![]() |
პირთა ანოტირებული ლექსიკონი XI-XVII სს. ქართული ისტორიული საბუთების მიხედვით (I ტომი; ა, ბ,გ,) |
|
|
| საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
| თემატური კატალოგი ლექსიკონები |
| ლექსიკონის შექმნის თარიღი: 1991 |
| კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
| ლექსიკონის აღწერა: I ტომის რედაქტორები: ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატები: მ. სურგულაძე, ჯ. ოდიშელი რეცენზენტები: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორები: დ. მუსხელიშვილი, ე. ხოშტარია გამომცემლობა „მეცნიერება“, 1991 ISB№ 5-520-00117-0 გამოსაცემად მოამზადეს: დ. კლდიაშვილმა, მ. სურგულაძემ. ე. ცაგარეიშვილმა, გ. ჯანდიერმა თბილისი, „მეცნიერება“ საქართველოს მეცნიერებათა აკადემია ა. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტი |
![]() |
1 *** |
▲ზევით დაბრუნება |
„პირთა ანოტირებული ლექსიკონი XI-XVII სს. ქართული ისტორიული საბუთების მიხედვით“ შეიცავს ქართული დოკუმენტური წყაროებიდან ამოკრეფილ პირთა სახელებს, რომლებიც დაჯგუფებულია გვარსახელის ანბანური პრინციპით. ყოველ ცალკეულ პირს ერთვის - ანოტაცია ისტორიულ საბუთებში დაცული ცნობები ამ პირის მოღვაწეობის დროის, წარმომავლობის, საზოგადოებრივი მდგომარეობისა და საქმიანობის შესახებ. „ლექსიკონში“ წარმოდგენილია საინტერესო მასალა ქართული ისტორიული ონომასტიკონის და საქართველოს ფეოდალური ხანის ისტორიის სხვადასხვა ასპექტის შესასწავლად.
ნაშრომი განკუთვნილია საქართველოს ისტორიის მკვლევართა, ენათმეცნიერთა და მკითხველთა ფართო წრისათვის.
პირველი ტომის მასალის დამუშავებაში მონაწილეობდნენ: ვ. გამრეკელი, თ. ენუქიძე, დ. კლდიაშვილი, დ. ლომიძე, ნ. მშვიდობაძე, დ. ჟღენტი, მ. სურგულაძე, გ. ჯანდიერი, გ.ხოჯავა.
![]() |
2 წინასიტყვაობა |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს ფეოდალური ხანის წერილობით წყაროთა შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იურიდიული შინაარსის ისტორიულ საბუთებს, რომლებშიც ფეოდალური საზოგადოების ცხოვრების მრავალი ასპექტია აღბეჭდილი. განსხვავებით თხრობითი საისტორიო წყაროებისაგან, იურიდიული საბუთები ფეოდალური საზოგადოების სხვადასხვა საფეხურზე მდგომი პირების სოციალურ საქმიანობას წარმოაჩენენ. იურიდიულ საბუთებში არეკლილია ცოცხალი ისტორიული პროცესი და ამ პროცესში ყველა ფენისა და წოდების როლი.მათში დაცული ცნობები საშუალებას იძლევა დიაქრონიულ ჭრილში განისაზღვროს ფეოდალური დიფერენციაციის ხარისხი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, გაშუქდეს ცალკეული ფეოდალური სახლების დაწინაურებისა თუ დაკნინების მიზეზები, გამოვლინდეს მათი ხვედრითი წონა საზოგადოებრივ სარბიელზე, დადგინდეს სამოხელეო იერარქია და ცვლილებანი მართვის სახელმწიფო აპარატში.
ისტორიული საბუთები საუკეთესო წყაროა აგრეთვე სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთდამოკიდებულების, მწარმოებელი მოსახლეობის საგადასახადო ვალდებულებების, ცალკეული კუთხეების ეკონომიკური პოტენციალის, ქალაქისა და სოფლის მოსახლეობის, ასევე სხვადასხვა ისტორიული მხარეების ეთნიკური შედგენილობისა და მოსახლეობის მიგრაციების შესასწავლად.
განუზომლად დიდია ისტორიული საბუთების მნიშვნელობა ფეოდალური ხანის ქართული სამართლის საკითხების გასაშუქებლად. კონკრეტულ გარემოებათა შესაბამისად, ისტორიულ დოკუმენტებში ხშირად არის გადმოცემული ამბები და ფაქტები ქვეყნის პოლიტიკური ისტორიიდან, რაც ცხადია, კიდევ მეტად ზრდის დოკუმენტის ღირებულებას. ამდენად, ისტორიულ საბუთებს უდიდესი მნიშვნელობა აქვთ საზოგადოების განვითარების, მის სტრუქტურაში მომხდარი ცვლილებების შესასწავლად.
ჟამთა სიავემ, მტრების გამუდმებულმა შემოსევებმა კულტურის სხვა ძეგლებთან ერთად გაანადგურა ქართული საისტორიო პირველწყაროების საკმაო ნაწილი. იყო პერიოდები ძნელბედობისა, როდესაც ქართული ფეოდალური საზოგადოება საერთოდ ვერ იცლიდა ისტორიული თუ სხვა ხასიათის მწერლობისათვის. ბუნებრივია, ასეთი პერიოდებისათვის ყოველგვარი პირველწყაროს, განსაკუთრებით კი ისტორიული დოკუმენტების ცნობებს უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭებათ ფეოდალურ საქართველოში სამართლებრივი აზროვნების მაღალმა კულტურამ შესაბამისი, საკმაოდ რთული საქმისწარმოების შექმნა გამოიწვია.ამ ვითარებამ სათანადო ასახვა ჰპოვა ნაირგვარი იურიდიული პირობის გამომხატველი საბუთებისათვის სპეციალური ფორმულარისა და დიპლომატიკური ტერმინოლოგიის ჩამოყალიბებაში. ისტორიული საბუთების კლასიფიკაცია რამდენიმე პრინციპის მიხედვით ხდება. ამათგან უმნიშვნელოვანესია საბუთების იურიდიული ფუნქცია, რომელიც საშუალებას იძლევა შენარჩუნებულ იქნას ფეოდალური სამართლის ნორმებთან სიახლოვე და, ხშირ შემთხვევაში, თვით საბუთებში დადასტურებული იურიდიული ტერმინები. აღნიშნული საკლასიფიკაციო ნიშნის მიხედვით საბუთები ჯგუფდება შეწირულების, წყალობის, შეუვალობის (გვიანდელი ტერმინით თარხნობის), ბრძანების, აზატობის, ყიდვა-გაყიდვის,გაცვლის, შრომითი ვალდებულებების, ვასალური ურთიერთობების, სამამულე დავის, კეთილმოყვრობის, ვახშის, თამასუქის და სხვ. წიგნებად (ეს ნაირგვარობა საბუთთა იურიდიული ფუნქციისა წინამდებარე ნაშრომში გამოყენებულია ანოტაციის ტექსტში შინაარსობრივი ჯგუფების გამოსაყოფად).
იურიდიული გარიგებების მონაწილენი არიან საზოგადოების სხვადასხვა ფენისა და წოდების წარმომადგენლები: მეფეები, მოხელე ფეოდალები, თავადები, აზნაურები, ვაჭარ-ხელოსნები, ყმა-გლეხები, სხვადასხვა ხარისხის საეკლესიო პირები. ყოველგვარი ხასიათის ცნობას იურიდიული საბუთი გვაწვდის კონკრეტულ პირთა სამართლებრივი ურთიერთობის მაგალითზე.
განვითარებულმა სასამართლო პრაქტიკამ და საქმიანი გარიგების წერილობითი დოკუმენტაციის აუცილებლობამ იურიდიული პირის ზუსტად განსაზღვრის საჭიროება გამოიწვია. იურიდიული პირის დასახელების წესი დროის კონკრეტულ მოთხოვნებს ემორჩილება. ამ ვითარების გამო ისტორიული საბუთები ძვირფასი წყაროა გვართა წარმომქმნელი ცოცხალი ტენდენციების გამოსარკვევად და, საერთოდ, ისტორიული ონომასტიკონის შესასწავლად.
ისტორიული დოკუმენტების საკმაოდ დიდი ნაწილი ქალაქურ ცხოვრებას, ვაჭარ-ხელოსნებს შორის არსებულ ქონებრივ-ეკონომიკურსა და შესაბამისიურიდიულ ნორმებს ასახავს. სოფელთან შედარებით, ცნობილია, რომ ფეოდალურ ქალაქში მეტი იყო ეთნიკური სიჭრელე. აქ ნაწილობრივ სახლობდა არაქართული, ან გაქართველებული მოსახლეობა, რაც თვალსაჩინო ხდება საბუთებში დამოწმებული საკუთარი სახელების მიხედვით. ამდენად, ისტორიული საბუთები ქალაქებში მცხოვრებ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელთა ურთიერთობებსაც წარმოაჩენს.
წინამდებარე ნაშრომის მიზანს ისტორიულ საბუთებში შემონახული პირთა სახელების გამომზეურება და თითოეულ მათგანზე, შესაძლებლობის ფარგლებში, საბუთებშივე დაცული ცნობების მკითხველისათვის თანმიმდევრულად მიწოდება შეადგენს.
ამ ნაშრომის პუბლიკაციით ისტორიკოსთა, ენათმეცნიერთა, ფილოლოგთა, ეთნოგრაფთა და აგრეთვე მათემატიკური კვლევის მეთოდებით დაინტერესებულ ჰუმანიტართა წინაშე მრავალი საკითხი წამოიჭრება. რომელიმე განზოგადებული დასკვნის გამოტანისას, სასურველია, მკითხველი სიფრთხილით მოეპყრას ჩვენი პუბლიკაციის რაოდენობრივ მაჩვენებლებს. ქართული ისტორიული დოკუმენტების ძირითადმა მასამ ჩვენამდე, ხშირ შემთხვევაში, სრული შემთხვევითობის წყალობით მოაღწია, ვინაიდან სამეფო და საეკლესიო კანცელარიებისა თუ კერძო პირთა არქივები არა ერთგზის იქნა განადგურებული. ბევრი დოკუმენტი დაიღუპა მუდმივი თავდასხმა-აოხრების დროს. ამგვარად, რაოდენობრივი მაჩვენებლებით შემორჩენილი დოკუმენტები არ გვაძლევენ იმ უწყვეტ ლოგიკურ ჯაჭვს, რომლის საფუძველზეც შეიძლება იქნეს გამოტანილი ეჭვმიუტანელი დასკვნები. ამ გარემოების გამო საბუთთა მონაცემების განზოგადება აღნიშნული მომენტის გათვალისწინებას უნდა ემყარებოდეს.
ნაშრომში გამოყენებულია დღეისათვის ცნობილი ყველა ქართული საბუთი XI-XVII საუკუნეებისა, რაც რაოდენობრივად წარმოადგენს დაახლოებით 4500 ერთეულს.
ქართული დიპლომატიკის მკვლევარებს ჯერჯერობით არ ჩაუტარებიათ ე.წ. ნაყალბევი საბუთების გამოსავლენად ტექსტოლოგიური მუშაობა. ამიტომ ნაყალბევი საბუთები წინამდებარე ნაშრომში გამოყენებული საბუთების საერთო მასიდან ამოღებული არ არის. იურიდიული საბუთების ყალბისმქმნელობა გავრცელებული მოვლენა იყო მთელ ფეოდალურ სამყაროში და, რა თქმა უნდა, ჩვენშიც. სოციალური პრივილეგიების ან სამამულე საკუთრების მითვისების მიზნით ცალკეული პირები, არსებული დიპლომატიკური ფორმულარების მიბაძვით, ქმნიდნენ ყალბ დოკუმენტებს. ნატყუარი საბუთების გამოვლინება ქართულ დიპლომატიკაში დაკავშირებულია ივ. ჯავახიშვილის 1 სახელთან. მან ე.წ. სასისხლო სიგლები, უკლებლივ ყველა, ნატყუარად ჩათვალა. აღნიშნულის გამო რამდენადმე შეფერხდა სასისხლო სიგლების მეცნიერული ღირებულების შეფასება და მათი, როგორც საისტორიო წყაროს გამოყენება. ივ. ჯავახიშვილისაგან განსხვავებით, სასისხლო სიგლებს გადაჭარბებული ნდობა გამოუცხადა ს. კაკაბაძემ და, მათზე დაყრდნობით, ქართველ მეფეთა გენეალოგიურ ტაბულას რამდენიმე ახალი სახელი შეჰმატა კიდეც 2.. სასისხლო სიგლებში დადასტურებული ისტორიული რეალიების ანალიზის საფუძველზე რამდენიმე სასისხლო სიგლის ნამდვილობა სრული უეჭველობით დასაბუთდა 3. ნატყუარი საბუთები გამოვლენილია წყალობისა და ნასყიდობის წიგნებს შორისაც 4. მათი აღნუსხვა და მთლიანი სახით შესწავლა ქართული დიპლომატიკის მორიგი ამოცანაა, ხოლო მეცნიერული ღირებულება თვით აშკარად ნატყუარი საბუთებისაც კი ჩვენს მეცნიერებაში დღესდღეობით აღიარებულია. ნატყუარი სასისხლო საბუთები ან ასეთად ეჭვმიტანილები წინამდებარე გამოცემაში გამოყოფილია სპეციალური პირობითი ნიშნით - სას.
საბუთებიდან ამოკრეფილი პირის სახელები ნაშრომში დალაგებულია გვარსახელის ანბანურ-ქრონოლოგიური რიგით. ეს რიგი,ბუნებრივია, ირღვევა იმ შემთხვევაში, როცა პირის გვარსახელი უცნობია. გვარსახელის მიხედვით მასალის დალაგება გამოიწვია შემდეგმა გარემოებებმა: თვით საბუთში იურიდიული პირი უმრავლეს შემთხვევაში, გვარსახელით არის განსაზღვრული, გვარსახელი ფუნქციონირებს, როგორც ინდივიდის სოციალური ნიშანი. გვარსახელის მიხედვით პირების აღნუსხვა ავლენს საინტერესო მასალას ცალკეული ფეოდალური სახლების, თვით სახლის სტრუქტურისა და მისი წევრების უფლებრივ ურთი ერთობაზე, ნათესაურ დამოკიდებულებაზე სხვა სახლებთან, სამამულე მფლობელობაზე, სოციალურ აქტივობაზე და კიდევ სხვა იმ რიგის ცნობებს, რომლებიც ყურადსაღებია ისტორიული გენეალოგიის საკითხებით დაინტერესებული მკითხველისათვის.
ფეოდალური სახლების ცალკეულ წარმომადგენელთა მოღვაწეობის თარიღები მნიშვნელოვანია ისტორიული ქრონოლოგიის დაზუსტებისათვის. ფეოდალური ხანის ნარატიული თუ დოკუმენტური პირველწყაროების მიხედვით ქრონოლოგიურ მიჯნებს მეფეთა ზეობის წლები, დიდ საერო მოხელეთა და ეკლესიის საჭეთმპყრობელთა მოღვაწეობის პერიოდები განსაზღვრავს. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით საინტერესოა ქართული სამეფო დინასტიის, ბაგრატიონების ყველა წარმომადგენლის ერთად თავმოყრა. ისტორიული ქრონოლოგიისათვის არანაკლებ საინტერესო შეიძლება აღმოჩნდეს უმნიშვნელოვანესი ფეოდალური სახლების: დადიანების, გურიელების, ბარათაშვილების, ფანასკერტელ-ციციშვილების, თორელ-ჯავახიშვილების, ზევდგინიძე-ამილახვრების, მაღალაძეების, სააკაძეების, ანდრონიკაშვილების, ჩოლაყასშვილების, აბაშიძეების და სხვათა ქრონოლოგიური მონაცემები.
დაბალი წოდების წარმომადგენელთა გვარსახელებზე მასალის დაჯგუფება მკითხველს საშუალებას მისცემს გაეცნოს ოჯახის, როგორც სოციალური ერთეულის, სტრუქტურასა და საოჯახო სამართლის მოქმედების დიაპაზონს.
ისტორიული გვარსახელები უაღრესად მდიდარ მასალას გვაწვდის აგრეთვე ე.წ. ანთროპონიმული გეოგრაფიისათვის. ამა თუ იმ მოდელის გვარსახელის თავმოყრა განსაზღვრულ ისტორიულ-გეოგრაფიულ რეგიონში უჩვენებს ამ რეგიონის სოციალური განვითარების დონეს.
როგორც ცნობილია, მოსახლეობას, რომელიც საცხოვრებელ ადგილს იცვლის, უმეტეს წილად თან მიაქვს თავისი ონომასტიკონი. ეს შეეხება როგორც გეოგრაფიულ და საკულტო სახელებს, ისე ანთროპონიმებსაც. ამიტომ ისტორიული ანთროპონიმია საუკეთესო წყაროა მოსახლეობის მიგრაციის ფაქტების დასადგენადაც. ეს პროცესი, „ლექსიკონში“ წარმოდგენილი მასალების მიხედვით, თავს იჩენს როგორც საკუთრივ ქართული მოსახლეობის შიგნით, ასევე არაქარcული ეთნიკური ელემენტის დამკვიდრებასა და შერწყმაში ადგილობრივ კულტურულ გარემოსთან,
გვარსახელი ადამიანის საკუთარი სახელის ისტორიული კატეგორიაა, მისი გრამატიკულ-სემანტიკური მოდელები ისტორიული საზოგადოებების განვითარების სხვადასხვა საფეხურებს შეესაბამება. გვარსახელი თავად იძენს სოციალური მახასიათებლის ფუნქციას.
ქართული ისტორიული საბუთების ყველაზე ადრეულ ნიმუშებში დადასტურებულია გვარსახელების ძირითადი ისტორიული მოდელები. ესენია: - ელ სუფიქსიანი ტოპონიმური გვარსახელები 5 (სურამელი, თორელი, ფავნელი); -უ რ და -ან ||იან სუფიქსებიანი გვარსახელები (თავაური, ბურჯული, ვახდაგიანი, მარგველანი), - ძესა და - შვილზე დაბოლოებული, პატრონიმული გვარსახელები (აბულეთისძე, ნიანიასძე, ჭაჭნიასშვილი). ფეოდალურ ხანაში გვარ სახელის ყოველ მოდელს თავისი გავრცელების სოციალური და რეგიონალური საზღვრები გააჩნია. ზემოთქმული ნაკლებად შეეხება პატრონიმული მოდელის - ძესა და - შვილზე დაბოლოებულ გვარსახელებს, რადგან იგი თანაბარი უფლებით სარგებლობს საზოგადოების ყველა ფენაში. ეს მოვლენა ახსნას პოულობს საქართველოს ეთნოგრაფიულ ყოფაში, სადაც დადასტურებულია საოჯახო თემის გადმონაშთური ფორმის ე.წ. დიდი ოჯახის დაშლის შედეგად პატრონიმული ჯგუფების ჩამოყალიბების უწყვეტი პროცესი.
ქართულ გვარსახელთა მოდელების მჭიდრო კავშირი საზოგადოების განვითარების ეტაპებთან კარგა ხანია შემჩნეულია ჩვენს სამეცნიერო ლიტერატურაში. არსებული თვალსაზრისების განხილვას ამჟამად არ გამოვუდგებით. გვარსახელებზე დაკვირვებებმა ცხადი გახადეს, რომ მათი კვლევა ის უბანია, სადაც ისტორიკოსთა და ენათმეცნიერთა ინტერესები ერთდება და რომ ამ მიმართულებით ძიებანი მომავლის საქმეა.
ისტორიული გვარსახელის სიცოცხლის ხანგრძლივობა იზომება ხშირად ერთი თაობით. ეს მოვლენა განსაკუთრებით კარგად ჩანს პატრონიმული მოდელის გვარსახელებში. მრავალი მაგალითი მოიპოვება იმის საილუსტრაციოდ, რომ მამა და შვილი სხვადასხვა გვარსახელით აღინიშნება (მაგ., რომელიმე გაბრიელა ბეთიაშვილის შვილის, განონას, გვარსახელია გაბრიელაშვილი). პატრონიმული გვარსახელის არასტაბილურობა, საერთოდ, დამახასიათებელი მოვლენაა ფეოდალური ეპოქისათვის. ერთი საგვარეულო, სახლის წარმომადგენლები, როგორც ამას საბუთების მასალა ადასტურებს, პატრონიმის ფუძე-სიტყვად იყენებენ ხან მამის, ხან ბიძის, ხან პაპის ან კიდევ უფრო შორეული წინაპრის, საკუთარ სახელს (მაგ., ბარათაშვილი ავთანდილ არის იგივე: იესესშვილი ავთანდილ, მამის სახელის მიხედვით, თამაზისშვილი ავთანდილ პაპის სახელის მიხედვით). ასეთი სიჭრელე სურათისა თავისთავადი მოწმობაა გვარის ცნების პირობითობისა ფეოდალურ საზოგადოებაში.
ნაწილი ისტორიული გვარსახელებისა ფეოდალიზმის ხანაშივე ჩამოყალიბდა გვარებად (მაგ., ციციშვილი, ჩოლაყასშვილი, ბარათაშვილი). გვარის ჩამოყალიბებისათვის მრავალი პირობის ერთობლიობა იყო საჭირო, რომელთაგან უმთავრესი ჩანს საკუთრების უფლების მემკვიდრეობითობა და ერთსახლად ცხოვრების პრინციპი. ამ უკანასკნელის მნიშვნელობა კარგად ვლინდება ნათესაური დამოკიდებულებების აღმნიშვნელი ტერმინების, ძმის და შვილის ხმარების წესში. ტერმინით ძმა იწოდება როგორც ამა თუ იმ პირის რეალური ძმა, ასევე ბიძაშვილიც (მაგ., პაატა ერისთავის ძმად იწოდება მისი ბიძაშვილი ბაინდურ ერისთავი, ასევე ავთანდილ ბარათაშვილი ძმას უწოდებს თავის ბიძაშვილს, ბარათას). ხოლო შვილით აღინიშნება ნამდვილი შვილიც, ძმისწულიცა და შვილიშვილიც (მაგ., რევაზ ერისთავის შვილიშვილი პაატა, ძმისწულისშვილები: გიორგი, ბარძიმ, და ძმისწულის შვილიშვილები: ბაინდურ,ოტია, ერთიანად რევაზის შვილებად იწოდებიან; შვილად იხსენიებს თეიმურაზ I თავის შვილიშვილს, ერეკლე-ნიკოლოზს). მასალების თავმოყრამ ერთ საგვარეულო სახლზე და გენეალოგიური ტაბულების შედგენამ აშკარა გახადა ამ ტერმინთა სოციალური შინაარსი იმ პერიოდისათვის, რომელსაც ნაშრომში გამოყენებული საბუთები განეკუთვნება. რომელიმე სახლის „ძმობა“ ან „შვილობა“ ნიშნავდა ამ სახლის იურიდიული წევრის უფლების ქონას. ამდენადვე საერთო საგვა- რეულო გვარსახელი მეტ სიცოცხლისუნარიანობას ავლენს.
ერთსახლად ცხოვრების წესი თუ გვარის ჩამოყალიბების პროცესს ხელს უწყობდა, სახლის გაყრა სათავეს უდებდა ახალ გვარებს. გაყრის შედეგად არიან წარმოქმნილნი ბარათაშვილთა ფეოდალური სახლიდან ახალი გვარები: გერმანოზიშვილები, გოსტაშაბისშვილები, ყაფლანისშვილები, იოთამისშვილები, ასანბეგიშვილები, უსუბეგიშვილები, ქავთარიშვილები. ელიოზისძეთა გაყრის შედეგად წარმოიშვნენ გედევანისშვილები, შანშიაშვილთაგან - დოლმაზაშვილები, დარისპანაშვილები, გასპარაშვილები. ზუმბულიძეთაგან - არდაშელისშვილები და ა.შ. ახლად წარმოქმნილი საგვარეულოს წარმომადგენლები ატარებენ ახალ გვარსახელს უმრავლეს შემთხვევაში (გაყრილი წინაპრის პირის სახელის მიხედვით) და, ზოგჯერ, ძველსაც, ნიშნად გვარის სიძველისა და ოდინდელი ერთობისა. ეს ვითარება ძალზე ართულებს პირის დადგენას და „ლექსიკონის“ შემდგენლებს დიდძალი მასალის ურთიერთშეჯერება და საგანგებო კრიტერიუმების შემუშავება მოუხდათ ასეთი შემთხვევებისას გადაწყვეტილების მისაღებად.
საბუთებში შეიმჩნევა გვარსახელთა ხმარების კიდევ ერთი თავისებურება: იურიდიული პირი ერთდროულად შეიძლება განისაზღვროს ორი ან სამი გვარსახელით. ამ გვარსახელთაგან ერთი მიეკუთვნება განსასაზღვრავი პირის მამას, მეორე პაპას, ან კიდევ უფრო შორეულ წინაპარს. შესაძლოა პირი ატარებდეს სახლის გაყრამდე არსებულსა და გაყრის შემდეგ შეძენილ გვარსახელებსაც(მაგ., გედევანისშვილი-ელიოზისძე გედევან არის იგივე გედევანისშვილი გედევან და ელიოზისძე გედევან). ზოგჯერ ორწევრიანი გვარსახელის გაჩენის მიზეზი არის ახალ მამულზე „დასმა“, რის დროსაც ნაწყალობევი მამულის ახალი მფლობელი ძველი მეპატრონის გვარსახელსაც ინარჩუნებს (ასეთია მაგ., აბაზასძე-აბულეთისძე ხიმშია).ყოველი ასეთი შემთხვევის გადმოცემისას ვცდილობდით შეგვენარჩუნებინა საბუთში წარმოდგენილი ვითარება.
წინამდებარე გამოცემა, ჩვენი აზრით, სპეციალისტების გარდა საზოგადოების ფართო წრეს მიიზიდავს, ამიტომ მკითხველს გვსურს მივაწოდოთ ზოგიერთედა თი განმარტება: მრავალი ისტორიული გვარსახელი, რომელსაც უთუოდ ღრმადა აქვს ფესვები გადგმული წარსულში და საფუძვლად უდევს თანამედროვე ცოცხალ ქართულ გვარებს, „ლექსიკონში“ საერთოდ არ აისახა შემდეგ გარემოებათა გამო: ფეოდალიზმის ხანაში, ნატურალური მეურნეობის ბატონობის ვითარებაში, ისეთ საზოგადოებაში, სადაც სასაქონლო-ფულადი ურთიერთობის ხარისხი არ არის მაღალი, საზოგადოების ყველა ფენა და წევრი თანაბრად არ არის ჩაბმული აღებ-მიცემობაში. ადამიანთა სოციალური ურთიერთობის ამსახველი დოკუმენტები თვით ფეოდალურ ზედაფენებსაც კი არ სჭირდება ყოველთვის. ძირძველი გლეხობის საკმაოდ ფართე წრეს ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი, მყარი, ხშირად ზეპირად დაკანონებული ფეოდალური ურთიერთობების შედეგად, საერთოდ არავითარი საქმე არა აქვს საბუთთან. ამიტომ მრავალი გვარსახელი ისტორიული დოკუმენტების თვალსაწიერის მიღმა დარჩა. გასათვალისწინებელია ის ვითარებაც, რომ ჩვენამდე მოღწეული საბუთების უმრავლესობა აღმოსავლეთ საქართველოს მიეკუთვნება (ქართლი, კახეთი). შედარებით ნაკლებადაა შემონახული დასავლეთ საქართველოს (იმერეთი, ოდიში, გურია, სვანეთი) საბუთები. ამ უკანასკნელი მიზეზის გამო „ლექსიკონში“ დასავლურ ქართული გვარსახელები უფრო მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი, ვიდრე აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებული. ყოველივე ამას ისიც ემატება, რომ საბუთთა დიდი ნაწილი საერთოდ განადგურდა.
***
„ლექსიკონში“ ყოველ ცალკე ერთეულად მიჩნეულ პირს ახლავს ანოტაცია ან მითითება სხვა პირზე მასთან ნათესაური დამოკიდებულების ჩვენებით. ანოტაციის ტექსტი გატანილია პირის საკუთარ სახელზე იმ შემთხვევაში, თუ: 1. პირის გვარსახელი უცნობია, 2. კათალიკოსებისა და ქალების საკუთარ სახელებთან, მიუხედავად იმისა, ცნობილია თუ არა მათი გვარსახელი.
„ანოტირებული ლექსიკონის“ შედგენისას ვხელმძღვანელობდით შემდეგი წესებით: უპირველეს ყოვლისა, საბუთებში დაცული ქრონოლოგიური მაჩვენებლების მიხედვით, ვუთითებთ ისტორიული პირის მოღვაწეობის ზედა და ქვედა თარიღებს. შემდეგ აღნიშნულია მისი სადაურობა, სოციალური მდგომარეობა, დაკავებული თანამდებობა (მეფისათვის ტიტულატურა), ნათესაური დამოკიდებულებანი: მამა, ძმები, ბიძაშვილები, შვილები, ძმისწულები და ა.შ. აქვეა მითითებული განაყოფი, სახლიკაცი, ჩვენს მიერ აღდგენილი ნათესაური დამოკიდებულების აღმნიშვნელი სიტყვები ჩაწერილია კუთხოვან კავებში. თუ ნათესაობის ხარისხის ზუსტად დადგენა არ ხერხდება, მაშინ კუთხოვან კავებში ვუთითებთ ტერმინს - სახლიკაცი. როდესაც საბუთში ჩამოთვლილია ერთი საგვარეულოს რამდენიმე წევრი, ანოტაციის ტექსტი გადის ძირითად პირებზე, ე.ი. საბუთის მიმცემზე და მიმღებზე. ჩამოთვლილ პირებს კი ექნებათ მითითება ძირითად პირზე. ნათესავთა იმ სახელებს, რომლებიც მოიხსენიებიან საბუთში ძირითად პირთან ერთად, მასთან ნათესაური მიმართების ჩვენებისას დართული ექნებათ მითითება სათანადო საბუთზე.
ეს საშუალებას მისცემს დაინტერესებულ მკითხველს გამოარკვიოს, კერძოდ რომელი ნათესავი იღებს მონაწილეობას ძირითადი პირის ამა თუ იმ კონკრეტულ იურიდიულ საქმიანობაში. ხშირია შემთხვევა, როდესაც ესა თუ ის პირი საბუთთა ერთი ჯგუფის მიხედვით ძირითად პირად გვევლინება, მეორე ჯგუფის მიხედვით კი იხსენიება სხვა ძირითად პირთან ერთად. ასეთ შემთხვევებში მხოლოდ ვუთითებთ ძირითად პირზე, მასთან ნათესაური დამოკიდებულების ჩვენებით, მაგრამ საბუთის აღუნიშნავად. საზოგადოდ, ყოველი ნათესაური დამოკიდებულების აღნიშვნის დროს ვცდილობთ მკითხველს მივუთითოთ ძირითად პირზე,რათა საბუთებში ასახული ვითარება სახლის წევრების უფლებრივ დამოკიდებულებაზე და საოჯახო ორგანიზაციის ფორმებზე მაქსიმალური სიზუსტით გადმოვცეთ.
აღნიშნული მახასიათებლების შემდეგ ისტორიულ პირთან მოცემულია ანოტაციის ტექსტი. საკუთრივ ანოტაციის ტექსტი წარმოადგენს საბუთებიდან ამოკრეფილ გარკვეული თანმიმდევრობით დალაგებულ ცნობებს მოცემული პირის შესახებ. ცნობების დალაგებისას მხედველობაში ვიღებდით საბუთთა ერთგვაროვან იურიდიულ ფუნქციას. ამ ფუნქციის გათვალისწინებამ საშუალება მოგვცა ყოველ პირზე თავმოყრილი მასალა გარკვეულ თემატურ ჯგუფებად დაგვეყო. მაგ., შეწირულება, თარხნობა, ნასყიდობა, გაცვლა, დავა, ყმობა და ა.შ. მეფეთა შესახებ საბუთებიდან ამოკრეფილი ცნობების ამგვარმა დაჯგუფებამ ყოველი ცალკეული მეფის მრავალფეროვანი საქმიანობის კონკრეტული სურათი მოგვცა (მეფეებთან მითითებული თარიღები ყოველთვის არ ემთხვევა მათი ზეობის წლებს, ისინი აღნიშნავენ მოღვაწეობის იმ პერიოდს, რომელიც მხოლოდ დოკუმენტებით დასტურდება). მეფეთა ანოტაციის ტექსტებში მკითხველი გაეცნობა შემდეგ თემატურ ჯგუფებს: შეწირულება ან შეწირულების განახლება, წყალობა ან წყალობის განახლება, შეუვალობის მინიჭება, ბრძანება, განჩინება, მფარველობის პირობის მიცემა, საბუთის დამტკიცება, სარგოს განსაზღვრა და სხვ. დაახლოებით ასეთივე თემატური ჯგუფები გამოიყოფა დიდი ფეოდალებისა და მაღალი საეკლესიო წოდების წარმომადგენელთა ანოტაციებში. ამათ, შესაძლოა, დაემატოს ისეთი ცნობები, როგორიცაა მაგ., ყიდვა-გაყიდვა, მოწმეობა, სასამართლო პროცესებში მონაწილეობა და სხვ. ქართული საბუთების დიპლომატიკური სახის შესანარჩუნებლად ჩვენ გამოვყოფთ თემატურ მომიჯნავე ჯგუფებს: წყალობა- წყალობის განახლება, შეწირულება- შეწირულების განახლება და ა.შ. მაგრამ წინდაწინ უნდა განვაცხადოთ, რომ ასეთი დაყოფა მასალისა პირობითია და გამოწვეულია თვით საბუთის დიპლომატიკური რაობით, შესაძლოა, წყალობის, შეწირულების და ა.შ. ქვეშ მოთავსებული მასალა რეალურად გამოხატავდეს ამ იურიდიულ პირობათა მხოლოდ განახლებას. ანოტაციის ტექსტში თემატური მახასიათებელი გაათარხნა გულისხმობს ყველა არსებული ვალდებულება-გადასახადისაგან განთავისუფლებას, გარდა საურისა და ლაშქარ-ნადირობისა. ამიტომ ამ ვალდებულებებს აღარ ვიმეორებთ ყოველ ცალკეულ შემთხვევაში. თუ გათარხნება გადასახადთაგან ნაწილობრივ გათავისუფლებას გულისხმობს, მაშინ დატოვებული ვალდებულება-გადასახადის სახელწოდებას ვუთითებთ.
ანოტაციის ტექსტის შედგენის დროს ვცდილობდით თავიდან აგვეცილებინა საბუთების ენისათვის დამახასიათებელი სტერეოტიპული გამოთქმები და მოკლედ გადმოგვეცა საბუთის მთავარი პირობა, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში,საბუთში ასახული ვითარების უფრო ზუსტად გადმოცემის მიზნით, ტექსტისეულ გამოთქმებს შეგნებულად ვტოვებთ.
ანოტაციის ტექსტში მიწის საზღვრების ჩამოთვლის დროს ვუთითებთ ტოპონიმს, თუ ტოპონიმი ცნობილი არაა, ტექსტისეული გამოთქმებით საზღვრების აღნიშვნის წესს არ ვიმეორებთ, ხოლო თუ საზღვრის საჩვენებლად საბუთი მოსაზღვრე მფლობელის სახელს იყენებს, ამ შემთხვევაში საზღვარს ვუთითებთ მოსაზღვრე პირის სახელის მოშველიებით. როდესაც საბუთებში დასახელებული ერთი და იგივე ტოპონიმი ვარიანტული სახესხვაობით გვხვდება, ანოტაციის ტექსტში ამ ვარიანტებს უცვლელად ვტოვებთ.
საეკლესიო შეწირულებების საბუთებზე შედგენილ ანოტაციებში აღნიშნულია, რომელი მღვდელმთავრის დროს მოხდა ეს შეწირულება.
ისტორიული საბუთებიდან ამოღებულ თითოეულ ცნობას ანოტაციის ტექსტში ფრჩხილებში მიწერილი აქვს საბუთის თარიღი და თვით საბუთის აღმნიშვნელი პირობითი ნიშნები: საცავის შიფრი, ან გამოცემის შემოკლებული სახელწოდება. თუ საბუთი მოღწეულია დედნითა და პირით, ვუთითებთ დედანს, თუ მხოლოდ პირით, მიეთითება მისი ნიშანი, გამოცემა მიეთითება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა საბუთი დაკარგულია.
ცალკე ერთეულად გამოყოფილი პირების, როგორც გვარსახელების, ასევე პირის საკუთარი სახელების გამოყოფისას ვხელმძღვანელობდით შემდეგი წესებით: საკუთარი სახელების ფონეტიკურ-ორთოგრაფიულ (კვირიკე // კჳრიკე, ზუმბულიძე // სუმბულიძე; ანანიაშვილი // ანანიასშვილი) და მორფოლოგიურ (ბარათაანი - ბარათაშვილი, რაზმაძე - რაზმიასშვილი, მაღალასძე - მაღალასშვილი) ვარიანტებს ვაჯგუფებთ ერთად, ხმარების სიხშირის მიხედვით ვარჩევთ ძირითად ფორმას, ხოლო ფრჩხილებში ვუწერთ არსებულ ვარიანტებს.
თუ ერთი და იგივე პირი სხვადასხვა პატრონიმული ვარიანტის გვარსახელით მოიხსენიება, ძირითადად მივიჩნევთ იმ ვარიანტს, რომელიც მოცემულ პირს საგვარეულო სახლთან აკავშირებს, დანარჩენებს ვუწერთ ფრჩხილებში. ორწევრიანი გვარსახელების შემთხვევაში, ძირითადად იმ თანმიმდევრობის ვარიანტს ვირჩევთ, რომელიც, აგრეთვე, არ აცილებს პირს საერთო საგვარეულოსთან.
თუ მეფე ორი სახელით იხსენიება (მაჰმადიანურით და ქართულით), ანოტაციის ტექსტი გადის ქართულზე, ხოლო მაჰმადიანურზე მიეთითება შესაბამისი ქართული სახელი.
ნაშრომს ახლავს ქართული სამეფო სახლის, ბაგრატიონების, აგრეთვე გურიის, ოდიშის და სამცხე-საათაბაგოს მთავრების ფეოდალური სახლების გენეალოგიური ტაბულები.
„ლექსიკონის“ ბოლო ტომს დაერთვება პირთა ინვერსიული, შიფრობრივი, სამოხელეო აპარატისა და გეოგრაფიულ სახელთა საძიებლები.
„პირთა ანოტირებული ლექსიკონის“ შედგენა დაიწყო 1959 წ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კ.კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში. იდეა ასეთი სამუშაოს შესრულებისა ეკუთვნის განსვენებულ მეცნიერს, ხელნაწერთა ინსტიტუტის დამაარსებელსა და მის პირველ დირექტორს ი. აბულაძეს. საქმის ხელმძღვანელობა დაევალა ისტორიული წყაროებისა და დოკუმენტების განყოფილების გამგეს ნ. შოშიაშვილს, რომელმაც შეადგინა სამუშაო პროგრამა. მისი ხელმძღვანელობითა და თანამონაწილეობით 1959-1970 წლებში ამ სამუშაოს ასრულებდნენ ხელნაწერთა ინსტიტუტის თანამშრომლები: ზ. ალექსიძე, ა. ბაქრაძე, თ. ენუქიძე, ა. კლიმიაშვილი, ჯ. ოდიშელი, გ. ჯანდიერი (ძირითადი ჯგუფი), მონაწილეობდნენ აგრეთვე: თ. ბარამიძე, თ. იმნაძე, ლ. კიკნაძე, რ. პატარიძე, ნ. ყანჩაველი, ე. ცაგარეიშვილი, ლ. ჯღამაია. ამ კოლექტივის მუშაობის შედეგებს დაემყარა 1964 წლის პუბლიკაცია: „მასალები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიისა და ტოპონიმიკისათვის“ (X-XVII სს.), რომელიც გამოსაცემად მოამზადეს ზ. ალექსიძემ და შ. ბურჯანაძემ. ამ გამოცემაში გამოყენებულია ხელნაწერთა ინსტიტუტის ფონდებში, ქუთაისის მხარეთმცოდნეობით მუზეუმსა და მატენადარანში დაცული ქართული საბუთები. შემდგომში პირთა სახელებზე სრული სურათის შექმნა სრულიად შეუძლებელი აღმოჩნდა საქართველოს ცენტრალურ საისტორიო არქივში დაცული საბუთების უძვირფასესი კოლექციის გათვალისწინების გარეშე. საისტორიო არქივის საბუთებიდან საჭირო მასალის ამოწერა დაეკისრა არქივის მეცნიერ-თანამშრომელს, ისტორიკოსს ნ. თარხნიშვილს, რომელმაც ამ დიდი მოცულობისა და საკმაოდ რთულ საქმეს დროულად გაართვა თავი. ასე მომზადდა „პირთა ანოტირებული ლექსიკონისათვის“ მასალა საქართველოს უდიდესი სიძველეთსაცავების ბაზაზე. მაგრამ მასალის ამოწერიდან მის გამოსაცემად მომზადებამდე საკმაოდ რთული გზა აღმოჩნდა გასავლელი.
1976-1980 წლებში ხელნაწერთა ინსტიტუტის დიპლომატიკის განყოფილებაში, რომელსაც განაგებდა ე. ხოშტარია, კვლავ განახლდა „ანოტირებულ ლექსიკონზე“ მუშაობა. სამუშაოს ამჯერად ხელმძღვანელობას უწევდა ვ. გამრეკელი. მან საჭიროდ ჩათვალა ზოგიერთი ცვლილების შეტანა დადგენილ ინსტრუქციაში და ამოწერილი მასალის შემოწმება სისრულის თვალსაზრისით. ამ მიზნით საბუთებიდან ხელახლა ამოიწერა საკუთარ სახელთა საკონტროლო სიტყვანი. ადრე ამოწერილი ბარათების სიტყვანთან შედარებას უნდა გამოევლინა გამოტოვებული პირთა სახელები. ამავე ხანებში „ლექსიკონის“ მასალა შეივსო რუსეთის სიძველეთსაცავებსა და საქართველოს რაიონული ცენტრების მხარეთმცოდნეობით მუზეუმებში დაცული ქართული საბუთების მონაცემებით.
„ლექსიკონის“ მასალის ანბანურ-ქრონოლოგიური პრინციპით დალაგებამ გამოავლინა ისეთი სერიოზული ნაკლოვანებები, რომელთა დაძლევის გარეშე მისი გამოსაცემად მომზადება არ შეიძლებოდა. უპირველეს ყოვლისა საჭირო აღმოჩნდა ძალზე ზოგადი მონაცემებით დათარიღებული უთარიღო საბუთების ხელახლა, უფრო ვიწროდ დათარიღება, რის შესაძლებლობასაც იძლეოდა თარიღიანი საბუთების მაჩვენებლები. ამავე დროს - განთავისუფლება ზედმეტი ბარათებისაგან, რომელთა გაჩენა გამოიწვია საბუთთა დედნებისა და პირების ერთმანეთთან შეჯერების გარეშე მასალის ამოწერამ. აუცილებელი გახდა ძველად ამოწერილი ბარათების სწორება ახლად მიღებული შიფრობრივი და ქრონოლოგიური მახასიათებლების მიხედვით. ვ. გამრეკელმა დაიწყო ტექნიკურად რთული სამუშაოს შესრულება, მაგრამ, ავადმყოფობის გამო,ვერ გააგრძელა, ვ. გამრეკელის ხელმძღვანელობით, „ლექსიკონის“ მასალა შემდეგნაირად იყო დანაწილებული: ა. ბაქრაძე (ასოები: ე, ზ, თ, მ ), ვ. გამრეკელი (ასო - გ), თ. ენუქიძე (ასოები: ა-ნის ნახევარი, ტ, უ, ფ, ღ), დ. კლდიაშვილი (ასოები: ძ, ც, ყ, ტ), დ. ლომიძე (ასო -ი),ს.მარგიანი (ასოები: წ, ჭ, ხ, ჯ), ნ. მშვიდობაძე (ასოები: კ, ჩ), გ. ოთხმეზური (ასოები: ქ, ღ), დ. ჟღენტი (ასოები: ს, ბ-ანის ნახევარი), ვ. სილოგავა (ასო - ო), მ. სურგულაძე (ასოები - ჟ,რ), ლ. რატიანი (ასოები: დ, ნ), გ. ჯანდიერი (ასოები: ბ-ანის ნახევარი, პ), გ. ხოჯავა (ასოები: ა-ნის ნახევარი, შ).
1980-1981 წლებში „ლექსიკონზე“ მუშაობა გაგრძელდა გ. ჯანდიერის ხელმძღვანელობით. სამუშაოს ამ ეტაპზე ძალზე მწვავედ იდგა ქართული საბუთების ყველა არსებული ფონდის ბაზაზე შედგენილი შიფრობრივი კატალოგის პრობლემა, ასეთი კატალოგის უქონლობა აფერხებდა მასალის მოწესრიგების საქმეს. კატალოგის შექმნის სიმძიმე იტვირთა . ნ. მშვიდობაძემ. მისი დაუღალავი შრომითა და მეთოდურად სწორად მიგნებული გზებით ეს შრომატევადი სამუშაო საკმაოდ მოკლე ვადაში შესრულდა. სხვადასხვა დროს ნ. მშვიდობაძეს დახმარებას უწევდნენ: მ. მესხია, გ. მჭედლიძე, რ. კაშია. 1982 წლისათვის დასრულდა XI-XVII სს. ქართული ისტორიული საბუთების საერთო შიფრობრივი კატალოგი, რომელშიც გაერთიანებულია საქართველოს ქალაქების ყველა სიძველეთსაცავის, ლენინგრადის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის და მატენადარანის ქართულ საბუთთა ფონდები. აქვე შედის ხელნაწერ წიგნებში შეტანილი და ე.წ. მინაწერი საბუთები. ამ კატალოგმა დიდი სამსახური გაუწია „ლექსიკონზე“ მომუშავე ჯგუფის წევრებს, რადგან მასში დადგენილია საბუთების დედნებისა და პირების მიმართება, დათარიღებულია უთარიღო საბუთები, ისევ საბუთებისავე მონაცემებზე დაყრდნობით მიღებული თარიღებით, აღნუსხულია საბუთში მოხსენიებული პირებისა და გეოგრაფიული სახელები და მითითებულია არსებული პუბლიკაციები ყოველი ცალკეული საბუთისათვის.
კატალოგის მზადების პარალელურად შედგა უთარიღო საბუთების სრული ნუსხა და ჩატარდა სპეციალური მუშაობა ასეთი საბუთების დასათარიღებლად (შემსრულებლები: ა. ბაქრაძე, დ. კლდიაშვილი, დ. ჟღენტი, მ. სურგულაძე, გ. ჯანდიერი). საბუთთა ახალმა დათარიღებამ და შიფრობრივი კატალოგის მომზადებამ მყარი საფუძველი შექმნა „ლექსიკონის“ მასალების საბოლოო რედაქტირებისათვის.
1982 წლიდან დღემდე მუშაობა „ლექსიკონზე“ გრძელდება მ. სურგულაძის ხელმძღვანელობით. 1982-1983 წლებში ჩატარდა მასალის საბოლოო რედაქცია. მომზადდა სამოხელეო ინსტიტუტების ანბანურ რიგზე გაწყობილი, საბუთებში მოხსენიებულ მოხელეთა კატალოგი, რომელიც შემდგომში დიდად დაგვეხმარა ისტორიულ პირთა იდენტიფიკაციის საქმეში (მასალის რედაქციაში მონაწილეობას იღებდნენ: ა. ბაქრაძე, დ. კლდიაშვილი, გ.მჭედლიძე, დ. ჟღენტი, მ. სურგულაძე, გ. ჯანდიერი). შემდგომად ამისა, „ლექსიკონის“ მასალა შეივსო მინაწერი საბუთებიდან ამოკრეფილი
„ლექსიკონის“ მასალის ანბანურ-ქრონოლოგიური პრინციპით დალაგებამ გამოავლინა ისეთი სერიოზული ნაკლოვანებები, რომელთა დაძლევის გარეშე მისი გამოსაცემად მომზადება არ შეიძლებოდა. უპირველეს ყოვლისა საჭირო აღმოჩნდა ძალზე ზოგადი მონაცემებით დათარიღებული უთარიღო საბუთების ხელახლა, უფრო ვიწროდ დათარიღება, რის შესაძლებლობასაც იძლეოდა თარიღიანი საბუთების მაჩვენებლები. ამავე დროს - განთავისუფლება ზედმეტი ბარათებისაგან, რომელთა გაჩენა გამოიწვია საბუთთა დედნებისა და პირების ერთმანეთთან შეჯერების გარეშე მასალის ამოწერამ. აუცილებელი გახდა ძველად ამოწერილი ბარათების სწორება ახლად მიღებული შიფრობრივი და ქრონოლოგიური მახასიათებლების მიხედვით. ვ. გამრეკელმა დაიწყო ტექნიკურად რთული სამუშაოს შესრულება, მაგრამ, ავადმყოფობის გამო, ვერ გააგრძელა, ვ. გამრეკელის ხელმძღვანელობით, „ლექსიკონის“ მასალა შემდეგნაირად იყო დანაწილებული: ა. ბაქრაძე (ასოები: ე, ზ, თ, მ ), ვ.გამრეკელი (ასო - გ), თ. ენუქიძე (ასოები: ა-ნის ნახევარი, ტ, უ, ფ, ღ), დ. კლდიაშვილი (ასოები: ძ, ც, ყ, ტ), დ. ლომიძე (ასო - ი), ს. მარგიანი (ასოები: წ, ჭ, ხ, ჯ), ნ. მშვიდობაძე (ასოები: კ, ჩ), გ. ოთხმეზური (ასოები: ქ, ღ), დ. ჟღენტი (ასოები: ს, ბ-ანის ნახევარი), ვ. სილოგავა (ასო - ო), მ. სურგულაძე (ასოები - ჟ, რ), ლ. რატიანი (ასოები: დ, ნ), გ. ჯანდიერი (ასოები: ბ-ანის ნახევარი, პ), გ. ხოჯავა (ასოები: ა-ნის ნახევარი, შ).
1980-1981 წლებში „ლექსიკონზე“ მუშაობა გაგრძელდა გ. ჯანდიერის ხელმძღვანელობით. სამუშაოს ამ ეტაპზე ძალზე მწვავედ იდგა ქართული საბუთების ყველა არსებული ფონდის ბაზაზე შედგენილი შიფრობრივი კატალოგის პრობლემა, ასეთი კატალოგის უქონლობა აფერხებდა მასალის მოწესრიგების საქმეს. კატალოგის შექმნის სიმძიმე იტვირთა . ნ. მშვიდობაძემ. მისი დაუღალავი შრომითა და მეთოდურად სწორად მიგნებული გზებით ეს შრომატევადი სამუშაო საკმაოდ მოკლე ვადაში შესრულდა. სხვადასხვა დროს ნ. მშვიდობაძეს დახმარებას უწევდნენ: მ. მესხია, გ. მჭედლიძე, რ. კაშია. 1982 წლისათვის დასრულდა XI-XVII სს. ქართული ისტორიული საბუთების საერთო შიფრობრივი კატალოგი, რომელშიც გაერთიანებულია საქართველოს ქალაქების ყველა სიძველეთსაცავის, ლენინგრადის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის და მატენადარანის ქართულ საბუთთა ფონდები. აქვე შედის ხელნაწერ წიგნებში შეტანილი და ე.წ. მინაწერი საბუთები. ამ კატალოგმა დიდი სამსახური გაუწია „ლექსიკონზე“ მომუშავე ჯგუფის წევრებს, რადგან მასში დადგენილია საბუთების დედნებისა და პირების მიმართება, დათარიღებულია უთარიღო საბუთები, ისევ საბუთებისავე მონაცემებზე დაყრდნობით მიღებული თარიღებით, აღნუსხულია საბუთში მოხსენიებული პირებისა და გეოგრაფიული სახელები და მითითებულია არსებული პუბლიკაციები ყოველი ცალკეული საბუთისათვის.
კატალოგის მზადების პარალელურად შედგა უთარიღო საბუთების სრული ნუსხა და ჩატარდა სპეციალური მუშაობა ასეთი საბუთების დასათარიღებლად (შემსრულებლები: ა. ბაქრაძე, დ. კლდიაშვილი, დ. ჟღენტი, მ. სურგულაძე, გ. ჯანდიერი). საბუთთა ახალმა დათარიღებამ და შიფრობრივი კატალოგის მომზადებამ მყარი საფუძველი შექმნა „ლექსიკონის“ მასალების საბოლოო რედაქტირებისათვის.
1982 წლიდან დღემდე მუშაობა „ლექსიკონზე“ გრძელდება მ. სურგულაძის ხელმძღვანელობით. 1982-1983 წლებში ჩატარდა მასალის საბოლოო რედაქცია. მომზადდა სამოხელეო ინსტიტუტების ანბანურ რიგზე გაწყობილი, საბუთებში მოხსენიებულ მოხელეთა კატალოგი, რომელიც შემდგომში დიდად დაგვეხმარა ისტორიულ პირთა იდენტიფიკაციის საქმეში (მასალის რედაქციაში მონაწილეობას იღებდნენ: ა. ბაქრაძე, დ. კლდიაშვილი, გ.მჭედლიძე, დ. ჟღენტი, მ. სურგულაძე, გ. ჯანდიერი). შემდგომად ამისა, „ლექსიკონის“ მასალა შეივსო მინაწერი საბუთებიდან ამოკრეფილი პირებით. მინაწერი საბუთების ამოკითხვა, პლასტების გამიჯვნა, დათარიღება განსაკუთრებულ სიფრთხილესა და დაკვირვებულ შრომას მოითხოვს. ეს სამუშაო შეასრულეს დ. კლდიაშვილმა და ვ. სილოგავამ. დ.კლდიაშვილმა დაამუშავა კორიდეთის სახარების, თისლის სვინაქსარის, ალის ეკლესიის მეტაფრასისა და სვინაქსარის მინაწერი საბუთები. ვ. სილოგავამ მინაწერი საბუთების გამოვლენისა და თავმოყრის მიზნით სპეციალურად იმუშავა ქართულ ხელნაწერთა ფონდებზე და ამოწერა ასეთი საბუთებიდან მასალა. მანვე დაამუშავა „ლექსიკონისათვის“ სვანური საბუთები 6.
პირების დალაგებამ გვარსახელების ანბანურ პრინციპზე წარმოშვა მთელი რიგი სირთულეები, რომელთა თავიდან ასაცილებლად საჭირო გახდა სპეციალური წესების შემუშავება. საბუთებში ჩვეულებრივი მოვლენაა ერთი და იმავე პირის მოხსენიება ხან მხოლოდ პირის საკუთარი სახელით, ხან გვარსახელთან ერთად. ამიტომ აუცილებელი გახდა ცალკეული ფეოდალური სახლებისათვის დამახასიათებელი პირთა სახელების დადგენა და შემდეგ მათი შედარება უგვარსახელოდ მოღწეულ სახელებთან. ასეთმა შედარებამ, ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლებელი გახადა აღდგენა გვარსახელისა უგვარსახელოდ მოღწეული პირის სახელისათვის და ამ გზით შეგვევსო მასალა ამა თუ იმ საგვარეულო სახლზე.
ერთი და იგივე პირი ხშირად ორი (ზოგჯერ სამი) სხვადასხვა გვარსახელით ჩნდება საბუთებში, რის გამოც მოსალოდნელი იყო მათი მოხვედრა სხვადასხვა ანბანურ რიგში და შესაბამისად ერთი და იმავე პირის სხვადასხვა პირად მიჩნევა. ამიტომ სპეციალური მუშაობა აღმოჩნდა საჭირო ასეთი მასალის შეძლებისდაგვარად გამოსავლენად, რათა შემდეგ, ურთიერთშედარების გზით, დადგენილიყო განსამარტავი პირი და მისი ძირითადი და ვარიანტული გვარსახელები. ამდაგვარი მასალის გამომზეურებისა და მისი დამუშავების მიზნით საჭიროდ ჩავთვალეთ სამუშაოს დანაწილება არა მკაცრად ანბანური პრინციპით, (როგორც ეს მანამდე ხდებოდა), არამედ მონათესავე გვარსახელების შერჩევის წესით. ამ პრინციპის განხორციელებამ, ვფიქრობთ, თავიდან აგვაცილა სავარაუდო შეცდომები, თუმცა ნაშრომში წარმოდგენილი სხვადასხვა პირთა იგივეობისა და გარკვეულ გვარსახელთა ნათესაური მიმართებების დადგენა „ლექსიკონის“ გამოქვეყნების შემდეგაც გახდება არა თუ შესაძლებელი,არამედ - აუცილებელიც. აღნიშნული წესით დაჯგუფდა და დამუშავდა შემდეგი გვარსახელები: სააკაძე - მოურავისშვილი - თარხნისშვილი (შემსრულებელი -ა. ბაქრაძე), თორელი - ჯავახიშვილი, ფანასკერტელი- ციცისშვილი ზაზასშვილი- ხოხონასშვილი; როჭიკაშვილი - შალიკაშვილი, თმოგველი - ფავლენიშვილი ყორხმაზაშვილი - მამაგულაშვილი - აბესალამაანი (შემსრულებელი დ. კლდიაშვილი); ზევდგინიძე - ამილახორი; ელიოზისძე - გედევანიშვილი; ერისთავები (ქსნის, არაგვის, რაჭის); გოგიბაშვილი - შანშიაშვილი - პაპიაშვილი - ესტატეშვილი; სამარბეგიშვილი - მირიმანიძე - ენალაშვილი- ნარიმანაშვილი; დალალაშვილი - ხოსროვაშვილი- ბეჟანისშვილი - მესხასატურაშვილი; დემურაშვილი - ალიხანაშვილი - ალავერდაშვილი - იაგულაშვილი - ზაქუმიშვილი - ალიყულაშვილი - სეფიყულაშვილი (შემსრულებელი მ. სურგულაძე); ქაჩიბაძე - ბარათაშვილი- გოსტაშაბიშვილი- გერმანოზისშვილი - ყაფლანისშვილი - იორამისშვილი - იოთამისშვილი, ფალავანხოსროშვილი - ორბელისშვილი- ასანბეგიშვილი- აბაშისშვილი - ზაალიშვილი - გიორგიშვილი (შემსრულებელი გ. ჯანდიერი).
ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის შესახებ მასალა სარედაქციოდ მოამზადა მ. სურგულაძემ, ხოლო კათალიკოსებზე - გ. მჭედლიძემ. დანარჩენი მასალა განაწილდა შემსრულებელთა შორის ანბანური პრინციპით: ა. ბაქრაძე - ე, ვ, ზ, თ, მ; თ. ენუქიძე - ტ, უ, ფ, ღ; დ. კლდიაშვილი - ყ, ქ; დ. ლომიძე - ი, გ; ნ. მშვიდობაძე - ა, კ, ჩ; გ.მჭედლიძე - ლ, ე, შ, ც, ძ, წ, ე, ხ, ჯ, ჰ, კ; გ. ოთხმეზური- ო, პ; ლ. რატიანი- დ, ნ; დ.ჟღენტი - ბ, ს; მ. სურგულაძე - რ.
„ლექსიკონის“ მომზადებისას საქმის ორგანიზაციული მხარის სწორად წარმართვას წლების მანძილზე თვალყურს ადევნებდა ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი ე. მეტრეველი, რამაც დააჩქარა საკმაოდ გაჭიანურებული შრომის დასრულება.
მადლობით გვსურს მოვიხსენიოთ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოსი-მდივანი ა. აფაქიძე, რომლის საქმიანმა მხარდაჭერამ დიდად შეუწყო ხელი „ლექსიკონის“ პუბლიკაციას.
მადლობას ვუხდით ხელნაწერთა ინსტიტუტის თანამშრომელს, მბეჭდავ მ. სამნიაშვილს, რომელმაც ვერიტაიპერზე მოამზადა საგამომცემლო დედანი.
გენეალოგიური ტაბულები ნაშრომისათვის შეადგინეს მ. სურგულაძემ და დ. კლდიაშვილმა, ხოლო მონახაზები დაამზადა არქიტექტორმა ბ. გედენიძემ.
„ლექსიკონი“, დოკუმენტური მასალის შერჩევის, მისი რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების თავმოყრის თვალსაზრისით, ორიგინალური ნაშრომია, ანალოგიური ხასიათის პუბლიკაცია სამეცნიერო ლიტერატურაში დღესდღეობით არ არის ცნობილი. მის შემდგენლებს გზადაგზა მრავალი სპეციფიკური სირთულის დაძლევა და მეთოდური ხასიათის საკითხთა გადაჭრაც უხდებოდათ. ბუნებრივია, ნაშრომი ხარვეზებისაგან თავისუფალი არ იქნება და, მისი ღირსება-ნაკლოვანების განსჯასა და შეფასებას „ლექსიკონის“ შემქმნელი კოლექტივი მკითხველისაგან მოელის.
მ. სურგულაძე; ჯ. ოდიშელი
_______________
1. ივ.ჯავახიშვილი, ქართული სიგელთა-მცოდნეობა ანუ დიპლომატიკა, ტფილისი, 1926, გვ. 156-188).
2. ს. კაკაბაძე. სასისხლო სიგელების შესახებ (ახლად მოპოვებული სასისხლო სიგელებთან დაკავშირებით), საისტორიო მოამბე, II, 1924, გვ.1-107; ვახტანგ, უცნობი XV საუკუნის აფხაზ-იმერეთის მეფეთაგანი და მისი მემკვიდრე უცნობი აფხაზ-იმერეთის მეფე თამარ II, ტფილისი, 1919; ბაგრატ მეფე, XV საუკუნის რაჭა-არგვეთის მფლობელი, ტფილისი, 1913 წ.
3. ჯ. ოდიშელი, ქართული დიპლომატიკის ისტორიიდან, მაცნე, № 4. 1966. გვ. 207-223.
4. დ. მეგრელაძე, ისევ სიმონ მეფის1559 წლის წყალობის წიგნის შესახებ, მაცნე, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია,1978. № 4.
5. - ელ სუფიქსიანი გვარსახელები ნ. ბერძენიშვილს საქართველოში ფეოდალური ურთიერთობის გარკვეული საფეხურის, კერძოდ „ქვეყნების როგორც სოციალურ-პოლიტიკური სისტემის მახასიათებლად მიაჩნია - იხ. ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, VIII., თბილისი, 1975, გვ. 125. შემდგომში, როდესაც „ქვეყნების“ სისტემა მოიშალა, ასეთმა გვარსახელებმა დაკარგეს თავიანთი პირვანდელი ფუნქცია და ამა თუ იმ საგვარეულოსათვის დამახასიათებელ პირის სახელებად იქცნენ. ასეთია მაგ. XVს. საბუთში დამოწმებული ქავთარისძეების სახელები,ახალციხელი და თორელი.
6. სვანური საბუთების მასალა ვ. სილოგავამ მოამზადა პ.ინგოროყვას პუბლიკაციის (სსძ. II) მიხედვით. სვანური საბუთების ახლად მომზადებულ გამოცემაში (იხ. სვანეთის წერილობითი ძეგლები, X-XVIII სს. I. ტექსტები გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევები და სამეცნიერო-საცნობარო აპარატი დაურთო. ვ. სილოგავამ. თბილისი, 1986 წ.) საბუთების დიდი ნაწილი გადათარიღდა, რისი გათვალისწინებაც, სამწუხაროდ, „ლექსიკონში“ ვერ მოხერხდა.
![]() |
3 ПРЕДИСЛОВИЕ |
▲ზევით დაბრუნება |
Среди грузинских письменных памятников феодальной эпохи документальным источникам, в частности юридическим актам, придается особое значение. В них отражены разные аспекты социально-экономической жизни, правовые взаимоотношения.
В отличие от нарративных источников, в которых в основном передается история господствующего класса, в юридических актах зафиксирована жизнедеятельность всего феодального общества, т. е. людей, находящихся на совершенно разных ступенях социальной иерархии.
В юридических актах отражен живой исторический процесс, по ним можно судить о социальной активности основных классов, всех сословных прослоек общества, Сведения, сохраненные в актах, дают возможность в диахроническом разрезе выявить степень феодальной дифференциации в разных исторических регионах страны, разъяснить причины возвышения или упадка отдельных феодальных домов, определить их удельный вес на общественно-политической арене, воссоздать картину перемен, происшедших в государственном аппарате управления. Юридические акты дают возможность восстановить и уточнить должностную иерархию, изучить проблемы взаимоотношений государства и церкви, определить налоги и повинности производительного населения, судить об экономическом потенциале отдельных частей страны. Юридические акты заключают в себе данные об этническом составе городского и сельского населения разных исторических областей, отражают процессы миграции, освещают некоторые важные проблемы исторической демографии.
Непомерно большое значение имеют юридические акты для изучения вопросов правовых взаимоотношений в грузинском феодальном обществе. В соответствии с конкретными обстоятельствами, в юридических актах часто излагаются отдельные события и факты политической истории страны. Естественно, что это обстоятельство еще более повышает значимость юридических актов. Таким образом, в целях исследования истории развития общества, освещения изменений, происшедших в его структуре, данные исторических документов имеют огромное значение.
Во время нескончаемых вражеских нашествий, наряду с прочими многочисленными памятниками грузинской культуры, погибла ощутимая часть исторических первоисточников.
В истории Грузии бывали периоды, когда прерывалась историографическая традиция. Естественно, для воссоздания историй таких периодов сведениям любых источников, в особенности документальных, придается особое значение.
В феодальной Грузии высокая культура правового мышления соответственно породила довольно сложную систему судебно-правового делопроизводства. Это обстоятельство, в свою очередь, отразилось на складывании специальных формуляров для разных юридических сделок, повлияло на процесс формирования грузинской дипломатической терминологии.
Классификация исторических документов происходит по разным принципам. Основной направляющий принцип подразумевает юридическую функцию документа, которая дает возможность сохранить близость к феодальным правовым нормам, а также придерживаться юридической терминологии, засвидетельствованной в самих юридических актах. По этому классификационному признаку грузинские юридические акты делятся на пожертвованные, жалованные, имунные (по поздней терминологии - тарханные), указные. отпускные (освобождающие от крепостной зависимости, азатные), купчие, меновные, долговые векселья и т.д.
Контрагентами в юридических актах выступают представители разных классов, слоев и прослоек феодального общества. Это цари и царицы, служилая феодальная знать, князья, дворяне, купцы и ремесленники, крепостные, крестьяне, церковнослужители разного сана. Всякого рода информацию акты доводят до нас на примере правовых взаимоотношений конкретных лиц.
Развитие судебной практики, потребность в документальной фиксации деловых договоров повлекло за собой необходимость точного определения юридического лица. Правила упоминания юридических лиц исходят из конкретных условий соответствующей эпохи. Исходя из такого положения вещей, исторические документы являются ценнейшими первоисточниками для выявления живых тенденций в процессе возникновения родовых фамилий, в них сохранился богатейший материал для исследования проблем исторической ономастики,
Довольно большая часть из общего количества исторических документов относится к городской жизни, отражает юридические нормы имущественно-экономических взаимоотношений между купцами и ремесленниками. Известно, что по сравнению с сельскими жителями население городов феодальной эпохи отличается большой этнической пестротой. В феодальных городах Грузии проживало и негрузинское или же огрузиневшееся население, что наглядно явствует из сохранившихся в юридических актах личных имен. В этом плане юридические акты отображают взаимоотношения людей разных национальностей и разного вероисповедания.
Целью настоящей работы является выявление всех лиц, имена которых сохранились в грузинских исторических документах ХI-VП вв. Читателю по возможности с наибольшей полнотой предоставляются все основные данные, касающиеся этих лиц, заключенные в юридических актах.
Возможно, что с публикацией данного словаря у историков, языковедов, филологов, а также гуманитариев, прибегающих к применению математических методов исследования, возникнет много вопросов. Считаем необходимыми предупредить названных исследователей при пользовании количественными данными нашей публикации соблюдать некоторую осторожность. Ведь основная масса грузинских исторических документов дошла до нас благодаря чистой случайности, поскольку царские и церковные канцелярии, а также фамильные архивы отдельных именитых лиц неоднократно подвергались уничтожению. Множество документов погибло во время нескончаемых вражеских нашествий и набегов . Следовательно, исходя из количественных показателей, юридические акты не всегда дают возможность объективно оценить историческое прошлое.
В труде использованы данные всех грузинских юридических актов ХІ-ХVП веков, известных науке по сей день. Из общей массы актов нами не исключены т.н. подложные акты, которые в большинстве случаев представляют собой царские грамоты «о цене крови». В грузинской дипломатике критическое исследование текстов грамот «о цене крови» полностью еще не проводилось. Фальсификацией юридических актов занимались везде, и в Грузии в том числе. В целях присвоения земельных угодий и социальных привилегий отдельные лица, подражая существующим дипломатическим формулярам, создавали подложные грамоты. Выявление подложных документов в грузинской дипломатике связано с именем И.А.Джавахишвили. Грамоты «о цене крови», все, без исключения, он причислял к подложным документам 1. Это обстоятельство в какой-то степени послужило помехой в исследовании этих грамот и в использовании их сведений в исторической науке. В отличие от И. А. Джавахишвили, С. Н. Какабадзе отнесся к грамотам «о цене крови» с чрезмерным доверием. Опираясь на данные этих грамот, С. Н. Какабадзе восполнил генеалогическую таблицу грузинских царей несколькими новыми именами 2. На основании анализа исторических реалий, наличествующих в документах, Д. Э. Одишели доказал достоверность некоторых грамот «о цече крови» 3 Подложные документы выявлены также среди жалованных грамот и купчих 4. Выявление, регистрация и изучение подложных документов одна из неотложных задач грузинской дипломатики. Однако, научная ценность даже явно фальсифицированных грамот совершенно очевидна, поскольку они содержат интересный материал для исторического ономастикона, а также подтверждают наличие определенной категории лиц, для которых занятие фальсификацией имело реальный смысл. В настоящей работе при ссылке на грамоты «о цене крови» использован специальный условный знак - სას. Sas.
Материал о лицах, упоминаемых в юридических актах, в настоящей публикации расположен в хронологической последовательности по алфавитному порядку фамильных имен. Естественно, что когда фамильные имена лиц в документе не указаны и их установление способом анализа соответствующего материала не представляется возможным, в «Словаре» в алфавитном порядке включены личные имена.
В большинстве случаев в исторических документах лица названы фамильными именами, которые иногда совпадают с родовыми фамилиями. Следует учесть, что в феодальном обществе родовая фамилия, даже родовое личное имя, в большинстве случаев является определяющим признаком социальной принадлежности индивидуума. На основании классификации лиц в соответствии с их фамильными именами выявляются интересные материалы истории отдельных феодальных домов, их структуры, родственных связей с другими домами и социальной функции в общественной жизни. Представленный в таком порядке материал поможет легче разобраться в вопросах динамики вотчинного землевладения, а иногда и уточнить причины политической ориентации крупных феодалов.
Материал, представленный в порядке фамильных имен, открывает богатые сведения для специалистов, занимающихся проблемами исторической генеалогии. Выявление деятельности отдельных представителей крупных феодальных домов имеет большое значение для уточнения разных моментов исторической хронологии. По данным нарративных и документальных первоисточников феодальной эпохи, хронологические рубежи определяются периодами царствования монархов, деятельностью крупных должностных лиц и высших церковных сановников.
Юридические акты содержат материал, богатый хронологическими данными. Особенно наглядными становятся хронологические рубежи при рассмотрении деятельности всех представителей царствующего дома Багратиони, которые, по данным документов, впервые представлены исчерпывающе в настоящей публикации.
С точки зрения исторической хронологии небезынтересен материал, представленный при классификации сведений о крупнейших грузинских феодальных домах: Дадиани, Гуриели, Бараташвили, Панаскертели-Цицишвили, Торели-Джавахишвили, Зедвгинидзе-Амилахори, Магаладзе, Саакадзе-Тархнишвили, Андроникашвили, Чолакашвили, Абашидзе и т.д.
При изучении материалов, относящихся к жизнедеятельности лиц низшей социальной прослойки феодального общества, можно проследить за структурой семьи, как отдельной социальной единицы, а также уяснить степень действия семейного права.
Фамильные имена, сохранившиеся в документах, представляют также богатый материал для изучения т.н. антропонимной географии. Факт распространения какой-нибудь определенной модели является показателем уровня социального развития данного историко-географического региона.
Как известно, переселенное население в большинстве случаев уносит с собой не только географические и культовые наименования, но и антропонимы. По этой причине историческая антропонимия является наилучшим первоисточником для установления фактов миграции. Этот процесс, по сохранившимся документальным данным, прослеживается как внутри самого грузинского населения, так и среди негрузинского этнического элемента.
Как известно, фамилия является исторической категорией личного имени. Грамматико-семантические модели исторических фамилий соответствуют разным ступеням социального развития общества. Из-за этого свойства фамилия сама приобретает функцию социального знака.
В ранних грузинских юридических актах упоминаются фамильные имена всех основных исторических моделей: топонимные фамилии, произведенные посредством суффикса -эл (Сурам-эл-и; Пави-эл-и), фамильные имена, составленные посредством употребления суффиксов -ур//ули-ан//иан (Тава-ур-и, Бурдж-ул-и, Вахдаг-нан-и, Маргвел-ан-и) и фамильные имена патронимных моделей, оканчивающиеся на суффиксы -дзе и -швили (Абулетис-дзе, Нианиас-дзе, Чачниас-швили).
В феодальную эпоху разные фамильные модели были распространены в определенных социальных кругах и региональных границах. Сравнительно в меньшей степени это относится к фамилиям патронимной модели. Такие фамилии одинаково характерны для всех слоев общества. Это явление находит свое объяснение В этнографическом быту Грузии. В этнографических материалах просле живается непрерывный процесс формирования патронимных групп в промежуточной формы результате дробления т.н. большой семьи - семейной общины.
Тесная связь моделей грузинских фамильных имен с разными этапами развития общества давно отмечена в научной литературе. В данном случае мы не станем углубляться рассмотрением отдельных научных точек зрения. Однако отметим, что изучение множества аспектов, связанных с процессом возникновения и развития фамильных имен, следует вести на стыке исторических и языковедческих научных интересов.
Продолжительность функционирования некоторых фамильных имен измеряется всего лишь одним поколением. Это явление наглядно просматривается в фамильных именах патронимной модели. Этот случай можно проиллюстрировать множеством примеров, напр., сыном некоего Бетиашвили Габриеля был Габриелашвили Ганона. Нестабильность фамилий патронимной модели - характерная черта феодальной эпохи. Для представителей одного родово-фамильного дома, как это представляется документальным материалом, основополагающим патронимом иногда было имя отца, дяди или деда, а то и более отдаленного предка, напр., некий Автандил Иэсешвили (Иэсе имя отца), именуется также и Автандилом Тамазишвили (Тамаз имя дедушки), он же и Автандил Баратишвили (Баратишвили - родовая фамилия). Такая многовариантность фамильных имен является свидетельством некоторой условности понятия «фамилия» при феодализме. Упомянутое обстоятельство создавало множество сложностей в процессе подготовки данной публикации. Только лишь после сопоставления огромного количества материала удалось произвести идентификацию «многофамильных лиц».
Часть исторических фамильных имен сложилась в родовые фамилии уже при феодализме. Документальные материалы дали нам возможность проследить условия, способствующие переходу фамильных имен в родовые фамилии. В этом процессе главенствующее значение следует придать утверждению принципа наследования права собственности на землю, а также совместному проживанию членов большой семьи. Значение последнего момента хорошо проявляется в употреблении терминов, указывающих на близкое родство - «брат» и «сын». Термин «брат» наряду с его основным содержанием - родной брат - применяется также и в значении двоюродного и троюродного брата. То же самое происходит и с термином «сын». Наряду с реальным содержанием этот термин обозначает внука и, вообще, последующее поколение (потомство).
Собранный воедино и систематизированный материал дай возмож ность определить социальное содержание указанных выше терминов, которые встречаются в юридических актах. Именоваться братом или сыном какого-либо дома означало, по данным актов, пользоваться юридическими правами члена семьи. Это обстоятельство содействовало сохранению фамильных имен за представителями нескольких поколений семейства.
Неразобщенность феодальной семьи способствовала процессу формирования родовых фамилий, но в процессе дробления отдельных домов зарождались их новые ответвления. На основе дробления феодального дома Бараташвили образовались боковые фамильные ответвления: Германозишвили, Госташабишвили, Капланишвили, Иотамишвили, Абашисшвили, Палаванхосросшвили, Гиоргишвили, Хосиашвили, Асанбегишвили, Кавтаришвили; от рода Элиозисдзе произошли Гедеванишвили; от Гогибашвили - Шаншиашвили, Папиашвили, Долмазашвили; от Зумбулидзе - Деканозишвили и т.д.
В большинстве случаев новое фамильное ответвление берет свое начало от имени того первого предка, который отмежевался от основного феодального дома. Иногда для подтверждения древности рода и его изначального единства представители нового ответвления сохраняют и старую родовую фамилию. В процессе составления «Словаря», во избежание возможных ошибок при идентификации лиц, приходилось вырабатывать особые критерии.
В документах наблюдаются случаи именования некоторых исторических лиц двумя или тремя фамильными именами одновременно. Одно из подобных фамильных имен берет свое начало от отца интересующего нас определяемого лица, другое - от деда или от более далекого предка, напр., Гедеванишвили Элиозисдзе Гедеван он же. Гедеванишвили - Гедеван и Элиозисдзе - Гедеван. Двухкомпонентное фамильное имя появляется и тогда, когда феодалов «сажают» на новое вотчинное угодье. В таком случае новый владелец присваивает фамилию бывшего владельца и сохраняет за собой свое собственное фамильное имя, напр., Абазасдзе-Абулетисдзе Химшиа. В таких случаях авторы данной публикации старались сохранить особенности документа.
«Аннотированный словарь», по нашему мнению, кроме специалистов привлечет внимание широкого круга читателей. Учитывая это обстоятельство, нам хотелось бы разъяснить следующее: множество исторических фамильных имен, имеющих глубокие корни и явившихся основой для возникновения современных боковых ответвлений грузинских фамилий, вообще не встречаются в исторических документах и, следовательно, отсутствуют в «Словаре». Это объясняется тем обстоятельством, что в эпоху феодализма, в период господства натурального хозяйства, в том обществе, в котором уровень товарноденежных взаимоотношений довольно низок, не все прослойки и все члены общества в равной мере участвуют в процессе купи-продажи. Документы, отражающие юридические, социально-экономические взаимоотношения между людьми в феодальном обществе, не всегда были необходимы даже высшей прослойке общества. Что же касается довольно обширного круга крестьянства, по существующим, часто устно узаконенным обычным правом, часть этого крестьянства вообще не нуждалась в подтверждении своих прав на имущество. Следует отметить и то, что исторические документы из Западной Грузии (Имеретии, Гурии, Одиши) до нас дошли сравнительно в малом количестве. Именно поэтому многие фамилии не были зафиксированы в документах. Необходимо, добавить, как это неоднократно отмечалось выше, множество документов погибло.
Отобранные из документов личные имена в «Словаре» разложены по фамилиям в алфавитно-хронологическом порядке, после каждого выделенного отдельно лица дана аннотация, разъясняющая, по возможности, разные стороны его деятельности, здесь отобраны все сведения, почерпнутые из юридических актов. В тех случаях, когда не удалось установить фамилию исторического лица, или же когда - католикос или женщина (даже тогда, когда их историческое лицо фамильные имена известны), текст аннотации приписывается к личному имени.
При составлении «Словаря» авторы придерживались следующего принципа: согласно имеющимся в документах хронологическим данным, указаны даты жизнедеятельности исторического лица. Далее указано местожительство (название села, города), социальное положение (занимаемая должность, социальная принадлежность, для царей - титулатура) и родословная (дед, отец, братья, супруга, сыновья, внуки и т.д.). Восстановленные слова-термины, определяющие родственные связи, заключены в квадратных скобках. В случаях, когда не удается точно установить степень родства, в скобках дается пояснение «домочадец».
В большинстве юридических актов контрагенты представлены несколькими членами семьи. В таких случаях текст аннотации прилагается к имени основного (т.е. первого из перечисленных) лица. К именам трех родственников, которые упомянуты в документе наряду с основным лицом, в качестве соучастника какой-нибудь юридической сделки, при указании степени родства, дана ссылка на соответствующий документ. Таким образом, заинтересованный читатель будет иметь возможность проследить, какие именно родственники принимали участие в тех или иных конкретных юридических сделках, заклю ченных основным лицом.
Нередки случаи, когда определенное историческое лицо по данным одной группы актов является основным лицом, а по другим - выступает в качестве родственника другого основного лица. В таких случаях указывается на основное лицо без ссылки на документ. определяя степень родства, авторы в каждом отдельном случае старались указать на основное лицо для того, чтобы содержащаяся в документах информация о родовых связях, правовых взаимоотношениях и о формах семейной организации максимально точно передавала бы историческую действительность.
Текст аннотации - это сжатые лаконичные сведения, извлеченные из юридических актов о конкретных лицах. При составлении аннотированных текстов, естественно, учитывалась однородность юридической функции разных документов. Собранный аннотированный материал разбит на следующие тематические группы: пожалование, пожертвование, купля-продажа, обмен имуществом, вступление в крепостную зависимость и т.д.
Подобная концентрация документальных сведений о каждом царе в отдельности дала возможность создать конкретную картину их разнообразной деятельности. Следует отметить, что хронологические даты, прилагаемые к царским именам, не всегда совпадают с датами их царствования, они лишь отображают те хронологические границы, которые засвидетельствованы в юридических актах.
При составлении текстов аннотации мы старались избежать употребления стереотипных формул, характеризующих язык документов и в более сжатой форме передать основной смысл документа.
В тексте аннотации при определении границ земельных участков указаны топонимы или же имена владетелей сопредельных угодий. Если в тексте документа один и тот же топоним встречается в разных вариантах, то они без изменения повторяются и в тексте аннотации.
В аннотациях, составленных по грамотам пожертвований церкви, указан, при каком католикосе или епископе произошел факт пожертвования.
В тексте аннотации в скобках дана дата документа, из которого извлечено сведение, архивный шифр хранилища или же сокращенное указание на издание документа. Если сохранился и оригинал документа и его копии, то указан только шифр оригинала. Печатные издания указываются только в тех случаях, когда оригинал или же его копия утрачены.
Группируя фонетико-орфографические и морфологические варианты фамильных, а также личных имен, авторы данной публикации следуют не строго алфавитному порядку, а создают вариантные группы. Из таких вариантных групп избирается основная форма по признаку ее распространенности. Имеющиеся варианты приписаны в скобках к основной форме.
В тех случаях, когда одно и то же лицо упоминается под разными вариантными фамильными именами, за основную форму принят тот вариант, который не отделяет данное лицо от общеродовой фамилии. Остальные варианты приписаны в скобках. Таким же способом происходит отбор в двухфамильном варианте.
Если имена отдельных грузинских царей встречаются в грузинском и мусульманском вариантах, то текст аннотации прилагается к грузинскому имени, мусульманоское имя же будет иметь соответствующую ссылку на грузинское.
Труд снабжен генеалогическими таблицами грузинского царствующего дома Багратиони, а также удельных князей Гурии, Одиши, Самцхе-Саатабаго.
Публикация «Словаря» будет завершена специальным томом, включающим научно-справочный аппарат, а именно, инверсионный указатель исторических лиц, указатели управленческо-должностного аппарата, географических имен и перечень шифров использованных документов.
М. К. Сургуладзе
Д. Э. Одишели
_______________
1. И. А. Д жавахишвили. Грузинская дипломатика. Тифлис, 1926, с.156-189 (на груз.яз.).
2. С. Н. Какабадзе. О грамотах выкупа крови (в связи с нововыявленными грамотами выкупа крови). Исторический вестник, ІІ, Тифлис, 1924, с.1-102 ; Его же: Вахтанг, неизвестный царь абхазо-имеретинского царства ХV в. и его наследница неизвестная царица абхазо-имеретинского царства Тамара II. Тифлис, 1913; Царь Баграт-владетель Рачи и Аргвети в ХV в. Тифлис, 1913 (все на груз.яз.).
3. Дж. Э. Одишели. Из истории грузинской дипломатики. «Мацне», №4, 1966, с. 207-223; Его же; Грузинские грамоты выкупа крови. Источниковедческие разыскания, 1979, с. 147-153 (все на груз.яз).
4. Д. Г. Мегреладзе. Опять о жалованной грамоте 1595 г. царя Симона, Ж. «Мацне», серия истории, археологии, этнографии и истории искусства, №4, 1978 г. (на груз. яз.).
![]() |
4 INTRODUCTION |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
5 შემოკლებათა ახსნა |
▲ზევით დაბრუნება |
Ad, Hd, Qd, Sd - კ.კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის ქართული საბუთების საფონდო შიფრები.
A, H, S, Q - კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის ქართული ხელნაწერების შიფრები.
1448, 1449, 1450 - საქართველოს სსრ ცენტრალური საისტორიო არქივის ქართული საბუთების შიფრები.
აეკოჩ - ე. თაყაიშვილი, არქეოლოგიური ექსპედიცია კოლა-ოლთისში და ჩანგლში. ტფილისი, 1907 წ.
გეგეჭ. - გეგეჭკორის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი.
გსიემ - გორის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი.
გუჯ. - ალ. ხახანაშვილი, გუჯრები, ქუთაისი. 1891 წ.
დთი - დოკუმენტები თბილისის ისტორიისათვის, წ. I. შეადგინეს: ნ. ბერძენიშვილმა და მ. ბერძნიშვილმა. თბილისი. 1962 წ.
დსსი - დოკუმენტები საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან I, II. ნ. ბერძენიშვილის რედაქციით, თბილისი, 1940-1953 წწ.
დსსს - ს. კაკაბაძე, დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთები, ტფილისი, 1920 1921 წწ.
ის - ს. კაკაბაძე, ისტორიული საბუთები 1-5, ტფილისი, 1913 წ.
ისშმ - თ. ჟორდანია, ისტორიული საბუთები შიო მღვიმის მონასტრისა, ტფილისი, 1896 წ.
ლაგ - ვ. სილოგავა. ისტორიული საბუთები ლაგურკიდან, მაცნე, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია, 1973წ.
ლაი - ლენინგრადის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ქართულ საბუთთა ფონდი.
ლმ - გ. ლეონიძის სახელობის თბილისის სახელმწიფო ლიტერატურული მუზეუმის საბუთთა ფონდი.
მატ. - სომხეთის სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული მაშტოცის სახ. ძველ ხელნაწერთა ინსტიტუტი „მატენადარანი“.
სას. - სასისხლო სიგელი
სეიძ - ივ. ჯავახიშვილი, საქართველოს ეკონომიური ისტორია ძეგლები, I, თბილისი, 1967 წ.
სკ - ს. კაკაბაძე, საისტორიო კრებული I V, ტფილისი, 1928-1929 წწ.
სს - ე. თაყაიშვილი, საქართველოს სიძველენი I -III, ტფილისი, 1899-1920 .
სსძ - პ. ინგოროყვა, სვანეთის საისტორიო ძეგლები II, თბილისი, 1941. წ.
სწძ. - სვანეთის წერილობითი ძეგლები, I, ტექსტები გამოსაცემად მოამზადა და, გამოკვლევები და სამეცნიერო-საცნობარო აპარატი დაურთო ვ. სილოგავამ, თბილისი, 1986.
ფ. - ფოტო-ანაბეჭდი.
ფრაგმ. - ფრაგმენტი.
ქისკ - ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი I, შეადგინეს და გამოსაცემად მოამზადეს თ. ენუქიძემ, ვ. სილოგავამ, ნ. შოშიაშვილმა, თბილისი, 1984 წ.
ქმ - ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი.
ქკმეის - ქართლ-კახეთის მონასტრების და ეკლესიების ისტორიული საბუთები, შეკრებილი თ. ჟორდანიას მიერ. თბილისი, 1903 წ.
ქრ. - ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა, შეკრებილი, ქრონოლოგიურად დაწყობილი, ახსნილი და გადმოცემული თ. ჟორდანიას მიერ. II, ტფილისი, 1897 წ.
ქსძ. - ქართული სამართლის ძეგლები, ტექსტები გამოსცა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო ი. დოლიძემ, II -VII. თბილისი.1965 -1985წწ.
შშმის - ისტორიული საბუთები შიომღვიმის მონასტრისა თ. ჟორდანიას რედაქციით, ტფილისი, 1896წ.
ძაცსა - სსრკ ძველი არქივების ცენტრალური სახელმწიფო არქივი.
АКАК - Акты собранные Кавказскою археологическою комиссиею, под peд. A.Бержe, 1. 1866.
АПГА - Д. Бакрадзе, Археологическое путешествие по Гурии и Ачарии, C6, 1878.
ГД - Грузинские документы IХ-ХV вв. перевод и комментарии С. C.Kакабадзе. M., 1982.
![]() |
6 ა |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.1 აბაზასძე || აბაზაძე || აბაზაზძე |
▲ზევით დაბრუნება |
აბაზა
„მამძულა“, მოწმე ზაალ ბარათაშვილის მიერ ზაალ ყორღანაშვილისათვის მიცემული ადგილის ნასყიდობის წიგნისა (1662 წ. VI. 1450-1/52).
აბაზა
მოწმე თამაზ ქემაროზაშვილის მიერ თავისი განაყოფის როსტომა [ყორღანაშვილისათვის] მიცემული ყმების ნასყიდობის წიგნისა (1679.III. 20, 1450-1/43).
აბაზა
მისი მიწა ესაზღვრებოდა ზაქუმ ალიყულიშვილ-ზაქუმიშვილის მიერ ალავერდა იაგულაშვილისათვის მიყიდულ მიწას (1699 წ. V. 10.1450-9/119).
აბაზაძე
თეიმურაზ მეფის მიერ მისთვის მიცემული ვენახი როსტომ მეფემ დაუბრუნა ნასყიდა არუწაშვილს (1535 წ. Qd - 25 00).
აბაზაძე
მოწმე ივანა ქურდაძის მიერ როსაბ მაჭავარიანისათვის მიცემული თავნასყიდობის წიგნისა (1692 წ.V.15. Hd- 3199).
აბაზაძე
შედიოდა ამილახვრის სადროშოში (1606-1648 წწ.] Hd- 2124).
აბაზაძე ამილღამბარ
ძმა ზაალ აბაზაძისა, იხ.
აბაზაზძე ბართლომე
ჯვარის მტვირთველი, დამწერი და მოწმე იოვანე მანგლელ-თბილელის მიერ დანიელ ნექისძისათვის მიცემული მამულის წყალობის წიგნისა (1440 წ. III. 20. 1448-5240).
აბაზაძე გიორგი
ძმა ზაალ აბაზაძისა, იხ.
აბაზაძე დავით
შვილი ზაალ აბაზაძისა, იხ.
აბაზაძე დათუნა
მოწმე ქაიხოსრო ჩხეიძის მიერ კათალიკოს იოვანე დიასამიძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1700 წ. Ad - 1610).
აბაზაძე ზაალ
ბაზიერთუხუცესი, ჰყავს ძმა ამილღამბარ (1613 წ. Sd: 524, 1206). ლუარსაბ მეფემ მას უწყალობა: მიწობლიძისეული მამული (1613 წ. VIII. 25 Sd - 524), თელეთგორს სულხან თურმანიძისეული მამული (1613 წ.X.10. Sd - 1206).
აბაზაძე ზაალ - 1688-1695 წწ.
ჰყავს მამა რამაზ აბაზაძე, იხ., ძმები: როშაქ, გიორგი, შვილები: დავით, სეხნია, ძმისწული ქაიხოსრო (1693, 1695 წწ. Hd: 1676, 2106). მას განუახლა: გიორგი, სვიმონ, ლევან, თეიმურაზ და როსტომ მეფეების წყალობის წიგნების საფუძველზე ელენე დედოფალმა მეფე ნაზარალი-ხანთან ერთად შინდარას გოგინა აღაბეგაშვილის, ბეჟუა და შიო კვახიაშვილების, ნიქოზელი ბერუასშვილების,პარკაული მამულის, ხაშურს ჩაჩანიძისეული მამულის, ოძისს ჟღენტისა და ლიპარიტაშვილის, ნოზაური ვენახისა და ცედანის წყალობა (1693 წ. VII. 30. Hd - 1676), ნაზარალიხანმა - [ელენე] დედოფლის მიერ ნაბოძები ღანიძის ყმა-მამულის წყალობა (1695 წ. Hd - 2106 ); მოწმე პაპუა, შიო, ნიკოლოზ, ოთარ, ლევანსა და თევდორე, პეტრე, საბა კევხიშვილებს შორის სასისხლო დავის გარიგებისა (1688 წ. Sd - 18).
აბაზაძე ზაალ
მეჭალავეთუხუცესი, უცნობმა პირმა მას უწყალობა მეჭალავეთუხუცესობა (XVII ს. Sd-141).
აბაზაძე ზაზა
ჰყავს ძმა ოთარ, მიჰყიდა იასე მურვანისშვილს ჯაფნიაურში ორი დღის მიწა ჯობიაური ტყითურთ, ჩიტირეკას, მერაბასა და ახალბედისშვილის მიწებამდე (1691 წ. 1.9.Hd - 14927).
აბაზაძე ზურაბ
პაპა რამაზ აბაზაძისა, იხ.
აბაზასძე თათარა
მამა ხიმშია აბულეთისძე-მარილელ-აბაზასძისა, იხ.
აბაზასძე ნავროზ
ამირეჯიბი და ამილახორი, მოწმე დავით მეფის მიერ გრიგოლ ჭარმაულ-ჭაჭნიასშვილისათვის მიცემული სოფელ ლაუშას წყალობის წიგნისა (1297 წ. Hd 1330).
აბაზაძე ოთარ
ძმა ზაზა აბაზაძისა, იხ.
აბაზაძე რამაზ
ჰყავს პაპა ზურაბ, ძმა ქაიხოსრო, შვილი ზაალ, [სახლიკაცი] როშნა. მის განაყოფებს უღალატიათ თეიმურაზ მეფისათვის, თვითონ კი მეფის ერთგული დარჩენილა. ამ ერთგულების საფასურად თეიმურაზმა მას უწყალობა მისი პაპის,ზურაბის და [სახლიკაცის], როშნას ნაქონი მამულები (1633 წ. VII.II.Sd - 501).
აბაზაძე რამაზ
შვილი შანშე აბაზაძისა, იხ.
აბაზაძე როშაქ (ვარ.როშნე) - 1691-1695 წწ.
ძმა ზაალ აბაზაძისა, იხ., მოწმე ზაზა აბაზაძის მიერ იასე მურვანისშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1691 წ. I .9, Hd - 14927).
აბაზაძე როშნა
[სახლიკაცი] რამაზ აბაზაძისა, იხ.
აბაზაძე სეხნია
შვილი ზაალ აბაზაძისა, იხ.
აბაზაძე ქაიხოსრო
ძმა რამაზ აბაზაძისა, იხ.
აბაზაძე ქაიხოსრო - 1689-1695 წწ.
ძმისწული ზაალ აბაზაძისა,იხ., დამწერი და მოწმე სულხან გოგალაძის მიერ არდაშელ ბუნიათიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1689 წ. Hd-811).
აბაზაძე შანშე
ჰყავს შვილი, რამაზ დავა მოსვლია მიწაზე გიორგი ღაღანიძესთან. ამ დავის მოსაგვარებლად მოდავე მხარეებმა მიწები გაცვალეს ([1658-1675 წწ.] Ad - 1334 ბ).
აბაზასძე ჭილა
მეაბჯრეთუხუცესი, მოწმე დავით მეფის მიერ გრიგოლ ჭარმაულ-ჭაჭნიასშვილისათვის მიცემულ სოფელ ლაუშას წყალობის წიგნისა (1297 წ. Hd-1330).
აბაზასძე ხიმშია
„აბულეთისძედ დასმული“, იხ. აბულეთისძე - მარილელი - აბაზასძე ხიმშია
აბაზაშვილი არაზა - 1695-1699 წწ.
მირიმანიძეთა აზნაურიშვილი (1697 წ. Hd-403), მოწმე: ლევანბეგ მელიქისშვილის მიერ ალავერდა იაგულაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1695 წ.VI. 15. 1450-9/125), ავთანდილ მირიმანიძის მიერ გივი თუმანიშვილისათვის მიცემული შამირზას ნასოფლარის ნასყიდობის წიგნისა (1697 წ. XI. Hd - 403) ,ზაქუმ ალიყულიშვილ-ზაქუმიშვილის მიერ ალავერდა იაგულაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1699 წ.V.10. 1450-9/119); მისი მიწა ესაზღვრებოდა მერაბ სარდარაშვილის მიერ იაგულაანთ ალიხანასშვილ ალავერდასა თვის მიყიდულ მიწას (XVII ს.ბოლო მეოთხ. 1450-9/124).
აბაზაშვილი ბერონა
მოწმე თამაზ ყორღანაშვილის მიერ თავისი განაყოფის, შიოშ ყორღანაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1680. VII.1450-19/22).
აბაზაშვილი შერმაზან
იხ. [ყორღანაშვილი შერმაზან]
აბაზყული-ხან - 1688-1695 წწ.
კახეთის ბატონი და ყარაბაღის ბეგლარ ბეგი (1693-1694 წწ.1448-258, Qd - 67 19, 1448: 2923,57,Hd-2632), უწყალობა: აბელ [ენდრონიკაშვილს მისი განაყოფის, ლუარსაბ [ენდრონიკაშვილის] კუთვნილი სოფელი შიბლიანი, რომელიც ამ უკანასკნელს ორგულობისათვის ჩამოართვა, აგრეთვე ბეჟანბაღზე ახალსოფელი (1693 წ. 1448-258), მამუკა ჩოლაყაშვილს - კაკაბეთი, რამაზიანი, ალვანი და არხი „გაღმა-გამოღმა“, იმავე საზღვრებით, რომლებიც გორჯასპსა და დათუნა ერისთვისშვილს ჰქონიათ მონიშნული (1693 წ.VII.5.QD-6719), ნაზარალი-ხანთან ერთად - ზაალ ენდრონიკაშვილს მისი ბიძაშვილების, ლუარსაბ და ერასტი [ენდრონიკაშვილების] შვილების ყმა-მამული ვეჯინსა და გურჯაანში: ლომიტა სიბაშვილი, ირემა ხატუაშვილი, უტა და გიორგი უტიაშვილები და ერასტის გლეხები იმ დახმარებისათვის, რომელიც ზაალმა გაუწია სპარსელებს ნინოწმინდასთან ქართლელების დამარცხებისას (1694 წ.VII. I. Hd -2632); გაუთარხნა დავით გარეჯის მონასტერს საგარეჯოს ყმები (1693 წ.IX.29.1448-2923); მოხსენიებულია: ნაზარალი-ხანის მიერ გურამ გურამიშვილისა და მისი განაყოფებისათვის სასისხლო საქმეზე მიცემულ განჩინებაში: აბაზყული-ხანისა და ნაზარალი-ხანის წინააღმდეგ ბრძოლაში გივი და ფარემუზ გურამიშვილები გიორგი მეფეს მიმხრობიან. კახეთიდან წამოსული აბაზყული-ხანი თბილისის ციხეში დამწყვდეულ ნაზარალი-ხანს შეყრია, გურამ გურამიშვილი და მისი ძმები მათი ორგული განაყოფების,გივისა და ფარემუზის მამულების დასაჭერად გაუსტუმრებია (1694 წ.VI. 4. 1448-57), ქალბალი-ხანის წყალობის წიგნში მამუკა ჩოლაყაშვილისადმი: ქალბალი-ხანმა განუახლა მამუკას მის მიერ ნაბოძები მამულის წყალობა (1695 წ. II. 1. 1449-754), ნაზარალი-ხანის მიერ იოთამ ამილახორისადმი გაცემულ ნებართვაში გორის ციხის დატოვების შესახებ აღნიშნულია,რომ მან მოატყუა ნაო ზარალი-ხანის მომხრეები და ჯარით არ მიეშველა იოთამ ამილახორს (1695 წ.II. 15 - III.16, 1448-1018), მას უწყალობებია აბელ ენდრონიკაშვილისათვის კაკაბეთი,რამაზიანი,ალვანი, ბეჟანბაღზე ახალსოფელი და ბოდოს არხი (1695 წ. 1448-1192), გიორგი ერისთავის მიერ [სულხან ჯორჯაძისათვის] მიცემულ ყმების ჩუქების წიგნში ნათქვამია, რომ აბაზყული-ხანმა აყარა გიორგი ერისთავის გაქცეული ყმები კახეთში და დაუბრუნა ისინი პატრონს ([1688-1694წწ.] 1448-4683), მოხსენიებულია გარეჯელთა, გიორგიწმინდელთა, თვალელთა და ბერთუბნელთა მიერ არსენ ნინოწმინდელისათვის და ზაალ საგინაშვილის მიერ დუდაურებისათვის მიცემული პირობის წიგნების ფიცის ფორმულებში ([1688-1694წწ.] Ad-116, [1693-1694] 1449-1859).
აბალასშვილი ასლამაზ
მოწმე ბასილა ქუბასშვილის მიერ ქიტიასათვის მიცემული მიწისა და წისქვილის ნასყიდობის წიგნისა (1689 წ.III.2 5.Hd - 1750).
აბ[ა]ნური ლომიტა
[სახლიკაცი] ხარება აბანურისა, იხ.
აბ[ა]ნური ხარება
ჰყავს [სახლიკაცი] ლომიტა, მასთან ერთად ჩინთიდან აყრილა და ჴორჴელში დასახლებულა. ზურაბ ერისთავს ისინი შეუწირავს ალავერდის წმინდა გიორგისათვის. შემდგომში მათი მისაკუთრება განუზრახავს ავთანდილ ქანდარაშვილს, მაგრამ საქმის გარჩევის შემდეგ ხელი აიღო მათზე და შესწირა ალავერდს (1648-1651 წწ. 1449-1853).
აბარუშ
ყანანაზელი, ალექსანდრე მეფის ბრძანებით იგი ხევმა მძევლად მისცა გერგეტის საყდრისშვილებს (1439 წ.II.20. A- 1085,13-15).
აბასყული
შვილი მეჯორეთუხუცეს მაჰმადასი, იხ.
აბაღაშვილი იასე
მოწმე ჯახუა და მათია ჯახი[ა]შვილების მიერ შიო ქუბაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს.VI. I. Hd-1886).
აბაშ
მამა პაპუნა ორბელიშვილის (იხ.) თანამეცხედრის ბანგიჯასპისა.
აბაშ
მას უბრძანა ნაზარალი-ხანმა, რომ აეყარა ტორაბაკიძე და თავის ძველ ადგილას გადაესახლებინა, რადგან ტორაბაკიძეს ავთანდილ ჯავახიშვილის ადგილი დაეჭირა ([1688-1703 წწ.] სს. II . № 89).
აბაშაი
გოროვნელი, მემღვიმის ყმა, მოწმე შიომღვიმის კრებულის მიერ ჯაუნორ ბავტისძისათვის მიცემული მიწის წყალობის წიგნისა (1344 წ. IV. 5 . ქრ. II. 180-181).
აბაშერიძე
კულბითში მის მამულზე ესახლა პაპუნა ჭიტაძე (1700 წ. 1448-3602).
აბაშერიძე ბერი
შვილი ივანე აბაშერიძისა, იხ.
აბაშერიძე ივანე
კულბითში მცხოვრები, სასახლის მსახური, გლეხი, ერთი კომლი, ჰყავს შვილი ბერი და მისი ნაშენი ორი ვაჟი. მოხსენიებულია ზემო ქართლის სადროშოს დავთარში (XVII ს. II ნახ.Qd-7017).
აბაშვილი
ბაადურ [მაჩაბლის] არზაში [შაჰნავაზ] მეფისადმი აღნიშნულია, რომ ბაადურს თავისი და მიუთხოვებია აბაშვილისათვის ჯაჭვისა და თორმეტი ტყვის სანაცვლოდ (1660-1676 წწ.] Qd-8670).
აბაშია
ცაიშელი, ემართა ცაიშის საყდრის ბეგარა: ერთი საკლავი, ერთი ქათამი, ერთი პური, სამი ლიჯი ღომი, სამი ფოხალი ღვინო და გოჭკუმური ღომით, ღვინით, ხორცით, თევზით, ყველით, კვერცხით, სამარხოთი, „რაცა იმ დღეს მოუნდებოდეს“ ([1616-1621 წწ.] ქსძ. III. №92).
![]() |
6.2 აბაშისშვილი || აბაშიშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
აბაშიშვილები
იხ. ბარათაშვილები.
აბაშისშვილი || აბაშიშვილი
აბაშისშვილი
მისი ნაზვრევის ბოლო იყო საზღვარი იმ მიწებისა,რომლებიც თავმგრვალელთა და ნახიდურელთა დავის გარიგების შემდეგ ნახიდურელთ დარჩათ (1654 წ. Hd-4157).
აბაშისშვილი (ვარ. დავითისშვილი, [ბარათაშვილი]) აბაშ - 1651-1682 წწ. [სახლიკაცი] ავთანდილ აბაშისშვილისა, იხ. მიჰყიდა გიორგი იოთამიშვილს მიწა (1651 წ. VIII. 145038/2); შერმაზან მერაბისშვილის მიერ ერასტი იოთამიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნის მიხედვით, მას მიუყიდია მიწა ერასტისათვის (1657 წ. 1450-38/19).
აბაშისშვილი აბაშ იხ. - ბარათაშვილი აბაშ.
აბაშისშვილი ავთანდილ - იხ. ბარათაშვილი ავთანდილ.
აბაშისშვილი (ვარ.[ბარათაშვილი]) ავთანდილ
ჰყავს [სახლიკაცები]: აბაშ, შერმაზან, სულხან. შეეცილა გიორგი, ბეჟან, გივი და ერასტი ბარათაშვილებს აკაურთულ მიწებზე, იჩივლა მარიამ დედოფალთან. მასა და მის სახლიკაცებს ფიცი დაადეს, მაგრამ მათ ხატზე ვერ დაიფიცეს და სადაო მიწები გიორგის და მის ძმებს დარჩათ (1662 წ. 1450-38/5).
აბაშისშვილი ავთანდილ - იხ. ბარათაშვილი აბაშისშვილი ავთანდილ.
აბაშიშვილი (ვარ. [ბარათაშვილი]) დავით
ბარათაშვილების გაყრის წიგნის თანახმად, ფარაშატს და გიორგის ერგოთ მისგან ნაყიდი ღორიეთი (1543 წ. IV.20. Hd-10381).
აბაშიშვილი დავით - იხ. ბარათაშვილი დავით
აბაშიშვილი (ვარ.[ბარათაშვილი]) დავით
[სახლიკაცი] ქაიხოსრო ბარათაშვილისა, იხ.
აბაშიშვილი ზაქარია
მისი ნაყიდი რევაშენი და ნასოფლარი აკურისი უწილოდ ერგო ფარიშატ და გიორგი ბარათაშვილებს (1543 წ. IV.20. Hd-10381).
აბაშიშვილი იესე - იხ. ბარათაშვილი იესე.
აბაშისშვილი ლუარსაბ - იხ. ბართაშვილი ლუარსაბ.
აბაშისშვილი მერაბ იხ. ბარათაშვილი მერაბ.
აბაშიშვილი (ვარ. [ბარათაშვილი]) მერაბ
ჰყავს შვილები: შერმაზან, სულხან, პაპუნა არეშიშვილს მიჰყიდა მიწა (1654 წ. 1448-2928).
აბაშიშვილი (ვარ. მერაბიშვილი [ბარათაშვილი]) სულხან
შვილი მერაბ აბაშიშვილისა, [ძმა] შერმაზან აბაშიშვილისა, იხ., [სახლიკაცი] ავთანდილ აბაშისშვილისა, იხ.
აბაშიშვილი ქაიხოსრო - იხ. ბარათაშვილი ქაიხოსრო.
აბაშიშვილი (ვარ. მერაბიშვილი ბარათაშვილი) შერმაზან
ჰყავს: მამა მერაბ აბაშიშვილი, იხ., [სახლიკაცები]: ავთანდილ აბაშიშვილი, იხ., ქაიხოსრო ბარათაშვილი, იხ., ძმა სულხან, ცოლისძმა შერმაზან ხიმშიაშვილი (1657 წ. 1450-38/19). მიჰყიდა ერასტი იოთამიშვილს ორი დღიური სარწყავი მიწა რუს ქვევით, აბაშისგან ნაყიდი მიწის გვერდით, (1657 .1450-38/19).
![]() |
6.3 აბაშიძე |
▲ზევით დაბრუნება |
აბაშიძე
გენათელი, გიორგი მეფემ იგი გენათლად დასვა და ჯვარისმტვირთველად მიაბარა საყდრის დეკანოზი კდიაშვილ-შალიკაშვილი ([1563-1564 წწ.] Hd-8727).
აბაშიძე
მისი მამულები შედიოდა ამილახორის სადროშოში ([1606-1648 წწ.] Hd-2124).
აბაშიძე
მისი სახლთუხუცესი იყო თამაზა სავანელი (XVII ს. II ნახ. Hd-801).
აბაშიძე
მთაჭალელი, მის მამულებსა და საუფლისწულო მიწებს შორის მდებარე საფალავანდიშვილო სანადირო მთა უწყალობა ბაგრატ მეფემ ქაიხოსრო წერეთელს (1680 წ. Hd-2001).
აბაშიძე
დატყვევებულ გიორგი ფალავანდიშვილს მისი შუამდგომლობით ქაიხოსრო წერეთელმა შეუმცირა გამოსასყიდ ფასში მისაცემი ყმა-მამული (1680 წ. ახლო. Hd-2527).
აბაშიძე
მისი მოწმობით გიორგი იაშვილმა ქაიხოსრო წერეთელს მიჰყიდა არგვეთს ხუცესი შიო ტაბატაძე და კაცია ოჯახებითა და მამულით (1680 წ. ახლო. Hd-2239).
აბაშიძე
სვიმონ მეფის მიერ მამია გურიელისათვის ბოძებულ საფიცრის წიგნში ნათქვამია, რომ სვიმონის მამა, მეფე ალექსანდრე აბაშიძეს და იმერლებს მოუკლავთ ([1698-1701 წწ.) Hd-10822).
აბაშიძე აბაშ
მოწმე ალექსანდრე მეფის მიერ სიაოშ ფალავანდიშვილისათვის მიცემული ოქონის წყალობის წიგნისა (1488 წ. VII. I. Hd-8731).
აბაშიძე ბადურ
მოწმე ზაალ წერეთლის მიერ ქაიხოსრო წერეთლისათვის მიცემული ყმა-მამულის ნასყიდობის წიგნისა (1680 წ. ახლო. Hd-6172).
აბაშიძე ბეჟან
ეხმარებოდა პაატა აბაშიძეს როსტომ მეფის წინააღმდეგ ბრძოლაში. ბანანა ჩხეიძესთან ერთად საომრად დახვდა ბეჟან საგინაშვილს, რომელმაც ბანანა ჩხეიძეს თავი მოჰკვეთა, ხოლო იგი დაატყვევა და მეფეს მიჰგვარა, ეს ამბავი მოთხრობილია როსტომ მეფის მიერ ბეჟან საგინაშვილისათვის (1638 წ. VIII. 27. 1450-30/63) და ნაზარალი-ხანის მიერ ფარემუზა საგინაშვილისათვის (1689 წ. I. 10. 1450.-30/65) ბოძებულ თარხნობის წიგნებში.
აბაშიძე ბერი
მისგან ნაყიდი ბერუკა გოჩიძე შვილით დომენტი კათალიკოსმა უწყალობა ხუდადა ხოჯაშვილს (1660 წ.V. I. Sd-2913).
აბაშიძე გედევან - იხ. შვილი პაატა აბაშიძისა,
აბაშიძე გიგია
ერთგულების პირობა მისცა სარდალ ქველ წერეთელს, რომელსაც არჩილ მეფემ უწყალობა მისი თავი ([1661-1663 წწ.] Hd-9853).
აბაშიძე გიორგი - 1544-1545 წწ.
დამწერი ბაგრატ მეფის შეწირულების წიგნებისა: ნიკორწმინდის ეკლესიისადმი (1544 წ. VIII. 9. ლაი P 22 a), გელათისადმი ([1545 წ.]VI. 12. Hd-11201), წყალობის წიგნისა ივანე ცირღილაძისადმი (1545 წ. V11. 19. ქმ. №745).
აბაშიძე გიორგი
დამწერი პაატა აბაშიძის მიერ მეითარ მანუჩარისათვის მიცემული ყმების ნასყიდობის წიგნისა (1634 წ. sic XVII ს. შუა ხანები-1450-8/150).
აბაშიძე გიორგი (იგივე მალაქია) - [1658], 1663-1677, [1701] წწ.
ჰყავს შვილები: ფინეზ ([1658]-1677 წწ. 86-535, 1450-24/152, 1449-1028), პაატა (1663 წ. 1450-24/152), ასულები: ალექსანდრე მეფის (იხ.) თანამეცხედრე დედოფალი თამარ, სვიმონ მეფის თანამეცხედრე დედოფალი ანა ([1698-1701 წწ.] Hd-10822). უწყალობა ქაიხოსრო წერეთელს მამუკა და ნასხიდა წირხაძეები ([1700 წ.] Hd-2531); მას უწყალობა : დემეტრე მეფემ ხუნევს ექვსი კომლი კაცი ცოლშვილითა და მამულით (1663 წ. 1450-24/152), ბაგრატ მეფემ ოცი კომლი ვერტყვილას, ხუნე[ვ]ს, ლაშეს და ლუხადას (1667 წ. 1449-1028); მისი გარიგებით, ხოსია ჯაფარიძემ პირობა დაუდო კაცხის ეკლესიას საცილობელ მიწაზე უდაობის შესახებ ([1680-1696 წწ.] სკ. III. 61); მოუკლა პაატა აბაშიძეს მამა, დაუკოდა დედა. მათი საქმე გაარჩიეს ჯერ როსტომ და ალექსანდრე მეფეებმა, შემდეგ - შაჰნავაზმა. აბაშიძეები შერიგდნენ. მან პაატას სისხლში გადაუხადა ჩხერის ციხე, გოგიჩაშვილი, ივანა ნიყუაძე, უბისას - დათუა ბლუაშვილი მამულით, თევდორე შვილითა და მამულით, ნასყიდა კაპანაძე, ზაქუტა მაქაძე, ილემს - მამუკა გორგაძე. გარდა ამისა, თავისი თავი, შვილი და მამული პაატას განკარგულებაში გამოაცხადა ([1658-1676 წწ.] Sd-535); მოწმე სვიმონ მეფის მიერ მამია გურიელისათვის მიცემული საფიცრის წიგნისა ([1698-1701 წწ.] Hd-1082 2).
აბაშიძე გიორგი
ჰყავს : მამა მამუკა, ბიძა ღაბუა [აბაშიძე]. ალექსანდრე მეფემ მას უწყალობა ბიძამისის, ღაბუა [აბაშიძის] წილი ყმა-მამული: ჭარტალი და ელაზნაური ათი კომლი გლეხითა და აზნაურიშვილით ([1683-1695 წწ.] ქმ. № 1455).
აბაშიძე გიორგი - შვილი სეხნია აბაშიძისა, იხ.
აბაშიძე დარეჯან - იხ. დარეჯან, აბაშიძის ასული
აბაშიძე ესტატე - 1586-1591, [1612] წწ.
სვიმონ მეფის კარის მდივან-მწიგნობარი (1586-1591 წწ. Ad-2233 ა, 1448-4, Qd-8624, 1450: 51/92, 27/153, Qd-430, 1443-828). დამწერი სვიმონ მეფის მიერ გაცემული შემდეგი საბუთებისა: სოფლისა და მონასტრის შეწირულების წიგნისა დმანისის ღმრთისმშობლისადმი (1586 წ. I. 9. Ad-2233 ა),სოფელ ჯანაზიანის წყალობის წიგნისა იოთამ ბარათაშვილისადმი (1586 წ. III. I. 1448-4), როინ ჯავახიშვილის] ნაქონი მამულის წყალობის წიგნისა ჯიმშერ ჯავახიშვილისადმი (1586 წ. XI. 30.Qd - 8624), სოფელ წავკისის წყალობის წიგნისა ზაქარია ციციშვილისადმი (1588 წ. IV. 13. 1450-51/92), თავაქალაშვილების ნაქონი მამულის შეწირულების წიგნისა გორიჯვრის წმინდა გიორგის ეკლესიისადმი (1590 წ. Qd-430), მასურ ჯავახიშვილის მიერ სახლთუხუცეს ზურაბისათვის მიცემული სოფლების ნასყიდობის წიგნისა (1590 წ. I. 29. 1450.-27/153), გიორგი ბატონიშვილის მიერ ხევიჯვრის წმინდა გიორგის ეკლესიისათვის ბოძებული ყმების შეწირულების განახლების წიგნისა (1591 წ. X. 3. 1449-828), ვირშელ რამადანისშვილის მიერ გიორგი ტურიშვილისათვის მიცემული მამულის გაცვლილობის წიგნისა (1612 წ.ახლო. Hd-4490).
აბაშიძე ვახუშტი
შესწირა თავის სამკვიდრებელს, კაცხის მონასტერს, ნაყიდი ყმა-მამული: ცელისტარასშვილისაგან ნაყიდი ვენახი და ადგილი მეეკვდრისათვის, საძროხედ ზეშთელისა და თაყასაგან ნაყიდი რომანაული პარტახტი, რომელსაც მხოლოდ ღვინის ბეგარა ედვა, ღვერეს სასახლე, საზაფხულო სასახლე ხუმაღალს. საყდრის ყმას ევალებოდა: ზვრის სამუშაოზე ოთხი დღე მუშაობა, მიღებული ღვინის მეოთხედის ოდენი სხვა ღვინო უნდა ეძლიათ მეზვრისათვის. ამილბართულზე უნდა გამოეღოთ: ერთი ლიტრა სანთელი, ერთი ცხვარი, ერთი ლიტრა მარილი, გლეხი ორად - გრიგოლასეული და მწავისეული, ორად - ბუველებიანაურისშვილი და დათვიასეული, ერთად - მურვანაული მისი სამოსახლოთი, ორად - ბაბლიური და კილაური, ორად - ნუკრაული, რვადბასთან ღუვერკი, ოთხად: ღვინაური, მამითური, ბელებაძე და მახნიაშვილი, ერთად ჭიჭახაური, ორად - გიბიაური, ორად - მოგონაძე, ერთად - ვაჭარაული, მოგონაძეს ქვემოთ ვენახი და ადგილი, ერთად - გოგალაური და ოქროპირაული, ორად - გოგინასეული და მჭედლისეული... ამათ ემართათ: თითო საკლავი,შვიდ-შვიდი ქათამი, ოცდასამ-ოცდასამი კვერცხი, თითო ლიტრა ქერი, ექვს-ექვსი კოკა ტკბილი, ორ-ორი კაპევეტი, ორ-ორი მტკაველი თითო ჩარექი სანთელი, ნახევარ-ნახევარი ჩარექი მკედი სელისა სანთლის კულად, ათ-ათი ზურგი თივა, თითო საბელი; სახასო გუველებიანაურისშვილისა და გრიგოლასი, ალიბარულის საზღვარს იქით ჩხერისმელემდე და ძირულამდე გუველესიანების საზღვრამდე.ტყე და მინდორი ღოდაური, სვიმონაური, ფარსმანაული. შესწირა აგრეთვე სააღაპედ ერთი სასახლე, კაპარჭინაშვილის ზემოთ სახასო ტყე, უბიანი დეკანოზისათვის, რომელსაც უნდა გამოეღო ხუთი კოკა ღვინო; ჭიჭილაურზე ოთხი კომლი კაცი, რომლებსაც უნდა გამოეღოთ რვა ცხვარი, ოთხი ყვერული,რვა კოდი პური, ორმოცი კოკა ღვინო. თეთროწყაროდან ყოველ კომლს ორ-ორი ჩარექი სანთელი, თითო მარჩილის წონა საკმეველი, ხუთ-ხუთი ლიტრა მარილი, თითო შულო ბამბის ნასთი; ყოველივე ეს დეკანოზსა და მოურავს უნდა ჩაებარებინათ. დაუდგინა მათ სარგო და განუსაზღვრა გასაცემელის ოდენობა; ჭილაური ოთხი კომლი კაცი; კომლს, სააღაპეს გარდა,მოურავისა და დეკანოზისათვის უნდა მიერთმია ექვსი ქათამი, ორი ქუა[ბი] ღომი, ერთი კოდი ქერი, ოცდასამი კვერცხი, ორი მარხილი თივა, ნახევარი მოურავისათვის და ნახევარი დეკანოზისათვის, კომლზე კვირაში ორ-ორი დღის მუშაობა. შესწირა: წევას ლომინისაგან ნაყიდი პარტახტი ტაბატაური, ერთ გლეხად; მახარებელ გაჩეჩილაძე და მისი განაყოფი ორ გლეხად, დეისმამაური განაყოფით. დააკისრა: ერთი ჩარექი სანთელი,ერთი ცხვარი და ერთი მთელი საკლავი, ორი კოდი პური, ხუთი კოკა ღვინო, ერთი ლიტრა მარილი. გაუჩინა დეკანოზს წეველთაგან სარგო. დაავალა მათი მიხედვა ფარემუზ მაჭავარიანს, მის შვილს, ნათესავს, აჭარელ, წეველ და იღმელ მოხელეებს; საწერეთლოს ხუცესი მახარებელი, რომელსაც უნდა გამოეღო: ორი ჩარექი სანთელი, მისი მკედი, ორი ცხვარი, ერთი ლიტრა მარილი, ქაღალდისასშვილები, მათ უნდა გამოეღოთ: ერთი ჩარექი სანთელი, მისი მკედი, ერთი ცხვარი, ორი ჩარექი მარილი, ხუთ-ხუთი ჩაფი ღვინო. ზედამხედ ველობა მათზე დაავალა ფარემუზს [მაჭავარიანს]. გაუჩინა აღაპის წესი საწერეთლოელებს და სარგო დეკანოზს და წინამძღვარს; ქორეთს - ხუცის სახლი, უნდა გამოეღო: ერთი ცხვარი, ერთ საკლავი,ერთი ჩარექი სანთელი, მისი მკედი, ერთი ლიტრა მარილი, ათი კოკა ტკბილი; მლაშეს- იამანიძისეული მამული, ევალებოდა: სააღდგომოდ ერთი ცხვარი, სამი ყვერული, ერთი ლიტრა მარილი, თექვსმეტი ადლი ტილო, ორი ლიტრა სანთელი; ვანთს - გოგიჩა სასნაშვილის მამულიდან: ერთი ცხვარი, ერთი საკლავი, ერთი ლიტრა მარილი, ერთი ჩარექი სანთელი, მისი მკედი; ხუთ სასასნაუროს ევალებოდა: ხუთი გვერდი პური, ათი კოკა ღვინო კომლზე; დაადგინა მოხელეთა და ხუცესთა სარგო ვანთიდან; ფაქუთს - სათუთური მამული, ფერისცვალება დღეს უნდა გამოეღო: ერთი ცხვარი, ერთი საკლავი, ერთი ლიტრა მარილი, ერთი ჩარექი სანთელი, მისი მკედი, ორი კოდი პური, ათი კოკა ღვინო; გააჩინა სარგო ხუცესისათვის, მოურავისა და მოხელისათვის; კოდისწყაროთათვის ჭარტალს ერთი ოქრაძე, უნდა გამოეღო: ერთი ცხვარი, ერთი საკლავი, ერთი ლიტრა მარილი, ერთი ჩარექი სანთელი, მისი მკედი, ათი კოკა ტკბილი; გაუჩინა სარგო მოურავს, მოხელეს და ხუცესს. შესწირა „შვილურად გაზრდილი“ ფასიტაი, შვილებითა და მამულით. მას ჩააბარა შეწირულ ყმა-მამულზე მეურვეობა ([1550-1570 წწ.] 1449-1583).
აბაშიძე ზურაბ
მოწმე გიორგი მეფის მიერ პაატა აბაშიძისათვის მიცემული მამულის წყალობის წიგნისა ([1605-1638 წწ.] 1450-24/154).
აბაშიძე ზურაბ
მისწერა წერილი მეჰმანდარ ქაიხოსროს, უსაყვედურებდა მას მოსავლის აღების დაგვიანებას და მოითხოვდა, რომ დროზე აეკრიფა მოსავალი, გამოეგზავნა და თვითონაც ჩამოსულიყო (XVII ს. Qd-265).
აბაშიძე თამარ - იხ. თამარ აბაშიძე
აბაშიძე თაყა
მოწმე ალექსანდრე მეფის მიერ სიაოშ ფალავანდიშვილისათვის მიცემული სასისხლო სიგელისა (1448 წ. VII. 1. Hd-8731 სას.).
აბაშიძე იესე
ნაკაშიძეთა კაცი, იგი, ნიკოლოვოზ მამულაიშვილი და ხუცისშვილი „ძმანები“ ყოფილან. მას მიუბარებია ნიკოლოვოზისათვის ქალიშვილი, რომელსაც იგი გაუყიდია, აღნიშნულია ნაკაშიძეების საჩივრის წიგნში ([1689-1717 წწ.] Hd-10345).
აბაშიძე იოთამ
მოწმე სეხნია აბაშიძის მიერ როსაპ მაჭავარიანისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. Hd-9862).
აბაშიძე კოზმან
მთავარეპისკოპოსი (16[74] წ. Hd-3211), მოწმე: შაჰნავაზის მიერ პაპუა, ხოსია, თამაზა და სეხნია ტატიშვილებისათვის მიცემული გაყრის წიგნისა (1674 წ. I. II. Sd-607), პაპუა ტატიშვილის მიერ ხოსია ტატიშვილისათვის მიცემული კეთილმოყვრობის პირობისა (16[74] წ. Hd-3211).
აბაშიძე ლევან
ძმა პაატა აბაშიძისა, იხ., ეკუთვნოდა გორისას ოთხი კომლი კაცი და ერთი პარტახტი, არგვეთს - ერთი გლეხი ხარშილაძე. „ქართველთა ბატონს“ [შაჰნავაზს] ეს მამულები ფალავანდისშვილისათვის მიუცია. როდესაც დიმიტრი მეფემ იმერეთი დაიჭირა, მისი კუთვნილი მამულები ქაიხოსრო წერეთელს უბოძა (1663 წ. Sd-514); იმერეთში გადმოხვეწილმა „ქართველთა ბატონმა“ მისი კუთვნილი ოთხი კომლი და ორი პარტახტი გორისას და არგვეთს - ხარშილაძე, ფეშანგ ფალავანდიშვილს უბოძა. სეხნია ჩხეიძემ, როცა იმერეთი ხონთქარს დარჩა, ეს ყმა-მამული ისევ პაატა და ქაიხოსრო წერეთლებს დაანება ([1660-იანი წწ.] Hd-2179); ჰყავდა გლეხები გორისას: სამი კომლი შეყრილასშვილები, ორი კომლი ნადირაძეები, იქვე, გორისას - ბაგიასეული პარტახტი; არგვეთს - მამუკა ხარშილაძე; ყველაფერი ეს ბაგრატ მეფემ ქაიხოსრო წერეთელს უწყალობა ([1660-1681 წწ.] Sd-516).
აბა[შიძე] ლომინ
მოწმე სეხნია აბაშიძის მიერ როსაპ მაჭავარიანისა თვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. Hd-9862).
აბაშიძე მალაქია - იხ. აბაშიძე გიორგი
აბაშიძე მამუკა
მოწმე როსაბ ამირეჯიბის მიერ დომენტი კათალიკოსისათვის მიცემული მამულებზე უდაობის პირობის წიგნისა (1667 წ. X. I. ქრ. II. 484).
აბაშიძე მამუკა
მოწმე გიორგი მეფის მიერ ვახტანგ აგიაშვილისათვის მიცემული ყმა-მამულის წყალობის წიგნისა (1697 წ.1419-61).
აბაშიძე მამუკა - მამა გიორგი აბაშიძისა, იხ.
აბაშიძე მელქიზედეკ
გელათის ღმრთისმშობლის ეკლესიის წინამძღვარი, ნასყიდა ბანცაძემ მისცა მას პირობა, რომ მონასტერს არ მოუშლიდა ბეგარას მთხლარაში დასთვეაძისაგან ბეგარიანად ნაყიდი მამულიდან. ეს ბეგარაა: ხუთი თეთრი, ერთი ნაოთხალი ღომი და ორი ათიანი ღვინო, გარდა ძღვენისა. შეჰპირდა აგრეთვე, რომ თუ ბანცაძე ან მისი შთამომავლობა ბეგარას ვერ გადაიხდიდა, „უსარჩლელად მამული უნდა დაედო“ ([1505-1519 წწ.] 1449-1670).
აბაშიძე პაატა - 1604-1627, [1630] წწ.
შვილი გულბუდახ ჩხეტიძისა, იხ., მის „შვილად“ იწოდება კაცხის მონასტრის წინამძღვარი ევდემონ წერეთელი. მისი და ევდემონის თხოვნით გიორგი მეფემ კაცხის მონასტერს შესწირა ნავარძეთს მამუკა ამაშუკელის კერძი გლეხი და პარტახტი (1627 წ. Qd - 8965 ); დამწერი: გიორგი მეფის მიერ [გელათის მონასტრისათვის ბოძებული სააღაპე შეწირულების წიგნისა (1604 წ. VIII. 30. 1448-2158); მოწმე გიორგი მეფის მიერ იერუსალიმის ჯვრის მონასტრისათვის მიცემული ყმა-მამულის შეწირულების განახლების წიგნისა (1619 წ. Hd-11273); მის სააღაპედ გულბუდახ ჩხეტიძემ კაცხის მონასტერს უბოძა შეწირულება ([1610-1630 წწ.] სს. III. 51-52).
აბაშიძე პაატა
ჰყავს [ძმა] ღონენა, რომელიც ღალატით მოუკლავს. როსტომ მეფემ მის დასასჯელად გაგზავნა იოთამ ამილახორი ჯარით. პაატას ეხმარებოდნენ ბანანა ჩხეიძე და ბეჟან აბაშიძე (1638 წ. VIII. 27. 1450-30/63).
აბაშიძე პაატა - 1634-1646 წწ.
აყრია ყმა გასპარა და თბილისში ჩამოსულა. მეფემ ისევ მას დაუბრუნა ეს ყმა, მაგრამ ეს უკანასკნელი ქალაქის მოურავ მანუჩარს შეხიზვნია. ამიტომ მან მანუჩარს მიჰყიდა იგი და მისი ძმა თავ-თავიანთი ცოლ-შვილითა და მამულით (1634 წ. sic. XVII ს.შუა ხანები. 1450-8/150 ); მოწმე გივი ამილახორის მიერ ქალაქის მოურავ მანუჩარისათვის მიცემული ყმის ნასყიდობის წიგნისა (1646წ. Hd-14911), არჩილ ბატონიშვილის მიერ მისთვის მიბარებულ მძევლებს, ხახუტა და გიგანა შარიქაძეებს, თავმდებად დაუდგნენ იორდანე და გოგია მჭედლისშვილები და სხვანი (XVII ს. I ნახ. Hd-8914).
აბაშიძე პაატა
გენათელ ზაქარია ქვარიანის მიერ გელათის ხახულის ღმრთისმშობლისათვის მიცემული ყმა-მამულის შეწირულების წიგნის თანახმად, ზაქარია ქვარიანს მამამისის სამკვიდრო მამული გეგუთს მისთვის მიუცია, სამაგიეროდ მისგან უყიდია ადგილი ქუთაისს და იქ დასახლებულა (1644 წ. VI. 5. ქმ. №139).
აბაშიძე პაატა - [1658]-[1676] წწ.
მისი მამა მოუკლავს გიორგი აბაშიძეს, ხოლო დედა დაუჭრია. როსტომ და ალექსანდრე მეფეები, ქართლისა და იმერეთის თავადაზნაურები ჩაერივნენ აბაშიძეების საქმეში, შემდეგ უკვე შაჰნავაზ მეფის რჩევით აბაშიძეები შერიგდნენ. გიორგი აბაშიძემ მას სისხლის ფასში გადაუხადა: ჩხერის ციხე, გოგიჩაშვილი მისი მამულით, ივანა ნიყუაძე მამულითა და სახლიკაცით, უბისას - დათია ბლუაშვილი, თევდორე, შვილით და მამულით, ნასყიდა კაპანაძე, ზაქუტა მაქაძე,ილემს - მამუკა გორგაძე. გარდა ამისა, გიორგი აბაშიძემ თავისი თავი, შვილი და მამული მის განკარგულებაში გამოაცხადა ([1858-1676 წწ.] Sd - 535 ); მოწმე არჩილ მეფის მიერ ქაიხოსრო წერეთლისათვის მიცემული ყმა-მამულის წყალობის წიგნისა ([1661-1663 წწ.] Hd-8611).
აბაშიძე პაატა - [1675]-[1684] წწ.
ჰყავს ძმები : ლევან, მალაქია (გიორგი), თანამეცხედრე ბაგრატ მეფის ასული დარეჯან. შესწირა კაცხის ეკლესიას ბაგრატ მეფის ნაწყალობევი მამული: საზანოს სამაჭავარიანო სასახლე, „ალავიძეს გარდმოღმა დათვის ბოლო“ ბარდნალიანად, ივანეული მკათაური ნასასახლევი საყდრიანად, ტყლაპი, რუსაბუჯის შესაყარს აქეთ, კლდის წყარომდე,ნახევარი ტყე და მინდორი, სანადირო და საყანე, რაც სამაჭავარიანო იყო, მეორე ნახევარზე კი, რომელიც საქადაგიძო და საამირეჯიბო იყო, ხელი არ მიუწვდებოდა; ტყლაპშივე - მისი საკუთარი ერთი საყანე მეგრელიშვილის მიწასთან, ნამარნსა და ნასაკირეუს ქვემოთ, წყლამდე, საჭიმკე „სამცვივარაიანად, კლდის წყარომდე; მანვე შესწირა კაცხის ეკლესიას ოთხი გლეხი: ნებიერიძენი მახარებელი და პაპუნა, ხახუტა გოდაშვილი, ვარსიმა შერგილაშვილი და დაუწესა მათ გამოსაღებები ([1684 წ.] სკ. III. 52-57); მისი ბრძანებით ქიშოტი სახლთუხუცესმა, გიორგი ორთავამ, ზურაბ ასისთავმა, ზუნა მამასახლისმა და გიორგი მღვდელმა გაარიგეს ხოლუაშვილების დავა ([1675-1684 წწ.) Hd-892 3).
აბაშიძე პაატა - 1685-[1698] წწ.
შვილი გიორგი აბაშიძისა, იხ. მას მფარველობის პირობა მისცა გიორგი მეფემ ([1696-1698 წწ.] Qd-1488); მოწმე ალექსანდრე მეფის მიერ ბიჭვინთის ღმრთისმშობლისათვის მიცემული ყმის შეწირულების წიგნისა (1685 წ. 1448-2144).
აბაშიძე პაატა
ჰყავს: თანამეცხედრე ფალავანდიშვილის ასული მარიამ, შვილი გედევან. უწყალობა მამუკა ორჯონიკიძეს ჭალისთავს საოჩხე წყალი და საფიჩხულე „სავანლის მიდგმამდე“ (1691 წ. Sd-558); მისცა: მდივან გივი [თუმანიშვილს] მისგან ტყვის საქმეზე „შეწყრომილი“ ჯავახეთს მყოფი ყმები - გიორგი საზუღაშვილი და მისი ძმები: გარსევან, თამაზა და თანდილა (XVII ს. IV მეოთხ. 1450-4/180); მისი ბეჭედი უზის საბუთს Sd -558.
აბაშიძე რევაზ
მოწმე თამარ დედოფლის მიერ წინამძღვარ მარკოზ წერეთლისათვის მიცემული ყმის წყალობის წიგნისა (1694 წ. Hd-2706).
აბაშიძე როსტომ
სახლთუხუცესი, იხსენიება მაშვლად ალექსანდრე მეფის მიერ გიორგი და ხოსია ახვლედიანებისათვის მიცემულ გლეხების წყალობის წიგნში (1639-1659 წწ.] ლაი.H 86. 8-13 a b).
აბაშიძე სეხნია
ჰყავს შვილი გიორგი, მიჰყიდა როსაპ მაჭავარიანს რამაზა ქათმისშვილისეული ადგილი (XVII ს. II ნახ. Hd-9862).
აბაშიძე ფინეზ - შვილი გიორგი აბაშიძისა, იხ.
აბაშიძე ქაიხოსრო - 1683-1690 წწ.
მოწმე და დამწერი მანუჩარ ყორღანაშვილის მიერ ვახტანგ გიორგიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1683 წ. II. 17.1450-26/256); მოწმე როსტია ყორღანაშვილის მიერ ვახტანგ ბარათაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1690 წ. IV. 7. 1450-26/257).
[აბაშიძე] ღაბუა - ბიძა გიორგი აბაშიძისა, იხ.
აბაშისძე ღონანა (ვარ. ღონენა) - 1624-1638 წწ.
ძმა პაატა აბაშიძისა, იხ. მოწმე ზაქარია ჯავახიშვილის მიერ [გიორგი სააკაძისათვის] მიცემული შეყრილობის წიგნისა (1624 წ. Hd-14693); ღალატით მოკლა მისმა ძმამ, პაატა აბაშიძემ (1638 წ.VIII. 27.1450-30/63).
აბაშიძე ხახუტა
მოწმე ალექსანდრე მეფის მიერ ილორის წმინდა გიორგის ეკლესიისათვის მიცემული საეკლესიო ყმების ხარჯისაგან განთავისუფლების წიგნისა (1660 წ. დსსს. II. 172-173).
![]() |
6.4 აბდულასშვილი || აბდულაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
აბდულა
მოწმე პაპუნა შატბერაშვილის მიერ ალექსანა ნანუჭაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1671 წ.VI .I. 1450-10/173).
აბდულა
მისი ზვარი ესაზღვრებოდა მანუჩარ თუმანიშვილის მიერ თავისი განაყოფის, ესტატე [თუმანიშვილისაგან] ნაყიდ ზვარს (1673 წ. Qd-9037-ჲგ).
აბდულაშვილი
თორტიზას ბოლოს, მის მიწასთან მდებარე ბაბულაშვილის ნაქონი მიწა ეკუთვნოდა ბეჟან თუმანიშვილს (1697 წ. Sd-396).
აბდულასშვილი ბეჟან
მოწმე და დამწერი შიო შოშიაშვილის მიერ მაქია [ნანუჭაშვილისათვის] მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1679 წ. I. 10.1450-10/164).
აბდულმესი
ჰყავს ძმა ჯვრისმამა მელენტიოზ (1666 წ. Ad-650). მელენტიოზმა იოსებ ტფილელს დაუბარა, რომ თბილისში ჯვრის მონასტრის კუთვნილი სახლის შემოსავლით ქირა გადაეხადათ მისთვის (1666 წ. V. 15. Ad-650); შემდეგ მელენტიოზმა იგი ციცი [ციციშვილს] აყმო (1666 წ. ახლო. Ad-63).
აბდუშენიშვილი იესე
მოწმე ლაზარე ბურძენიძის მიერ ქაიხოსრო წერეთლისათვის მიცემული სათავდებო წიგნისა (1680 წ. ახლო. Hd-2670).
აბდუხან - შვილი ამილახორის თანამეცხედრის, თამარისა, იხ.
