The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

მოხელის სამაგიდო ლექსიკონი


მოხელის სამაგიდო ლექსიკონი


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: დემეტრაშვილი კახა, თოფურიძე თენგიზ, სალუქვაძე მანანა, ნაფეტვრიძე ნოდარ, გოგოჩაიშვილი დავით, ჩაგანავა ზაზა, გვარჯალაძე მიხეილ, პეტრიაშვილი ვაჟა, ჯაიანი დავით
თემატური კატალოგი ლექსიკონები
წყარო: ISBN 99940-0-063-2 :
საავტორო უფლებები: © გაერთიანებული ერების ორგანიზაცია
ლექსიკონის შექმნის თარიღი: 2004
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
ლექსიკონის აღწერა: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა ; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ. ; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ. : ცხრ. ; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - [ფ.ა.] [MFN: 21620] საჯარო მოსამსახურის ბიბლიოთეკა თბილისი, 2005 გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამა უაკ (UDC) 342.518(038)= 9.463.1. მ 896 საჯარო მოსამსახურის ბიბლიოთეკა ლექსიკონი მოამზადა და გამოსცა გაეროს განვითარების პროგრამის პროექტებმა UNDP/GEO/00036279; UNDP/GEO/00041626 - "საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის საქმიანობის ეფექტიანობისა და ტრანსპარენტობის გაუმჯობესება" UNDP/GEO/00012699; UNDP/GEO/00041630 - "საქართველოს საფინანსო სისტემის მოდერნიზება" UNDP/GEO/00012708 - "საქართველოს იმერეთის მხარის დემოკრატიული მმართველობის განვითარების ხელშეწყობა" UNDP/GEO/00040297 - "სახელმწიფო კონტროლის სისტემის ქმედუნარიანობის გაძლიერება" UNDP/GEO/00041623 - "იუსტიციის სამინისტროს ქმედუნარიანობის გაზრდა: სამოქალაქო რეესტრის რეფორმის კომპონენტი" ლექსიკონი შეადგინა ავტორთა კოლექტივმა: დოცენტი, იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი ნუნუ ოვსიანიკოვა (ხელმძღვანელი), სამსონ ურიდია, კახაბერ ვაშაკიძე, ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი ნინო მიქიაშვილი ლექსიკონის რედაქტორია გაეროს განვითარების პროგრამის ექსპერტი დოცენტი, ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი ვაჟა გურგენიძე ლექსიკონის მომზადების სხვადასხვა სტადიაზე მონაწილეობდა ავტორთა კოლექტივი - გაეროს განვითარების პროგრამის ექსპერტები: დოცენტი, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი კახა დემეტრაშვილი, თენგიზ თოფურიძე, მანანა სალუქვაძე, ნოდარ ნაფეტვარიძე, დავით გოგიჩაიშვილი, ზაზა ჩაგანავა, მიხეილ გვარჯალაძე, დოცენტი, ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი ნოდარ ხადური, ვაჟა პეტრიაშვილი, დავით ჯაიანი სტილისტ-კორექტორი ლია შარვაშიძე ლექსიკონი ტექნიკურად მოამზადეს გაეროს განვითარების პროგრამის თანამშრომლებმა: მაკა შაიშმელაშვილმა და ნანა კასრელიშვილმა ავტორთა ჯგუფის რეკვიზიტები: თბილისი, 0179, ერისთავის ქ. 9; გაეროს სახლი, ოფისი 112 გაეროს განვითარების პროგრამის ეროვნულ კონსულტანტთა ჯგუფი UNDP Georgia - NCTeam (CIMS Consulting) ტელ.: 253203, 253166, 253167 Internet: ncteam@cims.ge www.cims.ge



1 წინასიტყვაობა

▲ზევით დაბრუნება


წინამდებარე „მოხელის სამაგიდო ლექსიკონი საქართველოს მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის ამ ლექსიკონის თავფურცელზე აღნიშნული პროექტების ეგიდითა და მათ განმხორციელებელ ექსპერტ-კონსულტანტთა აქტიური მონაწილეობითაა მომზადებული და გამოცემული. ასეთი ლექსიკონის შექმნა ობიექტური აუცილებლობით არის გამოწვეული, კერძოდ: დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობით, საქართველოში არა მხოლოდ ეროვნულ, არამედ დასავლური, ცივილიზებული ქვეყნებისთვის დამახასიათებელ ხედვაზე, პრინციპებსა და ფასეულობებზე დაფუძნებული სახელმწიფო მართვის სისტემის თანდათანობით დამკვიდრებით, შესაბამისად, სახელმწიფო მართვის სისტემის რადიკალური რეფორმირებით, მსოფლიოში მიმდინარე ინტეგრაციისა და გლობალიზაციის პროცესებით, ძალზე ფართო საერთაშორისო ურთიერთობით. ყოველივე ამან საჯარო სამსახურში და საერთოდ, ჩვენს ცხოვრებაში ძალზე ბევრი ახალი, უცნობი ტერმინი და დეფინიცია შემოიტანა და თანდათანობით დაამკვიდრა; მათ შორის არცთუ ცოტაა ისეთი, რომელთაც უშუალო ქართული შესატყვისი სადღეისოდ არ გააჩნიათ. გასაგებია, თუ რა დიდი მეთოდოლოგიური და პრაქტიკული მნიშვნელობა ქვს ასეთი ტერმინების სწორ იდენტიფიცირებასა და განმარტებას.

ლექსიკონი შედგენილია თანამედროვე უცხოური ავტორიტეტული გამოცემების საფუძველზე, ამ სფეროში საქართველოს კანონებითა და სხვა ნორმატიული აქტებით იდენტიფიცირებული ტერმინების, ქართული მეცნიერებისა და პრაქტიკის მიღწევებისა და ადგილობრივი თავისებურებების გათვალისწინებით. მისი ძირითადი ნაწილი მოიცავს განმარტებით ლექსიკონს, კერძოდ, მასში სახელმწიფო, რეგიონულ, უწყებრივ დასექტორალურ მართვასთან დაკავშირებული პოლიტიკური, ადმინისტრაციული,ეკონომიკური, იურიდიული, ფინანსური, სოციალური, ფილოსოფიური, ტექნოლოგიური დასხვა ხასიათის ცნებებია განმარტებული; იქვეა მოცემული ყოველი ცნებისინგლისურენოვანი ტრანსკრიფცია.

ლექსიკონის პიელ დანართში მოცემულია გამოყენებული შემოკლებების განმარტება.

მეორე დანართში მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული უცხოენოვანი ტერმინები, გამონათქვამები და აბრევიატურებია განმარტებული, რაც დიდად დაეხმარება ქართველ მოხელეებს უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობებში, საერთაშორისო ეთიკისა და ეტიკეტის ნორმების დაცვაში, ინგლისურენოვანი ლიტერატურის ადვილად გაგებაში.

მესამე დანართში მოცემულია ისეთი საინტერესო და პრაგმატული ინფორმაცია საქართველოს ქალაქებისა და რაიონების შესახებ, როგორიცაა: რაიონის ფართობი, რაიონისა და რაიონული ცენტრის მოსახლეობის რაოდენობა, მანძილი თბილისიდან და საქალაქთაშორისო სატელეფონო კოდები.

მეოთხე დანართი დაწვრილებით ინფორმაციას იძლევა საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების შესახებ, კერძოდ, მოცემულია ყველა ქალაქის, საკრებულოებისა და მათში შემავალი სოფლების ჩამონათვალი.

მეხუთე დანართში მოცემულია საქართველოს მოსახლეობის შესახებ ინფორმაცია მოსახლეობის აღწერების მიხედვით, მათ შორის, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების, ეროვნული შემადგენლობისა და რელიგიური აღმსარებლობის გათვალისწინებით.

მეექვსე დანართი მოიცავს მსოფლიოში გამოყენებულ, სისტემატიზებულ ინფორმაციას საზომი ერთეულების, კერძოდ, ტემპერატურის, ფართობის, სიგრძის, წონის, მოცულობის, სიჩქარის შესახებ და სხვ.

მეშვიდე დანართში მოცემულია საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე მიღებული ტერმინები, რომლებიც განსაზღვრავენ საქონლის მიწოდების პირობებს და საკითხებს პასუხისმგებლობის ერთი მხარიდან მეორე მხარეზე გადატანის მომენტში. ბოლო, მერვე დანართში დახასიათებულია მსოფლიოს 100 ქვეყნის ფულის ერთეული, კერძოდ, მათი სახელწოდება, ინგლისური დასახელება, მათი ეკვივალენტი ხურდა ფული და ფულის ერთეულის საერთაშორისო აღნიშვნა.

ასეთი სპეციფიკური ხასიათის საცნობარო ინფორმაცია ზოგ მოხელეს ხშირად, ზოგს კი პერიოდულად და მოულოდნელად შეიძლება დასჭირდეს. ავტორთა კოლექტივს მიაჩნია, რომ ლექსიკონი მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებს, მეცნიერებს, პედაგოგებს, სტუდენტებს, მათ შორის, დასავლეთის ქვეყნებში მოსწავლე ან უკვე დაბრუნებულ ახალგაზრდებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, ბიზნესმენებს, ყველას, ვისაც კი რაიმე შეხება აქვს ქვეყნის მართვის მიკრო- და მაკროინსტიტუციურ რგოლებთან.

აქვე გთავაზობთ რამდენიმე განმარტებას ლექსიკონთან დაკავშირებით:

ლექსიკონში დამოუკიდებელ სალექსიკონო ერთეულებად შედის ერთი ან რამდენიმე სიტყვისგან შემდგარი ტერმინი, რომელიც დალაგებულია ანბანური პრინციპის დაცვით და მოცემულია განსხვავებული შრიფტით. რამდენიმე სიტყვისგან შედგენილი ცნების კლასიფიცირება ხდება თემატიკის გათვალისწინებით, ძირითადი ტერმინის განმარტების შემდგომ; მაგალითად, “თამასუქი” განმარტების შემდგომ მოცემულია ტერმინები: თამასუქი ავალირებული; თამასუქი ბრინჯაოს; თამასუქი კერძო; თამასუქი კომერციული და სხვ.

სალექსიკონო ერთეული - სტატიის სტრუქტურა ასეთია

        • სალექსიკონო ერთეული;

        • მრგვალ ფრჩხილებში განსხვავებული შრიფტით მითითებულია ინგლისური შესატყვისი;

        • თუ სალექსიკონო ერთეულს აქვს რამდენიმე ინგლისური შესატყვისი, თითოეული მათგანი ერთმანეთისგან წერტილ-მძიმით გამოიყოფა;

        • უცხოური წარმოშობის სალექსიკონო ერთეულისთვის, უმეტეს შემთხვევაში მოცემულია მისი ეტიმოლოგიური წარმოშობა კვადრატულ ფრჩხილებში. თუ სიტყვა ქართულში იმავე მნიშვნელობით იხმარება, რაც მას უცხო ენაში აქვს, მაშინ კვადრატულ ფრჩხილებში თარგმანი არაა მიწერილი;

  • თუ სალექსიკონო ერთეულს აქვს რამდენიმე მნიშვნელობა, თითოეული მათგანი გამოყოფილია არაბული ციფრებით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ სტატიაში უპირატესად აისახება მოცემული ტერმინის საჯარო სამსახურთან მიმართებით გამოყენებული მნიშვნელობა;

  • სალექსიკონო ერთეულის საქართველოს სამართლებრივი აქტების მიხედვით განმარტებულ მნიშვნელობას მრგვალ ფრჩხილებში კურსივით აქვს მითითებული შესაბამისი სამართლებრივი აქტის დასახელება და მუხლი.

ამ ლექსიკონის “ელექტრონული ვერსია” განთავსებულია გაერ განვითარების პროგრამის ეროვნულ კონსულტანტთა ჯგუფის ვებსაიტზე, მისამართი: www.cims.ge (ესტუმრეთ და გამოიყენეთ ამ საიტის სხვა რესურსებიც).

ავტორთა კოლექტივი განსაკუთრებულ მადლობას უხდის დახმარებისთვის გაეროს საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელობას, პირადად ბ-ნ ლანს კლარკს, ქ-ნ ნატო ალხაზიშვილს, ბ-ნ გიგი ბრეგაძეს და ქ-ნ ქეთი გიოშვილს, აგრეთვე, იუსტიციის მინისტრის მოადგილეს ბ-ნ კოტე ვარძელაშვილს.

ლექსიკონი შეიძლება არ იყოს დაზღვეული ზოგიერთი მექანიკური თუ სხვა სახის ხარვეზისაგან. ავტორთა კოლექტივი მადლიერების გრძნობით მიიღებს ყველა საქმიან შენიშვნას.

2

▲ზევით დაბრუნება


აბოლიცია (abolition) [<ლათ. Abolitio განადგურება, გაუქმება] - 1. კანონის გაუქმება; 2. საქმის შეწყვეტა დამნაშავის შეწყალების შედეგად.

აბონემენტი (subscription; season ticket) [<ფრანგ. abonement] - დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს განსაზღვრული ვადით გარკვეული მომსახურებით სარგებლობის უფლებას.

აბონენტი (subscriber) [გერმ. Abonent <ფრანგ.] - აბონემენტის მქონე პირი ან დაწესებულება.

აბორიგენი (aboriginal) [ლათ. Aborigines <ab origine დასაბამიდან, თავიდან] - 1.ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობა, ამა თუ იმ ადგილის თავდაპირველი, ძირძველი ბინადარი; 2. ბიოლ. იგივეა, რაც ავტოქთონები.

აბრევიატურა (abbreviation) [იტალ. abbreviatura <ლათ. brevis მოკლე] - შემოკლებული დასახელება, რომელიც შედგება სრული სახელწოდების შემადგენელი სიტყვის ან სიტყვების ასოების ან მარცვლების ან მთლიანი სიტყვის კომბინაციისაგან.

აბროგაცია (abrogation) [ლათ. abrogatio] - მოძველებული კანონის გაუქმება. იგი ხორციელდება ახალი კანონის საშუალებით. აბროგაციის სახეებია: სრული აბროგაცია (ძველი კანონის სრული შეცვლა ახლით); დეროგაცია (ძველი კანონის ნაწილობრივ შეცვლა ახლით); ობროგაცია (ძველ კანონში აუცილებელი ცვლილებების შეტანა); სუბროგაცია (ძველ კანონში დამატებების შეტანა).

აბსენტეიზმი (absenteeism) [ლათ. absens - არმყოფი] - 1. არჩევნებში ან რეფერენდუმში მონაწილეობისაგან თავის არიდება; 2. კოლეგიალური ორგანოს წევრების მიერ სხდომის სისტემატური გაცდენა.

აბსოლუტიზმი (absolutism) [ფრანგ. absolutisme <ლათ. absolutus უდავო] - მმართველობის ფორმა, რომლის დროსაც უმაღლესი ძალაუფლება მთლიანად (შეუზღუდავად) ერთ პირს ეკუთვნის.

აბსოლუტური უფლება (absolute right) - სუბიექტის პიროვნული უფლება, რომლის აღიარება და ხელყოფისგან თავის შეკავება მოეთხოვება სამართლის ყველა სხვა სუბიექტს.

აბსოლუცია (absolution) [<ლათ. absolutio] - 1. სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდადებულის სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ; 2. კათოლიკურ ეკლესიაში: ცოდვების მიტევება.

აბსტრაქცია (abstraction) [გერმ. abstraktion, ფრანგ. abstraction <ლათ. Abstractio დაშორება, განყენება] - 1. რაიმე საგნის ან მოვლენის არსებითი ნიშან-თვისებების გამოვლენისა და კანონზომიერების შეცნობის მიზნით ცალკეული თვისებრივი მახასიათებლიდან, მათ შორის არსებული კავშირებიდან განყენებული განსჯა, აზროვნება; 2. განყენებული ცნება, გამოცდილების თეორიული განზოგადება.

აბსტრაქციონიზმი (abstract art, abstractionism) [ლათ. abstractio განყენება, მოშორება] -აბსტრაქტული ხელოვნება - მე-20ს-ის ფორმალისტური მიმდინარეობა ფერწერაში, სკულპტურასა და გრაფიკაში; აბსტრაქციონისტები უარს ამბობენ რეალური საგნებისა და მოვლენების გამოსახვაზე. მათი ნაწარმოებები წარმოადგენენ გეომეტრიული ფორმების, ფერადი ლაქებისა და ხაზების ერთობლიობას.

აბსურდი (absurdity, nonsense) [ფრანგ. absurde <ლათ. absurdus, შეუსაბამო, აბდაუბდა, ახირებული] - უაზრობა, უცნაურობა, აბდაუბდა, შეუსაბამობა.

აგარაკი (summer cottage, country house) - 1. სახლი დასასვენებელ ადგილას; 2. დასასვენებელი ადგილი, ჩვეულებრივ, ქალაქგარეთ.

აგენტი (agent, medium; (commercy) factor; (legal) assignee) [<ლათ. Agent (agentis) - მოქმედი] - 1. იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც სხვა პირის (პრინციპალის) სახელით, ხარჯითა და დავალებით მოქმედებს, ასევე დებს გარიგებებს მესამე პირებთან; 2. სახელმწიფოს, დაწესებულების, ორგანიზაციის წარმომადგენელი (რწმუნებული).

აგენტი გენერალური (general agent) - ქვეყნის განსაზღვრულ ტერიტორიაზე ან რეგიონში პრინციპალის სრულუფლებიანი წარმომადგენელი, რომელიც პასუხისმგებელია პრინციპალის კლიენტების ყოველგვარ მომსახურებაზე.

აგენტი ეკონომიკური (economic agent) - ფიზიკური ან იურიდიული პირი: 1.რომელსაც საკრედიტო დაწესებულება აძლევს კრედიტს (“სახელმწიფო ვალის შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 1); 2. რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას განურჩევლად საწარმოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი, საკუთრების ფორმისა და საქმიანობის ხასიათისა (“მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებსაქართველოს კანონი).

აგენტი სადაზღვევო (fixer, insurance agent, social insurance agent) - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც მოქმედებს მზღვეველის დავალებით და სახელით მისთვის მზღვეველის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში (საქართველოს კანონი “დაზღვევის შესახებ”, მუხლი 2).

აგენტი სავაჭრო (distributor, selling agent) - პროდუქციის მწარმოებელსა და მომხმარებელს შორის შუამავალი პირი, რომელიც არ არის პროდუქციის მესაკუთრე. იგი უპირატესად მწარმოებლის მუდმივი წარმომადგენელია რეგიონში.

აგენტი ფისკალური (fiscal agent) - 1. ბანკი ან სატრასტო კომპანია, რომელიც სააქციო საზოგადოებისთვის ახორციელებს ისეთი სახის მომსახურებას, როგორიცაა: ფასიანი ქაღალდების გამოშვება, პროცენტებისა და დივიდენდების, საიჯარო ქირის გადახდა; 2. საგადამხდელო სისტემისა და ფასიანი ქაღალდების მიმოქცევის ორგანიზებით, სახელმწიფოს ფისკალური პოლიტიკის განხორციელების მხარდამჭერი პირი, სახელმწიფოს წარმომადგენელი სხვა ქვეყნის ცენტრალურ ბანკებსა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ურთიერთობაში (“საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი, მუხლი 75).

აგენტურა (secret/intelligence service; agents) - 1. ძირგამომთხრელი საქმიანობის წარმოებისა და საიდუმლო ინფორმაციის მოსაპოვებლად ორგანიზებული აგენტთა ქსელი; 2. ამა თუ იმ დაწესებულების, ორგანიზაციის აგენტთა ერთობლიობა (აგენტები); 3. აგენტის საქმიანობა.

აგიტაცია (agitation) [გერმ. Agitation <ლათ. agitatio მოძრაობაში მოყვანა] - 1. ფართო მასების ცნობიერებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით პოლიტიკური იდეებისა და ლოზუნგების გავრცელება; 2. საქმიანობა, რომლის მიზანია ვინმეს რაიმეში დარწმუნება, ან ვინმეს გადაბირება.

აგლომერაცია (agglomeration) [<ლათ. agglomerare მიერთება, დაგროვება] - ურბანიზაციის განვითარების, ეკონომიკური და კულტურული კავშირების შედეგად რამდენიმე ქალაქისა და დასახლებული პუნქტის ერთ ქალაქად შერწყმა.

აგნოსტიციზმი (agnosticism) [<ბერძ.agnostos შეუცნობელი; a (უარყ. ნაწილაკი) და gnosis ცოდნა, შემეცნება] - იდეალისტური მოძღვრება, რომლის მიხედვითაც შეუძლებელია ობიექტური სამყაროსა და ობიექტური ჭეშმარიტების შეცნობა.

აგორა (agora) [ბერძ. agora მოედანი] - სავაჭრო მოედანი და სახალხო შეკრებების ადგილი ძველ საბერძნეთში.

აგრარული (agrarian) [<ლათ. agrarius] - 1. მიწასთან; მიწათმფლობელობასთან, მიწათმოქმედებასთან დაკავშირებული; 2. რაიმე, რაც ხასიათდება მეურნეობის სხვა დარგებთან შედარებით სასოფლოსამეურნეო წარმოების უპირატესობით.

აგრეგირება (aggregate) [<ლათ. aggregare] - საერთო, განზოგადებული, მთლიანი მაჩვენებლების (სიდიდის) მიღების მიზნით რაიმე ერთგვაროვანი მაჩვენებლების (სიდიდეების) გაერთიანება, შეჯამება.

აგრესია (aggression) [ლათ. Aggressio თავდასხმა] (aggression) - კაცობრიობის უსაფრთხოებისა და მშვიდობის წინააღმდეგ მიმართული უმძიმესი საერთაშორისო დანაშაული. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების მიხედვით, ნებისმიერი სახით შეიარაღებული ძალების მართლსაწინააღმდეგო გამოყენება.

აგრესიული ფასების პოლიტიკა (aggresive pricing) - ორი ურთიერთსაწინააღმდეგო აზრის მქონე ტერმინი: 1.კონკურენტებზე ზეწოლის, ბაზარზე კომპანიის წილის გაზრდის მიზნით, საკუთარ საქონელზე დაბალი ფასების დაწესების მეშვეობით მაღალი ხარჯების მქონე კონკურენტების განდევნა ბაზრიდან. ამ შემთხვევაში დაზარალებულ მხარედ კონკურენტი გვევლინება; 2. მაღალი მოგების მიღების უზრუნველსაყოფად გაზრდილი ფასების შენარჩუნება, რომლისგანაც ჩვეულებრივ მომხმარებელი ზარალდება.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია (European Convention for the protection of Human Rights and Fundamental Freedoms) - ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლებრივი გარანტიების შესახებ, ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების მიერ 1950 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულება, რომლის ამოცანას შეადგენდა 1948 წელს გაეროს ეგიდით გამოცხადებული ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პრინციპების განხორციელება. კონვენციის დებულებები, ძირითადად კონცენტრირებულია სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებზე, მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენდა პროცესუალური საკითხებისა და გადაწყვეტილების აღსრულების მექანიზმების განსაზღვრა. მოსარჩელეს აქვს უფლება ხელშეკრულების წევრი ქვეყნის მიერ კონვენციის დარღვევის ბრალდებით მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროკომისიას, რომლის შემდგომ ინსტანციას წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროსასამართლო, რომელსაც შეუძლია მიმართონ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ისე ცალკეულმა პირმა ან პირთა ჯგუფმა. ორივე ორგანიზაცია შექმნილია კონვენციის ფარგლებში.კომისიის ამოცანას წარმოადგენს: სასამართლოს უფლებამოსილებებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით საჩივრის განხილვა; დარღვევის ფაქტების შემოწმება; მხარეთა ურთიერთმორიგებისათვის საჭირო ზომების განხორციელება. შესაბამისი სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს იურისდიქციის აღიარების შემთხვევაში, სასამართლოს აქვს უფლება გამოიტანოს შესასრულებლად სავალდებულო გადაწყვეტილება, რომლის იურიდიული ძალა ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებების ტოლფასია.

ადამიანის უფლებების ევროპის სასამართლო (European Court of Human Rights) - 1950 წელს ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ხელი მოაწერეს ადამიანის უფლებების დაცვის სამართლებრივი გარანტირების ხელშეკრულებას, რათა ცხოვრებაში დამკვიდრებულიყო 1948 წელს გაეროს მიერ მიღებული ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაცია. სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ მომჩივანს სარჩელი შეუძლია შეიტანოს ევროპის კომისიაში; შემდგომი ინსტანციაა ადამიანის უფლებების ევროპის სასამართლო, რომელსაც შეიძლება მიმართონ როგორც ცალკეულმა პირებმა, ისე მათმა ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა. სასამართლოს, თუ მისი იურისდიქცია აღიარებულია მოცემული ქვეყნის მიერ, უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილებები, რომლებიც აუცილებლად უნდა შესრულდეს. ამ გადაწყვეტილებებს ისეთივე ძალა აქვთ, როგორც ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებებს (იხ. აგრეთვე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია).

ადაპტაცია (adaptation) [ლათ. Adaptatio <adaptare შეგუება] - 1. გარემო პირობების ცვლილებებთან ორგანიზმის შეგუება; 2. დამწყებ მკითხველთათვის უცხოენოვანი ტექსტის გამარტივება.

ადაპტაცია სოციალური (social adaptation) - ცვლად სოციალურ გარემოსთან პირის ან სოციალური ჯგუფის აქტიური შეგუების პროცესი.

ადაპტაცია სტრუქტურული (structural adjustment) - პროტექციონისტული პოლიტიკის

შესუსტების შედეგად ეროვნული მრეწველობის გარდაქმნა. სტრუქტურული და სექტორული ადაპტაციის პროგრამის ფარგლებში, მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის კონსულტაციის გათვალისწინებით, გასცემს კრედიტს განსაზღვრული პირობებით, მოითხოვს რა ქვეყნის მთავრობისგან ეკონომიკური რეფორმების გატარებაზე თანხმობას, რომელიც მიმართული იქნება ლიბერალიზაციისა და ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევის შემცირებისაკენ.

ადგილი საკურორტო (health resort place) - ტერიტორია, რომელიც შეიცავს ბუნებრივ სამკურნალო რესურსებს, ვარგისია მიზნობრივი ექპლუატაციისათვის და არ აქვს შესაბამისი შენობა-ნაგებობანი (საქართველოს კანონი “ტურიზმისა და კურორტების შესახებ”, მუხლი 2).

ადგილობრივი (local) - 1. განსაზღვრულ ადგილთან დაკავშირებული (ადგილობრივი მოსახლეობა, ადგილობრივი ტრადიცია და სხვ.); 2. გარკვეული ტერიტორიის ფარგლებში მოქმედი (ადგილობრივი მრეწველობა, ადგილობრივი ბიუჯეტი).

ადგილობრივი თვითმმართველობა (local self-government) - საქართველოს მოქალაქეთა კონსტიტუციით აღიარებული და კანონმდებლობით გარანტირებული უფლება, შესაძლებლობა და პასუხისმგებლობა, თვითმმართველობის ერთეულებში მათ მიერ შექმნილი ადგილობრივი ორგანოების მეშვეობით, კანონმდებლობის საფუძველზე, საკუთარი პასუხისმგებლობით და დამოუკიდებლად გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები. იგი ხორციელდება სახელმწიფოს სუვერენიტეტის შეულახავად (საქართველოს ორგანული კანონიადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ”, მუხლი 1, პუნქტი 1).

ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულება, რომლებში საქმიანობაც ითვლება საჯარო სამსახურად (list of local authorities in which working is considered as public service) - საკრებულო; გამგეობა; მერია; მუნიციპალიტეტი (საქართველოს კანონისაჯარო სამსახურის შესახებ”, მუხლი 2.4).

ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურე (servant of local authorities) - საჯარო მოსამსახურე, რომელიც სამსახურებრივ ურთიერთობაშია ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულთან (“საჯარო სამსახურის შესახებ”, საქართველოს კანონი, მუხლი 4).

ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე (employee of local authorities) - პირი, რომელიც ინიშნება ან აირჩევა ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულების საშტატო (შტატით გათვალისწინებულ) თანამდებობაზე. ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელედ შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელმაც მიაღწია 18 წლის ასაკს, ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას და აქვს საშუალო განათლება მაინც (“საჯარო სამსახურის შესახებ”, საქართველოს კანონი, მუხლი 6, 16).

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული უფლებამოსილება (administrative authority of local self-government body) - ადგილობრივი სამსახურის შექმნის, შესაბამისი სტრუქტურისა და პერსონალის ხელმძღვანელობის (სტრუქტურების შექმნა, რეორგანიზაცია, გაერთიანება, თანამშრომელთა დანიშვნა, გათავისუფლება, გადაყვანა, გადამზადება, სამუშაო პირობებისა და შრომის ანაზღაურების განსაზღვრა), აგრეთვე დაფინანსებისა და ხარჯების გაწევის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლებამოსილება, რომელიც საჭიროა ამ ორგანოების ნორმალური ფუნქციონირებისათვის (,,ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებსაქართველოს ორგანული კანონი, მუხლი 1).

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს დელეგირებული უფლებამოსილება (delegated authority of local self-government body) - სახელმწიფო ორგანოს უფლებამოსილება, რომელიც გადაცემული აქვს ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს და რომელიც ამ ორგანული კანონით დადგენილი წესით, კანონის თანახმად ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე განსახორციელებლად გადაეცემა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს (“ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებსაქართველოს ორგანული კანონი, მუხლი 1).

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ექსკლუზიური უფლებამოსილება (exclusive authority of local selfgovernment body) - ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლებამოსილება, რომელიც მას მინიჭებული აქვს და რომელსაც იგი ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ექსკლუზიურ უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად იყენებს სრულ ადმინისტრაციულ, მომსახურებით, საინვესტიციო და მარეგულირებელ უფლებამოსილებებს (“ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი, მუხლი 1).

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მარეგულირებელი უფლებამოსილება (regulative authority of local self-government body) - ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის შესასრულებლად სავალდებულო წესებისა და ინსტრუქციების დადგენის, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზიების, ნებართვების გაცემის და დადგენილი ნორმების დარღვევისათვის ჯარიმების დაწესების უფლებამოსილება (ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებსაქართველოს ორგანული კანონი, მუხლი 1).

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მომსახურებითი უფლებამოსილება (servicing authority of local self-government body) - ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების შეფასების, სათანადო ზომების მიღებისა და ღონისძიებების განხორციელების, მომსახურების ობიექტების ფუნქციონირების, მომსახურების მიწოდებისა და უზრუნველყოფის დაგეგმვის, დაფინანსებისა და განხორციელების, აგრეთვე დამატებითი მომსახურების გაწევის უფლებამოსილება (“ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებსაქართველოს ორგანული კანონი, მუხლი 1).

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ნებაყოფლობითი უფლებამოსილება (free-will authority of local selfgovernment body) - ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლებამოსილება, საკუთარი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება ყველა იმ საკითხზე, რომლებიც კანონის თანახმად არ არის ამოღებული მისი უფლებამოსილებიდან ან არ არის მიკუთვნებული სახელმწიფო ორგანოს უფლებამოსილებას (“ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებსაქართველოს ორგანული კანონი, მუხლი 1).

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს საინვესტიციო უფლებამოსილება (investment authority of local selfgovernment body) - ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციების შესასრულებლად საჭირო საინვესტიციო პროგრამების განსაზღვრისა და დაფინანსების, საკუთარი მოძრავი და უძრავი ქონების აღდგენის ან შეძენის, შესაბამისი მატერიალური, შრომითი და ფინანსური საშუალებების მობილიზაციის, ინვესტიციებისა და განაწილების განხორციელების, აგრეთვე ადგილობრივ ბიუჯეტში სათანადო სუბსიდიების გათვალისწინების უფლებამოსილება (ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებსაქართველოს ორგანული კანონი, მუხლი 1).

ადგილობრივი მმართველობა (local administration, municipal administration) - 1. ადგილობრივი ორგანოებისათვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლება და დაკისრებული მოვალეობა, საერთო-სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით გადაწყვიტონ სახელმწიფო ორგანოების მიერ დელეგირებული სახელმწიფო მნიშვნელობის ადგილობრივი საკითხები (საქართველოს ორგანული კანონიადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებმუხლი 1, პუნქტი 4); 2. სახელმწიფო მმართველობის სისტემის შემადგენელი ნაწილი, რომელიც უზრუნველყოფს კანონით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო მნიშვნელობის ადგილობრივი და სახელმწიფო უმაღლესი ორგანოების მიერ დელეგირებული სხვა საკითხების გადაწყვეტას, მოსახლეობის მოთხოვნათა გათვალისწინებით სახელმწიფო ინტერესების დაცვას (საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 21 დეკემბრის 702 ბრძანებულება, მუხლი 1.1).

ადგილობრივი მოსაკრებელი (local dues) - ადგილობრივ ბიუჯეტში ერთჯერადი სავალდებულო გადასახდელი, რომელსაც ფიზიკური და იურიდიული პირები იხდიან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს მიერ განსაზღვრული ვადით ან უამისოდ, კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებისთვის (საქართველოს კანონი ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ”, მუხლი 1).

ადგილობრივი მოსაკრებლის სახეები (types of local dues) - 1. ადგილობრივი სალიცენზიო მოსაკრებლებია: ა) მოსაკრებელი მშენებლობის დაწყების ნებართვისთვის; ბ) მოსაკრებელი გარე ვაჭრობის ნებართვისთვის; გ) მოსაკრებელი გარე რეკლამის გავრცელების ნებართვისთვის; დ) მოსაკრებელი საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის ნებართვისთვის; ე) მოსაკრებელი ადგილობრივი სამგზავრო-სატრანსპორტო გადაზიდვის ნებართვისთვის; ვ) მოსაკრებელი არქიტექტურული ობიექტის სტრუქტურულ- ფუნქციური წყობისა და იერის შეცვლის ნებართვისთვის; ზ) მოსაკრებელი ავტოტრანსპორტის პარკირების ნებართვისთვის; 2. სატენდერო მოსაკრებელი (საქართველოს კანონი ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ, მუხლი 5).

ადგილობრივი ორგანოები (local authorities) - კანონით დადგენილი წესით შექმნილი თვითმმართველობისა და მმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, რომლებიც უზრუნველყოფენ საქართველოს კანონმდებლობით მათ უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხების გადაწყვეტას. ადგილობრივ ორგანოებს აქვთ ერთიანი ანგარიშსწორების ანგარიში ბანკში, დასრულებული ბალანსი, ხარჯთაღრიცხვა და ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით (ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებსაქართველოს ორგანული კანონი, მუხლი 1).

ადგილობრივი საარჩევნო ოლქი (local electoral/election district) - საარჩევნო ოლქის ნაწილი, რომელიც იქმნება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების ჩატარების მიზნით, თუ საარჩევნო ოლქი მოიცავს ადგილობრივი თვითმმართველობის ერთზე მეტ ერთეულს; ადგილობრივი საარჩევნო ოლქი მოიცავს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულის მთელ ტერიტორიას (საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 3).

ადგილობრივი სიმბოლიკის გამოყენებისათვის გადასახადი (tax for using local symbolics) - ადგილობრივ გადასახადს იხდიან იურიდიული და მეწარმე ფიზიკური პირები, რომლებიც იყენებენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებულ სიმბოლიკას - გერბებს, ისტორიული ან არქიტექტურული ძეგლების გამოსახულებებს, ქალაქის ან მისი ცალკეული ადგილის ხედებსა და სხვა ანალოგიურ სიმბოლოებს. არ შეიძლება ადგილობრივ სიმბოლოდ ქალაქის (რაიონის) ან სხვა დასახლებული პუნქტის სახელის გამოყენება. ადგილობრივი სიმბოლიკის გამოყენებისათვის გადასახადის ზღვრული ოდენობა განისაზღვრება ადგილობრივი სიმბოლიკის გამოყენებით ნიშანდებული საქონლის მიწოდებიდან მიღებული ამონაგების არა უმეტეს 2 პროცენტით (საქართველოს საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 214).

ადგილსამყოფელი (abode, fix, locality, location, site) - 1. ადგილი, სადაც იმყოფება განსაზღვრული იურიდიული ან ფიზიკური პირი; 2. საწარმოს იურიდიული მისამართი (საქართველოს კანონიმეწარმეთა შესახებ”, მუხლი 5.4.1).

ადენდუმი (addendum) [<ლათ. addo ვუმატებ, ვურთავ] - 1. საზღვაო ვაჭრობის ხელშეკრულების ან დოკუმენტის (კერძოდ, ჩარტერის) დამატება, რომელიც ცვლის ან ავსებს მის ამა თუ იმ პირობას. იხ. აგრეთვე ჩარტერი; ჩარტერის ხელშეკრულება; 2. დაზღვევის ან გადაზღვევის ხელშეკრულების დამატება.

ადეპტი (adept) [ფრანგ. adepte მომხრე, მიმდევარი <ლათ. adeptus მიღწეული] - რომელიმე სწავლების, იდეის მიმდევარი, მომხრე. თავდაპირველად ადეპტი ეწოდებოდა რელიგიური მიმდევრობის, სექტის საიდუმლოებებს ზიარებულ პირს.

ად ვალორემი (ლათ. ad valorem) - ძვირფასი ტვირთების გადაზიდვის ან საბაჟო გადასახადების გამოთვლის მეთოდი, რომლის დროსაც მხედველობაში მიიღება ტვირთის ფასი (პროცენტი ფასიდან) და არა წონა.

ადვენტისტები (adventists) [<ლათ. adventus მოსვლა] - ამერიკაში, 1833 წელს უბრალო ფერმერის, უილიამ მილერის მიერ დაარსებული სექტა (პროტესტანტული), რომელიც ქადაგებდა სამყაროს უახლოეს ხანში დაღუპვასა და იესო ქრისტეს ათასწლოვან მეუფებას. სექტის ყველაზე მრავალრიცხოვან ფრთას შეადგენს მეშვიდე დღის ადვენტისტები, რომელიც დააარსეს ელენე და ჯონ უაიტებმა 1846 წელს. მის მთავარ დოქტრინას შეადგენს: 1. მითითება შაბათის უქმობის შესახებ; 2. ე.წ. სამი ამბავი იოანეს გამოცხადების მე-14 თავიდან. I - ამბავი განკითხვის დღის მოახლოების შესახებ; II - ამბავი ბიბლიური წინასწარმეტყველების შესახებ ბაბილონის (რომის) დამხობის თაობაზე; III - ადვენტისტებს ევალებათ “ღვთის მცნებებისა და ქრისტეს რწმენის” ქადაგება; 3. მითითება ადამიანის სულის მოკვდავობის შესახებ; 4. მითითება ე.წ. “სანიტარული რეფორმის” შესახებ - ზოგიერთი საკვები პროდუქტის აკრძალვა. სექტის მიმდევრებს არ სწამთ ბიბლიის ღვთივშთაგონებულობა.

ადვოკატი (ვექილი) (barrister, solicitor; councel, lawyer) [ლათ. Advocatus <advocare დახმარების თხოვნა <advoco მიწვევა] - 1. თავისუფალი პროფესიის პირი, რომელიც ემორჩილება მხოლოდ კანონსა და პროფესიული ეთიკის ნორმებს და შეყვანილია საქართველოს ადვოკატთა ერთიან სიაში. უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე ფიზიკური პირი, რომელმაც კანონით დადგენილი წესით გაიარა ადვოკატთა ტესტირება, დადო ადვოკატის ფიცი და აქვს იურისტად ან ადვოკატის სტაჟიორად მუშაობის არანაკლებ 1 წლის შრომის სტაჟი. ადვოკატი არ შეიძლება იყოს განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლები პირი, თუ ნასამართლობა არ აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული კანონმდებლობით დადგენილი წესით (ადვოკატთა შესახებსაქართველოს კანონი, მუხლი 1, 10); 2. იურისტი, რომლის სპეციალობაა მოქალაქეებისა და ორგანიზაციებისთვის სამართლებრივი დახმარების გაწევა, მ.შ. სასამართლოში მათი ინტერესების დაცვა.

ადვოკატთა ასოციაცია (association of lawyers) - საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ადვოკატთა ასოციაციები არიან პირთა წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები (ადვოკატთა შესახებსაქართველოს კანონი, მუხლი 21).

ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო (executive council of association of lawyers) - ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი ორგანო, რომლის სხდომა იმართება სულ მცირე თვეში ერთხელ, შედგება 9 წევრისაგან. 6 წევრს ირჩევს საერთო კრება 3 წლის ვადით. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ადვოკატთა ასოციაციების თავმჯდომარეები თანამდებობრივად შედიან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო უფლებამოსილია: ა) ადვოკატთა ასოციაციების აღმასრულებელი საბჭოების მიერ მიწოდებული მონაცემების საფუძველზე, ამ კანონით დადგენილი წესით, ორგანიზება გაუწიოს საქართველოს ადვოკატთა ერთიანი სიის შედგენას, მასში ცვლილებების შეტანას და მის გამოქვეყნებას; ბ) განსაზღვროს ადვოკატთა ტესტირების ჩატარების თარიღი; ორგანიზება გაუწიოს ტესტირების მომზადებასა და ჩატარებას (აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ადვოკატთა ასოციაციების გარდა); კოორდინაცია გაუწიოს ტესტირების ჩატარებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე; გ) ორგანიზება გაუწიოს ადვოკატთა მიერ ფიცის დადებას (განცხადების დაწერას); დ) აღასრულოს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის გადაწყვეტილებები; ე) დაამტკიცოს ადვოკატის ორდერის ნიმუში; ვ) დაამტკიცოს საადვოკატო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი მოწმობის ნიმუში; ზ) დაამყაროს საერთაშორისო კავშირები, ამ ურთიერთობებში იყოს ასოციაციის წარმომადგენელი; თ) აწარმოოს ადვოკატთა და მათ სტაჟიორთა პირადი საქმეები; ი) ორმხრივი თხოვნის საფუძველზე იყოს ასოციაციის მოდავე წევრების ან წევრებისა და მათი კლიენტების მომრიგებელი; კ) გამოსცეს ადვოკატთა საინფორმაციო ბიულეტენი ან სხვა პერიოდული ორგანო; ლ) განახორციელოს ამ კანონითა და ასოციაციის წესდებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი. აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო უფლებამოსილია: ა) ორგანიზება გაუწიოს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოსთვის ადვოკატთა მონაცემების მიწოდებას საქართველოს ადვოკატთა ერთიანი სიის შედგენის, მასში ცვლილებების შეტანის და მისი გამოქვეყნების მიზნით; ბ) ორგანიზება გაუწიოს ადვოკატთა მიერ ფიცის დადებას (განცხადების დაწერას); გ) ორგანიზება გაუწიოს ტესტირების მომზადებასა და ჩატარებას; დ) ორმხრივი თხოვნის საფუძველზე იყოს ასოციაციის მოდავე წევრების ან წევრებისა და მათი კლიენტების მომრიგებელი; ე) აწარმოოს ადვოკატთა და მათ სტაჟიორთა პირადი საქმეები; ვ) აღასრულოს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების, შესაბამისი აღმასრულებელი საბჭოს, ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის გადაწყვეტილებები; ზ) განახორციელოს ამ კანონითა და ასოციაციის წესდებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი. აღმასრულებელი საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია (ადვოკატთა შესახებსაქართველოს კანონი, მუხლი 26).

ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია (ethics commission of association of lawyers) -შედგება 3 წლის ვადით არჩეული 9 წევრისგან. 7 წევრს ირჩევს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება, ხოლო თითო წევრს ირჩევენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ადვოკატთა ასოციაციების საერთო კრებები. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ადვოკატთა ასოციაციების ეთიკის კომისიების წევრთა რაოდენობა, უფლებამოსილება და არჩევის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება. ეთიკის კომისიის წევრის ხელახლა არჩევა შეიძლება მხოლოდ ერთხელ. ეთიკის კომისიის თავმჯდომარეს ირჩევს აღმასრულებელი საბჭო თავისი წევრებისგან, 1 წლის ვადით, კანდიდატის წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ეთიკის კომისია ამოწმებს ადვოკატზე შემოსულ ინფორმაციას, სწავლობს მის საფუძვლიანობას და წყვეტს ადვოკატის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხს. ანონიმური წერილები და შეტყობინებები არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ადვოკატის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის განხილვას. ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების მიერ დამტკიცებული დებულებით (ადვოკატთა შესახებსაქართველოს კანონი, მუხლი 28).

ადმინისტრატორი (administrator, (personnel manager) executive, manager) [ლათ. Administrator მმართველი] - 1. დაწესებულებაში (ორგანიზაციაში) პასუხისმგებელი განმკარგულებელი, რაიმეს მომწყობი; 2. ბანკის ან სხვა საკრედიტო დაწესებულების სამეთვალყურეო საბჭოს, დირექტორატის (გამგეობის) ან სარევიზიო კომისიის წევრი, აგრეთვე პირი, რომელიც დამოუკიდებლად, ან ერთ, ან მეტ პირთან ერთად უფლებამოსილია იკისროს ვალდებულებები ბანკის სახელით (საქართველოს კანონი ,,კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ, მუხლი 1); მეტ პირთან ერთად უფლებამოსილია იკისროს ვალდებულებები ბანკის სახელით“კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ”, მუხლი 1); 3. საბროკერო კომპანიის საქმიანობაზე ლიცენზიის შეჩერებისას ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის მიერ დანიშნული პირი, რომელთან შეთანხმებით მიიღება საწარმოს საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილება; 4. ბალანსის ანალიზისა და კორპორაციული ფინანსების ექსპერტი, რომელიც გადახდისუუნარო კომპანიას მართავს.

ადმინისტრაცია (administration, authorities, management, (personnel management), personnel administrative) [ლათ. administratio მართვა-გამგებლობა] - 1. აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები; 2. ქვეყნის ცალკეული ნაწილის მმართველობა; 3. წარმოებასა და დაწესებულებებში მმართველობის ორგანოები, რომელთა ფუნქციაშიც შედის საკადრო, საფინანსო და ორგანიზაციული საკითხების მოგვარება.

ადმინისტრაციული (administrative, executive) - 1. ადმინისტრაციასთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან დაკავშირებული (მაგალითად, რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი); 2. აღმასრულებელი ორგანოების განკარგულებით მომხდარი, მიღებული (მაგალითად, ადმინისტრაციული სასჯელი).

ადმინისტრაციული აქტი (administrative act) - საქართველოს კანონმდებლობით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, მუხლი 2).

ადმინისტრაციული გარიგება (administrative transaction) - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე, სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო - სამართლებრივი გარიგება (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი”, მუხლი 2).

ადმინისტრაციული ერთეულები (საქართველოს) (administrative districts) - სოფელი, თემი, დაბა, ქალაქი და რაიონი (საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 14 მაისის 321 ბრძანებულება).

ადმინისტრაციული იუსტიცია (administrative justice) - სახელმწიფო მმართველობის სფეროში კანონიერების დაცვაზე კონტროლის განხორციელების მიზნით შექმნილი სპეციალური სასამართლო და კვაზისასამართლო ორგანოების სისტემა. უფრო ვიწრო მნიშვნელობით - ადმინისტრაციული დავებისა და ადმინისტრაციული საქმეების განხილვის სპეციალიზებული პროცესუალური წესი, სადაც ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს სახელმწიფო. ადმინისტრაციული იუსტიცია სასამართლო საქმიანობის განსაკუთრებული სახეობაა, რომელიც ხორციელდება სასამართლო განხილვის ძირითადი ელემენტების გათვალისწინებით.

ადმინისტრაციული კოდექსი (administrative code) - კოდიფიცირებული საკანონმდებლო აქტი, რომელიც განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრისა და განცხადების განხილვის, ადმინისტრაციული გარიგების მომზადების, დადებისა და შესრულების წესს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი მიღებულია 1999 წლის 25 ივნისს და ამოქმედდა 2000 წლის 1-ელი იანვრიდან.

ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა (administrative liability) - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის შეფარდება კანონით დადგენილ საფუძველზე და წესით.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევა (გადაცდომა) (administrative offence) - სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი”, მუხლი 10).

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (administrative offence record, administrative offence report, a statement of the administrative offence case) - საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირის ან საზოგადოებრივი ორგანიზაციისა თუ საზოგადოებრივი თვითმოქმედების ორგანოს წარმომადგენლის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ შედგენილი ოქმი, რომელშიც აღინიშნება მისი შედგენის თარიღი და ადგილი, შემდგენის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი, გვარი; მონაცემები დამრღვევი პირის შესახებ; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის; მოწმეთა და დაზარალებულთა გვარები და მისამართები, თუ ისინი არიან; დამრღვევის ახსნა-განმარტება; საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები. ოქმს ხელს აწერენ მისი შემდგენი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი; თუ არიან მოწმეები და დაზარალებულნი, ოქმს შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევის ჩამდენი უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. სამართალდარღვევის ჩამდენს უფლება აქვს წარმოადგინოს ოქმისათვის დასართავი ახსნა-განმარტება და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო, აგრეთვე, ჩამოაყალიბოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები. ოქმის შედგენისას დამრღვევს განემარტება ამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები, რაც აღინიშნება ოქმში (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი”, მუხლი: 239; 240).

ადმინისტრაციული სამართალი (administrative law) - სამართლებრივი ნორმების ერთობლიობა, რომელიც აწესრიგებს სახელმწიფო მმართველობის სფეროში ადმინისტრაციულ-საზოგადოებრივ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მმართველობის ორგანოების შექმნისა და გაუქმების, მათი ორგანიზაციისა და საქმიანობის წესსა და პრინციპებს. ადმინისტრაციული სამართლის ნორმები განსაზღვრავენ, აგრეთვე, მოქალაქეების, სახელმწიფო მოხელეებისა და თანამდებობის პირთა უფლებამოსილებას, ადგენენ ქცევის სავალდებულო წესებს, აწესებენ პასუხისმგებლობის ზომებს მათი დარღვევისათვის.

ადმინისტრაციული სახდელი (official reprimand) - ადმინისტრაციული სახდელი წარმოადგენს პასუხისმგებლობის ზომას და გამოიყენება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის აღსაზრდელად კანონების დაცვის, საერთო ცხოვრების წესების პატივისცემის სულისკვეთებით, აგრეთვე, როგორც თვით სამართალდამრღვევის, ისე სხვა პირთა მიერ ახალი სამართალდარღვევების ჩადენის აცილების მიზნით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი ადმინისტრაციული სახდელები: 1) გაფრთხილება; 2) ჯარიმა; 3) იმ საგნის სასყიდლით ჩამორთმევა, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღს ან უშუალო ობიექტს, ან საბაჟო წესების დარღვევის საგანს, საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალებას წარმოადგენდა; 4) იმ საგნის კონფისკაცია, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღს ან უშუალო ობიექტს, ან საბაჟო წესების დარღვევის საგანს, საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალებას წარმოადგენდა; 5) მოქალაქისათვის მინიჭებული სპეციალური უფლების (სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება, ნადირობის უფლება) ჩამორთმევა; 6) გამასწორებელი სამუშაოები; 7) ადმინისტრაციული პატიმრობა. საქართველოს რესპუბლიკის კანონებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს საქართველოს ფარგლებიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათან ჩადენისათვის იმ უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ადმინისტრაციული გაძევება, რომლებიც უხეშად არღვევენ მართლწესრიგს (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი”, მუხლი: 23; 24).

ადმინისტრაციულ-ტერიტორიული (რეგიონალური) ავტონომია (administrativeterritorial (regional) autonomy) - უნიტარულ სახელმწიფოში ხელისუფლების დეცენტრალიზაციის ფორმა. ავტონომიის აღნიშნული ფორმის მატარებელ სუბიექტს არ გააჩნია სახელმწიფოს ნიშნები, აქვს ცენტრისგან დამოუკიდებლად ფორმირებადი საკანონმდებლო და აღმასრუ ლებელი ორგანოების სისტემა. ამასთან, კონსტიტუციის შესაბამისად ან ცენტრის მიერ განისაზღვრება საკითხები, რომლის მიმართ სუბიექტს აქვს საკანონმდებლო აქტების მიღების უფლებამოსილება.

ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული (administrative-territorial district) - 1. ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის სტრუქტურული ნაწილები, რომლებსაც არ გააჩნიათ პოლიტიკური დამოუკიდებლობა და იმყოფებიან განსაზღვრული სახის ურთიერთ-დაქვემდებარებაში (მაგ: რაიონი, ქალაქი, ქალაქის რაიონი); 2. საქართველოში არსებული ადმინისტრაციული ერთეულების დასახელებებია: სოფელი, თემი, დაბა, ქალაქი, რაიონი (საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 14 მაისის 321 ბრძანებულება, მუხლი 1).

ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა (administrative-territorial system) - უნიტარული სახელმწიფოს ან ფედერაციული სახელმწიფოს სუბიექტების ტერიტორიების დაყოფა განსაზღვრულ ნაწილებად (რაიონი, პროვინცია, გუბერნია, მხარე, რეგიონი, დეპარტამენტი, საგრაფო და სხვ.), რომლის შესაბამისად იქმნება და ფუნქციონირებს სახელმწიფოს ადგილობრივი ორგანოების სისტემა. ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფისას, როგორც წესი, ითვალისწინებენ ბუნებრივ-ისტორიულ, ნაციონალურ და სოციალურ-ეკონომიკურ თავისებურებებს.

ადმინისტრაციული წარმოება (administrative office work) - ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, აგრეთვე, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის მიზნით (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი”, მუხლი 2).

ადმინისტრაციული ხარჯები (administrative costs) - საწარმოს მართვისა და მისი საქმიანობის კონტროლთან დაკავშირებული ხარჯები. იგი მოიცავს: დირექტორის ხელფასს, პერსონალის შრომის ანაზღაურების, სათავსის იჯარის, განათების, გათბობის ხარჯებს, სასამართლოს დანახარჯებს, ბუღალტერრევიზორების შრომის ანაზღაურებას და ა.შ. ამ ხარჯებში არ შედის მეცნიერული კვლევის, პროდუქციის წარმოების, რეალიზაციისა და გასაღების ხარჯები.

ადმინისტრირება (administer) [<ლათ. administrare მართვა, გამგებლობა] - 1. მართვა, ხელმძღვანელობა; 2. ბრძანებებისა და მითითებების გაცემის მეშვეობით ბიუროკრატიული მართვა.

ადმირალი (admiral) [ინგლ. Admiral <არაბ. amir მეთაური, ხელმძღვანელი] - 1. უმაღლეს მეთაურთა შემადგენლობის სამხედრო წოდება სამხედრო-საზღვაო ფლოტში; საადმირალო - ა) ინგლისსა და მეფის რუსეთში: საზღვაო ძალების მმართველობის უმაღლესი ორგანო; ბ) მოძვ. ნავსადგურის ნაწილი, სადაც აგებდნენ, აიარაღებდნენ და არემონტებდნენ სამხედრო გემებს; 2. იხ. სამხედრო წოდებები.

ადჰოკრატია (adhocracy) - 1. ბიუროკრატული მართვის სტილის საპირისპირო ფორმა, რომელიც უგულებელყოფს მენეჯმენტის კლასიკურ პრინციპებს (აღნიშნული პრინციპის მიხედვით თითოეულ მუშაკს მოეთხოვება მკაცრად განსაზღვრული ფუნქციის შესრულება). ადჰოკრატია საუკეთესო გარემოა განათლებული, ენერგიული, დამოუკიდებლად მოაზროვნე ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ განუსაზღვრელ პირობებში მოქმედების უნარი. მართვის აღნიშნული მეთოდი ზედმიწევნით მიესადაგება განუსაზღვრელი და სწრაფად ცვალებადი მოთხოვნის პირობებში მოქმედ კომპანიას, აგრეთვე, იმ საწარმოებს, სადაც საჭიროა შემოქმედებითი მიდგომა. ადჰოკრატი ჩვეულებრივ არ აიძულებს მასზე მომუშავეს, მისი ქმედება ქაოსური და ცვალებადია, იგი ფართოდ იყენებს გუნდური გადაწყვეტის პრინციპს; 2. გ.მინცბერგის განსაზღვრების მიხედვით: ადჰოკრატია - ორგანიზაციული სტრუქტურაა, რომელიც ხასიათდება ქცევის ფორმალიზაციის (რეგლამენტაციის) დაბალი და ფორმალური (აღიარებული წესით დადასტურებული) განათლების შესაბამისად ჰორიზონტალური სპეციალიზაციის მაღალი დონით.

აერო ... [ბერძ. aer ჰაერი] - „საჰაეროს” შესატყვისი მნიშვნელობის რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი.

აერონავიგაცია (aeronavigation) [<ბერძ. aer ჰაერი+<ლათ. navigatio მიმოსვლა] მეცნიერება საფრენი აპარატების მართვის შესახებ, რუკების, კომპასის, რადიოსა და სხვა ხელსაწყოების გამოყენებით; საჰაერო ნავიგაცია.

ავალი (backing, bank guarantee, (bills) aval) [ფრანგ. aval] - სათამასუქო თავდებობა, რომელსაც განსაკუთრებული საგარანტიო ბარათის გაცემით კისრულობს მესამე პირი (ავალისტი). ავალისტის ხელმოწერა აუცილებელია თამასუქის წინა პირზე ან დამატებით ფურცელზე (ალონჟი). ავალისტი ფაქტობრივად წარმოადგენს მოვალეს.

ავანგარდი (advance-guard, advanced guard, avant-guard, avanguard) [ფრანგ. avant-guarde <avant წინა + garde დაცვა] - გადატ. საზოგადოებრივი ჯგუფის მოწინავე, წამყვანი ნაწილი.

ავანგარდიზმი (avant-gardism) [ფრანგ. avant-garde წინ მიმავალი] - ავანგარდი - მე-20ს-ის ხელოვნების სხვადასხვა მიმდინარეობის სახელწოდება, რომლებსაც ახასიათებთ რეალისტურ ნორმებსა და ტრადიციებთან კავშირის გაწყვეტა; პირველხარისხოვანი მნიშვნელობა ენიჭება ახალი ფორმებისა და გამოსახვის საშუალებების ძიებას; ავანგარდისტები ხელოვნებას განიხილავენ, როგორც განსაკუთრებულ, სოციალურ დატვირთვას მოკლებულ ესთეტიკურ სფეროს.

ავანსი (advance) [ფრანგ. avance] - ფულადი თანხა, რომლებიც გაიცემა წინასწარ შემდგომი გადახდის ანგარიშში: საქონლის მიწოდებისთვის, მომსახურებისთვის, სამუშაოთა შესრულებისთვის. ავანსი, ისევე როგორც ბე, გვევლინება ხელშეკრულების დადების დამამტკიცებელ საშუალებად, მაგრამ მისგან განსხვავებით არ წარმოადგენს ხელშეკრულების რეალური შესრულების უზრუნველყოფის საშუალებას. ვალდებულების შეუსრულებლობისას ავანსი ექვემდებარება დაბრუნებას.

ავანსცენა (foreground, proscenium) [ფრანგ. avant-scene <avant წინა + scene სცენა] - 1. მაყურებელთა დარბაზში ნაწილობრივ გამოწეული (ფარდის წინ) სცენის წინა ნაწილი; 2. საზოგადოებრივპოლიტიკური მოვლენების ყველაზე შესამჩნევი, ცენტრალური ნაწილი.

ავანტიურიზმი (adventurism) [ფრანგ. aventurisme, ფრანგ. aventure თავგადასავალი] - შემთხვევითი წარმატების მიღწევის, სარგებლის მიღების მიზნით უპრინციპო, რისკიანი მოქმედება, საქმიანობა.

ავარია (damage, accident, breakdown) [იტალ. avaria <არაბ. awar დაზიანება] - მუშაობის, მოძრაობის დროს მოწყობილობის, მანქანის, მექანიზმის დაზიანება.

ავერსი (fore-part) [ფრანგ. avers <ლათ. adversus პირით მიქცეული, შებრუნებული] - მედლის ან მონეტის წინა მხარე.

ავთენტური (authentic) [ფრანგ. authentique ნამდვილი, სანდო, <ბერძ. Authentikos პირველწყაროდან აღმოცენებული] - ნამდვილი, უეჭველი, უტყუარი, სინამდვილის შესაბამისი.

ავია (aero-, air-) - „საჰაეროს“ მნიშვნელობის მქონე რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი.

ავიზო (advice, aviso, note) [იტალ. avvizo შეტყობინება <ლათ. avis ფრინველი] - 1. ხელშეკრულების მხარეთა შორის ოფიციალური წერილობითი შეტყობინება ურთიერთანგარიშსწორებაში მომხდარი ცვლილების შესახებ; 2. საბანკო უწყება, რომელიც ურთიერთანგარიშსწორებაში მომხდარ ცვლილებებს ან საქონლის გაგზავნას დოკუმენტურად ადასტურებს; 3. რაიმე დავალების შესრულების შესახებ შეტყობინება; 4. ზოგიერთი უცხო ქვეყნის სამხედრო ფლოტში სადაზვერვო ან მალემსრბოლური მიზნით გამოყენებული მცირე ზომის სწრაფმავალი ხომალდი.

ავისტა (draft at sight) [იტალ. a vista წარდგენით, წარმოდგენით] - თამასუქი ან ფულადი ანგარიშსწორების დოკუმენტზე არსებული წარწერა, რომელიც ადასტურებს წარდგენისთანავე ან წარდგენიდან განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ დოკუმენტის განაღდების ვალდებულებას.

ავრალი (work involving all hands) [ინგლ. over all ყველანი ზევით!] - 1. გემზე მუშაობა, რომელშიც მთელი ეკიპაჟი ან ეკიპაჟის დიდი ნაწილი იღებს მონაწილეობას; 2. მუშაკთა მობილიზაცია სასწრაფო დავალების შესასრულებლად; არაგეგმაზომიერი საჩქარო სამუშაო, რომელსაც მთელი კოლექტივი ასრულებს.

ავტარკია (autarchy, autarky) [ბერძ. autarkeia თვითდაკმაყოფილება] - ქვეყნის ეკონომიკური იზოლაცია, რომელიც მიმართულია დახურული (ჩაკეტილი) ეროვნული მეურნეობის შექმნისაკენ.

ავტო ... [<ბერძ. autos თვით] - რთული სიტყვის შემადგენელი პირველი ნაწილი, რომლის მნიშვნელობა შეესაბამება შემდეგ სიტყვებს: თავისი, საკუთარი, თვით, თვითმავალი, ავტომატური.

ავტოგრაფი (autograph) [გერმ. autograph <ბერძ. autos თვით + grapho ვწერ ბერძ. autographos] - 1. საკუთარი ხელმოწერა; 2. რაიმე ნაწარმოების ავტორის ხელით შესრულებული ნაწერი; 3. საკუთარი ხელით გაკეთებული წარწერა წიგნზე, სურათსა და სხვა.

ავტოკეფალია (self-government) [<ავტო ... + ბერძ. kephale თავი] - დამოუკიდებელი, თვითმართვადი მართლმადიდებელი ეკლესია.

ავტოკეფალური ეკლესია (autocephalous church) - დამოუკიდებელი ქრისტიანული მართლმადიდებლური ეკლესია, რომელთაგან თითოეული იერარქიულად ცალკე ერთეულია. ამჟამად არსებობს თხუთმეტი მართლმადიდებელი ეკლესია: 1. კონსტანტინეპოლის; 2. ალექსანდრიის; 3. ანტიოქიის; 4. იერუსალიმის; 5. რუსეთის; 6. საქართველოს; 7. სერბეთის; 8. რუმინეთის; 9. კვიპროსის; 10. ელადის; 11. ბულგარეთის; 12. ალბანეთის; 13. პოლონეთის; 14. ჩეხოსლოვაკიის; 15. ამერიკის, რომლებიც ქმნიან ერთ მსოფლიო ეკლესიას.

ავტოკრატია (autocracy) [გერმ. Autokrat <ბერძ. თვითმპყრობელობა] - მმართველობის ფორმა, რომლის დროსაც ერთი პირია შეუზღუდავი, უმაღლესი ძალაუფლების მატარებელი; თვითმპყრობელობა.

ავტომატიზაცია (automation) [<ბერძ. Automatos თვითმოქმედი] - ინფორმაციის, ენერგიისა და მასალის მიღების, სარგებლობის, გადაცემის, გარდაქმნის პროცესში მონაწილეობისგან ადამიანის მთლიანად ან ნაწილობრივ გასათავისუფლებლად, ტექნიკური საშუალებების, ეკონომიკურ-მათემატიკური მეთოდებისა და მართვის სისტემების გამოყენება.

ავტონიმი [<ავტო...+ბერძ. onyma სახელი] - ფსევდონიმით მწერალი ავტორის ნამდვილი სახელი.

ავტონომია (autonomy, self-government) [ბერძ. autonomia თვითმმართველობა, autos თვით, nomos კანონი] - 1. ამა თუ იმ პირის, ორგანოს, ორგანიზაციის, დაწესებულების საწარმოს, ტერიტორიული ერთეულების და სხვა უფლება, თავიანთი საქმიანობის სფეროში ისარგებლონ განსაზღვრული ხარისხის დამოუკიდებლობით. ავტონომიის მატარებელი სუბიექტის მიხედვით განარჩევენ დაწესებულებისა და თემის ავტონომიას. დაწესებულების ავტონომია თავის მხრივ შესაძლებელია დაიყოს ფინანსურ, ეკონომიკურ, ადმინისტრაციულ ავტონომიად, რომელიც მიენიჭება ცალკეულ სახელმწიფო ორგანოს, სახელმწიფო ბანკებს, საწარმოებსა და სამეცნიერო ცენტრებს. თემის ავტონომიაში თავის მხრივ განასხვავებენ ტერიტორიულ და ექსტერიტორიულ ავტონომიას (კულტურული ავტონომია). ტერიტორიული ავტონომიის სახეებია: ადმინისტრაციულ - ტერიტორიული (რეგიონალური), ეროვნულ-ტერიტორიული, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი.

ავტონომიური (autonomous) - 1. ავტონომიის, თვითმმართველობის მქონე (მაგალითად, ავტონომიური რესპუბლიკა) ტერიტორიული ერთეული; 2. თვითმავალი, თვითმოქმედი.

ავტორი (author; authoress) [პოლ. Autor <ლათ. auctor მწერალი, მხატვარი, გამომგონებელი] - ფიზიკური პირი, რომლის ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგადაც შეიქმნა ნაწარმოები.

ავტორიტარიზმი (authoritarian) [ლათ. utoritas - ხელისუფლება] - პოლიტიკური რეჟიმის ერთ-ერთი სახე, რომლის დროსაც მეტ-ნაკლებად შეზღუდულია პოლიტიკური უფლებები, სახელმწიფო ძალაუფლება კონცენტრირებულია ძირითადად ერთი პირის (პრეზიდენტი, პრემიერმინისტრი, მონარქი) ან ჯგუფის ხელში. რეფერენდუმისა და არჩევნების პროცესი ექვემდებარება მთავრობის კონტროლს, აქედან გამომდინარე, ხშირად ფალსიფიცირებულია და ატარებს ფორმალურ ხასიათს. ხელისუფლებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ურთიერთობების რეალური მექანიზმი განსხვავებულია საკონსტიტუციო ნორმებისგან. ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი ანტიდემოკრატიული ტენდენციების გამოხატვის მიხედვით განასხვავებენ ზომიერ (მაგ: 1958-69 წწ. დე გოლის რეჟიმი საფრანგეთში) და აშკარა დიქტატურას (იხ. აგრეთვე ტოტალიტარიზმი).

ავტორიტეტი (authority) [გერმ. Autoritat <ლათ. auctoritas ძალაუფლება, გავლენა] - 1. საყოველთაოდ აღიარებული მნიშვნელობა, გავლენა; 2. ის, ვინც სარგებლობს საყოველთაო აღიარებით, გავლენით.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაცემისთვის გადასახადი (tax on motor vehicle transfer) - საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადი, რომელსაც იხდის ავტოსატრანსპორტო საშუალების მიმღები პირი (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 178). ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაცემისთვის

გადასახადის გადახდის წესი (rules of payment of tax on motor vehicle transfer) - გადასახადი გადაიხდება მარეგისტრირებელ ორგანოში ავტომობილის გადაცემის რეგისტრაციამდე ან ხელახალ რეგისტრაციამდე. მარეგისტრირებელი ორგანო ავტომობილზე საკუთრების რეგისტრაციას ან ხელახალ რეგისტრაციას ახდენს მხოლოდ გადასახადის გადახდის შემდეგ. განკარგვის უფლებით მინდობის (დავალების) ხელშეკრულების საფუძველზე ავტოსატრანსპორტო საშუალების მიღების შემთხვევაში გადასახადი გადაიხდება სანოტარო მოქმედების შესრულებამდე. ნოტარიუსი ვალდებულია არ განახორციელოს სანოტარო მოქმედება, ვიდრე წარმოდგენილი არ იქნება გადასახადის გადახდის დამადასტურებელი საბუთი (საქართველოს საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 183).

ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაცემისთვის გადასახადის განაკვეთი (tax rate on motor vehicle transfer) - დიფერენცირებულია ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ძრავის მოცულობისა და გამოშვების მიხედვით. გადასახადის ოდენობა შეადგენს ძრავის მოცულობის თითოეულ სმ3-ზე ფიქსირებული ფულადი ოდენობის (განსხვავდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების სახეობებისა და ხნოვანების მიხედვით) ავტოსატრანსპორტო საშუალების ძრავის მთლიან მოცულობაზე ნამრავლს. იმ სატრანსპორტო საშუალებისათვის, რომლის გამოშვების წელი დაუდგენელია, გადასახადი დაწესებულია 5-დან 10 წლამდე ხნოვანების ავტომოტოტრანსპორტისთვის განკუთვნილი ოდენობით (საქართველოს საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 181).

ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაცემისთვის გადასახადის დაბეგვრის ობიექტი (taxable on motor vehicle transfer) - ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც განსაზღვრულია საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა სასაქონლო ნომენკლატურის 8702-8705 და 8711 კოდით. განკარგვის უფლებით მინდობის (დავალების) ხელშეკრულების საფუძველზე ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაცემა ითვლება დასაბეგრ ოპერაციად (საქართველოსსაგადასახადო კოდექსი”, მუხლი 179).

ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაცემისთვის გადასახადის შეღავათები (exemptoin from tax on motor vehicle transfer) - დაბეგვრისაგან თავისუფლდება: ა) ავტომობილის მეუღლისთვის, მშობლისთვის ან შვილისთვის გადაცემა; ბ) ავტომობილის გადაცემა განქორწინების საფუძველზე; გ) ავტომობილის უსასყიდლოდ გადაცემა სახელმწიფოსთვის, საბიუჯეტო, საქველმოქმედო ან რელიგიური ორგანიზაციისთვის; დ) ავტომობილის გადაცემა რეორგანიზაციის შემთხვევაში (საქართველოს საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 180).

ავტოსატრანსპორტო საშუალებების მესაკუთრეთა გადასახადი (tax on motor vehicle owner) - საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადი, რომელსაც იხდის ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე პირი (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 159).

ავტოსატრანსპორტო საშუალებების მესაკუთრეთა გადასახადის გადახდის წესი (rule of payment of tax on motor vehicle owner) - გადასახადის გადახდა ხდება ავტოსატრანსპორტო საშუალებე ბის რეგისტრაციის, ხელმეორე რეგისტრაციის (თუ ავტოსატრანსპორტო საშუალების წინა მესაკუთრეს მოცემული წლის გადასახადი არა აქვს გადახდილი), ან ყოველწლიური ტექნიკური დათვალიერების დროს. რეგისტრაცია, ხელახალი რეგისტრაცია ან ტექნიკური დათვალიერება არ უნდა განხორციელდეს გადასახადის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გარეშე. გადასახადს კრეფს ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შესაბამისი რაიონული საგადასახადო ინსპექცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურთან ერთად (საქართველოს საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 162).

ავტოსატრანსპორტო საშუალებების მესაკუთრეთა გადასახადის განაკვეთი (tax rate on motor vehicle owner) - ფიქსირებული სიდიდეა და დიფერენცირებულია ავტოსატრანსპორტო საშუალებათა სახეობისა და ძრავის სიმძლავრის მიხედვით,თითოეულ ცხენის ძალაზე განაკვეთის ოდენობა მერყეობს 5 ლარიდან 100 ლარამდე (საქართველოს საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 161).

ავტოსატრანსპორტო საშუალებების მესაკუთრეთა გადასახადის დაბეგვრის ობიექტი (taxable on motor vehicle owner) - ავტოსატრანსპორტო საშუალება საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 87-ე თავის (8702-8704 კოდით) მიხედვით (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 160).

ავტოსატრანსპორტო საშუალებების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისა და ზენორმატიული დატვირთვისათვის გადასახადი (tax on supernormal loading of motor vehicle and entering into territory of Georgia by motor-vehicle) - საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადია. ზენორმატიული დატვირთვისათვის გადასახადის გადამხდელად ითვლება: პირი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული, უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი ან მძღოლია; პირი, რომელიც საქართველოში რეგისტრირებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი ან მძღოლია, აგრეთვე, საქართველოს ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების შემოსვლისათვის გადასახადის გადამხდელად, თუ იგი საქართველოს ტერიტორიას ტრანზიტით გაივლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 203).

ავტოსატრანსპორტო საშუალებების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისა და ზენორმატიული დატვირთვისათვის გადასახადის დაბეგვრის ობიექტი (taxable on supernormal loading of motor-vehicle and entering into territory of Georgia by motorvehicle) საქართველოს ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოსვლისათვის და ზენორმატიული დატვირთვისათვის გადასახადებით დაბეგვრის ობიექტია საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული, უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება, აგრეთვე, საქართველოში რეგისტრირებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება, თუ იგი საქართველოს ტერიტორიას გაივლის ტრანზიტით ან/და ახორციელებს ტვირთზიდვას ზენორმატიული დატვირთვით (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 204).

ავტოსატრანსპორტო საშუალებების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისა და ზენორმატიული დატვირთვისათვის გადასახადის განაკვეთი (tax rate on supernormal loading of motor-vehicle and entering into territory of Georgia by motor-vehicle) - 1. საქართველოს ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოსვლისათვის გადასახადის განაკვეთები შეადგენს ფიქსირებული ოდენობის თანხას და დიფერენცირებულია (60 - 880 ლარი) ავტოსატრანსპორტო საშუალებების სახეობათა და ტვირთამწეობის მიხედვით; 2. იმ სატვირთო ავტომობილების მფლობელებისთვის, რომელთა ტვირთი აღემატება ავტომანქანის ტვირთამწეობას, ზედმეტი წონის ყოველ 1 ტონაზე გადასახადის განაკვეთი შეადგენს საქართველოს ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოსვლისათვის გადასახადის განსაზღვრულ პროცენტულ ოდენობას (5, 10%), ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მფლობელები თითოეულ ღერძზე ზენორმატიული დატვირთვისას დამატებით გადაიხდიან ფიქსირებულ გადასახადს, რომლის ოდენობა დიფერენცირებულია ყოველ დამატებით 0.5 ტონაზე. (საქართველოს საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 205).

ავტოსატრანსპორტო საშუალებების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისა და ზენორმატიული დატვირთვისათვის გადასახადის გადახდის წესი (rule of payment of tax on supernormal loading of motor-vehicle and entering into territory of Georgia by motor vehicle) - საქართველოს ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოსვლისათვის და ზენორმატიული დატვირთვისათვის გადასახადი გადაიხდება ავტოსატრანსპორტო საშუალების მიერ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას, ხოლო გადასახადი ზენორმატიული დატვირთვისათვის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ განსაზღვრულ ადგილებში. გადასახადის ადმინისტრირებას საქართველოს საზღვრის გადაკვეთისას ახორციელებს საქართველოს საბაჟო ორგანო, ხოლო საქართველოს საზღვრის შიგნით გადაადგილებისას - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი (საქართველოსსაგადასახადო კოდექსი”, მუხლი 206).

ავტოსატრანსპორტო საშუალებების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისა და ზენორმატიული დატვირთვისათვის გადასახადის შეღავათები (exemptoin from tax on supernormal loading of motor-vehicle and entering into territory of Georgia by motorvehicle) - საქართველოს მოსაზღვრე აზერბაიჯანის რესპუბლიკის ყაზახის, თაუზის, განჯის და სომხეთის რესპუბლიკის ამასიის, აშოვკის, ტაშირის, ალავერდის, ნოემბერიანის თემებში რეგისტრირებული მსუბუქი ავტომობილებისა და სამგზავრო-სარეისო ავტობუსების შემოსვლისათვის ნინოწმინდის, დმანისის, მარნეულის, გარდაბნის, დედოფლისწყაროს, სიღნაღისა და ლაგოდეხის რაიონების ტერიტორიაზე გადასახადის განაკვეთები შეადგენს: მსუბუქი ავტომობილებისათვის - 20 ლარს, 12 ადგილამდე (ჩათვლით) ტევადობის სამგზავრო-სარეისო ავტობუსებისათვის - 25 ლარს, 13-იდან 30 ადგილამდე (ჩათვლით) ტევადობის ავტობუსებისათვის - 40 ლარს, 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსებისათვის - 60 ლარს. აზერბაიჯანის რესპუბლიკის ზაქათალის, კახისა და ბელაქნის რაიონებში რეგისტრირებული მსუბუქი ავტომობილებისა და სამგზავრო-სარეისო ავტობუსების მფლობელები საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას გადასახადს არ გადაიხდიან (საქართველოს საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 207).

ავტოსატრანსპორტო საშუალებების სახეობები (types of motor vehicle) - საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისთვის ავტოსატრანსპორტო საშუალებების სახეობებია: მსუბუქი ავტომობილი; სატვირთო ავტომანქანა, ავტობუსი, მოტოციკლეტი.

ავტოქთონი (autochthon) [ბერძ. autochthon ადგილობრივი, მკვიდრი] - 1. ამა თუ იმ ქვეყნის თავდაპირველი, ძირძველი მოსახლეობა; 2. ბიოლ. აბორიგენი - ევოლუციის პროცესში წარმოქმნილი მცენარეული და ცხოველური ორგანიზმი, რომელიც მოცემულ ტერიტორიაზე ბინადრობს; 3. გეოლ. იგივეა, რაც ავტოქთონური სტრუქტურა.

ავუარი ((book-keeping), asset, holdings) [<ფრანგ. avoir ქონება] - 1. ფართო გაგებით - აქტივი, ფულადი სახსრები, ჩეკი, თამასუქი, აკრედიტივი და სხვ.; 2. ვიწრო გაგებით - ბანკის ფულადი სახსრები, ადვილად რეალიზებადი ფასიანი ქაღალდები; 3. საზღვარგარეთის ბანკში არსებული რეზიდენტი ბანკის ანგარიშზე განთავსებული სახსრები უცხოურ ვალუტაში. ვალების დაფარვისა და გადახდების საწარმოებლად ვარგისი სხვადასხვა აქტივი; 4. ცალკეული პირის, ან დაწესებულების ანაბარი საზღვარგარეთის ბანკში.

აზარტული თამაში (game of chance/hazard; gambling game) - თამაში, რომელსაც შემთხვევითი, განუჭვრეტელი შედეგი აქვს.

ათეიზმი (atheism) [ფრანგ. Atheisme <ბერძ. atheon უღმერთობა] - მეცნიერულ- მატერიალისტურ შეხედულებათა სისტემა, რომელიც მიმართულია რელიგიის წინააღმდეგ, უარყოფს ღვთისა და ყოველგვარი ზებუნებრივი ძალების არსებობას.

აკადემია (academy) [<ბერძ. akademia] - 1. უმაღლესი სამეცნიერო ან სამხატვრო დაწესებულება; 2. ზოგიერთი უმაღლესი სასწავლო დაწესებულების დასახელება. სიტყვა წარმოიშვა ჩვ.წ.აღ. IV საუკუნეში ათენის მახლობლად პლატონის მიერ დაარსებული ფილოსოფიური სკოლის დასახელებიდან. თავის მხრივ სკოლამ მითური გმირი „აკადემა”-დან მიიღო სახელი.

აკათისტო (acathistus) [ბერძ. Akathistos <a ... უარყოფა + akathizo ვჯდები] - (დაუჯდომელი) ქრისტიანულ ღვთის მსახურებაში სადიდებელი საგალობელი; ლოცვა, რომლის შესრულების დროს მღვდელმსახური და მრევლი ფეხზე უნდა იდგეს ან დაიჩოქოს. შედგება მორიგეობით წასაკითხი კონდაკისა (მცირე ზომის ლოცვა) და იკოსისაგან (უფრო ვრცელი ლოცვა).

აკვატორია ((defined) area of water) [ლათ. aqua წყალი+(ტერი)ტორია] - წყლის ზედაპირის მონაკვეთი. აკვიზიტორი (insurance/transport agent with special duties) - 1. დამზღვევი მუშაკი, რომელიც ახორციელებს ნებაყოფლობითი დაზღვევის ხელშეკრულებების დადებასა და ვადამდე შეწყვეტილთა განახლებას; 2. სატრანსპორტო ორგანიზაციის აგენტი, რომელიც დაკავებულია ახალი ტვირთებისა და ტვირთის მგზავნელთა მოზიდვით.

აკვიზიცია (acquisition, take-over) [ლათ. acquisit-შეძენა] - 1. შეძენა, შეთანხმება; 2. ბირჟაზე, ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ერთი კომპანიის მიერ სხვა კომპანიის აქციათა საკონტროლო პაკეტის ყიდვა; 3. სატრანსპორტო გადაზიდვის ან სადაზღვევო ახალი ხელშეკრულებების მოპოვება სატრანსპორტო ან სადაზღვევო ფირმებისთვის.

აკრედიტაცია (accredit) - ვისმესთვის რაიმე რწმუნების ანდა გარკვეული უფლებამოსილების მინიჭება.

აკრედიტივი ((bank) letter of credit, ((book-keeping) credit, circular note)[გერმ. akkeditiv ფრანგ. accreditif <ლათ. accreditivus მიმნდობი] - 1. საბანკო ანგარიშის სახეობა, რომელიც კონტრაგენტს აძლევს შესაძლებლობას სააკრედიტივო დავალებაში მითითებული პირობების დაცვით საქონლის (მომსახურების, სამუშაოს) მიწოდების ვალდებულების შესრულებისთანავე, მიიღოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული გასამრჯელო; 2. სახელობითი ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს იმ პირის უფლებას, რომელზეც გამოწერილია ფასიანი ქაღალდი, მიიღოს ბანკში დოკუმენტში მითითებული თანხა. 3. ბანკის ვალდებულება კლიენტის გაკოტრების შემთხვევაში გაანაღდოს მისი ფასიანი ქაღალდები. აკრედიტივის ნებისმიერი ფორმისას ბანკი იღებს ვალდებულებას კლიენტის სასარგებლოდ; 4. რწმუნების სიგელი, დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს დიპლომატიური წარმომადგენლის რწმუნებებს.

აკრედიტივი დოკუმენტალური (სასაქონლო) (documentary letter of credit) - აკრედიტივი, რომლის გახსნით საკრედიტო დაწესებულება ვალდებულია კლიენტის (აკრედიტივის დავალების მიმცემის) თხოვნითა და განკარგულებით, მითითებული დოკუმენტის სანაცვლოდ გადაუხადოს მესამე პირს (რემიტენტს) ამ პირის ბრძანებით ფულადი თანხა, ან გაანაღდოს რემიტენტისგან გადმოპირებული თამასუქი, მოახდინოს აქცეპტი, ან/და დაავალოს სხვა ბანკს ამ ოპერაციის განხორციელება, თუ შესრულდა საკრედიტო პირობები; კლიენტი კი ვალდებულია გადაიხადოს შეთანხმებული საზღაური (საქართველოს სამოქალაქო კოდექსი”, მუხლი 876).

აკრედიტივით ანგარიშსწორება (letter of credit) - იხ. ანგარიშსწორება აკრედიტივით.

აკრონიმი [<ბერძ. akros მაღალი + onyma სახელი] - სიტყვის ან სიტყვათშეთანხმების საწყისი ასოებიდან წარმოქმნილი სპეც. აბრევიატურა.

აკუმულაცია (accumulation) [გერ. akkumulation <ლათ. accumulatio დაგროვება] - 1. დაგროვება, შეგროვება; კაპიტალის აკუმულაცია - კაპიტალის დაგროვება კვლავწარმოებული დამატებული ღირებულების ნაწილის გარკვეული თანმიმდევრობით დამატების შედეგად.

ალაფურშეტი [ფრანგ. a la fourchette] - მაგიდასთან დაუჯდომლად, ფეხზე დგომით (საუზმე, ვახშამი და სხვ.).

ალბიონი [კელტ.] - ბრიტანეთის კუნძულების უძველესი სახელწოდება.

ალგორითმი (algorithm) [ფრანგ. algorithme <შუააზიელი მათემატიკოსის, ალ ხორეზმის სახელის ლათინური ფორმის - Algorithmi მიხედვით <ბერძ. arithmos-ში „რიცხვი” აღრევის შედეგად] - მიზნის მიღწევის ტექნოლოგია, პროცედურათა თანმიმდევრობა;...ოპერაციათა სისტემა, მაგ., გამოანგარიშება, გამოყენებული მკაცრად განსაზღვრული წესებით, რომელსაც თანმიმდევრული შესრულების შედეგად დასახული ამოცანის გადაწყვეტასთან მივყავართ.

ალიანსი (alliance) [ფრანგ. alliance კავშირი, გაერთიანება] - 1. სახელშეკრულებო ვალდებულებების საფუძველზე (სახელმწიფოების, ორგანიზაციების) კავშირი, გაერთიანება; 2. რაიმე საერთო მიზნისთვის სახელმწიფოთა, საზოგადოებრივ ჯგუფთა ან სხვათა კავშირი ან გაერთიანება.

ალიბი (alibi) [<ლათ. alibi სხვა ადგილას] - დანაშაულის ჩადენის მომენტში ბრალდებულის სხვა ადგილზე ყოფნის ფაქტი, როგორც მისი უდანაშაულობის დამადასტურებელი მტკიცებულება.

ალილუია [<ძვ. ებრ. hallelujah ადიდეთ უფალი] - დიდება ღვთისა ყველაფრისათვის, ღვთის სადიდებელი შეძახილი, სამგზის წარმოითქმის, როგორც ყოვლადწმინდა სამების თითოეული პირისადმი მიმართული სადიდებელი.

ალიმენტაცია (alimentation) [გერმ. alimentation] - ალიმენტების გადახდის ვალდებულება.

ალიმენტი (alimony, maintenance) [<ლათ. alimentum - კვება, რჩენა, კმაყოფა] - ხარჯი, რომელსაც ოჯახს მოშორებული პირი კანონის ძალით უხდის სარჩენად თავისი ოჯახის შრომისუნარმოკლებულ წევრებს (შვილებს, მშობლებს, მეუღლეებს, დას, ძმას და სხვ.); საალიმენტო ვალდებულების საფუძველს წარმოადგენს საოჯახო ურთიერთობები: ქორწინება, შვილად აყვანა და სხვ. ალიმენტის მიღების უფლება აქვთ პირველ რიგში არასრულწლოვან ბავშვებს, რიგ შემთხვევებში - ოჯახის მოზრდილ შრომისუუნარო წევრებსაც.

ალიმენტის გადამხდელი (payer of alimony) - ალიმენტს იხდიან მშობლები, შვილები (მშვილებლები), ხოლო მათი სიკვდილის შემთხვევაში ოჯახის სხვა წევრები (ბებია, ბაბუა, მოზრდილი დაძმა და ა.შ. ე.წ. ფაქტობრივი აღმზრდელები).

ალიმენტის ოდენობა (amount of alimony) - თანხა, რომელსაც ადგენენ მხარეებს შორის ურთიერთშეთანხმებით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსი”, მუხლი: 1213; 1230).

ალმა-მატერი (Alma Mater) [ლათ. Alma mater მეძუძური დედა] - წარსულში სტუდენტების მიერ უნივერსიტეტისთვის შერქმეული სახელი, რომელიც გამოიყენება სახუმარო ან ალერსის გამოხატვის მიზნით.

ალოგიზმი [ბერძ. a (უარყ. ნაწილაკი) და logismos განსჯა, მსჯელობა] - 1. ლოგიკის საწინააღმდეგო, ლოგიკის მოთხოვნების შეუსაბამო, არალოგიკური; 2. ზოგიერთ ინტუიტივისტურ თეორიაში ლოგიკის, როგორც მეცნიერული შემეცნების საშუალების უარყოფა; ლოგიკური აზროვნების დაპირისპირება ჭეშმარიტების, ზეშთაგონების, რწმენის ინტუიციურ წვდომასთან, გაგებასთან; 3. სტილისტიკაში: ლოგიკური კავშირების განზრახ დარღვევა საუბრისას სტილისტური ეფექტის მიღწევის მიზნით.

ალონჟი (allonge) [ფრანგ. allonge წაკერება] - თამასუქის მეორე მხარეზე არასაკმარისი ადგილის შემთხვევაში თამასუქზე მიმაგრებული დამატებითი ფურცელი, რომელზეც სრულდება წარწერა თამასუქის გადაცემის თაობაზე (ინდოსამენტი). იგი, როგორც წესი, იწყება თამასუქზე და მთავრდება ალონჟზე. მასზე შესაძლებელია ავალის შესრულებაც.

ალტერნატივა (alternative) [ფრანგ. alternative <ლათ. alter ორთაგან ერთიერთი] - 1. ურთიერთგამომრიცხავი შესაძლებლობისგან არჩევის აუცილებლობა; 2. ცალკეული ურთიერთგამომრიცხავი შესაძლებლობა.

ალტერნატიული დანახარჯები (opportunity cost) - პირობითი ცნება - გამოიყენება გადაწყვეტილების ოპტიმიზაციისას, განსაზღვრული მოქმედების ალტერნატიული ვარიანტის განხორციელების შედეგად წარმოქმნილი დანახარჯების შეფასებისას.

ალტინგი [ისლანდ. althing] - პარლამენტი ისლანდიაში.

ალტრუიზმი (altruism, unselfishness) [ფრანგ. altruisme <ლათ. alter სხვა] - საკუთარი ინტერესების გაუთვალისწინებლად, უანგაროდ დახმარებისათვის მზადყოფნა. პირის მზადყოფნა შესწიროს სხვას საკუთარი ინტერესები. საპირისპ. ეგოიზმი.

ამალგამაცია (amalgamation) [ფრანგ. amalgamation გერმ. amalgamation <ლათ. Amalgama დამარბილებელი საშუალება <ლათ. malacus რბილი] - ერთიან სააქციო საზოგადოებაში ფირმების გაერთიანება. შერწყმის აღმნიშვნელი ტერმინი.

ამბი...., ამბო...., [<ლათ. ambi გარშემო, ორივე მხრიდან] - რთული სიტყვის თავსართი, რომელიც გამოხატავს გაორებას, ორმაგ ფუნქციას.

ამბივალენტური (ambivalent) [ფრანგ. ambivalent] - გაორებული, წინააღმდეგობრივი (შთაბეჭდილება, გრძნობა).

ამბიცია (pride, arrogance, ambition) [პოლ. ambicja <ლათ. ambitio პატივმოყვარეობა) - გამძაფრებული თავმოყვარეობა, ქედმაღლობა, კუდაბზიკობა, ამპარტავნობა, ყოყოჩობა.

ამინ [<ბერძ. amen ჭეშმარიტად <ძვ. ებრ. დიახ, ასე, დაე იყოს ასე] - დამამტკიცებელი, დასკვნითი სიტყვა, რომლის მნიშვნელობაა ჭეშმარიტად, დაე იყოს ასე. წარმოთქვამენ ლოცვის, საგალობლის, ქადაგების ბოლოს, საზეიმო ფიცის ან აღთქმის დადების დროს.

ამნისტია (amnesty; free pardon) [პოლ. amnistja <ფრანგ. amnistie ბერძ. amnestia დავიწყება, მივიწყება, პატიება] - საქართველოს პარლამენტის მიერ ინდივიდუალურად განუსაზღვრელ პირთა მიმართ გამოცემული (სამართლებრივი) აქტი, რომლის ძალით დამნაშავე შესაძლებელია გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, მსჯავრდადებული - სასჯელისაგან (შესაძლებელია სასჯელის შემცირება ან უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლა), ხოლო სასჯელმოხდილს შესაძლებელია მოეხსნას ნასამართლობა (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 77).

ამონაწერი აქციათა რეესტრიდან (extract from share's register) - აქციათა რეგისტრატორის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მასში მითითებული პირის მიერ განსაზღვრული რაოდენობისა და კლასის აქციების მფლობელის რეგისტრაციას. ამონაწერი რეესტრიდან არ არის ფასიანი ქაღალდი და მისი გადაცემა არ იწვევს აქციებზე უფლებების გადაცემას (საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 18 ივნისის375 ბრძანებულება, თავი II).

ამორტიზაცია ((charge-off) depreciation, (stock) amortization) [ლათ. amortisatio შესუსტება] - 1. ძირითადი კაპიტალის თანდათანობითი ცვეთა; მისი ღირებულების ნაწილ-ნაწილ გადატანა წარმოებულ პროდუქციაზე; 2. დაბეგრილი ქონების ღირებულების თანდათანობითი შემცირება; 3. ვალის თანდათანობითი დაფარვა პერიოდული შესატანით; 4. სავალო საბუთის გაუქმება მისი დაკარგვის გამო.

ამორფული (amorphous) [ბერძ. amorphos] - 1. უფორმო, გაურკვეველი; 2. ამორფული მდგომარეობა - ნივთიერების კონდენსირებული, მყარი მდგომარეობა, რა შემთხვევაშიც ამ უკანასკნელის თვისებები (მექანიკური, ელექტრული და ა.შ.) ბუნებრივ პირობებში ყველა მიმართულებით ერთნაირია. რაც, თავის მხრივ, განპირობებულია მოლეკულების მოუწესრიგებელი განლაგებით; 3. ლინგვ. ა. ენები - იგივეა, რაც იზოლირებული ენები.

ამსრულებლის ექსცესი (excess of (bailiff) officer of the court) - ამსრულებლის მიერ ისეთი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, რომელსაც არ მოიცავდა სხვა თანაამსრულებლის ან თანამონაწილის განზრახვა. ამსრულებლის ექსცესისათვის სხვა თანაამსრულებელს ან თანამონაწილეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 26).

ამუნიცია (ammunition, military equipment) [პოლ. amunicja <ლათ. munitio აღჭურვილობა, საჭურველი] - 1. სამხედრო პირის აღჭურვილობა (იარაღისა და ჩასაცმელის გარდა), მაგ: ზურგჩანთა, მათარა, სატყვიისწამლე; 2. სამხედრო მოქმედებისას გამოყენებული ცხენის აღკაზმულობა.

ამფი...., ამფო...., [ბერძ. amphi გარშემო, ორივე მხარეს, იქვე, ახლოს; ampho ორივე] - რთული სიტყვის თავსართი, რომელიც გამოხატავს “ორივე მხარეს, გარშემო”; „გაორებული”.

ანაბარი ((bank) deposits, (calculation) bank deposit) - 1. დანაზოგი, ბანკში შესანახად შეტანილი ფულადი სახსრები, რომელსაც ჩვეულებისამებრ პროცენტი ერიცხება; 2. კომერციულ ბანკში ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებაში პირის მიერ შეტანილი ფულადი სახსრები, რომლებზედაც საკუთრების უფლებას იძენს კომერციული ბანკი ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება და რომელსაც, როგორც წესი, ერიცხება პროცენტები (“საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებსაქართველოს ორგანული კანონი, მუხლი 75); 3. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების - საკრედიტო კავშირის წევრის მიერ შეტანილი ფულადი სახსრები, რომლებზედაც საკუთრების უფლებას იძენს საკრედიტო კავშირი და რომლებსაც, როგორც წესი, ერიცხება პროცენტი (არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების საკრედიტო კავშირების შესახებსაქართველოს კანონი, მუხლი 1).

ანაბარი ვადიანი ((bank) fixed-term deposit, term deposit, time deposit) - საკრედიტო დაწესებულებაში ფულადი თანხის შენატანი (ანაბარი) განსაზღვრული ვადით, რომელსაც ერიცხება პროცენტი. საკრედიტო დაწესებულება ამ ვადის განმავლობაში მასზე მოიპოვებს საკუთრების უფლებას და ვალდებულია ვადის დადგომისას იმავე ვალუტით დააბრუნოს მიღებული თანხა (დარიცხული პროცენტის ჩათვლით).

ანაბარი მიზნობრივი (purposeful deposit, purpose saving) - ფულადი თანხა, რომელიც შეტანილია საკრედიტო დაწესებულებაში (ბანკში) გარკვეული მიზნით.

ანაბარი მოთხოვნამდე (sight deposit, current account balance, checking account) - ბანკის დეპოზიტი; მეანაბრის პირველი მოთხოვნისთანავე ბანკის საჩეკო ანგარიშზე არსებული საშუალებები.

ანაბარი მომგებიანი (lottery/premium deposit) - ფულადი შენატანი, რომელზეც შემოსავალი გადაიხდება რეგულარულად ჩატარებული ტირაჟიდან მიღებული მოგების მეშვეობით.

ანაბარი პირობითი (deposit with condition/treaty provisions) - დეპოზიტი, რომელიც შეტანილია მეანაბრის სახელზე სხვა პირის მიერ, ანგარიშის გახსნის დროისთვის დათქმული კანონიერი პირობის შესრულების მოთხოვნით.

ანაბარი უვადო (termless on-demand deposit) - საკრედიტო დაწესებულებაში ფულადი თანხის შენატანი (ანაბარი) განუსაზღვრელი ვადით, რომელსაც ერიცხებაპროცენტი და რომელიც შეიძლება მოთხოვნისთანავე, ნებისმიერ დროს, იქნეს უკან გამოთხოვილი (დარიცხული პროცენტის ჩათვლით).

ანაგრამა (anagram) [ფრანგ. Anagramme <ბერძ. ana .... წინა + gramma წერილობითი ნიშანი, ასო] - სხვა სიტყვის შემადგენელი ასოების გადაადგილებით წარმოქმნილი სიტყვა ან სიტყვათშეთანხმება.

ანაზღაურება (offset, refund, repayment, erplasement, return, (economics) consideration, (legal) compensation, reimbursment) - გაწეული სამუშაოს, მიყენებული ზარალისა და ხარჯების სანაცვლოდ მიღებული ფულადი ან სხვა ფორმის საზღაური.

ანალიზი (analysis) [გერმ. Analysis <ბერძ. analysis დაშლა, დანაწევრება] - 1. მეცნიერული კვლევის მეთოდი, რომელიც დამყარებულია რაიმე მთლიანის შემადგენელ ნაწილებად ფაქტობრივად ან წარმოსახვით დაშლაზე; 2. რაიმეს გარჩევა, განხილვა; 3. ნივთიერების შემადგენლობის განსაზღვრა; 4. სისხლის (ან სხვ.) ფიზიკურ-ქიმიური გამოკვლევის შედეგი, რომელიც გამოხატავს ორგანიზმის მდგომარეობას.

ანალოგია (analogy) [ფრანგ. analogie, გერმ. analogie <ბერძ. analogia შესაბამისობა, შესატყვისობა] - საგნებს, მოვლენებს, ცნებებს შორის არსებული რაიმე მსგავსება.

ანალოგია კანონის (analogy of legal act) - კანონში პირდაპირ გაუთვალისწინებელი კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად ყველაზე მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლის ნორმის გამოყენება (საქართველოს კანონი ნორმატიული აქტების შესახებ”, მუხლი 27).

ანალოგია სამართლის (analogy of law/jurisprudence) - კანონში პირდაპირ გაუთვალისწინებული კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგება სამართლის მთელი სისტემისა და ზოგადი პრინციპების საფუძველზე, კანონის ანალოგიის გამოყენების შეუძლებლობისას (საქართველოს კანონინორმატიული აქტების შესახებ”, მუხლი 27).

ანარქია (anarchy) [<ბერძ. anarchia უხელისუფლობა, ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობა] - უხელისუფლობა, მართვის, ორგანიზების გარეშე რაიმე პროცესის წარმართვა, სტიქიურობა, სრული უწესრიგობა.

ანარქიზმი [<ბერძ. anarchia უმთავრობობა, არეულობა] - 1. საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმდინარეობა, რომლისთვისაც დამახასიათებელია სახელმწიფო ხელისუფლების უარყოფა, ორგანიზებული პოლიტიკური ბრძოლის უარყოფა; 2. ავტორიტეტის, წესრიგის, დისციპლინის უარყოფა.

ანარქიზმ-სინდიკალიზმი (anarchosyndicalism) - მუშათა მოძრაობის მიმდინარეობა, რომელიც განიცდის ანარქიზმის იდეოლოგიურ და პოლიტიკურ გავლენას; უარყოფს პოლიტიკურ ბრძოლას და მშრომელთა ორგანიზაციის უმაღლეს ფორმად აღიარებს პროფკავშირებს; ბრძოლის მეთოდებს შორის უპირატესობას ანიჭებს ეკონომიკური ბრძოლის მეთოდებს (ბოიკოტი, საბოტაჟი, ეკონომიკური გაფიცვა და ა.შ.).

ანაქრონიზმი (anachronism) [<ბერძ. anachronismos <ana ... პირიქით, უკან, წინააღმდეგ + chronos დრო] - 1. მოვლენის, ფაქტის სხვა დროისთვის, სხვა ეპოქისათვის მიკუთვნება, ქრონოლოგიური შეცდომა (შეუსაბამობა); 2. განსაზღვრული ეპოქის გამოხატვა მისთვის უჩვეულო მახასიათებლების მეშვეობით; 3. თანამედროვეობისათვის შეუსაბამო, წარსულის გადმონაშთი, მოძველებული წეს-ჩვეულება ან შეხედულება.

ანგარიშთა გეგმა (list of accounts) - ბუღალტრული ანგარიშების სისტემატიზებული ნუსხა.

ანგარიში (account, bank account) - 1. ბანკში იურიდიულ ან ფიზიკურ პირთა სახელზე არსებული მონაცემები, რომლებიც ასახავენ მათ ფინანსურ ურთიერთობებში მომხდარ ცვლილებებს; 2. საბუღალტრო ანგარიში (ოპერაციების აღრიცხვის ფორმა).

ანგარიში ბლოკირებული (blocked account, frozen account) - საბანკო ანგარიში, რომლის განკარგვა შეზღუდულია სასამართლოს ან მთავრობის გადაწყვეტილებით.

ანგარიში კერძო (პირადი) (private person's account) - ფიზიკური პირის საბანკო ანგარიში.

ანგარიში ინდივიდუალური (individual account) - მზღვეველის ინდივიდუალური (პერსონიფიცირებული) აღრიცხვის სისტემაში მონაცემთა მანქანურ მატარებლებზე გამოყოფილი ინფორმაციული ველების ერთობლიობა, რომელშიც აღრიცხულია მონაცემები დაზღვეულზე შემოსული სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანების შესახებ, აგრეთვე სხვა მონაცემები “სავალდებულო სოციალური დაზღვევის სფეროში ინდივიდუალური (პერსონიფიცირებული) აღრიცხვისა და ინდივიდუალური ანგარიშების შემოღების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად (სავალდებულო სადაზღვევო პენსიების შესახებ”, საქართველოს კანონი, მუხლი 3).

ანგარიში მიმდინარე (current account) - საბანკო ანგარიშის ტიპი მოთხოვნამდე, რომელიც საშუალებას იძლევა მასზე არსებული თანხის მიმართ გამოიწეროს ჩეკი. მას არ ერიცხება პროცენტი.

ანგარიში ონკოლური (current account under pledged securities) - მიმდინარე ანგარიში ბანკში, რომელიც იხსნება საპროცენტო ფასიანი ქაღალდების დაგირავების სანაცვლოდ.

ანგარიში საბანკო (bank account) - ბანკში არსებული ანგარიში, შენატანი. გა ნასხვავებენ მიმდინარე და სადეპოზიტო ანგარიშებს.

ანგარიში სადეპოზიტო (deposit account) - ანგარიში ბანკში, რომელზეც შეიტანება ფული და მიიღება შემოსავალი პროცენტის სახით. თანხის გამოტანა შესაძლებელია წინასწარი შეტყობინების (ჩვეულებრივ, 7 დღე) შემდეგ მიმდინარე ანგარიშზე გადარიცხვის გზით.

ანგარიში სავალუტო (currency account, account for foreign currency) - ანგარიში საბანკო დაწესებულებაში, რომელზეც გროვდება და რომლიდანაც იხარჯება თანხები უცხოური (კონვერტირებადი) ვალუტით.

ანგარიში საკორესპონდენტო (correspondent account) - ანგარიში, რომელიც ასახავს ბანკის მიერ წარმოებულ ანგარიშებს სხვა ბანკის დავალებით და მის ხარჯზე საკორესპონდენტო ხელშეკრულების საფუძველზე. იგი ორ სახედ იყოფა: “ნოსტრო” - ბანკის ანგარიში ბანკ-კორესპონდენტში და “ლორო” - ბანკი- კორესპონდენტის ანგარიში ბანკში. “ნოსტრო” ანგარიში ერთ ბანკში წარმოადგენს “ლორო” ანგარიშს ბანკ-კორესპონდენტში.

ანგარიში სატრანზიტო (transit account) - საბანკო ანგარიში, რომელზეც შედის საექსპორტო ამონაგები. მისი თავისუფლად გამოყენება შეიძლება მხოლოდ გარკვეული პირობების (მაგალითად, სახელმწიფოსთან ანგარიშსწორების შესრულების შემდეგ.

ანგარიში საშემნახველო (savings account) - ფიზიკურ პირთა სახელზე ბანკში არსებული ანგარიში, რომელზეც ერიცხება პროცენტები და რომლისგანაც შეზღუდულია რაიმე სახის ოპერაციების (გადარიცხვა, ჩეკის გამოწერა და ა.შ.) განხორციელება.

ანგარიში საჩეკო (checkable account) - ბანკში ან სხვა საკრედიტო დაწესებულებაში არსებული ანგარიში, რომლის მიმართ შეიძლება გამოიწეროს ჩეკი.

ანგარიში ფიდუციალური (fiduciary account) - კლიენტის ანგარიში, რომელსაც ბანკი ან სატრასტო ორგანიზაცია მართავს ხელშეკრულების (საკუთრების მინდობა, დავალება) საფუძველზე. ანგარიში აისახება ბანკის ბალანსზე, და, შესაბამისად, იღებს საკომისიოს. საბანკო პერაციებთან დაკავშირებულ რისკს თავის თავზე იღებს კლიენტი. ასეთი სახის ანგარიშით მომსახურება წარმოადგენს შვეიცარიული ბანკების სპეციალიზაციას.

ანგარიშსწორება (settlement, calculation, reckoning, computation) - ფიზიკური ან იურიდიული პირის ანგარიშიდან გაწეული გადახდები ანგარიშზე არსებული თანხების ფარგლებში და შემოსული თანხების ჩარიცხვა აღნიშნულ ანგარიშზე.

ანგარიშსწორება აკრედიტივით (letter of credit) - დოკუმენტით განხორციელებული ანგარიშსწორება, რომელიც წარმოადგენს ერთი საკრედიტო დაწესებულების დავალებას მეორისადმი, სპეციალურად დაჯავშნული საშუალებების ხარჯზე აწარმოოს სასაქონლო-სატრანსპორტო დოკუმენტების ანგარიშსწორება გადატვირთული საქონლისთვის ან გადაუხადოს აკრედიტივის წარმდგენს განსაზღვრული ფულადი თანხა.

ანგარიშსწორება ნაღდი (cash down payment) - საკრედიტო დაწესებულების მიერ კლიენტის საანგარიშსწორებო ანგარიშიდან მისი მითითების საფუძველზე ნაღდი ფულით განხორციელებული გადახდები ანგარიშზე არსებული თანხების ფარგლებში და შემოსული თანხების ჩარიცხვა ანგარიშზე.

ანგარიშსწორება საგადასახადო დავალებით (settlement with payment order, payment draft arrengement) - ანგარიშსწორება საანგარიშსწორებო დოკუმენტით, რომელიც წარმოადგენს ბანკისადმი გადამხდელის (კლიენტის) დავალებას, სხვა პირის ანგარიშზე გარკვეული თანხის გადარიცხვის შესახებ.

ანგარიშსწორება საგადასახადო მოთხოვნით (settlement with payment demand, payment demand arrengement) -ანგარიშსწორება საანგარიშსწორებო დოკუმენტით, რომელიც წარმოადგენს გადამხდელისადმი მიმწოდებლის მოთხოვნას ბანკის საშუალებით გადაიხადოს გარკვეული თანხა.

ანგარიშსწორება უნაღდო (clearing, cashless settlement, payment account) - საქონლისა და მომსახურების ღირებულების გადახდა ნაღდი ფულადი ოპერაციის გარეშე, ბანკის მეშვეობით თანხის გადარიცხვის გზით. უნაღდო ანგარიშსწორების გავრცელებული ფორმებია: ანგარიშსწორება აკრედიტივით, საგადასახადო დავალებით, საგადასახადო მოთხოვნით, ჩეკებით.

ანგარიშსწორება ჩეკებით (pay by cheque) - ანგარიშსწორება ნაღდი ჩეკებით, რომლის დროსაც ნაღდი ფული გაიცემა საბანკო ჩეკის წარმომდგენზე; ან ანგარიშსწორება უნაღდო ჩეკებით, რომელიც წარმოადგენს ბანკისადმი ჩეკის გამცემის დავალებას მისი ანგარიშიდან ჩეკის წარმდგენის ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ.

ანგარიშსწორების ანგარიში (settlement account) - ანგარიში ბანკში, რომელიც ეხსნება იურიდიულ ან ფიზიკურ პირს ფულადი სახსრების შესანახად და უნაღდო ანგარიშსწორებისათვის. იურიდიული პირის ანგარიშსწორების ანგარიშზე ჩაირიცხება ამონაგები პროდუქციის რეალიზაციიდან, მომსახურებიდან, გარეშე ორგანიზაციების, დამფუძნებლების, სპონსორების და სხვათა შემონატანი თანხა. ანგარიშსწორების ანგარიშზე არსებული თანხა შეიძლება გამოყენებულ იქნეს ძირითად საწარმოო საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფარავად, კაპიტალური დაბანდების და რემონტისათვის გარეშე ორგანიზაციებზე გადასარიცხად, სპონსორობისათვის და სხვ.

ანგარიშსწორების ფორმები (forms of settlement) - ვაჭრობაში დამკვიდრებული ანგარიშსწორებითი ოპერაციების ხერხები: 100%-იანი ავანსი, აკრედიტივი, ინკასო, ღია ანგარიში და სხვ.

ანგარიშფაქტურა (invoice) - გამყიდველის მიერ მომზადებული და მყიდველისათვის გაგზავნილი დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ყიდვა-გაყიდვის გარიგების დეტალებს: მოცულობა, ერთეულის ფასი, საერთო თანხა, გაყიდვის პირობები, მიწოდების ხერხი. საცალო ვაჭრობის კომპანიებში ანგარიშფაქტურებს აფორმებენ გარიგების მომენტში, ხოლო საბითუმო კომპანიებში კი მას შემდეგ, როდესაც ბუღალტერია ტვირთის გამგზავნი განყოფილებიდან მიიღებს შეტყობინებას მყიდველისათვის ტვირთის გაგზავნის შესახებ.

ანგლოამერიკული (საერთო) სამართლის სისტემა (Anglo-American legal system, common law system) - თანამედროვეობის სამი ძირითადი სამართლებრივი ოჯახიდან (ანგლოამერიკული, მუსლიმანური და რომანულ-გერმანული სამართლებრივი სისტემა) ერთ-ერთი, რომელიც მოქმედებს ინგლისში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ავსტრალიაში, ირლანდიაში, კანადასა და ინგლისის ყოფილ კოლონიებში. აღნიშნული სისტემა ხასიათდება რამდენიმე განმასხვავებელი ნიშნით: იყოფა ორ ძირითად დარგად, სტატუტის სამართალი (statute law), რომლის წყაროს წარმოადგენს პარლამენტი და საერთო სამართალი (common law) ჩამოყალიბდა მე- 13-14სს-ში სამეფო სასამართლოების პრაქტიკის განზოგადების და ადგილობრივი ჩვეულებების საფუძველზე; სამართლებრივი ნორმები ატარებს უპირატესად კაზუისტიკურ ხასიათს; სამართლის წყაროებს შორის სასამართლო პრეცედენტსა და სამართლებრივ დოქტრინას დიდი როლი ენიჭება.

ანდერაიტინგი (underwriting) - ბოლო გამოშვების ფასიანი ქაღალდების შეძენა მათი შემდგომი გაყიდვის მიზნით. ანდერაიტინგს ჩვეულებრივ საინვესტიციო დილერები, ანდერაიტერები, ახორციელებენ.

ანდერძი (will, tastemant) - 1. ვისამე წერილობითი ან ზეპირი განკარგულება, რომელიც ჩვეულებრივ ქონებას ეხება და უნდა შესრულდეს მფლობელის სიკვდილის შემდეგ; 2. წერილობითი დოკუმენტი, რომლის თანახმადაც ფიზიკურ პირს შეუძლია სიკვდილის შემთხვევისათვის გადასცეს თავისი ქონება ან მისი ნაწილი ერთ ან რამდენიმე პირს როგორც მემკვიდრეთა წრიდან, ისე გარეშე პირებსაც (საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1344).

ანექსია [ფრანგ. annexion <ლათ. annexus შეერთება, დაკავშირება] - ქვეყნის მიერ სხვა ქვეყნის ან მისი ნაწილის ძალადობრივი გზით მიერთება

ანთროპო ... [<ბერძ. anthropos ადამიანი] - რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი რომელიც ნიშნავს ადამიანურს, ადამიანთან დაკავშირებულს.

ანთროპოლოგია (anthropology) [<ბერძ. anthropos ადამიანი, logos აზრი, ცნება, სიტყვა] - 1. მეცნიერება ადამიანის წარმოშობისა და ევოლუციის შესახებ; 2. ფილოსოფიური მოძღვრება ადამიანის არსებობისა და სამყაროსთან მისი ურთიერთობის შესახებ; 3. კულტურული (სოციალური)ა. - დასავლეთის ქვეყნებში ეთნოგრაფიის სახელწოდება.

ანკეტა (inquiry form, questionnaire) [ფრანგ. enquete] - 1. კითხვარი, რომლის მიზანია რესპონდენტისგან მონაცემების მიღება; 2. პირთა საკვლევი კონტინგენტისათვის განკუთვნილი მკვლევარის მიერ შედგენილი კითხვების სია, რომელიც წარმოადგენს საწყის ემპირიულ მასალას განზოგადებისათვის.

ანკლავი (enclave) [ფრანგ. enclave] - სახელმწიფოს ტერიტორია ან ტერიტორიის ნაწილი, რომელიც გარშემორტყმულია სხვა სახელმწიფოს ტერიტორიებით.

ანომალია (anomaly) [გერმ. anomalie, ფრანგ. anomalie ბერძ. anomalia გადახრა, მცდარობა] - ნორმისგან, საერთო კანონზომიერებისგან გადახრა.

ანოტაცია (annotation) [გერმ. Annotation <ლათ. annotatio შენიშვნა] - წიგნის, სტატიის შინაარსის მოკლე გადმოცემა.

ანონიმი (anonym) [ფრანგ. anonyme, <ბერძ. anonymos უსახელო] - წერილის ან ნაწარმოების ავტორი, რომელიც საკუთარ სახელს მალავს.

ანტაგონიზმი (antagonism) [ფრანგ.antagonisme ბერძ. antagonisma დავა,ბრძოლა] - შეურიგებელი წინააღმდეგობა.

ანტი ... [ბერძ. anti...] - თავსართი, რომელიც გამოიყენება სიტყვის საპირისპირო (მტრული, წინააღმდეგობრივი) მნიშვნელობის შესადგენად.

ანტიდემპინგური შეზღუდვა (antidumping restriction) - დემპინგის საწინააღმდეგო ღონისძიება - ხელისუფლების მიერ იმპორტზე დაწესებული შეზღუდვები (ტარიფი, კვოტა), რომელიც არ იძლევა შიდა ბაზარზე იმპორტირებული საქონლის, ადგილობრივი წარმოების საქონელზე იაფად რეალიზების შესაძლებლობას.

ანტიკვარული (antiquary) [გერმ. antiquarisch <ლათ. antiquus უძველესი, ძველებური] - ძველებური, იშვიათი, ჩვეულებრივ, ძვირად ღირებული ნივთი.

ანტიკური (antique) [ლათ. antiquus ძველი] - ძველი ბერძნული ან რომაული (კულტურა, ხელოვნება, საზოგადოებრივი წყობა და სხვ.).

ანტიმონოპოლიური (ანტიტრასტული) კანონმდებლობა (antimonopoly/anti-trust legislation) - ნორმატიული აქტები (“მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ” 1996 წლის 25 ივნისის საქართველოს კანონი, “მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” 1996 წლის 20 მარტის საქართველოს კანონი და მათ შესაბამისად მიღებული ნორმატიული აქტები), რომლის მიზანია ბაზარზე მონოპოლიური საქმიანობისა და მონოპოლიური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აღკვეთა, მომხმარებელთა უფლებების დაცვა. ამერიკის შეერთებულ შტატებში - ანტიტრასტული კანონმდებლობა, რომელიც დასაბამს იღებს 1890 წლიდან შერმანის აქტის მიღებით, რომლითაც ვაჭრობის შეზღუდვისა და ბაზარზე მონოპოლიის შექმნის მცდელობისთვის დაწესდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. ამასთან, არსებობს მოსაზრება, რომლის მიხედვით თანამედროვე პირობებში ანტიტრასტული კანონმდებლობა აფერხებს წარმოების კონცენტრაციის ობიექტურად არსებულ ტენდენციას.

ანტინომია (antinomy) [ბერძ. Antinomia წინააღმდეგობა კანონში] - ორ ურთიერთგამომრიცხავ დებულებას შორის არსებული წინააღმდეგობა, რომელთაგან თითოეული ლოგიკურად დამტკიცებადია.

ანტიპოდი (antipode) [ფრანგ. Antipode <ბერძ. antipodes ფეხებთან მდებარე, ფეხებთან <anti ... წინააღმდეგ ... + pus (podos) ფეხი] - ვინმესთან (რაიმესთან) შედარებით სრულიად განსხვავებული, საპირისპირო - გემოვნების, ხასიათის, ბუნების, მრწამსის მქონე.

ანტისემიტიზმი (anti-Semitism) [ფრანგ. antisemitisme, გერმ. antisemitismus] - ებრაელების მიმართ მტრული დამოკიდებულებით გამორჩეული ეროვნული შეუწყნარებლობის ერთ-ერთი ფორმა, ეთნიკური ცრურწმენა.

ანტიქრისტე [ბერძ. antichristos] - 1. ფართო გაგებით - ყველა ქრისტეს უარმყოფელი, ურწმუნო ადამიანი; 2. ქრისტიანულ სარწმუნოებაში ქრისტეს მთავარი მოწინააღმდეგე, რომელიც „მეორედ მოსვლის ჟამს” უნდა მოევლინოს ქვეყანას ქრისტიანული ეკლესიის წინააღმდეგ საბრძოლველად და რომელსაც ქრისტე დაამარცხებს.

ანტონიმი (antonym) [<ბერძ. anti ... საწინააღმდეგო + onyma ... სახელი] - სიტყვა, რომელიც სხვა სიტყვის საწინააღმდეგო მნიშვნელობისაა.

ანუიტეტი (annuity) [გერმ. Annuitat, <ფრანგ. annuite ყოველწლიური შესატანი, <ლათ. annuitas ყოველწლიური გადახდა] - შეთანხმება ან ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ფიზიკური პირი იძენს უფლებას რეგულარულად (ხშირად მთელი სიცოცხლის განმავლობაში) მიიღოს გარკვეული რენტა.

ანულირება (ანულაცია) (repeal, cancel, avoid, withdraw, annul, rescind, reverse, undo) [ლათ. annullo - ვსპობ] - გაუქმება; რაიმე აქტის, ხელშეკრულების უფლების ან უფლებამოსილების გაუქმების გამოცხადება.

აპანაჟი (apanage) [ფრანგ. apanage საუფლისწულო მამული] - მეფის ოჯახის უგვირგვინო წევრებისთვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთი საფრანგეთში.

აპარატი ((1,2) apparatus, instrument, device; (3) staff, personnel; (5) organs) [ლათ. apparatus] - 1. ტექნიკური მოწყობილობა, ხელსაწყო; 2. მართვის ან მეურნეობის რომელიმესფეროს მომსახურე დაწესებულებების ერთობლიობა; 3. რომელიმე ორგანიზაციის ან დაწესებულების მუშაკთა ერთობლიობა; 4. სამეცნიერო ნაშრომზე, თხზულებათა კრებულზე დართული შენიშვნები, საძიებელი და სხვა დამხმარე ხასიათის ცნობები; . ადამიანის, ცხოველის, ან მცენარის ორგანიზმის რომელიმე განსაკუთრებული ფუნქციის მატარებელი ორგანოების ერთობლიობა.

აპარტამენტი (apartment) [ფრანგ. appartement ბინა] - დიდი, მდიდრული საცხოვრებელი სახლი.

აპარტეიდი [<ინგლ. apartheid განცალკევებულად ცხოვრება] - რასობრივ დისკრიმინაციაზე დამყარებული ქვეყნის მოსახლეობის ძალის გამოყენებით დაყოფის პოლიტიკა.

აპელაცია (appeal) [<ლათ. Appellatio მიმართვა, მოწოდება] - სასამართლოსმიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში. საქართველოში საოლქო სასამართლოებში (თბილისი, ქუთაისი), აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში მოქმედებს სააპელაციო პალატები, რომლებიც სააპელაციო წესით განიხილავენ რაიონული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე დადგენილი წესით წარდგენილ საჩივრებს.

აპოგეა (apogee) [ბერძ. apogeion მიწისგან მოშორებული] - 1. ასტრ. მთვარის ორბიტის წერტილი ან დედამიწის ხელოვნური თანამგზავრის ორბიტის წერტილი, რომელიც ყველაზე მეტადაა დაშორებული დედამიწის ცენტრს; 2. წიგნ. რისამე განვითარების უმაღლესი წერტილი; აყვავება.

აპოთეოზი (apotheosis, triumph) [ფრანგ. apotheose <ლათ. apotheosis გაღმერთება] - ვინმეს ან რაიმეს განდიდება, ქება-დიდების შესხმა.

აპოკალიფსი (apocalypse) [ბერძ. apokalypsis გამოცხადება] - ბიბლიის ნაწილი, “ახალი აღთქმის” ერთ-ერთი წიგნი, რომელიც შეიცავს მისტიკურ წინასწარმეტყველებას ქვეყნის დასასრულზე, ქრისტესა და ანტიქრისტეს ბრძოლაზე, “საზარელ სამსჯავროზე”, “უფლის ათასწლოვან მეუფებაზე” და ა.შ.

აპოლოგია (apologia) [გერმ. Apologie <ბერძ. apologia დაცვა, გამართლება] - ზღვარგადასული, გადამეტებული ქების შესხმა, რაიმეს ან ვინმეს დაცვა.

აპორტი - ქონება, რომელიც სააქციო საზოგადოებას ეძლევა აქციათა სანაცვლოდ.

აპრიორი (a priori) [<ლათ. a priori წინამორბედიდან] - ფაქტების შესწავლის გარეშე, გამოცდილების გაუთვალისწინებლად.

აპრობაცია (approbation) [გერმ. approbation, ფრანგ. approbation <ლათ. approbatio მოწონება, აღიარება, დამტკიცება] - ოფიციალური აღიარება, დამტკიცება შემოწმების, გამოცდის შედეგად.

აჟიო (premium, (stock) agio) [იტალ. aggio] - 1. ფულის ნიშნებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების კურსის აწევა (საპირისპიროა დიზაჟიო). იგივეა, რაც ლაჟი; 2. ქაღალდის ფულის ოქროზე, ან „სუსტი” ვალუტის „ძლიერ” ვალუტაზე გადაცვლის საკომისიო.

აჟიოტაჟი (agiotage) [ფრანგ. agiotage] - 1. ფასიანი ქაღალდების კურსის (ბირჟაზე) ან ფასების (ბაზარზე) ხელოვნური, სპეკულაციური აწევ-დაწევა, გაცილებით მეტი მოგების მიღების მიზნით; 2. ძლიერი აღელვება, აურზაური, ინტერესთა ბრძოლა რაიმე საქმის, საკითხის გამო.

აჟური [<ფრანგ. a jour დღევანდელი დღის მიხედვით] - ბუღალტრული აღრიცხვის რეჟიმი, რომლის დროსაც სააღრიცხვო ჩანაწერები ფინანსური ოპერაციების შესრულების დღესვე კეთდება.

არამატერიალური აქტივი (intangible assets, intangibles) - ეკონომიკური საქმიანობის სუბიექტების ნებისმიერი უფლება და მოთხოვნა, რომლებიც შეიძლება გადაეცეს სხვა პირებს ან გამიზნულია მათი მფლობელის მატერიალური სარგებლობისთვის ან/და სხვა პირებისთვის რაიმეს მოთხოვნისთვის.

არამატერიალური მომსახურება (nonmaterial service) - შრომის სპეციფიკური ეკონომიკური ფორმა, რომლის სასარგებლო ეფექტიც არამატერიალური მომსახურებით ვლინდება. იგი ორ ჯგუფად შეიძლება დაიყოს: ა) პირადი მომსახურება, რომლის სახეებიც უშუალო ზემოქმედებას ახდენენ ადამიანებზე. მას მიეკუთვნება: განათლება, ჯანმრთელობის დაცვა, სოციალური უზრუნველყოფა, ფიზიკური კულტურა და სპორტი, საყოფაცხოვრებო, მომსახურება; ბ) სოციალური მომსახურება, რომელიც უმწეოთათვის (სტიქიურ უბედურებებში დაზარალებულთა, ლტოლვილთა, იმიგრანტთა) საცხოვრებლის, ან სხვა სახის დახმარებებით ხორციელდება.

არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება (depositary institution) - იურიდიული პირი, რომელიც არ წარმოადგენს კომერციულ ბანკს და უფლებამოსილია მიიღოს დეპოზიტები და მათი გამოყენებით თავისი სახელით აწარმოოს კანონმდებლობით განსაზღვრული საბანკო საქმიანობის ნაწილი, გარდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის მიერ ლიცენზირებული პირისა (“საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანული კანონი, მუხლი 75).

რასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება - საკრედიტო კავშირი (nonbank depositary institution-credit union) - კოოპერატივის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით რეგისტრირებული საწარმო, რომელიც მხოლოდ თავისი წევრებისაგან იღებს ანაბრებს, აძლევს მათ სესხს, ახორციელებს ამ კანონით ნებადართულ საბანკო საქმიანობას და რომლის უმთავრესი მიზანი არ არის მოგების მიღება (არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების - საკრედიტო კავშირების შესახებსაქართველოს კანონი, მუხლი 1).

არასაგადასახადო შემოსავალი (nontax income) - შემოსავალი, რომელიც საგადასახადო კოდექსით არ არის გათვალისწინებული. მას მიეკუთვნება: ლიცენზირებისა და სხვა სახის მომსახურების გაწევიდან მიღებული მოსაკრებლები და საფასური, სახელმწიფო ბაჟის, სახელმწიფო ქონების იჯარიდან მიღებული შემოსავალი და სხვ.

არასათანადო ზემოქმედება და არასამართლებრივი ჩარევა (inappropriate influence and non-legal intervention) - პირის ქმედება, კერძოდ, ზემოქმედება, ჩარევა, ხელის შეშლა ან სხვაგვარი ზეგავლენა დამოუკიდებელ მარეგულირებელ ორგანოში მიმდინარე განხილვების შედეგებზე ან მის მიერ გადაწყვეტილებების მიღებაზე ან კომისიონერის თავისუფალ და დამოუკიდებელ მსჯელობებზე ან აპარატის თანამშრომელთა საქმიანობაზე იმ გზით, რომელიც არ შეესაბამება ამ კანონს და საქართველოს კანონმდებლობას, იმ მიზნით, რომ მიიღოს სარგებელი ან განსაკუთრებული მოპყრობა (საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 3).

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (non-entrepreneurship (uncommercial) non-profit legal person) - იურიდიული პირი, რომლის მიზანსაც არ შეადგენს სამეწარმეო საქმიანობა და მოგების მიღება. საქართველოში ასეთი იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას წარმოადგენს კავშირი და ფონდი.

არასატარიფო შეზღუდვა (non-tariff restriction/limit) - ეროვნული სავაჭრო პოლიტიკის ეკონომიკური და ადმინისტრაციული ღონისძიებების ერთობლიობა: სახელმწიფოს მონაწილეობა საგარეო სავაჭრო ოპერაციებში; საბაჟო და ადმინისტრაციული პროცედურების შემუშავება (ანტიდემპინგური გადასახადები, საკონსულო ფორმალობები და ა.შ); ტექნიკური ბარიერები (ტარიფისადმი მოთხოვნები, საქონლის მარკირება და სხვ.); სპეციალური მოთხოვნები (იმპორტული ლიცენზიები, საექსპერტო მოსაკრებელი და სხვ.); იმპორტის შეზღუდვა, რომელიც გადასახადებსა და მოსაკრებლებში არის ჩადებული (საზღვრისპირა საგადასახადო რეჟიმი, საიმპორტო დეპოზიტები და სხვ.).

არასრულწლოვანი - პირი, რომელსაც 18 წელი არ შესრულებია (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 44).

არბიტრაჟი ((legal) arbitral tribunal, arbitration, court of arbitration) [<ფრანგ. arbitrage] - 1. სადავო საქმეთა განხილვა შუაკაცის, არბიტრის მეშვეობით. 2. სახელმწიფო ორგანო, რომელიც განიხილავს საწარმოებს, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს შორის წარმოქმნილ სადავო საკითხებს; 3. კომერციული საქმიანობა, რომელიც გულისხმობს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე უცხოური ვალუტის ყიდვას, იმავდროულად მათი სხვა ბაზარზე გაყიდვის მიზნით ვალუტის კურსის სხვაობის საფუძველზე მოგების მისაღებად; 4. დანახარჯების გარეშე ურისკო მოგების მიღების შესაძლებლობა.

არბიტრაჟორი (arbitrage(u)r) - საფინანსო ბაზრის მონაწილეთა პრივილეგირებული ჯგუფი, რომლებიც სარგებლობენ რა არბიტრაჟის შესაძლებლობით, ახერხებენ ურისკო მოგების მიღებას ამ ბაზარზე ერთდროული მოქმედებით. ამასთან, მათი მოქმედება იწვევს ფასთა სხვაობის მინიმუმამდე შემცირებას, ე.ი. არბიტრაჟის ჩაქრობას.

არბიტრაჟული სიტუაცია (arbitration situation) - სიტუაცია, რომლის დროსაც ორ ან რამდენიმე ბაზარზე ერთსა და იმავე საქონელზე (ფინანსურ ინსტრუმენტზე) ფასთა სხვაობა ჩნდება.

არბიტრი (arbitrator, moderator) [ფრანგ. arbitre <ლათ. arbitrari დაკვირვება, შეფასება] - 1. არასასამართლო სახის დავებში შუამავალი, მომრიგებელი მოსამართლე; 2. სპორტულ შეჯიბრებებში მსაჯი.

არგუმენტი (argument) [გერმ. Argument <ფრანგ. argument <ლათ. Argumentum ფაქტიური მტკიცებულება] - 1. მტკიცებულების საფუძვლად ვარგისი ლოგიკური მოსაზრება; 2. დამოუკიდებელი სიდიდე, რომლის ცვლილებაზეა დამოკიდებული სხვა სიდიდის (ფუნქცია) ცვლილება.

არეალი (natural area) [გერმ. Areal <ლათ. area მოედანი, სივრცე] - რაიმე მოვლენის, ცხოველთა სახეობის, მცენარის, სასარგებლო წიაღისეულის, ენის გავრცელების არე.

არენა (arena) [<ლათ. arena ქვიშამოყრილი მოედანი ბრძოლისთვის] - საქმიანობის სფერო, სარბიელი, ასპარეზი.

არენდა (lease) - იხ. იჯარის ხელშეკრულება.

არიანელობა - მე-4 საუკუნეში წარმოშობილი ერესი, სახელწოდება მიიღო ალექსანდრიელი პრესვიტერის არიოზისგან, რომელიც ასწავლიდა, რომ იესო ქრისტე - ძე ღვთისა არ იყო ღმერთი, არამედ იყო ღვთის ქმნილება.

არისტოკრატია (aristocracy) [ფრანგ. aristrocratie <ბერძ. aristokratia> aristos საუკეთესო+kratos ძალაუფლება] - მმართველი კლასის უმაღლესი, პრივილეგირებული ფენა, შთამომავლობითი დიდგვაროვნები.

არმია (army) [ფრანგ. armee <ლათ. armare შეიარაღება] - 1. სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალთა (სახმელეთო, საზღვაო, საჰაერო) ერთობლიობა; ვიწრო გაგებით - სახმელეთო ჯარები; მოქმედი ა. - ქვეყნის შეიარაღებულ ძალთა ნაწილი, რომელიც საომარ მოქმედებებს აწარმოებს; 2. სამხედრო ოპერაციების წარმოებისთვის გამიზნული მსხვილი ოპერატიული შენაერთი, რომელიც ერთი ან რამდენიმე საჯარისო შენაერთისგან შედგება; 3. საერთო ნიშნით გაერთიანებულ ადამიანთა ერთობლიობა. მაგ., უმუშევართა ა.

არმიის გენერალი (general) - იხ. სამხედრო წოდებები.

არობა [ესპ. arroba] - 1. ლათინური ამერიკის რიგ ქვეყნებში მასის ერთეული (1 არობა - 10-15 კგ-მდე); 2. ამ ქვეყნებში თხევადი და ფხვიერი ნივთიერებების ტევადობისა და მოცულობის ერთეული (1 არობა - 12,6-40 ლ-მდე).

არსებითი ფაქტი ან მოვლენა (material/considerable fact or event) - ფაქტი ან მოვლენა, რომელსაც, კეთილგონიერების ფარგლებში, მნიშვნელოვნად მიიჩნევს ინვესტორი ან პოტენციური ინვესტორი ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებათა მიღებისას (ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებსაქართველოს კანონი, მუხლი 2).

არსენალი (arsenal) [ფრანგ. Arsenal <არაბ. darassina'ah სახელოსნო, ფაბრიკა] - 1. სამხედრო საჭურვლისა და იარაღის საწყობი; გადატ. რაღაცის დიდი რაოდენობა, მარაგი.

არქაიზმი (archaism) [<ბერძ. Archaios უძველესი] - მოძველებული სიტყვა, გრამატიკული ფორმა.

არქაული (archaic) [ბერძ. archaios ძველი] - ძველი, ძველებური; მოძველებული, ხმარებიდან გამოსული.

არქეო ... [<ბერძ. archaios უძველესი] -რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი - ”ძველის” შესატყვისი, მიანიშნებს სიძველეზე.

არქი ... [<ბერძ. archi ... მთავარი, უფროსი] - 1. რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი, საეკლესიო იერარქიაში ნიშნავს უფროსს; 2. რაიმეს უმაღლესი ხარისხის აღსანიშნავი თავსართი.

არქიდიაკონი (senior deacon) [ბერძ. archidiakonos] - მთავარდიაკონის წოდება იმ შემთხვევაში, თუ იგი ბერია.

არქიეპისკოპოსი (archbishop) [ბერძ. archiepiskopos] - მთავარეპისკოპოსი, მაღალი იერარქის ტიტული, უპირატესად მთავარი ქალაქის ეპისკოპოსი.

არქივარიუსი (custodian, warden) [ლათ. archivum] - შემნახველი, არქივის თანამშრომელი.

არქივი (record, archives, record-keeping office) [გერმ. archiv, ლათ. archivum, ბერძ. archaios უძველესი] - 1. დაწესებულება, დაწესებულების განყოფილება, სადაც ინახება ძველი დოკუმენტები; 2. დაწესებულების ან/და პირის საქმიანობის ამსახველ ხელნაწერთა (წერილების და სხვ.) კრებული.

არქიმანდრიტი (archimandrite) [ბერძ. archimandrites ზღუდის (იგულისხმება მონასტრის ზღუდე, გალავანი) უფროსი] - მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმონაზვნის უმაღლესი საპატიო წოდება, რამდენიმე მონასტრის წინამძღვრის, ზედამხედველის; სასულიერო საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის საპატიო ტიტული.

არქიტექტონიკა (architectonics) [ბერძ. architektonike (techne) სამშენებლო (ხელოვნება)] არქიტ. სამშენებლო ნაგებობის კანონზომიერებათა მხატვრული გამოხატულება, რაც დამახასიათებელია შენობის კონსტრუქციული სისტემისთვის; 2. ხელოვნ. მხატვრული ნაწარმოების საერთო ესთეტიკური აგებულება, მისი ცალკეული ნაწილის პრინციპული ურთიერთკავშირი; 3. გეოლ. გეოლოგიური აგებულების საერთო სურათი.

არჩევნები მორიგი (successive election) - არჩევნები, რომელიც იმართება საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს ან საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუციებითა და სათანადო კანონებით დადგენილ ვადებში (საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 3).

არჩევნები რიგგარეშე (extra, special election) - საერთო არჩევნები, რომელიც ტარდება საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს ან საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო (საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 3).

არჩევნები შუალედური (intermediate election) - არჩევნები, რომელიც ტარდება საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს შემადგენლობის შესავსებად (საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 3).

არჩევნები ხელახალი (anew election) - არჩევნები, რომელიც ხელახლა ტარდება მთელ საარჩევნო ოლქში, თუ იგი არ შედგა, ან შედგა, მაგრამ ასარჩევი პირი ვერ აირჩა და კანონი აღარ ითვალისწინებს განმეორებითი კენჭისყრის ან არჩევნების მორიგი ტურის გამართვას, ანდა არჩევნების შედეგი ბათილად იქნა ცნობილი საარჩევნო ოლქში და კანონი აღარ ითვალისწინებს განმეორებითი კენჭისყრის გამართვას ცალკეულ საარჩევნო უბანში (საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 3).

არჩევნები საერთო (general election) - მორიგი ან რიგგარეშე საყოველთაო არჩევნები, რომელიც ტარდება საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს ან საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირის ასარჩევად, და რომელში მონაწილეობის უფლებაც აქვს შესაბამისად ამ წარმომადგენლობითი ორგანოს ან თანამდებობის პირის ამ კანონით დადგენილ ყველა ამომრჩეველს (საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 3).

არჩევნების დასასრული (finish of election) - შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ დამტკიცებული არჩევნების საბოლოო შედეგების (არჩევნების მეორე ტურისა და განმეორებითი კენჭისყრის ჩათვლით) შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების თარიღი (საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 3).

არჩევნების დღე (the day of election) - საერთო, შუალედური ან ხელახალი არჩევნების ჩატარების დღე (საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 3).

არჩევნების მეორე ტური (second round of election) - კენჭისყრა, რომელიც იმართება ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ვადებში, როდესაც არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა (საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 3).

ასამბლეა (assembly) [ფრანგ. Assemblee <assembler გაერთიანება, შეკრება] - ორგანიზაციის საერთო კრება (უპირატესად დიპლომატიური პოლიტიკური და სხვ. მიზნებისთვის).

ასიგნაცია (banknote) [პოლ. Asygnacja <გერმ. assignation < ლათ. assignare დანიშვნა, გამოყოფა] - ქაღალდის ფულის ნიშანი.

ასიგნება (allocation, (economics) appropriation, (legal) assignment) [პოლ. asygnowac <ლათ. assignare დანიშვნა გამოყოფა] - 1. საკანონმდებლო ხელისუფლების ორგანოს მიერ აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოსათვის მინიჭებული უფლება, რათა მან ხაზინის მეშვეობით გასწიოს გარკვეული ხარჯები; 2. კომპანიის მოგების განაწილება დივიდენდზე, რეზერვების შევსებასა და გადასახადებზე; 3. ფისკალური წლის განმავლობაში საბიუჯეტო კლასიფიკაციით განსაზღვრული მიზნებისათვის დამტკიცებული მოცულობის ფარგლებში ხარჯის გაწევის უფლებამოსილება, რომელიც გათვალისწინებულია ბიუჯეტით. ასიგნების გარეშე ხარჯის გაწევა და ვალდებულებების აღება დაუშვებელია (საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებსაქართველოს კანონი, მუხლი 12).

ასიგნება პროგნოზირებადი (predictable appropriation) - ასიგნება, რომელიც დაკავშირებულია ვალის მომსახურებასა და ამორტიზაციასთან ან/და სახელმწიფოს მიერ გარანტირებული სესხის გადახდასთან. პროგნოზირებული ასიგნების ზევით ვალდებულების აღება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მინისტრი საქართველოს პარლამენტის საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს პროგნოზირებული ასიგნების გადაჭარბების მიზეზის შესახებ და წლის ბოლოს პროგნოზირებული ასიგნების კორექტირება გათვალისწინებული იქნება წლიურ საბიუჯეტო კანონში სათანადო ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტში, რომლის მიღების შემდეგაც შეიძლება შესაბამისი ხარჯის გაწევა (საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ საქართველოს კანონი, მუხლი 12).

ასიმილაცია (assimilation) [<ლათ. assimilatio მსგვასება, მიმსგავსება] - 1. ეროვნული თვითმყოფადობის, კულტურის, საკუთარი ენის დაკარგვისა და სხვა ენის, კულტურის შეთვისების შედეგად ერთი ხალხის (ან მისი ნაწილის) მეორესთან შერწყმა; 2. მიმსგავსება, შერწყმა, შეთვისება.

ასისტენტი (assistant) [გერმ. Assistant <ფრანგ. assistant <assister დასწრება, დახმარება <ლათ. assistere გვერდით დგომა, დახმარება] - 1. ცდების ჩატარების, გამოცდების მიღების, სამეცნიერო სამუშაოს განხორციელების, ქირურგიული ოპერაციის შესრულების პროცესში ექიმის ან პროფესორის დამხმარე; 2. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგის პირველი სამეცნიერო წოდება; 3. სპეციალისტის დამხმარე.

ასორტიმენტი (assortment, range) [ფრანგ. assortiment <assortir შერჩევა, შეხამება] - რაიმე საგნების, საქონლის ან მათი სხვადასხვა სახეობის ნაკრების არსებობა. გასაყიდი საქონლის მრავალსახეობა.

ასოციაცია (association) [გერმ. assoziation, ფრანგ. association <ლათ. associaatio მიერთება, ზიარება] - ერთი სახეობის საქმიანობის განმახორციელებელი პირების, დაწესებულებების გაერთიანება.

ასპექტი (aspect) [ლათ. aspectus სახე, შეხედულება] - თვალსაზრისი; რაიმეზე შეხედულება, აზრი.

ასპირანტი (post-graduate (student)) [გერმ. aspirantur <ლათ. aspirans (aspirantis) პირი, რომელიც ისწრაფვის, მიილტვის] - პირი, რომელიც სამეცნიერო საქმიანობის დაწყების მიზნით, გადის სპეციალურ მომზადებას უმაღლეს სასწავლებელში ან სამეცნიერო დაწესებულებაში.

ასტრო ... [<ბერძ. aster ვარსკვლავი] - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი, რომელიც აღნიშნავს ვარსკვლავს.

ატაშე (attache) [ფრანგ. Attache <attacher მიმაგრება, განწესება, მივლენა] - 1. ერთ-ერთი უმცროსი დიპლომატიური თანამდებობა; 2. ოფიციალური პირი, რომელიც დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ირიცხება როგორც რომელიმე დარგის სპეციალისტი (მაგალითად, სამხედრო ატაშე, პრესატაშე და სხვ.).

ატესტატი (certificate, testimonial) [<ლათ. attestari დამოწმება, რწმუნება; attestor ვამოწმებ] - 1. დოკუმენტი საშუალო სასწავლო დაწესებულების დასრულების შესახებ მაგ., ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სასწავლებლის დამთავრების მოწმობა; 2. დოკუმენტი, რომელიც გაიცემა სამხედრო მოსამსახურეზე, ამ უკანასკნელის სამსახურებრივი გადაადგილების, ხანგრძლივი მივლინებისა და ა.შ. შემთხვევებში; სამხედრო მოსამსახურის მოწმობა, რის საფუძველზეც ეს უკანასკნელი იღებს ხელფასს, სურსათს, ტანსაცმელს და ა.შ.; მოწმობა, გაცემული სამხედრო ნაწილის მორიგი დისლოკაციის შემთხვევაში; დოკუმენტი, გაცემული ოფიცრის ოჯახის რომელიმე წევრზე, მისი ფულადი კმაყოფის გარკვეული ნაწილის მისაღებად; 3. მოწმობა სამეცნიერო ან რაიმე სპეციალური წოდების მინიჭების შესახებ. მაგ., პროფესორის ა., უფროსი მეცნიერ-მუშაკის ა. და სხვ.

ატესტაცია (certification, attestation) [ფრანგ. attestation <ლათ. attestatio მოწმობა, დამტკიცება] - 1. სპეციალისტების მიერ მუშაკის ან მოსწავლის ჩვევებისა და ცოდნის დონის განსაზღვრის პროცესი; 2. მოხელის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობის და პირადული თვისების დაკავებულ (ან დასაკავებელ) თანამდებობასთან წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება (“საჯარო სამსახურის შესახებსაქართველოს კანონი, მუხლი 81).

ატრიბუტი (attribute) [ფრანგ. Attribut ლათ. attributus მიცემული, განკუთვნილი] - რაიმეს აუცილებელი და მუდმივი ნიშან- თვისება, კუთვნილება.

აუდიტი (audit) - აუდიტორული შემოწმება, აუდიტორების, აუდიტორული ფირმების მიერ განხორციელებული შემოწმება სამეურნეო სუბიექტის სამეწარმეო საქმიანობის, საჯარო ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების, დაბეგვრის, სამეურნეო საფინანსო საქმიანობის და საწესდებო მოთხოვნების უტყუარობის, სისრულის, მოქმედ კანონმდებლობასა და ნორმატივებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით (საქართველოს კანონი აუდიტორული საქმიანობის შესახებ”, მუხლი 2).

აუდიენცია (audience) [ლათ. Audientia მოსმენა] - ოფიციალური მიღება მაღალი თანამდებობის პირთან.

აუდიო ... [<ლათ. audire სმენა] - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი, რომელიც მიანიშნებს სმენას, ხმის ჩაწერას, ან რაიმეს მათთან მიმართებას.

აუდიოვიზუალური (audiovisual) - ერთდროულად სმენით და მხედველობით აღქმაზე დამყარებული.

აუდიტორი (certified public accountant, chartered accountant, profesional accountant, public accountant, auditor) [<ლათ. auitor მსმენელი] - 1. პირი, რომელიც აუდიტორულ საქმიანობას ახორციელებს; 2. ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს მიერ გაცემული აუდიტორის საკვალიფიკაციო სერტიფიკატი. იგი აუდიტორულ საქმიანობას ეწევა ინდივიდუალურად, ლიცენზიის საფუძველზე ან/და აუდიტორული ფირმის მეშვეობით (საქართველოს კანონიაუდიტორული საქმიანობის შესახებ”, მუხლი 4).

აუდიტორია (auditorium) [ლათ. auditorium ] - 1. ოთახი, დარბაზი, სადაც კითხულობენ ლექციებს, მოხსენებებს და მისთ., ატარებენ სემინარებს; 2. ლექციების, მოხსენებებისა და მისთ. მსმენელები; ასევე, ტელე-რადიოგადაცემების მაყურებლები და მსმენელები.

აუდიტორული დასკვნა (auditor's certificate/report) - აუდიტორის მიერ სათანადო წესით შედგენილი, ხელმოწერით და ბეჭდით დამოწმებული ოფიციალური საბუთი, რომელშიც წარმოდგენილია დასკვნა სამეურნეო სუბიექტის ანგარიშგების უტყუარობის, საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის ბუღალტრული აღრიცხვის სისრულის და მოქმედ კანონმდებლობლობასთან და დადგენილ ნორმატივთან მისი შესაბამისობის შესახებ (საქართველოს კანონიაუდიტორული საქმიანობის შესახებ”, მუხლი 6.1).

აუდიტორული მომსახურება (auditorial service) - მოიცავს ბუღალტრულ მომსახურებას, ექსპერტიზას და საკონსულტაციო მომსახურებას საფინანსო, დაბეგვრის და სამეურნეო კანონმდებლობის სხვა სფეროებში (“აუდიტორული საქმიანობის შესახებსაქართველოს კანონი, მუხლი 2).

აუდიტური ფირმა (auditorial firm) - საწარმო, რომელსაც აქვს საქართველოს ტერიტორიაზე აუდიტორული საქმიანობის ლიცენზია და რომლის ერთადერთი საწესდებო მიზანია აუდიტორული საქმიანობა. აუდიტურ ფირმას და მის ფილიალს აუდიტორული საქმიანობის უფლება ეძლევა მხოლოდ მაშინ, თუ მათში სულ ცოტა ერთი აუდიტორი მაინც მუშაობს (საქართველოს კანონიაუდიტორული საქმიანობის შესახებ”, მუხლი 5).

აუდიტორული საქმიანობის საბჭო (auditorial activity council) - აუდიტორული საქმიანობის რეგულირების სისტემაში სახელმწიფოს ფუნქციების განხორციელების მიზნით, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით შექმნილი საქართველოს პარლამენტთან არსებული ორგანო (საქართველოს კანონიაუდიტორული საქმიანობის შესახებ”, მუხლი 8).

აუდიტორული საქმიანობა (auditorial activity) - აუდიტორული შემოწმება (აუდიტი),აუდიტორული მომსახურების გაწევა, აგრეთვე, აუდიტის ორგანიზაციული და მეთოდური უზრუნველყოფა (საქართველოს კანონიაუდიტორული საქმიანობის შესახებ”, მუხლი 2).

აუდიტორული შემოწმება (auditorial constrol) - სამეურნეო სუბიექტის სამეწარმეო საქმიანობის, საჯარო ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების, დაბეგვრისა და სამეურნეო-საფინანსო საქმიანობისა და საწესდებო მოთხოვნების უტყუარობის, სისრულის, მოქმედ კანონმდებლობასთან და ნორმატივებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით აუდიტორებისა და აუდიტური ფირმების მიერ განხორციელებული აუდიტორული საქმიანობა (აუდიტორული საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონი, მუხლი 2).

აუტო ... [ბერძ. autos თვით] - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი, რომლის მნიშვნელობაა “თვით”.

აუტოდაფე [პორტუგ. auto-da-fe სარწმუნოების აქტი] - შუა საუკუნეების ესპანეთსა და პორტუგალიაში: ერეტიკოსებისა და მათი თხზულებების საჯარო დაწვა ინკვიზიციის განაჩენის თანახმად.

აუტსაიდერი [ინგლ. outsider გარეშე] - 1. საწარმო, რომელიც არ შედის მონოპოლისტურ გაერთიანებაში; 2. შეჯიბრებაში ერთ-ერთ ბოლო ადგილზე გასული სპორტსმენი ან გუნდი; 3. გადატ. ჩამორჩენილი.

აუქციონი (auction, public sale, vendue) [<ლათ. auctio (auctionis) საჯარო ვაჭრობა] - 1. ცალკეული ნივთის ან ნივთების გარკვეული რაოდენობის (პარტიების) საჯარო გაყიდვა წინასწარ დათქმულ ადგილსა და დროს, როდესაც მომავალი მესაკუთრე ვლინდება ყველაზე მეტი საფასურის გადახდით; 2. ბროკერების საშუალებით ფასიანი ქაღალდებით ბირჟაზე ვაჭრობა; 3. საგარეო ვაჭრობაში გავრცელებული საქონლის ლოტებად ან ცალკეულ ნივთად გასაღების ხერხი, როდესაც პოტენციური მყიდველისთვის საქონელი ან ნიმუშები გამოფენილია დასათვალიერებლად; 4. ქონების იძულებითი გაყიდვის ფორმა ვალების დაფარვის მიზნით.

აუქციონი ნულოვანი (zero auction) - აუქციონი, რომელზეც გასაყიდად გამოტანილიობიექტის ან ნივთის თავდაპირველი შეფასება არ ხდება, ამიტომაც მისი ფასი ნულიდან იწყება.

აუქციონი პრივატიზაციის (privatized auction) - აუქციონი, რომელზეც გასაყიდად გამოდის სახელმწიფო ქონება. ამ დროს ხდება ქონების დენაციონალიზაცია.

აუქციონი ჩაქუჩით (bring to the hammer) - აუქციონი, რომელზეც გაყიდვის პროცესი მთავრდება „ჩაქუჩის” დარტყმით და მყიდველია ის, ვინც გასაყიდ ნივთში ყველაზე დიდ თანხას შესთავაზებს აუქციონის წამყვანს.

აუცილებელი მოგერიება (necessary/ indispensable ward off/repulse) - პირის მიერ, მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას, ხელმყოფის დაზიანება თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად. აუცილებელი მოგერიების უფლება პირს აქვს იმის მიუხედავად, შეუძლია თუ არა მას თავიდან აიცილოს ხელყოფა ან საშველად მოუხმოს სხვას (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი”, მუხლი 28).

აფერა (speculation, fraud) [ფრანგ. affaire საქმე] - თაღლითური წამოწყება, სახიფათო საქმე, საეჭვო გარიგება; ყალთაბანდობა.

აფექტი (affect, temporary insanity) [ფრანგ. affect <ლათ. affectus სულიერი მღელვარება, ვნება, ჟინი] - 1. ძლიერი აღელვების (მრისხანება, სასოწარკვეთილება) ხანმოკლე მდგომარეობა მკვეთრი მოძრაობების, ყვირილის, ტირილის თანხლებით, ხასიათდება ტრავმირებად ფაქტებზე ყურადღების კონცენტრაციით; 2. უეცარი, ძლიერი და სწრაფად წარმავალი სულიერი აღელვება, რომელიც, როგორც წესი, არ ტოვებს რაიმე კვალს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 111).

აფილაცია (affiliation) [ფრანგ. affiliation მიერთება, (საზოგადოებაში, წრეში და სხვ.) მიღება] - რაიმე თანამეგობრობის, ჯგუფის შემადგენლობაში წევრად მიღება.

აფილირებული კომპანია (affiliate) - 1. კომპანია, რომელსაც ნაწილობრივ (არა საკონტროლო პაკეტს) ფლობს სხვა კომპანია; 2. ორგანიზაცია, რომელიც პარტნიორთან დაკავშირებულია უფრო საერთო ინტერესებით, ვიდრე საკუთრების უფლებით.

აქსიომა (axiom, postulate) [ბერძ. axioma] - 1. უდავო ჭეშმარიტება, რომელიც არ საჭიროებს მტკიცებულებას; 2. მოცემული თეორიის სხვა დებულებების მტკიცების საფუძველი, ამოსავალი, საწყისი დებულება, რომლის საზღვრებშიც იგი მიიჩნევა ჭეშმარიტებად.

აქტი (act) [ლათ. actus <agere კეთება, მოქმედება] - 1. სხვადასხვა სახისა და იურიდიული ძალის მქონე ოფიციალური დოკუმენტი; 2. რაიმე ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც დადგენილია გარკვეული უფლება-მოვალეობა. 3. ერთჯერადი მოქმედება; მოქმედებით ან უმოქმედობით გამოხატული მიზანმიმართული აქტივობა; 4. დრამატული ან თეატრალური ნაწარმოების დასრულებული ნაწილი.

აქტი ადმინისტრაციული (administrative act) - ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ადმინისტრაციულ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებაში შემავალი საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ. აგრეთვე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი”, მუხლი 2).

აქტი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი (administrative-legal act) - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი”, მუხლი 2).

აქტი აღმჭურველი ადმინისტრაციულსამართლებრივი (administrative-legal entitlement act) - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც დაინტერესებულ მხარეს ანიჭებს რაიმე უფლებას ან სარგებელს (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი”, მუხლი 2).

აქტი ინდივიდუალური სამართლებრივი (individual legal act) - ნორმატიული აქტის საფუძველზე და მის მიერ დადგენილ ფარგლებში მიღებული (გამოცემული) ერთჯერადი სამართლებრივი აქტი, რომელიც შეესაბამება ნორმატიულ აქტს. ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის დასახელება არ უნდა ემთხვეოდეს ნორმატიული აქტის დასახელებას (საქართველოს კანონი ნორმატიული აქტების შესახებ”, მუხლი 2.4).

აქტი ნორმატიული (normative act) - უფლებამოსილი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული (გამოცემული) სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს (საქართველოს კანონი “ნორმატიული აქტების შესახებ”, მუხლი 2.3).

აქტი ნორმატიული ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოთა და თანამდებობის პირთა (normative act of local authority (administration) and officials) - საკრებულოს გადაწყვეტილება, გამგეობის (მერიის, ქ.თბილისის მთავრობის) დადგენილება, გამგებლის (მერის) ბრძანება (საქართველოს კანონინორმატიული აქტების შესახებ”, მუხლი 4).

აქტი ნორმატიული ადმინისტრაციულ სამართლებრივი (notmative administrativelegal act) - უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკანონმდებლო აქტის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი”, მუხლი 2).

აქტი ნორმატიული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის (normative act of Abxazia Autonomous Republic and Adjaria Autonomous Republic) - ავტონომიური რესპუბლიკისკონსტიტუცია, ავტონომიური რესპუბლიკის კანონი, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილება, ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს დადგენილება, ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის ბრძანება (საქართველოს კანონი ნორმატიული აქტების შესახებ”, მუხლი 4).

აქტი ნორმატიული კანონქვემდებარე (sub-legal normative acts) - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება, საქართველოს პარლამენტის დადგენილება, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება, საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის დადგენილება, ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის დადგენილება, აუდიტორული საქმიანობის საბჭოს კოლეგიის დადგენილება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება, საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება, საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსის ბრძანება, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება, საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის ბრძანება, საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანება, სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანება, საზღვაო ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანება, საქართველოს მინისტრისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის ბრძანება (ნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს კანონი, მუხლი 5).

აქტი ნორმატიული საქართველოს (normative act of Georgia) - საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კონსტიტუციური კანონი, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება, საქართველოს ორგანული კანონი, საქართველოს კანონი, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება, საქართველოს პარლამენტის დადგენილება, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება, საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის დადგენილება, ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის დადგენილება, აუდიტორული საქმიანობის საბჭოს კოლეგიის დადგენილება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება, საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება, საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსის ბრძანება, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება, საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის ბრძანება, საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანება, სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანება, საზღვაო ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანება, საქართველოს მინისტრისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის ბრძანება (საქართველოს კანონი ნორმატიული აქტების შესახებ”, მუხლი 4).

აქტი საკანონმდებლო საქართველოს (legislative act of Georgia) - საქართველოს კონსტიტუცია, კონსტიტუციური კანონი, ორგანული კანონი, კანონი, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი (“ნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს კანონი, მუხლი 5).

აქტი სამართლებრივი (legal act) - უფლებამოსილი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს, (თანამდებობის პირის) მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული (გამოცემული) შესასრულებლად სავალდებულო აქტი. სამართლებრივი აქტი ორი სახისაა - ნორმატიული და ინდივიდუალური (საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ”, მუხლი 2).

აქტი სამოქალაქო (civil act) - მოქალაქეთა სამოქალაქო და საოჯახო-სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრისთვის მნიშვნელოვანი ფაქტები (დაბადება, ქორწინება, განქორწინება, მამობის დადგენა, შვილად აყვანა, სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლა, მოქალაქეობის შეცვლა, გარდაცვალება), რომლებიც ექვემდებარებიან სახელმწიფოს სახელით სავალდებულო რეგისტრაციას და წარმოადგენენ მოქალაქეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტის საფუძველს (საქართველოს კანონისამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ”, მუხლი 3.).

აქტივი (assets) [<ლათ. activus, ქმედითი, აქტიური] - 1. ეკონომიკური საქმიანობის სუბიექტების, იურიდიული და ფიზიკური პირების ნებისმიერი საკუთრება; 2. სახელმწიფოს მიერ საზღვარგარეთიდან მიღებული შემოსავლების სიჭარბე საზღვარგარეთ გაწეულ ხარჯებთან შედარებით (სავაჭრო ბალანსი); 3. ფირმის საბუღალტრო ბალანსის ნაწილი, რომელიც ასახავს მატერიალურ და არამატერიალურ ფასეულობებს. აქტივი შეიძლება არსებობდეს: ფინანსური (კრედიტი, ფასიანი ქაღალდი), კაპიტალური (უძრავი ქონება, მანქანა-მოწყობილობა) და არამატერიალური სახით (რეპუტაცია - good will).

აქტიური საარჩევნო უფლება (active elective rights/suffrage) - იხ. საარჩევნო უფლება აქტიური.

აქტუარი (actuary) [<ლათ. actuarius] - მათემატიკური სტატისტიკის სპეციალისტი, რომელსაც სადაზღვევო ტარიფების გამოთვლის მეთოდების განსაზღვრა და ყოველგვარი გაანგარიშებადი პრობლემის (მათ შორის: სადაზღვევო რისკი, ტარიფი, რეზერვები, ვალდებულებები) მოგვარება ევალება.

აქტუალური (actual, urgent) [ფრანგ. actuel <ლათ. actualis ნამდვილი, საჭირბოროტო] - 1. არსებული მომენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი; 2. არსებული, სინამდვილეში გამოვლენილი.

აქტუარული ნამეტი (actuarial surplus) - სიტუაცია, რომლის დროსაც საპენსიო ფონდის შემოსავალი აღემატება ვალდებულებებს (აქტუარების გამოთვლის შესაბამისად), ანუ ჭარბი ფინანსირება.

აქცენტი (accent) [გერმ. akzent <ლათ. accentus გაძლიერება, მახვილი, ხმის აწევა] - 1. არამშობლიურ ენაზე მოსაუბრისთვის დამახასიათებელი გამოთქმის თავისებურება; 2. მახვილი სიტყვაში, მახვილის აღმნიშვნელი ნიშანი; 3. რაიმე მოსაზრების, დებულების მიმართ ხაზგასმულად ყურადღების გამახვილება.

აქცეპტი (acceptance) (ლათ. <acceptus, მიღებული) - 1. თანხმობა ხელშეკრულების დადებაზე; თუ შემოთავაზებული აქცეპტისთვის ვადა განსაზღვრულია, მაშინ იგი მხოლოდ ამ ვადაშია განხორციელებადი; 2. გადამხდელის ხელმოწერა იმის თაობაზე, რომ მან თამასუქი მიიღო გადასახდელად დადგენილ ვადაში და თანახმაა გადაიხადოს; 3. ბანკის თანხმობა გადასაპირებელ თამასუქზე აღნიშნული თანხის გადახდის გარანტიის შესახებ.

აქცეპტანტი (acceptor) [<ლათ. acceptans (acceptantis) მიმღები] - პირი, რომელსაც ეკისრება წარდგენილ ანგარიშზე, თამასუქზე გადახდის ვალდებულება.

აქცესიური (accession) [<ფრანგ. accession მიერთება <ლათ. accessio მიერთება] - აქცესიური ხელშეკრულება - სხვა სახელმწიფოებს შორის ადრე დადებული ხელშეკრულება, რომელსაც უერთდება სახელმწიფო.

აქცესორული (accessory) [ფრანგ. accessoire <ლათ. accessorius დამატებითი] - აქცესორული ვალდებულება - დამატებითი ვალდებულება, რომელიც მხოლოდ ძირითად ხელშეკრულებასთან ერთად არსებობს.

აქცესორული უფლება (accessory right) - უფლება, რომელიც ისეა დაკავშირებული სხვა უფლებასთან, რომ მის გარეშე არც შეიძლება არსებობდეს (საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 153, ნაწილი 1).

აქცია (ბრიტ. share, აშშ. stock) [<ფრანგ. action ფასიანი ქაღალდი] - 1. ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს სააქციო საზოგადოების ვალდებულებებს პარტნიორის (აქციონერის) მიმართ და აქციონერის უფლებებს სააქციო საზოგადოებაში (საქართველოს კანონი მეწარმეთა შესახებ,” მუხლი 51). იგი ადასტურებს მისი მფლობელის უფლებებს ემიტენტის საწესდებო კაპიტალში წილზე, მოგებიდან პროპორციული ნაწილისა და ემიტენტის ლიკვიდაციის შემთხვევაში დარჩენილი აქტივებიდან შესაბამისი წილის მიღებაზე; განარჩევენ ორი ტიპის აქციას: ჩვეულებრივს და შეღავათიანს (პრივილეგირებულს), რომლებიც საქართველოში გაიცემა მხოლოდ სახელობითი ფორმით (მსოფლიო პრაქტიკაში აქცია შეიძლება იყოს როგორც საწარმდგენლო, ასევე სახელობითი) (საქართველოს კანონი მეწარმეთა შესახებ,” მუხლი 51, 52); 2. რაიმე პოლიტიკური ან ეკონომიკური მიზნის მისაღწევად წამოწყებული ქმედება.

აქცია A ტიპის ( „A“ Shares) - აქცია, რომლის მფლობელს აქვს დივიდენდზე უფლება, თუმცაღა შეზღუდული აქვს (ან საერთოდ არ გააჩნია) ხმის მიცემის უფლება აქციონერთა კრებაზე (შდ. პრივილეგირებულ აქციებს).

აქცია B ტიპის („B“ Shares) - აქცია, რომლის მფლობელს ჩვეულებრივ აქციის მფლობელთან შედარებით არაპროპორციულად დიდი უფლება აქვს.

აქცია გამოცხადებული (announced share) - აქცია, რომლის გამოშვებაც ნებადართულია მარეგულირებელი ორგანოს მიერ რეგისტრირებული ემისიის პროსპექტით.

აქცია პრივილეგირებული (შეღავათიანი) (cumulative preference share, preference share, privileged share, senior stock) - სახელობითი აქცია, რომელიც უზრუნველყოფს დივიდენდის მიღებას დადგენილი განაკვეთით, რომლის ოდენობა და მიღების წესი განისაზღვრება წესდებით ან/და სათანადო ემისიის პროსპექტით (ამ უკანასკნელის არსებობის შემთხვევაში). ლიკვიდირებული საზოგადოების ქონება ვალების დაფარვის შემდეგ, პირველ რიგში, ნაწილდება პრივილეგირებულ აქციათა მფლობელებზე, ხოლო შემდგომ - ჩვეულებრივ აქციონერებზე, მათ წილთა შესაბამისად. პრივილეგირებული აქცია არ იძლევა ხმის უფლებას საერთო კრებაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა წესდება ან ამ აქციათა ემისიის პროსპექტი ითვალისწინებს ერთ პრივილეგირებულ აქციაზე ერთი ხმის მინიჭებას პრივილეგირებულ აქციაზე დივიდენდების გაუცემლობისას (მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონი, მუხლი 52).

აქცია ფრაქციონალური (fractional share) - საერთო მფლობელობაში არსებული აქცია - ემიტენტის განკარგულებით განხორციელებული გლობალური ოპერაციის (ემიტენტის კაპიტალის სტრუქტურაზე ზეგავლენის მომხდენი ოპერაცია: აქციათა კონსოლიდაცია, დანაწევრება, კონვერტაცია) შედეგად დარჩენილი წილების ნაშთი.

აქცია ჩვეულებრივი (ordinary share, equities, common stock, equity share, ordinaries) - 1. აქცია, რომლის მფლობელსაც ენიჭება აქციონერის ყველა ქონებრივი უფლება. კერძოდ: მოგების სიდიდის მიხედვით დივიდენდის მიღების უფლება; აქციონერთა კრებაზე ხმის მიცემის გზით საზოგადოების მართვაში მონაწილეობის უფლება. საზოგადოების ლიკვიდაციის შემთხვევაში კრედიტორებთან ანგარიშსწორების შემდეგ ქონების ნაწილის მიღების უფლება, რომლებიც რეალიზდება საწესდებო კაპიტალში წილის სიდიდის პროპორციულად; 2. სახელობითი აქცია, რომელიც უზრუნველყოფს ერთი ხმის უფლებას აქციონერთა საერთო კრებაზე. ჩვეულებრივი აქციის მფლობელის უფლებები, რომლებიც დაკავშირებულია დივიდენდების ან ლიკვიდირებული საზოგადოების ქონების განაწილებასთან, განხორციელდება მხოლოდ პრივილეგირებული აქციების მფლობელთა ანალოგიური უფლებების დაკმაყოფილების შემდეგ. ბათილია დივიდენდების უცილობლად გაცემის შეპირება (მეწარმეთა შესახებსაქართველოს კანონი, მუხლი 52).

აქცია საწარმდგენლო (bearer share) - აქცია, რომელიც არ ფორმდება კონკრეტულ პირზე და რომლის მესაკუთრედ ითვლება ასეთი აქციის წარმდგენი. იგი თავისუფლად გადაეცემა სხვა პირს ან იყიდება საბაზრო ღირებულებით.

აქცია ჩვეულებრივი სახელობითი (ordinary registered share, ordinary nominal share) - აქცია, რომელიც ფორმდება კონკრეტულ პირზე და მასზე აღინიშნება მესაკუთრის ვინაობა. მისი მოძრაობა ფიქსირებულია სააქციო საზოგადოების რეესტრში. სააქციო საზოგადოების წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს დამატებით წესებს, რომლებიც არეგულირებენ საზოგადოების მიერ გამოშვებული სახელობითი აქციების მიმოქცევას.

აქციათა დანაწევრება (stock split) - გამოშვებულ აქციათა საერთო რაოდენობის გაზრდა არსებულთან შედარებით გარკვეული კოეფიციენტით, რომლის შესაბამისადაც პროპორციულად მცირდება აქციის ნომინალური ღირებულება. დანაწევრების ოპერაცია არ იწვევს საწესდებო კაპიტალის ცვლილებას. საპირისპიროა აქციათა კონსოლიდაციის.

აქციათა კონვერტაცია (convert shares) - ერთი კლასის ან კატეგორიის აქციების გარდაქმნა სხვა კლასის ან სხვა კატეგორიის ფასიან ქაღალდებად, რაც ხორციელდება ემიტენტის მმართველი უმაღლესი ორგანოს გადაწყვეტილებით ან ემისიის პროსპექტის შესაბამისად.

აქციათა კონსოლიდაცია (consolidate shares) - გამოშვებულ აქციათა საერთო რაოდენობის შემცირება არსებულთან შედარებით გარკვეული კოეფიციენტით, რომლის შესაბამისად პროპორციულად იზრდება აქციის ნომინალური ღირებულება. კონსოლიდაციის ოპერაცია არ იწვევს საწესდებო კაპიტალის ცვლილებას. საპირისპიროა აქციათა დანაწევრების.

აქციების ინდექსი (index of stock, index of shares) - რიცხობრივი (სტატისტიკური) მაჩვენებელი, რომელიც აერთიანებს ინფორმაციას საბაზისო პერიოდთან შედარებით ბირჟაზე კოტირებული აქციების კურსის ცვლილების თაობაზე.

აქციების საკონტროლო პაკეტი (control packet of shares, controlling interest) - აქციების ნაწილი, რომელიც ანიჭებს მათ მფლობელს სააქციო საზოგადოების ფაქტობრივად მართვის შესაძლებლობას. ითვლება, რომ ამის საშუალებას იძლევა აქციების 50%-ზე მეტის ფლობა, თუმცაღა წვრილი აქციონერების დიდი რაოდენობით არსებობისას (ათეულათასობით) ეფექტიანად კონტროლისათვის საკმარისია აქციების 20-30%-ის ფლობა.

აქციზი (excise tax) - საერთო-სახელმწიფოებრივი არაპირდაპირი გადასახადი, რომელიც გადაიხდება აქციზური საქონლის მიწოდებისას მის ფასთან ერთად. საქართველოში აქციზური საქონლის წარმოება ან იმპორტი იბეგრება აქციზით, თუ ეს საქონელი განთავისუფლებული არ არის გადასახადისაგან (საქართველოს საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 122).

აქციზის გადამხდელი (excise tax payer) - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც აწარმოებს აქციზურ საქონელს ან ეწევა მის იმპორტს საქართველოში. დამკვეთის მიერ მიწოდებული ნედლეულისაგან საქართველოში წარმოებულ საქონელზე აქციზის გადამხდელად ითვლება საქონლის მწარმოებელი (საქართველოს საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 123).

აქციზის გადახდა (payment of excise tax) - აქციზური გადასახადი ექვემდებარება გადახდას დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებიდან მომდევნო თვის 10 რიცხვისთვის; საქონლის იმპორტისას აქციზი გადაიხდევინება საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო გადასახადისათვის მიღებული პროცედურის შესაბამისად. საქართველოს ტერიტორიაზე აქციზური მარკებით მარკირებას დაქვემდებარებული ნაწარმის მწარმოებლები და იმპორტიორები აქციზური მარკების შეძენისას გადაიხდიან აქციზს სრული ოდენობით. აქციზური საქონლის ექსპორტისას მოქმედებს ნულოვანი განაკვეთი (საქართველოსსაგადასახადო კოდექსი”, მუხლი127, 131).

აქციზის განაკვეთი (excise tax rate) - აქციზის განაკვეთი წარმოადგენს ფიქსირებულ ან პროცენტულ სიდიდეს, დიფერენცირებულია საქონლის დასახელების, საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის კოდის და მოცულობის მიხედვით (საქართველოს საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 130).

აქციზის დაბეგვრის ობიექტი (taxable to excise) - აქციზური საქონლის იმპორტი, საქართველოში წარმოებული აქციზური საქონლის მიწოდება, და/ან საწარმოს საწყობიდან საქონლის გატანა, მათ შორის, დამკვეთის ნედლეულით დამზადებული აქციზური საქონლის გადაცემა (საქართველოს საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 124).

აქციზის საგადასახადო შეღავათები (exemption from excise tax) - აქციზის გადასახადისაგან თავისუფლდება: ა) ფიზიკური პირის მიერ საკუთარი მოხმარებისათვის წარმოებული და მოხმარებული ალკოჰოლური სასმელები; ბ) ფიზიკური პირის მიერ საკუთარი მოხმარებისათვის ორი ლიტრი ალკოჰოლური სასმელისა და 200 ღერი სიგარეტის იმპორტი; ავტომობილით შემომსვლელი პირის ავტომობილის ავზში არსებული საწვავი; გ. აქციზური საქონლის ტრანზიტი და დროებით შემოტანა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე აქციზური საქონლის დროებით შემოტანისას (გარდა საქართველოს საბაჟო კოდექსის 42-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნების შესაბამისად განსაზღვრული აქციზური საქონლის დროებით შემოტანისა, იმ მსუბუქი ავტომობილების დროებით შემოტანისა, რომლებიც განკუთვნილია უცხოეთის დიპლომატიურ და მასთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის, იმ სახით, რა სახითაც ასეთი გათავისუფლება გათვალისწინებულია შესაბამისი საერთაშორისო შეთანხმებებით, რომელთა მონაწილეც არის საქართველო, და მსუბუქი ავტომობილების დროებით შემოტანისა, რომლებიც განკუთვნილია ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების სამუშაოებში და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების (ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქოთბილისი- არზრუმის მილსადენების მშენებლობაში) შესრულების უზრუნველსაყოფად დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის), აგრეთვე საქართველოს საბაჟო კოდექსის 42-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნების შესაბამისად განსაზღვრული იმ აქციზური საქონლის დროებით შემოტანისას, რომელსაც გაუგრძელდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დროებით ყოფნის ვადა, გადაიხდევინება აქციზი ან საბაჟო ორგანოს მიერ დაიტოვება საბანკო გარანტია, ხოლო საქართველოდან აღნიშნული საქონლის გატანისას გადასახადის გადამხდელს უბრუნდება აქციზის გადახდილი თანხა ან უქმდება საბანკო გარანტია ფაქტობრივად გატანილი საქონლის ღირებულების მიხედვით; დ. აქციზური საქონლის რეექსპორტი; საქართველოს ტერიტორიაზე რეექსპორტისათვის გათვალისწინებულ აქციზურ საქონელზე გადაიხდევინება აქციზი, დაიტოვება საბანკო გარანტია ან შესაბამისი ღირებულების შემოტანილი საქონელი გარანტიის სახით, ხოლო საქართველოდან აღნიშნული საქონლის გატანისას უქმდება საბანკო გარანტია, გადამხდელს უბრუნდება აქციზის გადახდილი თანხა ან გარანტიის სახით დატოვებული საქონელი ფაქტობრივად გატანილი საქონლის ღირებულების მიხედვით; ე. მსუბუქი ავტომობილების იმპორტი სტიქიური უბედურების დროს ჰუმანიტარული დახმარების მიზნით; ვ. საავიაციო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საავიაციო საწვავი იმპორტისას საბაჟო ორგანოებისათვის საბანკო გარანტიის წარდგენის საფუძველზე; ზ. ,,ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების განსახორციელებლად ნავთობპროდუქტების იმპორტი ან/და მიწოდება; თ. „მისართი, გამხსნელი, ანტიდეტონატორის” იმპორტი, თუ იგი არ გამოიყენება აქციზური საქონლის წარმოებისათვის. აღნიშნული საქონლის იმპორტისას გადაიხდევინება აქციზის გადასახადი, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ, რომელიც ადასტურებს, რომ საქონელი არ იქნა გამოყენებული აქციზური საქონლის წარმოებისათვის, გადასახადის გადამხდელს საბაჟო ორგანოები უბრუნებენ აქციზის გადახდილ თანხას. ამასთან, „გ“ - „დ“ პუნქტების მიხედვით აქციზისაგან განთავისუფლება გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესრულებულია საბაჟო გადასახადისაგან განთავისუფლების პირობები; ამასთან, თუ საბაჟო გადასახადის მიზნისათვის საქართველოში შემოტანილი საქონელი ექვემდებარება დაბრუნების რეჟიმს, ან, თუ საბაჟო გადასახადი ექვემდებარება გადახდას განთავისუფლების პირობების დარღვევის გამო, იგივე რეჟიმი გამოიყენება აქციზის მიმართაც (საქართველოსსაგადასახადო კოდექსი”, მუხლი 128).

აქციზურ მარკა (excise mark) - აქციზური გადასახადის ბიუჯეტში ამოღების ერთ ერთი ფორმა. აქციზურ საქონელზე დაკრული მარკა აღნიშნავს კონკრეტულ საქონელზე გადასახადის გადახდას.

აქციის გადაცემა (trasfer of share) - აქციის მფლობელობის უფლებების გადაცემა, რაც რეესტრში ცვლილებებს ახალი მფლობელის სახელის დაფიქსირებით იწვევს (საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 18 ივნისის №375 ბრძანებულება, თავი II).

აქციის კურსი (stock prise) - ფასი, რომლითაც მოცემულ მომენტში ხდება კონკრეტული სააქციო საზოგადოების აქციების ყიდვა-გაყიდვა საფონდო ბირჟებზე, სასაქონლო ბირჟების საფონდო განყოფილებებში, ბანკებსა და საბროკერო კანტორებში. აქციის კურსი უპირატესად დამოკიდებულია დივიდენდის განაკვეთსა და სასესხო პროცენტის განაკვეთს შორის თანაფარდობაზე.

აქციის სერტიფიკატი (share certificate) - სერტიფიკატი, რომელსაც გამოცხადებული ღირებულება აქვს, მაგრამ იგი წმინდად ნომინალურია, რადგან არ არსებობს ამ ღირებულების გადახდის სათანადო ვალდებულება.

აქციონერი (stockholder, scareholder) [<ფრანგ. actionnaire] - 1. სერტიფიკატის მფლობელი, რომელიც ადასტურებს სააქციო საზოგადოების, კაპიტალისა და მიღებული მოგების ნაწილზე, ასევე დირექტორების არჩევასა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის პროცესში მონაწილეობის მიღების იურიდიულ უფლებას; 2. აქციის მესაკუთრე ან ნომინალური მფლობელი (საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 18 ივნისის 375 ბრძანებულება, თავი II); 3. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, აქციონერის ერთადერთი მოვალეობაა შეიტანოს შესატანი, კუთვნილი რაოდენობის აქციების მისაღებად. ბათილია სააქციო საზოგადოების წესდებით აქციონერისათვის კანონით გაუთვალისწინებელი სხვა მოვალეობის დაკისრება (საქართველოს კანონი მეწარმეთა შესახებ”, მუხლი 53).

აღმასრულებელი ხელისუფლება (executive authority) - იხ. მთავრობა და ხელისუფლების დანაწილება.

აღკვეთის ღონისძიება (preventive (suppression) punishment) - ბრალდებულის დაპატიმრება, შინაპატიმრობა, პოლიციის ზედამხედველობაში გადაცემა, გირაო, ხელწერილი გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ, პირადი თავდებობა, აგრეთვე, არასრულწლოვანი ბრალდებულის მეთვალყურეობაში გადაცემა და სამხედრო მოსამსახურის ქცევისადმი სარდლობის მეთვალყურეობა (სსსკ, მუხლი 152).

აღნაგობა (tenement with right to build an erection (constraction)) - მიწის ნაკვეთის გადაცემა ვადიან სარგებლობაში ამ ნაკვეთზე ან მის ქვეშ რაიმე ნაგებობის აღმართვის უფლებით. ასევე, ამ უფლების გასხვისების, მემკვიდრეობით გადაცემის, თხოვების, გაქირავების უფლება. აღნაგობის უფლება შეიძლება გავრცელდეს მიწის ნაკვეთის იმ ნაწილზე, რომელიც არ არის აუცილებელი აღნაგობისათვის, მაგრამ იძლევა ნაგებობით უკეთ სარგებლობის შესაძლებლობას. აღნაგობის უფლების ვადა მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრება, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ორმოცდაცხრამეტ წელს (საქართველოს სამოქალაქო კოდექსი”, მუხლი 233.1, 233.3).

აღრიცხვა (accounting) - პირველადი დოკუმენტების მონაცემების საფუძველზე ფინანსური ანგარიშგების მაჩვენებელთა ფორმირების მეთოდი.

ახალი აღთქმა (New Testament) - საღვთო წიგნების კრებული, ბიბლიის ნაწილი, რომელშიც წარმოდგენილია იესო ქრისტეს ცხოვრება და მოძღვრება. ახალი აღთქმის წიგნების (სულ 27) პირველი ნაწილია ოთხი სახარება: მათეს, მარკოზის, ლუკას და იოანეს; მას მოსდევს „საქმე მოციქულთა”, „კათოლიკე ეპისტოლენი”, „ეპისტოლენი წმიდისა მოციქულისა პავლესნი”, „გამოცხადება იოანესი” ანუ აპოკალიფსისი.

ახლად აღმოჩენილი გარემოება (newly discovered circumstance) - ფაქტობრივი გარემოებანი, რომლითაც შეპირობებულია უკანონო ან დაუსაბუთებელი სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვა. ასეთ გარემოებებს მიეკუთვნება: ა) როცა სასამართლოს კანონიერ ძალაში განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მოწმის ჩვენება ან ექსპერტის დასკვნა, აგრეთვე, ყალბია სხვა მტკიცებულება, რომლებიც საფუძვლად დაედო განაჩენს ან განჩინებას; ბ) როცა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით დადგენილია მოსამართლის, მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც მის მიერ ჩადენილი იყო ამ საქმის განხილვის დროს; გ) სხვა გარემოება, რომელიც განაჩენის ან განჩინების გამოტანის დროს სასამართლოსათვის ცნობილი არ იყო, ხოლო თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდადებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე, ამტკიცებს გამართლებულის ან იმ პირის ბრალეულობას, ვის მიმართაც საქმე შეწყვეტილი იყო; დ) გარემოებანი, რომლებიც მოწმობენ კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას, იმ მტკიცებულებათა დაუშვებლობას, რომლებიც საფუძვლად დაედო განაჩენს (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 593, ნაწილი 2).

ახლად გამოვლენილი გარემოება (newly revealed circumstance) - გარემოება, რომლითაც შეპირობებულია უკანონო სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვა. ასეთ გარემოებებს მიეკუთვნება: ა) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების დადგენისას გამოყენებული კანონი; ბ) კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 593, ნაწილი 3).

3

▲ზევით დაბრუნება


ბაზა (base) [ფრანგ. base <ბერძ. basis] - 1. საფუძველი; 2. სპეციალურად აღჭურვილი ადგილი, მასზე განლაგებული იარაღით, საბრძოლო მასალითა და სურსათის მარაგით; 3. რაიმეს (ვინმეს) მომარაგების ან მომსახურებისთვის არსებული დაწესებულება, საწარმო; 4. საწყობი, საქონლის, სურსათის, მასალის შესანახი ადგილი.

ბაზარი (market) [თურქ. bazar <სპარს. bazar ბაზრობა, ბაზარი] - ეკონომიკური სივრცე, სადაც ყალიბდება ურთიერთობა საქონლისა და მომსახურების მწარმოებლებს, მიმწოდებლებს, მომხმარებლებსა და შუამავლებს შორის; მკაფიოდ განსაზღვრულ წესებზე დამყარებული საქონლით ან/და ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობა ორგანიზებული ან არაფორმალური სახით; 2. ბაზარი არის სასოფლო- სამეურნეო (გარდა ცოცხალი ცხოველებისა და ფრინველებისა), სასურსათო და სამრეწველო პროდუქციის სავაჭრო კომპლექსი, რომელიც შედგება ამ მიზნისთვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთისა და მასზე განლაგებული სტაციონარული და არასტაციონარული სავაჭრო ადგილებისგან, ცენტრალიზებული სამეურნეო მომსახურებითა და მართვით, რომლის საქმიანობის ძირითად სახეს სავაჭრო ადგილების გაქირავება წარმოადგენს (საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 273).

ბაზარი გამყიდველის (seller's market) - ბაზარზე ჩამოყალიბებული სიტუაცია, როდესაც მოთხოვნა სჭარბობს მიწოდებას.

ბაზარი ობლიგაციის (obligation market) - ბაზარი, რომელზეც გადახდის ვადები დროის ხანგრძლივი პერიოდით ხასიათდება - იგი შეიძლება 30 წლამდეც გაგრძელდეს. ყველაზე მსხვილია ობლიგაციების ბაზარი, რომელთა ნომინალი აშშ დოლარებსა და იენებშია. მათ ობლიგაციის მსოფლიო ბაზრის 2/3 უჭირავთ.

ბაზარი სადაზღვევო (insurance market) - ბაზარი, რომელზეც ყალიბდება ურთიერთობა მზღვეველებსა და მათ კლიენტებს შორის, იდება ისეთი ხელშეკრულებები, რომელთა მეშვეობითაც დამზღვევი, ჩვეულებრივ, დაზღვეულის სასარგებლოდ გადასცემს მზღვეველს ფინანსურ პასუხისმგებლობას გარკვეულ რისკებზე. დამზღვევი იმავდროულად შეიძლება იყოს დაზღვეული თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ბაზარი სავალუტო (foreign exchange market, currency market) - ბაზარი, სადაც ხდება უცხოური ვალუტის კურსის კოტირება. ბაზარზე მარეგულირებელ ფუნქციას ასრულებს ეროვნული (ცენტრალური) ბანკი. სავალუტო ვაჭრობა ნებადართულია დევიზებით. მსხვილმასშტაბიანი გარიგებები იდება ჩვეულებრივ ბანკთაშორის ბაზარზე (ამასთან, შესაძლებელია მონაწილეობდნენ ბირჟები, ბროკერები და სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტები). სავალუტო ბაზრის ინფრასტრუქტურა (ფორექსი) ინტერნაციონალურია და მთელ მსოფლიოში აერთიანებს ბანკებს, არასაბანკო დაწესებულებებს, გადამცვლელ პუნქტებსა და ამ საქმიანობით დაკავებულ პირებს.

ბაზარი სავალუტო ორმაგი (double foreign exchange market, double money market, double money-market, double currency market) - სავალუტო ბაზრის ორგანიზაციის ფორმა, რომელიც ითვალისწინებს სავალუტო კურსის ორმაგ კოტირებას კომერციულ და ფინანსურ ოპერაციებზე.

ბაზარი ფასიანი ქაღალდების (stockmarket) - იხ. ფასიანი ქაღალდების ბაზარი.

ბაზარი ფულის (monetary market) - ბაზარი ელექტრონული ქსელის სახით, რომელზეც ვაჭრობენ მოკლევადიანი სასესხო ვალდებულებებით. დაფარვის ვადები ერთი დღიდან (ოვერნაითი) ერთ წლამდე იცვლება. ტიპური თანხებია 250000 აშშ დოლარიდან 5000000 აშშ დოლარამდე. აღნიშნულ ბაზარზე ვაჭრობენ სახაზინო ვალდებულებით, სავაჭრო თამასუქით, აქცეპტით, საბანკო სადეპოზიტო სერტიფიკატით, კომერციული ქაღალდით, ევრობანკნოტით და სხვ. ჩამოთვლილი ინსტრუმენტებიდან უმრავლესობისთვის არსებობს მეორადი ბაზარი.

ბაზისი (basis) [გერმ. basis <ბერძ. basis] - 1. ფუძე, საყრდენი, საფუძველი; 2. საზოგადოებრივ-წარმოებითი ურთიერთობების ერთობლიობა, რომელიც წარმოადგენს მოცემული საზოგადოების ზედნაშენის წარმოშობის საფუძველს.

ბაზისური სახელმწიფო ობლიგაცია (benchmark government bonds) - ქვეყნის საშუალო საპროცენტო განაკვეთის გამომხატველი სახელმწიფო ობლიგაცია, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფასიანი ქაღალდი, წარმოადგენს ეროვნულ საფონდო ბირჟაზე ობლიგაციების ფასების ცვლილებების ინდიკატორს.

ბაზრის ორგანიზებისათვის ერთიანი, ფიქსირებული, კომბინირებული გადასახადი (unified, fixed, combined tax onbazaar) - 2006 წლის 1-ელ იანვრამდეფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც საქართველოში ეწევიან ბაზრების ორგანიზებას, მათი საქმიანობის ამ ნაწილში გადასახდელი დამატებული ღირებულების, მოგებისა (ფიზიკური პირის შემთხვევაში - საშემოსავლო) და საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით სარგებლობის გადასახადების ნაცვლად დაიბეგრონ ერთიანი, ფიქსირებული, კომბინირებული გადასახადით ბაზრის ორგანიზებისათვის (საქართველოს საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 273).

ბაზრის ორგანიზებისათვის ერთიანი, ფიქსირებული, კომბინირებული გადასახადით დაბეგვრის ობიექტი (unified, fixed, combined taxable on bazaar) - ბაზრის ტერიტორიაზე არსებული სავაჭრო ადგილები. ამ მუხლის მიზნებისათვის, ბაზარი არის სასოფლო-სამეურნეო (გარდა ცოცხალი ცხოველებისა და ფრინველებისა), სასურსათო და სამრეწველო პროდუქციის სავაჭრო კომპლექსი, რომელიც შედგება ამ მიზნისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთისა და მასზე განლაგებული სტაციონარული და არასტაციონარული სავაჭრო ადგილებისაგან, ცენტრალიზებული სამეურნეო მომსახურებითა და მართვით, რომლის საქმიანობის ძირითადნ სახეს სავაჭრო ადგილების გაქირავება წარმოადგენს (საქართველოს საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 273).

ბაზრის ორგანიზებისათვის ერთიანი, ფიქსირებული, კომბინირებული გადასახადის განაკვეთი და გადახდის წესი (rate of and rule of paying of unified, fixed, combined tax on bazaar) - გადასახადი ბაზრის ორგანიზებისათვის განისაზღვრება ყოველთვიურად ერთ სავაჭრო ადგილზე, დიფერენცირებულია: ბაზრის ერთი სტაციონარული სავაჭრო ადგილის ფართობის; დახლის; არასტაციონარული სავაჭრო ადგილისა და მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით. გადასახადი გადაიხდება ბაზრის ორგანიზატორის მიერ ყოველთვიურად, შესაბამისი საანგარიშო თვის 25 რიცხვამდე, რისთვისაც გადამხდელები საგადასახადო ორგანოში წარადგენენ დეკლარაციას (საქართველოსსაგადასახადო კოდექსი”, მუხლი 273).

ბაზრობა (fair, trade fair) - სავაჭრო და საწარმოო ორგანიზაციების, კომერსანტების, მწარმოებლების პერიოდული თავშეყრა, ძირითადად, წარმოდგენილი საქონლის ნიმუშის მიხედვით საბითუმო გაყიდვასა და ყიდვისათვის.

ბაიტი (byte) - 8 ბიტისგან შემდგარი თვლის ორობითი სისტემით ჩაწერილი ინფორმაციის რაოდენობრივი ერთეული.

ბაკალავრი (bachelor) [ლათ. baccalaurens <bacca laureatus დაფნის გვირგვინით შემკობილი] - 1. უმრავლეს ქვეყნებში პირველი სამეცნიერო ხარისხი, რომელიც სტუდენტებს ენიჭებათ უმაღლესი განათლების საბაზო პროგრამების შესწავლის შემდეგ (იხ. მაგისტრატურა); 2. საფრანგეთში და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში პირი, რომელმაც ჩააბარა საშუალო სკოლის გამოცდა და შეუძლია ჩააბაროს უმაღლეს სასწავლებელში.

ბაკქანალია (bacchanalia) [ლათ.bacchanalia <Bacchus ბახუსი] - 1. ძველ საბერძნეთსა და რომში: ღვინისა და ლხინის ღმერთის დღესასწაული; 2. გადატ. თავაშვებული დროსტარება, ორგია.

ბალანსი (balance, balance-sheet) [ფრანგ. balance სასწორი <იტალ. bilancio წონასწორობა <ლათ. bilanx ori Tasisgan] - 1. ფულადი ფორმით გამოხატულ ეკონომიკურ მაჩვენებელთა სისტემა, რომელიც ამა თუ იმ მოვლენას მისი მხარეების შედარების ან დაპირისპირების გზით ახასიათებს; 2. შემოსავალ- გასავლის შეფარდებითი ჯამი; 3. შემადგენლობის, განთავსებისა და ფორმირების წყაროების მიხედვით საწარმოს საშუალებების მდგომარეობის, ფულადი მაჩვენებლებით, ამსახველი ნაერთი უწყისი.

ბალანსი აქტიური (active balance, favorable balance, favourable balance, positive balance) - ჯამი, რომელშიც შემოსავალი სჭარბობს გასავალს.

ბალანსი პასიური (adverse balance, negative balance, passive balance, unfavorable) - ჯამი, რომელშიც გასავალი სჭარბობს შემოსავალს.

ბალანსი სავაჭრო (balance of trade) - საქონლის იმპორტისა და ექსპორტის შეფარდება დროის გარკვეულ მონაკვეთში.

ბალასტი (ballast) [ნიდ. ballast ქვ. გერმ. ballast <ძვ. შვედ. barlast <bar ცარიელი + last ტვირთი] - 1. ხომალდის მდგრადობისა და სწორი წყალშიგის უზრუნველყოფისთვის, აეროსტატის ფრენის სიმაღლის რეგულირებისთვის გამოყენებული სპეციალური ტვირთი; 2. ის, რაც ზედმეტად ამძიმებს, ტვირთავს.

ბალისტიკა (ballistics) [გერმ. Ballistik <ბერძ. ballo ვისვრი] - მეცნიერება საარტილერიო

ჭურვების, ტყვიების, რაკეტების (და სხვ.) ფრენის კანონთა შესახებ.

ბალკერი [ინგლ. bulker <to bulk ჩაყრა, გროვად დაყრა] - ნაშალი ან ზვინული ტვირთის გადაზიდვაზე სპეციალიზებული გემი.

ბალოტირება (ballot) [გერმ. Ballotieren <ფრანგ. balloter] - ხმის მიცემა.

ბანალური (banal) [ფრანგ. banal გაცვეთილი, უხამსი] - გაცვეთილი, ორიგინალობას მოკლებული.

ბანდა (gang, band) [იტალ. banda] - ყაჩაღური, დანაშაულებრივი ჯგუფი.

ბანდეროლი (wrapper, printed matter, book-post, postal packet) [ფრანგ. banderole <იტალ. banderuola <bandiera დროშა, ალამი] - 1. ჩვეულებრივ ქაღალდში შეფუთული მომცრო საფოსტო გზავნილი; 2. ბაჟის გადახდის დამადასტურებელი იარლიყი საქონელზე.

ბანკეტი (banquet) [ფრანგ. banquette] - საზეიმო წვეულება - სადილი ან ვახშამი რაიმე მოვლენის, ვისიმეს პატივსაცემად.

ბანკთან დაკავშირებული პირები (associated persons of bank) - ბანკის ადმინისტრაციული მუშაკები და პარტნიორები (აქციონერები), მათთან ცოლქმრული, ახლონათესაური კავშირის მქონე ან საქმიანი ინტერესებით დაკავშირებული პირები (საქართველოს კანონი კომერციული ბანკების შესახებ”, მუხლი 1).

ბანკი (bank) [ფრანგ. banque <გერმ. bank <იტალ. banco ფარდული, ზარაფი] - საკრედიტო-საფინანსო დაწესებულება, რომლის მთავარი ფუნქციაა დროებით თავისუფალი ფულადი სახსრების აკუმულაცია(პასიური ოპერაციები) და მათი გაცემა კრედიტის სახით დროებით სარგებლობაში ფიზიკურ ან იურიდიულ პირებზე (აქტიური ოპერაციები). დეპონენტის დაინტერესების მიზნით შეტანილ ანაბარზე ბანკი იხდის განსაზღვრულ პროცენტს, ხოლო კრედიტის გაცემისას დებიტორს გაცილებით მაღალ პროცენტს ახდევინებს. დაკისრებული ფუნქციების მიხედვით ასხვავებენ: ეროვნულ (ცენტრალურ), ინოვაციურ, იპოთეკურ, კომერციულ, საინვესტიციო და ა.შ. ბანკებს.

ბანკი გარანტი (bank guarantee) - ბანკი, რომელიც თავდებად უდგება თავის კლიენტს. გარანტია გაიცემა კლიენტის დავალებით და მის ხარჯზე.

ბანკი ემიტენტი (bank of issue, issuing house) - ბანკი, რომელიც მიმოქცევაში უშვებს: ფულად ნიშნებს, ფასიან ქაღალდებს, საგადასახადო-საანგარიშსწორებო დოკუმენტებს.

ბანკი ეროვნული (ცენტრალური) (national (central) bank) - 1. სახელმწიფო ბანკი, რომელიც ახორციელებს ფულადი მიმოქცევის, ფინანსური ბაზრების, ფინანსური ინსტიტუტების რეგულირებასა და კონტროლს. 2. ბანკი, რომელსაც აფუძნებს ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომლის ქონება სახელმწიფოს საკუთრებაა. იგი თავის საქმიანობაში ეკონომიკურად დამოუკიდებელია, ყველა ხარჯს უზრუნველყოფს თავისი შემოსავლით, პასუხს არ აგებს მთავრობის ვალდებულებებისთვის იმ შემთხვევის გარდა, როცა ეროვნული ბანკი თავად კისრულობს ასეთ ვალდებულებებს. მისი აქტივები, ქონება და შემოსავალი თავისუფლდება ყოველგვარი ბეგარისგან. იგი შეიმუშავებს და ახორციელებს ფულად საკრედიტო, სავალუტო პოლიტიკას, ფლობს, ინახავს და განკარგავს საერთაშორისო რეზერვებს, ახორციელებს საბანკო საქმიანობის ლიცენზირებას და უწევს მასზედამხედველობას, ხელსუწყობს საგადასახადო სისტემის ეფექტიან ფუნქციონირებას. მას აქვს ექსკლუზიური უფლება განახორციელოს ბანკნოტების და მონეტების, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე გადახდის კანონიერი საშუალებების ემისია, გამოითხოვოს, ამოიღოს მიმოქცევაში არსებული ბანკნოტები, მონეტები და მათ ნაცვლად გამოუშვას იმავე ოდენობით გადახდის საშუალებები. იგი წარმოადგენს მთავარ ექსპერტს ეროვნული ვალუტისა და სხვა საბანკო ბილეთების ნამდვილობის დადგენის საქმეში. იგი იღებს, აგრეთვე, ფინანსთა სამინისტროს მიერ განსაზღვრული სახელმწიფო დაწესებულებების დეპოზიტებს და გამოდის შესაბამისად დეპოზიტარის როლში. ამასთან, საქართველოში ეროვნულ ბანკს ეკრძალება საქმიანობის ცალკეული სახეობა. წყარო: (საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ”); 3. ამერიკის შეერთებულ შტატებში ფედერალური სარეზერვო სისტემის წევრი კომერციული ბანკი (სულ 12 ბანკია), რომელიც რეგისტრირებულია ფედერალურ დონეზე.

ბანკი ინოვაციური (innovation bank) - კომერციული ბანკი, რომელიც სპეციალიზებულია ინოვაციური პროექტების, ანუ სხვადასხვა მეცნიერულ ტექნიკური სიახლის (საცდელი ნიმუშების დაპროექტება და შექმნა, მათი მასობრივად დანერგვის მიზნით) დაფინანსებასა და დაკრედიტებაზე, ვადები, წესები და პირობები დადგინდება დასაფინანსებელი სამუშაოების მასშტაბის, სტადიებისა და ხასიათის მიხედვით.

ბანკი იპოთეკური (საიპოთეკო) (mortgage bank) - 1. საკრედიტო დაწესებულება, რომელიც გასცემს იპოთეკურ კრედიტს და უშვებს უძრავი ქონების დაგირავებით უზრუნველყოფილ გირავნობის სიგელს; 2. საბანკო დაწესებულება, რომელიც აწარმოებს გრძელვადიანი სესხების გაცემას უძრავი ქონების გირაოს გარანტიით.

ბანკი კომერციული (commercial bank) - ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული იურიდიული პირი, რომელიც იღებს დეპოზიტებს და მათი გამოყენებით თავისი სახელით აწარმოებს კანონმდებლობით განსაზღვრულ საბანკო საქმიანობას. კომერციული ბანკი შეიძლება შეიქმნას სააქციო საზოგადოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით (საქართველოს კანონი კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ”, მუხლი 1, 2).

ბანკი მსოფლიო (world bank) - იხ. მსოფლიო ბანკი.

ბანკი საინვესტიციო (investment-bank) - 1. სპეციალური საკრედიტო დაწესებულება, რომელიც ახდენს: ა) სხვადასხვა სახის სასესხო ვალდებულების (მაგ. აქცია, ობლიგაცია) გამოშვებისა და გავრცელების გზით გრძელვადიანი სასესხო კაპიტალის მობილიზაციას; ბ) ეწევა სხვადასხვა კომპანიის ფასიანი ქაღალდების პირველად განთავსებას და ახორციელებს საბროკერო ოპერაციებს კლიენტთა დავალებით; 2. დაწესებულება, რომელიც აფინანსებს და აკრედიტებს კაპიტალურ დაბანდებებს. მათი საქმიანობა დაკავშირებულია ძირითადი საშუალებების გაფართოებულ კვლავწარმოებასთან, სახალხო მეურნეობის განვითარების კომპლექსური პროგრამის რეალიზაციასთან.

ბანკირი (banker) [გერმ. Bankier <ფრანგ. banquier] - ბანკის მფლობელი ან მსხვილი აქციონერი.

ბანკის ფილიალი (affiliate of bank) - ბანკის ქვედანაყოფი, სადაც უშუალოდ ხორციელდება საბანკო საქმიანობა ან მისი ნაწილი.

ბანკის დირექტორატის წევრობასთან შეუთავსებლობა (incompatibility formembership of bank's board of directors) - დირექტორატის წევრად არ შეიძლება დაინიშნოს ან სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით დირექტორატის წევრის თანამდებობიდან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელიც: ა) ვერ აკმაყოფილებს ბანკის დირექტორის შესაფერისობის კრიტერიუმებს; ბ) არის ამ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ან სხვა კომერციული ბანკის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების ანდა სხვა საწარმოს დირექტორატის წევრი; გ) კანონის შესაბამისად არ აქვს უფლება დირექტორატში; დ) გამოცხადებულია გაკოტრებულად; ე) ნასამართლებია ეკონომიკური დანაშაულისათვის და არ აქვს გაქარწყლებული ნასამართლობა; ვ) არის ამ ბანკის დირექტორატის წევრის მეუღლე, შვილი ან ახლო ნათესავი (საქართველოს კანონი “კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ”, მუხლი 15).

ბანკნოტი (საბანკო ბილეთი) (bank note/bank-paper) [გერმ. banknote] - ფულადი ნიშნები, რომლებიც მიმოქცევაშია და გარანტირებულია ცენტრალური (ეროვნული) ბანკის მიერ. ქაღალდის ფულის ძირითადი სახეა.

ბანკომატი (automatic teller machine, ATM) - ბანკის სალარო-ავტომატი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია დროის ნებისმიერ მონაკვეთში საკრედიტო ბარათის კლასის შესაბამისი ოდენობის ნაღდი ფულის გამოტანა.

ბანკროლი (bankroll) - პროექტის ფინანსირება.

ბანკროტი (bankrupt, defaulter) [გერმ. bankrott <იტალ. bancarotta გატეხილი სკამი] - გაკოტრებული მოვალე. ვალაუვალი ფიზიკური ან იურიდიული პირი.

ბაპტისტები (baptist) [<ბერძ. Baptizo ვნათლავ, წყალში ვუშვებ; ბერძ. Baptizein მონათვლა პირჯვრის გადაწერა] - მე-17 საუკუნეში დაარსებული პროტესტანტული სექტა, შეიქმნა ანგლიკანების მიერ დევნილი მორწმუნეების მიერ, რომლებსაც ჰოლანდიაში მოუხდათ გაქცევა, სადაც 1611 წელს გამოსცეს თავიანთი დოქტრინის ამსახველი დებულება. რწმენის ერთადერთ საწყისად მიაჩნიათ ბიბლია, უარყოფენ წმინდანებს, ხატებს, ჯვარცმას და ქრისტიანული საიდუმლოებების უმეტეს ნაწილს, აგრეთვე, ბავშვების მონათვლას. თვლიან, რომ მონათვლა შეიძლება მხოლოდ მოზრდილ ასაკში, რომელიც მხოლოდ ამის შემდეგ ირიცხება ეკლესიაში. სწამთ რწმენით ცხონების პრინციპი (იხ. კალვინიზმი, ლუთერანობა).

ბაპტისტერიუმი (baptist(e)ry) [<ბერძ. baptisterion ემბაზი] - განსაკუთრებული შენობა ნათლობის საიდუმლოს ჩასატარებლად, სადაც მოწყობილია ემბაზი.

ბაჟი (duty) - სახელმწიფოს მიერ დაწესებული ფულადი მოსაკრებელი. ბაჟი წესდება განსაზღვრული დოკუმენტების (ნაჩუქრობის ბარათი, მინდობილობა და სხვ.) გაცემისათვის და გარკვეული საქონლის საზღვარგარეთ გატანის ან საზღვარგარეთიდან შემოტანისათვის.

ბაჟი სახელმწიფო (state duty) - ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისა და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ბაჟი გადაიხდება: ა) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველ საქმეებზე; ბ) საერთო სასამართლოებში განსახილველ სასარჩელო ან სხვა განცხადებებზე და საჩივრებზე; გ) საქართველოს ტერიტორიაზე მოქალაქეობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემისას, მოსახლეობის რეგისტრაციის, მოქალაქეობისა და ემიგრაცია-იმიგრაციის საკითხებზე განცხადებების განხილვისთვის და მოქალაქეთა მდგომარეობის აქტების რეგისტრაციისთვის, რომლებსაც ახორციელებენ შესაბამისი სამსახურები (საქართველოს კანონი სახელმწიფო ბაჟის შესახებ”, მუხლი 1.2).

ბაჟის განაკვეთები (rate of duties) - ბაჟის ოდენობა განისაზღვრება ან პროცენტით სადავო საგნის ღირებულებასთან მიმართებაში, რომელიც მერყეობს 1,5-4 პროცენტს შორის, მაგრამ ბაჟის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5000 ლარს, ან ფიქსირებული სახით, რომელიც მერყეობს 1-70 ლარამდე (საქართველოს კანონი სახელმწიფო ბაჟის შესახებ”, მუხლი 4).

ბარათი ავიაკომპანიის (aircompany card) - საკრედიტო ბარათი, რომელიც ამა თუ იმ ავიაკომპანიის მიერაა გამოშვებული.

ბარათი (ევრობარათი) (Euro Card) - საკრედიტო ბარათი, რომელიც გამოშვებულია ბანკებისა და სპეციალიზებული კომპანიების მეშვეობით Euro Card-ის (ბრიუსელი) საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ. იგი მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაშია მიღებული.

ბარათი კომპანიის (company card) - საკრედიტო ან სადებეტო ბარათი, რომელიც გამოიყენება კომპანიის ხარჯზე დანახარჯების ანაზღაურებისთვის. იგი გაიცემა მენეჯერებსა და სხვა თანამშრომლებზე საქმიანი მივლინებებისა და კლიენტთა მიღების ასანაზღაურებლად.

ბარათი (მასთერბარათი) (Master Card) - საკრედიტო ბარათების საერთაშორისო სისტემა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის ბანკების ჯგუფს მიეკუთვნება.

ბარათი მაღაზიის (store card) - საკრედიტო (საგადასახადო) ბარათი, გამოშვებული სავაჭრო ჯგუფის, მაღაზიათა ქსელის, უნივერმაღის მიერ. ბარათი „ოქროსი” (gold card) - დიდი ოდენობით საკრედიტო რესურსებისა და სხვადასხვა პრივილეგიის მქონე საკრედიტო ბარათი.

ბარათი პლასტიკური (plastic card) - ყველა სახის საგადასახადო ბარათის: საკრედიტო, სადებეტო, საბანკო, მაღაზიის და ა.შ. აღმნიშვნელი ტერმინი - ისინი განსხვავდებიან გარეგნული სახითა და დასამზადებელი მასალით.

ბარათი პლატინის (platinium card) - პრაქტიკულად შეუზღუდავი კრედიტისა და მნიშვნელოვანი პრივილეგიების მქონე საკრედიტო ბარათი.

ბარათი საბანკო (bank card) - საკრედიტო, სადებეტო ან სხვა საგადასახადო ბარათი, რომელიც გამოშვებულია ბანკის მიერ.

ბარათი საგადასახადო (სადებეტო) (debit card) - პლასტიკური ფირფიტის ფორმის დოკუმენტი, რომელიც საშუალებას იძლევა შესრულდეს საქონლისა და მომსახურების უნაღდო შესყიდვა ელექტრონული საგადასახადო ტერმინალების მეშვეობით. გადახდები ჩამოიწერება კლიენტის ანგარიშიდან მოკლე დროის (2 დღე) განმავლობაში.

ბარათი საკრედიტო (credit card) - პლასტიკური ფირფიტის დოკუმენტი (დასახელებით, ხელმოწერით, მფლობელის კოდირებული ნორმით), რომელიც ადასტურებს მისი მფლობელის ანგარიშზე ფულადი თანხის არსებობას. იგი საქონლისა და მომსახურების კრედიტით შეძენის საშუალებას იძლევა; გადასახადები გადაიხდება რამოდენიმე კვირის გასვლის შემდგომ. ბარათის მეშვეობით ასევე შესაძლებელია ბანკომატიდან ნაღდი ფულის გამოტანა.

ბარათი სასტუმროს (hotel card) - საკრედიტო ბარათი, რომელიც სასტუმროთა მსხვილი ქსელის მიერ არის გამოშვებული.

ბარბარიზმი [<ბერძ. barbaros უცხო] - ამა თუ იმ ენის ბუნებისთვის შეუფერებელი სიტყვა ან გამოთქმა, რომელიც შექმნილია სხვა ენის ნორმების მიხედვით; უცხოური ენიდან საჭიროების გარეშე შემოსული სიტყვა.

ბარელი [ინგლ. barrel კასრი] - ამერიკის შეერთებულ შტატებში, გაერთიანებულ სამეფოსა და სხვა ქვეყნებში თხევადი და ფხვიერი ნივთიერებების ტევადობის ერთეული. გაერთიანებულ სამეფოში ფხვიერი ნივთიერებისთვის ბარელი შეადგენს 163, 65 ლ-ს.; აშშ-ში - 115,6 ლს.; ნავთობის ბარელი აშშ-ში - 159 ლ-ს.

ბარი ..., ბარო ..., [ბერძ. barys მძიმე] - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი, რომელიც მნიშვნელობით “წნევას” შეესატყვისება.

ბარიერი (barrier) [ფრანგ. barriere] - ტიხარი, ზღუდე, მესერი, ღობე, დაბრკოლება რაღაცისკენ მიმავალ გზაზე.

ბარილი [barril კასრი] - 1. ლათინური ამერიკის რიგ ქვეყნებში თხევადი ნივთიერების მოცულობის ერთეული (1 ბარილი - 76-97 ლ.); 2. ესპანეთში მასის ერთეული (1 ბარილი - 23 კგ.).

ბარკასი (launch, long boat) [ნიდ. barkas, ესპ. barcaza, იტალ. Barcaccio <ლათ. barca ნავი] - 1. დიდი ზომის სატვირთო ნიჩბიანი კანჯო; 2. მცირე, საპორტო თბომავალი ან ორთქლმავალი; 3. მცირე სამდინარო ბარჟა.

ბაროკო (baroque) [იტალ. Barocco ღვლარჭნილი] - მე-16-18სს-ში მხატვრული სტილი ევროპის ხელოვნებაში (არქიტექტურაში); აღორძინებისა და კლასიციზმისაგან გამოირჩევა დეკორატიული წვრილმანების სიჭარბით, დინამიკურობით, რთული ფორმებითა და მხატვრულობით.

ბარომეტრი (barometer) [ბერძ. Baros სიმძიმე და metreo ვზომავ] - ატმოსფერული წნევის საზომი ხელსაწყო; იყენებენ ამინდის ცვლილების პროგნოზირების მიზნით. არსებობს სამი სახის ბ.: ვერცხლისწყლიანი, რომლითაც ატმოსფერული წნევა ვერცხლისწყლის სვეტისსიმაღლის მიხედვით იზომება, ანეროიდი და გიპსოთერმომეტრი; გადატ. საზოგადოებრივი განწყობის, შექმნილი სიტუაციის შეფასების გამომხატველი.

ბარჟა (barge) [ფრანგ. barge <ლათ. barca] - სატვირთო ბრტყელძირიანი, როგორც წესი, არათვითმავალი ხომალდი, რომლის დანიშნულებაა ზღვის დახურულ სივრცეში, პორტის შიდა აკვატორიაში, ტბაზე ან მდინარეზე სხვადასხვა სახის ტვირთის გადაზიდვა.

ბარტერი (barter) [ინგლ. barter გაცვლაგამოცვლა, საქონელბრუნვა] - პირდაპირი საქონელგაცვლა ფულადი ანგარიშსწორების გარეშე (ნატურალური გაცვლა).

ბასტიონი (bastion) [ფრანგ. bastion] - 1. ძველებური ციხე-კოშკის გალავნის კუთხეებში აგებული სიმაგრეები; 2. გადატ. ბურჯი, დასაყრდენი.

ბე (earnest, advance money, advance payment) - ფულადი თანხა, რომელსაც ხელშეკრულების ერთი მხარე აძლევს მეორე მხარეს და ამით დასტურდება ხელშეკრულების დადების ფაქტი, რომელიც ითვლება ვალდებულებით გათვალისწინებული გადასახდელის ანგარიშში. ბეს მიმცემის დაკისრებული მოვალეობის ბრალეულად დარღვევისას ბე რჩება მისი მიმღების ანგარიშზე, ბეს მიმღების მოვალეობის ბრალეულად დარღვევისას კი ბე უკან ორმაგად ბრუნდება (საქართველოს სამოქალაქო კოდექსი”, მუხლი 421- 423).

ბენილუქსი (benelux) - ბელგიის, ნიდერლანდისა და ლუქსემბურგის ეკონომიკური გაერთიანება.

ბენეფიციარი (beneficiary, appointee) [<ლათ. beneficium წყალობა] - 1. პირი, რომლის სასარგებლოდაც იხდიან ფულს და გასცემენ აკრედიტივს; სადაზღვევო პოლისის მიმღები; 2. „აქციათა მესაკუთრე”, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდის ნომინალური მფლობელი ან რეგისტრირებული მფლობელის წარმომადგენელი და რომელიც აკმაყოფილებს ნებისმიერ შემდეგ მოთხოვნას: ა) არის ფასიანი ქაღალდის რეგისტრირებული მფლობელი, გარდა ნომინალური მფლობელისა; ბ) წერილობითი შეთანხმების საფუძველზე ნებასრთავს ნომინალურ მფლობელს, იმოქმედოს მისი ინტერესებისათვის; გ) იღებს ფულად მოგებას, როგორც ფასიანი ქაღალდის მესაკუთრე; დ) აქვს ფასიან ქაღალდთან დაკავშირებული ხმის განკარგვის უფლება; ე) აქვს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება, გახდეს ფასიანი ქაღალდის ბენეფიციარი მესაკუთრე.

ბი ..., [<ლათ. bi ... ორ ... <bis ორჯერ, ორმაგი] - ორმაგის, ორბუნებოვნების, ერთდროულად ორი თვისების არსებობის აღმნიშვნელი თავსართი.

ბიბლია (the Bible) [<ბერძ. Biblia <biblion წიგნი] - სულიწმიდის მიერ წინასწარმეტყველებისა და მოციქულების მეშვეობით დაწერილი წმინდა წერილი, რომელიც იქმნებოდა ჩვ. წ. აღ-მდე მე-13 საუკუნიდან მე-2 საუკუნემდე. შედგება 2 ნაწილისგან: ძველი აღთქმა - ქრისტეს შობამდე დაწერილი წიგნები. ახალი აღთქმა - ქრისტეს შობის შემდგომ დაწერილი წიგნები.

ბიბლიო ... [ბერძ. biblion წიგნი] - რთულის სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი, რომელიც მნიშვნელობით “წიგნს” შეესატყვისება.

ბიდი (bid) - 1. საქონლის, ფასიანი ქაღალდების განსაზღვრულ ფასად ყიდვის ვალდებულება. მაგალითად, იმ კურსის მიხედვით, რომლითაც დილერი იყიდის ან ისესხებს ვალუტას; 2. შეთავაზება; 3. ფასიანი ქაღალდების, ვალუტის, დეპოზიტის ყიდვის შეთავაზება შესაბამის ბაზარზე; 4. ერთი კომპანიის მიერ მეორე კომპანიის აქციების ყიდვის შეთავაზება.

ბიზნესი [ინგლ. business <busy დაკავებული] - 1. ორგანიზაცია, რომელსაც აქვს ცალკე, დამოუკიდებელი სამეურნეო ერთეულის სახით მოქმედების უნარი; 2. შემოსავლის, მოგების მომტანი სამეწარმეო, ეკონომიური საქმიანობა.

ბიზნესინგი (businessing) - ორგანიზაციის თითოეული მუშაკის საქმიან ადამიანად გადაქცევის პროცესის აღმნიშვნელი ტერმინი.

ბიზნეს-გეგმა (business plan) - დოკუმენტი, რომელშიც ფორმულირებულია საწარმოს მიზნები უახლოეს 3-5 წლის განმავლობაში, რომელიც უნდა შეიცავდეს: საწარმოს საქმიანობის აღწერას, ისტორიას, ფირმის საკვანძო თანამდებობაზე მყოფი პირების შესახებ მონაცემებს; ბაზრისა და საწარმოს ბიზნეს-სეგმენტის დახასიათებას; შესაძლო ძირითად მომხმარებლებისა და იმ ღონისძიებების ჩამონათვალს, რომლითაც საწარმო აპირებს შეთავაზებული საქონლის სავარაუდო მყიდველის დარწმუნებას (მარკეტინგისა და გაყიდვების გეგმა); საწარმოს კონკურენტული უპირატესობების საფუძველი (კონკურენტების შანსებთან შედარებით წარმატებების მიღწევის უპირატესობის არგუმენტაცია); მიზნები, რომლის მიღწევასაც აპირებს საწარმო 3-5 წლის შემდეგ: ბაზრის წილი, გაყიდვების მოცულობა, მოგების მოცულობა, ფულად სახსრებზე მოთხოვნა, ტექნოლოგიის გაუმჯობესება; პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება; ფულად სახსრებზე მოთხოვნის, მათი წყაროების ზედმიწევნითი ანალიზი, რომელიც მოიცავს აგრეთვე ყველაზე ცუდი ვარიანტის ანალიზს.

ბიკამერალიზმი [ინგლ. Bicameralism <bicameral ორპალატიანი] - რიგ ქვეყნებში პარლამენტის ორპალატიანი სტრუქტურა.

ბილბორდი [ამერიკ. ინგლ. billboard <to bill აფიშირება, რეკლამირება + board დაფა] -ქალაქის ქუჩაზე, გზაზე სარეკლამო დაფა.

ბილი (bill) [ინგლ. bill] - ინგლისურენოვან ქვეყნებში კანონპროექტი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში განსახილველად არის გატანილი; რომელიმე საკონსტიტუციო აქტის დასახელება.

ბინადრობის მოწმობა (residential/ residence permit) - საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მის ვინაობას. ბინადრობის მოწმობის შევსებას, გაცემას და შეცვლას ახორციელებს შინაგან საქმეთა ორგანო. ბინადრობის მოწმობა გაიცემა შესაბამისი დოკუმენტების წარდგენიდან 10 დღის განმავლობაში. მოწმობის მისაღებად პირი ვალდებულია წარადგინოს შესაბამისი სახელმწიფოს მოქალაქეობის ან მოქალაქეობის არქონის დამადასტურებელი საბუთი, ფოტოსურათი და საქართველოში კანონიერად ცხოვრების დამადასტურებელი საბუთი (ბინადრობის მოწმობის გაცემისათვის გადაიხდება სახელმწიფო ბაჟი, რომლის ოდენობა განსაზღვრულია “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად 1,5 ლარის ოდენობით). მოწმობის მოქმედების ვადა განისაზღვრება 5 წლით (“საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებსაქართველოს კანონი).

ბიო ..., [ბერძ. bios სიცოცხლე] - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი, რომელიც მნიშვნელობით შეესატყვისება სიტყვებს „სიცოცხლე”, „სასიცოცხლო პროცესს”, „ბიოლოგიურს”.

ბიოგენეზი [ბიო ... + ... გენეზი] - კონცეფცია, რომლის მიხედვით ცოცხალ და არაცოცხალ მატერიას შორის გადაულახავი ზღვარია და შესაბამისად ყოველი ცოცხალი შესაძლებელია წარმოიშვას მხოლოდ ცოცხალისგან.

ბიოგენეტიკური კანონი (biogenetic law) [ბერძ. bios სიცოცხლე და genetikos დაბადებასთან, წარმოშობასთან დაკავშირებული] - ბიოლოგიური კანონზომიერება, რომლის მიხედვითაც ცოცხალი ორგანიზმები თავიანთი ინდივიდუალური (განსაკუთრებით, ჩანასახობრივი) განვითარების მანძილზე იმეორებენ წინაპართა ფორმების განვითარების ყველა უმთავრეს ეტაპს.

ბიოგრაფია (biography) [<ბერძ. biographia <bios სიცოცხლე + grapho ვწერ, აღვწერ] - ვისიმე ცხოვრების აღწერა, ცხოვრება.

... ბიოზი [<ბერძ. biosis <bios სიცოცხლე] - რთული სიტყვის ბოლო შემადგენელი ნაწილი, რომელიც აღნიშნავს სიცოცხლესთან, სასიცოცხლო პროცესებთან დაკავშირებულს.

ბირჟა (exchange, broker's board, brokers' board, house) [<ნიდ. beurs, გერმ. Borse <ფრანგ. bourse ქისა] - დაწესებულება, ურთიერთობათა სისტემა, რომელშიც ხდება მსხვილი ფინანსური და სავაჭრო გარიგებები. ბირჟა თავის წევრებს უზრუნველყოფს საბირჟო გარიგების დადება-შესრულებისათვის აუცილებელი ყველა საშუალებით და პირობით. ძირითადად განარჩევენ: სავალუტო, სასაქონლო, საფონდო, უნივერსალურ და შრომის ბირჟებს.

ბირჟა კომპიუტერული, ელექტრონული (electronic, computer exchange) - ბირჟა, რომელიც ვაჭრობას ეწევა კომპიუტერული ქსელის საშუალებით.

ბირჟა სავალუტო (currency exchange) - ბირჟა, სადაც იდება გარიგებები ვალუტის ყიდვა-გაყიდვის თაობაზე.

ბირჟა სასაქონლო (commodity exchange) - საბირჟო ვაჭრობის მოწყობისა და რეგულირების მიზნით შექმნილი ორგანიზებული საბითუმო ბაზარი, სადაც ვაჭრობა ხორციელდება საჯაროდ, წინასწარ დადგენილი წესით, განსაზღვრულ ადგილზე და ვადაში; საქართველოში იგი შეიძლება დაფუძნდეს შეზღუდული პასუხისმგებლობის ან სააქციო საზოგადოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით. ასეთ ბირჟებზე საბირჟო გარიგება იდება მხოლოდ საბირჟო საქონელზე (საქართველოს კანონი სასაქონლო ბირჟებისა და საბითუმო ვაჭრობის შესახებ”, მუხლი 3.1).

ბირჟა საფონდო (share market, stock exchange, stock market, securities market, gilt-edged market) - 1. ფასიანი ქაღალდების ორგანიზებული ბაზარი, რომელიც უზრუნველყოფს: ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვის შესახებ წინადადებების შეგროვებას, ვაჭრობის ორგანიზებას დადგენილი წესებისა და პროცედურების შესაბამისად, ავრცელებს დადებულ გარიგებათა შესახებ და ფასებთან დაკავშირებულ სხვა ინფორმაციას; 2. ფასიანი ქაღალდების ორგანიზებული ბაზარი, რომელიც უზრუნველყოფს მექანიზმებს, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი ხდება ფასიანი ქაღალდების ყიდვაგაყიდვის შესახებ წინადადებების შეგროვება, უზრუნველყოფს ვაჭრობის ორგანიზებას დადგენილი წესებისა და პროცედურების შესაბამისად და ავრცელებს დადებულ გარიგებათა შესახებ და ფასებთან დაკავშირებულ სხვა ინფორმაციას. შესაძლებელია არსებობდეს მხოლოდ სააქციო საზოგადოების ან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით (საქართველოს კანონი ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ”, თავი I, მუხლი 1).

ბირჟა უნივერსალური (universal exchange) - ბირჟა, სადაც იდება ყველა სახის გარიგება.

ბირჟა ფიუჩერსული (futures market) - სასაქონლო ბირჟის თანამედროვე ფორმა, რომელზეც ფიუჩერსული კონტრაქტებით მიმდინარეობს ვაჭრობა. ფიუჩერსულ ბირჟაზე სასაქონლო ბირჟაზე რეალური საქონლით ვაჭრობისგან განსხვავებით: გარიგებები უმეტესწილად ფიქციური ხასიათისაა (გარიგების მხოლოდ 1-2% მთავრდება საქონლის მიწოდებით, ხოლო დანარჩენი ფასებს შორის განსხვავების დაფარვით ხორციელდება); კონტრაქტის ყველა პირობა (გარდა ფასებისა) უნიფიცირებულია; გარიგებები გაუპიროვნებელია, რადგან მყიდველსა და გამყიდველს შორის შუამავლობას ასრულებს საანგარიშსწორებო პალატა.

ბირჟა შრომის (employment exchange, labour exchange, unemployment exchange) - სახელმწიფო რეგულირებადი დაწესებულება, სადაც ხდება მუშაობის დაწყების მსურველ უმუშევარ პირთა, აგრეთვე მათი დამქირავებლის მსურველთა რეგისტრაცია. ბირჟა უზრუნველყოფს მექანიზმებს, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი ხდება დამქირავებელსა და რეგისტრირებულ უმუშევარს შორის გარკვეული ვადით შრომითი ხელშეკრულების დადება. საქართველოში შრომის ბირჟის ფუნქციებს ასრულებს საქართველოს ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს და შრომითი ურთიერთობის დასაქმების დეპარტამენტი.

ბირჟის (სასაქონლო) დაფუძნება (foundation of exchange) - ბირჟის დაფუძნების უფლება აქვს ყველა იურიდიულ და ფიზიკურ პირს, გარდა: სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი და ადგილობრივი ორგანოებისა, სახელმწიფო დაწესებულებებისა (ორგანიზაციებისა), რომელთა დაფინანსება ხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან; საბანკო და საკრედიტო ორგანიზაციებისა; სადაზღვევო და საინვესტიციო კომპანიებისა (საწარმოებისა); საზოგადოებრივი, რელიგიური და საქველმოქმედო ფონდებისა და კავშირებისა (ორგანიზაციებისა); ფიზიკური პირებისა, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით ეკრძალებათ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება (საქართველოს კანონისასაქონლო ბირჟებისა და საბითუმო ვაჭრობის შესახებ”, მუხლი 9.2).

ბირჟის ლიკვიდაცია (liquidation of exchange) - ბირჟის ლიკვიდაცია შეიძლება მოხდეს ბირჟის მართვის უმაღლესი ორგანოს ბირჟის წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილებით, აგრეთვე, სასამართლოს მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (საქართველოს კანონი სასაქონლო ბირჟებისა და საბითუმო ვაჭრობის შესახებ”, მუხლი 26 ).

ბირჟის საბჭო (კომიტეტი) (stock exchange committee) - ორგანო, რომელიც ბირჟას მართავს. მის ფუნქციებში შედის: ა) წესდების შესრულების კონტროლი; ბ) ბიულეტენების გამოშვებაზე დაკვირვება; გ) ბროკერების დანიშვნა; დ) ბირჟის წევრებს, ასევე, ბირჟის წევრებსა და კლიენტებს შორის არსებული კონფლიქტების გარჩევა; ე) სხვა ორგანიზაციებთან (მათ შორის, სახელმწიფო) და პრესასთან კავშირის დამყარება და სხვ.

ბირჟის საერთო კრება (general meeting of exchange; public meeting of exchange) - ბირჟის მართვის უმაღლესი ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს ბირჟისა და მისი წევრების უფლება-მოვალეობათა განხორციელებას (საქართველოს კანონი სასაქონლო ბირჟებისა და საბითუმო ვაჭრობის შესახებ”, მუხლი 12).