აბედინაშვილი საკა (ვარ. საჰაკა) - 1696-1699 წწ.
იასაული, ერეკლე მეფის ბრძანებით გაარჩია სარქისა ხითარიშვილის სარჩელი ყალანდარ და შიოშ თუმანიშვილებზე (1696 წ. VI. 28. Sd-482); მოწმე აღაბაბასშვილ-რამაზასშვილ ალიჰექაბარას მიერ ფირყულანთ ნაზარასშვილ გიორგისათვის მიცემული სახლ-კარის ნასყიდობის წიგნისა (1699 წ. X. 7. 1450-6/17).
აბელ - 1678-1691 წწ.
ხელმწიფის კარის || დედოფლის კარის დეკანოზისშვილი (1678-1690 წწ. 1450-21/41, 1449: 2678, 5 44, Qd-1349, 1450-15/7), ჰყავს: მამა პეტრე დეკანოზი, იხ., ძმები : მიქელ, გაბრიელ, დემეტრე (1691 წ. 1450-2/131). იყიდა: ყაყა წინამძღვრისშვილისაგან მამასახლისისეული შვიდი დღის ნასოფლარი მიწა წყაროს ბოლოს, სამი დღის თადულაშვილისეული მიწა მეხრისშვილის მიწასთან, გძელაში, როსაფაფაშვილის მიწის საქცევთან, მჯეცაძისეული თორმეტი დღისა და მაისაძის მიწასთან ოთხი დღისა, სამთო გზაზე ნამორაშვილისეული თორმეტი დღისა, ჩავარდნილისთავს მირიანაშვილისეული ექვსი დღისა, „წვერთ უკან შათირის მიწის გვერდით, მუჩაიძეებისეული ექვსი დღის მიწა (1691 წ. XI. 13. 1450-2/131); დამწერი: თამაზ ჯანშიარასშვილის მიერ ეჩმიაძინის კათალიკოს იაკობისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1678 წ. VIII 6. 1450-21/41), გიორგი მეფის მიერ მანგლისის ტაძრისათვის ბოძებული მეთრევანას (1678 წ. XII. 1. 1449-2678) და ჯვრის მონასტრისათვის - სასახლის შეწირულებების წიგნებისა (1678 წ. XII. 6. 1449-544), იასე მრელისშვილის მიერ 1933 რევაზ მაღალაძისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1689 წ. XII. 12. Qd-1349), პაპუა ლამაზასშვილის მიერ ქაიხოსრო ავთანდილისშვილისათვის მიცემული წისქვილის ნასყიდობის წიგნისა (1690 წ. VI. 1. 1450-15/7).
აბელაშვილი ებიტა
მოწმე ამბა-ალავერდელ გრიგოლის მიერ ბოდბელ კირილესათვის მიცემული მამულის წყალობის წიგნისა (1670 წ. 1448-636).
აბელისძე ქერობინ
ანჩელი არქიმანდრიტი, ანჩის არქიმანდრიტად კურთხევის ჟამს მცხეთის საყდრისადმი ერთგულების წიგნი მისცა დავით ქართლის კათალიკოსს და დადო პირობა, რომ თუ ყვარყვარე (ჯაყელი) მაწყვერლობას შესთავაზებდა არ მიიღებდა ამ პატივს მცხეთის საყდრის დაუკითხავად ([1453-1459 წწ.] Ad-512).
![]() |
6.5 აბესალამაშვილი||აბესალამაანი |
▲ზევით დაბრუნება |
აბესალა
მისი მიწა ესაზღვრებოდა გოგია ქოსაშვილის მიერ ოთარ ყორღანაშვილისათვის მიყიდულ მიწას (1688 წ. VI. 1450-16/159).
აბესალამაშვილი
დარბასჭალას მცხოვრები, იგი, მამულით, წილად ხვდა იოთამ ბარათაშვილს ([1537-1538 წწ.] VIII. 16. 1450-11/112).
აბესალამაშვილი
ეჭირა ციციშვილების ორი დღის მიწა, რაც აღნიშნულია ყაია, ბაადურ და პაპუნა [ციციშვილებს] შორის სამწევრისის მამულებზე დავის წიგნში ([1633-1658 წწ.] 1448-2316).
აბეს[ა]ლამაანი
მათი და მანთაშას სახლის კედელი ემიჯნებოდა ბაინდურა შერგილასშვილის მიერ გოშპარაანთ გასპარასათვის მიყიდული ქულბაქის უკანა გვერდს ([1689-1693 წწ] Hd-13011).
აბესალამა[ანთ] ბაღდასარა შვილი აბესალამაანთ ფასინასი, იხ.
აბესალამ[აანთ] გარსუა (ვარ. გარსოა, გარსო) - 1680-1699 წწ.
მოწმე: აბესალამაანთ ყორხმაზასშვილ ბეჟოას მიერ აბესალამაანთ ფასინასათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1680 წ. III. 30. 1448-1103), ყამაზაანთ თამაზას მიერ აბესალამაანთ ფასინასათვის მიცემული დუქნებისა და სახლის ადგილის ნასყიდობის წიგნისა (1686 წ. X. 6. 1448-1089), ბიძინა მწყერაძის მიერ უთრუთ [ციციშვილისათვის] მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1699 წ. II. 5. 1450-51/84).
აბესალამ[აანთ] გასპარა - შვილი აბესალამა[ანთ] ფასინასი, იხ.
აბ[ესალამაანთ] ესტატე - იხ. აბესალამაანთ მურადაშვილი ესტატე
აბესალამაანთ მამლუა
მოწმე ალავერდისშვილების გაყრის წიგნისა (1699 წ. I X. 16. 1450-11/41).
აბესალამაანთ მერაბა
მოწმე მანდენაანთ მამუკას მიერ ზაქარია მასაჯანაშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1656 წ. III. 26. 1448-1496).
აბესალამა[ა]ნთ მურადაშვილი ესტატე - ძმა აბესალამაანთ მურადაშვილ ხოჯინასი, იხ.
აბესალამა[ა]ნთ მურადაშვილი ხოჯინა - 1679 [1693] წწ.
ჰყავს ძმა ესტატე (1679-[1693] წწ. 1450-5/87, Hd-13011). მიჰყიდა აშოთან [მუხრანის ბატონიშვილს] სახლები, რომლებიც ესაზღვრებოდა შაჰოათ სახლებსა და რასტაბაზარს (1679 წ. VII. 1450-5/87); მისგან ნაყიდი ქულბაქი დავით შერგილასშვილმა გოშპარაანთ გასპარას მიჰყიდა ([1689-1693 წწ.] Hd-13011).
აბესალამაანთ (ვარ. აბესალამაშვილი) როსტომა - 1696-1699 წწ.
მოწმე: ყალანდარ თუმანიშვილის მიერ სარქისა ხითარისშვილისათვის მიცემული ბათილამასი (1696 წ. VI. 28. Sd-482), ალავერდასშვილების გაყრის წიგნისა (1699 წ. IX. 16. 1450-11/41).
აბესალამაანთ ფასინა
ჰყავს: შვილები: ხოსინა (1680 წ. 1448-1103), გასპარა, ბაღდასარა (1680-1686 წწ. 1448: 1103, 1089), ძმისწული აბესალამ[ანთ] ყორხმაზასშვილი ბეჟოა (1680 წ. 1448-1103).·იყიდა: აბესალამაანთ ყორხმაზასშვილ ბეჟოასაგან მამული სახლ-კარით (1680 წ. III. 30. 1448-1103), ყამაზაანთ შაჰპარუნასშვილ თამაზასაგან - დუქნები და სახლის ადგილი (1686 წ. X. 6. 1448-1089).
აბესალამა[ანთ] ყორხმაზასშვილი ბეჟოა
მიჰყიდა თავის ბიძას, აბესალამაანთ ფასინას მამული სახლ-კარით (1680 წ. III. 30. 1448-1103).
აბესალ[ა]მაანთ ხოსინა - შვილი აბესალამაანთ ფასინასი, იხ.
აბ[ე]სალამა[ან]თ ხოჯინა - იხ. აბესალამაანთ მურადაშვილი ხოჯინა
აბესალამაშუილი როსტიაი
მოწმე შალვა ჯომარდიძის მიერ პეტეტაშვილებისათვის მიცემული მამულის წყალობისა და აღაპის წიგნისა (1539 წ. III. 27. 1448-8739).
აბესალაძე ოსია
ერთი კომლი, იგი შესწირა გენათელმა ზაქარია ქვარიანმა ხახულის ღმრთისმშობელს (1644 წ. VI. ქმ. 139).
აბესაძე
მეჭურჭლეთუხუცეს კახა [თორელის] მიერ რკონის მონასტრისათვის მიცემულ სოფელ ხოვლეს შეწირულების დაწერილში აღნიშნულია, რომ იგი ხოხალაისძესთან ერთად შეწირული იყო კავთის ეკლესიისათვის. ეს მეწირულება შემდგომში კახას განუახლებია ([1260 წ.] Sd-2859).
აბია, - იხ. აბოა.
აბიაური
მნაველი, ალექსანდრე მეფის ბრძანებით იგი ხევმა მძევლად მისცა გერგეტის საყდრისშვილებს (1439 წ. II. 20. A-1085. 13-15).
აბიაშვილი მახარებელი
გაათარხნა ქაიხოსრო [მუხრანის ბატონიშვილმა] (1699 წ. ქრ. II. 5 18).
აბიბაღიშვილი ასან-აღა
აწყურის აღა, „ახალციხის ოჯახიდან“ მოწმე პაატა გოგიბაშვილის მიერ ქაიხოსრო ციციშვილისათვის მიცემული მამულის ბოძების წიგნისა (1672 წ. 1448-5545).
აბინა
მეკურტნე, მოწმე ყ[ა]რ[ა]ოღლა[ნ]თ ვართანას მიერ ყარაგოზანთ იარალისათვის მიცემული სახლების ნასყიდობის წიგნისა (1684 წ. VI. 10. Hd-13076).
აბირმურაშვილი ძამუნა
თაფანში მცხოვრები, ბარათაშვილების გაყრის დროს იგი ერგო გერმანოზსა და მის ძმებს: თაყას, გოსტასაბსა და ფალავანხოსროს (1523 წ. Ad-1299 ა).
აბიძე
თაგოეთს მცხოვრები, ერთი კომლი, ერგო ბამან მაღრაძეს ციცი ციციშვილთან სამამულე დავის გარიგების შედეგად (1678 წ. 1450-14/62).
აბიხონაშვილი ნაობა
უსისტყეს მცხოვრები, სამთავნელის ყმა, მესაურე, საამილახვროს დავთრის მიხედვით მისი კომლიდან ორ კაცს ევალებოდა შუბით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
აბლანი გიორგი
ჰყავს: ძმა ჯაინი, შვილები: მიქელ, ნ[-----], სიმამრი - თუთი ბოლშიანი. წმინდა იონას და იონაშელებს მოახსენა ყმად თავისდათვლილობის დაწერილი (XV ს.დასაწყ. სსძ II. №16).
აბლანი მიქელ - შვილი გიორგი აბლანისა, იხ.
აბლანი ჯაინი - ძმა გიორგი აბლანისა, იხ.
აბნაშვილი
კუტალას მცხოვრები, ქართლის კათალიკოსმა მარკოზმა იგი დაუმტკიცა მისრი ედილაშვილს (1464 წ. XII. 13. 1448-5024).
აბნიაშვილი ათანელ
მიჰყიდა ივანე სულხანიშვილს ნაოხში მკვიდრი ნაკალოები მიწა (1688 წ. Sd-9).
აბნიაშვილი იაგულა
მოწმე მეხრიანთ იოვანისშვილ გიორგის მიერ ხუციანთ მარკოზასშვილ იოვანესათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1691 წ. IV. 27. Sd-64).
აბნიაშვილი იოანე
მოწმე ბატა პიპიაშვილის მიერ პაპუნა ამირბეგაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1657 წ. Hd-6428).
აბნიაშვილი ირემა
ჰყავს შვილი ქრისტესია. მიჰყიდა ბასილა მეხრიშვილს თავისი მკვიდრი ნაფუძარი სავენახე მიწა (XVII ს. Hd-789).
აბნიაშვილი ქრისტესია - შვილი ირემა აბნიაშვილისა, იხ.
აბოა - (ვარ.აბოვა, აბია) - [1658], 1667-[1696] წწ.
[ზემო ბოლნისის] მამასახლისი ([1658-1667,[16961 წწ. 1450-16/27, Hd-3054), ყმა ზაქუმ ზაქუმისშვილისა ([1658-1667, [1696] წწ. Hd-3054, 1450-9/111), მოწმე: ზაქუმ ზაქუმისშვილის მიერ დონმაზა შანშიაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნებისა ([1658-1696 წწ.] 1450-16/27, 1667 წ·Hd-3054), ზაქუმ ზაქუმისშვილის მიერ ალაჰვერდა [იაგულაშვილისათვის] მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1667 წ. IX. I. 1450-9/111).
აბოვაშვილი გოგინა
მოწმე ოლქა[ან]თ ყალაბეგაშვილ ყალუას მიერ მანუჩარისათვის მიცემული სახლების ნასყიდობის წიგნისა (1646 წ. VI. 10. Hd-130 005).
აბოვაშვილი ულუხანა
მოწმე დავით ურდუბეგაშვილის მიერ შავერდა გამრიგიძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1688 წ. 1. 1450-6/88).
აბოვაშვილი შაჰნაზარ
მოწმე მერაბ სარდარაშვილის მიერ იაგულაანთ ალავერდასათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. IV მეოთხ. 1450-9/124).
![]() |
6.6 აბრამასშვილები||აბრამაშვილები |
▲ზევით დაბრუნება |
აბრამ
ამბა ალავერდელი, მისი ხელრთვა აქვს ალექსანდრე მეფის მალის ამოკვეთის სიგელს (1440 წ. Hd-1368).
აბრამ
[ვაჩი ძორის] მონასტრის მოძღვარი, ანტონი წერილში ურჩევს, რომ თუ თავისთვის ავი არ უნდა, პატრონ ზაზას უნახავად ციცი არ ნახოს და სასწრაფოდ წამოვიდეს (XV ს. I ნახ. აეკოჩ. 63-64).
აბრამ კათალიკოსი - იხ. აბრაჰამ კათალიკოსი
აბრამ
დამწერი კათალიკოზ აბრამ აბალაკის მიერ სვეტიცხოვლის კუთვნილი მეტეხის ღმრთისმშობლისათვის მიცემული ორი წისქვილის შეწირულების წიგნისა (1467 წ. 1449-1487).
აბრამ
ჭყონდიდელი, დამამტკიცებელი დავით მეფის მიერ ივანე მაღნარაძისათვის მიცემული სასისხლო სიგლისა (XV ს.ბოლო. 1448-5040. სას.).
აბრამ
ბიჭვინტელი, დამამტკიცებელი დავით მეფის მიერ ივანე მაღნარაძისათვის მიცემული სასისხლო სიგლისა (XV ს. ბოლო. 1448-5040 სას.).
აბრამ
კანდელაკი, დამწერი ბაგრატ მეფის მიერ ბიძისთვალ მახარობელ გირგალაძისათვის ბოძებული სასისხლო სიგლისა ([15 10-1565 წწ.] VI II. 10. Qd-6937 სას.).
აბრამ
კისისხევში მცხოვრები გლეხი, თეიმურაზ მეფემ იგი შესწირა ალავერდის წმინდა გიორგის თავისი მეუღლის, ანას სულის სააღაპედ (1612 წ. V. 10. 1448-5017).
აბრამ - ბოლნელი, იხ. ბარათაშვილი აბრამ
აბრამ
კარის დეკანოზი, დამწერი. რევაზ ერისთავის მიერ თამაზ ბუჩაშვილისათვის მიცემული თარხნობის წიგნისა ([1626-1650 წწ.] 1448-1546).
აბრამ
დამწერი და მოწმე მიქელა აღომლისშვილის მიერ ბლორძელ დომასაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა ([1626-1656 წწ.] 1450-12/127).
აბრამ
საყდროვანი დეკანოზი, მოწმე როსტომ [შა]ლიკაშვილის მიერ ალავერდელ არსენ ავალიშვილისათვის მიცემული ყმის ნასყიდობის წიგნისა ([1648-1658 წწ.] Hd-14286).
აბრამ
მღვდელი, მოწმე პაპუნა გოსტაშაბისშვილის მიერ საბა მოლოდინაშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა ([1688-1696 წწ.] Hd-2756).
აბრამ
მამასახლისი (1692-1699 წწ. Sd-53, 1450: 51/84, 51/5, 51/21), მოწმე: ზაქარიე ფიფინაშვილის მიერ არდაშელ ბერძნიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1692 წ. VI. I. Sd-53), ბიძინა მწყერაძე-ბერუკაშვილის, შიო ხუროშვილისა და ბეჟუა ოქროპირაშვილის მიერ უთრუთ ციციშვილისათვის მიცემული მიწების ნასყიდობის წიგნებისა (1699 წ. II. 5. 1450-51/84, 1699 წ. 1450-51/5, XVII ს. ბოლო.1450-51/21).
აბრამ
მღვდელი, მას და „ერთობილ ოდიშელიძეებს“ უბრძანა [ერეკლე] მეფემ სვეტიცხოვლისათვის მუშაობა, რადგან ისინი კათალიკოსის ყმები იყვნენ. თითოეულ კომლს უნდა გამოეღო ერთი ძროხა და ერთი საპალნე ღვინო ([1688-1703 წწ.] 1449-1804).
აბრამ
ღვთაების ეკლესიის დეკანოზი, მოწმე და დამწერი ბერის მიერ იონათამ და ზურაბ ლიპარიტიშვილებისათვის მიცემული ნაფუძარის და სახლის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. Hd-9993).
აბრამა
მისი სულის სააღაპედ ფრიდონა ქადაგისძემ ქვათახევის მონასტერს შესწირა მამული (1420 წ. Ad-715).
აბრამა
დამწერი და მოწმე შოშქოფ ქოცხიანის მიერ მოხერის მთავარანგელოზისათვის მიცემული ყმად თავდათვლილობის დაწერილისა (XV ს. სსძ. II. №15).
აბრამა
სიონში მცხოვრები, შანშე ჯავახიშვილის ყმა, მოწმე ფარსადან და შერმაზან ჯავახიშვილების მიერ გიორგი სააკაძისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1607 წ. Hd-14690).
აბრამა
დამწერი და მოწმე მახარა აღომლისშვილის მიერ ბლორძელ ლომასათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა ([1626-1656 წწ.] 1450-12/127).
აბრამა
ცალქალამანიძის ვენახთან მდებარე მისი წილი მიწა და სასაფლაო ზაზუტა ალხაზისშვილმა მიჰყიდა სახლთუხუცეს პაპუა [მაღალაძეს] (1663 წ. 1450-30/124).
აბრამა
მანაველი ყმა გლეხი, იგი უბოძა შაჰნაზარმა აბელ ენდრონიკაშვილს (1665 წ. 1448-8756).
აბრამა
მღვდელი, მოწმე ესიტა კამსაძის მიერ ივანე რობანიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. II ნახ. 1448-5696).
აბრამა - მამა ლაზარასი, იხ.
აბრამა - შვილი ლაზარასი, იხ.
აბრამა
მის მიწამდე მიჰყიდა პაპუნა აღნიაშვილმა ნარიბეგ სპანდიერასშვილს მამისთვალასშვილისაგან ნაყიდი მიწა ჩოჩეთში (1693 წ. XII. 15. Ad-1852 ა).
აბრამა
მისი მიწა ესაზღვრებოდა გოჯასპ საგინაშვილის მიერ ქაიხოსრო აბაშიშვილისათვის ქობულისის ბოლოს მიყიდულ მიწას (1697 წ. XI. 1. 1450-15/5).
აბრამა
მას ერგო ჭალის ვენახი თამაზას ვენახთან (XVII ს. Sd-861).
აბრამა
მას წილად ხვდა მამული იმედას ვენახთან (XVI I ს. Sd-927).
აბრამა
გლეხი, [ჩხარის] ციხის მეციხოვნეებმა მარცვალაშვილმა და გიორგა ბლუაშვილმა მას წაართვეს... ათი. კოკა ღვინო (XVII ს. Ad-2233 ბ).
აბრამაისშვილი
ნაჟანეულს მცხოვრები, ემართა აფხაზეთის საკათალიკოსო ბეგარა - გოჭკუმური, სამსახური (1621 წ. ქსძ. III. №91).
აბრამასშვილები||აბრამაშვილები
აბრამაშვილები
სიონს მცხოვრებნი, წილად ხვდნენ გოშფარს გოშფარ და როინ ჯავახიშვილების გაყრის დროს ([1527-1556 წწ.] Qd-605).
აბრამასშვილები
დარბაზში მცხოვრებნი, ისინი, მამულიანად, წილად ხვდნენ: მანუჩარ და ჯიმშიტა თუმანიშვილებს (1656 წ. Hd-14665 ), ჯიმშიტა [თუმანიშვილს] (1656 წ. Hd-13189).
აბრამასშვილები
თავიანთ მდევართ მისცეს „გარდაწყვეტილების“ წიგნი სამკვიდროს ბოძების შესახებ (XVII ს. 70-იანი წწ. Hd-1584).
აბრამასშვილი||აბრამაშვილი||აბრამათ
აბრამაშვილი
იგი ერგო გერმანოზს და მის ძმებს [ბარათაშვილების] გაყრის დროს (1523 წ. Ad-1299 ა).
აბრამაშვილი
ტბისს მცხოვრები, საამ ბოქაულთუხუცესის ყმა, იორამ ზაალიშვილი საამს ედავებოდა შარას ზევითა წყაროსა და სასარე მიწაზე. საამი ამ მიწას აბრამაშვილის საკუთრებად აცხადებდა. დავა ფიცით უნდა გადაწყვეტილიყო. ორ მოფიცართან ერთად აბრამაშვილსაც დაედო ფიცი ([1688-1703 წწ.] Ad-1188).
აბრამასშვილი
კასპს მცხოვრები, ამილახვრის ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა შუბით ლაშქრობა (XVII ს. II. ნახ. 1448-5032).
აბრამათ ამირა
მოწმე თაყინა, საფარა, ბეჟანა, ქაიხოსროვ და როსტომ [მირიმანაშვილებს] შორის აბანოზე დავის გარიგების წიგნისა (1690 წ. XI. 2.Qd-650).
აბრამაშვილი ბაინდურა
მოწმე დავით ტერტერაშვილის მიერ ადუა არეშისშვილისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1671 წ. X. 17. 1450-14/16).
აბრამაშვილი გიორგი - [ძმა] ზისელ აბრამაშვილისა, იხ.
აბრამასშვილი ზისელ
[ჰყავს ძმა] გიორგი. მიჰყიდა ბატონ ანუკას ატენს სასახლე და კალო-საბძელი (1652 წ. 1450-36/197).
აბრამაშვილი მამისა
მოწმე იმედა ფანიაშვილის მიერ მანუჩარ ციციშვილის ასულ ანუკასათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა(1671 წ. II. 1.1450-51/70).
აბრამაშვილი მახარა იხ. აბრამიშვილი მახარა
აბრამასშვილი ოქიტა
მოწმე გუგუნა ქავთარისშვილის მიერ მეჯინიბეთუხუცესის შვილის, იასესათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1697 წ. Hd-2770).
აბრამაშვილი ტატია
მოწმე გიორგი ბ[ეჟიტა]შვილის მიერ როსტია აფქარაშვილისათვის მიცემული რიყის ნასყიდობის წიგნისა (1642 წ. 1450-25/11).
აბრამაძე გიორგი
მოწმე გიგოლა ფილიპეშვილის მიერ სამნუა თევდორეშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს.] ნახ. 1450-27/233).
აბრამისშვილი || აბრამიშვილი
აბრამისშვილი
მისგან ნაყიდი ვენახი ბერუკა ონაშვილმა მიჰყიდა ზაალ წინამძღვრისშვილს (XVII ს. 1448-1105).
აბრამიშვილი ათანასე
კათალიკოსსა და წილკნელს შორის მუხრანულ საზღვრებზე დავის განჩინების წიგნში აღნიშნულია, რომ მას ჩიქუნურ საზღვარზე დავა ჰქონია [მუხრანის ბატონისშვილ] ბაგრატთან. მასვე ჰქონია კონსტანტინე მეფის სიგელი,ბაგრატის ხელრთვით ([1527-1556 წწ.] 1449-1591).
აბრამისშვილი გოდერძა
ატენს მცხოვრები, იგი, მამულით, ერგო პაპუნას ედიშერ და პაპუნა [ციციშვილების] გაყრის დროს (1688-1703 წწ.] Hd-1636).
აბრამისშვილი ელიზბარ
ატენს მცხოვრები, იგი, მამულით,ერგო ედიშერს ედიშერ და პაპუნა [ციციშვილების] გაყრის დოს ([1688-1703 წწ. Hd-1636).
აბრამისშვილი - (ვარ. აბრამაშვილი) ესაია
მამასახლისის ძმისწული (1681 წ. Sd-546), ძმა მახარა აბრამისშვილისა, იხ., მოწმე ფირყულა აფკარასშვილის მიერ დავით [გარსევანიშვილისათვის] მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1681 წ.VI. Sd-546).
აბრამიშვილი იასეა (sic)
ატენს მცხოვრები, მოწმე ბერ ს[ა]დაღაშვილის მიერ ნონიკასათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (XVI ს. ბოლო, გსიემ №4847 ბ).
აბრამისშვილი იმედა
მოწმე შიო ხუროსშვილის მიერ უთრუთ ფანასკერტელ-ციციშვილისათვის მიცემული წისქვიღის ნასყიდობის წიგნისა(1699 წ. 1450-51/5).
აბრამიშვილი (ვარ.აბრამაშვილი) მახარა - 1642-1700 წწ.
ჰყავს [ძმა] ესაია (1700 წ. 1450-25/14), მოწმე გიორგი ბეჟიტაშვილის მიერ როსტია აფქარასშვილისათვის მიცემული რიყისა და მიწის ნასყიდობის წიგნებისა(1642 წ. 1450-25/11, 1700 წ.1450-25/14).
აბრამისშვილი ოქროა
ატენს მცხოვრები, თავისი მამულით ერგო ედიშერს ედიშერ და პაპუნა [ციციშვილების] გაყრის დროს ([1688-1703 წწ.] I. Hd-1636).
აბრამიშვილი ს[ა]ბა
[სარეკში მცხოვრები], იგი, ცოლ-შვილითა და ძმებით, უნდა მიეცა გიორგი ფალავანდიშვილს ქაიხოსრო წერეთლისათვის ტყვეობიდან დახსნის საფასურად (1680 წ. ახლო.Hd-2527).
აბრამისშვილი ტატია
ატენს მცხოვრები, იგი, თავისი მამულით, ერგო პაპუნას ედიშერ და პაპუნა [ციციშვილების] გაყრის დროს ([1688-1703 წწ.] Hd-1636).
აბრამისძე
იგი წილად ხვდა გერმანოზსა და მის ძმებს [ბარათაშვილების] გაყრის დროს (1523 წ. Ad-1299-ა).
აბრამიძე ამირანა
ჰყავს განაყოფი სუხია, მოწმე გიორგი თურაზასშვილის მიერ პაპუნა გოსტაშაბისშვილისათვის მიცემული ყმა-მამულის ნასყიდობის წიგნისა (1670 წ. II. 15. Hd-10025).
[აბ]რამიძე გიორგი
მოწმე იოვანესა და ბასილას მიერ ამუანა დვალიძისათვის მიცემული ადგილის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს.Hd-1579 ბ).
აბრამიძეები
აბრამეთს მცხოვრებნი, როსტომ მეფემ ისინი უწყალობა ჰასანბეგ [ბარათაშვილს] (1633 წ. 1448-3267).
აბრამიძე ლახურა
გლეხი, მოწმე უსუფბეგ ასანბეგისშვილის მიერ პაპუნა გოსტაშაბისშვილისათვის მიცემული ყმა-მამულის ნასყიდობის წიგნისა (1653 წ.V. 25. Hd-10026 ბ).
აბრამიძე მამისთენა
ბახვს მცხოვრები, პატკანაურის პარტახტ მამულზე მჯდომი. მას და ქაიმაროზა დოლიძეს ემართათ ქუთაისის საყდრის ბეგარა - თხუთმეტნახევარი ჩითახური (1578 წ. H-626).
[აბრამიძე] სუხია - განაყოფი ამირანა აბრამიძისა, იხ.
აბრამიძე შოშიტა
მოწმე გიორგი აბულვარდისშვილის მიერ მახარა ჭყოპიაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნებისა (1652 წ. Ad-1799, 1672 წ. Ad-1771).
აბრაჰამ
კათალიკოსი, დაამტკიცა: დავით მეფის მიერ გრიგოლ ჭარმაულისათვის მიცემული სოფელ ლაუშას წყალობის წიგნი (1297 წ. Hd-1330).
აბრაჰამ (ვარ.აბრამ) - 1467-[1497] წწ.
აბალაკი, ქართლის კათალიკოსი, შესწირა: მეტეხის ღმრთისმშობელს თამარის მეფობის შემდგომ დაქცეული და მის მიერ ხელახლა აშენებული ორი წისქვილი (1467 წ. 1449-1487), მასვე - საზეთედ ორი წისქვილი და თომიაშვილისგან ნაყიდი ვენახი. ეს შეწირულება კონსტანტინე მეფემ დაუმტკიცა (1492 წ. 1449-1531); მისი კათალიკოსობის დროს შესწირა შაჰყუბათ ბარათაშვილმა სვეტიცხოველს ქალაქს დავითა იაგანაშვილი დიღომს ნაყიდი ვენახით, თავისი გარდაცვლილი ძმის - სულხანის საუპატიოდ და შესანდობლად (1493 წ. ქრ. II. 310); ალექსანდრეს მეფობის დროს თავადების, აზნაურების საყდრისშვილების თანხლებით, შეამოწმა კახეთში სვეტიცხოვლის კუთვნილი მამულების საზღვრები და ამ მიზნით მოიარა: ჯიმითი, ჩუმლაყი, კუნელა, ძამაურა, წვრილი ხევი, გაწყვეტილა, წნორი, ჭიაბერის ეკლესია. საბუთს აქვს მისი ხელრთვა ([1492-1497 წწ.] 1448-2071).
აბრიაშვილი ქუმსია
ყურს მცხოვრები, საამილახვროს დავთრის მიხედვით, მისი კომლიდან ორ [კაცს] ევალებოდა ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
აბროსაშვილი აბრამა
მოწმე პაატა თაზიშვილის მიერ თავის განაყოფ ელიზბარისათვის მიცემული ვენახის გაცვლილობის წიგნისა (1634 წ. III. 23. 1450-25/147).
აბროსაშვილი ამბრო
მოწმე პაატა ტრანკასშვილის მიერ დათუნა გვერ[დ]წითელისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1673 წ. 1450-45/141).
აბრუა
მოწმე სარქისა და გასპარ ხითარასშვილების გაყრის წიგნისა(1692 წ. III. 1. Ad-954).
აბრუასშვილი ღაზარა
მოწმე ჯავახაანთ მასურას მიერ მიკირტინა ჰოდიკაშვილისათვის მიცემული ბაღჩის ნასყიდობის წიგნისა (1573 წ. 1450-18/78).
აბუაშვილი ნაზარა
მოწმე ერტელ ქიტიას მიერ ალავერანა საფარაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1671 წ. 1448-5).
აბუაშვილი სოლთაშა
მოწმე დავითა [ა]დიკაშვილის მიერ ალავერანა [საფა]რასშვილისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1693 წ. ახლო. 1448-1243).
აბუგიანი ბეჟან - შვილი ივანე აბუგიანისა, იხ.
აბუგიანი გიგლა - შვილი ივანე აბუგიანისა, იხ.
აბუგიანი დავით
თავმდები მიქაელ კუჭაიძის მიერ სეტის მთავარმოწამისა და ბალსზემო სვანეთის ხევისათვის მიცემული პირობისა და შეწირულების დაწერილისა (XV ს. II ნახ. სსძ II. №30).
აბუგიანი დუდაი - შვილი ივანე აბუგიანისა, იხ.
აბუგიანი დუდილ - ძმისწული ივანე აბუგიანისა, იხ.
აბუგიანი ეთერ - იხ. ეთერ აბუგიანი
აბუგიანი ივანე
ჰყავს შვილები : დუდაი, გიგლა, ბეჟან, ძმისწული დუდილ. მისი და ეთერ „უპატიოდ“ ჰყოლია იაკობ სეტიელს ლეგვერიანთან წაკიდების დროს. შემდეგ შეუყრიათ მოურავნი და დაუდგენიათ სასარჩლო. ივანე აბუგიანმა ამის თაობაზე იაკობ სეტიელს მისცა დაწერილი (XV ს. დასაწყ. სსძ №97).
აბუდალაძე გიორგი
მესხეთს მცხოვრები, ემართა ქუთაისის საყდრის ბეგარა: ოცი ცხრიანი კოკა ღვინო, ოცი თეთრი, ორი ქათამი, ათი კვერცხი, სამარხო ცერცვი (1578 წ. H-626).
აბუდალაძე დათუნა
მესხეთს მცხოვრები, ემართა ქუთაისის საყდრის ბეგარა: ოცი ცხრიანი კოკა ღვინო, თორმეტი თეთრი, ორი ქათამი, ათი კვერცხი, სამარხო ცერცვი (1578 წ. H-626).
აბუდალაძე შედანა
მესხეთს მცხოვრები, ემართა ქუთაისის საყდრის ბეგარა: ოცი ცხრიანი კოკა ღვინო, თორმეტი თეთრი, ორი ქათამი, ათი კვერცხი, სამარხო ცერცვი (1578 წ. H-626).
აბულა
საყავრეს მცხოვრები, იგი ერგო როინსა და მის ბიძაშვილებს გოშფარ და როინ [ჯავახიშვილების] გაყრის დროს ([1527-1556 წწ.] Qd-605).
აბულა
მკერვალთუფროსი. როსტომ მეფის ბრძანებით სხვებთან ერთად გაარჩია თბილელი [ელისე] საგინაშვილსა და მერაბ ყორღანაშვილს შორის ნასოფლარ ფიცხისზე სამამულე დავა (1635 წ. XI. 14. 1449-2649).
აბულა ძმა ოვათეღასი, იხ.
აბულათ სიმონა
მოწმე პატაბეგის მიერ ლაზარე ელიაშვილისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1690 წ. IV. Qd-6786).
აბულათაჲსძე
ზნაკვას, აგარასთან, [ნიკორწმინდელს] მისგან უყიდია ერთი ვენახი და ერთი ყანა, რაშიც გადაუხდია ერთი კარგი ცხენი ([1071-1080] 1449-1563).
აბულაშვილი დათუნა
მოწმე ხანგანოსათ აფრიამას მიერ ქაიხოსრო ბარათაშვილისათვის მიცემული სახლების ნასყიდობის წიგნისა (1683 წ. XII. Qd-8563).
აბულაშვილი მამუკა
მოწმე გოგია ჰოქუაშვილის მიერ გიორგი ყორღანაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1678 წ. IV. 1. 1450-16/12).
აბულაშვილი ქიტუა
ნასყიდა აღნიასშვილთან ერთად თავისი ბატონის, ბერის დასტურით ბერ ყორღანასშვილს მიჰყიდა საწისქვილე მიწა ბოსტნით, ტყითა და გზით (XVII ს. IV მეოთხ. 1450-16/115).
აბულაძე გოგისა
ჩხარს მცხოვრები, დედოფალმა თამარ დიასამიძემ იგი ბეგრით და გამოსავლითა შესწირა გელათის წმინდა გიორგის ეკლესიას (1584 წ. Sd-2903).
აბულაძე ზაქარია
ხარს მცხოვრები, დედოფალმა თამარ დიასამიძემ იგი ბეგრით შესწირა გელათის წმინდა გიორგის ეკლესიას (1584 წ. Sd-2903).
აბულაძე მამუკა
მოწმე გიორგი მეფის მიერ უცნობი პირისათვის მიცემული ყმა-მამულის წყალობის წიგნისა ([1697 წ.] Sd-1139).
აბულაძე ნიკოლოზა
ჩხარს მცხოვრები, დედოფალმა თამარ დიასამიძემ იგი ბეგრით შესწირა გელათის წმინდა გიორგის ეკლესიას (1584 წ. Sd-2903).
აბულაძე პაპუნა
მოწმე სვიმონ ჩხეტიძის მიერ მამისთვალა ივანჯანისშვილისათვის მიცემული პარტახტის წყალობის წიგნისა (1673 წ. ქ.მ. №1842), სვიმონ ქუთათელ-ჭყონდიდლის მიერ მახარებელ ივანჯანისშვილისათვის მიცემული პირობის წიგნისა წყალობის მოუშლელობის შესახებ (XVII ს. მიწურული. ქ.მ. №1841).
აბულაძე ს[უ]ლმამა
ჩხარს მცხოვრები, მის შვილებს ემართათ აფხაზეთის საკათალიკოსო ბეგარა: ოცი თეთრი, ოცდაოთხი კოკა ღვინო, სამი კოდი ქერი, რვა ქათამი, ოცი კვერცხი, ერთი მენახევრე ღომი, სამი მარხილი თივა, ერთი მენახევრე პური, ტვირთი და მუშაობა (1621 წ. ქსძ. №91.399).
აბულაძე ქაიხოსრო
ფერსათის მამასახლისი, კათალიკოს სვიმონ (ჩხეტიძეს) მისგან დაუხსნია მაღლაკელი მახარებელ ივანჯანისშვილის ცოლი და სამაგიერო მიუცია; მოწმე სვიმონ ჩხეტიძის მიერ მამისთვალა ივანჯანისშვილისათვის მიცემული ყმა-მამულის წყალობის წიგნისა (1664 წ. ქმ. №1843).
აბულახსარ - [1515 ]-[1535 ] წწ.
ამირეჯიბისშვილი, ჰყავს თანამეცხედრე დადიან-გურიელის ასული ქეთეონ (1515-1535 წწ.] - H-1781: 13 r-15 r, 16 r - 17 v, 18 r-19 r ), ბებია ანა (1515-1535 წწ.) H-1781, 13 r-15 r).„ღარიბობიდან“ დაბრუნებულს, დახვედრია კაცხის მონასტერი დაქცეული, ააშენა, წინამძღვრად დააყენა მელქისედეკ მაჭავარიანი, შესწირა: გლეხები - მოდებაძენი, დაუწესა გადასახადი, წინამძღვრისათვის უნდა ეხადათ: ათი კოკა ღვინო, ათი კოდი პური, ოცდაათი თეთრის საკლავი; საბატონო ბეგარა: ყაენური მამულიდან თექვსმეტი კოკა ღვინო,ექვსი კოდი პური, ხუთი კოდი ქერი, ოცდათექვსმეტი თეთრის საკლავი, ორ-ორი ქათამი „ყაენურის“ კომლზე, მამისა, გიორგა, ანტონა, მახარებელ და ივანა მოდებაძეები მისი ბებიის, ანას მეაღაპეებად განაწესა. მათ ემართათ ბეგარა: ოცი კოკა ღვინო, ცამეტი კოდი ხორბალი, შვიდი კოდი ქერი, სამოცი თეთრის საკლავი, შვიდი ქათამი საქერეს გარდა. დააწესა აღაპი ანას სახელზე პეტრე-პავლობა დღეს. შესწირა აგრეთვე სოფელი რგანი ხრეითის მხარეს, ავაზნის იქით ნასოფლარი ვაჭევი, ჯოყოეთი. ამ სოფლებს დაადო ბეგარა: კომლზე თითო საკლავი, ოთხი ქათამი, სხვა ძღვენს გარდა თითო საქრისტეშობო ძღვენი, ოთხი კაბიწი პური, ფარეული ვენახი, გაიჩინა წირვა დიდმარხვის დღეს. ([1515-1535 წწ.] H-4781, 131-151 ), შესწირა კაცხის მონასტერს: გლეხები და დაუწესა მათ გამოსაღებები ([1515-1535 წწ.) H-1781, 16 v-17 v); მასვე - მახარობელ კუპატაძე, საკურნეს შვიდი კომლი: მშაშვიათ ბრეგუაძე, ივანა ბრეგუაძე, გიორგა მეგრელი, იორდანე ბრეგუაძე, მიქია ბრეგუაძე, ზოსიკაი და ჴაბულაი ბრეგუაძე (1515-1535 წწ.] H-1781, 18 r-19 r); დავით ჩაისელმა განუახლა კაცხის მონასტერს აბულახსარის მიერ შეწირული ფარეული ზვრისა და მასზე მოსახლე მახარებელ კუპატაძის შეწირულება ([1580-1590 წწ. H-1781, 15 r v); გიორგი იმერთა მეფის მიერ კაცხის მონასტრისათვის ბოძებულ შეწირულების წიგნში აღნიშნულია, რომ აბულახსარს განუახლებია კაცხის მონასტერი, შეუსყიდია მონასტრის დაკარგული მამულები, ზოგიც გაუცვლია და ისევ მონასტრისათვის შეუწირავს (1615 წ. ქმ. №125).
აბულახტარ
მისგან უყიდია [ნიკორწმინდელს] ცხილეთს ერთი გლეხი, რაშიც გადაუხადა ორი ხვადი ცხენი, „ერთი, სტავრა კობაჲ“, სამი კოსტანტინატი, ერთი რკინის ავშარა ([1074-1080 წწ.) 1449-1563).
აბულახტარ
მისი მამული ეკლესიითურთ შესწირა ალექსანდრე მეფემ [სვეტიცხოველს] (1427 წ. ქრ. II., 230), აბულახტარისეული მამული - სოფელი ქვეში - ალექსანდრე მეფეს უბოძებია თაყა ზევდგინიძისათვის, რომელმაც ამ მამულის შეწირულება სვეტიცხოველს განუახლა (1459 წ. ახლო. 1449-1664).
აბულახტარისძე მგელა
ჰყავს შვილი ფერიზ, თან ახლდა არსენს, შემდგომში ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესს, ბათო ყაენის სამსახურში ყოფნისას. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ერთგული სამსახურისათვის არსენმა უბოძა მას სოფელი ღუერკი ([1241-1242 წწ.] 1448-5003).
აბულახტარისძენი
თაყა ზევდგინიძემ სვეტიცხოველს შესწირა ნასოფლარი ქვეში, რომელიც ადრე აბულახტარისძეთ ეკუთვნოდათ (1433 წ. 1449-1479).
აბულახტარისძე ფერიზ - შვილი მგელა აბულახტარისძისა, იხ.
აბულეთ
გაუთავისუფლა ვერხუაისძეს ღალისაგან ვენახები და ყანები ([1247-1260 წწ.] Ad-7 გ).
აბულეთისძე-აბაზასძე-მარილელი ხიმშია
ამილახორი, ჰყავს: მამა თათარა აბაზასძე, თანამეცხედრე ესნია, შვილი იმარინდო. მისი ძველი გვარია აბაზასძე, მეფეს იგი შეუწყალებია და აბულეთისძედ დაუსვამს. ელიოზის კათალიკოსობის დროს სვეტიცხოველს შესწირა ძაგნაკორნას გლეხი შერგილასშვილი მამულით. ამას გარდა, მცხეთის კუთვნილი ნოდოკრელი გლეხები გაათავისუფლა სარუე გამოსაღებისაგან. სანაცვლოდ გაიჩინა აღაპი დიდ ხუთშაბათს (1405 წ. IV. 13. 1449-1510).
[აბულეთისძე] გიორგი - ბიძა ძაგან აბულეთისძისა, იხ.
აბულეთისძე ივანე - ერისთავთ-ერისთავი, მამა ძაგან აბულეთისძისა, იხ.
აბულეთისძე ივანე
ბიძაშვილი ძაგან აბულეთისძისა, გაუყიდია სოფელი ანგროინი, რომელიც შემდეგ მისმა ბიძაშვილმა, ძაგანმა ბაღდადს ნაშოვნი ოქროთი უკანვე შეისყიდა და შესწირა შიომღვიმის მონასტერს (1260 წ. ახლო. Ad-5).
აბულეთისძე ივანე
შვილი ძაგან აბულეთისძისა. დაამტკიცა მამამისის, ძაგან აბულეთისძის მიერ შიომღვიმის მონასტრისათვის ბოძებული ანგროინის შეწირულების დაწერილი (1260 წ. ახლო, Ad-5).
აბულეთისძე იმარინდო
შვილი ხიმშია აბულეთისძე-აბაზასძე-მარილელისა, იხ.
აბულეთისძე ლიპარიტ
შვილი ძაგან აბულეთისძისა, დაამტკიცა მამამისის, ძაგან აბულეთისძის მიერ მღვიმის მონასტრისათვის მიცემული სოფელ ანგროინის შეწირულების დაწერილი (1260 წ. ახლო. Ad-5).
[აბულეთისძე] მოდისტოს
მღვდელთ-მოძღვარი, ძმა ძაგან [აბულეთისძისა], იხ.
აბულეთისძე ყარაბუღა
შვილიშვილი ძაგან აბულეთისძისა, დაამტკიცა - პაპამისის, ძაგან აბულეთისძის მიერ მღვიმის მონასტრისათვის მიცემული სოფელ ანგროინის შეწირულების დაწერილი (1260 წ. ახლო. Ad-5).
[აბულეთისძე] ძაგან
ჰყავს ძმა მოდისტოს, იხსენიება დავით მეფის მიერ მღვიმის მონასტრისათვის მიცემულ ანდერძში. იგი ძმასთან, მღვდელთმოძღვარ მოდისტოსთან ერთად განდგომია დავითს. შემდეგ, „მღვმეს შელტოლვილი“, მემღვიმე მამებს დავითისათვის გადაუციათ. დავითს ადრიდანვე სდომებია აბულეთისძეთა სამფლობელოს - ზედაზნის ციხისა და მუხრანის ჩამორთმევა, მაგრამ ეს ადგილები მათთვის დავითის მამას [გიორგი მეფესაც] დაუმტკიცებია. მას სამთავროდ უქცევია საეპისკოპოსოები, მიუთვისებია „მცხეთისა საქონებელნი მრავალნი“: წილკანი, [მღვიმის] მონასტრის კუთვნილი ციხე და მარანი მთას (?), სოფელი მატური, თავად მღვიმის მონასტერი ციხედ და სადგომად გაუხდია. დავით მეფემ მღვიმის მონასტერს დაუბრუნა [აბულეთისძეების მიერ მიტაცებული მამულები ([1123/1124 წწ. ქისკ, I. №8).
აბულეთისძე ძაგან
ჰყავს: მამა ერისთავთ-ერისთავი ივანე [თანამეცხედრე] ხათუთა, ბიძა გიორგი, ბიძაშვილი შვილები: ლიპარიტ, ივანე, შვილიშვილი ყარაბუღა. თავისი სულიერი მამისა და მოძღვრის, ქართლის მთავარეპისკოპოს გიორგის ბრძანებით, შესწირა მღვიმის მონასტერს მისი ბიძაშვილის, ივანეს მიერ გაყიდული და მის მიერ ბაღდადს ნაშოვნი ოქროთი „უკმოსყიდული“ სოფელი ანგროინი, რის საფასურადაც გაიჩინა თევდორობა დღეს აღაპი (1260 წ. ახლო. Ad-5).
აბულვარდა
იფნობს მცხოვრები, იგი. მამულით წილად ხვდა იოთამ ბარათაშვილს ([1537-1538 წწ. VIII. 16. 1450-11/112).
აბულვარდა
აკაურთას მცხოვრები, იგი, მამულით წილად ხვდა იოთამ ბარათაშვილს ([1537-1538 წწ.] VIII 16. 1450-11/112).
აბულვარდიშვილები
ზესს მცხოვრებნი, ზურაბ და შერმაზან ჯავახიშვილების ყოფილი ყმები. ნაზარალი-ხანმა ისინი უწყალობა ფარსადან ჯავახიშვილს (1692 წ. 1448-8819).
![]() |
6.7 აბულვარდისშვილი || აბულვარდიშვილი || აბულვერდიშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
აბულვარდიშვილი ბახუტა
ძმა ნიკოლოზ აბულვარდიშვილისა, იხ.
აბულვარდიშვილი ბახუტა
მოწმე ფარსადან [ჯავახიშვილის] მიერ მანგლელ გაბრიელ ჯავახიშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1699 წ. VII. 11. Hd-6242).
აბულვარდიშვილი ბერი
ძმა ნიკოლოზ აბულვარდიშვილისა, იხ.
აბულვარდისშვილი ბერი - [1672]-1700 წწ.
სახლთუხუცესი (1700 წ. 1448-4105), მოწმე : ელიზბარ გეგუტუსშვილის მიერ მანგლელ [გაბრიელ] ჯავახიშვილისა და მისი ძმებისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა ([1672-1699 წწ.] Hd-9404), ზურაბ ჯავახიშვილის მიერ ხითარა კიტარაშვილისათვის მიცემული ყმების ნასყიდობის წიგნისა (1690 წ. IV. 6. Sd-552 ა), ოთია გოგიბედაშვილის მიერ ზურაბ და შერმაზან ჯავახიშვილებისათვის მიცემული სამამულე დავის გარიგების წიგნისა (1695 წ. IV. 6. Hd-8265), შერმაზან ჯავახისშვილის მიერ ოთია გოგიბედაშვილისათვის მიცემული ნავენახობის ნასყიდობის წიგნისა (1700 წ. III. 15. 1448-4105).
აბულვარდისშვილი ბერუა - 1645-[1661] წწ.
ქვენა დრისს მცხოვრები, ბატონი ლომიტა ღორიჭედაშვილისა, იხ., მისი ნებართვით გაუცვალა ლომიტა ღორიჭედაშვილმა მინდორი პაპია ჭყოპიაშვილს (1645 წ. Ad-1675-ა) და მიჰყიდა სამი დღის მიწა პაპუა ჭყოპიაშვილს (1661 წ. ახლო. Ad-1798).
აბულვარდისშვილი გიორგი - 1652-1672 წ.
ჰყავს ყმები: მახარა და ივანა ღორიჭედაშვილები, მათთან ერთად მიჰყიდა მახარა ჭყოპიაშვილს საქორიოში ერთი დღის მიწა (1652 წ. Ad-1799), ხოლო მახარა ღორიჭედაშვილთან ერთად - ორი დღისა (1672 წ. Ad-1771).
აბულვარდიშვილი ზურაბ
მოწმე ზურაბ შალიკაშვილის მიერ ზურაბ ჯავახიშვილისათვის მიცემული ყმა-მამულის ნასყიდობის წიგნისა (1686 წ. Hd-7229).
აბულვარდიშვილი იონათამ - 1690-1698 წწ.
მიჰყიდა გიორგი ნინიასშვილს და მის ძმებს გრაკალის გზაზე მდებარე მიწა - ნახევარი თავისი და ნახევარი თავისი განაყოფისა, ერთი დღის მიწა თავისი სულისათვის მიართვა, სამი დღისა კი ფასით მისცა (1698 წ.VI. 1. 1450/35-9); ლიპარიტ ანდერმანიშვილთან ერთად პირობა მისცა ფარემუზ ჯავახიშვილს, რომ ფარემუზის განაყოფებს ფარსადანსა და გოშფარს არც შეურიგდებოდა და არც ეყმობოდა (1697 წ. III. 17. Hd-10386); მოწმე: ზურაბ ჯავახიშვილის მიერ ხითარა კიტარაშვილისათვის მიცემული ყმების ნასყიდობის წიგნისა (1690 წ. IV. 6. Sd-522 ა), ავთანდილა მისაჯნისაშვილის მიერ ფარსადან ჯავახიშვილისათვის მიცემული გირაოდან დახსნის წიგნისა (1697 წ. IV. 26. H-2830. 155r), დავით ჭაჭიასშვილის მიერ შედან აბულვარდისშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა. (1698 წ. Sd-630).
აბულვარდისშვილი კაცია - ძმა შედან აბულვარდისშვილისა, იხ.
აბულვარდიშვილი ლიპარ
მოწმე ავთანდილა მისაჯნისაშვილის მიერ ფარსადან ჯავახიშვილისათვის მიცემული გირაოდან დახსნის წიგნისა (1697 წ. IV. 26. H-2830. 155 r).
აბულვარდიშვილი ნიკოლოზ
ჰყავს ძმები: ბახუტა, ბერი, იყიდა პაპუნა თუხარელს ახალქალაქთან ნავენახარი მიწის ნახევარი დაურის რუმდე და ლიპუაშვილის მიწამდე (1661 წ. Sd-49).
აბულვარდიშვილი ოთარ
მოწმე და დამწერი ქიტუას მიერ ბერ გოგიბაძისათვის მიცემული ყმობის წიგნისა (XVII ს. 1448-1131).
აბულვარდისშვილი შედან
ჰყავს ძმა კაცია, მიჰყიდა დავით ჭაჭიასშვილმა ერთი დღის მიწა თავისივე მიწის თავს, გზამდე (1698 წ. Sd-630).
აბულია
დვალეთს მცხოვრები, ჰყავს განაყოფი მახარა,რომელიც წილად ხვდა ყორჩიბაშ ბაადურ ციციშვილს მის ნაცვლად (1651 წ. ახლო. 1450-37/160).
![]() |
6.8 აბულფათისშვილი||აფულფათისშვილი||აფულფათიშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
აბულფათისშვილი
მის პირდაპირ მდებარე ჭალა დაუმატა შიოი ბარათაშვილმა პაპუნა გოსტაშაბიშვილს ვენახების გაცვლისას (1673წ. H-6020).
აბულფათისშვილი
მეფე გიორგიმ იასე გერმანოზიშვილს ტბისში უწყალობა მისი ვენახი (1685-1695 წწ.] Hd-8810).
აფულფათიშვილი ბეჟან
მოწმე საამ ხოსიაშვილის მიერ მისი განაყოფის, ქაიხოსროს შვილ როსტომასათვის მიცემული პირობის წიგნისა (1683 წ.I X. 10. 1450-12/128).
აფულფათიშვილი ლუარსაბ
მოწმე ვარაზა ბარათაშვილის მიერ სვეტიცხოვლისათვის მიცემული ყმების შეწირულების წიგნისა (1690 წ. III. 15.ლაი H-13-15, 16-17).
აბუსერეთ
მათი ბეგარა და საერისთავო გამოსაღები ვალად ედო სოფელ შეუბანს, გადაუხდია არვანბეგ საბაისძეს, მას შემდეგ, რაც დავით მეფემ შეუბანი არვანბეგს უბოძა ([1281-1282 წწ.] 1448-5037).
აბუსერიძენი
სამცხე-საათაბაგოს თავადთა სიის მიხედვით, ისინი სასაფლაოთი, მონასტრით და კარის ეკლესიით, შედიოდნენ მცხეთის საკათალიკოსო სამწყსოში ([1516 წ.] Ad-91).
აბუშანთა აკოფა
მოწმე ბეჟანა რაგვიშვილის მიერ სოლაღახ[ა] - ტისაშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1699 წ. V. 31. 1449-1861).
აგათა - თანამეცხედრე მურვანისა, იხ.
აგათოშვილი
გიორგი მეფემ მას მისცა პირობა წყალობის, თანადგომისა და მფარველობისა იმ შემთხვევაში, თუ მეფე კახეთს დაიჭერდა ([1678-1688 წწ.] Hd-2159).
აგათოშვილი ბეჟან - 1648-1683 წწ.
შვილი დავით აგათოვშილისა. ჰყავს ძმები: გიორგი (1648-1683 წწ. 1448: 87, 95, 102), სპანდიერ (1659 წ. 1448-95), შვილი დათუნა (1683 წ. 1448-102). შაჰნავაზმა მას უწყალობა კარდანეხში ამოვარდნილი დავით ვაჩნაძის მამული - შვიდი კომლი გლეხი და ნაოხარი მიწის ნახევარზე მეტი. აქვე დარჩენილი შვიდი კომლი იესეს უნდა დაეჭირა; ჩალაუბანსა და ბაკურციხეს - დავით გ[ოშ]პარიშვილის მამული (1659 წ. 1448-95), არჩილ მეფემ - ამოწყვეტილი ელიზბარ ვაჩნაძის ყმა-მამული, აფხაზისა და ედიშასათვის ნაბოძები თითო კომლის გარდა (1683 წ. I. 20. 1448-102);მოწმე იასე ბარათაშვილის მიერ ჯანო ენდრონიკაშვილისათვის მიცემული ყმის ნასყიდობის წიგნისა (1659 წ. III. 5. 1448-2340).
აგათოშვილი ბერუკა
ნაცვალი, გიორგი მეფემ მას მისცა წყალობისა და უვნებლობის პირობა ([1678-1688 წწ.] Hd-2159).
აგათოშვილი გიორგი
შვილი დავით აგათოშვილისა, იხ.ძმა ბეჟან აგათოშვილისა, იხ.
აგათოშვილი დავით
ჰყავს შვილები: ბეჟან, გიორგი, როსტომ მეფემ მას უწყალობა „გაღმამხარს“ სოფელი ჯანაანი (1648 წ. XI. 25. 1448-87).
აგათოშვილი დათუნა - შვილი ბეჟან აგათოშვილისა, იხ.
აგათოშვილი სპანდიერ - [ძმა] ბეჟან აგათოშვილისა, იხ.
აგბეანი დავით
თავმდები ცოტნე გელანის მიერ გერაბშელისათვის მიცემული ნასყიდობის დაწერილისა (XV ს. დასაწყ. სსძ. II. №112).
აგიაშვილი ბეჟან
შვილი ვახტანგ აგიაშვილისა, იხ.
აგიაშვილი ვახტანგ - [1663]-1697 წწ.
ჰყავს: მამა თეიმურაზ ციხისთავი ([1663]-1673 წწ. 1449-82, ქმ. №973), შვილები: ბეჟან (1673-1697 წწ. ქმ: №973, 977), როსტომ, ნიკოლოზ, ივანე, ძმისწული ქაიხოსრო (1697 წ. ქმ. №977). ბაგრატ მეფემ მას უწყალობა: ცუცხვათის ციხისთავობა, აგრეთვე ის მამულები და გლეხები, რომლებიც მამამისს, თეიმურაზს არ გაუცია, შეუნარჩუნებია და ვახტანგის ბიძას ხელთ ჰქონდა (1673 წ. ქმ. №973), გიორგი მეფემ - ცუცხვათს მსახლობელი დათუნა და ხახუტა კუპრაშვილები, ძმებითა და ცოლ-შვილით, გოგია კუპრაშვილი ცოლ-შვილითა და სახლ-კარით, აგრეთვე მისი უშვილოდ გარდაცვლილი ძმისწულის, ქაიხოსროს ყმა-მამული (1697 წ. ქმ. №977); ბაგრატ მეფემ მას მისცა პირობა, რომ მამამისის, თეიმურაზ ციხისთავის მამულს მისი სიკვდილის შემდეგ მას მისცემდა ([1663-1673 წწ.] 1449-82).
[აგიაშვილი] თეიმურაზ
ჰყავს შვილი აგიაშვილი ვახტანგ, იხ., ალექსანდრე იმერთა მეფის დროს ყოფილა ცუცხვათის ციხისთავი, შემდეგ ბაგრატ მეფემ ეს სახელო, ყმები და მამული უწყალობა მის [შვილს] ვახტანგს (1673 წ. ქმ. №973).
აგიაშვილი ივანე - შვილი ვახტანგ აგიაშვილისა, იხ.
აგიაშვილი ნიკოლოზ - შვილი ვახტანგ აგიაშვილისა, იხ.
აგიაშვილი როსტომ - შვილი ვახტანგ აგიაშვილისა, იხ.
აგიაშვილი ქაიხოსრო
ძმისწული ვახტანგ აგიაშვილისა. მისი გარდაცვალების შემდეგ გიორგი მეფემ მისი ყმა-მამული, სასახლე, პარტახტი, ტყე, ცუცხვათს ყმები: დათუნა, ხახუტა და გოგია კუპრაშვილები ოჯახებით, უბოძა ვახტანგ აგიაშვილს (1697 წ. 1449-61).
აგლაძე დათუა
იგი, ცოლ-შვილითა და მამულით, სააღაპედ შესწირა ქაიხოსრო იაშვილმა თავის ეგვტერს (XVII ს. II ნახ. 1448-1535).
ადამ
მონაწილეობს კათალიკოსის ყმების: ტოხაძის, სუიმერნელსა და რამაზ და რევაზ ხიმშიაშვილებს შორის ყმა-მამულზე დავის გარიგებაში (XVI ს. Ad-1791).
ადამ - შვილი კოზმან წინამძღვრისა, იხ.
ადამ
მოწმე პაატა ოტინაშვილის მიერ იორამ ნამორაძისათვის მიცემული საბადურის ნასყიდობის წიგნისა (1690 წ. 1450-33/35 2).
ადამაშვილი მახარებელი
მოწმე სვიმონისა და მისი ძმების გაყრისა (1489 წ. III. 29. Sd-463).
ადამია ბუხულია
იხსენიება მათხოჯის დავთარში (XVII ს. 1448-1512).
ადამია გიორგი
იხსენიება მათხოჯის დავთარში (XVII ს. Hd-11220).
ადამია გიორგი
იხსენიება მათხოჯის დავთარში (XVII ს. 1448-1512).
ადამია დავით
იხსენიება მათხოჯის დავთარში (XVII ს. 1448-1512).
ადამია დავითელა
იხსენიება მათხოჯის დავთარში (XVII ს. Hd-11220).
ადამია დათუნა
მესეფე კაცი, იხსენიება მათხოჯის დავთარში (XVII ს. 1448-1512).
ადამია კაცობა
იხსენიება მათხოჯის დავთარში (XVII ს. 1448-1512).
ადამია კუტა
მისი ნახევარი იხსენიება მათხოჯის დავთარში (XVII ს. 1448-1512).
ადამია მ[ა]მისთანა
მათხოჯს მცხოვრები, ემართა აფხაზეთის საკათალიკოსო ბეგარა: ურემი ღომი, ღვინო რვა მთელი, ორი საკლავი, საპურობო, სამი ნაოთხალი ცეხვილი ღომი, ბარგის ზიდვა (1621 წ. ქსძ. III. №91.).
ადამია მამისთვალი
მესეფე კაცი, იხსენიება მათხოჯის დავთარში (XVII ს. 1448-1512).
ადამია მამუკა
იხსენიება მათხოჯის დავთარში (XVII ს. 1448-1512).
ადამია მამუკელა
იხსენიება მათხოჯის დავთარში (XVII ს. 1448-1512).
ადამია მამუკელა
მათხოჯელი ყმა,მოხსენიებულია მათხოჯის დავთარში (XVII ს. Hd-11220).
ადამია მარშანა
მათხოჯელი ყმა, იხსენიება მათხოჯის დავთარში (XVII ს. Hd-11220).
ადამია მახარებელი
იხსენიება მათხოჯის დავთარში (XVII ს. 1448-1512).
ადამია ჟოჟუა
მოწმე კათალიკოს ნემსაძის მიერ იოვანე ქავთარიასათვის მიცემული ყმა-მამულის წყალობის წიგნებისა (1673-1696 წწ.] Qd-9659, 9661).
ადამია საყვარელა
მესეფე კაცი, იხსენიება მათხოჯის დავთარში (XVII ს. 1448-1512).
ადამია საყვარელა
მათხოჯელი ყმა, იხსენიება ყმების ნუსხაში (XVII ს. Hd-11220).
ადამია სვიმონა
იხსენიება მათხოჯის დავთარში (XVII ს. 1448-1512).
ადამია ჭუჭუელა
მოხსენიებულია მათხოჯის დავთარში (XVII ს. Hd-11220).
ადამია ხახუტა
მესეფე კაცი, იხსენიება მათხოჯის დავთარში (XVII ს. 1448-1512).
ადამია ხახუტელა
მოხსენიებულია მათხოჯის დავთარში (XVII ს. Hd-11220)
ადამიძე სოლომონ
სამეფო კარის მდივან-მწიგნობარი, დამწერი სვიმონ მეფის მიერ იესე კლდიაშვილისათვის მიცემული ყმა-მამულის წყალობის წიგნისა ([1698-1701 წწ.] Sd-631).
ადანაია
წყარიგზურის სასახლის „მიმდგამი კაცი“, ემართა ცაიშის საყდრის ბეგარა: შვიდი ქილა ღომი, ცხრა ფოხალი ღვინო, ორი საკლავი, ორი ქათამი, მისი პური, თევზი, ყველი, კვერცხი ([1616-1621 წწ.] ქსძ, III. №92. 473).
ადარიესა
პაპუა ასანაშვილმა მიჰყიდა ალავერდა პაატაშვილს სახლი მის კედლამდე (1687 წ. II. 9. Sd-52).
ადაძე ნასია
ალექსანდრე (IV იმერთა) მეფემ ალექსანდრე (III, იმერთა) მეფის სააღაპედ იგი შესწირა გელათს. ყოველწლიურად უნდა გადაეხადა ორი ჩარექი სანთელი (1683-1695 წწ.] Ad-598 ბ).
ადია (ვარ. მირზა-ადია) - 1667-1690 წწ.
სამწერელი, მოწმე: დემურა უსუფაშვილის მიერ ბაინდურ პაპიაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1667 წ. VIII. 1450 6/22), ავთანდილა ესტატესშვილის მიერ დოლმაზა შანშიაშვილისათვის მიცემული სახლ-კარისა და მიწის ნასყიდობის წიგნისა (1682 წ. Hd-1823), გასპარა დარისპანასშვილის მიერ დოლმაზა [შანშიაშვილისათვის] და თავის ბიძაშვილ ბაინდურისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნებისა (1690 წ. VI. Hd-1780, [1680-იანი წწ.] XI. 1145-9/24).
ადიაშვილი დუშია
სახუნდრელი, მოწმე თამაზას მიერ ნასყიდა დოლმაზაშვილისათვის მიცემული სახლ-კარის ნასყიდობის წიგნისა (1696 წ. IV. 5. Hd-1777).
ადიბეგა - 1644-1662 წწ.
შუა ბოლნისის ხასადარი || ხასადარი (1644-1652 წწ. 1450: 33/66, 9/133, 5/35, 10/38). მოწმე: ევანეზა ზეგელასშვილის მიერ სუფრაჯ ავთანდილ ბარათაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1644 წ. III. 27. 1450-33/66), მამასახლის სამებისას მიერ. მეფის ყაფიჩ ალიხანა [იაგულაშვილისათვის] მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1646 წ. III. 13. 1450-9/33) და პაპია შანშიაშვილისათვის მიცემული ნასოფლარის ნასყიდობის წიგნისა (1648 წ. VIII. 22. 1450-5/35) იოსებ ბოლნელის მიერ შანშიაშვილ-გიორგისშვილ პაპუასათვის მიცემული მიწაზე უდაობის წიგნისა (1652 წ. VII. 7. 1450-10/38), დავით თუშმალაშვილის მიერ გივი რევიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1662 წ. Sd-4).
ადიბეგა - 1670-1688 წწ.
ქვემო ბოლნელი, დალაქი (1685 წ. 1450-7/26), მოწმე: წატურა ყა[ნდი[ნ]აშვილის მიერ ზა[ა]ლ იაგულაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1679 წ. 1450-9/151), დავით ყანდინაშვილის მიერ ბაინდურ გოგიბაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1685 წ. III. 3. 1450-7/26), ბიძინა ყანდინაშვილის მიერ ბაინდურ შანშიაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1688 წ. III. 7. 1450-7/11).
![]() |
6.9 ადიბეგასშვილი || ადიბეგაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
ადიბეგაშვილი
ამოვარდნილი, ჰყავს განაყოფი ფინეზასშვილი ფეშანგ, მისი ყმა-მამული შუა ბოლნისს და ბაიდრის უბანს მეფე გიორგიმ უწყალობა ფეშანგ ფინეზასშვილს (1690 წ. 1448-1776).
ადიბეგასშვილი ადიბეგა - შვილი ხუგაზა ადიბეგასშვილისა, იხ.
ადიბეგასშვილი ბაინდურა - შვილი ხუგაზა ადიბეგაშვილისა, იხ.
ადიბეგაშვილი ბეჟან (ვარ. ბეჟუა) - 1690-1693 წწ.
დალაქი (1690 წ. IV. 13. 1450-10/17), ჰყავს ძმა მერაბ (1693 წ. 1450, 10/42, 7/16), მიჰყიდა პაპუა და თამაზ იელიკაშვილებთან, ავთანდილ ბეჟუაშვილთან, დათუა და ფარემუზ პაპუასშვილებთან ერთად ბაინდურ [გოგიბაშვილს] ბოზოკონდის ბოლოს, არქუნს ქვეშ, მელიქის მიცემული ხუთი დღის მიწა დოლმაზას მიწამდე (1693 წ. IV. 10. 1450-10/42); მოწმე : სტეფანე ალავერდაშვილის მიერ ბაინდურ პაპიაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1690 წ. IV. 13. 1450-10/17), მერაბ ადიბეგაშვილის მიერ ბაინდურ გოგიბაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1693 წ. VII.15. 1450-7/16).
ადიბეგაშვილი ბერუა
განაყოფი ხუგაზა ადიბეგაშვილისა, მისი მიწა იყო ერთ-ერთი საზღვარი ხუგაზა ადიბეგაშვილის მიერ ბოლნელ იოანე რევიშვილისათვის მიყიდული ვენახისა (XVII ს. ბოლო მეოთხ. Hd-9275).
ადიბეგასშვილი ელიზბარ (ვარ. ელიზბარა) - 1683-1695 წწ.
მოწმე: სეფიყულა ზაქუმისშვილის მიერ ხოსრუა დალალაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1683 წ. III. 25. 1450-48/134), სომხითის მელიქ ავთანდილ [მირიმანიძის] მიერ ქაიხოსრო ორბელიშვილისთვის მიცემული ნასოფლარის ნასყიდობის წიგნისა (1695 წ. II. 15. 1450-15/95).
[ადიბეგაშვილი] თამაზა
ზემო ბოლნელი, ბიძაშვილი მერაბ ადიბეგაშვილისა, მოწმე მერაბ ადიბეგაშვილის მიერ ბაინდურ გოგიბაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1693 წ. VII. 15. 1450-7/16).
ადიბეგაშვილი მერაბ
ქვემო ბოლნელი, დალაქი (1693 წ. VII. 5. 1450-7/15), ჰყავს: ძმა ბეჟან ადიბეგაშვილი, იხ., ბიძაშვილი თამაზა ადიბეგაშვილი, იხ., მიჰყიდა ბაინდურ გოგიბაშვილს მისგანვე ადრე ნაყიდი მიწის გვერდით მელიქისეული მიწა (1693 წ. VII. 15. 1450-7/16).
ადიბეგასშვილი ყუგაზა (ვარ. ხუგაზა)
ჰყავს შვილები: ბაინდურა, ადიბეგა, განაყოფი - ბერუა ადიბეგაშვილი (XVII ს. II ნახ. Hd-9275), მიჰყიდა ბოვნელ [იოანე რევიშვილს] ვენახი თავისი განაყოფის ბერუას, ფინეზას და მეჯოგე პაპიას მიწების გვერდით (XVII ს. ბოლო მეოთხ. Hd-9275): მოწმე ჯანია ვართასაშვილის მიერ შანშიაშვილ-პაპიაშვილ ზალიასათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1662 წ. IV. 3. 1450-10/32).
ადიკაშვილი არაქელა - შვილი დავითა ადიკაშვილისა, იხ.
ადიკაშვილი ბერუა - შვილი დავითა ადიკაშვილისა, იხ.
ადიკაშვილი დავითა
ჰყავს შვილები: ვართანა, არაქელა, ლომუა, ბერუა. მიჰყიდა ალავერანა საფარაშვილს მისივე მოსაზღვრე ვენახი საწნახლით (1693 წ. ახლო. 1448-1243).
ადიკაშვილი ვართანა - შვილი დავითა ადიკაშვილისა, იხ.
ადიკაშვილი ლომუა - შვილი დავითა ადიკაშვილისა, იხ.
ადისძე ნავროზ
სტეფანწმინდელი, ალექსანდრე მეფის ბრძანებით იგი ხევმა მძევლად მისცა გერგეტის საყდრისშვილებს (1439 წ. II. 20. A-1085. 13-15).
ადმელაშვილი
სხალნარს მცხოვრები, იგი მამულითურთ, საუფროსო-საუარესოდ ერგო ოთარს (XVII ს. Hd-11893).
ადოა
ვანთელი, მოწმე დემურჩა გოგოჩაშვილის მიერ ამირაღა მესხასატურაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1649 წ. VII. 25. Hd-5306).
ადოასშვილი
წყნეთში მცხოვრები ედიშერ და პაპუნა ციციშვილების გაყრის დროს მისი ნაქონი წისქვილი ერგო ედიშერს ([1688-1703 წწ.] Hd-1636).
ადოლა
მოურავ [გიორგი სააკაძის] [აზნაურიშვილი], მოურავი უჩიოდა ქაიხოსრო ჯავახიშვილს, რომ მან დააბეზღა ადოლა თეიმურაზ მეფესთან, დაარბია და დააჭერინა (1620 წ. IV. 15. Hd-6259).
ადოლაშვილი
ოძისს მცხოვრები, აზნაურიშვილი([1658-1675 წწ. Hd-14534 ბ).
ადოლაშვილი ბატატი - იხ. ადოლაშვილი პატა.
ადოლაშვილი ბერი
მოურავი, მოწმე ბასილა დედაბრიშვილის მიერ თარხან გიორგისათვის მიყიდული მიწისა (1700 წ. VII. 1450-33/224).
ადოლაშვილი პატა (ვარ. ბატატი) - 1682-1684 წწ.
მოწმე: პაპნია დედაბრისშვილის მიერ ბატონ თამარისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1682 წ. XII. 27. 1450-33/229), პაპუნა ბალნაშვილ-ზოზიაშვილისა და დათია და ქიტა [ბალნაშვილების] მიერ პაპუნა დედაბრისშვილისათვის მიცემული ნაფუძრის ნასყიდობის წიგნისა (1684 წ. Hd-6775).
ადომა
ყინცვისში მცხოვრები, ედიშერ და პაპუნა [ციციშვილების] გაყრის დროს იგი, მამულით, ერგო პაპუნას (1688-1703 წწ.] Hd-1636).
ადომა
კუარხითს მცხოვრები, თანიას ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით, მისი კომლიდან ორ კაცს ევალებოდა მშვილდით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
ადორნაქასშვილი მირიან
მოწმე ბეჟანის მიერ თავის ძმისწულ ალიბეგისათვის მიცემული ყმების ნასყიდობის წიგნისა (1647 წ. XII. 1. 1448-273).
ადუა
დმანისს მცხოვრები, მამულით წილად ხვდა იოთამ ბარათაშვილს (1537-1538 წწ.] VIII. 16. 1450-11/112).
ადუა
ჯანია ყარაშვილის მეზობელი, მოწმე თაყა ბარათაშვილის მიერ ჯანია ყარაშვილისათვის მიცემული სასახლის ნასყიდობის წიგნისა (1679 წ. VI. 1450-37/244).
ადუა
აჯი-შამფურას ყმა, ქალაქს, მის სახლამდე მიჰყიდა საბაზიერო ზაალ ციციშვილმა ორბელს (1684 წ. XI. 1. Sd-541).
ადუა
ახალშენს მცხოვრები, უშვილოდ გარდაცვლილი დურმიშხან ბარათაშვილის ყმა, მისი ძმითა და მამულით, მეფე ნაზარალიხანმა იგი უბოძა დურმიშხანის განაყოფს - იორამ ბარათაშვილს (1688 წ. I. 10. 1450-2/149).
ადუა
ნაწრეტს მცხოვრები, ამილახვრის ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით, მისი კომლიდან ორ კაცს ევალებოდა მშვილდით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
ადუა
ქვენაფლავს მცხოვრები, მოხსენებულია ყმების ნუსხაში (XVII-XVIII სს. Hd-819).
![]() |
6.10 ადუასშვილი || ადუაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
ადუასშვილი
მისი ვენახი ესაზღვრებოდა ავთანდილ პაპუნასშვილის მიერ როსტომ ყორღანაშვილისთვის მიყიდულ გურგენას ნაქონ პარტანტს (XVII ს. 80-იანი წწ. 1450-1/105).
ადუასშვილი თევდორე
ვანთელი, თამაზას დისწული, იყიდა თამაზასაგან მიწა ტინისხიდში (1688 წ. III. 5. გუჯ. 171-172).
ადუაშვილი ივანე (ვარ. ივანა)
მოწმე: ნასყიდა გოგშაძისა და დათუნა მეფარიძის მიერ ბერინა ზარიძისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1680 წ. Ad-643 ა), ნასყიდა შავერდასშვილის მიერ ბერინა ზარიძისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1680 წ. Ad-643 ბ).
ადუასშვილი შიო
კარბელი, ავთანდილ ამილახორის სახასო ყმა (1700 წ. 1448-3602).
ადუსაძე
ხიბლას მცხოვრები, მეზუთხე გლეხი, უშვილოდ გადავარდნილი დემეტრე ნიჟარაძის ყმა. ალექსანდრე მეფემ იგი შესწირა გელათს, ევალებოდა წელიწადში ხუთი ზუთხი ([1484-1510 წწ.] 1449-1585).
ავაგაშვილი
კუნელაანში მისი ორი ვენახის კულუხი ბაგრატ [მუხრანის ბატონმა] შესწირა სვეტიცხოველს (XVI ს. I ნახ. 1449-1627).
ავალიანი ზაზუტა
მოწმე ოტია ჩხეიძის მიერ გელათის კანდელაკ გიორგისათვის მიცემული ქვიტირელი გლეხების სამოურაო გადასახადისაგან გათავისუფლების წიგნისა (1682 წ. 1448-1522).
ავალიანი მიქელ
თავმდები და მოწმე იონაშელთა და ლაჩოგრაშელთა მიერ ოყოლდაშელთათვის მიცემული დაწერილისა მპარავის გადაცემის შესახებ (XI V ს.ბოლო. სსძ. II. №60 ა).
ავალიანი ქველ
მოწმე ელისხევის საერთპირო დაწერილისა ( XV-XVI სს. სსძ. II. №67).
ავალიშვილები
სამცხე-საათაბაგოს თავადთა სიის მიხედვით, მათ, სლესარებთან ერთად, დაუკავებიათ ბუმბულისძეთა საგვარეულოს ადგილი, შედიოდნენ მცხეთის საკათალიკოსო სამწყსოში ([1516 წ.] Ad-91).
![]() |
6.11 ავალისშვილი||ავალიშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
ავალიშვილი
მისი ბოსტნის გვერდით მდებარე ყანა სვიმონმა, თავკანელის ძმისწულმა, შესწირა წმინდა გიორგის ეკლესიას ( XVI ს. H-1782. 103).
ავალისშვილი
ეკისრა სამოურაო - ოცი მინალთუნი (XVII ს. Sd-1985).
ავალისშვილი
ეშიკაღასბაში, მოწმე და დამამტკიცებელი ზურაბ ჯავახისშვილის მიერ იბაშერ შალიკაშვილისათვის მიცემული სოფელ სკრაზე უდაობის წიგნისა(1700 წ. 1450-37/235).
ავალიშვილი ავალ (ვარ. ავალა) - [1632]-1656 წწ.
ბოქაულთუხუცესი (1646 წ. 1450-47/149), ჰყავს: მამა ზაქარია ავალიშვილი, იხ., ბიძა მროველი დომენტი ავალიშვილი, იხ. ძმები: არსენ ბოდბელი და ალავერდელი, იხ, ქაიხოსრო (1646-1655 წწ. 1450-47/149, Hd: 14685, 14500, 14313), დავით (1646-1653 წწ. 1450-47/149, Hd: 14685, 14500,), ღონენა(1645-1655 წწ. 1450-47/149, Hd: 14685, 14500, 14313), შვილები : ლევან (1653-1655 წწ.1450-47/149, Hd: 14500, 14313), იოვანე (1646 წ. 1450-47/149), ზაალ (1653-1655 წწ. Hd: 14500, 14313). მას უწყალობა: თეიმურაზ მეფემ ლიხთიმერეთში გაწეული ერთგული სამსახურისათვის სახასო მამული უჯარმაში, ამოწყვეტილი ჯავშანა ვაჩნაძის მამულები კალაურში, ბაკურციხესა და კარდანახში, ყული დავითისა - ენისელსა და ბაზარში, ძაგნაკორნასა და ხეობაში - ღონენა ხიმშიაშვილისა და ის მამულები, რომლებიც ადრე ამილახორისა და ლარგველისათვის ჰქონდა ნაბოძები (1646 წ. XI. 26. 1450-47/149), როსტომ მეფემ - ამოვარდნილი დავით გოშპარიშვილ-ვაჩნაძის მამული, როდესაც დავითის ქალიშვილი ავალს მიათხოვა (1651 წ. Hd-14685), მარიამ დედოფალმა - კისისხევს ვარდიშვილი დათუნა, ძაგანაშვილი, კურდღელაშვილი ირემა, თათრიშვილი პაპია, ორი კომლი რევაზ სახლთუხუცესის ყმები: დათუა და გიორგი მამულებითურთ და რევაზის ბეითალმანი მამული (1653 წ. XII. 8. Hd-14500), მანვე - კისისხევის მოურაობა და ვარდიშვილის სანაცვლოდ ძნელამამულითურთ (1655 წ. Hd-14313).
ავალიშვილი ავალ - შვილი ზაალ ავალიშვილისა, იხ.
ავალიშვილი არსენ - 1630-1651 [1658] წწ.
საფარის მონასტრის წინამძღვარი (1630 წ. Hd-14678), ბოდბელი მთავარეპისკოპოსი, ([1633-1648] Hd-14687), ალავერდელი || ამბა-ალავერდელი ([1641]-[1658] წწ. Hd: 14674, 14286, 2430, 1449-1853, 1450-48/109, AKAK I. 18-19, 1461-3/83). ჰყავს: ბიძა და აღმზრდელი მთავარეპისკოპოსი იოანე [ავალიშვილი], იხ., მამა ზაქარია ავალიშვილი, იხ., ძმები: ავალ ([1641]- [1658] წწ. Hd: 14674, 2430, 14286), ქაიხოსრო, ღონენა, ([1648]-[1658) წწ. Hd: 14286, 2430), დავით || დათუნა ([1633-1658 წწ.] Hd-2430), ძმისწულები : ლევან, გიორგი, იოვანე, ზა[ა]ლ, სვიმონ, ზურაბ ([1648-1658 წწ.) Hd-14286). მას უწყალობა თეიმურაზ მეფემ საფარიდან გადმოტანილი ჯვრის მონასტრის წინამძღვრობა და დაასახლა არადეთის ბოლოს, მას შემდეგ, რაც თურქებმა საფარა ააოხრეს და არსენ წინამძღვარი და საფარის მონასტრის ყმები ქართლში გადმოსახლდნენ (1630 წ. IX. 9. Hd-14678); მას მისცა პირობა მარიამ დედოფალმა ალავერდის წმინდა გიორგის ეკლესიისათვის თეიმურაზ მეფის მიერ ბოძებული მამულების ხელუხლებლობის შესახებ ([1648-1658 წწ.] Hd-2430); ერთგულების პირობა მისცეს.დემეტრე ჯორჯაძემ და გარსევან ჩოლაყაშვილმა (XVII ს. II ნახ. 1461-3/83); იყიდა როსტომ შალიკაშვილისაგან იმერელი მახარა კენჭაძე შვილებითურთ, რომელიც გაქცევია როსტომის მამას, ბახუტა შალიკაშვილს და ალავერდს შეხიზვნია (1648-1658 წწ.) Hd-14286); მოწმე გიორგი ამირეჯიბის მიერ ლუარსაბ მაყაშვილისათვის მიცემული ყმების ჩუქების წიგნისა (1651 წ. 1450-48/109); მისი ალავერდელობის დროს: ავთანდილ ქანდარაშვილმა ალავერდის წმინდა გიორგის დაუბრუნა აზნაურები ხარება და ლომიტა, რომელთა მისაკუთრებას იგი ცდილობდა ([1648-1651 წწ.] 1449-1853); სანახევროდ გაათავისუფლა როსტომ მეფემ ალავერდის ყმები სახელმწიფო გადასახადებისაგან, შემოსავლის ნახევარი წმინდა გიორგის დაუტოვა, ნახევარი კი - სახელმწიფოს (1651 წ. AKK. I. 18-19); თეიმურაზ მეფემ მისი მამული უწყალობა სუფრაჩ ქაიხოსრო ჩოლაყაშვილს ([1641-1662 წწ.] Hd-14674).
ავალიშვილი ბეჟან - შვილი: ზაქარია ავალიშვილისა, იხ.
ავალიშვილი ბეჟან
ძმა ლევან ავალიშვილისა, იხ.,სახლიკაცი სარუყაფლან ავალიშვილისა, იხ.
ავალიშვილი გივი - შვილი ლევან ავალიშვილისა, იხ.
ავალიშვილი გიორგი - ძმა ქაიხოსრო ავალიშვილისა, იხ.
ავალიშვილი გიორგი - [1678], 1685-1692, [1703] წწ.
მილახორი (1685-1694 წწ.] Hd-10168), ახალდაბის მოურავი (1688 წ. 1448-523), ჰყავს: ბიძა არსენ ავალიშვილი, იხ. ძმები: ლევან ავალიშვილი, იხ., დემეტრე (1692 წ. Hd-2358), შვილები: ლუარსაბ, ნიკოლოზ (1688 წ. 1448-523). გიორგი მეფემ მას უწყალობა სახასო სოფელი ქიმერეთი, ტაშისკარს - მიქელაძის წილი აზნაურიშვილი ფასიტა ყმა-მამულით, მიქელაძის ნაქონი ვენახი და ახალდაბის მოურაობა (1688 წ. IX. 24. 1448-523); გიორგი მეფე მას შეჰპირდა წყალობასა და მფარველობას, თუ თვითონ კახეთს დაიჭერდა ([1678-1688 წწ.] Hd-2159), აგრეთვე ერთ სოფელს და სარუყაფლან [ავალიშვილის] ნაქონ მამულს (1692 წ. Hd-2358); იხსენიება ნაზარალი-ხანის წერილში ამბა-ალავერდელისადმი: ნაზარალი-ხანი ავალებს ამბა-ალავერდელს, რომ არ დაანებოს გიორგი ავალიშვილს ალავერდს შემოხვეწილი უჯარმელი ბერუკა (1688-1703 წწ. 1449-1855).
ავალიშვილი დავით (ვარ. დათუნა) - შვილი ზაქარია ავალიშვილისა, იხ.
ავალიშვილი დათუნა
შვილი ლევან ავალიშვილისა, იხ., მოწმე დათუნა თევდორაშვილის მიერ სამების საყდრისათვის მიცემული თავშეწირულების წიგნისა (XVII ს. ბოლო. 1449-1840).
ავალიშვილი დემეტრე - ძმა ლევან ავალიშვილისა, იხ., გიორგი ავალიშვილისა, იხ.
ავალიშვილი დომენტი
მროველი, ჰყავს ძმისწულები: ქაიხოსრო, პეტრე, ავალა. ერთგულების პირობა მისცა მოურავ გიორგი [სააკაძეს] ([1625-1626 წწ.] Hd-1851).
ავალიშვილი დომენტი - შვილი ზაალ ავალიშვილისა, იხ.
ავალიშვილი ზაალ - 1653-1700 წწ.
ჰყავს: მამა ავალ ავალიშვილი, იხ. ბიძა არსენ ავალიშვილი, იხ., ძმა ლევან ავალიშვილი, იხ. შვილები: ავალ, ზაზა, ქაიხოსრო (1688-1697 წწ. 1450: 50/112, 50/95 ), სარიდან, დომენტი (1688 წ. 1450-50/112), სვიმონ (1697 წ. 1450: 50/95), [სახლიკაცი] სარუყაფლან ავალიშვილი, იხ., მას უწყალობა გიორგი მეფემ სოფელი ნეძვი და კორტანეთი (1688 წ. IX. 24. 1450-50/112); ნაზარალიხანმა განუახლა „ბარათით გამოყოლილი“ ყმა-მამულის წყალობა: საავალიშვილო აზნაურიშვილი, გლეხი, სასაფლაო, სასახლე, ზვარი და ხოდაბუნი, ამოვარდნილი ქავთარაძის ნაქონი ნეძვი და კორტანეთი; ტაშისკარს - აზნაურიშვილი ფასიტა მისი ორი კომლი გლეხით და მამულით (1697 წ. 1450-50/95 );მისთვის მიუცია გიორგი მეფეს ზაალ იორამიშვილისათვის უდანაშაულოდ ჩამორთმეული სამკვიდრო მამული დვანს. ეს მამული მანვე ზაალს გამოართვა და ძველ პატრონს დაუბრუნა (1688 წ. 1450-31/2 13); დაამოწმა, რომ სოფლები: ჯალდამი და ღორისთავი მდივანბეგ ვახტანგ ორბელიშვილის ცოლყოფილის, თამარ ზაალ ერისთავის ასულის ნამზითვი ქონება და მისი შვილების კანონიერი საკუთრება იყო (1700 წ. Sd-2301).
ავალიშვილი ზაზა - ძმა ლევან ავალიშვილისა, იხ.
ავალიშვილი ზაზა - შვილი ზაალ ავალიშვილისა, იხ.
ავალიშვილი ზაქარია - [1600]-1642, [1648] წწ.
ჰყავს: ძმა წინამძღვარი იოვანე ავალიშვილი, იხ. შვილები: არსენ ბოდბელი მთავარეპისკოპოსი (1633-1648 წწ. Hd: 14687, 9377), ავალ ([1632]-1656 წწ. Hd: 14687, 9377, 14483, 1952, 1450-1/131), ქაიხოსრო, დავით || დათუნა, ღონენა ([1632]-1637 წწ. Hd: 14687, 9377, 14483), ბეჟან ([1632-1648 წწ] Hd-14687). მას ჩააბარა გიორგი მეფემ რამინ ამირეჯიბის პატრონობა იმ პირობით, რომ რამინის სიკვდილის შემდეგ მისი მამული ზაქარიას დარჩებოდა(1605 წ. VII. 11. Hd-1327); როცა ქართლში ყაენი მოსულა, თეიმურაზ მეფე ვეღარ გამკლავებია და ლიხთიმერეთში გადასულა, თან გაჰყოლია ზაქარია, თეიმურაზმა ამ სამსახურისათვის მას უწყალობა მისივე მკვიდრი სოფლები სომანეთი, აბისი და მისი მამიდაშვილის, იოთამ ფავნელიშვილის მამული - გაღმა ჰერედვი (1633 წ. V. 30. Hd-9377); როსტომ მეფემ განუახლა წყალობა სომანეთისა, ხიდირბეგის მესხების გარდა და, - ორი კომლი ყმისა მათი მამულებით (1637 წ. Hd-14483), თეიმურაზ მეფემ - კალაურში ზალდასტანისეული მამულისა (1642 წ. Hd-1952); მას მისცა მფარველობის წიგნი თეიმურაზ მეფემ, შეჰპირდა, რომ დაიცავდა როსტომ მეფისაგან და ყაენისაგან (1632-1648 წწ. Hd-14687), ზაქარიასი და მისი შვილის, ავალის ნაქონი სოფელი სომანეთი როსტომ მეფემ უწყალობა ავთანდილ შანშეან-მარტიროზიშვილს (1656 წ. II. 18. 1450-1/131).
ავალიშვილი ზურაბ
ძმა ლევან ავალისშვილისა, იხ. ძმისწული ალავერდელ არსენ ავალიშვილისა, იხ.
ავალიშვილი იოვანე (ვარ. იოანე) - [1600]-1630 წწ.
წინამძღვარი ([1600-1605 წწ.] Hd-1328), ქართლის მთავარეპისკოპოსი (1612-1630 წწ. 1448-5017, Hd-14678). ჰყავს : ძმა ზაქარია ([1600-1605 წწ.] Hd-1328), ძმისწული არსენ ავალიშვილი (1630 წ. IX. 9. Hd-14678); მას მისცა პირობა ხელმწიფის შვილმა ელენემ, რომ თუ მას თავისი საბატონო დარჩებოდა და პაპუნა ესრომიშვილი უშვილოდ გარდაიცვლებოდა, ამ უკანასკნელის მამულს იოვანეს უბოძებდა ([1600-1605 წწ.] Hd-1328); დამწერი თეიმურაზ მეფის მიერ ალავერდის წმინდა გიორგის ეკლესიისათვის მიცემული ყმების შეწირულების წიგნისა (1612 წ. V. 10. 1448-5017); მოხსენიებულია თეიმურაზ მეფის მიერ არსენ ავალიშვილისათვის მიცემულ მონასტრის წინამძღვრობის წყალობის წიგნში (1630 წ. IX. 9. Hd-14678).
ავალიშვილი იოვანე
შვილი ბოქაულთუხუცეს ავალ ავალიშვილისა, იხ., ძმისწული ალავერდელ არსენ ავალიშვილისა, იხ.
ავალიშვილი ლევან - 1676-1681, [1695] წწ.
მეჯინიბეთუხუცესი ([1685-1695 წწ.] Hd-10168) ჰყავს: მამა, ბოქაულთუხუცესი ავალ ავალიშვილი, იხ. ბიძა ალავერდელი არსენ ავალიშვილი, იხ., ძმები: დემეტრე ([1676]-[1695] წწ. 1450-50/180, Hd-1308, 14525, 10168), გიორგი, იხ. (1676-[1695] წწ. 1450-50/180. Hd-1308, 14525, 10168), ზაზა (1676 წ. 1450-50/180), ზურაბ (1676-[1695] წწ. 1450-50/180, Hd-14525, 10168), ბეჟან (1676-[1695] წწ. 1450-50/180, Hd-10168), ზაალ ([1678-1695 წწ.] Hd-1308, 14525, 10168), შვილები: დათუნა ([1676-1681 წწ.] 1450-50/180, Hd: 1308, 14525), გივი (1676-[1695) წწ. 1450-50/180, Hd-14525, 10168), [სახლიკაცები]: სარუყაფლან, პაატა, ნიკოლოზ ([1685-1695] წწ. Hd-10168). ერეკლე მეფემ მას განუახლა მამულების წყალობა უჯარმას, ხორაუგში და სიონში, ხოლო კალაურში, ბაკურციხესა და კარდანახში უწყალობა ამოვარდნილი ჯავშანა ვაჩნაძის მამული; ენისელში, ბაზარსა და ტილურს შუა-ყულდავითას ნაქონი მამული, მანავს - ფოცხვერაშვილი მამულითურთ, სორანას-ვენახი და დემურჩასალის მებალახეობა (1676 წ. 1450-50/180); ორჯერ ხლებია რუსეთში ნაზარალი-ხანს, რის საფასურადაც მან უწყალობა კაკაბეთი და განუახლა დემურჩასალის საბალახე (1581 წ. VIII. 18. Hd-14525 ); მას მისცეს პირობა: გივი ამილახორმა და ნიკოლოზ რუსთველმა კეთილმოყვრობის შესახებ ([1676-1678 წწ.] 1461-3/86), დავით (ქსნის) ერისთავმა - კეთილმოყვრობის შესახებ ([1678-1692 წწ.] Hd-1308), გიორგი მეფემ, რომ უბოძებდა სარუყაფლან [ავალიშვილის წილ მამულს და აზნაურიშვილებს - განძიელსა და სანთლიკუდაშვილს ([1685-1695 წწ.] Hd-10168).
ავალიშვილი ლუარსაბ - ძმა ქაიხოსრო ავალიშვილისა, იხ.
ავალიშვილი ლუარსაბ - შვილი გიორგი ავალიშვილისა იხ.
ავალიშვილი ნიკოლოზ - შვილი გიორგი ავალიშვილისა, იხ., [სახლიკაცი] ლევან ავალიშვილისა, იხ.
ავალიშვილი პაატა - ძმა ქაიხოსრო ავალიშვილისა, იხ.
ავალიშვილი პაატა - [სახლიკაცი] ლევან ავალიშვილისა, იხ.
ავალიშვილი პეტრე - ძმისწული მროველ დომენტი ავალიშვილისა,იხ.
ავალიშვილი სარიდან - შვილი ზაალ ავალიშვილისა, იხ.
ავალიშვილი სარუყაფლან - ძმა ქაიხოსრო ავალიშვილისა, იხ.
ავალიშვილი სარუყაფლან
ჰყავს სახლიკაცები: ლევან ავალიშვილი, იხ., ბეჟან, ზაალ ავალიშვილები ([1688-1703 წწ.] Hd-9439). ასლან ორბელისძემ და მისმა ძმამ სარდალმა თამაზმა პირობა მისცეს მეფე ნაზარალი-ხანს, რომ სარუყაფლანი ნაზარალი-ხანის ერთგული გახდებოდა და არც თავის სახლიკაცებს უმტყუნებდა (1688-1703 წწ.) Hd-9439).
ავალიშვილი სვიმონ - ძმისწული ალავერდელ არსენ ავალიშვილისა, იხ.
ავალიშვილი სვიმონ - შვილი ზაალ ავალიშვილისა, იხ.
ავალიშვილი ქაიხოსრო - [1625]-1636 წწ.
ჰყავს მამა ზაქარია ავალიშვილი, იხ. ბიძა მროველი დომენტი ავალიშვილი, იხ. ძმები: ავალ ავალიშვილი, იხ., ალავერდელი არსენ ავალიშვილი, იხ., სარუყაფლან, ლუარსაბ პაატა, გიორგი (1636 წ. 1448-82). მას უწყალობა როსტომ მეფემ დავით დავითიშვილის კუთვნილი ბრეთი, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ კვლავ დავითიშვილების ხელში გადავიდოდა (1633 წ. VII. 21. Sd-556); შემდგომში კოსტანდილე დავითიშვილმა როსტომისაგან ისევ მიიღო სამკვიდროდ ბრეთი იმ პირობით, რომ თუ ქაიხოსრო ავალიშვილი როსტომს საყმოდ არ შემოურიგდებოდა, ბრეთი დავითიშვილებს დარჩებოდა (1634 წ. Hd-14699); როსტომ მეფემ მას განუახლა წყალობა სოფელ ბრეთისა (1636 წ. I.2. 1448-82); შედიოდა ამილახვრის სადროშოში (1606-1648 წწ.] Hd-2124).
ავალიშვილი ქაიხოსრო - შვილი ზაალ ავალიშვილისა, იხ.
ავალიშვილი ქაიხოსრო
მისი ვალი ემართა სახლთუხუცეს დემეტრე ზედგინიძეს, რის დასაფარავადაც დემეტრემ მას მისცა იესე დედაბრისშვილის ძმისწული (XXII ს.V. I. Sd-67).
ავალიშვილი ღონენა
შვილი ზაქარია ავალიშვილისა, იხ., ძმა ავალ ავალიშვილისა, იხ. და ალავერდელ არსენ ავალიშვილისა, იხ.
ავანაშვილი ასვატურა
მეტეხის ღმრთისმშობლის ყმა, ჰყავს [სახლიკაცი] მურადა. კონსტანტინე მეფეს იგი შეუწირავს მეტეხის ღმრთისმშობლისათვის. შემდგომში ლუარსაბ მეფემ იგი გაათარხნა იმ პირობით, რომ მეტეხის ღმრთისმშობელს წელიწადში მიართმევდა ოც „ქალაქურ“ ლიტრ ზეთს (1546 წ. II. 15. 1449-1541).
ავანაშვილი მურადა - [სახლიკაცი] ასვატურა ავანაშვილისა, იხ.
ავანაშვილი ყუზ[ა]ნა
მოწმე ნინიკა ყაიზისშვილის მიერ მანუჩარ თუმანისშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1670 წ. II. 20. Sd-48).
ავატამაშვილი
ენაგეთში მცხოვრები, აზნაური, [ბარათაშვილების] გაყრის წიგნით იგი ერგო გერმანოზსა და მის ძმებს: თაყას, გოსტასაბს, ფალავანხოსროს - ერთ წილად (1523 წ. Ad-1299 ა).
ავაქა
აკაურთას მცხოვრები, იგი, მამულით,წილად ხვდა იოთამ ბარათაშვილს ([1537-1538 წწ.] VIII. 16. 1450-11/112).
ავაქა
სიქიშხანას მცხოვრები, იგი, მამულით წილად ხვდა იოთამ ბარათაშვილს ([1537-1538 წწ.] VIII. 6. 1450-11/112).
ავაქა
გორინჯუკს მცხოვრები, იგი წილში ერგო ლეონ თურქისტანიშვილს (1646 წ. III. 2. 1450-18/89).
ავაქა
ახალდაბას მცხოვრები, მისი მამული უფიცრად დარჩა ლეონ [თურქისტანიშვილს] ([1633-1658 წწ.] 1450-50/62).
ავაქა
ქალაქს მცხოვრები, მისი წყალობა განუახლა შაჰნავაზ მეფემ ქალაქის მელიქს, ეინალა მირიმანაშვილს (1661 წ. XII. 27. (1449-564).
ავაქა
სახუნდარს მცხოვრები, ერთი კომლი, იგი, მამულითურთ, უბოძა შაჰნავაზმა დონდარა [ეჯიბისშვილს] (1662 წ. Sd - 621).
ავაქა - 1683-1700 წწ.
მოწმე: სეფიყულა ზაქუმისშვილის მიერ პაპია ტერტერასშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1683 წ. V. 2. 1450-9/108), დუშია გოგიბაშვილის მიერ ფარემუზ გოგიბაშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1694 წ. IV. 7. 1450-6/36), დურმიშხან დემურაშვილის მიერ თავის ბიძაშვილ ალიხანისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1700 წ. X. 15. 1450-9/149).
ავაქა
მის სახლთან მდებარე მამული მიჰყიდეს ფარსადან შიხაშვილმა და ხეჩიკაშვილმა ალავერდა ალიხანაშვილს (XVII ს. II ნახ. 1450-9/154).
ავაქა
მოურავსა და ზურაბ [სააკაძეს] წილად ხვდა ერთაწმინდას გიორგი ფარეშისშვილი, პეტრესა და ავაქას ფარდად (XVII ს. ბოლო მეოთხ. Hd-12 352)
![]() |
6.12 ავაქასშვილი || ავაქაშვილი || ავაქაანთ |
▲ზევით დაბრუნება |
ავაქაშვილი
მოწმე დათუნა შატბერაშვილის მიერ ზურაბა თუმანიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1678 წ. VI. 12. Sd-47).
ავაქა[ნთ]
ავაქანთ გზის მიწა მიჰყიდა ზაქუმ ზაქუმიშვილ-ალიყულიშვილმა ალავერდა იაგულაშვილს (1699 წ. V. 10. 1450-9/119).
ავაქაშვილი
ცოვრეთს მისი მამული ეკუთვნოდა ბარათაშვილს (XVII ს. ბოლო. 1450-33/286).
ავაქაანთ ავაქა
მისი მიწა ესაზღვრებოდა ხოსროვ მაღბუნაშვილის მიერ დათუნა ბიძინაშვილისათვის მიყიდულ მიწას (1689 წ. III. 1. 1450-9/13).
ავაქაშვილი ბაინდურ - წავკელი, ძმა ბერინა ავაქაშვილისა, იხ.
ავაქაშვილი ბაინდურა
დამწერი და მოწმე სარქისა [ვახტან გასშვილის] მიერ შიოშ ყორღანაშვილისათვის საწიგნე საზღაურის ბოძების წიგნისა (1647 წ. IV. 5. 1450 - 19/24).
ავაქაშვილი ბერინა
წავკელი. ჰყავს ძმა ბაინდურ, ძმასთან ერთად მოწმე ბიძინა სოლაღაშვილის მიერ ელიზბარ სოლაღაშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1661 წ. IV. 16. Sd-751).
ავაქაშვილი ბეროა
მოწმე: შაყუბათა ბეროაშვილის მიერ დოლმაზა შანშიაშვილისთვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1687 წ. IX. Hd - 14179), დურმიშხან დემურაშვილის მიერ თავის ბიძაშვილ ალიხანასათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1700 წ. X. 15. 1450 - 9/149).
ავაქაშვილი გოდერძა
წავკელი, მოწმე ბიძინა მწყერაძე-ბერუკაშვილის მიერ უთრუთ [ციციშვილისათვის] მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1699 წ. II. 5. (1450-51/84).
ავაქაშვილი დავითა
მოწმე მამასახლის იაგანას მიერ პაპია შანშიაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1672 წ. V. 7. 1450-6/23).
ავაქასშვილი ვახუშტი
მოწმე ფრიდონა ამირბოქაშვილის მიერ სათალმიშა საქუაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1697 წ. V. 27. Sd-763).
ავაქაშვილი კირაკოზა
მოწმე ზაქუმ ზაქუმისშვილ-ალიყულისშვილის მიერ ალავერდა იაგულაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1699 წ. V. 10. 1450-9/119); მისი ოთხი დღის მიწა ზაქუმბეგ ზაქუმიშვილმა მიჰყიდა იაგულაანთ ბეჟანისშვილ ალიხანას (1699 წ. II. 7. 1450-12/2).
ავ[ა]ქ[ა]შვილი მათოსა
მოწმე მერაბ სარდარაშვილის მიერ იაგულაანთ ალავერდასათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს.ბოლო მეთხ. 1450-9/124).
ავაქაშვილი მელიქა - 1689-1690 წწ.
მოწმე: პაპუა ლამაზასშვილის მიერ ქაიხოსრო ბარათაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1689 წ. VI. 15. 1450-15/50), პაპუა ლამაზასშვილის მიერ ქაიხოსრო ავთანდილიშვილისათვის მიცემული წისქვილის ნასყიდობის წიგნისა (1690 წ. VI. 1. 1450-15/7).
ავაქაშვილი პაპუნა
იყიდა ბერინა შაგელდაშვილისაგან პაპისეული ორი მიწა: ღელისა და ვენახისა (1626 წ. VIII. 21. 1450-51/71).
ავაქაშვილი სარუხანა
მოწმე ზაქუმბეგ ზაქუმისშვილის მიერ დურმიშხან იაგულაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1696 წ. IV. 15. 1450-9/122).
ავაქიშვილი
ესტატე [თუმანიშვილმა] თავის განაყოფ მდივან ზურაბ [თუმანიშვილს] ხელთუბანში მიჰყიდა ავაქიშვილისაგან ნარგები ქვემო ვენახი (1678 წ. V. 15. Sd-12).
ავაქიშვილი გიგუტა
მოწმე ბახუტა შატბერაშვილის მიერ ზურაბ თუმანიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1678 წ. X. 10. Sd-179).
![]() |
6.13 ავბეწვასშვილი || ავბეწვასშუილი || ავბეწვაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
ავბეწვასშვილი (ვარ. ავბეწვასშუილი)
ახალდაბას მცხოვრები, იგი, მამულითურთ; ერთწილად ერგო: მანუჩარ და ჯიმშიტა თუმანიშვილებს (1656 წ. ახლო. Hd-14665 ), შემდგომში - ჯიმშიტა [თუმანიშვილს] (1656 წ. Hd-12271).
ა[ვ]ბეწვაშვილი
დათია ყვავიშვილმა რევაზ [მაღალაძეს] მიჰყიდა ადგილი ა[ვ]ბეწვაშვილისეულ მიწამდე (1689 წ. 1448-5075).
ავბეწვაშვილი
კასპს მცხოვრები, ამილახვრის ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით, მისი კომლიდან სამ კაცს ევალებოდა შუბით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
ავგაროზა
კრკონს მცხოვრები, ერგო გოშფარს ნახევარი მამულით, გოშფარ და როინ [ჯავახიშვილების გაყრის დროს ([1527-1558 წწ.] Qd-605).
ავგაროზისძე აბრაჰამ
სამეფო კარის მწიგნობარი, დამწერი გიორგი მეფის მიერ ივანე ჯავახიშვილისათვის მიცემული მონასტრის წყალობის სიგელისა (1338 წ. Hd-1628).
ავგაროზისძე-ანდრიასშვილი გრიგოლ
შიდარს მცხოვრები, მას მისცა გულშარ დედოფალმა თოთხმეტი ათასი თეთრი, რათა გაეჩინა გულშარისათვის აღაპი ქვათახევის ვლაქერნის ღმრთისმშობლის ეკლესიაში. მის გარდაცვალების შემდეგ აღაპის გადახდა დავალებია ონიას (1488 წ.1449-1489). ავგენიანი ჯიბნი - იხსენიება დაწერილის ფრაგმენტში (XIV-XV სს. ლაგ. №18).
![]() |
6.14 ავეტიზა || ავეტისა |
▲ზევით დაბრუნება |
ავეტისა
მისი მიწა იყო ერთ-ერთი საზღვარი ევანეზა ზეგულასშვილის მიერ ავთანდილ ბარათაშვილისათვის მიყიდული მიწისა (1644 წ. III. 27. 1450-33/66).
ავეტისა: ტერ-ავეტისა
ხუცესი, მოწმე მითარას მიერ ალავერანა საფარაშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1672 წ. 1448-3615)
ავეტიზა
ჰყავს მამა შევანეზა, ტაშირის ყიზილ-ზიარათის მამასახლისი (1684 წ. IV. I. 1448-5523).
![]() |
6.15 ავეტიზაშვილი || ავეტისაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
ავეტიზაშვილი
თევდორწმინდას მცხოვრები, აზნაური, [ბარათაშვილების] გაყრის წიგნით, იგი ერთ წილად ერგო გერმანოზსა და მის ძმებს: თაყას, გოსტასაბს, ფალავანხოსროს (1523 წ. Ad-1299 ა).
ავეტიზაშვილი
მის გვერდით ფოცხვერამ მიჰყიდა არაქელა ბასტამაშვილს მიწა (1611 წ. II. 18. 1450-3/99).
ავეტიზაშვილი ალექსა
ახრისს მცხოვრები, შიოშ ყანჩიელის ყმა (1700 წ. 1448-3602).
ავეტიზაშვილი ზურაბა
ახრისს მცხოვრები, საამილახვროს დავთრის მიხედვით ევალებოდა მშვილდით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
ავეტიზაშვილი კირაკოზა
ბორისოფელს მცხოვრები, ერგო დოლმაზას პაპია და დოლმაზა შანშიაშვილების გაყრას დროს (1667 წ. Hd-9292).
ავეტისაშვილი მელქოა
მოწმე ბალაბულანთ ჰაზოას შვილ საქოას მიერ ქეფინაანთ კარაპეტასშვილ არუთინასათვის მიცემული სახლ-კარის ნასყიდობის წიგნისა (1697 წ. VII. 20. Hd-13022).
ავეტიზაშვილი მურადა
მოწმე ფოცხვერას მიერ არაქელა ბასტამაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1611 წ. II. 18. 1450-3/99).
ავეტისაშვილი ჰასრათა
მოწმე შანშუანთ ხოსინასშვილ არუთენას მიერ მეგრელ გიორგისათვის მიცემული დუქნის ნასყიდობის წიგნისა (1697 წ. III. 21. 1450-8/133).
ავეტიზაშვილნი
ქალაქს მცხოვრები ორი კომლი, აბაშ ბარათაშვილმა სვეტიცხოველს საკანონოდ შესწირა ავეტიზაშვილნი (1506წ. ქრ.II. 325).
ავეტიქ: ტერ-ავეტიქ
მოწმე არუთენა ჩაფარასშვილის მიერ პაპაჯანასათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. XII. 20. Hd-96).
ავზნარაშვილი ხუხა
ზოდს მცხოვრები, იგი, მამუკა ქველიძესთან ერთად, ალექსანდრე მეფემ უბოძა წინამძღვარ ფილიპე წერეთელს (1639 წ. ქმ. №66).
ავთანდილ - [ძმა] ქერობინისა, იხ.
ავთანდილ
დამწერია და მოწმე ჭრეშის მელიქ მირიმან [ნარიმანიშვილსა] და მის შვილებს შორის მამულის გაყოფის წიგნისა (1619 წ. 1450-26/5).
ავთანდილ - შვილი მარეხისა, იხ.
ავთანდილ
მას უბოძა უცნობმა პირმა დარბაზს ბეჟიას ნაქონი სახლი და ვენახი (1631 წ. 1450-15/37).
ავთანდილ
სუფრაჩის შვილი, მოწმე გივი გაბაშვილის მიერ თამაზისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1634 წ. 1450-20/24).
ავთანდილ
ოფრეთის მოურავი, მან და ყორხმაზბეგმა,მარიამ დედოფლის ბრძანებით,გაარჩიეს სამამულე დავა დედოფლის ყმა ალიხანასა და ოფრეთელებს შორის ([1634-1675 წწ.] 1450-9/109).
ავთანდილ - შვილი მამასახლისის ძმის, შაჰპარუნასი, იხ.
ავთანდილ
მოურავი, მოწმე ზაზუტა ალხაზიშვილის მიერ პაპუა [მაღალაძისათვის] მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1663 წ. 1448-5074).
ავთანდილ
დომენტი პატრიარქის ყმა, მოწმე ამირჯანა იევანგულაშვილის მიერ დომენტი პატრიარქისათვის მიცემული ხატის ნასყიდობის წიგნისა (1664 წ. XII. 3. Ad-621).
ავთანდილ - შვილი ფარსადანისა, იხ.
ავთანდილ - 1669-1698 წწ.
ქალაქის მელიქი, მოწმე: ვახტანგაანთ ნასყიდას მიერ პაატაბეგისათვის მიცემული თავნასყიდობის წიგნისა (1669 წ. X. 17. 1450-21/9), ნასყიდას, ბაღდასარასა და ჯანუას გაყრის წიგნისა (1672 წ. III. 8. Sd-34), ბაბუათ ბალინაშვილ როსტომას მიერ იავანგულაანთ გარსუასათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1672 წ. IX. 1450-27/303), ბასილა სულხანაშვილის მიერ ზურაბ თუმანიშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1673 წ. Ad-2246), ალიყაფლან ლაჩინაშვილის მიერ ნაზარ ხოჯაბეგაშვილისათვის მიცემული სახლისა და კალოს ნასყიდობის წიგნისა (1677 წ. X. 1. 1450-14/107), მათაშას მიერ აშოთან ბატონისშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1678 წ. I. 23. 1450-5/101), ნორაშნის ხუცეს ტერ-მიკიჩას მიერ ისაიასშვილ მანველასათვის მიცემული სახლის ადგილის ნასყიდობის წიგნისა (1678 წ. VI. I. Qd-283 ა), თამაზ ჯანშიარასშვილის მიერ ეჩმიაძინის კათალიკოს-პატრიარქ იაკობისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1678 წ. VIII. 6. 1450-21/4), აბესალამანთ მურადაშვილ ხოჯინას მიერ აშოთან ბატონიშვილისათვის მიცემული სახლების ნასყიდობის წიგნისა (1679 წ. VI. 1. 1450-5/87), გულიფაშათ მითიჯანაშვილ პაპაჯანას მიერ შამირანთ თაყინასშვილ მამაჯანასათვის მიცემული სახლების ნასყიდობის წიგნისა (1679 წ. Hd-13009), ჯანაბოაანთ პაპინაშვილ გასპარას მიერ დავით ჯანღაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1680 წ. XII. 1450-53/118), ბეჟუა რამაზისშვილის მიერ ნონია მაკარისშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1682 წ. IV. 3. 1450-34/192), ლორტუკაანთ მერაბასშვილ ამოანის მიერ მახარობელისათვის მიცემული ადგილის ნასყიდობის წიგნისა (1682 წ. XI. 1. 1450-5/175 ), ტოტია ბ[ა]ინდურასშვილ ბეროას მიერ [მანუჩარ] მოურავისათვის მიცემული სახლ-კარის ნასყიდობის წიგნისა (1683 წ. XII. Hd-13696), ხანგანოსათ თოროსასშვილ აფრიამას მიერ ქაიხოსრო ბარათაშვილისათვის მიცემული სახლის ნასყიდობის წიგნისა (1683 წ. XII. 1. Qd-8563), ოთამაანთ შაროას მიერ შაბანაათ პაპოასათვის მიცემული სახლ-კარის ნასყიდობის წიგნისა (1683 წ. VIII. 22. 1448-5336), ოთამ[აა]ნთ ხოჯა ნაზარას მიერ ბაბ[აა]ნთ პაპოასათვის მიცემული სახლ-კარის ნასყიდობის წიგნისა (1683 წ. VIII .22. 1450-9/69), ზა[ა]ლ ციციშვილის მიერ ორბელ ორბელიშვილისათვის მიცემული საბაზიეროს ნასყიდობის წიგნისა (1684 წ. XI. 1. Sd-541); გოჭილოდი[ნა]თ ბაისოღულაშვილ დავითას თავის ძმისშვილებთან გაყრისა (1684 წ. VII. 1. 1450 - 50/206), ყარაოღლაანთ ვართანას მიერ ყარაგოზაანთ იარალისათვის მიცემული სახლების ნასყიდობის წიგნისა (1684 წ. VI. 10. Hd-13076), ბახორაანთ ასატურასშვილ მამაჯანას მიერ მუშმუშისათვის მიცემული ბაღის ნასყიდობის წიგნისა (1684 წ. III. 9. 1450-23/159), ყამაზაანთ შაჰპარუნასშვილ თამაზას მიერ აბესალამათ ფასინასათვის მიცემული დუქნების ნასყიდობის წიგნისა (1686 წ. X. 6. 1448-1089), ყანყუზარათ სულხანასშვილ მირაქას მიერ მერაბ ყანდინაშვილისათვის მიცემული სახლების ნასყიდობის წიგნისა (1686 წ. VII. 24. 1448-2944), პაპუა ასანაშვილის მიერ ალავერდა პა[ა]ტასშვილისათვის მიცემული სახლის ნასყიდობის წიგნისა(1687 წ. II. 9. Sd-52 ), ქიტუნა მახარასშვილის მიერ ვარ[და]პეტ ხეჩატურაშვილისათვის მიცემული სახლის ნასყიდობის წიგნისა (1687 წ. VIII. 15. 1448-4211), ქაფანაკათ ზურაბასშვილ ფარსადანას მიერ ბაღდადათ თათოსასათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1691 წ. VIII. 24. 1450-50/205), კავუჯაანთ ოჰანას მიერ შუენუაანთ ოჰანასათვის მიცემული ქულბაქის ნასყიდობის წიგნისა (1694 წ. VI.2 2. 1450-19/87), აღამურაანთ გასპარას მიერ მერაბ ფუნდუასშვილისათვის მიცემული ქულბაქის ნასყიდობის წიგნისა (1696 წ. IX. 24. 1448-2946), ყალანდარ თუმანიშვილის მიერ სარქისა ხითარისშვილისათვის მიცემული თამასუქის გაბათილების წიგნისა (1696 წ. VI. 28. Sd-482), შანშუანთ ხოსინაშვილ არუთენას მიერ გიორგი მეგრელისათვის მიცემული დუქნის ნასყიდობის წიგნისა (1697 წ. III. 21. 1450-8/133), ბალაბულანთ ჰაზოასშვილ საქოას მიერ ქეფინაანთ კარაპეტასშვილ არუთინასათვის მიცემული სახლ-კარის ნასყიდობის წიგნისა (1697 წ. VII. 20. Hd-13022), ამირჯანაშვილ-ბაღდინასშვილებსა და არაქელას შორის დავის გარიგების წიგნისა (1698 წ. VII. 1450-6/173); დამწერი და მოწმე ავთანდილა მისაჯანისაშვილის მიერ ფარსადან ჯავახიშვილისათვის მიცემული გირაოს გაუქმების წიგნისა (1697 წ. IV. 26. H-2830. 155); მისი ბეჭედი უზის შემდეგ საბუთებს: Sd: 34, 52, 482; Hd: 13009, 13022, 13696; Qd-8563; 1448: 2944, 2946, 4211, 5336, 1089.
ავთანდილ
მისი სახნავი მიწა როსაფ მაჭავარიანის წისქვილამდე მთავარეპისკოპოსმა ნიკოლაოზ ჩხეიძემ უბოძა ნასყიდა ბაქრაძეს (1672 წ. Qd-2173).
ავთანდილ (ვარ.ავთანდილა)
შვილი შულავრის მამასახლის თამაზასი, მოწმე გარსევან ყორღანაშვილის მიერ მისი ძმის, მერაბისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1673 წ. 1450-1/4).
ავთანდილ
ჰყავს ლეთეთში ერთი კომლი ყმა, იხსენიება [ციცი ციციშვილის] ყმების ნუსხაში ([1658-1676 წწ.] Hd-14534 ბ).
ავთანდილ
გიორგი მეფის განჩინებაში ციციშვილების სადაო საქმეებზე აღნიშნულია, რომ მას, იარალისა და პაატას გაუჩენიათ სამართალი ბეჟან მწყერაძისათვის ყმის გაყიდვის გამო (1679 წ. VIII. 5. Ad-1218).
ავთანდილ
კრწანისის მამასახლისი, ქართლის კათალიკოსმა იოანე დიასამიძემ მას უწყალობა სვეტიცხოვლის დეკანოზის, ფოცხვერას, კრწანული მამული და გააფრთხილა იგი, ამ მამულიდან აღარ აეღო კულუხი, სამოურაო და სამოხელეო (1692 წ. Qd-9087).
ავთანდილ - შვილი ქისიყის ასისთავ შერმაზანისა, იხ.
ავთანდილ
მოწმე გივი თუმანიშვილსა და ავთანდილ კაჭკაჭიშვილს შორის წისქვილზე დავის გარიგების წიგნისა (1697 წ. II. 20. Hd-2268).
ავთანდილ (ვარ.ავთანდილა)
ჰყავს: პაპა ქალაქის მოურავი მანუჩარ, მამა მეითარი პაატაბეგ, იხ., ძმები: ასლან, ქაიხოსრო (1699 წ.V. 5. Sd-25 ა). მიჰყიდა ავთანდილ თარხნიშვილს ლისში ჭარინას ნაქონი ვენახი (1699 წ. V. 5. Sd-25 ა).
ავთანდილ
მისი და ვიღაც უცნობი პირის საქონელი და ერასტი ყაფლანიშვილის მიერ მიბარებული თორმეტი თუმანი მიუთვისებიათ გოშფარ და მანგლელ გაბრიელ (ჯავახიშვილებს] ([1672 1699 წწ.] Hd-3592).
ავთანდილ
სახასო აზნაური, ძმა გიორგისა, იხ. ავთანდილ - კვარხითში მას ეკუთვნოდა სამი კომლი მეკოდისპურე ყმა (1700 წ. 1448-3602).
ავთანდილ
მეფე ნაზარალი-ხანს ხეფინისხევის საქმის გარიგება მისთვის უბრძანებია ([1688-1703 წწ.] Qd-3693).
ავთანდილ
იგი, თავისი მამულით კნოლეთს, წილად ერგო ფეშანგ ფალავანდიშვილს ([1678-1709 წწ.] 1450-31/2).
ავთანდილ
გორს მცხოვრები, ამილახვრის ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
ავთანდილ
იყო ბჭე ბორტი მაჩაბელსა და მანუჩარ [თუმანიშვილს] შორის სამამულე დავის გარიგებისას (XVII ს. Hd-14856).
ავთანდილ
ჰყავს [სახლიკაცი] ერასტი (XVII ს. Qd: 1038, 1046), წილად ხვდა:კრკონში ბერია, გოდერძი და ბერუკა ალექსაშვილები მამულით (XVII ს. Qd-1038), ყარაღაჯში - ჯვარისაშვილი მამისიმედი და ფარეში ზურაბი (XVII ს. Qd-1046).
ავთანდილა
მოწმე მანუჩარის მიერ ბერუა ყორღანაშვილისათვის მიცემული მიწების გაცვლილობის წიგნისა (1698 წ. VIII. 15. 1450-16/119).
ავთანდილა
ავთანდილას სარცხი ქვევრი, საპალნის ოდენობისა, წილად ხვდა იესე [ზუმბულიძეს] (XVII ს. II ნახ. 1450-31/15 4).
ავთანდილა
ჰყავს ძმა ალავერდა, ამტკიცებს ქვათახევის წინამძღვარ ექვთიმეს მიერ ოთარ თუმანიშვილისათვის მიცემულ ნასყიდობათა წიგნს (1700 წ. Ad-1008).
ავთანდილაშვილი ალიხანა - [ძმა] თამაზ ავთანდილაშვილისა, იხ.
ავთანდილაშვილი ბიძინა
ეკუთვნოდა ორი კომლი ყმა [კეხიჯვარში]. შეტანილია ციციშვილების ყმების ნუსხაში (1658-1675 წწ.] Hd-14534 ბ).
ავთანდილაშვილი ბიძინა
ჰყავს შვილები: ზაალ, იესე, გიორგი, როინ (1682 წ. 1450: 38/200, 38/207). იყიდა: სეხნია მაჯანიძისაგან ავთანდილაშვილების განაყოფის მიერ მიყიდული ნაფუძარი საზვიაშვილის ნაფუძრამდე (1682 წ. 1450-38/200), პაპუნა მაჯანიძისაგან - მიწა მისივე კალოს პირას (1682 წ. 1450-38/207).
ავთანდილაშვილი გიორგი - შვილი ბიძინა ავთანდილაშვილისა, იხ.
ავთანდილაშვილი ვარდანშა
მოწმე და დამწერი იაგანა ქანანაშვილის მიერ თამაზ ყაფლანისშვილისათვის მიცემული ყმის ნასყიდობის წიგნისა (1678 წ. X. 31. Qd-871 ვ).
ავთანდილაშვილი ზაალ - შვილი ბიძინა ავთანდილაშვილისა, იხ.
ავთანდილაშვილი ზა[ა]ლ
მოწმე გაბრიელ ბეჟანისშვილ-ბაინდურაშვილისა და ავთანდილ ასატურასშვილის მიერ ელიზბარ დავითისშვილისათვის მიცემული ვალის თამასუქის ბათილამისა (1697 წ. I. 15. სეიძ. II. №8).
ავთანდილაშვილი თამაზ - 1685-1690 წწ.
ჰყავს [ძმა] ალიხანა. ბაინდურ გოგიბაშვილის განაყოფი. ბაინდურ გოგიბაშვილს მიჰყიდა: ურწაშენს ზვრის ბოლოს შიოშაური ერთი დღის მიწა, პატარა სახუნდარს, ღარიბას მიწის ზემოთ - რატის მიწის ნახევარი (1685 წ. 1450-7/21); მოწმე: დოლმაზ ესტატესშვილის მიერ თავისი განაყოფის შვილის, ბაინდურ გოგიბაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1690 წ. IV. 7. 1450-10/27), გასპარა დარისპანაშვილის მიერ თავის ბიძაშვილ ბაინდურ [შანშიაშვილისათვის] მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1680-იანი წწ. 1450-9/24).
ავთანდილაშვილი იაგანა
მოწმე ბერუა ყარახანაშვილის მიერ ბერუა გულიზაშვილისათვის მიცემული საკომლო სახლ-კარის ნასყიდობის წიგნისა (1620 წ. VIII. 9. 1450-18/55).
ავთანდილაშვილი იესე - შვილი ბიძინა ავთანდილაშვილისა, იხ.
ავთანდილაშვილი იესე
ლეთელი, მოწმე ერასტი ფიფიაშვილის მიერ ზა[ა]ლ წინამძღვრიშვილისათვის მიცემული სასახლის ნასყიდობის წიგნისა (1697 წ. V. 21. Sd-565).
ავთანდილაშვილი მამაჯანა
ახალქალაქს მცხოვრები, იგი ერგო მოურავსა და ზურაბ [სააკაძეს] დემეტრეს ფარდად (XVII ს.ბოლო მეოთხ. Hd-12088).
ავთანდილაშვილი ჟამიერა
დამწერი საგია [თურმანიძის] მიერ ძაგანა ვიგრიაშვილისათვის მიცემული თარხნობის წიგნისა (1465 წ. Hd-1301).
ავთანდილაშვილი როინ - შვილი ბიძინა ავთანდილაშვილისა, იხ.
ავთანდილიშვილი ბერუა
იყიდა შერმაზანა აბაზაშვილისაგან მისი მკვიდრი ყმის, არაქელაშვილის ოთხი დღის მიწა თავთავგვერდში შიკიანთ და ზუტიას საზღვრებამდე, მამუკიანთ მიწამდე და საქცევ გზამდე (1690-იანი წწ. 1450-16/102).
ავჟანდაძე არჯევან
ჰყავს [სახლიკაცები]: ახალბედა, გიორგი. ჯერ კონსტანტინემ, შემდეგ ბაგრატ მეფემ მას განუახლეს ძველი სასისხლო სიგელი,რომელიც ლიონ მეფისაგან ჰქონია მიღებული. მის წინაპარს,რომელიც დარუბანდიდან გადმოსულა, მოურჩენია აღმაშენებელი, რომელიც გელათის შენებისას გალავნიდან გადმოვარდნილა და დაშავებულა. გაუჩინა ბაგრატმა სისხლი: ორასი ათასი ძველი ცხუმური თეთრი, თორმეტი გლეხი, თორმეტი თეთრი ჯორი, თორმეტი თეთრი ქორი, თორმეტი მეძებარი, თორმეტი თეთრი მიმინო; უწყალობა აგრეთვე სკანდას და გიგს ქვემოთ, ძევრეთს და ყვირილას შესართავთან ფისისანისა და ჩხარას სატყისმცველო (1452 წ. sic. [1510-1565 წწ.] Sd-521 სას.).
ავჟანდაძე ახალბედა - [სახლიკაცი] არჯევან ავჟანდაძისა, იხ.
ავჟანდაძე გიორგი - [სახლიკაცი] არჯევან ავჟანდაძისა, იხ.
ავჟანდაძე გოჩია
ჩხარს მცხოვრები. ემართა აფხაზეთის საკათალიკოსო ბეგარა: ათი კოკა ღვინო, თორმეტი თეთრი, რვა ქათამი, სამი კოდი ქერი, ერთი მენახევრე პური და ერთი მენახევრე ღომი, ერთი მარხილი თივა, ტვირთი და მუშაობა (1621 წ. ქსძ. III. №91).
ავჟანდაძე ზაქარია
ჩხარს მცხოვრები, ემართა აფხაზეთის საკათალიკოსო ბეგარა: ათი კოკა ღვინო, თორმეტი თეთრი, ხუთი ქათამი, ოცი კვერცხი, სამი კოდი ქერი, ერთი მენახევრე პური და ერთი მენახევრე ღომი, ერთი მარხილი თივა, ტვირთი და მუშაობა (1621 წ. ქსძ. III. №91).
ავჟანდაძე ივანა
ჩხარს მცხოვრები, ემართა აფხაზეთის საკათალიკოსო ბეგარა: თექვსმეტი კოკა ღვინო, ოცი თეთრი, ოცი კვერცხი, ერთი მარხილი თივა, ტვირთი და მუშაობა (1621 წ. ქსძ. III. №91).
ავჟანდაძე ნასხიდა
ჩხარს მცხოვრები, დედოფალმა თამარ დიასამიძემ იგი ბეგრით შესწირა გელათის წმინდა გიორგის ეკლესიას (1584 წ. Sd-2903).
ავჟანდაძე როსტევანა
ჩხარს მცხოვრები, დედოფალმა თამარ დიასამიძემ იგი ბეგრით შესწირა გელათის წმინდა გიორგის ეკლესიას (1584 წ. Sd-2903).
ავჟანდაძე საბა
ჩხარს მცხოვრები,დედოფალმა თამარ დიასამიძემ იგი ბეგრით შესწირა გელათის წმინდა გიორგის ეკლესიას (1584 წ. Sd-2903).
ავჟანდაძე საბა
ჩხარს მცხოვრები, ემართა აფხაზეთის საკათალიკოსო ბეგარა: თორმეტი კოკა ღვინო,თექვსმეტი თეთრი, რვა ქათამი, სამი კოდი ქერი, ერთი მენახევრე პური, ერთი მენახევრე ღომი, ერთი მარხილი თივა, ტვირთი და მუშაობა (1621 წ. ქსძ. III. №91).
ავრანაშვილი
გორს მცხოვრები იგი, თავისი მამულით უწყალობა ლუარსაბ მეფემ დავით [დავითიშვილს] (1610 წ. V. 13. Sd-555).
ავრანაშვილი ენანა
მოწმე ფოცხვერას მიერ არაქელა ბასტამაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1611 წ. II. 18. 1450-3/99).
ავტა (sic)
ხუცესი, მისი სახლი იყო ერთ-ერთი საზღვარი გრიქოლა ბაკურაშვილის მიერ მკრტიჩ ონიკაშვილისათვის მიყიდული სახლისა. (XVII ს. შუა ხანები. 1448-5333).
ავჯაშერ
ამირეჯიბი, მოწმე ალექსანდრე მეფის მიერ კაციბერ თოფურიძისათვის მიცემული სასისხლო სიგელისა ([1484-1510 წწ.] V. 17. ქმ. №608 სას.).
აზალაძე აზალდუხ
ჰყავს [სახლისკაცები]: ნადირა, პაპუნა, თევდორა. მისცა დეკანოზ გიორგი ეცადაშვილს, დათუასა და ლომისას საორმოცედ და საანდერძოდ - ნიგოზი და ნახევარი კვალი ვენახი, აფიაშვილის ვენახის ბოლოს მიწა და ერთი ღომი (XVII ს. გსიემ. 1928).
აზალაძე თევდორა - [სახლიკაცი] აზალდუხ აზალაძისა, იხ.
აზალაძე ნადირა - [სახლიკაცი] აზალდუხ აზალაძისა, იხ.
აზალაძე პაპუნა - [სახლიკაცი] აზალდუხ აზალაძისა, იხ.
აზამ
ვეზირი, გაუგზავნა არზა დედოფალმა მარიამმა, იხ. მარიამ.
აზანშერა
ჰყავს მამა ქურცინა, ძმა იბაშერი იგი და მისი ძმა განუდგნენ ყუარყუარე [ჯაყელს], ხახულის თემიდან გააძევეს და უვნებლობის ფიცი ჩამოართვეს. ყუარყუარეს ხელსაყრელი შემთხვევა რომ მისცემია,ფიცი გაუტეხია და განდგომილები შეუპყრია (1532 წ. მრავ. IV. 201-205).
აზარა: ტერ-აზარა
ჯანაზიანს მცხოვრები. მამულით წილად ხვდა იოთამ ბარათაშვილს ([1537-1538 წწ.] VIII. 6. 1450-11/112).
აზარა
ლისს მცხოვრები, ცოლისძმა მახარებელ სულხანაშვილისა. მახარებელ სულხანაშვილსა და მერაბს შორის მამულზე დავის გარიგების წიგნის თანახმად, მდივანბეგ როინ [ჯავახიშვილს] აზარასა და მახარებლისათვის ფიცი დაუდია. თუ დაიფიცებდნენ, სადაო მიწა მახარებელს დარჩებოდა. (1641 წ. Sd-496).
აზარა
ყაია, ბაადურ და პაპუნა ციციშვილებს შორის სამწევრისის მამულებზე დავის წიგნში აღნიშნულია, რომ გორის გზაზე მას, ასატურას, ჯამბუას და პეტროზას ჰქონდათ ციციშვილების თორმეტი დღის მიწა. ამავე წიგნის მიხედვით, მას სხვა ადგილას ჰქონია ციციშვილების ერთი დღის მიწა ([1633-1658 წწ.] 1448-2316).
აზარა
გლეხი, [ჩხარის] ციხის მეციხოვნემ, მარცვალაშვილმა, მას წაართვა ხარის მეოთხედი, გიორგი ბლუაშვილმა კი - თორმეტი კოკა ღვინო, ერშალი და ერთი ადლი ტილო, ყარლას ნავეკაძემ - ოცი ადლი ტილო (XVII ს. Ad-2233 ბ).
აზარაანთ ვართანაშვილი მარქარა
მოწმე აკოფა პაპიაშვილის მიერ ალავერდა [იაგულაშვილისათვის] მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. II ნახ. 1450-9/112).
აზარბეგა- 1632-1636 წწ.
ტინისხიდის მამასახლისი, მოწმე დავით ჩალაბაშვილის მიერ უმეკა ბახჩიაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდო ბის წიგნისა (1632 წ. IX. 8. Ad-1568); მის მიწამდე მიჰყიდა ავგაროზ გოგიბაშვილმა უმეკა ბახჩ[ი]აშვილს მიწა (1636 წ. Hd-14888).
აზართეღა
დიღმაშენს მცხოვრები, იგი მამულით, წილად ხვდა იოთამ ბარათაშვილს ([1537-1538 წწ.] VIII .16. 1450-11/112).
აზართეღა
სიქიშხანს მცხოვრები, იგი, მამულით წილად ხვდა იოთამ ბარათაშვილს ([1537-1538 წწ.] VIII. 16. 1450-11/112).
აზარია
მის ახოს ემიჯნებოდა ზაქუმიშვილებსა და შალკაშვილებს შორის სადაო მამული (1679 წ. 1450-48/149).
აზარიანი - (ვარ. აზარღიანი: აზაროანი) - 1697-1699 წწ.
ზაქუმ ზაქუმისშვილმა ალიყულიშვილმა მიჰყიდა ალავერდა იაგულაშვილს სხვა მიწებთან ერთად წყაროს თავს აზარიანთ ბაგები (1697 წ. V. 10. 1450-9/119), მანვე იეგულაანთ ბეჟანისშვილ ალიხანას-წყაროსთავს აზარღიაანთ ბაგების მიწა, აგრეთვე ამირა ამირჯანაშვილის სამი დღის მიწა,რომელიც აზარანთ მიწას ესაზღვრებოდა (1699 წ. II. 7. 1450-12/2).
![]() |
6.16 აზარიასშვილი || აზარიაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
აზარიაშვილი
მისი ოთხი დღის მიწა მიჰყიდა ზაქუმბეგ ზაქუმიშვილმა იეგულაანთ ბეჟანისშვილ ალიხანას (1699 წ. II. 7. 1450-12/2).
აზარიაშვილი (ვარ.აზარიანი) ბაბანა
მოწმე ზაქუმბეგ ზაქუმისშვილის მიერ დურმიშხან და ალავერდა იაგულაშვილებისათვის მიცემული მიწების ნასყიდობის წიგნებისა (1696 წ. IV. 15. 1450-9/122, 1699 წ. V. 10. 1450-9/119).
აზარიასშვილი ბერუა
მოწმე გარსევან გილასშვილის მიერ წინამძღვარ ონოფრე მაჭუტაძისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა(1695 წ. Ad-2055).
აზატა
მის მიწას ესაზღვრებოდა მელქინა სულხანისშვილის მიერ ბეჟან როსტომისშვილისათვის მიყიდული მიწა (1686 წ. 1450-8/95).
აზაფერიჯანა - შვილი არაქელასი, იხ.
აზბეგა (ვარ. აზიზბეგა)
ყიშახელი მოწმე ჰოვათიაღანთ არაქელაშვილ ჰოვათაღას მიერ მურადა დუთაშვილისათვის და აკოსთაანთ მიტიჩასათვის მიცემული მიწების ნასყიდობის წიგნებისა (1687 წ. 1450-8/43, 1687 წ. 1450-9/34).
აზიზა - 1623-1637 წწ.
დამწერი და მოწმე: ანტონ ვეციკაშვილის მიერ ქოქლასათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1623 წ. II. 5. Sd-39), სამნა ნადირაძის მიერ უმეკა ბახჩიაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1631 წ. V. 13. Ad-1567), ელიზბარ მანთაშაშვილის მიერ ამირასათვის მიცემული ნაზვრევის ნასყიდობის წიგნისა (1631 წ. VI. 24. 1450-45/135), მხითარა წურიკაშვილის მიერ ესტატე ფრანგიშვილისათვის მიცემული ქულბაქის ნასყიდობის წიგნისა (1637 წ. VIII. 25. 1450-53/111); გადაწერა ძველი წიგნიდან დავით ჩალაბაშვილის მიერ უმეკა ბახჩიაშვილისათვის მიცემული მიწების ნასყიდობის წიგნი (1632 წ. IX. 8. Ad-1568).