ბირჟის საწესდებო კაპიტალი (authorized capital of exchange) - ბირჟის საწესდებო კაპიტალი არ უნდა იყოს 100 ათას ლარზე ნაკლები. ამასთან, თითოეული დამფუძნებლის ან წევრის წილი საწესდებო კაპიტალში არ უნდა აღემატებოდეს 25 პროცენტს (საქართველოს კანონი სასაქონლო ბირჟებისა და საბითუმო ვაჭრობის შესახებ”, მუხლი 9).

ბის (bis, encore!) [ლათ. bis ორჯერ] - მაყურებელთა აღტაცებული შეძახილი სპექტაკლზე, კონცერტზე და მისთ. მიმართულია შემსრულებლისკენ და გამოხატავს წარმოდგენის გარკვეული ნაწილის, ნომრის გამეორების თხოვნას.

ბიტი (bit, binary unit) [ინგლ. Bit <binary ორობითი+digit ნიშანი, ციფრი] - ინფორმაციის საზომი უმცირესი (ელემენტარული) ერთეული, რომელიც შეესაბამება ორ თანაბრად მოსალოდნელ მოვლენიდან ერთ-ერთის განხორციელებას.

ბიულეტენი (bulletin) [ფრანგ. Bulletin <იტალ. bullettino ბარათი, ფურცელი, მოკლე შეტყობინება <შდრ. bulla სიგელი, დოკუმენტი] - 1. მოკლე შეტყობინება საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ; 2. ზოგიერთი პერიოდული გამოცემის დასახელება; 3. საარჩევნო ფურცელი; 4. დროებითი შრომისუუნარობის (საავადმყოფო) ფურცელი.

ბიურო (bureau) [ფრანგ. bureau] - 1. რომელიმე ორგანიზაციაში, საზოგადოებასა ან დაწესებულებაში განსაზღვრული, ძირითადად მმართველობითი საქმიანობის განხორციელების მიზნით შექმნილი კოლეგიალური ორგანო, რომლის წევრები ირჩევიან ან ინიშნებიან; 2. ხელისუფლების ზოგიერთი მმართველობითი ორგანოს, ზოგიერთი დაწესებულების დასახელება. თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიურო - საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. ბიურო უზრუნველყოფს: ) თანამდებობის პირის მიერ დეკლარაციის ტექნიკურად სწორად შევსების შესახებ ინსტრუქციის შედგენას; ) თანამდებობის პირის მიერ დეკლარაციის ფორმის დაუბრკოლებლად მიღებას; ) შევსებული დეკლარაციის მიღებასა და შენახვას; ) დეკლარაციის შინაარსის საჯაროობას; ) საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებსაქართველოს კანონის მე-2 მუხლში მოცემული ჩამონათვალის საფუძველზე იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის შედგენას და საქართველოს იუსტიციის მინისტრისათვის დასამტკიცებლად წარდგენას, რომელთათვისაც დეკლარაციების შევსება სავალდებულოა, აგრეთვე, რეესტრში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების მომზადებას და საქართველოს იუსტიციის მინისტრისათვის დასამტკიცებლად წარდგენას; ) კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული სხვა ფუნქციების განხორციელებას. (საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებსაქართველოს კანონი, მუხლი 18).

ბიუროკრატია (ბიუროკრატიზმი) (bureaucracy) [ფრანგ. Bureaucratisme <ფრანგ. Bureau ბიურო, კანცელარია + ბერძ. kratos ხელისუფლება, ბატონობა, ბრძანებლობა] - 1. სახელმწიფო აპარატის ინტერესების დამცველი, ხალხისგან მოწყვეტილი, სამოხელეო ადმინისტრაციის მმართველობის სისტემა; 2. კანცელარიული ფორმალიზმი, საქმის არსის საზიანოდ ფორმალობის დაცვა; 3. პირვანდელი მნიშვნელობით ბიუროკრატია აღნიშნავდა რაციონალურ ორგანიზაციას, სადაც დადგენილი მითითებები და წესები ქმნიდნენ ორგანიზაციის ეფექტიანად მუშაობის ფუნდამენტს, რაც იძლეოდა ფავორიტიზმთან ბრძოლის საშუალებას.

ბიუჯეტი (budget) [ფრანგ. budget <ძვ. ფრანგ. bougette ტყავის ქისა] - 1. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სპეციალური სახელმწიფო ფონდების შემოსულობების, აგრეთვე, მათი ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით გასაწევი გადასახდელების ნუსხა, რომლებიც დამტკიცებულია ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამისი დონეების მიერ (საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებსაქართველოს კანონი, მუხლი 3); 2. დროის გარკვეული მონაკვეთისთვის: სახელმწიფოს, დაწესებულების, საწარმოს შემოსავალ-გასავლის ნუსხა, ხარჯთაღრიცხვა; 3. ვისიმე პირადი შემოსავალი და ხარჯები.

ბიუჯეტი ადგილობრივი (local budget) - 1. სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოების საქმიანობის ფინანსური ბაზა. იგი გამიზნულია ტერიტორიული ერთეულების ეკონომიკური, სოციალური, კულტურული, საგანმანათლებლო, სამედიცინო და სხვა სახის პროგრამების, ადგილობრივი და რეგიონალური მნიშვნელობის ღონისძიებების დაფინანსებისთვის. ბიუჯეტის შემოსავალი მოიცავს ცენტრალური ბიუჯეტის შემოსავლის ნაწილს და „საგადასახადო კოდექსით” გათვალისწინებულ ადგილობრივი გადასახადებს აგრეთვე, სხვა ნებადართულ შემოსავლებს; 2. საქართველოს ტერიტორიული ერთეულების (სოფელი, დაბა, თემი, რაიონი,ქალაქი და ქალაქი, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში) ბიუჯეტი, მათი შემოსულობები და გადასახდელები (საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებსაქართველოს კანონი, მუხლი 3); 3. სოფლის, თემის, დაბის, ქალაქის, რაიონისა და იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, ფულადი სახსრების მობილიზაციისა და გამოყენების ძირითადი საფინანსო გეგმა, რომელიც დამოუკიდებელია სხვა ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოთა, ისე საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისაგან (საქართველოს კანონი ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ”, მუხლი 34. 1. 2).

ბიუჯეტის დეფიციტი (budget deficit) - 1. ბიუჯეტის ხარჯების ბიუჯეტის შემოსავალზე გადამეტება. მისი წარმოქმნისას პირველ რიგში ფინანსდება ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯები. დეფიციტის დასაბალანსებლად, როგორც წესი, მტკიცდება დეფიციტის ზღვრული სიდიდე; 2. ერთი მხრივ, ბიუჯეტის შემოსავლებსა და ფულად გრანტებს და, მეორე მხრივ, ხარჯებსა და დაკრედიტებას შორის უარყოფითი სხვაობა (საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებსაქართველოს კანონი, მუხლი 15).

ბიუჯეტი რაიონის (district budget) - რაიონის ფულადი სახსრების მობილიზაციისა და მისი გამოყენების ძირითადი ფინანსური გეგმა (საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებარაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 9.1).

ბიუჯეტის პრეფიციტი (budget surplus) - ერთი მხრივ, ბიუჯეტის შემოსავლებსა და ფულად გრანტებს და, მეორე მხრივ, ხარჯებსა და დაკრედიტებას შორის დადებითი სხვაობა (საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებსაქართველოს კანონი, მუხლი 15).

ბიუჯეტი სახელმწიფო (state budget) - ცენტრალური ბიუჯეტისა და სპეციალური სახელმწიფო ფონდების ერთობლიობა (საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებსაქართველოს კანონი, მუხლი 3).

ბიუჯეტის სეკვესტრი (budget sequestrate) - დარჩენილი ფინანსური წლის მანძილზე საბიუჯეტო ხარჯების ყოველთვიური პროპორციული შემცირება ბიუჯეტის ხარჯების ყველა მუხლის მიხედვით. გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ბიუჯეტის შესრულების პროცესში ხდება ბიუჯეტის დეფიციტის ზღვრული სიდიდის გადაჭარბება, ან მნიშვნელოვნად მცირდება ბიუჯეტის შემოსავლის მოცულობა. როგორც წესი, სეკვესტრს არ ექვემდებარება ბიუჯეტის დაცული მუხლები.

ბიუჯეტი ცენტრალური (central budget) - სახელმწიფო ბიუჯეტის შემადგენელი ნაწილი, ცენტრალური ხელისუფლების ბიუჯეტი, რომელიც მოიცავს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების შემოსულობებსა და სასამართლო ხელისუფლების შემოსულობებსა და გადასახდელებს (საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ საქართველოს კანონი, მუხლი 3).

ბიუჯეტის შემოსულობები (budget receipts) - ბიუჯეტებისა და სპეციალური სახელმწიფო ფონდების ანგარიშებზე მისაღები ყველა სახის ფულადი სახსრების ერთობლიობა (“საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებსაქართველოს კანონი, მუხლი 3).

ბიუჯეტის ხარჯები (budget spending, budget outlays) - ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების მიერ მათი ამოცანებისა და ფუნქციების ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებული ფულადი სახსრები.

ბლანკი (form, sheet) [გერმ. Blank <ფრანგ. blanc თეთრი, სუფთა] - ფურცელი ნაწილობრივ დაბეჭდილი ტექსტით, რომლის დარჩენილი ნაწილი ექვემდებარება შევსებას.

ბლეფი (bluff) [ინგლ. bluff მოტყუება, ტყუილი] - 1. პოკერის თამაშში: მოწინააღმდეგის დასაშინებელი ხერხი - წამგებიანი კარტით მოთამაშე, რომელსაც გარეგნულად მომგებიანი კარტის მფლობელივით უჭირავს თავი; 2. რაიმე ხერხი, ოინი, ტყუილი, ვისიმე შეშინების, შეცდომაში შეყვანის მიზნით.

ბლიც ... [გერმ. blitz … <blitz ელვა] - ძალიან სწრაფი, უმოკლესი ხანგრძლივობის მნიშვნელობის მქონე რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი.

ბლოკადა [ინგლ. blockade] - ომის ან საერთაშორისო კონფლიქტის მიმდინარეობისას, რაიმე მოთხოვნის შესრულების იძულებისთვის გამიზნული გარე სამყაროდან რომელიმე სახელმწიფოს (მისი ნაწილის ან მისი შეიარაღებული ძალების) იზოლაციისკენ მიმართული ღონისძიებათა (სამხედრო, ეკონომიკური) სისტემა.

ბლოკი (bloc, block) [ფრანგ. bloc] - ერთობლივი, საერთო საქმიანობის განხორციელებისთვის დაჯგუფებების, ორგანიზაციების, პარტიებისა და სახელმწიფოების გაერთიანება, შეთანხმება.

ბლოკირება [<ინგლ. to block გადაკეტვა, გადაღობვა] - 1. ბლოკადის მოწყობა, სხვადასხვა ფორმით შეფერხება, ხელის შეშლა, გავრცელების აღკვეთა. მაგ., კანონპროექტის მიღების ჩაშლა, დაავადების კერის ლოკალიზაცია, გზის გადაკეტვა, მოძრაობის შეფერხება და სხვ.; 2. რკ.-გზ. სასიგნალო მოწყობილობათა სისტემა მატარებლების მიმოსვლის რეგულირებისთვის; 3. სპორტ. მოწინააღმდეგის შესაფერხებელი ტექნიკური ილეთი: ხელის დახვედრება დარტყმის ასაცილებლად (კრივში), სხეულით დაჯახება (ფეხბურთში, კალათბურთში), ბადის თავზე ხელის დახვედრება ბურთის დარტყმის მომენტში (ფრენბურთში) და სხვ.

ბოიკოტი (boycott) [დაკავშირებულია მამულის გამგებლის (მოურავი), კაპიტან ბოიკოტის სახელთან, ვის საწინააღმდეგოდაც 1880 წელს ირლანდიელი მოიჯარეების მიერ პირველად იქნა გამოყენებული ზემოქმედების აღნიშნული ზომა] - პოლიტიკური და ეკონომიკური ბრძოლის ერთ-ერთი მეთოდი, ცალკეულ პირთან, ორგანიზაციასთან ან სახელმწიფოსთან ურთიერთობის მთლიანად ან ნაწილობრივ გაწყვეტა.

ბოლშევიზმი (Bolshevism) [რუს. большевизм] - რევოლუციური პროლეტარული მოძრაობის და კაპიტალისტური საზოგადოების კომუნისტურ საზოგადოებად გარდაქმნის თეორია და ტაქტიკა, რომელიც შეიმუშავა ვ.ი. ლენინმა (1870-1924წწ.).

ბომონდი [ფრანგ. beau monde] - საზოგადოებისათვის ცნობილი, საინტერესო სახეები; მოძვ. უმაღლესი არისტოკრატიული ან ბურჟუაზიული წრე, საზოგადოება.

ბონაპარტიზმი - 1. საფრანგეთში: სახელმწიფო მართვის, ხელისუფლების მეთოდები ნაპოლეონ ბონაპარტისა და ლუი ბონაპარტის იმპერიის ეპოქაში; ბურჟუაზიულ- პოლიტიკური მიმდინარეობა, რომელიც ცდილობდა ბონაპარტების დინასტიის მმართველობის აღდგენას საფრანგეთში; 2. დიქტატურის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც ეყრდნობა აგრესიულ სამხედრო წრეებს და მდგომარეობს სახელმწიფო ხელისუფლების ლავირებაში ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილ სოციალურ წრეებს შორის, პოლიტიკური სისტემის კრიზისის პირობებში.

ბონი (stock, loan securities) [ფრანგ. bons] - 1. სახელმწიფო ხაზინის, მუნიციპალური ორგანოების, დაწესებულებების, ფირმების მიერ გამოშვებული სასესხო ვალდებულებები, რომელიც გამოიყენება, როგორც მსყიდველობითი და საგადამხდელო საშუალება; 2. ხურდა ფულის სახით დროებით მიმოქცევაში გაშვებული დაბალი ნომინალის მქონე ქაღალდის ფული; 3. მიმოქცევიდან გამოსული და კოლექციის საგნად ქცეული ქაღალდის ფული.

ბონიტეტი (indicator of profit, from Bank deposit) [<ლათ. bonitas ვარგისიანობა, მაღალი ხარისხი] - საბანკო ანაბრის მომგებიანობის მაჩვენებელი, გამოხატული წლიური პროცენტით. როგორც წესი, მაღალი წლიური პროცენტის (8-10% და მეტი შემოსავლიანობის) მქონე ბანკები არასტაბილურობით ხასიათდებიან და ლიკვიდურობის დონე დაბალი აქვთ.

ბონიფიკაცია (bonification) [ფრანგ. bonification <ლათ. bonus კეთილი, კარგი] - დანამატი საქონლის ფასზე, თუ საქონლის ხარისხი ხელშეკრულებით დადგენილზე მაღალი აღმოჩნდება.

ბონუსი (bonus) [<ლათ. bonus კეთილი, კარგი] - 1. დამატებითი გასამრჯელო, პრემია; 2. დამატებითი შეღავათი, რომელსაც იძლევა გამყიდველი გარიგების პირობებთან ან ცალკეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით.

ბონუს-მალუსის სისტემა - ჯარიმაპრემიის სისტემა, მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის (დაზღვეულისათვის), პირადი სტატისტიკიდან გამომდინარე, სადაზღვევო რისკის ცვლილების შესაბამისად სადაზღვევო შესატანის ოდენობის გაზრდა-შემცირება („ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 2).

ბორდერო (description of realized securities) [ფრანგ. bordereau] - რეალიზებული ფასიანი ქაღალდების დაწვრილებითი აღწერა, რომელსაც ახდენს ბანკი, საბანკო კანტორა ან ბირჟის მაკლერი იმ პირის სახელზე, რომელსაც მინდობილი აქვს ბორდეროში აღნიშნულ ფასიან ქაღალდზე ოპერაციის შესრულება.

ბრავისიმო [იტალ. bravissimo მეტისმეტად გამორჩეული] - აღტაცებული შეძახილი, რომელიც გამოხატავს მოწონების, აღფრთოვანების უმაღლეს ხარისხს.

ბრავო 1 [იტალ. bravo ჩინებულია, შესანიშნავია] - აღტაცებული შეძახილი, რომელიც გამოხატავს მოწონებას, აღფრთოვანებას.

ბრავო 2 [იტალ. bravo] - მე-17-18სს. იტალიაში: დაქირავებული მკვლელი.

ბრაკონიერი (poacher) [ფრანგ. bracconier] - წესების დამრღვევი პირი, რომელიც ნადირობს (თევზაობს) აკრძალულ ადგილებში, აკრძალულ დროს, აკრძალული საშუალებებით.

ბრალმდებელი კერძო (private accuser, prosecutor) - დაზარალებული ან მისი წარმომადგენელი, რომელიც მხარს უჭერს ბრალდებას სასამართლოში (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 44).

ბრალმდებელი სახელმწიფო (state accuser, prosecutor) - პროკურორი, რომელიც მხარს უჭერს ბრალდებას პირველი, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოებში (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 44).

ბრალდება (prosecution) - 1. სისხლის სამართლის პროცესში კანონით უფლებამოსილი ორგანოებისა და პირების საქმიანობა, მიმართული სისხლისსამართლებრივი ფუნქციის განსახორციელებლად, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული პირის ბრალეულობის დასამტკიცებლად. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს ოთხი სახის ბრალდებას, ანუ სისხლისსამართლებრივ დევნას. ესენია: საჯარო, სუბსიდიური, კერძო-საჯარო და კერძო. საჯარო ბრალდებას ახორციელებენ პროკურორი და გამომძიებელი. სასამართლოში საჯარო, ანუ სახელმწიფო ბრალდებას მხარს უჭერს პროკურორი. სუბსიდიურია ბრალდება, როდესაც პროკურორის მიერ ჩამოყალიბებულ სახელმწიფო ბრალდებას მხარს უჭერს დაზარალებული ან მისი წარმომადგენელი. კერძო-საჯარო ბრალდების საქმეები აღიძვრება მხოლოდ დაზარალებულის საჩივრით და ბრალდებულთან დაზარალებულის შერიგების გამო არ წყდება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საქმის შემდგომმა გამოძიებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს როგორც დაზარალებულს, ისე ბრალდებულს. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში პროკურორს უფლება აქვს აღძრას კერძო-საჯარო ბრალდების საქმე დაზარალებულის საჩივრის გარეშეც. კერძო ბრალდების საქმეები აღიძვრება მხოლოდ დაზარალებულის საჩივრით, მაგრამ უნდა შეწყდეს ბრალდებულთან მისი შერიგების გამო, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამ საქმეში პროკურორია ჩარეული. დანაშაულები, რომელთა გამო საქმეები აღიძვრება კერძო-საჯარო და კერძო ბრალდებით, განსაზღვრულია კანონით (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 26-27); 2. ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის დადგენილებაში, საბრალდებო დასკვნაში, სამართალში მიცემის დადგენილებაში (განჩინებაში) და გამამტყუნებელ განაჩენში ჩამოყალიბებული საბრალდებო თეზისის შინაარსი.

ბრალდებული (defendant, accused, prisoner at the bar) - სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული პირი (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 44).

ბრალდების მხარე (the party of accusation, the prosecution) - პროკურორი, გამომძიებელი, საგამოძიებო ორგანოს უფროსი, მომკვლევი, მოკვლევის ორგანო, აგრეთვე, დაზარალებული, სამოქალაქო მოსარჩელე და მათი წარმომადგენლები (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 44).

ბრაჰმანიზმი (ბრამანიზმი) (Brahmanism) [<სანსკრ. Brahma ქება] - ვედიზმის საფუძველზე ჩრდილოეთ ინდოეთში აღმოცენებული ერთ-ერთი უძველესი რელიგია, რომელმაც შეცვალა ვედიზმი. ცალკეულ ღვთაებათა კულტი, მსხვერპლშეწირვის, მრავალრიცხოვანი წეს-ჩვეულებების, რეგლამენტებისა და ეტიკეტის ურთულესი რიტუალით.

ბრიგადა (brigade, team) [ფრანგ. brigade გერმ. brigade <იტალ. Brigata საზოგადოება, კომპანია] - 1. მუშების, სპეციალისტებისგან შემდგარი მწარმოებლური ჯგუფი; 2. რამდენიმე პოლკისგან შემდგარი სამხედრო შენაერთი, ან ერთი კლასის ხომალდებისგან შემდგარი სამხედრო - საზღვაო შენაერთი.

ბრიფინგი [<ინგლ. briefing ინსტრუქტაჟი <brief მოკლე, შეკვეცილი] - მიმდინარე პოლიტიკის აქტუალური საკითხების თაობაზე მოკლე პრესკონფერენცია.

ბროკერი [ინგლ. broker <ძვ. ფრანგ. brocour ღვინით მოვაჭრე) - შუამავალი მყიდველსა და გამყიდველს შორის საკრედიტო და კომერციული, სავალუტო და სადაზღვევო ოპერაციების დროს ხელშეკრულების (კონტრაქტის) დადებისას. ბროკერი, როგორც წესი, სპეციალიზებულია განსაზღვრული სახის საქონელსა და მომსახურებაზე, მოქმედებს კლიენტთა დავალებით და მათ ხარჯზე, მათგან იღებს ანაზღაურებასაც. საქართველოში ბროკერი (ფიზიკური პირი) დამქირავებელი საბროკერო კომპანიის სახელით ახორციელებს ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ გარიგებებს ან/და ეწევა მასთან დაკავშირებულ მომსახურებას.

ბროკერი საბაჟო (custom broker) - “მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი საწარმო, რომელსაც აქვს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიერ გაცემული ლიცენზია საბაჟო ბროკერის საქმიანობის განსახორციელებლად (საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 113).

ბროშურა (brochure) [ფრანგ. brochure] - ჩვეულებრივ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ან სამეცნიერო-პოპულარული ხასიათის მომცრო წიგნი.

ბრუტო [იტალ. brutto უხეში] - 1. საქონლის წონა შესაფუთი მასალის ან ტარის მასასთან ერთად; 2. მთლიანი შემოსავალი ხარჯების გამოქვითვის გარეშე.

ბრძანება (order) - სამართლებრივი აქტი, რომლის იურიდიული ძალა განისაზღვრება კანონით ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. ბრძანება შეიძლება იყოს როგორც ნორმატიული, ისე ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი.

ბრძანება სასამართლო (მოსამართლის ბრძანება) (judge order) - მოსამართლის ერთპიროვნული გადაწყვეტილება, რომელიც იძლევა დაპატიმრების, სხვა სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების გამოყენების, მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შემზღუდველი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ნებართვას (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 44).

ბრძანებულება საქართველოს პრეზიდენტის (decree of president of Georgia) - კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი (ინდივიდუალური აქტია ბრძანებულება საქართველოს მთავრობის წევრის - მინისტრის და საერთო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან განთავისუფლების, აგრეთვე, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის დანიშვნის შესახებ) (“ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 11).

ბუდიზმი (Buddhism) - ჩვ. წ. აღ. მე-6 საუკუნეში აღმოცენებული ერთ-ერთი მსოფლიო რელიგია (ბუდიზმი, ქრისტიანობა, ისლამი), დამაარსებლად ითვლება სიდჰარტა გაუტამი, რომელმაც შემდგომ მიიღო სახელი ბუდა (გასხივოსნებული). ძირითადი დოგმატია კარმის კანონების შემეცნებით ადამიანის მიერ საკუთარი ძალებით ხსნის შესაძლებლობა, აღიარებს მარადისობას - ნირვანას, როგორც არყოფნას, მოვლენათა წრიულ მოძრაობასა და მონაცვლეობას, სულთა გადასახლებას, რეინკარნაციას. ცდილობს ფილოსოფიური დასაბუთება მისცეს კონცეფციას სამყაროს წარმოშობისა და კანონზომიერების შესახებ. ღმერთის არსებობა წარმოდგენილი არა აქვს კონკრეტული, პერსონიფიცირებული, ყოვლისშემძლე არსების სახით და ამტკიცებს, რომ სამყაროში ყველაფერი მუდმივად მოძრაობს, განიცდის ცვლილებას, რომ საგნები და მოვლენები ერთმანეთთან დაკავშირებულნი არიან და ყველაფერს აწესრიგებს მიზეზისა და შედეგის კანონი. ბუდისტური დოგმატიკური წიგნები, პალის კანონი - შედგება 29 ტომისაგან (10 000 გვერდამდე საერთო მოცულობით). მთელი კანონი დაყოფილია 3 ნაწილად (პიტაკებად). პირველი - შეიცავს ბუდისტური თემისა და წესების შესახებ მასალას; მეორეში გადმოცემულია ძირითადი დოგმატები, მესამე - ძირითადი დოგმატების განმარტება. ბუდიზმი ქადაგებს, რომ სიცოცხლე დაუსრულებელ გარდაქმნათა მწკრივია. გავრცელებულია სამხრეთ, ცენტრალურ, შუა აზიასა და ციმბირში.

ბუკლეტი [ინგლ. booklet ბროშურა, წიგნაკი] - პარალელურად გაკეცილი საბეჭდი ქაღალდის ფორმის არაპერიოდული გამოცემა.

ბუკმეკერი (bookmaker) [ინგლ. bookmaker] - სანაძლეოს მოთავე პირი, რომელიც აგროვებს და აღრიცხავს ტოტალიზატორის ფსონებს (ძირითადად, დოღსა და მარულაზე).

ბულა [ლათ. bulla ბეჭედი, ბეჭდიანი დოკუმენტი <ლათ. bulla ბურთულა] - რომის პაპის მიერ გამოცემული დადგენილება, ეპისტოლე.

ბუმი [ინგლ. boom] - 1. მრეწველობაში, ვაჭრობაში და მეურნეობის სხვა დარგებში მოკლევადიანი აღმავლობა; 2. რაიმე ღონისძიებასთან, მოვლენასთან დაკავშირებული, პირის მიმართებით არსებული ინტერესის გამოცოცხლება.

ბუნდესრატი [გერმ. bundesrat საკავშირო საბჭო] - გერმანიის მიწების წარმომადგენლობითი ორგანო.

ბუნდესტაგი [გერმ. bundestag საკავშირო კრება, ყრილობა] - პარლამენტი გერმანიაში. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის გადასახადის ოდენობა (tax rate for use of natural resources) - სასარგებლო წიაღისეულის ძირითადი სახეობების მიხედვით განისაზღვრება გადასახადის ზღვრული ოდენობის ფარგლები პროცენტებში, მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ფასის მიმართ (მინერალური წყლით სარგებლობისათვის წიაღით სარგებლობის გადასახადი ფიქსირებულია 1მ3 წყალზე); ტყის მერქნის სახეობათა ჯგუფების მიხედვით განისაზღვრება გადასახადის ოდენობა ერთი მკვრივი კუბური მეტრისათვის პროცენტებში საბაზრო ფასის მიმართ; საქართველოს ტერიტორიაზე გარემოდან ამოღებული მცენარეული რესურსებით, მათი ცხოველქმედების პროდუქტებით, ნაწილებითა და დერივატებით, მათ შორის, სოჭის გირჩების სარგებლობისათვის გადასახადის ოდენობა განისაზღვრება 10 პროცენტით მათი საბაზრო ფასის მიმართ; წყლის რესურსებით სარგებლობისათვის გადასახადის ოდენობა განისაზღვრება წყლის ობიექტთა ჯგუფების მიხედვით ერთ კუბურ მეტრზე პროცენტებში საბაზრო ფასის მიმართ; ცხოველთა სამყაროს რესურსებით (ობიექტებით) სარგებლობისათვის გადასახადი განისაზღვრება ცხოველთა სამყაროს ობიექტების საქართველოში გავრცელებულ სახეობათა მიხედვით (ძუძუმწოვრებისა და ფრინველებისათვის სახეობის ერთ ერთეულ ინდივიდზე, თევზებისა და წყლის ცხოველებისათვის ერთ ტონაზე) პროცენტებში რესურსის საბაზრო ფასის მიმართ (საქართველოს “საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 194).

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის გადასახადის გადახდის წესი (the rule of paying of tax for use of natural resources) - 1. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის გადასახადი გადაიხდება საანგარიშოს მომდევნო თვის 15 რიცხვამდე ტყის ფონდის ზეზეული ხეების მერქნული რესურსებით, მცენარეული რესურსებით, მათი ცხოველქმედების პროდუქტებით, ნაწილებითა და დერივატებით, მათ შორის, სოჭის გირჩებით სარგებლობისათვის გადასახადები გადაიხდება არა უგვიანეს ტყიდან მათი ტრანსპორტირებისა; 2. სოფლის მეურნეობაში გამოყენებული წყლის რესურსების გადასახადი გადაიხდება შესაბამისი წლის 1-ელ დეკემბრამდე. ამ ვადაშივე გადასახადის გადამხდელები თავიანთი ადგილსამყოფლის მიხედვით საგადასახადო ინსპექციებს წარუდგენენ გადასახდის გაანგარიშებებს დადგენილი ფორმით; 3. გადამფრენ ფრინველებზე ნადირობისათვის გადასახადი გადაიხდება ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიის მიღებამდე, რის შესახებაც გადამხდელები წარუდგენენ საგადასახადო ინსპექციის მიერ გაცემულ ცნობას ლიცენზიის გამცემ ორგანოს; 4. მინერალურ წყლებზე ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის გადასახადი მეწარმე სუბიექტმა უნდა გადაიხადოს წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მიღებიდან ყოველი მე-3 თვის ბოლოს, ამ პერიოდის განმავლობაში ლიცენზიით განსაზღვრული ოდენობის მიხედვით (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 195).

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის გადასახადისგან გათავისუფლება და საგადასახადო შეღავათები (exemption from tax for use of natural resources) - გადასახადებისაგან თავისუფლდება მეტროპოლიტენის, წყალმომარაგების, საკანალიზაციო სისტემების, ინფრასტრუქტურული და საყოფაცხოვრებო დანიშნულების მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობისას მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა (რაოდენობა). გადასახადი უმცირდებათ 70%-ით: ა. იმ ბუნებათმოსარგებლეებს, რომლებიც ეწევიან ბუნებრივი რესურსების მოპოვებასთან დაკავშირებულ სამეცნიერო და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობას; ბ. აღდგენილი (კვლავწარმოებული) რესურსების მოცულობის (რაოდენობის) ფარგლებში იმ ბუნებათმოსარგებლეებს, რომლებიც საკუთარი სახსრებით ახორციელებენ ბუნებრივი რესურსების აღდგენა-კვლავწარმოებას (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 196).

ბუნტი (revolt, riot, rebellion, mutiny, insurrection, uprising) [პოლ. bunt <გერმ. bund კავშირი] - სტიქიური აჯანყება, ჯანყი.

ბურგომისტრი (burgomaster) [გერმ. burgermeister] - 1. ზოგიერთ ქვეყანაში (გერმანია, ბელგია, ნიდერლანდი, ავსტრია): უმაღლესი თანამდებობის პირი მმართველობის ადგილობრივ ორგანოებში, ცენტრალური მთავრობის წარმომადგენელი.

ბურჟუაზია (bourgeoisie) [ფრანგ. bourgeoisie] - 1. კაპიტალისტური საზოგადოების ერთ-ერთი კლასი; 2. შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპაში - ფეოდალური საზოგადოების მაღალი წოდებებისგან (თავადაზნაურობა, სამღვდელოება) განსხვავებული, საშუალო წოდების წარმომადგენლები “მოქალაქენი”.

ბუტაფორია (props, dummies pl.) [იტალ. buttafuori გადაგდება, მსახიობის სცენაზე გასვლის თაობაზე რეჟისორის ბრძანება] - 1. სინამდვილის იმიტაციის მიზნით შექმნილი საგნები; 2. გადატ. რაიმე მოჩვენებითი, ყალბი.

ბუფერი (buffer) [ინგლ. buffer <buff დარტყმების შემსუბუქება] - 1. მოწყობილობა დარტყმების, დაჯახების შესამსუბუქებლად, მაგ., ლოკომოტივსა და ვაგონს შორის, ვაგონებს შორის; ავტომობილის ბ. (ბამპერი); 2. შუალედური რგოლი, რომელიც ამსუბუქებს შეჯახებას, კონფლიქტს ორ მხარეს შორის.

ბუფერული სახელმწიფო (buffer state) - პოლიტ. პატარა სახელმწიფო, მოქცეული ორ ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილ სახელმწიფოს შორის, რომელთაგან თითოეული ცდილობს მის გამოყენებას მეორეს საწინააღმდეგოდ.

ბუღალტერია (accountancy, bookkeeping) [გერმ. buchhalter <buch წიგნი+halter მფლობელი, მქონებელი] - 1. სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის აღრიცხვის გაძღოლის თეორია და პრაქტიკა; 2. საწარმოს, დაწესებულების აღრიცხვის განყოფილება.

ბუღალტრული ანგარიში (accounting entry) - ინფორმაციის შენახვის ძირითადი ერთეული ბუღალტრულ აღრიცხვაში.

ბუღალტრული აღრიცხვა (accounting) - სისტემა, რომელიც ახორციელებს მეურნე სუბიექტის შესახებ საფინანსო ინფორმაციის გაზომვას, დამუშავებასა და გადაცემას.

ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისია (accounting standards commission) - „ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი საქართველოს პარლამენტთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის ფუნქციებია: ა) ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების სამოქმედოდ შემოღება; ბ) ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ინტერპრეტაციების სამოქმედოდ შემოღება; გ) ბუღალტრული აღრიცხვის დროებითი სტანდარტების დამტკიცება; დ) ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის სტრუქტურის დამტკიცება. კომისია შედგება 9 წევრისაგან, რომელშიც შედის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის თითო წარმომადგენელი. კომისიის წევრებს საქართველოს პარლამენტის საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტის წარდგინებით 3 წლის ვადით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტის ბიურო. კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ნორმატიულ აქტებს. კომისიის ნორმატიული აქტია დადგენილება (“საქართველოს პარლამენტთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის შესახებ” საქართველოს პარლამენტის დადგენილება).

ბუღალტრული ბალანსი (accounting balance) - მაჩვენებელთა სისტემა, რომელიც განზოგადებულ ღირებულების საზომში ახასიათებს საწარმოს საშუალებების მდგომარეობას. ბუღალტრული ბალანსი ასახავს ფირმის ფინანსურ მდგომარეობას, გამოყენებას და ფორმირების წყაროს. ბუღალტრული ბალანსი დგება განსაზღვრული მომენტისათვის (თვის, კვარტალის, წლის ბოლოს) და გამოიყენება სამეურნეო საქმიანობის კონტროლისა და ანალიზისათვის. ბალანსს აქვს ორმხრივი ცხრილის ფორმა: მარცხენა მხარე - აქტივი ახასიათებს საშუალებათა შემადგენლობას, გადაადგილებას და გამოყენებას; მარჯვენა მხარე - პასივი ახასიათებს საშუალებათა წარმოქმნის წყაროს. სამეურნეო საშუალებათა ცალკეული სახის საბალანსო მაჩვენებელი ატარებს ბალანსის მუხლის სახელწოდებას.

ბუშელი [ინგლ. bushel] - ფხვიერი და თხევადი ნივთიერებების ტევადობისა და მოცულობის ერთეული ინგლისსა (36,3ლ) და აშშ-ში (35,2ლ).

4

▲ზევით დაბრუნება


გადაზღვევა (reinsurance) - ოპერაცია ორ სადაზღვევო კომპანიას შორის, რომლის დროსაც დაზღვევის (გადაზღვევის) ხელშეკრულებით ერთ-ერთი მხარე თავის თავზე იღებს რისკის ნაწილს სადაზღვევო პრემიის გადახდის სანაცვლოდ. ამ დროს თავდაპირველი მზღვეველი (გადამცემი კომპანია) ჩვეულებრივ დამზღვევის როლში გამოდის, რითაც ამცირებს თავისი რისკის (ან საერთოდ, ნულზე დაჰყავს) დონეს (საქართველოს კანონი დაზღვევის შესახებ”, მუხლი 2).

გადასახადი (tax) - ბიუჯეტებსა და სპეციალურ სახელმწიფო ფონდებში სავალდებულო შენატანი, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე. გადასახადი გამოიანგარიშება ფულად გამოხატულებაში და გადაიხდება ლარებით (საქართველოს საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 5).

გადასახადი ადგილობრივი (local tax) - ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ შესაბამის ტერიტორიაზე შემოღებული საქართველოს ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში (ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი, ადგილობრივი ბიუჯეტი) სავალდებულო შესატანი, რომელიც დაწესებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ზღვრული ოდენობის ფარგლებში; ადგილობრივ გადასახადებს განეკუთვნება: სათამაშო ბიზნესის, საკურორტო, სასტუმროს, რეკლამის, ადგილობრივი სიმბოლიკის გამოყენებისათვის, მიწის გადასახადი (საქართველოსსაგადასახადო კოდექსი”, მუხლი 6).

გადასახადი არაპირდაპირი/ირიბი (indirect tax) - 1. გადასახადი საქონელსა და მომსახურებაზე, რომელიც უშუალოდ შედის ფასებისა და ტარიფების სტრუქტურაში. ამ გადასახადს იხდის მყიდველი. პირდაპირი გადასახადისაგან განსხვავებით, იგი არ არის დაკავშირებული გადასახადის გადამხდელის შემოსავლებთან. არაპირდაპირი გადასახადია: დამატებული ღირებულების გადასახადი, აქციზი, საბაჟო გადასახადი და სხვ.; 2. გადასახადი საქონელსა და მომსახურებაზე, რომელიც დაწესებულია ფასზე ან ტარიფზე დანამატის სახით. მწარმოებელი საქონლის (მომსახურების) ფასში ითვალისწინებს აღნიშნულ დანამატს და სავაჭრო ამონაგებიდან შეაქვს შესაბამისი საგადასახადო თანხა. ირიბი გადასახადის ფაქტიური გადამხდელია მომხმარებელი. ირიბი გადასახადის გავრცელებული სახეებია: აქციზი, ფიქსირებული, დამატებული ღირებულებისა და საბაჟო გადასახადი; 3. გადასახადი (დღგ, აქციზი და სხვ.), რომელიც დადგინდება მიწოდებული საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) ფასზე დანამატის სახით და რომელსაც იხდის მომხმარებელი ამ გადასახადით გაზრდილი ფასით. საქონლის შეძენისას არაპირდაპირი გადასახადის ბიუჯეტში შეტანის ვალდებულება ეკისრება საქონლის (სამუშაოს მომსახურების) მიმწოდებელს, რომელიც იწოდება გადასახადის გადამხდელად (საქართველოს საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 29).

გადასახადი ბირჟის (tax on stock- exchange, transactions tax on stock- exchange (taxable turnover of stocks/ shares)) - გადასახადი საბირჟო ბრუნვაზე, რომლის დროსაც დაბეგვრის ობიექტია საფონდო ბირჟაზე ფასიანი ქაღალდების ბრუნვა.

გადასახადი გაყიდვის მოცულობაზე (tax on selling volume) - უცხო ქვეყნებში მოქმედი გადასახადი. აქციზის ნაირსახეობა - გაიანგარიშება პროცენტობით საქონლისა და მომსახურების გასაყიდ ღირებულებასთან მიმართებით, გადაიხდება მწარმოებლის მიერ.

გადასახადი მიწის (tax on holding/ land) - ადგილობრივი გადასახადი, რომელიც გადაიხდება ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ მათ საკუთრებაში ან კანონით გათვალისწინებულ სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საქართველოს საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 215).

გადასახადი მოგების (profit tax) - საერთო- სახელმწიფოებრივი გადასახადი, რომლითაც იბეგრებიან საქართველოსა და უცხოური საწარმოები (საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 44).

გადასახადი ნატურალური (tax in kind) - არაფულადი გადასახადი, რომელიც გადაიხდება საქონლით (ნატურით).

გადასახადი პირადი (personal tax) - პირდაპირი გადასახადის სახე, რომელიც მოიცავს ფიზიკური პირის შემოსავალსა და ქონებაზე გადასახადს, რომელიც გადაიხდება შემოსავლის წყაროსთან ან საგადასახადო დეკლარაციის მიხედვით. პირდაპირი გადასახადის დაბეგვრის ობიექტია გადამხდელის შემოსავალი (ხელფასი, მოგება, პროცენტი, რენტა და ა.შ.) და ქონების ღირებულება (მიწა, სახლი, ფასიანი ქაღალდი და ა.შ.). პირადი გადასახადის გავრცელებული სახეებია: პირადი საშემოსავლო გადასახადი, მოგების გადასახადი, ფულად კაპიტალურ შემოსავალზე გადასახადი, კაპიტალის ნაზარდზე გადასახადი, მემკვიდრეობის და ჩუქების გადასახადი.

გადასახადი პირდაპირი (assessed/direct tax) - გადასახადი, რომელიც უშუალოდ ამოიღება შემოსავლიდან ან გადასახადის გადამხდელთა ქონებიდან. განარჩევენ რეალურ და პირადი სახის პირდაპირ გადასახადს.

გადასახადი პროგრესული (progressive tax) - გადასახადი, რომლის საშუალო განაკვეთი (გადასახადის ოდენობის დასაბეგრ ობიექტზე განაყოფი) იზრდება დაბეგვრის ობიექტის ოდენობის ზრდის შესაბამისად.

გადასახადი პროპორციული (proportional tax) - გადასახადი, რომლის საშუალო განაკვეთი დაბეგვრის ობიექტის ოდენობის ზრდისას უცვლელია (მუდმივია).

გადასახადი რეგრესიული (regressive taxe) - გადასახადი, რომლის საშუალო განაკვეთი მცირდება დაბეგვრის ობიექტის ოდენობის ზრდასთან ერთად.

გადასახადი საერთო-სახელმწიფოებრივი (national tax) - ბიუჯეტებსა და სპეციალურ სახელმწიფო ფონდებში სავალდებულო შენატანი, რომლის განაწილების წესი საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებს შორის განისაზღვრება „საერთოსახელმწიფოებრივი გადასახადებისაგან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში ანარიცხების გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივების შესახებ” საქართველოს კანონითა და სხვა კანონებით. საერთო-სახელმწიფოებრივ გადასახადებს განეკუთვნება: საშემოსავლო; მოგების; დამატებული ღირებულების გადასახადი; აქციზი; ქონების; ავტოსატრანსპორტო საშუალებების მესაკუთრეთა; ქონების გადაცემისათვის; სოციალური დაზღვევის; ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის; მავნე ნივთიერებებით გარემოს დაბინძურებისათვის; ავტოსატრანსპორტო საშუალებების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისა და ზენორმატიული დატვირთისათვის; ფიქსირებული; მცირე ბიზნესის გადასახადი (საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 6).

გადასახადი საშემოსავლო (income tax) - გადასახადი, რომელსაც იხდის რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური პირი, რომლის დაბეგვრის ობიექტია გამოთვლილი შემოსავალი, როგორც სხვაობა კალენდარული წლის ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისთვის საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ გამოქვითვების თანხას შორის (საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 35, 36).

გადასახადი სოციალური დაზღვევის (social insurance tax) - გადასახადი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ფორმირების, სამედიცინო დაზღვევის, უმუშევრობის დაზღვევის და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების ფინანსური უზრუნველყოფისათვის აუცილებელ მიზნობრივ შენატანს, რომელსაც საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი განაკვეთების შესაბამისად იხდიან შრომის ანაზღაურებისა და მასთან გათანაბრებულ გაცემულობათა თანხებზე, აგრეთვე, ფიზიკური პირების მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლებზე (საქართველოს საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 184).

გადასახადი სპეციალური (special tax) - მიზნობრივი დანიშნულების მქონე სავალდებულო შესატანი, რომლისგანაც მიღებული შემოსავალი ირიცხება სხვადასხვა არასამთავრობო, არასაბიუჯეტო ფონდში.

გადასახადი ქონების (property tax) - გადასახადი, რომლითაც იბეგრება ქონების გადასახადით დასაბეგრი ობიექტების მესაკუთრე ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ქონება.

გადასახადი ჩუქების (donation tax) - გადასახადი, რომელსაც იხდის ნებისმიერი ქონების ჩუქებით საკუთრებაში მიმღები პირი. დაბეგვრის ობიექტია ჩუქებით მიღებული ქონების ღირებულება.

გადასახადის ამოღება გლობალური ფორმით (tax collect with global form) - გადასახადის ამოღების ფორმა, რომლის დროსაც გადასახადის გაანგარიშება ხდება მთლიანი დაბეგვრის ობიექტიდან.

გადასახადის ამოღება განრიგის მიხედვით (შედულარული ფორმით) (tax collect with schedule form) - გადასახადის ამოღების ფორმა, რომლის დროსაც გადასახადის გაანგარიშება ხდება ნაწილებად (შედულებად) დაყოფილი დაბეგვრის ობიექტიდან.

გადასახადის ობიექტი (taxable) - იურიდიული ფაქტები, რომლებიც წარმოადგენენ პირის ვალდებულებას გადაიხადოს გადასახადები (მემკვიდრეობის მიღება, შემოსავალი, ქონების მფლობელობა და ა.შ.).

გადასახადის სუბიექტი (subject to tax) - გადამხდელი, რომელიც წარმოადგენს იურიდიულ ან ფიზიკურ პირს და კანონმდებლობით დაკისრებული აქვს გადასახადის გადახდა.

გადასახადის მიმდინარე გადასახდელები (current payments of tax) - ბიუჯეტში შესატანი მიმდინარე გადასახდელების თანხები წინა საგადასახადო წლის წლიური გადასახადის მიხედვით, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას, აგრეთვე, „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფიზიკური პირები (გარდა იმ პირებისა, რომლებიც ეწევიან სასოფლოსამეურნეო საქმიანობას). გადასახდელი თანხების ოდენობა განისაზღვრება: ა) 15 მაისამდე - 30 პროცენტი; ბ) 15 აგვისტომდე - 30 პროცენტი; გ) 15 ნოემბრამდე - 40 პროცენტი. წინა საგადასახადო წელს შემოსავლების არქონის შემთხვევაში მიმდინარე გადასახდელის გადახდა ხდება საანგარიშო წლის გასული კვარტალის ფაქტობრივი შემოსავლებიდან გამომდინარე (საქართველოს საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 89). გადასახდელის გადახდა ხდება საანგარიშო წლის გასული კვარტალის ფაქტობრივი შემოსავლებიდან გამომდინარე (საქართველოს საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 89.1,89.2). მიმდინარე გადასახდელები გადაიხდება დეკლარაციის საფუძველზე ისეთ გადასახადებზე, როგორიცაა, მაგალითად: ქონების, მოგების და სხვ.

გადარიცხვა (transfer, enumeration) - უნაღდო ანგარიშსწორებისას ერთი ანგარიშიდან სხვა ანგარიშზე თანხების გადატანა.

გადაულახავი ძალა (ფორსმაჟორი) (vis major) - წინასწარ გაუთვალისწინებელი, გარდაუვალი შემთხვევა, რომელსაც მოსდევს მხარეთა მიერ დაფიქსირებული სახელშეკრულებო პირობების დარღვევა მათი ნებისგან დამოუკიდებლად.

გადაცდომა (ადმინისტრაციული სამართალდარღვევა) (offence, delinquency, misdemeanour) - სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა

კოდექსი, მუხლი 10).

გადახდისუნარიანობა (ability to pay, business solvency, paying capacity, solvency) - სიტუაცია, როდესაც აქციებით შესაძლებელია ყველა გარეშე ვალდებულების შესრულება.

გადახდისუუნარობა (disability, inability to pay, insolvency, non-solvency) - გადახდისუუნარობად ითვლება მოვალის მიერ დადგენილ ვადაში ვალდებულებათა შესრულების უუნარობა. მოვალის მიერ ვალების გადახდის შეწყვეტაც ჩაითვლება აგრეთვე უუნარობად (საქართველოს კანონი „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ”, მუხლი 2.1).

გადახდისუუნარო ბანკი (insolvent bank) - ბანკი, რომლის აქტივები ვეღარ ფარავს მისსავე ვალდებულებებს.

გაერო (გაერთიანებული ერების ორგანიზაცია) [United Nations (UN)] - სუვერენულ სახელმწიფოთა ნებაყოფლობითი გაერთიანება; საერთაშორისო მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ჩამოყალიბდა 1945 წელს. გ. თავად არ ფლობს სუვერენიტეტს. ორგანიზაციის ნებას განსაზღვრავენ წევრი-სახელმწიფოები (დღესდღეობით, 191 ქვეყანა), რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ დემოკრატიულ პრინციპებზე დაყრდნობით - კონსენსუსით ან კენჭისყრის გზით. თითოეული სახელმწიფო, განურჩევლად სიდიდისა, ეკონომიკური თუ სამხედრო ძლიერებისა, ერთი ხმის მფლობელია. გამონაკლისია უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი: აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, ჩინეთსა და რუსეთის ფედერაციას (როგორც საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების სამართალმემკვიდრეს) მსოფლიო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას შეუძლიათ ვეტოს უფლების გამოყენება. გ.-ს დამფუძნებელი აქტი - გ.-ს წესდება - მიღებული 1945 წელს, განსაზღვრავს ორგანიზაციის მანდატს, მისი წევრების უფლებებსა და მოვალეობებს, ორგანიზაციის სტრუქტურას და პროცედურას. წესდება უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ხელშეკრულებაა, რომელიც ახდენს თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების ისეთი უმნიშვნელოვანესი პრინციპების კოდიფიკაციას, როგორებიცაა ერთა (ერ-სახელმწიფოთა) თანასწორობა და საერთაშორისო სისტემაში შეიარაღებულ ძალთა გამოუყენებლობა. წესდების ხელმოწერით სახელმწიფო აღიარებს საკუთარ ვალდებულებებს და პასუხისმგებლობას იღებს ამ აქტით დაკისრებული უფლებების განხორციელებაზე. წესდებაზე დაყრდნობით გ. მიზნად ისახავს: დაიცვას საერთაშორისო მშვიდობა და უსაფრთხოება; ხალხთა თვითგამორკვევისა და თანასწორობის პრინციპის გათვალისწინებით განავითაროს მეგობრული ურთიერთობები ერთა შორის; გააღრმაოს საერთაშორისო თანამშრომლობა ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და ჰუმანიტარული სახის საერთაშორისო პრობლემების გადასაწყვეტად, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა განვითარების მიზნით; გახდეს საერთაშორისო ცენტრი ამ მიზნების შესათანხმებლად და განსახორციელებლად. დასახულიამოცანების განხორციელებისას ორგანიზაციისა და მისი თითოეული წევრისთვის ძირითადია შემდეგი პრინციპები: ორგანიზაციის წევრთა სუვერენული თანასწორობა; ვალდებულებების კეთილსინდისიერი შესრულება; საერთაშორისო მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სამართლიანობის დასაცავად საერთაშორისო დავების მშვიდობიანი გზით მოწესრიგება; საშინაო საქმეებში ჩაურევლობა; საერთაშორისო ურთიერთობებში ძალით მუქარისგან თავის შეკავება; გაეროსთვის წესდებით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებაში დახმარება და თავის შეკავება იმ სახელმწიფოთა მხარდაჭერისგან, რომელთა წინააღმდეგაც გ., წესდებიდანვე გამომდინარე, პრევენციული ხასიათის იძულებით ღონისძიებებს ახორციელებს. გ.-ს ოფიციალური ენებია: ინგლისური, ფრანგული, რუსული, ჩინური და ესპანური. მოგვიანებით დაემატა არაბული ენა, როგორც გენერალური ასამბლეის, უშიშროების საბჭოსა და ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ოფიციალური ენა. გ. ექვსი ძირითადი ორგანოსგან შედგება. ამასთან, იგი მოიცავს 15 სპეციალიზებულ სააგენტოს, რამდენიმე პროგრამასა და ორგანიზაციას. გ.-ს ძირითადი ორგანოებია: გენერალური ასამბლეა, უშიშროების საბჭო, ეკონომიკური და სოციალური საბჭო, საერთაშორისო სასამართლო, სამეურვეო საბჭო და გ.-ს სამდივნო, რომელსაც ხელმძღვანელობს გენერალური მდივანი. გ.-ს შტაბბინა მდებარეობს აშშ-ში, ნიუიორკში.

გაეროს განვითარების პროგრამა [United Nations Development Programme (UNDP)] - პროგრამა, რომლის მეშვეობით ხდება გაეროს ტექნიკური დახმარების პროექტთა დიდი ნაწილის ადმინისტრირება. მდგრადი განვითარების მრავლისმომცველ კონცეფციაში პროგრამა რამდენიმე უმნიშვნელოვანეს მიზანს გამოყოფს, ესენია: სიღარიბის აღმოფხვრა, გარემოს დაცვა, დემოკრატიული მმართველობის განვითარება, კრიზისული სიტუაციების თავიდან აცილება, საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვა და შიდსის წინააღმდეგ ბრძოლა. გაეროს განვითარების პროგრამის მისიაა: დაეხმაროს სახელმწიფოებს მოქალაქეებზე ორიენტირებული, მდგრად განვითარებაზე გათვლილი პროგრამების დამუშავებასა და განხორციელებაში; ყურადღება გაამახვილოს სიღარიბის აღმოფხვრაზე, გარემოს დაცვასა და აღდგენაზე, ქალთა თანასწორობასა და ეფექტიან მმართველობაზე; ადგილობრივი ოფისების მეშვეობით კოორდინირება გაუწიოს გაეროს ყველა ადგილობრივი ოფისის განვითარებისკენ მიმართულ საქმიანობას. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამა (UNDP) და საქართველოს მთავრობა 1994 წლიდან ერთობლივად თანამშრომლობენ ქვეყნის განვითარების პროგრამაზე. უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში UNDP-იმ განახორციელა 40 მლნ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების პროექტები და დღესაც აგრძელებს თავისი პროგრამების მისადაგებას ქვეყნის საჭიროებებთან. ერთ-ერთ ძირითად სფეროს წარმოადგენს ქვეყნის დემოკრატიული მმართველობის სისტემის განვითარება, განმტკიცება და მდგრადობა, რასაც UNDP თავისი რესურსების ყველაზე დიდ ნაწილს - 73 პროცენტს ახმარს. ეს მიმართულება გულისხმობს ხელისუფლების მხარდაჭერას სახელმწიფო მართვის, მენეჯმენტისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროებში სხვადასხვა სექტორული თუ რეგიონული პროექტის ფარგლებში. 1994 წლიდან დაიწყო პირველი პროექტების განხორციელება „სახელმწიფო მართვის სისტემის რეფორმა” (1994-1997წწ.), „სახელმწიფო მართვის სისტემის სრულყოფა დემოკრატიული მმართველობის განვითარებისთვის” (1997 2001წწ.) და „საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამული და ადმინისტრაციული სისტემების მოდერნიზება” (1997-1999წწ.). 2001 წლიდან ფინანსთა სამინისტროში მიმდინარეობს „საქართველოს საფინანსო სისტემის მოდერნიზების” პროექტი, რომლის მიზანია მენეჯმენტის პროცედურებისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის სრულყოფით, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ხელი შეუწყოს საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის შემუშავებისა და რეალიზების პროცესს და, მთლიანობაში, ქვეყნის საფინანსო სისტემის სრულყოფას და ეფექტიანობას. 2002 წლიდან, იმერეთის მხარეში ხორციელდება პილოტური პროექტი „იმერეთის მხარის დემოკრატიული მმართველობის განვითარების ხელშეწყობა”, რაც პირველი პრეცედენტია რეგიონის დონეზე სახელმწიფო მართვის სრულყოფა- რეფორმირების სფეროში. 2004 წლის იანვარსა და ივნისში დაიწყო ამ სფეროს კიდევ ორი პროექტი „საქართველოსთვის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ჩარჩო-პროგრამის შემუშავება” და „საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის საქმიანობის ეფექტიანობისა და ტრანსპარენტობის გაუმჯობესება”. სახელმწიფო დაწესებულებებში UNDP-ის მიერ სამთავრობო პროექტების მიმდინარეობისას, ტექნიკური ინფრასტრუქტურის შექმნის გარდა (ლოკალური და უწყებათაშორისო კომპიუტერული ქსელები; კომპიუტერული, პერიფერიული, საოფისე და მედიატექნიკა, აქსესუარები), განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა უწყებრივი მართვისა და უწყებათაშორისი ურთიერთობების რაციონალიზებას. ამ მიზნით შექმნილია კორპორაციული მართვის საინფორმაციო და სხვა სისტემები, რომლებიც წარმოადგენენ აღნიშნულ პროექტებში ჩართული თითოეული უწყებისა და მისი ქვედანაყოფებისთვის სპეციალურად შექმნილ და ადაპტირებულ პროგრამული უზრუნველყოფის სისტემებისა და მოდულების კომპლექსს.

გაეროს გენერალური ასამბლეა (UN General Assembly) - გენერალური ასამბლეა გაეროს ძირითადი სათათბირო ორგანოა. მასში წარმოდგენილია გაეროს ყველა წევრი სახელმწიფო. გ.ა. განიხილავს კაცობრიობის უმნიშვნელოვანეს და ერთმანეთისგან განსხვავებულ პრობლემებს. ესენია: საყოველთაო მშვიდობა, ადამიანის უფლებები, მდგრადი განვითარება, ჩვენი პლანეტის ეკოლოგია, მსოფლიო მოსახლეობის ზრდა და სხვ. სახელმწიფოთა თანასწორუფლებიანობის პრინციპი, განურჩევლად ქვეყნის სიდიდისა თუ ძლიერებისა, თითოეულ სახელმწიფოს ერთი ხმის უფლებას ანიჭებს. გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით. საკითხები, რომლებიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩევა (მაგ., საერთაშორისო მშვიდობა და უსაფრთხოება, ორგანიზაციაში ახალი წევრის მიღება თუ საბიუჯეტო პრობლემები), ხმათა 2/3-ით უნდა იყოს დამტკიცებული. სხვა საკითხები ხმათა უბრალო უმრავლესობით მიიღება. გ.ა.-ს მიერ დასამტკიცებელ საკითხებს, უმთავრესად, მისი ექვსი ძირითადი კომიტეტი განიხილავს: პირველი კომიტეტი - განიარაღებისა და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებს; მეორე კომიტეტი - ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხებს; მესამე კომიტეტი - სოციალურ, ჰუმანიტარულ და კულტურის საკითხებს; მეოთხე კომიტეტი - სპეციალურ პოლიტიკურ და დეკოლონიზაციის საკითხებს; მეხუთე კომიტეტი - საბიუჯეტო და ადმინისტრაციულ საკითხებს; მეექვსე კომიტეტი - სამართლებრივ საკითხებს. კომიტეტები გ.ა.-ის ძირითად სამუშაო ერთეულებს წარმოადგენენ. საკითხის განხილვისას გადაწყვეტილებები მიიღება ხმათა უმრავლესობით. რიგ შემთხვევებში, როდესაც არავინაა წინააღმდეგი, საკითხი კენჭისყრის გარეშე გადაწყდება. გ.ა.-ს გადაწყვეტილება გამოდის რეზოლუციის სახით. კომიტეტების მოვალეობაში, აგრეთვე, შედის რეზოლუციის სამუშაო ვარიანტების მომზადება, რის საფუძველზეც ასამბლეის გადაწყვეტილება საბოლოო სახეს იღებს.

გაეროს გენერალური მდივანი (UN Secretary-General) - ორგანიზაციის მთავარი აღმასრულებელი პირი - გაეროს ძირითადი ორგანოებისა და მისი სისტემის დამაკავშირებელი რგოლი, ორგანიზაციის სახე და სიმბოლო, საერთაშორისო საზოგადოებრიობის ნების გამომხატველი, მშვიდობის დესპანი. გაეროს გ.მ. უფლებამოსილია მოიწვიოს უშიშროების საბჭოს სხდომა და წამოჭრას საერთაშორისო მშვიდობასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი; ის ყოველწლიურად ეთათბირება სახელმწიფოთა მთავრობების ხელმძღვანელებს, პლანეტისთვის ყველაზე მტკივნეულ საკითხებთან დაკავშირებით; ესწრება და თავმჯდომარეობს დედამიწის სხვადასხვა კუთხეში ორგანიზებულ მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან კონფერენციებს, რომელთა მიზანია ეკოლოგიური, სამშვიდობო და სხვა პრობლემების განხილვა. გაეროს რიგით მეშვიდე გ.მ. არის კოფი ანანი, რომელიც აღნიშნულ პოსტზე იმყოფება 1997 წლის 1-ელი იანვრიდან.

გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭო (ეკოსოსი) (UN Economic and Social Council) - გაეროს ძირითადი ორგანო, რომელიც წარმართავს ეკონომიკური და სოციალური პრობლემების სფეროში მისდამი დაქვემდებარებული დამხმარე ორგანოებისა და ინსტიტუტების საქმიანობას. საბჭო შედგება 54 წევრისგან, რომელიც გენერალური ასამბლეის მიერ სამი წლის ვადით აირჩევა. გადაწყვეტილება ორგანოში მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით. ფუნქციები და მოვალეობები: ეკოსოსი უმნიშვნელოვანესი ფორუმია, რომელზეც განიხილავენ საერთაშორისო სისტემაში არსებულ ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემატიკას, შეიმუშავებენ რეკომენდაციებს წევრ-სახელმწიფოთა მთავრობებისა თუ გაეროს სისტემის შემადგენელი ორგანიზაციებისთვის; ე. სწავლობს, აანალიზებს და რეკომენდაციებს გასცემს საერთაშორისო სისტემაში არსებულ ეკონომიკურ, სოციალურ, განათლების, კულტურისა თუ ჯანდაცვის სფეროებთან დაკავშირებულ საკითხებზე; მეთვალყურეობას უწევს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საკითხებს და ზრუნავს მათ განვითარებაზე; ე. რეგულარულად იწვევს საერთაშორისო კონფერენციებს და ამზადებს გენერალური ასამბლეისთვის წარსადგენ კონვენციათა სამუშაო მასალებს; კონსულტაციებისა და რეკომენდაციების გაწევის გზით კოორდინაციას უწევს სპეციალიზებული სააგენტოების საქმიანობას. ასრულებს მეკავშირის როლს მათ და წევრ-სახელმწიფოთა მთავრობებსა თუ თავად გენერალურ ასამბლეას შორის; ე. მუდმივად აწარმოებს კონსულტაციებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომელთა საქმიანობა უშუალოდ უკავშირდება საბჭოს ინტერესებს. უკანასკნელ წლებში ე.-მა გააძლიერა საკოორდინაციო ფუნქციები, რითაც მას მეტი საშუალება ეძლევა, წარმატებით განახორციელოს საკუთარი ფუნქციები ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, საგანმანათლებლო თუ სხვა მსგავს პრობლემატიკასთან დაკავშირებით.

გაეროს პროგრამები (United Nations Programmes) - გენერალური ასამბლეის მიერ ჩამოყალიბებული სპეციალური დაწესებულებები [გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი (UNHCR), გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენცია (UNCTAD), (UNV), გაეროს გარემოს დაცვის პროგრამა (UNEP), გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA), მსოფლიო სასურსათო პროგრამა (WFP), გაეროს ადამიანთა დასახლებების ცენტრი (ჰაბიტატი - Habitat), გაეროს განვითარების ფონდი ქალთათვის (UNIFEM), ნარკოტიკების კონტროლისა და დანაშაულის პრევენციის ოფისი (ODCCP), გაეროს უნივერსიტეტი (UNU)], რომლებიც მუშაობენ კონკრეტული მიმართულებით. პროგრამები მჭიდროდ თანამშრომლობენ გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოსთან და, როგორც წესი, ანგარიშვალდებულნი არიან გენერალური ასამბლეის ან უშიშროების საბჭოს წინაშე. პროგრამების უმრავლესობა განვითარების მიმართულებით საქმიანობს, რამდენიმე ორგანო კი ყურადღებას ამახვილებს კვლევაზე განვითარების კუთხით.

გაეროს საერთაშორისო სასამართლო (International Court of Justice) - გაეროს წესდებით ჩამოყალიბებული ორგანო, რომელიც განლაგებულია ჰააგაში (ნიდერლანდები). ს.ს. განიხილავს დავებს, რომლებშიც მოსარჩელე მხარეებს წარმოადგენენ სახელმწიფოები. საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებები რეკომენდაციის ხასიათს ატარებს და კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით დასკვნით შემოიფარგლება. შეხედულებებსა და დასკვნებს ს.ს. წარუდგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციას. ს.ს.-ს სტატუსი წესდების შემადგენელი ნაწილია. სახელმწიფო გაეროს წესდებასთან მიერთებით ს.ს.-ს სტატუტსაც ავტომატური წესით უერთდება. გაეროს ამ ორგანოს შეიძლება მიმართოს ნებისმიერმა წევრმასახელმწიფომ. ს.ს.-ს სტატუტთან მიერთებული ქვეყნები, რომლებიც სასამართლოში განსახილველი საკითხის მხარეს წარმოადგენენ, სარგებლობენ განაწესითა და პროცედურით, რომელსაც თავად სტატუტი განსაზღვრავს. ქვეყნები, რომლებიც მას არ უერთდებიან, უშიშროების საბჭოს მიერ დადგენილი პროცედურების მიხედვით მოქმედებენ. ს.ს. 15 წევრისგან შედგება, რომლებსაც გენერალური ასამბლეა და უშიშროების საბჭო ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ირჩევს. შერჩევა ხდება მათი კვალიფიკაციის (და არა ეროვნების, ანუ სახელმწიფოებრივი კუთვნილების) საფუძველზე. ს.ს.-ში წარმოდგენილი უნდა იყოს მსოფლიოს ყველა ძირითადი სამართლებრივი სისტემა. დაუშვებელია ერთი სახელმწიფოდან ორი მოსამართლის არჩევა. ს.ს.-ს წევრებს ცხრა წლის ვადით ირჩევენ და ამ ვადის დასრულების შემდეგ კვლავ შეუძლიათ პრეტენზია განაცხადონ მოსამართლის მანტიაზე. ს.ს.-ს წევრს უფლება არ აქვს პარალელურად სხვა საქმიანობით იყოს დაკავებული. ს.ს. საკითხებს სრული შემადგენლობით განიხილავს, მაგრამ მხარეთა მოთხოვნის საფუძველზე საკითხის განხილვა შესაძლებელია მცირე შემადგენლობითაც. მის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება ს.ს.-ს სრული შემადგენლობის მიერ დადგენილი გადაწყვეტილების ტოლფასია. სასამართლო პროცესი საჯაროა. მხარეთა მოთხოვნით შეიძლება მისი დახურული სახით წარმოებაც.

გაეროს სამდივნო (UN Secretariat) -გაეროს ძირითადი აღმასრულებელი რგოლი, რომელიც კოორდინაციას უწევს ორგანიზაციის მიერ შემუშავებული პოლიტიკისა და კურსის განხორციელებას; ახდენს გაეროს პროგრამებისა და პროექტების ადმინისტრირებას. გ.ს.-ს ხელმძღვანელობს გენერალური მდივანი, რომელსაც გენერალური ასამბლეა, უშიშროების საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, ხუთი წლის ვადით ირჩევს. გ.ს.- ს საქმიანობა მოიცავს სამშვიდობო ოპერაციებს, მდგრად განვითარებას და ადამიანის უფლებებს, ეკონომიკურ და სხვა საკითხებს. მის მოვალეობებში შედის მსოფლიოს ინფორმირება მიმდინარე საკითხების და, საერთოდ, ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ. ასევე, პლანეტის ყველაზე მტკივნეულ საკითხებზე საერთაშორისო კონფერენციების ორგანიზება, გაეროს გადაწყვეტილებების ცხოვრებაში გატარების მონიტორინგი თუ გაეროს დოკუმენტების თარგმნა ორგანიზაციის ოფიციალურ ენებზე. დღეს, გ.ს.-ს საერთაშორისო პერსონალი 8.6 ათასზე მეტ კაცს აერთიანებს, რომლებიც 170-ზე მეტ სახელმწიფოს წარმოადგენენ. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სამოქალაქო პერსონალიც და გენერალური მდივანიც ამა თუ იმ სახელმწიფოს მოქალაქეები არიან, ისინი მთლიანად გაეროს ექვემდებარებიან და ინსტრუქციებსა თუ მითითებებს მხოლოდ მისგან იღებენ. წევრ-სახელმწიფოებს ეკრძალებათ ინფორმაციის მიღების ან გარკვეული მითითების შესრულების მიზნით რაიმე ზეწოლა თავიანთ მოქალაქეებზე, რომლებიც გ.ს.-ში მუშაობენ. გაეროს საერთაშორისო პერსონალის ძირითადი ნაწილი ნიუ-იორკში, შტაბბინაშია დასაქმებული. მათი ნაწილი ჟენევის, ვენისა და ნაირობის ოფისებში საქმიანობს.

გაეროს სამეურვეო საბჭო (UN Trusteeship Council) - გაეროს ძირითადი ორგანო, რომლის ჩამოყალიბების უმთავრეს მიზანს ერთიანი სისტემის მეშვეობითსამანდატო (სამეურვეო) ტერიტორიების მეთვალყურეობა წარმოადგენს. ორგანოს ფუნქცია განსაზღვრულია გაეროს წესდებით. მას 11 ასეთი ტერიტორიის მოსახლეობის კეთილდღეობის განვითარება და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის პროცესის ხელშეწყობა ევალება. ს.ს. უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრით დაკომპლექტდა: აშშ, დიდი ბრიტანეთი, სსრკ (ამჟამად სსრკ-ის ადგილი რუსეთის ფედერაციას უკავია, როგორც სსრკ-ის სამართალმემკვიდრეს), საფრანგეთი და ჩინეთი. ს.ს.-ს უფლება მიეცა, გამოეკვლია და განეხილა ასეთი ტერიტორიების მმართველი აღმასრულებელი ხელისუფლების ანგარიშები ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით, შეემუშავებინა და განეხილა პეტიციები და სხვადასხვა რაიონში მიევლინა სპეციალური მისიები. დღესდღეობით დამოუკიდებლობა მოპოვებული აქვს ყველა სამანდატო ტერიტორიას. 1994 წლის ოქტომბერში უკანასკნელი ასეთი ტერიტორიის, ოკეანეთში მდებარე აშშ-ის მმართველობის ქვეშ მყოფი კუნძულის (პალაუ) დამოუკიდებლობის მოპოვებასთან დაკავშირებით ს.ს.-ს ფუნქციონირება შეჩერდა. მიღებული გადაწყვეტილებით პირველი მოთხოვნისთანავე საბჭოს საქმიანობა განახლდება.

გაეროს უშიშროების საბჭო (UN Security Council) - მთავარი პასუხისმგებელი ორგანო საყოველთაო მშვიდობის შენარჩუნებაზე; შედგება 15 წევრისგან. ხუთი მათგანი - აშშ, დიდი ბრიტანეთი, რუსეთის ფედერაცია, საფრანგეთი და ჩინეთი - საბჭოს მუდმივი წევრის სტატუსით სარგებლობენ. დროებითი 10 წევრი კი ორი წლის ვადით, გეოგრაფიული პრინციპის გათვალისწინებით, გენერალური ასამბლეის მიერ აირჩევა. უ.ს.-ს მუდმივი წევრები სარგებლობენ ერთპიროვნული ვეტოს უფლებით, ანუ გადაწყვეტილების მიღებისას ერთ-ერთი მათგანის უარი საკითხის ჩავარდნას ნიშნავს. გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა საბჭოს 9 წევრის თანხმობა, ამასთან, არც ერთი მუდმივი წევრი საკითხის წინააღმდეგი არ უნდა იყოს. თუ მუდმივი წევრი არ ეთანხმება გადაწყვეტილებას, მაგრამ არც მისი საბჭოში ბლოკირება სურს, მას შეუძლია თავი შეიკავოს - ეს ვეტოს პრინციპს არ აამოქმედებს. უ.ს.-ს ფუნქციებსა და კომპეტენციაში შედის შემდეგი საკითხები: საყოველთაო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა; საერთაშორისო დავების ან იმ სიტუაციების შესწავლა, რომელთაც შეუძლიათ საერთაშორისო არენაზე ახალი დაძაბულობის კერა წარმოქმნან; აღნიშნული სახის დაძაბულობის განმუხტვის ან მოგვარების მეთოდების შემუშავება; შეიარაღებაზე კონტროლის სისტემის ჩამოყალიბების გეგმის შემუშავება; მშვიდობისადმი მუქარის ან აგრესიის ფაქტების გამოვლენა და მათ აღსაკვეთად რეკომენდაციების შემუშავება; აგრესიის აღკვეთის მიზნით გაეროს წევრი-სახელმწიფოებისთვის ეკონომიკური ან სხვა სახის სანქციების (რომლებიც შეიარაღებული ძალების გამოყენებას არ ითვალისწინებს) დაწესებისკენ მოწოდება; აგრესორის წინააღმდეგ შეიარაღებული აქციის განხორციელება; ორგანიზაციაში ახალი წევრისთვის რეკომენდაციის გაწევა; გაეროს მხრიდან „სტრატეგიული რაიონების” მეთვალყურის ფუნქციის განხორციელება; გენერალური ასამბლეისთვის გენერალური მდივნის კანდიდატურისთვის რეკომენდაციის გაწევა და ასამბლეასთან ერთად საერთაშორისო სასამართლოს შემადგენლობის არჩევა.

გაზეთი (newspaper) [იტალ. Gazzetta <gazeta ძველებური ვენეციური მონეტა, რომლითაც ყიდულობდნენ გაზეთს] - მიმდინარე პოლიტიკური, საზოგადოებრივი მოვლენების ამსახველი, ჩვეულებრივ ყოველდღიური, დიდი ფურცლების ფორმის პერიოდული გამოცემა.

გაკოტრება (bankruptcy, business failure, bust, crash, failure, smash) [<იტალ. bancarotta] - ფინანსური კრახი, რომელიც გამოწვეულია საწარმოს შეუძლებლობით დააკმაყოფილოს კრედიტორების მოთხოვნები და სხვა ვალდებულებები. საწარმოს გაკოტრებულად გამოცხადება ხდება სასამართლოს მიერ.

გაკოტრების საქმის წარმოება (bankrupt legal procedure; bankrupt legal proceedings) - კერძო ვალაუვალი მოვალის ეკონომიკური და ფინანსური სირთულეების საფუძვლიანი გადაწყვეტა სასამართლოში სანაციის ან სასამართლოსმიერი ლიკვიდაციის საშუალებით (საქართველოს კანონი გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ”, მუხლი 2.1).

გალონი (gallon) [ინგლ. gallon] - ინგლისში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რიგ ქვეყნებში: თხევადი და ფხვიერი სხეულების სხვადასხვა ტევადობის საწყაო (3,5-დან 4,5 ლიტრამდე).

გამართლებული (defensible, justified) - პირი, რომლის მიმართაც გამოტანილია სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი”, მუხლი 44).

გამგებელი (governor) - საქართველოს კანონმდებლობით, სოფლის, თემის, დაბის, ქალაქის აღმასრულებელი ორგანოს მეთაური, რომელსაც ირჩევს შესაბამისი საკრებულო თავისი შემადგენლობიდან. იმ ქალაქში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 5000-ზე მეტია, გამგებელი ირჩევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი და ფარული კენჭისყრით, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით. რაიონის გამგებელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო ავტონომიურ რესპუბლიკაში - შესაბამისი წარმომადგენლობითი ორგანო საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით. გამგებელი უძღვება გამგეობის საქმიანობას, ანაწილებს ფუნქციებს გამგეობის წევრებს შორის, იწვევს და თავმჯდომარეობს გამგეობის სხდომებს, ორგანიზაციას უწევს ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის შედგენას, უზრუნველყოფს დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებას, ახორციელებს კანონით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას (საქართველოს კანონი ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ, თავი II).

გამგეობა (local government) - ადგილობრივი მმართველობის ორგანო. საქართველოს კანონმდებლობით, სოფლის, თემის, დაბის, ქალაქის და რაიონის საკრებულოს აღმასრულებელი ორგანო. იმ სოფელსა და თემში, რომელთა მოსახლეობის რაოდენობა სამი ათას კაცს არ აღემატება, გამგეობა არ იქმნება და მის ფუნქციას უშუალოდ გამგებელი ახორციელებს. გამგეობა უზრუნველყოფს საკრებულოსა და გამგებლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას, შეიმუშავებს ბიუჯეტის პროექტს, უზრუნველყოფს დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებას, ახორციელებს კანონით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას (საქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ”, მუხლი 9-10, 23)

... გამია [<ბერძ. gamos ქორწინება] -რთული სიტყვების მეორე შემადგენელი ნაწილი, რომლის მნიშვნელობა დაკავშირებულია ქორწინებასთან, შობასთან, წარმოშობასთან.

გამომძიებელი (examining magistrate; investigator) - პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის თანამდებობის პირები, რომლებიც გამოძიებას აწარმოებენ სრული მოცულობით (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 44).

გამოძალვა (extortion; blackmail შანტაჟი) - სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების გადაცემის ან ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნა, რასაც თან ერთვის დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების, ან მათი ნივთის განადგურების, ან დაზიანების, ანდა სახელგამტეხი ცნობის გახმაურება ან სხვა ისეთი ცნობის გავრცელების მუქარა, რამაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მათი უფლებები. ისჯება ჯარიმით ან ტუსაღობით ვადით 6 თვემდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით 4 წლამდე. უფრო მკაცრად ისჯება გამოძალვა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში: ჯგუფურად, არაერთგზის, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით და ა.შ. (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 181).

გამოძიების ადგილი (place of investigation) - საგამოძიებო ორგანოს ადმინისტრაციული შენობის განთავსების ადგილი (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 44).

გამოძიების მოსამართლე (judge of investigation procedure) - აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების, აგრეთვე, თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების საგამოძიებო კოლეგიების მოსამართლე, რომელიც წყვეტს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ საკითხებს (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 44).

გამოძიების ორგანოები (inquest/ investigation bodies) - სახელმწიფო ორგანოები, რომელთა გამომძიებლები აწარმოებენ სისხლის სამართლის საქმეთა წინასწარ გამოძიებას. საქართველოში ასეთი ორგანოებია პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს შესაბამისი სამსახურები. სამხედრო გამომძიებლები არიან პროკურატურის გამომძიებლები. ყველა გამომძიებელს უწყებრივი კუთვნილების მიუხედავად, აქვს თანაბარი უფლება-მოვალეობები. უწყებრივი და პერსონალური საგამოძიებო ქვემდებარეობა განსაზღვრულია კანონით (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 61-62).

გამოქვეყნება (promulgation) - კანონით დადგენილი წესით საჯარო რეესტრში საჯარო ინფორმაციის შეტანა და საჯარო ინფორმაციის საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

გამოქვეყნება ნორმატიული აქტის (promulgation of normative act) - ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში ნორმატიული აქტის გამოქვეყნება, რომელთანაც დაკავშირებულია აღნიშნული ნორმატიული აქტის ძალაში შესვლა.

გამყიდველი (seller) - 1. პირი, რომელიც ახორციელებს მის ხელთ არსებული საქონლის ან მომსახურების რეალიზებას; 2. ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით პროდუქციის გამსაღებელი საწარმო, ორგანიზაცია, დაწესებულება ან მოქალაქე (მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებსაქართველოს კანონი).

განაკვეთი ნულოვანი (zero rate) - გადასახადი, რომელიც გადამხდელს უბრუნდება საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული პირობის დადგომის შემთხვევაში. მაგ: საქონლის ექსპორტი იბეგრება დამატებული ღირებულების გადასახადის ნულოვანი განაკვეთით - საქონლის ექსპორტის შემთხვევაში, ექსპორტირებული საქონლის ოდენობის შესაბამისად საქონლის წარმოებისას გადახდილი გადასახადი უბრუნდება გადამხდელს.

განაღდება (withdraw from an account/cashing) - საკრედიტო დაწესებულებაში არსებული ფულადი თანხის, ფასიანი ქაღალდის და სხვა ფასეულობის ნაღდ ფულად გადაქცევა.

განაჩენი (judgement, writ) - პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ბრალდებულს ცნობს დამნაშავედ დანაშაულის ჩადენაში ან ამართლებს მას (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი”, მუხლი 44).

განვითარება (development) - იგივეა, რაც ევოლუცია, გენეზისი: მატერიისა და ცნობიერების კანონზომიერი შეცვლა, მათი უნივერსალური თვისება, დაბალი და ნაკლებმნიშვნელოვანიდან მაღალი და სრულფასოვანისაკენ სვლა; განვითარება შეიძლება იყოს ან ექსტენსიური, რაც უკვე არსებულის გაზრდა-გაფართოებას გულისხმობს, ანდა ინტენსიური, რაც თვისებრივად ახალი ფორმებისა და შინაარსის მიღწევას ნიშნავს.

განკარგულება (order; instruction, direction) - აღმასრულებელი ხელისუფლების კანონქვემდებარე აქტი, რომელიც აწესრიგებს ან წყვეტს რაიმე კონკრეტულ საკითხს.

განკარგულება გადასაცემი (transfer order) - აქციათა რეგისტრატორისათვის გადასაცემი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს აქციების გადაცემის მოთხოვნებს.

განსაიდუმლოება (declassify) - სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობებთან დაშვებისა და მათი გავრცელების შეზღუდვების მოხსნა (საქართველოს კანონი სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ”, მუხლი 1.5).

განსასჯელი (defendant, accused, prisoner at the bar) - ბრალდებული, რომლის მიმართაც პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე წარმოებაში მიიღო და რომელიც სამართალში მისცა (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი”, მუხლი 75.3).

განყოფილება (branch) - 1. დაწესებულების ან საწარმოს ნაწილი, მისი სტრუქტურული ქვედანაყოფი. მაგ., კადრების გ.; 2. დაწესებულება, რომელიც შედის რაიმე ორგანიზაციის შემადგენლობაში. მაგ., განათლების გ.; 3. ჟურნალის, გაზეთის თემატურად გაერთიანებული ნაწილი. მაგ., ქრონიკის გ.; 4. თეატრალური სანახაობის (კონცერტის) ნაწილი. მაგ., საკონცერტო გ.

განძი (treasure) - საგანი, რომელიც ისე დიდხანს იყო დაფლული, რომ შეუძლებელია მისი მესაკუთრის დადგენა. აღმოჩენის შემთხვევაში საკუთრება სანახევროდ გადადის აღმომჩენსა და იმ მესაკუთრეზე, რომლის ნაკვეთშიც იქნა განძი ნაპოვნი (საქართველოს სამოქალაქო კოდექსი”, მუხლი 192).

განჩინება (writ) - პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოების მიერ ნებისმიერ საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება, განაჩენის გარდა (საქართველოს „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი”, მუხლი 44).

განჩინება კერძო (დადგენილება) (private writ) - სასამართლოს სათანადო საფუძვლის არსებობისას გამოტანილი განჩინება დადგენილება), რომლითაც სახელმწიფო ორგანოს, საზოგადოებრივი ორგანიზაციის, პოლიტიკური გაერთიანების ან თანამდებობის პირის ყურადღებას ამახვილებს საქმეზე დადგენილი კანონის დარღვევის ფაქტზე, დანაშაულის ჩადენის მიზეზსა და ხელშემწყობ პირობებზე, რომლებიც საჭიროებს სათანადო ზომების მიღებას (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი”, მუხლი 50)

განცხადება (statement, application, claim) - 1. რაიმე ინფორმაციის წერილობითი ან ზეპირი ფორმით წარდგენა; 2. უფლების მოპოვებაზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემით დაინტერესებული მხარის მიერ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით შეტანილი წერილობითი მოთხოვნა (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი”, მუხლი 2, ნაწილი 1).

გარანტი (warantor, (exchange) anderwriting, (economics) surety) - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც გასცემს გარანტიას.

გარანტია (backing, guaranty, warrant, (bank) guarantee, surety, (book-keeping) voucher, (customs) bond, (industrial economy) andertaking, (insurance) assurance, (legal) security) [გერმ. garantie, ფრანგ. garantie] - 1. ფინანსურად მყარი, მაღალრეიტინგული საწარმოების ან სპეციალური დაწესებულებების მიერ გაცემული საგარანტიო ვალდებულება (ვალდებულებების ერთობლიობა). საგარანტიო ვალდებულებათა სუბიექტებად ძირითადად გამოდიან ბანკები და შედარებით ნაკლებად - თავად საწარმო მსესხებლები. ზოგიერთ ქვეყანაში საგარანტიო ვალდებულებებს გასცემენ სპეციალური სამთავრობო ორგანიზაციები, რომელთაც მიზნობრივი ფონდები აქვთ; 2. ფიზიკური ან იურიდიული პირის ვალდებულება მთლიანად ან ნაწილობრივ პასუხი აგოს კრედიტორის წინაშე, მოვალის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში; 3. გამყიდველის (მწარმოებლის, მიმწოდებლის) ვალდებულება გარკვეული ვადის განმავლობაში პასუხი აგოს გაყიდული (წარმოებული, მიწოდებული) საქონლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარისხის შენარჩუნებაზე.

გარანტიების კლასიფიკაცია (warrant allocation, guarantee clasification) - გარანტიების კლასიფიკაცია ხდება საგარანტიო ვალდებულებების სუბიექტის, გაფორმების წესის, გადახდის გარანტიისთვის გამოყენებული სახსრების წყაროების მიხედვით.

გარდაცვალების მომენტი (moment of death) - ფიზიკური პირის თავის ტვინის ფუნქციონირების შეწყვეტა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსი”, მუხლი 11.3); ტვინის სიკვდილი კი არის სპეციალური საშუალებებით სუნთქვისა და სისხლის მიმოქცევის შენარჩუნების ფონზე თავის ტვინისა და ზურგის ტვინის საწყისი სეგმენტების ფუნქციის შეუქცევადი შეწყვეტა (საქართველოს კანონიჯანმრთელობის დაცვის შესახებ”, მუხლი 3).

გარიგება (deal, trade, transaction, bargain) - 1. შეთანხმება ორ ან მეტ პირს შორის; 2. სამართლებრივი ურთიერთობების წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ მიმართული ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსი”, მუხლი 50).

გარიგება გირაოთი (transaction at pown, pledge transaction) - გარიგების ერთი მხარის მიერ გარიგების დადების მომენტში მეორე მხარისთვის გარკვეული ფულადი თანხის ან მატერიალური ფასეულობის მიცემა საკუთარ ვალდებულებათა შესრულების გარანტიის სახით.

გარიგება დეპორტული (transaction “deport”) - გარიგება, რომელიც ითვალისწინებს ფასიანი ქაღალდების ყიდვას მიმდინარე დღეს დადგენილი კურსით გარკვეული დროის შემდეგ შემცირებული ფასით გაყიდვის პირობით.

გარიგება ,,ოფსეტი (transaction “offset”) - შემხვედრი ვაჭრობის ერთერთი ფორმა, რომელიც საქონლისა და მომსახურების გაცვლის გარდა ითვალისწინებს კაპიტალის დაბანდების შესაძლებლობას სხვადასხვა მომსახურების და შეღავათების სანაცვლოდ.

გარიგება პირობითი (conditional transaction) - გარიგება, რომლის შედეგების იურიდიული შესრულება რაიმე შემთხვევაზეა (მოვლენაზე ან მესამე პირის ქმედებაზეა) დამოკიდებული. შემთხვევა შეიძლება დადგეს ან არ დადგეს მომავალში. გარიგება პირობითად არ ჩაითვლება, თუ მითითებული შემთხვევა შესრულების მომენტში დადგა ან ცნობილია მისი დადგომის მომენტი.

გარიგება პრემიით (option business) - გარიგება, რომლის დროსაც ერთ-ერთი მხარე შეთანხმებული გასამრჯელოთი (პრემიით) მეორე მხარისგან იძენს უფლებას განსაზღვრულ დღემდე უარი თქვას გარიგებაზე ან შეცვალოს გარიგების საწყისი პირობები.

გარიგება რეალური საქონლით (spot business, spot transaction) - გარიგება, რომლის დროსაც გამყიდველი საქონელს გადასცემს მყიდველს ხელშეკრულებაში შეთანხმებული პირობების მიხედვით და ანაზღაურება ხდება მყიდველის საკუთრებაში მის გადასვლისთანავე.

გარიგება საბირჟო (bargains, floor transaction) - საბირჟო საქონელზე დადებული ხელშეკრულება, რომელიც საბირჟო ვაჭრობის მონაწილეთა შორის საბირჟო საქონელზე და საბირჟო ვაჭრობის დროს ფორმდება საჯაროდ და რეგისტრაციაში ტარდება ბირჟის მიერ (საქართველოს კანონისასაქონლო ბირჟებისა და საბითუმო ვაჭრობის შესახებ”, მუხლი 6.2).

გარიგება საეჭვო (queer transaction) - გარიგება (მიუხედავად მისი თანხის ოდენობისა), რომელზედაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ იგი დაიდო ან შესრულდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით (არა აქვს დასაბუთებული ეკონომიკური (კომერციული) შინაარსი ან აშკარა კანონიერი მიზანი, არ შეესაბამება გარიგების მონაწილე პირის ჩვეულებრივ საწარმოო საქმიანობას, შეუძლებელია გარიგების მონაწილე პირის იდენტიფიკაცია ან გარიგების თანხის წარმოშობის დადგენა და ა.შ.), ან, რომ მისი მონაწილე რომელიმე პირი დაკავშირებულია ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირებთან, ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი ან საცხოვრებელი ადგილი არის არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ზონაში, ან, რომ მისი თანხის გადარიცხვა ხდება ასეთ ზონაში ან ასეთი ზონიდან (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებსაქართველოს კანონი, მუხლი 2).

გარიგება საკრედიტო (credit transaction) - გარიგება, რომლის დროსაც საბროკერო კანტორა საბირჟო გარიგების შესრულებისთვის ბანკში კრედიტს იღებს და შემდგომი რეალიზაციის მიზნით ბირჟაზე იძენს მისთვის საჭირო საქონელს.

გარიგებასვოპი (swop transaction) - გარიგება, რომლის დროსაც ბრუნვიდან ამოიღება ობლიგაციები და მის სანაცვლოდ მიმოქცევაში გაიშვება აქციები; ოპერაცია ხორციელდება ვალდებულებების ან აქტივების სტრუქტურის გაუმჯობესების, რისკის ან ხარჯების შემცირების, მოგების მიღების მიზნით.

გარიგება ფასების შემდგომი ფიქსაციით, (deal (transaction) with price fiction afterward) - გარიგება რეალური საქონლით, რომლის დროსაც ხელშეკრულების დადების მომენტში მხარეები საბირჟო კოტირებისთვის მხოლოდ პრემიას აფიქსირებენ, ხოლო მყიდველის ან გამყიდველის სურვილის მიხედვით ფიუჩერსი დადგინდება შემდგომ, საქონლის მიწოდების ვადის გასვლამდე დროის ნებისმიერ მონაკვეთში.

გარიგება ფიუჩერსული (future business) - გარიგება საბირჟო საქონლის მიწოდების სტანდარტულ კონტრაქტებზე, საქონლის მიწოდების შესახებ კონტრაქტების ყიდვაზე, რომლის აუცილებელი პირობა ითვალისწინებს საქონლის რეალიზაციას კონტრაქტში მითითებული ფასით, გარიგების დადებიდან განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ (საქართველოს კანონი სასაქონლო ბირჟებისა და საბითუმო ვაჭრობის შესახებ”, მუხლი 2).

გარიგება ფორვარდული (forward business, future) - საბირჟო გარიგება, რომელიც იდება, როგორც რეალურ საქონელზე, ისე განსაზღვრულ ვადაში (მომავალში) დასამზადებელ საქონელზე ხელშეკრულების დადებისას შეთანხმებული და ხელშეკრულებაში მითითებული ფასით (საქართველოს კანონი სასაქონლო ბირჟებისა და საბითუმო ვაჭრობის შესახებ”, მუხლი 2).

გარიგების ერთეული (trading unit) - ყიდვა-გაყიდვის გარიგების დასადებად აუცილებელი საქონლის ან ფასიანი ქაღალდების მინიმალური რაოდენობა.

გასამრჯელო (contribution, proceeds, earnings, receipts, takings, return, yeld) - იხ. ანაზღაურება; გაწეული შრომის საფასური, საზღაური.

გასხვისება (alienation, expropriation) - ნივთზე განკარგვის უფლების მქონე მფლობელის, მესაკუთრის მიერ საკუთრების უფლების გადაცემა სხვა პირზე მუდმივად ან დროებით.

გაუქმება (abate, abolish, annihilate, call off, cancel, disestablish, repeal, rescind, reverse, revoke) - ხელშეკრულების, ანგარიშის და ა.შ. ანულირება, სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება.

გაფიცვა (strike, turnout, walk-out) - კოლექტიური შრომითი დავის მოწესრიგების მიზნით მუშაკთა დროებითი, ნებაყოფლობითი უარი შრომითი მოვალეობების მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულებაზე (საქართველოს კანონი კოლექტიური შრომითი დავის მოწესრიგების შესახებ”, მუხლი 2).

გაქირავება (rent, hire, lease) - იხ. ხელშეკრულება ქირავნობის.

გაყოფა ნატურით (divide in kind, nature split, split in kind) - რამდენიმე საწარმო ერთეულისგან შემდგარი საწარმოს დაყოფა მის შემადგენლობაში მყოფ საწარმოებად, თითოეულ მათგანს შეუძლია შემდგომში გააგრძელოს საქმიანობა, როგორც დამოუკიდებელმა ორგანიზაციულ- სამართლებრივმა ერთეულმა. „შემადგენლობაში მყოფი საწარმო” წარმოადგენს საწარმოო-ორგანიზაციულად განცალკევებად ერთეულს, რომელსაც აქვს საკუთარი საქმიანობის სფერო. ნატურით გაყოფა დაიშვება საბალანსო ღირებულებით (მეწარმეთა შესახებსაქართველოს კანონი, მუხლი 14.6).

გაშვება (allow, pass) - საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო გაფორმების შემდეგ საქონლის ან სატრანსპორტო საშუალებების გადაცემა პირის სრულ განკარგულებაში (საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 5).

გეგმა (plan) - 1. ნახაზი, რომელიც სიბრტყეზე გამოხატავს რაიმე ადგილს ან ნაგებობას. მაგ., ქალაქის გ., შენობის გ.); 2. წინასწარ შემუშავებულ ღონისძიებათა სისტემა, რომელიც ითვალისწინებს სამუშაოთა შესრულების წესს, თანმიმდევრობას, ვადებს (მაგ. კვარტალის გ., სტრატეგიული გ., საწარმოო გ. და სხვ.); 3. მოკლე გადმოცემა, რაიმე ნაწარმოების, გამოკვლევის და სხვ. პროგრამა; ქარგა; მოხსენების გეგმა; 4. წინასწარ მოფიქრებული რამ, რაც უნდა განხორციელდეს. მაგ., სამოქმედო გ., მოგზაურობის გ.).

... გეიტი [<ინგლ. gate] - სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს წრეებში კორუფციის შედეგად პოლიტიკური სკანდალის აღმნიშვნელი რთული სიტყვების შემადგენელი ბოლო ნაწილი (ვოთერგეიტი, ირანგეიტი).

გენდერული [<ინგლ. gender სქესი] - ადამიანის სქესთა შორის განსხვავებასთან დაკავშირებული.

... გენეზი (სი) [<ბერძ. genesis წარმოშობა] - უცხოენოვანი რთული სიტყვების მეორე შემადგენელი ნაწილი - აღნიშნავს გვარის გაგრძელებას, ჩამომავლობას, განვითარებას.

გენეალოგია (genealogy) [ბერძ. genealogia საგვარტომო, გვარტომობითი] - 1. ისტორიის დამხმარე დისციპლინა, რომელიც შეისწავლის გვარების ისტორიას და ადგენს საგვარეულო ნუსხებს; 2. გვარის, ტომის ისტორია; საგვარეულო ნუსხა; 3. ბიოლ. ცხოველთა ან მცენარეთა გვარების წარმოშობა.

გენერალ-ლეიტენანტი (lieutenantgeneral) - იხ. სამხედრო წოდებები.

გენერალ-მაიორი (major-general) - იხ. სამხედრო წოდებები.

გენერალური სავაჭრო მინდობილობა (პროკურა) (trade procurement, general trade procuration, general trade authorization) - მინდობილობა, რომელიც რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში. იგი იძლევა უფლებამოსილებას სასამართლოსა და სხვა ურთიერთობებში განხორციელდეს ყველა იმ სახის საქმიანობა და სამართლებრივი მოქმედება, რომლებიც დაკავშირებულია საწარმოს ფუნქციონირებასთან (საქართველოს კანონი მეწარმეთა შესახებ”, მუხლი 10.3).

გენოციდი (genocide) [გერმ. Genozid <ბერძ. genos გვარეულობა, თაობა + ლათ. caedere დახოცვა] - ნაციონალური, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ნიშნის მიხედვით მოსახლეობის ცალკეული ჯგუფის მთლიანი ან ნაწილობრივი განადგურებისაკენ, გადასახლებისკენ მიმართული ნებისმიერი ქმედება.

გეოპოლიტიკა (ინგლ. geopolitics) [<ბერძ. ge მიწა + politike სახელმწიფოს მართვის ხელოვნება] - 1. მე-19-20 საუკუნეების მიჯნაზე აღმოცენებული პოლიტიკური კონცეფცია, რომლის მიხედვით სახელმწიფოს პოლიტიკა (უპირატესად საგარეო) წინასწარ განსაზღვრულია გეოგრაფიული ფაქტორებით (ქვეყნის ადგილმდებარეობა, ბუნებრივი რესურსები, კლიმატი და ა.შ.); 2. გეოგრაფიული ფაქტორის გათვალისწინებაზე დაფუძნებული სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკა.

გერბი (emblem, arms, heads) [პოლ. herb <შდრ. erbe მემკვიდრეობა] - დროშაზე,ბაირაღზე, მონეტაზე (სხვა ფულად ნიშანზე), ბეჭდებზე გამოსახული სახელმწიფოს, ქალაქის, წოდების ან წარჩინებული გვარის განმასხვავებელი ნიშანი.

გერონტოკრატია [<ბერძ. Geron (gerontos) ბერიკაცი, მოხუცებული] - 1. საზოგადოებრივი წყობილების ადრეული ფორმა, რომლის დროსაც ძალაუფლებას ფლობდა უხუცესთა საბჭო; 2. გადატ. ხელისუფლებაში ხანშიშესული ადამიანების სიმრავლე.

გვარდია (Guards) [პოლ. Gwardja <იტალ. guardia დაცვა <ინგლ. to guard დარაჯობა <ძვ. ინგლ. weard დაცვა] - რჩეული, საუკეთესო ჯარი.

გვარი (surname) - 1. სისხლით ნათესავთა ჯგუფი, რომლის წევრები თავიანთ წარმომავლობას საერთო წინაპარს უკავშირებენ; 2. დაბადებით ან ქორწინებით მიღებული შთამომავლობით გარდამავალი გვარეობითი სახელწოდება, რომელიც ერთვის ადამიანის სახელს. საქართველოს კანონმდებლობით, დაქორწინების დროს მეუღლეებს სურვილისამებრ შეუძლიათ აირჩიონ ერთ-ერთი მეუღლის გვარი, ანდა თითოეულმა დაიტოვოს თავისი ქორწინებამდელი გვარი, ანდა თავისი გვარი შეუთავსოს მეუღლის გვარს. შვილის გვარი განისაზღვრება მშობლების გვარის მიხედვით. მშობლებს შორის ქორწინების შეწყვეტა არ იწვევს გვარის გამოცვლას, მაგრამ მშობელს, რომელთანაც შვილი რჩება, უფლება აქვს, შვილის ინტერესების შესაბამისად, მიმართოს სასამართლოს ბავშვისათვის მისი გვარის მიკუთვნების შესახებ. თუ ბავშვი ათ წელზე მეტი ხნისაა, გვარის შეცვლისათვის საჭიროა მისი თანხმობა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1154, 1195-1196). სრულწლოვან მოქალაქეთა მიერ გვარის გამოცვლა ნებადართულია საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში (გვარის არაკეთილხმოვანება, გამოთქმის სიძნელე და ..).

გიგა ... [<ბერძ. gigas გიგანტური] - რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი, რომელიც აღნიშნავს ფიზიკური სიდიდის ერთეულს, შეესაბამება 1 მლრდ საწყის ერთეულს (ამასთან, ინფორმაციის ერთეული - 1 გიგაბაიტი=1 073 741 824 ბაიტს).

გიგანტომანია [ბერძ. gigas (gigantos) და mania მისწრაფება] - მისწრაფება რაიმეს გრანდიოზული მასშტაბებით ორგანიზებისკენ. მაგ., პროექტების, ამოცანების, მშენებლობის და ა.შ.

გიდ (guide) [ფრანგ. guide] - 1. გამცილებელი; ტურისტების, ექსკურსანტების თანმხლები პირი, ქალაქის, მხარის ღირსშესანიშნაობების დათვალიერების დროს; ექსკურსიამძღოლი; 2. მუზეუმების, გამოფენების, ღირსშესანიშნავი ადგილების ცნობარი, გზამკვლევი; ბიბლიოგრაფიული ცნობარი; 3. ასტრ. დიდ ტელესკოპზე დამაგრებული მცირე ზომის ვიზუალური ტელესკოპი ინსტრუმენტის მართვის, გიდირების მიზნით. მაგ., ფოტოგრაფირების დროს.

გიმნაზია (gymnasia) [ბერძ. Gymnasion სატანვარჯიშო მოედანი, შემდეგ სკოლა, სადაც იკრიბებოდნენ ფილოსოფოსები, მეცნიერები] - ზოგიერთ ქვეყანაში: საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულება.

გიორგობის დღე - საქართველოს განსაკუთრებული მფარველის, წმ. გიორგის ხსენების დღე. საქართველოში ეკლესიების უმეტესი ნაწილი წმ. გიორგის სახელზეა აგებული. წმ. გიორგი კაპადოკიაში დაიბადა მე-3 საუკუნის მეორე ნახევარში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში. წმ. გიორგის მამის მოწამებრივად აღსრულების შემდგომ, დედამ იგი რომში წაიყვანა. ქრისტიანობის დევნის პერიოდში რომის იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305წწ.) გამგებლობის მიწურულს, იგი, როგორც მისი გამორჩეული მხედართმთავარი, ქრისტიანობისათვის განსაკუთრებული სისასტიკით აწამეს. მბრუნავ ბორბალზე მისი წამების დღე ე.წ. ძვ. სტილით 10 (23) ნოემბერი წმ. ნინომ დაადგინა დღესასწაულად. წმ. გიორგი აღესრულა 303 წლის ძვ. სტილით 23 აპრილს (ახ. სტილით 6 მაისი) ოცდაათი წლის ასაკში. ანდერძისამებრ დაიკრძალა პალესტინის ქ.რამლაში. საქართველოს ეკლესია წმ. გიორგის ხსენებას დღესასწაულობს ორჯერ; ძვ. სტილით 23 აპრილს (ახ. სტილით 6 მაისი) და 10 (23) ნოემბერს (ეს დღე მხოლოდ საქართველოში იდღესასწაულება). 23 ნოემბერი გამოცხადებულია უქმე დღედ (საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი, 64- მუხლი).

გირავნობა (to pawn, to pledge) - მოძრავი ნივთის და არამატერიალური ქონებრივი სიკეთის სხვა პირებზე გადაცემა, რომლის დროსაც კრედიტორი (მოგირავნე) იძენს სხვა კრედიტორებთან შედარებით უპირატეს უფლებას დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების ხარჯზე (საქართველოს სამოქალაქო კოდექსი”, მუხლი 254).

გირავნობის სიგელი (deed for the pawn/pledge) - უძრავი ქონების დაგირავების საფუძველზე გაცემული სავალო მოწმობა.

გირაო (bail, bailment, bond, guarantee, mortgage, pawn, pledge, surety) - სავალო ვალდებულება, რომელიც უზრუნველყოფილია კონკრეტული მოძრავი ან უძრავი ქონებით (მიწა ან შენობა-ნაგებობები); სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთი ხერხი; მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კრედიტორს გირაოს საფუძველზე უფლება აქვს დაიტოვოს ან არ დააბრუნოს საგირავნო ქონება.

გლობალიზაცია (globalization) [<გლობალური + სუფ. იზაცია, <ფრანგ. Global <ლათ. globus სფერო] - 1. რაიმესთვის გლობალური მასშტაბების მინიჭება, გამაერთიანებელი პროცესების დასახელება; 2. მსოფლიოში სამომხმარებლო არჩევანის დაახლოება და მიწოდებული პროდუქციის ასორტიმენტის უნივერსალიზაცია, რომლის დროსაც ე.წ. გლობალური პროდუქცია ავიწროებს და ბაზრიდან განდევნის ადგილობრივ პროდუქციას.

გლოსარიუმი (glossary) [<ლათ. glossarium ლექსიკონი] - სპეციალური, მოძველებული, არაგავრცელებული და სხვ. სახის სიტყვების განმარტებითი ლექსიკონი.

გნოსეოლოგია (gnoseology) [ბერძ. gnosis (gnoseos) ცოდნა და logos სიტყვა, ცნება, მოძღვრება] - ფილოსოფიური მოძღვრება მეცნიერული შემეცნების შესაძლებლობების, ფორმებისა და საშუალებების, მისი სარწმუნოობის შესახებ; შემეცნების თეორია.

გოტიკა, გოტიკური სტილი (Gothic) [ფრანგ. gothique გერმ. ტომების გუთების სახელწოდებიდან] - მხატვრული სტილი, ძირითადად, არქიტექტურაში; წარმოიშვა მე-12ს-ის საფრანგეთში, გვიან შუა საუკუნეებში გავრცელდა მთელ დასავლეთ ევროპაში. გოტიკური ხუროთმოძღვრებისთვის დამახასიათებელია მაღალ, წვეტიან ნაგებობათა სიმსუბუქე, ისრისებური თაღები, ჩუქურთმებისა და სკულპტურული ქმნილებების სიუხვე, გამჭვირვალე და ფერადი მინების ვიტრაჟები და სხვ.

გრადაცია (gradation) [გერმ. gradation, ფრანგ. gradation <ლათ. gradatio თანდათანობით ამაღლება <gradus საფეხური, ხარისხი] - ერთი თვისებიდან, ნიშნიდან მეორეში თანმიმდევრობით, თანდათანობით გადასვლა.

... გრამა [<ბერძ. gramma წერილობითი ნიშანი, ხაზი] - „ჩანაწერის” შესატყვისი რთული სიტყვების ბოლო შემადგენელი ნაწილი.

გრანტი [ინგლ. grant საჩუქარი, სუბსიდია] - უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი ფულადი ან ნატურალური ფორმით გამოხატული სახსრები, რომლებიც გამოიყენება კონკრეტული ჰუმანური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურული, სპორტული, ეკოლოგიური და სოციალური პროექტების, აგრეთვე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამების განხორციელებისთვის (საქართველოს კანონი გრანტების შესახებ”, მუხლი 2); ინოვაციური ხასიათის სამუშაოთა მიზნობრივი, შეღავათიანი ან დაუბრუნებელი დაფინანსება.

გრანტის გამცემი (grantor) - გრანტის გამცემი (დონორი), შეიძლება იყოს: ა) საერთაშორისო საქველმოქმედო ჰუმანიტარული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაცია, საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტი, უცხოეთის ქვეყნის მთავრობა ან მისი წარმომადგენლობა, აგრეთვე, უცხოეთის არასამეწარმეო იურიდიული პირი (ფონდი); ბ) საქართველოს არასამეწარმეო იურიდიული პირი (ფონდი, პროგრამა), რომლის ძირითადი საწესდებო მიზანია ქონების დაგროვება საქველმოქმედო, სოციალური, კულტურული, საგანმანათლებო, სამეცნიერო-კვლევითი ან საზოგადოებრივად სასარგებლო სხვა საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით (საქართველოს კანონი გრანტების შესახებ”, მუხლი 3).

გრანტის მიმღები (grantee) - გრანტის მიმღები შეიძლება იყოს: ა) საქართველოს პრეზიდენტის მიერ უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო (ორგანიზაცია); ბ) საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო; გ) საქართველოს რეზიდენტი ან არარეზიდენტი არასამეწარმეო იურიდიული პირი, მისი წარმომადგენლობა, ფილიალი, განყოფილება; დ) საქართველოს მოქალაქე (საქართველოს კანონი გრანტების შესახებ”, მუხლი 4).

... გრაფია [<ბერძ. grapho ვწერ] - 1. რაიმეს გრაფიკული ასახვის ხერხის; 2. რაიმეს წერილობითი ასახვის, მეცნიერების, ასახვის მეთოდების აღმნიშვნელი რთული სიტყვების ბოლო შემადგენელი ნაწილი.

გრაფიკი (diagram, graph) [ბერძ. graphikos ხაზვითი, დახაზული] - 1. ნახაზი, რომელზეც ნაჩვენებია სხვადასხვა პროცესის რაოდენობრივი დამოკიდებულება. მაგ., საწარმოო გეგმის პროცენტული შესრულების მრუდი, თვეების მიხედვით; 2. წარმოებაში, ტრანსპორტზე და ა.შ. - სამუშაოთა გეგმა ნორმებისა და შესრულების ვადების ზუსტი მაჩვენებლების მითითებით; მოძრაობის გ. - ნახაზის ან ცხრილის სახით წარმოდგენილი გადაზიდვების (გადაყვანის) ორგანიზაციის პროცესი; 3. მათემ. ფუნქციის გ. - სიბრტყეზე წარმოდგენილი მრუდი, რომელიც გამოხატავს ფუნქციისა და არგუმენტის დამოკიდებულებას.

გრაფო ... [<ბერძ. grapho ვწერ] - წერასთან, ხაზვასთან, ხატვასთან მიმართების აღმნიშვნელი რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი.

გრიფი ((signature) stamp) [<ფრანგ. griffe] - 1. ბეჭედი, ხელმოწერის ან სხვა ხელნაწერის ტექსტის ნიმუშის სახის შტემპელი, აგრეთვე, ასეთი ბეჭდის, შტემპელის ტვიფრი, ანაბეჭდი დოკუმენტზე; 2. დოკუმენტით ან გამოცემით სარგებლობის განსაკუთრებული წესის განმსაზღვრელი მინაწერი, რომელიც როგორც წესი სრულდება თავფურცელზე.

გროტესკი (grotesque) [ფრანგ. Grotesque უცნაური, სასაცილო, კომიკური <იტალ. grottesca <grotta გროტი] - 1. ლიტერატურასა და ხელოვნებაში: მხატვრული ხერხი, რაც დამყარებულია მეტისმეტად გაზვიადებაზე, მკვეთრი კონტრასტების - რეალობისა და ფანტასტიკის, ტრაგიკულისა და კომიკურის შეხამებაზე; ასეთი ხერხით შექმნილი ნაწარმოები; 2. პოლიგრ. შრიფტის ერთ-ერთი სახეობა, რომლისთვისაც დამახასიათებელია თანაბარი სისქის შტრიხები.

გუბერნატორი (governor) [პოლ. gubernator <ლათ. gubernator მმართველი] - 1. რომელიმე რეგიონის, მხარის მმართველი; 2. შტატის უმაღლესი ადმინისტრაციული პირი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ცენტრალური ხელისუფლების მიერ მსხვილ ტერიტორიულ ერთეულებში ან კოლონიებში დანიშნული ადმინისტრაციის უფროსი.

გუდვილი (ინგლ. goodvill - კეთილი ნება) - 1. კომპანიის პრესტიჟი, საქმიანი რეპუტაცია, კონტაქტები, კლიენტები და კადრები, როგორც კომპანიის აქტივი, შეფასებული და შეტანილი სპეციალურ ანგარიშზე. მას დამოუკიდებელი საბაზრო ღირებულება არ გააჩნია; 2. საბუღალტრო ტერმინი, რომელიც ასახავს სიტუაციას, რომლის დროსაც ფირმა ყიდულობს სხვა კომპანიას მის წმინდა საბალანსო ღირებულებაზე მეტი ოდენობის ფასით. აღნიშნულ შემთხვევაში ნებაყოფლობით გადახდილ დამატებით თანხას ეწოდება გუდვილი. როცა შესყიდვის ფასი ნაკლებია აქტივების წმინდა საბალანსო ღირებულებაზე გუდვილის ოდენობა უარყოფითი მნიშვნელობისაა. გუდვილი მიეკუთვნება არამატერიალურ აქტივებს, რომელიც აისახება საბალანსო ანგარიშგებაში. უარყოფითი გუდვილის ოდენობა საბუღალტრო ანგარიშგების შედგენისას შესაძლებელია მთლიანად ან ნაწილობრივ ჩამოიწეროს მოგებიდან.

გუშაგი (guard, sentry, watchman) - სპარს. რისამე შეიარაღებული მცველი; დარაჯი; ყარაული.

5

▲ზევით დაბრუნება


დაბა (small city) - დადგენილი წესით რეგისტრირებული, არანაკლებ 3000 მოსახლისაგან შემდგარი დასახლება, რომელსაც აქვს სამრეწველო საწარმოები, კომუნალური მეურნეობა, სამკურნალო და სოციალურ-კულტურულ დაწესებულებათა ქსელი, რითაც იგი ასრულებს ადგილობრივი ეკონომიკურ-კულტურული ცენტრის ფუნქციებს და ამასთან, არ აქვს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისათვის საკმარისი მიწის სავარგულები. დაბის კატეგორიას შეიძლება მიეკუთვნოს დასახლება, რომლის მოსახლეობის რიცხვი 3000-ზე ნაკლებია, თუ იგი არის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი ან აქვს შემდგომი ეკონომიკური განვითარებისა და მოსახლეობის ზრდის უახლოესი პერსპექტივა (საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 14 მაისის 321 ბრძანებულება).

დაბეგვრა რეგრესიული (regresive taxation/tax assessment) - დაბეგვრის სახე, რომლის დროსაც საგადასახადო ბაზის ზრდის შესაბამისად მცირდება გადასახადის განაკვეთი. თანამედროვე ეტაპზე იგი ნაკლებ გამოიყენება. ეკონომიკური თვალსაზრისით ირიბი გადასახადი (აქციზი, დღგ, საბაჟო ტარიფები) რეგრესიულია. ამ გადასახადის წილი მაღალია დაბალშემოსავლიან პირთათვის, ხოლო მაღალშემოსავლიანებისთვის -პირიქით.

დაბეგვრის ერთეული (unit of taxation) - დაბეგვრის მასშტაბის ერთეული, რომელიც გამოიყენება დაბეგვრის ბაზის რაოდენობრივი გამოსახვისთვის. მისი შერჩევის დროს გათვალისწინებულია გათვლის სიმარტივე და ქვეყანაში არსებული ტრადიციები.

დაგირავება (to pawn, to pledge) - ნივთის გადაცემა სხვა პირისთვის დროებით სარგებლობაში, მისგან ფულადი ან სხვა სახის აქტივების მიღების მიზნით. იგი უნდა დააბრუნოს დამგირავებელმა წინასწარ შეთანხმებულ ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაკარგავს მესაკუთრის უფლებებს.

დაგროვილი პროცენტი (accrued charges/interest) - პროცენტის ჯამი, რომელიც ობლიგაციის კუპონების მიხედვით დაგროვდა დივიდენდების უკანასკნელი გადახდის ან პროცენტის მომტანი ფასიანი ქაღალდების შეძენის შემდეგ. ფასიანი ქაღალდის გაყიდვისას დაგროვილი პროცენტი ჩაითვლება ფასიანი ქაღალდების ფასში.

დადგენილება (resolution) - კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ გამოცემული ნორმატიული აქტი, რომლის იურიდიული ძალაც განისაზღვრება კანონით (გამონაკლისია მხოლოდ ის დადგენილება, რომელიც ეხება საკადრო და პერსონალურ საკითხებს).

დავალება (commission, errand, instruction, message, mission, order) - იხ. ხელშეკრულება დავალების.

დაზღვევა (insurance, assurance) - ურთიერთობა, რომელიც მყარდება ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე, გარკვეული გარემოებების (სადაზღვევო შემთხვევების) დადგომისას (საქართველოს კანონი დაზღვევის შესახებ”, მუხლი 2).

დაზღვევა ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის (insuranse of civil liability of automobile's owner) - 1. დაზღვევა, დაკავშირებული მძღოლის რისკის შეფასებასა და მისთვის შესაბამის სატარიფო კლასის მინიჭებასთან. ყოველი სადაზღვევო წლის ბოლოს ითვლება მძღოლის მონაწილეობით მომხდარი საგზაო შემთხვევათა რაოდენობა, რომლის მიხედვით მძღოლს ენიჭება წინა წელთან შედარებით შეღავათიანი ან პირიქით არახელსაყრელი სატარიფო კლასი. აღნიშნული წახალისების სისტემა, აპრობირებულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში; 2. საქართველოში ავტოტრანსპორტის მფლობელი ვალდებულია დააზღვიოს თავისი სამოქალაქო პასუხისმგებლობა მის მფლობელობაში არსებულ ყოველ ავტოტრანსპორტზე. დაზღვევას ახორციელებს ნებისმიერი ლიცენზირებული სადაზღვევო ორგანიზაცია. სადაზღვევო შესატანის სიდიდე, რომელსაც იხდის თითოეული ავტოტრანსპორტის მფლობელი წელიწადში ერთხელ, გამოიანგარიშება სხვადასხვა პროცენტული ოდენობით სადაზღვევო თანხიდან დაზღვეული დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ოდენობა. სადაზღვევო თანხის სიდიდე არ შეიძლება იყოს 3750 ლარზე ნაკლები, პროცენტული განაკვეთები დამოკიდებულია ავტომოტოტრანსპორტის სახეობასა და ძრავის მოცულობაზე (საქართველოს კანონი ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ,” მუხლები: 2, 8, 11).

დაზღვევა გარკვეულ ასაკამდე მიღწევის (specific age insurance) - სიცოცხლის დაზღვევის ელემენტარული ფორმა, რომელშიც სადაზღვევო შემთხვევის დადგომის პირობას წარმოადგენს გარკვეულ ასაკამდე მიღწევა.

დაზღვევა გარკვეულ ასაკამდე გარდაცვალებისგან (death before specific age insurance) - სიცოცხლის დაზღვევის ფორმა, რომელშიც სადაზღვევო შემთხვევას წარმოადგენს გარკვეულ ასაკამდე გარდაცვალება.

დაზღვევა გარდაცვალებისგან უვადო (whole life insuranse) - სიცოცხლის დაზღვევის ფორმა, რომელშიც სადაზღვევო შემთხვევას წარმოადგენს პირის გარდაცვალება.

დაზღვევა ნებაყოფლობითი (voluntary insuranse) - დაზღვევა, რომელიც ხორციელდება მზღვეველსა და დამზღვევს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. ამ ფორმის დაზღვევის სახეობა, პირობები და განხორციელების წესი დადგინდება მზღვეველსა და დამზღვევს შორის დადებული ხელშეკრულებით. ნებაყოფლობით დაზღვევას ახორციელებს საქართველოს ნებისმიერი ლიცენზირებული სადაზღვევო ორგანიზაცია (საქართველოს კანონი დაზღვევის შესახებ”, მუხლი 5, პუნქტები: 2, 3).

დაზღვევა პასუხისმგებლობის (liability insuranse, responsibility insuranse) - დაზღვევა, დაკავშირებული დაზღვეულის მიერ მესამე (ფიზიკური ან იურიდიული) პირისთვის ან მისი ქონებისთვის მიყენებულ ზიანთან (საქართველოს კანონი დაზღვევის შესახებ”, მუხლი 4. პუნქტი 1, ქვეპუნქტი ).

დაზღვევა პირადი (personal insurance) - დაზღვევა, დაკავშირებული დაზღვეულის სიცოცხლესთან, ჯანმრთელობასთან, შრომისუნარიანობასთან, საპენსიო უზრუნველყოფასთან და სხვა პირად ინტერესთან (საქართველოს კანონი დაზღვევის შესახებ”, მუხლი 4, პუნქტი 1, ქვეპუნქტი ).

დაზღვევა სავალდებულო (obligatory insurance) - დაზღვევის ფორმა, როდესაც დაზღვევის ობიექტი, სახეობები და განხორციელების წესი განისაზღვრება კანონით და სავალდებულოა მზღვეველსა და დამზღვევს შორის დაზღვევის ხელშეკრულების დადებისას. მზღვეველს უფლება აქვს შესთავაზოს დამზღვევს ამ უკანასკნელისთვის კანონით დადგენილზე უფრო ხელსაყრელი პირობები. დაზღვევას ახორციელებს საქართველოს ნებისმიერი ლიცენზირებული სადაზღვევო ორგანიზაცია (საქართველოს კანონი დაზღვევის შესახებ”, მუხლი 5, პუნქტები: 4, 5, 6).

დაზღვევა სიცოცხლის (life insuranse, life assurance; life-insurance) - დაზღვევა, დაკავშირებული დაზღვევის გრძელვადიანი ხელშეკრულების დადებასთან, რომელიც ითვალისწინებს კომპენსაციის გადახდას სიცოცხლისთვის მიყენებული ზიანის შემთხვევაში. სადაზღვევო გადასახადის თანხა, როგორც წესი, ხელშეკრულების დადების დროს განისაზღვრება.

დაზღვევა ქონების (property insurance) - დაზღვევა, დაკავშირებული ქონების ფლობასთან, განკარგვასთან და ქონებით სარგებლობასთან (საქართველოს კანონი დაზღვევის შესახებ”, მუხლი 4, პუნქტი 1, ქვეპუნქტი ).

დაზღვევის ობიექტი (object to insurance) - ნებისმიერი ქონებრივი ან პირადი არაქონებრივი ინტერესი. დაზღვევის ობიექტის მიხედვით განასხვავებენ დაზღვევის სახეებსა და ფორმებს.

დაზღვევის სახეები და ფორმები (types and forms of insurance) - განარჩევენ დაზღვევის შემდეგ სახეებს: ავტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის, ასაკამდე მიღწევის, გარკვეულ ასაკამდე გარდაცვალებისგან, პასუხისმგებლობის, პირადი, სიცოცხლის, ქონების და სხვ; დაზღვევის ფორმებია ნებაყოფლობითი და სავალდებულო.

დაიჯესტი [<ინგლ. digest მოკლე შინაარსი, რეზიუმე <ლათ. digerere გაყოფა] - 1. ადაპტირებული მხატვრული ნაწარმოების გამოცემა; 2. სხვა გამოცემებიდან მასალების მიმოხილვითი ან შემოკლებული ფორმით გადმობეჭდილი პერიოდული გამოცემა.

დაკავება (arrest) - სისხლის სამართლის პროცესში თავისუფლების ხანმოკლე აღკვეთა, რომელიც გამოიყენება ეჭვმიტანილის მიმართ იმ დანაშაულის ჩადენაში, რომლისთვისაც კანონი ითვალისწინებს აღკვეთის სახით, მისი დანაშაულებრივი საქმიანობის აღკვეთის, გაქცევის, დამალვის ან მტკიცებულებათა მოსპობის თავიდან ასაცილებლად. დაკავების ვადა ბრალდების წაყენებამდე არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს. თუ მომდევნო 24 საათის განმავლობაში სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას დაპატიმრების ან სხვა სახის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ, დაკავებული დაუყონებლივ უნდა გათავისუფლდეს (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 141, 146).

დაკითხვა (examination) - საგამოძიებო და სასამართლო მოქმედება, რაც ნიშნავს პირის გამოკითხვას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესახებ. მოწმის, დაზარალებულის, ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის დაკითხვა ხდება კანონით დადგენილი წესების დაცვით. დასაკითხ პირს უნდა განემარტოს, რა საქმეზეა გამოძახებული და წინადადება მიეცეს მოჰყვეს, რა იცის საქმის გარემოების შესახებ. დაკითხვა ოთხ საათზე მეტ ხანს არ უნდა გაგრძელდეს. დაკითხვის მიმდინარეობა და შედეგები ფიქსირდება დაკითხვის ოქმში. შეიძლება გამოყენებულ იქნეს, აგრეთვე, ხმის ჩაწერა, აუდიო და ვიდეოჩაწერა, კინოგადაღება. დაკითხვის დროს ზემოქმედების უკანონო მეთოდების გამოყენება დანაშაულია და ისჯება კანონით (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 294-312).

დამამზადებელი (producer, maker) - რეალიზაციის ან გაცვლის მიზნით პროდუქციის მწარმოებელი საწარმო, ორგანიზაცია, დაწესებულება, ან მოქალაქე-მეწარმე (საქართველოს კანონი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ”).

დამატებითი ღირებულება (value added) - საქონლის (მომსახურების) გასაყიდ ფასსა და მის წარმოებაზე დახარჯული რესურსების ფასს შორის სხვაობა.

დამატებული ღირებულების გადასახადი (value added tax) - როგორც არაპირდაპირი გადასახადი არის საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის, სამუშაოს, მომსახურების წარმოებისა და მიმოქცევის პროცესში შექმნილი ღირებულების ნაწილის, აგრეთვე, საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილი ყველა დასაბეგრი საქონლის ღირებულების ნაწილის ბიუჯეტში სავალდებულო შენატანი. დღგ ექვემდებარება გადახდას საქონლის მიწოდების, სამუშაოს შესრულებისა და მომსახურების გაწევის ყველა სტადიაზე. დასაბეგრ ბრუნვაზე გადასახდელი დღგის თანხა განისაზღვრება როგორც სხვაობა ამ ბრუნვაზე დარიცხულ გადასახადის თანხასა და საგადასახადო კოდექსის მიხედვით წარდგენილი საგადასახადო ანგარიშფაქტურებით და საბაჟო დეკლარაციებით ჩასათვლელ თანხას შორის (საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 90).

დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელი (value added tax payer) - პირი, რომელიც რეგისტრირებულია ან ვალდებულია გატარდეს რეგისტრაციაში, აგრეთვე, პირი, რომელიც ახორციელებს საქონლის დასაბეგრ იმპორტს საქართველოში, ითვლება დღგ-ის გადამხდელად ამგვარ იმპორტზე (საქართველოს საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 91).

დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელის რეგისტრაცია (registration of value added tax payer) - 1. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია ევალება: ა) პირს, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში ახორციელებს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებს, რომელთა საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს. იგი ვალდებულია ამ მომენტის დადგომიდან არა უგვიანეს მეორე დღისა საგადასახადო ორგანოში წარადგინოს განცხადება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის; ბ) პირს, რომლის მიერ მიწოდებისათვის განკუთვნილი ერთჯერადი ოპერაციის შედეგად შეძენილი ან/და იმპორტირებული საქონლის ღირებულება აღემატება 100 000 ლარს, იგი ვალდებულია მიწოდების განხორციელებამდე საგადასახადო ორგანოში წარადგინოს განცხადება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის; გ). აქციზური საქონლის მწარმოებელ პირს, რომელიც ვალდებულია საგადასახადო ორგანოში წარადგინოს განცხადება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის აქციზური საქონლის მიწოდებამდე; 2. დღგ-ის გადამხდელად არარეზიდენტის სავალდებულო რეგისტრაციის მიზნით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის განსაზღვრისას მის მიერ განხორციელებული საქონლის მიწოდება, სამუშაოს შესრულება და მომსახურების გაწევა მხედველობაში მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი განხორციელებულია საქართველოში მუდმივი დაწესებულების მეშვეობით; 3. პირი, რომელიც არ არის ვალდებული გატარდეს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად, მაგრამ საგადასახადო ორგანოსათვის განცხადებით მიმართვამდე უკანასკნელი 12 კალენდარული თვის განმავლობაში ახორციელებს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებს, რომელთა საერთო თანხა აღემატება 75 000 ლარს, შეუძლია მიმართოს საგადასახადო ორგანოს დღგის გადამხდელად რეგისტრაციისათვის. პირი, რომლის მიერ მიწოდებისათვის განკუთვნილი ერთჯერადი ოპერაციის შედეგად შეძენილი ან/და იმპორტირებული საქონლის ღირებულება აღემატება 75 000 ლარს, შეუძლია მიმართოს საგადასახადო ორგანოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის. 2007 წლის 1-ელ იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული იურიდიული და ფიზიკური პირები, რომელთა მიერ კალენდარული წლის განმავლობაში განხორციელებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე) არ აღემატება 100 ათას ლარს, საქმიანობის ამ სფეროში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის (მ.შ. დღგ-ის) ნაცვლად დაიბეგრონ მხოლოდ მიწის გადასახადით (საქართველოს საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 92, 93, 273.46).

დამატებული ღირებულების გადასახადის განაკვეთი (value added tax rate) - დღგ-ის განაკვეთი შეადგენს დასაბეგრი ბრუნვის ან დასაბეგრი იმპორტის 20 პროცენტს. დასაბეგრი ბრუნვა წარმოადგენს საანგარიშო პერიოდში განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციების თანხის ჯამს (საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 112).

დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი (value added taxable) - დასაბეგრი ოპერაცია და დასაბეგრი იმპორტი. დასაბეგრი ოპერაციებია პირის მიერ საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) მიწოდება, მათ შორის უსასყიდლოდ, თუ ისინი ითვლება განხორციელებულად საქართველოს ტერიტორიაზე. დასაბეგრ იმპორტად ითვლება საქონლის იმპორტი გარდა იმ საქონლის იმპორტისა, რომელიც გათავისუფლებულია გადასახადისაგან. საქონლის ექსპორტი იბეგრება ნულოვანი განაკვეთით (გარდა შავი და ფერადი ლითონების ჯართისა) (საქართველოს საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 96, 102).

დამოუკიდებელი დიპლომირებული ბუღალტრების ამერიკის ინსტიტუტი - ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების წამყვანი ორგანიზაცია აშშ-ში. 1959 წლამდე ოცი წლის განმავლობაში აღიშნული ინსტიტუტის ბუღალტრული აღრიცხვის პროცედურის კომიტეტმა გამოსცა 51 კვლევითი ბიულეტენი, რომელიც მოიცავს რეკომენდაციებს აღრიცხვის ცალკეულ პრინციპზე. 1959 წლიდან 1973 წლამდე კომიტეტის სამართალმემკვიდრემ - ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების კომიტეტმა (ბაპკ) გამოსცა 31 დებულება, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს დამოუკიდებელმა დიპლომირებულმა ბუღალტერმა. თავისი ყოველთვიური „ბუღალტრული აღრიცხვის ჟურნალის” მეშვეობით ინსტიტუტი დიდ გავლენას ახდენს ბუღალტრული აღრიცხვის განვითარებაზე.

დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო (independent regulatory authority) - 1. სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული სფეროს რეგულირების მიზნით შექმნილი, სპეციალური უფლებაუნარიანობის მქონე ორგანო, რომელიც დამოუკიდებელია სახელმწიფო ორგანოებისაგან და მოქმედებს შესაბამისი კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში. დამოუკიდებელ მარეგულირებელ ორგანოებს მიეკუთვნება: ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია, კომუნიკაციების ეროვნული კომისია, ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისია, ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტო (დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებსაქართველოს კანონი, მუხლი 2, 3; ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებსაქართველოს კანონი).

დამოუკიდებელი მოვაჭრე (independent marketeer, independent trader (tradesman)) - პირი, რომელიც მოქმედებს საკუთარი სახელით და ხარჯით, თუმცა უპირატესად იმყოფება სხვა საწარმოს სავაჭრო ორგანიზაციის შემადგენლობაში. მის მიერ მოზიდული კლიენტურა სხვა საწარმოს განეკუთვნება (საქართველოს კანონი მეწარმეთა შესახებ”, მუხლი 11).

დამსწრე (witness) - პირი, რომელიც მოწვეულია პროკურორის, გამომძიებლის ან მომკვლევის მიერ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების დროს დასასწრებად და მათ დასამოწმებლად (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი”, მუხლი 44).

დამფუძნებელი (founder) - სამეწარმეო ან არასამეწარმეო იურიდიული პირის შექმნაში მონაწილე ფიზიკური ან იურიდიული პირი. როგორც წესი, იგი ფლობს საწესდებო კაპიტალში წილს.

დამცველი (difender, protector) - სისხლის სამართლის პროცესში პირი, რომელიც კანონით დადგენილი წესით იცავს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის კანონიერ ინტერესებს და უწევს მათ კვალიფიციურ იურიდიულ დახმარებას. დამცველი საქმეში მონაწილეობისათვის დაიშვება დაკავების, დაპატიმრებისა და ბრალდების წაყენების მომენტიდან. დამცველად დაიშვებიან ადვოკატთა კოლეგიის წევრები, პროფესიული კავშირების და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები თავიანთ წევრთა საქმეებზე, ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის ნათესავები, აგრეთვე, მათ მიერ მოწვეული სხვა პირები. დამცველად შეიძლება დაშვებული იყვნენ უცხოელი ადვოკატები. ადვოკატი საქმეში მონაწილეობს ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, მათი ნათესავების, აგრეთვე, მათთან შეთანხმებით სხვა პირების მოწვევით. შეთანხმების პირობებს მხარეები განსაზღვრავენ (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 78- 80).

დამხმარე მოსამსახურე (maintenance employee, shiftman, assistant employee) - ტექნიკური მუშაკი, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით მიიღება დაწესებულების შტატით გათვალისწინებულ დამხმარე მოსამსახურის თანამდებობაზე (საქართველოს კანონი საჯარო სამსახურის შესახებ”, მუხლი 7).

დანაზოგი (savings) - ფიზიკური პირის შემოსავლის ნაწილი, რომელიც გამოიყენება კაპიტალის დაგროვებისთვის.

დანაშაული (crime) - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება; სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული საზოგადოებრივად საშიში ქმედობა (მოქმედება ან უმექმედობა), რომელიც ხელყოფს საქართველოს საზოგადოებრივ წესწყობილებას, მის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემებს, საკუთრებას, პიროვნებას, მოქალაქეთა პოლიტიკურ, შრომითს, ქონებრივ და სხვა უფლებებსა და თავისუფლებებს, აგრეთვე, მართლწესრიგის ხელმყოფი სხვა საზოგადოებრივად საშიში ქმედება, რომელიც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კანონით. დანაშაულად არ ჩაითვლება მოქმედება ან უმოქმედობა, რომელიც, თუმცა ფორმალურად შეიცავს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული რაიმე ქმედების ნიშნებს, მაგრამ მცირე მნიშვნელობის გამო არ წარმოადგენს საზოგადოებრივ საშიშროებას (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი”, მუხლი 8).

დანაშაული განგრძობადი (extended crime) - სისხლის სამართლის კოდექსის ერთი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომელიც მოიცავს ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით ჩადენილ ორ ან მეტ ქმედებას. განგრძობადი დანაშაული დამთავრებულია უკანასკნელი ქმედების ჩადენის მომენტიდან (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი”, მუხლი 14)

დანაშაული განზრახი (premeditated (wilful) crime) - ქმედება, რომელიც ჩადენილია პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით. ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი”, მუხლი 9).

დანაშაული გაუფრთხილებლობით (unpremeditated crime) - ქმედება, რომელიც ჩადენილია თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით. ქმედება თვითიმედოვნებითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედება, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, მაგრამ უსაფუძვლოდ იმედოვნებდა, რომ ამ შედეგს თავიდან აიცილებდა. ქმედება დაუდევრობითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული არ ჰქონდა წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედება, არ ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, თუმცა ამის გათვალისწინება მას ევალებოდა და შეეძლო კიდეც (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი”, მუხლი 10).

დანაშაული დენადი (running crime) - სისხლის სამართლის კოდექსის ერთი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის ჩადენა იწყება მოქმედებით ან უმოქმედობით და რომელიც შემდეგ უწყვეტად ხორციელდება. დენადი დანაშაული დამთავრებულია ქმედების შეწყვეტის მომენტიდან (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი”, მუხლი 13).

დანაშაულის რეციდივი (repeated commission of crime) - წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლები პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენა (საქართველოს „სისხლის სამართლის კოდექსი”, მუხლი 17).

დანაშაულში თანამონაწილეობა (complicity in crime) - ორი ან მეტი პირის განზრახ ერთობლივი მონაწილეობა განზრახი დანაშაულის ჩადენაში. თანამონაწილეობის სახეებია: ორგანიზატორი - ის, ვინც მოაწყო დანაშაულის ჩადენა ან ხელმძღვანელობდა მის განხორციელებას, აგრეთვე ის, ვინც შექმნა ორგანიზებული ჯგუფი ან ხელმძღვანელობდა მას; წამქეზებელი - ის, ვინც დაიყოლია სხვა პირი განზრახი დანაშაულის ჩასადენად; დამხმარე - ის, ვინც ხელს უწყობს დანაშაულის ჩადენას (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი”, მუხლი 23, 24).

დანახარჯი (expenses, cost, charges, outlay, outgoing, outgo) - ნებისმიერი სახის რესურსის გამოყენებით ამა თუ იმ საქმიანობის დროს გაწეული ხარჯი.

დანახარჯი ზღვრული (marginal cost) - პროდუქციის დამატებითი ერთეულის წარმოებაზე გაწეული დანახარჯი. გაიანგარიშება როგორც მთლიანი დანახარჯების ნაზარდის შეფარდება პროდუქციის რაოდენობის ზრდის მაჩვენებელთან.

დანახარჯი მუდმივი (fix (constant) cost) - საწარმოს დანახარჯები იმ რესურსებზე (წარმოების ფაქტორებზე), რომელთა რაოდენობა არ არის დამოკიდებული მოკლევადიან პერიოდში წარმოების მოცულობაზე. იგი მოიცავს: ამორტიზაციის ანარიცხებს, ზედნადებ ხარჯებს, პროცენტს კრედიტისთვის, მმართველობით ხარჯებს და ა.შ.

დანახარჯი ცვლადი (variable costs) - საწარმოს მიერ გაწეული ხარჯები იმ რესურსებზე (წარმოების ფაქტორებზე), რომელთა გამოყენების ოდენობა დამოკიდებულია გამოშვებული პროდუქციის რაოდენობაზე.

დაპატიმრება (arrest, detention) - სისხლის სამართლის პროცესში აღკვეთის ღონისძიება, რომელიც გამოიყენება მხოლოდ იმ პირის მიმართ, რომელსაც ბრალად ედება ისეთი დანაშაულის ჩადენა, რისთვისაც კანონით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ორ წელზე მეტი ვადით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ბრალდებულმა დაარღვია სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება. დაპატიმრება, როგორც წესი, არ გამოიყენება მძიმე ავადმყოფის, ხანდაზმულის, ორსული და ჩვილბავშვიანი ქალის მიმართ. პატიმრობის ვადა საქმის გამოძიებისას არ შეიძლება აღემატებოდეს სამ თვეს. უფლებამოსილი პროკურორის შუამდგომლობით პატიმრობის ვადა კანონით დადგენილი წესით შეიძლება გააგრძელოს მოსამართლემ, მაგრამ არა უმეტეს 9 თვისა. ამ ვადის გასვლის შემდეგ ბრალდებული დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 159-162).

დარვინიზმი (darwinism) - მატერიალისტური თეორია ცოცხალი ბუნების ისტორიული განვითარების, მცენარეების, ცხოველების სახეობათა წარმოშობის შესახებ ბუნებრივი შერჩევის გზით [მე-19ს-ის ინგლისელი ბუნებისმეტყველის ჩარლზ დარვინის (Darwin, 1809- 1882წწ.) სახელის მიხედვით]; დარვინმა დაამტკიცა, რომ ცოცხალი ბუნება განუწყვეტლივ იცვლება და ვითარდება; განვითარებას საფუძვლად უდევს სამი ფაქტორი: ცვალებადობა, მემკვიდრეობითობა და ბუნებრივი შერჩევა. თანამედროვე დ. წარმოადგენს კლასიკური დ.-ისა და ევოლუციური (პოპულაციური) გენეტიკის სინთეზს.

დასაიდუმლოება (scrambling, classify as secret, place on secret list, admit to secret work) - სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ცნებებთან დაშვებისა და მათი გავრცელების შეზღუდვები (საქართველოს კანონი სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ”, მუხლი 1.4.).

დასვენების დრო (time of rest) - კალენდარული დროის ის ნაწილი, რომლის დროსაც მუშაკი განთავისუფლებული უნდა იყოს შრომითი მოვალეობის შესრულებისაგან. დასვენების დრო მუშაკს შეუძლია თავისუფლად გამოიყენოს თავისი ინტერესების დასაკმაყოფილებლად. ხუთდღიანი სამუშაო კვირის დროს მუშაკს ეძლევა ორი დასვენების დღე კვირაში, ექვსდღიანი სამუშაო კვირის დროს კი - ერთი დასვენების დღე. ყოველკვირეული განუწყვეტელი დასვენების ხანგრძლივობა უნდა იყოს არანაკლებ ორმოცდაორი საათისა. საერთო დასვენების დღე არის კვირა. ხუთდღიანი სამუშაო კვირის დროს მეორე დასვენების დღე, თუ იგი განსაზღვრული არ არის კანონმდებლობით, წესდება საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის მუშაობის განრიგით. ორივე დასვენების დღეს, როგორც წესი, აძლევენ ერთად (საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი, მუხლი 57-59).

დაუსაბუთებელი ქონება (ungrounded) - ქონება, აგრეთვე, ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი, აქციები (წილი), რომლის კანონიერი საშუალებებით მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტები თანამდებობის პირს, მისი ოჯახის წევრს ან ახლო ნათესავს არ გააჩნია ან იგი შეძენილია უკანონო ქონების გასხვისების შედეგად მიღებული ფულადი სახსრებით (საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონი, მუხლი 3).

დაფრახტვა (freiting) - გემის დაქირავება.

დაფინანსება (finansing) - სახელმწიფო ფულადი სახსრების მიზნობრივი გამოყენება უკან დაუბრუნებლად.

დაქტილო ..., [<ბერძ. daktylos თითი] - თითთან მიმართების აღმნიშვნელი რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი. მაგ: დაქტილოსკოპია არის თითის ანაბეჭდებით დადგენის მეთოდი.

დაწესებულება (institution) - გარკვეული ამოცანებისა და ფუნქციების შემსრულებელი ორგანიზაცია, მაგ., სახელმწიფო დ., სამეცნიერო დ., სასწავლო დ. და სხვ.

დაწესებულება სახაზინო (საბიუჯეტო) (treasury (budget) body, office, organ) - სახელმწიფო ბიუჯეტის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის სახსრებზე შექმნილი და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულება, რომლის ძირითადი ამოცანა საჯარო ხელისუფლების განხორციელებაა (საქართველოს კანონი საჯარო სამსახურის შესახებ”, მუხლი 2.1).

დაწესებულება საჯარო (public office) - 1. სახელმწიფო ან თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, აგრეთვე, პირი, რომელიც კანონმდებლობის ან ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო დაწესებულების სახელით ასრულებს კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს; 2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი, აგრეთვე, კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც დაფინანსებას იღებს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან.

დაწესებულება საჯარო კოლეგიური (public collective/joint office) - საჯარო დაწესებულება, რომლის ხელმძღვანელი ან სათათბირო ორგანო ერთზე მეტი საჯარო მოხელისაგან შედგება და რომელშიც გადაწყვეტილებებს ერთზე მეტი საჯარო მოხელე ერთობლივად იღებს ან ამზადებს.

დაცვის მხარე (party for the defence) - ეჭვმიტანილი, ბრალდებული, განსასჯელი, დამცველი, ბრალდებულის მშობელი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი, სამოქალაქო მოპასუხე და მისი წარმომადგენელი (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 44).

დაჯავშნა (reserve, make reservation) - ნივთზე ან მომსახურებაზე საკუთრების უფლების მოპოვების უპირატესობა, რომელიც გარკვეული ვადით არის შემოსაზღვრული.

დახასიათება (characteristic) - ვისიმე სამსახურებრივი და საზოგადოებრივი საქმიანობის წერილობითი ან ზეპირი შეფასება. მაგ., დ. სამუშაო ადგილიდან.

დახმარება (aid, assistance, support, help) - ფიზიკური ან იურიდიული პირისთვის გაწეული მატერიალური ან არამატერიალური სახის შემწეობა.

დე ..., [ფრანგ. de ..., des... <ლათ. de ...-დან, -გან] - 1. გამოყოფის, მოშორების, მოსპობის, უკუგდების; 2. დაღმავლობის, დაქვეითების, საწინააღმდეგო მნიშვნელობის აღმნიშვნელი უცხოენოვანი სიტყვების თავსართი.

დებატი (debate, dispute) [ფრანგ. debats] - შეხვედრაზე, სხდომაზე რაიმე საკითხის გარჩევა, მოსაზრებების გაცვლა.

დებეტი (debit) [გერმ. debet <ლათ. debet - debere (ზმნის III პირი) მოვალედ ყოფნა] - ორმაგი ჩაწერის პრინციპის შესაბამისად საბუღალტრო ჩანაწერი, რომლის შედეგად იზრდება ორგანიზაციის აქტივი ან მცირდება ვალდებულებები (საპირისპირო კრედიტი).

დებიტი [<ფრანგ. debit, გასაღება, ხარჯი, გასავალი <ლათ. debitus მოვალე, კუთვნილი] - დროის განსაზღვრულ მონაკვეთში სასარგებლო წიაღისეულის წყაროდან (საბადო, ჭაბურღილი, შახტი, წყარო) მიღებული გაზის, ნავთობის, წყლის და სხვა თხევადი ნივთიერებების ოდენობა.

დებიტორი (debtor) [ფრანგ. Debiteur <ლათ. debitor] - 1. დავალიანების მქონე პირი; 2. მოცემული საწარმოს, ორგანიზაციის ან დაწესებულების ვალის მქონე (მოვალე) იურიდიული ან ფიზიკური პირი.

დებიტორების ანგარიში (debtors' account) - ვალების ჯამი, რომელიც კლიენტმა უნდა გადაუხადოს მეწარმეს. ეს დავალიანება არსად წერილობით არ მოწმდება, თუ მხედველობაში არ მივიღებთ კლიენტების ხელმოწერას ანგარიშფაქტურებსა და ზედნადებებზე.

დებიტორული დავალიანება (debts, liabilities) - 1. სამეურნეო ურთიერთობებისგან წარმოქმნილი იურიდიული ან ფიზიკური პირის ნებისმიერი ვალი, რომელიც ეკუთვნის საწარმოს; 2. თანხა, რომელიც ერგება საწარმოს, ორგანიზაციას ან დაწესებულებას სხვა იურიდიული ან ფიზიკური პირისაგან მათთან სამეურნეო ურთიერთობების შედეგიდან გამომდინარე.

დებიუტი (debut) [ფრანგ. debut <ფრანგ. debuter პირველი ნაბიჯის გადადგმა, დაწყება] - ახალ სარბიელზე პირველი ან საცდელი გასვლა.

დებულება (regulations, statute) - ნორმატიული აქტი, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფო ორგანოსა თუ ორგანიზაციის სტრუქტურას, კომპეტენციას, საქმიანობის წესს.

დეგრადაცია (degradation) [ფრანგ. degradation] - თანდათანობით გაუარესება, ვარდნა, უკან სვლა.

დედუქცია (deduction) [გერმ. deduktion, ფრანგ. deduction <ლათ. deductio გამოყვანა] - ზოგადის საფუძველზე მიღებული კერძო, კონკრეტული ან სხვა განმაზოგადებელი მტკიცებულებების შემცველი ლოგიკური დასკვნა.

დევალვაცია (devaluation) [გერმ. devalvation <ფრანგ. devaluation გაუფასურება <ლათ. de ... -დან, -გან, -გზის, -ხელ + valere ღირს] - ეროვნული ვალუტის ერთეულში ოქროს შემცველობის ოფიციალური შემცირება ან მისი კურსის დაცემა უცხოურ ვალუტასთან შედარებით.

დევიზი (paper, paper currency, piece of foreign exchange, foreign note) [ფრანგ. devise] - 1. საგადასახადო საშუალება, რომელიც გამოხატულია უცხოური ვალუტით. მისი საშუალებით ხდება საერთაშორისო ანგარიშსწორება. დევიზად შეიძლება ჩაითვალოს: ჩეკი, ფულადი გზავნილი, თამასუქი, უცხოური ფასიანი ქაღალდი, აკრედიტივი და სხვა; 2. ქცევაში ან საქმიანობაში სახელმძღვანელო იდეის გამომხატველი მოკლე გამონათქვამი.

დევნა (pursuit) - სისხლის სამართალში ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით. ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით. უფრო მკაცრად ისჯება დევნა, თუ იგი ხორციელდება ძალადობით ან ძალადობის მუქარით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ან რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 156).

დევნილი (refugee) - საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და გადაადგილებულიყო (საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში) იმ მიზნით, რომ საფრთხე შეექმნა მას ან მისი ოჯახის წევრების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას უცხო ქვეყნის აგრესიის, შიდა კონფლიქტის ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო. დევნილად ცნობა, მისი სტატუსი და უფლება-მოვალეობანი განსაზღვრულია საქართველოს 1996 წლის 28 ივნისის კანონით იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ.

დეზ [ფრანგ. des … იდან …, გან…] - რთული სიტყვის თავსართი, რომელიც აღნიშნავს დაშორებას, დაცილებას, მოსპობას ანდა რაიმეს დამახინჯებას, გაუკუღმართებას.

დეზავუირება (disavow, repudiate) [<ფრანგ. desavouer უარყოფა, უარყოფის, დაწუნების გამოხატვა] - რწმუნებულის საქმიანობის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების გამოხატვა; ან რწმუნებული პირისთვის მარწმუნებლის სახელით მოქმედების უფლების ჩამორთმევა; რაიმეზე უარყოფის გამოხატვა; ან სხვის მიერ ადრე გამოთქმული განცხადების, მოსაზრების უარყოფა.

დეზერტირი (deserter) [ფრანგ. deserteur] - 1. პირი, რომელმაც თვითნებურად მიატოვა სამხედრო სამსახური ან თავი აარიდა ჯარში გაწვევას; 2. ადამიანი, რომელმაც თავი აარიდა სამსახურებრივი ან საზოგადოებრივი მოვალეობების შესრულებას.

დეზერტირობა (desertation) [ფრანგ. deserteur] - სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო ნაწილის ან სამსახურის სხვა ადგილის თვითნებურად დატოვება სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდების მიზნით, ანდა ამავე მიზნით სამსახურში გამოუცხადებლობა. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდ წლამდე. უფრო მკაცრად ისჯება დეზერტირობა, თუ იგი ჩადენილია სამსახურებრივი სარგებლობისათვის მინდობილი იარაღით ან ჯგუფურად. ამასთან, სამხედრო მოსამსახურე, რომელიც პირველად ჩაიდენს დეზერტირობას დამამძიმებელი გარემოებების გარეშე, შეიძლება გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ დეზერტირობა გამოწვეული იყო მძიმე ვითარებით (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 389).

დეზინფორმაცია (misinformation) [ფრანგ. desinformation, გერმ. desinformation] - 1. განზრახ არასწორი, ცრუ ინფორმაცია; 2. ცრუ ინფორმაციის შედეგად შეცდომაში შეყვანა.

დეზორგანიზაცია (disorganization) [გერმ. desorganisation, ფრანგ. desorganisation] - წესრიგის, დისციპლინის დარღვევა.

დე იურე [ლათ. de jure] - იურიდიულად, ფორმალურად არსებული.

დეიზმი (deism) [ფრანგ. deisme <ლათ. deus ღმერთი] - რელიგიურ-ფილოსოფიური მოძღვრება, რომელიც აღიარებს ღმერთს როგორც სამყაროს უპიროვნო პირველსაწყისს, მაგრამ უარყოფს პიროვნული სახით ღმერთის არსებობას.

დეკა ..., [<ბერძ. deka ათი] - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი, რომლის მნიშვნელობა გამოხატავს 10 საწყის ერთეულს.

დეკადა (decade) [ფრანგ. decade <ბერძ. deka (dekados) ათეული] - ათდღიანი, თვის მესამედის შესაბამისი დროის შუალედი.

დეკანი (dean) [გერმ. dekan <ლათ. decanus ათი მონაზვნის, ჯარისკაცის უფროსი] - უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში ფაკულტეტის ხელმძღვანელი. დეკანოზი - 1. საპატიო წოდება, რომელიც ენიჭებათ შედარებით ღირსეულ და დამსახურებულ მღდვლებს, ტაძრის წინამძღვარი (უფროსი მღვდელი); 2. ქართულ მონასტრებში - მღვდლებისა და მგალობლების უფროსი, მონასტრის წინამძღვრის შემდგომ მეორე პირი, მისი თანაშემწე ღვთისმსახურებაში; 3. აღმოსავლეთ საქართველოს მთაში ხატის მსახური, რომელიც საპატიო რიტუალს ასრულებდა და ხატის ქონებას განაგებდა (წარმართობის გადმონაშთი).

დეკლარაცია (declaration, manifest) [ფრანგ. declaration <ლათ. declaratio განცხადება] - 1. განაცხადი, საჯარო დოკუმენტი, რომელიც ასახავს სხვადასხვა ტიპის მონაცემებს მისი დანიშნულებიდან გამომდინარე; 2. გადასახადის გადამხდელის განაცხადი თავისი შემოსავლის, ქონების რაოდენობის შესახებ; 3. საერთაშორისო სამართალში ერთი ან რამდენიმე ქვეყნის საზეიმო აქტი, რომელშიც შეთანხმებულია ზოგადი პრინციპები და მიზნები; 4. საკონსტიტუციო სამართალში ცალკეული პოლიტიკურ-იურიდიული აქტი, რომლის მიზანია მისცეს დოკუმენტს საზეიმო ხასიათი და ხაზი გაუსვას მის მნიშვნელობას.

დეკლარაცია აქციზის ყოველთვიური (excise tax monthly return) - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი ფორმის დოკუმენტი, რომელიც შესაბამის საგადასახადო ინსპექციაში უნდა წარადგინოს აქციზის გადამხდელმა საანგარიშო თვის მომდევნო თვის თვის 10 რიცხვისათვის (საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 132).

დეკლარაცია თანამდებობის პირის (declaration of public official/functionary/ official) - თანამდებობის პირის ეკონომიკური ინტერესების განცხადებისა და გამოქვეყნებისთვის საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ფორმის დოკუმენტი, რომელსაც ავსებენ თანამდებობის პირები. განასხვავებენ ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციებს. ქონებრივი და საფინანსო დეკლარაციების შევსება და წარდგენა ევალება თანამდებობის პირს: თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში ყოველი წლის პირველიდან 30 აპრილამდე; თანამდებობის დატოვებიდან ერთი წლის განმავლობაში პირველიდან 30 აპრილამდე. ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება და წარდგენა ევალება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული თანამდებობრივი რეესტრით გათვალისწინებულ თანამდებობაზე გასამწესებელ პირს (საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებსაქართველოს კანონი, მუხლი 14).

დეკლარაცია თანამდებობის პირის საფინანსო (publis official's declaration on finance) - საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ფორმის დოკუმენტი, რომელიც ასახავს მისი ქონებრივი მდგომარეობის ცვლილებას და შეიცავს ინფორმაციას თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში აღნიშნული მონაცემების ცვლილებისა და მიღებული შემოსავლების შესახებ. თანამდებობის პირი ვალდებულია უზრუნველყოს ქონებრივი წარმომავლობის დასაბუთება, დაასაბუთოს საფინანსო დეკლარაციაში შეტანილი მონაცემები შემოსავლების ან/და მფლობელობაში მიღებული ქონების შესახებ. საფინანსო დეკლარაციაში შეიტანება მისი შევსების თვის პირველ რიცხვამდე ერთი კალენდარული წლის მონაცემები (საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებსაქართველოს კანონი, მუხლი 16).

დეკლარაცია თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის (public official's declaration on property state) - საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ფორმის დოკუმენტი, რომელიც შეიცავს შემდეგ ინფორმაციას თანამდებობის პირისა და მისი ოჯახის წევრების შესახებ: ა) ვინაობა, საქართველოში თუ სხვა ქვეყანაში მათ მფლობელობაში არსებული უძრავი და მოძრავი ნივთები, საქმიანობა; ბ) მისი და მისი ოჯახის წევრების საიდენტიფიკაციო მონაცემები (გვარი, სახელი, დაბადების ადგილი, წელი, თვე და რიცხვი, ნათესაური ან სხვაგვარი კავშირი); დეკლარაციის შევსების მომენტისთვის საქართველოში თუ სხვა ქვეყანაში მის და მისი ოჯახის წევრების მიერ შესრულებული ნებისმიერი ანაზღაურებადი სამუშაო (დაკავებული თანამდებობის და ანაზღაურების ოდენობის მითითებით); ოჯახის წევრების შრომითი ბიოგრაფია (სამუშაო ადგილის, დაკავებული თანამდებობის და მუშაობის დროის მონაკვეთის მითითებით); გ) უძრავი ქონება - მესაკუთრის ვინაობა, ქონების ადგილმდებარეობა და მისამართი; უძრავი ქონების საერთო ფართობი; ქონების ნასყიდობის, ქირავნობის ან გირაოს ღირებულება; ქონების მფლობელობაში მიღების თარიღი. დეკლარაციას თან უნდა დაერთოს მემკვიდრეობის, ნასყიდობის, ჩუქების, პრივატიზების, ქირავნობის ან გირაოს დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები; დ) მოძრავი ქონება (გარდა ფასიანი ქაღალდების, საბანკო ანგარიშის, ნაღდი ფულის და განკარგვის უფლებით მიღებული ქონებისა), თუ ნივთის ღირებულება აღემატება საარსებო მინიმუმის ოცმაგ ოდენობას - მესაკუთრის ვინაობა, ნივთის სახეობა, საფირმო სახელწოდება, დამზადების ან გამოშვების დრო, შესყიდვის ფასი და დრო, მემკვიდრეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, საიჯარო ხელშეკრულების ასლი; ე) ფასიანი ქაღალდები - მესაკუთრის ვინაობა, საკუთრებაში მიღების დრო, ნომინალი, შესყიდვის ღირებულება, რაოდენობა, მესაკუთრის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები; ვ) საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებაში არსებული ანგარიში - მესაკუთრის ვინაობა, ანგარიშის სახეობა, გახსნის თარიღი, თანხის ოდენობა; ზ) ნაღდი ფული, მათ შორის, სხვა ფიზიკური ან/და იურიდიული პირისთვის არარეგისტრირებულად გასესხებული ან/და მისგან არარეგისტრირებული სესხის სახით მიღებული - ნაღდი ფულის მესაკუთრის ვინაობა, იმ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომლისგანაც მიღებულია ან/და რომლისთვისაც გადაცემულია სესხი, სესხის მიღების/გაცემის თარიღი, სესხის მიმღების/გამცემის წერილობითი დასტური; თ) განკარგვის უფლებით მიღებული ქონება - მესაკუთრის ვინაობა, ქონების სახეობა, სრული სახელწოდება, დამზადების ან გამოშვების დრო, განკარგვის უფლების მფლობელი, უფლების მიღების თარიღი და ქონების მისამართი (უძრავი ქონებისთვის), განკარგვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ი) მოქმედი ან/და წლის განმავლობაში დადებული ნებისმიერი ხელშეკრულება, რომლის საგნის ღირებულება აღემატება საარსებო მინიმუმის ათმაგ ოდენობას - ხელშეკრულების სახე, ხელშეკრულებაში მონაწილე პირები, ხელშეკრულების საგანი და მისი ღირებულება, ხელშეკრულების დადების თარიღი და მოქმედების ვადა იმ ორგანოს მითითებით, რომელმაც მოახდინა ხელშეკრულების რეგისტრაცია ან დამოწმება; კ) საწარმოს საქმიანობაში მონაწილეობა - საწარმოს საქმიანობაში მონაწილე პირი და მონაწილეობის ფორმა, საწარმოს სრული საფირმო სახელწოდება და იურიდიული მისამართი, საწარმოს მარეგისტრირებელი ორგანო და რეგისტრაციის თარიღი; ლ) დეკლარაციის შევსების თარიღი და პირის ხელმოწერა. თანამდებობის პირი ვალდებულია დაასაბუთოს დეკლარირებული ქონების და ფინანსური რესურსების წარმომავლობა. დეკლარირებული ქონების და ფინანსური რესურსების მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში თანამდებობის პირმა უნდა მიუთითოს ასეთი დოკუმენტის არარსებობის გარემოებებზე (საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებსაქართველოს კანონი, მუხლი 15).

დეკლარაციის (თანამდებობის პირის) სპეციალური (საიდუმლო) გრაფა (special (confidential) section of public official's declaration) - საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ფორმის დოკუმენტი, სადაც აისახება ის ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება სახელმწიფო ან სამსახურებრივ საიდუმლოებას ან წარმოადგენს სხვაგვარ კონფიდენციალურ ინფორმაციას, რომლის საჯაროობაც შეზღუდულია მოქმედი კანონმდებლობით, ინფორმაცია აისახება მხოლოდ დეკლარაციის სპეციალურ (საიდუმლო) გრაფაში, შესაბამისი წყაროდან მიღებული ქონების სახეობის (შინაარსის), ქონებასთან თანამდებობის პირისა და მისი ოჯახის წევრების კავშირის, ქონების საბაზრო ღირებულების ან/და ოდენობის მითითებით. ასეთ შემთხვევაში, დეკლარაციის შემვსებმა დეკლარაციას უნდა დაურთოს წერილობითი მითითება იმ სამართლებრივ აქტზე, რომლის საფუძველზეც დეკლარაციაში შესატანი ინფორმაცია განეკუთვნება სახელმწიფო ან სამსახურებრივ საიდუმლოებას ან წარმოადგენს სხვაგვარ კონფიდენციალურ ინფორმაციას, რომლის საჯაროობაც შეზღუდულია (საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებსაქართველოს კანონი, მუხლი 17).

დეკლარაცია საბაჟო (customs declaration) - დოკუმენტი, რომელშიც აისახება: 1. ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსული ან გასული ტვირთების შესახებ ინფორმაცია; 2. საზღვარგარეთ მიმავალი პირის ტვირთი.

დეკლარაცია სატვირთო-საბაჟო (customs-cargo declaration) - სახელმწიფოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას საქონლის მიმართ საბაჟო პროცედურების ჩატარების მიზნით წარდგენილი დეკლარაცია (საქართველოს საბაჟო კოდექსი”, მუხლი 96).

დეკლარაცია საფოსტო გზავნილების (declaration of postal parcel) - დეკლარაცია, რომელიც ივსება გამგზავნის მიერ გასაგზავნ საქონელზე საერთაშორისო საფოსტო გზავნილების გაგზავნისას (საქართველოს საბაჟო კოდექსი”, მუხლი 98).

დეკლარაცია საშემოსავლო (tax return, declaration on income/receipts) - დეკლარაცია, რომელშიც აისახება ფიზიკური პირის შემოსავლები. მათ საფუძველზე ხდება ქვეყანაში დადგენილი საშემოსავლო გადასახადების გადახდა.

დეკლარაცია ფიზიკური პირის (საბაჟო მიზნებისთვის) (natural person's declaration (for custom purposes)) - დეკლარაცია, რომელიც ივსება ფიზიკური პირის მიერ სახელმწიფოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას და რომელსაც აქვს დეკლარირებისთვის ქვემდებარე პირადი საგნები, ვალუტა და ფასიანი ქაღალდები (საქართველოს საბაჟო კოდექსი”, მუხლი 97).

დეკლარაცია საჯარო მოსამსახურეთა შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის (public servant's declaration on income and property state) - საჯარო მოსამსახურის ეკონომიკური ინტერესების განცხადების ფორმა, ქვეყნის პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი ფორმის დოკუმენტი, რომელიც საჯარო მოსამსახურის მიერ ივსება სახელმწიფო ენაზე და შეიცავს ამომწურავ ინფორმაციას: ა) მისი და მისი ოჯახის წევრების ქონებრივი მდგომარეობის თაობაზე, კერძოდ: საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების შესახებ; საკუთრებაში არსებული ფასიანი ქაღალდების შესახებ; საბანკო დაწესებულებაში არსებული შენატანის შესახებ, რომლის განკარგვის უფლება აქვს მას და მისი ოჯახის წევრს; საჯარო მოსამსახურის და მისი ოჯახის წევრის საიდენტიფიკაციო მონაცემების შესახებ; ბ) შემოსავლების თაობაზე. კერძოდ: რომლებიც მიღებულია ნებისმიერი ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულებით, როგორც საწარმოს საქმიანობაში მონაწილეობით, ისე მის გარეშე, აგრეთვე სხვადასხვა სახის ფულადი და ნივთმოგებების, ნებისმიერი სხვა სახის შემოსავლების შესახებ როგორც ფულადი, ისე ნატურალური ფორმით (საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 8 დეკემბრის 684 ბრძანებულება).

დეკლარირება (proclaim, declare, lay down) - 1. განცხადება; დეკლარაციით გამოსვლა; ოფიციალური გამოცხადება; 2. საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებებით სახელმწიფოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას (აგრეთვე საბაჟო რეჟიმის შეცვლისას) საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო ორგანოში სავალდებულო დეკლარირება. იგი ხდება განცხადებით (წერილობითი, ზეპირი მონაცემების ელექტრონული გადაცემის გზით), რომელიც შეიცავს ზუსტ ცნობებს საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების, მათი საბაჟო რეჟიმის შესახებ და საბაჟო მიზნებისთვის საჭირო სხვა ცნობებს (საქართველოს „საბაჟო კოდექსი”, მუხლი 83, 84).

დეკორტი (specific type of discount) - საქონელზე ფასდაკლება ვადამდე გადახდის შემთხვევაში. მას ასევე იყენებენ იმ შემთხვევაშიც, როცა საქონელი გათვალისწინებულზე დაბალი ხარისხისაა ან არ აკმაყოფილებს რაიმე წინასწარ შეთანხმებულ მოთხოვნას.

დეკრეტი (decree) [გერმ. dekret <ლათ. dekretum - ბრძანებულება, დადგენილება] - ზოგადი ან კერძო ხასიათის ნორმატიული აქტის დასახელება; უმაღლესი ხელისუფლების დადგენილება.

დეკრეტი საქართველოს პრეზიდენტის (edict of president of Georgia) - კანონის ძალის მქონე ნორმატიული აქტი, რომელიც გამოიცემა მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დროს. საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ კანონს, საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებას, ორგანულ კანონს (ნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს კანონი, მუხლი 13).

დეკუვერი - ქონების შეფასებასა და სადაზღვევო თანხას შორის სხვაობა.

დელეგატი (delegate, representative) [გერმ. delegation <ლათ. delegatus მოციქული, წარგზავნილი] - სახელმწიფოს ან კოლექტივის მიერ უფლებამოსილი, დანიშნული ან არჩეული წარმომადგენელი.

დელეგაცია (delegation, deputation) [გერმ. delegation <ლათ. delegatus] - რომელიმე კოლექტივის, სახელმწიფოს წარმომადგენელი დელეგატების ჯგუფი.

დელიმიტაცია (delimitation) [ლათ. delimitatio] - საერთაშიროსი სამართალში სახელმწიფო საზღვრის მდგომარეობისა და მიმართულების განსაზღვრა მომიჯნავე სახელმწიფოებს შორის შეთანხმებით.

დელისტინგი (delisting) - ფასიანი ქაღალდების კოტირების აკრძალვა საფონდო ბირჟაზე.

დელიქტი (civil offence, infringement, offence) [ლათ. delictum] - სამართალდარღვევა, სამოქალაქო-სამართლებრივი დარღვევა.

დელიქტური ვალდებულება (obligation arising from civil offence) - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, რომელიც შესაძლებელია დაეკისროს სხვა პირისთვის მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით ზიანის მიმყენებელ პირს (საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 992).

დელკრედერე (del credere) [გერმ. Dekredere თავდებობა; <იტალ. Del cradere ნდობით] - ხელშეკრულების სახეობა, რომლის მიხედვითაც კომისიონერი კისრულობს პასუხისმგებლობას მესამე პირის მიერ გარიგების შესრულებაზე (სამოქალაქო სამართალში).

დელტა (delta-function) - 1. ოფციონის პრემიის ცვლილების დამოკიდებულება საბირჟო კოტირების ცვლილებასთან. მისი საშუალებით გაიანგარიშება ოფციონების რაოდენობა, რომლებიც საჭიროა რეალური საქონლის ბაზარზე ვალდებულებების ჰეჯირებისთვის; 2. ფინანსური ინსტრუმენტის ნაღდი ფასისა და მის საფუძველზე არსებული ოფციონის ფასთან დამოკიდებულების ამსახველი მაჩვენებელი (პრემიის ცვლილება იყოფა ნაღდი ფასის ცვლილებაზე).

დემაგოგია (demagogy) [ფრანგ. demagogie <ბერძ. demagogia] - საკუთარი მიზნების მისაღწევად ფაქტების განზრახ დამახინჯება, მლიქვნელობა, ცრუ დაპირებების მიცემა.

დემარკაცია (demarcation) [ფრანგ. demarcation <marquer დანიშვნა, ჩანიშვნა] - ადგილზე სახელმწიფო საზღვრის დადგენა.

დემარში (demarche) [<ფრანგ. Demarche მოქმედება, გამოსვლა] - 1. რომელიმე სახელმწიფოზე, ან ხელისუფლების ორგანოზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით დიპლომატიური პროტესტი; 2. ზემოქმედების მოხდენის, შეურიგებელი პოზიციის გამოხატვის მიზნით დემონსტრატიული პროტესტი.

დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდი (book entry securities) - იხ. ფასიანი ქაღალდის სახეები.

დემოგრაფია (demography) [ფრანგ. demographie <ბერძ. demos ხალხი + grapho წერა] - მოსახლეობის გამრავლების კანონზომიერებათა შესახებ მეცნიერება.

დემოკრატია (democracy) [ფრანგ. democratie <ბერძ. demos ხალხი + kratos ხელისუფლება] - მმართველობის ფორმა, რომლის დროსაც უზრუნველყოფილია ხალხის მიერ სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელება.

დემონსტრაცია (demonstration) [ფრანგ. demonstration <ლათ. demonstrare ჩვენება] - 1. საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეხედულებების გამომხატველი მასობრივი მსვლელობა; 2. რაიმეს საჯარო ჩვენება; 3. რაიმეს გამოვლენა, მოწმობა; 4. პროტესტის გამომხატველი მოქმედება.

დემპინგი [ინგლ. dumping ჩამოყრა] - 1. საქონლის გაყიდვა უცხოეთის ბაზარზე შიდა ბაზრის ფასებთან შედარებით ბევრად იაფად, ზოგჯერ თვითღირებულებაზე ნაკლებადაც (კონკურენტების განდევნის მიზნით); 2. დემპინგის განხორციელება; საქონლის მისაღებ ფასებად გასაყიდად გამოტანა; 3. მოხსნა; გა(მო)თიშვა, ამორთვა.

დენომინაცია (denominaion) [გერმ. denomination <ლათ. denominatio გადარქმევა] - 1. ინფლაციის რეგულირების უპირატესად ტექნიკური მეთოდი, რომელიც ხორციელდება ეროვნული ვალუტის სტაბილიზაციის, ანგარიშსწორების გამარტივების მიზნით. დენომინაციისას მიმოქცევაში არსებული ფულადი ნიშნები იცვლება უფრო მსხვილი ნომინალის მქონე ფულადი ნიშნებით; 2. ქვეყანაში ფულის მიმოქცევის მოწესრიგების, აღრიცხვისა და ანგარიშსწორების გაადვილების მიზნით ეროვნული ფულის ერთეულის გამსხვილება დაწესებული თანაფარდობის მიხედვით ძველი ფულის ნიშნების ახალზე გადაცვლის მეშვეობით (“საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებსაქართველოს ორგანული კანონი, მუხლი 75).

დენონსაცია (denunciation) [ფრანგ. denonciation <ლათ. denuntiatio უწყება] - სახელმწიფოს განცხადება საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის შესახებ.

დეონტოლოგია [<ბერძ. deontos საჭირო, ჯერარსი, ბერძ. deon ვალდებულება+logos მოძღვრება, სიტყვა] - ეთიკის ნაწილი, რომელშიც განხილულია მოვალეობისა და ჯერარსის პრობლემები. დეონტოლოგია პროფესიული - განსაზღვრულ პროფესიულ სფეროში პირის სავალდებულო ქცევის, ცალსახად განმსაზღვრელი, მორალური ნორმების ერთობლიობა, რომელთაც აქვთ კონკრეტულ-იმპერატიული ხასიათი. ზოგადი ეთიკის ნორმებისგან განსხვავებით, აღნიშნული ნორმები არ იძლევა არჩევანის უფლებას. მათი შესრულება უზრუნველყოფილია ადმინისტრაციული (სამართლებრივი) სანქციებით.

დეპარტამენტი (department) [ფრანგ. departement] - 1. სახელმწიფო დეპარტამენტი - კანონით განსაზღვრული, აღმასრულებელ ხელისუფლებაში დამოუკიდებლად მოქმედი სამთავრობო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს მმართველობით ფუნქციებს, სახელმწიფო ზედამხედველობას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და მის შესაბამისად იყენებს სახელმწიფოებრივ იძულებას; ს.დ.-ს მეთაურობს თავმჯდომარე; 2. საფრანგეთსა და რიგ ქვეყნებში: ძირითადი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული; 3. რიგ ქვეყნებში: უმაღლესი ადმინისტრაციული ან სასამართლო დაწესებულების (სამინისტროს, სენატის და სხვ.) სტრუქტურული ქვედანაყოფი; ზოგიერთი საერთაშორისო ორგანიზაციის, მაგ., გაეროს აპარატში: ადმინისტრაციული ქვეგანყოფილება; 4. ზოგიერთ სახელმწიფოში, მაგ., აშშ-ში, შვეიცარიაში: უწყების, სამინისტროს სახელწოდება; სახელმწიფო დ. - შიდაპოლიტიკური უწყება აშშ-ში.

დეპეშა (dispatch, wire(less), telegram) [ფრანგ. depeche <depecher სასწრაფოდ გაგზავნა] - სასწრაფო დიპლომატიური უწყება, ტელეგრამა.

დეპოზიტი (deposit) [გერმ. Deposit <ლათ. depositum შესანახად მიცემული საგანი] - 1. საკრედიტო დაწესებულებაში კლიენტის შენატანი (ფულის ან ფასიანი ქაღალდის სახით), რომელიც შესანახადაა მიბარებული და მეანაბრეებს უბრუნდებათ გარკვეული პირობების დადგომისას; ანაბარი; შენატანი; 2. ბირჟაზე ფიუჩერსული ხელშეკრულების საერთო ღირებულების ნაწილი, მტკიცე თანხა, რომელიც ბირჟის წევრმა უნდა გადაიხადოს საანგარიშსწორებო პალატაში გარიგების შესრულების საგარანტიოდ. ჩვეულებრივ, იგი ფიუჩერსული კონტრაქტის 2-დან 10%-მდეა, მაგრამ ზოგიერთ სიტუაციაში შეიძლება გაიზარდოს 50%- მდე და მეტად. როგორც წესი, დეპოზიტს ჰეჯირებისთვის ადგენენ უფრო ნაკლები ზომით, ვიდრე სპეკულანტებისთვის; 3. რაიმე საქონლის განვადებით ყიდვისას პირველი (საგარანტიო) შენატანი; 4. ფულადი შენატანი, რომელიც გარიგების განზრახვის დამადასტურებელია; 5. ბანკთაშორისი მოკლევადიანი სესხი; 6. კომერციულ ბანკში ან არასაბანკო დაწესებულებაში პირის მიერ შეტანილი ანაბარი ან გადახდის სხვა საშუალებები (საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანული კანონი, მუხლი 75).

დეპოზიტი ვადიანი (time deposit (bill)) - დეპოზიტი, რომელზეც არსებული თანხის გამოტანა შესაძლებელია გარკვეული ვადის გასვლისას, ან წინასწარ შეტყობინების შემდგომ. ამიტომ მასზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის ოდენობა და შესაბამისად მისგან მიღებული შემოსავალი უფრო მაღალია, ვიდრე მოთხოვნამდე დეპოზიტის შემთხვევაში.

დეპოზიტი მოთხოვნამდე (demand deposit, checkable deposit, deposit at short notice, call deposit) - დეპოზიტი მოთხოვნამდე, რომლის მიმართ შეიძლება ჩეკის გამოწერა (იგი ფაქტობრივად მიმდინარე ანგარიშის ერთ-ერთი ნაირსახეობაა). მას ცალკეულ ქვეყანაში ერიცხება პროცენტი.

დეპოზიტი საშემნახველო (saving depozit) - საშემნახველო ანგარიშზე გარკვეული ვადით შეტანილი ფულადი თანხა. მისგან შემოსავალი პროცენტების სახით მიიღება. მის მიმართ განხორციელებული ფინანსური ოპერაციების რაოდენობა და ხასიათი შეზღუდულია.

დეპოზიტორიუმი (depositary, bailee) - პირი ან დაწესებულება, რომელიც იღებს შესანახად ფულს, დოკუმენტებს, ფასეულობებს.

დეპოზიტარი (bailee, depositary) [ფრანგ. depositaire <ლათ. depositum შესანახად მიცემული საგანი] - 1. პირი, რომელსაც მინდობილი აქვს დეპოზიტი; 2. სახელმწიფო, საერთაშორისო ორგანიზაცია ან მისი მთავარი აღმასრულებელი თანამდებობის პირი, რომელიც ინახავს საერთაშორისო ხელშეკრულების დედანს და ასრულებს ამასთან დაკავშირებულ საერთაშორისო სამართლის ნორმებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს (საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებსაქართველოს კანონი, მუხლი 3).

დეპოზიტორი (depositor) [<ლათ. depositor მეანაბრე] - 1. დეპოზიტის მფლობელი; 2. საწარმოში ან ორგანიზაციაში დროებით არსებული ფულადი თანხის მესაკუთრე ფიზიკური ან იურიდიული პირი; 3. მუშაკი, რომელმაც დროულად ვერ მიიღო ხელფასი; 4. ნებისმიერი პირი, რომლის სასარგებლოდაც ხდება ხელფასიდან თანხის დაკავება (მაგ. ალიმენტი და სხვ.).

დეპონენტი (bailor, depositor) [ლათ. deponens გადამვადებელი, ის ვინც გადადებს] - იხ. დეპოზიტორი (2, 3, 4).

დეპონირება (deposit, lodge) - ფულადი თანხის, ფასიანი ქაღალდის და სხვა ფასეულობის შესანახად გადაცემა საკრედიტო დაწესებულებისთვის.

დეპონირებული თანხა (deposited amount) - თანხა, რომელიც გადატანილია დეპონენტზე.

დეპორტაცია (deportation) [ფრანგ. deportation <ლათ. deportatio გაძევება, გასახლება] - 1. სისხლის სამართლის სასჯელის, ადმინისტრაციული სახდელის სახით სახელმწიფოდან გასახლება, გაძევება; 2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით კაცობრიობის მშვიდობის, უშიშროებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავში მოცემული ნორმების დისპოზიციაში გამოყენებული ტერმინი, რომელიც ასახავს საცხოვრებელი ადგილიდან სამოქალაქო მოსახლეობის იძულებით გასახლებას.

დეპორტი (deport) - 1. სწრაფი საბირჟო გარიგება ფასიანი ქაღალდებით იმ მოტივით, რომ მათი კურსი დაეცემა; 2. გარიგების მიხედვით ანგარიშსწორების გადავადების გამო თანხმობის გაკეთებული ფასდაკლება.

დეპუტატი (deputy, delegate) [გერმ. deputat <ლათ. deputatus განკუთვნილი] - 1. არჩევითი სახელმწიფო ორგანოს წევრი, არჩევითი წარმომადგენელი; 2. რაიმე დავალების შესრულებაზე უფლებამოსილი არჩევითი პირი.

დეროგაცია (derogation) [ფრანგ. derogation <ლათ. derogatio] - ძველი კანონის ნაწილობრივ გაუქმება.

დესანტი (landing, landing operation; troops landed , landing party (force)) [ფრანგ. Descente

დაღმართი, გადმოსხმა] - 1. საბრძოლო მოქმედების წარმოების მიზნით, მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე გადასასხმელად განკუთვნილი სპეციალურად მომზადებული ჯარი; 2. მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე ჯარის გადასხმა.

დესპოტი (despot) [გერმ. Despot <ფრანგ. despote <ბერძ. despotes მბრძანებელი, ბატონი] - 1. თვითნებობაზე დამყარებული, შეუზღუდავი ძალაუფლების მქონე უმაღლესი მმართველი; 2. თვითნება ადამიანი, რომელიც სხვას აიძულებს მხოლოდ მისი ნების შესაბამისად მოქმედებას.

დესპოტიზმი (despotism) [<ბერძ. despoteia განუსაზღვრელი ძალაუფლება] - 1. ერთი ადამიანის თვითმპყრობელური, განუსაზღვრელი ძალაუფლების ფორმა, შეუზღუდველი მონარქია, გამოირჩევა განუკითხაობითა და ხელისუფლების უსამართლობით; 2. თვითმპყრობელობა და განუკითხაობა გარშემო მყოფებთან ურთიერთობებში.

დესტრუქცია (destruction) [<ლათ. destructio] - რისამე ნორმალური სტრუქტურის დარღვევა, მოსპობა.

დეტალი (detail, part, component) [ფრანგ. detail <detailler გამოცალკევება, გაჭრა] - 1. წვრილმანი, კერძო რამ; 2. მექანიზმის, მანქანის, მოწყობილობის ნაწილი.

დეტერმინატი (determinant) [ფრანგ. determinant <ლათ. determinare შეზღუდვა, განსაზღვრა] - განმსაზღვრელი, დასახული ამოცანის ფარგლებში დამოუკიდებელი ელემენტი, რომელზეც უშუალოდ დამოკიდებულია შედეგი.

დეტერმინიზმი (determinism) [ლათ. determinare განსაზღვრა, გამორკვევა] - ფილოსოფიური კონცეფცია, რომლის მიხედვითაც ბუნებისა და საზოგადოების ყველა მოვლენა ობიექტური კანონზომიერებითა და მიზეზობრივი კავშირით არის განპირობებული. საპირისპ. ინდეტერმინიზმი.

დეტექტივი (detective, detective story) [ინგლ. detective <ლათ. detectio] - 1. სამძებრო პოლიციის აგენტი, მაძებარი; 2. დეტექტიური ნაწარმოები (რომანი, მოთხრობა, ნოველა).

დე ფაქტო [<ლათ. de facto] - ფაქტობრივად, რეალურად არსებული.

დეფექტი (defect) [გერმ. defekt <ლათ. defectus] - ზადი, ნაკლი, წუნი, ნაკლოვანება, ხარვეზი.

დეფილირება (defile) [<ფრანგ. Defiler სიარული] - სადღესასწაულო (მედიდურად) სვლა.

დეფინიცია (definition) [გერმ. definition, ფრანგ. definition <ლათ. definitio] - სპეციალური მიზნებისთვის რაიმე ცნების არსებითი ნიშნების გამომხატველი განსაზღვრება.

დეფისი (hyphen) [გერმ. divis <ლათ. divisio დაყოფა] - სიტყვების ან სიტყვის ნაწილის დასაკავშირებელი, ან სიტყვის გადატანის გამომხატველი მოკლე ხაზი

დეფიციტი (deficit) [გერმ. defizit, ფრანგ. deficit <ლათ. deficit აკლია] - 1. ხარჯების შემოსავალზე მეტობა, ზარალი; 2. რაიმეს დაკლება, არასაკმარისი რაოდენობა.

დეფლაცია (deflation) [ფრანგ. Deflation <ლათ. deflo ვუბერავ] - ფასების დონის შემცირება ან ფულის მსყიდველობითი უნარის გაზრდა სასაქონლო მასასთან შედარებით ბრუნვაში არსებული ფულის რაოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით. ჩვეულებრივ, დეფლაციის თანმდევი მოვლენებია კაპიტალდაბანდებების, წარმოებისა და დასაქმების შემცირება.

დეფოლტი [ინგლ. default] - ფინანსური ვალდებულებების შესრულებაზე უარის გაცხადება.

დეფორმაცია (deformation) [გერმ. deformation <ლათ. deformatio ფორმის შეცვლა, დამახინჯება] - 1. გარე ძალების ან ტემპერატურის ცვლილებების ზემოქმედების შედეგად სხეულის ფორმის და ზომის ცვლილება; 2. რაიმე შეხედულების, ცნების, ნიშან-თვისებების არასასურველი ცვლილება.

დეცი ..., [<ლათ. decem ათი] - რაიმე ფიზიკური სიდიდის ერთეულის დასახელების პირველი შემადგენელი ნაწილი, რომელიც აღნიშნავს ერთი მეათედის ოდენობის საწყის ერთეულს.

დი ..., [<ბერძ. di(s) ორჯერ, ორგზის] - იხ. ბი ...

დიაგრამა (diagram) [ფრანგ. diagramme, გერმ. diagramm <ბერძ. diagramma ნახატი, ნახაზი] - რაიმე სიდიდეების თანაფარდობის თვალსაჩინოდ გამომხატველი ნახაზი.

დიაკონი (deacon) [<ბერძ. diakonos მსახური] - ქრისტიანულ ეკლესიაში მესამე, ყველაზე დაბალი სამღვდელო ხარისხი, რომელიც ეხმარება მოძღვარს ღვთისმსახურების წესების შესრულებაში.

დიალექტი (dialect) [გერმ. dialekt, ფრანგ. dialecte <ლათ. dialectus <ბერძ. dialektos] - ადგილობრივი ან განსაზღვრული სოციალური ჯგუფის კილო, კილოკავი.

დიალექტიკა (dialectics) [<ბერძ. dialektike საუბრის წარმართვის ხელოვნება] - არგუმენტაციის ხელოვნება, ლოგიკის მეცნიერება. სოკრატესთვის ეს იყო საუბრის წარმართვის ხელოვნება, პლატონისთვის - უმაღლესი მეცნიერება, იდეების შემეცნების მეთოდი, კანტი მას ფსევდოფილოსოფიას უწოდებდა, ჰეგელისთვის კი ეს იყო აზროვნების ბუნებაში არსებულ კანონზომიერებათა მეცნიერებაში გამოყენება. მარქსისტებისთვის დიალექტიკური მატერიალიზმი არის ეკონომიკური განვითარების შინაგანი კანონზომიერება, რაზეცაა დამოკიდებული ყველაფერი სხვა, რაც კი ქვეყანაზე ხდება.

დიასპორა (diasore) [გერმ. Diaspora <ბერძ. diaspora გაფანტვა] - სამშობლოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები მოსახლეობის, ეთნიკური ჯგუფის მნიშვნელოვანი ნაწილი.

დიდაქტიზმი (didacticism) [ფრანგ. didactisme <ბერძ. didaktikos ჭკუის სასწავლებელი] - ჭკუის სწავლება, დამრიგებლობა. დიდაქტიკა - სწავლის ზოგადი მეთოდების შემსწავლელი, პედაგოგიკის ნაწილი.

დიდი (წითელი) პარასკევი (Good Friday) - დღე, როდესაც ჯვარს აცვეს იესო ქრისტე. ვნების შვიდეულის პარასკევი, ამ დღეს მართლმადიდებელ ეკლესიაში სრულდება განსაკუთრებული რიტუალი ქრისტეს ჯვარცმის სამახსოვროდ, რომლის დროსაც ტაძარში დაასვენებენ გარდამოხსნას - ჯვრიდან გარდამოხსნილი იესო ქრისტეს გამოსახულებას; საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად გამოცხადებულია უქმე დღედ (თარიღი გარდამავალია).

დიდი შაბათი (great saturday of Week) - იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის წინა დღე (ვნების შვიდეულის შაბათი). ამ დღეს მაცხოვარი სხეულით იმყოფებოდა საფლავში, ხოლო სულით ჩაბრძანდა ჯოჯოხეთში მართალთა სულების ამოსაყვანად. შაბათს შეიმუსრა ბჭენი ჯოჯოხეთისანი; საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად გამოცხადებულია უქმე დღედ (თარიღი გარდამავალია).

დივერსია (diversion) [გერმ. Diversion <ლათ. diversio გადახრა, ყურადღების გადატანა] - სამოქალაქო ან სამხედრო დანიშნულების, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტების განადგურება ან არსებითად დაზიანება.

დივერსიფიკაცია (diversification) - 1. რისკის შემცირების მიზნით სხვადასხვა საფინანსო ინსტრუმენტსა და სხვა აქტივებს შორის საინვესტიციო პორტფელის გადანაწილება; 2. კომპანიის საქმიანობის სფეროს გაფართოება (მათ შორის შთანთქმისა და შერწყმის გზით) ერთი სახეობის პროდუქციის სახეობაზე დამოკიდებულებისა და ციკლური ფაქტორების ზემოქმედების შემცირების მიზნით; 3. სახელმწიფოს სავალუტო რეზერვების უსაფრთხოების გაზრდა გამოყენებული სავალუტო და საფინანსო ინსტრუმენტების სპექტრის გაზრდის გზით.

დივიდენდების რეინვესტიცია (reinvested dividend) - სააქციო საზოგადოების მიერ მიღებული დივიდენდების გამოყენება თავისივე აქციების დამატებითი რაოდენობის შესაძენად.

დივიდენდი (dividend) [<ლათ. dividendus] - აქციონერთა საზოგადოების კრების მიერ დადგენილი შემოსავლის ნაწილი, რომელიც ყოველი აქციის მფლობელს გადაეცემა. მისი ოდენობა დამოკიდებულია აქციის სახეზე. პრივილეგირებულ აქციას ფიქსირებული დივიდენდი აქვს.

დივიდენდის დაბეგვრა (taxation of dividend) - დივიდენდი შეიძლება დაიბეგროს, როგორც გადახდის წყაროსთან (დივიდენდის გამცემთან), ასევე მის მიმღებთან. საქართველოს საწარმოების მიერ გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან 10-პროცენტიანი განაკვეთით (ფიზიკური პირი თავისუფლდება მიღებული დივიდენდების დაბეგვრისგან, თუ უკვე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან) (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 62).

დივიდენდის გადახდის წყარო (source of dividend's payment) - სააქციო საზოგადოების მოგება.

დივიდენდური აღრიცხვა (dividend accounting) - დივიდენდის მიმღებ აქციის მფლობელთა აღრიცხვა.

დივიზიონი (division) [ფრანგ. Division <ლათ. divisio გაყოფა, დაცალკევება] - 1. საარტილერიო და სატანკო ჯარების სამხედრო ქვედანაყოფი; 2. ერთი კლასის საზღვაო სამხედრო ხომალდების შენაერთი; 3. კომპანიის ქვედანაყოფი, რომელიც არ იმყოფება ცენტრალური სტრუქტურების ფუნქციონალურ დაქვემდებარებაში.

დიზაინი (design) [ინგლ. design პროექტირება, კონსტრუირება] - საგნის, ინტერიერის მხატვრული კონსტრუირება; საგანთა გარემოს ესთეტიკური იერის პროექტირება.

დიზაჟიო (disagio) [იტალ. disaggio] - ფულის ნიშნებისა და ფასიანი ქაღალდების კურსის შემცირება. ჩვეულებრივ, გამოისახება პროცენტობით ნომინალურ ღირებულებასთან მიმართებაში (საპირისპიროა აჟიო).

დითირამბი (dithyramb) [ბერძ. dithyrambos] - 1. ძველბერძნულ პოეზიაში: აღტაცებული დრამატიზებული საგალობელი ღვინისა და მხიარულების ღმერთის დიონისეს პატივსაცემად; 2. გადამეტებული შექება, ხოტბა (იტყვიან: დ.- ებს უგალობსო).

დილემა (dilemma) [ბერძ. Dilemma <di(s) ორჯერ + lemma ამანათი] - მდგომარეობა, რომლის დროსაც ორი ურთიერთსაპირისპირო მისაღები გადაწყვეტილებიდან თანაბრად ძნელია ერთერთის არჩევა.

დილერი (dealer) [<ინგლ. dealer საბირჟო მაკლერი, დილერი] - 1. საფონდო ბირჟის წევრი ფიზიკური ან იურიდიული პირი - მოქმედებს თავისი სახელით და ხარჯით, დებს ბროკერებთან ფასიანი ქაღალდების, საქონლისა და ვალუტის ყიდვა-გაყიდვის სავაჭრო გარიგებებს. დილერის მოგების წყაროა ნაყიდი და გაყიდული ფასიანი ქაღალდების ფასთა შორის სხვაობა; 2. ბანკის თანამშრომელი, რომელიც ფინანსურ ბაზრებზე კონვერსიულ, დეპოზიტის და სხვა სახის ოპერაციებზე სპეციალიზდება; 3. საცალოდ გადაყიდვის მიზნით საქონლის და მომსახურების ბითუმად მყიდველი.

დილეტანტი (dilettante) [გერმ. dilettant, იტალ. dilettante <dilettare გართობა, თავის შექცევა] - ზედაპირულად განათლებული, სპეციალური ცოდნის არმქონე პირი, რომელიც რაიმე მეცნიერებას მისდევს.

დინამიკა (dynamics) [გერმ. Dynamik <ბერძ. dynamikos ძლიერი, ძალასთან მიმართებით] - რაიმე მოვლენის, პროცესის ცვალებადობის განვითარების მიმდინარეობა.

დინამო (dynamo) [<ბერძ. dynamis ძალა] - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი, რომლის მნიშვნელობა შეესაბამება სიტყვას „ძალა”. მაგ., დინამომეტრი; იგივეა, რაც დინამომანქანა.

დინამომანქანა (dynamo) - მუდმივი დენის გენერატორის მოძველებული სახელწოდება.

დინასტია (dynasty) [ლათ. Dynastia <ბერძ. dynasteia <dynastes მფლობელი] - გვარი, რომლის წარმომადგენლებიც არიან თანამიმდევრობით მმართველი მონარქები. დიოფიზიტობა - მართლმადიდებლობის ერთ-ერთი ძირითადი დოგმატი, რომელიც ცნობს ქრისტეში განსხვავებული და თანაბარი, შეურეველი და განუყოფელი ორი ბუნების - ღვთაებრივისა და ადამიანურის არსებობას.

დიპლომატი (diplomat) [ფრანგ. diplomate] - საგარეო საქმეთა უწყებისა და უცხო სახელმწიფოებში დიპლომატიურ წარმომადგენლობათა თანამდებობის პირი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში.

დიპლომატია (diplomacy) [ფრანგ. diplomatie <ბერძ. diploma ორად გაკეცილი წერილი, დოკუმენტი] - 1. სახელმწიფოს საერთაშორისო, საგარეო პოლიტიკის განხორციელებისაკენ მიმართული მთავრობის საქმიანობა; 2. რაიმე მიზნის მიღწევისთვის ადამიანებთან დახვეწილი ურთიერთობა, საქმიანობა.

დიპლომატიური კორპუსი (diplomatic corps) - სახელმწიფოში აკრედიტებული უცხო სახელმწიფოს წარმომადგენლობათა მეთაურების ერთობლიობა. ფართო მნიშვნელობით აღნიშნავს, აგრეთვე, სახელმწიფოში მყოფ დიპლომატიურ წარმომადგენლობათა მთელ დიპლომატიურ პერსონალსა და მათი ოჯახის წევრებს. დიპლომატიური კორპუსი საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტს არ წარმოადგენს და მის მიერ რაიმე ერთობლივი აქციის მოწყობა დაუშვებელია.

დიპლომატიური ნოტა (diplomatic note) - დიპლომატიური მიმოწერის ერთ-ერთი დოკუმენტი, რომლითაც ერთი სახელმწიფო რაიმე ფაქტთან დაკავშირებით პრეტენზიას უცხადებს მეორე სახელმწიფოს. საერთაშორისო პრაქტიკაში ასხვავებენ პირად ნოტას და ვერბალურ ნოტას. პირად ნოტას აქვს წერილის ფორმა, იწყება და მთავრდება კომპლიმენტებით. პირადი ნოტა იბეჭდება სანოტო ბლანკზე, შედგენილია პირველ პირში და ხელს აწერს გამგზავნი. ვერბალური ნოტა ეხება სხვადასხვა მიმდინარე საკითხს, დაბეჭდილია სანოტო ბლანკზე, შედგენილია მესამე პირში და ხელმოუწერელია, ბოლოში აქვს მხოლოდ გამგზავნი დაწესებულების ბეჭედი და ქვედა მარცხენა კუთხეში მითითებულია ადრესატის მისამართი.

დიპლომატიური რანგები (diplomatic grade/rank) - დიპლომატიურ სამსახურში დაწესებულია დიპლომატიური რანგების შემდეგი კატეგორიები: უმაღლესი დიპლომატიური რანგები: საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი; საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი. უფროსი დიპლომატიური რანგები: უფროსი მრჩეველი; მრჩეველი; უმცროსი მრჩეველი. უმცროსი დიპლომატიური რანგები: პირველი მდივანი; მეორე მდივანი; მესამე მდივანი; ატაშე. დიპლომატიური რანგების მინიჭებისათვის განსაზღვრულია დიპლომატიური სამსახურის გავლის შემდეგი ვადები: ატაშეს პირველადი დიპლომატიური რანგის მინიჭებისათვის დიპლომატიური სამსახურის გავლის 1 წელი; მდივნის დიპლომატიური რანგის მინიჭებისათვის - 2 წელი; მრჩევლის დიპლომატიური რანგის მინიჭებისათვის - 3 წელი. შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის ან განსაკუთრებული დამსახურების გამო დასაშვებია დიპლომატური რანგის ვადაზე ადრე მინიჭება. თითოეული კატეგორიის ფარგლებში დიპლომატიური რანგის ვადაზე ადრე მინიჭება, როგორც წესი, დასაშვებია მხოლოდ ერთხელ. უმაღლესი კატეგორიის დიპლომატიური რანგები შეიძლება მიენიჭოთ უმაღლესი და უფროსი დიპლომატიური თანამდებობის პირებს. უფროსი კატეგორიის დიპლომატიური რანგები შეიძლება მიენიჭოთ უფროსი და უმცროსი დიპლომატიური თანამდებობის პირებს. უმცროსი კატეგორიის დიპლომატიური რანგები შეიძლება მიენიჭოთ უმცროსი დიპლომატიური თანამდებობის პირებს. დიპლომატიური რანგები, უმაღლესი კატეგორიის დიპლომატიური რანგების გარდა, შეიძლება მიენიჭოთ დიპლომატიური თანამდებობის პირებთან გათანაბრებულ პირებს, შესაბამისად, სახელმწიფო მინისტრის ან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე. დიპლომატიური რანგები, უმაღლესი დიპლომატიური რანგების გარდა ენიჭებათ დიპლომატიური თანამდებობის პირებს, აგრეთვე მათთან გათანაბრებულ პირებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით. უმაღლესი დიპლომატიური რანგები ენიჭება საქართველოს პრეზიდენტის მიერ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის წარდგინებით. უმაღლესი დიპლომატიური რანგის მინიჭება ხდება სამუდამოდ (დიპლომატიური სამსახურის შესახებსაქართველოს კანონი, მუხლი 34-39).

დიპლომატიური სამსახური (diplomatic service) - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და მისი ქვედანაყოფებიქვეყნის ტერიტორიაზე და საზღვარგარეთ(საქართველოს კანონი “დიპლომატიური სამსახურის შესახებ”, მუხლი 2).

დიპლომატიური წარმომადგენლობა (diplomatic representatives) - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფი, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობებისას წარმოადგენს საქართველოს (საქართველოს კანონი დიპლომატიური სამსახურის შესახებ”, მუხლი 2).

დიპლომი (diploma, certificate of degree, award, prize) [გერმ. diplom, ფრანგ. Diplome <ბერძ. diploma ორად გაკეცილი წერილი, დოკუმენტი] - 1. უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების ან სამეცნიერო ხარისხის, წოდების მინიჭების დამადასტურებელი მოწმობა; 2. მოწმობა, რომელიც გაიცემა კონკურსში, ფესტივალში წარმატებული მონაწილეობის ნიშნად.

დირექტივა (directive, instruction) [ფრანგ. directive <ლათ. directus პირდაპირი, უშუალო <dirigere წარმართა] - დაქვემდებარებული ორგანოებისთვის განკუთვნილი ზემდგომი ორგანოს მმართველობითი მითითება.

დირექტორატი (დირექტორთა საბჭო) (board of directors, directorate) - 1. დირექტორთაგაერთიანება (კოლეგია), რომლებიც ერთობლივად ახორციელებენ მართვას. მას სათავეში, როგორც წესი, უდგას მთავარი დირექტორი; 2. იგივეა, რაც დირექცია.

დირექტორატი ბანკის (bank's board of directors, directorate of bank) გამგეობა, რომელიც პასუხისმგებელია ბანკის საქმეების მართვასა და მისი ფუნქციების შესრულებაზე (საქართველოს კანონი კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ”, მუხლი 15.1).

დირექტორი (chief executive, director, manager, president, superintendent) [ლათ. director] - 1. ხელმძღვანელი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, სააქციო საზოგადოებასა და კოოპერატივში, რომელიც ახორციელებს საწარმოს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას (საქართველოს კანონი მეწარმეთა შესახებ”, მუხლი 9); 2. საწარმოს, დაწესებულების ან სასწავლებლის ხელმძღვანელი.

დირექტორია [ინგლ. directory <ლათ. directorium მარშრუტი] - კომპიუტერის ოპერაციულ მეხსიერებაში ძებნის გაადვილების მიზნით, ფაილების ცნობარი, ფაილის ადგილმდებარეობის მითითებით.

დირექცია (directorate) [ლათ. Directio მიმართულება] - 1. საწარმოს, დაწესებულების, სასწავლებლის ხელმძღვანელი ორგანო, დირექტორის მეთაურობით; 2. რიგ ქვეყნებში: ადმინისტრაციული აპარატის ერთ-ერთი ქვედანაყოფი. მაგ., საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დ.

დის- და (ხმოვნის წინ) დიზ- [ლათ. dis- ., ბერძ. dys-] - თავსართი, რომელიც აღნიშნავს გაყოფას, გამოყოფას, უარყოფას; სიტყვას აძლევს უარყოფით ან საწინააღმდეგო აზრს. მაგ., დისჰარმონია, დისპროპორცია, დიზასოციაცია და სხვ.

დისერტანტი (candidate for a degree; author of dissertation) - პირი, რომელიც დისერტაციას იცავს.

დისერტაცია (dissertation) [ლათ. dissertatio მსჯელობა, კვლევა] - სამეცნიერო ნაშრომი, გამოკვლევა, წარმოდგენილი სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, რომელიც საჯაროდ უნდა დაიცვას მაძიებელმა (დისერტანტმა).

დისიდენტი (dissident, nonconformist, dissenter) [გერმ. dissident, ფრანგ. dissident <ლათ. dissidens (dissidentis) შეუთანხმებელი] - 1. გაბატონებული სარწმუნოებიდან განდგომილი (რჯულგანდგომილი); 2. ის, ვინც არ ეთანხმება გაბატონებულ იდეოლოგიას, სხვაგვარად მოაზროვნე.

დისკეტა (diskette) [ფრანგ. Disquette <disque დისკი] - ინფორმაციის მატარებელი დრეკადი მაგნიტური დისკი.

დისკი (disk, disc) [ფრანგ. Disque <ბერძ. diskos] - ბრტყელი მრგვალი სახის საგანი.

დისკვალიფიკაცია (disqualification [გერმ. disqualification <ლათ dis + qualis რომელი, როგორი ხარისხის + facere კეთება] - 1. განსაზღვრული საქმის შესრულებისთვის, ან თანამდებობაზე დანიშვნისთვის პირის უღირსად, უუნაროდ გამოცხადება; 2. პროფესიული ან სხვა სასარგებლო უნარ-ჩვევების დაკარგვა.

დისკომფორტი (discomfort) [ლათ. dis-., ბერძ. dys-. და ინგლ. comfort კომფორტი] - 1. ცხოვრების ცუდი პირობები; 2. უხერხულობა (ჩვ. ადამიანის შინაგან სულიერ მდგომარეობასთან მიმართებით).

დისკონტი (discount) - 1. საქონელზე ფასდათმობა, სხვაობა ფასიანი ქაღალდის ემისიის ფასსა და მიმდინარე ფასს შორის; 2. ვალუტის ფორვარდულ კურსსა და ვალუტის მომენტალური მიწოდების კურსს შორის სხვაობა; 3. სხვაობა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდის ნომინალურ ღირებულებასა და მისი შესყიდვის ფასს შორის, რომელიც ნომინალურ ღირებულებაზე ნაკლებია (საქართველოს კანონი სახელმწიფო ვალის შესახებ”, მუხლი 1); 4. საქონლის ფასთა სხვაობა, რომელიც გამოწვეულია ამ საქონლის განსხვავებულ ვადებში მიწოდებით; 5. თამასუქის განაღდება, პროცენტი, რომელსაც უკავებენ თამასუქის განაღდებისას (საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანული კანონი, მუხლი 75).

დისკონტის პროცენტი (discount rate) - 1. დათქმული ვადის გასვლამდე თამასუქის ან სხვა ფასიანი ქაღალდის ყიდვისას განაღდებული პროცენტი, სხვაობა ნომინალურ ღირებულებასა და გადახდილ ფასს შორის; 2. ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, განაკვეთის ოდენობა, რომლითაც ცენტრალური ბანკი მზადაა გასცეს კრედიტი ბანკებზე; 3. განაკვეთი, რომლითაც თამასუქი აღირიცხება ფულად ბაზარზე; თამასუქის დისკონტის თანხა ტოლია თამასუქის თანხის, სააღრიცხვო განაკვეთისა და განაღდებამდე დარჩენილი დღეების რაოდენობის ნამრავლისა.

დისკონტური ფასიანი ქაღალდი (discount securities) - ფასიანი ქაღალდი, რომელიც იყიდება შეღავათით მის ნომინალურ ღირებულებასთან შედარებით. ინვესტორის შემოსავალი ასეთი ფასიანი ქაღალდებიდან ფორმირდება ანგარიშსწორების ვადის დადგომისას შეძენის დროს მიღებული შეღავათის საფუძველზე, რადგან ანგარიშსწორება წარმოებს ნომინალური ღირებულების მიხედვით.

დისკრედიტაცია (discredit) [ფრანგ. discreditation <ლათ. dis ... არა + credo მწამს] - ვინმეს ავტორიტეტის, რაიმეს ან ვინმეს მიმართ არსებული ნდობის შერყევა.

დისკრეტული (digital, discontinuous, discrete) [<ლათ. discretus] - ცალკეული ნაწილისგან შემდგარი, წყვეტილი.

დისკრეცია (discretion) [ფრანგ. discretion <ლათ. discretio დაყოფა, გარჩევა] - საკუთარი შეხედულებისამებრ თანამდებობის პირის ან სახელმწიფო ორგანოს მიერ საკითხის გადაწყვეტა.

დისკრეციული უფლებამოსილება (discretionary powers/authority) - უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, მუხლი 2).

დისკრიმინაცია (discrimination) [ფრანგ. discrimination <ლათ. discriminatio გარჩევა, განსხვავება] - თანასწორუფლებიანობის წართმევა, უფლებების შეზღუდვა.

დისკრიმინაცია რასობრივი (race discrimination, the colour bar) - ეროვნული ან რასობრივი მტრობის ან განხეთქილების ჩამოგდების, ეროვნული პატივისა და ღირსების დამცირების, აგრეთვე, რასის, კანის ფერის, სოციალური კუთვნილების, ეროვნული ან ეთნიკური წარმომავლობის ნიშნით, ადამიანის უფლებების პირდაპირი ან არაპირდაპირი შეზღუდვის, ან/და იმავე ნიშნით ადამიანისთვის უპირატესობის მინიჭების მიზნით ჩადენილი ქმედება. იგივე ქმედება ჩადენილი, პირის ან პირთა ჯგუფის მიერ, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, და რომელიც ხორციელდებოდა სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით ან/და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 1421).

დისკუსია (discussion) [გერმ. diskussion, ფრანგ. discussion <ლათ. discussio განხილვა, გამოკვლევა] - შეკრებაზე, საუბარში, კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალებით რაიმე საკითხის შესახებ განხილვა, კამათი.

დისონანსი (dissonance) [ფრანგ. dissonance <ლათ. dissonans გაუმართავად ჟღერადი] - არაჰარმონიულობა, უთანხმოება.

დისპეტჩერი (dispatcher) [ინგლ. dispatcher] - მუშაკი, რომელიც არეგულირებს საწარმოო პროცესის მიმდინარეობას და მისი ყველა რგოლის ურთიერთქმედებას კავშირის სხვადასხვა საშუალებით, სიგნალიზაციით, კონტროლითა და მართვით; უზრუნველყოფს პროდუქციის გამოშვების გრაფიკების დაცვას, მატარებლების, ავტომობილების, გემების, თვითმფრინავების მოძრაობას და ა.შ.

დისპეტჩერიზაცია (production control) - საწარმოო პროცესების კონტროლისა და მართვის ცენტრალიზებული სისტემა, რაც ხორციელდება დისპეტჩერის მიერ, ცენტრალური პუნქტიდან, კავშირის ტექნიკური საშუალებების, სიგნალიზაციის, ტელემექანიკისა და ავტომატიკის მეშვეობით.

დისპლეი [ინგლ. display <to display ჩვენება, ასახვა] - ტექსტური ან გრაფიკული ინფორმაციის ეკრანზე ამსახველი კომპიუტერული მოწყობილობა.

დისპოზიცია (disposition) [გერმ. disposition <ლათ. dispositio განლაგება, სწორი განაწილება] - 1. ბრძოლისთვის ჯარის განლაგების გეგმა; 2. სამართლის ნორმის სტრუქტურული ელემენტი, რომელიც აღწერს სამართლის სუბიექტის იურიდიულად მნიშვნელოვანი ქცევის შინაარსს, ანუ ასახავს იურიდიული შედეგის უშუალოდ გამომწვევ სამართლის სუბიექტის ქცევის ფორმას. ნორმის აღნიშნული ნაწილი შეიცავს განსაზღვრულ მითითებას, აკრძალვას.

დისპონენტი (disponent) [გერმ. disponent <ლათ. disponens (disponentis) განმთავსებელი, განმანაწილებელი] - 1. ფირმის საქმეთა რწმუნებული, განმკარგულებელი; 2. ანგარიშებზე თავისუფალი სახსრების მფლობელი ფიზიკური ან იურიდიული პირი.

დისპროპორცია (disproportion) [ფრანგ. disproportion, dis … არა …+proportio თანაფარდობა, თანაზომიერება] - ნაწილების არათანაფარდობა, არათანაზომიერობა, არაპროპორციულობა.

დისპუტი (dispute) [გერმ. disput, ფრანგ. disput <ლათ. disputare მსჯელობა, კამათი] - სამეცნიერო ან საზოგადოებრივად მნიშვნელოვან საკითხზე საჯარო კამათი.

დისტანცია (distance) [ფრანგ. Distance <ლათ. distantia მანძილი, შუალედი] - მანძილი, შუალედი.

დისტრიბუტორი (distributor) [ინგლ. distributor] - პირი, რომელიც ახორციელებს საქონლის ბითუმად ყიდვას, შეუძლია საწყობში მისი შენახვა და არის მწარმოებელი ფირმის (საწარმოს) წარმომადგენელი.

დისტრიბუცია (distribution) [ფრანგ. distribution განაწილება] - დანაწილება, რაიმეს სხვადასხვა ადგილზე მიტანის უზრუნველყოფა.

დისციპლინა (discipline) [ფრანგ. discipline, გერმ. diziplin <ლათ. disciplina რჩევა დარიგება, აღზრდა] - 1. მეცნიერების დამოუკიდებელი სფერო; 2. განსაზღვრული ორგანიზაციის ყველა წევრის მყარად დადგენილი წესებისადმი სავალდებულო დაქვემდებარება; 3. თავშეკავება, მკაცრი წესრიგისკენ მიდრეკილება.

დისციპლინური (disciplinary) [ფრანგ. discipliner] - 1. დისციპლინასთან დაკავშირებული; 2. დისციპლინის დარღვევასთან დაკავშირებული, რაც დისციპლინურ სასჯელს იწვევს.

დისციპლინური გადაცდომა (disciplinary offence) - 1. შრომითი ან სამსახურებრივი დისციპლინის ბრალეული დარღვევა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა; 2. სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება; დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნა; ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოხელისა და დაწესებულების დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელი (ბრალეული ქმედება), განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ (საჯარო სამსახურის შესახებსაქართველოს კანონი, მუხლი 78).

დისციპლინური პასუხისმგებლობა (disciplinary amenability) - შრომის დისციპლინის დამრღვევის მიმართ დისციპლინური სასჯელის შეფარდება კანონით დადგენილ საფუძველზე და წესით.

დისციპლინური სასჯელი (disciplinary punishment) - შრომის დისციპლინის დამრღვევ პირებზე ზემოქმედების ერთერთი ფორმა. საქართველოში გავრცელებულია აღნიშნული სასჯელის შემდეგი სახეები: შენიშვნა, საყვედური, სასტიკი საყვედური, დათხოვნა. შესაძლებელია აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის ან სპეციალური წესდებების, დებულებების შესაბამისად არსებობდეს დისციპლინური სასჯელის სხვა ფორმები. ასე მაგალითად, საჯარო მოხელის მიმართ გამოიყენება დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები: ა) შენიშვნა; ბ) გაფრთხილება; გ) არა უმეტეს ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება; დ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან ჩამოშორება ხელფასის გაცემის შეჩერებით - არა უმეტეს ათი სამუშაო დღისა; ე) უფრო დაბალი თანრიგის თანამდებობრივ სარგოზე გადაყვანა - არა უმეტეს ერთი წლისა; ვ) სამსახურიდან განთავისუფლება „საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის საფუძველზე. (საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი, მუხლი 135, საჯარო სამსახურის შესახებსაქართველოს კანონი, მუხლი 79).

დიფამაცია (defamation) [deffamation <ლათ. diffamare გაცხადება, სახელის გატეხა, ჩირქის მოცხება] - ვინმეს სახელის გამტეხი ცნობების გავრცელება პრესის საშუალებით.

დიფერენციაცია (differentiation) [გერმ. differentiation, ფრანგ. differentiation] - რაიმეს სხვადასხვაგვარ ელემენტებად დაყოფა, დაცალკევება.

დიქტატურა (dictatorship) [ლათ. dictatura <dictare ბრძანების გაცემა] - პირის, ჯგუფის, კლასის შეუზღუდავი ძალაუფლება.

დოგმა (dogma) [ბერძ. dogma აზრი, მოძღვრება, დადგენილება] - დაუსაბუთებლად, ბრმად მიღებული დებულება, რომელსაც მიიჩნევენ ურყევ ჭეშმარიტებად, კონკრეტული პირობების გათვალისწინების გარეშე.

დოგმატი (doctrine, dogma) [<ბერძ. dogma (dogmatos) აზრი, სწავლება] - რელიგიური სწავლების, გაბატონებული იდეოლოგიის ბრმად აღიარებული, უცილობელი ძირითადი დებულება.

დოგმატიზმი (dogmatism) - დოგმებზე დამყარებული აზროვნების მეთოდი.

დოვლათი (welfare) - ნებისმიერი სახის საქონელი, სიმდიდრე, სიუხვე, ბარაქა.

დოზა (dose) [გერმ. dose, ფრანგ. Dose <ლათ. dos <ბერძ. dosis საჩუქარი, საქმე, ქმედება] - ზუსტად გაზომილი რაოდენობა, რაღაც რაოდენობა, რაიმეს წილი.

დოკუმენტაცია (documentation) - 1. დოკუმენტებით დასაბუთება (იმავე მნიშვნელობით იხმარება დოკუმენტირება); 2. კრებ. დოკუმენტები.

დოკუმენტი (document) [ლათ. documentum მტკიცება, მოწმობა] - 1. წერილობითი მოწმობა, მტკიცება. მაგ., ისტორიული დ.; 2. კანონის თანახმად შედგენილი აქტი, რაც ადასტურებს იურიდიულ ფაქტს (დაბადებას, ქორწინებას და სხვ.) ან ანიჭებს რისამე უფლებას (დიპლომი, ანდერძი და სხვ.); ფართო გაგებით სიტყვა დ. არის ნებისმიერი სახის წერილობითი აქტი, რომელსაც აქვს იურიდიული ძალა ან არის სამსახურებრივი ხასიათის; 3. პასპორტი, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

დომენი [ინგლ. domain ტერიტორია, ოლქი, მფლობელობა, საქმიანობის სფერო] - ქსელის კვანძის დასახელება, ინტერნეტ-მისამართი, რომლის მეშვეობითაც ხდება ქსელურ კვანძთან მიღწევადობა.

დომინანტი (dominant) [<ლათ. Dominans (dominantis) გაბატონებული] - ძირითადი, გაბატონებული იდეა; რისამე უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილი.

დომინიონი (dominion) [ინგლ. dominion] - ყოფილ ბრიტანეთის იმპერიაში შემავალი თვითმმართველობითი კოლონია (კანადა, ავსტრალია, ახალი ზელანდია და სხვ.), რომელსაც მოგვიანებით მიენიჭა დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსი ბრიტანეთის “ერთა თანამეგობრობაში”. მაგ., კანადა, ავსტრალიის კავშირი; მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დ.-ის ნაცვლად იყენებენ ტერმინს: “ერთა თანამეგობრობის წევრი”.

დომინირება (dominate) [გერმ. doinieren, ფრანგ. dominer <ლათ. dominari ბატონობა, მბრძანებლობა] - 1. მბრძანებლობა, გაბატონება; 2. სიტუაცია, რომლის დროსაც ბაზარზე გაყიდული საქონლის მოცულობის მაჩვენებლის მიხედვით ლიდერი რამდენჯერმე აღემატება უახლოეს კონკურენტს ან როცა ლიდერს კონკურენტთან შედარებით აქვს გაცილებით უფრო ნაკლები დანახარჯები და შესაბამისად უფრო მაღალი რენტაბელობა. მსოფლიო პრაქტიკაში დომინირებად ითვლება, სიტუაცია, როცა გაყიდვების მოცულობა ოთხმაგად გადააჭარბებს უახლოესი კონკურენტის ანალოგიურ მაჩვენებელს.

დომიცილი (domicile) - 1. რიგი ქვეყნების სამართალში მოქალაქის საცხოვრებელი ადგილი ან იურიდიული პირის რეგისტრაციის ადგილი; 2. თამასუქის განაღდების ადგილი.

დომიცილებული თამასუქი (domicile commercial paper/bill of exchange) - თამასუქი, რომელსაც აქვს შესწორება იმის შესახებ, რომ ექვემდებარება განაღდებას მესამე პირის (დომიცილიანტის) მიერ გადამხდელის საცხოვრებელ ან სხვა ადგილზე. ასეთი შესწორება თამასუქის გამცემის მიერ აღინიშნება თამასუქზე. თუ მასში არ არის მითითებული დომიცილიანტი, ის შეიძლება დასახელდეს გადამხდელის მიერ აქცეპტის დროს.

დონორი (donor) [<ლათ. donare ჩუქება, შეწირვა] - ნებისმიერი იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც უსასყიდლოდ ან სარგებლის მიღების მიზნით უვადოდ ან განსაზღვრული ვადით გადასცემს სხვას მატერიალური ღირებულების შემცველ ქონებას.

დოსიე (dossier) [ფრანგ. dossier <dos ზურგი, უკანა მხარე] - დოკუმენტების (მოწმობების, დახასიათებების, ცნობების და სხვ.) ნაკრები, რომელიც დაკავშირებულია რაიმე საქმესთან, საკითხთან ან ასეთი დოკუმენტების შემცველი საქაღალდე.

დოტაცია (subvention, grant-in-aid, subsidy, grant) [ლათ. dotatio - საჩუქარი, შენაწირი] - სახელმწიფოს მიერ უსასყიდლოდ გადაცემული ფულადი სახსრები ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოებისთვის, საწარმოებისთვის და ფიზიკური პირებისთვის. იგი მათ ეძლევათ ზარალის დასაფარავად ან სხვა მიზნებისთვის.

დოქტორანტი (person working for doctors degree) [<ლათ. doctor მასწავლებელი <docere სწავლება] - სპეციალისტი, რომელიც მიმაგრებულია სამეცნიერო დაწესებულებასთან სადოქტორო დისერტაციის მოსამზადებლად.

დოქტორი (doctor) [<ლათ. doctor მასწავლებელი <docere სწავლება] - უმაღლესი სამეცნიერო ხარისხი, ან ამ ხარისხის მატარებელი პირი.

დოცენტი (assistant professor, instructor, senior lecturer) [გერმ. dozent <ლათ. docens (docentis) მასწავლებელი] - უმაღლესი სასწავლო დაწესებულების მასწავლებლის სამეცნიერო წოდება, ამ წოდების მატარებელი პირი.

დოუ ჯონსის ინდექსი (dow jones index) - აშშ-ის უმსხვილესი 30 კომპანიის აქციების კურსის საშუალო მაჩვენებელი (ინდექსი), რომლითაც ფასდება საბირჟო რესურსების მოძრაობა ყველა ბირჟაზე. დაკავშირებულია “უოლსტრიტ ჯორნელის” ყოფილი ხელმძღვანელის, ჰ. დოუს სახელთან, მოქმედებს 1897 წლიდან.

დრაივერი [ინგლ. driver <to drive მართვა] - კომპიუტერის გამოყენებითი პროგრამისა და პერიფერიული მოწყობილობის დამაკავშირებელი სისტემური პროგრამა, რომელიც ასრულებს მომსახურებით ფუნქციას (კლავიატურის, პრინტერის დრაივერი).

... დრომი [ბერძ. dromos გასარბენი ადგილი] - გადაადგილების საშუალებების გამოცდისთვის ან შეჯიბრებებისთვის სპეციალურად მოწყობილი ადგილი; საფრენი აპარატების ასაფრენი, გაშვების, გამოცდის და დასაფრენი ტექნიკური მოწყობილობების კომპლექსის აღმნიშვნელი რთული სიტყვების ბოლო შემადგენელი ნაწილი.

დსთ (დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა) (community of independent states) - 1991 წლის 8 დეკემბერს რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის, უკრაინისა და ბელორუსიის რესპუბლიკების მიერ მინსკში ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე შექმნილი სახელმწიფოთაშორისი გაერთიანება. 1993 წლის 22 იანვარს მინსკში მიღებულ იქნა წესდება, რომლის მიხედვით დსთ-ის მიზანია: პოლიტიკის, ეკონომიკის, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის, მეცნიერებისა და განათლების, კულტურის, ვაჭრობისა და სხვა დარგებში, სახელმწიფოებსა და ხალხთა შორის თანასწორი და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა, ინფორმაციის ურთიერთგაცვლის ხელშეწყობა, ურთიერთვალდებულების კეთილსინდისიერი და განუხრელად შესრულება. დსთ-ის ძირითადი ინსტიტუტებია: თანამეგობრობის სახელმწიფოთა მეთაურების საბჭო; მთავრობათა მეთაურების საბჭო; დსთ-ის აღმასრულებელი სამდივნო; სახელმწიფოთაშორისი ეკონომიკური კომიტეტი; დსთ-ის ეკონომიკური სასამართლო; დსთის წევრი სახელმწიფოთა საპარლამენტთაშორისო ასამბლეა. დსთ-ის სახელმწიფოთაშორისი ორგანოების ოფიციალური ადგილსამყოფელია ქ. მინსკი.

დუალიზმი (dualism) [<ლათ. Dualis ორნაირი, გაორებული] - 1. ფილოსოფიური სწავლება (დეკარტი, კანტი), რომელიც სულს (გონს) და მატერიას, იდეალურსა და მატერიალურს აღიარებს, როგორც ორ დამოუკიდებელ საწყისს. საპირისპ. მონიზმი; 2. ორჭოფობა, გაორება.

დუბლიკატი (duplicate) [<ლათ. dublicatus] - 1. დედნის იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტის მეორე ეგზემპლარი; 2. რაიმე საგნის მეორე ეგზემპლარი.

დუბლირება (duplicate) [ფრანგ. doubler] - 1. რაიმეს მსგავსის, ერთნაირის პარალელურად კეთება, განმეორება.

დუხობორები [<რუს. духоборы - სულისათვის მებრძოლნი] - უკიდურესად პროტესტანტული სექტა, ჩამოყალიბდა მე-18 საუკუნის II ნახევარში რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე. ძირითადი დოქტრინაა კაცობრიობის ისტორიაში სულიერსა (აბელის მიმდევრებს) და ხორციელს (კაენის მიმდევრებს) შორის მიმდინარე ბრძოლის არსებობა. კაენის მიმდევრებს მიაკუთვნებენ ხელისუფლებას, უსამართლო მსაჯულებს, მდიდრებს. დუხობორებს საკუთარი თავი მიაჩნიათ ჭეშმარიტ და რჩეულ ხალხად, რომელმაც უნდა შექმნას ღვთის სამართლით გამსჭვალული ძმობა. ისინი უარყოფენ ბიბლიას, მართლმადიდებელ ღვთისმსახურებას, საიდუმლოებებს, მღვდლებს და მონაზვნებს, აქვთ სპეციალური საგალობლები, რომელთაც ასრულებენ საგანგებო კრებაზე. ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობისა და სამხედრო სამსახურიდან თავის არიდების გამო 1841 წელს დუხობორები რუსეთიდან (ტავრიის გუბერნიიდან) გადაასახლეს საქართველოს ტერიტორიაზე, ახალქალაქის მაზრაში. მე-19 საუკუნის ბოლოს დუხობორების დიდი ნაწილი გადასახლდა კანადაში.

6

▲ზევით დაბრუნება


ეგალიტარული [ფრანგ. Egalitaire <egalite თანასწორობა] - გამათანასწორებელი.

ეგზალტაცია (exaltation) [ფრანგ. exaltation <ლათ. exaltatio დიდება, სიამაყე] - აღტაცებულ-აგზნებული მდგომარეობა, რომელსაც ადამიანი ხშირად მიზანმიმართულად იწვევს საკუთარი გრძნობების დემონსტრირებისათვის.

ეგზეკუცია (execution) [<ლათ. Executio შესრულება] - სასამართლო ან ადმინისტრაციული გადაწყვეტილების აღსრულება.

ეგზემპლარი (copy, specimen) [<ლათ. exemplar ნიმუში] - ერთგვაროვანი საგნების, მაგ., წიგნების, ჟურნალების ცალკეული ნიმუში; ცხოველთა ან მცენარეთა ცალკეული წარმომადგენელი; ცალი, ცალეული.

ეგზო ... [<ბერძ. exo გარეთ] - საგარეო, გარე მნიშვნელობის შესაბამისი რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი.

ეგზოტიკა (exotic) [ბერძ. exoticos უცხო ქვეყნისა, უცხოური] - ყველაფერი (საგნები, მოვლენები, რისამე თვისება, ხასიათი და სხვ.), რაც დამახასიათებელია შორეული, ნაკლებად ცნობილი ქვეყნებისათვის და იქაურ მცხოვრებლებს წარმოაჩენს უცნაურ, უჩვეულო ადამიანებად; 2. რაიმე უცნაური, არაჩვეულებრივი.

ეგოიზმი (egoism) [ფრანგ. Egoisme <ლათ. ego მე] - საკუთარი თავის მოყვარულობა, თავკერძაობა; საკუთარი ინტერესების სხვა ადამიანთა ინტერესებზე მაღლა დაყენება.

ეგოცენტრიზმი (egocentrism) [ლათ. Ego მე და centrum ცენტრი] - შეხედულება, რომელიც საკუთარი მსოფლმხედველობის ცენტრში აყენებს ადამიანის ინდივიდუალურ „მე”-ს; ეგოიზმისა და ინდივიდუალიზმის გამოვლინების უკიდურესი ფორმა: საკუთარი პიროვნებით გატაცება; საკუთარი თავის „სამყაროს ცენტრად” წარმოდგენა.

ედიქტი (edict) [ლათ. edictum <edicere განცხადება, ბრძანება, დანიშვნა] - სხვადასხვა სახელმწიფოში მონარქების მიერ გამოცემული განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ბრძანებულება.

ევაკუაცია (evacuation) [გერმ. evakuation <ლათ. evacuatio დაცარიელება] - სტიქიური უბედურების, ომის დროს სახიფათო ადგილებიდან ადამიანებისა და დაწესებულებების გახიზვნა.

ევანგელისტები (Evangelist) [<ბერძ. euaggelion სახარება) - დასავლეთევროპული ქრისტიანულ-პროტესტანტული სექტა, მსოფლმხედველობით ახლოსაა ბაპტიზმთან. რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე გავრცელდა მე-19 საუკუნეში. უპირატესობას ანიჭებენ სახარების მცნებებს, მაგრამ ბაპტისტებისგან განსხვავებით მიაჩნიათ, რომ ხსნა (ცხონება) ხვედრია ყველასი, ვინც ირწმუნებს სახარებას. 1944 წელს გაერთიანდნენ ბაპტისტებთან და შექმნეს ევანგელისტური ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესია.

ევენტუალური (eventual, possible) [ფრანგ. eventuel, გერმ. eventual <ლათ. eventus შემთხვევითი] - განსაზღვრული გარემოებების, შესაბამისი პირობების არსებობისას შესაძლებელი.

ევთანაზია (euthanasia) [გერმ. Euthanasie <ბერძ. eu კარგად + thanatos სიკვდილი] - 1. უიმედო ავადმყოფების სიკვდილის დაჩქარება, ტანჯვის, ტკივილის შემსუბუქების ფსევდოჰუმანური მოტივით; 2. მკვლელობა მსხვერპლის დაჟინებული თხოვნით, ჩადენილი მომაკვდავის ძლიერი ფიზიკური ტკივილებისაგან გათავისუფლების მიზნით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 110).

ევოლუცია (evolution) [ფრანგ. Evolution <ლათ. evolutio განვითარება, გაშლა, გაფართოება] - თანდათანობითი შეცვლის, განვითარების პროცესი.

ევრობაზარი (Eeuro-market) - საკრედიტო კაპიტალის საერთაშორისო ბაზარი, რომელზეც ოპერაციები ევროვალუტით ხორციელდება.

ევროდოლარი (eurodollars) - ფულადი სახსრები ამერიკული დოლარების სახით, რომელიც მისმა მფლობელებმა მოათავსეს აშშ-ის ფარგლებს გარეთ, ძირითადად ევროპის ბანკებში.

ევროვალუტა (eurocurrencu) - ნებისმიერი ქვეყნის კონვერტირებადი ვალუტა, რომელიც დასავლეთ ევროპის ერთ-ერთი ბანკის ანგარიშზეა. მაგალითად, ევრომარკები, ევროფრანგული ფრანკები და სხვ. ყველაზე მეტად გავრცელებული ევროვალუტაა ევროდოლარები. ევროვალუტას, ძირითადად, საერთაშორისო საბანკო კრედიტებისთვის იყენებენ.