აზიზათ გიქუა
მოწმე თულუაანთ ჰასანას მიერ პეტროზასათვის მიცემული ბახჩის ნასყიდობის წიგნისა (1637 წ. V1. 22. 1448-1713).
აზიზაშვილი
დმანისს მცხოვრები, ხოჯა, იგი, მამულით, წილად ხვდა იოთამ ბარათაშვილს ([1537-1538 წწ.] VIII. 6. 1450-11/112).
აზიზაშვილი გოგიტა
მოწმე დავით მურაჩაშვილის მიერ მგელუასათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1657 წ.) Ad-915).
აზიზაშვილი დავით
დამწერი და მოწმე ხოსინა წერეთელასშვილის მიერ პაპინა ხუდადისშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1654 წ. 1. 15. Hd-6858).
აზიზაშვილი იარა
ცოვრეთს მცხოვრები, იგი, მამულით, წილად ხვდა იოთამ ბარათაშვილს ([1537-1538 წწ.] VIII. 6. 1450-11/112).
აზიზაშვილი პაპუნა
მოწმე სუმბატა მურადაშვილის მიერ სუხინასა და გაბუასათვის მიცემული ყმების ნასყიდობის წიგნისა (1665 წ. 1448-465).
აზირაშვილი გიორგი
მონაწილეობა მიიღო იოანესა და მაკარის სამამულე დავის გარიგებაში ქიტა და რამაზ ფოდიაშვილებთან (1688 წ. II. 1. 1450-34/191).
აზირაშვილი იოვანე
მოწმე ბეჟუა რამაზისშვილის მიერ ნონია მაკარისშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1682 წ. IV. 3. 1450-34/192).
აზმ[ა]იფ[ა]რ[ა]სშვილი
მის მიწამდე მიჰყიდა პაპუნა აღნიასშვილმა ნარიბეგ სპანდიერ[ი]სშვილს მამისთვალ[ა]სშვილისაგან ნაყიდი მიწა ჩოჩეთში (1693 წ. XII. 5. Ad-1852 ა).
აზმაიფარაშვილი ივანე
მოწმე გოგია ბოჭორაძის მიერ ივანე ვიგრიაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1653 წ. 1449-772).
აზმაიფარაშვილი ხოსიტა
ნაცვალი, მონაწილეობა მიიღო გარეჯელთა და ჩერქეზელთა სამამულე დავის გარიგებაში (1656 წ. IV. 2. 1450-25/150).
აზმაიფარაშვილი ხოსიტა
მოწმე რამაზ ფარღუზათაშვილის მიერ მამისიმედ ენაგელაშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1656 წ. Qd-16).
აზმაიფარაშვილი ხოსიტა
მოწმე გოგინა ბათუნასშვილის მიერ პაპუა მაღალაშვილისათვის მიცემული სამამულე დავის გარიგების წიგნისა (1664 წ. 1448-5059).
აზმაიფარაშვილი ხუცია
მოწმე იასე მრელიაშვილის მიერ რევაზ მაღალაძისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1682 წ. XII. 12. Qd-1349).
აზუმაშვილი კირაკოზა
სავანეთს მცხოვრები, იგი ერთწილად ერგო ხოსია [ბარათაშვილს (1640 წ. 1450-11/80).
ათაბეგა
მოწმე ნაზარა თამაზაშვილის მიერ პაპია შანშიაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა ([1663 წ.] 1450-10/9 ბ).
გელითეკე ათაბეგა - 1673-1681 წწ.
დამწერი და მოწმე: ნასყიდა შავერდაშვილის მიერ შოშია გოგოჩაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1673 წ. I. 1. Hd-14517), ნაზარა ხოჯუასშვილის მიერ ამირაღანთ ფარსადანისათვის მიცემული სასახლის ნასყიდობის წიგნისა (1677 წ. X. 10. გსიემ 7601/ 13), გოგია მეხრისშვილის მიერ ზუბიტა თოთიაურისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1680 წ. 1448-8750), ნასყიდა შავერდასშვილის მიერ შოშია გოგოჩასშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის - წიგნისა (1681 წ. III. 1. Hd-2513), ზაქუტას მიერ შოშია გოგოჩასშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1681 წ. III. 15. Hd-2532).
ათაბეგისშვილი
მოხსენებულია ზაქუმბეგ ზაქუმიშვილისა და შალიკაშვილების სამართლის წიგნში: მას დარჩენია ბეჟანის კუთვნილი მამული (1679 წ. 1450-18/149).
ათაბეგისშვილი იხ. მირიმანიძე
ათანა - ძმა მელქიზედეგისა, იხ.
ათანა - ძმა კვირიკასი, იხ.
![]() |
6.17 ათანასე || ათანასი |
▲ზევით დაბრუნება |
ათანასე: ათანასეული
ბერთის ღმრთისმშობელს ოპიზის წინამძღვარმა დავით [...]ლასძემ შესწირა ათანასეულის ვენახი (XV ს. Qd - 906. 158 v-159 v).
ათანასე
[კათალიკოსის] კარის მწიგნობარი, დამწერი თეოდოსი კათალიკოსის მიერ რომანოზ მაღალაძისათვის მიცემული სახლ-კარისა და ვენახის წყალობის წიგნისა (1542 წ. Hd-1353).
ათანასე
ახალსოფელს მცხოვრები, ემართა ქუთაისის საყდრის ბეგარა: ოცდახუთი კოკა ღვინო, სამი ქათამი, ოცი კვერცხი, ტვირთი, ხუთი თეთრი, ერთი სხვა თეთრი, საყდრის, სასახლის, ზვრის მუშაობა, თორმეტ თეთრად ღირებული საკლავი, თუ ყანაში იმუშავებდა ორი ნაოთხალი ღომი უნდა გამოეღო თუ არა - რვა (1578 წ. H-626).
ათანასე
ზოვლელი, მოწმე ნადირა ტაველისშვილის მიერ უცნობი პირისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (XVII-XVII სს.მიჯნა. Hd-1359 ა)
ათანასე - 1606-1614 წწ.
მღვდელი ([1606-1614 წწ.] Hd: 9319, 1561), ჰყავს მამა ენუქ, სახლიკაცი ელია, იხ., მოწმე ბეჟან ჯავახიშვილის მიერ ქაიხოსრო ჯავახიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1606 წ. Hd-9319).
ათანასე
მგალობელი. მალაქია კათალიკოსის მოლაშქრე ([1616-1621 წწ.] ქსძ. III. №92 ვ).
ათანასი
სვეტიცხოვლის დეკანოზი, მოწმე პაატა ჭარმელაურის მიერ ავთანდილ ბეგუერდისშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1622 წ. I. 4. 1450-35/73).
ათანასე - 1646-1698 წწ.
რუისელი, დეკანოზი, მოწმე გიორგა მირიანაშვილის მიერ შალვა რაზმაძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1646 წ. IV. 13. (1448-5443); დამწერი და მოწმე: ქიტია ქუბიაშვილის მიერ გოგილა მალულიძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1672 წ. III. 15. Sd-57), ბერი სარიდანაშვილის მიერ თევდორე რაზმაძისათვის მიცემული საწისქვილეს ნასყიდობის წიგნისა (1689 წ. 1448-9429), პაპუნა მირიანაშვილის მიერ თევდორე რაზმაძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (16[98] წ. 1448-5439).
ათანასე
წმინდა გიორგის დეკანოზი. მოწმე გედევან ფანიაშვილის მიერ როჭიკა შალიკაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნებისა (1664 წ. 1450-37/7245, [1664 წ.] 1450-37/246).
ათანასე
მთაწმინდის მამა, დავითთან ერთად აღაპი გაუჩინა მთაწმინდის მონასტრის შემწირველს (1678 წ. V. 28. Hd-11067).
ათანასე
დამწერი და მოწმე სეხნია მაჯანიძის მიერ ბიძინა ავთანდილაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1682 წ. 1450-38/200).
ათანასე - ძმისწული იობისა, იხ.
ათანასე- 1693-1697 წწ.
დამწერი და მოწმე: ბასილი რიზმანაშვილის მიერ ზაზა [ციციშვილისათვის] მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1693 წ. Sd-17), ხიზანა ბაკურაშვილის მიერ ბერა ნარიმანაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1697 წ. Hd-10897).
ათანასე - [1660]-[1700] წწ.
სვეტიცხოვლის დეკანოზი, ჰყავს: ძმები: ნიკოლოზ, გიორგი, შვილები: დათუნა, ბერი, დანიელ ([1688 წ.] IV. 12. 1450-31/149). მას უწყალობა იოვანე კათალიკოსმა, მცხეთისშვილთა ნებადართვით დროებით ჩამორთმეული სვეტიცხოვლის დეკანოზობა, მოხისისა და მცხეთა-კოდმანის მოურაობა, გაბეკაძეები, აღაიანში·ბაცელაშვილი და ვენახი, ახალკალოს - ლიურსაძე და, „რაც სადეკანოზოდ დადებულიყო“ (1688 წ. IV. 12. 1450-31/149); იგი სახლთუხუცეს ამილბარ [მაღალაძესთან] ერთად დომენტი კათალიკოსს გაგზავნილი ჰყავდა რომელიღაც საკათალიკოსო სოფელში გადამალული ყმების აღმოსაჩენად და გაცემული მამულების დასადგენად ([1660-1676 წწ.] Ad-151); მოწმე: კათალიკოს იოვანე დიასამიძის მიერ ხუცია მაღალაძისათვის მიცემული აშენდის მოურაობის წყალობის წიგნისა (1700 წ. 1448-5619), მარკოზ გულჯვარასშვილის მიერ თავისი ქალიშვილის, თამარისათვის მიცემული სააღაპე წიგნისა (XVII ს. I ნახ. Ad-1871).
ათანასესშვილი
კასპს მცხოვრები, ამილახვრის ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა მშვილდით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ.1448-5032).
ათანაშვილი
სამებელ მაყაშვილის ყმა, იყო მოფიცარი სამებელ და ლუარსაბ მაყაშვილებსა და ქსნის ერისთავს შორის ყმაზე დავის გარჩევისას (1670-1696 წწ.] Ad-612).
ათანელ (ვარ.თანელა) - 1637-1691 წწ.
დიღმის წმინდა გიორგის დეკანოზი ([1637-1691 წწ.] Hd: 1054, 1053, სს. II. №69. Hd: 1690, 1035, 1048). მღვდელი (1691 წ. Hd-1048), ჰყავს ძმები: დიღმის წმინდა გიორგის დეკანოზი გედია ([1660]-[1678] წწ. სს. II. №69, Hd-1035), ელიზბარ, ჟესთელ, ბერუა || ბერი ([1660]-1678 წწ.] სს. II. №69, Hd-1035 ), ოთარა (1678 წ. Hd-1035), შვილები: დავით, ელიაზარ, გედევან (1637-1641 წწ. Hd-1054, 1053), ივანე, გიორგი (1641 წ. Hd-1053). იგი გაათარხნა როსტომ მეფემ და დაავალა აღაპი გიორგი მეფის მოსახსენებლად (1637 წ. Hd-1054); განუახლა როსტომ მეფემ დეკანოზობა და ცხორებაშვილისეული სასახლის წყალობა (1641 წ. Hd-1053); დაუმტკიცა: კათალიკოსმა დომენტიმ დეკანოზობა ([1660-1676 წწ.] ს. II. №69), ნიკოლოზ კათალიკოსმა - დეკანოზობა (1678 წ.) Hd-1035); მოწმე: მაზიტა უგუნურიშვილის მიერ პაპუა [მაღალაძისათვის] მიცემული ყმის ნასყიდობის წიგნისა (1674 წ. XI. 15. Ad-1613); ბერუა თბილელაშვილის მიერ ესტატე მარინდაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1691 წ. Hd-1048).
ათანელიშვილი თევდორე
მოწმე რამაზ ფარღუზათაშვილის მიერ მამისიმედ ენაგელაშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1656 წ. Qd-16).
ათანესაშვილი დავით
მისგან ნაყიდი ზედგინიძე უწყალობა დომენტი კათალიკოსმა ხუდადა ხოჯაშვილს (1660 წ. V. I. Sd-2913).
ათანესაშვილი მირიანა
ქალაქს მცხოვრები, ამილახვრის ყმა, მისი კომლიდან ოთხ კაცს, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა ლაშქრობა (XXII ს. II ნახ. 1448-5032).
ათილასშვილი სუმბათ
სამეფო კარის მდივან-მწიგნობარი, დამწერი ფარიშატ და გიორგი ბარათაშვილებს შორის მამულის გაყოფის წიგნისა (1543 წ. V. 20. Hd-10381).
ათინა
მისი ნაქონი სახლები [თბილისში] უწყალობა გიორგი მეფემ ვახტანგ ორბელიშვილს (1679 წ. IV. 29. Sd-539).
ათინაშვილი (ვარ. ათინათ || ათინთა) ესტატე (ვარ.ესტატა) - 1690-1699 წწ.
მოწმე: [გოჭილოდინაანთ] თათოსას და ბაღდასარას გაყრისა (1690 წ.VII. 1450-50/207), ქაფანაკათ ზურაბასშვილ ფარსადანას მიერ ბაღდადათ თათო სასათვის მიცემული ადგილის ნასყიდობის წიგნისა (1691 წ. VIII. 24. 1450-50/205), იასე და დათუნა გერმანოზიშვილების მიერ ქალიბ ჯაფარასათვის მიცემული ვალის წიგნისა (1693 წ. III. 30. სს. I. №426), ბეჟანა რაგვიშვილის მიერ სოლაღა ხ[ა]ტისაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1699 წ. V. 31. 1449-1861).
ათრასძე ბილქან
მიჰყიდა - კაბენის მონასტერს ვენახი ოგომურაჲს თავს, რომლის მიწა შეძენილი ჰქონდა ბაროკულასძისაგან (XV ს. H-1453, 1v).
ათრასძე გ[ი]რმიშ
მოწმე ბილქან ათრასძის მიერ კაბენის მონასტრისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (XV ს. H-1453, 1v).
ათუა
მეზურნე, თავისი სახლიკაცებით და მამულით, გიორგი მეფემ შესწირა მანგლისის ღმრთისმშობლის ეკლესიას (1682 წ. V. 15. 1449-1824).
ათუაშვილი ალიხანა
სამღერეთს მცხოვრები, მის ნაცვლად ზაალ [სააკაძეს] წილში ერგო კირაკოზა ალიხანაშვილი მამულით (XVII ს. ბოლო მეოთხ. 1450-37/177).
ათუაშვილი კირაკოზა
სამღერეთს მცხოვრები, იგი, მამულით, წილში ერგო ზაალ [სააკაძეს] ალიხანა ათუაშვილის ნაცვლად (XVII ს. ბოლო მეოთხ. 1450-37/177).
აიგუნაშვილი მანგია
შულავერს მცხოვრები, მისი წყალობა განუახლა როსტომ მეფემ წოვანშაშვილს (1658 წ. 1448-2319).
[აიგუნაშვილი] ყარახანა
შულავერს მცხოვრები, მისი წყალობა განუახლა როსტომ მეფემ წოვანშას შვილ თამაზს (1658 წ. 1448 - 2319).
აიდინა - 1688-1691 წწ.
სურამის ნაცვალი, მამასახლისი (1688-1691 წწ. Sd-18, Hd-14927), მოწმე: პაპუა, შიო, ნიკოლოზ, ოთარ ლევან და თევდორე, პეტრე, საამ კევხიაშვილებს შორის სასისხლო დავის გარიგების წიგნისა (1688 წ. Sd-18), ზაზა აბაზაძის მიერ იასე მურვანისშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1691 წ. I. 9. Hd-14927).
აკოსთანთ ანეზა - ძმა აკოსთანთ მიტიჩასი, იხ.
აკოსთანთ ევანეზ - ძმა აკოსთანთ მიტიჩასი, იხ.
აკოსთანთ თამაზა - ძმა აკოსთანთ მიტიჩასი, იხ.
აკოსთანთ იაგანა - ძმა აკოსთანთ მიტიჩასი, იხ.
აკოსთანთ მიტიჩა
ჰყავს ძმები: ანეზა, იაგანა, თამაზა, ხეჩიკა, მურადა, ტიროზ, ყარ[ა]ხ[ა]ნ, ევანეზ, სარქისა. იყიდა ჰოვათაღ[ა]ნთ ჰ[ო]ვათაღასგან ორი დღის მიწა (1687 წ. 1450-9/34).
აკოსთანთ მურადა - ძმა აკოსთანთ მიტიჩასი, იხ.
აკოსთანთ სარქისა - ძმა აკოსთანთ მიტიჩასი, იხ.
აკოსთანთ ტიროზ - ძმა აკოსთანთ მიტიჩასი, იხ.
აკოსთანთ ყარ[ა]ხ[ა]ნ - ძმა აკოსთანთ მიტიჩასი, იხ.
აკოსთანთ ხეჩიკა - ძმა აკოსთანთ მიტიჩასი, იხ.
აკოფა
მანაკერტში მცხოვრები, იგი, მამულით, წილად ხვდა იოთამ ბარათაშვილს (1537-1538 წწ.] VIII. 16. 1450-11/112).
აკოფა - 1626-1646 წწ.
უკანგორს მცხოვრები, იგი საუფროსოდ ერგო: დავით თურქისტანაშვილს (1626 წ. 1450-50/70), ვართანას ნაცვლად ერთწილად, თავისი მამულით, ერგო [თურქისტანიშვილს] (1626 წ. 1450 - 50/77), წილში ერგო ლეონ თურქისტანიშვილს (1646 წ. III. 12 1450-18/89).
აკოფა - 1631-1651 წწ.
ჰყავს ძმა ამირა (1631 წ. VI. 24. 1450-45/135), შვილი - დავით, ძმისწული ნასყიდა (1631-1651 წწ. 1450: 45/135, 45/130). იყიდა: ელიზბარა მანთაშაშვილისაგან ნასყიდი მიწა - თუმანიანთ ნაზვრევი „ქვემო წალკოტში“, ზევით - ნავენახევი: სიგრძით ასორმოცდასამი და სიგანით ასოცდაოთხი ადლი (1631 წ. VI. 24. 1450-45/135), ბეჟინა მანთაშაშვილისაგან მისი ძმის, ელიზბარასაგან „წალკოტში“ ნაყიდი ნაფუძრის მეზობლად მდებარე მიწა, რომელიც მანამდე აკოფას თვითნებურად მოეხნა (1651 წ. IV. 15. 1450-45/130).
აკოფა: იზა - აკოფა
გორს მოსახლე, სომეხი. იგი და მისი სახლი თეიმურაზ მეფემ სააღაპედ შესწირა სვეტიცხოველს (1631წ. 1449-2645).
აკოფა
იგი, ცოლშვილითა და მამულით, თათრისაგან დაიხსნა გივი ამილახორმა და მიჰყიდა [თბილისის] მოურავს, მანუჩარს (1646 წ. Hd-14911).
აკოფა: ტერ-აკოფა
მამასახლისი, მოწმე კაკოზას მიერ პაპია შანშიაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. შუა ხანები, 1450-5/49).
აკოფა
ყურს მცხოვრები, ამილახვრის ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით, მისი კომლიდან ორ კაცს ევალებოდა მშვილდით ლაშქრობა( XVII ს. II ნახ. 1448-5032).
აკოფა: ტერ-აკოფა - 1663-1673 წწ.
ხუცესი (1663-1673 წწ. 1450: 10/ 9; 7/17, 6/22, 7/6), მან და „ერთობილთ“ სამწერლებმა: ალიხანა უსუფაშვილმა, ბერუა და ბერ ქურციკაშვილებმა, მამასახლისმა იაგანამ, ასნაურაშვილმა დავითამ, არაქელა აპრელაშვილმა, ყარახანა ხერკაშვილმა, ყაზარა ზეგელაშვილმა, შანარა ხოციკაშვილმა, არაქელა და კაკოზა მარქარაშვილებმა მიჰყიდეს ვენახი პაპია შანშიაშვილს (1663 წ. V. 5. 1450-10/9 ა); მოწმე; როსტევან ვართანაშვილის მიერ ბაინდურ პაპიაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1665 წ. IV. 27. 1450-7/17), დემურა უსუფაშვილის მიერ ბაინდურ პაპიაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1667 წ. VIII. 1450-6/22), იაგანა პაპუაშვილის მიერ პაპია შანშიაშვილისათვის მიწის ქრთამად გადაცემის წიგნისა (1673 წ. XI. 1450-7/6).
აკოფა
მეხრე, მოწმე ფინეზას მიერ პაპია გოგიბაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1675 წ. II.24. 1450-5/42).
აკოფა: ტერ-აკოფა
აკანათელი, მოწმე ამირა ვანიაშვილის მიერ ზალინა [იაგულაშვილისათვის] მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1677 წ. V. 22. 1450-9/147).
აკოფა: ტერ-აკოფა - მამა ტერ-მელქისეთასი, იხ.
აკოფა
ლორელი, ქვემო დარბაზს მცხოვრები, ერთი კომლი, შეტანილია ნიკოლოზ კათალიკოსის მიერ შედგენილ სვეტიცხოვლის ყმათა ნუსხაში (1683 წ. 1449-1788).
აკოფა
უსტა, მოწმე ყარაოღლაანთ ვართანას მიერ ყარაგოზაანთ იარალისათვის მიცემული სახლის ნასყიდობის წიგნისა (1684 წ. VI. 10. Hd-13076).
აკოფა
კალატოზი. მოწმე ქიტუნა მახარასშვილის მიერ კარაპეტა ხეჩატურაშვილისათვის მიცემული სახლის ნასყიდობის წიგნისა (1687 წ. VIII. 15. 1448-4211).
აკოფა
გორში მისი ნასახლარის ნახევარი მისცა ოთარ თუმანიშვილმა ფარსადან ამირაღაშვილს (1689 წ. XII. 22. 1450-30/102).
აკოფა
ჰყავს შვილები: ელიზბარ და გიორგი. ესახლა საგარეჯოში თავის ნაყიდ მამულზე, საკუთარი ნებით ეყმო დავით გარეჯის მონასტერს. მისი თავშეწირულების წიგნი იოანე კათალიკოსმა დაამტკიცა. (1690 წ. 1449-1834).
აკოფაშვილები
ტაბახმელას მცხოვრებნი, ისინი ჩამოართვა ნაზარალი-ხანმა ერეკლე სოლაღაშვილს, რომელსაც დროებით ეჭირა და უბოძა ერეკლეს განაყოფს, ასლამაზს (1697 წ. Sd-672).
![]() |
6.18 აკოფასშვილი||აკოფაშვილი||აკოფანთ |
▲ზევით დაბრუნება |
აკოფაშვილი
თაფანს მცხოვრები, იგი ბარათაშვილების გაყრის დროს ერთწილად ერგო გერმანოზ ბარათაშვილსა და მის ძმებს: თაყას,გოსტასაბს და ფალავან-ხოსროს (1523 წ. №1299 ა).
აკოფაშვილი
საყდართან მდებარე მისი მიწა ბეჟან [თუმანიშვილმა] საუპატიოდ დაუდო თავის ბიძას - მდივან ზურაბს და მის სახლიკაცებს: სულხანს, ქიშვარდ და ყალანდარ [თუმანიშვილებს] (XVII ს. II ნახ. Hd-15040).
აკოფასშვილი
გორუმს მცხოვრები, ქექებურასშვილის ყოფილი ყმა, იგი მეფე გიორგიმ სვიმონ და ხადუა ირემასშვილების სანაცვლოდ უწყალობა ბეჟან თურქისტანასშვილს ([1685-1703 წწ.] 1450-18/97).
აკოფასშვილი
მის საზღვრამდე მიჰყიდა სომხითის მელიქმა ავთანდილმა ბაინდურ გოგიბაშვილს ბოლნისს, თურმანისში, თორმეტი დღის მიწა (1688 წ. 1450-10/18).
აკოფაშვილი
მას უყიდია ქვათახევის ყმის, მაზანას მიერ თვითნებურად გაყიდული მიწა, „მელის ხვრელი“; სველნეთში ([1700 წ.] 1449-1869).
აკოფაშვილი
მის მიწას ესაზღვრებოდა აბდულა თუმანიშვილის მიერ მანუჩარ თუმანიშვილისათვის მიყიდული მიწა (XVII ს. ბოლო. 1450-3/112).
[აკოფაშვილი] ავთანდილა - განაყოფი ბადრაღა აკოფაშვილისა, იხ.
აკოფაშვილი ანეზა
მოწმე შაყუბათა ბეროაშვილის მიერ დოლმაზა შანშიაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1687 წ. IX. Hd-14179).
აკოფაშვილი ანეზა
მოწმე ხეჩიკა ალოაშვილის მიერ ევანეზასათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1690 წ. XI. 1450-7/102).
აკოფაშვილი ბადრაღა
ჰყავს განაყოფი ავთანდილა, მასთან ერთად მოწმეა ოთია გორიმაშვილის მიერ იასე [თურქისტანიშვილისათვის] მიცემული სალვაუტის ჭალის ნასყიდობის წიგნისა (1698 წ. შემდგომ. 1450-50/73).
აკოფაშვილი გიორგი
თვალს მოსახლე, ერთი კომლი, მოხსენებულია: დავით გარეჯის მონასტრის ყმების ნუსხაში ([1690-1733 წწ.] Ad-421).
აკოფასშვილი ელისბარ
თვალს მოსახლე, მოხსენებულია დავით დავით გარეჯის მონასტრის ყმების ნუსხაში ([1690-1733 წწ.] Ad-421).
აკოფასშვილი ზურაბა
მოწმე დათუნა შატბერაშვილის მიერ ასატურა ბეჟანიშვილისთვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1680 წ. III. 1450-49/124).
აკოფასშვილი ზურაბა - შვილი საქოა აკოფასშვილისა, იხ.
აკოფაშვილი თამაზა - [ძმა] იაგანა აკოფაშვილისა, იხ.
აკოფაშვილი თანდილა
იგი უმამულოდ ერგო ფირანს, ზუბიაშვილის ნაცვლად (XVII ს. Hd-12083).
აკოფაშვილი იაგანა
ჰყავს ძმები: თამაზა, საქუა. მიჰყიდა მურადა დუთასშვილს რუსტუმას გორის ძირას ჰოვდეღანთ მიწა საფარანთ, შ[ა]ვლანთ და საინბეგ[ა]ნთ მიწებამდე (1694 წ. IX. 15. 1450-8/17).
აკოფანთ მურადა
ჰყავს განაყოფი საკა, მოწმე აკოფანთ საკას მიერ ფარემუზ შანშიაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1700 წ. IV. 3. 1450-9/14).
აკოფაშვილი მურვანა
მოწმე ბაინდურა უბლამაშვილის მიერ დათუნა თოფჩიაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1698 წ. 1448-928).
აკოფაშვილი მხითარა
მისი მიწა ესაზღვრებოდა ხოსიტა თუმანიშვილის მიერ მანუჩარ თუმანიშვილისათვის მიყიდულ მიწას (1670 წ. IV. 6. Hd-8054).
აკოფასშვილი ნასყიდა - 1680-1681 წწ.
მოწმე: დათუნა შატბელაშვილის მიერ ასატურა ბეჟანისშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1680 წ. XII. 5. 1450-49/110), მაზიტა იმარასშვილის მიერ ასატურა ბეჟანისშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1680 წ. XII. 15. 1450-49/112), ქიტესა პატატისშვილის მიერ ასატურ ბეჟანისშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1681 წ. III.1. 1450-49/114).
აკოფაშვილი (ვარ. აკოფანთ) საქოა (ვარ. საკა).
ჰყავს: ძმები: ულუხანა,შერმაზანა (1700 წ. 1450-9/14), შვილი ზურაბა, ძმისწული შერმაზან (XVII ს. I მეოთხ. 1450-8/39), განაყოფი მურადა, ბატონი დავით [ჭილასშვილი] (1700 წ. 1450-9/14). მიჰყიდა: ფარემუზ შანშიაშვილს მიწა, რომელიც ცალ მხარეზე ესაზღვრებოდა სულხ[ა]ნთ ბერუას მიწებს (1700 წ. IV. 3. 1450-9/14), თავის განაყოფს, მურადა დუთასშვილს - მისგან ნასესხები ოცდაორი მარჩილის დასაფარავად - ძმებისაგან წილში ნარგები ვენახი (XVII ს. IV მეოთხ. II. 10. 1450-8/39).
აკოფაშვილი საქუა - [ძმა] იაგანა აკოფაშვილისა, იხ.
აკოფანთ ულუხანა - ძმა აკოფანთ საკასი, იხ.
აკოფასშვილი შერმაზან - ძმისწული საქოა აკოფასშვილისა, იხ.
აკოფანთ შერმაზანა - ძმა აკოფანთ საკასი, იხ.
აკოფშაშვილები
აწუფს მცხოვრებნი, როსტომ მეფემ ბეჟან თულაშვილს განუახლა სვიმონ და ლუარსაბ მეფეების მიერ ნაბოძები აკოფშაშვილების წყალობა (1642 წ. Qd-1698).
აკოფშაშვილი სიმუა
ჰყავს [სახლიკაცი] ღამბუა, რომელთან ერთად იგი როსტომ მეფემ უწყალობა ბეჟან თულაშვილს (1642 წ. Qd-1698).
აკოფშაშვილი ღამბუა - [სახლიკაცი] სიმუა აკოფშაშვილისა, იხ.
![]() |
6.19 ალადადაანი || ალადათაანი || ალადადაშვილი || ალადათაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
ალადათაშვილი - 1675-1682 წწ.
მისი მიწა ესაზღვრებოდა: წატურაანთ პაპინასშვილ ფასუას მიერ ასატურ ბეჟანისშვილისათვის მიყიდულ მიწას (1675 წ. VII. 1450-49/118), არაქელა წატურაშვილის მიერ ასატურ ბეჟანისშვილისათვის მიყიდულ მიწას (1676 წ. VI. 15.1450-49/106), ვეციკაანთ ანტონასშვილ სარქისას მიერ გორელ მესხასატურაშვილ-ბეჟანისშვილ ასატურასათვის მიყიდულ მიწას (1682 წ. XI. 2. 1450-49/117).
ალადადაშვილი აფრიამა
დამწერი და მოწმე ჯანაბოანთ პაპინაშვილ გასპარას მიერ დავით ჯანღაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1680 წ.II. 1450-53/118).
ალადადაანთ აფრიამა
მოწმე ენიბეგაანთ არუთინას მიერ ივანგულაანთ მურადასათვის მიცემული ქულბაქების ნასყიდობის წიგნისა (1693 წ. I. 1. 1450-19/60).
ალადადაშვილი ესტატე
დამწერი და მოწმე გივი ამილახვრის მიერ სუბატაშვილისა და გოგინაშვილისათვის მიცემული სამამულე დავის გარიგების წიგნისა (1664 წ. Hd-13141).
ალადათაანთ საქინაშვილი (ვარ. საქსანაშვილი) გიორგი - 1692-1698 წწ.
მოწმე: ბეჟან ამირაღასშვილ-თამაზასშვილის მიერ ასატურა ბეჟანისშვილისათვის მიცემული ყმა-მამულის ნასყიდობის წიგნისა (1692 წ. XI. 15. 1450-49/105), ნეფესაანთ ზაქარიას მიერ ამირაღაანთ გაბრიელისათვის მიცემული სასახლის ნასყიდობის წიგნისა (1698 წ. IX. 1449-964).
ალადადაშვილი ხოსინა
მოწმე ზურაბ ჯავახიშვილის მიერ ხითარა კოტარაშვილისათვის მიცემული ყმების ნასყიდობის წიგნისა (1690 წ. IV. 6. Sd-552 ა).
ალადაღაშვილი გიორგი - იხ. ჩერქეზი ალადაღაშვილი გიორგი
ალადაშვილი ბეჟან - [სახლიკაცი] გიორგი ალადაშვილისა, იხ.
ალადაშვილი გიორგი
ქისიყელი, ჰყავს [სახლიკაცები]: პაპუნა, რამაზ, გურგენ, ზუბიტა, პეტრე, გურასპ, მამუკა, სოზია, ელიოზ, შერმაზან, ბეჟან, ონანა, შიოშ. მეფე ნაზარალი-ხანმა აღუდგინა და განუახლა ძველად მიცემული აზატობის წიგნი, რომელიც მას დაჰკარგოდა ([1688-1703 წწ.] Qd-1950).
ალადაშვილი გურასპ - [სახლიკაცი] გიორგი ალადაშვილისა, იხ.
ალადაშვილი გურგენ - [სახლსიკაცი] გიორგი ალადაშვილისა,იხ.
ალადაშვილი ელიოზ - [სახლიკაცი] გიორგი ალადაშვილისა, იხ.
ალადაშვილი ზუბიტა - [სახლიკაცი] გიორგი ალადაშვილისა, იხ.
ალადაშვილი მამუკა - [სახლიკაცი] გიორგი ალადაშვილისა, იხ.
ალადაშვილი ონანა - [სახლიკაცი] გიორგი ალადაშვილისა, იხ.
ალადაშვილი პაპუნა - [სახლიკაცი] გიორგი ალადაშვილისა, იხ.
ალადაშვილი პეტრე - [სახლიკაცი] გიორგი ალადაშვილისა, იხ.
ალადაშვილი რამაზ - [სახლიკაცი] გიორგი ალადაშვილისა, იხ.
ალადაშვილი სოზია - [სახლიკაცი] გიორგი ალადაშვილისა, იხ.
ალადაშვილი შერმაზან - [სახლიკაცი] გიორგი ალადაშვილისა, იხ.
ალადაშვილი შიოშ - [სახლიკაცი] გიორგი ალადაშვილისა, იხ.
ალ[ა]ვერ[ა]ნა
მოწმე ავთანდილ ესტატაშვილის მიერ პაპია შანშიაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1666 წ. IV.1. Hd-9282).
ალავერ[ა]ნა
მის ვენახს ესაზღვრებოდა დუშია გოგიბაშვილის მიერ ფარემუზ გოგიბაშვილისათვის მიყიდული ვენახი (1694 წ. IV. 7. 1450-61/36).
ალავერდა
დმანისს მცხოვრები, იგი, მამულით, წილადა ხვდა იოთამ ბარათაშვილს ([1537-1538 წწ.] VIII. 6. 1450-11/112).
ალავერდა
დმანისს მცხოვრები, იგი, მამულით, წილად ხვდა იოთამ ბარათაშვილს ([1537-1538 წწ.] VIII. 16. 1450-11/112).
ალავერდა
ახაშენს მცხოვრები, ჰყავს შვილი ჯანია, ძმისწული შავერდა. მიჰყიდა კახაბერ ყორღანაშვილს ახაშნულ მინდორში ოც მარჩილად ხუთი დღის მიწა, რომელიც ჭაბუკაშვილის მიწის ბოლოს მდებარეობდა (1612 წ. IV. 14. 1450-17/7).
ალავერდა
ჰქონდა დავა ალიხანა შალიკაშვილთან ერთ კომლ ევანეზა სირუნაშვილსა და ვართევანაზე (1645 წ. 1450-48/131).
ალავერდა - შვილი ყაიბულასი, იხ.
ალავერდა
ყაია, ყორჩიბაშ ბაადურსა და სარდალ პაპუნა [ციციშვილებს] შორის სამწევრისის მამულებზე დავის წიგნში აღნიშნულია,რომ ქვემო გომში მის კარამდე ყოფილა [ციციშვილების] ხოდაბუნები და ბოსტნები([1633-1658 წწ.]1448-2316).
ალავერდა - გრძელაში მცხოვრები, შვილი თამაზასი, იხ.
ალავერდა
ციციშვილის ყმა, კუერცხიშვილთან ერთად ჩიოდა სასახლის გარშემო მიწებზე (1679 წ. VIII. 5. Ad-1218).
ალ[ა]ვერდა
მოწმე ჰოვათაღანთ არაქელაშვილ ჰოვათაღას მიერ; მურადა დუთაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1687 წ. 1450-/8 43) და აკოსთანათ მიტიჩასათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1687 წ. 1450-9/34).
ალავერდა
ალავერდას თუმანა მოწმეა პაპუნა ბარათაშვილის მიერ მერაბ ყორღანაშვილისათვის მიცემული ნასოფლარ ზემო შავნის ნასყიდობის წიგნისა (1661 წ. III. 15. Hd-1375).
ალავერდა
ყული, ქალაქს მცხოვრები, მანუჩარის ყმა, მისი სახლები ქალაქში ნაზარალი-ხანმა დაუმტკიცა მანუჩარს (1689 წ. 1450-53/91).
ალავერდა
მისი ვალი, ცხრამინალთუნი, სანახევროდ უნდა გადაეხადათ [გოჭილოდაანთ] თათოსას და ბაღდასარას (1690 წ. VII. 1450-50/207).
ალავერდა
ჰყავს ძმა ავთანდილა. დაამტკიცა ქვათახევის წინამძღვარ ეფთვიმეს მიერ მდივან ოთარ თუმანიშვილისათვის მიცემული ძველ ნასყიდობათა განახლების წიგნი (1700 წ. Ad-10008).
ალავერდა - ძმა გედალისა, იხ.
ალავერა
მამასახლისი, მოწმე ხუგაზა ადიბეგასშვილის მიერ ბოლნელისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. ბოლო მეოთხ. Hd-9273).
![]() |
6.20 ალავერდასშვილი || ალავერდაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
ალავერდაშვილი
ახალშენს მცხოვრები, იგი სვიმონ მეფემ უწყალობა გოშთაშაბ [ბარათაშვილს] (1629 წ. V. 27. Hd-1700).
ალავერდაშვილი
მისი მიწა ესაზღვრებოდა ვარძელა ყუზანაშვილას მიერ დუშია შავერდაშვილისათვის მიყიდულ მიწას (1633 წ. II. 9. 1450-6/39)
ალავერდაშვილი
[ციციშვილების]: ყაიას, ყორჩიბაშ ბაადურსა და სარდა პაპუნას შორის სამწევრისის მამულებზე დავის წიგნში აღნიშნულია, რომ მას ეჭირა ციციშვილების ხუთი დღის მიწა ქვემო გომში ([1633-1658 წწ.] 1448-2316).
ალავერდაშვილი
თაყა ბარათაშვილს პაპუნა გოშტაშაბისშვილისაგან ნაყიდი ჰქონდა მისი სასახლე, რომელიც თაყამ მიჰყიდა ჯანია ყარაშვილს (1679 წ. VI. 1450-37/244).
ალავერდაშვილი
მის საზღვრამდე მიჰყიდა ზემო ბოლნელმა დუშია შავერდაშვილმა მიწა ბაინდურ პაპიაშვილს (1688.წ. VI. 1450-7/5).
ალავერდასშვილი
მის მიწამდე მიჰყიდა მანთაშა ტერტერაშვილმა ბაინდურ გოგიბაშვილს ოთხი დღის მიწა (1689 წ. VI. 10. 1450-5/38).
ალავერდასშვილი ალავერდა - [ძმა] თამაზა ალავერდასშვილისა, იხ.
ალავერდასშვილი არაქელა
ჰყავს [ძმები] არუთინა, გიორგი. [ძმებთან] გაყრის დროს ერგო: ქულბაქი, ვენახი, სახლ-კარი,გოგო-ბიჭი, ზურაბას ვაჟი, წიგნები, ქალაქისა და შაქარას ვალი; გიორგის ერგო: ერთი პატარა სახლი შარასკენ, მისი ნახევარი, მარანი და „რასაც გიორგის სახლისაკენ კარის პირი გაიტანდა“ - არაქელას; არუთინას ერგო - დარბაზი და სათონე, არაქელასთან ერთად - სახლის რიგი (1699 წ. IX. 1450-11/41).
ალავერდასშვილი არუთინა - ძმა არაქელა ალავერდასშვილისა, იხ.
ალავერდასშვილი ასიტა - შვილი თამაზა ალავერდასშვილისა, იხ.
ალავერდასშვილი ბერუა
პაპუნა ბარათაშვილმა გაუცვალა თავისი განაყოფის, ასანბეგის შვილებს, თაყასა და ასლამაზს, ენაგეთს ხიზუა ჯანიკასშვილი, ბერუა ალავერდას შვილი და პაპისგორს ათი დღის მიწა სასახლეზე, ჯოიშვილებსა და სხვა მამულებზე ტბისში (1671 წ. Hd-4151).
ალავერდასშვილი გიორგი - [ძმა] არაქელა ალავერდასშვილისა, იხ.
ალავერდაშვილი დავითა
მოწმე ზუბია ხოჯაშვილის მიერ ოთარ ყორღანაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1697 წ.V. 22. 1450-17/15).
ალავერდაშვილი დურმიშხან - იხ. იაგულაშვილი დურმიშხან
ალავერდაშვილი დურმიშხან - 1699-1700 წწ.
ჰყავს ბიძაშვილი ინდია (1700 წ. Sd-2301), მოწმე: ხოსუა ასლუაშვილის მიერ ნასყიდა დოლამაზაშვილისათვის მიცემული ვენახის გაცვლის წიგნისა (1699 წ. IX. 27. Hd-10257), შერმაზან ხურდაყულიშვილის მიერ პაპუა ორბელიშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1699 წ. 1450-20/28); თავის ბიძაშვილ ინდიასთან ერთად დაამოწმა, რომ ჯალდამი და ღორისთავი მდივანბეგ ვახტანგ ორბელიშვილის ცოლ-ყოფილის, ზაალ ერისთავის ასულის, თამარის, ნამზითვი ქონება და მისი შვილების კანონიერი საკუთრება იყო (1700 წ. Sd-2301).
ალავერდასშვილი თამაზა
ჰყავს: [ძმა] ალავერდა, შვილები: თუმანა და ასიტა. იყიდა თაყა ბარათაშვილისაგან სოფლის ბოლოს, ნასოფლარში, ერთი დღის ნაფუძარი (1698 წ. II.27; 1450-19/13).
ალავერდასშვილი თუმანა - შვილი თამაზა ალავერდაშვილისა, იხ.
ალავერდაშვილი ინდია - ბიძაშვილი დურმიშხან ალავერდასშვილისა, იხ.
ალავერდაშვილი მამუა - [ძმა] სტეფანა ალავერდაშვილისა, იხ.
ალავერდაშვილი პეტროზა (ვარ. პეტრუზა) - 1690-1699 წწ.
[ძმა] სტეფანა ალავერდაშვილისა, იხ., მოწმე ხოსუა ასლუაშვილის მიერ ნასყიდა დოლმაზაშვილისათვის მიცემული ვენახის გაცვლის წიგნისა (1699 წ.IX. 27. Hd-10257).
ალავერდაშვილი სტეფანა
ჰყავს [ძმები]: პეტროზა, მამუა, მიჰყიდა ნაზირ ბაინდურ პაპიაშვილს ორი დღის მიწა, რომელშიც ერთ ზომად აშენებული ვენახი შედიოდა, ამ ვენახის სანაცვლოდ მისცა ზაქუმაშვილის ნაქონი ვენახი (1690 წ. VI. 13. 1450-10/17).
ალავერნა
მოწმე ავთანდილა ესტატეშვილის მიერ დოლმაზა შანშიაშვილისათვის მიცემული სახლ-კარისა და მიწის ნასყიდობის წიგნისა (1682 წ. Hd-1823).
ალავერნაშვილი ბაბულაი - ვაშლოვნელი [გ]ამგებელი, ძმა გარსუა ალავერნაშვილისა, იხ.
ალავერნაშვილი გარსუაი
ვაშლოვნელი, ჰყავს ძმა ბაბულაი,მასთან ერთად მოწმე ა თურქისტანის მიერ იესესათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1558 წ. Sd-734).
ალავერნაშვილი მამუა (ვარ. მამუ) - 1694-1700 წწ.
ჰყავს [სახლიკაცი] მირიანა (1700 წ. Hd-10246), მოწმე; დუშია გოგიბაშვილის მიერ ფარემუზ გოგიბაშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1694 წ. IV. 7. 1450-6/36). მირიანასთან ერთად მოწმეა მანთაშა მირზაშვილის მიერ ნასყიდა დოლმაზაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1700 წ. VIII. 19. Hd-10246).
ალავერნაშვილი მირიანა - [სახლიკაცი] მამუა ალავერნაშვილისა, იხ.
ალავიძე
პაატა აბაშიძემ შესწირა კაცხის ეკლესიას საზანოს სამაჭავარიანო სასახლე, რომლის ერთი მხარე ესაზღვრებოდა „ალავიძეს გარდმოღმა დათვის ბოლო ბარდნალიანათ“ ადგილს] ([1684 წ.] სკ. III. 52-57).
ალავიძე ბახუტა
საკათალიკოსო გლეხების ნუსხის მიხედვით, ჰყავდა ერთი კომლი კაცი - გოგი ბაზაძე (1650 წ. ახლო, დსსს. I. 53-55).
ალავიძე გულისადებ
მოწმე მახარა მუქადაბიძის მიერ თამაზა ზღუდაშვილისათვის მიცემული მიწის გაცვლილობის წიგნისა (1688 წ. XI. 30. H-1260).
ალაშვილი დათუნა
მეჯურისხევს მცხოვრები, გივი [ამილახვრის] ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით, მისი კომლიდან ორ კაცს ევალებოდა თოფით ლაშქრობა ([XVII ს. II ნახ.] 1448-5032).
ალახვერდა
ყული, მოწმე ზაქუმბეგ ზაქუმიშვილის მიერ იეგულაანთ-ბეჟანისშვილ ალიხანასათვის მიცემული მიწების ნასყიდობის წიგნისა (1699. 11. 7. 1450-12/2).
ალდადა
აკაურთას მცხოვრები, მამულით წილად ერგო იოთამ ბარათაშვილს ([1537-1538 წწ.] VIII. 16. 1450-11/112).
ალდადა
დამწერი და მოწმე სუხიტა მექვაბიშვილის მიერ როსტომა ხითარიშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1636 წ. VIII. 2. 1450-53/113).
ალდადა
დამწერი და მოწმე მამისა გოგიჩაიშვილის, დემურჩა იმედაშვილის, ზაქუტა პატაშვილისა და დათუნა ბიბიტაშვილის მიერ ამირაღა მესხ ასატურაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა(1649 წ. VII. 25. Hd-5306).
ალდადა
დამწერი და მოწმე ნასყიდა ხარ[ა]ტაშვილის მიერ ბეჟან ანდორნიქაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1650წ. Hd-6441).
ალელ[ა]სშვილი დოლქი
მოწმე იოსებ ბეგაშვილის მიერ შიო ქუბაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. Hd-9549).
ალელაშვილი ოსიყმე
მოწმე თაყა ბარათაშვილის მიერ შიოშ ლარაძისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1690 წ. VII. 1450-10/136).
ალელიშვილი ლაზარე
პატარძეულის მცხოვრები, იხსენიება დავით გარეჯის მონასტრის ყმების ნუსხაში ([1690-1732 წწ.] Ad-421).
ალექსა
სიქიშხანას მცხოვრები, იგი, მამულითურთ წილად ერგო იოთამ ბარათაშვილს ([1537-1538 წწ.] VIII. 16. 1450-11/112).
ალექსა
მეჭურჭლე, მოწმე დურმიშა დუთაშვილის მიერ მამუკასათვის მიცემული სახლის ადგილის ნასყიდობის წიგნისა (1659 წ. V. 15 . 1448-1087).
ალექსა
ცხვილისს მცხოვრები, მემარნე, საამილახვროს დავთრის მიხედვით, მისი კომლიდან ორ კაცს ევალებოდა თოფით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
ალექსა - ძმა ფასუასი, იხ.
ალექსანა
სომხითს მცხოვრები, მახნიაშვილის ნაქონი ბეჟან ამილახორმა, იგი, შვილებით, ძმითა და მამულით, უწყალობა იოვანე წინამძღვარს (1642 წ. X. 2. 1450-30/139).
ალექსანა: ტერ-ალექსანა
სამწერელი, მოწმე ჰასან მირზაშვილის მიერ პაპია შანშიაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1652 წ. I. 13. 1450-6/14).
ალექსანა
დავით ურდუბეგაშვილის ყმა, მოწმე დავით ურდუბეგაშვილის მიერ შავერდ გამრიგიძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1686 წ. I. 1. 1450-6/88).
ალექსანა
მოწმე აბდალა თუმანიშვილის მიერ მანუჩარ თუმანიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. ბოლო.1450-3/112).
![]() |
6.21 ალექსანასშვილი || ალექსანაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
ალექსანაშვილი
მის ნაყიდ მიწამდე მიჰყიდა დათუნა შატბელაშვილმა ასატურა ბეჟანისშვილს მიწა „გრძელა“ (1680 წ. XII. 15. 1450-49/110).
ალექსანაშვილი ავთანდილა
გორელი, მოწმე ლალინას მიერ შაკილა პარკაძისათვის მიცემული სააღაპე წიგნისა (XVII ს. ბოლო მეოთხ. 1450-35/202).
ალექსანასშვილი ალექსანა - იხ. ნანუქაშვილი ალექსანა
ალექსანაშვილი გიორგი - იხ. ნანუქაშვილი გიორგი
ალექსანაშვილი მხითარ - იხ. ნანუქაშვილი მხითარ
ალექსანაშვილი-ნანუქაშვილი მატია - იხ. ნანუჭაშვილი მატია
ალექსანაშვილი-ნანუკაშვილი მაქია - იხ. ნანუჭაშვილი მაქია
ალექსანაშვილი-ნანუჭაშვილი მიქელა - იხ. ნანუქაშვილი მიქელა
ალექსანაშვილი ნანუჭაშვილი მურადა - იხ. ნანუჭაშვილი მურადა
ალექსანაშვილი ნანუჭაშვილი პაპუა - იხ. ნანუქაშვილი პაპუა
ალექსანაშვილი ნანუჭაშვილი პეტრე - იხ. ნანუქაშვილი პეტრე
ალექსანდრია პარაქსია
ღალიძგას მცხოვრები, ლევან დადიანმა იგი, ხახუტაი კოზმასთან ერთად, შესწირა ბიჭვინტას, დაუწესა გადასახადი: ერთი ძროხა, სამი გუდა ღვინო, ორ-ორი ქულა ღომი, ერთი ქათამი და ერთი თეფში პური (1628 წ. Sd-2904).
![]() |
6.22 ალექსასშვილი || ალექსაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
ალექსაშვილი
მისი აყრილი მამული ქინძათში, მოხსენიებულია ზემო ქართლის კომლთა ნუსხაში (XVII ს. დამდ. Qd-7014).
ალექსასშვილი
მის მიწას ესაზღვრებოდა პაპუნა შატბერაშვილის მიერ ასატურა გულიშამბარასშვილისათვის მიყიდული მიწა (1683 წ. 1450-49/119).
ალექსასშვილი
მის მამულს ესაზღვრებოდა ბაინდურა უბლამაშვილის მიერ დათუნა თოფჩიაშვილისათვის მიყიდული ერთი დღის მიწა (1698 წ. 1448-928).
ალექსაშვილი (ვარ. ალექსასშვილი) ავთანდილა - 1670-1688 წწ.
ჰყავს [სახლიკაცი] მირიჯანა. მოწმე: მამუკა ამირაღაშვილის მიერ ასატურა ბეჟინაშვილისათვის მიცემული სახლ-კარის ნასყიდობის წიგნისა (1670 წ. XII. 15. 1450-49/102), ნაზარას და მისი შვილების მიერ მარკოზ [გარსევანიშვილისათვის] მიცემული სასახლის ნასყიდობის წიგნისა (1672 წ. გსიემ 7601/19), ერანას მიერ ზურაბ თუმანიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1675 წ. Sd-33), ნაზარა ხოჯუასშვილის მიერ ამირაღაანთ ფარსადანისათვის მიცემული სასახლის ნასყიდობის წიგნისა (1677 წ. X. 10. გსიემ 7601/13), მამუკა ამირაღასშვილის მიერ ზურაბ თუმანიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1678 წ. V. 20. Sd-10), პაპუნა ლალასშვილის მიერ გორელ დავით ამირღანაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა(1681 წ. Hd-5270), ზურაბ არაქელასშვილის მიერ პაპუნა იარალიშვილისათვის მიცემული ყმად თავდაწერის წიგნისა (1682 წ. Sd-568), ბეჟან თუმანიშვილის მიერ მისი ბიძაშვილის, ყანდარისათვის მიცემული ყმის ნასყიდობის წიგნისა (1688 წ. VII. 8. Sd-43).
ალექსაშვილი ბერია
ჰყავს [ძმა] გოდერძა, ძმისწული ბერუტკა, მასთან ერთად წილად ერგო ავთანდილსა და ერასტის (XVII ს. Qd-1038).
ალექსაშვილი ბერუკა - ძმისწული ბერია ალექსაშვილისა, იხ.
ალექსასშვილი გივინა
მოწმე ზურაბ არაქელასშვილის მიერ პაპუნა იარალისშვილისათვის მიცემული ყმად თავდაწერის წიგნისა (1682 წ. Sd-568).
ალექსაშვილი გოდერძა - [ძმა] ბერია ალექსაშვილისა, იხ.
ალექსაშვილი ელიოზა
მოწმე ბასილა გიშელაშვილის მიერ ელისბარ ხულუზაურისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1692 წ. IX. 5. Sd-21).
ალექსასშვილი ვეფხია
იყალთოელი, ჰყავს [ძმა] მგელია, ალექსანდრე მეფემ იგი უწყალობა მაყა მაყაშვილს (1597 წ. VIII .Ad-616).
ალექსასშვილი მგელია - [ძმა] ვეფხია ალექსასშვილისა, იხ.
ალექსასშვილი მირიჯან
ჰყავს სახლიკაცი ავთანდილა, მოწმე პაპუნა ლალასშვილის მიერ გორელ დავით ამირაღასშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1681 წ. Hd-5270).
ალექსასშვილი ნასყიდა
კარალეთში მცხოვრები, ქაიხოსრო ციციშვილის მეკოდისპურე ყმა (1700 წ. 1448-3602).
ალექსასშვილი პეტროზა
მოწმე ზურაბ არაქელასშვილის მიერ პაპუნა იარალისშვილისათვის მიცემული ყმად თავდაწერის წიგნისა (1682 წ. Sd-568).
ალექსასშვილი საჰაკა
მოწმე ზურაბ არაქელასშვილის მიერ პაპუნა იარალისშვილისათვის მიცემული ყმად თავდაწერის წიგნისა (1682 წ.Sd-568).
ალექსასშვილი შიო
არატუაზანს მცხოვრები, გუგუნა მაყაშვილის ყმა, ალექსანდრე მეფემ შესწირა იგი ხახულის ღმრთისმშობლის ეკლესიას (1594 წ. 1449-1509).
ალექსი: ალექსისეული
ალექსისეული ზვარი დაუმტკიცა ბედან ერისთავმა [სორის?] მონასტერს (XV ს. H-1707. 54 r).
ალექსი
ციცი [ციციშვილის] აზნაურთა და ყმათა ნუსხის მიხედვით, მას წრომში ჰყავდა ათი კომლი ყმა ([1658--1675 წწ.] Hd-14534 ა).
ალექსი
მელიქის შვილი, მისი ნაქონი გოგოლაური მამული ანდუყაფარ ამილახორისშვილმა უბოძა დათუნა ტარსაიჭაშვილს ([1678-1695 წ.] VIII. 5. Ad-1203).
ალექსისშვილი
იგი, მამულით, გიორგი მეფემ უწყალობა ასათ ვაჩნაძეს (1455 წ. X. 8. Qd-7588 სას).
ალექსიშვილი
მისი მიწა ემიჯნებოდა: პაპუნას მიერ ზაალ წინამძღვრიშვილისათვის მიყიდულ მიწას (1700 წ. Hd-14564) და გიორგი ქუბაძის მიერ ზა[ა]ლ წინამძღვრისშვილისათვის მიყიდულ მიწას (1700 წ. VIII. 29. Hd-14317).
ალექსიშვილი ალექსი
მამასახლისი, მოწმე ზურაბ კვეზერულის მიერ თამაზ ტარშაიჭაშვილისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1695 წ. VI. 20. H-1431).
ალექსიშვილი გიორგი
ჰყავს შვილი ოთარ, ნაზარალი-ხანმა მას უწყალობა ოლოზს ფაგურიძე იმედას და დემეტრას მამულები, ღვარებს. - დოქიძე ნონია მამულით (1700 წ. Qd-814).
ალექსიშვილი ნონია
მოწმე ძამუკა ონაშვილის მიერ გიორგი წინამძღვრიშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1689 წ. VI. 7. Sd-551).
ალექსიშვილი ოთარ - შვილი გიორგი ალექსიშვილისა, იხ.
ალექსიშვილი პაპუნა (ვარ. პაპუნაი)
ყინცვისელი, მოწმე: პაპუნას მიერ ზაალ წინამძღვრიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1700 წ. Hd-14564), გიორგი ქუბაძის მიერ ზაალ წინამძღვრიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1700 წ. VIII. 29. Hd-14317), შიო წინამძღვრისშვილის მიერ თავის ბიძაშვილ ზაალისათვის მიცემული ნაფუძრის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. დამლევი. 1448-159).
ალექსიძე ავთანდილ
მოწმე დათუნა იაკობისშვილის მიერ ბატონ გედალისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1700 წ. IX. 2. Qd-8517).
ალექსიძე ალექსი
ციციშვილის აზნაურიშვილი, მისი ყმობის დამტკიცებას შეპირდა შაჰნავაზ მეფე იმერეთში გადახვეწილ ციცი ციციშვილს ([1658-1663 წწ.] 1449-328).
ალექსიძე ამოვან
აზნაურიშვილი, ლუარსაბ მეფემ იგი უბოძა ქაიხოსრო ციციშვილს (1615 წ. Ad-1410).
ალექსიძე ბეჟან - შვილი რამაზ ალექსიძისა, იხ.
ალექსიძე ვარდან - შვილიშვილი რამაზ ალექსიძისა, იხ.
ალექსიძე იოთამ
მოწმე ციცი [ციციშვილის] მიერ სახლთუხუცეს პაატასათვის მიცემული თამასუქის გაცუდების წიგნისა (XVII ს. Qd-415).
ალექსიძე იორამ - შვილი რამაზ ალექსიძისა, იხ.
ალექსიძე იოსებ - შვილი რამაზ ალექსიძისა, იხ.
ალექსიძე რამაზ - 1665-[1721] წწ. მოლარეთუხუცესი || ციცი ციციშვილის მოლარეთუხუცესი (1667-1682 წწ. Hd-962, Ad-641), ციციშვილთა აზნაური ([1682-1700] წწ. Ad-641, 1449-2312). ჰყავს შვილები: ბეჟან, იორამ, რევაზ, იოსებ, შვილიშვილი ვარდან ([1681-1721 წწ.] Hd-14038). გივი და ლიპარიტ [თუმანიშვილებს] მისცა კეთილმოყვრობის პირობა ([1681-1721 წწ.] Hd-14038); თავისი ბატონისა და მეფის მესისხლე გამხდარა, რის გამოც იგი დაუსჯიათ. ქაიხოსრო ციციშვილმა, ნაზარალი-ხანის, კათალიკოს იოანე დიასამიძისა და ნიკოლოზ მაღალაძის ნებართვით, მისი ერთი შვილი და შვილიშვილები სვეტიცხოველს შესწირა ([1688-1700 წწ.] 1449-2312); მოწმე: ციცი ციციშვილის მიერ პაპუა მაღალაშვილისათვის მიცემული ყმა-მამულის წყალობის წიგნისა (1665 წ. II. 10. Qd-7010), პაპუა ფაფერაშვილის მიერ როინ ბუნიათიშვილისათვის მაწლეთს მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1667 წ. Hd-962), მამულა ფეიქრიშვილის მიერ წმინდა ნიკოლოზის ეკლესიისათვის მიცემული თარხნობის წიგნისა (1682 წ. Ad-641), მამუკა ონაშვილის მიერ გიორგი წინამძღვრიშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1689 წ. Sd-551).
ალექსიძე რევაზ - შვილი რამაზ ალექსიძისა, იხ.
ალექსიძე სულხაან
მოწმე ავთანდილ მინიაშვილის მიერ ფილასონ ქურდევანიძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1569 წ. 1450-47/12).
ალექსიძე ფაფანა
ციციშვილის აზნაურიშვილი, შაჰნავაზ მეფემ იგი. მამულითურთ, უწყალობა ციცი ციციშვილს ([1658-1662 წწ.] 1449-328).
ალვახაზიშვილი დემეტრა
რეჴს მცხოვრები, ონანას ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა თოფით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
ალთუაშვილი
მცხეთის საყდრის შემოსავლის ნუსხის მიხედვით; იგი უნდა ხლებოდა კათალიკოსს (XVI ს. 1449-1590).
ალთუნა
მისი მიწა ესაზღვრებოდა იარალი ყორღანაშვილის მიერ თავისი ბიძაშვილის, ოთარისათვის მიყიდულ ოთხი დღის მიწას ხშირობში (1615 (sic) XVII ს. 70-80-იანი წწ. 1450- 8/76).
ალთუნა
მოწმე: ზუბიტა ფირუაშვილის მიერ როსტომ ყორღანაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1678 წ. 1V. 1450-1/112), ოღულა ხუციშვილის მიერ როსტომ ყორღანაშვილისათვის მიცემული საბოსტნის ნასყიდობის წიგნისა (1678 წ. XI. 15. 1450-1/67).
ალთუნა - ძმა წრაუთის მამასახლის მარქარასი, იხ.
ალთუნა - შვილი მარქარასი, იხ.
![]() |
6.23 ალთუნასშვილი || ალთუნაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
ალთუნაშვილი
მის მიწამდე მიჰყიდა ბაინდურ ვახტანგაშვილმა ბერუა ყორღანაშვილს ერთი დღის ველიჯანური მიწა (1693 წ. VI. 1. 1450-16/84).
ალთუნასშვილი ამირასლან
ჰყავს [სახლიკაცები]: ბერუა, ყაფარ, ბერუა გარსუაშვილმა მისცა პირობა, რომ არ შეედავებოდა მის მამა-ბიძათაგან მიყიდულ ჭაბუკალაანთ წისქვილის გზაზე მდებარე ორი დღის მიწაზე (1694 წ.XI. 10. 1450-30/159).
ალთუნასშვილი ბეროა
მოწმე აკოფა ტერ-ასატურასშვილის მიერ არაქელა იეზასშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1691 წ. IX. 22. 1450-8/81).
ალთუნაშვილი ბეროა
მოწმე ხუდავერდა ალიხანაშვილის მიერ როსტომ ყორღანაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1692 წ. IX. 1450-1/58).
ალთუნასშვილი ბერუა - [სახლიკაცი] ამირასლან ალთუნასშვილისა, იხ.
ალთუნაშვილი ბერუა
მოწმე სეხნია დავრეშასშვილის მიერ ბერუა თანდულაშვილისათვის მიცემული კალოსა და საბძლისათვის ადგილის ნასყიდობის წიგნისა (1700 წ. IV. 7. 1450-16/135).
ალთუნასშვილი ყაფარ - [სახლიკაცი] ამირასლან ალთუნასშვილისა, იხ.
ალი
ამირა, გაათავისუფლა საქალაქო გადასახადებისაგან მელქისედეკ კათალიკოსის მიერ მოგებული და მცხეთისათვის შეწირული სოფლები ([1029-1033 წწ.] 1448-5018 ა).
ალი
აღა, მას როსტომ მეფემ უბოძა შაბადინის რუ იმ პირობით, რომ გადაეხადა სამეფო ღალა (1653 წ. XII. 6. 1448-1032).
ალი
აღა, ჰყავს შვილი სოფი, სახლთუხუცესმა ყაფლან [ბარათაშვილმა] მას ასაშენებლად უბოძა თავისი მკვიდრი სოფელი მუხნარა სამი კომლი ყმით, იმ პირობით, რომ მოთხოვნისთანავე დააბრუნებდა (1653 წ. Sd-746); მისი წიგნი მუხნარას საქმეზე მოხსენიებულია გორჯასპ [ბარათაშვილისათვის] მიბარებული წიგნების ნუსხაში (1691 წ. XI. 2. Sd-1931).
ალი
აღა, მოწმე როსტომ ფაშას მიერ ქაიხოსრო ციციშვილისათვის მიცემული სადგერის ხეობის წყალობის წიგნისა (1672 წ. ახლო. 1449-2224).
ალია
მიჯას მცხოვრები, იგი, მამულითურთ, წილად ერგო იოთამ ბარათაშვილს ([1537-1538 წწ.] VIII. 16. 1450-11/112).
ალია
ზებედე ქართლის კათალიკოსმა იგი უწყალობა მცხეთის ბოქაულთუხუცეს ზურაბ გარეყანისძეს (1610 წ. 1450-17/156).
ალია
მოწმე დუშია გოგიბაშვილის მიერ ფარემუზ გოგიბაშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1691 წ. IV. 7. 1450-6/36).
ალიაშვილი ბაირამა
მოწმე ზურაბის მიერ გიორგისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1690 წ. VIII. 1450-34/182).
ალიაშვილი ხეჩუა
მოწმე არუთინა ნასრათაშვილის მიერ გულუა გრიგოლაშვილისათვის მიცემული ვენახის გაცვლილობის წიგნისა (XVII ს. Sd-888).
ალიბეგ
დმანისს მცხოვრები თათარი, ქონებით წილად ერგო იოთამ ბარათაშვილს ([1537-1538 წწ.] 1450-11/112).
ალიბეგ
მამასახლისი, || გორის მამასახლისი. ჰყავს: ბიძა ბეჟან, ძმები თუმან, გოდერძი, თაყა, დავით, იყიდა თავისი ბიძის, ბეჟანისაგან ნაყიდი ყმები: ხახუტა ნაცვლიშვილი შვილებით, მამუკათი და ოთიათი, ცოლ-შვილიანად (1647 წ. XII. I. 1448-273); მოწმე თაყინა ჯუტ-არაქელასშვილის მიერ ეპისკოპოსების, ტერ-ანდრია და ტერ-ფარსეღ თუმანიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1612 წ. Hd-1567), სუხიტა მექვაბიშვილის მიერ როსტომა ხითარიშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1636 წ. VIII. 2. 1450-53/113), იარალის მიერ როსტომა ხითარასშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1646 წ. II. 1. 1450-53/108), ნასყიდა ხარატაშვილის მიერ ბეჟან ანდრონიქაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1650 წ. Hd-6441), პაატა ჯავახიშვილის მიერ როსტომ ხითარასშვილისათვის მიცემული სახლისა და მიწის ბოძების წიგნისა (XVII ს. I ნახ. 1450-53/112).
ალიბეგ
მისი და იმანყულის სანათი იხსენიება გორჯასპ [ბარათაშვილისათვის] მიბარებული წიგნების ნუსხაში (1691 წ. XI. 2. Sd-1931).
![]() |
6.24 ალიბეგისშვილი || ალიბეგიშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
ალ<ა>იბეგიშვილი
ციციშვილთა ყმა აზნაურიშვილი, მისი დამტკიცების პირობა შაჰნავაზ მეფემ მისცა იმერეთში გადახვეწილ ციცი ციციშვილს ([1658-1663 წწ.] 1449-328).
ალიბეგისშვილი
საციციანოს ყმების ნუსხის მიხედვით,ყელეთში მას ჰყავდა სამი კომლი ყმა ([1658-1675 წწ.] Hd-14534 ა).
ალიბეგისშვილი
გრიგოლ ბარამისშვილმა, უფრო ადრე მისმა პაპამ და მამამ, ზენბად დეკანოზმა, დაიფიცეს, რომ ნაცარგორის ხოდაბუნი წყლამდე ალიბეგისშვილს ეკუთვნოდა, ხოლო ნაწილი - სამონასტრო იყო ([1688-1703 წწ.] Hd-837).
ალიბეგიშვილი (ვარ. ალაიაბეგისშვილი, ალიბეგისშვილი) ბერუკა - [1684]-1699 წწ.
სახლთუხუცესი ([1684], 1697-1699 წწ. 1449-1190, Hd: 13151, 14262), მოწმე: მერაბ ციციშვილის მიერ ამილღამბარ ციციშვილისათვის მიცემული ნავენახევის ნასყიდობის წიგნისა (1693წ. V. 17. Sd-1159). ფარსადან ფანასკერტელ-ციციშვილის მიერ: კათალიკოს იოვანე დიასამიძისათვის მიცემული მღვდლის ნასყიდობის წიგნისა (1697 წ.1449-1190); შოშიტა გეგაშვილისათვის მიცემული ნავენახევის ნასყიდობის წიგნისა ([1684-1697 წწ.] Hd-14262), მდივან დავითისათვის მიცემული ტყით სარგებლობის უფლების წიგნისა (1699 წ. III. 24. Hd-13151).
ალიბეგისშვილი ზალინა
მამასახლისი, მოწმე ლალინას მიერ ტერ-გრიქორასათვის მიცემული ყმისა და სახლის ნასყიდობის წიგნისა (1672 წ. 1449-954).
ალიველი - [ძმა ] ბეჟანისა, იხ.
ალი-ფაშა - მამა იბრეიმ-აღასი, იხ.
ალიყულა
[კუმელი], მის მიწამდე მიჰყიდა ბაბუჩამ შიოშ სოლაღაშვილს საქუდაში შვიდი დღის მიწა (1619 წ. V. 21. Sd-735).
ალიყულა (ვარ. ალიყულ)- 1634 (?)-1641წწ.
ნაცვალი, მოწმე; პა ატა აბაშიძის მიერ ქალაქის მოურავ მანუჩარისათვის მიცემული ყმის ნასყიდობის წიგნისა (1634წ. sic. XVII ს. შუა ხანები. IV. 8. 1450-8/150), სარქისას მიერ არაქელა ბეგიჯანაშვილისათვის მიცემული სახლის ნასყიდობის წიგნისა (1664 წ. III. 18. 1450-21/47).
ალიყულა[ა]ნთ პაპოა
მოწმე ასლანის მიერ ეჩმიაძინის ეკლესიისათვის მიცემული ქულბაქების შეწირულების წიგნისა (1664 წ.III. 8. 1450-21/47).
ალიყული - ძმა პეროთასი, იხ.
ალიყული
ლევან ათაბეგისშვილსა და შალვა შალიკაშვილს შორის სამამულე დავის გადაწყვეტილებით, მისი ნაქონი მამული დარჩა შალიკაშვილებს (1681 წ. III. 8. 1450-48/139).
ალიყულიბეგ - 1630-1640 წწ.
სვიმონ მეფემ ქაიხოსრო ბარათაშვილს უწყალობა ენაგეთი მისი და ყორღანაშვილების მამულების გარდა (1630 წ. 1450-12/132 ); მისი ნაქონი აზნაური ასიტა ჩაჩიკაშვილი ძმებით, როსტომ მეფემ უწყალობა სახლთუხუცეს ქაიხოსრო ბარათაშვილს (1633 წ. Hd-14651), მარიამ დედოფალმა ზემბად ლარაძეს უბოძა მისი ნაქონი ოთხი კომლი კაცი: ერთი კომლი ყუჭამარაშვილი, ერთი კომლი სარიდანაშვილი და კიდევ სხვა ორი კომლი (1634 წ. 1450-10/131), მისი ნაქონი სოფელი კრწანისი როსტომ მეფემ უწყალობა მოლარეთუხუცეს შიოშ ხმალაძეს (1636 წ. Qd-6997), მისი ნაქონი მამული და ერთი კომლი გლეხი როსტომ მეფემ უწყალობა პაპუნა თურქისტანიშვილს (1640 წ. 1450-10/117), როსტომ მეფემ განუახლა საამ საგინაშვილს მის მიერ მიცემული სოფელ წრისის წყალობა (1633 წ.1449-1268).
ალიყულიბეგ
ბატონი, მისი ნებართვით, აკოფა პაპია შვილმა და არუთინა ხუციშვილმა მიჰყიდეს ალავერდა [იაგულაშვილს] მათოსეური მიწა (XVII ს. II ნახ. 1450-9/112).
ალიყულიბეგ (ვარ. ალიყულიბეგა)
აღა, მოწმე ვახტანგაანთ ნასყიდას მიერ პაატა ბეგისათვის მიცემული თავნასყიდობის წიგნისა (1669 წ. X. 27. 1450-21/9).
![]() |
6.25 ალიყულისშვილი || ალიყულაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
ალიყულისშვილი ბეჟან - იხ. ზაქუმისშვილი ბეჟან
ალიყულაშვილი გივა
მოწმე ბიძინა მწყერაძის მიერ უთრუთ [ციციშვილისათვის] მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1699 წ. II .5. 1450-51/84).
ალიყულისშვილი ზაქუმ - იხ. ზაქუმისშვილი ზაქუმ
ალიყულისშვილი თამაზ - იხ. ზაქუმისშვილი თამაზ
ალიყულისშვილი სეფიყულა - იხ. ზაქუმისშვილი სეფიყულა
ალიხანა
დმანისს მცხოვრები, ქონებით წილად ერგო იოთამ ბარათაშვილს (1537-1538 წწ.] VIII. 6. 1450-11/112).
ალიხანა
ქვემო ღანუხს მცხოვრები, ელმირზა ბატონიშვილმა იგი თერთმეტ კომლ კაცთან ერთად შესწირა სვეტიცხოველს (1580 წ. 1448-5527).
ალიხანა - შვილი ქოქოლასი, იხ.
ალიხანა
აღეკს მცხოვრები, თეიმურაზ მეფემ იგი უბოძა ასლამაზს და პაპუნას [ქვემო] ბოლნისში მცხოვრებ სუხუასშვილის ნაცვლად(1631 წ. Ad-682).
ალიხანა
მოწმე მხითარა წურიკაშვილის მიერ ესტატე ფრანგიშვილისათვის მიცემული ქულბაქის ნასყიდობის წიგნისა (1637 წ. VIII. 25. 1450-53/111).
ალიხანა
ჰყავს ძმისწული შაჰყულა, ჰქონდა დავა საწისქვილეზე ყორანთელებთან. დავის გადასაწყვეტად ქრისტეფორე კათალიკოსმა მიუგზავნა ჯვარისმტვირთველი და ყორანთას მოურავი, პეტრე. ალიხანამ დადო უდაობის პირობა (1646 წ. 1449-1769).
ალიხანა
მოწმე იარალის მიერ როსტომ ხითარაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1646 წ. II. 1. 1450-53/108).
ალიხანა
მოწმე ნასყიდა ხარატაშვილის მიერ ბეჟან ანდრონიქაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1650 წ. Hd-6441).
ალიხანა
გორს მცხოვრები, მამულითურთ წილადა ხვდა მათ ნუჩარ და ჯიმშიტა თუმანიშვილებს (1656 წ. ახლო. Hd-14665 ), ჯიმშიტა თუმანიშვილს (1656 წ. Hd-11852).
ალიხანა - შვილი ყარახანასი, იხ., ძმა წოვანშასი, იხ.
ალიხანა
მანავს მცხოვრები, შაჰნაზარ მეფემ იგი უბოძა აბელ ენდრონიკაშვილს (1665 წ. 1448-8756).
ალიხანა
მისი მიწა ესაზღვრებოდა გიორგი ბატონიშვილის მიერ პაპია გოგიბაშვილთან გაცვლილ მიწას (1670 წ. VI. 9. 1450-7/14).
ალიხანა - განაყოფი სარუხანასი, იხ.
ალიხანა
თევდორეწმინდას მცხოვრები, მოწმე ქიტია ქუბიაშვილის მიერ გოგილა მალულიძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა(1672 წ. III. 15. Sd - 57).
ალიხანა - ბიძა ერანა გოგინაშვილისა, იხ.
ალიხანა
მოწმე ეივაზ ჩალაბასა და ზალინას მიერ მდივანბეგისათვის ზარბაზნის საქმეზე მიცემული პირობის წიგნისა (1679 წ. III. 10. Sd-624).
ალიხანა
მისი ნაქონი მამული სოფელ ჯახოშაში, რომელიც მეგარელ თამაზას ეჭირა, გიორგი მეფემ უწყალობა ალავერდა [იაგულაშვილს] (1681წ. 1450- /104).
ალიხანა - ძმა თამაზასი, იხ.
ალიხანა
ვანქს მცხოვრები, მის ვენახთან მდებარე მიწა შაჰყულამ მიჰყიდა ალავერდა [იაგულაშვილს] (XVII ს. II ნახ. 1450-9/130).
ალიხანა
მძოვრეთს მცხოვრები, ედიშერ და პაპუნა [ციციშვილების] გაყრის დროს იგი, მამულით ერგო ედიშერს ([1688-1703 წწ.] Hd-536).
ალიხანა
მოწმე ლუარსაბ სადაღასშვილის მიერ ნაზარა ფირაღასშვილისათვის მიცემული სახლ-კარის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს.მიწურული. 1450-45/225).
ალიხანასშვილები
გორში მცხოვრებნი, ქსნის ერისთავების მკვიდრი ვაჭრები, გიორგი მეფემ მათი წყალობა განუახლა დავით ქსნის ერისთავს (1683 წ. 21. Hd-2342).
![]() |
6.26 ალიხანაანი || ალიხანასშვილი | ალიხანაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
ალიხანასშვილი ალავერდა - იხ. იაგულაშვილი ალავერდა
ალიხანაშვილი ალიხანა
მოწმე ზაქუმაანთ ნაზაქუმას მიერ ზალინა ხოსროვაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1690 წ. I. 24. 1450-48/129).
ალიხანაშვილი არაზა
აზნაურიშვილი, მოწმე სომხითის მელიქ ავთანდილის მიერ ქაიხოსრო ორბელიშვილისათვის მიცემული ნასოფლარის ნასყიდობის წიგნისა (1695 წ. II. 15. 1450-15/95).
ალიხანაშვილი არაქელა
ჰყავს სახლიკაცები: ასატურა და ბაინდურა, მისცა პირობა პატრონყმობის შესახებ მდივან ზურაბ [თუმანიშვილს] (1697 წ. VII. 1. Hd-6300).
ალიხანაშვილი ასატურა - [სახლიკაცი] არაქელა ალიხანაშვილისა, იხ.
ალიხანაშვილი ბაინდურ
იყიდა დავითისაგან სახლის ადგილი სიგრძით თოთხმეტი და სიგანით შვიდი ადლისა („ჩვენი ადლით ოთხი მტკაველი ერთ ადლად“), რომელიც ესაზღვრებოდა მისივე დარბაზისა და ხოჯა ჯანაშვილის ბოსტანს (1679 წ. 1450-45/123).
ალიხანასშვილი ბაინდურ
ჰყავს შვილები: მარქარა და გოდერძი, იყიდა მერაბ ხუდაბასშასშვილისაგან მიწა მისივე დარბაზის გასწვრივ, სიგანით თორმეტი ადლი, მერაბის სახლის და მამასახლისის კედლის მიმართულებით.შესასვლელი, მისი სურვილისამებრ, ექნებოდა მამასახლისის ვენახისაკენ ან გიჟოას წისქვილამდე (1689 წ. III. 1. 1450-45/127).
ალიხანაშვილი ბაინდურა - [სახლიკაცი] არაქელა ალიხანაშვილისა, იხ.
ალიხანასშვილი გოდერძი - შვილი ბაინდურ ალიხანასშვილისა, იხ.
ალიხანაშვილი დურმიშა
მოწმე დავით ჭილაშვილის მიერ ბაინდურ შანშიაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1693 წ. VIII. 7. 1450-6/21).
ალიხანაშვილი დურმიშხან - იხ. იაგულაშვილი დურმიშხან
ალიხანასშვილი ზურაბა
მოწმე ამირჯანაშვილ ბაღდინასშვილებსა და არაქელას შორის დავის გარიგების წიგნისა (1698 წ. VII. 1450-6/173).
[ალიხანაშვილი] ლამაზა
ახალშენს მცხოვრები, მამულით წილად ერგო თავისი განაყოფის, ხეჩუა ალიხანაშვილის ნაცვლად ზაალ [სააკაძეს] (XVII ს. ბოლო. 1450-37/176).
ალიხანასშვილი მარქარა - შვილი ბაინდურ ალიხანასშვილისა, იხ.
ალიხანაანთ ფასუა
მოწმე ელიზბარა ჯანიასშვილის მიერ ხითარაანთ ზურაბასათვის მიცემული ყმობის პირობის წიგნისა (1695 წ. III. 15. 1448-274).
ალიხანაშვილი ხეჩუა
ახალშენს მცხოვრები, მის ნაცვლად, მისი განაყოფი ლამაზა [ალიხანაშვილი] წილად ერგო ზაალ [სააკაძეს] (XVII ს.ბოლო მეოთხ. 1450-37/176).
ალიხანასშვილი ხუდავერდა
მიჰყიდა როსტომ ყორღანაშვილს კალოს პირს ერთი დღის მიწა (1692 წ. IX. 1450-1/58).
ალიჯანაშვილი ბაინდურა
მოწმე რევაზას მიერ ფეშანგ ფინეზაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1686 წ. IV 1. 1450-35/51).
ალმასა
ურიაყოფილი, სახასო ყმა, ესახლა შეშაბერიძის ზევით. როსტომ მეფემ იგი დაუმტკიცა მერაბ ყორღანაშვილს (1635 წ. IX. 10. Qd-2432).
ალმატისშვილი იოანე
ალექსანდრე მეფის მდივან-მწიგნობარი, დამწერი ალექსანდრე მეფის მიერ ალავერდის ტაძრისათვის მიცემული ყმა-მამულის შეწირულების წიგნისა (1492 წ. 1448-10021).
ალმატლისშვილი
ზაქარია კათალიკოს-პატრიარქმა ანთოკელებს გაუჩინა გამოსაღები: ოთხი საპალნე ღვინო და სამი საპალნე პური, ისევე, როგორც ალმატლისშვილის დროს იხდიდნენ ([1623-1630 წწ.] 1449-1768).
ალმატლისშვილი
„ლეკის ომში“ იესე ჯორჯაძეს ყმები დაეხოცა, რის გამოც თეიმურაზ მეფემ უწყალობა მისი ნაოხარი მამული ყუდრო (1636წ. Qd-1787).
ალმატლისშვილი დავით
თეიმურაზ მეფის ნებართვით ეყმო სვეტიცხოველს და დასახლდა ანთოკს. ზაქარია კათალიკოსმა დაუწესა გამოსაღები: წელიწადში ოთხი საპალნე ღვინო და სამი საპალნე პური (1627წ. Ad-1609).
ალოაშვილი მურადა - [სახლიკაცი] ხეჩიკა ალოაშვილისა, იხ.
ალოაშვილი ხეჩიკა
ჰყავს [სახლიკაცი] მურადა, თამაზა ამაზაშვილთან ერთად მიჰყიდა მეარყე ევანეზას თურმანიზში ოთხი დღის მიწა (1690 წ. X. 1. 1450-7/102).
ალუთხარისაშვილი ირემა
მისი თავდებობით სტეფანწმინდელებს და გერგეტელებს ინდო ზაქაძისათვის ფერისცვალება დღეს უნდა ებრძანებინათ შენდობა (XVI-XVI სს. A-1085).
ალუმასშვილი ბერი
ქანძათს მცხოვრები, ერთი კომლი, მოხსენიებულია ზემო ქართლის კომლთა ნუსხაში XVII. ს. დამდ. Qd-7014).
ალფასიძე - (ვარ. ალფასძე) გიორგი
კურსებში მცხოვრები, შვილი გოგიტა ალფასიძისა, იხ., მიჰყიდა იოვაკიმ ფადლაძეს წაბლნარის მეოთხედი (XVI ს. მეოთხ. Hd-1552-ჱ).
ალფასიძე (ვარ. ალფასძე) გოგიტა
ჰყავს შვილები: ესტატე და გიორგი, მიჰყიდა იოვაკიმე ფადლასძეს მამულის მესამედი (XVI ს. I მეოთხ. Hd-1552 გ); მოწმე დემეტრე ბელთაძის მამის მიერ იოვანე ფადლაძისათვის მიცემული ადგილის ნასყიდობის წიგნისა (XVI ს. I მეოთხ. Hd-1552 ბ).
ალფასიძე დემეტრა - ძმისწული თანდია ალფასიძისა, იხ.
ალფასიძე (ვარ.ალფასძე) ესტატე - შვილი გოგიტა ალფასიძისა, იხ.
ალფასიძე თანდია
ჰყავს ძმისწული დემეტრა, მიჰყიდა მოძღვარ [იობ] ფადლაძესა და მის შვილებს იმედაძესთან ზიარი ტყის ნახევარი (XVI ს. I მეოთხ. Hd-1552 -ვ); მოწმე დემეტრე ბელთაძის მიერ მოძღვარ იოვანე ფადლაძისათვის მიცემული ადგილის ნასყიდობის წიგნისა (XVI ს. I მეოთხ. Hd-1552 ბ).
ალფასიძე ძმობილა
წყალწითელას მცხოვრები, კოხურის ბეგრის ნუსხის მიხედვით ემართა ორი ლიტრა სანთელი, ორი გვერდი ღომი, ორი გვერდი პური, სამი კოკა ღვინო, ათი თეთრის საკლავი და საქრისტეშობო და საყველიერო ძღვენი (1570 წ. ბოლო. დსსს. I. 27-28).
ალფასშვილი მგელია
მოწმე ნადირას მიერ გიორგი თევდორესშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. 20-იანი წწ.1450-38/129).
ალფასძე გოგიტა - იხ. ალფასიძე გოგიტა
ალხაზა
დამწერი და მოწმე ნასყიდა აღნიასშვილისა და ქიტუა აბულაშვილის მიერ ბერ ყორღანაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. IV მეოთხ. 1450-16/115).
![]() |
6.27 ალხაზასშვილი || ალხაზაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
ალხაზასშვილი
კასპს მცხოვრები, ამილახვრის ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა მშვილდით ლაშქრობა (XVI ს. II ნახ. 1448-5032).
ალხაზაშვილი ფავლენა
ბატონ ზაზა [მაჩაბლის] წინაშე თავმდებად დაუდგა ბეჟანა ჯაშეშვილს (XVII ს.Qd-8679).
ალხაზისშვილი
მის მიწამდე მიჰყიდა ზურაბ შიხეიდარისშვილმა ავთანდილ [მოურავისშვილს] მიწა (1698 წ. III. 15. Hd-2598)
ალხაზისშვილიზაზუტა
სახლთუხუცეს პაპუა [მაღალაძეს] მიჰყიდა თავისი მკვიდრი მონასელიძის ნაქონი ვენახი, წისქვილის მესამედი, ცალქალამანიძის ვენახთან აბრამას წილი მიწა და აბრამასავე წილი სასაფლაო (1663 წ. 1448-5074).
ალხაზისშვილი ზურაბაი
ქუთაისს მცხოვრები, ვაჭარი, გულბუდახ ჩხეტიძემ იგი ხახუტასა და გუდია - ყოფილ გაიანეს სააღაპედ შესწირა კაცხის მონასტერს და დაუწესა გამოსაღები: ოთხი ლიტრა სანთელი, ნახევარი ჩარექი საკმელი ([1610-1630 წწ.]) სს. III. 51-52).
ალხაზისშვილი პაპუნა
მოწმე სეხნია აბაშიძის მიერ როსაპ მაჭავარიანისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. Hd-9862).
ალხაზისშვილი ჯაჯანა
მიუყიდია შერმაზან რჩეულაშვილისათვის ხიზანა მონასელიძე და მისი შვილები (1684 წ. II. 1. 1448-5076). მის მიერ მიყიდული ხახანა მონასელიძე შერმაზან რჩეულაშვილისათვის დაუხსნია ნიკოლოზ მაღალაძეს. შემდგომში იგი ნიკოლოზ მაღალაძეს შეედავა მონასელიძის საქმეზე.სასამართლომ მონასელიძე მიაკუთვნა მაღალაძეს (1684 წ. ახლო. 1448-5071); სულეიმან ბატონიშვილის მიერ რევაზ მაღალაძისათვის ბოძებული ნასყიდობის წიგნის თანახმად, მას მიუყიდია შერმაზან რჩეულაშვილისათვის ხოზანა მონასელიძე და მისი შვილები: ლაზარე, ზაქარია და ელისბარი (1686წ. Ad-1757).
ამადფირაჰ
დმანისს მცხოვრები, თავისი საქონებელით წილად ხვდა იოთამ ბარათაშვილს ([1537-1538 წწ.] VIII. 16. 1450-11/112).
ამადყული
დმანისს მცხოვრები, თავისი საქონებელით წილად ხვდა იოათამ [ბარათაშვილს] ([1537-1538 წწ.] VIII. 16. 1450-11/112).
ამაზა
მის ფარდად მოურავს და ზურაბ [სააკაძეს] წილად ხვდათ ახალქალაქელი პაპა ერემაშვილი (XVII ს. ბოლო მეოთხ. H-11866).
ამაზაბეგ
ჰყავს ყმა ბაინდურა (1644 წ. III. 27. 1450-33/66).
ამაზაბეგ
მოწმე სომხითის მელიქ ათაბეგის მიერ მანუჩარ მოურავისათვის მიცემული სასახლის ნასყიდობის წიგნისა (1659 წ. 1450-8/145).
ამაზათ ბეჟოა
მოწმე ყარაოღლაანთ ვართანას მიერ ყარაგოზათ იარალისათვის მიცემული სახლების ნასყიდობის წიგნისა (1684 წ. VI. 10. Hd-13076).
ამაზაშვილი თამაზა
ჰყავს სახლიკაცი საქოა, ხეჩიკა ალოაშვილთან ერთად მიჰყიდა მეარყე ევანეზას ოთხი დღის მიწა თურმანიზში (1690 წ. X. 1. 1450-7/102).
ამაზაშვილი საქოა - [სახლიკაცი] თამაზა ამაზაშვილისა, იხ.
ამაზაშვილი ჯანია - 1671-1693 წწ.
მოწმე მითარას, ერტელ ქიტიასა და დავით ადიკაშვილის მიერ ალავერანა საფარაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნებისა (1671 წ. 1448-5, 1672 წ. 1448-3615, 1693 წ.ახლო.1448-1243).
ამაზიაშვილი პაპუნა
ღრდულეთს მცხოვრები, საამილახვროს დავთრის მიხედვით; მისი საკომლოდან სამ კაცს ევალებოდა შუბით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
ამათოზა
იოთამ ბარათაშვილს წილად ხვდა მანაკერტს მცხოვრები ამათოზა მამულითურთ ([1537-1538 წწ.] VIII. 16. (1450-11/112).
ამალუაშვილი
ჩინჩხაურს მცხოვრები, იგი, მამულითურთ, წილად ხვდა იოთამ ბარათაშვილს (1537-15 38 წწ.] VIII. 16. 1450-11/112).
ამაროაშვილი ომარა
მოწმე მასურ ჯავახიშვილის მიერ მჭედელ მიკირტიჩასათვის მიცემული სასახლის ნასყიდობის წიგნისა (1573 წ. 1450-18/79).
ამაროლიძე
ვახტანგ მეფემ გელათის მონასტერს შესწირა რაჭას მცხოვრები ამაროლიძე ყმა-მამულით ([1442-1446 წწ.] 1448-5023).
ამასა
მანაკერტს მცხოვრები, იგი, თავისი ქონებით, წილად ხვდა იოთამ ბარათაშვილს ([1537-15 38 წწ.] VIII. 16. 1450-11/112).
ამასოა
ჰყავს ძმისწული ესტატე, მასთან ერთად მოწმეა ყამაზათ შაჰპარუნასშვილ თამაზას მიერ აბესალამათ ფასინასათვის მიცემული დუქნებისა და სახლის ადგილის ნასყიდობის წიგნისა (1689 წ. X. 6. 1448-1087).
ამატაკიანი
სამცხე-საათაბაგოს თავადთა სიის მიხედვით, მათ დაუკავებიათ ქამქამისძეთა სამკვიდრებელი. ისინი სასაფლაოთო, მონასტრით და კარის ეკლესიით შედიოდნენ მცხეთის საკათალიკოსო სამწყსოში ([1516 წ.] Ad-91).
![]() |
6.28 ამატაკისშვილი|| ამატაკიშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
ამატაკისშვილი გირგელდ - შვილი თამაზ ამატაკისშვილისა, იხ.
ამატაკიშვილი თამაზ
ზურაბ სახლთუხუცესს მან მისცა პირობა, რომ, სვიმონ მეფის ბრძანების თანახმად, აღარ მოხნავდა აგუდანურ მიწას (1595 წ. VIII. 11. 1448-2233).
ამატაკისშვილი თამაზ
ყორჩიბაში, ჰყავს შვილები: უღულუ და გირგელდ. თეიმურაზ მეფემ მას დაუმტკიცა ადრე ნაწყალობევი ასლამაზისეული მამულები უჯარმას, ბეწეწურს, სათილანსა და საბუეს, სამაღრანს, უტნისსა და ჯანანანს, ციხისთავისეული მამული, ღანუხს - ასაფასეული სასახლე, მუშოანს - მარიამ ბატონიშვილისეული მამული, კემურს - თვალასეული მამული, ჯინჯიხარში - ადრე ნაწყალობევი მამულები, ბაზარში - ებრაელები იუდა და მოშეგულა (1616 წ. Hd-14679).
ამატაკიშვილი თამაზა
მხურვალეთს მცხოვრები, საამილახვროს დავთრის მიხედვით. ევალებოდა შუბით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ.1448-5032).
ამატაკიშვილი როშაქ
მოწმე პაპუნა თუხარელის მიერ ბეჟან ჩხეიძისათვის მიცემული მამულის გაცვლილობის წიგნისა (1658-1675 წწ.] 1450-35/100).
ამატაკისშვილი უღულუ - შვილი თამაზ ამატაკისშვილისა, იხ.
ამაშვარა
აკაურთას მცხოვრები, მამულითურთ წილად ერგო იოთამ ბარათაშვილს (1537-1538 წწ.] VIII. 16. 1450-11/112).
ამაშუკელი ავთანდილ
ჰყავს შვილები: ბეჟან, პაატა, სულხან, მიჰყიდა ევდემონ წერეთელს ნავარძეთს მამული, სასახლე და იოანე ყიფშიძე ([1627 წ.] სს. III. №61).
ამაშუკელი ბეჟან - შვილი ავთანდილ ამაშუკელისა, იხ.
ამაშუკელი მამუკა
გიორგი მეფემ პატა აბაშიძეს და კაცხის წინამძღვარ ევდემოზ წერეთელს უწყალობა ნავარძეთში მისი გლეხი და პარტახტი (1627 წ. Qd-8965).
ამაშუკელი პაატა - შვილი ავთანდილ ამაშუკელისა, იხ.
ამაშუკელი სულხან - შვილი ავთანდილ ამაშუკელისა, იხ.
ამბალაშვილი
ბეთენიაში მცხოვრები, ბარათაშვილების გაყრის დროს იგი ერგო გერმანოზსა და მის ძმებს: თაყას, გოსტასაბს, ფალავანხოსროს. ქუმსი მის თავს ეცილებოდა ძმებს. საქმის გარჩევის დროს ფიცი ამბალაშვილზე შეაგდეს. თუ იგი დაიფიცებდა, რომ ქავთარ [ბარათაშვილმა] გაააზატა, მაშინ იგი ქუმსის დარჩებოდა, თუ ვერ დაიფიცებდა ჩამოერთმეოდა (1523 წ. Ad-1299 ა).
ამბალაშვილი ამბალა - [სახლიკაცი] ზურაბ ამბალაშვილისა,იხ.
ამბალაშვილი ასლამაზა - 1672-1690 წწ.
მოწმე ბასილა გულისაშვილისა და ბერიკა აღდგომლისშვილის მიერ ქიტია ქუბასშვილისათვის მიცემული მიწების ნასყიდობის წიგნებისა (1672 წ. X. 1. Hd-5205, 1690 წ. I. 2. Hd-2422).
ამბალაშვილი ბერიკა
მოწმე ქუბა გიუაშვილის მიერ თავის ბიძაშვილ შიოსათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1699 წ. VIII. 1. Hd-7257).
ამბალაშვილი გულა - [სახლიკაცი] ზურაბ ამბალაშვილისა, იხ.
ამბალაშვილი ზურაბ
აკურელი, პაპუნა ბარათაშვილის ყმა, ჰყავს [სახლიკაცები]: ამბალა, გულა. უყიდია ბაგრატ თურქისტანისშვილის შვილებისაგან გამრეკელაური მიწა, რომელიც ოდესღაც საჩინო ბარათაშვილს „დაუბალთავს“ ბაგრატისათვის. ეს ნასყიდობა ზურაბს დაუმტკიცა როსტომ მეფემ (1654 წ. Hd-14670).
ამბალაშვილი თამაზა
აკურისს მცხოვრები, გასამყრელოდ ბეჟანს ერგო (XVII ს. Hd-12221).
ამბალაშვილი იასე
მოწმე ქუბა გიუაშვილის მიერ თავის ბიძაშვილ შიოსათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1699 წ. VIII. 1. Hd-7257).
ამბალაშვილი პაპუნა
მოწმე ამილღამბარ [ბარათაშვილის] მიერ ასლამაზ ბეგაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. I მესამედი. Hd-14576).
ამბალია
ხოირს მცხოვრები, ხუცესი, ემართა აფხაზეთის საკათალიკოსო ბეგარა: საპურობო, ერთი საკლავი, მუშაობა, ყურძნის კრეფა, ლაშქრობა, სამსახური, სამეჯინიბოდ თივა, ღომი,ფეტვი (1621 წ. ქსძ. III. -№91).
ამბალია ივანე
ხოირს მცხოვრები, ემართა აფხაზეთის საკათალიკოსო ბეგარა: ოთხი ჯამი ღომი, სამი კოკა ღვინო, სამეჯინიბოდ თივა, ღომი, ფეტვი (1621 წ. ქსძ. III. №91).
ამბალია ხუხული
ხოირს მცხოვრები, ემართა აფხაზეთის საკათალიკოსო ბეგარა: შვიდი კოკა ღვინო, შვიდი ჯამი ღომი, სამეჯინიბოდ თივა, ღომი, ფეტვი (1621 წ. ქსძ. III. №91).
ამბალია ხუხული
ხოირს მცხოვრები, ემართა აფხაზეთის საკათალიკოსო საყდრის ბეგარა: საპურობო, ერთი საკლავი, მუშაობა, ყურძნის კრეფა, ლაშქრობა, სამსახური, სამეჯინიბოდ თივა, ღომი, ფეტვი (1621წ. ქსძ. III. №91).
ამბარას[შ]ვილი ყაზარა
მის ფარდად ახალქალაქელი სტეფანაშვილები წილად ხვდნენ მოურავსა და ზურაბ [სააკაძეს (XVII ს. ბოლო მეოთხ. Hd-11722).
ამბერგიანი ივანე
მოწმე ბიბილა დევდარიანის მიერ კალის ხევისათვის მიცემული დაწერილისა მოპასუხედ დადგომის შესახებ (XIV ს. ლაგ. №7).
ამბოკონაშვილი
ხვედურეთს მცხოვრები, ბოგანო, ადრე ეკუთვნოდა ბაღათარ ხოსაშვილს. კონსტანტინე მეფემ იგი უწყალობა ქართლში გადმოსახლებულ ზაზა ფანასკერტელს (1467 წ. 1448-64).
ამბრაშვილი
მის გამო ედავებოდნენ ერთმანეთს პაპუა, გუგუნა და მათი ბიძა ვარაზა გერმანოზისშვილები. საქმე ასე გადაწყდა: მოსაქმეს მოთემესთან უნდა დაედგინა, ვის დროს იყო ამბრაშვილი გაყრილი. თუ ბიძის (ვარაზას) ხელში აღმოჩნდებოდა გაყრილი, მაშინ [მისი მამული სამად უნდა გაეყოთ, თუ არ დადასტურდებოდა გაყრა, ასეთ შემთხვევაში იგი გუგუნას რჩებოდა ([1688-1703 წწ.] Sd-577 ა).
ამბრია : ამბრიაული
ამბრიაული ბაგის სანაცვლოდ მარიამ დედოფალმა დავით დეკანოზს უწყალობა სადედოფლო მამულების მებალახეობა (1651 წ. H-14688).
ამბრია
ჯავახიშვილების ყმა, ჰყავს მამინაცვალი მალაციძე პატა, ედავებოდა სახლ-კარზე და მამულზე ივანეს. ეს დავა გაარიგეს მდივანბეგმა როინ ჯავახიშვილმა და მისმა შვილებმა (1661 წ. Ad-1687).
ამბრია
მთავარანგელოზს მცხოვრები, ბოგანო, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
![]() |
6.29 ამბრიასშვილი || ამბრიაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
ამბრიაშვილი
მის მიწამდე მიჰყიდა თაყუა დონდარაშვილმა ზაქარია ტლაშაძეს მამული (1666 წ. V. 30. 1448-5193).
ამბრიაშვილი ასათ
მას უკანონოდ ჰქონია მითვისებული გარეჯის, უდაბნოს კუთვნილი სოფელი ხოდაშენი. გიორგი მეფემ ეს სოფელი ისევ გარეჯას დაუბრუნა, ასათს კი „გაუცუდა“ საბუთები (1513 წ. VI. 4. Ad-2175).
ამბრიაშვილი ბეჟან
მოწმე ბერუკა იშხანაშვილის მიერ ყალანდარ თუმანიშვილისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. დამლ. 1450-3/33).
ამბრიაშვილი ( ვარ. ამბრისშვილი) გიორგი - შვილი ზაქარია ამბრიაშვილისა, იხ.
ამბრიასშვილი გიორგი
მოხსენიებულია ყმათა ნუსხაში(XVII ს. Hd-14912 ა).
ამბრიაშვილი (ვარ. ამბრიასშვილი) ზაქარია - 1625-1650 წწ.
ატენელი, ჰყავს: შვილები: პაატა, პაპუნა, თათარა (1625-1650 წწ. გსიემ 4848, Sd-531), გიორგი (1650 წ. Sd-531), ბიძაშვილები: იოანე, მახარა, ლომია ოქუასშვილები (1625 წ. გსიემ 4848). თავის ბიძაშვილს, იოანე ოქუასშვილს დაანება სადაო მამული და მისცა უდაობისა და მოყვრობის პირობა (1625 წ. გსიემ 4848); შეცილებია წედისელებს საზღვრებზე. მათი დავა გაარჩიეს მდივანმა ბირთველ თუმანიშვილმა, იასაულბაშმა და თულბაშმა დოლმაზამ. საწედისო მიაკუთვნეს წედისელებს, ხოლო საატენო - ზაქარიას. როსტომ მეფემ განუახლა მას აგრეთვე სამკვიდრო სოფლის, კიოტის წყალობა, რომელზედაც ზაქარიას თურმანი ეცილებოდა, გაუჩინა ხელახლა საზღვრები: ბერისშვილის ახო და ჩუსტიაშვილის მიწა (1650 წ. Sd-531).
ამბრიაშვილი (ვარ. ამბრისშვილი) თათარა (ვარ.ნიათარ) - 1625-1666 წწ.
შვილი ზაქარია ამბრიაშვილისა, იხ. მოწმე გრიგოლ ჩხუტიაშვილის მიერ ბატონ ანასათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1666წ. Sd-533).
ამბრიაშვილი (ვარ.ამბრისშვილი) პაატა (ვარ. ბატა, პატა) - შვილი ზაქარია ამბრიაშვილისა, იხ.
ამბრიაშვილი (ვარ. ამბრისშვილი) პაპუნა - იასაული, შვილი ზაქარია ამბრიაშვილისა, იხ.
ამბრისშვილი გიორგი - იხ. ამბრიაშვილი გიორგი
ამბრისშვილი ზაქარია - იხ. ამბრიაშვილი ზაქარია
ამბრისშვილი თათარა - იხ. ამბრიაშვილი თათარა
ამბრისშვილი პაატა - იხ. ამბრიაშვილი პაატა
ამბრისშვილი პაპუნა - იხ. ამბრიაშვილი პაპუნა
ამბროაშვილი
მისი ქულბაქის გვერდით მირიმანაანთ შაღუბათასშვილმა აღაჯანამ მიჰყიდა ხეჩუას თავისი მკვიდრი ქულბაქი (1611 წ. 1450-22/117).
ამბროაშვილი ამბროა
თვალს გაღმა მცხოვრები, აზატი ყმა, ჰყავს განაყოფი ნასყიდა. თავის განაყოფთან ერთად ევალებოდა შეკაზმული ცხენისა და იარაღის გამოღება ნინოწმინდის ტაძრისათვის არსენის ნინოწმინდელობის დროს, თუ „მართალი კაცი“ გარდაიცვლებოდა ([1688-1694 წწ. 1. Ad-116).
[ამბროაშვილი] ნასყიდა - განაყოფი ამბროა ამბროაშვილისა, იხ.
ამბროლიანი მათვალი - 1656-[1660] წწ.
ოყურეშს მცხოვრები, იგი ლაშხიშვილისაგან უყიდია ცაგერელ კუჭაიძეს, რომლის გარდაცვალების შემდეგ სულა გელუანს მისვლია (1656 წ.ახლო. Qd-9085-9), შემდეგ ცაგერელმა გაბრიელ ჩიქოვანმა იგი შეისყიდა სულა გელუანისაგან და შესწირა ცაგერის ხვამლის წმინდა გიორგის (1656 წ. Qd-9085- 3, 9, [1658-1660 წწ.] 9085-5).
ამბროლიძე
მისგან ნაყიდი ერთი დღის მიწა გოგინა ბათუნასშვილმა მისცა პაპუა მაღალაშვილს და მის ძმებს ნიაბის სადაო მიწის სანაცვლოდ (1664 წ. 1448-5059).
ამბროსა - [1663]-1667 წწ.
იხსენიება ჯვრის მამის, მელეტიოსის ხელწერილში, რომლის თანახმად, იგი ჯვრის მონასტრის კუთვნილ სასახლესა და ადგილს თბილისში ტოვებდა თბილელის განკარგულებაში. თბილელს უფლება ეძლეოდა გაეყიდა ეს ქონება, აღებული ფასის ნახევარი კი ამბროსისა და ანტონასათვის მიებარებინა. ამბროსასა და ანტონას შეეძლოთ მიბარებული თანხით ესარგებლათ გარკვეულ დრომდე, იმ პირობით, რომ მელეტიოსს სარგებლით დაუბრუნებდნენ ვალს ([1663 წ. ახლო] Ad-63); მოწმე იოსებ თბილელის მიერ ხოჯა ბარხუდარასათვის მიცემული ქარვასლის ხარჯების წიგნისა (1667 წ. Ad-66).
![]() |
6.30 ამბროსასშვილი||ამბროსაშვილი||ამბროსათ |
▲ზევით დაბრუნება |
ამბროსაშვილი ამბროსა
შვილი ამირა ამბროსაშვილისა, იხ., ძმა პაპუნა ამბროსაშვილისა, იხ.
ამბროსაშვილი ამირა (ვარ. ამირან) - 1631-1634 წწ.
ჰყავს: შვილები: პაპუნა, ამამუკა, მახარებელი, შერმაზანა, გიორგი, ხიზანა (1631-1634 წწ. 1449: 1730; 2649), ამბროსა (1634 წ. 1449-2648), ბიძაშვილი მახარა [როსტიაშვილი] (1634 წ. 1449-2648). მახარა [როსტიაშვილისაგან] იყიდა ნავენახევი მეთურასა და ვარდიას ვენახებამდე (1631 წ. X. 4449-1780), მისგანვე იყიდა სავენახე მიწა, რისი ნასყიდობაც მას დაუმტკიცა ევდემონ კათალიკოსმა (1634 წ. 1449-2648).
ამბროსაშვილი (ვარ. ამირანაშვილი) გიორგი
შვილი ამირა ამბროსაშვილისა, იხ., ძმა პაპუნა ამბროსაშვილისა, იხ.
ამბროსაშვილი გოგინა
მას უწყალობა თბილელმა ამოვარდნილი იოანე გედუაშვილის სახლ-კარი (1691წ. VII. 25. 1449-2684).
ამბროსაშვილი იესე
დეკანოზი, მოწმე და დამწერი ანანია ქიტუასშვილის მიერ ოჰანა ყავარდელაშვილისათვის მიცემული სახლის ნასყიდობის წიგნისა (1690 წ. X. 27. Hd-13130).
ამბროსაშვილი იოვანე
მოწმე ნიკოლოზ პალატისშვილის მიერ გოგიტა არდაშერასშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1477 წ. VII. 4. Qd-9814).
ამბროსაშვილი (ვარ. ამირანაშვილი) მამუკა - შვილი ამირა ამბროსაშვილისა, იხ.
ამბროსაშვილი (ვარ. ამირანაშვილი) მახარებელი
შვილი ამირა ამბროსაშვილისა, იხ. ძმა პაპუნა ამბროსაშვილისა, იხ.
ამბროსაშვილი ნასყიდა
ნაზარალი-ხანმა მისი და ფალავან ბასილის სახლები უწყალობა ჯვრის მონასტრის მეტოქი საყდრის ეზოდან აყრილ ყუთუანთ ბაღდასარას (1692 წ. I. 7. 1450-51/188).
ამბროსაშვილი (ვარ. ამირანაშვილი) პაპუნა - [1630, 1636-1643 წწ.]
ჰყავს: მამა ამირა ამბროსაშვილი, იხ., ძმები: მახარებელი (1630-1643 წწ.1449: 1802, 1755), ამბროსა, შერმაზან, გიორგი ([1630-1637 წწ.] 1449-1802). მას შეუძენია კათალიკოს [ევდემონ] დიასამიძისაგან ძაბილას მიწა, რომელიც ესაზღვრებოდა ამბროსაშვილების ვენახს და ირემას ნასახლარს. ქრისტეფორე კათალიკოსმა ეს ნასყიდობა მოშალა და პაპუნას მიწა წაართვა. თბილელისა და „სრულად მცხეთელთა“ შუამავლობის შემდეგ ქრისტეფორე კათალიკოსმა ეს მიწა ისევ პაპუნას დაუმტკიცა (1643 წ. 1449-1755); ევდემონ კათალიკოსმა ძეგვში მას უწყალობა მიწა ([1630-1637 წწ.] 1449-1802).
ამბროსათ პაპუნა
მის სახლს ესაზღვრებოდა პაპაჯანა მითიჯანაშვილის მიერ შამირანთ თაყინასშვილ მამიჯანასათვის მიყიდული სახლები (1673 წ. IX. Hd-13009).
ამბროსაშვილი ტატილა
მოწმე ამილბარ ბეჟიტაშვილის მიერ ოთია ინანაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. შუა ხანები. Sd-1783).
ამბროსაშვილი (ვარ.ამირანაშვილი) შერმაზანა
შვილი ამირა ამბროსაშვილისა, იხ. ძმა პაპუნა ამბროსაშვილისა, იხ.
ამბროსაშვილი ხარიტონ
მღვდელი, მისი გარდაცვალების შემდეგ იოსებ თბილელმა მისი სამწყსო უბოძა ბერიკა დათუკაშვილს (1662 წ.1449-1819).
ამბროსაშვილი ხიზანა - შვილი ამირა ამბროსაშვილისა, იხ.
ამბროსე ნიკორწმინდელი - იხ. ბაქრაძე ამბროსე
ამბროსე - [1606]-[1615 ] წწ.
ბერი, ააშენა დიღმის წმინდა გიორგის ეკლესია და შესწირა მას ოთხი დღის სავენახე მიწა ([1606-1615 წწ.] Hd-1051 ა).
ამბროსეშვილი მახარობელი
მონაწილეობა მიიღო ტოტუაშვილებისა და მანდენაშვილების აჯაბნუშასშვილებთან დავის გარიგებაში (1648 წ. V. 22. Qd-503).
ამბროსისძე
მცხეთაში ბერინასშვილს ჰქონია მისი ნაქონი მამული, რომელიც შემდეგ იოანე ჭარმაულს უწყალობეს (1505 წ. Hd-14681).
ამბროსიშვილი
ერთი კომლი, მისი შეწირულება ლუარსაბ მეფემ განუახლა თბილისის სიონს (1552 წ. 1449-1498).
ამელიანთ ხუნანა
ტბისში მისი მამული ეკუთვნოდა [გერმანოზიშვილს] (XVII ს. ბოლო. 1450-33/286).
ამექუა
აკაურთას მცხოვრები, თავისი მამულით იგი წილად ხვდა იოთამ ბარათაშვილს ([1537-1538 წწ.] VIII. 6. 1450-11/112).
ამზა
მიჯას მცხოვრები, მამულით ერგო იოთამ ბარათაშვილს ([1537-1538 წწ.] VIII. 6. 1450-11/112).
ამზიაშვილი დათუნა
მოწმე ბესალა ჯოესშვილის მიერ პაპუნაბეგისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1672 წ. IV. 3. Hd-1794).
ამზუა
მირტაშენს მცხოვრები, იგი, ქონებით, ერგო იოთამ ბარათაშვილს ([1537-1538 წწ.] VIII. 16. 1450-11/112).
ამიკიდაშვილი
ლისში მცხოვრები, აზნაური, ბარათაშვილების გაყრის დროს ერთწილად ერგო გერმანოზს, თაყას, გოსტასაბს და ფალავანხოსროს (1523 წ. Ad-1299 ა).
![]() |
6.31 ამილახვარი || ამილახორი || ამილახვრისშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
ამილახორი
იგი მოუკლავთ, აღნიშნულია მერაბ სააკაძის სიძისა და მისი შვილების თავიანთ განაყოფებთან დავის წიგნში (XVII ს.შუა ხანები.Qd-826).
ამილახორი
მის დროშაზე ითვლებოდნენ: გიორგი ბატონიშვილი, ზევდგინიანი, ფავნელიანი, მაჩაბლიანი, თუმანიანი, მროველი, ქაიხოსრო ავალიშვილი, ურბნელი, ხერხაულიანი, ფალავანდიანი, მთავარეპისკოპოსი, „რაც გორს ზედათ ან სადედოფლო არის, ან სუეტისცხოვლისა და იელუსარემისა“, ამირეჯიბიანი, თვალდამწვრიანი, ელისბარ დიასამიძე, როსტომ ქავთარაძე, შალვა თუხარელი, თაქთ[ა]ქ თაქთაქიძე, ტატიანი, წერეთლის სამამულო, აბაშიძის მამულები, იტრი[ი]ს წინამძღვარი, აბაზაძე, დამღაწაშვილი, გულბათ ავალიშვილი, ფაფინა იაღუზაშვილი, თუხარელი ამუან ([1606-1648 წწ.] Hd-2124).
ამილახორი
მისი ნაქონი მამული თეიმურაზ მეფეს ლარგველისათვის უწყალობებია, ხოლო ლარგველის სიკვდილის შემდეგ ბოქაულთუხუცეს - ავალ ავალიშვილისათვის (1646 წ. XI. 26. 1450-47/149).
ამილახორი
მანუჩარ და ჯიმშიტა თუმანიშვილებმა მისგან შეიძინეს სოფელი ხელთუბანი (1657 წ. Ad-962).
ამილახორი
მისი მდივან-მწიგნობარი იყო იესე პარკაძე (1657 წ. V. Ad-915, 1180 წ. Ad-643 ა).
ამილახორი
როსტომ მეფის მიერ ყაფლან ბარათაშვილისათვის მიცემულ მამულის წყალობის წიგნში აღნიშნულია, რომ იგი მონაწილეობას იღებდა ყაფლან ბარათაშვილსა და ისახან სულთანს შორის სამამულე დავის გარჩევაში (1657 წ. 1450-15/140).
ამილახორი
მისგან უცნობ პირს „უშოვნია“ ხარაიძე და ხიბულას დაუსახლებია ([1616-1658 წწ.] Hd-11205).
ამილახორი
დავით ბოქაულთუხუცესთან და კათალიკოსთან ერთად გაარჩია დავა როინ ჯავახიშვილსა და გლურჯიძეებს შორის ([1633-1658 წწ.] Hd-14659).
ამილახვარი
ჰყავს ყმათ ნონია მახანაშვილი ([1638 1658 წწ.] 1450-31/211).
ამილახორი
ედავებოდა გიორგი იალღუზიშვილს და მის ძმისწულებს ფხვენისში ყმა-მამულის თაობაზე, შაჰნავაზმა სადაო ყმა-მამული იალღუზიშვილებს მიაკუთვნა (1659 წ. VI. Hd-1533).
ამილახორი
ბაადურ მაჩაბლის მეფისადმი მირთმეულ საჩივარში აღნიშნულია, რომ მისთვის ბაადურს მიურთმევია „ერთი სასახელო ქირაფქა“, და ერთი „გამოფრდული“ ხმალი ([1660-1676 წწ.] Qd-8670).
ამილახორი
იგი მეფეს მოსახლეობის აღსაწერად გაუგზავნია. აღწერის დროს სხვა ადგილებიდან გადმოსულ მოსახლეებს ყრიდა და ისევ ძველ ადგილზე აბრუნებდა (1666 წ. III. 22. Ad-965).
ამილახორი
მისი ბრძანებითა და ნებართვით,ნაზარა ხოჯუაშვილმა აღადგინა მწერლის მიერ დაკარგული ამირაღაანთ ფარსადანისათვის მიცემული ნასყიდობის წიგნი (1677 წ. XI. 1450-30/107); ნაზარა ხოჯუაშვილის მიერ ამირაღაანთ ფარსადანისათვის მიცემულ სასახლის ნასყიდობის წიგნში აღნიშნულია, რომ მას წიგნი (საბუთი) მიუცია ამირაღაანთ ფარსადანისათვის (1677 წ. X. 10. გსიემ 7601/13).
ამილახორი
მისი მდივან-მწიგნობარი ყოფილა ივანე [პარკაძე] (1680 წ. Ad-6438).
ამილახორი
ლაზარე ბურძენიძე დაუდგა თავდებად გიორგი ბურძენიძისშვილს, პაპუნის, რომ იგი არ გაექცეოდა ქაიხოსრო წერეთელსა და ამილახორის ქალს (1680 წ. ახლო. Hd-2670).
ამილახორი
მისი კარის დეკანოზი იყო ქრისტესია (1691 წ. Ad-1536).
ამილახორი
მისი კარის მდივანი იყო პაპუნა ჯავახიშვილი (1697 წ. XI. 11. Hd-403).
ამილახვარი
საამილახვროს დავთარში აღნიშნულია, რომ მეჯვრისხევი ამილახვრის სახასო იყო. ამავე დავთრის მიხედვით, მას ჰყავდა ყმები: ვეშაპური მახნია, დათია, ზურაბა, ოთანა, მამუკა ბიბნიაშვილი, ირემა გიშელაშვილი, ფირუა ფირუაშვილი, დარჩია, ბოგანოები: ნადირა, ველიტა, მიქელა, ბერიკა, რომელთაც ლაშქრობა ევალებოდათ; ბოლს: ფარველიძე ტეტია, მორბედაძე შიო, ბეხურემაშვილი გიორგი, ფარველიძე ბერიკა, აზნაური ქარუმიძე მამუკა, ბოგანოები: შიო და დათუნა; ახალდაბას: კოკილაშვილი ბერიკა, ბოგანო მოგელია; ახმაჯს: ბასილიძე პაპუნა, ბასილიძე ბერუკა, ცეცხლაძე გიორგი, თოდუაშვილი დათუნა, თოდუაშვილი გიორგი, ბოგანოები: შათირი და დათუნა, ყველას ევალებოდა ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
ამილახორი
[მაჩაბლების] დაკარგული ყმა-მამულის ნუსხაში აღნიშნულია, რომ მას მიჰყიდეს თამარაშენში ორი კომლი ბეღველური და ჟეშთელის საკომლო ([1688-1703 წწ.] Qd-8674).
ამილახორი
მან გაარიგა მაღალაანთ მირი (XVII ს. Ad-1804).
ამილახორი (ვარ.ამილახვარი, ზევდგინისძე-ამილახორი) ავთანდილ - [1630], 1654-[1703] წწ.
ეშიკაღასბაში (1692-1698 წწ. 1448-526, Ad-2200, 1448-57, 1018, Hd: 13684, 403, 2268, 1059, 1450-17/163, Qd-604), გორის მოურავი (1699 წ. Hd-13152). ჰყავს მამა ანდუყაფარ, ბიძები: დემეტრე ამილახორი, იხ., კათალიკოსი ნიკოლოზ ამილახორი, იხ., გივი ამილახორი, იხ., ძმა იოთამ ამილახორი, იხ., ბიძაშვილები; რევაზ, ანდუყაფარ, ბეჟან, ბარძიმ (1693 წ. Hd-2142). დაესწრო ნაზარალი-ხანის მიერ მოწვეულ ბჭობას ორგული გივი და ფარემუზ გურამიშვილებისათვის ყმა-მამულის ჩამორთმევისა და გურამ გურამიშვილისათვის გადაცემის თაობაზე (1694 წ. VI. 4. 1448-57); გაარიგა სამამულე დავა ზაალ და უთრუთ [ციციშვილებს] შორის (1700 წ. Hd-13839); მის მიერ ზურაბ მაჩაბლისათვის მიწერილ წერილში აღნიშნულია, რომ მან, მეფის დავალებით, გაარჩია ოთარ და პაატა ფავნელისშვილების დავა შართულზე. ოთარს მტკიცე საბუთები არ აღმოჩენია და შართული უფიცრად დაუნებებია პაატა ფავნელისშვილისათვის. მან დაავალა ზურაბს, რომ შართულში ჩასულიყო და პაატას მამულზე ხელი აემართა (XVII ს. IV მეოთხ. 1450-17/163); ედავებოდა ბიძაშვილებს: რევაზს ანდუყაფარს, ბეჟანს, ბარძიმს სახლიკაცობის რიგზე (1693 წ. Hd-2142); მოწმე: ბეჟანის მიერ ზაალ დოლენჯისშვილისათვის მიცემული ყმის ნასყიდობის წიგნისა (1695 წ. VI. 1. Hd-13684), გივი თუმანიშვილსა და ავთანდილ კაჭკაჭიშვილს შორის წისქვილებზე დავის გარიგების წიგნისა (1697 წ. III. 20. Hd-2268), ავთანდილ მირიმანიძე - ქამარბეგისშვილის მიერ გივი თუმანიშვილისათვის მიცემული ნასოფლარ შამირზას ნასყიდობის წიგნისა (1697 წ. XI. 11. Hd-403), ფარსადან ციციშვილის მიერ მდივან დავითისა და გორელებისათვის მიცემული ტყით სარგებლობის ნებართვის წიგნისა (1699 წ. II. 24. Hd- 13151);სხვადასხვა: ნაზარალი-ხანისა და გიორგი მეფეს შორის ბრძოლის დროს იგი ნაზარალი-ხანს მიმხრობია და ქალაქის ციხეში გამაგრებულა (1692 წ. XII. 448-526), ციხეში თან შეჰყოლია მისი ყმა - გიორგი ქარუმიძე (1694 წ III. 26. Ad-2200), თექთუმან თექთუმანიძემ ზაალ ქარუმიძეს მიჰყიდა თავისი ძმებისაგან გამოხსნილი და „ავთანდილ ამილახორის სამართლით ხელაღებული“ თავისი წილი მამული რენე (1699 წ. Hd-1553), ფეშანგ თაყინაშვილს დაანება პაპინა დუთუსშვილის ცოლყოფილის, ლალინას მიერ ანდერძით დატოვებული სახლი (1699 წ. VII. Hd-13152), დაამოწმა, რომ ჯალდამი და ღორისთავი ნამდვილად მდივანბეგ ვახტანგ ორბელიშვილის ცოლყოფილის, თამარის ნამზითვი ქონება და მისი შვილების კანონიერი საკუთრება იყო (1700 წ. Sd-2301), ჰყავდა სახასო მეკოდისპურე ყმები კარბს: მამასახლისი ბერი, მანდიძე თამაზა, მამასახლისი ბასილისშვილი გაბრიელა და გიუნა, მათი განაყოფი ნიკოლოზა და ხიზანა, გველაურები: ნიკოლა, პაატა, ბიძინასშვილი ბიძინა, მელაძე გიორგი, ბიძინასშვილი ნიკოლა, ბეჟუა, ერადანიძე ხოსია, გნოლიძე , ადუასშვილი შიო, მეტრეველი პაპუნა, გველაური ბერი, მამნუხასშვილები, ხარებასშვილი მაზიტა, გნოლიძე მიქელა, ერადანიძე ბერუკა; ძევერას - აზნაურისშვილი პაპუნა ჯავახასშვილი; მეჯვრისხევს: მიქელაძე გიორგი, იჩქითი თევდორა, იჩქითი მახნია, იჩქითი შიო, ბასილისშვილი, მიქელაძე დათუნა,ჟამიტასშვილი დათუნა; ზემო სობისს ათი კომლი, ქვემოში - ექვსი; ბერშოეთს: მესხისშვილი გიორგი, მახარესშვილი პაპუნა, ციცინასშვილი ივანე, ციცინასშვილი დათუნა, ციცინასშვილი ნადირა, კვინინაძე თამაზა და გიორგი,მელქიასშვილი ალექსა, ვინინაძე ბერუას შვილი გიორგი, კვინანაძე ბერუკა და თამაზა; ცხინვარს - ორი კომლი; რეხს: ჩუბინისშვილი მახარე და მისი განაყარი დემეტრა, იმერლისშვილი პაატა, იოსებიძე თანდილა, ინანასშვილი ბერუკა, ოქრუასშვილის საკომლო, ფანჯარასშვილი, სისაური, ჭონისშვილი შიუკა; ცხვილოსში: სუთიასშვილი ბერი და გოგიტა, ბათილასშვილი ივანე, თბილელასშვილი ადამა, თბილელასშვილი გიორგი, ნუკრაძე ბასილა, სუხიშვილი ხახუტა, ნადირასშვილი ირემა, კუჭიასშვილი ბერი, ბაზლიძე ნადირა, ყულიჯანაშვილი შაყელა, მხეცია დათუნა, მესხი დათუნა, ბათალასშვილი გიორგი, გეთასშვილი ბეთელა; ახმაჯს: ბასილიძე მიქუტა, ბასილიძე ბერუკა, ცეცხლაძე გიორგი, თუდუასშვილი გიორგი; ახალდაბას - ორი კომლი (1700 წ. 1448-3602); ბეჭდით დაამტკიცა: ავთანდილ მირიმანიძის მიერ გივი თუმანიშვილისათვის მიცემული შამირზას ნასოფლარის ნასყიდობის წიგნი (1697 წ. XI. 11. Hd-403), იოთამ ამილახორის მიერ დათუნა მხალაძისათვის მიცემული ყმების წყალობის წიგნი (1698 წ. II. 18. Ad-1059), ნაზარალი-ხანის განჩინება დავით [მაჩაბლის] სასისხლო საქმეზე ([1688-1703 წწ.] Hd-2004).
ამილახორი ანდუყაფარ - 1619-1631, [1648].წწ.
ძმისწული ანა დედოფლისა, იხ., ჰყავს ძმები: გივი (1619 წ. 1449-286), ბეჟან (1619-[1632]. 1449-286, Hd-2112), იოთამ (1619-[1632] წწ. 1449-286, Hd-2112), [ძმისწული] პაატა ([1625-1632 წწ.] Hd-2112), განუახლა დედოფლის ვაჭარს, ამირაღა მესხასატურაშვილს თევდორეწმინდის წყალობა (1619 წ. გსიემ. 7601/49); ანა დედოფალმა მას განუახლა საამილახვროში მკვიდრი სოფლების: საშვებისა და ნაწრეტის წყალობა და უბოძა აგრეთვე ამ სოფლებში დასახლებული „სხვა ქვეყნის“ გლეხები (1619 წ. 1449-286); თეიმურაზ მეფემ მისცა კეთილმოყვრობის პირობა ([1625-1632 წწ.] Hd-2112 ); სვიმონ მეფემ გასცა ბრძანება მისთვის სამკვიდრო მამულების დაბრუნების შესახებ და გაგზავნა ბოქაულთუხუცესი ქაიხოსრო [ბარათაშვილი]. ამ ბრძანების შესასრულებლად ([1626-1631 წწ.) Hd-2115); თეიმურაზ მეფის მიერ იოთამ ამილახორისადმი ბოძებულ კეთილმოყვრობის წიგნში აღნიშნულია, რომ ანდუყაფარი დატყვევებულია „ქართველთაგან“ და, რომ მის მამულებს სომხითში, ქართლში ზერტის გარდა და კახეთში მაღრანის გარდა, უწყალობებდა იოთამს (1631 წ. Hd-2122 [1632-1648 წწ.] Hd-2128).
ამილახორი ანდუყაფარ - 1636-1656 წწ.
ჰყავს: მამა იოთამ ამილახორი, იხ., ბიძა ბეჟან ამილახორი, იხ. ძმები: გივი, დემეტრე, პაატა, ბარძიმ (1656 წ. Hd - 2127), შვილები: იოთამ (1692 წ. 1448 - 526), ავთანდილ (1656, 1692 წწ. Hd - 2127; 1448-526). როსტომ მეფემ მას განუახლა სადროშოს სარდლობა და გორის მოურაობა, მაგრამ წყალობის წიგნზე ბეჭდის დასმამდე იგი გარდაცვლილა და ამიტომ ეს თანამდებობანი როსტომმა გადასცა მის ძმას - გივის (1656 წ. Hd - 2 127); ნაზარალი-ხანის მიერ იოთამ ამილახორისათვის ბოძებულ წყალობის წიგნში აღნიშნულია, რომ ანდუყაფარს ირანის შაჰისაგან დანიშნული ჰქონია ჯამაგირი - წელიწადში 100 თუმანი (1692 წ. XII. 1448 - 526).
ამილახორიშვილი ანდუყაფარ - [1675 ], 1689-1692, [1703 ] წწ. ჰყავს: მამა გივი ამილახორი, იხ, ბიძა კათალიკოსი ნიკოლოზ ([1678-1696 წწ.] Ad - 1203), ძმები: ქრისტეფორე, ვახტანგ ([1678-1696 წწ.] Ad-1203), ბიძა შვილი ავთანდილ ამილახორი, იხ., როდესაც ანდუყაფარი თავისი მამულიდან გადახვეწილა, თან გაჰყოლია ერთგული ყმა - დათუნა ტარსაიჭაშვილი ძმებითა და შვილებით. ამ სამსახურის სანაცვლოდ ანდუყაფარმა მათ უწყალობა დათუნას განაყოფების, ბეჟიასა და ზაზუტას მემულები, აგრეთვე - ალექსი მელქიასშვილის მამული, ოთარასშვილის ნაქონი გოგალაური მამული, მზარეულ ციცინასშვილისა და ნასყიდას მამულები. საბუთს უზის მისი ბეჭედი ([1678-1696 წწ.] VII. 5. Ad-1203), უბრძანა თავის აზნაურისშვილებს, მსახურებსა და გლეხებს, რომ არ წამოეწყოთ თუმანიშვილებთან დავა წყალზე ან სხვა რაიმეზე, სადაო საქმეებს გაარიგებდა თვითონ ([1675-1703 წწ.] Hd-2266); დაამოწმა, რომ სოფლები, ჯალდამი და ღორისთავი, მდივანბეგ ვახტანგ ორბელიშვილის ცოლყოფილის, თამარის ნამზითვი ქონება და მისი შვილების კანონიერი საკუთრება იყო (1700 წ. Sd-2301).
ამილახორი ანდუყაფარ - შვილი იოთამ ამილახორისა, იხ.
ამილახორი ბარზი - იხ. ზევდგინისძე ბარზი.
ამილახორი ბარძიმ - 1642-1667 წწ.
ჰყავს: ბიძა ბეჟან ამილახორი, იხ., ძმები: გივი ამილახორი, იხ., ანდუყაფარ ამილახორი, იხ., გაუჩინა გივი ამილახორთან ერთად ხოსიმას თავისი ჯოგიდან სარგო - ყოველწლიურად ერთი კვიცი (1667 წ. Hd-2303); ლუარსაბ [ბატონიშვილთან] ერთად გაარიგა პაპუნა და ფალავანხოსრო ბარათაშვილების დავა ქუათეთრისის მამულებზე (1646 წ. 1450-2/143); მოწმე ანჩაფ ტუღურუნაშვილის მიერ დომენტი კათალიკოსისათვის მიცემული ყმის ნასყიდობის წიგნისა (1662 წ. 1449-1189); მისი ბეჭედი უზის საბუთს Hd-2303.
ამილახორი ბარძიმ
ბიძაშვილი ავთანდილ ამილახორისა, იხ. i იოთამ ამილახორისა, იხ.
ამილახორი ბეჟან - 1619-1656 წწ.
ჰყავს: ძმები: ანდუყაფარ ამილახორი, იხ. (XVII ს. I ნახ. Hd-2342), იოთამ ამილახორი, იხ., ძმისწულები: ანდუყაფარ, გივი, დემეტრე, ბარძიმ, ბერი (1642 წ. 1450-30/139), ასე (1621-1642 წწ. Ad-1067; 1450-30/139). ჭოტორთან ბრძოლისას გამოჩენილი ერთგულებისათვის უწყალობა თავის ყმებს შანშესა და მის შვილებს ბღუთისძის მამული და ცამეტი დღის მიწა (1621 წ. VI. 20. Ad-1067); წინამძღვარ ეოვანეს განუახლა მდივნობის სახელო და უწყალობა სომხითში მახნიაშვილის ნაქონი ყმები: იბაშერა, ალექსანა და გიგოლა შვილებითა და მამულებით (1642 წ. X. 2. 1450-30/139); მას უწყალობა როსტომ მეფემ ლიაახვს ზედა და ქვედა ქვეყნების სარდლობა (1633 წ. III. 26. Hd: 2123, 2125, 2126); ედავებოდა ქრისტეფორე კათალიკოსს ზერტისა და კუარხითის საზღვრებზე (1639 წ. Qd-1387 ა); მონაწილეობა მიიღო ქრისტეფორე კათალიკოსთან და თაყა თუმანიშვილთან ერთად დავით და თამაზ ქარსიძეების გაყრაში (1651 წ.1450-29/59); ოთარ ტატიშვილს დაუდგინა ჯოგზე გამოსაღები - თითო კვიცი - როგორც იყო დაწესებული თავისი ძმის, ანდუყაფარ ამილახორის სიცოცხლეში (1656 წ. შემდგომ. Hd-2302).
ამილახორი ბეჟან - [1676], 1688-1700 წწ.
ეშიკაღასბაში(1688წ. Hd-2024), ჰყავს ბიძა გივი ამილახორი, იხ., ბიძაშვილები: ავთანდილ ამილახორი, იხ., იოთამ ამილახორი, იხ. გივი ამილახორის სახლის უფროსად არჩევის დროს დადგენილი განწესებით ერთი „უმცროსი სოფელი“ მისთვის უნდა მიეცათ (1692 წ. III. 5. Hd-10068); მოწმე: გიორგი მიქელაძის მიერ პაპუნა გოშტაშაბისშვილისათვის მიცემული კეთილმოყვრობის წიგნისა (1688 წ. IV. 22. Hd-2024); დაამოწმა, რომ სოფლები: ჯალდამი და ღორისთავი ვახტანგ ორბელიშვილის ცოლყოფილის, თამარის ნამზითვი ქონება და მისი შვილების კანონიერი საკუთრება იყო (1700 წ. Sd-2301).
ამილახორი ბერი
ძმისწული ბეჟან ამილახორისა, იხ. ამილახორი გივი ძმა ანდუყაფარ ამილახორისა, იხ.
ამილახორი გივი - 1636-1695 წწ.
გორის მოურავი (1656-1692 წწ. გსიემ 4640-147/185, 1450-45/132, Hd: 2127, 2134). ზემო ქართლის სარდალი (1656-1692 წწ. Qd-8925, 1461-3/133, 1448-5032, 1449-285, Hd: 2127, 2134). ჰყავს მამა იოთამ ამილახორი, იხ., ბიძა ბეჟან ამილახორი, იხ., ძმები: პაატა (1646-1692 წწ. Hd-14911, 1449, 1874, 285, Hd: 2111, 2119, 2303, 2029, Sd-566, Hd: 2148, 2145, 2134, 2149), დემეტრე ([1654], 1656-1669 წწ. 1449: 1874, 285, Hd-2111, 2119, 2303, 2029, 2150); ნიკოლოზ ამილახორი (შემდგომში ქართლის კათალიკოსი), იხ., ანდუყაფარ ამილახორი, იხ. (1656 წ. Hd-2127), ბარძიმ (1656-1669, [1675] წწ. 1449-285, Hd: 2111, 2119, 2303, 2029, 2148); შვილები: ანდუყაფარ (1689-1692 [1697] წწ. 1448-527; Hd: 2134, 10068, 2149, 1914): დემეტრე (1689-1692 წწ. 1448-527, Hd: 2134, 10068, 2149, 1914); ძმისწულები: იოთამ, ავთანდილ ([1654, 1656-1692 წწ. 1449: 1874, 285, Hd-2111, 2029, Sd-566, Hd-2148, 1448-526, Hd: 10068, 2149 ); რევაზ ([1664]- 1692 წწ. Sd-566, Hd: 2148, 2145, 2134, 2149), ბეჟან ([1676]-1692 წწ. Hd: 2145, 2134, 2149). მას უწყალობა როსტომ მეფემ სადროშოს სარდლობა და გორის მოურაობა, სახელოები, რომლებიც მანამდე ანდუყაფარ ამილახორისათვის ჰქონდა ნაბოძები, მაგრამ ანდუყაფარი გარდაცვლილა მანამ, სანამ როსტომ მეფე მის სახელზე გაცემულ საბუთს ბეჭედს დაუსვამდა. ამიტომ ეს სახელოები ანდუყაფარის ძმას, გივის გადასცა (1656 წ. Hd-2127), როსტომ მეფემ გაუჩინა მას სასარდლო სარგო (1656 წ. 1449-95); გიორგი მეფემ ჩამოართვა თავის ორგულ იოთამ ამილახორს ზემო ქართლის სარდლობა და გორის მოურაობა და გივის უწყალობა (1692 წ. Hd-2134). გაუჩინა სარგო ხოსიას, იოთამს და ოთარს - ყოველწლიურად თავისი ჯოგიდან თითო კვიცი (1667 წ. Hd-2303); ამოუკვეთა სამოურაო და ულაყი ტერ-კარაპეტას შვილს,ტერ-დავითას,ტერ-აკოფას შვილს, ტერ-მელქისეთას, ტერ-ზაქარიას, ტერ-არაქელას, ტერ-მარქარას, ტერ-არაქელას, ტერ-მესროფას, ტერ-მანველას და ტერ-მინასას (1679 წ. მატ. №252-8); გაათარხნა ოთია კუპატაძე და დაუტოვა მხოლოდ ზვრის ბარვა და ხოდაბუნის მკა 1689 წ. VII. 18. (1448-527); დაამტკიცა მარიამ დედოფლის მიერ [გორის] მთავარანგელოზის ეკლესიისათვის მიცემული სააღაპე შეწირულება. მას დაუდგენია გორის მამასახლისთან, რომ ამ შეწირული ყმა-მამულიდან ერთი საკომლო ხოსინაშვილის ყოფილა, ვინაიდან საკას ეყიდა და მასვე დარჩენია ([1664 წ.] გსიემ 4640-147/185); მიჰყიდა ქალაქის მოურავს, მანუჩარს „თათრისაგან დახსნილი“ ყმები: ნერსუა, აკოფა, ჰასრათა და დათინა მათი მამულითა და ცოლ-შვილით (1646 წ. Hd-14911), მანუჩარ თუმანიშვილს - თამთის წყაროსთან, ლაგამის ხევს აქეთ, 45 დღის მიწა (1656 წ. Hd-2111); იყიდა ზურაბ ზედგინიძისაგან ძევერას ასადური მამულით, ბერუა თავისი და ბიძის მამულებით, „მიქელის კერძი“ ახალშენი ბაგა ორი ხოდაბუნით, იმერლის მამული, ქრისტესია მამულით, საბარამიშვილოში ზურაბის კუთვნილი სახნავი (1659 წ. Hd-2119) მისი ბეჭედი უზის საბუთებს: 1448-527; Hd-2111; მას მისცეს პირობა: არჩილ მეფემ კეთილმოყვრობისა და მფარველობის შესახებ ([1664-1675 წწ.] Hd-2148), ბაინდურ ერისთვისშვილმა კეთილმოყვრობისა და ყმა-მამულზე უდაობის შესახებ, შეჰპირდა აგრეთვე, რომ იასონ [ერისთავის] მიერ მიტაცებულ მამულს დაუბრუნებდა (1692 წ. ახლო. Hd-2149), გიორგი მეფემ (რომელსაც ემხრობოდა ნაზარალი-ხანთან ბრძოლის დროს),თუ გიორგი გაიმარჯვებდა,მაშინ საამილახვროში, გივის ოჯახის გარდა, სხვა ამილახვრიშვილებს წილი არ ექნებოდათ, შეჰპირდა აგრეთვე, რომ იოთამ ამილახორიშვილს საამილახოროში აღარ შეუშვებდა (1692 წ. XII 1. 1448-526), ყანჩელებმა და შაშაშვილებმა ტყვის გაუყიდველობის შესახებ (XVII ს. II ნახ. Hd-2150); მან მისცა პირობა: თავის ძმასთან, ნიკოლოზ რუსთველთან ერთად - ლევან ავალიშვილს, კეთილმოყვრობის შესახებ ([1676-1678 წწ.] 1461-3/86), გიორგი მეფესთან ერთად კახეთის თავადებს - უვნებლობის შესახებ (1678-1688 წწ.] Hd-2159), თავის ძმისწულს, რევაზს, კეთილმოყვრობის შესახებ და შეჰპირდა წელიწადში 12 თუმან ჯამაგირს ([1676-1688 წწ.] Hd-2145), პაპუნა ორბელიშვილს - კეთილმოყვრობის შესახებ ([1646-1692 წწ.] Sd-566), ქაიხოსრო რატიშვილს - ერთგულების შესახებ ([1695-1697 წწ.] Hd-1914); ედავებოდა: კათალიკოსსა და ელიზბარ ქსნის ერისთავს კვენავზე და სამლაშეზე სახნავი მიწების გამო. დავის გარჩევის შემდეგ მიწები მას დარჩა (1659 წ. Hd-2113), ზურაბ გამრეკლიძეს მის სამკვიდრო ადგილზე. მიენძორზე. მოფიცრების: სოიბათიასაულ პაპია შანშიაშვილის, ყაფიჩ ხოსია ნარიმანიძის და სომხითის სხვა აზნაურიშვილების ჩვენებით, მიწა გამრეკლიძეებს დარჩათ, რაც შაჰნავაზმა დაამტკიცა (1666 წ. III. 1450-6/90); კათალიკოს იოვანე დიასამიძეს ზერტულისა და სობისის რუებზე. დავის გარჩევის შედეგად სათემო რუ ხუთ ნაწილად გაიყო. სამი წილი გივი ამილახორს და სობისელებს ერგოთ,ორი წილი - კათალიკოსს და ზერტელებს. ქვემო რუს ნახევარი კათალიკოსსა და ზერტელებს ერგოთ, მეორე ნახევარი - მას და სობისელებს. საბუთს უზის მისი ბეჭედი (1692 წ. V. 3. Ad-1251), წაართვა ბაინდურ თუმანიშვილის ყმებს როსტომა და ავთანდილ წატურიშვილებს - მამიჯანა მეფისაშვილისაგან ნაყიდი საწისქვილე. საქმის გარჩევის შემდეგ საწისქვილე გივის ჩამოერთვა (1669 წ. II. 2. Hd-2029); გაარჩია: შიომღვიმის წინამძღვრის, მელქისედეკ ყანჩიელისა და ნაცვალაშვილის სამამულე დავა (1654 წ. ახლო. 1449-1874), სუმბატაშვილებისა და გოგინაშვილების სამამულე დავა (1664 წ. Hd - 13141), სასისხლო დავა ნიკოლოზ ფავნელიშვილსა და ბაადურ მაჩაბელს შორის (1666 წ. ახლოს Qd-8925), შაჰნავაზთან ერთად ყაფლან ბარათაშვილსა და პაპუნა ვირშელიშვილს შორის დავა (1670 წ. Sd - 534), სამამულე დავა ციცისშვილებსა და ბამან მაღრაძეს შორის (1678 წ. 1450 - 14/62); გოგინა ელიზბარაშვილსა და ხოჯაბეგასშვილს შორის დავა სასახლის ადგილზე. გორის მამასახლისისა და სხვა გორელების ჩვენების საფუძველზე, სადაო ადგილი მიაკუთვნა გოგინას (1681 წ. 1450-45/132), ნაზარალი-ხანთან ერთად - სამამულე დავა გიორგი მოურავისშვილსა და რევაზ მაღალაძეს შორის (1691 წ. 1448-3268); მოწმე: პაპუნა თუხარლის მიერ ბეჟან ჩხეიძისათვის მიცემული მამულის გაცვლილობის წიგნისა ([1658-1675 წწ.] 1450-35/100), იობის მიერ აშოთან [მუხრანის ბატონისათვის] მიცემული გლეხების ნასყიდობის წიგნისა(1686 წ. 1461-3/133); სხვადასხვა: მისი ნებართვით, ჟამისაგან ამოწყვეტილმა ლომისკაცმა თავისი პარტახტი მამული მიჰყიდა მამუკა ლაბაძეს (1662 წ. V. 7. 1450-29/160), მონაწილეობა მიიღო გიორგი მეფისა და ქართლის დარბაისელთა თათბირში დოროთეოს პატრიარქისათვის იერუსალიმის ქართული მონასტრების დასახსნელად სესხის მიცემის თაობაზე ([1678-1685 წწ.] 1448-1283) ემდურებოდა თავის ძმისწულებს, იოთამსა და ავთანდილს. მეფე ნაზარალი-ხანმა, მთავარეპისკოპოსმა ქრისტეფორემ, არაგვის ერისთავმა გიორგიმ, მუხრანბატონმა აშოთანმა, ქსნის ერისთავმა დავითმა, ასლან ორბელიშვილმა, ქაიხოსრო ციციშვილმა, ბარძიმ მდივანბეგმა, თამაზ სარდალმა, პაპუა სახლთუხუცესმა, ლუარსაბ ყულარაღასმა იგი ძმისწულებთან შეარიგეს და დაადგინეს ამილახორთა სახლის რიგი. სახლის უფროსად დატოვეს ისევ გივი. საერთო მამულიდან სოფელი მახრაღაჯი, რომელიც ანა-ხანუმს ეჭირა, ამილახორს მიაკუთვნეს იმ პირობით, რომ,სანამ ანა-ხანუმი ცოცხალი იქნებოდა, ამილახორს ამ მამულიდან უნდა მიეღო მხოლოდ „საჭამაო და საქორწილო”. სახლიკაცებს ერთობლივ უნდა გადაეწყვიტათ გოჩიაშვილის მამულის საქმე: გასაცემი გაეცათ და დანარჩენი სახასოდ დაეჭირათ. ყორჩიბაშ [პაატასათვის საუფლისწულოდ უნდა მიეცათ არქაუნი, რევაზისათვის - შაისულანი და ბეჟანისათვის, თუ კი იგი იქორწინებდა, ერთი „უმცროსი სოფელი“. ეს განწესება ითვალისწინებდა კიდევ სხვა პირობებსაც, რომლებიც აწესრიგებდნენ ამილახორის სახლის წევრების ურთიერთდამოკიდებულებას (1692 წ. III. 15. Hd-10068), ნაზარალი-ხანის ერთგული აზნაურების, დათუნა, ზაალ და ზურაბ ჩიკვატიძეებისათვის დაუთხრია თვალები (1695 წ. XII. 5. 1450-37/65). მისი ბეჭედი უზის შემდეგ საბუთებს: 1448: 527, 5032, Sd-572 ა, Hd-2111, Ad-1251); იხსენიება: შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრის,მელქისედეკ ყანჩაელის მიერ გივი ამილახორისათვის გაჩენილ მოსახსენებელში: ამილახორის მარანში მელქისედეკს ქვევრი მოსწონებია, რომელიც მას თავისი სულის სალოცავად და მოსახსენებლად სადეკანოზოს მარანში ჩაუდგამს. მელქისედეკმა დაადგინა, რომ შიოობა დღეს, ყველიერის ხუთშაბათს, ქვევრი აეხადათ და გივი ამილახორი ლოცვისას მოეხსენებინათ (1658 წ. 1449-1536 ბ); პაპუნა ფავნელისშვილის მიერ ბაადურ მაჩაბლისათვის მიცემული შერიგების წიგნში აღნიშნულია, რომ მათი დავის გარიგებაში მონაწილეობა მიუღია გივი ამილახორს (1666 წ. Qd-8710); იესე ერისთავის მიერ შაჰნავაზისათვის მიცემულ პირობის წიგნში აღნიშნულია, რომ შაჰნავაზს მისი და იესე ერისთავის ყმების სამართალი გაუჩენია ([1658-1675 წწ.] Hd-2208).
ამილახორი გივი - ძმისწული იოთამ ამილახორისა, იხ.
ამილახორი გიორგი
მოწმე დავით მეფის მიერ ივანე მაღნარაძისათვის მიცემული სასისხლო სიგელისა (XV ს. ბოლო. 1448-5040 სას.).
ამილახორი გიორგი
იასაული, მონაწილეობა მიიღო პაპუასა და კევხიშვილებს შორის სასისხლო დავის გარიგებაში (1688 წ. Sd-18).
ამილახორი დავით
შვილი იოთამ ამილახორისა, იხ., ერთგული სამსახური გაუწია ნაზარალი-ხანს გორის ციხის დაცვისას, გიორგი მეფის წინააღმდეგ ბრძოლაში (1692 წ. XII. 1. 1448-526).
ამილახორი (ვარ. ზევდგინისძე-ამილახორი) დემეტრე - [1614]-1669 წწ.
ყორჩიბაში (1659-1669 წწ. Hd-2119, 2029, 2150), ჰყავს: მამა იოთამ ამილახორი, იხ. ბიძა ბეჟან ამილახორი, იხ., ძმები: ნიკოლოზ, პაატა ([1630-1658 წწ.) შმმის, 79-80), გივი ამილახორი, იხ., ანდუყაფარ ამილახორი, იხ., ძმისწულები : ავთანდილ, იოთამ ([1630-1658 წწ.] შმმის. 79-80); ედავებოდა მამულზე შიომღვიმის წინამძღვარს, მელქისედეკ ყანჩაელს, რომელსაც შემდეგ შეურიგდა ([1630-1658 წწ.] შმმის.79-80).
ამილახორი დემეტრე - შვილი გივი ამილახორისა, იხ.
ამილახორი ვახტანგ - ძმა ანდუყაფარ ამილახორისა, იხ.
ამილახორი ვახტანგ - ძმისწული იოთამ ამილახორისა, იხ.
ამილახორი ზაალ
მისი აზნაურისშვილის, თამაზ თექთურმანიძის ვალი ემართა დოლმაზ ასატურაშვილს (1665 წ. XII. 10. 1449-1191).
ამილახორი (ვარ. ამილახვარი) ზურაბ - ძმისწული იოთამ ამილახორისა, იხ.
[ამილახვრისშვილი] თამაზა - განაყოფი იოთამ ამილახორისა,იხ.
ამილახორი თაყა - იხ. ზევდგინისძე თაყა
ამილახორი თაყა - ბიძაშვილი იოთამ ამილახორისა, იხ.
ამილახორი იესე (ვარ. იასე)
ძმისწული ბეჟან ამილახორისა, იხ. და იოთამ ამილახორისა, იხ.
ამილახორი იოთამ - [1614]-1639, 1648 წწ.
ზემო ქართლის სარდალი (1638 წ. 1450-30/63), გორის მოურავი ([1632-1648 წწ.] Hd-2128) ჰყავს: დედა თამარ ბატონიშვილი, იხ., ძმები: ანდუყაფარ ამილახორი, იხ. (1631 [1648] წწ. Hd: 2122, 2128), ბეჟან (1626-1636, [1648] წწ. Ad-1388, Hd: 2122, 2301, 1461-14/38, Hd-2128), შვილები: გივი (1636 [1648] წწ. Hd: 14683, 9429), ანდუყაფარი (1636-[1648] წწ. 1461-14/38, Hd-9429), დემეტრე ([1614-1648 წწ.] Hd-9429), ნიკოლოზ, შემდგომში კათალიკოსი, იხ., ძმისწულები: ფარემუზ (1626-1636, [1648] წწ. Ad-1388, Hd: 2122, 14683, 2128), იასე (1621-[1648] წწ. Ad-1388, Hd: 2122, 2128), განაყოფი თამაზა ([1614)-1636, [1648] წწ. Hd-14683, 9429). უწყალობა თავის ყმას, დავით თეგთურმანიძეს ყმები: მურაჩაშვილი, შიო თევდორეშვილი თავ-თავიანთი მამულებით, ჯეჯიკაური გლეხების, ახალურის გვერდზე მდებარე ვენახისა და ნინიკაშვილის მიწის გარდა (1626 წ. XI. 2. Hd-1388); მას უწყალობა: თეიმურაზ მეფემ უშვილო სურხან თურმანიძის მამული წედისს, ატენს, ოლოზღუარებს, ჯოხისს და ბნავისს, მხოლოდ ეს მამულები მას შეეძლო დაეკავებინა სურხანის ცოლის, ქეთაონის გარდაცვალების შემდგომ. ეს წყალობა მან მიიღო არადეთის სანაცვლოდ, რომელიც იოთამის ძმის, ანდუყაფარის დატყვევებასთან დაკავშირებით ამილახორთათვის ჩამოურთმევიათ (1631 წ. Hd-2122), როსტომ მეფემ - თავისი ბიძის, ვახტანგ ბატონიშვილის ნაყმევი აზნაური პატა უგანაძე მამულით (1634 წ. Hd-2301), თეიმურაზ მეფემ ამილახორთა განაყოფის - თამაზას ნაქონი მამული (1636 წ. Hd-14683), როსტომ მეფემ - დამპალაში სახასო მიწებს გარდა სხვა დანარჩენ ადგილები(1636 წ. 1461 - 14/38), თეიმურაზ მეფემ, „ქართლის დაჭირვაში“ გაწეული სამსახურისათვის - მისი განაყოფის, თამაზას ნაქონი მამული: კასპს, გერითებს ასტურიანად, ძევერას და ფხვენისს. აგრეთვე შეჰპირდა, რომ კარბის სანაცვლოდ უბოძებდა კორინთელს საკორინთლოთი. შემდგომში უბოძებია კიდეც საკორინთლო იმ ნაწილის გარდა, რომელიც არაგვის ერისთვისათვის ჰქონდა მეფეს მიცემული ([1614-1648 წწ.) Hd-9429); მას მისცა პირობა: სვიმონ მეფემ მფარველობის შესახებ ([1619-1631 წწ.] Hd-2121), თეიმურაზ მეფემ აღუთქვა კეთილმოყვრობა და შეჰპირდა „ქართველთაგან დატყვევებული“ მისი ძმის - ანდუყაფარის მამულის ბოძებას სომხითში, ქართლში ზერტს გარდა, კახეთში - მაღრანს გარდა. მაღრანის სანაცვლოდ შეჰპირდა სხვა წყალობას ([1632-1648 წწ. Hd- 128), როსტომ მეფემ მისცა კეთილმოყვრობისა და მფარველობის წიგნი ([1633-1642 წწ.] Hd-2117); ედავებოდა შანშე ერისთავს წართმეულ ყმა-მამულზე: უგანაძეზე, მოხისურ მიწებზე და „ორიანობის“ დროს სოფელ ბოლში გადანახული ქონების მითვისებისა და გამდელის გაძარცვის გამო. დავა გაარჩიეს: თეიმურაზ მეფემ, რევაზ სახლთუხუცესმა, სუფრაჩმა ბიძინამ, სუფრაჩმა ზაალ, ბოქაულთუხუცესმა ჯაზდანმა, მერაბ ჯორჯაძემ, მანუჩარ ციციშვილმა, როინ ჯავახიშვილმა, მდივნებმა: ლაზარემ და ავთანდილმა. სასამართლომ დაადგინა: უგანაძის საქმე მოფიცრებს უნდა გადაეწყვიტათ; მოხისური მიწები ამილახორს მიაკუთვნეს ძველი წერილობითი საბუთების საფუძველზე. გაქურდვის საქმეც მოფიცრებს უნდა გადაეწყვიტათ [[1623-1632 წწ.] Hd-14669); გაარიგა სამამულე დავა დავით და რამაზ დავითისშვილებს შორის (1634 წ. X. 23. Qd-8253;); დაუმტკიცა ამირასლან შარუაშვილს დავით დილარგეთისშვილის მიერ მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნი (1639 წ. VI. 8. 1450-51/241); როსტომ მეფემ იგი გაგზავნა პაატა აბაშიძის მამულის ასაოხრებლად (1638 წ. VIII. 27. 1450-30/63).
ამილახორი იოთამ - 1656-1698 წწ.
ბოქაულთუხუცესი (1686-1692 წწ. 1461-3/133, Sd-566, Hd-2149), ზემო ქართლის სარდალი, გორისა და ქრცხილვანის მოურავი (1692-1698 წწ. 1448-526, Ad-1059 ), ჰყავს: მამა ანდუყაფარ ამილახორი, იხ., ბიძები: დემეტრე ამილახორი, იხ., გივი ამილახორი,იხ., პაატა (1698 წ. Ad-1059), ძმა ავთანდილ ([1676], 1592-1698 წწ.] Hd: 2145, 2134, 1448-526, Ad-2200, 1448-1018, Qd-604, Ad-1059), შვილები: დავით (1692, 1698 წწ. 1448-526, Ad-1059), ანდუყაფარ (1698წ. Ad-105 9), ბიძაშვილები: რევაზ, ბეჟან, ბარძიმ, თაყა, ფარემუზ (1698წ. Ad-1059), ძმისწულები: ზურაბ, ვახტანგ (1692, 1698 წ. 1448-526, Ad-1059), გივი (1698 წ. Ad-1059). ნაზარალი-ხანსა და გიორგი მეფეს შორის ამტყდარი ბრძოლის დროს მან ნაზარალი-ხანის მხარე დაიჭირა. დედითა და ჯალაბით გორის ციხეში გამაგრებულა და თავისი მსახურ-აზნაურიშვილებით ციხე მტკიცედ დაუცავს. ამ სამსახურისათვის და კიდევ იმის გამო, რომ იოთამი თავის სახლიკაცებში ყველაზე უფროსის შვილი იყო, ნაზარალი-ხანმა მას უწყალობა ამილახორობა, ზემო ქართლის სარდლობა და გორის მოურაობა, განუახლა მამულების წყალობა და მისცა პირობა,რომ სხვა ამილახვრიშვილებს ამ მამულებიდან წილს არ მისცემდა. განუახლა აგრეთვე ყაენისაგან ნაწყალობევი ჯამაგირი წელიწადში - 100 თუმანი. გარდა ამისა,ფხვენისში უბოძა იალღუზისშვილები და ბედიანასშვილები თავ-თავიანთი განაყოფებითა და მამულებით (1692 წ. XII. 1. (1448-526); უწყალობა დათუნა მხალაძეს ყმები: ბერშოეთს - ციცინაშვილი პეტრე ძმითა და ცოლ-შვილით, კვიწინაძე ბერუკა, მისი ძმისწული ზაზუტა, ციცინაშვილი-ქუეტანაშვილები მამულებითურთ, ბეჟია, შანშე და ზაზუტა ტარსაიჭაშვილების მამულები (1698 წ. Ad-1059); მისცა კეთილმოყვრობის პირობა გოშფარ ჯავახიშვილს ([1697-1698 წწ.] Qd-604); გაარიგა წისქვილებზე დავა გივი თუმანიშვილსა და ავთანდილ კაჭკაჭიშვილს შორის (1697 წ. I. 20. Hd-2268); მოწმე იობის მიერ აშოთან [მუხრანის ბატონისათვის მიცემული გლეხების ნასყიდობის წიგნისა (1686 წ. 1461-3/133), ავთანდილ მირიმანიძის მიერ გივი თუმანიშვილისათვის მიცემული შამირზას ნასოფლარის ნასყიდობის წიგნისა. საბუთს უზის მისი ბეჭედი (1697 წ. XI. 11. Hd-403); სხვადასხვა: იგი თავის ძმასთან ერთად „გაუზრდია და გაუკეთებია“ გიორგი მეფეს. ამისდა მიუხედავად,უღალატეს მას და ნაზარალიხანის მხარე დაიჭირეს. მათ მოუწადინებიათ გიორგი მეფის მომხრის, თავიანთი ბიძის, გივი ამილახვრის ოჯახის დატყვევება და დახოცვა. ნაზარალი-ხანისაგან კი საამილახვროს სარდლობისა და გორის მოურაობის წყალობის პირობა მიიღეს. როდესაც გიორგიმ მეფობა დაიბრუნა, არაგვისა და ქსნის ერისთავების შუამავლობით, ავთანდილი და იყო იოთამი შეირიგა. ამათ კვლავ უღალატეს მეფეს, რის გამოც გიორგი მეფემ მათ მამულები ჩამოართვა და გივი ამილახორს უბოძა (1692 წ. IX. 10. Ad-2134); როდესაც იცავდა გორის ციხეს, ნაზარალი-ხანის მოწინააღმდეგემ, გიორგი მეფემ ალყა შემოარტყა მას. ორნახევარი წელი იოთამმა გაძლო, შემდეგ კი დახმარება სთხოვა აბაზყული-ხანს, რომელმაც დახმარებაზე უარი შემოუთვალა, ნაზარალი-ხანმა მას ციხის დატოვების უფლება მისცა (1695 წ. III. 16. 1448-1018), მასა და ავთანდილს ემტერებოდა გივი ამილახორი ([1676-1688 წწ.] Hd - 2145 ); მისი ბეჭედი უზის საბუთებს: (Ad-1059, Hd-2149, Hd-403).
ამილახორისშვილი მამისა - იხ. [ზევდგინისძე] მამისა
ამილახორი ნიკოლოზ - იხ. ნიკოლოზ VI, კათალიკოსი
ამილახორი პაატა - [1625]-[1699] წწ.
ყორჩიბაში (1679-1698 წწ. მატ. 252-8, Sd-566, Hd: 2148, 2145, 2149, 12199, Ad-1059) ჰყავს: [ბიძა] ანდუყაფარ ამილახორი, იხ. ძმები: გივი ამილახორი, იხ., დემეტრე ამილახორი, იხ., ანდუყაფარ ამილახორი, იხ., ძმისწული იოთამ ამილახორი, იხ., დაამტკიცა გივი ამილახორის მიერ ტერ-კარაპეტას შვილ ტერ-დავითასათვის მიცემული სამოურაოსა და ულაყის ამოკვეთის წიგნი (1679 წ. მატ. №252 -8); მოწმე სუხანაშვილების მიერ გივი [თუმანიშვილისათვის] მიცემული ნასყიდობის წიგნისა (1699 წ. ახლო Hd-12199); იხსენიება ერეკლე მეფის განჩინებაში ამილახორთა სახლიკაცობის რიგზე, აქ ნათქვამია, რომ მისთვის ბოძებული მამული ისევ მას რჩებოდა (1692 წ. III. 15. Hd-10068); მისი ბეჭედი უზის იოთამ ამილახორის მიერ დათუნა მხალაძისათვის ბოძებულ ყმა-მამულის წყალობის წიგნს (1698 წ. Ad-1059).
ამილახორი რევაზ - [1664], 1692-1700 წწ.
ბოქაულთუხუცესი (1669 წ. Hd-9343), ძმისწული - გივი ამილახორისა, იხ., ბიძაშვილი: ავთანდილ ამილახორისა, იხ., იოთამ ამილახორისა, იხ., მას მისცა ერთგულების პირობა ბიძამისმა გივი ამილახორმა და შეჰპირდა წელიწადში 12 თუმან ჯამაგირს ([1676-1688 წწ.] Hd-2145); ნაზარალი-ხანის განჩინებაში ამილახორთა სახლიკაცობის რიგის შესახებ ნათქვამია, რომ რევაზის საკუთრებაში გადადიოდა სოფელი შაისულემი (1692 წ. III. 15. Hd-10068); მონაწილეობა მიიღო: ზურაბ თუმანიშვილსა და შერმაზან ჯავახიშვილს შორის (1699 წ. Hd-9343) და ზაალ [ციციშვილსა] და მის ძმისწულ უთრუთ [ციციშვილს] შორის სამამულე დავათა გარიგებაში (1700 წ. Hd-13839); დაამოწმა, რომ ჯალდამი და ღორისთავი ვახტანგ ორბელიშვილის ცოლ-ყოფილის, თამარის ნამზითვი ქონება და მისი შვილების კანონიერი საკუთრება იყო (1700 წ. Sd-2301); მისი ბეჭედი უზის საბუთს Ad-1059.
ამილახორი ფარემუზ - ძმისწული იოთამ ამილახორისა, იხ.
ამილახორი ფარემუზ - ბიძაშვილი იოთამ ამილახორისა, იხ.
ამილახორი ქრისტეფორე - ძმა ანდუყაფარ ამილახორისა, იხ.
![]() |
6.32 ამილახორიშვილები || ამილახვარიანნი |
▲ზევით დაბრუნება |
ამილახვარიანნი
მათ მიწებთან ახლო მდებარე მიწა პაპუნა ღამურმა მიჰყიდა იასე მღვდლის სიძეს - მამუკა [ლაბაძეს] (1692 წ. I. 10. 1450-29/152).
ამილახორიშვილები
ედავებოდნენ იესე და ოთარ მურვანიშვილებს დამღაწაშვილის ყმა-მამულზე. დავის გარიგების შედეგად სამ ნაწილად გაიყო სადაო მიწა, ამილახორიშვილებს ერგოთ ერთი მესამედი (1698 წ. Ad-1077).
ამილბარა
თაფანში მცხოვრები, ბარათაშვილების გაყრის დროს იგი წილად ხვდა გერმანოზს, თაყას, გოსტასაბს, ფალავანხოსროს (1523 წ. Ad-1299).
ამილბარა
მის ფარდად მოურავსა და ზურაბ [სააკაძეს] წილად ერგოთ დემეტრე ამილბარაშვილი (XVII ს. ბოლო მეოთხ. Hd-12356).
![]() |
6.33 ამილბარასშვილი || ამილბარაშვილი || ამილბარაანი |
▲ზევით დაბრუნება |
ამილბარაშვილი
პაპნია დედაბრისშვილმა ბატონ თამარს მიჰყიდა მიწა ამილბარაშვილის მიწამდე (1682 წ. XII. 27. 1450-33/229).
ამილბარანთ
ზაქუმ ალიყულიშვილ-ზაქუმიშვილმა ალავერდა იაგულაშვილს მიჰყიდა ამილბარაანთ მიწა „გორულის ტყის“ პირამდე (1699 წ. V. 10. 1450-9/119).
ამილბარაშვილი ამილბარ
ჰყავს [ძმები]: ქიტუა, ესტატე, შვილი ტატია. მიჰყიდა ესტატე ხახანაშვილს ორი დღის მიწა თავისივე მი წის გვერდით (1613 წ. III. 30. Hd-2966).
ამილბარაშვილი ბერიკა
მოწმე გოგია ლიპუასშვილის მიერ ბეჟუა ბარამიძისათვის მიცემული საწისქვილის ნასყიდობის წიგნისა (1665 წ. 1450-26/120).
ამილბარასშვილი ბერიკა
მოწმე პაპნია დედაბრისშვილის მიერ ბატონ თამარისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1682 წ. XII. 27. 1450-33/229).
ამილბარაშვილი ბერუკა
ამოვარდნილ ქაიხოსრო ბარათაშვილის ყოფილი ყმა, ნაზარალი-ხანმა იგი, სხვა ხუთ კომლ ყმასთან ერთად, უწყალობა როსტომ ბარათაშვილს (1694 წ. 1450-32/320).
ამილბარაშვილი გოგია
მოწმე და „გარდამწყვეტი“ იასას და პაპანას შვილების: ოთიას, მაზიტასა და სხვათა მიერ თევდორე ხახანასშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1652 წ. Hd-5990).
ამილბარაშვილი ესტატე - [ძმა] ამილბარ ამილბარაშვილისა, იხ.
ამილბარაშვილი მამაგულა
უჯარმელ ფავნელმა იგი, თავისი მამულით, გაუცვალა გრიგოლ ჯინჯიხისძეს (1459 წ. IX. 28. 1449-1484).
ამილბარაშვილი ტატია - შვილი ამილბარ ამილბარაშვილისა, იხ.
ამილბარაშვილი ქიტუა - [ძმა ] ამილბარ ამილბარაშვილისა, იხ.
ამილბარეშვილი დემეტრე
ერთაწმინდას მცხოვრები, მოურავსა და ზურაბ [სააკაძეს] იგი წილად ხვდა ამილბარას ფარდად (XVII ს. ბოლო მეოთხ. Hd-12356).
ამილღამბარ - [სახლიკაცი] ბეგასი, იხ.
ამილღამბარ
დამწერი და მოწმე გირშელ ქურდევანიძის მიერ თავისი ძმის, ამბრიასათვის მიცემული სასახლის ნასყიდობის წიგნისა (1586 წ. 1450-47/11).
ამილღამბარ
სახლთუხუცესი, მოწმე პაატა ჭარმელაურის მიერ ავთანდილ ბეგურდასშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1622 წ. I. 4. 1450-35/73).
ამილღამბარ - სიძე ბატონ ლევანისა, იხ.
ამილღამბარ
ერთი კომლი, იხსენიება ყმების ნუსხაში (XVII ს. ბოლო.1449-1794).
ამინასშვილი აბრამა
ბეთინიას მცხოვრები, დათუნა ხუცის ფარდად იგი ერგო საამ [ბარათაშვილს] (1692 წ. VIII. 30. 1450-11/81).
ამირა
სიონში მცხოვრები, გოშფარ და როინ [ჯავახიშვილების] გაყრის დროსი იგი ერგო გოშფარს ([1527-1558 წწ.] Qd-605).
ამირა
სიქიშხანს მცხოვრები, იგი, ქონებითურთ, წილად ხვდა იოთამ ბარათაშვილს ([1537-1538 წწ.] VIII. 6. 1450-11/112).
ამირა
ზესში მოსახლე გლეხი, სვიმონ მეფემ იგი, მამულითურთ, სააღაპედ შესწირა მანგლისის ღმრთისმშობელს (1606 წ. 1449-1777).
ამირა - ძმა აკოფასი, იხ.
ამირა - 1635-1638 წწ.
ქალაქის მამასახლისი, გაარიგა: თბილელ [ელისე] საგინაშვილსა და მერაბ ყორღანაშვილს შორის ფიცხისზე დავა (1635 წ. XI. 4. 1449-2649), შავერდა არდაშელაშვილის სამამულე დავა მექვაბიშვილებთან და აღმურაშვილებთან (1638 წ. III. 20. Qd-9814 ბ); ქალაქში, მისი ვენახის გვერდით მდებარე ახპერჯანას ვენახი წილად ხვდა სარქისას (XVII ს. I ნახ. Qd-499).
ამირა
ფირალის ძმა, მოწმე ბეჟანის მიერ ალიბეგ მამასახლისისათვის მიცემული ყმების ნასყიდობის წიგნისა (1647 წ. XII. 1. 1448-273).
ამირა
„ძველი“ მამასახლისი, ჩვენება მისცა ბასილა ტოტუაშვილს ყულია აჯაბნუშასშვილსა და მანდენა მანდენაშვილს შორის სამამულე დავის გარიგებისას (1648 წ. V. 22. Qd-503).
ამირა
მისი მიწა ესაზღვრებოდა რეხელ ნინიკა ყაიზისშვილის მიერ მანუჩარა თუმანისშვილისათვის მიყიდულ მიწას (1670 წ. II. 20. Sd-48).
ამირა - ბიძაშვილი პაპიასი, იხ.
ამირა
მამასახლისი, მოწმე სოლაღა ულანცასშვილის მიერ დიღმელ სულხან ჩაჩასშვილისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1684 წ. IV. I. 1450-28/248).
ამირა
მისი უღალო და უკულუხო ვენახი პატატა ჯავნარაშვილ-თვალიშვილმა მიჰყიდა ესტია მარინდაშვილს (1685 წ. 1450-28/245).
ამირა
ნაბახტეველი, მოწმე დათია ყვავიშვილის მიერ რევაზ [მაღალაძისათვის] მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1689 წ. 1448-5075).
ამირა
მისი სამი წიგნი (საბუთი) იხსენიება გორჯასპ [ბარათაშვილისათვის] მიბარებულ წიგნების ნუსხაში (1691 წ. XI. 2. Sd-1931).
ამირა
საბაქი, მოწმე შაჰუანთ გოგინასშვილ ავთანდილას მიერ ხუდუანთ გრიქორასშვილ ასლანისათვის მიცემული ოთახის ნასყიდობის წიგნისა (1699 წ. IX. 15. Hd-1698).
ამირა
კრეფას მცხოვრები, იხსენიება მოფიცირად სამღერელთა და ნადარბაზეველთა შორის სამამულე დავის გარიგების წიგნში (XVII ს. Sd-477 ა).
ამირა
ყურს მცხოვრები, ამილახვრის ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით მისი კომლიდან ორ კაცს ევალებოდა მშვილდით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
ამირა
სობისის მამასახლისი, ამილახვრის ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით, მისი კომლიდან სამ კაცს ევალებოდა მშვილდით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
ამირა
ჰყავს სახლიკაცი მახარა, მასთან ერთად მისცა მღვდელ თევდორეს თავისი გარდაცვლილი მეუღლის საორმოცედ მიწა თანგუშელისა და საგინას მიწებამდე (XVII-XVIII სს. მიჯნა. Hd-1639 დ).
ამირა - შვილი ფირყულასი, იხ.
ამირაიზა (ვარ. ამირეიზა)
ბოლნისს მცხოვრები, პაპია და დოლმაზა შანშიაშვილების გაყრის შედეგად იგი, სახლ-კარითა და ქონებით, დოლმაზას ერგო (1667 წ. Hd-9292); მისი სახლ-კარი, ორი დღის მიწით, ერგო ნაზარა ელიზბარაშვილს (1696 წ. V. 1. Hd-9370).
ამირაიზაშვილი
ქვემო ბოლნისს მცხოვრები, იგი, თავისი მამულით, ზაქუმბეგ ალიყულიშვილმა მიჰყიდა ავთანდილ დიასამიძეს (XVII ს. II ნახ.1448- 30).
ამირან
მამასახლისი, მოწმე ელიზბარ მანთაშაშვილის მიერ ამირასათვის მიცემული ნაზვრევის ნასყიდობის წიგნისა (1631 წ. VI. 24. 1450-45/135).
ამირან
მოწმე შაყუბათა ბეროაშვილის მიერ დოლმაზა შანშიაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1687 წ. IX. 30. Hd-14179).
ამირან
ჰყავს ყმა, ტყიურეთს მცხოვრები მახარა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
ამირანა
იოთამ ბარათაშვილს წილად ერგო კარშაგარს ამირანა მამულით ([1537-1538 წწ.]VIII. 6. 1450-11/112).
ამირანა
მოწმე ყულია ეღმიშაშვილ-ხოჯაშვილის მიერ სარქისა ეზიაშვილისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1544 წ. I. 10. 1448-9233).
ამირანა
გრემის ხოჯა, კოზმან ნინოწმინდელს მისცა ბაჟის სარგოს წიგნი, რომლის მიხედვითაც, ბაჟის ორი წილი ხელმწიფეს ეკუთვნოდა,ერთი - ნინოწმინდას (XVI ს. ბოლო, 1448-1458).
ამირანა
იყიდა თურმანაში სარქისა დარდარანთაშვილისაგან ერთი დღის მიწა საკუთარი მიწის გვერდით (1620 წ. III. 30.1450-46/271-13).
ამირანა
მას, რევანდას და მახარას იმარინდომ აჩუქა თავისი წილი ვენახი (1672 წ. II. 10. Hd-1577).
ამირანა
მოწმე ესტატე თუმანიშვილის მიერ ზურაბ თუმანიშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1675 წ. XI. 10. Ad-994).
ამირანა
ქალაქში მცხოვრები, ნაზარალი-ხანმა იგი უწყალობა მანუჩარს (1689 წ. 1450-53/91).
ამირანა
მოწმე აკოფაანთ საკას მიერ ფარემუზ შანშიაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1700 წ. IV. 3. 1450-9/14).
ამირანა
მოხსენიებულია ყმების ნუსხაში (XVII ს. Hd-15088).
ამირანა
იარაღისა და საქონლის ნუსხაში აღნიშნულია, რომ იგი დაიჭირეს და წაართვეს ორი თოფი და ოთხი ძროხა (XVII ს. Qd-8681).
![]() |
6.34 ამირანასშვილი || ამირანაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
ამირანაშვილი
ანგრევანს მცხოვრები, იგი წილში ერგო იოთამ ბარათაშვილს ([1537-1538 წწ.] VIII. 6. (1450-11/112).
ამირანასშვილი (ვარ. ამირანაშვილი)
მისი მიწა ესაზღვრებოდა ნასყიდა შავერდასშვილის მიერ შოშია გოგოჩასშვილისათვის მიყიდულ მიწებს (1673 წ. I.1. Hd-14517, 1681 წ. III. 1. Hd-2513, 1681 წ. V. 27. Hd-9390).
ამირანაშვილი ამბროსე - იხ. ამბროსაშვილი ამბროსა
ამირანაშვილი გიორგი - იხ. ამბროსაშვილი გიორგი
ამირანასშვილი გიორგი
ტინისხიდელი, მოწმე ზაალ ლალაშვილის მიერ მამულა ჭუკასშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1688 წ. XII. 1. Hd-6107).
ამირანასშვილი გიორგი - (1692-1697წწ.)
მამასახლისი, მოწმე ესტატეს მიერ მამუკა ბახჩასშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1692 წ. ახლო. 1448-4592), ბერიკა ოთეღაშვილის მიერ პაპუა გიორგისშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1697 წ. III. Hd-5305).
ამირანაშვილი გიორგი
მოწმე ალექსანდრე მეფის მიერ იესე კვიმსაძისათვის მიცემული ყმა-მამულის წყალობის წიგნისა ([1693-1695 წწ.] ქმ. №1222).
ამირანაშვილი ესტატა
მოწმე ფარსადან შიხაშვილის მიერ ზაალ იაგულაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1672 წ. 1450-9/136).
ამირანაშვილი თამაზ
გორელი, მოწმე ლალინას მიერ შაკილა პარკაშისათვის მიცემული სააღაპე წიგნისა (XVII ს. 80-იანი წწ. 1450-35/202).
ამირანასშვილი ივანე
მოწმე პაატა ტატუაშვილის მიერ მღვდელ იოვანესათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. Hd-3805).
ამირანაშვილი მახარებელი - იხ. ამბროსაშვილი მახარებელი
ამირანაშვილი პაპუნა - იხ. ამბროსაშვილი პაპუნა
ამირანაშვილი პაპუნა
თბილელმა ელისე [საგინაშვილმა] მას უწყალობა ქალაქის მებაჟეობა და მეღალეობა ([1628-1659 წწ.] 1449-1818).
ამირანასშვილი სოლაღა
მოწმე მერაბ ხუდაბაშასშვილის მიერ ბაინდურ ალიხანასშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1689 წ. III. 1. 1450-5/127).
ამირანაშვილი შერმაზან - იხ. ამბროსაშვილი შერმაზანა
ამირანისშვილი დათუ
იხსენიება გიორგი ლიპარტიანის მიერ ხუხუ ფაღავასათვის მიცემულ მამულის წყალობის წიგნში: დადიანს მისთვის უბოძებია მამული ჩხეფში, შემდეგ იგი მოუკლავთ, გიორგი ლიპარტიანმა მისი ნაქონი მამული ჩხეფში უწყალობა თავის სიძეს - ხუხუ ფაღავას ([1681-1714 წწ.] Hd-9530).
ამირანიშვილი
თბილელის ყმა, მარიამ დედოფალმა იგი გაათავისუფლა ბაჟის გადასახადისაგან ([1636-1680 წწ.] Sd-765).
ამირასლანა
ჭალას მცხოვრები, სამთავნელის ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
ამირასლანაშვილი
მთავარანგელოზს მცხოვრები, ბოგანო, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
ამირასლანაშვილი ბარამა
ჰყავს განაყოფი თუმანა [ამირასლანაშვილი], მასთან ერთად მოწმეა გოგინა ასლანბეგიშვილის მიერ ზურაბ თუმანიშვილისათვის მიცემული სასახლის ნასყიდობის წიგნისა (1666 წ. Hd-13128).
[ამირასლანაშვილი] თუმანა - განაყოფი ბარამა ამირასლანაშვილისა, იხ.
ამირასლანაშვილი იონა
ჰყავს დედა ქეთევან, თავის ყმას, ბალაძეს, მისცა უფლება ელიზბარ ნომასშვილისათვის მიეყიდა ბინდურის უბანში, ციხის გაღმა მდებარე სახლები (1689 წ. XII. 20. 1448 - 2940).
![]() |
6.35 ამირასშვილები || ამირაშუილები |
▲ზევით დაბრუნება |
ამირასშვილები
ხელთუბანში მცხოვრებნი, მამულითურთ, წილადა ხვდნენ ჯიმშიტა თუმანიშვილს (1656 წ. Hd: 11937; 11949, 14665).
ამირაშუილები
შადიკაში მცხოვრებნი, როსტომ მეფემ უწყალობა ისინი თამაზ წოვანშაშვილს (1658 წ. 1448-2319).
ამირასშვილები
მათ არსენ მანგლელმა აბანოურში უწყალობა მამული (1670 წ. Ad-634).
![]() |
6.36 ამირასშვილი || ამირაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
ამირაშვილი
თაკვს მცხოვრები, სვიმონ მეფემ იგი უწყალობა გოშთაშაბ [ბარათაშვილს] (1629 წ. V. 27. Hd-1700).
ამირასშვილი
ტბისში, მის ვენახთან მამაგულა მამაგულასშვილმა მიჰყიდა პაპუნა [გოსტაშაბისშვილს] თავისი ვენახი (XVII ს. 70-იანი წწ. Hd-10120).
ამირაშვილი
იხსენიება მოფიცრად ნაზარალი-ხანის მიერ პაპუა, გუგუნა და ვარაზა გერმანოზისშვილებისათვის მიცემულ დავის გადაწყვეტილების წიგნში: თუ იგი დაიფიცებდა, კოტიაშვილი ზედსიძედ მყავდა და გაყრისას გამომყვაო, მაშინ კოტიაშვილი ვარაზას დარჩებოდა, თუ ვერ დაიფიცებდა, მაშინ კოტიაშვილი მომჩივნებს სამად უნდა გაეყოთ ([1692-1703 წწ.] Sd-577).
ამირაშვილი ადუა
დვანელი, მოწმე პაპუნა ფავლენისშვილის მიერ ზა[ა]ლ იორამისშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1790 წ. V. 9. 1450-31/220).
ამირაშვილი აკოფა
მოწმე მანუჩარ ყორღანაშვილის მიერ ვახტანგ გიორგისშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1683 წ. II. 7. 1450-26/256).
ამირაშვილი დავითა
მოწმე ნავროზაანთ ხოსროვაშვილ როსტომას მიერ გედოაანთ ბეროასშვილ გელოასათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1687 წ. III. 20.1450-47/27).
ამირასშვილი მაზიტა
თაკვს მცხოვრები, მოწმე მამაგულა მამაგულასშვილის მიერ პაპუნა [გოსტაშაბისშვილისათვის] მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. Hd-10120).
ამირაშვილი მახარა
მოწმე პაპუნა გოსტაშაბისშვილის მიერ საბა მოლოდინაშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. II ნახ. Hd-2756).
ამირაშვილი პატა
მოწმე პაპუნა გოსტაშაბისშვილის მიერ რამაზასათვის მიცემული მამულის წყალობის წიგნისა (1656 წ. II. 1. Hd-6303).
ამირასშვილი ფარსადან
მოწმე ზურაბ ვერმიშასშვილის მიერ ზურაბ თავ[ა]ქალასშვილისათვის მიცემული ყმის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. 80-იანი წწ. Hd-5271).
ამირაშვილი შიო
მოწმე გიორგი შოშიაშვილის მიერ მანუჩარ თუმანიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1671 წ.VII.6. Sd-59).
ამირაშვილი შოშიტა
ზესში მცხოვრები, ერთი კომლი, მანგლისის ღმრთისმშობლის ყმა, იგი სხვა ყმა-მამულთან ერთად მიუსაკუთრებია მდივანბეგ როინ ჯავახიშვილს, ხოლო შაჰნავაზ მეფემ კვლავ მანგლისის საყდარს დაუბრუნა (1669 წ.1449-825).
ამირაშვილი შოშიტა
მოწმე დათუნა ლაგრაძის მიერ გიორგი ნინიაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. 80-იანი წწ. 1450-35/13).
ამირაღა
ლუარსაბ მეფემ სიონის ეკლესიას განუახლა მისი სახლის პირდაპირ მდებარე ქულბაქისა და სასახლის შეწირულება (1552 წ. 1449-1498).
ამირაღა - 1637-1652 წწ.
ჰყავს: შვილიშვილები: ამირაღასშვილი სადათიარა, იხ., ამირაღასშვილი გაბრიელა, იხ., [სახლიკაცი] შერმაზანა (1649 წ. 1449-2654). იყიდა ოჰანა ასატურასშვილისაგან ერთი დარბაზი. ერთი მარანი ორი ქვევრით და ერთი პატარა სახლი ბაინდურაანთ და ჩიგონაანთ სახლებამდე (1649 წ. V. 1449-2654); მოწმე: მხითარა წურიკაშვილის მიერ ესტატე ფრანგიშვილისათვის მიცემული ქულბაქის ნასყიდობის წიგნისა (1637 წ. VIII. 25. 1450-53/111), იარალის მიერ როსტომა ხითარასშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1646 წ. II. 1. 1450-53108); მისი მიწა ესაზღვრებოდა როსტომ მეფის მიერ ალიხანა ქიქილასშვილისათვის ნაწყალობევ მიწას (1641 წ. 1449-2262), მისი რუს გვერდით როსტომ მეფემ გიორგი გორგიჯანასშვილს უწყალობა „სამთვალა წისქვილის რუ“ (1647 წ. XI. 15. 1449-1762); მისი მიწის გარდა, როსტომ მეფემ სალაროს მუშრიბ ფირალს უწყალობა „გორაკა“ (1652 წ. 1450-36/122).
ამირაღა
ჰყავს [სახლიკაცი] დოლმაზა, რომელთან ერთადაც უყიდია მიწა თამთის წყაროში, ნასყიდობის საბუთიც ხელთ ჰქონია, მაგრამ მისთვის ეს ნასყიდი მიწა პაატა შატბერაშვილს და თანია შანშაშვილს არ დაუნებებიათ. მარიამ [დედოფალმა] უბრძანა მოდავეებს, რომ ეს მიწა ისევ ამირაღასა და დოლმაზასათვის დაეტოვებინათ ([1634-1681 წწ.] Hd-9402).
ამირაღა
მისი ხელით მიაბარეს პაატამ და პავლემ ბიძინა პარკაძეს ხატი ([1688-1724 წწ.] გსიემ 7636-9).
![]() |
6.37 ამირაღასშვილი || ამირაღაშვილი || ამირაღაანი |
▲ზევით დაბრუნება |
ამირაღაშვილი
მის მიერ ნაყიდი მიწის ბოლო ესაზღვრებოდა ბერიკა ბესიაშვილის მიერ მანუჩარ თუმანიშვილისათვის მიყიდულ მამულს (1669 წ. Sd-11).
ამირაღაშვილი
მისი მიწა იყო ერთ-ერთი საზღვარი გოგინა ფიბინაშვილის მიერ ასატურა ბეჟინაშვილისათვის მიყიდული მიწისა (1676 წ. VI. 15. 1450-49/122).
ამირაღაშვილი
მისი მიწა იყო ერთ-ერთი საზღვარი მამასახლის გემანას მიერ სიმონგულა მამუკასშვილისათვის მიყიდული სახნავი მიწისა (1677 წ. VIII. Hd-5303).
ამირაღაანთ
გორს მცხოვრებნი, მოწმენი ნასყიდა არჩუკასშვილის მიერ დავით [გარსევანისშვილისათვის] მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1679 წ. I. 30. გსიემ 7601/28).
ამირაღაშვილი
მისი რუ ესაზღვრებოდა გოგია მეხრისშვილის მიერ მამუკა ბაღჩასშვილისათვის მიყიდულ ორი დღის მიწას (1680 წ. I. 8. 1448-4595).
ამირაღაანი - ამირაღაანთ ყმა იყო ასატურა, იხ.
ამირაღაანთ ბაინდურა - [სახლიკაცი] ფარსადან ამირაღასშვილისა, იხ.
ამირაღაანთ ბეჟან - სახლიკაცი ფარსადან ამირაღასშვილისა. იხ.
ამირაღასშვილი (ვარ. ამირაღაანთ-დავითასშვილი) გაბრიელა (ვარ.გაბრიალა) - 1686-1699 წწ.
შვილიშვილი ამირაღასი (1686 წ. 1450-49/104), ჰყავს [სახლიკაცი] ფარსადან ამირაღასშვილი (1699 წ. II. 24. Hd-13151), განაყოფი სადათიარა ამირაღასშვილი (1699 წ. Hd-13152). მიჰყიდა ასატურა ბეჟინასშვილს მიწა არჩუკასშვილის ვენახიდან 70 ყეენის ადლის სიგრძისა, განით - ტერ-მინასას კედლიდან ფარსადანას მიწამდე (1686 წ. III. 1450-49/104); იყიდა ნეფესაანთ ზაქარიასაგან ციხისძირში სასახლე, რომელსაც ესაზღვრებოდა მამუკას დარბაზის კედელი, გელიას და დათუნას სახლები (1698 წ. IX. 1. 1449-964); მოწმე პაპინა დუთუსშვილის ცოლყოფილის, ლალინას მიერ ფეშანგ თაყინასშვილისათვის მიცემული დედაშვილობის წიგნისა (1699 წ. VII. 1. Hd-13152).
ამირაღაშვილი გიორგი - შვილი მამუკა ამირაღაშვილისა, იხ.
ამირაღასშვილი დავით (ვარ. დათინა) - 1662-1682 წწ.
ჰყავს: ძმა მამუკა, ძმისწული ფარსადან (1681 წ. Hd-5270). იყიდა ტინისხიდელი პაპუნა ლალასშვილისაგან მისი მკვიდრი „ჩალის მიწა“ ნასყიდასშვილისა და თავაქალასშვილის მიწებამდე (1681 წ. Hd-5270); ბეჟან თუმანიშვილმა იგი შუაკაცად მიუგზავნა თავის ბიძას, ზურაბ თუმანიშვილს, რათა შერიგებოდა (XVII ს. II ნახ. Hd-15040); დაამტკიცა ზურაბ არაქელასშვილის მიერ პაპუნა იარალისშვილისათვის მიცემული ყმად თავდაწერილობის წიგნი (1682 წ. Sd-568); მოწმე: ბაბინა მილიტოლმასშვილის მიერ მირიან ანდრონიქისშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1662 წ. I. 20. Sd-16 ა) გივი ამილახორის მიერ სუმბატაშვილისა და გოგინაშვილისათვის მიცემული სამამულე დავის გარიგების წიგნისა (1664 წ. Hd-13141), გივი ამილახორის მიერვე ბაინდურ თუმანიშვილისათვის მიცემული წისქვილისა და რუს წყალობის წიგნისა (1669 წ. II. 2. Hd-2029), ერანას მიერ ზურაბ თუმანიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1675 წ. Sd-33), ელიზბარ ენდრონიკაშვილის მიერ ზურაბ თუმანისშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1675 წ. VII. 1. Sd-6), მამუკა ამირაღასშვილის მიერ ზურაბ თუმანიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1678 წ. V. 20. Sd-10); წერეთელა წერეთელაშვილს მისი ყმისაგან ორი თუმანი ვალი ჰქონდა აღებული, სანაცვლოდ კი გირაოდ სახლები დაუდვია. შემდგომში ეს სახლები მარიამ [დედოფალმა] გორის მთავარანგელოზის საყდარს შესწირა სააღაპედ და ამიტომაც დავითის ყმის,ზაქარია მდივნის ხელით დაუბრუნა მისი ორი თუმანი (1664 წ. ახლო.უსიემ 7601-37).
ამირაღაანთ დავითასშვილი გაბრიელა - იხ. ამირაღასშვილი გაბრიელა
ამირაღასშვილი ესტატე - შვილი მამუკა ამირაღასშვილისა, იხ.
ამირაღასშვილი თამაზა
მოწმე ბეჟანის მიერ მამასახლის ალიბეგისათვის მიცემული ყმების ნასყიდობის წიგნისა (1647 წ. 1448-273).
ამირაღასშვილი-თამაზასშვილი ბეჟან
ჰყავს: შვილი ოჰანა, ძმა ბერა. ბერასაგან წილში ნარგები ყმები: ელისა და იორამა ელისაშვილები სახლითა და მამულით, აგრეთვე ვარდისუბანს სხვა ძმებისაგან წილში ნარგები მეოთხედი მიწა მიჰყიდა ასატურ ბეჟანისშვილს (1692 წ. XI. 15. 1450-49/105).
ამირაღასშვილი-თამაზასშვილი ბერა - ძმა ბეჟან ამირაღასშვილ-თამაზასშვილისა, იხ.
ამირაღაანთ თამაზასშვილი ფარსადანა
მოწმე წატურაანთ პაპინაშვილების მიერ ასატურ ბეჟანიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1675 წ. VII. 1450-49/118).
ამირაღაშვილი მამუკა - 1669-1681 წწ.
ჰყავს: ძმა დავით, იხ. (1699-1678 წწ. Hd-2029, Sd-10), შვილები: ესტატე (1669-1678 წწ. Hd-2029, 1450-49/102, Sd-10), გიორგი (1670 წ. 1450-49/102), ძმისწული ფარსადან (1669-1678 წწ. Hd-2029, Sd-10). მიჰყიდა: ასატურა ბეჟანიშვილს თავისი ნაყიდი ყმის, ფხევიას სახლ-კარი როსტევანაშვილის ყმის კედლამდე და მახარას სახლამდე (1670 წ. XII. 15. 1450-49/102), ზურაბ [თუმანიშვილს] სველნეთის თავს ხახანასეული მიწა საწისქვილით (1678 წ. V. 20. Sd - 10); მოწმე: გივი ამილახორის მიერ ბაინდურ თუმანიშვილისათვის მიცემული წისქვილისა და რუს წყალობის წიგნისა (1669 წ. II. 2. Hd-2029), პაპუნა შატბერაშვილის მიერ ზურაბ თუმანიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1678 წ. V. 20. Hd-10203); მისი ბეჭედი უზის საბუთს Sd-10.
ამირაღაშვილი მარტიროზა
მოწმე ალექსა ზაქუაშვილის მიერ ტერ-გრიგოლ სახვაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1675 წ. V. Hd-6105).
ამირაღასშვილი ოჰანა - შვილი ბეჟან ამირაღასშვილ-თამაზასშვილისა, იხ.
ამირაღაშვილი პაპუნა - ძმა ფარსადან ამირაღაშვილისა, იხ.
ამირაღაშვილი სადათიარა - 1670-1699 წწ.
შვილიშვილი ამირაღასი (1670 წ. Sd-48), ჰყავს: ძმა ფარსადან, იხ., განაყოფი ამირაღასშვილი გაბრიელა, იხ., მოწმე: ნინიკა ყაიზისშვილის მიერ მანუჩარ თუმანისშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1670 წ. II. 20. Sd-48), ამირაღასშვილ-თამაზასშვილ ბეჟანის მიერ ასატურა ბეჟანისშვილისათვის მიცემული ყმა-მამულის ნასყიდობის წიგნისა (1692 წ. XI. 15. 1450-49/105), ელიზბარა ჯანიასშვილის მიერ ხითარაანთ ზურაბასათვის მიცემული ყმობის წიგნისა(1695 წ. III. 15. 1448-274), პაპინა დუთუსშვილის ცოლყოფილის, ლალინას მიერ ფეშანგ თაყინასშვილისათვის მიცემული დედა-შვილობის წიგნისა (1699 წ. VII. Hd-13152).
ამირაღასშვილი (ვარ. ამირაღაშვილი) ფარსადან - 1669-1699 წწ.
ჰყავს: ბიძები: ამირაღასშვილი მამუკა,იხ., ამირაღასშვილი დავით, იხ., [ძმები]: სადათიარა (1677-1689 წწ. გსიემ 7601/13, 1450-30/102), პაპუნა (1689 წ. 1450-30/102), სახლიკაცები: ბაინდურა, ბეჟან (1677 წ. გსიემ. 7601/13), ამირაღაშვილი გაბრიელა, იხ., იყიდა ნაზარა ხოჯუაშვილისაგან მისივე სახლის უკან მდებარე სასახლე ,გარსევანაანთგან შეძენილ მარნამდე. ეს ნასყიდობის წიგნი გაიცა ამილახვრის ბრძანებით, დამწერის მიერ დაკარგული წიგნის სანაცვლოდ (1677 წ. X. 10. გსიემ 7601/13); მოწმე: გივი ამილახორის მიერ ბაინდურ თუმანიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1699 წ. II. 2. Hd-2029), მამუკა ამირაღასშვილის მიერ ზურაბ თუმანიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1678 წ. V. 20. Sd-10), პაატა დათუკისშვილის მიერ ასატურა ბეჟანისშვილისათვის მიცემული თავნასყიდობის წიგნისა (1689 წ. XII. 1450-42/108), ამირან სუნბატასშვილის მიერ ასატურა ბეჟანისშვილისათვის მიცემული ყმების ნასყიდობის წიგნისა (1690 წ. IV. 1450-49/101), ფასუას მიერ გიორგი შერმაზანაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის, მიწისა (1690 წ. IX. 15. გსიემ. 1992), ამირაღასშვილ-თამაზასშვილ ბეჟანის მიერ ასატურა ბეჟანისშვილისათვის მიცემული ყმა-მამულის ნასყიდობის წიგნისა (1692 წ. XI. 15. 1550-49/105), ხითარა [კიტარასშვილის] მიერ ტერ-გრიქორას შვილის, სააკასათვის მიცემული გლეხების ნასყიდობის წიგნისა (1697 წ. VII. 10. Sd-552 ბ); ოთარ თუმანიშვილს მისცა „ბატონის ზვრის“ გზა, სანაცვლოდ კი მიიღო მისგან გორში აკოფას ნასახლარის ნახევარი, „იენგუასაკენ“ (1689 წ. XII. 22. 1450-30/102); ფარსადან ციციშვილმა მას და „ერთობილთ გორელებს“ მისცა უფლება ესარგებლათ ტყით ზედაველას მთაში, სანიაჟორში და ურიულში (1699 წ. II. 24. Hd-13151).
ამირაღაშვილი ღვთისავარ
ხელი ჩაურთო დომენტი კათალიკოსოს მიერ ხუდადა ხოჯაშვილისათვის მიცემული მოურაობის წყალობის წიგნის პირს (1660. V. 1. Sd-2913).
ამირბაბაშვილი
მისი მიწა იყო ერთ-ერთი საზღვარი არაქელა წატურაშვილის მიერ ასატურა ბეჟინაშვილისათვის მიყიდული მიწისა (1676 წ. VI. 15. 1450- 9/106).
ამირბაბაშვილი ელიზბარა
გორელი ვაჭარი, შაჰნავაზმა იგი მზითევში გააყოლა თავის ასულს (1667 წ. VII. 27. Hd-1624).
ამირბალიშვილი ამირბალა
ფარისში მცხოვრები, ოთარ ფავნელიშვილის მეკოდისპურე ყმა (1700 წ. 1448-3602).
ამირბალისშვილი ბერი
არისში მცხოვრები, ნუგზარის მეკოდისპურე ყმა (1700 წ. 1448-3602).
ამირბეგაშვილი ბასილა - შვილი პაპუნა ამირბეგაშვილისა, იხ.
ამირბეგაშვილი ბერუკა - შვილი პაპუნა ამირბეგაშვილისა, იხ.
ამირბეგაშვილი გიუნა - შვილი პაპუნა ამირბეგაშვილისა, იხ.
ამირბეგაშვილი პაპუნა
ჰყავს შვილები: ბასილა, გიუნა, შალვა, ბერუკა, ქრისტესია, იყიდა ბატა პიპიაშვილისაგან საღმთოს ტყესთან უღალო სახატო მიწა სვიმანაშვილის და ჯავახის მიწებამდე იმ პირობით, რომ როცა მოხნავდნენ, ერთი კოდი პური „სასაღმთოედ“ მიეცათ სოფლისათვის (1657 წ. Hd-6428).
ამირბეგაშვილი ქრისტესია - შვილი პაპუნა ამირბეგაშვილისა, იხ.
ამირბეგაშვილი შალვა - შვილი პაპუნა ამირბეგაშვილისა, იხ.
ამირბეგისძე მათე
დამწერი. მურვან ღარიბაისძის მიერ ვაჰანის მონასტრისათვის მიცემული მამულის შეწირულების წიგნისა (1393 წ. Ad-933. კეფი 11 v, 12 v).
[ამირბოქაშვილი] ტერ-მიქელა
განაყოფი ფრიდონა ამირბოქაშვილისა, მოწამე ფრიდონა ამირბოქაშვილის მიერ სათალმიშა საქუაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1697 წ. V. 27. Sd - 763).
ამირბოქაშვილი ფრიდონა
კუმელი, ჰყავს: ძმისწული ხუდადა, განაყოფი [ამირბოქაშვილი] ტერ-მიქელა. მიჰყიდა სათალმიშა საქუაშვილს კლდის თავს ხოდაბუნის ნახევარი, ექვსი დღის მიწა საქუასშვილის მიერ ნაყიდ მიწამდე (1697 წ. V. 27. Sd-763).
ამირბოქასშვილი ხუდადა - 1690-1697 წწ.
ძმისწული ფრიდონა ამირბოქასშვილისა, იხ., მას მიუყიდია სათალმიშა საქუასშვილისათვის მიწა, რომელიც ესაზღვრებოდა ფრიდონ ამირბოქაშვილის მიერ ამავე სათალმიშასათვის მიყიდულ ექვსი დღის მიწას (1697 წ. Sd-763); მოწმე იორდანა პაჭიჭაშვილის მიერ დავით სოლაღაშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1690 წ. II. 1493-28/198).
ამირევაზასშვილი თაყა
მოწმე ჯავახაანთ მახურას მიერ მიკირტინა ჰოდიკაშვილისათვის მიცემული ბაღჩის ნასყიდობის წიგნისა (1573 წ. 1450-18/78).
ამირეზაშვილი
მას შეატყობინა როინ ჯავახიშვილმა, რომ ვეზირს იგი ისევ ამილბარ [მაღალაძისათვის] უბოძებია (XVII ს. ბოლო Hd-12244).
ამირეჯიბი
აფხაზეთის საკათალიკოსო დავთარში აღნიშნულია, რომ მას კათალიკოსისათვის ნიშანში მიუცია ივანა ტაბლაძე (1621 წ. ქსძ. III. №91).
ამირეჯიბი
იხსენიება ნაზარალი-ხანის მიერ კავთისხევის მოურავ ავთანდილ [სააკაძისათვის] მიწერილ წერილში: იგი, თურმე, ცდილობდა, დაეყოლიებინა ნაზარალი-ხანი, რომ მაღალაშვილები კავთისხევიდან აეყარა ([1688-1703 წწ.] Ad-1885).
ამირეჯიბი ავთანდილ - ძმისწული ქაიხოსრო ამირეჯიბისა, იხ.
ამირეჯიბი (ვარ. ზაალიშვილი) ამადბეგ - სახლიკაცი რევაზ ამირეჯიბისა, იხ.
ამირეჯიბი ასპან
მას ლუარსაბ მეფემ უწყალობა აძვისი, წაღულს რამადანისშვილისა და რევაზიშვილის კუთვნილი მამულები (1613 წ. 1449-833).
ამირეჯიბი ასპან - შვილი ქაიხოსრო ამირეჯიბისა, იხ.
ამირეჯიბი გაბელ - შვილი რევაზ ამირეჯიბისა, იხ.
ამირეჯიბი გიორგი - 1634-[1658] წწ.
რამაზ და დავით დავითისშვილების სამამულე დავის განჩინების წიგნის მიხედვით, დავითს ერგო ამირეჯიბთაგან სისხლში აღებული წაბლოვანა, სტკოცა და რიკაძეები მათი მამულით. მას ამ მამულებზე სადაო საქმეები დავით დავითისშვილთან უნდა გაერჩია (1634 წ. X. 23. Qd-8235), როსტომ მეფე მას დაურწმუნებია, რომ სტკოცასა და წაბლოვანას მამულები, რომლებიც კოსტანტილე და ელიზბარ დავითიშვილებს უჭირავთ, ჩემი არისო. როსტომს მართლაც ჩამოურთმევია ეს მამულები დავითისშვილებისათვის და მისთვის უბოძებია. შემდეგ როსტომმა სტკოცა და წაბლოვანა ისევ კანონიერ მფლობელებს, კოსტანტილე და ელიზბარ დავითისშვილებს დაუბრუნა (1642 წ. Sd-603); ლუარსაბ მაყაშვილს მისი ყმები, მღვდელი გიორგი ხუმარაძე და დათუნა თან ხლებია. მოსწონებია ისინი, უთხოვია გიორგისათვის და მასაც უჩუქებია(1651 წ. 1450-48/109); მონაწილეობა მიიღო გივი და სუიმონ ზევდგინიძეთა სასისხლო საქმის გარჩევაში(1651 წ. Hd-1805 ); მოწმე როჭიკა შალიკაშვილის მიერ ერეკლე ფალავანდიშვილისათვის მიცემული პირობის წიგნისა ნასოფლარში დასახლებული ყმების აყრის შესახებ (1633-1658 წწ. 1450-14/94).
ამირეჯიბი გოგიტა
მოწმე პაპუა ლამაზასშვილის მიერ ქაიხოსრო ავთანდილისშვილისათვის მიცემული წისქვილის ნასყიდობის წიგნისა (1690 წ. VI. 1. 1450-15/7).
ამირეჯიბი დავით
ძმა ქაიხოსრო ამირეჯიბისა, იხ. მოწმე და „შუადამხდური“ ნიკოლოზ კათალიკოსოს მიერ: რევაზ მაღალაძისათვის მიცემული ყმა-მამულის წყალობის წიგნისა (1687 წ. Ad-1646) და ზაალ ქარსიძისათვის მიცემული სახელოს წყალობის წიგნისა (1687 წ. XII. 5. 1450-29/52).
ამირეჯიბი დავით
ედავებოდა პაპუნა წერეთელს მთის გამო. შუაკაცებად ჩადგნენ რაჭის ერისთავი და ყაფლან ფალავანდიშვილი. მათი დავა ასე გაარიგეს: ჯვარს აქეთ, ძირულამდე, აღებული ღალის ნახევარი ულუმბოს ღმრთისმშობელს მიაკუთვნეს, ჯვრის იქეთა მხრიდან აღებულის ნახევარი - დავით ამირეჯიბს, ნახევარი - წერეთელს [XVII ს. ბოლო მეოთხ. Hd-2489); მოწმე არჩილ მეფის მიერ ქაიხოსრო წერეთლისათვის მიცემული მამულის წყალობის წიგნისა ([1661-1663 წწ. Hd-8611).
ამირეჯიბი ვახუშტი - ძმისწული ქაიხოსრო ამირეჯიბისა, იხ.
ამირეჯიბი ზაალ
ძმა როსაბ ამირეჯიბისა, იხ., მოწმე პაპუნა თუხარლის მიერ ბეჟან ჩხეიძისათვის მიცემული მამულის გაცვლის წიგნისა (1658-1675 წწ. 1450-35/100).
ამირეჯიბი ზაალ - შვილი რევაზ ამირეჯიბისა, იხ.
ამირეჯიბი ზაზა - ძმისწული ქაიხოსრო ამირეჯიბისა, იხ.
ამირეჯიბი კაცია - 1667-1700 წწ.
ძმისწული ქაიხოსრო ამირეჯიბისა, იხ., მოწმე როსაბ ამირეჯიბის მიერ დომენტი კათალიკოსისათვის მიცემული მამულებზე უდაობის პირობის წიგნისა (1667 წ. X. 1. ლაი E 73, 1947 a -49 a); დაამოწმა, რომ ჯალდამი და ღორისთავი ნამდვილად ვახტანგ ორბელიშვილის ცოლყოფილის, თამარ ერისთავის ასულის ნამზითვი იყო და მისი შვილების კანონიერი საკუთრება (1700 წ. Sd-2301).
ამირეჯიბი რამინ
გიორგი მეფემ მიაბარა მისი მამული ზაქარია ავალიშვილს იმ პირობით, რომ იგი ზაქარიას რამინის სიკვდილის შემდეგ დარჩებოდა (1605 წ. VII. 11. Hd-1327); მოწმე შალვა ბატარაძის მიერ პაატა ნადირაძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. I მეოთხ. Hd-755 ბ).
ამირეჯიბი რევაზ - 1685-[1703] წწ.
ჰყავს შვილები: ზაალ, გაბელ, სარიდან ([1688-1703 წწ.] Ad-1122 ა), [სახლიკაცები]: ამადბეგ, ასპან (XVII ს. ბოლო. Hd-748). ქართლში „ორიანობის“ დროს ერთგული სამსახური გაუწია მეფე ნაზარალი-ხანს. ამ დამსახურებისათვის ნაზარალი-ხანმა მას უწყალობა მეჯინიბეთუხუცესობა და აღუთქვა მფარველობა ([1688-1703 წწ. Ad-1122 ა); მიჰყიდა სეხნია გუგუნაშვილს ჭალას ხარშილაძისეული მამული-ბაგა (XVII ს. ბოლო. Hd-748); მისგან შესყიდული ვენახი ივანე გუგუნაშვილმა მიჰყიდა თავის განაყოფ სეხნია გუგუნაშვილს (XVII ს. ბოლო. Hd-747); გიორგი მეფის მიერ ბეგთაბეგ შანშიან-მარტიროზისშვილისათვის მიცემულ წყალობის წიგნში მოთხრობილია, რომ მას ბეგთაბეგი ხმალში გამოუწვევია (1685 წ. Hd-4259).
ამირეჯიბი (ვარ. ამირაჯიბი) როსაბ - 1661-1667 წწ.
ჰყავს ძმა ზაალ (1661-1667 წწ. ქრ. II. 478, ლაი, E 73, 19, 47 a - 49 a). პირობა მისცა დომენტი კათალიკოსს, რომ არ გაყიდდა ტყვეებს და ახალციხეში გაყიდულებსაც დაიხსნიდა (1661 წ. ქრ. II. 478), შეწყვეტდა ცილობას საკათალიკოსო მამულებზე, რადგან 28 კაცს დაუფიცია და დაუმოწმებია, რომ [ამირეჯიბებს] „ხელი არ ჰქონდათ“ სადაო მიწებზე (1667 წ. X. 8. ლაი E 73, 19, 47a - 49 a).
ამირეჯიბი საამ
სურ[ნ]ისს მისი მამული როსტომ მეფემ უწყალობა მანგლელ [ათანასე] ტატიშვილის ძმისწულებს (1645 წ. Hd-14443).
ამირეჯიბი სარიდან - შვილი რევაზ ამირეჯიბისა, იხ.
ამირეჯიბი სეფედავლე
ჰყავს [ძმა] ფეზბად, ემართა ბიჭვინტის ღმრთისმშობლის „საწირავი და ნიშანი“, შესწირა მას კათალიკოს მალაქიას დროს ერთი ცოლ-ქმარი და ჭიბრევში ივანე ტკბელაძისეული ერთი საგლეხო პარტახტი ([1616-1621 წწ.] 1448-1527).
ამირეჯიბი ფებად - [ძმა] სეფედავლე ამირეჯიბისა, იხ.
ამირეჯიბი ქაიხოსრო - 1646-1670, 1684 წწ.
ჰყავს ძმა დავით([1658-1684 წწ.] Qd-8670), მოწმე: გივი ამილახორის მიერ ქალაქის მოურავ მანუჩარისათვის მიცემული ყმების ნასყიდობის წიგნისა (1646 წ. Hd-14911), ამბა ალავერდელ გრიგოლის მიერ ბოდბელ კირილესათვის მიცემული მამულის წყალობის წიგნისა (1670 წ. 1448-636); იგი ბაადურ [მაჩაბელს] თავისი სახლიკაცებისათვის მიუგზავნია, რათა დაეყოლებია ისინი გაუყრელობაზე ([1658-1684 წწ. Qd-8670).
ამირეჯიბი ქაიხოსრო - 1684-1700 წწ.
ეშიკაღასბაში (1684-1700 წწ. Sd: 56, 541, 1450-12/2, დსსს. I. №51, 1449-1863, 1450-37/235, Hd - 13839), მეღვინეთუხუცესი (1693-1697 წწ. Hd: 14397, 403), [სუფრაჩი] (XVII ს. მიწ. Hd-748), ატენის მოურავი (XVII ს. დამლევი. 1450-3/33). ჰყავს შვილები: ასპან, გაბელ, ძმისწულები: კაცია, ზაზა, ვახუშტი, ავთანდილ (1697 წ. Hd-2644) თავის აზნაურიშვილს, იესე გამცემრიშვილს უწყალობა დათუნა მუმლაძე მამულითურთ (1697 წ. VII. 1. Hd-2644); მონაწილეობა მიიღო: წინამძღვარ ეფთვიმესა და ავთანდილ გორგიჯანაშვილს შორის სველნურ მამულებზე დავის გარიგებაში (1700 წ. 1449-1863), ზაალ და უთრუთ [ციციშვილებს] შორის სამამულე დავის გარჩევაში (1700 წ. Hd-13839); მოწმე: ზაალ ციციშვილის მიერ ორბელ [ბარათაშვილისათვის] მიცემული საბაზიეროს ნასყიდობის წიგნისა (1684 წ. XI. 1. Sd-541), დემეტრე სა[ა]კაძის მიერ ოთ[ა]რ [თუმანიშვილისათვის] მიცემული საცივის ნასყიდობის წიგნისა (1693 წ. Hd-14397), გივი თუმანიშვილსა და ავთანდილ კაჭკაჭაშვილს შორის წისქვილებზე დავის გარიგების წიგნისა (1697 წ. III. 20. Hd-2268), ავთანდილ მირიმანიძის მიერ გივი თუმანიშვილისათვის მიცემული შამირზას ნასოფლარის ნასყიდობის წიგნისა (1697 წ. XI. 11. Hd-403), მნიშაკანთ გულინაშვილ მიქელას მიერ გივი თუმანიშვილისათვის მიცემული ნასყიდობის წიგნისა (1698 წ. XI. 20. Sd-56), ზაქუმბეგ ზაქუმიშვილის მიერ იეგულაანთ ბეჟანისშვილ ალიხანასათვის მიცემული მიწების ნასყიდობის წიგნისა (1699 წ. II. 7. 1450-12/2), იასე დიასამიძის მიერ პაატაბეგ მაჩაბლისათვის მიცემული ყმა-მამულის ნასყიდობის წიგნისა (1700 წ. V. 28. დსსი. I. №151), ზურაბ ჯავახიშვილის მიერ იბაშერ შალიკაშვილისათვის მიცემული სოფელ სკრაზე უდაობის წიგნისა (1700 წ. 1450-37/235), ბერუკა იშხანაშვილის მიერ ყალანდარ თუმანიშვილისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. დამლევი. 1450-3/33); მისი კარის დეკანოზი ყოფილა ესტატე (XVII ს. ბოლო. Hd-754); მისი ბეჭედი უზის საბუთებს: Sd: 541, 56.
ამირეჯიბი ქაიხოსრო - ძმა შანშე ამირეჯიბისა, იხ.
ამირეჯიბი შანშე
ჰყავს [ძმა] ქაიხოსრო, რომელთან ერთადაც შემოკვდომია საკუთარი ბიძაშვილები. ამ ამბავთან დაკავშირებით შესწირა ბიჭვინტის ღმრთისმშობელს ყმა-მამული: ქუთაისში სვანიძე ნუქაბ, ფარცხანაყანევში: ნიქაბაძე გაბრიელა, როსტომაძე მამისთვალაი, ხანთაძე მიქელაი, ნიქაბაძე მიქელა [1669-1673 წწ.] Ad-225183).
ამირველ
დმანისში მცხოვრები, იგი წილადა ხვდა იოთამ ბარათაშვილს ქონებითურთ ([1537 1538 წწ.] VIII. 16. 1450-11/112).
ამ[ი]რველა
მოწმე ლომკაც ბარათაშვილის მიერ შალვა რევიშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. 80-იანი წწ. 1450-32/356).
ამირზა
აკაურთას მცხოვრები, წილადა ხვდა იოთამ ბარათაშვილს მამულითურთ ([1537-1538 წწ.] VIII. 16. 1450-11/112).
ამირიზა
დმანისში მცხოვრები, იგი, ქონებითურთ, წილად ერგო იოთამ ბარათაშვილს (1537-1538 წწ. VIII. 16. 1450-11/112).
ამირიშვილი შოშიტა
მოწმე ელიზბარ გეგუტასშვილის მიერ ზურაბ ჯავახიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1686-1699 წწ. Hd- 404).
ამირიძე
იფნობს მცხოვრები, თავისი მამულით წილად ერგო იოთამ ბარათაშვილს ([1537-1538 წწ. VIII. 16. 1450-11/112).
ამირიძე დავით
ერეკლე მეფის კარის მდივან-მწიგნობარი, დამწერი ერეკლე მეფის მიერ ქაიხოსრო ციციშვილისათვის მიცემული ყმა-მამულის წყალობის წიგნისა (1688 წ. 1449-326).
ამირსეთა
ტინისხიდელი, ბეჟან სააკაძის მკვიდრი ყმა, ჰყავს შვილები: მელქუა, მიქელა, გიორგი, ბერი. იგი აყრია თავის ბატონს და წასულა ჯავახეთს, რის შემდეგაც ბეჟან სააკაძემ მიჰყიდა როსტომა ყორღანაშვილს (1681 წ. VI. 17. 1450-1/101).
ამირუმა
ხოჯა, თეიმურაზ მეფემ უბრძანა მას და გრემის მომავალ ხოჯებს, რომ შუამთას მცხოვრები სომეხი [ვაჭრებისათვის] გადასახადები (საახორსალო, სალამათი, სამუშრიბო, სახასო) არ მოეთხოვათ, რადგანაც მათ გრემსა და თემში ვაჭრობის უფლება ჰქონდათ, ხოლო ბაჟი - შუამთის ხახულის ღმრთისმშობლისათვის შეწირული ([1606-1662 წწ.] 1448-3258).
ამირხანა
კარშაგარს მცხოვრები, იგი, მამულითურთ წილადა ხვდა იოთამ ბარათაშვილს ([1537-15 38 წწ. VIII. 16. 1450-11/112).
ამირხანა
ერთი კომლი, იგი, თავისი მამულით, როსტომ მეფემ შესწირა ეჩმიაწინის მონასტერს (1657 წ. I. 15. მატ. 252. №41).
ამირხანაშვილი
ნავროზაანთ როსტომამ მოქალაქე გედოაანთ გელოას კუმისში მიჰყიდა ვენახი, რომელსაც ესაზღვრებოდა მისი მიწა (1687 წ. III. 20. 1450-47/27).
ამირხანაშვილი გიგოლა - ძმა პაპია ამირხანაშვილისა, იხ.
ამირხანაშვილი ზურაბა - ძმა პაპია ამირხანაშვილისა, იხ.
ამირხანაშვილი პაპია
ჰყავს ძმები: გიგოლა, ზურაბა, იგი, ძმებითურთ, თეიმურაზ მუხრანბატონმა იყიდა იასე ტერტერაშვილისაგან (1682 წ. XI. 15. Hd-3135).
ამირხანაანთ ყუზანა
მოწმე გულიფაშაანთ ხუდადაშვილ ზურაბას მიერ თითანაანთ მირველასშვილ ფარსადანისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა(1646 წ .IV. 13. 1450-57/5).
ამირჯანა
მჭედელი, სავანეთს მცხოვრები, იგი წილად ხვდა თამაზ ბარათაშვილს ([1633-1658 წწ.] 1448-2318).
ამირჯანა
მოწმე იოსებ თბილელის მიერ ხოჯა ბარხუდარასათვის მიცემული ქარვასლაზე გაწეული ხარჯის აღრიცხვის წიგნისა (1667 წ. Ad-66).
ამირჯანა - 1682-1696 წწ.
მისი სახლ-კარი და მამული ბორისოფელში ავთანდილ ესტატეშვილმა მიჰყიდა დოლმაზა შანშიაშვილს (1682 წ. Hd-1823), ნასყიდა დოლმაზაშვილისა და მისი ბიძაშვილის, ნაზარა [შანშიაშვილის] გაყრის დროს მისი სახლის ადგილი ერგო ნასყიდას, ხოლო სახლის მასალა დაშლის შემდეგ ნაზარას უნდა წაეღო მისი შვილებისათვის (1696 წ. III. 25. Hd-9350).
![]() |
6.38 ამირჯანაანთ || ამირჯანაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
ამირჯანაანთ
ზაქუმბეგ ზაქუმიშვილმა იეგულაანთ ბეჟანისშვილ ალიხანას მიჰყიდა მიწა, რომლის ზემო საქცევი ეკვროდა ამირჯანაანთ მიწასთან მდებარე პატარა გორას (1699 წ. II. 7. 1450-12/2); მანვე მიჰყიდა ალავერდა იაგულაშვილს სხვა მიწებთან ერთად ამირჯანაანთ მიწა (1699 წ. V. 10. 1360-10959).
ამირჯანაშვილი ამირა
მისი სამი დღის მიწა ზაქუმბეგ ზაქუმიშვილმა მიჰყიდა იეგულაანთ ბეჟანისშვილ ალიხანას (1699 წ. II. 7. 1450-12/2).
ამირჯანათ ამსარქისა
შიოშ ბარათაშვილს მისგან სესხად აუღია ათი თუმანი და სამი მარჩილი იმ პირობით, რომ თვეში გადაუხდიდა სარგებელს - თუმანზე აბაზს (XVII ს. Hd-14997).
ამირჯანაშვილი (ვარ. ამირჯანათ) ბაღდასარა - 1683-1690 წწ.
მოწმე: ტოტიათ ბინდურასშვილ ბეროას მიერ ქალაქის მოურავ მანუჩარისათვის მიცემული სახლკარის ნასყიდობის წიგნისა (1683 წ. XII 1. Hd-13696), თაყინა, საფარა, ბეჟანა, ქაიხოსროვა და როსტომა ენალასშვილებს შორის აბანოზე დავის გარიგების წიგნისა (1690 წ. XI. 2. Qd-650).
ამირჯანაშვილი ბაღდინა
მოურავ [მანუჩარის] შვილის, სეფიყულასაგან მას ნაყიდი ჰქონია ბაღის თხუთმეტი „წილობა“. აქედან ცხრა „წილობა“ პაატასაგან ჰქონდა გირაოდ აღებული. პაატას შვილებისაგან ეს ბაღი შემდგომში არაქელას უყიდია. არაქელას შვილებმა დაუწყეს დავა დაგირავებულ ბაღზე მის შვილებს. დავა გაარჩია ფირან მოურავმა, ბაღდინას შვილებს ბაღი დარჩათ, რადგან გირაოდ მათ ჰქონდათ აღებული, სამაგიეროდ ექვსი თუმანი „გადაუხადეს ამ ბაღის მყიდველებს - არაქელას შვილებს (1698 წ. VII. 1. 1450-6/173).
ამირჯანათ გასპარა
მოწმე ბალაბულანთ ჰაზოასშვილ საქოას მიერ ქეფინაანთ კარაპეტასშვილ არუთინასათვის მიცემული სახლ-კარის ნასყიდობის წიგნისა. საბუთს უზის ბეჭედი (1697 წ. VII. 20. Hd-13022).
ამირჯანაშვილი გასპარა
მოწმე მოქალაქე ხუდინა შაზინაშვილის მიერ სევანის ანაპატისა და ბოლნისის საყდრის ვარდაპეტ მესროპისათვის მიცემული ვახშის წიგნისა (1700 წ. 1450-21/103).
ამირჯანაშვილი ზურაბა
მოწმე თამაზ ჯანშიარასშვილის მიერ ეჩმიაძინის კათალიკოს-პატრიარქ იაკობისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1678 წ. VIII. 6. 1450-21/41).
ამირჯანაშვილი (ვარ.ამირჯანათ) ზურაბა
მოწმე: პაატაბეგის მიერ ქალაქის მამასახლის გიორგისათვის მიცემული სამამულე დავის გარიგების წიგნისა (1690 წ. VI. 8. Hd-13135), თაყინა, საფარა, ბეჟან, ქაიხოსროვა და როსტომა ენალაშვილებს შორის აბანოზე დავის გარიგების წიგნისა (1690 წ. XI. 2. Qd-650).
ამირჯანაშვილი მელქუა
მოქალაქე მოწმე ნიჩბელ დადიანას მიერ ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1669 წ. 1450-51/82).
ამირჯანაშვილი მითარა
მოწმე ნასყიდა დათუნასშვილის მიერ დავით სოლაღაშვილისათვის მიცემული ყმობის წიგნისა (1692 წ. Sd-737).
ამირჯანისშვილი დავითა
მოქალაქე, მოწმე გაბრიელ ბეჟანისშვილ-ბაინდურასშვილისა და ავთანდილ ასატურასშვილის მიერ ელიზბარ დავითისშვილისათვის მიცემული ვალის თამასუქის ბათილამისა (1697 წ. I. 15. სეიძ II. №8).
ამირჯიბიანი
ითვლებოდა საამილახვროს დროშაზე ([1606-1648 წწ.] Hd-2124).
ამისათა
ტინისხიდელი მამასახლისი, მოწმე დემურჩა გოგოჩაშვილის მიერ ამირაღა მესხასატურაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1649 წ. VII. 25. Hd-5306).
ამიქუა
გომარეთში მცხოვრები, იგი წილად ხვდა იოთამ ბარათაშვილს ([1537-1538 წწ.] 1450-11/112).
ამიყუზანაშვილი თაყა
მოწმე მასურ ჯავახიშვილის მიერ მჭედელ მიკირტიჩასათვის მიცემული სასახლის ნასყიდობის წიგნისა (1573 წ. 1450-18/79).
ამიშაშვილი - 1634-1653 წწ.
მისი მამული გარდატენსა და ურიცხს მისმა ცოლყოფილმა მარიხ ჯავახისშვილმა მიჰყიდა გორელ მანდატურთუხუცეს თაყა ანდრონიკასშვილს (1634 წ. Hd-7608 ); მისგან ნაყიდი ზვარი გარდატენს ნოდარ ციცისშვილმა დაანება გორელ ალიბეგ ენდრონიკასშვილს (1653 წ. Hd- 08-2).
ამიშაშვილი ბერუკა - შვილი მარიხ ჯავახიშვილისა, იხ.
ამიშაშვილი სეხნია - შვილი მარიხ ჯავახიშვილისა, იხ.
ამნიკასშვილი სვიმონა
ჯვარს მცხოვრები ხატის ყმა, ერთი კომლი, იხსენიება წინამძღვარ ნიკოლოზის ყმათა ნუსხაში (XVII ს. 90-იანი წწ. Hd-14912 ბ).
ამნუასშვილი-ხიზანასშვილი
სოლაღა ულანცაშვილმა დიღმელ სულხან ჩაჩასშვილს მიჰყიდა მისი ვენახი (1684 წ. IV. 1. 1450-28/248).
ამოან
ციცი ციციშვილის აზნაურებისა და ყმების ნუსხის მიხედვით, ყინცვისში მას ჰყავდა ხუთი კომლი ყმა ([1658-1675 წწ.] Hd-14534 ა).
ამოან
სადედოფლო სახასო აზნაური, [შვილი] გიორგისა, იხ.
ამოანისშვილი
ჩუმლაყში მცხოვრები, ყარაბაღის ბეგლარბეგმა და კახეთის ბატონმა [ქალბალი-ხანმა] იგი უწყალობა როშაქ ჩოლაყასშვილს (1686 წ. S-3728. 163 r,v).
ამოანისშვილი
მისი მამული ჭალას, ესაზღვრებოდა ღონენა ფარემუზიშვილის მიერ ბააკა ბუნიათიშვილისათვის მიყიდულ მიწას (1691 წ. Hd-809).
ამოვა
სეფიყულა ზაქუმისშვილის ყმა, მოწმე სეფიყულა ზაქუმისშვილის მიერ პაპია ტერტერასშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1683 წ. V. 2. 1450-9/108).
ამოვანაშვილი ივანა
ჰყავს შვილი ხუცია, მიჰყიდა ანაგელ პაპუნას „ახბულახის წყალს ზემოთ“ ორი დღის მიწა ჭოჭყიაშვილის მიწამდე (1687 წ. III. 22. Qd-17 ბ).
ამოვანაშვილი შავერდა
მოწმე ავთანდილ ჭოჭყიაშვილის მიერ ანაგელ პაპუნასათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1687 წ. ახლო. Qd-17 ა).
ამოვანაშვილი ხუცია - შვილი ივანა ამოვანაშვილისა, იხ.
ამონაშვილი პაპუა
ანდრიას მცხოვრები, მოწმე გორჯასპ საგინაშვილის მიერ ქაიხოსრო აბაშისშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1697 წ. XI. 1. 1450-15/5).
ამონიანი ბედილა
თავმდები ესტატე ყიფიანის სახლსა და ზეგენის თემს შორის დადებული საერთპირო დაწერილისა (XV-XVI სს. სსძ. II. №68).
ამპეტაშვილი ასლამაზ - შვილი ბერიკა ამპეტაშვილისა, იხ.
ამპეტაშვილი ბერიკა
ჰყავს შვილები: სუხუა, ასლამაზ, მიჰყიდა ამირან ჭონიშვილს მახარაულის ბოლოს მიწა „სასთულა“ (XVII-XVIII სს. Hd-7863).
ამპეტაშვილი სუხუა - შვილი ბერიკა ამპეტაშვილისა, იხ.
ამპუტაშვილი პარონ-ბაბა
მოწმე დავით შატბერასშვილის მიერ ამსარგის ასვატურასშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1546 წ. Hd-1575).
ამრაზიშვილი ამბრია
თაფანში მცხოვრები, იგი, ბარათას საფიჩხულითა და საგოდრით, წილად ერგო თამაზ [ბარათაშვილს ] ([1633-1658 წწ.] 1449-590).
ამრევარაფაშვილი ავაქა
სეფიყულა ზაქუმისშვილმა მისი მიწა მიჰყიდა ხოსრუა დალალასშვილს (1683 წ. III. 25. 1450-48/114).
ამრეიზაშვილი ივანა
მოწმე როსტევან მახვილაძის მიერ თამაზა დათვიაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1698 წ. Hd-14523).
ამროლაძე მიქელა
მიჰყიდა გამცემარ ჩაჩანიძეს წამალაძისაგან ნაყიდი ვენახი (XV ს. Ad-19).
ამროლიანი აბოღა
მან სხვა ამროლიანებთან ერთად ვახდანგიან ბენდიანს და ივანე სეტიელს მისცა დაწერილი სეტიელის სახლთან შერიგების თაობაზე (XIV ს. ბოლო. სსძ. II. №78).
ამროლიანი ებოდელ
მან სხვა ამროლიანებთან ერთად ვახდანგიან ბენდიანს და ივანე სეტიელს მისცა დაწერილი სეტიელის სახლთან შერიგების თაობაზე (XIV ს. ბოლო. სსძ. II. №78), ივანე სეტიელს მოახსენა დაწერილი ვახდაგიანისეული დედულის დანებებისა და მის სანაცვლოდ სასარჩლოს აღების შესახებ (XIV-XV სს. მიჯნა. სსძ. II. №92).
ამროლიანი ივანე
მან სხვა ამროლიანებთან ერთად ვახდანგიან ბენდიანს და ივანე სეტიელს მისცა დაწერილი სეტიელის სახლთან შერიგების შესახებ (XI V ს. ბოლო. სძ. II. №78).
ამროლიანი მიქაელ
მან სხვა ამროლიანებთან ერთად ვახდანგიან ბენდიანს და ივანე სეტიელს მისცა დაწერილი სეტიელის სახლთან შერიგების შესახებ (XI V ს. ბოლო. სძ. II. №78).
ამროლიანი ხობენჯი
მან სხვა ამროლიანებთან ერთად ვახდანგიან ბენდიანს და ივანე სეტიელს მისცა დაწერილი სეტიელის სახლთან შერიგების შესახებ (XI V ს. ბოლო. სსძ. II. №78).
ამროლიანი ჯავნარ
დამხდომი და მოწმე ამროლიანთა სახლის მიერ სეტიელების სახლისათვის მიცემული შერიგების დაწერილისა (XI V ს. ბოლო . სსძ. II. №78).
ამრუა
წინწყაროს მამასახლისი, მოწმე გიორგი მიქალაძის მიერ პაპუნა გოსტაშაბიშვილისათვის მიცემული დავის გარიგებისა და პირობის წიგნისა (1688 წ. VI. 21. Hd-2055).
ამრუასშვილი დათუნა
ღუროს მცხოვრები, ერთი კომლი, იხსენიება ყმების ნუსხაში (XVII ს. Hd-14912 ა).
ამრუზაშვილი
როინ [ჯავახიშვილმა] მას უბრძანა, რომ ემსახურა სახლთუხუცეს ამილბარ [მაღალაძისათვის] (XVII ს. დამლევი. Hd-12244).
ამრუმელ
უჩივლა ზურაბა ეზატელიძეს თავდასხმისა და საქონლის ქურდობის გამო (XVI ს. Qd-644).
ამსარქისა
მოქალაქე, მისი ვალი ემართა შიოშ ბარათაშვილს. ეს ვალი შიოშის ნაცვლად დაფარა მდივანბეგმა ვახტანგ ბარათაშვილმა (1678 წ. VII. 1. Hd-13106).
ამსარქისა
მისი სახლი ესაზღვრებოდა ღორტუკაანთ მერაბასშვილ ამოანას მიერ მახარობლისათვის მიყიდულ ბაღჩის ადგილს (1682 წ. XI. 1450-5/175).
ამსარქისასშვილი დონმაზ
მოწმე პაატა ჯავახიშვილის მიერ როსტომ ხითარასშვილისათვის მიცემული ვალის დაფარვის წიგნისა (XVII ს. I ნახ. 1450-53/112).
ამსოაანთ ესტატე
მოწმე არაქელა მურადაშვილის მიერ ალელ იარალი ბაისოღულაშვილისათვის მიცემული ქულბაქის ნასყიდობის წიგნისა (1692 წ. 1. 24. 1448-91).
ამსოაშვილი არსელა
მას მიჰყიდა ნიკოლოზ გაბაშვილმა მიწა წისქვილის წინ, პაპუნაშვილის მიწამდე (1616 წ. V. 22. 1450-13/60).
ამსუაანთ ესტატა
მოწმე ენიბეგაანთ არუთინას მიერ იავანგულაანთ მურადასათვის მიცემული ქულბაქების ნასყიდობის წიგნისა (1649 წ. I. 1. 1450-19/60).
![]() |
6.39 ამუნასკირი || ამუნასქირი |
▲ზევით დაბრუნება |
ამუნასქირი გავაშელ
ჩუნჩარახი, მოწმე დავით მეფის მიერ ივანე მაღნარაძისათვის მიცემული სასისხლო სიგელისა(XV ს. ბოლო.1448-5040 სას.).
ამუნასკირი ულაშარ
მოწმე ალექსანდრე მეფის მიერ კაციბერ თოფურიძისათვის მიცემული სასისხლო სიგელისა ([1484-1510 წწ.] V. 17. ქმ. №1608 სას.).
ამურა
მამასახლისი, მოწმე სარქისას მიერ არაქელა ბეგიჯანაშვილისათვის მიცემული სახლის ნასყიდობის წიგნისა (1641 წ. 1448-2939).
ამურასაშვილი ამურასა - [სახლიკაცი] პაპუნა ამურასაშვილისა, იხ.
ამურასაშვილი გიორგი - [სახლიკაცი] პაპუნა ამურასაშვილისა, იხ.
ამურასაშვილი მახარებელი - [სახლიკაცი] პაპუნა ამურასაშვილისა, იხ.
ამურასაშვილი პაპუნა
ჰყავს [სახლიკაცები]: მახარებელი, ამურასა, შერმაზანა, გიორგი, ხიზანა. მელიქ გიორგის შვილმა, ქაიხოსრომ, მას მიჰყიდა თავისი მკვიდრი მამული გულიფაშასშვილისა და თაიფშას კედლებამდე (1699 წ. III. 20. Hd-13043 ა).
ამურასაშვილი შერმაზანა - [სახლიკაცი] პაპუნა ამურასაშვილისა, იხ.
ამურასაშვილი ხიზანა - [სახლიკაცი] პაპუნა ამურასაშვილისა, იხ.
ამღუზისშვილი
ჩინჩხაურს მცხოვრები, წილადა ხვდა მამულითურთ, იოთამ ბარათაშვილს ([1537-1538 წწ.] VIII. 16. 1450-11/112).
ამყოლაძე ესია
სვიმონეთს მცხოვრები, იგი, ცოლ-შვილითა და მამულით, სვიმონ მეფემ უწყალობა იესე კლდიაშვილს ([1698-1701 წწ.] Sd-631).
ამშილავა
სანავარდოში მცხოვრები, მეზუთხე გლეხი, მას ევალებოდა ერთი ზუთხის მირთმევა სანავარდოში ჩასულ მთავარეპისკოპოს სვიმონ ჩხეტიძისათვის (XVII ს. შუა ხანები. 1448-5034).
ამჯაფარიძე პაპუნია
მოწმე ქაიხოსრო შანგულიას მიერ ლევან დადიანისათვის მიცემული პირობის წიგნისა მამულზე უდაობის შესახებ ([1611-1657წწ.] Hd-11204).
![]() |
6.40 ანა || ანნა |
▲ზევით დაბრუნება |
ანნა
დედოფალი, თანამეცხედრე ბაგრატ მეფისა, ალექსანდრე მეფის მალის ამოკვეთის სიგელში მოთხრობილია ბაგრატ მეფისა და ანნა დედოფლის თბილისის ციხეში [თემურ ლენგის] ლაშქრობის დროს დატყვევების ამბავი (1440 წ. Hd-1368).
ანა
დედოფალი, თანამეცხედრე ალექსანდრე (კახთა) მეფისა,იხ.
ანა
რძალი ამირეჯიბ ქუცნა [გაბელისძისა], იხ.
ანა
ბებია აბულახსარ ამირეჯიბისა, იხ., აბულახსარ ამირეჯიბმა კაცხის მონასტერში მის სახელზე პეტრე-პავლობის დღეს დააწესა აღაპი ([1515-1535 წწ.] H - 1781. 13r- 15 r).
ანნა
თანამეცხედრე ყვარყვარე ჯაყელისა, იხ.
ანა
გიორგი (II, იმერთა), მეფის ბიძის, გიორგის ცოლყოფილი, გიორგი მეფემ დაამტკიცა მის მიერ გელათის მონასტრისადმი გაღებული შეწირულების წიგნი ([1565-1578 წწ.] 1448-3325).
ანა
თანამეცხედრე შერმაზან დიასამიძისა, დედა დედოფალ თამარ-ყოფილ ქრისტინესი, იხ.
ანა
დედოფალი, თანამეცხედრე თეიმურაზ მეფისა, მისი სულის მოსახსენებლად თეიმურაზ მეფემ ალავერდის ტაძარს შესწირა ყმა-მამული (1612 წ. XV. 10. 1448-5017).
ანა
ბაგრატ (VII) მეფის რძალი, მას და ბატონ თინათინს ბაგრატ მეფემ უწყალობა ქალაქს ასატურა და შაჰ[ა]სლანა შერგილაშვილები თავიანთი მამულებით და შეწერილი ბაჟით (1618 წ. IX. II. Hd-13105).
ანა
დედოფალი, თანამეცხედრე ბაგრატ (VII) მეფისა,იხ. ჰყავს: შვილი სვიმონ II მეფე (1619 წ. 1450: 36/119, 35/88, 12/110, 28/196), ძმისწული ანდუყაფარ ამილახორი (1619 წ. 1449-286), მამიდაშვილი გორგასალ ჩხეიძე (1619 წ. 1450 - 35/88). უწყალობა: თავის მამიდაშვილს, გორგასალ ჩხეიძეს კარალეთში ვახტანგ ციციშვილის კუთვნილი მამული აზნაურიშვილებითა და გლეხებით (1619 წ. VII. 29. 1450-35/88), ქაიხოსრო ბარათაშვილს. ქვეშის ხევში სოფელი სავანეთი და ვარხუნას მცხოვრები მკვიდრი ყმა შერმაზან არეშიშვილი (1619 წ. VIII. 1. 1450-12/110); გორელ იარალი დათუაშვილს განუახლა სომხითში ყაენის ნაბოძები სოფლის, ხოხმელის წყალობა (1619 წ. X. 6. 1450-36/119), შიოშ სოლაღაშვილს განუახლა „ბედნიერი ბატონის“ მიერ ნასრიასა და ბეჟანის ხელით ნაბოძები იესეს კუთვნილი მიწების წყალობა ტაბახმელასა და ჯიგრაშენს (1619 წ. 1450- 28/196), თავის ძმისწულს, ანდუყაფარ ამილახორს საამილახვროში ამილახორთა მკვიდრი სოფლების: საშვების, ნაწრეტისა და ამ სოფლებში „სხვა ქვეყნებიდან“ ჩამოსახლებული გლეხების წყალობა(1619 წ. 1449-286).
ანა: ანა-ხანუმ
[დედა] დავით დავითისშვილისა, მისი ნამზითვი საქონლით დავითმა ქვემო ნიქოზში მამული იყიდა, რომელზედაც თავისი მკვიდრი ყმა, პაპუნა მახვილაძე დაასახლა შვილებითურთ და დაავალა ანა-ხანუმის სახელზე ყოველი წლის 20 იანვარს რუისში, მის საფლავზე, აღაპის გადახდა (1656 წ. Sd-605).
ანა
ბატონი, ჰყავს ყმა მამასახლისი ანდრიაშვილი, იყიდა გრიგოლ ჩხუტიაშვილისაგან მიწა ხუნგალს, ხეჩიკაშვილის მიწამდე (1666 წ. Sd-533).
ანა
ერისთავის ასული, თანამეცხედრე ზაალ გურამისშვილისა, იხ.
ანა
თანამეცხედრე თეიმურაზ მუხრანის ბატონისა, იხ.
ანა
თანამეცხედრე აშოთან [მუხრანის ბატონისა], იხ.
ანა - 1688-1700, [1703] წწ.
დედოფალი, თანამეცხედრე ერეკლე მეფისა, იხ., უწყალობა სულხან ყორღანაშვილს მეფის კარის მეგოდრეთ უხუცესობა (1696 წ. VI. 1. 1450-25/94); მას დაუჭერია ნახიდური,რომელიც ადრე პაპუა [ორბელიშვილს] ჰქონია. ნახიდურის მოურაობა უწყალობა ისევ პაპუას, გასცა ბრძანება, რომ ამ სოფლის მთელი მოსავალი უკლებლივ მის ქარხანაში მიეტანათ (1696 წ. X. 1. Sd-629); გაააზატა ესტატე ივანესშვილი, თავისი შვილის, თეიმურაზის სადღეგრძელოდ ([1695-1703 წწ.] 1448-2290), სარგოდ გაუჩინა დავით გარეჯის წიმანძღვარს ხუთი თუმანი თავისი ძის, იმამყულის სადღეგრძელოდ ([1692-1703 წწ.] Ad-76); დაამტკიცა: მეფე ნაზარალი-ხანის მიერ მამუკა ძამუ[კა]შვილისათვის ბოძებული თარხნობის წიგნი (1696 წ. 1448-51), კათალიკოს იოვანე დიასამიძის მიერ არქიმანდრიტ ნიკოლოზ გაბადიძისათვის მიცემული ყმა-მამულის წყალობის წიგნი (1698 წ .III. 15. 1448 - 5098), ნაზარალი-ხანის მიერ ზაალ საგინაშვილისათვის მიცემული ყმების წყალობის წიგნი ([1692-1708 წწ.] 1448 - 2293); მისთვის მიურთმევიათ „სამი ცხრა ფლური“ და ერთი „ჭილა“, აღნიშნულია უცნობი პირის დანახარჯის ნუსხაში ([1695-1697 წწ.) Hd-15081); მისი ბეჭედი უზის საბუთებს: Ad-76, 448: 51, 2293, 5098.
ანა: ანა-ხანუმ
ამილახორთა ერთსახლობის რიგზე ნაზარალი-ხანის განჩინების თანახმად, მას სჭერია სოფელი მახრაღაჯი, რომლის შემოსავლიდან გივი ამილახორს უნდა აეღო მხოლოდ საჭამაო და საქორწილო. ანა-ხანუმის მფლობელობაში ეს სოფელი მისი სიცოცხლის მანძილზე უნდა დარჩენილიყო (1692 წ. III. 15. Hd-10068).
ანა: ანა-ხანუმ - დედა სეხნია ტატიშვილისა, იხ.
ანა
ასული თეიმურაზ ერისთავისა, და ბაინდურ ერისთავისა, იგი მიუთხოვებიათ ლუარსაბ ორბელიშვილისათვის (1690-იანი წწ. Sd-759).
ანა: ანა-ხანუმ
მისი სულის მოსახსენებლად მისმა გამდელმა, ბედმამაცმა, რევაზ სოსნიაშვილს უბოძა მამული და დააყენა იგი მეაღაპედ (XVII ს. Hd-1572).
ანა
ხელმწიფის შვილი, ჰყავს შვილები - [ზევდგინისძეები]: გურამ, იმარინდო, ავთანდილ. შიოშ გიჯიყრელის განაყოფი მასა და მის შვილებს უპატიოდ მოექცა, „უკაცრავი ქნა“, შიოშმა თავი იმართლა მის წინაშე (XVII ს. Hd-5655).
ანა
[გიორგი აბაშიძის] ასული, დედოფალი, თანამეცხედრე სვიმონ (იმერთა) მეფისა, იხ.
ანაგელაშვილი მანაველ
იხსენიება ყმათა ნუსხაში (XVII ს. Hd-14912 ა).
ანანა
აკაურთას მცხოვრები, იგი, მამულით, წილად ხვდა იოთამ ბარათაშვილს ([1537-1538.] III. 16. 1450-11/112).
ანანა
მაღლაკს მცხოვრები, ჰყავს [სახლიკაცი] დათუა, ემართა ქუთაისის საყდრის ბეგარა: თოთხმეტი კოკა ღვინო, ორი ქათამი, ათი კვერცხი, სამარხო ცერცვი, ფინი და ლარძაყინი (1578 წ. H-626).
ანანა
ხატის სოფელში მცხოვრები, ჰყავს სიძე ჯაფარიძე, მასთან ერთად იგი უწყალობა გიორგი ბატონიშვილმა სახლთუხუცეს დავით გაბადიძეს (1665. X. 1. 1448-5097).
ანანი[ა]
ვაჰანის მონასტრის მნათე, მის დროს შესწირა მურვან ღარიბასძემ ვაჰანის მონასტერს მამულები და გაიჩინა წირვა-პანაშვიდი (1393 წ. Ad- 33, კეფი 12 v, 11 v).
ანანია
კვეთელი, მღვდელმონაზონი, მოწმე დავით ბერისძის მიერ ელიოზ კათალიკოსისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1411 წ. X. 25. 1449-1651).
ა[ნ]ანია
ალის მონასტერს შესწირა გიორგი იასძის ნაქონები [ყანა], რომელიც შალვა [ბოცოსძის] მამისაგან ჰქონდა მიღებული იმ პირობით, რომ შალვას ცოლისძმებს ექნებოდათ და წელიწადში უნდა გამოეღოთ ოთხ-ოთხი ლიტრა ზეთი (XV-XVI სს. მიჯნა. S-1245, 400 401).
ანანია
ხოვლეს მცხოვრები, გოშფარ და როინ [ჯავახიშვილების] გაყრის დროს იგი ერგო როინს და მის ბიძაშვილებს ([1527-1558 წწ.] Qd-605).
ანანია
მუგუთს მცხოვრები, იგი წილად ხვდა იოთამ სათაშვილს ([1537-538 წწ.] VIII. 6. 1450-11/112).
ანანია
მოწმე მელქისედეკ გენათელის მიერ ისე [ცირღილ]აძისათ ვის მიცემული მამულის წყალობის წიგნისა ([1548 წ.]Hd-1573).
ანანია
კაბენის მონასტრის წინამძღვარი, დამწერი იოთამ ჯავახისშვილის მიერ სიონის ღმრთისმშობლისათვის ბოძებული შეწირულების წიგნისა (1580 წ. VII. 20. 1449-1552).
ანანია
მანთხოჯს მცხოვრები, ემართა აფხაზეთის საკათალიკოსო ბეგარა იმდენივე, რამდენიც ემართა მისი მამულის ძველ მეპატრონეს, ნასყიდა მელაძეს. ეს იყო: ერთი ურემი ღომი, შვიდი მთელი ღვინო, ორი საკლავი, ექვსი ნაოთხალი, საპურობო ცეხვილი ღომი, სამი თეთრი საბატკობო, საყაჭობო, ერთი ნაოთხალი ღომი, ერთი ქათამი, ერთი კოკა ღვინო, ერთი ურემი თივა, ერთი კალათი მჭადი, ბარგის ზიდვა (1621 წ. ქსძ. III. №91).
ანანია
მოურავი, მოწმე ბერუა ჯანასშვილის მიერ პაპუნა ჯ[ა]ნასშვილისათვის მიცემული მიწების გაცვლილობის წიგნისა (1656 წ. Hd - 1585).
ანანია
სინის მონასტრის მთავარეპისკოპოსი, მისი თხოვნით შაჰნავაზ მეფემ სინას დაუბრუნა მისი კუთვნილი მამული მეღრეკისი, რომელიც ჯერ გორჯასპ კახაბრიშვილს ეჭირა, შემდეგ კი - რევაზ და პაპუნა ფავნელიშვილებს (1666 წ. IV. 20. ქრ. II. 483).
ანანია
[ციციშვილების] აზნაურიშვილი, დოვეზში მას ჰყავდა ერთი კომლი ყმა ([1658-1675 წწ.] Hd-14534 ა).
ანანიაშვილი იესე
მოწმე ფარსადან ციციშვილის მიერ პაპუა მაღალა შვილისათვის მიცემული ყმის ნასყიდობის წიგნისა (1673 წ. XII. 10. Ad-1667). ანარკაპაშვილი წატურა - მოწმე ბოვნელ აბრამ ბარათაშვილის მიერ გიორგი შანშიაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1621 წ. IV. 7. 1450-7/8).
ანასტასია - ცოლყოფილი იმარინდო - ყოფილ იოსებ შველაძისა, იხ.
ანაშელაშვილი
მის მიწამდე მიჰყიდა პაპუნა შატბერაშვილმა გორის გზაზე მდებარე მიწა მანუჩარ თუმანიშვილს (1669 წ. IV. 1. Sd-30).
ანაშელაშვილი
ქვათახევის მონასტრის ყმა, მის მიერ თვითნებურად სველნეთში გაყიდული მიწა უყიდია თაყასშვილს ([1700 წ.] 1449- 1869).
ანაშელაშვილი საქია
ქვათახევის მონასტრის ყმა, მას თვითნებურად გაუყიდია სველნეთში ქვათახევის მონასტრის ნაფუძარი, რომელიც უყიდია როჯბეგაშვილს ([1700 წ.] 1449-1869).
ანბალასშვილი ასლამაზა
ჰყავს შვილები: ბახუტა, იასე, კაცია, გოდერძა, იყიდა ვენახი თავისი ბიძაშვილის, ბერიკასაგან; მიჰყიდა ქიტია ქუბასშვილს გამრეკლასშვილისაგან ნაყიდი ნახევარი დღის მიწა კახიანთ მიწამდე (1690 წ. III. 20. Hd-6345).
ანბალასშვილი ბახუტა - შვილი ასლამაზა ანბალასშვილისა, იხ.
[ანბალასშვილი] ბერიკა
მიჰყიდა ვენახი თავის ბიძაშვილს, ასლამაზა ანბალასშვილს (1690 წ. III. 20. Hd-6345).
ანბალასშვილი გოდერძა - შვილი ასლამაზა ანბალასშვილისა, იხ.
ანბალ[ა]სშვილი თევდორე
მოწმე იოსება ბეგაშვილის მიერ შიო ქუბაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. Hd-9549).
ანბალასშვილი იასე - შვილი ასლამაზა ანბალასშვილისა, იხ.
ანბალასშვილი კაცია - შვილი ასლამაზა ანბალასშვილისა, იხ.
ანბარა
მისი სახლი ერთ მხარეს ესაზღვრებოდა ხ[ა]ნგანოსათ თოროზასძე აფრიამას მიერ ქაიხოსრო ბარათაშვილისათვის მიყიდულ სახლებს (1683 წ. XII. Qd-8563).
ანბარდრისშვილი მარქარა
მოწმე ბეჟანა რაგვიშვილის მიერ სოლაღა ხ[ა]ტისაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1699 წ. V. 30. 1449-1861).
ანბარეგიანი ფარსმან
დამწერი და მოწმე უშგულისა და კალის ხევებს შორის დადებული გაუყრელობის დაწერილისა (XIV ს. ლაგ. №5).
ანბრია
ოძელი, მოწმე იოსებ ბეგაშვილის მიერ შიო ქუბაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. Hd-9549).
ანბრიაშვილი მათია
მოწმე ხაზიას მიერ მახარე ჭყოპიაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1661 წ. შემდგომ, Ad-1644 დ).
ანბროსაშვილი ანბროსა
სიონის საყდრის ყმა, მოწმე ჯვრის მამის, მელეტიოსის მიერ სიონის ღმრთისმშობლისათვის მიცემული სახლ-კარის მიბარების წი გნისა (1666 წ. V. 14. Ad-650).
ანბროსაშვილი მახარებელი
სიონის საყდრის ყმა, მოწმე ჯვრის მამის, მელეტიოსის მიერ სიონის ღმრთისმშობლისათვის მიცემული სახლ-კარის მიბარების წიგნისა (1666 წ. V. 14. Ad--650).
ანგარიშაშვილი
იხსენიება ზაზა და ქაიხოსრო [ციციშვილების] ყმა-მამულის ნუსხაში: მას სჭერია სამი დღის მიწა ჭალის პირს და [ზაზა ციციშვილის] მეხრის ოთხი დღის მიწა (1666 წ. ახლო. Hd-802).
ანგურსია
დარჩელი, ემართა ცაიშის საყდრის ბეგარა გოჭკომური ([1616-1621 წწ.] ქსძ. III. №92).
ანდალაისშვილი
ნოხუდენში მცხოვრები, ლევან დადიანმა მისი შეწირულება განუახლა ხობის საყდარს ([1628-1647 წწ.] Hd-1551 ა).
ანდალისშვილი
ნოხუდენში მცხოვრები, შამადავლე დადიან-გურიელის მიერ იოვაკიმე კათალიკოსისათვის მიცემული წყალობის წიგნის მიხედვით იგი შედიოდა საკათალიკოსო სამწყსოში ([1470-1474 წწ.] 1449-1571).
![]() |
6.41 ანდერმანისშვილი || ანდერმანიშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
ანდერმანიშვილი
ფიცეში ჰყავდა ორი კომლი მესაურე გლეხი, აღნიშნულია საციციანოს ყმების ნუსხაში ([1658-1675 წწ.] Hd-14534 ბ).
ანდერმანისშვილი გიორგი
მოწმე ფარსადან ჯავახიშვილის მიერ ზურაბ [ჯავახიშვილისათვის] მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1692 წ. VII. 11. Sd-569).
ანდერმანისშვილი ზაქარია
მოწმე დავით ჭაჭიასშვილის მიერ შედან აბულვარდისასშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1698 წ. Sd-630).
ანდერმანისშვილი იორამ - იხ. საგინაშვილი იორამ
ანდერმანიშვილი ლიპარიტ - 1692-1697 წწ.
იონათამ აბულვარდიშვილთან ერთად პირობა დაუდო ფარემუზ ჯავახიშვილს, რომ ფარემუზის განაყოფებს, ფარსადანსა და გოშფარს, არ შეურიგდებოდა და, ფარემუზის გარდა არც სხვა ბატონს ინდომებდა (1697 წ. III. 7. Hd-10386); მოწმე: ფარსადან ჯავახიშვილის მიერ ზურაბ [ჯავახიშვილისათვის] მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1692 წ. VII. II. Sd-569), ოთია გოგიბედაშვილსა და ზურაბ ჯავახიშვილს შორის სამამულე დავის გარიგებისა (1695 წ. IV. 6. Hd-8265).
ანდერმანიშვილი მანველა
მოწმე იმან რჩეულიშვილ-უღულასშვილის მიერ ბეჟან როსტომაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1683წ. 1450-27/289).
ანდიაშვილი
ყურს მცხოვრები, ამილახვრის ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა მისი კომლიდან ორ კაცს მშვილდით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
ანდირაშვილი
სტეფანწმინდელი, მოწმე ალექსანდრე მეფის ბრძანებით შედგენილი წიგნისა გერგეტელი საყდრისშვილებისათვის ხევის სოფლებიდან მძევლების გაჩენის თაობაზე (1439 წ. II. 20. A-1085. 13-15).
ანდრეაზა - იხ. ტერ-ანდრიასა
ანდრია
დეკანოზი, მიჰყიდა დემეტია წითლისძეს მონესელისძისაგან ნაყიდი ნავენახევი (1413 წ. V. 12. Hd-1358 ბ).
ანდრია
საღმრთოელი, ალექსანდრე მეფის ბრძანებით, იგი ხევმა მძევლად მისცა გერგეტის საყდრისშვილებს (1439 წ. II. 20. A-1085. 13-14).
ანდრია
მოწმე და დამწერი ღვთისავარას მიერ ვარდია დოლისძისათვის მიცემული გაყრის წიგნისა (XV-XVI სს. მიჯნა. Hd-1579 ა).
ანდრია
კანდელაკი, მოწმე ყიფიანის მიერ ზაქარია გენათელისათვის მიცემული მამულის შეწირულების წიგნისა ([1637-1657 წწ. დსსს. I. 57).
ანდრია
რეხაში მცხოვრები, იგი, მამულით, წილად ერგო მანუჩარ და ჯიმშიტა თუმანიშვილებს ([1656 წ.] Hd-14665).
ანდრია
მისი საფიჩხულის ნახევარი პაპუნა გოსტაშაბისშვილმა მამულების გაცვლის დროს მისცა თავის სიძეს, დურმიშხან ბარათაშვილს ([1676-1684 წწ.] Hd-2017).
ანდრია
მისი ვალი, თუმანნახევარი, დაეკისრა გოჭილოდინაანთ ბაისოღულაშვილ დავითას, ძმისშვილებთან გაყრის დროს (1684 წ. VII. 1. 1450-50/206).
ანდრია - შვილი სვიმონ დეკანოზისა, იხ.
ანდრია
მოწმე და დამწერი ბეჟან ბატონიშვილის მიერ გიორგი ასათიანისათვის მიცემული ბიჭის წყალობის წიგნისა (1700 წ. ხ. ი. ფოტო №72. გეგეჭ.).
ანდრიათვალი
წყალიძგას მცხოვრები, ემარითა ხოფის ღმრთისმშობლის საყდრის ბეგარა ასი „ნაღდი“ სანთელი (1550 წ. 1449-1675).
![]() |
6.42 ანდრეაზა || ანდრიასა |
▲ზევით დაბრუნება |
ანდრიასა: ტერ-ანდრიასა - შვილი ბეშკენასი, იხ.
ანდრიასა: ტერ-ანდრიასა - 1687-1699 წწ.
მოწმე: ჰოვათაღანათ არაქელაშვილ ჰოვათაღას მიერ მურადა დუთაშვილისათვის (1687 წ. 1450-8/43) და აკოსთ[აა]ნთ მიტიჩასათვის (1687 წ. 1450-9/34) მიცემული მიწების ნასყიდობის წიგნებისა; დავით ჭილაშვილის მიერ მურადა დუთაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1699 წ. V. 1450-5/55 ა).
ანდრიასა: ტერ-ანდრიასა (ვარ. ანდრეაზა) - 1687-1700 წწ.
ჰყავს ძმა ქვემო და [შუა] ბოლნისის მამასახლისი პაპუა, იხ. მოწმე: შაყუბათა ბეროაშვილის მიერ დოლმაზა შანშიაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნის (1687 წ. IX. 30. Hd-14179), სეხნია შემაზასშვილის მიერ პაპუა [ბარათაშვილისათვის] მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1692 წ. V. 10. Sd-620), დურმიშხანა დემურაშვილის მიერ ალიხანა [დემურაშვილისათვის] მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1700 წ. X. 15. 1450-9/149).
![]() |
6.43 ანდრიაანი || ანდრიასშვილი || ანდრიაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
ანდრიაშვილი
მამასახლისი, ბატონ ანას ყმა, მისგან შეუძენია გრიგოლ ჩხუტიაშვილს მიწა ხუნგალში, რომელიც შემდეგ ისევ ანამ იყიდა (1666 წ. Sd-533).
ანდრიაშვილი
ბიძინა მწყერაძე-ბერუკაშვილმა მის მიწამდე მიჰყიდა მიწა უთრუთ [ციციშვილს] (1699 წ. II. 5. 1450-51/84).
ანდრიათ ამირამიზაშვილი აბრია
თაფანს მცხოვრები, იგი, ბარათას საფიჩხულითა და საგოდრით, წილად ხვდა თამაზ [ბარათაშვილს] ([1633-1658 წწ.] 1448-2318).
ანდრიათ ამირხანაშვილი ამბრია
მძოვრეთს მცხოვრები, წილში ერგო თამაზ [ბარათაშვილს] ([1633-1658 წწ.] 1450-11/69).
ანდრიასშვილი ანდრია
ჰყავს [ძმები]: მახუტა, ხატისა. მამუკა კახიაშვილთან და ქრისტესია ვიგრიაშვილთან ერთად მიჰყიდა დავით გედავანისშვილს დღენახევრის მიწა რუსხმულზე (1634 წ. 1448-9223).
ანდრიაშვილი ანდრია - 1676-1681 წწ.
ციცი [ციციშვილის] მამასახლისი (1676 წ. Sd-1013); მოწმე ლაზარა ბერისშვილის მიერ ზურაბ თუმანიშვილისათვის მიცემული სასისხლო დავის გარიგების წიგნისა (1676 წ. XII. 3. Sd - 1013); გუფთაში მისი მიწა ერთ მხარეზე ესაზღვრებოდა ფირყულა აფკარასშვილის მიერ დეკანოზ დავითისათვის მიყიდულ მიწას (1681 წ. VI. Sd-546).
ანდრიასშვილი ბასილა
ჰყავს: [ძმა] იმედა, შვილები: თევდორე, ლაზარე. ოქრუა ქოსაშვილისაგან იყიდა პეტრიაული მიწა არწივასბეგთან,რომნაძის მიწამდე (1681 წ. 1450-38/130).
ანდრიასშვილი ბასილა
მოწმე ბერუკა ბასილიძის მიერ ბახუტა ჩივაძისათვის მიცემული წისქვილის ნასყიდობის წიგნისა (1682 წ. Hd-1657).
ანდრიაშვილი გოგია
ტბისს მცხოვრები, ბოგანო, წილად ხვდა თამაზ [ბარათაშვილს] ([1633-1658 წწ.] 1450-11/69).
ანდრიაშვილი გულსადებ
მოწმე ყულიას მიერ ტერტერა ეზიაშვილისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1544 წ. I. 10. 1448-9233).
ანდრიასშვილი თევდორე - შვილი ბასილა ანდრიაშვილისა, იხ.
ანდრიასშვილი იმედა - [ძმა] ბასილა ანდრიასშვილისა, იხ.
ანდრიასშვილი ლაზარე - შვილი ბასილა ანდრიაშვილისა, იხ.
ანდრიასშვილი მახუტა - [ძმა] ანდრია ანდრიასშვილისა,იხ.
ანდრიაშვილი მიქელა - შვილი პაპუნა ანდრიაშვილისა, იხ.
ანდრიაშვილი მიქელა
მაღრაანში მცხოვრები, არჩილ მეფემ ზაალ ნათანლისშვილს განუახლა მისი წყალობა (1671 წ. 1449-1236).
ანდრიაშვილი ნასყიდა
ატენს მცხოვრები, ედიშერ და პაპუნა [ციციშვილების] გაყრის დროს იგი ერგო ედიშერს თავისი განაყოფის მამულის ნახევრით ([1688--1703.] Hd-1636).
ანდრიაშვილი პაპია
მოწმე ბიძინა მწყერაძე-ბერუკაშვილის მიერ უთრუთ [ციციშვილისათვის] მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1699 წ. II. 5. 1450-51/84).
ანდრიასშვილი პაპია
ნიჩბისში მცხოვრები, ედიშერ და პაპუნა [ციშვილების] გაყრის დროს იგი ერგო ედიშერს თავისი მამულით (1688-1703 წწ.) Hd-1636).
ანდრიაშვილი პაპუნა
ჰყავს შვილი მიქელა, ერთი კომლი, იგი,შვილითურთ, რევაზ ერისთვისშვილმა შესწირა ანანურის ღმრთისმშობელს ([XVII ს. I ნახ. 1633 წ.შემდგომ] 1449-1808).
ანდრიაშვილი ქუმსია
მოწმე დავით მაღალაძის მიერ მახარე ჩივაძისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1605 წ. VIII. 21. 1450-35/191).
ანდრიასშვილი ხატისა - [ძმა] ანდრია ანდრიასშვილისა, იხ.
ანდრიაძე ჟოჟუა
ფარცმანაყანევს მცხოვრები, იხსენიება კუჭუხიძეების ბეგრის ნუსხაში, ემართა აფხაზეთის საკათალიკოსო ბეგარა: ოცი კოკა ღვინო, ათი თეთრი (1621 წ. ქსძ. III. №91).
ანდრიკისძე გიორგი
პარგრძორელ ვარდაკისაგან „პარგრძორის წყლის აქეთ“ იყიდა ყანა (XV-XVI სს. აეკოჩ.66-67).
![]() |
6.44 ანდრონიკ || ანდრონიკე |
▲ზევით დაბრუნება |
ანდრონიკე
დამწერი და მოწმე შალვა ჯომარდიძის მიერ გრიგოლ პეტეტაშვილისათვის მიცემული მამულის წყალობის წიგნისა (1539 წ. II. 27, 1448-8739).
ანდრონიკ
მისი მიწა ესაზღვრებოდა ვეციკაანთ ანტონასშვილ სარქისას მიერ ასატურა ბეჟანისშვილ-მესხასატურასშვილისათვის მიყიდულ მიწას (1682 წ. XI. 2. 1450-49/117).
ანდრონიკაშვილები
გორს მცხოვრებნი, როსტომ მეფემ მათ უწყალობა ზვარი და კოკოზაური მამული (1622 წ. sic. 1653 წ.ახლო. Hd-7608 ვ).
![]() |
6.45 ანდრონიკაშვილი || ანდრონიკასშვილი || ანდრონიკეშვილი || ანდრონიკისშვილი|| ანდრონიქასშვილი || ანდრონიქაშვილი ||ანდრონიქისშვილი ||ანდორნიქაშვილი || ენდრონიკაანთ || ენდრონიკასშვილი || ენდრონიკაშვილი || ენდრონიკეშვილი || ენდრონიკესშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
ანდრონიკეშვილი
იგი მიუბარებია ნიკოლოზ კათალიკოსს ჭერემელ ეპისკოპოს ეგნატესათვის იმ პირობით, რომ სანამ ანდრონიკეშვილი არ შეასრულებდა წესსა და საწირავს, მანამ ჭერემელს მისთვის არ ეწირა ([1562-1591 წწ.] Ad-1626), ჭერემელმა ეპისკოპოსმა ანტონმა პირობა მისცა ქართლის კათალიკოს-პატრიარქ ნიკოლაოზს, რომ სანამ მისგან მიბარებული ანდრონიკეშვილი, ჯორჯაძე, ჭავჭავაძე და სხვა აზნაურიშვილები წესსა და საწირავს არ შეასრულებდნენ, მანამდე არც ჟამს უწირავდა და არც საწირავს აიღებდა მათგან ([1562-1591 წწ.] Ad-1632).
ანდრონიკაშვილი
მისი ქულბაქის პირდაპირ მდებარე მიწა მიჰყიდა მხითარა წურიკაშვილმა ესტატე ფრანგიშვილს (1637 წ VIII.5 1450-53/111).
ენდრონიკაშვილი (ვარ. ანდრონიკაშვილი) აბელ - 1665-1695 წწ.
ქიზიყის მოურავი (1675-1695 წწ. 1448: 616, 10055, 258, 57, 1192), ჰყავს: ძმები: მელიქსადექ (1665 წ. 1448-8756), რევაზ (1665-1695 წწ. 1448: 8756, 258, 1192), შვილები: პაატა, ქაიხოსრო, გიორგი, იესე (1693-1695 წწ 1448: 258, 1192), განაყოფი ლუარსაბ [ენდრონიკაშვილი] (1693-1695 წწ. 1448: 258, 1192). მას უწყალობა: შაჰნაზარმა ფხოველში ყმები: პაპუნა, ბერიკა სულიასშვილი, მანავში - აბრამა და ალიხანა (1665 წ 1448-8756), ერეკლე ბატონიშვილმა - ქიზიყის მოურაობა და დაუმტკიცა თეიმურაზ მეფისაგან ბოძებული სხვა წყალობა (1675 წ. 1448-616 ფრაგმ) აბაზყული-ხანმა მისი განაყოფის - ლუარსაბ [ენდრონიკაშვილის] მამული: სოფლები: შიბლიანი და ბეჟანბაღზე ახალსოფელი (1693 წ. 1448-258); მას დაუმტკიცა ქალბალი-ხანმა აბაზყული-ხანის მიერ ნაწყალობევი, მისივე განაყოფის, ლუარსაბ [ენდრონიკაშვილის] ნაქონი მამულები: სოფელ შიბლიანის ნახევარი და ბეჟანბაღზე ახალსოფელი (1695 წ 1448-1192 ); მონაწილეობა მიიღო გივი და ფარემუზ გურამიშვილების გურამ გურამიშვილთან სასისხლო დავის გარჩევაში (1694 წ. VI. 4. 1448-57).
ენდრონიკაშვილი ადამ - სახლიკაცი დავით ენდრონიკაშვილისა, იხ.
ენდრონიკაშვილი ადამ - ძმა დემეტრე ენდრონიკაშვილისა, იხ.
ენდრონიკასშვილი ალიბეგ
გორელი, ჰყავს [სახლიკაცი] გაბრიელ, მას დაანება ნოდარ ციცისშვილმა გარდატენს ამიშაშვილისაგან ნაყიდი ზვარი და კოკოზაური მამული (1653 წ. Hd-7608-2).
ანდორნიქაშვილი ბეჟან
ჰყავს შვილები: ყორხმაზა, ოსინა, მერაბ, მანუჩარ. იყიდა ნასყიდა ხარატაშვილისაგან სასახლის ადგილი გასინა წერეთელაშვილის სახლის გვერდით და ბეგიაურის სასახლის წინ; იყიდა აგრეთვე დარბაზი, სათორნე, ჭურ-მარანი, დერეფანი, საჯინიბო, ბაკი (1650 წ. Hd-6441).
ენდრონიკასშვილი (ვარ. ანდრონიკაშვილი) გაბრიელ
მოწმე: ქიშვარ თუმანიშვილის მიერ ხუცეს ტერ-ასატურა პარვართაშვილისათვის მიცემული მიწისა და ქულბაქის გაცვლის წიგნისა (1482 წ.Hd-8711 ა), უცნობი საყდრისათვის მიცემული მიწის შეწირულების წიგნისა (1482 წ. Hd-8711 ბ).
ენდრონიკასშვილი (ვარ.ანდრონიკასშვილი) გაბრიელ - 1653-1689 წწ.
მამასახლისის შვილი (1689 წ. 1450-52/108), სახლიკაცი ალიბეგ ენდრონიკასშვილისა, იხ., დამწერი პატა დათუკასშვილის მიერ ასატურა ბეჟანიშვილისა თვის მიცემული თავნასყიდობის წიგნისა (1689 წ. XII. 1450-52/108).
ანდრონიკეშვილი-ბეჟანისშვილი გარსევან
მისი ნაქონი სოფლები, ჯიმითი და ღანუხი ალექსანდრე მეფემ შესწირა სვეტიცხოველს (1601 წ. 1448-5526).
ენდრონიკაშვილი გარსევან
მისი ყმები: ოდიშაშვილი, მურიკაშვილი, უტიაშვილი, ოთარ კანანჩაძე, ვეჯინს - გოგია და ლომიტა საბაშვილები, ხუტულაშვილები - როსტომ მეფემ უწყალობა დემეტრე ენდრონიკაშვილს (1651 წ. 1461-13/18).
ენდრონიკაშვილი გიორგი
შვილი აბელ ენდრონიკაშვილისა, იხ., მას, სხვა კახელ თავადებთან ერთად, მისცა მფარველობისა და წყალობის პირობა გიორგი მეფემ ([1678-1688 წწ. Hd-2159).
ენდრონიკანთ (ვარ ანდრონიქისშვილი) გიორგი
შვილი ენდრონიკანთ ელიზბარისა, იხ., [ძმისწული] მირიანა ანდრონიკასშვილისა, იხ.
ენდრონიკაშვილი გორჯასპ - 1696-1699 წწ.
ქალბალი-ხანის კარის მდივანი (1699 წ. 1448-2943), სახლიკაცი დავით ენდრონიკაშვილისა, იხ., დამწერი ქალბალი-ხანის მიერ მერაბ [ჯორჯაძისათვის] მიცემული წყალობის წიგნისა (1699 წ.VIII. 1448-2943).
[ენდრონიკაშვილი] გოსტასაბ
მისი ნაქონი მამული თეიმურაზ მეფემ უწყალობა იესე ჯორჯაძეს (1636 წ.Qd-1787), მისი კუთვნილი მამული საენდრონიკოში დაუჭერია გიორგი ჯორჯაძეს (1655 წ.Qd-2136).
ენდრონიკასშვილი (ვარ. ენდრონიკესშვილი] გოსტასაბ
შვილი ჯანო ენდრონიკასშვილისა, იხ.
ანდრონიკასშვილი (ვარ. ენდრონიკასშვილი) დავით - 1677-1681 წწ.
გორის მამასახლისი (1677-1681 წწ. გსიემ: 7601/13, 28, 59, Hd-10203, 1450-45/132 ), მოწმე: ნაზარა ხოჯუასშვილის მიერ ამირაღანთ ფარსადანისათვის მიცემული სასახლის ნასყიდობის წიგნისა (1677 წ. X. 10. გსიემ 7601/13), ნასყიდა არჩუკაშვილის მიერ დავით გარსევანისშვილისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1679 წ. I. 30, გსიემ 7601/28), მამუკა პარკაძის მიერ დავით გარსევანიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1680 წ. XI. 18. გსიემ 7601/59), გივი ამილახორის მიერ გოგინა ელიზბარაშვილისათვის მიცემული პირობის წიგნისა (1681 წ. 1450-45/132 );დამწერი და მოწმე პაპუა შატბერაშვილის მიერ ზურაბ თუმანიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1678 წ. V. 20. Hd-10203).
ენდრონიკაშვილი დავით
ჰყავს: [სახლიკაცები]: გორჯასპ, ჯავახ, ადამ, მერაბ, განაყოფი ზაალ [ენდრონიკაშვილი], ქალბალი-ხანმა მას დაუბრუანა მისი განაყოფის, ზაალის მიერ უკანონოდ დაჭერილი მკვიდრი მამული(1696 წ.X. 12. 1461-13/17).
ენდრონიკასშვილი დათუნა
ჰყავს შვილები: დემეტრე,ლუარსაბ, შაჰნაზარმა მას უწყალობა: დარჩიეთში ხუთი კომლი, კანანჩაძის ძმისწული, გავაზში ქრისტას ვენახი და იმერელი დათუნა (1665 წ. 1448-3264).
ენდრონიკეშვილი დემეტრე
ბოქაულთუხუცესი, ჰყავს: ძმები ჯანო, ზურაბ, ადამ, ზაალ, განაყოფი მამუკა ენდრონიკეშვილი. თეიმურაზ მეფემ უწყალობა მისი განაყოფის,მამუკას ნაქონი რაგა და ზურაბ ფალეკისშვილებისა და გოდერძი შამულაშვილისეული ყმა-მამული (1640 წ. 1448-2387).
ენდრონიკაშვილი (ვარ. ენდრონიკაანთ) დემეტრე - 1651-1655, [1657] წწ.
ჰყავს ბიძაშვილი - გარსევან. როსტომ მეფემ მას უწყალობა ძირკოვში მამული ,მისი ბიძაშვილის, გარსევანის ყმები: ოდიშაშვილი, მურაკაშვილი, უტიაშვილი, ოთარ კანანჩაძე, ვეჯინს - გოგია და ლომიტა საბაშვილები, ხუტულაშვილები (1651 წ. 1461-13/18); მას მისცა პირობა როსტომ მეფემ უვნებლობის შესახებ იმ შემთხვევაში,თუ იგი თავისი ოჯახით როსტომის საბატონოშო ჩამოსახლდებოდა ([1648-1657 წწ.] 1461-13/19); მას ერგო თელას ნასოფლარის სამი წილი გიორგი ჯორჯაძესთან დავის გადაწყვეტის შედეგად (1655 წ. Qd-2136).
ენდრონიკაშვილი დემეტრე - შვილი დათუნა ენდრონიკაშვილისა, იხ.
ენდრონიკაშვილი (ვარ.ანდრონიქასშვილი ენდრონიკანთ) ელიზბარ - 1662-1675 წწ.
ჰყავს: ძმა მირიან (1662-1675 წწ. Sd: 16 ა, 6), შვილები: გიორგი, როსტომ (1675 წ. Sd-6), [შვილი] თამაზა (1664 წ. Sd-16 ბ), იყიდა: პაპუნა შატბერაშვილის ყმის, ბაბინა [მილიტოლმასშვილისაგან] სუელნეთში მიწა, რაზედაც პაპუნა შატბერაშვილმა მისცა ამ მიწაზე უდაობის წიგნი (1664 წ. VI. Sd-16 ბ), ზურაბ თუმანიშვილისაგან სუელნეთში ნაყიდი მიწა ხახანას, შიოშისა და შიოშისშვილის მიწებამდე (1675 წ. VII., Sd-6); მოწმე ზუბია ასატურაშვილის მიერ მანუჩარ თუმანიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1668 წ. VII. 26. Sd-14).