ევროკავშირი (Eeuropean Union) - სახელმწიფოთაშორისი გაერთიანება, რომელიც შეიქმნა 1993 წელს ევროპის თანამეგობრობის ბაზაზე. 2004 წლის 1-ელი მაისისთვის ევროკავშირში შედიოდა 25 წევრი სახელმწიფო; ავსტრია, ბელგია, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საბერძნეთი, დანია, ირლანდია, ესპანეთი, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდი, პორტუგალია, ფინეთი, საფრანგეთი, შვედეთი. ევროკავშირის მიზნები და ამოცანებია: ევროპის ხალხთა მჭიდრო კავშირის ჩამოყალიბება, მათი ეკონომიკური და სოციალური პროგრესი და ინტეგრაცია; საერთაშორისო ურთიერთობის სფეროში ერთიანი საგარეო და თავდაცვითი პოლიტიკის განხორციელება; იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სფეროში თანამშრომლობის განვითარება; საერთო მონაპოვართა შენარჩუნება და გამრავლება. ევროკავშირის ძირითადი ორგანოებია: ევროპის საბჭო, ევროპის პარლამენტი, ევროპის კავშირის საბჭო, ევროპის კომისია, ევროპის სასამართლო.

ევროკრედიტი (Eeuro-credit) - საერთაშორისო სესხი, რომელსაც ქვეყნებს მსხვილი კომერციული ბანკები აძლევენ ევროვალუტის ბაზრის რესურსების სანაცვლოდ.

ევროობლიგაცია (Eeuro-obligation) - სავალო ვალდებულებანი, გამოშვებული ემიტენტის მიერ ევრობაზარზე გრძელვადიანი სესხის მისაღებად.

ევროპარლამენტი (Eeuropean Parliament) - ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი ორგანო, რომელიც 1952 წელს შეიქმნა; თავიდან მას ერქვა ასამბლეა, ხოლო 1962 წლიდან - პარლამენტი; ესაა ევროკავშირის საკონსულტაციო და სარეკომენდაციო ორგანო. შედგება 600-ზე მეტი დეპუტატისაგან, რომლებსაც ირჩევენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ხუთი წლის ვადით. პარლამენტისა და მისი ორგანოების საქმიანობას წარმართავს პარლამენტის პრეზიდიუმი, რომელიც შედგება თავმჯდომარისა და მისი 14 მოადგილისაგან. ევროპის პარლამენტის ადგილსამყოფელია სტრასბურგი (საფრანგეთი).

ევროპის სასამართლო (European Court) - ევროკავშირის ერთ-ერთი ინსტიტუტი, მისი მთავარი სასამართლო ორგანო, რომლის სხდომებიც ლუქსემბურგში ტარდება. ის არ უნდა იქნეს გაიგივებული ადამიანის უფლებების ევროპის სასამართლოსთან. ევროპის სასამართლომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ევროპული ინტეგრაციის პროცესში, პასუხს აგებს ევროკავშირის ხელშეკრულებების ახსნა-განმარტებებისა და განხორციელებისთვის, წარმოადგენს უმაღლეს არბიტრს, მისი გადაწყვეტილებები გადასინჯვას არ ექვემდებარება.

ევროსაბჭო (Eeuropean Council) - ევროკავშირის (ევროპის თანამეგობრობის) ერთ-ერთი მთავარი ორგანო. შეიქმნა 1949 წელს. თავდაპირველად მისი წევრები იყვნენ ბელგია, დანია, დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ნორვეგია, საფრანგეთი, შვეცია. ამჟამად ევროსაბჭო ორმოცზე მეტ სახელმწიფოს აერთიანებს. საქართველო ევროსაბჭოს 41-ე წევრია 1999 წლის აპრილიდან. ევროსაბჭოს წესდების თანახმად, ამ ორგანიზაციის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ევროპული სახელმწიფო, რომელიც ცნობს კანონის უზენაესობას, სადაც დაცული და გარანტირებულია ადამიანის უფლებები. ევროსაბჭო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს კონკრეტული ქვეყნების კანონმდებლობასა და პრაქტიკულ ცხოვრებაში ადამიანის უფლებების დაცვის ექსპერტიზას და ამ სფეროში სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობის უნიფიცირებას. ევროსაბჭოს მთავარი ორგანოებია მინისტრთა კომიტეტი და საკონსულტაციო ასამბლეა. ევროსაბჭოსთან მოქმედებენ ადამიანის უფლებათა ევროპის კომისია და ადამიანის უფლებათა ევროპის ტრიბუნალი. ევროსაბჭოს ძირითადი ორგანოები სტრასბურგშია (საფრანგეთი).

ევროჩეკი (Eeuro-cheque) - ჩეკები, რომლებიც გასანაღდებლად მიიღება ევროპული საბანკო სისტემის, “ევროჩეკის” წევრ სახელმწიფოთა საბანკო დაწესებულებების მიერ.

ევქარისტია (eucharist) [<ბერძ. Eucharistia მადლობა] - ზიარება, ქრისტიანული ეკლესიის ერთი შვიდ საიდუმლოთაგანი - მორწმუნის მიერ ქრისტეს სისხლისა და ხორცის მიღება. საგანგებო ღვთისმსახურების წირვის (იხ. ლიტურგია) დროს პური და ღვინო ქრისტეს ხორცად და სისხლად იქცევა, რომლის მიღებით მორწმუნე ქრისტეს სიწმინდეებს ეზიარება და ცოდვებისგან იწმინდება.

ეთერი (air, broadcast) [ბერძ. aither] - რადიოტალღების გავრცელების არეალის განზოგადებული დასახელება. ტელე-რადიომაუწყებლობის საშუალებით რაიმეს ამსახველი პირდაპირი გადმოცემის (ტრანსლაცია) პროცესი.

ეთიკა (ethics) [ბერძ. ethice, ethos ჩვეულება, ხასიათი, ზნე, აზროვნების წესი] - 1. ფილოსოფიური მოძღვრება მორალის შესახებ, რომელიც შეისწავლის მორალის წარმოშობას, მის არსს და ფორმებს. მაგ. ჰეგელის ე., მატერიალისტური ე. და სხვ. ნორმატიული ე.-ის საგანს წარმოადგენს მორალური იდეალი, ფასეულობები და მოთხოვნები, მათი ფუნქციონირების თავისებურებები; სოციალური ე. ზნეობრიობას შეისწავლის სოციალური ცხოვრების თვალთახედვის კუთხით; ინდივიდუალური ე. შეისწავლის პიროვნების მორალურ ცხოვრებას; 2. პიროვნების, საზოგადოებრივი ან პროფესიული ჯგუფის ზნეობრივი ნორმების სისტემა. მაგ. საექიმო ე.; 3. ბიოსამედიცინო ე., ბიოეთიკა - დისციპლინათაშორისი კვლევის დარგი, რომელიც წარმოიშვა მედიცინაზე მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის გავლენის შედეგად. ბ.-ის საგანს წარმოადგენს ექიმისა და პაციენტის ურთიერთობების, ჯანდაცვის სფეროში სოციალური პოლიტიკის, ადამიანის ორგანოების ტრანსპლანტაციის, მშობიარობის ახალი ტექნოლოგიებისა და ა.შ. ეთიკური პრობლემები.

ეთიკა პროფესიული (ethics) - განსაზღვრული პროფესიულ სფეროში ადამიანთა ურთიერთობის სპეციფიკურ პირობებში მოქმედი მორალური ნორმებისა და პრინციპები სისტემა.

ეთნიკური ერთობა (ethnicity) [<ბერძ. ethnos ხალხი] - ისტორიულად ჩამოყალიბებული ადამიანთა მყარი სოციალური ჯგუფები (ეროვნებები, ტომები და სხვ.), რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებული არიან თავდაპირველი ტერიტორიის, ენისა და კულტურის ერთობით, წარმოშობით და ტრადიციებით.

ეთნოგრაფია (ethnography) [ბერძ. ethnos ხალხი grapho ვწერ] - სხვაგვარად, ეთნოლოგია - მეცნიერება, რომელიც შეისწავლის მსოფლიო ხალხების შემადგენლობას, წარმომავლობას (ეთნოგენეზი), დასახლებას, კულტურულ-ისტორიულ ურთიერთობებს, მათ მატერიალურ და სულიერ კულტურას, ყოფა-ცხოვრების თავისებურებებს.

ეთნოსი [<ბერძ. ethnos ხალხი, ტომი] - იგივეა, რაც ეთნიკური ერთობა.

ეიფორია (euphoria) [ბერძ. euphoria <eu კარგად + phero ვიტან] - ხშირად აუხსნელი, გარემო ფაქტორებიდან დამოუკიდებლად, სიხარულის, სულიერი აღმაფრენის საერთო მდგომარეობა.

ეიჯეიზმი [<ინგლ. age ასაკი] - ადამიანების დისკრიმინაცია ასაკის მიხედვით.

ეკვივალენტი (equivalent) [ლათ. aequivalens (aequivalentis)] - რისამე ტოლფასი, თანაბარღირებული რამ.

ეკიპაჟი (carriage, crew) [ფრანგ. equipage] - 1. რესორებიანი სამგზავრო ოთხთვალების (ეტლების, საზიდრების) საერთო სახელწოდება; 2. გემის, თვითმფრინავის, კოსმოსური ხომალდის, ტანკის და მისთ. პირადი შემადგენლობა; 3. ზღვ. სანაპირო სამხედრო ნაწილი (ფლოტის ე.).

ეკიპირება (equipping, equipment) [<ფრანგ. equiper] - ყველა საჭირო ნივთით (ტანისამოსით, ხელსაწყოებით, იარაღით და სხვ.) მომარაგება, აღჭურვა.

ეკლესიათა მსოფლიო საბჭო (The World Council of Churches) - ეკუმენური მოძრაობის ხელმძღვანელი ორგანო, შეიქმნა ამსტერდამში 1948 წელს. აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულების ეკლესიებს; მისი რეზიდენცია ჟენევაშია.

ეკოლოგია (ecology) [ბერძ. oikos სახლი, სამშობლო და logos სიტყვა, ცნება, მოძღვრება] - მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ცხოველების, მცენარეების, მიკროორგანიზმების ურთიერთ-დამოკიდებულებას გარემოსთან; ერთი და იმავე სახეობის ორგანიზმების ე.-ს აუტ(ო)ეკოლოგია ეწოდება, გაერთიანების, საზოგადოების ე.-ს კი - სინეკოლოგია; 2. ადამიანის ე., სოციალური ე. - მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ადამიანის დამოკიდებულებას გარემოსთან.

ეკონომეტრია, ეკონომეტრიკა (econometrics) [ეკონო(მიკა) და ბერძ. metreo ვზომავ] - მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ეკონომიკური ობიექტებისა და პროცესების კონკრეტულ რაოდენობრივ კანონზომიერებებს, მათ ურთიერთკავშირს, მათემატიკური და სტატისტიკური მეთოდებისა და მოდელების გამოყენებით.

ეკონომია (economy) [<ბერძ. Oikonomia მეურნეობის მართვა] - 1. რისამე მომჭირნეობით ხარჯვა; ასეთი ხარჯვის შედეგად მიღებული სარგებლობა; 2. მემამულის მსხვილი მეურნეობა (მამული) კაპიტალისტური ტიპისა.

ეკონომიკა (economy, economics) [<ბერძ. oikonomia - მეურნეობის მართვა] - 1. მეურნეობის (ქვეყნის, საწარმოს, ოჯახის და ა.შ.), წარმოებასთან, განაწილებასა და მოხმარებასთან დაკავშირებული სამეურნეო საქმიანობის ერთობლიობა; 2. მეცნიერება, რომელიც სწავლობს, როგორც თეორიულ-ეკონომიკურ კანონებს, ისე მეურნეობის კონკრეტულ მდგომარეობას.

ეკონომიკური პოლიტიკის ღონისძიებები (measures of economic policy) - საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის განსაკუთრებული პირობები. ისინი დაწესებულია საქართველოს ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე და შეიძლება შეიცავდეს: კვოტირებას, ლიცენზირებას, მინიმალური და მაქსიმალური ფასების დაწესებას; აგრეთვე, მსოფლიო მეურნეობასთან საქართველოს ეკონომიკის ურთიერთკავშირის რეგულირების სხვა ღონისძიებებს (საქართველოს საბაჟო კოდექსი”, მუხლი 5, ()).

ეკლექტიზმი (eclecticism) [ფრანგ. eclectisme <ბერძ. eklektikos ამომრჩევი] - შინაგანად დაპირისპირებული სხვადასხვა მეთოდის, თვალსაზრისის არაორგანული, გარეგნული შეერთება.

ეკუმენიზმი (ecumenism, ecumenicity) [გერმ. okumenismus <შდრ. ლათ. oecumenicus მსოფლიო <ბერძ. Oikumene დასახლებული მიწა] - ყველა ქრისტიანული ეკლესიის გაერთიანებისაკენ მიმართული მოძრაობა.

ელასტიკური (elastic) [გერმ. elastisch, ფრანგ. elastique <ახ. ლათ. Elasticus <ბერძ. elayno ვარბენინებ] - გარეგანი ფაქტორების მიმართ მგრძნობიარე, შესაბამისად ცვლადი.

ელემენტარული (elementary) [ლათ. elementarius] - 1. დაწყებითი, რაც მხოლოდ რისამე საფუძველს ეხება; უმარტივესი; ძირითადი, აუცილებელი (მაგ. ე. მათემატიკა, ე. ცოდნა, ე. ნაწილაკი და ა.შ.); 2. ყველასათვის ხელმისაწვდომი, მარტივი, უბრალო (მაგ. ე. ჭეშმარიტება).

ელემენტი (element) [<ლათ. Elementum სტიქია, პირველადი ნივთიერება] - 1. ძველრომაულ ფილოსოფიაში - ბუნების ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილი (ცეცხლი, ჰაერი, წყალი და მიწა); იხ. სტიქია; 2. რისამე შემადგენელი ნაწილი (ნაგებობის, მოწყობილობის, მექანიზმის და ა.შ.); 3. ქიმიური ელემენტები - ერთნაირი მუხტის მქონე ატომთა სახეობა.

ელექტორატი (electorate) [ფრანგ. electorat <ლათ. elector ამომრჩევი, ამომრჩეველი] - ამომრჩეველთა წრე, რომელიც საპარლამენტო, საპრეზიდენტო ან მუნიციპალურ არჩევნებზე ირჩევს კანდიდატს ან პარტიას.

ელექტრონული საბუთი (electric document) - დეკლარანტის მიერ საბაჟო გაფორმებისათვის საბაჟო დეკლარაციასთან ერთად საბაჟო ორგანოებში წარსადგენი საბუთის ელექტრონული ასლი, რომლის შექმნა და გაცემა ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით (საქართველოს საბაჟო კოდექსი”, მუხლი 5).

ელექტრონული ლუქი (electric seal, stamp) - იდენტიფიკაციის ელექტრონული საშუალება, რომლის სატრანსპორტო საშუალებებზე დამაგრება, ექსპლუატაცია და მოხსნა ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით (საქართველოსსაბაჟო კოდექსი”, მუხლი 5).

ელექტრონული პასპორტი (electric passport) - საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ დეკლარანტის შესახებ შექმნილი დოკუმენტი (მატერიალური ობიექტი), რომელზედაც ელექტრონული იმპულსების კომბინაციით ფიქსირდება ინფორმაცია და რომლის ცალსახად აღქმა ადამიანის მიერ შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულ-ციფრული ტექნოლოგიით. ელექტრონული პასპორტის შექმნა და დამუშავება ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით (საქართველოს საბაჟო კოდექსი”, მუხლი 5).

ელიტა (elite) [ფრანგ. elite <elire არჩევა, გამორჩევა] - საზოგადოების, ან მისი ნაწილის საუკეთესო წარმომადგენლები.

ემანსიპაცია (emancipation) [ფრანგ. emancipation <ლათ. emancipatio] - უფლებების გათანაბრება (ჩვეულებრივ, ქალთა და მამაკაცთა).

ემბარგო (embargo) [ესპ. Embargo აკრძალვა, დაპატიმრება] - ქვეყანაში განსაზღვრული სახის საქონლის შეტანაგამოტანაზე სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დაწესებული აკრძალვა.

ემბლემა (emblem) [ლათ. Emblema <ბერძ. emblema რელიეფური მორთულობა] - რაიმე ცნების, იდეის პირობითად გამოსახვა.

ემიგრაცია (emigration) [ფრანგ. emigration <ლათ. emigratio გასახლება, გამგზავრება] - 1. ეკონომიკური, პოლიტიკური ან სხვა მიზნით სამშობლოდან ნებაყოფლობით ან იძულებით გადასახლება; 2. ქვეყნის მოქალაქის გამგზავრება სხვა სახელმწიფოში მუდმივ საცხოვრებლად.

ემისარი (emissary) [<ლათ. emissarius] - სახელმწიფოს ან პოლიტიკური ორგანიზაციის არაოფიციალური წარმომადგენელი, რომელიც სხვა ქვეყანაშია გაგზავნილი სხვადასხვა, როგორც წესი, საიდუმლო დავალებით.

ემისია (emission, issue) [ლათ. Emission - გამოშვება] - 1. ემიტენტის მიერ პირველადი ფასიანი ქაღალდების მეპატრონეებს შორის განთავსება; 2. მიმოქცევაში საბანკო და სახაზინო ბილეთების, ქაღალდის ფულისა და ფასიანი ქაღალდების გამოშვება; 3. საფონდო ბირჟაზე კოტირებული კომპანიის აქციების საერთო ოდენობა.

ემისიის პროსპექტი (issue prospectus) - წერილობითი, ელექტრონული ან ბეჭდვითი სახის შეტყობინება, რომლის მიზანია ფასიანი ქაღალდის გასაყიდად შეთავაზება. ემისიის პროსპექტი მტკიცდება საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის მიერ და შეიცავს შესათავაზებელი ფასიანი ქაღალდების ზუსტ რაოდენობასა და ფასს, საჭიროების შემთხვევაში, ინფორმაციას ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულებების შესახებ (საქართველოს კანონი ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ”, მუხლი 1).

ემიტენტი (issuer) [ლათ. emitere-გამოშვება] - 1. იურიდიული პირი: ბანკი, დაწესებულება, სახელმწიფო ცენტრალური ან ადგილობრივი ხელისუფლების მმართველობის ორგანო, რომელიც მიმოქცევაში უშვებს ფასიან ქაღალდებს და კისრულობს ამ ფასიანი ქაღალდების მფლობელების მიმართ გარკვეულ ვალდებულებებს; 2. საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც უშვებს ფასიან ქაღალდებს (საქართველოს კანონი ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ”, მუხლი 1, პუნქტი 16).

ემიტენტი ობლიგაციის (issuier of bonds) - ემიტენტი, რომელთაგან ძირითადია მთავრობები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, ხოლო ობლიგაციების დანარჩენი ნაწილის გამოშვება მსხვილი სააქციო საზოგადოებების მიერ ხდება.

ემიტირება (emit) [ლათ. emittere გამოშვება] - ფულისა და ფასიანი ქაღალდების მიმოქცევაში გამოშვება, ემისიის განხორციელება.

ემპირიზმი (empiricism) [ფრანგ. empirisme <ბერძ. empeiria გამოცდილება] - პრაქტიკული საქმიანობისადმი, გამოცდილების მეშვეობით რაიმე რეზულტატის მიღებისადმი მიდრეკილება.

ემოცია (emotion) [ფრანგ. Emotion <ლათ. emovere აგზნება, აღელვება] - ფსიქიკური განცდა, სულიერი მღელვარება (მრისხანება, შიში, სიხარული და ა.შ.), რომელიც წარმოიქმნება ადამიანსა და ცხოველზე გარეგანი თუ შინაგანი გამღიზიანებლების ზემოქმედების შედეგად.

ენდო [<ბერძ. endon შიდა] - შინაგანის შესატყვისი რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი.

ენერგია (energy) [<ბერძ. energeia მოღვაწეობა, მოქმედება] - 1. მატერიის მოძრაობის სხვადასხვა ფორმის საერთორაოდენობრივი საზომი; ე.-ის ძირითადი ფორმებია: მექანიკური, სითბური, ელექტრომაგნიტური, ქიმიური, გრავიტაციული, ბირთვული; ერთი სახის ენერგია შეიძლება გარდაიქმნას სხვა სახის ენერგიად, მკაცრად განსაზღვრული რაოდენობრივი თანაფარდობით; ნებისმიერი სახის ენერგიის გარდაქმნის შემთხვევაში, მისი საერთო რაოდენობა არ იცვლება. ე.-ის მუდმივობის კანონი თანამედროვე ბუნებისმეტყველების ერთ-ერთი მთავარი კანონია; 2. სამოქმედო ძალა, ჟინი, მიზანსწრაფულობა, შეუპოვრობა დასახული მიზნის მისაღწევად.

ენთუზიაზმი (enthusiasm) [გერმ. enthusiasmus, ფრანგ. Enthousiasme <ბერძ. enthusiasmos ღვთაებრივი შთაგონება, აღმაფრენა] - ძლიერი აღფრთოვანება, სულიერი აღმაფრენა, რაიმეთი გატაცება.

ენციკლიკა (encyclical, encyclic) [ლათ. encyclica <ბერძ. enkyklios ყველასთვის საერთო] - ყველა კათოლიკესადმი მიმართული რომის პაპის მიმართვა.

ენციკლოპედია (encyclopedia) [ფრანგ. encyclopedie <ბერძ. enkyklopaideia ცოდნის წრე] - 1. სამეცნიერო ან სამეცნიერო - პოპულარული ცნობარი, რომელიც შეიცავს ადამიანის ცოდნისა და პრაქტიკული საქმიანობის ყველა სფეროს ან რომელიმე დარგს.

ეპარქია (diocese, bishopric; eparchy) [<ბერძ. eparchia <epi -ზე, ზევით, ზევიდან, ზემოდან, ზემოთ + arche ხელისუფლება] - მართლმადიდებელ ეკლესიაში ადმინისტრაციული ერთეული, რომელსაც მღვდელმთავარი (ეპისკოპოსი) მართავს;

საეპისკოპოსო. ეპატაჟი (epatage) [ფრანგ. epatage] - საზოგადოებრივი ნორმების, ქცევის საყოველთაოდ აღიარებული წესების მიზანმიმართულად დამრღვევი სკანდალური საქციელი.

ეპიგონი (imitator, unoriginal follower) [<ბერძ. epigonos შემდგომ დაბადებული, შთამომავალი] - რაიმე მიმართულების (სამეცნიერო, პოლიტიკური, მხატვრული და სხვ.) მიმდევარი, რომელიც მოკლებულია შემოქმედებით ორიგინალობას; ახასიათებს წინამორბედთა მოძველებული იდეებისა და მეთოდების მექანიკური განმეორება.

ეპიგრამა (epigram) [ბერძ. epigramma] - მოკლე სატირული თხზულება, ლექსი.

ეპითეტი (epithet) [<ბერძ. epithetos თანდართული] - ხატოვანი, მხატვრული განსაზღვრება. სიტყვა, რომელიც რაიმე ნიშნით ახასიათებს საგანს, მოვლენას, პიროვნებას.

ეპილოგი (epilogue) [ბერძ. Epilogos <epi შემდგომ logos სიტყვა, ცნება, მოძღვრება] - 1. ძველბერძნულ დრამაში: დასკვნითი მიმართვა მაყურებლისადმი, რომელშიც გადმოცემულია ავტორის განზრახვა ან დადგმის მოკლე დახასიათება; 2. ლიტერატურული ნაწარმოების დასკვნითი ნაწილი, რომელშიც მოთხრობილია მოქმედ პირთა შემდგომი ბედის შესახებ ან მოცემულია დამატებითი განმარტებები ავტორის ჩანაფიქრის თაობაზე. საპირისპ. პროლოგი; 3. ოპერის, კინოფილმის და მისთ. დასკვნითი ნაწილი; 4. დასასრული, კვანძის გახსნა.

ეპისკოპოსი (bishop) [<ბერძ. episkopos <epi -ზე, ზევით, ზევიდან, ზემოდან, ზემოთ + skopeo თვალყურს ვადევნებ, ვუყურებ] - (მღვდელმთავარი) ქრისტიანულ ეკლესიაში დადგენილი მღვდელმსახურთა სამი ხარისხიდან (ეპისკოპოსი, პრესვიტერი, დიაკონი) უმაღლესი სასულიერო ხარისხი, რომელიც როგორც წესი ენიჭება საეკლესიო ადმინისტრაციული ერთეულის (ეპარქიის) მმართველს (ირჩევენ არქიმანდრიტთა შორის განსაკუთრებულად გამორჩეულთ). მას მღვდლისგან განსხვავებით, შეუძლია აღასრულოს არა მხოლოდ ღვთისმსახურება, არამედ ხელი დაასხას მღვდლად (ქიროტონია), აკურთხოს მირონი, ანუ შეასრულოს შვიდივე საიდუმლო (ნათლისღება, მირონცხება, ზიარება, სინანული, ზეთის კურთხევა, ქორწინება, მღვდლობა). სიწმინდის ხარისხით ყველა მღვდელმთავარი თანასწორია, დამსახურებულ მღვდელმთავარს ენიჭება მთავარეპისკოპოსის ხარისხი, მასზე აღმატებულია მიტროპოლიტი (საბერძნეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში მთავარეპისკოპოსი მიტროპოლიტზე აღმატებულია).

ეპისტოლე (epistle) [ლათ. Epistola <ბერძ. epistole] - მოძვ. წერილი, უსტარი.

ეპიტაფია (epitaph) [ბერძ. Epitaphios <epi ზე + taphos სასაფლაო] - ვინმეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით დაწერილი ლექსი, წარწერა საფლავის ქვაზე.

ეპიტიმია [<ბერძ. epitimia სასჯელი, რისხვა] - მორალურ-გამასწორებელი საეკლესიო სასჯელი, რასაც სულიერი მამა დაადებს მორწმუნეს (ხანგრძლივი მარხვა, ლოცვა და სხვ.).

ეპოსი (epos, epic literature) [<ბერძ. epos სიტყვა, მოთხრობა, სიმღერა] - 1. ლიტერატურის თხრობითი ჟანრი; მხატვრული ლიტერატურის ერთ-ერთი მთავარი სახეობა, ლირიკასა და დრამასთან ერთად; ეპოსის ძირითადი პროზაული ჟანრებია: რომანი, მოთხრობა, ამბავი (ნაამბობი); 2. გმირული ე. - ხალხური საგმირო სიმღერები, პოემები, თქმულებები, ცალ-ცალკე ან ერთად აღებული; მაგ., „ილიადა”, „ოდისეა”, „მაჰაბჰარატა”, საგები და სხვ.

ერა (era) [ლათ. aere] - 1. მომენტი, საიდანაც იწყება წელთაღრიცხვა; წელთაღრიცხვის ესა თუ ის სისტემა. მაგ., ქრისტიანული, იგივე, ახალი, ჩვენი ერა. 2. დიდი ისტორიული პერიოდი, რომელიც ძირეულად განსხვავდება სხვა ეპოქისგან; 3. გეოლ. დროის მონაკვეთი, როდესაც წარმოიქმნა გეოლოგიური ჯგუფის შემადგენელი მთის ქანები. ერები იყოფა გეოლოგიურ პერიოდებად.

ერგონომიკა (ergonomics) [ბერძ. Ergon მუშაობა და nomos კანონი] - ერგონომია - სამეცნიერო დისციპლინა, რომელიც კომპლექსურად შეისწავლის ადამიანს (ადამიანთა ჯგუფს), მისი (მათი) სამუშაო იარაღების, შრომის პირობებისა და პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით; შეიქმნა ინგლისში, XXს-ის 40-იანი წლების დამლევს.

ერესი (heresy; nonsense, rot) [გერმ. haresie, ფრანგ. heresie <ბერძ. Hairesis სექტა] - 1. ჭეშმარიტი რელიგიის დოგმატის უარმყოფელი სარწუნოებრივი მოძღვრება; 2. საყოველთაოდ აღიარებული წესების, შეხედულებების უარყოფა; 3. სიცრუე, მწვალებლობა; სისულელე, აბდაუბდა.

ერთმმართველობა (absolute rule) - მმართველობის პრინციპი, რაც ნიშნავს რომელიმე ორგანოს, საწარმოს, დაწესებულების ხელმძღვანელისათვის ისეთი უფლებამოსილების მინიჭებას, რაც აუცილებელია მისი ფუნქციების განხორციელებისა და პერსონალური პასუხისმგებლობის განსაზღვრისათვის.

ერთ პირთან მოლაპარაკება (be in negotiations with a person, carry on conduct/to hold negotiations with a person, carry to conduct/to hold negotiations with a person, bargain with a person) - საჯარო შესყიდვა ერთ პარტნიორთან მოლაპარაკების გზით.

ერისტიკა (eristic) [<ბერძ. eristikos მოკამათე] - კამათის, პოლემიკის ხელოვნება.

ეროვნული (ცენტრალური) ბანკი (national (central) bank) - იხ. ბანკი ეროვნული (ცენტრალური).

ეროვნული (ცენტრალური) ბანკის მუშაკთა ინტერესების კოლიზია (conflict/collision of interests of national (central) bank's officials/workers) - ეროვნულ ბანკში მუშაობის პერიოდში მის თანამშრომლებს: არ აქვთ უფლება მიიღონ სესხი სხვა ბანკში გარდა ეროვნული ბანკისა; უნდა ეწეოდნენ პროფესიულ მომსახურებას მხოლოდ ეროვნულ ბანკში და არ შეიძლება მუშაობდნენ შეთავსებით ან ეკავოთ სხვა როგორც ანაზღაურებადი, ისე აუნაზღაურებადი თანამდებობა. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს, ადმინისტრაციის მუშაკებსა და ბანკის თანამშრომლებს არ აქვთ უფლება თავის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიიღონ რაიმე საჩუქარი ან სესხი თავისი ან ნებისმიერი პირის სახელით, რომლებთანაც მათ აკავშირებთ ოჯახური, სამსახურებრივი ან ფინანსური ურთიერთობა. ეროვნული ბანკის თანამშრომლებს და მათი ოჯახის წევრებს არ აქვთ უფლება იყვნენ ბანკების დამფუძნებლები, მეპაიეები ან აქციონერები (საქართველოს ორგანული კანონი ეროვნული ბანკის შესახებ”, მუხლი 20).

ეროვნული ბანკის საბჭო (board of national bank) - ეროვნული ბანკის მმართველობის უმაღლესი ორგანო ცხრა წევრის შემადგენლობით. იგი უფლებამოსილია განსაზღვროს ქვეყნის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, ბანკის ოპერაციების ლიმიტები, პროცენტული განაკვეთები ბანკის სააღრიცხვო და სასესხო ოპერაციების მიხედვით ბანკების მიერ ეროვნულ ბანკში შესანახი სავალდებულო რეზერვების დონე; დაამტკიცოს ეროვნული ბანკის ბიუჯეტი; ზედამხედველობა გაუწიოს მათ განხორციელებას; დაადგინოს სხვა ქვეყნების ვალუტების მიმართ ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის განსაზღვრის წესი; წარადგინოს წინადადებები ეროვნული ბანკის საწესდებო კაპიტალის მოცულობაში ცვლილებების შეტანის შესახებ; შექმნას სპეციალური დანიშნულების რეზერვები; განიხილოს, დაამტკიცოს და საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს ეროვნული ბანკის წლიური მოხსენებები და საფინანსო ანგარიშგებანი. საბჭოს წევრად პარლამენტის მიერ შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე ქვეყნის პრეზიდენტის წარდგინებით. მათი უფლებამოსილების ვადაა 7 წელი. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წარდგინებით, ხოლო სამ ვიცე-პრეზიდენტს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წარდგინებით ბანკის საბჭოს წევრთაგან თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი (წყარო: საქართველოს ორგანული კანონი ეროვნული ბანკის შესახებ”).

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობრივი შეუთავსებლობა და მოქმედების შეზღუდვა (incompatibility/inconsistency and restriction of activity of national bank's officials/workers) - ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს (მისი ოჯახის წევრს) არ აქვს უფლება იყოს ბანკის დამფუძნებელი, მეპაიე ან აქციონერი. საბჭოს დაინტერესებული წევრი, საბჭოს ნებისმიერ სხდომაზე საკითხის გატანის დროს, რომელიც დაკავშირებულია საკუთარ კომერციულ ან/და მისი ოჯახის ინტერესთან, ვალდებულია წარმოადგინოს ამომწურავი ინფორმაცია თავისი ინტერესების შესახებ, იგი არ მონაწილეობს მოცემული საკითხის განხილვასა და მასზე გადაწყვეტილების მიღებაში, მისი დასწრება მხედველობაში არ მიიღება კვორუმის განსაზღვრისას. ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და ვიცე- პრეზიდენტებს თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ უახლოესი ორი წლის განმავლობაში ეკრძალებათ იმუშაონ ქვეყნის სხვა საბანკო დაწესებულებაში. გამონაკლისია ის შემთხვევა, როცა ისინი თანამდებობიდან თავისუფლდებიან პირადი განცხადების საფუძველზე კანონით გათვალისწინებული ვადის გასვლამდე. საბჭოს წევრი ვალდებულია როგორც თანამდებობის პირმა შეავსოს და წარადგინოს ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციები თანამდებობის პირთა ქონებრივ და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროში (საქართველოს ორგანული კანონი ეროვნული ბანკის შესახებ”, მუხლი 16, 17).

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ინტერესთა განცხადება (announcement of national bank board member' interests) - საბჭოს წევრი ვალდებულია, საბჭოს შემადგენლობაში შეყვანის მომენტში და შემდეგ ყოველწლიურად თავისი უფლებამოსილების ვადის გასვლამდე, პერიოდულად წარუდგინოს საბჭოს ამომწურავი ინფორმაცია, საკუთარი კომერციული და თავისი ოჯახის ინტერესების შესახებ. ამგვარი განცხადება უნდა შეესაბამებოდეს საბჭოს მიერ მიღებულ დირექტივებს (საქართველოს ორგანული კანონი ეროვნული ბანკის შესახებ”, მუხლი 16).

ეროვნული სტანდარტიზაცია (national standardization) - სტანდარტიზაცია, რომელიც ხორციელდება ერთი კონკრეტული ქვეყნის დონეზე (საქართველოს კანონი სტანდარტიზაციის შესახებ).

ეროვნული სტანდარტი (national standard) - სტანდარტი, რომელიც მიღებულია სტანდარტიზაციის ეროვნული ორგანოს მიერ და ხელმისაწვდომია მომხმარებელთა ფართო წრისათვის (საქართველოს კანონი სტანდარტიზაციის შესახებ).

ეროვნული უშიშროების საბჭო (National Security Council) - იქმნება სამხედრო აღმშენებლობისა და თავდაცვის ორგანიზაციის, ქვეყნის უშიშროებასთან დაკავშირებული საშინაო და საგარეო პოლიტიკის, სტაბილურობისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფის სტრატეგიულ საკითხებზე გადაწყვეტილებათა მისაღებად. ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობს და მის წევრებს ნიშნავს პრეზიდენტი. ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენლობა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით და ორგანული კანონით ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლები 73, 99).

ეროვნული შემოსავალი (national income) - გარკვეული პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში ახალშექმნილი ღირებულება.

ერუდიტი (erudite person) [ლათ. eruditus განსწავლული] - დიდი ერუდიციის ადამიანი.

ერუდიცია (erudition) [ლათ. eruditio განსწავლულობა, განათლება] - ღრმა განსწავლულობა ამა თუ იმ დარგში, სფეროში; ფართო, მრავალმხრივი ცოდნა.

ესთეტიკა (aesthetics) [<ბერძ. Aisthetikos გრძნობად აღქმასთან დაკავშირებული] - 1. ფილოსოფიური მოძღვრება ხელოვნების, მშვენიერების ფორმების შესახებ მხატვრულ შემოქმედებაში, ბუნებასა და ცხოვრებაში; ე. შეისწავლის ხელოვნების განვითარების კანონზომიერებებს, მხატვრულ-იდეურ შინაარსს და ფორმებს, მის ადგილს საზოგადოებისა და ადამიანის ცხოვრებაში, მხატვრული შემოქმედების თავისებურებებს; 2. რისამე სილამაზე, მხატვრულობა.

ესკალაცია [ინგლ. escalation <ლათ. scala კიბე] - თანდათანობითი ზრდა, გაფართოება.

ესკაპიზმი (escapism) [ინგლ. Escapism <escape გაქცევა, თავის გადარჩენა] - წასვლა რეალობიდან, გამოგონილ სამყაროში.

ესკორტი (escort) [ფრანგ. Escorte <escorter გაცილება, თანხლება] - რაიმეს (ვინმეს) თანმხლები სამხედრო დაცვა, ბადრაგი.

ესე (essay) [ფრანგ. essai] - თხზულება, რომელიც არა სისტემატურ-მეცნიერული, არამედ თავისუფალი ფორმით მიმოიხილავს რაიმე პრობლემას.

ესტაფეტა (relay-race) [ფრანგ. Estafette <იტალ. staffa ავჟანდი] - 1. მოძვ. სასწრაფო შეტყობინება, საგანგებო ფოსტა, რომელიც დაჰქონდათ ერთმანეთის მონაცვლე შიკრიკებს (უპირატესად, ცხენოსნებს); 2. გუნდური შეჯიბრება სირბილში, ცურვაში, ნიჩბოსნობაში და სხვ.; გასავლელი მანძილი დაყოფილია ეტაპებად; სპორტსმენი, რომელიც გაივლის ერთ ეტაპს, გადასცემს რაიმე ნივთს (მაგ., პატარა ჯოხს) - ე.წ. ესტაფეტას თავისი გუნდის მეორე წევრს; მეორეც გაივლის თავის ეტაპს და გადასცემს მესამეს და ა.შ. ფინიშამდე; ამანათრბენი (ზოგჯერ ეწყობა ესტაფეტა, რომელსაც შეჯიბრების ხასიათი არ აქვს).

ეტალონი (standard, model) [ფრანგ. etalon] - 1. სანიმუშო საზომი, რომელიც გამოიყენება საზომი ერთეულების კვლავწარმოების, შენახვისა და გადაცემის მიზნით, თანამედროვე მეცნიერებისა და ტექნიკის უმაღლესი მიღწევების შესაბამისი სიზუსტით; 2. ზედმიწევნით ზუსტი საზომი ხელსაწყო, რომელსაც იყენებენ სხვა ხელსაწყოების შესამოწმებლად; 3. გადატ. რისამე საზომი, სტანდარტი.

ეტაპი (stage, phase) [ფრანგ. etape] - 1. გარკვეული მომენტი, რისამე განვითარების სტადია; 2. დასვენებისა და კვების, სამედიცინო დახმარების პუნქტი საჯარისო შენაერთების მსვლელობის გზაზე; 3. რაიმე გზის, დისტანციის ცალკეული მონაკვეთი, უბანი; 4. ტუსაღების ღამის გასათევი პუნქტი გზაზე; გზა გადასახლების ადგილამდე; ბადრაგის თანხლებით სადმე გასაგზავნ ტუსაღთა ჯგუფი.

ეტიკეტი (etiquette) [ფრანგ. Etiquette <ბერძ. ethos ჩვევა, ხასიათი] - თავაზიანი მოქცევის, მოპყრობის ფორმების მიღებული წესი.

ეტიმოლოგია (etymology) [ბერძ. etymologia <etymon ჭეშმარიტება, სიტყვის ძირითადი მნიშვნელობა + logos სიტყვა] - 1. სიტყვათა წარმოშობის შემსწავლელი ენათმეცნიერების დარგი; 2. ამა თუ იმ სიტყვის ან გამოთქმის წარმოშობა, მოცემული ან უცხო ენის სხვა სიტყვებთან კავშირში.

ეფექტი (effect) [ლათ. effectus მოქმედება]- 1. მოქმედება, რისამე შედეგი. მაგ., მკურნალობის ე.; 2. შთაბეჭდილების მოხდენა ვინმეზე, ვინმეს მიერ, რითიმე; 3. საშუალება გარკვეული შთაბეჭდილების მოხდენის მიზნით. მაგ., სინათლის და ხმოვანი ეფექტები თეატრში; 4. ფიზიკური მოვლენა.

ეფექტიანი (efficacious, effective) [ლათ. effectivus] - გარკვეული ეფექტის მომცემი, ქმედითი მაგ., ე. ზომები. ექს ..., [<ფრანგ. ex - ყოფილი <ლათ. ex - დან, გან] - სიტყვისთვის ყოფილის მნიშვნელობის მიმნიჭებელი თავსართი.

ექსკლუზიური [ინგლ. exclusive <ლათ. excludere გამორიცხვა] - განსაკუთრებული, განკერძოებული კუთვნილების შემადგენელი.

ექსკურსი (excursus) [ლათ. excursus გადახრა, გადახვევა] - მთავარი თემიდან გადახვევა, გზადაგზა წამოჭრილი საკითხების გასაშუქებლად.

ექსკურსია (excursion) [ლათ. excursionგამგზავრება, მგზავრობა, მოგზაურობა] - 1. რისამე კოლექტიური დათვალიერება (მუზეუმის, გამოფენის, ღირსშესანიშნავი ადგილების და მისთ.), გასეირნება სასწავლო, სამეცნიერო, სპორტული ან გართობის მიზნით; 2. გამგზავრების, გასეირნების მონაწილე პირთა (ექსკურსანტების) ჯგუფი.

ექსპანსია (expansion) [ფრანგ. expansion, გერმ. expansion <ლათ. expansio გადაშლილობა, გადაჭიმულობა] - 1. სხვა ქვეყნების ეკონომიკურ და პოლიტიკური დამორჩილებისაკენ, გავლენის სფეროების გაფართოებისაკენ და უცხო ქვეყნის ტერიტორიის დაპყრობისაკენ მიმართული პოლიტიკა; 2. რაიმე მოვლენის გავრცელება, გაფართოება თავდაპირველ საზღვრებს მიღმა.

ექსპატრიაცია (expatriation) [ფრანგ. expatriation, გერმ. expatriation <ლათ. ex-დან + patria სამშობლო, მამული] - სამშობლოდან ნებაყოფლობითი ან ძალდატანებით გასახლება, რომელსაც ჩვეულებრივ შედეგად მოქალაქეობის დაკარგვა მოსდევს.

ექსპედიცია (expedition) [გერმ. Expedition <ლათ. expeditio] - 1. ტვირთების მიღება- გაგზავნა; 2. აღნიშნული მიზნებისთვის არსებული დაწესებულება ან დაწესებულების განყოფილება; 3. სპეციალური ამოცანის შესასრულებლად პირთა ჯგუფის გაგზავნა. ასეთი ჯგუფის დასახელება.

ექსპერიმენტი (experiment) [გერმ. experiment, ლათ. experimentum ცდა, პრაქტიკა] - მეცნიერული ცდა, ზუსტად ფიქსირებულ პირობებში საკვლევ ობიექტზე დაკვირვება.

ექსპერტი (expert) [ლათ. expertus გამოცდილი] - 1. სპეციალისტი რომელიმე დარგში, რომელიც ატარებს ექსპერტიზას და იძლევა დასკვნას; 2. პირი, რომელსაც აქვს სპეციალური ცოდნა და მიწვეულია საგამომძიებო ორგანოების ან სასამართლოს მიერ ექსპერტიზის ჩასატარებლად.

ექსპერტიზა (appraisal, expert advice) [ფრანგ. exretise] - გამორკვევის, განხილვის პროცესი, რომელიც ხორციელდება სპეციალისტების (ექსპერტების) მიერ რაიმე საკითხის თაობაზე კვალიფიციური დასკვნების მიცემის მიზნით.

ექსპლიციტური (explicit) [ფრანგ. explicite <ლათ. explicitus გამორკვეული, წესრიგში მოყვანილი] - აშკარად, განსაზღვრულად, არაორაზროვნად გამოხატული.

ექსპლუატაცია (exploitation) [ფრანგ. exploitation <ლათ. explicare გავრცელება] - 1. წარმოების საშუალებების მფლობელთა მიერ სხვისი შრომის რეზულტატის მითვისება; 2. ბუნებრივი სიმდიდრის, წარმოების საშუალებების, ტრანსპორტის, შენობების გამოყენება.

ექსპოზიცია (exposition) [გერმ. exposition <ლათ. expositio აღწერა, გადმოცემა] - დათვალიერების მიზნით რაიმე საგნების განლაგება.

ექსპორტი [ინგლ. export <ლათ. exportare გამოზიდვა, გამოტანა] - საქონლის, მომსახურების, ინტელექტუალური საქმიანობის შედეგების ქვეყნის საბაჟო ტერიტორიიდან საზღვარგარეთ გატანა მისი ქვეყანაში კვლავ შემოტანის ვალდებულების გარეშე.

ექსპორტი პირდაპირი (direct export) - საქონლის მწარმოებელი ქვეყნიდან საქონლის გატანა ქვეყანაში, სადაც ხდება მისი უშუალო მოხმარება.

ექსპრესი … [ინგლ. express სპეციალური, სასწრაფო <ლათ. Expressus <exprimere გამოწურვა] - მომენტალური, სასწრაფოს მნიშვნელობის მქონე რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი.

ექსპრესია (expression) [ლათ. Expressio გამოხატვა] - რაიმე განცდის, გრძნობის გამოხატვის ძალა; გამომსახველობა.

ექსპრესიონიზმი (expressionism) [ფრანგ. expressionisme <expression გამოსახვა, გამომსახველობა] - მიმართულება მე-20 ს-ის ევროპის ხელოვნებასა და ლიტერატურაში; წარმოიქმნა როგორც თანამედროვე საზოგადოების კრიზისული მდგომარეობის გამოძახილი; ე.-თვის დამახასიათებელია ფორმათა მძაფრი აქტივობა, მომეტებული ემოციურობა, მკვეთრი ფერები, გროტესკულობა, მხატვრული სახეების ინტენსიური დეფორმაცია; ე.-ის ფორმები წარმოადგენს სხვადასხვა იდეოლოგიური ტენდენციის ხორცშესხმას - დაწყებული მისტიკით და პესიმიზმით, და დამთავრებული სოციალური კრიტიკითა და რევოლუციური მოწოდებებით; ე.-ის მიმდევრები თავიანთ ძირითად ამოცანად თვლიდნენ მხატვრის შინაგანი სამყაროს, მისი სუბიექტური შემოქმედებითი განცდების ასახვას.

ექსპროპრიატორი (person having expropriation right) - პირი, რომელსაც სასამართლოს გადაწყვეტილებით ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება (საქართველოს კანონი ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ”, მუხლი 1).

ექსპროპრიაცია (expropriation) - სახელმწიფოს მართლზომიერი ჩარევა საკუთრებაში, მისი ამოღება ან დატვირთვა საზოგადოებრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.

ექსპროპრიაცია აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის (indispensable expropriation for public necessity) - საკუთრების ჩამორთმევა, ჩამორთმეული ქონების სათანადო კომპენსაციით, რომელიც ხორციელდება შემდეგი სამუშაოების წარმოების მიზნით: გზისა და მაგისტრალების გაყვანა-მშენებლობისთვის; რკინიგზის ხაზების გაყვანისთვის; ნედლი ნავთობის, ბუნებრივი გაზისა და ნავთობპროდუქტების მილსადენების გაყვანისთვის; ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი ხაზების მშენებლობისთვის; წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ატმოსფერული ნალექების კოლექტორული ხაზების გაყვანისთვის; სატელეფონო ხაზების გაყვანისთვის; სატელევიზიო კაბელების გაყვანისთვის; საზოგადოებრივი საჭიროებისთვის აუცილებელი ნაგებობისა და ობიექტის მშენებლობისთვის; ეროვნული თავდაცვისთვის საჭირო სამუშაოებისთვის (,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 1, 2).

ექსტაზი (ecstasy) [<ბერძ. Extasis აღფრთოვანება] - უკიდურესი აღტაცება, თავდავიწყებამდე მისული აღფრთოვანება, აღტყინება.

ექსტერიტორიალურობა (exterritoriality, extraterritoriality) [ლათ. ex დან, გარედან + territorialis ტერიტორიაზე არსებული] - სახელმწიფოების მიერ უცხოური დიპლომატიური წარმომადგენლობისთვის განსაკუთრებული უფლებებისა და უპირატესობების (პიროვნებისა და საცხოვრებელი ადგილის ხელშეუხებლობა, გადასახადებისგან გათავისუფლება, ადგილობრივი სასამართლოების მიერ არაგანსჯადობა) ურთიერთმინიჭება.

ექსტერნალიზაცია (externalize) - ფირმის მიერ საკუთარი საჭიროებისათვის წარმოებული მომსახურების მიყიდვა სხვა კომპანიებისთვის.

ექსტრა (extra) [<ლათ. extra ზე, ზემოდან გარედან, ზომაზე მეტად, გადამეტებულად] - ყველაზე საუკეთესო, უმაღლესი.

ექსტრა ... [<ლათ. extra ზე, გარედან, გარეშე] - თავსართი, რომელიც წარმოქმნის უმაღლესის, ჩვეულებრივის ზღვრის მიღმა მნიშვნელობის მქონე სიტყვას.

ექსტრადივიდენდი (exstra dividend) - პრემია, რომელიც ერიცხება რეგულარულ დივიდენდებს და როგორც წესი, გაიცემა წლის ბოლოს.

ექსტრადიცია (extradition) [ფრანგ. extradition <ლათ. ex -დან, -იდან + traditio] - უცხო სახელმწიფოსთვის იმ პირის გადაცემა, რომელმაც დაარღვია ამ სახელმწიფოს კანონი. საქართველოში ექსტრადიცია არ დაიშვება: ა) თუ პირს მიცემული აქვს პოლიტიკური თავშესაფარი საქართველოში; ბ) ქმედება, რომელიც იყო გადაცემის, ექსტრადიციის მოთხოვნის საფუძველი, არ ითვლება დანაშაულად საქართველოში, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი; გ) პირის მიმართ უკვე გამოტანილია იმავე დანაშაულთან დაკავშირებით კანონიერ ძალაში შესული განაჩენი ან დადგენილება (განჩინება) სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი; დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა გასულია, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 257).

ექსტრავაგანტური (eccentric, extravagant) [ფრანგ. extravagant] - უჩვეულო, საყოველთაოდ მიღებული წესებისთვის, ნორმებისთვის შეუფერებელი.

ექსტრაორდინარული (extraordinaire) [ფრანგ. extraordinaire <ლათ. extra გარეთ, ზე + ordo (ordinis) რიგი, წესრიგი] - არაჩვეულებრივი, განსაკუთრებული.

ექსტრაპოლაცია (extrapolation) [ფრანგ. extrapolation <ლათ. extra გარედან, ზემოდან + polire გაწყობა] - მეცნიერული კვლევის მეთოდი, რომლის შესაბამისად რაიმე მოვლენის ნაწილის შესწავლის შედეგად მიღებული დასკვნები ვრცელდება მოვლენის სხვა ნაწილებზე.

ექსტრემიზმი (extremism) [ფრანგ. extremisme <ლათ. extremus უკიდურესი] - უკიდურესი შეხედულებების და ზომების გატარების მხარდაჭერა, მათდამი მიდრეკილება.

ექსცესი (excess) [გერმ. exzes, ფრანგ. exces <ლათ. excessus გამოსვლა, წასვლა, თავის არიდება, გადახვევა] - 1. ძლიერი შეჯახება, დაპირისპირება, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა; 2. რაიმეს უკიდურესი გამოვლინება

ექტო [<ბერძ. ektos გარედან] - გარეგანის, გარე მნიშვნელობის მქონე რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი.

ეშელონი (echelon) [ფრანგ. Echelon <echelle კიბე] - 1. სამხ. ჯარების საბრძოლო მწყობრის ან მოძრაობაში მყოფი კოლონის ნაწილი, როდესაც შენაერთები, ქვეგანაყოფები განლაგებულია სიღრმეზე ან საფეხურებად; 2. ჯარების რკინიგზით გადაყვანისას: სამხედრო მატარებელი; 3. მატარებლის შემადგენლობა, ავტოკოლონა ან თვითმფრინავთა ჯგუფი, რომელსაც მიაქვს ტვირთი ან გადაჰყავს ხალხი სპეციალური დანიშნულებით; 4. ავიაც. მკაცრად დაწესებული სიმაღლე, რომელზეც უნდა იფრინოს ამა თუ იმ კლასის თვითმფრინავმა.

ეჭვმიტანილი (suspected) - დანაშაულის ჩადენაში საეჭვოდ მიჩნეული პირი, რომელიც დაკავებულია კანონით დადგენილ საფუძველზე და წესით. ეჭვმიტანილის დაკავების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს. ამ ვადის ამოწურვამდე მას უნდა წაუყენონ ბრალდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, დადგენილება პირის ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ უქმდება და იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. ეჭვმიტანილი უნდა დაიკითხოს მისი დაკავებიდან არა უგვიანეს 24 საათისა. ეჭვმიტანილს უფლება აქვს არა უგვიანეს 12 საათისა ხელზე მიიღოს საქმის აღძვრის დადგენილება, მისცეს ან არ მისცეს ჩვენება, ისარგებლოს დამცველის მომსახურებით, განაცხადოს შუამდგომლობა და აცილება, წარმოადგინოს მტკიცებულებანი, მონაწილეობა მიიღოს მისი ან დამცველის შუამდგომლობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაში და ა.შ. ბრალდების წაყენების მომენტიდან ეჭვმიტანილი ბრალდებულად ითვლება და სარგებლობს კიდევ უფრო ფართო პროცესუალური უფლებებით (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 72-73, 142).

7

▲ზევით დაბრუნება


ვა-ბანკი [ფრანგ. va banque va წასვლა + banque ბანკი] - ზოგიერთ ბანქოს თამაშში: ფსონი, რომელიც მთელ ბანკს უდრის; ვა-ბანკზე წასვლა - მოქმედება ყველაფრის ფასად.

ვაკანსია (vacancy) [ფრანგ. Vacance <ლათ. vacans დაუკავებელი, ცარიელი] - დაუკავებელი, თავისუფალი რაიმე თანამდებობასთან, სამსახურებრივ ადგილთან მიმართებით.

ვაკუუმი (vacuum) [ლათ. vacuum სიცარიელე] - 1. ჰაერის, გაზის გაუხშოებული მდგომარეობა (მაგ. ჭურჭელში ან ხელსაწყოში); 2. სიცარიელე, რისამე სრული არარსებობა.

ვალდებულება (liability, duty, obligation, pledge, engagement, commitment) - 1. ნებისმიერი სახის მოქმედების შესრულების ან მოქმედებისგან თავის შეკავების მოთხოვნა, რომელსაც პირი კისრულობს გარკვეული მიზნის მისაღწევად; მოთხოვნა წარმოიშვება პირის მოქმედების შედეგად მიყენებული ზარალის (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან, რომელსაც სახელმწიფო იძულების წესით პირს აკისრებს; 2. კრედიტორის უფლებამოსილება მოვალისაგან მოითხოვოს რაიმე მოქმედების შესრულება ან მოქმედებისაგან თავის შეკავება (სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 316).

ვალდებულება თამასუქზე (debt on abill) - ბალანსის მუხლი, რომელშიც აღრიცხულია კომპანიების თამასუქებით გაფორმებული დავალიანება ბანკებისა ან სხვა კრედიტორების მხრიდან.

ვალდებულება სასესხო (bond, charge, debenture, debt issue, obligation, promissory note, secured debenture) - თავისუფალ ბრუნვაში არსებული სასესხო ინსტრუმენტი ან ამ უკანასკნელის ეკვივალენტური სხვა რაიმე ინსტრუმენტი, დოკუმენტური იქნება იგი თუ ბუღალტრულად გატარებული (საქართველოს ორგანული კანონი ,,ეროვნული ბანკის შესახებ”, მუხლი 75).

ვალდებულება სახაზინო (treasure bond) - სახელმწიფო საშინაო ვალის ერთერთი ფორმა, ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უმაღლესი ორგანოს (უმეტესად ფინანსთა სამინისტროს) მიერ გამოშვებული სახელმწიფო მოკლევადიანი ფასიანი ქაღალდები (დისკონტური ფასიანი ქაღალდები).

ვალვაცია (valuation) [<ლათ. Valere ,,ღირს”] - უცხოური ვალუტის ღირებულების განსაზღვრა ეროვნული ფულის ერთეულით, როდესაც სავალუტო კურსი დროის განსაზღვრული პერიოდისთვის უცვლელია.

ვალი (debt) - ვალდებულებითი ურთიერთობის საგანი, რომელსაც აქვს როგორც ნივთობრივი, ისე არანივთობრივი გამოხატულება.

ვალი სახელმწიფო (state/government debt) - 1. ქვეყნის სუვერენული და აბსოლუტური ვალდებულებები ძირითადი თანხების დაფარვისთვის და დარიცხული პროცენტების გადახდისთვის, რაც უზრუნველყოფილია სახელმწიფოს მთელი აქტივებით; 2. ქვეყნის სახელით სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უმაღლესი ორგანოს, მისი გარანტიით და ეროვნული (ცენტრალური) ბანკის მიერ დადებული ხელშეკრულებებით აღებული, ეროვნული ვალუტით გამოსახული სახელმწიფო საშინაო და საგარეო ვალის ჯამური თანხა (სახელმწიფო ვალი სხვა კონვერტირებადი ვალუტიდან ეროვნულ ვალუტაზე გადაიანგარიშება ეროვნული ბანკის მიერ ვალის აღების თარიღისთვის დადგენილი გაცვლის ოფიციალური კურსით, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული); სახელმწიფო, მათ შორის საშინაო და საგარეო, ვალის საერთო თანხა ყოველწლიურად განისაზღვრება შესაბამისი საკანონმდებლო აქტით ქვეყნის უმაღლეს და შეფარდებით გამოსახულებაში (საქართველოში გათანაბრებულია სახელმწიფო ბიუჯეტის დაცულ მუხლებთან) (საქართველოს კანონი „სახელმწიფო ვალის შესახებ”, მუხლი 1).

ვალი სახელმწიფო საგარეო (foreign national debt) - უცხოური კონვერტირებადი ვალუტით გამოსახული სახელმწიფო ვალის შემადგენელი ნაწილი წარმოადგენს იმ ძირითადი თანხების ერთობლიობას, რომლებიც წარმოიქმნება სახელმწიფოს სახელით დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირდაპირი ვალდებულებების შეუსრულებლობით. საგარეო სახელმწიფო ვალის ფორმებია: სხვა სახელმწიფოებისგან ან სხვა სახელმწიფოს საფინანსო აგენტებისგან აღებული ვალი; უცხო ქვეყნების საფინანსო დაწესებულებებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან აღებული ვალი; ეროვნული ვალუტისგან განსხვავებული, თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტით დენომინირებული, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები; სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ვალი (საქართველოს კანონი სახელმწიფო ვალის შესახებ”).

ვალი სახელმწიფო საშინაო (internal state/government debt) - სახელმწიფო ვალის შემადგენელი ნაწილი, რომელიც გამოსახულია ეროვნული ვალუტით. იგი წარმოადგენს იმ ძირითადი თანხების ერთობლიობას, რომლებიც წარმოიქმნება სახელმწიფოს სახელით დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული შეუსრულებელი პირდაპირი ვალდებულებებით. საშინაო სახელმწიფო ვალის ფორმებია: სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოს მიერ ეროვნული ბანკიდან და რეზიდენტი საკრედიტო დაწესებულებიდან აღებული კრედიტი, სხვა სავალო ვალდებულებები (საქართველოს კანონი სახელმწიფო ვალის შესახებ”, მუხლი 1).

ვალორიზაცია (valorisation) [ფრანგ. valorisation <valeur ღირებულება, ფასი] - 1. ღონისძიებები, რომლებიც ხელოვნურად ზრდიან საქონლის ფასს (საქონლის წარმოების მოცულობის შემცირების მეშვეობით), ფასიანი ქაღალდების კურსს; 2. იგივეა, რაც რევალვაცია.

ვალუტა (currency) [<იტალ. valuta ფასი, ღირებულება] - 1. ქვეყნის ფულადი ერთეული (ქაღალდის ფული, მონეტა). ვალუტას სახეებია: არაკონვერტირებადი, კონვერტირებადი, ნახევრად კონვერტირებადი, სარეზერვო; 2. საზღვარგარეთული ქვეყნის ფულადი ნიშნები (ბანკნოტები, სახაზინო ბილეთები, მონეტები), საკრედიტო და საგადამხდელო დოკუმენტები (თამასუქი, ჩეკი, და სხვ.), რომლებიც საერთაშორისო ანგარიშსწორებაში გამოიყენებიან (უცხოური ვალუტა); 3. უცხოური ვალუტა.

ვალუტა არაკონვერტირებადი (non- convertible currency) - ვალუტა, რომლის სხვა ქვეყნის ვალუტაზე თავისუფლად გადაცვლა შეუძლებელია ან შეზღუდულია.

ვალუტა კონვერტირებადი (converted currency) - ვალუტა, რომელიც თავისუფლად იცვლება ნებისმიერი სხვა ქვეყნის ვალუტაზე.

ვალუტა ნახევრად კონვერტირებადი (half-converted currency) - ვალუტა, რომლის თავისუფლად გადაცვლა ხდება მხოლოდ განსაზღვრული ქვეყნების ვალუტაზე.

ვალუტა სარეზერვო (reserve currency) - ერთი ან რამდენიმე ქვეყნის ვალუტა, რომლითაც იქმნება ამა თუ იმ ქვეყნის რეზერვები. თანამედროვე მსოფლიოში ასეთი ვალუტის სტატუსი ენიჭება უპირატესად აშშ დოლარს. რეზერვირების ნორმის განსაზღვრა წინასწარ ხდება.

ვალუტის კონვერსია (currency conversion) - ერთი ქვეყნის ვალუტის მეორე ქვეყნის ვალუტაზე გაცვლის (კონვერსიის) შესაძლებლობა მოქმედი ვალუტის კურსით; ოქროს სტანდარტის დროს - საბანკო ბილეთების ოქროზე გადახურდავების სხვადასხვა ფორმა.

ვალუტის კურსი (rate of exchange) - მოცემული ქვეყნის ეროვნული ვალუტის ფულადი ერთეულის ღირებულება, გამოხატული სხვა ქვეყნის ვალუტის ფულადი ერთეულით.

ვანდალიზმი (vandalism) - კულტურისა და მატერიალურ ფასეულობათა განადგურება.

ვარანტი (warrant) - მომავალი პერიოდის განმავლობაში განსაზღვრულ ფასად განსაზღვრული აქციების (ჩვ. საინვესტიციო ტრასტის) შესყიდვის უფლების მიმნიჭებელი, საბირჟო კოტირებაზე დაშვებული ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც კერძო ინვესტორებს აძლევს შესასყიდი აქციების დივიდენდებზე რამდენჯერმე მეტი შემოსავლის მიღების შესაძლებლობას.

ვარიანტი (variant) [ფრანგ. Variante <ლათ. varians (variantis) ცვალებადი] - სახეცვლილება, ნაირსახეობა, რამდენიმე შესაძლებელი კომბინაციიდან ან რამდენიმე არსებული რედაქციიდან ერთი.

ვარიაცია (variation) [გერმ. Variation ფრანგ. variation <ლათ. variatio] - რისამე სახეცვლილება, ნაირსახეობა, რომელიც მიიღება ძირითადი საფუძვლის უცვლელად დატოვებით და მეორეხარისხოვანი ნიშან-თვისებების შეცვლით.

ვატიკანი - ქალაქი-სახელმწიფო, იტალიის დედაქალაქის რომის დასავლეთ ნაწილში, მონტევატიკანის ბორცვზე, სადაც მდებარეობს კათოლიკური ეკლესიის მეთაურის, პაპის რეზიდენცია.

ვაუჩერი (voucher) [ინგლ. voucher თავდებობა <to vouch თავდებად დადგომა, დამტკიცება] - 1. ქონებრივი კუპონი (სახელმწიფოს მიერ გამოშვებული ფინანსური დოკუმენტი), რომელიც გაიცემა პრივატიზაციის პროცესში საპრივატიზაციო სამეურნეო ერთეულების აქციათა შესაძენად (საპრივატიზაციო ჩეკი, სახელობითი საპრივატიზაციო ჩეკი); 2. წერილობითი მოწმობა დავალება, გარანტი ან რეკომენდაცია; 3. კომპანიის საბუღალტრო დავთრებში ჩანაწერის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ხელწერილი.

ვაჰაბიტები [<დამაარსებელი მუჰამედ იბნ აბდ ალ-ვაჰაბი 1703-1787] - ისლამის ერთ-ერთი რელიგიურ-პოლიტიკური მიმდინარეობა. მაჰმადიანობის პირველ საფუძვლებთან დაბრუნება, გამოირჩევა თავისი უკიდურესად რეაქციული ხასიათით. ვაჰაბიტები ქადაგებენ რელიგიური სიწმინდის დაცვას, ფუფუნების უარყოფას, სიმღერის, ცეკვის, თამბაქოს მოწევის აკრძალვას, ღვინის სმისგან თავის შეკავებას. მთავარი იდეაა ერთიანი მუსლიმანურ- სუნიტური სახელმწიფოს ჩამოყალიბება.

ვებგვერდი (web page) - ვებდოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს მსოფლიო ქსელის საინფორმაციო ელემენტს, იგი შეიცავს ჰიპერტექსტებს, რომელთა საშუალებითაც ხდება სხვადასხვა დოკუმენტის მოძიება და უზრუნველყოფილია მათთან კავშირის დამყარება.

ვებსაიტი (web site) - ვებგვერდების ერთობლიობა.

ვენჩურული კაპიტალი (venture capital) - ახალ ან მცირე საწარმოში ინვესტიცია, რომელიც ჩვეულებრივ აქციათა პაკეტის მნიშვნელოვანი წილის ინვესტორის საკუთრებაში გადასვლის სანაცვლოდ ხორციელდება. ვენჩურული კაპიტალის ძირითადი დამახასიათებელი ნიშანია დიდი რისკი.

ვერბალური (verbal) [ლათ. verbalis] - ზეპირი, სიტყვიერი.

ვერდიქტი (verdict) [<ლათ. vere dictum სწორად ნათქვამი] - სისხლის სამართლის პროცესში ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილება განსასჯელის ბრალეულობისა თუ უდანაშაულობის შესახებ. ეს გადაწყვეტილება, როგორც წესი, რამდენიმე სიტყვისაგან შედგება („დიახ, დამნაშავეა“, „არა არ არის დამნაშავე“) და წარმოადგენს ნაფიც მსაჯულთა წინაშე მოსამართლის მიერ დასმული კითხვის პასუხს.

ვერიფიკაცია (verification) [ფრანგ. verification, verifikation <ლათ. verus ჭეშმარიტი + facere კეთება] - თეორიული დებულებების ჭეშმარიტების დადგენა ცდების მეშვეობით.

ვერნისაჟი (opening day) [ფრანგ. vernissage ლაქირება - დაკავშირებული გამოფენის გახსნის წინა დღეს სურათების ლაქით დაფარვის ტრადიციასთან] - სამხატვრო გამოფენის საზეიმო გახსნა.

ვერსია (version) [გვ. ლათ. versio სახეცვლილება, მობრუნება, მოხვევა <ლათ. versare მოტრიალება, ბრუნვა, თავისუფალი, თვითნებური ცვლა] - 1. ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტიდან. ჰიპოთეზის ნაირსახეობა; 2. ანალოგიური საქმეების გამოძიების გამოცდილებაზე, კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის მასალებსა და სხვა ფაქტობრივ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების ან გარემოებების არსებობის თაობაზე გამომძიებლის ან მოსამართლის ვარაუდი.

ვერტიკალური ინტეგრაცია (vertical integration) - ღირებულების შექმნის ჯაჭვიდან რამდენიმე სტადიის შეერთება მომიჯნავე დარგის (მაგ: მომპოვებელი, გადამამუშავებელი, მაღალტექნოლოგიური, მწარმოებელი, სადისტრიბუციო) საწარმოების გაერთიანების გზით.

ვეტერანი (veteran) [ფრანგ. Veteran <ლათ. veteranus ძველი, ნაცადი, გამოცდილი] - წარსულ ომებში გამოვლილი ძველი, გამოცდილი მეომარი; გამოცდილი მუშაკი.

ვეტო (veto) [<ლათ. veto აკრძალვის დადება] - აქტი, რომლითაც ხდება რომელიმე ორგანოს გადაწყვეტილების მოქმედების ან ძალაში შესვლის შეჩერება.

ვეტო აბსოლუტური (absolute veto) - პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტის საბოლოოდ გაქარწყლების უფლებამოსილება, რომელიც აქვს სახელმწიფოს მეთაურს.

ვეტო ფარდობითი (relative veto) - 1. სახელმწიფო მეთაურის მიერ კანონპროექტის სანქციონირებაზე უარის თქმა. ფაქტობრივად, იწვევს მხოლოდ კანონის ძალაში შესვლის გადავადებას, რადგან ამ შემთხვევაში პარლამენტს აქვს უფლება ხელმეორედ უყაროს კენჭი კანონპროექტს და საბოლოოდ მიიღოს კანონი კვალიფიციური უმრავლესობით; 2. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით საქართველოს პრეზიდენტი სარგებლობს ფარდობითი ვეტოს უფლებით. კანონის ან ორგანული კანონის მიღებისას, ხელმეორედ კენჭისყრის დროს, კვალიფიციურ უმრავლესობად მიიჩნევა პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედი, ხოლო კონსტიტუციის შესწორებისთვის პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი.

ვექილი (advocate, lawyer) - იხ. ადვოკატი.

ვექსილი (bill, commercial paper, promissory note, paper, bill of exchange) [გერმ. Wechsel <wechseln გაცვლა] ფულადი დოკუმენტი - გარკვეულ ვადაში განსაზღვრული ოდენობით ფულადი თანხის გადახდის წერილობითი ვალდებულება; უპირობო და უდავო ვალდებულებითი დოკუმენტი.

ვექსილოლოგია [ლათ. vexsillum დროშა] - მეცნიერება, რომელიც დროშებს და მათ წარმოშობას სწავლობს.

ვექტორი (vector) [ლათ. vector წამყვანი] - მათემ. სწორხაზოვანი მონაკვეთი, რომელსაც გარკვეული მდგომარეობა და მიმართულება აქვს; სიდიდე, რომელიც ხასიათდება არა მხოლოდ ციფრული სიდიდით, არამედ მიმართულებითაც. მაგ., ძალა, სიჩქარე.

ვიდეო (video) [ინგლ. video ტელევიზია <ლათ. video ვუყურებ, ვხედავ] - რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი; მიუთითებს ელექტრონულ-სხივური მილაკის ეკრანზე რთული სატელევიზიო, რადიოლოკაციური და სხვა სიგნალების გამოსახულებასთან კავშირზე. მაგ., ვიდეომაგნიტოფონი, ვიდეოსიგნალი, ვიდეოტელეფონი და სხვ.

ვიზა (visa) [გერმ. visa, ინგლ. Visa <ლათ. visa - visum გადათვალიერებული] - 1. დოკუმენტზე თანამდებობის პირის მინაწერი; 2. დოკუმენტის პროექტზე უფლებამოსილი პირის მინაწერი (როგორც წესი, ხელმოწერის დართვით), რომელიც მოწმობს, რომ ტექსტი შეთანხმებულია მასთან; 3. ქვეყანაში შესვლის, ქვეყნიდან გამოსვლის ან ქვეყნის გადაკვეთის ნებართვა, ან ასეთი ნებართვის აღმნიშვნელი ჩანაწერი პასპორტში.

ვიზავი (opposite) [ფრანგ. vis-a-vis] - 1. ზმნისართი. ვისიმე პირდაპირ, პირისპირ; 2. ვისიმე პირდაპირ მდგომი ან მჯდომი ვინმე.

ვიზიტაცია (visit) [ლათ. visitatio] - საერთაშორისო საზღვაო სამართალში: საბუთების გასინჯვა საეჭვო სავაჭრო ან სხვა არასამხედრო გემებზე, რომლებსაც აღმოაჩენს ღია ზღვაში სხვა სახელმწიფოს სამხედრო გემი.

ვიზიტი (visit, call) [ფრანგ. visite] - სხვა ქვეყანაში უპირატესად ოფიციალური ხასიათის სტუმრობა (გამგზავრება).

ვიზუალური (visual) [ფრანგ. Visuel <ლათ. visualis მხედველობითი] - უშუალოდ მხედველობით აღქმული, რაიმე მოვლენის გარეგნული ეფექტის აღქმა.

ვინდიკაცია (vindication) [<ლათ. vindicatio დაცვა, თავდაცვა, სარჩელის შეტანა] - ქონების მესაკუთრის (მოსარჩელეს) მიერ ამ ქონების უკანონოდ მფლობელი ნებისმიერი მესამე პირისგან სასამართლო წესით გამოთხოვა.

ვირუსი (virus) [<ლათ. virus შხამი] - კომპიუტერული პროგრამის ნაირსახეობა, რომელიც აფერხებს სხვა პროგრამების მუშაობას და რომლის მავნე ზეგავლენამ შესაძლოა დააზიანოს (გაანადგუროს) დისკზე არსებული ინფორმაცია.

ვიქტიმოლოგია (science studying the relation between crime, criminal and victim) [<ლათ. victim მსხვერპლი + logos მეცნიერება] - კრიმინოლოგიის ქვედარგი, რომელიც შეისწავლის დამნაშავეს, დანაშაულსა და მსხვერპლს შორის ურთიერთობას.

ვიცე ..., [<ლათ. vice ნაცვლად, მსგავსი] - “თანაშემწის, მოადგილის” აღმნიშვნელი რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი.

ვიცე-ადმირალი (vice-admiral) - იხ. სამხედრო წოდებები.

ვიცე-პოლკოვნიკი (vice-colonel) - იხ. სამხედრო წოდებები.

ვიცე-პრეზიდენტი (Vice-President) - სახელმწიფოს მეთაურის მოადგილე, რომელსაც, როგორც წესი, პრეზიდენტთან ერთად ირჩევენ. აშშ-ში ვიცე-პრეზიდენტს შედარებით მცირე ოფიციალური მოვალეობები აქვს, ხოლო ამ პოსტის მნიშვნელობა იმით განისაზღვრება, რომ ვიცეპრეზიდენტი პრეზიდენტის პოსტს იკავებს ამ უკანასკნელის გადადგომის ან გარდაცვალების შემთხვევაში.

ვოლონტიორი (volunteer) [ფრანგ. volontaire <volonte ნება, სურვილი] - 1. ანაზღაურების გარეშე, საკუთარი სურვილით მომუშავე; 2. ზოგიერთ ქვეყანაში მოქმედ არმიაში მოხალისედ წასული.

ვოლუნტარიზმი (voluntaryism) [გერმ. voluntarismus <ლათ. voluntarius საკუთარი ნება-სურვილის მიხედვით მოქმედი] - ობიექტურად არსებული კანონზომიერებებისა და პირობების უგულებელმყოფელი თვითნებური გადაწყვეტილება.

ვოტუმი (vote) (< ლათ. votum სურვილი, ნება) - სახელმწიფო სამართალში: კენჭისყრით მიღებული გადაწყვეტილება. ა) ნდობის ვოტუმი - საპარლამენტო მმართველობის სახელმწიფოებში მიღებული საპარლამენტო პრაქტიკა, მთავრობის, ცალკეული მინისტრის კანონპროექტის, განსაზღვრული აქციის, პოლიტიკური ხაზის პარლამენტის ქვედა პალატის მიერ მოწონება; ბ) უნდობლობის ვოტუმი - ზემოაღნიშნულის საწინააღმდეგო ქმედება, რომლის სამართლებრივი შედეგია: მთავრობის გადადგომა და ახალი მთავრობის ფორმირება, ან პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.

8

▲ზევით დაბრუნება


ზარალი (loss, losses) - სახელმწიფოს, მეწარმის, მომხმარებლის ან შუამავლის მატერიალური, ქონებრივი და ფინანსური დანაკარგი, რაც გამოწვეულია სამეურნეო-ფინანსური კავშირების მოშლით, სასაქონლო და ფულადი მასის ბალანსის დარღვევით, გაფიცვებით, სტიქიური უბედურებებით, კონფლიქტებით და ა.შ.

ზეგანაკვეთური მუშაობა (overtime) - სამუშაო, რომელიც სრულდება სამუშაო დროის დაწესებული ხანგრძლივობის დამთავრების შემდეგ. საქართველოს შრომის კანონმდებლობით, ზეგანაკვეთური მუშაობა დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევაში (მაგალითად, სტიქიური უბედურების, საწარმოო ავარიის თავიდან ასაცილებლად თუ მათი შედეგების დაუყოვნებლივ აღმოსაფხვრელად) და მხოლოდ პროფკავშირის კომიტეტის ნებართვით. ზოგიერთი კატეგორიის მუშაკები (ორსული ქალები, მეძუძური დედები, არასრულწლოვანები და ა.შ.) ზეგანაკვეთურ სამუშაოზე არ დაიშვებიან. თითოეული მუშაკის ზეგანაკვეთური მუშაობა არ უნდა აღემატებოდეს ოთხ საათს ზედიზედ ორი დღის განმავლობაში, ხოლო 120 საათს - წლის განმავლობაში. ზეგანაკვეთური მუშაობისათვის შრომის ანაზღაურება ხდება პირველი ორი საათისათვის ერთნახევარი, ხოლო მომდევნო საათებისათვის ორმაგი ოდენობით (საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი, მუხლი 54-56, 86).

ზედნადები (blading, (transport) way bill) - საგანკარგულებო დოკუმენტი, რომელსაც აქვს იურიდიული და ფინანსური დანიშნულება. იგი დგება ყოველ სატრანსპორტო გზავნილზე გაგზავნისა და დანიშნულების პუნქტების ჩვენებით.

ზედნადები ხარჯები (establishment charges, fixed charges, overhead charges, overhead costs, overhead expenses) - ირიბი ხარჯები, რომლებიც წარმოების ტექნოლოგიურ პროცესში უშუალოდ არ მონაწილეობენ (წარმოების მართვისა და მომსახურების ხარჯები, არამწარმოებლური ხარჯები და სხვ.). იგი წარმოების მოცულობიდან გამომდინარე შეიძლება იყოს მუდმივი ან ცვალებადი.

ზემდეგი - იხ. სამხედრო წოდებები.

ზენიტი (zenith) [ფრანგ. zenith <ძვ. ესპ. zenith <არაბ. zemt <zemt-er-ras გზა თავს ზემოთ] - რაიმეს უმაღლესი ხარისხი, ზღვარი.

ზნეობა (moral) - 1. იმ წესების, ნორმების ერთობლიობა, რომლებიც განსაზღვრავენ ადამიანთა ურთიერთდამოკიდებულებას და ყოფაქცევას ამა თუ იმ საზოგადოებაში; 2. ამ ნორმების შესაბამისი ქცევა და ადამიანის სულიერი თვისებები.

ზონა (zone) [ფრანგ. zone <ბერძ. Zone სარტყელი] - რაიმე საზღვრებს შორის მდებარე ან საზღვრის მიმდებარე სივრცე, რაიონი, ტერიტორია, რომელსაც ახასიათებს რაიმე საერთო ნიშან-თვისებები.

ზონალური (zonal) [ფრანგ. zonal] - ზონასთან მიმართებული; რომელიმე ზონაში განლაგებული ან ამ ზონისთვის დამახასიათებელი. ზონდირება (explore, sound) [ფრანგ. sonder] - რაიმეს წინასწარ გარკვევა, შესწავლა, მოსინჯვა.

9

▲ზევით დაბრუნება


თავდებობა (suretyship, surety, voucher, pawn, guarantee) - იხ. ხელშეკრულება თავდებობის.

თავისუფალი ვაჭრობა (free trade) - საერთაშორისო ვაჭრობაში რაიმე წინააღმდეგობების, შეზღუდვების არარსებობა.

თავისუფალი ვაჭრობის ზონა (free trade area) - 1. ვაჭრობის ზონა, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება სამრეწველო საქონლით საერთაშორისო ვაჭრობა საბაჟო და რაოდენობრივი შეზღუდვის გარეშე; თავისუფალი ეკონომიკური ზონის ერთ-ერთი სახე; 2. ქვეყნის რეგიონული დაჯგუფება, რომლის ფარგლებშიც უბაჟო ვაჭრობა ხორციელდება.

თავისუფალი ეკონომიკური ზონა (free economic area) - ქვეყნის შიგნით ნებისმიერი ტერიტორია, რომლის ფარგლებში მოქმედებს სამეურნეო და სამეწარმეო საქმიანობის შეღავათიანი საბაჟო, სავალუტო, საგადასახადო, სავიზო რეჟიმი.

თავისუფლება (freedom) - შესაძლებლობა მოვიქცეთ ისე, როგორც გვსურს; თავისუფლება ნების თავისუფლებაა, ნება კი, თავისი არსით, ყოველთვის თავისუფალია; თავისი არსით შეუზღუდავი თავისუფლება აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს ეთიკას, რათა ადამიანები გახადოს ყოველმხრივ პასუხისმგებლები იმისთვის, რასაც ისინი აკეთებენ, ან რისი გაკეთების უფლებასაც სხვას აძლევენ.

თავისუფლების აღკვეთა (imprisonment) - სასჯელის სახე, რაც ნიშნავს მსჯავრდადებულის საზოგადოებისაგან იზოლაციას და კანონით განსაზღვრულ სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მის მოთავსებას. თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდადებული, რომელსაც განაჩენის გამოტანის მომენტისათვის არ შესრულებია თვრამეტი წელი, თავსდება არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში. თავისუფლების აღკვეთა არის ვადიანი და უვადო; უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის. ეს სასჯელი არ დაენიშნება იმას, ვისაც დანაშაულის ჩადენამდე არ შესრულებია თვრამეტი წელი, ან ვისაც განაჩენის გამოტანის მომენტისათვის შეუსრულდა სამოცი წელი (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 50-51).

თავისუფლების შეზღუდვა (restriction of freedom) - სასჯელის სახე, რაც ნიშნავს განაჩენის გამოტანის მომენტისათვის თექვსმეტ წელს მიღწეული მსჯავრდადებულის საზოგადოებისაგან იზოლაციის გარეშე მოთავსებას სპეციალურ დაწესებულებაში მასზე ზედამხედველობის განხორციელებით.

თათბირი (meeting, gathering) - შეკრება, სხდომა, რომელზედაც განიხილავენ რაიმე საკითხს (საკითხებს); 2. საუბარი, მსჯელობა, სჯა-ბაასი.

თამასუქი (bill of exchange, draft, promissory note, bill, commercial paper, paper, loan-certificate) [გერმ. Wechsel] - 1. იურიდიული ან ფიზიკური პირის წერილობით უპირობო ვალდებულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც მის მფლობელს (კრედიტორს) უფლებას აძლევს მოსთხოვოს თამასუქზე ხელმომწერს მასში მითითებული თანხის ვადაში გადახდა. თამასუქის გავრცელებული სახეებია: ავალირებული, “ბრინჯაოს“, გადასაპირებელი, კერძო, კომერციული, მარტივი, საფინანსო, სახაზინო (ბონები) წარმომდგენზე და სხვ.; 2. ფასიანი ქაღალდი, დოკუმენტი, რომლითაც მისი გამცემი პირი კისრულობს უპირობო ვალდებულებას გადაიხადოს თამასუქში ნაჩვენები თანხა პირადად ან სხვა პირს ავალებს მის გადახდას (საქართველოს კანონი „თამასუქის შესახებ”).

თამასუქი ავალირებული (guaranted bill of exchange) - თამასუქი ავალით (გარანტიით), თამასუქის მთელი ან ნაწილი თანხის გადახდის გარანტია, მესამე პირის (ავალისტის) მიერ ნაკისრი თავდებობით, რომელიც დასტურდება თამასუქის წინა მხარეზე ან თანდართულ ფურცელზე (ალონჟი) ავალისტის მიერ შესრულებული ხელმოწერით.

თამასუქიბრინჯაოს (the bronze bill) - კრედიტუუნარო პირის მიერ გაცემული, ანუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებით არაუზრუნველყოფილი თამასუქი.

თამასუქი გადასაპირებელი (გადასაყვანი), ანუ ტრატა (bill of exchange) - თამასუქი, რომლის გამცემი ავალებს სხვა პირს გადაუხადოს თამასუქში ნაჩვენები თანხა მასში მითითებულ პირს (საქართველოს კანონი „თამასუქის შესახებ”).

თამასუქი კერძო (personal bill) - ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ გაცემული თამასუქი.

თამასუქი კომერციული (commercial bill) - კერძო თამასუქის სახესხვაობა, დაკავშირებული საქონლის ნისიად გაყიდვასთან.

თამასუქი მარტივი (note of hand, one name paper, promissory note) - ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს თამასუქის გამცემის ვალდებულებას თვითონ გადაიხადოს თამასუქში მითითებული თანხა (საქართველოს კანონი „თამასუქის შესახებ”).

თამასუქი საფინანსო (finance bill) - კერძო თამასუქის სახესხვაობა, დაკავშირებული ფინანსურ ოპერაციებთან.

თამასუქი სახაზინო (ბონები) (treasuries, treasure bill, treasure) - სახელმწიფოს მიერ გამოშვებული საფინანსო თამასუქის სახესხვაობა, საკმაოდ მაღალი სარგებლით, რომელიც სახელმწიფო ხარჯების დაფარვის მიზნით არის გამოშვებული.

თამასუქი წარმომდგენზე (draft at sight) - თამასუქი, რომელიც წარმომდგენის მოთხოვნისამებრ, დაუყოვნებლივ ექვემდებარება განაღდებას.

თამასუქის აღრიცხვა (დისკონტი) (bill discounting) - ბანკის ან სპეციალიზებული საკრედიტო დაწესებულების მიერ თამასუქის შესყიდვა მათი ვადის გასვლამდე. თამასუქის აღრიცხვის დროს კლიენტისათვის ავანსის გამცემი საკრედიტო დაწესებულება აღრიცხვისათვის იღებს გარკვეულ საზღაურს - სააღრიცხვო პროცენტს, დისკონტს; თამასუქის განაღდება ბანკების, ან კერძო პირების მიერ მისი ვადის გასვლამდე პროცენტის გამოქვითვით.

თამაშობა (სანაძლეო) (game, play (bet, wager)) - ქმედება, რომელიც მოთხოვნის უფლებას არ წარმოშობს. აღნიშნული წესი ვრცელდება სესხსა და ავანსზე, რომელიც განზრახ არის მიცემული თამაშის ან სანაძლეოსთვის, ასევე საბირჟო ან მსგავს გარიგებებზე საქონლის (საბირჟო ქაღალდების) მიწოდების შესახებ, რომელსაც თამაშის ან სანაძლეოს ხასიათი აქვს, მათ საფუძველზე განხორციელებული შესრულების უკან გამოთხოვა არ შეიძლება (საქართველოს სამოქალაქო კოდექსი”, მუხლი 951).

თანაშემწე (assistant, mate, helper) - იხ. ასისტენტი.

თაღლითობა (fraud) - მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება და/ან ქონებრივი უფლებების მიღება მოტყუებით. ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასსამოცდაათიდან ორას საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე, ან ტუსაღობით ვადით სამ თვემდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. უფრო მკაცრად ისჯება თაღლითობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში: არაერთგზის, დიდი ოდენობით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ და ა.შ. (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 180).

თეზისი (thesis) [ბერძ. thesis] - ლექციის, მოხსენების, სამეცნიერო თხზულების ძირითადი აზრის ან რაიმე იდეის შემოკლებულად გამომხატველი დებულება.

თეიზმი (theism) [<ბერძ. theos ღმერთი] - რელიგიურ-ფილოსოფიური სწავლება, რომელიც ღმერთს მიიჩნევს ადამიანისა და მთელი სამყაროს ზემდგომ, აბსოლუტურ პიროვნებად. დეიზმისგან განსხვავებით სამყაროს განიხილავს, როგორც ღვთაებრივი განგების განხორციელებას.

...თეკა [<ბერძ. theke საცავი] - რთული სიტყვების ბოლო შემადგენელი ნაწილი, რომელიც აღნიშნავს რაიმე საგნების, ხელოვნების ნიმუშების, წიგნებისა და მისთანების ერთობლიობას, ნაკრებს.

თემა (subject, theme) [ბერძ. thema] - 1. საგანი, საკითხი, რომელსაც ეხება თხრობა, გამოკვლევა, საუბარი და მისთ; 2. მუსიკალური ნაწარმოების ან მისი ნაწილის ძირითადი მოტივი.

თემატიკა (subjects) - გარკვეული მიზნით ან თვალსაზრისით შერჩეული თემების ერთობლიობა (მწერლის, მეცნიერის შემოქმედების, პერიოდული გამოცემის და ა.შ.).

თემთა პალატა (House of Commons) - იხ. პალატა თემთა.

თემი (Community) - 1. ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეული - დადგენილი წესით რეგისტრირებული ორი ან მეტი დასახლების გაერთიანება, რომელსაც აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის ერთიანი ორგანო და ადმინისტრაციული ცენტრი. სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თემი შეიძლება აერთიანებდეს როგორც რამდენიმე დასახლებას, ისე რამდენიმე თემს. ასეთ შემთხვევაში, თემში იქმნება ადგილობრივი მმართველობის ორგანო საქართველოს კანონის შესაბამისად (საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 14 მაისის №321 ბრძანებულება); 2. ისტ. ქვეყნის ნაწილი, მხარე, კუთხე, გაერთიანებული გეოგრაფიულ- ეთნიკური ნიშნის მიხედვით; ერთად მცხოვრები მოსახლეობა - სოფელი, საზოგადოება; დიდ თემად ცხოვრება; 3. ისტ. საქართველოს მთიანეთში - ერთი გვარის მოსახლეობა, რომელსაც ჰყავდა თავისი უფროსი, ჰქონდა თავისი წეს-ჩვეულებები. მაგ., ფშაველთა თ., თემის ყრილობა; 4. ძვ. იმერეთში - ერთად თავმოყრილი, ერთად შეყრილი ხალხი სალაპარაკოდ, სალაღობოდ; 5. წინარე ისტორიულ ხანაში - ძირითადი სოციალური ჯგუფი, რომელიც კოლექტიურად ფლობდა საწარმოო საშუალებებს.

თემიდა (Themis) - იტყვიან მართლმსაჯულებაზე. თემიდას მსახური ან თემიდას ქურუმი - იტყვიან მოსამართლეზე [ძველი ბერძნული მითოლოგიის მართლმსაჯულების ქალღმერთ Themis (ნათეს. Themidos) სახელის მიხედვით; ამ ქალღმერთს გამოხატავდნენ თვალახვეულს, რომელსაც ცალ ხელში სასწორი ეჭირა, ხოლო მეორეში - მახვილი].

თეოკრატია (theocracy) [<ბერძ. Theos ღმერთი + kratos ხელისუფლება] - მმართველობის ფორმა, რომლის დროსაც პოლიტიკური ხელისუფლება ეკუთვნის ეკლესიის მეთაურს, სასულიერო პირს.

თეოლოგია (theology) [<ბერძ. Theos ღმერთი + logos მოძღვრება, სწავლება] - ღვთისმეტყველება - ღმერთის არსის შესახებ რელიგიური დოგმატების ერთობლიობა, აღმსარებლობის სისტემატიზებული გადმოცემა, რომლითაც საბუთდება რწმენის ჭეშმარიტება და ადამიანისათვის მისი აუცილებლობა; განისაზღვრება რელიგიური ზნეობა, მორწმუნეთა და სამღვდელოების ცხოვრების წესები. ქრისტიანული თეოლოგიის ძირითად დებულებათა სისტემატიზატორია ნეტარი ავგუსტინე (354-430 წწ.).

თეორემა (theorem) [ბერძ. Theorema <theoreo განვიხილავ, მოვისაზრებ] - 1. მათემატიკური დებულება, რომლის მართებულობას ადგენენ მტკიცების გზით; დამტკიცებისას ეყრდნობიან აქსიომებს, ან მანამდე დამტკიცებულ დებულებებს.

თეორია (theory) [ბერძ. theoria] - 1. გამოცდილების, საზოგადოებრივი პრაქტიკის ლოგიკური განზოგადება, რომელიც ასახავს ბუნებისა და საზოგადოების განვითარების კანონზომიერებას; 2. იმ განზოგადებულ დებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ქმნიან რაიმე მეცნიერებას ან მის ერთ-ერთ დარგს; რაიმე დარგის ზოგადი, განყენებული საფუძვლები; 3. იმ წესების, დებულებების ერთობლიობა, რომელთა შესწავლა გვეხმარება ამა თუ იმ დარგის დაუფლებაში; 4. ზოგადი, განყენებული მსჯელობა, შეხედულებები (პრაქტიკული მოქმედების საპირისპიროდ).

თვითმმართველი ერთეული (self- governed district) - საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ადმინისტრაციული ერთეული, რომელსაც აქვს თვითმმართველობის ორგანო. თვითმმართველი ერთეული წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. მისი წარმომადგენლობითი ორგანოა საკრებულო, ხოლო აღმასრულებელი ორგანო - გამგეობა (მთავრობა) (ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებსაქართველოს კანონი, მუხლი 1, პუნქტი 2).

თვითმმართველობა (self-government) - 1. იხ. ადგილობრივი თვითმმართველობა და ადგილობრივი მმართველობა; 2. დამოუკიდებელი ადამიანი, რომელსაც ძალუძს თავისი შეხედულებისამებრ იმოქმედოს; 3. დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელსაც უნარი შესწევს მართოს თავისი საქმიანობა.

თვითრეგულირებადი ორგანიზაცია (თრო) (self-regulated organization) - საფონდო ბირჟა, ცენტრალური დეპოზიტარი და სხვა ორგანიზაციები, რომლებიც კანონის მიხედვით შეიმუშავებენ და ახორციელებენ კომისიის მიერ მოწონებულ წესებს აღნიშნული ორგანიზაციის მონაწილეთა თუ წევრთა მიმართ (ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებსაქართველოს კანონი. მუხლი 2).

თოკშოუ [ინგლ. talk-show <talk საუბარი, ლაპარაკი + show სანახაობა, წარმოდგენა] - გამოჩენილ ადამიანთან ან ადამიანთა ჯგუფთან სატელევიზიო ინტერვიუ. თორა [<ძვ. ებრ. torah სწავლება, დოქტრინა] - 1. ბიბლიის პირველი ხუთი წიგნის ძველებრაული სახელწოდება; 2. სინაგოგაში რელიგიური კულტის საგნის სახით დაცული პერგამენტის გრაგნილი ხუთწიგნეულის ტექსტით.

10

▲ზევით დაბრუნება


იარაღი (weapon, arm, (cold) steel) - მოწყობილობა ან საგანი, რომელიც კონსტრუქციულად განკუთვნილია ცოცხალი ან სხვა ობიექტის დაზიანებისა და განადგურებისათვის („იარაღის შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 2).

იარაღი გაზის (gas weapon) - იარაღი, რომელიც განკუთვნილია ცრემლმდენ ან გამაღიზიანებელ ნივთიერებათა საშუალებით ცოცხალი ობიექტის დროებით დაზიანებისათვის („იარაღის შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 2).

იარაღი ელექტროშოკური (weapon for electroshock) - მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია ელექტრონული მუხტის საშუალებით ცოცხალი ობიექტის დროებით დაზიანებისათვის („იარაღის შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 2).

იარაღი პნევმატური (pneumatic weapon) - იარაღი, რომელშიც ჭურვი ბიძგს იღებს შეკუმშული აირის მოქმედებით და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან დაზიანებისათვის („იარაღის შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 2).

იარაღი საკოლექციო (collection weapon) - იარაღი, რომელსაც აქვს სამეცნიერო, ისტორიული, მხატვრული ღირებულება და რომლის დანიშნულებაა კოლექციის ფორმირება და ექსპონირება („იარაღის შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 2).

იარაღი სამოქალაქო (civil weapon) - იარაღი, რომელიც განკუთვნილია ფიზიკურ პირთა მიერ თავდაცვის, სანადირო, სპორტული და საკოლექციო მიზნებით გამოყენებისათვის. სამოქალაქო იარაღის სახეებია: ა) თავდაცვის; ბ) სასპორტო; გ) სანადირო; დ) საკოლექციო. („იარაღის შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 4).

იარაღი სამსახურებრივ-საშტატო (authorized-official weapon) - იარაღი, რომლის ტარების უფლება აქვთ კანონით განსაზღვრულ პირებს მათ მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად („იარაღის შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 9).

იარაღი სამხედრო-საბრძოლო - იარაღი, რომელიც განკუთვნილია საქართველოს თავდაცვის, სახელმწიფო უშიშროების, შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების, დაზვერვისა და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტების, ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამხედრო და მათთან გათანაბრებული მოსამსახურეების მიერ სახელმწიფოს თავდაცვისა და უშიშროების უზრუნველყოფისათვის, საბრძოლო და ოპერატიულსამსახურებრივი მიზნების განხორციელებისათვის („იარაღის შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 11).

იარაღი საფანტის (shot-gun) - იარაღი, რომლის ვაზნები წარმოადგენს ტრავმული დაზიანების ვაზნებს და რომელიც გასროლის შედეგად არ იწვევს სხეულში შემავალ, ღია დაზიანებას (“იარაღის შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 2).

იარაღის ბრუნვა (turnover of weapon) - იარაღით ვაჭრობა, იარაღის აღრიცხვა, სერტიფიცირება, დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გამოყენება, გადატანაგადაზიდვა, გადაგზავნა, ამოღება, განადგურება, იმპორტი, ექსპორტი, ტრანზიტი, რეექსპორტი, კოლექციონირება და ექსპონირება, იარაღის ცალკეული ეგზემპლარის საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა („იარაღის შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 2).

იარაღი ჯილდოდ მიღებული (weapon received as a reward) - იარაღი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ, წახალისების ფორმით გადაეცემა ფიზიკურ პირს განსაკუთრებული სამსახურებრივი ან საბრძოლო დამსახურებისათვის ანდა სპორტული მიღწევებისათვის („იარაღის შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 2).

იარაღი ცეცხლსასროლი (gun) - იარაღი, რომელშიც ჭურვი ბიძგს იღებს ფეთქებადი ნივთიერების აფეთქების შედეგად წარმოქმნილი აირის მოქმედებით და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან მექანიკური დაზიანებისა და განადგურებისათვის („იარაღის შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 2).

იარაღი ცივი (cold steel) - იარაღი, რომლის მოქმედება ხორციელდება ადამიანის ფიზიკური ძალით და რომელიც განკუთვნილია უშუალო შეხების საშუალებით ობიექტის დაზიანებისათვის („იარაღის შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 2).

იარაღი ცივი სასროლი (cold steel for shooting) - იარაღი, რომლის მოქმედება ხორციელდება ადამიანის ფიზიკური ძალით ან მექანიკური მოწყობილობის საშუალებით და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან დაზიანებისათვის („იარაღის შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 2).

იდეა (idea) [ფრანგ. idée ბერძ. Idea ცნება, წარმოდგენა] - 1. ადამიანის შემეცნებაში სინამდვილის ამსახველი ცნება, წარმოდგენა, რომელიც გამოხატავს ადამიანის სინამდვილესთან დამოკიდებულებას და წარმოადგენს მისი მსოფლმხედველობის ძირითად პრინციპს; 2. რაიმეს ძირითადი აზრი, ჩანაფიქრი, შინაარსის განმსაზღვრელი; 3. აზრი, განზრახვა, გეგმა; 4. აზრობრივი სახე, ცნება რაიმეს შესახებ.

იდეალი (ideal) [ფრანგ. ideal <ბერძ. idea იდეა, ცნება, წარმოდგენა] - 1. რაიმე საქმიანობის, მისწრაფების უმაღლესი მიზანი; 2. რაიმეს სრულყოფილი განხორციელება, სრულყოფილება.

იდეალიზმი (idealism) [ფრანგ. idealisme] - 1. მიმართულება ფილოსოფიაში, რომლის მიხედვითაც იდეა, ცნობიერება, სული არის პირველადი, ხოლო მატერია, ბუნება, ყოფიერება - მეორეული. საპირისპ. მატერიალიზმი. სუბიექტური იდეალიზმი (ბერკლიანელობა, მახიზმი) - იდეალიზმი, რომელიც უარყოფს ობიექტურ რეალობას და ამტკიცებს, რომ საგნები და მოვლენები არსებობს მხოლოდ ადამიანის ცნობიერებაში. ობიექტური იდეალიზმი (პლატონიზმი, ჰეგელიანელობა) - იდეალიზმი, რომელიც ამტკიცებს, თითქოს ყოველივე არსებულის საფუძველი იყოს სამყაროს მიღმა „ობიექტურად” არსებული „აბსოლუტური იდეა”, „მსოფლიო სული”, არამატერიალური საწყისი; 2. სინამდვილის იდეალიზაციის მიდრეკილება; 3. მაღალზნეობრივი იდეალების მიმდევრობა.

იდეაფიქსი (fixed idea, idee fixe) [ფრანგ. idee fixe <idée იდეა + fixe მუდმივი შეურყეველი] - აკვიატებული იდეა.

იდენტიფიკაცია (identification) [გერმ. identification, ფრანგ. Identification <ლათ. identificare გაიგივება] - გაიგივება,

იდენტურობის (იგივეობის) დადგენა.

იდენტური (identical) [ლათ. identicus] - მსგავსი, ერთნაირი; იგივეობრივი.

იდეოლოგია (ideology) [გერმ. Ideologie <ბერძ. idea ცნება, წარმოდგენა + logos სწავლება] - საზოგადოების, პოლიტიკური პარტიის, კლასის, სოციალური ჯგუფისათვის დამახასიათებელ შეხედულებათა, იდეათა სისტემა.

იდილია (idyll) [idylle <ბერძ. eidyllion] - მშვიდობიანი, ბედნიერი არსებობა; იდეალიზებული, აუღელვებელი ცხოვრება ბუნების წიაღში.

იდიომატური (idiomatic(al)) [ფრანგ. idiomatique, გერმ. idiomatisch <ბერძ. idioma თავისებური გამონათქვამი] - მხოლოდ მოცემული ენისთვის დამახასიათებელი, თავისებური.

იდიში (Yiddish) [გერმ. judisch ებრაული] - აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ებრაელთა ენა; წარმოადგენს გერმანული დიალექტების, ებრაული, არამეული და ზოგი სხვა ენების ნარევს; ი.-ზე შექმნილია მდიდარი მხატვრული ლიტერატურა.

იეზუიტი (Jesuit) [<ლათ. Jesus იესო (ქრისტე)] - 1. კათოლიკური ეკლესიის ყველაზე უფრო რეაქციული ორდენის, ე.წ. “იესოს საზოგადოების” წევრი (იეზუიტთა ორდენი შეიქმნა 1534 წელს იგნაციო ლოიოლას მიერ); 2. გადატ. ითქმის ფარისეველ, ვერაგ, ორპირ ადამიანზე, რომლისგანაც ყოველგვარი სისაძაგლეა მოსალოდნელი.

იერარქია (hierarchy) [<ბერძ. Hierarchia <hieros წმინდა + arche ხელისუფლება] - ზემდგომთათვის ქვემდგომთა (ჩინი, თანამდებობის პირი და ა.შ.) დაქვემდებარების წესი.

იესო ქრისტე მაცხოვარი (Christ Jesus the Saviour) [<ბერძ. christos ცხებული <ებრ. მესია] - აღთქმული მესია, უფალი იესო ქრისტე ნაწინასწარმეტყველებ დროს (დაბ. XLIX, 10), 25 დეკემბერს მოევლინა ქვეყანას, იუდეის ბეთლემში, რათა ადამიანის ცოდვები გამოესყიდა. უფალი იესო ქრისტე არის თვითმყოფადი, მარადიული, ყველგანმყოფი, უცვლელი და მეორე სახეა წმინდა სამების. ჭეშმარიტი ღმერთი იესო ქრისტე არის აგრეთვე ჭეშმარიტი ადამიანიც, რომელიც სულიწმიდისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ, ქალწულ მარიამის საშუალებით განკაცდა - ანუ ძე ღვთისამ მიიღო ადამიანის ხორციელი ბუნება, გარდა ცოდვისა. იესო ქრისტე მაცხოვარი ევნო, დაეფლა (მიიღო სიკვდილი), აღდგა მკვდრეთით (იხ. უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღე) და ამაღლდა ზეცად „და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა და კუალად მომავალ არს დიდებით განსჯად ცხოველთა და მკუდართა, რომლისა სუფევისა არ არს დასასრულ”.

იეღოველები - აშშ-ში სექტა (პროტესტანტული), რომლის დამაარსებელი ჩარლზ რასელი 1872 წელს გამოეყო მე-7 დღის ადვენტისტების სექტას და დაიწყო ჟურნალ „საგუშაგო კოშკის” გამოცემა. 1931 წელს ეწოდათ „იეღოვას მოწმეები”. სექტის კატეხიზმოდ რჩება „ბიბლიის გასაღები” რასელის მთავარი ნაშრომი (2 600-გვერდიანი). დააარსა, აგრეთვე, უძლიერესი საერთაშორისო საგამომცემლო ცენტრი, რომელიც ამჟამად ბრუკლინში უშვებს თითქმის 200 ენაზე იეღოვურ ლიტერატურას. სექტის მიმდევრები თაყვანს სცემენ მხოლოდ მამა ღმერთს, რომელსაც უწოდებენ იეღოვას [<ძვ. ებრ. იაჰვე - მე ვარ რომელი ვარ], რომლის ნებას ასრულებს ქრისტე. არ სწამთ სულის უკვდავების, სამოთხისა და ჯოჯოხეთის, წინასწარმეტყველებენ ადამიანთა მოდგმის მოახლოებულ აღსასრულს. სწამთ, რომ იეღოვას და სატანის უკანასკნელ ბრძოლაში გადარჩებიან მხოლოდ იეღოველები, რომლის შემდგომ შეიქმნება სამეფო, რომელსაც განაგებს ქრისტე. უარყოფენ სამებას და იესო ქრისტეს ღვთაებრიობას, ქრისტეს მიიჩნევენ იაჰვეს ქმნილებად, რომლითაც უარყოფენ ქრისტიანობის ერთ-ერთ უმთავრეს დოგმატს და უბრუნდებიან არიანელობის ერესს. ქრისტეს ჯვარი მათთვის ბოროტების სიმბოლოა, ისინი ამტკიცებენ, რომ იესო ქრისტე ბოძზე იქნა გაკრული. იეღოველები უარყოფენ აგრეთვე წმინდა გადმოცემას, საიდუმლოებებს (იხ. ეპისკოპოსი), ხატებს, მღვდლობას, მონაზვნობას. მისდევენ გარკვეულ აკრძალვებს, მაგ: სისხლის გადასხმა; სამხედრო ძალებში სამსახური და სხვ.

ივრითი (Hebrew) [ებრ. ivrit ებრაული ენა] - ძველებრაული ენის თანამედროვე მოდიფიკაცია; მიეკუთვნება სემიტურ ენებს; ისრაელის სახელმწიფოს ოფიციალური ენა.

იზოლაცია (isolation) [გერმ. Isolation <ფრანგ. isolation <isoler იზოლირება] - 1. გარე სამყაროსთან კავშირის შეწყვეტა; 2. სხვა ადამიანებისგან ვინმეს გამოცალკევება.

ილუზია (illusion) [ფრანგ. Illusion <ლათ. illusion <illudere მოტყუება] - 1. გრძნობების მოტყუება, რაიმე მოჩვენებადი; 2. რაიმე არაჩვეულებრივი, ოცნება.

ილუსტრაცია (illustration) [გერმ. illustration, <ლათ. illustratio განმარტება] - სურათი, ფოტოგრაფია, რომელიც წარმოადგენს რაიმე ტექსტის დამატებას, ან თანდართულია ტექსტის განმარტების მიზნით.

იმანენტური (immanent) [<ფრანგ. immanent <ლათ. immanens (immanentis) ჩვეული, დამახასიათებელი] - რაიმე საგნის, მოვლენის ბუნებიდან გამომდინარე, მისთვის შინაგანად დამახასიათებელი, ჩვეული.

იმეილი [ინგლ. e-mail e(lectronic) ელ(ექტრონული) + mail ფოსტა] - ელექტრონული კავშირის საშუალება, რომელიც ხორციელდება მოდემის მეშვეობით და გადასცემს ტექსტურ შეტყობინებებს კომპიუტერებს შორის.

იმიგრაცია (immigration) [<ლათ. immigration შესახლება] - უცხო სახელმწიფოს მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ქვეყანაში მუდმივ საცხოვრებლად ჩამოსვლა.

იმიტაცია (imitation) [გერმ. imitation, ფრანგ. imitation, ლათ. imitatio მიბაძვა] - 1. შესაძლებელი სიზუსტით განმეორება, ვინმეს, რაიმეს მიბაძვა; 2. რაიმე ყალბი, რისამე მსგავსი.

იმიჯი [<ინგლ. image სახე] - რეკლამის, პოპულარიზაციის, ან სხვა მიზნებისათვის ვინმეზე ემოციურ-ფსიქოლოგიური ზეგავლენის მოსახდენად მიზანმიმართულად ფორმირებული სახე (რომელიმე პირის, მოვლენის, საგნის), რომელშიც ხაზგასმულია განსაზღვრული ღირებული მახასიათებლები.

იმიჯმეიკერი [ინგლ. image-maker <image სახე + to make კეთება] - სპეციალისტი, რომელიც ქმნის ვინმეს იმიჯს.

იმპერატივი (imperative) [<ლათ. imperativus მბრძანებლური] - ბრძანება, დაჟინებული მოთხოვნა.

იმპერატიული (imperative) - რაც აუცილებელ შესრულებას მოითხოვს; ბრძანებითი. იმპერატიული მანდატი - ამომრჩეველთა განაწესი, რომლის აუცილებელი შესრულება ევალება ამორჩეულ პირს ან ორგანოს.

იმპერატორი (emperor) [ლათ. Imperator მბრძანებელი] - 1. მონარქის (მეფის) უმაღლესი ტიტული; ამ ტიტულის მქონე პირი; 2. ისტ. რომში: მხედართმთავრის საპატიო ტიტული; ამ ტიტულის მქონე პირი.

იმპერია (empire) [<ლათ. imperium ძალაუფლება; სახელმწიფო] - მონარქიული სახელმწიფო, რომლის მეთაურია იმპერატორი. იმპერია, როგორც წესი, იყო დიდი სახელმწიფო, რომელიც რამდენიმე სამეფოსა თუ სახელმწიფოს აერთიანებდა, ან ჰქონდა ფართო კოლონიური სამფლობელოები. ამჟამად ასეთი იმპერიები აღარ არსებობს. კოლონიალიზმის სისტემა დაგმობილია საერთაშორისო სამართლით.

იმპერიალიზმი (imperialism) [ფრანგ. imperialisme <ლათ. imperium ძალაუფლება] - კაპიტალიზმის განვითარების სტადია, რომელსაც მან მიაღწია მე-19სის დასასრულსა და მე-20ს-ის დასაწყისში.

იმპიჩმენტი [ინგლ. impeachment <to empeach გაკიცხვა, ბრალდება] - 1. უმაღლესი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის რეალიზაციის განსაკუთრებული პროცედურა, რომლის შედეგია თანამდებობიდან გადაყენება; 2. კონსტიტუციის დარღვევის, სახელმწიფოს ღალატისა და სისხლის სამართლის სხვა დანაშაულის ჩადენისათვის საქართველოს პრეზიდენტის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, მთავრობის წევრის, გენერალური პროკურორის, კონტროლის პალატის თავმჯდომარისა და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობიდან გადაყენების წესი. (“იმპიჩმენტის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი, მუხლი 1); 3. პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი დგება მის მიერ სახელმწიფო ღალატის ან კონსტიტუციის დარღვევის შემთხვევაში. იმპიჩმენტის პროცედურის კლასიკური სქემა მოცემულია ამერიკის შეერთებული შტატების 1787 წლის კონსტიტუციაში. კონგრესის ქვედა პალატის მიერ ფორმულირდება ბრალდება და წაეყენება ზედა პალატას, რომელიც განიხილავს ბრალდებას (როგორც სასამართლო ორგანო) და იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. ზოგიერთ ქვეყანაში ბრალდების წაყენების უფლებამოსილება აქვს პარლამენტს, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ერთ-ერთი უმაღლესი სასამართლო (გერმანიაში, იტალიასა და ბულგარეთში საკონსტიტუციო სასამართლო; პორტუგალიაში, ფინეთსა და რუმინეთში უზენაესი სასამართლო; საფრანგეთში - მართლმსაჯულების უმაღლესი პალატა); საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია დააყენოს დღის წესრიგში იმპიჩმენტის საკითხი და მიიღოს მასზე საბოლოო გადაწყვეტილება. ამასთან, პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის შემდგომ, საკითხი დასკვნისთვის სავალდებულოა გადაეგზავნოს სასამართლოს - სახელმწიფო ღალატის და სისხლის სამართლის სხვა დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების არსებობისას იმპიჩმენტის საკითხი დასკვნისთვის ეგზავნება უზენაეს სასამართლოს, ხოლო კონსტიტუციის დარღვევის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს. მხოლოდ სასამართლოდან შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება იძლევა პარლამენტის მიერ იმპიჩმენტის წესით პრეზიდენტის გადაყენების საკითხის კენჭისყრაზე დასმის სამართლებრივ საფუძველს.

იმპლემენტაცია (implementation,) [<ლათ. implere შესრულება, გაკეთება] - საერთაშორისო-სამართლებრივი ნორმების სახელმწიფოს მიერ შესრულება, განხორციელება.

იმპლიკაცია (implication, inclusion) [ფრანგ. implication, გერმ. Implication <ლათ. implicatio გადაბმა, გადახლართვა] - ორი გამონათქვამისგან ლოგიკური ჯაჭვის მეშვეობით წარმოქმნილი რთული გამონათქვამი, რომლის აზრი შეესაბამება კავშირს - „თუ ..., მაშინ ... “.

იმპოზანტური (grand, spectacular) [ფრანგ. imposant] - შთამბეჭდავი; ვინც ან რაც თავისი გარეგნობით, შესახედაობით ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს; დიდებული გარეგნობისა.

იმპორტი (import) - საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, ინტელექტუალური საქმიანობის შედეგების და მისთანათა საზღვარგარეთიდან შემოტანა რომელიმე ქვეყნის საბაჟო ტერიტორიაზე მათი ქვეყნიდან გატანის ვალდებულების გარეშე.

იმპორტი ირიბი (indirect import) - მაკომპლექტებელი მასალების ან ნახევარფაბრიკატების იმპორტი, რომელიც განკუთვნილია ქვეყანაში შემოტანილი საქონლისთვის (მაგალითად: მანქანა, მოწყობილობა და ა.შ.).

იმპორტი პირდაპირი (direct import) - საქონლის შეტანა საქონლის მწარმოებელი ქვეყნიდან ქვეყანაში, სადაც ხდება მისი უშუალო მოხმარება (მათ შორის საწარმოო მოხმარებაც).

იმპრესიონიზმი (impressionism) [ფრანგ. impressionnisme <impression შთაბეჭდილება] - მიმართულება ხელოვნებაში, რომელიც შეიქმნა მე-19ს-ის მეორე ნახევარში, საფრანგეთში; ცდილობდა გადმოეცა მხატვრის უფაქიზესი სუბიექტური განცდები, წუთიერი შთაბეჭდილებები და განწყობილება, შეიქმნა მხატვარ კლოდ მონეს ნახატის სახელწოდების მიხედვით („impression” - „შთაბეჭდილება”), რომელიც ექსპონირებული იყო პარიზის გამოფენაზე, 1874 წელს.

იმპროვიზაცია (improvisation) [ფრანგ. improvisation <ლათ. improvisus მოულოდნელი, გაუთვალისწინებელი, უცაბედი] - 1. ნაწარმოების შექმნა მისი შესრულების პროცესშივე; 2. ასეთი სახის ნაწარმოები.

იმპულსი (impulse) [გერმ. impuls <ლათ. impulses <impellere მოძრაობაში მოყვანა, ბიძგი] - რაიმე ქმედების გამომწვევი შინაგანი სურვილი, ბიძგი, გულის წადილი; იმპულსური ფიცხი, ჩქარი.

იმუნიტეტი (immunity) [გერმ. immunitat, ფრანგ. immunite <ლათ. immunitas (immunitatis) ვალდებულებებისგან გათავისუფლება, შეღავათი] - სამართლის სუბიექტების განსაზღვრულ წრეზე სამართლებრივი ნორმების გაუვრცელებლობის აღმნიშვნელი საერთო-სამართლებრივი ტერმინი. საერთაშორისო სამართალში განასხვავებენ: სახელმწიფო, სამხედრო ხომალდების, საზღვაო სახელმწიფო სავაჭრო ხომალდების დიპლომატიურ იმუნიტეტს. კონსტიტუციურ სამართალში ამ პრივილეგიით სარგებლობს სახელმწიფოს თანამდებობის პირთა განსაზღვრული წრე. განასხვავებენ: სადეპუტატო (საპარლამენტო), პრეზიდენტის და მოსამართლის იმუნიტეტს; 2. თანამდებობის პირის ხელშეუვალობა - იკრძალება მისი დაპატიმრება ან სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა თანამდებობაზე ყოფნის დროს; ან თანამდებობის პირის ხელშეუხებლობა - დაუშვებელია პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი გაჩხრეკა შესაძლებელია მხოლოდ ზემდგომი პირის ან იმ კოლეგიური ორგანოს, რომლის წევრიცაა ეს პირი, ან პარლამენტის თანხმობით. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ზემო აღნიშნულ პირს ან ორგანოს. დაკავებული ან დაპატიმრებული ხელშეუხებელი პირი დაუყოვნებლივ თავისუფლდება, თუ არ იქნა გაცემული შესაბამისი თანხმობა (კონსტიტუციის მიხედვით). საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით ხელშეუვალია მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტი. პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის, სახელმწიფო ღალატისა და სისხლის სამართლის სხვა დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პარლამენტს იმპიჩმენტის წესით (იხ. იმპიჩმენტი) შეუძლია თანამდებობიდან გადააყენოს პრეზიდენტი, თუ: კონსტიტუციის დარღვევა დადასტურებულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით; სახელმწიფოს ღალატისა და სისხლის სამართლის სხვა დანაშაულის შემადგენლობის ნიშნები დადასტურებულია უზენაესი სასამართლოს დასკვნით; ხელშეუხებელია: საქართველოს პარლამენტის წევრი, მოსამართლე, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს წევრი.

იმუნო…, [<ლათ. immunis რაიმესგან თავისუფალი, ხელშეუხებელი] - იმუნიტეტთან დაკავშირებული პროცესებისა და მოვლენების მნიშვნელობის მქონე რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი

ინაუგურაცია [ინგლ. Inauguration <inauguration დასაწყისი] - ქვეყნის ახალი პრეზიდენტის უფლებამოსილებაში შესვლის სადღესასწაულო ცერემონია.

ინგრედიენტი (ingredient) [ფრანგ. ingredient <ლათ. ingrediens შემავალი] - რთული შენაერთის, ნაერთის შემადგენელი ნაწილი.

ინდემნიტეტი (indemnity) [გერმ. indemnitat ფრანგ. indemnite <ლათ. indemnitas ზარალის ანაზღაურება, ზარალისგან თავდაცვა] - ზარალის ანაზღაურება, კომპენსაცია.

ინდექსაცია (indexation) [ფრანგ. indexation <იხ. ინდექსი] - ინფლაციისგან თავდაცვის მიზნით ფასების ინდექსის ცვლილების პროპორციულად ვალდებულებით გადასახდელი (პროცენტი, ფიქსირებული დივიდენდი, შრომის ანაზღაურება და სხვ.) თანხის გადაანგარიშება, რაც უზრუნველყოფს მოქალაქეთა ფულადი შემოსავლებისა და დანაზოგების მსყიდველობითი უნარის შენარჩუნებას.

ინდექსი (index) [გერმ. index <ლათ. index მაჩვენებელი, სია] - 1. რისამე ჩამონათვალი, სია; 2. რიცხვითი მაჩვენებელი, რომელიც პროცენტობით გამოხატავს რაიმე ეკონომიკური მოვლენის თანმიმდევრულ ცვალებადობას. მაგალითად, ფასების ინდექსი, ხელფასის ინდექსი; 3. რიცხვითი ან ასოითი მაჩვენებელი.

ინდექსი საბირჟო (exchange index) - დროის განსაზღვრული მომენტისთვის გაანგარიშებული ფასიანი ქაღალდების ბაზრის საერთო მახასიათებელი. ცნობილია Dow Jones Industrial Avarage, DJIA, NIKKEI, S&9500, FTSE100 და სხვა საბირჟო ინდექსები. საბირჟო ინდექსის გამოთვლის უმარტივესი ფორმაა შერჩეული კომპანიების აქციათა საბაზრო ღირებულების საშუალო არითმეტიკული.

ინდივიდი (individual) [გერმ. Individuum <ლათ. individuus განუყოფელი, დაუცალკევებადი] - პირთა წრეში ცალკე პიროვნება, ადამიანი.

ინდივიდუალური მეწარმე (individual entrepreneur/undertaker, sole proprietor) - ინდივიდუალური საწარმოს მფლობელი და მმართველი. იგი არის ფიზიკური პირი.

ინდივიდუალური საწარმო (individual enterprise) - ფიზიკური პირის სამეწარმეო საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივი მოწყობის ფორმა. ინდივიდუალური საწარმო არ წარმოადგენს იურიდიულ პირს.

ინდივიდუალური საწარმოს რეგისტრაციის პირობები (provisions forы registration of individual enterprise's) - კანონით დადგენილი პირობები, რომლის შესრულება ევალება ფიზიკურ პირს ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციისათვის. ამ მიზნით ინდმეწარმე ან წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი დაზღვეული წერილით გზავნის ან უშუალოდ წარადგენს საგადასახადო ორგანოში სანოტარო წესით დამოწმებულ ანკეტას (ნებისმიერ პირს აქვს უფლება დაუბრკოლებლად მიიღოს ანკეტა საგადასახადო ორგანოში, აგრეთვე თავისუფლად და უნებართვოდ გადაიღოს ანკეტის ასლი) 2 ეგზემპლარად. ანკეტა უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: საფირმო სახელწოდებას; ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას; ინდივიდუალური მეწარმის სახელსა და გვარს, საცხოვრებელ ადგილს, პირადობის მოწმობის (პასპორტის) ნომერს, ინდივიდუალური მეწარმის ხელმოწერას. ანკეტის წარდგენიდან ერთი დღის ვადაში საგადასახადო ორგანო ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება საწარმოს რეგისტრაციის თაობაზე. არ გადაიხდება სახელმწიფო ბაჟი, მოსაკრებელი ან სხვა რაიმე გადასახდელი (საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ”, მუხლი 51).

ინდივიდუალური საწარმოს საფირმო სახელწოდება (business name of individual enterprise) - სახელწოდება, რომელიც შედგება ინდივიდუალური მეწარმის სახელისა და გვარისგან (საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ”, მუხლი 6.2).

ინდივიდუალური საწარმოს საწესდებო კაპიტალი (authorized capital of individual enterprise) - საწესდებო კაპიტალი, რომელიც განისაზღვრება თვით მეწარმის მიერ.

ინდივიდუალური საწარმოს წევრთა რაოდენობა (quantity of individual enterprise's members) - განისაზღვრება ერთი პირი ინდივიდუალური მეწარმით, რომელსაც რეგისტრაციით შეიძლება ჰყავდეს აგრეთვე დამხმარე წევრები.

ინდივიდუალური საწარმოს ხელმძღვანელობა (management of individual enterprise) - ხელმძღვანელობა, რომელსაც ახორციელებს ინდივიდუალური მეწარმე (საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ”, მუხლი 5.4.1).

ინდიკატორი (indicator) [გერმ. Indikator <ლათ. indicator მაჩვენებელი] - მიმდინარე ან წარსული მოვლენის მდგომარეობის ამსახველი ან მოსალოდნელი ცვლილების საპროგნოზო მაჩვენებელი ან მაჩვენებელთა სისტემა.

ინდიფერენტული (indifferent) [ფრანგ. indifferent, გერმ. indifferent <ლათ. indifferens გულგრილი] - გულგრილი, უგულო, გულცივი.

ინდოსამენტი (endorsement) [<ფრანგ. endossement <ლათ. indossement ზურგი] - გადაცემის წარწერა ფასიანი ქაღალდის უკანა მხარეზე, რომელიც არის სხვა პირისთვის განსაზღვრული უფლების გადაცემის დადასტურება.

ინდოსანტი (endorsee) [<გერმ. indossant] - პირი, რომელიც ფასიანი ქაღალდის უკანა მხარეს აკეთებს გადაცემის წარწერას.

ინდოსატი (endorser) [<გერმ. indossant] - პირი, რომლის სასარგებლოდაც არის ფასიან ქაღალდზე გაკეთებული გადაცემის წარწერა.

ინდუიზმი (სანსკრ.) - ინდოეთში ყველაზე გავრცელებული რელიგია ჩაისახა ჩვ. წ. აღ. მე-6-5 საუკუნეებში, უპირატესად შეინარჩუნა ვედიზმისა და ბრაჰმანიზმის ელემენტები. უაღრესად წინააღმდეგობრივი რწმენების, წესჩვეულებებისა და სექტების რთული კომპლექსი. უმთავრესი დოგმატი - მოძღვრება ადამიანთა ოდითგან არსებული სოციალური უთანასწორობისა და ამქვეყნიურ ცხოვრებაში ამ უთანასწორობის დაძლევის შეუძლებლობის შესახებ; კარმა (აღიარებს ბუდიზმიც) - მოძღვრება მისაგებელზე (ნაცვალგების კანონი), იმის შესახებ, რომ ამ ცხოვრებაში ადამიანის ყველა ქმედების ერთობლიობა წინასწარ განსაზღვრავს მისი მომავალი გარდასახვის გზებს (ყოველ ცოცხალ არსებას სიკვდილის შემდეგ განკუთვნილი აქვს ერთი ფორმიდან, მეორე ფორმაში თანმიმდევრულად გარდაქმნების უსასრულო რიგი). მიმდევრები (ინდუსების ძირითადი ნაწილი) უპირატესად თაყვანს სცემენ ვიშნუს და შივას (იხ. ტრიუმვირატი).

ინდუსტრია (industry) [გერმ. industrie, ფრანგ. industrie <ლათ. industria საქმიანობა] - მძიმე და მსუბუქი მრეწველობის აღმნიშვნელი ტერმინი.

ინდუქცია (induction) [გერმ. Induction <ფრანგ. induction <ლათ. induction გამოყვანა] - ცალკეული ფაქტის განზოგადებიდან ან კერძოდან მიღებული ზოგადი ლოგიკური დასკვნა.

ინერტული (inactive, inert) [ფრანგ. inerte <ლათ. iners (inertis) უძრავი, უმოქმედო] - უინიციატივო, არააქტიური.

ინვალიდი (invalid) [ფრანგ. Invalide <ლათ. invalidus სუსტი, უძალო] - დასახიჩრების ან ავადმყოფობის შედეგად შრომისუნარ-დაკარგული ადამიანი.

ინვენტარი (inventory, implements) [გერმ. inventar <ლათ. inventarium] - 1. განსაზღვრული მიზნისთვის, სამუშაოსთვის განკუთვნილი ორგანიზაციის ქონების შემადგენლობაში შემავალი საგნების ერთობლიობა.

ინვენტარიზაცია (stock-taking, inventory taking) [გერმ. inventarisation] - ინვენტარის აღწერის შედგენა. ქონების აღწერა.

ინვესტიცია (investment) [<ლათ. investio შემოსავალი] - 1. ნებისმიერი სახის ფულადი, ქონებრივი და ინტელექტუალური ფასეულობის ან უფლების გრძელვადიანი დაბანდება საკუთარ ან უცხო ქვეყანაში სამეწარმეო და სხვა ობიექტებში, რომელიც გამოიყენება შესაძლო მოგების ან სხვა სახის სარგებლის მიღების მიზნით; 2. სახელმწიფოს მიერ სხვადასხვა დარგის საწარმოებში, საწარმოო-საინვესტიციო პროგრამებსა და საწარმოო-საინვესტიციო პროექტებში კაპიტალის დაბანდება, რომლის ძირითადი მიზანია ქვეყნის სამრეწველო პოტენციალის მაქსიმალური ეფექტიანობით ამოქმედება და წარმოების განვითარების ხელშეწყობით უმუშევრობის დონის შემცირება („საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 3); 3. შესაძლო მოგების მიღების მიზნით ჭარბი ლიკვიდური სახსრების დაბანდება მოკლევადიან მატერიალურ ან არამატერიალურ აქტივებში („არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების - საკრედიტო კავშირების შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 1).

ინვესტიცია არასაფინანსო (non- financial investment) - არაფულადი ინვესტიცია, რომელიც უკავშირდება ლიცენზიის, ნოუ-ჰაუს, მანქანების, მოწყობილობების და ა.შ. შეძენას.

ინვესტიცია პირდაპირი (direct investment) - რაიმე პროდუქციის წარმოებაში, ასევე საწარმოო კაპიტალის შექმნასა და გაფართოებაში, საკონტროლო ოპერაციების განხორციელებაში კაპიტალის უშუალო დაბანდება.

ინვესტიცია პორტფელური (portfolio investment) - რისკის შემცირების ერთერთი მეთოდი, გრძელვადიან ფასიან ქაღალდებში სახსრების დაბანდება. ფასიანი ქაღალდების პაკეტი იმდენად მცირეა ან ისეა განაწილებული ფასიანი ქაღალდები სხვადასხვა ემიტენტს შორის, რომ თითოეული მათგანი არ იძლევა კონტროლის განხორციელების საშუალებას. პორტფელური ინვესტიციების ნაირსახეობაა ობლიგაციურ სესხებში სახსრების დაბანდება.

ინვესტიცია რეალური (real investenmt) - გრძელვადიანი დაბანდება რეალურ სექტორში (მიწათმფლობელობა, უძრავი ქონება, მანქანა-დანადგარები, ნედლეული, მარაგები).

ინვესტირება (invest) - ინვესტიციების განხორციელების პროცესი.

ინვესტორი (investor) - 1. პირი, რომელიც ახორციელებს ინვესტიციების განთავსებას; ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს ინვესტირებას საქართველოში (საქართველოს კანონი „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ”, მუხლი 2.1).

ინვესტორი უცხოელი (foreign investor) - უცხოელ ინვესტორად ითვლება: ა) უცხო სახელმწიფოს მოქალაქე; ბ) მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც არ ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე; გ) საქართველოს მოქალაქე, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს საზღვრებს გარეთ (საქართველოს კანონი „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ”, მუხლი 2.2).

ინიციალი (initials) [ფრანგ. Initial <ლათ. initialis პირვანდელი, თავდაპირველი] - 1. სახელის, გვარის ან სახელისა და მამის სახელის პირველი ასოები; 2. თანამედროვე ბეჭდვით გამომცემლობაში თავების, ნაწილების პირველი ასოები, რომლებიც იბეჭდება დანარჩენი ტექსტისგან განსხვავებული, თვალსაჩინო, ხშირად ორნამენტული შრიფტით, ან ნახატით.

ინიციატივა (initiative) [ფრანგ. Initiative <ლათ. initiare დაწყება] - საქმიანობის ახალი ფორმების წამოწყების შინაგანი სურვილი, თაოსნობა, ფხიანობა.

ინიციირება (initiation) - გადატ. რაიმე საკითხის წინ წამოწევა, საკუთარი ინიციატივით დღის წესრიგში დასმა.

ინკარნაცია (incarnation) [<ლათ. incarnatio განსახიერება] - ხორცშესხმა, განსახიერება.

ინკასატორი (cash messenger) - პირი (მოლარე), რომელიც იღებს (გასცემს) ორგანიზაციისგან ფულს ან რაიმე ფასეულობას, მისი ბანკში ჩაბარების მიზნით.

ინკასაცია (ინკასირება) (collect) [<იტალ. incassare ყუთში ჩაწყობა] - ინკასოს ოპერაციის წარმოება; სათანადო დოკუმენტის წარდგენით ფულის მიღება.

ინკასო (collection of payment) [იტალ. incasso] - უნაღდო ანგარიშსწორების ერთ-ერთი ფორმა. სათანადო დოკუმენტების წარდგენით ფულის მიღება მრწმუნებლის დავალებით.

ინკვიზიცია [ლათ. inquisitio გამოძიება] - 1. მე-13-19 საუკუნეებში: კათოლიკური ეკლესიის სასამართლო-საგამოძიებო ორგანო, შექმნილი ერესების, ათეიზმის, თავისუფალი აზროვნების წინააღმდეგ საბრძოლველად; უკიდურესი სისასტიკით უსწორდებოდა ერეტიკოსებს; 2. სასტიკი წამება, აბუჩად აგდება.

ინკოგნიტო (incognito) [იტალ. Incognito <ლათ. incognitus უცნობი, იდუმალი] - გამოგონილი სახელით მყოფობა. ის, ვინც მალავს საკუთარ სახელს.

ინკოთერმს”- (International Commercial Terms) - საგარეო ვაჭრობის სახელშეკრულებო ურთიერთობებში ყველაზე უფრო ხშირად გამოყენებადი კომერციული ტერმინებისა და გამონათქვამების განსამარტავი საერთაშორისო წესები. წესები გამოიცემა საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ. პირველი კრებული გამოიცა 1936 წელს, შემდგომში 1953, 1967, 1976, 1980 და 1990 წწ. გამოცემებში შეტანილ იქნა ცვლილებები და დამატებები. ხელშეკრულების დადებისას მხარეებს შორის დათქმა, რომ ტერმინები განმარტებულ იქნება ინკოთერმსის მიხედვით შემდგომში, ხსნის ტერმინოლოგიის გამო დავების წარმოქმნის საშიშროებას.

ინკორპორაცია (incorporation) [გერმ. inkorporation <ლათ. incorporatio (რაიმე კრებულში) ჩართვა] - ქრონოლოგიური მიმდევრობით, ალფაბეტის მიხედვით ან სხვა სახით (მაგ. სამართლის დარგების მიხედვით) მოქმედი სამართლის სისტემატიზაციის საშუალება. კოდიფიკაციისგან განსხვავებით მის მიზანს არ წარმოადგენს ნორმატიული აქტების შინაარსის განახლება. თუმცაღა, ინკორპორაცია იძლევა სამართლებრივი აქტების პირვანდელ ტექსტში ყველა შემდგომი ოფიციალური ცვლილების და დამატების, გაუქმებული ნორმების ამოღების, წინააღმდეგობების გამოვლენის საშუალებას. განასხვავებენ ოფიციალურ და არაოფიციალურ ინკორპორაციას.

ინოვაცია (innovation) [ფრანგ. innovation <ლათ. innovatio განახლება, შეცვლა] - სიახლე, ახალშემოღებული.

ინჟირინგი [ინგლ. engineering <to engineer აშენება, პროექტირება] - კომერციულ საფუძველზე გაწეული სხვადასხვა ობიექტების მშენებლობისა და პროექტირების ინჟინრულ-კონსულტაციური მომსახურებათა კომპლექსი, აგრეთვე, ასეთი სახის მომსახურების სფერო.

ინსაიდერი [ინგლ. insider <to inside თავისიანად, არა უცხოდ ყოფნა] - 1. პირი, რომელიც თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო დაშვებულია საიდუმლო ინფორმაციასთან; 2. პირი, რომელსაც თავისი წევრობით ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველ ორგანოში, მისი მონაწილეობით ასეთი საწარმოს კაპიტალში (მეწილეობით) ან საქმიანობით, პროფესიული ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებით ხელი მიუწვდება ინსაიდერულ ინფორმაციაზე. ინსაიდერად ჩაითვლებიან, აგრეთვე, სხვა პირები, რომლებმაც მიიღეს ინსაიდერული ინფორმაცია და ჩანს, რომ ამ ინფორმაციის წყაროა ინსაიდერი (“ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 45).

ინსინუაცია (insinuation) [ფრანგ. insinuation, გერმ. insinuation <ლათ. insinuatio] - ვინმეს საწინააღმდეგოდ მიმართული ცილისმწამებლური გამონაგონი, მონაჩმახი.

ინსპექტორი (inspector) - ინსპექტირების განმახორციელებელი პირი, რევიზორი, კონტროლიორი. იხ. საბაჟო სამსახურის სისტემაში დადგენილი სპეციალური წოდებები; საკლასო ჩინები საგადასახადო ინსპექციის მუშაკებისთვის.

ინსპექცია (inspection) [ფრანგ. inspection, გერმ. inspektion <ლათ. inspectio დათვალიერება] - 1. რაიმე საქმიანობის კანონიერების შემოწმება (მაგ. გადასახადის აკრეფის, გადახდის, სატრანსპორტო მოძრაობის დაცვის და სხვ.) ნორმატიული აქტით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში, ზედამხედველობის განხორციელებისა და ინსტრუქტაჟის გაწევის მეშვეობით; 2. ინსპექტირების განმახორციელებელი ორგანო.

ინსტალაცია (installation) [გერმ. installation, ფრანგ. installation დაყენება] - კომპიუტერის მყარ დისკზე რაიმე ახალი პროგრამის, მონაცემთა ბაზის დაყენების ან პროგრამის გაშვების უზრუნველყოფისთვის განსაზღვრული პროცესი.

ინსტანცია (instance) [ფრანგ. instance, გერმ. instanz <ლათ. instantia უშუალო სიახლოვე] - ურთიერთდაქვემდებარებული ორგანოების სისტემის საფეხური.

ინსტიტუტი (institute, institution) [ფრანგ. institute <ლათ. institutum დადგენილება, დაწესებულება] - 1. სასწავლო, სამეცნიერო დაწესებულებების დასახელება; 2. საზოგადოებრივი წყობილების ფორმა, ან საზოგადოებრივი ურთიერთობის რომელიმე სფეროს სამართლებრივი ნორმების ერთობლიობა.

ინსტიტუციები [<ლათ. istitutio დარიგება] - 1. მოქმედი, უპირატესად კერძო სამართლის სისტემის მიმოხილვითი ხასიათის რომაელი იურისტების ელემენტარული (საწყისი) სახელმძღვანელოების დასახელება; 2. იუსტინიანეს კრებულში ერთ-ერთი შემადგენელი კანონის ძალის მქონე ნაწილი, რომის სამართლის ოფიციალური სახელმძღვანელო.

ინსტიტუციონალიზაცია (process of institutionalizing) [<ლათ. institutum დადგენილება, დაწესებულება] - 1. რაიმე ახალი საზოგადოებრივი ინსტიტუტების დაფუძნება; 2. საზოგადოებრივი ურთიერთობების სამართლებრივად ან ორგანიზაციულად განმტკიცება (დამაგრება).

ინსტინქტი (instinct) [ფრანგ. Instinct <ლათ. instinctus განზრახვა, ზეშთაგონება, შთაგონება] - 1. ქვეცნობიერი, არააღქმადი გრძნობა, შინაგანი ალღო; 2. უშუალო, შეუცნობელი განზრახვით მიზანშეწონილი მოქმედების განხორციელების თანდაყოლილი შესაძლებლობა.

ინსტრუმენტი სავალო (debtor/liabilities instrument) - ნებისმიერი მიმოქცევადი სავალო საბუთის და ამ საბუთის ეკვივალენტური სხვა ნებისმიერი ინსტრუმენტი, აგრეთვე ნებისმიერი მიმოქცევადი საბუთი, რომელიც იძლევა სხვა სავალო ინსტრუმენტის შეძენის უფლებას ხელმოწერის ან გაცვლის გზით; მიმოქცევად სავალო ინსტრუმენტს შეიძლება ჰქონდეს სერტიფიკატების ან საბუღალტრო ჩანაწერების ფორმა (საქართველოს კანონი „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ”, მუხლი 1).

ინსტრუქცია (instruction) [გერმ. instruktion, ფრანგ. instruction <ლათ. instructio დარიგება] - მითითება, რაიმეს შესრულების, განხორციელების წესის და პირობების დამდგენი დებულებების კრებული.

ინსურგენტი (insurgent) [გერმ. Insurgent <ლათ. insurgens (insurgentis) აჯანყებული] - აჯანყებული, ჯანყის მონაწილე.

ინტეგრალური (integral) [ფრანგ. integral <ლათ. integer მთლიანი] - მთლიანი, ერთიანი.

ინტეგრაცია (integration) [ფრანგ. integration <ლათ. integratio შევსება, აღდგენა <integer მთლიანი] - ნაწილებისელემენტების ერთ მთლიანობაში გაერთიანება.

ინტელექტი (intellect) [გერმ. intellekt, ფრანგ. intellect <ლათ. intellectus მიხვედრა, შეგნება] - ადამიანის გონებრივი საწყისი, აზროვნების შესაძლებლობა.

ინტელექტუალური საკუთრება (intellectual property) - ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებები, რომლებიც წარმოიშობა მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა შექმნისა და გამოყენების, აგრეთვე, შემოქმედებითი საქმიანობის შედეგად შექმნილი ზოგიერთი სხვა ღირებულების (მაგალითად, ტელეგადაცემა, რადიოდადგმა, სასაქონლო ნიმუში, საწარმოო ნიმუში და ა.შ.) საფუძველზე.

ინტელიგენტი (intellectual) [<ლათ. intellegens (intellegentis) მცოდნე, გამგები] - მდიდარი შინაგანი კულტურისა და დამოუკიდებელი აზროვნების მქონე ადამიანი.

ინტენსიური (intensive) [ფრანგ. intensive <ლათ. intensio დაძაბულობა, გაძლიერება] - 1. დაძაბული, გაძლიერებული; 2. რაიმე, რაც იძლევა მწარმოებლურობის დონის ზრდის საშუალებას;

ინტერ…, [<ლათ. inter შორის] - სიტყვა „საერთაშორისოს” მნიშვნელობის შესაბამისი რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი.

ინტერესთა შეუთავსებლობა (conflict of interests) - თანამდებობის პირის ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესების დაპირისპირება სახელმწიფო სამსახურის ინტერესებთან (საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ”, მუხლი 3.3).

ინტერესთა ჯგუფები (interest groups) - ადამიანთა ასოციაცია, რომელიც ორგანიზებულია გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენის მოსახდენად ან რაიმე საქმის წინ წასაწევად; ამასთან, მისი წევრები არ მიისწრაფვიან მოახდინონ მთავრობის ფორმირება ან შევიდნენ მის შემადგენლობაში.

ინტერვენცია (intervention) [გერმ. intervention, ფრანგ. intervention <ლათ. interventio შესვლა] - 1. სახელმწიფოს შინაურ საქმეებში უცხო სახელმწიფოს აგრესიული ჩარევა, რომელიც მიმართულია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობის წინააღმდეგ და არ შეესაბამება გაეროს წესდებით გათვალისწინებულ პრინციპებსა, მიზნებს; 2. კურსის რეგულირების მიზნით ცენტრალური საემისიო ბანკის მიერ ბანკთაშორის ბირჟაზე რომელიმე ქვეყნის ვალუტის შესყიდვა ან გაყიდვა. ამ მიზნით წარმოებული ოპერაცია.

ინტერვიუ (interview) [ფრანგ. Interview <inter შორის + view აზრი] - რომელიმე პირთან აქტუალურ თემაზე კითხვა-პასუხის ფორმით წარმართული საუბრის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელება.

ინტერვიუერი (interviewer) [ინგლ. interviewer] - პირი (ჟურნალისტი, სოციოლოგი და სხვა), რომელიც იღებს (აწყობს) ინტერვიუს.

ინტერნაციონალიზმი (internationalism) [ფრანგ. internationalisme <ლათ. Inter შორის, შორისი natio (nationis) ხალხი] - 1. ხალხების, სოციალური ჯგუფების სოლიდარობისა და თანამშრომლობის პრინციპი, რაც ემყარება მათი ინტერესების ერთიანობას, თანასწორობას და დამოუკიდებლობას.

ინტერნეტი [ინგლ. internet inter (national) საერთაშორისო + net ქსელი] - მსოფლიო საინფორმაციო კომპიუტერული ქსელი, რომელიც წარმოადგენს რეგიონალური კომპიუტერული ქსელებისა და კომპიუტერების სიმრავლის გაერთიანებას, მათ შორის ინფორმაციის გაცვლა ხორციელდება სატელეკომუნიკაციო საშუალებებით.

ინტერპელაცია (interpellation) [ფრანგ. interpellation <ლათ. Interpellatio <interpellare შეწყვეტა, წინააღმდეგ გამოსვლა] - მთავრობისადმი ან ცალკეული მინისტრისადმი განკუთვნილი პარლამენტის დეპუტატის შეკითხვის სპეციალური სახეობა, რომელზეც პასუხი შესაძლებელია განხილულ იქნეს პარლამენტში.

ინტერპოლაცია (interpolation) [ფრანგ. interpolation <ლათ. interpolatio შეცვლა, გადაკეთება, დამახინჯება] - ტექსტის გადაწერისას ან რედაქტირებისას მასში სიტყვების ან ფრაზების თვითნებური ჩართვა.

ინტერპოლი (interpol) <ფრანგ. organisation internationale de police criminelle) - 1923 წელს შექმნილი კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციის შემოკლებული დასახელება. უმაღლეს ორგანოს წარმოადგენს გენერალური ასამბლეა, მუდმივი და სპეციალური ორგანოებია გენერალური სამდივნო და ეროვნული ცენტრალური ბიურო. ინტერპოლი წარმოადგენს დამნაშავეთა რეგისტრაციის საერთაშორისო ცენტრს, ასევე ეწევა საერთაშორისო მასშტაბით დამნაშავეთა (ეჭვმიტანილი, უგზოუკვლოდ დაკარგული პირების, გატაცებული ფასეულობების) ძებნის კოორდინირებას.

ინტერპრეტაცია (interpretation) [ფრანგ. interpretation <ლათ. interpretatio განმარტება, თარგმნა, ახსნა] - რაიმე აზრის, იდეის, მოსაზრების ახსნა-განმარტება.

ინტერფეისი [ინგლ. interface <inter შორის + face ზედაპირი] - უნიფიცირებული კავშირებისა და სიგნალების სისტემა, რომლის მეშვეობით კომპიუტერის მოწყობილობები ერთმანეთს უკავშირდება.

ინტერცესია (intercession) [<ლათ. intercessio] - სამოქალაქო სამართალში: უკვე არსებულ ხელშეკრულებასთან მოვალის სტატუსით მიერთება (სხვისი ვალის თავის თავზე აღება, თავდებობა).

ინტერიერი (interior) [ფრანგ. Interieur <ლათ. interior შიდა] - შენობის შიდა ნაწილი.

ინტონაცია (intonation) [გერმ. intonation, ფრანგ. intonation <ლათ. intonatio ხმამაღლა გამოთქმა] - 1. ხმის ტონის აწევა ან დაწევა; 2. მოსაუბრის მდგომარეობის ან გრძნობის გამომხატველი გამოთქმის მანერა.

ინტრიგა (intrigue) [ფრანგ. Intrigue <ლათ. intricare თავგზის აბნევა, არევა] - რაიმეს მისაღწევად, ჩვეულებრივ მავნებლური ხასიათის მალული მოქმედება, ხრიკი.

ინტრონიზაცია (enthronement) [ფრანგ. intronisation <ლათ. in-ზე + ბერძ. thronos ტახტი] - ახალარჩეული პატრიარქის ან პაპის ტახტზე სადღესასწაულო აყვანის რიტუალი.

ინტუიცია (intuition) [ფრანგ. Intuition <ლათ. intueri ყურადღებით, დაკვირვებით მზერა] - ალღო, რაიმეს დახვეწილად ზუსტად აღქმა, არსში ჩაწვდომა.

ინფორმატიკა (informatics) [ფრანგ. informatique, გერმ. informatik] - დისციპლინა, რომელიც შეისწავლის ინფორმაციის სტრუქტურასა და ზოგად თვისებებს; აგრეთვე, მისი შექმნის, დაგროვების, გადაცემისა და გამოყენების კანონზომიერებებს და პრინციპებს.

ინფორმაცია (information) [გერმ. information, ფრანგ. information <ლათ. informatio უწყება, ცნობა, განათლება] - რაიმე საქმის, რაიმეს მდგომარეობის შესახებ შეტყობინება, ცნობა.

ინფორმაციის დასაიდუმლოების ვადა (the scrambling term/period of information) - ვადა, რომელიც დამოკიდებულია მისი საიდუმლოობის ხარისხზე. „განსაკუთრებული მნიშვნელობის” ინფორმაციისათვის იგი შეადგენს არა უმეტეს 20 წელს, „სრულიად საიდუმლო” ინფორმაციისათვის - არა უმეტეს 10 წელს, „საიდუმლო” ინფორმაციისათვის - არა უმეტეს 5 წელს; დასაიდუმლოების ვადის ათვლა იწყება ინფორმაციის შემცველზე საიდუმლოობის გრიფის აღნიშვნის თარიღიდან; ინფორმაციის დასაიდუმლოების ვადის გასვლის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტს, განსაკუთრებულ შემთხვევებში უფლება აქვს გააგრძელოს დასაიდუმლოების ვადა (საქართველოს კანონი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ”, მუხლი 14).

ინფორმაცია ინსაიდერული (insider'sinformation) - არასაჯარო, არსებითი ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ერთ ან რამდენიმე ანგარიშვალდებულ საწარმოსთან, ან მათ საჯარო ფასიან ქაღალდებთან („ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 45).

ინფორმაცია, რომელიც შესაძლებელია სახელმწიფო საიდუმლოებად იქნეს მიჩნეული (information that may considered as government/state secret) - სახელმწიფო საიდუმლოებას შეიძლება მიეკუთვნოს მხოლოდ შემდეგი ინფორმაცია: 1. თავდაცვის სფეროში: ა) რომელიც შეიცავს სტრატეგიულ და ოპერატიულ გეგმებს, სამხედრო ოპერაციების მომზადებისა და ჩატარების ამსახველ დოკუმენტებს, ჯარების სტრატეგიული და ოპერატიული გადაადგილების, მათი მობილიზაციის, საბრძოლო მზადყოფნისა და სამობილიზაციო რესურსების გამოყენების საკითხებს; ბ) შეიარაღებისა და საბრძოლო ტექნიკის განვითარების მიზნობრივი პროგრამების, აგრეთვე სამეცნიერო-კვლევითი და საკონსტრუქტორო სამუშაოების შესახებ, რომლებიც შეეხება ახალი სახეობის სამხედრო იარაღის, საბრძოლო ტექნიკისა და თავდაცვითი ტექნოლოგიების შემუშავებას; გ) განსაკუთრებით დაცული სამხედრო და სამოქალაქო თავდაცვის ობიექტების რეჟიმის სტრუქტურისა და შემადგენლობის შესახებ; 2. ეკონომიკის სფეროში: ა) სახალხო მეურნეობის სამობილიზაციო გეგმებისა და სიმძლავრეების, სამხედრო დანიშნულების სტრატეგიული ნედლეულისა და მასალების მარაგისა და მიწოდების მოცულობათა, აგრეთვე სახელმწიფო და სამობილიზაციო რეზერვების განლაგებისა და მოცულობის შესახებ; ბ) ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, ქვეყნის ინფრასტრუქტურის სხვა დარგებისა და ობიექტების დაცვის სისტემისა და რეჟიმის შესახებ, მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებისათვის; გ) ოქროს საერთო მარაგში შემავალი მონეტარული ჯგუფის - ძვირფასი ლითონების, ძვირფასი ქვების და სხვა ფასეულობათა - სახელმწიფო მარაგების კონკრეტულ სახეობათა შესახებ, ფულის ნიშნებისა და ფასიანი ქაღალდების დამზადების, შენახვის, დაცვისა და ყალბისმქნელობის თავიდან აცილებასთან, მიმოქცევასთან, გაცვლასთან ან მიმოქცევიდან ამოღებასთან დაკავშირებული ოპერაციების თაობაზე; 3. საგარეო ურთიერთობათა სფეროში: ა) საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა შესახებ, რომელთა წინასწარმა გამჟღავნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ინტერესებს; ბ) უცხო სახელმწიფოებთან სამხედრო, სამეცნიერო-ტექნიკური და სხვა სახის თანამშრომლობის საკითხების შესახებ, თუ ცნობების გამჟღავნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს საქართველოს ინტერესებს; 4. დაზვერვის, სახელმწიფო უშიშროებისა და მართლწესრიგის დაცვის სფეროში: ა) სადაზვერვო, კონტრსადაზვერვო და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის გეგმების, ორგანიზების, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საშუალებების, ფირმების, მეთოდებისა და შედეგების, აგრეთვე, კონკრეტული პროგრამების დაფინანსების შესახებ; იმ პირთა თაობაზე, რომლებიც ზემოაღნიშნულ სფეროებში კონფიდენციალურ საფუძველზე თანამშრომლობენ ან ადრე თანამშრომლობდნენ ასეთი საქმიანობის განმახორციელებელ საქართველოს შესაბამის ორგანოებთან; ბ) „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად განსაზღვრული სახელმწიფოს უმაღლეს თანამდებობის პირთა დაცვისა და ადმინისტრაციული შენობებისა და სამთავრობო რეზიდენციების დაცვის რეჟიმის შესახებ; გ) სამთავრობო და სპეციალური კავშირგაბმულობის სისტემის შესახებ; დ) სახელმწიფო შიფრების დამუშავებისა და გამოყენების, კრიპტოგრაფიის სფეროში სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შესახებ (საქართველოს კანონი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ”, მუხლი 7).

ინფორმაცია, რომელიც არ მიიჩნევა სახელმწიფო საიდუმლოებად (information that should not considered as government/state secret) - აკრძალულია სახელმწიფო საიდუმლოებას მიეკუთვნოს: 1. ნებისმიერი ცნობა, რომლითაც შეიძლება შეილახოს ან შეიზღუდოს ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, ზიანი მიადგეს მოსახლეობის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას; 2. ნორმატიული აქტები, გარდა თავდაცვისა და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროების, დაზვერვისა და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აქტებისა, რომლებიც აწესრიგებენ მათ შიდა საქმიანობას უშუალოდ სახელმწიფო თავდაცვისა და უშიშროების თვალსაზრისით, აგრეთვე საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები; 3. რუკები, გარდა სამხედრო დანიშნულების სპეციალური რუკებისა; 4. ინფორმაცია: ა) სტიქიური უბედურების, კატასტროფებისა და სხვა განსაკუთრებული მოვლენების შესახებ, რომლებიც უკვე მოხდა ან შეიძლება მოხდეს და ემუქრება მოქალაქეთა უსაფრთხოებას; ბ) გარემოს მდგომარეობისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის, მისი ცხოვრების დონის შესახებ, სამედიცინო მომსახურებისა და სოციალური უზრუნველყოფის ჩათვლით, აგრეთვე სოციალურ-დემოგრაფიული მაჩვენებლების, მოსახლეობის განათლებისა და კულტურის შესახებ; დ) კორუფციის, თანამდებობის პირთა უკანონო ქმედებებისა და კრიმინოგენული სიტუაციის შესახებ; ე) პრივილეგიების, კომპენსაციებისა და შეღავათების შესახებ, რომლებსაც სახელმწიფო ანიჭებს მოქალაქეებს, თანამდებობის პირებს, საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს; ვ) სახელმწიფო სავალუტო ფონდის ოქროს საერთო მარაგის შესახებ; ზ) სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირთა ჯანმრთელობის შესახებ (საქართველოს კანონი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ”, მუხლი 8).

ინფორმაცია, რომლის გასაიდუმლოება დაუშვებელია (information that should not classify as secret) - ყველას აქვს უფლება იცოდეს: ა) ინფორმაცია გარემოს შესახებ, აგრეთვე მონაცემები იმ საშიშროების თაობაზე, რომელიც ემუქრება მათ სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას; ბ) საჯარო დაწესებულების საქმიანობის ძირითადი პრინციპები და მიმართულებები; გ) საჯარო დაწესებულების სტრუქტურის აღწერა, მოსამსახურეთა ფუნქციების განსაზღვრისა და განაწილების, აგრეთვე გადაწყვეტილების მიღების წესი; დ) საჯარო დაწესებულების იმ საჯარო მოსამსახურის ვინაობა და სამსახურებრივი მისამართი, რომელთაც უკავიათ თანამდებობა ან ევალებათ საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოება ან საზოგადოებასთან ურთიერთობა და მოქალაქეთათვის ინფორმაციის მიწოდება; ე) კოლეგიურ საჯარო დაწესებულებაში გადაწყვეტილების მისაღებად გამართული ღია კენჭისყრის შედეგები; ვ) არჩევით თანამდებობაზე პირის არჩევასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია; ზ) საჯარო დაწესებულების საქმიანობის შესახებ აუდიტორული დასკვნებისა და რევიზიების შედეგები, აგრეთვე სასამართლოს მასალები იმ საქმეებზე, რომელშიც საჯარო დაწესებულება მხარეს წარმოადგენს; თ) საჯარო დაწესებულების გამგებლობაში არსებული საჯარო მონაცემთა ბაზის სახელწოდება და ადგილსამყოფელი, აგრეთვე საჯარო მონაცემთა ბაზისათვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა და სამსახურებრივი მისამართი; ი) საჯარო დაწესებულების მიერ მონაცემთა შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და გავრცელების მიზნები, გამოყენების სფეროები და სამართლებრივი საფუძველი; კ) საჯარო მონაცემთა ბაზაში მისი პერსონალური მონაცემების არსებობა ან არარსებობა, აგრეთვე მათი გაცნობის წესი, მათ შორის, იმ პროცედურისა, რომლითაც მოხდება პირის იდენტიფიკაცია, თუ პირმა (მისმა წარმომადგენელმა) შეიტანა მოთხოვნა თავის შესახებ მონაცემების გაცნობის ან მათში ცვლილების თაობაზე; ლ) იმ პირთა კატეგორია, რომელთაც კანონით უფლება აქვთ გაეცნონ საჯარო მონაცემთა ბაზაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს; მ) საჯარო მონაცემთა ბაზაში არსებულ მონაცემთა შემადგენლობა, წყაროები და იმ პირთა კატეგორია, რომელთა შესახებ გროვდება, მუშავდება და ინახება ინფორმაცია; ნ) ყველა სხვა ინფორმაცია, რომელიც კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით არ არის მიჩნეული სახელმწიფო, კომერციულ ან პირად საიდუმლოებად (საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი”, მუხლი 42).

ინფორმაცია საჯარო (public information) - ოფიციალური დოკუმენტი, ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოხელის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია (საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი,” მუხლი 2.1).

ინფორმაციის თავისუფლება (freedom of information) - ადამიანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უფლება. საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია. კონსტიტუციით დადგენილია, აგრეთვე, რომ საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას. ინფორმაციის გაცნობაზე უკანონოდ უარის თქმა ან არასწორი ინფორმაციის წარდგენა დანაშაულია და ისჯება სისხლის სამართლის წესით.

ინფრა..., [<ლათ. infra ქვეშ] - ქვეშ, გვერდზე მნიშვნელობის რთული სიტყვის პირველი ნაწილი.

ინფრასტრუქტურა (infrastructure) [გერმ. infrastruktur <ლათ. infra ქვეშ + structura შენობა წესრიგი] - სისტემის შემადგენელი ნაწილი, რომელსაც დაქვემდებარებული, დამხმარე ხასიათი აქვს, მაგრამ მთელი სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას განაპირობებს. ფართო გაგებით იგი უზრუნველყოფს კვლავწარმოების პროცესის გარეგანი პირობების შექმნას, წარმოადგენს მეურნეობის განსაკუთრებულ სფეროს, რომელიც მომსახურებას უწევს როგორც წარმოების, ისე მიმოქცევის სფეროს. განვითარებული საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ინფრასტრუქტურა იყოფა ოთხ დარგობრივ ჯგუფად. ესენია: წარმოების, სოციალური, ინსტიტუციონალური და ეკოლოგიური.

ინფრასტრუქტურა ბაზრის (infrastructure of market) - ბაზრის ფუნქციონირების უზრუნველმყოფი ეკონომიკური ინსტიტუტების ერთობლიობა. იგი მოიცავს სავაჭრო საწარმოების ქსელს, საშუამავლო ორგანიზაციებს, ბირჟებს, საკრედიტო დაწესებულებებს, სადაზღვევო, სატრანსპორტო ფირმებს, საინფორმაციო სფეროსა და სხვა მომსახურე დარგებს.

ინფრაქცია (infraction) - ხელშეკრულების (კონტრაქტის) პირობების დარღვევა.

ინციდენტი (incident) [ლათ. Incidens (incidentis) რაც ხდება] - უსიამოვნო შემთხვევა, გაუგებრობა, შეხლა-შემოხლა.

იპოთეკა (mortgage) [ბერძ. Hypotheke გირაო, წინდი] - უძრავი ნივთის (მიწის, შენობის) უფლებებით დატვირთვა, დაგირავება. კრედიტორს ეძლევა უფლება პირველ რიგში მიიღოს ამ ნივთიდან თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება სხვა მსგავს პირებთან შედარებით. იგი წარმოადგენს კრედიტებზე გაცემული გარანტიის ერთ-ერთ სახეს. იპოთეკა წარმოიშობა საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შედეგად, რომელშიც უნდა აღინიშნოს უძრავი ნივთის მესაკუთრე, იპოთეკარი, სავარაუდო მოვალე მესამე პირი, ასევე უზრუნველყოფილი მოთხოვნის სიდიდე, სარგებელი და შესრულების ვადა. ვრცელდება უძრავი ნივთის ნაყოფზედაც, თუ იგი ნორმალური სამეურნეო საქმიანობის შედეგად არ მოპოვებულა ან ვიდრე არ გასხვისებულა (საქართველოს „სამოქალაქო კოდექსი'', მუხლი 286.1 289.2).

ირაციონალიზმი (irrationalism, irrationality) - იდეალისტური ფილოსოფიის მიმართულება, რომლის მიხედვითაც სინამდვილის ყველა მოვლენის საფუძველია ირაციონალური საწყისი. უარყოფს სინამდვილის ლოგიკურად შემეცნების შესაძლებლობას და შემეცნების მთავარ ინსტრუმენტად რწმენას, ინსტინქტს აღიარებს.

ირაციონალური (irrational) [გერმ. irrational, ფრანგ. irrationel <ლათ. irrationalis უგუნური] - გონებით მიუწვდომელი, ლოგიკური ცნებებით, მსჯელობით გამოუთქმელი.

ირონია (irony) [ფრანგ. ironie <ბერძ. eironeia მოჩვენებითი თავის დამცირება] - დახვეწილი, მსუბუქი დაცინვა შეფარვით.

ისლამი (Islam) [<არაბ. islam ღვთის ნებისადმი მორჩილება] - მე-7 საუკუნეში აღმოცენებული ერთ-ერთი მსოფლიო რელიგია (ბუდიზმი, ქრისტიანობა, ისლამი). მისი დამაარსებელია მუჰამედი, რომელიც მუსლიმანური გადმოცემით მოციქულად ალაჰმა აირჩია. მთავარი წმინდა წიგნია ყურანი, რომელიც მუსლიმანთა სწავლების თანახმად ალაჰმა გადასცა მუჰამედს ანგელოზ ჯებრაილის (გაბრიელის) ხელით. ისლამის უმთავრეს დოგმატად ითვლება ერთი ღმერთის, ალაჰის თაყვანისცემა და მუჰამედის, ალაჰის მოციქულად აღიარება. ისლამისთვის მნიშვნელოვანია შვიდი დოგმატი: ერთი ღმერთის; ანგელოზების; ყველა საღვთო წიგნის; ალაჰის ყველა მოციქულის; სამყაროს აღსასრულის; წინასწარ-განსაზღვრულობისა და მკვდრეთით აღდგომის რწმენა. იესო ქრისტეს ისინი მიიჩნევენ წინასწარმეტყველად, მაგრამ მუჰამედზე უფრო ნაკლები ღირსების. მუსლიმანები თვლიან, რომ ადამიანის სვე-ბედი დაბადებიდან წინასწარ არის განსაზღვრული; აქედან გამომდინარე, არ არსებობს ჩადენილ ცოდვებზე ეყრდნობა „ხუთ სვეტს”: რწმენის აღმსარებლობას, ყოველდღიურ ხუთგზის ლოცვას, რამაზანის თვის მარხვას (ურაზა); სავალდებულო ქველმოქმედებასა და მექაში მოსალოცად ჩასვლას (ჰაჯი). ამასთან არსებობს მრავალი აკრძალვა, რომელიც ეხება ტანსაცმელს, მათრობელა სასმელების მიღების, ღორის ხორცის ჭამისაგან თავის შეკავებას და სხვა. ძირითადი დღესასწაულებია ყურბან-ბაირამი (რომლის დროსაც შეიწირება ცხვარი ან ბატკანი), ურაზა ბაირამი (დღესასწაული, რომელიც ეძღვნება რამაზანის ერთთვიანი მარხვის - ურაზას დასრულებას), მავლუდი (წინასწარმეტყველ მუჰამედის დაბადების დღე). უპირატესად გავრცელებულია ახლო აღმოსავლეთის, სამხრეთაღმოსავლეთ აზიის, ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში.

ისლამური ფუნდამენტალიზმი (islamic fundamentalism) - ისლამის საფუძვლებთან დაბრუნებისკენ მიმართული მოძრაობა, ყურანისა და შარიათის კანონების (ისლამური სამართლის) მკაცრი დაცვა. არსებითად, ამ ცნებაში იგულისხმება ის ზრდადი ასოციაციები, მოძრაობები და დაჯგუფებები, რომლებიც მე-19 საუკუნიდან დაწყებული დღემდე ნეგატიურად აღიქვამენ ისლამურ რეფორმისტულ მოძრაობებს, რომლებიც თითქოს მოერგნენ დასავლური ცხოვრების წესსა და მენტალიტეტს.

ისმაილიტები [<პირველი შიიტი იმამის ალი-ისმაილის სახელიდან] - მე-8 საუკუნეში არაბთა ხალიფატის ტერიტორიაზე აღმოცენებული მუსლიმანურ-შიიტური სექტის მიმდევრები იწოდებიან შიიტების მე-6 იმამის, ჯაფარ სადიკის უფროსი ვაჟის, ისმაილის სახელის მიხედვით.

ისტებლიშმენტი [ინგლ. Establishment დადგენილება, საფუძველი, დაწესებულება <to establish დადგენა შექმნა <ლათ. stabilire განმტკიცება] - საზოგადოების მმართველი, პრივილეგირებული ფენა, ხელისუფლებისა და მართვის მთლიანი სისტემა, რომლის მეშვეობით ხორციელდება მათი ძალაუფლება.

იუდაიზმი (Judaism) - უპირატესად ებრაელებს შორის გავრცელებული რელიგია. აღმოცენებულია ჩვ. წ. აღ-მდე მე-2 ათასწლეულში, წარმოადგენს მონოთეისტურ რელიგიას, ისრაელში მინიჭებული აქვს სახელმწიფო რელიგიის სტატუსი. მთავარი პრინციპებია: ერთიანი ღმერთის, იაჰვეს (იეღოვას) რწმენა, მესიის (ზეციური მხსნელის) მოლოდინი, ძველი აღთქმისა და თალმუდის აღიარება წმინდა წიგნებად. დოგმები სულის უკვდავებაზე, საიქიო ცხოვრებაზე, მკვდრეთით აღდგომის, ანგელოზებისა და დემონების რწმენა - ყველაფერი ეს მტკიცედ დაკანონდა და თალმუდის სახით შემორჩა დღემდე.

იურიდიული (legally) [ლათ. Juriducus სამოსამართლო] - ყოველივე, რაც დაკავშირებულია უფლებრივ, სამართლებრივ ნორმებთან, ამ ნორმების შესწავლა-გამოყენებასთან.

იურიდიული პირი (legal person, artificial person) - განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი საკუთარი ქონების მქონე ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს, საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. იურიდიული პირი შეიძლება იყოს კორპორაციულად ორგანიზებული, წევრობაზე დაფუძნებული, წევრთა მდგომარეობაზე დამოკიდებული ან მისგან დამოუკიდებელი და მისდევდეს ან არ მისდევდეს მეწარმეობას (საქართველოს „სამოქალაქო კოდექსი”, მუხლი: 24.1, 24.2).

იურიდიული პირი არასამეწარმეო (non-profit/non-entrepreneurial legal person) - პირი, რომლის მიზანსაც არ შეადგენს სამეწარმეო საქმიანობა. იგი შეიძლება არსებობდეს როგორც კავშირი (ასოციაცია) ან ფონდი (საქართველოს ,,სამოქალაქო კოდექსი”, მუხლი 30.1).

იურიდიული პირი კერძო სამართლის (legal person of private law) - მათ განეკუთვნება: კავშირი, ფონდი, სოლიდარული პასუხისმგებლობის, კომანდიტური, შეზღუდული პასუხისმგებლობის, სააქციო საზოგადოება და კოოპერატივი.

იურიდიული პირი სამეწარმეო (კომერციული) (profit-making/profitable (commercial) entrepreneurial legal person) - იურიდიული პირი, რომლის მიზანსაც შეადგენს სამეწარმეო (კომერციული) საქმიანობა.

იურიდიული პირი საჯარო სამართლის (legal person of public law) - 1. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ან კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით შექმნილი პირი, სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფო კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საჯარო სამართლის იურიდიულ პირს აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა (,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 2, 3); 2. საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს განეკუთვნება: სახელმწიფო, თვითმმართველობები, სახელმწიფოს მიერ კანონმდებლობის ან ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე შექმნილი იურიდიული პირები, რომლებიც არ არიან ჩამოყალიბებულნი საქართველოს „სამოქალაქო კოდექსის” ან „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით; სახელმწიფო დაწესებულებები და სახელმწიფო ფონდები, რომლებიც არ არიან შექმნილი საქართველოს „სამოქალაქო კოდექსის” ან „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად; საჯარო მიზნების მისაღწევად კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი არასახელმწიფოებრივი ორგანიზაციები (პოლიტიკური პარტიები, რელიგიური გაერთიანებები და სხვ.) (საქართველოს „სამოქალაქო კოდექსი”, მუხლი 1509).

იურიდიული პირის ადგილმდებარეობა (legal person's place of perfomance) - საჯარო რეესტრში გატარებული იურიდიული პირის მისამართი.

იურიდიული პირის წარმომადგენელი (representative/ agent of legal person) - პირი, რომელიც გარკვეული შეთანხმებისა და დადგენილი წესის დაცვით წარმოადგენს იურიდიული პირის ინტერესებს და მისი სახელით ასრულებს იურიდიულ მოქმედებებს.

იურიდიული მისამართი (legal addres) - სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის, ქალაქის (სხვა დასახლებული პუნქტის), ქუჩის, ქუჩის ნომრის დასახელებათა ერთობლიობა.

იურისდიქცია (jurisdiction) [ლათ. jurisdictio სასამართლო წარმოება] - 1. სასამართლოს საქმის წარმოების უფლება, განსჯადობა; 2. საქმეები, რომლებიც ამა თუ იმ დაწესებულების წარმოებას ექვემდებარება.

იურისპრუდენცია (jurisprudence) [<ლათ. juris prudentia] - სამართალმცოდნეობა, სამართლის შესახებ მეცნიერებათა ერთობლიობა; იურისტების პრაქტიკული საქმიანობა, სასამართლო ორგანოების გადაწყვეტილებები.

იუსტიცია (justice) [<ლათ. justitia კანონიერება, სამართლიანობა] - სასამართლო დაწესებულებათა ერთობლიობა, სასამართლოს უწყება, სამართლის, მართლმსაჯულების განხორციელება. იუსტიციის სამინისტროს, იუსტიციის საბჭოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის საბჭოებისა და პროკურატურის სპეციალური წოდებები - საშუალო სპეციალური წოდება: უმცროსი იურისტი, მე-3 კლასის იურისტი, მე-2 კლასის იურისტი, 1-ლი კლასის იურისტი; უფროსი სპეციალური წოდება: იუსტიციის უმცროსი მრჩეველი, იუსტიციის მრჩეველი, იუსტიციის უფროსი მრჩეველი; უმაღლესი სპეციალური წოდება: იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი, იუსტიციის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი. იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის სისტემაში დაწესებულია შემდეგი ს.წ: უმცროსი სპეციალური წოდება: რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, ზემდეგი; საშუალო სპეციალური წოდება: უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი; უფროსი სპეციალური წოდება: მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი; უმაღლესი სპეციალური წოდება: იუსტიციის გენერალმაიორი. იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის სააღსრულებო პოლიციის სამმართველოში დაწესებული წოდებებია: უმცროსი სპეციალური წოდება: რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, ზემდეგი; საშუალო სპეციალური წოდება: უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი; უფროსი სპეციალური წოდება: მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი; იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულებითი ორგანოების, აგრეთვე, სააღსრულებო პოლიციის სამმართველოში მომსახურის ს.წ.-ს წინ ემატება სიტყვა ,,იუსტიციის”. სამხედრო პროკურატურის სისტემაში დაწესებული სპეციალური წოდებები - უმცროსი სპეციალური წოდება: რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, ზემდეგი; საშუალო სპეციალური წოდება: უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი; უფროსი სპეციალური წოდება: მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი; უმაღლესი სპეციალური წოდება - იუსტიციის გენერალ-მაიორი (საქართველოს კანონი „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ”, მუხლი 5).

იუსტიციის საბჭო (justice council) - სასამართლო რეფორმის გასატარებლად წინადადებების შემუშავების, მოსამართლეთა თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატურების შერჩევის, წარდგენის, მოსამართლეთა თანამდებობიდან განთავისუფლების, საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზების და კანონით დადგენილი სხვა ამოცანების შესრულების მიზნით შექმნილი საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანო („საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი, მუხლი 60).

იღუმენი (Father-Superior, Father Superior (of a monastery), abbot) [<ბერძ. hegumenos წინმავალი, წამყვანი] - მართლმადიდებელი მონასტრის წინამძღვარი.

იჯარა (lease contract, leasehold) - იხ. ხელშეკრულება იჯარის.

იჯარის ხელშეკრულება (leasing agreement) - იხ. ხელშეკრულება იჯარის.

11

▲ზევით დაბრუნება


კაბინეტი (cabinet) [ფრანგ. cabinet] - 1. მეცადინეობისთვის, საქმიანობისთვის (მ.შ. სამსახურებრივი) განკუთვნილი ოთახი; 2. მთავრობაში შემავალი მინისტრების შემადგენლობა.

კადასტრი (cadastre) [ფრანგ. cadastre] - 1. რეესტრი, რომელიც შეიცავს ობიექტის შეფასებისა და საშუალო შემოსავლიანობის შესახებ მონაცემებს; 2. პირთა სია, რომლებსაც ეკუთვნით საშემოსავლო გადასახადის გადახდა; 3. ამა თუ იმ ბუნებრივი ობიექტის შესახებ ძირითადი მონაცემების სისტემატიზებული ერთობლიობა. ასე მაგალითად, მიწის კადასტრი, წყლის კადასტრი და სხვ.

კადეტი [ფრანგ. cadet] - კადეტთა კორპუსის აღსაზრდელი; კადეტთა კორპუსი - სამხედრო საშუალო სასწავლებელი - ისტ. ევროპის რიგ ქვეყნებში დახურული ტიპის სამხედრო საშუალო სასწავლებელი თავად-აზნაურთა და ოფიცერთა შვილებისთვის; 2. ასე უწოდებენ 16 წლამდე ასაკის მოჭადრაკეს.

კადრები (cadres, personnel, staff) [<ფრანგ. cadre პასუხისმგებელი, ინჟინერ- ტექნიკური მუშაკი] - დაწესებულების, საწარმოს, პარტიული, პროფესიული ან/და საზოგადოებრივი ორგანიზაციის მუშაკების ძირითადი (საშტატო) შემადგენლობა.

კავალერი (cavalier) [იტალ. cavalier] - ორდენით დაჯილდოებული ადამიანი.

კავშირი (ასოციაცია) (union (association)) - კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელშიც საერთო მიზანს ისახავს რამდენიმე პირი და რომლის არსებობა დამოუკიდებელია მასში წევრთა შემადგენლობის ცვლილებებისგან. კავშირის დასაფუძნებლად აუცილებელია ხუთი დამფუძნებელი წევრი მაინც. კავშირის რეგისტრაციას ახორციელებს სასამართლო. რეგისტრაციისათვის აუცილებელია ყველა დამფუძნებლისა და გამგეობის ყველა წევრის მიერ ხელმოწერილი განცხადება და წესდება. კავშირის რეგისტრაციისათვის აუცილებელი მასალები წარედგინება კავშირის ადგილსამყოფლის მიხედვით არსებულ სასამართლოს. სასამართლომ გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ უნდა მიიღოს ერთი თვის ვადაში განცხადების შეტანის დღიდან. თუ ამ ვადაში გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, რეგისტრაცია განხორციელებულად ჩაითვლება. სარეგისტრაციო მოსაკრებელი შეადგენს 60 ლარს, ხოლო ფილიალის რეგისტრაციისათვის -რეგისტრაციისათვის დაწესებული მოსაკრებლის 50% (საქართველოს „სამოქალაქო კოდექსი”, მუხლი 30, 31); (“სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 7).

კავშირი სამომხმარებლო კოოპერატივების (consumer's society, consumer's co-operative society, the union of consumer's co-operatives) - სამომხმარებლო კოოპერატივებისა და სხვა იურიდიულ პირთა ქონების ნებაყოფლობითი წილობრივი გაერთიანება, რომლის ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას წარმოადგენს კოოპერატივი. იგი საქმიანობას წარმართავს თავისი წევრების მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად („სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 1).

კაზუისტიკა (casuistry) [ფრანგ. casuistique <ლათ. casus შემთხვევა] - 1. კანონის ზოგადი მუხლების მიყენება სხვადასხვა იურიდიული შემთხვევისთვის (კაზუსებისთვის); 2. ცრუ, საეჭვო დებულებების დაცვისას გამჭრიახობა, ხერხიანობა.

კაზუსი (complex legal case, special case) [<ლათ. casus შემთხვევა] - 1. რთული, არეულ-დარეული ან არაჩვეულებრივი, სასაცილო შემთხვევა; 2. რთული, დახლართული საქმე; 3. სამართალდარღვევის გარეგნული ნიშნების მქონე, მაგრამ არაბრალეული, ამიტომაც არადასჯადი შემთხვევითი ქმედება.

კათოლიკოსი (Catholicos) [ბერძ. katholikos საყოველთაო, მთავარი] - უმაღლესი სასულიერო პირის (პატრიარქის) წოდებულება ქართულ (აგრეთვე, სომხურ) ეკლესიაში. საკათალიკოსო - კათალიკოსის საგამგებლო.

კათარსისი [ბერძ. katharsis განწმენდა] - 1. ძველ საბერძნეთში (პითაგორა, ჰერაკლიტე, პლატონი, არისტოტელე): მაყურებლის ესთეტიკური განცდა, ტრაგედიის მთავარ გმირთან ერთად (არისტოტელეს ,,პოეტიკიდან”); 2. ფსიქოანალიზში: ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი მეთოდი, რომლის საშუალებითაც ეხმარებიან პაციენტს თავი დააღწიოს ცრუ შიშებს, აკვიატებულ იდეებს, მავნე ჩვევებს; 3. წიგნ. სულიერი განწმენდა.

კათედრა (chair, platform, pulpit, lecturing desk, rostrum) [ლათ. Cathedra < ბერძ. katheda სკამი, მერხი] - 1. მომხსენებლისთვის, ლექტორისთვის ამაღლება; 2. უმაღლეს სკოლაში მეცნიერების რომელიმე დარგის მასწავლებლების გაერთიანება.

კათედრალი, კათედრალური ეკლესია (cathedral) - ეკლესია, რომელშიც ღვთისმსახურებას ეპისკოპოსი ასრულებს.

კათოლიციზმი ((Roman) Catholicism) [ბერძ. katholikos საყოველთაო, მსოფლიო] - რომის პაპსა და კონსტანტინეპოლის პატრიარქს შორის 1055 წელს განხეთქილების შედეგად წარმოქმნილი ქრისტიანული მიმდინარეობა, რომლის მეთაურია რომის პაპი (იხ. მართლმადიდებლობა).

კალეიდოსკოპი (kaleidoscope) [გერმ. kaleidoskop <ბერძ. kalos ლამაზი + eidos ხედი + skopeo ვუყურებ] - ადამიანების, რაიმე მოვლენების, შემთხვევების, შთაბეჭდილებების სწრაფი უწესრიგო ცვლა.

კალენდარი (calendar) [პოლ. Kalendarz <ლათ. calendarium <calendae თვის პირველი დღეები] - 1. წელიწადში დღეების თვლის სისტემა. იულიუსის კალენდარი (ე.წ. ძვ. სტილი შემოღებულ იქნა იულიუს კეისრის მიერ ჩვ. წ. აღ. 46 წელს); გრიგორიანული კალენდარი (ე.წ. ახ. სტილი შემოღებულ იქნა პაპი გრიგოლ VIII-ის მიერ 1582 წელს); რესპუბლიკური კალენდარი (შემოღებულ იქნა 1793 წლიდან, იარსება 1806 წლამდე); 2. საქმიანობის ცალკეული სახის დროში დანაწილება (თვეების, დღეების მიხედვით).

კალენდარული წელი (calendar year) - დროის მონაკვეთი ყოველი წლის 1-ელი იანვრიდან 31 დეკემბრამდე.

კალვინიზმი - რელიგიური მიმდინარეობის სახელწოდება. დაკავშირებულია მის დამაარსებელთან, რეფორმატორ ჟან კა147 ლვინთან, ჟენევიდან (1509-1564 წწ.). დოქტრინა - ბიბლია რწმენის ერთადერთი წყარო, აღიარებს მოძღვრებას მხოლოდ რწმენით გამართლების (ცხონების) შესახებ, საეკლესიო წეს-ჩვეულებებს განიხილავს როგორც რელიგიური კავშირების დამხმარე საშუალებებს, უარყოფს ხატების, წმინდანების, ღვთისმშობლის კულტს; მხარს უჭერს „იაფ ეკლესიას”, სადაც ღვთისმსახურება ამოიწურება ბიბლიის კითხვით, ფსალმუნების გალობითა და ქადაგებებით. ლუთერანობისგან განსხვავებით უარყოფს ეკლესიის სახელმწიფოსადმი დაქვემდებარებას. აღნიშნული რელიგიური სისტემა ზოგიერთი შესწორებით მიიღო რეფორმატორულმა და პრესვიტერიანულმა ეკლესიებმა.

კალიგრაფია (calligraphy) [ბერძ. kalligraphia ლამაზი წერილი] - მკაფიო, ლამაზი ხელწერით წერის ხელოვნება.

კალკულაცია (calculation) [kalkulation <ლათ. calculatio ანგარიში, დათვლა] - 1. პროდუქციის ან შესრულებული სამუშაოს ერთეულის თვითღირებულების დათვლა, ასევე ასეთი გამოთვლის შედეგი; 2. საქონლისა და მომსახურების თვითღირებულებისა და გასაყიდი ფასის ყველა ელემენტის გამოანგარიშება; 3. სამეურნეო აღრიცხვის სფერო, რომელიც დაკავებულია საწარმოში წარმოების, მართვისა და მიმოქცევის ხარჯების განსაზღვრით.

კამბიო (cambio) [იტალ. cambio - გაცვლა] - სავალო დოკუმენტი, თამასუქი.

კამერა (camera) [<გერმ. kammer კამერა, ოთახი <ლათ. camera კამაროვანი ჭერი, კამარა] - 1. სპეციალური დანიშნულების შენობა (ოთახი); 2. რაიმე მოწყობილობაში, ნაგებობაში დახურული სივრცე.

კამპანია (campaign) [პოლ. Kampania <ფრანგ. campagne ლაშქრობა, სამუშაო] - მორიგი მნიშვნელოვანი საზოგადოებრივ- პოლიტიკური ან სამეურნეო ამოცანის შესასრულებლად გასაწევი ღონისძიება (ღონისძიებათა კომპლექსი).

კამუფლაჟი (camouflage) [ფრანგ. camouflage <camoufler მასკირება] - 1. საგნების (თვითმფრინავების, ტანკების) გადაღებვის მეშვეობით მასკირების ერთერთი მეთოდი; 2. რუხი და მწვანე შეფერილობის ლაქებიანი ფორმის ტანსაცმელი; 3. რაიმე საქმიანობის, ქმედების მასკირება, მოჩვენებითი მოქმედება.

კანალი (channel) [ფრანგ. canal <ლათ. canalis მილი, ღარი] - 1. წყლით სავსე ხელოვნური კალაპოტი; 2. კავშირის, კომუნიკაციის ხაზი.

კანდიდატი (candidate, nominee, nominee candidate) [ფრანგ. Candidate <ლათ. candidatus თეთრ ტანისამოსში გამოწყობილი] - 1. პირი, რომელიც დასახელებულია, ნავარაუდევია რაიმე თანამდებობაზე ასარჩევად, დასანიშნად, სამსახურში მისაღებად და სხვ.; 2. უმცროსი სამეცნიერო ხარისხი.

კანიბალიზმი (cannibalism) [ფრანგ. cannibale <ესპ. canibal კარიბის ზღვის კუნძულებზე მცხოვრები] - 1. კაციჭამიაობა; 2. გადატ. მხეცობა, ბარბაროსობა.

კანონი (law, act) [<ბერძ. kanon სწორი ჯოხი, წესი, მითითება] - 1. საგნებსა და მოვლენებს შორის არსებული ურთიერთდამოკიდებულება; კანონზომიერება, მაგ. მსოფლიო მიზიდულობის კანონი; 2. საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ დადგენილი ყველასათვის სავალდებულო წესი, მაგ. საარჩევნო კანონი, კანონთა კრებული; 3. საეკლესიო წესი ან დოგმატი, დადგენილი უმაღლესი იერარქის მიერ; 4. სახოტბო საეკლესიო გალობა წმინდანთა სადიდებლად; 5. (მუს.), პოლიფონიურ ნაწარმოებში: ერთი და იმავე მელოდიის თანამიმდევრობით გამეორება ყველა ხმის მიერ; 6. სიმებიანი საკრავი, რომელსაც აჟღერებენ თითებზე ჩამოცმული სპეციალური პლექტრებით; გავრცელებულია სომხეთში, აგრეთვე შუა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში.

კანონთა კოლიზია (konflict of laws) - ერთსა და იმავე საკითხზე მოქმედ კანონთა შორის არსებული წინააღმდეგობა. კანონთა კოლიზიის შემთხვევაში უპირატესობა ეძლევა იერარქიის უფრო მაღალ საფეხურზე მდგომ კანონს. იერარქიის ერთი და იმავე საფეხურის კანონებს შორის კოლიზიის შემთხვევაში მოქმედებს უფრო გვიან მიღებული კანონი.

კანონი კონსტიტუციური - იხ. კონსტიტუციური კანონი.

კანონი ორგანული (organic/institutional law) - 1. კონსტიტუციის პირდაპირი მითითების თანახმად (ანუ კონსტიტუციის ბლანკეტური ნორმის საფუძველზე), კონსტიტუციური და ჩვეულებრივი კანონისგან განსხვავებული წესით მიღებული კანონი. როგორც წესი, კონსტიტუცია ითვალისწინებს ორგანული კანონების ისეთ საკითხებზე მიღებას, როგორიცაა: საარჩევნო სისტემა, საგანგებო მდგომარეობა; სახელმწიფოს უმაღლესი სასამართლო და აღმასრულებელი ორგანოები. აღნიშნული ტერმინი გავრცელებულია რომანულ-გერმანული სისტემის სამართლის ქვეყნების (საფრანგეთი, ესპანეთი, რუმინეთი, მოლდოვა, ჩილე) კონსტიტუციურ სამართალში; 2. საქართველოს კონსტიტუცია ორგანული კანონის მიღებას ითვალისწინებს შემდეგ სფეროებში: ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შექმნის წესი, უფლებამოსილება და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობა; საქართველოს პარლამენტის პალატების შემადგენლობის, უფლებამოსილებისა და არჩევის წესი; საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოები; საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის წესი; სახალხო დამცველის უფლებამოსილება; პარლამენტის წევრის არჩევის წესი, აგრეთვე არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობის დაუშვებლობა; პრეზიდენტის არჩევნების წესი და პირობები, აგრეთვე, არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობის დაუშვებლობა; საერთო სასამართლოების სისტემა და ორგანიზაცია, მოსამართლის სამართლებრივი მდგომარეობა; რეფერენდუმის დანიშვნასა და ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხები; საქართველოს პროკურატურის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი; საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილება, შექმნისა და საქმიანობის წესი; ეროვნული ბანკის უფლება-მოვალეობა, საქმიანობის წესი და დამოუკიდებლობის გარანტია; ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენლობა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი; 3. ორგანული კანონის პროექტი მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 66); 4. ორგანულ კანონს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა კანონის, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტისა და კანონქვემდებარე აქტების მიმართ („ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 22).

კანონიერება (lawfulness, legality) - მიღებული კანონების დაცვა და შესრულება, მათი პრაქტიკული განხორციელება და ცხოვრებაში გატარება.

კანონის მოქმედება (law in force) - კანონის დაცვისა და შესრულების სავალდებულობა განსაზღვრულ დროში, განსაზღვრულ ტერიტორიაზე (სივრცეში) და კონკრეტული პირების, ორგანიზაციებისა თუ სამართლის სხვა სუბიექტების მიმართ. კანონის მოქმედება იწყება მისი კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან და წყდება მისი ოფიციალური გაუქმების მომენტიდან ან იმ ვადის გასვლის შემდეგ, რა ვადისთვისაც იგი იყო გათვალისწინებული. კანონის მოქმედება ვრცელდება სახელმწიფოს მთელ ტერიტორიაზე, თუ კანონში სხვა რამ არ არის დადგენილი. კანონის მოქმედება ვრცელდება ყველას მიმართ, თუ იგი სამართლის კონკრეტული სუბიექტებისათვის არაა განკუთვნილი.

კანონის უკუძალა (retroactive force) - კანონის მოქმედების გავრცელება მის კანონიერ ძალაში შესვლამდე არსებულ შემთხვევებზე. საერთო წესის თანახმად, კანონს არა აქვს უკუძალა. ამ წესიდან გამონაკლისი გათვალისწინებული უნდა იყოს თვითონ კანონით. სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედობის დანაშაულებრიობას, ამსუბუქებს სასჯელს ან სხვაგვარად აუმჯობესებს დამნაშავის მდგომარეობას, აქვს უკუძალა, ხოლო კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას, ამკაცრებს სასჯელს ან სხვაგვარად აუარესებს დამნაშავის მდგომარეობას, უკუძალა არა აქვს. საერთოდ არ შეიძლება კანონს მიეცეს უკუძალა, თუ იგი ზიანის მომტანია ან აუარესებს პირის მდგომარეობას (საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 6; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 3).

კანონმდებლობა (legislation) - საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ერთობლიობა. ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს 1996 წლის 29 ოქტომბრის კანონის (მუხლი 5) თანახმად, საქართველოს კანონმდებლობას ქმნიან საქართველოს საკანონმდებლო აქტები (საქართველოს კონსტიტუცია, კონსტიტუციური კანონი, ორგანული კანონი, კანონი, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი) და კანონქვემდებარე აქტები (საქართველოს პარლამენტის დადგენილება, საქართველოს პრეზიდენტის, მინისტრის და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის, საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს კონტროლის პალატის აქტები).

კანონმდებლობა საქართველოს - საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები ქმნიან საქართველოს კანონმდებლობას (საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ”, მუხლი 4).

კანონიერი წარმომადგენელი (legal representative) - ახლო ნათესავი, მეურვე, მზრუნველი (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 44).

კანტონი (canton) [ფრანგ. Canton <იტალ. cantone <ლათ. canto კუთხე] - 1. შვეიცარიის ფედერაციის სუბიექტი; 2. ბელგიის უმცირესი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული.

კანცელარია (chancellery) [პოლ. kancelaria <ლათ. cancellaria <cancelli ზღუდე, ღობე] - დაწესებულების განყოფილება, ნაგებობა, რომელიც უძღვება სამსახურებრივ მიწერ-მოწერას, აფორმებს მიმდინარე დოკუმენტაციას.

კანცლერი (chancellor) [kanzler <ლათ. cancellarius კანცელარიის უფროსი] - ზოგიერთ ქვეყანაში პრემიერ-მინისტრი, მინისტრი ან სპიკერი (მაგ. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ფედერალური კანცლერი, ლორდ-კანცლერი - ლორდთა პალატის სპიკერი),

კაპიტალდაბანდება (investment, capital investment) - ძირითადი საშუალებების კვლავწარმოებისკენ მიმართული ეკონომიკური რესურსების ერთობლიობა.

კაპიტალი (capital) [გერმ. kapital, ფრანგ. capital <ლათ. capitalis მთავარი] - 1. ღირებულება, რომელიც დაქირავებული შრომის გამოყენებით შექმნილი ზედნადები ღირებულების მიღების საშუალებაა; 2. ფული, ფულის დიდი მასა; 3. ზეგავლენა, ავტორიტეტი; 4. ფონდი; 5. ეკ. თეორიაში წარმოების სამი ძირითადი საშუალებიდან (მიწა, შრომა და კაპიტალი) ერთ-ერთი, რომელიც წარმოდგენილია ექსპლუატაციის ხანგრძლივი ვადის მქონე, წარმოებული პროდუქციით, რომელიც თავის მხრივ გამოიყენება წარმოების პროცესში; 6. იურიდიული პირის საკუთრებაში დამფუძნებლების (აქციების შემძენი პირების) მიერ გადაცემული, სპეციალურ რეესტრში რეგისტრირებული ფულადი ან სხვა მატერიალური საშუალებების ერთობლიობა.

კაპიტალი საწესდებო (authorized capital) - შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოთა დაფუძნებისთვის აუცილებელი მინიმალური ან უფრო მეტი ოდენობის ფულად ღირებულებაში ასახული ქონებრივი და არაქონებრივი ობიექტების სახით არსებული საწესდებო (სადამფუძნებლო) დასახელება. კრედიტორების წინაშე საწარმო პასუხს აგებს საწესდებო კაპიტალის ოდენობის ფარგლებში. აგრეთვე, პასივის ნაწილი, სადაც აისახება ეს მაჩვენებელი.

კაპიტალიზაცია (capitalization) [ფრანგ. capitalisation <ლათ. capitalis მთავარი] - 1. კაპიტალად გადაქცევა, საწარმოს კაპიტალში დამფუძნებლის მიერ შემოსავლის (დივიდენდის) მიღების ნაცვლად საწესდებო კაპიტალში მისი წილის შესაბამისად გაზრდა; 2. ბირჟაზე კოტირებული აქციების ემიტენტი კომპანიის საბაზრო ღირებულება.

კაპიტალიზმი (capitalism) - საზოგადოებრივი წყობილება, რომლის საფუძველს წარმოადგენს კერძო საკუთრება, საბაზრო ეკონომიკა და სამოქალაქო საზოგადოება; კერძო საკუთრება შეიძლება გამოხატულ იქნეს სხვადასხვა ფორმით (ინდივიდუალური, სააქციო და სხვ.); კ.-ის პირობებში მთავარი როლი ორ ძირითად სოციალურ ჯგუფს ენიჭება, ესენია: წარმოების საშუალებათა მფლობელები (ბურჟუაზია) და დაქირავებული მუშაკები (მუშები და მოსამსახურეები); მარქსიზმში: კ. - ეს არის საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაცია, რომელიც ჩაენაცვლა ფეოდალიზმს და დაფუძნებულია დაქირავებული მუშების ექსპლოატაციაზე.

კაპიტალური შემოსავალი (capital income) - სახელმწიფო ქონების გაყიდვით მიღებული შემოსავალი.

კაპიტალური ხარჯები (capital costs) - ყველა ის საბიუჯეტო ასიგნება, რომელიც წარიმართება საინვესტიციო და საინოვაციო პროგრამების და ღონისძიებების დასაფინანსებლად. აგრეთვე, კაპიტალის გადიდებასთან დაკავშირებული ყველა სხვა ხარჯი.

კაპიტანი (captain) [ფრანგ. capitaine] - 1. სხვადასხვა ქვეყნის არმიაში: ოფიცრის წოდება, ჩინი, უფროსი ლეიტენანტის (მეფის არმიაში - შტაბს-კაპიტნის) მომდევნო; 2. ფლოტში: მე-3 რანგის კაპიტანი - ოფიცრის წოდება, კაპიტან-ლეიტენანტის მომდევნო. მე-2 რანგის კაპიტანი - ოფიცრის წოდება, მე-3 რანგის კაპიტნის მომდევნო. პირველი რანგის კაპიტანი - ოფიცრის წოდება, მე-2 რანგის კაპიტნის მომდევნო; 3. გემის უფროსი, მეთაური; 4. სპორტ. გუნდის უფროსი მოთამაშე, რომელიც შეჯიბრების დროს არის მისი წარმომადგენელი და ხელმძღვანელი; გუნდისთავი; 5. ასე უწოდებენ ჩოგბურთელთა გუნდის მწვრთნელს; 6. იხ. სამხედრო წოდებები. კაპიტან-ლეიტენანტი - 1. ფლოტში: ოფიცრის წოდება, უფროსი ლეიტენანტის მომდევნო (შეესაბამება სახმელეთო ჯარების კაპიტანს); 2. იხ. სამხედრო წოდებები.

კაპიტულაცია (capitulation) [გერმ. kapitulation <ლათ. capitulare ცნობილ პუნქტების მიხედვით მოლაპარაკება <ლათ. capitulum თავი, კანონის მუხლი] - საბრძოლო მოქმედების შეწყვეტა და გამარჯვებული მხარის მიერ ნაკარნახევ პირობებზე დანებება.

კარანტინი (quarantine) - ადამიანების, ცხოველების, ტვირთის, სათესლე და სარგავი მასალის, ცხოველური და მცენარეული წარმოშობის სხვა პროდუქტების საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილების დროებითი შეზღუდვა („სახელმწიფო საზღვრის შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 2).

კარდინალი (cardinal) [<ლათ. Cardinalis მთავარი] - 1. იმპერატორ თეოდოს დიდის დროის სამეფო კარის პირველი მინისტრის ტიტული; 2. პაპის შემდეგ სასულიერო პირის უმაღლესი საპატიო ტიტული.

კარიერა (career) [გერმ. Karriere <ფრანგ. carriere <იტალ. carriera <carro ოთხთვალა] - 1. პროფესია, საქმიანობის სახეობა; 2. სამსახურებრივ ასპარეზზე, საზოგადოებაში თვალსაჩინო ადგილის დამკვიდრებისა და წარმატების მიღწევისაკენ მიმავალი გზა, ამ მიზნის მიღწევა. კარიერისტი - ადამიანი, რომელსაც ახასიათებს კარიერიზმი; ვინც საკუთარ კარიერას და პირად წარმატებას საზოგადოებრივ ინტერესებზე მაღლა აყენებს.

კარიკატურა (caricature, parody) [იტალ. caricatura <caricare გადამეტება] - რაიმეს ან ვინმეს კომიკურად ან სატირულად გამოსახვა.

კარტ-ბლანში [ფრანგ. carte blanche სუფთა ფურცელი] - რომელიმე პირისთვის განუსაზღვრელი უფლებამოსილების, მოქმედების სრული თავისუფლების მინიჭება.

კარტელი (cartel) [გერმ. kartell, ფრანგ. cartel <იტალ. cartello ბარათი] - ბაზარზე ბატონობის, ფასებზე კონტროლის დაწესების და მაქსიმალური მოგების მიღების უზრუნველყოფისათვის წარმოების რომელიმე სფეროს მსხვილი საწარმოების შორის დადებული შეთანხმება, რომლის დროსაც თითოეული საწარმო ინარჩუნებს დამოუკიდებლობას.

კარტოთეკა (card index) [გერმ. kartothek, ფრანგ. cartotheque გეოგრაფიული რუკების საცავი <ბერძ. chartes ქაღალდის ფურცელი + theke საცავი, ყუთი] - ბარათების სისტემატიზებული კრებული, რომლებზეც დატანილია რაიმე მონაცემები.

კასაცია (cassation, appeal) [ფრანგ. cassation, გერმ. kassation <ლათ. cassasio გაუქმება, განადგურება] - სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით გასაჩივრება საკასაციო სასამართლოში კანონით დადგენილ ვადებში.

კასკო (casco) [იტალ. casco] - სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევისას მხოლოდ გადასაზიდი საშუალებების დაზღვევა. იგი არ გულისხმობს მგზავრების, სხვა ფასეულობების დაზღვევას, პასუხისმგებლობას მესამე პირებისადმი და ა.შ.

კასტა (caste) [გერმ. kaste, ფრანგ. Caste <პორტ. casta ჯიში, წარმოშობა <ლათ. castus სუფთა, უმწიკვლო] - საკუთარი პრივილეგიებისა და ინტერესების დამცველი დახურული საზოგადოებრივი ჯგუფი, რომელშიც გარეშე პირების შესვლა გაძნელებულია ან შეუძლებელი.

კასტინგი [ინგლ. casting <to cast (თავ. ცხენების) ამორჩევით წუნის დადება] - კონკურსში მონაწილეობის ან სხვა რაიმე მიზნით წინასწარი შერჩევა.

კატაკლიზმი (cataclysm) [<ბერძ. kataklysmos წყალდიდობა, წარღვნა] - გამანადგურებელი გადატრიალება, მოვლენა.

კატალიზატორი (catalyst) - 1. ნივთიერება, რომელიც აჩქარებს ან ანელებს ქიმიურ რეაქციას, მაგრამ თვითონ არ იცვლება; 2. გადატ. რაიმე (ვინმე), რაც ხელს უწყობს საზოგადოებრივი პროცესების ინიცირებას, დაჩქარებას; მოვლენების განვითარებას.

კატალოგი (catalogue) [ფრანგ. Catalogue <ბერძ. katalogos სია] - გარკვეული მიმდევრობით შედგენილი ერთგვარი საგნების ჩამონათვალი (ხშირად ილუსტრირებული).

კატასტროფა (catastrophe) [გერმ. katastrophe <ბერძ. katastrophe მოსახვევი, საქმისთვის გადამწყვეტი მომენტი] - 1. უბედური, ტრაგიკული შედეგის მქონე შემთხვევა; 2. პლანეტის ისტორიაში გლობალური შედეგის მქონე მოულოდნელი და მასშტაბური მოვლენა.

კატეგორიული (categorically, flatly) [გერმ. kategorisch, ფრანგ. Categorique <ბერძ. kategoreo ვკიცხავ, ვსაყვედურობ] - 1. მკაფიო, უცილობელი, ცალსახა; 2. გაბედული, მტკიცე, შეუპოვარი.

კატეგორია (category) [გერმ. Kategorie <ბერძ. kategoria] - 1. მოვლენების სინამდვილესთან კავშირისა და საერთო ნიშან- თვისებების გამომსახველი მეცნიერული განსაზღვრება; 2. რაიმე ნიშნების მიხედვით გაერთიანებული მოვლენების, საგნების, ადამიანების ჯგუფი.

კატეხიზმო (catechism) [<ბერძ. katechesis ზეპირი დარიგება, განცხადება, მოძღვრება] - ეკლესიაში ახალმოსულთა სასწავლოდ გამიზნული წიგნი, ქრისტეს მოძღვრების გადმოცემა კითხვა-პასუხის სახით.

კემპინგი [<ინგლ. camping <camp ბანაკი] - ავტოტურისტების ბაზა, ბანაკი.

კენჭისყრა (ballot) - რაიმე გადაწყვეტილების მისაღებად ხმის მიცემა, რაიმე საკითხთან დაკავშირებით საკუთარი აზრის ოფიციალურად დაფიქსირება; მოქალაქეთა საარჩევნო უფლების განხორციელება; საქართველოს „პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა არის ღია (ხელის აწევა და სიის ამოკითხვა, კენჭისყრის ელექტრონული სისტემით გვარების ამობეჭდვა - სახელობითი კენჭისყრა), ან ფარული (ბიულეტენებით, კენჭისყრის ელექტრონული სისტემის გამოყენებით, გვარების აღნიშვნის დაუშვებლობის გათვალისწინებით)“ (საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 141).

კვაზი [ლათ. quasi ვითომ] - მოჩვენებითის, ყალბის (ვითომდა) აღმნიშვნელი თავსართი.

კვალიფიკაცია (qualification, level of proficiency, professional skill) [გერმ. qualifikation, ფრანგ. qualification <ლათ. qualis რომელი, როგორი ხარისხის + facere კეთება] - 1. შრომის რომელიმე სახეობისთვის ვინმეს ვარგისიანობის, მომზადების ხარისხის განსაზღვრა; 2. პროფესია, სპეციალიზაცია; 3. კანონის შესაბამისად დანაშაულის სამართლებრივი შეფასება.

კვარტალი (quarter, block, building) [გერმ. quartal <ლათ. quarta მეოთხედი ნაწილი, მეოთხედი] - 1. წლის მეოთხედი ნაწილი; 2. გადაკვეთადი ქუჩებით შემოსაზღვრული ქალაქის ნაწილი.

კვიპროკვო [ფრანგ. quiproquo <ლათ. qui ვინ, რომელი + pro მაგივრად, მაგიერ + quo<qui] - გაუგებრობა, ერთი პირის (საგნის) მაგივრად სხვა პირის (საგნის) მიღება.

კვორუმი (quorum) [<ლათ. Quorum (preasentia sufficit) დასწრება საკმარისია] - დამსწრეთა მინიმალური რაოდენობა, რომელიც აუცილებელია, რათა ამა თუ იმ ორგანოს (პარლამენტის, მთავრობის, კომიტეტის, საბჭოს სხდომა და ა.შ.) გადაწყვეტილება სამართლიანად იქნეს მიჩნეული. კვორუმის რაოდენობა განსაზღვრულია აქტით ან ორგანიზაციის წესებით. როგორც წესი, ზოგიერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად უფრო მაღალი კვორუმია დადგენილი.

კვოტა (quota) [ლათ. quota თითოეულის წილი] - 1. რისამე დადგენილი წილი, მიღებული ნორმა, დასაშვები რაოდენობა; 2. გადასახადის რაოდენობა, რომელიც წესდება თითოეულ დასაბეგრ ერთეულზე.

კიბერნეტიკა (cibernetics) [ბერძ. kibernetike (techne) მართვის ხელოვნება] - მეცნიერება, რომელიც სწავლობს მანქანებისა და ცოცხალი ორგანიზმების მიერ ინფორმაციის მიღებას, შენახვას და გადაცემას. აგრეთვე, ამ ინფორმაციის გამოყენებას მართვისთვის [შექმნა ამერიკელმა მეცნიერმა ნ.ვინერმა (Wiener, 1894-1964წწ.) მე-20 ს.-ის 40-იან წლებში].

კიდნეფინგი [ინგლ. kidnapping <kid ბავშვი + to nap მოპარვა] - გამოსასყიდის გამოძალვის მიზნით ადამიანების გატაცება.

კილო ..., [<ფრანგ. kilo ... <ბერძ. chilioi ათასი] - რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი, რომელიც აღნიშნავს ფიზიკური სიდიდის ერთეულს. შეესაბამება 1 ათას საწყისს ერთეულს (ამასთან, ინფორმაციის ერთეული - 1 კილობაიტი = 1 024 ბაიტს).

კიოსკი (kiosk) [ფრანგ. Kiosque <სპარს.] - 1. პატარა, მსუბუქი ნაგებობა წვრილმანი ვაჭრობისთვის, ცნობების გასაცემად და სხვ.; 2. პატარა ნაგებობა, ჯიხური რაიმე დანადგარებისთვის. მაგ., სატრანსფორმატორო კიოსკი.

კლავიატურა (keyboard) [გერმ. Klaviatur <ლათ. clavis გასაღები] - სხვადასხვა სახის მექანიზმის - საბეჭდი მანქანის, კომპიუტერის კლავიშების განსაზღვრული მიმდევრობით დალაგებული სისტემა.

კლანი [ინგლ. clan <კელტ. clann ოჯახი, ჯიში] - ირლანდიასა და შოტლანდიაში თემის; რაღაცასთან მიმართებით საკუთარ უპირატესობაში დარწმუნებული ადამიანების ჩაკეტილი ჯგუფის დასახელება.

კლასი (class) [ფრანგ. classe <ლათ. classis ჯგუფი, თანრიგი] - 1. ისტორიულად დადგენილ საზოგადოებრივ წარმოებით სისტემაში განსაზღვრული მდგომარეობისა და შრომის საზოგადოებრივ ორგანიზაციაში გარკვეული როლის შემსრულებელი, წარმოების საშუალებებთან, საზოგადოებრივი დოვლათის განაწილებასთან მიმართებით კანონით განმტკიცებული მსგავსი ურთიერთობის, საერთო ინტერესების მქონე ადამიანთა დიდი ჯგუფი; 2. სკოლებში, სხვადასხვა სახის სასწავლებლის ტიპის დაწესებულებებში სწავლების ერთსა და იმავე კურსზე მყოფ მოსწავლეთა ჯგუფი; 3. რაღაცის ხარისხი, დონე.

კლასიკური (classic(al)) - 1. კლასიკოსის, კლასიკოსების მიერ შექმნილი; სრულყოფილი, სანიმუშო; 2. ვინმესთვის ან რამესთვის დამახასიათებელი, ტიპობრივი; შესანიშნავი, საუკეთესო; 3. ძველ ბერძენთა და რომაელთათვის დამახასიათებელი, ანტიკური; ძველი ბერძნული და ლათინური ენებისა და ანტიკური ლიტერატურის შესწავლასთან დაკავშირებული.

კლასიფიკაცია (classification, grading) [ფრანგ. classification <ლათ. Classis ჯგუფი, თანრიგი] - 1. დამახასიათებელი ნიშნების შესაბამისად ამა თუ იმ ობიექტების განაწილება; 2. ობიექტების ნიშნებისა და მათ შორის არსებული კანონზომიერი ურთიერთობების საფუძველზე ცოდნის რომელიმე დარგისთვის შედგენილი ურთიერთდაქვემდებარებულ ცნებათა სისტემა.

კლასიფიკატორი ტექნიკურ-ეკონომიკური ინფორმაციის (classifier of technicoeconomic information) - დოკუმენტი, რომელიც ადგენს საკლასიფიკაციო ობიექტებისათვის ან საკლასიფიკაციო ჯგუფებისათვის დასახელებებისა და კოდების სისტემატიზებულ ნუსხას (საქართველოს კანონი “სტანდარტიზაციის შესახებ”, მუხლი 1).

კლაუზულა (clause, stipulation, condition, proviso) [<ლათ. clausula დასკვნა] - პირობა, დათქმა, ან ცალკე დებულება.

კლეპტომანია (kleptomania) [ბერძ. klepto ვიპარავ და mania მისწრაფება, სიგიჟე] - ზოგიერთი ფსიქიკური დაავადებით გამოწვეული გადაულახავი ავადმყოფური მიდრეკილება ქურდობისადმი.

კლერკი (clerk) [ფრანგ. clerc <ლათ. clericus მღვდელმსახური] - 1. საქმეთა მმართველი, ანგარიშის შემდგენი მუშაკი; 2. შუა საუკუნეების საფრანგეთსა და ინგლისში სასულიერო პირი.

კლიენტი (client) [გერმ. klient, <ლათ. cliens (clientis) სამეურვეო] - 1. პირი, რომელიც სარგებლობს ადვოკატის, ნოტარიუსის, საკრედიტო დაწესებულებისა და სხვათა მომსახურებით; 2. მუდმივი მყიდველი, შემკვეთი, რაიმე მომსახურების მიმღები.

კლირიკი [<ბერძ. klerikos] - ეკლესიის მსახური.

კლირინგი (clearing) - 1. მოთხოვნისა და ვალდებულებების ურთიერთჩათვლაზე დაფუძნებული საშინაო და საერთაშორისო უნაღდო ანგარიშსწორების სისტემა სავაჭრო და სხვა ოპერაციებისთვის. საერთაშორისო ანგარიშსწორების სფეროში კლირინგი ხორციელდება სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების ფორმით (საკლირინგო შეთანხმება, სავალუტო კლირინგი). ურთიერთდავალიანების დაფარვა შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სასაქონლო მიწოდებით (კლირინგი არაკონვერტირებადი სალდოთი) ან ოქროთი და თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტის გადახდით; 2. უნაღდო ანგარიშსწორების სისტემა, რომელიც ემყარება მოთხოვნებისა და ვალდებულებების ურთიერთჩათვლას, გამოიყენება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ანგარიშსწორებაში (საქართველოს ორგანული კანონი „ეროვნული ბანკის შესახებ”, მუხლი 75).

კლონი (clone) [<ბერძ. klon ტოტი, ნაშიერი, ყლორტი] - ხელოვნური გამრავლებით (უპ. ვეგეტატიური) მიღებული გენეტიკურად ერთგვარი ცოცხალი არსება.

კლუბი (club) [გერმ. klub <ინგლ. club) - 1. საერთო ინტერესების მქონე, მსგავსი საქმიანობით დაკავებულ ადამიანთა გამაერთიანებელი საზოგადოებრივი ორგანიზაცია; 2. კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულება; 3. აგრეთვე შენობა, სადაც განთავსებულია ასეთი სახის დაწესებულება.

კოალიცია (coalition) [გერმ. koalition, ფრანგ. coalition <ლათ. coalitio გაერთიანება] - საერთო მიზნის მისაღწევად შექმნილი (სახელმწიფოების, დაჯგუფებების, პარტიებისა და სხვ.) გაერთიანება, კავშირი.

კოალიციური მთავრობა (coalition government) [<ლათ. coalitio, coalitus გაერთიანებული] - საპარლამენტო რესპუბლიკის მთავრობა, რომელიც შექმნილია პარლამენტის არჩევნებში გამარჯვებული სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებისაგან. ასეთი რამ ხდება მაშინ, როცა ვერც ერთი პარტია ვერ ქმნის საპარლამენტო უმრავლესობას და შეუძლებელი ხდება ერთპარტიული მთავრობის შექმნა.

კოდექსი (code, codex) [ლათ. codex წიგნი] - განსაზღვრულ (ერთგვაროვან) საზოგადოებრივ ურთიერთობათა მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმათა სისტემატიზებული კანონი (საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ”, მუხლი 9).

კოდი (code) [ფრანგ. code <ლათ. Codex წიგნი] - 1. პირობითი სიგნალების ან ნიშნების სისტემა; 2. ასოებისა და ციფრების განსაზღვრული წესის მიმდევრობა, რომლის მეშვეობით იხსნება ან იხურება განსაკუთრებულად რთული საკეტები, მოწყობილობები, კომპიუტერის ცალკეული ფაილი ან ფოლდერები (ან რომლის მეშვეობით შესაძლებელია კომპიუტერის ჩატვირთვა, რაიმე ოპერაციის შესრულება).

კოდირება (coding) - ინფორმაციის ჩაწერა კოდის საშუალებით.

კოდიფიკაცია და კოდიფიცირება (codification) [ლათ. codificatio; codex (იხ. კოდექსი) და facio ვაკეთებ] - სამართლის ცალკეული დარგის კანონთა სისტემაში მოყვანა, ერთ კრებულში (კოდექსში) გაერთიანება.

კოეფიციენტი (coefficient, rate, ratio) [გერმ. koeffizient <ლათ. Coefficiens (coefficientis) ხელშემწყობი] - 1. რიცხვი, რომელზეც უნდა გამრავლდეს რაიმე სიდიდე, რათა მიღებულ იქნეს საძიებელი რიცხვი; 2. ხელფასზე დანამატი მძიმე, არანორმალური სამუშაო პირობების გამო.

კოლაბორაციონიზმი (collaboration) [ფრანგ. collaboration თანამშრომლობა, ერთობლივი მოქმედება] - მეორე მსოფლიო ომის პერიოდში (1939-1945წწ.): სამშობლოს მტრებთან თანამშრომლობა ფაშისტური ოკუპაციის დროს.

კოლაბორაციონისტი (collaborationist) - სამშობლოს გამყიდველი; პირი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში თანამშრომლობდა ფაშისტ დამპყრობლებთან, მათ მიერ ოკუპირებულ ქვეყნებში; კოლაბორაციონიზმის მომხრე.

კოლაფსი (collapse) [გერმ. Kollaps <ლათ. collapsus დასუსტებული, დაცემული] - ქვეყნის ეკონომიკაში ან სოციალურ ცხოვრებაში მძიმე კრიზისი, რომელსაც ახასიათებს წარმოების დაცემა, ეკონომიკური კავშირ-ურთიერთობების მოშლა, მოსახლეობის უმრავლესობის ცხოვრების დონის დაცემა.

კოლეგა (colleague) [<ლათ. collega თანამშრომელი, ამხანაგი] - ამხანაგი, ვისთანაც ერთად სწავლობენ ან მუშაობენ.

კოლეგია (board, staff, collegium) [გერმ. kollegium <ლათ. collgium კავშირი] - 1. გონებრივ შრომასთან დაკავშირებული პროფესიის ადამიანთა გაერთიანება; 2. თანამდებობის პირთა ჯგუფი, რომელიც ადმინისტრაციულ, განმკარგულებელ ან სათათბირო ორგანოს ქმნის.

კოლეგიურობა (collective nature) - მმართველობის პრინციპი, როდესაც რაიმე ორგანოს ხელმძღვანელობა ეკისრება თანაბარი უფლებების მქონე ადამიანთა ჯგუფს (კოლეგიას); ფართო გაგებით - გადაწყვეტილების მიღების ფორმა, რომლის დროსაც იყენებენ საზოგადო განხილვის მეთოდს და ითვალისწინებენ კოლექტიურ აზრს.

კოლექტივი (collective, group, body) [გერმ. kollektiv <ლათ. collectivus კრებსითი] - საერთო სამუშაოთი და ინტერესებით გაერთიანებულ პირთა ჯგუფი.

კოლექტიური შრომითი დავა (collective labour suit/lawsuit) - დაქირავებულ მუშაკებსა და დამსაქმებლებს შორის უთანხმოება სოციალურ, შრომით ურთიერთობათა საკითხებზე.

კოლექტიური ხელშეკრულება (collective agreement) - სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესრიგებს შრომით, სოციალურ-ეკონომიკურ და პროფესიულ ურთიერთობებს დამსაქმებელსა და მუშაკებს შორის საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში. კოლექტიური ხელშეკრულების შემუშავების, დადების და დავის განხილვის წესი განსაზღვრულია საქართველოს 1997 წლის 10 დეკემბრის კანონით კოლექტიური ხელშეკრულებებისა და შეთანხმების შესახებ.

კოლექცია (collection) [ფრანგ. collection <ლათ. collectio შეგროვება] - რაიმე საგნების სისტემატიზებული ნაკრები.

კოლეჯი [<ინგლ. college <ლათ. collegium ამხანაგობა] - უმაღლესი ან საშუალო საგანმანათლებო დაწესებულება.

კოლიზია (collision, clash, conflict) - ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულებების, მისწრაფებების, ინტერესების შეჯახება.

კოლიზია ნორმატიული აქტის (collision of normative act) [გერმ. kollision, ფრანგ. collision <ლათ. Collisio შეჯახება, შერყევა] - ერთი და იმავე სახელმწიფოს ცალკეულ კანონთა ან სხვადასხვა სახელმწიფოთა კანონებს ან სასამართლო გადაწყვეტილებათა შორის წინააღმდეგობა; ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობის წარმოქმნისას უპირატესობა იერარქიის უფრო მაღალ საფეხურზე მდგომ ნორმატიულ აქტს ეძლევა. იერარქიის ერთი და იმავე საფეხურის ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობის წარმოქმნისას მოქმედებს უფრო გვიან მიღებული (გამოცემული) აქტით დადგენილი ნორმა (საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ”, მუხლი 25).

კოლონია (colony, settlement) [პოლ. kolonia <გერმ. kolonie <ლათ. Colonia დასახლება] - სხვა ქვეყნის მიერ დაპყრობილი, ექსპლუატირებული ქვეყანა (ქვეყანა, რომელსაც დაკარგული აქვს სახელმწიფო დამოუკიდებლობა).

კოლონიალიზმი (colonialism) [<ლათ. colonia ქალაქგარეთ მფლობელობა] - ძლიერი სახელმწიფოს პოლიტიკა და პრაქტიკა სხვა ქვეყნებისა და ხალხის დასამორჩილებლად, დასაპყრობად.

კოლოსი (colossus) [გერმ. koloss, ფრანგ. colosse <ლათ. colossus <ბერძ. kolossos ქანდაკება, რომლის სიდიდე აღემატება ნატურალურ ზომებს] - თავისი მნიშვნელობით ან სიდიდით გამოჩენილი ვინმე.

კოლოკვიუმი (colloquium, academic conference) [<ლათ. colloquium საუბარი, გასაუბრება] - 1. სტუდენტის ცოდნის გამოვლენის მიზნით მასთან საუბრის წარმართვა მასწავლებლის მიერ; 2. განსაზღვრულ თემაზე მოხსენებების განხილვის მიზნით შეკრებილი სამეცნიერო სხდომა.

კომანდიტი (limited partner, the member of mixed company with limited liability) - კომანდიტური საზოგადოების შეზღუდული პასუხისმგებლობის მქონე წევრი.

კომანდიტური საზოგადოება (კს) (mixed (limited liability and unlimited) company) - ერთიანი საფირმო სახელწოდებით ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ერთიანობა, სადაც ერთი ან რამდენიმე პირის პასუხისმგებლობა კრედიტორთა წინაშე შემოიფარგლება საგარანტიო თანხის გადახდით (კომანდიტი), ხოლო სხვა პარტნიორთა პასუხისმგებლობა შეუზღუდავია (საქართველოს კანონი “მეწარმეთა შესახებ”, მუხლი 34.1).

კომანდიტური საზოგადოების ლიკვიდაციის საფუძვლები (basis/evidence for winding-up/dissolution of mixed company) - პარტნიორთა გადაწყვეტილება; საბანკროტო წარმოების გახსნა; სასამართლოს გადაწყვეტილება (საქართველოს კანონი “მეწარმეთა შესახებ”, მუხლი 14.5).

კომანდიტური საზოგადოების რეგისტრაციის პირობები (provisions for incorporation of mixed company) - კანონით დადგენილი პირობები, რომელთა შესრულება აუცილებელია საწარმოს რეგისტრაციისთვის. ყველა სახის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოებისთვის (იხ. რეგისტრაციის პირობები ყველა საწარმოსთვის) გათვალისწინებულის გარდა, კომანდიტური საზოგადოებისათვის, დამატებით საჭიროა მიეთითოს ყოველი კომანდიტის შესატანის ოდენობა და წარმოდგენილ იქნეს საბუთი, უკვე ვინ რამდენი შეიტანა.

კომანდიტური საზოგადოების გარდაქმნა სხვა სამართლებრივ-ორგანიზაციულ ფორმად (to change the mixed company to other organizational-legal form) - გადაწყვეტილება საზოგადოების სხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საზოგადოებად რეორგანიზაციის ან სხვა საზოგადოებასთან შერწყმის შესახებ მიიღება მხოლოდ ერთხმად. გაყოფის შემთხვევაში თითოეული მათგანი გააგრძელებს დამოუკიდებელ საქმიანობას. რეორგანიზაცია დაიშვება სამეურნეო წლის დამთავრებიდან ექვსი თვის ვადაში ახალი სამეურნეო წლის დასაწყისის გათვალისწინებით. გაყოფა და შერწყმა დაიშვება მხოლოდ სამეურნეო წლის დამთავრების შემდეგ წლიური ანგარიშის შედგენის დღიდან არა უმეტეს ექვსი თვისა.

კომანდიტური საზოგადოების საფირმო სახელწოდება (business name of mixed company) - საფირმო სახელწოდება უნდა შეიცავდეს არანაკლებ ერთი პერსონალურად პასუხისმგებელი პარტნიორის გვარსა და სახელს (ან გვარს) კსს დამატებით (საქართველოს კანონი “მეწარმეთა შესახებ”, მუხლი 6.4).

კომანდიტური საზოგადოების საწესდებო კაპიტალი (authorized capital of mixed company) - კომანდიტური საზოგადოების წესდებაში კომანდიტის პასუხისმგებლობის განსაზღვრის მიზნით მიეთითება შესატანი თანხის სიდიდე, ამასთან, კანონით არ განისაზღვრება საწესდებო კაპიტალის მინიმალური ოდენობა.

კომანდიტური საზოგადოების წევრთა რაოდენობა (quantity of members of mixed company) - კომანდიტურ საზოგადოებას უნდა ჰყავდეს მინიმუმ ორი პარტნიორი (ერთი კომანდიტი და ერთი კომპლემენტარი). საწარმო, რომელშიც 50-ზე მეტი პარტნიორი ან 500-ზე მეტი წევრია, უნდა ჩამოყალიბდეს სააქციო საზოგადოებად.

კომანდიტური საზოგადოების წილის გასხვისება (alienation of the share of mixed company) - კომანდიტის წილი შეიძლება გასხვისდეს და გადაეცეს მემკვიდრეობით სხვა პარტნიორის თანხმობის გარეშე, თუ საზოგადოების წესდება სხვა რამეს არ ითვალისწინებს. წილის დათმობისას საჭიროა სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება (საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ”, მუხლი 4.3).

კომანდიტური საზოგადოების ხელმძღვანელობა (the management of mixed company) - კომანდიტური საზოგადოების ხელმძღვანელობას ახორციელებენ პერსონალურად პასუხისმგებელი პარტნიორები (საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ”, მუხლი 9.1).

კომანდოსი [ინგლ. Commandos <commando მედესანტე-დივერსანტი <ლათ. commendare რწმუნება, მიბარება] - შეიარაღებული ძალების სადესანტო-სადივერსიო ქვედანაყოფი.

კომბატანტი (combatant) [ფრანგ. combattant <combatter ბრძოლის წარმართვა, ომის წარმოება] - (საერთაშორისო სამართალში) კონფლიქტში ჩაბმულ მხარეთა შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში მყოფი პირი, რომელსაც საბრძოლო მოქმედებაში უშუალო მონაწილეობის უფლება აქვს.

კომბი..., [<ლათ. combinare შეხამება, შეერთება] - სხვადასხვა კომპონენტისგან შემდგარი რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი.

კომბინატი (industrial complex) [ლათ. combinatus შეერთებული; combinare შეერთება] - 1. მსხვილი სამრეწველო საწარმო, რომელიც აერთიანებს ტექნოლოგიური პროცესის მიხედვით ერთმანეთთან დაკავშირებულ სხვადასხვა საწარმოს; 2. ადგილობრივი მრეწველობის წვრილ საწარმოთა ანდა საყოფაცხოვრებო მომსახურების საწარმოთა გაერთიანება.

კომბინატორი (combiner) [გერმ. kombinator <ლათ. combinare] - კომბინაციების განხორციელებისაკენ მიდრეკილი პირი, რომელსაც უნარი აქვს რაიმეს მისაღწევად აწარმოოს სხვადასხვა მაქინაცია.

კომბინაცია (combination) [გერმ. kombination <ლათ. combinatio შეხამება, შეერთება] - 1. რაიმეს ურთიერთგანლაგება, შეხამება; 2. რთული ჩანაფიქრის განსახორციელებელი საშუალებების სისტემა; 3. ხრიკი, ეშმაკობა.

კომენდანტი (commandant, superintendent) [გერმ. kommandant <ფრანგ. commandant <ლათ. commendare მინდობა, მიბარება] - 1. ციხე-სიმაგრის ან გამაგრებული რაიონის ჯარის უფროსი, რომელიც ზედამხედველობს სამხედრო მოსამსახურეთა დისციპლინას, გარნიზონული და საგუშაგო ვალდებულებების შესრულებას, უზრუნველყოფს წესრიგს გარნიზონში; 2. საზოგადოებრივი შენობის გამგე.

კომენტარი (comment(ary)) [ფრანგ. commentaire <ლათ. commentarius შენიშვნები, ჩანაწერები, განმარტებები] - 1. რაიმე ტექსტის განმარტება; 2. რაიმეზე კრიტიკული, განმარტებითი შენიშვნები, მსჯელობა.

კომერცია (commerse) [ლათ. commercium - ვაჭრობა] - სავაჭრო საქმიანობა, რომელიც მოიცავს საქონლისა და მომსახურების გაყიდვასა და გაყიდვის ხელშეწყობას.

კომერციული საიდუმლოება (commercial secret) - ინფორმაცია კომერციული ფასეულობების მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას. ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს შესახებ არ წარმოადგენს კომერციულ საიდუმლოებას (საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი”, მუხლი 272).

კომივოიაჟერი (commisvouager) (ფრანგ. commis vouager) - პროდუქციის გასაღების სპეციალისტი, რომელიც კლიენტის (გამყიდველის) დავალებით გადაადგილდება ბაზარზე, ასრულებს შუამავლის როლს და კლიენტის დავალებებს.

კომისარი (commissar) [ფრანგ. commissaire <ლათ. commissarius რწმუნებული] - 1. საზოგადოებრივ-პოლიტიკური, ადმინისტრაციული და სხვა სახის ფუნქციების მატარებელი ხელმძღვანელი პირი; 2. რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციის სპეციალურად უფლებამოსილი პირი.

კომისია (commission) [ლათ. comissio - დავალება] - 1. ფულადი თანხა, რომელიც კომისიონერმა უნდა მიიღოს გასამრჯელოს სახით იმ საწარმოში, რომლის სასარგებლოდაც მან გასწია მომსახურება; 2. ხელშეკრულება, რომლის ძალითაც ერთი მხარე (კომისიონერი) იღებს ვალდებულებას მეორე მხარის (კომიტენტი) დავალებით განსაზღვრული ანაზღაურების საფუძველზე დადოს გარიგება თავისი სახელით, მაგრამ კომიტენტის ინტერესით და მისი ხარჯებით (საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ”, მუხლი 11); 3. ანაზღაურება, რომელსაც იღებს კომერციული ბანკები კლიენტის დავალებით და მის ხარჯზე ოპერაციების ჩატარებისათვის; 4. ბროკერის ანაზღაურება ფასიანი ქაღალდების და ქონების ყიდვა-გაყიდვის სფეროში სააგენტო მომსახურებისთვის; 5. განსაზღვრული ფუნქციის შესრულებისთვის, ან სპეციალური ღონისძიების ჩასატარებლად, ან ეკონომიკის რომელიმე დარგის რეგულირების დამოუკიდებლად განხორციელების მიზნით შექმნილი ორგანო (ცენტრალური საარჩევნო კომისია, კომუნიკაციების ეროვნული კომისია, ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია, ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისია, სარევიზიო კომისია); 6. რაიმე ამოცანის შესრულებისათვის სპეციალურად უფლებამოსილ პირთა ჯგუფი.

კომისიონერი (business tout, merchandise agent, middleman, salesman) - 1. პირი, რომელიც საქონლის ან უფლებების რეალიზაციის ურთიერთობებში გამოდის საკუთარი სახელით, ოღონდ სხვისი ხარჯით (საქართველოს კანონი “მეწარმეთა შესახებ”, მუხლი 11. 1; 2); 2. პირი, რომელიც დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს შესაბამისი კანონით დადგენილი წესით და სათანადო აქტის საფუძველზე დანიშნულია ამ მარეგულირებელი ორგანოს წევრად, აგრეთვე საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსი („დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 3).

კომიტენტი (principal) [<ლათ. commitens (commitentis) მარწმუნებელი] - პირი, რომელიც დავალებას აძლევს კომისიონერს, გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ, დადოს გარიგება მისი სახელით.

კომიტეტი (committee, board, bureau, standing commission) [ფრანგ. Comite <ლათ. committere რწმუნება] - 1. რაიმე საქმიანობის ხელმძღვანელი კოლეგიალური ორგანო; 2. ზოგიერთი სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოების დასახელება.

კომპანია (company) [პოლ. Kompania <იტალ. compagna <ლათ. compania თანამეგობრობა <ლათ. com -დან, -გან + panis პური] - 1. ამა თუ იმ საქმიანობის განმახორციელებელი იურიდიული პირი, რომელიც გამოირჩევა ორგანიზაციულსტრუქტურული კავშირების სირთულით; 2. ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც დროს ერთად ატარებენ.

კომპანია ლიზინგური (leasing company) - კომპანია, რომლის ძირითადი საქმიანობაა მოწყობილობების შესყიდვა. მათ იგი მოწყობილობებს 5 და მეტი წლით იჯარით აძლევს ფირმა-მოიჯარეს, რომელიც მოწყობილობების გამოყენების კვალობაზე თანდათანობით ფარავს დავალიანებას. სალიზინგო კონტრაქტის ვადის გასვლის შემდეგ მოიჯარეს შეუძლია ან შეიძინოს მოწყობილობები დარჩენილი ღირებულების გადახდის შემდეგ, ან დადოს ახალი ხელშეკრულება, ან მატერიალური ფასეულობები დაუბრუნოს სალიზინგო კომპანიას.

კომპანია საბროკერო (broker's company) - იურიდიული პირი - ახორციელებს ფასიანი ქაღალდების საჯარო ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებულ საქმიანობას; სავაჭრო შუამავალი სასაქონლო ბირჟაზე გამყიდველსა და მყიდველს შორის გარიგებათა დადებისას. იგი მოქმედებს კლიენტის დავალებითა და კლიენტის ხარჯით, ან კლიენტის სახელით და თავისი ხარჯით. საქართველოში საბროკერო კომპანიის საზოგადოების ორგანიზაციულსამართლებრივი ფორმაა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ან სააქციო საზოგადოება. საბროკერო კომპანია არ წარმოადგენს რეგულირებად საინვესტიციო ფონდს.

კომპანია სადაზღვევო (insurance company) - კომპანია, რომლის ძირითადი საქმიანობაა ფიზიკური თუ იურიდიული პირების დაზღვევა.

კომპანია საინვესტიციო (investment company) - საკრედიტო დაწესებულება, რომლის საქმიანობის მიზანს შეადგენს: ფასიანი ქაღალდების გამოშვების ორგანიზაცია; ყიდვა-გაყიდვა; მათ განთავსებაზე გარანტიების გაცემა მესამე პირთა სასარგებლოდ; ფასიან ქაღალდებში სახსრების დაბანდება.

კომპანია საპენსიო (pension company) - კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ პენსიების გაცემას: დაზღვეული საპენსიო ფონდებიდან და იმართებიან სადაზღვევო კომპანიების მიერ; ან დაუზღვეველი საპენსიო ფონდებიდან, რომლებიც იმართებიან საწარმოების და მათი მინდობით ბანკების მიერ. დაფინანსების წყაროებია: ფონდირებული საშუალებები (ფონდის სახსრები დაბანდებულია ფასიან ქაღალდებში) და არაფონდირებული საშუალებები (პენსიები გაიცემა მიმდინარე ანგარიშიდან). საქართველოში სადაზღვევო კომპანიის ფუნქციას ასრულებს: სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი, საიდანაც გაიცემა სახელმწიფო სავალდებულო სადაზღვევო პენსია; არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი იურიდიული პირი, რომელიც გასცემს არასახელმწიფო სადაზღვევო პენსიას.

კომპანია სატრასტო (trust company) - კომპანია, რომელიც საშუამავლო ფუნქციებს ახორციელებს და ემყარება ნდობით ურთიერთობებს.

კომპანია საფინანსო (finance company) - სხვადასხვა ინსტიტუტი, რომლებიც საბითუმო და საცალო ვაჭრობაში საქონლის გაყიდვას აკრედიტებენ.

კომპაქტური (compact) [ფრანგ. compact, გერმ. kompact <ლათ. compactus მჭიდრო] - 1. შუალედების გარეშე, მჭიდროდ განლაგებული; 2. მოკლე, შემოკლებული, შემჭიდროებული.

კომპენსაცია (compensation) [გერმ. kompensation, ფრანგ. Compensation <ლათ. compensatio ანაზღაურება, გათანაბრება] - 1. რაიმეს სანაცვლოდ მიღებული ანაზღაურება, გასამრჯელო; 2. ფულადი თანხა, რომელიც გაიცემა დასვენების დღეს მუშაობის, ზეგანაკვეთური მუშაობის, მივლინებასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად, ტერიტორიულად სხვა ადგილას სამუშაოდ გადაყვანასთან ან გაგზავნასთან დაკავშირებით, საწარმოს, ორგანიზაციის, დაწესებულების საჭიროებისთვის გამოყენებული მუშების, მოსამსახურეების კუთვნილი ინსტრუმენტების გაცვეთისათვის (ამორტიზაციისათვის), სამსახურებრივი ურთიერთობების შეჩერების დროს, მოხელის განთავისუფლების დადგენილი წესის დარღვევისას, სამსახურიდან გათავისუფლებისას: დაწესებულების ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო; ჯანმრთელობის მდგომარეობის, ხანგრძლივი შრომისუუნარობის, სამხედრო ან ალტერნატიულ სამსახურში გაწვევის ან ატესტაციის შედეგების გამო; ასაკის ან სამსახურში მისაღებად დადგენილ მოთხოვნათა დაწესებულების მიზეზით დარღვევის გამო.

კომპეტენცია (competence, jurisdiction) [გერმ. kompetenz, ფრანგ. Competence <ლათ. competens (competentis) შესაბამისი, უნარიანი] - 1. რომელიმე სფეროს მიკუთვნებული საკითხების ჯეროვანი ცოდნა; 2. უფლებამოსილებების, უფლებებისა და ვალდებულებების იურიდიულად განსაზღვრული წრე.

კომპილაცია (compilation) [გერმ. kompilation, ფრანგ. compilation <ლათ. compilator გამტაცებელი, პლაგიატორი] - წყაროების, პირველადი მონაცემების გადამუშავების გარეშე, სხვისი კვლევის შედეგების, მოსაზრებების შეერთება, ასევე ასეთი მეთოდით წარმოებული სამუშაო.

კომპიუტერი (computer) - პროგრამირებადი მოწყობილობა (მანქანა), რომელიც გამოიყენება ინფორმაციის დასამუშავებლად წინასწარ შედგენილი ინსტრუქციების (ალგორითმის) მიხედვით. ინსტრუქციები წარმოადგენენ ელემენტარულ პროგრამულ ბრძანებებს, რომელთა შესრულებითაც საწყისი, ანუ დასამუშავებელი ინფორმაციის საფუძველზე მიიღება გარკვეული საშუალედო ან საბოლოო შედეგი. სიტყვა “კომპიუტერი” წარმოშობილია ინგლისური სიტყვიდან “to compute” (გამოთვლა) და “computer” (გამომთვლელი). თავდაპირველად ეს სიტყვა ინგლისურ ენაში გამოიყენებოდა იმ ადამიანთა აღსანიშნავად, რომლებიც ახორციელებდნენ არითმეტიკულ გამოთვლებს მექანიკური მოწყობილობების დახმარებით ან მათ გარეშე. მე-20 საუკუნის 90-იანი წლებიდან ასეთი ოპერაციების შემსრულებელი მანქანების აღსანიშნავად გამოიყენებოდა ტერმინი „გამომთვლელი მანქანა” (computing machine), რომელიც მოგვიანებით შეიცვალა ტერმინით „კომპიუტერი” (computer). თავიდან ეს ტერმინი დაკავშირებული იყო უშუალოდ არითმეტიკულ ოპერაციებთან, თუმცა თანამედროვე კომპიუტერები გამოიყენება მრავალი ისეთი ამოცანის გადასაწყვეტად, რომელიც არ არის დაკავშირებული მათემატიკასთან. თანამედროვე გაგებით, კომპიუტერის ცნება საერთო დანიშნულების (general-purpose) კომპიუტერების გარდა, რომელთაც შეუძლიათ მრავალი, ხშირად სრულიად ურთიერთგანსხვავებული ფუნქციის შესრულება, აგრეთვე, მოიცავს სპეციალური დანიშნულების (special-purpose) მოწყობილობებსაც, რომელთა შესაძლებლობაც შემოსაზღვრულია მხოლოდ ერთი ან რამდენიმე ფუნქციის შესრულებით. კომპიუტერის შემადგენელი ნაწილებია: 1. ცენტრალური პროცესორი - წარმოადგენს კომპიუტერის ცენტრალურ კომპონენტს და ახორციელებს ინფორმაციის დამუშავებისათვის საჭირო ინსტრუქციების შესრულებას; 2. მეხსიერება - უზრუნველყოფს პროგრამული კოდისა და დასამუშავებელი ინფორმაციის შენახვას დროებით, სანამ კომპიუტერი ჩართულია (ოპერატიული მეხსიერება) ან მუდმივად, დიდი ხნის განმავლობაში (დისკეტები, დისკები, კასეტები და ა.შ.); 3. მასიური შემნახველი მოწყობილობები - უზრუნველყოფენ პროგრამული კოდისა და ინფორმაციის დიდი მასივების შენახვას მუდმივად ან ხანგრძლივად. ასეთი მოწყობილობების მაგალითებია დისკური და ლენტური ამძრავები; 4. ინფორმაციის შეტანის მოწყობილობები - უზრუნველყოფენ ინფორმაციისა და ინსტრუქციების შეტანას კომპიუტერში. ასეთი მოწყობილობების მაგალითებია კლავიატურა და მაუსი; 5. ინფორმაციის გამომტანი მოწყობილობები - უზრუნველყოფენ დამუშავებული ინფორმაციის გამოსახვას, დაბეჭდვას და ა.შ. ასეთი მოწყობილობების მაგალითებია მონიტორი და პრინტერი.

კომპიუტერი პერსონალური (personal computer) - საერთო დანიშნულების კომპიუტერი, რომელთანაც ერთდროულად მხოლოდ ერთ მომხმარებელს შეუძლია მუშაობა. აქვს შედარებით მცირე ზომები და აპარატურის ძირითადი ნაწილი ცენტრალურ პროცესორთან ერთად განთავსებულია სისტემურ ბლოკში, რომელზეც მიერთებულია ისეთი მოწყობილობები, როგორიცაა მონიტორი, კლავიატურა, მაუსი და ა.შ.

კომპიუტერული სისტემა (computer system) - თავად კომპიუტერთან ერთად მოიცავს პროგრამულ უზრუნველყოფასა (სისტემური და გამოყენებითი პროგრამული უზრუნველყოფა) და პერიფერიულ მოწყობილობებს, რომლებიც საჭიროა კომპიუტერის ფუნქციონირებისთვის.

კომპიუტერული ქსელი (computer network) - ორი ან მეტი ურთიერთდაკავშირებული კომპიუტერული სისტემა ან მოწყობილობა. გამოიყენება კომპიუტერულ მოწყობილობებს შორის ინფორმაციის გასაცვლელად. ურთიერთკავშირი შესაძლებელია განხორციელდეს სპეციალური კაბელებით, უმავთულო ტექნოლოგიებით ან ელექტროქსელით. არსებობს შემდეგი სახის კომპიუტერული ქსელები: 1. პერსონალური კომპიუტერული ქსელი (Personal Area Network) - კომპიუტერული ქსელი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ერთი პირის მახლობლად განთავსებულ კომპიუტერულ და ციფრულ პერიფერიულ მოწყობილობებს (ტელეფონი, ვიდეომაგნიტოფონი, ტელევიზორი, ფაქსი, უსაფრთხოების სისტემა და სხვ.). შემოისაზღვრება რამდენიმე მეტრით; 2. საშინაო კომპიუტერული ქსელი (Home Area Network) - პერსონალური კომპიუტერული ქსელი საშინაო პირობებში; 3. ლოკალური კომპიუტერული ქსელი (Local Area Network) კომპიუტერული ქსელი ერთი შენობის ფარგლებში; 4. ტერიტორიული კომპიუტერული ქსელი (Campus Area Network) კომპიუტერული ქსელი, რომელიც აკავშირებს ერთმანეთის ახლოს განლაგებულ, ერთი ორგანიზაციის (სასწავლო დაწესებულება, კომპანია, სამხედრო ბაზა) კუთვნილებაში მყოფ შე160 ნობებს; 5. საქალაქო კომპიუტერული ქსელი (Metropolitan Area Network) ერთი ქალაქის ან დასახლებული პუნქტის ფარგლებში მოქცეული კომპიუტერული ქსელი; 6. ფართო მასშტაბის კომპიუტერული ქსელი (Wide Area Network) კომპიუტერული ქსელი, რომელიც აერთიანებს ფართო გეოგრაფიულ არეალში განთავსებულ ლოკალურ ქსელებს.

კომპლექსი (complex) [ფრანგ. Complexe <ლათ. complexus კავშირი, შეხამება] - 1. რაიმეს შეხამება, ერთობლიობა; 2. სახალხო მეურნეობის ერთმანეთთან დაკავშირებული დარგების ერთობლიობა; 3. ერთნაირი დანიშნულების შენობა-ნაგებობების ჯგუფი.

კომპლექტი (basket, batch, completion, series, set, suit) [ფრანგ. complete <ლათ. completus სრული] - რაიმეს სრული ნაკრები, შემადგენლობა.

კომპოზიცია (composition) [ფრანგ. composition <ლათ. compositio შედგენა, შეთხზვა] - 1. ნაწილების ურთიერთგანლაგება, თანაფარდობა და აგებულება; 2. სხვადასხვა კომპონენტის კომბინაციის შედეგად მიღებული მასალა.

კომპონენტი (component) [komponente <ლათ. componens (componentis) შემადგენელი] - რაიმეს შემადგენელი ნაწილი.

კომპრომეტირება (compromise) [ფრანგ. compromettre] - სახელის გატეხის, მანკიერი მხარის წარმოჩენის მიზნით ვინმეს (რაიმეს) წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი სახის ქმედება.

კომპრომისი (compromise, trade-off, tradeoff) [გერმ. kompromis <ფრანგ. compromission <ლათ. Compromissum მოდავე მხარეთა შეთანხმება] - ურთიერთდათმობების საფუძველზე დადებული შეთანხმება.

კომუნა (commune) [ფრანგ. Commune საერთო <ლათ. communis] - 1. შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპაში: ქალაქური სათვისტომო, მუნიციპალური თვითმმართველობა; 2. საფრანგეთის დიდი რევოლუციის პერიოდში (1789-1794წწ.) - მუნიციპალური თვითმმართველობა (კერძოდ, პარიზის თვითმმართველობა); 3. პარიზის კომუნა - პირველი პროლეტარული რევოლუცია და მუშათა კლასის პირველი მთავრობა (იარსება 1871 წლის 18 მარტიდან 28 მაისის ჩათვლით); 4. რიგ თანამედროვე სახელმწიფოებში: უმდაბლესი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული; 5. გარკვეულ პირთა კოლექტივი, გაერთიანებული ერთობლივი თანაცხოვრებისა და საქმიანობის მიზნით. მაგ., შრომის კომუნა, სოფლის მეურნეობის კომუნა და სხვ. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების პირველ წლებში.

კომუნალური (communal, municipal, public) [ფრანგ. communal <ლათ. communis საერთო, ზოგადი] - საქალაქო მეურნეობასთან დაკავშირებული.

კომუნიზმი (communism) [ფრანგ. communisme <ლათ. communism საერთო] - 1. საზოგადოებრივ-პოლიტიკური იდეოლოგია, რომელიც იმის რწმენას ემყარება, რომ ხელისუფლება და საკუთრება საზოგადოების ხელში უნდა იყოს და ყველა სიკეთე საერთო-სახალხო საკუთრებაა; 2. მარქსიზმში კაპიტალიზმის შემცვლელი საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაცია, რომლის პირველი, ქვედა საფეხურია სოციალიზმი, ხოლო მეორე - კომუნიზმი.

კომუნიკაბელური (sociable, open, communicative, approachable, easy to talk to) [ფრანგ. Communicable <communiquer შეტყობინება, გადაცემა] - პირი, რომელიც ადვილად შედის სხვასთან კონტაქტში და რომელთანაც ადვილია ურთიერთობა, საქმის დაჭერა.

კომუნიკაცია (communication) [ფრანგ. communication <ლათ. communicatio შეტყობინება, გადაცემა] - დაკავშირების, გადაცემის, ურთიერთობის ნებისმიერი საშუალება; კავშირგაბმულობა, საინფორმაციო კავშირი, ინფორმაციის გაცვლის სისტემა.

კომუნიკე (communique) (ფრანგ. communique <communiquer შეტყობინება, გადაცემა <ლათ. communicare შეტყობინება) - ოფიციალური შეტყობინება (უპირატესად საერთაშორისო ხასიათის).

კომუტატორი (commutator, switchboard) [გერმ. kommutator <ფრანგ. Commutateur <ლათ. commutare ცვლა, გადაცვლა] - ადგილობრივი სატელეფონო სადგურის სახეობა, სადაც აბონენტებთან დაკავშირება არამექანიზებულია.

კომფორტი (comfort) [ინგლ. comfort] - კეთილმოწყობილი ყოფა-ცხოვრების პირობების ერთობლიობა; ბინების, საზოგადოებრივი დაწესებულებების, მიმოსვლის საშუალებების (ავტომობილი, მატარებელი, თვითმფრინავი, გემი და მისთ.) კეთილმოწყობა.

კონგლომერატი (conglomerate) [ფრანგ. conglomerat <ლათ. conglomeratus შეკრებილი, შეყრილი] - სხვადასხვაგვარი კომპონენტების მექანიკური შეერთება, უწესრიგო ნაერთი.

კონგრეგაცია (congregation) [<ლათ. congregatio შეერთება] - 1. შეკრება, ორგანიზაცია; 2. კათოლიკურ ეკლესიაში ერთიან წესებს მიმდევარი სამონაზვნო თემების გაერთიანება; 3. ვატიკანში კომისია, რომელიც განაგებს ეკლესიის მართვას, ეპისკოპოსების დანიშვნას, კულტის და აღმსარებლობის უმნიშვნელოვანეს საკითხებს.

კონგრესი (congress) [<ლათ. Congressus შეხვედრა, კრება/ყრილობა] - 1. ჩვეულებრივ საერთაშორისო მნიშვნელობის ყრილობა, შეხვედრა; პარლამენტის დასახელება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში; 3. ზოგიერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაერთიანებების დასახელება.

კონგრესი შეერთებული შტატების (United States Congress) - ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი ორპალატიანი ორგანო. შეერთებული შტატების კონსტიტუციის პირველი მუხლის შესაბამისად საკანონმდებლო ხელისუფლების ყველა უფლებამოსილება მინიჭებული აქვს შეერთებული შტატების კონგრესს, რომელიც შედგება წარმომადგენელთა პალატისა და სენატისაგან. ნებისმიერი კანონპროექტი მტკიცდება ორივე პალატის მიერ.

კონდაკი (Kontakion) - 1. სამღვდელმსახურო წიგნი, რომელსაც იყენებენ მღვდელმთავარი და დიაკონი; მასში მოთავსებულია: მწუხრზე, ცისკარზე და წირვაზე სათქმელი ლოცვები; 2. ჯოხი, რომელზეც დახვეული იყო პერგამენტის გრაგნილები, სადაც აღწერილი იყო ქრისტიანული საგალობლები, შემდგომ ასევე ეწოდა თავად საგალობლებსაც, რომლებშიც მოცემულია საეკლესიო დღესასწაულების, რომელიმე წმინდანის ცხოვრების ან ყველაზე უმნიშვნელოვანესი მოვლენის აღწერა; აკათისტოში შემავალი საგალობელი.

კონდიცია (condition) [გერმ. Kondition <ლათ. conditio (conditionis) პირობა, მდგომარეობა] - პირობა, ნორმა, მოთხოვნები, რომელსაც უნდა შეესაბამებოდეს მიწოდებული პროდუქცია (მომსახურება, სამუშაო) ან ადამიანის მდგომარეობა.

კონდომინატი [გერმ. kondominat <ლათ. con ერთად, თან dominatus ბატონობა] - (საერთაშორისო სამართალში) სახელმწიფოს განსაზღვრულ ტერიტორიაზე ორი ან მეტი ქვეყნის მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ერთობლივად განხორციელება.

კონდომინიუმი (condominium) [გერმ. kondominium <ლათ. con ერთად, თან dominatus ბატონობა] - დადგენილ საზღვრებში არსებული მიწის ნაკვეთის, მასზე არსებული შენობა-ნაგებობებისგან შედგენილი უძრავი ქონების ერთიანი კომპლექსი, რომელიც იმყოფება ფიზიკური ან/და იურიდიული პირების ერთობლივ წილობრივ საკუთრებაში.

კონვეიერი (conveyor, production line, assembly line) [ინგლ. conveyer <to convey გადაყვანა, გადაგზავნა, ტრანსპორტირება] - 1. ერთი სამუშაო აპარატიდან მეორეზე დასამუშავებელი ნაკეთობის ან ტვირთის უწყვეტი გადასაადგილებელი მექანიზმი; 2. ბრალდებულის ხანგრძლივი დაკითხვა, რომელსაც აწარმოებენ უწყვეტად, მიმდევრობით ცვლადი, სათანადოდ უფლებამოსილი პირები.

კონვენტი (convention) [<ლათ. conventus შეკრება, სხდომა] - ზოგიერთ ქვეყანაში განსაკუთრებული საკანონმდებლო უფლებამოსილების მქონე არჩევითი ორგანოს დასახელება (მაგ. ეროვნული კონვენტი - საფრანგეთის დიდი რევოლუციის შემდგომ 1792-95 წწ. არსებული საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანო).

კონვენცია (concord, convention, treaty) [ფრანგ. convention <ლათ. conventio შეთანხმება, ხელშეკრულება] - სპეციალური საკითხის შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულება.

კონვერგენცია (convergence) [<ლათ. convergere] - თანხვედრა, დაახლოება (მოსაზრებების, პოზიციების, პოლიტიკური შეხედულებების).

კონვერსია (conversion) [ლათ. Conversio შეცვლა] - ადრე გამოშვებული სახელმწიფო სესხის ან სხვა ფასიანი ქაღალდების პირობების შეცვლა (პროცენტის შემცირება, გადახდის ვადის გადაწევა, ფასიანი ქაღალდის კლასის შეცვლა და მისთ.)

კონვერტი (envelope, cover) [გერმ. kuvert ფრანგ. couvert <couvrir დაფარვა] - წერილის ჩასადებად განკუთვნილი ქაღალდის პაკეტი.

კონვერტირება (convert) [ლათ. conversio შეცვლა, გადაცვლა] - ამა თუ იმ ქვეყნის ვალუტის თავისუფლად გადაცვლის შესაძლებლობა უცხო ქვეყნის ვალუტაზე მოქმედი კურსის მიხედვით.

კონიუნქტურა (conjuncture) [გერმ. konjunktur <ლათ. conjungere დაკავშირება, შეერთება] - 1. ბაზარზე შექმნილი ეკონომიკური სიტუაცია, რომელიც ხასიათდება მოთხოვნასა და მიწოდებას შორის თანაფარდობით, ფასების დონით, საქონლის მარაგით, პროდუქციის რაოდენობით, ბაზრის პირობებით, მოგების პროცენტით და სხვ.; 2. საზოგადოებრივი ცხოვრების, ეკონომიკის რომელიმე სფეროში შექმნილი მდგომარეობის განმსაზღვრელ პირობებს შორის არსებული ურთიერთკავშირები, მათი ერთობლიობა; 3. სახელმწიფოს განვითარების განსაზღვრულ ეტაპზე ეკონომიკური, საფინანსო ურთიერთობების მდგომარეობის დამახასიათებელი ნიშნების ერთობლიობა.

კონკლავი (conclave) [ფრანგ. Conclave <ლათ. conclave ოთახი, რომელიც იკეტება] - რომის პაპის გარდაცვალების შემდგომ, მომდევნო პაპის ასარჩევად შეკრებილი კარდინალთა საბჭო.

კონკორდანსი (concordance) [გერმ. konkordanz <ლათ. concordare შეთანხმებული, შესაბამისობაში მყოფი] - სიტყვებისა და ცნებების ალფაბეტური ჩამონათვალი, სადაც მიეთითება მოცემულ ტექსტში მათი განლაგება, მნიშვნელობა, აგრეთვე, აღინიშნება სიტყვებისა და ცნებების გამოყენების რაოდენობა.

კონკორდატი (concordat) [გერმ. konkordat, ფრანგ. concordat <ლათ. Concordare შეთანხმებული, თანხმობაში ყოფნა, მოყვანა] - რომელიმე სახელმწიფოს მთავრობასა და ვატიკანს შორის დადებული, მოცემულ ქვეყანაში მათი ურთიერთობის განმსაზღვრელი ხელშეკრულება.

კონკრეტული (concrete, specific) [ფრანგ. concret <ლათ. concretus ხშირი, მჭიდრო, სქელი] - რეალურად არსებული, ზუსტი და საგნობრივად განსაზღვრული.

კონკურენცია (competition) [ლათ. concurere შეჯახება, შეტაკება] - 1. მეტოქეობა საქონლის წარმოებისა და რეალიზაციის ხელსაყრელი პირობებისთვის; 2. საბაზრო სიტუაცია, როდესაც ბაზარზე არის მრავალი მწარმოებელი (გამყიდველი) და მრავალი მომხმარებელი (მყიდველი).

კონკურსი (competition, contest) [პოლ. konkurs <ლათ. concursus თანხვედრა, შეჯახება, შემწეობა] - საუკეთესო მონაწილის, სამუშაოს გამოვლენის მიზნით წარმართული შეჯიბრება.

კონოსამენტი (bill of lading) [<ფრანგ. connaissement] - ხელწერილი, რომელსაც გასცემს გემის მფლობელი ტვირთის მფლობელზე (გამგზავნზე) იმის დასადასტურებლად, რომ ტვირთი მიღებულია საზღვაო გზით გადასაზიდად. იგი საბირჟო საქონელთან და ხელშეკრულებებთან ერთად შეიძლება გახდეს ბირჟაზე ვაჭრობის საგანი და იქცეს საქონელგანმანაწილებელ დოკუმენტად.

კონსალტინგი [ინგლ. consulting <to consult მოთათბირება, კონსულტირება] - კომერციულ, ეკონომიკურ, ფინანსურ და სხვა საკითხებზე პროფესიული კონსულტაციების სისტემა.

კონსერვაცია (conservation, preservation, temporary closing-down) [გერმ. konservation <ლათ. conservatio შენახვა] - რაიმე მოქმედების, მიმდინარე პროცესის დროებით შეჩერება. გადატ. პრობლემის მოგვარების გადადება.

კონსერვატიზმი (conservatism) [ფრანგ. conservatisme <ლათ. conservare დაცვა, შენახვა] - 1. ყოველგვარი სიახლისადმი წინააღმდეგობა, რაიმეში (პოლიტიკაში, ყოველდღიურ ქცევაში) ტრადიციების განუხრელად, ბოლომდე დაცვა; 2. მემარჯვენე იდეოლოგია, რომელიც პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამი ძირითადი პრინციპიდან - თავისუფლება, წესრიგი, თანასწორობა, უპირატესობას თავისუფლებასა და წესრიგს, ხოლო ამ ორიდან, წესრიგს ანიჭებს.

კონსენსუსი (consensus) [<ლათ. consensus თანხმობა, ერთსულოვნება] - მსჯელობისა და ურთიერთდათმობების შედეგად, საერთო თანხმობით სადავო საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილება.

კონსიგნანტი (consignor) - საქონლის მფლობელი, რომელიც როგორც წესი საზღვარგარეთ ყიდის საქონელს კომისიონერის (კონსიგნატორის) მეშვეობით.

კონსიგნატორი [consignee] - კომისიონერი, რომელიც საქონლის მფლობელის (კონონგნანტის) დავალებით ახორციელებს თავისი საწყობიდან საქონლის გაყიდვას. კონსიგნატიურ ხელშეკრულებაში მითითებულია საქონლის დასახელება, ფასი, გაყიდვის დავალება და ა.შ.

კონსიგნაცია (consignation) [ლათ. consignatio - წერილობითი მტკიცებულება, დოკუმენტი] - საქონლის საკომისიო გაყიდვის ფორმა, რომლის დროსაც კონსიგნატი საქონელს გადასცემს კონსიგნატორს, რათა მან თავისი საწყობიდან მოახდინოს რეალიზაცია.

კონსოლიდაცია (consolidation) [ფრანგ. consolidation <ლათ. consolidatio გამაგრება] - 1. რაიმეს შემჭიდროება, გამაგრება, დარაზმვა; 2. მოკლევადიანი სახელმწიფო სესხის გრძელვადიან ან უვადოდ გადაქცევის ოპერაცია; 3. დიდ ბრიტანეთში კანონთა სისტემატიზაციის ერთერთი საშუალება: რიგ ძველ კანონთა გაერთიანება ახალ კანონში, რაც მათში შემავალი კანონების შინაარსის დაცვით ხორციელდება.

კონსორციუმი (consortium, syndicate) [<ლათ. consortium თანამონაწილეობა] - კომპანიების ან ბანკების დროებითი შეთანხმება, გაერთიანება სესხის ერთობლივი გავრცელებისათვის, ფართო მასშტაბის ფინანსური ან კომერციული ოპერაციების ჩატარებისათვის, მსხვილი სამრეწველო მშენებლობის განხორციელებისათვის და ა.შ (საქართველოს კანონი „სასაქონლო ბირჟების და საბირჟო ვაჭრობის შესახებ”, მუხლი 2).

კონსორციუმი საბანკო დროებითი (temporal banking consortium) - მსხვილი ოპერაციის ჩასატარებლად შექმნილი საბანკო გაერთიანება.

კონსორციუმი საბანკო მუდმივმოქმედი (standing banking consortium) - ბანკების მიერ პარიტეტულ საწყისებზე დაფუძნებული გაერთიანება, რომელიც ახორციელებს მსხვილმასშტაბიან ოპერაციებს სავალუტო და სასესხო კაპიტალების ბაზრებზე.

კონსპექტი (summary, synopsis) [გერმ. konspekt <ლათ. conspectus მიმოხილვა, ნარკვევი] - რაიმეს მოკლე ჩანაწერი ან გადმოცემა.

კონსპირაცია (conspiracy) [გერმ. konspiration <ლათ. conspiratio შეთქმულება] - არალეგალური ორგანიზაციის მიერ გამოყენებული მეთოდი, რაც მიზნად ისახავს საკუთარი საქმიანობისა და ორგანიზაციის წევრების შესახებ ინფორმაციის საიდუმლოდ დაცვას.

კონსტატაცია (ascertaining, verification, establishment) [ფრანგ. Constatation <ლათ. costat სახელგანთქმულობა] - რაიმეს არსებობის (რაიმესთან შეუთავსებლობის) დადგენა.

კონსტიტუცია (constitution) [ფრანგ. constitution <ლათ. constitutio დადგენა, მოწყობილობა] - 1. ქვეყნის უმაღლესი იურიდიული ძალის მქონე კანონი, რომლითაც უპირველეს ყოვლისა ცხადდება ადამიანისა და მოქალაქის, იურიდიული და ფიზიკური პირების გარანტირებული უფლებები და თავისუფლებები (რწმენისა და აღმსარებლობის, ხელშეკრულების, ინფორმაციის, მანიფესტაციების, შეკრების, აზრისა და სინდისის, სიტყვის, მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის შერჩევის, შრომის, არჩევნებში მონაწილეობის თავისუფლება და სხვ.), აგრეთვე, მათი შეზღუდვის საფუძვლები; განისაზღვრება საზოგადოებრივი წყობილების, მმართველობის ფორმის, ტერიტორიული მოწყობის, ხელისუფლების ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოების ფორმირების საფუძვლები, ქვეყნის უმაღლესი პირების გადაყენების, უმაღლესი ორგანოს დათხოვნის, კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის წესი, სახელმწიფო ენა და ქვეყნის დედაქალაქი; 2. ცოცხალი არსების აგებულება.

კონსტიტუციონალიზმი (constitutionalism) [ფრანგ. constitutionnalisme <ლათ. constitutio ] - 1. მმართველობის კონსტიტუციურ მეთოდებზე დამყარებული პოლიტიკური სისტემა; 2. მოძღვრება კონსტიტუციის, როგორც სახელმწიფოს პოლიტიკური მმართველობის ძირითადი ინსტრუმენტის შესახებ.

კონსტიტუციური კანონი (constitutional law) - კანონები, რომლებითაც იმართება ქვეყანა - შედის ცვლილებები კონსტიტუციაში, განისაზღვრება ქვეყნის სახელმწიფოებრივი და ტერიტორიული მოწყობა, ხელისუფლების განხორციელების ფორმები და წესები, ფუნდამენტური საზოგადოებრივი ურთიერთობები, მთავრობის უფლებამოსილებები და სხვ. კონსტიტუციური კანონით დადგენილი დებულებები საფუძვლად უდევს სამართლის სხვა დარგებს, განსაზღვრავს მათ ძირითად პრინციპებსა და მიმართულებებს.

კონსტრუქცია (construction) [გერმ. konsruktion, ფრანგ. construction <ლათ. constructio შედგენა, აგებულება, სტრუქტურა, შენაერთი, კავშირი] - 1. რაიმე ნაგებობის, მექანიზმის შემადგენლობა, შემადგენელი ნაწილების ურთიერთგანლაგება; 2. აგრეთვე, მოწყობილობა.

კონსტრუქციული (constructive) [გერმ. kontruktiv, ფრანგ. constructif <ლათ. constructio] - რეალური შედეგის მქონე, პრობლემის გადაწყვეტის საფუძვლად ვარგისი რაიმე.

კონსული (consul) [ლათ. consul] - 1. ერთი სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოს ზუსტად განსაზღვრულ პუნქტში (ქალაქი, ნავსადგური, სავაჭრო ცენტრი და ა.შ.) დანიშნული პირი, ამ ერთეულში თავისი სახელმწიფოს, მისი იურიდიული და ფიზიკური პირების ეკონომიკური, იურიდიული და სხვა ინტერესების დაცვისთვის; 2. უმაღლესი თანამდებობის პირი ძველ რომსა და საფრანგეთში.

კონსულტანტი (consultant, adviser, tutor) [ლათ. administrative adviser, adviser] - პირი, რომელსაც მოცემულ საკითხში ან მოცემულ სფეროში აქვს გამოცდილება და იძლევა რჩევა-დარიგებას თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

კონსულტაცია (advice, advising, consultation) [ლათ. consiltatio მოთათბირება] - 1. სპეციალისტის რჩევა რაიმე საკითხის შესახებ; 2. დაწესებულება, სადაც სპეციალისტები რჩევა-დარიგებას იძლევიან გარკვეულ საკითხებზე.

კონტაქტი (contact) [გერმ. kontakt, ფრანგ. contact <ლათ. contactus შეხება, დასნებოვნება] - 1. საქმიანი კავშირი, მოქმედებებში შეთანხმებულობა; 2. ადამიანებს შორის კავშირი, უშუალო ურთიერთობა; 3. ურთიერთგაგება.

კონტექსტი (context) [ფრანგ. Contexte <ლათ. contextus მჭიდრო კავშირი, ხლართი, თავმოყრა] - ტექსტის აზრობრივად დამთავრებული ნაწილი.

კონტინგენტი (contingent) [გერმ. kontingent <ფრანგ. contingent <ლათ. contingere დაპყრობა, შეხება, ურთიერთობის ქონა] - 1. რაიმე მიზნებისთვის დადგენილი ზღვრული რაოდენობა; 2. რაიმე მიმართებით ერთგვარ ჯგუფს, კატეგორიას ან რომელიმე დაწესებულებას მიკუთვნებულ ადამიანთა ერთობლიობა.

კონტრ..., კონტრა..., [<ლათ. Contra წინააღმდეგ] - საწინააღმდეგო მნიშვნელობის მქონე რთული სიტყვების შემადგენელი პირველი ნაწილი.

კონტრაბანდა (contraband, smuggling) [ფრანგ. contreband <იტალ. Contrabbando <contro წინააღმდეგ + bando ბრძანებულება, განკარგულება] - ქვეყნის საზღვარზე, უბაჟოდ, საიდუმლოდ საქონლის გადატანა. აგრეთვე, ასეთი სახით გადაზიდული საქონელი. საბაჟო კანონმდებლობით სამართალდარღვევა, რომელიც საბაჟოს გვერდის ავლით ტვირთის უკანონო გადაზიდვით გამოიხატება.

კონტრაგენტი (contractor) [ლათ. contrahens მოთათბირე] - ხელშეკრულების მხარე სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებში.

კონტრადიქცია (contradiction) [გერმ. kontradiktion <ლათ. contradictio წინააღმდეგობა, შეკამათება] - ლოგიკის კანონების საწინააღმდეგო მსჯელობა, გამონათქვამი.

კონტრასტი (contrast) [ფრანგ. Contraste <ლათ. contrarius საწინააღმდეგო, მოწინააღმდეგე მხარეს მდებარე] - მძაფრი, თვალში საცემი წინააღმდეგობრიობა.

კონტრაფაქცია (infringement; counterfeit) [ლათ. contrafactio ყალბი] - საავტორო ან/და მომიჯნავე უფლებების დარღვევა. ცალკეული ფირმის სავაჭრო ნიშნებზე აღნიშვნები, რომლებიც სხვა ფირმების პოპულარულ საქონელზე არის აღნიშნული. იგი გამოიყენება არაკეთილსინდისიერი კონკურენციის მიზნით, დაბნეულობას იწვევს მყიდველთა შორის. ეს ტერმინი გამოიყენება მრავალი ქვეყნის სამართალში.

კონტრაქტი (contract note, contractual agreement, contract, agreement, bought note, appointment) [ლათ. contractus] - 1. წერილობითი ხელშეკრულება, შეთანხმება, რომელიც განსაზღვრავს მისი დამდები მხარეების უფლებებსა და ვალდებულებებს; 2. მიწოდების, მომარაგების, სანაღდო, გადაზიდვის, სესხის და ა.შ. ხელშეკრულების გასაფორმებლად სამეურნეო პრაქტიკაში გამოყენებული დოკუმენტი. იგი განსაზღვრავს პარტნიორების (კონტრაგენტების) უფლება-მოვალეობებს: ასევე გარიგების საფინანსო, კომერციულ, სავალუტო, სატრანსპორტო და სხვა პირობებს.

კონტოკორენტი (transaction account, running account, current account, continuing account, drawing account) [იტალ. contocorrente მიმდინარე ანგარიში] - 1. შეთანხმება მუდმივ საქმიან ურთიერთობებში მყოფ მხარეებს შორის. შეთანხმების ძალით მხარეები კისრულობენ პასუხისმგებლობას, საქმიანი კავშირებიდან წარმოშობილი მოთხოვნები და გადახდები შეიტანონ ანგარიშზე და ანგარიშის დახურვამდე მიიჩნიონ ხელშეუხებლად. ანგარიშის ნაშთი (სალდო) ექვემდებარება გადახდას შეთანხმებულ ვადაში. თუ ანგარიშის დახურვამდე ის მხარე, რომელსაც ეკუთვნის თანხის ნაშთი, არ მოითხოვს გადახდას, მაშინ იგი შეიტანება კონტოკორენტზე (საქართველოს „სამოქალაქო კოდექსი”, მუხლი 906); 2. ანგარიში, რომელსაც ბანკი უხსნის თავის მუდმივ კლიენტებს მათ შორის ურთიერთანგარიშსწორებისათვის.

კონტრიბუცია (contribution) [გერმ. kontribution <ლათ. contributio საყოველთაო შენატანი, სახსრების საყოველთაო შეგროვება] - 1. ომის შემდგომი იძულებითი გადასახადი, რომელსაც იღებს დამარცხებული ქვეყნიდან გამარჯვებული სახელმწიფო; 2. იძულებითი ფულადი, ნატურალური გადასახადი, რომელიც იძულებით ამოიღება ომის დროს დაპყრობილ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობიდან საოკუპაციო ჯარების მიერ.

კონტროლი (control) [ფრანგ. Controle <ძვ. ფრანგ. conterole <contre საწინააღმდეგო + role სია] - შემოწმება, აგრეთვე, შემოწმების მიზნით წარმოებული დაკვირვება.

კონტროლის პალატა (control chamber) - იხ. პალატა კონტროლის.

კონურბაცია (conurbation) [გერმ. konurbation <ლათ. con ერთად + urbs ქალაქი] - ეკონომიკური, კულტურულ-საყოფაცხოვრებო კავშირების, კომუნიკაციების ერთიანობის წყალობით წარმოქმნილი ახლომდებარე, ერთმანეთთან დაკავშირებული ქალაქების ჯგუფი.

კონფედერაცია (confederation) [პოლ. konfederacja <ლათ. confoederatio კავშირი, საკავშირო ხელშეკრულება] - 1. ორგანიზაციების კავშირი; 2. სახელმწიფოთაშორისი კავშირის ფორმა, რომლის დროსაც მასში შემავალი სახელმწიფოები მთლიანი მოცულობით ინარჩუნებენ სუვერენიტეტს. საერთო ორგანოების კომპეტენცია შეზღუდულია განსაზღვრულ სფეროში (ჩვეულებრივ, საგარეო-პოლიტიკა, სამხედრო, სავალუტო-საფინანსო, საბაჟო, კავშირგაბმულობა და კომუნიკაციები) საქმიანობის კოორდინაციით. კონფედერაციის ყველა წევრს უნარჩუნდება კონფედერაციიდან თავისუფალი გასვლის უფლება (არსებული მდგომარეობით მსოფლიოში არსებობს მხოლოდ ერთი კონფედერაცია - ევროკავშირი).

კონფერენც-დარბაზი (conference hall) [გერმ. Konferenzsaal] - დარბაზი საზეიმო სხდომებისთვის: კონფერენციების, თათბირების და სხვ.

კონფერენცია (conference) [ლათ. conferentia <conferre შეკრება ერთ ადგილას] - ორგანიზაციების, ჯგუფების, სახელმწიფოთა წარმომადგენლების, ასევე, ცალკეული პირის შეკრება, თათბირი, გარკვეული საკითხების განხილვისა და გადაჭრის მიზნით.

კონფესია (confession) [<ლათ. Confessio რწმენის აღიარება] - აღმსარებლობა.

კონფიგურაცია (configuration) [ფრანგ. configuration, გერმ. konfiguration <ლათ. configuratio მსგავსება] - საგნის ფორმა, გარეგნული მოხაზულობა.

კონფიდენციალური (confidential) [ფრანგ. confidentiel <ლათ. Confidentia ნდობა] - საიდუმლო.

კონფირმაცია (confirmation) [გერმ. konfirmation, ფრანგ. confirmation <ლათ. confirmatio მტკიცებულება] - ზოგიერთ ქვეყანაში სასამართლო გადაწყვეტილების დამტკიცება უმაღლესი ხელისუფლების მიერ.

კონფისკაცია (confiscation, expropriation, forfeit, seizure) [ლათ. confiscatio ხაზინის სასარგებლოდ ქონების ჩამორთმევა <fiscus ხაზინა] - 1. სახელმწიფოს სასარგებლოდ ქონების უსასყიდლოდ ჩამორთმევა; 2. სახელმწიფოს მიერ ნაბეჭდი გამოცემების მიმოქცევიდან უსასყიდლოდ ამოღება.

კონფლიქტი (clash, conflict) [ლათ. conflictus შეჯახება] - 1. მოპირდაპირე ძალთა, საწინააღმდეგო ინტერესთა, შეხედულებათა შეჯახება; 2. საერთაშორისო ურთიერთობათა გაწყვეტა.

კონფორმიზმი (conformism) [ფრანგ. conformisme <ლათ. conformare სათანადო ფორმის მიღება] - შემგუებლობა, არსებული წესის, გაბატონებული მოსაზრებების პასიურად მიღება.

კონფრონტაცია (confrontation) [გერმ. konfrontation, ფრანგ. Confrontation <ლათ. con ერთად, თან + frons (frontis) შუბლი, ფრონტი] - (პოლიტიკური სისტემების, იდეურ-პოლიტიკური პრინციპების) შეჯახება, პირისპირ დგომა, წინააღმდეგობის გაწევა.

კონფუციანელობა - რელიგიური სისტემა, რომელიც გავრცელდა ძვ. ჩინეთში, სახელი მიიღო კუნ-ფუძიდან, რომელიც ცხოვრობდა ჩვ. წ. აღ. მე-6-5 საუკუნეებში. ძირითად დოგმატს წარმოადგენს “ჰუმანურობის იდეა”, რომელიც გამოიხატება როგორც ერთგულება, მშობლებისა და უფროსი ადამიანების პატივისცემა, მამაცობა, მოწიწება, ცოდნა, დიდსულოვნება. მოძღვრების მიხედვით, ჰუმანურობა შეიძლება გააჩნდეს მხოლოდ კეთილშობილს. ჩვ. წ. აღ. 174 წელს ხანის დინასტიის იმპერატორმა ინახულა კონფუცის საფლავი და მსხვერპლი შესწირა, ამით საწყისი დაედო კონფუცის პატივისცემას. მე-3 საუკუნეში კონფუცი კანონიზებულ იქნა და ჩინეთის ყველა დიდ ქალაქში დაიწყო მის პატივსაცემად ტაძრების მშენებლობა.

კონცენტრაცია (concentration) [გერმ. konzentration] - 1. კონკრეტულ ადგილზე რაიმეს თავმოყრა, შემოკრება; 2. გაჯერების, სიხშირის, რაიმეში კონკრეტული ელემენტის შემცველობის ხარისხი.

კონცერნი (concern) [<ლათ. Concernere შერევა] - 1. დამოუკიდებელი სამრეწველო, საფინანსო და სავაჭრო საწარმოების გაერთიანება, რომლებიც სამეცნიერო-ტექნიკური, საინვესტიციო, საფინანსო, საგარეო-ეკონომიკური და სხვა ფუნქციების ნებაყოფლობით ცენტრალიზაციის საფუძველზე ეწევიან ერთობლივ საქმიანობას; 2. კონცერნი წარმოიშობა იმ შემთხვევაში, თუ ერთი საწარმო სხვა საწარმოში მონაწილეობს ოცდახუთ პროცენტზე მეტი წილით. კონცერნი არ წარმოადგენს იურიდიულ პირს (საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ”, მუხლი 17).

კონცესია (concession) [გერმ. konzession, ფრანგ. concession <ლათ. concessio მინიჭება, ნებართვა] - 1. სამრეწველო საწარმოების, მიწის სავარგულების ექსპლუატაციის, წიაღისეულის ათვისების შესახებ სახელმწიფოსა და კერძო მეწარმეს, უცხოურ ფირმას შორის დადებული ხელშეკრულება; 2. საწარმო, რომელიც მუშაობს ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით.

კონცეფცია (conception) [ლათ. conceptio სისტემა, ერთობლიობა] - 1. შეხედულებათა სისტემა; მოვლენის აღქმა, გაგება; 2. სამეცნიერო ნაშრომის ან სხვა რაიმე სამუშაოს მთავარი, განმსაზღვრელი ჩანაფიქრი, წამყვანი აზრი.

კოოპერატივი (co-operative, co-operative society) [გერმ. kooperativ, ფრანგ. cooperative <ლათ. cooperativus თანამშრომლური] - წევრთა შრომით საქმიანობაზე დაფუძნებული ან წევრთა მეურნეობის განვითარებისა და შემოსავლების გადიდების მიზნით შექმნილი საზოგადოება, რომლის ამოცანაა მის წევრთა ინტერესების დაკმაყოფილება და იგი მიმართული არ არის უპირატესად მოგების მიღებაზე (საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ”, მუხლი 60).

კოოპერატივის ლიკვიდაცია (windingup/ dissolution/liquidation of co-operative) - კოოპერატივის ლიკვიდაციის საფუძვლებია: პარტნიორთა გადაწყვეტილება; გაკოტრების წარმოების გახსნა; სასამართლოს გადაწყვეტილება; რეორგანიზაცია (საქართველოს კანონი “მეწარმეთა შესახებ”).

კოოპერატივის რეგისტრაციის პირობები (provisions for incorporation of cooperative) - სამეწარმეო რეესტრში ჩანაწერი, რომელიც აუცილებელია ყველა საწარმოს რეგისტრაციისთვის (იხ. რეგისტრაციის პირობები ყველა საწარმოსთვის); მათ გარდა კოოპერატივის რეგისტრაციისთვის საჭიროა: საწესდებო კაპიტალის ოდენობა და საბუთი შესრულებული შენატანის შესახებ; ყოველი დამფუძნებელი პარტნიორის შესატანის ოდენობა, შესაბამისად წილი; ყოველი დირექტორის, ხოლო სამეთვალყურეო საბჭოს არსებობისას, აგრეთვე სამეთვალყურეო საბჭოს ყოველი წევრის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი, პროფესია და საცხოვრებელი ადგილი; დოკუმენტები დირექტორებისა და სამეთვალყურეო საბჭოს (თუ კი ასეთი არსებობს) წევრების დანიშვნის შესახებ; სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ განაცხადს თან უნდა დაერთოს: საზოგადოების წესდება; არაფულადი შესატანით დაფუძნებისას შესატანის შეფასების დამადასტურებელი საბუთი; (საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ”, მუხლი 5.4.3, 5.5).

კოოპერატივის რეორგანიზაცია (reorganization of co-operative) - გარდაქმნა სხვა ფორმის საზოგადოებად ან შერწყმა სხვა საზოგადოებასთან. იგი დასაშვებია ხმების უბრალო უმრავლესობით. გაყოფის შემთხვევაში თითოეული სამეურნეო ერთეული გააგრძელებს დამოუკიდებელ საქმიანობას. რეორგანიზაცია დაიშვება სამეურნეო წლის დამთავრებიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ წლიური ანგარიშის შედგენის დღიდან (საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ”, მუხლი 19.5).

კოოპერატივის საერთო კრება (general meeting of co-operative's members) - კოოპერატივის წევრები მოვალეობებს ახორციელებენ საერთო კრებაზე. გადაწყვეტილებებს იღებენ ხმების უბრალო უმრავლესობით. ყოველ წევრს აქვს ერთი ხმა. წესდებით შეიძლება განხორციელდეს რამდენიმე ხმის მიცემის უფლებაც. 500 წევრზე ზემოთ ხდება წარმომადგენელთა კრების მოწვევა, რომელიც მინიმუმ 50 წევრისგან უნდა შედგებოდეს (საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ”, მუხლი 63).

კოოპერატივის სამეთვალყურეო საბჭო (supervisory board of co-operative) - იგი შედგება 3-15 წევრისაგან, რომლებიც არ შეიძლება იმავდროულად იყვნენ გამგეობის წევრებიც. იგი უფლებამოსილია წარმოადგინოს კოოპერატივი ხელშეკრულების დადებისას. საბჭოს გარეშე არ გაიცემა არც ერთი კრედიტი. აუცილებლობის შემთხვევაში საბჭო იწვევს საერთო კრებას (საქართველოს კანონი “მეწარმეთა შესახებ”, მუხლი 65).

კოოპერატივი სამომხმარებლო (consumer's co-operative) - ფიზიკურ და იურიდიულ პირთა გაერთიანება, რომელიც ნებაყოფლობით იქმნება ერთობლივი საქმიანობისათვის საპაიო შენატანების გაერთიანებით, ურთიერთდახმარების პრინციპზე წევრთა მატერიალურ-კულტურული მოთხოვნილების დაკმაყოფილების, მატერიალური და ფინანსური რესურსების მიზიდვისა და მათი ეფექტიანი გამოყენების მიზნით (საქართველოს კანონი “სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ”, მუხლი 1).

კოოპერატივის საფირმო სახელწოდება (business name of co-operative) - პარტნიორთა სახელების გამოყენების გარდა კოოპერატივის საფირმო სახელწოდება შეიძლება შეირჩეს საქმიანობის საგნის მიხედვით ან ფანტაზიით, მაგრამ ყველა შემთხვევაში უნდა შეიცავდეს დანამატს „რკ” ან „რეგისტრირებული კოოპერატივი” (საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ”, მუხლი 6.6).

კოოპერატივის საწესდებო კაპიტალი (authorized capital of co-operative) - კოოპერატივის საფირმო საწესდებო კაპიტალი განისაზღვრება თვით კოოპერატივის მიერ (საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ”, მუხლი 61.1).

კოოპერატივის წარმომადგენელთა კრება (meeting of co-operative's representatives) - თუ კოოპერატივის წევრთა რაოდენობა 500-ზე მეტია, საერთო კრების ნაცვლად მოიწვევა წარმომადგენელთა კრება, თუ წევრთა რაოდენობა 200-ზე მეტია, შეიძლება წესდებამ საერთო კრების ნაცვლად განსაზღვროს წარმომადგენლების კრების ჩატარება (საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ”, მუხლი 64.1).

კოოპერატივის წევრთა რაოდენობა (quantity of co-operative members) - კოოპერატივის წევრთა რაოდენობა დასაშვებია განუსაზღვრელი რაოდენობით.

კოოპერატივის წილის გასხვისება (alienation of the share of co-operative) - კოოპერატივის წევრს შეუძლია ნებისმიერ დროს თავისი პაი გადასცეს სხვა პირს და ამით გამოვიდეს კოოპერატივიდან (საქართველოს კანონი “მეწარმეთა შესახებ”, მუხლი 17).

კოოპერატივის ხელმძღვანელობა (management of co-operative) - კოოპერატივის ხელმძღვანელობას შეიძლება ახორციელებდეს შემდეგი ორგანოები: საერთო კრება; სამეთვალყურეო საბჭო; გამგეობა (საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ”, მუხლი 9.1).

კოოპერაცია (co-operation) [ლათ. cooperatio თანამშრომლობა] - 1. შრომის ორგანიზაციის ფორმა, რომლის დროსაც ადამიანთა ჯგუფი მონაწილეობს ერთსა და იმავე (ან სხვადასხვა, მაგრამ ერთმანეთთან დაკავშირებული) შრომის პროცესში; 2. სავაჭრო, სამრეწველო მასობრივი საწარმო, და მისთ. გაერთიანება, რომლებიც იქმნება მისი წევრების (მეპაიეების) შენატანების მიხედვით.

კოოპერაცია სამომხმარებლო (consumer's co-operation) [გერმ. kooperation, ფრანგ. cooperation <ლათ. cooperatio თანამშრომლობა] - ნებაყოფლობით შექმნილი მრავალდარგოვანი სამომხმარებლო კოოპერატივებისა და მათი კავშირების ერთობლიობა, რომელიც კანონმდებლობით ნებადართულ საქმიანობას წარმართავს თავისი წევრებისა და მოსახლეობის მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად. ამ მიზნით ეს ორგანიზაციები ახორციელებენ საცალო და საბითუმო ვაჭრობას, კვებითი და საყოფაცხოვრებო დანიშნულების მომსახურებას, სახალხო მოხმარების საქონლისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებას, აგრეთვე, აღნიშნული პროდუქციის შესყიდვას, გადამუშავებას და რეალიზაციას (საქართველოს კანონი „სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ”, მუხლი 1).

კოოპტაცია (co-optation) [გერმ. kooptation, ფრანგ. cooptation <ლათ. cooptatio დამატებით არჩევა] - ამომრჩეველთა მონაწილეობის გარეშე მორიგ არჩევნებამდე არჩევითი ორგანოს შევსება ახალი წევრებით.

კოორდინატორი (coordinator) - 1. ავიაც. ხელსაწყო, რომელიც ავტომატურად მიუთითებს მფრინავს თვითმფრინავის ადგილმდებარეობას (კოორდინატებს); 2. მოწყობილობა მართვად რაკეტაში, ტორპედოში, ბომბში და მისთ., რაც უზრუნველყოფს სამიზნის აღმოჩენას და მის ლიკვიდაციას; 3. პირი, რომელიც ახდენს რისამე კოორდინირებას.

კოორდინაცია (coordination) [გერმ. koordination, ფრანგ. coordination <ლათ. co(n) ერთად, თან + ordinatio წესით განლაგება] - რაიმე მოქმედებების, მოვლენების მიზანშეწონილი ურთიერთანაფარდობა, შეთანხმება.

კოორდინირება (coordination) [ლათ. coordinatio; con(n) ერთად, ordinatio დაწყობა, დალაგება, განლაგება რაიმე წესით] - რაიმე მოქმედების, საქმიანობის შეთანხმება, შესაბამისობაში მოყვანა.

კოპიო (copy) [<ლათ. copia მრავალი, უამრავი) - 1. რაიმე დოკუმენტის ზუსტი გამეორება; კვლავწარმოება; 2. სახვით ხელოვნებაში - რაიმე სურათის, ქანდაკებისა და მისთ. კვლავწარმოება, ასლი.

კორელაცია (correlation) [ფრანგ. correlation, გერმ. korrelation <ლათ. correlatio თანაფარდობა] - ურთიერთკავშირი, თანაფარდობა, რომელიც იზომება სპეციალური კოეფიციენტებით.

კორესპონდენტი ბანკი (correspond bank) - ბანკი, რომელიც მოცემულ რეგიონში წარმოადგენს სხვა მსგავსი ორგანიზაციის ინტერესებს და ასრულებს მის ფინანსურ და კომერციულ დავალებებს მის ხარჯზე. კორესპონდენტური ურთიერთობა მყარდება შესაბამისი ხელშეკრულებით ორ ან რამდენიმე საკრედიტო დაწესებულებას შორის.

კორესპონდენცია (correspondence, mail) [გერმ. korrespondenz <ფრანგ. correspondance <ლათ. co(n) ერთად, თან + respondere პასუხის გაცემა, შესაბამისობა] - 1. ცალკეულ პირთა ან დაწესებულებებს შორის წერილების გაცვლა, მიწერ-მოწერა; 2. წერილები, საფოსტოსატელეგრაფო გზავნილები; 3. მასობრივ საინფორმაციო საშუალებათა კორესპონდენტისგან მიმდინარე მოვლენების შესახებ მიღებული ცნობები.

კორესპონდირება (correspondence (with)) [გერმ. korrespondieren <ლათ. co(n) + respondere] - 1. სადმე წერილის გაგზავნა; 2. რაიმეს შესაბამისობა, შესატყვისობა, რაიმესთან თანაფარდობაში ყოფნა.

კორექტივი (correction, amendment) [გერმ. korrektiv, ფრანგ. correctif <ლათ. correctus შესწორებული] - ნაწილობრივ შეცვლა, ცვლილება.

კორექტული (correct) [გერმ. korrect, ფრანგ. correct <ლათ. correctus] - ზრდილობიანი, ტაქტიანი, თავაზიანი.

კორექტურა (proof(-)reading) [<ლათ. correctio გასწორება, რაც უნდა გასწორდეს] - 1. ტიპოგრაფიული წესით აწყობილი ტექსტის ანაბეჭდში შემჩნეული შეცდომების გასწორება; 2. თვით ანაბეჭდი, რომელშიც უნდა გასწორდეს შეცდომები.

კორიფე (coryphaeus, leader, leading figure) [ფრანგ. coryphee <ბერძ. koryphaios ბელადი, წინამძღოლი, თავი] - გამოჩენილი მოღვაწე რომელიმე სარბიელზე.

კორპორაცია (corporation) [გერმ. korporation, ფრანგ. corporation გაერთიანება, თანამეგობრობა] - აშშ-ს და სხვა ქვეყნების სამართლებრივ ტერმინოლოგიაში ცნება, რომელიც ჩვეულებრივ, აღნიშნავს იურიდიულ პირს, ორგანიზაციას.

კორპორაციული (corporative) - კორპორაციასთან დაკავშირებული; ვიწრო წრისათვის მისაღები, განკერძოებული ინტერესები.

კორპორაციული გადასახადი - კომპანიის მოგებაზე გადასახადი (საშემოსავლო გადასახადი).

კორპუსი (body, trunk, torso, hull, building, corps, frame, case, body) [გერმ. korpus <ლათ. corpus ტანი] - 1 რამდენიმე შენობის რიგში ცალკე მდგარი შენობა ან შენობის გაცალკევებული დიდი ნაწილი; 2. მსხვილი საჯარისო შენაერთი; 3. რომელიმე სახის სპეციალიზაციის ან მსგავსი სამსახურებრივი მდგომარეობის მქონე ადამიანების ერთიანობა.

კორტეჟი (procession, cortege, motorcade) [ფრანგ. cortege] - სადღესასწაულო მსვლელობა.

კორტესი [ესპ. cortes <corte ხელმწიფის კარი] - ესპანეთში ორპალატიანი პარლამენტის დასახელება.

კორუფცია (corruption, venality) [გერმ. korruption, ფრანგ. corruption <ლათ. corruptio მოსყიდვა, დაცემა] - 1. საჯარო ხელისუფლების ბოროტად გამოყენება პირადი ან ჯგუფური გამორჩენის მიზნით. ტიპურ გამოვლინებად მიჩნეულია მექრთამეობა, საჯარო საკუთრების არადანიშნულებისამებრ გამოყენება, ინტერესთა კონფლიქტი და ა.შ.; 2. სახელმწიფო, მუნიციპალური ან სხვა საჯარო მოხელის (მათ შორის, დეპუტატი და მოსამართლე), აგრეთვე, კომერციული ან სხვა ორგანიზაციის (მათ შორის, საერთაშორისო) მოსამსახურის მიერ საკუთარი სტატუსის გამოყენებით უკანონო ქონების, ქონებაზე უფლების, აგრეთვე, მომსახურების ან შეღავათის (მათ შორის, არაქონებრივი) მისაღებად; ასევე ზემოაღნიშნული პირების მიერ უკანონო ქონების, ქონებაზე უფლების, მომსახურების ან შეღავათის (მათ შორის, არაქონებრივი) მოთხოვნა; 3. სოციალური მოვლენა, რომელიც მდგომარეობს ხელისუფლების გახრწნაში, როცა სახელმწიფო (მუნიციპალური) მოსამსახურე და სხვა პირები, რომლებიც უფლებამოსილი არიან შეასრულონ სახელმწიფო ფუნქციები, თავის სამსახურებრივ მდგომარეობას, სტატუსს და დაკავებულ თანამდებობას იყენებენ ანგარების მიზნით, პირადი გამდიდრების ან სხვა ინტერესებისათვის. კორუფციის ნიშნებია: თანამდებობის პირის მიერ თანამდებობის ან მასთან დაკავშირებული შესაძლებლობის გამოყენება კანონით აკრძალული ქონებრივი ან სხვა სიკეთის მიღების მიზნით; თანამდებობის პირის მიერ თანამდებობის ან მასთან დაკავშირებული შესაძლებლობის გამოყენებით კანონით აკრძალული ქონებრივი ან სხვა სიკეთის გადაცემა; თანამდებობის პირის მიერ თანამდებობის ან მასთან დაკავშირებული შესაძლებლობის გამოყენებით კანონით აკრძალული ქონებრივი ან სხვა სიკეთის მიღება და დაკანონებაში ხელის შეწყობა.

კორუფციული სამართალდარღვევა (corruption offence, corruption wrong) - ქმედება, რომელიც შეიცავს კორუფციის ნიშნებს და რომლისთვისაც კანონით გათვალისწინებულია დისციპლინური, ადმინისტრაციული ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა (საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ”, მუხლი 3.2).

კორუფცია საჯარო სამსახურში (corruption in public service) - თანამდებობის პირის მიერ თანამდებობის ან მასთან დაკავშირებული შესაძლებლობის გამოყენება კანონით აკრძალული ქონებრივი ან სხვა სიკეთის მიღების მიზნით, აგრეთვე, მისთვის ამ სიკეთის გადაცემა ან მის მიღებასა და დაკანონებაში ხელის შეწყობა (საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ”, მუხლი 3.1).

კოტეჯი [ინგლ. cottage] - პატარა, კეთილმოწყობილი საცხოვრებელი სახლი გარეუბანში, მცირე მიწის ნაკვეთით.

კოტირება (quotation) [<ფრანგ. secoter] - უცხოური ვალუტის, ფასიანი ქაღალდების კურსის ან საქონლის ფასების დადგენა ბირჟაზე ჩამოყალიბებული პრაქტიკის შესაბამისად, მოქმედი საკანონმდებლო ნორმების დაცვით.

კოტირება აქციის (quotation of shares/stocks) - საფონდო ბირჟაზე აქციის საბაზრო ფასის განსაზღვრა.

კოტირება ვალუტის (currency quotation) - მოქმედი კანონმდებლობის ნორმებისა და ჩამოყალიბებული პრაქტიკის შესაბამისად უცხოური ვალუტის კურსის ჩამოყალიბება. კოტირებას ახორციელებენ სახელმწიფო (ეროვნული) ან უმსხვილესი კომერციული ბანკები.

კოტირება პირდაპირი (direct quotation) - კოტირება, რომლის დროსაც უცხოური ვალუტა გამოიხატება ეროვნული ვალუტით.

კოტირება ფასების (price quotation) - საბირჟო ფასების (კურსის) დადგენა მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე საბირჟო ვაჭრობის დროს დღის განმავლობაში დადებული გარიგებების შედეგად (საქართველოს კანონი “სასაქონლო ბირჟებისა და საბითუმო ვაჭრობის შესახებ”, მუხლი 2).

კრახი (crash) [გერმ. Krach] - 1. გაკოტრება, ბანკროტობა; 2. სრული მარცხი.

კრეაციონიზმი [<ლათ. Creatio (creationis) შექმნა] - 1. რელიგიური სწავლება ღმერთის მიერ არაფრისგან სამყაროს შექმნის შესახებ; კ. დამახასიათებელია იუდაიზმის, ქრისტიანობისა და ისლამისთვის; 2. იდეალისტური მიმართულება ბიოლოგიაში, რომელსაც მიაჩნია, რომ სამყაროს, დედამიწის, სიცოცხლის წარმოშობა, ორგანული სამყაროს ფორმების მრავალფეროვნება ღვთის შემოქმედების შედეგია.

კრება (meeting, gathering) - რაიმე ორგანიზაციის (კოლექტივის, ჯგუფის) წევრთა თავშეყრა რაიმე საკითხის (საკითხების) გადასაწყვეტად, სათათბიროდ. მაგ., ასოციაციის დამფუძნებელთა კ., პარტიული კ. და ა.შ.

კრედიტი (credit, tick, trust) [ლათ. creditum ვალი <credere ნდობა, სესხის მიცემა] - 1. საქონლის ან ფულის მიცემა სესხად; გარკვეული ხარჯების გასაწევად გაცემული თანხა; 2. ბუღალტრული ანგარიშის მარჯვენა მხარე; 3. დაბრუნებადობის, ფასიანობის, უზრუნველყოფადობისა და ვადიანობის საწყისებზე ფულადი სახსრების გაცემასთან დაკავშირებული ნებისმიერი ვალდებულება (საქართველოს კანონი „კომერციული ბანკების შესახებ”, მუხლი 1);

კრედიტი ბროკერის (broker's cerdit) - კრედიტი, რომელიც საბანკო და საფირმო კრედიტების შუალედური ფორმაა. მას კავშირი აქვს სასაქონლო გარიგებებთან, მაგრამ საბანკო კრედიტის ელემენტებსაც შეიცავს (ბროკერები, ჩვეულებრივ, კომერციული ბანკებიდან სესხულობენ თანხებს).

კრედიტი გრძელვადიანი (long-term loan, long-term credit) - კრედიტი, რომელიც ხუთ წელზე მეტი ვადით გაიცემა.

კრედიტი დილერის (street loans, take up loan on securities) - სესხი, რომელიც გაიცემა ერთი დღით ფასიანი ქაღალდების დაგირავების საფუძველზე.

კრედიტი იპოთეკური (mortgage loan, real estate loan) - კრედიტი, რომელიც უძრავი ქონების დაგირავების საფუძველზე გაიცემა.

კრედიტი კომერციული (commercial credit) - საქონლის ფორმით გაცემული კრედიტი.

კრედიტი ლომბარდული (lombard credit, loan on mortgage) - ფასიანი ქაღალდების ან საქონლის დაგირავებით გაცემული სესხი.

კრედიტი მიმდინარე ანგარიშზე (current account credit, overdraft) - კრედიტი (ფულადი თანხის სახით), რომელიც მიიღება გარკვეული ოდენობის თანხაზე გამოწერილი ჩეკის ან საგადასახადო დავალების ბანკში წარდგენის გზით. როგორც წესი, ამ შემთხვევაში, თანხის ოდენობა აღემატება ჩეკის გამომწერის (საგადასახადო დავალების წარმომდგენის) ანგარიშზე დარჩენილ თანხას (ნაშთს). ოვერდრაფტის მიხედვით მიღებული კრედიტის ოდენობა განისაზღვრება ანგარიშის გახსნისას კლიენტსა და ბანკს შორის მოლაპარაკების შედეგად. იგი არ აღემატება ფიქსირებულ თანხას.

კრედიტი მოკლევადიანი (short-term credit, bank accomodation) - კრედიტი, რომელიც გაიცემა ერთ წლამდე ვადით.

კრედიტი მყიდველს (buyer's credit) - ექსპორტის დაკრედიტების ფორმა, რომლის საშუალებითაც ბანკი კრედიტს აძლევს არა ექსპორტიორს, არამედ იმპორტიორის ბანკსა და ფირმას. როგორც წესი, მისი ვადა 5-7 წელია, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში გაიცემა უფრო ხანგრძლივი ვადითაც.

კრედიტი ოფციური (option credit) - სესხი, რომლის დაფარვის პირობებს კრედიტორი ადგენს.

კრედიტი საბლანკო (blank credit) - კრედიტი, რომელიც სასაქონლო-მატერიალური ფასეულობისა თუ ფასიანი ქაღალდების უზრუნველყოფის გარეშე გაიცემა (საქართველოს კანონი „კომერციული ბანკების შესახებ”, მუხლი 1). ამგვარი კრედიტით ძირითადად ხანგრძლივი საქმიანი ურთიერთობების მქონე კლიენტები სარგებლობენ, რომელთაც მაღალი გადახდისუნარიანობა აქვთ. საბლანკო კრედიტი გაიცემა მევალის ვალდებულების საფუძველზე, რომელიც სოლო თამასუქით (მსესხებლის ერთი ხელმოწერით) ფორმდება.

კრედიტი საერთაშორისო (international lending, international credit) - საერთაშორისო საფინანსო ურთიერთობათა ერთობლიობა, რომელთა საშუალებითაც ხორციელდება სავალუტო და სასაქონლო რესურსების გაცემა გარკვეული ვადით, მიზნობრივი უზრუნველყოფით, უკან დაბრუნებისა და სარგებლის გადახდის პირობით.

კრედიტი საექსპორტო (export credit) - კრედიტი, რომელიც გაიცემა უცხო ქვეყანაში იურიდიულ ან ფიზიკურ პირზე საქონლისა და მომსახურების ექსპორტის დაფინანსების მიზნით.

კრედიტი სათამასუქო (commercial paper/bill's credit) - საქონლის გაყიდვაზე დადებული შეთანხმება, რომლის დროსაც გამყიდველი (მწარმოებელი) აძლევს გადასაპირებელ თამასუქს (ტრატას) მყიდველს, რომელიც სასაქონლო დოკუმენტების მიღების შემდეგ თანხმობას აცხადებს თამასუქის განაღდებაზე.

კრედიტი სამომხმარებლო (consumer credit) - სამომხმარებლო საქონლის (ძირითადად გრძელვადიანი მოხმარების) შესაძენად ან მომსახურების ასანაზღაურებლად განვადებით გაცემული სესხი. უცხოეთის ქვეყნებში მისი მაქსიმალური ვადაა სამი წელი, რომლისთვისაც დამახასიათებელია საკმაოდ მაღალი სარგებელი (ასე, მაგალითად, აშშ-ში 18 და მეტი, საფრანგეთში - 30 პროცენტი). სესხის დასაფარავი თანხის დაგვიანებით შეტანის შემთხვევაში მევალის მიერ შესაძენი საქონელი საჯარო ვაჭრობით გაიყიდება, შეტანილი თანხა კი მხოლოდ ნაწილობრივ უბრუნდება მყიდველს.

კრედიტი საფირმო (company's credit) - საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა სფეროში კომერციული კრედიტის სახესხვაობა, როდესაც ერთი ქვეყნის ფირმა კრედიტს აძლევს მეორე ქვეყნის ფირმას საქონლის სახით. მისი ვადები სხვადასხვაა და განისაზღვრება საერთაშორისო ბაზრის კონიუნქტურითა და საქონლის სახეობებით. იგი გაიცემა 2-7 წლის ვადით. საფირმო კრედიტი ფორმდება თამასუქით ან ღია ანგარიშით.

კრედიტი სასაქონლო (commodity credit) - სესხი, რომელსაც ძირითადად ექსპორტიორები აძლევენ მყიდველებს საქონლის ფორმით.

კრედიტი საშუალოვადიანი (averageterm credit) - კრედიტი, რომელიც გაიცემა ერთიდან ხუთ წლამდე ვადით.

კრედიტი სახელმწიფო (state credit) - სახელმწიფოს მიერ გამოშვებული (ემიტირებული) ობლიგაციებისა ან/და სახაზინო ვალდებულებების რეალიზაციით ფიზიკური და იურიდიული პირებისგან მიღებული სესხი.

კრედიტი უზრუნველყოფითი (secured credit) - კრედიტი, რომელიც უზრუნველყოფილია საქონლით, ფასიანი ქაღალდით, თამასუქით, უძრავი ქონებით, სასაქონლო დოკუმენტებით, ოქროთი ან სხვა ფასეულობით.

კრედიტი ფინანსური (financial credit) - სესხი, რომელიც გათვალისწინებულია ფასიანი ქაღალდების შესაძენად, დავალიანების დასაფარავად, ინვესტიციების განსახორციელებლად, სავალუტო ინტერვენციებისთვის და ა.შ.

კრედიტი ღია ანგარიშით (credit through open account) - ექსპორტიორსა და იმპორტიორს შორის შეთანხმების საფუძველზე გაცემული კრედიტი, რომლის თანახმადაც დავალიანება ჩაირიცხება ღია ანგარიშზე და დაიფარება პერიოდულად თვის შუა ან ბოლო რიცხვებში. იგი ფართოდ გამოიყენება საქონლის რეგულარული მიწოდების დროს.

კრედიტორი (creditor, debtee) - 1. საკრედიტო ურთიერთობების ერთ-ერთი მონაწილე, სუბიექტი, რომელიც იძლევა სესხს; ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის წინაშეც ცალკეულ ორგანიზაციას აქვს დავალიანება, რაც გამოხატულია მის ბალანსში; 2. მხარე, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს მეორე მხარისგან (მოვალისაგან) გარკვეული ქმედების (მოქმედების ან უმოქმედობის) შესრულება; 3. საანგარიშსწორებო ვალდებულების ერთი მხარე (მევალე), რომელსაც აქვს უფლება მოსთხოვოს მეორე მხარეს (დებიტორს, მოვალეს), მოახდინოს ვალდებულების შესასრულებლად განსაზღვრული მოქმედება ან თავი შეიკავოს გარკვეული მოქმედებისაგან; სააღრიცხვო ტერმინი, რომელიც აღნიშნავს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომლის წინაშე დავალიანება აქვს მოცემულ საწარმოს.

კრედიტუნარიანობა (borrowing power, credit worthiness, solvency, trustworthiness) - მსესხებლის (ვალის ამღების) მატერიალური და ფინანსური შესაძლებლობის დახასიათება კრედიტის მისაღებად; მისი შესაძლებლობა დროულად და სრულად დააბრუნოს კრედიტი. კრედიტუნარიანობა განისაზღვრება მაჩვენებლებით, რომლებიც ასახავენ მის აკურატულობას ადრე აღებული კრედიტის მიხედვით ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით, მიმდინარე ფინანსურ მდგომარეობას და მისი გაუმჯობესების პერსპექტივებს, აუცილებლობის შემთხვევაში სხვადასხვა წყაროდან ფულადი საშუალებების მობილიზაციის უნარს.

კრედო (credo) [<ლათ. credo მწამს] - მრწამსი, რწმენა, მსოფლმხედველობა.

კრეოლი [ფრანგ. creole <ესპ.] - 1. ლათინურ ამერიკაში: პირველი ევროპელი კოლონიზატორების (უმთავრესად, ესპანელების) შთამომავალი; 2. ესპანელი მამაკაცისა და ინდიელი ქალის ქორწინების შედეგად დაბადებული ადამიანი.

კრიზისი (crisis, breakdown, depression, juncture) [გერმ. krisis <ლათ. Crisis <ბერძ. krisis გადაწყვეტა, გადამწყვეტი (გარდატეხის) მომენტი] - 1. მკვეთრი გარდატეხა; 2. საზოგადოების განვითარებაში არსებული წინააღმდეგობებით განპირობებული ეკონომიკური კავშირ-ურთიერთობების მოშლა, რომელსაც თან სდევს უმუშევრობა და მოსახლეობის ფართო ფენების ცხოვრების დონის მკვეთრი გაუარესება, გაღატაკება; 3. მძიმე, გაჭირვებული მდგომარეობა.

კრიმინალი (criminal) [<ლათ. Criminalis დანაშაულებრივი <crimen (criminis) ბრალი, ცოდვა, დანაშაული] - 1. დამნაშავე; 2. რაიმე გასაკიცხი.

კრიმინალისტიკა (criminalistics) [გერმ. kriminalistik <ლათ. criminalis] - სასამართლო მტკიცებულებების შეგროვების, ფიქსაციის, მოკვლევისა და გამოყენების მეთოდების, სხვა სპეციალური საშუალებების შემსწავლელი იურიდიული მეცნიერების დარგი.

კრიმინოგენური (criminality) [<ლათ. crimen + genos წარმოშობა] - საზოგადოებრივ ცხოვრებაში დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის ინტენსივობა.

კრიმინოლოგია (criminology) [გერმ. kriminologie <ლათ. crimen დანაშაული + logos მეცნიერება] - დანაშაულებრიობის, დანაშაულის მიზეზის, დანაშაულის პიროვნების, დანაშაულის თავიდან აცილების მეთოდების და საშუალებების, მისი ლიკვიდაციის პერსპექტივების შემსწავლელი იურიდიული მეცნიერების დარგი.

კრიპტო ... [<ბერძ. kryptos საიდუმლო, ფარული] - საიდუმლო ან ფარულის მნიშვნელობის მქონე რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი.

კრიპტოგრაფია [cryptography] [გერმ. kryptographie, ფრანგ. Cryptographie <ბერძ. kryptos+grapho] - საიდუმლო წერის საშუალებების ერთობლიობა (რომლის წაკითხვა ჩვეულებრივი წესით შეუძლებელია).

კრიტერიუმი (criterion, measure) [გერმ. kriterium <ბერძ. kriterion საზომი, მსჯელობის, განსხვავების შესაძლებლობა] - ნიშანი, საზომი, რომლის მიხედვითაც რაიმეს აფასებენ, რისამე სისწორეს, მნიშვნელობას არკვევენ, რის მიხედვითაც მსჯელობენ.

კრიტიკა (criticism) [გერმ. Kritik <ფრანგ. critique <ლათ. critica <ბერძ. kritike მსჯელობა, განაჩენის გამოტანა] - 1. შეფასების, ნაკლის გამოვლენის მიზნით რაიმეს ანალიზი, გარჩევა; 2. რისამე უარყოფითი შეფასება, ნაკლის მითითება.

კრიტიციზმი (critical attitude) - კრიტიკული დამოკიდებულება რაიმესადმი; 2. კრიტიკული ფილოსოფია - სახელწოდება, რითაც ი. კანტმა დაახასიათა თავისი ფილოსოფია (კანტიანელობა), სადაც, მისი აზრით, მოცემულია ადამიანის შემეცნებითი უნარის კრიტიკა.

კრიშნაიდები [<სანსკ. krishna ბნელი, მუქი, შავი; ვიშნუს ერთ-ერთი განსახიერება იხ. ტრიმურტი] - „კრიშნას ცნობიერების საზოგადოებად” წოდებული სექტის წევრები - მისი ფუძემდებელია ბჰაქტივედანტა სვამი პრაბპუპადად წოდებული ინდოელი ქურუმი - აბჰაია ჩარან დე (1896-1977). ინდუიზმისგან განსხვავებით, რომელთაც ღმერთი უპიროვნოდ და შეუცნობლად მიაჩნიათ. ასწავლის, რომ უზენაესი ღვთაება არის კრიშნა, რომელიც სხვადასხვა სახით ევლინებოდა ქვეყნიერებას სხვადასხვა ეპოქაში. წმინდა წიგნად მიიჩნევენ „ბჰაგავატგიტას”. რელიგიურ და საყოფაცხოვრებო ურთიერთობებში იცავენ რიგ პრინციპებს. ცხოვრობენ თემებად, თავს იკავებენ ხორცის ჭამისგან, მკაცრად იცავენ ალკოჰოლის მოხმარებასთან, აზარტულ თამაშებთან, ქორწინების გარეშე ურთიერთობებთან დაკავშირებულ ტაბუს.

კროსკურსი (cross rate) - ორი ვალუტის გაცვლის კურსი, რომლის დადგენა ხდება თითოეული მათგანის კურსის მიხედვით მესამე ვალუტის (ჩვეულებრივ, აშშ დოლარის) მიმართ.

კუბიზმი (cubism) [ფრანგ. cubisme] - მოდერნისტული მიმდინარეობა მე-20ს-ის სახვით ხელოვნებაში, რომელიც რეალური სამყაროს საგნების გამოხატულებას ცვლიდა გეომეტრიული ფიგურების (კუბის, კონუსის და მისთ.) კომბინაციებით; ჩაისახა საფრანგეთში, მე-20ს-ის დასაწყისში.

კულისები (side scenes, slips, coulisses) [ფრანგ. coulisse <couler სრიალი] - სცენის მიღმა არსებული ადგილი. კულისებში - საიდუმლოდ, ფარულად.

კულმინაცია (culmination) [ფრანგ. culmination <ლათ. culmen (cuminis) მწვერვალი] - აღმავლობის, განვითარების პროცესში უმაღლესი წერტილი, მისი მიღწევის მომენტი.

კულტ..., - საგანმანათლებლო საქმიანობასთან დაკავშირებულის აღმნიშვნელი რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი.

კულტი (cult, worship) [<ლათ. Cultus თაყვანისცემა, ქედის მოდრეკა] - გადატ. რაიმეს, ვინმეს ბრმად თაყვანისცემა, ქედის მოდრეკა.

კულტურა (culture) [გერმ. kultur, ფრანგ. culture <ლათ. cultura] - 1. წარმოებით, სოციალურ და ინტელექტუალურ სფეროში კაცობრიობის მიღწევების ერთობლიობა; 2. ვინმესთვის დამახასიათებელი სოციალური და ინტელექტუალური განვითარების დონე; 3. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ადამიანის საჭიროების დასაკმაყოფილებლად გამოყვანილი მცენარის ან ცხოველის კონკრეტული სახეობა.

კულტურული მემკვიდრეობა (cultural heritage) - საქართველოს კანონმდებლობით, კულტურის ის ნაწილი, რომელმაც საზოგადოების განვითარების პროცესში დაიმკვიდრა, შეინარჩუნა ან აღიდგინა ფასეულობის მნიშვნელობა და გადაეცემა თაობიდან თაობას (საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის კანონი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ, მუხლი 1).

კულუარი (lobby) [ფრანგ. couloirs დერეფნები] - სხდომის დარბაზის მიღმა არსებული ადგილი. კულუარული - საქმეში ჩახედულ, გათვითცნობიერებულ პოლიტიკურ, საზოგადოებრივ წრეებში მიმდინარე არაოფიციალურ საუბრებთან მიმართებით.

კუმულაცია (cumulation) [ფრანგ. cumulation, გერმ. kumulation <ლათ. cumulatio გაზრდა, დაგროვება] - 1. ერთ ადგილზე დაზღვეული ობიექტების თავმოყრა; 2. საინვესტიციო შემოსავლის მიღების მეთოდი, რომელიც საშუალებას აძლევს ინვესტორს ერთდროულად, ან გარკვეული ხნის მანძილზე თანაბარ წილებად მიიღოს რამდენიმე წლის განმავლობაში დაგროვილი შემოსავალი.

კუმულირება (cumulate) - საანგარიშგებო პერიოდის შემოსავლების და გასავლების სააღრიცხვო პრინციპი; შემოსავლები უნდა შეესაბამებოდეს გაწეულ ხარჯებს, რაც აუცილებელია საანგარიშგებო- საფინანსო წლის წმინდა შემოსავლის დასადგენად.

კუპიურა (banknote, note, denomination) [ფრანგ. coupure ნაჭერი] - 1. ნომინალური ღირებულება, რომელიც აღინიშნება ქაღალდის ფულზე, ბანკნოტზე, ობლიგაციასა და სხვა ფასიან ქაღალდზე; 2. თავად ფული, ბანკნოტი, ობლიგაცია და სხვა ფასიანი ქაღალდი.

კუპონი (coupon, warrant) [ფრანგ. coupon <couper მოჭრა] - ფასიანი ქაღალდის, (ობლიგაციის, აქციის) ნაწილი, პროცენტებისა და დივიდენდების პერიოდულად მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი.

კურატორი (curator) [ლათ. Curator მზრუნველი, მეურვე] - 1. პირი, რომელსაც მინდობილი აქვს რაიმე სამუშაოს მეთვალყურეობა; 2. საკონკურსო გამგეობის წევრი. იხ. კონკურსი; 3. სტუდენტიმედიკოსი, რომელიც მიმაგრებულია კლინიკაში მწოლიარე ავადმყოფზე და თვალყურს ადევნებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას.

კურიერი (courier, messenger, express) [ფრანგ. courrier <courir სირბილი <ლათ. currere სირბილი, სწრაფად გადაადგილება] - 1. დაწესებულების შიკრიკი, რომელიც დაატარებს საქმიან ქაღალდებს; 2. პირი, რომელიც ხშირად მგზავრობს საიდუმლო, სასწრაფო დავალებების შესრულების მიზნით; 3. უახლესი ცნობების სწრაფი გამავრცელებელი.

კურიოზი (curious, amusing incident) [<ფრანგ. curieux ცნობისმოყვარე, შესაქცევი, სასაცილო] - უცნაური, სასაცილო ან საკვირველი შემთხვევა.

კურორტი (health-resort) [გერმ. Kurort <kur მკურნალობა + ort ადგილი] - საკურორტო ადგილი, სადაც განლაგებულია სამკურნალო და გამაჯანსაღებელი დაწესებულება, ნაგებობა და ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები (საქართველოს კანონი „ტურიზმისა და კურორტების შესახებ”, მუხლი 2).

კურსი (course, policy, line, year, rate) [ფრანგ. cours, გერმ. kurs <ლათ. Cursus დინება, გზა] - 1. მოძრაობის მიმართულება, გზა; 2. გადატ. პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საზოგადოებრივ საქმიანობაში მიმართულება; 3. ფასი, რომლითაც იყიდება ფასიანი ქაღალდები; 4. ორი სხვადასხვა ვალუტის გადაცვლის ფასი, რომელიც ერთ-ერთი ვალუტით გამოიხატება; 5. სწავლების მთლიანი მოცულობა; 6. უმაღლეს ან სპეციალურ სასწავლო დაწესებულებებში სწავლების წლიური საფეხური, ამ საფეხურზე მოსწავლე პირებთა ჯგუფი; 7. უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში სწავლის მიზნებისთვის ადაპტირებული სამეცნიერო დისციპლინა.

კურსი ბირჟის (market price) - ფასიანი ქაღალდის გასაყიდი ფასი, რომელიც ბირჟაზე ყალიბდება. ფასის ოდენობა პირდაპირ დამოკიდებულებაშია დივიდენდის სიდიდესთან და უკუკავშირშია სასესხო პროცენტის ნორმასთან. ჩვეულებრივ, აქციის ბირჟის კურსი მეტია, ვიდრე ობლიგაციის და პრივილეგირებული აქციის კურსი, რადგან წინასწარ არ განისაზღვრება შემოსავლის დონე.

კურსი ვალუტის (exchange rate) - ეროვნული ვალუტის ერთეულის რაოდენობა, რომელიც შეიძლება გადაიცვალოს უცხოური ვალუტის ერთ ან რამდენიმე ერთეულზე, და პირიქით. ერთი ქვეყნის ფულადი ერთეულის ფასი, რომელიც გამოსახულია სხვა ქვეყნის ფულადი ერთეულით.

კურსი ობლიგაციის (bond rate) - ფასი, რომლითაც ხდება სახელმწიფო ობლიგაციის ყიდვა-გაყიდვა. ობლიგაციის ნომინალური ფასი განისაზღვრება გამოშვების დროს და გადაიხდება განაღდების მომენტში. სახელმწიფო ადგენს ემისიურ კურსსაც - ფასს, რომლითაც ობლიგაცია მიეყიდება ბანკებს. პრაქტიკაში საემისიო ფასი ნომინალურზე დაბალია. ობლიგაციის საბაზრო კურსს (ფასს) ადგენენ სასესხო კაპიტალის ბაზარზე კოტირების გზით და ქვეყნდება საბირჟო ბიულეტენში.

კურსი ემისიური (rate of issue) - კურსი, რომლითაც ხორციელდება ფასიანი ქაღალდების ემისია. იგი დამოკიდებულია ემიტენტის ფინანსურ მდგომარეობაზე, სასესხო კაპიტალის ბაზარზე მის პოზიციასა და საპროცენტო განაკვეთის დინამიკაზე. ემისიური კურსის დონეზეა დამოკიდებული ფასიანი ქაღალდის ემისიის მოცულობა და საემისიო მოგების ოდენობა, ამიტომ ცდილობენ საემისიო ფასიანი ქაღალდების კურსის რეგულირებას ყიდვა-გაყიდვის საშუალებით. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების კურსის რეგულირება ხორციელდება ცენტრალური (ეროვნული) ბანკის მიერ ღია ბაზარზე განხორციელებული

კურსივი (italics) [გერმ. kursiv <ლათ. cursiva littera გაკრული ხელი] - დახრილი ტიპოგრაფიული შრიფტი, სადაც ასოების მოხაზულობა ხელნაწერის მსგავსია.

კურსირება (ply (between), run (between), travel back and forth) [გერმ. kursieren] - განსაზღვრული მიმართულებით რეისების განხორციელება, რეგულარული მიმოსვლა.

კურსორი (curcor) [<ლათ. Cursorius სწრაფად მორბენალი] - კომპიუტერის დისპლეის ეკრანზე გამოსახული განსაკუთრებული მოძრავი ნიშანი, რომელიც აღნიშნავს ეკრანის აქტიურ წერტილს.

კურტაჟი (brokerage) [ფრანგ. Courtage <courtier მაკლერი] - საშუამავლო გასამრჯელო, რომელსაც მაკლერი იღებს როგორც მყიდველისგან, ისე გამყიდველისგან ბირჟაზე გარიგების შესრულებისათვის. ჩვეულებრივ, გამოითვლება პრომილებით. კურტაჟის განაკვეთი დამოკიდებულია ფასიანი ქაღალდებისა და საქონლის კატეგორიაზე, გარიგების მოცულობაზე. კურტაჟის ოდენობა განისაზღვრება ბირჟის წესდებით ან გარიგების მონაწილეებსა და მაკლერს შორის შეთანხმებით.

12

▲ზევით დაბრუნება


ლაბილური (lability) [ლათ. labialis] - არამტკიცე, არამდგრადი, მერყევი; მოძრავი.

ლაბირინთი (labyrinth, maze) [გერმ. labyrinth <ლათ. labyrinthos <ბერძ. labyrinthos] - 1. დახლართული ქსელი, რომელიც ურთიერთდაკავშირებულია ნაგებობების სისტემით; 2. რისამე რთული, დახლართული განლაგება, შეხამება.

ლაბორატორია (laboratory) [ლათ. laboratorium <ლათ. laborare მუშაობა] - 1. დაწესებულება ან მისი განყოფილება, სადაც ეწევიან ექსპერიმენტულ სამეცნიერო- კვლევით მუშაობას; 2. სპეციალურად აღჭურვილი სათავსი სამეცნიერო, სამრეწველო- საკონტროლო ან სასწავლო ექსპერიმენტების ჩასატარებლად.

ლაგი [ინგლ. lag დაგვიანება] - დროითი ლაგი - მაჩვენებელი, რომელიც ასახავს მიზეზშედეგობრივ კავშირში მყოფი ერთი მოვლენის ან პროცესის მეორესთან შედარებით წინსწრებას ან დაშორებას. (მაგ. ეკონომიკაში სახსრების დაბანდებიდან უკუგებამდე დროის პერიოდი).

ლავირება (tack, manoeuvre, avoid taking sides) [ახ. გერმ. lavieren, ნიდ. laveeren <ფრანგ. Louvoyer ზიგზაგებით ცურვა] - 1. დაბრკოლებების ოსტატურად გვერდის აქცევით, არაპირდაპირი მოძრაობა; 2. ცბიერად, ოსტატურად, კონფლიქტის და გართულების თავის არიდებით მოქმედება.

ლავრა (lavra, monastery) [ბერძ. laura] - ზოგი დიდი მამათა მონასტრის სახელწოდება.

ლაიბ ..., [გერმ. leib ... <leib ტანი] - სამეფო პირთან ან სამეფო ოჯახთან უშუალო კავშირში მყოფობის აღმნიშვნელი რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი (ლაიბ-გვარდია, ლაიბეგერი).

ლაიტმოტივი (leitmotif, burden) [გერმ. leitmotiv წამყვანი მოტივი] - რაიმე ნაწარმოების, საქმიანობის, მოქმედების ძირითადი თემა, აზრი, იდეა; მამოძრავებელი მოტივი.

ლაკონიური (laconic(al), short-spoken) [ფრანგ. laconicique <ბერძ. lakonikos] - რაიმე მოკლე, მკაფიო, რომელიც მრავალსიტყვაობით არ გამოირჩევა.

ლანდტაგი [გერმ. landtag <land მიწა ქვეყანა + tag შეკრება] - ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში არჩევითი საკანონმდებლო ორგანო.

ლანდშაფტი (landscape) [გერმ. Landshaft] - 1. რაიმე ადგილის (სოფლის, მინდვრის, ტყის და სხვ.) საერთო ხედი; ასეთი ადგილის ამსახველი ნახატი, სურათი, პეიზაჟი; 2. დასავლეთ ევროპის ზოგ ქვეყანაში: სახალხო ლაშქრის ერთ-ერთი სახეობა; იქმნებოდა ომიანობის დროს, განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში.

ლაპიდარული (lapidar, terse) [ფრანგ. lapidaire <ლათ. lapidarius ქვაზე ამოკვეთილი] - რაიმესთან მიმართებით: მოკლე, მკაფიო და აღსაქმელი (ლაპიდარული გამონათქვამი).

ლარი (Lari) - საქართველოს ფულის ერთეული, რომელიც შედგება ასი თეთრისაგან. იგი წარმოადგენს ერთადერთ საგადამხდელო საშუალებას საქართველოს ტერიტორიაზე. ლარი (მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფული, მიმდინარე, ვადიანი და საბანკო ანგარიში) უზრუნველყოფილია ოქროს მარაგით, უცხოეთის ქვეყნების სავალუტო კრედიტებითა და ეროვნული ბანკის სხვა აქტივებით (საქართველოს ორგანული კანონი “ეროვნული ბანკის შესახებ”, მუხლი 36).

ლატარია (lottery) [იტალ. lotteria] - 1. ნივთების ან ფულის გათამაშება ბილეთებით; 2. სახელმწიფოს მიერ ნებადართული გათამაშების, წილისყრის, კენჭისყრის ორგანიზაცია, რომელიც მხარეებს შორის გარკვეულ ვალდებულებებს წარმოქმნის (საქართველოს „სამოქალაქო კოდექსი”, მუხლი 952).

ლატენტური (latent) [<ლათ. Latens (latentis) ფარული, უჩინარი] - ფარული, გარეგნულად გამოუმჟღავნებელი.

ლაურეატი (laureate) [ფრანგ. Laureat <ლათ. laureatus დაფნის გვირგვინით შემკობილი] - პირი, რომელსაც ენიჭება პრემია მეცნიერებისა და კულტურის სფეროში გამორჩეული დამსახურებისთვის.

ლაფსუსი (blunder, lapsus, slip) [<ლათ. lapsus შეცდომა, ცდომილება, წინდაუხე დაობა, დაუდევრობა] - უნებლიე შეცდომა, დაუდევრობა, წამოცდომა.

ლეგალიზაცია (legalization) [ფრანგ. legalisation <ლათ. legalis კანონიერი] - 1. კანონიერ მდგომარეობაში გადასვლა, რაიმესთვის კანონიერი ძალის მინიჭება; 2. უცხო სახელმწიფოს მიერ გაცემული დოკუმენტის დედანის და მისი იურიდიული ძალის დადასტურება; 3. სათანადო უფლებამოსილების მქონე საჯარო მოსამსახურის მიერ საბუთის ხელმოწერის ნამდვილობისა და საბუთის ხელმოწერის მომენტისათვის ამ საჯარო მოსამსახურის მიერ შესაბამისი თანამდებობის კანონიერად დაკავების ნამდვილობის სახელმწიფოებრივი დადასტურება.

ლეგალური (legal) [ფრანგ. ლეგალ <ლათ. ლეგალის] - კანონით აღიარებული, დაშვებული.

ლეგატი (legate) [ფრანგ. legat, გერმ. legat <ლათ. legatus ელჩი; <ლათ. legatum საანდერძო უარი] - 1. განსაკუთრებული მისიით უცხო ქვეყანაში წარგზავნილი რომის პაპის რწმუნებული; 2. ანდერძში მოცემული მემკვიდრისადმი დავალება, რომელიმე პირისთვის გარკვეული თანხის გადახდის ან განსაზღვრული ქონების გადაცემის შესახებ; 3. მამკვიდრებლის მიერ მემკვიდრისათვის დაკისრებული ვალდებულება, რომელიც მან უნდა შეასრულოს სამკვიდროს ხარჯზე ერთი ან რამდენიმე პირის სასარგებლოდ (სსკ, მუხლი 1383).

ლეგიონი (legion) [გერმ. legion <ბერძ. legeon <ლათ. legio (legionis)] - 1. განსაკუთრებული სამხედრო ქვედანაყოფების დასახელება ზოგიერთ ქვეყანაში; 2. უამრავი, უთვლადი სიმრავლე.

ლეგისლატურა (legislature) [გერმ. legislatur <ლათ. lex (legis) კანონი + latus დადგენილი, შემოტანილი] - 1. უფლებამოსილების ვადა, ასევე არჩეული საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის პერიოდი; 2. ზოგიერთ ქვეყანაში პარლამენტის დასახელება.

ლეგიტიმაცია (legitimation) [ფრანგ. legitimation <ლათ. legitimus კანონიერი] - რაიმე უფლების, უფლებამოსილების ცნობა ან კანონიერად აღიარება.

ლეგიტიმურობა (legitimacy) [<ლათ. legitimus კანონიერი, სამართლებრივი] - პოლიტიკურ-სამართლებრივი ცნება - კონკრეტულ სახელმწიფოში ხელისუფლების ინსტიტუტების მოქმედების მართლზომიერად ცნობა და მათ მიმართ ქვეყნის მოსახლეობის ან მოსახლეობის დიდი ნაწილის დადებითი დამოკიდებულება, კეთილგანწყობილი საზოგადოებრივი აზრი (მ.შ. საზღვარგარეთის). ლეგიტიმურობის საკითხი ჩვეულებრივ დგება მთავრობის რევოლუციის ან გადატრიალების გზით შეცვლის შემთხვევაში.

ლეიბორისტი [ინგლ. labourist <labour შრომა, სამუშაო <ლათ. labor შრომა] - შრომის პარტიის წევრი.

ლეიტენანტი (leiutenant) [ფრანგ. leiutenant] - 1. სხვადასხვა ქვეყნის არმიასა და ფლოტში: ოფიცრის წოდებულება, უმცროსი ლეიტენანტის მომდევნო. უმცროსი ლეიტენანტი - უმცროს ოფიცერთა პირველი წოდებულება. უფროსი ლეიტენანტი - ოფიცრის წოდება, ლეიტენანტის მომდევნო; 2. იხ. სამხედრო წოდებები.

ლექსიკა (vocabulary) [გერმ. Lexsik <ბერძ. lexsikos სიტყვიერი <ლეხის სიტყვა, გამონათქვამი] - რომელიმე ენის ან ნაწარმოების (მწერლის) ლექსიკური მარაგი.

ლექსიკონი (vocabulary, dictionary) [ბერძ. lexsikon <lexsis] - სიტყვათა მარაგი.

ლექცია (lecture) [პოლ. lekja <ლათ. lectio კითხვა] - 1. უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში მასწავლებლის მიერ საგნის ზეპირად გადმოცემით მიმდინარე მეცადინეობა; 2. რაიმე თემაზე საჯარო გამოსვლა.

ლიბერალიზმი (liberalism) [ფრანგ. liberalism <ლათ. liberalis თავისუფალი] - 1. დემოკრატიული თავისუფლებებისა და თავისუფალი მეწარმეობის მომხრეთა პოლიტიკურ-იდეოლოგიური მიმდინარეობა; 2. ზღვარგადასული, ზიანისმომტანი შემწყნარებლობა, მოთმენა, ნებაზე მიშვება; 3. ცენტრისტული იდეოლოგია, რომელიც პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამი ძირითადი პრინციპიდან - თავისუფლება, წესრიგი, თანასწორობა, უპირატესობას თავისუფლებასა და თანასწორობას, ხოლო ამ ორიდან, თანასწორობას ანიჭებს.

ლიბერტალიზმი (<libertarian) - რადიკალური იდეოლოგია, რომელიც პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამი ძირითადი პრინციპიდან - თავისუფლება, წესრიგი, თანასწორობა, უპირატესობას მხოლოდ თავისუფლებას ანიჭებს.

ლიგა (league) [ფრანგ. league <ლათ. ligare დაკავშირება, გაერთიანება] - პირების, ორგანიზაციების, სახელმწიფოების კავშირი, გაერთიანება.

ლიდერი [ინგლ. leadre <to lead ხელმძღვანელობა, წარმართვა] - 1. პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციის, სახელმწიფოს ხელმძღვანელი; 2. პირი, რომელიც კოლექტივში სარგებლობს ყველაზე დიდი ავტორიტეტითა და გავლენით (ჯგუფის წევრი, რომელსაც წამყვანი პოზიცია უკავია); 3. შეჯიბრებაში პირველ ადგილზე გასული სპორტსმენი ან სპორტსმენთა ჯგუფი.

ლიზინგი (leasing) - საფინანსო იჯარა. საწარმოო გამოყენების მიზნით გრძელვადიანი იჯარით გაცემა - მექანიზმების და მოწყობილობების, სატრანსპორტო საშუალებებისა და საწარმოო დანიშნულების სხვადასხვა ნაგებობის, რომლებიც შესყიდულია ან დამზადებულია ლიზინგის გამცემის მიერ ლიზინგის მიმღებისთვის. ლიზინგის გამცემი ინარჩუნებს მათზე საკუთრების უფლებას ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.

ლიზინგი განახლებადი (renewed leasing) - ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს ლიზინგის მიმღების მოთხოვნით გრძელვადიანი იჯარით მიღებული მოწყობილობის უფრო ახალი მოწყობილობით შეცვლას.

ლიზინგი გენერალური (general lease) - ლიზინგის ფორმა, რომელიც ლიზინგის მიმღებს უფლებას აძლევს დამატებით მიიღოს მოწყობილობა ახალი ხელშეკრულების დადების გარეშე.

ლიზინგი დაბრუნებადი (lease back) - ლიზინგის ფორმა, რომლის დროსაც მფლობელი მოწყობილობას მიყიდის სალიზინგო ფირმას და იმავდროულად მისგანვე იღებს ლიზინგით ამ მოწყობილობას.

ლიზინგი მიმწოდებელს (supplier leasing) - ლიზინგის ფორმა, რომლის დროსაც მფლობელი მოწყობილობას მიყიდის სალიზინგო კომპანიას, რომელიც ამ მოწყობილობებს მის მიერ გამოძებნილ სხვა მოიჯარეებს გადასცემს გამოსაყენებლად.

ლიზინგი ოპერატიული (operational leasing) - სალიზინგო ურთიერთობა, რომლის დროსაც ლიზინგის ობიექტის შეძენასა და შენახვასთან დაკავშირებული ლიზინგის გამცემის ხარჯები სალიზინგო გადასახადებით არ იფარება ერთი სალიზინგო ხელშეკრულების განმავლობაში.

ლიზინგი საკონტრაქტო (contractual leasing) - ლიზინგის ფორმა, რომლის დროსაც ლიზინგის მიმღებს გრძელვადიანი იჯარით გადაეცემა მექანიზმებისა და სატრანსპორტო საშუალებების პარკი.

ლიზინგი საკომპენსაციო (compensation leasing) - ლიზინგის ფორმა, რომლის დროსაც საიჯარო გადასახდელები იფარება იმ პროდუქციის მიწოდებით, რომელიც დამზადებულია სალიზინგო ხელშეკრულების საფუძველზე.

ლიზინგი საფინანსო (finance leasing) - ხელშეკრულება, რომლის მოქმედების პერიოდში სალიზინგო გადასახდელები მთლიანად ფარავს მანქანა-მოწყობილობების ამორტიზაციის სრულ ღირებულებას (ან მის უდიდეს ნაწილს), დამატებით ხარჯებს, რომლის შედეგად ლიზინგის გამცემი იღებს მოგებას.

ლიზინგი ჯგუფური (სააქციო) (team (joint-stock leasing) - მსხვილი ობიექტების იჯარით გაცემა, რომლის დროსაც ლიზინგის გამცემი წარმოდგენილია ერთდროულად რამდენიმე კომპანიით.

ლიკვიდანტი (creditor/debitor) - კრედიტორი, რომელიც თავის მოთხოვნებს უყენებს გაკოტრების პირას მყოფ ფიზიკურ ან იურიდიული პირს.

ლიკვიდატი (debtor) - გაკოტრებული მოვალე, რომლისგანაც ამოიღება ვალი.

ლიკვიდატორი (liquidator, receiver) - პირი, რომელიც სასამართლოს მიერ დანიშნულია ლიკვიდაციის განსახორციელებლად.

ლიკვიდაცია (liquidation wind up, dissolation) (ფრანგ. liquidation<linquere დატოვება, მიტოვება) - 1. სასამართლოს ან იურიდიული პირის დამფუძნებელთა მიერ ლიკვიდაციის პირობების საფუძველზე რისამე (საწარმოს, დაწესებულების და მისთ.) საქმიანობის შეწყვეტა, დახურვა, გაუქმება; 2. რისამე (ვინმეს) მოსპობა, რამესთვის (ან ვინმესთვის) ბოლოს მოღება.

ლიკვიდაციის საფუძვლები (bais/evidence of dissolution/wind up) - იხ. კომანდიტური საზოგადოების, კოოპერატივის, სააქციო საზოგადოების, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ლიკვიდაციის საფუძვლები.

ლიკვიდური (current position, liquidity) [<ლათ. liquidus თხევადი, მიმდინარე] - რის განაღდებაც, ან რომლის რეალიზებით ნაღდი ფულის მიღება შესაძლებელია დროის მცირე მონაკვეთში.

ლიკვიდური აქტივები (liquid assets, available assets, fluid assets, quick assets ready assets) - ადვილად რეალიზებადი სახსრები: ნაღდი ფულადი სახსრები, ბანკში მიმდინარე ანგარიშზე არსებული ნაშთი, ადვილად რეალიზებადი ფასიანი ქაღალდები, საბრუნავი კაპიტალის ელემენტები და სხვ., რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია სესხის აღების დროს ნაკისრი ვალდებულებების დროულად შესასრულებლად.

ლიკვიდური საშუალებები (liquid means) - ადვილად რეალიზებადი საშუალებები (ფულადი საშუალებები, მოკლევადიანი თამასუქი, ვალდებულებები და ა. შ.). იგივეა, რაც მიმდინარე აქტივები სასაქონლო- მატერიალური მარაგის გარეშე.

ლიკვიდურობა (liquidity) - 1. ეკონომიკური მაჩვენებელი, რომელიც გამოხატავს სხვადასხვა აქტივის ფულად გარდაქმნის შესაძლებლობას; აქტივის გადახდის საშუალებად გამოყენების შესაძლებლობა მათი ნომინალური ღირებულების შეუცვლელად; 2. ფირმის შესაძლებლობა, დროულად შეასრულოს თავისი ვალდებულებები.

ლიკვიდურობა ბანკის (bank liquidity) - ქვეყანაში გავრცელებულ საბანკო პრაქტიკაში მიზანშეწონილად მიჩნეული ბანკის საიმედოობის, მიმდინარე ვალდებულებათა დროულად შესრულების შესაძლებლობის ამსახველი ეკონომიკური მაჩვენებელი. ბანკის საკუთრებაში არსებული ლიკვიდური სახსრების ერთობლივი თანხის; ან ასეთი სახსრების კონკრეტულ სახეობათა თანაფარდობა აქტივების (მიღებული გარანტიებისა და გირაოს ჩათვლით) ღირებულებასთან; ან მათი ღირებულების ცვლილებასთან, ან ზოგადად აქტივებთან, ან ვალდებულებებთან.

ლიკვიდურობის დონე (level of liquidity, current position, ratio of current assets to current liabilities, liquidity ratio) - ლიკვიდურობის მაჩვენებელი - ლიკვიდური აქტივების ხვედრითი წილი, კრედიტების ოპერატიული მობილიზების შესაძლებლობები, დავალიანების ოდენობისა და დროის განსაზღვრულ მომენტში ფირმის განკარგულებაში არსებული ლიკვიდური სახსრების თანაფარდობა და სხვ.

ლიკვიდურობა ჭარბი (exscessive liquidity) - ფულადი სახსრები, რომლებიც რჩება არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას - საკრედიტო კავშირს მეანაბრეების მიმართ არსებული, ასევე სხვა ფინანსური ვალდებულებების დროულად დაფარვისა და სესხზე მისი წევრების მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ (“არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების - საკრედიტო კავშირების შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 1).

ლიმიტი (limit) [ლათ. Limes (limitis) ზღვარი] - ნორმა, რომლის ფარგლებშიც შეიძლება რაიმეს ხარჯვა, რაიმეთი სარგებლობა; ზღვრული ნორმა.

ლისტინგი (listing) - საფონდო ბირჟაზე ფასიანი ქაღალდების დაშვების (კოტირებადი ფასიანი ქაღალდების სიაში შეტანის) პროცედურა, რომელიც მოიცავს ემიტენტის სამეურნეო და საფინანსო მდგომარეობის, ფასიანი ქაღალდის ექსპერტიზას, საფონდო ბირჟის მოთხოვნების დაცვის გარანტირებას ემიტენტის მიერ.

ლიტანია [ლათ. litania <ბერძ. Litaneia ლოცვა, თხოვნა] - ლოცვა, რომელიც იკითხება სადღესასწაულო რელიგიური პროცესიის დროს.

ლიტერი [ლათ. littera ასო] - 1. პირობითი ასოთი აღნიშნული დოკუმენტი, რომელიც უფასო ან შეღავათიანი ფასით მგზავრობის უფლებას იძლევა მატარებლით, თვითმფრინავით, გემით; 2. პოლიგრ. ლითონის ძელაკი, რომელზედაც არის ასოს ან სხვა ნიშნის შებრუნებული ამობურცული გამოსახულება; 3. პირობითი ასოითი ნიშანი. მაგ., ხელნაწერისა.

ლიტურგია (liturgy, mass) [<ბერძ. leiturgia <leiturgeo ვასრულებ ღვთისმსახურებას, საერთო მსახურება] - 1. მთავარი ქრისტიანული მღვდელმსახურება; პურის ტეხა, ევქარისტია, ზიარების წმინდა საიდუმლო, რომელიც შეიწირება მთელი ერისათვის, ცოცხალთა და მიცვალებულთა სახელებზე. ლიტურგია სამნაწილიანია: კვეთა. კათაკმეველთა და მართალთა; 2. წირვა (ჟამის წირვა), როდესაც სრულდება საიდუმლო ზიარება (ევქარისტია) უსისხლო მსხვერპლის შეწირვა. ტიპიკონის მიხედვით შედგება საკითხავებისა და საგალობლებისაგან, რომლის საყოველთაო წესები საბოლოოდ შემუშავდა მე-4 საუკუნეში. არსებობს სამი სახის ლიტურგია: იოანე ოქროპირის, ბასილი დიდისა და გრიგოლ დიოლოგოსის პირველშეწირულის წირვა.

ლიცენზია (license) [ლათ. licentia - ნების დართვა] - 1. რაიმეთი შეღავათიანად ან უფასოდ სარგებლობის უფლება; იგი გაიცემა განუსაზღვრელი ვადით და მისი გადაცემა სხვა პირისთვის აკრძალულია. განასხვავებენ მარტივ, საბანკო, სავალუტო, საპატენტო, სრულ და უპატენტო ლიცენზიას; 2. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე პირისათვის მინიჭებული უფლება, განუსაზღვრელი ვადით განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული სამეწარმეო საქმიანობა კანონით დადგენილი პირობების დაცვით (საქართველოს კანონი “სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ”, მუხლი 2).

ლიცენზია განსაკუთრებული specific license) - ლიცენზიის სახეობა, რომლის დროსაც ლიცენზიარი აძლევს ლიცენზიატს გამოგონებით სარგებლობის განსაკუთრებულ ნებართვას, რომლის მიხედვით ლიცენზიატს ეკრძალება ანალოგიური პირობებით სხვა პირს გადასცეს, გამოგონებით სარგებლობის უფლება.

ლიცენზია მარტივი (simple licensie) - ლიცენზიარის მიერ გაცემული გამოგონებით ან ნოუ-ჰაუთი სარგებლობის ნებართვა, რომელიც იმავდროულად იტოვებს უფლებას თვითონ ისარგებლოს გამოგონებით ან იმავე პირობებით გასცეს ნებართვა სხვა პირზე.

ლიცენზია საბანკო (bank license) - საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული საბანკო საქმიანობის განხორციელების ნებართვა (საქართველოს კანონი “კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ”, მუხლი 1).

ლიცენზია სავალუტო (currency license) - უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ნებართვა, რომელიც იმპორტიორს ნება რთავს აუნაზღაუროს ექსპორტიორს საქონლის ღირებულება უცხოური ვალუტით.

ლიცენზია საპატენტო (patent license) - უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ რეგისტრირებული და დაპატენტებული გამოგონების, ნოუ-ჰაუს გამოყენების უფლების გადაცემა.

ლიცენზია სპეციალური (special license) - ლიცენზია, რომელიც ეძლევა საბროკერო კომპანიას ან ბროკერს და განსაზღვრავს მათ კონკრეტულ საქმიანობას.

ლიცენზია სრული (complete license) - ლიცენზიის ერთ-ერთი სახეობა, რომლის დროსაც ლიცენზიარი სრულად უთმობს ლიცენზიატს გამოგონების უფლებას.

ლიცენზია უპატენტო (license without patent) - გამოგონების, ტექნოლოგიის გამოყენების უფლების გაცემა განსაზღვრული ვადით, უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების მიერ გაცემული ოფიციალური მოწმობის გარეშე.

ლიცენზიარი (ლიცენზიის გამცემი) (licenser) - ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც კანონით დადგენილი წესით გასცემს ლიცენზიას.

ლიცენზიატი (ლიცენზიის მფლობელი) (licensee) - რეზიდენტი ან არარეზიდენტი პირი, რომელსაც ლიცენზიარისგან მინიჭებული აქვს უფლება, განახორციელოს ლიცენზიით განსაზღვრული (სამეწარმეო) საქმიანობა.

ლიცენზიის მაძიებელი (competitor (for) licence) - ლიცენზიის მიღების მსურველი პირი.

ლიცენზიის/ნებართვის მოქმედების შეჩერება (to suspend the licence/permission) - ლიცენზიით/ ნებართვით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების აკრძალვა ლიცენზიის/ნებართვის მოქმედების განახლებამდე

ლიცეუმი (liwceum) [ფრანგ. liycee <ბერძ. liykeion ათენის მახლობლად არსებულ ლიკეის აპოლონის ტაძართან მდებარე კორომის დასახელება, სადაც სწავლობდა არისტოტელე] - ზოგიერთ ქვეყანაში საშუალო, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა.

ლობი [ინგლ. lobby kuluari] - ეკონომიკურად (პოლიტიკურად) ძლიერი სტრუქტურების წარმომადგენელთა ჯგუფი, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ სახელმწიფო პოლიტიკაზე.

ლობიზმი [<ინგლ. lobbysm] - წარმოიშვა აშშ-ში, სადაც 1946 წელს მიღებულ იქნა სპეციალური კანონი. პარლამენტზე ზემოქმედება პირადი ან წერილობითი მიმართვით ან სხვა ხერხით (მასობრივი პეტიცია, წერილები, პუბლიკაცია და სხვ.), რომელიც ორგანიზებულია რომელიმე ჯგუფის ან კერძო პირების მიერ რომელიმე კანონპროექტის მიღების ან უარყოფის მიზნით. ლობისტს აქვს უფლება, წარადგინოს წინასწარ მომზადებული კანონპროექტი, გასწიოს საკონსულტაციო მომსახურება და ა.შ.

ლობისტური საქმიანობა (lobbyist's activity) - საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების მიზნით წარმომადგენლობით ან აღმასრულებელ ორგანოზე ლობისტად რეგისტრირებული პირის ისეთი ზემოქმედება, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით („ლობისტური საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 2).

...ლოგ() [<ბერძ. logos მეცნიერება, სწავლება] - რაიმე სფეროში სპეციალისტის აღმნიშვნელი რთული სიტყვების ბოლო შემადგენელი ნაწილი (ფილოლოგი).

- ლოგია [<ბერძ. logos სიტყვა, ცნება; მოძღვრება] - რთული სიტყვის ბოლო შემადგენელი ნაწილი; ნიშნავს მეცნიერებას, მოძღვრებას. მაგ., ბიოლოგია, გეოლოგია, ქართველოლოგია, რუსთველოლოგია და სხვ.

ლოგიკა (logic) [გერმ. logik <ბერძ. logike <ლოგოს მოსაზრება, მტკიცებულება, გონიერი საბუთი] - 1. აზროვნების კანონებისა და მათი ფორმების შესახებ მეცნიერება; 2. მსჯელობის, დასკვნის გამოტანის მიმდინარეობა.

ლოგისტიკა [ინგლ. logistics მატერიალურ- ტექნიკური მომარაგება <ლათ. logista სახელმწიფო კონტროლის ჩინოვნიკი] - პერსონალის საქმიანობის კოორდინაცია საქონლის მოძრაობის, კლიენტებისთვის პროდუქციის მიწოდების პროცესის მართვის მიზნით, რომელიც მოიცავს აგრეთვე ნედლეულის მიწოდების, დაუმთავრებელი წარმოებისა და საწყობის მარაგის მმართველობით საქმიანობას.

ლოგოტიპი (logotype) [გერმ. Logotype <ლათ. logos სიტყვა + tipos ანაბეჭდი] - საფირმო, სასაქონლო ნიშანი, რომელიც ჩვეულებრივ მონოპოლიურად გამოიყენება შესაბამისი საქონლის გამომშვები საწარმოს მიერ.

ლოზუნგი (slogan) [<გერმ. lozung ლოზუნგი, პაროლი] - 1. პოლიტიკური იდეის, მოთხოვნის გამომხატველი ლაკონიური ფორმის მოწოდება; 2. ასეთი მოწოდების გამომსახველი პლაკატი.

ლოკალიზაცია (localization) [ფრანგ. localisation, გერმ. lokalisation <ლათ. localis ადგილობრივი <locus ადგილი] - 1. რაიმესთვის განსაზღვრული ადგილის მიჩენა; 2. რაიმე მოვლენის, პროცესის გავრცელების შეჩერება, შეზღუდვა.

ლოიალური (loyal [ფრანგ. loyal <ლათ. legalis კანონიერი] - ფორმალურად კანონის ან რაიმეს ან ვინმესთან მიმართებით კეთილგანწყობილ-ნეიტრალური ურთიერთობების ფარგლებში თავის დაჭერა.

ლოკალური (local) [ფრანგ. local, გერმ. local <ლათ. localis ადგილობრივი] - ადგილობრივი, გარკვეულ საზღვრებს შორის მდებარე, მოქცეული, გავრცელებული.

ლოკალური ქსელი (local net) - ტერიტორიული ნიშნით შეზღუდული კომპიუტერული ქსელი, ანუ ერთ კონკრეტულ ლოკალურ არეში (მაგ: ერთ შენობაში, უწყებაში, ბანკებში, სკოლებში, უნივერსიტეტებში და ა.შ.) განთავსებული კომპიუტერების ერთობლიობა. როგორც წესი, ლოკალურ ქსელში ჩართულ მოწყობილობებს (კომპიუტერები, პრინტერები) შორის მანძილი არ უნდა აღემატებოდეს 300 მეტრს.

ლოკაუტი (lockout, shut-out) [<to lock out ვინმეს წინ კარის დაკეტვა] - დაქირავებულ მუშაკებზე ეკონომიკური ზემოქმედების მიზნით საწარმოს, ორგანიზაციის დახურვა და მუშების მასობრივი დათხოვნა (საქართველოს კანონი „კოლექტიური შრომითი დავის მოწესრიგების შესახებ”, მუხლი 2).

ლოკაცია (location) [გერმ. Lokation <ლათ. locatio განთავსება] - რაიმე ობიექტის ადგილმდებარეობის განსაზღვრა, ობიექტის მიერ გამოცემული ან მისგან არეკლილი სიგნალების მეშვეობით.

ლომბარდი (lombard, pawn-shop, hockshop) [გერმ. lombard <ფრანგ. Lombard იტალიის ერთ-ერთი ოლქის, ლომბარდიის დასახელებიდან] - დაწესებულება, რომელიც გასცემს სესხს ძვირფასი ნივთების დაგირავების სანაცვლოდ.

ლორდთა პალატა (House of Lords) - იხ. პალატა ლორდთა.

ლორდი (lord) - შუა საუკუნეების ინგლისში თავდაპირველად ნიშნავდა მიწათმფლობელს, ხოლო შემდგომში ტიტულს, რომელიც ენიჭებოდა დიდ ფეოდალს, სენიორს და ფეოდალური იერარქიის მაღალი წრის წარმომადგენლებს. ლორდი ამჟამად ეწოდება, აგრეთვე, ინგლისის პარლამენტის ზედა პალატის, ანუ ლორდთა პალატის წევრს და ზოგიერთი მაღალი თანამდებობის შემადგენელ ნაწილსაც წარმოადგენს (ლორდ-კანცლერი, ლორდ-მერი და ა.შ.).

ლორო [იტალ. Loro conto ანგარიში] - ბანკში - კორესპონდენტი ბანკისთვის გახსნილი (საკორესპონდენტო) ანგარიში, რომელზეც შეიტანება კორესპონდენტი ბანკის ყველა კუთვნილი თანხა და საიდანაც მისი დავალების საფუძველზე ხდება თანხების გატანა.

ლოტი (lot) [ფრანგ. Lot მონაგები, კენჭი] - 1. საზომი ერთეული საბირჟო გარიგებებისას; 2. გარიგების საგანი აუქციონზე, ან საკონკურსოდ წარდგენილი, ლატარიაში გათამაშებული საქონლის პარტია, ან რაიმე ნიშნით ერთგვარი საგნების ჯგუფი.

ლოტი არასრული (uncomplete lot) - დაურეგისტრირებელი ფასიანი ქაღალდების პარტია, რომელიც წარმოადგენს მცირე გარიგების საგანს.

ლოტი სრული (complete lot) - ბირჟისთვის მკაცრად განსაზღვრული სარეალიზაციო ფასიანი ქაღალდების რაოდენობა.

ლტოლვილები (refugee) - გაეროს 1951 წლის კონვენციითა და მასში 1967 წელს შეტანილი საოქმო შესწორებებით ლტოლვილები განმარტებულია, როგორც პირები, რომლებიც იმყოფებიან თავიანთი ქვეყნის გარეთ რასობრივი, რელიგიური, ნაციონალური და პოლიტიკური დევნის გამო წარმოშობილი ობიექტური, დასაბუთებული საშიშროებისა და საფრთხის მიზეზით, რომელთაც ვერ იცავს ის ქვეყანა, რომლის მოქალაქეებიც არიან.

ლუთერანობა - პროტესტანტიზმის ერთერთი პირველი ფორმათაგანი, დასაბამი მიეცა 1517 წლის 31 ოქტომბერს, როცა მარტინ ლუთერმა ვიტენბერგის (გერმანია) ეკლესიის კარზე გამოჰკიდა 95 თეზისი, სადაც გაილაშქრა ინდულგენციებისა და რომის კათოლიკური ეკლესიის სხვა წესების წინააღმდეგ. 1513-14 წწ. ჩამოაყალიბა თავისი მსოფლმხედველობა, რომელსაც საფუძვლად დაედო რომაელებისადმი წმინდა მოციქულ პავლეს მიმართვიდან დებულება - რწმენით გამართლების შესახებ („ადამიანი მართლდება რწმენით მიუხედავად კანონისა” თავი III, 28); გავრცელებულია გერმანიაში, სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში.

ლუსტრაცია (lustration) (<ლათ. Lustratio მსხვერპლშეწირვის მეშვეობით გაწმენდა; <ლათ. listratio შემოვლა <lustrare შემოვლა, დათვალიერება) - 1. აღმოსავლეთ ევროპის რიგ ქვეყნებში (უნგრეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, ლატვია, რუმინეთი) მნიშვნელოვანი სახელმწიფო თანამდებობის პირთა, ასევე ამგვარ თანამდებობებზე წარდგენილ კანდიდატთა შემოწმება, რათა გამოვლენილ იქნეს მუშაობდნენ, თუ არა ისინი წარსულში სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, ან თანამშრომლობდნენ თუ არა მათთან. შემოწმება ხდება სპეციალურად ამ მიზნისათვის მიღებული კანონის საფუძველზე. მაკომპრომეტირებელი მასალების არსებობის შემთხვევაში პირებს ეკრძალებათ გარკვეული სახელმწიფო თანამდებობების დაკავება, ასევე აქვთ არჩევანი: ნებაყოფლობით დატოვონ თანამდებობა გამოვლენილი ფაქტების საიდუმლოდ შენახვის სანაცვლოდ ან მაკომპრომეტირებელი ფაქტების გამოქვეყნების შემდგომ იძულებით იქნენ გადაყენებული თანამდებობიდან; 2. შემოსავლების აღრიცხვის მიზნით სახელმწიფო ქონების პერიოდული აღწერა.

ლუქი (seal) - საარჩევნო მოწყობილობის, საბუთების შესაფუთი ყუთის, საბუთების შეკვრის, სარეგისტრაციო ჟურნალის, კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის გახსნის ადგილებზე დაწებებული ქაღალდის ზოლი, რომელზედაც იწერება დალუქვის თარიღი და დრო და ხელს აწერენ ამ კანონით განსაზღვრული პირები (საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 3).

13

▲ზევით დაბრუნება


მაგისტრალი (magistral) [გერმ. magistrale <ლათ. magistralis მთავარი] - 1. რაიმე ქსელის სისტემაში მთავარი ხაზი; 2. ფართო, სწორი ქალაქის ქუჩა.

მაგისტრატი (magistrate, city/town council) [<ლათ. magistratus ხელმძღვანელობითი თანამდებობა, მოხელე, ხელისუფლების წარმომადგენელი, სამმართველო, სახელმწიფო დაწესებულება] - 1. ზოგიერთ ქვეყანაში ქალაქის მმართველობა, ან შენობა, სადაც განთავსებულია ქალაქის მმართველობა; 2. ზოგიერთ ქვეყანაში უმცროსი მოსამართლე, ან პოლიციის უმცროსი თანამდებობის პირი.

მაგისტრატურა (the magistrates) [<ლათ. magistratus] - 1. ზოგიერთ ქვეყანაში (მაგალითად, საფრანგეთში) სახელმწიფო ჩინოვნიკების კორპორაცია, რომელიც მართლმსაჯულებისა და საპროკურორო ზედამხედველობის ფუნქციებს ასრულებს. ზოგჯერ მას უწოდებენ საერთოდ სახელმწიფო ჩინოვნიკების კორპუსს; 2. ზოგიერთ ქვეყანაში მეორე აკადემიური ხარისხი (მაგისტრი) იმ პირთათვის, რომლებიც უნივერსიტეტს ან მასთან გათანასწორებულ უმაღლეს სასწავლებელს ამთავრებენ, აქვთ ბაკალავრის ხარისხი და 1-2-წლიანი სწავლების დამატებითი კურსი გაიარეს.

მაგისტრი (holder of a master's degree) [გერმ. magister <ლათ. magister უფროსი, წინამძღვარი] - ზოგიერთ ქვეყანაში, ბაკალავრის შემდგომი მეორე სამეცნიერო ხარისხი, აგრეთვე პირი, რომელსაც მიენიჭა ეს ხარისხი.

მაგნატი (magnate) [პოლ. magnat <გერმ. magnat <ლათ. magnas (magnatis) <ლათ. magnnus დიდი] - მსხვილი სამრეწველო ან საბანკო კაპიტალის წარმომადგენელი.

მადამ (madam) [ფრანგ. madame] - საფრანგეთსა და ზოგ სხვა ქვეყანაში: გათხოვილი ქალის ხსენება ან მისადმი მიმართვა (ჩვეულებრივ, გვართან ერთად); ქალბატონი; ქალბატონო.

მადმუაზელ [ფრანგ. mademoiselle] - საფრანგეთსა და ზოგ სხვა ქვეყანაში: გაუთხოვარი ქალის ხსენება ან მისადმი მიმართვა (ჩვეულებრივ, სახელთან ან გვართან ერთად); ქალიშვილი; ქალიშვილო.

მავნე ნივთიერებებით გარემოს დაბინძურებისათვის გადასახადი (tax for pollution of environment by detrimental material) - საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც საქართველოში ეწევიან „გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 15 ოქტომბრის კანონით მასშტაბის, მნიშვნელობისა და გარემოზე ზემოქმედების ხარისხის მიხედვით დადგენილ პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე კატეგორიას მიკუთვნებულ სამეწარმეო ან სხვა სახის საქმიანობას და: ა) თავისი საქმიანობით დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან აბინძურებენ გარემოს; ბ) ახორციელებენ ბენზინის, დიზელის საწვავის, ნავთის, მაზუთის, ბუნებრივი და თხევადი აირის (საქონლის საწარმოებლად ნედლეულის სახით გამოყენებული ბუნებრივი აირის გარდა) იმპორტსა და მის წარმოებას (ფილიალები და სხვა განცალკევებული ქვედანაყოფები, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი იურიდიული პირების ან უცხო ქვეყნების კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილ კორპორაციებს, კომპანიებს, ფირმებს. სხვა მსგავსი წარმონაქმნების სტრუქტურულ ქვედანაყოფებს და აქვთ ცალკე ბალანსი, საანგარიშსწორებო ან სხვა ანგარიში - ითვლებიან დამოუკიდებელ გადამხდელებად) (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 197).

მავნე ნივთიერებებით გარემოს დაბინძურებისათვის გადასახადის განაკვეთი (tax rate for pollution of environment by detrimental material) - გადასახადის ოდენობა განისაზღვრება ატმოსფეროში გამოფრქვეულ (წყალში ჩაშვებულ) ყოველ ტონა ძირითად მავნე ნივთიერებაზე ფიქსირებული ოდენობით; გარემოს დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან გამოფრქვეულ (წყალში ჩაშვებულ) დანარჩენ ნივთიერებაზე გადასახადის ოდენობის გაანგარიშებისას დამატებით გამოიყენება ფარდობითი საშიშროების კოეფიციენტი; სტაციონარული წყაროებიდან ლიმიტის ზევით ატმოსფეროში (წყალში) გამოფრქვეულ (ჩაშვებულ) ყოველ ტონა მავნე ნივთიერებაზე გადაიხდება ლიმიტის ფარგლებში დადგენილი გადასახადის განაკვეთის ხუთმაგი ოდენობა; იმპორტირებული, აგრეთვე, საქართველოში წარმოებული და მიწოდებული ბენზინის, დიზელის საწვავის, ნავთის, მაზუთის, ბუნებრივი და თხევადი აირის (გარდა საქონლის საწარმოებლად ნედლეულის სახით გამოყენებული ბუნებრივი აირისა) გადასახადის განაკვეთები განისაზღვრება საწვავის სახეობების მიხედვით და ფიქსირებულია 1 კილოგრამ (1 კუბურ მეტრ) საწვავზე. გადასახადის ოდენობა გამოიანგარიშება კონკრეტულ რეგიონში (წყლის ობიექტებში) არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით. გადასახადის საბოლოო ოდენობის განსაზღვრისთვის განაკვეთი მრავლდება ეკოლოგიური მდგომარეობის მახასიათებელ შესაბამის კოეფიციენტებზე (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 200, 201).

მავნე ნივთიერებებით გარემოს დაბინძურებისათვის გადასახადით დაბეგვრის ობიექტი (taxable for pollution of environment by detrimental material) - დაბეგვრის ობიექტია: 1. მავნე ნივთიერებათა მასა დადგენილი ლიმიტის ფარგლებში: ა) გამოფრქვეული ატმოსფეროში დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან; ბ) ჩაშვებული წყლის ობიექტებში აღნიშნული წყაროებიდან (მათ შორის კომუნალური საკანალიზაციო და სანიაღვრე კოლექტორებიდან); 2. გადამხდელების მიერ იმპორტირებული, აგრეთვე, საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული და მიწოდებული ბენზინის, დიზელის, საწვავის, ნავთის, მაზუთის, ბუნებრივი და თხევადი აირის მოცულობა (გარდა საქონლის საწარმოებლად ნედლეულის სახით გამოყენებული ბუნებრივი აირისა); 3. გადასახადით არ იბეგრება ბენზინის, დიზელის, საწვავის, ნავთის, მაზუთის, ბუნებრივი და თხევადი აირის ექსპორტი (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 198).

მავნე ნივთიერებებით გარემოს დაბინძურებისათვის გადასახადის გადახდის წესი (the rule of paying of tax for pollution of environment by detrimental material) - 1. გადასახადის გადამხდელები, რომლებიც სტაციონარული წყაროებიდან აბინძურებენ გარემოს, ვალდებულნი არიან საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ორგანოების მიერ დამოწმებული საგადასახადო დეკლარაცია წარადგინონ საგადასახადო ორგანოში და გადაიხადონ გადასახადი საანგარიშო კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისათვის; 2. გადასახადის გადამხდელები, რომლებიც ახორციელებენ ბენზინის, დიზელის საწვავის, ნავთის, მაზუთის და თხევადი აირის იმპორტს, გადასახადს გადაიხდიან საქონლის განბაჟებამდე, რის შესახებაც გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ორგანოში წარადგენს. დეკლარაციას საბაჟო ორგანოები საქონლის განბაჟებას ახდენენ მხოლოდ გადასახდის გადახდის შესახებ საგადასახადო ორგანოების მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე; 3. გადასახადის გადამხდელები, რომლებიც ახორციელებენ ბენზინის, დიზელის საწვავის, ნავთის, მაზუთის, ბუნებრივი და თხევადი აირის წარმოებასა და მიწოდებას, აგრეთვე, გადასახადის გადამხდელები, რომლებიც ახორციელებენ ბუნებრივი აირის იმპორტს, გადასახადს იხდიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, რისთვისაც საგადასახადო ორგანოებს ამავე ვადებში წარუდგენენ დეკლარაციას (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 202).

მაზოხიზმი (masochism) - 1. სქესობრივი უკუღმართობა ერთგვარი, რომლის დროსაც სექსუალური დაკმაყოფილების მისაღწევად აუცილებელია ტკივილის განცდა [ავსტრიელი მწერლის ზახერ-მაზოხის (L. Sacher-Masoch, 1836-1895წწ.) გვარის მიხედვით, რომელმაც აღწერა მ.]; 2. მორალური დაკმაყოფილების მიღწევა ტანჯვა-წამების გზით; თვითგვემა.

მაიორატი (right of primogeniture) [გერმ. majorat <ლათ. major უფროსი] - 1. მემკვიდრეობის სისტემა, რომლის დროსაც მთელი ქონება განუყოფლად გადადის გვარში უფროსზე ან გარდაცვლილის უფროს ვაჟზე; 2. უძრავი ქონება, რომელიც მემკვიდრეობით გადადის გვარში უფროსზე ან გარდაცვლილის უფროს ვაჟზე.

მაიორი (major) [ლათ. major უფროსი] - 1. სხვადასხვა ქვეყნის არმიაში: ოფიცრის წოდებულება, კაპიტანზე მაღალი; ამ წოდებულების მქონე ოფიცერი; 2. იხ. სამხედრო წოდებები.

მაკეტი (model, prototype) [ფრანგ. maquette <იტალ. macchietta - macchia ლაქა <ლათ. macula ლაქა] - ჩვ. ორიგინალთან შედარებით შემცირებული ზომის წინასწარი ნიმუში.

მაკიაველიზმი - პოლიტიკა, რომლის მიხედვითაც დასახული მიზნის მისაღწევად გამართლებულია ყოველგვარი საშუალება: მოტყუება, ვერაგობა, გამცემლობა, მკვლელობა [იტალიელი პოლიტიკური მოღვაწისა და მწერლის ნ.მაკიაველის (Macchiavelli 1469-1527წწ.) გვარის მიხედვით].

მაკლერი (broker, jobber, business tout) [<გერმ. makler] - შუამავალი, რწმუნებული გარიგების დადებისას საფონდო, საქონლისა და სავალუტო ბირჟებზე.

მაკლერი რეგისტრირებული (registered broker) - ბირჟის წევრი, რომელიც ახორციელებს ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვას თავის ხარჯზე.

მაკლერი ცენტრალურ ბაზარზე (broker on central market) - ბირჟის წევრი, რომელიც იძლევა კონსულტაციებს საბაზრო კონიუნქტურის შესახებ.

მაკრო ..., [< ბერძ. makros დიდი] - დიდის ან დიდი ოდენობით მნიშვნელობის შესაბამისი რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი.

მაკროეკონომიკა (macroeconomics) [<ბერძ. makros დიდი + oiconomike მეურნეობის წარმართვის ხელოვნება, შინამეურნეობა] - 1. ეკონომიკური ანალიზის მეთოდი, რომელიც აგრეგირებული (ყოვლისმომცველი) მაჩვენებლების შეფასებას ემყარება; 2. ეკონომიკური მეცნიერება, რომელიც ეკონომიკას მთლიანობაში, აგრეთვე, მის უმნიშვნელოვანეს სექტორებს სწავლობს (მაგ. შრომა, კაპიტალი, ბიზნესი, სახელმწიფო სექტორი და სხვ.).

მაკროეკონომიკური მაჩვენებლები (national measure, macroeconomic indicator) - ძირითად მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს მიეკუთვნება: მთლიანი შიდა პროდუქტი, წმინდა შიდა პროდუქტი, მთლიანი ეროვნული პროდუქტი, ეროვნული შემოსავალი, წმინდა შემოსავალი და სხვ.

მაკულატურა [(mackle-(paper), spoilt sheet] [გერმ. Makulatur <ლათ. Maculo ვსვრი] - 1. ბეჭდვის დროს გაფუჭებული ქაღალდი, აგრეთვე, უვარგისი ქაღალდი, წიგნები, რომლებიც კვლავ ქაღალდად უნდა გადამუშავდეს; 2. გადატ. მდარე ხარისხის, უნიჭო ლიტერატურული ნაწარმოები.

მალაკნები - ერთ-ერთი ქრისტიანული სექტა რუსეთში. ჩამოყალიბდა მე-18 საუკუნის ბოლოს. სექტის დამაარსებლად ითვლება სემიონ უკლეინი. მალაკნები უარყოფენ ეკლესიას, საეკლესიო იერარქიას, მარხვას, ხატებს და მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმსახურებას. ლოცულობენ სამლოცველო სახლებში, დუხობორებისგან განსხვავებით დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ბიბლიას.

მალთუსის თეორია (Malthusian theory) - პირველად ინგლისელი ეკონომისტის თომას მალთუსის (1766-1834) მიერ გამოთქმული, გლობალური შიმშილის საფრთხის შესახებ, ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც, დროთა განმავლობაში ერთ სულზე მიწოდებული საკვების ოდენობა შემცირდება, მოსახლეობის ზრდის არსებული ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში.

მანდატი (mandate) [ფრანგ. Mandat <ლათ. mandatum <mandare მინდობა, მიბარება] - დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს წარმომადგენლის ამა თუ იმ უფლებამოსილებას, ან უფლებას რაიმეზე.

მანევრი (manoeuvre) [ფრანგ. Manoeuvre სარგებლობა, მიმოქცევა] - 1. სამხ. ჯარების ან ფლოტის მოძრაობა, გადაადგილება საომარ ვითარებაში. მანევრები - დიდი ტაქტიკური მეცადინეობა ნამდვილ საომარ პირობებთან მიახლოებულ მდგომარეობაში; 2. გადატ. ეშმაკური, ვერაგული მოქმედება; ფანდი, ხრიკი; 3. რკ.-გზ. მანევრები - ვაგონებისა და ლოკომოტივების მოძრაობა სადგურის ხაზებზე მატარებლის შედგენის, ვაგონების სორტირების მიზნით; 4. გემის, თვითმფრინავის კურსის შეცვლა.

მანევრირება - მანევრის ჩატარება, მანევრების წარმოება.

მანერა (manner, style) [პოლ. Maniera <ფრანგ. maniere] - 1. რაიმეს კეთების ხერხი, ქცევის ესა თუ ის თავისებურება; 2. ქცევის გარეგნული ფორმა; 3. წერის, საუბრის ან ადამიანის შემოქმედების სხვა პროდუქტის განმასხვავებელი ნიშანი, სტილი.

...მანი [<ბერძ. mania სიგიჟე, გატაცება, ვნება, ჟინი] - რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილით გამოხატულზე უგონოდ შეყვარებული, ან მის მიმართ ავადმყოფური მიდრეკილებით დაავადებული პირის აღმნიშვნელი რთული სიტყვის შემადგენელი ბოლო ნაწილი.

...მანია [<ბერძ. mania] - რაიმესადმი ძლიერი მიდრეკილების, ვნების ან ავადმყოფური მიდრეკილების, დამოკიდებულების აღმნიშვნელი რთული სიტყვების ბოლო შემადგენელი ნაწილი.

მანიპულაცია (manipulation) [ფრანგ. manipulation <ლათ. manipulus პეშვი, მუჭა <manus ხელი] - 1. ხელით მუშაობისას რთული ილეთი, მოქმედება; 2. ფანდი, ხრიკი.

მანიპულირება (manipulate) - აქტივებისა და ვალდებულებების ღირებულების შეცვლა ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების გამოყენებით შედარებით მაღალი ან დაბალი მოგების მისაღებად (ზოგჯერ მას “შემოქმედებით ბუღალტრულ აღრიცხვას” უწოდებენ).

მანიფესტი (manifest) [გერმ. Manifest <გვ. ლათ. manifestum მოწოდება] - პროგრამული ხასიათის წერილობითი მიმართვა, მოწოდება.

მანიფესტაცია (manifestation) [გერმ. manifestation, ფრანგ. manifestation <ლათ. manifestare ჩვენება, გამოჩენა] - მხარდაჭერის ან პროტესტის გამომხატველი მასობრივი მსვლელობა ქუჩაში.

მანომეტრი (manometer) [ბერძ. Manos არამკვრივი და metreos ვზომავ] - ხელსაწყო სითხის ან გაზის წნევის გასაზომად დახშულ სივრცეში.

მანსარდა (attic, garret) [ფრანგ. mansarde - არქიტექტორ ფ. მანსარის (Mansart) სახელის მიხედვით] - სახურავის დაქანების ქვეშ, სხვენში არსებული საცხოვრებელი ნაგებობა.

მანუსკრიპტი (manuscript) [გერმ. manuskript <ლათ. manuscriptum ხელით დაწერილი] - ხელნაწერი (უპირატესად უძველესი).

მანციპაცია [<ლათ. mancipatio <manus ხელი+capere აღება, მიღება] - ძვ. რომის სამართალში რაიმეზე საკუთრების უფლების ფორმალურად გადაცემა.

მაჟორი (major key) [ფრანგ. majeur] - მუს. მუსიკალური წყობა, რომლისთვისაც დამახასიათებელია მხნე, მხიარული ბგერითი ელფერი. საპირისპ. მინორი; მაჟორშია - გადატანით იტყვიან, როდესაც ვინმე მხიარულ გუნებაზეა.

მაჟორიტარული (majority) [ფრანგ. majoritaire <majorite უმრავლესობა <ლათ. major უმეტესი] - უმრავლესობაზე დაფუძნებული, უმრავლესობასთან დაკავშირებული. მაჟორიტარული არჩევნები - არჩევნები, სადაც იმარჯვებს ის კანდიდატი, რომელიც დააგროვებს ხმების უმრავლესობას.

მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნები (holding election by system of majority election) - საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს წევრების, გამგებლებისა და მერების არჩევნები ერთმანდატიანი ან მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების მიხედვით.

მარგინალია, მარგინალიზმი (marginis, marginalism) [<ლათ. margo კიდე, ნაპირი, საზღვარი] - 1. წარწერა, შენიშვნა წიგნის ან ხელნაწერის კიდეზე; 2. ზღვართან ახლოს არსებული; 3. ეკონომიკური ცვლილებების შესწავლის მეთოდი ნებისმიერი, სხვებთან შედარებით თუნდაც უმნიშვნელოდ შეცვლილი ერთ-ერთი ცვლადის (მაგ. ღირებულება, შემოსავალი და სხვა) შესწავლის გზით.

მარგინალური (marginal) [გერმ. marginal, ფრანგ. marginal <ლათ. marginalis განაპირას, კიდეში მყოფი] - 1. მინდორზე (წიგნის ან ხელნაწერის) დაწერილი; 2. თანამდევი, არაძირითადი.

მარგინალი - სოც. სოციალური ჯგუფის გარეთ მყოფი, გაძევებული.

მართლმადიდებლობა (Orthodoxy) [ლათ. ortos მართებული, ჭეშმარიტი, doxa აზრი] - ქრისტიანული რელიგიის ერთ-ერთი მიმართულება კათოლიციზმთან და პროტესტანტიზმთან ერთად; დასაბამი მიეცა მე-4 საუკუნიდან, როგორც ბიზანტიის იმპერიის ოფიციალურ რელიგიას. პირველი ერთიანი ეკლესიის მემკვიდრე, მადლმოსილებით, სწავლა-მოძღვრებითა და შესაბამისი ტრადიციებით. მართლმადიდებლობა ეყრდნობა საღმრთო წერილს (ბიბლიას), მსოფლიო კრების და ადგილობრივი კრების დადგენილებებს (მე-4-8 საუკუნეები), ეკლესიის მამათა თხზულებებს, შვიდ საიდუმლოებას (იხ. ეპისკოპოსი) და სხვ. მართლმადიდებლური დოგმატური სწავლება მოკლედ გადმოცემულია „სარწმუნოების სიმბოლო”-ში, რომელიც მიიღო ნიკეის (325 წ.) და კონსტანტინეპოლის (381 წ.) კრებამ. სიმბოლო გამოხატავს აბსოლუტურ, უცილობელ, მარადიულ, შეუცვლელ და მიუწვდომელ ჭეშმარიტებას. მართლმადიდებლობისაგან განსხვავებით რომაულმა კათოლიციზმმა ეკლესიის სწავლებაში შეიტანა ცვლილებები, კერძოდ: მამა ღმერთთან ერთად ძე ღმერთისგან სულიწმიდის გადმოსვლა, რომის პაპის ღვთის მოადგილეობა და უცოდველობა, განსაწმენდელის არსებობა, მადლის გაცემა ინდულგენციებით და სხვ. მართლმადიდებლები იყენებენ იულიუსის კალენდარს, ხოლო კათოლიკები გრიგორიანულს (იხ. კალენდარი). ამჟამად არსებობს თხუთმეტი მართლმადიდებლური ეკლესია (იხ. ავტოკეფალური ეკლესია).

მართლმსაჯულება (justice) - სასამართლო ხელისუფლების განხორციელების ფორმა, რაც ნიშნავს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლისა და სამოქალაქო საქმეების განხილვა-გადაწყვეტას, ესე იგი კანონით დაცული სიკეთის დარღვევის ფაქტის სასამართლო წესით დადგენას და სამართალდამრღვევთა მიმართ სახელმწიფო იძულებითი ღონისძიებების გამოყენებას. საქართველოში მართლმსაჯულებას ახორციელებენ მხოლოდ საერთო სასამართლოები, რომელთა სისტემა და საქმიანობის წესი დადგენილია კანონით. მართლმსაჯულების გარდა, სასამართლო ხელისუფლება ხორციელდება საკონსტიტუციო კონტროლისა და კანონით დადგენილი სხვა ფორმების მეშვეობით.

მართლშეგნება (feeling for law and order) - მოქმედი სამართლისა და საერთოდ სამართლებრივი კატეგორიებისა და ღირებულებებისადმი პიროვნების, ადამიანთა გარკვეული ჯგუფისა თუ მთელი საზოგადოების გაცნობიერებული დამოკიდებულება. მართლშეგნება ყალიბდება ეკონომიკური პირობების, არსებული კანონიერების რეჟიმის, ქვეყნის ტრადიციების, კულტურის დონისა და სხვა სოციალური ფაქტორების გავლენით და ზემოქმედებით.

მართლწესრიგი (feeling for lowand order, sense of justice) - კანონიერების განხორციელების შედეგად დამყარებული საზოგადოებრივი წესრიგი, რეალურად არსებული სამართლებრივი რეჟიმი. მართლწესრიგი და კანონიერება ერთიმეორესთან მჭიდროდ დაკავშირებული სამართლებრივი მოვლენებია. ხშირად ისინი ერთიანი მნიშვნელობითაც იხმარება.

მარიონეტი (puppet, marionette) [ფრანგ. marrionnette] - 1. თეატრალური თოჯინა, რომელსაც ძაფების ან წვრილი მავთულების მეშვეობით მსახიობი ამოძრავებს; 2. გადატ. პირი, მთავრობა ან სახელმწიფო, რომელიც წარმოადგენს სხვათა ინტერესების იარაღს.

მარკა (mark, stamp) [გერმ. marke] - 1. რაიმე გამოსახულების მქონე მცირე ზომის ოთხკუთხა, დამცავი ნიშნებით აღჭურვილი ქაღალდი, რომელზეც მითითებულია ფასის ოდენობაც და რომელიც ადასტურებს საფოსტო ან სხვა სახის მოსაკრებლის (გადასახადის) გადახდას; 2. სასაქონლო ნიშანი; ნაკეთობებზე, საქონელზე არსებული დამღა; 3. სორტი, ხარისხი.

მარკეტინგი (marketing) [ინგლ. marketing <market ბაზარი, გასაღება] - კომპლექსური მიდგომა წარმოების მართვისა და პროდუქციის რეალიზაციისადმი; სამომხმარებლო მოთხოვნაზე აქტიური ზემოქმედებისა და ბაზრის შემსწავლელ ღონისძიებათა სისტემა.

მარკირება (mark) [გერმ. markieren, ფრანგ. marquer ნიშანდება, დანიშვნა] - 1. საიდენტიფიკაციო პირობითი აღნიშვნები, რომელიც ყოველ სატვირთო ერთეულს (ყუთი, ტომარა და სხვ.) აქვს და შეიცავს გადასაზიდად და მიმღების მიერ ჩაბარებისთვის აუცილებელ მონაცემებს. მარკირების უქონლობამ შეიძლება დამზღვევს წაართვას სადაზღვევო ანაზღაურების მიღების უფლება; 2. გამოიყენება აგრეთვე დემოკრატიული არჩევნების დაბალი კულტურის მქონე ქვეყნებში, როგორც არჩევნების გაყალბების აღკვეთის ერთ-ერთი საშუალება, რათა თავიდან იქნეს აცილებული ერთი და იმავე პირის მიერ რამდენიმე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა. ამომრჩეველს, რომელიც უკვე გააკეთებს თავის არჩევანს, უშუალოდ სხეულზე უკეთდება ჯანმრთელობისათვის უვნებელი სითხის მეშვეობით ნიშანი. ამრიგად ნიშანდებულ პირს კი საშუალება აღარ აქვს ხელმეორედ მიიღოს იმავე ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობა, რადგან საარჩევნო უბანზე შემსვლელი ყველა ამომრჩეველი გადის შემოწმებას სპეციალური აპარატის საშუალებით, ამგვარი ნიშანდების გამოვლენის მიზნით.

მარქსიზმი (marxism) - პოლიტიკურ და ეკონომიკურ შეხედულებათა სისტემა [ფუძემდებლები: კ.მარქსი (1818- 1883წწ.) ფ. ენგელსთან ერთად (1820- 1895წწ.)], რევოლუციური გარდაქმნების გზით კომუნისტური უკლასო საზოგადოების აშენების შესახებ; პროლეტარული სოციალიზმის პოზიციიდან აკრიტიკებდა კაპიტალისტურ საზოგადოებას.

მარშალი (marchal) [ფრანგ. marechal] - 1. უმაღლესი სამხედრო წოდება ან ჩინი ზოგიერთი ქვეყნის არმიასა და ავიაციაში; ყოფილი სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ანიჭებდა უმაღლეს მეთაურთა შემადგენლობის გამოჩენილ პირებს, რომლებმაც განსაკუთრებით ისახელეს თავი; ამ წოდებულების მქონე პირი; 2. ძველად, რუსეთის დასავლეთ გუბერნიებსა და საქართველოში: თავადაზნაურთა წინამძღოლი.

მარში (march) [ფრანგ. marche] - 1. რიტმული სვლა, მწყობრი ნაბიჯით სვლა; 2. სამხ. ჯარის მოძრაობა სალაშქრო წყობით; 3. მუსიკალური ნაწარმოები, რომელსაც აქვს ენერგიული მკაფიო რიტმი და ნაბიჯთან შეწყობილი ტაქტი; 4. კიბის ნაწილი ორ ბაქანს შორის, ორდა მეტსართულიან სახლებში.

მარხვა (fast, lent - დიდი მარხვა) - განსაზღვრული დროით ცალკეული სახის საკვების (ხორცის, თევზის, რძის პროდუქტების) მიღების აკრძალვა. მარხვის დაცვა სავალდებულოა ყოველი მორწმუნისათვის. ამ დროს ლოცვითა და თავშეკავებით ადამიანის სხეული იწმინდება, როგორც სულიერად, ასევე ხორციელად. მართლმადიდებლობაში დაწესებულია: 4 მრავალდღიანი მარხვა: დიდი (7 კვირა), პეტრე-პავლეს (1-დან 5 კვირამდე, დამოკიდებულია აღდგომის დღეზე), ღვთისმშობლის მიძინების (2 კვირა), საშობაო (6 კვირა); აგრეთვე, ერთდღიანი მარხვები: ყოველი კვირის ოთხშაბათსა და პარასკევს, ასევე ზოგიერთ სხვა დღესაც (მაგ: ჯვართამაღლების დღეს). წელიწადში სულ დაახლოებით მარხვის 200 დღეა. ყველაზე მნიშვნელოვანია დიდი მარხვა.

მარჟა (margin) [ფრანგ. marge <ლათ. margo კიდე, საზღვარი] - 1. მყიდველის ფასსა და გამყიდველის ფასს შორის სხვაობა; 2. საქონლის ფასებს, ფასიანი ქაღალდის ფასებს, პროცენტულ განაკვეთებს და სხვა მაჩვენებლებს შორის (ვაჭრობაში, საბირჟო და საბანკო პრაქტიკაში) სხვაობის აღსანიშნავად გამოყენებული ტერმინი.

მარშრუტი (route, itinerary) [გერმ. marschrute <ფრანგ. marche წინ სვლა, მოძრაობა + route მოძრაობა] - წინასწარ განსაზღვრული ან ჩვეულებრივად დადგენილი მოძრაობის მიმართულება.

მასა (mass) [გერმ. masse <ლათ. Massa გუნდა, კოშტი, გროვა] - 1. ერთ ადგილზე დიდი მოცულობით თავმოყრილი რაიმე; 2. დიდი რაოდენობა, უამრავი; 3. მოსახლეობის ფართო წრე, ხალხი.

მასალა საბრძოლო - მოწყობილობა ან საგანი, რომელიც კონსტრუქციულად განკუთვნილია შესაბამისი სახის იარაღიდან გასროლისათვის.

მასიური (massive) - დიდი მასის, დიდი მოცულობის მქონე; დიდი, მძიმე. იხ. მასა.

მასსმედია [ინგლ. mass media <mass მასობრივი + media - medium საშუალება] - მასობრივი ინფორმაციის საშუალებები.

მასშტაბი (scale, scope) [გერმ. maწstab <maწ ზომა + stab ჯოხი, კვერთხი] - რაიმე ადგილის, მხარის ამსახველ ნახაზზე, რუკაზე, გეგმაზე არსებული ხაზების სიგრძის შეფარდება სინამდვილეში ადგილზე არსებულ სიგრძესთან.

მატერია (substance, fabric, stuff) [<ლათ. materia] - 1. ადამიანის ცნობიერებისგან ცალკე და დამოუკიდებლად არსებული ობიექტური რეალობა; 2. ნივთიერება, რომლისგანაც შედგება ფიზიკური სხეული; 3. ირონ. საუბრის თემა.

მატერიალიზმი (materialism) [ფრანგ. materialisme] - მეცნიერული ფილოსოფიური მიმართულება, რომელსაც, წინააღმდეგ იდეალიზმისა, მიაჩნია, რომ მატერია, ბუნება, ყოფიერება პირველადია. ხოლო იდეა, ცნობიერება, სული - მეორეული; რომ არსებობს ობიექტური სამყარო ცნობიერებისგან, აზროვნებისგან დამოუკიდებლად და სამყარო და მისი კანონზომიერებები შეცნობადია.

მატერიალური (material, tangible) [ფრანგ. materiel <ლათ. Matrialis <materia მატერია] - დაკავშირებული: 1. მატერიასთან; 2. ხელფასთან, შემოსავალთან, ცხოვრების დონესთან; 3. ნივთიერი, ფიზიკური, რეალური, ხორცშესხმული.

მატრიარქატი (matriarchy) [<ლათ. mater (matris) დედა+ბერძ. arche ძალა] - პირველყოფილი თემური წყობილების განვითარების პერიოდი, რომელიც ხასიათდება ოჯახური, სამეურნეო თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალის გაბატონებული როლით. ის წინ უსწრებდა პატრიარქატის ეპოქას, როცა ამ ფუნქციებს უკვე მამაკაცი ასრულებდა.

მატრიმონიალური (matrimonial) [ფრანგ. matrimonial <ლათ. matrimonialis <matrimonium ქორწინება, ცოლქმრობა] - საქორწინო, ქორწინებასთან დაკავშირებული.

მატროსი (seaman) [ჰოლანდ. matroos] - 1. რიგითი მეზღვაური; 2. იხ. სამხედრო წოდებები.

მაფია (mafia) [იტალ. maf(f)ia] - 1. განსაზღვრული სტრუქტურის, ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიმართ მკაცრად დაქვემდებარებული სისტემის მქონე საიდუმლო დანაშაულებრივი ორგანიზაცია; 2. საკუთარ ინტერესებში, კანონის დარღვევით, საიდუმლოდ მოქმედი ადამიანთა ჯგუფი.

მაქინაცია (machination) [გერმ. machination <ლათ. machinatio მოხერხებული მოწყობილობა, ხრიკი, ცბიერება] - ინტრიგა, ოინი, ეშმაკობა, თაღლითობა, გაიძვერობა.

მაქსიმა (maxim) [<ლათ. maxima regula უმნიშვნელოვანესი პრინციპი, წესი] - ზნეობრივი ან ეთიკური ხასიათის მოკლე გამონათქვამი; რაიმე მოქმედებისას ადამიანის ქცევის სახელმძღვანელო წესი, პრინციპი.

მაქსიმალიზმი (maximalism) [<ლათ. maximus უდიდესი] - რაიმე უკიდურესი მოთხოვნის წამოყენება; გადაჭარბებულობა.

მაქსიმუმი (maximum) [<ლათ. Maximum უმეტესი] - რაიმესთან შედარებით უდიდესი, უმაღლესი დონე.

მეანაბრე (depositor) - პირი, რომელიც არის ბანკში ან სხვა საკრედიტო დაწესებულებაში ანაბრის მფლობელი.

მეგა..., [<ბერძ. gigas გიგანტური] - რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი, რომელიც აღნიშნავს ფიზიკური სიდიდის ერთეულს, შეესაბამება 1 მლნ საწყის ერთეულს (ამასთან, ინფორმაციის ერთეული - 1 მეგაბაიტი = 1 048 576 ბაიტს).

მეგაპოლისი (megalopolis) [<ბერძ. megas დიდი + polis ქალაქი] - რამდენიმე ქალაქისა და დასახლებული პუნქტის ზრდის და ფაქტობრივი შერწყმის შედეგად წარმოქმნილი გიგანტური ქალაქი.

მეგაფონი (megaphone) [<ბერძ. Megas დიდი + phone ხმა, ბგერა] - ხმის გამაძლიერებელი ხელსაწყო.

მედალი (medal) [ფრანგ. Medaille <იტალ. medaglia <შდ. metallia (moneta) ლითონის მონეტა] - სხვადასხვა გამოსახულებიანი და წარწერიანი მრგვალი ლითონის ფირფიტის ფორმის ნიშანი, რომელიც გაიცემა ჯილდოდ ან რაიმე მოვლენის სამახსოვროდ.

მედიატორი (mediator, middleman, moderator, negotiator, intermediator) [ლათ. mediator შუამავალი] - მომრიგებელი, შუაკაცი.

მედიუმი (medium, spiritualist) [<ლათ. medius შუათანა] - 1. სპირიტების ცრურწმენით: პირი, რომელიც გარდაცვლილთა სულებთან ამყარებს კონტაქტს; შუამავალი ადამიანებსა და სულებს შორის; 2. მუს. ქალის სასიმღერო ხმის შუათანა რეგისტრი.

მეზალიანსი (misalliance) [ფრანგ. mesalliance უთანასწორო ცოლქმრული კავშირის დამყარება] - უთანასწორო ქორწინება, დაქორწინება დაბალი სოციალური მდგომარეობის მქონე პირთან.

მეთოდი (method) [პოლ. metod <ლათ. methodus ხერხი, საშუალება <ბერძ. methodos გზა რაიმეს კვალდაკვალ] - 1. რაიმეს თეორიული კვლევის ან პრაქტიკულად განხორციელების საშუალება, ხერხი; 2. რაიმეს განხორციელების საშუალება, ხერხი.

მეთოდიზმი - სექტა, რომელიც მე-18 საუკუნეში წარმოიშვა ანგლიკანური ეკლესიის წიაღში და საბოლოოდ გამოეყო 1891 წელს. დაარსებულია ძმების, ჯონ (1703-1791 წწ.) და ჩარლზ უელსების (1707-1788 წწ.) მიერ, როცა 1729 წელს, ოქსფორდში სწავლისას, რამდენიმე ახალგაზრდასთან ერთად შექმნეს „წმინდა კლუბი”, რომლის წევრებმაც გადაწყვიტეს მეთოდურად გაეტარებინათ ქრისტიანული ქცევის ნორმები ცხოვრებაში.

მეთოდიკა (method(s), system; principles) [გერმ. methodik <ლათ. methodice <ბერძ. methodike საუბრის წესის ამსახველი გრამატიკის ნაწილი] - 1. რაიმეს თეორიული კვლევის ან პრაქტიკულად განხორციელების საშუალებების, ხერხების ერთობლიობა; 2. მეცნიერება სწავლების მეთოდების შესახებ.

მეთოდოლოგია (methodology) [გერმ. methodologie <ბერძ. methodike] - 1. შემეცნების მეცნიერული მეთოდების შესახებ სწავლება; 2. რომელიმე მეცნიერებაში გამოყენებული მეთოდების ერთობლიობა.

მეთოდური (methodical, orderly) [ფრანგ. methodique <ბერძ. methodike] - 1. მეთოდიკასთან დაკავშირებული; 2. მკაცრად მიმდევრობითი, სისტემატური, ზუსტად გეგმის მიხედვით.

მემარცხენე (left) - თანამედროვე პოლიტიკურ ლექსიკონში აღნიშნავს რადიკალურ ან პროგრესულ-სოციალისტური მიმდევრობის მომხრეს. აღნიშნულ ტერმინს თავდაპირველად ჰქონდა სიტყვასიტყვითი მნიშვნელობა - მემარცხენეებად იწოდებოდნენ 1789 წელს საფრანგეთის გენერალური შტატების სხდომის მიმდინარეობისას მეფის მარცხნივ მსხდომი მესამე წოდების (საქალაქო კორპორაციების) წარმომადგენლები. მეფისგან მარჯვნივ მდებარე, უფრო პრესტიჟულად მიჩნეული ადგილები თავადაზნაურობას ეკავა. ტერმინის თავდაპირველი მნიშვნელობა განპირობებული იყო სიტყვა „მარცხენის” ძირითადი მნიშვნელობით - უფრო სუსტი ხელი. ფრანგულად „gauche” (მარცხენა, მოუხერხებელი, უთავბოლო), ლათინურად „sinister”. საფრანგეთის დიდი რევოლუციისას თავმჯდომარის ადგილიდან დარბაზის მარცხენა ნაწილი, ჩვეულებრივ, რადიკალებსა და თანასწორობის მომხრეებს ეკავათ. მემარცხენის რეალური მნიშვნელობა არსებითად იცვლება დროის და ადგილის შესაბამისად, რომლის შედეგად ტერმინმა საკმაოდ არაერთგვაროვანი მნიშვნელობა შეიძინა.

მემკვიდრეობა (inheritance, legacy, succession, bequest) - გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით.

მემკვიდრეობა ანდერძით (succession through will/testament) - ფიზიკური პირის უფლება, სიკვდილის შემთხვევაში თავისი ქონება ან მისი ნაწილი ანდერძით დაუტოვოს ერთ ან რამდენიმე პირს, როგორც მემკვიდრეთა, ისე გარეშე პირთა წრიდანაც.

მემკვიდრეობა კანონით (succession under law) - გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონით გათვალისწინებულ პირებზე (პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, და აგრეთვე მამკვიდრებლის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დაიბადებიან), მოქმედებს მაშინ, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი (საქართველოს “სამოქალაქო კოდექსი”, მუხლი 1306, 1307).

მელანქოლია (melancholy) [ბერძ. melancholia] - 1. ფსიქიკური აშლილობა, რომლისთვისაც დამახასიათებელია მოდუნება, ნაღვლიანობა; 2. ნაღვლიანი განწყობილება; სევდა, კაეშანი.

მელანქოლიკი (melancholiac, melancholic person) - მელანქოლიით შეპყრობილი ადამიანი.

მემკვიდრეები კანონით (heir-at-law, heir apparent) - კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: I რიგში - გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები), ნაშვილები; II რიგში - გარდაცვლილის დები და ძმები; III რიგში - ბებია და პაპა; IV რიგში - ბიძები (დედის ძმა, მამის ძმა), დეიდები და მამიდები; V რიგში - ბიძაშვილები, დეიდაშვილები და მამიდაშვილები (საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1336).

მემკვიდრეობითი ტრანსმისია - სამკვიდროს განხსნის შემდეგ, მაგრამ სამკვიდროს მიღებამდე მემკვიდრის გარდაცვალების შემთხვევაში, სამკვიდროდან მისი წილის მიღების უფლების გადასვლა მის მემკვიდრეებზე (საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1430).

მემკვიდრეობისა და ჩუქების გადასახადის გადასახადი (donation and succession tax) - საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადი, რომელსაც იხდის პირი, რომელმაც ფიზიკური პირისაგან მემკვიდრეობით ან ჩუქებით საკუთრებაში მიიღო ნებისმიერი ქონება (საქართველოს “საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 170.1).

მემკვიდრეობისა და ჩუქების გადასახადის განაკვეთი (donation and succession tax rate) - გადასახადის განაკვეთი შეადგენს 30 პროცენტს იმ პირებისთვის, რომლებიც არ არიან პირველი და მეორე რიგის მემკვიდრეები (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 174).

მემკვიდრეობისა და ჩუქების გადასახადის დაბეგვრის ობიექტი (donation and succession taxable) - დასაბეგრ ობიექტად ითვლება გადამცემი პირისაგან მემკვიდრეობით (კანონით ან ანდერძით) ან ჩუქებით მიღებული ქონება, თუ: ა) ფიზიკური პირი, რომელიც იღებს ქონებას, რეზიდენტია ქონების მიღების მომენტში, ან წარმოადგენს რეზიდენტ იურიდიულ პირს, რომელშიც წილის 50 პროცენტი პირდაპირ ან არაპირდაპირ ეკუთვნის არარეზიდენტს; ბ) გადამცემი პირი არის რეზიდენტი ჩუქების ან გარდაცვალების მომენტში; გ) ქონება უძრავია და მისი ადგილსამყოფელი საქართველოშია (საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 171).

მემკვიდრეობისა და ჩუქების გადასახადის საგადასახადო ბაზა (donation and succession tax base) - საგადასახადო ბაზად ითვლება ქონების საშუალო საბაზრო ფასი მისი მიღების მომენტში შემდეგი გამოქვითვებით: ა) მემკვიდრეობის მიღებისას - მემკვიდრეობის ადმინისტრირების ხარჯები და გარდაცვლილის ვალები; ბ) მიმღები პირის მიერ ანაზღაურებული კომპენსაციის თანხა თავის თავზე აღებული ვალის ჩათვლით (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 173).

მემკვიდრეობისა და ჩუქების გადასახადის საგადასახადო შეღავათი (exemption from tax on donation and succession) - მემკვიდრეობისა და ჩუქების გადასახადისგან თავისუფლდება: ა) ჩუქებით ან გარდაცვლილი პირისაგან ქონების მემკვიდრეობით მიღება პირველი და მეორე რიგის მემკვიდრეების მიერ; ბ) 50000 ლარის ღირებულების ქონება მემკვიდრეობით მიღებისას; გ) 1000 ლარის ღირებულების ქონება ჩუქებისას (ეს გათავისუფლება ერთი და იმავე გადამცემი პირის მიერ ერთი და იმავე მიმღები პირისთვის კალენდარული წლის განმავლობაში დაიშვება მხოლოდ ერთხელ) (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 172).

მემკვიდრეობისა და ჩუქების გადასახადის გადახდის წესი (the rule of payment of tax on donation and succession) - გადასახადის გადამხდელი: გადასახადს იხდის დამოუკიდებლად, საგადასახადო ორგანოს მიერ წერილობითი შეტყობინების გარეშე; ქონების მემკვიდრეობით მიღებისას გადასახადს იხდის მემკვიდრეობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის დღიდან არა უგვიანეს ექვსი თვისა, ხოლო ჩუქებით ქონების მიღებისას - ჩუქების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია დადგენილ ვადებში საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დეკლარაცია (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 175).

მემკვიდრეობისა და ჩუქების გადასახადის ჩათვლა (set-off of tax on donation and succession) - ჩათვლა ხდება შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ ქონების გადაცემა იბეგრება, ხოლო მიმღები პირი გარდაიცვალა ქონების მიღებიდან ორი წლის განმავლობაში, ქონების პირველი გადაცემისას გადახდილი გადასახადი ჩაითვლება მიმღები პირის გარდაცვალების გამო წარმოშობილ გადასახადის თანხაში; თუ მიმღები პირი გარდაიცვალა ქონების მიღებიდან 3 წლის განმავლობაში, მაშინ ჩაითვლება უკვე გადახდილი გადასახადის 80 პროცენტი; თუ მიმღები გარდაიცვალა 4 წლის განმავლობაში - 60 პროცენტისა, ხოლო, თუ 5 წლის განმავლობაში - 40 პროცენტისა; ბ) უცხო ქვეყანაში არსებული ნაჩუქარი ან მემკვიდრეობით დატოვებული ქონების გადასახადის გადახდევინებისას ჩათვლა ხდება იმ ქვეყანაში გადახდილ თანხასთან მიმართებით, რომელიც გადახდილ იქნა მემკვიდრეობით ან ჩუქებით დატოვებულ აქტივებზე დარიცხული გადასახადით, საქართველოში მოქმედი გადასახადის განაკვეთის ფარგლებში (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 176, 177).

მემორანდუმი (memorandum) [გერმ. memorandum <ლათ. memorandum ღირსეულად ხსენება <memorare ხსენება, ცნობება] - 1. რაიმე საკითხის მიმართ მთავრობის თვალსაზრისის დეტალურად ამსახველი დიპლომატიური დოკუმენტი; 2. რაიმეს შეხსენების (მაგ. დავალიანების არსებობის თაობაზე) შესახებ წერილი; 3. რაიმე საკითხის შესახებ მოხსენებითი ბარათი, სამსახურებრივი ცნობა; 4. სადაზღვევო პოლისში - დაუზღვეველი (რომლისგანაც დაზღვევა არ ხდება) სახიფათო შემთხვევების ჩამონათვალი.

მემორიალი (memorial) [ფრანგ. memorial <გვ. ლათ. Memorialis <memoria ხსოვნა, გახსენება] - რაიმეს (ვინმეს) უკვდავსაყოფად აგებული არქიტექტურული ნაგებობა.

მემუარები (memoirs) [ფრანგ. Memoires <ლათ. memoria] - წარსული მოვლენების შესახებ, ამ მოვლენების მონაწილე ან თანამედროვე პირის მიერ შექმნილი ჩანაწერები.

მენიუ (menu) [ფრანგ. menu <menu წვრილი, დეტალური] - კომპიუტერის დისპლეის ეკრანზე გამოტანილი პროგრამის სამუშაო რეჟიმების (ინსტრუმენტების) ჩამონათვალი, რომლის მეშვეობით ხდება სასურველ რეჟიმში გადასვლა ან სასურველი ინსტრუმენტის გააქტიურება (გამოყენება).

მენეჯერი (manager) [ინგლ. Manager უფროსი, პატრონი] - კომპანიის ერთერთი თანამდებობის პირი, დაქირავებული პროფესიონალი მმართველი (წარმოების დირექტორი, კონცერნის, ტრესტის, ცალკეული ქვეგანაყოფის ხელმძღვანელი).

მენეჯმენტი (management) [<manage მართვა] - 1. კომპანიის, ბანკის, საწარმოს და ა.შ. ხელმძღვანელი ჯგუფი; 2. წარმოების მართვა; წარმოების პრინციპების, მეთოდების, საშუალებებისა და ფორმების ერთობლიობა, გამოყენებული წარმოების ეფექტიანობის ამაღლებისა და მოგების გადიდების მიზნით; 3. საბანკო გაერთიანების ხელმძღვანელი ჯგუფის წევრები, რომლებიც ადგენენ ემისიის პირობებს და იძლევიან სესხების განთავსების გარანტიას დადგენილ ვადებში შეთანხმებული კურსით. ჯგუფის სათავეში დგას წამყვანი მენეჯერი.

მენტალიტეტი (mentality) [ფრანგ. mentalite <ლათ. mens (mentis) გონი, აზროვნება] - პირის, სოციალური ჯგუფის აღქმის, აზროვნების წესი, გამოხატულება.

მენტალური (mentally) [ფრანგ. Mental <ლათ. mens (mentis) აზროვნების წესი, აზროვნება, სულიერი აგებულება] - ადამიანის აზროვნების უნართან, გონებრივ შესაძლებლობებთან დაკავშირებული.

მენტორი [<ბერძ. Mentor - ოდისევსის შვილის, ტელემაქეს აღმზრდელის სახელი] - 1. ხელმძღვანელი, აღმზრდელი; 2. დამრიგებლური (მენტორული ტონი).

მენშევიზმი - ანტიმარქსისტული წვრილბურჟუაზიული ოპორტუნისტული მიმდინარეობა რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიაში, რეფორმიზმის ნაირსახეობა.

მერი ქალაქის (mayor) [ფრანგ. Maire <ლათ. major უფროსი] - 1. მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც ირჩევა მუნიციპალიტეტის, მოსახლეობის, ან ინიშნება ცენტრალური მთავრობის მიერ; 2. იმ ქალაქის უმაღლესი თანამდებობის პირი და მთავრობის ხელმძღვანელი, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში. იგი აირჩევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი და ფარული კენჭისყრით, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით (ქ. ფოთის მერი საკრებულოს შემადგენლობიდან თანამდებობაზე ინიშნება და თავისუფლდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ) („ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 10, პუნქტი 3); 3. ქალაქის ადგილობრივი მმართველობის აღმასრულებელი ორგანოს მეთაური, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი იგი ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტისა და საკრებულოს წინაშე (საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 21 დეკემბრის №703 ბრძანებულება, მუხლი 13).

მერია (city administration, city hall) [ფრანგ. mairie <ლათ. major] - მმართველობის ადგილობრივი ორგანო, რომელიც იმავდროულად ასრულებს ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს აღმასრულებელი ორგანოს ფუნქციას. ქალაქის მერია „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონისა და ამ დებულებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო მნიშვნელობის ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტას, მოსახლეობის მოთხოვნათა გათვალისწინებით სახელმწიფო ინტერესების დაცვას, საკრებულოსა და მერის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას და შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის - ქალაქის მართვას (საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 21 დეკემბრის ¹703 ბრძანებულება, მუხლი 10).

მერკანტილიზმი (mercantilism) [ფრანგ. mercantilisme <იტალ. mercante მოვაჭრე] - 1. მე-16-18 საუკუნეებში გავრცელებული ეკონომიკური მოძღვრება და ეკონომიკური პოლიტიკა, რომლის მიხედვითაც სიმდიდრის წყაროდ მიიჩნეოდა არა მატერიალური დოვლათის წარმოების, არამედ საქონელბრუნვის, ფულის მიმოქცევის სფერო და საზოგადოების კეთილდღეობის მიღწევის უზრუნველყოფის საშუალებად ითვლებოდა სახელმწიფო ხელისუფლების მიერ რეგულირებადი საგარეო ვაჭრობა; 2. მომჭირნეობა, ხელმოჭერილობა; საკუთარი მოქმედებების პირადი მატერიალური სარგებლის მიღებისთვის დაქვემდებარება.

მერკანტილური (mercantile; mercenary) [ფრანგ. mercantil <იტალ. mercante ვაჭარი, სოვდაგარი] - ზედმეტად ხელმოჭერილი, ანგარიშიანი, პირადი მატერიალური სარგებლის მიმდევარი.

მესა (mass) [ფრანგ. messe] - 1. კათოლიკური ღვთისმსახურება, წირვა; 2. მუსიკალური გუნდური ნაწარმოები ამ ღვთისმსახურების ტექსტზე. ჩვეულებრივ, ორგანისა და ორკესტრის თანხლებით.

მესაკუთრე (proprietor, owner) - პირი, რომელიც ახორციელებს ქონების ფაქტობრივ ფლობასა და განკარგვას.

მესაკუთრე აქციის (ბენეფიციარი) (shareholder/stockholder (beneficiary)) - იხ. ბენეფიციარი.

მესაკუთრე რეგისტრირებული (recorded shareholder) - სახელმწიფოსგან უფლებამოსილი ორგანოს მიერ რეგისტრირებული პირი, რომელიც კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო პირობების ფარგლებში თავისუფლად ფლობს, სარგებლობს და განკარგავს ქონებას.

მესია (Messiah) [ფრანგ. messie, <ლათ. messia <ძვ. ებრ. masiah ცხებული] - მირონცხებული, აღთქმული, ძველი აღთქმის მიხედვით გამომსყიდველი, ღვთის სასუფევლის ქვეყანაზე დამკვიდრების მიზნით ზეციდან წარმოგზავნილი მაცხოვარი: ქრისტიანებისთვის - იესო ქრისტე.

მეტამორფოზი (metamorphosis) [ბერძ. metamorpho გადავაქცევ] - რისამე ერთი ფორმის სხვა ფორმად გადაქცევა; სახეცვალება, გარდაქმნა.

მეტანია (bow) - თაყვანისცემა ან სინანულით შევრდომა, ორგვარი წესი საეკლესიო ტიპიკონში: მცირე - პირჯვრის გამოსახვა; დიდი - მუხლმოყრა მკერდით (შუბლით) მიწის შეხება.

მეტაფორა (metaphor) [ბერძ. Metaphora გადატანა] - ლიტ. სიტყვის ან გამოთქმის გადატანითი მნიშვნელობით ხმარება, რაც ემყარება მსგავსებას, შედარებას, ანალოგიას; ამგვარად ნახმარი სიტყვა ან გამოთქმა.

მეტისი [ფრანგ. metis] - 1. მეტიზაციის შედეგად მიღებული ცხოველი ან მცენარე; 2. ადამიანი, რომელიც წარმოშობილია სხვადასხვა რასის (კერძოდ, ინდიელებისა და ევროპეიდული რასის) წარმომადგენელთა შეუღლების შედეგად.

მეტრიკა (certificate of birth, metrics) [პოლ. metryka <ლათ. matricula სია, უწყება] - დაბადების მოწმობა, დაბადების აქტების სარეგისტრაციო წიგნიდან დაბადების თარიღის შესახებ ამონაწერი.

...მეტრია [<ბერძ. metreo ვზომავ] - გაზომვის (გათვლის) მნიშვნელობის მქონე რთული სიტყვების ბოლო შემადგენელი ნაწილი.

მეტრო [ფრანგ. metro] - იგივეა, რაც მეტროპოლიტენი.

მეტროპოლია (metropolis) [<ბერძ. metropolis <meter დედა + polis ქალაქი] - სახელმწიფო, რომელიც ფლობს მის მიერ დაპყრობილ კოლონიებს.

მეტროპოლიტენი (Metro, subway) [ფრანგ. metropolitain] - ქალაქის ელექტრორკინიგზა, ჩვეულებრივ, მიწისქვეშა.

მეურვეობა (guardianship) - მოქალაქეთა პირადი და ქონებრივი უფლებებისა და ინტერესების დაცვის სამართლებრივი ფორმა, რომელიც წესდება შვიდი წლის ასაკს მიუღწეველ ბავშვებზე, აგრეთვე, პირზე, რომელიც სასამართლოს მიერ აღიარებულია ქმედუუნაროდ ავადმყოფობის ან ჭკუასუსტობის გამო. მეურვეობა უწესდება ბავშვს, რომელიც მშობლების გარდაცვალების, ავადმყოფობის ან სხვა მიზეზით დარჩა მშობლების მეთვალყურეობის გარეშე. ქმედუუნაროდ აღიარებულ პირს მეურვეობა უწესდება, რადგანაც მას არ შეუძლია დამოუკიდებლად განახორციელოს თავისი უფლებები და შეასრულოს მოვალეობები. ბავშვზე მეურვეობა ეკისრება განათლების, ხოლო ქმედუუნაროდ აღიარებულ პირზე - ჯანმრთელობის ადგილობრივ ორგანოს. მეურვე ინიშნება მხოლოდ მისი თანხმობით და ამ მოვალეობას იგი ასრულებს უსასყიდლოდ. მეურვე მოვალეა იზრუნოს სამეურვეო პირის რჩენისათვის, შეუქმნას მას აუცილებელი ყოფითი პირობები, უზრუნველყოს მოვლითა და მკურნალობით, დაიცვას მისი უფლებები და ინტერესები. სულით ავადმყოფის მეურვე მოვალეა, აგრეთვე, თვალყური ადევნოს სამეურვეო პირის მუდმივ სამედიცინო მომსახურებას. მეურვე განსაკუთრებული უფლებამოსილების გარეშე წარმოადგენს სამეურვეო პირის უფლებებსა და ინტერესებს მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის სასამართლოშიც (საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1275-1276, 1287-1289).

მეურნეობა საკომლო (household/family farming) - სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების, მათზე არსებული საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობების, აგრეთვე, შესაბამისი გადამამუშავებელი მრეწველობის ობიექტებისა და მოწყობილობების ერთობლიობა, რომელიც წარმოადგენს ერთი ფიზიკური პირის საკუთრებას ან/და მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრების საკუთრებას. საკომლო მეურნეობა რეგისტრირებული უნდა იყოს საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში) (საქართველოს კანონი “სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ”, მუხლი 4).

მექანიზაცია (mechanization) [ფრანგ. mecanisation <ბერძ. mechane] - ადამიანის საქმიანობის სხვადასხვა სფეროში ტექნიკური საშუალებების დანერგვა, ხელით შრომის მექანიკური, სამანქანო საშუალებებით ჩანაცვლება.

მექანიზმი (mechanism) [გერმ. mechanismus, ფრანგ. mecanisme <ბერძ. mechane იარაღი, მანქანა] - რაიმე პროცესის, საქმიანობის სფეროში წესრიგის განმსაზღვრელი (უზრუნველმყოფელი) მოწყობილობა, სისტემა.

მეცენატი (patron (of art), Maecenas) [<Maecenas, Maecenatis ნაწარმოებია პოეტებისა და მხატვრების მფარველობით სახელგანთქმული რომაელი სახელმწიფო მოღვაწის, მეცენატის სახელიდან] - მეცნიერებისა და ხელოვნების (ან რაიმე საქმის) მდიდარი მფარველი.

მეწარმე სუბიექტის სტანდარტი - სტანდარტი, რომელიც მიღებული და გამოცემულია მეწარმე სუბიექტის მიერ საკუთარი გამოყენებისათვის. სტანდარტის ხელმისაწვდომობას განსაზღვრავს სტანდარტის მიმღები.

მეწარმე სუბიექტი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, საკუთრებისა და ორგანიზაციულ- სამართლებრივი ფორმის მიუხედავად.

მეჯლისი [<არაბ. maglis საბჭო, სხდომის დარბაზი] - ზოგიერთ მუსლიმანურ ქვეყანაში პარლამენტის დასახელება.

მზღვეველი (insurer) - შეზღუდული პასუხისმგებლობის ან სააქციო საზოგადოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებისთვის და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით მიღებული აქვს დაზღვევის შესაბამისი სახეობის განხორციელების ლიცენზია (საქართველოს კანონი „დაზღვევის შესახებ”, მუხლი 2).

მზღვეველის საერთო დანაკარგები (total loss to the insurer) - სხვაობა მომავალ სადაზღვევო გადასახადებისა და პრემიების მიმდინარე ღირებულებას შორის. იგი ცვალებადი სიდიდეა, ფიქსირებულ პრემიასთან მიმართებაში შესაძლებელია მიიღოს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მნიშვნელობა.

მთავრობა (government) - სახელმწიფოს აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი კოლეგიური ორგანო. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს აღმასრულებელი ხელისუფლების, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელებას. მთავრობა პასუხისმგებელია საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის წინაშე. მთავრობა შედგება პრემიერ-მინისტრისა და მინისტრებისაგან. მთავრობის შემადგენლობაში შეიძლება იყოს სახელმწიფო მინისტრი (სახელმწიფო მინისტრები). პრემიერ-მინისტრი მთავრობის ერთ-ერთ წევრს აკისრებს ვიცე-პრემიერის მოვალეობის შესრულებას. მთავრობა კონსტიტუციის, კანონებისა და პრეზიდენტის ნორმატიული აქტის საფუძველზე და მათ შესასრულებლად იღებს დადგენილებასა და განკარგულებას, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ- მინისტრი (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 78).

მთავრობის ხელმძღვანელი (head of government) - პასუხისმგებელია სახელმწიფოს ცენტრალური ინსტიტუტების ხელმძღვანელ მინისტრთა გუნდის საქმიანობაზე. სახელმწიფოს მართვის დემოკრატიულ საპრეზიდენტო სისტემებში (მაგ. აშშ-ში) სახელმწიფოს მეთაური იმავდროულად მთავრობის ხელმძღვანელიცაა; სახელმწიფოს მართვის პარლამენტურ სისტემებში მთავრობას, როგორც წესი, გამარჯვებული პარტიის ლიდერი მართავს.

მთლიანი ეროვნული პროდუქტი, ნომინალური (მეპ) (gross national product, nominal (nominal GNP)) - მიმდინარე საბაზრო ფასით გამოხატული ქვეყნის მოსახლეობის კუთვნილი წარმოების ფაქტორების მეშვეობით შექმნილი საბოლოო პროდუქციის (მომსახურების, სამუშაოს) ერთობლიობა.

მთლიანი ეროვნული პროდუქტი, რეალური (მეპ) (gross national product, real (real GNP)) - ინფლაციის შესაბამისად კორექტირებული რეალური მაკროეკონომიკური მაჩვენებელი - ნომინალური მეპის მეპ-ის დეფლატორზე განაყოფი.

მთლიანი შიდა პროდუქტი, ნომინალური (მშპ) (gross domestig product, nominal (nominal GDP)) - მოცემული ქვეყნის საზღვრებში, ერთი წლის განმავლობაში წარმოებული საბოლოო პროდუქციის (მომსახურების, სამუშაოს) ერთობლიობა გამოხატული მიმდინარე საბაზრო ფასით.

მთლიანი შიდა პროდუქტი, რეალური (მშპ) (gross domestig product, real (real GDP)) - ინფლაციის შესაბამისად კორექტირებული რეალური მაკროეკონომიკური მაჩვენებელი - ნომინალური მშპ-ის მშპ-ის დეფლატორზე განაყოფი.

მიგრაცია (migration) - სახელმწიფოს შიგნით ან ქვეყნებს შორის მოსახლეობის გადაადგილება საცხოვრებელი ადგილის შეცვლის მიზნით.

მიზერული (paltry, scanty) [<ფრანგ. misere არარაობა, უმნიშვნელო, წვრილმანი <ლათ. miser საცოდავი, ღარიბი, მწირი] - უმნიშვნელოდ მცირე ოდენობა.

მითითება (direction) - 1. ადმინისტრაციული სასჯელი მცირე სამსახურებრივი დანაშაულისთვის; 2. ზემდგომი ორგანოს სახელმძღვანელო შენიშვნა, რომლის გათვალისწინება აუცილებელია.

მიკრო ..., [<ბერძ. mikros მცირე] - 1. მცირე ზომის, შემოსაზღვრული მიდამოს მნიშვნელობის მქონე; 2. რაიმე ფიზიკური სიდიდის საწყისი ერთეულის ერთი მემილიონედი წილის გამომხატველი რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი.

მიკროაღწერა - მოსახლეობის შერჩევითი (10%-მდე) აღწერა.

მიკროეკონომიკა (microeconomics) [<ბერძ. mikros მცირე + oiconomike მეურნეობის წარმართვის ხელოვნება, შინამეურნეობა] - 1. ეკონომიკური ანალიზის მეთოდი, რომელიც სამეურნეო საქმიანობის კერძო მაჩვენებლების შეფასებასა და გამოკვლევას ეფუძნება; 2. ეკონომიკური მეცნიერება, რომელიც შედარებით მცირემასშტაბური ეკონომიკური პროცესების, სუბიექტებისა და მოვლენების შესწავლას ახდენს (საწარმოები, ფირმები, მეწარმეები, მათ შორის ურთიერთობები და სხვ.); მიკროეკონომიკის ყურადღების ცენტრში მწარმოებლები და მომხმარებლები, მათ შორის, წარმოების, გაყიდვების, მოთხოვნის, ღირებულების, ფასის, მოგების შესახებ და ა.შ. მიღებული გადაწყვეტილებებია.

მილენიუმი [ინგლ. millenium ათასწლეული <ლათ. mille ათასი] - ერთმანეთის მომდევნო ათასწლეულების მიჯნა.

მილი [<ლათ. mille ათასი] - ფიზიკური სიდიდის დასახელების პირველი შემადგენელი ნაწილი, რომელიც საწყისი ერთეულის ერთ მეათასედს უდრის.

მილიტარიზაცია (militarization) [ფრანგ. militarisation <ლათ. militaris სამხედრო] - სამხედრო მიზნებისთვის ქვეყნის ეკონომიკური, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების დაქვემდებარება.

მილიტარიზმი (militarism) [ფრანგ. militarisme <ლათ. militaris სამხედრო] - პოლიტიკურ, ეკონომიკურ და იდეოლოგიურ საშუალებათა სისტემა, რომელსაც მმართველი ძალები ქვეყნის სამხედრო ძლიერების გასაზრდელად იყენებენ, როცა პოლიტიკური მიზნების მისაღწევად უპირველეს მნიშვნელობას ომს, სამხედრო ძალის გამოყენებას ან მუქარას ანიჭებენ. თანამედროვე მილიტარიზმი, უპირველესად, შეიარაღების განუწყვეტელი ზრდით, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაში სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის გავლენის გაძლიერებით გამოიხატება.

მილიცია (militia) [პოლ. milicja <ახ. გერმ. militie <ლათ. militia ჯარი, სამხედრო სამსახური] - ზოგიერთ ქვეყანაში სამართალდამცავი ორგანოების სისტემა, რომლის ფუნქციას შეადგენს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დანაშაულთან ბრძოლა, მოქალაქის პირადი უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და მისი ქონების, საზოგადოებრივი, სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვა დანაშაულებრივი და სხვა კანონსაწინააღმდეგო ხელყოფისგან.

მიმიკა (mimicry) [გერმ. mimik, ფრანგ. mimique <ბერძ. mimikos მიმბაძველი] - ადამიანის შინაგანი სულიერი განწყობის გამომხატველი სახის კუნთების მოძრაობა.

მიმწოდებელი (supplier) - ფიზიკური ან იურიდიული პირები, რომლებიც ახორციელებენ ბაზარზე საქონლისა და მომსახურების მიწოდებას.

მინდობილობა - დოკუმენტი, რომელშიც დაფიქსირებულია წარმომადგენლის უფლებამოსილება სხვა პირის (მიმნდობის) სახელით მოახდინოს გარიგება ან შეასრულოს სხვა მართლზომიერი საქმიანობა.

მიმდინარე ხარჯები - დანახარჯები მუშა-მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურებაზე; ვალის მომსახურებაზე (პროცენტების გადახდა); დამქირავებლიდან ანარიცხები (მათ შორის ტრანსპორტისა და ტექნიკის შენახვის ხარჯები); სუბსიდიები და სხვა მიმდინარე ტრანსფერტები.

მიმოქცევის ხარჯები - საქონლის მიმოქცევასთან დაკავშირებული ხარჯების ერთობლიობა. იგი იყოფა წმინდა და დამატებით ხარჯებად. წმინდა - განპირობებულია ყიდვა-გაყიდვის აქტით და ატარებს არასაწარმოო ხასიათს. დამატებითი მიმოქცევის ხარჯები დაკავშირებულია მიმოქცევის სფეროში წარმოების გაგრძელებასთან (ტრანსპორტირება, შენახვა, საბოლოო დამუშავება) და ატარებს რა საწარმოო ხასიათს, ზრდის საქონლის ღირებულებას.

მინიმალიზმი [<ლათ. minimus უმცირესი] - მოთხოვნათა დაყვანა უმცირეს ზღვრამდე, მინიმუმამდე.

მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები (minimum reserve requirements; minimum reserves) - 1. ბანკების ლიკვიდურობისა და ფასიანი ქაღალდების ფულის ბაზრის რეგულირების, მიმოქცევაში არსებული ფულადი მასის კონტროლის მიზნით გამოყენებული ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ინსტრუმენტი. კომერციული ბანკებისადმი ცენტრალური ბანკის სარეზერვო მოთხოვნები. ბანკები ვალდებულნი არიან თავიანთი პასივების ნაწილი შეინახონ ნაღდი ფულადი ან ცენტრალურ ბანკში შენატანის სახით. როგორც წესი, ცენტრალურ ბანკში კომერციული ბანკების მიერ დეპონირებულ თანხას პროცენტი არ ერიცხება; 2. ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის განხორციელებისას ეროვნული ბანკის (ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე) მიერ ყველა ბანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებისათვის დაწესებული ნორმატივები, რომლებიც განისაზღვრება მოზიდულ სახსრებთან პროცენტული თანაფარდობით და ექვემდებარება ეროვნულ ბანკში სავალდებულო შენახვას. ეროვნულ ბანკს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების თანხაზე პროცენტების გადახდის შესახებ („საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, მუხლი 30).

მინიმალური ხელფასი (minimal wage) - 1. ხელფასის ქვედა ზღვარი, რომელსაც აწესებს ამა თუ იმ ქვეყნის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო. საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი საბიუჯეტო სფეროს დაწესებულებებში, საწარმოსა და ორგანიზაციებში, მიუხედავად მათი საკუთრებისა და ორგანიზაციულსამართლებრივი ფორმისა, მინიმალური ხელფასი განისაზღვრება 20 ლარის ოდენობით; მოსაკრებლების, სანქციების, ჯარიმებისა და სხვა გადასახდელების განსაზღვრისათვის ძალაშია დარჩენილი მინიმალური ხელფასი 1,5 ლარის ოდენობით (საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 4 ივნისის ¹351 ბრძანებულება); 2. სოციალურ-ეკონომიკური ნორმატივი, შრომის ანაზღაურების დასაშვები მინიმალური დონე, რომლის ოდენობას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი (საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი, მუხლი 76).

მინიმუმი (minimum) [<ლათ. Minimum უმცირესი] - 1. შედარებით უმცირესი რაოდენობა, სიდიდე; 2. სპეციალისტებისთვის აუცილებელი სავალდებულო ცოდნის, სასწავლო საგნების ერთობლიობა.

მინისტრთა კაბინეტი (Cabinet of Ministers) - იხ. მთავრობა.

მინისტრი (minister, secretary) [ფრანგ. ministre, გერმ. minister <ლათ. Minister regis თანაშემწე, მეფის მსახური] - მთავრობის წევრი, რომელიც ხელმძღვანელობს სამინისტროს.

მინორატი [<ლათ. minor უმცროსი] - 1. მემკვიდრეობის სისტემა, რომლის დროსაც მთელი ქონება განუყოფლად გადადის გვარში უმცროსზე ან გარდაცვლილის უმცროს ვაჟზე; 2. უძრავი ქონება, რომელიც მემკვიდრეობით გადადის გვარში უმცროსზე ან გარდაცვლილის უმცროს ვაჟზე.

მინორი (minor key) [ფრანგ. mineur] - მუს. მუსიკალური წყობა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ნაღვლიანი ბგერითი ელფერი. საპირისპ. მაჟორი. მინორშია - გადატ. იტყვიან, როდესაც ვინმე მოწყენილია, ნაღვლიანადაა.

მირაჟი (mirage) [ფრანგ. mirage <mirer ყურება, თვალთვალი, არეკვლა] - რაიმე მოჩვენებითი, ტყუილი ნიშანი.

მის (miss) [ინგლ. miss] - რიგ (ინგლისურენოვან) ქვეყნებში: გაუთხოვარი ქალის ხსენება ან მისადმი მიმართვა (ჩვეულებრივ, სახელთან ან გვართან ერთად); ქალიშვილი; ქალიშვილო.

მისია (mission) [გერმ. mission, ფრანგ. mission <ლათ. mittere გაგზავნა] - 1. საპასუხისმგებლო ამოცანა, როლი, დავალება; 2. მუდმივი დიპლომატიური წარმომადგენლობა, რომელსაც დესპანი მეთაურობს; 3. სპეციალური დანიშნულების დიპლომატიური დელეგაცია.

მისიონერი (missionary) [ფრანგ. missionnaire ლათ. missio გზავნილი, დავალება] - განსხვავებული აღმსარებლობის მოსახლეობაში რელიგიის გამავრცელებელი პირი, ქადაგი.

მისის (mistress) [ინგლ. mistress] - რიგ (ინგლისურენოვან) ქვეყნებში: გათხოვილი ქალის ხსენება ან მისადმი მიმართვა (ჩვეულებრივ, გვართან ან სახელსა და გვართან ერთად); ქალბატონი; ქალბატონო.

მისტიკა (misticism) [ბერძ. mistikos საიდუმლო] - 1. ზებუნებრივი, ღვთიური ძალების რწმენა; 2. შეუცნობელი, აუხსნელი, იდუმალი რამ.

მიტინგი (mass-meeting) [ინგლ. Meeting <to meet შეკრება, თავმოყრა] - მიმდინარე ცხოვრების მწვავე პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური საკითხების განხილვის მიზნით მასობრივი შეკრება.

მიტროპოლიტი (metropolitan) [<ბერძ. metropolis (metropolites) დამფუძნებელი, მამამთავარი] - ოლქის (ეპარქიის) ან პროვინციის მთავარი ქალაქის (მეტროპოლიის) მღვდელმთავარი. მიტროპოლიტის ხარისხი დააწესეს ნიკეის პირველ მსოფლიო კრებაზე 325წ. და ანტიოქიის კრებაზე 341წ. საქართველოს ავტოკეფალურ ეკლესიაში მიტროპოლიტის ხარისხით დაჯილდოებული მღვდელმთავარი იერარქიულად ეპისკოპოსსა და მთავარ ეპისკოპოსზე მაღლა დგას.

მიწა (land) - წარმოების ერთ-ერთი ფაქტორი, რომელშიც შედის: სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, არასასოფლო მიწის ნაკვეთები, წყალი, წიაღისეული და სხვ.

მიწის გადასახადი (tax on holding/land) - ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ შესაბამის ტერიტორიაზე შემოღებული საქართველოს ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში (ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი, ადგილობრივი ბიუჯეტი) ადგილობრივი გადასახადი, რომელიც გადაიხდება ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ მათ საკუთრებაში ან კანონით გათვალისწინებულ სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. გადასახადის ოდენობა არ არის დამოკიდებული მის გადამხდელთა ეკონომიკური საქმიანობის შედეგებზე და დადგინდება ფიქსირებული წლიური გადასახადის სახით მიწის ფართობის ერთეულზე (საქართველოს “საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 215). 2007 წლის 1-ელ იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული იურიდიული და ფიზიკური პირები, რომელთა მიერ კალენდარული წლის განმავლობაში განხორციელებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე) არ აღემატება 100 ათას ლარს, საქმიანობის ამ სფეროში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ნაცვლად დაიბეგრონ მხოლოდ მიწის გადასახადით (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 273).

მიწის გადასახადის გადამხდელი (payer of tax on holding/land) - იურიდიული და ფიზიკური პირები, რომელთაც საკუთრებაში ან კანონით გათვალისწინებულ სარგებლობაში აქვთ მიწის ნაკვეთი (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 215).

მიწის გადასახადის განაკვეთი (rate of tax on agricultural holding/land) - სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის საბაზისო განაკვეთები დიფერენცირებულია ადმინისტრაციული ერთეულებისა და მიწის ხარისხის მიხედვით და განისაზღვრება ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით ლარებში. მიწის გადასახადი გამოიანგარიშება გადასახადის განაკვეთის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფართობზე (ჰექტრებში) ნამრავლით; არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის საბაზისო განაკვეთი განისაზღვრება მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე წელიწადში არა უმეტეს 0,24 ლარით. გადასახადი გამოიანგარიშება საბაზისო განაკვეთის გამრავლებით ტერიტორიულ კოეფიციენტსა და მიწის ფართობზე. ტერიტორიული კოეფიციენტი დიფერენცირებულია მიწის ადგილმდებარეობისა და ზონის მიხედვით. დაბეგვრისგან გათავისუფლების შემთხვევები განისაზღვრება საგადასახადო კოდექსით (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 215).

მიწის გადასახადის დაბეგვრის ობიექტი (taxable on holding/land) - სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა. დასაბეგრი მიწის ფართობი მოიცავს შენობა-ნაგებობებით დაკავებულ, ასევე მათი ფუნქციონირებისათვის აუცილებელ მიწის ნაკვეთებსა და შენობა-ნაგებობების სანიტარიულ-ტექნიკურ ზონას, თუ ის არ იმყოფება სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრებაში. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის დაბეგვრის ობიექტია: ა) სახნავი, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, ბუნებრივი და გაკულტურებული სათიბები და საძოვრები; ბ) არსებული წესის მიხედვით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებული ან გამოსაყენებლად ნებადართული წყლის ფონდისა და ტყის ფონდის მიწები; გ) საკარმიდამო, საბაღე, საბოსტნე და სააგარაკო ნაკვეთები; დ) დასახლებული პუნქტების ფარგლებს გარეთ მდებარე მრეწველობის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, ენერგეტიკის, თავდაცვის, დაცული ტერიტორიებისა და სხვა არასასოფლო-სამეურნეო მიწის ის ნაკვეთები, რომლებიც გამოყენებულია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით; ე) ქალაქის, დაბის, სოფლის, კურორტისა და სხვა ტიპის დასახლებათა ფარგლებში მოქცეული მიწის ის ნაკვეთები, რომელთა მიზნობრივი დანიშნულება არ არის შეცვლილი და სასოფლო-სამეურნეო მიზნით მათი გამოყენება ნებადართულია არსებული წესის მიხედვით; ვ) სამელიორაციო ქსელებით დაკავებული მიწები; ზ) სხვა მიწა, რომელიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით. არასასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადის დაბეგვრის ობიექტია მიწის ნაკვეთი, რომელიც არ მიეკუთვნება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 215).

მიწის ნაკვეთი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (agricultural holding, agricultural land) - სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად ითვლება საჯარო რეესტრში სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად რეგისტრირებული მიწა, რომელიც გამოიყენება მემცენარეობისა და მეცხოველეობის პროდუქციის წარმოებისათვის მასზე არსებული სამეურნეო და დამხმარე ნაგებობებით ან მათ გარეშე. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად ითვლება ასევე: კომლის (ოჯახის) საკუთრების წილი სოფლის, თემის, იურიდიული პირების საძოვრების, სათიბების, ტყეების ტერიტორიებზე; სასოფლო-სამეურნეო მიწის ის ნაწილი, რომელიც შეიძლება იყოს ცალკე უფლების ობიექტი (საქართველოს კანონი “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ”, მუხლი 3).

მიწის ნაკვეთისა და მასთან დაკავშირებული უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული სანივთო უფლებების გადაცემის რეგისტრაციის მოსაკრებელი (due for registration/record of transfer of interests on estate/land and connecting to real estate) - მიწის ნაკვეთისა და მასთან დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღნაგობის, იპოთეკის, ქირავნობის ან იჯარის უფლების; უზუფრუქტის, სერვიტუტის, აგრეთვე რეგისტრირებული უფლების შეზღუდვის რეგისტრაციისათვის, რაც მოიცავს საკადასტრო რუკების მომზადებას, სააღრიცხვო ბარათების შევსებას, სარეგისტრაციო მოწმობების გაცემასა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ, რეგისტრაციისათვის სხვა საჭირო ღონისძიებებს მოსაკრებელი შეადგენს 7 ლარს („სარეგისტრაციო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 7, პუნქტი 8).

მიწის ნაკვეთისა და მასთან დაკავშირებული უძრავი ქონების პირველადი რეგისტრაციის მოსაკრებელი (due for primary registration of interests on estate/land and connecting to real estate) - რეგისტრაცია, რომელიც მოიცავს მიწის აგეგმვით სამუშაოებს, საბუთების, სარეგისტრაციო მოწმობებისა და საკადასტრო რუკების მომზადებას და გაცემას, აგრეთვე პირველად რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ღონისძიებას და სრულდება სახელმწიფოს დაფინანსებით ან მიზნობრივად მოზიდული კრედიტების, გრანტებისა და ტექნიკური დახმარების ხარჯზე, ხორციელდება სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის გარეშე („სარეგისტრაციო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 7, პუნქტი 8).

მიწოდება (supply) - ბაზარზე მიწოდებული წარმოების ფაქტორებისა და საბოლოო პროდუქციის (მომსახურების, სამუშაოს) ერთობლიობა.

მიწოდების ფასი (supply price) - მინიმალური (ზღვრული) ფასი, რომელზე დაბლაც არ შეიძლება საბაზრო ფასის დაცემა.

მმართველობის ფორმა (form of government) - სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების წყობა და სისტემა, მათი შექმნის წესი და საქმიანობის პრინციპები. მმართველობის ფორმებია მონარქია და რესპუბლიკა.

მნათე - სტიქაროსანი, რომელსაც ევალება ზეთის ჩასხმა კანდელში და ანთება, ნახშირის გაღვივება საცეცხლურებში, ზარების რეკვა და საკურთხეველში სხვადასხვა დამხმარე საქმიანობა.

მობილიზაცია (mobilization) [ფრანგ. mobilisation <ლათ. mobilis მოძრავი, მსუბუქი, მსუბუქად გადაადგილებადი] - 1. ომის დროს სამხედრო ვალდებული პირების ჯარში გაწვევა; 2. სამხედრო ძალების მშვიდობიანი მდგომარეობიდან სრულ საბრძოლო მზადყოფნაში, აგრეთვე ქვეყნის ეკონომიკისა და სახელმწიფო ორგანოების სამხედრო მდგომარეობაზე გადაყვანა.

მობილური (mobile) [ფრანგ. Mobile <ლათ. mobilis] - მოძრავი, სწრაფად გადაადგილებადი, მოქმედი, გაბედული მოქმედება.

მოგება (profit) - 1. სხვაობა ფირმის ერთობლივ შემოსავლებსა და დანახარჯებს შორის (როდესაც ერთობლივი შემოსავალი სჭარბობს დანახარჯებს); 2. გაყიდვის მოცულობის (რეალიზაციიდან ამონაგების) მეტობა ხარჯებსა და გასავლებზე საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში; შემოსავლის ნამეტი ხარჯებზე. აუცილებელი არაა მოგებამ გაზარდოს ფულადი სახსრები, იგი შეიძლება ასახულ იქნეს გადიდებულ აქტივებში ან შემცირებულ ვალდებულებებში, მაგრამ იგი ყოველთვის ზრდის მფლობელთა კაპიტალს.

მოგება წმინდა (net profit) - 1. პირობით წმინდა მოგების, დივიდენდების და პროცენტების სახით მიღებული შემოსავლების ის ნაწილი, რომელიც რჩება ფიქსირებული ხარჯების და გადასახადების გადახდის შემდეგ; 2. მოგება, მოგების გადასახადის გამოკლებით (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 29.23).

მოგების გადასახადის გადამხდელი (profit taxpayer) - მოგების გადასახადის გადამხდელები არიან საქართველოს საწარმოები და უცხოური საწარმოები (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 44).

მოგების გადასახადის განაკვეთი (profit tax rate) - საწარმოს დასაბეგრი მოგება იბეგრება 20 პროცენტით (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 46).

მოგების გადასახადის დაბეგვრის ობიექტი (profit taxable) - მოგების გადასახადის დაბეგვრის ობიექტი განისაზღვრება: ა) საქართველოს საწარმოსთვის, როგორც სხვაობა გადასახადის გადამხდელის ერთობლივ შემოსავალსა და საგადასახადო კოდექსის მე-6 თავით გათვალისწინებულ გამოქვითვის თანხებს შორის; ბ) მუდმივი დაწესებულების მეშვეობით საქართველოში მოქმედი უცხოური საწარმოსთვის - მხოლოდ საქართველოში არსებული წყაროებიდან მიღებული ერთობლივი შემოსავლის მიხედვით, რომლებიც მცირდება საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვის თანხებით; გ) უცხოური საწარმოს ერთობლივი შემოსავალი (რომლის წყაროც საქართველოშია), რომელიც დაკავშირებული არ არის მუდმივ დაწესებულებასთან, გადასახადით იბეგრება საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლით განსაზღვრული გადასახადის წყაროს გამოქვითვის გარეშე; დ) საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე მოქმედი უცხოური საწარმოსთვის, რომელიც საგადასახადო კოდექსის 29-ე მუხლის მე-18 ნაწილის “ლ” ან “მ” ქვეპუნქტით და 21-ე ნაწილით გათვალისწინებული ქონების რეალიზაციით იღებს შემოსავლებს, - მხოლოდ კალენდარული წლის განმავლობაში საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული ერთობლივი შემოსავლის მიხედვით, რომელიც მცირდება აღნიშნული პერიოდისათვის საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვის თანხებით, რომლებიც დაკავშირებულია ამ შემოსავალთან (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 45).

მოგების გადასახადის საგადასახადო შეღავათი (exemption from tax on profit) - მოგების გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება: ა) საქართველოს საპატრიარქოს მიერ რელიგიური დანიშნულებით გამოყენებული ჯვრების, სანთლების, ხატების, წიგნებისა და კალენდრების რეალიზაციით მიღებული მოგება; ბ) საბიუჯეტო და საქველმოქმედო ორგანიზაციების მოგება, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული მოგების გარდა; გ) ორგანიზაციის მიერ მიღებული გრანტები, საწევრო შენატანები და შეწირულობები; დ) საპროთეზო-ორთოპედიული საწარმოების პროფილური საქმიანობით მიღებული მოგება; ე) ინვალიდებისა და მათი რეაბილიტაციისათვის საჭირო ტექნიკურ საშუალებათა წარმოებით მიღებული მოგება; ზ) საერთაშორისო ორგანიზაციების მოგება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული მოგების გარდა; თ) საქართველოს ეროვნული ბანკის მოგება; ი) ენერგიის განახლებადი წყაროების (მზის, ქარის, გეოთერმული, ბიომასის ენერგია და ჰიდროენერგია) ასათვისებელი მოწყობილობებისა და ენერგოდამზოგი საშუალებების (ენერგოდამზოგი ნათურები) წარმოებით და რეალიზაციით მიღებული მოგება; კ) მაღალმთიანი რეგიონების ტერიტორიაზე არსებული საწარმოების (სავაჭრო საწარმოების გარდა) მოგების ის ნაწილი, რომელიც მიღებულია უშუალოდ ამ ტერიტორიაზე საწარმოთა მიერ განხორციელებული საქმიანობის შედეგად; ლ) საქართველოს სახელმწიფო სახაზინო ვალდებულებების რეალიზაციით მიღებული ნამეტი; მ) არანაკლებ 3 მლნ აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარებით) ღირებულების ინვესტიციით აშენებული ტურისტთა განთავსების ობიექტის - სასტუმროს საქმიანობიდან (სასტუმროს ნომრის ღირებულებიდან) მიღებული მოგება მისი ექსპლუატაციაში შესვლიდან 2 წლის განმავლობაში სრულად, ხოლო შემდეგი 4 წლის განმავლობაში 50%-ის ოდენობით, არანაკლებ 10 მლნ დოლარის შემთხვევაში - 5 წლის განმავლობაში სრულად, ხოლო შემდეგი 2 წლის განმავლობაში - 50%-ის ოდენობით; არანაკლებ 50 მლნ აშშ დოლარის შემთხვევაში - 10 წლის განმავლობაში სრულად; ნ) სამედიცინო დაწესებულებების (მიუხედავად ორგანიზაციულ- სამართლებრივი ფორმისა) სამედიცინო საქმიანობიდან მიღებული მოგების ის ნაწილი, რომელიც მოხმარდება რეინვესტირებას (დაწესებულების რეაბილიტაცია, ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფა) და თანამშრომელთა მატერიალურ წახალისებას (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 47).

მოგების გადასახადის ჩათვლა (set-off profit tax) - საქართველოს ფარგლებს გარეთ გადახდილი მოგების გადასახადის თანხა ჩაითვლება საქართველოში გადასახადის გადახდისას, მხოლოდ ჩათვლილი თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს გადასახადის იმ თანხებს, რომლებიც საქართველოში მოქმედი წესის მიხედვით დარიცხული იქნებოდა საქართველოში შემოსავალზე ან მოგებაზე საქართველოში მოქმედი წესითა და განაკვეთებით (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 65).

მოდელი (model) [ფრანგ. Modele <იტალ. modello <ლათ. modulus საზომი, ნიმუში] - 1. რაიმე ნაკეთობის ნიმუში; 2. ორიგინალთან ან ნატურალურ ზომასთან შედარებით შემცირებული სახის სქემა; 3. რაიმე მოვლენის, ობიექტის ან გასატარებელი ღონისძიების აღქმის გაადვილების მიზნით შექმნილი სქემა.

მოდელირება (modelling) - 1. რისამე მოდელის დამუშავება; რისამე მოდელის გაკეთება; 2. მოდელებზე წარმოებული გამოკვლევა ისეთი პროცესებისა და კონსტრუქციებისა, რომელთა შესწავლა ბუნებრივ პირობებში მოუხერხებელია.

მოდემი [ინგლ. modem <mo (dulator) მოდულატორი + dem (odulator) დემოდულატორი] - კომპიუტერის სატელეფონო ხაზთან დამაკავშირებელი მოწყობილობა.

მოდერნი (modernist style) [ფრანგ. moderne თანამედროვე] - თანამედროვე, მოდური.

მოდერნიზაცია (modernization) [ფრანგ. modernisation] - რაიმეს გაუმჯობესება, თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.

მოდერნიზმი (modernism) [<ფრანგ. moderne უახლესი, თანამედროვე] - 1. მე-20ს-ის ხელოვნებასა და ლიტერატურაში: მიმართულება, რომელიც უარყოფს ტრადიციულ ფორმებსა და ესთეტიკას; დამახასიათებელია კავშირის გაწყვეტა რეალიზმთან (იხ., ასევე, ავანგარდიზმი); 2. რელიგიის არსებობის ახალ პირობებთან შეგუების ერთ-ერთი ფორმა.

მოდიფიკაცია (modification) [გერმ. modifikation, ფრანგ. modification <ლათ. modificatio ზღვრის, საზომის ერთეულის დადგენა] - 1. რისამე სახეცვლილება, გარდაქმნა, რომელიც ახალი თვისებების გამოვლენით ხასიათდება; 2. ასეთი სახეცვლილების რეზულტატი; მექანიზმი, რომელიც გარკვეული თვისებებით განსხვავდება სხვა მსგავსი ტიპის მექანიზმებისგან.

მოდული (module) [ლათ. modulus ზომა] - 1. რაიმე სისტემის, ორგანიზაციის, მოწყობილობის პირობითად გამყოფი, დამოუკიდებელი ნაწილი; 2. ზუსტ მეცნიერებებში: ზოგიერთი მნიშვნელოვანი კოეფიციენტის სახელწოდება; მსახვარი; 3. მათემ. რიცხვი, რომელზეც უნდა გავამრავლოთ ერთი სისტემის ლოგარითმი მეორე სისტემის ლოგარითმის მისაღებად; 4. არქიტ. გაზომვის ამოსავალი ერთეული, რომელსაც ადგენენ მოცემული არქიტექტურული ნაგებობისთვის და იყენებენ საზომად შენობის ცალკეული ნაწილის თანაზომიერების დასაცავად.

მოდუს ვივენდი (modus vivendi) [<ლათ. modus vivendi არსებობის საშუალება, ცხოვრების სახე] - 1. მხარეებს შორის რაიმე საერთაშორისო საკითხთან დაკავშირებით დადებული დროებითი შეთანხმება, რომლის დადებისას ითვალისწინებენ საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტის შესაძლებლობას; 2. ურთიერთობის ფაქტობრივი მდგომარეობა, რომელიც აღიარებულია დაინტერესებულ მხარეთა მიერ.

მოვალეობა (duty, obligation) - უფლებამოსილი პირის მოთხოვნით, სამართლის ნორმის საფუძველზე შესასრულებელი ქცევა (მოქმედება ან უმოქმედობისაგან თავის შეკავება).

მოვალის გარანტია (security/guarantee for a debtor) - მოვალის ნაკისრი ვალდებულება; ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, როცა მოვალე კისრულობს რაიმე უპირობო მოქმედების ან ისეთი მოქმედების შესრულებას, რომელიც სცილდება ხელშეკრულების საგანს.

მოთხოვნა (demand) - ბაზარზე არსებული გადახდისუნარიანი მოთხოვნილება.

მოთხოვნის ფასი (cost/price of demand) - უკიდურესი (ზღვრული) ფასი, რომლის ზევითაც საბაზრო ფასი ვეღარ აიწევს.

მოკლევადიანი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები (short-term government security) - სახელმწიფო მოკლევადიანი სასესხო ვალდებულებები; საკასო სხვაობის დასაფარავად გამოშვებული სახელმწიფო მოკლევადიანი ფასიანი ქაღალდები. სახელმწიფო მოკლევადიანი სასესხო ვალდებულებები - დისკონტური ფასიანი ქაღალდები, რომლებიც გამოშვებულია არამატერიალიზებული ფორმით 28, 91, 182, 273 და 364 დღის ვადით; ბიუჯეტის საკასო სხვაობის დასაფარავად გამოშვებული დისკონტური ფასიანი ქაღალდები, რომლებიც გამოშვებულია არამატერიალიზებული ფორმით ნებისმიერი ვადით ერთ წლამდე საბიუჯეტო შემოსავლებსა და ხარჯებს შორის სხვაობის დასაფარავად (საქართველოს კანონი „სახელმწიფო ვალის შესახებ”, მუხლი 15).

მომენტი (moment) [გერმ. moment, ფრანგ. moment <ლათ. momentum დრო, პერიოდი, მოკლე დრო, წამი] - 1. მოკლე დრო, წამი, გაელვება; 2. რაიმე მოვლენის ცალკეული მხარე, გარემოება.

მომიჯნავე უფლებები (adjoining rights) - საავტორო უფლებებისგან წარმოებული განსაკუთრებული უფლებების სახესხვაობა. შემსრულებლების, ფონოგრამის ან ვიდეოგრამის დამამზადებლებისა და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებები, რომლებიც ხორციელდება ფონოგრამაზე ან ვიდეოგრამაზე ჩაწერილი, ანდა ეთერში ან კაბელით გადაცემული ნაწარმოების ავტორსა და შემსრულებელთან დადებული ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. მომიჯნავე უფლების განცხადებისათვის გამოიყენება მომიჯნავე უფლების დაცვის ნიშანი, რომელიც დაისმება ფონოგრამის ყოველ ეგზემპლარზე ან/და მის ფუტლარზე და შედგება სამი ელემენტისაგან: ა) ლათინური ასო P წრეწირში: P; ბ) განსაკუთრებული მომიჯნავე უფლების მფლობელის სახელი (დასახელება); გ) ფონოგრამის პირველი გამოცემის წელი.

მომსახურება (service, maintenance) - იურიდიული ან ცალკეული ფიზიკური პირის შრომითი საქმიანობის შედეგი, რომელიც განკუთვნილია ადამიანების გარკვეული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად და ძირითადად მოიცავს ინტელექტუალურ, საკონსულტაციო, საყოფაცხოვრებო და მისთანა მომსახურებას. განარჩევენ მომსახურების მატერიალურ და არამატერიალურ სახეობას.

მომსახურება არამატერიალური (nonmaterial, nonmaterial service) - შრომის სპეციფიკური ეკონომიკური ფორმა, რომლის სასარგებლო ეფექტიც არამატერიალიზებული მომსახურებით ვლინდება (საყოფაცხოვრებო, განათლება და სხვ.).

მომსახურება მატერიალური (material service) - შრომის სპეციფიკური ეკონომიკური ფორმა, რომლის სასარგებლო ეფექტიც მატერიალიზებული მომსახურებით ვლინდება (მომსახურება ტრანსპორტით, კავშირგაბმულობით და სხვ.).

მომხმარებელი (consumer) - პირადი საჭიროებისთვის საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) გამომყენებელი, შემძენი, შემკვეთი ან ასეთი განზრახვის მქონე პირი.

მონარქია (monarchy) [გერმ. Monarchie <ბერძ. monarchia ერთმმართველობა] - მმართველობის ფორმა, რომლის დროსაც მონარქი წარმოადგენს სახელმწიფოს მეთაურს. მისი ხელისუფლება, როგორც წესი, უვადოა და გადაეცემა მემკვიდრეობით. თანამედროვე მსოფლიოში არსებობს მონარქიის ორი ისტორიული ტიპი: აბსოლუტური და კონსტიტუციური. თავის მხრივ, კონსტიტუციურ მონარქიაში, მონარქის ხელისუფლების შეზღუდვის ხარისხის მიხედვით განასხვავებენ დუალისტურ (მონარქის ხელისუფლება შეზღუდულია კონსტიტუციით, მაგრამ მონარქი, დემოკრატიული ინსტიტუტების სისუსტის შედეგად, ინარჩუნებს რეალურ სახელისუფლებო ბერკეტებს. მთავრობა ფორმალურად პასუხისმგებელია მონარქისა და პარლამენტის წინაშე, თუმცაღა რეალურად მონარქს ემორჩილება. გავრცელებულია: მაროკოში, იორდანიაში, ტაილანდში, ნეპალსა და მალაიზიაში) და საპარლამენტო ფორმას (მონარქის ხელისუფლება ატარებს მხოლოდ ნომინალურ ხასიათს, მთავრობა პასუხისმგებელია პარლამენტის წინაშე). ამასთან, არსებობს არჩევითი ფორმაც, მაგ. მალაიზიაში, რომელშიც ფაქტობრივად შერწყმულია მმართველობის მონარქიული და რესპუბლიკური ფორმები (მონარქის არჩევა ხდება 5 წლის ვადით, ფედერაციაში შემავალი მონარქიული შტატების წარმომადგენელთა განსაკუთრებულ სხდომაზე).

მონასტერი (cloister; abbey - კათოლიკური; monastery - მამაკაცების; nunnery - ქალთა) [<ბერძ. monasterion განმარტოებული ადგილი] - ბუდიზმსა და ქრისტიანობაში ბერებისა და მონაზვნების თემი, რომელსაც მიღებული აქვს ცხოვრების ერთიანი წესი. ქრისტიანობაში მამაკაცთა და ქალთა მონასტრები, როგორც წესი, ცალ-ცალკე არსებობს. ქრისტიანული მონასტერი პირველად ჩამოყალიბდა IV საუკუნეში ტიბენისში (ეგვიპტე). ქართული საისტორიო წყაროების მიხედვით, საქართველოში პირველი მონასტერი დაარსებულა ვახტანგ გორგასლის დროს კლარჯეთში. VII-X საუკუნეებში დიდი სამონასტრო მშენებლობა მიმდინარეობდა მთელ საქართველოში. განსაკუთრებით ცნობილია მარტყოფის, ზედაზნის, შიომღვიმის, ალავერდის, იყალთოს, სამთავისის და სხვა მონასტრები.

მონაცემთა ბაზა (data bank) - 1. მანქანურად (კომპიუტერულად) აღქმად ფორმაში გამოხატული განსაზღვრული საგნობრივი სფეროს მოწესრიგებულ მონაცემთა ერთობლიობა, რომელიც წარმოადგენს მონაცემთა ბანკის საფუძველს; 2. სისტემური ან მეთოდური წესით განლაგებული ნაწარმოებების, დამოუკიდებელი ინფორმაციის, მონაცემებისა და სხვა მასალის კრებული, რომელიც ინდივიდუალურად ხელმისაწვდომია ელექტრონული ან სხვა საშუალებებით.

მონაცემები პერსონალური (personal data) - საჯარო ინფორმაცია, რომელიც პირის იდენტიფიკაციის შესაძლებლობას იძლევა.

მონეტა (coin, piece) [პოლ. Moneta <ლათ. moneta <monere გაფრთხილება] - მრგვალი, დისკური ფორმის ლითონი, რომელსაც კანონით დადგენილი წონითი შემცველობა აქვს. მონეტის ორივე მხარეს განსაზღვრული გამოსახულებაა, იხ. აგრეთვე, ფული ლითონის.

მონეტა არასრულფასოვანი (token money, inferior coin) - მონეტა, რომლის საზოგადო ფასი აღემატება მისი შემცველი ლითონის ღირებულებასა და ბეჭდვის ღირებულებას. არასრულფასოვანი მონეტის ღირებულებასა და მისი შემცველი ლითონის საბაზრო ღირებულებას შორის სხვაობა სახელმწიფოს მონეტარული შემოსავლის წყაროდ ითვლება.

მონეტა სრულფასოვანი (sterling money) - მონეტა, რომლის საზოგადო ფასი შეესაბამება მისი შემცველი ლითონის ღირებულებასა და ბეჭდვის ღირებულებას.

მონეტარიზმი (monetarism) [ფრანგ. monetarism <ლათ. monetaire ფულადი საფინანსო] - ეკონომიკური სკოლა, რომლის მიხედვით მაკროეკონომიკური ცვლილებების ძირითად მიზეზს წარმოადგენს მიმოქცევაში არსებული ფულადი მასის ცვლილება.

მონიტორინგი [ინგლ. monitoring <ლათ. monitor ის ვინც ახსენებს, აფრთხილებს, ზედამხედველობს] - რაიმე პროცესზე სისტემატური დაკვირვება, ამ პროცესის არსებულ და სავარაუდო რეზულტატს შორის შესაბამისობის (ან შეუსაბამობის) ფიქსირების მიზნით.

მონო..., [<ბერძ. monos ერთი, ერთიანი, ერთადერთი] - ერთის ან ერთადერთის მნიშვნელობის მქონე რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი.

მონოგამია (monogamy) [ბერძ. Monos ერთი და gamos ქორწინება] - 1. ქორწინების ფორმა, რომლის დროსაც მამაკაცს შეიძლება ჰყავდეს მხოლოდ ერთი ცოლი და ქალს - მხოლოდ ერთი ქმარი; ერთქორწინება; 2. ცხოველებში: მამრის შეწყვილება მხოლოდ ერთ მდედრთან.

მონოგრამა (monogram) [ფრანგ. monogramme <ბერძ. monos ერთი, ერთიანი + gramma ასო, ჩანაწერი] - სხვადასხვა ნივთზე გამოსახული მხატვრული ფორმით შერწყმული სახელისა და გვარის პირველი ასოები (ინიციალები).