ენდრონიკაშვილი ერასტი - [სახლიკაცი] ზურაბ ენდრონიკაშვილისა,იხ.
ენდრონიკაშვილი ერასტი - ბიძაშვილი ზაალ ენდრონიკაშვილისა, იხ.
ენდრონიკაშვილი ეფრემ
რუსთველი ეპისკოპოსი, დაამოწმა, რომ ვახტანგ ორბელიშვილის ცოლყოფილის, თამარ ზაალ ერისთავის ასულის ნამზითვით იყო შეძენილი სოფლები ჯალდამი და ღორისთავი (1700 წ. Sd-2301).
ენდრონიკაშვილი ზაალ - ძმა დემეტრე ენდრონიკაშვილისა, იხ.
ენდრონიკაშვილი ზაალ - 1670-1700 წწ.
ყორჩიბაში (1694-1700 წწ. Hd-2632, Ad-574, 1461-13/32), ჰყავს: ძმები: ზურაბ ენდრონიკაშვილი, იხ., იასონ, ზურაბ, ქაიხოსრო, ბიძაშვილები: ლუარსაბ, ერასტი, [შვილები]: რევაზ, შერმაზან (1694 წ. Hd-2632), განაყოფები: დავით (1696 წ. 1461-13/17), ოთარ (XVII ს. ბოლო. 1461-13/32). აბაზყული-ხანმა და შემდგომში ნაზარალი-ხანმა მას უწყალობეს გურჯაანსა და ვეჯინში მისი ბიძაშვილების, ლუარსაბისა და ერასსტის შვილების ყმა-მამული: ლომიტა სიბაშვილი, ირემა ხატუაშვილი, უტა და გიორგი უტიაშვილები და ერასტის გლეხები. ეს წყალობა მიიღო იმ სამსახურის სანაცვლოდ, რაც მან გაუწია სპარსელებს ნინოწმინდასთან ქართლელების დამარცხებაში (1694წ. VII. 1. Hd-2632); მას ეჭირა თავისი განაყოფის, დავით ენდრონიკაშვილის მკვიდრი მამული (1696 წ. X.12. 1461-13/17); მონაწილეობა მიიღო: ბებურ, უზებარ და ქაიხოსრო ვაჩნაძეებს შორის ყმების გაყოფაში (1692 წ. Hd-10170), კაკაბელთა და შიბლიანელთა შორის სამამულე დავის გარიგებაში (1700 წ. XI. 15. Ad-574); თავის განაყოფს, ოთარ [ენდრონიკაშვილს] ეცილებოდა მამულზე. ხანის ბრძანებით, მათი დავა უნდა გაერჩია ალავერდელსა და მოურავს. ალავერდელმა მას შეუთვალა ჩასულიყო მასთან საქმის გარჩევის დროს (XVII ს. ბოლო. 1461-13/32); მისი ვალი ემართა ბერჭანისშვილს (XVII ს. II ნახ. Ad-482).
ანდრონიკაშვილი ზალია
გორის მამასახლისი, მისი მიწა დანპალაში ესაზღვრებოდა ერანას მიერ ზურაბ თუმანიშვილისათვის მიყიდულ მიწას. მოწმეა ამ ნასყიდობის წიგნისა (1675 წ. Sd-33).
[ენდრონიკაშვილი] ზაქარია - 1696-1697 წწ.
რუსთველი ეპისკოპოსი, ჰყავს ძმა მერაბ, ქიზიყის მოურავის შვილი მისთვის უბოძებია ქალბალი - ხანს რუსთველობა და გაუყოლებია ბაადური, რათა იგი ნაწყალობევ მამულში დაესვა. მაგრამ „ქართველთ ბატონს“ მეთოფეები დაუყენებია და იგი თავის სამფლობელოში არ შეუშვია (1696 წ. ახლო. 1461-13/1); გაარიგა სამამულე დავა ჯაბანა მაკუჭაძესა და ხუცეს ბერეკაშვილს შორის (1697 წ. VIII. 1449-170).
ენდრონიკეშვილი ზურაბ - ძმა დემეტრე ენდრონიკეშვილისა, იხ.
ენდრონიკაშვილი ზურაბ
შაჰნავაზმა განუახლა მას სამკვიდრო სახელოს, ჩუმლაყის მოურაობის წყალობა (1659 წ. IV. 4. 1450-34/131).
ენდრონიკაშვილი ზურაბ - 1667-1694, [1703] წწ.
ყორჩიბაში (1670 [1783] წწ 1461: 13/3, 13/30, 13/68, Ad-1085), მარტყოფის მოურავი [1664] - [1688] წწ. Ad-1085, 1461-13/7), ჰყავს: ძმები: ზაალ ენდრონიკაშვილი, იხ., იასონ: (1670 წ. XVII ს. II ნახ.1461: 13/3, 13/68), ხოსია (1670-1678 წწ. 1461: 13/3, 13/15, შვილები: იესე (1678 წ. 1461-13/15 ), ნიკოლოზ (1678 წ. XVII ს. 1461: 13/15, 13/68), ქაიხოსრო (1678 წ. 1461-13/15 ), [ძმისწული] რევაზა (1678 წ. 1461-13/15 ), [სახლიკაცები]: ერასტი, ჯანო (1676 წ. 1461-13/30). მას უწყალობა: ქეთევან დედოფალმა ალიაბადში მცხოვრები მახარა მოლოდინაშვილი მამულითურთ (1670 წ.1461-13/3), ერეკლე მეფემ - იმ სამსახურის სანაცვლოდ, რაც მან ყიზილბაშში ყოფნისას გაუწია მეფეს - საანდრონიკოში ალადა, ბოსტოღანაშვილი, გულო, ორცვალაშვილი, ვეჯინში - ზავრაშვილი, დოლაშვილი,გუჯანში-შანშიაშვილი, გიორგიშვილები, ბეჟიტა, პოპლიკა, საულაშვილი, რევაზა ქორაშვილი-მამულებით (1678 წ. 1461-13/15 ), შაჰნაზარმა - მარტყოფის მოურაობა ([1664-1675 წწ.] 1335-1085 ); გიორგი მეფემ მისცა პირობა, რომ არ მოუშლიდა მარტყოფის მოურაობას და უწყალობებდა შიბლიანში ყმა-მამულს იმ შემთხვევაში,თუ გიორგი კახეთს დაიჭერდა ([1676-1688 წწ.] 1461-13/7), პაპუა ნოდარისშვილმა მისცა მას კეთილმოყვრობის პირობა (XVII ს. ბოლო.1461-13/68); იყიდა დავით კოზმანიშვილისაგან არბუხს მელაშვილის საწისქვილე (1662 წ. 1461-13/31); ჩხუბი მოსვლია ფარემუზ ჩოლაყასშვილთან, რის შედეგადაც ფარემუზს დასდებია სისხლის ფასი. ფარემუზმა მისცა მას ხუთი კომლი გავაზში (1676 წ. 1461-13/30).
ანდრონიკასშვილი (ვარ. ანდრონიქასშვილი) თამაზ - 1662-1676 წწ.
[შვილი] ელიზბარ ანდრონიკაშვილისა, იხ.,[ძმისწული] მირიანა ანდრონიკაშვილისა, იხ., მოწმე: არაქელ წატურიშვილის მიერ ასატურ ბეჟინაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1676 წ. VI. 15. 1450-49/106), გოგინა ფიბინაშვილის მიერ ასატურ ბეჟინაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1676 წ. VI. 15. 1450-49/122).
ანდრონიკასშვილი თაყა
გორს მცხოვრები, მანდატურთუხუცესი იყიდა მარიხ, ჯავახიშვილის ასულისაგან, გარდატენს ვენახი, სახასო ზვარი, კოკოზაშვილის მამული და ურიცხს - ამიშაშვილის მამული (1634 წ. Hd-7608).
ანდრონიკისშვილი-თაყასშვილი ტერ-ანდრია
ეპისკოპოსი, ტერ-ფარსეღ თუმანიშვილთან ერთად თაყინა ჯუტ-არაქელასშვილისაგან იყიდა მიწა პარუნ ბეგასა და იზა აკოფას მიწებამდე (1612 წ. Hd-1567).
ენდრონიკაშვილი იასონ
ძმა: ზურაბ ენდრონიკაშვილისა, იხ.,ზაალ ენდრონიკაშვილისა,იხ.
ანდრონიკაშვილი იესე
ჰყავს შვილი პაატა, თეიმურაზ მეფემ მას უწყალობა ქიზიყური თათრის საბალახე (1637 წ. 1448-620).
ენდრონიკაშვილი იესე - შვილი ზურაბ ენდრონიკაშვილისა, იხ.
ენდრონიკაშვილი იესე (ვარ. იასე) - შვილი აბელ ენდრონიკაშვილისა, იხ.
ენდრონიკაშვილი იასე
მისი ნასყიდობის წიგნი მოხსენიებულია გორჯასპ [ბარათაშვილისათვის] მიბარებული საბუთების ნუსხაში (1691 წ. Sd-1931).
ენდრონიკაშვილი ლუარსაბ - შვილი დათუნა ენდრონიკაშვილისა, იხ.
ენდრონიკაშვილი ლუარსაბ - 1693-1695 წწ.
ჰყავს განაყოფი აბელ ენდრონიკაშვილი, იხ., ბიძაშვილიზაალ ენდრონიკაშვილი, იხ., იგი განდგომია აბაზყული-ხანს, რის გამოც მისი სოფლები შიბლიანი და ახალსოფელი, აბაზყული-ხანმა უბოძა მის ბიძაშვილს, აბელს (1693 წ. 1448-258), მას უბატონობის დროს, თავისი ნებით ჰქონია დაჭერილი შიბლიანის ნახევარი და ბეჟანბაღზე - ახალსოფელი, რომლებიც აბაზყული-ხანმა ჩამოართვა და უბოძა აბელ ენდრონიკაშვილს (1695 წ. 1448-1192).
[ენდრონიკაშვილი] მამუკა - განაყოფი დემეტრე ენდრონიკაშვილისა, იხ.
ანდორნიქაშვილი მანუჩარ - შვილი ბეჟან ანდრონიქაშვილისა, იხ.
ენდრონიკაშვილი მელიქსადექ - ძმა აბელ ენდრონიკაშვილისა, იხ.
ანდორნიკაშვილი მერაბ - შვილი ბეჟან ანდორნიქაშვილისა, იხ.
ენდრონიკაშვილი მერაბ
ძმა ზაქარია ენდრონიკაშვილისა, იხ., სახლიკაცი. დავით ენდრონიკაშვილისა, იხ.
ანდრონიკაშვილი (ვარ. ენდრონიკანთ, ანდრონიქისშვილი) მირიან (ვარ. მირიანა) - 1649-1675 წწ.
ჰყავს ძმა ელიზბარ, [შვილები]: ფარსადან, რამაზ, პაპუნა, [ძმისწულები]: გიორგი, თამაზ (1662 წ. Sd-16-ა). იყიდა ბაბინა მილიტოლმაშვილისაგან სოლნეთს ნაყიდი სახნავი მიწა მიქაულის, შოშიასშვილისა და ხიზანას მიწებამდე (1662 წ. I. 20. Sd-16-ა); იყო მოფიცარი როსტომა ხითარიშვილსა და [დომენტი] მთავარეპისკოპოსს შორის დავის გარიგებისას (1649 წ. 1450-53/107).
ანდრონიკაშვილი მიქელ
მოწმე ზაალ ჯანდიერისშვილის მიერ იოთამ [გურამიშვილისათვის] მიცემული წყლის თაობაზე უდაობის პირობის წიგნისა (XVI ს. II ნახ. Hd-14977).
ენდრონიკასშვილი (ვარ. ენდრონიკაშვილი, ანდრონიკეშვილი) ნიკოლოზ - 1685-1694 წწ.
ალავერდელი || ამბა - ალავერდელი (1685-1694 წწ. Ad: 849, 864, 854, 156, 824, 587, 349, Hd-10170, 1449: 1856, 1857, 1448-57), შვილი ზურაბ ენდრონიკაშვილისა, იხ., უწყალობა: ქართლიდან გადმოხვეწილ გამსახურდას შვილს, დემეტრეს, კენჭაძის ნაქონი მამული და ვენახი, მთელი საკომლო, და გაააზატა (1687 წ. 1449-1856), ქართლიდან ჩამოსულ და ალავერდის წმინდა გიორგისათვის თავშეწირულ ნასყიდას - კენჭაძის ბეითალმანი მამული (1687 წ. 1449-1857); მას ედავებოდა სახლთუხუცესი ოთარ [ჩოლაყაშვილი] ენგიანში ალავერდის საყდრის კუთვნილ მამულებზე, როდესაც იგი საქმის გასარჩევად ენგიანში ჩავიდა, ოთარმა აღარ დაიფიცა და მისი ძმის გრიგოლ ალავერდელის ნაქონი მამულები ენგიანში მას დაანება ( 1685-1694 წწ. 1449-1854); მონაწილეობა მიიღო: ბებურ, უზებარ და ქაიხოსრო (ვაჩნაძეებს შორის ყმა-მამულის გაყოფაში (1692 წ. Hd-10-170), ნაზარალი-ხანის მიერ მოწვეულ ბჭობაში გივი და ფარემუზ გურამიშვილების ყმა-მამულის გურამ გურამიშვილისათვის გადაცემის შესახებ (1694 წ. VI. 4. 1448-57), კათალიკოს იოვანე დიასამიძესთან და სხვა ეპისკოპოსებთან ერთად - კრებაში, რომელიც მოწვეული იყო დავით გარეჯის უდაბნოს წინამძღვრად ონოფრე მაჭუტაძის დადგინების გამო (1690 წ. III. 12. Ad-349); მას მისცეს პირობა: ნაცვალმა ხუტუამ, თარიმან ციხისთავისშვილმა, ლაზარემ და გიორგი ქვახარშაშვილმა ქრისტიანული მარხვისა და საკანონოს შესრულების შესახებ (1685 წ. Ad-854), მაღრანელებმა - მარხვის შესრულების შესახებ (1685-1694 წწ.] Ad-849), პაპიმ, მღვდელმა გაბრიელ ასათაშვილმა, ეგუჯაშვილმა და „ერთობილთ“ მარილელებმა - მარხვისა და საკანონოს დაურღვევლობის შესახებ ([1685-1694 წწ.] Ad-864), ხოსრო ნაცვალმა, გიორგი კობიაშვილმა, მაღრიბა მაღრიბაშვილმა, გიუნა რამინაშვილმა, მამუკა ზაქუტაშვილმა და ალაზნის გამოღმა პანკელებმა - ქრისტიანული საეკლესიო წესების დაცვის შესახებ (1685-1694 წწ.) Ad-824); სხვადასხვა: მას ალავერდელის გვირგვინი კათალიკოსის ნებართვის გარეშე დაუდგამს, წერილს უგზავნის იოსებ თბილელს და სთხოვს მას, უშუამდგომლოს კათალიკოსის წინაშე და შეარიგოს მასთან ([1685-1688 წწ.] Ad-156), ნაზარალი-ხანმა მას მიაბარა მთაწმინდის ხარების მონასტრის მამა ნიკოლაოსი ხოდაშნის საწინამძღვრო მამულითურთ ([1688-1694 ] Ad-587).
ენდრონიკასშვილი (ვარ. ენდრონიკესშვილი) ოთარ - შვილი ჯანო ენდრონიკასშვილისა, იხ.
[ენდრონიკაშვილი] ოთარ - განაყოფი ზაალ ენდრონიკაშვილისა, იხ.
ანდრონიკაშვილი (ვარ. ენდრონიკასშვილი, ანდორნიქაშვილი) ოსინა - 1650-1675 წწ.
შვილი ბეჟან ანდრონიკაშვილისა, იხ., მოწმე: მამუკა ამირაღაშვილის მიერ ასატურა ბეჟინაშვილისათვის მიცემული სახლ-კარის ნასყიდობის წიგნისა(1670 წ. XII. 15. 1450-49/102), ნაზარას მიერ მარკოზ [გარსევანიშვილისათვის] მიცემული სასახლის ნასყიდობის წიგნისა (1672 წ. გსიემ 7601/19, ენდრონიკანთ ელიზბარის მიერ ზურაბ თუმანიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1675 წ. VII. 1. Sd-6), ერანას მიერ ზურაბ თუმანიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1675 წ. Sd-33).
ანდრონიკაშვილი პაატა - შვილი იესე ანდრონიკაშვილისა, იხ.
ენდრონიკაშვილი პაატა
შვილი აბელ ენდრონიკაშვილისა, იხ., მონაწილეობა მიიღო კაკაბელთა და შიბლიანელთა შორის სამამულე დავის გარჩევაში(1700 წ. XI. 15. Ad-574).
ანდრონიქისშვილი პაპუნა - [შვილი] მირიანა ანდრონიქისშვილისა, იხ.
ანდრონიქისშვილი რამაზ - [შვილი] მირიანა ანდრონიქისშვილისა, იხ.
ენდრონიკაშვილი (ვარ. ანდრონიკაშვილი) რევაზ - 1665-1700 წწ.
ბოქაულთუხუცესი (1693, 1695 წწ. 1448: 10055, 1192), ქიზიყის მოურავი (1696-1700 წწ. 1448-1469, Ad-574), ძმა აბელ ენდრონიკაშვილისა, იხ., დაადასტურა კახეთის ეპისკოპოს-დარბაისლებთან ერთად, რომ დავით გარეჯის ყმებს არ ევალებოდათ საური და სხვა ბეგარა (1696 წ. 1448-1469); მონაწილეობა მიიღო: კაკაბელთა და შიბლიანელთა შორის სამამულე დავის გარჩევაში (1700 წ. XI. 15. Ad-574), ბოდბის წმინდა ნინოსათვის ყმა-მამულისა და გამოსაღებების განწესებაში (1700 წ. 1449-1461).
ენდრონიკაშვილი რევაზ
[შვილი] ზაალ ენდრონიკაშვილისა, იხ., [ძმისწული] ზურაბ ენდრონიკაშვილისა, იხ.
ენდრონიკესშვილი რობიტა
მოწმე აბაშ ბარათაშვილის მიერ გიორგი [ბარათაშვილისათვის] მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1611 წ. VIII. 5. 1450-38/2).
ენდრონიკანთ როსტომ - შვილი ელიზბარ ენდრონიკაშვილისა, იხ.
ანდრონიქისშვილი ფარსადან - 1662-1676 წწ.
[შვილი] მირიანა ანდრონიქისშვილისა, იხ., მოწმე: ერანას მიერ ზურაბ თუმანიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1675 წ. Sd-33), გოგინა ფიბინაშვილის მიერ ასატურ ბეჟინაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1676 წ. VI. 1450-49/122), არაქელა წატურაშვილის მიერ ასატურ ბეჟინაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1676 წ. VI. 15. 1450-49/106).
ენდრონიკაშვილი ქაიხოსრო (ვარ. ხოსია)
ძმა ზურაბ ენდრონიკაშვილისა, იხ., ზაალ ენდრონიკაშვილისა, იხ.
ანდრონიკაშვილი ქაიხოსრო - შვილი აბელ ენდრონიკაშვილისა, იხ.
ენდრონიკაშვილი ქაიხოსრო - შვილი ზურაბ ენდრონიკაშვილისა, იხ.
ანდორნიქაშვილი ყორხმაზა - შვილი ბეჟან ანდორნიქაშვილისა იხ.
ანდრონიკასშვილი (ვარ. ანდრონიკისშვილი) შერმაზან - 1672-1686 წწ.
დამწერი და მოწმე: ლალინას მიერ გრიქორასათვის მიცემული ყმა-მამულის ნასყიდობის წიგნისა (1672 წ. 1449-954), მაზანა იმარასშვილის მიერ გარსევან ქარუმიძისათვის მიცემული მიწისა და წისქვილის ნასყიდობის წიგნისა (1679 წ. VII. 4. Hd-2031), დავითის მიერ ბაინდურ ალიხანაშვილისათვის მიცემული სახლის ადგილის ნასყიდობის წიგნისა (1679 წ. 1450-45/123), გოგია მეხრიშვილის მიერ მამუკა ბაღჩაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1680 წ. I. 8. 1448-4595), მაზიტა იმარასშვილის მიერ ასატურა ბეჟანისშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1680 წ. XII. 15. 1450-49/112), სამნია სიმენდასშვილის მიერ ზალინა მეფისასშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1681 წ. I. 11. Hd-9436), ქიტესა პატატისშვილის მიერ ასატურ ბეჟანისშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1681 წ. III.1. 1450-49/114), ვეციკაანთ ანტონასშვილ სარქისას მიერ ასატურა ბეჟანისშვილ მესხას ატურაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1682 წ. XI. 2. 1450-49/117),ბერუკა უჯარმელასშვილის მიერ პაპუა კაკოზასშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1686 წ. X. 1. Hd-6446).
ენდრონიკაშვილი შერმაზან - [შვილი] ზაალ ენდრონიკაშვილისა, იხ.
ენდრონიკაშვილი ჯავახ - სახლიკაცი დავით ენდრონიკაშვილისა, იხ.
ენდრონიკაშვილი (ვარ. ენდრონიკეშვილი) ჯანო - 1640-1676 წწ.
ჰყავს: ძმა დემეტრე ენდრონიკეშვილი, იხ., შვილები: ოთარ, გოსტასაბ (1659-1676 წწ. 1418-2310 1419-1187), [სახლიკაცი] ზურაბ ენდრონიკაშვილი, იხ., იყიდა იასე ბარათაშვილისაგან პაატა ღონიაშვილი და მისი ძმები მახარა და დათუნა (1659 წ. III. 5. 1448-2340), ეს ყმები შემდგომში მიჰყიდა დომენტი კათალიკოსს (1673 წ. IV. 15. 1449-1187).
ანდუხვარი გულია
იხსენიება თავმდებად ფალიანებისა და ჭიონრი გორულიანის ყიფიანებთან სასისხლო საქმის განჩინების წიგნში (XIV-XV სს. მიჯნა, სსძ. II. №41).
ანდღულაძე
ბახვს მცხოვრები, ემართა ქუთაისის საყდრის ბეგარა-ხუთ[ა]თა კუმხალაურის ფუძის ოცი ჩითახური (1558 წ. H-626).
ანდღულაძე ამინდარ
ბახვს მცხოვრები, ჰყავს სახლიკაცი ზავლა, ემართა ქუთაისის საყდრის ბეგარა: თხუთმეტი ჩითახური, ერთი საკლავი, ერთი ქათამი, ერთი ფსომიარე ღომი, ხუთი საწყავი ღვინო, სამი პური და ოჩის სამსახური (1558 წ. H-626).
ანდღულაძე ზავლა - [სახლიკაცი] ამინდარ ანდღულაძისა, იხ.
ანდღულაძე თვალია
ბახვს მცხოვრები, ემართა ქუთაისის საყდრის ბეგარა: ხუთი ჩითახური, ერთი საკლავი, ერთი ქათამი, ერთი ფსომიარე ღომი,ხუთი საწყავი ღომი, სამი პური და ოჩის სამსახური (1558 წ. H-626).
ანდღულაძე ილარიონ
ბახვს მცხოვრები, ემართა ქუთაისის საყდრის ბეგარა: ხუთი ჩითახური, ერთი საკლავი, ერთი ქათამი, ერთი ფსომიარე ღომი, ხუთი საწყავი ღვინო, სამი პური, ოჩის სამსახური (1558 წ. H-626).
ანდღულაძე კაკალა
ბახვს მცხოვრები, ემართა ქუთაისის საყდრის ბეგარა: ხუთი ჩითახური, ერთი საკლავი, ერთი ქათამი, ერთი ფსომიარე ღომი, ხუთი საწყავი ღვინო, სამი პური, ოჩის სამსახური (1558 წ. H-626).
ანდღულაძე ლომა
ბახვს მცხოვრები, მასა და მის ძმებს ემართათ ქუთაისის საყდრის ბეგარა: თორმეტი ჩითახური, ერთი საკლავი, ერთი ქათამი, ერთი ფსომიარე ღომი, ხუთი საწყავი ღომი, სამი პური, ოჩის სამსახური (1558 წ. H-626).
ანდღულაძე მამისთვალა
ბახვს მცხოვრები, ემართა ქუთაისის საყდრის ბეგარა: ხუთი ჩითახური, ერთი საკლავი, ერთი ქათამი, ერთი ფსომიარე ღომი, ხუთი საწყავი ღვინო, სამი პური და ოჩის სამსახური (1558 წ. H-626).
ანდღულაძე მამისმამა
ბახვს მცხოვრები, ემართა ქუთაისის საყდრის ბეგარა: ექვსი ჩითახური, ერთი საკლავი, ერთი ქათამი, ერთი ფსომიარე ღომი, ხუთი საწყავი ღვინო, სამი პური და ოჩის სამსახური (1558 წ. H-626).
ანდღულაძე მახარა - ბახვს მცხოვრები, [სახლიკაცი] ოქროპირ ანდღულაძისა, იხ.
ანდღულაძე ოქროპირ
ბახვს მცხოვრები, ჰყავს სახლიკაცი მახარა. მასთან ერთად ემართა ქუთაისის საყდრის ბეგარა: თორმეტი ჩითახური, ერთი საკლავი, ერთი ქათამი, ერთი ფსომიარე ღომი, ხუთი საწყავი ღვინო, სამი პური, ოჩის სამსახური (1558 წ. H-626).
ანდღულაძე ქემაზა
ბახვს მცხოვრები, ემართა ქუთაისის საყდრის ბეგარა: ხუთი ჩითახური, ერთი საკლავი, ერთი ქათამი, ერთი ფსომიარე ღომი, ხუთი საწყავი ღვინო, სამი პური და ოჩის სამსახური (1558 წ. H=626).
ანდღულაძე ყიზია
ბახვს მცხოვრები, ემართა ქუთაისის საყდრის ბეგარა: ხუთი ჩითახური, ერთი საკლავი, ერთი ქათამი, ერთი ფსომიარე ღომი, ხუთი საწყავი ღვინო, სამი პური და ოჩის სამსახური (1558 წ. H-626).
ანეზა
ტაბახმელას მცხოვრები, ერთი კომლი, დათუნა, თამაზა და ბიძინა სოლაღაშვილებს შორის სამამულე დავის გარიგების შემდეგ იგი დარჩა დათუნას (1646 წ. Sd-744).
ანეზა
ჰოვათაღაანთ არაქელაშვილმა ჰოვათაღამ მის მიწამდე მიჰყიდა მურადა დუთაშვილს ორი დღის მიწა (1687 წ. 1450-8/43).
ანეზა
კერატელი, მოწმე ზაქუმ [ზაქუმიშვილის] მიერ ალავერდა იაგულაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1699 წ. V. 10. 1450-9/119).
![]() |
6.46 ანეზასშვილი || ანეზაშვილი || ანესასშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
ანესასშვილი ბერუა
ობოლი, ჯვრის ხატის ყმა, ერთი კომლი, მოხსენიებულია ყმების ნუსხაში (XVII ს. 90-იანი წწ. Hd-14912 გ).
ანეზაშვილი გოგია
ხურვალეთს მცხოვრები, საამილახვროს დავთრის მიხედვით, მისი საკომლოდან ორ კაცს ევალებოდა ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
ანეზასშვილი ევანოზა
გორუმს მცხოვრები, ქექებურასშვილის ნაქონი ყმა, გიორგი მეფემ სვიმონ და ზალუა ირემაშვილების სანაცვლოდ იგი უწყალობა ბეჟან თურქისტანისშვილს (1685-1703 წწ.] 1450-18/97).
ანეშელასშვილი მამუკა - [სახლიკაცი] ადამა მანაველისშვილისა, იხ.
ანთებაძე
[ჩხარის] ციხის მეციხოვნე, სხვა მეციხოვნეებთან ერთად თავს დაესხა სოფელს და გაძარცვა გლეხები. ჭარტალა ყევარელიძეს წაართვა ხარი, ძროხა და თან სცემა. ჩუხარს წაართვა ერთი ხარი (XVII ს. Ad-2233-ბ).
ანთელიძე
მას უღალატია ნაკაშიძისათვის, აღნიშნულია მამუკა ნაკაშიძის საჩივრის წიგნში ([1689-1717 წწ. Hd-1034).
ანთელიძე ნათია
მაკვანეთს მცხოვრები, ერთი კომლი, ქაიხოსრო გურიელმა იგი შესწირა აჭის წმინდა გიორგის ([1858-1660 წწ.] APГA 192-193).
ანთია ფარემუზ
მას უკანონოდ ჰყავდა ნაყმევი ეჯიბია კიკოლაი, სადადიანოს ყმა-გლეხი (1682 წ. 1448-1526).
ანია
ჰყავს ძმა ბერიკა, მოწმე ქრისტეფორე კათალიკოსის მიერ დათუა ზუმბულიძისათვის მიცემული სარგოს წყალობის წიგნისა (1655 წ.1450-31/152).
ანიშვილი
მისი ნაქონი მამული გრიგოლ ამბა-ალავერდელმა უწყალობა იოთამ [კოზმანაშვილს] (1670 წ. 1448-636).
ანკანაშვილი დათია: ტერ-ანკანაშვილი დათია
მოწმე დავითა [ა]დიკაშვილის მიერ ალავერანა საფარაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1693 წ. ახლო. 1450-28/33).
ანლუაშვილი
მანუჩარ იარალიშვილმა მიჰყიდა მდივანბეგ ვახტანგ [ბარათაშვილს] მისი სავენახე მიწა (1685 წ. VI. 27. Sd-542).
ანოაშვილი
მისი მიწა ესაზღვრებოდა 1642 წ. ახლო ხანებში იორამ სააკაძის მიერ უცნობი პირისათვის მიყიდულ ზვარს (ეს ცნობა შემონახულია გვიანდელ საბუთში 1792 წ. IX. 9. Sd-378).
ანპეტასშვილი დონდოშა
მოწმე ქიშვარ თუმანიშვილის მიერ ტერ-ასატურა პარვართაშვილისათვის მიცემული მიწისა და ქულბაქის გაცვლილობის წიგნისა (1482 წ. Hd-8711).
ანს[ა]შვილი ფასია
მოწმე დავითის მიერ მახარა კიკალბიძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. II ნახ. 1448-4323).
ანტონა - შვილი ვეციკასი, იხ. ვეციკაშვილი ანტონა
ანტონა
მელიქი და მამასახლისი, მოწმე იოსებ თბილელის მიერ ხოჯა ბარხუდარასათვის მიცემული ხარჯის წიგნისა (1667 წ. №66).
ანტონა
დედოფლის ანბარდარი, მოწმე ხანგანოსათ აფრიამას მიერ ქაიხოსრო ბარათაშვილისათვის მიცემული სახლების ნასყიდობის წიგნისა(1683წ. XII. Qd-8563).
ანტონაშვილი
ახალციხელი გლეხი, იოსებ ყანჩაელის წინამძღვრობის დროს იგი თავისი ნებით შეეწირა მღვიმის მონასტერს (1682 წ. შმმის. 82).
ანტონაშვილი
გორს მცხოვრები, ამილახვრის ყმა, საამილახვრო დავთრის მიხედვით, ევალებოდა ლაშქრობა (XVII ს.II ნახ. 1448-5032).
ანტონაშვილი
კუარხითს მცხოვრები, თანიას ყმა, ბოგანო, მოლაშქრე, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა მშვილდით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 448-5032).
ანტონაშვილი ბერი - შვილი პაატა ანტონაშვილისა, იხ.
ანტონაშვილი გოგინა
ახალქალაქელი, ჰყავს ძმა ოჰანა, მისი წისქვილის რუ შიომღვიმის წინამძღვრის, იოსებ ყანჩიელის მამულში და ზარიძის ნავენახევში გადიოდა. ყანჩიელმა მას რუ დაანება იმ პირობით, რომ ყოველ წელიწადს, ყველიერის ხუთშაბათს, ამილახორის ლიტრით, თითო ლიტრა სანთელს ბეგარად გადაიხდიდა (1682 წ. 1449-1876).
ანტონაშვილი თამაზა - შვილი პაატა ანტონაშვილისა, იხ.
ანტონაშვილი ოჰანა - ძმა გოგინა ანტონაშვილისა, იხ.
ანტონაშვილი პაატა
სამწევრელი, ჰყავს შვილები: თამაზა, ბერი. მიჰყიდა შერმაზან ხაშარაძეს ერთი დღის მიწა თავისი ძმისა და მეკარვიშვილის მიწებამდე (1681 წ. 1448-8782).
ანტონაშვილი პაპუნა
კუარხითს მცხოვრები, თანიას ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით, მისი კომლიდან ორ კაცს ევალებოდა შუბით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
ანტონე
მეეგვტრე ვაჰანის მონასტერში. მის დროს შესწირა მურვან ღარიბასძემ ვაჰანის მონასტერს მამულები და გაიჩინა წირვა-პანაშვიდი (1393 წ. Ad-933. კეფი 11 v, 12 v).
ანტონე
გოგიტა არდაშერაშვილის მეზობელი, მოწმე ნიკოლოზ პალატისშვილის მიერ გოგიტა არდაშერასშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1477 წ. VII. 4. Qd-9814 ა).
![]() |
6.47 ანტონი || ანტონ |
▲ზევით დაბრუნება |
ანტონი
დედის ძმა მელქისედეკ კათალიკოსისა. მას უჩუქებია მელქისედეკ კათალიკოსისათვის „ანდრია სალოსოს ცხოვრება“, რომელიც მელქისედეკმა შესწირა სვეტიცხოველს ([1029-1033 წწ.] 1448-5018 ა).
ანტონი
ჭყონდიდელ-მთავარეპისკოპოსი, მწიგნობართუხუცესი და პროტო ოპერტიმოსი, მას წყალი გაუყვანინებია სხალტბიდან შიომღვიმის მონასტერში. მისივე თხოვნით, თამარ მეფემ მღვიმის მონასტერს „წყლის მკაზმავად“ შესწირა ორი კომლი სასეფო გლეხები: სვიმონ, გიორგი და იაბერ ქოსაისძენი ([1195 წ.] Ad-81).
ანტონი
იშხნელ-ყოფილი, საწოლისა და საჭურჭლის მწიგნობარი, დაამტკიცა არსენ ჭყონდიდლის მიერ მგელა აბულახტარისძისათვის მიცემული სოფლის წყალობის დაწერილი ([1241-1242 წწ.) 1448-5003).
ანტონი
[გარეჯის] უდაბნოს მოღვაწე, დაამტკიცა კახა თორელის მიერ რკონის მონასტრისათვის ბოძებული შეწირულების დაწერილი ([1260 წ.] Sd-2859).
ანტონი
მოძღვართ-მოძღვარი, დავით მეფის მწირველი გელათის მონასტერში. მისი რჩევითა და თანხმობით, თამარ დედოფალმა, დავით ნარინის მეუღლემ, შესწირა გელათის მონასტერს სოფელი კვახჭირი ([1260-1267 წწ.] ქისკ. №34).
ანტონი (ვარ. ანტონ)
დამწერი და მოწმე: იონაშელთა და ლაჩოგრაშელთა მიერ ოყოლდაშელთათვის მიცემული დაწერილისა მპარავის გადაცემის შესახებ (XIV ს. ბოლო. სძ. II. №60 ა), იყოლდაშელთა მიერ ნასყანისათვის მიც მული დაწერილისა მპარავის გადაცემის შესახებ (XIV ს.ბოლო. სსძ. II. № 60 გ).
ანტონი (ვარ. ანტონ)
დამწერი და მოწმე: ქოჩორიანთ მიერ ბენდან ვახთანგიანისათვის მიცემული დაწერილისა მოკეთეობის შესახებ (XIV ს. ბოლო სსძ. II. №77), ბენდე ვახთანგიანის მიერ სეტის მთავარმოწამისათვის მიცემული დაწერილისა შვილად დაწერის შესახებ (XIV ს. ბოლო. სსძ. II. №2 ბ).
ანტონ
მოძღვარი, თავმდები ამროლიანის მიერ ივანე სეტიელისათვის მიცემული დაწერილისა ვახთაგიანისეული დედულის დანებების შესახებ (XIV -XV სს. მიჯნა. სსძ. II. № 92).
ანტონი
ქართლის მთავარეპისკოპოსი, დაამტკიცა ალექსანდრე მეფის მიერ ქვათახევის მონასტრისათვის ბოძებული სააღაპე წიგნი (1442. Ad-504).
ანტონი
ვაჩიძორის მოძღვარ აბრამისადმი მიწერილ წერილში იგი ურჩევს აბრამს, რომ თუ თავისთვის ავი არ უნდა, პატრონ ზაზას უნახავად ციცი არ უნახა და სასწრაფოდ წამოსულიყო (XV ს. I ნახ. აეკოჩ. 63-64).
ანტონი
ტფილელი, მისი თბილელობის დროს გუგუნა ბარათაშვილმა განუახლა სოფელ ხეკორძის შეწირულება სიონის ღმრთისმშობლის საყდარს (1523 წ. 1449-1537); მონაწილეობა მიიღო გუგუნა, ქუმსი და სხვა ბარათაშვილების გაყრაში (1523 წ. Ad-1299 ა).
ანტონი
გენათელი მთავარეპისკოპოსი, მისი მოღვაწეობის დროს დაიწერა გიორგი მეფის მიერ გელათის მონასტრისათვის მიცემული ყმა-მამულის შეწირულების წიგნი (1568 წ. VIII. 30. Sd-2901).
ანტონი
ხელი ჩაურთო დედოფალ ნესტანდარეჯანის მიერ ჯვრის მოასტრისათვის ბოძებულ შეწირულების წიგნს (1588 წ. VII. 3. 1450-51/178).
ანტონი - [1556]-[1591] წწ.
ჭერემელი ეპისკოპოსი, ფილიპე ამბა-ალავერდელთან ერთად პირობა მისცა: დომენტი კათალიკოსს „რჯულის საქმეში“ ერთგულების შესახებ ([1556-1560 წწ. Ad-1892), ქართლის კათალიკოს-პატრიარქ ნიკოლაოზს, რომ სანამ მისგან მობარებული ანდრონიკაშვილი, ჯორჯაძე, ჭავჭავაძე და აგრეთვე აზნაურიშვილები საჭირო წესსა და საწირავს არ შეასრულებდნენ, მანამდე არც ჟამს უწირავდა და არც საწირავს აიღებდა მათგან ([1562-1591 წწ.] Ad-1632).
ანტონი
„მთავარანგელოზთ“ წინამძღვარი, მოწმე მოსეს მიერ იოვანე კათალიკოსისათვის მიცემული პირობის წიგნისა (1613 წ. 1449-2640).
ანტონისშვილი აშოთან
ჰყავს შვილი იასე, ძმისწული სვიმონ. პირობა მისცა ევდემოზ კათალიკოსს კეთილმოყვრობის შესახებ ([ 1695-1697 წწ.] Hd-7264).
ანტონისშვილი იასე - შვილი აშოთან ანტონისშვილისა, იხ.
ანტონისშვილი სვიმონ - ძმისწული აშოთან ანტონისშვილისა, იხ.
ანუზა
გორუმს მცხოვრები, ჰყავს ძმა ყაზარა, რომელიც მის ნაცვლად ერთწილად ერგო [თურქისტანიშვილს] (1626 წ.1450-50/83).
ანუკა
ბატონი, იყიდა ზისელ აბრამაშვილისაგან ატენს სასახლე და კალო-საბძელი (1652 წ. 1450-36/197).
ანუკა
მანუჩარ ციციშვილის ასული (1671 წ. 1450-51/70), თანამეცხედრე სახლთუხუცეს ზაზა [ციციშვილისა], იხ.,იყიდა იმედა ფანიაშვილისაგან ნიჩბისში გუგუნას ვენახთან მდებარე ვენახი (1671 წწ. II. 1. 1450-51/70).
ანუკა
სარდლის ქალი, ვახტანგ და სვიმონ დოლენჯიშვილებმა მისგან აიღეს ვალი - შვიდი თუმანი და გირაოდ მისცეს თავიანთი მკვიდრი ყმა - უმეკაშვილი (XVII ს. Qd-3824 ფრაგმ.).
ანშელაშვილი გიორგი
მოწმე ბერიკა ბესიაშვილის მიერ მანუჩარ თუმანიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1669 წ. Sd-11).
![]() |
6.48 ანჩაბაძე || ამჩაბაძე |
▲ზევით დაბრუნება |
ამჩაბაძე ალთუმიშარ
მოწმე ალექსანდრე მეფის მიერ კაციბერ თოფურიძისათვის მიცემული სასისხლო სიგელისა ([1484-1510 წწ.] V. 7. ქმ. №1608 სას.).
ანჩაბაძე-აფხაზი გიორგი
გაზრდილი როსტომ მეფისა, მეფემ შერთო მას დავით გუშფარიშვილის ობოლი ქალიშვილი და დაუმტკიცა მისი (დავითის) მამული (1653 წ. Qd-1653).
ანჩაბაძე მურზაყან
დაესწრო კაცია ჩიქუანთან ერთად მამაში შერგელაიასა და გამახადი კაკაჩიას შორის დავის გარიგებას ([1680 წ.] სმ. I. 248-249).
ანჩაბაძენი
ქაიხოსრო გურიელის მიერ აჭის წმინდა გიორგისათვის მიცემულ ყმების შეწირულების წიგნში აღნიშნულია, რომ ისინი ქაიხოსრო გურიელმა ტყვედ ჩაიგდო ოზურგეთის სასახლეში გამაგრებულ ვამეხ დადიანზე თავდასხმის დროს ([1658-1660 წწ.] APГA 192-93).
ანძაველნი
სამცხე-საათაბაგოს თავადთა სიის მიხედვით, ისინი, სასაფლაოთი,მონასტრით და კარის ეკლესიით, ეკუთვნოდნენ მცხეთის საკათალიკოსო სამწყსოს ([1516 წ.] Ad-91).
ანჯიყაფაშვილები
ფიტარეთის ღმრთისმშობლის ყმები, შეწირულნი იყვნენ ორბელიშვილთა საფლავისათვის. დროთა ვითარებაში ისინი ორბელიშვილებს დაჰკარგოდათ. გიორგი ბატონიშვილმა განუახლა მათი წყალობა პაპუნაბეგ ორბელიშვილს ისევ ფიტარეთისათვის შესაწირად (1677 წ. Ad-1357).
ანჯიყაფაშვილი ბაგრატ
მოწმე გუდარეხელთა და ღორისთაველთა შორის სასაზღვრო დავის გარიგების წიგნისა (1653 წ. V. 10. Hd-14671).
აპზაღარისშვილი-პაპისაშვილი გიორგი
ჰყავს შვილი სათხოპ. ალექსანდრე მეფემ მიჰყიდა მას აპზაღარისშვილთაგან ადრევე ნაყიდი და შემდგომში ნაძალადევად წართმეული ყინცვისის მონასტერი, ბებურეთუბანი, გიორგული, ხოლური, მარიამული მიწები (1417 წ. XII. 1. 1450-26/110).
აპზაღარისშვილი სათხოპ - შვილი გიორგი აპზაღარისშვილ-პაპისაშვილისა, იხ.
აპრელაშვილი არაქელა
სამწერელი, მასთან ერთად ალიხანა უსუფაშვილმა, ბერმა და ბერუა ქურციკაშვილებმა, მამასახლისმა იაგანამ, ხუცესმა ტერ-აკოფამ, ასნაორაშვილმა დავითმა, ყარახანა ხერკაშვილმა, ყაზარა ზეგელაშვილმა, შანარა ხოციკაშვილმა, არაქელა მარქარაშვილმა და კაკოზამ პაპია შანშიაშვილს მიჰყიდეს თავიანთი ვენახები (1663 წ. V. 5. 1450-10/9 ა).
აპრილაშვილი ფოცხვერა
ბარაუნში მცხოვრები, ნიკოლოზ კათალიკოზმა იგი, მამულითურთ, უწყალობა გედეონ ელიოზისშვილს (1588 წ. Hd-2526).
აპრიჰა
მექვაბე, მოწმე მითარას მიერ ალავერანა საფარაშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1672 წ. 1448-3615).
არაბაშვილი პაატა
ქრცხილვანს მცხოვრები, რატი და გიორგი [მაჩაბლების] ნაქონი ყმა-გლეხი. გიორგი მეფემ იგი უწყალობა ალხაზ მაჩაბელს (1678 წ. 1448-521).
არაბიძე
ქვედში მცხოვრები, ერისთავმა მირიან ჭარელისძემ იგი, მამულითურთ უწყალობა თავის აზნაურს - გიორგი შერაზანიშვილს (XV-XVI სს. ქმ. №1024).
არაბიძე
ჭალას მცხოვრები, ალექსანდრე მეფემ იგი შესწირა გელათის მონასტერს ([1484-1510 წწ.] 1449-1585).
არაბიძე ბედია
მისგან უყიდია მამული რამინა ჭიგრიძეს ჭალაში (XVI ს. I მეოთხ. Hd-1552 იზ).
არაბიძე ბედინა - შვილი მამიზბედა არაბიძისა, იხ.
არაბიძე გიორგი - შვილი მამიზბედა არაბიძისა, იხ.
არაბიძე მამიბედა
ჰყავს შვილები: ბედინა, გიორგი. მიჰყიდა მჩხიკვეთის ფონას მიწა იობ ფადლაძეს (XVI ს. I მეოთხ. Hd-1552 კ).
არაბიძე მინდობაი
ქალაქელი ხელოსანი, მოწმე ნასყიდა ბანცაძის მიერ გელათის მოძღვართ-მოძღვრის, ილარიონისა და წინამძღვარ მელქისედეკ აბაშიძისათვის მიცემული პირობის წიგნისა ბეგრის მოუშლელობის შესახებ (1505 1519 წწ.] 1449-1670).
არადაშვილი იასონ
ამილახვრის აზნაურიშვილი, მოწმე გარსევან სამაღანიშვილსა და მამუკასა და გიორგის შორის საქონელზე დავის გარიგების წიგნისა (XVII ს. II ნახ. 1450-29/142).
არაზა
ოფრეთელი, მას, ასატურასა და თუმინას ეკავათ მიწა, რომელზედაც მათ ედავებოდა მარიამ დედოფლის ყმა, ალიხანა [იაგულაშვილი]. დედოფლის ბრძანებით, დავა გაარჩიეს სომხითის მელიქმა ყორხმაზბეგმა და ოფრეთის მოურავმა ავთანდილმა. სადაო მიწის ადგილას ადრე ტყე ყოფილა, რომელიც ხო[რ]ხმელელებს ეკუთვნოდათ. ოფრეთელებს ეს ტყე გაუკაფავთ, ამიტომ მარიამ დედოფალმა ეს მიწა ალიხანას მიაკუთვნა ([1634-1675 წწ.] 1450-9/109).
არათანაშვილები
გენაფერისს მცხოვრებნი, შედიოდნენ წილკნელის სამწყსოში, „დრამა არ ედოთ“. თუ მათი სახლის უფროსი კაცი ან ქალი მოკვდებოდა, უნდა გადაეხადათ საწილკნელო სარგო: კაცზე - მთელი საწირავი,ცხენი, იარაღი ქალზე - ერთი საწირავი და ერთი ნიშანი, ერთ დღეს მღვდლის მასპინძლობა, ერთ დღეს - ჩაყენება, ხარი და მარჩილი (1669 წ. 1448-5013).
არაქელა - : ტერ-არაქელა
ლუარსაბ მეფემ სიონის ეკლესიას განუახლა მისი ქულბაქის გვერდით მდებარე სასახლის შეწირულება (1552 წ. 1449-1498).
არაქელა
სომეხი, ავთანდილ პაპუნასშვილის ყმა, მოწმე ავთანდილ პაპუნასშვილის მიერ როსტომ ყორღანაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1612 წ. III. 1450-1/105).
არაქელა
ტაბახმელის მამასახლისი, მოწმე ოვათეღას მიერ შიოშ სოლაღაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1623 წ. IX. 28. 1450-28/195).
არაქელა - [სახლიკაცი] თულუხაშასი, იხ.
არაქელა
მოწმე მხითარა წურიკაშვილის მიერ ესტატე ფრანგიშვილისათვის მიცემული ქულბაქის ნასყიდობის წიგნისა ( 1637 წ. VIII. 25. 1450-53/111).
არაქელა
ტაბახმელას მცხოვრები, ერთი კომლი. დათუნა, თამაზა და ბიძინა სოლაღაშვილებს შორის სამამულე დავის გარიგების შემდეგ იგი დარჩა დათუნას (1646 წ. Sd-744).
არაქელა - 1652-1685 წწ.
მემარნე, მოწმე ჰასან მირზაშვილის მიერ პაპია შანშიაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1652 წ. I. 13. 1450-6/14), დავით ყადინაშვილის მიერ ბაინდურ გოგიბაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1685 წ. III. 3. 1450-7/26).
არაქელა
მეკურტნე, მოწმე ალიხანა უსუფაშვილისა და სხვა სამწერელების მიერ პაპია შანშიაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1663წ. V. 5. 1450-10/9).
არაქელა
შვილი მუნთოასი, ჰყავს; ძმა ბეჟან, შვილები: ძამა, აზაფერიჯანა. იყიდა თავისი განაყოფის, სტეფანასაგან სახლი და ეზო თოფჩიშვილის, ქარუმაშვილის, ხოჯა-ბარხუდარას და ბაღდასარას სახლებამდე ჭიშკრის გარეშე, რადგან იგი ბაღდასარასი ყოფილა (1664 წ. 1. 6. 1450-18/77).
არაქელა
გარსევან იორდანაშვილის ყმა, მისვლია ქალაქის მეითარ მანუჩარს, რომელმაც იგი შეისყიდა გარსევან იორდანაშვილისაგან (1670 წ. V. 1. Hd-9701).
არაქელა - 1671-1686 წწ.
მეჯინიბე, მოწმე: დავით ტერტერაშვილის მიერ ადუა არეშისშვილისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1671 წ. X. 17. 1450-14/16), იარალის მიერ სალმახანა მელიქსეთაშვილისათვის მიცემული ნასყიდობის განახლების წიგნისა (1683 წ. I. 5. 1448-1291), მელქინა სულხანიშვილის მიერ ბეჟან როსტომაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1686 წ. 1450-8/95).
არაქელა
მოწმე იაგანა პაპუაშვილის მიერ პაპია შანშიაშვილისათვის მიცემული ქრთამის წიგნისა (1673 წ. XI. 1450-7/6).
არაქელა: ტერ-არაქელ
გივი ამილახორმა მას ამოუკვეთა სამოურაო და ულაყი (1679 წ. მატ. №252.8).
არაქელა
ლორტუკაანთ მერაბასშვილმა ამოანამ მახარობელს მიჰყიდა ბაღჩის ადგილი, რომელსაც ესაზღვრებოდა მისი სახლი (1682 წ. XI. 1. 1450-5/175).
არაქელა
სასახლის თავლიდარი, დამწერი და მოწმე დავით ყანდინაშვილის მიერ ბაინდურ გოგიბაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1685 წ. III. 3. 1450-5/56).
არაქელა : ტერ-არაქელა
ვანქის ხუცესი, მოწმე ყამაზანთ შაჰპარუნასშვილ თამაზას მიერ აბესალამათ ფასინასათვის მიცემული დუქნებისა და მიწის ნასყიდობის წიგნისა (1686 წ. X. 6. 1448-1089).
არაქელა
მისი მიწა იყო ერთ-ერთი საზღვარი გიორგი ხოსრუაშვილის მიერ ნასყიდა ბერაძისათვის მიყიდული მიწისა (1691 წ. I. 10. Ad-971).
არაქელა - 1695-1696 წწ.
აღეკს მცხოვრები, ლევანბეგ მელიქის შვილმა მიჰყიდა ალავერდა [იაგულაშვილს] მისი მიწის ზევით მდებარე მიწა (1695 წ. V. 15. 1450-9/125). მისი მიწა ესაზღვრებოდა ზაქუმბეგ [ზაქუმიშვილის] მიერ ალავერდა [იაგულაშვილისათვის] მიყიდულ მიწას (1696 წ. 1450-9/122).
არაქელა
ყაზაზი, მოქალაქე გარსუასთან ერთად სარქისა ხითარაშვილისაგან ოცდაორ თუმნად ჰქონდა დაგირავებული სამი ქულბაქი რასტაბაზარში (1696 წ.VI. 28. Sd-482).
არაქელა
მეითრის შვილიშვილის, ავთანდილისაგან მას ნაყიდი ჰქონია ბაღი, რომელიც უფრო ადრე ავთანდილის მამის, პაატასაგან დაგირავებული ჰქონია ბაღდინა ამირჯანაშვილს. ბაღდინას შვილებმა და არაქელამ იჩივლეს მოურავთან. რადგან ბაღდინას უფრო ადრე აღმოაჩნდა დაგირავებული ბაღი, ამიტომ მასვე დაუტოვეს, ხოლო არაქელას ბაღდინამ გადაუხადა ექვსი თუმანი, რის შემდეგაც მან ბაღზე ხელი აიღო (1698 წ.VII. 1. 1450-6/173).
არაქელა
მოწმე სარქისა და გასპარა ხითარასშვილების გაყრისა (1699 წ. III. 1. Ad-954).
![]() |
6.49 არაქელასშვილი || არაქელაშვილი || არაქელაანთ |
▲ზევით დაბრუნება |
არაქელასშვილი
ჯანაზიანს მცხოვრები, იგი, მამულითურთ წილად ხვდა იოთამ ბარათაშვილს ([1537-1538 წწ.] VIII. 16. 1450-11/112).
არაქელაშვილი
ბაადურ [ციციშვილის] მიერ გამოფიცული სამწევრისული მიწების ნუსხაში აღნიშნულია, რომ წვერზე მას ეჭირა ყულიაშვილის ნაქონი ერთი დღის მიწა (1671 წ. Hd-833).
არაქელასშვილი
მისი მიწა ესაზღვრებოდა ზაქუმბეგ ალიყულაშვილის მიერ დალალაანთ ზალინასათვის მიყიდულ მიწას (1690 წ. 1450-48/150).
არაქელაშვილი
შერმაზან აბაზაშვილმა მისი ოთხი დღის მიწა მიჰყიდა ბერუა ავთანდილაშვილს ([1690-იანი წწ.] 1450-16/ 102).
[არაქელაშვილი] აბოკამა
განაყოფი სარუხანა არაქელაშვილისა, იხ. არაქელასშვილი აბუა - მოწმე გორჯასპ საგინაშვილის მიერ ქაიხოსრო აბაშისშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1697 წ. XI. 1. 1450-15/5).
არაქელაშვილი ავეტისა
მოწმე გრიქოლა ბაკურაშვილის მიერ მკრტიჩ [ო]ნიკაშვილისათვის მიცემული სახლის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს.შუა ხანები. 1448-5333).
არაქელაშვილი ალიხანა
მოწმე გოგია ჰოქუაშვილის მიერ გიორგი ყორღანაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1678 წ. V. 1. 1450-16/12).
არაქელასშვილი არუთინა - იხ. ოქუაანთ არაქელასშვილი არუთინა
არაქელაშვილი აღა - [ძმა] დავითა არაქელაშვილისა, იხ.
არაქელასშვილი ბეჟუა - იხ. ოქუაანთ არაქელასშვილი ბეჟუა.
არაქელაშვილი ბერიკა
კარსნელი, მოწმე გაგულას მიერ ქიტასათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1661 წ. XI. 15. Ad-1806).
არაქელაშვილი ბერუა
მოწმე სარქის ხეჩუაშვილის მიერ მეარყე შერმაზანასათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1682 წ. XI. 1. 1450-5/5 1)
არაქელაშვილი გიორგი
მის მიწამდე მიჰყიდა სეხნია საგინაშვილმა ვარდუა მარქარაშვილს თავისი სამკვიდრო მამული (1690 წ. II. Hd-5151).
არაქელასშვილი დავითა
ბეჟან ზაქუმიშვილის ყოფილი ყმა, ჰყავს ძმა აღა, რომელთან ერთადაც უღალატა თავის ბატონს და გადაიხვეწა. მისი წისქვილი, რომელიც ადრე ეკუთვნოდა ხოსროვა დალალაშვილის ყმას - პარავაშვილს, ბეჟან ზაქუმიშვილმა მიჰყიდა ისევ ხოსროვა დალალაშვილს (1664 წ. 1450: 48/146, 48/147).
არაქელაშვილი ევანეზა
მოწმე გოგია ჰოქუაშვილის მიერ გიორგი ყორღანაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1678 წ. IV. 1. 1450-16/12).
არაქელასშვილი ზურაბ
ქიძაფელი, ჰყავს შვილი პაატა პაპუნა იარალისშვილს ეყმო ვალის გამო, მისი „მზითვის მოახლე“ შეირთო და თავისი შვილიც პაპუნას მიჰყიდა (1682 წ. Sd-568).
არაქელაშვილი თუმანა - [შვილი] სარუხანა არაქელაშვილისა, იხ.
არაქელასშვილი კარაპეტა
ხოჯა, მოწმე ქიშვარ თუმანიშვილის მიერ ტერ-ასატურა პარვართაშვილისათვის მიცემული მიწისა და ქულბაქის გაცვლის წიგნისა (1482 წ. Hd-8711 ა).
არაქელასშვილი კირაკოზა
ბოგისხევს, მისი ვენახის თავთან, თაყა ასანბეგიშვილმა მიჰყიდა როსტომ ყორღანაშვილს მჭედლიშვილის ორი დღის მიწა (1678 წ. 1450-1/113).
არაქელაშვილი მამაჯანა
ბაადურ [ციციშვილის] სამწევრისული მიწების ნუსხაში აღნიშნულია, რომ მას ეჭირა ახალდაბას სახლ-კარი, კალო და საბძელი (1671წ. Hd-833).
არაქელასშვილი ნასყიდა - იხ. ოქუაანთ არაქელასშვილი ნასყიდა
არაქელასშვილი ოჰანა
ნალბანდი, მოწმე არუთინ ოჰანასშვილის მიერ მისი ძმის, მურადასათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1699 წ. III. 6. 1450-23/103).
არაქელასშვილი პაატა - შვილი ზურაბ არაქელასშვილისა, იხ.
არაქელაშვილი (ვარ.არაქელაანთ) სარუხანა - 1690-1699 წწ.
ჰყავს [შვილი] თუმანა, განაყოფი აბოკამა. ზალინა ხოსროვასშვილს მიჰყიდა ფალევაანთ ზა[ა]ლის მიწა, აიღო ფასი - ოცი მარჩილი თეთრი (1690 წ. V. 7. 1450-48/142); მისი მიწა ესაზღვრებოდა ზაქუმ [ზაქუმისშვილის] მიერ ალავერდა იაგულაშვილისათვის მიყიდულ ახოს, მოწმეა ამ ნასყიდობისა (1699 წ. V. 10. 1450-9/119).
არაქელასშვილი ტერ-სუქიაზა
მოწმე ფრიდონა ამირბოქაშვილის მიერ სათალმიშა საქუაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1697 წ. V. 27. Sd-763).
არაქელაშვილი სუხანა
მოწმე ოთია ლაშხიშვილის მიერ მანუჩარ თუმანიშვილისათვის მიცემული ყმის ნასყიდობის წიგნისა (1669 წ. IV. 1. Sd-40).
არაქელაშვილი წატურა
ღორისთავს მცხოვრები, იგი, მამულითურთ, მიჰყიდა გუგუნა ბარათაშვილმა მდივანბეგ ვახტანგ [ბარათაშვილს] (1681 წ. Hd-9674).
არდაზა
კაკელაში მცხოვრები, თეიმურაზ მეფემ იგი შესწირა ალავერდს თავისი თანამეცხედრის, ანას სულის სააღაპედ (1612 წ. V. 10. 1448-5017).
არდაზიანდი
როსტომ მეფის მიერ მერაბ ყორღანაშვილისათვის მიცემულ მამულის თარხნობის წიგნში აღნიშნულია, რომ მას ეკუთვნოდა სოფლები: შავნი, ფიცხისი და მოქრისი (1634 წ. VI. 27. 1448-3265).
არდაზიანდი
მოწმე პაპუნა ფავნელისშვილის მიერ დათუნა ქრისტესიასშვილისათვის მიცემული ახოს ნასყიდობის წიგნისა (1700 წ. IV. 1. 1448-4307).
არდაზიანდიშვილები
[ბარათაშვილების] გაყრის წიგნის მიხედვით, გერმანოზსა და მის ძმებს: თაყას, გოსტასაბს, ფალავანხოსროს ერგოთ აზნაურიშვილები არდაზიანდიშვილები (1523 წ. Ad-1299 ა).
არდაზიანდიშვილები
როსტომ მეფემ იარალი ყორღანაშვილს უწყალობა მათი ნაქონი ყმა-მამული: სოფელი ვანანი, ერთი გლეხი, ერთი ნაოხარი საკომლო (1635 წ. IX. 10. Qd-2432).
არდაზიანდიშვილი
როსტომ მეფემ ფარეშთუხუცეს პაატა ჯავახიშვილს განუახლა წოდორეთს მისივე მკვიდრი მამულის წყალობა არდაზიანდიშვილისაგან ნაყიდ მამულთან ერთად (1651 წ. Hd-14426).
არდაზიანდიშვილი გიორგი
ჰყავს ძმა პაპუნა (1635 წ. 1449-2649, Qd-2432), [შვილი] შიოშ (1635 წ. 1449-2649), მათთან ერთად იხსენიება როსტომ მეფის მიერ მერაბ ყორღანაშვილისათვის მიცემულ მამულის წყალობის წიგნში. იგი ძმასთან ერთად ლალა-ფაშას დროს ლისიდან აყრილა და ხიზნად მისულა შავნში. შავნი, მოქრისი და ფიცხისი სვიმონ მეფისაგან „უშოვია“. შავნზე შესცილებიან იოვანე და ამილღამბარგოსტაშაბისშვილები, რომელთაგან გამოუსყიდია ეს სოფელი. მისი [შვილი], შიოშ ლუარსაბ მეფეს გაჰყოლია (1635 წ. IX. 10. Qd-2432. 1635 წ. XI. 14. 1449-2649).
არდაზიანდიშვილი ილარიონ
მოწმე დათუნა ნამორაძის მიერ ხოხონანამორაძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1670 წ. 1450-33/354).
არდაზიანდიშვილი პაპუნა - ძმა გიორგი არდაზიანდიშვილისა, იხ.
არდაზიანდიშვილი შიოშ
[შვილი] გიორგი არდაზიანდიშვილისა, იხ. არდაშა - 1687-1690 წწ. მგალობელი, „შუამდგომელი და გარდამწყვეტი“ ნიკოლოზ ამილახორის მიერ ზაალ ქარსიძისათვის მიცემული სახელოს წყალობის წიგნისა (1687 წ. XII. 5. 1450-29/52); მოწმე კათალიკოს იოვანე დიასამიძის მიერ გარეჯის კრებულისათვის მიცემული ზვრის შეწირულების წიგნისა (1690 წ. III. 20. 1449-1833).
არდაშელ
სვეტიცხოვლის დეკანოზი, მოწმე ბასილა ჭყიტიაშვილის მიერ ავთანდილ ბეგვერდიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1622 წ. I. 1450-35/71).
არდაშელ
მასა და ბოქაულთუხუცეს ფეშანგს დაავალა როსტომ მეფემ ჩერქეზელთა და გარეჯელთა შორის სამამულე დავის გარიგება (1656 წ. III. 24. 1450-26/151), სხვებთან ერთად გაარჩია ჩერქეზელთა და საგარეჯოელთა შორის სამამულე დავა (1656 წ. IV. 2. 1450-26/150).
არდაშელ
ჰყავს [ძმა] ელისბარ. მარიამ დედოფალმა მისი მამული გაათარხნა სახევისთაო გადასახადისაგან (1677 წ. 1450-50/26).
არდაშელ - 1695-1698 წწ.
ბატონის მეღვინე, დამწერი ბადურა ზაალიშვილის მიერ როსტომ ყორღანაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1695 წ. III. 1450-1/77). მანუჩარის მიერ ბერუა ყორღანაშვილისათვის მიცემული მიწების გაცვლილობის წიგნისა (1698 წ. VIII. 15. 1450-16/119).
არდაშელაშვილი შავერდა
ამირასლან და ბერინა მექვაბიშვილებს, როსტომა და ბაისულ აღმურაშვილებს ედავებოდა იმ მამულზე, რომელიც მან დილარგეთის შვილისაგან იყიდა და შემდეგ მექვაბიშვილებსა და აღმურაშვილებს მიჰყიდა. საქმე გაარჩია მდივანბეგმა და სადაო მამული მექვაბიშვილებსა და აღმურაშვილებს მიაკუთვნა (1638 წ. III. 20. H-9814 ბ).
არდაშელისშვილი
იხსენიება ქაიხოსრო ჯავახიშვილისა და მოურავ [გიორგი სააკაძის] დავის განჩინებაში. ქაიხოსრო ჯავახიშვილმა განაცხადა, მოურავის მსახურთა დაჭერა არდაშელისშვილების ბრალი იყოო, ქაიხოსრო ავადმყოფობის გამო დათხოვია არდაშელისშვილს, რომელსაც მისთვის კავთისხევამდე მსახურები გაუტანებია. ქაიხოსრო შინ წასულა, ხოლო მსახურები ჯულფანისშვილისათვის მიუბარებია, რომელსაც ისინი ბატონთან წაუსხამს (1620 წ. IV. 15. Hd-6259).
არდაშელისშვილი დავით
წვერელი, ევალებოდა გამოსაღები - თოთხმეტი ლიტრა ქერი (XVII ს. Qd-6894).
![]() |
6.50 არდაშერასშვილი || არდაშერაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
არდაშერასშვილი გოგიტა
ჰყავს ძმა შავერდა, შვილები: ლაგაურ, პაპია, ნ[ა]ღდია. შვილიშვილები: მამულა, შალვა, მამაგულა. იყიდა ნიკოლოზ პალატისშვილისაგან კრწანისში მისი მკვიდრი ვენახი ლიტრასა და გრიგოლა გოსალასშვილის ვენახებს შუა (1477 წ. VII. 4. Qd-9814 ა).
არდაშერასშვილი ლაგაურ - შვილი გოგიტა არდაშერასშვილისა, იხ.
არდაშერასშვილი მამაგულა - შვილიშვილი გოგიტა არდაშერასშვილისა, იხ.
არდაშერასშვილი მამულა - შვილიშვილი გოგიტა არდაშერასშვილისა, იხ.
არდაშერასშვილი ნ[ა]ღდია - შვილი გოგიტა არდაშერასშვილისა, იხ.
არდაშერასშვილი პაპია - შვილი გოგიტა არდაშერასშვილისა, იხ.
არდაშერასშვილი შავერდა - ძმა გოგიტა არდაშერასშვილისა, იხ.
არდაშერასშვილი შალვა - შვილიშვილი გოგიტა არდაშერასშვილისა, იხ.
არდაშერაშვილი ჯუანშერა
ქალაქს მცხოვრები, კონსტანტინე მეფემ იგი სვეტიცხოველს შესწირა მეზეთედ ევაგრეს კათალიკოსობის დროს (1488 წ. 1449-1175).
არევაშვილი პაპნია
ღვარებს მცხოვრები, ზუბიტას ყმა, გიორგი მეფემ იგი, ძმითა და შვილებით, უწყალობა შერმაზან გლურჯიძეს (1688 წ. V. 16, 1448-524).
არევაძე თამაზა - 1670-1680 წწ.
მოწმე: [ბახუტა] ჯავახიშვილის მიერ თავისი ყმების,ბერის და გიორგისათვის მიცემული მამულის წყალობის წიგნისა (1670წ. სს. II. №87), ბახუტა ჯავახიშვილის მიერ ბერ დათვიასშვილისათვის მიცემული მიწის წყალობის წიგნისა (1680 წ. Hd-8485).
არევჯანა
მოწმე შაყუბათა ბეროაშვილის მიერ დოლმაზა შანშიაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1687 წ. IX. 30, Hd-14179).
![]() |
6.51 არეშაშვილი || არეშაანთ |
▲ზევით დაბრუნება |
არეშაანთ მერაბისშვილი თამაზ
მოლარე, მოწმე და დამწერი ზურაბ ბარათაშვილის მიერ გურგენ ყორღანაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1656 წ. I. 1. 1450-1/102).
არეშაშვილი ალავერანა
თაყა ბარათაშვილის მსახური, მოწმე თაყა ბარათაშვილის მიერ ჯანია ყარაშვილისათვის მიცემული სასახლის ნასყიდობის წიგნისა (1679 წ. VI. 1450-37/244).
![]() |
6.52 არეშიშვილები || არეშიშვილნი || არეშიანნი |
▲ზევით დაბრუნება |
არეშიშვილნი
აზნაურიშვილები, ბარათაშვილთა გაყრის შედეგად ისინი, ამზას გარდა, წილად ხვდნენ გერმანოზ, თაყა, გოსტასაბ, ფალავანხოსრო ბარათაშვილებს (1523 წ. Ad-1299 ა).
არეშიშვილები
ვარხონას მცხოვრებნი, როსტომ მეფემ ისინი უწყალობა ჰასანბეგ ბარათაშვილს (1633 წ. 1448-3267).
არეშიანნი
მათ უფიცრად გაარიგეს ნასოფლარ ზემო შავნის გამო ატეხილი დავა პაპუნა ბარათაშვილსა და მერაბ ყორღანაშვილს შორის (1661 წ. III. 15. Hd-1375).
არეშიშვილები
გიორგი ბარათიშვილსა და მის ძმებს ეცილებოდნენ ვარხონის მიწაზე, მაგრამ საბუთი ვერ წარმოადგინეს და სადაო მიწა დარჩა ბარათაშვილებს (1661 წ. 1450-38/28).
არეშიშვილები
ედავებოდნენ შერმადინ იოთამიშვილს კრეფისა და ვარხონას საძოვრებზე. როდესაც შაჰნავაზ მეფემ შერმადინის სახლიკაცი, ერასტი, სიკვდილით დასაჯა და მისი მამული სახასოდ დადო, არეშიშვილებმა დაუწყეს „ბატონგაწყრომილ“ ერასტის სახლიკაცებს დავა საზღვრებზე. ნაზარალი-ხანმა მდივანბეგ ბარძიმ [ერისთავთან] ერთად გაარჩია საქმე. განაჩენის თანახმად, უნდა დაეფიცებინათ კრეფელები. თუ ისინი ვერ დაიფიცებდნენ, სადაო მიწები არეშიშვილებს დარჩებოდათ (1689 წ. 1450-38/33).
![]() |
6.53 არეშისშვილი || არეშიშვილი || არეშიანთ |
▲ზევით დაბრუნება |
არეშისშვილი
რევისა და მის სანაცვლოდ ხოსია [ბარათაშვილს] ერგო სინჯიბეგაშვილი, ენაგეთს - იოსება ყალანდრისშვილი და ახალშენს - სომეხიშვილები (1640 წ. 1450-11/85).
არეშისშვილი
მოწმე ამილბარ ბეჟიტაშვილის მიერ ოთია ინანიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. შუა ხანებ. V. 11. Sd-1783).
არეშიშვილი
დავით ჭილაშვილმა მის მიწამდე მიჰყიდა მიწა ბაინდურ შანშიაშვილს (1693 წ. VIII. 7. 1450-6/21).
არეშიშვილი ადუა - 1671-1687 წწ.
ჰყავს შვილები: ამირსათა, ზალია, ალიბეგა გიორგი (1671 წ. X. 17. 1450-14/16). იყიდა დავით ტერტერაშვილისაგან დარბაზს ვენახი საწნახლით (1671 წ. X. 17. 1450-14/16); მოწმე: დავით ბარათაშვილ-აბაშიშვილის მიერ სეხნია არეშისშვილისათვის მიცემული ტყისა და მიწის ნასყიდობის წიგნისა (1683 წ. 1450-14/13), დიასამ დიასამიძის მიერ ზურაბ ლარაძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1687 წ. III. 15. 1449-785).
არეშისშვილი ავთანდილ
ჰყავს [სახლიკაცი] [არეშიშვილი] სეხნია, იხ., მოწმე პაპუა ლამაზასშვილის მიერ ქაიხოსრო აბაშისშვილისათვის მიცემული წისქვილის (1690 წ. VI. 1. 1450-15/7) და მიწის (1690 წ. V. 23. 1450-15/49) ნასყიდობის წიგნებისა.
არეშიშვილი ალავერდი - შვილი ალიხან არეშიშვილისა, იხ.
არეშიშვილი ალიბეგა - შვილი ადუა არეშიშვილისა, იხ.
არეშიშვილი ალიხან
ჰყავს შვილი ალავერდი, გერმანოზ ბარათაშვილს გაუცვალა ცოვრეთს ბარათიანთაგან ნაყიდი სავენახე მიწებიდან მისი წილი „მყვირალაურის ვენახისაკენ“ მდებარე მიწა, ვანქს თავისი და შაჰყულას კუთვნილი მიწები ფალავანხოსრო [ბარათაშვილის] კუთვნილ ოთხი დღის სარწყავ მიწაზე (1638 წ .IV.4. Hd-6261).
არეშიშვილი ამზა
აზნაურიშვილი, [ბარათაშვილების] გაყრის შედეგად იგი ერგო გუგუნას (1523 წ. Ad-1299 ა).
არეშიშვილი ამირსათა - შვილი ადუა არეშიშვილისა, იხ.
არეშიშვილი ასლამაზ
ჰყავს [სახლიკაცები]: ვახუშტი, გარსევან, იოსაფათ, ელიზბარ, ასლან. სვიმონ მეფემ მას უწყალობა ხრამის ხეობაში სოფელი ვარხოვნა (1583 წ. V. 25. 1448-2330).
არეშიშვილი ასლამაზ - ბიძაშვილი პაპუნა არეშიშვილისა, იხ.
არეშიშვილი ასლან - [სახლიკაცი] ასლამაზ არეშიშვილისა, იხ.
არეშიშვილი გარსევან - [სახლიკაცი] ასლამაზ არეშიშვილისა, იხ.
არეშიანთ გარსუაშვილი გრიგოლ - ძმა არეშიანთ გარსუაშვილ შერმაზანასი, იხ.
არეშიანთ გარსუაშვილი (ვარ. არეშისშვილი) შერმაზანა - 1619-1627 წწ.
ვერხონას მცხოვრები, აზნაურიშვილი, ჰყავს ძმა გრიგოლ (1627 წ. Hd-1679). იგი ანა დედოფალმა უწყალობა ქაიხოსრო ბარათაშვილს (1619 წ. 1450-12/110), სვიმონ მეფემ - ფალავანხოსრო ბარათაშვილს (1627 წ. VI. 28. Hd-1679).
არეშიშვილი გიორგი - შვილი ადუა არეშიშვილისა, იხ.
არეშისშვილი გორჯასპ
მოწმე სეხნია შემაზასშვილის მიერ პაპუა ყაფლანიშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1692 წ. V. 10. Sd-620).
არეშიშვილი გურგენ - 1652-1700 წწ.
პაპუნა გოსტაშაბისშვილის ყმა (1671 წ. Hd-2236), ბარათაშვილების მსახური (1673 წ. Hd -6020), შვილი პაპუნა არეშიშვილისა, იხ. მოწმე: პაპუნა გოსტაშაბისშვილის მიერ თაყა ასანბეგისშვილისათვის მიცემული ყმა-მამულის გაცვლის წიგნისა (1671 წ. II. Hd-2236), ბარათაშვილების მიერ პაპუნა გოსტაშაბიშვილისათვის მიცემული ვენახის გაცვლილობის წიგნისა (1673 წ. Hd-6020), პაპუნა გოსტაშაბისშვილის მიერ თავისი შვილიშვილის, თინათინისათვის მიცემული ღვალოვნისა და ქოთიშის მოურაობის წყალობის წიგნისა (1700 წ. Hd-7255).
არეშისშვილი დუშია - სახლიკაცი სეხნია არეშისშვილისა, იხ.
არეშიშვილი ელიზბარ - [სახლიკაცი] ასლამაზ არეშიშვილისა, იხ.
არეშიშვილი ვახუშტი - [სახლიკაცი] ასლამაზ არეშიშვილისა, იხ.
არეშიშვილი ზალია - შვილი ადუა არეშიშვილისა, იხ.
არეშისშვილი თამაზ
მისი ექვსი მარჩილი ემართა მურადა დუთასშვილსა და მის ძმებს, რისი თამასუქიც მევალეებს დაჰკარგოდათ. მურადამ ვალი გადაიხადა, რის შემდეგაც თამაზ არეშისშვილმა მისცა მას თამასუქის ბათილობის წიგნი (XVII ს. ბოლო. 1450-5/55).
არეშიშვილი თიმანა - ძმა ოთმანა არეშიშვილისა, იხ.
არეშიშვილი იოსაფათ - [სახლიკაცი] ასლამაზ არეშიშვილისა, იხ.
არეშიშვილი მერაბ - ძმა ოთმანა არეშიშვილისა, იხ.
არეშიშვილი ნარიმან - ძმა ოთმანა არეშიშვილისა, იხ.
არეშიშვილი ოთმანა
სახასო ყმა, ჰყავს ძმები: შერმაზან, სალუყაზანა, ნარიმან,თიმანა, მერაბ, პაპია. როსტომ მეფემ მას უწყალობა ამოვარდნილი რევაზისშვილის სახლი და დაუბრუნა არეშიშვილთა კუთვნილი ნარიმანისეული მამული, რომელიც ჯერ ელიზბარს ეჭირა, შემდეგ კი დაესაკუთრებინათ ბარათაშვილებს (1646 წ. 1450-14/10).
არეშიშვილი პაპია - ძმა ოთმანა არეშიშვილისა, იხ.
არეშიშვილი პაპუა - 1689-1690 წწ.
მოწმე: ოთარ ჯიმშიტაშვილის მიერ ქაიხოსრო აბაშიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1689 წ. XI. 15. 1450-15/8), პაპუა ლამაზასშვილის მიერ ქაიხოსრო ბარათაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1689 წ. XI. 15. 1450-15/50), პაპუა ლამაზასშვილის მიერ ქაიხოსრო ავთანდილიშვილისათვის მიცემული წისქვილის ნასყიდობის წიგნისა (1690 წ. VI. 1. 1450-15/7).
არეშიშვილი პაპუნა - 1652-1670 წწ.
ჰყავს: ბიძაშვილი ასლამაზ, შვილები: გურგენ, როსებ (1652, 1654 წწ. Sd-20, 1448-2928), როინ (1654 წ. 1448-2928), როსტომ მეფემ მას უწყალობა ამოვარდნილი გერმანოზ ბარათაშვილის ნაქონი ვენახი ვაძას (1652 წ. Sd-20); იყიდა მერაბ აბაშიშვილისაგანა ეცოს ქვეშ ღელე (1654 წ. 1448-2928); მოწმე: მამუკა ბორძელსა და პარუნ სარქისას შვილებს შორის სამამულე დავის გარიგებისა (1656 წ. VI. 28. Hd-14657), წატურა ყადიაშვილის მიერ ზა[ა]ლ იაგულაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1670 წ. 1450-9/151), ფარსადან შიხაშვილისა და ხეჩიკაშვილის მიერ ალავერდა ალიხანაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნ ნისა (XVII ს. II ნახ. 1450-9/154).
არეშიშვილი როინ - შვილი პაპუნა არეშიშვილისა, იხ.
არეშიშვილი როსებ - შვილი პაპუნა არეშიშვილისა, იხ.
არეშიშვილი სალუყაზანა - 1646-[1658] წწ.
ძმა ოთმანა არეშიშვილისა, იხ. განაყოფი ძმა შერმაზან არეშიშვილისა, იხ.
არეშისშვილი სეხნია
მეშარბათე, ჰყავს მამა ყარაიგით, ძმა ფარსადან, [სახლიკაცები]: ავთანდილ, დუშია. იყიდა დავით ბარათაშვილ-აბაშისშვილისაგან ტყე და მიწა, რომლის ზემო საქცევი ელიზბარას და დათუაშვილის მიწებს ესაზღვრებოდა (1683 წ. 1450-14/13).
არეშისშვილი სეხუა
მოწმე შერმაზან ხურდაყულიშვილის მიერ პაპუა ორბელიშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1699 წ. II. 1450-20/28).
არეშიშვილი სოლაღა - 1655-1656 წწ.
ჰყავს ძმა ჩალაბა (1655 წ. Hd-1704), როსტომ მეფემ იგი, მამულითურთ, უწყალობა პაპუნა ბარათაშვილს (1655 წ. Hd-1704 ); მოწმე პაპუნა გოსტაშაბისშვილის მიერ რამაზასათვის მიცემული მამულის წყალობის წიგნისა (1656 წ. II. 1. Hd-6303).
არეშისშვილი ფარსადან - ძმა სეხნია არეშისშვილისა, იხ.
არეშისშვილი ფრიდონა - 1661-1671 წწ.
პაპუნა გოსტაშაბისშვილის ყმა, მოწმე: პაპუნა ბარათაშვილის მიერ მერაბ ყორღანაშვილისათვის მიცემული ზემო შავნის ნასყიდობის წიგნისა (1661 წ. III. 15. Hd-1375), პაპუნა გოსტაშაბისშვილის მიერ თაყა ასანბეგისშვილისათვის მიცემული ყმა-მამულის გაცვლის წიგნისა (1671 წ. II. 12. Hd-2236).
არეშისშვილი (ვარ. არეშიშვილი) ყარაიგით - 1645-1656 წწ.
მამა სეხნია არეშიშვილისა, იხ., მოწმე; გოშფარ ბარათაშვილის მიერ ყულიჯან ტერტერაშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1645 წ. IV. 1450-34/233), მამუკა ბლორძელსა და პარუნ სარქისას შვილებს შორის სამამულე დავის გარიგებისა (1656 წ. VI. 28. Hd-14657).
არეშიშვილი შერმაზანა (ვარ. შერმაზან)
ძმა ოთმანა არეშიშვილისა, იხ., წილად ჰყავს განაყოფი ძმა სალუყაზანა, მასთან ერთად იგი წილად ხვდა თამაზ [ბარათაშვილს] ([1633-1658 წწ.] 1448-2318).
არეშიშვილი ჩალაბა - [ძმა] სოლაღა არეშიშვილისა, იხ.
არეშიძე დათუნა
თორმანეულს მცხოვრები, „გამდლის კაცი“, ბოგანო, ერთი კომლი, ჰყავს ოთხი ვაჟი. მოხსენიებულია ზემო ქართლის სადროშოს აღწერის დავთარში (XVII ს. II ნახ. Qd-7017).
არეშიძეები
რაჭველები, როსტომ მეფის ძის, ლუარსაბის, იმერეთში ლაშქრობისას მანგლელ ათანასე ტატიშვილის ძმისწულებმა დაატყვევეს ძმები - არეშიძეები (1645 წ .Hd-14443).
არველასშვილი მანდენა
მოწმე სეფიყულა ზაქუმისშვილის მიერ პაპია ტერტერაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1683 წ. V. 2. 1450-9/108).
არზანა
სკრას მცხოვრები, გოშფარ და როინ [ჯავახიშვილების] გაყრის დროს იგი, მამულით, ერგო გოშფარს ([1527-1556 წწ.] Qd-605).
ართომელაძე ისაკ
მოწმე ვახტანგ გურიელის მიერ შემოქმედის ზარზმის ხატისათვის ბოძებული შეწირულების წიგნისა (1572 წ. ახლ. ქსძ VI. №333).
ართუმელაძე ოთანაი
მაჭუტაძის ნაქონი, გიორგი გურიელმა იგი უწყალობა მირზაბეგ თაუდგირიძეს ([1664-1677 წწ.] ლაი. ფ. 800. 1. №1201).
არიაშვილი გიორგი
1656-1690 წწ. ტბეთში მცხოვრები, ჰყავს [სახლიკაცი] ზაქარია არიაშვილი, იხ., მოწმე დათუა ქებაძის მიერ იორამ ნამორაძისათვის მიცემული საბადურის ნასყიდობის წიგნისა (1656 წ. 1450-33/363), პაატა ოტინაშვილის მიერ იორამ ნამორაძისათვის მიცემული საბადურის ნასყიდობის წიგნისა (1690 წ. 1450-33/352).
არიაშვილი ზაქარია - 1684-1690 წწ.
ჰყავს [სახლიკაცი] გიორგი არიაშვილი (1690 წ. 1450-33/352). მოწმე: ზაქარია მახარობლიძის მიერ ხოჯა ხოჯასშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1684 წ. 1450-33/15), პაატა ოტინაშვილის მიერ იორამ ნამორაძისათვის მიცემული საბადურის ნასყიდობის წიგნისა (1690 წ. 1450-33/352).
არიშიანი
მან სთხოვა დავით მეფეს ნიანია ნიანიასძის, გრიგოლ მაოჴრებლის შვილისათვის, მზითევში მიღებული მამულის - ვეძისხევის შეუვალობა(1104-1125 წწ. 1448-1015).
არიშიძე ბეჟია
ჰყავს [სახლიკაცები]: პატა, ხუცი, დავით, ძმები: ზალია, გიორგი. ალექსანდრე მეფემ მას ძველი სიგლის საფუძველზე გაუჩინა სისხლის ფასი - 120 ათასი ძველი კირმანეული თეთრი, სანახშირედ - 1500 თეთრი. დაუდგინა აგრეთვე სისხლის ფასი სხვადასხვა სამართალდარღვევის შემთხვევებზე (1500 წ. 1448-8914 სას.).
არიშიძე გიორგი - ძმა ბეჟია არიშიძისა, იხ.
არიშიძე დავით - [სახლიკაცი] ბეჟია არიშიძისა, იხ.
არიშიძე ზაალ
მოწმე თეიმურაზ მეფის მიერ ბაქარ ბაქრაძისათვის მიცემული ყმა-მამულის დამტკიცების წიგნისა (1492 წ. IV. 9. Sd-3035).
არიშიძე ზალია - ძმა ბეჟია არიშიძისა, იხ.
არიშიძე ლომი
თევარეშოს მცხოვრები, იგი, ციხითა და ორმოცი კომლი კაცით, გადაეცა ჯაფარიძეებს სვანთაგან სისხლის საფასურში (1503 წ. სსძ. II. №27).
არიშიძე პატა - [სახლიკაცი] ბეჟია არიშიძისა, იხ.
არიშიძე სიაოშ
საწოლის მწიგნობარი, მოწმე ალექსანდრე მეფის მიერ სიაოშ ფალავანდიშვილისათვის მიცემული ოქონის დამტკიცების წიგნისა (1488 წ. VII. Hd-8731).
არიშიძე ხუცი
ძმა ბეჟია არიშიძისა, იხ. არმანდ - ცოლი იალდა გოროლანისა, იხ.
![]() |
6.54 არსენ || არსენი |
▲ზევით დაბრუნება |
არსენ - [1123|- [1125] წწ.
ბერი, დავით (IV) მეფის მოძღვარი, მისი ბრძანებით დაუტოვა დავით მეფემ ანდერძი მღვიმის მონასტერს. მას განუცხადა დავითმა თავისი სურვილი მღვიმეში ღმრთისმშობლის სახელობის ეკლესიის აშენების შესახებ. მისი და იოვანე მოძღვარის რჩევით, დავითს მღვიმის მონასტერში სვიმეონწმინდის წესდება შემოუღია. დავითის გარდაცვალების შემთხვევაში არსენს უნდა დაესრულებინა მშენებლობა ეკლესიისა, მასვე დაუტოვა დავითმა კოსტანტინატი და პერპერა კალაპოტის გამოსაყრელად, მოსალესად და მოსახატავად. დაუდგამს მღვიმის მონასტერში დავით მეფის მიერ შეწირული ბროლის, ბაზიჯისა და მინის კანდელები. მის ხელთ იყო ოცდაათი ლიტრა „ვერცხლი წმიდაი“ სასანთლეებისათვის და „სიწმიდის სამსახურისათვის“. მასა და იოვანეს დავითმა მიაბარა ჭურჭელი, „სპარსთაგან ნატაცები“, რომლის გაგზავნაც მონასტერში ევალებოდა დემეტრეს. დავითმა შესწირა სვიმეონ საკვირველმოქმედის მონასტერს მუხრანში ხოდაბუნი იმ წესით, როგორც ამას არსენი დაადგენდა ([1123-1124 წწ.] ქისკ. I. №8). დავითის ანდერძის თანახმად, მას, კათალიკოსთან ერთად, უნდა ერჩია დიმიტრისათვის, თუ როგორ დაერიგებინა დავით მეფის მიერ „ნაშოვნი“ „უმკვიდრო და უმამულო“ მიწები ([1125 წ.] H-2854).
არსენი
კალმახელთა მწირველი, მოწმე კუირიკე და ბასილი ჴარაისძეების მიერ გიორგი მუშერისძისათვის მიცემული დაწერილისა ვალის დაბრუნების შესახებ (1200 წ. ახლო. Ad-4 ა).
არსენ - (1241-1250) წწ.
ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი, გაზრდილი რუსუდან მეფისა ([1241/1242 წწ.] 1448-5003), ქართლის კათალიკოსი, მწიგნობართუხუცეს-ყოფილი, შემდგომში შიო მღვიმის მონასტრის მწირი (1247-1250 წწ.] Ad-1 დ). იგი გაუგზავნია რუსუდან მეფეს ბათო ყაენთან. ყაენის სამსახურში მას თან ხლებია მგელა აბულახტარისძე, რომელსაც ჩამოსვლის შემდეგ უწყალობა სოფელი ღუერკი ([1241 / 1242 წწ.] 1448-5003); მან სთხოვა ქართლის ერისთავს გრიგოლ სურამელს, მღვიმის მონასტრისათვის გაეთავისუფლებინა ერისთავთა ხელისუფალთაგან ხელყოფილი სოფელი გავაზელნი, რადგან ეს სოფელი მღვიმის მონასტერს ადრე ჰქონდა შეძენილი ფავნელთაგან. მასვე გადაუხდია დიდი საფასე გრიგოლ სურამელისათვის, რათა მიეღწია გავაზელთა შეუვალობისათვის ([1247-1250 წწ.] Ad-1 დ).
არსენ IV - [1241] [1250) წწ.
ქართლის კათალიკოსი, დაამტკიცა: მიქაელ კათალიკოსის მიერ 1241 წ. ახლო ხანებში ვაჩე გუარამაისძისათვის ბოძებული სოფლების წყალობის დაწერილი ([1242-1244 წწ.] 1448-9253), საეკლესიო კრების დადგენილება შიო-მღვიმის მონასტრის შეუვალობის შესახებ ([1244-1248 წწ.] შმმის. 50-52), არსენ ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის მიერ მგელა აბულახტარისძისათვის მიცემული წყალობის დაწერილი ([1241/1242 წწ.] 1448-5003); მოწმე და დამამტკიცებელი ქართლის ერისთავის,გრიგოლ სურამელის მიერ მღვიმის მონასტრისათვის სოფელ გავაზელნის შეწირულების დაწერილისა ([1247-1250 წწ.] Ad-1 დ); განუახლა შიომღვიმის მონასტერს მეფე დავით (აღმაშენებლის) ანდერძის პირობები და დააწესა თავისი სახელის მოხსენიება ჟამისწირვის დროს ([1244-1248 წწ.] შმმის. 50-52).
არსენ - [1247]-[1260] წწ.
მანგლელი ეპისკოპოსი || მთავარეპისკოპოსი, დაამტკიცა: გრიგოლ სურამელის მიერ შიო-მღვიმის მონასტრისათვის მიცემული შეწირულების დაწერილი (1247-1250 წწ. Ad - 1 დ), კახა თორელის შეწირულების დაწერილი რკონის მონასტრისადმი ([1260 წ.] Sd-2859).
არსენ
დამწერი ელიოზ კათალიკოსის მიერ სვეტიცხოვლისათვის მიცემული მამულების შეწირულების წიგნისა 1399-1419 წწ. ქრ.II. 206).
არსენ
[ზევდგინისძეთა] სახლის მწირველი, ჰყავს შვილები: გედეონ, მარკოზ, ბარნაბე, გიორგი. ამილახორთაგან მისთვის ბოძებული მამული დროთა ვითარებაში განახევრებულა, რის გამოც ზევდგინისძეთა წინაპრებს ორის ნაცვლად ერთ აღაპს უხდიდა სამთავისის საყდარში. ბარზი [ზევდგინისძემ] მას განუახლა მამულის წყალობა და დაავალა მეორე აღაპის გადახდაც (1613 წ. III. 13. Ad-12 ბ).
არსენ
საფარის წინამძღვარი, ბოდბელი მთავარეპისკოპოსი. ალავერდელი, იხ. ავალიშვილი არსენ
არსენ - ჭერემელი, იხ. ჯორჯაძე არსენ
არსენ - მანგლელი, იხ. ბარათაშვილი არსენ
არსენ
წინამძღვარი, დამწერი და მოწმე იასე ბარათაშვილის მიერ ჯანო ენდრონიკაშვილისათვის მიცემული ყმის ნასყიდობის წიგნისა (1659 წ. III. 5. 1448-2340), ოთარ ბარათაშვილის მიერ პაპუნა ბარათაშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1659 წ. IV. 15. Hd-6285).
არსენ - 1690-იანი წწ.
ნინოწმინდელი, ქართლის კათალიკოს იოანე დიასამიძესთან, ალავერდელთან და სხვა მიტროპოლიტ-ეპისკოპოსებთან ერთად დავით გარეჯის წინამძღვრად დაადგინა ონოფრე მაჭუტაძე და განუწესა წინამძღვრობის რიგი (1690 წ. III. 12. Ad-349), გარეჯელებმა, გიორგიწმინდელებმა, თვალელებმა და ბერთუბნელებმა მას მისცეს პირობის წიგნი, რომლის თანახმადაც, თუ აზატი მეგუთნე მოკვდებოდა, ნინოწმინდის საყდრისათვის ხარი და დრამა უნდა გადაეხადათ. მათივე თხოვნის საფუძველზე ნინოწმინდელს ამოუკვეთია ეს გადასახადი. ცხენისა და იარაღის გადასახადი კი დაუტოვებია. დადეს პირობა, რომ „მართალი კაცის“ სიკვდილის შემთხვევაში გადაიხდიდნენ შეკაზმულ ცხენს. ცხენის გამომღებნი იყვნენ: გიორგიწმინდას - მარინდაშვილები, ყველა განაყოფი, ბასილაშვილები პატა და გოგია, ღრეული პატია, მისი განაყოფი ივანე, ღრეული ვარსიმა და „ერთობით“ ღრეულები, მკერვალისშვილი, ჩიტაშვილი გიორგი, მისი განაყოფი ხანდარისშვილი. ჭიაბრისშვილი შერმაზან, მისი განაყოფი ხატია, მისი განაყოფი პაპია. პეტრე მღვდლის სახლი, მისი განაყოფი ყუშიტა, ყუდლისშვილი შავერდი, კანჯარაშვილი. გაღმა თვალს - ეთიბერაშვილი ხატისა, ეთიბარაშვილი დათუნა, გილაშვილი მგელია, გილაშვილი დავითა, გილაშვილი შავერდი, ქურდაშვილი თამაზა, პანკელაშვილი შავერდი, მისი განაყოფი გიორგი, ქურხულები - ყველა განაყოფი, დიდი და ცოტა, ამბროაშვილი ამბროა, მისი განაყოფი ნასყიდა, გულბათისშვილი შერმაზან, მისი განაყოფი ელიზა, ხახიაშვილი დემეტრე, მისი განაყოფი დათუნა, გამოღმა [თვალს) - გოგიტაშვილები, ყორღანაშვილი რამაზა, იობარა და სულ ყორღანაშვილები, მოძმინაშვილები, შავერდი, ყველა კერვალიშვილი, კურდღელაშვილები, გიორგი და იოღლანა, ყველა დრეიძე, ყველა ავლაბრელი, ბერთუბანს - ყველა სიბოშვილი, ბერნაცლისშვილი, ჯიღაურისშვილი თამაზა, კერატისშვილი პაპუნა, ენაგელი გუთანაშვილი პაპუნა; ყველა ზუკაკისშვილი, დიდი და ცოტა, წირწალაშვილი, ყველა უნაფქოსშვილი, ჭილაშვილი პაპუნა, პატარძეულს - ყველა ძნელაშვილი, დიდი და ცოტა, ყველა მუჩიაშვილი, ყველა ასლანიშვილი ბუტულაშვილები, მამუკას სახლი და მისი განაყოფები, ყუშიტაშვილები, ყელმაღლისშვილები, ურკუკა, ბიჭიკასშვილები, ლადკერისშვილები, ხუცესი პეტრე გაბროშვილი ([1688-1694 წწ.] Ad-116).
არსენისძე
ზართს მცხოვრები, ერთი კომლი, იაკობ დეკანოზმა [გელათის] ხახულის ღმრთისმშობელს შესწირა ხელისძისეული ნასყიდი მამული, რომელზედაც დაასახლა თავისი გაზრდილი და ექვსი კომლი გლეხი. მათ შორის იყო ერთი კომლი არსენისძე ([1259-1293 წწ.] 1449-1586).
არსენისძე - სასნი[ა] - იხსენიება საბუთის ფრაგმენტში (XIV-XV სს. S-1669, 12 r).
არსლანისშვილი
სტეფანწმინდელი, ალექსანდრე მეფის ბრძანებით, იგი ხევმა მძევლად მისცა გერგეტის საყდრისშვილებს (1439 წ. II. 20.Ad-1085, 13, 15).
არტერა
კარმირქარს მცხოვრები, მოწმე არაქელა თოროზაშვილის მიერ მანთაშა ხუთლუბეღაშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1573 წ. 1450-48/148).
არტონია გაგო
მუხურს მცხოვრები, ემართა აფხაზეთის საკათალიკოსო ბეგარა - საპურობო (1621 წ. ქსძ. III. №91).
არტონია მამულა
მუხურს მცხოვრები, ემართა აფხაზეთის საკათალიკოსო ბეგარა: საპურობო, სამი დღის ყანის შველა, ლაშქრობა, მგზავრობა (1621 წ. ქსძ. III. №91).
არტონია ქშია
მუხურს მცხოვრები, ემართა აფხაზეთის საკათალიკოსო ბეგარა: ოცი კოკა ღვინო, ერთი თეთრის „რაგინდა რა“, ოთხი ჯამი ღომი, ათი კოკა ღვინო, მეინალობა (1621 წ. ქსძ.II. №91).
![]() |
6.55 არუთენა || არუთინა||არუთინ |
▲ზევით დაბრუნება |
არუთენა (ვარ. არუთინა)
გორს მცხოვრები, იგი, ძმითა და მამულით, წილად ხვდა - მანუჩარ და ჯიმშიტა თუმანიშვილებს (1656 წ. ახლო. Hd-14665 ), მანუჩარ [თუმანიშვილს] (1656 წ. Hd-11792).
არუთინა
ესტატემ თავის განაყოფ ფარსადანს სახატე ვენახის ნაცვლად მისცა ბალიასა და არუთინას ხეჩატურეული ვენახი (1665 წ. Qd-195).
არუთენა - შვილი მითარასი, იხ.
არუთინა
მჭედელი, მოწმე უხანა ვართევანაშვილის მიერ პაპინა შანშიაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1672 წ. IV. 1450-6/20).
არუთენა
მოწმე გულიფაშათ მითიჯანასშვილ პაპაჯანას მიერ შამირანათ თაყინასშვილ მამიჯანასათვის მიცემული სახლების ნასყიდობის წიგნისა (1679 წ. IX. Hd-13009).
არუთინა - შვილი მუშმუშისა, იხ.
არუთინა
ქალაქს მცხოვრები, მანუჩარის ყმა, მეფე ნაზარალი-ხანმა დაუმტკიცა მისი წყალობა მანუჩარს (1689 წ. 1450-53/91).
არუთინა
მამასახლისის შვილი, მოწმე: გასპარა დარისპანაშვილის მიერ ბაინდურ [შანშიაშვილისათვის] მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა ( 1680-იანი წწ. XI. 1. (1450-9/24), დოლმაზ ესტატესშვილის მიერ ბაინდურ [შანშიაშვილისათვის] მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1690 წ. IV. 7. 1450-10/27).
არუთინა
მოწმე არაქელ, არუთინა და გიორგი ალავერდაშვილების გაყრისა (1699 წ. IX. 6. 1450-11/41).
არუთინა
მის ფარდად მოურავსა და ზურაბ სააკაძეს წილად ხვდათ ახალქალაქს ნასყიდა ატიკაშვილი ( XVII ს. ბოლო მეოთხ. Hd-11869).
არუთინ
მაზმანი, მოწმე წერეთლიანთ ბაინდურასშვილ არუთინას მიერ მამასახლის კირაკოზასათვის მიცემული დუქნის ნასყიდობის წიგნისა (1684 წ. XI 1450-25/128).
არუწა
ენაგეთს მცხოვრები აზნაური, [ბარათაშვილების] გაყრის შედეგად იგი ერგო გერმანოზს, თაყას, გოსტასაბს, ფალავანხოსროს (1523 წ. Ad-1299).
არუწაშვილი არუწა - ძმა ნასყიდა არუწაშვილისა, იხ.
არუწაშვილი დათუნა
კარალელი, მოწმე მამუკა შავშიშვილის მიერ მითარა საღრიჩაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1664 წ. 1449-1848).
არუწაშვილი ნასყიდა
ჰყავს ძმა არუწა, მისი სამკვიდრო ვენახი თეიმურაზ მეფეს აბაზაძისათვის მიუცია. როსტომ მეფემ ეს ვენახი ისევ ნასყიდას დაუბრუნა (1635 წ.Qd-2500).
არეწასშვილი ნასყიდა
კარალეთში მცხოვრები, ქაიხოსრო ციციშვილის მეკოდისპურე ყმა (1700 წ. 1448-3602).
არფირაათ ალადა
მოწმე პაპუას მიერ ხოჯა ბეჰბუდასათვის მიცემული ქულბაქების ნასყიდობის წიგნისა (1661 წ. V. 1. 1450-10/166).
არქავანიძე
მის მიწამდე მიჰყიდა მაზანა იმარაშვილმა პაპუა თუმანიშვილს მიწა ვარდოვანაში (1665 წ. I. 15. 1450-10/166).
არღანა
იგი, მამულითურთ წილად ხვდა იოთამ ბარათაშვილს ([1537-1538 წწ.] VIII. 16. 1450-11/112).
არღუთა
სობისს მცხოვრები, ამილახვრის ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით, მას ევალებოდა ლაშქრობა (XVII ს.II ნახ. 1448-5032).
![]() |
6.56 არღუთასშვილი || არღუთაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
არღუთასშვილი
მისი მიწა ესაზღვრებოდა უმეკა დონდარასშვილის მიერ პაპუნა ხითარასშვილისათვის მიყიდულ მიწას (1699 წ. Hd-1582).
არღუთაშვილი ათაბეგა - 1692-1696 წწ.
ნაცვალი (1692 წ. Sd-737), მოწმე: ნასყიდა დათუნასშვილის მიერ დავით სოლაღაშვილისათვის მიცემული ყმობის პირობის წიგნისა (1692 წ. Sd-737), ხუდადას მიერ სათალმიშ საქუასშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1696 წ. VIII. 2. Sd-760).
არღუთაშვილი ბაინდურ
ჰქონდა დავა რევაზბეგთან კარაპეტის სოფელზე და ახპატის ბაღების ნახევარზე. ნაზარალი-ხანმა გაარჩია ეს დავა ყარაბაღის ყოფილ ბეგლარბეგთან ერთად. ბორჩალოს მეპატრონემ, თამაზყული-ხანმა დაადასტურა, რომ ეს მამულები რევაზბეგს ეკუთვნოდა და არღუთაშვილებისა არასოდეს ყოფილა, სადაო ადგილები დარჩა რევაზბეგს (1693 წ. X. 1. Hd-8763 გ).
არღუთაშვილი ბაირამა
ძმა ეპისკოპოს ტერ-სარქის არღუთაშვილისა, იხ., ბიძა ეპისკოპოს ფარსეღ არღუთაშვილისა, იხ.
არღუთაშვილი დოლმაზა - 1682-1684 წწ.
მოწმე გოდერძი რევიშვილის მიერ ბაინდურ შანშიაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1682 წ. I. 18. 1450-6/42)., ბაინდურ ელიარაშვილის მიერ ფარსეღ არღუთაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1684 წ. XI. 26. 1450-28/8).
არღუთაშვილი ეუმუდა - ძმა სანაჰინის ეპისკოპოს ტერ-ყუგაზ არღუთაშვილისა, იხ.
არღუთაშვილი სარუხან
ჰყავს განაყოფი უსუფბეგ [არღუთაშვილი], მასთან ერთად მოწმეა ბეჟან ზაქუმიშვილის მიერ ხოსროვა დალალაშვილისათვის მიცემული წისქვილის ნასყიდობის წიგნისა (1664 წ. 1450-48/146).
არღუთაშვილი ტერ-სარქის
ეპისკოპოსი, ჰყავს ძმები: ფარსადან, ბაირამა. შაჰნავაზმა მას განუახლა სომხითში სოფელ ირისკოპოზის წყალობა, რომელიც მას, ტერ-სარქისას, აუშენებია (1661 წ. VIII. 11; 1450-28/5).
არღუთაშვილი უსუფბეგ - განაყოფი სარუხან არღუთაშვილისა, იხ.
არღუთაშვილი ფარსადან - ძმა ეპისკოპოს ტერ-სარქის არღუთაშვილისა, იხ.
არღუთაშვილი ფარსადანა - 1680-1700 წწ.
ძმა ეპისკოპოს ფარსეღ არღუთაშვილისა, იხ., მონაწილეობა მიიღო პაპია, დონმაზა და ელიზბარ შანშიაშვილებს შორის სამამულე დავის გარჩევაში (1696 წ. V. 1. 1450-16/59); მოწმე: ავთანდილ ესტატაშვილის მიერ პაპია [შანშიაშვილისათვის] მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1680 წ. VII. 1450-10/24), ბეჟან სააკაძის მიერ როსტომა ყორღანაშვილისათვის მიცემული ყმების ნასყიდობის წიგნისა (1681 წ. VI. 17. 1450-1/101), ავთანდილა ესტატეშვილის მიერ დოლმაზა შანშიაშვილისათვის მიცემული სახლ-კარისა და მიწის ნასყიდობის წიგნისა (1682 წ. Hd-1823), გუგუნა თამაზისშვილის მიერ როსტომ ყორღანაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1682 წ. VII. 1450-1/110), დუშია ელიარაშვილის მიერ ბაინდურ გოგიბაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1687 წ. VI. 1, 1450-6/13), მელიქისშვილ ლევანის მიერ ალავერდა იეგულასშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1688 წ. 1450-9/116), ფარსადან ციცისშვილის მიერ ბებურ ვაჩნაძისათვის მიცემული ყმის ნასყიდობის წიგნისა (1690 წ.I.22.Hd-2753), ზაქუმაანთ ნაზაქუმას მიერ ზალინა ხოსროვაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდო ბის წიგნისა (1690 წ.I.24. 1450-48/129), გასპარა დარისპანასშვილის მიერ დოლმაზასათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1690 წ. VI. 1.Hd-1780), ზაქუმბეგ ალიყულაშვილის მიერ დალაანთ ზალინასათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1690 წ. 1450-48/150), აღაბეგ დემურაშვილის მიერ ალავერდა [იაგულაშვილისათვის] მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1691 წ. IV. 7. 1450-9/141), სომხითის მელიქ ავთანდილის მიერ ქაიხოსრო ორბელიშვილისათვის მიცემული ნასოფლარის ნასყიდობის წიგნისა (1695 წ. II. 15. 1450-15/95 ), ზაქუმბეგ [ზაქუმისშვილის] მიერ დურმიშხან იაგულაშვილისათვის] მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1696 წ. 1450-9/122), თამაზას მიერ ნასყიდა დოლმაზაშვილისათვის მიცემული სახლ-კარის ნასყიდობის წიგნისა (1696 წ. IV. Hd-1777), ბეჟუა ველაშვილის მიერ დურმიშხან [იაგულაშვილისათვის] მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1696 წ. IX. 1. 1450-9/97), ხოსუა ასლუაშვილის მიერ ნასყიდა დოლმაზაშვილისათვის მიცემული ვენახების გაცვლის წიგნისა (1699 წ. IX .27. Hd-10257), პაპა ნასრიაშვილის მიერ დურმიშხან [იაგულაშვილისათვის] მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1699 წ. XI. 1. 1450-9/121), სვიმონ ბოშიასშვილის მიერ დურმიშხან [იაგულაშვილისათვის] მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1700 წ. XII. 25. 1450-9/93), ბაინდურ ხოსიტაშვილის მიერ როსტომ ყორღანაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. IV მეოთხ. 1450-1/98).
არღუთაშვილი ფარსეღ - 1677-1684 წწ.
ეპისკოპოსი, ჰყავს ძმა ფარსადანა, ბიძა ბაირამა (1684 წ. 1450-28/8), იყიდა ალავერდა იასონისშვილისა და ბაინდურ ელიარასშვილისაგან სტეფანოსის მიწა თამაზას მიწამდე (1684 წ. XI. 26. 1450-28/8); მისი ეპისკოპოსობის დოს ბეჟან თუმანიშვილმა ხელთუბნის მონასტერს შესწირა მიწა (1677 წ. XI. 29. Hd-9652).
არღუთაშვილი ტერ-ყუგაზ
სანაჰინის ეპისკოპოსი, ჰყავს ძმა ეუმუდა, მისი ეპისკოპოსობის დროს ლუარსაბ მეფემ სანაჰინის საეპისკოპოსო საყდარს უწყალობა სომხითში სოფელი შიხჩობანა და ირისკოპოზის ნასოფლარი (1609 წ. 1450-28/2).
არღუნაშვილი გიორგი
ქორდს მცხოვრები, ზაქარია კათალიკოსმა იგი, მამულითურთ, უწყალობა დავით გედავანიშვილს (1617 წ. sic 16[2]6 წ. Hd-2510).
არღუნელი გოდერძი
გიორგი ერისთავის მკვიდრი ყმა, გიორგი ერისთავმა იგი, ცოლ-შვილითურთ, მიართვა თავის ბიძას. სულხან [ჯორჯაძეს] ( 1688-1694 წწ. 1448-4683).
არღუნელი თამაზა
მკვიდრი ყმა გიორგი ერისთვისა. გიორგი ერისთავმა იგი, ცოლშვილითურთ, მიართვა თავის ბიძას, სულხან [ ჯორჯაძეს] ([1688-1694 წწ. 1448-4683).
არღუნელი ჩიტო
მკვიდრი ყმა გიორგი ერისთავისა. გიორგი ერისთავმა იგი, ცოლშვილითურთ, საჩუქრად მიართვა თავის ბიძას, სულხან [ჯორჯაძეს] ([1688-1694 წწ.] 1448-4683).
არჩაია ბაბაშურა
მოწმე კათალიკოს ზაქარია ქვარიანის მიერ იოვანე [ქავთარიასათვის] მიცემული ყმა-მამულის წყალობის წიგნისა (1657-1660 წწ. Qd-9670).
![]() |
6.57 არჩვაძე || არჩუაძე |
▲ზევით დაბრუნება |
არჩუაძე
გიორგი მეფემ შესწირა ცაგერის ეკლესიას სერაპიონის ცაგერლობის დროს ლიჩს - არჩუაძისეული მამული (1610 წ. Qd-9085 ბ).
არჩვაძე
ზაალ სააკაძემ თავის განაყოფს, ზურაბ სააკაძეს, მის რუმდე მიჰყიდა საჯვარეს წინა ვენახი (1688 წ.VII. 20. Sd-5 48).
არჩვაძე
იისციხეს მცხოვრები, ედიშერ და პაპუნა [ციციშვილების] გაყრის დროს იგი, მამულითურთ, ერგო პაპუნას ([1688-1703 წწ.] Hd-1636).
[არჩვაძე]
ჰყავს ძმა პატა, შვილი დათუნა. ბერია ყაზარასშვილს მიაგირავა ნაფუძრები ექვს მარჩილ თეთრად, ორმოცდახუთ კოდ პურად, თხუთმეტ კოდ ფეტვად და ერთ ხარად (1700 წ. ახლო.Hd-14565 ა).
არჩვაძე გაროზა
მოწმე ზაალ სააკაძის მიერ ზურაბ [სააკაძისათვის] მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1688 წ. VII. 20. Sd-548).
არჩვაძე გიორგი
ქორდს მცხოვრები, ზაქარია კათალიკოსმა იგი, მამულითურთ, უწყალობა დავით გედავანისშვილს (1626 წ. Hd-2510).
არჩვაძე დათუნა - შვილი არჩვაძისა, იხ.
არჩვაძეები
სვიმონ მეფემ სვეტიცხოველს განუახლა წიასწყალში ერისთვისაგან ბოძებული არჩვაძეების შეწირულება (1559 წ. XII. 1. Ad-1572), ნიკოლოზ კათალიკოსმა სხვა საგლეხოებთან და მამულებთან ერთად მათი თავი გაუცვალა ვახტანგ ბატონიშვილს ქურისუბანზე (1574 წ. III. 14. Ad-1654).
არჩვაძე ივანე
გაბრიელ ცაგერელმა შეიძინა იგი ბუღია ყიფიანისაგან და შესწირა ცაგერის ეკლესიას (1656 წ. Qd-9085 ვ); იხსენიება ცაგერის საყდრის მეაღაპე გლეხად, მის ადგილას მცხოვრებს ემართა ცაგერის ეკლესიის ბეგარა: ათი გორო ღვინო, სამნახევარი გორო პური, ერთი გასუქებული ტახი, ერთი თევზი, ერთი გასუქებული ყვერული, ორი სხვა ყვერული, მუშაობა, ლაშქრობა, სამსახური ([1641-1661 წწ.] ლაი. H-84, 91-93).
არჩვაძე იოვანე
მოწმე და დამწერი მამისთვალა სამსონიშვილის მიერ ვახტანგ შერაზადიშვილისათვის მიცემული ყანის ნასყიდობის წიგნისა (XV-XVI სს. ქმ. №651).
არჩვაძე მამუკა
ქორდს მცხოვრები, ზაქარია კათალიკოსმა იგი, მამულით, უწყალობა დავით გედავანისშვილს (1626 წ. Hd-2510).
[არჩვაძე] პატა
ძმა არჩვაძისა, იხ., ჰყავს ძმისწული დათუნა, მის ძმას მძოვრეთში ნაფუძრები ბერიკა ყაზარაშვილისათვის მიუგირავებია, შემდეგ ვეღარ გამოუხსნია, რის გამოც მან ეს მიწები ხელმეორედ მიაგირავა ზა[ა]ლ წინამძღვრისშვილს ორი წლით (1700 წ. VI. 5. Hd-14565 ბ).
არჩიკაკა
მის ფარდად ბეჟან და ზა[ა]ლ [თუმანიშვილებს] წილად ხვდათ ახალქალაქს მცხოვრები როსტომა შინდურიშვილი (1665 წ. Hd-13301).
არჩილ I
ხვასროანი (XVII ს. II ნახ. 1449-169). უცნობი მეფის მიერ სვეტიცხოვლისათვის მიცემული მამულების შეწირულებების განახლების თაობაზე შედგენილი საბუთის თანახმად, მისი სამარხი ყოფილა ერწოში (XVI ს. II ნახ. 1449-1787), საერწოს გამოსავლის წიგნის მიხედვით, ერწოს სოფლებისათვის მას ძველადვე მიუნიჭებია შეუვალობა (XVII ს. II ნახ. 1449-169).
არჩუკასშვილი
გოგინა ფიბინაშვილმა ასატურ ბეჟინაშვილს მიჰყიდა მიწა, რომელსაც ესაზღვრებოდა მისი ვენახი (1676 წ. VI. 15. 1450-49/122).
არჩუკასშვილი
გაბრიელ ამირაღასშვილმა მის ვენახამდე მიჰყიდა სატურა ბეჟინასშვილს მიწა (1686 წ. III. 1450-49/104).
არჩუკასშვილი ნასყიდა
გორს მცხოვრები, დავით [გარსევანიშვილს] მიჰყიდა ვენახი და ნახევარი ლიტრა სანთელი ბეგრად დაიდო, რადგან [გარსევანიშვილებს] იგი მევალეებისაგან დაუხსნიათ (1679 წ. I. 30. გსიემ. 7601/28).
არწივაძე კოტორა
ფერსათს მცხოვრები, ემართა ქუთაისის საყდრის ბეგარა: ოცდათორმეტი კოკა ღვინო, თორმეტი თეთრის საკლავი, ერთი ქათამი, სამი თეთრი, ოცი კვერცხი, ერთი ურემი ღომი, საბელი და ყოველ დღე მუშაობა (1558 წ. H-626).
არხოშაშვილი
ქვენაფლავს მცხოვრები, ციციშვილების საფლავის - წმინდა ნიკოლოზის ყმა, შაჰნავაზმა იგი გაათავისუფლა სამეფო გადასახადებისაგან (1659 წ. V. 18. Ad-790).
არხოშაშვილი
ქვენაფლავს მცხოვრები, მოხსენიებულია ყმების ნუსხაში (XVII-XVIII სს. Hd-819).
არხჩიაშვილი
მოწმე ივანა ქურდაძის მიერ როსაბ მაჭავარიანისათვის მიცემული თავნასყიდობის წიგნისა (1692 წ. V. Hd-3199).
არჯაბან - [სახლიკაცი] ივანესი, იხ.
არჯევან
მას და დუდილას დემეტრე სავიანმა და მისმა სახლმა მისცა დაწერილი ხატყუითეს ყანასა და საქონელზე სარჩელის აღების შესახებ (XIV-XV სს. სსძ. II. №108).
![]() |
6.58 არჯევანასშვილი || არჯევანაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
არჯევანაშვილი
ხანდაკს მცხოვრები, გოშფარ და როინ [ჯავახიშვილების] გაყრის დროს იგი ერგო გოშფარს ([1527-1558 წწ.] Qd-605).
არჯევანასშვილი
ჯავახიშვილების ყმა, ჰყავს შვილები: მამულა, ბატკუა, დათუა. მისი ცოლყოფილი ცოლად შეურთავს სიონის საყდრის ყმას, ღოლოვნელ კაცს. ჯავახიშვილები ტფილელ მთავარეპისკოპოს ბარნაბას არჯევანასშვილის შვილებზე შეედავნენ. დავის გარიგების შედეგად იოთამ ჯავახიშვილმა თავისი ძმის ვახუშტის სულის მოსახსენიებლად, სიონის ღმრთისმშობელს შესწირა მამულა, ბატკუა და დათუა არჯევანასშვილები (1580 წ. VII. 20. 1449-1552).
არჯევანასშვილი ბატკუა - შვილი არჯევანასშვილისა, იხ.
არჯევანასშვილი დათუა - შვილი არჯევანასშვილისა, იხ.
არჯევანასშვილი მამულა - შვილი არჯევანასშვილისა, იხ.
არჯევანიძე
მუჯირეთუბანს მცხოვრები, მასა და კაპანაძისეულ მამულს ემართა ქუთაისის საყდრის ბეგარა (1558 წ. H-626).
არჯევანიძე
ტკოცას მცხოვრები, ბოგანო, ჰყავს ორი ვაჟი, მოხსენიებულია ზემო ქართლის სადროშოს აღწერის დავთარში (XVII ს. II ნახ. Qd-7018).
არჯევანიძე თამაზა
ამილახორიშვილებსა და მურვანისშვილებს შორის სამამულე დავის გარიგების წიგნის თანახმად, იგი ერთ წილად ერგო ამილახორიშვილებს (1698 წ. Ad-1077).
არჯევანიძე თამაზა
ბიჯნისს მცხოვრები, ნაზარალი-ხანმა იგი უწყალობა იესე რუსიაშვილს (1699 წ. III. 7. Hd-10268).
არჯიმაგიშვილი გოგოლაჲ
სტეფანწმინდელი, ალექსანდრე მეფის ბრძანებით, იგი ხევმა მძევლად მისცა გერგეტის საყდრისშვილებს (1439 წ. II. 20.A-1085. 13-15).
ასაბაშვილი გამახარე
ვეძისხევს მცხოვრები, ერთი კომლი, შეტანილია სვეტიცხოვლის კუთვნილი საკომლოების ნუსხაში (1689 წ. 1449-1792).
ასაბაშვილი დათუნა
ვეძისხევს მცხოვრები, ერთი კომლი, შეტანილია სვეტიცხოვლის კუთვნილი საკომლოების ნუსხაში (1689 წ. 1449-1792).
ასაბაშვილი მამუკა
ვეძისხევს მცხოვრები, ერთი კომლი, შეტანილია სვეტიცხოვლის კუთვნილი საკომლოების ნუსხაში (1689 წ. 1449-1792).
ასაბაშვილი ჩიტო
ვეძისხევს მცხოვრები, [დომენტი] კათალიკოსსა და პატი რუსიშვილს შორის სამამულე დავის გარიგებაში მონაწილეობა მიიღო, როგორც შეგდებულმა მოფიცარმა ([1660-1676 წწ.] Ad-1891).
ასადური
ძევერას მცხოვრები, ზურაბ ზედგინიძემ იგი, მამულითურთ, მიჰყიდა გივი ამილახორს (1659 წ. Hd-2119).
ასადური ზაქუტა
ჯეჯიკურს მცხოვრები, პაატას ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა მშვილდით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
ასათაშვილები
ქაჩალაურს მცხოვრებნი, ოთარ ჩოლაყაშვილისშვილმა მათ უწყალობა ქაჩალაურის მოურაობა და დაუნიშნა სარგო - წელიწადში სამი კოკა ტკბილი და ერთი დღის მუშაობა (1696 წ. Hd-1856).
ასათაშვილი
ენაგეთს მცხოვრები, აზნაურიშვილი, ბარათაშვილების გაყრის წიგნით იგი ერგო გერმანოზს, თაყას, გოსტასაბს, ფალავანხოსროს (1523 წ. Ad-1299 ა).
ასათაშვილი გაბრიელ
მღვდელი, პაპისთან, ეჯუგაშვილთან და მარილილებთან ერთად პირობა დაუდო ალავერდელ ნიკოლოზ ენდრონიკაშვილს, რომ აღარ დაარღვევდა ქრისტიანულ მარხვას და არც სხვა საეკლესიო წესებს, „არც ლაშარის ჯვარის მარანში ვინმე ვაქადაგოთო“ ([1685-1694 წწ.] Ad-864).
ასათბეგა
ციხის ქეთხუდი, მოწმე იმაყულას მიერ ქალაქის მოურავ მანუჩარისათვის მიცემული ყმის ნასყიდობის წიგნისა (1663 წ. V. 25. 1450-21/2).
ასათიანი
მოხსენიებულია ქუთაისის საყდრის გამოსავლის დავთარში (1578 წ. H-626).
ასათიანი არდაშელ - [სახლიკაცი] ქველ ასათიანისა, იხ.
ასათიანი ბერი
ღუღუნას შვილი, ალექსანდრე მეფის მიერ გელათის მონასტრისათვის ბოძებულ ყმა-მამულის შეწირულების წიგნში აღნიშნულია, რომ მას მოუკლავს სახასო ყმა სალდაყმაძე, რომლის სისხლის დასაურვებლადაც იგი მეფეს „დაუდგა“, ალექსანდრე მეფემ იგი შესწირა გელათის მონასტერს მოძღვართ-მოძღვარ ილარიონის დროს, დააკისრა ვალდებულება - ოცი ლიტრა ცვილი (1510 წ. III. 12 - IV. 1. 1449-1585).
ასათიანი გიორგი
ბეჟან ბატონიშვილის მოურავის შვილი, ბეჟანმა მას უწყალობა ბიჭი, ივანელა გაწერელიასშვილი, ჯოღორია (1700 წ. გეგეჭ. №72)
ასათიანი დათუა
მას მიუსაკუთრებია ჭაშლეთს მცხოვრები ბიჭვინთის საკათალიკოსო ყმა - ხურციძე (1650 წ. ახლო. დსსს. I. 53-55).
ასათიანი იესე
მოწმე და დამწერი კათალიკოს დავით ნევსაძის მიერ კანდელაკ იოვანე ქავთარაძისათვის მიცემული ყმისა და მამულის წყალობის წიგნებისა ([1673-1696 წწ.] Qd-9661, 9659).
ასათიანი ქველ
აზნაურიშვილი, ჰყავს [სახლიკაცი] არდაშელ, მეფე [ვახტანგ] გორგასალმა მას გაუჩინა სისხლის ფასი - ერთი მონასტერი ასოცი გლეხით, თეთრი ქორით, თეთრი მეძებრით და თეთრი ჯორით. სანახშირედ - 120000 თეთრი (XVI ს. I ნახ. სმ. II. 14-15 სას.).
ასათიანი ღუღუნა - მამა ბერ ასათიანისა, იხ.
ასათიანი ჯუხაი
თავმდები მიქაელ კუჭაისძის მიერ სეტის მთავარმოწამისა და ბალსზემო სვანეთის ხევისათვის მიცემული უფნაშის მონასტრის შეწირულების დაწერილისა (XV ს. II ნახ. სძ. II. №30).
ასალბეგაანთ ფასუა
ჰყავს ძმა ფირყულა, მასთან ერთად მოწმეა შიუაანთ ასლამაზას მიერ შიუაანთ ზალინასათვის მიცემული სასახლის ნასყიდობის წიგნისა (1699 წ. IV. 1. 1448-276).
ასალბეგაანთ ფირყულა - ძმა ასალბეგაანთ ფასუასი, იხ.
ასანა
სიონს მცხოვრები, გოშფარ და როინ [ჯავახიშვილების] გაყრის დროს იგი ერგო გოშფარს ([1527-1556 წწ.] Qd-605).
ასანა
დმანისს მცხოვრები, იგი, ქონებითურთ,წილად ხვდა იოთამ ბარათაშვილს ([1537-1538 წწ.] VIII. 16. 1450-11/112).
ასანა
ღანუჴს მცხოვრები, ლეონ მეფემ იგი უწყალობა ანდერმან ჩოლაყასშვილს (1568 წ. Hd-14430).
ასანა
მოწმე სამადავლეს მიერ ანდერმან [ჩოლაყაშვილისათვის] მიცემული ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. II ნახ. S-3728, 164 r).
ასანაშვილი
მეჯვრისხევს მცხოვრები, ყმა შიოშ ფიცხალაურისა, იხ.
ასანასშვილი დურია
შუა ბოლნისს მცხოვრები, მარიამ დედოფალმა იგი, მამულითურთ, უწყალობა ზურაბ ყაფარასშვილს (1635 წ. 1450-49/44).
ასანაშვილი ზალია - შვილი პაპუა ასანაშვილისა, იხ.
ასანაშვილი ნაზარა - შვილი პაპუა ასანაშვილისა, იხ.
ასანაშვილი პაპუა
ჰყავს შვილები: ზალია, ნაზარა. მიჰყიდა მდივან გივი თუმანიშვილის ყმას. ალავერდა პატაშვილს სახლი ადარიესას და შაჰნარას სახლებამდე (1687 წ. II. 9. Sd-52).
ასანაშვილი ჟამიტა
მეჯვრისხევს მცხოვრები, თამარ დედოფალმა იგი უწყალობა გულჩარაბაჯის (1611 წ. 1448-8760).
ასანბეგა
აკაურთას მცხოვრები, იგი, მამულითურთ, წილად ხვდა იოთამ ბარათაშვილს ([1537-1538 წწ. VIII. 16. 1450-11/112).
ასანბეგისშვილი
ტბისს მცხოვრები, მისი მამული იყო ერთ-ერთი საზღვარი ოთარ ბარათაშვილის მიერ პაპუნა ბარათაშვილისათვის მიყიდული ვენახისა (1659 წ. IV. 15. Hd-6285).
ასანბეგიშვილი ასანბეგ - შვილი თაყა ბარათაშვილისა, იხ.
ასანბეგიშვილი ასლამაზ - იხ. ბარათაშვილი ასლამაზ
ასანბეგიშვილი ასლან - იხ. ბარათაშვილი ასლან
ასანბეგიშვილი გიორგი - იხ. ბარათაშვილი გიორგი
ასანბეგიშვილი თაყა - იხ. ბარათაშვილი თაყა
ასანბეგიშვილი იოსებ - შვილი თაყა ბარათაშვილისა, იხ.
ასანბეგიშვილი პაატა - იხ. უსუბეგისშვილი პაატა
ასანბეგიშვილი საჩინო - იხ. ბარათაშვილი საჩინო
ასანბეგიშვილი (ვარ. ბარათაშვილი -ასანბეგიშვილი) უსუფბეგ (ვარ. უსუფა)
[სახლიკაცი] თაყა ბარათაშვილისა, იხ., ჰყავს შვილი პაატა, მიჰყიდა პაპუნა გოსტაშაბისშვილს მკვიდრი ყმა-მამული: სარქისა, პაპია და მიტიჩა ჯანიკაშვილები ცოლ-შვილითა და მამულით (1653 წ. V. 25. Hd-10026 ბ), მოწმე თაყა ბარათაშვილის მიერ პაპუნა გოსტაშაბისშვილისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1665 წ. XI. 15. Hd-6248).
ასანელაშვილი გიორგი - ძმა ზუბიტა ასანელაშვილისა, იხ.
ასანელაშვილი დემეტრა - [სახლიკაცი] ზუბიტა ასანელაშვილისა, იხ.
ასანელაშვილი ზაზანა - [სახლიკაცი] ზუბიტა ასანელაშვილისა, იხ.
ასანელაშვილი ზაზუტა - [სახლიკაცი] ზუბიტა ასანელაშვილისა, იხ.
ასანელაშვილი ზუბიტა
კარსნელი, ჰყავს ძმა გიორგი, [სახლიკაცები]: ზაზანა, პაპუნა, ნონიკა, დემეტრა, ზაზუტა, სულხან. მიჰყიდა დედოფლის ყმას, ლოთუფას, მიწა ზანდარაშვილის საზღვრამდე (1669 წ. 1450-28/239).
ასანელაშვილი ნონიკა - [სახლიკაცი] ზუბიტა ასანელაშვილისა, იხ.
ასანელაშვილი პაპუნა - [სახლიკაცი] ზუბიტა ასანელაშვილისა, იხ.
ასანელაშვილი სულხან - [სახლიკაცი] ზუბიტა ასანელაშვილისა, იხ.
ასანიძე
მას და ესტატე მარინდაშვილს ბერუა თბილელაშვილმა მიჰყიდა უღალო და უკულუხო ზერთელაშვილისეული მიწა ზანდარაშვილის საზღვრამდე (1691 წ. Hd-1048).
ასანიძე მამია
ამირეჯიბ [გაბელისძეების] მიერ ულუმბოს მონასტრისათვის ბოძებული შეწირულობების ნუსხის მიხედვით, მასა და ჯანიბეგს [უნდა აეღოთ] გუჯარასა და ჯრუჭულას შუა მდებარე მამულიდან სააღაპე გამოსაღები (XVI ს. და საწყ. ქრ. II. 212).
ასანიძე ქიტია
აბანოს სასახლეს მოსახლე, ბოგანო, ერთი კომლი, ჰყავს სამი ვაჟი. მოხსენიებულია ზემო ქართლის სადროშოს აღწერის დავთარში (XVII ს. II ნახ. Qd-7017).
ასანორაშვილი დავითა - 1663-1667 წწ.
მან „ერთობილთ სამწერელებთან“: არაქელა აპრელაშვილთან, ალიხანა უსუფაშვილთან, ბერუა და ბერ ქურციკაშვილებთან, იაგანა მამასახლისთან, ხუცეს ტერ-აკოფასთან, ყარახანა ხერკაშვილთან, ყაზარა ზეგელაშვილთან, შანარა ხოციკაშვილთან, არაქელა და კაკოზა მარქარაშვილებთან ერთად მიჰყიდა პაპია შანშიაშვილს ვენახი (1663 წ. V. 5. 1450-10/ 9 ა); მოწმე დემურა უსუფაშვილის მიერ ბაინდურ პაპიაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1667 წ.VIII.1450-6/22).
ასან ფაშა გიოლა
მოწმე როსტომ ფაშას მიერ ქაიხოსრო ციციშვილისათვის მიცემული სადგერის ხეობის წყალობის წიგნისა (1672 წ. ახლო.1449-2224).
ასარათაშვილი პაპა
მოწმე ქიტა ზაქუტაშვილის მიერ დათუნა ესიტაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. Hd-9371).
![]() |
6.59 ასატურა || ასვატურა |
▲ზევით დაბრუნება |
ასატურა
კარშაგარს მცხოვრები, იგი წილად ხვდა იოთამ ბარათაშვილს ([1537-1538 წწ.] VIII. 16. 1450-11/112).
ასატურა
დმანისს მცხოვრები, იოთამ ბარათაშვილს წილად ხვდა იგი მამულითურთ ([1537-1538 წწ.] VIII. 16. (1450-11/112).
ასატურა
მუგუთს მცხოვრები, იგი, მამულითურთ, წილად ხვდა იოთამ ბარათაშვილს ([1537-1538 წწ.] VIII. 6. 1450-11/112).
ასატურა
კრეფას მცხოვრები, იგი, მამულითურთ, წილად ხვდა იოთამ ბარათაშვილს (1537-15 38 წწ.] VIII. 16. 1450-11/112).
ასვატურა
მამასახლისი, მოწმე სანასარას მიერ ვეციკასათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1547 წ. Hd-1555).
ასატურა - [სახლიკაცი] ხეჩოასი, იხ.
ასატურა - მამა ოჰანასი, იხ.
ასატურა: ტერ-ასატურა - 1652-1687 წწ.
სამწერელი, ჰყავს შვილი მარკოზა (1675 წ. Ad-994). მოწმე: ჰასან მირზაშვილის მიერ პაპია შანშიაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1652 წ. I. 13. 1450-6/14), ესესტატეს მიერ თავის განაყოფ ფარსადანისათვის მიცემული ვენახის გაცვლილობის წიგნისა (1665 წ. Qd-195), ბერიკა ბესიაშვილის მიერ მანუჩარ თუმანიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1669 წ. Sd-11), ესტატე თუმანიშვილის მიერ ზურაბ [თუმანიშვილისათვის] მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1675 წ. XI. 10. Ad-994), შერმაზან ხუცისშვილის მიერ ბეჟან ყორღანაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1683 წ. I. 4. 1450-7/64); მის მიწამდე მიჰყიდა ოღულა ხუცისშვილმა ოთარ ყორღანაშვილს დათუნა სურამასშვილისეული მიწა (1687. V. I. 1450-16/165).
ასატურა
ყაია, ბაადურ და პაპუნა [ციციშვილებს] შორის სამწევრისის მამულებზე დავის გარიგების წიგნის თანახმად, გორის გზაზე მას, აზარას, ჯამბუასა და პეტროზას ეკავათ ციციშვილთა თორმეტი დღის მიწა (1633-1658 წწ. ] 1448-2316).
ასატურა
ქალაქს მოსახლე, ერთი კომლი, შაჰნავაზ მეფემ იგი უწყალობა ქალაქის მელიქს ეინალა მირიმანაშვილს (1661 წ. XII. 27. 1449-564).
ასატურა
ოფრეთელი, მას, არაზას და თუმანას ეკავათ მიწა, რომელზედაც ედავებოდა მარიამ დედოფლის ყმა ალიხანა [იაგულაშვილი]. დედოფლის ბრძანებით, დავა გაარჩიეს სომხითის მელიქმა ყორხმაზბეგმა და ოფრეთის მოურავმა ავთანდილმა. სადაო მიწაზე ადრე ხოხმელთა კუთვნილი ტყე ყოფილა, რომელიც ოფრეთელებს გაუკაფავთ. ამიტომ ეს მიწა დედოფალმა ალიხანას დაუტოვა ([1634-1675 წწ.] 1450-9/109).
ასატურა
ამირაღაანთ ყმა, მოწმე პაპუნა შატბერასშვილის მიერ ასატურა გულიშამბარასშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1683 წ. 1450-49/119).
ასატურა: ტერ-ასატურა - შვილი ტერ-მარქარასი, იხ.,მარქარაშვილი ასატურა
ასატურა
ენაგეთის მამასახლისი, მოწმე: ვარაზა გერმანოზიშვილის მიერ შერმაზან ყორღანაშვილისათვის მიცემული მიწის გაცვლილობის წიგნისა (1696 წ. III. 15. 1450-16/92), იასე ბარათაშვილის მიერ ბერ ყორღანაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1698 წ. III. 5. 1450-16/81).
ასატურა: მამა - ასატურა
მოწმე ასატურ ხუბიარასშვილის მიერ სოღრუანთ მამიჯანაშვილ ფასუასათვის მიცემული სახლების ნასყიდობის წიგნისა (1699 წ. X. 15. 1450-5/182).
ასატურა:ტერ-ასატურა
ხუცესი, გაარიგა სამამულე დავა მელიქ შერმაზანასა და მის ძმებს; ქაიხოსროს, სულხანსა და თამაზას შორის (1699 წ. ახლო. Hd-13043 ბ).
ასატურა
მამასახლისი, მოწმე შერმაზან აბაზაშვილის მიერ ბერუა ავთანდილიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1690-იანი წწ. 1450-16/102).
ასატურა
მოწმე ფარემუზ ჯავახიშვილის მიერ ლიპარისათვის ფულის მიბარების წიგნისა (XVII ს.80-იანი წწ. Hd-15002).
ასატურა
საშვებს მცხოვრები, ლიპარიტისშვილის ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
![]() |
6.60 ასატურასშვილი || ასატურაშვილი || ასვატურაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
ასატურაშვილი
ანგრევანს მცხოვრები, იგი, მამულითურთ, წილად ხვდა იოთამ ბარათაშვილს ([1537-1538 წწ.] VIII. 16. 1450-11/112).
ასატურაშვილი ავაქა
მოწმე: ქიტიას მიერ ალავერანა საფარაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1671 წ. 1448-5), დავითა ადიკაშვილის მიერ ალავერანა საფარასშვილისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1693 წ. ახლო. 1448-1243).
ასატურასშვილი ავთანდილ
გაბრიელ ბეჟანისშვილ-ბაინდურასშვილთან ერთად მან მისცა თამასუქის ბათილამა ელიზბარ დავითიშვილს (1697 წ. I. 15. სეიძ. №8).
ასატურაშვილი აკოფა
მიჰყიდა არაქელა ეზასშვილს ნაურთალში წვერ წვერის ოთხი დღის მიწა სომხისშვილის, ნურალასშვილისა და სადუნიათ მიწებამდე (1699 წ. IX. 22. 1450-8/81).
ასატურაშვილი ანტონა - ძმა ნასრინა ასატურაშვილისა, იხ.
ასატურაშვილი არაქელა
მოწმე იაგანა ქანანაშვილის მიერ თამაზ ყაფლან ნისშვილისათვის მიცემული ყმის ნასყიდობის წიგნისა (1678 წ. X. Qd-871).
ასვატურაშვილი ასატურა
შვილი ხითარა ასვატურაშვილისა, იხ. ხითარაშვილი ასატურა.
ასატურასშვილი ბაინდურა
მოწმე როსტევან მახვილაძის მიერ ტერ-მარქარასათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1696 წ. VIII. 1450-33/234).
ასატურასშვილი ბაღინა - ძმა ოჰანა ასატურასშვილისა, იხ.