მონოგრაფია (monograph) [გერმ. monographie <ბერძ. monos ერთი, ერთიანი + grapho ვწერ] - ვრცელი მეცნიერული ნამუშევარი, რომელშიც საფუძვლიანად დამუშავებულია ერთი თემა ან საკითხების ერთი წრე.

მონოთეიზმი (monotheism) [<ბერძ. monos ერთი, ერთიანი, ერთადერთი + theos ღმერთი] - დოქტრინა, რომელიც ცნობს ერთ ღმერთს.

მონოლითური (monolithic, solid, massive) [<ბერძ. monolithos, <monos ერთი + lithos ქვა] - მთლიანი, მყარი, მტკიცე, მასიური.

მონოლოგი (monologue) [ფრანგ. monologue <ბერძ. monologos <monos ერთი + logos სიტყვა] - ვრცელი სიტყვა, რომლითაც პირი მიმართავს თავის თავს ან მსმენელებს (მაყურებელს).

მონოპოლია (monopoly) [ბერძ. Monos ერთი, polo ვყიდი] - 1. წარმოების, ვაჭრობის, რეწვის და ა.შ. განსაკუთრებული უფლება, რომელიც ეკუთვნის ერთ პირს, პირთა განსაზღვრულ ჯგუფს ან სახელმწიფოს; 2. მსხვილ მეწარმეთა გაერთიანება, რომელიც წარმოიქმნება წარმოებისა და კაპიტალის კონცენტრაციისა და ცენტრალიზაციის საფუძველზე; 3. საბაზრო სიტუაცია, როდესაც ბაზარზე არის ერთი მწარმოებელი და მრავალი მომხმარებელი.

მონოპოლია ბუნებრივი (natural monopoly) - სასაქონლო ბაზრის მდგომარეობა, როდესაც ამ ბაზარზე მოთხოვნილების დაკმაყოფილება წარმოების ტექნოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე (წარმოების მასშტაბების გაფართოების შესაბამისად პროდუქციის ერთეულზე საწარმოო დანახარჯების არსებით შემცირებასთან დაკავშირებით) უფრო ეფექტიანია კონკურენციის არარსებობის პირობებში, ხოლო ბუნებრივი მონოპოლიის სუბიექტების მიერ წარმოებული საქონელი შეუძლებელია მოხმარებისას შეიცვალოს სხვა საქონლით, რის გამოც მოთხოვნილება ბუნებრივი მონოპოლიის პროდუქციაზე, სხვა სახის საქონელზე მოთხოვნილებასთან შედარებით, ნაკლებად არის დამოკიდებული ამ საქონლის ფასის ცვლილებებზე („მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონი).

მონოპოლიური მდგომარეობა (monopoly position) - 1. ეკონომიკური აგენტის, სახელმწიფო ორგანოს განსაკუთრებული მდგომარეობა, რომელიც მას საშუალებას აძლევს არსებითი გავლენა მოახდინოს ბაზარზე და შეზღუდოს კონკურენცია; 2. ეკონომიკური აგენტი ჩაითვლება მონოპოლიური მდგომარეობის მქონედ, თუ მისი წილი კონკრეტულ სასაქონლო ბაზარზე პირდაპირ ან არაპირდაპირ (ფილიალის, შვილობილი საწარმოს მეშვეობით ან სხვაგვარად) აღემატება ანტიმონოპოლიური სამსახურის მიერ დადგენილ ზღვრული ოდენობის მაჩვენებლებს, რომელიც ძალაში შედის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გამოქვეყნების შემდეგ („მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 11).

მონოპოლიური საქმიანობა (monopoly activity) - საქმიანობა, რომელიც ეკონომიკურ აგენტს საშუალებას აძლევს არსებითი გავლენა მოახდინოს ურთიერთშენაცვლებადი (კონკურენტული) საქონლის საბაზრო ფასზე და შეზღუდოს კონკურენცია (“მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 11).

მონოტონური (monotonic) [ფრანგ. monotone <ლათ. monotonus <ბერძ. monos ერთი + tonos ტონი, ბგერა] - 1. ზედმეტად ერთფეროვანი ტონით, ინტონაციით; 2. მრავალფეროვნებას მოკლებული, უხალისო, უღიმღამო.

მონოფიზიტობა [<ბერძ. monos ერთი + physis ბუნება] - მე-5 საუკუნეში კონსტანტინეპოლსა და ალექსანდრიაში წარმოქმნილი რელიგიურ-საღვთისმეტყველო სწავლება, რომლის მიმდევრები უარყოფენ ქრისტეს კაცობრივ ბუნებას და აღიარებენ მხოლოდ მის ღვთაებრივ ბუნებას. მართლმადიდებელი მსოფლმხედველობით მწვალებლური მიმდინარეობა, რომელიც მხილებულია და დაგმობილი მე-4 მსოფლიო კრებაზე. მონოფიზიტების წარმომადგენლები არიან სომხური, კოპტური და ეთიოპური ეკლესიები.

მონოფსონია (monopsony) [ბერძ. Monos ერთი, psono ვყიდულობ] - ეკონომიკური სიტუაცია, რომლის დროსაც ბაზარზე გარკვეული სახის პროდუქციას შეისყიდის ერთადერთი მყიდველი. იგი ზღუდავს შესყიდვებს, რითაც ამცირებს ფასს და უზრუნველყოფს მონოპოლიურ მოგებას.

მონტაჟი (montage) [ფრანგ. montage] - სხვადასხვა ნაწილის შერჩევა და მათი გაერთიანება, აგრეთვე, ასეთი შერჩევისა და გაერთიანების რეზულტატი.

მონუმენტალური (monumental) [ფრანგ. monumental დიდებული, უზარმაზარი] - 1. უზარმაზარი, რაც თავისი დიდებულებით შთაბეჭდილებას ახდენს; 2. საფუძვლიანი, ღრმაშინაარსიანი.

მორალი (moral) [ფრანგ. morale <ლათ. moralis ზნეობრივი] - 1. ზნეობრიობა, ზნეობრიობის წესები; 2. ლოგიკური, ჭკუის სასწავლებელი, ყურადსაღები დასკვნა რაიმედან; 3. ზნეობრივი მოძღვრება, სამოძღვრო, დარიგება; 4. ქცევის ნორმები, რომელსაც ადამიანი ემორჩილება საკუთარი შეგნებით, თავისუფალი ნებით და არა იძულებით ან დაინტერესებით.

მორატორიუმი (moratorium) [გერმ. moratorium <ლათ. moratorius შემაფერხებელი, შემანელებელი] - 1. სახელმწიფო ვალის გადახდის გადავადება გარკვეული ვადით ან შესაბამისი პირობის დადგომამდე, რომელიც გაფორმებულია სახელმწიფო ხელისუფლების სპეციალური აქტით ან მხარეთა ურთიერთშეთანხმებით მიიღწევა (ორმხრივი ან მრავალმხრივი); 2. სავალო გადახდის შეწყვეტა ვადის დათქმის გარეშე - ფაქტობრივი მორატორიუმი, ოფიციალურად გამოუცხადებელი (ჩვეულებრივ, ცალმხრივი); 3. მოვალის ოფიციალური განცხადება იმის თაობაზე, რომ მას არ ძალუძს ვალების ან მათი ნაწილის გადახდა - განზრახ ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს გადაუხდელი დავალიანების დაფარვის პირობების გადასინჯვას; 4. გარკვეული მოქმედების განხორციელების, ვალდებულების შესრულების გადავადება, შეჩერება, რომელიც ცხადდება მთავრობის მიერ გარკვეული ვადით ან რაიმე განსაკუთრებული მოვლენების დამთავრებამდე.

მორფიზმი [<ბერძ. morphe ფორმა] - რთული სიტყვების ბოლო შემადგენელი ნაწილი, რომელიც აღნიშნავს ფორმასთან, სახესთან დაკავშირებულს.

მოსაკრებელი (due) - ბიუჯეტში აუცილებელი გადასახდელი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათთვის კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების და/ან სარგებლობის უფლების მინიჭებისთვის, აგრეთვე, სახელმწიფო ორგანოების მიერ გაწეული გარკვეული მომსახურებისთვის. მოსაკრებლების სახეებია: საბაჟო; სალიცენზიო და სანებართვო; სახელმწიფო სერტიფიკატის, სარეგისტრაციო, სახელმწიფო საექსპერტიზო მოსაკრებელი; სახელმწიფო ბაჟი; საკონსულო; მიგრანტთა ინსპექტირების; თანამდებობის პირთა დეკლარაციების და თანდართული მასალების ასლების გადაღების; სატენდერო; ავიამგზავრთა მომსახურების; სააღსრულებლო; ლატარიებისა და სხვა მომგებიანი თამაშების მოწყობაზე მომსახურების მიზნობრივი; სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების; საკარანტინო მომსახურების მოსაკრებელი. შემოღების წესის მიხედვით მოსაკრებლები შეიძლება იყოს საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი (საქართველოს კანონი „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ”, მუხლი 1, 5).

მოსაკრებელი ადგილობრივი (local due) - ადგილობრივ ბიუჯეტში ერთჯერადი სავალდებულო გადასახდელი, რომელსაც ფიზიკური და იურიდიული პირები იხდიან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს მიერ განსაზღვრული ვადით ან უამისოდ, კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის. ადგილობრივი მოსაკრებლებია: ადგილობრივი სალიცენზიო; სატენდერო მოსაკრებელი. ადგილობრივი სალიცენზიო მოსაკრებლებია: მშენებლობის დაწყებისათვის; გარე ვაჭრობის ნებართვისათვის; გარე რეკლამის გავრცელების ნებართვისათვის; საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის ნებართვისათვის; ადგილობრივი სამგზავრო-სატრანსპორტო გადაზიდვის ნებართვისათვის; არქიტექტურული ობიექტის სტრუქტურულ-ფუნქციური წყობისა და იერის შეცვლის ნებართვისათვის; ავტოტრანსპორტის პარკირების ნებართვისათვის (საქართველოს კანონი „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ”, მუხლი 1, 5).

მოსაკრებელი თანამდებობის პირთა დეკლარაციებისა და თანდართული მასალების ასლების გადაღების (due for copying declarations and enclosures of declarations public officials) - აუცილებელი გადასახდელი ბიუჯეტში, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები დეკლარაციის და დეკლარაციასთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ბიუროში თანამდებობის პირის მიერ წარდგენილი სხვა მასალების ასლის მისაღებად. მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება ასლების გადაღების ხარჯების 100%-ის ოდენობით, რომელსაც ადგენს თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიურო (საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ”, მუხლი 19).

მოსაკრებელი საბაჟო (customs due) - 1. მოსაკრებელი, რომელიც გადაიხდება საბაჟო კონტროლიდან საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების მოხსნისას, აგრეთვე საერთაშორისო საფოსტო გზავნილების საბაჟო პროცედურების გაფორმებისას, საბაჟო ორგანოების მიერ ლიცენზიების გაცემისას და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევების დადგომისას (საქართველოს „საბაჟო კოდექსი”, მუხლი 73); 2. საბაჟო მოსაკრებელი არის ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის სავალდებულო ფულადი შენატანი სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელსაც ახდევინებენ საბაჟო ორგანოები საქონლის, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალებების მიერ საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას განხორციელებული სავალდებულო საბაჟო პროცედურებისათვის (“საბაჟო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 2).

მოსაკრებელი სალიცენზიო/სანებართვო (due for licence/permission) - მოსაკრებელი, რომელიც (გარდა ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ დაწესებული ადგილობრივი სალიცენზიო მოსაკრებლებისა) არის ერთჯერადი სავალდებულო გადასახდელი საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში ან შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტში (თუ ლიცენზიას/ ნებართვას გასცემს აჭარის ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამთავრობო დაწესებულება), რომელსაც ლიცენზიის/ნებართვის მაძიებელი გადაიხდის კანონით დადგენილი ოდენობით სახელმწიფოს მიერ მისთვის კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების ან/და უფლების მინიჭებისათვის. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის გადამხდელები არიან “სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ საქმიანობებზე ლიცენზიის/ნებართვის მაძიებელი იურიდიული და ფიზიკური პირები. მოსაკრებელი წესდება და მისი ოდენობა განისაზღვრება მხოლოდ ამ კანონით (საქართველოს კანონი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ”, მუხლი 2, 4, 5).

მოსაკრებლის გადამხდელი (payer of local due) - მოსაკრებლების გადამხდელები არიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთაც სახელმწიფო კანონით აძლევს განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების და/ან სარგებლობის უფლებას, აგრეთვე, რომელთაც სახელმწიფო ორგანოები უწევენ გარკვეულ მომსახურებას (საქართველოს კანონი „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ”, მუხლი 6).

მოსამართლე (judge) - საქართველოს კანონმდებლობით, საერთო სასამართლოების თანამდებობის პირი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არჩეული ან დანიშნულია მოსამართლედ და ერთპიროვნულად ან კოლეგიის შემადგენლობაში ახორციელებს მართლმსაჯულებას. მოსამართლე შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე ოცდაათი წლის ასაკიდან, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, სპეციალობით მუშაობის სულ ცოტა ხუთი წლის გამოცდილება, ფლობს სახელმწიფო ენას და ჩაბარებული აქვს საკვალიფიკაციო გამოცდა. მოსამართლედ არ შეიძლება გამწესდეს ნასამართლევი პირი, აგრეთვე, პირი, რომელიც განთავისუფლებული იყო თანამდებობიდან კანონით გათვალისწინებული უხეში დარღვევისათვის. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესა და მოსამართლეებს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამენტი. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოების მოსამართლეებს ირჩევს ამ რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით. რაიონული (საქალაქო) და საოლქო სასამართლოების მოსამართლეებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. საქართველოს ყველა მოსამართლის უფლებამოსილების ვადაა 10 წელი. მოსამართლის თანამდებობა შეუთავსებელია ნებისმიერ სხვა თანამდებობასთან და ანაზღაურებად საქმიანობასთან, გარდა პედაგოგიური საქმიანობისა. მოსამართლე არ შეიძლება იყოს პოლიტიკური გაერთიანების წევრი და მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში. მოსამართლე ხელშეუხებელია. დაუშვებელია მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი გაჩხრეკა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ხოლო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მოსამართლეთა - საქართველოს პარლამენტის თანხმობის გარეშე (საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანული კანონი საერთო სასამართლოების შესახებ, მუხლი 46-52). მართლმსაჯულების განხორციელებისას მოსამართლის უფლებამოსილება განსაზღვრულია საპროცესო კანონმდებლობით.

მოსარგებლე (beneficiary, benefitriceiver) - 1. პირი, რომელიც სარგებლობს რა ნივთით, იღებს მისგან გარკვეულ ეკონომიკურ სარგებელს, ნივთით მოსარგებლე შეიძლება იყოს ნივთის მესაკუთრე ან არამესაკუთრე; 2. ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც დაზღვევის ხელშეკრულების ან სავალდებულო დაზღვევის შესახებ კანონმდებლობის თანახმად იღებს სადაზღვევო ანაზღაურებას (საქართველოს კანონი „დაზღვევის შესახებ”, მუხლი 2ვ).

მოსარჩელე (applicant) - სამოქალაქო პროცესში ერთ-ერთი მხარე, რომელმაც მიმართა სასამართლოს და ითხოვს თავისი დარღვეული თუ სადავო უფლების დაცვას. მოსარჩელე შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი.

მოსახლეობის აღწერა (population census) - განსაზღვრულ დროში ქვეყნის მოსახლეობის სოციალური, ეკონომიკური და დემოგრაფიული ვითარების მახასიათებელი მონაცემების მოპოვების, დამუშავების, შეფასების, ანალიზის, განზოგადებისა და გამოქვეყნების საერთო პროცესი.

მოსახლეობა მუდმივი (permanent population/inhabitants) - ადამიანთა ერთობლიობა, რომელიც მუდმივად ცხოვრობს მოცემულ ადგილზე, მიუხედავად იმისა, თუ სად იმყოფებოდა იგი აღწერის ჩატარების მომენტში.

მოსახლეობა ფაქტობრივი (factual population/inhabitants) - ადამიანთა ერთობლიობა, რომელიც აღწერის თარიღისათვის იმყოფებოდა მოცემულ ადგილზე, მიუხედავად იმისა, იქ მუდმივად ცხოვრობდა თუ დროებით.

მოტივაცია (motivation) [გერმ. motivation, ფრანგ. motivation <ლათ. motivus] - 1. რაიმე ქმედებებს, მოვლენებს შორის მიზეზშედეგობრივი კავშირის არსებობა; 2. მიზეზი, სტიმული, რომელიც ადამიანებს მუშაობას აიძულებს.

მოტივი (motive, cause) [გერმ. motiv, ფრანგ. motif <ლათ. motivus მოძრავი] - 1. რაიმე ქმედების წამქეზებელი მიზეზი, საბაბი; 2. საბუთი, მოსაზრება რაიმეს სასარგებლოდ.

მოქალაქეობა (citizenship) - პირის პოლიტიკურ- სამართლებრივი კავშირი სახელმწიფოსთან, რაც გამოიხატება ურთიერთსანაცვლო უფლება-მოვალეობათა ერთიანობით, ემყარება ადამიანის ღირსების პატივისცემას, მისი უფლებებისა და თავისუფლებების აღიარებას (საქართველოს კანონი “საქართველოს მოქალაქეობის შესახებ”).

მოქალაქე (citizen) - კონსტიტუციურ და საერთაშორისო სამართალში პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე მიეკუთვნება ამა თუ იმ სახელმწიფოს.

მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაცია (registration/record of citizens) - საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა შესახებ მონაცემების დადგენის, აგრეთვე, მოქალაქეთა უფლებების და მოვალეობების განხორციელების მიზნით დადგენილი პროცედურა. საქართველოს მოქალაქე და საქართველოში მცხოვრები უცხოელი ვალდებული არიან გაიარონ რეგისტრაცია თავიანთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო თუ მათ აქვთ რამდენიმე საცხოვრებელი - ერთ-ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. საცხოვრებელი ადგილის სამ თვეზე მეტი ვადით შეცვლისას პირი ვალდებულია ათ დღეში აცნობოს ამის შესახებ ახალი საცხოვრებელი ადგილის შესაბამის სახელმწიფო ორგანოს, რომელიც ხუთ დღეში გაატარებს მას რეგისტრაციაში და მისცემს რეგისტრაციის მოწმობას (რეგისტრაციისთვის, მოწმობის გაცემის ჩათვლით გადაიხდება სახელმწიფო ბაჟი, რომლის ოდენობა განსაზღვრულია „სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად 1 ლარის ოდენობით). საქართველოში მცხოვრებ პირთა რეგისტრაციასა და რეგისტრაციიდან მოხსნას ახორციელებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოები. საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა რეგისტრაციას აწარმოებენ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობანი ან საკონსულო დაწესებულებანი. რეგისტრაციისათვის პირი ვალდებულია წარადგინოს განცხადება, პირადობის (ბინადრობის) მოწმობა და საცხოვრისის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი ან საცხოვრისის მესაკუთრის თანხმობა, რაც ნიშნავს საცხოვრისის მესაკუთრის ან სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი საცხოვრისის დამქირავებლის წერილობით თანხმობას, შესაბამისად საკუთრების ან ქირავნობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ან სანოტარო წესით დამოწმების გარეშე (საქართველოს კანონი „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ”).

მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანება (Social Entities of Citizens) - მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანება არის საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთა ნებაყოფლობითი ფორმირება, რომელიც იქმნება მისი წევრების ინტერესების, მიზნებისა და საქმიანობის საერთო პრინციპების საფუძველზე. მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანებებია პროფესიული კავშირები, ქალთა, ინვალიდთა და ვეტერანთა ორგანიზაციები, ახალგაზრდათა და ბავშვთა ორგანიზაციები, შემოქმედებითი კავშირები, ფონდები, საზოგადოებრივი მოძრაობები, ასოციაციები; სამეცნიერო-ტექნიკური, კულტურულსაგანმანათლებლო, სპორტული, რელიგიური და საქველმოქმედო საზოგადოებრივი ორგანიზაციები, აგრეთვე, მოქალაქეთა სხვა გაერთიანებები. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება კოოპერაციულ და სხვა ორგანიზაციებზე, რომლებიც მხოლოდ კომერციულ მიზნებს ისახავენ. აგრეთვე, იმ ორგანიზაციებზე, რომელთა შექმნისა და საქმიანობის წესი საქართველოს რესპუბლიკის შესაბამისი კანონმდებლობით განისაზღვრება (საქართველოს კანონი „მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანებების შესახებ”, მუხლი 1).

მოქალაქის პირადობის მოწმობა (identity card of citizen) - მოქალაქის პირადობის მოწმობა ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას და მის ვინაობას. პირადობის მოწმობის შევსებას, გაცემას და შეცვლას ახორციელებს შინაგან საქმეთა ორგანო (სხვა ქვეყანაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის შევსებას, გაცემას და შეცვლას ახორციელებენ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობანი ან საკონსულო დაწესებულებანი). რეგისტრაციის ორგანო პირადობის მოწმობას გასცემს შესაბამისი დოკუმენტების წარდგენიდან ათი დღის განმავლობაში. პირადობის მოწმობას აძლევენ 16 წლის ასაკს მიღწეულ მოქალაქეს. პირადობის მოწმობის მისაღებად ან შესაცვლელად პირი ვალდებულია წარადგინოს დაბადების მოწმობა, ამ პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი, ფოტოსურათი, ხოლო თუ წარდგენილი დოკუმენტი არ ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას, აგრეთვე, საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთი ან საქართველოს ტერიტორიაზე კანონით დადგენილი ვადის განმავლობაში ცხოვრების ფაქტის დამადასტურებელი საბუთი (პირადობის მოწმობის გაცემისათვის ან შეცვლისათვის გადაიხდება სახელმწიფო ბაჟი, რომლის ოდენობა განსაზღვრულია „სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად 1,5 ლარის ოდენობით). პირადობის მოწმობა იცვლება 25 და 45 წლის ასაკის მიღწევისას და საცხოვრებელი ადგილის შეცვლისას („საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ” საქართველოს კანონი).

მოწმობა (certificate) - ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მფლობელის ვინაობას, მის სამართლებრივ სტატუსს, იურიდიული მნიშვნელობის მქონე უფლებას ან ფაქტს (პასპორტი, ამომრჩევლის მოწმობა და ა.შ.).

მოხელე (employee, official, officer) - პირი, რომელიც ინიშნება ან აირჩევა სახაზინო დაწესებულების საშტატო (შტატით გათვალისწინებულ) თანამდებობაზე. მოხელეები იყოფიან სახელმწიფო მოხელეებად და ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებად (საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ”, მუხლი 6).

მოხელეთა საკლასო ჩინი - მოხელის პროფესიული დონისა და მონაცემების შესაბამისობა განსაზღვრული თანამდებობისთვის წაყენებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან. მოხელეებს საჯარო სამსახურში დაკავებული თანამდებობის შესაბამისად შეიძლება მიენიჭოთ შემდეგი საკლასო ჩინი: 1. მთავარ საჯარო თანამდებობაზე - ნამდვილი სახელმწიფო მრჩეველი, პირველი კლასის სახელმწიფო მრჩეველი, სახელმწიფო მრჩეველი; 2. წამყვან საჯარო თანამდებობაზე - პირველი, მეორე, მესამე კლასის მრჩეველი; 3. უფროს საჯარო თანამდებობაზე - საჯარო სამსახურის პირველი, მეორე, მესამე კლასის მრჩეველი; 4. უმცროს საჯარო თანამდებობაზე - საჯარო სამსახურის პირველი, მეორე, მესამე კლასის რეფერენტი (“საქართველოს კანონი საჯარო სამსახურის შესახებ”, თავი V, მუხლი 70).

მსაჯული (jury) - 1. საქმის პირველი ინსტანციით განმხილველი სასამართლოს წევრი, რომელიც აღჭურვილია მოსამართლის ყველა უფლებამოსილებით. საქართველოს კანონმდებლობით მსაჯულები მონაწილეობენ მხოლოდ უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიაში საქმის განხილვისას; 2. ფეოდალურ საქართველოში მსაჯული ნიშნავდა საერთოდ მოსამართლეს, საქმის განსჯისა და გადაწყვეტის უფლებამოსილების მქონე პირს.

მსოფლიო ბანკი (World Bank) - გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალიზებული, საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაცია, რომელიც მდებარეობს ვაშინგტონში. მსოფლიო ბანკის ჯგუფში შემავალი დაწესებულებებია: რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD - შეიქმნა 1945 წელს); განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA - 1960); საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC - 1956); მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტო (MIGA - 1988). აღნიშნული დაწესებულებების მიზანია გაეროს წევრი განვითარებადი ქვეყნებისთვის დახმარების გაწევა და კრედიტების გამოყოფა. კრედიტი გაიცემა ქვეყნის მთავრობაზე ან მთავრობის მიერ გაცემული გარანტიით. განვითარების საერთაშორისო ასოციაცია ავანსად გასცემს უპროცენტო სესხს 40 უღარიბეს ქვეყანაზე. მსოფლიო ბანკი თავდაპირველად პრიორიტეტს ანიჭებდა უმთავრესად ინფრასტრუქტურის სფეროში მსხვილი კაპიტალდაბანდებითი პროექტების დაფინანსებას, შემდგომში უპირატესობა მიენიჭა სოფლის რეგიონების განვითარების პროგრამებს, ხოლო არსებული მდგომარეობით, აქცენტი გადატანილია სტრუქტურული და სექტორული ადაპტაციის მხარდამჭერ პროგრამების დაფინანსებაზე (იხ. ადაპტაცია სტრუქტურული). მსოფლიო ბანკი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს გარემოს დაცვისა და სიღარიბის პრობლემებს.

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია (მსო) (World Trade Organization) (WTO) - შექმნილია 1986 წელს, ვაჭრობის ლიბერალიზაციის თაობაზე მოლაპარაკების მერვე ტურის, ე.წ. ურუგვაის რაუნდის მიმდინარეობისას. მოლაპარაკებაში მონაწილე ქვეყნების მიერ საბოლოო აქტის რატიფიცირების შედეგად მსო-მ, როგორც მსოფლიო მრავალმხრივმა სავაჭრო ორგანიზაციამ, შეცვალა ვაჭრობისა და ტარიფების შესახებ გენერალური შეთანხმება (GATT ).

მსჯავრდადებული (condemned, doomed) - პირი, რომლის მიმართ გამოტანილია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი (საქართველოს „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი”, მუხლი 44).

მტკიცებულება (evidence) - კანონით გათვალისწინებული წყაროებიდან და წესით მიღებული ცნობები, რომელთა საფუძველზე მხარეები იცავენ თავიანთ უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, ხოლო მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი და სასამართლო ადგენენ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებს. ამ გარემოებათა დადგენა ხდება მხარეთა (მესამე პირთა) ახსნაგანმარტებით, ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, დაზარალებულისა და მოწმის ჩვენებებით, ექსპერტის დასკვნით, ნივთიერი და წერილობითი მტკიცებულებებით, საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებათა ოქმებითა და სხვა დოკუმენტებით. მტკიცებულებათა მეშვეობით სისხლის სამართლის საქმეზე დგინდება დანაშაულის შემთხვევა, ბრალი, დანაშაულის მოტივი და ა.შ. სამოქალაქო პროცესში მტკიცებულებათა საფუძველზე უნდა დაამტკიცონ მხარეებმა თავიანთი მოთხოვნები და შესაგებელი. არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე და სასამართლო მტკიცებულებებს აფასებენ თავისუფლად, თავისი შინაგანი რწმენით (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 110, 132; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 102-105).

მუზა (muse) [ბერძ. Musa] - ბერძნულ მითოლოგიაში: თითოეული ცხრა ქალღმერთთაგანი, რომლებიც ითვლებოდნენ ხელოვნებისა და მეცნიერების მფარველებად; 2. პოეტის შთაგონების წყარო; 3. პოეტის შემოქმედება მისი დამახასიათებელი თავისებურებებით.

მულატი (mulatto) [ესპ. mulato <არაბ.] - ზანგისა და თეთრკანიანის შეუღლების შედეგად შობილი ადამიანი.

მულტი ..., [<ფრანგ. multi ... ბევრი ... <ლათ. multum ბევრი] - მრავალგზისობის (მრავალჯერადობის), სიმრავლის გამომხატველი რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი.

მულტიმედია [ინგლ. multimedia <multi ბევრი + media - medium საშუალება] - ინფორმაციის (აკუსტიკური, ვიზუალური, მ.შ. ტექსტური და გრაფიკული) გადაცემის, შენახვისა და წარმოების სხვადასხვა საშუალების ტექნოლოგია, აგრეთვე, ასეთი ტექნოლოგიის მარეალიზებელი პროგრამებისა და საინფორმაციო სისტემების ერთობლიობა.

მულტიპლიკატორი (multiplicator) [გერმ. multiplikator <ლათ. Multiplicator მამრავლი] - 1. საინვესტიციო (კეინსის) მულტიპლიკატორი - კოეფიციენტი, რომელიც გამოხატავს კაპიტალდაბანდებების ერთობლივ შემოსავალზე ზემოქმედებას; 2. დეპოზიტური (საკრედიტო) მულტიპლიკატორი - კოეფიციენტი, რომელიც გამოხატავს საბანკო დეპოზიტების პირველად ცვლილებასთან შედარებით, საბანკო სისტემაში და საკრედიტო ბაზარზე ერთი და იმავე ფულის მრავალჯერადი გამოყენების შედეგად, ფულად მასასა და დაკრედიტების მოცულობაზე რამდენჯერმე გაზრდილ ზემოქმედებას.

მუნდირი (uniform) [<გერმ. Mundierung ფორმის ტანსაცმელი <montieren ფორმაში გამოწყობა <ლათ. mundus მოკაზმულობა, მორთულობა, ტუალეტი] - სამხედრო ან სამოქალაქო ფორმის ტანსაცმელი.

მუნიტები - „გაერთიანების ეკლესიას” - მუნის სექტა - „მსოფლიო ქრისტიანების გაერთიანებისათვის სულიწმიდის ასოციაცია”. დაარსდა 1954 წელს სინ სენ მუნის მიერ, რომელიც საკუთარ თავს 1992 წლიდან ახალი კაცობრიობის „ჭეშმარიტ მამას” უწოდებს. სექტის მიმდევრებისთვის მუნი წარმოადგენს „მესიას”. 1957 წელს იგი უკვე სამხრეთ კორეის 30 ქალაქში მოქმედებდა. ამჟამად „გაერთიანების ეკლესია” უკვე 130 ქვეყანაში არსებობს და საქმიანობას ეწევა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ფართო ქსელის მეშვეობით.

მუნიციპალიზაცია (municipalization) [გერმ. munizipalisation <ლათ. municipium თვითმმართველი თემი] - სახელმწიფო ხელისუფლების მიერ კერძო პირთა ქონების იძულებით გადაცემა ქალაქის ან სოფლის ორგანოების საკუთრებაში.

მუნიციპალიტეტი (municipality) [გერმ. munizipalitat <ლათ. municipium თვითმმართველი თემი] - თვითმმართველი ერთეულების გაერთიანებით შექმნილი ახალი თვითმმართველი ერთეული („ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი, მუხლი 1, პუნქტი 12).

მუნიციპალური სასესხო ვალდებულება (municipal note) - სასესხო ურთიერთობების დამადასტურებელი ფასიანი ქაღალდი, სადაც მოვალედ გამოდის ადგილობრივი მმართველობის ორგანო.

მუსირება (exaggerate, overstate) [ფრანგ. mousser აქაფება] - ცნობების, ჭორების გავრცელება, მათი მნიშვნელობის გაზვიადებით, გადაჭარბებით.

მუსლიმანობა (Mohammedanism) [<თურქ. musulman <არაბ. Muslim ისლამის მიმდევარი] - იხ. ისლამი.

მუსლიმანური სამართლებრივი სისტემა (Moslem legal system) - თანამედროვეობის სამი ძირითადი სამართლებრივი ოჯახიდან (ანგლო-ამერიკული, მუსლიმანური და რომანულ-გერმანული სამართლებრივი სისტემა) ერთ-ერთი სისტემა, რომლის საფუძველი და მთავარი შემადგენელი ნაწილია ისლამის პრინციპები და რელიგიური მითითებები, მათთან ორგანულად დაკავშირებული, რელიგიური სულისკვეთებით გამსჭვალული ზნეობრივი და იურიდიული ნორმები. რელიგიური სამართლის სხვა სისტემების მსგავსად, მუსლიმანური სამართალი წარმოადგენს არა ტერიტორიულ, არამედ პერსონალურ სამართალს. მისი ნორმები ვრცელდება მხოლოდ მაჰმადიანური თემის წევრებზე და არა სხვა რჯულის წარმომადგენლებზე. მუსლიმანური სამართლის წყაროებია: მაჰმადიანების წმინდა წერილი (ყურანი, სუნა), ყველაზე ავტორიტეტული ისლამური სამართალმცოდნეების ერთსულოვანი აზრი (იჯმა) და ანალოგიის მიხედვით მსჯელობა (კიასი). მუსლიმანური სამართალი აღმოცენდა მე- 7 საუკუნეში და პოზიციებს ინარჩუნებს მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში (საუდის არაბეთი, ომანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები). არსებული მდგომარეობით მუსლიმანური სამართალი, უმეტესი მაჰმადიანური ქვეყნების სამართლის მხოლოდ ნაწილს შეადგენს და ძირითადად პირადი სტატუსის საკითხებს არეგულირებს (ქმედუნარიანობა, ქორწინება, მემკვიდრეობა, ანდერძი); ურთიერთობების სხვა სფეროები წესრიგდება რომანულგერმანული ან საერთო სამართლის სისტემიდან ნასესხები კანონმდებლობით. თუმცაღა, 1980-99 წწ. გაფართოვდა მუსლიმანური სამართლებრივი სისტემის მოქმედების არეალი (ავღანეთი, ირანი, სუდანი, პაკისტანი, ლიბია, იემენი), კერძოდ, მოხდა სისხლის სამართლის ისლამიზაცია. 1990 წლიდან რუსეთის ფედერაციის ცალკეულ სუბიექტში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას მაჰმადიანები შეადგენენ, ხორციელდება ისლამური სამართლის ნორმების შემოღების სხვადასხვა მცდელობა. აღსანიშნავია, რომ რიგ შემთხვევაში ხდება მუსლიმანური სამართლის შარიათთან გაიგივება.

მყიდველი (buyer) - პირი, რომელიც უხდის გამყიდველს შეთანხმებულ ფასს, რათა მიიღოს ქონების ესა თუ ის სახე.

მფლობელობა (possession, belonging) - 1. ნივთზე ნებით მოპოვებული ფაქტობრივი ბატონობა (საქართველოს “სამოქალაქო კოდექსი”, მუხლი 155); 2. ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნება.

მფლობელი არაპირდაპირი (indirect possessor) - პირი, რომელიც სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე ანიჭებს ნივთის ფლობის უფლებას ან აკისრებს ვალდებულებას (საქართველოს “სამოქალაქო კოდექსი”, მუხლი 155.3).

მფლობელი პირდაპირი (direct possessor) - პირდაპირ მფლობელად ითვლება პირი, თუ იგი ნივთს ფლობს იმ სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე, რომელიც განსაზღვრული ვადით ანიჭებს მას ნივთის ფლობის უფლებას ან ავალდებულებს მას ნივთს ფლობდეს (საქართველოს “სამოქალაქო კოდექსი”, მუხლი 155.3).

მშობელი (parent) - ფიზიკური პირი, რომელიც არის ადამიანის ბიოლოგიური მშობელი და არ აქვს ჩამორთმეული მშობლის უფლება.

მცირე ბიზნესის გადასახადი (tax on small business) - საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადით დაბეგვრის რეჟიმი, რომელზეც გადასვლის უფლება აქვთ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ პირობებს: ა) მათი წლიური ერთობლივი შემოსავალი პროცენტების და დივიდენდების გარეშე არ აღემატება 100 000 ლარს; ბ) აქვთ საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) მიწოდებიდან მიღებული შემოსავლების აღრიცხვის მოწესრიგებული სისტემა (კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ფისკალური მეხსიერების მქონე საკონტროლო-სალარო აპარატი და სალარო მეურნეობა). მცირე ბიზნესის გადასახადის გადამხდელებს არ წარმოადგენენ: ა) აქციზური პროდუქციის მწარმოებელი პირები; ბ) საკრედიტო და სადაზღვევო საწარმოები, საინვესტიციო ფონდები, ფასიანი ქაღალდების სპეციალური ბირჟები, სათამაშო ბიზნესის განხორციელებით დაკავებული პირები; გ) სააუდიტორო, იურიდიული, სანოტარო საქმიანობის განმახორციელებელი პირები; დ) პირები, რომლებიც საქმიანობას ახორციელებენ ტერიტორიულად განცალკევებული სტრუქტურული ქვედანაყოფების მეშვეობით, ასევე მათი სტრუქტურული ქვედანაყოფები; ე) პირები, რომლებიც საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის შესაბამისად იბეგრებიან დაბეგვრის განსხვავებული რეჟიმით (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 2079).

მცირე ბიზნესის გადასახადის დაბეგვრის ობიექტი (taxable on small business) - გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავალი, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან (საქართველოს “საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 20710).

მცირე ბიზნესის გადასახადის განაკვეთი (tax rate on small business) - შეადგენს დასაბეგრი შემოსავლის 5 პროცენტს (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 20711).

მცირე ბიზნესის გადასახადით დაბეგვრის რეჟიმზე პირის გადაყვანა (turn to taxation on small business) - პირს, რომელიც აკმაყოფილებს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ პირობებს, შეუძლია მცირე ბიზნესის გადასახადით დაბეგვრის რეჟიმზე გადაყვანის მოთხოვნით, საგადასახადო წლის დაწყებამდე არა უგვიანეს 30 დღისა მიმართოს საგადასახადო ორგანოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, გადაწყვეტილება მცირე ბიზნესის გადასახადით დაბეგვრის რეჟიმზე გადაყვანის ან აღნიშნულზე მოტივირებული უარის შესახებ მიიღება განცხადების წარმოდგენიდან 15 დღის ვადაში (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 20712).

მცირე ბიზნესის გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი (the rule of payment of the tax on small business) - გადასახადის გადამხდელი საგადასახადო აღრიცხვის მიხედვით ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 10 რიცხვისა წარადგენს დეკლარაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დადგენილი ფორმით. გადასახადის გადახდა ხდება ყოველთვიურად, დეკლარაციის წარდგენის თარიღისათვის (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 20714). 214

მცირეწლოვანი - პირი, რომელსაც 14 წელი არ შესრულებია (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 44).

მცოცავი ფასი (sliding-scale prices) - საქონლის ფასი, რომელიც ექვემდებარება შემდგომ კორექტირებას ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე. ხელშეკრულებაში ასეთი პირობის არსებობისას გათვალისწინებული ფასი არ წარმოადგენს საბოლოოს და ჩვეულებრივ საბოლოო ფასი დადგინდება გარკვეული თარიღისათვის არსებული ფასებიდან გამომდინარე.

მცხეთობის (სვეტიცხოვლობის, კვართის დღესასწაულის) დღე - იესო ქრისტეს კვართისა და სვეტიცხოვლობის დღესასწაული. ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ უფლის კვართი წილად ხვდა მცხეთიდან იერუსალიმში წარგზავნილ ელიოზ მცხეთელსა და ლონგინოზ კარსნელს, რომლებმაც ეს უდიდესი სიწმინდე მცხეთაში წამოასვენეს. იერუსალიმიდან დაბრუნებულ ელიოზს თავისი და სიდონია შეეგება, რომელმაც გულში ჩაიკრა კვართი და მიიცვალა. სიდონია კვართითვე დამარხეს; წმ. ნინოს მიერ ქართლის მოქცევისას წმ. მეფე მირიანმა რომის იმპერატორ წმ. კონსტანტინესთან გააგზავნა მოციქულები თხოვნით, რათა ნათლობისათვის მღვდლები გამოეგზავნათ. მათ ჩამოსვლამდე სამეფო ბაღში ეკლესიის აშენება გადაწყდა. მშენებლებმა ნაძვის ხისგან დამზადებულ ექვსი სვეტი აღმართეს, ხოლო მეშვიდეს, ყველაზე დიდს ძვრაც ვერ უყვეს. წმ. ნინოს ლოცვის შემდეგ, იმავე ღამეს ზეცით გარდმოსულმა ანგელოზმა ხელი მოჰკიდა სვეტს და აღამაღლა. სვეტი რამდენიმე დღის მანძილზე 12 წყრთის სიმაღლეზე ჰაერში გაჩერდა და ბრწყინვალებას აფრქვევდა. ამ ადგილზე უამრავი კურნება აღესრულებოდა. 14 ოქტომბერი, როგორც მცხეთობის (სვეტიცხოვლობის, კვართის) დღესასწაული გამოცხადებულია უქმე დღედ (საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი, 64-ე მუხლი).

14

▲ზევით დაბრუნება


ნათესავი (relative) - 1. ახლობელი წინაპრების ერთი შთამომავალი მეორისთვის; 2. ნათესავებად ითვლებიან: ა) მეუღლეები; ბ) აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავები; გ) დები (ძმები); დისწულები (ძმისწულები); დ) დის ქმარი (ძმის ცოლი); ე) მშობლების დები (ძმები); ზ) პირები, რომლებიც ხანგრძლივი მეურვეობის შედეგად ერთმანეთთან დაკავშირებულნი არიან როგორც მშობლები და შვილები; თ) ნათესაობის განსაზღვრისას გერი დები (ძმები) გათანაბრებულია ღვიძლ დებთან (ძმებთან), ხოლო შვილად აყვანილნი - ღვიძლ შვილებთან; სამეურვეო ურთიერთობები გათანაბრებულია საოჯახო ერთობასთან (რომლის დროსაც პირები ერთმანეთთან დაკავშირებულნი არიან როგორც მშობლები და შვილები), რაც, თავის მხრივ, უთანაბრდება ნათესაურ ურთიერთობას; საოჯახო ერთობის შეწყვეტა აღნიშნულ პირებს შორის მხედველობაში არ მიიღება მათ შორის მშობლისა და შვილის ურთიერთობის შენარჩუნებისას (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 29.4).

ნათესავი ახლო (close relative) - მშობელი, შვილად ამყვანი, შვილი, შვილობილი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე (მათ შორის, განქორწინებული) (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 44).

ნათესავი აღმავალი შტოს (upstream relative) - პირის შთამომავლობა.

ნათესავი დაღმავალი შტოს (downstream relative) - პირის წინაპრები.

ნათლისღება - უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს გაცხადების დღე - ერთ-ერთი უმთავრესი ქრისტიანული დღესასწაული. ამ დროს წმ. იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა ძე ღვთისა იესო ქრისტე, წყლიდან ამოსულ იესოს სულიწმიდა მტრედის სახით დაადგა თავზე: „და გარდმოხდა მასზედ სულიწმიდა ხორციელი სახით, როგორც მტრედი და გაისმა ზეცით ხმა: „შენ ხარ ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე” (ლუკა 3,22); ამ დროს ღმერთის სამი პირი განცხადდა წმ. სამებით, ამიტომ ნათლისღებას ღვთის გაცხადებასაც უწოდებენ; ნათლისღების დღე 19 იანვარი გამოცხადებულია უქმე დღედ (საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 64-ე მუხლი).

ნაკლოვანება (rejections/spoilage of commodity/goods) - საქონლის მახასიათებელთა ცალკეული შეუსაბამობანი სტანდარტის სავალდებულო მოთხოვნებთან, ხელშეკრულების პირობებთან, აგრეთვე, დამამზადებლის (შემსრულებლის, გამყიდველის) საქონელზე წარმოდგენილ ინფორმაციასთან (საქართველოს კანონი “მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ”).

ნაკლოვანება არსებითი (considerable/ substantial rejections/spoilage) - ნაკლოვანება, რომელიც დაუშვებელს ან შეუძლებელს ხდის პროდუქციის გამოყენებას მისი მიზნობრივი დანიშნულებით; ან როდესაც შეუძლებელია მისი აღმოფხვრა; ან რომლის აღმოფხვრას სჭირდება შრომისა და დროის დიდი დანახარჯები; ან რომელიც თავს იჩენს ნაკლოვანების აღმოფხვრის შემდეგაც (საქართველოს კანონი “მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ”).

ნამაზი [სპარს. namaz] - მუსლიმანთა ლოცვა, რომელსაც დღეში ხუთჯერ ასრულებენ.

ნანო…, [<ბერძ. nannos ქონდარა, ჯუჯა] - საწყისი ერთეულის მემილიარდედი ნაწილის გამომხატველი საზომი ერთეულის დასახელება - რთული ტერმინების პირველი შემადგენელი ნაწილი.

ნარდობა (contract/in succession/at a run) - იხ. ხელშეკრულება ნარდობის.

ნარკომანია (drug addiction) [ბერძ. narkosis გაშეშება და mania მისწრაფება, სიგიჟე] - ნარკოტიკების ხმარებისკენძლიერი, ავადმყოფური მიდრეკილება.

ნასყიდობა (purchase and sale, deed of conveyance) - იხ. ხელშეკრულება ნასყიდობის.

ნატო (North Atlantic Treaty Organization - NATO) - ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაცია, სამხედრო-პოლიტიკური კავშირი, რომელიც 1949 წელს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების საფუძველზე შეიქმნა, როგორც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სსრ კავშირის გავლენის გაფართოების საპასუხო ნაბიჯი. მასში თავდაპირველად 12 სახელმწიფო იყო გაერთიანებული: აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, კანადა, იტალია, ნიდერლანდები, ბელგია, ლუქსემბურგი, დანია, ისლანდია, ნორვეგია და პორტუგალია. ნატოში შემავალ სახელმწიფოებს მიღწეული აქვთ შეთანხმება, რომ ერთ-ერთი ქვეყნის მიმართ აგრესია განხილული იქნება როგორც ნატოში შემავალი ყველა ქვეყნის მიმართ აგრესია, რასაც შესაბამისი სამხედრო რეაგირება მოჰყვება. თავდაპირველი ვითარების რადიკალური შეცვლისა და ცივი ომის დასრულების მიუხედავად, ნატო კვლავაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს, მას მხარს უჭერს მრავალი ქვეყანა, მათ შორის ყოფილ საბჭოთა კავშირში შემავალი თითქმის ყველა სახელმწიფო. 2004 წლის ივნისისათვის ნატოს წევრი იყო 26 ქვეყანა; ახალი წევრების მიღების პროცესი კვლავაც ინტენსიურად გრძელდება.

ნატურა (nature) [პოლ. natura <ლათ. natura ბუნება, ბუნებრივი თვისება, ხასიათი, არსება] - 1. ბუნება; 2. ადამიანის ხასიათი, ტემპერამენტი; 3. ის, რაც სინამდვილეში არსებობს, ნამდვილი, ბუნებრივი პირობები, გარემო; 4. საქონელი, პროდუქტი, რომელიც ფულის მაგივრად წარმოადგენს გადახდის საშუალებას.

ნატურალიზაცია (naturalization) [ფრანგ. naturalisation <ლათ. ნამდვილი, კანონიერი] - უცხოელის მიერ სახელმწიფოს მოქალაქეობის (ქვეშევრდომობის) შეძენა.

ნაცია (nation) [პოლ. nacja <ლათ. natio] - 1. ერთიანი ენის, ტერიტორიის, ეკონომიკური ცხოვრებისა და ზნეობრივფსიქიკური ღირებულებების, კულტურის საფუძველზე ისტორიულად ჩამოყალიბებული ადამიანების ერთობა; 2. ერი.

ნაციზმი (nacizm) - გერმანული ფაშიზმის ერთ-ერთი სახელწოდება.

ნაციონალიზაცია (nationalization) [ფრანგ. nationalisation] - კერძო საკუთრების (მიწის, მსხვილი წარმოების, ეკონომიკის ცალკეული დარგის) უსასყიდლოდ (ან ნაწილობრივი კომპენსაციით) სახელმწიფო საკუთრებად გადაქცევა. საპირისპირო ტერმინია პრივატიზაცია (დეცენტრალიზაცია).

ნაციონალიზმი (nationalism) [ფრანგ. nationalisme] - ერთი ერის მეორეზე უპირატესობის მტკიცებაზე დამყარებული ერთაშორისი შუღლის გაღვივებისკენ მიმართული იდეოლოგია და პოლიტიკა.

ნაციონალური (national) [ფრანგ. National <nation ერი <ლათ. natio ხალხი, ერი] - 1. ერის ინტერესებთან, მის საზოგადოებრივ- პოლიტიკურ ცხოვრებასთან დაკავშირებული; 2. მოცემული ერისთვის დამახასიათებელი; 3. სახელმწიფობრივი, მოცემულ სახელმწიფოსთან დაკავშირებული.

ნეგატიური (negative) [გერმ. negativ, ფრანგ. negatif <ლათ. negativus უარყოფითი] - უარყოფითი.

ნეგოციანტი (merchant) [გერმ. Negoziant <ლათ. negotium] - ბითუმად მოვაჭრე, კომერსანტი. ნეგოცია - კომერციული გარიგება.

ნებართვა (permission) - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე პირისათვის მინიჭებული უფლება, ერთჯერადად ან/და გარკვეული ვადით განახორციელოს კანონით გათვალისწინებული საქმიანობა განსაზღვრულ ტერიტორიაზე, კანონით დადგენილი პირობების დაცვით.

ნებართვის გამცემი (issuer of permission) - ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც კანონით დადგენილი წესით გასცემს ნებართვას.

ნებართვის მაძიებელი (claimant to permission) - ნებართვის მიღების მსურველი პირი.

ნებართვის მფლობელი (permission holder) - პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს უფლება, განახორციელოს ნებართვით განსაზღვრული საქმიანობა.

ნევროზი (neurosis) [<ბერძ. neuron ნერვი] - მედიც. ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადება, რომელსაც თან სდევს შინაგანი ორგანოების ფუნქციის მოშლა, ნივთიერებათა ცვლის პროცესების დარღვევა და სხვ.

ნეიტრალიზაცია (neutralization) [ფრანგ. neutralisation, გერმ. neutralisation <ლათ. neutralis რომელიმე მხარისთვის მიუკუთვნელობა] - 1. რაიმე (ვინმეს) ძალის, გავლენის შესუსტება, მოსპობა; 2. რომელიმე სახელმწიფოს ან ტერიტორიის ნეიტრალურად გამოცხადება.

ნეიტრალიტეტი (neutrality) [გერმ. neutralitat <ფრანგ. neutralite <ლათ. neuter] - 1. სხვა სახელმწიფოებს შორის ომში, ან მშვიდობიან პერიოდში სამხედრო ბლოკებსა და კავშირებში, მოქიშპე სახელმწიფოთა შორის ბრძოლაში მონაწილეობისგან თავის შეკავება; 2. გადატ. სხვის კამათში, კონფლიქტებში ჩაურევლობა.

ნეიტრალური (neutral) [გერმ. neutral, ფრანგ. neutre <ლათ. neuter არც ერთი, არც მეორე, არც ერთი ამ ორთაგანი] - 1. მოქიშპე მხარეებიდან განზე დგომა, ჩაურევლობა; 2. ყველასთან ერთნაირი, აუმღვრეველი დამოკიდებულება;

ნეო …, [<ბერძ. neos ახალი] - ახლის აღმნიშვნელი რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი.

ნეოლოგიზმი (neologism) [<ბერძ. Neos ახალი + logos სიტყვა] - ახალი სიტყვა, გამოთქმა ან ძველი სიტყვის ახალი მნიშვნელობა.

ნეოფიტი (neophyte) [ფრანგ. Neophyte <ბერძ. neophytos <neos ახალი + phytos მცენარე, ყლორტი] - რომელიმე რელიგიის, სწავლების, საზოგადოებრივი მოძრაობის ახალი მიმდევარი, მომხრე, ახალბედა.

ნეპოტიზმი (nepotism) [ფრანგ. Nepotisme <ლათ. nepos (nepotis) შვილიშვილი, ძმისშვილი, დისშვილი] - სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით ნათესავებისა და ახლობლების მფარველობა.

ნეტო (netto) [იტალ. netto სუფთა] - საქონლის წონა შეფუთვის გარეშე; საქონლის ფასი ფასდათმობის გამოკლებით; შემოსავალი ყველა დანახარჯის გამოკლებით. ნეტო-კაპიტალი - წმინდა აქტივების ღირებულება. სხვადასხვა მაჩვენებელთა დასადგენად იანგარიშება განსხვავებული მეთოდით.

ნიველირება (leveling) [გერმ. Nivellieren <ფრანგ. niveler <neveau წყლის დონე] - რაიმეს (ვინმეს) შორის არსებული განსხვავების გათანაბრება, მოსპობა.

ნივთი (object, item) - 1. სხეულებრივი საგანი, რომელზეც უფლებამოსილ პირს სამართლებრივი ძალაუფლების აღსრულება შეუძლია; 2. უძრავი ან მოძრავი ნივთის სახეობა, რომელსაც აქვს საქონლის თვისებები.

ნივთი მოძრავი (movable, movable object) - ყველა ის ნივთი, რომელიც არ არის უძრავი და რომელთა გადაადგილებაც შესაძლებელია. მათ შორის: ძვირფასი ლითონები, ხელოვნების ნაკეთობანი, საიუველირო ნაწარმი, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობანი, დებიტორული ანგარიში და ა.შ.

ნივთი უძრავი (immovable object) - მიწის ნაკვეთი მასში არსებული წიაღისეულით, მიწაზე აღმოცენებული მცენარეები, ასევე შენობა-ნაგებობანი, რომლებიც მყარად დგას მიწაზე (საქართველოს „სამოქალაქო კოდექსი”, მუხლი 149).

ნიუანსი (nuance, shade) [ფრანგ. nuance] - ელფერი, იერი, რაღაცაში მცირეოდენი განსხვავება.

ნიუსმეიკერი [ინგლ. newsmaker <news ახალი ამბები + to make კეთება] - ამა თუ იმ მომენტში მაყურებელთა და მკითხველთა ინტერესის სფეროში და აქედან გამომდინარე ჟურნალისტების ყურადღების ობიექტში მოხვედრილი პირი - პოლიტიკური მოღვაწე, არტისტი, სპორტსმენი და ა.შ.

ნიჰილიზმი (nihilism) [ფრანგ. Nihilisme <ლათ. nihil არაფერი] - ყველაფრის (მ.შ. ტრადიციების) უარყოფა, სრული სკეპტიციზმი.

ნოვაცია (novation) [<ლათ. novatio განახლება] - რაიმე ახალი, სიახლე.

ნომენკლატურა (nomenclature) [ფრანგ. nomenclature <ლათ. nomenclatura სახელების ნუსხა] - მუშაკების ერთობლიობა, რომლებიც პერსონალურად უმაღლესი ინსტანციის მიერ ინიშნებიან.

ნომერი (number, issue) [გერმ. Nummer <ლათ. numerus რიცხვი] - 1. სხვა ერთგვარი საგნებიდან გამოსარჩევი საგნის რიგითი რიცხვი; 2. ტანსაცმლის საზომი; 3. რიგის მიხედვით მინიჭებული რიცხვი; 4. მოულოდნელი, უცნაური მოქმედება.

ნომინალი (par, par value, nominal) [<ლათ. nominalis სახელობითი] - აღნიშნული, მითითებული ფასი.

ნომინალური (indicated, nominal) [ფრანგ. nominal <ლათ. nominalis] - მხოლოდ სახელის მატარებელი, რომელიც არ ასრულებს თავის მოვალეობას, ფუნქციას.

ნომინალური მფლობელი (nominee company, nominee name) - იურიდიული პირი (ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილე, ბანკი ან ცენტრალური დეპოზიტარი), რომელსაც ბენეფიციარი მესაკუთრე წერილობითი ხელშეკრულებით ანიჭებს: ფასიანი ქაღალდები თავის სახელზე რეესტრში შეტანის უფლებას, ასევე ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ ოპერაციებში ბენეფიციარი მესაკუთრის ან სხვა ნომინალური მფლობელის სახელით მონაწილეობის შესაძლებლობას.

ნომინალური ფასი (nominal price, mint par of exchange) - პირობითი ფასი, რომელიც განისაზღვრება საბირჟო ვაჭრობის ცენტრებში ინფორმაციის უქონლობის შემთხვევაში რეალურ გარიგებებზე გამყიდველთა (მიწოდების) ან მყიდველთა (მოთხოვნის) მონაცემების შეფასების საფუძველზე.

ნომინალური ღირებულება (face value, nominal value, par, par value) - ღირებულება, რომელიც მითითებულია ფასიან ქაღალდზე, ქაღალდის ფულზე, ბანკნოტზე, მონეტაზე. ზოგიერთ ქვეყანაში კანონმდებლობით ნებადართულია აქციების გამოშვება ნომინალური ღირებულების გარეშე, რითაც საბირჟო სპეკულაციებისთვის გაცილებით მომზიდველნი ხდებიან.

ნომოკანონი [ბერძ. nomokanon <nomos კანონი + kanon წესი] - ოჯახური ურთიერთობების მარეგულირებელი საეკლესიო კანონთა კრებული.

ნონვალიორი (non-valuable) [ფრანგ. nonvaleurs] - განუსაზღვრელი ღირებულების ფასიანი ქაღალდი, რომელიც მოცემულ მომენტში არ მონაწილეობს გარიგებებში და რომელზეც შესაძლებელია გაჩნდეს მოთხოვნა ქვეყანაში პოლიტიკური და ეკონომიკური პირობების შეცვლის შემთხვევაში (მაგ. პოლიტიკური წყობის შეცვლის დროს ძველი მთავრობის სასესხო ვალდებულებები).

ნონკონფორმიზმი (recusancy) [ფრანგ. non-conformisme <non არა + conformer შეგუება] - საზოგადოების არსებული წესრიგის უარყოფა, სოციალური პროტესტი.

ნონ-სტოპი [ინგლ. non-stop] - შეუჩერებლივ, შესვენებების გარეშე, ასეთი გადმოცემის მანერა, რაიმეს დემონსტრაცია.

ნონსენსი [<ინგლ. nonsense <ლათ. Non არა + sense აზრი, გონება] - უაზრობა, აბდაუბდა, შეუსაბამობა.

ნორმა [<ლათ. norma წესი, ნიმუში] - 1. დაკანონებული დადგენილება, რაიმე წესის, წესწყობილების სავალდებულოდ ცნობა; 2. რაიმეს დადგენილი საზომი, საშუალო სიდიდე.

ნორმა ბლანკეტური [<ლათ. norma წესი, ნიმუში; <გერმ. blankett <ფრანგ. Blanc თეთრი, სუფთა] - სამართლებრივი ნორმა, რომლითაც თანამდებობის პირებსა და სახელმწიფო ორგანოებს ენიჭება ქცევის წესის, აკრძალვების დამოუკიდებლად დადგენის უფლება.

ნორმალიზაცია (normalization, standardization) [ფრანგ. Normalisation <ლათ. norma] - 1. ნორმის, ნიმუშის დადგენა; 2. ნორმასთან შესაბამისობაში, ნორმალურ მდგომარეობაში მოყვანა; 3. წარმოების რომელიმე დარგში, ან ცალკეულ საწარმოში სტანდარტიზაციის განხორციელება.

ნორმატივი (norm, standard) [გერმ. normativ <ლათ. normatio მოწესრიგება] - ეკონომიკური ან ტექნიკური მაჩვენებელი, რომლის მიხედვითაც სრულდება სამუშაო.

ნორმატიული აქტი (normative act/deed/ document) - უფლებამოსილი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც ადგენს მუდმივ ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს. საქართველოს ნორმატიული აქტებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კონსტიტუციური კანონი, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება, საქართველოს ორგანული კანონი, საქართველოს კანონი, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება, საქართველოს პარლამენტის დადგენილება, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება, საქართველოს კონტროლის პალატის ნორმატიული აქტი, საქართველოს მინისტრისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის ბრძანება (საქართველოს 1996 წლის 29 ოქტომბრის კანონი ნორმატიული აქტების შესახებ, მუხლი 4).

ნორმატიული აქტის ძალაში შესვლა (coming into force of normative act) - 1. გარკვეული თარიღი, რომელთანაც დაკავშირებულია მიღებული ნორმატიული აქტის ამოქმედება; 2. საქართველოს საკანონმდებლო აქტი ძალაში შედის მისი ოფიციალურ ორგანოში გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს, თუ თვითონ საკანონმდებლო აქტით სხვა ვადა არ არის დადგენილი; საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი ძალაში შედის მხოლოდ ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში მისი გამოქვეყნების შემდეგ; საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ძალაში შედის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში მისი გამოქვეყნებისთანავე, თუ იმავე ბრძანებულებით სხვა ვადა არ არის დადგენილი; სხვა სახის ნორმატიული აქტი ძალაში შედის ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეტანიდან მე-10 დღეს, ხოლო ცენტრალური საარჩევნო კომისიის ნორმატიული აქტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, თუ იმავე ნორმატიული აქტით სხვა ვადა არ იქნა დადგენილი. ნორმატიული აქტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე ნიშნავს, რომ ნორმატიული აქტი ძალაში შედის გამოქვეყნების დღეს, 24 საათზე; ნორმატიული აქტი, რომელიც ადგენს ან ამძიმებს იურიდიულ პასუხისმგებლობას ან/და განსაზღვრავს მოსაკრებლის ან ტარიფის სახეებს, სტრუქტურას, ოდენობას, შემოღებისა და გადახდის წესს, ძალაში შედის გამოქვეყნებიდან არა უადრეს მე-15 დღისა (საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ”, მუხლი 42-45).

ნორმირება (standardize, normalize, ration) [გერმ. normieren <ლათ. norma] - რაიმე ზღვრის, შეზღუდვების დადგენა, ნორმის შემოტანა.

ნოსტრო [<იტალ. nostro conto ჩვენი ანგარიში] - ანგარიში, რომელიც აქვს ბანკს კორესპონდენტ ბანკში და რომელზეც შეიტანება ბანკის ყველა კუთვნილი თანხა და რომლიდანაც მისი დავალების საფუძველზე ხდება თანხების გატანა.

ნოტა (note) [<ლათ. nota შენიშვნა] - მთავრობის მეორისადმი დიპლომატიური მიმართვ.

ნოტაბენე [<ლათ. nota bene კარგად შეამჩნიე] - ტექსტში იმ ადგილის მახლობლად შენიშვნა, რომელიც საჭიროებს ყურადღების განსაკუთრებულ მიქცევას.

ნოტარიატი [<ფრანგ. notariat ნოტარიუსის თანამდებობა, წოდება <ლათ. notarius] - 1. სანოტარო ბიუროების (ორგანოების) სისტემა, სადაც თავის ფუნქციებს ასრულებენ ნოტარიუსები; 2. საჯარო სამართლებრივი ინსტიტუტი, რომლის ამოცანაა პირებს შორის სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფარგლებში სამართლებრივ ურთიერთობათა და იურიდიული ფაქტების დადასტურება (საქართველოს კანონი „ნოტარიატის შესახებ”, მუხლი 1).

ნოტარიუსი (notary public) [<ლათ. notarius მწერალი, მდივანი] - 1. სანოტარო საქმიანობის (სხვადასხვაგვარი იურიდიული აქტების, საქმიანი გარიგებების (ხელშეკრულებების) დამოწმება-გაფორმება) განმახორციელებელი სპეციალურად უფლებამოსილი პირი; 2. ნოტარიუსის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს საქართველოს მოქალაქემ, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, გავლილი აქვს სტაჟირება ან აქვს ნოტარიუსად, ნოტარიუსის მდივნად ან/და კონსულტანტად მუშაობის არანაკლებ ერთი წლის სტაჟი და ჩაბარებული აქვს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა. ნოტარიუსის თანამდებობის დაკავება ხდება კონკურსის წესით, ნოტარიუსს თანამდებობაზე ნიშნავს იუსტიციის მინისტრი (საქართველოს კანონი „ნოტარიატის შესახებ”, მუხლი 12-14).

ნოტარიუსთა პალატა (public notary house) - თვითმმართველობის პრინციპზე აგებული ნოტარიუსების გაერთიანება, რომელიც ემყარება ნოტარიუსთა სავალდებულო წევრობას. პალატა წარმოადგენს და იცავს ნოტარიუსთა ინტერესებს, უწევს მათ დახმარებას სანოტარო საქმიანობაში, ორგანიზაციას უკეთებს ნოტარიუსობის კანდიდატთა სტაჟირებას, ზრუნავს ნოტარიუსთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე. ნოტარიუსთა პალატა არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი. მისი უმაღლესი ორგანოა ნოტარიუსთა პალატის წევრთა კრება, ხოლო აღმასრულებელი და განმკარგულებელი - ნოტარიუსთა პალატის გამგეობა (საქართველოს კანონი „ნოტარიატის შესახებ”, მუხლი 4).

ნოტარიუსთა პალატის წევრი (member of the chamber of notary public) - ნოტარიუსის თანამდებობაზე იუსტიციის მიერ დანიშნული საქართველოს მოქალაქე, რომელიც სანოტარო მოქმედებათა მეშვეობით დადგენილ ფარგლებში, ახორციელებს სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას; ადასტურებს სამართლებრივ ურთიერთობებს და იურიდიულ ფაქტებს. იგი ვალდებულია საიდუმლოდ შეინახოს ცნობები, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. ნოტარიუსს აუცილებლად უნდა ჰქონდეს სანოტარო ბიურო, ანგარიში ბანკში (საქართველოს კანონი „ნოტარიატის შესახებ”).

ნოტარიუსის საქმიანობის სამსახურებრივი და სანოტარო მოქმედების შესრულების შეზღუდვა (restriction of official activity of notary public) - ნოტარიუსმა სანოტარო საქმიანობასთან ერთად არ შეიძლება იმსახუროს სხვა საშტატო თანამდებობაზე და შეასრულოს ანაზღაურებადი სამუშაო გარდა პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობისა. მას აქვს პირადი კაპიტალის ინვესტირების უფლება. ნოტარიუსს, აგრეთვე მისი ბიუროს მუშაკებს, ეკრძალებათ გარიგების დადებისას იყვნენ მხარეთა შუამავლები. ნოტარიუსს, აგრეთვე, სანოტარო მოქმედების შემსრულებელ შესაბამისად უფლებამოსილ თანამდებობის პირებს, უფლება არ აქვთ შეასრულონ სანოტარო მოქმედება, რომელშიც მონაწილეობენ თვითონ, მეუღლე ან მეუღლის მშობლები, შვილები, პაპები, ბებიები, ძმები ან დები. ნოტარიუსს უფლება არ აქვს დაადასტუროს გარიგება, რომელშიც მონაწილეობს საწარმო ან კომერციული გაერთიანება, რომლებიც დაფუძნებულია მეუღლის, მშობლების, ან შვილების კუთვნილ კაპიტალზე („ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 17, 48).

ნოტაცია (reprimand, lecture) [<ლათ. notatio აღნიშვნა, შენიშვნა] - შენიშვნა, საყვედური, დარიგება.

ნოტიფიკაცია (notification) [ფრანგ. notification, გერმ. notifikation <ლათ. notificatio საყოველთაოდ გაცხადება] - 1. საერთაშორისო ცხოვრების ამა თუ იმ საკითხზე სახელმწიფოს პოზიციის გამომხატველი შეტყობინება, რომელიც ეგზავნება სხვა სახელმწიფოს; 2. გაცემული თამასუქის გაპროტესტების შესახებ უწყება, რომელსაც თამასუქის მფლობელი უგზავნის თამასუქის გამცემს.

ნოუ-ჰაუ (know-how) - 1. ტექნიკური, კომერციული, საწარმოო, საფინანსო, ადმინისტრაციული და სხვა ცოდნის ერთობლიობა გაფორმებული ტექნიკური დოკუმენტაციის სახით, გამოხატული სასარგებლო ჩვევებით, გამოცდილებით, რაც საჭიროა ამა თუ იმ წარმოების ორგანიზაციისთვის, პრაქტიკულად გამოიყენება საწარმოო ან პროფესიულ საქმიანობაში, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის ხელმისაწვდომი ყველასთვის. ამავე დროს რაიმე მიზეზების გამო არ არის დაპატენტებული; 2. საწარმოო-კომერციული საიდუმლო, რომელიც წარმოადგენს განსაკუთრებული მნიშვნელობის ტექნოლოგიურ, ორგანიზაციულ ან კომერციულ ინფორმაციას, რაც დასტურდება მისი საიდუმლოდ შენახვისათვის გაწეული აუცილებელი და საკმარისი ღონისძიებით. ნოუ-ჰაუზე განსაკუთრებული უფლების დაცვა ხორციელდება სამოქალაქო კოდექსითა და სამრეწველო საკუთრების შესახებ სხვა საკანონმდებლო აქტებით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1105).

ნოუთბუქი [ინგლ. notebook ბლოკნოტი] - ბრტყელი ფორმის პორტატიული პერსონალური კომპიუტერი.

ნულიფიკაცია (nullification) [გერმ. nullifikation <ლათ. nullificatio განადგურება] - რაიმე აქტის, კანონის ძალადაკარგულად გამოცხადება, ანულირება.

ნუმერაცია (numbering, numeration) [გერმ. numeration <ლათ. numeratio გამოთვლა, აღრიცხვა] - რაიმე საგნების მიმდევრობითი ნომრებით აღნიშვნა, აგრეთვე ასეთი ნომრების ერთობლიობა.

ნუმიზმატიკა (numismatics, numismatology) [<ლათ. numisma (numismatis) ლითონის ფული] - ისტორიის დამხმარე დისციპლინა; სწავლობს ძველ მონეტებს (ლითონის ფულს), მედლებს, ორდენებს და მისთ.

ნუნცი [<ლათ. nuntius მალემრბოლი, მაცნე, მოამბე, მაუწყებელი] - სხვა სახელმწიფოში რომის პაპის მუდმივი წარმომადგენელი.

15

▲ზევით დაბრუნება


ოაზისი (oasis) [ბერძ. oasis - ეგვიპტური ქალაქის ოასიადან მომდინარე] - გადატ. ადგილი, მოვლენა, შემთხვევა, რომელიც სასიამოვნო გამონაკლისს წარმოადგენს.

ობერ ..., [<გერმ. ober მთავარი, უფროსი] - უფროსის მნიშვნელობის თანამდებობისა და ჩინის გამომხატველი რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი.

ობიექტი (object) [გერმ. object <ლათ. objectus საგანი] - 1. ჩვენ გარეშე, ადამიანის ცნობიერებისგან დამოუკიდებლად არსებული სამყარო, მატერიალური სინამდვილე; 2. მოვლენა, საგანი ან პირი, რომლისკენაც მიმართულია რაიმე მოქმედება, ვისიმე საქმიანობა, ყურადღება; 3. საწარმო ან დაწესებულება, როგორც რაიმე საქმიანობის განხორციელების ადგილი.

ობიექტივიზმი - 1. შემეცნების მატერიალისტური თეორიის ძირითადი პრინციპი, რომლის მიხედვითაც, წინააღმდეგ სუბიექტივიზმისა, აღიარებულია ობიექტის, ობიექტური სინამდვილის, როგორც შეგრძნებათა წყაროს, არსებობა.

ობიექტური (objective, unbiassed, impartial) [გერმ. objektiv, ფრანგ. objectiv <ლათ. objectus] - 1. მიუკერძოებელი; 2. ჩვენ გარეშე, ჩვენგან დამოუკიდებლად არსებული.

ობლიგაცია (bond) [ლათ. obligatio ვალდებულება] - ფასიანი ქაღალდი, რომელიც წარმოადგენს ობლიგაციის გამომშვები იურიდიული პირის სასესხო ვალდებულებას და ადასტურებს მისი მფლობელის უფლებას მიიღოს ობლიგაციაზე მითითებული ნომინალური ღირებულება წინასწარ დადგენილ ვადაში და სარგებელი დადგენილი პერიოდულობით. ობლიგაციის გამოშვებით ემიტენტი იღებს ვალს, რომლის გასტუმრება, როგორც წესი, კუპონების გაცემით და ობლიგაციის დაფარვის მომენტში სრული თანხის დაბრუნებით ხდება.

ობლიგაცია არალიკვიდური (non-liquid bond) - საშუალო და დაბალი რეიტინგის ბანკებისა და კორპორაციების სასესხო ვალდებულება.

ობლიგაცია გამოსავალი (bond for partly regulating of foreign loans of developing country) - ობლიგაცია, რომელსაც ბანკი-კრედიტორი სთავაზობს განვითარებად ქვეყნებს სასესხო დავალიანების ნაწილობრივ დასარეგულირებლად.

ობლიგაცია გარანტირებული (assumed bond, bond of subsidiary enterprise guaranteed by incorporator) - ფილიალის (შვილობილი კომპანიის) მიერ გამოშვებული ობლიგაციები, რომლის ძირითადი თანხისა და პროცენტის გადახდა გარანტირებულია დამფუძნებელი კომპანიის მიერ.

ობლიგაცია დისკონტით (discount bond) - ობლიგაცია, რომელიც მეორად ბაზარზე, როგორც წესი, იყიდება ნომინალზე დაბალი ფასით.

ობლიგაცია კონვერსიული (კონვერტირებადი) (convertible bonds) - ობლიგაცია, რომელიც შეიძლება გაიცვალოს აქციებზე მოცემული მომენტისთვის ფიქსირებული ფასით. ასეთი ობლიგაციის პროცენტი, როგორც წესი, მეტად დაბალია.

ობლიგაცია კუპონით (coupon bond) - ობლიგაცია, რომელსაც აქვს კუპონი და არ არის რეგისტრირებული ემიტენტის მიერ მისი მფლობელის სახელზე. გადახდის ვადის დადგომისას კუპონი წარმომდგენის მიერ პროცენტის მიღების უფლებას იძლევა.

ობლიგაცია ლიკვიდური (liquid bond, marketable bond) - საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მაღალი კლასის ბანკების საშუალო სიდიდის სასესხო ვალდებულება.

ობლიგაცია მაკულატურული (waste bond) - ობლიგაციები, რომლებსაც აქვთ დაბალი რეიტინგი.

ობლიგაცია მაღალლიკვიდური (high - liqiudity bond) - მსხვილი სახელმწიფო ობლიგაციები, რომელთა კოტირება ადვილია, აქვთ მაღალი ფასი და მინიმალური რისკი.

ობლიგაცია მუნიციპალური (municipal bonds) - ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოს მიერ გამოშვებული ობლიგაციები. მათი გამოშვების ხარჯზე შექმნილი ფონდები გამოიყენება მთავრობის საქმიანობის ან გარკვეული პროექტის დასაფინანსებლად. ამ ობლიგაციის ცალკეული სახეობიდან მიღებული შემოსავალი შეიძლება გათავისუფლდეს გადასახადებისგან.

ობლიგაციამცოცავიგანაკვეთით (floating bond, floating rate note) - ობლიგაცია, რომლის განაკვეთიც შეიძლება იცვლებოდეს.

ობლიგაცია ნომინალური (nominal bond) - ობლიგაცია, რომლის ფასი ემთხვევა ნომინალს. მისი საკუპონე განაკვეთი ობლიგაციის შემოსავლიანობის ტოლია.

ობლიგაცია ნულოვანი (zero coupon bonds) - ობლიგაციები, რომლებზედაც პროცენტი არ გადაიხდება.

ობლიგაცია ორვალუტიანი (dualcurrency bond) - ობლიგაცია, რომლის ნომინალი სხვა ვალუტითაა წარმოდგენილი, ხოლო კუპონი ან ძირითადი თანხა იფარება (ფიქსირებული კურსით) სხვა ვალუტით.

ობლიგაცია პირდაპირი (direct bond) - ობლიგაცია, რომელიც აღჭურვილია კუპონებით და მათი შემოსავალი წინასწარ არის ფიქსირებული.

ობლიგაცია საერთაშორისო (international bond) - ობლიგაცია, გამოშვებული საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების, ევროპის საინვესტიციო ბანკის, ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის და სხვათა მიერ.

ობლიგაცია საყელოთი („collar” bond) - ობლიგაცია, რომლის შემოსავლის საპროცენტო განაკვეთის მაქსიმუმი და მინიმუმი ფიქსირებულია.

ობლიგაცია სახელმწიფო (public bond, government bond state bonds) - ობლიგაცია, რომელიც უშუალოდ სახელმწიფოს მიერ არის გამოშვებული.

ობლიგაცია სრული კუპონით („full coupon” bond) - ობლიგაცია, რომლის მიხედვით შემოსავალი უტოლდება მიმდინარე საბაზრო საპროცენტო განაკვეთს, ხოლო გაყიდვა წარმოებს ნომინალის მიხედვით.

ობლიგაცია უზრუნველყოფითი (collateral bond, collateralized bond) - ობლიგაცია, რომელიც უზრუნველყოფილია მატერიალური ქონებით ან სხვა ფასიანი ქაღალდებით. ეს უკანასკნელი უზრუნველყოფილია თვით სააქციო საზოგადოების და მისი ფილიალების აქციებით. მატერიალური ქონებით უზრუნველყოფილი ობლიგაციების სახეებია: ა) პირველი გირავნობის ობლიგაცია, რომელიც სააქციო საზოგადოების მთელი ქონებითა და სამომავლო შენაძენითაც არის უზრუნველყოფილი. არსებულ ქონებაზე ფიქსირებული თანხა, ხოლო სამომავლო შენაძენზე “მცოცავი” თანხები გაიცემა; ბ) მეორეხარისხოვანი, ანუ საერთო გირავნობის ობლიგაციები. მათი უზრუნველყოფა ხდება სააქციო საზოგადოების ქონების იმ ნაწილით, რაც პირველი გირავნობის ობლიგაციების უზრუნველყოფის შემდეგ რჩება (ფილიალების ქონება და სხვ.), შესაბამისად უზრუნველყოფა არც ისე საიმედოა, რის გამოც პროცენტი პირველ გირავნობის ობლიგაციაზე მეტია; გ) ობლიგაცია, რომელთა ნაწილი სააქციო საზოგადოების ქონებაა, ხოლო ნაწილი - ფასიანი ქაღალდებით არის უზრუნველყოფილი.

ობლიგაცია ფიქსირებული განაკვეთით (fixed rate note) - ობლიგაცია, რომელზეც პროცენტი ფიქსირებულ ვადაში გაიცემა, უპირატესად წელიწადში ერთხელ.

ობლიგაცია (კლასიკური) ჩვეულებრივი (straight (classic) bond) - ობლიგაცია, რომლის ემიტენტი განსაზღვრულ ვადაში იხდის პროცენტს მოზიდულ საშუალებებზე, ხოლო ობლიგაციების მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ გამოისყიდის მას, გადაიხდის რა ძირითადი ვალის თანხასა და შესაბამის პროცენტებს.

ობლიგაციური კოეფიციენტი (ratio of continued bond to equity capital of firm) - ვადაზე დაუფარავი ობლიგაციების საერთო ღირებულების დამოკიდებულება სააქციო საზოგადოების (კორპორაციის) კაპიტალის მთლიან მოცულობასთან.

ობროგაცია [ლათ. obrigatio] - ძველ კანონში ნაწილობრივი ცვლილებების შეტანა.

ობსკურანტიზმი (obscurantism) [გერმ. obkcurantismus, ფრანგ. Obscurantisme <ლათ. obscurus ბნელი] - განათლებისადმი უკიდურესად მტრული დამოკიდებულება, ბნელეთის მოციქულობა.

ობსტრუქცია (obstruction) [ფრანგ. obstruction <ლათ. obstructio ჩაკეტვა, დახურვა, დაბრკოლება] - პროტესტის, უთანხმოების გამოხატვის ნიშნად ხმაურის, ხანგრძლივი, უსარგებლო სიტყვის წარმოთქმის, კითხვების დასმის მეშვეობით რაიმეს მიზანდასახულად ჩაშლა.

ობსტრუქციონიზმი (obstructionism) [ფრანგ. obstructionnisme <ლათ. obstructio] - პოლიტიკური, უპირატესად საპარლამენტო ბრძოლა, ობსტრუქციის გამოყენებით.

ოვერდრაფტი (overdraft) - მოკლევადიანი კრედიტი მიმდინარე ანგარიშზე, რომელიც გაიცემა ჩეკის ან საგადასახადო დავალების მეშვეობით. მასში ნაჩვენები თანხა აჭარბებს ანგარიშზე რიცხულს. ოვერდრაფტით კრედიტის გაცემის შესაძლებლობა განისაზღვრება ანგარიშის გახსნის დროს. კრედიტი არ უნდა აღემატებოდეს წინასწარ განსაზღვრულ ფიქსირებულ თანხას.

ოკუპაცია (occupation) [გერმ. okkupation <ლათ. occupare დაკავება, დაპყრობა, დაუფლება] - 1. სხვისი კუთვნილი ტერიტორიის სამხედრო ძალის გამოყენებით დაპყრობა; 2. სამოქალაქო მოსახლეობის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ყოფნის ადგილი და დრო.

ოლიგარქია (oligarchy) [<ბერძ. oligarchia მცირერიცხოვანთა ძალაუფლება <oligos მცირერიცხოვანი+arche ძალაუფლება] - 1. პირთა მცირერიცხოვანი ჯგუფის ძალაუფლება, პოლიტიკური და ეკონომიკური ბატონობა; 2. აგრეთვე, პოლიტიკური, ეკონომიკური გაერთიანების სათავეში მდგომი ასეთი ჯგუფის დასახელება.

ოლიგო..., [<ბერძ. oligos მცირერიცხოვანი, უმნიშვნელო] - მცირერიცხოვნების, რაიმეს სუსტად გამოხატულობის აღმნიშვნელი რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი.

ოლიგოპოლია (oligipoly) [ბერძ. Oligos რამდენიმე poleo ვყიდი, ვვაჭრობ] - ეკონომიკური სიტუაცია, როდესაც ბაზარზე მრავალი მომხმარებლის მოთხოვნას აკმაყოფილებს რამდენიმე სუბიექტი. ისინი აწარმოებენ ერთგვაროვან ან დიფერენცირებულ პროდუქტს; ოლიგოპოურ ბაზარზე შეღწევა გართულებულია, რაც წარმოშობს მონოპოლიური მოგების მიღების ობიექტურ საფუძველს.

ოლიგოფრენია [ბერძ. oligos პატარა და phren ჭკუა] - თანდაყოლილი ჭკუასუსტობა.

ოლიმპი [ბერძ. olympos] - 1. ბერძნულ მითოლოგიაში: ზევსისა და სხვა ღმერთების ადგილსამყოფელი - წმინდა მთის სახელწოდება; 2. ყველაზე მაღალი მთის მასივი საბერძნეთში - 2917 მეტრი ზღვის დონიდან.

ოლიმპიური (Olympian, Olympic) [ბერძ. olympios] - გადატ. პირი, რომელიც გამოირჩევა მედიდური სიმშვიდით, აუღელვებლობით.

ომბუდსმენი (ombudsman) [შვედ. ombudsman ვისიმე ინტერესების წარმომადგენელი] - 1. ადმინისტრაციული ორგანოების, აგრეთვე, ზოგიერთ ქვეყანაში ადამიანების, გაერთიანებების მიერ ადამიანის უფლებათა დაცვაზე კონტროლის განმახორციელებელი სპეციალურად არჩეული (დანიშნული) თანამდებობის პირი. ომბუდსმენი ვალდებულია იმოქმედოს, როგორც საკუთარი ინიციატივით, ისე მოქალაქის განცხადების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მას უფლება აქვს მიმართოს დარღვევის აღმოფხვრის მოთხოვნით, როგორც უშუალოდ ადმინისტრაციულ, ისე სასამართლო ორგანოსა და პარლამენტს. აღნიშნულ თანამდებობას აქვს სხვადასხვა დასახელება. მაგ: სკანდინავიის ქვეყნებში ომბუდსმენი; ესპანეთსა და კოლუმბიაში სახალხო დამცველი; საფრანგეთში შუამავალი; რუსეთის ფედერაციაში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით რწმუნებული. ესპანეთში ომბუდსმენი აირჩევა 5 წლის ვადით პარლამენტის მიერ, ნამიბიაში ინიშნება პრეზიდენტის მიერ, ხოლო საფრანგეთში მინისტრთა საბჭოს დეკრეტით; 2. საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას ზედამხედველობას უწევს საქართველოს სახალხო დამცველი, რომელსაც 5 წლის ვადით სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 43).

ომონიმი (homonym) [ბერძ. Homonyma <homos ერთნაირი + onima სახელი] - სხვა სიტყვის ფორმით მსგავსი, მაგრამ მნიშვნელობით სრულიად განსხვავებული სიტყვა.

ოპეკი (OPEC-Organization of Petroleum Exporting Countries) - ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების სამთავრობათაშორისო ორგანიზაცია; შეიქმნა 1960 წელს ვენესუელისა და ირანის ინიციატივით; მათ გარდა ოპეკში შედიან: ალჟირი, გაბონი, ერაყი, ინდონეზია, კატარი, ქუვეიტი, ლიბია, ნიგერია, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები. ოპეკის მიზანია ნავთობის მომპოვებელი ქვეყნების მრავალმხრივი ინტერესების დაცვა, განსაკუთრებით ნავთობის ფასთან დაკავშირებით.

ოპერატიული (operative) [ფრანგ. operatif, გერმ. operativ <ლათ. operatio] - 1. ოპერაციასთან დაკავშირებული; 2. სიტუაციის დროულად გამოსწორების, სწრაფად და სათანადოდ საქმის კეთების უნარის მქონე; 3. რაიმეს უშუალოდ, პრაქტიკულად განმხორციელებელი; 4. სამხედრო ან მსგავს ოპერაციასთან დაკავშირებული; 5. ის, რაც რაიმე ამოცანის, გეგმის დაუყოვნებლივ შესრულებასთან არის დაკავშირებული.

ოპერატორი (operator) [გერმ. Operator <ლათ. operatio] - 1. რაიმე მოწყობილობის ან დანადგარის მომსახურე ან მართვის განმახორციელებელი სპეციალისტი; 2. პროგრამირების ერთ-ერთ ენაზე შედგენილი კომპიუტერული პროგრამის ბრძანება ან ბრძანებათა ჯგუფი.

ოპერაცია (operation) [ფრანგ. operation, გერმ. operation <ლათ. operatio მოქმედება, საქმე] - 1. კოორდინირებული, ერთი მიზნისკენ მიმართული სამხედრო ან სხვა სახის მოქმედებები; 2. ცალკეული მოქმედება, რაიმე მიზნის მისაღწევად აუცილებელ მოქმედებათა ჯაჭვიდან; 3. ინფორმაციის კომპიუტერული დამუშავებისას, ერთი განსაზღვრული ბრძანებით შესრულებული მოქმედება.

ოპერაცია სპოტური (spot operation) - 1. ნაღდი სავალუტო ან სხვა სახის გარიგებების სწრაფი, დაუყოვნებლივი ანგარიშსწორება (საქართველოს ორგანული კანონი „ეროვნული ბანკის შესახებ”, მუხლი 75); 2. სავალუტო გარიგების დადების მეორე სამუშაო დღეს ანგარიშსწორება.

ოპერაცია საბანკო (bank operation) - სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგება, რომელსაც ახორციელებს ბანკი მისთვის კანონით დადგენილი მიზნების მისაღწევად.

ოპერაცია სადეპოზიტო (deposit operation) - ოპერაცია, რომელიც დაკავშირებულია სადეპოზიტო (საბანკო) დაწესებულებებში იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ ანაბრების განთავსებასთან.

ოპერაცია საემისიო (emission operation) - სააქციო საზოგადოების, ბანკის, ხაზინის და სხვა დაწესებულებათა საქმიანობა, ფულის მიმოქცევაში გაშვებასა და ფასიანი ქაღალდების ემისიაზე.

ოპერაცია საკომისიო (commission operation) - ოპერაცია, რომელსაც ასრულებენ ბანკები ან საშუამავლო ფირმები (საწარმოები) კლიენტის დავალებით განსაზღვრული ანაზღაურების (კომისიის) სანაცვლოდ. მასში შედის: ანგარიშგება, გარანტია, სავაჭრო გარიგება, სავალუტო ოპერაციები, თამასუქებისა და ჩეკების ინკასირება, ფასიანი ქაღალდის შესანახად მიღება.

ოპერაცია ფიდუციარული (fiducialry operation) - ნდობითი ოპერაცია, რომელსაც ბანკი ან სატრასტო კომპანია აწარმოებს თავისი სახელით, მაგრამ კლიენტის დავალებით და ხარჯით (როგორც წესი, ინვესტიციების სამართავად). მთელ რისკს კლიენტი იღებს თავის თავზე, ხოლო ბანკი - საკომისიოს (საქართველოს კანონი „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ”, მუხლი 1).

ოპერაცია ფორვარდული (forward operation) - ბირჟის გარეშე სასწრაფო სავალუტო გარიგებები, რომლებსაც ბანკები და სამრეწველო სასაქონლო კორპორაციები შეთანხმების საფუძველზე ტელეფონით ან ტელექსით ასრულებენ.

ოპერაციონალიზმი [<ლათ. oparatio მოქმედება] - თანამედროვე სუბიექტურ-იდეალისტური ფილოსოფიური მოძღვრება; მეცნიერულ ცნებებს განიხილავს არა როგორც ობიექტური სინამდვილის ასახვას, არამედ როგორც ლოგიკურ მსჯელობებს, რომლებიც განპირობებულია მეცნიერის მიერ შესრულებული (გაზომვითი, გამოთვლითი და სხვ.) ოპერაციებით; შეიქმნა მე-20ს-ის დასაწყისში - ფიზიკაში უმნიშვნელოვანეს აღმოჩენებთან დაკავშირებით.

ოპერი [<შემოკლ. ოპერრწმუნებულიდან] (detective) - სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი მილიციის ან სამძებრო ორგანოს მუშაკი.

ოპოზიცია (opposition) [გერმ. opposition, ფრანგ. opposition <ლათ. oppositio დაპირისპირება, შეკამათება, შედავება] - 1. წინააღმდეგობა; 2. რაიმე საზოგადოების, ორგანიზაციის, პარტიის შიგნით უმრავლესობის საწინააღმდეგო პოლიტიკის გამტარებელ ადამიანთა ჯგუფი.

ოპონირება (oppose, act as opponent (to)) [გერმ. opponieren <ლათ. Opponere დაპირისპირება] - საჯარო საუბრის, დისპუტის დროს ვინმეს მოსაზრების, პოზიციის საწინააღმდეგო გამოსვლა, კრიტიკა.

ოპორტუნიზმი (opportunism) [ფრანგ. opportunisme <ლათ. opportunus სარფიანი, ხელსაყრელი, მოხერხებული] - უპრინციპობა, შეგუებადობა, შემთანხმებლობა.

ოპტაცია [გერმ. optation <ლათ. Optatio სურვილი, არჩევანი] - მოქალაქეობის არჩევის უფლება, რომელიც ჩვეულებრივ ენიჭება ერთი სახელმწიფოდან მეორე სახელმწიფოს შემადგენლობაში გადასულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას.

ოპტიმალური (optimal) [ფრანგ. Optimal <ლათ. optimus საუკეთესო] - ყველაზე უფრო ხელსაყრელი, სასურველი.

ოპტიმიზაცია (optimization) [ფრანგ. optimisation <ლათ. optimus საუკეთესო] - შესაძლებელი ვარიანტების სიმრავლისაგან ყველაზე ხელსაყრელის არჩევა.

ოპტიმიზმი (optimism) [ფრანგ. optimisme <ლათ. optimus] - ყველაფერში კარგის, ნათელი მხარეების დანახვის უნარი, მხნე განწყობილება, მომავლის რწმენა.

ოპტიმუმი (optimum) [<ლათ. Optimum საუკეთესო] - ყველაზე უფრო ხელსაყრელი პირობების ერთობლიობა.

ორატორი (orator) [ლათ. orator <orare ლაპარაკობს, მეტყველებს] - ის, ვინც წარმოთქვამს სიტყვას, აგრეთვე, საჯაროდ მეტყველების ნიჭი.

ორბიტა (orbit) [<ლათ. orbite წრიული გზა, კალაპოტი] - მოქმედების, გავრცელების სფერო.

ორგანიზაცია (organization) [გერმ. organisation <ფრანგ. organisation] - 1. დაფუძნება, შექმნა; 2. შინაგანი დისციპლინა, სისტემაში მოყვანა, მოწესრიგება, მოწყობა; 3. საზოგადოებრივი გაერთიანება ან სახელმწიფო დაწესებულება; 4. რაიმე მიზნის მისაღწევად, ცალკეული საქმიანობის განხორციელებისთვის ფორმალურად (ან არაფორმალურად) ან სტიქიურად შექმნილი ადამიანთა მართვადი გაერთიანება; 5. საზოგადოებრივი და რელიგიური ორგანიზაციები (გაერთიანებები), ფონდები, დაწესებულებები, ასოციაციები (კავშირები) და სხვა ორგანიზაციები, რომლებიც წარმოადგენენ არასამეწარმეო იურიდიულ პირებს საქართველოს კანონმდებლობით ან შექმნილნი არიან და მოქმედებენ უცხო სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით. აგრეთვე საბიუჯეტო ორგანიზაციები, სახელმწიფოთაშორისი და სამთავრობათაშორისო ორგანიზაციები (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 19.1).

ორგანიზაცია თვითრეგულირებადი (self-regulatory organization) - ლიცენზირებული საფონდო ბირჟა და ცენტრალური დეპოზიტარი, აგრეთვე, ყველა სხვა იურიდიული პირი, რომლებმაც შეიძლება დადგენილი წესისამებრ მიიღონ თვითრეგულირებადი ორგანიზაციის სტატუსი.

ორგანიზაცია საბიუჯეტო (budgetary organization) - სახელმწიფო (მუნიციპალური) საკუთრების ბაზაზე შექმნილი ორგანიზაცია, მათ შორის სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, რომლებიც სახელმწიფოს მიერ მათთვის დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებენ დადგენილი ნორმების, ნორმატივებისა და წესების მიხედვით ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 20).

ორგანიზაცია საერთაშორისო (international organozation) - საერთაშორისო სახელმწიფოთაშორისი (ქვეყნის სახელით მოქმედი) და სამთავრობათაშორისო (სახელმწიფოს აღმასრულებელი ხელისუფლების სახელით მოქმედი) ორგანიზაცია.

ორგანიზაცია საქველმოქმედო (charitable) - ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელების მიზნით და რეგისტრირებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით (საქართველოს “საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 21.1).

ორგანიზაცია შვილობილი (subsidiary organization, daughter organization) - (იხ. ფილიალი) არაძირითადი საწარმო, იურიდიული პირი, რომელშიც სხვა იურიდიული პირი ფლობს წილის (ხმისუფლებიანი აქციების, პაის) ორმოცდაათ ან მეტ პროცენტს (საქართველოს კანონი “კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ”, მუხლი 1).

ორგანიზებული დანაშაულობა (organized crime) - დანაშაულობა, რომლისთვისაც დამახასიათებელია დამნაშავეთა სიმრავლე და ორგანიზებულობა, დანაშაულებრივი ორგანიზაციების იერარქიული სტრუქტურა, ძლიერი მატერიალურ-ფინანსური ბაზა, სახელმწიფო ორგანოებთან და თანამდებობის პირებთან კორუფციული კავშირები, გავლენის სფეროების განაწილება და სხვა ამგვარი თვისებები.

ორგანიზმი (organism) [ფრანგ. organisme] - 1. ყოველგვარი ცოცხალი არსება (ადამიანი, ცხოველი, მცენარე და სხვ.); ცოცხალი სხეული; 2. გადატ. რთული მთლიანობა რისამე.

ორგანო (organ) [პოლ. organ <ლათ. organum <ბერძ. organon იარაღი, ინსტრუმენტი, საშუალება] - 1. საშუალება, იარაღი; 2. განსაზღვრული ფუნქციებით აღჭურვილი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ორგანიზაცია, დაწესებულება; 3. სახელმწიფო უშიშროების, სამართალდამცავი უწყება, დაწესებულება.

ორგანო ადმინისტრაციული (administrative authority) - ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე, ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს (საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი”, მუხლი 2, ნაწილი 1).

ორგანული (organic) - 1. ორგანიზმთან დაკავშირებული; სასიცოცხლო პროცესებით დახასიათებული; ცოცხალი. მაგ., ორგანული ბუნება; 2. მცენარეული ან ცხოველური ორგანიზმების დაშლის შედეგად წარმოქმნილი; ასეთი დაშლის პროდუქტი. მაგ., ორგანული სასუქი. ორგანული ქიმია - ქიმიის ნაწილი, რომელიც სწავლობს ნახშირბადის შემცველ ნაერთებს; 3. ორგანოსთან დაკავშირებული, რაც ადამიანის ორგანოების შინაგან აგებულებას ეხება. მაგ., ორგანული დაავადება; 4. რაც რისამე არსს, საფუძვლებს ეხება; რაიმესთან განუყრელად დაკავშირებული. მაგ., ორგანული ნაკლი. ორგანული ნაწილი რისამე.

ორგანული კანონი - იხ. კანონი ორგანული.

ორდენი (order) [გერმ. orden <ლათ. ordo (ordinis) რიგი, თანრიგი, წესრიგი, წოდება] - 1. სამხედრო ან სამოქალაქო დამსახურებისთვის ჯილდო, წარჩინების განსაკუთრებული ნიშანი; 2. ზოგიერთი საიდუმლო დაწესებულების დასახელება; 3. კათოლიკური, სამონაზვნო, რაინდული ორგანიზაცია.

ორდერი (order) [გერმ. order <ფრანგ. ordre] - წერილობითი საბუთი, განკარგულება, ბრძანება, რომელიც რისამე ნებართვას ან რისამე მიღების უფლებას იძლევა (მაგ. დაპატიმრების ორდერი, ბინის ორდერი).

ორდინარული (ordinary) [ფრანგ. Ordinaire <ლათ. ordinarius ჩვეულებრივი] - ჩვეულებრივი, საშუალო, უფერული.

ორდონანსი [ფრანგ. Ordonnance <ordonner ბრძანების გაცემა <ლათ. წესის მიხედვით განლაგება, მართვა, ხელმძღვანელობა, დანიშვნა] - საფრანგეთში და სხვა ზოგიერთ ქვეყანაში მთავრობის აქტი.

ორიგინალი (original) [გერმ. Original <ლათ. originalis თავდაპირველი, პირვანდელი] - 1. ინტელექტუალური შრომის ნაყოფთან მიმართებით: არამსგავსი, არანასესხები, დამოუკიდებლად შექმნილი; 2. თავისებური, სხვებისგან განსხვავებული ადამიანი; 3. რაიმე დოკუმენტის დედანი; 4. რაიმე თავისებური, განსაკუთრებული; 5. უშუალოდ ავტორის მიერ შექმნილი ნაკეთობა.

ორიენტალისტიკა [ლათ. Orientalis აღმოსავლეთისა, აღმოსავლური] - იმ მეცნიერებათა ერთობლიობა, რომლებიც სწავლობენ აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიას, ეკონომიკას, ენებს, ლიტერატურას, ხელოვნებას და სხვ.; აღმოსავლეთმცოდნეობა.

ორიენტაცია (orientation) [ფრანგ. orientation <ლათ. oriens (orientis) აღმოსავლეთი] - 1. საკუთარი ადგილმდებარეობის განსაზღვრა; 2. გარემო პირობებში, სიტუაციაში გარკვევის უნარი; 3. რაიმე მიმართულებით მოქმედების წარმართვა.

ორიენტირი (reference point, guiding line) [გერმ. orientier <ლათ. Oriens (orientis)] - 1. საგანი, რომლის მიმართაც ხდება ორიენტირება; 2. მისაბაძი, სამაგალითო პიროვნება, ქცევა.

ორთოდოქსული (orthodox) [<ბერძ. orthodoxos მართლმორწმუნე] - თანამიმდევრული, რაიმე სწავლების, მსოფლმხედველობის, შეხედულების საფუძვლების განუხრელად მიმდევარი.

ორმაგი მოქალაქეობა (double citizenship) - ერთდროულად ორი სახელმწიფოს მოქალაქეობა, რაც დადასტურებულია შესაბამისი დოკუმენტებით. ორმაგი მოქალაქეობა შეიძლება გაჩნდეს როგორც დაბადებით, ისე ნატურალიზაციით (სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღებით). საქართველოს მოქალაქე იმავდროულად არ შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქე, გარდა გამონაკლისი შემთხვევისა - საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება მიენიჭოს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება ან მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 12).

ორმაგი ჩაწერა (double entry) - ბუღალტრული აღრიცხვის კონცეფცია: ნებისმიერი სამეურნეო მოვლენის ორი ასპექტი. ეკონომიკური მოვლენის ანგარიშის დებეტსა და კრედიტში ორადი ასახვის ბაზა.

ორმოცდაათიანელები - მოძრაობა, რომელიც 1900 წლიდან იღებს დასაბამს ამერიკაში; ეს პროტესტანტული მიმდინარეობა ეფუძნება სახარებისეულ მოვლენას - სულთმოფენობას, როდესაც მაცხოვრის აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს მოციქულებზე სულიწმიდა გადმოვიდა და ისინი სხვადასხვა ენაზე აამეტყველა. ორმოცდაათიანელები თვლიან, რომ უფლისგან გამორჩეულ მორწმუნეს მძიმე მარხვით და ლოცვით შეუძლია ღმერთთან კავშირი დაამყაროს შუამავლის გარეშე, რომლის ნიშნად ითვლება გარშემომყოფთათვის გაუგებარ ენაზე ამეტყველება.

ორპალატიანი სისტემა (bicameralism) - სახელმწიფოს მართვის სისტემა, რომლის დროსაც უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ორი პალატისაგან შედგება. სახელმწიფოთა უმრავლესობაში მეორე, ანუ ზედა პალატას შედარებით შეზღუდული უფლებამოსილებები აქვს; ის მხოლოდ აკონტროლებს და დროებით აჩერებს ქვედა პალატაში შეტანილი კანონპროექტების მოძრაობას. გამონაკლისია მხოლოდ აშშ, სადაც სენატსაც და წარმომადგენელთა პალატასაც დაახლოებით თანაბარი უფლებამოსილებები აქვთ.

ოფერენტი (offerer) - 1. ოფერენტის მხარე; 2. ვაჭრობაზე მიწვეული პირი, რომელიც ურთიერთობაში გამოდის ოფერტით.

ოფერტი (offer) [ლათ. offertus შეთავაზებული] - 1. გარიგების შესახებ წინადადების ფორმალური შეთავაზება ამა თუ იმ პირისათვის ყველა აუცილებელი პირობის მითითებით; 2. გარკვეული ფორმის ოფიციალური განაცხადი საკონკურსო ვაჭრობაში (ტენდერში) მონაწილეობის შესახებ. ვაჭრობის ორგანიზატორი თავად ადგენს ოფერტის ფორმას, აუცილებელ მოთხოვნებს, საჭირო დოკუმენტების სიას. ოფერტა შეთავაზებულად ითვლება, თუ წინადადების მიმცემი (ოფერენტი) თანხმობის (აქცეპტის) შემთხვევაში მზადაა შეასრულოს თავისი წინადადება. ოფერტი - ხელშეკრულების დადების შესახებ ისეთი წინადადების შეთავაზება, რომელიც მიმართულია ერთი ან რამდენიმე პირისადმი და მასში გამოხატულია წინადადების მიმცემის მზადყოფნა თანხმობის შემთხვევაში შეასრულოს თავისი წინადადება (საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 329).

ოფისი [ინგლ. office <ლათ. Officium სამსახური] - 1. სამსახური, უწყება, დაწესებულება, სამმართველო, სადაც მმართველობითი ფუნქციების განხორციელება ხდება; 2. კანცელარია, აგრეთვე, კანცელარიისათვის განკუთვნილი შენობა.

ოფიცერი (officer) [გერმ. Offizier <ფრანგ. officier <ლათ. officium] - არმიის, ფლოტის, სამართალდამცავი სტრუქტურების სამეთაურო შემადგენლობის წარმომადგენელი.

ოფიციალური (formal, official) [ფრანგ. officiel <ლათ. officialis სამსახურებრივი, თანამდებობრივი] - 1. სამთავრობო, თანამდებობრივი, სახელმწიფო დაწესებულების, საწარმოს უფლებამოსილ წარმომადგენელთან მიმართებით; 2. ყველა წესის, ფორმალობის დაცვით; 3. რაიმე იურიდიულად მნიშვნელოვან, უფლების მინიჭების ან ვალდებულების დაკისრების სინამდვილის დამადასტურებელ დოკუმენტთან მიმართებით.

ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები (official international reserves) - რეზერვები, რომლებსაც ფლობს, ინახავს და მართავს ეროვნული ბანკი, რომლებიც შედგება ყველა ან ერთ-ერთი ქვემოთ ჩამოთვლილი აქტივებისაგან, ულიკვიდო აქტივების ან იმ აქტივების გამოკლებით, რომლებიც წარმოადგენენ სავალო ვალდებულებების უზრუნველყოფის საშუალებებს, ან ნებისმიერ სხვა აქტივებს, რომელთა რეალიზება სხვადასხვა მიზეზის გამო ეროვნულ ბანკს არ შეუძლია უმოკლეს ვადაში. ასეთია: ა) ოქრო; ბ) უცხოური ვალუტა ბანკნოტებისა და მონეტების სახით, საზღვარგარეთ საბანკო ანგარიშებზე რიცხული უცხოური ვალუტის ნაშთები; გ) ნებისმიერი სხვა საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო სარეზერვო საშუალებები, მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდისაგან სახსრების შეძენის უფლება სარეზერვო ტრანშის ფარგლებში და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ნასესხობის სპეციალურ უფლებათა საქართველოს კუთვნილი მარაგი; დ) უცხოური ვალუტით გამოხატული და ასანაზღაურებელი გადასაყვანი და მარტივი თამასუქები; ე) საზღვარგარეთის სახელმწიფოებისათვის, ცენტრალური ბანკების ან საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ გამოშვებული ან გარანტირებული სავალო ვალდებულებები უცხოური ვალუტით გამოხატული და ასანაზღაურებელი ფორვარდული კონტაქტები და შეთანხმებები ფასიანი ქაღალდების შეძენის შესახებ მათი შემდგომი გამოსყიდვით („საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი, მუხლი 50).

ოფიციოზი [ფრანგ. officieux, გერმ. offizios <ლათ. officiosus თავაზიანი, დაუზარებელი] - ხელისუფლებასთან ახლომდგომ პირთა ერთობლიობა.

ოფშორი [ინგლ. offshore ნაპირიდან გარკვეული მანძილით დაშორებული, საზღვარგარეთული, უცხო ქვეყნის] - ერთობლივი (საერთაშორისო) ეკონომიკური საქმიანობის ცენტრი, რომელიც იზიდავს უცხოურ კაპიტალს სპეციალური საგადასახადო და სხვა შეღავათებით, რომლითაც სარგებლობენ ოფშორულ ცენტრში რეგისტრირებული კომპანიები.

ოფშორული ზონა (offshore) - ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, სადაც მოქმედებს შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი ან/და სადაც მოთხოვნები გარიგების მონაწილე პირების იდენტიფიკაციის მიმართ არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და რომელიც ასეთად აღიარებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ („უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 2).

ოფცია (option contract) - მხარეთა შეთანხმების საფუძველზე მყიდველის (გამყიდველის) უფლება შეიძინოს (გაყიდოს) ესა თუ ის ნივთი განსაზღვრულ დრომდე ან მოვლენამდე (საქართველოს “სამოქალაქო კოდექსი”, მუხლი 515).

ოფციონი (option, option egreement) [გერმ. Option <ლათ. optio არჩევა, შერჩევა] - 1. სათანადო პრემიის გადახდით შეძენილი პრივილეგია. წინასწარ შეთანხმებულ პირობებში რაიმე აქტივის ყიდვის ან გაყიდვის შესახებ ხელშეკრულება. ოფციონი მყიდველს ანიჭებს მომავალში, განსაზღვრულ დროს აქციის (ან რაიმე სხვა აქტივის) ყიდვის ან გაყიდვის უფლებას წინასწარ შეთანხმებულ ფასად. ასეთი უფლების მიღების სანაცვლოდ ოფციონის მყიდველი გამყიდველს უხდის განსაზღვრულ თანხას, რომელსაც პრემია ეწოდება; 2. საერთაშორისო სამართალში იგივეა, რაც „ოპტაცია”; 3. საავტორო სამართალში: ხელშეკრულების წინასწარი პირობა ერთი ქვეყნის მოქალაქე ავტორის ნაწარმოების გამოშვება მეორე სახელმწიფოში; 4. ვალდებულების შესრულების საშუალების, ფორმის, მოცულობის ამორჩევის უფლება, რომელიც ხელშეკრულების (კონტრაქტის) პირობებით ენიჭება ერთ-ერთ მონაწილე მხარეს ან ხელშეკრულებით (კონტრაქტით) გაპირობებულ გარემოებათა გამო ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმის უფლება (საქართველოს კანონი „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ”, მუხლი 1);

ოფციონი გაყიდვის (seller's option) - ოფციონი, რომელიც იძლევა ფიუჩერსული ხელშეკრულების ან სხვა ფასეულობის (გარდა საქონლის) გაყიდვის უფლებას (მაგრამ არ ავალდებულებს) წინასწარ დადგენილ ფასად.

ოფციონი ორმაგი (double option cotract) (სტელაჟი) - ოფციონი, რომელიც ოფციონის მყიდველს უფლებას აძლევს იყიდოს ან გაყიდოს საბაზრო ფასად ხელშეკრულება (მაგრამ ერთდროულად ყიდვა-გაყიდვა არ შეიძლება). გამოიყენება მხოლოდ ევროპულ ბირჟაზე არამდგრადი საგანგებო საბაზრო კონიუნქტურის დროს, როცა ძნელია გამოიცნო ფასების მოძრაობის მიმართულება.

ოფციონი ყიდვის (buyer's option) - ოფციონი, რომელიც იძლევა ფიუჩერსული ხელშეკრულების (საქონლის ან სხვა ფასეულობის) ყიდვის უფლებას (მაგრამ არ ავალდებულებს) წინასწარ დადგენილ ფასად.

ოქმი (protocol, record, report, transaction, hearings, minutes) - 1. დოკუმენტი, რომელიც აღწერს კრების, სხდომის, დაკითხვის და ა.შ. მსვლელობას; 2. დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს რაიმე ფაქტს, შემთხვევას; 3. სახელმწიფოთა შორის რაიმე სპეციალურ საკითხზე წერილობითი შეთანხმება.

ოშო (რაჯნიშის კულტი) - „ერთადერთ რელიგიად” წოდებული სექტის დამაარსებელია რაჯნიშ ჩანდრა მოჰანი. მოძღვრება - ტანტრიზმისა და რაჯნიშის „აღმოჩენების” ნაზავი. ტანტრიზმს ინდუიზმში განსაკუთრებული მდგომარეობა უკავია. გარკვეულწილად ეწინააღმდეგება იოგას, რომელიც მოითხოვს დისციპლინას, თავშეკავებას, მონდომებას. ტანტრიზმში, პირიქით, ყველაფერი ნებადართულია. რაჯნიში მიმდევრებს მოუწოდებს, გათავისუფლდნენ საკუთარი „მესაგან”, სინდისისაგან, იცხოვრონ ისე, რომ არაფერზე იფიქრონ, თავი არ დაიმძიმონ წარსულზე, მომავალზე, ოჯახურ პრობლემებსა და არსობის პურის მოპოვებაზე ფიქრით.

ოხლოკრატია (ochlocracy) [<ბერძ. ochlokratia <ochlos სიმრავლე, მასა, ბრბო + kratos ძალაუფლება] - ბრბოს ძალაუფლება.

ოჯახი (family) - 1. ერთად მცხოვრებ უახლოეს ნათესავთა ჯგუფი; 2. ერთად მცხოვრები მეუღლეები, მშობლები და შვილები, რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 29.22).

ოჯახის წევრი (member of family) - მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე, მასთან მუდმივად მცხოვრები პირი (საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ”, მუხლი 4.ა).

16

▲ზევით დაბრუნება


პავილიონი (pavilion) [ფრანგ. pavillion] - 1. მსუბუქი შენობა სავაჭროდ ან სხვა რამ მიზნებისთვის; 2. რაიმე გამოფენაზე აგებული დროებითი ან მუდმივი შენობა, რომელშიც ექსპონატებია გამოფენილი; 3. სპეციალურად მოწყობილი სადგომი კინო- ან ფოტოგადაღებისთვის.

პათეტიკური (pathetic) [ფრანგ. pathetique <ბერძ. pathetikos <pathos ვნება] - აღელვებული, პათოსით აღსავსე, მგზნებარე.

პათოლოგიური (pathologic(al)) - 1. პათოლოგიასთან დაკავშირებული. პათოლოგიური ანატომია - მეცნიერება, რომელიც სწავლობს ავადმყოფობის პროცესებს ადამიანისა და ცხოველის ორგანიზმში; 2. გადატ. ავადმყოფური გადახრა ნორმისგან; არანორმალურობა, სიმახინჯე.

პათოსი (pathos) [<ბერძ. pathos ვნება] - 1. აღფრთოვანება, სულიერი აღმაფრენა, მგზნებარება, ენთუზიაზმი; 2. რაიმეს ძირითადი აზრი, იდეა.

პაი (pay, share) [<თურქ. pau ხვედრი, წილი] - 1. რაიმე საერთო საქმეში (მაგ. კომერციულ ორგანიზაციაში) თითოეული წევრის მიერ შეტანილი წილი; 2. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების - საკრედიტო კავშირის საწესდებო კაპიტალში საკრედიტო კავშირის წევრის ფულადი შესატანი, რომელიც მის წევრს ანიჭებს ამ კანონითა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ უფლებებს საკრედიტო კავშირის მიმართ (“არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების - საკრედიტო კავშირების შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 1).

პაკეტი (package) [გერმ. paket <ფრანგ. paquet] - 1. კონვერტი, ოფიციალური შინაარსის მქონე წერილით; 2. კომპლექტი, ნაკრები.

პალატა (chamber, house) [<ლათ. palatium სასახლე] - ცალკეული სახელმწიფო დაწესებულება. მაგალითად: სავაჭრო, კონტროლის, სააპელაციო, წიგნის და ა.შ. პალატა; 2. ზოგ ქვეყანაში წარმომადგენლობითი ორგანოს ან სასამართლო ორგანოს სახელწოდება. მაგალითად: ქვედა, ზედა, თემთა, ლორდთა და ა.შ. პალატა.

პალატა თემთა (House of Commons) - ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქების წარმომადგენელი 659 წევრისგან შემდგარი დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ქვედა, არჩევითი პალატა. ისტორიულად შეერთებული სამეფოს პარლამენტის საფუძველს შეადგენდა სასულიერო და საერო დიდკაცობა. 1295 წელს ედუარდ I-მა ფორმალურად გაზარდა წოდებების სპექტრი, დაამატა წარმომადგენელთა საერთო რაოდენობას თითოეული საგრაფოდან ორი რაინდი, ხოლო დიდი ქალაქებიდან და თვითმმართველი საშუალო ქალაქებიდან ორი მოქალაქე. მე-14 საუკუნის 30-იან წლებში რაინდები და მოქალაქები უკვე იხსენიებიან, როგორც მესამე წოდებად, ხოლო მათი წარმომადგენლობა კი თემთა პალატის სახელწოდებით. თემთა პალატის, როგორც რეალური ხელისუფლების მატარებლის ფუნქცია, განმტკიცდა მხოლოდ 1688 წელს, როდესაც გადაყენებული იაკობ მეორის ნაცვლად ტახტზე ასულმა ვილჰელმ ორანელმა დაამტკიცა ფუძემდებლური კონსტიტუციური შეთანხმება, რომლის მიხედვით მონარქს არ ჰქონდა მთავრობის კონტროლისა და პარლამენტის (განსაკუთრებით თემთა პალატის) თანხმობის გარეშე გადასახადების გაზრდის უფლება. ამასთანავე, მეფე ინარჩუნებდა მთავრობის ფორმირების, დანიშვნისა და გადაყენების უფლებას. 1689 წლის უფლებათა ბილით წარმომადგენელთა პალატას დაეკისრა გადასახადების შეცვლისა და მონარქიის ფინანსური სახსრებით უზრუნველყოფის ოდენობის დადგენის განსაკუთრებული უფლება. 1694 წლის კანონის მიხედვით ქვეყანაში შემოღებულ იქნა განსაზღვრული პერიოდის შუალედით თემთა პალატის სავალდებულო არჩევნები, რამაც ბოლო მოუღო მონარქისადმი ლოიალურად განწყობილი პარლამენტის უფლებამოსილების მონარქის მიერ უვადოდ გახანგრძლივების პრეროგატივას. 1832, 1867, 1884 წწ. საპარლამენტო რეფორმის შედეგად საგრძნობლად იქნა გაფართოებული ამომრჩეველთა წრე, აღნიშნულმა გადამწყვეტი გავლენა მოახდინა თემთა პალატის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოდ საბოლოოდ ჩამოყალიბებაზე. მეფის ნებასურვილის მიხედვით უკანასკნელად მთავრობის გადაყენების ფაქტს ადგილი ჰქონდა 1834 წელს.

პალატა კონტროლის (control chamber) - ორგანო, რომელიც ზედამხედველობს სახელმწიფო სახსრებისა და სახელმწიფოს სხვა მატერიალურ ფასეულობათა გამოყენებასა და ხარჯვას. იგი უფლებამოსილია, აგრეთვე, შეამოწმოს საფინანსო- სამეურნეო კონტროლის სხვა სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობა, წარუდგინოს პარლამენტს საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფის წინადადებები. კონტროლის პალატა დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. იგი ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე. კონტროლის პალატის თავმჯდომარეს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით 5 წლის ვადით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ნიშნავს პარლამენტი. საქართველოს კონტროლის პალატის ნორმატიული აქტია საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 97).

პალატა ლორდთა (House of Lords) - დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ზედა პალატა. შედგება მემკვიდრეობითი (შემოღებულ იქნა 1858 წლის კანონის შესაბამისად) პერებისაგან, უმაღლესი მოსამართლეების, ანგლიკანური ეკლესიის ეპისკოპოსებისა და მის მიერ დანიშნული სხვა წევრებისაგან, რომლის პოლიტიკური ავტორიტეტი დამყარებულია სახელმწიფო მოწყობაში მის ისტორიულ როლზე. აღსანიშნავია, რომ თემთა პალატისგან განსხვავებით ზედა პალატა არ არის აღჭურვილი წარმომადგენლობითი მანდატით. თუმცაღა, ლორდთა პალატას აქვს გარკვეულ საკითხებზე კანონპროექტების ინიცირების უფლებამოსილება, პალატა ძირითადად ახორციელებს მაკონტროლებელ უფლებამოსილებას.

პალატა სააპელაციო (chamber/house of Appeal) - 1. ორგანო, რომელიც განიხილავს სამრეწველო საკუთრების ობიექტებზე უფლების მოპოვებასთან წარმოქმნილ დავას. იგი არის ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებების სამართლებრივად უზრუნველმყოფი საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან (საქპატენტთან) არსებული ორგანო (საქართველოს კანონი „სასაქონლო ნიშნების შესახებ”, მუხლი 2); 2. საქართველოში საოლქო სასამართლოში მოქმედი პალატა, რომელიც სააპელაციო წესით განიხილავს საჩივრებს რაიონული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე.

პალატა წარმომადგენელთა (House of Representatives) - ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ქვედა პალატა. შედგება 435 თანაბრად დასახლებული ოლქებიდან არჩეული წევრებისა და კოლუმბიის ოლქიდან, პუერტო-რიკოდან და გუამიდან სათათბირო ხმის მქონე დელეგატებისგან (ასაკობრივი ცენზი შეადგენს 25 წელს). უფლებამოსილების ვადაა 2 წელი. ყოველ 10 წელიწადში ერთხელ ჩატარებული მოსახლეობის აღწერის შედეგების მიხედვით ხდება შტატებს შორის ადგილების გადანაწილება, რომლითაც განისაზღვრება პალატაში თითოეული შტატის წარმომადგენელთა რაოდენობა.

პამფლეტი (lampoon, pamphlet) [გერმ. pamphlet <ძვ. ფრანგ. pamphilet <ლათ. pamphilus - მე-12 საუკუნეში კომედიის დასახელება, წარმოიშვა ბერძნული სახელიდან Pamphilos] - საჭირბოროტო საკითხზე, ვინმეს (რაიმეს) საწინააღმდეგოდ მიმართული, პოლიტიკური ხასიათის მწვავე სატირიკული სტატია, ბროშურა.

პან ..., [<ბერძ. pan ყველაფერი] - ყოვლისმომცველის, მთლიანის მნიშვნელობის მქონე უცხო და ქართულენოვანი სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი.

პანაშვიდი (funeral service, requiem, dirge) [ბერძ. pannychida <pannychis ღამის თევა] - საეკლესიო ლოცვა მიცვალებულთათვის, სრულდება გარდაცვალების მე-3, მე-9 და მე-40 დღეს; აგრეთვე, დაბადების დღეს, გარდაცვალების წლისთავზე, ანგელოზის დღეს. პანაშვიდი არის დიდი და მცირე. დიდი პანაშვიდი შედგება 90-ე ფსალმუნისგან და ძლისპირებისაგან.

პანაცეა (panacea) [ლათ. panacea <ბერძ. Panakeia ყოვლისმკურნალი ძველბერძნული ქალღმერთის სახელი] - ცხოვრების ნებისმიერ შემთხვევაში დამხმარე უნივერსალური საშუალება.

პანეგირიკი (panegyric, eulogy) [<ბერძ. logos panegyrikos სადღესასწაულო სიტყვა] - აღტაცებული, ზღვარგადასული ქება-დიდება.

პანელი (board, desk, pad, panel) - 1. იგივეა რაც ტროტუარი; 2. მოწყობილობის, აგრეგატის, ხელსაწყოს ნაწილი, რომელზეც ხდება შემადგენელი ელემენტების, დეტალების მონტაჟი.

პანიკა (panic) [გერმ. panik, ფრანგ. panique <ლათ. panicus <ბერძ. Panikos <Pan ძველბერძნულ მითოლოგიაში თავზარდამცემი გარეგნობის მქონე ტყის ღმერთის სახელი] - უეცარი შიში, თავზარი, რომელიც შეიპყრობს ცალკე ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს. ასეთი შიშით გამოწვეული საერთო მღელვარება, არეულობა.

პანთეონი (pantheon) [<ბერძ. pan ყველა + theos ღმერთი] - 1. რომელიმე კულტის ღმერთების ერთობლიობა; 2. გამოჩენილი ადამიანების აკლდამა.

პანორამა (panorama) [<ბერძ. pan მთელი + horama სანახაობა, ხედი] - 1. სიმაღლიდან გადაშლილი ვრცელი მიდამოს ხედი; 2. რაიმეს საერთო ხედი, მიმოხილვა.

პანსიონი (boarding house, boarding school, (full) board and lodging) [ფრანგ. pension <ლათ. pensio შენატანი, გადასახდელი] - 1. სადმე (ვინმესთან) მცხოვრები პირის სრული უზრუნველყოფა ბინით, კვებით და ა.შ.; 2. ასეთი მომსახურებით უზრუნველყოფილი სასწავლებელი, სასტუმრო.

პაპარაცი (paparazzo) [იტალ. Paparazzi იტალიელი ფოტორეპორტიორის სახელიდან] - სკანდალური ფოტოების გადაღების მიზნით გამოჩენილი ადამიანების პირად ცხოვრებაში დაუპატიჟებლად შეჭრის მოსურნე აბეზარი ჟურნალისტ-ფოტოგრაფი.

პაპი (Pope) [ლათ. papa <ბერძ. Pappas ბაბა, ბაბუა] - რომის კათოლიკური ეკლესიის, ალექსანდრიის ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურის ტიტული.

პარა ..., [<ბერძ. para იქვე, თან, მახლობლად, გვერდით] - გვერდით, ახლოს ან რაიმესგან გადახრის მნიშვნელობის მქონე რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი.

პარაბოლა (parabola) [ბერძ. parabole] - ქარაგმული, გადაკრული დარიგება, იგავი.

პარაგრაფი (paragraph, section) [გერმ. paragraph <ბერძ. paragraphos] - რაიმე ტექსტის რომელიმე თავის მცირე ნაწილი, რომელსაც თავში ნიშანი § უზის, თვით ეს ნიშანი.

პარადიგმა (paradigm) [გერმ. paradigma, ფრანგ. paradigme <ბერძ. paradeigm ნიმუში, მაგალითი] - კულტურის, ცივილიზაციის, მეცნიერების განვითარების გარკვეული ეტაპისთვის დამახასიათებელი ძირითადი, კონცეპტუალური შეხედულებების სისტემა.

პარადოქსი (paradox) [ფრანგ. paradoxe, გერმ. paradox <ბერძ. paradoxos მოულოდნელი, უცნაური] - საყოველთაოდ აღიარებული შეხედულების, საღი აზრის მკვეთრად საწინააღმდეგო (სინამდვილეში ან ერთი შეხედვით) მსჯელობა, მოსაზრება.

პარალელიზმი (parallelism) [ფრანგ. parallelisme <ბერძ. parallelos გვერდით მოსიარულე] - 1. მოქმედებების, მოვლენების თანხლება; 2. ორი პირის, დაწესებულების, ორგანიზაციის მიერ ერთსა და იმავე დროს ერთგვარი სამუშაოს შესრულება ერთმანეთთან შეუთანხმებლად.

პარალიზება (paralyze) [ფრანგ. paralyser <ბერძ. paralisys დაუძლურება, მოდუნება] - მოქმედების, ფუნქციონირების შესაძლებლობის მოსპობა.

პარამეტრი (parameter) [გერმ. parameter, ფრანგ. parametre <ბერძ. parametreo ვზომავ, ვუფარდებ] - რაიმე სისტემის, ამოცანის, ქცევის, მოვლენისთვის დამახასიათებელი სიდიდე.

პარანოია (paranoia) [<ბერძ. Paranoia სიგიჟე] - აკვიატებული უაზრო იდეების განუწყვეტლივ მტკიცება (ავადმყოფური მდგომარეობა), რომელიც განაპირობებს შესაბამის მოქმედებებს.

პარაფრაზი (paraphrase) [<ბერძ. paraphrasis აღწერა] - რაიმეს საკუთარი სიტყვებით გადმოცემა, თხრობა ტექსტთან ახლოს.

პარაფირება (initial) [ფრანგ. Parapher <paraphe <ლათ. paragraphus <ბერძ. paragraphos] - საერთაშორისო ხელშეკრულების ოფიციალურად ხელმოწერამდე, მისი ტექსტის ავთენტიკურობის დადასტურება, ხელშეკრულების მხარე სახელმწიფოების წარმომადგენელთა ინიციალებით, რომელიც მოწმობს, რომ მოცემული ტექსტი წარმოადგენს ხელშეკრულების საბოლოო შეთანხმებულ ვარიანტს.

პარიტეტი (parity) [გერმ. Paritat <ფრანგ. parite <ლათ. paritas (paritatis) თანასწორობა] - 1. თანასწორობა, თანაბარუფლებიანობა; 2. სხვადასხვა ქვეყნის ფულად ერთეულებს შორის თანაფარდობა, რომელსაც ადგენენ მოცემულ სავალუტო ერთეულში ოქროს შემცველობით ან მისი მსყიდველობითი უნარით.

პარიტეტი სავალუტო (par for exchange) - ვალუტებს შორის თანაფარდობა, რომელიც დადგენილია საკანონმდებლო გზით სამთავრობათშორისო დონეზე.

პარიტეტი ოქროს (mint par of exchange) - 1. ოქროს წმინდა შემცველობა (წონა) ქვეყნის ფულად ერთეულში, რომელიც დადგენილია სახელმწიფოს მიერ და დაფიქსირებულია კანონით; 2. ორი ფულადი ერთეულის თანაფარდობა ოქროს წონის მიხედვით.

პარკი (park) [ინგლ. park] - 1. დიდი ბაღი, კორომი, რომელშიც არის ხეივნები, ყვავილნარები, სათამაშო მოედნები და სხვ.; 2. სარკინიგზო ან ტრამვაის ვაგონების, ავტომობილებისა და მისთ. სადგომი, სარემონტო ადგილი, სადაც მათ უვლიან, არემონტებენ; 3. სატრანსპორტო საშუალებათა ერთობლიობა, საერთო რაოდენობა; 4. მრეწველობის რომელიმე დარგის მექანიზმთა ერთობლიობა; 5. სამხ. მოძრავი საწყობი, რომლის დანიშნულებაა ომიანობის დროს მოამარაგოს არმია საბრძოლო მასალებით, სათადარიგო ნაწილებით და სხვ.

პარკინგი [ინგლ. parking <to park სადგომზე გაჩერება] - სპეციალურად აღჭურვილი ავტომობილების სადგომი ადგილი.

პარლამენტარი (parliamentarian) - პარლამენტის წევრი.

პარლამენტარიზმი (parliamentarism) [გერმ. parlamentarismus, ფრანგ. parlementarisme] - მმართველობის სისტემა, სადაც მკაფიოდ გამიჯნულია ხელისუფლების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ფუნქცია, უზრუნველყოფილია საკანონმდებლო ორგანოს ფორმალური უზენაესობა (მთავრობა ყალიბდება პარლამენტის მიერ და ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე).

პარლამენტი (parliament) [გერმ. parlament, ფრანგ. parlement <ფრანგ. parler ლაპარაკი] - 1. უმაღლესი წარმომადგენლობითი და საკანონმდებლო ორგანოს დასახელება გაერთიანებულ სამეფოში, საფრანგეთში, იტალიაში, კანადაში, ბელგიასა და სხვა ქვეყნებში. შეერთებულ შტატებსა და ლათინური ამერიკის უმეტეს ქვეყანაში ანალოგიური ორგანოს დასახელებაა კონგრესი, ისლანდიაში ალტინგი, ხოლო რუსეთის ფედერაციაში ფედერალური საკრებულო. სტრუქტურის მიხედვით განასხვავებენ ერთპალატიან და ორპალატიან პარლამენტს; 2. ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. პარლამენტი შედგება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით, პროპორციული სისტემით არჩეული 150 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 85 პარლამენტის წევრისაგან. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შესაბამისი პირობების შექმნისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ფორმირების შემდეგ საქართველოს პარლამენტის შემადგენლობაში იქნება ორი პალატა - რესპუბლიკის საბჭო და სენატი, რომელთა შემადგენლობას, უფლებამოსილებასა და არჩევის წესს განსაზღვრავს ორგანული კანონი (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 4, 48, 49); საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია მიიღოს შემდეგი ნორმატიული აქტები: საქართველოს კონსტიტუციური კანონი, საქართველოს ორგანული კანონი, საქართველოს კანონი, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, პარლამენტის დადგენილება (“ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 9).

პარნასი (parnassus) - ამა თუ იმ ქვეყნის პოეტთა ერთობლიობა (საბერძნეთის ერთ-ერთი მაღალი მთის Parnasos-ის სახელის მიხედვით, სადაც, ძველი ბერძნების წარმოდგენით, აპოლონი და მუზები ცხოვრობდნენ).

პაროდია (parody) [გერმ. parodie, ფრანგ. parodie <ბერძ. parodia უკუღმა სიმღერა] - 1. ვინმეს (რაიმეს) კომიკურად ან სატირულად მიბაძვა, რაც ხორციელდება ორიგინალისთვის დამახასიათებელი თავისებურებების გადამეტებული სახით წარმოდგენით; 2. რაიმე წარუმატებელი, დაცინვაში გადაზრდილი, მიბაძვის ობიექტის დამახინჯება.

პაროლი (password, parole) [ფრანგ. parole <parler ლაპარაკი] - საიდუმლო, პირობითი სიტყვა, რომელიც გამოიყენება კომპიუტერულ ან რაიმე კონფიდენციალურ მონაცემებთან დაშვებულ პირთა შეზღუდვის, კონსპირაციული ორგანიზაციის წევრების მიერ ერთმანეთის ამოცნობის მიზნით.

პარტიზანი (guer(r)illa, partisan) [ფრანგ. partisan <იტალ. partigiano მიმდევარი, მომხრე] - მოწინააღმდეგის მიერ დაპყრობილ ტერიტორიაზე შეიარაღებულ ბრძოლაში მონაწილე, მოხალისეთა რაზმის (რომელიც სარგებლობს ამ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის მხარდაჭერით) წევრი.

პარტიკულარიზმი (particularism) [ფრანგ. particularisme <ლათ. Particularis ნაწილობრივი, კერძო] - პოლიტიკური გათიშულობა, დაქუცმაცებულობა, აგრეთვე, მოძრაობა, მიმდინარეობა, რომელიც ისახავს ასეთ მიზანს ან სახელმწიფოდან ტერიტორიის გამოყოფას.

პარტია (party) [ფრანგ. parti, გერმ. partei <ლათ. pars (partis) ნაწილი, ჯგუფი] - 1. საზოგადოების გარკვეული კლასის (ჯგუფის) ინტერესების გამომხატველი და დამცველი პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც ხელმძღვანელობს მის პოლიტიკურ ბრძოლას სხვა კლასებთან (ჯგუფებთან); 2. საერთო საქმიანობით, ინტერესებით, იდეოლოგიით გაერთიანებულ ადამიანთა ჯგუფი, რომელიც როგორც წესი მიზნად ისახავს ხელისუფლებაში მოსვლას და საკუთარი სამოქმედო პროგრამის განხორციელებას; 3. საქონლის განსაზღვრული რაოდენობა; 4. საერთო მსოფლმხედველობრივ და ორგანიზაციულ საფუძველზე შექმნილი საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქეთა გაერთიანება, რომელიც რეგისტრირებულია კანონით დადგენილი წესით და საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში. პარტია წარმოადგენს არასამეწარმეო იურიდიულ პირს, რომელიც არჩევნების მეშვეობით მონაწილეობს მოქალაქეთა პოლიტიკური ნების ფორმირებასა და გამოხატვაში. საქართველოს მოქალაქე შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი პარტიის წევრი. დაუშვებელია პარტიის შექმნა რეგიონული ან ტერიტორიული ნიშნის მიხედვით („მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი).

პარტნიორი (partner, associate, companion) [ფრანგ. partenaire] - 1. ერთობლივი საქმიანობის თანამონაწილე; 2. რაიმე კავშირში, ბლოკში, შეთანხმებაში მონაწილე ქვეყანა; 3. სამეწარმეო საზოგადოების წევრი (მონაწილე), რომელსაც აქვს საზოგადოების წესდებით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები.

პარტნიორთა კრება (meeting of companions) - სამეწარმეო საზოგადოების უმაღლესი მმართველი ორგანო, რომელშიც გაერთიანებული არიან ამ საზოგადოების დამაარსებელი პირები.

პასივი (liability) [<ლათ. passivus ჩაგრული, ტანჯული, უმოქმედო] - 1. წარმოების ვალებისა და ვალდებულებათა ერთობლიობა (საპირისპიროა აქტივი); 2. რისიმე უარყოფითი მხარე.

პასიური (passive) [გერმ. passivieren, ლათ. passivus] - არაენერგიული, უხალისო, უგულისხმიერო, გარემო ცხოვრებისადმი გულცივი.

პასიური საარჩევნო უფლება (passive election right) - იხ. საარჩევნო უფლება პასიური.

პასკვილი (pasquinade) [გერმ. Pasquill <იტალ. pasquillo <Pasquino - ხუმრობებითა და ეპიგრამებით განთქმული რომაელი მეწაღის სახელი] - უხეში გამოთქმებით აღსავსე ცილისმწამებლური თხზულება.

პასპორტი (passport, pass, protection, registration certificate, certificate) [გერმ. passport, ფრანგ. passeport <იტალ. passaporto წერილობითი ნებართვა პორტის გავლით გასვლის შესახებ] - 1. ვისიმე პირადობის, მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი; 2. სარეგისტრაციო მოწმობა, რომელშიც შეტანილია ცნობები რაიმე წარმოების, მოწყობილობის, საყოფაცხოვრებო საგნის და მისთ. შესახებ.

პატენტი (patent) [ლათ. patens (patentis) ღია, ნათელი] - 1. სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული მოწმობა, რომელიც ადასტურებს გამომგონებლის განსაკუთრებულ უფლებას გამოგონებაზე; 2. მოწმობა, რომელიც იძლევა კერძო ვაჭრობის ან რეწვის უფლებას.

პატერნალიზმი (paternalism) [ფრანგ. paternalisme <ლათ. paternus მამობრივი] - 1. უფროსის მიერ უმცროსისადმი გაწეული მფარველობა, მზრუნველობა; 2. ზოგიერთი ქვეყანაში გავრცელებული შრომითი ურთიერთობები: კადრების დამაგრების, (მიგრაციის აღსაკვეთად), მწარმოებლურობის დონის ასამაღლებლად საწარმოში დამატებითი შეღავათებისა და განაცემების სისტემა, რომელიც ხორციელდება მეწარმის ხარჯზე; 3. საერთაშორისო ურთიერთობებში: ძლიერი, მსხვილი სახელმწიფოების მიერ სუსტი სახელმწიფოების მფარველობა.

პატრიარქალური (patriarchal) [გერმ. patriarchal <ბერძ. patriarches] - ძველ ზნე-ჩვეულებათა ერთგული, დრომოჭმული.

პატრიარქატი - იხ. მატრიარქატი.

პატრიარქი (patriarch) [<ბერძ. patriarches <pater (patros) მამა + arche ძალაუფლება] - 1. ადგილობრივი, ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, უმაღლესი სასულიერო პირი; 2. უხუცესი, ყველასგან პატივცემული ადამიანი, საქმიანობის გარკვეული სფეროს უხუცესი წარმომადგენელი.

პატრიოტიზმი (patriotism) [ფრანგ. patriotisme <ბერძ. patriotes თანამემამულე <patria სამშობლო, მამული] - სამშობლოს, საკუთარი ხალხის სიყვარული, ერთგულება.

პატრონაჟი (patronage) [<ლათ. Patronus დამცველი, მფარველი] - 1. ფეხმძიმეების, ზოგიერთი კატეგორიის ავადმყოფებისა და ბავშვების ორგანიზებული სამედიცინო მომსახურება შინ, ოჯახურ პირობებში; 2. ძველ რომში - მფარველობის ინსტიტუტი, როცა არასრულუფლებიანი ან ღარიბი მოქალაქეები დამოკიდებული იყვნენ მდიდარ, გავლენიან მოქალაქეებზე; 3. გადატ. მფარველობა.

პატრონი (patron) [გერმ. patron, ფრანგ. patron <ლათ. patronus დამცველი, მფარველი] - 1. მფარველი, მზრუნველი, დამცველი; 2. რისამე (მაგ. ფირმის, საწარმოს და სხვ.) მქონე, მესაკუთრე, მფლობელი; 3. რაიმე სულიერი, გონებრივი ან ფიზიკური თვისების მქონე.

პატრული (patrol) [გერმ. patrol, patrul <ფრანგ. patrouille შემოვლა] - წესრიგის დაცვის, გარკვეული რეჟიმის, უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით სამხედრო ნაწილიდან, მილიციიდან, საზოგადოებრივი დაცვიდან გამოყოფილი ადამიანების მცირერიცხოვანი ჯგუფის მიერ, აგრეთვე, სამხედრო ხომალდის მეშვეობით განსაზღვრულ რაიონში კონტროლის განხორციელება.

პაქტი (pact) [გერმ. pakt <ლათ. Pactum ხელშეკრულება] - ჩვეულებრივ მნიშვნელოვანი, პოლიტიკური ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულება.

პაციფიზმი (pacifism) [ფრანგ. Pacifisme <ლათ. pacificus დამამშვიდებელი <pax მშვიდობა, სიმშვიდე] - მიზნებისა და საშუალებების მიუხედავად ყველა სახის ომების დამგმობელი მსოფლმხედველობა, რომელიც დედამიწაზე მშვიდობის დამყარებას მოითხოვს.

პედაგოგი (pedagogue) [გერმ. Pagagoge <ბერძ. pais (paidos) ბავშვი, ბიჭი + ago მიმყავს, ვზრდი] - პირი, რომელიც დაკავებულია აღმზრდელობითი და სამასწავლებლო საქმიანობით.

პედანტიზმი (pedantry) [ფრანგ. pedantisme <იტალ. pedante <ლათ. pedagogus <ბერძ. pedagogos აღმზრდელი] - წვრილმანებში სიზუსტის დაცვა, რაიმე საქმიანობაში ზღვარგადასული ფორმალიზმი.

პენიტენციარული (penitentiary) [პენიტენციარი - გერმ. ponitenziar (ie) <ლათ. poenitentiarius გამასწორებელი, მოსანანიებელი] - სასჯელის (უპირატესად სისხლისსამართლებრივი) აღსრულების ღონისძიებებთან დაკავშირებული.

პენსია (pension) [ფრანგ. pension <ლათ. pensio გადასახდელი, გადახდა] - ფულადი უზრუნველყოფა წელთა დამსახურებისთვის, ინვალიდობის, შრომისუუნარობისთვის.

პენტაგონი (pentagon) [ბერძ. pentagonon] - ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს დასახელება, რომელიც განლაგებულია ხუთკუთხა შენობაში.

პერიფრაზირება (rephrase) - ვინმეს საუბრის, ლაპარაკის ოდნავ შეცვლილი სახით გადმოცემა.

პერი... [<ბერძ. peri გარშემო, მახლობლად, იქვე] - „გარშემო”, „მახლობლად” მნიშვნელობის მქონე რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი.

პერიოდი (period) [გერმ. periode, ფრანგ. periode <ბერძ. periodos შემოვლა, ციკლი, წრიული ბრუნვა] - 1. დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაში მიმდინარეობს რაიმე განმეორებადი პროცესის ყველა ფაზა, ან რაიმე ხდება (იწყება, გრძელდება, ან მთავრდება); 2. საზოგადოების განვითარების, საზოგადოებრივი მოძრაობის ეტაპი.

პერიოდული (periodical) [ფრანგ. periodique <ბერძ. periodos] - რაც გარკვეული დროის შემდეგ კანონზომიერად მეორდება;

პერიოდიკა - პერიოდული გამოცემების (ჟურნალ-გაზეთების) ერთობლიობა.

პერიპეტია (peripeteia, peripetia) [ფრანგ. peripetie <ბერძ. peripeteia მოულოდნელი მოვლენა, უცაბედი გარდაქმნა] - უცაბედად წარმოქმნილი დამამძიმებელი მოვლენა, ვინმეს ცხოვრებაში ან მოვლენათა მიმდევრობაში მოულოდნელი გარდაქმნა.

პერიფერია (periphery) [ფრანგ. peripherie <ბერძ. periphereia არემარე, მიდამო] - ცენტრისგან დაშორებული, განაპირა მხარე, ადგილი.

პერიფრაზი (periphrasis) [<ბერძ. periphrasis არაპირდაპირი საუბარი <peri გარშემო, მახლობლად, იქვე + phrasis გამოთქმა, გრამატ. კონსტრუქცია] - სიტყვის ან დასახელების შეცვლა აღწერილობითი სიტყვათშეთანხმებით.

პერმანენტული (permanent) [ფრანგ. permanent <ლათ. Permanens (permanentis)] - მუდმივი, უწყვეტი.

პერპეტუუმ-მობილე [<ლათ. Perpetuum mobile მუდმივად მოძრავი] - მუდმივი ძრავა, მოძრაობა.

პერსონა (person) [<ლათ. persona მასკა, როლი, პიროვნება, პირი] - 1. პირი, პიროვნება; 2. მნიშვნელოვანი, საყურადღებო პირი.

პერსონა გრატა [ლათ. persona grata მისაღები პიროვნება] - რომელიმე სახელმწიფოს მთავრობის მიერ დიპლომატიური წარმომადგენლის რანგში მისაღები პიროვნება.

პერსონა ნონ გრატა [ლათ. Persona non grata მიუღებელი პიროვნება] - დიპლომატიური წარმომადგენელი, რომელიც არ სარგებლობს იმ სახელმწიფოს მთავრობის ნდობით, სადაც იგი ინიშნება. აგრეთვე, ნდობადაკარგული, ქვეყნიდან გაწვევას დაქვემდებარებული დიპლომატიური წარმომადგენელი.

პერსონალი (personnel) [გერმ. Personal <ლათ. persona] - დაწესებულების, საწარმოს პირადი შემადგენლობა, რომელიც წარმოდგენილია პროფესიული ან სხვა ნიშნების მიხედვით გაერთიანებული პირთა ჯგუფით.

პერსონალია (ინგლ. personalia) [<ლათ. personalis პიროვნება] - საიუბილეო კრებულში, ენციკლოპედიაში, ანთოლოგიაში რომელიმე პირის ბიოგრაფიული მონაცემების ამსახველი სტატია, განყოფილება.

პერსონალიზმი [<ლათ. persona პიროვნება] - თანამედროვე ფილოსოფიის იდეალისტური მიმდინარეობა, რომელსაც ყოფიერების პირველსაწყისად პიროვნება მიაჩნია.

პერსონალური კომპიუტერი (personal computer) - იხ. კომპიუტერი პერსონალური.

პერსონალური მონაცემები (personal data) - საჯარო ინფორმაცია, რომელიც პირის იდენტიფიკაციის შესაძლებლობას იძლევა („საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი”, მუხლი 27).

პერსპექტივა (perspective) [გერმ. perspektive, ფრანგ. perspective <შდრ. ლათ. perspective ars პერსპექტიული გამოსახულების ხელოვნება <ლათ. perspicere მზერით შეღწევა, გამჭოლად მზერა] - 1. თვალით მოცული შორეული სივრცე, ხედი; 2. მომავალი, მოსალოდნელი იმედები.

პერტურბაცია (perturbation) [<ლათ. perturbatio მოშლა, არევა, ჩაფუშვა] - საქმეთა ჩვეულებრივი მიმდინარეობის მომშლელი, უწესრიგობის შემომტანი, გამართულებელი, უცაბედი ცვლილებები.

პერცეფცია (perception) [გერმ. perzeption <ლათ. perceptio გაგება, აღქმა, შეგნება, ჩაწვდომა] - რაიმეს არაცნობიერად შეცნობა, ობიექტური რეალობის უშუალოდ აღქმა გრძნობის ორგანოების მიერ.

პესიმიზმი (pessimism) [ფრანგ. pessimisme <ლათ. pessimus უარესი, ყველაზე ცუდი] - ყველაფერში ცუდი, უარყოფითი მხარეების დანახვა, სევდიანობა, გულგატეხილობა, მომავლის რწმენის უქონლობა.

პეტიცია (petition) [გერმ. petition <ლათ. petitio მოთხოვნა, პრეტენზიის წარდგენა] - სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისადმი მიმართვა კოლექტიური წერილობითი მოთხოვნით.

პიარი [<ინგლ. ინგლისური სიტყვათშეთანხმების პირველი ასოებიდან public relations საზოგადოებასთან ურთიერთობა] - სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელთა საზოგადოებასთან საინფორმაციო კავშირის სისტემა, რომელიც ხორციელდება ამა თუ იმ სამთავრობო სტრუქტურის პრესმდივნის ან სპეციალისტების მიერ.

პიკი (peak) [ფრანგ. pic] - 1. მთის წაწვეტებული მწვერვალი; 2. რისამე პროცესში, რაიმე საქმიანობაში განვითარების უმაღლესი წერტილი, ან მოკლევადიანი მკვეთრი აღმავლობა; 3. დროის მცირე მონაკვეთის აღსანიშნავად, როდესაც დროის სხვა პერიოდისგან განსხვავებით, რაიმე მექანიზმის, სისტემის, ინფრასტრუქტურის დატვირთვის, გამტარუნარიანობის, ან რისამე მოხმარების დონის მაჩვენებელი აღწევს უდიდეს სიდიდეს.

პიკანტური (piquant) [ფრანგ. Piquant მჩხვლეტი, მძაფრი, აღმგზნები] - 1. მძაფრი, სანელებლიანი; 2. მძაფრი ინტერესის, ცნობისმოყვარეობის აღმძვრელი.

პიკეტი (picket, strike picket) [ფრანგ. piquet მარგილი, პალო, მცირერიცხოვანი რაზმი, პოსტი] - 1. მცირერიცხოვანი სადარაჯო რაზმი; 2. ხელისუფლების რაიმე მოქმედების მიმართებით პროტესტის გამოსახატავად სახელმწიფო დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე ან შესასვლელში ადამიანთა მცირერიცხოვანი ჯგუფის აქცია, ან გაფიცვის რაიონში გაფიცულთა პატრულირება.

პიკნიკი (picnic) [ინგლ. picnic] - ქალაქგარეთ ჯგუფურად გასეირნება.

პილიგრიმი [ძვ. გერმ. piligrim <იტალ. pellegrino <რუს. пилигрим] - 1. მოძვ. წმინდა ადგილას სალოცავად მიმავალი მორწმუნე; მოხეტიალე მლოცველი; 2. გადატ. უცხო მგზავრი, მწირი, ყარიბი.

პიონერი (pioneer) [ფრანგ. pionnier] - 1. ადამიანი, რომელმაც პირველმა შეაღწია ქვეყანაში და დასახლდა იქ; 2. პირი, რომელმაც მეცნიერებაში, ხელოვნებაში, ტექნიკაში და სხვ. გაკაფა ახალი გზები; რისამე წამომწყები, ნოვატორი; 3. სსრკ-ში ბავშვთა კომუნისტური ორგანიზაციის წევრი.

პიჟონი (fop) [ფრანგ. pigeon მტრედი] - საუბ. ახალგაზრდა, რომელიც გადამეტებულ ყურადღებას აქცევს თავის გარეგნობას, ჩაცმა-დახურვას.

პირადი გასინჯვა (to subject to (an) personal examination) - როგორც საბაჟო კონტროლის განსაკუთრებული ფორმა, დაიშვება საბაჟო ორგანოს უფროსის ან მისი შემცვლელი თანამდებობის პირის გადაწყვეტილებით, თუ არის საკმაო საფუძველი იმის სავარაუდოდ, რომ საბაჟო საზღვრის გავლით მიმავალი ან საბაჟო კონტროლის ზონაში, ანდა საერთაშორისო მიმოსვლისათვის ღია აეროპორტის სატრანზიტო ზონაში მყოფი ფიზიკური პირი მალავს და არ აჩენს საქონელს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის ან საერთაშორისო ხელშეკრულებისა თუ შეთანხმების დარღვევის ობიექტია და რომელთა შესრულებაზე კონტროლი საბაჟო ორგანოებს ევალებათ. პირადი გასინჯვის დაწყების წინ საბაჟო ორგანოს თანამდებობის პირი ვალდებულია ფიზიკურ პირს აცნობოს საბაჟო ორგანოს უფროსის ან მისი შემცვლელი პირის გადაწყვეტილება პირადი გასინჯვის თაობაზე, გააცნოს ფიზიკურ პირს მისი უფლებამოვალეობანი ასეთი გასინჯვის დროს და შესთავაზოს მას ნებაყოფლობით გამოაჩინოს დამალული საქონელი. ფიზიკური პირის მიერ ნებაყოფლობით პირად გასინჯვაზე უარის თქმის შემთხვევაში პირადი გასინჯვა სხეულის გასინჯვის ჩათვლით ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით (საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 133).

პირადი საიდუმლოება (private secret) - პერსონალური მონაცემების პირად საიდუმლოებად მიჩნევის საკითხს, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, წყვეტს პირი, რომლის შესახებაც არსებობს ეს ინფორმაცია (საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი”, მუხლი 271).

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა (inalienability of private life) - ადამიანის ერთ ერთი მნიშვნელოვანი კონსტიტუციური უფლება. საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე, ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია. აღნიშნული უფლებების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას. პირადი ცხოვრების შემლახავი ზოგი ქმედებები (პირადი ან ოჯახური საიდუმლოების ხელყოფა, კერძო საუბრის საიდუმლოების დარღვევა, ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა და ა.შ.) დანაშაულია და ისჯება სისხლის სამართლის წესით.

პირატი (pirate) [ბერძ. piraetes] - ზღვის ყაჩაღი, მეკობრე.

პირგასამტეხლო (fine, surcharge) - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის (საქართველოს “სამოქალაქო კოდექსი”, მუხლი 417).

პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა (direct central government) - დროებითი, საგანგებო ღონისძიება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (ა) საკრებულოს დათხოვნის, საქმიანობის შეჩერების, (ბ) მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ან (გ) საქართველოს კანონით დადგენილი წესით საკრებულოს აურჩევლობის შემთხვევაში, მოსახლეობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, უზრუნველყოფს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში სახელმწიფო ინტერესების დაცვასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტას. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღება ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში („პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 1).

პირდაპირი ფლობა (direct possession) - იხ. მფლობელობა; მფლობელი პირდაპირი.

პირველადი მოწყობის ხარჯები (establishment charges) - დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში სამუშაოდ მივლინებული მოსამსახურისა და მისი ოჯახის წევრების საყოფაცხოვრებო მოწყობისათვის ერთჯერადად გაცემული თანხა, რომლის მიზნობრიობასა და ოდენობას, ადგილსამყოფელ სახელმწიფოს თავისებურებათა გათვალისწინებითა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, ადგენს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.

პირი არასრულწლოვანი (minor/underage person) - თვრამეტი წლის ასაკს მიუღწეველი ქმედუუნარო ან შეზღუდულ ქმედუნარიანი ფიზიკური პირი (საქართველოს „სამოქალაქო კოდექსი”, მუხლი 12).

პირი იურიდიული (legal person) - იხ. იურიდიული პირი.

პირი ფიზიკური არარეზიდენტი (nonresident natural person) - პირი, რომელიც ფაქტობრივად იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე 182 დღეზე ნაკლებ ხანს ნებისმიერ 12-თვიან პერიოდში, რომელიც მთავრდება საგადასახადო (კალენდარულ) წელს.

პირი ფიზიკური რეზიდენტი (resident natural person) - 1. პირი, რომელიც ფაქტობრივად იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე 182 დღეზე მეტ ხანს ნებისმიერ 12-თვიან პერიოდში, რომელიც მთავრდება საგადასახადო წელს, ან იგი საგადასახადო წლის განმავლობაში იმყოფებოდა უცხოეთში საქართველოს სახელმწიფო სამსახურში. საქართველოს ტერიტორიაზე ფაქტობრივი ყოფნის დროს არ განეკუთვნება ის დრო, რომლის განმავლობაშიც ფიზიკური პირი იმყოფებოდა საქართველოში როგორც: პირი, რომელსაც ჰქონდა დიპლომატიური სტატუსი, ან როგორც ასეთი პირის ოჯახის წევრი; საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომელი, ან როგორც პირი, რომელიც იმყოფებოდა უცხო ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში, ან/და როგორც ასეთი პირის ოჯახის წევრი, საქართველოს მოქალაქეების გარდა; მხოლოდ უცხოეთის ერთი სახელმწიფოდან მეორე სახელმწიფოში გადაადგილებისას საქართველოს ტერიტორიის გავლით (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 25).

პირობითი გაშვება (to let go with condition) - საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების გაშვება, რომელიც დაკავშირებულია პირის ვალდებულებასთან, დაიცვას დადგენილი შეზღუდვები, მოთხოვნები ან პირობები.

პლაგიატი (plagiarism) [გერმ. plagiat, ფრანგ. plagiat <ლათ. plagiatus გატაცებული] - სხვისი ნაწარმოების მითვისება, საკუთარი სახელით სხვისი ნაწარმოების უკანონო გამოქვეყნება, ლიტერატურული ქურდობა.

პლაკატი (poster, placard) [გერმ. Plakat <ფრანგ. placard განცხადება, აფიშა <plaquer დაწებება, დაკვრა] - აგიტაციური, სარეკლამო ან სატირული შინაარსის ფერადი კედლის ნახატი.

პლატონიზმი - 1. ძველი ბერძენი ფილოსოფოსის პლატონისა (427-347წწ. ძვ. წელთაღრ.) და მისი მიმდევრების იდეალისტური ფილოსოფია; პლატონიზმის მიხედვით შემეცნების ნამდვილი, ჭეშმარიტი საგანია ზეგრძნობიერი იდეები, რომელთა ერთობლიობაც ყოფიერების საფუძველია; მატერიალური საგნები მხოლოდ მათში იდეების რეალიზების გამო არსებობენ; პლატონის მოძღვრება ობიექტური იდეალიზმის პირველი თანმიმდევრული გამოხატვაა; 2. წმინდა სულიერი სწრაფვა, გრძნობის არარსებობა (მაგ. სიყვარულის, რაიმეთი გატაცების დროს); 3. რაიმე პრაგმატული მიზნების არარსებობა, უმაღლესი იდეალებისადმი უმწიკვლო სამსახური.

პლატფორმა (platform) [ფრანგ. Plateforme <plate ბრტყელი + forme ფორმა] - 1. პარტიის, საზოგადოებრივი ორგანიზაციის, ჯგუფის პოლიტიკური პროგრამა; 2. რკინიგზის სადგურებზე ფიცარნაგი, ბაქანი; 3. ღია, სატვირთო დანიშნულების სარკინიგზო ვაგონი.

პლაცდარმი (bridgehead, beachhead, base) [ფრანგ. place d'armes ადგილი, მოედანი ჯარისთვის] - 1. გარკვეული ადგილის მონაკვეთი, სადაც მზადდება და იშლება სამხედრო ოპერაცია; 2. რაიმეს ამოსავალი, საწყისი წერტილი.

პლებისციტი (plebiscite) [<ლათ. plebiscitum ხალხის გადაწყვეტილება] - 1. ფორმალურ-იურიდიული თვალსაზრისით რეფერენდუმის პროცედურის მსგავსი, შესაბამისი ტერიტორიის მომავალთან დაკავშირებულ საკითხზე ხალხის გამოკითხვა; 2. კენჭისყრით საერთო-სახალხო გამოკითხვა განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებზე ამომრჩეველთა ან მისი ნაწილის აზრის გასაგებად (საქართველოს კანონი „რეფერენდუმის შესახებ”, მუხლი 8).

პლენარული (plenary) [<შდრ. ლათ. plenarius მთლიანი <plenum] - რაიმე, რაც ხდება მოცემული არჩევითი ორგანოს ყველა წევრის მონაწილეობით.

პლენუმი (plenum, plenary session) [<ლათ. plenum მთლიანი] - პლენარული სხდომა.

პლურალიზმი (pluralism) [ფრანგ. pluralisme <ლათ. pluralis მრავალგვარი] - პარტიების, პოლიტიკური საქმიანობის მიმართულებების, შეხედულებების, მოსაზრებების სიმრავლე, როგორც საზოგადოებრივი მოწყობის ერთ-ერთი პრინციპი, რომლის ძირითადი არსია მრავალგვარი პოზიციის თანაარსებობის, საზოგადოების აქტიური (და არა უმრავლესობის) ნაწილის ინტერესების პოლიტიკური დაცვის უზრუნველყოფა.

პლუტოკატია (aristocracy of money) [გერმ. plutokratie <ბერძ. plutos სიმდიდრე + kratos ხელისუფლება] - 1. პოლიტიკური წყობილება, რომლის დროსაც ძალაუფლებას ფლობს გაბატონებული კლასის ყველაზე მდიდარი ფენა; 2. სახელმწიფოს მმართველი, ქვეყანაში გაბატონებული ჯგუფი, რომელიც შედგება მოსახლეობის შეძლებული კლასების უმდიდრესი წარმომადგენლებისგან.

პოზა (pose) [ფრანგ. pose <poser დადება, დადგმა] - 1. სხეულის მდგომარეობა; 2. გადატ. არაგულწრფელი მოჩვენებითი ქცევა, თავის მოწონება.

პოზიტივიზმი (positivism, positive philosophy) [ლათ. positivus დადებითი] - ფილოსოფიისა და სოციოლოგიის მიმართულება; აგნოსტიციზმის ერთ-ერთი ნაირსახეობა, რომელიც ჭეშმარიტი ცოდნის წყაროდ აღიარებს სპეც. მეცნიერებებს, რომელთა როლი შემოიფარგლება ფაქტების აღწერითა და სისტემატიზებით. ლოგიკური პოზიტივიზმი - მიმართულება თანამედროვე ფილოსოფიაში - სუბიექტური იდეალიზმის ნაირსახეობა.

პოზიტიური (positive) [გერმ. positiv, ფრანგ. positif <ლათ. positivus დადებითი] - 1. ფაქტებზე, გამოცდილებაზე დაფუძნებული; 2. დადებითი.

პოზიცია (position) [გერმ. position, ფრ position <ლათ. positio (positionis) მდგომარეობა] - 1. ვისიმე (რისამე) მდებარეობა, განლაგება; 2. რაიმე საკითხის შესახებ მოსაზრება, თვალსაზრისი; 3. რაიმე მიზნით მიღებული სხეულის განსაზღვრული მდგომარეობა.

პოლარიზება (polarize) [<ბერძ. Polos ღერძი, პოლუსი] - გადატ. შეხედულებების, პოზიციების უკიდურესი დაშორება.

პოლარულობა, პოლარული (polarity) [ლათ. polaris] - 1. პოლუსთან, პოლუსის რაიონთან დაკავშირებული. მაგ., პოლარული ყინულები, პოლარული ექსპედიცია და სხვ.; 2. გადატ., სრულიად სხვაგვარი, საწინააღმდეგო, საპირისპირო.

პოლემიკა (polemics, controversy, dispute) [გერმ. polemik <ფრანგ. polemique <ბერძ. polemikos მებრძოლი, მტრული] - სამეცნიერო, ლიტერატურულ, პოლიტიკურ საკითხებზე მსჯელობისას კამათი.

პოლი [<ბერძ. poly ბევრი] - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი, რომელიც მიუთითებს რაიმე სიმრავლეს, სხვაგვარობას, სირთულეს.

პოლიგამია (poligamy) [ბერძ. poly ბევრი და gamos ქორწინება] - 1. ქორწინების ფორმა, როდესაც თითოეულს - ქალსაც და მამაკაცსაც შეუძლიათ ერთდროულად რამდენიმე მეუღლე ჰყავდეთ; 2. ერთი მამრის შეჯვარება ერთი სეზონის განმავლობაში რამდენიმე მდედრთან.

პოლიგონი (ground, polygon) [გერმ. polygon <ბერძ. poly ბევრი + gonia კუთხე] - სხვადასხვა სახის იარაღის გამოცდის, ასევე საბრძოლო წვრთნისთვის განკუთვნილი სპეციალურად აღჭურვილი ადგილი, მიდამო.

პოლისი (policy) [<ფრანგ. policy] - სიცოცხლის, ქონების და სხვათა დაზღვევის მოწმობა. იგი ადასტურებს საჭიროების შემთხვევაში პირისათვის გარკვეული სახეობის მომსახურების გაწევის აუცილებლობას საფასურის ნაწილის წინასწარ გადახდის საფუძველზე.

პოლისი სადაზღვევო (insurance policy, policy of insurance) - მზღვეველის მიერ გაცემული დაზღვევის ან გადაზღვევის ხელშეკრულება, რომელიც წარმოადგენს დაზღვევის დამადასტურებელ საბუთს და დამზღვევს უფლებას აძლევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მოითხოვოს სადაზღვევო ანაზღაურება ან სადაზღვევო თანხა (საქართველოს კანონი „დაზღვევის შესახებ”, მუხლი 2.ლ).

პოლიტიზაცია (politicize) - რაიმესათვის პოლიტიკური ხასიათის მინიჭება, პოლიტიკურ სფეროში რისამე ჩართვა.

პოლიტიკა (policy, politics) [გერმ. politik, ფრანგ. politique <ბერძ. Politike სახელმწიფოს მართვის ხელოვნება] - 1. სახელმწიფო მმართველობისა და მართვის ორგანოების საქმიანობა, რომელიც ასახავს ქვეყნის საზოგადოებრივ წყობას და ეკონომიკურ სტრუქტურას; 2. ამა თუ იმ სფეროში სახელმწიფოს ან ცალკეული სოციალური ჯგუფის მოქმედების განსაზღვრული მიმართულება; 3. სახელმწიფოებრივი, საზოგადოებრივი ცხოვრების მოვლენები, საკითხები; 4. გადატ. ადამიანებთან ურთიერთობის კუთხით რისამე მისაღწევად წარმართული მოქმედება.

პოლიტიკა ფისკალური (fiscal policy) - (საბიუჯეტო და საგადასახადო პოლიტიკა) საქმიანი აქტივობის რეგულირების, სრული დასაქმებისა და ეროვნული პროდუქტის არაინფლაციური წარმოების უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო ხარჯების და დაბეგვრის სფეროში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებანი.

პოლიტიკა ფულად-საკრედიტო და სავალუტო (credit-monetary policy) - 1. ფულის ბაზარზე ოპერაციების და ოფიციალური საპროცენტო განაკვეთის მანიპულირების, ბანკებისადმი სარეზერვო მოთხოვნების, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ემისიის, სავალუტო რეზერვებისა და ეროვნული ვალუტის კურსის მართვის მექანიზმების გამოყენებით ფულის მიმოქცევისა და საბანკო სისტემის ლიკვიდურობის კონტროლი. აგრეთვე, ეკონომიკის ზრდის ტემპებზე ზემოქმედების მიზნით დაკრედიტებისა და სესხის აღებაზე შეზღუდვების დაწესება; 2. ახალი საფინანსო წლის (ემთხვევა კალენდარულ წელს) დაწყებამდე სამი თვით ადრე საქართველოს ეროვნული ბანკი საქართველოს პარლამენტს წარუდგენს მომავალი წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტს. აღნიშნული დოკუმენტით განისაზღვრება ინფლაციის დონე, ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების მოცულობა, ეროვნული ბანკის მიერ მთავრობისათვის გასაცემი კრედიტების მაქსიმალური ოდენობა, ამ პარამეტრების უზრუნველმყოფელი ფულად-საკრედიტო რეგულირების მექანიზმები, საკურსო და სავალუტო რეჟიმი, სამართლებრივი ბაზისა და ფულად-საკრედიტო სისტემის სრულყოფის ღონისძიებები. ყოველწლიურად საფინანსო წლის დამთავრებიდან არა უგვიანეს სამი თვისა, ეროვნული ბანკი პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის განხორციელების შესახებ (“საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი, მუხლი 69).

პოლიტიკანი (politician) [რუს. политикан] - პირი, რომელიც პოლიტიკას პირადი სარგებლისთვის მისდევს; უპრინციპო პოლიტიკოსი.

პოლიტიკური ზეწოლა (political leverage/pressure) - არასათანადო ზემოქმედებისა და არასამართლებრივი ჩარევის განხორციელება, რომელიც მოტივირებულია პოლიტიკური მოსაზრებებით, ან პირის (ან პირთა ჯგუფის) მიერ პოლიტიკური მიზნების მიღწევის სურვილით.

პოლიტიკური პარტია - იხ. პარტია.

პოლიცია (police) [გერმ. polizei] - 1. სახელმწიფო უშიშროებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დამცველი ადმინისტრაციული ორგანო; 2. სამართალდამცავი გასამხედროებული სახელმწიფო ორგანო, რომელიც დეპარტამენტის სახით შედის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში და უზრუნველყოფს სახელმწიფოში არსებული კანონიერების რეჟიმის განუხრელ დაცვას („პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 1).

პოლკოვნიკი (colonel) [რუს. полковник] - 1. სხვადასხვა ქვეყნის არმიაში: ოფიცრის წოდება (ჩინი), ვიცე-პოლკოვნიკზე მეტი და გენერალზე ნაკლები; ამ წოდების (ჩინის) მქონე ოფიცერი; 2. იხ. სამხედრო წოდებები.

პოპ..., [ინგლ. pop <popular სახალხო, პოპულარული, საყოველთაოდ ხელმისაწვდომი] - მასობრივი, პოპულარული მნიშვნელობის მქონე რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი.

პოპულარიზაცია (popularization) [ფრანგ. popularisation <ლათ. popularis] - 1. რაიმე საკითხის საყოველთაოდ აღსაქმელ ფორმაში გადმოცემა; 2. რისამე ფართო მასებში გავრცელება;

პოპულარული (popular) [ფრანგ. populaire <ლათ. popularis სახალხო <populus ხალხი] - 1. ვინც (რაც) საყოველთაო პატივისცემით, მოწონებით სარგებლობს; 2. ფართოდ გავრცელებული, საყოველთაოდ ცნობილი.

პოპულაცია (population) [ფრანგ. population] - 1. ბიოლ. ერთი სახეობის იმ ინდივიდთა ერთობლიობა, რომლებიც მრავალი თაობის მანძილზე ერთსა და იმავე ტერიტორიაზე ცხოვრობენ, თავისუფლად ეჯვარებიან ერთმანეთს და სხვა ასეთივე ჯგუფებისგან მეტ-ნაკლებად იზოლირებულნი არიან; 2. დემოგრაფიაში: თანასაზოგადოებანი, რომელთა შიგნითაც ქორწინება ხდება უფრო ხშირად, ვიდრე სხვადასხვა პოპულაციის წარმომადგენელ ადამიანთა შორის.

პოპულიზმი (populism) [ფრანგ. populisme <ლათ. populus ხალხი] - პოლიტიკაში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში: საკუთარი მიზნების განსახორციელებლად ფართო მასებისადმი აპელირება და მათში რთული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების სწრაფად და ადვილად გადაჭრის შესაძლებლობის არსებობის თაობაზე რწმენის გაღვივება.

პორტატიული (portable, portative) [ფრანგ. portatif <porter ტარება, გადატანა] - მცირე ზომის, ხელით სატარებლად მოხერხებული.

პორტი (port) [ფრანგ. port <ლათ. portus ნავმისადგომი, ნავსაყუდელი] - გემის დგომისა და რემონტისთვის, დასატვირთ- გადმოსატვირთი სამუშაოებისთვის განკუთვნილი, დამცავი ნაგებობებით და სხვა აუცილებელი მოწყობილობებით აღჭურვილი ადგილი.

პორტო (იტალ. porto) - რიგ ქვეყნებში კლიენტის ანგარიშზე მიწერილი საფოსტო- სატელეგრაფო ხარჯები.

პორტო-ფრანკო (free port) [<იტალ. porto franco თავისუფალი პორტი] - ქალაქი, ზღვისპირა ოლქი, რომლის საზღვრებში ნებადართულია უცხოური საქონლის თავისუფალი, უბაჟო შემოტანა და გატანა.

პორტფელი (portfolio) [ფრანგ. portefeuille <porter ტარება + feuille ფურცელი] - 1. ზოგიერთ ქვეყანაში მინისტრის თანამდებობასთან მიმართებით; 2. გადატ. გამომცემლობის, რედაქციის მიერ დასაბეჭდად მიღებული ხელნაწერები.

პორტფელი ფასიანი ქაღალდების (portfolio) - ერთი ფიზიკური ან იურიდიული პირი საკუთრებაში არსებული ფასიანი ქაღალდები (თამასუქის ჩათვლით);

ასევე საინვესტიციო პორტფელი, რომელიც მოიცავს სხვადასხვა სახეობის აქტივებს (ფასიანი ქაღალდები, უძრავი ქონება, საქონელი, დეპოზიტების და ა.შ.).

პორცია (portion, ration, piece) [პოლ. porcja <ლათ. portio ნაწილი, წილი] - რისამე განსაზღვრული ულუფა, წილი.

პოსტ..., [< ლათ. post გვიან, შემდგომ, მერე] - „შემდგომ”, „მერე”-ს მნიშვნელობის მქონე რთული სიტყვების შემადგენელი ნაწილი.

პოსტერი [ინგლ. poster განცხადება, პლაკატი] - პლაკატი, რომელიც რეკლამას უკეთებს რომელიმე არტისტს, ჯგუფს.

პოსტი (post) [ფრანგ. poste <ლათ. positus დადგმული] - 1. რისამე დამცველი ან მეთვალყურე სამხედრო მოსამსახურეთა ჯგუფი, გუშაგი; 2. ადგილი, საიდანაც წარმოებს თვალთვალი ან სადაც იმყოფება დაცვა; 3. საპასუხისმგებლო თანამდებობა; 4. ადგილი, სადაც კონცენტრირებულია რისამე მართვა.

პოსტ-სკრიპტუმი (post-scriptum) [<ლათ. posts criptum შემდგომ დაწერილი <post-scribere შემდგომ დაწერა, წერის მოთავება] - წერილზე ხელმოწერის ქვემოთ მინაწერი.

პოსტმოდერნიზმი [ლათ. post შემდეგ] - მოდერნიზმის შემდგომი პერიოდი. იხ. მოდერნიზმი.

პოსტულატი (postulate) [გერმ. Postulat <ლათ. postulatum საჭირო] - დასაბუთების გარეშე მოცემული ფუძემდებლური მტკიცება.

პოსტფაქტუმ (post factum) [<ლათ. Post factumm მომხდარის შემდგომ] - მას შემდეგ, როცა უკვე გაკეთებულია, მომხდარია.

პოტენციალი (potential) [გერმ. potential, ფრანგ. potentiel <ლათ. potentia ძალა, სიმძლავრე] - საშუალებების, წყაროების, მარაგის ერთობლიობა, რომელთა მობილიზაცია და ამოქმედება შესაძლებელია მიზნის მისაღწევად. გარკვეული მიმართებით რისამე სიმძლავრე.

პოტენციური (potential) [გერმ. potential, ფრანგ. potentiel <ლათ. potens (potentis) უნარიანი, შემძლე] - შესაძლებელი.

პრაგმატიზმი [ინგლ. pragmatism <ბერძ. pragma საქმე, მოქმედება] - ნებისმიერ საქმიანობაში, ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიწრო პრაქტიკული ინტერესების, სარგებლის, გამორჩენის, სარფის მიმდევრობა.

პრაიმ-თაიმი [ინგლ. prime time <prime პირველი, ძირითადი, უმნიშვნელოვანესი + time დრო] - დროის მონაკვეთი, როცა სატელევიზიო გადაცემებს თვალყურს ადევნებს მაყურებელთა მაქსიმალური რაოდენობა.

პრაის-ლისტი [ინგლ. price-list <price ფასი + list სია, ჩამონათვალი] - რომელიმე ფირმის, სავაჭრო ან სხვა ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი საქონლისა და მომსახურების ფასების ჩამონათვალი.

პრაქტიკა (practice) [გერმ. Praktik <ლათ. practica <ბერძ. praktike პრაქტიკული მნიშვნელობა, უნარი] - 1. მატერიალურ სამყაროზე უშუალო ზეგავლენის მქონე ადამიანის საქმიანობა, რომლის შედეგად იცვლება გარემო, აგრეთვე რაიმეს ცხოვრებაში გამოყენებისკენ მიმართული საქმიანობა; 2. რაიმე სამუშაოს ჩვეულებრივი საშუალებები, ხერხები, შრომითი ჩვევა; 3. თეორიული გზით მიღებული ცოდნის გამოყენება, შემოწმება; 4. გამოცდილების, ჩვევების შესაძენად სპეციალობით მუშაობა, სწავლა; 5. ექიმის ან იურისტის სპეციალობით მუშაობა.

პრაქტიკანტი (probationer, person undergoing practical training) - პირი, რომელიც პრაქტიკას გადის.

პრაქტიკული (practical) [გერმ. Praktisch <ბერძ. practica <ბერძ. praktike] - 1. ცხოვრებისეულ საკითხებში გარკვევის უნარის მქონე, საქმიანი; 2. საქმისთვის ვარგისი, მოხერხებული, ეკონომიური.

პრეამბულა (preamble) [ფრანგ. preambule წინათქმა <ლათ. Praeambulus წინამავალი, წინამორბედი] - რაიმე მნიშვნელოვანი აქტის, საერთაშორისო შეთანხმების, ხელშეკრულების დეკლარაციის შესავალი ნაწილი, რომელშიც ჩამოყალიბებულია აქტის მიღების მიზეზები, მისი ძირითადი პრინციპები და მთავარი მიზნები.

პრევალირება (prevail) [გერმ. pravalieren <ლათ. praevalere ჭარბობა, გადაძლევა, უპირატესობა] - გადაწონა, გადაძლევა, უპირატესობა.

პრევენცია (prevention) [ფრანგ. prevention <ლათ. praeventio დასწრება, თავიდან აცდენა] - თავიდან არიდება, გამაფრთხილებელი მოქმედებები.

პრეზენტაბელური (presentable) [ფრანგ. presentable <presenter წარდგენა] - წარმოსადეგი, ახოვანი.

პრეზენტაცია (presentation) [<ლათ. praesentatio წარდგენა, გადაცემა] - 1. ტრასატისთვის გადასაცემი თამასუქის გასანაღდებლად წარდგენა; 2. რაიმე ახალშექმნილის საჯაროდ წარდგენა.

პრეზიდენტი (president) [გერმ. Prasident <ლათ. praesidere წინ ჯდომა, თავმჯდომარეობა] - 1. რესპუბლიკური სახელმწიფოს არჩეული მეთაური; 2. რაიმე მსხვილი სამეცნიერო ან საზოგადოებრივი ორგანიზაციის, აგრეთვე, ფირმის, სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი; 3. საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, რომელიც წარმართავს და ახორციელებს სახელმწიფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკას. იგი უზრუნველყოფს ქვეყნის ერთიანობას და მთლიანობას, სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობას კონსტიტუციის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს უმაღლესი წარმომადგენელია საგარეო ურთიერთობებში. იგი აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 5 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე დაბადებით საქართველოს მოქალაქე 35 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 15 წელს მაინც და არჩევნების დანიშვნის დღეს ცხოვრობს საქართველოში. საქართველოს პრეზიდენტი: დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, აწარმოებს მოლაპარაკებას უცხოეთის სახელმწიფოებთან; პარლამენტის თანხმობით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ელჩებსა და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებს; იღებს უცხოეთის სახელმწიფოთა და საერთაშორისო ორგანიზაციათა ელჩებისა და სხვა დაპლომატიური წარმომადგენლების აკრედიტაციას; საქართველოს სახელმწიფოს სახელით დებს კონსტიტუციურ შეთანხმებას საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან; ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, თანხმობას აძლევს პრემიერ-მინისტრს მთავრობის წევრის - მინისტრის დანიშვნაზე; უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან კონსტიტუციით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში გადააყენოს მთავრობა, თანამდებობიდან გაათავისუფლოს საქართველოს შინაგან საქმეთა, თავდაცვისა და სახელმწიფო უშიშროების მინისტრები; იღებს მთავრობის, მთავრობის წევრისა და კანონით განსაზღვრულ სხვა თანამდებობის პირთა გადადგომას, უფლებამოსილია მთავრობას, მთავრობის წევრს დააკისროს მოვალეობათა შესრულება მთავრობის ახალი შემადგენლობის ან მთავრობის ახალი წევრის დანიშვნამდე; თანხმობას აძლევს მთავრობას პარლამენტში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენაზე; პარლამენტს წარუდგენს, ნიშნავს და ათავისუფლებს თანამდებობის პირებს კონსტიტუციითა და კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით; საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში აცხადებს საომარ მდგომარეობას, სათანადო პირობების არსებობისას დებს ზავს და არა უგვიანეს 48 საათისა შეაქვს ეს გადაწყვეტილებები პარლამენტში დასამტკიცებლად; ომიანობის თუ მასობრივი არეულობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, სამხედრო გადატრიალებისა და შეიარაღებული ამბოხების, ეკოლოგიური კატასტროფების და ეპიდემიების დროს, ან სხვა შემთხვევებში, როცა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები მოკლებული არიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალურად განხორციელების შესაძლებლობას, აცხადებს საგანგებო მდგომარეობას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში და ეს გადაწყვეტილება არა უგვიანეს 48 საათისა შეაქვს პარლამენტში დასამტკიცებლად. საგანგებო მდგომარეობის დროს გამოსცემს კანონის ძალის მქონე დეკრეტებს, რომლებიც მოქმედებს საგანგებო მდგომარეობის დამთავრებამდე, ახორციელებს საგანგებო ღონისძიებებს. პარლამენტის თანხმობით უფლებამოსილია შეაჩეროს თვითმმართველობის ან ტერიტორიული ერთეულების სხვა წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობა, ან დაითხოვოს ისინი, თუ მათი მოქმედებით საფრთხე შეექმნა ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა განხორციელებას; კონსტიტუციისა და კანონის საფუძველზე გამოსცემს ბრძანებულებებს და განკარგულებებს; ხელს აწერს და აქვეყნებს კანონებს კონსტიტუციით განსაზღვრული წესით; წყვეტს მოქალაქეობის, თავშესაფრის მიცემის საკითხებს; ანიჭებს სახელმწიფო ჯილდოებს, უმაღლეს სამხედრო, სპეციალურ და საპატიო წოდებებს, უმაღლეს დიპლომატიურ რანგებს; შეიწყალებს მსჯავრდადებულთ. დაითხოვს პარლამენტს კონსტიტუციით დადგენილ შემთხვევებში და წესით; საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს მთავრობისა და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა აქტები, თუ ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, კანონებსა და პრეზიდენტის ნორმატიულ აქტებს. პრეზიდენტი არის საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი. იგი ნიშნავს ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრებს, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან გადააყენებს საქართველოს სამხედრო ძალების გენერალური შტაბის უფროსს, სხვა მხედართმთავრებს. პრეზიდენტი უფლებამოსილია მიმართოს ხალხს და პარლამენტს. წელიწადში ერთხელ იგი პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. პრეზიდენტი ახორციელებს კონსტიტუციითა და კანონით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს; პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის, სახელმწიფოს ღალატისა და სისხლის სამართლის სხვა დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პარლამენტს კონსტიტუციის 63-ე მუხლითა და ორგანული კანონით დადგენილი წესით შეუძლია თანამდებობიდან გადააყენოს პრეზიდენტი (საქართველოს კონსტიტუცია, თავი მეოთხე); საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია გამოსცეს შემდეგი ნორმატიული აქტები: ბრძანებულება და დეკრეტი. საქართველოს პრეზიდენტი, როგორც საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, გამოსცემს ბრძანებებს („ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 11).

პრეზიდიუმი (presidium) [გერმ. prasidium <ლათ. praesidere] - არჩევითი ორგანოს, სამეცნიერო ორგანიზაციის, კრების, თათბირის ხელმძღვანელობითი ორგანოს დასახელება.

პრეზუმფცია (presumption) [გერმ. prasumption <ლათ. praesumptio მოლოდინი, ვარაუდი] - საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე ჭეშმარიტებად მიჩნეული ვარაუდი.

პრეისკურანტი (price-current, listed price, price list) [გერმ. Preiskurant <ფრანგ. prix courant <prix ფასი courant მიმდინარე] - საქონლის და სხვადასხვა სახის მომსახურების ფასების ცნობარი.

პრელიმინარული (preliminary) [ფრანგ. preliminaire, გერმ. praliminar <ლათ. prae წინასწარი + limen (liminis) საწყისი] - წინასწარი.

პრემია (premium) [გერმ. pramie <ლათ. praemium ჯილდო] - 1. საქმიანობის რომელიმე სფეროში განსაკუთრებული მიღწევებისა და დამსახურებისთვის წახალისების ფორმა. პრემია შეიძლება იყოს ნატურალური და ფულადი, ინდივიდუალური და კოლექტიური; 2. სიდიდე, რომლითაც ერთი ფასი აღემატება მეორეს. ამიტომ „პრემიით” ნიშნავს „უფრო მაღალ ფასად”; 3. სიდიდე, თანხა, რომელსაც ოფციონის მყიდველი უხდის გამყიდველს; 4. თანხა, რომელსაც დამზღვეველი უხდის მზღვეველს.

პრემიერი (premier) [ფრანგ. premier პირველი] - იხ. პრემიერ-მინისტრი.

პრემიერ-მინისტრი (prime minister) [ფრანგ. premier-ministre პირველი მინისტრი] - 1. მინისტრთა კაბინეტის, მთავრობის ხელმძღვანელი; 2. საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე, რომელიც განსაზღვრავს მთავრობის საქმიანობის მიმართულებებს, ორგანიზაციას უწევს მთავრობის საქმიანობას, ახორციელებს კოორდინაციას და კონტროლს მთავრობის წევრების საქმიანობაზე, მოახსენებს საქართველოს პრეზიდენტს მთავრობის საქმიანობის შესახებ და პასუხისმგებელია მთავრობის საქმიანობისათვის საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის წინაშე; პარლამენტის მოთხოვნით წარუდგენს მას სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშს; თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს - ბრძანებას, აგრეთვე, ახორციელებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს მთავრობის შენობაში; პრეზიდენტის თანხმობით ნიშნავს მთავრობის სხვა წევრებს, უფლებამოსილია თანამდებობიდან გაათავისუფლოს მთავრობის წევრები. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სხვა თანამდებობის პირებს. პრემიერ-მინისტრის გადადგომა ან მისი უფლებამოსილების შეწყვეტა იწვევს მთავრობის სხვა წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტას. მთავრობის სხვა წევრის გადადგომის ან თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით ორი კვირის ვადაში ნიშნავს მთავრობის ახალ წევრს (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 79).

პრეროგატივა (prerogative) [ლათ. praerogativa <praerogare პირველი შეკითხვის უფლება] - სახელმწიფო ორგანოს, თანამდებობის პირის პრივილეგია, განსაკუთრებული უფლება.

პრესინგი (pressing) [ინგლ. pressing ზეწოლა] - 1. კალათბურთში, ხელბურთში, ჰოკეიში და ზოგ სხვა სპორტულ თამაშში: დაცვის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ფორმა - მოწინააღმდეგის მოქმედების შეზღუდვა წესის დაურღვევლად, ყველა თავდამსხმელის წინააღმდეგობით მთელ მოედანზე; 2. გადატ., პიროვნების ან ორგანიზაციის მიერ ვინმეზე ზეწოლა, სხვათა საქმიანობის შეზღუდვა.

პრესა (press) [გერმ. presse <ფრანგ. presse] - პერიოდული გამოცემა (ჟურნალ- გაზეთი).

პრესტიჟი (prestige) [ფრანგ. Prestige <ლათ. preastigium მოტყუება] - ვისამე (რისამე) ავტორიტეტი, საზოგადოებაში ნდობით, გავლენით სარგებლობა.

პრესატაშე (press attashe, press representative) [ფრანგ. presse-attache <presse პრესა + attache მიმაგრებული] - პირი, რომელიც ხელმძღვანელობს პრესასთან დაკავშირებულ საკითხებს.

პრესბიურო (press department) [ფრანგ. presse-bureau] - საელჩოში, წარმომადგენლობებში, აგრეთვე, ყრილობებზე, კონფერენციაზე, თათბირებზე საინფორმაციო განყოფილება, ბიურო.

პრესკონფერენცია [ინგლ. Press conference] - მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების მიზნით ოფიციალურად მოწვეული რადიო-ტელევიზიის, ჟურნალ-გაზეთების წარმომადგენელთა შეკრება.

პრესმდივანი (briefer, press secretary) - მაღალი თანამდებობის პირის ან დაწესებულების წარმომადგენელი, რომელიც პრესას აწვდის ინფორმაციას თანამდებობის პირის, დაწესებულების სამომავლო და მიმდინარე საქმიანობის შესახებ.

პრესრელიზი [ინგლ. news release <press პრესა + release გამოქვეყნებული მასალა] - სასწრაფოდ გამოსაქვეყნებელი მასალების შემცველი რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველობითი ორგანოს ან სამთავრობო დაწესებულების მიერ გამოშვებული მასმედიის წარმომადგენლებისთვის (უპირატესად, ბეჭდვითი) განკუთვნილი სპეციალური ბიულეტენი.

პრესცენტრი (press-centre) - სხდომის, კონფერენციის, თათბირის, სპორტული შეჯიბრების მიმდინარეობისას ან რომელიმე ორგანიზაციასთან, ხელისუფლების ორგანოსთან მუდმივად არსებული საინფორმაციო მომსახურების განყოფილება.

პრესვიტერი (presbyter) [<ბერძ. presbyteros მამასახლისი, უხუცესი] - 1. (მღვდელი, ხუცესი) ქრისტიანულ ეკლესიაში მეორე სამღვდელო ხარისხი, რომელიც აღასრულებს ყველა საიდუმლოს და საეკლესიო მსახურებას, გარდა იმისა, რასაც მხოლოდ მღვდელმთავარი ასრულებს, ე.ი. ხელდასხმისა (ქიროტონია) და მირონის კურთხევისა. მართლმადიდებელ ეკლესიაში მღვდელს მხოლოდ ერთხელ ქორწინების უფლება აქვს.

პრესვიტერიანები (Presbyterians) [<ბერძ. presbyteros მამასახლისი, თემის უფროსი] - მე-16 საუკუნეში ინგლისში აღმოცენებული პროტესტანტული აღმსარებლობის მიმდევრები, რომლებიც მხარს უჭერენ სახელმწიფოსგან დამოუკიდებელ “იაფ” ეკლესიას, უარყოფენ ეპისკოპოსის ინსტიტუტს, აღიარებენ მხოლოდ პრესვიტერს. გავრცელებულია შოტლანიაში (სახელმწიფო რელიგია), ინგლისში, აშშსა და სხვა ქვეყნებში.

პრეტენდენტი (pretender, challenger, claimant) [გერმ. pratendent <ფრანგ. pretendant <ლათ. praetendere გამართლების მიზნით მოყვანა] - 1. პირი, რომელიც პრეტენზიას აცხადებს რაიმეზე; რაიმე უფლების მაძიებელი; 2. საჯარო სამსახურში შემსვლელი ან რაიმე თანამდებობის დამკავებელი; 3. საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებმაც გაიარეს საკვალიფიკაციო შეფასების პროცედურა (“სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 3).

პრეტენზია (pretension, claim, bid) [პოლ. pretenzja <ფრანგ. pretention, გერმ. pratention <ლათ. praetendere] - 1. რისამე მფლობელობაზე ან მიღებაზე უფლების განცხადება; 2. საკუთარ თავზე მიწერილი ღირსებების აღიარებისკენ მიმართული პირის ქცევა; 3. კრედიტორის, შემკვეთის, მყიდველის, კლიენტის განცხადება მიღებულ საქონელში, გაწეულ მომსახურებასა და შესრულებულ სამუშაოში წუნის, ნაკლულოვანების აღმოჩენის შესახებ.

პრეფერენცია (preference) [ფრანგ. preference, გერმ. praferenz <ლათ. praeffere უპირატესობის მინიჭება] - 1. შეღავათიანი პირობების შეთავაზება, უპირატესობის მინიჭება; 2. საბაჟო შეღავათი, რომელიც დაწესებულია კანონით წინასწარ განსაზღვრული სახელმწიფოების მიერ წარმოებული პროდუქციის იმპორტზე.

პრეფერენციული რეჟიმი (preferential regime/conditions) - განსაკუთრებული შეღავათიანი ეკონომიკური რეჟიმი, რომელიც ერთი სახელმწიფოს მიერ წესდება მეორისათვის. მესამე ქვეყანაზე გავრცელების გარეშე.

პრეფერენციული შეღავათი (preferential) - დასაშვები სხვაობა უცხო ქვეყნის პრეტენდენტისა და სამამულო პრეტენდენტის სატენდერო წინადადებების ღირებულებებს შორის, რომლის არსებობის შემთხვევაში, ფასთა კრიტერიუმით შეფასებისას, უპირატესობა ენიჭება სამამულო პრეტენდენტს („სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 2).

პრეფექტი (prefect) [<ლათ. Praefectus უფროსი] - 1. ზოგიერთ თანამედროვე სახელმწიფოში დეპარტამენტის, პრეფექტურის უმაღლესი სამთავრობო თანამდებობის პირი; 2. ზოგიერთ ქვეყანაში ქალაქის პოლიციის უფროსი.

პრეფექტურა (prefecture) [ლათ. praefectura] - 1. ზოგიერთ თანამედროვე სახელმწიფოში ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების (დეპარტამენტი, ოლქი) მმართველობის ორგანო; 2. ძირითადი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული იაპონიაში, მაროკოში და სხვა ზოგიერთ ქვეყანაში.

პრეცედენტი (precedent) [ფრანგ. precedent <ლათ. Praecedens (praecedentis) წინამორბედი, წინმავალი] - 1. შემთხვევა, რომელიც წარმოადგენს შემდგომ მომხდარ, ასეთივე სახის შემთხვევების გამართლების საფუძველს; 2. კონკრეტულ საქმეზე გამოტანილი სასამართლოს ან სახელმწიფოს სხვა ორგანოს გადაწყვეტილება, რომლის გათვალისწინება სავალდებულოა შემდგომში ანალოგიური საქმეების გადაწყვეტისას.

პრივატიზება (privatize) [ფრანგ. privatiser <ლათ. privatus კერძო] - ფიზიკური და იურიდიული პირების ან მათი გაერთიანებების მიერ სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა, რის შედეგადაც სახელმწიფო კარგავს პრივატიზებული ქონების ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის, ხოლო სახელმწიფო ორგანოები მისი მართვის უფლებას (საქართველოს კანონი “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ”, მუხლი 1.ბ).

პრივილეგია (privilege) [გერმ. Privilegie <შდრ. privilegium კერძო, განსაკუთრებული უფლება] - უპირატესობის უფლება, შეღავათი.

პრივილეგირებული (შეღავათიანი) აქცია (cumulative preference share, preference share, privileged share, senior stock) - იხ. აქცია პრივილეგირებული (შეღავათიანი).

პრიზი (prize) [<ფრანგ. prix <ლათ. pretium ფასი, საგნის ღირებულება] - ჯილდო რაიმე შეჯიბრებაში ან კონკურსში გამარჯვებისათვის.

პრიმატი (primacy) [<ლათ. primatus პირველი ადგილი, უფროსობა] - პირველობა, მეთაურობა, უპირატესი მნიშვნელობა.

პრიმიტიული (primitive) [ლათ. primitivus თავდაპირველი, პირველყოფილი] - 1. ადამიანთა საზოგადოების განვითარების ადრეულ საფეხურებთან დაკავშირებული; პირველყოფილი; 2. მარტივი, არართული; 3. ნაკლებად განათლებული, ნაკლებად კულტურული.

პრინცესა (princess) [ფრანგ. princesse] - დასავლეთ ევროპაში: მეფის ქალიშვილის ან პრინცის მეუღლის ტიტული.

პრინცი (prince) [გერმ. Prinz <ფრანგ.] - დასავლეთ ევროპაში: სამეფო სახლის წევრის ან მთავრის ტიტული; უფლისწული. უელსის პრინცი - ინგლისის ტახტის მემკვიდრის ტიტული.

პრინციპალი (principal) [ლათ. principalis პირველი, მთავარი] - პიროვნება, რომლის სახელითაც მოქმედებს აგენტი, წარმომადგენელი, აგრეთვე, ძირითადი მოვალე.

პრინც-კონსორტი [ინგლ. prince consort <prince პრინცი + consort მეუღლე] - ხელმწიფე დედოფლის მეუღლე.

პრინციპი (principle) [<ლათ. Principium დასაწყისი, დასაბამი] - 1. რომელიმე თეორიის, მოძღვრების, მეცნიერების და მისთ. ძირითადი ამოსავალი დებულება; სახელმძღვანელო იდეა; 2. მოქმედების, ქცევის ძირითადი წესი; რწმენა, თვალსაზრისი; 3. რაიმე მექანიზმის, ხელსაწყოს აგებულების ან მოქმედების ძირითადი თავისებურება.

პრიორიტეტი (priority) [გერმ. prioritat, ფრანგ. priorite <ლათ. prior პირველი, უმნიშვნელოვანესი] - 1. პირველობა რისამე აღმოჩენაში, გამოგონებაში; 2. რისამე უპირატესი, უპირველესი მნიშვნელობა.

პრო …, [<ლათ. pro წინ, საწინააღმდეგოდ, სანაცვლოდ] - 1. მომხრეს, ვინმეს ინტერესებში მოქმედის; 2. ვინმეს მონაცვლის, მოვალეობების შემსრულებლის მნიშვნელობის მქონე თავსართი.

პრობაცია (probation) [<ლათ. Probatio გამოცდა] - პირობითი მსჯავრი, მსჯავრდადებულის პირობით ვადამდე გათავისუფლება.

პრობლემა (problem) [პოლ. Problema <გერმ. problem <ლათ. problema <ბერძ. problema ამოცანა] - 1. რთული საკითხი, ამოცანა, რომელიც საჭიროებს გადაჭრას, გადაწყვეტასა და შესწავლას; 2. რაიმე რთულად გადასაწყვეტი, განსახორციელებელი.

პროგნოზი (forecast; prognosis) [გერმ. prognose <ბერძ. prognosis წინასწარგანჭვრეტა, წინასწარმეტყველება] - გარკვეულ მონაცემებზე დაყრდნობით რაიმე მოვლენის, პროცესის განვითარებაში მოსალოდნელ ცვლილებათა წინასწარ განჭვრეტა, წინასწარმეტყველება.

პროგრამა (program(me), scheme) [გერმ. programme <ბერძ. programma საჯარო განცხადება, განკარგულება, ბრძანებულება] - 1. მომავალი მუშაობის, მოქმედების გეგმა; 2. პოლიტიკური პარტიის, ორგანიზაციის ან ცალკეული საზოგადო მოღვაწის მიზნებისა და ამოცანების გადმოცემა; 3. სასწავლო საგნის შინაარსის მოკლე გადმოცემა; 4. კომპიუტერზე ამოცანის გადაწყვეტის მიზნით ინფორმაციის დამუშავების პროცესის განსაზღვრულ ფორმალურ ენაზე გადმოცემული ზუსტი და თანმიმდევრობითი აღწერა.

პროგრესი (progress) [გერმ. Progres <ლათ. progressus წინ მოძრაობა, წარმატება] - 1. თანმიმდევრობითი აღმავლობა, წინსვლა, გაუმჯობესება, ხარისხობრივად ახალ საფეხურზე ასვლა.

პროდიუსერი [ინგლ. producer <ლათ. producere მწარმოებელი] - კინოფილმის წარმოების ორგანიზატორი, რომელიც ახორციელებს გადაღებების მიმდინარეობისას საფინანსო და (რეჟისორთან ერთად) იდეურ-მხატვრულ კონტროლს.

პროდუქტი (product, output) [გერმ. produkt <ლათ. productum წარმოებული] - შრომის ნივთობრივი, მატერიალური ან არამატერიალური შედეგი.

პროდუქცია (production) [გერმ. produktion, ფრანგ. production <ლათ. productio <producere მზადება, კეთება] - დროის განსაზღვრულ მონაკვეთში (მსოფლიოში, ქვეყანაში, მეურნეობის დარგში, საწარმოში, ცალკეული მუშაკის მიერ და ა.შ.) წარმოებული პროდუქტების ერთობლიობა.

პროდუქცია სამრეწველო (industrial goods, manufactured goods) - პროდუქციის გარკვეული ნაწილი, რომელიც ტექნიკურ-ტექნოლოგიური გადამუშავების შედეგად მიიღება. მაგალითად: მანქანადანადგარები, საფეიქრო წარმოების პროდუქტი და სხვ.

პროექტი (project, plan, draft) [გერმ. project <ლათ. projectus წინ წამოწეული] - 1. რაიმეს მოწყობის, აგების დამუშავებული გეგმა; 2. რაიმე დოკუმენტის ტექსტის წინასწარი, სავარაუდო ტექსტი.

პროვაიდერი [ინგლ. provider <to provide მომარაგება, უზრუნველყოფა] - ორგანიზაცია ან ფირმა, რომელიც უზრუნველყოფს საინფორმაციო სისტემებთან (ინტერნეტთან) მოსარგებლის დაშვებას.

პროვინცია (province) [ლათ. provincia] - 1. ზოგიერთ ქვეყანაში ადმინისტრაციულ- ტერიტორიული ერთეული; 2. დედაქალაქს, მსხვილ ცენტრებს დაშორებული ადგილი.

პროვინციალიზმი (provincialism) - ჩამორჩენილობა, შეზღუდულობა, მიამიტობა.

პროვოკაცია (provocation) [ფრანგ. provocation <ლათ. provocatio გამოწვევა] - მზაკვრული საქციელი, სხვისი წაქეზება ისეთი მოქმედებისთვის, რასაც მისთვის მძიმე შედეგები მოჰყვება.

პროზელიტიზმი (<proselytize) [<ბერძ. proselytos გადამთიელი] - 1. სხვების საკუთარ რწმენაზე მოქცევისაკენ (გადაყვანის) სწრაფვა; 2. ახალმიღებული სწავლების, მრწამსის მგზნებარე, თავდადებული ერთგულება.

პროკურა (general commercial/tradetrust/ authorization/procuration) - იხ. გენერალური სავაჭრო მინდობილობა.

პროკურატურა (Office of Public Prosecutor) [<ლათ. procuratio <procurare მზრუნველობა, მართვა] - 1. კანონის შესრულებასა და კანონიერებაზე ზედამხედველი სახელმწიფო ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს კანონდამრღვევთა სასამართლოს წინაშე წარდგომას; 2. საქართველოს პროკურატურა არის სასამართლო ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში. აკრძალულია საგანგებო ან სპეციალური პროკურატურების შექმნა. საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით და კანონმდებლობით განსაზღვრულ საერთო უფლებამოსილებათა ფარგლებში საქართველოს გენერალურ პროკურორს შეუძლია შექმნას სპეციალიზებული პროკურატურა რეგიონული ან რაიონული (საქალაქო) პროკურატურის უფლებამოსილებით. პროკურატურა კანონით დადგენილი წესით: ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას; სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების უზრუნველსაყოფად წინასწარი გამოძიების სტადიაზე ახორციელებს საპროცესო ხელმძღვანელობას; კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სრული მოცულობით ატარებს წინასწარ გამოძიებას; ზედამხედველობს კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე მოკვლევასა და ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობას; ზედამხედველობს კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის მოხდას, იძულებითი ხასიათის სხვა ღონისძიებათა აღსრულებას, აგრეთვე, დაკავებას, წინასწარ პატიმრობას და ადამიანის თავისუფლების შეზღუდვას სხვა ადგილებში; სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვისას მონაწილეობს, როგორც მხარე და მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას; კოორდინაციას უწევს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას. აკრძალულია პროკურატურისათვის ისეთი მოვალეობის დაკისრება, რომელიც გათვალისწინებული არ არის საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით („პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი, მუხლი 1, 2).

პროკურისტი (general commercial trustee, ლათ. procurare - მართვა, ვიღაცის სახელით რაიმეს წარმართვა) - 1. პირი, რომელსაც აქვს გენერალური სავაჭრო მინდობილობა (პროკურა); 2. სავაჭრო საწარმოს რწმუნებული, რომელსაც დიდი უფლებამოსილება აქვს გარიგების დადების დროს.

პროკურორი (attorney, public prosecutor) - საქართველოს გენერალური პროკურორი და მისადმი დაქვემდებარებული ყველა პროკურორი, მათი მოადგილეები და თანაშემწეები. ყველა ქვემდგომი პროკურორი, პროკურორის მოადგილე, უფროსი თანაშემწე, თანაშემწე, სამმართველოს, განყოფილების, ნაწილის უფროსი და მისი მოადგილე, გენერალური ინსპექციის უფროსი და მისი მოადგილე, გენერალური პროკურატურის სასწავლო ცენტრის უფროსი, გენერალური პროკურატურის სამეცნიერო-ტექნიკური სამსახურის უფროსი, პროკურორ-კრიმინალისტი და პროკურორ-სტაჟიორი („პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი, მუხლი 49).

პროკურორის სანქცია (sanctions of attorney) - პროკურორის მიერ მომკვლევის, გამომძიებლის, ქვემდგომი პროკურორის დადგენილების დამტკიცება ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში (“პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი, მუხლი 49).

პროკურატურის გამომძიებელი (investigator of Office of Public Prosecutor) - განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმეთა უფროსი გამომძიებელი, განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმეთა გამომძიებელი, უფროსი გამომძიებელი, გამომძიებელი, სტაჟიორ-გამომძიებელი („პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი, მუხლი 49).

პროკურატურის მუშაკი (employee of Office of Public Prosecutor) - პროკურორი, პროკურატურის გამომძიებელი, პროკურატურის მრჩეველი, პროკურატურის სტაჟიორი (“პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი, მუხლი 49).

პროლეტარი (proletarian) [ფრანგ. proletaire <ლათ. proletaius ძველი რომის მოქალაქეთა ღარიბი ფენის წარმომადგენელი] - დაქირავებული მუშა, რომელსაც არ გააჩნია წარმოების საშუალებები.

პროლოგი (prologue) [ბერძ. Prologos <pro- წინ + logos- სიტყვა, მეტყველება] - 1. ლიტერატურული ნაწარმოების შესავალი ნაწილი, რომელიც, ჩვეულებრივ, მოკლედ ხსნის ავტორის ჩანაფიქრს, ესთეტიკურ კრედოს; 2. გადატ. რისამე შესავალი, დასაწყისი.

პროლონგაცია (prolongation) [ფრანგ. prolongation <ლათ. prolongatio გაგრძელება] - ხელშეკრულების, შეთანხმების შესრულების, რწმუნების მოქმედების ვადის გაგრძელება.

პრომოუტერი [ინგლ. promoter <to promote დახმარება, ხელის შეწყობა, მხარის დაჭერა] - პირი, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზაციას რაიმე საქმიანობის განხორციელებაში, ინვესტორების, სპონსორების მოზიდვის გზით.

პრომულგაცია (promulgation) [<ლათ. promulgatio საჯარო გაცხადება] - რაიმე კანონის ოფიციალური გამოქვეყნება, განსაჯაროება.

პროპაგანდა (propaganda) [გერმ. propaganda, ფრანგ. propagande <შდრ. ლათ. congregatio de propaganda fide 1623 წელს რომის პაპის, ურბან VII მიერ დაარსებული კათოლიკური სარწმუნოების გავრცელების ორგანიზაცია] - მოსახლეობაში რაიმე შეხედულებების, სწავლების, მოძღვრების, ცოდნის გავრცელება და მათი განმარტება.

პროპორცია (proportion) [გერმ. proportion, <ლათ. proportio თანაფარდობა] - ნაწილებს შორის ურთიერთთანაფარდობის განსაზღვრა, თანაფარდობა.

პროპორციული (proportional) [გერმ. proportional, <ლათ. proportio] - 1. განსაზღვრულ რაოდენობრივ შეფარდებაში მყოფი; 2. ერთმანეთთან თანაბარზომიერად შეფარდებული.

პროპორციული სისტემა (proportional system) - იხ. საარჩევნო სისტემა.

პრორექტორი (pro-rector) [გერმ. prorektor <ლათ. pro წინ + rector გამგებელი] - რექტორის მოადგილე.

პროროგაცია (<ლათ. prorogatio გადავადება, ვადის გაგრძელება) - 1. სახელმწიფოს მეთაურის გადაწყვეტილებით პარლამენტის სხდომის გადავადება; 2. საერთაშორისო სამართალში: განსჯადობის ხელშეკრულებით განსაზღვრა.

პროსპექტი (prospectus, offering circular) [გერმ. prospekt <ლათ. prospectus ხედი, მზერა <prospicere წინ ყურება, წინასწარ მომზადება] - დოკუმენტი, რომელიც რეგისტრირების მიზნით წარედგინება შესაბამის სახელმწიფო ინსტანციას (ფასიანი ქაღალდების კომისიას) ფასიანი ქაღალდების გამოშვებასა და პირველად განთავსებაზე ლიცენზიის მისაღებად. პროსპექტი შეიცავს სრულყოფილ ინფორმაციას გამოსაშვები ფასიანი ქაღალდებისა და მისი ემიტენტის შესახებ.

პროსპექტი საბოლოო (final prospect) - ემისიის პროსპექტი, რომელიც დამტკიცებულია კომისიის მიერ და შეიცავს შესათავაზებელი ფასიანი ქაღალდების ზუსტ რაოდენობასა და ზუსტ ფასს; თუ საბროკერო კომპანია/კომპანიები თანახმა არიან ფასიანი ქაღალდების გაყიდვაზე ემიტენტის ან/და ფასიანი ქაღალდების მფლობელების სახელით, შეიცავს, აგრეთვე, ინფორმაციას ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულებების შესახებ.

პროსტრაცია (prostration) [ლათ. prostratio სიბეჩავე, დაჩაგრულობა, უგუნებობა] - გარემოს მიმართ სრული გულაცრუება, დაბეჩავებული, გულდამძიმებული მდგომარეობა.

პროტეჟე (protege) [ფრანგ. Protégé <proteger დაცვა, შეფარება] - ის, ვინც პროტექციით სარგებლობს.

პროტესტანტიზმი (Protestantism) [<ლათ. protestans (protestantis) წინააღმდეგი] - რომაულ-კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული, მე-16 საუკუნეში, რეფორმაციის პერიოდში წარმოქმნილი ქრისტიანობის ერთ-ერთი ძირითადი შტო. აერთიანებს სხვადასხვა ერთმანეთისგან დამოუკიდებელ მიმდინარეობას, ეკლესიასა და სექტას (ლუთერანობა, კალვინიზმი, ანგლიკანური, ბაპტიზმი, ადვენტიზმი, მეთოდიზმი და სხვ.).

პროტესტი (protest) [გერმ. Protest <იტალ. protesta <ლათ. protestari საზეიმოდ გაცხადება, დამოწმება] - 1. რაიმე მოვლენისადმი, მოსაზრებისადმი უარყოფითი დამოკიდებულების მტკიცედ გამოხატვა; 2. თამასუქის ვადაში გაუნაღდებლობის ფაქტის ოფიციალურად დადასტურება.

პროტექტორატი (protectorate) [გერმ. protektorat <ლათ. protector დამცველი] - დამოკიდებულობის ფორმა, როცა უფრო სუსტი მხარე, სახელმწიფო წყობილების ფორმალურად შენარჩუნებით, ფაქტობრივად ექვემდებარება ძლიერ სახელმწიფოს.

პროტექტორი (protector, patron) [ლათ. protector] - 1. საუბ. პირი, რომელიც პროტექციას უწევს ვისმე; 2. ავტომობილის და მისთ. საბურავის გარეთა ზედაპირის უფრო სქელი და მაგარი ნაწილი.

პროტექცია (patronage) [<ლათ. protectio დაცვა, შეფარება] - გავლენიანი პირისგან ვინმეს მფარველობა, ვინმეზე მზრუნველობა, მის მიერ რაიმე საქმეში გაწეული დახმარება.

პროტექციონიზმი (protectionism) [ფრანგ. protectionnisme <ლათ. protectio] - 1. სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკა, რომლის მიზანია ქვეყანაში შემოსულ საქონელზე მაღალი ბაჟის დაწესების, კვოტირების, განსაზღვრული საქონლის შემოტანის აკრძალვით ეროვნული მეურნეობის დაცვა უცხოური კონკურენციისგან; 2. შრომითი უნარ-ჩვევების, ცოდნის, გამოცდილების გათვალისწინების გარეშე პირადი ნაცნობობით სამსახურში მიღების პრაქტიკა.

პროტო..., (<ბერძ. protos პირველი) - 1. პირველადის, პირველდაწყებითის; 2. საეკლესიო წოდებასთან მიმართებით უფროსობა; 3. სიტყვის ფუძის მნიშვნელობის გაძლიერების აღმნიშვნელი რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი.

პროტოკოლი (protocol) [ფრანგ. protocol, გერმ. protokoll <ბერძ. protokollon პაპირუსის გრაგნილის ზედა მხარეზე მიკრული ქაღალდი გადამწერის (მწერლის) სახელისა და თარიღის აღნიშვნით <protos პირველი + kollao ვაწებებ, ვაკრავ] - სახელმწიფოში სხვადასხვა კატეგორიის ოფიციალური ვიზიტისას სტუმრის ღირსეულად დახვედრა-გაცილებასთან და სხვა ღონისძიებების მოწყობასთან დაკავშირებული წესების ერთობლიობა.

პროტოპრესვიტერი - საკათედრო ტაძრის წინამძღვარი. თეთრი სამღვდელოების უმაღლესი წოდება. საქართველოში პროტოპრესვიტერის წოდება მიღებულია სიონის საკათედრო ტაძარში.

პროტოტიპი (prototype) [ფრანგ. prototype <ბერძ. protos პირველი + typos ანაბეჭდი, ფორმა, ტიპი] - 1. პირველსახე, უპირატესად რეალურად არსებული პირი, რომელიც ლიტერატურული პერსონაჟის წყაროს წარმოადგენს; 2. რისამე (მაგ. მექანიზმის) პირველსახე, პირველი ნიმუში.

პროფანაცია (profanation) [ფრანგ. profanation <profan <ლათ. profanus გაუნათლებელი, ბნელი, საქმეში ჩაუხედავი] - შეურაცხმყოფელი, უმეცარი დამოკიდებულებით რისამე დამახინჯება.

პროფესია (profession) [ფრანგ. profession <ლათ. proffesio] - ძირითადი საქმე, შრომითი საქმიანობა, რომელიც მოითხოვს განსაზღვრულ მომზადებას და წარმოადგენს შემოსავლის ძირითად წყაროს.

პროფესიონალი (professional) [ფრანგ. professionel <profession <ლათ. proffesio] - 1. რაიმე პროფესიასთან დაკავშირებული; 2. ცოდნის, საქმიანობის მოცემულ სფეროში კარგი მცოდნე, ღირებული უნარ-ჩვევების მატარებელი.

პროფესიული კავშირები (trade unions) - მუშებისა და მოსამსახურეების მასობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც მისი წევრების ინტერესების დაცვაზე ზრუნავს, განსაკუთრებით მათი ცხოვრების დონის, შრომის და სხვა უფლებებთან დაკავშირებით; მისი ერთერთი უმთავრესი მიზანია მოახდინოს საკუთრების არმქონე არაორგანიზებულ დაქირავებულ მომუშავეთა ეკონომიკური სისუსტის ნეიტრალიზება.

პროფესორი (professor) [გერმ. Professor <ლათ. professor ზედამხედველი] - უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში მასწავლებლის უმაღლესი სამეცნიერო წოდება; აგრეთვე, ამ წოდების მატარებელი პირი.

პროფილაქტიკა (preventive measures, precautions, prophylaxis) [<ბერძ. prophylaktikos დამცველი, საფრთხის თავიდან ამარიდებელი] - საფრთხის თავიდან აცილებისთვის აუცილებელ ღონისძიებათა ერთობლიობა.

პროფილი (profile, sideview) [გერმ. profil <ფრანგ. profil <იტალ. Profilo <filo ხაზი, ზოლი <ლათ. filum ძაფი] - 1. გვერდხედი (ადამიანის, საგნის); 2. რომელიმე პროფესიისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური ნიშან-თვისებების ერთობლიობა, აგრეთვე, საწარმოო, სასწავლო განხრა.

პროცედურა (procedure) [ფრანგ. Procedure <ლათ. procedere წინსვლა, გავლა, გადინება] - რაიმე საქმის წარმოებისას, განხილვისას მოქმედების ოფიციალურად დადგენილი წესი (თანმიმდევრობა).

პროცენტი (percent, percentage, rate, arrear, interest) [<ლათ. pro centum ასზე, ასზე მეტი] - 1. რიცხვის მეასედი, აღინიშნება ნიშნით %; 2. შემოსავალი, რომელსაც მესაკუთრე იღებს გადასახდელის სახით სხვა ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან მის საკუთრებაში არსებული ობიექტების გამოყენებისთვის; 3. სასესხო პროცენტი, სარგებელი, რომელსაც იღებს კრედიტორი გაცემულ სესხზე.

პროცენტი მარტივი (percentage) - ერთ წელზე ნაკლები ვადის მქონე ანაბარზე დარიცხული პროცენტი. გარკვეული t დროის შემდეგ (დრო იზომება წლებში) მეანაბრის საწყისი Bo თანხა Bt= Bo(1+tro), 0<t<1, თანხის ტოლი გახდება. ro წელიწადში ერთხელ მარტივად დარიცხული საპროცენტო განაკვეთია.

პროცენტი რთული (compound interest) - როგორც წესი, ერთ წელზე მეტი ვადის მქონე ანაბარზე დარიცხული პროცენტი. გარკვეული t დროის შემდეგ (დრო იზომება წლებში) მეანაბრის საწყისი Bo თანხა Bt = Bo(1+r)t, 0<t<1, თანხის ტოლი გახდება. r წელიწადში ერთხელ რთულად დარიცხული საპროცენტო განაკვეთია. წელიწადში m-ჯერ რთულად დარიცხული r(m) საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება ფორმულით: Bm = Bo(1+ r(m)/m)tm, ე.ი. თუ t=0 მომენტში იყო Bo თანხა, მაშინ t დროის გასვლის შემდეგ იქნება Bm თანხა. ამასთან, Bo-ს m-ჯერ დაერიცხება თანხა წლიური r(m) განაკვეთით.

პროცესი (process) [გერმ. Prozess <ლათ. processus წინსვლა, დაწინაურება] - 1. რაიმე მოვლენის მიმდინარეობა, განვითარება; რაიმეს განვითარებაში მდგომარეობის თანმიმდევრობითი ცვლა; 2. საქმის ადმინისტრაციული და სასამართლო განხილვის წესი.

პუბლიკა (audience, public) [გერმ. publikum <შდრ. ლათ. publicum vulgus უბრალო ხალხი] - გადატ. რაიმე საერთო ნიშნით გაერთიანებული საზოგადოება ან ცალკეული პირი.

პუბლიკაცია (publication) [პოლ. Publikacja <ლათ. publicatio <publicare გამოქვეყნება] - მასმედიის საშუალებებში გამოქვეყნება.

პუბლიცისტიკა (publicism) [გერმ. publizistik <ლათ. publicus საზოგადოებრივი] - საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების აქტუალური თემების ამსახველი ლიტერატურული ჟანრი; ასეთი ჟანრის ნაწარმოები.

პული (pool) [ინგლ. pool საერთო ქვაბი] - სპეციალური მიზნის მისაღწევად სამეურნეო აგენტებს შორის შეთანხმების ერთ-ერთი ფორმა, რომლის დროსაც მოგება საერთო ფონდში შედის და წინასწარ დადგენილი კვოტების მიხედვით მონაწილეთა შორის ნაწილდება.

პულსი (pulse) [ლათ. pulsus ბიძგი] - 1. სისხლძარღვთა კედლების ძგერა, რომელიც გამოწვეულია გულის ყოველი შეკუმშვისას მისგან სისხლის გამოდენით (ისინჯება მაჯაზე თითის დადებით; ამ შემთხვევაში ითქმის - მაჯისცემა); 2. გადატ. მოძრაობის, ცხოვრების რიტმი, ტემპი.

პულტი (desk, stand, console, panel) [გერმ. pult <ლათ. pulpitum ფიცარნაგი, ტრიბუნა] - 1. პუნქტი, საიდანაც ხორციელდება ავტომატური მართვა; 2. მცირე ზომის პანელის ფორმის ღილაკებიანი ხელსაწყო, რომელიც გამოიყენება დისტანციური მართვისთვის.

პუნქტი (point, article, clause) [გერმ. punkt <ლათ. punctum წერტილი] - 1. რაიმე მოვლენებთან, მოქმედებებთან დაკავშირებული ნიშნებით დამახასიათებელი ადგილი; 2. რაიმესთვის განკუთვნილი ადგილი, ნაგებობა; 3. რაიმე ტექსტის, დოკუმენტის შემადგენელი ნაწილი, დებულება; 4. რისამე განვითარების პროცესში ცალკეული მომენტი.

პუნქტირი (dotted line) [<გერმ. punktieurung <ლათ. punctum] - წერტილებით, მოკლე ხაზებით შედგენილი ხაზი.

პუნქტუალური (punctual, accurate) [პოლ. punktualny <ფრანგ. Ponctuel <ლათ. punctum] - რისამე შესრულებაში უკიდურესად ზუსტი, აკურატული, ზედმიწევნით წესიერი.

პუნქტუაცია (punctuation) [<ლათ. punctum წერტილი] - სასვენი ნიშნების დასმა.

პურიტანი (puritan) [ინგლ. Puritan <ლათ. purus წმინდა] - 1. მე-16-17სსში, ინგლისში, ფეოდალიზმის წინააღმდეგ მიმართული ბურჟუაზიული, რელიგიურპოლიტიკური მოძრაობის მონაწილე, რომელიც მიზნად ისახავდა ინგლისის ეკლესიის გაწმენდას კათოლიციზმის ნაშთებისგან; 2. ადამიანი, რომელიც მკაცრად (ხშირად, მოჩვენებითად) იცავს ზნეობას.

პუტჩი (putsch) [გერმ. putsch] - შეთქმულთა მცირე ჯგუფის მიერ განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალება.

17

▲ზევით დაბრუნება


ჟანდარმერია [ფრანგ. Gendarmerie <gendarme <gens d'armes შეიარაღებული ხალხი] - ზოგიერთ ქვეყანაში, განმათავისუფლებელი ბრძოლის ჩახშობის, პოლიტიკური დაცვის, სამძებრო საქმიანობის განხორციელების მიზნით არსებული განსაკუთრებული პოლიციური ქვედანაყოფი.

ჟანრი (genre) [<ფრანგ. ganre სახეობა] - საერთო, მსგავსი სიუჟეტური და სტილისტიკური ნიშნებით დამახასიათებელი ხელოვნების სფერო.

ჟარგონი (jargon, slang) [ფრანგ. jargon] - საყოველთაოდ გავრცელებული სალაპარაკო ენიდან სპეციფიკური სიტყვებითა და გამოთქმებით განსხვავებული სოციალურად ჩაკეტილი ან პროფესიული ჯგუფის სალაპარაკო ენა.

ჟესტი (gesture) [ფრანგ. geste] - 1. რისამე მიმანიშნებელი და საუბრის თანამდევი ხელის ან სხეულის მოძრაობა; 2. გარკვეული განზრახვით, საჩვენებელი მიზნით ჩადენილი ქმედება.

ჟეტონი (token) [ფრანგ. jeton] - გადახდის ნიშანი (მეტალის, პლასტმასის ან სხვაგვარი), რომელიც ცვლის მონეტას რომელიმე ავტომატის გამოყენების დროს ან იძლევა რაიმეს მიღების უფლებას.

ჟირანტი (giront) - იგივეა, რაც ინდოსანტი.

ჟირატი (girot) - იგივეა, რაც ინდოსატი.

ჟირო (endorsement, giro) - 1. უნაღდო ანგარიშსწორების ერთ-ერთი ფორმა; 2. იგივეა, რაც ინდოსამენტი, გადაცემის წარწერა.

ჟიროანგარიშსწორება (giro account) - უნაღდო ანგარიშსწორება ერთი ანგარიშიდან მეორეზე თანხის გადარიცხვით. ტერმინი „ჟიროანგარიშსწორება” გამოიყენება უნაღდო ანგარიშსწორების მთელი სისტემის აღსანიშნავადაც.

ჟიროჩეკი (giro cheque) - ჩეკი, რომელიც შეიცავს ჩეკის მფლობელის ნებართვას მისი ჟიროანგარიშიდან ჩეკის ამღების ანგარიშზე განსაზღვრული თანხის გადარიცხვის შესახებ. გამოიყენება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებისას ერთი ბანკის ფარგლებში, სადაც ორივე მხარის ჟიროანგარიშია გახსნილი.

ჟიური (jury) [ფრანგ. jury <jurer ფიცება, ფიცის მიცემა] - შეჯიბრებაზე, კონკურსსა და გამოფენაზე პრემიის მიმნიჭებელ ექსპერტთა ჯგუფი.

18

▲ზევით დაბრუნება


რაბატი1 (rabate) [გერმ. Rabatt <ფრანგ.] - კომერც. კაპიტალისტურ ქვეყნებში: საქონელზე ფასდაკლება მუდმივი პარტნიორისთვის, რომელიც ბითუმად ყიდულობს.

რაბატი2 [გერმ. Rabatte კვალი] - ქუჩის გაყოლებაზე მოწყობილი ყვავილნარის ზოლი, რომელსაც გარს არტყია დეკორატიული მცენარეები.

რადიკალიზმი (radicalism) [ფრანგ. radicalisme <ლათ. radix ფესვი] - 1. არსებული წყობილების ფარგლებში, დემოკრატიული რეფორმების განხორციელებაზე ორიენტირებული პოლიტიკური მიმდინარეობა; 2. მკვეთრი, გადამჭრელი, გადამწყვეტი სახის მოქმედება.

რადიოაქტიურობა (radio(-)activity) - ქიმიური ელემენტის ატომგულის თვითნებური ან ხელოვნურად გამოწვეული დაშლა, რასაც თან სდევს ელემენტარული ნაწილაკების (ელექტრონების, პოზიტრონების და სხვ.) გამოსხივება.

რაიონი (area, district, ground, territory, spot, zone) [ფრანგ. rayon სხივი, რადიუსი] - დადგენილი წესით რეგისტრირებული ადმინისტრაციული ერთეული, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა სახის დასახლებებსა და თემებს და აქვს ადმინისტრაციული ცენტრი (საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 14 მაისის №321 ბრძანებულება).

რამაზანი, რამადანი [<თურქ., სპარს. ramazan <არაბ. ramadan წინააღმდეგი] - მუსლიმანური მთვარის კალენდრის მეცხრე თვე; 2. მუსლიმანების ორმოცდღიანი მკაცრი მარხვა.

რამბუსი (რამბურსი) (reimbursement draft) [ფრანგ. rembourser დაბრუნება, ხარჯების ანაზღაურება] - 1. დავალიანების გადახდა მესამე პირის საშუალებით; 2. საერთაშორისო ვაჭრობაში ბანკის შუამავლობით ნაყიდი საქონლის საფასურის გადახდა. იხ. აგრეთვე, კრედიტი რამბუსული.

რანგი (class, grade, range, rank) [გერმ. rang ჩინი <ფრანგ. rang რიგი] - 1. წოდება, ჩინი; 2. თანრიგი, დონე.

რანდევუ (randez-vous) [ფრანგ. randezvous] - მოძვ. პაემანი, შეხვედრა.

რანჟირება (range, rank) [<ფრანგ. ranger დაწყობა, გამწკრივება] - გარკვეული ნიშნით რისამე დაწყობა, განლაგება.

რანტიე (rentier) (ფრანგ. rentier <rente რენტა, ყოველწლიური შემოსავალი) - პირი, რომელიც ფულადი კაპიტალის შემოსავლით (პროცენტებით) ცხოვრობს.

რანჩო (ranch) [ესპ. rancho] - 1. ლათინურ ამერიკაში: კარ-მიდამო, სახლ-კარი; 2. ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთ ნაწილში: მესაქონლეობის ფერმა.

რაპორტი (report) [ფრანგ. rapport] - 1. მოძვ. პატაკი; 2. სპეც. ნახატის გამეორებული ნაწილი ქსოვილზე, ნაქარგზე, ხალიჩაზე, შპალერზე და სხვ.

რასა (race) [ფრანგ. race] - საერთო წარმოშობითა და განსახლების ადგილით განპირობებული, საერთო მემკვიდრეობითი ნიშნების (კანის, თვალის, თმის ფერი, თავის ქალის ფორმა, სიმაღლე) მატარებელი, კაცობრიობის ისტორიულად ჩამოყალიბებული ჯგუფი. რასებს შორის განმასხვავებელი ნიშნები მეორეხარისხოვანია, ყველა რასა თანაბარია ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური მახასიათებლებით და იმყოფება ევოლუციური განვითარების ერთი და იმავე საფეხურზე. თანამედროვე კაცობრიობა იყოფა ევროპეიდულ, მონგოლოიდურ და ნეგროიდულ რასად.

რასიზმი (racism, racialism) [ფრანგ. racesme] - ცალკეული რასის არასრულყოფილების შესახებ ანტიმეცნიერულ მტკიცებაზე დაფუძნებული პოლიტიკა და თეორია, რომლის მიზანია ერთი რასის მეორე რასაზე გაბატონება.

რატიფიკაცია (ratification, sanction, validation) [ფრანგ. ratification <ლათ. ratus გადაწყვეტილი, დამტკიცებული + facere კეთება] - 1. სახელმწიფოს უმაღლესი ხელისუფლების ორგანოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულების დამტკიცება, რომელიც ხელმოწერილია ამ სახელმწიფოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის მიერ, რაც ხელშეკრულებას აძლევს იურიდიულ ძალას; 2. საქართველოს მიერ მისთვის საერთაშორისო ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმა (თანხმობის გამოხატვის სხვა ფორმებია: დამტკიცება, შეერთება (“საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 3).

რატუშა (town/city hall) [პოლ. Ratusz <გერმ. rathaus <rat საბჭო + haus სახლი] - ევროპის ზოგიერთი ქვეყანაში ქალაქის თვითმმართველობის ორგანო, აგრეთვე შენობა, სადაც განთავსებულია ეს ორგანო.

რაუნდი [ინგლ. round წრე, ციკლი] - რისამე შედარებით დამოუკიდებელი ეტაპი.

რაფინირებული (fine, refined) [ფრანგ. raffine <raffiner გაწმენდა, გასუფთავება, სრულქმნილად, დახვეწილად გარდაქმნა] - დახვეწილი, ნატიფი.

რაციონალიზაცია (rationalization) [გერმ. rationalisation <ლათ. Rationalis გონიერი] - რაიმე საქმიანობის, სამუშაოს ორგანიზაციის ან მეთოდების გაუმჯობესება.

რაციონალიზმი (rationalism) [<ლათ. rationalis გონივრული] - 1. ფილოსოფიური რწმენა იმისა, რომ შემეცნებისთვის ყველაფერი მისაწვდომია; დარწმუნებულობა ადამიანის გონების უსაზღვრო შესაძლებლობებში; 2. შემეცნების თეორიის მიმართულება, რომელიც ჭეშმარიტი ცოდნის ერთადერთ წყაროდ გონებას მიიჩნევს; 3. მე-20ს-ის პირველი ნახევრის არქიტექტურულ მიმართულებათა ერთობლიობა, რომელიც პროგრამულად ითვისებდა თანამედროვე მეცნიერებისა და ტექნიკის მიღწევებს; ზოგჯერ მას აიგივებენ თანამედროვე არქიტექტურის ცნებასთან.

რაციონალური (rational) [გერმ. Rational <ლათ. rationalis გონიერი] - მიზანშეწონილი, დასაბუთებული.

რე..., [ლათ. re...] - 1. მოქმედების განმეორების ან განახლების; 2. საწინააღმდეგო მოქმედების აღმნიშვნელი თავსართი.