ასატურაშვილი გიორგი
ქუთაისს მცხოვრები, იგი, თავისი ცოლ-შვილით, გიორგი მეფემ შესწირა [გელათის] ხახულის ღმრთისმშობელს და დააკისრა სააღაპე გადასახადი ([1565-1585 წწ.] Qd-9501 ბ).
ასატურასშვილი გიქინა - ძმა ოჰანა ასატურასშვილისა, იხ.
ასატურასშვილი გიქუა
მოწმე და დამწერი დემეტრესა და ტატიას მიერ ესტატე ფირალაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა 1690 წ. IV.20. 1448-5369).
ასატურაშვილი გოგინა - ძმა ზუბია ასატურაშვილისა, იხ.
ასვატურაშვილი გოდერძი
შვილი ხითარა ასვატურაშვილისა, იხ. ხითარაშვილი გოდერძი
ასატურაშვილი ერძენა - მამა ნასრინა ასატურაშვილისა, იხ.
ასატურაშვილი ვერმიშა - [ძმა] ზუბია ასატურაშვილისა, იხ.
ასატურაშვილი ზუბია
ჰყავს: [ძმები]: გოგინა, ვერმიშა, შვილები: მერაბ (1668 წ. Sd: 5, 14), პაპა (1668 წ. Sd-5). მიჰყიდა მანუჩარ თუმანიშვილს რეხის ახლოს, ჭურაში, ლაშქარას ოთხდღენახევრის მიწა, რომელიც [პაპუა] შატბერაშვილისაგან ჰქონდა ნაყიდი. ამ მიწის საზღვრები იყო თაყას, შოშიაშვილის, იმრაშვილის და პაპუნას ყმის, მამუკას მიწები (1668 წ. VII. 26. Sd-14), იყიდა პაპუა შატბერაშვილისაგან სველნეთში მიწა (1668 წ. VII. Sd-5).
ასვატურაშვილი ზურაბა - შვილი ხითარა ასვატურაშვილისა, იხ.
ასატურაშვილი მერაბ - შვილი ზუბია ასატურაშვილისა, იხ.
ასატურაშვილი მირიმანა
მოწმე დავით მურაჩაშვილის მიერ მგელუასათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1657 წ. Ad-915).
ასატურაშვილი ნასრინა
ქალაქელი, ჰყავს მამა ერძენა, ძმა ანტონა. ჯაჰანბანუ დედოფალმა იგი უწყალობა ფალავანხოსრო [ბარათაშვილს] (1628 წ. 1450-2/146).
ასატურასშვილი ოჰანა
ჰყავს ძმები: გიქინა, ბაღინა. მიჰყიდა ამირაღას დარბაზი, მარანი, პატარა სახლი ჩიგინაანთ და ბადურაანთ სახლებამდე (1649. V. 1449-2654).
ასატურაშვილი პაპა - შვილი ზუბია ასატურაშვილისა, იხ.
ასატურასშვილი პაპინა
გორში მცხოვრები, იგი, ყმა-მამულით წილად ხვდა მანუჩარ და ჯიმშიტა თუმანიშვილებს (1656 წ. ახლო. Hd-14665 ), შემდეგ - მანუჩარ [თუმანიშვილს] (1656 წ. Hd-11791).
ასვატურაშვილი როსტომა
შვილი ხითარა ასვატურაშვილისა, იხ. ხითარაშვილი როსტომა.
ასატურასშვილი სტეფანა
მოწმე ნასყიდა შანშიაშვილის მიერ ზურაბა გიორგისშვილისათვის მიცემული სახლ-კარის ნასყიდობის წიგნისა (1687 წ. Hd-6112).
ასატურაშვილი ქოქილა
მოწმე პაატა გარსევანაშვილის მიერ ხითარა ასვატურაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1618 წ. V. 15. 1450-53/104).
ასვატურაშვილი ხითარა
ჰყავს შვილები: ხოსინა, როსტომა, ზურაბა, ასატურა, გოდერძი. იყიდა პაატა გარსევანაშვილისაგან რვა დღის მიწა დეკანოზისა და პოლოაშვილის მიწებამდე (1618 წ. V. 15. 1450-53/104).
ასვატურაშვილი ხითარა
ოქონის ხატის დეკანოზი, მოწმე ელიხანა ელიხანაშვილის მიერ ალექსა გოზალბეგაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1632 წ. V. 12. 1450-53/100).
ასვატურაშვილი ხოსინა - შვილი ხითარა ასვატურაშვილისა, იხ.
ასვატურიშვილი ამირაღა - ძმა ამისარგისა ასვატურიშვილისა, იხ.
ასვატურიშვილი ამისარგისა
ჰყავს ძმები: ამირაღა, დოვლათიარ, სადათიარ, შვილი ასვატურა. იყიდა დავით შატბერაშვილისაგან დევაურისა და მამისას მიწებს შუა მდებარე სამი დღის მიწა (1546 წ.Hd-1575).
ასვატურიშვილი ასვატურა - შვილი ამისარგისა ასვატურიშვილისა, იხ.
ასვატურიშვილი დოვლათიარ - ძმა ამისარგისა ასვატურიშვილისა, იხ.
ასვატურიშვილი სადათიარ - ძმა ამისარგისა ასვატურიშვილისა, იხ.
ასაფა: ასაფასეული
თეიმურაზ მეფემ თამაზ ამატაკისშვილს ადრე ნაწყალობევ სხვა მამულებთან ერთად დაუმტკიცა ღანუჴს ასაფასეული სასახლე (1616 წ. Hd-14679).
ასაფა
ახალდაბას მცხოვრები, იგი, მამულითურთ, წილად ხვდა მანუჩარ და ჯიმშიტა თუმანიშვილებს (1656 წ. ახლო Hd-14665 ), შემდგომ - ჯიმშიტა [თუმანიშვილს] (1656 წ. Hd-12235).
ასაფაშვილი
გაარიგა სამამულე დავა [დომენტი] კათალიკოსსა და პატი რუსიშვილს შორის ([1660-1676 წწ.] Ad-1891).
ასაღანა
სიქიშხანას წილში, იგი, მამულითურთ, ერგო იოთამ ბარათაშვილს ([1537-1538 წწ.] VIII. 16. 1450-11/112).
ასაშვილი ბეჟან
ახალშენს მცხოვრები, ჰყავს მამა იასა, ბიძა პაპანა, ძმები: ოთია, მაზიტა. როსტომ მეფემ იგი სახასოდ აქცია და გაათარხნა. „არც გლურჯიძეს და არც სხვა მებატონეს“ მასზე ხელი აღარ უნდა ჰქონოდა( 1634 წ. 1450-49/92).
ასაშვილი იასა - მამა ბეჟან ასაშვილისა, იხ.
ასაშვილი მაზიტა - ძმა ბეჟან ასაშვილისა, იხ.
ასაშვილი ოთია - ძმა ბეჟან ასაშვილისა, იხ.
ასაშვილი პაპანა - ბიძა ბეჟან ასაშვილისა, იხ.
ასვათისძე ოლა
ალის მონასტერს მან სააღაპედ შესწირა ოხტველს კოკლიაური მიწა (XIV-XV სს. S-1245. 504-507).
ასთუხასშვილები
შულავერს მცხოვრებნი, შაჰაბასს ისინი უბოძებია შულავრის მამასახლის ყარახანასათვის. პატრონმა გიორგიმ და პატრონმა იორამმა ყარახანასშვილ წოვანშას განუახლეს მათი წყალობა (1633-1658 წწ.] IX. 22. 1448-5154).
ასისთავიშვილი პაპუნა
მოწმე რამაზ მანელასშვილის მიერ შერმაზან ჯავახისშვილისათვის მიცემული ბათილ ამისა ([1687-1700 წწ.] სდ. I. №111).
ასიტა
ოჟიოში მისი ნაქონი ბეითალმანი მამული ამბა-ალავერდელმა უწყალობა იოთამ და მიქა [კოზმანაშვილებს] (1670 წ. 1448-636).
ასიტაშვილი თამაზა
წყნეთში მცხოვრები, ჰყავს ძმა შემაზა. ედიშერ და პაპუნა [ციციშვილების] გაყრის დროს იგი, ძმასთან ერთად, მამულითურთ, ერგო პაპუნას ([1688-1703 წწ.] Hd-1636).
ასიტაშვილი შემაზა - ძმა თამაზა ასიტაშვილისა, იხ.
ასლამაზ - ძმა ფინეზასი, იხ.
ასლამაზ
მოურავი, მოწმე მხითარ წატურაშვილის მიერ მდივან ნასრ [თუმანიშვილისათვის] მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1623 წ. III. 17. 1450-33/68).
ასლამაზ
მასა და პაპუნას თეიმურაზ მეფემ გამოართვა ყმა, სუხუასშვილი, ქვემო ბოლნისიდან და ნაცვლად მისცა აღეკს მცხოვრები ალიხანა (1631 წ. Ad-682).
ასლამაზ (ვარ. ასლამაზა) - 1641-1673 წწ.
ქალაქის მამასახლისი (1641-1673 წწ. Hd-14691,Qd-6314, 1450-57/5, Hd-13005, 1450: 53/120, 53/97, Qd-503, 1450: 53/92, 51/243, 5/115, 1448-1496, 1450: 17/9, 21/101, 1448-2341, 1450-22/61, Hd-9653, 1448-1087, 1448-5333, ლაი: № 31, H-13-12, 14. E 73-41, 86-87, 1450: 22/108, 22/119, 22/111, 21/2, 18/77, 21/47, Ad-621, 1450-11/109, Hd-13128, სს. II. №335, 1450: 22/107, 50/204, Hd-13025, Sd-754, 1448-1940, Hd-1785), მელიქ-მამასახლისი (1646 წ. XII. 3. Ad-621) ჰყავს: მამა ამირა (1641 წ. H-6914), შვილები: ნაზარა (1641-1672 წწ. Qd-6914, Hd-13025), გიორგი, ბეჟანა (1672 წ. Hd-13025). მას უწყალობა როსტომ მეფემ ქალაქის მამასახლისობა (1641 წ. Qd-6914); მიჰყიდა ელიზბარა ხარატასშვილს თაიფშათაგან შეძენილი სამი წვრილი სახლი გულიფაშათ, თაიფაშათ ნაზარასა და გომშატალათ უმეკას სახლებამდე (1672 წ. VI. 15. Hd-13025); სხვებთან ერთად გაარიგა ტოტოაშვილების დავა მანდენასშვილებთან და აჯაბ ნუშასშვილებთან სახლისა და მარნის ადგილზე (1648 წ. V. 22. Qd-503); მოწმე და დამწერი დათუნა სოლაღაშვილის მიერ ქალაქის მოურავ მანუჩარისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1651 წ. VI. 10. 1450-53/92); მოწმე: მდივანბეგ როინ [ჯავახიშვილსა] და მისი განაყოფის, ფარეშთუხუცეს პატა [ჯავახიშვილს] შორის მამულის გაყოფისა ([1638-1658 წწ.] Hd-14691), გულიფაშაანთ ხუდადაშვილ ზურაბას მიერ ჩითახაანთ მირველასშვილ ფარსადანისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1646 წ. IV. 19. 1450-57/5), ოლქაათ ყალბეგაშვილ ყალიას მიერ მოურავ მანუჩარისათვის მიცემული სახლების ნასყიდობის წიგნისა (1646 წ. VI. 10. Hd-13005), შანაზარ მურაჩაშვილის მიერ ქალაქის მოურავ მანუჩარისათვის მიცემული ბატონყმობის წიგნისა (1646 წ. VI. 10. 1450-53/97), გიორგი სანჯარაშვილის მიერ მეჯორეთუხუცეს მაჰმადასათვის მიცემული სახლის ნასყიდობის წიგნისა (1646 წ. ახლო. 1450-53/120), შარუათ შარუაშვილ ოჰანას მიერ მისი ძმებისათვის მიცემული სახლ-კარის ნასყიდობის წიგნისა 1652 წ. IX. 18. 1450-51/243), მანდენაანთ მამუკას მიერ ხოჯა ზაქარია მასაჯანაშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1656 წ. III. 26. 1448-1496), მამუკა შატელიშვილის მიერ ეინალ [მირიმანიშვილისათვის] მიცემული ყმის ნასყიდობის წიგნისა (1656 წ. 1450-5/115 ), აკოფა ჯიჯანასშვილის მიერ თავის ბიძაშვილ საქუასათვის მიცემული ქულბაქის გაცვლის წიგნისა (1656 წ. VIII. 20. 1450-17/9), ხოჯა ბეჰბუდას მიერ სევანის ანაპეტისათვის მიცემული ქულბაქის შეწირულების წიგნისა (1658 წ. 1450-21/101), ელენე-ხანუმის მიერ შერმაზან სულოაშვილისა თვის მიცემული მამულის წყალობის წიგნისა (1658 წ. 1448-1341), იავანგულაანთ ბაინდურას მიერ ხოჯა ბეჰბუდასათვის მიცემული ნაიონჯარის ნასყიდობის წიგნისა (1658 წ. II. 41450-22/61), ციცი ციციშვილის მიერ მეუნაგირე შაბანასათვის მიცემული ყმის წყალობის წიგნისა (1658 წ. III. 1. Hd-9653), დურმიშა დაუთაშვილის მიერ მამუკასათვის მიცემული სახლის ადგილის ნასყიდობის წიგნისა (1659 წ. IV. 15. 1448-1087), გრიგოლა ბაკურაშვილის მიერ მკრტიჩ [ო]ნიკაშვილისათვის მიცემული სახლის ნასყიდობის წიგნისა (XVIIს. შუა ხანები. 1448-5333), გოგინა თამამშაშვილის მიერ ზარაფთუხუცეს ხოჯა ბეჰბუდასათვის მიცემული ადგილის ნასყიდობის წიგნისა (1661 წ. III. 21. 1450-22/108), სეფოასშვილ პაპოას მიერ ხოჯა ბეჰბუდასათვის მიცემული სახლ-კარის ნასყიდობის წიგნისა (1661 წ. IV. 27. 1450-22/119), იავანგულაანთ ყარახანას და ხოჯა ბეჰბუდას შორის დადებული დუქნების გაცვლილობის წიგნისა (1661 წ. IX. 2. 1450-22/111), იმამყულას მიერ ქალაქის მოურავ მანუჩარისათვის მიცემული ყმის ნასყიდობის წიგნისა (1663 წ. V. 25. 1450-21/2), სტეფანას მიერ მისი განაყოფის, არაქელასათვის მიცემული სახლის ნასყიდობის წიგნისა (1664 წ. I. 6. 1450-18/77), ასლანის მიერ ეჩმიაძინისათვის მიცემული ქულბაქების შეწირულებისა (1664 წ. III. 8. 1450-21/47), ამირჯანა იევანგულაშვილის მიერ დომენტი კათალიკოსისათვის მიცემული ხატების ნასყიდობის წიგნისა (1664 წ. XII. 3. Ad-621), სუფრაჩ იმამ ყულიბეგსა და ყაიბულას შორის აბანოს შემოსავლის სწორად გაყოფის თაობაზე დადებული პირობისა (1666 წ.XI. 2. 145 0-11/109), გოგინა ასლანბეგიშვილის მიერ მდივან ზურაბ თუმანიშვილისათვის მიცემული სასახლის ნასყიდობის წიგნისა (1666 წ. Hd-13128), ნასყიდა ფასაშვილის მიერ გასპარასათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1667 წ. V. 20. სს. II. №335), ქაფანაკაანთ ფასოას მიერ ასლანისათვის მიცემული ქულბაქებზე უდაობის წიგნისა (1668 წ. III. 3. 1450-22/107), ბაისოღულ და ნასყიდა ბაღდადაშვილების გაყრისა (1670 წ. 1450-50/204), სარუხანთ ხოსინას მიერ ქაფანაკანთ ფარსადანასათვის მიცემული ქულბაქების ნასყიდობის წიგნისა (1672 წ. VI. Sd-754), ყარახან შერმაზანაშვილის მიერ გასპარ ქოჩინასშვილისათვის მიცემული სახლის ნასყიდობის წიგნისა (1672 წ. IX. 17. 1448-1940), ელიზბარ ხარატასშვილის მიერ ქალაქის მოურავ მანუჩარისათვის მიცემული სახლების გაცვლილობის წიგნისა (1673 წ. I. 1. Hd-1785) მისგან ნაყიდი სახლები ელიზბარ ხარატასშვილმა გაუცვალა ქალაქის მოურავ მანუჩარს (1673 წ. I. 1. Hd-1785); მისი ბეჭედი უზის საბუთებს: 1448: 2341, 1087, 1940.
ასლამაზ - შვილი წოვანშასი, იხ.
ასლამაზ - მეღვინეთუხუცესი, ძმა შულავრის მამასახლის თამაზასი, იხ.
ასლამაზ - შვილი ყარაბუდახისა, იხ.
ასლამაზ
მარტყოფის ნაცვალი, მოწმე ბეჟუა რამაზისშვილის მიერ ნონია მაკარისშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1682 წ. IV. 3. 1450-34/192).
ასლამაზ - [სახლიკაცი] მურადასი, იხ.
ასლამაზ
ძმა იარალისა, იხ. მისი, იარალისა და ვახუშტის საფიცრის წიგნები იხსენიება გორჯასპ [ბარათაშვილისათვის] მიბარებულ წიგნების ნუსხაში (1691 წ. XI. 2. Sd-1931).
ასლამაზ
ღაზნელი, ჰყავს შვილი შიოშ. თავის ყმას, ბეჟან საგინაშვილს, მისცა დასტური ედია ახალასშვილისათვის ვენახის მიყიდვის თაობაზე (XVI Iს. II ნახ. 1450-35/187).
ასლამაზა
დმანისს მცხოვრები, იგი, მამულითურთ, წილში ხვდა იოთამ ბარათაშვილს (1537-1538 წწ.] VIII. 6. 1450-11/112).
ასლამაზა
მირტაშენს მცხოვრები, იგი, მამულითურთ, წილში ხვდა იოთამ ბარათაშვილს ([1537-1538 წწ.] VIII. 6. 1450-11/112).
ასლამაზა
რატევანს მცხოვრები, იგი, მამულითურთ, წილში ხვდა იოთამ ბარათაშვილს ([1537-1538 წწ.] VIII. 16. 1450-11/112).
ასლამაზა
მამასახლისი, მოწმე პაატა აბაშიძის მიერ ქალაქის მოურავ მანუჩარისათვის მიცემული ყმის ნასყიდობის წიგნისა (1634 წ. IV. 8. 1450-8/150).
ასლამაზა
თულუათაანთ ჰასანამ ტერ-პეტროზას მიჰყიდა ბაღჩა, რომლის ერთ-ერთი საზღვარი იყო ასლამაზას სახლთან გამავალი შარა (1637 წ. VI. 22. 1448-1713).
ასლამაზა
ზემო ბოლნისს მცხოვრები, როსტომ მეფემ განუახლა მისი წყალობა ყაფარ [ყაფარაშვილს] (1641 წ. 1448-3274).
ასლამაზა
მოწმე ივანასა და ამბრიას შორის მამულზე და სახლ-კარზე დავის გარჩევის წიგნისა (1661 წ. Ad-1687).
ასლამაზა
ბერიკა აღდგომლისშვილის მიერ ქიტია ქუბასშვილისათვის მიცემულ მიწის ნასყიდობის წიგნში აღნიშნულია, რომ მას დაუხვნევინებია ქიტია ქუბასშვილის მიწის გვერდით მდებარე ნიგვზის მიწის ნახევარი (1690 წ. I. 2. Hd-2422).
ასლამაზა
მოწმე და შუადამხდური კათალიკოს იოანე დიასამიძის მიერ ფოცხვერასათვის მიცემული მამულისა და სახლ-კარის ნასყიდობის წიგნისა (1692 წ. IX. 1. Qd-9087).
ასლამაზა
მისი მიწა ესაზღვრებოდა კახაბერ მამაგულაშვილის მიერ როსტომ მამაგულაშვილისათვის მიცემულ ხუთი დღის მიწას (1695 წ. IV. 1450-17/4).
ასლამაზა
მოწმე ყორღანიანთ ფირალის მიერ ხეჩუანთ ბაღდასარასათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1697 წ. XI. 20. 1450-19/11).
ასლამაზა
მოწმე და დამწერი ბეჟანა რაგვიშვილის მიერ სოლაღა ხ[ა]ტისაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1699 წ. V. 31. 1449-1861).
ასლამაზა
მაჩხაანთ ქემხა, ნაზარალი-ხანთან ერთად გაარიგა ბოდბის წმინდა ნინოს ყმა-მამულებისა და გამოსაღებების საქმე (1700 წ. 1449-1461).
ასლამაზაშვილი
მის მიწას ესაზღვრებოდა ვარძელა ყუზანაშვილის მიერ დუშია შავერდაშვილისათვის მიყიდული მიწა (1633 წ. II. 9. 1450-6/39).
ასლამაზაშვილი
მისი მიწა ესაზღვრებოდა დუშია შავერდაშვილის მიერ ბაინდურ პაპიაშვილისათვის მიყიდულ მიწას (1638 წ .I. 1. 1450-7/5).
ასლამაზაშვილი
მისი, რემუა ჭამბუაშვილისა და ხარუაშვილის ნაცვლად ზაალ [სააკაძეს] წილში ერგო სამღერეთში ბეჟუა ასლანაშვილი და ელიზბარ ხუდაშვილი მამულებით (1651 წ. 1450-37/178).
ასლამაზაშვილი
მისი მიწა ესაზღვრებოდა ზაქუმ ზაქუმიშვილის მიერ დონმაზა შანშიაშვილისათვის ზემო ბოლნისში მიყიდულ მიწას ([1658-1696 წწ.] Hd-3054).
ასლამაზაშვილი ფასუა
გორს მცხოვრები, ამილახვრის ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა ლაშქრობა (XVII ს-ის II ნახ. 1448-5032).
ასლამაზაშვილი შაზინა
მამასახლისი, მოწმე ოჰანას მიერ ამირაღასათვის მიცემული დარბაზისა და მარნის ნასყიდობის წიგნისა (1649 წ. V. 1449-2654).
ასლამაზისშვილი (ვარ. ბარათაშვილი-ასლამაზიშვილი) დათუნა
განაყოფი ფალავანხოსრო [ბარათაშვილისა]. მისი კუთვნილი მამული ერწოში სვიმონ მეფემ უწყალობა ფალავანხოსრო [ბარათაშვილს] (1629 წ. 1450-26/268 ა), ხოლო მარიამ დედოფალმა - უწყალობა ზებედეს ([1634-1675 წწ.] 1450-10/118).
![]() |
6.61 ასლან || ასლანბეგ |
▲ზევით დაბრუნება |
ასლან
მამასახლისი, მოწმე ჰასან მირზაშვილის მიერ პაპია შანშიაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1652 წ. I. 13. 1450-6/14).
ასლან
მის მიწამდე განუახლა როსტომ მეფემ მამულების წყალობა ბეჟან ნასრიაშვილს (1652 წ. 1450-28/4).
ასლან - 1664-1678 წწ.
შვილი ხოჯა ბეჰბუდასი (1664-1678 წწ. 1450-21/47, 22/107, 22/73, 22/68). მას უწყალობა გიორგი ბატონიშვილმა მამამისის, ხოჯა ბეჰბუდას მიერ აშენებული აბანო, რომელიც ბეჰბუდას სიკვდილის შემდეგ [ვახტანგ] მეფეს უსტა შაინასათვის მიუცია (1677 წ. I. 10. 1450-22/73); შეწირა ეჩმიაძინს ზოჰრაბისა და დოვლათიარას სახლის წინ, ჩარსუ ბაზრის ნაპირას მდებარე სამი ქულბაქი, კიდევ ორი სხვა ქულბაქი (1664 წ. III. 18. 1450-21/47); ჰქონდა დავა: ქაფანაკაანთ ფასუასთან ხოჯა ბეჰბუდას მიერ აშენებულ ქულბაქებზე, დავის გარჩევის შემდეგ ქაფანაკაანთ ფასუამ წართმეული ქულბაქების სანაცვლოდ სხვა ქულბაქები მისცა (1668 წ. III. 3. 1450-22/107), სომეხთა კათალიკოსთან როსტომ მეფის მიერ ნაწყალობევ აბანოს ადგილზე, მანდენაშვილების ბაღჩაზე და სხვა ნაყიდ მიწებზე, დავის გარჩევის შემდეგ სადაო ადგილები მას დარჩა (1678 წ. VII. 20. 1450-22/68).
ასლან (ვარ. ასლანბეგ) - 1664-1699 წწ.
სომხითის მოურავი (1664-1699 წწ. 1450: 48/146, 12/2, 9/119), ტარუღა (1696 წ. 1450-9/122), მოწმე: ბეჟან ზაქუმიშვილის მიერ ხოსროვა დალალაშვილისათვის მიცემული წისქვილის ნასყიდობის წიგნისა (1664 წ. 1450-48/146), ზაქუმბეგ ზაქუმიშვილის მიერ იეგულაანთ ბეჟანისშვილ ალიხანასათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1669 წ. II. 7. 1450-12/2), ზაქუმ [ზაქუმიშვილის] მიერ ალავერდა იაგულაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1699 წ. V. 10. 1450-9/119), ხოსუა ასლუაშვილის მიერ ნასყიდა დოლმაზაშვილისათვის მიცემული ვენახის გაცვლის წიგნისა (1699 წ. IX. 27. Hd-10257); იხსენიება ზაქუმბეგ [ზაქუმიშვილის] მიერ დურმიშხან იაგულაშვილისათვის მიცემულ მიწის ნასყიდობის წიგნში (1696 წ. 1450-9/122).
ასლან - 1671-1699 წწ.
შვილიშვილი ქალაქის მოურავ მანუჩარისა, იხ. (1696 წ. Sd-564), შვილი პაატაბეგისა, იხ., ჰყავს: ბიძა სეფიყულა (1696, 1698 წწ. Sd-564, 1450-6/173), ძმები: ავთანდილ (1692-1699 წწ.1450-10/139, Sd-564, 1450-6/173), ქაიხოსრო (1696 წ. Sd-564). მას განუახლა ნაზარალი-ხანმა, „ორიანობაში“ გაწეული სამსახურისათვის, ასლანის პაპის ნაქონი ყმა-მამულის წყალობა ღვევში და ზვრისა-ზრბითში. ეს ქონება იმხანად თულაშვილებს ჰქონიათ ნაბოძები (1696 წ. Sd-564); მიჰყიდა ბალაბულაანთ ავეტისას „ჭალის ბოლოს“ ადგილი (1692 წ. II. 15. 1450-10/139); ბაღდინა ამირჯანაშვილსა და არაქელასშვილებს შორის ბაღის გამო ატეხილი დავის გარჩევის დროს მან, თავის ძმასთან, ავთანდილთან ერთად, დაადასტურა, რომ მამამის პაატას სადაო ბაღი ბაღდინასათვის ჰქონდა მიგირავებული მაშინ, როცა არაქელას მიჰყიდა (1698 წ. VII. 1450-6/173).
ასლან - მამა ნაზარასი, იხ.
ასლან
მებაჟეთუხუცესი, მოწმე ქიტუნა მახარასშვილის მიერ ვარპეტ ხეჩატურაშვილისათვის მიცემული სახლის ნასყიდობის წიგნისა (1687 წ. VIII .15. 1448-4211).
ასლან
მოწმე და დამწერი პაპუნა [ბარათაშვილის] მიერ ზურაბ ლარაძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1690 წ. VI. 1450-10/129).
ასლან
მდივანი, მოწმე გიორგი მეფის მიერ ვახტანგ აგიაშვილისათვის მიცემული ყმა-მამულის წყალობის წიგნისა (1697 წ. 1449-61); იხსენიება ალექსანდრე მეფის მიერ დათუნა მეკარისშვილისათვის მიცემულ პირობის წიგნში: თუ ალექსანდრე ასლან მდივანს „გააღარიბებდა“, მაშინ მის მამულს დათუნა მეკარისშვილს უწყალობებდა ([1690-1691 წწ.] Hd-15034).
ასლანა
ქალაქის მელიქი და მამასახლისი, [სვიმონ] მეფემ მას შეუთვალა ბრძანება, რომ მეფის მოხელეებს თევზის, ხილის, პურისა და ღვინის საკათალიკოსო ბაჟზე ხელი აეღოთ (1592 წ. 1448-3371).
ასლანა
ჰასასი, მისი ქულბაქი ესაზღვრებოდა სარუხანაანთ ხოსინას მიერ ქაფანაკანთ ფარსადანასათვის მიყიდულ ქულბაქს (1672 წ. Sd-754), მისი დუქნის უკან მიჰყიდა ადგილი ქაფანაკათ ზურაბასშვილმა ფარსადანამ ბაღდადათ თათოსას (1691 წ. VIII. 24. 1450-50/205).
ასლანა
მოწმე გასპარა დარისპანაშვილის მიერ ბაინდურა [შანშიაშვილისათვის] მიცემული ნასყიდობის წიგნისა (1680-იანი წწ. XI. 1. 1450-9/24).
ასლანა - ძმა ესტატესი, იხ.
ასლანა
თავლიდარი, მოწმე სეფიყულას მიერ იავანგულაანთ ზურაბასათვის მიცემული ბაღის ნასყიდობის წიგნისა (1691 წ. V. 20. 1450-47/17).
ასლანა
ენიბეგაანთ არუთინამ იავანგულაანთ მურადას მიჰყიდა მისი ქულბაქების გვერდით მდებარე ორი ქულბაქი (1693 წ. I..1450-19/60).
ასლანა - ძმა გოგინასი, იხ.
ასლანა
სახლთუხუცესი, მოწმე პაპუნა გოსტაშაბისშვილის მიერ თინათინისათვის მიცემული მოურაობის წყალობის წიგნისა (1700 წ. Hd-7255).
ასლანა
ფარეშთუხუცესი, მოწმე ხუდინა შაზინაშვილის მიერ ბოლნისის საყდრის ვარდაპეტ მესროპისათვის ბოძებული ვახშის წიგნისა (1700 წ. 1. 1.1450-21/103).
ასლანა
ნაცვალი, მოწმე და დამხდური ოთარ [ჩოლაყაშვილის] მიერ ნიკოლოზ ალავერდელისათვის მიცემული მამულებზე უდაობის პირობის წიგნისა (1685-1700 წწ.] 1449-1854).
ასლანაშვილები
მათ, პატარძეულის ნაცვალ იასესთან, ცხვარიაშვილებთან; ბუტულაშვილებთან, ყურშიტასშვილებთან და ბიჭიკაშვილთან ერთად პირობა მისცეს სამებელს, რომ შეწყვეტდნენ სამების ყმებთან სამამულე დავას (1698 წ.1449-1842).
![]() |
6.62 ასლანასშვილი || ასლანაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
ასლანაშვილი
ქალაქს მცხოვრები, იხსენიება ყმათა ნუსხაში (XVII-XVIII სს. Hd-819).
[ასლანაშვილი] აბრია
მოწმე ბაბუჩას მიერ შიოშ სოლაღაშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1619 წ. V .21, Sd-735).
ასლანასშვილი ანდინა
მოწმე ესტატე ბუხუნასშვილის მიერ ბ[ა]სტ[ა]მ[ა]ნთ ყანდინ[ა]სშვილ ბეჟუასათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1692 წ. V. 1. Hd-6115).
ასლანაშვილი ბეჟუა
სამღერეთს მცხოვრები, იგი და ელიზბარ ხუდაშვილი მამულებით წილში ხვდნენ ზაალ [ციციშვილს] თემუა ჭამბუაშვილის, ასლამაზაშვილისა და ხარუაშვილის ნაცვლად ([1651 წ.] 1450-37/178).
ასლანაშვილი დათუა
თელოვნელი, სვეტიცხოვლის ყმა, როსტომ მეფემ იგი თავისი სასაფლაოს აზნაურიშვილს, თანია გაბრიელისშვილს უწყალობა. დათუა დამდურებია ახალ ბატონს და ავლაბარს ჩასულა. როსტომ მეფემ იგი ავლაბრიდან აყარა და ისევ თავის ბატონს დაუბრუნა (1657 წ. 1449-25).
ასლანაშვილი ფირალა
კუმისს მცხოვრები, იგი, მამულითურთ, როსტომ მეფემ უწყალობა ბიძინა სოლაღაშვილს (1658 წ. VIII. 24. Hd-14668).
ასლანაშვილი შავერდა
კუმისს მცხოვრები, მოწმე ბაბუჩას მიერ შიოშ სოლაღაშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1619 წ. V. 21. Sd-735).
![]() |
6.63 ასლანბეგიშვილი || ასლანბეგათ |
▲ზევით დაბრუნება |
ასლანბეგიშვილი ასატურა - შვილი გოგინა ასლანბეგიშვილისა, იხ.
ასლანბეგიშვილი გოგინა
მოქალაქე, ჰყავს ძმა - შაჰპარუნა, შვილები: ასატურა, მატინა, ფირყულა. მიჰყიდა ზურაბ თუმანიშვილს განაყოფთაგან წილად ნარგები სასახლე პეტროზას დარბაზის კედლამდე და ზურაბ თუმანიშვილის სამოახლო სახლამდე (1666 წ. Hd-13128).
ასლანბეგიშვილი (ვარ. ასლანბეგათ) მატინა - 1666-1683 წწ.
შვილი გოგინა ასლანბეგიშვილისა, იხ. მოწმე ხანგანოსათ აფრიამას მიერ ქაიხოსრო ბარათაშვილისათვის მიცემული სახლების ნასყიდობის წიგნისა (1683 წ. XII. Qd-8563).
ასლანბეგათ ნაზარა
მოწმე მნიშაკანთ გულინაშვილ მიქელის მიერ გივი თუმანიშვილისათვის მიცემული სახლ-კარის ნასყიდობის წიგნისა (1698 წ. XI. 20. Sd-56).
ასლანბეგიშვილი ფირყულა - შვილი გოგინა ასლანბეგიშვილისა, იხ.
ასლანბეგიშვილი შაჰპარუნა
ძმა გოგინა ასლანბეგიშვილისა, რომელმაც მიჰყიდა თავისი წილი სასახლე ზურაბ თუმანიშვილს. შაჰპარუნამ, თავის მხრივ, პირობა დაუდო ზურაბ თუმანიშვილს, რომ არ შეედავებოდა ამ სასახლეზე. მოწმე ამ ნასყიდობის წიგნისა (1666 წ. Hd-13128).
ასლანიშვილები
პატარძეულს მცხოვრები აზატი ყმები, ყველა ასლანიშვილს ევალებოდა გამოეღო შეკაზმული ცხენი და იარაღი ნინოწმინდის საყდრისათვის არსენის ნინოწმინდელობის დროს ([1688-1694 წწ.] Ad-116).
ასლანიშვილი დათუნა
ყარაღაჯს მცხოვრები, იგი, ქონებითურთ, საუფროსოდ ერგო როინ [ჯავახიშვილს] (XVII ს. Hd-14979).
ასლანიშვილი რევაზ
ბეჭდით დაამტკიცა ქაიხოსრო ციციშვილის მიერ ლაზარე ზღუდაშვილისათვის მიცემული მამულის თარხნობის წიგნი (1671 წ. III. 10. Ad-1336).
ასლანიშვილი რევაზ
ეშიკაღასბაში, მოწმე მნიშაკანთ-გულინაშვილ მიქელის მიერ გივი თუმანიშვილისათვის მიცემული სახლ-კარის ნასყიდობის წიგნისა (1698 წ. XI. 20. Sd-56), საბუთს უზის მისი ბეჭედი.
ასლია
ბეჟან ყორღანაშვილის ყმა, მოწმე ზუბიტა ფირუაშვილის მიერ ბეჟან ყორღანაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1633 წ.IX. 15. 1450-16/105).
ასლიშვილი ბერუა
მოწმე ამაზა ყარახანაშვილის მიერ ედიშერ ყორღანაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1512 წ. IV. 16. 1450-16/129).
![]() |
6.64 ასლუასშვილი || ასლუაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
ასლუაშვილი
მისი მიწა ესაზღვრებოდა მანთაშა ტერტერაშვილის მიერ ბაინდურ გოგიბაშვილისათვის მიყიდულ მიწას (1619 წ. VI. 10. 1450-538).
ასლუასშვილი
მისი მიწა ესაზღვრებოდა იოსებ რევიშვილის მიერ დოლმაზა შანშიაშვილისათვის მიცემულ სავენახე მიწას (1670 წ. VIII. 2. Hd-5242).
ასლუაშვილი არუთინა - [ძმა] ხოსრუა ასლუაშვილისა, იხ.
[ასლუაშვილი] ასლუა - მამა ხოსუა ასლუაშვილისა, იხ.
ასლუაშვილი ბანდუა - ძმა ხოსუა ასლუაშვილისა, იხ.
ასლუაშვილი დავრიშა - ბიძაშვილი ხოსუა ასლუაშვილისა, იხ.
ასლუაშვილი ზურაბა - მამა ხოსრუა ასლუაშვილისა, იხ.
ასლუაშვილი მანდენა - [ძმა] ხოსრუა ასლუაშვილისა, იხ.
ასლუაშვილი სიმონა
მოწმე ლუარსაბ ქანანაშვილის მიერ ხოსრუა დალაქიშვილისათვის მიცემული ანგარიშსწორების წიგნისა (XVII ს. 1450-48/143).
ასლუაშვილი ფეშაგა - ძმა ხოსუა ასლუაშვილისა, იხ.
ასლუაშვილი ხოსრუა
ჰყავს: მამა ზურაბა, ძმები: მანდენა და არუთინა. დოლმაზა შანშიაშვილს ვალში მისცა ქვემო ვენახი, რომელიც დოლმაზას ვენახს ეკვროდა,იმ პირობით, რომ დოლმაზას თავისი სამკვიდრო ზემო ვენახი საყდრისათვის დაედო (1693 წ. Hd-6604).
ასლუაშვილი ხოსუა
ჰყავს მამა ასლუა, ძმები: ბანდუა და ფეშაგა, ბიძაშვილი დავრიშა. თავისი ბატონის, მაქსიმე ბოვნელის ნებართვით, ნასყიდა დოლმაზაშვილს გაუცვალა თავისი ვენახი ორ ზომა მიწაში. ამ ვენახის (ქვემო ახალშენის) ნაწილი ადრე ასლუაშვილების მამას გაუცვლია დოლმაზაშვილების მამისთვის (1699 წ. IX. 27. Hd-10257).
ასმავა გოშორთია
ემართა ჯგალის ციხის ბეგარა ბუმბუვა შამიბიას მსგავსად ([1616-1621 წწ.] ქსძ. III. №92).
ასმავია ხჯიჩელავა
ემართა ჯგალის ციხის ბეგარა ბუმბუვა შამიბიას მსგავსად ([1616-1621 წწ.] სძ. III. №92).
ასნელაშვილი პაპუნა
კარსანს მცხოვრები, მოწმე გაგულას მიერ ქიტასათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1661 წ. XI. 15. Ad-1806).
ასნიშვილი სეხნია
მოწმე თამარ დედოფლის მიერ [ქაიხოსრო] [მა]ჭავარიანისათვის მიცემული სადედოფლო მოლარეთუხუცესობის წყალობის წიგნისა (1687 წ. Hd-15043).
ასოვა
აკაურთას მცხოვრები, მამულით წილად ხვდა იოთამ ბარათაშვილს ([1537-1538 წწ.] VIII. 16. 1450-11/112).
ასოიანი იგდარ
„დანახდომი და მოურავი“ გუშელ ზურამიანის მიერ იოვანე სეტიელისათვის მიცემული დაწერილისა ქუბის სანაცვლოდ სათიბის დადების თაობაზე (XIV-XV სს. სსძ. II. №87).
ასპანისძენი
შედიოდნენ სვეტიცხოვლის სამწყსოში. სამცხე-საათაბაგოს თავადთა სიის მიხედვით, მათი სამკვიდრებელი სასაფლაოთი, მონასტრით და კარის ეკლესიით, სფირიდონ [ბეენასშვილს] დაუკავებია (1516 წ. ახლო. Ad-91).
ასრადაშვილი
მისი ვენახი ესაზღვრებოდა ბერიკა ხუდადასშვილის მიერ ტარიელ ქავთარაძისათვის მიყიდულ ვენახს (1692 წ. Hd-9372).
ასრათა - იხ. ჰასრათა
ასტამაძე გიორგი
ისროლისხევს მცხოვრები, სახასო აზნაურთა მკვიდრი ყმა, ნაზარალი-ხანმა განუახლა მისი წყალობა სახასო-სადედოფლო აზნაურს, გიორგის (1700 წ. IV. 6. 1450-37/55).
ასტანდარ
ჩხეტიძის ასული, თანამეცხედრე ლომკაც ჭილაძისა, იხ.
ასღასძე
მიჰყიდა ბასილი მიქელისშვილს ვენახი (XV ს. 1449-615).
ასჯასშვილი პაპუნა
მოწმე მამუკა პარკაძის მიერ დაქით გარსევანიშვილისათვის მიცემული ნაწისქვილარი მიწის ნასყიდობის წიგნისა (1680 წ. XI. 18. გსიემ. 7601-59).
ატიკაშვილი მამუკა
მოწმე მღვდელ მახარე ელისაბედაშვილის მიერ შამირანა ყანდურალაშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა(1686წ. III. 1. 1448-2948).
ატიკაშვილი ნასყიდა
ახალქალაქს მცხოვრები, წილად ხვდა მოურავსა და ზურაბ [სააკაძეს] არუთინას ფარდად (XVII ს. ბოლო მეოთხ. Hd-11869).
აფაქიძე
იხსენიება მოწმედ ვახტანგ მეფის მიერ ჩარაჩე გურალიძისათვის მიცემულ სასისხლო სიგელში (1432 წ. 1448-5039 სას.).
აფაქიძე
ეჯიბი, მოწმე დავით მეფის მიერ ივანე მაღნარაძისათვის მიცემული სასისხლო სიგლისა (XV ს. ბოლო. 1448-5040 სას.).
აფაქიძე ათანასე - შვილი კალანდი აფაქიძისა, იხ.
აფაქიძე კალანდი
ფასაეჯუნის (sic) მთავარანგელოზის ყმა, ჰყავს შვილები ათანასე და ფილიპე. ბაგრატ მეფემ გაუჩინა სისხლის ფასი 350000 ძველი თეთრი, სანახშირედ - 12000 (1540 წ. A-1767, 20-21 სას.).
აფაქიძე ფილიპე - შვილი კალანდი აფაქიძისა, იხ.
აფთარაშვილი მგელია
თაგუეთში მცხოვრები, ედიშერ და პაპუნა [ციციშვილების] გაყრისას, იგი, თავისი მამულით, ერგო ედიშერს ([1688-1703 წწ.) Hd-1636).
აფია
გრემს მცხოვრები, ურია, იგი, შვილებითურთ, იასონ ჭავჭავაძემ შესწირა გარეჯის წმინდა დავითის ღმრთისმშობელს (1590 წ. 1449-1555).
აფიაშვილი
მისი ვენახის ბოლოს აზალდურ აზალაძემ დეკანოზ გიორგი ეცადაშვილს მიჰყიდა თავისი ვენახი (XVII ს. გსიემ. 1928).
აფრამა
ქალაქს მცხოვრები, მჭედელი, წილად ხვდა ქაიხოსროს (XVII ს. Hd-12282).
აფრასიობ
[ციცი ციციშვილის] სახასო აზნაურთა ყმების ნუსხის მიხედვით, მას ყრისისხევს ჰყავდა ორი კომლი ყმა (1658-1675 წწ. Hd-14534 ა).
აფრასიონ
ხოხონა ჯიშკარიანის მსახური, ხოხონამ იგი მიჰყიდა თავის ძმას, ხახუტა ჯიშკარიანს (1663 წ. XII. 18. 1448-2945).
აფრიამა
მესანთლე, მოწმე ყანყუზათ მირაქას მიერ მერაბ ყანდინაშვილისათვის მიცემული სახლის ნასყიდობის წიგნისა (1686 წ. VII. 24. 1448-2944).
აფრიამა: ტერ-აფრიამა
მოღნისის ხუცესი, მოწმე სეფიყულას მიერ იავანგულანთ ზურაბასათვის მიცემული ბაღის ნასყიდობის წიგნისა (1691 წ. V. 20. 1450-47/17).
აფრიამაშუილები
შულავერს მცხოვრებნი, როსტომ მეფემ განუახლა მათი წყალობა თამაზ წოვანშაშვილს (1658 წ. 1448-2319).
აფრიდონისძე მამიგულა
ახალსოფელს მცხოვრები, ემართა ქუთაისის საყდრის ბეგარა: ოცდახუთი ცხრიანი კოკა ღვინო, თორმეტ თეთრად ღირებული საკლავი, სამი ქათამი, ოცი კვერცხი, ტვირთი, სასახლის, საყდრის და ზვრის მუშაობა. ხუთი თეთრი, ერთიც სხვა თეთრი. თუ საყდრის ყანაში იმუშავებდა, ორი ნაოთხალი ღომი უნდა გამოეღო, თუ არა - რვა (1578 წ. H-626).
![]() |
6.65 აფქარასშვილი || აფკარასშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
აფქარასშვილი ბეჟია (ვარ. ბეჟუა) - შვილი როსტია აფქარასშვილისა,იხ.
აფქარასშვილი დათინა - ძმისწული როსტია აფქარასშვილისა, იხ.
აფქარასშვილი დათუნა - ძმა როსტია აფქარასშვილისა, იხ.
აფკარასშვილი ელიზბარ - შვილი ფირყულ აფკარასშვილისა, იხ.
აფკარასშვილი ესტატე (ვარ. ტატია) - ძმისწული როსტია აფქარასშვილისა, იხ.
აფქარასშვილი თამაზა - [ძმა] როსტია აფქარასშვილისა, იხ.
აფკარასშვილი ლომია - შვილი ფირყულ აფკარასშვილისა, იხ.
აფკარასშვილი მათია - შვილი ფირყულ აფკარასშვილისა, იხ.
აფქარასშვილი როსტია - 1642-1700 წწ.
ჰყავს ძმები: თამაზა, დათუნა(1700 წ. 1450-25/14), შვილი ბეჟია, ძმისწულები: ესტატე, დათინა (1642, 1700 წწ. 1450: 25/14, 25/11), განაყოფი ფირყულ აფკარასშვილი (1681 წ. Sd-546). იყიდა გიორგი ბუჟატაშვილისაგან რიყე დაიანური ხანჩლ[ა]შ[ვ]ილის, როსტიაშვილისა და თათარ[ა]შვილის მიწებამდე (1642 წ. 1450-25/11), მისგანვე - ოცდაოთხი კოდის სათესი მდივანური მიწა (1700 წ. 1450-25/14); მოწმე ფირყულ აფკარასშვილის მიერ ოქონის ხატის დეკანოზის, დავითისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1681 წ. VI. 1. Sd-546).
აფკარასშვილი ფირყულ
ატენელი, ჰყავს შვილები: ელიზბარ, მათია, ლომია, განაყოფი როსტია. მიჰყიდა გორისა და ოქონის ხატის დეკანოზ დავით [გარსევანიშვილს] გუფთაში ორი დღის სახნავი მიწა პაპუნა ბროლასშვილის,თევდორე დარჩიასშვილის, თავისი განაყოფის, როსტიასა და ანდრია ანდრიასშვილის მიწებამდე (1681 წ. VI. 1. Sd-546).
აფხაზავა
საქოჩულორიოს მცხოვრები, ემართა აფხაზეთის საკათალიკოსო ბეგარა: თავ-ბეგარა - ერთი საკლავი, ერთი ქათამი, ხუთი ლიჯი ღომი, ხუთი ფოხალი ღვინო, გოჭკომური, საყანედ - ოცი კენჭი ყველი, ღომი და ღვინო (1621 წ. ქსძ. III. №91).
აფხაზავა ბიჯოჯია
დარჩელი, ემართა ცაიშის საყდრის ბეგარა: ერთი საკლავი, ერთი ქათამი, მისი მარილი, ერთი პური, ხუთი ფოხალი ღვინო, ექვსი ლიჯი ღომი და გოჭკუმური (1616-1621 წწ. ქსძ. III. №92).
აფხაზავა გაკაკა
დარჩელი, ემართა ცაიშის საყდრის ბეგარა: ერთი საკლავი, ერთი ქათამი, ერთი პური, მისი მარილი, ექვსი ფოხალი ღვინო, შვიდი ლიჯი ღომი და გოჭკუმური ([1616-1621 წწ. ქსძ. III. №92).
აფხაზავა გახიჯულა
დარჩელი, ემართა ცაიშის საყდრის ბეგარა - გოჭკომური (1616-1621 წწ. ქსძ. III. №92).
აფხაზავა გვანიბა
დარჩელი, ემართა ცაიშის საყდრის ბეგარა: ერთი საკლავი, ერთი ქათამი, ერთი პური, მისი მარილი, შვიდი ლიჯი ღომი, ექვსი ფოხალი ღვინო და გოჭკუმური ([1616-1621 წწ.] ქსძ. III. №92).
აფხაზავა ნაცვალი
დარჩელი, ემართა ცაიშის საყდრის ბეგარა: ერთი საკლავი, ერთი ქათამი, ერთი პური, მისი მარილი, შვიდი ფოხალი ღვინო, ცხრა ლიჯი ღომი და გოჭკუმური ([1616-1621 წწ.] ქსძ. III. №92).
აფხაზავა უწყენარ
დარჩელი, ემართა ცაიშის საყდრის ბეგარა - გოჭკუმური (1616-1621 წწ. ქსძ. III. №92).
აფხაზავა ფაცქიუღაი
დარჩელი, ემართა ცაიშის საყდრის ბეგარა გოჭკუმური ([1616-1621 წწ.] ქსძ. III. №92).
აფხაზა[ა]ვა ქაქალია
დარჩელი, ემართა ცაიშის საყდრის ბეგარა: ერთი საკლავი, ერთი ქათამი, ერთი პური, მისი მარილი შვიდი ლიჯი ღომი, ექვსი ფოხალი ღვინო და გოჭკუმური ([1616-1621 წწ.] ქსძ. III. №92).
აფხაზაშვილი
მისი ნაქონი მოზვერაული მამული ქორდს ევდემონ კათალიკოსმა შოშიტა ბადაშვილს მისცა, შემდეგ უკან გამოართვა და დავით გედევანიშვილ-ელიოზისძეს უწყალობა (1638 წ. Hd-1710).
აფხაზაშვილი ნადირა
ქორდს მცხოვრები, იგი, მამულით ზაქარია კათალიკოსმა უწყალობა დავით გედავანისშვილს (1626 წ. Hd-2510).
აფხაზი
არჩილ მეფეს მისთვის უწყალობებია ამოწყვეტილი ელიზბარ ვაჩნაძის მამულიდან ერთი კომლი კაცი (1683 წ. I. 20. 1448-102).
აფხაზი
მისი მამული გიორგი მეფემ საყმოდ უწყალობა როშაქ ჩოლაყასშვილს ([1685-1694 წწ.] Hd-2286).
აფხაზი
მისი ხოდაბუნი ესაზღვრებოდა ოთარ ჯიმშიტაშვილის მიერ ქაიხოსრო ავთანდილიშვილისათვის მიყიდულ მიწას (1689 წ. XI.5. 1450-15/8 ა).
აფხაზი
მესტუმრე, მოწმე პაპუა ლამაზასშვილის მიერ ქაიხოსრო აბაშისშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1690 წ. V. 23. 1450-15/49).
აფხაზი ავთანდილ - ძმისწული შანშე აფხაზისა, იხ.
აფხაზი გიორგი - იხ. აფხაზიშვილი გიორგი
აფხაზი დათუნა
მარტყოფს მცხოვრები, მოხსენიებულია რუსთველის ყმების ნუსხაში (XVII-XVIII სს. მიჯნა, Hd-5186).
აფხაზი იოვანე
მისი ყმა ყოფილა ჩიხიქთვაშვილი - სამუტაშვილი ოსიყმა, რომლის გაყიდვაც მოუნდომებია. ოსიყმას ბატონთან უჩივლია, რის შემდეგაც იოვანეს იგი აღარ გაუყიდია. თეიმურაზ მეფის ბრძანებით, ოსიყმას დაუდვია ვალი - წელიწადში თავისი ხარ-ურმით ერთი ცალი ღვინის მიტანა იოვანე აფხაზისათვის ([1623-1662 წწ.] 1450-14/29).
აფხაზი იოვანე (ვარ. იოანე, ივანე) - 1646-1659 წწ.
სამეფო კარის მესტუმრე (1654-1659 წწ. 1450: 12/7, 12/6, 12/8, Sd-748, 1450-38/19, 12/6), ჰყავს მამა შანშე აფხაზი, იხ. შვილები: ქაიხოსრო, გიორგი, ჩერქეზ (1658-1659 წწ. 1450-12/6, 12/8, 12/16), თანამეცხედრე ოქროქალისა (1658 წ: 1450-12/8). მარიამ დედოფალს იგი მზითვად გამოატანა დადიანმა (1646, 1658 წწ. 1450: 12/7, 126); მას უწყალობა: როსტომ მეფემ საბარათაშვილოში ამოვარდნილი სეხნია საგინაშვილის მამულები მაწევანს, სთონეთს, ხრამს და ირდასუბანს, ჯიმშიტა მოლარის მამულის გამოკლებით (1646 წ. 1450-12/7), ამავე მამულების წყალობა განუახლა შემდგომშიც (1658 წ. VII. 13. 1450-12/6), [როსტომ მეფემ] უწყალობა აგრეთვე ამოვარდნილი აღათანგ საგინაშვილის მამული (1654 წ. III. 11. Sd-748), შაჰნავაზ მეფემ - ჩხიკვთას მაჩიტა, სუხიტა და ჯიმშიტა შიოშაშვილები მამულით (1659 წ. IX .28. 1450-12/16); მიჰყიდა მერაბ ყორღანაშვილს სთონეთში აღათანგ საგინაშვილის გაზრდილი და მკვიდრი ყმა ფირია, რომელიც მერაბ ყორღანაშვილის მიერ აშენებულ სოფელ მოქრისში დასახლებულა (1654 წ. III. l. Sd-748); მოწმე შერმაზან [ბარათაშვილის] მიერ ერასტი [ბარათაშვილისათვის] მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1657 წ. 1450-38/19); მარიამ დედოფალმა იგი თავის ძისწულს, ლიპარს, ოდიშს გააყოლა (1658 წ. XI. 7. 1450-12/8).
აფხაზი პაატა - ძმისწული შანშე აფხაზიშვილისა, იხ.
აფხაზი ქაიხოსრო - შვილი იოვანე აფხაზისა, იხ. და ოქროქალისა, იხ.
აფხაზი შანშე- იხ. აფხაზიშვილი შანშე
აფხაზი ჩერქეზ - შვილი იოვანე აფხაზისა, იხ.
![]() |
6.66 აფხაზისშვილი || აბხაზიშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
აფხაზიშვილი (ვარ. აბხაზიშვილი) გიორგი - XVII ს. 70-80-იანი წწ.
შვილი იოვანე აფხაზისა, იხ. ყაფლანიშვილთა აზნაურიშვილი, თამაზ ყაფლანიშვილთან ერთად მონაწილეობა მიიღო ბარათაშვილ-იოთამიშვილებსა და დოლენჯიშვილებს შორის სამამულე დავის გარჩევაში (XVII ს. 70-80-იანი წწ.1450-38/26).
აფხაზიშვილი გიორგი - მამა ზურაბ აფხაზიშვილისა, იხ.
აფხაზისშვილი ზურაბ
ჰყავს მამა - გიორგი, მისი ნაქონი მამული ქალბალი-ხანმა უბოძა გურგენ და დემეტრებეგ, მილახვრებს (1696 წ. X.28. Hd-142).
აფხაზისშვილი (ვარ. აფხაზი) შანშე - 1696-1700 წწ.
აზნაურიშვილი, ჰყავს: შვილი ივანე, ძმისწულები: ავთანდილ, პაატა (1696 წ. Sd-562). მის ყმებს, ესტატე და ივანე შიოშაშვილებს ნატაცები საქონლის ვალი ჰქონდათ. ისინი თავიანთი ნებით მიუვიდნენ სულხან ბარათაშვილს, რომელმაც ისინი შეისყიდა შანშესაგან და თან ვალის საზღაურიც გადაუხადა (1696 წ. V. 26. Sd-562); მოწმე: შერმაზან ხურდაყულიშვილის მიერ პაპუა ორბელიშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1699 წ. 1450-20/28), ავთანდილ საგინაშვილის მიერ აბადარბაშ ბეჟანისათვის მიცემული ყმის ნასყიდობის წიგნისა (1700 წ. III. 23. 1450-12/15).
აფხაძე გიორგი
ქუთაისის საყდრის ყმა, ემართა ქუთაისის საყდრის ბეგარა: სანთლის ჩამოსხმა, ცხენის სამსახური და პურის ჭამა (1578 წ. H-626).
აფხაძე ვაჟიბედა
ქუთაისს მცხოვრები, ემართა ქუთაისის საყდრის ბეგარა: პურის ჭამა და სამსახური (1578 წ. H-626).
აფხაჭელიძე ივანე
სახლთუხუცესი, მოწმე ალექსანდრე მეფის მიერ სიაოშ ფალავანდიშვილისათვის მიცემული სოფელ ოქონისა და მონასტრის დამტკიცების წიგნისა (1488 წ. VII. 1. Hd-8731).
აქელაშვილი თემია - 1674-1677 წწ.
გიორგი [ბარათაშვილის] ყმა, მოწმე; ფინეზა [ყუმახასშვილის] მიერ გიორგი [ბარათაშვილისათვის] მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1674 წ. Sd-623 ა), პაპუა ყამაზასშვილის და გიგოლა ფირველაშვილის მიერ გიორგი ყაფლანისშვილისათვის მიცემული ხოდაბუნის ნასყიდობის წიგნისა (1676 წ. IV. 10. Hd-6083), ზაქუმ ზაქუმისშვილის მიერ ვახტანგ [ბარათაშვილისათვის] მიცემული ზვრის ნასყიდობის წიგნისა (1677 წ. Sd-537).
აქიმესძე ქავთარ
მოწმე ლომი სუნღულისძის მიერ სვეტიცხოვლისათვის მიცემული ზვრის შეწირულების წიგნისა (1398 წ. VII. 6. 1449-1652).
აქიმიშვილი ამბრი
მასა და მის სახლიკაცს ალის მონასტრის კრებულმა მისცა ოხტველში კოკოლაური მამული იმ პირობით, რომ დაუკლებლივ გადაეხადათ შეწერილი გამოსაღები (XIV-XV სს. S-1245, 508-509).
აქოსაანთ როსტომა
მოწმე ორტუკაანთ მერაბასშვილ ამოანას მიერ მახარობლისათვის მიცემული ადგილის ნასყიდობის წიგნისა (1682 წ. XI. 1. 1450-5/175).
აქულაშვილი
გორჯასპ [ბარათაშვილისათვის] მიბარებულ სამამულე წიგნების ნუსხაში მოხსენიებულია მარიამ დედოფლის მიერ მისთვის ნაბოძები წიგნი (1691 წ. XI. 2. Sd-1931).
აქულაშვილი თამაზა
მოწმე სეხნია შემაზასშვილის მიერ პაპუა [ბარათაშვილისათვის] მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1692 წ. V. 10. Sd-620).
აქშემოისძე
ზნაკვას, ჯვარისას, [ნიკორწმინდელს] მისგან უყიდია ერთი ყანა ([1071-1080 წწ.] 1449-1563).
აღაბაბა
მიჯას მცხოვრები, იგი, მამულით, წილში ერგო იოთამ ბარათაშვილს ([1537-1538წწ.] VIII. 16. 1450-11/112).
აღაბაბასშვილი-ამაზასშვილი ალიჰექაბარა
მიჰყიდა ფირყულანთ ნაზარასშვილ გიორგის ნაზარასა და ბეჟანას სახლ-კარი, რომელსაც ესაზღვრებოდა: ზევით გალავანი და ბურჯი, ქვევით ფრანგებისა და ველინთა სახლ-კარი, დალა-გურგენათ ფარსადანას ბაღი, სოღროანთ მელქოას სახლ-კარი, ხოლო მისი გზა თაყოანთ და ბოცოანთ სახლებისაკენ ჩადიოდა (1699 წ. X. 7. დთი. I. №53).
აღაბეგ (ვარ. აღაბეგა)
მისი ბაღის პირას გამავალი შარა იყო საზღვარი როსტომ მეფის მიერ სეფიყულიბეგისათვის მიცემული სახასო ვენახისა (1648 წ. 1450-4/177).
აღაბეგ
მამასახლისი, მოწმე ბეჟინა მანთაშაშვილის მიერ ალფასათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1651 წ IV. 15. 1450-45/130).
აღაბეგ
უზბაში, მოწმე მინბაშ მამად ბაღირბეგის მიერ გივი თუმანიშვილისათვის მიცემული ყაბზის გაუქმების წიგნისა (1689 წ. Hd-145 90).
აღაბეგა - შვილი სარქისასი, იხ.
![]() |
6.67 აღაბეგასშვილი || აღაბეგაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
აღ[ა]ბეგაშვილი ბიძინა
მოწმე ბაინდურა უბლამაშვილის მიერ დათუნა თოფჩიაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1698 წ. 1448-928).
აღაბეგაშვილი გოგია
მოწმე ნასყიდა ვეფხაძის მიერ მითარა საღრიჩაშვილისათვის მიცემული საწისქვილე მიწის ნასყიდობის წიგნისა (1671 წ. 1448-154).
აღაბეგაშვილი (ვარ.აღაბეგასშვილი) გოგია
შინდარს მცხოვრები, მისი წყალობა ელენე დედოფალმა და ნაზარალი-ხანმა განუახლეს ზაალ აბაზაძეს (1693 წ. VII. 30. Hd-1676).
აღაბეგაშვილი გოგინა
მოწმე შანშე აბაზაძის მიერ გიორგი ღაღანიძისათვის მიცემული მიწების გაცვლის წიგნისა ([1658-1675 წწ.] Ad-1334 ბ).
აღაბეგიშვილი ბეჟანა
მოწმე დათუნა ბატკუაშვილისა და ივანა ბატატაშვილის მიერ უთრუთ ციციშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1699 წ. VIII. 1450-51/102).
აღათანგ (ვარ. აღათაგელ) - 1612-1619 წწ.
სახლთუხუცესი, იონათამ ხარანიძესთან შეარიგა მამისთვალა (1612 წ. 1450-49/149); მისი „მოწმობით“ და ბაგრატ მეფის ბრძანებით, ლუარსაბ ქანანაშვილმა და შუაბოლნისის მამასახლისმა ბერუამ გაყვეს ჭრეშის მელიქის მირიმან [ნარიმანაშვილისა] და მისი შვილების მამული (1619 წ. 1450-26/5); მოწმე ელისბარ სოლაღაშვილის მიერ თავის განაყოფ მოლარეთუხუცეს შიოშისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1619 წ. VI. 26. 1450-28/214).
აღათანგ
ქაიხოსრო ჯავახიშვილს იგი მოურავთან გაუგზავნია ქალის სათხოვნელად. მოურავი ამტკიცებდა, რომ აღათანგის და ჩივაძის პირით თანხმობა შეუთვლია ქაიხოსროსათვის, რასაც იგი და ჩივაძეც დამოწმებიან, აღნიშნულია სვიმონ მეფის განჩინებაში, ქაიხოსრო ჯავახიშვილსა და მოურავ [გიორგი, სააკაძეს] შორის სასისხლო საქმეზე (1620 წ. IV. 15. Hd-6259).
აღათანგ
მისი ნაქონი სოფელი ღვეუბანი საბარათაშვილოში ჯაჰანბანუ დედოფალმა უწყალობა სახლთუხუცეს ქაიხოსრო [ბარათაშვილს] (1627 წ. I. 18. 1450-32/351).
აღათ[ა]ნგ
მოწმე და დამწერი ხურსი რევაზისშვილის მიერ ბატონ რევაზისათვის მიცემული პირობის წიგნისა (1633 წ. ახლო. Ad-1469).
აღათანგ
დედოფალ ნესტან-დარეჯანის ბოქაულთუხუცესი, მოხსენიებულია როსტომ მეფის მიერ ყაფლან ბარათაშვილისათვის მიცემულ სამართლის წიგნში. მას, ნესტან-დარეჯანის დავალებით, გაურჩევია ყაფლან ბარათაშვილისა და მისი განაყოფების, იოთამიშვილების დავა აბანოსა და ტანძიის სადაო მიწების თაობაზე (1651 წ. VIII. 30. 1450-38/30).
აღათანგ
კასპს მოსახლე, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა მშვილდით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
აღათანგ
კასპს მოსახლე, თამაზა ლულუაშვილის ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით, მისი კომლიდან ორ კაცს ევალებოდა ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
აღათანგისშვილი
ჩხიქუთას მისი ერთი კომლი გლეხი, ხუცია მჭედლიშვილი, როსტომ მეფემ უწყალობა პაპუნა თურქისტანიშვილს (1640 წ. 1450-10/117).
აღაიბეგიშვილი ბერუკა
[ციციმვილების] სახლთუხუცესი, მოწმე ფარსადან [ციციშვილის] მიერ ნიკოლოზ მაღალაძისათვის მიცემული ყმის ნასყიდობის წიგნისა (1697 წ. Ad-1883).
აღალუანთ დავითასშვილი მანუჩარა
ხელს ურთავს დომენტი კათალიკოზის მიერ ხუდადა ხოჯაშვილისათვის მიცემული მოურაობისა და ყმა-მამულის წყალობის წიგნის ასლს (1660 წ. ახლო. Sd-2913).
აღამირასშვილი მირზა
მოწმე არუთინ ოჰანასშვილის მიერ თავისი ძმის, მურადასათვის მიცემული ადგილის ნასყიდობის წიგნისა (1699 წ. III. 6. 1450-23/103).
აღამოინ (ვარ.აღამოინა) - 1651-1652 წწ.
ვაზირი, გაარიგა როსტომ მეფესთან და მდივანბეგ როინ [ჯავახიშვილთან] ერთად ყაფლან ბარათაშვილისა და მისი განაყოფების, იოთამიშვილების დავა აბანოსა და ტანძიის მიწებზე (1651 წ. VIII. 30. 1450-38/30), გივი და სვიმონ ზევდგინისძეებს შორის სასისხლო დავა (1652-წ. Hd-1805).
აღამოინა
უბრძანა მელიქ ქაიხოსრო ვარდიაშვილს ხელი აეღო შუამთაში დასახლებული სომხებისაგან აღებულ ბაჟზე, რადგანაც ბაჟი მეფისაგან შუამთისათვის ყოფილა შეწირული (1662 წ. 1448-2947).
აღამურა
მისი მიწა ესაზღვრებოდა გოგია ქოსაშვილის მიერ ოთარ ყორღანაშვილისათვის მიყიდულ მიწას (1688 წ. VI. 1. 1450-16/159).
აღამურაანთ ბა[ი]სოღულაშვილი ბაღდასარა - 1646-1672 წწ.
მოწმე: ოლქანთ ყალაბეგაშვილ ყალუას მიერ ქალაქის მოურავ მანუჩარისათვის მიცემული სახლების ნასყიდობის წიგნისა (1646 წ. VI. 10. Hd-13005), სარუხა[ა]ნთ ხოსინას მიერ ქაფანაკაანთ ფარსადანასათვის მიცემული ქულბაქების ნასყიდობის წიგნისა (1672 წ. VI. Sd-754).
აღამურანთ ბაღდასარასშვილი გასპარა - 1664-1696 წწ.
ჰყავს შვილი აღამურანო დავითა. მიჰყიდა მერაბ ფუნდუასშვილს სიგრძით ექვსი ადლისა და სიგანით ხუთი ადლის ქულბაქი, რომელიც ესაზღვრებოდა ჩითახაანთ სულინასა და გულასპაანთ ქულბაქებს, გედუაანთ სახლებისა და ბაზრის პირდაპირ შარას (1696 წ. IX. 24. 1448-2946); დამწერი ასლანის მიერ ეჩმიაძინისათვის მიცემული ქულბაქების შეწირულების წიგნისა (1664 წ. III. 18. 1450-21/47).
აღამურაანთ გალუსტა
მოწმე ყაზაანთ შაყულას მიერ მამასახლისის ძმის, შაჰპარუნასათვის მიცემული ქულბაქის ნასყიდობის წიგნისა (1643 წ. XII. 1. 1450-22/106).
აღამურაანთ დავითა - შვილი აღამურაანთ ბაღდასარასშვილ გასპარასი, იხ.
აღამურთა პაპოა
მოწმე აბესალამაანთ ბეჟოას მიერ ბიძამისის, ფასინასათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1680 წ. III. 30. 1448-1103).
აღაპი
დეკანოზი, მოწმე ანდრია დეკანოზის მიერ დემეტია წითლისძისთვის მიცემული ნავენახარის ნასყიდობის დაწერილისა (1413 წ. V. 12. Hd-1258 ბ).
![]() |
6.68 აღაპისშვილი|| აღაპიშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
აღაპიშვილი
მოწმე მღვიმელ დედაბერ ბარბარეს მიერ თევდორე კოტეტიშვილისათვის მიცემული ვალისა და სააღაპე წიგნისა (1512 წ. Ad-11 ბ).
აღაპისშვილი
მჭედელი, მოწმე ზაზუტა ალხაზიშვილის მიერ სახლთუხუცეს პაპუა [მაღალაძისათვის] მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა( 1663 წ. 1450-30/124).
აღაპიშვილი დათუნა - [სახლიკაცი] ნონიკა აღაპიშვილისა, იხ.
აღაპიშვილი ნონიკა
ჰყავს [სახლიკაცი] დათუნა. მიჰყიდა ციხოველ იმნაძეს ნასყიდი მიწა „ბარდაული“ ერთი დღისა, „ბუზაურის“ გვერდით.იმნაძეებმა ამ მიწის ნახევარში ფული გაიღეს, ხოლო მეორე ნახევარში - მიწა „ლარიწითელა“ (1659 წ. Qd-1446).
აღაჯანა
თეთრუბანს მცხოვრები, იგი, ძმისწულებთან ერთად,ბაგრატ და ლევან ბატონიშვილებმა უწყალობეს სახლთუხუცეს ქაიხოსრო რატიშვილს (1688 წ. X. 17. Hd-8415 ა).
აღაჯანასშვილი
მისი და მხითარასშვილის სავენახე მიწა ბოლნელმა ეპისკოპოსმა იოსებ რევიშვილმა გაუცვალა დოლმაზა და ელიზბარა შანშიაშვილებს სხვა მიწაზე (1670 წ. VIII. 2. Hd-5242).
აღაჯანაშვილი-არუთინაშვილი გივი
ახალქალაქს მცხოვრები, გიორგისა და პაპულას ნაოხრის ნაცვლად იგი წილში ერგო მოურავსა და ზურაბ სააკაძეს (XVII ს. ბოლო მეოთხ. Hd-11867).
აღბუღა
რაჭის ერისთავი, მოწმე დავით მეფის მიერ კაკუ გუგუნავასათვის მიცემული სასისხლო სიგელისა (XV ს. დამლევი. ქმ. №1607 სას.).
აღბუღაი
იაკობ დეკანოზმა [გელათის] ხახულის ღმრთისმშობელს შესწირა მის მიერ მოცემული „კარგად ყოფასა შიგა“, ხუცესი ბოგუერაისძე, შემდგომში იაკობს მასთან „შეუყრელობის“ მიზეზი გასჩენია. ხელახლა „შესაყრელად“ აღბუღა ის იაკობ დეკანოზისათვის მიუცია სამი ნასყიდი გლეხი ([1259-1293წწ.] 1449-1586).
აღდადასშვილი ხეჩატურა
მოწმე ასატურ ხუბიარასშვილის მიერ სოღრუაანთ მამიჯანასშვილ ფასუასათვის მიცემული სახლების ნასყიდობის წიგნისა (1699 წ. X. 15. 1450-5/182).
აღდგომაშვილი გიორგი
კალაურში მცხოვრები, ერთი კომლი, შეტანილია სვეტიცხოვლის კუთვნილი საკომლოების ნუსხაში (1689 წ. 1449-1792).
აღდგომელა - ძმა მამუკელასი, იხ.
აღდგომელაშვილი
ანდრიას მცხოვრები, პაპუნა, გუგუნა და ვარაზა გერმანოზიშვილების ყმა-მამულზე დავის გარიგების წიგნის თანახმად. იგი სამად უნდა გაეყოთ ([1688-1703 წწ.] Sd-577 ა).
აღდგომელაშვილი ბეჟია
მოწმე იმედა ფანიაშვილის მიერ მანუჩარ ციციშვილის ასულ ანუკასათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1671 წ. II. 1. 1450-5 1/70).
აღდგომელაშვილი მიქელა
კალაურში მცხოვრები, ერთი კომლი, შეტანილია სვეტიცხოვლის კუთვნილი საკომლოების ნუსხაში (1689 წ. 1449-1792).
აღდგომელ - ძმა იოვანესი, იხ.
აღდგომლისშვილი
კრეფას მცხოვრები, იგი, მამულით, წილად ერგო იოთამ ბარათაშვილს ([1537-1538 წწ.] VIII. 6. 1450-11/112).
აღდგომლისშვილი ბერიკა
ჰყავს შვილი ზურაბა ქიტია ქუბასშვილისაგან მიწა უყიდია, მაგრამ ნასყიდობის წიგნი არ ჰქონია და ქავთარისშვილს მისთვის იასაული ჩამოუყვანია ივრის თავზე. იგი იძულებული გამხდარა ნასყიდი მიწა კვლავ ყოფილი პატრონისათვის გამოეხსნევინებინა. ამ მიწის გვერდით ნიგვზის მიწის ნახევარი მას დაუხვნევინებია, ნახევარი კი - ასლამაზას (1690 წ. I. 2. Hd-2422).
აღდგომლისშვილი ზურაბა - შვილი ბერიკა აღდგომლისშვილისა, იხ.
აღვსებაძე - იხ. ახვსებაძე
აღვსიაშვილი
წვერს მცხოვრები, იგი ბოვნელ რევიშვილს მოტყუებით ჰყავდა მისაკუთრებული. შემდგომში ნაზარალი-ხანმა იგი უწყალობა ქაიხოსრო ბარათაშვილს (1689 წ. VII. 1. 1450-12/98).
აღვსიაშვილი შალუტა
მოწმე ირემა კახიშვილის მიერ პაპუნა გოსტაშაბისშვილისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა ([1686-1696 წწ.] Hd-2478).
აღზამანასშვილი ბეჟან - შვილი გასპარა აღამანასშვილისა, იხ.
აღზამანასშვილი გასპარა
მოქალაქე, ჰყავს შვილები: ფასუა, ბეჟან, მარტილოზა. სპარსეთში უსამართლოდ ყოფილა გახიზნული, მისი იქ ყოფნის დროს გიორგი მეფემ ის ძმებთან გაყრილად ჩათვალა და მოხელეებს მისი მამული არუთინა ჩითახაშვილისათვის მიაცემინა. მოწმეების ჩვენებით დადასტურდა საქართველოში დაბრუნებული გასპარას ძმებთან გაუყრელობა და ნაზარალი-ხანმა მამული მას დაუბრუნა (1696 წ. VI. 22. 1450-48/3).
აღზამანასშვილი მარტილოზა - შვილი გასპარა აღზამანასშვილისა, იხ.
აღზამანასშვილი ფასუა - შვილი გასპარა აღზამანასშვილისა, იხ.
აღლუყარასშვილი მურადა
მოწმე ჯავახაანთ როინიშვილ მასურას მიერ მიკირტინა ჰოდიკაშვილისათვის მიცემული ბაღჩის ნასყიდობის წიგნისა (1573 წ. 1450-18/78).
აღმურაშვილი ბაისულ - [სახლიკაცი] როსტომა აღმურაშვილისა, იხ.
აღმურაშვილი როსტომ (ვარ.როსტომა) - 1613-1638 წწ.
ჰყავს სახლიკაცი ბაისულ (1638 წ. Qd-9814 ბ). მასა და ამირასლან მექვაბიშვილს ედავებოდა შავერდა არდაშელაშვილი დილარგეთისშვილისაგან ნაყიდ და შემდეგ მათთვის მიყიდულ მამულზე. დავის გარიგების შედეგად სადაო მიწები აღმურაშვილებსა და მექვაბიშვილებს დარჩათ (1638 წ. III. 20. Qd-9814 ბ); მოწმე: დავით დილარგეთისშვილის მიერ ამირასლანა შარუაშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1613 წ. XII. 2. 1450-51/241).
აღნიას გოსიტასშვილი პაპუნა
მიჰყიდა ახალქალაქე არაქელა სპანდიერისშვილ-ნარიბეგისშვილს ჩოჩეთში მამისთვალასშვილისაგან შეძენილი მიწა, რომელიც ესაზღვრებოდა აბრ[ა]მას, აზმიფარასშვილისა და პაპუნა ბოჭორიძის მიწებს (1693 წ. XII. 15. Ad-1852 ა).
![]() |
6.69 აღნიასშვილი || აღნიაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
აღნიასშვილი
მისი მიწა ესაზღვრებოდა ბაინდურ ვახტანგასშვილის მიერ ხოსიტა ყორღანაშვილისათვის მიყიდულ მიწას (1669 წ. X. 1. 1450-17/13).
აღნი[ა]სშვილი- 1690-1696 წწ.
მისი მიწა ესაზღვრებოდა დოლმაზა ზურიკასშვილის მიერ ბერუა დაიარასშვილისათვის პაპისგორში მიყიდულ მიწას (1690 წ. II. 1450-53/210) და ოქუაანთ არაქელასშვილ ბეჟუასათვის მიყიდულ სამი დღის მიწას (1696 წ. XI.1. 1450-8/63).
აღნ[ი]აშვილი გიორგი
ბადურა ზაალისშვილის ყმა, მისი მამული იყიდა როსტომ ყორღანაშვილმა(1695 წ. III. 1450-1/77).
აღნიასშვილი დათუნა - ძმა ნასყიდა აღნიასშვილისა, იხ.
აღნიაშვილი თათანა
ქალაქს მცხოვრები, მოხსენიებულია ყმების ნუსხაში (XVII-XVIII სს. Hd-819).
აღნიასშვილი იასე
მოწმე და დამწერი გოგია ზანდარასშვილის მიერ დემეტრე პაპასშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1678 წ. Hd-1547).
აღნიასშვილი ნასყიდა
მოწმე პაატა ქოჩორასშვილის მიერ ქაიხოსრო ზაალისშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1612 წ. 1450-1/84).
აღნიაშვილი ნასყიდა
მოწმე იარალი ყორღანაშვილის მიერ თავის ბიძასშვილ ოთარასათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1615 წ. sic. XVII ს. 80-იანი წწ. 1450-8/76).
აღნიასშვილი ნასყიდა
ხვედურეთში მცხოვრები, ედიშერ და პაპუნა [ციციშვილების] გაყრის დროს იგი, მამულით, ერგო ედიშერს ([1688-1703 წწ.] Hd-1636).
აღნიასშვილი ნასყიდა
ბარათაშვილების ყმა, მოწმე გიორგი [ბარა თაშვილის] მიერ ნასყიდა ყორღანაშვილისათვის მიცემული სახლ-კარის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. II ნახ. 1450-19/2).
აღნიასშვილი ნასყიდა
ჰყავს ძმა დათუნა. ქიტუა აბულაშვილთან ერთად, თავისი ბატონის, ბერის დასტურით, ბერ ყორღანასშვილს მიჰყიდა თავისი მკვიდრი, ნასყიდი საწისქვილე ბოსტნით, ტყითა და გზით (XVII ს. IV მეოთხ. 1450-16/115).
აღნიაშვილი შერმაზანა - 1674-1697 წწ.
ფრიდონ ნადირაშვილის სიძე (1686 წ. XII. 1450-1/54), მოწმე: ავდროზან ყორღანაშვილის მიერ ჯანია ყორაღ[ა]შვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1674 წ. III. 20. 1450-16/11), ფრიდონ ნადირაშვილის მიერ გიორგი ყორღანაშვილისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1686 წ. XII. 1450-1/54), როსტია ყორღანაშვილის მიერ ვახტანგ ბარათაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1690 წ, IV. 7 1450-26/257), ტერ-ასატურას შვილის, აკოფას მიერ არაქელა იეზასშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1691 წ. I. X. 22. 1450-8/81), როსტომ მამაგულაშვილის მიერ კახაბერ ყორხმაზაშვილისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1697 წ. IV. 1450-17/5).
აღნიაშვილი შერმაზანა
მისი მიწა ესაზღვრებოდა დონმაზა ზურიკაშვილის მიერ ოქუაანთ არაქელასშვილ ბეჟუასათვის მიყიდულ სამი დღის მიწას(1696 წ. XI. 1. 1450-8/63).
აღნიაშვილი ძულია
მოწმე ზაალ ბარათაშვილის მიერ ზაალ ყორღანაშვილისათვის მიცემული სასახლის ადგილის ნასყიდობის წიგნისა (1662 წ. 1450-1/52).
აღოათ ზალინა
მოწმე გოჭილოდ[აა]ნთ ბაისოღულაშვილ დავითას ძმისშვილებთან გაყრის წიგნისა (1684 წ. VII. 1. 1450-50/206).
აღომლისშვილი მახარა
ჰყავს სახლიკაცი მიქელა, ბატონ დავითისა და პაატას ბრძანებით, ბლორძელ ლომასათვის მიუყიდია თამაზის მიერ ქიტუასათვის მინაყიდი მიწა მლაშეში ([1626-1656 წწ.] 1450-12/127).
აღომლისშვილი მიქელა - [სახლიკაცი] მახარა აღომლისშვილისა, იხ.
აღოძე აღვსება
მაღლაკს მცხოვრები, პარტახტი, ემართა ქუთაისის საყდრის ბეგარა: ათი კოკა ღვინო, თორმეტი თეთრი, ორი ქათამი, ათი კვერცხი, სამარხო ცერცვი, ფინი და ლარძაყინი (1578 წ. H-626).
აღოძე დედულისა
მაღლაკს მცხოვრები, ემართა ქუთაისის საყდრის ბეგარა: ათი ცხრიანი კოკა ღვინო, თორმეტი თეთრი, ორი ქათამი, ათი კვერცხი, სამარხო ცერცვი, ფინი და ლარძაყინი (1578 წ. H-626).
აღფაშასშვილი იბრეიმ
აღა, მოწმე როსტომ ფაშას მიერ ქაიხოსრო ციციშვილისათვის მიცემული სადგერის ხეობის წყალობის წიგნისა (1672 წ. ახლო. 1449-2224).
აღქელაშვილები
საყაფლანიშვილოს ძღვენისა და სამასპინძლოს გარიგების დავთრის მიხედვით, მათ უნდა გამოეღოთ: სააღდგომო - ერთი საპალნე ღვინო, საშობო - ერთი საპალნე ღვინო, სამარხო - ოთხი ლიტრა ლობიო, ორი ლიტრა ნიგოზი (XVII ს. II ნახ. Hd-1365).
აღჩაუშასშვილი
დათუნა სოლაღაშვილმა ქალაქის მოურავ მანუჩარს მიჰყიდა სახლი, რომლის ერთ-ერთი საზღვარი იყო მისი სახლის კედელი (1651 წ. VI. 10. 1450-53/92).
აყაბა - [შვილი] წოვანშასი, იხ.
აყარიანი ივანე
მოურავი და მოწმე ჩხეტ მაჭავარიანის სახლის მიერ ივანე სეტიელის სახლისათვის მიცემული შერიგების დაწერილისა (XIV-XV სს. სსძ. II. №96).
აყაულაშვილი ამირასლანა
მოწმე შერმაზან ხუცისშვილის მიერ ბეჟან ყორღანაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1683 წ. I. 4. 1450-7/64).
აყუბაშვილი
გორში მცხოვრები, მისგან ნაყიდი ზვარი ლომი სუნღულისძემ შესწირა სვეტიცხოველს (1392 წ. VI. 6. ქრ. II. 198).
აშანმაშანაშვილი პაპია - ვაჭარი, ძმისწული ხუდადა აშანმაშანაშვილისა, იხ.
აშანმაშანაშვილი ყაზარა - ვაჭარი, ძმისწული ხუდადა აშანმაშა ნაშვილისა, იხ.
აშანმაშანაშვილი ხუდადა - 1648-1649 წწ.
თბილისელი ვაჭარი, თუმანაანთ მამუკაშვილების ყმა, ჰყავს ძმისწულები: პაპია და ყაზარა (1648, 1649 წწ. Qd-6922. Hd-13143). სვიმონ მეფეს იგი უწყალობებია თაყა თუმანიშვილისათვის. ეს წყალობა შემდგომ თაყას განუახლა როსტომ მეფემ(1648 წ. V. 2. Qd-6922); როსტომ მეფემ იგი გაათარხნა ქალაქ გორში და სხვაგან სავაჭრო ბაჟიდან 60 თუმნის საქონელზე (1649 წ. III. Hd-13143).
აშახა
თავმდები ფალიანებისა და ჭიონრი გორულიანის ყიფიანებთან სასისხლო დავის გარიგების წიგნისა (XIV-XV სს. მიჯნა. სსძ. II. №41).
აშეკაშვილი
სიქიშხანას მცხოვრები, იგი, ქონებითურთ, წილად ხვდა იოთამ ბარათაშვილს (1537-1538 წწ.] VIII. 6. 1450-11/112).
აშირხანაშვილი ესტატა
მოწმე წატურა ყადიაშვილის მიერ ზაალ იაგულაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1670 წ. 1450-9/15 1).
აშოთაძე ბაგრატ - შვილი ქობულ აშოთაძისა, იხ.
აშოთაძე ბეჟან - [ძმა] ქობულ აშოთაძისა, იხ.
აშოთაძე ქობულ (ვარ. ქუაბულ)
დავით ქაჩიბაძის ყმა [აზნაური], ჰყავს; [ძმა] ბეჟან, შვილი ბაგრატ. დავით ქაჩიბაძემ მას უწყალობა სოფელი დრანეთი საზღვრებით: გერავისი, ქუაბითკარი, ბურვალთახევი ტორნის შესართავამდე ([1466-1479 წწ.] Ad-1070).
აშრაპა: აშრაპასეული
აშრაპასეული მამული თეიმურაზ მეფემ უწყალობა სალაროს ქილიფთარ ბახუტას (1622 წ. VI. 20. 1448-548).
აშრაპიშვილი პაპუა
მოწმე გიორგი ტაირიშვილის მიერ კათალიკოს ზაქარიასათვის მიცემული ყმა-მამულის გაცვლილობის წიგნისა (1626 წ. 1449-1800).
აშრაფა
მოწმე ფარსადან შიხაშვილისა და ხეჩიკაშვილის მიერ ალავერდა ალიხანაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. II ნახ. 1450-9/154).
აშრაფა[ა]ნი
ამირა ვანიაშვილმა ზალინა იაგულაშვილს მიჰყიდა სავენახე მიწა აშრაფანთ ვენახამდე (1677 წ. V. 22. 1450-9/147).
აშურაშვილი
იხსენიება სახასო ყმების ნუსხის ფრაგმენტში (XVII ს. Hd-14990).
აშქაური
იხსენიება საბუთის ფრაგმენტში (XVI ს. A-222, 15l v-152 r).
აჩაკუნასშვილი ბერუა
ჰყავს შვილი სანია და ძმისწული ლომიტა. მიჰყიდა გიორგი მუჯირიშვილს მიწა ქიტიას საზღვრამდე (XVII ს. Hd-1569).
აჩაკუნასშვილი ლომიტა - ძმისწული ბერუა აჩაკუნასშვილისა, იხ.
აჩაკუნასშვილი სანია - შვილი ბერუა აჩაკუნასშვილისა, იხ.
აჩაკუნე ხიზანა
ახალშენს მცხოვრები, ერთი კომლი, შეტანილია სვეტიცხოვლის საკომლოების ნუსხაში (1689 წ. 1449-1792).
აჩაჩასშვილი
ბისში მცხოვრები, ედიშერ და პაპუნა [ციციშვილების] გაყრის დროს მისი მამული ერგო ედიშერს ([1688-1703 წწ.] Hd-1636).
აჩეჩილი
[ნიკორწმინდელმა] მისგან ოკრიბას და ბობითს იყიდა თითო გლეხი, რაშიც გადაუხადა: ერთი ცხენი, ერთი ხარი, სამი კოსტანტინატი, თოთხმეტი ლიტრა ცვილი, ერთი ბოსლაი, „კელის საწერლად“ ცხრა ლიტრა ცვილი ([1071-1080] 1449-1563).
აჩუაშვილი გოგია
მოწმე სეხნია საგინაშვილის მიერ ვარდუა მარქარაშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1690 წ. Hd-5151).
აცა - მამა საკასი, იხ.
აწრელისძე იაკობ
მწიგნობარი, დამწერი თამარ მეფის სიგელისა შიომღვიმის მონასტრისადმი (1195/1196 წ. Ad-81).
ახალასშვილი დავით - შვილი ედი[ა] ახალასშვილისა, იხ.
ახალასშვილი ედი[ა]
ჰყავს ძმები: პაატა, ნიკოლოზ, შვილები: დავით, ზურაბ. იყიდა ბეჟან საგინაშვილისაგან ვენახი, რომელსაც ესაზღვრებოდა იოსებიძისა და ჩიტუკაშვილის ვენახები, თუხარლის ნავენახევი (XVII ს. III მესამედი. III. 7. 1450-35/187).
ახალასშვილი ზურაბ
მისი ვენახი ესაზღვრებოდა ბეჟან საგინაშვილის მიერ ედი[ა] ახალასშვილისათვის მიყიდულ ვენახს (XVII ს. II ნახ. 1450-35/187).
ახალასშვილი ნიკოლოზ - [ძმა] ედი[ა] ახალასშვილისა, იხ.
ახალასშვილი პაატა - [ძმა] ედი[ა] ახალასშვილისა, იხ.
ახალაძე ახალბედა
ფერსათს მცხოვრები, ემართა ქუთაისის საყდრის ბეგარა: ოცდაცამეტი კოკა ღვინო, თორმეტი თეთრის საკლავი, ერთი ქათამი, სამი თეთრი, ოცი კვერცხი, საბელი და ყოველდღე მუშაობა (1558 წ. H-626).
ახალაძე ბუჭულა
ფერსათს მცხოვრები, ემართა ქუთაისის საყდრის ბეგარა: ოცი კოკა ღვინო, თორმეტი თეთრის საკლავი, ქათამი, ერთი თეთრი, ოცი კვერცხი, ერთი ურემი ღომი, ერთი საბელი და ყოველდღე მუშაობა (1558 წ. H-626).
ახალაძე გიორგი
ფერსათს მცხოვრები, ემართა ქუთაისის საყდრის ბეგარა: ოცდაშვიდი კოკა ღვინო, თორმეტი თეთრის საკლავი, ქათამი და ორნახევარი თეთრი (1558 წ. H-626).
ახალაძე გიორგი
ალექსანდრე მეფემ, (IV, იმერთა), იგი შესწირა გელათს. უნდა გადაეხადა ყოველწლიურად ერთი შამახური სანთელი ალექსანდრე მეფის (III, იმერთა) სააღაპედ ([1683-1695 წწ.] Ad-598 ბ).
ახალაძე დავითა
ფერსათს მცხოვრები, ემართა ქუთაისის საყდრის ბეგარა: ოცდათვრამეტი კოკა ღვინო, თორმეტი თეთრის საკლავი, ერთი ქათამი, ხუთი თეთრი, ოცი კვერცხი, ერთი ურემი ღომი, ერთი საბელი, ყოველდღე მუშაობა (1558 წ. H-626).
ახალაძე თედორა
ფერსათს მცხოვრები, ემართა ქუთაისის საყდრის ბეგარა: თორმეტი კოკა ღვინო, თორმეტი თეთრის საკლავი, ქათამი, ერთნახევარი თეთრი, ოცი კვერცხი, ერთი ურემი ღომი, საბელი და ყოველდღე მუშაობა (1558 წ.H-626).
ახალაძე მახარა
ფერსათს მცხოვრები, ემართა ქუთაისის საყდრის ბეგარა: ოცდაცამეტი კოკა ღვინო, თორმეტი თეთრის საკლავი, ქათამი, ორნახევარი თეთრი, ოცი კვერცხი, ერთი ურემი, საბელი და ყოველდღე მუშაობა (1558 წ. H-626).
ახალაძენი
მესხეთს მცხოვრები გლეხები, ალექსანდრე მეფემ ისინი შესწირა გელათის მონასტერს ([1484-1510 წწ.] 1449-1585).
ახალაძე როსტე[ვან]
ნაქალაქევში მცხოვრები, ჯანგაზ მხეციძემ იგი შესწირა გელათის ღმრთისმშობელს (1540 წ. ახლო. 1449-1674).
ახალაძე შოშიტა
რიონს მცხოვრები, დედოფალმა ნესტან-დარეჯანმა იგი ალექსანდრე მეფის სულის მოსახსენებლად შესწირა გელათს ([1660 წ.] Ad-598).
ახალბედა - [სახლიკაცი] დეკანოზის შვილ მამისიმედისა, იხ.
ახალბედა
ყაია, ბაადურ და პაპუნა ციციშვილებს შორის სამამულე დავის გარიგების წიგნში აღნიშნულია, რომ ახალბედას სახლი და საბძელი პაპუნას ეკუთვნოდა, მას ჰქონია აგრეთვე ციციშვილსა ერთნახევარი დღის მიწა ([1633-1658 წწ. 1448-2316), ბაადურ ციციშვილის მიერ სამწევრისში გამოფიცული მიწების ნუსხაში აღნიშნულია, რომ ახალბედას ნაქონი ერთი დღის მიწა მარქარა პაპინაშვილს ჰქონდა; მისი სახლ-კარი, კალო და საბძელი მამიჯანა არაქელასშვილს ეჭირა, ხოლო წუერზე მისი ერთნახევარი დღის მიწა - სოზიაშვილს (1671 წ. Hd-833).
ახალბედაშვილი გიორგი
მოწმე ზურაბ კვეზერელის მიერ თამაზ ტარმაიჭაშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1695 წ. Ad-1431).
ახალბედაშვილი ივანე
ვეძისხევს მცხოვრები, ერთ, კომლი, შეტანილია სვეტიცხოვლის საკომლოების ნუსხაში (1689 წ. 1449-1792).
ახალბედაშვილი სუხიტა
ვეძისხევს მცხოვრები, ერთი კომლი, შეტანილია სვეტიცხოვლის საკომლოების ნუსხაში (1689 წ. 1449-1798).
ახალბედისშვილი
ზაზა აბაზაძემ მის მიწამდე მიჰყიდა იასე მურვანისშვილს ჯაფნიაურში ორი დღის მიწა - ჯობიაური (1691 წ. I. 9. Hd-14927).
ახალდაბელოისძე ლომი
მოწმე დავით ბერისძის მიერ ელიოზ კათალიკოსისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1411 წ. X. 25. 1449-1651).
ახალვაჟი ბულავაჟი
ჯვალელი, ცაიშის საყდრის მებეგრე გლეხი, ემართა : ერთი საკლავი, ერთი ქათამი, ერთი პური, ექვსი ჯამი ღომი, თორმეტი კოკა ღვინო და გოჭკომური (1616-1621 წწ. ქსძ. III. №92).
ახალიკაშვილი ბერიკა
ჰყავს ბიძა ლაზარე. მიჰყიდა ბეჟან ჩხეიძეს სახლ+კარი და კალო-საბძელი (1653 წ. III. 15. 1450-35/95).
[ახალიკაშვილი] ლაზარე
ბიძა ბერიკა ახალიკაშვილისა, მოწმე ბერიკა ახალიკაშვილის მიერ ბეჟან ჩხეიძისათვის მიცემული სახლ-კარის ნასყიდობის წიგნისა (1653 წ. III. 15. 1450-35/95).
ახალკაცი
დავით ქსნის ერისთავმა იგი უწყალობა ფარსადან ზედგენიძის შვილს (1695 წ. II. 4. Hd -1314).
ახალკაცი
ცხოვრობდა ჯერ რენეს, შემდეგ იგოეთს. თექთუმან თექთუმანიძემ ზაალ ქარუმიძეს მიჰყიდა მამული რენე მისი მამულის გამოკლებით (1699 წ. Hd-1553).
ახალკაცი ადუა
მოწმე საქილა ბოდოკიასშვილის მიერ დავით ქავთარაძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1679 წ. Hd-14648).
ახალკაცი გიორგი
ქორაზნაში მცხოვრები, ედიშერ და პაპუნა [ციციშვილების] გაყრის დროს იგი, მამულითურთ, პაპუნას ერგო ([1688-1703 წწ.] Hd-1636).
ახალკაცი გოგია
ცხუნურს მცხოვრები, დათუნა ბასილაშვილის ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით, მისი კომლიდან ორ კაცს ევალებოდა თოფით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
ახალკაცი გულიქამარ
მოწმე ავთანდილ მინიაშვილის მიერ ფილასონ ქურდევანისძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1569 წ. 1450-47/12).
ახალკაცი ზაზუტა
ქვემო ნიქოზს მცხოვრები, ნაზარალი-ხანმა იგი, მამულითურთ, უბოძა პაპუნა ფანველიშვილს (1689 წ. XI. 16. 1448-53).
ახალკაცი როინაი
მოწმე ავთანდილ მინიაშვილის მიერ ფილასონ ქურდევანიძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1569 წ. 1450-47/12).
ახალკაცისშვილი
შერმაზან ჯავახისშვილმა ოთია გოგიბედაშვილს მიჰყიდა მამული - ახალკაციშვილის ნავენახობი (1700 წ. III. 15. 1448-4105).
ახალკაცისშვილი
კასპს მცხოვრები, ამილახვრის ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით, მისი კომლიდან ორ კაცს ევალებოდა მშვილდით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
ახალკაციშვილი
საბუზარში მისი მამული ეკუთვნოდა [ბარათაშვილს] ([XVII ს. ბოლო. 1450-33/286).
ახალკაცისშვილი ბეროა
მიჰყიდა თანდილა მარინდაშვილს ნახევარი დღის ნავენახობი, მეხევიშვილისა და ფაშატაშვილის მიწებამდე (1696 წ. 1450-28/242).
ახალკაციშვილი გელია
დვანელი, მოწმე პაპუნა ფავლენისშვილის მიერ ზაალ იორამისშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1700 წ. V. 9. 1450-31/220).
ახალკაციშვილი მამუკა
ღრდულეთს მცხოვრები, საამილახვროს დავთრის მიხედვით, მისი საკომლოდან ორ კაცს ევალებოდა თოფით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
ახალშენაშვილი აბრამა
მოწმე ზაქარია დილიმაშვილის მიერ დავით გედაონისშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1637 წ. სს. 1280).
ახანელი
ლეონ მეფემ იგი უწყალობა მაქსიმე ჩოლაყასშვილს (1566 წ. I. 19. 1449-2285).
![]() |
6.70 ახატაშვილი || ახატანთ |
▲ზევით დაბრუნება |
ახატაშვილი პაატა
ამოვარდნილ ქაიხოსრო ბარათაშვილის ნაქონი ყმა, ნაზარალი-ხანმა იგი უწყალობა როსტომ ბარათაშვილს (1694 წ. 1450-32/320).
ახატაშვილი შარმაზან
მოწმე ზაალ საგინაშვილის მიერ ნინოწმინდელისა და გარეჯის წინამძღვარ ონოფრესათვის მიცემული პირობის წიგნის დუდაურების მამულზე უდაობის შესახებ ([1690-1703 წწ.[ 1449-1859).
ახატანთ ხეჩუა - 1699-1700 წწ.
მოწმე: დავით ჭილაშვილის მიერ მურადა [დათუაშვილისათვის] მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1699 წ. V. 1450-5/55 ა), აკოფაანთ საკას მიერ ფარემუზ შანშიაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1700 წ. IV. 3. 1450-914).
ახვედა - შვილი ხუდადასი, იხ.
ახვერდა
მიჯას მცხოვრები, იგი, მამულითურთ, წილში ერგო იოთამ ბარათაშვილს ([1537-1538 წწ.]. VIII. 16. 1450-11/112).
ახვერდა
ამოვარდნილი, როსტომ მეფემ მისი მამული უწყალობა ბაზიერთუხუცეს ბაირამ ყულის (1649 წ. 1450-53/88).
ახვერდასშვილი ზურაბა
მოწმე შაჰუანთ გოგინასშვილ ავთანდილას მიერ ხუდუანთ გრიქორასშვილ ასლანასათვის მიცემული ოთახის ნასყიდობის წიგნისა, საბუთს უზის მისი ბეჭედი (1699 წ. IX. 15. .Hd-1698).
![]() |
6.71 ახვლედიანი || ახულედიანი |
▲ზევით დაბრუნება |
ახვლედიანი გიორგი
ჰყავს [სახლიკაცი] ხოსია, ალექსანდრე მეფემ უწყალობა მას ღვირიშის ციხე და სოფელი ცხუკუშერი. ამას გარდა, ტვიშს მცხოვრები გლეხები: ინანა ნემსიწვერიძის შვილი, ბესია ხუცესი, დათუნა ხუცესი, ნასხიდა სვანიძე ([1639-1659 წწ.] ლაი. H-86. 8-13 a).
ახულედიანი თამაზა
მოწმე გოგინა ბოჭორიძის მიერ ივანა ვიგრიაშილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1647 წ. 1448-4957).
ახულედიანი თამაზა
მუხრანის ბატონთა ყმა, [დომენტი] კათალიკოსს იგი შეუწირავს სვეტიცხოვლისათვის, ეს შეწირულება შემდგომში სვეტიცხოველს განუახლა ნიკოლოზ ბოვნელმა (1683 წ. ქრ. II. 497).
ახვლედიანი ხოსია - [სახლიკაცი] გიორგი ახვლედიანისა, იხ.
![]() |
6.72 ახვსებაძე || ახუსებასძე || აღვსებაძე |
▲ზევით დაბრუნება |
ახუსებაძე
ხვედურელი ყმა-გლეხი, ადრე ბაღათარ ხოსაშვილს ეკუთვნოდა. კონსტანტინე მეფემ იგი უბოძა ქართლში გადმოსახლებულ ზაზა ფანასკერტელს (1467 წ. 1448-64).
ახვსებაძე
მისი ვენახის თავთან მდებარე, ლომინასაგან ნაყიდი მიწა, ელიაზარ ელიოზისშვილმა შესწირა შიომღვიმის მონასტერს (1492 წ. 1449-1615).
აღვსებაძე
მცხეთიშვილი, მისი ნაქონი მამული ნიკოლოზ კათალიკოსმა უბოძა დათუნას (1680 წ. III. 27. 1448-123).
ახვსებაძე ახალბედა
შვილი გიორგი ახვსებაძისა, იხ., მოწმე მამისა ახვსებაძის მიერ იოვანკიმე ფადლაძისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (XVI ს. I ნახ. Hd-1552-ი).
ახვსებაძე გიორგი - XVI ს. I მეოთხ.
ჰყავს შვილები: ახალბედა, ნიკოლოზ (XVI ს. I მეოთხ. Hd-1552 -ია, იჱ), მამისთვალა, მამისიმედი (XVI ს. I მეოთხ. Ad-1552 -ია), მამისა, მამისბედა (XVI ს. I მეოთხ. Hd-1552-ია), ძმისწულები: მამისიმედი, ივანა, ნოქაფელ||ნუძაფელ (sic) (XVI ს. I მეოთხ Hd-1552-ია). მიჰყიდა მამული [იოვაკიმე ფადლაძეს] (XVI ს. I მეოთხ.Hd-1552-ია), სათიბის ნახევარი იობ ფადლაძეს (XVI ს. I მეოთხ. Hd-1552-იჱ), მოწმე მამისა ახვსებაძის მიერ იოვაკიმე ფადლაძისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (XVI ს. I მეოთხ. H-1552-ი).
აღვსებაძე დემეტრე
სვეტიცხოვლის ყმა, ჰყავს [ძმა] რამაზა, შვილი იასე. კათალიკოსმა იოვანე დიასამიძემ მას განუახლა მკვიდრი სახელოს-ომფორის მოლარეობის, საციციანო მამათმთავრობისა და სამცხეთიშვილო მამულის წ ყალობა (1689 წ. I. 26. Ad-4770).
აღვსებაძე იასე - შვილი დემეტრე აღვსებაძისა, იხ.
ახვსებაძე ივანა
ძმისწული გიორგი ახვსებაძისა, იხ., [სახლიკაცი] მამისა ახვსებაძისა, იხ.
ახვსებაძე მამისა - XVI ს. I მეოთხ.
შვილი გიორგი ახვსებაძისა, იხ., ჰყავს [სახლიკაცები]: მამისიმედი, ივანა, ნოქაფელ (XVI ს. I მეოთხ.Hd-1552-ი), განაყოფი მამისთვალა (XVI ს. I მეოთხ. Hd-1552 ე), მიჰყიდა ვენახი იოვანკიმე ფადლაძეს (XVI ს. I მეოთხ. Hd-1552 ი). მოწმე: გიორგი იმედაძის მიერ იოვანკიმე ფადლაძისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (XVI ს. I მეოთხ. Hd-1552 დ), გიორგი ალფასიძის მიერ იოვაკიმე ფადლაძისათვის წაბლ[ნ]არის ნასყიდობის წიგნისა (XVI ს. I მეოთხ. Hd-1552), სამნია ბერიკაძის მიერ იოვაკიმე ფადლაძისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა ( XVI ს. I მეოთხ. Hd-1552-ე).
ახვსებაძე მამისბედა - შვილი გიორგი ახვსებაძისა, იხ.
ახვსებაძე მამისთვალა - შვილი გიორგი ახვსებაძისა, იხ.
ახვსებაძე მამისიმედი
ძმისწული გიორგი ახვსებაძისა, იხ. [სახლიკაცი] მამისა ახვსებაძისა, იხ.
ახვსებაძე მუქაფა
იგი თავისი მამულებით, მცხეთას, კოდმანს, მუხრანს აშხურიანთ[ა]კენ, გალავნის კუთხის გაყოლებით, ლაზარესშვილის ბაღამდე, კათალიკოსმა ქრისტეფორემ უწყალობა კანდელაკ შიო ეგაძეს (1623 წ. Hd-9446).
ახვსებაძე ნასყიდა
მოწმე გიორგი კვატიაშვილის მიერ იობ ფადლაძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (XVI ს. I მეოთხ. Hd-1552 იე).
ახვსებაძე ნიკოლოზ - შვილი გიორგი ახვსებაძისა, იხ.
ახვსებაძე ნოქაფელ || ნოძაფელ (sic) - ძმისწული გიორგი ახვსებაძისა, იხ. [სახლიკაცი] მამისა ახვსებაძისა, იხ.
აღვსებაძე რამაზა - [ძმა] დემეტრე აღვსებაძისა, იხ.
ახთუნაშვილი მამუკა
მოწმე ოთარ ჯიმშიტაშვილის მიერ ქაიხოსრო ავთანდილიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1689 წ. XI. 15. 1450-15/8).
ახია
მისი, თათარას, ხოჯიასა და ხეჩიკას ნაქონი მიწები სომხითის მელიქმა ავთანდილმა მიჰყიდა ალავერდა [იაგულაშვილს] (1689 წ. V. 20. 1450-9/120).
ახიზა
გადაწერა დავითას მიერ დაწერილი, ვარდან ფალავანდიშვილის მიერ არაქელა ბასტამაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნი (1623 წ. V. 18. 1450-3/100).
ახიჯანაშვილი დათუა
ახალშენს მცხოვრები, წილად ხვდა თამაზ ბარათაშვილს ([1633-1658 წწ.] 1448-2318).
![]() |
6.73 ახობაძე || ახუბაძე |
▲ზევით დაბრუნება |
ახობაძე
პაპუნამ თავის სახლიკაცებთან ერთად ზაალ წინამძღვრიშვილს, ბატონ ბეჟანის ნებართვით, მიჰყიდა ერთი დღის მიწა ახობაძისეულ მიწამდე (1700 წ . Hd-14564).
ახუბაძე პაპუნა
ქორაზნაში მცხოვრები, ედიშერ და პაპუნა [ციციშვილების] გაყრის დროს იგი, თავისი მამულით, პაპუნას ერგო (1688-1700 წწ.] Hd-1636).
ახოკა
აკაურთას მცხოვრები, იგი, მამულითურთ, წილად ხვდა იოთამ ბარათაშვილს ([1537-1538 წწ. VIII. 6. 1450-11/112).
ახოტლიშვილი
მოწმე თაყა ბარათაშვილის მიერ წრაუთის მამასახლის მარქარასათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1680-იანი წწ. Hd-8783).
ახპერო
მისი სახლი იყო ერთ-ერთი საზღვარი გრიქოლა ბაკურაშვილის მიერ მკრტიჩ [ო]ნიკაშვილისათვის მიყიდული სახლისა (XVII ს. შუა ხანები. 1448-5333).
ახპეროასშვილი ბაღდასარა
მოწმე არუთინ ოჰანასშვილის მიერ თავისივე ძმის, ოჰანასათვის მიცემული ადგილის ნასყიდობის წიგნისა (1699 წ. III. 6. 1450-23/103).
ახპერჯან - სახლიკაცი ხეჩოასი, იხ.
ახპერჯანა
ჰყავს ძმა დათინა, მისცა მამულზე უდაობის წიგნი თავის ბიძაშვილს, სარქისას (XVII ს. Qd-499).
ახრაკაძე ხუცია
მოწმე საამ [საგინაშვილის] მიერ სეხნია [საგინაშვილისათვის] მიცემული ყმა-მამულის გაცვლილობის წიგნისა (1666 წ. VIII. 1449-1309).
ახსიაშვილი შალუტა
მოწმე ირემა კახისშვილის მიერ პაპუნა გოსტაშა ბისშვილისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა ([1688-1696 წწ.] Hd-2478).
ახუა
ქალაქს მცხოვრები, ნაზარალი-ხანმა იგი უწყალობა მანუჩარს (1689 წ. 1450-53/91).
ახურაშვილი საამ
მოწმე თანღრია ბადრისშვილის მიერ ბარნაბა ტფილელისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1592 წ. VI. 3. 1449-1556).
ახუსებაშვილი გულისადებ
თბილისში მცხოვრები - ვაჭარი, იგი, მამულით, სახლ-კარით და ქულბაქით, ამილახორმა თაყა ზევდგინიძემ სააღაპედ შესწირა შიომღვიმის მონასტერს. ევალებოდა: ექვსი ქალაქური ლიტრა ზეთის, სამი ლიტრა ცვილის, ნახევარი ჩარექი საკმევლის, საპატრუქესა და ოცი თანგის ღირებულების თევზის გამოღება ყოველწლიურად (1523 წ. 1449-1536 ა).
ახუსიაშვილი გოგალა
მოწმე თამაზ სომხისშვილის მიერ ეჯუბა ყორღანა შვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1664 წ. V. 8. 1450-17/21).
ახუსიაშვილი ხატისა
წვერელი, მისი შვილი იყო მერაბ ყორღანაშვილის შესახელებული მოფიცარი თბილელ ელისე [საგინაშკილთან] დავისას (1535 წ. XI. 14. 1449-2649).
ახჯანაზაშვილი კიკოზა - ყაზარა ახჯანაზაშვილისა, იხ.
ახჯანაზაშვილი მარქარა - ყაზარა ახჯანაზაშვილისა, იხ.
ახჯანაზაშვილი სარდალა - ძმა ყაზარა ახჯანაზაშვილისა, იხ.
ახჯანაზაშვილი ყაზარა
შულავერს მცხოვრები, ჰყავს ძმები: კიკოზა, მარქარა და სარდალა. ბაგრატ ბატონიშვილმა იგი უწყალობა ქაიხოსრო რატიშვილს (1688 წ. X. 7. Hd-8415 ა).
აჯაბნუშა
თევდორეწმინდას მცხოვრები, [ბარათაშვილების] გაყრის დროს იგი ერგო გერმანოზს, თაყას, გოსტაშაბსა და ფალავანხოსროს (1523 წ. Ad-299 ა).
აჯაბნუშასშვილები
ერთ-ერთ მათგანს ერქვა ყულია, მათ დავა ჰქონდათ ბასილი ტოტუაშვილთან სასახლისა და მარნის ადგილზე. მარიამ დედოფლის ბრძანებით შემდგარმა სასამართლომ ისინი გაამტყუნა და სადაო ადგილები ტოტუაშვილებს მიაკუთვნა (1648 წ. V. 22. Qd-503).
აჯაი
დმანისს მცხოვრები, მოლა, იგი, ქონებითურთ, წილში ხვდა იოთამ ბარათაშვილს ([1537-1538 წწ.] VIII. 16. 1450-11/112).
აჯია
მიჯას მცხოვრები, წილში ხვდა იოთამ ბარათაშვილს ([1537-1538 წწ.] VIII. 16. 1450-11/112).
აჯიაისშვილი ქავთარ
მოწმე სჩანს მაოსბურასძის მიერ კადელთა ჯვრისათვის მიცემული შეწირულების წიგნისა (XV ს. A-222, 77v-78r).
აჯიაშვილი იმ[ა]მყულა
მოწმე ტოტოათ ბაინდურასშვილ ბეროას მიერ ქალაქის მოურავ [მანუჩარისათვის] მიცემული სახლ-კარის ნასყიდობის წიგნისა (1683 წ. XII. 1. Hd-13696).
აჯიყაფაშვილი ზურაბ
მოწმე ალექსანდრე ბატონიშვილის მიერ გიორგი გლურჯიძისათვის მიცემული მიწის გაცვლილობის წიგნისა ([1527-1556 წწ.] 1448-522).
აჰფუზას ჰათამა
მოწმე არუთინა ოჰანასშვილის მიერ თავისი ძმის, მურადასათვის მიცემული ადგილის ნასყიდობის წიგნისა (1699 წ. III. 6. 1450-23/103).
![]() |
7 ბ |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
7.1 *** |
▲ზევით დაბრუნება |
ბაადინაშვილი
სიონს მცხოვრები, ალექსანდრე მეფის ბრძანებით იგი ხევმა მძევლად მისცა გერგეტის საყდრისშვილებს (1439 წ. II. 20. A-1085, 13-15).
ბააკა
შეტანილია [ბიჭვინტის] საკათალიკოსო მამულების ნუსხაში ( XVII ს. 1449-1564).
ბაამან
აზნაურიშვილი, ბარათაშვილების გაყრის დროს იგი, ზაალთან ერთად ერთ წილად ერგო გერმანოზსა და მის ძმებს: თაყას, გოსტასაბსა და ფალავანხოსროს (1523 წ. A-1299 ა).
ბაბა - პაპა პაპიასი, იხ.
ბაბადიში
ვაჭრის შვილი, ჰყავს ძმები: კახია, ვაჟიბედა, მისი შეწირულება ლევან დადიანმა განუახლა ხობის ტაძარს ([1628-1647 წწ.] Hd-1551 ა).
ბაბათა
ბობნავში მას ჰყავდა სამი კომლი კოდისპურის გადასახადისაგან გათარხნებული ყმა, რაც აღნიშნულია ციციშვილების ყმების ნუსხაში ([1658-1675 წწ.Hd-14534 ბ).
![]() |
7.2 ბაბათასშვილი || ბაბათაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
ბაბათაშვილი
მისი მიწა ესაზღვრებოდა გივიშვილის მიერ ბერუა მუჩაიძისათვის მიყიდულ მიწას (1683 წ. Qd-1785).
ბაბათაშვილი
თბილელი, მისთვის მიურთმევიათ კარგი ჯორი,აღნიშნულია უცნობი პირის დანახარჯის ნუსხაში (1695- 1697 წწ.] Hd- 15081).
ბაბათაშვილი
ერეკლე მეფემ შესწირა ურბნისის წმინდა სტეფანეს ეკლესიას თევდორა ხანისშვილი და მისი ძმები, რომელთაც ადრე ბაბათაშვილი და შედანისშვილი ისაკუთრებდნენ (1698 წ. XII. 14. Ad- 1503-12).
ბაბათასშვილი დემეტრე
მოწმე ბეჟან [სააკაძის] მიერ ყალანდარ [თუმანიშვილისათვის] მიცემული ხელწერილისა (XVII ს. 90-იანი წწ. Sd- 815).
ბაბაჯანაშვილი ესაია
ახალშენს მცხოვრები, მოწმე გიგოლა ფილიპეშვილის მიერ სამნუა თევდორეშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. I ნახ. 1450-27/233).
ბაბაჯანაშვილი სტეფანა
დაღეთს მცხოვრები, იგი შადუხაშვილის ნაცვლად წილში ერგო ყორჩიბაშ ბაადურ [ციციშვილს] (1651 წ. ახლო. 1450-37/159).
ბაბელა
მოწმე მამუკა პარკაძის მიერ დავით გარსევანიშვილისათვის მიცემული ნაწისქვილარი მიწის ნასყიდობის წიგნისა (1680 წ. XI. 18. გსიემ. 7601-59).
ბაბია
მოხსენიებულია ყმების ნუსხაში (XVII ს. Hd-15088).
ბ[აბიანი] ივანე
თავმდები და მოწმე იონაშელთა და ლაჩოგრაშელთა მიერ ოყოლდაშელთათვის მპარავის გადაცემის შესახებ მიცემული დაწერილისა (XIV ს. ბოლო. სსძ. II. №60 ა).
![]() |
7.3 ბაბიასშვილი || ბაბიაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
ბაბიაშვილი
დოლენჯიშვილის ყმა, მას ედავებოდა იოთამიშვილის ყმა, ვართაშაშვილი, ორღობის გზაზე. ბაბიაშვილს საქცევი მიწა წაუწევია ვართაშაშვილის ნაწილში, რაზედაც ვართაშაშვილი ჩიოდა. საქმის გარჩევის დროს გადაწყდა, თუ ბაბიაშვილი დაიფიცებდა ამ მიწაზე, მაშინ იგი დოლენჯიშვილს დარჩებოდა ([1676-1701 წწ.] 1450-38/26).
ბაბიასშვილი [ბართლომე]
ოძელი, მოწმე პაპუა მახვილაძის მიერ ნარიბეგ სპანდიერისშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1689 წ. VI. 1450-33/233).
ბაბიაშვილი როსტომა
დიაკონი, მოწმე ჰოვათაღაანთ ჰოვათაღას მიერ აკოსთ[აა]ნთ მიტიჩასათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1687 წ. 1450-9/34).
ბაბილასშვილი
გორელი, ლომი. სუნღულისძემ სვეტიცხოველს შესწირა გორს აყუშისშვილისაგან ნაყიდი ზვარი და ორი მკვიდრი მეზვრე ბაბილ ასშვილი და ნარკოკობასშვილი (1398 წ. VII. 6. 1449-1652).
ბაბილაშვილი
დალაქი, მოწმე სეხნია საგინაშვილის მიერ ვარდუა მარქარაშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1690 წ. II. H-5151).
ბაბილაშვილი ელისბარა
ერთი კომლი, შეტანილია [ალავერდის ტაძრის] კომლების ნუსხაში (XVII ს. Ad- 848).
ბაბილიანი (ვარ. ბაბილოვანი) ბედიაი
იხსენიება დამხდურად პირნათელ ჯაფარიძესა და ივანე სეტიელს შორის დადებულ სამოკეთეო დაწერილში (XIV-XV სს. მიჯნა. სსძ. II. №6 აბ).
ბაბილოვანი ჩერიგ
მოწმე და დამწერი: იოსელიანის მიერ მუჟალის მაცხოვრისათვის მიცემული შეწირულების წიგნისა (XVI-XVII სს. სწძ. I. №132).
ბაბლიაშვილი ლომიტა
ხოდაშენს მცხოვრები, ერთი კომლი, შეტანილია სვეტიცხოველის საკომლოების ნუსხაში (1689 წ. 1449-1792).
ბაბლიური
ვახუშტი აბაშიძემ იგი შესწირა კაცხის მონასტერს ([1550-1570 წწ.] 1449-1583).
ბაბლიძე გიორგი
თაგუეთს მცხოვრები, ედიშერ და პაპუნა [ციციშვილების] გაყრის დროს იგი, მამულით, ერგო ედიშერს ([1688-1703 წწ.] Hd-1636).
ბაბლიძე მამუკა
თაგუეთს მცხოვრები, ედიშერ და პაპუნა [ციციშვილების] გაყრის დროს იგი ერგო პაპუნას ([1088-1703 წწ. ] Hd-1636).
ბაბლიძე მახარა
ბრბონას მცხოვრები, იგი წილად ხვდა ქაიხოსრო [ციციშვილს] ([1664-1673 წწ.] 1448-5042).
ბაბოანთ გიქოა
მოწმე ბალაბულანთ ჰაზოასშვილ საქოას მიერ ქეფინაანთ კარაპეტასშვილ არუთინასათვის მიცემული სახლ-კარის ნასყიდობის წიგნისა (1697 წ. VII. 20. Hd- 13022).
ბაბუათ ბალინაშვილი როსტომა
მიჰყიდა იავანგულანთ გარსუას მარანი ქვევრებით (1672 წ. IX. 1450-27/303).
ბაბულაშვილი
რეხს მცხოვრები, იგი, მამულით, წილად ხვდა ბეჟან [თუმა ნიშვილს] (XVII ს. Hd- 13446).
ბაბულაშვილი ბასილა
ბეჟან თუმანიშვილმა მიჰყიდა ყალანდარ თუმანიშვილს ზემო რეხას მისი ნაქონი მამული, რომელიც მას თავისი „მოძმის“, ირემასაგან ჰქონდა მიღებული (1697 წ. Sd-396).
[ბაბულაშვილი] ირემა - „მოძმე“ ბასილა ბაბულაშვილისა, იხ.
ბაბულაშვილი მიქელ
თორტიზას მცხოვრები, ბეჟან თუმანიშვილის ყმა. იგი ბეჟან თუმანიშვილს არ მიუყიდია თავის განაყოფ ყალანდარისათვის და თავისთვის დაუტოვებია (1697 წ. Sd-396).
ბაბულიძე გოგიჩა
გლეხი, [ჩხერის] ციხის მეციხოვნეებმა: ნადირაძემ და [დათიკა] დევიძემ მას წაართვეს ოცი რვიანი [კოკა] ღვინო და ორი ჩოხა (XVII-ს. Ad-22338).
ბაბურვიშვილი ხატია
ახალშენს მცხოვრები, ერთი კომლი, შეტანილია სვეტიცხოველის საკომლოების ნუსხაში (1689 წ. 1449-1792).
ბაბურიშვილი
მიჰყიდა ფილიპეს მიწა (1689 წ. X. 18. Hd-5814).
ბაბუსიძე ბეჟუა - [სახლიკაცი] ნინია ბაბუსიძისა, იხ.
ბაბუსიძე ბერა - [სახლიკაცი] ნინია ბაბუსიძისა, იხ.
ბაბუსიძე გელია - [სახლიკაცი] ნინია ბაბუსიძისა, იხ.
ბაბუსიძე ნინია
აჩაბეთელი, ჰყავს [სახლიკაცები]: გელია, ბერა, ბეჟუა. მიჰყიდა აშოთან მუხრანის ბატონს ზემო ხვითში თავისი ნაყიდი ვენახი (1681 წ. III. 1461-3/131).
ბაბუტია სამინა
ცაიშელი, ემართა ცაიშის საყდრის ბეგარა: მეოთხე წელს ოჩხოლო და ერთი საკლავი, რვა ჯამი ღომი, ხუთი კოკა ღვინო (1616-1621 წწ.] ქსძ. III. №92).
ბაბუჩა
[კუმელი], ჰყავს შვილები: ყულია, ნამახოში, ფაიყია. მიჰყიდა შიოშ სოლაღაშვილს კალთხევში, საქუდაში, შვიდი დღის მიწა (1619 წ. V. 21. Sd-735).
ბაბუჩკოჩი
მოხსენიებულია მათხოჯელ ყმათა ნუსხაში (XVII ს. Hd-11220).
ბაბუცაშვილი
იგი, გულბათ და ელიოზ ელიოზიძეების გაყრისას, მამულით, საუფროსო წილში ერგო გულბათს (1573 წ. Sd-527).
ბაბუციძე
თამარაშენს მცხოვრები, მისი წყალობა როსტომ მეფემ განუახლა ქაიხოსრო მაჩაბელს (1633 წ. Qd-8924).
ბაბუციძე გელა
მოწმე: ნასყიდა მაისურაძის მიერ ბეგთაბეგ მდივნისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1697 წ. III. 27. 1450-2/8).
ბაბუციძე დათა
მოწმე ქაიხოსრო მაჩაბლის მიერ ალხაზ მაჩაბლისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1686 წ. 1448-5130).
ბაგიასშვილი ბეჟუა - შვილი ოთია ბაგიასშვილისა, იხ.
ბაგიასშვილი ოთია
ქვემო ძვიმლეთს მცხოვრები, ჰყავს შვილი ბეჟუა. მოხსენიებულია ზემო ქართლის სადროშოს აღწერის დავთარში (XVII ს. II ნახ. Qd-7017).
ბაგრატ
მეფე, (ბაგრატ III ან IV ბაგრატოვანი?). მიქაელ მემღვიმე „ლიხთ-იმერით“ გადასულა და წამოუღია კოსტანტინე და ბაგრატ მეფეების მიერ მღვიმის მონასტრისათვის ბოძებული თავისუფლების ბრძანებები (XII ს. I მეოთხ. Ad-1 გ).
ბაგრატ
დამწერი და მოწმე საამ საგინაშვილის მიერ სეხნია [საგინაშვილისათვის] მიცემული ყმა-მამულის გაცვლის წიგნისა (1666 წ. VIII. 1449-1309).
ბაგრატასშვილი
მისი ქონება ყანდაურიანში თეიმურაზმა უბოძა იესე ჯორჯაძეს (1636 წ. Qd- 1787).
![]() |
7.4 ბაგრატოვანი || ბაგრატონიანი || ბაგრატუანი || ბაგრატუნიანი||პანკრატიონი || პანკრატოანი||ადარნასე || ადარნესე || ადარზან |
▲ზევით დაბრუნება |
ადარნესე
იხსენიება გიორგი მეფის მიერ შიომღვიმის მონასტრისათვის ბოძებულ შეწირულების სიგელში, მას შიომღვიმისათვის შეუწირავს თრიალეთში ნაყიდი სოფელი ბჭითი (1170 წ. Hd-1351).
ადარნასე (ვარ. ადარზან)
ბატონიშვილი, შვილი მეფე დავით X-ისა, იხ., ძმა მეფე ლუარსაბ I-ისა, იხ.
ადარნასე - 1687-1698 წწ.
მუხრანის ბატონიშვილი, ჰყავს: მამა თეიმურაზ მუხრანის ბატონიშვილი, იხ., ძმა კონსტანტინე მუხრანის ბატონიშვილი, იხ., [ბიძა] პაპუა მუხრანის ბატონიშვილი, იხ., იხსენიება ზევდგინ [ზედგინიძის] მიერ წილკნელ დომენტი გილდაშვილისათვის ბოძებული ყმების ნასყიდობის წიგნის ფიცის ფორმულაში (1698 წ. II .2. 1448-2349).
ალექსანდრე
დავითიან-ბაგრატოვანი, აფხაზთა, ქართველთა, შანშთა და შარვანშა, რამთა, კახთა, სომეხთა მეფე, ყოვლისა აღმოსავლეთისა ვიდრე დასავლეთამდე ლიხთ-იმერისა და ლიხთ-ამერის და ჩრდილოეთისა საქართველოსა - ორთავე ხელმწიფედ მპყრობელი. ჰყავს შვილი ვახტანგ. დავით გიორგაძეს გაუჩინა სისხლის ფასი 300000 კირმანეული თეთრი (1392 წ. VI. 13. Ad-932 სას.).
ალექსანდრე - ბატონიშვილი, შვილი დავით მეფისა, იხ.
ალექსანდრე I - 1408-1442 წწ.
დიდი, მეფეთ-მეფე, იესიან-დავითიან-სოლომონიან-ბაგრატონიანი მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა,სომეხთა,შანშა და შარვანშა, ყოვლისა აღმოსავლეთისა დასავლეთამდის თვითფლობით მფლობელ მპყრობელი; ორისავე ტახტისა, ლიხთ-იმერისა და ლიხთ-ამერისა მპყრობელი; გამაერთიანებელი ლიხთ-იმერისა და ლიხთ-ამერისა; ღმრთის მსახური,ღმრთივ-გვირგვინოსანი. ჰყავს: ბებია რუსა (1413 წ. 1449-1512), მამა მეფე კონსტანტინე I, იხ. ([1453-1463 წწ.] Hd-1799), ძმები: ბაგრატ, გიორგი (1414-1420, [1442] წწ. 1449-1478, Ad-1839, 1449-15 13, Sd-2859 ა), თანამეცხედრე: დედოფალი დულარდუხტ (1413 წ. 1449-1512 ), დედოფალი თამარ (1419-1442 წწ. Ad-1839, 1449-1513, Ad-1524, 16. II. 230, 1448-2243, 1449: 1514, 557, Hd-1348, H-2513-11, 1449: 1516, 1517, 1518, 1519, 301, 1448-1976, Ad-504, 1449-1522), შვილები: მონაზონი დავით (კათალიკოსი დავით II), (1417-1425 წწ. Ad-1601, 1839, 1449, 1513, 1650), ვახტანგ (შემდგომში მეფე ვახტანგ IV) (1413-1442 წწ. Sd-2859 ა, 1449: 1512, 1478, 1450-26/110, Ad-1839, 1449: Sd-1513, 1650, ქრ. II. 228, 230, 1448-2243, 1449: 1514, 1415, 557, Hd-1348, H-2513-11, 1449: 1567, Sd-1517, 1518, Ad-1601, 1449-1519, 301, 1448-1976, 1449-1522, Ad-504), დიმიტრი || დემეტრე (შემდგომში მეფე დიმიტრი III), (1413-1442 წწ. 1449: 1512, 1478, 1450-26/110, Ad-1839, 1449: 1513, 557, 1650, ქრ. II. 230, (1448-2243, 1449: 15 14, Hd 11634, 1348, H-2513-11, 1449: 1567, 1516, 1517, 1518, 1519, 301, Hd-1368, 1448-1976, 1449-15 22, Ad-1601, Sd-2859 ა, ქრ. II. 228), გიორგი (შემდგომში მეფე გიორგი VIII), (1417-1442 წწ. Ad-1839, 1450-26/110, 1449: 1513, 1650, Ad-1524, 36. II. 230, 1448-22 43, 1449: 557, 1514, Hd-1348, H-2513-11, 1449: 1516, 1517, 1518, Ad-1601, 1449: 301, 1519, Hd-1368, 1448-1976, Ad-504, 1449: 1522, ზაალ (1428-1442 წწ. 1448-2243, 1449: 557, 1514, Hd-1348, H-2513-11, 1449: 1516, 1522), პაპა [პაპის მამა] მეფე დავით X-ისა, იხ., უწყალობა : სუმბატს, ურდოველას შვილს, ღაფირისძის ნაქონი მამული ძაგნაკორნა და დასვა იგი ღაფირისძედ (1417 წ. IX. 25. Ad-1601), ავთანდილ ზევდგინისძეს - ქავთარ ქარუმიძე (1425 წ. Ad-1524), მასვე - სოფლები: კასპი, იგოეთი და ნადარბაზევი (1429 წ. Hd-11634), გამრეკელ ჯავახიშვილს - მისივე განაყოფის ნაქონი მკვიდრი მამული (1440 წ. II. 20. H-1991); უწყალობა სახელო - გორის მოურაობა ავთანდილ ზევდგინისძეს (1430 წ. Hd-1348); განუახლა წყალობა: ურდოელსა და მის შვილს, სუმბატს - ქალაქს სახლი, ყმა-მამული, ძაგნაკორნას - ღაფირისძისეული და ბაღდადური მამულები, აგრეთვე - ნაყიდი მამულები და სალაროს მუშრიბობა (1429 წ. 1449-1415), მათვე იგივე წყალობა განუახლა შემდგომაც (1438 წ. 1449-1518), დავით ქარციძეს - მცხეთიშვილობა და მსახურთუხუცესობა, მცხეთაში - მისი პაპის, ცუცხასძე არსენისეული სახლ-კარი და მამული ახატანს ; შარაბისძე და გუთანა, კარსანს - ეფრემასძე, სოფელი ნიგოზანი ზემოთ, ბარტამის ხევამდე, ხოლო ჭარებსა და ფლავში - მისი ბიძის, ჯინჭველისძისეული მამული(1439 წ. 1449-301); შესწირა: შიომღვიმეს ძალისაში ნაყიდი ოთხი დღის მიწა გიორგისშვილის მეზობლად, ონასშვილის გვერდით - ორი დღისა, კურდღელასშვილის მიწის გვერდით - ერთი დღისა, ომარასა და ოსიაშვილის მეზობლად - ორი დღისა, თევდორაშვილსა და ინანიშვილს შუა მდებარე - ორი დღისა, გორგიასშვილის გვერდით - ორი დღისა, ინანიშვილსა და ირემასშვილს შუა - სამი დღისა, ინდუა გრიგოლასშვილის მეზობლად - ორი დღისა, ჭიჭიასშვილის მხარეს - ოთხი დღისა, ინანიშვილსა და ვარძელასშვილს შუა - სამი დღისა, თევდორასა და კურდღელასშვილს შუა - ოთხი დღისა, ომარასშვილის - სამი დღისა, კურდღელასშვილის - ექვსი დღისა, ირემასშვილის მეზობლად - ერთი დღისა ([1412-1442 წწ.] Ad-14 ა), სვეტიცხოველს: ელიოზის კათალიკოსობის დროს-ატენისხევს, სიონს უკან, ზვარი (1424 წ. sic [1412-1419 წწ. ქრ. II. 228), ბებიამისის, რუსას მოსახსენებლად და სააღაპედ - ატენში თბილელასძენი: ლომი, გიორგი, გაბრიელ, ტბელა და იოვანე (1413 წ. IX. 20. 1449-1512), ატენისხევს, სიონს უკან - გაგნიაური ზვარი მეზვრითა და საწნახლით, გაიჩინა აღაპი 8 სექტემბერს, გააჩინა აგრეთვე აღაპები გიორგი ხაზინადრისათვის და ბირთველისათვის (1414 წ. 1449-1478), მიქაელის კათალიკოსობის დროს - გარეჯის ორივე უდაბნო, სამაგიეროდ სვეტიცხოვლისგან მიიღო ატენის მონასტერი სიონი, მისი საქონებელით და ხერკისხევს გლეხები: მოღალაურინიანი, ჯაჭუელისშვილი და აღასეული ზვარი (1424 წ. I. 6. 1449-1650), თეოდორე კათალიკოსის თხოვნით,წირს - გორგელაისძე დათუა და აბულახტარის მამული ეკლესიით და სასაფლაოთი (1427 წ. ქრ. II. 230), საგარეჯო მთას აქეთა და იქეთა სოფლები: ორკოშინი, ბერთუბანი, თვალნი, გიორგიწმინდა, ტაძრები,არივლი, ვერენა, კეხთა, თოლეჯი, ხუდაშენი, ვანთა, აკურა მისი უდაბნოთი,კალაური, ნაპირი, ჯიმითი, ვეძისხევი (1428 წ. I. 21. 1448-2243), თეოდორეს კათალიკოსობის დროს - რატი ტაირიშვილი სახლით, მონასტრით, სასაფლაოთი და მამულით (1429 წ. 1449-1514), ამავე კათალიკოსის დროს - ჯვარი, ოროტი, კუტალა, ფოსუი, თავისი ეკვდერის მწირველებს გაუჩინა ყოველწლიურად ჯვარიდან: ასი კოკა ღვინო, თორმეტი კაბიწი იფქლი, ოთხი ქერი, ოცი ლიტრა ბამბა ([1430-1435 წწ.] 1449-1593), ამავე კათალიკოსის დროს - ვირშის მონასტერი მისი შესავალი სოფლებით: ბადასშვილნითა და ქორდით. 21 ოქტომბერს, ამირეჯიბის მიცვალების დღეს, გააჩენინა მისთვის აღაპი თეოდორე კათალიკოსს (1431 წ. H-2513-11), ისევ თეოდორეს დროს მარცელისძე მარცველი (1431 წ. ქრ. I. 237), ლორეს - სოფელი ამუჭი და ირსი (1433 წ. 1449-1567), თეოდორეს დროს ხერკისხევში - ასათ ზედაძნელასშვილი მამულით, სასახლითა და წისქვილით (1434 წ. 1449-1626), დავითის კათალიკოსო ბის დროს - თბილისში მექვაბე ჯანდოლა და ქურციკა, შვილის საფლავისათვის ლუკია და ბურჩხითა, ქალაქსავე შეაწერა ტამღით ლიტრანახევარი ზეთი ყოველთვიურად სვეტიცხოველში ასანთებად (1435 წ. 1449-1659), დავითის კათალიკოსობის დროსვე - ატენში ლომიშვილები (1439 წ. 1449-1519), შიოს კათალიკოსობის დროს - მის მიერვე აშენებული კუნელი და გაიჩინა სამი აღაპი; ერთი ზვარი (ნახევარი ტაძრისათვის, ნახევარი - თავისი ეგვტერისათვის), გლეხები: მზეოსძე, ესაბრიშვილი და გეგელისშვილი (1441 წ. 1449-1520), შესწირა აგრეთვე სხორი,ვირშის სახლი და მისაქციელი, აიშენა ეგვტერი, მწირველად დაადგინა დიმიტრი ელიოზისძე (1441 წ. ქრ. II. 249), შესწირა მისაქციელი, დასვა მცხეთიშვილებად მაკუჭასძენი და დაადგინა მწირველებად, მათვე ჩააბარა მისაქციელის გლეხისა და ზვრის მოურაობა (1441 წ. 1448-1976); განუახლა შეწირულება: რკონის მონასტერს - კახა თორელის მიერ ძველად შეწირული ხოვლე და გაიჩინა აღაპი ღმრთისმშობლობას ([1412-1442 წწ.] Sd-2859), სვეტიცხოველს - ელიოზის კათალიკოსობის დროს ტურათა და აგარა (1419 წ. IX. 22. Ad- 1839), მასვე - მცხეთიშვილი ლიპარ ტოხაძე, რომელიც ჟამთა ვითარებისაგან მცხეთას დაკარგვოდა (1420 წ. IX. 10. 1449-1513), მასვე - თეოდორეს კათალიკოსობის დროს მეტეხის ღმრთისმშობლის ეკლესია და კრწანისი თაბორის ეკლესიამდე (1429წ. 1449-557), ამავე კათალიკოსის დროს: განუახლა სხვა ძველი შეწირულობები (1431წ. H-2513-11), მარმაშენის თავს წყარომრავალა და ვარდისუბანი, ფარავნის პირსასფარაონი და ფოკა (1433 წ. 1449-1567), მასვე ლორეს ციხის აღების შემდგომ სოფელი ამუჭი (1434 წ. 1449-1622), მასვე - არმაზისციხე სასახლით, გლეხებითა და მამულით, რომელიც ჯაუნარს მიუსაკუთრებია (1434 წ. 1449-1517), მასვე - შიოს კათალიკოსობის დროს - ერწოს ორი სოფელი ნოდოკრა და გორანა, ბიწმენდი, ხატისწობენა, ძაგნაკორნა, ჯვარი, ჯაჭვი, ფოსოვი, კუტალა, ორანდი, „კუაშალი კაცები“ ([1438 წ.sic.[1440-1442 წწ.] 1449-553) მასვე - არმაზისციხე ეკლესიითა და ყმა-მამულით, ბაჟით - დიდ საპალნეზე ორი თანგა (1442 წ. 1449-1522); განუახლა თარხნობა იოანეს თბილელ-მანგლელობის დროს თბილისის სიონს და გაიჩინა ოთხი აღაპი (1441 წ. Hd - 1369); დაუმტკიცა სვეტიცხოველს. ბირთველის მიერ კონსტანტინე მეფის სააღაპედ შეწირული ლეთეთში მცხოვრები თავბერიძენი (1413 წ. III. 11. 1449-1624), თეოდორე კათალიკოსის თხოვნით, სვეტიცხოველს - არმაზის ციხის შეწირულება ბაჟის აღების უფლებით, საპალნეზე ორი თანგა (1433 წ. 1449-1516); სხვადასხვა: მიჰყიდა გიორგი აპზაღარისშვილ-პაპისაშვილს ადრე შეძენილი და შემდგომში ნაძალადევად წაღებული, „შეწყალებით ბოძებული და მისყიდული“ ყინცვისის მონასტერი, ბებურეთუბანი, გიორგული, ხოლაური და მარიამული მიწები (1417 წ. XII. I. 1450-26/110, საბუთის ნამდვილობა საეჭვოა), მისი ბრძანებითა და ნებართვით თაყა ფანასკერტელმა შესწირა სვეტიცხოველს ლურსმალაური მამული (1412-1419 წწ. ქრ. II. 222-223), განაახლა თემურის მიერ დანგრეული სვეტიცხოვლის ტაძარი, მშენებლობა დაუწყია 24 წლის ასაკში (1419 წ. Ad-1839), სხვა საბუთის ცნობით, 22 წლის ასაკში (1420 წ. IX. 10. 1449-1513, 1431 წ. H-2513-11), მისი შვილი, დავითი, შემონაზვნებულია (1419 წ. Ad-1839), მიქაელ კათალიკოსს სთხოვა თავისი შვილის, მონაზონ დავითის ხელდასხმა (1420 წ. IX. 10. 1449-1513), მისი გადაწყვეტილებით, ფაროდი ჭავჭავაძესა და მცხეთა-გარეჯას შორის სამამულე ცილობის დროს ნიწობლისძისეული და ოქროპირისშვილის მამულების საქმეები მცხეთისა და გარეჯის სამართლით უნდა გადაწყვეტილიყო (1438 წ. sic [1440-1442 წწ]. 1449-553), გერგეტის საყდრისშვილები შეიწყალა და მისცა მათ ხევის სოფლებიდან მძევლები (1439 წ. II. 20. A-1085. 14-15), თემურ ლენგისაგან დაქცეული ეკლესიებისა და ციხეების აღსადგენად და ასაშენებლად დაუწესებია საკომლო გადასახადი მალი, რომელიც 1440 წ. ამოკვეთა (1440 წ.Hd-1368), მისცა სააღაპე წიგნი ქვათახევის მონასტერს (1442 წ. Ad-504), ანდერძი დაუტოვა ქვათახევის მონასტერს დადებული აღაპების და შეწირული მამულების მოუშლელობის შესახებ (1442 წ. ქრ. II. 253-254); მოხსენიებულია: მის სახელზე ამირეჯიბმა ქუცნა [გაბელისძემ] ულუმბის მონასტერში დააწესა სამი დღე აღაპი ([1412-1431 წწ.] ქრ. II. 409), მის მიერ ადრე ბოძებული შეწირულებანი მისმა შვილმა, გიორგი მეფემ, განუახლა სვეტიცხოველს (1447 წ. 1448-5016), მას უბოძებია თაყა ზევდგინიძისათვის აბულახტარისეული სოფელი ქვეში (1459 წ. ახლო. 1449-1664), მისი მეფობის დროს ჩამოსულა ბერძენი მიტროპოლიტი ხრისანთე, ალექსანდრე მას გაწყრომია და საბერძნეთში აღარ გაუშვია, შემდეგ, ბერძენი პატრიარქის შუამდგომლობით, ალექსანდრეს ისევ შეურიგებია და უბოძებია მისთვის თბილისის სიონი ([1445-1452 წწ.] 1448-5234), მას ზევდგინ ზევდგინიძისა და მისი ძმებისათვის უწყალობებია ქარუმისძენი, რომლებიც შემდგომში გიორგი მეფეს ჩამოურთმევია(1453წ. XI. 12. Ad-1531), ზევდგინისძეთა საჩივრის წიგნში აღნიშნულია, რომ მამამისის, კონსტანტინე მეფის შემოწყრომის შემდეგ ალექსანდრე ხუთ წელიწადს „ღარიბობაში“ ყოფილა ივანე ათაბაგთან. კონსტანტინეს ჩალაღანში მოკვლის შემდეგ იგი დაჯდა ტახტზე (XV ს. ბოლო მეოთხ. Hd-1799), ზევდგინისძეთა საჩივრის წიგნში ნათქვამია, რომ თაყა ზევდგინიძისათვის გაბელისძის მდივნის მიერ შედგენილი ნაშვილობის წიგნი ყალბი იყო, მას არ ჰქონდა ალექსანდრეს ხელრთვა (XVს.ბოლო მეოთხ. Hd-14904 ა), მისი მეფობის დროს ბარათა ქაჩიბაძემ თევდორე ბუჟღულაშვილს უწყალობა სოფელი ნაქურდევი (1461 წ. I. 17. Hd-14858), ლუარსაბ მეფის მიერ ქვათახევისათვის ბოძებულ შეწირულების წიგნში იგი იხსენიება ერთ-ერთ ძველ შემწირველად (1530 წ. XII. 11. Hd-1372 ), დედოფალ ელენეს მიერ მარკოზ მაღალაძისათვის ბოძებული წყალობის წიგნის თანახმად, მას გაუშენებია სოფელი კუნელი, ნახევარი მცხეთის საყდრისათვის შეუწირავს, ნახევარი კი სახასოდ დაუჭერია (1512 წ. Ad-1498-10), მეფე დავით X-ის მიერ შიომღვიმისათვის ბოძებულ მნეთა და მოსამსახურეთათვის დადგენილი განწესების განახლების წიგნში აღნიშნულია, რომ ასეთი განწესება მღვიმეს ჰქონია ალექსანდრე მეფისაგან (1505-1525 წწ. Hd-1574); მისი ხელრთვა აქვს შემდეგ საბუთებს: Ad: 1839, 504, 1601, 1448-1976, Hd: 1348, 1368, 1369, 1134, 11634.