რეაბილიტაცია (rehabilitation) [გერმ. rehabilitation, ფრანგ. rehabilitation <გვ. ლათ. rehabilitatio <ლათ re ... რე ... + habilitas ვარგისიანობა, უნარიანობა] - 1. იურიდიული უფლებების აღდგენა; 2. ადრინდელი რეპუტაციის, კარგი სახელის აღდგენა; 3. უკანონოდ ან დაუსაბუთებლად მსჯავრდადებულის, ბრალდებულის ან იძულებითი მკურნალობისათვის გაგზავნილის უფლებების აღდგენა, თუ დადგინდება მისი უდანაშაულობა ან იძულებითი მკურნალობისათვის გაგზავნის უსაფუძვლობა (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 219).

რეაგირება (react, respond) [გერმ. reagieren <ლათ re ... რე ... + agere მოქმედება] - 1. გარედან მომდინარე გაღიზიანებაზე, ზემოქმედებაზე რაიმე სახის საპასუხო ქმედება; 2. რაიმეს მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამჟღავნება.

რეაქცია (reaction, response) [ფრანგ. reaction, გერმ. reaktion <ლათ. re- წინააღმდეგ+actio მოქმედება] - 1. რაიმე ზემოქმედების საპასუხო მოქმედება; 2. აღმავლობის, დაძაბულობის შემდგომ უცაბედი, მკვეთრი გარდაქმნა, რომელსაც ახასიათებს სისუსტე, ძალაგამოცლილობა; 3. საზოგადოებრივი პროგრესისთვის აქტიური წინააღმდეგობის გაწევის პოლიტიკა, მოძველებული, დრომოჭმული წესრიგის შენარჩუნებისკენ სწრაფვა.

რეალიზმი (realism) [ფრანგ. realisme] - რისამე განხორციელებისას სინამდვილეში არსებული პირობების მკაფიოდ აღქმა, მათი გათვალისწინება, სწორი შეფასება.

რეალიზება (realize) [ფრანგ. realiser] - 1. განხორციელება, შესრულება; 2. გაყიდვა.

რეალური (real) [გერმ. real <გვ. ლათ. realis ნივთიერი] - 1. ნამდვილი, სინამდვილეში არსებული; 2. განხორციელებადი, ობიექტური მოთხოვნების შესატყვისი; 3. სინამდვილის ამსახველი უტყუარი ფაქტორებიდან გამომდინარე, პრაქტიკული.

რეანიმირება (reanimate) [<ლათ. reanimare გაცოცხლება, მოსულიერება] - გადატ. რაიმე დრომოჭმულის, გარდასულისთვის (რამაც ფუნქციონირება შეწყვიტა) სიცოცხლის დაბრუნება, განახლება.

რებუსი (rebus) [გერმ. rebus <ლათ. Res ნივთი] - გამოცანა, სადაც საძიებელი სიტყვა გამოსახულია ფიგურების, ასოების, ნიშნების კომბინაციის მეშვეობით.

რეგალია (regalia) [გერმ. regalie <ლათ. regalia <regalis მეფური, მეფის კუთვნილი] - 1. მონარქიული ძალაუფლების სიმბოლოები; 2. გადატ. წარჩინების ნიშანი, ერთი პირის მიერ მოპოვებული ორდენების, წოდებების და სხვათა ერთობლიობა.

რეგიონალიზაცია (regionalization) [<ლათ. regio (regionis)] - რაიონებს ან რეგიონში შემავალ სახელმწიფოებს შორის ეკონომიკური, პოლიტიკური და სხვა სახის კავშირების გამყარება და განვითარება.

რეგიონალიზმი (regionalism) [<ლათ. regio (regionis)] - მიდგომა, რომელიც ითვალისწინებს ეკონომიკური, პოლიტიკური და სხვა პრობლემების განხილვისა და გადაჭრისას ამა თუ იმ რეგიონის მოთხოვნებისა და ინტერესების გათვალისწინებას.

რეგიონული სტანდარტი (regional standard) - სტანდარტი, რომელიც მიღებულია სტანდარტიზაციის რეგიონული ორგანიზაციის მიერ და ხელმისაწვდომია მომხმარებელთა ფართო წრისათვის.

რეგიონი [ინგლ. region <ლათ. Regio (regionis) რაიონი, ოლქი, მხარე] - 1. სხვა მხარეებისგან გარკვეული ნიშანთვისებებით (ეკონომიკურ-გეოგრაფიული ფაქტორები, ეთნიკური შემადგენლობა) განსხვავებული ქვეყნის მხარე, ნაწილი; 2. რასობრივი, ეთნიკური შემადგენლობით, კულტურული ტრადიციების ერთობლიობით განსხვავებული ახლომდებარე ქვეყნების ჯგუფი.

რეგისტრატორი (field worker, data recorder, registrar) [გერმ. registrator] - სპეციალურად უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც აწარმოებს განსაზღვრული სახის რეესტრს.

რეგისტრატორი ფასიანი ქაღალდის (secuirity recorder, registrar of securities) - ლიცენზირებული იურიდიული პირი, რომელიც აწარმოებს ფასიანი ქაღალდების რეესტრს, ამუშავებს და შეაქვს ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული გარიგებების შესახებ ჩანაწერები რეესტრში, აგრეთვე ასრულებს სხვა იმ ფუნქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია ემიტენტსა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს შორის დადებული ხელშეკრულებით. მას ეკრძალება სხვა სახის ყოველგვარი საქმიანობა ცენტრალური დეპოზიტარის გარდა. საქართველოში შეიძლება არსებობდეს მხოლოდ სააქციო საზოგადოების ან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ორგანიზაციულ- სამართლებრივი ფორმით. ერთ ემიტენტს შეიძლება ჰყავდეს მხოლოდ ერთი რეგისტრატორი („ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონი).

რეგისტრატურა (registry, registration office) [გერმ. registratur] - დაწესებულების განყოფილება, სადაც რეგისტრაცია წარმოებს.

რეგისტრაცია (recording, registration) [<ლათ. registrum სია <ლათ. Regerere რეგისტრირება, ჩაწერა] - 1. დავთარში ჩაწერა, სიაში, რეესტრში შეტანა. სააღრიცხვო ბარათში ჩანაწერის, შენიშვნის ან აღწერის შეტანა და ქონების გრაფიკული ასახვა კანონის მოთხოვნების შესაბამისად; 2. სავალდებულო პროცედურა, პირთა უფლებებისა და მოვალეობების განხორციელების, მათ შესახებ მონაცემთა დადგენის მიზნით სახელმწიფოსაგან უფლებამოსილი ორგანოს მიერ სპეციალური ფორმის დაცვით გაკეთებული ჩანაწერი; იურიდიული მნიშვნელობის ფაქტებისა და მოვლენების შეტანა სპეციალურ სახელმწიფო რეესტრში; რაიმე მოვლენა, ფაქტი სამართლებრივ მნიშვნელობას იღებს მხოლოდ რეგისტრაციის შემდეგ.

რეგისტრაცია ბინის საკუთრების (registration of homeowner, public record of house owner) - ცალკეული ბინის საკუთრებაზე საჯარო რეესტრში შევსებული ცალკე ფურცელი.

რეგისტრაცია ფასიანი ქაღალდების (seciurity registration/record) - ფასიანი ქაღალდების რეესტრში ჩანაწერთა ერთობლიობა. იხ. რეგისტრატორი ფასიანი ქაღალდების.

რეგისტრაციის პირობები (provision of incorporation, conditions of registration, provision of recording) - სამართლებრივი აქტით განსაზღვრული იურიდიულად აღიარებული მოქმედებათა ერთობლიობა, რომელთა შესრულება აუცილებელია, გარკვეული უფლების, უფლება-მოვალეობის ან იურიდიული პირის წარმოშობისათვის. იხ. ინდივიდუალური საწარმოს; კომანდიტური საზოგადოების; კოოპერატივის; სააქციო საზოგადოების; სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების; შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების რეგისტრაციის პირობები.

რეგისტრაციის პირობები ყველა საწარმოსთვის (provisions of incorporation for enterprises of all kinds organizational-legal forms) - კანონით დადგენილი პირობები, რომლის შესრულება აუცილებელია საწარმოს რეგისტრაციისთვის. ამ მიზნით განცხადება შეიტანება სასამართლოში საზოგადოების იურიდიული მისამართის მიხედვით. რეესტრში რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება აქვს ერთ-ერთ პარტნიორს. პარტნიორები, ისევე როგორც წარმომადგენლობითი და სამეთვალყურეო ორგანოების შესაძლო წევრები, ვალდებულნი არიან ხელი მოაწერონ საზოგადოების განცხადებას რეგისტრაციის შესახებ. საზოგადოების წარმომადგენელი პირები ვალდებულნი არიან დატოვონ სასამართლოში ხელმოწერის ის ნიმუში, რომლებსაც საქმიან ურთიერთობებში გამოიყენებენ. ზემოაღნიშნული და სხვა თანდართული დოკუმენტები სანოტარო წესით დამოწმებული ფორმით უნდა იქნეს წარმოდგენილი სასამართლოში. განცხადება ყველა საწარმოსათვის უნდა შეიცავდეს: საფირმო სახელწოდებას (ფირმას); ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას; ადგილსამყოფელს (იურიდიულ მისამართს); მონაცემებს სამეურნეო წლის დასაწყისისა და დამთავრების შესახებყოველი დამფუძნებელი პარტნიორის (კოოპერატივის შემთხვევაში - არანაკლებ ორის) სახელსგვარს, დაბადების ადგილსა და თარიღსპროფესიასა და საცხოვრებელ ადგილს; ხოლო თუ დამფუძნებელი იურიდიული პირიამის საფირმო სახელწოდებასა და რეგისტრაციის მონაცემებს (იურიდიული მისამართისასამართლოს დასახელებარომელმაც რეგისტრაციაში გაატარა იურიდიული პირირეგისტრაციის თარიღი და ნომერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა მისი წარმომადგენლის მონაცემები საწარმოს წარმომადგენლობის უფლებამოსილებას (გარდა ამისა თითოეული სახის საწარმოსათვის გათვალისწინებულია დამატებითი მოთხოვნები). სასამართლო ვალდებულია რეგისტრაცია განახორციელოს აუცილებელი საბუთების წარდგენიდან ხუთი კალენდარული დღის განმავლობაში (კანონი კანონი “მეწარმეთა შესახებ მუხლი 5 სარეგისტრაციო მოსაკრებლის ოდენობა ფიქსირებულია და შეადგენს სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების - 40 ლარი; კომანდიტური საზოგადოების - 60 ლარი; შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების - 120; ლარი სააქციო საზოგადოების - 300 ლარი; კოოპერატივის - 100 ლარი; ფილიალის რეგისტრაცია - შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოს რეგისტრაციისათვის დაწესებული მოსაკრებლის 50 ლარი; საწარმოს წესდებაში ან ფილიალების დებულებაში ცვლილებების ან/და დამატებების, საქმიანობის შეწყვეტის და ლიკვიდაციისათვის შესაბამისად - 25%-ი („სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებსაქართველოს კანონიმუხლი 7).

რეგისტრი (register, list) [გერმ. Register <შდრ. ლათ. registrum <ლათ. Regerere რეგისტრირება, ჩაწერა] - რაიმე ცნობარი, რისამე საძიებელი, სია.

რეგისტრირებული მესაკუთრე (registered proprietor, recorded owner) - იხ. მესაკუთრე რეგისტრირებული.

რეგისტრირებული მფლობელი (recorded possesor, registered proprietor) - ფასიანი ქაღალდების მესაკუთრე ან ნომინალური მფლობელი, რომელიც რეგისტრირებულია ფასიანი ქაღალდების რეესტრში.

რეგლამენტი (standing orders, regulations) [პოლ. reglament, ფრანგ. Reglement <regle წესი] - 1. რაიმე საქმიანობის მარეგულირებელი წესების ერთობლიობა; 2. სხდომაზე, კონფერენციაზე გამომსვლელთათვის დადგენილი დროის ლიმიტი; 3. საერთაშორისო კონგრესზე მიღებული ზოგიერთი აქტის დასახელება; 4. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა მიერ საკანონმდებლო აქტის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ამ ორგანოთა მუშაობის წესი და სტრუქტურა (საქართველოს კანონი ნორმატიული აქტების შესახებ”, მუხლი 6).

რეგლამენტი საქართველოს პარლამენტის (regulations of the Parliament of Georgia) - კანონის ძალის მქონე ნორმატიული აქტი, რომლის მომზადება და მიღება ხდება საქართველოს კანონის მომზადებისა და მიღებისათვის დადგენილი წესის შესაბამისად, რომლითაც განისაზღვრება პარლამენტის უფლებამოსილება, შინაგანი სტრუქტურა, მუშაობისა და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ურთიერთობის წესი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე (საქართველოს კანონი ნორმატიული აქტების შესახებ”, მუხლი 9).

რეგლამენტაცია (regulation) [ფრანგ. reglementation] - რაიმე საქმიანობის მარეგულირებელი წესების დადგენა.

რეგრესი (regress, recourse) [ლათ. regressus - დაბრუნება, უკან სვლა] - 1. ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა, რომელსაც ერთი პირი მეორეს წარუდგენს; 2. განვითარების მაღალი ფორმიდან უფრო დაბალზე გადასვლა, უკუსვლა.

რეგულარული (regular) [გერმ. Regular <ლათ. regularis სავალდებულო] - 1. რაიმე ნორმის შესაბამისად თანაბარზომიერად და სწორად მიმდინარე; 2. დროის გარკვეულ შუალედებში განმეორებადი; 3. მუდმივი ჯარი.

რეგულირება (control, regulation) [გერმ. regulieren <ლათ. regula ნორმა, წესი] - 1. მოწესრიგება, დალაგება; 2. წესრიგში მოყვანის მიზნით რაიმე მოქმედების, რისამე განვითარების მართვა; 3. მექანიზმის და მისი ნაწილების ისეთ მდგომარეობაში მოყვანა, რაც უზრუნველყოფს მათ სწორ და გამართულ მუშაობას; 4. შესაბამისი კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს მიერ სამართლებრივი აქტების მიღება, მონიტორინგის, ზედამხედველობისა (კონტროლისა) და კოორდინაციის განხორციელება.

რედაქტირება (edit, redact) [<ლათ. redigere მოწესრიგება] - 1. გამოსაცემად მომზადებისას ტექსტის შემოწმება, შესწორება; 2. რისამე გამოცემის ხელმძღვანელობა.

რედაქცია (editorial staff, the editors, editorship, editing, editor's/editorial office, edition, version, redaction, wording, redaction) [გერმ. redaktion, ფრანგ. redaction <ახ. ლათ. Redactio <ლათ. redigerere მოწესრიგება] - 1. გამომცემლობის სპეციალური განყოფილება, რომელიც ამზადებს ხელნაწერს დასაბეჭდად; 2. საგამომცემლო დაწესებულება; 3. რაიმე ტექსტის ერთ-ერთი ვარიანტი.

რედემარკაცია (redemarcation) [ფრანგ. redemarcation] - სახელმწიფო საზღვარზე სასაზღვრო ნიშნულების დაზუსტება, აღდგენა.

რედუქცია (reduction) [ფრანგ. Reduction <ლათ. reductio დაბრუნება, უკან გადაადგილება] - ფასიანი ქაღალდების საბირჟო კურსის დაცემა.

რეესტრი (register, table) [პოლ. Rejestr <ლათ. regestrum, regestrum] - 1. საჯარო (სახელმწიფო) ნუსხა იმ ფაქტებისა, რომლებსაც ნებისმიერი სახის ურთიერთობაში სამართლებრივი მნიშვნელობა აქვთ; 2. საქმიანი ჩანაწერებისთვის განკუთვნილი დავთარი; 3. ნუსხა, სია.

რეესტრი კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების (register of private lawnon-entrepreneurial (non-commercial legal persons) - კავშირებისა და ფონდების შესახებ მონაცემთა სისტემური ერთობლიობა. რეესტრში შედის: ა) კავშირების რეესტრი; ბ) ფონდების რეესტრი (სახელმწიფო რეესტრის შესახებსაქართველოს კანონი, მუხლი 4).

რეესტრი ლიცენზიებისა და ნებართვების (register of licences and permissions) - საქართველოს ტერიტორიაზე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისათვის გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების და მათი მფლობელების შესახებ მონაცემთა სისტემური ერთობლიობა. რეესტრში შედის: ა) ლიცენზიების რეესტრი; ბ) ნებართვების რეესტრი (სახელმწიფო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონი, მუხლი 6).

რეესტრი მაკონტროლებელ ორგანოთა (register of control authorities) - სამეწარმეო საქმიანობაზე კონტროლის განმახორციელებელი ორგანოების შესახებ მონაცემთა სისტემური ერთობლიობა („სახელმწიფო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 7).

რეესტრი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) (register of political unions (party) of citizens) - მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) შესახებ მონაცემთა სისტემური ერთობლიობა (სახელმწიფო რეესტრის შესახებსაქართველოს კანონი, მუხლი 5).

რეესტრი სალიცენზიო (register of license) - დოკუმენტი ლიცენზიების გაცემის, მათში ცვლილებების შეტანის, მათი მოქმედების შეჩერებისა და განახლების და მათი გაუქმების თაობაზე მონაცემთა ერთობლიობის შესახებ (საქართველოს კანონისამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ”, მუხლი 2).

რეესტრი სანებართვო (register of permisions) - დოკუმენტი ნებართვების გაცემის, მათში ცვლილებების შეტანის, მათი მოქმედების შეჩერებისა და განახლების და მათი გაუქმების თაობაზე მონაცემთა ერთობლიობის შესახებ (საქართველოს კანონი სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ”, მუხლი 2).

რეესტრი საერთაშორისო ხელშეკრულებების (register of international agreements) - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების აღრიცხვა და რეგისტრაცია (საქართველოს კანონი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ”, მუხლი 26.1).

რეესტრის (სახელმწიფო) სახეები (kinds of state register) - სახელმწიფო რეესტრის სახეებია: ა) სამოქალაქო რეესტრი; ბ) კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრი; გ) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრი; დ) ლიცენზიებისა და ნებართვების რეესტრი; ე) მაკონტროლებელ ორგანოთა რეესტრი; ვ) ნორმატიული აქტების რეესტრი; ზ) საჯარო რეესტრი. სხვა სახის სახელმწიფო რეესტრის წარმოება დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევაში. სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ორგანოები არიან: ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტრო; ბ) სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანო; გ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (სახელმწიფო რეესტრის შესახებსაქართველოს კანონი, მუხლი 2, 10).

რეესტრი სამეწარმეო (business register) - საჯარო (სახელმწიფო) ნუსხა იმ ფაქტებისა, რომელთაც ეკონომიკურ ურთიერთობებში სამართლებრივი მნიშვნელობა აქვთ.

რეესტრი სამოქალაქო (civil register) - საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ფიზიკურ პირთა რეგისტრაციის, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის, ბინადრობის მოწმობისა და პასპორტის გაცემის რეგისტრაციის მონაცემთა სისტემური ერთობლიობა (სახელმწიფო რეესტრის შესახებსაქართველოს კანონი,т მუხლი 3).

რეესტრი საჯარო (public register) - 1. უძრავ ნივთებზე საკუთრების და სხვა სანივთო უფლებების ნუსხა, რომელიც რეგისტრირდება საჯარო სამსახურის მიერ პირის უფლებებთან პირდაპირ დაკავშირებული ერთ-ერთი პირის განაცხადის საფუძველზე. შეიძლება აგრეთვე რეგისტრირებული იყოს მოძრავ ნივთებზე სარგებლობის, საგარანტიო და სხვა უფლებები; 2. რეესტრი, რომელშიც შეიტანება საჯარო დაწესებულებაში არსებული საჯარო ინფორმაცია, რომელშიც აისახება საჯარო ინფორმაციაზე მითითება მისი მიღებიდან, შექმნიდან, დამუშავებიდან ან გამოცემიდან 2 დღის ვადაში საჯარო ინფორმაციის დასახელების, მიღების თარიღის, იმ ფიზიკური ან იურიდიული პირის, საჯარო მოხელის, საჯარო დაწესებულების დასახელების მითითებით, რომლისგანაც შემოვიდა ან/და რომელსაც გაეგზავნა ეს ინფორმაცია (საქართველოსზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი”, მუხლი 35).

რეესტრი ფასიანი ქაღალდის (აქციების) (register of securities (shares)) - რეესტრი, რომელსაც აწარმოებს ემიტენტი ან ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი და რომელშიც აღნიშნულია რეგისტრირებული მფლობელებისა და მათ მფლობელობაში არსებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობა კლასი და მათთან დაკავშირებული კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ინფორმაცია (ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ საქართველოს კანონიმუხლი 2); 2აქციონერის საკუთრების უფლება აქციაზე დასტურდება სააქციო საზოგადოების აქციათა რეესტრში ჩანაწერით ან კანონით გათვალისწინებული სხვა ფორმით კანონის შესაბამისად აქციონერს უნდა მიეცეს აქციათა სერტიფიკატი ან ამონაწერი საზოგადოების აქციათა რეესტრიდან ანდა კანონით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტი სააქციო საზოგადოება რომლის აქციონერთა რაოდენობა 50- ზე მეტია ვალდებულია აქციონერთა რეესტრი აწარმოოს დამოუკიდებელი რეგისტრატორის მეშვეობით მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე თუ აქციონერთა რაოდენობა 50-ზე ნაკლებია საზოგადოებას შეუძლია აწარმოოს რეესტრი თვითონ ან დამოუკიდებელი რეგისტრატორის მეშვეობით (მეწარმეთა შესახებსაქართველოს კანონი, მუხლი 51).

რეესტრი ნორმატიული აქტების (register of normative acts) - ნორმატიული აქტების აღრიცხვისა და სისტემატიზაციის, სამართლებრივი სისტემის საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრი, რომელშიც შედის საქართველოში მოქმედი ყველა ნორმატიული აქტი. ნორმატიული აქტის სახელმწიფო რეესტრში შეტანასა და სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის მინიჭებას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, რომელსაც უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ ხელმოწერიდან 10 დღის ვადაში სარეგისტრაციოდ გადაეცემა ყველა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტი (საქართველოს კანონი ნორმატიული აქტების შესახებ”, მუხლი 53, 54).

რევალვაცია (revaluation, valorization) [ლათ. revaluation] - 1. ვალუტის კურსის აწევა; 2. აქტივების ღირებულების გადაფასება ვალუტის ან ფასების შეცვლის შედეგად. 261

რევანში (revenge) [ფრანგ. revanche] - დამარცხებისთვის სამაგიეროს გადახდა.

რევერანსი (curts(e)y) [ფრანგ. reverence] - 1. (ქალის მიერ) თავის დაკვრის მოძველებული ფორმა, მარჯვენა მუხლის ოდნავ ჩაკეცვით; 2. გადატ., ირონ. პატივისცემის გადაჭარბებული გამოხატვა, ზედმეტი მოწიწება.

რევერსი (reversion) [ლათ. reversus უკანა, შებრუნებული] - 1. ლითონის ფულის ან მედლის უკანა მხარე; ზურგი (საპირისპ. ავერსი); 2. ეკონ. ვალდებულება, რაც რისამე გარანტიას იძლევა; 3. ტექ. მანქანის ბრუნვის მიმართულების შემცვლელი მექანიზმი.

რევერსია (reversion) [ფრანგ. reversion, გერმ. reversion <ლათ. reversio დაბრუნება] - 1. თავდაპირველი მფლობელისთვის ქონების დაბრუნება: 2. ვალდებულების უზრუნველსაყოფად რაიმე ფასეულობის კრედიტორისთვის დროებით გადაცემა, რომელიც ვალდებულების დაფარვის შემდგომ დაბრუნებას ექვემდებარება.

რევიზია (check-up, inspection, overhaul, revision) [ფრანგ. revision, გერმ. Revision <ლათ. revisio გადახედვა] - საფინანსო კონტროლის ძირითადი მეთოდი, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფოსგან უფლებამოსილი არასამეწარმეო იურიდიული პირის მიერ საწარმოს, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, თანამდებობის პირის სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის შემოწმებას მუშაობაში ნაკლოვანებების გამოვლენისა და დაძლევის, აგრეთვე, მათი მოქმედების კანონიერების დადგენის მიზნით.

რევიზიონიზმი [ლათ. revisio (revisionism) გადახედვა] - მიმდინარეობა, რომელიც მოითხოვს რაიმე თეორიის, სწავლების, შეხედულების გადახედვას, რევიზიას.

რევიზორი (comptroller, inspector, inspector-general) - პირი, რომელიც ახორციელებს ფიზიკური ან იურიდიული პირის სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის შემოწმებას.

რევიუ (revue) [<ფრანგ. revue მიმოხილვა] - ჟურნალი

რევოკაცია (revocation) [ფრანგ. revocation <ლათ. revocatio გამოხმობა] - 1. მოცემული დავალების, განკარგულების გაუქმება; 2. ჩეკის გამცემის წინადადება გაცემული ჩეკის გაუქმების შესახებ.

რევოლუცია (revolution) [ფრანგ. revolution <ლათ. revolutio გადაგორება, ორომტრიალი] - 1. საზოგადოების ცხოვრებაში ძირფესვიანი გადატრიალება, რომლის შედეგად ლიკვიდირდება არსებული საზოგადოებრივი და პოლიტიკური წყობილება და მყარდება ახალი ხელისუფლება; 2. ერთიდან მეორე, ხარისხობრივად ახალ საფეხურზე ნახტომისებური გადასვლა.

რეზერვაცია (reservation) [ფრანგ. reservation <ლათ. reservare შენახვა] - 1. რისამე შენახვა, მარაგისთვის დატოვება; 2. ზოგიერთ ქვეყანაში სხვა ტერიტორიულ- ადმინისტრაციული ერთეულებიდან განცალკევებული საცხოვრებელი რაიონი, რომელიც გამოყოფილია მოსახლეობის რაიმე ნიშნით გამოსაცალკევებელი ნაწილის (მაგ: აშშ-ში - ინდიელების) იძულებით დასახლებისთვის.

რეზერვი (reserve) [ფრანგ. reserve მარაგი <ლათ. reservare შენახვა] - 1. მარაგი, წყარო, საიდანაც იძენენ ახალ ძალებს, საშუალებებს; 2. საჭიროების შემთხვევაში გამოსაყენებელი, თადარიგში არსებული მარაგი, საშუალებები, ცოცხალი ძალა.

რეზიდენტი (resident (governor)) [გერმ. resident, ფრანგ. resident <ლათ. Residens (residentis) მჯდომარე, მყოფი] - 1. დესპანზე დაბალი რანგის დიპლომატიური წარმომადგენელი; 2. სხვა სახელმწიფოში მუდმივად მცხოვრები რომელიმე ქვეყნის მოქალაქე; 3. რომელიმე სახელმწიფოს ან მისი რაიონის საზღვრებში მოქმედი უცხო ქვეყნის დაზვერვის საიდუმლო წარმომადგენელი; 4. პროტექტორატის ფაქტობრივი მმართველი, კოლონიური ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

რეზიდენცია (residence) [პოლ. rezydencja <გერმ. residenz <ლათ. residere დაბრძანება, მყოფობა] - მთავრობის, სახელმწიფოს მეთაურის ან სხვა მაღალი თანამდებობის პირის ადგილსამყოფელი.

რეზიუმე (resume) [ფრანგ. resume] - წარმოთქმული სიტყვის, რაიმე ნამუშევრის მოკლე დასკვნა.

რეზოლუცია (resolution) [ფრანგ. resolution <ლათ. resolutio გადაწყვეტილება] - 1. სხდომაზე, ყრილობაზე მსჯელობის შედეგად მიღებული დადგენილება; 2. საქმიან დოკუმენტზე მინაწერის სახით ორგანიზაციის ხელმძღვანელის განკარგულება, გადაწყვეტილება; 3. სასამართლო გადაწყვეტილების დასკვნითი ნაწილი.

რეზონანსი (resonance) [ფრანგ. resonance <ლათ. resonans ხმის გამომცემი] - რაიმე მოვლენასთან, ფაქტთან დაკავშირებული გამოხმაურება.

რეზულტატი (result) [გერმ. resultat, ფრანგ. resultat <ლათ. Resultatum <resultare არეკვლა, ასხლეტა] - რისამე დამთავრების აღმნიშვნელი საბოლოო შედეგი.

რეიდი [ინგლ. raid] - ხელისუფლების ან საზოგადოებრივი ორგანოების წარმომადგენელ პირთა ჯგუფის მიერ დაწესებულების, საწარმოს საქმიანობის, რაიმე პროცესის შემოწმება.

რეინვესტიცია (reinvestment) - პირველადი ინვესტიციიდან მიღებული სახსრების (შემოსავლის სახით) ხელმეორედ, დამატებით დაბანდება.

რეინჯერი [<ინგლ. ranger სადესანტოსადივერსიო ქვედანაყოფის ჯარისკაცი] - ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებში, კომანდოსის ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე.

რეისი (passage, tour, travel, trip, voyage) [<გერმ. reise მოგზაურობა] - რაიმე სატრანსპორტო საშუალების განსაზღვრული, რეგულარული მარშრუტი.

რეიტინგი [ინგლ. rating <to rate შეფასება, კლასის, კატეგორიის განსაზღვრა] - სოციოლოგიური გამოკითხვების, ექსპერტების, ხმის მიცემის მეშვეობით დადგენილი პოპულარობის ხარისხი. განისაზღვრება იმ ადგილით, რომელიც უკავია ამა თუ იმ პირს კონკურენტებს შორის.

რეკაპიტულაცია (recapitulation) [ლათ. recapitulation გამეორება] - 1. წიგნ. ნათქვამის გამეორება ძალიან მოკლედ; 2. ბიოლ. შორეული წინაპრების ნიშან-თვისებათა გამეორება თანამედროვე ორგანიზმში, მის სტრუქტურაში, ფუნქციებში და სხვ. 3. სავაჭრო დავთრებისა და ანგარიშების შემოწმება.

რეკეტი (racketeering) [ინგლ. Racket <დიალ. rattick გატყავება, გაყვლეფა] - მუქარისა და ძალადობის მეშვეობით სხვისი შემოსავლების დანაშაულებრივი გამოძალვა.

რეკვიზიტი (identification data of document or firm) [ლათ. requisitum საჭირო, აუცილებელი] - 1. დოკუმენტის ან აქტის სავალდებულო ელემენტები, რომელიც აუცილებელია მისი სრულყოფილი იურიდიული გაფორმებისათვის; 2. იურიდიული პირის სახელწოდება და ინფორმაცია, მისი იურიდიული მისამართის შესახებ: საფოსტო ინდექსი, ქალაქის, ქუჩის მისამართი, დაწესებულების დასახელება, ტელეფონის ნომერი და ა.შ.; 3. ფიზიკური პირის იდენტიფიკაციისათვის აუცილებელი მონაცემები: სახელი, გვარი, მისამართი და ა.შ.

რეკვიზიცია (requisition) [გერმ. requisition <ლათ. requisitio მოთხოვნა] - სახელმწიფო ან სამხედრო ხელისუფლების მიერ გარკვეული კომპენსაციის სანაცვლოდ ან განსაზღვრული დროით მოქალაქეთა საკუთრებაში არსებული ქონების იძულებითი გასხვისება.

რეკლამა (advertisement, advertising, advertizing, announcement, circular, publicity, reclame) [ინგლ. reclaim <to reclaim ყურადღების მიპყრობა <ლათ. reclamare ხმამაღლა შეპასუხება, პროტესტის ხმაურით გამოთქმა, ხმამაღლა წამოყვირება, მოწოდება] - 1. განცხადების გამოქვეყნება ნებისმიერი შესაძლო ფორმით, მათ შორის უწყებების, ნიშნების, ეტიკეტების, სავიზიტო ბარათების, წერილების, კატალოგების, ფასების ნუსხათა ჩვენებით, სურათების, ფოტოების გამოფენით, კინოფილმების დემონსტრაციით, აუდიო- ან ტელეგადაცემებით, კომპიუტერული ქსელებით, სხვადასხვა ჩანაწერის გავრცელებით და ნებისმიერი სხვა მსგავსი სახით; 2. საქონელზე, მომსახურებასა და სამუშაოზე, ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისთვის და ემსახურება ფიზიკური და იურიდიული პირების საქონლის, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესების ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას (საქართველოს კანონი რეკლამის შესახებ”, მუხლი 3.1).

რეკლამა არაეთიკური (unethical advertisement) - რეკლამა, რომელიც ფიზიკურ პირთა ეროვნების, რასის, პროფესიის, სოციალური კუთვნილების, ასაკის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და ფილოსოფიური მრწამსის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვებისა და შედარებების გამოყენებით არღვევს საყოველთაოდ აღიარებულ ჰუმანურ და ზნეობრივ ნორმებს, ხელყოფს ეროვნულ და მსოფლიო კულტურულ საგანძურში შემავალ ხელოვნების ობიექტებს, ისტორიულ და არქიტექტორულ ძეგლებს, ბღალავს სახელმწიფო სიმბოლიკას (დროშა, გერბი, ჰიმნი), საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს ეროვნულ ვალუტას, რელიგიურ სიმბოლოებს, ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს, მათ საქმიანობას, პროფესიას ან საქონელს (საქართველოს კანონი რეკლამის შესახებ”, მუხლი 3.5).

რეკლამა არაკეთილსინდისიერი (unfair advertisement) - რეკლამა, რომელიც შეიცავს საქონლის არაკორექტულ შედარებებს სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საქონელთან, კონკურენტის ან მესამე პირის სახელის ღირსებისა და რეპუტაციის შემლახავ გამოთქმებს. ახდენს იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა დისკრედიტაციას, რომლებიც არ სარგებლობენ რეკლამირებადი საქონლით, აგრეთვე, რომელსაც ფიზიკურ პირთან ნდობის ან/და მათი ცოდნისა და გამოცდილების უკმარისობის ბოროტად გამოყენებით შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი რეკლამირებადი საქონლის თვისებების შესახებ (საქართველოს კანონი რეკლამის შესახებ”, მუხლი 3.3).

რეკლამა არასარწმუნო (unreliable advertisement) - რეკლამა, რომელიც შეიცავს სინამდვილესთან შეუსაბამო მონაცემებს რეკლამის დამკვეთის, საქონლის თვისებების, შემადგენლობის, დამზადების ადგილის, წესის, თარიღის, დანიშნულების, სამომხმარებლო თვისებების, გამოყენების პირობების, სერტიფიკატის ნიშნების, სახელმწიფო სტანდარტებთან შესაბამისობის, რაოდენობის, ბაზარზე საქონლის არსებობის, მისი აღნიშნული რაოდენობით მითითებულ ადგილზე და ვადაში შეძენის შესაძლებლობის, რეკლამის გავრცელებისას საქონლის ღირებულების (ფასის), ანაზღაურების დამატებითი პირობების, საქონლის მიტანის, დაბრუნების, შეკეთების, საგარანტიო ვალდებულებების, ვარგისიანობის ვადის, სახელმწიფო სიმბოლიკის (დროშა, გერბი, ჰიმნი) გამოყენების უფლების, ოფიციალური აღიარების (მადლობის, პრიზების, დიპლომებისა და სხვა ჯილდოების მიღება), გამოკვლევისა და გამოცდის შედეგების, საქონელზე მოთხოვნის ფაქტობრივი მოცულობის შესახებ (საქართველოს კანონი რეკლამის შესახებ”, მუხლი 3.4).

რეკლამა აშკარად ყალბი (evidently false advertisement) - რეკლამა, რომლის მეშვეობითაც რეკლამის დამკვეთს (მწარმოებელს, რეკლამის გამავრცელებელს განზრახ შეჰყავს შეცდომაში რეკლამის მომხმარებელი (საქართველოს კანონი რეკლამის შესახებ", მუხლი 3.6).

რეკლამაცია (პრეტენზია) (notice of defect/complaint) [გერმ. reklamation, ფრანგ. reclamation <ლათ. Reclamatio ხმამაღალი შეპასუხება, შედავება, დაწუნება] - 1. პრეტენზია პროდუქციის დამამზადებლის მიმართ, მისი დაბალი ხარისხის ან დაუკომპლექტებლობის გამო, რაც გაფორმებულია სათანადო აქტით;

რეკლამის გადასახადი - (advertisement tax) - ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ შესაბამის ტერიტორიაზე შემოღებული ადგილობრივი გადასახადი, რომელიც დაწესებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ზღვრული ოდენობის ფარგლებში.

რეკლამის გადასახადის გადამხდელი (advertisement taxpayer) - რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც ახდენენ საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) რეკლამირებას და/ან ეკონომიკური საქმიანობის მიზნით იძენენ სარეკლამო მომსახურებას (საქართველოს საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 213.1).

რეკლამის გადასახადის განაკვეთი (rate of advertisement tax) - რეკლამის გადასახადის ზღვრული ოდენობა განისაზღვრება რეკლამის დამზადებასა და გავრცელებაზე გაწეული საქმიანობისა და მომსახურების ღირებულების და/ან სარეკლამო საშუალებების ღირებულების არა უმეტეს 10%-ის ოდენობით დღგ-ს გარეშე (საქართველოსსაგადასახადო კოდექსი”, მუხლი 213.3).

რეკომენდაცია (recommendation, reference, advice) [პოლ. Recomendacja <შდრ. ლათ. recomendare <ლათ. mandare მინდობა, მიბარება] - ვისიმე კეთილგანწყობილი, დადებითი (წერილობითი ან ზეპირი) დახასიათება.

რეკონვერსია (reconversion) [<რე … + conversio გადაქცევა, შეცვლა, მოქცევა] - ომის დამთავრების შემდგომ მშვიდობიანი დროისთვის დამახასიათებელი პროდუქციის წარმოებისთვის ქვეყნის ეროვნული მეურნეობის გარდამქმნა.

რეკონსტრუქცია (reconstruction, modernization, rehabilitation) [გერმ. rekonstruktion <ლათ. re … რე…+ construere შენება] - 1. საწარმოს, კორპორაციის, ორგანიზაციისა და კაპიტალის გარდაქმნა ფინანსური საქმიანობის გაუმჯობესებისა და ამაღლებისთვის; 2. რისამე აღდგენა გადარჩენილი ნაშთების, შემონახული აღწერების საფუძველზე; 3. რისამე ძირფესვიანი გადაკეთება, გარდაქმნა გაუმჯობესების მიზნით.

რეკონსტრუქცია ვალის (debt reacheduling) - კრედიტის გასტუმრების ვადების გადახედვა (გაგრძელება), საპროცენტო განაკვეთის მიმდინარე გადასახდელების გადახდის, საურავის დარიცხვის შეჩერება ან სხვა სახის შეღავათის დაწესება მევალის მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით.

რეკორდი [ინგლ. record <to record ჩაწერა, რეგისტრირება <ძვ. ინგლ. recorden აღდგენა, განმეორება <ლათ. recordari მეხსიერებაში აღდგენა, გახსენება] - საუკეთესო, უმაღლესი შედეგი.

რეკრეაცია [ინგლ. recreation <ლათ. recreatio აღდგენა] - 1. შრომის პროცესში დახარჯული ძალების აღდგენა, განახლება; 2. სასწავლო დაწესებულებაში დასვენებისთვის განკუთვნილი ოთახი.

რეკრედიტივი (letters of recall) [<რე + creditum რწმუნებული] - დოკუმენტი, რომლის საფუძველზე მთავრობა უკან იწვევს მისი ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენელს.

რეკრუტი (recruit) [პოლ. rekrut <გერმ. rekrut <ფრანგ. recrue ახალწვეული <recruter გაწვევა, დაქირავება] - ახალწვეული რიგითი ჯარისკაცი.

რელევანტური [ინგლ. relevant არსებითი <ფრანგ. relever ამაღლება, აწევა <ლათ. relevare აწევა] - 1. მნიშვნელოვანი, არსებითი; 2. საინფორმაციო მოთხოვნასა და მიღებულ ცნობას შორის აზრობრივი შესაბამისობა.

რელიგია (religion, cultus) [პოლ. Religia <ლათ. religio სინდისიერი; სიწმინდე, ღვთისნიერება, მოწიწება, წმინდანობა, კეთილსინდისიერება, რწმენა] - 1. რწმენაზე დაფუძნებული საზოგადოებრივი ცნობიერების ერთ-ერთი ფორმა, რომელიც წარმოადგენს თაყვანისცემის ობიექტს და განსაზღვრავს საზოგადოების ზნეობრივ-კულტურულ პრინციპებს; 2. ასეთი სახის საზოგადოებრივი ცნობიერების ერთ-ერთი მიმდინარეობა.

რელიკვია (relic, reliquiae) [<ლათ. reliquiae ნარჩენები] - ნივთი, რომელსაც ინახავენ როგორც წარსულის მოსაგონარ, განსაკუთრებით ძვირფას სახსოვარს.

რემარკა (note) [ფრანგ. Remarque <remarquer შენიშვნა] - შენიშვნა, ტექსტის ავტორისეული განმარტება, რომელიც ეხება პერსონაჟებს, გარემოს და სხვ.

რემიზი (brokerage) [ფრანგ. Remise <ლათ. remittere ანაზღაურება, დატოვება] - 1. საკომისიო ჯილდო, რომელსაც საბირჟო მაკლერი უხდის მაკლერსა და ფასიანი ქაღალდის მყიდველს შორის შუამავალს; 2. გადასაპირებელი თამასუქის საშუალებით ფულის გადახდა.

რემინისცენცია (reminiscence) [ფრანგ. reminiscence <ლათ. reminiscence მოგონებები] - ბუნდოვანი მოგონება, მოვლენა, რომელიც აზროვნების პროცესს გარკვეული მიმართულებით მიმართავს.

რემისია (remission) [<ლათ. Remissio დასუსტება, შემცირება] - კომერციული ფასდაკლება ანგარიშის მიხედვით გადახდის დროს თანხის დასამრგვალებლად (კლების მიმართულებით).

რემიტენტი (remittee) [<ლათ. Remittens (remittentis) გამგზავნი] - ფულის მიმღები გადასაპირებელი თამასუქით. რემიტენტი შეიძლება იყოს როგორც მესამე პირი, ასევე ტრასანტი.

რემიტირება (remittance, kind of discharge/redeem foreign currency debt) - უცხოური ვალუტით არსებული დავალიანებისდაფარვის ხერხი, რომლის დროსაც მოვალე შიდა ბაზარზე ეროვნული ვალუტით ყიდულობს უცხოურ ვალუტას და შემდგომ მას გადაუგზავნის კრედიტორს დავალიანების დასაფარავად.

რემონტი (maintenance, repair, repairs) [ფრანგ. remonte <remonter ისევ ადგომა, აღმასვლა] - რისამე შეკეთება, აღდგენა; ნაკლოვანებების აღმოფხვრა.

რენეგატი (renegade) [ფრანგ. Renegat <იტალ. rinnegato <rinnegare უარყოფა, ხელის აღება] - მოღალატე, განდგომილი.

რენესანსი (the Renaissance) [ფრანგ. Renaissance] - 1. აღორძინება - მე-14- 16სს-ში ევროპის რიგ ქვეყნებში (პირველად - იტალიაში): კულტურული და იდეოლოგიური განვითარების პერიოდი, რომლისთვისაც დამახასიათებელია ჰუმანისტური მსოფლმხედველობა, მეცნიერებისა და ხელოვნების აყვავება (რენესანსის ეპოქის მეცნიერებისა და ხელოვნების უდიდესი წარმომადგენლებია: პეტრარკა, ბოკაჩო, კოპერნიკი, ჯორდანო ბრუნო, მიქელანჯელო, რაფაელი, ლეონარდო და ვინჩი და სხვ.); რისამე აღორძინება, აყვავება, განვითარება; 2. არქიტექტურული სტილი, რომელმაც შეცვალა გოტიკური; იყენებდა ბერძნულ-რომაული არქიტექტურის ელემენტებს.

რენომე (reputation) [ფრანგ. Renomme <renommer ქება-დიდება] - ვინმეს ან რაიმეს შესახებ გავრცელებული აზრი (ჩვ. დადებითი).

რენტა (rent) [გერმ. rente, ფრანგ. Rente <შდრ. ლათ. rendita <ლათ. reddere დაბრუნება] - კაპიტალიდან, ქონებიდან ან მიწიდან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მოითხოვს შემოსავლის მიმღებისგან სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებას.

რენტაბელური (profitable) [გერმ. rentabel, ფრანგ. rentable] - სამეურნეო თვალსაზრისით სარგებლიანი, მომგებიანი.

რეორგანიზაცია (readjustment, reconstruction, reorganization) - საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის სტრუქტურის შეცვლა, გადაკეთება, გარდაქმნა, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შეცვლა.

რეპარაცია (reparation) [ფრანგ. reparation, გერმ. reparation <ლათ. reparatio აღდგენა, განახლება] - ომით მიყენებული ზარალის საკომპენსაციო თანხა, რომელსაც ომის დამწყებად შერაცხილი სახელმწიფო უხდის გამარჯვებულ ქვეყანას.

რეპატრიაცია (repatriation) [<ლათ. re უკუმოქმედების აღმნიშვნელი თავსართი + patria სამშობლო, მამული] - ემიგრანტების, დევნილების, სამხედრო ტყვეების სამშობლოში დაბრუნება.

რეპლიკა (replica, remark, retort, rejoinder) [ფრანგ. replique <repliquer პასუხის გაცემა, შეპასუხება] - მოსაუბრის სიტყვაზე პასუხი, შეპასუხება.

რეპორტაჟი (reportage, report) [ფრანგ. reportage] - ყოველდღიური მოვლენების შესახებ შეტყობინება, მასმედიის საშუალებით გავრცელებული ინფორმაცია.

რეპორტი (contango) [ფრანგ. report] - ბირჟაზე ფასიანი ქაღალდების გაყიდვა იმ პირობით, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ მოხდება მათი უკუგამოსყიდვა ახალი, უფრო მაღალი კურსით.

რეპრესია (repression, sanction) [ფრანგ. repression <გვ. ლათ. repressio ჩახშობა, დათრგუნვა] - დამსჯელობითი ზომები, რომელსაც იყენებენ სახელმწიფო ორგანოები.

რეპრივატიზაცია (re-privatization) - ადრე კერძო პირების საკუთრებაში არსებული, შემდგომ ნაციონალიზებული სახელმწიფო ქონების კერძო საკუთრებაში დაბრუნება.

რეპუტაცია (reputation) [ფრანგ. reputation <ლათ. reputatio მოფიქრება, აზროვნება] - ვისიმე (რისამე) ღირსების, ნაკლის, ხასიათის, მდგომარეობის შესახებ მის მიერვე მოპოვებული საერთო აზრი, საზოგადოებრივი შეფასება.

რეჟიმი (regime) [ფრანგ. regime <ლათ. regimen მმართველობა, სამმართველო <regere მართვა] - 1. სახელმწიფო წყობილება, მმართველობის წესი; 2. დადგენილი წესი; 3. მუშაობის, საქმიანობის ცხოვრების პირობები.

რესპექტაბელური (respectable) [ფრანგ. respectable <respect პატივისცემა, მოწიწება] - პატივცემული, ღირსეული, მოწიწების აღმძვრელი.

რესპონდენტი [ინგლ. respondent <to respond პასუხის გაცემა <ლათ. respondere პასუხის გაცემა, გამოხმაურება] - საზოგადოებრივი აზრის შესწავლის მიზნით წარმართული გამოკითხვის, ანკეტირების, ინტერვიუს ობიექტი პირი.

რესპუბლიკა (republic) [<ლათ. respublica სახალხო საქმე, სახელმწიფო] - 1. სახელმწიფო მმართველობის ფორმა, რომლის დროსაც უმაღლესი ძალაუფლება ეკუთვნის განსაზღვრული ვადით არჩეულ ორგანოებს, პირებს; 2. ქვეყანა მმართველობის ასეთი ფორმით.

რესტავრაცია (restoration) [გერმ. restauration, ფრანგ. restauration <ლათ. restauratio აღდგენა] - 1. დროთა ვითარებაში დაზიანებული რისამე აღდგენა პირვანდელი სახით; 2. ძველი, დამხობილი პოლიტიკური წყობილების აღდგენა.

რესტიტუცია (restitution) [<ლათ. restitutio აღდგენა] - 1. ძველი უფლებრივი მდგომარეობის აღდგენა, ქონების დაბრუნება, პროცესის აღდგენა; 2. დეფორმირებული საგნის ფორმის თვითაღდგენა;

რესტრიქცია (restriction) [ფრანგ. restriction <ლათ. restrictio შეზღუდვა] - საქონლის წარმოების, გაყიდვისა და ექსპორტის შეზღუდვა მასზე მაღალი ფასების შენარჩუნების მიზნით.

რესტრუქტურიზაცია საგადასახადო დავალიანების (restructuring of outstanding debt on tax) - ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებების, ჯარიმებისა და მათზე დარიცხული საურავების გაყინვა ან/და გადავადება (საქართველოს კანონი საგადასახადო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის შესახებ”, მუხლი 1.).

რესტრუქტურიზაცია საწარმოს (restructuring of enterprises) - საწარმოს საფინანსო-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მიმართული სამართლებრივი ორგანიზაციულ-ტექნიკური, ტექნოლოგიური და სხვა ღონისძიებათა კომპლექსი (საქართველოს კანონი საგადასახადო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის შესახებ”, მუხლი 1.).

რესურსი (resource) [ფრანგ. Ressource <ლათ. resurgere განახლება, აღდგენა] - 1. რისამე მარაგი, წყარო; 2. საჭიროების შემთხვევაში გამოსაყენებელი საშუალებები.

რეტრო ..., [<ლათ. retro უკან, შებრუნებული] - უკან მიმართული, წარსულთან დაკავშირებულის მნიშვნელობის მქონე რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი.

რეტროგრადი (reactionary, retrograde person; stick in the mud) [<ლათ. retrogradus უკან მავალი] - პროგრესის მოწინააღმდეგე, ჩამორჩენილი შეხედულებების მქონე ადამიანი.

რეტროსპექტივა (retrospective review) [ფრანგ. retrospective <ლათ. retro უკან, შებრუნებული + spectare ყურება] - წარსულში მზერა.

რეფაქცია (tret) [ფრანგ. refaction] - 1. საქონლის ფასის ან წონის დაკლება სავაჭრო გარიგების დროს. აქვს იმ შემთხვევაშიროცა საქონლის ხარისხი ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე დაბალია; 2. განსაკუთრებული შეთანხმების საფუძველზე დიდი ოდენობით ტვირთის გაგზავნისას ფასდაკლება.

რეფერატი (synopsis, essay) [გერმ. referat <ლათ. referre შეტყობინების გაგზავნა, მოხსენება] - 1. ინფორმაციის შესაბამისი წყაროების მიმოხილვის შემცველი განსაზღვრულ თემაზე მოხსენება; 2. სამეცნიერო ნაშრომის შინაარსის შემოკლებული გადმოცემა.

რეფერენდუმი (referendum) [ლათ. referendum რაც უნდა აუწყონ <ლათ. referre] - კენჭისყრით საერთო-სახალხო გამოკითხვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხების გადასაწყვეტად (საქართველოს კანონი რეფერენდუმის შესახებ”, მუხლი 1).

რეფერენტი (reader ( of a paper), reviewer, adviser) [<ლათ. Referens (referentis) კავშირში მყოფი, შეტყობინების გამგზავნი] - 1. რეფერატის შემდგენი პირი; 2. თანამდებობის პირი, რომელიც ამზადებს განსაზღვრულ საკითხებზე მოხსენებას და გასცემს კონსულტაციებს.

რეფერენცია (reference) [<ფრანგ. reference ცნობა, დამოკიდებულება, მითითება <ლათ. referre დაკავშირება, მიკუთვნება, შეტყობა] - დახასიათება, რომელსაც საქმიან წრეებში ნდობით აღჭურვილი იურიდიული ან ფიზიკური პირი აძლევს სხვა იურიდიულ ან ფიზიკურ პირს. მასში აღნიშნულია იმ პირის საქმიანი თვისებები და კრედიტუნარიანობა, ვისაც დახასიათება ეძლევა.

რეფინანსირება (reaccounting, rebacking, refinancing) - 1. ეროვნული (ცენტრალური) ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი ინსტრუმენტი (მეთოდი), რომლის ფორმას, რიგსა და პირობებს იგი თავადვე ადგენს; 2. ვადაგასასვლელი ან შეცვლილი სასესხო პირობების მქონე ფასიანი ქაღალდების ნაცვლად ახალი ფასიანი ქაღალდების გამოშვება; 3. ვალის, სესხის პროლონგაცია და (ან) მისი თანხის გაზრდა; 4. კრედიტის პირობების (დაფარვის გრაფიკი, საპროცენტო განაკვეთი) შეცვლა.

რეფორმა (reform) [ფრანგ. Reforme <ლათ. reformare შეცვლა, გარდაქმნა] - რისამე გარდაქმნა, შეცვლა, გადაკეთება.

რეფორმიზმი (reformism) - პოლიტიკური მიმდინარეობა, მოძრაობა, რომლის ამოცანაა სოციალური ცვლილებების მოხდენა რეფორმების გზით.

რექტორი (rector, head of a university) [გერმ. rektor <ლათ. rector მოურავი, ხელმძღვანელი] - უნივერსიტეტის, ინსტიტუტის ან სხვა უმაღლესი სასწავლო დაწესებულების მმართველობითი ორგანოს ხელმძღვანელი.

რეცენზია (notice, review, critique) [გერმ. rezension <ლათ. recensio გამოკვლევა, დათვალიერება] - რაიმეს შესახებ (ნაწარმოების, სტატიის და სხვ.) წერილობითი კრიტიკული გამოხმაურება.

რეცეპტი (formula, prescription, recipe, method, way, practice) [გერმ. Rezept <ლათ. receptum მისაღები, მიღებული] - გადატ. რისამე მიღწევის აპრობირებული წესი, რაიმე ფორმით მოქმედების მეთოდი.

რეცესია (recession) [ფრანგ. recession, გერმ. rezession <ლათ. recessio უკან დახევა] - წარმოების ვარდნა ან ზრდის ტემპების შენელება.

რეცეფცია (reception) [<ლათ. Receptio მიღება] - სხვა ქვეყანაში და ეპოქაში აღმოცენებული სოციალურ-კულტურული ფორმების მოცემული საზოგადოების მიერ გადმოღება და საკუთარ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.

რეციდივი (recurrence, relapse, repeated commission (of offence), second offense) - 1. რაიმეს ხელმეორედ გამოვლენა (ჩვ.ნეგატიურის); 2. წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლები პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენა (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 17, ნაწილი 1).

რიგითი [private (soldier)] - 1. არმიაში: ყველაზე დაბალი რანგის სამხედრო მოსამსახურე; ჯარისკაცი; 2. იხ. სამხედრო წოდებები.

იგსდაგი [დან. rigsdag <rige სახელმწიფო + dag შეკრება, თავყრილობა] - 1953 წლამდე დანიაში არსებული ორპალატიანი პარლამენტის სახელწოდება, რომელიც შედგებოდა ლანდსტინგისა (ზედა პალატა) და ფოლკეტინგისგან (ქვედა პალატა).

რინგი (ინგლ. ring წრე) - 1. შეჯიბრებისთვის გამოყენებული შემოსაზღვრული ფართობი, რომელსაც ყოველთვის დამარცხებული მხარე ტოვებს; 2. მეწარმეებს შორის დადებული მოკლევადიანი შეთანხმება, რომელიც მიზნად ისახავს მოგების მიღებას ბაზარზე რომელიმე საქონლის მთლიანი პარტიის შესყიდვის, მისი შემდგომ უფრო მაღალ ფასად გაყიდვის მეშვეობით.

რისკი (adventure, danger, hazard, jeopardy, risk) [ფრანგ. risque, <იტალ. risico <ბერძ. rixikon კლდე, ფრიალო] - 1. ხდომილების გამოსავლის ნებისმიერი ცვლილება; 2. იხ. სადაზღვევო რისკი.

რისკი სავალუტო (risk of currency) - სავალუტო კურსის ნებისმიერი ცვლილების გავლენა მომავალი გარიგების ფასზე.

რისკის ფონდი (risk fund) - სპეციალური სახელმწიფო ფონდი, რომელიც ყალიბდება და გამოიყენება დადგენილი წესით და რომელშიც სახსრები აკუმულირდება გაცემული სახელმწიფო გარანტიების შესასრულებლად (სახელმწიფო ვალის შესახებსაქართველოს კანონი, მუხლი 1).

რიტმი (rhythm, tempo) [ფრანგ. Rythme <ბერძ. rhythmos] - 1. რისამე თანაბარი მონაცვლეობა; 2. რისამე მოწესრიგებული მიმდინარეობა, პროცესი.

რიტორიკა (rhetoric) [<ბერძ. Rhetorike მჭევრმეტყველების ხელოვნება] - ლამაზი, მჭევრმეტყველურ, მაგრამ ნაკლებად შინაარსიანი სიტყვა.

რიტუალი (ritual, ceremonial) [<ლათ. ritualis ჩვეულებითი <ritus წეს-ჩვეულება] - 1. რელიგიური ან სხვა რაიმე აქტის განხორციელებისას მოქმედებების თანმიმდევრობის ჩვეულებით დადგენილი წესი.

რიქსდაგი [შვედ. riksdag <rike სახელმწიფო + dag შეკრება, თავყრილობა] - პარლამენტის დასახელება შვედეთში. რიხტერის სკალა - (ამერიკელი სეისმოლოგის ჩ. რიხტერის სახელის მიხედვით); მიწისძვრების კლასიფიკაცია მაგნიტუდებით, რაც ემყარება მიწისძვრების დროს სეისმოლოგიური ტალღების ენერგიის შეფასებას; იზომება 12-ბალიანი სკალით.

რობოტი (robot) [ჩეხ. robot <robota მონური შრომა <rob მონა] - ანთროპომორფული (ადამიანის მსგავსი) მოქმედების ავტომატური მანქანა, მოწყობილობა, რომელიც რთულ ოპერაციებს ასრულებს და რიგ შემთხვევებში ნაწილობრივ ან სრულად ცვლის ცოცხალ სამუშაო ძალას (ტერმინი რ. პირველად გამოიყენა ცნობილმა ჩეხმა მწერალმა კ.ჩაპეკმა პიესაში “R.U.R” 1920 წელს).

როიალტი [ინგლ. royalty საავტორო ჰონორარი <royal სამეფო] - 1. სალიცენზიო გასამრჯელო პერიოდული გადარიცხვის ფორმით ლიცენზირებული ტექნოლოგიით დამზადებული პროდუქციის გაყიდვით მიღებული თანხიდან; 2. საფასური სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისა და ტექნოგენური წარმონაქმნების გადამუშავების პროცესში წიაღით სარგებლობის უფლებისთვის; 3. ა) საფასური სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისა და ტექნოგენური წარმონაქმნების გადამუშავების პროცესში წიაღით სარგებლობის უფლებისათვის; ბ) გადასახდელის სახით მიღებული შემოსავალი: - საავტორო უფლებების, პროგრამული უზრუნველყოფის, პატენტის, ნახაზის ან მოდელის, სავაჭრო ნიშნისა და სხვა თანამდევ უფლებათა გამოყენებისათვის ან გამოყენების უფლებისათვის; - სამრეწველო, სავაჭრო ან სამეცნიერო-კვლევითი მოწყობილობის გამოყენებისათვის ან გამოყენების უფლებისათვის; - ნოუ-ჰაუს გამოყენებისათვის; - კინოფილმების, ვიდეოფილმების, ხმის ჩანაწერების ან ჩაწერის სხვა საშუალებათა გამოყენებისათვის ან გამოყენების უფლებისათვის; - ამ ნაწილით გათვალისწინებულ უფლებებთან დაკავშირებით ტექნიკური დახმარების გაწევისათვის ან ამ უფლებათა გამოყენებისაგან თავის შეკავებისათვის. (საქართველოს საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 29).

როკ-მუსიკა (rock-music) [იხ. როკ-ნროლი] - მე-20ს-ის მეორე ნახევრის თანამედროვე მუსიკის ნაირსახეობა, რომელშიც გამოიყენება ფოლკლორის ელემენტები, მუსიკალური ეფექტები და სხვ.; დამახასიათებელია შესრულების სწრაფი რიტმი და ვოკალიზაციის თავისებური მანერა.

როკ--როლი (rock-n-roll) [ინგლ. rockn- roll <rock and roll „იქანავე და იბრუნე”] - წყვილთა იმპროვიზებული, უკიდურესად ექსპრესიული ცეკვა; წარმოიშვა მე-20ს-ის 50-იან წლებში, ამერიკაში და სულ მალე ფართო გავრცელება ჰპოვა მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც; მუს. ზომა - 4/4; ტემპი - ზომიერად სწრაფი; სწრაფი.

როკოკო (rococo) [ფრანგ. rococo] - არქიტექტურული და დეკორატიული სტილი, რომელიც წარმოიშვა მე-18ს-ის საფრანგეთში; დამახასიათებელია ნატიფი, რთული ფორმები.

როლოვერი (roll-over) - 1. კრედიტის ვადის გაგრძელება მისი განახლების გზით, რომლის დროსაც ხორციელდება კრედიტის ტექნიკური დაფარვა იმავდროულად ახალი კრედიტის გამოყოფით; 2. ინვესტიციის ერთი ფორმიდან მეორეში სახსრების გადატანა.

რომანტიზმი (romanticism) [ფრანგ. romanticisme] - 1. მე-19ს-ის დასაწყისში ლიტერატურასა და ხელოვნებაში: მიმართულება, რომელიც წინ წამოსწევდა, წინ აყენებდა პიროვნების ინტერესებსა და გრძნობებს; ახასიათებდა არსებული სინამდვილისგან განზე გადგომა, ინდივიდუალიზმი; შემოქმედებაში იყენებდა ისტორიულ და ხალხურ-პოეტურ თემებს; 2. მხატვრული მეთოდი ლიტერატურაში, რომელიც ახდენს არსებული ვითარების იდეალიზაციას; მეოცნებეობა; 3. რისამე იდეალიზაცია. რომანულ-გერმანული სამართლებრივი

სისტემა (Roman-German legal system) - თანამედროვეობის სამი ძირითადი სამართლებრივი სისტემიდან (ანგლოამერიკული, მუსლიმანური და რომანულ-გერმანული სამართლებრივი სისტემა) ერთ-ერთი ოჯახი, რომლის მთავარი განმასხვავებელი ნიშანია რომის სამართლის საფუძველზე სამართლის ფორმირება. იგი მიღებულია კონტინენტური ევროპის ყველა ქვეყანაში (ამის გამო ამ სამართლებრივ სისტემას, აგრეთვე, უწოდებენ კონტინენტურს), ლათინური ამერიკის, აფრიკისა და აზიის მნიშვნელოვან ნაწილში. რიგ ქვეყნებში რომანულ-გერმანული სამართალი შერწყმულია ადგილობრივ ტრადიციულ სამართალთან, კერძოდ: ახლოაღმოსავლეთში - მუსლიმანურ, იაპონიაში - ტრადიციულ ეთიკურ-სამართლებრივ ნორმებთან, აფრიკაში - ჩვეულებით სამართალთან. სისტემისათვის დამახასიათებელია სამართლის ნორმების ოპტიმალური განზოგადება, სამართლის კერძო და საჯარო ნაწილად დაყოფა, სამართლის სხვადასხვა დარგის გამოცალკევება. სამართლის უმთავრეს წყაროდ გვევლინება კანონი, ამასთან, კანონმდებელი მიისწრაფვის სამართლის ყველა ძირითადი დარგის კოდიფიკაციისკენ. სასამართლო პრეცედენტი არ მიიჩნევა სამართლის წყაროდ ან აქვს სამართლის დამხმარე წყაროს ფუნქცია ამასთან, სოციალური ურთიერთობების სამართლებრივი რეგულირების პროცესში ჩვეულებით ნორმების როლი შეზღუდულია.

როტაცია (rotation) [<ლათ. rotatio წრიული, ბრუნვითი მოძრაობა] - 1. მონაცვლეობა, ცვლა; უფლებამოსილი ორგანოს შემადგენლობის პერიოდული განახლება; 2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების დიპლომატიური თანამდებობის პირთა ურთიერთშენაცვლება („დიპლომატიური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 2).

რუბიკონი - 1. გადატ. ძნელად გადასალახი დაბრკოლება, გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმა, ზღვარი; 2. ადრიატიკის ზღვაში ჩამდინარე მდინარის უძველესი დასახელება, რომელიც 49 წელს, რომის სენატის აკრძალვის მიუხედავად, თავისი ლეგიონებით გადმოლახა იულიუს კეისარმა ისტორიაში შესული შეძახილით: “Alea jacta est” („კამათელი გაგორებულია“, „წილი ნაყარია“). აღნიშნული ქმედება იქცა სამოქალაქო ომის დაწყების საბაბად.

რუბრიკა (heading, rubric, column) [გერმ. rubrik <ლათ. rubrica კანონის სათაური (წითელი საღებავით დაწერილი) <ruber წითელი] - ჟურნალის, გაზეთის, სატელევიზიო (რადიო) პროგრამის ცალკეული განყოფილება, ნაწილი; აგრეთვე ასეთი განყოფილების დასახელება.

რუდიმენტი (rudiment) [<ლათ. rudimentum საწყისი, პირველდაწყებითი] - გადატ. გამქრალი მოვლენის გადმონაშთი.

რუპორი (megaphone) [ნიდ. Roeper <roepen ყვირილი] - გადატ. ვისამე იდეის, აზრების გამავრცელებელი.

რუტინა (routine) [ფრანგ. routine] - სიახლის, ცვლილებების შიში, ცხოვრებაში ერთ წერტილზე გაყინვა, გაჩერება.

რწმენის თავისუფლება (freedom of religion) - ადამიანის უფლება აირჩიოს ნებისმიერი რელიგია, ანდა იყოს ათეისტი.

19

▲ზევით დაბრუნება


საავტორო უფლებები (copyright) - საავტორო უფლება ვრცელდება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე, რომლებიც წარმოადგენს ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს, განურჩევლად ნაწარმოების დანიშნულებისა, ავკარგიანობისა, ჟანრისა, მოცულობისა, გამოხატვის ფორმისა და საშუალებისა. როგორც გამოქვეყნებულ, ისე გამოუქვეყნებელ ნაწარმოებზე, რომელიც არსებობს რაიმე ობიექტური ფორმით. საავტორო უფლება არ ვრცელდება იდეებზე, მეთოდებზე, პროცესებზე, სისტემებზე, საშუალებებზე, კონცეფციებზე, პრინციპებზე, აღმოჩენებსა და ფაქტებზე, მაშინაც კი, თუ ისინი გამოხატულია, აღწერილია, ახსნილია, ილუსტრირებულია ან ხორცშესხმულია ნაწარმოებში. საავტორო უფლება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე წარმოიშობა მათი შექმნის მომენტიდან. ნაწარმოები შექმნილად ითვლება, როდესაც იგი გამოხატულია რაიმე ობიექტური ფორმით, რაც მისი აღქმისა და რეპროდუცირების საშუალებას იძლევა. საავტორო უფლების წარმოშობისა და განხორციელებისათვის აუცილებელი არ არის ნაწარმოების რეგისტრაცია, სპეციალური გაფორმება ან სხვა ფორმალობათა დაცვა. საავტორო უფლების მფლობელს უფლება აქვს ნაწარმოები რეგისტრაციაში გაატაროს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ რეესტრში. რეგისტრაციის შემდეგ რეგისტრანტს ეძლევა სერტიფიკატი, რომელიც თავისთავად არ წარმოშობს ავტორობის პრეზუმფციას. განსაკუთრებული საავტორო უფლების მფლობელს თავისი უფლების განცხადებისათვის შეუძლია გამოიყენოს საავტორო უფლების დაცვის ნიშანი, რომელიც დაისმება ნაწარმოების ყოველ ეგზემპლარზე და შედგება სამი ელემენტისაგან: ა) ლათინური ასო C წრეწირში: ©; ბ) განსაკუთრებული საავტორო უფლების მფლობელის სახელი (დასახელება); გ) ნაწარმოების პირველი გამოცემის წელი.

საამორტიზაციო ხარჯები (depreciation charges) - საანგარიშგებო პერიოდში დარიცხული ამორტიზაცია.

საარსებო მინიმუმი (living wage, cost of living, living-wage, minimum of subsistence) - 1. ფულადი სახსრების მინიმუმი, რომელიც აუცილებელია ადამიანის ქმედუნარიანობის შენარჩუნებისთვის. იგი გამოხატავს საზოგადოებრივად აუცილებელი ცხოვრების დონის ქვედა ზღვარს. მისი გაანგარიშების მეთოდიკა ეფუძნება მინიმალური სამომხმარებლო ბიუჯეტის შექმნას, რომელიც საშუალო სიდიდის ოჯახის ან ერთი მომუშავის შემოსავლებისა და გასავლების ბალანსს წარმოადგენს; 2. ერთ მოსახლეზე სამომხმარებლო საქონლის ღირებულებითი გამოხატულება, რომელიც ქვეყნის სოციალურ- ეკონომიკური განვითარების დონის შესაბამისად უზრუნველყოფს ადამიანის მინიმალური ფიზიოლოგიური და სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას (საქართველოს კანონი “საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესის შესახებ”); 3. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ საარსებო მინიმუმის ოდენობის განსაზღვრამდე, თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების შევსების მიზნისათვის საარსებო მინიმუმი განისაზღვრება ასი ლარით (საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ”, მუხლი 21).

საარჩევნო ადმინისტრაცია (elections administration) - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები (საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 3).

საარჩევნო ბლოკი (election coalition) - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული 2 ან მეტი პარტიის გაერთიანება (საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 3). საარჩევნო კვოტა (electoral quota) - იხ. კვოტა.

საარჩევნო კომისიები (electoral committees) - სპეციალური ორგანოები, რომლებიც უზრუნველყოფენ წარმომადგენლობითი ორგანოებისა და არჩევითი თანამდებობის პირების არჩევნების ჩატარებას. საქართველოში პრეზიდენტის, პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების ჩასატარებლად იქმნება ცენტრალური საარჩევნო კომისია, საოლქო საარჩევნო კომისიები და საუბნო საარჩევნო კომისიები. მათი შექმნის წესი, შემადგენლობა, უფლებამოსილება და მუშაობის ორგანიზაცია განისაზღვრება შესაბამისი კანონებით არჩევნების შესახებ.

საარჩევნო რეგისტრაცია (election registration) - შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ პარტიების, საარჩევნო ბლოკების, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებისა და კანდიდატთა რეგისტრაცია არჩევნებში მონაწილეობის უფლების მიღების მიზნით (საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 3).

საარჩევნო სისტემა (electoral system) - არჩევნების ჩატარებისა და მისი შედეგების მიხედვით წარმომადგენლობით ორგანოში მანდატების განაწილების წესი. ყველაზე უფრო მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემებია გავრცელებული. მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნებისას საარჩევნო ოლქში გამარჯვებულად ითვლება ის კანდიდატი, რომელიც მოიპოვებს ამომრჩეველთა კანონით დადგენილი ხმების უმრავლესობას. პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობენ მხოლოდ პოლიტიკური პარტიები, რომელთა მიერ წარმოდგენილ სიებს ეყრება კენჭი და თითოეული პარტიის მიერ მოპოვებული მანდატების რაოდენობა განისაზღვრება საარჩევნო კვოტის, ესე იგი იმ ხმების რაოდენობის მიხედვით, რაც ერთი დეპუტატის ასარჩევადაა საჭირო.

საარჩევნო სუბიექტი (election subject) - საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს წევრობის ან საჯარო ხელისუფლების თანამდებობის კანდიდატი, შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული პარტია, საარჩევნო ბლოკი და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი (საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 3).

საარჩევნო უფლება (suffrage, voting right) - 1. საკონსტიტუციო სამართლის ერთ-ერთი ინსტიტუტი. საარჩევნო სისტემის ფორმირების მარეგულირებელი სამართლის ნორმათა სისტემა. 2. პოლიტიკურ უფლებათა ჯგუფში შემავალი მოქალაქის ერთ-ერთი ძირითადი საკონსტიტუციო უფლება აირჩიოს წარმომადგენელი ან თანამდებობის პირი და თვითონ იქნეს არჩეული ადგილობრივ ან სახელმწიფო ორგანოებში; 3. აქტიური და პასიური საარჩევნო უფლება (საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 3).

საარჩევნო უფლება აქტიური (active suffrage) - მოქალაქის უფლება, ხმის მიცემის მეშვეობით მონაწილეობა მიიღოს საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოში ხალხის წარმომადგენელთა ასარჩევად და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებულ საყოველთაო არჩევნებსა დარეფერენდუმში (საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 3).

საარჩევნო უფლება პასიური (passive suffrage) - მოქალაქის უფლება, კენჭი იყაროს საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოში ასარჩევად და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის დასაკავებლად (საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 3).

საარჩევნო ცენზი (electoral qualification) - საარჩევნო უფლების მოსაპოვებლად და განსახორციელებლად კონსტიტუციითა თუ საარჩევნო კანონით დადგენილი პირობები. სხვადასხვა ქვეყანაში დაწესებულია სხვადასხვა სახის საარჩევნო ცენზი (ასაკობრივი, ქონებრივი, განათლების, რასობრივი და ა.შ.). საქართველოს კანონმდებლობით, არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც არჩევნების დღისათვის 18 წელი შეუსრულდა. არჩევნებში არ მონაწილეობს მხოლოდ ფსიქიკურად დაავადებული მოქალაქე, რომელიც სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო და ის პირი, რომელიც სასამართლოს განაჩენით სასჯელს იხდის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.

სააღრიცხვო ბარათი (record card, registration card) - სარეგისტრაციო ფურცელი, რომელიც დგება თითოეული მიწის ნაკვეთზე და მოიცავს ინფორმაციას ამ ნაკვეთის და მასზე არსებული სხვა უძრავი ქონების სამართლებრივი მდგომარეობისა და საზღვრების შესახებ, აგრეთვე, რეგისტრირებული უფლებების ობიექტების გეგმას (გრაფიკული ასახვა ცალკე მოცემულია კადასტრულ რუკაზეც).

სააღრიცხვო ოპერაციები (record operations) - თამასუქის და ზოგიერთი სხვა სახის სავალო ვალდებულებების აღრიცხვასთან (დისკონტი) დაკავშირებული ბანკის ოპერაციები.

სააქციო საზოგადოება (joint stock company) - 1. კერძო სამართლის იურიდიული პირი, საწარმოს ერთ-ერთი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, რომელსაც აქვს აქციებად დაყოფილი საწესდებო კაპიტალი; 2. საზოგადოება, რომლის საწესდებო კაპიტალი დაყოფილია ერთი და იმავე ნომინალური ღირებულების მქონე აქციებად. სააქციო საზოგადოების პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით. სააქციო საზოგადოების აქციონერი პასუხს არ აგებს სააქციო საზოგადოების ვალდებულებებზე (საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ”, მუხლი 51).

სააქციო საზოგადოების ლიკვიდაციის საფუძვლები (grounds for dissolution/ liquidation/winding-up of joint stock company) - ლიკვიდაციის საფუძვლებია: ორმოცდაათ პროცენტზე მეტი ხმის უფლების მქონე საწესდებო კაპიტალის მფლობელების გადაწყვეტილება; საბანკროტო წარმოების გახსნა; სასამართლოს გადაწყვეტილება; საზოგადოებებთან შერწყმა; რეორგანიზაცია.

სააქციო საზოგადოების რეგისტრაციის პირობები (provisions of incorporation of joint stock company) - იხ. კოოპერატივის რეგისტრაციის პირობები. ამასთან, სააქციო საზოგადოების სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის განაცხადს დამატებით საჭიროა დაერთოს დოკუმენტები დირექტორების დანიშვნის შესახებ.

სააქციო საზოგადოების საერთო კრება (general meeting of joint stock company's members) - სააქციო საზოგადოების მართვის უმაღლესი ორგანო. მისი მოწვევა ხდება ყოველწლიურად წლიური ბალანსის შედგენიდან ორი თვის ვადაში და განიხილება წლიური შედეგები და დღის წესრიგის სხვა შესაძლო საკითხები. საერთო კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება ან წარმოდგენილია ხმის უფლების მქონე საწესდებო კაპიტალის ნახევრის მფლობელები მაინც. თუ კრება არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, მაშინ თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ ვადაში იმავე დღის წესრიგით, კანონით დადგენილი პროცედურის თანახმად, მოიწვევა ახალი კრება, რომელიც გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება ან წარმოდგენილია ხმის უფლების მქონე კაპიტალის არანაკლებ 25%-ის მფლობელებისა. თუ კრება კვლავ არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, მაშინ თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ ვადაში იმავე დღის წესრიგით, კანონით დადგენილი პროცედურის თანახმად, მოიწვევა ახალი კრება, რომელიც გადაწყვეტილებაუნარიანია გამოცხადებული ან წარმოდგენილი ხმის უფლების მქონე კაპიტალის მფლობელთა მიუხედავად (საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ”, მუხლი 54.5).

სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭო (supervisory board of joint stock company) - სამეთვალყურეო საბჭო შედგება, სულ ცოტა, სამი, არა უმეტეს ოცდაერთი წევრისაგან, ამასთან, წევრთა რაოდენობა სამზე უნდა იყოფოდეს. წევრთა ორი მესამედი აირჩევა საერთო კრების მიერ, ხოლო ერთი მესამედი შეიძლება აირჩეს მუშა-მოსამსახურეთაგან (მუშა-მოსამსახურეთაგან სამეთვალყურეო საბჭოს წევრების არჩევის წესი განისაზღვრება სპეციალური საარჩევნო დებულებით, რომელსაც იღებს საერთო კრება). საწესდებო კაპიტალის არანაკლებ 20%-ის მფლობელს (მფლობელებს) უფლება აქვს სამეთვალყურეო საბჭოში ჰყავდეს სულ მცირე ერთი წარმომადგენელი. სამეთვალყურეო საბჭოს ყოველი წევრი საერთო კრების მიერ აირჩევა ოთხი წლის ვადით, მაგრამ უფლებამოსილება გრძელდება ამ ვადის გასვლის შემდეგ მორიგი საერთო კრების მოწვევამდე. ვადამდე გადარჩევა შესაძლებელია საერთო კრების მიერ ნებისმიერ დროს. ყოველ წევრს შეუძლია ნებისმიერ დროს გადადგეს. თუ წევრის გასვლიდან ექვსი თვის განმავლობაში არ აირჩა სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრი, მაშინ სასამართლოს, რომლის იურისდიქციის ტერიტორიაზე მდებარეობს საზოგადოება, შეუძლია ერთ-ერთი აქციონერის, სამეთვალყურეო საბჭოს წევრის ან დირექტორის განაცხადით დანიშნოს ახალი წევრი თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. სამეთვალყურეო საბჭოს წევრი არ შეიძლება იმავდროულად იყოს საზოგადოების დირექტორი ან სხვა პასუხისმგებელი აღმასრულებელი პირი. სამეთვალყურეო საბჭო თავისი შემადგენლობიდან ირჩევს თავმჯდომარეს და მოადგილეს. თუ გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული, მაშინ უნდა გაიმართოს ფარული კენჭისყრა. თუ კანდიდატები მიიღებენ ხმების თანაბარ რაოდენობას, მათ შორის უხუცესი დაინიშნება თავმჯდომარედ. თავმჯდომარე (მისი არყოფნისას - მოადგილე) იწვევს სხდომებს, განსაზღვრავს დღის წესრიგს. ოქმს ადგენს თავმჯდომარე ან სხდომის მდივანი. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომები ტარდება კვარტალში ერთხელ მაინც. მოწვევა უნდა გაკეთდეს წერილობით, სულ ცოტა რვა დღით ადრე და სავარაუდო დღის წესრიგითურთ. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები შეიძლება სხვა წევრებით იქნენ წარმოდგენილი, ოღონდ ერთი წევრი ერთი სხვა წევრით. სამეთვალყურეო საბჭო გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება ან წარმოდგენილია წევრთა სულ მცირე ნახევარი. თუ სამეთვალყურეო საბჭო არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, თავმჯდომარეს (მისი არყოფნისას - მის მოადგილეს) შეუძლია, სულ მცირე რვა დღის ვადაში მოიწვიოს ახალი სხდომა, რომელიც გადაწყვეტილებაუნარიანი იქნება, თუ მას ესწრება წევრთა არანაკლებ 25-%. თუ სამეთვალყურეო საბჭო კვლავ არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, მაშინ თავმჯდომარეს (მისი არყოფნისას - მოადგილეს) შეუძლია, სულ მცირე რვა დღის ვადაში მოიწვიოს ახალი სხდომა, რომელიც გადაწყვეტილებაუნარიანია დამსწრეთა რაოდენობის მიუხედავად (საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ”, მუხლი 55).

სააქციო საზოგადოების საფირმო სახელწოდება (business name of joint stock company) - სააქციო საზოგადოების სახელწოდებაში ყველა შემთხვევაში უნდა ფიგურირებდეს აღნიშვნა „სააქციო საზოგადოება” ან „სს”, ასევე პარტნიორის სახელის გამოყენების შესაძლებლობის გარდა სააქციო საზოგადოების სახელწოდებაში შეუძლიათ საფირმო სახელწოდება შეარჩიონ მისი საქმიანობის საგნის მიხედვით, ან ეს სახელწოდება შეიძლება იყოს ფანტაზიის ნაყოფი (საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ”, მუხლი 6.5).

სააქციო საზოგადოების საწესდებო კაპიტალი (authorized capital of joint stock company) - სააქციო საზოგადოების საწესდებო კაპიტალის მინიმალური ოდენობა უნდა შეადგენდეს თხუთმეტ ათას ლარს. საწესდებო კაპიტალი დაყოფილია ერთი და იმავე ნომინალური ღირებულების მქონე აქციებად (საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ”, მუხლი 51.1).

სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელობა (the management of joint stock company) - საზოგადოების ხელმძღვანელობა და მისი წარმომადგენლობა ევალებათ დირექტორებს. დირექტორთა უფლებამოსილებები განისაზღვრება სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დადგენილი შინაგანაწესით. თუ არ არსებობს ასეთი შინაგანაწესი, მაშინ გამოიყენება ხელმძღვანელობის ზოგადი უფლებამოსილებანი. სააქციო საზოგადოებას სასამართლოში და სხვა ურთიერთობებში წარმოადგენენ დირექტორები. იმ შემთხვევებში, როცა სახეზეა რამდენიმე დირექტორი და წესდება სხვა რაიმეს არ ითვალისწინებს, დირექტორები მხოლოდ ერთობლივად დებენ გარიგებებს და ასრულებენ ხელმოწერებს. ცალკეულ დირექტორს შეიძლება მიენიჭოს ზოგი გარიგების დადების ან განსაზღვრული სახის საქმიანობის გაძღოლის უფლებამოსილება. საზოგადოების მიმართ ნების გამომჟღავნების გამოსახატავად საკმარისია ნების გამომჟღავნება ერთი დირექტორის მიმართ. თუ სახეზეა რამდენიმე დირექტორი, მაშინ წესდება შეიძლება, აგრეთვე, ითვალისწინებდეს, რომ ერთ რომელიმე მათგანს დამოუკიდებლად ან ერთ-ერთ სავაჭრო წარმომადგენელთან ერთად მიენიჭოს საზოგადოების წარმომადგენლობის უფლებამოსილება, მაგრამ, ამავე დროს, შესაძლებელი უნდა იყოს, რომ დირექტორებს სავაჭრო წარმომადგენლობის გარეშეც შეეძლოთ წარმოადგინონ საზოგადოება (საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ”, მუხლი 56).

საბაზისო ფასი (base price) - საქონლის ასორტიმენტის ან ხარისხის შესაბამისი ფასი, რომელიც მხარეთა მიერ გათვალისწინებულია ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებაში და წარმოადგენს ფაქტობრივად მიწოდებული საქონლის საბოლოო ფასის დადგენის საფუძველს. საბაზისო ფასის საფუძვლად აღებულიდან განსხვავებული ხარისხის საქონლის მიწოდების დროს გათვალისწინებულია ფასდანამატი და ფასჩამოკლება წინასწარ დათქმული ოდენობით.

საბაზრო პორტფელი ((market) portfolio) - პორტფელი, რომლის შემადგენლობაში, შემავალი ყველა აქტივი გამოირჩევა რისკის მაღალი დონით.

საბაზრო ღირებულება (market price, market value, commercial value) - ფასი, რომელსაც ბაზარზე მოთხოვნისა და მიწოდების, აგრეთვე სუბიექტური სარგებლიანობის მიხედვით ადგენენ. როგორც წესი, მასში წარმოების დანახარჯები, მოგება, არაპირდაპირი გადასახადები და სხვადასხვა სახის გასამრჯელო შედის. ამდენად, საბაზრო ღირებულება არის ის ფაქტობრივი ფასი, რომლის მიხედვითაც ხდება საქონლისა თუ მომსახურების შეძენა.

საბალანსო ანგარიშგება (balance sheet) - ანგარიშგება საწარმოს აქტივების და მათი ვალდებულებებითა და სააქციო კაპიტალით დაფინანსების შესახებ. იგივეა, რაც ბალანსი.

საბანკო გარანტია (bank guarantee, banker's guarantee) - გარანტია, რომელსაც ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს. ესაა წერილობითი თანხმობა, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად იგი გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. საბანკო გარანტია უზრუნველყოფს პრინციპალის მიერ ბენეფიციარის მიმართ თავისი მოვალეობის სათანადო შესრულებას. საბანკო გარანტიის მიცემისათვის პრინციპალი უხდის გარანტს (საკრედიტო დაწესებულებას ან სადაზღვევო ორგანიზაციას) შეთანხმებულ საზღაურს (საქართველოს „სამოქალაქო კოდექსი”, მუხლი 879, 880). საერთაშორისო ანგარიშსწორებაში გამოყენებული საბანკო გარანტია ფორმდება საგარანტიო წერილისა და თამასუქზე წარწერის (ავალის) საშუალებით.

საბანკო კრედიტი (banking cdedit, bank loan, bank credit) - ბანკის მიერ აკუმულირებული თავისუფალი ფულადი სახსრებისა და საკუთარი კაპიტალის ნაწილის გაცემა დროებით სარგებლობაში. განასხვავებენ აქცეპტური, ონკოლური, საბლანკო და სხვა სახის კრედიტებს.

საბანკო კრედიტი აქცეპტური (bank acceptance credit) - საბანკო კრედიტის სახე, რომელსაც იღებს მსესხებელი მის მიერ გაცემული თამასუქების ბანკისთვის გადაცემის გზით.

საბანკო კრედიტი ონკოლური (bank at once credit) - საბანკო კრედიტი, რომელიც გაიცემა განუსაზღვრელი ვადით და იფარება მსესხებლის მოთხოვნისთანავე.

საბანკო კრედიტი საბლანკო (bank blank credit) - საბანკო კრედიტი, რომელიც გაიცემა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან ფასიანი ქაღალდების უზრუნველყოფის გარეშე. როგორც წესი, იგი გაიცემა მუდმივ კლიენტებზე, რომელთაც აქვთ მაღალი გადახდისუნარიანობა და შესაბამისი საკრედიტო ისტორია.

საბანკო კრედიტი უზრუნველყოფითი (bank secured credit) - კრედიტი, რომელსაც გარანტად უდევს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, ფასიანი ქაღალდები, უძრავი ქონება და სხვა ფასეულობები - თამასუქი, ოქრო, სასაქონლო დოკუმენტები და სხვ.

საბანკო მომსახურება (banking accomodation) - საბანკო ოპერაციები, რომლებიც ითვალისწინებენ კლიენტთა დავალებით სხვადასხვა (საკრედიტო, საფონდო, საშუამავლო, მინდობილობითი და სხვ.) ოპერაციის განხორციელებას და რომლისთვისაც იგი იღებს მომსახურების პროცენტს. პროცენტი შეიძლება იყოს ფიქსირებული ან განისაზღვროს შესასრულებელი სამუშაოს მიხედვით.

საბანკო რეზერვი (reserves) - რეზერვი, რომელიც მოიცავს ნაღდ ფულს, ცენტრალურ ბანკში შეტანილ უპროცენტო დეპოზიტს, ერთ ან რამდენიმე სახის კონვერტირებად ვალუტას, ძვირფას ლითონებსა და ქვებს.

საბანკო საიდუმლოება (bank secrecy) - კონფიდენციალური ინფორმაცია კომერციულ ბანკებში იურიდიული და ფიზიკური პირების ოპერაციებისა და ანგარიშების შესახებ, რომლის გათქმის, გავრცელების ან პირადი სარგებლობისათვის გამოყენების უფლება არავის აქვს. იგი შეიძლება მიეცეს მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ბანკს მისი კომპეტენციის ფარგლებში. ცნობები ფიზიკური და იურიდიული პირების ანგარიშების, ამ ანგარიშებიდან განხორციელებული ოპერაციებისა და ანგარიშებზე არსებული ნაშთების შესახებ შეიძლება მიეცეს შესაბამისი ანგარიშების მფლობელებს და მათ წარმომადგენლებს, აგრეთვე, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს. სხვა პირებს ეს ინფორმაცია მიეცემა მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი აქტის საფუძველზე. სასამართლო და საგამომძიებლო ორგანოებს, აგრეთვე, საგადასახადო სამსახურებს ეკრძალებათ სასამართლოს განაჩენის გამოტანამდე ინფორმაციის გადაცემა სხვა ორგანოებისათვის მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ჩათვლით, აგრეთვე, ამ ინფორმაციების გამოყენება საჯარო გამოსვლებში („კომერციული ბანკების შესახებ”, მუხლი 17).

საბანკო საქმიანობა (bank activity) - კომერციული ბანკებისათვის ნებადართულია საქმიანობის მხოლოდ ქვემოთ ჩამოთვლილი სახეობანი: ა) პროცენტიანი და უპროცენტო დეპოზიტების (მოთხოვნამდე, ვადიანი და სხვა სახის) და სხვა დაბრუნებადი გადახდის საშუალებების მოზიდვა; ბ) სესხების გაცემა სამომხმარებლო, საიპოთეკო, არაუზრუნველყოფილი და სხვა კრედიტების ჩათვლით, ფაქტორინგული ოპერაციები რეგრესის უფლებით და ამ უფლების გარეშე, კომერციულ გარიგებათა დაფინანსება, გარანტიების, აკრედიტივებისა და აქცეპტების გამოცემა ფორფეტირების ჩათვლით; გ) საკუთარი და კლიენტთა სახსრებით ფულადი საბუთების (ჩეკების, თამასუქებისა და სადეპოზიტო სერტიფიკატების ჩათვლით, ფასიანი ქაღალდების, ფიუჩერსებისა და ოფციონების სავალო ინსტრუმენტებით ან საპროცენტო განაკვეთებით, სავალუტო და საპროცენტო ინსტრუმენტების, სავალო საბუთების, უცხოური ვალუტის, ძვირფასი ლითონების და ძვირფასი ქვების) ყიდვა-გაყიდვა; დ) ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების ოპერაციების და საკასო-საინკასაციო მომსახურების განხორციელება; ე) გადახდის საშუალებების გამოშვება და მათი მიმოქცევის ორგანიზება (საგადახდო ბარათების, ჩეკებისა და საბანკო ტრატების ჩათვლით); ვ) საშუამავლო მომსახურება საფინანსო ბაზარზე; ზ) კლიენტების დავალებით ნდობით (სატრასტო) ოპერაციების განხორციელება, სახსრების მოზიდვა და განთავსება; თ) ფასეულობათა შენახვა და აღრიცხვა ფასიანი ქაღალდების ჩათვლით; ი) საკრედიტო-საცნობარო მომსახურება; კ) ზემოთ ჩამოთვლილ თითოეულ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურება (საქართველოს კანონი „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ”, მუხლი 20).

საბანკო სესხი (bank loan) - ბანკის ფულადი სახსრები, რომლებიც კრედიტის სახით არის გაცემული და რომლებზეც გადაიხდება პროცენტი. განასხვავებენ მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან სესხებს.

საბაჟო გადასახდელის სახეები (forms of customs duties) - საქონლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლიდან მოხსნისას და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში გადაიხდევინება გადასახდელები - გადასახადები და მოსაკრებლები. გადასახადებია: ა) საბაჟო; ბ) დამატებული ღირებულებისა; გ) აქციზი. საბაჟო მოსაკრებლებია: ა) საბაჟო პროცედურებისათვის; ბ) ლიცენზიების გაცემისათვის (საქართველოს „საბაჟო კოდექსი”, მუხლი 71).

საბაჟო კონტროლი (custom control/ superintendence) - საბაჟო ორგანოების მიერ მოქმედებათა ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს საბაჟოზე ტვირთის, სატრანსპორტო საშუალებების და სხვადასხვა სახის ფასეულობათა მოძრაობისას შესაბამისი კანონმდებლობის დაცვას. იგი მოიცავს: საბაჟო მიზნებისთვის საჭირო დოკუმენტებისა და ცნობების შემოწმებას; საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო შემოწმებას; პირად გასინჯვას; საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვას; ფიზიკური პირების ზეპირ გამოკითხვას; აღრიცხვისა და ანგარიშგების შემოწმებას; დროებითი შენახვის საწყობების ტერიტორიისა და სათავსების, საბაჟო საწყობების, თავისუფალი საწყობების, თავისუფალი საბაჟო ზონებისა და უბაჟო ვაჭრობის მაღაზიებისა და სხვა ადგილების დათვალიერებას, სადაც შეიძლება ინახებოდეს საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი და სატრანსპორტო საშუალებები, ან/და ხორციელდება საქმიანობა, რომლის კონტროლიც ევალებათ საბაჟო ორგანოებს; კანონმდებლობით განსაზღვრულ კონტროლის სხვა სახეებს (საქართველოს „საბაჟო კოდექსი”, მუხლი 123).

საბაჟო მოსაკრებლის გადამხდელები (payers of customs due) - საბაჟო მოსაკრებლების გადამხდელები არიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთაც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოაქვთ ან ამ ტერიტორიიდან გააქვთ საქონელი, ასევე საქართველოს ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებების დროებით შემომყვანი პირები, რომლებიც რეგისტრაციაში გაატარებენ ამ საშუალებებს („საბაჟო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 3).

საბაჟო მოსაკრებლის განაკვეთი (the rate of customs due) - ა) საქონლის საბაჟო დათვალიერების ან/და გაფორმებისათვის (გარდა საქონლის დროებით შემოტანის ან/და გატანისათვის, ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით საქონლის შემოტანისათვის და ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოყვანისათვის) - საბაჟო ღირებულების 0,2 პროცენტი; ბ) საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით გამავალი ტვირთების საბაჟო დათვალიერების ან/და გაფორმებისათვის: ბ.ა) საავტომობილო ტრანსპორტით - ერთ დეკლარაციაზე 100 ლარი; ბ.ბ) სარკინიგზო ტრანსპორტით - ერთ დეკლარაციაზე 200 ლარი; ბ.გ) საზღვაო ტრანსპორტით - ერთ დეკლარაციაზე 300 ლარი; გ) საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის დროებით შემოტანისათვის ან/და ამ ტერიტორიიდან მისი დროებით გატანისათვის: გ.ა) 10000 კილოგრამზე ნაკლები წონის საქონლის ყოველ კილოგრამზე - 1 თეთრი; გ.ბ) 10000 კილოგრამზე მეტი წონის საქონლის ყოველ კილოგრამზე - 100 ლარიდან დამატებით 0,3 თეთრი; გ.გ) საგამოფენო დანიშნულების საქონლის ყოველ კილოგრამზე - 2,5 თეთრი; დ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 24 საათზე მეტი ვადით შემოსაყვანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დათვალიერების ან/და გაფორმებისათვის - ერთ სატრანსპორტო საშუალებაზე 10 ლარი („საბაჟო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 5).

საბაჟო რეჟიმი (custom regime) - საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების ქვეყნის შიგნით შეტანისა და ქვეყნის გარეთ გატანის კანონით განსაზღვრული წესი. განარჩევენ საბაჟო რეჟიმის შემდეგ სახეობას თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება (იმპორტი); რეიმპორტი; ტრანზიტი; საბაჟო საწყობში საქონლის შენახვა; უბაჟო ვაჭრობა; გადამუშავება საბაჟო ტერიტორიაზე; გადამუშავება საბაჟო კონტროლის ქვეშ; დროებითი შემოტანა; თავისუფალ საბაჟო ზონაში საქონლის განთავსება; თავისუფალ საწყობში საქონლის განთავსება; გადამუშავება საბაჟო ტერიტორიის გარეთ; ექსპორტი; რეექსპორტი; განადგურება; უარის თქმა სახელმწიფოს სასარგებლოდ.

საბაჟო რეჟიმი გადამუშავება საბაჟო კონტროლის ქვეშ (custom regime: “materials handing work under custom control”) - საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დადგენილი წესით უცხოური საქონლის საბაჟო კონტროლის ქვეშ გადასამუშავებლად გამოყენება, ეკონომიკური პოლიტიკის ღონისძიებათა გამოუყენებლად და მათი გადამუშავების პროდუქტის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) ან სხვა საბაჟო რეჟიმში მოსაქცევად. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადამუშავება საბაჟო კონტროლის ქვეშ ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიერ გაცემული საქონლის გადამუშავების ერთჯერადი ნებართვის საფუძველზე (საქართველოს „საბაჟო კოდექსი”, მუხლი 38).

საბაჟო რეჟიმი გადამუშავება საბაჟო ტერიტორიაზე (“custom regime: “materials handing work on custom territory”) - უცხოური საქონლის გამოყენება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დადგენილი წესით გადასამუშავებლად, ეკონომიკური პოლიტიკის ღონისძიებათა გამოუყენებლად და მათი გადამუშავება პროდუქტების ექსპორტის საბაჟო რეჟიმის შესაბამისად საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ფარგლებიდან გატანის პირობით. საქონლის გადამუშავების ოპერაციები მოიცავენ: ა) საქონლის დამზადებას (დამუშავებას, გადამუშავებას), მათ შორის მონტაჟს, აწყობასა და სხვა საქონელზე მორგებას; ბ) საქონლის შეკეთებას, კერძოდ, მის აღდგენასა და წესრიგში მოყვანას; გ) იმ საქონლის გამოყენებას, რომელიც ხელს უწყობს ან აადვილებს გადამუშავების პროდუქტების წარმოებას, თუნდაც ეს საქონელი მთლიანად ან ნაწილობრივ მოიხმარებოდეს გადამუშავების პროცესში. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავება ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიერ გაცემული საქონლის გადამუშავების ერთჯერადი ნებართვის საფუძველზე (საქართველოს „საბაჟო კოდექსი”, მუხლი 33. 34, 35).

საბაჟო რეჟიმი გადამუშავება საბაჟო ტერიტორიის გარეთ (custom regime: “materials handing work outside of custom territory”) - საქართველოს საქონლის გადატანა და გამოყენება საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ ეკონომიკური პოლიტიკის ღონისძიებათა გამოუყენებლად მისი გადამუშავებისა და მიღებული პროდუქტების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების მიზნით. ფიზიკური ან იურიდიული პირების მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავება ხდება საბაჟო დეპარტამენტის გადაწყვეტილების (საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების ლიცენზიის) საფუძველზე (საქართველოს „საბაჟო კოდექსი”, მუხლი 49, 52).

საბაჟო რეჟიმი განადგურება(custom regime: “destruction”) - უცხოური საქონლის განადგურება საბაჟო კონტროლით, მათ შორის მის გამოსაყენებლად უვარგის მდგომარეობაში მოყვანას, საქონლის მიმართ ეკონომიკური პოლიტიკის ღონისძიებათა გამოუყენებლად საქონლის განადგურების ნებართვას იძლევა საბაჟო ორგანო შესაბამისი დასკვნის საფუძველზე. საქონელს ანადგურებს მესაკუთრე ან მფლობელი საკუთარი სახსრებით. ასეთი განადგურება არ უნდა იწვევდეს სახელმწიფოს მხრივ რაიმე ხარჯებს (საქართველოს „საბაჟო კოდექსი”, მუხლი 63).

საბაჟო რეჟიმი დროებითი შემოტანა და/ან გატანა (custom regime: “temporal importation and/or exportation”) - საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა ან მის ფარგლებს გარეთ გატანა განსაზღვრული ვადით, უკან დაბრუნების ვალდებულებით, ეკონომიკური პოლიტიკის ღონისძიებათა გამოუყენებლად. დროებით შემოტანილი და/ან გატანილი საქონელი ექვემდებარება დაბრუნებას უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია საქონლის ექსპლუატაციით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალურ პირობებში ბუნებრივი დანაკარგებით. საქონლის დროებითი შემოტანა და\\ან გატანა დაიშვება მხოლოდ მაშინ, თუ წარმოდგენილი იქნება შემოტანის და\\ან გატანის ვალდებულება. იმ საქონლის ნუსხას, რომლის დროებითი შემოტანა და/ან გატანა აკრძალულია, ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. საქონლის დროებითი შემოტანისა და/ან გატანის რეჟიმში მოქცევას ახორციელებენ საბაჟო ორგანოები დადგენილი წესით. საბაჟო ორგანოებს არ აქვთ უფლება გასცენ საქონლის დროებითი შემოტანისა და\\ან გატანის ნებართვა, თუ შეუძლებელია მათი საიმედო იდენტიფიკაციის უზრუნველყოფა. საქონლის დროებითი შემოტანისა და\\ან გატანის ვადას ადგენს საქართველოს საბაჟო ორგანო ასეთი შემოტანისა და\\ან გატანის მიზნებისა და გარემოებების გათვალისწინებით, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა. აღნიშნული ვადის გაგრძელების უფლება საჭიროების შემთხვევაში აქვს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს დადგენილი წესით. (საქართველოს “საბაჟო კოდექსი”, მუხლი 41, 42, 44).

საბაჟო რეჟიმი ექსპორტი (custom regime: “export”) - საქონლის გატანა საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ მისი ამავე ტერიტორიაზე შემოტანის ვალდებულების გარეშე. საქონლის ექსპორტი ხორციელდება კანონმდებლობისა და ეკონომიკური პოლიტიკის ღონისძიებათა დაცვით. ექსპორტის საბაჟო რეჟიმით საქონლის გაშვებისას საქონელი საბაჟო ტერიტორიის გარეთ გაიტანება იმავე მდგომარეობაში, როგორშიც იყო საბაჟო ორგანოებისათვის საბაჟო დეკლარაციის წარდგენის დღეს, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალურ პირობებში ბუნებრივი დანაკარგებით (საქართველოს „საბაჟო კოდექსი”, მუხლი 58).

საბაჟო რეჟიმი იმპორტი” (თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება) (custom regime: “import” (will let in the free circulation)) - საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის მუდმივად დატოვება ამ ტერიტორიაზე, მისი გატანის ვალდებულების გარეშე. საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება (იმპორტი) ითვალისწინებს: კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახდელების გადახდას; ეკონომიკური პოლიტიკის ღონისძიებათა დაცვას (საქართველოს „საბაჟო კოდექსი”, მუხლი 11).

საბაჟო რეჟიმი თავისუფალ საბაჟო ზონაში საქონლის განთავსება და/ან გამოყენება (custom regime: “placement/ location and/or utilization of commodities in free custom zone”) - უცხოური საქონლის მოთავსება და/ან გამოყენება შესაბამის ტერიტორიულ საზღვრებში ეკონომიკური პოლიტიკის ღონისძიებების გამოუყენებლად, ხოლო სამამულო საქონლის მოთავსება და/ან გამოყენება - ექსპორტის საბაჟო რეჟიმის შესაბამისი პირობით (საქართველოს „საბაჟო კოდექსი”, მუხლი 47).

საბაჟო რეჟიმი რეექსპორტი (custom regime: ,,reexport”) - უცხოური საქონლის გატანა საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან იმპორტის რეჟიმით ეკონომიკური პოლიტიკის ღონისძიებათა გამოუყენებლად. საქონლის რეექსპორტი დაიშვება საბაჟო ორგანოს თანხმობით, კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქონელი, რომლის შემოტანაც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას განცხადებულ იქნა რეექსპორტისათვის, გატანილ უნდა იქნეს ამ ტერიტორიიდან არა უგვიანეს ექვსი თვისა მასზე საბაჟო დეკლარაციის მიღების დღიდან. დადგენილი ვადის დარღვევის შემთხვევაში საქონელი განიხილება იმპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცეულად. რეექსპორტისათვის განკუთვნილი საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას უნდა იყოს იმავე მდგომარეობაში, როგორშიც იყო შემოტანის მომენტში, გარდა საქონლის მდგომარეობის იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირების ან შენახვის ნორმალურ პირობებში ბუნებრივი დანაკარგებით (საქართველოს „საბაჟო კოდექსი”, მუხლი 61).

საბაჟო რეჟიმი რეიმპორტი (custom regime: ,,reimport”) - საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან ექსპორტის საბაჟო რეჟიმით გატანილი სამამულო საქონლის უკან შემოტანა დადგენილ ვადებში, საქონლის მიმართ ეკონომიკური პოლიტიკის ღონისძიებათა გამოუყენებლად. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონელი შემოტანილ უნდა იქნეს გატანის მომენტიდან არა უგვიანეს სამი წლისა; შემოტანილი საქონელი უნდა იყოს ისეთ მდგომარეობაში, როგორც გატანის მომენტში, გარდა იმ ცვლილებებისა, რაც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალურ პირობებში ბუნებრივი კლებით და რაც სხვა შემთხვევაში გათვალისწინებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით (საქართველოს „საბაჟო კოდექსი”, მუხლი 13).

საბაჟო რეჟიმი საბაჟო საწყობში საქონლის შენახვა (custom regime: “storage of commodities in custom warehouse/station”) - საქართველოში შემოტანილი ან/და გასატანი საქონლის შენახვა საბაჟო კონტროლით, ეკონომიკური პოლიტიკის ღონისძიებათა გამოუყენებლად. საქონელი საბაჟო საწყობში შენახვის რეჟიმში შეიძლება ინახებოდეს ერთ წლამდე ვადით. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ საქონელი უნდა მოექცეს სხვა საბაჟო რეჟიმში. საქონლის შესანახად გამოიყენება სპეციალურად მოწყობილი სათავსები - საბაჟო საწყობები. საბაჟო საწყობი შეიძლება იყოს ღია, რომელიც გამოსაყენებლად ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის, და დახურული, რომელიც გათვალისწინებულია განსაზღვრულ პირთა საქონლის შესანახად. დახურული საბაჟო საწყობები შეიძლება შეიქმნას კანონქვემდებარე აქტის საფუძველზე. საბაჟო საწყობების მფლობელები შეიძლება იყვნენ საბაჟო ორგანოები ან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი საწარმოები, რომელთაც აქვთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიერ გაცემული ნებართვები საბაჟო საწყობების საქმიანობების განსახორციელებლად. საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვა გაიცემა 3 წლის ვადით. საბაჟო საწყობში შენახულ საქონელზე საბაჟო გადასახდელების გადახდის ვალდებულება ეკისრება საქონლის მესაკუთრეს, მფლობელს ან მათ მიერ უფლებამოსილ პირს. საბაჟო ორგანოს ნებართვის გარეშე საბაჟო საწყობიდან საქონლის გატანის ან საქონლის დაკარგვის შემთხვევაში საბაჟო გადასახდელების გადახდის ვალდებულება ეკისრება საბაჟო საწყობის მფლობელს იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გადაიხდებოდა შესაბამისი საბაჟო გადასახდელი თავისუფალი მიმოქცევის (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში ამ საქონლის გაფორმებისას (საქართველოს “საბაჟო კოდექსი”, მუხლი 20).

საბაჟო რეჟიმი ტრანზიტი (custom regime: ,,transit”) - საქონლისა და/ან სატრანსპორტო საშუალებების უცხო სახელმწიფოთა (ან ერთი სახელმწიფოს ტერიტორიულ ერთეულებს) შორის გადაადგილება საქართველოს ტერიტორიის გავლით საქონლის მიმართ ეკონომიკური პოლიტიკის ღონისძიებათა გამოუყენებლად. საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით გადაადგილებული საქონელი და\\ან სატრანსპორტო საშუალებები უნდა: ა) დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რაც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალურ პირობებში დანაკარგებით და არ უნდა გამოიყენებოდეს რაიმე სხვა მიზნით, ტრანზიტის გარდა; ბ) მიეწოდოს გასასვლელ საბაჟო ორგანოს შემოსასვლელი საბაჟო ორგანოს მიერ დადგენილ ვადებში, სატრანსპორტო საშუალებათა შესაძლებლობების, დასახული მარშრუტისა და გადაზიდვის სხვა პირობების გათვალისწინებით, მაგრამ არა უმეტეს ათი დღისა. საქართველოს საბაჟო ორგანოს ნებადაურთველად საქონლისა და\\ან სატრანსპორტო საშუალებების გაცემის, დაკარგვის ან გამშვებ საბაჟო ორგანოში მიუტანლობის შემთხვევაში გადამზიდველმა უნდა გადაიხადოს საბაჟო გადასახდელები საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო რეჟიმის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა დანაკლისი მოხდა ბუნებრივი ცვეთის, ტრანსპორტირების ან შენახვის ნორმალურ პირობებში დანაკარგების შედეგად, ან თუ საქონელი და\\ან სატრანსპორტო საშუალებები განადგურდა ან დაიკარგა ავარიისა თუ დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად (საქართველოს „საბაჟო კოდექსი”, მუხლი 15).

საბაჟო რეჟიმი უარის თქმა სახელმწიფოს სასარგებლოდ (custom regime: “refusal/rejection for the benefit of state”) - პირის მიერ საქონელზე მესაკუთრის ან მფლობელის უფლებებზე უარის თქმა, მის მიმართ ეკონომიკური პოლიტიკის ღონისძიებათა გამოუყენებლად. სახელმწიფოს სასარგებლოდ საქონელზე უარის თქმა არ იწვევს სახელმწიფოს მხრივ რაიმე ხარჯებს (საქართველოს „საბაჟო კოდექსი”, მუხლი 66).

საბაჟო რეჟიმი უბაჟო ვაჭრობა(custom regime: ,,duty-free trade”) - საქონლის გაყიდვა უბაჟო საცალო ვაჭრობის ობიექტებში საბაჟო კონტროლის ქვეშ, საქართველოს საბაჟო კონტროლის ზონებში (აეროპორტებში, ნავსადგურებსა და სხვა ადგილებში, რომლებიც ღიაა საერთაშორისო მიმოსვლისთვის), საქონლის მიმართ ეკონომიკური პოლიტიკის ღონისძიებების გამოუყენებლად. უბაჟო საცალო ვაჭრობის ობიექტი შეუძლია დააარსოს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილმა საწარმომ, რომელსაც აქვს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიერ გაცემული უბაჟო საცალო ვაჭრობის ობიექტის საქმიანობის ნებართვა. უბაჟო საცალო ვაჭრობის ობიექტის საქმიანობის ნებართვა გაიცემა 3 წლის ვადით. საბაჟო გადასახდელების გადახდის ვალდებულება ეკისრება უბაჟო საცალო ვაჭრობის ობიექტის მესაკუთრეს ან მფლობელს (საქართველოს „საბაჟო კოდექსი”, მუხლი 29).

საბაჟო შეღავათები (exemptions from custom duty) - უპირატესობა, რომელიც ეძლევა იურიდიულ ან ფიზიკურ პირებს საქონლის ქვეყანაში შემოტანისას ან ქვეყნიდან გატანისას. საბაჟო კონტროლს არ ექვემდებარება საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წევრები. უცხოეთში საქართველოს დიპლომატიური და დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი, მათი თანმხლები ოჯახის წევრები, მათი ბარგი, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა, საქართველოში უცხო სახელმწიფოს დიპლომატიური და მასთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ- ტექნიკური პერსონალი (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) და მათი ბარგი, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა. აგრეთვე შეიძლება მოხდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცალკეული პირის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების გათავისუფლება საბაჟო კონტროლისაგან, თუ ეს შეესაბამება საქართველოს ინტერესებს (საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 139, 140).

საბიუჯეტო კლასიფიკაცია (budget classification) - 1. ბიუჯეტის შემოსავლისა და ხარჯების ასახვის ერთიანი ეკონომიკური და ფუნქციონალური კლასიფიკაცია. იგი პასუხობს სახელმწიფო ფინანსების საერთაშორისო სტატისტიკის ნორმებს და უზრუნველყოფს სტატისტიკურ ინფორმაციებში საბიუჯეტო მონაცემების შეუფერხებელ ჩართვას; 2. ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების სისტემური კლასიფიკაცია, რომელიც მოიცავს შემოსავლების კლასიფიკაციას შემოსავლების წყაროების მიხედვით, მიმდინარე და კაპიტალური შემოსავლების გამიჯვნით; ხარჯების ეკონომიკურ კლასიფიკაციას ხარჯების სახეების მიხედვით, მიმდინარე და კაპიტალური ხარჯების გამიჯვნით; ხარჯების ფუნქციონალურ კლასიფიკაციას ხარჯების მიზნების მსგავსობის მიხედვით; ხარჯების ორგანიზაციულ კლასიფიკაციას მხარჯავი დაწესებულების მიხედვით („საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 11).

საბიუჯეტო მოწყობა (budget device) - საბიუჯეტო სისტემის ორგანიზაცია და მისი აგების პრინციპები, რომელიც ეფუძნება საბიუჯეტო სისტემაში შემავალი ყველა ბიუჯეტის ერთიანობას, სისრულეს, რეალურობას, საჯაროობასა და დამოუკიდებლობას.

საბიუჯეტო ორგანიზაცია [budget organization] - მხარჯავი დაწესებულება ან მის დაქვემდებარებაში მყოფი ერთეული, რომელიც ახორციელებს საკუთარი ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, ბიუჯეტის შესრულებასა და ანგარიშგებას დადგენილი ნორმების, სტანდარტებისა და წესების შესაბამისად („საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 3).

საბიუჯეტო პროცესი (budget process) - საქართველოს საბიუჯეტო სისტემის განუყოფელი ნაწილი, საბიუჯეტო სისტემის მონაწილეთა საქმიანობა, რომელიც მოიცავს ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, წარდგენას, განხილვას, დამტკიცებას, ბიუჯეტის შესრულებას, ანგარიშგებასა და კონტროლს („საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 5).

საბიუჯეტო სისტემა (budget sistem) - 1. ბიუჯეტების ერთიანობა, რომელიც ეფუძნება ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ მოწყობას, ეკონომიკურ ურთიერთობებსა და იურიდიულ ნორმებს; 2. საქართველოს საბიუჯეტო სისტემა არის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სპეციალური სახელმწიფო ფონდების ვალდებულებათა შესრულების მიზნით ფინანსური რესურსების მობილიზაციისა და გამოყენების მარეგულირებელი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების, საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის, საბიუჯეტო პროცესისა და შესაბამისი ბიუჯეტების ერთობლიობა („საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 2).

საბიუჯეტო შეზღუდვა (budget restriction) - სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული ბიუჯეტის ხარჯების შეზღუდვა, (მაგალითად, შემოსავლების სიმცირის გამო).

საბიუჯეტო (საფინანსო) წელი (budget (finance) year) - 1. 12 თვისგან შემდგარი დროის მონაკვეთი, რომლისთვისაც დგება ბიუჯეტი. იგი ან შეიძლება ემთხვეოდეს კალენდარულ წელს ან არა. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში საბიუჯეტო წელი მოიცავს 1-ელი აპრილიდან 31 მარტამდე პერიოდს, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში - 1-ელი ოქტომბრიდან 31 სექტემბრამდე. საბიუჯეტო წელი საქართველოს ტერიტორიაზე შეესაბამება კალენდარულ წელს; 2. საწარმოს საქმიანობის საანგარიშგებო პერიოდი, გადასახადის გადახდისა და შედეგების შემაჯამებელი პერიოდი.

საბოტაჟი (sabotage) [ფრანგ. Sabotage <saboter ფეხსაცმლებით ბრახუნი] - სამუშაოს შესრულების გარეგნული ფორმების დაცვით სამუშაოს ბოროტი განზრახვით ჩაშლა, რაიმეს შესრულებისთვის ფარულად ხელის შეშლა, დაბრკოლებების შექმნა.

საბრალდებო დასკვნა (indictment) - პროცესუალური დოკუმენტი, რომელშიც შეჯამებულია წინასწარი გამოძიების შედეგები, გაკეთებულია მტკიცებულებათა ანალიზი და შეფასება, მოცემულია დანაშაულის იურიდიული კვალიფიკაცია. საბრალდებო დასკვნა შედგება შესავალი, აღწერილობით-სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებისაგან. შესავალ ნაწილში მითითებულია ბრალდებულის სახელი და გვარი, აგრეთვე, სისხლის სამართლის კოდექსი მუხლი (მუხლები), რომლის მიხედვითაც კვალიფიცირდება მის მიერ ჩადენილი დანაშაული. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში ჩამოყალიბებულია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, ბრალდებულის მოსაზრებები და მათი გაბათილება. სარეზოლუციო ნაწილში გადმოცემულია მონაცემები ბრალდებულის პიროვნების შესახებ, ბრალდების ფორმულირება და კვალიფიკაცია. საბრალდებო დასკვნას დაერთვის სასამართლოში გამოსაძახებელ პირთა სია, ცნობები გამოძიების ვადების, აღკვეთის ღონისძიებების, სამოქალაქო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და სხვა. საბრალდებო დასკვნას ადგენს და ხელს აწერს გამომძიებელი, ხოლო საქმესთან ერთად სასამართლოში აგზავნის პროკურორი (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 409-416).

საგადასახადო აღრიცხვა (tax accounting) - გადასახადის გადახდისათვის შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა, რომელიც წარმოებს დარიცხვის ან საკასო მეთოდით - იმ პირობით, რომ იგი ერთსა და იმავე მეთოდს გამოიყენებს საგადასახადო წლის განმავლობაში. დარიცხვის მეთოდის გამოყენებისას შემოსავლის მიღების მომენტად ჩაითვლება საქონლის მიწოდების, სამუშაოს შესრულების ან მომსახურების გაწევის მომენტიდან 90 დღის შემდგომი პერიოდი, ხოლო თუ განაღდება წარმოებს უფრო ადრე, მაშინ - განაღდების მომენტი. გადასახადის გადამხდელმა, რომელიც იყენებს აღრიცხვის საკასო მეთოდს, შემოსავალი უნდა აღრიცხოს მისი მიღების ან მისი გამოყენებისა და განკარგვის უფლების მოპოვების მომენტში და ხარჯების დაქვითვა მოახდინოს განაღდების შემდეგ (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი”, თავი 9).

საგადასახადო ბაზა (taxable) - მთლიანი ფულადი ფონდი, რომელიც უნდა დაიბეგროს. მაგალითად, საშემოსავლო გადასახადის ბაზა არის ამ გადასახადის დაბეგვრას დაქვემდებარებული მთლიანი შემოსავლები, ხოლო მოგების გადასახადის ბაზა იქმნება ყველა იმ მოგების ჯამით, რომელიც ამ გადასახადით იბეგრება.

საგადასახადო ვალდებულება (taxliability/ obligation) - გადასახადის გადამხდელის ვალდებულება, გადაიხადოს კანონით დაწესებული გადასახადი (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 28.1).

საგადასახადო ვალდებულების შესრულება (discharge/perform of tax obligation) - გადასახადის თანხის გადახდა დადგენილ ვადაში, რომელიც სრულდება უშუალოდ გადასახადის გადამხდელის მიერ, თუ საგადასახადო კანონმდებლობა სხვა რამეს არ ითვალისწინებს (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი”, მუხლი: 30.1, 30.2, 30.3).

საგადასახადო ვალდებულების შესრულების წესი (the rule of discharging/ performance of tax obligation ) - საგადასახადო ბაზის, გადასახადის განაკვეთისა და საგადასახადო შეღავათების გათვალისწინებით გადასახადის გადამხდელი დამოუკიდებლად გამოიანგარიშებს საანგარიშო პერიოდისთვის გადასახდელ გადასახადის თანხას. შესაძლებელია დადგენილ შემთხვევებში გადასახდელი გადასახადის თანხის გამოანგარიშების ვალდებულება დაეკისროს საგადასახადო ორგანოს ან საგადასახადო აგენტს (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 34).

საგადასახადო ინსპექცია (tax inspection, Bureau of Internal Revenue) - სპეციალური სტრუქტურული ერთეული, რომელიც ახორციელებს გადასახადების შეგროვებასა და გადახდაზე კონტროლს.

საგადასახადო კოდექსი (tax code) - კოდიფიცირებული საკანონმდებლო აქტი, სადაც გადმოცემულია საგადასახადო სამართლის ძირითადი პრინციპები და დებულებები. საქართველოს საგადასახადო კოდექსი მიღებულია 1997 წლის 13 ივნისს; 2004 წელს მიმდინარეობს ახალი საგადასახადო კოდექსის შემუშავება.

საგადასახადო სისტემა (tax system) - გადასახადების დაწესების, შეცვლისა და გაუქმების, გადახდევინების პრინციპების, ფორმებისა და მეთოდების, საგადასახადო ორგანოებისა, საგადასახადო კონტროლის, აგრეთვე, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის სახეების ერთობლიობა.

საგამოცდო ვადა (term, period of probation) - ვადა, რომელიც შეიძლება წინ უძღოდეს სამუშაოზე საბოლოოდ მიღებას შესასრულებელი სამუშაოსათვის მუშაკის შესაბამისობის შემოწმების მიზნით. საგამოცდო ვადის პირობები განისაზღვრება შრომის ხელშეკრულებით. საგამოცდო ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს ექვს თვეს. ამ ვადის პერიოდში მუშაკზე მთლიანად ვრცელდება შრომის კანონმდებლობა. საგამოცდო ვადა ითვლება შრომის საერთო და უწყვეტ სტაჟში (საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი, მუხლი 22).

საგამოძიებო კოლეგია (investigatory panel) - საოლქო სასამართლოს ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელიც გამოძიების მოსამართლეებს აერთიანებს.

საგამოძიებო ორგანოს უფროსი (head of investigative organ) - შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტების თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები, საგამოძიებო სამმართველოს, საგამოძიებო ნაწილის უფროსები და მათი მოადგილეები, აგრეთვე, სხვა დანაყოფების უფროსები, რომლებიც მოქმედებენ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.

საგანგებო მდგომარეობა (the state of emergency) - დროებითი ღონისძიება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ცხადდება საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებისათვის ომიანობის თუ მასობრივი არეულობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, სამხედრო გადატრიალებისა თუ შეიარაღებული ამბოხების, ეკოლოგიური კატასტროფების და ეპიდემიების დროს, სტიქიურ უბედურებათა, დიდი ავარიების, ეპიზოოტიების ან სხვა შემთხვევებში, როცა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები მოკლებულნი არიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას.

სადაზღვევო ბროკერი (insurance broker) - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ლიცენზიის შესაბამისად ახორციელებს დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობას, როგორც თავისი სამეწარმეო საქმიანობის სახეობას.

სადაზღვევო რისკი (insurance risk) - 1. მოვლენა, რომელიც შეიცავს მისი დადგომის შესაძლებლობის და შემთხვევითობის ნიშნებს და რომლის გამოც ხდება მისი დაზღვევა („დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 2); 2. სადაზღვევო რისკი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში გამოვლინდება სადაზღვევო შემთხვევის დადგომის სახით. თუ რომელიმე რისკი ან რისკთა ერთობლიობა (პორტფელი) მიუღებელია ცალკეული კომპანიისთვის, მას შეუძლია მიმართოს გადამზღვეველს და გარკვეული გადასახადის (გადაზღვევის პრემია) საფასურად გადასცეს მას რისკის დიდი ნაწილი.

სადაზღვევო საქმიანობა (insurance activity) - დაზღვევისა და გადაზღვევის ხელშეკრულებების გაფორმებასა და განხორციელებასთან დაკავშირებული საქმიანობა (საქართველოს კანონი „დაზღვევის შესახებ”, მუხლი 2.ბ).

სადაზღვევო შემთხვევა (insurance occasion/ accident) - 1. მოვლენა, რომლის დადგომისას სადაზღვევო ხელშეკრულება ითვალისწინებს სადაზღვევო ანაზღაურების გადახდას (საქართველოს კანონი „დაზღვევის შესახებ”, მუხლი 2.კ); 2. შემთხვევა, რომლის შედეგად წარმოიშობა მზღვეველის ვალდებულება დადგენილი წესის შესაბამისად დაზღვეულზე გასცეს სადაზღვევო გასაცემლები („სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 4).

სადიზმი (sadism) - 1. სქესობრივი უკუღმართობა; გამოიხატება მისწრაფებით - ტკივილი მიაყენოს პარტნიორს, აწამოს იგი თავისი სქესობრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად; 2. გადატ. სხვისი წვალებით, ტანჯვით სიამოვნების მიღება [ფრანგი მწერლის მარკიზ დე სადის (de Sad) სახელის მიხედვით, რომელმაც თავის რომანებში აღწერა ასეთი სქესობრივი უკუღმართობა].

საელჩო (embassy) - სახელმწიფოს მუდმივი დიპლომატიური წარმომადგენლობა სხვა სახელმწიფოში. საელჩოს სამართლებრივი სტატუსი განსაზღვრულია ვენის 1961 წლის კონვენციით დიპლომატიურ ურთიერთობათა შესახებ. საელჩო იხსნება მხარეთა შეთანხმებით. მისი ამოცანაა თავისი სახელმწიფოსა და მოქალაქეების ინტერესების დაცვა, მხარეთა შორის მეგობრული ურთიერთობის განვითარება და განმტკიცება.

საენტოლოგია - სატანური სექტების ერთ-ერთი ნაირსახეობა, რომელიც დააარსა ამერიკელმა ლაფაიეტ რონ ჰაბარდმა (1911-1988), მან ფრიად ფართოდ გამოიყენა ცნობილი სატანისტის, ალისტერ კროულის იდეები თავისი რელიგიური სისტემის ასაგებად. დოქტრინის მიხედვით, სამყარო დასაღუპავადაა განწირული და მხოლოდ რონ ჰაბარდმა იპოვა ხსნის ერთადერთი შესაძლო გზა.

საერთაშორისო დანაშაული (international crime) - დანაშაული, რომელიც ხელყოფს სახელმწიფოთა არსებობის საფუძვლებს, არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობასა და უშიშროებას. საერთაშორისო დანაშაულია აგრესია, სამხედრო დანაშაულები (სამხედრო ტყვეების წამება და მკვლელობა, ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობის დამონება, მძევლად აყვანა და ა.შ.), კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები (გენოციდი, აპარტეიდი, რასიზმი, ტერორიზმი და ა.შ.).

საერთაშორისო რეზერვები (ოფიციალური) (international official reserves) - ეროვნული ბანკი ფლობს, ინახავს და მართავს ოფიციალურ საერთაშორისო რეზერვებს, რომლებიც შედგება ყველა ან ერთ-ერთი ქვემოთ ჩამოთვლილი აქტივებისაგან, ულიკვიდო აქტივების ან იმ აქტივების გამოკლებით, რომლებიც წარმოადგენენ სავალო ვალდებულებების უზრუნველყოფის საშუალებებს, ან ნებისმიერ სხვა აქტივებს, რომელთა რეალიზება სხვადასხვა მიზეზის გამო ეროვნულ ბანკს არ შეუძლია უმოკლეს ვადაში. ასეთია: ა) ოქრო; ბ) უცხოური ვალუტა ბანკნოტებისა და მონეტების სახით, საზღვარგარეთ საბანკო ანგარიშებზე რიცხული უცხოური ვალუტის ნაშთები; გ) ნებისმიერი სხვა საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო სარეზერვო საშუალებები, მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდისაგან სახსრების შეძენის უფლება სარეზერვო ტრანშის ფარგლებში და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ნასესხობის სპეციალურ უფლებათა საქართველოს კუთვნილი მარაგი; დ) უცხოური ვალუტით გამოხატული და ასანაზღაურებელი გადასაყვანი და მარტივი თამასუქები; ე) საზღვარგარეთის სახელმწიფოებისათვის, ცენტრალური ბანკების ან საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ გამოშვებული ან გარანტირებული სავალო ვალდებულებები უცხოური ვალუტით გამოხატული და ასანაზღაურებელი ფორვარდული კონტაქტები და შეთანხმებები ფასიანი ქაღალდების შეძენის შესახებ მათი შემდგომი გამოსყიდვით. ეროვნული ბანკი ყველაფერს ცდილობს საერთაშორისო რეზერვების იმ დონეზე შენარჩუნებას, რომელსაც იგი საკმარისად მიიჩნევს სახელმწიფოს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის განხორციელებისა და საერთაშორისო ოპერაციების მიხედვით დროული ანგარიშსწორებისათვის („საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი, მუხლი 50).

საერთაშორისო რეზერვები (international reserves) - საყოველთაოდ მიღებული გადახდის საერთაშორისო საშუალებები, რომელიც მოიცავს ოქროს, თავისუფლად კონვერტირებად ვალუტას, საერთაშორისო სავალუტო ფონდში სარეზერვო პოზიციას.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (International Monetary Fund - IMF) - საერთაშორისო სავალუტო ორგანიზაცია, გაეროს სპეციალიზებული დაწესებულება. შეიქმნა 1944 წელს ბრეტონვუდსის საერთაშორისო სავალუტო-საფინანსო კონფერენციაზე. ამჟამად 200-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს. წესდების თანახმად, ფონდმა უნდა უზრუნველყოს ქვეყნებს შორის სავალუტო-საანგარიშსწორებო ურთიერთობის მოწესრიგება, საგადასახადო ბალანსების წონასწორობა, ვალუტის კურსის ნორმების დადგენა და კონტროლი.

საერთაშორისო სამართალი (international law) - საერთაშორისო სახელშეკრულებო და ჩვეულებითი ნორმების ერთობლიობა, რომელიც გამოხატავს სახელმწიფოთა შეთანხმებულ ნებას და აწესრიგებს მათ შორის თანამშრომლობასა და ურთიერთობებს, როგორც მშვიდობიან პერიოდში, ისე ომიანობის დროს. ბოლო დროს სულ უფრო მეტად იკიდებს ფეხს ეროვნულ კანონმდებლობასთან შედარებით საერთაშორისო სამართლის პრიორიტეტის ცნობის ტენდენცია.

საერთაშორისო სასამართლო (International Court of Justice) - იხ. გაეროს საერთაშორისო სასამართლო.

საერთაშორისო ხელშეკრულება (international agreement) - სახელმწიფოთა ან საერთაშორისო სამართლის სხვა სუბიექტების შეთანხმება პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სხვა ურთიერთობებში მათი ურთიერთუფლებებისა და მოვალეობების დადგენის, შეცვლისა თუ შეწყვეტის შესახებ. საერთაშორისო ხელშეკრულება საერთაშორისო სამართლის ძირითადი წყაროა. იგი გვარეობითი ცნებაა და მოიცავს ყველა საერთაშორისო შეთანხმებას (ხელშეკრულება, შეთანხმება, პაქტი, ტრაქტატი, დეკლარაცია, კომუნიკე, კონვენცია და ა.შ.). საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო ხელშეკრულების დაცვას. საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის თანახმად, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ. საერთაშორისო ხელშეკრულების დადებისა და გაუქმების წესი განსაზღვრულია საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონით საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესახებ.

საერთო სამართლის სისტემა (common law system) - იხ. ანგლოამერიკული სამართლის სისტემა.

საერთო სასამართლოების სისტემა (general court) - საერთო სასამართლოებია: რაიონული (საქალაქო) სასამართლო, საოლქო სასამართლო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოები, საქართველოს უზენაესი სასამართლო. საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემა ერთიანია. სამხედრო სასამართლოები შეიძლება შეიქმნას საომარი მდგომარეობის დროს და მხოლოდ საერთო სასამართლოების სისტემაში. სამხედრო სასამართლოების შექმნის წესი და კომპეტენცია განისაზღვრება კანონით („საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი).

საერთო კრება (public meeting) - იხ. კოოპერატივის საერთო კრება; სააქციო საზოგადოების საერთო კრება.

საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით სარგებლობისათვის გადასახადი (tax on motor road for general use) - საქართველოს საგზაო ფონდში სავალდებულო შესატანი, რომელსაც იხდის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მეწარმეები, მათ შორის: ყველა მეწარმე, რომელიც ახორციელებს სატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა გადაყვანას და ტვირთის გადაზიდვას - ავტოტრანსპორტის ექსპლუატაციით მიღებული შემოსავლების 2,0% ოდენობით; კომერციული საბანკო დაწესებულებები - გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების 0,5% ოდენობით; მეწარმენი, რომლებიც ეწევიან სავაჭრო და საშუამავლო საქმიანობას - საქონელბრუნვის 0,1% ოდენობით; მეწარმენი, რომლებიც ეწევიან სხვა საქმიანობას, გარდა ზემოაღნიშნული პუნქტებით განსაზღვრულისა - წარმოებული პროდუქციის შესრულებული სამუშაოების და გაწეული მომსახურების მოცულობის 1% ოდენობით. მეწარმენი, რომელთა სამრეწველო, სავაჭრო, ფასიანი მომსახურებისა და სხვა დანიშნულების ობიექტები განლაგებულია საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების მიმდინარე ზოლში (დასახლებულ პუნქტებში გზის ღერძიდან 50 მეტრის, ხოლო დაუსახლებელ მონაკვეთებზე - 100 მეტრის მანძილზე) და რომლებიც ახორციელებენ მგზავრთა და მძღოლთა მომსახურებას საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით სარგებლობისათვის გადასახადს იხდიან განაკვეთის გაორმაგებული ოდენობით (მხოლოდ ამ ობიექტების მიერ გამოშვებული პროდუქციის, შესრულებული სამუშაოებისა და გაწეული მომსახურების მოცულობიდან) („საქართველოს საგზაო ფონდის შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 4).

საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით სარგებლობისათვის გადასახადისგან გათავისუფლება (exemption from tax on motor road for general use) - საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით სარგებლობის გადასახადისაგან გათავისუფლებულია: ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციები; სამედიცინო დაწესებულებების (მიუხედავად ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) სამედიცინო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები; ფიქსირებული და მცირე ბიზნესის გადასახადის გადამხდელები (“საქართველოს საგზაო ფონდის შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 4).

საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით სარგებლობისათვის გადასახადის გადახდის წესი (the rule of paying tax on motor road for general use) - გადასახადის გადამხდელები ვალდებულნი არიან საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის შესაბამის სამსახურს თავიანთი ადგილმდებარეობის მიხედვით წარუდგინონ საგადასახადო დეკლარაცია ყოველი საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 20 რიცხვამდე და ამავე ვადაში ჩარიცხონ გადასახდელი თანხა დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურის მიერ მითითებულ რაიონში, ქალაქში ან ეროვნული ბანკის საოპერაციო სამმართველოში ამ დანიშნულებით გახსნილ სატრანზიტო ანგარიშზე. საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით სარგებლობისათვის გადასახადის საანგარიშო პერიოდად ითვლება კალენდარული კვარტალი („საქართველოს საგზაო ფონდის შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 4).

სავალდებულო სოციალური დაზღვევა (obligatory social insurance) - სახელმწიფოს მიერ შექმნილი სამართლებრივ, ეკონომიკურ და ორგანიზაციულ ღონისძიებათა სისტემა, რომელიც დაზღვეულს უზრუნველყოფს სადაზღვევო გასაცემლებით კანონით განსაზღვრული სადაზღვევო შემთხვევების დადგომის შემდეგ („სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 4).

სავალდებულო სოციალური დაზღვევის სადაზღვევო გასაცემლები (insurance payments from obligatory social insurance) - ა) ასაკით სავალდებულო სადაზღვევო პენსია, შესაძლებლობის შეზღუდვის გამო სავალდებულო სადაზღვევო პენსია და მარჩენლის დაკარგვის გამო სავალდებულო სადაზღვევო პენსია; ბ) დროებითი შრომისუუნარობის და ორსულობისა და მშობიარობის გამო დახმარებები; გ) უმუშევრობის შემწეობა და უმუშევართა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების ფინანსური უზრუნველყოფა; ჯანმრთელობის დაცვის ხარჯების ანაზღაურება, რაც ხორციელდება სამედიცინო მომსახურების ბაზისური პაკეტის შესაბამისად („სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 15).

სავალდებულო სოციალური დაზღვევის სადაზღვევო შემთხვევა (obligatory social insurance) - ასაკის დადგომა; შესაძლებლობის შეზღუდვის დადგომა; მარჩენლის დაკარგვა; დროებითი შრომისუუნარობა; ორსულობა და მშობიარობა; უმუშევრობა; ჯანმრთელობის დაცვა (“სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 15).

სავალდებულო წილი (obligatory portion) - წილი, რომელიც ანდერძის მიუხედავად, ეკუთვნის მამკვიდრებლის შვილებს, მშობლებსა და მეუღლეს, რომელიც უნდა იყოს იმ წილის ნახევარი, რაც თითოეულ მათგანს კანონით მემკვიდრეობის დროს ერგებოდა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1371).

სავალო ინსტრუმენტი (debt/credit instrument) - ნებისმიერი მიმოქცევადი სავალო საბუთისა და ამ საბუთის ეკვივალენტური სხვა ნებისმიერი ინსტრუმენტი, აგრეთვე ნებისმიერი მიმოქცევადი საბუთი, რომელიც იძლევა სხვა სავალო ინსტრუმენტის შეძენის უფლებას ხელმოწერის ან გაცვლის გზით. მიმოქცევად სავალო ინსტრუმენტს შეიძლება ჰქონდეს სერტიფიკატის ან საბუღალტრო ჩანაწერის ფორმა (საქართველოს კანონი „კომერციული ბანკების შესახებ”, მუხლი 1).

სავალუტო ანგარიში (foreign currency account) - იურიდიული და ფიზიკური პირების ანგარიში ბანკში საზღვარგარეთული ვალუტით. სავალუტო ანგარიშების ოპერაციების ხასიათი დამოკიდებულია ქვეყნის სავალუტო სისტემაზე, ვალუტაზე, რომლისთვისაც გახსნილია ანგარიში. ბანკები ნაშთების აღრიცხვას ახდენენ როგორც ეროვნული ვალუტით, ისე იმ ვალუტით, რომლისთვისაცაა გახსნილი ანგარიში.

სავალუტო დემპინგი (currency dumping) - საქონლის გატანა მსოფლიო ბაზრის ფასებზე უფრო დაბალ ფასებად გაუფასურებული ვალუტის მქონე ქვეყნიდან შედარებით მყარი ვალუტის ან ნაკლებგაუფასურებული ვალუტის მქონე ქვეყანაში; სავალუტო დემპინგის შესაძლებლობა წარმოიშობა მაშინ, როდესაც მოცემული ფულადი ერთეულის მსყიდველობითი უნარი ქვეყნის შიგნით ეცემა უფრო ნელა, ვიდრე მისი კურსი სხვა ვალუტასთან შედარებით.

სავალუტო კალათა (basket of currency) - ვალუტების ნაკრები, რომლებზეც ორიენტირებულია ნაციონალური ვალუტის სხვა ვალუტის მიმართ კურსის დამდგენი ორგანოები. სავალუტო კალათის გამოყენების აუცილებლობა განპირობებულია სხვადასხვა ვალუტის კურსის არასტაბილურობით.

სავალუტო პარიტეტი (par for exchange; monetary parity) - ოქროს შემცველობის მიხედვით სხვადასხვა ვალუტის თანაფარდობის დამდგენი კანონმდებლობა.

სავალუტო ოპერაცია (currency swaps, exchange transactions) - ვალუტის ყიდვა- გაყიდვასთან დაკავშირებული ოპერაცია.

სავალუტო ოპერაცია ნაღდი (cash currency swaps, cash exchange transactions) - ოპერაცია, რომლის დროსაც ივარაუდება ვალუტის მიწოდება გარიგებიდან ერთ დღეში (გარიგება „ოვერნაითი”) ან ორ დღეში, გარიგების დადების დღის მხედველობაში მიუღებლად (გარიგება “სპოტი”).

სავალუტო რეზერვები (reserve of currency) - უცხოური ვალუტის ოფიციალური რეზერვები ეროვნულ (ცენტრალურ) ბანკსა და ქვეყნის საფინანსო ორგანოებში ან საერთაშორისო სავალუტო- საკრედიტო ორგანიზაციებში. იგი გამოიყენება საერთაშორისო ანგარიშსწორებაში.

სავაჭრო მაკლერი (commercial agent/ broker) - პირი, რომლის სამეწარმეო საქმიანობის საგანია: სხვა პირთათვის ხელშეკრულების (საქონლის ან ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვის, დაზღვევის, ტვირთის გადაზიდვის, გემების ქირავნობის) დადება ან სავაჭრო საქმიანობის სხვა საგნებთან მიმართებით შუამავლობა. ამასთან, სავაჭრო მაკლერი მათგან დამოუკიდებლად, დავალების ხელშეკრულების გარეშე, მოქმედებს.

სავაჭრო მარკა (trademark) - სავაჭრო საწარმოს სახელწოდება, სიმბოლო, ნიშანი, ემბლემა და ა.შ., რომელიც მიუთითებს საქონლის მწარმოებელს. საფირმო მარკისგან განსხვავებით, სავაჭრო მარკით ნაწარმი შეიძლება გაიყიდოს მხოლოდ იმ საწარმოს სავაჭრო ქსელიდან, რომლის მარკითაც საქონელი არის გამოშვებული. იგი სავაჭრო სახელწოდებასთან ერთად წარმოადგენს სასაქონლო ნიშანს.

სავაჭრო სახელწოდება (trade name) - ნიშანი, სიმბოლო, სიტყვა ან მათი შეერთება, რომელიც ეკუთვნის პროდუქციის გამომშვებ ფირმას და არა თავად პროდუქციას.

სავაჭრო წარმომადგენელი (trade/commercial delegate/representative) - 1. პირი, რომელიც საქონლის, უფლებებისა და მომსახურების რეალიზაციის ურთიერთობებში შუამავლობს ან დებს გარიგებებს სხვა საწარმოთა სახელითა და ხარჯით, ისე, რომ თვითონ დასაქმებული არაა ამ საწარმოში; 2. დამოუკიდებელი მოვაჭრე, რომელიც მოქმედებს საკუთარი სახელითა და ხარჯით, თუმცა უპირატესად იმყოფება სხვა საწარმოს სავაჭრო ორგანიზაციის შემადგენლობაში ისე, რომ მოზიდული მუდმივი კლიენტურა სხვა საწარმოს განეკუთვნება და ხელშეკრულების დამთავრების შემდეგ ეს კლიენტურა მას რჩება (საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ”, მუხლი 11).

სავაჭრო ხარჯები (commercial cost) - გაყიდვის სტიმულირებისა და კლიენტურის შენარჩუნებასთან დაკავშირებული ხარჯები. ეს ხარჯები ირიბი ზედნადები ხარჯებია. იგი არ არის საწარმოო, ადმინისტრაციული ან საერთო ხარჯები.

საზოგადოება (society) - ადამიანთა ჯგუფი, საერთო ინტერესების, ფასეულობებისა და მიზნების მქონე ადამიანთა გაერთიანება. საზოგადოება წარმოადგენს შედარებით ახალგაზრდა მეცნიერების - სოციოლოგიის კვლევის უპირველეს საგანს.

საზოგადოების მოქმედების ხანგრძლივობა (term/durability of activity partnerships) - ვადა, რომელიც მოიცავს საზოგადოების საჯარო რეესტრში გაფორმების დღიდან ლიკვიდაციის დღემდე პერიოდს.

საზოგადოებრივი აზრი (public opinion) - სხვადასხვა ფაქტის, პროცესის, მოვლენისა თუ პრობლემის შესახებ ადამიანთა ჯგუფის განსჯა, მათი დამოკიდებულება და შეფასება. საზოგადოებრივი აზრის ფორმირება და განვითარება ან მიზანმიმართულად, მასობრივ შეგნებაზე პოლიტიკური ინსტიტუტებისა და სოციალური ორგანიზაციების ზემოქმედებით ხდება, ანდა სტიქიურად - ცხოვრებისეულ გარემოებათა, კონკრეტული გამოცდილებისა და ტრადიციების უშუალო გავლენის შედეგად. კონკრეტულ სიტუაციებში საზოგადოებრივი აზრი სხვადასხვა დონითაა რეალურ ვითარებასთან ადეკვატური; ის შეიძლება შეიცავდეს როგორც მართებულ, რეალისტურ, ისე მცდარ წარმოდგენებს. საზოგადოებრივი აზრის, როგორც ინსტიტუტის, განვითარება ძალზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული საზოგადოებრივი ცნობიერების, კულტურის, საზოგადოების მიერ დემოკრატიულ ფასეულობათა გათავისების დონეზე. არანაკლებ მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი აზრის შესწავლისას თანამედროვე, აღიარებული მეთოდების სრულყოფილი გამოყენება.

საზოგადოებრივი ორგანიზაციები - იხ. სამოქალაქო საზოგადოება.

საზღაური (pay, payment) - მიწოდებული საქონლის (სამუშაოს) გაწეული მომსახურების სანაცვლოდ გადაცემული ფულადი ან ნივთობრივი ანაზღაურება.

საზღაური სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის (payment for notarial activity) - სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის, აგრეთვე ამ მოქმედებასთან დაკავშირებული სამართლებრივი კონსულტაციისა და ტექნიკური სამუშაოსათვის გადახდილი ანაზღაურება, რომელშიც არ შედის დამატებული ღირებულების გადასახადი. საზღაურის ოდენობას ადგენენ გარიგების საგნის (ნივთის ან უფლების) ღირებულების საფუძველზე ან გარიგების ღირებულებისგან დამოუკიდებლად განსაზღვრული განაკვეთებით. საზღაურის ოდენობის დადგენისას, კერძოდ, მინიმალური და მაქსიმალური ზღვრების დაწესებისას, მხედველობაში მიიღება სანოტარო მოქმედების სირთულე, გაწეული სამართლებრივი კონსულტაცია, შესრულებული ტექნიკური სამუშაო და დახარჯული დრო („სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 2).

საზღვაო კოდექსი (maritime code) - კოდიფიცირებული საკანონმდებლო აქტი, სადაც გადმოცემულია საზღვაო სამართლის ნორმები და დებულებები. საქართველოს საზღვაო კოდექსი მიღებულია 1997 წლის 15 მაისს.

სათამაშო ბიზნესის გადასახადი (tax on playing business) - ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ შესაბამის ტერიტორიაზე შემოღებული საქართველოს ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში (ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი, ადგილობრივი ბიუჯეტი) სავალდებულო შესატანი, რომელიც დაწესებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ზღვრული ოდენობის ფარგლებში.

სათამაშო ბიზნესის გადასახადის გადამხდელი (payer of tax on playing business) - პირები, რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას ლატარიებით, კაზინოებით (სამორინეებით), აზარტული და სხვა სათამაშო ბიზნესით და ასეთი საქმიანობის განსახორციელებლად მიღებული აქვთ ნებართვა ან/და ლიცენზია კანონმდებლობის შესაბამისად (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 210.1).

სათამაშო ბიზნესის გადასახადის განაკვეთი (rate of tax on playing business) - გადასახადის განაკვეთების დიფერენცირება ხდება სათამაშო ბიზნესის სახეობიდან გამომდინარე და განისაზღვრება: ა) თითოეულ სათამაშო ავტომატზე თვეში 50-დან 200 ლარამდე; ბ) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე - თვეში 7000-დან 10 000 ლარამდე; გ) ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს თითოეულ სალაროზე - თვეში 300-დან 600 ლარამდე; დ) ლატარიების მოწყობაზე - ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების არა უმეტეს 20 პროცენტისა; ე) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე - საპრიზო ფონდის 10 პროცენტი; ვ) სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობაზე - თვეში 2000-დან 10 000 ლარამდე (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 210).

სათამაშო ბიზნესის გადასახადის დაბეგვრის ობიექტი (taxable tax on playing business) - ამ გადასახადით დაბეგვრის ობიექტია: ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების ტოლფასი შემოსავლები; აზარტული და მომგებიანი თამაშებისათვის გამოყენებული სათამაშო მაგიდები, სათამაშო აპარატები და ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროები (სპეციალურად მოწყობილი ადგილი, სადაც მოლარის ან/და სპეციალური აპარატის ან სხვა საშუალებით ხორციელდება ფსონის მიღება ან/და მოგების გაცემა); წამახალისებელი გათამაშების საპრიზო ფონდი, სისტემურელექტრონული ფორმის თამაშობა. აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები დამატებული ღირებულების გადასახადით არ იბეგრება (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 210.3).

სათამაშო ბიზნესის გადასახადის გადახდის წესი (the rule for paying tax on playing business) - წამახალისებელი გათამაშებისა და ლატარიების მომწყობნი ვალდებულნი არიან ადგილობრივ საგადასახადო ორგანოებში წარადგინონ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დამტკიცებული დეკლარაციის ფორმა და გადაიხადონ გადასახადი არა უგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა; სამორინეს მაგიდების, სათამაშო აპარატებისა და ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროების მოწყობისას თამაშების ორგანიზატორები გადასახადს იხდიან გადახდის ნიშნების (მისამაგრებელი ნიშნები, რომელიც ადასტურებს გადასახადის გადახდას) მეშვეობით, რომელსაც იძენენ საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე ადგილობრივი საგადასახადო ორგანოსაგან.

საიდუმლო ინფორმაციის გასაიდუმლოების საფუძველი (reason for removing from secret information list) - ცნობებისათვის საიდუმლოობის გრიფის მოხსნის საფუძველია: ა) საქართველოს მიერ საერთაშორისო ვალდებულებების აღება იმის თაობაზე, რომ ღიად იქნეს გაცვლილი ცნობები, რომლებიც ადრე სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენდა; ბ) ობიექტური გარემოების შეცვლა, რომლის შედეგადაც აღარ არის საჭირო დაცული იქნეს ის ცნობები, რომლებიც სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენდა; გ) დადგენილი ვადის გასვლა; დ) საქართველოს პრეზიდენტისათვის საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფის წარდგინება კონკრეტული ინფორმაციისათვის სახელმწიფო საიდუმლოების გრიფის მოხსნის შესახებ (საქართველოს კანონი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ”, მუხლი 17).

საიდუმლოობის გრიფი ((signature) stamp of privacy/wraps) - რეკვიზიტი, რომელიც ადასტურებს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის საიდუმლოობის ხარისხს (საქართველოს კანონი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ”, მუხლი 1.9).

საიდუმლოობის ხარისხი (extent/degree of privacy/wraps) - კატეგორია, რომელიც გამოხატავს ინფორმაციის მნიშვნელობას, მისი გამჟღავნებით ან დაკარგვით გამოწვეულ შესაძლო ზიანს, ხელმისაწვდომობის შეზღუდვის ხარისხს და სახელმწიფოს მიერ მისი დაცვის დონეს (საქართველოს კანონი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ”, მუხლი 1.2).

საკანონმდებლო ინიციატივა (legislative initiative) - საკანონმდებლო პროცესის პირველი სტადია, რაც ნიშნავს კომპეტენტური ორგანოებისა და პირების მიერ კანონპროექტების მომზადებასა და საკანონმდებლო ორგანოში შეტანას. საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის თანახმად, საკონსტიტუციო ინიციატივის უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის წევრს, საპარლამენტო ფრაქციას, პარლამენტის კომიტეტს, აფხაზეთისა და აჭარის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოებს, არანაკლებ 30 ათას ამომრჩეველს.

საკონსტიტუციო სასამართლო (constitutional court) - იხ. სასამართლო საკონსტიტუციო.

საკონსულო დაწესებულება (consulate) - 1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფი, რომელიც ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან საკონსულო ურთიერთობისას და იმ სახელმწიფოსთან დიპლომატიური ურთიერთობისას, სადაც დიპლომატიური წარმომადგენლობა არ არის დაფუძნებული, წარმოადგენს საქართველოს; 2. საკონსულო დაწესებულებებია: გენერალური საკონსულო, საკონსულო, ვიცე-საკონსულო, საკონსულო სააგენტო და დიპლომატიური წარმომადგენლობის საკონსულო სამსახური („საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 2).

საკონსულო ლეგალიზაცია (consular legalization) - იმ დოკუმენტებისა და აქტების ლეგალიზაცია, რომლებიც შედგენილია საკონსულო ოლქის ხელისუფლების ორგანოების მიერ ან მათი მონაწილეობით საქართველოს ტერიტორიაზე გამოყენების მიზნით. საკონსულო ლეგალიზაციისას ადგენენ და დასტურდება დოკუმენტებსა და აქტებზე ხელმოწერათა ნამდვილობა და მათი შესაბამისობა ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებთან. საკონსულო ლეგალიზაციის წესს ადგენს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო (“საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 55).

საკონსულო თანამდებობის პირი (consular officer) - ნებისმიერი პირი, მათ შორის საკონსულო დაწესებულებების მეთაური, რომელსაც ევალება საკონსულო ფუნქციების შესრულება („საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 2).

საკონსულო ოლქი (consular district) - რაიონი, რომელიც საკონსულო დაწესებულებას გამოეყოფა საკონსულო ფუნქციების შესასრულებლად („საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 2).

საკრალური (sacred) [ფრანგ. sacral, გერმ. sakral <ლათ. sacer (sacri) წმინდა] - წმინდა, რელიგიურ კულტთან და რიტუალთან დაკავშირებული, ჩვეულებითი.

საკრამენტული (sacramental) [ფრანგ. sacramentel <ლათ. sacramentum ფიცი, საიდუმლო] - 1. საიდუმლო, სანუკვარი; 2. საუბართან, სიტყვასთან მიმართებით: მაგიური ძალის მქონე, შელოცვა.

საკრებულო (council) - საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული თვითმმართველობის მქონე ადმინისტრაციული ერთეულის - საჯარო სამართლის იურიდიული პირის წარმომადგენლობითი ორგანო (აღმასრულებელი ორგანოა გამგეობა (მთავრობა)). სოფლის, თემის, დაბის და ქალაქის საკრებულოს თანამდებობის პირები არიან: ა) საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც აირჩევა საკრებულოს შემადგენლობიდან; სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 5000-ზე ნაკლებია, იმავდროულად არის გამგებელი. ბ) საკრებულოს მდივანი („ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი).

საკრედიტო დაწესებულება (credit institution) - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც მოსახლეობისგან იღებს ფულად ანაბრებს (სახსრებს) ან/და გადახდის სხვა საშუალებებს, აგრეთვე გასცემს კრედიტებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად (საქართველოს კანონი „კომერციული ბანკების შესახებ”, მუხლი 1).

საკუთრება (property, ownership) - ნებისმიერი სახის დოვლათი, რასაც ფასი აქვს და ვინმეს ეკუთვნის. მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლის ან სხვა მესამე პირის უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას (საქართველოს „სამოქალაქო კოდექსი”, მუხლი 170.1).

საკუთრება ბინის (ownership of home/flat) - უფლება ბინაზე და შენობის იზოლირებულ არასაცხოვრებელ ფართზე (მაგ. სარდაფი). ბინის საკუთრება ინდივიდუალური ხასიათისაა. მიწის ნაკვეთი, შენობის ნაწილი და ნაგებობა-დანადგარები, რომლებიც ინდივიდუალურ საკუთრებაში არ არიან, საერთო საკუთრებად განიხილება.

საკუთრება საერთო (joint ownership) - კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე წარმოშობილი თანაზიარი და წილადი საკუთრება. თითოეულ თანამესაკუთრეს შეუძლია მოთხოვნები წარუდგინოს მესამე პირს საერთო საკუთრებაში არსებული ქონების გამო. ყოველ თანამესაკუთრეს აქვს ნივთის გამოთხოვის უფლება მხოლოდ ყველა თანამესაკუთრის სასარგებლოდ (საქართველოს “სამოქალაქო კოდექსი”, მუხლი 173.1).

საკუთრება პირადი (individual property, personal property) - საკუთრების უფლება, რომელიც ფიზიკურ პირს ეკუთვნის.

საკუთრების მინდობა (გენერალური მინდობილობა) (trust, letter of attorney (general proxy)) - იხ. ხელშეკრულება საკუთრების მინდობის.

საკუთრების უფლება (ownership) - მესაკუთრის უფლება კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას (საქართველოს „სამოქალაქო კოდექსი”, მუხლი 170).

საკურორტო გადასახადი (tax on health-resort) - ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ შესაბამის ტერიტორიაზე შემოღებული საქართველოს ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში (ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი, ადგილობრივი ბიუჯეტი) ადგილობრივი გადასახადი, რომელიც დაწესებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ზღვრული ოდენობის ფარგლებში. გადასახადს იხდიან ფიზიკური პირები საკურორტო ადგილებში დასვენებისა (მკურნალობისა) და საკურორტო მომსახურების მიღებისათვის. გადასახადის ზღვრული ოდენობა განისაზღვრება ერთ კაცზე თვეში არა უმეტეს 10 ლარით (საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 211).

სალიცენზიო პირობები (conditions for licencing) - კანონით დადგენილი მოთხოვნებისა და ინფორმაციის ამომწურავი ნუსხა, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად, აგრეთვე, წესების, ნორმებისა და მოთხოვნების ერთობლიობა, რომელთა დაცვაც კანონით მოეთხოვება ლიცენზიის მფლობელს ლიცენზიით განსაზღვრული სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას.

სალონი (salon; saloon) [ფრანგ. Salon <იტალ. salone <sala დარბაზი] - 1. საგამოფენო, საქონლის სადემონსტრაციო დარბაზი; აგრეთვე, მაღაზია, სადაც იყიდება მხატვრული ნაკეთობები, ხელოვნების ნიმუშები; უმაღლესი კლასის ატელიე, საპარიკმახერო; 2. უახლესი ტექნიკური მიღწევების ამსახველი პერიოდული საერთაშორისო გამოფენა;

სალდო (balance) [იტალ. saldo ნაშთი, ანგარიშსწორება, ანგარიშის გასწორება] - დროის განსაზღვრულ მონაკვეთში ფულადი შემოსულობებისა და გასავლების სხვაობა.

სამართალდარღვევა (infringement) - მოქმედება ან უმოქმედობა, რომელიც არღვევს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილ ქცევის წესს, ზიანს აყენებს სამართლით დაცულ საზოგადოებრივ ურთიერთობებს. სამართალდარღვევას წარმოადგენს მხოლოდ მართლსაწინააღმდეგო ქცევა. სამართალდარღვევას არ წარმოადგენს ქცევა, რომელიც არ არღვევს, არ ეწინააღმდეგება სამართლებრივი ნორმებით დადგენილ ნორმებს, თუმცა, ზნეობის თვალსაზრისით, შეიძლება გასაკიცხი და დასაგმობი იყოს.

სამართალი (law) - სახელმწიფო ხელისუფლების მიერ დადგენილი - ადამიანთა ქცევის წესების (ნორმების) ერთობლიობა, რომელთა შესრულება უზრუნველყოფილია სახელმწიფოებრივი იძულებით.

სამართალი ვალდებულებითი (obligation low) - სამართლის ნორმათა ერთობლიობა, რომელიც არეგულირებს კრედიტორსა და მოვალეს შორის წარმოშობლ ურთიერთობებს.

სამართალი ინტელექტუალური საკუთრების - სამართლის ნორმათა ერთობლიობა, რომელიც არეგულირებს საავტორო და სამრეწველო საკუთრების უფლებებს.

სამართალი მემკვიდრეობის (succession) - სამართლის ნორმათა ერთობლიობა, რომელიც არეგულირებს გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) გადასვლის (კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით) წესსა და პირობებს.

სამართალი საავტორო (copyright) - სამართლის ნორმათა ერთობლიობა, რომელიც იცავს საავტორო ქონებრივ და პირად არაქონებრივ უფლებებს წარმოშობილს მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა შექმნისა და გამოყენების დროს (საავტორო უფლებები). იგი, აგრეთვე, იცავს ზოგიერთ მომიჯნავე უფლებას, რომელიც დაკავშირებულია შემსრულებლებთან, ფონოგრამის, ვიდეოგრამისა და მონაცემთა ბაზის დამამზადებელსა და მაუწყებლობის ორგანიზაციასთან (“საავტორო უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 1).

სამართალი სამეზობლო (neighbourhood low (common low)) - სამართალი, რომელიც გულისხმობს მეზობელი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრეთა ვალდებულებას, პატივი სცენ ერთმანეთს. მეზობლად მიიჩნევა ყველა ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება, საიდანაც შესაძლებელია გამომდინარეობდეს ორმხრივი ზემოქმედება (საქართველოს „სამოქალაქო კოდექსი”, მუხლი 174).

სამართალი სანივთო (ქონებრივი) (interest) - სამართლის ნორმათა ერთობლიობა, რომელიც არეგულირებს სანივთო (ქონებრივ) ურთიერთობებს.

სამართალი საოჯახო (family law (common low)) - სამართლის ნორმათა ერთობლიობა, რომელიც არეგულირებს ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ურთიერთობებს, დაქორწინების, ქორწინების შეწყვეტისა და ბათილობის წესსა და პირობებს, მეუღლეთა, ოჯახის წევრთა (მშობლების, შვილების) და სხვა ნათესავთა უფლებებსა და ვალდებულებებს, შვილად აყვანის, მეურვეობისა და მზრუნველობის წესსა და პირობებს.

სამართლებრივი სახელმწიფო (legal state) - დემოკრატიული სახელმწიფო, რომლისთვისაც დამახასიათებელი და ნიშანდობლივია: კანონის უზენაესობა, ხელისუფლების დანაწილება, ადამიანის უფლებების დაცვა. სამართლებრივ სახელმწიფოში სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კანონის საფუძველზე და კანონის ჩარჩოებში. კანონისა და სასამართლოს წინაშე ყველა თანასწორია, კანონის მოთხოვნები თანაბრად სავალდებულოა სახელმწიფო ორგანოების, თანამდებობის პირებისა და მოქალაქეებისათვის. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპის საფუძველზე, დაუშვებელია საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ფუნქციების აღრევა. უმაღლეს სოციალურ ღირებულებად მიჩნეულია ადამიანი, მისი ღირსება, უფლებები და თავისუფლებები.

სამართლებრივი სისტემა (legal system) - სხვადასხვა სახელმწიფოში მოქმედი სამართლის ნორმები და ინსტიტუტები, რომლებიც ერთიან ზოგად პრინციპზეა დამყარებული და გამსჭვალულია ერთიანი სულისკვეთებით. ამ ნიშნით მეცნიერებაში მიღებულია სამართლის დაყოფა შემდეგ სისტემებად, ანუ ოჯახებად: კონტინენტალური, ანუ რომანულ-გერმანული, ანგლოსაქსონური, ანუ ანგლოამერიკული და მუსლიმანური. ზოგჯერ ცალკე გამოყოფენ ხოლმე ე.წ. „სოციალისტური სახელმწიფოების” სამართლის სისტემას. საქართველოს სამართალშემოქმედებითი საქმიანობა სამართლის კონტინენტალურ სისტემაზეა ორიენტირებული, თუმცა მას მდიდარი ეროვნული ტრადიციებიც აქვს.

სამართლის ნორმა (legal rules) - სახელმწიფოს მიერ დადგენილი ან სანქცირებული ქცევის წესი, რომლის დაცვა და შესრულება უზრუნველყოფილია სახელმწიფოებრივი იძულებით. სამართლის ნორმა განსაზღვრავს მართლზომიერი ქცევის ზოგად წესს, წარმოადგენს ქცევის ტიპურ მოდელს. სამართლის ნორმა სამი ნაწილისაგან შედგება. ამ ნაწილების ერთობლიობას სამართლის ნორმის სტრუქტურა ეწოდება. სამართლის ნორმის იმ ნაწილს, რომელიც მიუთითებს იმ პირობებსა და გარემოებებზე, რომელთა არსებობა ან დადგომა აუცილებელია ამ ნორმით დადგენილი წესის განხორციელებისათვის, ეწოდება ჰიპოთეზა, ხოლო ის ნაწილი, რომელიც უშუალოდ ქცევის წესს განსაზღვრავს, არის დისპოზიცია. სამართლის ნორმის ნაწილს, რომელიც ადგენს იძულებითი ხასიათის ღონისძიებას დისპოზიციით გათვალისწინებული ქცევის წესის დარღვევისათვის, სანქცია ეწოდება.

სამება (trinity) - მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების უმთავრესი დოგმატი, რომლის მიხედვით ღმერთი ერთია და თავისი არსებით სამსახოვანი - მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმიდა. სამების წევრები თანასწორნი არიან. დოგმატი შემუშავდა ნიკეის პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე (325წ.) და კონსტანტინეპოლის პირველ საეკლესიო კრებაზე (381 წ.).

სამეთვალყურეო საბჭო rvisory board) - იხ. კოოპერატივის სამეთვალყურეო საბჭო, სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭო, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭო.

სამეთვალყურეო საბჭო ბანკის (supervisory board of bank) - აქციონერთა საერთო კრების მიერ 4 წლის ვადით, სულ მცირე 3 და არა უმეტეს 21 წევრისგან შემდგარი საბჭო (წევრთა საერთო რაოდენობა კენტი უნდა იყოს), რომელიც უზრუნველყოფს ბანკის საქმიანობაზე ზედამხედველობას. “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნის გარდა, მხოლოდ საბჭოს თანხმობით შეიძლება განხორციელდეს: ახალი სახის საბანკო საქმიანობის დაწყება ან არსებული სახის შეწყვეტა; საკრედიტო, საინვესტიციო, სავალუტო აქტივებისა და ვალდებულებების მართვის, აქტივების შეფასების, მათი კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების ადეკვატური რეზერვის შექმნის შიდა პოლიტიკისა და პროცედურის განსაზღვრა და დამტკიცება; ბანკის მიერ საკრედიტო რესურსებზე და დეპოზიტებზე გამოსაყენებელი მინიმალური საპროცენტო განაკვეთების ოდენობის განსაზღვრადა დამტკიცება; კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში კომერციული ბანკის მიერ გამოშვებული აქციების გამოსყიდვა (საქართველოს კანონი „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ”, მუხლი 14.).

სამეთვალყურეო საბჭოს (ბანკის) წევრობასთან შეუთავსებლობა (incompatibility for membership of supervisory board of bank) - სამეთვალყურეო საბჭოს წევრად არ შეიძლება აირჩეს და აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებით საბჭოდან უნდა გამოყვანილ იქნეს პირი, რომელიც: ა) არის სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორატის წევრი საქართველოში რეგისტრირებული სამზე მეტ საწარმოში; ბ) არის სამეთვალყურეო საბჭოს, დირექტორატისან სარევიზიო კომისიის წევრი საქართველოში რეგისტრირებულ სხვა რომელიმე კომერციულ ბანკში, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებაში; გ) არის ბანკის მოსამსახურე; დ) კანონის შესაბამისად არ არის უფლებამოსილი დაიკავოს ადგილი სამეთვალყურეო საბჭოში; ე) გამოცხადებულია გაკოტრებულად (საქართველოს კანონი „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ”, მუხლი 14).

სამეწარმეო საქმიანობა (business activity, entrepreneurial activity) - მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად („მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 1).

სამეწარმეო საქმიანობის კონტროლი (control of entrepreneurial activity) - კანონმდებლობით მოწესრიგებული სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმართველობისა და მმართველობის, აგრეთვე, სხვა ადმინისტრაციულ ორგანოთა საქმიანობა, რომლის მიზანია მეწარმის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობისა და მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულების შემოწმება, აგრეთვე მეწარმის საქმიანობის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა, მის საქმიანობაში სამართალდარღვევების გამოვლენა ან შესაბამისი სანქციის დადება. ამ კანონის მიზნებისათვის კონტროლს არ წარმოადგენს კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზიის, ნებართვის, სერტიფიკატის გაცემა, სავაჭრო ქსელში სერტიფიკატის მოთხოვნადა შესაბამისი აქტის შედგენა, გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესრულებისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის შემოწმების მიზნით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობა, აგრეთვე ნავთობისა და გაზის რესურსებთან დაკავშირებული ხელშეკრულებებითა და ლიცენზიებით გათვალისწინებული საქმიანობა („სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 2).

სამთავრობო დაწესებულება (government institution) - საქართველოს კანონმდებლობით, დაწესებულება, რომელიც ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და რომელიც ახორციელებს სახელმწიფო ხელისუფლებას, როგორც კანონით ან კანონის საფუძველზე დაკისრებულ ძირითად ამოცანას. სამთავრობო დაწესებულებებია: სამინისტროები, სახელმწიფო კანცელარია, სახელმწიფო დეპარტამენტი, სახელმწიფო ინსპექციები. სამთავრობო დაწესებულებას აქვს დებულება, დასრულებული ბალანსი და ანგარიშსწორების ანგარიში ბანკში, ხარჯთაღრიცხვა და ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით. სამთავრობო დაწესებულება გამოსცემს აქტებს, ასრულებს მოქმედებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში კონსტიტუციის, სხვა კანონების, პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების საფუძველზე და მათ შესასრულებლად (საქართველოს 1997 წლის 15 აპრილის კანონი აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ, მუხლი 4-6).

სამინისტრო (ministry) - სამინისტროები იქმნება კანონის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების განსაზღვრულ სფეროში სახელმწიფო მმართველობისა და სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველსაყოფად. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 812).

სამმართველო (directorate, board, department) - 1. მმართველობისთვის განკუთვნილი. მაგ., ს. აპარატი., ს. ხარჯები; 2. ზოგიერთი ადმინისტრაციული დაწესებულების სახელწოდება. მაგ., სტატისტიკის ს., პოლიციის ს. და სხვ.; 3. ზოგიერთი დაწესებულების/ორგანიზაციის სტრუქტურული ქვედანაყოფი.

სამიტი [ინგლ. summit მწვერვალი] - სახელმწიფოს, მთავრობის მეთაურთა შეხვედრა, მოლაპარაკება.

სამოქალაქო აქტები (civil deeds/ documents) - მოქალაქეთა სამოქალაქო და საოჯახო-სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანი ფაქტები (დაბადება, ქორწინება, განქორწინება, მამობის დადგენა, შვილად აყვანა, სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლა, მოქალაქეობის შეცვლა, გარდაცვალება), რომლებიც ექვემდებარება სახელმწიფოს სახელით სავალდებულო რეგისტრაციას და წარმოადგენს მოქალაქეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტის საფუძველს (საქართველოს 1998 წლის 15 ოქტომბრის კანონი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ, მუხლი 3).

სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია (registration/ record of common act) -სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, მოქალაქეთა ქონებრივი, აგრეთვე, პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვის მიზნით იურიდიული ფაქტების დაფიქსირება და აღრიცხვა (საქართველოს კანონი „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ”, მუხლი 3.ბ).

სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოები (registrator/registrar of common act) - სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის დაწესებულებები, რომლებსაც შესაბამისი ნორმატიული აქტის საფუძველზე მინიჭებული აქვთ განსაზღვრული უფლებამოსილება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სფეროში (საქართველოს კანონი „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ”, მუხლი 3.გ).

სამოქალაქო დაუმორჩილებლობა (civil disobedience) - ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობის პოლიტიკური აქცია მორალური პრინციპების საფუძველზე. ეს ტერმინი პირველად გამოყენებულ იქნა ჰენრი ტოროს მიერ პამფლეტში „სამოქალაქო დაუმორჩილებლობის ვალდებულებათა შესახებ“ (1849წ.).

სამოქალაქო თავისუფლებები (civil liberties) - თავისუფლებები, რომლებიც გარანტირებულია ან გარანტირებული უნდა იყოს ადამიანის განუყოფელი უფლებების სხვა პირთა უკანონო ჩარევისაგან დასაცავად, უპირველესად, ხელისუფლებისა და სასამართლო ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან; სამოქალაქო თავისუფლებები მოწოდებულია შეზღუდონ სახელმწიფოს იძულებითი მოქმედებები, რომლებიც ფორმალურად, შეიძლება, გამართლებული იყოს. ასეთი თავისუფლებებია, მაგალითად: სიტყვის თავისუფლება, უკანონო დაკავება, კანონიერი შეკრებების თავისუფლება, გადაადგილების თავისუფლება და სხვა.

სამოქალაქო კოდექსი (civil code) - კოდიფიცირებული საკანონმდებლო აქტი, სადაც გადმოცემულია სამოქალაქო სამართლის ნორმები და დებულებები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პარლამენტმა მიიღო 1997 წლის 26 ივნისს და ამოქმედდა იმავე წლის 25 ნოემბრიდან. ეს არის მსხვილი საკანონმდებლო აქტი, რომელიც აწესრიგებს სამოქალაქო ურთიერთობათა ფართო წრეს. კოდექსის პირველ წიგნში გადმოცემულია სამოქალაქო სამართლის ზოგადი დებულებანი. შემდეგ წიგნში განხილულია სანივთო (ქონებრივი), ვალდებულებითი, ინტელექტუალური საკუთრების, საოჯახო და მემკვიდრეობის სამართლის საკითხები.

სამოქალაქო კულტურა (civil culture) - პოლიტიკური კულტურა, რომელიც ხასიათდება ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობის მიერ სახელმწიფოსა და კანონის უზენაესობის აღიარებით, აგრეთვე, ერთიანი რწმენით, რომ აუცილებელია მოქალაქეობრივ ვალდებულებათა შესრულება.

სამოქალაქო საზოგადოება (civil society) - ეკონომიკის, კულტურის და სხვა სფეროებში სახელმწიფოსგან ავტონომიურად, დამოუკიდებლად განვითარებადი ურთიერთობების ერთობლიობა დემოკრატიული საზოგადოების ფარგლებში, რომლის ძირითადი ელემენტებია: საკუთრების ფორმების სხვადასხვაგვარობა და თანასწორობა, შრომისა და მეწარმეობის თავისუფლება, იდეოლოგიური მრავალფეროვნება და ინფორმაციის თავისუფლება, ადამიანის თავისუფლებებისა და უფლებების განუხრელად დაცვა, განვითარებული თვითმმართველობა, ხელისუფლების დანაწილება და ა.შ. სამოქალაქო საზოგადოება არის ქვეყნის ხელისუფლებისაგან მოსახლეობის დამოუკიდებელი ნაწილი - მოიცავს არასამთავრობო ორგანიზაციებს, გაერთიანებებს, რომელთაც მოქალაქენი ქმნიან საკუთარი კერძო ინტერესებისა და მიზნების განსახორციელებლად, რომლებიც არ უპირისპირდებიან საზოგადოებრივს.

სამოქალაქო სამართალი (civil law) - სამართლებრივი ნორმების ერთობლიობა, რომელიც აწესრიგებს კერძო ხასიათის ქონებრივ, საოჯახო და პირად ურთიერთობებს, განსაზღვრავს სამოქალაქო ბრუნვის, ინტელექტუალური საქმიანობისა და საოჯახო ურთიერთობების მონაწილეთა უფლებრივ მდგომარეობას, საკუთრებისა და სხვა ქონებრივ უფლებათა წარმოშობის საფუძვლებსა და განხორციელების წესს, აწესრიგებს სახელშეკრულებო და სხვა ვალდებულებებიდან წარმოშობილ ურთიერთობებს.

სამოქალაქო (მოქალაქის) უფლებები (civil rights) - კანონით გარანტირებული პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური უფლებები, რომელთაც ფლობს ყოველი მოქალაქე, როგორც საზოგადოების წევრი.

სამსახურიდან განთავისუფლება (dismiss) - მოხელე სამსახურიდან შეიძლება გაათავისუფლოს იმ პირმა ან დაწესებულებამ, რომელსაც მისი სამსახურში მიღების უფლება აქვს (საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ”, მუხლი 93).

სამუშაო დრო (work time) - შრომის სამართალში კალენდარული დროის ნაწილი, რომლის პერიოდშიც მუშამ ან მოსამსახურემ უნდა შეასრულოს მინდობილი სამუშაო. საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ ქვეყნების უმრავლესობაში სამუშაო დროის ნორმალურ ხანგრძლივობად მიჩნეულია 40 საათი კვირაში.

სამუშაოზე აღდგენა (restore at the job) - კანონიერი საფუძვლის გარეშე დათხოვნილი ან სხვა სამუშაოზე უკანონოდ გადაყვანილი მუშაკის აღდგენა წინანდელ სამუშაოზე შრომის დავის განმხილველი ორგანოს მიერ. სამუშაოდან უკანონოდ დათხოვნილ და წინანდელ სამუშაოზე აღდგენილ მუშაკს სასამართლოს გადაწყვეტილებით, აუნაზღაურდება იძულებითი გაცდენილი დროის ხელფასი დათხოვნის დღიდან, მაგრამ არა უმეტეს სამი თვისა. მუშაკს, რომელიც უკანონოდ გადაიყვანეს სხვა სამუშაოზე, წინანდელი სამუშაოს აღდგენის შემთხვევაში გაცდენილი დროისათვის ხელფასი ან სხვაობა დაბალხელფასიანი სამუშაოს შესრულების დროისათვის, ეძლევა არა უმეტეს ერთი წლისა (საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი, მუხლი 206-207).

სამუშაოზე მიღება (accept to the job) - იხ. ხელშეკრულება შრომის (labour contract).

სამხედრო წოდებები (military ranks) - საქართველოს სამხედრო ძალებში წესდება სამხედრო მოსამსახურეთა შემდეგი შემადგენლობა და სამხედრო წოდებები: სამხედრო-სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები - რიგითების (მატროსების) და ეფრეიტორების შემადგენლობა: საჯარისო სამხედრო წოდებები: რიგითი (კურსანტი), ეფრეიტორი, მეორე კლასის ეფრეიტორი, პირველი კლასის ეფრეიტორი; საზღვაო სამხედრო წოდებები: მატროსი (კურსანტი), უფროსი მატროსი, მეორე კლასის მატროსი, პირველი კლასის მატროსი; საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები - კაპრალების და სერჟანტების (მიჩმანების) შემადგენლობა და უმცროსი ოფიცრების შემადგენლობა: კაპრალების და სერჟანტების შემადგენლობის საჯარისო სამხედრო წოდებები: კაპრალი (სპეციალისტი), უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, მასტერ-სერჟანტი, ბატალიონის სერჟანტი (შტაბის სერჟანტი), ბრიგადის სერჟანტი, მთავარი სერჟანტი, სერჟანტ-ლეიტენანტი; უმცროსი ოფიცრების შემადგენლობის საჯარისო სამხედრო წოდებები: უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი; კაპრალების და სერჟანტების შემადგენლობის საზღვაო-სამხედრო წოდებები: საზღვაო კაპრალი (სპეციალისტი), უმცროსი მიჩმანი, მიჩმანი, უფროსი მიჩმანი, მასტერ-მიჩმანი, ხომალდის მიჩმანი (შტაბის მიჩმანი), მთავარი მიჩმანი, მიჩმან-ლეიტენანტი; უმცროსი ოფიცრების შემადგენლობის საზღვაო-სამხედრო წოდებები: უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტან - ლეიტენანტი; კადრის სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები - უფროსი და უმაღლესი ოფიცრების შემადგენლობა: უფროსი ოფიცრების შემადგენლობის საჯარისო სამხედრო წოდებები: მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი; უმაღლესი ოფიცრების შემადგენლობის საჯარისო სამხედრო წოდებები: ბრიგადის გენერალი, გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი, არმიის გენერალი; უფროსი ოფიცრების შემადგენლობის საზღვაო- სამხედრო წოდებები: III რანგის კაპიტანი, II რანგის კაპიტანი, I რანგის კაპიტანი; უმაღლესი ოფიცრების შემადგენლობის საზღვაო-სამხედრო წოდებები: კონტრადმირალი, ვიცე-ადმირალი, ადმირალი. სამხედრო წოდება ენიჭება თანამიმდევრობით. დაუშვებელია სამხედრო წოდების მინიჭება საფეხურგამოშვებით (“სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 38).

სანაცია (sanitation) [<ლათ. sanatio მკურნალობა, გაჯანსაღება] - ღონისძიებათა სისტემა, რომლის მიზანია გაკოტრების პირას მყოფი ცალკეული კომპანიის, ბანკების და მისთანების გადარჩენა. მოვალე საწარმოს მესაკუთრე, კრედიტორი (კრედიტორები) ან სხვა პირები ფინანსურად ეხმარებიან მოვალე საწარმოს (ფირმას).

სანგვინიკი (sanguine person) [<ლათ. sanguis (sanguinis) სისხლი; სასიცოცხლო ძალა] - მეტისმეტად ხალისიანი, სიცოცხლით სავსე ადამიანი, რომელიც გარეგნულად მკვეთრად გამოხატავს თავის ემოციებს.

სანებართვო პირობები (conditions for permission) - კანონით ან კანონის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნებისა და ინფორმაციის ამომწურავი ნუსხა, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად; აგრეთვე, წესების, ნორმებისა და მოთხოვნების ერთობლიობა, რომელთა დაცვაც კანონით მოეთხოვება ნებართვის მფლობელს ნებართვით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებისას.

სანქცია (approbation, sanction) [ლათ. sanqtio - უმკაცრესი დადგენილება, კანონი, სადაც მიეთითება მისი დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელი სასჯელი] - 1. ღონისძიება და საბოლოო გადაწყვეტილება, რომელიც როგორც წესი გადასინჯვას არ ექვემდებარება; 2. სამართალდარღვევის შედეგად კანონით დაცული სიკეთისთვის მიყენებული ზიანის შესაბამისი, სამართალდამრღვევისათვის განსაზღვრული არახელსაყრელი შედეგის მომტანი ზომების ერთობლიობა; 3. ნორმის სტრუქტურული ნაწილი, რომელიც ასახავს ნორმის დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელ ზემოქმედების ზომას; საერთაშორისო სამართალში: საერთაშორისო ხელშეკრულების დამრღვევ სახელმწიფოზე ზემოქმედების ზომების (ეკონომიკური, ფინანსური, სამხედრო და სხვ.) ერთობლიობა.

სანქცია პროკურორის (sanction of public prosecutor) - 1. პროკურორის თანხმობა; 2. პროკურორის მიერ მომკვლევი, გამომძიებლის, ქვემდგომი პროკურორის დადგენილების დამტკიცება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში, („საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი”, მუხლი 44, ნაწილი 33).

სანაძლეო (bet, wager) - იხ. თამაშობა (სანაძლეო).

სანოტარო ბიურო (notary's office) - ნოტარიუსის სამუშაო ადგილი.

სანოტარო მოქმედება (notarial activity) - მოქმედება, რომელიც სრულდება ნოტარიუსისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ ფიზიკური ან იურიდიული პირის შუამდგომლობით. მას აქვს იურიდიული შედეგი. ნოტარიუსი ასრულებს შემდეგ სანოტარო მოქმედებებს: ა) ადასტურებს გარიგებებს (ხელშეკრულებებს, ანდერძებს, რწმუნებულებებსა და სხვ.); ბ) გასცემს საკუთრების უფლებების მოწმობას ქონების ნაწილზე; გ) გასცემს მემკვიდრეობის უფლებების მოწმობას; დ) გასცემს მეუღლეთა საერთო ქონებაში წილზე საკუთრების უფლების მოწმობას; ე) იღებს ზომებს სამემკვიდრეო ქონების დასაცავად; ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ყადაღას ადებს საცხოვრებელი სახლის გასხვისებას; ზ) ამოწმებს დოკუმენტის პირისა და ამონაწერის სისწორეს დედანთან; თ) ამოწმებს დოკუმენტზე ხელმოწერის ნამდვილობას; ი) ამოწმებს დოკუმენტის ერთი ენიდან მეორეზე თარგმნის სისწორეს; კ) ადასტურებს მოქალაქის ცოცხლად ყოფნის ფაქტს; ლ) ადასტურებს მოქალაქის განსაზღვრულ ადგილას ყოფნის ფაქტს; მ) ადასტურებს მოქალაქის იგივეობას ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან; ნ) ადასტურებს დოკუმენტის წარდგენის დროს; ო) გადასცემს პირის განცხადებას და ცნობას სხვა პირს; პ) დეპოზიტში იღებს ფულს, ფასიან ქაღალდებს და ფასეულობებს; ჟ) ასრულებს სააღსრულებლო წარწერას; რ) ასრულებს თამასუქის პროტესტს; ს) გასანაღდებლად წარადგენს ჩეკს და ადასტურებს ჩეკის გაუნაღდებლობას; ტ) შესანახად იღებს დოკუმენტებს; უ) აფიქსირებს მტკიცებულებებს; ფ) ასრულებს საზღვაო პროტესტს. "ბ-ვ" პუნქტებით გათვალისწინებულ სანოტარო მოქმედებას ნოტარიუსი ასრულებს სამუშაო უბნის მიხედვით. დასახლებულ პუნქტებში, სადაც სანოტარო ბიუროები არ არის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ასრულებს შემდეგ სანოტარო მოქმედებებს: ადასტურებენ ანდერძებს; იღებენ ზომებს სამემკვიდრეო ქონების დასაცავად; ამოწმებენ დოკუმენტებს პირებისა და ამონაწერების სისწორეს დედნებთან; გადასცემენ პირთა განცხადებებს და ცნობებს სხვა პირებს; ადასტურებენ მოქალაქის ცოცხლად ყოფნის ფაქტს; ადასტურებენ მოქალაქის განსაზღვრულ ადგილას ყოფნის ფაქტს; შესანახად იღებენ დოკუმენტებს. სანოტარო მოქმედებები, ნოტარიუსის გარდა, შეუძლიათ შეასრულონ საკონსულო დაწესებულებების სათანადოდ უფლებამოსილ თანამდებობის პირებს. ყველა სანოტარო მოქმედება ტარდება რეგისტრაციაში სანოტარო რეესტრში (საქართველოს კანონი “ნოტარიატის შესახებ”, მუხლი: 41, 42, 43).

საოლქო სასამართლო - იხ. სასამართლო საოლქო.

საომარი მდგომარეობა (hostility) - საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე განსაკუთრებული წესების გამოყენება, რაც შეესაბამება თავდაცვის ინტერესებს და მიზნად ისახავს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სახელმწიფო უშიშროებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფას. საომარ მდგომარეობას აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი და 48 საათის განმავლობაში ეს გადაწყვეტილება შეაქვს პარლამენტში დასამტკიცებლად. საომარი მდგომარეობის გამოცხადების წესი და მისი განხორციელების პირობები განსაზღვრულია საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონით საომარი მდგომარეობის შესახებ.

საოპერაციო ხარჯები (operational costs) - საერთაშორისო ბუღალტრული აღრიცხვის პრაქტიკის უნივერსალური ტერმინი, რომელიც ახასიათებს საერთო საფირმო ხარჯების ვრცელ ნომენკლატურას. იგი პირდაპირ - საწარმოო (ნედლეული, სათბობი, საწარმოო პერსონალის შრომის ანაზღაურება) და საფინანსო (კრედიტის პროცენტი) დანახარჯებთან ერთად ქმნის კომპანიის საქმიანობის საერთო თვითღირებულებას განსაზღვრულ პერიოდში. საოპერაციო ხარჯებში შედის ასევე „ადმინისტრაციული და სავაჭრო ხარჯები”. სამმართველო აპარატის შრომის ანაზღაურება, მართვისა და გასაღების ორგანიზაცია, წარმომადგენლობითი ხარჯები, გარეშე კონსულტანტების ანაზღაურება, მარკეტინგი, რეკლამა, გამოკვლევა, სალიზინგო და სარენტო გადასახდელები და სხვ. გარდა ამისა საოპერაციო ხარჯებს მიეკუთვნება ძირითადი საშუალებების ამორტიზაცია. ასევე, მათი რემონტის, მომსახურებისა და განვითარების ხარჯები. საოპერაციო ხარჯები გამოიყენება თვითდაფინანსების, ასევე დაჩქარებული ამორტიზაციის, „წარმომადგენლობითი ხარჯების”, რეკლამის არანორმირებული ხარჯების და სხვათა ხარჯზე საგადასახადო დაბეგვრიდან ლეგალურად და არალეგალურად თავის არიდების ეფექტიან ინსტრუმენტად. კომპანიის წლიურ საფინანსო ანგარიშგებაში საოპერაციო ხარჯების განზოგადებული მაჩვენებელი, როგორც წესი, მოგებისა და ზარალის ანგარიშგებაში შეიძლება ნაჩვენები იყოს ორი ძირითადი მუხლის სახით - „ადმინისტრაციული და სავაჭრო ხარჯები” და „ძირითადი კაპიტალისა და არამატერიალური აქტივების ამორტიზაცია”. ამ მუხლის გარდა მსხვილი კომპანიები ცალკეულ შემთხვევაში ცალკე გამოყოფენ რეკლამის, სარენტო და სალიზინგო გადასახადის ხარჯებს.

საოქმო ჩანაწერი - იხ. პროტოკოლი.

საოჯახო სამართალი (family law) - სამართლის ნორმების ერთობლიობა, რომელიც ადგენს ქორწინებისა და განქორწინების წესს, განსაზღვრავს მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს, შვილების წარმოშობის დადგენის, შვილად აყვანის, მშობლებისა და შვილების ურთიერთრჩენის მოვალეობებს, მეურვეობისა და მზრუნველობის საკითხებს და ოჯახთან დაკავშირებულ სხვა სამართლებრივ ურთიერთობებს. საოჯახო სამართალი წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის ნაწილს.

საპარლამენტო დროებითი კომისია (provisional parliamentary commission) - საქართველოს პარლამენტის დროებითი ორგანო, რომელიც იქმნება პარლამენტის გადაწყვეტილებით ცალკეული საკითხის შესასწავლად და გადაწყვეტილების პროექტის მოსამზადებლად, აგრეთვე, ნებისმიერი იმ საკითხის შესასწავლად, რომელიც არ განეკუთვნება პარლამენტის არც ერთი კომიტეტის კომპეტენციას ან განეკუთვნება რამდენიმე კომიტეტის კომპეტენციას. კომისიის უფლებამოსილება, მისი შექმნისა და საქმიანობის წესი განსაზღვრულია საქართველოს 1997 16 სექტემბრის კანონით საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის შესახებ.

საპარლამენტო ფრაქცია (Parliamentary faction) - პარლამენტის წევრთა ნებაყოფლობითი გაერთიანება, რომელიც შექმნილია ერთი პარტიის წევრობის ან საერთო პოლიტიკური შეხედულებების საფუძველზე. საქართველოს პარლამენტში საპარლამენტო ფრაქციის შექმნისა და საქმიანობის წესი განსაზღვრულია საქართველოს 1997 წლის 16 სექტემბრის კანონით საპარლამენტო ფრაქციის შესახებ. ამ კანონის თანახმად, ფრაქციის შექმნის უფლება აქვს პარლამენტის არანაკლებ 10 წევრს. პარლამენტის წევრი შეიძლება გაერთიანდეს მხოლოდ ერთ ფრაქციაში. ფრაქცია უფლებამოსილია წარმომადგენელთა მეშვეობით მონაწილეობდეს პარლამენტის კომიტეტებისა და პარლამენტის ბიუროს მუშაობაში, მოითხოვოს საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიის შექმნა, გამოთქვას თავისი თვალსაზრისი პარლამენტის ბეჭდვით ორგანოში, განახორციელოს კანონით მინიჭებული სხვა უფლებამოსილება.

საპატიო მოქალაქე (honorary citizen) - საქართველოს კანონმდებლობით, უცხო სახელმწიფოს მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს საქართველოს საპატიო მოქალაქეობა, მისი თანხმობით. საპატიო მოქალაქეობა ენიჭება პირს, რომელსაც საქართველოსა და კაცობრიობის წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება თავისი სამეცნიერო, საზოგადოებრივი საქმიანობით, ან აქვს პროფესია და კვალიფიკაცია, რომლითაც დაინტერესებულია საქართველო და მისთვის ამ წოდების მინიჭება გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან. საქართველოს საპატიო მოქალაქეობას ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი (საქართველოს 1996 წლის 15 ოქტომბრის ორგანული კანონი საქა299 რთველოს მოქალაქეობის შესახებ, მუხლი 91).

საპროცესო გადაწყვეტილება (procedural decision) - მომკვლევის, მოკვლევის ორგანოს, გამომძიებლის, პროკურორის ნებისმიერი დადგენილება, საბრალდებო დასკვნა, სასამართლოს (მოსამართლის) განაჩენი, განჩინება, დადგენილება.

სარკაზმი (sarcasm) [ფრანგ. Sarcasme <ბერძ. sarkasmos <sarkazo ვგლეჯ ხორცს] - 1. გესლიანი დამცინავი შენიშვნა; 2. ქირდვა, გესლიანი ირონია.

სარჩელი (suit) - სამოქალაქო პროცესში დარღვეული თუ სადავო უფლების ან სხვა კანონიერი ინტერესის სასამართლო წესით დაცვის შესახებ მოთხოვნა, რომელიც წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის აღძვრის საფუძველს. სარჩელი შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით. მასში აღინიშნება სასამართლოს დასახელება, მოსარჩელის ვინაობა და მოთხოვნა, მოპასუხის ვინაობა, სარჩელის ფასი და კანონით გათვალისწინებული სხვა მონაცემები. მოსამართლე ვალდებულია სარჩელის ჩაბარებიდან ხუთი თვის განმავლობაში გამოიტანოს განჩინება ამ სარჩელის მიღების შესახებ. მოსამართლე არ მიიღებს სარჩელს, თუ იგი არ ექვემდებარება სასამართლო უწყებას, საქმე არ არის ამ სასამართლოს განსჯადი, სარჩელი შეიტანა ქმედუუნარო პირმა და ა.შ. თუ დადგინდება, რომ სარჩელი შეტანილია კანონში მითითებული პირობის დარღვევით ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, მოსამართლე გამოიტანს განჩინებას სარჩელის უმოძრაოდ დატოვების შესახებ, რასაც აცნობებს მოსარჩელეს. ასეთ განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 177-187).

სასაზღვრო გამტარი პუნქტი (frontier control post) - საერთაშორისო მიმოსვლისათვის ნებადართული გზატკეცილის ან გზის მონაკვეთი, რკინიგზის სადგურის, პორტის, ნავსადგურის, აეროპორტის (აეროდრომის) ტერიტორიის ნაწილი, სადაც ხორციელდება საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული სასაზღვრო და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა სახის კონტროლი.

სასაზღვრო ინციდენტი (frontier incident) - საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს მოქალაქეებსა და მოსაზღვრე სახელმწიფოს სასაზღვრო ფორმირებებს შორის ან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებსა და მოსაზღვრე სახელმწიფოს მოქალაქეებს შორის კონფლიქტი, რომელიც შეიძლება შეიარაღებული ხასიათისა იყოს.

სასაზღვრო ზოლი (borderland, border) - არა უმეტეს 500 მეტრის სიგანის სასაზღვრო ზონის ნაწილი, რომელიც უშუალოდ ემიჯნება სახელმწიფო საზღვარს.

სასაზღვრო ზონა (border zone) - სახელმწიფო საზღვრის ხაზიდან ან სანაპირო ზოლიდან საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში შემავალი არა უმეტეს 5 კილომეტრის სიგანის სახმელეთო ზოლი, აგრეთვე საერთაშორისო აეროპორტის (აეროდრომის), რკინიგზის სადგურის, საერთაშორისო სამდინარო და საზღვაო პორტის ტერიტორიის ნაწილი, სადაც ხორციელდება საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული სასაზღვრო კონტროლი.

სასამართლო აღმასრულებელი (legal executor) - საქართველოში თანამდებობის პირი, რომელიც ახდენს ქონებრივი სახდელის ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილებათა და სანოტარო ორგანოების სააღსრულებო წარწერების იძულებით აღსრულებას, ახორციელებს კანონით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას. სასამართლო აღმასრულებელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააღსრულებო სამსახურის უფროსი. სასამართლოს აღმასრულებლის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქემ, რომელიც გამოცდას ჩააბარებს იუსტიციის სამინისტროს საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიას (საქართველოს 1999 წლის 16 აპრილის კანონი სააღსრულებო წარმოებათა შესახებ, მუხლი 6-7).

სასამართლო ინსტანციები (of a court) - პირველი, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოები.

სასამართლო რაიონული (საქალაქო) (regional (town) court) - პირველი ინსტანციის სასამართლო, სადაც ყველა საქმე განიხილება ერთპიროვნულად მოსამართლის მიერ, კანონით დადგენილი წესით. რაიონული (საქალაქო) სასამართლო იქმნება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით რაიონში, ქალაქში, რომელიც არ შედის არც ერთ რაიონში და არ გააჩნია რაიონული დაყოფა, აგრეთვე, ქალაქის რაიონში. სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე მოქმედი რაიონული (საქალაქო) სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიას განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი, შესაბამისად აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის საბჭოს წარდგინებით. სასამართლო შედგება არანაკლებ ორი მოსამართლისაგან. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობას კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინებით. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე მოქმედი რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეთა რაოდენობას კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი, შესაბამისად აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის საბჭოს წარდგინებით („საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი).

სასამართლო საკონსტიტუციო (constitutional court) - საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის უზენაესობას, კონსტიტუციურ კანონიერებას და ადამიანის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას. საკონსტიტუციო სასამართლო შედგება ცხრა მოსამართლისაგან - საკონსტიტუციო სასამართლოს წევრისაგან, რომელთაგან აირჩევა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის ორი მოადგილე და საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 35 წლის ასაკიდან, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება. საკონსტიტუციო სასამართლოს სამ წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, სამ წევრს საქართველოს პარლამენტი ირჩევს სიითი შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედით, სამ წევრს ნიშნავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადა 10 წელია. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც ადრე ეკავა ეს თანამდებობა. საკონსტიტუციო სასამართლო შედგება პლენუმისა და ორი კოლეგიისაგან. პლენუმის შემადგენლობაშია საკონსტიტუციო სასამართლოს ცხრავე წევრი, კოლეგიის შემადგენლობაშია საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხი წევრი. კოლეგიის სხდომებს უძღვება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე („საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი).

სასამართლო საოლქო (district court) - სასამართლო, რომელიც სააპელაციო წესით განიხილავს საჩივრებს რაიონული (საქალაქო) სასამართლოების გადაწყვეტილებებზე და საქმეებს პირველი ინსტანციით საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, აგრეთვე, იღებს გადაწყვეტილებებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე. საქართველოს საოლქო სასამართლოებია თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოები. თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინების საფუძველზე. საოლქო სასამართლოში იქმნება: ა) სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგია; ბ) სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია; გ) ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგია; დ) სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატა; ე) სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატა; ვ) ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატა. სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საკითხების გადასაწყვეტად საოლქო სასამართლოში იქმნება საგამოძიებო კოლეგია. საოლქო სასამართლოში საქმე სააპელაციო წესით განიხილება პალატების, ხოლო პირველი ინსტანციით - კოლეგიების მიერ, გარდა საგამოძიებო კოლეგიისა. საოლქო სასამართლოს კოლეგიებსა და პალატებში საქმეებს განიხილავენ სამი მოსამართლის შემადგენლობით, ხოლო ამ სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში - ერთპიროვნულადაც, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში. საოლქო სასამართლოსა და საოლქო სასამართლოს კოლეგიებსა და პალატებში მოსამართლეთა რაოდენობას განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინებით. თითოეულ კოლეგიასა და პალატას ჰყავს თავმჯდომარე, რომელსაც შესაბამისი კოლეგიისა და პალატის შემადგენლობიდან 5 წლის ვადით, მაგრამ არა უმეტეს სამოსამართლო უფლებამოსილების ვადისა, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. საოლქო სასამართლოს თავმჯდომარესა და თავმჯდომარის მოადგილეს კოლეგიებისა და პალატების თავმჯდომარეთაგან 5 წლის ვადით, მაგრამ არა უმეტეს სამოსამართლო უფლებამოსილების ვადისა, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. დაუშვებელია საოლქო სასამართლოს, მისი პალატის ან კოლეგიის თავმჯდომარედ ერთი და იმავე პირის ზედიზედ მეორე ვადით დანიშვნა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ სასამართლოს, პალატის ან კოლეგიის ყველა სხვა მოსამართლე წერილობით უარს განაცხადებს შესაბამისად სასამართლოს, პალატის ან კოლეგიის თავმჯდომარეობაზე („საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი).

სასამართლო სისტემა (judiciary) - სახელმწიფოში მოქმედი სასამართლოს ერთობლიობა, რომელიც დაფუძნებულია ორგანიზაციისა და საქმიანობის ერთიან პრინციპებზე, ემსახურება ერთიან მიზნებსა და ამოცანებს, კანონით დადგენილი წესითა და ფორმით ახორციელებს სასამართლო ხელისუფლებას. საქართველოს სასამართლოებია საკონსტიტუციო სასამართლო და საერთო სასამართლოები. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საკონსტიტუციო კონტროლის ორგანოა, ხოლო საერთო სასამართლოები ახორციელებენ მართლმსაჯულებას. საომარ პირობებში შეიძლება შეიქმნას სამხედრო სასამართლოები მხოლოდ საერთო სასამართლოების სისტემაში. საგანგებო ან სპეციალური სასამართლოების შექმნა ყველა შემთხვევაში დაუშვებელია.

სასამართლო უზენაესი (Supreme Court) - საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მართლმსაჯულების განხორციელების უმაღლესი და საბოლოო ინსტანციის სასამართლო. უზენაესი სასამართლო დადგენილი საპროცესო ფორმით ზედამხედველობს მართლმსაჯულების განხორციელებას საქართველოს საერთო სასამართლოებში, პირველი ინსტანციით განიხილავს კანონით განსაზღვრულ საქმეებს, ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის 63-ე, 64-ე და 88-ე მუხლებით და კანონით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. უზენაეს სასამართლოში იქმნება: ა) სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგია; ბ) სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა; გ) ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა; დ) სისხლის სამართლის საქმეთა პალატა; ე) დიდი პალატა; ვ) პლენუმი. უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგია პირველი ინსტანციით განიხილავს სისხლის სამართლის საქმეებს, რომლებიც სისხლის სამართლის საპროცესო კანონით საქართველოს უზენაესი სასამართლოს განსჯადია. უზენაესი სასამართლოს პალატა არის საკასაციო ინსტანციის სასამართლო, რომელიც საპროცესო კანონით დადგენილი წესით განიხილავს საკასაციო საჩივრებს საქართველოს რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებზე. იგი კანონით დადგენილი წესით ახდენს განაჩენის და სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვას ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო. უზენაესი სასამართლოს პალატა გარდა დიდი პალატისა, საქმეებს განიხილავს სამი მოსამართლის შემადგენლობით. დიდი პალატა შედგება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, პალატების თავმჯდომარეებისა და პლენუმის მიერ უზენაესი სასამართლოს პალატების შემადგენლობიდან 2 წლის ვადით არჩეული არანაკლებ 12 მოსამართლისაგან. დიდი პალატა საქმეებს განიხილავს 9 მოსამართლის შემადგენლობით. უზენაესი სასამართლოს პალატებსა და კოლეგიას ჰყავთ თავმჯდომარეები, რომლებსაც შესაბამისი პალატის ან კოლეგიის შემადგენლობიდან 5 წლის ვადით ირჩევს უზენაესი სასამართლოს პლენუმი. უზენაესი სასამართლოს პალატებისა და კოლეგიის თავმჯდომარეები იმავდროულად არიან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეები. უზენაესი სასამართლოს პლენუმი შედგება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილეების, უზენაესი სასამართლოს წევრების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების თავმჯდომარეთა და თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების თავმჯდომარეთაგან („საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი).

სასაქონლო ნიშანი (trade mark) - 1. ამა თუ იმ ქვეყანაში დადგენილი წესით რეგისტრირებული, ორიგინალურად გაფორმებული გრაფიკული, ტექსტური ან სხვაგვარი ნიშანი, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა საწარმოთა მიერ წარმოებული ერთგვაროვანი ნაწარმის ერთმანეთისგან გასამიჯნავად. რიგ ქვეყანაში არსებობს სასაქონლო ნიშნის ორი სახე: სავაჭრო მარკა და სავაჭრო სახელწოდება; 2. სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლისა ან/და მომსახურებისგან. სიმბოლო შეიძლება იყოს სიტყვა ან სიტყვები, აგრეთვე, ადამიანის სახელი, ასოები, ციფრები, ბგერები, გამოსახულება, სამგანზომილებიანი ფიგურა. მათ შორის: საქონლის ფორმა ან შეფუთვა, ისევე როგორც საქონლის სხვა გარეგნული გაფორმება ფერის ან ფერთა კომბინაციის გამოყენებით (საქართველოს კანონი „სასაქონლო ნიშნების შესახებ”, მუხლი 3).

სასტუმროს გადასახადი (tax on hotel) - ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ შესაბამის ტერიტორიაზე შემოღებული საქართველოს ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში (ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი, ადგილობრივი ბიუჯეტი) ადგილობრივი გადასახადი, რომელიც დაწესებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ზღვრული ოდენობის ფარგლებში. სასტუმროს გადასახადს იხდიან იურიდიული და მეწარმე ფიზიკური პირები, რომლებსაც შესაბამისი ქალაქის (რაიონის) ტერიტორიაზე ფიზიკურ პირებს სათანადო ანაზღაურების ფასად გადასცემენ დროებით საცხოვრებელ ფართობს სასტუმროებში, პანსიონატებში, კემპინგებსა და სხვა ანალოგიურ ობიექტებში. სასტუმროს გადასახადის ზღვრული ოდენობა განისაზღვრება დროებითი საცხოვრებელი ფართობით სარგებლობის ღირებულებიდან არა უმეტეს 2 პროცენტით (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 212).

სატანა (Satan) [ბერძ. satan, satanas <ძვ. ებრ. satan ეშმაკი, ბელზებელი, დაცემული დემონი] - ყველა ცოდვისა და უბედურების მიზეზი, წყვდიადის მთავარი, მაცდური დემონი, დაცემული და განდევნილი ანგელოზი.

სატანური სექტა - ბოროტების შეგნებული თაყვანისცემა და განდიდება. ფაქტობრივად ქრისტიანობის ანტიპოდი, მათი დოგმებია: ცხოვრება ძალადობაა, საკუთარი ქვენა ინსტინქტებისადმი მორჩილება, საზოგადოების კანონების მიმართ დაუმორჩილებლობა ან უკიდურეს შემთხვევაში ინდიფერენტიზმი და სხვ. მიზანი - „ეშმაკის მსახურის” პატივის დამსახურება და მასთან დაკავშირებული ძალაუფლების მოპოვება.

სატელიტი (satellite) [<ლათ. Satelles (satellitis) თანამგზავრი, თანამზრახველი] - 1. პლანეტის თანამგზავრი; 2. სხვისი ნების ამსრულებელი, დამქაში; 3. სხვა ქვეყანაზე ფაქტობრივად დაქვემდებარებული, ფორმალურად დამოუკიდებელი სახელმწიფო.

სატენდერო კომისია (tender commission) - კომისია, რომელიც იქმნება კონკურსით რაიმე საქმიანობის წარმართვისათვის გამარჯვებულის გამოსავლენად.

სატირა (satire) [ფრანგ. satire <ლათ. satira <satura lanx გადავსებული თეფში, დომხალი] - საზოგადოებრივი ცხოვრების ნეგატიური მოვლენების, ადამიანის მანკიერი მხარეების მწვავე, ულმობელი გამასხარავება.

სატრანსპორტო ექსპედიცია (traffic expedition) - იხ. ხელშეკრულება სატრანსპორტო ექსპედიციის.

სატრანსპორტო საშუალება (transport vehicles) - ნებისმიერი საშუალება, რომელიც გამოიყენება მგზავრების საერთაშორისო გადაყვანისა და საქონლის საერთაშორისო გადაზიდვებისათვის, მათ შორის კონტეინერები, მისაბმელები და სხვა სატრანსპორტო მოწყობილობა (საქართველოს „საბაჟო კოდექსი”, მუხლი 5.დ).

საფინანსო-ბუღალტრული აღრიცხვა (financial (bookkeeping) accounting) - ბუღალტრული აღრიცხვა, რომელიც ინფორმაციას იძლევა გარეშე დაინტერესებული მომხმარებლისათვის (კრედიტორები, კლიენტები, სახელმწიფო სამსახურები, საზოგადოება და სხვ.).

საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტები (finance-credit institutions) - განასხვავებენ შემდეგი სახის საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტებს: საინვესტიციო ბანკებს; სადაზღვევო; საინვესტიციო; საპენსიო და საფინანსო კომპანიებს.

საფირმო სახელწოდება (business name) - სახელი, რომლითაც საქმიანობს საწარმო (საქართველოს კანონი “მეწარმეთა შესახებ”, მუხლი 6.1).

საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის - წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე - წმ. ანდრია დაიბადა ბეთსაიდაში, იგი წმ. იოანე ნათლისმცემლის უახლოესი მოწაფე იყო და მოციქულთაგან პირველი შეუდგა ქრისტეს. ქრისტიანობის საქადაგებლად წილის ყრისას, ქართლის მოქცევა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ხვდა წილად. მისი მიცვალების ჟამი მოახლოებული იყო. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მაცხოვარი გამოეცხადა და აუწყა, რომ წმ. ანდრია პირველწოდებული გაეგზავნა ქართლში და თან წარეტანებინა მისი (ღვთისმშობლის) ხელთუქმნელი ხატი. წმ. ანდრიამ პირველად იქადაგა დიდაჭარაში, ააშენა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, შემდგომ მოაქცია მესხეთი და დაადგინა ეპისკოპოსები. წმ. ანდრიამ მცირე ხანი დაჰყო აწყურში, მოაწყო ეკლესია და დაასვენა ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი. მან იქადაგა კლარჯეთში, არტანუჯში (არტაან- კოლაში), სომხითსა და პართეთში, შემდეგ წავიდა იერუსალიმში. საიდანაც ნეტარი ანდრია, წმ. მატათასთან და წმ. სვიმონ კანანელთან ერთად დაბრუნდა ქართლში, იქადაგეს სამეგრელოსა და სვანეთში - სადაც წმ. მატათა დარჩა, ოსეთსა და აფხაზეთში - სადაც მიიცვალა წმ. სვიმონ კანანელი, წმ. ანდრიამ შემდგომ იქადაგა ჯიქეთში. ნესტორ მემატიანეს ცნობით, წმ. ანდრია სკვითთა ქვეყანაშიც (დღევანდელი რუსეთის ფედერაციის ტერიტორია) იყო. უკანასკნელად მან იქადაგა ქ. პატრებში (საბერძნეთი). ქალაქის მმართველის ბრძანებით წმ. ანდრია ჯვარს აცვეს. წმ. ანდრია პირველწოდებულის,როგორც საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის დამაარსებლის ხსენების დღე, 12 მაისი, გამოცხადებულია უქმე დღედ (საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი, 64-ე მუხლი).

საქართველოს კონსტიტუცია (Georgian Constitution) - სახელმწიფოს უზენაესი კანონი, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული ძალა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ყველა სახის სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. საქართველოს კონსტიტუცია პარლა მენტმა მიიღო 1995 წლის 24 აგვისტოს, ძალაში შევიდა იმავე წლის 1-ელი ნოემბრიდან. ეს არის დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მოქმედი კონსტიტუცია. იგი შედგება პრეამბულის, 9 თავისა და 109 მუხლისაგან. კონსტიტუციის პირველ თავში ჩამოყალიბებულია საქართველოს სახელმწიფოებრიობის ზოგადი დებულებანი, ცალ-ცალკე თავი აქვს დათმობილი პარლამენტს, პრეზიდენტსა და სასამართლო ხელისუფლებას. ცალკე თავად არის გამოყოფილი, აგრეთვე, საქართველოს მოქალაქეობა და ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. ცალკე თავებშია ჩამოყალიბებული სახელმწიფო თავდაცვის, ფინანსებისა და კონტროლის პრინციპული დებულებები. კონსტიტუციის ბოლო თავები ეხება კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხს და გარდამავალ დებულებებს.

საქართველოს მთავრობა (Government of Georgia) - იხ. მთავრობა.

საქართველოს პარლამენტი (Parliament of Georgia) - საქართველოს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, კონსტიტუციის ფარგლებში კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობას და ახორციელებს კანონით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას. საქართველოს პარლამენტს ირჩევენ 4 წლის ვადით, საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით. 85 პარლამენტის წევრი აირჩევა ოლქების მიხედვით, მაჟორიტარული სისტემით, ხოლო 150 პარტიული სიების მიხედვით. საქართველოს პარლამენტის არჩევისა და შექმნის წესი განსაზღვრულია კონსტიტუციით და საქართველოს 1995 წლის 1-ელი სექტემბრის ორგანული კანონით საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ. პარლამენტის შინაგანი სტრუქტურა და მუშაობის წესი განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით.

საქართველოს პრეზიდენტი (President of Georgia) - იხ. პრეზიდენტი.

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია (Apostolic Autocephalous Orthodox Church of Georgia) - ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ეკლესია. დაარსებულია წმ. ანდრია პირველწოდებულის მიერ (იხ. საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის - წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე). საქართველოს ტერიტორიაზე I საუკუნეში ქრისტიანობა იქადაგეს მოციქულებმა: წმ. ანდრია პირველწოდებულმა, წმ. სვიმონ კანანელმა (დაკრძალულია აფხაზეთის ტერიტორიაზე), წმ. ბართლომემ და წმ. მატათამ (დაკრძალულია აჭარის ტერიტორიაზე). მე-4 საუკუნის პირველ ნახევარში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წარმოგზავნილი, მოციქულთა სწორი ქალწული ნინოს ქადაგებით ქართლი საბოლოოდ გაქრისტიანდა. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წლით ადრე, 325 წელს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამდე, გამართულ ნიკეის პირველ მსოფლიო კრებაში მონაწილეობდა ბიჭვინთის ეპისკოპოსი. დაახ. 330 წელს ქართლში (იბერიაში) ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად მიღებისთანავე, შეიქმნა მცხეთის საეპისკოპოსო. მცხეთის ეპისკოპოსი მე-5 საუკუნემდე მთავარეპისკოპოსის ტიტულს ატარებდა და იერარქიულად საბერძნეთის ეკლესიას ექვემდებარებოდა. 466-468 წწ. წმ. მეფე ვახტანგ გორგასალის უშუალო ღვაწლით შემოღებულ იქნა საკათოლიკოსო, დაარსდა თორმეტი საეპისკოპოსო, რომელთა უმაღლესი მესაჭე - კათოლიკოსი ბერძნული ეკლესიასაგან (ანტიოქიის პატრიარქისგან) იერარქიულად დამოუკიდებელი (ავტოკეფალური) გახდა. მე-6 საუკუნეში ქართლში მოქმედებდა 33-ზემ მეტი საეპისკოპოსო. საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ (ეკლესია) არ გაიზიარა: 506 წელს ირანის შაჰის ზეგავლენით სომხეთში (ქ. დვინში) მოწვეული საეკლესიო კრების მონაწილეთა მიერ მიღებული მონოფიზიტური ერესი (ქართლისა და სომხურ-გრიგორიანული ეკლესიის საბოლოო გათიშვა მოხდა 607 წელს) და ბიზანტიაში 725-843 წწ. თითქმის საყოველთაოდ გავრცელებული ხატმებრძოლობის ერესი. მე-11-12სს. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უკვე ექვემდებარებოდა დასავლეთ საქართველოს საკათოლიკოსო (თავისი საეპისკოპოსოებით), ქალკედონელ (იხ. დიოფიზიტობა) მართლმადიდებელ სომხურ თემთა საეპისკოპოსოები, რომელთაც სათავეში ედგათ მიტროპოლიტი და აღმოსავლეთ საქართველოს საეპისკოპოსოები (სულ 40 საეპისკოპოსო). მე-13 საუკუნიდან უცხოელი დამპყრობლების განუწყვეტელი შემოსევებით თანდათან სუსტდება საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობა. შედეგად, მე-15 საუკუნეში საქართველოს საპატრიარქოს ჩამოსცილდა აფხაზეთის საკათოლიკოსო. მე -16 საუკუნეში - საკათოლიკოსო რეზიდენცია ბიჭვინთიდან გელათში გადაიტანეს; ეკლესიას ჩამოაკლდა სამცხე-საათაბაგოს ტერიტორია. საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ (1801 წ.) რუსეთის ცარიზმმა უკანონოდ გააუქმა ეკლესიის ავტოკეფალია, კათოლიკოს-პატრიარქის თანამდებობა აღმოსავლეთ საქართველოსა (1811 წ.) და დასავლეთ საქართველოში (1814 წ.) ქართულმა სამღვდელოებამ 1917 წლის 12 (25) მარტს აღადგინა ეკლესიის ავტოკეფალია და კათოლიკოსად აირჩია წმ. კირიონ II. ამჟამად ეკლესიას 1975 წლიდან სათავეში უდგას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II. ეკლესიაში გაერთიანებულია 35 ეპარქია. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსაგან. საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა განსაზღვრულია კონსტიტუციური შეთანხმებით.

საქართველოს საბაჟო საზღვარი (the custom border of Georgia) - საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ფარგლები, აგრეთვე, თავისუფალი საბაჟო ზონებისა და თავისუფალი საწყობების პერიმეტრები შეადგენენ საქართველოს საბაჟო საზღვარს მუხლი (საქართველოს „საბაჟო კოდექსი”, მუხლი 2).

საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთა (crossing the custom border of Georgia) - საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის ან სატრანსპორტო საშუალებების ნებისმიერი წესით შემოტანა ან ამ ტერიტორიიდან მათი გატანა, მათ შორის გაგზავნა საერთაშორისო საფოსტო გზავნილებით, მილსადენი ტრანსპორტის ან ელექტროგადამცემი ხაზების გამოყენებით (საქართველოს „საბაჟო კოდექსი”, მუხლი 5).

საქართველოს საბაჟო ტერიტორია (custom territory of Georgia) - საქართველოს სახმელეთო ტერიტორია, ტერიტორიული და შიდა წყლები და მათი საჰაერო სივრცე (საქართველოს „საბაჟო კოდექსი”, მუხლი 2).

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სპეციალური წოდებები (special ranks of state security special service) - უმცროსი სპეციალური წოდება: რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, ზემდეგი; საშუალო სპეციალური წოდება: უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი; უფროსი სპეციალური წოდება: მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი; უმაღლესი სპეციალური წოდება: გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი, გენერალ-პოლკოვნიკი. აღნიშნულ წოდებებს წინ ემატება სიტყვები „სახელმწიფო დაცვის” (“სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 51).

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დადგენილი სპეციალური წოდებები (standing special ranks of Ministry of Finance of Georgia) - საშუალო სპეციალური წოდება - უმცროსი ინსპექტორი, III კლასის ინსპექტორი, II კლასის ინსპექტორი, I კლასის ინსპექტორი; უფროსი სპეციალური წოდება - III კლასის მრჩეველი, II კლასის მრჩეველი, I კლასის მრჩეველი; უმაღლესი სპეციალური წოდება - ფინანსების სახელმწიფო მრჩეველი, ფინანსების მთავარი სახელმწიფო მრჩეველი. საგადასახადო დეპარტამენტის სისტემის მოსამსახურეთა სპეციალურ წოდებას წინ ემატება სიტყვა „საგადასახადო სამსახურის“. საბაჟო დეპარტამენტის სისტემის მოსამსახურეთა სპეციალურ წოდებას წინ ემატება სიტყვა „საბაჟო სამსახურის“. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსურ პოლიციაში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები: უმცროსი სპეციალური წოდება - რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი; საშუალო სპეციალური წოდება - უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი; უფროსი სპეციალური წოდება - მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი; უმაღლესი სპეციალური წოდება - ფინანსური პოლიციის გენერალ-მაიორი („სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 4).

საქმიანობა ეკონომიკური (economic activity) - ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც წარიმართება მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ასეთი საქმიანობის შედეგებისა; ეკონომიკური საქმიანობა შეიძლება იყოს სამეწარმეო ან არასამეწარმეო. ეკონომიკურ საქმიანობას არ განეკუთვნება: ა) სახელმწიფო ორგანოების საქმიანობა, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული მათთვის კანონმდებლობით მინიჭებული ფუნქციის შესრულებასთან, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საქმე ეხება ხელშეკრულების საფუძველზე ფასიანი მომსახურების გაწევასა და სხვა სამეწარმეო საქმიანობას; ბ) საქველმოქმედო საქმიანობა; გ) რელიგიური საქმიანობა (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 7.1.).

საქმიანობა ეკონომიკური არასამეწარმეო (economic non-entrepreneurial/nonbusiness activity) - არასამეწარმეო ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება: ერთი პირის მიერ მეორე პირისათვის საფასურის გადახდით ქონების (მათ შორის, ფულადი სახსრების) დროებით მფლობელობაში, სარგებლობაში ან მართვაში გადაცემა ამ ქონებაზე ან მის ნაწილზე საკუთრების უფლების გადაცემისა და მისი შემდგომი გასხვისების შესაძლებლობის გარეშე, თუ ასეთი გადაცემა არ განეკუთვნება ფინანსურ საქმიანობას და ქონების მიმღები პირისათვის არ წარმოშობს გადაცემული ქონების მიზნობრივ გამოყენებასთან დაუკავშირებელ დამატებით ვალდებულებებს ან ამ ქონების ფლობისთვის, გამოყენებისა და მართვისთვის ანაზღაურების გაცემასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის დადგენილი. არასამეწარმეო ეკონომიკურ საქმიანობას განეკუთვნება: ა) ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით სამუშაოს შესრულება საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის მიხედვით; ბ) ფულადი სახსრების განთავსება ბანკებსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში; გ) ქონების იჯარით გაცემა; დ) ქონების მართვა მინდობილობით; ე) არასამეწარმეო ეკონომიკურ საქმიანობას უთანაბრდება: საწარმოს საწესდებო კაპიტალში წილის ან ფასიანი ქაღალდების შეძენა (რეალიზაცია), ობლიგაციების და სხვა სავალო ვალდებულებათა შეძენა (რეალიზაცია), საპაიო საინვესტიციო ფონდში პაის შეძენა (რეალიზაცია); გამყიდველის საკუთრებაში არსებული საავტორო ან სხვა ანალოგიური უფლების რეალიზაცია; ვ) ფიზიკური პირის საქმიანობა, რომელიც დამოუკიდებლად ეწევა “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ საქმიანობას (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 8).

საქმიანობა ეკონომიკური სამეწარმეო (economic business/entrepreneurial activity) - ეკონომიკური საქმიანობა, განხორციელებული სავაჭრო გარიგებების ან სხვა სამეურნეო ოპერაციების სახით. სამეწარმეო საქმიანობას უთანაბრდება იმ ფიზიკური პირის საქმიანობა, რომელიც დამოუკიდებლად ეწევა „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ საქმიანობას (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 8).

საქმიანობა რელიგიური (religious actions) - დადგენილი წესით რეგისტრირებული რელიგიური ორგანიზაციებისა და გაერთიანებების საქმიანობა, რომლებიც მიზნად ისახავენ აღმსარებლობისა და სარწმუნოების გავრცელებას. მათ შორის ისეთი გზით, როგორიცაა: ა) რელიგიური წეს-ჩვეულებების, ცერემონიების, ლოცვების ან სხვა საკულტო ქმედებათა ორგანიზაცია და ჩატარება; ბ) მორწმუნეთათვის შესაძლებლობის მიცემა, ჰქონდეთ ან გამოიყენონ სამლოცველო შენობები ან რიტუალური ნაგებობები რელიგიურ მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად როგორც ერთობლივად, ისე ინდივიდუალურად; გ) რელიგიური დელეგაციების, მომლოცველების, სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლების მიღებისა და გამგზავრების ორგანიზაცია, ეროვნული და საერთაშორისო რელიგიური თათბირების, ყრილობების, სემინარების ორგანიზაცია, აღნიშნულ ღონისძიებათა ჩატარების პერიოდში მათი მონაწილეების სასტუმროებით (სხვა საცხოვრებელი სადგომებით), ტრანსპორტით, კვებითა და კულტურული მომსახურებით უზრუნველყოფის ჩათვლით; დ) მონასტრების, სამონასტრო ეკლესიების, სასულიერო-სასწავლო დაწესებულებების შენახვა, აღნიშნული სასწავლო დაწესებულებების მოსწავლეთა და მსმენელთა სწავლება, საქველმოქმედო დაწესებულებების (საავადმყოფოები, თავშესაფრები, მოხუცთა და ინვალიდთა სახლები) შენახვა, აგრეთვე, კანონიკური წესებით განპირობებული სხვა ანალოგიური საწესდებო საქმიანობა. რელიგიურ საქმიანობას უთანაბრდება: იმ რელიგიური ორგანიზაციების (გაერთიანებების) საწარმოთა საქმიანობა, რომლებიც გამოსცემენ რელიგიურ (ღვთისმსახურების) ლიტერატურას ან აწარმოებენ (ამზადებენ) რელიგიური დანიშნულების საგნებს; ამ ორგანიზაციების (გაერთიანებების) ან მათი საწარმოების საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია რელიგიური (ღვთისმსახურების) ლიტერატურის ან რელიგიური დანიშნულების საგნების რეალიზაციასთან (გავრცელებასთან); აგრეთვე, ამ სახის საქმიანობით მიღებული სახსრების გამოყენება რელიგიური ორგანიზაციების (გაერთიანებების) რელიგიური საქმიანობის განხორციელების მიზნით (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 11).

საქმიანობა საქველმოქმედო (charity/compationate actions) - მატერიალური დახმარების უშუალოდ გაწევა, მათ შორის, გრანტით ან სხვა დახმარებით (შემწეობის) იმ ფიზიკური პირებისთვის, რომლებიც საჭიროებენ ასეთ დახმარებას, ან ორგანიზაციებისათვის, რომლებსაც უშუალოდ უწევენ ასეთ დახმარებას, აგრეთვე, საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისად ორგანიზაციის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობა. საქველმოქმედო საქმიანობას განეკუთვნება დახმარება (შემწეობა), რომელიც გაეწევა: ა) ნაკლებუზრუნველყოფილ ფიზიკურ პირებს ან იმ ფიზიკურ პირებს, რომლებიც საჭიროებენ სოციალურ ადაპტაციას ან სოციალურ დაცვას; ბ) ბავშვებს, რომლებსაც არა ჰყავთ მშობლები (მშობელი), სკოლამდელ ან სხვა საბავშვო დაწესებულებებს, აგრეთვე, სხვა ორგანიზაციებს, რომლებიც ეწევიან ასეთი ბავშვების მოვლაპატრონობას; გ) ინვალიდებს ან მოხუცებს, აგრეთვე, ორგანიზაციებს, რომლებიც ეწევიან ინვალიდების ან მოხუცების მოვლა-პატრონობას; დ) ფიზიკურ პირებს, რომლებიც საჭიროებენ სამედიცინო დახმარებას (შემწეობას ან სპეციალურ მოვლას) სამედიცინო ან მასთან დაკავშირებული მომსახურების (მათ შორის, ასეთი მომსახურების გაწევის ადგილამდე მგზავრობის) ანაზღაურების სახით; აგრეთვე, სამედიცინო დაწესებულების სტატუსის მქონე ორგანიზაციებს; ე) საგანმანათლებლო დაწესებულებებს, სტიპენდიების დაწესების ჩათვლით; ვ) მეცნიერებისა და კულტურის დაწესებულებებს; ზ) განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულ ფიზიკურ პირებს მათი ტალანტის განვითარებისათვის; თ) დაბინძურების ან სხვა მავნე ზემოქმედებისაგან მოსახლეობის ან ბუნების დაცვისათვის; ი) რელიგიურ ორგანიზაციებს; კ) სასჯელაღსრულებით დაწესებულებებს მათში მოთავსებულ პირთა მოვლის ან სამედიცინო მომსახურების პირობების გაუმჯობესებისათვის. პირისათვის გაწეული დახმარება (შემწეობა) არ ჩაითვლება საქველმოქმედო საქმიანობად, თუ: ა) ასეთი დახმარების (შემწეობის) მიმღებ პირს წარმოექმნება ქონებრივი ან არაქონებრივი ხასიათის ვალდებულება (გარდა ვალდებულებისა, გამოიყენოს მიღებული სახსრები ან ქონება მხოლოდ მიზნობრივი დანიშნულებით) იმ პირის მიმართ, რომელმაც გაუწია მას ასეთი დახმარება; ბ) ასეთი დახმარების (შემწეობის) გამცემი და მიმღები პირები წარმოადგენენ ურთიერთდამოკიდებულ პირებს; გ) ასეთ დახმარებას (შემწეობას) აქვს პოლიტიკური ხასიათი, რომელიმე პოლიტიკური პარტიისათვის, საზოგადოებრივი ორგანიზაციისათვის (მოძრაობისათვის), საარჩევნო გაერთიანების ან ცალკეული ფიზიკური პირისათვის წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად სახსრების გადარიცხვის ჩათვლით (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 10).

საქონელი (commodity, goods) - 1. მატერიალური ან არამატერიალური ქონება; 2. ნაწარმი, რომელსაც აქვს ღირებულება და შეიძლება გაიყიდოს ან გაიცვალოს; 3. ნებისმიერი ქონება, მათ შორის ფული, ფასიანი ქაღალდები და სავალუტო ფასეულობა, ელექტრო და თბოენერგია, გაზი, წყალი და სატრანსპორტო საშუალებები (საქართველოს “საბაჟო კოდექსი”, მუხლი 5.ა); 4. ნებისმიერი სახისა და აღწერილობის საგნები (მ.შ. ნედლეული, ნაკეთობები, მოწყობილობები, შენობა-ნაგებობები, წარმოების სხვა საშუალებები და მოხმარების საგნები) როგორც მყარ, ასევე თხევად და აიროვან მდგომარეობაში, აგრეთვე, ელექტროენერგია, საქონლის მიწოდების თანამდევი მომსახურება, როცა ამ მომსახურების ღირებულება არ აღემატება თვით საქონლის ღირებულებას („სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 3).

საქონელი არაკომერციული (noncommercial commodity/goods) - საბაჟო სამართალში საქონელი, რომელიც სავაჭრო ბრუნვისთვის არ არის გამიზნული. საბაჟო საზღვარზე იგი გადააქვს: ა) მოქალაქეებს პირადი მოხმარების მიზნით; ბ) სხვადასხვა ორგანიზაციასა და დაწესებულებებს საწესდებო ან სხვა სახის ამოცანების განსახორციელებლად, რომლებიც ვაჭრობას არ უკავშირდებიან.