ალექსანდრე I (მეფე კახთა) - 1457-1503, [1511] წწ.
მეფეთ-მეფე კახთა და რანთა; აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შაჰანშა და შარვანშა, ყოვლისა საქართველოსა ჩრდილოეთისა, აღმოსავლეთით ვიდრე დასავლეთამდე თვით-ხელმწიფედ ფლობით მპყრობელ-მქონებელი. ჰყავს: მამა მეფე გიორგი VIII, იხ., დედა დედოფალი ნესტანდარეჯან ([1476 წ. 1479-1504 წწ.] 1449-1642, 4: 6, 1838, ქრ. II. 319, 323), თანამეცხედრე დედოფალი ანა (1479-1505 წწ. Ad: 6, 1838, ქრ. II. 319, 1449-1532), თინათინ (sic) (1504 წ. ქრ. II. 323), შვილები: გიორგი (შემდგომში კახეთის მეფე გიორგი II), (1464-1511 წ. ქრ. II. 283, 1449-1642, 1448-1002 1, ქრ. II .316, 319, Qd-6995, 1449-1532), დიმიტრი (1492-1505 წწ. 1448-10021, Qd-6995, ქრ. II. 316, 319, 323, 1449-1532). უწყალობა: ამილბარ მაღალაძეს - გაბრიელ ივანიასძის ნაქონი მამული: ქვათახევს - ეგვტერი, კავთისხევს - ბეთლემის მონასტერი მამულით, სამი კომლი სვიანაძენი და გიგაურის მამული, სახლი, ჭალა, საკოკია, ზვარი და ხოდაბუნი; ეზატს- ერთი საკომლო, გუდალეთთან, დევისხევის საზღვარზე, სოფლები; ვარდიანი, ნიაბს - 80 კომლი, ქვემო ხანდაკს - ორი კომლი ვართანა და გიორგი. მცხეთას - სასახლე და მარანი, დიღომს - სამი კომლი მზევაძე, მეტეხს.წისქვილი, მუხრანს - კუნელა, თბილისის თავს- მაზიტას სახლი, თვალადში, ალევის ქედს, ერთი კომლი სვიანაძე. თეძამზე, ქვენა დრისს - პავლეს სახლი და მამული, თრიალეთზე თეძმისა და თავფარავნის მოურაობა და ქადაგობა. სამცხეთოდან ერთი მეთორმეტედი წილი; დიღმის წყალს ზემოთ, გორიჯვართან, სკრამდე - მამათმთავრობა, გორს - ფუშრუკაული და [დიაკონისძისეული] მამულები (1491 წ. 1449-777)1, გედევან მაღალაშვილს - სვეტიცხოვლის საქონებელი: ვეძისხევი, ვარცანის მონასტერი, ქორათუბანი, გიორგიწმიდა და იელისუბანი, სახელო ვეძისხევი, ფაშაანი და ენისელები (1504 წ. ქრ. II. 323); განუახლა წყალობა: დემეტრა დევაძე - სალისხევს და ბილი[ან]დის გვირაბს ქვემოთ, გულბეთის გზამდე ზანგი[ა]სეული მამული (1480 წ. II. 6. 1449-1603), მახარებელ [მაღალაძეს] - გიორგი მეფისაგან ნაწყალობევი ივანიასძეთა უმკვიდრო საქადაგო მამული მცხეთას და კავთისხევში და ქადაგის სახელო (1501 წ. Qd-6935); შესწირა ყმა-მამული: სვეტიცხოველს - კახეთში, ვეჟინის პირს, სოფელი საპანკისო, სახასო სოფელი ახალშენი, რომელიც, პანკისის ციხის მსგავსად, არასოდეს არავისზე ყოფილა გაცემული და თორღიანი (1479 წ. 1. 24. Ad-1838), ალავერდას - ძველი შუამთის საწინამძღვრო სოფელი მერე შუამთასთან საზიაროდ, სახასო ზვარი წინამძღვარს დაუტოვა, გაიჩინა აღაპი ალავერდსა და შუამთაში. ალავერდსავე შესწირა რაჭიდან შემოხიზნული აზნაურები: გოჩია, დემეტრე და ხარება ბაქრაძეები (1492 წ. 1448-10021). სვეტიცხოველს, დოროთეოსის კათალიკოსობის დროს - გარეჯის უდაბნოთა მამულების შემოსავლის ნახევარი (მეორე ნახევარი დაუტოვა გარეჯის მონასტრებს), თავის სააღაპედ - ახალშენი, კახისუბანი, ერწოს - ნოდოკრა და გორანა, კუერნაძეული, ძაგნაკორნა, ხატისწობენა, წირდალი და კილმატი, ახატანს - ტოხაძე მამულით (1503 წ. V. 13. ქრ .II. 319), მასვე: მონასტერი და საყდარი მეტეხის ღმრთისმშობლისა თავისი მამულით, სოფლებითა და და აგარაკებით, დავითის საფლავი, წმინდა დოდოსი - საგარეჯოთი, კეხი, საბაწმიდა, ფადლაშენი, პატარძეული, ბერთუბანი, თვალი, გიორგიწმიდა... ანთოკი... შაშიანი, კალაური, ხოდაშენი, აკურის მონასტერი, ვეძისხევი, ერწოს - გოროვანა, თელეჯი, ნოდოკრა, ჩეკურნი, მონასტერი - წმინდა არჩილის სამარხი, ბოკოწინი, ტოხაძე თავისი საჯდომითა და მამულით, ჯვრის მონასტერი მამულით, იორზე - ქვაბთ მონასტერი, ყუავისთავი მამულითა და საჯდომით, ჯაჭვი, ანეშის მონასტერი, არმაზი ციხით, მონასტრით და ბაჟით, ძეგვი და ციხედიდი, კავთისხევს საქადაგო მამული და მონასტერი, ქვლივიძენი, მეტეხი მონასტრით, ნიაბი, გომნი, ჩოჩეთი, სამჭედლო, სვეტიცხოვლის მეტოქი მღვიმე, წეროვანი, გოროვანი, საგუდე, აღაიანი (ალაიანი?), ტურათა, მუხიანი, ჩიქუნური, შარაფხანა, წყალშატროვანი, გრემისხევი, ციხებდავი, ხევს - მონასტერი წმინდა სამებისა თავისი შესავლით, ოდიშელიძენი, კასპი, რეხაზე შვიდი საკომლო და ველურნი, ნასოფლარი ნიგოზეთი,შარას ქვემოთ, წყლამდე, აშურიანი, ზერტები, საფანელიძე - კომლი ოთხი, ქვეში, მონასტერი წმინდა გიორგისა, დისევი,ჩხიკეთი, ქვაბნი, გილასშვილნი, ერედვს წიასწყალზე - მონასტერი მთავარანგელოზთა, ბადაანი, ვირშა, რცხილოვანს - შაბათა და მამისთვალა თავიანთი მამულებით, რუისს - მროველისშვილნი, ლიხზე - ულუმბო მონასტერი ყოვლად წმიდისა და წმინდა მიქელის საფლავი მამულით, აგარაკით და სოფლებით, კაცხის მონასტერი მამულითა და აგარაკებით, რკვია და სამიქელაოს ორივე საშავარდნე, გორს - ფუშრუკაული მამული და შვიდი ვაჭარი, წისქვილი, მძოვრეთისხევს სანებელი, ტანძიელი, ცოლოთი, სარკის მონასტერი მამულითა და აგარაკით, მაჯანისძენი, ატენს - მონასტერი სიონი, ორი ზვარი და თბილელასშვილნი, დიღომს - ხუთი მთელი მამული, კარსანი, მუხათგვერდი, თელოვანი, უპიტი და წინუბანი, ქვაბნი, ფაფანი,ძაღლთახევნი, ქალაქს - საყდარი, სასახლე და 27 ვაჭარი, ორბეთის ძირს - ყორანთა და გიორგის საყდარი, დიდგორს - მოხისი, ორომაშენი, თრიალეთს - ახალქალაქი, ეძანი, ზემო ანტრაფი, ბეშქენაშენი, ბარეთისხევი,კლონე და ავაზანი, თავფარავი,ფორდა, ღორმაკე, გოკია, ალასტანი (1397 წ. sic [1476-1511 წწ.] 1449-1642), ვარსიმე წინამძღვარსა და იათორისშვილ-შოთასძეებს განუახლა მათი მკვიდრი სოფლის, ვეძისხევის წყალობა სასაფლაოთი, მონასტრი ბარცავის (ვარცავის?) ეკლესიით და განუახლა მათი შეწირულება: გარეჯის უდაბნოს (1446 წ. V. 7. ქრ. II. 283), განუახლა შეწირულება სვეტი ცხოველს გარეჯის უდაბნოებისა: დავითის საფლავის, მრავალმთის, დოდოსრქის და გაათარხნა ისინი (1479 წ. 23. Ad-6), მასვე ბიწმენი, ჯუარი, ახალშენი, არაგვს გაღმა-გამოღმა მცხეთის კუთვნილი მამულები და სოფლები ([1476-1511 წწ.] 1449-1604), მასვე დოროთეოსის კათალიკოსობის დროს მის საპატრონოში მდებარე მამულებისა: კოდმანი, კარსანი, წეროვანი, გოროვანი, მუხანი, აღაიანი, ნიაბი, მეტეხი, სასხორი, ძეგვი, ციხედიდი, არმაზი,მუხათგვერდი, თელოვანი ([1504-1510 წწ.] ქრ. II. 323-324), მისცა პირობა: კათალიკოს ეფრემს იმის თაობაზე, რომ ხელს აიღებდა კახეთში მდებარე სვეტიცხოვლის მამულებზე, რომლებიც საუფლისწულოდ დაეჭირათ. შეჰპირდა იმასაც, რომ გამოექომაგებოდა კათალიკოსს ყოველთვის, როცა კი ვინმე შეეცდებოდა მცხეთის კახური მამულების დაპატრონებას ([1500-1502 წწ.] ქრ. II. 316); დაამტკიცა გიორგი მეფის მიერ იოვანე ორალელისძე-კუიტასშვილისათვის ბოძებული სასისხლო სიგელი (1463 წ. Qd-9021 სას.); განაახლა დაძველებული და მიწის ძვრისაგან დაქცეული „თავი სამკრო მარცხენის მხრისა“ [ალავერდის ტაძარში]. ამბა-ალავერდელად დასვა ექვთიმე მიჩაბიძე (1492 წ. 1448-10021); იხსენიება: მის „სადღეგრძელოდ და ჭირთა განრინებისათვის“ სვეტიცხოვლის სოფლებს გიორგი მეფემ ამოუკვეთა სათათრო მალი (1468 წ. III. 22. Hd-1370), მისი მეფობის დროს კათალიკოსმა აბრამ აბალაკმა მოიარა კახეთში სვეტიცხოვლის მამულები ([1492-1497 წწ.] 1448-2041), მას დაუდგენია მცხეთისშვილ იოანე ჭარმაულისათვის ნაწყალობევი სოფლის, ოროტას საზღვრები (1505 წ. 1449-1532), ნიკოლოზ კათალიკოსის მიერ სამთავისის ეკლესიის შემწირველ მეფეთათვის დადებულ მოსახსენებელში აღნიშნულია, რომ მას შეუქმნია ჯვარი სამთავისის საეპისკოპოსოს დროშად, დაუდგენია კანდელაკად იოელი, შეუწირავს ეკლესიისათვის სახასო სოფელი დიდი ნადარბაზევი, ხოლო ზოსიმე მღვდელთმავრისათვის გაუჩენია სარგო 500 კირმანეული ყოველწლიურად ([1678-1688 წწ.] Ad-565); მისი ხელრთვა და ბეჭედი უზის საბუთებს: Ad-6, 1448-10021.
____________
1. ეს საბუთი შესაძლებელია ეკუთვნოდეს ალექსანდრე I დიდს (1412-1443 წწ.).
ალექსანდრე II - (მეფე იმერთა), [1466], 1467-1510 წწ.
მეფეთ-მეფე, ორისავე ტახტის ლიხთიმერის და ლიხთამერის მეფე, ღმრთივ-გვირგვინოსანი, იესიან-დავითიან-სოლომონიან ბაგრატონიანი, აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, შანშე, შარვანშა, სომეხთა მეფე, ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთის, სამხრეთისა და ჩრდილოეთის, ორისავე ტახტის - სამეფოსა, ლიხთ-იმერისა და ლიხთამერისა თვით მტკიცედ ფლობით-პყრობელი; აფხაზთა, რანთა, სვანთა, კახთა, სომეხთა, ქართველთა, ჯიქთა, ალანთა, შანშე და შარვანშე (1496-1503 წწ. ქმ. №875 სას., სს. II. №14 სას., Qd-6935 სას.). ჰყავს: მამა მეფე ბაგრატ VI (იმერეთში II), იხ., დედა დედოფალი ელენე (1488-1502 წწ. Hd-8731, ქმ: №995, №1026 სას.), თანამეცხედრე დედოფალი თამარ ([1484-1510 წწ.] Sd-2898 || 2899, სს. II. №488 სას., 1449-1585, ქმ. №1026 სას., Hd-7877 სას., Hd-8731, Sd-2892, ქმ. №995, 1449-1668, Sd-2893, ქრ. II. 340-342), შვილები: ბაგრატ (შემდგომში იმერთა მეფე ბაგრატ III), ([1484]-1510 წწ. 1449-1585, Sd-2898 || 2899 ბ, სს. II. №488 სას., ქმ. №1026 სას., Qd-7877 სას. ქმ. №995, Sd-2893, 1449-1668, ქრ. II. 340-342, 1449: 1581, 1576, სმ. II. 66-67 სას.), ვახტანგ ([1484], 1495-1510 წწ.] 1449-1585, ქმ. №995, ქმ. №1026, სას., ქრ. II. 340-342, გიორგი (1484], 1495-1510 წწ. 1449-1585, ქმ. №1026 სას. ქრ. II. 340-342). შესწირა: გელათის მონასტერს - მის მიერ ახლად მოჭედილი ღმრთისმშობლის ხატი, სოფელი ბალახუანი (ნებისოფელი), რომელიც შიმშილობის დროს აუშენებია და და მათი შენების დროს პური კახეთიდან, სამცხიდან და ოდიშიდან შემოუტანია, შესწირა აგრეთვე ახლად აშენებული სოფელი წყალწითელა, კულაშელი მეზუთხე კახაჯორაშვილი, ხიბლადან მეზუთხე ადუსაძე და ბიძასთვალაშვილი ნასყიდა, საკელაპტრედ - ექვსი კომლი გლეხი, მამისბედიშვილი თავისი გლეხებით: ცხანკილაძით, ჯიქიძით, ტყამლაძით და ინაისშვილით, ასათიანი, მესხეთს - გიორგი ბურჭულაძე შვილებითურთ; ახალაძეები - შვიდი გლეხი, მამისბედაი, მამისმრდ გაბრიელიძე კეთილაი შვილებით, მამისთვალაი, როსტევანი შვილებით; ჭალელნი: დოყენაძე და არაბიძე, ჭყეპს - გოლოძე, შეწირული ყმა-მამული ჩააბარა მოძღვართ მოძღვარ ილარიონს და გაიჩინა აღაპი ([1484-1510 წწ.] 1449-1585), მასვე - ჭუესს დავით ჟორჟოლაძის ნაქონი მამული: გლეხები - ორი კომლი შვენიერისძე მამულითა და ბეგრით, ერთი კომლი ვაჩაბერიძე ბეგრით, გორგაძე ბეგრით, ორი კომლი ჩიტაძენი ბეგრით, ხუცესი. გოლაძე ერთი კომლი, გაიჩინა მწირველად გოლაძე და მისი სახლის ნათესავი ხუცესი. თუ ხუცესი აღარ ეყოლებოდათ,მის ღომი სახლს ოცი თეთრი, ერთი ცხვარი, პურ-ღვინო, ორი ნაოთხალი უნდა მიეტანა გელათში (1495 წ. Sd-2892), მასვე - ბანოჟაში მცხოვრები ხუთი კომლი კაცი და ხუცესი ბერაძე (1504 წ.ქრ. II. 323), მასვე მოძღვართ-მოძღვარ ილარიონის თხოვნით - ნაბარევი და მარგველაშვილები (1509 წ.1449-1668), მასვე - რუსხმულში მარგველაშვილები და მოძღვართ-მოძღვარ ილარიონს თავისთვის და მამამისისათვის შეუკვეთა აღაპი (1509 წ. Sd-2893), მასვე - ჭალას ჭორტიკლისეული [მამული], რომელიც ათიანა მამისბედისშვილისაგან სისხლის საურავში აუღია; ბერ ასათიანისაგან სისხლის საურავში აღებული ოცი ლიტრა ცვილი, ჟორჟოლაძისეული გლეხები, ხიბლას - უშვილოდ გარდაცვლილი დემეტრე ნიჟარაძისეული მეზუთხენი ბეგრით ([1510 წ.] III. 12. IV. ქრ. II. 340-342); განუახლა შეწირულება: გელათს - ნებისოფლისა და წყალწითელასი თავის სააღაპედ (1502 წ. ქმ. №995), ბალახვანისა, რომელიც აღაშენა და უწოდა ნებისოფელი. დაუწესა ბეგარა ორმოცი თეთრი, გაიჩინა აღაპი ტაძრად მიყვანების დღეს, მოძღვართ-მოძღვარს დაუწესა მისართმევად ოცი კოკა ღვინო, სამი გვერდი ღომი, ასი პური, ოცი თეთრი, ათი თეთრი ჟამის მწირველისათვის; წყალწითელასი, რომელიც გენათის ყმის, ნიშნიანიძისაგან ჰქონდა ნაყიდი და გენათისათვის შეწირული. ამ სოფელს ეკუთვნოდა ექვსი ლიტრა ცვილის გამოღება, ბურჭულაძეს - ხუთი ლიტრა ცვილისა, აგრეთვე - კულაშელი მეზუთხის, კახაჯორაშვილისა - ოთხი ზუთხით ([1484-1510 წწ.] III. 12. VI. 1 1449-1585 ); გაუჩინა სისხლის ფასი: კაციბერ თოფურიძეს - 365 000 ძველი კირმანეული ([1484-1510 წწ.] V. 17. ქმ. №1608 სას.), აბესალომ გელოანს განუახლა [ბაგრატ] მეფისაგან ნაბოძები სასისხლო სიგელი ([1484-1510 წწ.] სს. II. №488 სას.), შალვა შერაზადიშვილს ([1484-1510 წწ.] ქმ. №647 სას.), ივანე ქეროხიძეს - 120000 ძველი თეთრი და 12000 სანახშირე (1495 წ. I. 15. ქმ. №1026 სას.), ავთანდილ მაჭავარიანს - 450000 თეთრი და 16000 სანახშირე (1496 წ. VI. 12. ქმ. №875 სას.), ვახტანგ ბაქრაძეს - 900 000 კირმანეული თეთრი (1501 წ. VI. 7. სს. II. №14 სას.), განუახლა ადამ ფონჯავიძეს დავით აღმაშენებლისაგან ბოძებული სიგელის საფუძველზე სისხლის ფასი - 80 000 ძველი კირმანეული თეთრი, თეთრი ჯორი, თეთრი ქორი, განუახლა ღუერკს ორი პარტახტი და უფროსობა (1497 წ. სმ. II. 66-67 სას.), ავთანდილ ხელხელიძე-სარმანიშვილს - 400 000 ძველი კირმანეული თეთრი (1503 წ. I. 30.-6935 სას.), თავის გამზრდელს, ივანე მაღლაქუელისძეს - 120 000 ძველი თეთრი (1504 წ. V. 5. Qd-7877 სას.), აზნაურ ბეჟია არიშიძეს წარმოდგენილი ძველი სიგლების საფუძველზე 120 000 ძველი კირმანეული თეთრი,სა ნახშირედ - 1500 თეთრი. დაუწესა აგრეთვე სისხლის ფასი სხვადასხვა სამართალდარღვევის შემთხვევებზე (1510 წ. II. 15. 1448-8914); გაარჩია სასისხლო დავა შერაზადიშვილებსა და ლეჟერა ჩიკვილაძეს შორის ([1484-1510 წწ.] ქმ. №647 სას.) გიორგი დადიან-გურიელთან და იმერეთისა და ქართლის დარბაისლებთან ერთად სიაოშ ფალავანდიშვილის დავა ამირან გაბელისძის წინააღმდეგ (1488 წ. VII. 1. Hd-8731); სვანებმა მამია დადიანს სთხოვეს ალექსანდრე მეფესთან შუამდგომლობა, რათა მას გაერიგებინა სვანებისა და ჯაფარიძეების სასისხლო დავა. ამ საქმეზე დადიანს მეფესთან ჭყონდიდელი მიუგზავნია. ალექსანდრე მეფეს სასისხლო საქმის გარჩევა გადაუწყვეტია, რადგან ეშინოდა, თუ სვანები ფარიძეებს სისხლის ფასს არ გადაუხდიდნენ, მაშინ იგი რაჭასა და ლეჩხუმს დაკარგავდა. დადიანს სვანთა ჩენილები გეგუთს მიუყვანია ალექსანდრე მეფესთან, სადაც თვით მეფის, მამია დადიანის, ზუიად ფალავანდიშვილის, ლომკაც ჭილაძის, ერისთავ კახაბერის, ამირეჯიბ რამინ [გაბელისძის] და ფალავან ფალავანდიშვილის მონაწილეობით გაირჩა სვანებისა და ჯაფარიძეთა სასისხლო საქმე (1503 წ. სსძ. II. №27); დაამტკიცა ბაგრატ მეფის მიერ წმინდა გიორგის ტაძრისათვის ბოძებული შეწირულების წიგნი ([1484-1491 წწ.] Sd-2898 || 99); იხსენიება: მისი სულის მოსახსენებლად მოძღვართ-მოძღვარმა ილარიონმა გელათის ხახულის ღმრთისმშობელს შესწირა ჭილაძისაგან ნაყიდი ყმები: მიქაელი, უფლი საი და გიორგაი ცისკარიშვილები (1513 წ. Qd-8512), იხსენიება: ამირეჯიბ ქუცნა [გაბელისძის] მიერ ულუმბის მონასტრისადმი ბოძებულ შეწირულების წიგნში მოთხრობილია, რომ ფალავანდიშვილის საქმეზე მას „შეუხუთავს“ ალი [გაბელისძეთათვის], ქუცნას პაპის ორი ძმა დაუჭერიათ მისი ბრძანებით და მათთვის ტყავები გაუძვრიათ, შემდგომში მეფეს ისევ შეუწყალებია ქუცნას სახლი და ალიც დაუბრუნებია (XVI ს. დასაწყ. ქრ. II. 209). მისთვის აღაპის გადახდა დაავალა ბაგრატ მეფემ ნებისოფლის თხილელებს (sic) ([1510-1565 წწ.] 1449-1571), მის მწირველს გელათის მონასტერში სარგო გაუჩინა ბაგრატ მეფემ (1545 VI. 12. Hd-11201).
ალექსანდრე - [ბატონიშვილი], შვილი მეფე თეიმურაზისა, იხ.
ალექსანდრე - [ბატონიშვილი], [ძმა] თარგამოსისა, იხ.
ალექსანდრე - 1526-[1556] წწ.
ბატონიშვილი, ბაგრატონიანი, ჰყავს ძმები: მეფე დავით X, იხ., მეფე გიორგი IX ( შემდგომში გერასიმე), იხ., შვილები: კონსტანტინე, იხ., გორგასალ ლუარსაბ მეფესთან ერთად გაარიგა კათალიკოსსა და წილკნელს შორის სამამულე დავა ([1527-15 56 წწ.] 1449-15 91) მისი ნებართვით გიორგი-გერასიმემ სვეტიცხოველს შესწირა სოფელი ზერტები (1540 წ. 1449-1497).
ალექსანდრე - [1527-1573 წწ.]
ბატონიშვილი, ჰყავს მამა მეფე ლუარსაბ I ([1527-1556 წწ.] 1448-522), ძმა მეფე სვიმონ I, იხ., გაუცვალა მამული გიორგი და ელიზბარ გლურჯიძეებს: უბოძა ამოან გლურჯიძის ნაქონი სასახლე კეზვში, და ამირშაული მიწის ნახევარი. სამაგიეროდ გამოართვა იქვე, კეზვში, ერთი დღის, ხოლო სასირეთში - ორმოცდაორი დღის მიწა ([1527-1556წწ.] 1448-522).
ალექსანდრე - [1561], 1566-1589 წწ.
ბატონიშვილი, შემდგომში მონაზონი არსენ. ჰყავს მამა მეფე სვიმონ I, იხ., დედა დედოფალი ნესტანდარეჯანი, იხ., მისი ხელრთვა აქვს: ბრძანებას მეკობრისმძებნელთა მიმართ ხახულის ღმრთისმშობლის საყდრისათვის სამეკობრო ჯურუმის შეწირვის შესახებ (1574 წ. 1448-3373), სვიმონ მეფის წიგნს შიომღვიმის მონასტრისადმი შეწირულებათა განახლების შესახებ (1580 წ. IX. 8. 1449-1506).
ალექსანდრე II - (მეფე კახთა), [1532], 1537-1601, [1605] წწ.
მეფეთ-მეფე, ღმრთივ-დამყარებული, ღმრთის მსახური. საქართველოს მპყრობელი; იესიან-დავითიან-სოლომონიანი, ყოვლისა საქართველოსა მპყრობელ-მქონებელი,შაჰანშა და შარვანშა; მეფე აფხაზთა, რანთა, კახთა, სომეხთა, ყოვლისა ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთისა თვით ხელმწიფედ მპყრობელ-მქონებელი. ჰყავს: მამა კახეთის მეფე ლეონ, იხ., ძმა გიორგი (იხს. 1579 წ. 1448-5530), და ქეთევან, იხ., თანამეცხედრე თინათინ (1569-1594 წწ. 1449: 1633, 1547, Ad: 1761, 1355, 2050, 1505, Sd-464, 1448-540, Ad-1604, 1448-5530, Ad-371, 1448: 5528, 5571, 1450-51/180, Hd-2526, Hd-14423, Ad-2050, 1449-1509), თამარ (sic) ([1578]-1585 წ. ახლო. 1449-1660, Ad-614), შვილები: ერეკლე (1569-1586 წწ. 1449: 1633, 1547, Ad: 1761, 1355, 1448-540, Ad: 1505, 1604, 1448, 5530, Sd-464, Ad-371, 1448: 5528, 5571, 1450-51/180), დავით (შემდგომში კახეთის მეფე დავით I), (1569-1601 წწ. 1449: 1633, 1547, Ad: 1761, 1505, 1448-5530, Ad: 1355, 1604, Sd-464, 1449: 1634, 1660, Ad-371, 1448, 5528, 5571, 1450-51/180, Ad-614, 1449-1609, Hd-14423, Ad-616, 1448-2242, 1449: 1560, 1561, 1448-5526], გიორგი (1569-1601 წწ. 1449: 1633, 1547, Ad-1761, 1449 1634, Ad: 1355, 1505, 1448-5530, Ad-1604, Sd-464, Ad-371, 1448: 5528, 5571, c Hd-1589, 145 0-5 1/180, 1449: 1609, 1560, 1561, Ad-616, 1448: 2242, 5526), კონსტანტინე (მეფე კონსტანტინე I), (1569-1601 წწ. 1449-1633, Ad: 1355, 1505, 1604, 1448-5530, Ad-371, 1448: 5571, 5528, Hd-14423, 1449-1609, 1448-2242, Ad-616, 1449: 1560, 1561, 1448-5526), როსტომ (1569-1579 წწ.-1449-1633, Ad: 1761, 1355, 1505, 1604, 1448-540, Sd-464, 1448-5530). უწყალობა: არსლან ჯანდიერიშვილს ენისელში გარსევან ჭავჭავაძისეული ექვსი კომლი, ერთი ყორუღი, საკანში - დანიელაშვილი თავისი განაყოფითა და ყმებით, სამი კომლი, გორამიყარს - გოგოღლასეული ორი კომლი, ბარაუნში ქაღალდასეული ერთი კომლი, თექვსმეტი კომლი ჯანაანი და ქამბაათისეული თხუთმეტი კომლი, ახმეტას - ჯოთენურისეული ერთი ვენახი (1584 წ. 7. VIII. 448-5528), როსაბ ჯანდიერიშვილს - ფაფანეთს თვრამეტი კომლი, ბარაუნთას - ოცდაცხრა კომლი, იქვე - ერთი ნაყიდი კომლი (1584წ. X. 16. 1448-5571), მაყა მაყაშვილს მისი ბიძის, გივის წილი მამული მამრეხსა და იყალთოში (1589 წ. Hd-14423), თავის უფროს დას, ქეთევანს - გარეჯის კუთვნილი აკურის მონასტრის წინამძღვრობა (1597 წ. 1448-2242-1); განუახლა წყალობა: მაყა მაყაშვილს იყალთოში ორი კომლის, ვეფხია და მგელია ალექსასშვილებისა და ჩაღმათ თათარასი (1597 წ. VIII. Ad-616), მასვე - მისგან და დავით ბატონიშვილისაგან ადრე ნაწყალობევი სახელოსი და მამულისა ([1574-1605 წწ.] Ad-706); შესწირა ყმა-მამული: სვეტიცხოველს - ვეძისხევს ვარცანის მონასტერი, სოფლები: ვეძისხევი, გიორგიწმიდა, გოგა[ა]ნი, ღელისუბანი, ქორეთი, სეფორისღელე და ბაწყვინტელასღელე, ჩელტს გადმოღმა, გრემისკენ, თეთრ კლდემდე, სოფელი ფაშ[ა]ანი (1569 წ. 1449-1633), მასვე-სვიმონ მეფესთან ერთად - ანეშის საყდარი, დაბა, წირდალს - ორი კომლი ზარიძეები და მათი განაყოფი გულბათა ძმებითურთ (1570 წ. Hd-1557), გარეჯას - ბედიყარში ოთხი კომლი მრუდაანელნი - ჯაგასშვილი ილა და მისი განაყოფი - სოსიმასშვილი ბოსტოღანა, ბამბჯაანელ ვახუშტას ნაშვილები ნატრო და ხანასშვილი გიორგი (1571 წ. 1449-1547), მასვე - ბარაუნთაში ოცი კომლი (1575 წ. 1449-1504), ალავერდს - კოზმან კირაულისძის შვილი დავითი სახლითა და მამულით, სულ ჩვიდმეტი კომლი, არბუხის სასახლე, ზვარი და ჩვიდმეტი კომლი, ღანუხს - ოცი კომლი, კონდოლს - სასახლე, საფადლიანთათ ჯანოსა და როინასეული ყმა-მამული, გურაზისეული სასახლე, კისისხევს „სომხები (1578 წ. A-1505); სვეტიცხოველს - ბარაუნთაში მონასტერი ხატისკარი ორმოცდაორი კომლით და მისი ძმის, გიორგის მიერ შეწირული ჩვიდმეტი კომლი: იანბერასძენი, ჯანაანი, ყუერწითელაანი, ცუგაანი, ბაზიერნი,გენგასძენი, ჩხუპიან[ნ]ი, მთავარაანნი, ალაზანზე - საწისქვილე, საკონე და საფიჩხულე, აგრეთვე ის თორმეტი კაცი, რომლებიც კათალიკოსს ნეკრესელისათვის ებოძა (1579 წ. 1448-5530); იერუსალიმის ჯვრის მონასტერს - ორი საპალნე აბრეშუმი (1586 წ. 1450-51/180), იყალთოს ხახულის ღმრთისმშობელს - ბარძიმ მაყაშვილის შვილი გუგუნა სასახლით, საყდრით, ვენახით, ჭურმარნით, სახნავ-სათიბით, წისქვილით, სანადიროთი, ზვრით. იყალთოში მისი ხუთი კომლი: მამისიმედ ყასიმასშვილი, კლიკო თახიასშვილი, იოანე გიორგასშვილი, გიორგი და ჭიკო ხუცასშვილები,არატუაზანს - ცხრა კომლი: ბობლაძე, შიო ლაკიტაური, მგელია, ყურუმშა, მარტია, დათვია, ბასილა, შიო ალექსასშვილი, მახარებელი,ორი ობოლი - ნექასშვილები მათი ნაოხარით, ჭონისშვილის ნაოხარი მამული, რუისპირს - ერთი კომლი შალვა, ნურალასეული ნაოხარი, ბოტკოს - ერთი კომლი, ყ[ა]ნდახს - ოთხი კომლი: ქემაროზა, ვარდია, ზარდია, მახარა (1594 წ. 1449-1509), აკურის მონასტერს - გუარანდუხტისა და მისი შვილის, ესრომის სააღაპედ - პანკისელ იოაკიმესეული ერთი კომლი. შემდეგ ეს კომლი გამოურთმევია და მის ნაცვლად შესწირა კემურში, ყარაიანში, ბარხუდანასეული მამული, ბაისხანა და ზარდიაშვილი (1597 წ. Ad-327), ნონოწმინდას - საძოვარი მთა-თუშთ სამარხ გზასთან (1597 წ. 7. VII. 1449-1560), სვეტიცხოველს - სოფლები ჯიმითია და ღანუხი, რომლებიც გარსევან ანდრონიკასშვილს ჩამოართვა, ჯიმითში - ბაინდურა ბზაკალაშვილი, შოთა გოგია, იანქო, დანიელა, ყაფლანა, მაზია, ნადირა ღვინიაშვილი, უსტია, ქექუარა, როსტევანა, ბადია ფერიაშვილი, პაპა, ჯანა, ხარება, კვირიკა, შავერდა, ნადირა, ბედუკა, ხუცესი მახარებელი, სოზნია ბრუტისშვილი. ჯაფა ქობელაშვილი, ირემა, ვეფხია, ღვინობა კოპისშვილი, ჯაფა, მირო, ღანუხში - გიორგი, სურამელი,დანიელა, ნატრო, დარჩა, შავერდა (1601 წ. 1448-5526), სვეტიცხოველს - ნიკოლოზ კათალიკოსის მოთხოვნით - ვეძისხევი, ფაშაანი, ხევთუბანი და გიორგაანი, რომლებიც სვეტიცხოვლისათვის გამოურთმევია და ორი წლით ხიზან ყარა-ასლანისათვის უბოძებია ([1589 წ.] Ad-614), ალავერდს - თავის სააღაპედ სახასო სოფელი მარილისი, ზემოთ- საზაფხულო წმინდა მარინეს კარი და ქვემოთ - ილიას ქედი, ეკლესია ომანის წყარომდე, ზვარი და მარანი მეზვრით, დოლაბი მედოლაბით, სადიასახლისო, საკამბეჩო, ჯოგი, მოედანი, საყარაულო,სათევზე მთა-თუშთ ნასადგომევამდე და პანკელთ საზღვრამდე; კუარტანაძელი, ქევხა, ორი კომლი ბურდიაშვილი, იოვანე წითელაური, მგელია ბათანთალასძე, მახუა ვადასშვილი, ორი კომლი ამღებლური, ჭიპარტულნი, ბათურ ვარამასშვილი, მიწობლისძე, ენუქაური, ნაობაური, გოგიჩაური მამული, მენაბდე, ორი სხვა ბეითალმანი ალაზნის პირს ([1590-1600 წწ.] 1449-1609); სვეტიცხოველს ყმა-მამული ([1574-1600 წწ.] 1449-1634 ფრაგმ.), მანაველისშვილი ადამი და მისი სახლიკაცი ანეშელისშვილი მამუკა ([1574-1605] წწ.) 1449-1653). განუახლა შეწირულება: სვეტიცხოველს.ნიკოლოზის კათალიკოსობის დროს.საგარეჯოს შემოსავლის ნახევარი (1575 წ. Ad-1761), ნიკოლოზისავე თხოვნით, ძველად შეწირული: ხორაუგს საწინამძღვრო მონასტერი ყუავისთავი, კილმატი, კილმატის ციხე, ასკილოვანი, ვერენა ციხით, ფადლაშენი, ტაზრები, კეხთა, საბაწმიდა, კაწარეთს მიწა ძმარაშვილის სახლამდე, რაჟიანთ ეკლესიის ქვემოთ; მიწა სამგორს,თამარ მეფის რუმდე, ბოსტან-ქალაქამდე, საჯერნესა და გრძელ ტბებამდე, შურთხაანთ კლდემდე, ლურჯ ფლატომდე, მამადის გორამდე, საქალაქო შარამდე, დამპალოს მხარემდე; მარტვილთ მონასტერი, ივრის პირს სამი გორა, ივრის გადმოღმა დედოფლის წისქვილები, მცხეთის გორაკი თარაქთ ბოლოს. ბრმაწყარო, შავქე[დ]თ ღელე, დავალთისას იქით ღელე, მარიამჯვარი, სტაფისთავს - ძველი ეკლესია, შავწყაროს ღელე ხოდაშენსა და წინანდალს შუა - ოლე, ბაღთკარი, ვანთა მონასტერი, ბუშტი მამულით და მონასტრით, შაშიანთ თავს - მთავარანგელოზთ საყდარი მარმაროვანთ,საზღვრამდე. ომანის საკომლოებამდე, გომთ წყალი გომის წყლისა და ჭერემის ხევის შესართავთან, რაჯახს - წმინდა გიორგის საყდარი, ვარცა, დუმასუბანი, შენოანთუბანი, ახალშენი, თოღაანი, კახისუბანი, შალვაშვილნი მამულით, ჯვარანასოფლარი, ახაშანს - ხუთი კომლი გლეხი და ერთი ზვარი,ალაზანს გაღმა, ფიჩხოვანს, თორმეტი საგლეხო მამული, პანკისს - ორი კომლი გლეხი,თორმეტი კომლი სომეხი ვაჭარი და ურია, გრემს - ორი გლეხი, ვეძისხევს - ვარცანის მონასტერი და სოფელი ვეძისხევი, გიორგიწმიდა, გოგანი, ღელისუბანი, ქორეთი, სეფორის ღელე და ბიწკინტელის ღელე, ჩელტს - გრემის გამოღმა, თეთრ კლდემდე, სოფელი ფაშაანი, გავაზს. „შვიდი საკომლო და ერთი ზვარი, ბარაუნთაში მცხეთის სოფლები და მონასტრები ლაგოდეხი, ღანუხი, ვარდიანში - შვიდი საკომლო, ჭარანს - ხუთი საკომლო; ენისელში - ლერწანი და კუნელანი; ბაზარს - სასახლე, საყდარი და თვრამეტი კომლი ურია და სომეხი; ერწოს - მონასტრები ბოჭორმისა და წმინდა გიორგისა, წმინდა არჩილის სამარხი; სოფელი კვერნაძენი, ტოხასძე მისი მამულით, ერწოს თხილნარას ორი გლეხი მამულებითურთ, ჩრდილოეთით, აძუძამდე, დასავლეთით, თეძმის ხევამდე; სოფელი ნოდოკრა და ასადურნი, სოფელი ჩეკურნი ნეფისწყარომდე, გოგის ფლატემდე, დასავლეთით, ძლევის ჯვარს აქეთ,დამპალი წყალი, ტოხასძის და ნოდოკრელთა სამანებამდე; ძაგნაკორნას - თორმეტი მთელი საკომლო; ანეშს - ყოვლადწმიდის მონასტერი, თვით სოფელი ანეში და ოდიშელიძენი.ზარბე, მამისიმედი და მისი განაყოფი. სოფელი წირდალი, ხატისწობენა, ნოჯა, ნოჯიკეთი, პიტლოვანი, ევჟეტი, აბანო, გორანა, თორეჯნი, ხარჭაშანს ილი, თიანეთის თავს სოფელი ჯიჯეთი, სვეტი ცხოვლის ეკლესია, გლეხები - ბამანძურიძენი; ხანდაკს - კირაულნი მამულით; სოფელი ბაგა, ცოცხაძის მამული და მისი სოფელი ჭოპარტი, ბიწმენი და გიჯიყრელნი, ორი სახლი, ახატანს ხუთი მთელი გლეხი და საგლეხო მამული; მეორე ბიწმენი, ბოკოწინი, არჯაკალი,მიწობელნი; ნავნიოს და მისი განაყოფები - გიორგი და პატა მამულით; იპტისი, ზაქარიანი, აზვი; საგურამოს ზედაძნელაშვილნი მამულით, გორისუბანს წყალსთველასშვილი მამულით. ჯვრის მონასტერი მამულით ფოსვი, ჯაჭვი, ზავრად გარაყანიძე მამულით, ნასოფლარი ავჭალა, ოროტა „მოლამურთ ჩატანებასა მუხრაულთა პირპირ გოგიას ხევამდე; ნიშარძეულის ნასახლარამდე სამნიაშვილის მიწის თავს მდებარე სამი კომლი ნასახლარი; გლდანში გიორგი და გულბათ ღაჭიაძეები მამულებით; ნასოფლარი კუტალა; ლილოს - გვერდისსოფელი, ახალდაბა, ჯიმითი, რომელსაც ესაზღვრებოდა თუთუბოს ღელე, ნასოფლარი ნაკუერცხალა, ღრმაღელე, გაღმა ჭიაბერთ ეკლესია, ფხოელთაკენ, ლაკუათპირს- წვრილი ღელე, დიდი გორა, ჩუმლაყისაკენ-კულენაანი, ძამაურა, წვრილი ხევი, გაწყუეტილა წნორის მიდგმამდე, რაჯაკი, წითელაანი (1579 წ. sic . [1589წ.] Sd-464), არეჯას - წმინდა დავითის მონასტერსა და დოდორქის ღმრთისმშობელს- სოფელი ჟატი (|| ჭატი), დეკანოზი, ორი ყარაული, მეძროხე, თვალს - ერთი მეცხვარე, ერთი ზვარი და მეზვრე, „მთას იქითური“ ღალა და კულუხი, „მთას აქათური“ ღალა და ორმოცი კაბიწი პური; მხოლოდ დოდორქას- სოფელი ტაზრები; უჯარმიდან ოთხი კომლი, დეკანოზი, ორი ყარაული, თვალს-ზვარი და მეზვრე (1590 წ. Ad-2050), ნინოწმინდის ტაძარს - ლეონ მეფის მიერ შეწირული ყმა-მამული, თვალში - ყმები, ვიწრონი თავისი ზვრით, სახოხბის ჭალა, სახნავი და საწისქვილე, საკანს - სააბრეშუმე სოფელი ბიქვილი, აგრეთვე სასჯულოდ წინა და უკანა საგარეჯო, ჩერქეზნი უთქანელამდის (1597 წ. 1449-1561), სვეტიცხოველს - ნიკოლოზ კათალიკოსის თხოვნით, ლევან მეფის მიერ გამოწირული და დემეტრე ერისთავისათვის ბოძებული მალემწის მონასტერი, სოფელი გუდალეთა, ეზატი და ქერობინა ქვლივიძე (1568 წ. sic [1578-1591 წწ.] III. 9. 1449-1660); გაათავისუფლა: არსლან ჯანდიერიშვილის ყმები დაბარაუნჩში გადასახადებისაგან (1576 წ. Ad-1355), დავით ჯორჯაძე - მალის გადასახადისაგან (1577 წ. I. 5. 1448-540), გარეჯის სოფელი, აკურა, თივის თიბვისაგან (1581 წ. Ad-371); გაარჩია ჩოლაყაშვილთა გაყრის საქმე: ზაალის შვილს დარჩა საუფროსო მამული, აგრეთვე ჭარათალს - ზაალის სულისათვის შეწირული ნაოხარი მამული. ელისბარს დაუტოვა რევაზის ყმისაგან ნაყიდი მიწა, რომელიც საყდრისათვის ჰქონდა შეწირული. ელისბარსა და ფარსადანს დაუტოვა აგრეთვე დათუისუბანში მოსული კაცები. სხვა დანარჩენი მამული: მკვიდრი, ნაწყალობევი, ნასყიდი, სახელოთი მომატებული - გასაყოფად დადო. ელისბარს მიაკუთვნა საუმცროსო სასახლე, დანარჩენი სასახლეები უნდა გაეყოთ. სახლის იარაღები ანდერმანსა და იოთამს გაუყვიათ, თუ კიდევ რამე სადაო აღმოჩნდებოდა, ფიცით უნდა გადაეწყვიტათ. ელისბარი პურზე დაობდა. ამ საქმის გარკვევა მეფემ ანდერმანსა და იოთამს მიანდო. ჩიოდნენ აგრეთვე საქორწილოზე, ბეითალმანზე და აბრეშუმზე. „ამას თავსა ვერ აუვიდოდეს, ისი გარდაუშვით, უფრო გარდაიკიდებოდეს, ამისთვის გარდაუშუით“ ([1574-1605 წწ.] Hd-13903); უბრძანა: სამეფო მოხელეებს, რომ ნინოწმიდის ტაძრის შეწირულ და ნაყიდ მამულებზე მოსახლე ყმები არ აეყარათ (1595 წ. 1449-1562), გრემის და წაღმა ბაზრის მოურავებს,რომ ნინოწმინდელის ვაჭარ ნისანასათვის არ გამოერთმიათ აბრეშუმზე დადებული დამღა (1591 წ. 1448-612), საგარეჯოს მოურავის პირით - ჩერქეზ ხასფოლადს, გაერჩია გიორგიწმიდელებსა და მაყა მაყაშვილს შორის სამამულე დავა, აგრეთვე უბრძანა, ჭიაბერაშვილისათვის, მკერვალიშვილისა და მარიდასშვილისათვის უკან დაებრუნებია ივრის პირას, „კოშკს დაბლა“, წართმეული წისქვილები ([1574-1605 წწ.] 1449-1040); მისცა პირობა: ნიკოლოზ კათალიკოსისა და გარეჯელთა თხოვნით - გარეჯის უდაბნოებს - მათი მამულების გაუცემლობის შესახებ (1579 წ. Ad-1604 ), იოთამ და ყაფარ გურამიშვილებს - უვნებლობისა და მამულის დაბრუნების შესახებ ([1574-1605 წწ.] Hd-14857), თამაზ იოთამისშვილს, თუ „წამოვიდოდა“, დაუბრუნებდა მამამისის ნაქონ მამულს ([1574-1605 წწ.] 1450-19/107); სხვადასხვა: ბასილის კათალიკოსობის დროს სვეტიცხოველს განუწესა სასარდლო ქართლში, კახეთში, საათაბაგოში, სომხითსა და საბარათიანოში, თრიალეთსა და იმერეთში (1562 წ. sic. Hd-1721), მისი დასტურით, ნიკოლოზ კათალიკოსმა: ხარება ვაშაყმაშვილი შესწირა გარეჯის უდაბნოს (1582 წ. IV. 5. 1449-1553), ხოლო გედეონ ელიოზისშვილს უწყალობა ბარაუნში ოთხი კომლი (1588 წ. Hd-2526); ჭიაურის სოფლებს დაუდგინა სამოურაო სარგო (1593 წ. Hd-2092), განაახლა ალავერდის ტაძარი და დასვა ამბა-ალავერდელად ფილიპე მი[ჩაბაძე] ([1590-1600 წწ. 1449-1609); დაამტკიცა: თავისი მამის - ლევან მეფის ორი სიგელი, რომლებშიც დადგენილია წინა და უკანა საგარეჯოს ნახევარი გამოსაღების სვეტიცხოვლისათვის ბოძება (1597 წ. IV. 12. 1448-2242), დაუთ-ხანის მიერ ბარზი ზევდგინიძისათვის მიცემული პირობის წიგნი ([1569-1578 წწ.] Hd-2116), ნიკოლოზ კათალიკოსის მიერ გარეჯის მონასტრისათვის ბოძებული ყმის შეწირულების წიგნი (1582 წ. IV. 5. 449-1077), ლევან მეფის მიერ წმინდა ნინოს მონასტრისათვის ბოძებული ორი სიგელი (1597 წ. IV. 30. 1448-2242, ა, ბ), ლევან მეფის მიერ გედეონ მაღალაძისათვის სააღაპედ ბოძებული წყალობის წიგნი ([1574-1605 წწ.] 1449-1496 ა, ბ ); იხსენიება: სვიმონ მეფის მიერ თაყა ამილახორისათვის მიცემულ პირობის წიგნში აღნიშნულია, რომ თუკი ალექსანდრე და სვიმონ მეფეები ერთმანეთს დაემდურებოდნენ, ამილახორი სვიმონის მხარეს უნდა დარჩენილიყო (1556-1560 წწ.] 1448-8752), მისი, მეფობის დროს მონაზონმა თეკლამ შუამთის მონასტერს შესწირა გრემს მცხოვრები ერთი კომლი ყმა (1603 წ. 1449-2636), მისი მეაღაპენი ყოფილან პაპუნა, ივანე და გიორგი ქობულაშვილები, რომლებიც სვიმონ მეფემ გაათარხნა (1623 წ. IX. 7. Ad-14628), მისი ნაბოძები წყალობის წიგნები დაუკარგავს იესე ჯორჯაძეს (1636 წ. Qd-1787), როსტომ მეფემ განუახლა სვეტიცხოველს მისგან ბოძებული გარეჯის უდაბნოს სოფლების შეწირულება (1648 წ. ქრ. II. 461-464), არჩილ მეფის მიერ სვეტიცხოვლისათვის ბოძებული საზღვრების განწესების წიგნში იგი მოიხსენიება სვეტიცხოვლის ერთ-ერთ შემწირველად ([1664-1675 წწ.] Ad-2253 გ), მამადყული-ხანმა გარეჯის უდაბნოს განუახლა მის მიერ ბოძებული სოფელ აკურას შეწირულება (1698 წ. II. 2. 1461-7/36); მისი ხელრთვა აქვს შემდეგ საბუთებს: Ad: 616, 706, 371, 1761, Sd-464, Hd: 1557, 1721, 2116, 14423, 14857, 1448: 5571, 540, 5530.
ალექსანდრე - ბატონიშვილი, შვილი როსტომ (იმერთა) მეფისა, იხ.
ალექსანდრე - ბატონიშვილი, შვილი მეფე თეიმურაზ I-ისა, იხ.
ალექსანდრე III - (მეფე იმერთა), [1605], 1615-1660 წწ.
მეფეთ-მეფე, სრულიად იმერთა, აფხაზთა, სვანთა, დვალთა, ოსთა მპყრობელი და მართებელი მეფეთ-მეფე; ღმრთივ გვირგვინოსანი, ყოვლისა საქართველოს მპყრობელი, ხელმწიფე. ჰყავს მამა იმერთა მეფე გიორგი III, იხ., თანამეცხედრე დედოფალი ნესტან-დარეჯან (1639-1660 წწ. Sd-519, Hd-14666, ქმ. №139, Qd: 8932, 9085 დ, Hd-14742, 1448-2142), დედოფალი რუსუდან sic ([1658-1660 წწ.] Sd-1789), შვილი ბაგრატ, იხ., ასული ლევან დადიანის თანამეცხედრე თინათინ, იხ., უწყალობა: ბეჟან წერეთელს - საჩხერეში სახასო ხოდაბუნის ნახევარი (1639 წ. Hd-14666), მასვე - ხოსა წერეთელი ხუთი კომლით, ერთი სამოსახლოთი და ერთი პარტახტით (1639 წ. Sd-519), ფილიპე წერეთელს - ზოდს მცხოვრები ორი კომლი მიდუა ნავაძე ძმებითურთ, ხუხა ავზანარაშვილი, მამუკა ქველიძე (1639 წ. ქმ. №66), თუდარჩის - ღაღანიძისეული სასახლე, მახარა და ზაქუტა მუჯირები, ქვაციხეში - სეხნია და პაპუნა ცხოვრებაძეები მამულით (1646 წ. Qd-8932), ბანძის ომში გაწეული სამსახურისათვის - ეზია იოსელიანს - მიწა გუშტიბში, ყენის-წყლის შესართავამდე, ჩუნეშის სასაზღვროს დაბლა, იქ მცხოვრები ორი შვანგირაძე, ორი ჩაფჩიძე და ერთი მელაძე (1647 წ. sic [1658 წ.] Hd-14742), გიორგი ახვლედიანს - ღვირიშის ციხე, სოფელი ცხუკუშერი, ტვიშს გლეხები: ინანა ნემსიწვერიძის შვილი, ბესია ხუცესი, დათუნა ხუცესი, ნასხიდა სვანიძე ([1639-1659 წწ.] ლაი H-86, 8-13 ab), გაბრიელ ცაგერელს - ზუბის ციხე და გლეხები ([1658-1660 წწ.] Qd -9085 ე), იოვანე ომადმანიძეს - მამამისის, ამაზაბეგის ნაქონი, ქართლის საზღვართან, რველისა და აწყვერის საზღვრებთან, ვახანის ციხე და ქვაბი, აგრეთვე მისი ამოვარდნილი სახლიკაცის, შერმაზან ომადმანიძის ნაქონი ქონება: გურნასბედან ყიფიანი ორმოცი მოსახლით, გოჩა ყიფიანი ოცდახუთი მოსახლით, სანიაოს ქედით და შქერნალით, მისი ნაყმევი მახარობელ ბოჭორიშვილი და ავლადა ძოწენიძე, მამულები ოკრიბას და ვაკეში (1658-1660 წწ.] Sd-1789); შესწირა: ხვამლის წმინდა გიორგის ზუბის ციხე და გლეხები: ნასხიდა გაგილაძე, კაცია გაგილაძე, მათვალი ხალიანი, კაცია ყრუაშვილი, გიორგი ომანაძე, ნასხიდა ნიკოლაძე, გულია გაგილაძე, დათუა გაგილაძე (1655 წ. Qd-9085); გაათავისუფლა ხონის წმინდა გიორგის ყმები - ხუთი კომლი ჭავჭანიძეები ხონთქრის ხარაჯისაგან (1660 წ. 1448-2142); სხვადასხვა: მისი ნებართვით ზაქარია გენათელმა გელათის საყდარს შესწირა ყმა-მამული (1644 წ. VI. 5. ქმ. №139), „საიმედო წიგნი“ მისცა ხუნაველ ძმებს: გიორგა და ხახუტა ლომიძეებს მათი ბატონისაგან წახდენის ან გაყიდვის საშიშროებისაგან დაცვის თაობაზე. სამაგიეროდ დაავალა, კუთვნილი სამსახური ბატონისათვის არ მოეშალათ (1639-1660 წწ.] 1450-24/145), თან ახლდა თეიმურაზ მეფეს საგინაშვილებსა და თამაზ სააკაძეს შორის სოფელ ხოფისზე დავის გარჩევისას (1639-1648 წწ. Hd-1564), თეიმურაზ მეფესთან ერთად ყოფილა გუდარეხის ღმრთისმშობლის მონასტერში (1583 წ. Sic [1639-1648 წწ.] Hd-1554 ბ); იხსენიება: ზაქარია გენათელის მიერ გელათისათვის ბოძებული წიგნის მიხედვით, ზაქარია მისი გაზრდილი ყოფილა, იქვე აღნიშნულია, რომ მას ზაქარიასათვის უბოძებია აბესალამ მასხარაშვილისეული მიწა ქელბაქიანის საზღვრამდე, ჭოლევს - გამსახურდი ოყურეშლიძე და მისი ძმისწულები, ერთი კომლი გიორგისშვილები (1644 წ. VI. 5. ქმ. №139), როსტომ მეფის მიერ სვეტიცხოვლისათვის ბოძებულ შეწირულების წიგნში იგი მოიხსენიება თეიმურაზ მეფის სიძედ (1648 წ. ქრ. II. 461-462), მას გაბრიელისათვის უბოძებია ცაგერლობა, უწყალობებია ყმა-მამული: გიორგი და გუგუტა დაშრიანები, მეშველანის ციხე, ოჯოლას - ბოგვერაძე მახარა და ჟოჟუა, ჟვანეთს - ჯანელიძე ოტია 1656 წ. (Qd-9085 ვ), დედოფალმა ნესტანდარეჯანმა მის მოსახსენიებლად ცაგერის ღმრთისმშობლის ეკლესიას შესწირა ცხუნკუშერში ოთხი კომლი სვანიძეები (1660 წ. Qd-9085 ა), პაპუნა ჩივაძის მიერ მამუკა ჭლიკაშვილისათვის გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ ალექსანდრე გაუწყრებოდა ჭლიკაშვილს ტყვის გაყიდვის გამო ([1644-1660 წწ.] Ad-514), მის დროს ცუცხვათის ციხისთავობა ჰქონია თეიმურაზ [აგიაშვილს], ეს სახელო შემდეგ ბაგრატ მეფემ უბოძა თეიმურაზის [შვილს], ვახტანგს (1673 წ. 1449-59), იგი დახმარებია და დადიანად დაჯდომაში ვამეყ ლიპარტიანს, გაუკრეჭია ბერად შემდგარი დიმიტრი, სვიმონ გურიელის ძე, და დახმარებია გურიელობის მოპოვებაში (1658 წ. 1448-2139), ის და როსტომ მეფე ჩარეულან გიორგი და პაატა აბაშიძეების და დავაში სასისხლო საქმეზე, უცდიათ მათი შერიგება (1658-1675 წწ.] Sd-535),გაბრიელ ცაგერლის მიერ ცაგერის ღმრთისმშობლის ეკლესიისათვის ბოძებულ ყმა-მამულის შეწირულების წიგნის თანახმად, მას გაბრიელისათვის უწყალობებია ტვიშში ინანა ნემსიწვერიძის შვილი შოშიტა (1660 წ. ახლო. Qd-90853 ჱ).ვამეყ დადიანის მიერ წაჩხურის ეკლესიისათვის მიცემულ შეწირულების წიგნში ნათქვამია, რომ იგი ვამეყ დადიანს დახმარებია ოდიშის დაპყრობაში ([1660 წ.] სს. II. №56), იგივე ცნობაა დაცული შამადავლე დადიანის მიერ წაჩხურის ეკლესიისათვის ბოძებულ შეწირულების წიგნში ([1661-1680 წწ.] სს. II. №56), მის საფლავზე გელათის მონასტერში წირვა-აღაპი დააწესა ყოველ სულთაობის.შაბათს მეფე ალექსანდრე IV და ნიკოლოზ გენათელს ჩააბარა ამ საფლავისათვის შეწირულ ყმა-მულზე მეურვეობა ([1683-1695 წწ.] Ad-590 ბ); მისი ბეჭედი უზის საბუთებს: Sd-519, ქმ. №139, Qd-8932).
ალექსანდრე
ბატონიშვილი, მისი ნაქონი მამული საბარათაშვილოში ლუარსაბ მეფემ უწყალობა შერმაზან ლარაძეს (1611 წ. IV. 3. 1450-10/120).
ალექსანდრე
მუხრანის ბატონიშვილი, [შვილი] მეფე ვახტანგ V-ისა, იხ., ბიძაშვილი პაპუა მუხრანის ბატონიშვილისა, იხ.
ალექსანდრე - ბატონიშვილი. შვილი იორამ ბატონიშვილისა, იხ.
ალექსანდრე - ბატონიშვილი, შვილი მეფე არჩილ II-ისა, იხ.
ალექსანდრე IV- (მეფე იმერთა), 1683-1692, [1695] წწ.
ღმრთივ აღმატებული, ღმრთივ დამყარებული, ღმრთივ გვირგვინოსანი მეფეთ-მეფე, ორისავ ტახტისა და სახელმწიფოს, ლიხთ-იმერისა და ლიხთ-ამერისა თვითმფლობელი და მტკიცედ მპყრობელი; ღმრთივ აღმატებული და ღმრთივ დამყარებული, ძლიერი და უძლეველი; ლიხთ-იმერისა და ლიხთ-ამერის, ოდიშისა და გურიის მპყრობელ-მქონებელი (1685 წ. 1448-2144). ჰყავს პაპა მეფე ალექსანდრე III (იმერთა) ([1683-1695 წწ.] Ad-598 ბ), თანამეცხედრე დედოფალი თამარ ([1683][1695] წწ. ქმ.: №1455, 1222), შვილი სვიმონ მეფე, იხ., უწყალობა: ქაიხოსრო წერეთელს - სოფელი ლიჩი სამოურაოდ ([1691 წ.] Hd-1827), გიორგი აბაშიძეს - მისი ბიძის, ღაბუას წილი მამული: ჭარტალი და ელაზნაური ათი კომლი გლეხითა და აზნაურიშვილით ([1683-1695 წწ.] ქმ. №1455), სვიმონ ლორთქიფანიძეს როსტომ - ღოღობერიძის მიერ წართმეული მამული ([1683-1695 წწ.] 1448-2147), ქაიხოსრო წერეთელს - დათა და გოგიჩა სადუნიშვილები ([1683-1695 წწ.] Hd-7677), იესე კვიმსაძეს - შოშინა კუტალაძე და მისი შვილები ნასხიდა და სეხნია მამულით ([1693-1695 წწ.] ქმ. №1222), ქუთაისის მამასახლისობა დათუნა მეკარიშვილს, რომელიც ქართლში თან ახლდა ([1690-1691 წწ. Hd-15034); შესწირა: ხონის საყდარს დათვია ჩხინკელა (1683 წ. 1448-5034), ბიჭვინტის ღმრთისმშობელს - ორი კომლი: ახალდაბაში ნასხიდა კუბლასშვილი ძმებითურთ და ხრესილზე გიორგა ობოლაძის შვილები: კაცია, ზაქარია, ზაზუტა, გიორგი და ქრისტეშია (1685 წ.1448-2144), თავისი პაპის, ალექსანდრეს საფლავისათვის განუახლა შეწირულება გელათის მონასტერს: გენათელ ნიკოლოზ ლორთქიფანიძეს ჩააბარა მასზე მეურვეობა. საფლავის დეკანოზს, გიორგი მორჩაძეს გაუჩინა ცხრა შემახური სანთელი, ერთი ჩარექი საკმეველი, ყოველ სულთაობა დღეს დააწესა ორი ცხვრით, ორი კოდი ღომით, ორი თორმეტიანი კოკა ღვინით აღაპის გადახდა; შესწირა აგრეთვე ყმები: მახარობელ მინანაშვილი, ნასია ჯაგავაძე და მისი განაყოფი, ნასია ადაძე, ჯანელიძისეული პარტახტი, რომელიც მკერვალისშვილს ეჭირა, მახარობელ კახიძე, გოჩია ტურაბელიძე, გიორგი ახალაძე, ნასყიდა ტურაბელიძე, მამუკა ჩიბურდანიძე, პაპუნა წკეპლაძე, გიორგი ტურაბელიძე და მისი განაყოფი, ხახუტა ჩირაძე, სიხარულა გოლათიძე, გოგლიჩიძე ხახუტა, მინანაშვილი გიორგი ([1683-1695 წწ.] d-598 ბ); ნაზარალი-ხანთან, იოანე კათალიკოსთან და ქრისტეფორე ეპისკოპოსთან ერთად მონაწილეობა მიიღო ამილახვრების სახლიკაცობის რიგის განჩინებაში (1692 წ. III. 15. Hd-10068); პირობა მისცა: მამუკა მეკარიშვილს,რომელიც თან ახლდა ქართლში გადახვეწილობის ჟამს, რომ უწყალობებდა ასლან მდივნის მამულს, თუ კი ამ უკანასკნელს გააღარიბებდა. თუ არა, სხვა მამულს უბოძებდა[[1690-1691 წწ.] Hd-15034); სვიმონ მეფის მიერ მამია გურიელისათვის ბოძებულ საფიცრის წიგნში აღნიშნულია, რომ იგი „აბაშიძემ და იმერლებმა მუხთლად მოჰკლეს“, ([1698-701წწ.] Hd-10822); მისი ხელრთვა და ბეჭედი უზის საბუთებს: 1448-2147, Hd: 10068, 1827, 7677.
ანდრონიკე - 1297-1348 წწ.
ჰყავს: [მამა] მეფე დავით VIII, იხ., შვილი გიორგი ალასტანელი, იხ., დაამტკიცა: დავით მეფის მიერ გრიგოლ ჭარმაულ-ჭაჭნიაშვილისათვის მიცემული სოფელ ლაუშას წყალობის წიგნი (1297 წ. Hd-1330), სალარე მუხისძის მიერ წითლოსან ქვენიფნევლისათვის დატოვებული ანდერძი, რომლის თანახმადაც, სოფლები კარბაჲ და გარეჯარ ბაკურისუბანი, წითლოსანსა და მის შვილებს რჩებოდათ (1348 წ. Hd-1360).
არჩილ
[მუხრანის ბატონიშვილი], შვილი ბაგრატ მუხრანის ბატონისა, ძმისწული გიორგი - გერასიმესი. მისი ნებართვით, გიორგი-გერასიმემ სოფელი ზერტები შესწირა სვეტიცხოველს (1540 წ. 1449-1497).
არჩილ - XVII ს. I ნახ.
[მუხრანის ბატონიშვილი], ჰყავს მამა თეიმურაზ მუხრანის ბატონი, იხ., [ძმა] ვახტანგ (შემდგომში მეფე ვახტანგ V), მუხრანის ბატონიშვილი, იხ., იორდანე მჭედლიშვილის მიერ პაატა აბაშიძისათვის მიცემული თავმდებობის წიგნში აღნიშნულია, რომ მას მძევლები მიუბარებია პაატა აბაშიძისათვის (XVII ს. I ნახ. Hd-8914).
არჩილ II (შაჰნაზარი) - 1657-1695 წწ.
მეფე, ლიხთ-იმერისა და ლიხთ-ამერისა, ორისავე ტახტისა და სახელმწიფოს მფლობელ-მპყრობელი ([1661-1663 წწ.] Hd-8611), მეფე კახთა [1666-1690 წწ.] ქრ. II. 483, Ad-1836, 1461-3/134, Ad-349, 1448-5038). ჰყავს: მამა მეფე ვახტანგ V, იხ., ბიძები: კათალიკოსი დომენტი ([1664-1675 წწ.] Ad-2253 ბ), აშოთან მუხრანის ბატონი, იხ., ძმები: ლევან მუხრანის ბატონი, იხ., მეფე გიორგი XI, იხ. ([1684-1695 წწ.] Sd-5 38), თანამეცხედრე კახთა მეფის ასული დედოფალი ქეთევან (1667-1691 წწ. Hd: 8611, 4808, 1448-613, 1449-2671, Ad-1837, 1449-1236, 1450-25/170, Ad-719, 1449-1850, 1461-13/2, 1450-51/263, 1448-102, 1461-1/9, 1448-9995, 14613/134, Sd-5 151)., შვილები: ალექსანდრე ([1667-1691 წწ.] Hd-4808, 1448- 6 13, 1449-1236, 1450-25/170, Ad-719, 1449-1850, 1461-13/2, 1450-51/263, 1448: 102, 9995, 1461-1/9, Sd-515, Hd-8611), მამუკა, იხ. ([1667-1691 წწ.] Hd: 3611, 4808, 1448-613, 1450-25/170, Ad-719, 1449-1850, 1461-13/2, 1450-51/263, 1461-1/9, 1448-9995, Sd-515), დავით (1684 წ. 1448-9995, 1461-1/9). უწყალობა ყმა-მამული: ქველ წერეთელს - გიგია აბაშიძე, რომელიც ქველს მისი რისხვისაგან დაუხსნია ([1661-1663 წწ.] Hd-9853), დათუნა [ჯორჯაძეს] - ყარნუს მამული ([1664-1675 წწ.] 1448-2303), აბელ ენდრონიკაშვილს - ფხოველში პაპუნა და ბერიკა სულიასშვილი, მანავში - აბრამა და ალიხანა (1665 წ. 1448-8756), დათუნა ენდრონიკაშვილს - დარჩიეთში ხუთი კომლი კაცი და ვანანჩაძის ძმისწული, გავაზში - ქრისტას ვენახი და იმერელი დათუნა (1665 წ. 1448-3264), როშაქ ჩოლაყაშვილს - წინუბანში მახო და სუტა ბალთური, შილდაში - ცეცხლასშვილი, ტურიკასშვილი, გოგიასშვილი; ხაშმში სასახლე, კოშკი, ზვარი; შაშიასშვილი, გოგია და ბერიკა ბედიანასშვილები (1665 წ. Hd-2244), დავით [ჯორჯაძეს] ჩამოართვა დაკარგული ყარალაშვილის მამული გავაზში და დაუბრუნა პატრონს სანაცვლოდ უწყალობა სხვა მამული, სახასო და სამოურაო (1669 წ. 1448-613), ზაალ გურამიშვილს - მჟავაში მისივე განაყოფის კუთვნილი აზნაურიშვილი თაყაშვილი ორი კომლი ყმით, აგრეთვე - სხვა ორი კომლი: ხატისასშვილი და ჯაბიასშვილი (1673 წ. 1450-25/170). მღვდელ გიორგი სინჯიაშვილს - „თათრის წისქვილი“ სინჯიაშვილის „ყურეში“(1676წ. 1450-51/263), ბეჟან აგათოშვილს - ამოწყვეტილი ელიზბარ ვაჩნაძის ყმა-მამული, აფხაზისა და ედიშასათვის ნაბოძები თითო კომლის გარდა (1683 წ. I. 20. 1448-1020). უწყალობა სახელო: ღთისიას - შიბლიანის ნაცვლობა და სამი კომლი (1675 წ. 1461-13/2), ზურაბ ენდრონიკაშვილს - მარტყოფის მოურაობა ([1664-1675 წწ.] Ad-1085), ქაიხოსრო წერეთელს - „ზემო ქვეყანას“ სამოურაოდ ხეფინისხევი „ლიჩი და ღოდორა (1691 წ. Sd-515 ); განუახლა წყალობა: ქაიხოსრო წერეთელს იოთამ და გიორგი ქავთარაძეებისეული მამულებისა, რომლებიც ადრე ქაიხოსროსათვის ვახტანგ მეფეს ებოძებინა, ხოლო შემდგომში ბაგრატ მეფეს ჩამოურთმევია ([1661-1663 წწ.] Hd-8611), ბარამს - ქართული ცხვრის საბალახისა, რომელიც თეიმურაზ მეფის დროსაც მას ჰქონია (1667 წ. Hd-4808), ზაალ ნათანლიშვილს - მაღრაანში თეიმურაზ მეფის მიერ ნაბოძები ყმების - ხომიზურ საზვერლიშვილისა, ძმებითურთ და მიქელა ანდრიაშვილისა (1671 წ. 1449-1236), როსებ მაყაშვილს - თიანეთს მინაზარ [მაყაშვილის] შვილის მკვიდრი ყმების: ბერიკა და ვეფხია ზამთარაულებისა და მისივე ნაყმევი გოგრაჭიშვილებისა მამუკასი, ხარებასი, ჭრელისა და ლაზარესი (1675 წ. Ad-719); შესწირა: შუამთის ხახულის ღმრთისმშობელს შუამთას მცხოვრები [ვაჭრების] ბაჟი და დამღა (1664 წ. 1. 25 1448-2937), სვეტიცხოველს: შაბადინი ა ენჩო მტკვრის პირას (1670 წ, IV. 5. 1449-2671), იგივე სოფლები, ჭალა და მინდორი, რუს გამოსაღები სათავე, გაიჩინა აღაპი სვეტიცხოვლობა დღეს. აღაპზე მეურვეობა დაავალა სახლთუხუცეს [პაპუა] მაღალაძეს (1670 წ. VII. 18. Ad-1837). განუახლა შეწირულება სვეტიცხოველს - დომენტი კათალიკოსის თხოვნით - შიბლიანისა, ზულეკიასი, ნასაწოლევის, თუთუბიანისპირის, ჩიბუხნის, დამპალოს, ჭიაბრის ეკლესიის, ჩუმლაყის,ჯიმითის, წნორის ([1664-1675 წწ.] Ad-2253 ბ); გაათავისუფლა: წმინდა ნინოსა და წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიები გადასახადებისაგან (1664 წ. II. 25. 1448-2949), შუამთის მონასტერი - ენდროზე დაწესებული თეთრის გამოსაღებისაგან, ხოლო მონასტრის მამულებში მოსახლე სომეხი [ვაჭრებისაგან] ბაჟის აღების უფლება სამეფო მოხელეებს დაუტოვა (1675 წ. II. 25. 1449-1850); პირობის წიგნი მისცა: ხიჩარა თომაშვილს. როცა იმერეთის ტახტს დაიკავებდა, ხიჩარას 60 მარჩილს ჯამაგირად დაუნიშნავდა ([1664-1698 წწ.] 1448-10328), გივი ამილახორს - კეთილმოყვრობის შესახებ [1664-1675 წწ.] Hd-2148), ბოდბელ მათეოზს - ბოდბის მამულში ღალის აუკრეფლობის შესახებ (1669 წ. 1448-1439), ნოდარ ჯორჯაძეს, რომელიც თან გააყოლა მოსკოვში გაგზავნილ ბატონიშვილებს ალექსანდრესა და მამუკას, იმის შესახებ, რომ ჩამოსვლისთანავე მამულსა და სახელოს უწყალობებდა ([1684] წ.1461-1/9), მასვე - თუკი მას ან მის რომელიმე შვილს საქართველოში ტახტი ეღირსებოდათ, დაუბრუნებდნენ კუთვნილ სახელოსა და მამულს (1684 წ. 1448-9995); მას მისცა პირობა ჯვრის მამა ნიკოლოზ წულუკიძემ ერთგულების შესახებ (1675 წ. II. 8. Ad-553); უბრძანა: კათალიკოსის ჯვარისმტვირთველს მოეყვანა მახსოვარი კაცები იმ მცხეთელთაგან, რომელთაც დაეფიცათ ჩერქეზელთა და გარეჯელთა დავის გარჩევისას ([1664-1675 წწ.] Ad-102), ბაზრის ხოჯას როსტომას და გრემის ხოჯას ჴელინას - რომ შუამთის ხახულის ღმრთისმშობლის ყმა- სომხებისათვის ბაჟი და გადასახადი არ გამოერთმიათ, რადგან ისინი ძველთაგანვე მეფეთა მიერ ყოფილან შეწირულნი შუამთისათვის, გააფრთხილა ხოჯა როსტომა, რომ ბერინა მღებრიშვილისათვის უსამართლოდ წართმეული თექვსმეტი მინალთუნი უკან დაებრუნებინა ([1664-1675 წწ. 1448-1475), გრემისა და ჩაღმა ბაზრის მოურავსა და მემიზდეთ, რომ ნინოწმინდის ვაჭარ ნისანასათვის ერთ საპალნე აბრეშუმზე დამღა არ ეთხოვათ, რადგან იგი თარხანი იყო (1691 წ. H-607. 41 r) მისი ბრძანებით რუსთველი არქიეპისკოპოსი მათეოზი პირობას აძლევს იოსებ თბილელს, რომ ყოველ წელიწადს სამ საპალნე ღვინოს მიართმევდა (1664-1675 წწ.] Ad-39); დაამტკიცა თეიმურაზ მეფის მიერ სიონის საყდრისათვის ბოძებული შეწირულების წიგნი (1647 წ. 1449-2652); სხვადასხვა მას სთხოვა კათალიკოსმა [დომენტიმ], გაეთავისუფლებინა სვეტიცხოვლის ყმის - ზავრად გარაყანიძის შვილი ტყვეობიდან (1664-1675 წწ.] 1449-1767), გაერიგებინა დემეტრე მაღალაშვილისა და ზაზილას დავა გომის მოურაობაზე ([1664-1675 წწ. Ad-1797), გაარიგა გარეჯის უდაბნოს მონასტრების: უდაბნოსა და ნათლისმცემლის საქმე. ეს მონასტრები ჟამთა ვითარებისაგან მოშლილიყვნენ. ორივეს განუწესა მონაზვნები და მწირველები, გაუჩინა სარგო და დაუდგინა ერთი წინამძღვარი, რომელსაც მიაბარა უჯარმასა და ხაშმში მცხოვრები ნათლისმცემლის ყმები: გოგია ხუცისშვილი,თამაზა კობიაშვილი, გოგია კერკაშვილი, დავითა ხატიაშვილი, მახარობელ ჭიაბრიშვილი და ერთი ბეითალმანი საკომლო (1672 წ. Ad-2060); გაუჩინა გარეჯის უდაბნოს მონაზვნებს ჯამაგირი და ულუფა (1672 წ. Ad-61), უგზავნის წერილს ძმებს: ბატონ გიორგის და ლევანს, ატყობინებს, რომ ზურაბ თუმანიშვილისათვის მანუჩარ თუმანიშვილის სიკვდილის შემდეგ „ბატონს“ წაურთმევია ტინისხიდი და სთხოვს მათ, და უბრუნონ ზურაბ თუმანიშვილს მის მიერ ნაბოძები თუნდაც ერთი კომლი თავაქელაშვილი (1675 წ. ახლო. Hd-11016); იხსენიება: ნაზარალი-ხანის მიერ მაყამაყაშვილისათვის ბოძებულ წყალობის წიგნში: წყალობის პირობად ნაზარალი-ხანი მაყასაგან მოითხოვს არჩილ და გიორგი მეფეებისაგან განდგომას ([1675-1703 წწ.] Ad-923), სვეტიცხოვლის მამულების ნუსხაში იგი მოხსენიებულია სვეტიცხოვლის ძველ შეწირულებათა განმაახლებლად ([1664-1675 წწ. 1461-13/57), შამადავლე დადიანის მიერ წაჩხურის ხატისათვის ბოძებულ შეწირულების წიგნში ნათქვამია, რომ არჩილი იმერეთში გააბატონა მისმა მამამ - შაჰნავაზმა ([1661-1681 წწ.] სს. II. №56-3), პაპუა მაღალაძის ანდერძის თანახმად, მას სვეტიცხოვლისათვის შეუწირავს შაბადინი (1681 წ. 1448-5038). მასა და გიორგი მეფეს ერთმანეთთან შეურიგებიათ ფარსადან ციციშვილი და სულხან ორბელიშვილი ([1684-1695 წწ.] Sd-5338). მისი მეფობის დროს მარტყოფის მოურაობა ჰქონია ყორჩიბაშ [ზურაბ ენდრონიკაშვილს] ([1688-1703 წწ.] Ad-1085), ერეკლე მეფის მიერ გარეჯის მონასტრისათვის ბოძებულ შეწირულების წიგნში მოთხრობილია, რომ მას, კახეთში მეფობის დროს, უდაბნოსათვის დაუბრუნებია მამუკა მთიულისშვილის მიერ უკანონოდ მითვისებული ზვარი. მისი იმერეთში გადასვლის შემდეგ ეს ზვარი ისევ მამუკას დაუჭერია (1690 წ. III. 28. 219-1833), კათალიკოს იოანეს მიერ გარეჯის უდაბნოსათვის ბოძებულ სარგოს გარიგების წიგნში აღნიშნულია, რომ მას უდაბნოში ახალი შენობები აუგია, მღვდელ-მონაზვნები და წინამძღვარი გაუმწესებია, მათთვის სარგო გაუჩენია (1690 წ. III. 12. Ad-349). მისი ხელრთვა აქვს საბუთებს: 1448-2937, Ad-1689.
აშოთან
მუხრანის ბატონიშვილი, შვილი ბაგრატ ბატონიშვილისა, ძმისწული გიორგი-გერასიმესი (გიორგი IX), მისი ნებართვით გიორგი-გერასიმემ სოფელი ზერტები შესწირა სვეტიცხოველს (1540 წ. 1449-1497).
აშოთან - 1637-1692 წწ.
მუხრანის ბატონიშვილი, მუხრანბატონი, იესიან-დავითიან-სოლომონიან-პანკრატონიანი (1687 წ. 1461-3/134). ჰყავს: პაპა ვახტანგ, მამა ქაიხოსრო, დედა თინათინ, ბიძა თეიმურაზ, ბიძები: sic ბიძაშვილები მეფე ვახტანგ V, იხ., ბაგრატ, კონსტანტინე, [ძმა] კათალიკოსი დომენტი III, ბიძაშვილები sic [ბიძაშვილის შვილები]: კახთა მეფე არჩილ, ქართლის მეფე გიორგი XI, ლეონ, სულაიმან, თეიმურაზ. თანამეცხედრე ანა (1687 წ. 1461-3/134), შვილები: ქაიხოსრო, იესე, იხ. (1672-1687 წწ. 1450: 5/102, 5/101, 5/87, 1461: 3/131, 3/133, 3/134). შესწირა მთაწმინდის პორტაიტის ღმრთისმშობელს თავისი სახლის მიცვალებულთა მოსახსენიებლად და ცოცხალთა სადღეგრძელოდ ხვითში ნაყიდი გლეხები: გიორგი შოშიტაშვილი, ირემა ბერიძე, გიორგი ბერიძე, თამაზა შათირიშვილი, ივანე ბერიძე, ხახუტა მეგრელი, ოქონელი გიორგი, დათუნა მეღორისშვილი (1687 წ. V. 1. 1461-3/134); იყიდა: მათაშასაგან სახლ-კარი და მამული, რომელსაც ჰასრათასა და ხოჯინას სახლები ესაზღვრებოდა (1678 წ. 1. 23. 1450-5/101), აბესალამაანთ მურადაშვილ ხოჯინასაგან - სახლები შაჰოათ სახლებამდე და რასტაბაზრამდე (1679 წ. VII. 1450-5/87), დათუნა დედანისშვილისაგან - ხურაული მამული ზემო ხვითს (1680 წ. 1461-3/130), ნინია ბაბუსიძისაგან - ზემო ხვითს ნაყიდი ვენახი (1681 წ. III. 1461-3/131), იობისაგან - ხვითში, ლიახვის პირს ნაყიდი ოთხი გლეხის საკომლო (1686 წ. 1461-3/133); გაარჩია: შაჰნავაზთან ერთად სამამულე დავა ყაფლან ბარათაშვილსა და პაპუნა ვირშელიშვილს შორის (1670 წ. Sd-534), გიორგი თუმანიშვილთან ერთად - სამამულე დავა სამებელ მაყაშვილსა და ქსნის ერისთავს შორის ([1670-1696 წწ.] Ad-612), გივი ამილახორისა და მისი ძმისწულების სადაო საქმე ამილახორთა სახლიკაცობის რიგზე (1692 წ. III. 15. Hd-10068); სხვადასხვა: მას მიართვა იესე ერისთავმა თავისი გორელი ყმის, ალიხანა ქოქილასშვილისათვის ადრე მიყიდული ყმა, ბასილა იორდანეშვილი, მას შემდეგ, რაც უკან გამოისყიდა (1672 წ. 1450-5/102), გიორგი მეფესთან და სხვა დარბაისლებთან ერთად მონაწილეობა მიიღო თათბირში, რომელმაც დაადგინა იერუსალიმის ქართული მონასტრების დასახსნელად დოსითეოს პატრიარქისათვის თანხის გაღება ([ 1678-1685 წწ. 1448-1283); მოწმე: ზურაბ ზევდგინიძის მიერ გივი ამილახორისათვის მიცემული ყმა-მამულის ნასყიდობის წიგნისა (1659 წ. Hd-2119), დომენტი კათალიკოსის მიერ ზაზა და ციცი ციციშვილებისათვის მიცემული დავის გარიგების წიგნისა (1671 წ. Ad-1337).
აშოტ
კურაპალატი, თუხარს აშოტ კურაპალატის საფლავის შეწირულება [სვიმონ] მეფემ განუახლა სვეტიცხოველს (1559 წ. XII. 1. 1449-158 [1556--1660 წწ.] 1449-1588, Hd-8712).
![]() |
7.4.1 ბაგრატ || პანკრატ |
▲ზევით დაბრუნება |
ბაგრატ III
კურაპალატი, პაპა ბაგრატ IV კურაპალატისა, იხ., მელქისედეკ კათალიკოსის დაწერილში იგი იხსენიება მელქისედეკის გამზრდელად. მას უბოძებია მელქისედეკისათვის ერთი დიდი სკარამანგი, რომელიც შემდგომ კათალიკოსმა სვეტიცხოველს შესწირა, შეუვალობა მიუნიჭებია მელქისედეკის მიერ მონაგები და სვეტიცხოვლისათვის შეწირული სოფლებისათვის ([1031-1033 წწ.] 1448-5018 ა); უბოძებია მიჯნაძოროის მონასტრისათვის შეწირულების სიგელი, რომელიც მიჯნაძოროელმა ბერებმა მეფე ბაგრატს წარუდგინეს ოპიზის მონასტერთან სამამულე დავის გარჩევის დროს ([1054-1072 წწ.] Sd-1201).
ბაგრატ - IV - [1031], 1057-1073 წწ.
აფხაზთა მეფე და ყოვლისა აღმოსავლეთისა კურაპალატი ([1031-1033 წწ.] 1448-5018), აფხაზთა მეფე და ყოვლისა აღმოსავლეთისა ნოველისიმოსი (გიორგი ქართლის კათალიკოსის კრულობითი მოწმობის მიხედვით 1057 წ. Ad-14), მეფეთა-მეფე (ლიპარიტ ერისთავთ-ერისთავის ძის, იოანეს მტკიცებულების მიხედვით - 1057 წ. Ad-14), მეფე (მისი შვილის, გიორგი II-ის მიერ შიომღვიმის მონასტრისათვის ბოძებული შეწირულების სიგელის მიხედვით 1073 წ. 1448-5243), „დიდი“ (X ს-ის მინაწერის მიხედვით 1057 წ. Ad-14). ჰყავს პაპა ბაგრატ III კურაპალატი, მამა მეფე გიორგი I, შვილი მეფე გიორგი II, იხ. ([1054-1072 წწ.] Sd-1201). შესწირა შიომღვიმის მონასტერს ბორცუისჯუარი (1057 წ. Ad-14); გაარჩია სამამულე დავა მიჯნაძოროისა და ოპიზის მონასტრებს შორის. მიჯნაძოროის მონასტერს დაუტოვა ძველადვე შეწირული მამულები და დაუდგინა საზღვრები: სამხრეთით - სამწყრის წყალი შავშეთის წყლის შესართავამდე, ტიხარის კლდე, დასავლეთით - ეჟუანთა ქედ, ჩრდილოეთით - დიდუბის ხერთვისი და საქათმის კარი, ოპიზელებს „სატრაპეზოდ“ უბოძა ბარევანი თავისი სამამასახლისო სამსახურებელიდან ([1054-1072 წწ.] Sd-1201).
ბაგრატ V
მეფეთ-მეფე. ჰყავს: თანამეცხედრე დედოფალი ანა (იხსენიება გვიანდელ საბუთში 1440 წ. Hd-1368), ასული ულუმპია, იხ., იხსენიება: ელიოზ კათალიკოსის მიერ იოვანე ცხენოსნისძისათვის ბოძებული წყალობის წიგნის თანახმად, ცხენოსნისძეებს მისგან „გარდასხუავებული“ ჰქონიათ მათი მკვიდრი მამული ([1399-1419 წწ.] ქრ. II. 2. 18), ალექსანდრე მეფის მალის ამოკვეთის სიგელში მოთხრობილია ბაგრატ მეფისა და ანა დედოფლის თბილისის ციხეში დატყვევების ამბავი [თემურლენგის] ლაშქრობის დროს (1440 წ. Hd-1368).
ბაგრატ - [ბატონიშვილი] შვილი მეფე კონსტანტინე I-ისა, იხ., ძმა მეფე ალექსანდრე I-ისა, იხ.
ბაგრატ
მეფე, ჰყავს დედა დიოფალი ხუარაშან, დაამტკიცა დავით ნარინის მიერ ვახტანგ თულაისძისათვის ბოძებული მამულის წყალობის წიგნი (XIV-XV სს. Hd-1331).
ბაგრატ VI (იმერეთში II) - [1455], 1457-1477, [1478] წწ. იესიან-დავითიან ბაგრატუნიანი. ჯიქთა, აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, შანშე, შარვანშე, აღმოსავლეთით დასავლეთამდის საქართველოსა ჩრდილოეთისა, ლიხთ-იმერისა ტახტისა ხელმწიფედ მპყრობელობითა მპყრობელი მეფეთ-მეფე (1457 წ. Sd-2887 სას.); მეფეთ-მეფე, ჩრდილოეთ, აღმოსავლეთ და დასავლეთის პატრონი, თვითმპყრობელი (1467 წ. Qd-27); აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფე, შარვანშა და შანშა, ორისავე ტახტის და სახელმწიფოს-ლიხთ-იმერისა და ლიხთ-ამერის ღმრთივ-გვირგვინოსანი (1468 წ. H-2830, 15lr); ორისავე ტახტის მპყრობელი, ღვთივ-გვირგვინოსანი მეფეთ-მეფე, ბაგრატუნიანთაგან იესიან-დავითიან-სოლომონიან-ბაგრატუანი (1455-1478 წწ. სს. II. №488). ჰყავს: მამა გიორგი (1457, 1466 წწ. Sd-2887-3; სას. ქრ. II. 287-288), ბიძა [ბიძაშვილი?] მეფე გიორგი VIII (1442 წ. H-7118 სას.), ძმა [ბიძაშვილიშვილი] კონსტანტინე II (1468 წ. H-2830-151 r ) და გაიანე, იხ., თანამეცხედრე დედოფალი ელენე ([1455-1478] წწ. Sd-521 სას., სს. II. №488 სას., Sd-2898l || 2899), შვილები: გიორგი ([1463-1478 წწ.] Sd-28981 || 2899), ალექსანდრე (შემდგომში ალექსანდრე II, იმერთა მეფე) ([1466], 1467 - [1478] წწ. Qd-27, Sd-28981||2899), ვახტანგ (1455-1478 წწ.) სს. II. №488 სას.). უწყალობა ჯვარისმტვირთველ დანიელ ელიოზისძეს სოფელი სასხორი დარბაზტანას და ხეკორძულას წყლებით. წყალობა გასცა შემდეგ ვითარებაში: გზად მიმავალი მეფისათვის ელიოზისძეს უწყლობა შეუჩივლია. მეფეს საფასეთან არა ჰქონია, მაგრამ თითიდან ოქროს რგოლები წაუძრია და არხი შეუძენია. ეს არხი უწყალობა ელიოზისძეს შემდეგი პირობით, წვერიან კაცს იქედან წყლის დალევის შემდეგ წვერი შიგ უნდა ჩაებერტყა. დააკისრა ელიოზისძეს ნიკოლოზობა დღეს თავის საფლავზე აღაპის გადახდა და მცხეთას ჟამის წირვა (1467 წ. 1. 21. Qd-27); განუახლა წყალობა ზაქარია ჯავახიშვილს სომხითში ქვეშის ციხის ბაჟის და რატევანისა (1468 წ. XI. 20. H-2830. 15lr); გაუჩინა სისხლის ფასი: საყდრიშვილ თემნა ყიფიანს - 80000 გოგაური თეთრი (1455-1478 წწ.) Sd-731 სას.), აბესალომ გელუანს - 20000 კირმანეული თეთრი (1455-1478 წწ. სს. II. №488 სას.), გერგეტელ და წმინდა სამების მოსამსახურე საყდრიშვილებს დაუდგინა „სამ სისხლად“ ზღვევა ([1466-1478 წწ.] სმ. 48-49 სას.), გაუჩინა სისხლის ფასი და სამართლებრივი უფლებები მთის წმინდა გიორგის მონასტერს:მონასტრის გატეხვის დროს მთავარმოწამის ხატის ხელყოფისათვის ავაზაკი უნდა დასჯილიყო ძელზე გაკვრით; ჯოგის წასხმისათვის, ქურდობისათვის, საუპატიო კაცის გაუპატიებისათვის დამნაშავე იხდიდა 100000 ძველ თეთრს; მონასტრის ყმის სიკვდილისათვის 160000 თეთრი უნდა დაეურვებინათ, სანახშირედ - 2000 თეთრი, „მას ქუეშეს“ 100000 თეთრი, სანახშირედ - 1000 თეთრი. ცოლის წახდენისა ან ქალის დაგდებისათვის - 100000 თეთრი ([1463-1478 წწ.] Sd-2898 || 2899); განუახლა სისხლის ფასი მცხეთიშვილობის ძველი სასისხლო სიგელის საფუძველზე ელიოზისძე-სეფიშვილ მამისთვალას - 600000 კირმანეული თეთრი (1457 წ. IV. I. Sd-2887-ვ სას), წინამძღვარ გიორგი ჟურულს - ბიძამისის, გიორგი მეფის მიერ 1460 წ. ბოძებული სასისხლო სიგელის წყალობა (1472 წ. Qd-7118 სას.), არჯევან ავჟანდაძეს - ლიონ მეფისაგან ბოძებული სასისხლო სიგელი და გაუჩინა სისხლის ფასი - 200000 ძველი ცხუმური თეთრი, 12 გლეხი, 12 თეთრი ჯორი, 12 თეთრი ქორი, 12 მეძებარი და 12 თეთრი მიმინო. განუახლა აგრეთვე მეფე კონსტანტინე აღმაშენებლის მიერ მიცემული, სკანდას და გოგს ქვემოთ, ძევრეისა და ყვირილას შესართავთან, ფისისანის და ჩხარას ადგილების სატყისმცველო (1452 წ. sic [1475 წ.] Sd-521 სას.); შესწირა მთის წმინდა გიორგის: სახადს აგარა მამულით, ჟამთა ვითარებისაგან აოხრებული, ოდესღაც დიდი სოფელი შაორი,სადაც ძველთაგან შაორის მთავარმოწამე ყოფილა დასვენებული. ეს სოფელი ბაგრატს ახლად აუშენებია, დაუსახლებია და შემდეგ შეუწირავს მონასტრისათვის; ადგილი - დვალთ სამარხსა და შარაულას შუა, წყალს გაღმა-გამოღმა, საწალიკეს აქეთ, სადაც მეფესა და მებართლომეს (sic)არ ჰქონდათ ნადირობის, თიბვისა და თევზაო ბის უფლება; შავრს - სამი კაცი: სულაძე, გვენცაძე და ფაქიოტიძე მამულებით იმ პირობით, რომ გარეყანიძის გვარის კაცს მათზე უფლება აღარ ექნებოდა; თხმორი, ძმუისი ცხრათავით; კაციეთს - ბელუშაძენი და ზაქარაძენი; კაციეთს - ადგილი სომყეთის ჭალასთან, რომლის ზედა საზღვარი ქვაყუნტად იყო წოდებული; ადგილი ზენათშუა, ველიეთის მინდორსა და სომყეთის ჭალას აქეთ; წნორს - მითათიშვილები, ჭლიკაძენი და აგარა, რომელიც სასახლედ ჰქონია მებართლომეს; ჭაშლეთს - ჭუჭულაძენი და ქოთბოძეიძე მამულებით იმ პირობით, რომ ინასარიძის გვარის კაცს მათზე ხელი უნდა აეღო; ბობოთს - ერაძენი მამულითურთ, იმ პირობით,რომ ღაღანიძისა ძაგანისშვილის საქმეს არ დაიდებდნენ; ფონას - ნიზბეგანიძე მამულით; სურამი, სადაც მებართლომე კაცის გარდა, სხვისი ხელი არ შევიდოდა ([1463-1478 წწ.] Sd-2898/2899); მისი „კითხვითა და ნებართვით“, დავით კათალიკოსმა მცხეთიშვილ ოქროპირ მაღალაშვილს უწყალობა ივანიასძეთა ნაქონი მამულები (1472 წ. Ad-1498-3), განაახლა მთის წმინდა გიორგის ტაძარი, გადახურა ტყვიითა და სპილენძით, მოაჭედინა, შეკაზმა წმინდა გიორგის, წმინდა მარინესა და სხვა „ბნელი“ ხატები ([1463-1478 წწ.] Sd-2898/2899), იმარინდო ამილახორსა და კათალიკოსს შორის სამამულე დავის გამრიგეებად და „შუადამხდომებად“ დაუდგენია ღუღაბერისძე და ინასარიძე (XV ს. ბოლო მეოთხ. 1449-1628); იხსენიება: მისი მეფობის მეხუთე ინდიკტიონს დაიწერა დავით კათალიკოსის მიერ მახარებელ მაღალაძისათვის მიცემული მამულისა და სახელოს წყალობის წიგნი (1470 წ. Hd-1352), ერისთავმა ქვენიფნეველმა მისი მეფობის დროს აღადგინა ლარგვისის მონასტერი და შესწირა მას სოფლები (1470 წ. Qd-9020 ა), მისი მეფობის დროს დაიწერა ნიკოლოზ პალატისშვილის მიერ გოგიტა არდაშერასშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნი (1477 წ. 4. VII. Qd-9814 ა), ზევდგინისძის საჩივრის წიგნში აღნიშნულია, რომ მან გაილაშქრა ქუთათისს და შეებრძოლა გიორგი მეფეს, რომელიც ამ ბრძოლაში დამარცხდა ([XV ს. ბოლო მეოთხ.] Hd-1800), ბაგრატი გადმოსულა ქართლს და თაყა [ფანასკერტელ-ციციშვილის] წინააღმდეგ გაულაშქრია. გამრეკელ [ჯავახიშვილი] გიორგი მეფის ნებადაურთველად თაყას მისახმარებლად წასულა, შვიდჯერ შებმია ბაგრატს და ციციშვილების მამულის ალაფი დაუყრევინებია ([1466-1478 წწ.] Sd-1242), გამრეკელ ჯავახიშვილი თავისი ცოლის, გულსურაბის წინააღმდეგ აღძრულ საჩივარში აღნიშნავს, რომ გულსურაბი ბაგრატთან დასმენას უპირებდა თავის ქმარს, რათა შემდეგ მეფეს ჯავახიშვილები ამოეწყვიტა([1466-1478 წწ.] H-1570); ბაგრატის თანადგომით, იერუსალიმისა და ანტიოქიის პატრიარქმა მიხაილმა ცაიშელ-ბედიელი იოაკიმე აკურთხა კათალიკოსად (1470-1474 წწ.] 1448-5020), ზევდგინისძეთა საჩივრის წიგნში მოთხრობილია, რომ როცა [ყვარყვარე] ათაბაგმა გიორგი მეფე დაატყვევა, იგი ქართლში გადმოსულა. აქ ბაგრატის ყმა გამხდარა დავით [ბატონიშვილი], რისი წყალობითაც მას მამული დაუმტკიცებია მომჩივან ზევდგინისძისათვის. ამას გარდა, ბაგრატს მისთვის უბოძებია გორის მოურაობა, რისთვისაც ზევდგინისძეს წიწამურიდან მისთვის 100 კოკა ღვინო მიურთმევია. „თათრების“ მოსვლის ჟამს მას უბრძანებია ამილახორ [ზევდგინიძისათვის] გორს შედგომა. ბაგრატს დიდი მალი დაუწესებია, რომლის გადახდაც მისი გარდაცვალების შემდეგ უზუნასანმა კონსტანტინე მეფეს მოსთხოვა (XV ს. ბოლო მეოთხ. Hd-14903).
ბაგრატ
გორგასალი [ბაგრატისა]გან ბაგრატოვანებით [აღმოცენებული], აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფე, შავშენ და შარვაშინ, ყოვლისა ჩრდილოეთისა აღმოსავლეთით ვიდრე დასავლეთამდი თვით ხელმწიფედ მქონებელ-მპყრობელი, მეფეთ-მეფე. გაუჩინა სისხლის ფასი - 120000 ძველი კარმანაული თეთრი ივანე თულასძეს იმ ჟამს, როცა ლაგიანის აზნაურიშვილს დემეტრე თულაძეს სანადიროში ნანია გერგეხელია შემოაკვდა (XV ს. Sd-796-სას).
ბაგრატ III - (მეფე იმერთა) [1484],-1558,[1565] წწ.
დიდი (1554-[1565] წწ. Qd: 6937, 1317 სას., 1448-5033). იესიან-დავითიან-სოლომონიან-ბაგრატონიანი გვირგვინოსანი, აღმოსავლეთით ვიდრე ლიხთ-იმერისა და ლიხთ-ამერის თვითფლობით მპყრობელი მეფეთ-მეფე; აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა მეფე, შანშე და შარვანშე; იესიან-დავითიან-სოლომონიან-ბაგრატუნიანი, ნებითა ღმრთისათა აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, ჯიქთა, ალანთა მეფე, შანშე და შარვანშე, აღმოსავლეთით ვიდრე დასავლეთამდე ჩრდილოეთისა ლიხთ-იმერისა და ლიხთ-ამერისა მპყრობელი, ღმრთივ გვირგვინოსანი (1512-1514 წწ. ქმ. №1633 სას., 14485036 სას.); ძლიერი, უძლეველი, სვიანი, მორჭმული, თვითმპყრობელი, აღმოსავლეთით დასავალამდე მფლობელ-მპყრობელი, ღმრთივ-გვირგვინოსანი მეფეთ-მეფე ([1529-1532 წწ.] Sd-2895). ჰყავს: მამა იმერთა მეფე ალექსანდრე II იხ. ([1510]-[1524]) წწ. 1449: 1581, 1671), დედა - დედოფალი თამარ (1510-1519 წწ.] 1449-1581), ძმები: ვახტანგ ([1510], 1511-[1524 წწ.] 1449: 1581, 1671, Hd-2118), გიორგი ([1510-1511 წწ. 1449-1581, Hd-2118), დავით ([1510]-[1524 წწ.] 1449: 1581, 1671), დიმიტრი (1511 წ. Hd-2 118), თანამეცხედრე ელენე (1514-1554, [1565] წწ. 1448-5036 სას., Sd-2894, 1448-5012, ქმ. №745, ლაი P 22 ა, Hd-11201, Qd: 1317, 6937 სას.) შვილები: იმერთა მეფე გიორგი II, იხ. (1514-[1565 წწ.] 1448-5036 სას., Qd-6937 სას.), თეიმურაზ (1514-1545 წწ. 1448-5036 სას., Sd-2894, ქმ. №745), ვახტანგ (1510-1565 წწ. 1448-5012, Qd-6937 სას.), კონსტანტინე (1514-1545 წწ.1448-5036 სას. ქმ. №745), რძალი თამარ, იხ., შვილიშვილი იმერთა მეფე გიორგი III, იხ., უწყალობა: ზაქარია ფანასკერტელ-[ციციშვილს] რუისში თვალიაშვილი მკვიდრი და „მომატებული“ მამულებით, გივიაშვილები მთელი მამულით, ზვრის ბოლოს სამი განაყოფი ნაზვრევით, ხუთი დღის მიწით, წინუბანში 95 დღის მიწა. სახასო მამულებიდან - ტინისხიდში თავაქალაშვილისეული მამული, ბახჩაშვილი და მკერვალიშვილების ორი განაყოფი (1511 წ. IX. 15. Hd-2118), სეფეჯვარისმტვირთველს იოსებ ფანჩულიძეს - მთავარანგელოზის ნაოხარი ეკლესიის მიმდებარე მამულის ნახევარი, რომლის მეორე ნახევარიც იოსებს ბაკურაძისაგან ჰქონია ნაყიდი. დაავალა მას მურვან-ყრუს შემოსევების დროს დანგრეული მთავარანგელოზის ეკლესიის აღდგენა და მის სახელზე აღაპის გაჩენა დიდმარხვის ჟამს (1527 წ. IV. 27. Sd-2894),მთავარეპისკოპოს მელქისედეკის თხოვნით, ივანე ცირღილაძეს - ამოწყვეტილი გიორგი ივანწკეპლიძის მამული, საზაროს - ოთხი ტანი საფლავი ღმრთისმშობლის ეკლესიაში, გოდოგანს - ფუძედ ორი ოთხი კომლი ზედაშიძენი კახაბერას შვილნი,მელისპირაძე მამისთვალასშვილნი და მამაგულასშვილნი, ზედაშიძის სათიბის ნახევარი, რომლის მეორე ნახევარიც საყდრისა იყო (1545 წ. VII. 9. ქმ. №745), იობ ფანჩულიძეს - გელათში სენაკი, ტრაპეზის ქვეშ სათიბი, დუნაშვილის ვენახის გამოღმა, ვახტანგის სამწირველოს ზემოთ, სავენახე, კურსევს - ჭახრაკისძე მამულითა და ყმით ზევალაშვილით, რომელსაც დაუტოვა ერთი სამეფო სამსახური - კალატოზობა ([1510-1565 წწ.] 1448-5012); გაუჩინა სისხლის ფასი: ხუტუა გაბელიძეს 400000 ძველი კირმანეული თეთრი (1512 წ. IV. 13. ქმ. №1633 სას), გიორგი კალანდაძეს - 420000 ძველი კირმანეული თეთრი (1514 წ. IV.29. 1448-5036 სას), ფასაეჯუნის მთავარანგელოზის ყმას, კალანდი აფაქიძეს - 350000 ძველი თეთრი და 12000 სანახშირედ (1540 წ. A-1767. 20-21 სას), აზნაურიშვილ ჯაკვა შერგილაძეს- 20000 ძველი კირმანეული თეთრი (1554 წ. III.29. Q -1317 სას), მეღვინეთუხუცეს ბიძისთვალ მახარობელ (sic) გირგალაძეს - 200000 ყაზანური ძველი თეთრი ([1510-1565 წწ.] VIII. 10. -Qd-6937 სას); დაუმტკიცა: ივანე ცირღილაძეს მელქისედეკ კათალიკოსის თხოვნით საყდრიშვილობა და მეღვინეთუხუცესობა (1545 წ. VII. 19. ქმ. №745). შესწირა: გელათის ღმრთისმშობელს თავისი მშობლების, მეფე ალექსანდრესა და დედოფალ თამარის სულის შესანდობლად მარგველაშვილები და მწირველად დააყენა მოძღვართ-მოძღვარი ილარიონი ([1510-1519 წწ.] 1449-1581), ნიკორწმინდას - თითო კომლი მჭედლიძე, მურუზიძე, გეგეშიძე და სამი პარტახტი, ერთი კომლი საკუთარი ყმა, მჭედლიძე; უყეშს მცხოვრები სამი კომლი დონაძე,სამი დონაძისეული პარტახტი; ერთი კომლი გურაბანიძე, ერთი კომლი კიკვიძე; თლუღს - ერთი კომლი ჴელმოკლიძე, სამი კომლი კაცითაძე, ორი კომლი კაბილაძე; ხოტევს ოთხი კომლი კობახიძე, იწას - ოთხი კომლი ჭონაძე, ორი კომლი სტაჯაძე, ხოტევს - ერთი კობახიძისეული პარტახტი; ღვადიას - ოთხი კომლი მიწონელიძე, ერთი კომლი ვაწაძე; ბაჯს - ერთი მეგრელი, ერთი კომლი ნობერიძე, ერთი კომლი ჭუხულაშვილი, ორი კომლი ზაზიაშვილი, ერთი კომლი ჟღამაძე, ერთი კომლი კენჭაძე, ერთი კომლი მაღრიანი; ღადისს - ერთი კომლი ხიხაძე, ორი კომლი მღდელაძე, ოთხი კომლი ქაროზაშვილი, სამი კომლი ფოფხაძე, ორი კომლი ფანჯარაძე; შავრას - ერთი კომლი დვალაძე, მეტეხარას - ერთი კომლი ფანჯარაძე; ზნაკვს - ერთი კომლი კიკაულიანი,ერთი კომლი გვენცაძე, ერთი კომლი ივანტბელაძე; ხონჭიორს - ერთი კომლი ბუაძე,ოთხი კომლი ფოფხაძე, ორი კომლი გვენცაძე, ბაჯას ორი პარტახტი, გარეყანიძისეული სოფლები (1544 წ. VIII. 9. ლაი P-22 a), გელათის წმინდა გიორგის საყდარს - სამოქალაქოს ნიჟარაძისეული და მჴეციძისეული გლეხები, რომელთაც დაუტოვა სამეფო გამოსაღებებიც. ამას გარდა - სხვა ნაყიდი გლეხები: უყურეშლიძე, მამრიკ[ისშ]ვილები, ციხისთვისეული გლეხები, რომლებიც გაათავისუფლა გამოსაღებებისაგან შეკრიბა წმინდა გიორგის საყდრისათვის ძველად შეწირული მამულები, რომლებიც ჟამთა ვითარებისაგან მოშლილიყო და მოძღვარს მიაბარა. შესწირა აგრეთვე: ზღუდის გარეთ გლეხი, საბა მოძღვრისეული სენაკი ჭურ-მარნით, ვენახით, სახარდნით, საბოსტნით; ერთი მეახორე სახლ-კარით, ჭურ-მარნითა და ვენახით; ოხომირას. - ოთხი გლეხი ვირსელაძენი, იბრ[იალაძეები] - ორი კომლი და პარტახტი-ორი; ჯონიას - ათი კომლი მემნაძე; ნაბოსლევს - ორი კომლი კოზოასძე; კურსებს - ორი პარტახტი, რომელზედაც თუ კაცი არ დაესახლებოდა და ისე მოიხმარდა, ღალას გამოიღებდა, თუ დაესახლებოდა - ბეგარას; მაღლაკს - ნიჟარაძისეული ოთხი კომლი ნაყიდი გლეხი: დემეტრა, გიორგი ლექვინაძე, თევდორა მებუნიშვილი და აბესალამა [ყამ]აზაშვილი თავ-თავიანთი ბეგრით; ნამაშევს - ნაყიდი ნიჟარაძისეული გლეხი მამუა ჭოლაიძე თავისი ბეგრით. ეს [ცხრა] კომლი კაცი და ორი პარტახტი ესტატე ნიჟარაძეს ლაშხიშვილისათვის ნასისხლად მიეცა, რომლისაგანაც ბაგრატს თეთრით უყიდია. ფარსმანაყანევს - მ[არდ]ალაშვილები ფუძედ ერთი და კომლად რვა: ესტატე მარდალაშვილი, მამისთვალა მარდალაშვილი, ნავროზა მარდალაშვილი, გოგილა მარდალაშვილი, მარდალაშვილი, გიორგი მარდალაშვილი, ესაია მარდალაშვილი,მიქელა მარდალაშვილი. თვითეულს ევალებოდა ბეგარა: ორმოცი კოკა ღვინო და ორი თეთრი. შესწირა ერთი პარტახტი, რომლის ამშენებელს ოცი კოკა ღვინო უნდა გამოეღო, თუ დაესახლებოდა. ბეგარა, სხვა ორი პარტახტი, სადაც ვინც „ჭამდა” ღალა უნდა გამოეღო, თუ დაესახლებოდა - ბეგარა. მარდალაშვილები მხეციძის ცოლის ნამზითვი ყმები ყოფილან და ბაგრატს მისგან თეთრით უყიდია. მესხეთს - სამი კომლი და ნახევარი პარტახტი ღანდურისძენი თავიანთი მამულებით; ჭოლევს - ერთი კომლი უყურშელიძე; რიონს - მამრიკისშვილი ნაცვალი და მისი განაყოფები, სამი კომლი; ზემო ქუტირს - ორი კომლი ფეტუშნელიძე, ეს გლეხები უშვილოდ გარდაცვლილი ციხისთავის, ღოღაბერიძის მკვიდრნი ყოფილან და ბაგრატს „ნაშვილობით“ მიუღია; ნავენახევი, რომელიც ჟამთა ვითარებისაგან ღოღა ბერიძეს დაუჭერია და სააზნაურიშვილოდ შეუქმნია, შემდგომ მხეციძეს უშოვია, ამ უკანასკნელისთვის კი „საუპატიოდ“ მეფეს ჩამოურთმევია. ეს ნავენახევი ძველად ორი ფუძე ყოფილა და სასვიმანეთო შარაზე არ გადიოდა, შემდგომ იგი ბაგრატს აუშენებია და სხვა გვარის კაცებიც დაუსახლებია ზედ. დაიწესა წელიწადში ოთხი აღაპი და წირვა თორმეტ საუფლო დღეს. თავის მწირველს, აგრეთვე აღმაშენებლის, ვახტანგ და ალექსანდრე მეფეებისა და პატრონ გიორგის მწირველებს გაუჩინა სარგო (1545 წ. VI. 2. Hd-11201); შესწირა ბიჭვინტის ღმრთისმშობლის საყდარს თავისი საძვლე - გელათს სადედოფლო საყდარი წმინდა გიორგის სახელობისა 100 კომლი კაცით; რაჭას - სოფელი ბარი, სასახლე და მონტეკა ერთი აზნაურისშვილი ჩიკუტიძე ოცდაათი კომლი კაცით, მონასტერი ციხისა; ლეჩხუმს - საჩხეური, წუგნა, კუბლევი ოცდახუთი კომლი კაცით, ოფჩას ბურჯანაძენი რვა კომლი კაცით; ნავენახევის სასახლე ოცდაათი კომლი კაცით; ხრუდო სათევზედ, ჭიშურას გამოღმა - სოფელი ჭალასთავი, ქუთათის - სოფია წმიდის საყდარი ექვსი კომლი კაცით, ჯიმასტაროს ევდემონ კათალიკოსის მიერ ნაყიდი და ბიჭვინტისათვის შეწირული სასახლე თორმეტი კომლი ([1557-1565 წწ.] 1448-5033); პირობის წიგნი მისცა ნებისსოფლელებს და თხილელებს, რომ მათ მეფე ალექსანდრეს აღაპის გარდა არავითარი გამოსაღები არ ეთხოვებოდათ ([1510-1524 წწ.] 1449-1571); დაამტკიცა უცნობი პირის (აბულახსარის?) მიერ კაცხის მონასტრისათვის ბოძებული შეწირულება - მამული კახაბერიძის ზღვრამდე (1556წ. ახლო. A-484, 324 v); სხვადასხვა: მისი ნებართვით, აბულახსარმა კაცხის მონასტერს შესწირა ყმები ([1515-1535 წწ.] H-1781, 18 r-19 r), აღადგინა ნიკორწმიდის დაკნინებული მონასტერი, შექმნა იგი საეპისკოპოსო საყდრად და დასვა ეპისკოპოსად მანოელი (1544 წ. VIII. 9. ლაი P-22 a), მეორედ აღაშენა და შეამკო გელათის წმინდა გიორგის სადედოფლო მონასტერი, შექმნა იგი სამარხად და საძვალედ (1545 წ. VI. 2. Hd-11201) იხსენიება: მისი მეფობიდან მესამე ინდიკტიონს უბოძებია ილარიონ მოძღვარს გელათის ხახულის ღმრთისმშობლისათვის შეწირულების წიგნი (1513 წ. Qd-8512), მას ქუთაისის საყდრისათვის შეუწირავს მღვდელი სვიმონ ფანცხავა და მისი ძმა ნიკოლოზი (1558 წ. H-626), მელქისედეკ გენათლის მიერ ივანე ცირღილაძისათვის მიცემულ ყმა-მამულის წყალობის წიგნში აღნიშნულია, რომ ბაგრატ მეფეს უბოძებია ცირღილაძეებისათვის ეს მამულები ([1548 წ.] Hd-1573), მალაქია კათალიკოსის მიერ გელათის მიტროპოლიტ მელქისედეკისათვის ბოძებულ ეპისკოპოსად დადგინების გუჯარში აღნიშნულია, რომ ბაგრატმა დააარსა გელათის საეპისკოპოსო ([1529-1532 წწ.] Sd-2895), მიქელ ყანჯირაშვილის მიერ ფარსადან მარტიროზიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნის ფიცის ფორმულაში ([XVI ს. I ნახ.] 1450-1/138), გიორგი მეფის მიერ კაცხის მონასტრისათვის მიცემული ყმების შეწირულების წიგნის მიხედვით, მას „უკეთურთა და განდგომილთა კაცთა” მიზეზით მეფეთაგან იავარქმნილი კაცხის მონასტერი მიუცია აბულახსარ ამირეჯიბისათვის, რომელსაც იგი განუახლებია და შეუმკია (1615 წ. H-1781, 35r-37 v), უცნობი პირის შეწირულების წიგნში აღნიშნულია,რომ ჯიქთუბანს ... სათევზე-საღობო ბაგრატ მეფის შემდეგ „დაკარგულიყო და მოშლილიყო“ ([1616-1658 წწ.] Hd-11205); ხელს ურთავს შემდეგ საბუთებს: (ლაი P-22 a, Hd-11201).
ბაგრატ - 1487-1540 წწ.
[მუხრანის ბატონი] ჰყავს: მამა ქართლის მეფე კონსტანტინე II. იხ., ძმები: ქართლის მეფე დავით X, იხ., გიორგი-გერასიმე, იხ., შვილები: ერეკლე (1540-15 48 წწ. 1449-1497, Ad-1585), არჩილ, აშოთან, ვახტანგ (1540 წ. 1449-1497). შესწირა [სვეტიცხოველს] - აღაიანში [ვაშაფე]რიძე, გიორგაშვილი, გრძელას - ერთი ვენახი, ბულაშვილის, ურია-ყოფილისა და ლეკიშვილის ვენახები ტარიელის ყმებისა და ვენახის გარდა, საინბეგაშვილის, დავლათარაშვილის, სარუაშვილის, ფარილუსას ვენახები, ავაგაშვილისა და სარგისაშვილის ვენახების კულუხი, ბუკისძისეული, ჩეკურასეული, გოგიჩასეული ვენახები, ქადისგულისა და ხოზლისაგან თითო ვენახის კულუხი (XVI ს. I ნახ. 1449-1627); დაამტკიცა: ქვენიფნეველ ერისთავის მიერ შიომღვიმის უდაბნოსათვის მიცემული შეწირულების წიგნი ([1498 წ.] 1449-1614); მისი ნებართვით, გიორგი-გერასიმემ სოფელი ზერტები შესწირა სვეტიცხოველს (1540 წ. 1449-1497); იხსენიება: მას დაუჭერია სვეტიცხოვლის მამულები: მისაქციელი, კუნელნი, შარაფხანა, ჩუქურთა, საზღვარზე ბურდიაშვილი წაურთმევია მცხეთისათვის, ქსანს გადაღმა ჭალა და მამული. კუნელთა საზღვრებთან აუშენებია სოფელი თეკენა ([1519-1530 წწ.] 1449-1619), ერეკლე [მუხრანის ბატონიშვილისა] და ბარძიმ ამილახორის სამამულე დავის განჩინების წიგნში ნათქვამია, რომ ბაგრატს თაყა ამილახორთან სამამულე დავა ჰქონია ([1527-1558 წწ.] Hd-13750), ლუარსაბ მეფის მიერ კათალიკოსისა და წილკნელისათვის მიცემულ მუხრანულ საზღვრებზე დავის განჩინების წიგნში აღნიშნულია, რომ ბაგრატი ჩუქუნუნურ საზღვარზე ედავებოდა ათანასე აბრამიშვილს, ამ უკანასკნელს ჰქონია კონსტანტინე მეფის სიგელი ბაგრატის ხელრთვით ([1527-1556 წწ.] 1449-1591), ბასილი კათალიკოსს მისთვის მიუცია მცხეთის საყდრის მამული: კუნელთა ნაწილი, მისაქციელი და თეკენა (1532-1538 წწ.) Ad-550), ლეონ მეფის მიერ სვეტიცხოვლისათვის მიცემული შეწირულების წიგნში აღნიშნულია, რომ ბაგრატის ვაჟმა, ერეკლემ ცოლად შეირთო ლეონ მეფის ქალიშვილი, ელენე (1548 წ. Ad-1585).
ბაგრატ - 1551-1580 წწ.
[ბატონიშვილი], შვილი რამაზ ბატონიშვილისა, იხ., [ელისე] თბილელსა და მერაბ ყორღანაშვილს შორის სამამულე დავის განჩინების წიგნის თანახმად, იგი ყოფილა საბარათიანოს სარდალი (1635 წ. XI. 14. 1449-2649).
ბაგრატ - ბატონიშვილი, შვილი იმერთა მეფის,გიორგი II-ისა, იხ.
პანკრატ - ბატონიშვილი, შვილი იესე-ხანისა, იხ.
ბაგრატ - ბატონიშვილი, შვილი კახთა მეფის, დავით I-ისა, იხ.
ბაგრატ VII (ბაგრატ-ხანი) - [1569], 1602-1619 წწ.
მეფე, ჰყავს: მამა დაუთ-ხანი (დავით XI ), იხ., ძმა მეფე როსტომ, იხ., თანამეცხედრე დედოფალი ანა (1618 წ. Ad-1630), შვილი მეფე სვიმონ II (1619 წ. Sd-736), რძალი ანა (1618 წ. Hd-13105). უწყალობა: სომხითის მელიქს, ათაბაგ მირიმანიძეს ქვემო წერაქვი, რის სამაგიეროდაც გამოართვა ლუარსაბ მეფის მიერ ნაბოძები ქარტაკი და გელაქთაგი, რომლებიც უბოძა ბადიზამანასშვილებს და ბატონისშვილს (1616 წ. XI. 8. 1448-1024), თავის რძალს, ანას და თინათინს - ქალაქს ასატურა და შაჰ[ა]სლანა შერგილაშვილები მამულით და მათზე დაწესებული ბაჟით (1618 წ. IX. 11. Hd-13105), კავთისხეველ ციხოველ იმნაძეს - მეჯინიბეობა და გაათავისუფლა იგი გადასახადებისაგან (1618 წ. IV. 4. 1448-252), ნასრ თუმანიშვილს - სომხითს ნასოფლარი ხანძორისი (1618 წ. Ad-973 ა); განუახლა წყალობა: გიორგი სააკაძეს - სვიმონ, გიორგი და ლუარსაბ მეფეების დროს ნაწყალობევი სახელოსა და მამულებისა (1616 წ. Hd-14418), ბაადურ ციციშვილს - მისი სამკვიდრო სოფლების, დაღეთისა და წინწყაროსი (1617 წ. 1450-37/190), ქაიხოსრო გურამიშვილს, ლიხთიმერეთიდან დაბრუნებულს, სამკვიდრო მამულისა (1618 წ. III. 4. 1450-19/98), ზაალ გურამიშვილს - სოფელ ახალციხისა (1618 წ. 19. 7. 1450-19/106), შიოშ სოლაღაშვილს - კუმისს მისივე მკვიდრი მამულისა (1619 წ. 10. VIII. Sd-736); შესწირა სვეტიცხოველს: სოფლები ახალციხე და აგარაკი (1618 წ. 1449-2641); გაარჩია დავა: სოფელ მლაშეს თაობაზე თეიმურაზ მუხრანბატონსა და ნუგზარ ერისთავს შორის. დაადგინა, რომ ორივე მხარეს თორმეტ-თორმეტი კაცით უნდა დაეფიცა ([1616-1619 წწ.] 1461-3/34); უბრძანა: თავის მოხელეებს, რომ სვეტიცხოვლის ყმებისათვის ბაჟი არ გამოერთმიათ (1617 წ. ქრ. II. 442), ქალაქის მელიქსა და მამასახლისს, რომ სვეტიცხოვლის ყმებისათვის ქალაქში ბაშმალა არ მოეთხოვათ (1616-1619 წწ.] 1448-1261); სხვადასხვა: მისი ბრძანებით, ქრისტეფორე კათალიკოსმა იესეს სამოურაოდ უბოძა სოფელი ზერტი (1618 წ. IX. Ad-1630), მისი ბრძანებითა და სახლთუხუცეს აღათანგის მოწმობით, ლუარსაბ ქანანაშვილმა შუა ბოლნისის მამასახლის ბერუასთან ერთად გაყო ჭრეშის მელიქის - მირიმანას მამული (1619 წ. 1450-26/5); იხსენიება: მიქელა კოპაშვილის მიერ თაყა ბარათაშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნის ფიცის ფორმულაში ([1615-1619 წწ. Qd-7013), [ჯავახიშვილის] საჩივრის წიგნში: მისი ყაენთან ყოფნის დროს მასთან დაახლოებული ყოფილა მომჩივანის პაპა ([1615-1619 წწ.] Hd-2272), მის ყმას დაუხარჯავს იმერთა მეფის, გიორგის 20 თუმანი. გიორგი მეფემ დაავალა შიოშ მდივანს, მოხმარებოდა ვალის აღებაში და თან წერილი მიერთმია ბატონ ბაგრატ-ხანისათვის ([1616-1619 წწ.] Hd-15014), მას უბოძებია: ყორღანაშვილებისათვის გიორგი და პაპუნა არდაზიანდიშვილების ნაქონი მამული (1635 წ.IX.10. 1450-1/6), ნასრ თუმანიშვილისათვის - ნასოფლარი ხანძორისი (1637 წ. III. 27. Ad-973 ბ), როსტომ მეფის მიერ სიაუშ სოლაღაშვილისათვის ბოძებულ წყალობის წიგნში აღნიშნულია, რომ ბ ა გ რ ა ტ ს დაუმტკიცებია სოლაღაშვილებისათვის ქალაქში ყმების ნასყიდობა (1637 წ. I. 4. Sd-743), მის მეფობაში შეყრილან შიოშ და ბიძინა სოლაღაშვილები. ბიძინა შიოშის შვილებს ედავებოდა მათივე განაყოფის, სუჯადინის მამულზე. შიოშ სოლაღაშვილის შვილებმა დავის განხილვის დროს ბაგრატის წიგნები წარმოადგინეს (1646 წ. Sd-744), მისთვის ჰქონია მიცემული შაჰაბასს იმერეთში გაძევებული თეიმურაზის სამფლობელო - კახეთი (1648 წ. ქრ. II. 461-464), ბეჟან ნასრიაშვილს როსტომ მეფემ განუახლა ბაგრატის მიერ ნაბოძები ხანძორისის (|| სანძორისის) წყალობა (1652 წ. 1450-28/4), თუშმალ ზურაბასა და სანაინის ეპისკოპოსს შორის საზღვრებზე დავის განჩინების წიგნში აღნიშნულია, რომ ყულიას სადაო მიწიდან ღალა ბაგრანტის დროს აუღია (1679 წ. VI. 10. 1450-286); ხელს ურთავს შემდეგ საბუთებს: Sd-61, 1448-1024, Hd-14418, Sd-736, 1448-1261.
ბაგრატ - 1622-1687 წწ.
მუხრანის ბატონიშვილი, ჰყავს: მამა თეიმურაზ მუხრანის ბატონი, იხ., [ძმა] ვახტანგ ბატონიშვილი (შემდგომში ვახტანგ V), იხ., [ბიძაშვილი] აშოთან მუხრანის ბატონიშვილი, იხ., თანამეცხედრე ელენე (1687 წ. 1461-3/134), შვილები: ნიკოლოზ, ბოვნელი ეპისკოპოსი, იხ. სვიმონ (1665 წ. სს. 1. №213). იყიდა ფასინა იესაშვილისაგან სასხორში მიხითარა ხერადინაშვილისაგან ნაყიდი ვენახი (1665 წ. სს. I. №213); მოწმე დომენტი კათალიკოსის მიერ ზაზა ციციშვილისათვის მიცემული ციცი ციციშვილთან სამამულე დავის გარიგების წიგნისა (1671 წ. Ad-1337).
ბაგრატ IV - (მეფე იმერთა), 1660-1680/[1681]წწ.
მეფე, ღმრთივ-გვირგვინოსანი, ღმრთივ აღმატებული, ღმრთივ-დამყარებული, ძლიერი, უძლეველი. ჰყავს: მამა იმერთა მეფე ალექსანდრე III (1673 წ. ქმ. №973), დედა [დედინაცვალი] დედოფალი ნესტანდარეჯან, იხ., თანამეცხედრე: დედოფალი ქეთეონ (1660 წ. ახლო. Ad-598 ა), დედოფალი თამარ ([1660], 1664-1680, [1687] წწ. 1448-1534, 1449-82, Hd: 9546, 2246, 1448-3221, ქმ. №973, Hd-9388, 1449-1028, H-1781 13 r 15 r, 17 v. 18 r-19 r, Hd-14781, ქმ. №1395 ,Hd-2001, 1448-1516), შვილები: გიორგი (1677-1680 წწ.1449-1028, Hd-2198), დარეჯან, პაატა აბაშიძის თანამეცხედრე ([1684 წ.] სკ. III. 52-57). უწყალობა: ხოსია ჯაფარიძეს ზეგლევს მისი განაყოფის, ლომკაც ჯაფარიძის ნაქონი ხუთი კომლი (1665 წ. Hd-9546), ქაიხოსრო წერეთელს - ძევერს გოჩია გიორგაძე (1666 წ. Hd-2246) ვახტანგ აგიაშვილს - მამამისის, თეიმურაზის ყმა-მამული, რომელიც იმჟამად ვახტანგის ბიძას ეჭირა და ცუცხვათის ციხისთავობა (1673 წ. ქმ. №973), ქაიხოსრო წერეთელს... მისი ძმის, პაატას აზნაურიშვილი, გლეხით, სასახლით, მამულით და მიწა-წყლით (1673 წ. Hd-9388), გიორგი აბაშიძეს - ოცი კომლი კაცი ვერტყვილას, ხუნე[ვ]ს, ლაშეს და ლუხადას (1677 წ. 1449-1028), ყუდანათ წერეთელს - ერთი კომლი გლეხი წირქვალს, ჭიტაძე იორდანე და მისი ძმები გიორგი და გოჩოლა, მახათაძე, შოშიტა და მისი ძმა გოჩა; კაცხს - ერთი კომლი ზაქუტა კუპატაძე; საკურნეს - ნასყიდა და დათუნა გოგსაძეები (1678 წ. Hd-14781), მთავარეპისკოპოს სვიმონ საყვარელიძეს და მის ძმისწულ პაატას დაუბრუნა მათი ოჯახის სამკვიდრო მეჯინიბეთუხუცესობის სახელო (1679 წ. ქმ. №1395 ), ქაიხოსრო წერეთელს უწყალობა კაცია იაშვილი, მისი ძმები: გიორგი, დათუნა და ფაცია ცოლ-შვილითა და მამულით; საფალავანდიშვილო სანადირო - მთაჭალელ აბაშიძესა და საუფლისწულო საზღვრებს შუა (1680 წ. Hd-2001), ქაიხოსრო წერეთელს - პაპუნა და ფრიდონ ფალავანდიშვილები, გეგუთს - მამუკა თვალიაშვილი (1680 წ. Hd-2198.); მასვე - საფალავანდიშვილოში ბასილიძეები: გიორგი, დათუნა, შიო და ივანე (1680 წ. Sd-509), მასვე - ლევან აბაშიძის მამულიდან გორისაში - სამი კომლი შეყრილაშვილები, ორი კომლი ნადირაძეები და ბეგიასეული პარტახტი, არგვეთს - მამუკა ხარშილაძე ([1660-1681 წწ.] Sd-516), სეხნია შუბითიძეს - გიორგა გიორგაულისა და ივანე შუბითიძისეული მამულები ([1660-1681წწ. Hd-11461 ა); ნიკორწმინდას - გედევანის ეპისკოპოსობის დროს - განუახლა მეფე ალექსანდრეს მიერ სვიმეონის ნიკორწმინდელობის დროს ბოძებული დათუა მღვდელაძის შეწირულება ბაჯაში (1660წ. 1443-2143); პირობის წიგნი მისცა: ვერტყვიალელს, ხუნელს და მოლაშვილს მფარველობის შესახებ ([1660-1681 წწ. 1450-24/148), ვახტანგ აგიაშვილს, იმის შესახებ, რომ მამამისის, თეიმურაზ ციხისთავის სიკვდილის შემდეგ თეიმურაზის მამულს მას უწყალობებდა ([1663-1673 წწ.] 1449-82); დაამტკიცა: გიორგი მეფის მიერ 1604 წ. გელათისათვის ბოძებული კურსებიდან სამეფო თეთრის შეწირულების წიგნი ([1660-1681 წწ.] 1448-2158); მისი ნებართვით: გენათელ-ნიკორწმინდელმა გედეონმა გელათს შესწირა კაცია კუჭაიძისაგან ნაყიდი მაჭუტოური მამული (1664 წ. 1448-1534), მღვდელმა დავით ჭიჭინაძემ ქუთაისის ღმრთისმშობელს შესწირა ბაკისუბანს ერთი კომლი ტატია ყვიცარიძე, ქვიტირს - ერთი კომლი მახარა ფეტვისნელიძე ([1669 წ.] 1448-322); იხსენიება: არჩილ მეფის მიერ ქაიხოსრო წერეთლისათვის მიცემულ ყმა-მამულის წყალობის წიგნში აღნიშნულია, რომ ბაგრატს ქაიხოსრო წერეთლისათვის გამოურთმევია იონათამ და გიორგი ქავთარაძეები და უწყალობებია გივი ქავთარაძისათვის ([1661-1663 წწ.] Hd-8611), მას უბოძებია გაბრიელ ცაგერლისათვის ტვიშში ნასხიდა სვანაძე და მისი ძმისწულები (1660-იანი წწ. Qd-9085- ჱ), მის მეფობაში განახლდა და გადაიწერა აბულახსარ ამირეჯიბის შვილის მიერ (1515-1535 წწ.) კაცხის ეკლესიისათვის მიცემული ყმა-მამულის შეწირულების წიგნი (1677 წ. H-1781, 13 r-15 r, l6 r-l7 v, 8 r-19 r). მას უბოძებია პაატა აბაშიძისათვის საზანოს სამაჭავარიანო სასახლე ([1684 წ.] სკ. III. 52-57), ერთი იმერული საბუთის ფრაგმენტში მის სახელზე დაწესებული ჩანს მოსახსენებელი (1687 წ. ახლო. 1448-1516); მისი ბეჭედი უზის შემდეგ საბუთებს: Hd: 9466, 9546, 2001, Sd-509, 1448: 2158, 233).
ბაგრატ - 1677-1692, [1703] წწ.