საქონელი თავისუფლად მიმოქცევადი (freely circulating goods) - საქონელი, რომლის განკარგვა შეიძლება საბაჟო ორგანოების ნებართვის გარეშე.

საქონელი კომერციული (commercial goods) - საბაჟო სამართალში საქონელი, რომლის ექსპორტი, იმპორტი და ტრანზიტი ხდება საერთაშორისო სავაჭრო ბრუნვის საშუალებით ყიდვა-გაყიდვის მიზნით.

საქონელი მასობრივი მოხმარების (bulk commodities, commodity of massconsumption) - საქონელი, რომელიც მოსახლეობის აბსოლუტური ან უბრალო უმრავლესობის მიერ მოიხმარება. მას ფართო მოხმარების საქონელსაც უწოდებენ.

საქონელი რეალური (real commodity, real goods) - სახეზე (საწყობში) არსებული საქონელი, რომლის მიწოდება ბითუმად ყიდვა-გაყიდვით არის შესაძლებელი დაუყოვნებელი მოთხოვნით და აქვს შესაბამისი სასაქონლო თვისებები (საქართველოს კანონი „სასაქონლო ბირჟებისა და საბითუმო ვაჭრობის შესახებ”, მუხლი 2).

საქონელი საბირჟო (exchange's goods) - ბირჟის მიერ დადგენილი წესით საბირჟო ვაჭრობაზე დაშვებული, ბრუნვაში მყოფი, გარკვეული სახეობისა და ხარისხის სტანდარტული საქონელი, მათ შორის, ამ საქონლის სტანდარტული კონტრაქტი (ხელშეკრულება) და კონოსამენტი (საქართველოს კანონი „სასაქონლო ბირჟებისა და საბითუმო ვაჭრობის შესახებ”, მუხლი 2).

საქონელი სამამულო (domestic commodity/goods) - საქართველოში წარმოშობილი საქონელი (საქართველოს “საბაჟო კოდექსი”, მუხლი 5.ბ).

საქონელი სტანდარტული (standard goods) - ბირჟაზე მხოლოდ ერთი სტანდარტის, ანუ კონკრეტული ხარისხის, გარკვეული საზომი ერთეულის თუ სხვა განსაზღვრული მახასიათებლის მქონე, სტანდარტიზაციას დაქვემდებარებული საქონელი, რაც შესაძლებლობას იძლევა გაიყიდოს ერთი კონტრაქტით სხვადასხვა ქვეყანაში ან რეგიონში წარმოებული საქონელი, თუ ის აკმაყოფილებს სტანდარტულ კონტრაქტში ასახულ პირობებს (საქართველოს კანონი „სასაქონლო ბირჟებისა და საბითუმო ვაჭრობის შესახებ”, მუხლი 2).

საქონელი ურთიერთდამატებითი (complementary goods) - საქონლის (მომსახურების) ჯგუფი, სადაც ერთ-ერთი საქონლის ფასსა და მეორე საქონელზე მოთხოვნას შორის არსებობს უკუპროპორციული დამოკიდებულება, ანუ ერთი საქონლის ფასის შემცირება (გაზრდა) იწვევს სხვა საქონელზე მოთხოვნის გაზრდას (შემცირებას).

საქონელი ურთიერთშენაცვლებადი (substitute goods) - 1. საქონლის (მომსახურების) ჯგუფი, სადაც ერთ-ერთი საქონლის ფასსა და მეორე საქონელზე მოთხოვნას შორის არსებობს პირდაპირპროპორციული დამოკიდებულება, ანუ ერთი საქონლის ფასის შემცირება (გაზრდა) იწვევს სხვა საქონელზე მოთხოვნის შემცირებას (გაზრდას); 2. საქონელთა ჯგუფი, რომელიც ფუნქციური დანიშნულების, გამოყენების ხარისხის, ტექნიკური მახასიათებლების, ფასის ან სხვა პარამეტრების მიხედვით იმდენად მსგავსია, რომ მყიდველი ცვლის ან მზადაა შეცვალოს ერთი საქონელი მეორით მოხმარების (მათ შორის, საწარმოო) პროცესში (საქართველოს კანონი „მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ”).

საქონელი უცხოური (foreign/overseas goods) - საქონელი, რომელიც არ არის საქართველოში წარმოშობილი (საქართველოს „საბაჟო კოდექსი”, მუხლი 5.გ).

საქონლის მიწოდება (supply of goods) - საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა რეალიზაციის, გაცვლის ან უსასყიდლოდ გადაცემის გზით.

საქორწინო ასაკი (marriage age) - საქართველოს კანონმდებლობით საქორწინო ასაკად დაწესებულია თვრამეტი წელი. გამონაკლის შემთხვევაში თექვსმეტი წლის ასაკიდან დაქორწინება დაიშვება მშობლების ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის წინასწარი წერილობითი თანხმობით. თანხმობაზე უარის შემთხვევაში პატივსადები მიზეზების არსებობისას (ფაქტობრივი ცოლქმრული ურთიერთობა, ბავშვის გაჩენა და ა.შ.), დასაქორწინებელ პირთა განცხადების საფუძველზე დაქორწინების ნებართვა, შეუძლია გასცეს სასამართლომ (საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1108). საქორწინო ასაკის მაქსიმალური ზღვარი და დასაქორწინებელთა ასაკობრივი სხვაობა კანონით არ არის შეზღუდული.

საშემოსავლო გადასახადის გადამხდელი (income taxpayer) - რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური პირები, გარდა იმ რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური პირებისა, რომლებიც წარმოადგენენ ფიქსირებულ ან მცირე ბიზნესის გადასახადის გადამხდელებს (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 35).

საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი (income tax rate) - ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება შემდეგი განაკვეთებით: ა) 200 ლარამდე - დასაბეგრი შემოსავლის 12%; ბ) 201-იდან 350 ლარამდე - 24 ლარი დამატებული 200 ლარს ზევით შემოსავლის 15%; გ) 351-იდან 600 ლარამდე - 46,5 ლარი დამატებული 350 ლარს ზევით შემოსავლის 17%; დ) 601 და მეტი ლარი - 89 ლარი 600 ლარს ზევით შემოსავლის 20% (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 42).

საშემოსავლო გადასახადის დაბეგვრის ობიექტი (taxable on income) - საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია: ა) რეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული ერთობლივი შემოსავალი, გათვალისწინებული გამოქვითვების გამოკლებით; ბ) არარეზიდენტი ფიზიკური პირის შემოსავალი, რომელიც მიიღება საქართველოში არსებული მუდმივი დაწესებულებიდან, დაქირავებით მუშაობიდან ან სამეწარმეო საქმიანობისთვის გამოყენებული ქონების რეალიზაციიდან, გათვალისწინებული გამოქვითვების გამოკლებით (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 36).

საშემოსავლო გადასახადის საგადასახადო შეღავათი (exemption from income tax) - საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება ფიზიკურ პირთა შემოსავლების შემდეგი სახეები: 1. ა) არარეზიდენტის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე უცხოეთის დიპლომატიურ და მასთან გათანაბრებულ დაწესებულებებში დაქირავებით მიღებული შემოსავლები; ბ) ფიზიკური პირისგან ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულება; გ) გრანტი, სახელმწიფო პენსია, სახელმწიფო სტიპენდია და სახელმწიფო დახმარება; დ) ალიმენტი; ე) ბიუჯეტის ხარჯზე გაწეული მატერიალური დახმარება და ერთჯერადი განაცემი; ვ) შემოსავალი, მიღებული ფიზიკური პირის მიერ იმ საკუთარი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციით, რომელიც წარმოებულია მოცემული პირის კერძო მეურნეობებში მის სამრეწველო გადამუშავებამდე; ზ) ფიზიკური პირის მიერ მატერიალური აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტი, გარდა სამეწარმეო საქმიანობისთვის გამოყენებული აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტისა; თ) საბიუჯეტო ორგანიზაციების მოსამსახურეთა სპეციალური ფორმის ტანსაცმლის ღირებულების ფულადი ანაზღაურება; ი) ფიზიკური პირისათვის (დონორისათვის გაღებული სისხლის საკომპენსაციო კვებისათვის გაცემული თანხა; კ) ფიზიკური პირის მომსახურებისათვის გაცემული შრომის დაცვისათვის აუცილებელი საშუალებები, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 146-ე და 147-ე მუხლებით და შრომის მავნეპირობებიან სამუშაოზე და ცხელ საამქროებში მუშებსა და მოსამსახურეებზე დადგენილი ნორმით გაცემული კვების პროდუქტები და გაზიანი მარილიანი წყალი საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 148-ე და 149-ე მუხლების შესაბამისად; ლ) ოლიმპიურ თამაშებშიმსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში გამარჯვებისა და საპრიზო ადგილების დაკავებისათვის სპორტსმენების და მათი მწვრთნელების მიერ მიღებული ფულადი და სხვა სახის ჯილდოები, დაფინანსებული სახელმწიფოს მიერ; მ) საქართველოს სახელმწიფო სახაზინო ვალდებულებების რეალიზაციით მიღებული ნამეტი; ნ) ფიზიკური პირის მიერ ხელფასის სახით ანდა ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლის 30 პროცენტი, მაგრამ არა უმეტეს 1200 ლარისა წელიწადში, რომელიც მიმართულია არასახელმწიფო საპენსიო და ნებაყოფლობით სამედიცინო დაზღვევის განსახორციელებლად. ამასთან მიზნობრივად გამოყენების პერიოდის დადგომამდე (საპენსიო ასაკის მიღწევა ან სხვა შესაბამისი სადაზღვევო შემთხვევის დადგომა აღნიშნული თანხის უკან გატანის შემთხვევაში მისი დაბეგვრა განხორციელდება გაცემის წყაროსთანმოქმედი წესის შესაბამისად; 2. ამასთან ერთად საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება ქვემოთ ჩამოთვლილი ფიზიკური პირების მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 3000 ლარამდე; ა) ბავშვობიდან ინვალიდების და მხედველობის გამო I და II ჯგუფის ინვალიდების; ბ) მეორე მსოფლიო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის მონაწილე საქართველოს მოქალაქეების; გ) „ქართლის დედის“ საპატიო წოდება მინიჭებული პირების; დ) მარტოხელა დედების; ე) პირების, რომელთაც იშვილეს ბავშვი შვილად აყვანიდან ერთი წლის განმავლობაში; ვ) პირების, რომლებმაც აღსაზრდელად (შვილობილად აიყვანეს ბავშვი; 3. I და II ჯგუფის ინვალიდების მიერ (გარდა მხედველობის გამო I და II ჯგუფის ინვალიდებისა) კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 1500 ლარამდე; მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მრავალშვილიანი (სამი და მეტი შვილი) პირი თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან, თუ მისი წლიური შემოსავალი 3000 ლარზე ნაკლებია, ხოლო ერთ და ორშვილიან პირს საშემოსავლო გადასახადი უმცირდება 50%-ით (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 43).

საშემოსავლო გადასახადის ჩათვლა (უცხოეთში გადახდილი გადასახადის ჩათვლა) (set-off of income tax) - საქართველოს ფარგლებს გარეთ გადახდილი საშემოსავლო გადასახადის თანხა ჩაითვლება საქართველოში გადასახადის გადახდისას. ჩათვლილი თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს გადასახადის იმ თანხებს, რომლებიც დარიცხული იქნებოდა საქართველოში შემოსავალზე საქართველოში მოქმედი წესითა და განაკვეთებით (საქართველოს “საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 65).

საჩივარი ადმინისტრაციული (administrative complaint) - დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ადმინისტრაციული აქტის გამოცემას (საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი”, მუხლი 2, ნაწილი 1).

საჩუქარი (gift) - 1. უსასყიდლოდ გადაცემული ქონება; 2. უსასყიდლოდ ან შეღავათიანი პირობებით გადაცემული ნებისმიერი ქონება ან ქონებრივი ვალდებულებისაგან განთავისუფლება; აგრეთვე იმ პირის მიერ აშკარად შეღავათიანი პირობებით გაწეული მომსახურება, რომელიც ასეთი მომსახურებისათვის, ჩვეულებრივ, იღებს გასამრჯელოს (საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ”, მუხლი 5.ა).

საცალო ფასი (retail price) - ფასი, რომელიც სავაჭრო ქსელში ადევს ამა თუ იმ სახის დოვლათს.

საცხოვრებელი ადგილი (place of abode, dwelling-place) - ადგილი, რომელსაც ფიზიკური პირი ჩვეულებრივ ირჩევს საცხოვრებლად. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი (საქართველოს „სამოქალაქო კოდექსი”, მუხლი 20.1).

საცხოვრებელი ადგილი არასრულწლოვანის (place of minor/under-age person's abode) - არასრულწლოვანის საცხოვრებელ ადგილად ითვლება მშობლის უფლების მქონე პირის (პირთა), ან მეურვის (მეურვეთა) საცხოვრებელი ადგილი (საქართველოს „სამოქალაქო კოდექსი”, მუხლი 20.2).

საცხოვრებელი ადგილი მუდმივი (რეგისტრირებული) (of no fixed abode, domicile (recorded)) - საცხოვრებელი ადგილი, რომელიც რეგისტრირებულია რეგისტრაციის ორგანოს მიერ კანონით დადგენილი წესით და სადაც პირი უპირატესად ცხოვრობს.

საცხოვრებელი ადგილი დროებითი (with no fixed abode, temporal place of abode) - ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი მუდმივად არ ცხოვრობს და არ არის რეგისტრირებული.

საცხოვრისი (habitation) - მუდმივად ან დროებით საცხოვრებლად მოწყობილი და გამოყენებული, ერთი ან მეტი საცხოვრებელი ოთახისაგან შემდგარი ბინა.

საწარმო (enterprise (firm)) [იტალ. firma] - 1. მოგების მიზნით შექმნილი იურიდიული პირის უფლების მქონე ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომლის სავაჭრო მარკითაც იყიდება საქონელი ან გამოდის ნაწარმი; 2. პირთა და ქონების ორგანიზაციულ-ეკონომიკური ერთიანობა; 3. წარმონაქმნები, რომლებიც ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას ან შექმნილნი არიან ასეთი საქმიანობის განსახორციელებლად („საგადასახადო კოდექსი, მუხლი 12).

საწარმო ანგარიშვალდებული (accountable enterprise) - “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული სააქციო საზოგადოება, აგრეთვე, სხვა იურიდიული პირები, რომლებიც საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტები არიან, გარდა საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარისა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის („ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 9).

საწარმო მცირე (small business) - „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი ყველა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმო, რომელშიც დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა და საწარმოს წლიური ბრუნვა არ აღემატება შემდეგ ზღვრულ ოდენობას: მცირე საწარმოებისათვის - 20 დასაქმებულსა და 500 ათას ლარს; საშუალო საწარმოებისათვის - 100 დასაქმებულსა და 1500 ათას ლარს. ამასთან, საწარმო არ ჩაითვლება მცირედ ან საშუალოდ, თუ: მისი საწესდებო კაპიტალის 25%-ზე მეტი ეკუთვნის პირს ან პირებს, რომლებიც არ აკმაყოფილებენ მცირე და საშუალო საწარმოთა კანონით დადგენილ მოთხოვნებს; მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საბანკო, სადაზღვევო და სხვა სახის ფინანსური მომსახურება (საქართველოს კანონი „მცირე საწარმოთა მხარდაჭერის შესახებ”, მუხლი 2, 3).

საწარმოთა ქონების გადასახადი (tax on enterprise's property) - საერთო სახელმწიფოებრივი გადასახადი, რომლის გადახდა ევალებათ: საქართველოს საწარმოებს; ბ) საქართველოს საწარმოს ფილიალებსა და ქვედანაყოფებს, რომელთაც აქვთ დამოუკიდებელი ბალანსი და ანგარიშსწორების ანგარიში; გ) უცხოური საწარმოები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას მუდმივი დაწესებულების მეშვეობით; დ) ორგანიზაციები, რომელთა ქონება ან ამ ქონების ნაწილი გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისთვის (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 140).

საწარმოთა ქონების გადასახადის განაკვეთი (rate of tax on enterprise's property) - საწარმოთა ქონება იბეგრება ერთპროცენტიანი განაკვეთით, რომელიც გაიანგარიშება საწარმოთა აქტივების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულებიდან და გამოითვლება წლის დასაწყისისა და წლის ბოლოსათვის ამ აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 142, 144).

საწარმოთა ქონების გადასახადის დაბეგვრის ობიექტი (taxable onenterprise's property) - საწარმოთა ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია მოცემული საწარმოს ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებები, დაუმონტაჟებელი მოწყობილობები, დაუმთავრებელი კაპიტალური დაბანდებანი და არამატერიალური აქტივები, აგრეთვე, ორგანიზაციის ბალანსზე რიცხული ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული აღნიშნული ქონება (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 141).

საწარმოთა ქონების გადასახადის საგადასახადო შეღავათი (exemption from tax on enterprise's property) - ამ გადასახადით არ იბეგრება: ა) ბუნების დაცვისა და სახანძრო უსაფრთხოებისთვის გამოყენებული ქონება; ბ) მიწა; გ) მიმოსვლის გზები, საკომუნიკაციო და ელექტროგადამცემი ხაზები; დ) საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების საეტალონო და სასტენდო მოწყობილობები; ე) ორგანიზაციის ქონება, გარდა ეკონომიკური საქმიანობისთვის გამოყენებული ქონებისა; ვ) საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული და საქართველოს სახელმწიფო ალმით მცურავი გემები; ზ) “ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად გამოყენებული ქონება; თ) მაღალმთიანი რეგიონის ტერიტორიაზე არსებული საწარმოების ამ ტერიტორიაზე არსებული ქონება; ი) საგადასახადო კოდექსის VII კარით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალება; კ) არანაკლებ 3 მლნ აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარებში) ღირებულების ინვესტიციით აშენებული ტურისტთა განთავსების ობიექტის - სასტუმროს ქონება მისი მშენებლობის დაწყებიდან 2 წლის განმავლობაში სრულად, ხოლო მშენებლობის დასრულებიდან 4 წლის განმავლობაში 50%-ის ოდენობით, არანაკლებ 10 მლნ დოლარის შემთხვევაში - 5 წლის განმავლობაში სრულად, ხოლო შემდეგი 2 წლის განმავლობაში - 50%-ის ოდენობით; არანაკლებ 50 მლნ აშშ დოლარის შემთხვევაში - 10 წლის განმავლობაში სრულად; ლ) სამედიცინო საქმიანობისათვის გამოყენებული სამედიცინო დაწესებულებათა ქონება (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 143).

საწარმოს კონტროლი (control of enterprise) - პირის (ორგანოს) უფლებამოსილება კონკრეტული საწარმოს (მეწარმის) მიმართ, რომ მან პირადად ან თავისი სამსახურებრივი ზედამხედველობის ქვეშ მყოფი პირის მეშვეობით შეამოწმოს საწარმოს (მეწარმის) საქმიანობა, ან დაუწესოს სამეწარმეო საქმიანობაში რაიმე შეზღუდვა ან შეღავათი, ან/და გასცეს ლიცენზია, სერტიფიკატი ან სხვაგვარი ნებართვა მის სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებით (საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ”, მუხლი 6).

საწესდებო კაპიტალი (authorized capital) - იურიდიული პირის შექმნისთვის წესდებით განსაზღვრული საწყისი კაპიტალი, რომლითაც პასუხს აგებენ კრედიტორების წინაშე.

სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულება (treasure (budget) office)) - სახელმწიფო ბიუჯეტის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის სახსრებზე შექმნილი და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულება, რომლის ძირითადი ამოცანა საჯარო ხელისუფლების განხორციელებაა (საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ”, მუხლი 2).

სახაზინო ვალდებულება (treasure bond) - იხ. ვალდებულება სახაზინო.

სახაზინო საწარმო (treasury enterprise) - საქართველოში 1994-1999 წლის 2 სექტემბრამდე გავრცელებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საწარმოთა ერთ-ერთი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა. საწარმო შეადგენდა სამეწარმეო მიზნებისათვის განკუთვნილ სახელმწიფო ან მმართველობის ადგილობრივი ორგანოების განცალკევებულ ქონებას. ამასთან, ეს საწარმო წარმოადგენდა იურიდიულ პირს და ურთიერთობებში გამოდიოდა საკუთარი სახელწოდებით, რომლითაც იგი შეიტანებოდა სამეწარმეო რეესტრში. სახაზინო საწარმოთა რეორგანიზაცია განხორციელდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად ან სააქციო საზოგადოებად სახელმწიფოს ასპროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით (საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ”, მუხლი 70).

სახელმწიფო (state, government) - სამართლის თეორიაში - საზოგადოების ორგანიზაციის საშუალება, პოლიტიკური სისტემის ძირითადი ელემენტი, საჯარო პოლიტიკური ხელისუფლების ორგანიზაცია, რომელიც საზოგადოების ოფიციალური წარმომადგენელია და საჭიროების შემთხვევაში იყენებს იძულების საშუალებებს. როგორც საზოგადოების მმართველობის სისტემას აქვს შიდა სტრუქტურა და საკუთარი უფლებამოსილების რეალიზაციისთვის სპეციალური აპარატი; კონსტიტუციურ სამართალში - ხელისუფლების ოფიციალური ორგანოების ერთობლიობა (მთავრობა, პარლამენტი, სასამართლო ორგანოები), რომლებიც მოქმედებენ ქვეყნის ან პოლიტიკურ-ტერიტორიული ერთეულის მასშტაბით ადგილობრივი ორგანოების (გამგეობა, პრეფექტურა, კომისარიატი) აგენტებთან ერთად; საერთაშორისო სამართალში - სამართლის სუბიექტი, საერთაშორისო ურთიერთობის ძირითადი მონაწილე, რომლის ძირითად ატრიბუტია სუვერენიტეტი.

სახალხო დამცველი (ombudsman) - საქართველოში პარლამენტის მიერ 5 წლის ვადით არჩეული თანამდებობის პირი, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე ზედამხედველობას უწევს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას. სახალხო დამცველი უფლებამოსილია გამოავლინოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის ფაქტები, შეატყობინოს ამის შესახებ ორგანოებსა და პირებს. ამ უფლებამოსილებას სახალხო დამცველი ახორციელებს აპარატის მეშვეობით, რომლის ორგანიზაციის და საქმიანობის წესი განსაზღვრულია საქართველოს 1996 წლის 16 მაისის კანონით საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ. სახალხო დამცველის მსგავს ინსტიტუტს სხვადასხვა ქვეყანაში ეწოდება: ომბუდსმენი, შუამავალი, ხალხის ადვოკატი და ა.შ.

სახელმწიფო ადმინისტრაცია (public administration) - სახელმწიფოს ორგანიზაციული სტრუქტურები, დაწესებულებები და ინსტიტუტები, რომლებიც სახელმწიფო პოლიტიკას ატარებენ; სამთავრობო პოლიტიკის გატარების მეთოდები.

სახელმწიფო აპარატი (state machinery) - იხ. სახელმწიფო მექანიზმი.

სახელმწიფო ბაჟი (state fee) - კანონით დადგენილი სავალდებულო გადასახადი სახელმწიფო ორგანოების მიერ იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედებათა შესრულებისა თუ დოკუმენტის გაცემისათვის. სახელმწიფო ბაჟის გადახდა წარმოებს, მაგალითად, სარჩელზე, სანოტარო მოქმედების შესრულებაზე, მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციაზე, სასამართლო დოკუმენტების გაცემაზე და ა.შ.

სახელმწიფო გადატრიალება (revolution; overturn) [<ფრანგ. coup d'etat] - ლეგიტიმური ხელისუფლების ძალის გამოყენებით დამხობა ძალაუფლების ხელში ჩაგდებისა თუ კონსტიტუციური წყობილების შეცვლის მიზნით. გადატრიალებას, რომელშიც გადამწყვეტ როლს სახელმწიფოს ოფიციალური შეიარაღებული ძალები ასრულებს, სამხედრო გადატრიალება ეწოდება. ყველა შემთხვევაში სახელმწიფო გადატრიალება არის ანტიკონსტიტუციური ქმედება. საქართველოს კონსტიტუციით დადგენილია, რომ არავის არ აქვს უფლება მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება. შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად დანაშაულია და ისჯება სისხლის სამართლის წესით.

სახელმწიფო გერბი (State Emblem, National Emblem) - განმასხვავებელი ნიშანი, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოს ერთ-ერთ ოფიციალურ სიმბოლოს. გამოსახულია დროშაზე, ფულის ნიშნებზე, სახელმწიფო ორგანოთა ბეჭდებზე, ბლანკებზე და სხვა ოფიციალურ დოკუმენტებზე. საქართველოს სახელმწიფო გერბის აღწერილობა და მისი გამოყენების წესი დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით.

სახელმწიფო დაწესებულება, რომლებში საქმიანობაც ითვლება საჯარო სამსახურად (list of state offices which is consider as public service) - ა) საქართველოს პარლამენტი გარდა საქართველოს პარლამენტის ფრაქციათა აპარატებისა; ბ) საქართველოს სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები; გ) საქართველოს იუსტიციის საბჭო; დ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, საერთო სასამართლოები, საქართველოს პროკურატურა; ე) საქართველოს ეროვნული ბანკი; ვ) საქართველოს კონტროლის პალატა; ზ) საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი და სააგენტოები; თ) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული და მისი აპარატი (საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ”, მუხლი 2).

სახელმწიფო დროშა (National flag) - სახელმწიფოს ერთ-ერთ ოფიციალური სიმბოლო, მისი სუვერენიტეტის გამოხატულება. საქართველოს სახელმწიფო დროშა არის მართკუთხა თეთრი ფერის ქსოვილი, რომლის ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია დროშის ოთხივე გვერდთან დაკავშირებული სწორკუთხა წითელი ფერის დიდი ჯვარი; ჯვრის ვერტიკალურჰორიზონტალური მკლავებით გამოყოფილ ოთხკუთხედებში გამოსახულია ოთხი იმავე ფერის, ბოლნურ-კაცხური ჯვარი. საქართველოს სახელმწიფო დროშა მუდმივად აღიმართება საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის, პარლამენტის, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი დაწესებულებების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების, სხვა სახელმწიფო, ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე, აგრეთვე, საზღვარგარეთ არსებული საქართველოს საელჩოებისა და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობებზე, საზღვაო გემებსა და საზღვაო მიმოსვლის სხვა საშუალებებზე, რომელთა მიწერის ადგილი საქართველოს ტერიტორიაა (საქართველოს ორგანული კანონი სახელმწიფო დროშის შესახებ, 2004 წლის 14 იანვარი, საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 25 იანვარს ¹31 ბრძანებულება საქართველოს სახელმწიფო დროშის სტანდარტული ზომებისა და ზუსტი გამოსახულების დადგენის შესახებ).

სახელმწიფო ვალი (national debt) - საქართველოს სახელით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მისი გარანტიით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადებული ხელშეკრულებით აღებული, ეროვნული ვალუტით გამოსახული, სახელმწიფო საშინაო და საგარეო ვალის ჯამური თანხა (საქართველოს სახელმწიფო ვალი სხვა კონვერტირებადი ვალუტიდან ეროვნულ ვალუტაზე გადაიანგარიშება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ვალის აღების თარიღისათვის დადგენილი გაცვლის ოფიციალური კურსით, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული) (საქართველოს კანონი „სახელმწიფო ვალის შესახებ” მუხლი 1).

სახელმწიფო ვალი საგარეო (overseas debt, external debt) - უცხოური კონვე315 რტირებადი ვალუტით გამოსახული საქართველოს სახელმწიფო ვალის შემადგენელი ნაწილი, წარმოადგენს იმ ძირითადი თანხების ერთობლიობას, რომლებიც წარმოიქმნა საქართველოს სახელით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადებული ხელშეკრულებებით განსაზღვრული შეუსრულებელი პირდაპირი ვალდებულებებით (საქართველოს კანონი „სახელმწიფო ვალის შესახებ”, მუხლი 1).

სახელმწიფო ვალი საშინაო (internally held public debt) - ეროვნული ვალუტით გამოსახული საქართველოს სახელმწიფო ვალის შემადგენელი ნაწილი, წარმოადგენს იმ ძირითადი თანხების ერთობლიობას, რომლებიც წარმოიქმნა საქართველოს სახელით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადებული ხელშეკრულებებით განსაზღვრული შეუსრულებელი პირდაპირი ვალდებულებებით (საქართველოს კანონი „სახელმწიფო ვალის შესახებ”, მუხლი 1).

სახელმწიფო თანამდებობა (public post/job) - სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც განსაზღვრავს მოქალაქის ადგილსა და სოციალურ შრომით როლს საჯარო სამსახურის სისტემაში, მის უფლებებსა და მასზე დაკისრებულ მოვალეობებს (საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ”, მუხლი 1.2).

სახელმწიფო კრედიტი (state credit) - სესხი, რომელსაც სახელმწიფო გასცემს, ან თავად სახელმწიფოს აძლევენ სხვადასხვა ვადითა და პირობებით.

სახელმწიფო კრედიტი არაფონდირებული (state credit unfunded) - მოკლევადიანი სახელმწიფო სესხი, რომელიც გამოშვებულია რამდენიმე კვირიდან ერთ წლამდე ვადით საფინანსო ვალდებულებების მობილიზაციის მიზნით. არაფონდირებული სესხების ძირითადი მყიდველები არიან ეროვნული და კომერციული ბანკები, საფინანსო-საკრედიტო დაწესებულებები.

სახელმწიფო კრედიტი სამთავრობათაშორისო (intergovernmental state credit) - ერთი ქვეყნის ხელისუფლების მიერ მეორე ქვეყნისთვის გადაცემული კრედიტი.

სახელმწიფო კრედიტი მომგებიანი (უპროცენტო) (profitable state credit (non-bearing interest)) - სესხი, რომლის მიხედვითაც კრედიტორი სარგებელს ღებულობს მოგების მიხედვით.

სახელმწიფო კრედიტი პროცენტიანი (bearing interest/interest-bearing state credit) - სესხი, რომლის მიხედვითაც კრედიტორი სარგებელს იღებს დაწესებული პროცენტის მიხედვით.

სახელმწიფოს მეთაური (head of state) - გამოხატავს სახელმწიფოს მთლიანობასა და პოლიტიკურ ერთიანობას, ასრულებს სახელმწიფოს წარმომადგენლის ცერემონიალურ ვალდებულებებს როგორც თავის ქვეყანაში, ისე საერთაშორისო ასპარეზზე, მაგალითად, ხელშეკრულებების დადებისას; იმ ქვეყნებში, სადაც სახელმწიფოს მეთაური მთავრობის ხელმძღვანელია არაა, ის ცალკეული პარტიის პოლიტიკაზე მაღლა დგას და მთლიანად ერის ინტერესებს გამოხატავს.

სახელმწიფო მექანიზმი (state machinery) - სახელმწიფო ორგანოების სისტემა, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება ქვეყნის საშინაო და საგარეო ფუნქციები და ამოცანები. სახელმწიფო მექანიზმში წამყვანი ადგილი უკავია ხელისუფლებისა და მმართველობის უმაღლეს და ადგილობრივ ორგანოებს, ჯარს, პოლიციას, სასამართლოს და სხვა სამართალდამცავ ორგანოებს. კომპეტენციის, საქმიანობის ფორმებისა და მეთოდების განსხვავების მიუხედავად, სახელმწიფო ორგანოები ქმნიან ერთიან სისტემას, ემსახურებიან ერთიან მიზნებსა და ამოცანებს. ზოგჯერ სახელმწიფო მექანიზმს სახელმწიფო აპარატსაც უწოდებენ.

სახელმწიფო მოსამსახურე (state servant) - საჯარო მოსამსახურე, რომელსაც აქვს სამსახურებრივი ურთიერთობა სახელმწიფოსთან (საქართველოს კანონი “საჯარო სამსახურის შესახებ”, მუხლი 4).

სახელმწიფო მოსამსახურის პარტიული საქმიანობის შეზღუდვა (limitation/restraint of party work for public servant) - სახელმწიფო მოსამსახურეს არ აქვს უფლება თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა გამოიყენოს პარტიული საქმიანობისთვის („საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 61).

სახელმწიფო მოსამსახურის პენსიაში გასვლა (to retire on a pension/to be pensioned off for servant) - მოსამსახურეს სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევისას ენიშნება პენსია, რომელიც ნამსახურობის სტაჟის გათვალისწინებით იზრდება შემდეგი ოდენობით: 10- დან 15 წლამდე სამსახურის სტაჟის დროს - 10%-ით; 16-დან 20 წლამდე სტაჟის დროს - 20%-ით; 21-დან 25 წლამდე სტაჟის დროს - 25%-ით; 26-დან 30 წლამდე სამსახურის სტაჟის დროს - 40%-ით; 30 წელზე მეტი სამსახურის სტაჟის დროს - 50%-ით. სტაჟის გათვალისწინებით მოსამსახურეთა პენსიების გაზრდის ხარჯები იფარება სახელმწიფო ან შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის სახსრებიდან (საქართველოს კანონი “საჯარო სამსახურის შესახებ”, მუხლი 50).

სახელმწიფო მოსამსახურის სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობა (participation of public servant in business activity) - მოხელეს არ აქვს სამეწარმეო საქმიანობის უფლება. მას შეუძლია მხოლოდ ფლობდეს აქციებსა და წილს. მოსამსახურე ვალდებულია მინდობის ხელშეკრულების საფუძველზე სამსახურის გავლის ვადით სხვას სამართავად გადასცეს მის საკუთრებაში არსებული სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის საწესდებო კაპიტალის წილი (აქციათა პაკეტი) კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით და პირობებში (საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ”, მუხლი 63, 66).

სახელმწიფო მოსამსახურის სამეწარმეო საქმიანობის შეზღუდვა (limitation/restraint of business/ entrepreneur activity for servant) - მოსამსახურე არ უნდა იყოს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, საკონტროლო, სამეთვალყურეო და სარევიზიო ორგანოს წევრი (“საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 60).

სახელმწიფო მოსამსახურის სამსახურებრივი შეუთავსებლობა (posts inconsistency/incompatibility for public servant) - სახელმწიფო მოსამსახურეს უფლება არა აქვს ეკავოს სხვა თანამდებობა ან შეთავსებით ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად სამუშაოს სხვა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებაში, იყოს ნებისმიერი დონის წარმომადგენლობითი ან საკანონმდებლო ორგანოს წევრი, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. სახელმწიფო მოსამსახურეს უფლება აქვს იმავდროულად ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად სამუშაოს საქართველოს კონსტიტუციითა და საკანონმდებლო აქტებით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით. სახელმწიფო მოსამსახურის მიერ შეთავსებით სხვა თანამდებობის დაკავება და ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება დასაშვებია მხოლოდ იმავე სახელმწიფო დაწესებულების სისტემაში (საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ”, მუხლი 64).

სახელმწიფო მოსამსახურისადმი წაყენებული სპეციალური მოთხოვნები (special requirements for public servant) - სამსახურში შესვლისას, აგრეთვე, შემდგომ ყოველწლიურად, მოსამსახურე (პრეტენდენტი) საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო სამსახურს წარუდგენს თავისი და ოჯახის წევრების შემოსავლისა და ქონებრივი მდგომარეობის ამსახველ ცნობას - დეკლარაციას. სამსახურში მიღებისას აუცილებელია პირმა წარადგინოს სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; ე) მოსამსახურე, რომელიც რეგისტრირებულია კანდიდატად სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში, მოვალეა იხელმძღვანელოს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით; მოხელე სამსახურში მიიღება თანამდებობაზე დანიშვნით ან არჩევით, ამასთან, თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირს მან უნდა წარუდგინოს: წერილობითი განცხადება; ავტობიოგრაფია; ხელწერილი კანონით დადგენილ მოთხოვნებთან პირის შესაბამისობის შესახებ; განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობა; პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; უკვე გაცემული შრომის წიგნაკი; ქონებრივი დეკლარაციის წარდგენის ცნობა საგადასახადო სამსახურიდან; სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა; სამედიცინო დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები (საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ”, მუხლი: 18, 21, 25).

სახელმწიფო მოხელე (state employee) - პირი, რომელიც ინიშნება ან აირჩევა სახელმწიფო დაწესებულების საშტატო (შტატით გათვალისწინებულ) თანამდებობაზე. სახელმწიფო მოხელედ მიიღება საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელმაც მიაღწია 21 წლის ასაკს, ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას და აქვს სათანადო ცოდნა და გამოცდილება („საჯარო სამსახურის შესახებ”, საქართველოს კანონი, მუხლი 6, 15).

სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობა (public-political post) - საქართველოს კონსტიტუციით, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუციებით გათვალისწინებული ის სახელმწიფო თანამდებობა, რომელიც პოლიტიკურია და რომლის არჩევის ან დანიშვნის წესი განისაზღვრება შესაბამისად საქართველოს კონსტიტუციით, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუციებით. სახელმწიფო- პოლიტიკური თანამდებობის პირებს წარმოადგენენ: ა) საქართველოს პრეზიდენტი; ბ) საქართველოს პარლამენტის წევრი; გ) საქართველოს მთავრობის წევრი; დ) აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი; ე) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელი (საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ”, მუხლი 1.3).

სახელმწიფო რწმუნებული (state authorized representative) - საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ტერიტორიულ ერთეულებში ან ცალკეულ დავალებათა შესასრულებლად.

სახელმწიფო საზღვარი (frontier, border) - ფაქტობრივი თუ წარმოსახვითი ხაზი და ამ ხაზის გასწვრივ გამავალი ვერტიკალური სიბრტყე, რომელიც სახელმწიფოს ტერიტორიას (ხმელეთი, წყალი, წიაღი, საჰაერო სივრცე) გამოყოფს მოსაზღვრე სახელმწიფოს ტერიტორიისაგან. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სამართლებრივი რეჟიმი განსაზღვრულია საქართველოს 1998 წლის 17 ივლისის კანონით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ.

სახელმწიფო საზღვრის დაცვა (defending the state border) - სამართლებრივ- პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო-ოპერატიული, ოპერატიულ-სამძებრო, საინჟინრო-ტექნიკური, სარეჟიმო, ორგანიზაციული, ეკოლოგიური, სანიტარიული და სახელმწიფო საზღვრის დაცვასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებების ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო საზღვრის ხელშეუხებლობას, სასაზღვრო ზონაში, სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო გამტარ პუნქტებში დადგენილი წესების შესრულებასა და კონტროლს, აგრეთვე, სახელმწიფო, კერძო და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვას.

სახელმწიფო საიდუმლოება (state secrecy) - ინფორმაციის სახეობა, რომელიც მოიცავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ცნობებს თავდაცვის, ეკონომიკის, საგარეო ურთიერთობის, სახელმწიფო უშიშროებისა და მართლწესრიგის დაცვის სფეროში, რომელთა გამჟღავნებას ან დაკარგვას შეუძლია ზიანი მიაყენოს საქართველოს სუვერენიტეტს, კონსტიტუციურ წყობილებას, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს, რაც კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად და ექვემდებარება სახელმწიფო დაცვას (საქართველოს კანონი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ”, მუხლი 1.1).

სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვება (access to state secret) - სახელმწიფო ორგანოსათვის, ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის მიცემული ნებართვა შეასრულოს სამუშაო სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გამოყენებით. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაიშვება საქართველოს ქმედუნარიანი, 18 წლის ასაკს მიღწეული მოქალაქე, რომელსაც სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გაცნობა სჭირდება თავისი სამსახურებრივი ან სამეცნიერო- კვლევითი საქმიანობისათვის; გადაწყვეტილებას საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვების თაობაზე იღებს იმ სახელმწიფო ორგანოს, საწარმოს დაწესებულებისა და ორგანიზაციის ხელმძღვანელი, სადაც ხორციელდება სამუშაო ან ინახება ასეთ ინფორმაციასთან დაკავშირებული ცნობების შემცველები და რომელიც უფლებამოსილია გასცეს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვება; უცხოელ მოქალაქეს და მოქალაქეობის არმქონე პირს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვება მიეცემა საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა ან საქართველოს პრეზიდენტის წერილობითი განკარგულების საფუძველზე; დაშვების გაცემა ითვალისწინებს: ა) სახელმწიფო საიდუმლოებასთან დასაშვებად პირის შემოწმებას; ბ) პირის მიერ ვალდებულების აღებას, რომ დაიცავს მისთვის განდობილ სახელმწიფო საიდუმლოებას; გ) სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გამო პირის წერილობით თანხმობას მის უფლებათა კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე; დ) სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონის დარღვევისათვის პასუხისმგებლობის ნორმების პირისათვის გაცნობას (საქართველოს კანონი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ”, მუხლი 26).

სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვებაზე უარის თქმა (refusal for access to state secret) - სახელმწიფო საიდუმლოებასთან არ დაიშვება: ა) პირი, რომელიც არ წარადგენს დასაბუთებას სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზე სამუშაოდ; ბ) სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გასაცემად პირის შემოწმების პროცესში გამოვლინდა მის მიერ უცხოეთის სახელმწიფოების და ორგანიზაციების მართლსაწინააღმდეგო საქმიანობისათვის ხელშეწყობის ან მოქალაქეთა ისეთ გაერთიანებაში მონაწილეობის ფაქტები, რომლის საქმიანობაც აკრძალულია სასამართლო წესით ან ეწევა კანონით აკრძალულ საქმიანობას, ან თუ გამოვლინდა პირისათვის განდობილი სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტები; გ) პირი უარს ამბობს იკისროს ვალდებულება, რომ დაიცავს მისთვის განდობილ სახელმწიფო საიდუმლოებას ან არ არსებობს მისი თანხმობა სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვებასთან დაკავშირებით კანონით გათვალისწინებულ უფლებათა შეზღუდვების თაობაზე; დ) პირი ნასამართლევია კანონით დადგენილი, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის; ე) პირი სასამართლოს მიერ ცნობილია ქმედუუნაროდ ან სამედიცინო დასკვნის საფუძველზე არ შეიძლება მისი დაშვება სახელმწიფო საიდუმლოებასთან. ასეთ დაავადებებს განსაზღვრავს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო და სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სახელმწიფო ინსპექცია დამტკიცებული ნუსხის შესაბამისად; ვ) პირი დაშვების გაფორმების პროცესში შეგნებულად იძლევა არასწორ ცნობებს თავის შესახებ (საქართველოს კანონი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ”, მუხლი 27).

სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გასაცემად პირის შემოწმება (examination/testing the person for access to state secret) - სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გასაცემად პირის შემოწმებას ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო ერთი თვის ვადაში სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონით, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონით და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესით (საქართველოს კანონი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ”, მუხლი 28.1).

სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვებული პირის ვალდებულებები (the obligation of the person, who to has access to State secret) - სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვებული პირი ვალდებულია არ გაახმაუროს სახელმწიფო საიდუმლოება, რომელიც მას გაანდეს ან მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს; დაიცვას სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის საქმიანობის განსაკუთრებული რეჟიმი; აცნობოს გარემოებანი, რომლებიც ხელს უშლის დაიცვას მისთვის განდობილი სახელმწიფო საიდუმლოება (საქართველოს კანონი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ”, მუხლი 32).

სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა (State secret protection) - სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა მოიცავს საორგანიზაციო- სამართლებრივ, საინჟინრო-ტექნიკურ, კრიპტოგრაფიულ და ოპერატიულ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლის განხორციელებას თავისი კომპეტენციის შესაბამისად ხელშეკრულების საფუძველზე უზრუნველყოფს სახელმწიფო საიდუმლოების მფლობელი (საქართველოს კანონი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ”, მუხლი 22).

სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სისტემა (State secret protection system) - სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ორგანოების მიერ გამოყენებული საიდუმლოების დაცვის საშუალებები და მეთოდები, აგრეთვე, ამ მიზნით განხორციელებული ღონისძიებები (საქართველოს კანონი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ”, მუხლი 1.3.).

სახელმწიფო საიდუმლოების სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემის შეზღუდვა (limitation/restriction of transfer the State secret to other country) - სხვა სახელმწიფოსათვის ისეთი ინფორმაციის ან ინფორმაციის შემცველის გადაცემა, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას ან წინასწარ არის დასაიდუმლოებული სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მისი მიკუთვნების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, შეიძლება მხოლოდ საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებისა და შეთანხმების ან საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული განკარგულების საფუძველზე (საქართველოს კანონი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ”, მუხლი 34).

სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გამოქვეყნების შეზღუდვა (limitation/restraint of publication/promulgation of State secret constituent information) - პრესაში და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოსაქვეყნებლად, გასავრცელებლად ან საზღვარგარეთ გასატანად მასალების მომზადებისას საწარმოები, დაწესებულებები, ორგანიზაციები და ფიზიკური პირები სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დაცვის მიზნით ვალდებულნი არიან იხელმძღვანელონ “სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” კანონის მოთხოვნებით; პრესაში და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებში სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნების შედეგებზე მეთვალყურეობას ახორციელებს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სახელმწიფო ინსპექცია; პრესაში და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებში სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნების წინასწარი კონტროლი დაუშვებელია (საქართველოს კანონი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ”, მუხლი 33).

სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გაცნობის უფლება (right of acquaintance with State secret constituent information) - თანამდებობის პირის მიერ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების მქონე პირისთვის მიცემული შესაძლებლობა გაეცნოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ მასალას. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გაცნობა ხდება იმ საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ხელმძღვანელის ბრძანებით, სადაც ინახება ასეთ ინფორმაციასთან დაკავშირებული ცნობების შემცველები. უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაიშვებიან „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” კანონის 26-ე მუხლის საფუძველზე. მათ მიმართ მოქმედებს ისეთივე წესები, როგორც საქართველოს მოქალაქეების მიმართ (საქართველოს კანონი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ”, მუხლები 1.8 31.1.2).

სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის მქონე (anything that comprise the State secret constituent information) - დოკუმენტი ან სხვა სახის მატერიალური საგანი, რომელიც შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოებად აღიარებულ ინფორმაციას (საქართველოს კანონი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ”, მუხლი 1.6).

სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ცნობის გაცემა (issue of document comprising the State secret constituent information) - სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ცნობებს გასცემს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანო, საწარმო, დაწესებულება, ორგანიზაცია. “სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული თანამდებობის პირთა სანქციით. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანო, საწარმო, დაწესებულება და ორგანიზაცია, რომელიც მიიღებს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ცნობებს, ვალდებულია შექმნას ყველა პირობა სახელმწიფო საიდუმლოების დასაცავად. თანამდებობის პირები პერსონალურად აგებენ პასუხს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ცნობების დაცვის უზრუნველყოფისათვის (საქართველოს კანონი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ”, მუხლი 21).

სახელმწიფო სამართალი (state (government) law) - სამართლის დარგი, რომელიც შეისწავლის სახელმწიფოს სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და ტერიტორიული მოწყობის, მოქალაქეთა ძირითადი თავისუფლებებისა და უფლებების დაცვის უზრუნველყოფის საფუძვლებს, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა სისტემას.

სახელმწიფო სამსახურებრივ ზედამხედველობასთან დაკავშირებული შეზღუდვა (the limitation/restraint connecting with official supervision) - სახელმწიფო მოსამსახურე არ უნდა იღებდეს შემოსავალს იმ ორგანიზაციებიდან, რომლებსაც სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების წესით უწევს ზედამხედველობას; არ შეიძლება მოხელეს დაეკისროს სამსახურებრივი ზედამხედველობა იმ ორგანიზაციებისადმი, რომელთა ხელმძღვანელ ორგანოებში საქმიანობენ მისი ოჯახის წევრები (საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ”, მუხლი 62).

სახელმწიფო სამსახური (civil service) - სახელმწიფოს მიერ დაქირავებული მოსამსახურეების საქმიანობა, რომელთა მიზანია ქვეყნის ხელისუფლების პოლიტიკის გატარება. „სახელმწიფო თანამდებობა არის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც განსაზღვრავს მოქალაქის ადგილსა და სოციალურ-შრომით როლს საჯარო სამსახურის სისტემაში, მის უფლებებსა და მასზე დაკისრებულ მოვალეობებს“ (საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, მუხლი 1,2).

სახელმწიფო ღალატი (high treason) - საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ ჩადენილი საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული შემდეგი დანაშაულები: საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა; ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება ან მოლაპარაკებების წარმოება; საქართველოს საგარეო უშიშროების ხელყოფა; უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა; საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფა; სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა; ჯაშუშობა; შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად; საბოტაჟი; უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ზოგიერთი ამ დანაშაულის ჩამდენი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ ამის თაობაზე ნებაყოფლობით და დროულად განუცხადა ხელისუფლების ორგანოს და თუ თავიდან იქნა აცილებული საქართველოს ინტერესებისათვის მოსალოდნელი ზიანი (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 307, 322).

სახელმწიფო შესყიდვა (state purchase) - საქართველოს კანონმდებლობით, სახელმწიფო საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად ნებისმიერი სახის საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების შესყიდვა, რაც ხორციელდება სახელმწიფო თუ ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტის ხარჯზე. სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ზოგადი პრინციპები დადგენილია საქართველოს 1998 წლის 9 დეკემბრის კანონით სახელმწიფო შესყიდვების შესახებ.

სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების საშუალებები (means of implementation of public purchase) - ღია ტენდერი, დახურული ტენდერი (რომლებიც კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეიძლება ჩატარდეს ორ ეტაპად); ერთ პირთან მოლაპარაკება („სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 6).

სახელმწიფო ჯილდოები (government award) - საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს იმ მოქალაქეთა დაჯილდოება ორდენებით და მედლებით, რომელთაც გმირობა, მამაცობა გამოიჩინეს სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში, განსაკუთრებული პირადი წვლილი მიუძღვით დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში. დაწესებულია შემდეგი სახელმწიფო ჯილდოები: ეროვნული გმირის ორდენი, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი, დავით აღმაშენებლის ორდენი, ოქროს საწმისის ორდენი, ვახტანგ გორგასლის ორდენი (I, II, III ხარისხის), ღირსების ორდენი, მედალი “მხედრული მამაცობისათვის”, მედალი “საბრძოლო დამსახურებისათვის”, ღირსების მედალი. სახელმწიფო ჯილდოების მინიჭების წესი განსაზღვრულია საქართველოს პარლამენტის 1992 წლის 24 დეკემბრის დადგენილებით დამტკიცებული დებულებით საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების - ორდენებისა და მედლების შესახებ (იხ. აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის დადგენილება (24.06.04 №218-რს) ამ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე).

საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების შესახებ გადაწყვეტილება (decision on classify as secret of public information) - გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების შესახებ შეიძლება მიღებულ იქნეს იმ შემთხვევაში, თუ კანონი აწესებს მისი გამხელისაგან დაცვის პირდაპირ მოთხოვნას, ადგენს ინფორმაციის გამხელისაგან დაცვის კონკრეტულ კრიტერიუმებს და შეიცავს საიდუმლოდ დასაცავი ინფორმაციის ამომწურავ ჩამონათვალს (საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი”, მუხლი 30).

საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების ვადა (the term of secrecy of public information) - კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული. პირადი საიდუმლოება დახურულია პირის სიცოცხლის მანძილზე, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ შეაქვთ საჯარო რეესტრში (საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი”, მუხლი 31).

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა (access to public information) - საჯარო ინფორმაცია ღიაა გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით სახელმწიფო, კომერციულ და პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა (საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი”, მუხლი 31).

საჯარო მონაცემთა ბაზა (database of public information) - საჯარო დაწესებულების ან საჯარო მოხელის მიერ სისტემატურად შეგროვებული, დამუშავებული და შენახული მონაცემები (საქართველოს “ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი”, მუხლი 27).

საჯარო მოსამსახურე (public servant) - საქართველოს მოქალაქე, რომელიც კანონით დადგენილი წესით და დაკავებული თანამდებობის შესაბამისად ეწევა ანაზღაურებად საქმიანობას სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებაში. საჯარო მოსამსახურის სახეებია: სახელმწიფო - პოლიტიკური თანამდებობის პირი; მოხელე; დამხმარე მოსამსახურე; შტატგარეშე მოსამსახურე (საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ”, მუხლი 4 და მუხლი 5).

საჯარო მოსამსახურის სახეები (forms of public servant) - ა) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი; ბ) მოხელე - პირი, რომელიც ინიშნება ან აირჩევა სახაზინო დაწესებულების საშტატო (შტატით გათვალისწინებულ) თანამდებობაზე; გ) დამხმარე მოსამსახურე - ტექნიკური მუშაკი, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით მიიღება დამხმარე მოსამსახურის თანამდებობაზე; დ) შტატგარეშე მოსამსახურე - პირი, რომელიც დანიშვნით ან შრომითი ხელშეკრულებით გარკვეული ვადით მიიღება არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად („საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 5, 6, 7, 8).

საჯარო მოხელეთა საკლასო ჩინი (public official's class rank) - 1. საკლასო ჩინი, რომელიც აღნიშნავს მოხელის პროფესიული დონისა და მონაცემების შესაბამისობას განსაზღვრული თანამდებობისთვის წაყენებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან; 2. მოხელეებს საჯარო სამსახურში დაკავებული თანამდებობის შესაბამისად შეიძლება მიენიჭოთ შემდეგი საკლასო ჩინი: ა) მთავარ საჯარო თანამდებობაზე - ნამდვილი სახელმწიფო მრჩეველი, პირველი კლასის სახელმწიფო მრჩეველი, სახელმწიფო მრჩეველი; ბ) წამყვან საჯარო თანამდებობაზე - პირველი, მეორე, მესამე კლასის მრჩეველი; გ) უფროს საჯარო თანამდებობაზე - საჯარო სამსახურის პირველი, მეორე, მესამე კლასის მრჩეველი; დ) უმცროს საჯარო თანამდებობაზე - საჯარო სამსახურის პირველი, მეორე, მესამე კლასის რეფერენტი (საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ”, მუხლი 70).

საჯარო მოხელის ატესტაცია (certification of public official) - მოხელის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობის და პირადული თვისების შესაბამისობის შეფასება დაკავებულ (ან დასაკავებელ) თანამდებობასთან წაყენებულ მოთხოვნებთან. ატესტირებას ექვემდებარება: ა) მოხელე 3 წელიწადში ერთხელ (საატესტაციო პერიოდი); ბ) მოხელე, რომელიც წამოყენებულია სამსახურებრივი დაწინაურებისათვის; გ) რეზერვში ჩარიცხული პირი; დ) კანდიდატი მოხელის თანამდებობაზე, თუ თანამდებობა კონკურსის წესით უნდა დაიკავონ. ატესტირებას არ ექვემდებარება: ა) მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს ან ირჩევს შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტი ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო; ბ) მოხელე, რომელიც სამსახურში მიიღება განსაზღვრული ვადით (საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ”, მუხლი 81, 82).

საჯარო მოხელის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება (laying-off of public official's service relations, stoppage of public official's employment relationship) - მოხელის დროებით გათავისუფლება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისგან და შესაბამისი დაწესებულების გათავისუფლება მოხელის სამსახურით უზრუნველყოფის მოვალეობისგან; სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდში მოხელეს კანონით დადგენილ შემთხვევებში და წესით უნარჩუნდება თანამდებობრივი სარგო, დანამატები ან ეძლევა სხვაგვარი კომპენსაცია (გარდა კანონით გათვალისწინებული სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევის შემთხვევებისა). სამსახურებრივი ურთიერთობა შეჩერდება: ა) მოხელის წერილობითი განცხადების საფუძველზე, თუ მოხელის სამსახურში მიღების უფლების მქონე პირი ან დაწესებულება ამის წინააღმდეგი არ არის; ბ) შვებულების დროს; გ) დროებით შრომისუუნარობის დროს; დ) კანონით დადგენილ შემთხვევებში და წესით მოხელისათვის სხვა სამსახურებრივი დავალების დაკისრებისას; ე) მოხელის კანდიდატად წამოყენებისას საპრეზიდენტო ან წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებში თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი; ვ) სავალდებულო-სამხედრო სამსახურში გაწვევისას, სასწავლო შეკრების, აგრეთვე, რეზერვისტთა მობილიზაციის დროს, თუ მოხელეს აღარ შეუძლია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება; ზ) იმ პერიოდში, როდესაც მოხელისაგან ითხოვენ დავალებების შესრულებას სხვა სამსახურებრივ ადგილზე და იგი უარზეა; თ) მოხელის სამსახურიდან ჩამოშორების პერიოდში კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე, მოხელის სამსახურიდან ჩამოშორებისას რაიმე სხვა კანონიერი საფუძვლით; ი) მოხელის დროებით განთავისუფლების სხვა შემთხვევებისას (კანონის შესაბამისად ან მის საფუძველზე) (საქართველოს კანონი “საჯარო სამსახურის შესახებ”, მუხლი: 88, 89).

საჯარო სამართლის იურიდიული პირი (public law legal person) - საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ან კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით შექმნილი, სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას. საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის, საქმიანობისა და ორგანიზაციის წესი განსაზღვრულია საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონით საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ.

საჯარო სამსახური (public service) - საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში (საქართველოს კანონი “საჯარო სამსახურის შესახებ”, მუხლი 1).

საჯარო სამსახურის ენა (language of public service) - სახელმწიფო სამსახური საქართველოში ხორციელდება ქართულ ენაზე, აფხაზეთში აგრეთვე აფხაზურ ენებზე. სამსახური ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებებში ხორციელდება „სახელმწიფო ენის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით (საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ”, მუხლი 12).

საჯარო სამსახურის სახეები (kinds of public service) - საჯარო სამსახური იყოფა შემდეგ სახეებად: ა) სახელმწიფო სამსახური; ბ) სამსახური ადგილობრივ თვითმმართველობაში. (საქართველოს კანონი “საჯარო სამსახურის შესახებ”, მუხლი 3).

საჯარო სამსახურში შრომის ანაზღაურება (productivity wage in public service) - შრომითი გასამრჯელო (ხელფასი), რომელიც მოიცავს მოსამსახურის თანამდებობრივ სარგოს, პრემიას, საჯარო სამსახურში წელთა ნამსახურობისათვის დაწესებულ და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებს (საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ”, მუხლი 37.1).

საჯარო სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკი (marginal age for attendance in public service) - სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკი განისაზღვრება 65 წლით (საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ”, მუხლი 50).

საჯარო სამსახურში თანამდებობათა რანგირება (ranking of posts in public service) - საჯარო სამსახურში თანამდებობები იყოფა შემდეგ რანგებად: ა) მთავარი საჯარო თანამდებობა; ბ) წამყვანი საჯარო თანამდებობა; გ) უფროსი საჯარო თანამდებობა; დ) უმცროსი საჯარო თანამდებობა. რანგების მიხედვით საჯარო თანამდებობათა კონკრეტული ნუსხა განისაზღვრება საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი (საქართველოს კანონი “საჯარო სამსახურის შესახებ”, მუხლი 69).

საჯარო სამსახურში შესვლის შეზღუდვა (limitation/restrain the assumption of public service) - განთავისუფლებული სახელმწიფო მოსამსახურე განთავისუფლების დღიდან სამი წლის მანძილზე არ შეიძლება სამსახურში შევიდეს იმ დაწესებულებაში ან ეწეოდეს საქმიანობას იმ საწარმოში, რომელსაც იგი უკანასკნელი სამი წლის მანძილზე სისტემატურად სამსახურებრივად ზედამხედველობდა. ამ ხნის განმავლობაში მას აგრეთვე არ აქვს უფლება ასეთი დაწესებულებიდან ან საწარმოდან მიიღოს შემოსავალი (საქართველოს კანონი “საჯარო სამსახურის შესახებ”, მუხლი 65).

საჯარო სამსახურის ძირითადი პრინციპები (the main principles of public service) - ა) საქართველოს სახელმწიფოსა და ხალხის ერთგულება; ბ) საქართველოს კონსტიტუციისა და კანონების უზენაესობის დაცვა მოსამსახურეთა მიერ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების განხორციელებისას; გ) ადამიანისა და მოქალაქის უფლებების, თავისუფლებების და ღირსების პატივისცემა; დ) საქართველოს მოქალაქეთათვის საჯარო სამსახურის თანაბარი ხელმისაწვდომობა მათი უნარისა და პროფესიული მომზადების შესაბამისად; ე) მოსამსახურეთა პროფესიონალიზმი და კომპეტენტურობა; ვ) საქვეყნოობა; ზ) საჯარო სამსახურის უპარტიობა და საერო ხასიათი; თ) მოსამსახურეთა კადრების სტაბილურობა; ი) მოსამსახურის ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი დაცვა (საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ”, მუხლი 13).

საჰაერო სივრცე (airspace) - საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიის ვერტიკალურად მდებარე საჰაერო სივრცე სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმებითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ვრცელდება საქართველოს სუვერენიტეტი.

სეანსი (seance) [ფრანგ. seance სეანსი <ლათ. sedere ჯდომა] - დროის განსაზღვრულ მონაკვეთში შესვენების გარეშე რისამე შესრულება.

სეგმენტი (segment) [<ლათ. Segmentum ნაჭერი, მონაკვეთი] - რაიმე მთლიანის, რისამე შემადგენლობაში მყოფი ერთგვაროვანი, მსგავსი ნიშან-თვისებებით გამოცალკევებადი ნაწილი, მონაკვეთი.

სეგრეგაცია (segregation) [ფრანგ. segregation <ლათ. segregatio გამოყოფა] - რასობრივი დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა, თეთრკანიანების სხვა ფერადკანიანი ადამიანებისგან გამოცალკევება.

სეზონი (season) [ფრანგ. season <ლათ. satione დათესვის დრო] - ბუნების გარკვეული მოვლენებით დამახასიათებელი ან საქმიანობის, სამუშაოს გარკვეული სფეროს შესაფერისი წელიწადის დრო.

სეიმი [პოლ. sejm] - პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ზოგიერთ ქვეყანაში პარლამენტის დასახელება.

სეიფი [ინგლ. safe <safe უსაფრთხო] - გარკვეული ფასეულობების დოკუმენტების შესანახი უწვავი კარადა, ყუთი ან განსაკუთრებული ნაგებობა.

სეკვესტრი (sequestration) [<ლათ. sequestrum შენახვა <sequestrare გამოყოფა, შესანახად მიბარება] - 1. სახელმწიფო ხელისუფლების მიერ რაიმე ქონების გამოყენების შეზღუდვა ან აკრძალვა; 2. საბიუჯეტო სფეროში სპეციალური მექანიზმი, რომელიც გამოიყენება ბიუჯეტით გათვალისწინებული დეფიციტის გადაჭარბებისას ან იმ შემთხვევაში, როცა ბიუჯეტის შესრულებისას დეფიციტის შემცირება ვერ ხერხდება, რის შედეგადაც შეუძლებელია საბიუჯეტო ვალდებულებების შესრულება; 3. სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მხარეთა შეთანხმებით სადავო ნივთის შენახვა, მასზე საკუთრების უფლების შეზღუდვა; 4. საბიუჯეტო ხარჯების ყოველთვიური პროპორციული შემცირება ბიუჯეტის ხარჯების ყველა მუხლის მიხედვით დარჩენილი საფინანსო წლის მანძილზე.

სეკრეტი1 [ლათ. secretus გამონაყოფი] - ფიზიოლ. ნივთიერება, რომელსაც გამოიმუშავებენ ჯირკვლები. მაგ., ნერწყვი, კუჭის წვენი და სხვ.

სეკრეტი2 (secret) [ფრანგ. secret] - 1. განსაკუთრებული საიდუმლო მოწყობილობა რაიმე მექანიზმში; 2. სამხ. დამატებითი საიდუმლო საგუშაგო; 3. საიდუმლო.

სეკრეტარიატი (secretariat) [ფრანგ. secretariat] - 1. არჩევითი ორგანო ან ადმინისტრაციული განყოფილება დაწესებულებაში, ორგანიზაციაში, კონფერენციასა და სხდომაზე, რომელიც ახორციელებს მიმდინარე სამუშაოს ან ასრულებს ორგანიზაციულ-ტექნიკურ ფუნქციებს; 2. ასეთი ორგანოს, განყოფილების თანამშრომელთა ერთობლიობა.

სეკულარიზაცია (secularization) [ფრანგ. secularisation <ლათ. saecularis საერო] - 1. სახელმწიფოს მიერ საეკლესიო ქონების ჩამორთმევა (უპირატესად მიწის) და ხალხისთვის გადაცემა; 2. რისამე გათავისუფლება საეკლესიო გავლენისაგან.

სემანტიკა (semantics) [<ბერძ. semantikos მნიშვნელობის მქონე] - 1. ლინგვ. მნიშვნელობა (სიტყვისა, გამოთქმისა, გრამატიკული ფორმისა); 2. იგივეა, რაც სემასიოლოგია.

სემასიოლოგია [<ბერძ. semasia მნიშვნელობა და logos მოძღვრება] - ენათმეცნიერების ნაწილი, რომელიც სწავლობს სიტყვებისა და გამოთქმების მნიშვნელობას.

სემინარი (seminar) [ფრანგ. Seminaire <ლათ. seminarium კერა, წყარო, ბუდე] - სპეციალური საკითხებისადმი მიძღვნილი, აგრეთვე, კვალიფიკაციის ასამაღლებელი შეკრება, სხდომა.

სენატი (senate) [ლათ. senatus <senex ხანში შესული, უხუცესი] - 1. რიგ ქვეყნებში პარლამენტის ზედა პალატა; 2. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შესაბამისი პირობების შექმნისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ფორმირების შემდეგ საქართველოს პარლამენტის ზედა პალატა. სენატი შედგება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში და საქართველოს სხვა ტერიტორიულ ერთეულებში არჩეული წევრებისა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული 5 წევრისაგან. პალატის შემადგენლობას, უფლებამოსილებასა და არჩევის წესს განსაზღვრავს ორგანული კანონი (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 4).

სენიორ- [ლათ. senior უფროსი <ესპ. senor] - 1. შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპაში: მსხვილი მემამულე, რომელსაც თავის სამფლობელოში მეფის უფლებები ჰქონდა და იქ მცხოვრები სხვა ფეოდალები მის ვასალებად ითვლებოდნენ; 2. ესპანეთში: ბატონი; ს. ზრდილობიანი ხსენება მამაკაცისა და მისადმი მიმართვა (ჩვეულებრივ, გვართან ერთად); ბატონი; ბატონო (შდრ. სინიორი).

სენიორა [ესპ. senora] - ესპანეთში: ქალბატონი (შდრ. სინიორა).

სენსაცია (sensation) [ფრანგ. Sensation <ლათ. sensus გრძნობა] - 1. რაიმე მოვლენის საპასუხო საყოველთაო ხასიათის ამაღელვებელი, ძლიერი შთაბეჭდილება; ასეთი რეზონანსის მქონე რაიმე მოვლენა, აგრეთვე, ინფორმაცია.

სენტენცია (maxim) [<ლათ. Sententia აზრი, გამონათქვამი] - დამრიგებლობითი ხასიათის გამონათქვამი.

სენტიმენტალური (sentimental) [ფრანგ. sentimental მგრძნობიარე] - გულაჩუყებისკენ, გულის აჩვილებისკენ მიდრეკილი ადამიანი.

სეპარატიზმი (separatism) [ფრანგ. separatisme <ლათ. separatus ცალკე, განსაკუთრებული] - გამოყოფისკენ, გამოცალკევებისკენ სწრაფვა.

სერ (sir) [ინგლ. sir] - ინგლისში: ტიტული, რომელიც წინ უძღვის ბარონეტის სახელს და გვარს; 2. ინგლისში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში (სადაც ინგლისური ენაა გავრცელებული): მიმართვა მამაკაცისადმი.

სერვერი [ინგლ. server <to serve მომსახურება] - 1. საინფორმაციო სისტემებთან დაშვების პროცესის მმართველი პროგრამა; 2. საინფორმაციო სისტემებთან დაშვების პროცესში მოსარგებლის მომსახურების ფუნქციის შემსრულებელი კომპიუტერი; 3. მომსახურე მოწყობილობა.

სერვისი [ინგლ. service <ლათ. Servire მომსახურება] - მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურება.

სერვიტუტი (servitude) [ლათ. Servitus (servitutis) ვალდებულება, ბეგარა] - 1. ქონების დატვირთვა გარკვეული უფლებებით; 2. მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების, სხვა მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრის სასარგებლოდ გამოყენება. როცა ამ მესაკუთრეს უფლება აქვს ცალკეულ შემთხვევაში ისარგებლოს ამ ნაკვეთით, ან აიკრძალოს ამ ნაკვეთზე ზოგიერთი მოქმედების განხორციელება, ან/და გამოირიცხოს დატვირთული ნაკვეთის მესაკუთრის ზოგიერთი უფლების გამოყენება სხვა ნაკვეთის მიმართ (საქართველოს “სამოქალაქო კოდექსი”, მუხლი 247); 3. ერთი სახელმწიფოს ტერიტორიული სუვერენიტეტის შეზღუდვა მეორე სახელმწიფოს სასარგებლოდ.

სერია (series) [იტალ. serie <ლათ. series რიგი] - 1. ერთ ჯგუფში შემავალი, საერთო დანიშნულების, საერთო თვისების მქონე საგნების, მოქმედებათა, ცნებების მიმდევრობითი რიგი; ფასიანი ქაღალდების, დოკუმენტების კატეგორია.

სერიოზული (serious) [ფრანგ. Serieux <ლათ. serium მნიშვნელოვანი საქმე] - 1. შინაარსის მიხედვით მნიშვნელოვანი, არსებითი; 2. ის რასაც დაჟინებული ყურადღება უნდა მიექცეს, შესაძლოა მოჰყვეს მნიშვნელოვანი შედეგი და რაც საფრთხის მატარებელია.

სერჟანტი (sergeant) - იხ. სამხედრო წოდებები. 326

სერტიფიკატი (certificate) [<ლათ. certum - სწორი, უტყუარი, facere - კეთება] - 1. მოწმობა, წერილობითი ცნობა, რომელიც გაცემულია კანონმდებლობით განსაზღვრული სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს მიერ და ადასტურებს მისი მფლობელის გარკვეულ უფლებებს; 2. საფინანსო დოკუმენტი, რომელიც ეძლევა მესაკუთრეს ფასიანი ქაღალდის სანაცვლოდ. იგი ინახება ან საკრედიტო დაწესებულებაში, ან ფასიანი ქაღალდების დეპოზიტარიუმში, ან კიდევ დაცულია ჩანაწერების სახით შესაბამისი დაწესებულებების წიგნებში; 3. მფლობელის საკუთრებაში არსებული საქონლის გარკვეულ სტანდარტებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სერტიფიკატი სადეპოზიტო (certificate of deposit) - საკრედიტო დაწესებულების წერილობითი მოწმობა ფულადი საშუალებების დეპონირებაზე, რომელიც ადასტურებს მეანაბრის უფლებას დეპოზიტისა და სარგებლის მიღებაზე დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

სერტიფიკატი სადეპოზიტო ვადიანი (certificate of time deposit) - სერტიფიკატი, რომელიც მის მფლობელს უფლებას აძლევს მიიღოს დეპოზიტი და სარგებელი დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ვადის ათვლა იწყება სერტიფიკატის გაყიდვის დღიდან. მისი რეალიზება შესაძლებელია ინდოსამენტის საშუალებითაც. ამგვარი სერტიფიკატი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მსოფლიო ბაზარზე.

სერტიფიკატი სადეპოზიტო მოთხოვნამდე (certificate of demand deposit) - სერტიფიკატი, რომელიც მის მფლობელს უფლებას აძლევს მიიღოს დეპოზიტი და სარგებელი მოთხოვნისთანავე. როგორც წესი, ასეთი სახის სერტიფიკატის სარგებლის (პროცენტის) ოდენობა გაცილებით დაბალია ვადიანი სადეპოზიტო სერტიფიკატის სარგებელთან შედარებით. მოთხოვნამდე სერტიფიკატის ყოველი სრული თვის ფლობის შემდეგ ბანკი მისი ნომინალის მიხედვით განსაზღვრულ სარგებელს რიცხავს. აღნიშნული თანხა შეიძლება დაფიქსირდეს ბლანკის მეორე მხარეს.

სერტიფიკატის (სადეპოზიტო) რეალიზება (realization of certificate of deposit) - სადეპოზიტო სერტიფიკატის რეალიზება დაიშვება გადასაცემი წარწერის მეშვეობით, რაც მიღებული პრაქტიკაა მსოფლიო ბაზარზე.

სერტიფიკაცია (certification) - დადგენილ მოთხოვნებთან პროდუქციის შესაბამისობის დადასტურება.

სერტიფიკაცია სავალდებულო (obligatory certification) - დადგენილ მოთხოვნებთან პროდუქციის შესაბამისობის სავალდებულო დადასტურება, რომელიც გამოიყენება პროდუქციის ცალკეულ სახეობათა მიმართ. მისი ორგანიზება და სამუშაოთა ჩატარება ეკისრება აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს (საქსტანდარტს), ხოლო პროდუქციის ცალკეულ სახეობათა მიმართ სავალდებულო სერტიფიკაციის განხორციელება ეკისრება აღმასრულებელი ხელისუფლების ან სხვა სახელმწიფო ორგანოებსა და იურიდიულ პირებს საკუთრების ფორმის განურჩევლად. პროდუქციის სავალდებულო სერტიფიკაციის სქემას ადგენს საქსტანდარტი, აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანო ან სხვა სახელმწიფო ორგანო, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საზღვარგარეთის პრაქტიკის გათვალისწინებით. სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებული პროდუქციის ნუსხა თავიანთი კომპეტენციის, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები და საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია. სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებულ პროდუქციაზე შესაბამისობის სერტიფიკატის გარეშე აკრძალულია: პროდუქციის რეკლამირება. სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებულ იმპორტულ პროდუქციაზე სერტიფიკატს, შესაბამისობის ნიშანს ან აღიარების დოკუმენტს გასცემს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო („პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ” საქართველოს კანონი).

სესია (session) [ლათ. sessio სხდომა] - 1. პერიოდული სხდომა, რომელსაც ატარებს წარმომადგენლობითი ორგანო, სასამართლო, სამეცნიერო დაწესებულება და ა.შ.; 2. უმაღლეს და სპეციალურ სასწავლებლებში გამოცდების პერიოდი.

სესხი (loan) - ფული ან გვაროვნული ნივთი, რომელსაც გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს იმავე სახით, ხარისხითა და რაოდენობით დაბრუნების პირობით (საქართველოს “სამოქალაქო კოდექსი”, მუხლი 623).

სექონდ-ჰენდი [ინგლ. second hand <second მეორე+hand ხელი] - გამოყენებული (არახალი) ნივთი, საქონელი.

სექტა (sect) [<ლათ. secta სწავლება,მიმდინარეობა, სკოლა] - 1. ერთიანი ეკლესიიდან ჩამოცილებული რელიგიური დაჯგუფება; 2. გადატ. საკუთარ ვიწრო ინტერესებში ჩაკეტილ პირთა წრე.

სექტა ტოტალიტარული - რელიგიური დაჯგუფება, სადაც სექტის ლიდერის მიერ ითრგუნება სექტის წევრების ნება და ცნობიერების კონტროლის მეთოდით ხორციელდება მათი მართვა.

სექტორი (sector) [გერმ. sektor <ლათ. sector მჭრელი] - 1. ორგანიზაციის დაწესებულების განყოფილება; 2. ეკონომიკის, სამეურნეო საქმიანობის დარგი, სფერო.

სექცია (section) [ფრანგ. section <ლათ. sectio გაჭრა, გახლეჩა, გაყოფა] - 1. ორგანიზაციის, დაწესებულების ქვედანაყოფი; 2. რაიმე მთლიანის ერთი ნაწილი; 3. სავაჭრო ორგანიზაციის ნაწილი, სადაც იყიდება საქონლის განსაზღვრული სახეობა.

სეცესია (secession) [<ლათ. secessio განზე გადგომა, წასვლა] - 1. გამოყოფა, ჩამოცილება, წასვლა, განდგომილობა; 2. სახელმწიფოს შემადგენლობიდან გამოსვლა.

სვინგი (swing) [ინგლ. swing - რყევა] - კლირინგული ანგარიშსწორების დროს ურთიერთდაკრედიტების ზღვარი. კლირინგულ შეთანხმებებში ჩაიდება მოთხოვნები, რომლებიც სვინგის გადაჭარბების დროს კრედიტორის მხარეს შეუძლია წარუდგინოს მოვალეს.

სვიტჩი (switch) - 1. ერთი სახის ფასიანი ქაღალდი ან სავალუტო ვალდებულების ლიკვიდაცია მეორე სახის ფასიან ქაღალდზე ან ვალუტაზე გარიგების დადების გზით; 2. ბლოკირებული ანგარიშის გამოყენების ოპერაცია; 3. მესამე მხარისთვის კლირინგულ ან სხვა ორმხრივ ანგარიშზე ნარჩენის დათმობა.

სვოპი [ინგლ. swap გაცვლა] - 1. დროებითი ნასყიდობა სამომავლო გაყიდვების გარანტიით; 2. ფასიანი ქაღალდებით ერთდროული გაცვლითი ოპერაცია; 3. ეროვნული ვალუტის უცხოურზე გადაცვლის ოპერაცია იმ ვალდებულებით, რომ გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ მოხდება უკუგაცვლა. სვოპი, როგორც წესი, ხორციელდება ეროვნულ (ცენტრალურ) ბანკებს შორის; 4. ნაღდი ვალუტის გაყიდვა (სპოტი) იმავდროულად გარკვეული ვადით ვალუტის ყიდვით (ფორვარდი), ან პირიქით; 5. ერთსა და იმავე ვადით ორი ვალუტის საპროცენტო განაკვეთში სხვაობა.

სიგნალი (sign, signal) [გერმ. signal, ფრანგ. signal <შდრ. ლათ. Signale <ლათ. signum ნიშანი] - 1. გარკვეულ მანძილზე ცნობების, შეტყობინების გადაცემის მიზნით პირობითი ნიშანი; 2. ის, რაც რაიმე მოქმედების დაწყებისთვის ბიძგის როლს ასრულებს; 3. რაიმე მოსალოდნელი არასასურველი მოვლენის თაობაზე გაფრთხილება, შეტყობინება.

სილოგიზმი (syllogism) [<ბერძ. syllogismos] - ორი წინამძღვრისაგან შემდგარი დასკვნა, რომლისგანაც გამომდინარეობს დანასკვი. მაგ.: ყველა ოთხკუთხედს 4 გვერდი აქვს, კვადრატი ოთხკუთხედია. ე.ი. კვადრატს აქვს ოთხი კუთხე.

სილუეტი (silhouette) [ფრანგ. Silhouette მე-18 საუკუნის საფრანგეთის მინისტრის, დე სილუეტის სახელისგან, რომელზედაც შეიქმნა კარიკატურა ჩრდილის პროფილის გამოსახულებით] - 1. სხვა ფერის ფონზე ერთფეროვანი გამოსახულება; 2. სიბნელეში, ნისლში რისამე მოხაზულობა.

სიმბოლიზმი [ფრანგ. simbolisme] - მე- 19ს-ის ბოლოს და 20ს-ის დასაწყისში: მიმდინარეობა ლიტერატურასა და ხელოვნებაში; მხატვრულ ხერხად აცხადებდა სიმბოლოს, როგორც საგნებისა და მოვლენებისკავშირის, არსის გამოხატვის საშუალებას; აქედანაა ასოციაციები, ქარაგმულობა, კონტექსტის განსაკუთრებული როლი სიმბოლისტების შემოქმედებით მეთოდებში.

სიმბოლო (symbol) [<ბერძ. Symbolon ნიშანი] - 1. რაიმე ცნების, განყენებულის გამოხატვის პირობითი ნიშანი; 2. გამოთვლით ტექნიკაში: ინფორმაციის მატარებელი ასო, ციფრი, პირობითი ნიშანი.

სიმეტრია (symmetry) [გერმ. symetrie, ფრანგ. symetrie <ბერძ. symmetria თანაზომიერება] - რისამე ნაწილების პროპორციულობა, თანაზომიერება.

სიმონია [ფრანგ. simonie <ლათ. Simonia <ბერძ. simonia ქურუმ „სიმონის” სახელიდან, რომელიც სთხოვდა მოციქულებს სასწაულების მოხდენის ნიჭის გაყიდვას] - შუა საუკუნეებში საეკლესიო თანამდებობების ფართოდ გავრცელებული ყიდვა-გაყიდვის პრაქტიკა.

სიმპათია (sympathy) [ბერძ. Sympatheia თანაგრძნობა] - კეთილგანწყობა, თანაგრძნობა, შინაგანი სწრაფვა ვინმესადმი. საპირისპ. ანტიპათია.

სიმპოზიუმი (symposium) [ლათ. symposium <ბერძ. symposion ნადიმი] - სპეციალურ თემაზე (ჩვ. სამეცნიერო) თათბირი, აზრთა ურთიერთგაზიარება.

სიმპტომი (symptom) [ფრანგ. symptome, გერმ. symptom <ბერძ. symptoma ნიშანი, დამთხვევა] - რაიმე მოვლენის გარეგნული ნიშანი.

სიმულაცია (simulation) [გერმ. simulation <ლათ. simulatio მოჩვენებითობა, თვალთმაქცობა] - შეცდომაში შეყვანის მიზნით, მოჩვენებითი, ცრუ მტკიცება ან რაიმეს ყალბი გამოხატვა.

სინდიკატი (syndicate) [ფრანგ. syndicat, გერმ. syndikat <ბერძ. syndikos შეთანხმებულად მოქმედი] - 1. მონოპოლიის ერთ-ერთი ფორმა, სამეწარმეო საქმიანობისა და იურიდიული დამოუკიდებლობის შენარჩუნებით მეწარმეთა ისეთი გაერთიანება, რომელიც სრულად იღებს თავის თავზე კომერციული საქმიანობის განხორციელებას; 2. საფრანგეთსა და სხვა ზოგიერთ ქვეყანაში პროფესიული გაერთიანებების დასახელება.

სინდრომი (syndrome) [ბერძ. Syndrome თავმოყრა] - მედიც. რაიმე დაავადების დამახასიათებელი სიმპტომების ერთობლიობა.

სინეკურა (sinecure) [გერმ. Sinekure <ლათ. sine cura საზრუნავის გარეშე] - კარგად ანაზღაურებადი თანამდებობა, რომელიც არ მოითხოვს მძიმე შრომას, განსაკუთრებულ ძალისხმევას.

სინერგიზმი, სინერგია (synergism, synergy) [<ბერძ. synergeia თანამეგობრობა, თანამშრომლობა] - 1. ორგანოებისა (მაგ. კუნთებისა) და სისტემების ერთობლივი და ერთგვაროვანი მოქმედება; 2. ორგანიზმზე სამკურნალწამლო ნივთიერებათა კომბინირებული მოქმედება, რომლის ეფექტიანობა სჭარბობს თითოეული კომპონენტის ცალკე მოქმედებას; 3. ღვთიური და ადამიანური ნების შერწყმა.

სინთეზი (synthesis) [გერმ. Synthese <ბერძ. synthesis შეერთება, შედგენა] - 1. ერთიანობაში და ნაწილებს შორის ურთიერთკავშირის, განზოგადების, მონაცემთა მთლიანობაში აღქმის მეშვეობით საგნის ან მოვლენის შესწავლის მეთოდი; 2. სხვადასხვა კომპონენტის ორგანულად შერწყმა, დაკავშირება.

სინკლიტი [<ბერძ. synkletos მოწვეული] - ირონ. მაღალჩინოსან, რჩეულ პირთა შეკრება, სხდომა.

სინკრეტიზმი (syncretism) [ფრანგ. syncretisme <ბერძ. synkretismos შეერთება, გაერთიანება] - 1. პირველყოფილი, განუვითარებელი მდგომარეობისთვის დამახასიათებელი შერწყმულობა, შერეულობა, დაუნაწევრებლობა; 2. სხვადასხვაგვარი ელემენტების, მიმდინარეობების, რელიგიური კულტების, სისტემების შერევა, უსისტემო შერწყმა.

სინოდი (synod) [<ბერძ. synodos შეკრება] - მართლმადიდებელ ეკლესიაში მღვდელმთავართა კრებული, რომელსაც პატრიარქი თავმჯდომარეობს.

სინონიმი (synonym) [<ბერძ. Synonymos თანამოსახელე] - სხვა სიტყვების გამოთქმების მსგავსი ან მიახლოებული მნიშვნელობის მქონე სიტყვები ან გამოთქმები.

სინოპსისი (synopsis) [<ბერძ. Synopsis მიმოხილვა] - რაიმე საკითხზე სხვადასხვა შეხედულების კრებსითი, შეჯამებული სახით გადმოცემა.

სინქრონიზაცია (synchronization) [ბერძ. syn ერთად და chronos დრო] - ორი ან რამდენიმე პერიოდულად ცვალებადი მოვლენის, პროცესის ერთმანეთთან შეწყობა დროში.

სინქროული (synchronous) [ფრანგ. synchrone <ბერძ. synchronos ერთდროული] - ერთდროული, დროში თანხვედრილი.

სიონიზმი (Zionism) [ფრანგ. sionisme, გერმ. sionismus - იერუსალიმის ახლოს მდებარე მთის, სიონის (Sion, Zion) სახელწოდების მიხედვით] - მე-19 საუკუნის ბოლოს აღმოცენებული საზოგადოებრივი მოძრაობა და იდეოლოგია, რომლის მიზანი იყო ებრაელთა ეროვნული თვითშეგნების აღორძინება და პალესტინაში ებრაელთა სახელმწიფოს შექმნა.

სისტემა (system) [ფრანგ. Systeme <ლათ. systema <ბერძ. systema შეერთება, ნაწილებისგან შემდგარი] - 1. კანონზომიერად განლაგებული და ერთმანეთთან განსაზღვრულ კავშირში მყოფი ნაწილების რაიმე ერთობლიობა; 2. განლაგების განსაზღვრული წესი; 3. რისამე ორგანიზაციის ფორმა; 4. საზოგადოებრივი წყობილება; 5. ორგანიზაციულად გაერთიანებული ერთგვარი ამოცანების მქონე ორგანიზაციების ან დაწესებულებების ერთობლიობა; 6. ერთიანი მიზნის მისაღწევად განკუთვნილი ტექნიკური საშუალებების ერთობლიობა; 7. კონსტრუქციის, ტექნიკური მოწყობილობის ტიპი.

სისხლის სამართალი (criminal law) - სამართლებრივი ნორმების ერთობლიობა, რომელიც აწესრიგებს დანაშაულთან და სასჯელთან დაკავშირებულ საზოგადოებრივ ურთიერთობებს, ადგენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძვლებს, განსაზღვრავს ცალკეულ დანაშაულთა შემადგენლობას, აწესებს სასჯელს, ან სხვა იძულებით ღონისძიებას.

სისხლის სამართლის საქმე (criminal case) - საგამოძიებო და სასამართლო ოქმების, დოკუმენტების, ექსპერტების დასკვნების, ნივთიერ და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.

სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიებები - სისხლის საპროცესო- სამართლებრივი იძულების სახეებია: ა) მტკიცებულებათა შეკრების უზრუნველყოფა, თუ ამას ვინმე ეწინააღმდეგება დათვალიერების, შემოწმების, ექსპერტიზის, ჩხრეკის, ამოღების, საგამოძიებო ექსპერიმენტის, გვამის ექსჰუმაციის ჩატარებისას; ბ) ზომების მიღება, რათა თავიდან აიცილონ ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის მართლსაწინააღმდეგო თუ სხვა დამაბრკოლებელი ქცევა, რომელიც ხელს უშლის ამ საქმის სწორად გადაწყვეტას: დაკავება, აღკვეთის ღონისძიების გამოყენება, თანამდებობიდან გადაყენება, ქონებაზე ყადაღის დადება; გ) ჯარიმები, სახდელები და ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები - იმ პირთა მიმართ, რომლებიც არღვევენ კანონს მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, სასამართლო განხილვისას (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 133).

სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანო - მომკვლევი, მოკვლევის ორგანო, გამომძიებელი, პროკურორი, სასამართლო.

სიტუაცია (situation) [ფრანგ. Situation შდრ. ლათ. situatio მდგომარეობა] - გარემოებების ერთობლიობა, მდგომარეობა, ვითარება.

სიტყვის თავისუფლება (freedom of speech) - ადამიანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური თავისუფლება. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება. დაუშვებელია ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, აღმსარებლობის ან რწმენის გამო, აგრეთვე, მისი იძულება გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ. დაუშვებელია ამ თავისუფლებათა შეზღუდვა, თუ მათ გამოვლენა არ ლახავს სხვათა უფლებებს. აღნიშნული თავისუფლებები ერთიმეორესთან მჭიდრო კავშირშია, რის გამოც ისინი კონსტიტუციის ერთ მუხლშია ჩამოთვლილი და გათანაბრებულია მათი დაცვის სამართლებრივი რეჟიმი. სიტყვის თავისუფლების ხელყოფა დანაშაულია და ისჯება სისხლის სამართლის წესით.

სიურრეალიზმი (surrealism) [ფრანგ. surrealisme ზერეალიზმი] - მიმდინარეობა მე-20ს-ის ავანგარდისტულ ლიტერატურასა და ხელოვნებაში; ს.-ის ამოცანაა ცნობიერის, განსაკუთრებით კი, ქვეცნობიერის უკონტროლო, „ავტომატური” ასახვა, რაც გვაძლევს რეალური და ირეალური საგნების უცნაურ, დამახინჯებულ შერწყმას.

სიფ [ინგლ. sif <შემოკლ. coast ღირებულება + insurance დაზღვევა + freight ფრახტი] - გაყიდვის არსებითი პირობა, რომლის დროსაც საქონლის ფასში შედის დანიშნულების ადგილზე ტრანსპორტირებისა და ტვირთის დაზღვევის ხარჯები.

სკანდალი (scandal) [გერმ. skandal, ფრანგ. scandale <ლათ. scandalum სიძნელე, დაბრკოლება, აღშფოთების საგანი, საცდური] - 1. სამარცხვინო შემთხვევა, ამბავი; 2. აურზაური, აყალმაყალი, ჩხუბი.

სკანდირება (scan) [ლათ. scandere] - მხატვრული კითხვისას: ლექსის შემადგენელი ნაწილების (ლიტ. ტერფის, მარცვლების) მკაფიოდ გამოთქმა; სიტყვების მკაფიოდ, მარცვალ-მარცვალ წარმოთქმა.

სკანერი [ინგლ. scanner <to scan სკანირება] - საინფორმაციო-გამოთვლით სისტემებში: ქაღალდზე დატანილი ინფორმაციის აღმქმელი მოწყობილობა, რომელიც თანმიმდევრობით გარდაქმნის ობიექტის გამოსახულებას (ტექსტი, სურათი) ციფრულ სიგნალებად კომპიუტერის დისპლეიზე (მონიტორის ეკრანი) ანალოგიური გამოსახულების მიღების მიზნით.

სკაუტიზმი [ინგლ. scout მზვერავი] - ევროპისა და ამერიკის ბევრ ქვეყანაში სკოლისგარეშე აღზრდის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სისტემა; წარმოადგენს ბავშვთა და მოზარდთა ორგანიზაციების მუშაობის საფუძველს; წარმოიშვა დიდ ბრიტანეთში მე-20 საუკუნის დასაწყისში.

სკეპტიციზმი (scepticism) [<ბერძ. skepsis განხილვა] - 1. იდეალისტური ფილოსოფიური მიმართულება, რომელიც უარყოფს ობიექტური სინამდვილის შემეცნების შესაძლებლობას; 2. კრიტიკული, უნდობლური დამოკიდებულება; დაეჭვება რისამე სისწორეში ან შესაძლებლობებში.

სკეტჩი [<ინგლ. sketch მონახაზი <იტალ. schiizzo <ლათ. schedium პოეტური ექსპრომტი <ბერძ. schedios პირველი შემხვედრი, ხელში მოხვედრილი] - სახუმარო ხასიათის საესტრადო მცირე პიესა.

სკვერი [<ინგლ. square მოედანი] - მცირე ზომის საზოგადოებრივი ბაღი ქალაქში, ან დასახლებაში.

...სკოპი() [<ბერძ. skopeo ვუყურებ, ვაკვირდები] - ვიზუალური დაკვირვების, თვალთვალის მნიშვნელობის მქონე რთული სიტყვების ბოლო შემადგენელი ნაწილი.

სკოტჩი [<ინგლ. scotch ნასერი, ჩანაჭერი, განაჭერი] - საკანცელარიო დანიშნულების წებოვანი ლენტი.

სლაიდი [ინგლ. slide <to slide შედგმა, ჩადება] - (იგ. დიაპოზიტივი) სპეციალური ხელსაწყოს მეშვეობით დიდ ეკრანზე დემონსტრირებისთვის განკუთვნილი გამჭვირვალე მასალაზე (შუშა, ფირი) დატანილი ფოტოსურათი.

სლენგი [ინგლ. slang] - უპირატესად ინგლისურენოვან ქვეყნებში განსაზღვრული ასაკობრივი, პროფესიული ან სოციალური ჯგუფის მიერ ხმარებული თავისებური სიტყვა, გამოთქმა.

სნობი [ინგლ. snob <ძვ. ნორვეგ. Snapr რეგვენი] - 1. არისტოკრატული გემოვნებისა და მანერის ბრმად მიმბაძველი; 2. ადამიანი, რომელიც თვლის, რომ მას აქვს უმაღლესი დონის ინტელექტი და დახვეწილი გემოვნება. თავის თავზე ზღვარგადასული წარმოდგენის მქონე პირი.

სნობიზმი (snobbery) - სნობის ქცევა, მანერები.

სოლიდარული (solidary) [ფრანგ. solidaire <ლათ. in solido მთლიანობაში] - 1. ვინმესთან ერთსულოვანი, შეთანხმებული; 2. ერთობლივი, საერთო ვალდებულებებით დაკავშირებული.

სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება (unlimited partnership/ company) - საზოგადოება, რომელშიც რამდენიმე ფიზიკური პირი ერთობლივად, ერთიანი საფირმო სახელწოდებით, ეწევა არაერთჯერად და დამოუკიდებელ მეწარმეობას და პარტნიორები კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ - უშუალოდ, პირდაპირ, მთელ ვალდებულებებზე შეუზღუდავად, მთელი თავისი ქონებით (საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ”, მუხლი 20.1).

სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების ლიკვიდაცია (dissolution of unlimited partnership) - ლიკვიდაციის საფუძვლებია: ა) იმ ვადის გასვლა, რა ვადითაც იყო შექმნილი საზოგადოება; ბ) პარტნიორთა გადაწყვეტილება; გ) საბანკროტო წარმოების გახსნა; დ) სასამართლოს გადაწყვეტილება (საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ”, მუხლი 28).

სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორთა კრება (meeting of unlimited partnership's partners) - ტარდება პარტნიორის ინიციატივით, გადაწყვეტილებით, სადაც ერთ პარტნიორს აქვს ერთი ხმა. გადაწყვეტილების მიღება ხდება უბრალო უმრავლესობით ან ერთხმად (წესდების მიხედვით). კრება მოიწვევა: იმ გადაწყვეტილებათა მისაღებად, რომელიც სცილდება საწარმოო საქმიანობას. განცხადებიდან ერთი კვირის ვადაში. პირველი მოწვევა საჭიროებს უმრავლესობის დასწრებას, მეორე კი - უფლებამოსილია კვორუმის არარსებობის შემთხვევაშიც (საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ”, მუხლი 22).

სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების რეგისტრაციის პირობები (provisions for incorporation of unlimited partnership) - იხ. კომანდიტური საზოგადოების რეგისტრაციის პირობები.

სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების გარდაქმნა (to change the unlimited partnership) - გადაწყვეტილება საზოგადოების რეორგანიზაციის ან შერწყმის შესახებ მიიღება ერთხმად. გაყოფის შემთხვევაში თითოეული მათგანი გააგრძელებს დამოუკიდებელ საქმიანობას, რეორგანიზაცია დაიშვება სამეურნეო წლის დამთავრებიდან ექვსი თვის შემდეგ. გაყოფა და შერწყმა დაიშვება მხოლოდ წლიური ანგარიშის შედგენის დღისთვის და ამ დღიდან ექვსთვიანი უკუქცევითი ძალით (საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ”, მუხლი 14).

სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების საფირმო სახელწოდება (business name of unlimited partnership) - შეიცავს სულ ცოტა ერთ-ერთი პარტნიორის გვარსა და სახელს (ან გვარს) სპს-ს დამატებით ან ყველა პარტნიორის გვარს და სახელს (ან გვარს) (საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ”, მუხლი 6.3).

სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების საწესდებო კაპიტალი (authorized capital of unlimited partnership) - კაპიტალი, რომელიც განისაზღვრება თვით ამ საზოგადოების დამფუძნებელთა მიერ.

სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების წევრთა რაოდენობა (quantity of unlimited partnership's members) - საზოგადოებაში უნდა შედიოდეს ორი ან მეტი მხოლოდ ფიზიკური წევრი (ის საწარმო, რომელშიც 50-ზე მეტი პარტნიორი ან 500-ზე მეტი წევრია, უნდა ჩამოყალიბდეს სააქციო საზოგადოებად(საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ”, მუხლი 20).

სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების წილის გასხვისება (alienation of unlimited partnership's share) - პარტნიორს შეუძლია გაასხვისოს თავისი წილი კაპიტალი ყველა დანარჩენ პარტნიორთა წინასწარი თანხმობის შემთხვევაში. კაპიტალის წილის დათმობა უნდა აისახოს სანოტარო წესით დამოწმებულ ხელშეკრულებაში. სხვა შემთხვევაში გასხვისება ბათილია (საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ”, მუხლი 30).

სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელობა (manegement of unlimited partnership) - ხელმძღვანელობის უფლება აქვს ყველა პარტნიორს. სამეწარმეო საქმიანობას განახორციელებენ საჭიროებისამებრ ცალცალკე, თუ რომელიმე პარტნიორისაგან წინააღმდეგობა არ არის (საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ”, მუხლი 23).

სოლიდური (solid, strong, firm, sound; reliable, sedate; respectable; considerable; middle-aged; massive, stout) [<ფრანგ. solide მტკიცე <ლათ. solidus მთლინი, მასიური, მყარი, მჭიდრო] - 1. მტკიცე, სანდო, საფუძვლიანი; 2. მნიშვნელოვანი, მოწიწების აღმძვრელი; 3. ხანში შესული; 4. მნიშვნელოვანი, დიდი (რაოდენობასთან მიმართებით); 5. წარმოსადეგი, სრული (გარეგნობასთან მიმართებით).

სომხეთის სამოციქულო ეკლესია - ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ეკლესია. იწოდება სამოციქულოდ, ვინაიდან სომხეთში ქრისტიანობის პირველი მქადაგებლები იყვნენ წმ. ბართლომე და წმ. თადეოზ მოციქულები. სახელმწიფო სარწმუნოებად ქრისტიანობა სომხეთში გამოცხადდა მე-4 საუკუნის დასაწყისში, თრდატ III დროს, წმ. გრიგოლ განმანათლებლის ღვაწლის შედეგად, რომელიც გახდა სომხეთის პირველი ეპისკოპოსიც. მე-4-5 საუკუნეების მიჯნაზე სომხეთის ეკლესიამ მოიპოვა ავტოკეფალია, რომელსაც სათავეში ჩაუდგა კათოლიკოსი. დვინის მე-2 ადგილობრივ კრებაზე (551-554) სომხეთის სამოციქულო ეკლესიის ოფიციალურ სარწმუნოებად საბოლოოდ მონოფიზიტობა გამოცხადდა. ამჟამად ეკლესიას სათავეში უდგას უზენაესი პატრიარქი და სრულიად სომეხთა კათოლიკოსი ეჩმიაძინისა. ეკლესია მოიცავს: სისის საკათოლიკოსოს ანტილიაში (ლიბანი), მის სამწყსოში შედიან ლიბიის, სირიისა და კვიპროსის სომხები, იერუსალიმის საპატრიარქოსა და კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს, რომელსაც 1928 წელს გამოეყო ბულგარეთის ავტოკეფალური საარქიეპისკოპოსო (იხ. მონოფიზიტობა).

სორტი (brand, class, degree, grade, kind, make, quality, sort, tap) [ფრანგ. sorte <ლათ. sors (sortis) სახესხვაობა, სახეობა] - განსაზღვრული ხარისხობრივი თვისებების მქონე რისამე ჯგუფი.

სოფელი (village) - დადგენილი წესით რეგისტრირებული დასახლება (მიუხედავად მოსახლეობის რაოდენობისა), რომლის საზღვრებში მოქცეულია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისათვის გათვალისწინებული მიწა და სხვა ბუნებრივი რესურსები (საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 14 მაისის №321 ბრძანებულება).

სოფიზმი (sophism) [ფრანგ. sophisme, გერმ. sophismus <ბერძ. sophisma, sophia გონივრულობა, წინდახედულობა] - ლოგიკის წესების წინასწარგანზრახულ დარღვევაზე დაფუძნებული ფორმალურად სწორი არსებითად მცდარი დასკვნა.

სოციალიზაცია [<ინგლ. Socialization <ლათ. socialis საზოგადოებრივი) - ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბების, მოცემული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ცოდნის, ღირებულებებისა და ნორმების შეთვისების პროცესი.

სოციალიზმი (socialism) [ფრანგ. socialisme <ლათ. socialis საზოგადოებრივი] - პოლიტიკური მსოფლმხედველობა ან საზოგადოების სოციალური ორგანიზაციის სისტემა, რომელიც ეფუძნება წარმოების საშუალებებზე, განაწილებასა და გაცვლაზე სახელმწიფო ან კოლექტიურ საკუთრებას; მისი მიზანია სოციალური სამართლიანობის, თავისუფლებისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპების განხორციელება. ისე, როგორც კაპიტალიზმის, სოციალიზმის ბევრი სხვადასხვა ფორმა არსებობს, სოციალისტებს შორის ძირითადი უთანხმოება უკავშირდება სახელმწიფოს როლს ეკონომიკის ორგანიზაციისა და საკუთრების ფორმების კონტროლის საკითხებში, აგრეთვე, წინააღმდეგობას რეფორმებისა და ცვლილებების განხორციელების ევოლუციურ (პარლამენტარულ) და რევოლუციურ სტრატეგიას შორის.

სოციალური დაზღვევის გადასახადის გადამხდელი (social insurance taxpayer) - სოციალური დაზღვევის გადასახადის გადამხდელებად ითვლებიან: ა) დამქირავებელი ფიზიკური პირები - მეწარმეები; ფიზიკური პირები, რომლებიც დამოუკიდებლად ეწევიან „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ საქმიანობას (გარდა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისა), საწარმოები, ორგანიზაციები და მუდმივი დაწესებულებები, რომლებიც შრომას უნაზღაურებენ საქართველოში დაქირავებით მომუშავე ფიზიკურ პირებს; ბ) ფიზიკური პირები - მეწარმეები; ფიზიკური პირები, რომლებიც დამოუკიდებლად ეწევიან “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ საქმიანობას (გარდა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისა), საწარმოები, ორგანიზაციები და მუდმივი დაწესებულებები, რომლებიც შესრულებული სამუშაოს ან გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებენ ფიზიკურ პირებს, რომლებიც მათ სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულების საფუძველზე ან მის გარეშე, საქართველოში უსრულებენ სამუშაოს ან უწევენ მომსახურებას და საგადასახადო ორგანოში გადამხდელად არ არიან რეგისტრირებულნი; გ) ფიზიკური პირები - რომლებიც ანაზღაურებას იღებენ „ა” და „ბ” პუნქტების მიხედვით; დ) ფიზიკური პირები - მეწარმეები და საქართველოს „საგადასახადო კოდექსის” მიხედვით მათთან გათანაბრებული პირები და ამხანაგობის წევრი ფიზიკური პირები, რომლებიც საქართველოში ეწევიან ეკონომიკურ საქმიანობას; ე) ფიზიკური პირები, რომლებიც დამოუკიდებლად ეწევიან არასამეწარმეო ეკონომიკურ საქმიანობას საქართველოში “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე- 2 პუნქტის შესაბამისად; ვ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შექმნილი იურიდიული პირების ფილიალები ან სხვა განცალკევებული ქვედანაყოფები, რომლებთაც აქვთ ცალკე ბალანსი და საანგარიშსწორებო ან სხვა ანგარიში, წარმოადგენენ დამოუკიდებელ გადამხდელებს; ზ) პირები, რომლებიც იბეგრებიან ფიქსირებული გადასახადით, ამ საქმიანობიდან მიღებული ერთობლივი შემოსავლის ნაწილში არ ითვლებიან სოციალური დაზღვევის გადასახადის გადამხდელებად (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 185).

სოციალური დაზღვევის გადასახადის განაკვეთი (social insurance taxrate) - გადასახადის გადამხდელების „ა”, „ბ”, „დ” და „ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებისათვის სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდში - დასაბეგრი თანხის 31 პროცენტი, ამასთან, თითოეულ ფიზიკურ პირზე თვეში არანაკლებ 16 ლარისა. ინვალიდთა საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის გადასახადის აღნიშნული განაკვეთი მცირდება 14 პროცენტამდე. საგადასახადო კოდექსის 185-ე მუხლის „გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფიზიკური პირებისთვის გადასახადის განაკვეთი შეადგენს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდში - დასაბეგრი თანხის 2 პროცენტს (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 188).

სოციალური დაზღვევის გადასახადის დაბეგვრის ობიექტი (social insurance taxable) - გადასახადის გადამხდელების „ა” ქვეპუნქტში დასახელებული გადასახადის გადამხდელებისთვის გადასახადით დაბეგვრის ობიექტია ხელფასი, სოციალური გადასახადის გადამხდელების „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაბეგვრის ობიექტია სამუშაოს შესრულებისათვის ან მომსახურების გაწევისათვის გადახდილი საფასური ან სარგებელი. საქართველოს „საგადასახადო კოდექსის” „ხელფასის სახით მიღებული შემოსავლებით” გათვალისწინებული მოთხოვნა დაბეგვრისაგან გათავისუფლების შესახებ გამოიყენება აგრეთვე სოციალური გადასახადის გამოანგარიშებისას; სოციალური გადასახადის გადამხდელების „გ” პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში დაბეგვრის ობიექტი იგივეა, რაც „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ხელფასების ან სხვა ანაზღაურებისათვის; სოციალური გადასახადი გადამხდელების „დ” ქვეპუნქტში დასახელებული გადამხდელებისთვის დაბეგვრის ობიექტია ეკონომიკური საქმიანობით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება საგადასახადო კოდექსის „საშემოსავლო გადასახადის შესახებ” გათვალისწინებულ დებულებათა შესაბამისად; სოციალური გადასახადის გადამხდელების „ე” ქვეპუნქტში დასახელებული გადამხდელებისთვის დაბეგვრის ობიექტია „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე- 2 პუნქტით განსაზღვრული საქმიანობით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 186).

სოციალური დაზღვევის გადასახადის საგადასახადო შეღავათი (exemption from social insurance tax) - დაბეგვრისაგან თავისუფლდება: ა) სასამართლოს გადაწყვეტილებით სასჯელის აღსრულების დაწესებულებებში მოთავსებულ პირთათვის გადახდილი თანხები; ბ) შრომისუუნარობის დროებით დაკარგვის შემთხვევაში სახელმწიფო სოციალური დაზღვევის ფონდიდან მიღებული ანაზღაურება; გ) გრანტით მიღებული სახსრებიდან ორგანიზაციების მიერ გაცემული ანაზღაურება (გათავისუფლება ეხება მხოლოდ ორგანიზაციის საგადასახადო ვალდებულებას); დ) დიპლომატიურ და საკონსულო დაწესებულებებში დაქირავებით მომუშავე იმ პირთა შემოსავალი, რომლებიც არ არიან საქართველოს მოქალაქენი; ე) საქართველოს იმ არარეზიდენტი პირის მიერ დაქირავებით მუშაობით მიღებული შემოსავალი, რომელიც საგადასახადო წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება 90-ზე ნაკლები დღის მანძილზე, თუ ეს შემოსავალი გაიცემა საქართველოს არარეზიდენტი სამუშაოს მიმცემის მიერ ან მისი სახელით, და არა - არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების მიერ, აგრეთვე „ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად დაქირავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსავალი (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 187).

სოციოლოგია (sociology) [ლათ. soci(etas) საზოგადოება და ბერძ. Logos მოძღვრება] - მეცნიერება საზოგადოების განვითარების ზოგადი კანონების შესახებ.

სოციუმი [<ლათ. socium საერთო,ერთობლივი] - ადამიანთა ჯგუფი, რომელიცხასიათდება სოციალური, კულტურული,ეკონომიკური ცხოვრების ერთობით.

სპარტანელი (Spartan) - 1. სპარტიატი- ძველი ბერძნული სახელმწიფოს - სპარტის სრულუფლებიანი მოქალაქე, რომელიც ბავშვობიდანვე ეჩვეოდა ცხოვრების მკაცრ პირობებს, ამტანობას და ახასიათებდა თმენის არნახული უნარი; 2. ითქმის ადამიანზე, რომელიც მეტისმეტად თავშეკავებულ ცხოვრებას ეწევა, კმაყოფილდება მხოლოდ არსებობისთვის აუცილებელი რამეთი, თავს იწრთობს მკაცრი ცხოვრებით.

სპარტანული - სპარტანელის დამახასიათებელი. მაგ., ს. აღზრდა, ს. ცხოვრების წესი და სხვ.

სპეკულანტი (speculator) - გადამყიდველი, მოგების მიზნით მოქმედი პირი, რომელიც ცდილობს სათანადო პოზიციის დაკავებას ბაზარზე, აქვს რა ვარაუდი ფასების სამომავლო ცვლილებებზე.

სპეკულაცია (speculation) [გერმ. spekulation <ლათ. speculatio დაზვერვა, გამონახვა, გამოძებნა] - 1. მოგების მიღების მიზნით სხვადასხვა ფასეულობის, ფართო მოხმარების საქონლის, პროდუქტების ყიდვა-გაყიდვა; 2. რისამე გამოყენება პირადი, ანგარებიანი მიზნების განსახორციელებლად.

სპექტრი (spectrum) [<ლათ. Spectrum ხილვადი] - 1. რომელიმე სისტემის, მოვლენის მახასიათებლების ერთობლიობა; 2. გადატ. რისამე მრავალგვარობა, მრავალსახეობა.

სპეციალიზაცია (specialization) [ფრანგ. specialisation, გერმ. spezialisation <ლათ. specialis] - 1. რაიმე სფეროში სპეციალური ცოდნის, უნარ-ჩვევების შეძენა; 2. შრომის ცალკეულ ოპერაციად დაყოფა; 3. გონებრივ-ფიზიკური შესაძლებლობების კონცენტრირება საქმიანობის ცალკეულ მიმართულებაზე.

სპეციალისტი (specialist) [ფრანგ. specialiste] - ადამიანი, რომელსაც აქვს სპეციალური ცოდნა მეცნიერების ან ტექნიკის რომელიმე დარგში; რაიმე სპეციალობის წარმომადგენელი.

სპეციალური (special) [ფრანგ. special, გერმ. spezial <ლათ. specialis განსაკუთრებული, თავისებური] - 1. განსაკუთრებული, რაიმესთვის განკერძოებულად მიკუთვნებული; 2. ცალკეულ დარგს მიკუთვნებული, ურთიერთობის ცალკეული სფეროსთვის დამახასიათებელი.

სპეციალური საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტები (special finance-credit institutes) - საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტები, რომლებიც შეიძლება მოქმედებდნენ, როგორც საინვესტიციო ბანკები, საშემნახველო დაწესებულება (საშემნახველო ბანკები, სასესხო-საშემნახველო ასოციაციები, საკრედიტო კავშირები (კოოპერატივები)), სადაზღვევო კომპანიები, საპენსიო კომპანიები, „ღია” ან „დახურული” საინვესტიციო კომპანიები, საფინანსო კომპანიები.

სპეციალური წოდებები (special ranks) - დაწესებულია შემდეგი სახელმწიფო დაწესებულებების მოსამსახურეებისთვის: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო; საქართველოს იუსტიციის საბჭო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის საბჭოები; საქართველოს პროკურატურა; საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; საქართველოს დაცვის სპეციალური სამსახური. ს.წ. იყოფა შემდეგ კატეგორიებად: უმცროსი სპეციალური წოდება; საშუალო სპეციალური წოდება; უფროსი სპეციალური წოდება; უმაღლესი სპეციალური წოდება („საქართველოს კანონი სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ”, მუხლი 1,2).

სპეციფიკა (peculiarity, specific) [გერმ. spezifika <spezifikum <ლათ. Specificus სახეობითი, სახეობის განმსაზღვრელი] - მოცემული ობიექტისთვის დამახასიათებელი თავისებურება, განმასხვავებელი თვისებები.

სპეციფიკაცია (specification) [ფრანგ. specification] - 1. რისამე სპეციფიკურ თავისებურებათა განსაზღვრა; ამ თავისებურებათა მიხედვით თანრიგებად, ჯგუფებად განაწილება, კლასიფიკაცია; 2. საბუთი, რომელშიც ჩამოთვლილია დამზადებული ნაკეთობის, საქონლის ნაწილები, დეტალები, აგრეთვე, მათი რაოდენობა, წონა, მასალა, ხარისხი და სხვ.

სპიკერი [<ინგლ. speaker <to speak ლაპარაკი, საუბარი] - 1. დიდ ბრიტანეთში პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარე; 2. ზოგიერთ ქვეყანაში პარლამენტის ან მისი ერთ-ერთი პალატის თავმჯდომარე.

სპირიტიზმი (spiritism, spiritualism) [ლათ. spiritus სული] - ცრურწმენა, რომლის მიხედვითაც, თითქოს შესაძლებელია მიცვალებულთა სულების გამოძახება და მათთან ურთიერთობის დამყარება.

სპიჩი [<ინგლ. speech სიტყვა, მეტყველება] - მოკლე, მისასალმებელი სიტყვა.

სპონსორი [< ინგლ. sponsor მეურვე, მზრუნველი] - 1. საინვესტიციო ბანკი ან ბროკერი, რომელიც ორგანიზებას უწევს კომპანიის აქციების გამოშვებას; 2. გავლენიანიინვესტორი, რომელიც ხელს უწყობს გარკვეულ ფასიან ქაღალდზე მოთხოვნის გაზრდას; 3. საინვესტიციო კომპანია, რომელიც როგორც წესი სთავაზობს მის მიერ შექმნილი ურთიერთფონდის აქციებს. ურთიერთფონდი წარმოადგენს საინვესტიციო კომპანიის მმართველობაში მყოფ ღია ტიპის საპაიო საინვესტიციო ფონდს, რომელიც ინვესტორებს უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთების მიღების, რისკის დივერსიფიცირებისა და ბროკერებს საკომისიოებზე ეკონომიის გაკეთების საშუალებას აძლევს; 4. ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის საქმიანობაში უსასყიდლოდ შეაქვს წვლილი (ქონების, ინტელექტუალური მოღვაწეობის შედეგების, მომსახურების გაწევის და სამუშაოს შესრულების სახით) (საქართველოს კანონი „რეკლამის შესახებ”, მუხლი 13).

სპონსორის მოქმედების შეზღუდვა (limitation/restraint of sponsor's action) - სპონსორს უფლება არ აქვს ჩაერიოს რეკლამის მწარმოებლისა და გამავრცელებლის სპონსორობა ეკრძალებათ იმ პირებს, რომელთა ნაწარმის ან საქმიანობის რეკლამის გავრცელებაც აკრძალულია შესაბამისი კანონმდებლობით (საქართველოს კანონი „რეკლამის შესახებ”, მუხლი 13).

სპონტანური (spontaneous) [<ლათ. spontaneus თვითნებური] - თვითნებური, გარემო ფაქტორებთან მიზეზშედეგობრივი კავშირის არმქონე.

სპორადული (sporadic) [ფრანგ. sporadique <ბერძ. sporadikos გაფანტული, ცალკეული] - ერთეული, შემთხვევითი.

სპრედი (spread) [ინგლ. spread] - 1. ფასებს, კურსებს, განაკვეთებს შორის სხვაობა; 2. საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიკაციის დონე.

სტაბილიზაცია (stabilization) [ფრანგ. stabilisation <ლათ. stabilis მუდმივი, მდგრადი] - რისამე მდგრად მდგომარეობაში მოყვანა, არაპროგნოზირებადი მერყეობის მინიმუმამდე დაყვანა.

სტაგნაცია (stagnation) [გერმ. stagnation, ფრანგ. stagnation <ლათ. stagno ვაჩერებ, უმოძრაოს ვხდი <stagnum გაჩერებული წყალი] - 1. წარმოების, ვაჭრობის და სხვა ეკონომიკური პროცესების განვითარების შენელება, შეფერხება; ეკონომიკური ზრდის უკიდურესად დაბალი (სამ პროცენტზე ნაკლები) ტემპი ან ეკონომიკური ვარდნა; 2. ფასიანი ქაღალდების ბაზარზე დაბალი აქტივობის პერიოდი.

სტაგფლაცია (stagflation) [გერმ. stagflation <stag(nation) + (in)flation] - ინფლაციის მაღალი ტემპი, რომელსაც თან ერთვის წარმოების სტაგნაცია და უმუშევრობის მაღალი დონე; იგი ხასიათდება ფასებისა და უმუშევრობის დონის ერთდროული ზრდით.

სტადია (stage) [<ბერძ. stadion] - რისამე განვითარების პროცესში განსაზღვრული საფეხური.

სტანდარტი [<ინგლ. standard <to stand მტკიცედ ყოფნა) - 1. უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტი, რომელიც საყოველთაო და მრავალჯერადი გამოყენებისათვის ადგენს წესებს, ზოგად პრინციპებს ან მახასიათებლებს საქონლის, მასთან დაკავშირებული პროცესების და წარმოების მეთოდებისათვის, რომელთა დაცვა სავალდებულო არ არის. იგი ასევე შეიძლება მოიცავდეს ან ექსკლუზიურად ეხებოდეს ტერმინოლოგიის, სიმბოლოების, შეფუთვის, ნიშანდების ან ეტიკეტირების მოთხოვნებს საქონლის, პროცესის ან წარმოების მეთოდის მიმართ; 2. სტანდარტიზაციის ობიექტებისათვის ნორმების, წესების, მახასიათებლების კომპლექსის შესახებ დოკუმენტი, რომელიც ეხება სხვადასხვა სახეობის საქმიანობას ან მის შედეგებს და მიზნად ისახავს გარკვეულ სფეროში ოპტიმალური წესრიგის მიღწევას, შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და დამტკიცებულია უფლებამოსილი ორგანოს მიერ (საქართველოს კანონი „სტანდარტიზაციის შესახებ”, მუხლი 1).

სტანდარტი საერთაშორისო - სტანდარტი, რომელიც მიღებულია სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ და ხელმისაწვდომია მომხმარებელთა ფართო წრისათვის.

სტანდარტი სავალდებულო - სტანდარტი, რომლის გამოყენებაც სავალდებულოა საქართველოს კანონმდებლობის ან რეგლამენტში სავალდებულო მითითებების შესაბამისად.

სტანდარტიზაცია (standartization) - 1. ნორმების, წესების, მახასიათებლების დადგენა ან მათი გამოყენება გარკვეულ სფეროში საქმიანობის მოსაწესრიგებლად; 2. საქმიანობა, რომელიც არსებულ და პოტენციურ ამოცანებთან დაკავშირებით მოწოდებულია დაადგინოს დებულებები საყოველთაო და მრავალჯერადი გამოყენებისათვის და მიზნად ისახავს ამ გზით გარკვეულ სფეროებში ოპტიმალური მოწესრიგების მიღწევას (საქართველოს კანონი „სტანდარტიზაციის შესახებ”, მუხლი 1).

სტანდარტიზაციის ეროვნული ორგანო - სტანდარტიზაციის ორგანო, რომელიც აღიარებულია ეროვნულ დონეზე და რომელსაც უფლება აქვს იყოს სტანდარტიზაციის სათანადო საერთაშორისო ან რეგიონული ორგანიზაციის ეროვნული წევრი.

სტანდარტიზაციის ორგანო - ორგანო, რომელიც დასაქმებულია სტანდარტიზაციით, აღიარებულია ეროვნულ, რეგიონულ ან საერთაშორისო დონეზე და რომლის ძირითადი ფუნქციაც მისი სტრუქტურის მიხედვით არის სტანდარტის შემუშავება ან მიღება, რომელიც ხელმისაწვდომია მომხმარებელთა ფართო წრისათვის.

სტანდარტიზაციის პროგრამა - სტანდარტიზაციის ორგანოს მუშაობის გეგმა, რომელშიც ჩამოთვლილია სტანდარტიზაციის სამუშაოთა დასახელებანი.

სტანდარტიზაციის სფერო - სტანდარტიზაციის ურთიერთდაკავშირებული ობიექტების ერთობლიობა.

სტანდარტის პროექტი - შემოთავაზებული სტანდარტი, რომელიც განკუთვნილია განხილვის, კენჭისყრისა და მიღებისათვის.

სტაჟი (experience) [ფრანგ. stage] - განსაზღვრულ სფეროში, რაიმე პირობებში საქმიანობის ხანგრძლივობა.

სტაჟიორი (probationer, trainee) [ფრანგ. stagiaire] - გამოსაცდელი ვადით მყოფი პირი, რომელიც მუშაობს (უპირატესად, არაანაზღაურებით) გამოცდილებისა და სასარგებლო უნარ-ჩვევების შესაძენად.

სტარტი [ინგლ. start <to start დაწყება] - 1. რაიმე შეჯიბრების დაწყების, საფრენიაპარატის აფრენის მომენტი; 2. სპეციალური ნიშნებით აღჭურვილი ადგილი, საიდანაც ხორციელდება რისამე დაწყება.

სტატისტიკა (statistics) [გერმ. Statistik <ბერძ. statos მდგარი, გაჩერებული, უძრავი] - მასიური მოვლენების, ეკონომიკის, საზოგადოების შესწავლა რაოდენობრივი მეთოდებით.

სტატუსი (status) [<ლათ. status მდგომარეობა] - სამართლებრივი მდგომარეობა.

სტატუს-კვო (status quo) [ლათ. Status quo] - განსაზღვრულ მომენტში არსებული მდგომარეობა.

სტატუტი (statute) [გერმ. statut <ლათ. statutum დადგენილი] - 1. ცალკეულ პირთა ან ორგანოთა უფლებებისა და ვალდებულებების განმსაზღვრელი წესდება, დებულება; 2. დიდ ბრიტანეთსა და ზოგიერთ ქვეყანაში კანონის შესატყვისი დასახელება.

სტაციონარი (permanent establishment) [ფრანგ. stationnaire <ლათ. Stationarius უძრავი] - დროებით ან გადაადგილებადისგან განსხვავებით ნებისმიერი სხვა მუდმივი დაწესებულება.

სტელა (stele) [<ბერძ. stele სვეტი] - ვისამე (რისამე) უკვდავსაყოფად აღმართული, ქვის ფილა ან სვეტი, რელიეფური გამოსახულებით ან წარწერით.

სტენდი [ინგლ. stand <to stand დგომა, დადგმა] - დაფა, დახლი, რომელზეც დათვალიერების მიზნით გამოიფინება რაიმე საგანი.

სტენოგრამა (stenogram, shorthand record, verbatim account) [გერმ. stenogramm <ბერძ. stenos ვიწრო, მჭიდრო, მწირი + gramma წერილობითი ნიშანი] - ზეპირი სიტყვის (საუბრის, დაკითხვის, მოწმის ჩვენების, გამოსვლის) სიტყვასიტყვითი ჩანაწერი.

სტენოგრაფია (shorthand, stenography) [გერმ. stenographie <ბერძ. stenos ვიწრო, მჭიდრო, მწირი + grapho ვწერ] - საუბრის სწრაფად და ზუსტად ჩაწერის მეთოდი.

სტერეოტიპი (stereotype) [ბერძ. Stereos მაგარი და typos ანაბეჭდი] - 1. პოლიგრ. ლითონის მთლიანი საბეჭდი ფორმა, რომელიც წარმოადგენს ანაწყობის ან კლიშეს პირს; იყენებენ დიდტირაჟიანი გამოცემებისთვის; 2. გადატ. იგივეა, რაც ტრაფარეტი; 3. საზოგადოდ მიღებული უცვლელი ნიმუში - შაბლონი, ტრაფარეტი.

სტიკერი [ინგლ. sticker <to stick დაწებება] - საქონელზე დაკრული ეტიკეტი, იარლიყი.

სტილი (style) [ფრანგ. style <ბერძ. stylos გასანთლულ დაფაზე საწერი წაწვეტებული ჩხირი] - 1. დამახასიათებელი მეთოდების, ხერხების, საშუალებების ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება რაიმე საქმიანობისას, სამუშაოს შესრულებისას, ქცევისას; 2. ნააზრევის წერილობით გადმოცემის წესი.

სტილისტი (master of style) - პირი, რომელიც კარგად ფლობს სალიტერატურო ენის სტილს; პირი, რომელიც ასწორებს რაიმე ნაწარმოების სტილს. მაგ., საგაზეთო სტატიის ს.; ან რომელიც მოდური ტანსაცმლით, ვარცხნილობით და მაკიაჟით განსაზღვრულ სტილს ქმნის.

სტიმული (stimulus, incentive) [<ლათ. stimulus პირუტყვის გასარეკად გამოყენებული წაწვეტებული ჯოხი] - რისამე განხორციელების ინტერესი, წამქეზებელი მიზეზი.

სტიპენდია (bursary, scholarship) [ლათ. stependium გადასახადი, გასამრჯელო] - ყოველთვიური ფულადი დახმარება, რომელიც ეძლევათ სტუდენტებს, ასპირანტებს, სხვადასხვა ტიპის სასწავლებლის მოსწავლეებს.

სტიქია (elements) [<ბერძ. stoicheion] - 1. უპირატესად დამანგრეველი ხასიათის ბუნების მოვლენა; 2. გადატ. სოციალურ გარემოში მოქმედი არაორგანიზებული ძალა; 3. არაორგანიზებულობა, არამართვადობა; 4. ჩვეული გარემო, ვითარება.

სტოიციზმი (stoicism) [ათენში არსებული იმ პორტიკის სახელის მიხედვით (Stoa), სადაც ასწავლიდა ფილოსოფოსი ზენონი] - 1. მატერიალიზმსა და იდეალიზმს შორის მერყევი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფილოსოფიური მიმდინარეობა. წარმოიშვა ძველ საბერძნეთში ძვ. წელთაღრ. მე-4 ს-ის ბოლოს, რომლის მიხედვითაც ადამიანი უნდა გათავისუფლებულიყო გრძნობებისაგან, ყოველგვარი მიდრეკილებებისგან და ეცხოვრა მხოლოდ გონების კარნახით. რომაული სტოიციზმი - ბედისადმი მორჩილება; 2. გადატ. გაჭირვებისა და განსაცდელის დიდი ამტანობა.

სტორნო [<იტალ. storno ანგარიშის გადატანა] - საბუღალტრო აღრიცხვაში შეცდომის გასწორების მეთოდი, რომლის შესაბამისად წითელი მელნით ხელმეორედ იწერება შეცდომით შეტანილი ოპერაცია, რომელიც აკლდება ანგარიშის ჯამურ თანხას.

სტორტინგი [ნორვეგ. storting <storr დიდი + ting საბჭო] - პარლამენტი ნორვეგიაში, რომელიც შედგება ლაგტინგისა (ზედა პალატა) და ოდელსტინგისგან (ქვედა პალატა).

სტოქასტური (stochastic) [ფრანგ. stochastique, გერმ. stochastisch <ბერძ. stochasis ვარაუდი, მიხვედრა] - შემთხვევითი; განუჭვრეტელი. განუსაზღვრელი ალბათობით მომხდარი.

სტრატა [<ინგლ. strata <ლათ. Stratum ნაფენი, ფენა, შრე] - განსაზღვრული, საერთო სოციალური ნიშნებით გაერთიანებული საზოგადოებრივი ფენა, ადამიანთა ჯგუფი.

სტრატეგი (strategist) [ბერძ. Strategos მხედართმთავარი] - სტრატეგიის კარგი მცოდნე სარდალი, მხედართმთავარი.

სტრატეგია (strategy) [ბერძ. Strategia <stratos ჯარი + ago ვუძღვები, მიმყავს] - 1. საზოგადოებრივი, პოლიტიკური ბრძოლის მართვის ხელოვნება; 2. ომის წარმოების ხელოვნება.

სტრედლი (straddle) - 1. სავაჭრო ბაზრებზე - ერთი საქონლის ყიდვა იმავდროულად სხვა საქონლის გაყიდვის შეჯერება- შეთანხმებით, რომელიც მფლობელს აძლევს ფასიანი ქაღალდის განსაზღვრულ ფასად ყიდვის ან გაყიდვის უფლებას; 2. ოფციონის გარიგებებში - ორმაგი ოფციონი ან სტელაჟური გარიგება, რომელიც მფლობელს აძლევს ფასიანი ქაღალდის განსაზღვრულ ფასად ყიდვის ან გაყიდვის უფლებას.

სტრესი (stress) [ინგლ. stress ძაბვა, დაძაბვა] - ცხოველური ორგანიზმის სპეციფიკური ფიზიოლოგიური რეაქცია (“დაძაბვა”), რომელიც წარმოიშვება სხვადასხვა არახელსაყრელი ფაქტორის (სიცივის, შიმშილის, ტრამვისა და მისთ.) საპასუხოდ.

სტრუქტურა (structure) [ლათ. structura] - 1. აგებულება, რისამე შემადგენელი ნაწილების ურთიერთგანლაგება, მათ შორის არსებული კავშირები; 2. რაიმეს ორგანიზაცია, მოწყობა; 3. განსაზღვრული ორგანიზაციის მქონე საწარმო, დაწესებულება.

სტრუქტურალიზმი (structuralism) - თანამედროვე ენათმეცნიერების ერთ-ერთი მიმდინარეობა; ყურადღებას ამახვილებს ენის სტრუქტურის შესწავლაზე.

სუბ... [<ლათ. sub ქვეშ] - რაიმე სიტყვის შემადგენლობაში თავსართი, რომლის მნიშვნელობაა: 1. სიტყვის ფუძით აღნიშნული რაიმეს ქვემდებარე ან ქვეშ მყოფი; 2. ერთი მოქმედების ან ობიექტის სხვაზე დამოკიდებულება, ქვემდებარეობა (სუბორდინაცია); 3. რაიმე პარამეტრის მიხედვით სიტყვის ფუძით გამოხატულზე მცირე (სუბკონტინენტი); 4. სიტყვის ფუძით გამოხატულთან მიმართებით ახლომდებარე (სუბტროპიკი).

სუბვენცია (subvention) [გერმ. subvention, ფრანგ. subvention <ლათ. subvenire დასახმარებლად მოსვლა] - 1. ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოებისათვის ან მეურნეობის ცალკეული სფეროსათვის სახელმწიფო ფინანსური დახმარების სახეობა, რომელიც გაიცემა მიზნობრივი დანიშნულებით (დოტაციისაგან განსხვავებით); 2. ფულადი თანხა, რომელიც ბიუჯეტის ზემდგომი დონიდან გამოიყოფა განსაზღვრული ვადით და კონკრეტული მიზნით შესაბამისი ეროვნულ- სახელმწიფოებრივი ან ადმინისტრაციულ- ტერიტორიული წარმონაქმნების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გათანაბრებისთვის. დოტაციისგან განსხვავებით იგი მკაცრი მიზნობრივი დანიშნულებით და ვადის დადგენით ხასიათდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სუბვენცია დაბრუნებას ექვემდებარება.

სუბიექტი (individual, person, subject) [ლათ. subjectum] - 1. ადამიანი, როგორც შემმეცნებელი და მოქმედი არსება, უპირისპირდება გარესამყაროს როგორც შემეცნების ობიექტს; 2. ადამიანი, როგორც რაიმე ნიშან-თვისებების (უფლებების, ვალდებულებების) მატარებელი.

სუბიექტივიზმი - 1. ფილოს. იგივეა, რაც სუბიექტური იდეალიზმი; 2. მიმართულება სოციოლოგიაში, რომლის მიხედვითაც საზოგადოების განვითარებას განსაზღვრავს არა ობიექტური კანონზომიერებები, არამედ სუბიექტური ფაქტორები (ცალკეულ პიროვნებათა ნებისყოფა, მისწრაფებები და სხვ.); 3. პირადულობა, მიკერძოება, ობიექტურობის არქონა.

სუბიექტური (subjective) [გერმ. subjectiv, ფრანგ. subjectif <ლათ. subjectivus დამატებადი, შემოერთებადი] - 1. მიკერძოებული, წინასწარაკვიატებული, წინასწარშექმნილი; 2. მხოლოდ მოცემული სუბიექტისათვის დამახასიათებელი.

სუბლიცენზია (sublicense) - პირობა, რომლის მიხედვითაც ლიცენზიარი, თავისი უფლებების ფარგლებში, სალიცენზიო უფლებამოსილებას გამოგონებაზე და პატენტის გამოყენების უფლებას გადასცემს მესამე პირს.

სუბორდინაცია (subordination) [ფრანგ. subordination, გერმ. subordination <ლათ. sub … ქვეშ + ordinatio წესრიგში მოყვანა] - სამსახურებრივი დისციპლინის წესებზე დამყარებული უმცროსის უფროსზე დაქვემდებარების სამსახურებრივი სისტემა;

სუბროგაცია (subrogation) [<ლათ.subrogatio შენაცვლება] - 1. ძველი კანონში ნაწილობრივი დამატების შეტანა; 2. მზღვეველზე ზარალის ანაზღაურების დაზღვევის უფლების გადასვლა; 3. ერთი კრედიტორის შეცვლა მეორეთი.

სუბსტანცია (substance) [<ლათ. substantia არსი, დედაარსი] - 1. ობიექტური რეალობა, პირველსაწყისი მატერია, ყველა საგნისა და მოვლენის არსი; 2. სხვაზე დამოუკიდებლად, თავისთავად არსებული.

სუბსტიტუცია (substitution) [ფრანგ. substitution < ლათ. substitutio შეცვლა, ჩანაცვლება, ჩასმა] - 1. როგორც წესი, დანიშნულებითა და ფუნქციით მსგავსით რაიმეს ჩანაცვლება; 2. მემკვიდრეობით სამართალში მემკვიდრეებისთვის დამატებითი მემკვიდრის (სუბსტიტუტის) მითითება იმ შემთხვევაში, თუ მემკვიდრე გარდაიცვლება მემკვიდრეობის გახსნამდე ან ვერ მიიღებს მას. სუბსტიტუტს გადაეცემა მემკვიდრეობა ასევე იმ შემთხვევაში, თუ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ძირითადი მემკვიდრე ჩამოშორებულია მემკვიდრეობას. სუბსტიტუტად შეიძლება დაინიშნოს ნებისმიერი პირი მიუხედავად იმისა, კანონით შედის თუ არა მემკვიდრეთა რიცხვში; 3. საერთაშორისო სამართალში სახელმწიფოს მატერიალური პასუხისმგებლობის ერთერთი სახე, რესტიტუციის ნაირსახეობა, - უმართებულოდ განადგურებული ან დაზიანებული ქონების (მათ შორის: შენობების, სატრანსპორტო საშუალებების, მხატვრული ფასეულობების, პირადი ქონების და ა.შ.) თანაბარფასეული ქონებით შეცვლა; 4. თანაბარფასეულ საქონელთა (მომსახურების) ჩანაცვლება.

სუბსიდია (grant, grant-in-aid, subsidy, subvention) [ლათ. subsidium დახმარება] - საბიუჯეტო რეგულირების ერთ-ერთი ფორმა. ფულადი ან ნივთიერი დახმარება, რომელსაც სახელმწიფო უწევს ადგილობრივ ორგანოებს, ფირმებს, ცალკეულ პირს ან სახელმწიფოებს. იგი ასევე ითვალისწინებს დაფინანსებაში ქვემო დონის ბიუჯეტების (მაგ. ადგილობრივი) წილობრივ მონაწილეობას.

სუვერენი (sovereign) [ფრანგ. Souverain <ლათ. superus უმაღლესი] - უმაღლესი ხელისუფლების მატარებელი, მპყრობელი.

სუვერენიტეტი (sovereignty) [გერმ. souveranitat <ფრანგ. souverainite <ლათ. superus უმაღლესი] - სახელმწიფოს სრული დამოუკიდებლობა შიდა საქმიანობაში და საგარეო ურთიერთობებში სხვა სახელმწიფოთაგან.

სუნიზმი [<არაბ. sunna] - ისლამის ორი ძირითადი მიმდევრობიდან (იხ. შიიზმი) ერთ-ერთი, აღმოცენდა მე-7 საუკუნის მეორე ნახევარში არაბეთში, ხოლო მე-8-12 საუკუნეებში მიმდინარე რელიგიურ-პოლიტიკურ ბრძოლებში ჩამოყალიბდა ისლამის გაბატონებულ მიმდინარეობად. სუნიტები ყურანთან ერთად აღიარებენ სუნის ღვთაებრიობასაც, რომელიც მუჰამედისა და ხალიფა ალის გარდა განადიდებს ზოგიერთ სხვა ხალიფასაც, რომელთაც უარყოფენ შიიტები. სუნიზმში არსებობს რამდენიმე განსხვავებული მიმდინარეობა (სუფიზმი, ვაჰაბიზმი და სხვ.).

სუნა [<არაბ. sunna გადმოცემა] - მუჰამედის შესახებ მოთხრობებისა და მისი გამონათქვამების (ჰადისი) შემცველი მუსლიმანური წმინდა გადმოცემა, რომელიც შეაგროვა 840 წ. ელ-ბოჰარიმ, ითვლება ყურანის დამატებად.

სუპერვაიზორი [<ინგლ. supervisor დამკვირვებელი, მეთვალყურე <to supervise დაკვირვება] - 1. ისეთი სახის სამუშაოების ორგანიზატორი, რომელიც საჭიროებს ერთიანი პროგრამით მოქმედებას. პროგრამის შესრულების პროცესის დამკვირვებელი; 2. მმართველი პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს გამოთვლითი სისტემის მრავალპროგრამული რეჟიმის ორგანიზაციას.

სუპერმენი (superman) [ინგლ. superman] - ამერიკული კომიქსების, სათავგადასავლო და განგსტერული კინოფილმების გმირი; ზეადამიანური თვისებების მქონე; ზეკაცი.

სუროგატი (substitute, surrogate) [<ლათ. surrogatus სხვის მაგივრად დადგენილი] - 1. გადატ. ყალბი, ნაყალბევი, რისამე ფალსიფიკაცია; 2. სხვა პროდუქტის (საგნის) არასრულფასოვანი შემცვლელი.

სუროგაცია - მოთხოვნის დაგირავებისას, თუ მევალე ასრულებს ვალდებულებას გირავნობის ვადის გასვლამდე, მოთხოვნის ადგილის დაკავება შემსრულებლის მიერ (საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 256).

სფერო (area, circle, realm, scope, sphere, way) [<ბერძ. sphaira ბურთი] - 1. რისამე გავრცელების საზღვარი, რაიონი; 2. გარემო, საზოგადოებრივი გარემოცვა, წრე.

სქემა (diagram, flowsheet, plan, plot, scheme) [გერმ. schema <ბერძ. Schema სახეობა, ფორმა, სახე] - 1. რისამე აგებულების, ნაწილების ურთიერთმიმართების გამომსახველი ნახაზი; 2. რაიმეს ძირითადი მონახაზის (ნიშან-თვისების) გადმოცემა, აღწერა, გამოსახვა; 3. რაიმეს აბსტრაქტული გამარტივებული გამოსახვა, საერთო მზა ფორმულა.

სქემატიზმი (sketchiness) [გერმ. schematismus <ბერძ. schema] - აზროვნებაში, რაიმეს გადმოცემისას ტრაფარეტულობა, უბრალოება.

სქიზმა (schism) [ბერძ. schisma გახლეჩა] - საეკლესიო განხეთქილება, ერთიანი ეკლესიიდან რაიმე ნაწილის გამოყოფა.

სქოლასტიკა (scholasticism) [<ბერძ. scholastikos სწავლული] - 1. შუა საუკუნეებში გაბატონებული ფილოსოფიური მიმართულება, რომელიც ცდილობდა თეორიულად გაემართლებინა ეკლესიის დოგმატები სპეკულაციური, ფორმალურლოგიკური არგუმენტებით; 2. ფორმალური, ცხოვრებასა და პრაქტიკას მოწყვეტილი ცოდნა; უსაგნო მსჯელობა, ასოკირკიტობა.

სქოლიო (scholium) [გერმ. Scholie <ბერძ. scholia] - განმარტება, შენიშვნა რაიმე ტექსტში.

სცენარი (scenario) [იტალ. scenario] - 1. კინოპიესა, რომლის მიხედვითაც იდგმება ფილმი; 2. თეატრალური პიესის სიუჟეტური სქემა, გეგმა; 3. პიესის მოქმედ პირთა სია, სადაც ნაჩვენებია თითოეული მათგანის სცენაზე გამოსვლის დრო და რიგი.

სხდომა (meeting, session) - საჯარო დაწესებულების სახელით გადაწყვეტილების მიღების ან ამ გადაწყვეტილების მომზადების მიზნით დაწესებულების წევრთა მიერ საკითხის განხილვა.

20

▲ზევით დაბრუნება


ტაბელი (table, chart) [<გერმ. Tabelle ცხრილი <ლათ. tabella ფიცარი] - 1. განსაზღვრული მიმდევრობით შედგენილი რაიმე სია, განრიგი; 2. სპეციალური დაფა, უწყისი, სადაც აღირიცხება მუშა-მოსამსახურეთა სამსახურში გამოცხადება და წასვლა.

ტაბუ (taboo) [ფრანგ. tabou <პოლინეზ. tapu წმინდა, აკრძალული] - 1. პირველყოფილ საზოგადოებაში რელიგიურ აკრძალვათა სისტემა, რომელიც ვრცელდება რაიმე მოქმედებებზე, საგნებზე; 2. გადატ. საერთოდ, ნებისმიერი სახის აკრძალვა.

ტავტოლოგია (tautology) [<ბერძ. Tauto იგივე + logos სიტყვა] - ერთი და იმავე ცნების, აზრის, ან გრძნობის გამოხატვა სხვა აზრობრივად ახლო მდგომი სიტყვებით.

ტაიმერი (timer) [ინგლ. timer <time დრო] - საკონტროლო-მარეგულირებელი აპარატი, რომელიც დროის გარკვეულ მონაკვეთში ავტომატურად ჩართავს ან გამორთავს რაიმე ტექნიკურ სისტემას, მანქანას ან აპარატს, ანდა იძლევა სიგნალს მათი ჩართვის (გამორთვის) მომენტის დადგომის შესახებ.

ტალანტი (talent) [ბერძ. talanton] - 1. განსაკუთრებული ნიჭი; 2. ასეთი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი.

ტალიონი [ფრანგ. talion <ბერძ. Talio (talionis) შურისძიება] - ადრეკლასობრივ საზოგადოებაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ზომა, რომლის დროსაც სასჯელი ზუსტად შეესაბამებოდა მიყენებულ ზიანს.

ტალონი (coupon; stub) [ფრანგ. Talon <ლათ. talus სათამაშო ძვალი] - 1. საკონტროლო დოკუმენტის სახე, რომელიც რაიმეს მიღების უფლებას იძლევა; 2. დოკუმენტის დუბლიკატი, რომელიც რჩება საჩეკო, საორდერო ან სხვა სახის წიგნაკში.

ტანკერი [ინგლ. tanker <tank ავზი] - ტარის გარეშე თხევადი ტვირთების გადასაზიდი სატვირთო გემი.

ტარა (package) [იტალ. tara <არაბ.] - 1. საქონლის მოსათავსებელი ჭურჭელი ან შესაფუთავი მასალა (ტომრები, ყუთები, კასრები და მისთ.); 2. წონა შესაფუთავი ჭურჭლისა, მასალისა; წონა ვაგონისა, ავტომანქანისა, რომლითაც გადააქვთ საქონელი.

ტარიფი (tariff) [ფრანგ. tarif <იტალ. tariffa <არაბ. ta`rif(a) საბაჟო მოსაკრებლის შესახებ განცხადება] - 1. ფასის დადება, შეფასება; 2. სხვადასხვა საწარმოო და არასაწარმოო მომსახურებაზე გადასახადების განაკვეთის სისტემა; 3. პრეისკურანტი; 4. განაკვეთების სკალა; 5. ბაჟი (საბაჟო); 6. სატარიფო კრებული (სატარიფო განაკვეთებისა და ტვირთის კლასიფიკაციის ნორმების კრებული).

ტარიფიკაცია (tariffing) [ფრანგ. tarification] - რისამე ტარიფის განსაზღვრა, დადგენა.

ტაქსა1 (rate, tariff) [ფრანგ. taxe] - ნიხრი.

ტაქსა2 [რუს. такса <გერმ. Dachshund] - პატარა ძაღლი, რომელსაც გრძელი ტანი და მოკლე ფეხები აქვს.

ტაქსაცია (price-fixing, valuation) [ლათ. taxatio] - 1. რისამე ნიხრის დადგენა; შეფასება; 2. სატყეო მეურნეობაში: ნარგავების რაოდენობის, ხეების მოცულობის, მერქნის მარაგის, ტყის ნამატის განსაზღვრა და შეფასება; 3. რისამე ზომებისა და ხარისხის დადგენა.

ტაქსი (taxi, cab) [ფრანგ. taxi] - ავტომობილი, რომელსაც ქირით გადაჰყავს მგზავრები ან გადააქვს ტვირთი; აქვს მრიცხველი, რომელზედაც აღინიშნება მგზავრობის (გადაზიდვის) ღირებულება გავლილი მანძილის შესაბამისად.

ტაქტი [ლათ. tactus შეხება] - 1. მეტრული მუსიკალური ერთეული - თითოეული იმ თანაბარ ნაწილთაგანი (ხანგრძლივობის მიხედვით), რაზედაც იყოფა მუსიკალური ნაწარმოები მეტრულ მახვილთა მიხედვით; 2. რაიმე ერთგვაროვანი მოქმედების, მოძრაობის თითოეული ნაწილი; დრო თანაბარ დარტყმებს შორის; 3. რისამე მექანიზმის სამუშაო ციკლის ნაწილი; 4. ზომიერების გრძნობა, რომელიც ადამიანს უკარნახებს ყველაზე უფრო სწორ მიდგომას, ყველაზე უფრო თავაზიან მოქცევას ვისიმე ან რისამე მიმართ.

ტაქტიკა (tactics) [<taktika ჯარის დაწყობის ხელოვნება <tasso ვაწყობ ჯარს] - 1. ომის მომზადებისა და წარმოების ხელოვნება, ასევე ომის წარმოების მეცნიერება; 2. საზოგადოებრივი და პოლიტიკური ბრძოლის, მიზნის მიღწევის საშუალებებისა და მეთოდების ერთობლიობა; 3. გადატ. ვისამე ქცევის მანერა.

ტახეომეტრი, ტაქეომეტრი (tachometer) [ბერძ. tachys სწრაფი და metreo ვზომავ] - გეოდეზიური ხელსაწყო, რომლითაც სწრაფად არკვევენ ჰორიზონტალურ მანძილებს და სიმაღლეებს.

ტეილორიზმი [ინჟინერ ტეილორის (F. W. Taylor, 1856-1915წწ.) გვარის მიხედვით] - შრომის ორგანიზაციის სისტემა, რომლისთვისაც დამახასიათებელია მეცნიერებისა და ტექნიკის მიღწევათა გამოყენება მაქსიმალური მოგების მისაღებად; წარმოიშვა ამერიკის შეერთებულ შტატებში მე-19-20ს-ის მიჯნაზე.

ტელეგრაფი (telegraph) [ბერძ. Tele შორს და grapho ვწერ] - 1. ელექტროდა რადიოკავშირგაბმულობის სახეობა, რომლის საშუალებითაც შორ მანძილზე სწრაფად გადასცემენ ცნობებს; 2. კავშირგაბმულობის დაწესებულება, რომელიც იღებს და გადასცემს ასეთ ცნობებს; შენობა, სადაც ეს დაწესებულებაა მოთავსებული; 3. ასეთი ცნობების მიმღებ-გადამცემი აპარატი.

ტელევიზორი (television set, TV set) - რადიოტექნიკური მოწყობილობა, აპარატი, რომელიც იღებს ტელეგადაცემებს და მათ თანმხლებ ბგერებს.

ტელეპათია (telepathy) [ბერძ. tele შორს და pathos გრძნობა] - ადამიანის ექსტრასენსორული უნარი; ტერმინი, რომელიც გამოხატავს აზრისა და გრძნობების შორ მანძილზე გადაცემას გრძნობის ორგანოების გარეშე.

ტელეტაიპი [ინგლ. teletype <ბერძ. Tele შორს + typos ანაბეჭდი)] - საბეჭდი მანქანის ტიპის კლავიატურით აღჭურვილი საბეჭდი სატელეგრაფო აპარატი, რომელიც ავტომატურად იწერს ფირზე ინფორმაციას, მისი მიღების კვალდაკვალ.

ტელეფაქსი (telefax) [ინგლ. telfax <tele (phone) + facs (imile)] - სხვაგვარად, ფაქსი. 1. საერთაშორისო სატელეფონო ფაქსიმილური კავშირი ნაბეჭდი ინფორმაციის გადასაცემად; 2. აპარატი საბეჭდი მოწყობილობით, ასეთი კავშირის განსახორციელებლად; 3. ფაქსიმილური კავშირის აბონენტის ნომერი.

ტელეფონი (telephone, phone) [ბერძ. tele შორს და phone ბგერა] - ელექტროკავშირგაბმულობის სახე, მოწყობილობა, აპარატი შორ მანძილზე სასაუბროდ; ტელეფონ-ავტომატი - საერთო სარგებლობის ტელეფონის აპარატი, რომელიც ირთვება მასში გარკვეული ღირებულების ლითონის ფულის ჩაგდებისას ან პლასტიკური ბარათის მეშვეობით.

ტელეფონოგრამა (telephone message, telephoned) [ტელეფონი და ბერძ. gramma ასო, ჩაწერა] - ტელეფონით გადაცემული ოფიციალური ცნობა, რომელიც მიღების დროს იწერება.

ტელექსი (telex) [ინგლ. telex] - სააბონენტო ტელეგრაფირების საერთაშორისო ქსელი, რომელიც ემსახურება დოკუმენტური მოლაპარაკებების წარმართვას.

ტემპერამენტი (temperament) [ლათ. temperamentum თანაზომიერი ნარევი] - 1. ფსიქიკური წყობის თავისებურებები, რომლებიც ვლინდება გარე სამყაროსთან ადამიანის ურთიერთობაში, მის ქცევაში; 2. ძლიერი აღგზნებადობა.

ტემპი (tempo) [იტალ. tempo <ლათ. tempus დრო] - 1. რისამე განხორციელების, მიმდინარეობის სისწრაფე; 2. მუსიკალური ნაწარმოების შესრულების სისწრაფე.

ტენდენცია (tendency) [გერმ. Tendenz <ლათ. tendere მისწრაფება, მიმართვა, მიდრეკა] - 1. განვითარების მიმართულება, მიდრეკილება, სწრაფვა; 2. რისამე გადმოცემისას, გამოხატვისას ჩანაფიქრი; 3. მსმენელის, მკითხველის, მაყურებლისთვის თავსმოხვეული წინასწარშექმნილი, ცალმხრივი აზრი.

ტენდერი [ინგლ. tender to tend მომსახურება, შეთავაზება, განაცხადის შეტანა] - 1. კონკურსი; 2. წერილობითი წინადადება, ოფერტი; 3. განაცხადი ფასიანი ქაღალდების შეძენის ან ვაჭრობაში მონაწილეობის შესახებ; 4. ბაზარზე ობლიგაციის ან სახაზინო თამასუქის მიწოდების სახე; 5. დადგენილ ნორმებთან შესაბამისობაში მყოფი საქონლის ან მოწყობილობის მიწოდებაზე გაკეთებული მოწვევა, გამოცხადებული კონკურსი; 6. საერთაშორისო ვაჭრობა.

ტენდერი დახურული (closed tender) - ტენდერი, რომელიც ტარდება იმ შემთხვევაში, როცა შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება ნაკლებია 70 000 ლარზე, ხოლო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შემთხვევაში - 230 000 ლარზე და აღემატება 25 000 ლარს, ხოლო სამშენებლო სამუშაოების შემთხვევაში - 120 000 ლარს. სატენდერო მოსაკრებლის ოდენობა შეადგენს 150 ლარს („სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 7, 19).

ტენდერი ღია (open tender) - ტენდერი, რომელიც ტარდება იმ შემთხვევაში, როცა შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება 70 000 ლარს, ხოლო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შემთხვევაში - 230 000 ლარს. სატენდერო მოსაკრებლის ოდენობა შეადგენს 500 ლარს („სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 7).

ტერიტორია (territory) [ლათ. territorium] - გარკვეულ საზღვრებში მოქცეული ხმელეთი.

ტერიტორიული წყლები (territorial waters) - შავი ზღვის სანაპირო წყლების ნაწილი, რომლის სიგანეა 12 საზღვაო მილი და რომელიც აითვლება იმ წერტილების შემაერთებელი სწორი ამოსავალი ხაზებიდან, რომელთა კოორდინატებს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. ცალკეულ შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიული წყლების (ტერიტორიული ზღვის) სიგანე შეიძლება დადგინდეს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით, ხოლო ასეთის არარსებობისას - საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად.

ტერმინი (term) [პოლ. termin <ლათ. terminus სასაზღვრო ნიშანი] - ხელოვნების, ტექნიკისა და მეცნიერების რომელიმე დარგში განსაზღვრული ცნების გამომხატველი სიტყვა, ან სიტყვათშეთანხმება.

ტერმინალი [ინგლ. terminal <ლათ. terminalis საბოლოო] - 1. კომპიუტერის (ეგმ) მოწყობილობა, რომლის დანიშნულებაა ინფორმაციის შეტანისა და მისი დამუშავების შემდგომ, გამოტანის უზრუნველყოფა; 2. კონტეინერული და პაკეტირებული ტვირთების გადამუშავებისათვის განკუთვნილი პორტის ნაწილი; 3. გაზის შეგროვებისა და გათხევადებისათვის ტექნიკური ნაგებობებისა და მოწყობილობების კომპლექსი.

ტერორი (terror) [ფრანგ. terreur <ლათ. terror შიში, საშინელება] - 1. პოლიტიკური ან სხვა მოტივების საფუძველზე ფიზიკური ანგარიშსწორება (ან მუქარა); 2. ვინმეს დაშინება ფიზიკური ძალადობის გამოყენებით (ან მუქარით).

ტერორისტული აქტი (act of terrorism) [ფრანგ. terreur <ლათ. terror შიში, საშინელება] - აფეთქება, ცეცხლის წაკიდება, იარაღის გამოყენება ან სხვა ქმედება, რაც ქმნის ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის ან სხვა მძიმე შედეგის გავრცელების საშიშროებას და ხელყოფს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, სახელმწიფოს სტრატეგიული, პოლიტიკურ ან ეკონომიკურ ინტერესს, ჩადენილი მოსახლეობის დაშინების ან ხელისუფლების ორგანოზე ზემოქმედების მიზნით. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე. უფრო მკაცრად ისჯება ტერორისტული აქტი, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში: ჯგუფურად, არაერთგზის, მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებით და ა.შ. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება ტერორისტული აქტის მომზადებაში მონაწილე პირი, რომელიც ხელისუფლების ორგანოს დროული გაფრთხილებით ან სხვაგვარად შეუწყობს ხელს ტერორისტული აქტის თავიდან აცილებას და თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 323).

ტესტი [ინგლ. test გამოცდა, გამოკვლევა] - 1. ადამიანის გონებრივი შესაძლებლობების, ნებელობითი თვისებებისა და სხვა ფსიქოფიზიოლოგიური მახასიათებლების შეფასებისთვის შედგენილი სტანდარტული ფორმის ამოცანა; 2. განსაზღვრული სოციალური ჯგუფის წევრიინდივიდების დამახასიათებელი მასალის მიღების მიზნით კითხვარი; 3. კომპიუტერის მუშაობის გამართულობის შესამოწმებელი სპეციალური ამოცანა ცნობილი ამონახსნით.

ტექნიკური რეგლამენტი (technical regulation) - 1. დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრულია საქონლის მახასიათებლები ან მასთან დაკავშირებული გადამუშავებისა და წარმოების მეთოდები, შესაბამისი ადმინისტრაციული დებულებების ჩათვლით, რომელთა დაცვა სავალდებულოა. იგი ასევე შეიძლება მოიცავდეს ან ექსკლუზიურად ეხებოდეს ტერმინოლოგიის, სიმბოლოების, შეფუთვის, ნიშანდების ან ეტიკეტირების მოთხოვნებს საქონლის, პროცესის ან წარმოების მეთოდის მიმართ; 2. სამართლებრივი აქტი, რომელიც განსაზღვრავს ტექნიკურ მოთხოვნებს პროდუქციის ან მომსახურებისათვის.

ტექნიკურ-ეკონომიკური ინფორმაციის კლასიფიკატორი (technicoeconomic information classifier) - დოკუმენტი, რომელიც ადგენს საკლასიფიკაციო ობიექტებისათვის ან საკლასიფიკაციო ჯგუფებისათვის დასახელებებისა და კოდების სისტემატიზებულ ნუსხას.

ტექნოკრატია (technocracy) [ფრანგ. technocratie, გერმ. technokratie <ბერძ. techne ხელოვნება, ოსტატობა + kratos ძალაუფლება, ხელისუფლება] - 'CFმა1. სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში, წარმოების მართვაში მონაწილე ტექნიკური ინტელიგენციის მაღალკვალიფიციური ფენა; 2. სოციალურ-ეკონომიკური თეორია, რომლის მიხედვით საზოგადოების მმართველ ძალას ტექნიკური ინტელიგენცია წარმოადგენს.

ტექნოლოგია (technology) [ბერძ. Techne ოსტატობა, ხელობა, ხელოვნება და logos მოძღვრება] - 1. მეცნიერება ნედლეულის, ნაკეთობათა, ნახევარფაბრიკატების დამუშავების ფიზიკური, ქიმიური და სხვა ხერხების შესახებ; 2. გარკვეული წესითა და თანმიმდევრობით განხორციელებული ოპერაციების ერთობლიობა, რომელთაგანაც შედგება მასალის, ნაკეთობის დამუშავების პროცესი.

ტიპიზაცია (typification) - ერთ გარკვეულ ტიპზე დაყვანა (მანქანების, დეტალების და სხვ.); 2. კლასიფიკაცია ტიპების მიხედვით; 3. ხელოვნებაში: ტიპობრივის შერჩევა და კონკრეტული მხატვრული ფორმებით განხორციელება.

ტიპოლოგია (typology) [ბერძ. Typos ანაბეჭდი და logos მოძღვრება] - საგნების ან მოვლენების კლასიფიკაცია მათი საერთო ნიშან-თვისებების მიხედვით.

ტირანია (tyranny) [ბერძ. tyrannia] - 1. თვითნებობასა და ძალადობაზე დამყარებული მმართველობა; დესპოტიზმი; 2. ძველ საბერძნეთში: ტირანის მმართველობა, შეუზღუდველი ერთპიროვნული ხელისუფლება; 3. შუა საუკუნეების ჩრდილო და შუა იტალიაში: ზოგი ქალაქ-სახელმწიფოს პოლიტიკური წყობილების ფორმა.

ტირაჟი (drawing up) - საგამომცემლო ნაწარმი, ფასიანი ქაღალდის და სხვათა ერთჯერადი გამოცემის რაოდენობა.

ტიტული (title) [<ლათ. titulus წარწერა, საპატიო წოდება, სამართლებრივი საფუძველი] - 1. მემკვიდრეობითი ან მიღებული საპატიო წოდება; 2. საქმიანობის რაიმე სფეროში დამსახურების, წარმატებისთვის მინიჭებული წოდება; 3. წიგნის ფურცელი, რომელზეც აღნიშნულია მისი დასახელება, ავტორის სახელი, გამოცემის ადგილი და დრო.

ტოლერანტული (tolerant) [ფრანგ. tolerant <ლათ. tolerans (tolerantis) (რაიმეს) მოთმინებით გადამტანი] - რისამე (ვისამე) მიმართ დამთმობი, შემწყნარებელი.

ტონა (ton) [ფრანგ. tonne] - წონის ერთეული ზომათა მეტრულ სისტემაში; უდრის 1.000 კილოგრამს.

ტონაჟი (tonnage) [ფრანგ. tonnage] - 1. გემის (გემების) წყალწყვა ან ტვირთმზიდაობა; 2. სატრანსპორტო საშუალებათა, ტრანსპორტის ტვირთმზიდაობა; 3. რაიმე საქონლის გამოშვება წონით.

ტონუსი (tone) [ლათ. tonus <ბერძ. tonos დაძაბვა] - ფიზიოლ. ნერვული ცენტრებისა და კუნთოვანი ქსოვილის ხანგრძლივი აღგზნება დაღლილობის გარეშე.

ტოპ... [<ინგლ. top უმაღლესი, საუკეთესო, ყველაზე მნიშვნელოვანი] - საუკეთესო, ყველაზე უმაღლესი კლასის შესატყვისი რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი.

ტოპონომი (place-name) [<ბერძ. Topos ადგილი + onyma სახელი] - ცალკეული გეოგრაფიული ადგილის (დასახლებული პუნქტის, მდინარის და ა.შ.) საკუთარი დასახელება.

ტოტალიტარიზმი (totalitarianism) [ფრანგ. totalitaire <totalitaire ტოტალიტარული <ლათ. totalis - მთლიანი, სრული] - პოლიტიკური რეჟიმის ერთ-ერთი სახე, რომლის დროსაც სახელმწიფოს სრული (ტოტალური) კონტროლის ქვეშაა საზოგადოების ყველა სფერო, ფაქტობრივად ლიკვიდირებულია კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები; იდეოლოგიური მრავალფეროვნების ნაცვლად გაბატონებულია ერთადერთი იდეოლოგია, ჩანასახშივე, ტერორისტული მეთოდებით, იხშობა ნებისმიერი ოპოზიციური გამოსვლა და სხვაგვარად აზროვნება. ერთ პირის (ბელადის) ხელთ სრულად კონცენტრირებული სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება ერთადერთი პარტიისა და სამხედრო დისციპლინის მეშვეობით. შენარჩუნებული დემოკრატიული სახელმწიფოს ფორმა და ინსტიტუტები (პარლამენტი, არჩევნები, რეფერენდუმი და სხვ.) მოკლებულნი არიან რეალურ შინაარსს, ასრულებენ მხოლოდ დეკორაციის როლს და გამოიყენებიან პროპაგანდისტული მიზნებისათვის.

ტრადიცია (tradition) [ლათ. traditio გადაცემა] - 1. ისტორიულად ჩამოყალიბებული და თაობიდან თაობებზე გადაცემული იდეები, შეხედულებები, ჩვევები, ქცევის წესები; 2. ჩვეულებები, რომლებიც წესრიგს ამყარებენ ადამიანთა ქცევასა და ყოფაში; 3. გადმოცემა, ზეპირი მონაყოლი, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა.

ტრადიციონალიზმი (traditionalism) [<ლათ. traditio გადაცემა] - ადამიანის რწმენის, ცხოვრებისა და საქმიანობის ნებისმიერ სფეროში ტრადიციებისათვის განსაკუთრებული როლის მინიჭება.

ტრანზიტი (transit) [ფრანგ. Transit <ლათ. transitus გადასვლა, გატარება] - 1. შუალედური პუნქტების გავლით ერთიდან ადგილიდან სხვა ადგილზე მგზავრების გადაყვანა (ტვირთის გადატანა); 2. შუალედურ სადგურებზე ჩატვირთვა- გადმოტვირთვის გარეშე ტვირთის გადაზიდვა.

ტრანს... [<ლათ. trans გავლით, იქით, შემდეგ, ში] - ახალი ლექსიკური ერთეულის წარმომქმნელი თავსართი, რომლის მნიშვნელობაა სიტყვის ფუძით მინიშნებულის მიმართ დიდი მანძილის გავლა, დიდ მანძილზე გატარება (ტრანსკონტინენტალური); სიტყვის ფუძით აღნიშნულის იქით, შემდგომ მხარეს მდებარე (ტრანსალპიური).

ტრანსაქცია (transaction) [<ლათ. transactio შეთანხმება, გარიგება] - 1. შეთანხმება, რომელსაც თან სდევს ურთიერთდათმობები; 2. საბანკო ოპერაცია - ფულის გადარიცხვა.

ტრანსკრიფცია (transcription) [გერმ. transkription, ფრანგ. transcription <ლათ. transcriptio გადაწერა] - 1. გამოთქმის თავისებურებების ზუსტი წერილობითი გადმოცემა; 2. ენაში (წყარო) მიღებული გამოთქმის შესაბამისად უცხოენოვანი საკუთარი სახელების, გეოგრაფიული დასახელებებისა და ტერმინების გადმოცემა.

ტრანსლიტერაცია (transliteration) [გერმ. transliteration, ფრანგ. transliteration <trans ში, შემდეგ + littera ასო] - მოცემული დამწერლობის შესაბამისი უცხოენოვანი სიტყვების (უპირატესად საკუთარი სახელებისა და გეოგრაფიული დასახელებების) გადმოცემა უცხოენოვანი დამწერლობის მეშვეობით.

ტრანსპარანტი (transparency) [ფრანგ. transparent გამჭვირვალე] - 1. შავი ფერის ხაზიანი ფურცელი ამოედება დაუხაზავ ფურცელს ქვეშ, სწორად და თანაბრად წერის მიზნით; 2. ჩარჩოზე გადაჭიმული ქსოვილი, რაიმე წარწერით ან ნახატით.

ტრანსფერტი (transfer) [ფრანგ. Transfert <ლათ. transferre გადაზიდვა, გადატანა, გადმოცემა] - საბანკო ოპერაცია - უცხოური ვალუტის ან ოქროს ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში გადატანა; 2. ერთი პირიდან მეორეზე სახელობით ფასიან ქაღალდზე საკუთრების უფლების გადაცემა; 3. ფულის გადაგზავნა ერთი საფინანსო დაწესებულებიდან მეორეში ან ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში; 4. ცალკეული ტერიტორიისათვის, ფირმისათვის, ოჯახისათვის ფულის გაცემა სუბსიდიების (გრანტების) ფორმით.

ტრანსფორმაცია (transformation) [<ლათ. transformatio გარდასახვა] - რაიმეს გარდასახვა, სახეცვლილება, გარდაქმნა.

ტრანში (tranche) [<ფრანგ. tranche პორცია, წილი < trancher ჩამოჭრა, წაკვეთა] - 1. გადასახდელი თანხის ნაწილი, წილი; 2. საერთაშორისო საობლიგაციო სესხის სერია და ნაწილი, რომელიც გამოშვებულია ბაზრის კონიუნქტურის გაუმჯობესებისათვის ან სხვადასხვა ქვეყნის სასესხო ბაზრებზე სესხის განთავსებისათვის (საქართველოს ორგანული კანონი “ეროვნული ბანკის შესახებ”, მუხლი 75); 3. ფასიანი ქაღალდის ემისიის ნაწილი; 4. საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი ქვეყნის კვოტის მეოთხედი ნაწილი, რომელიც შესაძლებელია მიღებულ იქნეს 3-5 წლის ვადით საგადამხდელო ბალანსის დეფიციტის დაფინანსების მიზნით. როგორც წესი, ყოველი მომდევნო წილის მიღების შესაბამისად მკაცრდება კონტროლის მექანიზმები.

ტრასანტი (drawer) [<იტალ. trassante] - პირი, რომელიც გასცემს გადასაპირებელ თამასუქს (ტრატას).

ტრასატი (drawee) [<იტალ. trassare] - პირი, რომელიც ვალდებულია გადაიხადოს თანხა გადასაპირებელი თამასუქის (ტრატის) მიხედვით.

ტრასტი (trust) - 1. ფულადი თანხა ან ქონება, რომელსაც მართავს მინდობილი მესაკუთრე, მეურვე; 2. ნდობითი ფუნქცია (საქართველოს კანონი „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ”, მუხლი 2). იხ., აგრეთვე, კომპანია სატრასტო.

ტრატა (bill of exchange, draft) [იტალ. tratta] - თანამედროვე საბანკო და კომერციულ პრაქტიკაში გადასაპირებელი თამასუქის სინონიმი. ერთმანეთისაგან ასხვავებენ სავაჭრო, საბანკო და საფინანსო ტრატას.

ტრატა საბანკო (bankers' bill of exchange) - გადასაპირებელი თამასუქი, რომლითაც გადახდა ხდება მოთხოვნისთანავე. იგი წარედგინება ბანკის მიერ და როგორც წესი, უთანაბრდება ნაღდ ფულად საშუალებებს და რომლითაც გადახდა ხდება მოთხოვნისთანავე.

ტრატა სავაჭრო (trade bill of exchange) - ტრატა, რომელსაც გამყიდველი გადასცემს ბანკს.

ტრატა საფინანსო (finance bill of exchange) - ტრატა, რომელსაც ბანკი გადასცემს ბანკს. ამგვარი ტრატა განსაკუთრებით გავრცელებულია საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებში.

ტრაფარეტი (groove, pattern, routine) [იტალ. traforetto <traforo ნაჩხვლეტი, ნახვრეტი, გაბურღული ხვრელი] - გადატ. რაიმე გაცვეთილი, ჩვეულებრივი ნიმუში, მზა ფორმა, რომელსაც დაუფიქრებლად მისდევენ.

ტრაქტატი (treatise, treaty) [ლათ. tractatus განხილვა] - 1. მეცნიერული შრომა, რომელშიც განხილულია რაიმე ცალკეული საკითხი, პრობლემა; 2. საერთაშორისო ხელშეკრულება, შეთანხმება.

ტრეიდერი (trader) [ინგლ. trader - ვაჭარი] - 1. საბროკერო ფირმის მუშაკი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს საბირჟო ვაჭრობაში. იხ. ბროკერი; 2. ნებისმიერი იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელსაც ბირჟაზე გარიგების დადების უფლება აქვს.

ტრეინინგი [ინგლ. training] - სპეციალური, წვრთნის რეჟიმი. წვრთნა.

ტრესტი [ინგლ. trust] - საწარმოთა გაერთიანება, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია გამოშვებული პროდუქციის ერთგვაროვნებით ან ნედლეულის გადამუშავების სხვადასხვა სტადიით, საქმიანობის ერთობლივი სფეროებით.

ტრეფიკინგი [<ინგლ. trafficking უკანონო ვაჭრობა) - ადამიანით ვაჭრობა, ადამიანის ყიდვა ან გაყიდვა, ან მის მიმართ სხვა უკანონო გარიგების განხორციელება, აგრეთვე იძულებით, შანტაჟით ან მოტყუებით ადამიანის გადაბირება, გადაყვანა, გადამალვა, ანდა მიღება ექსპლუატაციის მიზნით. ექსპლუატაციად ჩაითვლება ადამიანის გამოყენება იძულებითი შრომის, დანაშაულებრივ ან სხვა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში ან პროსტიტუციაში ჩაბმის, სექსუალური ექსპლუატაციის ან სხვა სახის მომსახურების გაწევის, მონობის თანამედროვე პირობებში ჩაყენების, აგრეთვე, ადამიანის სხეულის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის გადანერგვის, ანდა სხვაგვარად გამოყენების მიზნით. ადამიანის მონობის თანამედროვე პირობებში ჩაყენება გულისხმობს მისთვის პიროვნების საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ჩამორთმევას, თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვას, ოჯახთან კავშირის, მათ შორის, მიმოწერისა და სატელეფონო კონტაქტების აკრძალვას, კულტურულ იზოლაციას, პატივისა და ღირსების შემლახველ პირობებში, ანდა ყოველგვარი ანაზღაურების, ან არაადეკვატური ანაზღაურებით მუშაობის იძულებას (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 143).

ტრიბუნა (tribune) [იტალ. tribuna] - 1. ამაღლებული ადგილი ორატორისთვის; 2. გადატ. ადგილი, სფერო, საშუალება, რომელსაც იყენებენ პოლიტიკური, პუბლიცისტური, საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის; 3. სტადიონებზე, მოედნებზე: ნაგებობა, რომელსაც აქვს საფეხურებივით ამაღლებული რიგები მაყურებელთათვის ან იმათთვის, ვინც იღებს აღლუმს, ესალმება დემონსტრანტებს და ა.შ.

ტრიბუნალი (tribunal) [გერმ. Tribunal <ლათ. tribunal სამსჯავრო] - განსაკუთრებული სასამართლო ორგანო, რომელიც იხილავს სამხედრო და განსაკუთრებული სიმძიმის სამოქალაქო დანაშაულთან დაკავშირებულ საქმეებს.

ტრივიალური (trivial) [ფრანგ. Trivial <ლათ. trivialis ჩვეულებრივი] - არაორიგინალური, გაცვეთილი, ბანალური.

ტრიმურტი [სანსკრ.] - ბრაჰმანიზმსა და ინდუიზმში სამება: ბრაჰმა - ღმერთი შემოქმედი; ვიშნუ - ღმერთი მფარველი; შივა - ღმერთი გამანადგურებელი.

ტრიუმვირატი (triumvirate) [ლათ. triumviratus <tres (trium) სამი + vir კაცი, მამაკაცი] - ერთობლივი საქმიანობისთვის გაერთიანებული სამი პირი.

ტრიუმფი (triumph) [გერმ. Triumph <ლათ. triumphus <ბერძ. thriambos დიონისეს საპატივცემულო ჰიმნი] - თავბრუდამხვევი წარმატება, დღესასწაული.

ტროპარი (Troparion) [ბერძ. Troparion საეკლესიო საგალობელი] - ბიზანტიურ ღვთისმსახურებაში სხვადასხვა დანიშნულების მოკლე საგალობლები. ქართულ ღვთისმსახურებაში შეესატყვისება “დასდებელი”. ტერმინი “ტროპარი” მე-18 საუკუნიდან დამკვიდრდა რუსულ საღვთისმსახურო წიგნების თარგმანების გავლენით. “ტროპარი” წმინდანთა სახელობის ლოცვაა (კონდაკთან ერთად) ამა თუ იმ წმინდანის მეოხების თხოვნით, ასახავს წმინდანის ცხოვრების ან დღესასწაულის არსს.

ტრუიზმი [ინგლ. trauism] - საყოველთაოდ ცნობილი, გაცვეთილი ჭეშმარიტება.

ტურიზმი (tourism) - ადამიანის თავისუფალი, ნებაყოფლობითი, დროებითი გადაადგილება თავისი საცხოვრებელი ადგილიდან დასვენების, გაჯანსაღების, ისტორიისა და კულტურის ძეგლების დათვალიერების და/ან სხვა მიზნით (საქართველოს კანონი „ტურიზმისა და კურორტების შესახებ”, მუხლი 2). აგრეთვე, იხ. ხელშეკრულება ტურისტული მომსახურების.

ტურნე (tour) [ფრანგ. tournee] - 1. ტურისტული მოგზაურობა (როგორც წესი, წრიული მარშრუტით); 2. რამდენიმე ადგილას გამგზავრება.

21

▲ზევით დაბრუნება


უზენაესი სასამართლო (Supreme Court) - იხ. სასამართლო უზენაესი.

უზურპაცია (usurpation) [გერმ. usurpation, ფრანგ. usurpation <ლათ. usurpatio] - უკანონო მითვისება, მიტაცება (ძალაუფლების, სხვისი უფლებების).

უზუფრუქტი (usufruct) [ლათ. Usufructus <usus სარგებლობა და fructus ნაყოფი, ნამატი, შემოსავალი] - უფლება სხვისი ქონებითა და მისი შემოსავლით სარგებლობისა იმ პირობით, თუ ამ ქონებას არაფერი დააკლდება; უძრავი ნივთის გადაცემა სხვა პირის სარგებლობაში. პირი უფლებამოსილია, როგორც მესაკუთრემ, გამოიყენოს ეს ნივთი და არ დაუშვას მესამე პირთა მიერ მისით სარგებლობა, თუმცა მესაკუთრისაგან განსხვავებით, მას არ აქვს ამ ნივთის გასხვისების, დაგირავების ან მემკვიდრეობით გადაცემის უფლება. ამ ნივთის გაქირავების ან გადაცემისთვის საჭიროა მესაკუთრის თანხმობა. უზუფრუქტის გაუქმების შემდეგ მესაკუთრე ხდება არსებული ქირავნობის ან იჯარის ურთიერთობის მონაწილე; უზუფრუქტი შეიძლება იყოს სასყიდლიანი და უსასყიდლო, დროებითი ან მისი მიღების (უზუფრუქტუარის) სიცოცხლის ხანგრძლივობის მანძილზე (საქართველოს „სამოქალაქო კოდექსი”, მუხლი 242, 244).

უიმედო ვალი - გადახდისუუნარობის გამო დებიტორის მიერ გადაუხდელი ვალი. თანხა ჩამოიწერება, როგორც ხარჯი და აისახება ანგარიშგებაში მოგების და ზარალის შესახებ.

უკანონო შემოსავალი (illegal income) - პირის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული ფულადი სახსრები, სხვა ქონება ან ქონებრივი უფლებები, რომლებიც მან მიიღო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის (მათ შორის, იარაღით ვაჭრობის, ნარკოტიკული დანაშაულების, ტრეფიკინგის, ტერორიზმის) ჩადენის შედეგად, გარდა საგადასახადო და საბაჟო სფეროებში დანაშაულების ჩადენის შემთხვევებისა („უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 2).

უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (legalization of unlawful income) - უკანონო შემოსავლისათვის კანონიერი სახის მიცემა (შეძენა, გამოყენება, გადაცემა ან სხვა მოქმედება), აგრეთვე, მისი ნამდვილი წარმოშობის, მესაკუთრის ან მფლობელის ან/და ქონებრივი უფლებების დამალვა ან შენიღბვა ანდა ასეთი ქმედების ჩადენის მცდელობა („უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 2).

ულტიმატუმი (ultimatum) [გერმ. ultimatum <ლათ. ultimus უკანასკნელი, საბოლოო] - ვინმეს საწინააღმდეგოდ მიმართული კატეგორიული მოთხოვნა, უარის შემთხვევაში ზემოქმედების გადამწყვეტი ზომების მიღების მუქარით.

ულტიმო (end month account) [იტალ. ultimo ბოლო, უკანასკნელი] - სავაჭრო და საბაჟო ტერმინოლოგიით უკანასკნელი, ბოლო დღე. საბირჟო ვაჭრობის პრაქტიკაში გულისხმობს ადრე დადებული გარიგების ვადის ბოლო, უკანასკნელ დღეს.

ულტრა (ultra) [ლათ. ultra იქით, მიღმა] - რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი; აღნიშნავს რისამე ფარგლებს გარეთ მყოფს, უკიდურესს. მაგ., ულტრაიისფერი (სხივები), ულტრამოკლე (ტალღები).

უმცროსი ლეიტენანტი (junior lieutenant) - იხ. სამხედრო წოდებები; ლეიტენანტი.

უმცროსი სერჟანტი (junior sergeant) - იხ. სამხედრო წოდებები; სერჟანტი.

უნაღდო ანგარიშსწორება (cashless settlement) - საქონლისა და მომსახურების ღირებულების გადახდა ნაღდი ფულის მონაწილეობის გარეშე ბანკის მეშვეობით მყიდველის ანგარიშიდან მიმწოდებლის ანგარიშზე თანხის გადარიცხვის გზით.

უნაღდო ანგარიშსწორება აკრედიტივით (cashless settlement with letter of credit/circular note) - ანგარიშსწორება განხორციელებული საანგარიშსწორებო, ან ფულადი დოკუმენტით, რომელიც წარმოადგენს ერთი საკრედიტო დაწესებულების დავალებას მეორისადმი სპეციალურად დაჯავშნული საშუალებებით აწარმოოს სასაქონლო-სატრანსპორტო დოკუმენტების გადახდა გადატვირთული საქონლისთვის, ან რომლის გადახდა ხდება აკრედიტივის წარმომდგენზე. აკრედიტივის გამოყენება ძირითადად საქალაქთაშორისო ანგარიშსწორების დროს ხდება საქონლის ერთჯერადი მიწოდების შემთხვევაში.

უნაღდო ანგარიშსწორება საგადასახადო დავალებით (cashless settlement with payment draft/payment order/draft) - ანგარიშსწორება განხორციელებული საანგარიშსწორებო დოკუმენტით, რომელიც წარმოადგენს ბანკისადმი გადამხდელის დავალებას მისი ანგარიშიდან მიმწოდებლის ანგარიშზე გარკვეული თანხის გადარიცხვის შესახებ. როგორც წესი, მიმწოდებლები არ არიან დაინტერესებულნი მის გამოყენებაში, რადგან დამოკიდებულნი ხდებიან მყიდველზე.

უნაღდო ანგარიშსწორება საგადასახადო მოთხოვნით (cashless settlement with draft/payment draft) - ანგარიშსწორება განხორციელებული საანგარიშსწორებო დოკუმენტით, რომელიც წარმოადგენს გადამხდელისადმი მიმწოდებლის მოთხოვნას ბანკის საშუალებით გადაიხადოს გარკვეული თანხა.

უნაღდო ანგარიშსწორება ჩეკებით (cashless settlement with draft/cheque/ check) - საანგარიშსწორებო დოკუმენტით განხორციელებული ანგარიშსწორების ერთ-ერთი გარანტირებული ფორმა, რომელიც წარმოადგენს ჩეკის გამცემის დავალებას ბანკისადმი ჩეკის წარმომდგენისთვის მისი ანგარიშიდან გარკვეული თანხის გადარიცხვის თაობაზე. ჩვეულებრივ გამოიყენება მიღება-ჩაბარების აქტით მიღებული საქონლის, აგრეთვე, სატრანსპორტო მომსახურებისას წარმოებული ანგარიშსწორების შემთხვევაში.

უნია (union) [<გვ. ლათ. unio ერთიანობა, გაერთიანება] - 1. ორი სახელმწიფოს კავშირი, გაერთიანება (ხელშეკრულების საფუძველზე, ერთი მონარქის გამგებლობის ქვეშ); 2. მართლმადიდებელი და კათოლიკური ეკლესიების გაერთიანება, რომელსაც მეთაურობს რომის პაპი და რომლის დროსაც შენარჩუნებულია მართლმადიდებლური წეს-ჩვეულების ტრადიციული გარეგნული ფორმები.

უნივერსალური (unuversal) [ლათ. universalis] - 1. მრავალმხრივი, ყოველმხრივი; ყოვლისშემცველი. მაგ., უ. ცოდნა; 2. სხვადასხვა მიზნით გამოსაყენებელი. მაგ., უ. წებო; 3. რაც სხვადასხვა სამუშაოს, ოპერაციას ასრულებს. მაგ., უ. ჩარხი. უ. მაღაზია - დიდი მაღაზია, რომელშიც სხვადასხვა დასახელების საქონელი იყიდება.

უნიკუმი (unique) [<ლათ. unicum განუმეორებელი] - 1. იშვიათი, განუმეორებელი ეგზემპლარი.; 2. რაიმე თვისებებით გამორჩეული, განსაკუთრებული ადამიანი.

უნისონი (unison) [იტალ. unison <ლათ. unus ერთი + sonus ბგერა] - გადატ. შეთანხმებულად მოქმედება, რისამე კეთება.

უნიტარიზმი (unitary) [ფრანგ. unitarisme <ლათ. unitas ერთობა, ერთიანობა] - სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობის ორი ძირითადი ფორმიდან ერთ-ერთი. უნიტარულად მიიჩნევა სახელმწიფო, როცა მისი შემადგენელი ნაწილების უმრავლესობას არ გააჩნია სახელმწიფოებრივი სტატუსი. უნიტარულ სახელმწიფოში შესაძლებელია შედიოდეს ცალკეული ავტონომიური ნაციონალურ- სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი. როგორც წესი, უნიტარულ სახელმწიფოში არსებობს მხოლოდ ერთი კონსტიტუცია, ერთიანი მოქალაქეობა და სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების სისტემა. უნიტარული სახელმწიფოს შემადგენელ ნაწილებს აქვთ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების სტატუსი, რომლებიც იმართებიან ცენტრალური ორგანოების მიერ მიღებული კანონის საფუძველზე. განარჩევენ ცენტრალიზებული და დეცენტრალიზებული სახის უნიტარულ სახელმწიფოს. პირველ მათგანს მიეკუთვნება სახელმწიფო, რომლის რეგიონალური ორგანოები იმართებიან ცენტრის მიერ დანიშნული თანამდებობის პირების მიერ (ნიდერლანდი, ყაზახეთი, უზბეკეთი). დეცენტრალიზებულ სახელმწიფოში ადგილობრივი ორგანოები ფორმირდება ცენტრალური ორგანოებისგან დამოუკიდებლად (დიდი ბრიტანეთისა და ჩრდ. ირლანდიის შეერთებული სამეფო, ახალი ზელანდია, იაპონია, ესპანეთი, იტალია).

უნიფიკაცია (unification) [გერმ. unifikation <ლათ. unus (uni) ერთი + facere კეთება] - რისამე გაერთგვაროვნება, ერთიანი ნორმების შემუშავება და დაქვემდებარება.

უოთერგეიტი [ინგლ. watergate <watergate ნაპირზე გამავალი (ქალაქის) ჭიშკარი] - 1. პოლიტიკური სკანდალი, რომელიც გამოიწვია 1972 წელს საპრეზიდენტო არჩევნების მოსამზადებელ პერიოდში შეერთებული შტატების მმართველი რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლების მიერ სასტუმრო “უოთერგეითში” (სადაც განლაგებული იყო დემოკრატიული პარტიის შტაბბინა) მოსასმენი აპარატის უკანონო დამონტაჟების ფაქტის აღმოჩენამ (აღნიშნული სკანდალის მიმდინარეობისას გამოვლინდა აგრეთვე კორუფციის, ცრუმოწმეობის მრავალი ფაქტი და ა.შ., რის გამოც პრეზიდენტი ნიქსონი იძულებული შეიქნა იმპიჩმენტის მუქარით გადამდგარიყო თანამდებობიდან); 2. უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლების საძრახისი საქციელით გამოწვეული რაიმე პოლიტიკური სკანდალი.

ურბანიზაცია (urbanization) [ფრანგ. urbanisation <ლათ. urbanus საქალაქო] - ქვეყნის ცხოვრებაში საქალაქო დასახლების მნიშვნელობის ზრდის პროცესი, რაც გამოიხატება კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობების ქალაქში კონცენტრაციით, ქალაქების გამსხვილებითა და შერწყმით.

ურბანული ტერიტორია (urbanized territory) - ტერიტორია, სადაც ხდება ქალაქთმშენებლობისა და მოსახლეობის კონცენტრაცია.

ურთიერთდამოკიდებული პირები (interdependent persons interfacing/ interrelated persons) - პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობას შეუძლია უშუალო გავლენა მოახდინოს მათ შორის დადებულ გარიგებების პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.

ურთიერთშენაცვლებადობა (სტანდარტებში) (interchangeable (In standards)) - ერთი პროდუქციის, პროცესის ან მომსახურების უნარი, გამოყენებულ იქნეს სხვა პროდუქციის, პროცესის ან მომსახურების ნაცვლად ერთი და იმავე მოთხოვნების შესასრულებლად.

უტილიზაცია (utilization) [ფრანგ. utilisation <utile სასარგებლო, ვარგისი <ლათ. utilis სასარგებლო] - რისამე გამოყენება სარგებლით, ხეირით.

უტილიტარიზმი (utilitarianism) [ფრანგ. utilitarisme <ლათ. utilis] - 1. ნებისმიერ საკითხთან მიმართებით არსებული მიდგომა, რომლის საფუძველთა საფუძველია ყველაფრისგან ხეირის, სარგებლის მიღება; 2. ეთიკაში პოზიტივისტური მიმართულება, რომლის მიხედვითაც ადამიანის ქმედების ძირითად კრიტერიუმსა და ზნეობრიობის საფუძველს სარგებელი წარმოადგენს.

უტოპია [ინგლ. utopia <ბერძ. u უარ. + topos ადგილი] - მეცნიერულ დასაბუთებას მოკლებული იდეალური საზოგადოებრივი წყობილება, რომელიც წარმოიშვა ინგლისელი ჰუმანისტის, თომას მორის მიერ შექმნილი (1516) ნაწარმოების სახელწოდებისგან.

უტრირება (exaggerate) [ფრანგ. Uotrer <outre ზე <ლათ. ultra ზე, უფრო] - რაიმეს ცალმხრივად, მხოლოდ ერთი თვისების ხაზგასმის მეშვეობით გადამლაშება (გადამეტება), დამახინჯება.

უფლება (right) - პირის განსაზღვრული, სამართლის ნორმითა და საზოგადოებრივ ურთიერთობაში დამკვიდრებული მორალით განმტკიცებული შესაძლებლობა, შეასრულოს გარკვეული მოქმედება ან მოსთხოვოს სხვა პირს რაიმე მოქმედების შესრულება.

უფლება პიროვნული (personal (absolute) right) - ადამიანის თანდაყოლილი, ბუნებითი უფლებებისა და საყოველთაოდ აღიარებული, ძირითადი თავისუფლებების ერთობლიობა, რომელიც სრულიად დამოუკიდებელია პირის კონკრეტული სახელმწიფოს მოქალაქეობის მიკუთვნების საკითხთან. აღნიშნული უფლებები და თავისუფლებები ქმნიან ადამიანის სამართლებრივი სტატუსის საფუძველს. პიროვნულ უფლებებს განეკუთვნება: სიცოცხლის; თავისუფლების; პირადი ხელშეუხებლობის; პატივისა და ღირსების, სახელის დაცვის; თავისუფალი გადაადგილების, საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის; საკუთარი ქვეყნის თავისუფლად დატოვებისა და ქვეყანაში დაბრუნების; სასამართლო დაცვის, მართლმსაჯულების უფლება; აზრის, სიტყვის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება; ნებისმიერ ქვეყანაში სამართლის სუბიექტად აღიარების უფლება; ნაციონალური კუთვნილების თავისუფლად განსაზღვრისა და მშობლიური ენით სარგებლობის, აგრეთვე, სხვა ცალკეული უფლება.

უფლება ფარდობითი (bounded right) - სუბიექტის პიროვნული უფლება, რომლის აღიარება და ხელყოფისგან თავის შეკავება მოეთხოვება ერთ ან განსაზღვრული რაოდენობის სამართლის სუბიექტს. ამ ურთიერთობის ერთ მონაწილეს, რომელსაც მეორისაგან შესრულების მოთხოვნის უფლება აქვს, ეწოდება კრედიტორი, ხოლო მეორეს, რომელიც ვალდებულია კრედიტორის მოთხოვნისთანავე შეასრულოს ვალდებულება - მოვალე.

უფლებამოსილება (authority) - დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს შესაბამისი კანონით განსაზღვრული და ამ მარეგულირებელ ორგანოზე სპეციალურად დელეგირებული უფლებები და მოვალეობები (“დამოუკიდებელი მარეგულირებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 3).

უფლებამოსილება დისკრეციული (discretionary authority) - იხ. დისკრეციული უფლებამოსილება.

უფლებაუნარიანობა ფიზიკური პირის (capacity of natural person) - ფიზიკური პირის უნარი ჰქონდეს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები, წარმოიშობა დაბადების მომენტიდან და წყდება მისი გარდაცვალებით. არ შეიძლება ფიზიკურ პირს წაერთვას უფლებაუნარიანობა (საქართველოს „სამოქალაქო კოდექსი”, მუხლი 11).

უფლებაუნარიანობა იურიდიული პირის (capacity of natural person) - საჯარო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია განახორციელოს კანონში ან მის დამფუძნებელ დოკუმენტებში გათვალისწინებული მიზნების შესაბამისი საქმიანობა. კერძო სამართლის იურიდიულ პირს (სამეწარმეოს თუ არასამეწარმეოს) უფლება აქვს განახორციელოს კანონით აუკრძალავი ნებისმიერი საქმიანობა მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს საქმიანობა წესდებაში გათვალისწინებული. იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა წარმოიშობა მისი რეგისტრაციის მომენტიდან და წყდება მისი ლიკვიდაციის დამთავრების შესახებ რეგისტრაციის მომენტიდან (საქართველოს „სამოქალაქო კოდექსი”, მუხლი 25).

უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღე - უდიდესი და თავისი მნიშვნელობით უპირველესი საუფლო დღესასწაული, მოძრავია და აღინიშნება გაზაფხულის ბუნიობის შემდეგ სავსე მთვარის მომდევნო კვირა დღეს, ებრაული პასექის სწორს. მას წინ უსწრებს დიდი მარხვა, რომელიც მორწმუნეებს აღდგომის შესახვედრად ამზადებს. აღდგომის დღესასწაული გრძელდება ერთ კვირას (ბრწყინვალე შვიდეული) ახალ კვირამდე (კვირაცხოვლობა). აღდგომის აღნიშვნის დღე დაადგინა ნიკეის საეკლესიო კრებამ (325 წ.) სააღდგომო საგალობლების უმეტესი ნაწილი იოანე დამასკელს ეკუთვნის. საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად გამოცხადებულია უქმე დღედ (თარიღი გარდამავალია).

უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს შობის დღე - მაცხოვარი სოფლისა, უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამისგან იშვა იუდეის ბეთლემში იმპერატორ ავგუსტუს ოქტავიანეს მმართველობის დროს. იმ ხანებში გამოვიდა ბრძანება, აღეწერათ რომის მთელი იმპერიის მოსახლეობა, რომლის ერთ-ერთი პროვინცია იყო პალესტინა. ებრაელთა ჩვეულებით საყოველთაო აღწერა ტომებისა და გვარების მიხედვით ტარდებოდა. რადგან ყოვლადწმინდა მარიამი და წმ. იოსები დავით მეფის შთამომავლები იყვნენ, ამიტომ ისინი იუდეის ბეთლემში ჩავიდნენ. მათთვის სასტუმროში ადგილი არ აღმოჩნდა და იძულებული გახდნენ ქალაქის განაპირას მდებარე გამოქვაბულს შეჰფარებოდნენ, რომელიც პირუტყვთა სადგომს წარმოადგენდა. ამ გამოქვაბულში იშვა მაცხოვარი სოფლისა. ანგელოზებმა პირველად მწყემსებს ახარეს მხსნელის განკაცება (იხ. იესო ქრისტე მაცხოვარი). მათ თაყვანი სცეს ახალშობილ ჩვილს. შემდეგ ახალგაბრწყინებული უჩვეულო ვარსკვლავის წინამძღოლობით მოსულმა მოგვებმა შესწირეს მაცხოვარს ოქრო - როგორც მეფეს, გუნდრუკი - როგორც ღმერთს და მური - როგორც ადამიანს. ქრისტეშობის დღესასწაულს ეკლესია პირველი საუკუნიდან აღნიშნავს. 7 იანვარი გამოცხადებულია უქმე დღედ (საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი, 64-ე მუხლი).

უფროსი ლეიტენანტი (senior lieutenant) - იხ. სამხედრო წოდებები; ლეიტენანტი.

უფროსი სერჟანტი (senior sergeant) - იხ. სამხედრო წოდებები; სერჟანტი.

უქმე დღეები (nonworking days) - საქართველოში საწარმოები, დაწესებულებები, ორგანიზაციები არ მუშაობენ შემდეგ უქმე დღეებში: ა) 1 და 2 იანვარს - ახალი წლის სადღესასწაულო დღეებში; ბ) 7 იანვარს - უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს შობის დღეს; გ) 19 იანვარს - ნათლისღებას - უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს გაცხადების დღეს; დ) 3 მარტს - დედის დღეს; ე) 8 მარტს - ქალთა საერთაშორისო დღეს; ვ) 9 აპრილს - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღეს, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღეს; ზ) სააღდგომო დღეებში - დიდ პარასკევს, დიდ შაბათს, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღეს; მიცვალებულთა მოხსენიების დღეს - აღდგომის მეორე დღეს, ორშაბათს (თარიღები გარდამავალია); თ) 9 მაისს - ფაშიზმზე გამარჯვების დღეს; ი) 12 მაისს - საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის - წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღეს; კ) 26 მაისს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს; ლ) 28 აგვისტოს - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღეს (მარიამობას); მ) 14 ოქტომბერს - მცხეთობის (სვეტიცხოვლობის, კვართის დღესასწაულის) დღეს; ნ) 23 ნოემბერს - გიორგობის დღეს. უქმე დღეებში დასაშვებია მხოლოდ ისეთი სამუშაოები, რომელთა შეჩერება შეუძლებელია საწარმოო - ტექნიკური პირობებით (უწყვეტად მოქმედი საწარმო, დაწესებულება, ორგანიზაცია), სამუშაოები, რომლებიც გამოწვეულია მოსახლეობის მომსახურების აუცილებლობით, აგრეთვე, გადაუდებელი საავარიო - სარემონტო და დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოები (საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი, 64-ე მუხლი).

უღირსი მემკვიდრე (worthless legatee) - პირი, რომელიც განზრახ ხელს უშლიდა მამკვიდრებელს მისი უკანასკნელი ნების განხორციელებაში და ამით ხელს უწყობდა თავისი ან მისი ახლობელი პირების მოწვევას მემკვიდრეებად ან სამკვიდროში მათი წილის გაზრდას, ანდა ჩაიდინა განზრახი დანაშაული ან სხვა ამორალური საქციელი მოანდერძის მიერ ანდერძში გამოთქმული უკანასკნელი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ, თუ ეს გარემოებები დადასტურებული იქნება სასამართლოს მიერ. ასეთი პირი არ შეიძლება იყოს არც კანონით, არც ანდერძით მემკვიდრე (საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1310).

უცხოელები (foreigner) - საქართველოს კანონმდებლობით, უცხოელებად ითვლებიან: ა) პირები, რომლებიც არ არიან საქართველოს მოქალაქეები და აქვს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთი (უცხო სახელმწიფოს მოქალაქე); ბ) მოქალაქეობის არმქონე პირები, რომელთაც აქვთ უცხო სახელმწიფოში მუდმივად ცხოვრების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი, აგრეთვე, უცხო სახელმწიფოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი (საქართველოს 1993 წლის 3 ივნისის კანონი უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, მუხლი 1). საქართველოში მცხოვრებ უცხოელებს საქართველოს მოქალაქის თანაბარი უფლებები და მოვალეობები აქვთ, გარდა კანონით გათვალისწინებული ზოგიერთი გამონაკლისისა. უცხოელს უფლება არა აქვს, მაგალითად, მონაწილეობა მიიღოს არჩევით ორგანოში, რეფერენდუმში, შექმნას პოლიტიკური პარტია და ა.შ. უძრავი ქონების გადაცემისთვის გადასახადი (tax on transfer of real estate) - საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადი, რომელსაც იხდის უძრავი ქონების მიმღები (საქართველოს “საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 164).

უძრავი ქონების გადაცემისთვის გადასახადის განაკვეთი (tax rate on transfer of real estate) - განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი თანხის 2 პროცენტის ოდენობით. დასაბეგრ თანხად ითვლება პირდაპირ ან არაპირდაპირ გადაცემული საკომპენსაციო თანხა (მაგრამ არანაკლებ საბაზრო ფასისა), მიღებული დავალიანებების ჩათვლით. იჯარის ან ქირავნობის შემთხვევაში დასაბეგრი თანხა გამოიანგარიშება იჯარის ან ქირავნობის ხელშეკრულების გადასახდელი თანხის დისკონტირების გზით (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 167, 168).

უძრავი ქონების გადაცემისთვის გადასახადის დაბეგვრის ობიექტი (taxable on transfer of real estate) - საქართველოში არსებული უძრავი ქონება, რომელზედაც ხდება საკუთრების უფლების გადაცემა ან რომელიც გადაიცემა იჯარის ან ქირავნობის ხელშეკრულებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად აქტი, იჯარის ხელშეკრულება, მოიჯარისათვის ნივთის ფლობის უფლების გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტი (საქართველოს “საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 165).

უძრავი ქონების გადაცემისთვის საგადასახადო შეღავათი (exemption from tax on transfer of real estate) - დაბეგვრისაგან თავისუფლდება უძრავი ქონება, რომელიც გადაიცემა: ა) იჯარის ან ქირავნობის ხელშეკრულება 1 წელზე ნაკლები ვადით; ბ) მეუღლისთვის, მშობლებისა ან შვილისთვის; გ) განქორწინების საფუძველზე; დ) უსასყიდლოდ სახელმწიფოსთვის, საბიუჯეტო, საქველმოქმედო ან რელიგიური ორგანიზაციისთვის; ე) რეორგანიზაციის შემთხვევაში; ვ) “ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების მიხედვით ნავთობისა და გაზის ოპერაციების განსახორციელებლად (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 166).

უხეში დარღვევა (outrage) - დარღვევა, რომელიც არ არის ტექნიკური ხასიათისა და წარმოადგენს ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული კანონების ან თვითრეგულირებადი ორგანიზაციის წესების მოთხოვნათა განზრახ უგულებელყოფას („ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 2).

22

▲ზევით დაბრუნება


ფაბრიკაცია (fabrication) [<ლათ. Fabricatio დამზადება] - რისამე (როგორც წესი, ცუდი ხარისხის, კანონსაწინააღმდეგოს) დიდი რაოდენობით დამზადება, ან რაიმე საძრახისის შექმნა.

ფაბულა (plot, story) [ლათ. fabula არაკი, ზღაპარი] - მხატვრულ ნაწარმოებში განვითარებული მოქმედების, ამბების თანმიმდევრული გამოხატვა.

ფავორიტი (favourite, favorite, minion) [ფრანგ. favorite <ლათ.favor კეთილგანწყობა] - 1. მაღალი თანამდებობის პირის რჩეული პირი, რომელიც ასეთი სახის მფარველობისგან იღებს გარკვეულ სარგებელსა და უპირატესობას; 2. რაიმე შეჯიბრებაში გამარჯვების ყველაზე რეალური კანდიდატი; 3. ვინმეს რჩეული.

ფავორიტიზმი (favouritism) [ფრანგ. favoritisme <ფრანგ. favorite <ლათ. favor კეთილგანწყობა) - განუვითარებელ სამოქალაქო საზოგადოებაში ორგანიზაციის თვითნებური მართვის სტილი, როცა ხელმძღვანელი მმართველობით გადაწყვეტილებებს იღებს მისი რჩეულის უშუალო ზეგავლენით. გადაწყვეტილების მიღების პასუხისმგებლობა ფაქტობრივად ეკისრება რჩეულ პირს, შესაბამისად, ხელმძღვანელს ყოველთვის რჩება გადაწყვეტილებით გამოწვეული სერიოზული უკმაყოფილების განეიტრალების საშუალება (რაც, როგორც წესი, ხორციელდება რჩეულის (ფავორიტის) შეცვლით).

ფაზა (phase, stage) [ფრანგ. Phase <ბერძ.] - 1. ცალკეული სტადია, მომენტი რაიმე მოვლენის, პროცესის და მისთ. განვითარებაში, კერძოდ, გარკვეული პერიოდი ისტორიული პროცესის განვითარებაში; 2. ტექ. გენერატორის გრაგნილების ცალკეული ჯგუფი, აგრეთვე, მასთან შეერთებული სადენი, რომლითაც ელექტრული დენი მიეწოდება.

ფაზენდა [პორტუგ. fazenda] - ზოგიერთ ქვეყანაში მსხვილი მამულის აღმნიშვნელი ტერმინი.

ფაილი [<ინგლ. file რიგი, კარტოთეკა, საქაღალდე, სწრაფჩამკერი] - კომპიუტერში ერთი დასახელებით შენახული ჩანაწერების მოწესრიგებული ან სხვა მონაცემთა ერთობლიობა. დასახელება, როგორც წესი, შეიცავს, ერთმანეთისგან წერტილით გამოყოფილ ფაილის სახელწოდებასა და გაფართოებას.

ფაკულტატიური (facultative, optional) [ფრანგ. facultatif <ლათ. Facultas (facultatis) უნარი, შესაძლებლობა] - 1. არასავალდებულო, შესაძლებელი; 2. არჩევანზე დამოკიდებული.

ფაკულტატიური გადაზღვევა (facultative reinsurance) - გადაზღვევის ისეთი ფორმა, როდესაც ხდება რისკის ერთჯერადი 100%-იანი გადაზღვევა დამზღვევის ან მისი უცხოელი პარტნიორის მოთხოვნის საფუძველზე, დამზღვევის უცხოელი პარტნიორის მოთხოვნის საფუძველზე, დამზღვევის უცხოელი პარტნიორის მიერ არჩეულ, საერთაშორისო სტანდარტებით განსაზღვრული რეიტინგის მქონე უცხოელ პარტნიორთან (“დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 2).

ფალსიფიკაცია (falsification) [ლათ. falsificio ვაყალბებ] - 1. რაიმე ნამდვილის, ჭეშმარიტის შეცვლა მცდარით, ყალბით; რისამე გაყალბება; რისამე ხარისხის გაუარესება (ამ მნიშვნელობით იხმარება, აგრეთვე, ფალსიფიცირება); 2. გაყალბებული, ყალბი.

ფამილარული (unceremonious, excessively familiar) [ფრანგ. familier, გერმ. Familiar <ლათ. familiaris რწმუნებული] - უადგილოდ თამამი, ზღვარგადასულად თავისუფალი.

ფანატიზმი (fanaticism) - ფანატიკოსის აზრები და მოქმედება; რაიმე რწმენით (რელიგიით და სხვ.) უკიდურესი გატაცება; ბრმადმორწმუნეობა.

ფანატიკოსი (fanatic) [პოლ. fanatyk, გერმ. fanatiker <ლათ. fanaticus სიშმაგე, გახელებულობა <fanum ტაძარი] - საკუთარი რელიგიის მრწამსის, რაიმე იდეის შმაგი, გააფთრებული მიმდევარი, მომხრე.

ფანტაზია (fantasy) [ბერძ. phantasia წარმოსახვა] - 1. შემოქმედებითი წარმოსახვა; წარმოსახვის, წარმოდგენის უნარი; 2. წარმოსახვის პროდუქტი; ოცნება; 3. მოგონილი, შეთხზული დაუჯერებელი რამ; სიცრუე; 4. თავისუფალი ფორმის მუსიკალური პიესა იმპროვიზაციული ხასიათისა.

ფარენჰაიტ-ის თერმომეტრი (Fahrenheit) - თერმომეტრი, რომლის სკალაზედაც ყინულის დნობის წერტილი აღნიშნულია +320-ით, ხოლო წყლის დუღილის წერტილი +2120-ით; იყენებენ ინგლისსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში [გერმანელი ფიზიკოსის Fahrenheit-ის (1686- 1736წწ.) სახელის მიხედვით].

ფარსი (farce) [ფრანგ. farce] - გადატ. რაიმე ცინიკური, ცრუ და პირფერული.

ფარული კენჭისყრა (ხმის მიცემა) - იხ. კენჭისყრა.

ფასდათმობა სავაჭრო (trade discount) - საქონლის უშუალოდ საბოლოო მომხმარებლისათვის მისაყიდი ფასის ნაწილი, რომლითაც იფარება სავაჭრო ორგანიზაციის ხარჯები და წარმოიქმნება მისი შემოსავალი (“ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 1).

ფასდანამატი (markup) - საცალო ფასებზე დანამატის ოდენობა პროცენტებში, რომელიც წესდება საზოგადოებრივი კვების ობიექტებში საკუთარი წარმოების პროდუქტებზე მათი დამზადების და რეალიზაციის ხარჯების ანაზღაურებისა და ასევე დანაზოგის შექმნის მიზნით.

ფასების ინდექსი (price index, price index number) - მაჩვენებელი, რომელიც გამოხატავს საქონელსა და მომსახურებაზე ფასების თანაფარდობას ორ სხვადასხვა პერიოდში.

ფასების სახელმწიფო რეგულირება (state regulation of prices) - აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ ფასების დონესა და ფასწარმოქმნის ფაქტორებზე კანონმდებლობით გათვალისწინებული მეთოდებით ზემოქმედება („ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 1).

ფასთა კოტირება (price quotation) - გამარტივებული მეთოდი საქონლის, მომსახურების და მცირე სახის სამუშაოების შესყიდვისათვის, რომელთა სავარაუდო ღირებულება აღემატება 10000 ლარს და ნაკლებია 25000 ლარზე, ხოლო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვისას აღემატება 50000 ლარს და ნაკლებია 120000 ლარზე („სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 3).

ფასი (price) - ერთეული საქონლისა და მომსახურების შესაძენად გადახდილი ფულის ოდენობა.

ფასი თავისუფალი (საბაზრო) (free (market) price) - 1. ფასი, რომელიც ყალიბდება მოთხოვნა-მიწოდების გავლენით თავისუფალი კონკურენციის, მოქმედი საგადასახადო სისტემისა და ყიდვა-გაყიდვის აქტის მონაწილე მხარეთა ინტერესების თავისუფალი შეხების საფუძველზე. თავისუფალი (საბაზრო) ფასი შეიძლება იყოს: საბითუმო (გასაცემი) და საცალო (საქართველოს კანონი „ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ”, მუხლი 1); 2. ფასი, რომელიც ყალიბდება შესაბამის ბაზარზე (სამუშაოს, მომსახურების) იდენტური (ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში - მსგავსი) საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთქმედებისას იმ პირებს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, რომლებიც არ წარმოადგენენ ურთიერთდამოკიდებულ პირებს (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 27.1).

ფასი დემპინგური (dumping price) - ფასი, რომელიც შიდა ბაზრის ფასებთან (მათ შორის, წარმოებისა და რეალიზაციის ხარჯებთან) შედარებით განზრახ შემცირებულია, მას გამყიდველი აწესებს ბაზარზე არაკეთილსინდისიერი კონკურენციის მიზნით („ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 1).

ფასი ზღვრული (marginal price) - სახელმწიფო რეგულირებადი ფასის ნაირსახეობა, რომელიც გულისხმობს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ ფასის ზედა (მაქსიმუმი), ქვედა (მინიმუმი) ზღვარის ან ორივეს ერთად დაწესებას („ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 1).

ფასი მიწოდების (supply price) - საქონლის ფასის მინიმალური ზღვარი, რომელიც საკმარისია, გამყიდველის მიერ საქონლის (მომსახურება, სამუშაო) ბაზარზე გასაყიდად გატანისთვის. ამ ფასს ქვემოთ საქონლის საბაზრო ფასი შეუძლებელია დაეცეს.

ფასი მოთხოვნის (demand price) - საქონლის ფასის მაქსიმალური ზღვარი, რომელიც შესაძლებელია, გადახდილ იქნეს მყიდველის მიერ ბაზარზე გასაყიდად გატანილი საქონლის (მომსახურება, სამუშაო) შესაძენად. ამ ფასს ზემოთ საქონლის საბაზრო ფასი შეუძლებელია აიწიოს.

ფასი მონოპოლიურად მაღალი (დაბალი) ფასი (monopoly high (low) price) - ფასი, რომელიც ნორმალურ საბაზრო დონესთან შედარებით მაღალია (დაბალია) და რომელიც ყალიბდება სასაქონლო ბაზარზე გამყიდველების (მყიდველების) დომინირებული მდგომარეობის პირობებში (“ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 1).

ფასი მტკიცე (firm price, fixed price, set price, administered price, prices are steady) - ფასი, რომელსაც ადგენენ ხელშეკრულების დადებისას და უცვლელია ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში.

ფასი მცოცავი (მცურავი) (floating price) - საქონლის წინასწარ დადგენილი ფასი, რომელიც ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების მიხედვით ექვემდებარება მომავალში კორექტირებას. ჩვეულებრივ, საბოლოო ფასს ადგენენ საქონლის საბაზრო ფასის საფუძველზე, რომელიმე გარკვეული თარიღისთვის (მაგალითად, მიწოდების დღისთვის).

ფასი მყიდველის (buyer's price) - ფინანსურ ვალდებულებათა ქვედა ფასი, რომელიც მინიმალურად დასაშვებია კონტრაქტის გამყიდველისთვის. მას ხშირად კონტრაქტის გამყიდველის ფასსაც უწოდებენ.

ფასი ნომინალური (face price, nominal price) - 1. ფასი, რომელიც გამოქვეყნებულია პრეისკურანტებსა და ცნობარებში; 2. იმ საბირჟო საქონელზე კოტირებული ფასი, რომელზეც კოტირების დღეს არ იქნა დადებული გარიგება.

ფასი საბაზრო (market price) - ა) საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) საბაზრო ფასად ითვლება თავისუფალი საბაზრო ფასი, რომელიც ყალიბდება ბაზარზე იდენტური (ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში - მსგავსი) საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთქმედებისას და საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) შესაბამის ბაზარზე იმ პირებს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, რომლებიც ამ კოდექსის 24-ე მუხლის მიხედვით არ წარმოადგენენ ურთიერთდამოკიდებულ პირებს; ბ) საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) საბაზრო ფასი განისაზღვრება ამ საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) რეალიზაციის მომენტისათვის იდენტურ (ერთგვაროვან) საქონელზე (სამუშაოზე, მომსახურებაზე) დადებულ შესაბამის გარიგებათა შესახებ ინფორმაციის საფუძველზე; გ) საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) საბაზრო ფასის განსაზღვრისას ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგებები მხედველობაში მიიღება მხოლოდ იმ პირობით, თუ მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას ვერ მოახდენს გარიგებათა შედეგებზე; დ) საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) ბაზრად ითვლება ამ საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) მიმოქცევის სფერო, რომელიც განისაზღვრება გამყიდველის (მყიდველის) შესაძლებლობის გათვალისწინებით, რეალურად და მნიშვნელოვანი დანახარჯის გარეშე გაყიდოს (შეიძინოს) საქონელი (სამუშაო, მომსახურება) მყიდველთან (გამყიდველთან) მიმართებით უახლოეს ტერიტორიაზე საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ; ე) თუ საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) შესაბამის ბაზარზე იდენტურ (ერთგვაროვან) საქონელზე (სამუშაოზე, მომსახურებაზე) დადებული გარიგება ან ამ ბაზარზე ასეთი საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) მიწოდება არ არსებობს, საბაზრო ფასი განისაზღვრება იმ ფასებით, რომლებიც ჩამოყალიბებულია იდენტურ საქონელზე (სამუშაოზე, მომსახურებაზე) შესაბამისი გარიგებით საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) რეალიზაციის მომენტისათვის უახლოეს დღეს, რომელიც უშუალოდ წინ უსწრებს ან მოჰყვება ასეთი საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) რეალიზაციის მომენტს არა უმეტეს 30 დღით. ამასთან, ფასიანი ქაღალდის საბაზრო ფასი განისაზღვრება ამავე ემიტენტის ასეთივე ფასიანი ქაღალდის საბირჟო კოტირებებით აღნიშნული ფასიანი ქაღალდის რეალიზაციის მომენტისათვის უახლოეს დღეს, რომელიც წინ უსწრებს ამ ფასიანი ქაღალდის რეალიზაციის მომენტს და რომელზედაც გამოცხადდა აღნიშნული კოტირებები; ვ) თუ ამ მუხლის ა) - ე) ნაწილების დებულებათა გამოყენება შეუძლებელია, მაშინ საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) საბაზრო ფასი განისაზღვრება ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს მიერ ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით დადგენილი წესით. ამასთან, მხედველობაში მიიღება მსგავს შემთხვევებში ჩვეულებრივი ხარჯები საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) წარმოებასა ან/და რეალიზაციაზე (შეძენის ფასი და ნარჩენი ღირებულება), მსგავს შემთხვევებში ტრანსპორტირების, შენახვის, დაზღვევის ჩვეულებრივი და სხვა მსგავსი ხარჯები, აგრეთვე არაურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგებისას ჩვეულებრივი წანამატები ფასზე ან ფასდათმობები, რომლებიც ითვალისწინებს მოთხოვნისა და მიწოდების ფაქტორებს საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) ბაზარზე. აღნიშნული ფასდათმობები მხედველობაში მიიღება, კერძოდ, საქონლის ხარისხის ან სხვა სამომხმარებლო თვისებების დაკარგვისას, საქონლის ვარგისიანობის ან რეალიზაციის ვადის გასვლისას (გასვლის თარიღის მოახლოებისას); ზ) საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) გაცვლის ოპერაციები (ბარტერული ოპერაციები) განიხილება როგორც გარიგებები, რომელთა მიხედვითაც გამცვლელ მხარეთაგან თითოეული ახდენს თავისი საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) რეალიზაციას და იძენს სხვა საქონელს (სამუშაოს, მომსახურებას). ამასთან, ასეთი ოპერაციის დროს რეალიზებული (შეძენილი) საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) საბაზრო ფასი განისაზღვრება ამ მუხლის მიხედვით; თ) გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს წარუდგინოს საგადასახადო ორგანოს მტკიცებები, ხოლო საგადასახადო ორგანო საკმარისი საფუძვლის არსებობისას ეთანხმება წარმოდგენილ მტკიცებებს, რომ სათანადო გარიგების მიმართ საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) ფასის განსაზღვრისას და აღიარებისას გამოყენებულ იქნეს ამ მუხლში მითითებული წესისაგან განსხვავებული წესი; ი) საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) საბაზრო ფასის განსაზღვრისას და აღიარებისას გამოიყენება ინფორმაციის ოფიციალური წყაროები საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) საბაზრო ფასებისა და საბირჟო კოტირებების შესახებ, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების საინფორმაციო ბაზა, საგადასახადო ორგანოებისათვის გადასახადის გადამხდელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია, აგრეთვე, სხვა სარწმუნო ინფორმაცია; კ) ბუნებრივ რესურსებზე გადასახადის გაანგარიშების მიზნით ფასს საგადასახადო კოდექსის მე-10 კარში მოყვანილი ბუნებრივი რესურსების სახეობებისა და ჯგუფების მიხედვით (გარდა 194-ე მუხლის მე- 2 და მე-3 ნაწილებში მითითებული ბუნებრივი რესურსებისა) ადგენს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო შესაბამისი რესურსებით სარგებლობის საუწყებათაშორისო სალიცენზიო საექსპერტო საბჭოს რეკომენდაციით, ხოლო 194-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებში მითითებულ ბუნებრივ რესურსებზე - საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის რეკომენდაციით. საბაზრო ფასი შეიძლება იყოს საბითუმო და საცალო (საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 27).

ფასი საბითუმო (გასაცემი) საქონლის (მომსახურების) (trade/wholesale price of goods(service)) - საწარმოს (საბითუმო ქსელის) ფასი, რომლის საქონელი (მომსახურების) არასაბოლოო მოხმარებისთვისაა განკუთვნილი და მოიცავს საწარმოს დანახარჯებს, მოგებასა და კანონმდებლობით დაწესებულ საგადასახადო განაკვეთებს (“ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 1).

ფასი საცალო საქონლის (მომსახურების) (retail price of goods (service)) - სავაჭრო ქსელში სარეალიზაციოდ, ანუ საბოლოო მოხმარებისთვის გამიზნული ფასი, რომელიც მოიცავს საწარმოს საბითუმო (გასაცემ) ფასსა და სავაჭრო (საშუამავლო) ფასნამატს (“ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 1).

ფასი სახელმწიფო რეგულირებადი (ტარიფი) (state regulated price (tariff)) - ფასი, რომელიც განსაზღვრულია აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მიერ შეზღუდული კონკურენციის პირობებში („ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 1).

ფასი სახელმწიფო ფიქსირებული (state fixed price) - მყარად დაწესებული სიდიდის სახელმწიფო რეგულირებადი ფასი („ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 1).

ფასი შეთანხმების (contract price (when option transactions exist)) - ფასი, რომლის საშუალებითაც ოფციონის არსებობის შემთხვევაში მის მფლობელს ენიჭება მომავალში განსაზღვრულ დროს აქციის (ან რაიმე სხვა აქტივის) ყიდვის ან გაყიდვის უფლება წინასწარ შეთანხმებულ ფასად.

ფასი წონასწორული (equilibrium price) - ფასი, რომელიც ყალიბდება ბაზარზე მოთხოვნისა და მიწოდების გათანაბრების დროს.

ფასიანი ქაღალდების ბაზარი (securities market) - ბაზარი, სადაც ხდება ფასიანი ქაღალდების მიმოქცევა. მისი საშუალებით საწარმოთა დროებით თავისუფალი ფულადი სახსრებისა და მოსახლეობის დანაზოგების მობილიზაციით შესაძლებელია განხორციელდეს ინვესტირება. განასხვავებენ ფასიანი ქაღალდების პირველად და მეორად ბაზრებს.

ფასიანი ქაღალდების ბაზარი მეორადი (secondary market of securities) - ბაზარი, სადაც ინვესტორები, საფინანსოსაკრედიტო ინსტიტუტები და შუამავლები იმ ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობენ, რომლებიც ემიტენტის მიერ უკვე გაყიდულია პირველად ბაზარზე. ინვესტორებს წარმოადგენენ: ფიზიკური, იურიდიული პირები და სახელმწიფო, ხოლო შუამავლებს ბროკერები, დილერები, საკრედიტო ინსტიტუტები.

ფასიანი ქაღალდების ბაზარი პირველადი (primary market of securities) - ბაზარი, სადაც ემიტირებული ფასიანი ქაღალდები იყიდება. როგორც წესი, ემიტენტი მის მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებს ავრცელებს ბანკებისა და სხვა საფინანსო ინსტიტუტების შუამავლობით ხელმოწერის საფუძველზე (ღია ტიპის აქციონერთა საზოგადოება), ან აქციონერ-დამფუძნებელთა შეზღუდულ რაოდენობას შორის (დახურული ტიპის საზოგადოება).

ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილე (participant of securities market) - ინვესტორი, ემიტენტი, აუდიტორი, ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილე (საფონდო ბირჟა, ცენტრალური დეპოზიტარი, სხვა თვითრეგულირებადი ორგანიზაცია, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი, საბროკერო კომპანია, ბროკერი, ან სხვა შუამავალი) („ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 2).

ფასიანი ქაღალდების ყიდვა გადაცემის გარეშე (buy up securities without without transfer deed) - ფასიანი ქაღალდების ყიდვა, მათი იმავდროული გადაცემის გარეშე, ფასიანი ქაღალდების გადაცემა ხორციელდება გარკვეული პერიოდის შემდეგ.

ფასიანი ქაღალდების დეპოზიტარიუმი (securities depositary) [<ფრანგ. depositaire დეპოზიტარი, შემნახველი] - ორგანიზაცია, რომელიც კლიენტების დავალებით ინახავს ფასიან ქაღალდებს და ახდენს კლიენტის უფლების რეალიზაციას ამ ქაღალდებზე. ემიტენტთან შეთანხმებით შესაძლებელია დეპოზიტარიუმის მიერ რეგისტრაციაში გატარდეს ის ფასიანი ქაღალდებიც (არამატერიალიზებული), რომლებიც გამოშვების პირობების მიხედვით სერტიფიკატად არ ფორმდება (საკუთრების უფლება დადასტურებულია სპეციალურ რეესტრში ჩანაწერის სახით); დეპოზიტარიუმი, აგრეთვე, ახორციელებს საინკასო ოპერაციებს ემიტენტებთან - ფასიანი ქაღალდების მფლობელებს შორის ანაწილებს პროცენტებს, დივიდენდებს, გასანაღდებელ ობლიგაციებს და ა.შ.; ახდენს ერთი კლიენტისგან მეორესთვის ფასიანი ქაღალდების გადაცემის ფაქტის რეგისტრაციას, დეპოზიტარიუმი ნომინალური მფლობელის დავალებით ასევე ეწევა კლირინგს.

ფასიანი ქაღალდების კლასი (class of securities) - ემიტენტის ყველა ის ფასიანი ქაღალდი, რომლებიც საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის წესების შესაბამისად ადასტურებს იდენტურ უფლება-მოვალეობებს („ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 2).

ფასიანი ქაღალდების რეესტრი (register of securities) [ლათ. regictrin] - რეესტრი, რომელსაც აწარმოებს ემიტენტი ან ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი და რომელშიც აღნიშნულია რეგისტრირებული მფლობელებისა და მათ მფლობელობაში არსებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობა, კლასი და მათთან დაკავშირებული, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ინფორმაცია („ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 2).

ფასიანი ქაღალდი (capital, capital issues, equity, issues, securities) - 1. ნიმუშის ფორმით დადგენილი საფინანსო დოკუმენტი, რომელშიც აისახება მისი მფლობელის გარკვეული ქონებრივი უფლებები და რომლის რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ ამ დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში; 2. მიმოქცევადი ფინანსური ინსტრუმენტები და უფლებები, რომელთა საჯარო შეთავაზებაც შესაძლებელია წილობრივი თუ სასესხო ფასიანი ქაღალდების სახით, ან რომლებიც შეიძლება გარდაიქმნას ასეთებად, ან რომლებიც არიან ასეთებზე ხელმოწერისა თუ შეძენის უფლების მატარებლები, საინვესტიციო ხელშეკრულებები და ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული სხვა ინსტრუმენტები და უფლებები. ამ კანონით შემდეგი ინსტრუმენტები არ განიხილება და არ რეგულირდება როგორც ფასიანი ქაღალდები: ა) ბანკების ვალდებულებები, დაკავშირებული დეპოზიტებთან ან სხვა ფიქსირებულ ვადიან ფინანსირებასთან, რომლებსაც წარმოქმნის კლიენტთა პირდაპირი, შუამავლების გარეშე მომსახურება და რომლებისთვისაც არ არის დამახასიათებელი საჯარო მიმოქცევა; ბ) ნებისმიერი სადაზღვევო პოლისი ან ენუიტური კონტრაქტი, გამოშვებული დაზღვევის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედი იურიდიული პირის მიერ; გ) ჩეკები (რეგულირდება საქართველოს კანონით ”ჩეკების შესახებ“); დ) კომისიის წესებით განსაზღვრული გამონაკლისი ხელშეკრულებები ან ფინანსური ინსტრუმენტები, რომელთა რეგულირებაც შესაბამისად ხორციელდება ამ ან სხვა კანონებით („ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 2).

ფასიანი ქაღალდი არამატერიალიზებული (book entry securities, inscribed/registered stock) - ფასიანი ქაღალდი, რომელიც არ არსებობს ქაღალდის ფორმით, მაგრამ არსებობს ჩანაწერის სახით ფასიანი ქაღალდების რეესტრში ან ცენტრალურ დეპოზიტარში ბენეფიციარი მესაკუთრის ან ნომინალური მფლობელის სახელზე (საქართველოს კანონი „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ”, მუხლი 2).

ფასიანი ქაღალდი მატერიალიზებული (certificate, share certificate) - ფასიანი ქაღალდი, რომელიც გამოშვებულია დოკუმენტური ფორმით.

ფასიანი ქაღალდი პირადი (personal securities) - განსაზღვრული პირის სახელზე შედგენილი დოკუმენტი, რომელიც გაიცემა იმ პირობით, რომ მოვალეს გადახდა დაეკისრება მხოლოდ ამ პირის დოკუმენტის ჩაბარების სანაცვლოდ (საქართველოს „სამოქალაქო კოდექსი”, მუხლი 928).

ფასიანი ქაღალდი სასესხო (debt security) - ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს უფლებას განსაზღვრული ძირითადი თანხის პროცენტით ან უპროცენტოდ მიღებაზე.

ფასიანი ქაღალდი სახელმწიფო (governments, government securities) - სახელმწიფო ვალის ფორმა, მოკლევადიანი, საშუალოვადიანი ან გრძელვადიანი პროცენტიანი, უპროცენტო, მიზნობრივი ვალის შესახებ სასესხო ვალდებულება (ხელშეკრულება) გამოსახული ეროვნული ან სხვა კონვერტირებადი ვალუტით, ერთი მხრივ, საქართველოს სახელით სასაქართველოს ფინანსთა სამინისტროს, როგორც ვალის ამღებსა, და, მეორე მხრივ, რეზიდენტ და/ან არარეზიდენტ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, როგორც კრედიტორებს, შორის („სახელმწიფო ვალის შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 1).

ფასიანი ქაღალდი საჯარო (public securities, registered securities) - იმ კლასის ფასიანი ქაღალდები, რომელიც დაშვებულია სავაჭროდ საფონდო ბირჟაზე ან/და რომელსაც ჩანაწერით ფლობს ფასიანი ქაღალდების 50-ზე მეტი მფლობელი („ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 2). ფასიანი ქაღალდი, რომელიც დაშვებულია სავაჭროდ საფონდო ბირჟაზე ან/და რომელსაც „ჩანაწერით ფლობს” (ეს ტერმინი განისაზღვრება ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის მიერ) ფასიანი ქაღალდის ასზე მეტი მფლობელი. იგი ექვემდებარება დემატერიალიზაციასაც.

ფასიანი ქაღალდის სახეები (forms of securities) - განასხვავებენ ფასიანი ქაღალდების შემდეგ სახეებს: საგადასახადო დოკუმენტები (ჩეკი, თამასუქი, აკრედიტივი და სხვ.), საფონდო ფასეულობები (აქცია, ობლიგაცია და სხვ.), ქონებრივი უფლებების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტები (კონოსამენტი, ლომბარდის საგირავნო ბილეთები, შემნახველი ბანკის წიგნაკები, ფულად-ნივთობრივი ლატარიის ბილეთები (რომელთაც მოგება ხვდათ და სხვ.). ფასიანი ქაღალდი შეიძლება იყოს სახელობითი და წარმომდგენზე. პირველ შემთხვევაში ქონებრივი უფლება მხოლოდ იმ პირს აქვს, რომელზეც რეგისტრირებულია ფასიანი ქაღალდი, ხოლო მეორე შემთხვევაში იმ პირს, რომელიც ფლობს ფასიან ქაღალდებს (ასეთ შემთხვევაში ივარაუდება, რომ ფასიანი ქაღალდის მესაკუთრეა, ის პირი, რომელსაც ხელთ აქვს ფასიანი ქაღალდის სერტიფიკატი).

ფასის (გარიგების) ვალუტა (currency of price (contract, deal) - ვალუტა, რომელშიც ფიქსირდება გარიგების ღირებულება.

ფასნამატი სავაჭრო (სავაჭრო საშუამავლო) (trade (trade-broker) markup/ extra) - სავაჭრო (სავაჭრო-საშუამავლო) ორგანიზაციის მიერ საქონლის გასაყიდ და შესასყიდ ფასებს შორის სხვაობის თანხა (საქართველოს კანონი „ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ”, მუხლი 1).

ფატალიზმი (fatalism) [<ლათ. Fatalis საბედისწერო] - წიგნ. ბედისწერის (ფატუმის) არსებობის, წინასწარ განსაზღვრული ბედის გარდაუვალობის რწმენა.

ფაქსიმილე (facsimile) [<ლათ. Fac simile გააკეთე მსგავსი] - ფოტოგრაფირების, გრავირების და სხვა ტექნიკური საშუალებებით შექმნილი ხელნაწერის, დოკუმენტის, ხელმოწერის ზუსტი დუბლიკატი, ასლი.

ფაქტი (fact, case) [ლათ. factum გაკეთებული] - 1. ნამდვილი, ჭეშმარიტი, არა გამოგონილი ამბავი, შემთხვევა, მოვლენა; 2. სინამდვილე, რეალობა; 3. მონაცემი, მასალა, რაიმე მოსაზრების დასადასტურებლად, დასკვნის გასაკეთებლად.

ფაქტორინგი (factoring) [<ინგლ. Factor - აგენტი, შუამავალი] - 1. სავაჭრო-საკომისიო ოპერაცია, რომლის დროსაც სპეციალიზებული კომპანია (ფაქტორინგკომპანია) იძენს კლიენტის დებიტორულ დავალიანებას (ანგარიშფაქტურას), რათა შემდგომში გადაახდევინოს იგი მოვალეს; 2. სავაჭრო-საკომისიო ოპერაციის სახეობა, რომელიც შეხამებულია კლიენტის საბრუნავი კაპიტალის დაკრედიტებასთან, მოიცავს კლიენტის დებიტორული დავალიანების ინკასირებას, დაკრედიტებას, საკრედიტო და სავალუტო რისკის გარანტიებს (საქართველოს კანონი „კომერციული ბანკების შესახებ”, მუხლი 1).

ფაქტურა (invoice, bill) [<ლათ. Factura დამუშავება, აგებულება] - 1. რაიმე მასალის, მოსართავის ზედაპირის შედგენილობის განსაკუთრებულობა; 2. გამყიდველის მიერ მყიდველის სახელზე გამოწერილი ანგარიში, რომელიც ადასტურებს საქონლის (მომსახურების) ფაქტობრივ მიწოდებას (მიწოდებას) და ასახავს მის ღირებულებას; 3. გასაყიდად გაგზავნილ საქონელზე დართული სია, რომელშიც აღნიშნულია: საქონლის სახელწოდება, რაოდენობა, გასაყიდი ფასი და სხვ.

ფაშიზმი (fascism) [იტალ. Fascismo <fascis კონა, ასხმულა, აკიდო] - ანტი361 ჰუმანიზმის, რასიზმისა და შოვინიზმის მებრძოლი იდეოლოგია, ან ასეთი სახის იდეოლოგიაზე დაფუძნებული პოლიტიკური მიმდევრობა, აგრეთვე, ღია პოლიტიკური დიქტატურა, რომლის მიზანია დემოკრატიის განადგურება, ტოტალიტარული რეჟიმის დამყარება და დაპყრობითი ომების წარმოება.

ფედერალიზმი (federalism) [ფრანგ. federalisme <ლათ. foedus კავშირი, ხელშეკრულება] - ფედერაციულ საწყისებზე (ფედერაციის პრინციპებზე) დამყარებული სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობის ორი ძირითადი ფორმიდან ერთერთი.

ფედერაცია (federation) [ფრანგ. Federation <ლათ. foederatio კავშირი, გაერთიანება] - სახელმწიფოს მოწყობის ფორმა, რომელიც წარმოადგენს იურიდიულად განსაზღვრული პოლიტიკური დამოუკიდებლობის მქონე სახელმწიფოებრივი წარმონაქმნებიდან შემდგარ რთულ (საკავშირო) სახელმწიფოს. ფედერაციულ სახელმწიფოში შემავალი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები (შტატები, მიწები, რესპუბლიკები, პროვინციები) წარმოადგენენ ფედერაციის სუბიექტებს და მათ აქვთ საკუთარი ტერიტორიულ-ადმინისტრაციული დაყოფა. როგორც წესი, ფედერაციაში შემავალი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები არ სარგებლობენ სახელმწიფოს სტატუსით ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, რადგან არ გააჩნიათ: სუვერენიტეტი, ფედერაციის შემადგენლობიდან ცალმხრივად გასვლის უფლება და ისინი მოკლებულნი არიან საერთაშორისო ურთიერთობებში მონაწილეობის უფლებას. საკავშირო კონსტიტუციის ან კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში ცენტრალურ ხელისუფლებას ფედერაციის სუბიექტის მიმართ აქვს იძულებითი ზომების გატარების უფლება (ფედერალური ინტერვენცია). ფედერაციის ერთ-ერთ აუცილებელ ელემენტს შეადგენს ორპალატიანი ფედერალური პარლამენტის არსებობა. ფედერაციის სტრუქტურის განსაზღვრისას ნაციონალური (ენობრივი) ფაქტორის გათვალისწინების მიხედვით განარჩევენ ტერიტორიულ საწყისებზე (აშშ, ავსტრალია, გფრ, არგენტინა, ვენესუელა, ბრაზილია, მექსიკა), ნაციონალურ საწყისებზე (ინდოეთი, ბელგია, ნიგერია, პაკისტანი) და შერეულ საწყისებზე (რფ, შვეიცარია, კანადა) შექმნილ ფედერაციას.

ფელდიეგერი (courier, special messenger) [გერმ. feldjager] - მნიშვნელოვანი, უპირატესად საიდუმლო დოკუმენტების მიწოდებისთვის სამხედრო ან სამთავრობო კურიერი.

ფემინიზმი (feminism) [ფრანგ. Feminisme <ლათ. femina ქალი] - ქალთა მოძრაობა, რომლის მიზანია ქალების უფლებრივი გათანასწორება მამაკაცებთან.

ფენომენი (phenomenon) [ბერძ. phainomenon მოვლენილი] - 1. იშვიათი, უჩვეულო, განსაკუთრებული მოვლენა (იტყვიან არაჩვეულებრივი ნიჭის ადამიანზე); 2. იდეალისტურ ფილოსოფიაში: გრძნობით აღქმული მოვლენა.

ფენომენალიზმი (phenomenalism) - სუბიექტურ-იდეალისტური ფილოსოფიური მიმართულება, რომლის მიხედვითაც შემეცნებისთვის მისაწვდომია მხოლოდ ცნობიერების მოვლენები - ფენომენები. იხ. ფენომენი.

ფეოდალიზმი (feudalism) [ფრანგ. feodalisme <ლათ.] - 1. კაპიტალიზმამდე არსებული საზოგადოებრივი წყობილება, რომლის დროსაც ფეოდალს მთლიანად ეკუთვნის წარმოების საშუალებები და ყმა გლეხები; 2. ფეოდალის უფლება - განახორციელოს სახელმწიფო მმართველობა თავის ტერიტორიაზე.

ფეტიში (fetish) [ფრანგ. fetiche, პორტუგ. feitico ამულეტი, ჯადოქრობა <ლათ. facticius ხელოვნური, ნაყალბევი] - 1. პირველყოფილ ტომებში: გაღმერთებული საგანი; 2. გადატ. უპირობო, უსიტყვო აღიარების, ბრმა თაყვანისცემის საგანი.

ფეშენებელური [ინგლ. fashionable მაღალი საზოგადოების, მოდური <fachion მანერა, ფასონი, მოდა] - საუკეთესო გემოვნების, მაღალი საზოგადოების, მოდის მოთხოვნების შესატყვისი.

ფიასკო (fiasco) [იტალ. fiasco] - 1. სრული მარცხი, კრახი; 2. იტალიაში: ღვინის ბოთლი (დაახლოებით, ორლიტრიანი).

ფიდუციარული ოპერაცია (fiduciary operation) - ნდობითი ოპერაცია, რომელსაც ბანკი ან სატრასტო კომპანია აწარმოებს თავისი სახელით, მაგრამ კლიენტის დავალებით და მის ხარჯზე (როგორც წესი, ინვესტიციების სამართავად). მთელ რისკს კლიენტი იღებს თავის თავზე, ხოლო ბანკი - საკომისიოს (საქართველოს კანონი „კომერციული ბანკების შესახებ”, მუხლი 1).

ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადი (natural person's property tax) - 1. საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადი, რომელსაც იხდიან ქონების გადასახადით დასაბეგრი ობიექტების მესაკუთრე ფიზიკური პირები (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 136).

ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის დაბეგვრის ობიექტი და განაკვეთი (natural person's property taxable and tax rate) - ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული: ა) უძრავი ქონების (შენობა-ნაგებობების ან მათი ნაწილის) საერთო ფართობი (გარდა მიწისა და ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული ქონებისა) - გადასახადის განაკვეთი შეადგენს ქონების საერთო ფართობის 1 კვადრატულ მეტრზე 0,5 ლარს წელიწადში (საბაზისო განაკვეთი); ბ) ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული ქონების ღირებულება - გადასახადის განაკვეთი შეადგენს ქონების ღირებულების 1 პროცენტს წელიწადში (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 137, 138).

ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი (the rule of calculating and paying natural person's property tax) - გადასახადის გადახდა ხდება ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით, ორ თანაბარ ნაწილად, არა უგვიანეს საანგარიშო წლის 15 ივნისისა და 15 ოქტომბრისა. 1. უძრავი ქონების მიხედვით ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადი გამოიანგარიშება საბაზისო განაკვეთის გამრავლებით ზონირების კოეფიციენტზე, უძრავი ქონების კოეფიციენტსა და უძრავი ქონების საერთო ფართობზე. ზონირების კოეფიციენტის დიფერენცირება ხდება უძრავი ქონების ადგილმდებარეობის ზონების მიხედვით. ზონების (ცენტრალური, შუალედური და პერიფერიული) საზღვრების დადგენა და ზონირების კოეფიციენტის დიფერენცირება ხდება დასახლებული პუნქტის განაშენიანების გეგმის ან სხვა ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების მონაცემთა საფუძველზე, რომელთაც ამტკიცებს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო. ამასთან, იმ ქალაქებში, რომელთა მოსახლეობა აღემატება 50 ათასს, ძირითად ზონებში შეიძლება განისაზღვროს ქვეზონები და შესაბამისი კოეფიციენტები; 2. უძრავი ქონების კოეფიციენტის დიფერენცირება ხდება უძრავი ქონების მშენებლობის დასრულების შემდეგ, მისი ჩაბარების ვადის მიხედვით (10 წლამდე, 10-დან 20 წლამდე და 20 წლის ზევით). უძრავი ქონების კოეფიციენტს ამტკიცებს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო. გადასახადის ოდენობა 1 კვადრატულ მეტრზე არ უნდა აღემატებოდეს საბაზისო განაკვეთის ორმაგ ოდენობას. გადასახადი გამოიანგარიშება საგადასახადო ორგანოების მიერ ყოველი წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ წარმოდგენილ მონაცემთა საფუძველზე. რამდენიმე პირის კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე გადასახადი გადაიხდევინება თითოეული თანამფლობელის ხვედრითი წილის შესაბამისად; 3. ეკონომიკური საქმიანობისთვის გამოყენებული ქონების ღირებულება გამოიანგარიშება აქტივების ღირებულებისა (მათი შეძენის, წარმოების, მშენებლობის, მონტაჟისა და დადგმის ხარჯები, აგრეთვე, სხვა ხარჯები, რომლებიც ზრდიან მათ ღირებულებას) და საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ამორტიზაციის ნორმების გათვალისწინებით. გამოანგარიშებული გადასახადის თანხის შესახებ საგადასახადო შეტყობინებას საგადასახადო ორგანოები გადასახადის გადამხდელებს წარუდგენენ არა უგვიანეს საანგარიშო წლის 1-ელი მარტისა (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 139).

ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის შეღავათი (exemption from natural person's property tax) - 1. გადასახადით არ იბეგრება: ა) ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული, 100 კვადრატულ მეტრამდე საერთო ფართობის უძრავი ქონება; ბ) ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ან მათი ოჯახების, I და II ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ქონება, აგრეთვე, III ჯგუფის, ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ქონება; გ) მაღალმთიან რეგიონში მუდმივად მცხოვრები ფიზიკური პირის საკუთრებაში ამ ტერიტორიაზე არსებული ქონება; დ) არაურბანულ ტერიტორიაზე მკვიდრი ფიზიკური პირის ამ ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონება. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის მკვიდრად ითვლება პირი, თუ ის ან მისი მეუღლე ან მათი მშობელი, პაპა, ბებია არანაკლებ 15 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობენ ან ცხოვრობდნენ აღნიშნულ ტერიტორიაზე; ე) საგადასახადო კოდექსის VII კარით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები; 2. „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეღავათები არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ ქონება გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის. თუ ეკონომიკური საქმიანობისათვის ქონების გამოყენება დაიწყო საგადასახადო შეტყობინების წარდგენის შემდეგ და შესაბამისად არ იყო დარიცხული კუთვნილი გადასახადი, მაშინ გადასახადი შეადგენს განაკვეთის 80 პროცენტს (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 1391).

ფიზიკური პირი (physical person) - სამოქალაქო სამართალში ცალკეული პირი, როგორც სამოქალაქო სამართლის სუბიექტი, განსხვავებით იურიდიული პირისაგან, რომელიც კოლექტიურ წარმონაქმნს წარმოადგენს.

ფილანთროპია (philanthropy) [ფრანგ. philanthropie <ბერძ. philanthropia კაცთმოყვარეობა <phileo მიყვარს+anthropos ადამიანი] - ქველმოქმედება, გაჭირვებულისთვის დახმარება.

ფილატელია და ფილატელიზმი (philately) [ბერძ. phileo მიყვარს და ateleia გადასახადისგან გათავისუფლება] - საფოსტო მარკების შეგროვება, მათი კოლექციების შედგენა.

ფილიაცია [ფრანგ. filiation <ლათ. filialis შვილობილი] - შობის ფაქტის საფუძველზე ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვება.

... ფილ [< ბერძ. philos მეგობარი, მოყვარული <phileo მიყვარს ] - რთული სიტყვის ბოლო შემადგენელი ნაწილით გამოხატულზე შეყვარებული, ან მის მიმართ კეთილგანწყობილი ადამიანის აღმნიშვნელი რთული სიტყვის შემადგენელი ბოლო ნაწილი (ბიბლიოფილი).

...ფილია [<ბერძ. philia სიყვარული, ერთგულება] - რთული სიტყვების ბოლო შემადგენელი ნაწილი, რომელიც აღნიშნავს: 1. მიდრეკილებას, შეგუებულობას, რაღაცისადმი ერთგულებას; 2. სხვადასხვა დაავადებას, ნორმიდან პათოლოგიურ გადახრებს.

ფილიალი (branch, affiliate, filiation) [ფრანგ. filial <ლათ. filialis შვილობილი] - 1. იურიდიული პირის ნაწილი, რომელსაც აქვს გარკვეული დამოუკიდებლობა. ტერიტორიულად განცალკევებულია საწარმოს ადმინისტრაციისაგან და ასრულებს იურიდიული პირის ყველა ფუნქციას ან ნაწილს. მათ შორის, წარმომადგენლობით უფლებამოსილებას; 2. „მეწარმეთა შესახებ” კანონის მიხედვით საქართველოში საწარმოს შეუძლია დააარსოს ფილიალები, რომლებიც არ წარმოადგენენ იურიდიულ პირს.

ფილიალი ბანკის (branch of bank) - ბანკის ქვედანაყოფი, სადაც უშუალოდ ხორციელდება საბანკო საქმიანობა ან მისი ნაწილი (საქართველოს კანონი „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ”, მუხლი 1).

ფილოლოგია (philology) [ბერძ. Phileo მიყვარს და logos სიტყვა] - იმ მეცნიერებათა ერთობლიობა, რომლებიც სწავლობენ რომელიმე ხალხის ენასა და ლიტერატურას.

ფილოსოფია (philosophy) [ბერძ. philosophia] - 1. მეცნიერება ბუნების, ადამიანთა საზოგადოებისა და აზროვნების განვითარების უზოგადესი კანონების შესახებ; 2. ვისიმე ფილოსოფიური მოძღვრება. მაგ., ჰეგელის ფილოსოფია; 3. თეორიული პრინციპები, რომლებიც საფუძვლად უდევს რაიმე მეცნიერებას. მაგ., მათემატიკის ფილოსოფია; 4. ირონ. იტყვიან განყენებულ საკითხებზე მაღალფარდოვანი მსჯელობის შესახებ.

ფისკალი (fiscal) [<პოლ. fiskal იურისტი, პროკურორი <ლათ. fiscalis სახაზინო] - ისტ. რუსეთის იმპერიაში (მე-18 საუკუნის დასაწყისში), უპირატესად სასამართლო და საფინანსო სფეროში მოქმედი დაწესებულების ან პირის საქმიანობის კანონიერებაზე ზედამხედველი ჩინოვნიკი.

ფისკალური (fiscal) - სახელმწიფოს შემოსავლების აკუმულირებასთან კავშირში მყოფი.

ფისკალური პოლიტიკა (fiscal policy) [<ლათ. fiscalis სახაზინო] - შემოსავლებისა და გასავლების რეგულირებისთვის სახელმწიფოს ფინანსურ ღონისძიებათა ერთობლიობა, ეკონომიკის სახელმწიფოებრივი რეგულირების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტი.

ფისკალური წელი (fiscal year) - კალენდარული წელი.

ფიუჩერსი (futures) - საქონლის ან საფონდო ბირჟაზე გარიგების სახე, რომელიც გულისხმობს საქონლის ან ფასიანი ქაღალდების წინასწარ შესყიდვას კონტრაქტში მითითებული ფასით გარიგების დადებიდან განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ.

ფიუჩერსული ოპერაცია (futures operation) - ნედლეულის, ოქროს, საფინანსო და საკრედიტო ინსტრუმენტების ყიდვა-გაყიდვის სწრაფი გარიგებები ბირჟებზე გარიგების დადების მომენტისათვის ფიქსირებული ფასით, ოპერაციის გარკვეული დროის შემდეგ შესრულებით. გარიგების შესრულებამდე გარანტიის სახით შეიტანება გარკვეული თანხა (საქართველოს კანონი „კომერციული ბანკების შესახებ”, მუხლი 1).

ფიქსაცია და ფიქსირება (fixation) [ფრანგ. fixation] - 1. აღნიშვნა, რეგისტრირება, ჩაწერა (ან ჩახატვა) რისამე; 2. საბოლოოდ განსაზღვრა, დადგენა რისამე; 3. რისამე დამაგრება გარკვეულ მდგომარეობაში; 4. ფოტოგრ. ფიქსაჟით დამუშავება.

ფიქსირებული გადასახადი (fixed tax) - საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადი, რომელსაც იხდიან ფიზიკური პირები, რომლებიც არ იყენებენ დაქირავებულ პირთა შრომას და დამოუკიდებლად ახორციელებენ „ევროპის თანამეგობრობის ეკონომიკური საქმიანობის კლასიფიკატორის“ (NACE) შესაბამისად ამ კოდექსის საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ, ცალკეული კატეგორიის ეკონომიკურ საქმიანობას. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელს არ წარმოადგენს: ა) პირი, რომელიც არის დღგ-ის ან მცირე ბიზნესის გადასახადის გადამხდელი; ბ) პირი, რომლის მიერ განხორციელებული ცალკეული კატეგორიის ეკონომიკური საქმიანობიდან ერთი მაინც არ ემთხვევა საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ ეკონომიკურ საქმიანობას; გ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული ფართობი აღემატება საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ფართობის მაქსიმალურ ოდენობას (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 2071).

ფიქსირებული გადასახადით დაბეგვრის ობიექტი და გადასახადის განაკვეთი (fixed taxable and tax rate) - დაბეგვრის ობიექტია გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობა. გადასახადის განაკვეთები დიფერენცირებულია საქმიანობის სახისა და მისი განხორციელების ადგილის მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით და განისაზღვრება ფიქსირებული ოდენობით. გადასახადის განაკვეთები სოფელ ადგილებში მცირდება 50 პროცენტით. თუ პირი ეწევა ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ რამდენიმე საქმიანობას ან/და ახორციელებს მას განსხვავებული განაკვეთების მქონე ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, იგი დაიბეგრება მათ შორის უმაღლესი განაკვეთით (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 2072, 2073)

ფიქსირებული გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი (the fixed tax calculating and paying rule) - 1. ფიქსირებული გადასახადის გადახდა ხდება ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 10 რიცხვისა; 2. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის მიერ საქმიანობის შეწყვეტის (დროებით ან მუდმივად) შემთხვევაში იგი ვალდებულია დააბრუნოს გადამხდელის მოწმობა. ამასთან, საანგარიშო თვის განმავლობაში საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში მას საგადასახადო ვალდებულება ეკისრება სრული საანგარიშო პერიოდის (თვის) მიხედვით; 3. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის დაბეგვრის რეჟიმიდან გამოსვლის შემთხვევაში ფიქსირებული გადასახადი ჩაითვლება წლის განმავლობაში დეკლარაციის მიხედვით გამოანგარიშებული საშემოსავლო გადასახადისა და სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის ანგარიშში. ამასთან, წლის განმავლობაში დარიცხული ფიქსირებული გადასახადი შემცირებას არ ექვემდებარება (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 2077).

ფიქსირებული გადასახადი თამბაქოს ნაწარმის (თამბაქოს ნედლეულის გარდა) იმპორტზე (fixed tax on tobacco (except for tobacco-plant) import) - 1. 2001 წლის 1-ელი იანვრიდან 2004 წლის 1-ელ ივლისამდე: თამბაქოს ნაწარმის (თამბაქოს ნედლეულის გარდა) იმპორტი საბაჟო გადასახადის, დამატებული ღირებულების გადასახადისა და აქციზის ნაცვლად იბეგრება ფიქსირებული გადასახადით, რომლის ოდენობა განისაზღვრება კგ-ზე, ცალზე ან კოლოფზე. თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკების შეძენისას გადაიხდევინება ფიქსირებული გადასახადი და აქციზური მარკების ნომინალური ღირებულება სრული ოდენობით; 2. 2004 წლის 1-ელი ივლისიდან 2006 წლის 1-ელ იანვრამდე: თამბაქოს ნაწარმის (თამბაქოს ნედლეულის გარდა) იმპორტი საბაჟო გადასახადისა და აქციზის ნაცვლად დაიბეგროს შემდეგი ოდენობის ფიქსირებული გადასახადით, რომლის ოდენობა განისაზღვრება კგ-ზე, ცალზე ან კოლოფზე. თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკების შეძენისას გადაიხდევინება ფიქსირებული გადასახადი და აქციზური მარკების ნომინალური ღირებულება სრული ოდენობით (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 273).

ფიქსირებული გადასახადი მსუბუქი ავტომანქანების იმპორტზე (fixed tax on car import) - მსუბუქი ავტომანქანების იმპორტი, დღგ-ისა და აქციზის ნაცვლად იბეგრება ფიქსირებული გადასახადით, ძრავის მოცულობისა და მანქანის წლოვანების მიხედვით. გადასახადი გამოიანგარიშება ძრავის მოცულობისა (სმ3) და მანქანის წლოვანების შესაბამისი ნიხრის ნამრავლით (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 273).

ფიქსირებული გადასახადი პურ-ფუნთუშეულის წარმოებისათვის (fixed tax on producing rolls and buns) - საერთოსახელმწიფოებრივი გადასახადით დაბეგვრის რეჟიმი, რომლითაც 2005 წლის 1-ელ იანვრამდე სარგებლობის უფლება აქვთ იმ პირებს, რომელთაც საკუთრებაში ან კანონიერ სარგებლობაში აქვთ პურ-ფუნთუშეულის საცხობი საწარმოო სიმძლავრეები, რომელთა საშუალებითაც ახორციელებენ პურ-ფუნთუშეულის წარმოებასა და მიწოდებას. ეს პირები მათი საქმიანობის ამ ნაწილში დამატებული ღირებულების, მოგებისა (ფიზიკური პირების შემთხვევაში - საშემოსავლო) და საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით სარგებლობისათვის გადასახადების ნაცვლად იბეგრებიან პურ-ფუნთუშეულის წარმოებისათვის ფიქსირებული გადასახადით. პურის წარმოებისათვის ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოებული პურის მიწოდება მიმოქცევის არც ერთ ეტაპზე დღგ-ით არ იბეგრება (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 273).

ფიქსირებული გადასახადის განაკვეთი პურ-ფუნთუშეულის წარმოებისათვის (fixed tax rate on producing rolls and buns) - გადასახადის განაკვეთი თვეში: 1. საცხობებისათვის მათი მოქმედი ღუმელების საცხობი ფართობის ყოველ კვადრატულ მეტრზე შეადგენს: 270 ლარს იმ საცხობებისათვის, რომელთა მოქმედი ღუმელების საცხობი ჯამური ფართობი აღემატება 20 კვ.მ-ს; 200 ლარს იმ საცხობებისათვის, რომელთა მოქმედი ღუმელების საცხობი ჯამური ფართობი არ აღემატება 20 კვ.მ-ს; 2. იმ საცხობებისათვის, რომელთა მოქმედი ღუმელების საცხობი ჯამური ფართობი არ აღემატება 3 კვ.მ-ს, თითოეული თონისათვის ფიქსირებული გადასახადი განისაზღვრება მათი განთავსების ტერიტორიაზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით და შეადგენს: 50 000 მოსახლემდე - 20 ლარს; 50 000-დან 200 000 მოსახლემდე - 35 ლარს; 200 000 მოსახლის ზევით - 50 ლარს (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 273).

ფიქსირებული გადასახადის გადახდის წესი პურ-ფუნთუშეულის წარმოებისათვის (the paying rule of fixed tax on producing rolls and buns) - პურის წარმოებისათვის ფიქსირებულ გადასახადს გადამხდელი იხდის ყოველთვიურად, საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე, რისთვისაც შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგენს დეკლარაციას იმავე ვადაში (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 273).

ფიქცია (fiction) [გერმ. fiktion, ფრანგ. fiction <ლათ. fictio გამონაგონი] - სინამდვილეს შეუფერებელი, რაიმე განსაზღვრული მიზნით შექმნილი, გამონაგონი მდგომარეობა, წყობა, მსჯელობა.

ფლაგმანი (flagman) [ნიდ. Vlagman <vlag დროშა + man ადამიანი] - 1. ესკადრის, სამხედრო ხომალდების მსხვილი შენაერთის სარდალი ან დიდი მასშტაბის სამხედრო ხომალდი (საზღვაო ან საჰაერო), სადაც იმყოფება ესკადრის სარდალი.

ფლეგმატიკოსი, ფლეგმატური (phlegmatic person) [ბერძ. phlegma ლორწო] - ადამიანის ტემპერამენტის ოთხი სახიდან (ტიპიდან) ერთ-ერთი, რომელიც ხასიათდება სიდინჯით, სიმშვიდით და გრძნობების სუსტი გამოვლენით.

ფლიბუსტიერი (filibuster) [ფრანგ. flibustier <ინგლ. freebooter <free თავისუფალი, ლაღი + booty ნაძარცვი, ნადავლი] - შეერთებულ შტატებში - ობსტრუქციის მომწყობი საკანონმდებლო ორგანოს წევრი.

...ფობია [<ბერძ. phobos შიში] - რთული სიტყვების ბოლო შემადგენელი ნაწილი, რომელიც აღნიშნავს რაღაცის შიშს, რაღაცის შეუგუებლობას.

ფოლიანტი (folio) [გერმ. foliant <ლათ. folium ფურცელი] - დიდი ფორმატის სქელი წიგნი.

ფოლიო (folio) [<ლათ. in folio ფურცელში] - საანგარიშგებო წიგნის ორი (მარჯვენა, მარცხენა) ფურცელი, რომელთაც აქვთ ერთი და იგივე რიგითი ნომერი.

ფონდი (fund) [ფრანგ. funds] - იურიდიული პირი, როცა ერთი ან რამდენიმე დამფუძნებელი სპეციალურ ქონებას საერთო- საზოგადო სასარგებლო მიზნის მისაღწევად საკუთრებად გადასცემს დამოუკიდებელ სუბიექტს, რომელსაც არა ჰყავს წევრები. რეგისტრაციას ახორციელებს იუსტიციის სამინისტრო. რეგისტრაციისათვის აუცილებელია ყველა დამფუძნებლისა და გამგეობის ყველა წევრის მიერ ხელმოწერილი განცხადება და წესდება. სარეგისტრაციო მოსაკრებელი შეადგენს 60 ლარს, ხოლო ფილიალის რეგისტრაციისათვის - ფონდის რეგისტრაციისათვის დაწესებული მოსაკრებლის 50%-ს (საქართველოს „სამოქალაქო კოდექსი”, მუხლი 30, 31); („სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 7).

ფონდი საინვესტიციო (investment fund) - საკრედიტო დაწესებულება, რომლის საქმიანობის მიზანს შეადგენს აქციების გამოშვება ინვესტორების ფულადი სახსრების მობილიზაციის მიზნით და ფონდის სახელით სახსრების დაბანდება ფასიან ქაღალდებში, საბანკო ანგარიშებსა და ანაბრებზე.

ფონდი სპეციალური სახელმწიფო (state/government special fund) - ფონდი, რომელიც იქმნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ცალკეული და განსაკუთრებული მიზნებისათვის. სპეციალურ სახელმწიფო ფონდებს მიეკუთვნება: საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი; განვითარებისა და რეფორმების ფონდი; საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი, საქართველოს საგზაო ფონდი.

ფორმალიზმი (formalism) [ფრანგ. formalisme, გერმ. formalismus <ლათ. forma გარეგნობა, სახე] - საქმის არსის საზიანოდ გარეგნული ფორმების დაცვა.

ფორმატი (format) [გერმ. format, ფრანგ. format <ლათ. forma გარეგნობა] - 1. ბეჭდვითი გამოცემის, რვეულის, წიგნის, ფურცლის ზომა;

ფორმაცია (formation) [<ლათ. Formatio განათლება, ფორმირება] - საზოგადოების განვითარების განსაზღვრული სტადია, აგრეთვე, კონკრეტული სტადიისათვის დამახასიათებელი საკუთრების ფორმებისა და წარმოების საშუალებებით განსაზღვრული საზოგადოების სტრუქტურა.

ფორმალური (formal) [ფრანგ. formel, გერმ. formal <ლათ. formalis ფორმასთან დაკავშირებული] - 1. ოფიციალური, რაიმე ფორმის დაცვით შესრულებული; 2. მხოლოდ ფორმის დამცველი; 3. მოჩვენებით არსებული.

ფორმულირება (formulating) - ზუსტად გამოთქმა, გამოხატვა (აზრისა, წინადადებისა, გადაწყვეტილებისა და მისთ.).

ფორს-მაჟორი (vis major) (ფრანგ. Force majeure გადაულახავი ძალა) - 1. გარემოება, რომლის თავიდან აცილება შეუძლებელია; 2. დაუძლეველი ძალა, მოვლენა, რომელიც ხელშეკრულების (კონტრაქტის) ვადის გადატანის (გაგრძელების) შესაძლებლობას იძლევა, ან საერთოდ ათავისუფლებს მხარეებს გარიგებით ნაკისრი პასუხისმგებლობისა და ვალდებულებისგან. მხარეების ინტერესებიდან გამომდინარე ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს ფორს-მაჟორის პირობები. თუ ხელშეკრულებაში მის შესახებ არაფერია ნათქვამი, მაშინ მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მსოფლიო საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების პრაქტიკიდან გამომდინარე პირობები (სტიქიური მოვლენები, გაფიცვები, ომები და ა.შ.). ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებზე ფორს-მაჟორის მოქმედების ვადის გადამეტების შემთხვევაში მხარეებს ეძლევათ უფლება უარი თქვან ცალმხრივად მის შესრულებაზე, ისე, რომ მასზე პარტნიორის ან სხვა რომელიმე მხარის (მესამე პირის) მიერ პრეტენზიის წაყენება არ მოხდება.

ფორუმი (forum) [<ლათ. forum სავაჭრო ადგილი, ბაზარი, ცენტრალური მოედანი] - ფართო წარმომადგენლობითი შეკრება.

ფორფეტირება (forfaiting) - საგარეო ვაჭრობის გარიგებების დროს ექსპორტის დაკრედიტება მიმწოდებლის მიერ ბრუნვის გარეშე კომერციული თამასუქების, სხვა სავალო ვალდებულებების შეძენის გზით, რომლის დროსაც გარანტად გამოდის იმპორტიორი ქვეყნის ბანკი (საქართველოს კანონი „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ”, მუხლი 1).

ფრაქცია (faction) [ფრანგ. fraction, გერმ. fraktion <ლათ. fractio დამტვრევა, დარღვევა] - 1. პარლამენტში ან სხვა საკანონმდებლო ორგანოში რომელიმე პარტიის წევრების ორგანიზებული ჯგუფი; 2. საზოგადოების წინაშე პოლიტიკური პარტიის საერთო ხაზიდან განსხვავებული პროგრამით წარმდგარი პარტიის განცალკევებული ნაწილი.

ფრახტი (freight, freight charges) [გერმ. fracht] - 1. ტვირთის საჰაერო ან საზღვაო გადაზიდვისთვის გადასახადი; მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრება გადახდის წესი და ფრახტის ოდენობა; 2. დაფრახტულ ხომალდზე ტვირთის გადაზიდვა, აგრეთვე თვით ასეთი სახის ტვირთის დასახელება.

ფრონტი [გერმ. front <ფრანგ. Front <ლათ. frons (frontis) შუბლი] - 1. გარკვეული მიმართულებით მოქმედების მიზნით საზოგადოებრივი ძალთა გაერთიანება.

ფსევდო..., [<ბერძ. pseudos ტყუილი] - ცრუს, მოჩვენებითის აღმნიშვნელი თავსართი.

ფსევდონიმი (pseudonym, alias) [ფრანგ. pseudonyme <ბერძ. pseudonymos გამოგონილი

სახელის მატარებელი] - გამოგონილი სახელი.

ფსიქიკა (psyche) [ბერძ. psychikos სულიერი] - ტვინის განსაკუთრებული თვისება, ფუნქცია, რაც გამოიხატება გარე სამყაროს ასახვით; ადამიანის სულიერ ძალთა, შესაძლებლობათა ერთობლიობა.

ფსიქოზი (psychosis) [<ბერძ. psyche სული] - 1. ავადმყოფური მდგომარეობა, რაც გამოწვეულია თავის ტვინის დაზიანებით; 2. რაიმე არანორმალურობა, უცნაურობა ადამიანის ფსიქიკაში.

ფული (money, circulating medium, currency, wherewithal) - გადახდის ან გაცვლის საყოველთაოდ აღიარებული ეკვივალენტი, რომელიც მოიცავს მიმოქცევაში არსებულ ნაღდ ფულს, მიმდინარე, ვადიან და სხვა საბანკო ანგარიშებს.

ფული ლითონის (metallic currency, coin) - მონეტა, ლითონის ზოდი, რომელსაც კანონით დადგენილი წონითი შემცველობა და ფორმა აქვს. იგი ითვლება მიმოქცევისა და გადახდის საშუალებად, არის მრგვალი, დისკური ფორმის. გამოიყენება უძველესი დროიდან, რადგან მიმოქცევაში უფრო მოსახერხებელია. თითოეულ მონეტაზე არსებობს განსაზღვრული გამოსახულება (გერბი, სახელი, ტიტული და წარწერა).

ფული ქაღალდის (paper currency, paper money, soft money) - სახელმწიფოს მიერ გამოშვებული ფულის ნიშანი, „დეკრეტული ფული”, რომლის გარანტი თვით სახელმწიფოა.

ფულის მსყიდველობითი უნარი (purchasing power of money) - ფულის ერთეულის უნარი, გაიცვალოს საქონლის გარკვეულ რაოდენობაზე.

ფულის ნულიფიკაცია (nullification of paper money) - სახელმწიფოს მიერ გაუფასურებული ქაღალდის ფულის ერთეულის უმოქმედოდ გამოცხადება ფულადი მასის შემცირების გზით, “ბოლო ნულის მოშლის” გზით. იგი ფულადი რეფორმის ნაირსახეობაა, რომელიც ძლიერი ინფლაციით არის გამოწვეული. ზოგჯერ ემთხვევა დევალვაციას, თუ გაუფასურებული ფულადი ნიშნები ახალზე ძლიერ დაბალი კურსით იცვლება.

ფუნდამენტალიზმი (fundamentalizm) [<ლათ. fundamentum] - რელიგიური შეუწყნარებლობის საერთო დასახელება (ტერმინი გამოიყენება უპირატესად ისლამთან მიმართებით).

ფუნდამენტი (foundation, base) [ლათ. fundamentum] - 1. საძირკველი (შენობისა, ნაგებობისა, მანქანისა და სხვ.); 2. გადატ. საფუძველი რისამე.

ფუნქციონერი (functionary) [გერმ. Funktionar <ლათ. functio] - პარტიული ან ადმინისტრაციული აპარატის თანამშრომელი.

ფუნქციონირება (functioning, operation) [გერმ. funktionieren <ლათ. functio] - მოქმედება, მუშაობა.

ფუნქცია (function) [გერმ. Funktion <ლათ. functio შესრულება] - 1. დანიშნულება; ვალდებულება, საქმიანობის სფერო; 2. სხვა ცვლადზე (არგუმენტზე) დამოკიდებული ცვლადი; 3. სხვა მოვლენაზე დამოკიდებული და მისი ცვლილების შესაბამისად ცვლადი რაიმე მოვლენა.

ფუტურიზმი (futurism) [ლათ. Futurum მყოფადი, მომავალი] - მე-20ს-ის ლიტერატურასა და ხელოვნებაში: ფორმალისტური მიმდინარეობა, რომელიც უარყოფდა რეალიზმს, ტრადიციულ ხელოვნებას და მის ხერხებს, ცდილობდა შეექმნა ახალი, თითქოსდა თანამედროვეობისთვის შესაფერი სტილი.

23

▲ზევით დაბრუნება


ქალაქი (city, town) - დადგენილი წესით რეგისტრირებული არანაკლებ 5000 მოსახლისაგან შემდგარი მსხვილი დასახლება,რომელსაც აქვს საქალაქო მეურნეობა და არის ეკონომიკური და კულტურული ცენტრი. ქალაქის კატეგორიას შეიძლება მიეკუთვნოს დასახლება, რომლის მოსახლეობის რიცხვი 5000-ზე ნაკლებია, თუ იგი რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია ან აქვს შემდგომი ეკონომიკური განვითარებისა და მოსახლეობის ზრდის უახლოესი პერსპექტივა. ქალაქებს, მათზე დაკისრებული სპეციფიკური ფუნქციებისა და სახელმწიფო მნიშვნელობიდან გამომდინარე, შეიძლება მიენიჭოთ სპეციალური სტატუსი (საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 14 მაისის №321 ბრძანებულება).

ქამელეონი (chameleon) [ბერძ. chamaileon] - 1. ხვლიკის მსგავსი ცხოველი, რომელიც ფერს იცვლის გარემო პირობების (მაგ., განათების, სითბოს) შეცვლის შედეგად; 2. იტყვიან უპრინციპო ადამიანზე, რომელიც გარემოებებისდა მიხედვით ადვილად იცვლის პოზიციას, შეხედულებებს; 3. ასტრ. ერთ-ერთი თანავარსკვლავედის სახელი.

ქაოსი (chaos, Chaos) [ბერძ. chaos] - 1. ბერძნულ მითოლოგიაში: უსასრულო სივრცე, ბნელით მოცული უფსკრული, სამყაროს მატერიალური ელემენტების უწესრიგო გროვა, რომლისგანაც წარმოიშვა ყველაფერი არსებული; 2. სრული უწესრიგობა, არეულ-დარეულობა; უსისტემობა.

ქარიზმა (charisma) [ფრანგ. Charisme <ბერძ. charisma ღვთის ნიჭი, ღვთის წყალობა] - ინტელექტუალური, სულიერი ან სხვა რაიმე თვისებებით გამორჩეული, განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი.

ქარტია (charter) [ბერძ. chartes, ლათ. charta ქაღალდი] - 1. საზოგადოებრივ-პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე ზოგიერთი დოკუმენტის სახელწოდება; 2. საერთაშორისო სამართალში, დეკლარაციის სინომიმი.

ქველმოქმედება (charity) - ნებისმიერი სახის მატერიალური და არამატერიალური დახმარება, რომელიც უანგაროდ გაეწევა იმ პირს, რომელიც საჭიროებს დახმარებას ან ნებისმიერ პირს საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით.

ქვითარი (quittance, receipt, ticket) [<ნიდ. kvitantie ხელწერილი] - ფულის, დოკუმენტების, ფასეულობების მიღების შესახებ ოფიციალურად დადგენილი ფორმის ხელწერილი.

ქიმერა (chimera) [ბერძ. chimaira] - 1. ბერძნულ მითოლოგიაში: ცეცხლისმფრქვეველი ურჩხული, რომელსაც აქვს ლომის თავი, თხის ტანი და გველის თავით დასრულებული კუდი; 2. შუა საუკუნეების ევროპის ხელოვნებაში ფანტასტიკური არსების (ურჩხულის) სკულპტურული გამოსახულება. მაგ., პარიზის ღვთისმშობლის ტაძარზე; 3. გადატ. განუხორციელებელი ოცნება; ფანტაზია.

ქიმერული (chimerical) - განუხორციელებელი, ფანტასტიკური. იხ. ქიმერა.

ქირავნობა (contract/agreement of hire, rent) - იხ. ხელშეკრულება ქირავნობის.

ქმედუნარიანობა (capability) - ფიზიკური პირის უნარი, თავისი ნებითა და მოქმედებით სრული მოცულობით შეიძინოს და განახორციელოს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები. ქმედუნარიანობა წარმოიშობა სრულწლოვანების (თვრამეტი წლის ასაკს მიღწეული პირი) მიღწევისთანავე. ქმედუნარიანად ითვლება აგრეთვე პირი, რომელიც იქორწინებს თვრამეტი წლის ასაკის მიღწევამდე (საქორწინო ასაკად გამონაკლის შემთხვევებში მიჩნეულია 16 წელი). შვიდ წლამდე ასაკის არასრულწლოვანი (მცირეწლოვანი) არის ქმედუუნარო. ქმედუუნაროდ მიიჩნევა ასევე პირი, რომელიც ჭკუასუსტობის ან სულით ავადმყოფობის გამო სასამართლოს მიერ ასეთად იქნება აღიარებული. ქმედუუნაროდ აღიარებული პირის განკურნების ან ჯანმრთელობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესების შემთხვევაში სასამართლო აღიარებს მას ქმედუნარიანად (საქართველოს „სამოქალაქო კოდექსი”, მუხლი 12).

ქმედუნარიანობა შეზღუდული (limited capability) - არასრულწლოვანი შვიდიდან 18 წლამდე, ასევე სრულწლოვანი, რომელსაც სასამართლომ დაუწესა მზრუნველობა, ითვლება შეზღუდულ ქმედუნარიანად (საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 14).

ქნესეთი [ძვ. ებრ. knesset ყრილობა, შეკრება] - პარლამენტი ისრაელში.

ქოლერიკი (choleric subject) [ლათ. cholericus <ბერძ. chole ნაღველი] - ქოლერიკული ტემპერამენტის მქონე, ფიცხი ადამიანი.

ქონება (property, estate, assets) - ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობაც, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და რომელთა შეძენაც შეიძლება შეუზღუდავად, თუკი ეს აკრძალული არ არის კანონით ან არ ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს (საქართველოს „სამოქალაქო კოდექსი”, მუხლი 147).

ქონება არამატერიალური (nonmaterial property) - ის მოთხოვნები და უფლებები, რომლებიც შეიძლება გადაეცეს სხვა პირებს, ან გამიზნულია საიმისოდ, რომ მათ მფლობელს შეექმნას მატერიალური სარგებლობა, ანდა მიენიჭოს უფლება მოსთხოვოს სხვა პირებს რაიმე (საქართველოს „სამოქალაქო კოდექსი”, მუხლი 152).

ქონება სახელმწიფო (state (government, municipal) property) - საწარმოები, ამ საწარმოთა ქვედანაყოფები, რომელთა გამოყოფა შეიძლება დამოუკიდებელ საწარმოდ; ლიკვიდირებას დაქვემდებარებული ან უკვე ლიკვიდირებული საწარმოების ან მათი ქვედანაყოფების შენობები, ნაგებობები, მოწყობილობები, სხვა მატერიალური და არამატერიალური აქტივები; სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციები, წილი („სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 1.ა).

ქონებაზე ყადაღის დადება (sequestration of property) - მესაკუთრის ან მფლობელისათვის ქონების განკარგვის ან ქონებით სარგებლობის უფლების აკრძალვა. სისხლის სამართლის პროცესში სამოქალაქო სარჩელის, სხვა ქონებრივი სახდელის უზრუნველსაყოფად სასამართლოს შეუძლია ყადაღა დაადოს ეჭვმიტანილის, ბრალდებულისა თუ განსასჯელის, აგრეთვე, მათი მოქმედებისათვის მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ქონებას, მათ შორის, საბანკო ანგარიშებს, თუ არის მონაცემები, რომ ქონებას გადამალავენ ან დახარჯავენ. სამოქალაქო პროცესში ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე ყადაღის დადება წარმოადგენს სარჩელის უზრუნველყოფის ერთ-ერთ ღონისძიებას. სისხლის სამართლის საქმეზე ქონებაზე ყადაღის დადება ხდება მოსამართლის ბრძანებით, რომელიც გაიცემა მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე. ყადაღის დადება არ შეიძლება საჭირო კვების პროდუქტებზე, სათბობზე, პროფესიული საქმიანობის ინვენტარსა და სხვა საგნებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ ადამიანის ნორმალურ სასიცოცხლო პირობებს. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ დგება ოქმი კანონით დადგენილი წესით. ყადაღადადებული ქონების ბედი გადაწყდება სასამართლოს განჩინებით ან საქმის შეწყვეტის დადგენილებით. ეს ღონისძიება შეიძლება გაუქმდეს უფრო ადრეც, თუ მოისპო მისი გამოყენების საფუძველი (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 190-199).

ქორეპისკოპოსი - საეკლესიო ადმინისტრაციაში ქალაქის ეპისკოპოსის ხელქვეითი თანამდებობა. საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის თანაშემწე, აგრეთვე, მთავარეპისკოპოსის თანაშემწე. უმრევლო ეპისკოპოსი.

ქორონიკონი - მე-6 საუკუნეში ქრისტიანულ სამყაროში შემოღებული წელთაღრიცხვა. მისი ყოველი ციკლი (“მოქცევა”) შეიცავს 532 წელს, რომელიც მზის (28 წ.) და მთვარის (19 წ.) ნამრავლითაა მიღებული. ყოველ ახალ მოქცევაში მცირდება მთვარის ასაკი, თვისა და კვირის თანმიმდევრობა. წელთაღრიცხვის ქორონიკონის სისტემით სარგებლობის მიზანია პასექის მოძრავი დღესასწაულის წინასწარი გამოთვლა. წლის დასაწყისად მარტია მიღებული. ქორონიკონი საქართველოში მე-8 საუკუნის 80-იან წლებიდან გამოიყენება. 2004 წ. ქორონიკონის მიხედვით არის 160 წ. (მე-15 „მოქცევა”).

ქორწინება (wedding) - ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია მოქალაქეთა მდგომარეობის რეგისტრაციის სახელმწიფო ორგანოებში. ქორწინების სახელმწიფო რეგისტრაციისათვის მოწმობის გაცემის ჩათვლით გადაიხდევინება სახელმწიფო ბაჟი - 9 ლარის ოდენობით (საქართველოს „სამოქალაქო კოდექსი”, მუხლი 1106) (“სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 4).

ქრესტომათია (reading-book) [ბერძ. chrestomatheia <chrestos კარგი, სასარგებლო + manthano ვსწავლობ, ვიკვლევ, ვიზუთხავ] - რჩეული ნაწარმოებების ან ასეთი ნაწარმოებებიდან ნაწყვეტების კრებულის სახის დამხმარე სახელმძღვანელო.

ქრთამის აღება (take/accep bribes) - მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ქრთამის აღება ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების ან ქონებრივი სარგებლის სახით, ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის ან შეუსრულებლობისათვის, რომელიც მოხელეს ან მასთან გათანაბრებულ პირს უნდა შეესრულებინა ან შეეძლო შეესრულებინა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ან თუ მის თანამდებობრივ ავტორიტეტს შეეძლო ხელი შეეწყო ამგვარი მოქმედებისათვის, აგრეთვე, მის მიერ სამართლებრივი მფარველობის განხორციელება. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე. უფრო მკაცრად ისჯება ქრთამის აღება, ჩადენილი დამამძიმებელ და განსაკუთრებით დამამძიმებელ გარემოებებში: დიდი ოდენობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, არაერთგზის, გამოძალვით და ა.შ. (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 338).

ქრთამის მიცემა (bribery) - მოხელისათვის ან მასთან გათანაბრებული პირისათვის ქრთამის მიცემა. ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების შეზღუდვით იმავე ვადით ან ტუსაღობით ვადით სამ თვემდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. მოხელისათვისან მასთან გათანაბრებული პირისათვის ქრთამის მიცემა უკანონო ქმედების ჩასადენად, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით რვა წლამდე. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება ქრთამის მიმცემი, თუ მას ქრთამი გამოძალეს ან თუ მან ქრთამის მიცემის შესახებ ნებაყოფლობით განაცხადა სისხლის სამართლის საქმის აღმძვრელ ორგანოებში (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 339).

ქრისტიანული დემოკრატია (christian democracy) - მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პოლიტიკური მოძრაობა, რომელმაც გავლენა მოახდინა ევროპაზე და ნაწილობრივ სამხრეთ ამერიკაზეც. მისი სოციალური და იდეოლოგიური ფესვები მე-19 საუკუნეში იღებს სათავეს და კათოლიციზმის როლის გაზრდას უკავშირდება, როგორც რეაქციას ლიბერალური კაპიტალიზმის გააქტიურებაზე; გასული საუკუნის 80-იან წლებში ევროპის ელექტორატის მარჯვნივ გადახრის გამო ბევრ ქვეყანაში ქრისტიან-დემოკრატთა გავლენა საგრძნობლად გაიზარდა.

ქრონიკა (chronicle) [ბერძ. Chronikos დროსთან დაკავშირებული] - 1. მიმდინარე მოვლენების ამსახველი ცნობების, ახალი ამბების განყოფილება (გაზეთში, ჟურნალში...); 2. დოკუმენტური კინოფილმი, რომელშიც ასახულია მიმდინარე საზოგადოებრივი ცხოვრების რაიმე მოვლენები, ამბები; 3. ისტ. საზოგადოებრივი მოვლენების, ამბების ქრონოლოგიური აღნუსხვა; მატიანე; 4. ლიტერატურული ნაწარმოები, რომელშიც გადმოცემულია რაიმე საზოგადოებრივი ან ოჯახური ამბების ისტორია.

ქრონოლოგია (chronology) [ბერძ. chronos დრო და logos მოძღვრება] - 1. ისტორიული მოვლენების თანმიმდევრობა დროის მიხედვით; 2. დამხმარე ისტორიული დისციპლინა, რომელიც ადგენს ისტორიული ამბებისა და საბუთების თარიღებს.

ქრონომეტრაჟი (time-keeping, timestudy) [ფრანგ. chronometrage <ბერძ. chronos დრო + ბერძ. metron საზომი] - რაიმე პროცესების, მოქმედებების ხანგრძლივობის ზუსტად გაზომვა.

ქსენო..., [<ბერძ. xenos უცხო, გარეშე] - უცხო, გარეშეს მნიშვნელობის შესაბამისი რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი.

ქსენოფილია (xenophilia) [ბერძ.xenos უცხო, უცხოელი და philia სიყვარული] - უცხოელებისა და ყოველივე უცხოურის სიყვარული.

ქსენოფობია (xenophobia) [ბერძ. Xenos უცხო, უცხოელი და phobos შიში] - უცხოელებისა და ყოველივე უცხოურის სიძულვილი.

ქსერო..., [<ბერძ. xeros მშრალი] - გამოსახულების ფოტოგრაფიულად გადატანის, გამრავლების მნიშვნელობის მქონე რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი.

ქტიტორი (builder, constructor) [ბერძ. ktitor დამაარსებელი, დამფუძნებელი] - 1. საეკლესიო მამასახლისი; 2. ტაძრის, მონასტრის ამშენებელი.

24 ღ..

▲ზევით დაბრუნება


ღია კენჭისყრა (ხმის მიცემა) - იხ. კენჭისყრა.

25 ყ..

▲ზევით დაბრუნება


ყადაღა (sequestration) - იხ. ქონებაზე ყადაღის დადება.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღე (მარიამობას) - ერთი თორმეტთაგანი საუფლო დღესასწაული. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მარიამი მაცხოვრის ჯვარცმის შემდეგ, მისი ანდერძისამებრ იერუსალიმში მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის სახლში ცხოვრობდა. მთავარანგელოზმა გაბრიელმა ღვთისმშობელს სამი დღით ადრე აუწყა გარდაცვალება (მიძინება). ღვთის ნებით მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მყოფი ყველა მოციქული (წმ. თომა მოციქულის გარდა) შეიკრიბა იმ ოთახში, სადაც ღვთისმშობელი ესვენა. ოთახი უჩვეულო ნათელმა გააბრწყინა და მისი სული თავად უფალმა მიიღო. 28 აგვისტო გამოცხადებულია უქმე დღედ (საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი, 64-ე მუხლი).

ყურანი [<არაბ. al'koran <qur'an კითხვა] - რელიგიურ-დოგმატური, სამართლებრივი და მითოლოგიური ტექსტების შემცველი ისლამის მთავარი წმინდა წიგნი.

26 შ..

▲ზევით დაბრუნება


შაბლონი (templet, template, pattern; stencil; mould; routine) [გერმ. Schablone ნიმუში] - 1. ნიმუში, რომლის მიხედვით მზადდება ერთგვარი ნაკეთობები; 2. საყოველთაოდ ცნობილი, გაცვეთილი ნიმუში, რომელსაც ბაძავენ.

შამანი (shaman) [ტუნგუს.-მანჯურ] - ზოგ ხალხში: კულტის მსახური, ჯადოქარი, ექიმბაში. იხ. შამანიზმი.

შამანიზმი და შამანობა - ჩრდილოეთ და შუა აზიის, აფრიკის და სხვა ქვეყნების ზოგ ხალხში: რელიგიის ფორმა, ავი და კეთილი სულების კულტი.

შანსი (chance) [ფრანგ. chance] - რისამე განხორციელების, რაიმეში წარმატების შესაძლებლობა.

შანტაჟი (blackmail) [ფრანგ. chantage] - სახელის გამტეხი ფაქტების (ნამდვილისა თუ გამოგონილის) გამომჟღავნების მუქარა და ამ გზით გამოძალვა (ფულისა, ქონებისა და სხვ.).

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (restricted/limited liability society/company) - მოგების მიზნით ერთიანი საფირმო სახელწოდებით არაერთჯერადი საქმიანობის განმახორციელებელი საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა კრედიტორთა წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა საზოგადოების პარტნიორი არ არის პასუხისმგებელი საზოგადოების ვალდებულებებზე. ასეთი საზოგადოების დაფუძნება შეუძლია ერთ პირსაც („მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 44).

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ლიკვიდაცია (dissolution of limited liability society) - იხ. კოოპერატივის ლიკვიდაციის საფუძვლები.

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორთა კრება (partners' meeting of limited liability society) - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორთა კრება, რომელიც ტარდება წლის განმავლობაში მინიმუმ ერთხელ და რომელიც იღებს გადაწყვეტილებას წლის შედეგების შესახებ. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კრების მოწვევის უფლება აქვთ დირექტორებს, თუ საზოგადოების ინტერესები ამას მოითხოვს („მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 47.1).

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების რეგისტრაციის პირობები (requirements of limited liability society's incorporation) - იხ. კოოპერატივის რეგისტრაცია. ამასთან, შპს რეგისტრაციისათვის დამატებით საჭიროა დაერთოს დოკუმენტები დირექტორების დანიშვნის შესახებ.

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების რეორგანიზაცია (reorganization of limited liability society) - იხ. კოოპერატივის რეორგანიზაცია.

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭო (supervisory board of limited liability society) - წესდებაში შეიძლება გათვალისწინებული იყოს სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა, რომლის მიმართ გამოიყენება წესები სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს შესახებ. სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საზოგადოებებში, სადაც სახელმწიფოს წილი 50%-ზე მეტია, ამასთან, საწესდებო კაპიტალის ოდენობა აღემატება 30000 ლარს და თანხების წლიური ბრუნვის ოდენობა - 100000 ლარს, სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა სავალდებულოა. („მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 48).

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების საფირმო სახელწოდება (business name of restricted liability society) - პარტნიორთა სახელების გამოყენებით, საქმიანობის საგნის მიხედვით ან ფანტაზიით შედგენილი სახელწოდება, რომელიც შეიცავს დანამატს - შპს („მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 6.5).

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების საწესდებო კაპიტალი (authorized capital of restricted liability society) - იგი უნდა შედგებოდეს სულ ცოტა 2000 ლარის ოდენობით („მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 45).

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების წევრთა რაოდენობა (quantity of restricted liability society's members) - პარტნიორთა რაოდენობა განისაზღვრება 1-დან 50-მდე. იგი შეიძლება დააარსოს ერთმა პირმაც. საწარმო, რომელშიც 50-ზე მეტი წევრია, უნდა ჩამოყალიბდეს სააქციო საზოგადოებად („მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 2.4).

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების წილის გასხვისება (alienation of restricted liability society's share) - პარტნიორს შეუძლია წილის გასხვისება და მემკვიდრეობით გადაცემა. პარტნიორის მიერ წილის დათმობა მოითხოვს სანოტარო წესით დამოწმებულ ხელშეკრულებას. წესდებით შეიძლება განისაზღვროს წილის გასხვისების პირობები, კერძოდ, გასხვისებისას საზოგადოების ნებართვის არსებობა. ასევე აუცილებელია ნებართვა ნაწილობრივი გასხვისებისას („მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 46).

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელობა (management of restricted liability society) - შპს-ს ხელმძღვანელობას ახორციელებენ დირექტორი ან დირექტორები („მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 9.1).

შეთავაზება (bid) - გამოშვებული ან გამოსაშვები ფასიანი ქაღალდის ან მასზე საკუთრების უფლების გაყიდვის ან ანაზღაურებით გასხვისების ნებისმიერი ცდა. იგი არ გულისხმობს საბროკერო კომპანიისათვის ან საბროკერო კომპანიის მიერ შეთავაზებულ წინადადებას მიიღოს მონაწილეობა ფასიანი ქაღალდის ან მასზე საკუთრების უფლების შეთავაზების ხელშეკრულებაში („ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 2).

შეთავსებადობა (სტანდარტებში) (conformance (in standards)) - პროდუქციის, პროცესების ან მომსახურების ვარგისიანობა გარკვეულ პირობებში ერთობლივი გამოყენებისათვის, რომლებიც აკმაყოფილებენ შესაბამის მოთხოვნებს და არ იწვევენ არასასურველ ურთიერთქმედებას („სტანდარტიზაციის შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 2).

შეკვეთა (booking, order) - კომერციული დოკუმენტი, რომელშიც მყიდველი დაწვრილებით მიუთითებს შეკვეთის ყველა აუცილებელ პირობას, გარიგების დადებისთვის საჭირო ყველა არსებით ელემენტს.

შეკრება და მანიფესტაცია (assembly and manifestation) - ადამიანის ერთერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური უფლება. საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის თანახმად, ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან სამხედრო ძალების, პოლიციისა და უშიშროების სამსახურის შემადგენლობაში, უფლება აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბოს საჯაროდ და უიარაღოდ როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ. კანონით შეიძლება დაწესდეს ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება. ხელისუფლებას შეუძლია შეკრების ან მანიფესტაციის შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო. შეკრების ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფა დანაშაულია და ისჯება სისხლის სამართლის წესით. შეკრებასა და მანიფესტაციასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები მოწესრიგებულია საქართველოს 1997 წლის 12 ივნისის კანონით შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ. ამ კანონის თანახმად, შეკრება არის მოქალაქეთა ჯგუფების შეკრება ჭერქვეშ ან გარეთ, მიტინგი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სოლიდარობის ან პროტესტის გამოხატვის მიზნით, ხოლო მანიფესტაცია არის მოქალაქეთა დემონსტრაცია, მასობრივი გამოსვლა, ქუჩაში მსვლელობა სოლიდარობის ან პროტესტის მიზნით, ან მსვლელობა პლაკატების, ლოზუნგების, ტრანსპარანტების და სხვა სახვითი საშუალებების გამოყენებით.

შემოსავალი (income, yield, revenue, profit, return, proceeds, gainings) - ფულადი ან მატერიალური ფორმით მიღებული დოვლათი.

შემოსავალი ერთობლივი (gross/total income) - ეკონომიკური საქმიანობით მიღებული ყველა შემოსავალი, მათ შორის: ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები; ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც არ არის დაკავშირებული დაქირავებით მუშაობასთან. რეზიდენტი გადასახადის გადამხდელის ერთობლივი შემოსავალი შედგება მის მიერ საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. არარეზიდენტი გადასახადის გადამხდელის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროებიდან მიღებული შემოსავლებისაგან („საქართველოს საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 37).

შემოქმედებითი კავშირი (creative union) - საჯარო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - ლიტერატურისა და ხელოვნების ერთი ან რამდენიმე სფეროს არანაკლებ 50 შემოქმედი მუშაკის პროფესიულ-შემოქმედებითი გაერთიანება, რომელშიც გაწევრება ნებაყოფლობითია და მიზნად ისახავს ლიტერატურისა და ხელოვნების ამა თუ იმ დარგის განვითარებას, მის წევრთა კანონიერი ინტერესებისა და უფლებების დაცვას, არასამეწარმეო (არაკომერციული) საქმიანობის განხორციელებას (საქართველოს 1999 წლის 8 ივნისის კანონი შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ, მუხლი 3).

შერწყმა (amalgamate, merge) - ორი ან მეტი საწარმოს (ფირმის) ერთ ახალ ფირმად ჩამოყალიბება რომელიმე ერთ-ერთი ფირმის ან ახალი ფირმის სახელწოდების ქვეშ.

შესაბამისობის ნიშანი (mark of conformance) - დაცული ნიშანი, რომელიც მიუთითებს, რომ სათანადოდ იდენტიფიცირებული პროდუქცია, პროცესი ან მომსახურება შეესაბამება კონკრეტულ სტანდარტს ან სხვა ნორმატიულ დოკუმენტს (საქართველოს კანონი „სტანდარტიზაციის შესახებ”, მუხლი 2).

შეურაცხაობა (diminished responsibility) - ადამიანის უუნარობა გააცნობიეროს თავისი მოქმედება და უხელმძღვანელოს მას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 34-ე მუხლის თანახმად, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული მართალსაწინააღმდეგო ქმედება არ შეერაცხება ბრალად იმას, ვისაც ამ ქმედების ჩადენის დროს ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობის, ფსიქიკური მდგომარეობის დროებითი მოშლილობის, ჭკუასუსტობის ან სხვა ფსიქიკური დაავადების გამო არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა ან თუმცა შეეძლო მისი გაცნობიერება, მაგრამ არ ჰქონდა უნარი ემოქმედა სხვაგვარად. შეურაცხაობა გამორიცხავს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. შეურაცხადის მიმართ სასამართლოს შეუძლია მხოლოდ კანონით გათვალისწინებული სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიებების გამოყენება. სისხლის სამართლის წესით არ დაისჯება, აგრეთვე, ის, ვინც დანაშაული თუმცა შერაცხადმა ჩაიდინა, მაგრამ განაჩენის გამოტანამდე დაავადდა ფსიქიკურად, რის გამოც არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს ან უხელმძღვანელოს მას. ასეთ შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია დანიშნოს სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება, ხოლო გამოჯანმრთელების შემდეგ იგი შეიძლება დაისაჯოს.

შეფასება (appraisal, appraisement, assessment, diagnosis, estimate, estimation, evaluation, rating, valuation) - სპეციალურად უფლებამოსილი პირის მიერ საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებისა და გადასახდელი ღირებულებისა და გადასახდელი კომპენსაციის განსაზღვრა (საქართველოს კანონი „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ”, მუხლი 1).

შეწირულობა (donation) - საერთო-სასარგებლო ან სხვა რაიმე მიზნის მიღწევაზე ან ამ თუ იმ პირობის შესრულებაზე დამოკიდებული ჩუქების ხელშეკრულება (საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 528).

შეწყალება (amnesty) - სამართლებრივი აქტი, რომლითაც მსჯავრდადებული შეიძლება გათავისუფლდეს სასჯელის შემდგომი მოხდისაგან ან/და მისთვის სასჯელი შეიძლება შემცირდეს ან შეიცვალოს უფრო მსუბუქი სასჯელით. სასჯელმოხდილს შეწყალების აქტით შეიძლება მოეხსნას ნასამართლობა. შეწყალებას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტი ინდივიდუალურად განსაზღვრული პირის მიმართ (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 78).

შვებულება (holiday, leave) - მუშაკის ყოველწლიური განთავისუფლება თანამდებობისა და საშუალო ხელფასის შენარჩუნებით. მუშაკის ყოველწლიური შვებულება მოიცავს არანაკლებ 24 სამუშაო დღეს, თუ შრომის ხელშეკრულებით (კონტრაქტით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. დაუშვებელია ყოველწლიური შვებულების შეცვლა ფულადი კომპენსაციით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამუშაოდან დათხოვნილ პირს შვებულებით არ უსარგებლია. შრომის მავნე პირობებზე დასაქმებულ ან არანორმირებული სამუშაო დღის მქონე მუშაკებს ეძლევათ დამატებითი ანაზღაურებადი შვებულება საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის შინაგანაწესით, ან შრომის ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით. დროებითი შრომისუუნარობის, ორსულობისა და მშობიარობის დროს აღებული შვებულება ყოველწლიურ შვებულებაში არ შედის. მუშაკს, როგორც წესი, შვებულება უნდა მიეცეს ყოველ წელს, უწყვეტი მუშაობის 11 თვის გასვლის შემდეგ. პირობების და სხვა საპატიო მიზეზების გამო საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ხელმძღვანელის ნებართვით მუშაკს მისი განცხადებით შეიძლება მიეცეს მოკლევადიანი უხელფასო შვებულება (საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი, მუხლი 66-74).

შვილობილი საწარმო (subsidiary enterprise, affiliated company, associated company, sub-company) - იურიდიული პირი, რომელშიც სხვა იურიდიული პირი ფლობს წილის (ხმის უფლების მქონე აქციების, პაის) 50 ან მეტ პროცენტს.

შიდა წყლები (domestic waters) - ა) მდინარეების, ტბებისა და სხვა წყალსატევების წყლები, რომელთა ნაპირები მთლიანად საქართველოს ეკუთვნის; ბ) შავი ზღვის წყლები ხმელეთსა და ტერიტორიული წყლების ასათვლელად დადგენილ სწორ ამოსავალ ხაზებს შორის; გ) საქართველოს პორტის წყლები, რომლებიც შემოსაზღვრულია ზღვის მხარეს პორტის ჰიდროტექნიკური ან მისი სხვა მუდმივი ნაგებობის უკიდურეს წერტილებზე გამავალი ხაზით.

შიზოფრენია (schizophrenia) [ბერძ. schizo ვხლეჩ, ვჩეხ და phren გონება, აზრი] - ერთ-ერთი მძიმე ფსიქიკური დაავადება.

შიიზმი [<არაბ. sia მიმდევრები] - ისლამის ორი ძირითადი მიმდინარეობიდან (იხ. სუნიზმი) ერთ-ერთი, რომლის მიმდევრები მრწამსის წყაროდ მხოლოდ ყურანს აღიარებენ. ამასთან, თვლიან, რომ მის ოსმალურ რედაქციაში გამოტოვებულია აიათები (მუხლები), რომლებიც ეხება ხალიფა ალის. უარყოფენ სუნის დებულებების უმეტესობას, ცნობენ მხოლოდ იმ მუხლებს, რომლებიც უკავშირდება ხალიფა ალის. არ აღიარებენ სუნიტების სხვა ხალიფებს და მუსლიმანების კანონიერ მეთაურად მიიჩნევენ იმამს. მათ მიაჩნიათ აგრეთვე, რომ მუჰამედის მისიის მემკვიდრის უფლება აქვს მხოლოდ მის პირდაპირ შთამომავლებს, ანუ ხალიფა ალისა და ფატიმას შთამომავლობას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური წოდებები (special ranks of ministry of internal affairs) - უმცროსი სპეციალური წოდება: რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, ზემდეგი; საშუალო სპეციალური წოდება: უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი; უფროსი სპეციალური წოდება: მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი; უმაღლესი სპეციალური წოდება: გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი, გენერალ-პოლკოვნიკი. ამ წოდებებს წინ ემატება სიტყვა Эპოლიციის”. (Эკანონი №640-Iს - საქართველოს კანონი სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ”, მუხლი 5).

შინამეურნეობა (household; housekeeping) - საზოგადოების ძირითადი მეურნეობრივი საყოფაცხოვრებო უჯრედი - ადამიანთა ერთობლიობა, რომელიც ექვემდებარება ერთ საცხოვრებელ ერთეულზე ერთობლივი ცხოვრების საერთო წესებს და ერთმანეთთან დაკავშირებულია საერთო ბიუჯეტით (მისი ნაწილით), ნათესაური ან/და 377 არანათესაური ურთიერთობებით. (შინამეურნეობა შეიძლება შედგებოდეს ერთი პირისაგანაც).

შოვინიზმი [ფრანგ. chauvinisme <შოვენ (chauvin) - ფრანგი დრამატურგების, ძმები კონიარების პიესის “სამფერა კოკარდა” (1830) - გმირის, ფრანგი ერის იდეისა და ნაპოლეონ პირველის ფანატიკური მომხრე] - უკიდურესი ნაციონალიზმი, რომელიც ეროვნულ და რასობრივ განკერძოებულობას ქადაგებს და აღვივებს ნაციონალურ შუღლსა და მტრობას.

შოუ [ინგლ. show წარმოდგენა, სანახაობა] - გადატ. სანახაობით, ხმაურიან გარეგნულ ეფექტზე გათვლილი რაიმე.

შოუბიზნესი (show-business) [ინგლ. show-business] - მსახიობის (მსახიობების) კომერციული საესტრადო გამოსვლა, რომელიც წარმოადგენს ღონისძიების ორგანიზატორთა შემოსავლის წყაროს.

შოუმენი (show-man) [ინგლ. show-man] - სანახაობრივი წარმოდგენების (შოუების) ორგანიზაციის სპეციალისტი.

შპიონაჟი (espionage) [გერმ. Spionage] - ჯაშუშობა.

შრომის ანაზღაურება (payment, salary) - საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის მიერ მუშაკისათვის მიცემული ხელფასი მის მიერ დახარჯული შრომის რაოდენობისა და ხარისხის მიხედვით. შრომის ანაზღაურება ხდება შრომის ხელშეკრულებით დადგენილი წესით და პირობებით. მუშაკის თვიური ხელფასი არ შეიძლება იყოს სახელმწიფოს მიერ დაწესებულ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები.

შრომის დანაწილება (division of labour) - როგორც მთლიანად საზოგადოების, ისე მისი ნებისმიერი ორგანიზაციის შიგნით შრომის ერთიანი პროცესის სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით დანაწილება. შრომის დანაწილება ხდება როგორც სექტორებისა და დარგების (მაგ. სახელმწიფო და კერძო სექტორში, მრეწველობაში, სოფლის მეურნეობაში და ა.შ. დასაქმებულნი), ისე გეოგრაფიული (ქალაქი და სოფელი), დემოგრაფიული (სქესობრივ- ასაკობრივი) და სხვა ნიშნებით. არსებობს შრომის საერთაშორისო დანაწილებაც, რაც სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს; განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ნებისმიერი ორგანიზაციის შიგნით შრომის რაციონალურ დანაწილებას, რაც, უპირველესად, გულისხმობს მომუშავეთა აუცილებელი რაოდენობის განსაზღვრას მათი ფუნქციების, პროფესიებისა და კვალიფიკაციის უთუო გათვალისწინებით; შესაბამისად, გამოყოფენ შრომის ფუნქციურ, პროფესიულ და კვალიფიკაციურ დანაწილებას.

შრომის დაცვა (protection of labour) - საკანონმდებლო, სოციალურ-ეკონომიკური, ტექნიკური, სანიტარულ-ჰიგიენური და ორგანიზაციული ღონისძიებების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს შრომის პროცესში ადამიანის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. შრომის ჯანსაღი და უსაფრთხო პირობების უზრუნველყოფა ეკისრება საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციას, რომელიც ვალდებულია საწარმოო ტრავმატიზმის თავიდან ასაცილებლად დანერგოს უსაფრთხოების ტექნიკის თანამედროვე საშუალებანი და უზრუნველყოს ისეთი სანიტარულ-ჰიგიენური პირობები, რომლებიც აღკვეთენ მუშაკის პროფესიული დაავადების წარმოშობას (საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი, მუხლი 139).

შრომის კანონთა კოდექსი (labour code) - ძირითადი საკანონმდებლო აქტი, სადაც გადმოცემულია შრომის სამართლის ნორმები და დებულებები. საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი მიღებულია 1973 წლის 28 ივნისს და სამოქმედოდ შემოღებულია იმავე წლის 1 ოქტომბრიდან. საქართველოს პარლამენტმა 1997 წლის 12 ნოემბერს მიიღო კანონი საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, რომელმაც რიგი სიახლეებით შეავსო შრომის კანონმდებლობა.

შრომის სამართალი (labour laws/ legislation) - სამართლებრივი ნორმების ერთობლიობა, რომელიც აწესრიგებს მუშაკთა შრომით ურთიერთობებს საწარმოსთან, დაწესებულებასთან ან ორგანიზაციასთან, მიუხედავად მათი საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა. შრომის სამართალი ადგენს შრომის ხელშეკრულების დადებისა და მოშლის, შრომის დისციპლინის, შრომის დაცვისა და ანაზღაურების წესსა და პრინციპებს ქალთა და არასრულწლოვანთა შრომის თავისებურებათა გათვალისწინებით.

შრომის შინაგანაწესი (regulations) - ნორმატიული აქტი, რომელიც საწარმოში, ორგანიზაციასა და დაწესებულებაში შრომის განაწესს განსაზღვრავს. შრომის შინაგანაწესს ამტკიცებს შრომითი კოლექტივი ადმინისტრაციისა და პროფკავშირის კომიტეტის წარდგენით ტიპობრივი წესების საფუძველზე.

შრომის წიგნაკი (work record card) - ძირითადი დოკუმენტი მუშის ან მოსამსახურის შრომითი საქმიანობის შესახებ. შრომის წიგნაკი შედგება ყველა მუშასა და მოსამსახურეზე, რომლებიც საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში მუშაობენ ხუთ დღეზე მეტს. შრომის წიგნაკში იწერება ცნობები მუშაკისა და მის მიერ შესასრულებელი სამუშაოს შესახებ, აგრეთვე, საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში შრომითი წარმატებისათვის წახალისებისა და დაჯილდოებების თაობაზე. სასჯელი შრომის წიგნაკში არ ჩაიწერება. ჩანაწერი სამუშაოდან გათავისუფლების მიზეზის შესახებ შრომის წიგნაკში უნდა გაკეთდეს მოქმედი კანონმდებლობის ფორმულირების ზუსტი შესაბამისობით და მითითებული უნდა იყოს შესაბამისი კანონის მუხლი, პუნქტი. მუშის ან მოსამსახურის ინიციატივით ავადმყოფობის, ინვალიდობის, მოხუცებულობის გამო პენსიაზე გასვლის, უმაღლეს თუ საშუალო სპეციალურ სასწავლებლებში ან ასპირანტურაში ჩარიცხვის და სხვა მიზეზების გამო, რომლებსაც კანონმდებლობა უკავშირებს განსაზღვრული შეღავათებისა და უპირატესობათა მიცემას, შრომის ხელშეკრულების მოშლისას სამუშაოდან დათხოვნის შესახებ შრომის წიგნაკში გაკეთებულ ჩანაწერში უნდა აღინიშნოს ეს მიზეზი. სამუშაოდან დათხოვნისას მუშაკს შრომის წიგნაკს აძლევენ დათხოვნის დღეს (საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი, მუხლი 41).

შრომის ხელშეკრულება (კონტრაქტი) (employment contract) - შრომის ხელშეკრულება(კონტრაქტი) არის შეთანხმება საწარმოს, დაწესებულების და ორგანიზაციის ადმინისტრაციასა და მუშაკს შორის, რომლითაც ერთი მხარე - საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ადმინისტრაცია ვალდებულებას იღებს უზრუნველყოს მუშაკი შრომის სათანადო პირობებით, გადაუხადოს ხელფასი იმ ოდენობით, რაც შრომის ხელშეკრულებით (კონტრაქტით) არის გათვალისწინებული,ხოლო მეორე მხარე - მუშაკი ვალდებულებას იღებს შეასრულოს გარკვეული სამუშაო სპეციალობის, კვალიფიკაციისა და თანამდებობის გათვალისწინებით, დაიცვას შრომის ხელშეკრულების პირობები, დაემორჩილოს შრომის შინაგანაწესს (საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი, მუხლი 16).

შტამპი (mark, stamp) [გერმ. Stamfe <იტალ. stampa ბეჭედი] - 1. როგორც წესი, ოთხკუთხა ფორმის ბეჭედი, რომელზეც აღნიშნულია დაწესებულების დასახელება და მისამართი, რომელიც დაისმება საქმიანი ქაღალდის ზემო ნაწილში; 2. მზა ნიმუში, რომელსაც ბრმად მისდევენ.

შტატგარეშე მოსამსახურე (not on the staff/temporary servant) - პირი, რომელიც დანიშვნით ან შრომითი ხელშეკრულებით გარკვეული ვადით მიიღება სამსახურში არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად (საქართველოს კანონი “საჯარო სამსახურის შესახებ”, მუხლი 8).

შტატი (state) [გერმ. staat] - 1. ზოგი ფედერაციული სახელმწიფოს შემადგენლობაში არსებული სახელმწიფოებრივტერიტორიული ერთეული, რომელსაც აქვს თვითმმართველობა; 2. მოცემულ წარმოებაში, დაწესებულებაში მომუშავეთა მთელი შემადგენლობა, რომელიც დამტკიცებულია სათანადო ზემდგომი ორგანოს მიერ. გენერალური შტატები - ფეოდალურ საფრანგეთსა და ნიდერლანდებში: უმაღლესი წოდებრივ-წარმომადგენლობითი (სამღვდელოების, თავადაზნაურობის, მოქალაქეთა) ორგანო; ამჟამად, ნიდერლანდებში: ქვეყნის პარლამენტის სახელწოდება.

შტორმი ((strong) gale, storm) [ჰოლანდ. storm] - ქარიშხალი (ჩვეულებრივ, ზღვაზე).

შტურმი (assault, storm, onslaught) [გერმ. Sturm] - გადამწყვეტი იერიში მოწინააღმდეგის გამაგრებული ადგილის ასაღებად.

შუამავალი (middleman, moderator, negotiator, mediator, intermediator) - პირი, რომელიც ახორციელებს ორ ან რამდენიმე პირს შორის რაიმე საკითხის ირგვლივ შეთანხმებას.

შუამდგომლობა (mediation, intermediation, broking, agency) - 1. ფიზიკური ან იურიდიული პირის საქმიანობა ორ ან მეტ პირს შორის მოლაპარაკების საწარმოებლად; 2. გამომძიებლისადმი, პროკურორისადმი ან სასამართლოსადმი მიმართული ოფიციალური თხოვნა რაიმე პროცესუალური მოქმედების განხორციელების ან გარკვეული გადაწყვეტილების მიღების თაობაზე.

27

▲ზევით დაბრუნება


ჩარტერი (charter) - 1. იხ. ხელშეკრულება ჩარტერის; 2. პრივილეგია, უპირატესობის უფლება; 3. საბუთი, რომელშიც არის სახელმწიფო ორგანოს თანხმობა კორპორაციის შექმნაზე.

ჩატი [<ინგლ. chat ძალდაუტანებელი საუბარი, ყბედობა] - რეალური დროის რეჟიმში კომპიუტერულ საიტებზე მიმდინარე საუბარი (ლაყაფი).

ჩეკი (check, draft, cheque) (ფრანგ. checue) - 1. დადგენილი ფორმის ფულადი დოკუმენტი, ანგარიშის მფლობელის წერილობითი განკარგულება ბანკისადმი, ჩეკის ხელის მომწერის ანგარიშიდან გასცეს ან გადარიცხოს სხვა ანგარიშზე გარკვეული თანხა; 2. უნაღდო ანგარიშსწორების საშუალება, ფასიანი ქაღალდი; 3. სალაროს ქვითარი საცალო ვაჭრობაში, რომელიც ადასტურებს მყიდველისგან ფულის მიღებას.

ჩეკი ორდერული (order check) - კონკრეტული პირის სასარგებლოდ გამოწერილი ჩეკი, რომელიც შესაძლებელია გადაეცეს სხვა პირს ჩეკის მიმღების მიერ ჩეკზე შესრულებული ინდოსამენტის მეშვეობით.

ჩეკი სახელობითი (registered check) - კონკრეტულ პირზე გამოწერილი ჩეკი.

ჩეკი წარმომდგენზე (bearer-cheque) - კონკრეტული პირის მითითების გარეშე გამოწერილი, განაღდების ფაქტის დადგომამდე, თავისუფლად მიმოქცევადი ჩეკი.

ჩიპი [ინგლ. chip ნატეხი] - გამოთვლითი სისტემების შექმნისას გამოყენებული მიკროსქემა ან ელექტრონული მოდული.

ჩრდილოვანი ეკონომიკა (underground economy) - 1. სამართლებრივი რეგლამენტაციის მიღმა, ობიექტურად არსებულ ეკონომიკურ ურთიერთობათა ერთობლიობა. პროდუქციის (მომსახურების, სამუშაოს) წარმოება-რეალიზაციის (ღირებულების შექმნის) პროცესში კანონსაწინააღმდეგო ან სახელმწიფო რეგისტრაციას დაქვემდებარებული, ან კანონით აუკრძალავი ნებისმიერი სახის ეკონომიკური საქმიანობა, რომელთა სამართლებრივი რეგულირება არ ხორციელდება სახელმწიფო იძულების მექანიზმის არაეფექტურობის ან სამართლებრივი ვაკუუმის შედეგად (გადასახადებისაგან თავის არიდება, უკანონო სავალუტო ოპერაციები, კონტრაბანდა, ნარკობიზნესი, ბრაკონიერობა); 2. ფარული ეკონომიკური გარიგებების (აღურიცხავი საქმიანობის) ერთობლიობა, რომლის მიზანია გადასახადებისაგან თავის არიდება ან არალეგალური ქმედების დამალვა.

ჩუქება (settlement, deed) - იხ. ხელშეკრულება ჩუქების.

28 ც..

▲ზევით დაბრუნება


ცაიტნოტი (time trouble) [გერმ. Zeitnot <zeit დრო + not საჭიროება, აუცილებლობა] - დროის მწვავე უკმარისობა.

ცედენტი (assignator) [<ლათ. cedo ვუთმობ] - კრედიტორი, რომელიც თავისი უფლების მოთხოვნას გადასცემს სხვა პირს.

ცელსიუსი- თერმომეტრი (Celsius) - თერმომეტრი, რომელსაც ყინულის დნობისა და წყლის დუღილის წერტილებს შორის 100-გრადუსიანი სკალა აქვს [შვედი ასტრონომისა და ფიზიკოსის Celsius-ის (1701-1744წწ.) გვარის მიხედვით].

ცენზი (qualification) [ლათ. census] - 1. პირობები, რომლებიც საშუალებას აძლევს პიროვნებას ისარგებლოს ამ თუ იმ პოლიტიკური, ქონებრივი და სხვა უფლებებით; 2. პირობა, რომელიც აუცილებელია წარმოების რეესტრში შესატანად.

ცენზურა (censorship) [გერმ. Zensura <ლათ. censura მკაცრი მსჯელობა, გარჩევა <censere შეფასება] - 1. ბეჭდვით ორგანოებსა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებზე სახელმწიფო ზედამხედველობის სისტემა, ასევე ასეთი ზედამხედველობის განმახორციელებელი დაწესებულება; 2. ნებისმიერი სახის ნაწარმოების (სპექტაკლი, ტელე-რადიოსაშუალებებით ეთერში გაშვება) გადახედვა (გასინჯვა), რომელიც ხორციელდება გამოქვეყნებისათვის სპეციალური ნებართვის მიღების მიზნით.

ცენტრალიზაცია (centralization) [გერმ. zentralisation, ფრანგ. Centralisation <ბერძ. kentron] - ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის კომპეტენციის შეზღუდვის (ნიველირების) ხარჯზე სახელმწიფო ხელისუფლების კონცენტრაცია უმაღლეს მმართველობის ორგანოებში.

ცენტრალური ბანკი (Central (national) bank) - იხ. ბანკი ეროვნული.

ცენტრალური ბიუჯეტის შემოსულობები (central budget receipts) - ცენტრალური ბიუჯეტის შემოსულობებია: შემოსავლები, მათ შორის: მიმდინარე საგადასახადო შემოსავლები - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ცენტრალური ბიუჯეტის კუთვნილი გადასახადები; მიმდინარე არასაგადასახადო შემოსავლები: სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოებიდან მიღებული წმინდა მოგება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს ეროვნული ბანკიდან მიღებული მოგება, ადმინისტრაციული გადასახდელები (მ.შ. მოსაკრებლები), ჯარიმები და საურავები, ბიუჯეტიდან გაცემული სესხების დაბრუნებით მიღებული და სხვა არასაგადასახადო შემოსავლები (კაპიტალური შემოსავლების გარდა); კაპიტალური შემოსავლები - ფიქსირებული კაპიტალური აქტივების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი, აქციების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი, მიწისა და არამატერიალური აქტივების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი და არასახელმწიფო წყაროებიდან მიღებული კაპიტალური ტრანსფერები; გრანტები - საშინაო და საგარეო წყაროებიდან ფულადი ფორმით მიღებული გრანტები ან სასაქონლო ფორმით მიღებული და მონეტიზებული გრანტები; სესხები - საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესითა და დადგენილ ფარგლებში, ქვეყნის შიგნით და გარეთ აღებული სესხები (“საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 6).

ცენტრალური დეპოზიტარიუმი (central depositary) - იხ. ფასიანი ქაღალდების დეპოზიტარიუმი.

ცენტრი (centre) [გერმ. zentrum, ფრანგ. centre <ლათ. centrum <ბერძ. Kentron წვერი, წვეტი, შუაგული] - 1. რისამე შუა ნაწილი; 2. რაიმეს თავმოყრის ადგილი; პუნქტი, საიდანაც ხორციელდება რაიმე საქმიანობის მართვა; 3. ქალაქი, სადაც განლაგებულია ადმინისტრაციული, საწარმოო და სხვა დანიშნულების დაწესებულებები; 4. სახელმწიფოს უმაღლესი მმართველობის ორგანოები.

ცენტრიზმი (centrist) - ორგანიზაციებისა და ლიდერების პოლიტიკური პოზიცია, რომლებიც სხვადასხვა სოციალურპოლიტიკური მოძრაობის, ძალებისა და პარტიების გაერთიანებისაკენ ისწრაფვიან; ძირითადი პრინციპებია საზოგადოების სტაბილურობის მიღწევა და სოციალური რეფორმების განხორციელება; უარყოფს ექსტრემიზმს, რეაქტიულ ძალებსა და მემარცხენე რადიკალიზმს.

ცერემონია (ceremony) [გერმ. Zeremonie <ლათ. caerimonia მოწიწება, მოკრძალება, საკულტო წეს-ჩვეულება] - 1. რისამე შესრულების დადგენილი სადღესასწაულო წესი; 2. ურთიერთობის დადგენილი ნორმების, ეტიკეტის ზღვარგადასულად, პედანტურად დაცვა.

ცესია (მოთხოვნის დათმობა) (cession) [ფრანგ. cession <ლათ. cessio (cessionis) დათმობა, გადაცემა] - 1. სხვა პირის ვალდებულების მიმართ არსებული მოთხოვნის დათმობა, საკუთარი უფლების სხვისთვის გადაცემა; 2. მსესხებლის დოკუმენტი, რომელშიც ის მოთხოვნებს (დებიტორულ დავალიანებებს) უთმობს კრედიტორს (ბანკს), როგორც კრედიტის დაბრუნების უზრუნველყოფის გარანტიას.

ცესიონერი (lender) - პირი, რომელიც ახორციელებს სესხის გაცემას.

ცივილიზაცია (civilization) [გერმ. zivilisation, ფრანგ. civilisation <ლათ. Civilis სამოქალაქო] - 1. ამა თუ იმ სოციალურ - პოლიტიკური ფორმაციისათვის დამახასიათებელი მატერიალური და სულიერი კულტურა, საზოგადოებრივი განვითარების საფეხური; 2. თანამედროვე სულიერი კულტურა.

ცივილიზებული (civilized) - ცივილიზაციასთან ზიარებული, კულტურული, განვითარებული.

ცივილისტი (specialist in civil law) - ცივილისტიკის, ანუ სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი.

ცივილისტიკა [<ლათ. civilis] - იურისპრუდენციის დარგი, რომელიც შეისწავლის სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებს.

ცივილური (civil, civilian) [ლათ. civilis] - წიგნ. სამოქალაქო, არა სამხედრო. მაგ., ც. ტანსაცმელი.

ციკლი (cycle) [ბერძ. kiklos წრე, წრეხაზი] - 1. რაიმე მოვლენათა, პროცესთა, სამუშაოთა ერთობლიობა, რომელიც ქმნის რისამე მოქმედების დასრულებულ წრეს დროის გარკვეულ მონაკვეთში; 2. ერთმანეთთან დაკავშირებულ მოვლენათა ერთობლიობა, რისამე თანმიმდევრული რიგი. მაგ., ლექციების ციკლი; 3. რაიმე პრინციპით გაერთიანებულ მეცნიერებათა, დისციპლინათა ჯგუფი; 4. ერთი ჟანრის მხატვრული ნაწარმოებები, რომლებიც გაერთიანებულია თემატიკით, მოქმედი პირებით და სხვ.

ცილისწამება (slander) - ვინმეს მიმართ განზრახ მონაჭორის გავრცელება დანაშაულისბრალდებით. ისჯება ჯარიმითან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ორას საათამდე, ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 148).

ცინიზმი (cynicism) [ფრანგ. Cynisme <ლათ. cynicus] - საზოგადოებრივი მორალის, ზნეობის უგულებელმყოფელი, რაიმეს (ვინმეს) მიმართ უკიდურესად კადნიერი, უსირცხვილო ქცევა და დამოკიდებულება.

ცირკულარი (circular, instruction; directive) [გერმ. zirkular <ლათ. circularis <circulus წრე] - დაქვემდებარებული ორგანიზაციებისათვის დირექტიული წერილობითი განკარგულება.

ცირკულაცია (circulation) [გერმ. zirkulation <ლათ. circulatio ბრუნვა, წრებრუნვა] - წრიული მოძრაობა, წრებრუნვა.

ციტატა (quotation, citation) [გერმ. Zitat <ლათ.] - რაიმე ტექსტიდან უცვლელად, სიტყვასიტყვით მოყვანილი ადგილი.

ცხოვრების დონე (living standard, living standards, scale of living) - რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების სისტემა, რომელიც გამოხატავს საზოგადოების ერთ სულზე მატერიალური და სულიერი დოვლათის მოხმარების დონესა და ხარისხს. ამ მაჩვენებელთა სისტემაში შედის: რეალური შემოსავლის ოდენობა, საქონლისა და მომსახურების მოცულობა, სტრუქტურა, მათი ფასების დონე და დინამიკა, საბინაო პირობები, სამუშაო დღის ხანგრძლივობა, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა და ა.შ.

29 ძ..

▲ზევით დაბრუნება


ძველი აღთქმა (Old Testament) - საღვთო წიგნების კრებული, ახალ აღთქმასთან ერთად შეადგენს ბიბლიას. ქრისტიანობა ცნობს ბიბლიის ორივე ნაწილს, იუდაიზმი კი მხოლოდ ძველ აღთქმას.

30 წ..

▲ზევით დაბრუნება


წამება (torture) - სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება. ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში (ორი ან მეტი პირის მიმართ, ორსული ქალის მიმართ, შეკვეთით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და ა.შ.) ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 126).

წარმოების ფაქტორები (factore of production) - ღირებულების შექმნის ძირითადი ეკონომიკური რესურსი, რომელსაც მიეკუთვნება მიწა, შრომა, კაპიტალი.

წარმომადგენლობითი ხარჯები (representative costs/expenses) - სამმართველო ხარჯების ნაწილი, რომელიც განპირობებულია საწარმოს საბაზრო საქმიანობით. მათი წარმოშობა და თვითღირებულებაში შეტანა გამართლებულია პარტნიორთა წრის შენარჩუნებისა და გაფართოების აუცილებლობით, ფირმის რენომეს (სახელი) დაცვითა და კონკურენტუნარიანობის განმტკიცებით. ამ ხარჯების შემადგენლობა და მოცულობა განისაზღვრება ბაზრის ტრადიციებითა და პირობებით, საწარმოს იურიდიული და ორგანიზაციული ფორმით, საგარეოეკონომიკური ოპერაციების თავისებურებებით. ტრადიციულად, წარმომადგენლობით ხარჯებს მიეკუთვნება: ოფიციალური მიღების, სადილის და ზეიმის ორგანიზაციის ხარჯები; პარტნიორებთან, სამთავრობო და სავაჭრო ინსტანციებთან მოლაპარაკებისა და ურთიერთდამოკიდებულების უზრუნველყოფის ხარჯები. ამასთან, ხშირად წარმომადგენლობით ხარჯებში იფარება ფირმის არაკეთილსინდისიერი მოქმედება (ქრთამი, თანამდებობის პირთა მოსყიდვა), გადასახადისაგან თავის არიდება და მფლობელებისა და მენეჯერების პირადი ხარჯების ჩამოწერა საწარმოს ხარჯებში.

წესდება (rule/regulations) - საერთაშორისო ორგანიზაციის, სახელმწიფოს, ქონების მესაკუთრის ან საზოგადოებრივი ორგანიზაციის აქტი, რომელიც ადგენს რომელიმე დარგის, ან დაწესებულების ორგანიზაციისა და საქმიანობის წესს.

წითელი ნუსხასაქართველოს (the red list of Georgia) - საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებულ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების ჩამონათვალი („საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 1).

წითელი წიგნისაქართველოს (the red book of Georgia) - დოკუმენტი, რომელიც შეიცავს მონაცემებს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობების სტატუსის, გავრცელების არეალის, ადგილსამყოფლის, რაოდენობის, გამრავლების ადგილებისა და პირობების, მათ დასაცავად მიღებული ზომებისა და დაცვისათვის აუცილებელი ღონისძიებების, აგრეთვე, მათთან დაკავშირებული რისკ-ფაქტორების შესახებ („საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 1).

წილი საწესდებო კაპიტალში (share in authorized capital) - თითოეული პარტნიორის შენატანის ოდენობა საწარმოს ძირითად (საწესდებო) კაპიტალში.

წინასაარჩევნო კამპანია (election campaign) - საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატისა და საარჩევნო სუბიექტის მიერ არჩევნებში მონაწილეობისა და გამარჯვების მიზნით ჩატარებულ ღონისძიებათა ერთობლიობა (საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 3).

წინასაარჩევნო აგიტაცია (pre-election agitation) - საქართველოს მოქალაქეებისა და საარჩევნო სუბიექტების მიერ ამომრჩეველთა მოწოდება საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ (საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 3).

წირვა - მთავარი ქრისტიანული მღვდელმსახურება, რომელიც დღისით სრულდება; გადატ. წირვას გამოუყვანს - იგივეა, რაც ანდერძს აუგებს; მთლიანად დახარჯავს (ფულს, ქონებას).

წმინდა ინკასო (net encashment) - საფინანსო დოკუმენტების ინკასო, რომელსაც არ ახლავს კომერციული დოკუმენტები.

წმინდა შიდა პროდუქტი (net domestoc product) - მაკროეკონომიკური მაჩვენებელი, რომელიც მთლიან შიდა პროდუქტსა და ამორტიზაციის ხარჯებს შორის სხვაობით ანგარიშდება.

წოდება - კანონით ან სხვა უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილი სახელწოდება, რომელიც ადასტურებს ცალკეული მოქალაქისა თუ კოლექტივის დამსახურებას, პროფესიულ-სამსახურებრივ, სამეცნიერო ან სხვაგვარი კვალიფიკაციის ოფიციალურ აღიარებას. იხ. „სამხედრო წოდებები”, „სპეციალური წოდებები”.

წონა ბრუტო (gross weight, packed weight) - საქონლის წონა ტარისა და შეფუთვის ჩათვლით.

წონა დატვირთვის - საქონლის წონა, რომელსაც ადგენენ გაგზავნის პუნქტში და მითითებულია სატრანსპორტო დოკუმენტში.

წონა ნეტო (net weight) - საქონლის წონა ტარისა და შეფუთვის გარეშე.

31 ხ..

▲ზევით დაბრუნება


ხარჯი (charge, outlay, expenditure, spending, cost, expense, charge) - 1. გარკვეული შედეგის მისაღებად გაცემული ფულადი ან მატერიალური რესურსი; 2. ექსპროპრიაციისას და სამართალწარმოებისას გაწეული დანახარჯები, რომლებიც მოიცავს მიწის შეფასების ხარჯებსა და სხვა ხარჯებს (საქართველოს კანონი „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ”, მუხლი 1).

ხასიათი (disposition, temper, character) - 1. ადამიანის სულიერ თვისებათა ერთობლიობა, რომლებიც მის ქცევაში ვლინდება, ზნე. მაგ., მტკიცე ხ., ახირებული ხ. და ა.შ.; 2. სულიერი განწყობილება, გუნება. მაგ., კარგ ხასიათზეა; 3. რისამე თვისება, ხასიათი. მაგ., ისტორიული ხ.-ის რომანი.

ხელისუფლების დანაწილება (separation of powers) - პოლიტიკურ-სამართლებრივი დოქტრინა, რომლის მიხედვითაც პოლიტიკური ხელისუფლება რამდენიმე სტრუქტურას შორის უნდა გადანაწილდეს ტირანიის თავიდან ასაცილებლად. ხელისუფლების დანაწილების იდეა ჯერ კიდევ შუა საუკუნეების ევროპაში წარმოიშვა სამეფო ძალაუფლების აბსოლუტიზმის თავიდან ასაცილებლად; დღეს დემოკრატიულ ქვეყნებში ხელისუფლების დანაწილება, როგორც წესი, ორი პრინციპით, ორი მიდგომით ხდება - ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად; პირველი გულისხმობს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების გამოყოფას, ხოლო მეორე ცენტრალურ, რეგიონულ, მუნიციპალურ და რაიონულ ხელისუფლებას (ცენტრალურ, ადგილობრივ მმართველობასა და თვითმმართველობას) შორის უფლებამოსილებათა გადანაწილებას.

ხელფასი (pay, remuneration, screw, wage) - დაქირავებული მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი. იხ. აგრეთვე ანაზღაურება; ანაზღაურება შრომის საჯარო სამსახურში.

ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები (income received as wage) - ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. სარგებლის ღირებულებად ითვლება თანხა, დაქირავებულის მიერ ამ ნაწილით განსაზღვრული ოდენობით მიღებული სარგებლისათვის, გადახდილი თანხის გამოკლებით: ა) ნებისმიერი სახეობის ავტომობილის პირადი სარგებლობისათვის გამოსაყენებლად მიღებისას - საგადასახადო წლის დამდეგს ასეთი სახეობის ახალი ავტომობილის ღირებულების 0,05 პროცენტი დაქირავებულის მიერ ავტომობილის კერძო სარგებლობის მიზნით გამოყენების ყოველი დღისათვის; ბ) საბაზრო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის მიღებისას - საბაზრო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა; გ) დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) მიყიდვისას ან უსასყიდლოდ გადაცემისას - ასეთი საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) საბაზრო ფასი; დ) დამქირავებლის მიერ დაქირავებულის ან მის კმაყოფაზე მყოფთა განათლების მისაღებად დახმარების გაწევისას (დაქირავებულის ვალდებულებათა შესრულებასთან უშუალოდ დაკავშირებული მომზადების პროგრამის ჩაუთვლელად) - დამქირავებლის მიერ განათლების მისაღებად გაწეული დახმარების ღირებულება; ე) დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის ხარჯების ანაზღაურებისას - ანაზღაურების თანხა; ვ) დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის ვალის ან ვალდებულების პატიებისას - ვალის ან ვალდებულების თანხა; ზ) დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის პრემიის ან სხვა მსგავსი თანხის გადახდისას - დამქირავებლის მიერ გადახდილი პრემიის ან სხვა თანხის მოცულობა; თ) დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის შემთხვევაში სადაზღვევო პრემიის ან სხვა თანხის გადახდისას - დამქირავებლის მიერ გადახდილი სადაზღვევო პრემიის ან სხვა თანხის მოცულობა. ამასთან, არასახელმწიფო საპენსიო და ნებაყოფლობითი სამედიცინო დაზღვევის შემთხვევაში დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის სადაზღვევო პრემიის ან სხვა თანხის გადახდისას ერთობლივ შემოსავალში მიღებული სარგებლის სახით არ შეიტანება გადახდილი სადაზღვევო პრემია ან სხვა თანხა, რომლის ოდენობა არ აღემატება დაქირავებულის ხელფასის 30 პროცენტს, მაგრამ არა უმეტეს 1200 ლარს წელიწადში; ი) სხვა შემთხვევაში - საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული სარგებლის საბაზრო ფასი - სარგებლის ღირებულება და ფასი მოიცავს აქციზს, დამატებული ღირებულების გადასახადს და სხვა გადასახადს, რომლებიც ექვემდებარება გადახდას დაქირავებული პირის მიერ. ერთობლივ შემოსავალში არ შედის დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ან წარმომადგენლობითი ხარჯების ანაზღაურება იმ ოდენობით, რომლითაც დადგინდება, რომ ასეთი ხარჯები ზომიერი და აუცილებელი იყო დამქირავებლის საქმიანობისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ განსაზღვრული ნორმების ფარგლებში (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 38).

ხელშეკრულება (agreement, contract) - შეთანხმება ორ ან მეტ პირს შორის, რომელიც ითვალისწინებს მათ უფლებათა და მოვალეობათა დადგენას, შეცვლას ან შეწყვეტას; ხელშეკრულების შესრულების პირობებს, ვადებსა და პასუხისმგებლობას ხელშეკრულების შესრულებისთვის.

ხელშეკრულება გადაზიდვა-გადაყვანის (carriage/freight-traffic agreement/contract) - ხელშეკრულება, რომლის დროსაც გადამზიდველი ვალდებულია შეთანხმებული საზღაურის გადახდით გადაიტანოს ტვირთი ან გადაიყვანოს მგზავრი დანიშნულების ადგილზე (საქართველოს „სამოქალაქო კოდექსი”, მუხლი 668).

ხელშეკრულება გაცვლის (exchange agreement, interchange contract, barter) - ხელშეკრულება, რომლის დროსაც მხარეებს ეკისრებათ ქონებაზე საკუთრების უფლების ურთიერთგადაცემა. ამ დროს ყოველი მხარე ითვლება იმ ქონების გამყიდველად, რასაც ცვლის და იმის მყიდველად, რასაც სანაცვლოდ იღებს (საქართველოს „სამოქალაქო კოდექსი”, მუხლი 521).

ხელშეკრულება დავალების (instructions/ target agreement/contract) - ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯით (საქართველოს „სამოქალაქო კოდექსი”, მუხლი 709).

ხელშეკრულება დაზღვევის (insurance/assurance contract) - ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი პრემია (საქართველოს „სამოქალაქო კოდექსი”, მუხლი 799).

ხელშეკრულება თავდებობის (contract of guarantee, agreement on secured debt) - 1. ხელშეკრულება, რომელიც როგორც წესი ფორმდება ბანკსა და თავდებს (იურიდიულ პირს) შორის, რის საფუძველზეც თავდები იღებს ვალდებულებას დაფაროს მსესხებლის დავალიანება კრედიტორისადმი დათქმულ ვადაში. შეიძლება მიეთითოს ის მაქსიმალური თანხა, რომელსაც თავდები დაფარავს. თავდებობა ჩვეულებრივ გამოიყენება მოსახლეობისთვის გრძელვადიანი სესხის გასაცემად. მსოფლიო პრაქტიკაში თავდები შეიძლება იყოს ფიზიკური პირიც, თუ მას აქვს სამუშაო, სტაბილური შემოსავალი ან გარკვეული ქონება (მიწის ნაკვეთი, აგარაკი, ავტომანქანა). თავდებობა უპირატესად ფორმდება სანოტარო წესით; 2. ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესაბამისად. თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობითი ვალდებულებებისათვის (საქართველოს „სამოქალაქო კოდექსი”, მუხლი 891).

ხელშეკრულება თხოვების (gratis/ free of charge/without indemnity/compensation agreement on occupation/temporary use) - ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც გამნათხოვრებელი კისრულობს ვალდებულებას გადასცეს მონათხოვრეს ქონება დროებით უსასყიდლო სარგებლობისათვის (საქართველოს „სამოქალაქო კოდექსი”, მუხლი 615).

ხელშეკრულება იჯარის (lease) - ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს, როგორც ფულით, ისე ნატურით, მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც (საქართველოს „სამოქალაქო კოდექსი”, მუხლი 581).

ხელშეკრულება კოლექტიური (collective agreement) - სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესრიგებს შრომით, სოციალურეკონომიკურ და პროფესიულ ურთიერთობებს დამსაქმებელსა და მუშაკებს შორის საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში (საქართველოს „შრომის კანონთა კოდექსი”, მუხლი 7).

ხელშეკრულება კონტოკორენტის (guarantee agreement) - ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მხარეები კისრულობენ პასუხისმგებლობას, საქმიანი კავშირებიდან წარმოშობილი მოთხოვნები და გადახდები შეიტანონ ანგარიშზე და ანგარიშის დახურვამდე მიიჩნიონ ხელშეუხებლად. ანგარიშის სალდო ექვემდებარება გადახდას შეთანხმებულ ვადაში. თუ ანგარიშის დახურვისას ის მხარე, რომელსაც ეკუთვნის თანხის ნაშთი, არ მოითხოვს გადახდას, მაშინ იგი შეიტანება კონტოკორენტზე. ანგარიშის დახურვით წარმოიშობა სალდოს მოთხოვნა, რომელიც შესრულების მიზნით იკავებს კონტოკორენტზე მოთავსებული მოთხოვნის ადგილს. ანგარიშის დახურვა წარმოებს წელიწადში ერთხელ, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი (საქართველოს „სამოქალაქო კოდექსი”, მუხლი 906).

ხელშეკრულება კონცე სიის (instructions of concession) - ხელშეკრულება, რომელსაც სახელმწიფო დებს კერძო საწარმოსთან, უცხო ქვეყნის ფირმასთან, რის საფუძველზეც საწარმო (ფირმა) იღებს განსაზღვრულ სამრეწველო საწარმოთა, მთამადნეულისა და მისთ. ექსპლუატაციის უფლებას.

ხელშეკრულება ლიზინგის (lease) - ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს გადასცეს სარგებლობაში განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით. ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით. ლიზინგის გამცემი ვალდებულია დაამზადოს ან შეიძინოს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონება. ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის მიმღებს შეიძლება დაეკისროს ვალდებულება ან მიენიჭოს უფლება, ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ იყიდოს ლიზინგის საგანი ან დაიქირავოს იგი, თუკი ხელშეკრულება საგნის სრული ამორტიზაციით არ მთავრდება. საბოლოო ღირებულების გამოთვლისას ყველა შემთხვევაში გათვალისწინებულ უნდა იქნეს ამორტიზაციის ფაქტი. თუ ხელშეკრულებაში არ არის შესაბამისი დებულება, მაშინ ლიზინგის მიმღები უფლებამოსილია იყიდოს ლიზინგის საგანი (საქართველოს „სამოქალაქო კოდექსი”, მუხლი 576).

ხელშეკრულება მიბარების (agreement of bailment) - ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც შემნახველი კისრულობს შეინახოს მიმბარებლის მიერ მისთვის ჩაბარებული მოძრავი ნივთი (საქართველოს „სამოქალაქო კოდექსი”, მუხლი 763).

ხელშეკრულება ნარდობის (contractor's agreement) - ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური, თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე. თუ დამზადებულია გვაროვნული ნივთი, მაშინ გამოიყენება ნასყიდობის წესები. ნარდობასთან დაკავშირებული ხარჯთაღრიცხვის შედგენა არ ანაზღაურდება, თუ შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული (საქართველოს „სამოქალაქო კოდექსი”, მუხლი 629).

ხელშეკრულება ნასყიდობის (deed of conveyance, bargain and sale, sale contract, purchase deed) - ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. თუ ხელშეკრულებაში ფასი პირდაპირ არ არის მითითებული, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ მისი განსაზღვრის საშუალებებზე (საქართველოს „სამოქალაქო კოდექსი”, მუხლი 477).

ხელშეკრულება საბანკო კრედიტის (agreement on bank credit) - ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით (საქართველოს „სამოქალაქო კოდექსი”, მუხლი 867).

ხელშეკრულება საბანკო მომსახურების (agreement/contract on bank service) - ანგარიშსწორების ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც საკრედიტო დაწესებულება ვალდებულია თავისი კლიენტის საანგარიშსწორებო ანგარიშიდან აწარმოოს გადახდები ანგარიშზე არსებული თანხების ფარგლებში და შემოსული თანხები ჩარიცხოს ანგარიშზე. შესაძლებელია ანგარიშის მფლობელის მითითების საფუძველზე იგივე ოპერაციები განხორციელდეს ნაღდი ფულით. მხარეთა შეთანხმებით ანგარიშის მფლობელს შეიძლება დაეკისროს მომსახურების ხარჯების გადახდა (საქართველოს „სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 859).

ხელშეკრულება საერთაშორისო (international agreement) - საქართველოს მიერ უცხო სახელმწიფოსთან (სახელმწიფოებთან) ან საერთაშორისო ორგანიზაციასთან (ორგანიზაციებთან) წერილობითი ფორმით დადებული შეთანხმება, რომელიც რეგულირდება საერთაშორისო სამართლის ნორმებით. განურჩევლად იმისა, წარმოდგენილია იგი ერთი თუ რამდენიმე ერთმანეთთან დაკავშირებული დოკუმენტით და მიუხედავად მისი კონკრეტული სახელწოდებისა („საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 3.ა).

ხელშეკრულება საინვესტიციო (investment contract) - ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ინვესტორი აძლევს სხვა პირს ფულს ან სხვა უფლებას საკუთრებაზე ეკონომიკურ საქმიანობაში დასაბანდებლად, შესაძლო შემოსავლის მიღების მიზნით (“ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 1).

ხელშეკრულება საკუთრების მინდობის (trust agreement) - ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც საკუთრების მიმნდობი გადასცემს ქონებას მინდობილ მესაკუთრეს, რომელიც იღებს და მართავს მას საკუთრების მიმნდობის ინტერესების შესაბამისად (საქართველოს „სამოქალაქო კოდექსი”, მუხლი 724).

ხელშეკრულება სამისდღეშიო რჩენის (agrreement on lifelong/perpetualsupport/maintenance) - ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მარჩენალი კისრულობს სამისდღეშიო სარჩოს გადახდას სარჩოს მიმღებისთვის (სარჩენისთვის) მთელი სიცოცხლის მანძილზე, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს. სამისდღეშიო სარჩო შეიძლება დადგინდეს ფულადი ან ნატურალური სახით (ბინით, კვებით, მოვლით სხვა აუცილებელი დახმარებით) (საქართველოს “სამოქალაქო კოდექსი”, მუხლი 941).

ხელშეკრულება სატრანსპორტო ექსპედიციის (contract on trucking/freight traffic/freight traffic activity (transport expedition)) - ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ექსპედიტორი კისრულობს თავისი სახელითა და შემკვეთის ხარჯზე განახორციელოს ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული მოქმედებანი. შემკვეთი მოვალეა გადაიხადოს შეთანხმებული პროვიზია (საქართველოს „სამოქალაქო კოდექსი”, მუხლი 730.1).

ხელშეკრულება სესხის (loan contract/agreement) - ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი (საქართველოს „სამოქალაქო კოდექსი”, მუხლი 623).

ხელშეკრულება ტურისტული მომსახურების (contract on service of tourist/traveller) - ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მოგზაურობის მომწყობი (ტურისტული საწარმო) მოვალეა გაუწიოს ტურისტს (მოგზაურს) შეთანხმებული მომსახურება. ტურისტი მოვალეა მოგზაურობის მომწყობს გადაუხადოს შეპირებული ანაზღაურება გაწეული მომსახურებისათვის (საქართველოს „სამოქალაქო კოდექსი”, მუხლი 657).

ხელშეკრულება ფასიანი ქაღალდების შეთავაზების (contract on “offer for sale”) - ხელშეკრულება ფასიანი ქაღალდების შეთავაზების განმახორციელებელ ემიტენტსა და ერთ ან რამდენიმე საბროკერო კომპანიას შორის, რომლის მიხედვითაც საბროკერო კომპანია/კომპანიები კისრულობენ განათავსონ ფასიანი ქაღალდები გარანტირებულ ან არაგარანტირებულ საფუძველზე („ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 2).

ხელშეკრულება ფორვარდული (forward contract) - საქონლის ან ფინანსური ინსტრუმენტის ყიდვა-გაყიდვის შესახებ შეთანხმება განსაზღვრულ მომავალში მიწოდებისა და ანგარიშსწორების განხორციელებით.

ხელშეკრულება ფრენშაიზინგის (franchise agreement) - ხელშეკრულება, რომელიც წარმოადგენს გრძელვადიან ვალდებულებით ურთიერთობას და რომლითაც დამოუკიდებელი საწარმოები ორმხრივად კისრულობენ ვალდებულებას საჭიროების მიხედვით, სპეციფიკურ ვალდებულებათა შესრულების გზით ხელი შეუწყონ საქონლის წარმოებას, გასაღებასა და მომსახურებათა განხორციელებას (საქართველოს „სამოქალაქო კოდექსი”, მუხლი 607).

ხელშეკრულება ქირავნობის (rent contract, agreement of hire) - ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც გამქირავებელი მოვალეა დამქირავებელს სარგებლობაში გადასცეს ნივთი განსაზღვრული ვადით. დამქირავებელი მოვალეა გამქირავებელს გადაუხადოს დათქმული ქირა (საქართველოს „სამოქალაქო კოდექსი”, მუხლი 531).

ხელშეკრულება ქორწინების (contract) - ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მეუღლეების ქონებრივი უფლებები და მოვალეობები, როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე განქორწინებისას (საქართველოს „სამოქალაქო კოდექსი”, მუხლი 1172).

ხელშეკრულება შრომის (კონტრაქტი) (contract) - იხ. შრომის ხელშეკრულება (კონტრაქტი).

ხელშეკრულება შუამავლობის (intermediation/mediation contract/agreement) - ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც პირი სხვას ჰპირდება გასამრჯელოს ხელშეკრულების დასადებად გაწეული შუამავლობისათვის (საქართველოს “სამოქალაქო კოდექსი”, მუხლი 744).

ხელშეკრულება ჩარტერის (charter) - სატრანსპორტო საშუალების მფლობელსა და მის დამფრახტავს შორის ტრანსპორტის ან მისი ნაწილის გარკვეული ვადით იჯარაზე დადებული ხელშეკრულება (მაგალითად, რეისის განმავლობაში), ფრახტის მოქმედების პერიოდში დამქირავებელი ტრანსპორტის მესაკუთრედ ითვლება.

ხელშეკრულება ჩუქების (deed of grant/donate) - ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით (საქართველოს „სამოქალაქო კოდექსი”, მუხლი 524).

ხელშეკრულების დადება (conclude a contract, award a contract, conclude a treaty, contract, covenant, enter into a treaty, enter into an agreement) - ხელშეკრულებაში მონაწილე მხარეების მიერ მის ყოველ არსებით საკითხზე შეთანხმება საამისოდ გათვალისწინებული ფორმით (საქართველოს „სამოქალაქო კოდექსი”, მუხლი 327.1).

ხელშეკრულების პირობები (treaty provisions, terms of the treaty, contract terms) - ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესასრულებელი მოქმედება.

ხელშეკრულების სტანდარტული პირობები (standardized provisions of agreement) - წინასწარ ჩამოყალიბებული, მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნული პირობები, რომელთაც ერთი მხარე (შემთავაზებელი) უდგენს მეორე მხარეს და რომელთა მეშვეობითაც უნდა მოხდეს კანონით დადგენილი ნორმებისაგან განსხვავებული ან მათი შემვსები წესების დადგენა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 342).

ხელწერილი (receipt) - ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ხელმომწერის მიერ რაიმე ვალდებულების ან სიკეთის მიღებას.

ხულიგანი [ინგლ. hooligan <ირლ. გვარი houlihan] - საზოგადოებრივი წესრიგის უხეშად დამრღვევი, ადამიანის ღირსების შემლახავი, უხამსი საქციელის ჩამდენი პირი.

ხუნტა (junta) [ესპ. junta კრება, გაერთიანება] - 1. ესპანურენოვან ქვეყნებში სხვადასხვა სახის გაერთიანებებისა და კავშირების სახელწოდება; 2. ლათინური ამერიკის ქვეყნებში ხელისუფლების აღმასრულებელი სამთავრობო ორგანო (რომელიც როგორც წესი ხელისუფლებაში სახელმწიფო გადატრიალების შედეგად მოდის); 3. შეთქმულთა ჯგუფი, რომელმაც უკანონოდ ჩაიგდო ხელისუფლება ხელში და რომელიც ქვეყანას დიქტატორული მეთოდებით მართავს.

ხურალი [<მონღ. qural კრება] - თანამედროვე მონღოლეთში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების (უმაღლესი და ადგილობრივი) დასახელება.

32 ჯ..

▲ზევით დაბრუნება


ჯაინიზმი (jainism) [<სანსკრ. jaina ბუდას კუთვნილი <jina წმინდა] - ინდუიზმის წინააღმდეგ მიმართული ჩვ. წ. აღ. მე-6 საუკუნეში ინდოეთში აღმოცენებული ერთ ერთი რელიგია, რომელიც უარყოფს ვედების ავტორიტეტს, კასტების ღვთაებრივ წარმომავლობას, მისთვის დამახასიათებელია ასკეტიზმი, კრძალავს ყველა სახის ცოცხალი არსების მოკვდინებას ან მათთვის რაიმე ვნების მიყენებას.

ჯამაგირი (wage, salary) - შრომის ანაზღაურება გაწეული სამუშაოს სანაცვლოდ.

ჯარიმა (fine, penalty) - 1. ფულადი გადასახდელი, რომელსაც იხდიან ფიზიკური ან იურიდიული პირები მოქმედი კანონმდებლობის, დადებული ხელშეკრულების ან დადგენილი წესების დარღვევისათვის. ჯარიმის გადახდა არ ათავისუფლებს გადამხდელს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან; 2. მოქალაქეებისათვის და თანამდებობის პირებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამო დაკისრებული ჯარიმა არ შეიძლება იყოს შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობის ერთ მესამედზე ნაკლები; 3. სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ფულადი გადასახდელი, რომელიც ინიშნება დღიური ანაზღაურების სისტემით.

ჯგუფი (group) - 1. რამდენიმე ერთმანეთთან ახლოს მყოფი ვინმე, რამე - გუნდი; 2. გარკვეული ნიშნის მიხედვით (მდგომარეობით, საქმიანობით და სხვ.) გამოყოფილი ერთობლიობა ადამიანებისა. მაგ., ლექტორთა ჯ., ინგლისური ენის შემსწავლელი ჯ. და სხვ.; 3. კლასიფიკაციის შედეგად გამოყოფილი საგნების (მოვლენების) ერთობლიობა. მაგ., პირველი ჯგუფის სისხლი.

ჯენტლმენი (gentleman) [ინგლ. gentleman] - 1. ინგლისში: კაცი, რომელიც ზუსტად იცავს არისტოკრატულ საზოგადოებაში მიღებული ქცევის წესებსა და ნორმებს; 2. ითქმის ზრდილობიან, თავაზიან მამაკაცზე, აგრეთვე, იმაზე, ვინც გამოირჩევა დახვეწილი მანერებითა და ჩაცმა-დახურვით.

ჯენტლმენური შეთანხმება (gentleman's agreement) - საერთაშორისო სამართალში ზეპირი ან წერილობითი ფორმით დადებული შეთანხმება, რომელიც მხარეთა ურთიერთნდობის პრინციპზეა დამყარებული და მისი დარღვევა რაიმე იურიდიულ შედეგებს არ იწვევს.

ჯილდო (prize, premium, tribute) - გარკვეული საქმიანობისა ან/და ღვაწლისათვის პიროვნების (პიროვნებათა ჯგუფის) დასაჩუქრება სახელმწიფოს ან კერძო ორგანიზაციის (პირის) მიერ. ჯილდო შეიძლება გაიცეს როგორც ფულადი, ასევე ნივთობრივი სახით.

ჯინგოიზმი [ინგლ. jingoism] - უკიდურესი შოვინისტური მსოფლმხედველობის გამომხატველი ტერმინი; თავდაპირველად დამკვიდრდა დიდ ბრიტანეთში მე-19ს-ის 70-იანი წლებიდან. ჯიჰადი [<არაბ. წმინდა ბრძოლა, სარწმუნოებისთვის ბრძოლა; სიტყვ. გულმოდგინება, თავგამოდება] - რწმენის გავრცელების და განმტკიცების მიზნით ნებისმიერი საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებული ისლამით გათვალისწინებული დანაწესი, რომელიც ითვალისწინებს სხვა რელიგიის მიმდევრების წინააღმდეგ წმინდა ომის გამოცხადებასაც.

ჯოისტიკი [<ინგლ. joystick თვითმფრინავის მართვის ბერკეტი] - კომპიუტერში მონაცემების შეტანისას დისპლეის ეკრანზე კურსორის გადაადგილების ხელით მართვადი მოწყობილობა.

33 ჰ..

▲ზევით დაბრუნება


ჰაზავათი - მუსლიმანების წმინდა ომი სხვა რელიგიის მიმდევრების წინააღმდეგ.

ჰაკერი [ინგლ. hacker <to hack ჩეხა, კაფვა, მოპოვება] - ის, ვინც საჭირო მონაცემების მოპოვების მიზნით საკუთარი კომპიუტერის მეშვეობით არალეგალურად აღწევს საბანკო, საფინანსო, საწარმოო ან სხვა დაწესებულებების საინფორმაციო ქსელებში.

ჰეგემონია (hegemony) [<ბერძ. hegemonia ბატონობა, პირველობა] - ხელმძღვანელობა, უმაღლესი, უპირველესი მდგომარეობა; ზოგიერთი სახელმწიფოს ან კლასის მიერ სხვა სახელმწიფოების ან კლასების გაბატონებული, დამთრგუნველი მართვა.

ჰეგემონიზმი (hegemon(izm)) [<ბერძ. hegemonia ხელმძღვანელობა, მმართველობა] - სხვა ქვეყნების, ხალხების ბატონობისკენ და მსოფლიო ბატონობისაკენ მიმართული პოლიტიკა.

ჰედლაინი [ინგლ. headline] - სათაური, განყოფილება (ბეჭდვით გამოცემებში); მრ. უახლესი ამბების მოკლე შინაარსი (ტელე-რადიოგადაცემებში).

ჰელიო..., [<ბერძ. helios მზე] - მზის შესატყვისი რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი.

ჰერალდიკა (heraldry) [გერმ. Heraldik <ფრანგ. heraldique <შუა საუკ. ლათ. heraldus ჰერალდი] - გერბთმცოდნეობა; გერბის შედგენა და განმარტება.

ჰექტარი (hectare) [ფრანგ. hectare] - მიწის ფართობის საზომი ერთეული (მეტრული სისტემისა); უდრის 10.000 კვადრატულ მეტრს.

ჰექტო..., [ფრანგ. hect(o) ... <ბერძ. hekaton ასი] - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი, ფიზიკური სიდიდის ერთეულის აღმნიშვნელი, შეესაბამება ას ერთეულს.

ჰეჯი (hedge) - 1. ფასების არასასურველი ცვალებადობის რისკისგან დაზღვევა; 2. ფიუჩერსული კონტრაქტი, რომელიც ფასების არასასურველი ცვალებადობის რისკისგან თავის დასაზღვევად გამოიყენება.

ჰეჯი დინამიკური (dynamical hedge) - საინვესტიციო პორტფელების დაზღვევის ახალი ოფციური სტრატეგია - სათანადო პოზიციების დაკავება საბანკო ანგარიშსა და ძირითად აქტივებში. პოზიციების დინამიკური ცვლა დამცავი ოფციონის შექმნის შესაძლებლობას იძლევა.

ჰეჯი ზედა (ქვედა) (supper (sub) hedge) - ფინანსური ვალდებულებების მაქსიმალური (მინიმალური), ანუ მყიდველის (გამყიდველი) ფასი, რომელიც დამოუკიდებელია ამა თუ იმ მომენტში აქციის კურსის ოდენობის განსაზღვრის ალბათობისგან.

ჰეჯირება (hedging) - თავდაცვა ან დაზღვევა მოსალოდნელი დანაკარგებისგან.

ჰიპერ..., [<ბერძ. hyper ზემოთ, მაღლა] - ნორმის გადაჭარბების აღმნიშვნელი უცხოენოვანი სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი ან თავსართი.

ჰიპერინფლაცია (hyperinflation) - ძალიან მაღალი ინფლაცია. ხშირად განისაზღვრება, როგორც ინფლაცია, რომლის ყოველთვიური დონე, დროის ხანგრძლივი მონაკვეთის განმავლობაში აღემატება 50 პროცენტს.

ჰიპერმითითება, ჰიპერკავშირი (hyperlink) - ინტერნეტში დოკუმენტებს შორის კავშირის ძირითადი საშუალება, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება ერთი დოკუმენტის მეორესთან, ან მის ნაწილთან აზრობრივი კავშირი.

ჰიმნი (hymn; anthem) [პოლ. Hymn <ლათ. hymnus <ბერძ. hymnos] - სამშობლოს, ისტორიული მოვლენის, გმირების მადიდებელი პოეტურ-მუსიკალური, სადღესასწაულო ნაწარმოები. სახელმწიფოს ერთ-ერთი სიმბოლო.

ჰიპო ..., [<ბერძ. hypo ქვემოთ, ქვეშ] - უცხოენოვანი სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი ან თავსართი, რომელიც აღნიშნავს: 1. ნორმის ქვემოთ რაიმეს დაწევას, დაცემას; 2. რაღაცის გარკვეული ზღვრის, წერტილის ქვემოთ მდებარეობას.

ჰიპოთეზა (hypothesis) [გერმ. Hypothese <ლათ. hypothesis საფუძველი, ვარაუდი] - 1. რაიმე მოვლენის ახსნის მიზნით გამოთქმული მეცნიერული ვარაუდი; 2. სამართლებრივი ნორმის სტრუქტურული ელემენტი, რომელიც განსაზღვრავს ნორმის მოქმედებისთვის აუცილებელ პირობებს.

ჰისტოგრამა (histogram) - ემპირიული სტატისტიკური განაწილების მაჩვენებელი დიაგრამა.

ჰოლდინგი (shell company) [<ინგლ. holding მფლობელი] - აქციონერული კომპანია, რომელიც ფლობს სხვა კომპანიების აქციების საკონტროლო პაკეტებს მათი საქმიანობის კონტროლისა და მართვის მიზნით.

ჰოლდინგი სახელმწიფო (state holding) - სპეციალური სახელმწიფო ორგანიზაცია, რომლის დროებით განკარგულებაშია პრივატიზებულ საწარმოთა აქციების საკონტროლო პაკეტი. აღნიშნული ორგანიზაციები კონტროლს უწევენ საწარმოთა საქმიანობას.

ჰოლდინგი წმინდა (pure holding) - ჰოლდინგი, რომელიც იქმნება სპეციალურად კონტროლისა და მართვის ფუნქციების განსახორციელებლად.

ჰონორარი (fee, honorarium) [ლათ. honorarium საპატიო ჯილდო] - ფულადი გასამრჯელო, რომელსაც შრომის საზღაურად აძლევენ (ხელშეკრულების საფუძველზე) მწერლებს, მხატვრებს, ადვოკატებს და სხვ.; ერთჯერადი ანაზღაურების ფორმა გაწეული საქმიანობის ან დამსახურებისათვის.

ჰუმანიზმი (humanism) [ფრანგ. humanisme <ლათ. humanus ადამიანური] - 1. მსოფლმხედველობა, რომელიც გამსჭვალულია ადამიანის სიყვარულით, მისი ღირსების პატივისცემით; კაცთმოყვარეობა; 2. აღორძინების ხანაში (მე-14- 16სს.): პროგრესული მიმდინარეობა, რომელმაც გამოაცხადა პიროვნების თავისუფალი განვითარების პრინციპი, ადამიანის გათავისუფლება სქოლასტიკისა და კათოლიციზმის ბატონობისაგან.

34 დანართი 1. შემოკლებათა განმარტება

▲ზევით დაბრუნება


ავიაც. - ავიაცია, ავიაციის
არაბ. - არაბული
არქიტ. - არქიტექტურა, არქიტექტურული
ასტრ. - ასტრონომია, ასტრონომიული
ახ. - ახალი
ბერძ. - ბერძნული
ბიოლ. - ბიოლოგია, ბიოლოგიური
გადატ. - გადატანითი
გეოლ. - გეოლოგია, გეოლოგიური
გერმ. - გერმანული
გვ. - გვიანდელი
გრამატ. - გრამატიკა, გრამატიკული
დაახლ. - დაახლოებით
დან. - დანიური
დიალ. - დიალოგი, დიალოგში
ებრ. - ებრაული
ეკონ. - ეკონომიკა, ეკონომიკური
ესპ. - ესპანური
ეტრ. - ეტრუსკული
თავ. - თავსართი
თურქ. - თურქული
იგ. - იგივე
ინგლ. - ინგლისური
ირლ. - ირლანდიული
ისლანდ. - ისლანდიური
ისტ. - ისტორიული
იტალ. - იტალიური
იხ. - იხილე
კელტ. - კელტური
კომერც. - კომერცია, კომერციული
ლათ. - ლათინური
ლინგვ. - ლინგვისტიკა, ლინგვისტიკური
ლიტ. - ლიტერატურა, ლიტერატურული,
ლიტერატურათმცოდნეობა
მაგ. - მაგალითად
მათემ. - მათემატიკა, მათემატიკური
მანჯურ. - მანჯურიული
მედიც. - მედიცინა
მონღ. - მონღოლური
მოძვ. - მოძველებული
მუს. - მუსიკა
მ.შ. - მათ შორის
ნიდ. - ნიდერლანდური
ნორვეგ. - ნორვეგიული
პოლ. - პოლონური
პოლიგრ. - პოლიგრაფია, პოლიგრაფიული
პოლინეზ. - პოლინეზიური ენები
პორტუგ. - პორტუგალიური
რკ.-გზ. - სარკინიგზო
რუს. - რუსული
ს. - საუკუნე
სამხ. - სამხედრო
სანსკ. - სანსკრიტი
საპირისპ. - საპირისპირო
საუბ. - სასაუბრო
სიტყვ. - სიტყვასიტყვით
სოც. - სოციალური
სპარს. - სპარსული
სპეც. - სპეციალური
სპორტ. - სპორტული
სს. - საუკუნეები
სუფ. - სუფიქსი
ტექ. - ტექნიკა, ტექნიკური
ტუნგ. - ტუნგუსური
ფიზიოლ. - ფიზიოლოგია, ფიზიოლოგიური
ფილოლ. - ფილოლოგია, ფილოლოგიური
ფილოს. - ფილოსოფია, ფილოსოფიური
ფინანს. - საფინანსო
ფოტოგრ. - ფოტოგრაფია
ფრანგ. - ფრანგული
შდრ. - შეადარე
შემოკლ. - შემოკლებული
შვედ. - შვედური
ჩეხ. - ჩეხური
ჩვ. - ჩვეულებრივი
ძვ. - ძველი
წ. - წელი
წიგნ. - წიგნური
წწ. - წლები
ხელოვნ. - ხელოვნება
ჰოლანდ. - ჰოლანდიური

35 დანართი 2. ფართოდ გავრცელებული უცხოენოვანი სიტყვები და გამოთქმები

▲ზევით დაბრუნება


35.1 A

▲ზევით დაბრუნება


AB ANTIQUO ლათ. (აბ ანტიკვო) -ძველთაგან.

ABENDLAND გერმ. (აბენდლანდ) - დასავლეთი ევროპა.

AB INCUNABULIS ლათ. (აბ ინკუნაბულის) - აკვნიდან.

AB INITIO ლათ. (აბ ინიციო) - თავიდან, დასაბამიდან.

AB OVO ლათ. (აბ ოვო) - “კვერცხიდან”; დასაბამიდან, დასაწყისიდან;ab ovo usque ad mala (აბ ოვო უსკვე ად მალა) - “კვერცხიდან ვაშლამდე” (ძველი რომაელები სადილს იწყებდნენ კვერცხით და ამთავრებდნენ ხილით); თავიდან ბოლომდე [ჰორაციუსის გამონათქვამი (65- 8 ძვ.წ.აღ.)].

A CAPPELLA იტალ. (ა კაპელლა) - გუნდური გალობა აკომპანემენტის გარეშე.

ACIDUM ლათ. (აციდუმ) - მჟავა.

AD ABSURDUM ლათ. (ად აბსურდუმ) - იხ. reductio ad absurdum.

ADAGIO იტალ. (ადაჯო) - (მუს.) მუსიკალური ნაწარმოების შესრულების ნელი ტემპი.

A DATO ლათ. (ა დატო) - ხელის მოწერის დღიდან.

AD AUGUSTA PER ANGUSTA ლათ. (ად ავგუსტა პერ ანგუსტა) - მაღალ მიზნებს დიდი სიძნელეების გადალახვით აღწევენ.

AD CALENDAS GRAECAS ლათ. (ად კალენდას გრეკას) - ბერძნულ კალენდებამდე (იხ. კალენდები).

ADDENDA ET CORRIGENDA ლათ. (ადდენდა ეტ კორრიგენდა) - დამატებები და შესწორებები.

ADDIO! იტალ. (ადიო) - მშვიდობით.

AD EXEMPLUM ლათ. (ად ექსემპლუმ) - ნიმუშის მიხედვით.

AD HOC ლათ. (ად ჰოკ) - “ამასთან”; ამ შემთხვევისთვის; ამ მიზნისთვის.

AD HOMINEM ლათ. (ად ჰომინემ) - იხ. argumentum ad hominem.

AD HONORES ლათ. (ად ჰონორეს) - პატივისცემის ნიშნად; უსასყიდლოდ; ანაზღაურების გარეშე.

A DIE ლათ. (ა დიე) - დღეიდან.

ADIEU! ფრანგ. (ადიო) - მშვიდობით.

AD INFINITUM ლათ. (ად ინფინიტუმ) - უსასრულობამდე.

AD LIBITUM ლათ. (ად ლიბიტუმ) - როგორც გენებოთ; სურვილისამებრ;

AD LITTERAM ლათ. (ად ლიტტერამ) - სიტყვასიტყვით.

AD MODUM ლათ. (ად მოდუმ) - მსგავსი.

AD NOTAM ლათ. (ად ნოტამ) - ცნობისათვის.

AD NOTANDA ლათ. (ად ნოტანდა) - აღსანიშნავია.

AD NOTATA ლათ. (ად ნოტატა) - შენიშვნა.

AD PATRES ლათ. (ად პატრეს) - “მამა- პაპასთან, წინაპრებთან” (გამგზავრება), ანუ გარდაცვალება.

AD REM ლათ. (ად რემ) - იხ. argumentum ad rem.

AD UNGUEM ლათ. (ად უნგვემ) - “ფრჩხილებამდე”; სრულყოფამდე.

AD USUM ლათ. (ად უზუმ) - მოსახმარად; ad usum internum (ად უზუმ ინტერნუმ) - შინაგანად ხმარებისთვის.

AD VALOREM ლათ. (ად ვალორემ) - ფასის, ღირებულების მიხედვით.

AD VOCEM ლათ. (ად ვოცემ) - სიტყვასთან (თქმა); სიტყვამ მოიტანა; რაც შეეხება.

AEQUO ANIMO ლათ. (ეკვო ანიმო) - გულგრილად; მშვიდად.

A FORTIORI ლათ. (ა ფორტიორი) - მით უმეტეს.

A GIORNO ლათ. (ა ჯორნო) - “დღისა”; ითქმის ხელოვნური განათების შესახებ, რომელიც დღის სინათლეს უახლოვდება.

AGITATO იტალ. (აჯიტატო) - (მუს.) აღგზნებით; აღტყინებით.

A LA ფრანგ. (ა ლა) - ვისიმე ან რისამე ყაიდაზე; -ვით; -ებრ.

A LA GUERRE COMME A LA GUERRE ფრანგ. (ა ლა გერ კომ ა ლა გერ) - „ომია, ომი იყოს”; ომში - ომის წესებით; ვიმოქმედოთ ვითარების მიხედვით.

A LA LETTRE ფრანგ. (ა ლა ლეტრ) - სიტყვასიტყვით.

ALEA JACTA EST ლათ. (ალეა იაქტა ესტ) - “წილი ნაყარია” [სიტყვები მიეწერება იულიუს კეისარს (100-44 ძვ.წ.აღ.), რომელმაც გადაწყვიტა ღიად გაელაშქრა რომის სენატის წინააღმდეგ და გადაელახა იტალიის საზღვარი (იხ. რუბიკონის გადალახვა)].

ALIAS ლათ. (ალიას) - სხვა დროს; სხვა ადგილას; სხვაგვარად (რომ ვთქვათ).

ALIBI ლათ. (ალიბი) - იხ. ალიბი.

A LIMINE ლათ. (ა ლიმინე) - „ზღურბლიდან”; მაშინვე.

A LIVRE OUVERT ფრანგ. (ა ლივრ უვერ) - „გადაშლილი წიგნის მიხედვით”; წინასწარ მოუმზადებლად (კითხვა, თარგმნა); ფურცლიდან (სიმღერა, დაკვრა).

ALLEGRETTO იტალ. (ალლეგრეტტო) - (მუს.) ზომიერად ჩქარი ტემპი.

ALLEGRO იტალ. (ალლეგრო) - (მუს.) ჩქარი ტემპი.

ALLEGRO MOLTO იტალ. (ალლეგრო მოლტო) - (მუს.) ძალიან სწრაფად.

ALLENTANDO იტალ. (ალლენტანდო) - (მუს.) შენელებით.

ALL RIGHT ინგლ. (ოლ რაიტ) - კარგი! ყველაფერი კარგადაა! კი, ბატონო!

ALMA MATER ლათ. (ალმა მატერ) - „მაწოვარი დედა”; ასე უწოდებდნენ სტუდენტები და კურსდამთავრებულები უნივერსიტეტს.

AL PARI იტალ. (ალ პარი) - (ფინანს.) „თანასწორად”; ქაღალდის ფულის ან ოქროს ვალუტის სრული შესაბამისობა; ფასიანი ქაღალდების საბირჟო კურსისა და გადასაყვანი თამასუქების ნომინალური ღირებულების ტოლობა საბაზრო კურსთან.

ALTERA PARS ლათ. (ალტერა პარს) - მოწინააღმდეგე მხარე.

ALTER EGO ლათ. (ალტერ ეგო) - „სხვა მე”; ახლო მეგობარი და თანამოაზრე; იმდენად ახლო მყოფი ვინმესთან, რომ შეუძლია მისი შეცვლა.

ALTERNAMENTE იტალ. (ალტერნამენტე) - მონაცვლეობით; რიგრიგობით.

AMICUS HUMANI GENERIS ლათ. (ამიკუს ჰუმანი გენერის) - ადამის მოდგმის მეგობარი.

AMICUS PLATO, SED MAGIS AMICA EST VERITAS ლათ. (ამიკუს პლატო, სედ მაგის ამიკა ვერიტას) - “პლატონი (ჩემი) მეგობარია, მაგრამ ჭეშმარიტება კიდევ უფრო დიდი მეგობარია” [გამოთქმა, რომელსაც არისტოტელეს (384-322 ძვ.წ.აღ.) მიაწერენ].

ANDANTE იტალ. (ანდანტე) - (მუს.) ნელა; დინჯად; ზომიერად.

ANIMATO იტალ. (ანიმატო) - (მუს.) ცოცხლად, აღფრთოვანებით.

ANNI CURRENTIS (a.c.) ლათ. (ანნი კურრენტის) - ამა წლის.

ANTE CHRISTUM (A.C.) ლათ. (ანტე ხრისტუმ) - ქრისტიანულ ერამდე.

ANTE FACTUM ლათ. (ანტე ფაქტუმ) - სანამ რამე მოხდებოდეს.

A PART ფრანგ. A PARTE იტალ. (ა პარ, ა პარტე) - თავისთვის, განზე (თქმა, ჩალაპარაკება).

A POSTERIORI ლათ. (ა პოსტერიორი) - ცდის საფუძველზე; ფაქტობრივ მონაცემებზე დაყრდნობით (საპირისპ. აპრიორული).

APPASSIONATO იტალ. (აპპასსიონატო) - (მუს.) აღგზნებით, დიდი გრძნობით, ტემპერამენტით.

APRES NOUS (MOI) LE DELUGE ფრანგ. [აპრე ნუ (მუა) დელუჟ] - “ჩვენ (ჩემ) შემდეგ თუნდ წარღვნაც მოსულა” (სიტყვები მიეწერება საფრანგეთის მეფე ლუი XV-ს; სხვა მონაცემების მიხედვით ამ სიტყვებით ანუგეშა ის თავისმა ფავორიტმა მარკიზა დე პომპადურმა).

A PRIORI ლათ. (ა პრიორი) - ცდისგან დამოუკიდებლად; ცდის გარეშე; იმთავითვე არსებული (საპირისპ. აპოსტერიორი).

A PROPOS ფრანგ. (ა პროპო) - სხვათა შორის; მართლაც.

AQUA ლათ. (აკვა) - წყალი.

AQUA DESTILLATA ლათ. (აკვა დესტილლატა) - დესტილირებული (გამოხდილი) წყალი.

AQUA VITAE ლათ. (აკვა ვიტე) - “სიცოცხლის წყალი”; არაყი.

ARGUMENTUM AD HOMINEM ლათ. (არგუმენტუმ ად ჰომინემ) - არგუმენტი, რომელიც ემყარება არა ობიექტურ მონაცემებს, არამედ ითვალისწინებს იმ პირის აზრს, გრძნობას, ინტერესს, რომელსაც არწმუნებენ (საპირისპ. argumentum ad rem).

ARGUMENTUM AD REM ლათ. (არგუმენტუმ ად რემ) - არგუმენტი, რომელიც ემყარება საქმის ჭეშმარიტ ვითარებას (საპირისპ. argumentum ad hominem).

ARGUMENTUM BACULINUM ლათ. (არგუმენტუმ ბაკულინუმ) - „კომბლის არგუმენტი”; ხელშესახები მტკიცება.

ARGUMENTUM EX SILENTIO ლათ. (არგუმენტუმ ექს სილენციო) - მიჩქმალვიდან გამომდინარე მტკიცება.

ARS LONGA, VITA BREVIS (EST) ლათ. [არს ლონგა, ვიტა ბრევის (ესტ)] - ხელოვნება ვრცელია, სიცოცხლე (ადამიანის) - მოკლე.

ARTES LIBERALES ლათ. (არტეს ლიბერალეს) - “თავისუფალი ხელოვნებანი”; ასე უწოდებდნენ შუა საუკუნეებში შვიდ საერო მეცნიერებას: გრამატიკას, რიტორიკას, დიალექტიკას, არითმეტიკას, გეომეტრიას, ასტრონომიას და მუსიკას.

A TEMPO იტალ. (ა ტემპო) - (მუს.) ადრინდელი, თავდაპირველი ტემპით.

A TOOLMAKING ANIMAL ინგლ. (ე თულმეიქინგ ენიმალ) - “იარაღის მკეთებელი ცხოველი”, ე.ი. ადამიანი (ბენჯამინ ფრანკლინის ფორმულა).

A TOUT PRIX ფრანგ. (ა ტუ პრი) - რადაც უნდა დაგვიჯდეს; ნებისმიერ ფასად.

AU COURANT ფრანგ. (ო კურან) - საქმის კურსში ყოფნა.

AUDENTES FORTUNA JUVAT ლათ. (აუდენტეს ფორტუნა იუვატ) - გამბედავს ბედი სწყალობს [ვერგილიუსის (70-19 ძვ.წ.აღ.) სიტყვები].

AUDIATUR ET ALTERA PARS ლათ. (აუდიატურ ეტ ალტერა პარს) - უნდა მოვუსმინოთ მეორე მხარესაც (კამათში, დავაში და ა.შ.).

AU NATUREL ფრანგ. (ო ნატიურელ) - ბუნებრივი ფორმით; როგორც ბუნებამ შექმნა; შიშველი.

AUREA MEDIOCRITAS ლათ. (აურეა მედიოკრიტას) - „ოქროს შუალედი”; ზომიერება (ჰორაციუსის სიტყვები); იტყვიან ისეთ რამეზე, რასაც უკიდურესობა არ ახლავს.

AU REVOIR! ფრანგ. (ო რევუარ) - ნახვამდის.

AURORA MUSIS AMICA ლათ. (აურორა მუზის ამიკა) - “ავრორა მუზების მეგობარია” (ავრორა - განთიადის ქალღმერთი რომაულ მითოლოგიაში); დილა განგვაწყობს იმისთვის, რომ ხელოვნებითა და მეცნიერებით ვიყოთ დაკავებული.

AUT CAESAR, AUT NIHIL ლათ. (აუტ ცეზარ, აუტ ნიჰილ) - „ან კეისარი, ან არაფერი”; ან ყველაფერი, ან არაფერი.

AUTO DA FE ესპ.-პორტუგ. (აუტო და ფე) - შუა საუკუნეების ესპანეთსა და პორტუგალიაში ერეტიკოსებისა და მათი თხზულებების საჯარო დაწვა ინკვიზიციის განაჩენის მიხედვით.

AVE, CAESAR, MORITURI TE SALUTANT ლათ. (ავე ცეზარ, მორიტური ტე სალუტანტ) - „იცოცხლე, კეისარო, სასიკვდილოდ მიმავალნი სალამს გიძღვნიან” (რომაელი გლადიატორების მიმართვა იმპერატორისადმი ბრძოლის წინ).

AVE, MARIA ლათ. (ავე მარია) - „იცოცხლე, მარიამ!” (კათოლიკური ლოცვა ღვთისმშობლისადმი).

A VENUE ფრანგ. (ავენიუ) - იხ. ავენიუ.

A VOLD D,OISEAU ფრანგ. (ა ვოლ დუაზო) - ჩიტის საფრენიდან.

35.2 B

▲ზევით დაბრუნება


BABY ინგლ. (ბეიბი) - პატარა ბავშვი.

BEATI POSSIDENTES ლათ. (ბეატი პოსსიდენტეს) - ბედნიერია მპყრობელი.

BEAU MONDE ფრანგ. (ბო მონდ) - უმაღლესი საზოგადოება, არისტოკრატია.

BEL ESPRIT ფრანგ. (ბელ ესპრი) - მახვილგონიერი, ენამოსწრებული ადამიანი.

BELLUM OMNIUM CONTRA OMNES ლათ. (ბელლუმ ომნიუმ კონტრა ომნეს) - „ყველას ომი ყველას წინააღმდეგ” [ინგლისელი ფილოსოფოსმატერიალისტის ტ. ჰობსის (1588- 1679წწ.) აფორიზმი].

BIS ლათ. (ბის) - ორჯერ, ორგზის.

BIS DAT, QUI CITO DAT ლათ. (ბის დატ, კვი ციტო დატ) - “ორმაგად იძლევა ის, ვინც მალე იძლევა”.

BONA FIDE ლათ. (ბონა ფიდე) - სავსებით გულწრფელად, პატიოსნად, კეთილსინდისიერად.

BONJOUR! ფრანგ. (ბონჟურ) - გამარჯობა.

BON MOT ფრანგ. (ბონ მო) - მახვილი, მოსწრებული სიტყვა.

BON TON ფრანგ. (ბონ ტო) - კარგი ტონი, კარგი მანერები, აღზრდილობა.

BON-TUBE ინგლ. (ბუ:ბ-თიუ:ბ) - „მილი (ყუთი) ყეყეჩებისთვის” (ასე უწოდებენ ამერიკელები ირონიით ტელევიზორს).

BREVI MANU ლათ. (ბრევი მანუ) - “მოკლე ხელით”; მოკლედ, ფორმალობების გარეშე.

BRUTTO იტალ. (ბრუტტო) - საქონლის საერთო წონა ჭურჭლიანად ან შეფუთვიანად (საპირისპ. ნეტო).

35.3 C

▲ზევით დაბრუნება


CAETERIS PARIBUS ლათ. (ცეტერის პარიბუს) იხ. ceteris paribus.

CAPRICCIOSO იტალ. (კაპრიჩიოზო) - (მუს.) ჭირვეულად, ჟინიანად.

CARPE DIEM ლათ. (კარპე დიემ) - “მოწყვიტე დღე”; ისარგებლე დღევანდელი დღით, არ გაუშვა მომენტი (ჰორაციუსის გამონათქვამი).

CARTE BLANCHE ფრანგ. (კარტ ბლანშ) - “სუფთა ფურცელი”; მოქმედების სრული თავისუფლება, სრული უფლებამოსილება, განუსაზღვრელი რწმუნებანი.

CASUS BELLI ლათ. (კაზუს ბელლი) - ომის საბაბი.

CASUS FOEDERIS ლათ. (კაზუს ფედერის) - იხ. kasus federis.

CETERIS PARIBUS ლათ. (ცეტერის პარიბუს) - სხვა თანაბარ პირობებში.

CETERUM CENSEO ლათ. (ცეტერუმ ცენზეო) - ხელმეორედ გამოთქმული აზრი.

CETERUM CENSEO CARTHAGINEM ESSE DELENDAM ლათ. (ცეტერუმ ცენზეო კართაგინემ ესე დელენდამ) - „გარდა ამისა, მე ვფიქრობ, რომ კართაგენი უნდა დაინგრეს”; ამ სიტყვებით ამთავრებდა თავის გამოსვლებს სენატში რომაელი მოღვაწე კატონ უფროსი (234-149 ძვ.წ.აღ.), რომელიც კართაგენის შეურიგებელი მტერი გახლდათ.

CHARGE D,AFFAIRES ფრანგ. (შარჟე დაფერ) - რწმუნებული პირი, რომელიც ცვლის ელჩს მისი არყოფნის შემთხვევაში.

CHEF-D,OEUVRE ფრანგ. (შე-დევრ) - იხ. შედევრი.

CI-DEVANT ფრანგ. (სი-დევან) - “მანამდე”; ყოფილი.

CIRCULUS VITIOSUS ლათ. (ცირკულუს ვიციოზუს) - “მანკიერი წრე”; გამოუვალი მდგომარეობა; დამამტკიცებელ საბუთად მოყვანა იმისა, რაც თავად საჭიროებს დამტკიცებას;

CITATO LOCO (C.L.) ლათ. (ციტატო ლოკო) - იხ. loco citato.

CITIUS, ALTIUS, FORTIUS ლათ. (ციტიუს, ალტიუს, ფორტიუს) - უფრო სწრაფად, უფრო მაღლა, უფრო შორს (ოლიმპიური თამაშების დევიზი).

CITO ლათ. (ციტო) - სწრაფად, სასწრაფოდ (წარწერა რეცეპტებზე).

COGITO, ERGO SUM ლათ. (კოგიტო, ერგო სუმ) - “ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ”; ფრანგი ფილოსოფოსის დეკარტის (1596-1650წწ.) სიტყვები.

COLLOQUIUM ლათ. (კოლლოკვიუმ) - გამოცდის ერთგვარი სახეობა - ლექტორის გასაუბრება სტუდენტებთან.

COMMEDIA DELL,ARTE იტალ. (კომმედია დელარტე) - იხ. კომედია; ნიღბების კომედია.

COMME IL FAUT ფრანგ. (კომ ილ ფო) - (მოძვ.) იტყოდნენ იმაზე, რაც შეესაბამება ე.წ. “მაღალ საზოგადოებაში” მიღებულ წესებს.

COMMON LAW ინგლ. (კომმონ ლო) - ჩვეულებრივი სამართალი ინგლისში, რომელსაც კანონის ძალა აქვს.

CON BRIO იტალ. (კონ ბრიო) - (მუს.) ცოცხლად, მხიარულად.

CONDITIO SINE QUA NON ლათ. (კონდიციო სინე კვა ნონ) - აუცილებელი პირობა.

CON FUOCO იტალ. (კონ ფუოკო) - (მუს.) ცეცხლოვანი, ტემპერამენტიანი შესრულება.

CONSENSUS OMNIUM ლათ. (კონსენსუს ომნიუმ) - ყველას თანხმობა, კონსენსუსი.

CONSUETUDO EST ALTERA NATURA ლათ. (კონსუეტუდო ესტ ალტერა ნატურა) - “ჩვეულება მეორე ბუნებაა”; ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო.

CONTRA ლათ. (კონტრა) - წინააღმდეგ.

CONTRADICITIO IN ADJECTO ლათ. (კონტრადიქციო ინ ადიექტო) - წინააღმდეგობა მსაზღვრელსა და საზღვრულს შორის. მაგ., „მშრალი ტენი”, „ცივი ცეცხლი”.

CORPUS DELICTI ლათ. (კორპუს დელიქტი) - დანაშაულის შედგენილობა; დანაშაულის მახასიათებელი ნიშან- თვისებების ერთობლიობა; ნივთმტკიცება; ძირითადი სამხილი.

COULEUR LOCALE ფრანგ. (კულორ ლოკალ) - ადგილობრივი კოლორიტი, ხასიათი; ადგილობრივი თავისებურება.

COUP DE MAITRE ფრანგ. (კუ დე მეტრ) - ოსტატური ხერხი.

COUP D,ETAT ფრანგ. (კუ დეტა) - სახელმწიფო გადატრიალება.

COVER-GIRL ინგლ. (ქავე-გელ) - ქალიშვილი, რომლის პორტრეტი მოთავსებულია ჟურნალის გარეკანზე.

CREDO ლათ. (კრედო) - მრწამსი, რწმენა, მსოფლმხედველობა.

CREDO QUIA ABSURDUM EST ლათ. (კრედო კვია აბსურდუმ ესტ) - „მწამს, რამეთუ უაზრობაა” (გამოთქმას მიაწერენ შუა საუკუნეების თეოლოგებს).

CRESCENDO იტალ. (კრეშენდო) - (მუს.) ხმის თანდათანობითი გაძლიერებით, უფრო და უფრო ხმამაღლა (საპირისპ. დეკრეშენდო).

CUI BONO? ლათ. (კუი ბონო) - ვისთვის არის კარგი? ვის ინტერესებშია?

CUI PRODEST? ლათ. (კუი პროდესტ) - ვისთვის არის სასარგებლო (სახეირო)?

CUIQUE SUUM ლათ. (კუიკვე სუუმ) - იხ. suum cuique.

CULPA LEVIS ლათ. (კულპა ლევის) - პატარა ცოდვა; მსუბუქი დანაშაული.

CUM GRANO SALIS ლათ. (კუმ გრანო სალის) - “კვნიტი მარილით”; მახვილგონივრულად; ირონიით.

CURRENTE CALAMO ლათ. (კურრენტე კალამო) - “გაქცეული კალმით”; სწრაფად და გაუაზრებლად (რისამე დაწერა).

CURRICULUM VITAE ლათ. (კურრიკულუმ ვიტე) - “ცხოვრების მიმდინარეობა”; ცხოვრების აღწერა; მოკლე ცნობები ვისიმე ცხოვრების შესახებ.

35.4 D

▲ზევით დაბრუნება


DA CAPO იტალ. (და კაპო) - (მუს.) თავიდან; კვლავ.

DA LIEGT DER HUND BEGRABEN გერმ. (და ლი:გტ დერ ჰუნდ ბეგრაბენ) - აი, აქ მარხია ძაღლი (ძაღლის თავი).

DECORUM ლათ. (დეკორუმ) - გარეგნული ზრდილობა; გარეგნული პირობები, რაც შეეფერება მდგომარეობას, თანამდებობას.

DECRESCENDO იტალ. (დეკრეშენდო) - (მუს.) ხმის თანდათანობითი შესუსტებით; უფრო და უფრო ხმადაბლა (საპირისპ. კრეშენდო).

DE FACTO ლათ. ( დე ფაქტო) - ფაქტობრივად, სინამდვილეში (საპირისპ. დეიურე).

DEFINITIO IDEM PER IDEM ლათ. (დეფინიციო იდემ პერ იდემ) - იხ. idem per idem.

DE GUSTIBUS NON (EST) DISPUTANDUM ლათ. [დე გუსტიბუს ნონ (ესტ) დისპუტანდუმ] - გემოვნების თაობაზე არ დაობენ.

DE JURE ლათ. (დე იურე) - იურიდიულად; კანონის საფუძველზე; ფორმალურად (საპირისპ. დეფაქტო).

DE MORTUIS AUT BENE, AUT NIHIL ლათ. (დე მორტუის აუტ ბენე, აუტ ნიჰილ) - გარდაცვლილებზე ან კარგი (უნდა ითქვას), ან არაფერი.

DESIDERATA ლათ. (დეზიდერატა) - 1. სურვილი, მოთხოვნა; 2. საგანი, წიგნი, მცენარე, რომელიც აკლია კოლექციას; საჭიროა ბიბლიოთეკის, მუზეუმის, ჰერბარიუმისა და მისთ. შესავსებად.

DEUS EX MACHINA ლათ. (დეუს ექს მახინა) - „ღმერთი მანქანიდან”; გაუთვალისწინებელი შემთხვევა, რის წყალობითაც იხსნება კვანძი, ჩნდება გამოსავალი თითქოსდა გამოუვალი მდგომარეობიდან (ანტიკური ტრაგედია, ხშირ შემთხვევაში, რომელიმე ღმერთის ჩარევით მთავრდებოდა, რომელიც სცენაზე მექანიკური მოწყობილობის საშუალებით გამოჩნდებოდა) მოულოდნელად გაჩენილი ძალა, პიროვნება;

DE VISU ლათ. (დე ვიზუ) - თვალნათლივ; როგორც თვითმხილველმა.

DIFFERENTIA SPECIFICA ლათ. (დიფფერენცია სპეციფიკა) - განმასხვავებელი ნიშანი; დამახასიათებელი თავისებურება.

DII MINORES ლათ. (დიი მინორეს) - “უმცროსი ღმერთები”; მეორეხარისხოვანი ტალანტები; ადამიანები, რომელთაც უჭირავთ შესამჩნევი, მაგრამ არა პირველი ადგილი.

DIMINUENDO იტალ. (დიმინუენდო) - (მუს.) იგივეა, რაც დეკრეშენდო.

DIVIDE ET IMPERA ლათ. (დივიდე ეტ იმპერა) - “გათიშე და იბატონე”.

DIXI! ლათ. (დიქსი) მე ვთქვი! მე დავასრულე!

DIXI ET ANIMAM LEVAVI ლათ. (დიქსი ეტ ანიმამ ლევავი) - ვთქვი და ამით გული მოვიოხე.

DOCENDO DISCIMUS ლათ. (დოცენდო დისციმუს) - ვასწავლით რა, თვითონვე ვსწავლობთ [სენეკას (6-65 ახ.წ.აღ) სიტყვები].

DOLCE იტალ. (დოლჩე) - (მუს.) ნაზად.

DOLOROSO იტალ. (დოლოროზო) - (მუს.) ნაღვლიანად, მწუხარედ.

DO UT DES ლათ. (დო უტ დეს) - “გაძლევ, რათა შენც მომცე”.

DRANG NACH OSTEN გერმ. (დრანგ ნახ ოსტენ) - “შეტევა აღმოსავლეთისკენ” (გერმანელი იმპერიალისტების ლოზუნგი).

DULCE ET DECORUM EST PRO PATRIA MORI ლათ. (დულცე ეტ დეკორუმ ესტ პრო პატრია მორი) - სასიამოვნო და საპატიოა სამშობლოსთვის სიკვდილი (ჰორაციუსის სიტყვები).

DUM SPIRO, SPERO ლათ. (დუმ სპირო, სპერო) - ვიდრე სული მიდგას, ვიმედოვნებ (ოვიდიუსი).

DURA LEX, SED LEX ლათ. (დურა ლექს, სედ ლექს) - კანონი მკაცრია, მაგრამ კანონია.

35.5 E

▲ზევით დაბრუნება


ECCE HOMO! ლათ. (ექცე ჰომო) - აი, ადამიანი!

EDITIO PRINCEPS ლათ. (ედიციო პრინცეფს) - პირველი გამოცემა.

EGO ლათ. (ეგო) - მე.

EMBARRAS DE RICHESSES ფრანგ. (ამბარა დე რიშეს) - “სიძნელე სიმდიდრისგან”; სიძნელე დიდი არჩევანის გამო.

EN FACE ფრანგ. (ან ფას) - პირისახე წინიდან, პირდაპირ (შდრ. პროფილი).

EN FAMILLE ფრანგ. (ან ფამი) - ოჯახურად, შინაურულად.

ENFANT TERRIBLE ფრანგ. (ანფან ტერრიბლ) - “საშინელი ბავშვი”; ადამიანი, რომელიც თავისი საქციელით - უტაქტო უშუალობით ან გულუბრყვილობით უხერხულ მდგომარეობაში აყენებს გარშემომყოფთ.

EN FLAGRANT DELIT ფრანგ. (ან ფლაგრან დელი) - დანაშაულის ჩადენის ადგილზე.

EN GROS ფრანგ. (ან გრო) - “ბითუმად”; ზოგადად.

ENTRE NOUS (SOIT DIT) ფრანგ. [ანტრ ნუ (სუა დი)] - ჩვენ შორის (თქმული).

EO IPSO ლათ. (ეო იფსო) - სწორედ იმით.

EPPUR SI MOUVE! იტალ. (ეპპურ სი მუოვე) - “ის მაინც ბრუნავს” (სიტყვები მიეწერება გალილეო გალილეის).

ERGO ლათ. (ერგო) - მაშასადამე.

ERRARE HUMANUM EST ლათ. (ერრარე ჰუმანუმ ესტ) - შეცდომა ადამიანის თვისებაა.

ERRATA ლათ. (ერრატა) - შეცდომები.

ESPRESSIVO იტალ. (ესპრესსივო) - (მუს.) გამომსახველობით.

ESTABLISHMENT ინგლ. (ისტებლიშმენტი) - იხ. ისტებლიშმენტი.

ET CAETERA, ET CETERA (ETC.) ლათ. (ეტ ცეტერა) - და სხვა; და ასე შემდეგ.

EVVIVA! იტალ. (ევვივა) - გაუმარჯოს!

EX ლათ. (ექს) - იხ. ექს-

EX ABRUPTO ლათ. (ექს აბრუპტო) - ერთბაშად; უცბად; მოუმზადებლად.

EX ADVERSO ლათ. (ექს ადვერსო) - (მტკიცებულება) მოწინააღმდეგისგან.

EX CATHEDRA ლათ. (ექს კათედრა) - „კათედრიდან” (კათედრის სიმაღლიდან); ავტორიტეტულად (ნათქვამს, ჩვეულებრივ, ახლავს ირონია);

EXCEPTIS EXCIPIENDIS ლათ. (ექსცეპტის ექსციპიენდის) - იმის გამორიცხვით, რაც უნდა გამოირიცხოს.

EXEGI MONUMENTUM ლათ. (ექსეგი მონუმენტუმ) - „ავაგე ძეგლი” (ჰორაციუსიდან).

EX LIBRIS ლათ. (ექს ლიბრის) - „(ვისიმე) წიგნებიდან”.

EX NIHILO NIHIL ლათ. (ექს ნიჰილო ნიჰილ) - “არარაისგან - არაფერი”.

EX OFFICIO ლათ. (ექს ოფფიციო) - თანამდებობის, მოვალეობის მიხედვით.

EX ORIENTE LUX ლათ. (ექს ორიენტე ლუქს) - „სინათლე აღმოსავლეთიდან (მოდის)”.

EXPLICITE ლათ. (ექსპლიციტე) - „გაშლილად”, გარკვევით.

EX PROFESSO ლათ. (ექს პროფესსო) - თავისი სპეციალობით, პროფესიის მიხედვით; საქმის ცოდნით.

EX TEMPORE ლათ. (ექს ტემპორე) - მაშინვე; იმავ წუთს; მოუმზადებლად.

EX TOTO ლათ. (ექს ტოტო) - იხ. In toto.

EX UNGUE LEONEM ლათ. (ექს უნგვე ლეონემ) - “ლომი ბრჭყალებით იცნობა” (ჩიტი ფრენაში იცნობა).

EX VOTO ლათ. (ექს ვოტო) - აღთქმის მიხედვით (თანახმად).

35.6 F

▲ზევით დაბრუნება


FACON DE PARLER ფრანგ. (ფასონ დე პარლე) - ლაპარაკის მანერა.

FAC SIMILE ლათ. (ფაკ სიმილე) - იხ. ფაქსიმილე.

FACTOTUM ლათ. (ფაკტოტუმ) - 1. ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც უსიტყვოდ ასრულებს ვისამე დავალებას; 2. (ირონ.) პირი, რომელიც ყველაფერში ერევა.

FECI QUOD POTUI, FACIANT MELIORA POTENTES ლათ. (ფეცი კვოდ პოტუი, ფაციანტ მელიორა პოტენტეს) - ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო, ვისაც ძალუძს, უკეთ გააკეთოს.

FECIT ლათ. (ფეციტ) - „გააკეთა” (წარწერა ძველებურ სურათებზე მხატვრის გვარის შემდეგ).

FEMININUM ლათ. (ფემინინუმ) - (გრამატ.) მდედრობითი სქესი.

FERMO იტალ. (ფერმო) - (მუს.) მტკიცედ; გაბედულად.

FERRO ET IGNI და FERRO IGNIQUE ლათ. (ფერრო ეტ იგნი; ფერრო იგნიკვე) - იგივეა, რაც igni et ferro.

FEROCE იტალ. (ფეროჩე) - (მუს.) მგზნებარედ; გაშმაგებით.

FESTINA LENTE ლათ. (ფესტინა ლენტე) - “იჩქარე ნელა”; არ გააკეთო ნაჩქარევად, სახელდახელოდ.

FIAT JUSTITIA, PEREAT MUNDUS ლათ. (ფიატ იუსტიცია, პერეატ მუნდუს) - იხ. pereat mundus, fiat justitia.

FIAT LUX! ლათ. (ფიატ ლუქს) - იქმნას ნათელი!

FINIS ლათ. (ფინის) - დასასრული.

FINIS CORONAT OPUS ლათ. (ფინის კორონატ ოპუს) - დასასრული (ბოლო) აგვირგვინებს საქმეს.

FIVE O,CLOCK ინგლ. (ფაივექლოქ) - „ხუთი საათი”; ჩაის სმა დღის 5 საათზე (ინგლისში).

FINITA LA COMMEDIA ლათ. (ფინიტა ლა კომმედია) - წარმოდგენა დამთავრებულია.

FLAGRANTE DELICTO ლათ. (ფლაგრანტე დელიკტო) - იხ. en flagrant delit.

FOLIO VERSO (F.V.) ლათ. (ფოლიო ვერსო) - შემდეგ გვერდზე.

FOLIUM ლათ. (ფოლიუმ) - ფურცელი; გვერდი.

FORCE MAJEURE ფრანგ. (ფორს მაჟორ) - იხ. ფორს-მაჟორი.

FOREIGN OFFICE ინგლ. (ფორინ ოფის) - დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელწოდება.

FORTES FORTUNA ADJUVAT ლათ. (ფორტეს ფორტუნა ადიუვატ) - მამაცთ ბედი სწყალობთ [ტერენციუსის (195-159 ძვ.წ.აღ.) სიტყვები].

FORTE იტალ. (ფორტე) - (მუს.) ძლიერ ხმამაღლა (საპირისპ. პიანო).

FORTISSIMO იტალ. (ფორტისსიმო) - (მუს.) ფორტეზე უფრო ძლიერ; უფრო ხმამაღლა.

FRANCO იტალ. (ფრანკო) - გარიგების სახე, როდესაც საქონლის ფასში შედის სატრანსპორტო ხარჯებიც გარკვეულ ადგილამდე.

FUOCOSO იტალ. (ფუოკოზო) - (მუს.) მგზნებარედ;

FURIOSO იტალ. (ფურიოზო) - (მუს.) მძაფრად; მგზნებარედ; ვნებიანად.

35.7 G

▲ზევით დაბრუნება


GAUDEAMUS ლათ. (გაუდეამუს) - ძველებური სტუდენტური სიმღერა ლათინურ ენაზე; იწყება სიტყვებით: Gaudeamus igitur, juvenes dum sumus! - ამგვარად, გავიხაროთ, ვიდრე ახალგაზრდები ვართ.

GOOD BYE! ინგლ. (გუდ ბაი) - ნახვამდის! კარგად!

GLISSANDO იტალ. (გლისსანდო) - (მუს.) მუსიკალური ინსტრუმენტის დაკვრის ხერხი - თითის გატარება სრიალით ფორტეპიანოს კლავიატურაზე, არფის, ვიოლინოს და მისთ. სიმებზე.

GRANDE DAME ფრანგ. (გრანდ დამ) - არისტოკრატული გარეგნობისა და მანერების მქონე ქალი.

GRANDIOSO იტალ. (გრანდიოზო) - (მუს.) სიდიადით, დიდებულად.

GRAND PRIX ფრანგ. (გრან პრი) - “დიდი პრიზი”; უმაღლესი ჯილდო საერთაშორისო კონკურსებზე, ფესტივალებზე.

GRATIS ლათ. (გრატის) - უფასოდ.

GRAVE იტალ. (გრავე) - (მუს.) 1. ძალიან ნელი ტემპი, რაც დაკავშირე402 ბულია მუსიკალური შესრულების მკაცრ, დიად ხასიათთან; 2. ამ ტემპით შესასრულებელი მუსიკალური პიესა ან მისი ნაწილი.

GRAZIOSO იტალ. (გრაციოზო) - (მუს.) მსუბუქად; ნაზად.

GROSSO MODO ლათ. (გროსსო მოდო) - ზოგადად; მიახლოებით.

GUTTA CAVAT LAPIDEM ლათ. (გუტტა კავატ ლაპიდემ) - წვეთი ქვას ხვრეტს (ოვიდიუსიდან).

35.8 H

▲ზევით დაბრუნება


HABEAS CORPUS ლათ. (ჰაბეას კორპუს) - 1679 წელს, ინგლისის პარლამენტის მიერ მიღებული პიროვნების ხელშეუხებლობის კანონის პირველი სიტყვები.

HABEAT SIBI ლათ. (ჰაბეატ სიბი) - ახია მასზე (კისერიც უტეხია)!

HABENT SUA FATA LIBELLI ლათ. (ჰაბენტ სუა ფატა ლიბელლი) - წიგნებს თავისი ბედი აქვთ.

HABITUS ლათ. (ჰაბიტუს) - ადამიანის, ცხოველის, მცენარის გარეგნული სახე; შესახედაობა.

HANNIBAL ANTE PORTAS ლათ. (ჰანნიბალ ანტე პორტას) - “ჰანიბალი კარიბჭესთანაა”; სახელმწიფოს საშიშროება მოსდგომია კარს [ციცერონის (106-43 ძვ.წ.აღ.) სიტყვები].

HAPPY END ინგლ. (ჰეფი ენდ) - “კეთილი ბოლო”; მხატვრული ნაწარმოების (რომანის, კინოფილმის და სხვ.) კეთილი დასასრული.

HAUTE COUTURE ფრანგ. (ოტ კუტიურ) - მოდა, რომელსაც მისდევენ მაღალ საზოგადოებაში; ელიტური მოდა.

HIC INCIPIT NOVA ლათ. (ჰიკ ინციპიტ ნოვა) - ასე იწყება ახალი ცხოვრება.

HIC JACET ლათ. (ჰიკ იაცეტ) - აქ განისვენებს (საფლავის ქვის წარწერის დასაწყისი).

HODIE MIHI, CRAS TIBI ლათ. (ჰოდიე მიჰი, კრას ტიბი) - დღეს მე (მომერთვას), ხვალ - შენ!

HOME RULE ინგლ. (ჰოუმ რულ) - თვითმმართველობა; ირლანდიის თვითმმართველობის პროგრამა, რომელიც წამოყენებულ იქნა მე-19 ს.-ის 70-იან წლებში.

HOMO DEI ლათ. (ჰომო დეი) - ღვთიური ადამიანი.

HOMO HOMINI LUPUS EST ლათ. (ჰომო ჰომინი ლუპუს ესტ) - „ადამიანი ადამიანისთვის მგელია” [გამოთქმა ეკუთვნის რომაელ პოეტს პლავტეს (დაახლ. 250-184წწ. ძვ.წ.აღ.)].

HOMO NOVUS ლათ. (ჰომო ნოვუს) - „ახალი ადამიანი”; მეტიჩარა.

HOMO SAPIENS ლათ. (ჰომო საპიენს) - „მოაზროვნე ადამიანი”; ადამიანი, როგორც გონიერი არსება.

HOMO SUM, HUMANI NIHIL A MEALIENUM PUTO ლათ. (ჰომო სუმ, ჰუმანი ნიჰილ ა მე ალიენუმ პუტო) - ადამიანი ვარ (და) არაფერი ადამიანური ჩემთვის უცხო არ არის (ძველი რომაელი მწერლის ტერენციუსის კომედიიდან).

HOMUNCULUS ლათ. (ჰომუნკულუსი) - შუა საუკუნეების ალქიმიკოსების ფანტასტიკური წარმოდგენით, ადამიანის მსგავსი რაღაც არსება, რომლის მიღება, თითქოსდა, შესაძლებელია ხელოვნურად, ადამიანის სპერმატოზოიდისგან.

HONORIS CAUSA ლათ. (ჰონორის კაუზა) - „პატივისთვის”; დამსახურებისთვის (მაგ., დისერტაციის დაუცველად მინიჭებული სამეცნიერო ხარისხი განსაკუთრებული დამსახურებისთვის.)

HORRIBILE DICTU ლათ. (ჰორრიბილე დიქტუ) - სათქმელად(აც კი) საშინელი (თქმაც კი შიშის ზარს სცემს).

H.P. (HORSE-POWER) ინგლ. (ჰოს-ფაუე) - (ტექ.) ცხენის ძალა (უდრის 736 ვატს).

HUMANUM EST ERRATE ლათ. (ჰუმანუმ ესტ ერრატე) - ადამიანისთვის დამახასიათებელია შეცდომები.

35.9 I

▲ზევით დაბრუნება


IBIDEM (IB., IBID.) ლათ. (იბიდემ) - იქვე (იხმარება სამეცნიერო ლიტერატურაში, მითითების დროს).

IDEE FIXE ფრანგ. (იდე ფიქს) - აკვიატებული აზრი; იდეა.

IDEM (ID) ლათ. (იდემ) - იგივე (იხმარება სამეცნიერო ლიტერატურაში, დასახელებული ნაშრომის ავტორის შესახებ).

IDEM PER IDEM ლათ. (იდემ პერ იდემ) - “იგივე იმავეს მეშვეობით” (რაიმე დებულების მტკიცება იმავე დებულების მეშვეობით).

ID EST ლათ. (იდ ესტ) - ესე იგი.

IGNI ET FERRO ლათ. (იგნი ეტ ფერრო) - ცეცხლითა და მახვილით.

IGNOTUM PER IGNOTUS ლათ. (იგნოტუმ პერ იგნოტუს) - უცნობის ახსნა კიდევ უფრო უცნობის მეშვეობით.

IMITANDO იტალ. (იმიტანდო) - (მუს.) მიბაძვით.

IMPLICITE ლათ. (იმპლიციტე) - დახლართულად; არეულად.

IN ABSTRACTO ლათ. (ინ აბსტრაქტო) - აბსტრაქტულად; განყენებულად.

IN BREVI ლათ. (ინ ბრევი) - მოკლედ.

INCOGNITO ლათ. (ინკოგნიტო) - საკუთარი ვინაობის გაუმჟღავნებლად, ფარულად.

IN CORPORE ლათ. (ინ კორპორე) - სრული შემადგენლობით.

INCREDIBILE DICTU ლათ. (ინკრედიბილე დიქტუ) - წარმოუდგენელია; დაუჯერებელია.

INDE ლათ. (ინდე) - აქედან (გამომდინარეობს).

INDE IRAE ლათ. (ინდე ირაე) - აქედან (გამომდინარეობს) მრისხანება.

IN DEPOSITO ლათ. (ინ დეპოზიტო) - შესანახად.

INDEX ლათ. (ინდექსი) - იხ. ინდექსი.

INDEX LIBRORUM PROHIBITORUM ლათ. (ინდექს ლიბრორუმ პროჰიბიტორუმ) - აკრძალული წიგნების ნუსხა.

IN EXTENSO ლათ. (ინ ექსტენსო) - სრულად; სიტყვასიტყვით (ციტატის შესახებ).

IN EXTREMIS ლათ. (ინ ექსტრემის) - ბოლო მომენტში; უკანასკნელ შემთხვევაში; სიკვდილის წინ; უკიდურესი განსაცდელის ჟამს.

IN FAVOREM ლათ. (ინ ფავორემ) - ვისიმე სასარგებლოდ; ვისიმე პატივსაცემად.

IN FINE ლათ. (ინ ფინე) - ბოლოში (მაგ. წიგნის გვერდის ან თავის ბოლოში).

IN FOLIO ლათ. (ინ ფოლიო) - გამოცემის (წიგნის, ჟურნალის) ფორმატი, რაც უდრის საბეჭდი თაბახის ნახევარს.

IN LOCO ლათ. (ინ ლოკო) - ადგილზე.

IN MEDIAS RES ლათ. (ინ მედიას რეს) - საგნის (მოვლენის) შუაგულში, არსში.

IN NATURA ლათ. (ინ ნატურა) - სინამდვილეში.

IN OCTAVO ლათ. (ინ ოქტავო) - გამოცემის (წიგნის, ჟურნალის) ფორმატი, რაც უდრის საბეჭდი თაბახის 1/8-ს.

IN OPTIMA FORMA ლათ. (ინ ოპტიმა ფორმა) - “საუკეთესო ფორმით”; ყველა წესის დაცვით.

IN PACE ლათ. (ინ პაცე) - მშვიდობიან გარემოში.

IN PETTO იტალ. (ინ პეტტო) - თავისთვის (ფიქრი, ლაპარაკი და მისთ.).

IN PLENO ლათ. (ინ პლენო) - სრული შემადგენლობით (იგივეა, რაც in corpore).

IN QUARTO ლათ. (ინ კვარტო) - გამოცემის (წიგნის, ჟურნალის) ფორმატი, რაც უდრის საბეჭდი თაბახის 1/4-ს.

IN RE ლათ. (ინ რე) - “საქმეში”; ნამდვილად; სინამდვილეში.

IN SAECULA SAECULORUM ლათ. (ინ სეკულა სეკულორუმ) - უკუნითი უკუნისამდე

IN SITU ლათ. (ინ სიტუ) - მდებარეობის ადგილას.

IN SPE ლათ. (ინ სპე) - “იმედში”; “იმედით”; მომავალში.

IN STATU NASCENDI ლათ. (ინ სტატუ ნასცენდი) - ჩასახვის მდგომარეობაში; შექმნის მომენტში.

IN STATU QUO ANTE ლათ. (ინ სტატუ კვო ანტე) - პირვანდელ მდგომარეობაში.

IPSO DIXIT ლათ. (იფსო დიქსიტ) - თვითონ თქვა (იტყვიან ავტორიტეტულ პიროვნებაზე).

IPSO FACTO ლათ. (იფსო ფაქტო) - თვით ფაქტის გამო.

IPSO JURE ლათ. (იფსო იურე) - კანონისძალით.

ITEM ლათ. (იტემ) - ასევე.

35.10 J

▲ზევით დაბრუნება


JACTA EST ALEA ლათ. (იაქტა ესტ ალეა) - იხ. alea jacta est.

JEUNE PREMIER ფრანგ. (ჟენ პრემიერ) - „პირველი საყვარლის” თეატრალური ამპლუა.

JOIE DE VIVRE ფრანგ. (ჟუა დე ვივრ) - სიცოცხლის სიხარული.

JOUR FIXE ფრანგ. (ჟურ ფიქს) - კვირის რომელიმე დღე, განკუთვნილი სტუმრების მისაღებად.

JUNIOR ლათ. (იუნიორ) - უმცროსი.

JURARE IN VERBA MAGISTRI ლათ. (იურარე ინ ვერბა მაგისტრი) - „ფიცილი მასწავლებლის სიტყვებით”; ვისიმე მოძღვრების (აზრის) ბრმად მიყოლა (ჰორაციუსი).

JUS GENTIUM ლათ. (იუს გენციუმ) - „ხალხთა უფლება”; საერთაშორისო სამართალი.

JUS PRIMAE NOCTIS ლათ. (იუს პრიმე ნოქტის) - „პირველი ღამის უფლება” (ფეოდალის უფლება, რომლის ძალითაც იგი თავისი ყმის ახლად ჯვარდაწერილ ცოლთან პირველ ღამეს ატარებდა).

JUS PUBLICUM ლათ. (იუს პუბლიკუმ) - საჯარო სამართალი.

JUSTA CAUSA ლათ. (იუსტა კაუზა) - „მართლზომიერი მიზეზი”; რისამე მფლობელობის სამართლებრივი საფუძველი.

35.11 L

▲ზევით დაბრუნება


LA DOLCE VITA იტალ. (ლა დოლჩე ვიტა) - „ტკბილი ცხოვრება”; დროის უქმად ტარება და ფუფუნება.

L,APPETIT VIENT EN MANGEANT ფრანგ. (ლაპპეტი ვია ან მანჟა) - მადა ჭამაში მოდის [ფ.რაბლეს (1494-1553წწ.) გამოთქმა რომანიდან “გარგანტუა და პანტაგრუელი”].

LAPSUS ლათ. (ლაფსუს) - უნებლიე შეცდომა (ნაწერში, მეტყველებაში).

LAPSUS CALAMI ლათ. (ლაფსუს კალამი) - კალმის შეცდომა.

LAPSUS LINGUAE ლათ. (ლაფსუს ლინგვე) - ენის შეცდომა; უნებლიეთ წამოცდენილი სიტყვა.

LAPSUS MEMORIAE ლათ. (ლაფსუს მემორიე) - მეხსიერების შეცდომა; გადავიწყება; რისამე დავიწყება.

LAST BUT NOT LEAST ინგლ. (ლასტ ბათ ნოთ ლისტ) - უკანასკნელი სიით, მაგრამ არა მნიშვნელობით.

LE BESOIN DE LA FATALITE ფრანგ. (ლე ბეზუან დე ლა ფატალიტე) - ბედისწერის გარდაუვალობა.

LEGATO იტალ. (ლეგატო) - (მუს.) ერთი ბგერიდან მეორეზე თანდათანობით, გადაბმით (უპაუზოდ) გადასვლა.

LE DROIT DE SEIGNEUR ფრანგ. (ლე დრუა დე სეინიორ) - „პირველი ღამის უფლება” (იხ. jus primae noctis).

LEGE ARTIS ლათ. (ლეგე არტის) - “ხელოვნების ყველა კანონის მიხედვით”; ყველა წესის დაცვით; ოსტატურად.

LEGION D,HONNEUR ფრანგ. (ლეჟიონ დ,ონორ) - საპატიო ლეგიონის ორდენი (იხ. ლეგიონი).

LENTO იტალ. (ლენტო) - (მუს.) ნელა.

LESTO იტალ. (ლესტო) - (მუს.) მკვირცხლად; მარდად.

L,ETAT C,EST MOI ფრანგ. (ლ,ეტა ს,ე მუა) - “სახელმწიფო - ეს მე ვარ” (გამონათქვამი მიეწერება საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ს).

LEX ლათ. (ლექს) - კანონი.

LEX NON SCRIPTA ლათ. (ლექს ნონ სკრიპტა) - დაუწერელი კანონი.

LIBER CITATUS (l.c.) ლათ. (ლიბერ ციტატუს) - ციტირებული წიგნი (იხმარება სამეცნიერო ლიტერატურაში, მითითების დროს).

LIBERTAS ლათ. (ლიბერტას) - თავისუფლება.

LIBRETE, EGALITE, FRATERNITE ფრანგ. (ლიბერტე, ეგალიტე, ფრატერნიტე) - “თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა” (საფრანგეთის რევოლუციის ლოზუნგი).

LICET ლათ. (ლიცეტ) - ნებადართულია.

LINGUA FRANCA იტალ. (ლინგვა ფრანკა) - იტალიურის ნარევი ფრანგულთან, ესპანურთან, ბერძნულთან და არაბულთან; გამოიყენება ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს ქვეყნებში (სირიაში, ლიბანში, ეგვიპტეში, საბერძნეთში, თურქეთში და სხვ.).

LIBERUM VETO ლათ. (ლიბერუმ ვეტო) - „თავისუფალი ვეტო”; თავისუფალი პროტესტის უფლება პოლონურ სეიმში (მე-16 18სს.), რის თანახმადაც სეიმის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება შეეძლო ერთ მოწინააღმდეგე წევრს.

LICENTIA POETICA ლათ. (ლიცენცია პოეტიკა) - პოეტური ლიცენცია (იხ. ლიცენცია).

LITTERA SCRIPTA MANET ლათ. (ლიტტერა სკრიპტა მანეტ) - „დაწერილი ასო რჩება”; კალმით დაწერილს ნაჯახით ვერ წაშლი.

LOCO CITATO (L.C.) ლათ. (ლოკო ციტატო) - მოხსენებულ, დასახელებულ ადგილას (წიგნში, დოკუმენტში მითითების შემთხვევაში).

35.12 M

▲ზევით დაბრუნება


MADAME (m-me) ფრანგ. (მადამ) - საფრანგეთსა და ზოგ სხვა ქვეყანაში გათხოვილი ქალის ხსენება ან მისდამი მიმართვა (ჩვეულებრივ, გვართან ერთად); ქალბატონი; ქალბატონო.

MADE IN… ინგლ. (მეიდ ინ…) - “დამზადებულია ... ში” (წარწერა საექსპორტო საქონელზე დამამზადებელი ქვეყნის სახელწოდებასთან ერთად).

MADEMOISELLE (m-elle) ფრანგ. (მადმუაზელ) - საფრანგეთსა და ზოგ სხვა ქვეყანაში გაუთხოვარი ქალის ხსენება ან მისდამი მიმართვა (ჩვეულებრივ, სახელთან ან გვართან ერთად); ქალიშვილი; ქალიშვილო.

MAESTOSO იტალ. (მაესტოსო) - (მუს.) - საზეიმოდ; დიდებულად.

MAESTRO იტალ. (მაესტრო) - დიდი ხელოვანის (დირიჟორის, კომპოზიტორის, მხატვრის, მოჭადრაკის და ა.შ.) საპატიო სახელწოდება; ხშირად, მიმართვისას.

MAGISTER BIBENDI ლათ. (მაგისტერ ბიბენდი) - „სმის ხელმძღვანელი”; იტყვიან ხუმრობით თამადაზე.

MAGISTER DIXIT ლათ. (მაგისტერ დიქსიტ) - „მასწავლებელმა (ასე) თქვა”; იტყოდნენ სქოლასტიკოსები დასაბუთების ნაცვლად; ნიშნავდა არისტოტელეს შეურყეველ ავტორიტეტზე მითითებას.

MAGNA CHARTA LIBERTATUM ლათ. (მაგნა ხარტა ლიბერტატუმ) - იხ. ქარტია: თავისუფლებათა დიდი ქარტია.

MAITRE ფრანგ. (მეტრ) - 1. მასწავლებელი; მოძღვარი; მაესტრო; ოსტატი; 2. ადვოკატის, ნოტარიუსის საპატიო ხსენება, მიმართვა მათდამი.

MALA FIDE ლათ. (მალა ფიდე) - უპატიოსნოდ; არაკეთილსინდისიერად.

MANIA GRANDIOSA ლათ. (მანია გრანდიოზა) - განდიდების მანია.

MANIFESTUM NON EGET PROBATIONE ლათ. (მანიფესტუმ ნონ ეგეტ პრობაციონე) - ცხადს მტკიცება არ სჭირდება.

MANU MILITARI ლათ. (მანუ მილიტარი) - “შეიარაღებული ხელით”; სამხედრო ძალით.

MANU PROPRIA ლათ. (მანუ პროპრია) - საკუთარი ხელით.

MANUS MANUM LAVAT ლათ. (მანუს მანუმ ლავატ) - ხელი ხელს ბანს (სენეკას სიტყვები).

MARCATO იტალ. (მარკატო) - (მუს.) ხაზგასმით.

MASCULINUM ლათ. (მასკულინუმ) - (გრამატ.) მამრობითი სქესი.

MAUVAIS TON ფრანგ. (მოვე ტო) - ცუდი ტონი; მიუღებელი ქცევა (საპირისპ. ბონ ტონ).

MEA CULPA ლათ. (მეა კულპა) - ჩემი ბრალია; ჩემ გამო.

MEMENTO MORI ლათ. (მემენტო მორი) - გახსოვდეს სიკვდილი.

MENS SANA IN CORPORE SANO ლათ. (მენს სანა ინ კორპორე სანო) - ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია.

MERCI ფრანგ. (მერსი) - გმადლობთ.

MESTO იტალ. (მესტო) - (მუს.) ნაღვლიანად, სევდიანად, მწუხარედ.

MEZZA VOCE იტალ. (მეცცა ვოჩე) - (მუს.) ნახევარხმით (სიმღერა).

MEZZO იტალ. (მეცცო) - (მუს.) ნახევრად (ბგერის სიძლიერის შემცირება).

MEZZO FORTE იტალ. (მეცცო ფორტე) - (მუს.) საშუალო ძალით.

MIRABILE DICTU ლათ. (მირაბილე დიქტუ) - “უცნაურია სათქმელად”, საკვირველია.

MISCE ლათ. (მისცე) - “აურიე”, “შეურიე” (წარწერა სამედიცინო რეცეპტებზე).

MODUS VIVENDI ლათ. (მოდუს ვივენდი) - ცხოვრების წესი, არსებობის საშუალება.

MOLTO ALLEGRO იტალ. (მოლტო ალლეგრო) - (მუს.) ძალიან სწრაფად.

MONSIEUR ფრანგ. (მესირ) - საფრანგეთსა და ზოგ სხვა ქვეყანაში მამაკაცის ხსენება ან მისადმი მიმართვა (ჩვეულებრივ, გვართან ერთად): ბატონი, ბატონო.

MORE MAJORUM ლათ. (მორე მაიორუმ) - მამაპაპური ჩვეულებების მიხედვით.

MORITURI TE SALUTANT ლათ. (მორიტური ტე სალუტანტ) - იხ. Ave Caesar, morituri te salutant.

MOSSO იტალ. (მოსსო) - (მუს.) ცოცხლად, მარდად.

MOTU PROPRIO ლათ. (მოტუ პროპრიო) - საკუთარი სურვილით, განზრახვით.

MULTA PAUCIS ლათ. (მულტა პაუცის) - ბევრი (გადმოცემული) ცოტა სიტყვით.

MULTUM, NON MULTA ლათ. (მულტუმ, ნონ მულტა) - “ბევრია (მაგრამ) არა ბევრი” (დიდი შინაარსი მოკლედ ნათქვამში; ხარისხი და არა რაოდენობა).

MUTATIS MUTANDIS ლათ. (მუტატის მუტანდის) - სათანადო ცვლილებების, შესწორებების შეტანით.

MUTATO NOMINE DE TE FABULA NARRATUR ლათ. (მუტატო ნომინე დე ტე ფიბულა ნარრატურ) - “შენზე ითქმის”; სახელს თუ შევცვლით ამბავი (ზღაპარი) შენზეა ნათქვამი (ჰორაციუსის სიტყვები);

MY HOUSE IS MY CASTLE ინგლ. (მაი ჰაუს იზ მაი ქა:სლ) - „ჩემი სახლი ჩემი ციხესიმაგრეა” (გამონათქვამი ეკუთვნის მე-16-17სს.-ის ერთ-ერთ ინგლისელ იურისტს).

35.13 N

▲ზევით დაბრუნება


N1 - იხ. nord.

N2 ლათ. (ენ) - შემოკლ. nomen (“სახელი”); იხმარება ვისიმე ან რაიმე ადგილის სახელის მაგიერ, როდესაც არ იციან იგი, ან არ უნდათ მისი გამჟღავნება.

NASCUNTUR POETAE, FIUNT ORATORES ლათ. (ნასკუნტურ პოეტე, ფიუნტ ორატორეს) - პოეტებად იბადებიან, ორატორებად განისწავლებიან (იქმნებიან).

NATURA ABHORRET VACUUM ლათ. (ნატურა აბჰორრეტ ვაკუუმ) - ბუნება ვერ ითმენს სიცარიელეს.

NB - ix. nota bene.

NEC PLUS ULTRA ლათ. (ნეკ პლუს ულტრა) - უკიდურესობამდე; ყველაზე კარგი; საუკეთესო.

NEL TEMPO იტალ. (ნელ ტემპო) - (მუს.) ტაქტის აყოლებით; რიტმულად; შეწყობილად.

NEMO ლათ. (ნემო) - არავინ.

NEMO JUDEX IN CAUSA SUA ლათ. (ნემო იუდექს ინ კაუზა სუა) - არავინ არის მსაჯული საკუთარ (სასამართლო) საქმეში.

NE QUID NIMIS ლათ. (ნე კვიდ ნიმის) - არაფერი ზედმეტი.

NEUTRUM ლათ. (ნეუტრუმ) - (გრამატ.) - საშუალო სქესი.

NE VARIETUR ლათ. (ნე ვარიეტურ) - “არ შეიცვლება”; შეცვლა არ შეიძლება.

NIHIL ლათ. (ნიჰილ) - არაფერი.

NIHIL PROBAT, QUI NIMIUM PROBAT ლათ. (ნიჰილ პრობატ, კვი ნიმიუმ პრობატ) - არაფერს ამტკიცებს ის, ვინც ძალიან ბევრს ამტკიცებს.

NIL ADMIRARI ლათ. (ნილ ადმირარი) - არაფერი არ უნდა გაგიკვირდეს.

NOBLESSE OBLIGE ფრანგ. (ნობლეს ობლიჟ) - მდგომარეობა გვავალებს.

NOLENS VOLENS - იხ. volens nolens.

NOLI ME TANGERE ლათ. (ნოლი მე ტანგერე) - ხელი არ მახლო.

NOMINA SUNT ODIOSA ლათ. (ნომინა სუნტ ოდიოზა) - “სახელები საძულველია”; სახელებს ნუ ვახსენებთ.

NON BIS IN IDEM ლათ. (ნონ ბის ინ იდემ) - “ერთი და იმავეზე ორჯერ არ შეიძლება”; ერთსა და იმავეზე ორჯერ არ მოეკითხება.

NON LIQUET ლათ. (ნონ ლიკვეტ) - ბუნდოვანია; არ არის ნათელი.

NON MULTA, SED MULTUM ლათ. (ნონ მულტა, სედ მულტუმ) - „ბევრი არაა (სიტყვები), მაგრამ ბევრია”; დიდი შინაარსი მოკლედ ნათქვამში.

NON POSSUMUS ლათ. (ნონ პოსსუმუს) - “არ შეგვიძლია”; კატეგორიული უარი.

NORD (N) გერმ. (ნორდ) - ჩრდილოეთი.

NORDOST (NO) გერმ. (ნორდოსტ) - ჩრდილო-აღმოსავლეთი.

NORDWEST (NW) გერმ. (ნორდვესტ) - ჩრდილო-დასავლეთი.

NOSCE TE IPSUM ლათ. (ნოსცე ტე იფსუმ) - შეიცან თავი შენი.

NOTA BENE (NB) ლათ. (ნოტა ბენე) - „შენიშნე კარგად”; შენიშვნა ტექსტში, მინიშნება ადგილზე, რაზეც გსურთ ყურადღების განსაკუთრებული გამახვილება.

NOTRE-DAME ფრანგ. (ნოტრ-დამ) - ღვთისმშობელი; ღვთისმშობლის ეკლესია, ტაძარი (კათოლიკური).

NW - იხ. nordwest.

NULLA DIES SINE LINEA ლათ. (ნულლა დიეს სინე ლინეა) - „არც ერთი დღე ხაზის გავლების გარეშე” ანუ არც ერთი დღე საქმის გარეშე (პლინიუს უფროსის სიტყვები ბერძენი მხატვრის აპელესის შესახებ).

35.14 O

▲ზევით დაბრუნება


O - იხ. Ost.

OKAY ინგლ. (ოუქეი) - დასტურის შეძახილი - კარგი; კი, ბატონო; მოდის და ა.შ.

OMNE INITIUM DIFFICILE EST ლათ. (ომნე ინიციუმ დიფფიცილე ესტ) - ყოველგვარი დაწყება (დასაწყისი) ძნელია.

OMNIA PRAECLARA RARA ლათ. (ომნია პრეკლარა რარა) - ყველაფერი მშვენიერი იშვიათია (ციცერონის გამოთქმა).

OMNIA MEA MECUM PORTO ლათ. (ომნია მეა მეკუმ პორტო) - “ყველაფერი ჩემი თან დამაქვს” (ბერძენი ფილოსოფოსის ბიანტის სიტყვები); ადამიანის ჭეშმარიტი სიმდიდრე მისი შინაგანი სამყაროა.

OMNIUM CONSENSU ლათ. (ომნიუმ კონსენსუ) - ყველას თანხმობით.

OPUS (op.) ლათ. (ოპუს) - ამა თუ იმ კომპოზიტორის ცალკეული მუსიკალური ნაწარმოები (მის სხვა ნაწარმოებთა შორის), რომელსაც აღნიშნავენ ნომრით (მაგ., ბეთჰოვენის მეშვიდე სიმფონია, ოპუსი 92).

ORATIO OBLIQUA ლათ. (ორაციო ობლიკვა) - (გრამატ.) სხვათა სიტყვა.

ORATORES FIUNT, POETAE NASCUNTUR ლათ. (ორატორეს ფიუნტ, პოეტე ნასკუნტურ) - იხ. nascuntur poete, fiunt oratores.

O, SANCTA SIMPLICITAS! ლათ. (ო, სანქტა სიმპლიციტას) - „ო, წმინდა გულუბრყვილობავ!” [წამოძახილი მიეწერება იან ჰუსს (1369-1415წწ.), რომელმაც დაინახა, რომ ერთი მოხუცი ქალი გულმოდგინედ უკეთებდა შეშას ცეცხლს, რომელზედაც მას (ჰუსს) წვავდნენ].

OST (0) გერმ. (ოსტ) - აღმოსავლეთი.

O TEMPORA, O MORES! ლათ. (ო, ტემპორა, ო, მორეს) - „ო, დროებავ, ო, ზნე-ჩვეულებებო!” (ციცერონის წამოძახილი კატილინას პროცესზე).

OTIA DANT VITIA ლათ. (ოცია დანტ ვიცია) - უსაქმურობა ბადებს მანკიერებას.

OTIUM POST NEGOTIUM ლათ. (ოციუმ პოსტ ნეგოციუმ) - დასვენება გარჯის შემდეგ.

35.15 P

▲ზევით დაბრუნება


PACTA SERVANDA SUNT ლათ. (პაქტა სერვანდა სუნტ) - ხელშეკრულებები უნდა სრულდებოდეს.

PANEM ET CIRCENSES ლათ. (პანემ ეტ ცირცენზეს) - პური და სანახაობა.

PARDON ფრანგ. (პარდონ) - უკაცრავად; მაპატიეთ.

PAR EXCELLENCE ფრანგ. (პარ ექსელანს) - უპირატესად; განსაკუთრებით.

PAR EXEMPLE ფრანგ. (პარ ეგზამპლ) - მაგალითად.

PARLANDO იტალ. (პარლანდო) - (მუს.) რეჩიტატივით; ლაპარაკით (სიმღერა).

PARS PRO TOTO ლათ. (პარს პრო ტოტო) - ნაწილი მთელის ნაცვლად.

PARTIE DE PLAISIR ფრანგ. (პარტი დე პლეზირ) - მხიარული გასეირნება.

PARVENU ფრანგ. (პარვენიუ) - აგდებით ხსენება უგვარო პირისა, რომელმაც შეაღწია უმაღლეს საზოგადოებაში, ელიტურ წრეებში და ბაძავს იქ მიღებულ ცხოვრების წესს.

PASSIM ლათ. (პასსიმ) - „გავლით”; ყველგან; სხვადასხვა ადგილას; (იყენებენ ბიბლიოგრაფიულ მითითებებში).

PATER FAMILIAS ლათ. (პატერ ფამილიას) - ოჯახის მამა; ოჯახის უფროსი.

PATER NOSTER ლათ. (პატერ ნოსტერ) - „მამაო ჩვენო”.

PECCAVI ლათ. (პეკკავი) - შევცოდე.

PECUNIA NON OLET ლათ. (პეკუნია ნონ ოლეტ) - “ფულს სუნი არ უდის” [იმპერატორ ვესპასიანეს (9- 79წწ.) სიტყვები].

PELE-MELE ფრანგ. (პელ-მელ) - ნარევი; დომხალი.

PENDANT ფრანგ. (პანდან) - შესაბამისი; რისამე ტოლი; ტოლფასი.

PER ASPERA AD ASTRA ლათ. (პერ ასპერა ად ასტრა) - ეკლიანი გზით ვარსკვლავებისკენ (ე.ი. მიზნისკენ).

PEREAT MUNDUS ET FIAT JUSTITIA ლათ. (პერეატ მუნდუს ეტ ფიატ იუსტიცია) - ქვეყანა რომც დაიქცეს, მართლმსაჯულება უნდა აღსრულდეს.

PER FAS ET NEFAS ლათ. (პერ ფას ეტ ნეფას) - დასაშვები და დაუშვებელი საშუალებებით (სიმართლით და ტყუილით).

PERICULUM IN MORA ლათ. (პერიკულუმ ინ მორა) - საშიშროება დაყოვნებაშია.

PERPETUUM MOBILE ლათ. (პერპეტუუმ მობილე) - “მუდმივი ძრავა”, რომლის შექმნის იდეა ეწინააღმდეგება მექანიკის კანონებს.

PER SE ლათ. (პერ სე) - თავისთავად.

PERSONA (NON) GRATA ლათ. [პერსონა (ნონ) გრატა] - პერსონა, რომლის კანდიდატურა არასასურველად არის მიჩნეული.

PETITIO PRINCIPII ლათ. (პეტიციო პრინციპიი) - „მოთხოვნა დასაწყისისა”; ნიშნავს: არგუმენტი, დასკვნა მოტანილი ისეთი ვითარების საფუძველზე, რომელსაც თვითონ სჭირდება დამტკიცება.

PIA DESIDERIA ლათ. (პია დეზიდერია) - კეთილი სურვილები; კეთილი ზრახვები.

PIANISSIMO იტალ. (პიანისსიმო) - (მუს.) პიანოზე უფრო ხმადაბლა; ძალიან ხმადაბლა (მუსიკალური ნაწარმოების შესრულება).

PIANO იტალ. (პიანო) - ხმადაბლა. საპირისპ. ფორტე (მუსიკალური ნაწარმოების შესრულება).

PIETA იტალ. (პიეტა) - ნახატი, რომელზედაც გამოსახულია ჯვრიდან ჩამოხსნილი იესო ქრისტეს დატირება.

PINXIT ლათ. (პინქსიტ) - “დახატა” (წარწერა ძველებურ სურათებზე მხატვრის გვარის შემდეგ).

PIZZICATO იტალ. (პიციკატო) - (მუს.) თითის ამოკვრით, ხემის გარეშე დაკვრა წყვეტილი ბგერის მისაღებად.

PLURALIA TANTUM ლათ. (პლურალია ტანტუმ) - (გრამატ.) მხოლოდ მრავლობითი რიცხვის ფორმის მქონე არსებითი სახელი, რომელიც მხოლობითის მნიშვნელობით იხმარება.

PLUS ROYALISTE, QUE LE ROI MEME ფრანგ. (პლუ რუაიალისტ, კე ლე რუა მემ) - უფრო თავგამოდებული როიალისტი (მონარქისტი), ვიდრე თვით მეფეა.

PONTIFEX MAXIMUS ლათ. (პონტიფექს მაქსიმუს) - „დიდი პონტიფექსი”; პირი, რომელიც სათავეში ედგა ქურუმთა უმაღლეს კოლეგიას; მე-5 საუკუნიდან რომის პაპის ტიტულია.

POST FACTUM ლათ. (პოსტ ფაქტუმ) - მას შემდეგ, რაც უკვე მოხდა, შესრულდა რამე.

POST HOC ERGO PROPTER HOC ლათ. (პოსტ ჰოკ ერგო პროპტერ ჰოკ) - „ამის შემდეგ - მაშასადამე ამიტომ” (ძველი სილოგიზმი).

POINT D,HONNEUR ფრანგ. (პუან დ,ონერ) - ღირსების საქმე.

POSTE RESTANTE ფრანგ. (პოსტ რესტანტ) - მოთხოვნამდე (საფოსტო გზავნილებისთვის).

POST FACTUM ლათ. (პოსტ ფაქტუმ) - მას შემდეგ რაც უკვე მოხდა, შესრულდა რამე

POST HOMINUM MEMORIAM ლათ. (პოსტ ჰომინუმ მემორიამ) - უხსოვარი დროიდან.

POST MORTEM ლათ. (პოსტ მორტემ) - სიკვდილის შემდეგ.

POST SCRIPTUM (P.S.) ლათ. (პოსტ სკრიპტუმ) - მინაწერი წერილის ბოლოს, ხელმოწერის შემდეგ.

PRECIPITANDO იტალ. (პრეჩიპიტანდო) - (მუს.) აჩქარებით.

PRECISO იტალ. (პრეჩიზო) - (მუს.) ზუსტად; ნათლად; გარკვეულად.

PRESTO იტალ. (პრესტო) - (მუს.) ძალიან სწრაფად.

PRIMUS INTER PARES ლათ. (პრიმუს ინტერ პარეს) - პირველი თანასწორთა შორის.

PRIVATIM ლათ. (პრივატიმ) - კერძოდ; კერძო წესით.

PRO BONO PUBLICO ლათ. (პრო ბონო პუბლიკო) - სახალხო კეთილდღეობისთვის.

PRO ARIS ET FOCIS ლათ. (პრო არის ეტ ფოცის) - “საკურთხევლებისა და კერიებისთვის” ე.ი. ბრძოლა ყველაზე მნიშვნელოვანის, ყველაზე ძვირფასისთვის (ციცერონი).

PRO DOMO SUA - ლათ. (პრო დომო სუა) - “საკუთარი სახლისთვის” ე.ი. საკუთარი თავისა და საქმეების დასაცავად; გამოსვლა პირად საკითხებზე (ციცერონი).

PRO ET CONTRA ლათ. (პრო ეტ კონტრა) - მომხრე და წინააღმდეგი.

PROFESSION DE FOI ფრანგ. (პროფესსიონ დე ფუა) - “აღმსარებლობა”; საკუთარი შეხედულებების გადმოცემა.

PRO FORMA ლათ. (პრო ფორმა) - რისამე შესრულება ფორმალურად, მოსაჩვენებლად.

PRO MEMORIA ლათ. (პრო მემორია) - სამახსოვროდ; ვისიმე ხსოვნისთვის.

PRO PATRIA ლათ. (პრო პატრია) - სამშობლოსთვის.

PRONTO იტალ. (პრონტო) - (მუს.) სწრაფად; მარდად.

PROPRIA MANU ლათ. (პროპრია მანუ) - იხ. manu propria.

PRO PUBLIO BONO ლათ. (პრო პუბლიო ბონო) - ხალხის საკეთილდღეოდ.

PRO TANTO ლათ. (პრო ტანტო) - შესაბამისად.

PRO TEMPORE (PROTEM) ლათ. [პრო ტემპორე (პროტემ)] - დროზე; თავის დროზე.

P.S. - იხ. post scriptum.

PUNCTUM SALIENS ლათ. (პუნქტუმ სალიენს) - “მთრთოლვარე წერტილი”; ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე მთავარი, დედაარსი.

PUNICA FIDES ლათ. (პუნიკა ფიდეს) - პუნიკური (კართაგენული) კეთილსინდისიერება, ე.ი. მუხანათობა.

35.16 Q

▲ზევით დაბრუნება


QUANTITE NEGLIGEABLE ფრანგ. (კანტიტე ნეგლიჟაბლ) - სიდიდე, რომელიც შეიძლება მხედველობაში არ იქნეს მიღებული; უმნიშვნელო სიდიდე.

QUANTUM SATIS ლათ. (კვანტუმ სატის) - რამდენიც საჭიროა.

QUASI ლათ. (კვაზი) - თითქოს, ვითომცდა; რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი; ნიშნავს მოჩვენებითს, არანამდვილს (მაგ., კვაზიმეცნიერული, კვაზირევოლუციური).

QUI NIMIUM PROBAT, NIHIL PROBAT ლათ. (კვი ნიმიუმ პრობატ, ნიჰილ პრობატ) - ვინც მეტისმეტად ამტკიცებს, ის ვერაფერს ამტკიცებს.

QUI PRODEST ლათ. (კვი პროდესტ) - საერთაშორისო სამართალში: ვისთვის არის სასარგებლო?

QUI PRO QUO ლათ. (კვი პრო კვო) - „ერთი მეორის ადგილას”; არეულდარეულობა; გაუგებრობა.

QUI SCRIBIT, BIS LEGIT ლათ. (კვი სკრიბიტ, ბის ლეგიტ) - ვინც იწერს (ის) ორჯერ კითხულობს (ე.ი. უკეთ იხსომებს).

QUI VIVRA VERRA ლათ. (კვი ვივრა ვერრა) - „ვინც იცოცხლებს, (ის) ნახავს”; მომავალი გვაჩვენებს.

QUOD ERAT DEMONSTRANDUM (Q.E.D.) ლათ. (კვოდ ერატ დემონსტრანდუმ) - რის დამტკიცებაც გვინდოდა.

QUOD LICET JOVI, NON LICET BOVI ლათ. (კვოდ ლიცეტ იოვი, ნონ ლიცეტ ბოვი) - რის უფლებაც აქვს იუპიტერს, იმის უფლება არ აქვს ხარს.

QUOT HOMINES, TOT SENTENTIAE ლათ. (კვოტ ჰომინეს, ტოტ სენტენციე) - რამდენი ადამიანიც არის, იმდენი აზრია (ტერენციუსის სიტყვები).

QUOUSQUE TANDEM! ლათ. (კვოუსკვე ტანდემ) - როდემდე, ბოლოს და ბოლოს (ციცერონის წამოძახილი კატილინას წინააღმდეგ)!

QUO VADIS? ლათ. (კვო ვადის) - საით მიდიხარ?

35.17 R

▲ზევით დაბრუნება


RABBIOSO იტალ. (რაბბიოზო) - (მუს.) გაშმაგებით; გააფთრებით.

RAISON D,ETRE ფრანგ. (რეზონ დ,ეტრ) - „არსებობის აზრი”; გონივრული საფუძველი; აზრი.

RALLENTANDO იტალ. (რალლენტანდო) - (მუს.) შენელებით.

REDUCTIO AD ABSURDUM ლათ. (რედუქციო ად აბსურდუმ) - აბსურდამდე, უაზრობამდე მიყვანა (მტკიცების ერთ-ერთი ხერხი).

RENDEZ-VOUS ფრანგ. (რანდე-ვუ) - (მოძვ.) პაემანი, შეხვედრა.

REPETITIO EST MATER STUDIORUM ლათ. (რეპეტიციო ესტ მატერ სტუდიორუმ) - გამეორება ცოდნის დედაა.

RES JUDICATA ლათ. (რეს იუდიკატა) - გადაწყვეტილი საქმე.

RES NULLIUS ლათ. (რეს ნულლიუს) - „არავის ნივთი”; უპატრონო ნივთი.

RESPECTIV (resp.) ინგლ. (რესპექტივ) - ან, ანდა.

RESTITUTIO IN INTEGRUM ლათ. (რესტიტუციო ინ ინტეგრუმ) - „მთლიანობაში აღდგენა”; ძველ უფლებებში აღდგენა.

REVUE ფრანგ. (რევიუ) - საესტრადო ან თეატრალური წარმოდგენა, რომელიც შედგენილია ცალკეული სცენებისგან, ნომრებისგან.

RINFORZANDO იტალ. (რინფორცანდო) - (მუს.) გაძლიერებით; უეცარი კრეშენდო.

RITARDANDO იტალ. (რიტარდანდო) - (მუს.) შენელებით.

35.18 S

▲ზევით დაბრუნება


SALTO MORTALE იტალ. (სალტო მორტალე) - “სასიკვდილო ნახტომი”; აკრობატული ნახტომი, რომლის დროსაც ჰაერში მალაყს აკეთებენ.

SALUS POPULI SUPREMA LEX ლათ. (სალუს პოპული სუპრემა ლექს) - ხალხის კეთილდღეობა უმაღლესი კანონია (გამონათქვამი ეკუთვნის ციცერონს).

SALUT! ფრანგ. (სალიუ) - სალამი!

SALVE! ლათ. (სალვე) - გამარჯობა! სალამი!

SANCTA SANCTORUM ლათ. (სანქტა სანქტორუმ) - წმიდათაწმიდა.

SANCTA SIMPLICITAS ლათ. (სანქტა სიმპლიციტას) - იხ. O, sancta simplicitas.

SANS FACON ფრანგ. (სან ფასონ) - ცერემონიების გარეშე; უცერემონიოდ.

SAPIENTI SAT ლათ. (საპიენტი სატ) - „ბრძენისთვის საკმარისია”; ბრძენი მიხვდება; გამგები გაიგებს.

SATIS VERBORUM ლათ. (სატის ვერბორუმ) - კმარა სიტყვები.

SAVOIR-VIVRE ფრანგ. (სავუარ ვივრ) - ცხოვრების უნარი; ცხოვრებისეული სიბრძნე.

SCILICET (SC., SCIL.) ლათ. (სცილიცეტ) - რა თქმა უნდა, რასაკვირველია; სწორედ რომ; ესე იგი.

SECONDA VOLTA იტალ. (სეკონდა ვოლტა) - (მუს.) მეორედ; ხელმეორედ.

SELF-MADE MAN ინგლ. (სელფ-მეიდ მენ) - „საკუთარი თავის შემქმნელი ადამიანი”; პირი, რომელმაც ცხოვრებაში თვითონ, სხვის დაუხმარებლად გაიკვლია გზა.

SEMPER IDEM ლათ. (სემპერ იდემ) - ყოველთვის ერთი და იგივე.

SENIOR ლათ. (სენიორ) - უფროსი.

SE NON E VERO, E BEN TROVATO ლათ. (იტალ.) - (სე ნონ ე ვერო, ე ბენ ტროვატო) - არ არის სწორი, მაგრამ კარგადაა მოგონილი.

SENSUS ლათ. (სენსუს) - გრძნობა, შეგრძნება.

SENSU STRICTO ლათ. (სენსუ სტრიქტო) - ვიწრო გაგებით.

SHOCKING ინგლ. (შოქქინგ) - უხამსად, უწესოდ, სკანდალურად, სამარცხვინოდ.

SIC! ლათ. (სიკ) - “ასე!”;წერენ ფრჩხილებით ტექსტში (უპირატესად ციტატაში) იმ სიტყვის შემდეგ, რომელიც ავტორს სურს საგანგებოდ გახაზოს.

SIC TRANSIT GLORIA MUNDI ლათ. (სიკ ტრანზიტ გლორია მუნდი) - ასე წარმავალია ამქვეყნიური დიდება.

SILENTIUM ლათ. (სილენციუმ) - დუმილი, მდუმარება, სიჩუმე.

S'IL VOUS PLAIT ფრანგ. (ს'ილ ვუ პლე) - გეთაყვა.

SINE ANNO (s.a.) ლათ. (სინე ანნო) - წიგნის გამოცემის თარიღის მიუთითებლად (იყენებენ ბიბლიოგრაფიულ ცნობარებში).

SINE CURA ლათ. (სინე კურა) - იხ. სინეკურა.

SINE IRA ET STUDIO ლათ. (სინე ირა ეტ სტუდიო) - „მრისხანებისა და მიკერძოების გარეშე”; მიუდგომელი, მიუკერძოებელი აზრის გარეშე (ძველი რომაელი ისტორიკოსის ტაციტუსის სიტყვები).

SINE LOCO (S.L.) ლათ. (სინე ლოკო) - წიგნის გამოცემის ადგილის მიუთითებლად (იყენებენ ბიბლიოგრაფიულ ცნობარებში).

SINE QUA NON ლათ. (სინე კვა ნონ) - აუცილებელი პირობა.

SIR ინგლ. (სე) - იხ. სერ.

SIT VENIA VERBO ლათ. (სიტ ვენია ვერბო) - დაე, მეპატიოს მე ეს გამოთქმა; თქმის უფლებით.

SI VIS PACEM, PARA BELLUM ლათ. (სი ვის პაცემ, პარა ბელლუმ) - თუ გსურს მშვიდობა, ემზადე ომისთვის.

SONORO იტალ. (სონორო) - ხმამაღლა.

SOS ინგლ. (სოს) - უბედურების მაუწყებელი საერთაშორისო რადიოსიგნალი, რომელსაც გადასცემს დაღუპვის პირას მყოფი გემი ან თვითმფრინავი.

SOTTO VOCE იტალ. (სოტტო ვოჩე) - (მუს.) ნახევარხმით.

SPIRITUS ლათ. (სპირიტუს) - სპირიტ.

SPONTE SUA, SINE LEGE ლათ. (სპონტე სუა, სინე ლეგე) - ნებაყოფლობით; საკუთარი სურვილით.

STANDARD OF LIFE ინგლ. (სთენდად ოვ ლაიფ) - ცხოვრების დონე.

STATUS IN STATU ლათ. (სტატუს ინ სტატუ) - სახელმწიფო სახელმწიფოში.

STATUS NASCENDI ლათ. (სტატუს ნასცენდი) - იხ. in statu nascendi.

STATUS QUO ლათ. (სტატუს კვო) - არსებული მდგომარეობა (იხ. სტატუს- კვო).

STATUS QUO ANTE BELLUM ლათ. (სტატუს კვო ანტე ბელლუმ) - ომამდე არსებული მდგომარეობა.

STRETTO იტალ. (სტრეტტო) - (მუს.) აჩქარებით.

STRUGGLE FOR LIFE ინგლ. (სთრაგლ ფო ლაიფ) - ბრძოლა არსებობისთვის.

STURM UND DRANG გერმ. (შტურმ უნდ დრანგ) - „ქარიშხალი და შეტევა”; მე-18 ს.-ის 70-80-იანი წლების გერმანული ლიტერატურის ერთ-ერთი მიმდინარეობის სახელწოდება.

SUB CONDITIONE ლათ. (სუბ კონდიციონე) - იმ პირობით, თუ ..

SUBITO იტალ. (სუბიტო) - (მუს.) მოულოდნელად; თანდათანობით გადასვლის გარეშე, ერთბაშად.

SUBITO PRESTO იტალ. (სუბიტო პრესტო) - წამსვე, მყის.

SUB SPECIE AETERNITATIS ლათ. (სუბ სპეციე ეტერნიტატის) - მარადისობის თვალსაზრისით.

SUI GENERIS ლათ. (სუი გენერის) - ერთგვარად, თავისებურად; ერთგვარი, თავისებური.

SUMMA SUMMARUM ლათ. (სუმმა სუმმარუმ) - “ჯამების ჯამი”; საბოლოო ჯამი; საბოლოო შედეგი.

SUUM QUIQUE ლათ. (სუუმ კუიკვე) - თითოეულს თავისი (მიეზღოს).

35.19 T

▲ზევით დაბრუნება


TABLE D,HOTTE ფრანგ. (ტაბლ დ,ოტ) - სასტუმროში, რესტორანში, პანსიონში: საერთო სუფრა, სადაც საუზმე, სადილი და სხვ. მოაქვთ გარკვეულ დროს და საერთო მენიუს მიხედვით ყველასთვის.

TABULA RASA ლათ. (ტაბულა რაზა) - „სუფთა დაფა”; ხელუხლებელი, წმინდა, ყოველგვარი გავლენისგან თავისუფალი რამ.

TACITO CONSENSU ლათ. (ტაციტო კონსენსუ) - უსიტყვო თანხმობით.

TAEDIUM VITAE ლათ. (ტედიუმ ვიტე) - “სიცოცხლის ზიზღი”; სიცოცხლის მოყირჭება.

TEMPI PASSATI იტალ. (ტემპი პასსატი) - გარდასული დრო, წარსული.

TEMPORA MUTANTUR, ET NOS MUTAMUR IN ILLIS ლათ. (ტემპორა მუტანტურ, ეტ ნოს მუტამურ ინ ილლის) - დრონი იცვლებიან და მათთან ერთად ვიცვლებით ჩვენც.

TERRA INCOGNITA ლათ. (ტერრა ინკოგნიტა) - „უცნობი მიწა”; გამოუკვლეველი დარგი, სფერო (მეცნიერება, ხელოვნება).

TERTIUM NON DATUR ლათ. (ტერციუმ ნონ დატურ) - „მესამე არ არის მოცემული”; ორიდან ერთ-ერთი.

TERTIUS GAUDENS ლათ. (ტერციუს გაუდენს) - “მესამე მოხარულია”; მესამე პირი, რომელიც ხეირს, სარგებლობას ნახულობს ორი მოწინააღმდეგის ბრძოლით.

TESTIMONIUM PAUPERTATIS ლათ. (ტესტიმონიუმ პაუპერტატის) - “სიღატაკის მოწმობა”; სისუსტის, უუნარობის აღიარება; იტყვიან ვისიმე გონებაშეზღუდულობის აღსანიშნად.

TETE-A-TETE ფრანგ. (ტეტ-ა-ტეტ) - “თავი თავთან”; პირისპირ, განმარტოებით (დარჩენა, საუბარი ვინმესთან).

TIME IS MONEY ინგლ. (თაიმ იზ მანი) - “დრო ფულია” [ამერიკელი მეცნიერისა და პოლიტიკური მოღვაწის ბ. ფრანკლინის (1706-1790წწ.) სიტყვები].

TIMEO DANAOS ET DONA FERENTES ლათ. (ტიმეო დანაოს ეტ დონა ფერენტეს) - მეშინია დანაელების (ბერძნების), თუნდაც საჩუქრები მოჰქონდეთ (ჩვენთვის); ლექსი ვერგილიუსის “ენეიდიდან”.

TOUR DE FORCE ფრანგ. (ტურ დე ფორს) - დიდი ძალის გამოვლენა; მოხერხებული ილეთი.

TRADE-MARK ინგლ. (თრეიდ-მა:კ) - საფაბრიკო მარკა.

TRADE-UNION ინგლ. (თრეიდ-იუნიონ) - პროფესიული კავშირის სახელწოდება ინგლისსა და რიგ ინგლისურენოვან ქვეყნებში.

TRES FACIUNT COLLEGIUM ლათ. (ტრეს ფაციუნტ კოლლეგიუმ) - სამი (ადამიანი) - (უკვე) კოლეგიაა (რომაული სამართლის დებულება).

TU QUOQUE, BRUTE? ლათ. (ტუ კვოკვე, ბრუტე) - „შენც, ბრუტუს?” (იულიუს კეისრის სიტყვები, როდესაც მან მის მკვლელთა შორის დაინახა მარკუს ბრუტუსი).

TROPPO იტალ. (ტროპპო) - მეტისმეტი.

TUTTI FRUTTI იტალ. (ტუტტი ფრუტტი) - „ყოველგვარი ხილი”; რაგინდარა; ყველაფერი.

TUTTI QUANTI იტალ. (ტუტტი კვანტი) - და სხვა დანარჩენი; ყველა უკლებლივ.

35.20 U

▲ზევით დაბრუნება


UBI CONCORDIA, IBI VICTORIA ლათ. (უბი კონკორდია, იბი ვიქტორია) - სადაც თანხმობაა, იქ გამარჯვებაა.

ULTIMA RATIO ლათ. (ულტიმა რაციო) - უკანასკნელი, გადამწყვეტი მოსაზრება.

ULTIMUM REFUGIUM ლათ. (ულტიმუმ რეფუგიუმ) - უკანასკნელი თავშესაფარი.

ULTRA ლათ. (ულტრა) - იქითა მხარეს, გაღმა (გადატ.); უაღრესად, უკიდურესად.

ULTRA VIRES ლათ. (ულტრა ვირეს) - “ძალებს გადაღმა”; (ვისიმე) ძალას აღემატება.

UNA VOCE ლათ. (უნა ვოცე) - ერთხმად.

UNCLE SAM ინგლ. (ანქლ სემ) - “ძია სემი”; ამერიკის შეერთებული შტატების ირონიული სახელწოდება - აბრევიატურა U.S.- ის (United States - შეერთებული შტატები) თავისებურად გააზრებული გაშიფვრა; ამერიკელების სახუმარო მეტსახელი.

UNUM ET IDEM ლათ. (უნუმ ეტ იდემ) - ერთი და იგივე.

URBI ET ORBI ლათ. (ურბი ეტ ორბი) - “ქალაქს (იგულისხმება რომი) და (მთელ) ქვეყანას”; ყველგან, მთელ ქვეყანაზე; ყველას გასაგონად.

UTILE DULCI MISCERE ლათ. (უტილე დულცი მისცერე) - სასიამოვნო სასარგებლოსთან ერთად (ჰორაციუსის სიტყვები).

35.21 V

▲ზევით დაბრუნება


VA BANQUE ფრანგ. (ვა ბანკ) - იხ. ვა-ბანკი.

VADE MECUM ლათ. (ვადე მეკუმ) - (მოძვ.) ცნობარი; გზის მაჩვენებელი უბის წიგნი.

VAE VICTIS! ლათ. (ვე ვიქტის) - ვაი გამარჯვებულთ!

VALE! ლათ. (ვალე) - მშვიდობით!

VARIA ლათ. (ვარია) - სხვადასხვა.

VENI, VIDI, VICI ლათ. (ვენი, ვიდი, ვიცი) - “მოვედი, ვნახე, დავამარცხე” [იულიუს კეისრის (100-44წწ.ძვ.წ.აღ.) სიტყვები, რითაც მიმართა სენატს პონტოს მეფე ფარნაკეზე გამარჯვების შემდეგ].

VERBA MAGISTRI ლათ. (ვერბა მაგისტრი) - “მასწავლებლის სიტყვები”; ავტორიტეტული ადამიანის სიტყვები.

VERBA VOLANT, SCRIPTA MANENT ლათ. (ვერბა ვოლანტ, სკრიპტა მანენტ) - სიტყვები მიფრინავენ, ნაწერი რჩება.

VERBUM SAPIENTIBUS ლათ. (ვერბუმ საპიენტიბუს) - “სიტყვა გონიერთათვისაა”; გონიერი მიხვდება სიტყვის დაწყებისთანავე.

VERE ლათ. (ვერე) - ჭეშმარიტად.

VERTE! ლათ. (ვერტე) - გადააბრუნე (ფურცელი); წერენ გვერდის ბოლოს და ნიშნავს: “გაგრძელება იხილე მეორე გვერდზე”.

VETO ლათ. (ვეტო) - იხ. ვეტო.

VIA ლათ. (ვია) - “გზით”, გავლით (წარწერა წერილებსა და სხვადასხვა ტვირთზე, მიმართულების მისანიშნებლად).

VICE VERSA ლათ. (ვიცე ვერსა) - მეორე მხარეს; პირიქით.

VIRIBUS UNITIS ლათ. (ვირიბუს უნიტის) - შეერთებული ძალებით.

VIS-A-VIS ფრანგ. (ვიზ-ა-ვი) - (ზმნისართი) ვისიმე პირდაპირ, პირისპირ.

VOLENS NOLENS ლათ. (ვოლენს ნოლენს) - ნებსით თუ უნებლიეთ.

VOLENTEM DUCUNT FATA, NOLENTEM TRAHUNT ლათ. (ვოლენტემ დუკუნტ ფატა, ნოლენტემ ტრაჰუნტ) - მორჩილი ბედიღბალს მიჰყავს, ურჩს კი - მიათრევს (სტოიკოსების ფრთიანი გამონათქვამი).

VOX HUMANA ლათ. (ვოქს ჰუმანა) - (მუს.) “ადამიანის ხმა”; ორგანის რეგისტრი, რომლის ბგერა ადამიანის ხმას ემსგავსება.

VOX POPULI - VOX DEI (EST) ლათ. (ვოქს პოპული ვოქს დეი ესტ) - ხმა ღვთისა - ხმა ერისა.

VULGO ლათ. (ვულგო) - ჩვეულებრივად, ხალხური გამოთქმით.

35.22 W

▲ზევით დაბრუნება


WEEK-END ინგლ. (უი:ქ-ენდ) - “კვირის ბოლო”; დასვენების დრო პარასკევის საღამოდან ორშაბათის დილამდე, რომელსაც, როგორც წესი, ქალაქგარეთ ატარებენ.

WEST (W) გერმ. (ვესტ) - დასავლეთი.

WHITEHALL ინგლ. (უაითჰოლ) - ასე უწოდებენ ზოგჯერ ინგლისის მთავრობას (ლონდონის იმ ქუჩის სახელწოდების მიხედვით, რომელზეც განლაგებულია მთავრობის დაწესებულებები).