ბატონიშვილი, ჰყავს: [პაპა] ქართლის მეფე ვახტანგ V იხ. (1688 წ. Hd-8415 ა), მამა ქართლის მეფე გიორგი XI იხ. ([1678 ), 1686-1688, 16921 წწ. 1450: 18/87, 18/86, Hd: 8415 ა, 1751), დედა დედოფალი ხვარაშან (1685-1703 წწ.] 1450: 18/87, 18/86), ბიძა მუხრანის ბატონიშვილი ლევან (1688 წ. Hd-8415 ა), და მარიამ, იხ., უწყალობა: სახლთუხუცეს ქაიხოსრო რატიშვილს შულავერს ყაზარა, მირაქა, სარდალა ახჯანაზაშვილები, თეთრუბანში პაპია, ბაბახანა, დემურა, ვართანა ყორხმაზაშვილები, კირაკოზა, პაპია, სარქისა, მიტიჩა სოჯუმაშვილები, ნარიბეგაშვილი აღაჯანა, იმ სამსახურის საზღაურად, რომელიც ქაიხოსრომ გაუწია მას და ლევან ბატონიშვილს ირანში, ყაენის კარზე ყოფნისას (1688 წ. X. 17. Hd-8415 ა), ბახუტა თურქისტანიშვილს - მისი განაყოფის, ქექებურაშვილის ყოფილი ყმები: სვიმონა და სეხნია ირემაშვილები ზვრის მეშვიდედით ([1685-1703 წწ.] 1456-18/86), ბეჟან თურქისტანიშვილს - ქექებურაშვილებისავე ნაქონი ყმა-მამული ახალდაბაში (1685-1703 წწ. 1450-18/87); მისი კარის დეკანოზი ყოფილა ქრისტესია (1687 წ. IV. 25. Sd-499); იხსენიება ქაიხოსრო ბარათაშვილის მიერ პაპუნა გოსტაშაბიშვილისათვის ბოძებული ნასყიდობის წიგნის ფიცის ფორმულაში ([1678-1692 წწ.] Hd-1751); მისი ბეჭედი უზის საბუთს 1448-521.
ბაგრატ - 1695-1700 წწ.
მუხრანის ბატონიშვილი, [სახლიკაცი] პაპუა მუხრანის ბატონიშვილისა, იხ., დაამტკიცა: 1698 წ. ზევდგინ ზედგინიშვილის მიერ წილკნის ღმრთისმშობლის ეკლესიისათვის მიცემული ყმა-მამულის შეწირულების წიგნი (1700 წ. Ad-1501 ვ).
გიორგი I
მეფე, მამა მეფე ბაგრატ IV-ისა, იხ., მას შეუწირავს მამულები მიჯნაძოროის მონასტრისათვის, რისი სიგელი მიჯნაძორელმა ბერებმა მეფე ბაგრატს წარუდგინეს ოპიზის მონასტერთან სამამულე დავის გარჩევის დროს([1054-1072 წწ.] Sd-1201).
გიორგი II - [1054]-1073 წწ.
კურაპალატი ([1054-1072 წწ.) Sd-1201), ბაგრატუნიანი, აფხაზთა და ქართველთა მეფე (1073 წ. 1448-5243). ჰყავს: მამა მეფე ბაგრატ IV, შვილი დავით კურაპალატი (შემდგომში დავით IV), (1073წ. 1448-5243). შიომღვიმის მონასტერს განუახლა მამულების შეწირულება თრიალეთსა და მანგლისის ხევს: „აგარაი ციხედიდს, გლეხნი და მიწაი ნიჩბისს, გლეხნი და მიწაი კოდალს, წინარეჯს და შუარეჯს, ადლითს, შედარს, ძუელ ღრდულეთს და ცხირეთს - ცხევერი და, გავაზელნი, გუელდესი და კოტმანი, კლდეკართა ქუეშე - ბორცუის ჯუარი და ბჭითი, ზეგანთა - მოუგონელნი, სვინეთს, ფურჴადს, ფიცეს; შეწირულ ყმა-მამულს მიანიჭა სამოხელეო და საგადასახადო შეუვალობანი (1073 წ.1448-5143).
გიორგი III - 1170-1177 წწ.
ბაგრატუნიანი, აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა მეფე შარვანშა და შაჰანშა, აღმოსავლეთისა და ჩრდილოისა მფლობელი (1170 წ. Hd-1351), სომეხთა მეფე (1177 წ. Ad-15). ჰყავს პაპა მეფე დავით IV, მამა მეფე დემეტრე I (1170 წ. Hd-1351), განუახლა შიომღვიმის მონასტერს შემდეგი სოფლების შეწირულება: „სხალტბაი და მათი კერძი გოროვანი“, ევაგრეს მიერ ნასყიდი, აგარაი, მთავარ ჯოჯიკისაგან ნასყიდი, რუეთი „ნასყიდი და შემოწირული“, შიოისუბანი, მონაზონთა მიერ ნასყიდი, ჩიქუნურნი, რუსის მიერ ნასყიდი, აშენებული და შემოწირული, ხორვაი, დემეტრე მეფის მიერ შეწირული, გოგრაჭისაგან შეწირული, ივანწმიდაი, გოდერძის მიერ შეწირული, დაოთი, კუირიკე კახთა მეფისაგან შეწი - რული, ალაჭინი, ხახუილაგისაგან შეწირული, თრიალეთს - ბჭითი, ადარნესესგან ნაყიდი და შეწირული, მანგლისისჴევს - ბორცუისჯუარი, ლიპარიტეთაგან წაღებული და შედმგომში პაპამისის - დავითისაგან შეწირული, მოუგონელთა, ფერჴადს და ფიცეს გლეხები, ცხირეთს - ცხევერი და გავაზელნი, თვით მღვიმისმიერ შესყიდული, კობალი, რატი სურამელის მიერ შეწირული, ნაყიდი და შეწირული გლეხები ნიჩბისს და სასხორს. გლეხები ციხედიდს, ქალაქს - ცხრა ქულბაქი: „ხუთნი სპარსობითგანვე და ოთხნი, რომელ უკანის მოუყიდიან და შემოუწირვან“. შეწირულ ქონებას მიანიჭა სამოხელეო და სასამართლო შეუვალობა. მღვიმეს დაუბრუნა მამამისის, დემეტრე მეფის მიერ გამორთმეული სოფელი წყალშატროანი,სამაგიეროდ ჩამოართვა საფურე სოფელი ქანდაი, რომელიც მეფის მონადირეთა სადგომად გამოაცხადა. რუეთი და სხალტბა გაათავისუფლა სახელმწიფო მოხელეთა ვალისაგან, რომელიც ამ სოფლებს დასდებიათ დემეტრე მეფის მიერ მუხრანის მშენებლობის დროს. რამდენიმე სოფელს დაუტოვა ნაწილობრივ სასეფო სამსახურიც: რუეთელებს,შიოისუბნელებს და ჩიქურნელებს - ორ-ორი დღე ხვნა და სამკალი. ოთხ სხელტბელ ჭურისმრეცხავს ორ კვირას სამეფო მარანში მუშაობა; აგარას - ერთ დღეს ბაზიართა ჩადგომა და ერთი ტაიჭის შენახვა თორმეტი რემით (1170წ. Hd-1351); მისი მეფობიდან 21-ე ინდიკტიონს მიანიჭა საქართველოს ეკლესიას შეუვალობა მას შემდეგ, რაც მეამბოხე დიდებულები, აზნაურები და ძმისწული [დემნა] დაამარცხა (1177 წ. Ad-15).
გიორგი IV - [1207]-[1222] წწ.
ბაგრატუნიანი, აფხაზთა, და ქართველთა,რანთა, კახთა და სომეხთა მეფე. შარვანშა და შაჰანშა, ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა ფლობით (|| თუითფლობით) მპყრობელი ([1207]-[1222] წწ. Ad: 18, 477), შვილი მეფე თამარისა, იხ., შესწირა გელათის მონასტერს სოფელი დერჩი და გაიჩინა მონასტერში სამწირველო ([1207-1208 წწ.] Qd-8511); ქართლის ერისთავის, სულა სურამელის თხოვნით, გამოიღო სოფელი სუელნეთი ქართლის საერისთავოდან და შესწირა ქვათახევის მონასტერს ([1207-1222 წწ.] Ad-18); მთავარეპისკოპოს იოანეს თხოვნით, შიომღვიმის სოფელი აგარა გაათავისუფლა „ზროხის შებმისაგან“, და გაიჩინა მონასტერში წირვა საუფლო დღესასწაულზე ([1211/1212 წწ.] Ad-477); იხსენიება: თამარ მეფის მიერ შიომღვიმისათვის ბოძებული შეწირულების სიგელის ლოცვის ფორმულაში (1195 წ. Ad-81), მეფე დავით [ნარინის] მიერ ხეფინისხეველთა და წაქველთათვის მიცემულ წყალობის სიგელში: მას უბოძებია ხეფინისხეველთა და წაქველთათვის შეუვალობა ([1261-1262 წწ.] 7346 ა).
გიორგი
შვილი მეფე [ულუ] დავითისა, ამტკიცებს კახა თორელის შეწირულების დაწერილს რკონის მონასტრისადმი ([1260 წ.] Sd-2859).
გიორგი V - 1325-1345 წწ.
მეფეთ-მეფე, იესიან-დავითიან-სოლომონიან-ბაგრატუანი, ნებითა ღმრთისათა აფხაზთა, ქართვუელთა, რანთა, კახთა, სომეხთა, შანშე და შარვანშა, აღმოსავლეთისა და დასავლეთის, სამხრის და ჩრდილოეთისა ,ლიხთ-იმერისა და ლიხთ-ამერისა. ორისავე სახელმწიფოსა ტახტ-გვირგუინისა ღმრთის მიერ მფლობელ-მპყრობელი (1325 წ. ქმ. №1605 სას.), ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთის თვით-ფლობით ხელმწიფედ მპყრობელი (1338 წ. Hd-11628). უწყალობა: ივანე თორელ-ჯავახიშვილს კოჟრის ძირს მონასტერი ათენაგუენი (1338 წ. Hd-11626), შალვა ჯავახიშვილს- ყმა-მამული (1339 წ. VI. 6.Hd-11626), გამრეკელ ჯვახიშვილს - კაგიოსოს ორი გლეხი კომნაკომისძე და ბორტყოლა, რომლებიც გამრეკელის ბიძაშვილის, შალვას, შვილს უნდა ჰყოლოდა „მისისა საქმისა შეკაზმამდის“ (1345 წ. X. 12. Hd-11627); მეაბჯრეთუხუცეს გოგატი ჩხეტიძის შუამდგომლობით მის (გოგატის) მკვიდრ ყმას, დავით მიქაბაძეს, განუახლა ძველი სასისხლო სიგელი, დაუტოვა სისხლის ფასად 100000 ძველი თეთრი და დაუდგინა სხვა სამათლებრივი უფლებები (1325 წ. ქმ. № 1605 სას.); მისი ხელრთვა აქვს ყველა ზემოჩამოთვლილ საბუთს.
გიორგი - შვილი დავით მეფისა, იხ.
გიორგი VII - 1377-401 წწ.
დავითიან-ბაგრატოვანი, აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფე, შარვანშე და შანშე, სრულისა საქართველოსა - აღმოსავლეთისა და დასავლეთის ჴელმწიფედ ფლობით მპყრობელი (1377 წ. Ad-1284). ლიხთ-იმერისა და ლიხთ-ამერის გამაერთიანებელი, ორივე სამეფოს მტკიცედ მპყრობელი (1393 წ. VII. 5. ქრ. II. 200-201). ჰყავს: ძმა კონსტანტინე (შემდგომში მეფე კონსტანტინე I), (1401 წ. 1450-11/103), და ულუმპია, იხ., უწყალობა: გუგუნი მაყაშვილს მისი ბიძის ნაქონი მამული - ბოტკოი და მიანიჭა შეუვალობა (1377 წ. sic Ad-1284), ფალავანდ ფალავანდიშვილს - ჩიხასდუნთა sic (1401 წ. 1450-11/103); განუახლა შეწირულება სვეტიცხოველს: გიორგის კათალიკოსობის დროს სოფელ მეტეხისა და გაიჩინა აღაპი ონოფრობა დღეს (1393 წ. VII. 5. ქრ. II. 200-201); მასვე - ძველად შეწირული მამულებისა (1401 წ. XI. 28. 1448-532); ელიოზის კათალიკოსობის დროს სვეტიცხოველს დაუმტკიცა მკვიდრი მამული ციხელნი, ველი, მუხრანის პირს ადგილი შარაბხანამდე, წეროვნისაკენ გორაკაი, მიწები რუსხმულამდე (1399 წ. VII. 9. 1449-1662); იხსენიება: მისი მეფობის დროს მურვან ღარიბასძემ ვაჰანის ქვაბებს შესწირა როტაშაული მამული ორხოვიაში, ვენახი ტოლოშში, ორი ყანა ფიაში (1393 წ. Ad-933. კეფი 11 v-12 v), ელიოზ კათალიკოსის მიერ იოვანე ცხეოსნიძისათვის ბოძებული ყმა-მამულის წყალობის წიგნის თანახმად, მის მიერ „გარდასხუავებული“ ჰქონიათ იოვანესა და მის [სახლიკაცებს] მათი სამკვიდრო მამული ([1399-1419 წწ] ქრ. II. 218), მისთვის გაუჩენია აღაპი ელიოზ კათალიკოსს (1399-1419 წწ. ქრ. II. 206), კონსტანტინე მეფის მიერ დავით მორჩილაძისათვის ბოძებულ წყალობის სიგელში ნათქვამია, რომ მას გაუძევებია თავისი ძმა კონსტანტინე, შემდეგ შეუწყნარებია და მისთვის მამულიც დაუბრუნებია ([1407-1411 წწ.] ქრ. II. 216), მის სახელზე ამირეჯიბმა ქუცნა [გაბელიძემ] ულუმბის მონასტერში დააწესა ორი დღე აღაპი ([1412-1431 წწ.] ქრ. II. 209), მეფე გიორგი VIII სვეტიცხოვლისათვის ბოძებულ შეწირულებათა განახლების წიგნში მას იხსენიებს პაპის ძმად. ამავე საბუთის თანახმად, მის დროს საქართველოში მოსულა თემური და ქვეყანა აუოხრებია (1447 წ. XII. 25. 1448-5016), ზევდგინისძეთა საჩივრის წიგნის მიხედვით, მისთვის მოუწყვია შეთქმულება აღბუღა ჯაყელს, ეს ამბავი ჭუკას გვარის კაცს გაუცია, მეფის ერთგულ ზევდგინისძეს (მომჩივანის წინაპარს), შეუტყვია შეთქმულების ამბავი და მეფის საწოლში თავად ჩაწოლილა. ამ თავდადების სანაცვლოდ გიორგი მეფეს ერთგულ ზევდგინისძისათვის უბოძებია მღვიმე, ახალციხეს სამოცი კომლი და ხუთი დახატული ჩარდახი (XVI ს. ბოლო მეოთხ. Hd-1798). მისი ხელრთვა აქვს საბუთს 1448-532.
გიორგი - 1408 [1442], 1457 წწ.
ჰყავს: მამა მეფე კონსტანტინე I, იხ., ძმა მეფე ალექსანდრე I, იხ., შვილი ქართლ-იმერეთის მეფე ბაგრატ VI, იხ., მისი სულის მოსახსენებლად და სააღაპედ ბაგრატ მეფემ სვეტიცხოველს დავით კათალიკოსის დროს შესწირა: დიღომს მოსახლე გლეხები: ესაბერ მზეოსძე და გეგელისშვილი (1466 წ. ქრ. II. 287-288).
გიორგი
ალასტანელი, ანდრონიკეს შვილი. მოუკლავთ „აგარის ნათესავთ“, აღნიშნულია ალექსანდრე მეფის მიერ თეოდორე კათალიკოსის დროს სვეტიცხოვლისათვის ბოძებულ სოფელ ამუჭის შეწირულების წიგნში (1434 წ. 1449-1622).
გიორგი VIII - 1417-1470, [1471] წწ.
მეფე, იესიან-დავითიან-სოლომონიან, ბაგრატონიანი (ვარ. იესიან-დავითიან-ნებროთ-სოლომონიანი Qd-9021 სას.); ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფე, შაჰანშა და შარვანშა, ჩრდილოეთისა, აღმოსავლეთით ვიდრე დასავლეთამდის ხელმწიფედ ფლობით მპყრობელი; ლიხთ-იმერისა და ლიხთ-ამერისა განმაერთიანებელი (1447-1453, [1469] წწ. 1448-5016, 1449-1523, Hd-1055 ა, შმმის 72-73) აფხაზეთისა და ქართლის მეფეთ-მეფე ([1446-1464 წწ.] Sd-2859 ბ); მეფე კახეთისა 1446 წ. sic [1466-1476 წწ.] ლაი H 6-1, 3 r-4 r). ჰყავს: პაპის ძმა მეფე გიორგი VII (1447 წ. 1448-5016), მამა მეფე ალექსანდრე I, იხ., ძმა დიმიტრი (მეფე დემეტრე III), (1449 წ. 1449-1524), თანამეცხედრე დედოფალი ნესტანდარეჯან (1449-1463, [1469]წწ. 1449: 753, 1171, შმმის 72-73, Qd: 7588 სას., 7118 სას., 9021 სას), სს.II. სს.II. №11, ქრ. II. 280), დედოფალი თამარ (1453 წ. Hd-1055ა), შვილები: ალექსანდრე (შემდგომში კახთა მეფე ალექსანდრე I), (1457-1463 წწ. 1449-1483,Hd-1347, 1370, 1449: 1613, 1603, სს. II. №11 სას., Hd: 7118 სას., 9021 სას.), ვახტანგ (შემდგომში მეფე), იხ. უწყალობა: ფილიპე ერემაძეს ცხოვრებაშვილის ნაქონი მამული ხევწურილის უკან და მანგლური ხევის წინ მდებარე (1453 წ. ახლო. Hd-1055 ბ), გამრეკელ ჯავახიშვილს ზემო და ქვემო ცხირეთი, ხანდაკი, ოძისი, ახალშენი, ზემო და ქვემო ეღდისი (1454 წ. Qd-9221), ზაქარია ჯავახიშვილს - ავკეთი და იისციხე (1463 წ. IX. 2. Hd-1347), ბერინას - ამოვარდნილი სელება სულაშვილისეული ვენახი ნემსაძის ვენახამდე ([1446-1465 წწ.] Qd-10121); განუახლა წყალობა: ვირშელ წულუკისძეს - მისი მკვიდრი და ნასისხლი სოფლის, მიწისა (1451 წ. VII. 1. Qd-9601), გოგნია მაჭავარიანს- ზოვრეთის, წევის, ილემის (1452 წ. VI. 12. Ad-1564), ზევდგინ [ზევდგინისძეს] - ადრე მისგანვე ნაბოძები ქარუმიძეებისა (1453წ. XI. 2. Ad-1530), მეღვინეთუხუცესს ასათ ვაჩნაძეს, (1455 წ. X. 8. Qd-7588 სას.); გაუჩინა სისხლის ფასი: 800 000 კირმანაული თეთრი მეღვინეთუხუცესს ასათ ვაჩნაძეს (1455 წ. X. 8. Qd-7588 სას.), 220 000 ძველი ცხუმური თეთრი - შალვა გამყრელისძეს (1458 წ. მე-12 ინდიქტ. VIII. 27. Hd-10149 ფრაგმ. სას.), 160 000 კირმანაული თეთრი ერისთავ შალვასა და ლარგუელის შუამდგომლობით - მღვდელ გიორგი ჟურულისშვილს (1460 წ. მე-14 ინდიქტ. H -7 118 სას.), 170 000 კირმანეული თეთრი (აქვეა განმარტებული: კირმანეული 2 შაურს უდრის, ხოლო ეს თანხა მთლიანად შეადგენდა 4100 თუმანს) წინამძღვარ გიორგის (1460 წ. ქრ. II. 280 სას.), 400 000 ძველი ცხუმური თეთრი, მამია გურიელისა და სხვათა შუამდგომლობით, თავის თანააღზრდილ-შეზრდილ იოვანე ორალელისძე-კუიტასშვილს (1463 წ. მე-15 ინდ. Qd-1455 წ. X. 8. Qd-7588 სას.); გაუჩინა სისხლის ფასი: 800 000 კირმანაული თეთრი მეღვინეთუხუცესს ასათ ვაჩნაძეს (1455 წ. X. 8. Qd-7588 სას.), 220 000 ძველი ცხუმური თეთრი - შალვა გამყრელისძეს (1458 წ. მე-12 ინდიქტ. VIII. 27. Hd-10149 ფრაგმასას.), 160 000 კირმანაული თეთრი ერისთავ შალვასა და ლარგუელის შუამდგომლობით - მღვდელ გიორგი ჟურულისშვილს (1460 წ. მე-14 ინდიქტ. Hd-7118 სას.), 170 000 კირმანეული თეთრი (აქვეა განმარტებული: კირმანეული 2 შაურს უდრის, ხოლო ეს თანხა მთლიანად შეადგენდა 4100 თუმანს) წინამძღვარ გიორგის (1460 წ. ქრ. II. 280 სას.), 400 000 ძველი ცხუმური თეთრი, მამია გურიელისა და სხვათა შუამდგომლობით, თავის თანააღზრდილ-შეზრდილ იოვანე ორალელისძე-კუიტასშვილს (1463 წ. მე-15 ინდ. Qd-9021 სას); მიანიჭა თარხნობა ფილიპე ერემაძეს და დაადგინა იგი და მისი ძმები საყდრიშვილებად და დეკანოზებად (1453 წ. VIII. Hd-1055 ა); დაუმტკიცა: უცნობ პირს ქალაქში ამ პირის მიერვე აშენებული საყდარი, სასაფლაო, კათოლიკე ეკლესია ხუცებით, სახლითა და ორმეოცთა ეკლესიითურთ, ნასყიდი სახლ-კარი (1449 წ. IX. 30. 1449-753 ფრაგმ.), ვირშელ და ბეენა ზუიადიშვილებს - სუმბატ ურდოელაშვილისაგან მათი ნაშვილობა და სუმბატის ყმა-მამული: ძაგნაკორნას ღაფირასძისეული სასახლე, მინასაშვილისაგან ნაყიდი და ბათანასეული კოკორაული ვენახი. გლეხები: მუნდასძე, ლაფანაშვილი, შიბასძე, ბაყუირული მამული, მათიასშვილი, ვირცოფასძე, თევდორასშვილი, ჯაგრანიშვილი, ღაფირასძის ნაქონი სახასო სახნავი მიწებიან ქალაქს - ურდოელის მიერ ნაყიდი სასახლე ქულბაქით და ვენახი, აგრეთვე ნაყიდი გლეხი ინდუასშვილი გამნია, გორგია და გოსალა, რომლებიც ივანე წითელაშვილს უკანონოდ ეჭირა. მთელი ეს ყმა-მამული შეწირული იყო სვეტიცხოვლისათვის იმ პირობით, რომ ზუიადისშვილები კათალიკოსს უნდა ხლებოდნენ და მცხეთის სამსახური და მეფის სახელზე დადებული აღაპი არ მოეშალათ. ქრთამად ამ დამტკიცებაში მეფეს აუღია: სამი იაზდური ქამხა, ერთი ხარა, სამი ოქროს სალტე, ოცდათორმეტი მიტყალი ფეროზიანი ოქროს ბეჭედი, ოცდაათი ვენეტიკური ფლური,ერთი ვერცხლის თასი, ერთი სომი, ერთი სკლატი, ერთი თასი, უნაგირი, ოთხი ფლური. კათალიკოსს ერგო 500 თანგა და ერთი სომი, ერთი სკლატი, ერთი თასი, ერთი უნაგირი, ოთხი ფლური (1460 წ. I. 30. 1449-1171); შესწირა: სვეტიცხოველს ურდოელაშვილი მისი მამულით: ძაგნაკორნას ღაფირასძისეული და ბაღდაური მამულები, შალვაშვილი მამულით, ქალაქს სასახლით, გლეხებითა და ქულბაქებით (1446 წ. III. 7. ლაი, H-6, 2 r-4 r), მასვე - ბაგა სრულად: საჯდომით, დარბაზით, კარის ეკლესიით, გლეხებით, საგლეხო სამსახურით; კისაური ბაგურითა და ქართლული მამულებით წილკნის ღმრთისმშობლის კუთვნილი სომეხთა უბნის გარდა, გაიჩინა შვიდი აღაპი (1449 წ. 1449-1523), სამთავისის ეკლესიას - მამული არწევანი სამეხრეოსა და გუელფარეხას შუა (1457 წ. 1449-1483), ქვათახევის მონასტერს - მამული და გაიჩინა იქ აღაპი (1460 წ. XII.30. AH 601 ფრაგმ.), გელათის მონასტერს - ჩხარს მღვიმის ეკლესია და იქ მსხდომი გლეხები - ფანჩულიძენი, დაავალა მათი გვარიდან მღვდელს მისთვის აღაპის გადახდა. გაათავისუფლა ფანჩულიძენი ჩხარის მფლობელთა გადასახადებისაგან (1464 წ. I. 19. 1448-5025), სამთავისის ეკლესიას - დიმიტრის ნაქონი უსისტყე, ბარტყაძის ხევამდე, ყარაფლას წვერამდე, მგლისჯოგის კარის ბოლომდე, რუსხმულის ხევამდე ([1446-1465 წწ.] 1449-1613), სვეტიცხოველს. კახეთში მოახალშენე აზნაურები - ძმები ხერხაულისძენი: ჯავშანა, აღნია და გოგია თავიანთი მამულით - ბაგავანით ([1466-1476 წწ.] 1449-1529); განუაახლა შეწირულება სვეტიცხოველს შავქედის გასწვრივ, ივრის პირას,მუხრანი და მცხეთის გორა, საფისტე ციხიდან მიწები ტაზრების მთამდე, ფადლაშენი, სოფლები და აგარაკები კაწარეთის აქეთ, სამგორი საჯერნე ტბამდე, შურთხზაანი კლდე, ლურჯი კლდე, მაჰმადის გორა, ერწო, ნოდოკრა და გორანა, ჩეკური, პიტლოვანი, ილი, წობენა, ღაჭიასძე მამულით, ძაგნაკორნას ერთი გლეხი შერგილასშვილი, გიჯიყრელი მამულით, მონასტერი ანეში მისი შესავლით, სოფელი ბაგა, ახტაანში ექვსი გლეხი, ბიწმენები, ტოხასძენი მათი მამულით, ზედაძნელაშვილი მამულით, ჯაქვი, ფოსვი, ჯვარა მისი შესავლით, კუნენელნი შესავლის ნახევრით, მისაქციელი ეკვდერისათვის, წეროვანი და გოროვანი, წყალშატროვნის ნასოფლარი, მუხრანი, ტურათა ნასოფლარი, აგარა, ციხებდავი, ნოზას - ტაირისშვილები, ქარელისძე, ნიგოზანი, ქვეში, ჭინჭველისძე, ჭარებლისძე, კულბითს სამი საგლეხო გაგელისშვილებისა, ლიპარტისშვილი და მიქლუტაური, სათიხარი ნასოფლარი, ზაკვი, ვირშა; გორს - ფუშრუკასძე და დიაკონისძენი, ვენახი ქოჩიბეგაური, გულიაური და აყუშური; რუისს - მრუელაშვილი მამულითურთ თავბერისძის სანაცვლოდ, ნუას - სამხარასძე და ცეცხლასძე; ტანძიელნი მათი მამულით. იმერხევს მაჯანისძე და ციხე; ქორაზნას ვენახი, ძველი მამულები ხვედურეთში, სარკე, ატენს წინუბნელი, კეზვს - ზიკური მამული, ნიაბ-მეტეხნი და ჩოჩეთის ნასოფლარი; გომნი, კავთისხევს გაგელისშვილი ივანიასძეური მამულით, სასხორს ჟირიელი მამული, ძეგვი, ციხედიდი, არმაზის ციხე მონასტრითა და ბაჟით, მთაში ნასოფლარი სათალოგმისი, კარსანი; ქალაქს - კარნი და ჯანდულა,ფულჩისტა, ქურციკა მექვაბე და ლუკა, მეტეხის ჭალა და მამული. სომხითს ყორანთა ახოტა, დლანი, მძლითი, სხვენი და ახტალა (1447 წ. XII. 25. 1448-5016), მასვე, დავითის კათალიკოსობის დროს - ნიაბის ბოლოს სოფელი გომნი, გაიჩინა სამ-სამი აღაპი თავისთვის და დიმიტრისათვის (1449 წ. XII. 25. 1449-1524), რკონის მონასტერს - კახა თორელის მიერ შეწირული სოფელი ხოვლე, გაიჩინა იქ აღაპი ხარება დღეს ([1446-1664 წწ.] Sd-2359 გ); გაათავისუფლა სვეტიცხოვლის მამულები: დავითის კათალიკოსობის დროს საბალახის გადასახადისაგან (1457 წ. V. 3. 1448-531), სათათრო მალისაგან (1468 წ. III. 22.Hd-1370), „სთუელთა შიგან“ ულაყის, ულაყის, ხარ-ურმის, საპალნისა და ტიკის გადასახადებისაგან ([1446-1465 წწ.] Hd-1371), შიომღვიმის სოფელი სხალტბა დიდი სათათრო ულუფისაგან და დააწესა აღაპი მამამისის, ალექსანდრე მეფის სახელზე ([1446-1469 წწ.] შმმის 72-73). პირობის წიგნი მისცა: ამილახორ ზევდგინისძეს მფარველობისა და უვნებლობის შესახებ ([1460-1465 წწ.] სს. III. დამატ. №7); მიათხოვა თავისი ასული ვამიყ შაბურისძის ვაჟს. ეს ქორწინება კანონიერი არ ყოფილა, ამიტომ, გიორგი მეფის ნებართვით, ვამიყ შაბურისძემ საკანონო შესაწირავი მიართვა სვეტიცხოველს (1465 წ. 1449-1486); იხსენიება: შალვა და ვადა [ბოცოსძეების] მიერ ალის წმინდა გიორგისათვის ბოძებული შეწირულების წიგნის თანახმად, იგი თრიალეთს შეიპყრეს და ტფილისს ილაშქრეს [1465 წ.] S-1245, 26-27), კონსტანტინე მეფის მიერ ზაქარია ჯავახიშვილისათვის ბოძებულ წყალობის სიგელში აღნიშნულია, რომ ყვარყვარე [ჯაყელმა] უღალატა გიორგი მეფეს (1466 წ. Hd-2007), ამირინდო [ზევდგინისძის] საჩივრის წიგნში ნათქვამია, რომ გიორგი მეფე [ყვარყვარე] ათაბაგს შეუპყრია, და ქართლში ბაგრატ [მეფე] გადმოსულა (1475 წ. შემდგომ. Hd-14903), ჯავახიშვილების საჩივრის წიგნში მოთხრობილია, თუ როგორ მისცა ატენის მოურაობა გიორგი მეფემ გამრეკელ ჯავახიშვილს. შემდეგ, გამრეკელისავე რჩევით, ეს სახელო მას უბოძებია თაყა ფანასკერტელ-ციციშვი ლისათვის] ([1466-1478 წწ.] Sd-1242), ამილახორობა და მამული მას უბოძებია მომჩივან ზევდგინისძის [ძმისათვის] (XV ს. ბოლო მეოთხ. Hd-15046). მომჩივან ზევდგინისძის სიტყვით, გიორგი მეფის ხელრთვა და ნიშანი აუცილებლად უნდა ჰქონოდა ნაშვილობის წიგნს, მაგრამ გაბელისძეს მდივნისათვის ყალბი საბუთი შეუდგენინებია, რომელსაც არ ჰქონია ასეთი ნიშნები. (XV ს. ბოლო მეოთხ. Hd-14904), ზევდგინისძეთა საჩივრის წიგნში მოთხრობილია, რომ გიორგი მეფეს ულაშქრია ბაგრატის წინააღმდეგ, რომელსაც მისთვის ქუთაისი წაურთმევია.ბრძოლაში თან ხლებია ძმები ზევდგინისძეები, მათ შორის ყოფილა მომჩივანიც, ამ უკანასკნელს მეფე გიორგი გადაურჩენია. გიორგი მეფეს ძმებისათვის მოუთხოვია აზნაურიშვილების მოსხმა. ძმებს ეს დავალება ვერ შეუსრულებიათ, გიორგის ამის გამო მომჩივანის ძმა, ზაალ დაუღარიბებია, ყურუმშისთან გაუგზავნია „თათარში“, ზაალის მამისათვის კი მამულები ჩამოურთმევია. შემდგომში მომჩივან ზევდგინისძისათვის უბოძებია ჭოპარტს ზაქარია და უთხოვია ალონს წაყოლა იმ პირობით, რომ მამულებს დაუბრუნებდა (XV ს. ბოლო მეოთხ. Hd -1800), იხსენიება გამრეკელ ჯავახიშვილის საჩივარში ([1466-1478 წწ.] Hd-1570 ფრაგმ.); დავით მეფის მიერ ბარათაშვილთათვის ბოძებულ გაყრის წიგნის თანახმად, „გიორგი მეფის ჟამში“ თურქისტანიშვილს თავისი ყმა, ჯოეშვილი, ყაბალაში ხლებია (1523 წ. Ad-1299 ა), ნიკოლოზ კათალიკოსის მიერ სამთავისის ეკლესიაში მეფეთა სახელზე დადებულ მოსახსენებელში აღნიშნულია, რომ გიორგი მეფეს სამთავისის ეკლესიისათვის უბოძებია უსისტყე, დიმიტრი ბაგრატოვანის ნაქონი, შიომღვიმისათვის შეუწირავს ოკამო და გლეხები - მეშველაანი ([1678-1688 წწ.] Ad-565); მისი ხელრთვა აქვს შემდეგ საბუთებს: Ad-504, 1448-5016, Qd-9601, 1448-531, Ad-601, Qd-10121).
გიორგი - შვილი მეფე ბაგრატ VI-ისა, იხ.
გიორგი II - (მეფე კახთა), 1464-1513 წწ.
გამაერთიანებელი ლიხთ-იმერისა და ლიხთ-ამერისა, ორისავე ტახტისა და სამეფოს მტკიცედ მპყრობელი, აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფე; იესიან-დავითიან-სოლომონიანი. ჰყავს: მამა კახეთის მეფე ალექსანდრე I, იხ., თანამეცხედრე დედოფალი ელენე, იხ., შვილი ლეონ (შემდგომში კახეთის მეფე), იხ. (1511, 1513 წწ. 1449-1533, Ad-2175). შესწირა: სვეტიცხოველს სოფელ კუნელთას ნახევარი (ნახევარი ალექსანდრე მეფეს ჰქონია შეწირული) და ერწოს- სოფელი ჩეკურნი. ეს შეწირულება მან საკანონოდ გაიღო კათალიკოს დიონოსის, მთავარეპისკოპოს მალაქიას და ამბა-ალავერდელ იოვანეს ჩარევით. დააწესა აღაპი თავისთვის და მამამისის, მეფე ალექსანდრეს სახელზე (1511 წ. 1449-1533), დავით გარეჯის მონასტერს - გიგაშვილის მიერ უკანონოდ მითვისებული სოფელი ხოდაშენი და იქ მცხოვრები დუდაურნი, ბაწაწიანნი, მახარაშვილნი, გაიჩინა აღაპი (1513 წ. VI. 4. Ad-2175); კათალიკოს დიონოსის, მთავარეპისკოპოს მალაქიასა და ამბა-ალავერდელ იოანეს დროს. გაათავისუფლა სვეტიცხოვლის მამულები გადასახადებისაგან (1511 წ. 1449-1533); უბრძანა სამეფო მოხელეებს, რომ არაფერი დაეშავებინათ ქართლელი მგზავრებისათვის (1511-1513 წწ.] ქრ. II. 329); იხსენიება ელენე დედოფლის მიერ მარკოზ [მაღალაძისათვის] ბოძებულ წყალობის წიგნში: მას უწყალობებია სვეტიცხოვლის ქადაგ მაღალაძისათვის სოფელ კუნელთას სახასო ნახევრიდან შვიდი კომლი კაცი, ორი ნაოხარი საგლეხო მამული: გოგიტაური დადა ნემსაური, ნახევარი ზვარი,ხოდაბუნები და სახასო მიწების ნახევარი (1512 წ. Ad-1498-16).
გიორგი - [ბატონიშვილი] ძმისწული თარგამოსისა, იხ.
გიორგი - [1484], 1511-1545 წწ.
[ბატონიშვილი], ჰყავს: მამა იმერთა მეფე ალექსანდრე II, იხ., ძმა ბაგრატ III, იმერთა მეფე, იხ., ძმისწული იმერთა მეფე გიორგი II, თანამეცხედრე ანა ([1565-1678 წწ.] 1448-3325). მის მწირველს გელათის მონასტერში ბაგრატ მეფემ გაუჩინა სარგო (1545 წ. VI. 12. Hd-11201), მის ცოლყოფილს, ანას, მეუღლის სულის მოსახსენებლად უბოძებია შეწირულება გელათის მინასტრისათვის ([1565-1578 წწ.] 1448-3325).
გიორგი IX - (მეფე ქართლის), 1487-1540 წწ.
იგივე გიორგი-გერასიმე (1540 წ. 1449-1497), იხსენიება მეფედ გვიანდელ საბუთში (1584 წ. Sd-2909), ჰყავს: მამა ქართლის მეფე კონსტანტინე II, იხ. (1540 წ. 1449-1497), ძმები: მეფე დავით X, იხ., ბაგრატ, ალექსანდრე, კათალიკოს-პატრიარქი მელქიზედეკ, ძმისწულები: მეფე ლუარსაბ, ერეკლე, არჩილ, აშოთან, ვახტანგ, კონსტანტინე, გორგასალ, რამაზ, დიმიტრი. ძმისწულის შვილები: სუიმონ, დავით (1540 წ. 1449-1497). შესწირა ათონის მთაწმინდის პორტაიტის ღმრთისმშობელს გორის მებაჟეთაგან ყოველწლიური შემოსავალი ხუთი თუმანი თეთრი (1526 წ. 1461-3/139), სვეტიცხოველს - მელქიზედეკის კათალიკოსობის დროს-თავისი მკვიდრი მამული-ზერტები და გაიჩინა ყოველწლიურად სამი აღაპი (1540 წ. 1449-1497); იხსენიება: კოზმან კირაულისძის მიერ ალავერდის ტაძრისათვის ბოძებულ პირობის წიგნში: მისი მეაღაპენი სვეტიცხოველში ყოფილან წილკნელის სახლეული და კირაულისძენი. შემდეგ კირაულისძენი აყრილან და ალავერდის მამულებში გადასახლებულან, გიორგი მეფის მეაღაპეობა წილკნელისათვის დაუტოვებიათ (1566 წ. Hd-2579), მისგან შეუძენია დოროთეოს კათალიკოსს სოფელი ნიტრია, მარგულაშვილები, ზამთარეთი, ინური მამული, ძაბილაური მამული, ქონთირაული პარტახტი, სოფელი ზინდისი, ჟამისაძეები და იჩქითიძეები მამულებით, ჩინჩალაძე ისპანა მამულით; ფრონეს გაღმა-გამოღმა პაპიური პარტახტი, ზინდისს - პარტახტი, სურამს - ჯინ[ჭ]არაძე და მახაძე, ჯინჭარაული ზვარი და დოწურიაშვილის ნაქონი ადგილი, აღნიშნულია გიორგი [ბატონიშვილის] მიერ ნიტრიის ყოვლადწმინდის ეკლესიისათვის ბოძებულ შეწირულების წიგნში (1584 წ. Sd-2909); ამავე ნასყიდობის შესახებ ლაპარაკია დოროთეოს კათალიკოსის მიერ ნიტრიის ეკლესიისათვის ბოძებულ შეწირულების წიგნში; დოროთეოსს გიორგი მეფისაგან უყიდია სოფელი ნიტრია და იქ მოსახლე აზნაურიშვილები: მარგველაშვილები, ზამთარაძე, კიკნაძე, საგლეხო კომლები: ძაბირაული, ქინთირეული; აგრეთვე - ზინდისი, იჩქიტიძე, მახარებელი, ისპანა, ჟამისაძე, ჩინჩალაძე; სურამში - ჯინჭარაძე, მახაძე, ცხელელაშვილი, ჯინჭარაული და [დოწურაული] ზვარი, ოსიაურში - სამი ხოდაბუნი; შუაველას - ერთი ხოდაბუნი ([1589-1600 წწ.] 1448-5008).
გიორგი II - (მეფე იმერთა), 1514-1581, [1583] წწ.
იესიან-დავითიან-სოლომონიან-ბანკრატონიანი. მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა; შანშა და შარვანშა, ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა, სამხრეთისა და ჩრდილოეთისა, ლიხთ-იმერისა და ლიხთ-ამერისა მტკიცედ მპყრობელი. ჰყავს: მამა იმერთა მეფე ბაგრატ III, იხ. (1569 წ. 1448-3327), ბიძა გიორგი ([1565-1578 წწ.] 1448-3325), ბიძაშვილი ხოსრო (1568 წ. 1449-267), თანამეცხედრე დედოფალი რუსუდან ([1563]-1570, [1578] წწ. 8727, 1448-3325, 1449-267,1448-3327, Hd-2270), დედოფალი თამარ, იხ., შვილები: ბაგრატ [1565], 1568, 1570, 1578] წწ. 1448-3327, Hd-2174, 1449-267, Hd-2270), ლევან (შემდგომში მეფე), (1581 წ. ლაი P-22 b), ძმისწული იმერთა მეფე გიორგი III, იხ., დისწული ქართლის მეფე სვიმონ I ([1565-1578 წწ.] Hd-2174). უწყალობა: დავით წულუკიძეს ხონს ხოსროსეული სასახლე, გოგალაური სასახლე და გლეხები: კოტორა, გოგია, ჭუჭულა სულათაძეები, ნასხიდა ჭალაღონია, ხუჭულაი ყირყიზულაისშვილი, მახარა ბალავაძე, ნასხიდა სვიანაძე, როსტია თევდორაშვილი, ღმერთისია ჭავჭიანიძის შვილები, ჩიტაია, ჭანტურისშვილი, ჭალა, საყანეები, სახასო სანადიროები და სახუნდრები; წყალტობოს მაღლა - „ჩიჩას ფონია კუხამდის და თავი საზღვარი ლოზგორუა“, მათხოჯამდე; ინტოეთი, გლეხები ჩარგაიძეები: ხახუტაი და ხოხონაი, ბაძუაი, ნასხიდაი, მახობაი, ივანაი, ფირცხალავა ძაღლუაი, ყვინჩია მახობაი, კიკალაშვილი (1570 წ. Hd-2270), კდიაშვილ-შალიკაშვილებს, რომლებიც მას საათაბაგოდან წამოჰყოლიან - სვიმონეთში წინამძღვარ გოხაძისეული ადგილი სვიმონეთშივე საყდრის დეკანოზობა, სასაფლაო, თემის უფროსობა; ამ გვარის ერისკაცებს - მოხელეობა. ამავე დროს უბოძა [გენათლის] ჯვარისმტვირთველობა (ტექსტშია: ჯვარისწმითლობა) ([1563-1564 წწ.] Hd-8727); შესწირა: გელათის ღმრთისმშობელს: ცხუკურს თორმანეული სასახლე, გლეხები: იანაი ღამაძე, გიორგი კამწურიაძე, ჭუჭულაი ნადირაძე, მამისაი ნადირაძე, ნასხიდაი ნიქაფაძე, ხუტუნაი სვანიძე ჭუჭულაი ნადირაძე, მკერვალის მამა- საყვარელაი ოლოლაძე, ოლოლაძე ტოტიბაი, ნადირაძე ივანაი, ჯუბია; ჩუნეშს - ხაჭაპურიძე ნასყიდა, თვალაძე თათვიაი, ნადირაძე მახარობელაი, ნადირაძე მაისაი, კახიძე მამისაი, იანვარაშვილი ღმერთისაი, ტაბლაძის, მიქელ იოსელიანისეული, ჭაჭისეული და გულიაური პარტახტი. მთელი ეს ქონება ჯერ სახასო ყოფილა, შემდეგ მეფეს უწყალობებია ბეჟან ნემსაძისათვის, რომელსაც ღალატის გამო ჩამოართვა (1568 წ. VIII. 30. 1449-267), გელათის წმინდა გიორგის ჩუნეშის ღელესგაღმა ხოშტიბელის სასახლე ნამსაძისა და ქურდიანის თარჯს შუა, იოსელიანის საზღვრამდე, სასახლის გლეხები: ერთი კომლი გვანცელაძე ღმერთისაი ერთი კომლი ტკაბელივაძე გუგუტაი, ერთი კომლი ხაჭაპურიძე გალბიაი, ერთი კომლი სუბუქაძე მახარაი, ხუხუჩაი ქარჩხაძის შვილები, ერთი კომლი ნასხიდა გუბელაძე,თითო-თითო პარტახტი ჭვიტავასი და კირთაძისა. ისევ ჩუნეშს - ცხუკურელასძე ახალბედაი, გიორგი ჯალაძე, მიხაროდაი ხევისბერაძე, გიორგაი და ინანაი ხევისბერაძე - თითო კომლი, გუბელაძე მამისთვალაი - ერთი კომლი, ჯინჭველაძე ივანაი - ერთი კომლი, ჯინჭველაძე ხახუაი - ერთი კომლი, გუბელიძე ივანე - ერთი კომლი, ლაღიბერიძე მამისთვალაი - ერთი კომლი (1569 წ. II. 4. 1448-3327), გელათს - ქექაოზ ლორთქიფანიძის თეთრით შეძენილი ყმა-მამული: ამოწყვეტილი მხეციძისეული მამული, გიორგი, ქრისტეშიაი, სოფრომაძე ვაჟიბედაი, დონაძე დავითაი, კავეტაძე ივანაი, გიორგა როდინაძის, ლაშკარაული და ბიბილაური პარტახტები, რატიშვილი, ფარცმანაყანევს - ავთანდილ ქელბაქიანის მიერ მხეციძისაგან ნასისხლად აღებული გლეხები - ფხაკაძეები: ახალბედაი, გიორგაი, სიხარულაი, მუხიერაი, მაისაი, ახალბედა ფხაკაძის პარტახტი, შიო ფხაკაძე, ბიძასთვალა, კილაძე დედულისაი, ლაღაძე გიორგი. ეს გლეხები გიორგი მეფემ შესწირა ქექაოზ ლორთქიფანიძის გარდაცვლილი მეუღლის ულუხანის სააღაპედ. უწყალობა ქექაოზ ლორთქიფანიძეს გელათის მონასტერში სასაფლაო, დაამარხვინა იქ ულუხანი და გაუჩინა მწირველად მღვდელ-მონაზონი გერმანე.იქვე, გარდაცვლილი გენათლის, საყვარელიძის სახელზე შესწირა: ბოსტნისა და სახლის ადგილი. მის მწირველადაც დაადგინა გერმანე (1573 წ. 1448-3324). ნიკორწმინდას - ზე-ღვრდიას მცხოვრები დავითა და ბევროზა ვაწაძეები; ქუე-ღვრდიას - ნარიმანიული პარტახტი, ნანია ბერაძე, მიქელაი ბერაძე, ბერაულის ნახევარი პარტახტი, ბევროზა ბერაძე, გოგოლი ბერაძე, გიორგაი სოხაძე, მიხიელა სოხაძის პარტახტი, ბიჭუაი დღვალი; ხუვნიფუს - ზაქარიას ნასახლარი, ნინაი ბათრაძე, გოჩაი ბათრაძე, მიქელაი მარკოზიშვილი, გიორგი კენჭაძე, ლომინაი კენჭაძე, დათინა მურუზიძე, დემეტრე გიორგობიანი, გოჩაი გიორგიბიანი, დავით ლაშრიანი. ღვარდიას მცხოვრები მამუა ბერაძე; ხოტევს - ნონია დაჩიბერიძე, გოგიჩა დაჩიბერიძე. ამათ ყველას მთლიანი ბეგარა უნდა ეხადათ საყდრისათვის; მეტახარას მცხოვრებნი - ხიზანა ომიაძე, ბეჟანა ომიაძე, გოგნა დაღუნდარიძე, სპანდია დაღუნდარიძე, ნონია დაღუნდარიძე გიორგი ფოფხაძე, გიორგი დაღუნდარიძის პარტახტი. ამათ ეკუთვნოდათ ბეგრის ნახევარი, მუშაობა და სამსახური (1581 წ. ლაი. P-22 b), გელათის ღმრთისმშობელს - გიორგი ასატურაშვილი და დააკისრა სააღაპე გადასახადი ([1565-1585 წწ.] Qd-9501 ბ), ბიჭვინტის ღმრთისმშობელს - „ნასისხარი“ ხოშტიბელის სასახლე თორმეტი კომლით: ჩუნეშს - ათი კომლი კაცი. ეს ყმა-მამული მიუცია გიორგი ლაღიძისათვის, მიუნიჭებია მისთვის საყდრიშვილობა და შეუწირავს ბიჭვინტის ღმრთისმშობლისათვის ([1565-1583 წწ.] 1448-5033); დაამტკიცა: ბაგრატ მეფის თარხნობის წიგნი თხილელთადმი ([1510-1524 წწ.] 1449-1576), მისი ბიძის, გიორგი [ბატონიშვილის] ცოლყოფილის, ანას სააღაპე შეწირულების წიგნი გელათის მონასტრისადმი ([1565-1578 წწ.] 1448-3325). პირობის წიგნი მისცა ბარძიმ ამილახორს წყალობისა და მფარველობის შესახებ ([1565-1578 წწ.] Hd-2174), მის მიერ გელათისათვის ბოძებულ ყმა-მამულის შეწირულების წიგნში მოთხრობილია, რომ ბეჟან ნემსაძემ უღალატა და მისი ბიძაშვილი ხოსრო თავს დაასხა იანეთს, საშვილიაში და ცოლშვილითა და დარბაისლებითურთ სასიკვდილოდ გაიმეტა (1568 წ. VII. 30. 1449-267); მისი მეფობის დროს ბჭეებმა: ზაალ ბოქაულთ უხუცესმა, ფარსადან ამილახორმა, ელია მასხარაშვილმა და დემეტრე ლორთქიფანიძემ გაარჩიეს კონსტანტინესა და მისი აყრილი ურიაყოფილი ყმის სარჩელი სასისხლო საქმეზე ელია მაჭავარიანის წინააღმდეგ ([1565-1583 წწ.] Hd-1797); მისი ხელრთვა აქვს შემდეგ საბუთებს: Hd-2270, 1448: 3324, 3325.
გიორგი - 1532-1553, [1560] წწ.
[ბატონიშვილი], ჰყავს: მამა კახეთის მეფე ლეონ, იხ, (1560 წ. ახლო. 1449, 1607, 1625), ძმა კახეთის მეფე ალექსანდრე II, იხ., შვილი ხოსრო, იხ., შესწირა ნინოწმინდის უდაბნოს, სილოანის არქიმანდრიტობის დროს,ნინოწმინდელ მღებავთა გამოსავალი (1560 წ. ახლო, 1449-1607); განუახლა სვეტიცხოველის შეწირულება სოფელ ოროტასი და ისეთივე სამსახური დააკისრა ოროტელებს, როგორიც ევალებოდათ მარტყოფელებს, ე.ი. შემოსავლის ნახევარი ეკლესიისათვის უნდა ჩაებარებინათ, ნახევარი - სამეფოსათვის (1560 წ. ახლო. 1449-1625); იხსენიება ალექსანდრე მეფის სვეტიცხოვლისადმი ბოძებულ შეწირულების წიგნში: მის მიერ ნაბოძები ჩვიდმეტი კომლი კაცის შეწირულება ალექსანდრე მეფემ განუახლა სვეტიცხოველს (1579 წ. 1448-5530).
გიორგი
ბატონიშვილი, შვილი კახეთის მეფის ალექსანდრე II-ისა, იხ., მისი ხელრთვა აქვს შემდეგ საბუთებს: 1448: 5523, 5526.
გიორგი
ძმა კონსტანტინე ბატონიშვილისა, იხ, იყიდა ნავროზ ჯიჯმატაშვილისაგან ხევთაშუა ნასყიდი ვენახი ბეზდალუანთ მარნამდე და მახარებლით სათვის მიყიდულ ადგილამდე (1547 წ. 1448-353).
გიორგი X - (მეფე ქართლის), 1561-1605 წწ.
იესიან-დავითიან-სოლომონიან-ბაგრატონიანი; აფხაზთა, რანთა, კახთა, სომეხთა, შარვანშა და შაჰანშა, აღმოსავლეთისა და დასავლეთის მეფეთ-მეფე. ჰყავს: მამა მეფე სვიმონ I, იხ. ([1584-1591 წწ.] Sd-2909, 1450-51/178, 1449-828), დედა დედოფალი ნესტანდარეჯან, იხ., თანამეცხედრე დედოფალი თამარ, შვილები: ლუარსაბ, დავით (1603, 1605 წწ. ქრ. II. 434. 1448-5266), ასული ხორეშან (გვიანდელ საბუთებში 1614-1629 წწ. ქრ. II. 440. 1449-2644). უწყალობა ზაქარია ავალიშვილს რამინ ამირეჯიბის მამული იმ პირობით, რომ რამინის სიცოცხლეში ამ მამულს უპატრონებდა და მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ დაიჭერდა (1605 წ. VII. 11. Hd-1327); შესწირა ხევიჯვრის წმინდა გიორგის გიორგი, ივანე, შიო,იოვანე. შოშიტა, დათუა, ზაქარია, გოჩაი ტაბატაძეები, გაიჩინა აღაპი 23 აპრილს (1591 წ. IX. 3. 1449-828). შესწირა: დოროთეოს კათალიკოსის თხოვნით, ნიტრიის ყოვლადწმინდის ეკლესიას, თავისი სახასო მამულიდან: შინდარას - მარგუელაშვილი მესხური მამულით, სვიმონისშვილი სვიმონაი, ბუღლაური მამულით, გუერდისუბანს - გუერებაშვილი იოვანე, შიშნაშვილი ბეჟიტაი შვილებით და ღვინიაური მამულით, ბურთიაშვილი ქავთარაი შვილებით და მამულით, ზე-სურამს - ტუკაძე როსტევანაი შვილებითა და მამულით, ოსიაურს - მალიძე შოშიაი, ჩუმათელიძე ჩაისარაი და ქრისტესიაი მამულებით, ბაწუნწელაშვილი დათვიაი შვილებითა და მამულით. განუახლა გიორგი მეფისაგან ქრთამითა და ნასყიდობით მიღებული სოფლები, მარგულაშვილები, ზამთარეთი, ინური მამული, ძაბილაური მამული, ქონთირაული პარტახტი, ზინდისში - ჟამისაძენი, იჩქითიძეები მამულებით, ჩინჩალაძე ისპანა შვილებითა და მამულით, ფრონეს გაღმა და გამოღმა პაპიური პარტახტი, ზინდისს - პარტახტი,სურამს - ჯინ[ჭ]არაძე და მახაძე, ჯინჭარაული ზვარი, დოწურიაშვილის ნაქონი ადგილი; შესწირა ვენახი ოსიაურის ნატბევში, სამი ხოდაბუნი, ცედანს მიწა, ფირან ტუღრიანაშვილისაგან ნაყიდი კორაპაძეები, შუაველს - ერთი ხოდაბუნი; გაათავისუფლა გადასახადებისაგან შეწირული ყმა-მამული; სანაცვლოდ დოროთეოსისაგან აიღო ფეშქაში (1584 წ. Sd-2909), შიომღვიმეს - ოკამი და მეშველაანი, გაიჩინა ყველიერის შაბათს ჟამისწირვა და აღაპი (1605 წ. 1448-5266); დედოფალ ნესტანდარეჯანის მიერ იერუსალიმის ჯვრის მონასტრისათვის ბოძებული სოფელ დირბის სამღებროს შეწირულება (1588 წ. VII. 3. 1450-51/178); სხვადასხვა: მიაბარა: ქაიხოსრო ჯავახიშვილს ჯიმშერ [ჯავახიშვილის] დედა თუხარი მამულიანად, იმ პირობით, რომ თუხარის გარდაცვალების შემდეგ ეს მამული ქაიხოსრო ჯავახიშვილს დარჩებოდა, ხოლო ჯიმშერის ცოლყოფილს, ულუმპიას, სვიმონ მეფის მიერ ნაწყალობევ მამულებზე ქაიხოსრო არ უნდა შესცილებოდა (1602 წ. VII. 8. Sd-522), მისი ნებართვით,დომენტი კათალიკოსმა დავით ჭარმაულს უწყალობა გოგილაანში ოთხი კომლი კაცი (1602 წ. 1449-2078 ბ); იხსენიება: ელისბარ სოლაღაშვილის მიერ პაპუნა მაღალაძისათვის მიცემულ ნასყიდობის წიგნში აღნიშნულია, რომ ეს ნასყიდობა გიორგი ბატონიშვილის ბრძანებით შესრულდა (1565 წ. 1448-5087), დოროთეოს კათალიკოსის მიერ. ნიტრიის ეკლესიისათვის ბოძებულ შეწირულების წიგნში ნათქვამია, რომ გიორგის, როდესაც იგი სურამის პატრონი გამხდარა, შეუწირავს ნიტრიისათვის ზე-სურამიდან ბურთიაშვილები, იოვანე გუერებაშვილი და ბეჟიტა შიშნაშვილი ღვინიასეული მამულით კუართისიდან - როსტევან ტუკაძე, ბაწუნწელაშვილი დათვიაი საზვერლისეული მამულით; შინდარას - სვიმონა, ბუილაური მამულით, მარგუელაშვილი ზარასპ მესხიური მამულით; ოსეურს, შოშიტაი მალიძე; ძელძვინას - ჩაისარაი ჩუმათელიძე; ცედანს - კოროპაძე მამისაი; წიფას - ქურდაძეები, ჟამიერაშვილები, ინდუა ქურდაძე, სვიმონიძევანს - ბლიაძე. ამ შეწირულების საფასურად დოროთეოსს ბატონიშვილისათვის მიურთმევია ფეშქაში ([1589-1600 წწ.] 1448-5008); მისი მეფობიდან მე-8 ინდიქტიონს დაუწერიათ ბეჟან ჯავახიშვილის მიერ ქაიხოსრო [ჯავახიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნი (1606 წ. Hd-9319), მისთვის ყოველი წლის 24 გიორგობისთვეს აღაპის გადახდა დაავალა თამარ დედოფალმა გულჩარაბაჯის (1611 წ. 1448-8760), თეიმურაზ მეფის მიერ მეტეხის ღმრთისმშობლისათვის ბოძებულ შეწირულების წიგნში ნათქვამია, რომ თეიმურაზმა ცოლად მოიყვანა გიორგი მეფის ასული ხორეშანი (1614 წ. ქრ. II. 440), მის მიერ ნაბოძები მამულისა და სახელოს წყალობა განუახლა ბაგრატ მეფემ მოურავ გიორგი სააკაძეს (1616 წ. Hd-14418), უცნობი ჯავახიშვილის საჩივრის წიგნში მოთხრობილია, რომ ქაიხოსრო [ჯავახიშვილს] მასთან დაუბეზღებია მომჩივანის [პაპა] შალვა [ჯავახიშვილი], თითქოს ეს შალვა სვიმონს ხლებია კახეთის ლაშქრობაში, შემდეგ მიუტოვებია იგი და ქალაქს დავით მეფეს მისვლია. გიორგი მეფეს შალვასათვის ჩამოურთმევია ყაენისაგან მიღებული საჩუქარი - 50 თუმანი და ამდენივე ღირებულების ფართალი, ხოლო მომჩივანის მამა-ბიძანი გორის ციხეში დაუმწყვდევინებია. ამ პირთა გათავისუფლება მისთვის უთხოვია დავით კახთა მეფეს ([1615-1619 წწ.] Hd-2272), თეიმურაზ მეფის მიერ სვეტიცხოვლისათვის ბოძებულ შეწირულების სიგელში იგი იხსენიება ხორეშან დედოფლის მამად (1629 წ. X. 13. 1449-2644), მისი სულის სააღაპედ დედო ფალ თამარს და მის ძეს, ლუარსაბს, მთაწმინდის პორტაიტის ღმრთისმშობლისათვის შეუწირავთ მეჯვრისხეველი გლეხები (1630 წ. 1461-3/127), როსტომ მეფის მიერ ასლამაზ იაგულაშვილისათვის მიცემულ მამულის წყალობის წიგნში ნათქვამია, რომ მას განუახლებია ასლამაზისათვის სომხითის სოფლების, საღრეველასა და დიდი სახუნდრის წყალობა (1636 წ. XII. 12. 1450-9/123), როსტომ მეფის მიერ დეკანოზ ათანელისათვის ბოძებული თარხნობის წიგნის მიხედვით, როსტომს განუახლებია გიორგის სახელზე დაწესებული წირვა (1637 წ. Hd-1054), როსტომის მიერვე იტრიის სიონისათვის ბოძებულ შეწირულების წიგნში აღნიშნულია, რომ მასვე შეუწირავს ორი კომლი ჩუმათელიძე ამ ეკლესიისათვის (1645 წ. სს. III. №156); მისი ხელრთვა აქვს შემდეგ საბუთებს: Sd: 527, 522, Hd-1327; მისი ბეჭედი უზის საბუთს Ad-1572.
გიორგი III (მეფე იმერთა), 1604-1637, [1639] წწ.
პანკრატიონი, აფხაზთა,ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა, შანშე და შარვანშა, მეფეთ-მეფე; ორისავე ტახტისა და სახელმწიფოსა, ლიხთ-იმერისა და ლიხთ-ამერისა თვით-ფლობით მტკიცედ მპყრობელი. ჰყავს: პაპა იმერთა მეფე ბაგრატ II (1615 წ. ქმ. №125), ბიძა იმერთა მეფე გიორგი II ([1605-1639 წწ.] H-1781, 37 rv), ძმა როსტომ (1604 წ. 1448-2158), თანამეცხედრე დედოფალი თამარ (1604-1637, [1639] წწ. 1448-2158, Qd-9085 ბ, Hd: 14631, 11273, ქმ. №125, ქრ. II. 451-452, Hd-14633, Qd-9085 გ, Hd-2483), შვილები: ალექსანდრე ([1605 წ.], 1615-1637 წწ. Hd: 2483, 2274, Qd-9085 გ, ქმ. № 125, Hd: 14633, 11273, 14414, 14632, Qd: 8965, 7988, 1448-2159, Hd-13782, ქრ. II. 451-452, Hd-11467, სსძ. II. №45), როსტომ ([1605 1619-1630, [1639] წწ. Hd: 11273, 14414, Qd: 8965, 7988, 1448-2159, Hd: 14633, 2483, 2274, Qd-9085 გ), მამია || მამუკა [1610-1637] წწ. Hd: 14632, 14449, 2274, 2483, 14633, Qd-90853, Hd: 11273, 14414, Qd: 8965, 7988, 1448-2159, Hd-13782, II. 451-452). უწყალობა ყმა-მამული: ხოხონა ჯაფარიძეს - იწას ორი კომლი კაცი ჩანაძეები, მამუკელი და ნინუკაი (1629 წ. Qd-7988), უცნობ პირს - ყმა-მამუ ლი (1632 წ. Hd-13782 ფრაგმ.), უცნობ პირს - ფალავანდისშვილისეული ყმა-მამული ([1605-1639 წწ.] Sd-1139), მთავარეპისკოპოსს და მის ძმას ზაქარიას ნავარძეთში ხოხუა მაჭავარიანის ნაქონი ყმა-მამული ([1605 -1639 წწ.] Hd-2483). განუახლა წყალობა: დავით დავითიშვილს მისი მკვიდრი მამულისა: სტკოცას რიკაძეები, აბანო, წაბლუანა, ბრეთი, გორს - ორი ვაჭარი: მერაბაი და უნანაი; ალს - ერთი ვაჭარი ([1614-1619 წწ.] Hd-14633), ხახუტა სალარიძეს - სახელო და გაათავისუფლა ბეგრისაგან ([1605-1639 წწ.] Hd-11465), შესწირა: გელათს კურსებიდან სამეფო თეთრი 76 კოდი ღომი და გაუჩინა აღაპი თავის ძმას, როსტომს (1604 წ. VIII. 30. 1448-2158), ცაგერის ეკლესიას - სერაპიონის ცაგერლობის დროს გაღმა ლიჩში - არჩუაძისეული მამული და იქ მოსახლე ტაცუა გიორგობიანი ძმებით და მამულით (1610 წ. Qd-9085 ბ), კაცხის მონასტერს - ხრეითიდან ვაჭევში გადმოსახლებული ოთხი კომლი ცერცვაძეები, რომელთაც ხრეითში არ მოუშალა მკვიდრი მამული (1615 წ. ქმ. №125), მასვე - ევდემოზ წერეთლისა და პაატა აბაშიძის თხოვნით - მამუკა ამაშუკელის ნაქონი გლეხი და პარტახტი (1627 წ. Qd-8965), გელათს - თავისი ეგვტერისათვის, ზაქარიას წინამძღვრობის დროს, ლეყერეთში - ქელბაქიანისეული გლეხები: ლომინაი, ივანაი და გოჩიაი შალიკიანები მამულებით, დაავალა წინამძღვარს ყოველი წლის დიდ ხუთშაბათს მისი სულისათვის კელაპტრის დანთება (1630 წ. 1448-2159), გელათს - ჭელიშის ყოვლადწმიდის საყდარი მისი მამულით; ბაჯს - სასახლე, მისი მოჯალაბით და სახასო ადგილებით, იქვე, ერთი კომლი ვაღამაძე ორი წილი ალაგით; ზნაკვას - ერთი კომლი; ჯვარისას - ორი კომლი ბოჭორიშვილები, თავისთვის და დედოფალ თამარისათვის გაიჩინა აღაპი (1637 წ. ქრ. II. 451-452), სვიმონ ჩხეტიძის ეპისკოპოსობის დროს ნიკოლოზწმიდის საყდარს - ესფოფია მღრდელაძე (1637 წ. ქრ. II. 451-452), კაცხის მონასტერს - რკვიას იმედა და ნასყიდა მუმლაძეები ([1605-1639 წწ.] H-1781 r v), მღვიმის მაცხოვარს - გიორგი გაფრინდაშვილი ([1605-1639 წწ.] Hd-11467); განუახლა შეწირულება: ჯვრის მამის, თეოდოსეს თხოვნით, იერუსალიმის ჯვრის მონასტერს დამატებით შესწირა სამი კომლი გლეხი (1619 წ. Hd-11273), ცაგერის ეკლესიას - უსახელოს ზავალეთში მოსახლე ბეჟუა მუსელიანი, რომელიც კუჭაიძეს ჰყავდა მითვისქბული ([1605-1639 წწ.] Qd-9085 გ); პირობა მისცა: დავით დავითიშვილს, რომ დაუბრუნებდა მის ყმა-მამულს, თუ ქართლს დაეპატრონებოდა, ხოლო თუ ქართლს ვერ დაიკავებდა, მაშინ დავითს იმერეთში შეინახავდა (1614 წ. Hd-14631), გიორგი სააკაძეს - იმის შესახებ, რომ თავის ქალს, ხვარამზეს, მიათხოვებდა გიორგი სააკაძის ვაჟს - ავთანდილს ([1625-1626 წწ.] Hd-14414), მასვე - კეთილმოყვრობის შესახებ (1625-1626 წწ.] Hd-14632), იორამ [სააკაძე] - მოურავისშვილს - კეთილმოყვრობის შესახებ (1630-იანი წწ. Hd: 2274, 14449); სხვადასხვა: გაუგზავნა მდივანსა და დარბაზის პატრონს, შიოშს, მოკითხვის წიგნი და სთხოვა, ეშუამდგომლა ბაგრატ-ხანთან, რათა უკან მიეღო თავისი 20 თუმანი, რომელიც ბაგრატ-ხანის ყმას დაეხარჯა ([1616-1619 წწ.] Hd-15014), იხსენიება თავმდებად გელოვანთა მიერ სეტისხევის და წმინდა გიორგისათვის მიცემულ დაწერილში ([1606-1637 წწ. სსძ. II. №45); იხსენიება: როსტომ მეფის მიერ სვეტიცხოვლისათვის ბოძებულ შეწირულების სიგელში მოთხრობილია, რომ მას გზა გადაუღობავს ლევან დადიანისათვის, როცა დადიანს თავისი და მარიამი ოცხეში მიჰყავდა როსტომ მეფესთან საქორწინოდ. დადიანს გიორგი დაუმარცხებია (1648 წ. ქრ. II. 461-462), გაბრიელ ცაგერლის ცაგერის ტაძრისადმი ბოძებულ შეწირულების წიგნში აღნიშნულია, რომ მეფე გიორგის ცაგერისათვის შეუწირავს უსახელოს - ფოჩიანი გუტა და მისი ძმა ძულია ფოჩიანი იონა ძმებითურთ, შოშიტა და ნასყიდა გიორგობიანები, ოყურეშს - ძმები შიო და მათვალი მომარდაშვილები, ლომინა მომარდაშვილი (1656 წ. Qd-9085 ვ), გაბრიელ ცაგერლისავე შეწირულების წიგნის თანახმად, გიორგი მეფეს უბოძებია გაბრიელისათვის ოდიშს ქვარიანის ნაქონი ტყე და ტბა - ბაბუშერი ([1658-1660 წწ.] Qd-9085 ე). მისი ხელრთვა აქვს საბუთს 1448-2159, მისი ბეჭედი უზის შემდეგ საბუთებს: QD: 8965, 1488, 7988, Hd: 13782, 14632, 2483, 2274, 14449, Sd-1139.
გიორგი
ბატონიშვილი, ითვლებოდა ამილახვრის დროშაზე ([1606-1648 წწ.] Hd-2124).
გიორგი - 1631-1630, [1658] წწ.
ბატონიშვილი, ჰყავს ძმა იორამ (1631-1639 წწ. Sd-725 ბ), Qd-219). უწყალობა ფრიდონ იაკობიძეს მამასახლისის სახელო და გაათარხნა იგი (1631 წ. Sd-725 ბ), ელიზბარ თუმანიშვილს - შულავრის მებაღეობა, მეღალეობა, მეკულუხეობა და შემდგომ შულავრის მოურაობა 1639 წ. Qd-219); როსტომ მეფის ბრძანებით, მან, მას შემდეგ, რაც შაჰის კარიდან მობრუნდა, წოვანშას განუახლა ყმა-მამულის წყალობა ([1633-1658 წწ.] IX. 22. 1448-515). ეს საბუთი რუსეთის ადმინისტრაციის მიერ მიჩნეულია ნაყალბევად).
გიორგი - 1642-1643 წწ.
მუხრანის ბატონიშვილი, როსტომ მეფემ მას უბოძა გერმანოზ ბარათაშვილის მკვიდრი სოფელი ცოვრეთი (1642 წ. 1450-14/8); მეფის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობისათვის როსტომმა მას ჩამოართვა ეს სოფელი და ისევ ბარათაშვილებს დაუბრუნა (1643 წ. X. 24. 1450-14/9); მისი. სამკვიდრო სოფელი მამხუტი როსტომ მეფეს უბოძებია შიოშ ხმალაძისათვის, შემდეგ ისევ გიორგისათვის დაუბრუნებია (1643 წ. Hd-1601).
გიორგი
ბატონიშვილი, შვილი როსტომ მეფის შვილობილის, ლუარსაბ ბატონიშვილისა, იხ.
გიორგი XI- (მეფე ქართლის), 1657-1697 წწ.
იესიან-დავითიან-სოლომონიან-ბაგრატონიანი || ბაგრატოვანი; მღთივ-აღმატებული, მღთივ-დამყარებული, ძლიერი და უძლეველი; მეფე კახთა, რანთა, ქართველთა, ყოვლისა ჩრდილოეთისა თვითმპყრობელ-მქონებელი და განმგებელი, მეფობისა და შარავანდედობისა პატრონი ქართლის მეფე (1681 წ. 1448-5038, [[1678-1700 წწ.] Ad-30). მეფედ იხსენიება აგრეთვე ვახტანგ V-ის დროინდელ საბუთებში: (1672 წ. 1450-5/37, 1673 წ. Ad-2246). ჰყავს: მამა ვახტანგ ბატონიშვილი, შემდგომში მეფე ვახტანგ V, იხ. ([1663-1693 წწ.] Hd-8794 გ, 1450-27145, Ad: 1334 ბ, 261, 1449-1826, 1448-5019), და როდამ - ყოფილი ეკატერინე ([1680-1682 წწ.] 1450-18/51, 1449-1826, 1448 5537), დედოფალი მარიამ (დედინაცვალი), იხ., [ბიძები]: აშოთან მუხრანის ბატონი, იხ., თამაზ და ვახტანგ ბარათაშვილები (დედის ხაზით), იხ., ძმები: მეფე არჩილ (1595 წ. 1448-3271), ლევან იხ. ([1662-1697 წწ.] 1448-2321, Hd: 7260, 8794 3, 1450-20/84, 1448-90 ბ, Hd-2433, 1448-5097, Ad-965, 1448-5096,1 450: 7/14, 22/73, 1448-2239, Ad-1357, 1449-544, 1448-3265, 1450-18/51, Hd-2159, Sd: 2831, 1170, 1450-48/28, 1448-1283), ლუარსაბ ([1663-1697 წწ.] 1450-20/84, Hd-7260, 8794 გ, 1448-5097, Hd-2433, Ad-965, 1448-5096, 1449-544, 1450: 18/51, 35/137, Sd-1170), სულეიმან ([1663-1687 წწ.] 1450-20/84, Hd: 8794 გ, 2433, 1448-5097, Ad--965, 1448-5096, 1450-22/73, Ad-1357, 1448-3265, 1449: 2678, 544, 1448-1283, 1450-18/51, Sd-2831), ბიძაშვილები: თეიმურაზ (1687 წ. 1448-610), პაპუა (1680-იანი უუ.1461-3/3), თანამეცხედრე: დედოფალი თამარ ([1676], 1678-1687 წწ. 1450-22/68, 1449: 2678, 544, 1448-521, Sd-539, 1450-13/57, Hd-1969, 1450-49/81, 9/104, 26/2 19, 1448: 5062, 2283, Hd-2602, 1448-5537, 1450-6/139, Hd-2275), დედოფალი ხორეშან (1687-1695 წწ. 1448-610, 1450-10/106, Qd-9815, 1450-23/22, 1448-524, Ad-1504-5, 1450-50/112, 1449-1826, 1448-523, Sd-547, 1450: 26/157, 31/213, Qd-2025, Hd-2156, 1448-2284, Sd-559, Hd: 2639, 2134, 1450: 26/92, 48/151, Hd: 8769, 1924, Qd-8923, 1450-6/34. Hd-10168, Ad-1011, Hd: 2286, 8810, 1450-26/222), შვილი ბაგრატ, იხ., (1677-1692 წწ. 1450-22/68, 1449: 2678, 544, 1448-521, Sd-539, 1450-13/57, Hd-1968, 1450: 49/81, 26/219, 1448-5062, 1449: 100, 1826, 1448-2283, Hd-2602. 1450-9/104, 1448-5537, 1450-6/139, Hd-1988, 1448-610, 1450-10/106, 1448-524, 1450-23/22, Qd-98 15, Sd-2831, 1461-13/7, 1450-50/112, 1448-323, Sd-547, 1450: 26/157, 31/213, Qd-2025, Hd-2156, 1448-2284, Sd-559, Hd-2159, 1448-1283), ასული . მარიამ, იხ., ძმისწულები: ქაიხოსრო, ვახტანგ (1688 წ. VIII. 1450-25/61), უწყალობა: ყმა-მამული და სახელო: გიორგი თარხნიშვილს - ნასოფლარი ახალდაბა და ახალდაბის მოურაობა (1663 წ. V1. 27. Hd-7260), შულავრის მამასახლის თამაზას - თეთრიუბნის ბაგა (1663 წ. XII. 28. 1450-20/84), სახლთუხუცეს დავით გაბადიძეს - ადრე ჩამორთმეული ერთი კომლი სახასო მამულის ნაცვლად - თელათგორს მამული, ორი კომლი სესიკა კალალაშვილი მისი ძმისწულით, მახარათი და განაყოფით, გოგიათი (1663 წ. VIII. 27. Hd-8794 გ), მდივან შაველ ყორღანაშვილს - თავისი ძმის, შაჰნაზარ-ხანის სპარსეთიდან დაბრუნების სამახარობლოდ - ენაგეთში ორი კომლი კაცი, დათია და სარქისა ვახტანგაშვილები (1664 წ. 1448-5631), ქაიხოსრო რატისშვილს - შულავრის, თეთრიუბნისა და ნაქალაქეკლესიის მოურაობა (1665 წ. IX. 22. Hd-2433), დავით გაბადიძეს - ხატისსოფელში ანანა და მისი სიძე - ჯაფარიძე თავიანთი მამულებით (1665 წ. 1448-5097), მანუჩარ თუმანიშვილს - სურამიდან გადმოსახლებული გლეხები: ხეჩატურა, მასურაშვილი ნურალა, დათუა და სურამელა (1666 წ. III. 22. Ad-965), დავით გაბადიძეს - სულხანის კერძი გლეხები, სარალაშვილი შალვა, მისი ძმა ბასილა, ბიძაშვილი დათუნა ხუცესი და პაპნია თავიანთი მამულებით (1667 წ. IX. 27. 1448-5096), უცნობ პირს - ვანქს შაყულაშვილის სამკვიდრო მამული, სახელოდ - ახალქალაქი და პატარა ტამალია (1676 წ. X. 18. Hd-1706), ხოჯა ასლანს, ბეჰბუდას შვილს - მამამისის, ხოჯა ბეჰბუდას მიერ აშენებული აბანო, რომელიც ბეჰბუდას სიკვდილის შემდეგ ჩამოურთმევიათ და შაინასთვის მუციათ (1677 წ. I. 10. 1450-22/73), ალხაზ მაჩაბელს - მისი ამოვარდნილი ბიძების: რატისა და გიორგის ნაქონი მამული, ქრცხილვანს - ნაზვრევი, გლეხი პაატა არაბაშვილი მამულით, ურია დათუნა ხანანაშვილის ნასახლარი (1678 წ. 1448-521), ვახტანგ ორბელიშვილს - მისი ამოვარდნილი მებაღეთუხუცესის, შაფურას ნაქონი სასახლე ქალაქს და ათინას ნაქონი სახლები (1679 წ. 29. IV. Sd-539), პაპუნა მაღალაძეს - კავთისხევში, ძლევის ქედს ქვემოთ მდებარე სახასო მედნის (sic) ხოდაბუნი (1680 წ. XII. 15. 1448-5062), ალავერდა ალიხანაშვილს სოფელ ჯახოშაში ამოვარდნილი ალიხანასალა შულავერში თამაზა მეგრელის ნაქონი მამულები (1681 წ. 1450-9/104), რევაზ მაღალაძეს - ციხედიდის მოურაობა, რომელიც ადრე ბაღდაშვილს ჰქონდა და სამოურაოდ - არმაზი (1681 წ. XII. 25. 1448-2283), ქეშიკ შალვა გლურჯიძეს - ჯამაგირი - წელიწადში სამი თუმანი (1682 წ. III. 31. 1448-313), მესაათე „უსტა“ სანოსას - ქალაქში სასახლის ადგილი და ველია საცხენისელის ნაქონი სახლები, რომლებსაც ესაზღვრებოდა მჭედელ ზურაბას, დალალაშვილისა და გურგენისშვილის სახლები (1683 წ. 1450-6/139), ტაშირის ყიზილ-ზიარათის მამასახლის ევანეზას - 100 სული ცხვრის საბალახე (1684 წ. IV. 1. 1448-5523), ბეგთაბეგ შანშეან - მარტიროზიშვილს- სოფელი ნაბახტევი (რომელიც ადრე ჩამოურთმევიათ ბეგთაბეგისათვის), ნორაშნით, კვერცხობით და კლდის წყაროთი, დედოფლის მორდრობა და „ხელისჩა მომრთმენელობა“ (1685 წ.4259), ზაალ დოლენჯიშვილს - ყაიყულის მებარახობა (1686 წ. Hd-1988), ბერ სააკაძეს, გიორგი სააკაძის სახლიკაცს, ქრისტეფორე საგინაშვილის გარდაცვალების შემდეგ უწყალობა ქვათახევის საწინამძღვრო (1686 წ. Hd -1969), თეიმურაზ მუხრანბატონს - სახლთუხუცესობა, ელის ქოდავის მკრეფელობა საყმოდ - სარათლუ და ქურთები, თბილისში - მუხრანბატონის სასახლე (1687 წ. XII. 9. 1448-610), ერასტი - თამაზასშვილ-თურქისტანიშვილს - ახალდაბაში სეფია, მახარა და გოდერძი ირემაშვილების ნაქონი ზვარი (1687 წ. X. 17. 1450-10/106), იავანგულაანთ ამირჯანაშვილ გასპარას - უშვილო კირაკოზას სახლები; დარბაზი, სათორნე, მარანი და საჯინიბო (1688 წ. 1450-23/22), ბარათა ბარათაშვილ-ფალავანხოსროსშვილს უშვილოდ გარდაცვლილი დურმიშხან [ბარათაშვილის] მამული: ბეთენიას მამუკა მის ძმისწულებით, ერწოს - ზუბიაშვილი ბერია, ფუტრევს - პაპუნა გოგიჯანაშვილი, სვანიშვილები, სვინაძის მამული; ცხნარს - ნასყიდა ხიზანაშვილი, ძამა შავერდაშვილი ძმებითურთ; ქვათეთრს - ნასყიდა გოგიაშვილი მამულით, ამას გარდა, ჭანდარსა და ხვინთქბას, მიქელაძის კუთვნილი მამულის გამოკლებით, დარჩენილი ნასოფლარების მესამედი (1688 წ. V. 3. Qd-9815 ), პაპუნა გოსტაშაბიშვილს - ამოვარდნილი დურმიშხან [ბარათაშვილის] ნაქონი ყმა-მამული: ერწოს - მამუკა ზუბიაშვილი; მოლავს - ყიფიანი; ბეთენიას - მამისიმედი, სალარიშვილი ნასყიდა; ცხნარს - თამაზა ჭაბუკაშვილი, ადუა შავერდაშვილი; ქვათეთრს - მამუკა და გოგიაშვილი სადება; ჭანდარსა და ხვინთქბას. მამულების ის ნაწილი, რომელიც მიქელაძეებს არ ეკუთვნოდათ (1688 წ. V. 4. Qd-2025), როშაქ ჩოლაყაშვილს - კონდოლში გორჯასპ კახაბრისშვილის ნაქონი ყმა-მამული (1688 წ. Sd-2831), ზაალ ავალიშვილს - სოფლები ნეძვი და კორტანეთი (1688 წ. IX. 24. 1450-50/112), გიორგი ავალიშვილს - სახასო სოფელი ქიმერეთი, ტაშისკარს - მიქელაძის წილი აზნაურიშვილი ასიტა ყმა-მამულით და ახალდაბის მოურაობა (1688 წ. IX. 24. 1448-523); გიორგი მიქელაძეს - დურმიშხანის ნაქონი მამულ ბუჟღულიანში სასახლე და ზვარი, რომელიც ქალის მიერ არ იყო ნაყიდი და სადაც მას, დურმიშხანს, სახასო მიწები და ხოდაბუნები ჰქონდა; გლეხები მამულებითურთ ცხნარს - კააკონა, ლომკაცა ბედიაშვილი, ლომშერა; ცხვრისს - თევდორა ტბელიშვილი, ოსიყმე, დათუნა ხიზანაშვილი; ტბისს - პაპუნა ტუხიაშვილი, წინვენახს - ქუდრეგენაშვილი ბერიკა; ახალშენს- მედიაშვილი ადუა; ერტისს - ირემაშვილი, დურმიშხანის მიწის მესამედი და ნასოფლარი ჭანდარსა და ხვინთქბას (1688 წ. Sd-547), ბაადურ მაჩაბელს - საბაწმიდას სადასაყუდებულო ყმა-მამული 1688 წ. 1450-26/157), ავთანდილ სააკაძეს - საციციანოს საბალახის ნახევარი (1688 წ. VII. 7. Hd-2156), ქაიხოსრო ჩხეიძეს - სახასო სოფელი ფონა (1688 წ. VIII. 1450-25/61), ფეშანგი ფინეზასშვილს - შუა ბოლნისში, ბაიდრისუბანში, მისი განაყოფის, ამოვარდნილი ადიბეგაშვილის ყმა-მამული (1690 წ. 1448-1776), გივი ამილახორს გორის მოურაობა და საამილახვროს სარდლობა, რომელიც ჩამოართვა ოთია ამილახორს (1692 წ. IX. 10. Hd-2134), ავთანდილ მოურავიშვილს - პაპუა თუხარელი შვილით და ნაყიდი მამულით, სოფლები: ცხავერი, სამება, ცუცუბანი,ხატისთელეთი,თერდოწმიდა (1693 წ. Hd-1924), ბეჟან საგინაშვილს - წრისს - იმარინდო ზურაბაშვილი, საზვერელ დარისპანაშვილი და სიხარულაშვილის საკომლო (1693 წ. 1450-26/92), ნიკოლოზ მაღალაძეს - კავთისხევში - სახასო გლეხები ხატუაშვილი და გედაშვილი (1694 წ. II. 10. Qd-892 3), მამუკა უნაძეს - ქრცხინვალის, კეხვისა და აჩაბეთის მამა სახლისობა (1695 წ. Hd -4352), ფარემუზ გოგიბაშვილ-პაპიაშვილს - სახუნდარში რატიშვილის ნაქონი გლეხები (1695 წ. I. 1. 1450-6/34), ბეჟან ჩივაძეს - კავთისხევს, თელათუბანში, ჯავახ მექანარიშვილი, თევდორა და პაატა დათუნასშვილები, შაჰნავაზის მიერ ადრე ბოძებული ღვარის ხოდაბუნი (1695 წ. 1448-3271), უცნობ პირს- პაპუნა ფალავანდიშვილისეული ყმა-მამული ([1697 წ. Sd-1139), ბეჟან თურქისტანიშვილს - იმერეთში გაწეული სამსახურისათვის - ამოვარდნილი ბახუტა [თურქისტანიშვილის] წილი ყმა-მამული ახალდაბას, ოთია მღთისიაშვილი და ხუცესი გიორგი; ერტისს - რევაზა და იმედა ბერისშვილები მათი წილი სასახლითა და ზვრით, ელიკასშვილი ბიძინა; მუხათს - თევდორასშვილი თეთრა, გორუმს. ჩალიასშვილი ვირჯაზა, ვართანასშვილი ზალუა თავიანთი მამულებით; ახალდაბას - სვიმონა და ზალუა ირემას შვილების ნაცვლად - გორუმში ქექებურასშვილის ნაქონი ანეზასშვილი ევანოზა და აკოფასშვილი ([1685-1703 წწ.] 1450-18/97); ბახუტა თურქისტანიშვილს - მისი განაყოფების, ქექაბურისშვილების კუთვნილი ყმები: ირემაშვილი სვიმონა, მისი განაყოფი სეხნია,ზვრის მეშვიდედით ([1685-1703 წწ. 1450-18/86), ბეჟან თურქისტანიშვილს - მისი განაყოფების, ქექაბურისშვილების ყოფილი ყმები ახალდაბას: დათუნა მჭედლისშვილი, დათუნა და მისი განაყოფი ნარიმა თავ-თავიანთი ზვრების მეშვიდედით ([1685--1703 წწ.] 1450-18/87), შერმაზანს - ზაკვში ერთი კომლი და საკომლო რომლებიც როჭიკაშვილს ეკავა ([1676-1709 წწ.] Hd-14983), ვახუშტი ბარათაშვილს საბარათაშვილოსა და სამეფოს მებალახეობა (1676 1688 წწ. Sd-550), იასე გერმანოზიშვილს - ტბისს აბულფათიშვილის ნაქონი ვენახი კახიშვილის ვენახითურთ გამანაურამდე და უსუფას მიწებამდე ([1685-1695 წწ. Hd-8810), ლევან ავალიშვილს - სარუყაფლანის კერძი მამული, აზნაურიშვილები - განძიელი და სანთლიკუდაშვილი ([1685-1695 წწ. Hd-10168), როშაქ ჩოლაყაშვილს - საყმოდ - კარდანეხი და აფხაზის მამული, სამოურაოდ - ბაიამათლუ, აგრეთვე მუსტაფას ყარაგუნასობა ([1685-1694 წწ.] Hd-2286), ალხაზ მაჩაბელს - საბაწმინდის სახასო საყდარი ყმებითა და სასაფლაოთი [1685-1695 წწ. 1450-26/222); განუახლა წყალობა: ზაქარია ბათიაშკილს სურამის მამასახლისობისა და თარხნობისა, რომელიც როსტომ მეფეს მიუნიჭებია (1664 წ. V. 10. 1448-90 ბ), პაპუნაბეგ ორბელიშვილს - ფიტარეთის ეკლესიისათვის ადრევე შეწირული ანჯიყაფაშვილებისა (1677 წ. Ad-1357), პაპუა მაღალაძეს - აღაიანში ნიკოდა ვარდიაშვილისა (1677 წ. 1448-2239), ხოჯა ასლანს, ბეჰბუდას შვილს, როსტომ მეფის ნაწყალობევი აბანოს ასაშენებელი ადგილის და მანდენასშვილებისაგან ნაყიდი ბახჩისა, რომლის საზღვრები იყო: ქვემოთ პატრუქის აბანოს კარი, უკან - თოფჩიბაშის ბაღის გზა, ზევით - როსტომას ბაღის კედელი, წინ - მანდენაშვილის დაბახანა (1678 წ. VII. 20. 1450-22/68), რევაზ მაღალაძეს სვეტიცხოვლის სახლთუხუცესის, მდივნისა და ქადაგის სახელოები, დაუმტკიცა „ქართლით კახეთამდის სვეტიცხოვლის შემოსავლის ოცისთავი ღვინისა, პურისა, თეთრისა, ძროხისა და ცხვრისა“ (1681 წ. XII. 25. 1448-2283), იბაშერ [შალიკაშვილს] - ლუარსაბ მეფის მიერ ბოძებული შვიდი კომლი გლეხისა: ვარსიმე მწყერაძის, მღვდელ მახიაშვილის, კაკაშვილის, მოშივრაშვილის, კაკობაშვილის, მამუკაშვილისა და მხაჭაშვილისა (1682 წ. V. 25. 1450-35/137), შერმაზან გლურჯიძეს ვახტანგ მეფის მიერ ნაბოძები ყმის, ბასილა ინანაშვილისა სასირეთში; ღვარებში უშვილო ზუბიტას წილი არევაშვილი პაპნია ძმითა და შვილით (1688 წ. V. 16. 1448-524), დეონოსე სუმბულიძის ობოლ ძმისწულებს - გიორგისა და აბელს ძეგვში პაატა მიწობლიძისაგან ნასისხლად მიღებული ყმებისა: უჯარაშვილისა და ფეროზაშვილისა, რომლებიც კათალიკოსის მოხელეებს საკათალიკოსო ყმების დავთარში შეეტანათ (1688 წ. V. 18. 1450-31/13), ზაალ იორამიშვილს - უდანაშაულოდ ჩამორთმეული და ზაალ ავალიშვილისათვის მიცემული მამულისა დვანს (1688 წ.1450--31/213), ალხაზ მაჩაბელს - როსტომ მეფის მიერ ნაწყალობევი პაპელიშვილებისა, რომლებიც „სადაყუდებულო შექნილიყვნენ“ ([1685-1709 წწ.] 1450-26/222), ლიპარ თუმანიშვილს - მორდლობა ([1685-1694 წწ. Ad-1011); შესწირა: ურბნისის ტაძარს ერთი კომლი მაზიაშვილებითურთ, იმ დროს, როცა დედოფალმა მარიამმა დანგრეული ურბნისის ტაძარი აღადგინა (1666 წ. 1448-9999), მანგლისის ტაძარს - თრიალეთის სოფელი მეთრევანა (1678 წ. XII. 1. 1449-2678), ზემო ნიქოზის საყდარს - ოთხი საკომლოს კოდის პური (1688 წ. IX. 1. Ad-1505-5), ურბნისის საყდარს - რუისში სახასო ყმები: პაპუნა ხანისშვილი, სარიდანისშვილი, ბუხუნაშვილი და საყვარელა ([1679-1709 წწ.] Ad-1503-15); გაუახლა შეწირულება: ურბნისის ტაძარს ქვემო ნიქოზში საბია ელუაშვილისა (1662 წ. 1448-2321),[ [იერუსალიმის] ჯვრის მონასტერს - თბილისში სასახლისა და აგრეთვე შესწირა გალავანს გარეთ მდებარე მამუკას ნაქონი სასახლე, რომელსაც ცალ მხარეზე ესაზღვრებოდა დათუნას სახლის კედელი, მეორეზე - შიოშ ზედგენიძის სასახლე (1678 წ. XII. 6. 1449-544); გაათარხნა: სამეხროს მამასახლისი იორდანე ცხვრის საბალახისაგან (1687 წ.XI. 2. Hd-6204), მანგლისის ღმრთისმშობლის ყმა-მამული, გაიჩინა აღაპები თავისი მშობლებისა და დედოფალ თამარის სახელზე (1688 წ. 1449-1826), ასანა დემურაშვილი (1690 წ. 1450-33/346), დედამისის მზითვის ფარეში, პაპუნა, ძმებითურთ, და იგი დედამისის მეაღაპედ დააყენა (1680 წ. 1450-18/51), ფარემუზ ჯავახიშვილის ყმები სოფელ ჭვარებში და ჭვარების ნასოფლარებში (1692 წ. XII. 5. Hd-2639), პაპუნა ბარათაშვილის ნასოფლარი მარიამი თრიალეთში (1693 წ. IV. Hd-8769), ბაინდურა თოფჩიაშვილი და მისი [სახლიკაცები] (1691 წ. 1448-2284), ალხაზ მაჩაბლის ოთხი კომლი ყმა: თამარაშენში - გიორგი, ზურაბა და დავითა ვერმიშასშვილები, ქრცხილვანს - ფირალა შირვანასშვილი ძმითა და შვილით, ხახანაშვილი ხახანა და მისი ძმები, შალომა და მათვალა, ურია დავითა. ამათ „არ ეთხოვებოდათ“ შაბის, ხამის, თევზის, მარილისა და მატლის ბაჟი დაუტოვა ბაჟი ფარჩაზე (1680 წ. V. 12. 1450-26/219), ბეჟან ჩივაძის ყმები კავთისხევსა და თელათუბანში: ჯავახ მექანარიშვილი და თევდორა და პაატა დათუნასშვილები (1695 წ.1448-3271); გაარჩია დავა და სარჩელი: შაჰნავაზთან ერთად ყაფლან ბარათაშვილსა და პაპუნა ვირშელიშვილს შორის (1670 წ. Sd-534), ზაზა ციციშვილსა და აზნაურ ბამან მაღრაძეს შორის (1678 წ. 1450-14/62), ქაიხოსრო ციციშვილისა მისი განაყოფის, ზაალ ციციშვილის წინააღმდეგ (1679 წ. 5. VIII. Ad-1218), დავით დავითისშვილისა სეხნია სამაღანისშვილის წინააღმდეგ (1680 წ. Sd-756), მის თაობაზე ქაიხოსრო, ზაალ და თაყა ბარათაშვილებს შორის (1682 წ. 1. 24. 1450-2/145 ); პირობა მისცა: ასლან დემურაშვილს იმერეთში და სამცხეში ყოფნისას გამოჩენილი ერთგულებისათვის სადედოფლო თავდიდაშვილის მამულის წყალობის შესახებ (1692 წ. Sd-559), გიორგი ავალიშვილს - სოფლისა და სარუყაფლანის კუთვნილი მამულის წყალობის შესახებ (1692 წ. Hd-2358); მასვე ჰპირდება სარუყაფლანის ნაქონი მამულის და აზნაურიშვილების: განძიელისა და სანთლიკუდაშვილის წყალობას ([1687-1696 წწ.] Hd-10168), გივი ამილახორს, რომელიც ემხრობოდა ნაზარალი-ხანთან ბრძოლის დროს, რომ თუ კი გიორგი გაიმარჯვებდა, მაშინ, საამილახოროში, გივის ოჯახის გარდა სხვა ამილახვრიშვილებს წილს არ მისცემდა და იოთამ ამილახვრისშვილს საამილახოროში არ შეუშვებდა (1692 წ. XII. 1448-526), ქაიხოსრო წერეთელს - ნახევარ საციციანოს მებალახეობისა და გლეხების წყალობის თაობაზე (1697 წ. Sd-1170), მასვე შეჰპირდა, რომ დაუტოვებდა ზემო ქვეყნის სარდლობას (1680 წ.ახლო. Hd-1995 ), ჯვარისმტვირთველს - რომ წალკელი ეპისკოპოსი ქრისტეფორე საგინაშვილი მას (ჯვარისმტვირთველს), ქვათახევის წინამძღვრობას უბოძებდა ([1676-1680 წწ.] Hd-14937), თავის ბიძაშვილ პაპუას - არ მოჰკითხავდა პასუხს მისი ძმის, ერეკლეს დანაშაულის გამო (1680-იანი წწ.1461-3/3), ბაადურ ციციშვილს თუ კი იგი ქართლს დაიბრუნებდა, იქ მამულებს უწყალობებდა, ხოლო თუ ბაადური ქართლში არ მოისურვებდა დარჩენას, ლიხთ-იმერეთში არჩენდა (1676 წ. Hd-2275), ზურაბ ენდრონიკაშვილს, - რომ თუ კი გიორგი მეფე, ან მისი სახლიკაცი კახეთში გამეფდებოდა, ზურაბს მარტყოფის მოურაობასა და შიბლიანში ყმა-მამულს დაუმტკიცებდა ([1676 1688 წწ.] 11461-13/7), საამ [ბარათაშვილს] - მანგლელის შუამდგომლობით, წყალობის შესახებ([1676-1688 წწ.] Ad-2241), სარიდან მაყაშვილს, თარხან და დათუნა ჯანდიერიშვილებს, გიორგი ენდრონიკაშვილს, გიორგი ავალიშვილს, როშაქ ჩოლაყაშვილს და ბერუკა აგათოშვილს - კახეთის დაჭერის შემთხვევაში - წყალობისა და უვნებლობის შესახებ ([1678-1688 წწ.] Hd-2159); უბრძანა: დიდუბელებს სვეტიცხოვლობა დღეს, სახლთუხუცეს რევაზ და ქადაგ ნიკოლოზ მაღალაძეებისათვის ჩაებარებინათ გამოსაღები გიორგი მეფის მშობლების სააღაპედ, სამაგიეროდ დიდუბელები თავისუფლდებოდნენ სხვა გადასახადებისაგან (1682 წ. 1448-5537), გაბაშვილებს, ყარის მეყორუღეებს, რომ მეითრის ჯოგისათვის ხელი არ ეხლოთ, ხოლო თუ „სხვისა ერიოს, ნუ დააყენებთო“ ([1676-1688 წწ.] Hd-14956), თბილელ იოსებ [სააკაძეს] და კანდელაკ - დეკანოზ მაზიტას - გაერჩიათ ქვათახევის წინამძღვრისა და მაღალაძეების დავა სენაკზე, წალკოტზე და ბოსტანზე ([1676-1688 წწ.] 1448-1065), მისი ბრძანებით: მდივანბეგმა ვახტანგ [ბარათაშვილმა] გაარიგა ზაქუმბეგ ზაქუმიშვილსა და შალიკაშვილს შორის სამამულე დავა (1679 წ. 1450-48/1/49), თბილელმა იოსებ სააკაძემ გაარიგა სამამულე დავა ქვათახევის წინამძღვარსა და ნიკოლოზ მაღალაძეს შორის (1683 წ. Qd-8939), ნიკოლოზ კათალიკოსმა რევაზ მაღალაძეს უწყალობა სოფელი ციხებდავი (1686 წ. Hd-7221), მანუჩარ მეითარმა და პაატა სუფრაჯმა გაარიგა სამამულე დავა დავით ფალავანდიშვილსა და თიღველ სამხარაძეს შორის (1687 წ. V. 25. Sd-499), ნიკოლოზ კათალიკოსმა რევაზ მაღალაძეს უწყალობა დიღომში რომნაზაული ზვარი (1687 წ. Ad-4646), შიოშ გლურჯიძე გაიგზავნა ფილიპე მროველთან, რათა ამ უკანასკნელს გაერჩია სამამულე დავა სააკაძეებსა და რობამ მამაცაშვილს შორის ([1676-1688 წწ.] 1450-48/28), მანგლელმა ეპისკოპოსმა ფარემუზ ჯავახიშვილმა და დათუნა თუმანიშვილმა გაარიგეს სამამულე დავა ზურაბ და შერმაზან ჯავახიშვილებსა და ოთია გოგიბედაშვილს შორის (1695 წ. Hd-6021), თამაზ და გიორგი ყაფლანიშვილებმა გაარიგეს ბარათაშვილ-იოთამიშვილებსა და დოლენჯიშვილებს შორის ატეხილი სამამულე დავა (XVII ს.70-80-იანი წწ. 1450-38/26), სარდალ თამაზ ბარათაშვილსა და მის ძმას, მდივანბეგ ვახტანგს, ერთმანეთისათვის ფიცის წიგნი მიუციათ ([1675-1685 წწ. Sd-572), დაამტკიცა: შაჰნავაზის მიერ თბილისის სიონისათვის ბოძებული შეწირულების წიგნი (1665 წ. 1449-2666), დომენტი კათალიკოსის მიერ პაპუა მაღალაძისათვის ბოძებული წყალობის წიგნი (1672 წ.V.1. Ad-1689), როსტომ მეფის მიერ პაპია გოგიბაშვილისათვის მიცემული ნასოფლარის თარხნობის წიგნი (1672 წ.V. 27 1450-5/37), როსტომ მეფის მიერვე მერაბ ყორღანაშვილისათვის მიცემული მამულის თარხნობის წიგნი (1678 წ. 1448-3265), როსტომის მიერ გურგენ ყორღანაშვილისათვის ბოძებული ყმა-მამულის წყალობის წიგნი (1678 წ. VIII. 1. 450-1/94), დაუმტკიცა პაპუნა თუხარელს მისი (პაპუნას) აშენებული სახლები „ხეჩატურას სახლის გვერდით, წყლის გამომშვებ მილთან, გალავნის „ძირზედ“ (1679 წ. VI. 14. 1450-13/57), სოიბათიასაულ პაპია შანშიაშვილს - ურწაშენში ნაყიდი მიწები, რომელსაც სამწევრელნი ეცილებოდნენ“ (1680 წ. X. 10. 1449-1000), ზურაბ თუმანიშვილს - წოდორეთში ნაყიდი მამულები (1681 წ. VII. 20.Hd-2602), თამაზ და ვახტანგ ბარათაშვილებს ერთმანეთში დადებული კეთილმოყვრობის წიგნი ([1676-1685 წწ.] Sd-1926), მურვან რუსაშვილს - როსტომ მეფის მიერ მიცემული წყალობის წიგნი [1676-1688 წწ.] 1448-5291), ამოან თუხარელს - როსტომ მეფის მიერ ბოძებული წყალობის წიგნი ([1678-1688 წწ.] Hd-14436-ბ); სხვადასხვა: მან სავენახედ პაპია გოგიბაშვილს გამოართვა ორი დღის მიწა, ხოლო მის ნაცვლად სამეფო ხოდაბუნიდან უბოძა ოთხი დღისა, რომელსაც ესაზღვრებოდა ალიხანასა და ზიადას მიწები (1670 წ. 9. VI. 450-7/14); მისი ნებართვით, გარსევან ყორღანაშვილმა თავის ძმას, მერაბს, მიჰყიდა ვანათში წილში ნარგები საკომლო (1672 წ. VII. 1450-1/4), მას უგზავნის წერილს ლუარსაბ მირზა, რომელიც რაღაც დანაშაულის გამო დასჯილია, სახლიდან გაძევებულია, ცხოვრობს კავთისხევში წერილის დაწერის დროისათვის 7 თვის მანძილზე. ლუარსაბ მირზა თავის გამართლებას არ ცდილობს. ორბელის პირითაც შეუთვლია მეფე გიორგისათვის, ჩვენი სახლი ჩვენ გვიბოძეთო. მეფეს ქვარიანისათვის უბრძანებია დღეში სამჯერ დაეფიცებინა ლუარსაბ მირზა. ლუარსაბი თხოვს ისევ თავისი სახლის წყალობას და უთვლის, დანარჩენ ჩემს ამბავს დათუნა მუსხელაშვილი მოგახსენებსო ([165 8-1676 წწ.] Sd-1916), მისი ნებართვით, ბასილა სულხანაშვილმა ზურაბ თუმანიშვილს მიჰყიდა წოდორეთსა და ლისში მამულები (1673 წ. Ad-2246), ნარელ აზნაურს, ქითო სავთაშვილს, დაუნიშნა წელიწადში ოცი მარჩილი სალაროდან (1680 წ. 25. V. 1449-1331), მისი დასტურით, ქრისტესია სულხანაშვილმა ზურაბ თუმანიშვილს მიჰყიდა წოდორეთული მამული (1681 წ. III. 15.Qd-9038 იბ), ზალია დალალაშვილს დაუბრუნა სახლიკაცებთან გაყრის დროს გასამყრელოდ აღებული ერთი კომლი გლეხი კირაკოზა ოვიკაშვილი (1693 წ. I. 23. 1450-8/151), მან ვინმე გიორგის შესმენით, გადაახდევინა ამ გიორგის განაყოფს 60 მარჩილი ([1676-1678 წწ.] Sd-1013 ), მას წერილს სწერს არჩილ მეფე, სთხოვს, მიეხმაროს ზურაბ [თუმანიშვილს] წართმეული ყმის, თავაქალაშვილის დაბრუნებაში (1675 წ. ახლო. Hd-11016), უცნობ პირს დაუნიშნა ჯამაგირი სარგო - თუმანი თეთრი წელიწადში (1676-1709 წწ. 1 1448-8849), მან ლევან, სულეიმან, თეიმურაზ და აშოთან ბატონიშვილებთან, ნიკოლოზ კათალიკოსთან, გივი ამილახორთან, პაპუნაბეგ [ბარათაშვილთან], მდივან ბეგ ვახტანგ [ბარათაშვილთან], დავით ერისთავთან, იასონ ერისთვისშვილთან, ნიკოლო მთავარეპისკოპოსთან და იოსებ თბილელთან ერთად [იერუსალიმის] მონასტრების დასახსნელად პატრიარქ დოსითეოსს მისცა ვალად 60 ათასი მარჩილი, აგრეთვე გააგზავნა კაცები გილანს, რათა იქ ეყიდათ აბრეშუმი და შემდეგ იზმირში გაეყიდათ. აღებული ფული - 18440 მარჩილი ცხრა თვეში უნდა მიეცათ დოსითეოსისათვის. ამას გარდა, პაპუას იზმირში ჰქონდა 13 ათასი ასლანი, რომელიც დოსითეოსისათვის უნდა გადაეცა ბურსაში ან სტამბოლში. მარიამობისთვის გასულისათვის პაპა დანიელისათვის უნდა მიეცათ 4663 მარჩილი. ეს თანხა დოსითეოსს უნდა მოეხმარა მონასტრების დასახსნელად (1678-1685 წწ. 1448-1283), ლევან ბატონიშვილთან ერთად ფილიპე მროველთან გაგზავნა შიოშ გლურჯიძე, რათა მათ გადაეწყვიტათ სადაო საქმე სააკაძეებსა და რობამ მამაცაშვილს შორის პაპუა თვალიაშვილისა და მისი ძმის მამულის თაობაზე ([1678-1688 წწ.] 1450-48/28), მისწერა წერილი მდივანბეგ ვახტანგ [ბარათაშვილს], შეჰპირდა, რომ თუ ვახტანგის სახლის წევრები გაიყრებოდნენ, გასამყრელოს, ვახტანგის თხოვნით, მასა და მის შვილებს მისცემდა ([1678-1685 წწ.] Sd-632); იხსენიება: თაყა ასანბეგიშვილის მიერ პაპუნა გოსტაშაბისშვილისათვის მიცემული მამულების გაცვლილობის წიგნის ფიცის ფორმულაში (1671 წ. IX. 12. Hd-7592), პაპუა ტატიშვილის მიერ ხოსია ტატიშვილისათვის მიცემული სასისხლო დავის განჩინების ფიცის ფორმულაში (1612 წ. sic 16[74] Hd-3211), ნიკოლოზ კათალიკოსის სიტყვით, მან მიიღო კათალიკოსობა გიორგის მხარდაჭერით (1678 წ. ქრ. II. 493), მისი მეფობის დროს მთაწმინდის მამებმა: ათანასემ და დავითმა სამეფო ოჯახს პირობა დაუდეს წირვა - აღაპის შესრულების თაობაზე (1678 წ. V. 28. Hd-11067), სოღროაანთ მამიჯანას მიერ მელიქ შერმაზანასათვის მიცემული ნასყიდობის წიგნის ფიცის ფორმულაში (1679 წ. V. 24. 1448-320), არაქელა ალიხანაშვილის მიერ ზურაბ [თუმანიშვილისათვის] მიცემულ საპატრონყმო წიგნში (1679 წ. VII. 1. Hd-6300), ლევან ათაბეგისშვილის მიერ შალვა შალიკაშვილისათვის მიცემული პირობის წიგნის ფიცის ფორმულაში (1681 წ. III. 8. 1450-48/139), გიორგი სააკაძემ პირობა მისცა ბეგთაბეგ მარტიროზიშვილს, რომ გიორგი მეფის ერთგული იქნებოდა (1686 წ. Hd: 2148, 6128), მის მიერ ბოძებული მამულის წყალობა განუახლა ლევან ბატონიშვილმა ბაინდურ შანშეაშვილს (1682 წ. V. 20. 1450-5/46), ევდემონ მანგლელის მიერ შედგენილ სოფელ მეთრევანას გამოსაღებების წიგნში აღნიშნულია, რომ მას შეუწირავს ეს სოფელი მანგლისის საყდრისათვის ([1676 1683 წწ.] Ad-261), პაპუნა შვანდირასშვილის მიერ კათალიკოსისათვის მიცემულ თავდებობის წიგნის ფიცის ფორმულაში (1686 წ. 1449-268), მისი და დედოფალ თამარის მოსახსენებლად აშოთან მუხრანბატონმა პორტაიტის ღმრთისმშობელს შესწირა ყმები ხვითში (1687 წ. V. 1. 1461-3/134), ნიკოლოზ კათალიკოსის ანგარიშების წიგნში ნათქვამია, რომ გიორგის თავისი კურთხევის შემდეგ ნიკოლოზისათვის უბოძებია კათალიკოსობა (1687 წ. 1449-2681), ბაგრატ ბატონიშვილმა სახლთუხუცეს ქაიხოსრო რატიშვილს უწყალობა ყმა-მამული გიორგის მეფობიდან მეთერთმეტე ინდიკტიონს (1688 წ. 17. X. Hd-8415 ა), გიორგი მიქელაძის მიერ პაპუნა გოშტაშაბიშვილისათვის მიცემული პირობის წიგნის ფიცის ფორმულაში(1688 წ. IV. 22. Hd-2024), მისი მეფობის პერიოდში ფარემუზ ჯავახიშვილი არჯავნის ყორუღი ყოფილა (1690 წ. 27. 1V. Hd-9269), გორჯასპ [ბარათაშვილისათვის] მიბარებულ სამამულე წიგნების ნუსხაში იხსენიება გიორგი მეფის მიერ ხანდამაშვილებისათვის ბოძებული წყალობის წიგნი (1691 წ. XI. 2. Sd-1931), მოურავიშვილებისა და მაღალაძეების სამამულე დავის განჩინებაში აღნიშნულია, რომ ქვათახევის სასაფლაოსა და ბაღ-ბოსტნის საქმე ისევე უნდა დარჩენილიყო, როგორც, გიორგი მეფის სიტყვით, თბილელის მიერ გარიგებულ წიგნში ეწერა (1691 წ. 1448-3268), ნაზარალი-ხანმა შეარიგა გივი ამილახორი თავის ძმისწულებთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ისინი შერიგებულან მეფე გიორგის დროსაც (1692 წ. III. 15. Hd-10068), ნაზარალი-ხანთან ბრძოლის დროს მას ქართლელ თავადთა ნაწილი მიმხრობია, მათ შორის ყოფილა გივი ამილახორი ძმებითა და ძმისწულებით.გიორგი მეფეს გივი ამილახორისათვის მიუცია პირობა, რომ თუ იგი ტახტს დაიკავებდა, იოთამ ამილახორსა და მის ძმას საამილახოროში აღარ შეუშვებდა და არც მამულიდან მისცემდა წილს (1692 წ. XII. 1448-526), ბაინდურ ერისთვისშვილმა და გივი ამილახორმა ერთმანეთს მისცეს პირობა, რომ მეფე გიორგის საზიანო საქმეს არ ჩაიდენდნენ (1692 წ. ახლო. Hd-2149), ნაზარალი-ხანის მიერ ქაიხოსრო ციციშვილისათვის ბოძებული პირობის წიგნის მიხედვით, არაგვის ერისთავი და ციცი [ციციშვილი] სხვა ქართველებთან ერთად ნაზარალი-ხანს განუდგნენ და შაჰნავაზის შვილს, გიორგის „მიუვიდნენ“ (1693 წ. 1448-5019), ნაზარალი-ხანის მიერ ზაალ აბაზაძისათვის მიცემულ წყალობის წიგნში აღნიშნულია, რომ ზაალ აბაზაძისათვის ადრე გიორგი მეფეს უბოძებია ყმა-მამული (1693 წ. VII. 30. Hd-1676), როდესაც ნაზარალი-ხანი მას ტახტზე შეცილებია, გიორგი და ბარძიმ ერისთავები, გივი და ფარემუზ გურამიშვილები გიორგის მხარეზე გადასულან და ქალაქის ციხეში გამაგრებული ნაზარალი-ხანისათვის ალყა შემოურტყამთ (1694 წ. VI. 1. 1448-57), იგი, ქართველ თავადთა დახმარებით, გარს შემორტყმია გორის ციხეს, რომელშიც იოთამ ამილახორი იყო გამაგრებული (1695 წ. II. 15-16. II. 1448-10 8), გიორგისა და ერეკლეს მეფობის დროს დაიწერა ზურაბ კვეზერულის მიერ თამაზა ტარშაიჭაშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნი (1695 წ. VI. 20. Ad-1431), დათუა სალხინაშვილისა და ხოსიტა მამისაშვილის სამამულე დავის გარიგების წიგნში ნათქვამია, რომ თუხარელს ჰქონია ზურაბ სააკაძისა. განაყიდ მამულებზე გიორგი მეფის წყალობის წიგნი (1696 წ. I. 29. Sd-497), მას, მელიქ-მამასახლისთა ჩვენებით, სპარსეთში გადახვეწილი გასპარა აღმაზანასშვილი და მისი ინდოეთში დაკარგული ძმები გაყრილად მიუჩნევია და გასპარას მამული არუთინა ჩითახაშვილისათვის უბოძებია (1696 წ. VI. 22. 1450-48/3), ბერუკაშვილი ზურაბას მიერ ავთანდილ [სააკაძისათვის] მიცემულ მიწის ნასყიდობის წიგნში ნათქვამია, რომ გიორგი მეფესთან ისპაჰანში წასულა ზურაბის ბიძაშვილი სეხნია (1698 წ. 15. III. Hd-2598), თუმანიშვილებსა და შერმაზან ჯავახიშვილს შორის სამამულე დავის გადაწყვეტილების წიგნში აღნიშნულია, რომ მას ზურაბ და სულხან თუმანიშვილებისათვის წოდორეთში მამული უწყალობებია (1699 წ. Hd-9343), მას უწყალობებია გოგიბაშვილებისათვის სოფელი ურწაშენი (1700 წ. VI. I. 450-10/16), გიორგის ქვათახევის მონასტრის სველნურ საქმეზე ზურაბ სააკაძე გაუგზავნია და მონასტრისათვის გაყიდული მიწები დაუბრუნებია, აღნიშნულია ნაზარალი-ხანის მიერ გაცემულ ბრძანებაში (1700 წ. VII. 30, 1449-1865 ), ზურაბ სააკაძისა და ზურაბ მაღალაშვილის მიერ ქვათახევის სამამულე დავის გარიგების წიგნში ნათქვამია, რომ გიორგი მეფის ქვათახევის სველნურ მამულებზე ხელი აღუმართავს (1700 წ. 1449-1688 ა), როცა იგი ქართლიდან წასულა, თან გაჰყოლიან ვახტანგ [ბარათაშვილის] შვილები, აღნიშნულია ნაზარალი-ხანის განჩინებაში ვახტანგ [ბარათაშვილის] ცოლყოფილის, თამარისათვის ნამზითვი მამულების დაბრუნების შესახებ (1700 წ. Sd-2300), ქაიხოსრო [ბარათაშვილის] მიერ პაპუნა [გოსტაშაბიშვილისათვის] მიცემულ ყმა-მამულის ნასყიდობის წიგნის ფიცის ფორმულაში (1678-1692 წწ. Hd-1751), პაპუა ტატიშვილის მიერ დავით დავითიშვილისათვის მიცემული პირობის წიგნის ფიცის ფორმულაში ([1678-1692 წწ.] Sd-648), მისი წიგნის საფუძველზე, რომელიც გრძელაშვილებს ჰქონდათ,გაარიგეს დავა წისქვილზე იასე მურვანიშვილებსა და გრძელასშვილებს შორის ([1676-1688 წწ.] Hd-8155), მისთვის მიუმართავთ წაღვლელებსა და ტკოცელებს სამამულე დავის გასარჩევად ([1676-1709 წწ.] Hd-3992 ); მისი ხელრთვა აქვს საბუთებს: Hd: 7260, 2433, 1706, 1968, 2602, 1988, 7221, 6204, 14983, 1924, 2156, 2358, 2134, 4352, 14937, 10168, 8810, 14956, 14436 ბ, Ad: 1689, 1218, 1011. Sd: 539, 756, 547, 632, 559, 550, 1926, 975, 1448: 5631, 313, 610, 524, 523, 1776, 2284, 3271, 5065, 1449: 2666, 2678, Qd-2025 ; მისი ბეჭედი უზის საბუთებს: 1448: 2321, 5097, 2239, 2283, Ad-1588 სას.
გიორგი
ბატონიშვილი, შვილი იმერთა მეფის, ბაგრატ IV-ისა, იხ., ბიძა იმერთა მეფის, სვიმონისა, იხ.
გიორგი
ბატონიშვილი, შვილიშვილი თეიმურაზ I-ისა, შვილი დავით ბატონიშვილისა და ელენე დედოფლისა (1683 წ. 1449-112), ძმა მეფე ერეკლე I-ისა, იხ. (1699 წ. 1449-1852), მისი სულის მოსახსენიებლად ელენე დედოფალმა ალავერდის წმინდა გიორგის შესწირა ყმა-მამული (1683 წ. VIII. 1449-112), ერეკლე მეფემ მის სახელზე ალავერდის ტაძარში დააწესა აღაპი (1699 წ. II. 25. 1449-1852).
გიორგი
ბატონიშვილი, შვილი მეფე ერეკლე II-ისა, იხ., იზრდებოდა სუფრაჯ [ბარათაშვილის] ჯალაბ ქეთევანთან, იხ., მამისაგან ნაწყალობევი ჰქონია სოფელი ზემო წერაქვი, რომელიც შემდგომში ბარათაშვილებს ებოძათ (1696 წ. IV. 13. Hd-6357).
გიორგი
იმერთა მეფე, ღმრთივ-აღმატებული, ღმრთივ-დამყარებული, ძლიერი, უძლეველი, ღმრთივ-გვირგვინოსანი. ჰყავს: თანამეცხედრე დედოფალი თამარ. უწყალობა: ვახტანგ აგიაშვილს მისი უშვილოდ გარდაცვლილი ძმისწულის, ქაიხოსროს ყმა-მამული ცუცხვათს: დათუნა და ხახუტა კუპრაშვილები, ქაიხოსროს სასახლე და პარტახტი მიწა (1697 წ. ქმ. №977).
გიორგი - ბატონიშვილი, ძმა იმერთა მეფის, სვიმონისა, იხ.
გუარამ
მამფალი, მას უბოძებია შეწირულების დაწერილი ოპიზის მონასტრისათვის, რომლის საფუძველზე ოპიზელი ბერები მიჯნაძოროელებს ტყეზე და საზღვარზე ედავებოდნენ. მიჯნაძოროელთა საბუთებში კი გუარამის დაწერილი არც დამტკიცებულად და არც „გარდაგდებულად“ არ მოიხსენიებოდა ([1054-1072 წწ.] Sd-1201).
გორგასალ - ბატონიშვილი, შვილი ალექსანდრე ბატონიშვილისა, იხ.
გორგასლან (ვარ. გურგასლან) - ბატონიშვილი, შვილი მეფე ერეკლე I-ისა, იხ.
გურგენ
ერისთავთ-ერისთავი, მას უბოძებია მიჯნაძოროის მონასტრისათვის სიგელი,რომელშიც დადგენილი ყოფილა ამ მონასტრის მამულების საზღვრები. ეს სიგელი მიჯნაძოროის ბერებმა წარუდგინეს მეფე ბაგრატს ქუთაისში ოპიზელ ბერებთან დავის გარჩევისას (1054-1072 წწ. Sd-201).
გურგენ
მეფეთ-მეფე, მას უბოძებია მიჯნაძოროის მონასტრისათვის შეწირულების სიგელი, რომელიც მიჯნაძოროელმა ბერებმა ბაგრატ მეფეს წარუდგინეს ოპიზელ მამებთან სამამულე დავის გარჩევის დროს ([1054-1072 წწ.] Sd-1201).
დავით IV - 1073-[1125] წწ.
კურაპალატი (1073 წ. 1448-5243), აფხაზთა და ქართველთა, რანთა და კახთა მეფე ([1104-1125 წწ.] 1448-1015 ), მეფეთ-მეფე ([1125 წ.] H-2854), აღმაშენებელი (XV ს-დან), ჰყავს: მამა მეფე გიორგი II, იხ., შვილი დიმიტრი (შემდგომში მეფე დიმიტრი I), ([1123/1124]-[1125 წწ.] ქისკ. I. №8, H-2854), შვილიშვილი მეფე გიორგი III, იხ., უწყალობა, არიშიანის თხოვნით ნიანია ნიანიასძეს, გრიგოლ მაოჴრებელის შვილს, მისი ნამზითვი მამულის, ვეძისხევის შეუვალობა ([1104-1125 წწ.] 1448-1015); დაუტოვა შიომღვიმის მონასტერს ორი ანდერძი პირველი შეუდგენია არსენი ბერის ბრძანებით შარვანის ლაშქრობის წინ. მას განდგომიან [აბულეთისძეები] ძაგანი და მისი ძმა მოდისტოსი, ეკლესიათა მიმტაცებელი. მეფეს გაუმარჯვია მათზე და ძაგანი, „მღვიმეს შელტოლვილი“, ბერების დახმარებით შეუპყრია. ანდერძის დაწერის დროს მთავარმამა ყოფილა მიქაელი. მღვიმის მონასტერში მეფეს გადაუწყვეტია ღმრთისმშობლის სახელზე ეკლესიის აშენება, ხოლო თვით მონასტერში, არსენი ბერისა და იოვანე მოძღვრის რჩევით, სვიმეონწმიდის წესდება დაუმკვიდრებია. მისი გარდაცვალების შემდეგ ეკლესიის შენება უნდა დაესრულებინა - კალაპოტი გამოეყვანა, მოელესა და მოეხატა ბერ არსენის, რომელსაც კოსტანტინატი და პერპერა დაუტოვა, ხოლო შვილს, დემეტრეს, მწიგნობართუხუც ბერების თანადგომით, დასრულებული ეკლესია ეპისკოპოსების თანდასწრებით,იოვანე კათალიკოსისათვის უნდა ეკურთხებინებინა. იოვანე კათალიკოსი, როგორც ეკლესიის მაკურთხეველი, წირვის დროს პირველთა შორის უნდა მოხსენიებულიყო. განუახლა მღვიმის მონასტერს მეფეთა, მთავართა შეწირულებები და ძველი ნასყიდობები, გაათავისუფლა ბაჟისა და სუხრისაგან. იოვანე ქართლის კათალიკოსის განჩინებით, მღვიმის სოფლებსა და აგარათ „საშჯულოი სამრებლოი“ უნდა გამოეღოთ, რაც შემდეგ მღვიმის დიაკონს უნდა განეგო და ეკლესიისათვის ზეთად მოეხმარა. მღვიმისათვის მიურთმევია ბროლის, ბაზიჯის და მინის კანდლები ,რომლებიც არსენის დაუდგამს. არსენის დაუტოვა აგრეთვე 30 ლიტრა წმინდა ვერცხლი სასანთლეებისათვის და „სიწმიდის სამსახურისათვის“. მისი განჩინებით, ვაჭრებს ეკლესიისათვის უნდა გამოეღოთ ცვილი. ძმათა საზრდოდ გააჩინა 500 დრამის პური და „ხილი ფურნისაი“. ყოველდღიურ სახმარად, „ჟამსა სთულისასა”, მონასტრის მსახურებისათვის უნდა მიერთმიათ თითო საწყავი ღვინო, ხოლო სხვა „საჭირო“ სახმარი მონასტრის შემოსავლიდან აეღოთ. ნაბჭობი, ქულბაქთა, საზეთეთა და წისქვილთა შემოსავალი შესამოსელზე უნდა განაწილებულიყო; მღვიმეს უბოძა აგრეთვე 30 ჯორი. ძველთაგან მონასტერს 3000 ცხვარზე ჰქონია უსაბანჯრობის სიგელი. ამ რაოდენობას კიდევ დაუმატა 2000 ცხვარი, რომელიც „ჭამბარსა გუერდით იარებოდის“. ცხვრის გამოსავალი ჯორის საყიდლად უნდა გამოეყენებინათ, მატყლი - მონასტრის მსახურებისათვის, ხოლო „წუჱლაი“ ძმებს უნდა მისცემოდათ; მოახსენა 100 ფური, რომელიც თრიალეთში, მღვიმის სოფელ ბჭითში, მის ზემო სოფლებსა და მღვიმის სა ფურეს - მუხნარში იდგა. მომეტებული ძროხით მონასტრის სამსახურებლისათვის ჯორი და ცხენი უნდა შეეძინათ, ხარი „სამცხორებლოთა სამუშაოთა ადგილთა“ მოეხმარათ. თავისი [შეწირული] ხატისათვის დადო თვალ-მარგალიტი და ორი ბროლის სასანთლე. ბროლის ბარძიმი და ბაზიჯის ფეშხუმი „სიწმინდის განახლებისა“ სამსახურისათვის უნდა მოეხმარათ. არსენის და იოვანეს მიაბარა სპარსთაგან ნატაცები სხვა ჭურჭელი, რომლის გაგზავნაც მონასტრისათვის თავის ძეს, დემეტრეს დაავალა. ძელი „ცხორებისაი“ და წმინდანთა ნაწილები - ორი სავსე მოთხე ეკლესიის შიგნით უნდა მდგარიყო. დააწესა მოსახსენებელი და წირვა თავისთვის. შესწირა წმიდა სვიმეონ საკვირველმოქმედის სახელზე აშენებულ ეკლესიას, რომლის ძალასაც მიაწერდა თავის მკვდრეთით აღდგინებას („სამისა დღისა მკუდარი აღმადგინა“) - მუხრანს ხოდაბუნი, რაც უნდა მოეხმარათ ისე, როგორც არსენი განაწესებდა. არსენისავე უნდა განეწესებია აგრეთვე სოხასტერის საქმე. ტფილისის საამიდო გადასახადიდან მისი მოხსენიების დღეს, მღვდლებსა და მგალობლებს უნდა გაეყოთ 100 დრაჰკანი. ტურათისუბნის ზვრიდან და მიწიდან ეკლესიას უნდა მისცემოდა კვირაძალს თითო პური და თითო კარასეული ღვინო. მონასტერს დაუბრუნა ძაგან [აბულეთისძის] მიერ მიტაცებული მღვიმის საქონებელი მამულები. მღვიმის მონასტერზე მეურვეობა დაავალა სვიმეონ ბედიელ-ალავერდელს, ქართლის კათალიკოსს, სხვა ეპისკოპოსს, მეფეებსა და მუხრანის მგეებს მასზე ხელი არ უნდა ჰქონოდათ. განაჩინა მღვიმის მთავარმამის დადგინების წესი ([1123-1124 წწ.] ქისკ. I. №8); მეორე ანდერძით: ჩააბარა სამეფო „ნიკოფსითგან დარუბანდისა საზღურამდე და ოვსეთიდგან სოერად და არეგაწამდე“ თავის ძეს - დიმიტრის. მასვე მიანდო ზრუნვა დებსა და დედოფალზე, ხოლო მისი მცირეწლოვანი ძმა, „თუ ვარგ იყოს ჴუატა „მეფე ჰყოს მამულსა ზედა“ დრაჰკანი, კოსტანტი, ლალი და თვალ-მარგალიტი ხახულის ღმრთისმშობელს შესწირა, ატენის საჭურჭლიდან მისი საკუთარი მონაგები დუკატი და ბოტინატი დიმიტრის დავითის მოძღვრისათვის უნდა გადაეცა, თუ ვერ შეელეოდა, მაშინ ამ საჭურჭლის ნახევარი მაინც უნდა გადაეცა იმ მონასტრებისათვის, რომლებიც დავითს „გაუმწარებია“ დაუბარა დიმიტრის თავისი საძვალის, გელათის მონასტრის მშენებლობის დასრულება, აგრეთვე მისი მეფობის დროს მოპოვებული უმკვიდრო და უმამულო ადგილების დარიგება არსენი ბერისა და კათალიკოსის რჩევით (1125 წ. H-2854); იხსენიება: არსენ კათალიკოსმა განუახლა შიომღვიმის მონასტერს მისი ანდერძი ([1244-1248 წწ.] შშმის. 50-52), თამარ დედოფლის მიერ გელათისათვის ბოძებულ შეწირულების დაწერილში იგი იხსენიება გელათის აღმშენებლად ([1260-1267 წწ.] ქრ. II. 160-162), გიორგი მეფის მიერ. შიომღვიმის მონასტრისათვის ბოძებული შეუვალობის სიგელის მიხედვით, გიორგი მეფისათვის წარუდგენიათ დავით აღმაშენებლის ძველი გუჯარი ([1446-1469 წწ.] შმმის. 72-73), მასა და მის ძეს, დიმიტრის, მთის მთავარმოწამის, წმინდა გიორგის ეკლესიისათვის შეუწირავთ ყმა-მამული, აღნიშნულია ბაგრატ მეფის მიერ მთის წმინდა გიორგისათვის ბოძებულ შეწირულების განახლების წიგნში (1466-1478 წწ.] Sd-2898), ივრის პირას მას აუშენებია ჭიაბრის ეკლესია და იგი მცხეთის მამულების სასაზღვრო ნიშნად დაუდგენია, ნათქვამია კათალიკოს აბრამ აბალაკის მიერ შედგენილ სვეტიცხოვლის კახური მამულების აღწერის წიგნში ([1492-1497 წწ.] 1448-2041), მისგან ნაბოძები სიგელის საფუძველზე ალექსანდრე მეფემ ადამ ფონჯავიძეს გაუჩინა სისხლის ფასი (1497 წ. სმ. II. 66-57 სას.); გიორგი მეფის მიერ გელათის მონასტრისათვის ბოძებული შეწირულების წიგნის თანახმად, მისი მწირველისათვის უნდა მიერთმიათ ორი თეთრი (1573 წ. 1448-3324), ალექსანდრე მეფემ სვეტიცხოველს განუახლა შეწირულება სოფელ ჯიმითისა, რომლის ერთ-ერთი საზღვარი იყო დავით აღმაშენებლის მიერ აშენებული ჭიაბერთ ეკლესია (1579 წ. S-464), მის მიერ გაცემული წყალობის გუჯარი ჰქონია ივანე ომადმანიძეს ([1658-1660 წწ.] Sd-1789), ნაზარალი-ხანი გარეჯის მონასტრისათვის ბოძებულ შეწირულების განახლების წიგნში დავითს უწოდებს თავის „ტომსა და მონათესავეს“ (1697 წ. 1448-5011), ასევე იხსენიებს ალავერდის ტაძრისათვის ბოძებული შეწირულების წიგნის ტიტულში (1699 წ. I. 25. 1449-1852), ერწოს ღვთაების ხატისათვის მას მიუნიჭებია შეუვალობა, აღნიშნულია უცნობი კათალიკოსის მიერ შედგენილ საერწოს გამოსავლის წიგნში (XVII ს. II ნახ. 1449-169).
დავით - 1187-1195 წწ.
[სოსლანი], მეფე (1187, 1195 წწ. 1448-5004, Ad-81). დაამტკიცა თამარ მეფის მიერ: გელათის მონასტრისათვის ბოძებული შეწირულების სიგელი (1187 წ. 1448-5004) და შიომღვიმის მონასტრისათვის ბოძებული სიგელი (1195 წ. Ad-81).
დავით VI - 1251-1287/1288 წწ.
[ნარინი], აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფე, შარვანშა და შაჰანშა, ყოვლისა აღმოსავლეთისა საქართველოისა და ჩრდილოეთისა მპყრობელი; მეფე, შარვანშა და შანშა, ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა მპყრობელი; რუსუდანის ძე [1259], 1261-1293 წწ. 1449-1586, Hd: 11243 ფრაგმ., 7346 ა, ქრ. II. 160-162, 159, Hd-1331), ჰყავს თანამეცხედრე: ემენელასძის ასული დედოფალი თამარ, იხ., დედოფალი მარიამ (1287-1288 წწ. Hd-1331), შვილი ვახტანგ (შემდგომში მეფე ვახტანგ II), (1251-1287/1288 წწ. ქმ. №1604 სას. Hd-1331). უწყალობა: საგადასახადო შეუვალობა ხეფინისხეველებსა და წაქველებს (1261 წ. Hd-7346 ა), ვახტანგ თულაისძეს - ადრე ბოძებული ღუერკისა და შორაპნის ნაცვლად - რაჭაში პიპილეთის წმინდა გიორგის ეკლესია მისი შესავლით- პიპილეთით, ჟაშქუით და - სოფელი ირი (1287/88 წწ. Hd-1331), გიორგი ნიქაბერიძეს გაუჩინა სისხლის ფასი - 80000 ძველი ცხუმური თეთრი. ამას გარდა, უწყალობა სამკვიდროდ ორი კომლი კაცი: მოვარდუკიძე და მორჩიაშვილი (1251 წ. ქმ. №1604 სას.). შესწირა: გელათის ხახულის ღმრთისმშობელს კანონოხესაგან ნაყიდი სოფელი საბანელა. დაუწესა ბეგრად 50 ლიტრა ცვილი, რომელიც მარიამობა დღეს კანდელაკისათვის უნდა მიერთმიათ. კანდელაკსვე დაავალა სასაურო საქმეთა დაურვება. ხოლო სამებელასშვილსა და საღირისშვილს ქრისტეშობა დღეს 50-50 ლიტრა ცვილის გამოღება (1271 წ. ქრ. II. 159); დაამტკიცა: მიქაელ კათალიკოსის მიერ ვაჩე გუარამაისძისათვის ბოძებული მამულის წყალობის დაწერილი ([1241 წ.] 1448-9253), არსენ ჭყონდიდლის მიერ მგელა აბულახტარისძისათვის მიცემული სოფლის წყალობის დაწერილი ([1247-1250 წწ.] 1448-5003), შიომღვიმის კრებულის მიერ გრიგოლ სურამელისათვის მიცემული ნასყიდობის დაწერილი (1249-1260 წწ. ქრ. II. 127 ); იხსენიება: იაკობ დეკანოზის მიერ გელათისათვის მიცემულ ყმა-მამულის შეწირულების წიგნში აღნიშნულია, რომ ეს შეწირულება გაღებულია დავით მეფის ნებართვით ([1259-1293 წწ.] 1449-1586), მისი ბრძანებითა და ნებართვით თამარ დედოფალმა შესწირა გელათის მონასტერს სოფელი ჯიქეფონი (1260-1267 წწ.] ქისკ. №35) და გაიჩინა სამწირველო ([1260-1267 წწ.] ქისკ. №34).
დავით
მეფეთ-მეფე. ბერძენთა მეფე გიორგისთან ერთად უწყალობა ამირსპასალარის ამილახორს, ჟან ჭიასძეს მამული ([1266-1280 წწ.] Gr-28, 2r-71 )1.
___________
1. იგულისხმება დავით VI ან დავითVII.
დავით VII - [1249]-[1260] წწ.
[ულუ] მეფეთ-მეფე ჰყავს შვილი გიორგი ([1260 წ.] Sd-2859). დაამტკიცა: შიომღვიმის კრებულის მიერ გრიგოლ სურამელისათვის მიცემული მეწისქვილის ნასყიდობის დაწერილი ([1249-1260 წწ.] ქრ. II. 127), კახა თორელის შეწირულების დაწერილი რკონის მონასტრისადმი ([1260 წ.] Sd-2859); იხსენიება: იოანე ანჩელი მთავარეპისკოპოსის მიერ გიორგი იოსებისძისათვის სამწირველოს დამტკიცების წიგნში: ეს სამწირველო უბოძებია მეფეებს: დავითსა და დიმიტრის (1289 წ. 1449-1596), ნიკოლოზ კათალიკოსის მიერ არვანბეგ საბაისძისათვის ბოძებულ წყალობის დაწერილში აღნიშნულია, რომ არვანბეგს დიდი დახმარება გაუწევია ძნელბედობის ჟამს კლარჯეთში მყოფ დავითისათვის, რისთვისაც მეფეს მისთვის უბოძებია მცხეთის კუთვნილი სოფელი შეუბანი ([1281-1288 წწ.] 1448-5037), დავით (IX) მეფის მიერ სვეტიცხოვლისათვის ბოძებულ შეწირულების წიგნში იგი იხსენიება დავითის პაპის მამად, იქვე აღნიშნულია, რომ მას ორბოძლელისათვის უწყალობებია სვეტიცხოვლის მამული ხვედურეთში იმ პირობით, რომ ეკლესიას შეეძლო გამოეხსნა ეს მამული 12000 თეთრად (1355 წ. 1449-1623).
დავით VIII
აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფე, შარვანშე და შაჰანშა, ყოვლისა საქართველოისა მპყრობელი. ჰყავს [შვილები]: მელქისედეკ მეფე, ანდრონიკე. უწყალობა გრიგოლ ჭარმაულ-ჭაჭნიასშვილს ჟინოვნის შესავლიდან შუანისხევს სოფელი ლაუშაი (1297 წ. Hd-1330).
დავით IX - 1346-1365 წწ.
მეფე, აღმოსავლეთისა და დასავლეთის ხელმწიფე; რანთა, კახთა, აბხაზთა, ქართველთა, სომეხთა, შანშა და შარვანშა ([1346-1360 წწ.] Hd-7346 ბ). უწყალობა ეზოს ჩუხჩარეხ პიპოს გორში ქისიყელისეული მამული (1365 წ. XII. 31. Hd-2199); დაიხსნა ორბოძლელისაგან სვეტიცხოვლის მამულები ხვედურეთსა და იმერხევში და სვეტიცხოველს შესწირა (1355 წ. 1449-1623); გაარჩია სასისხლო დავა გრიგოლ გელაძესა და დავლაძეებს შორის ([1346-1360 წწ.] Hd-7346 ბ).
დავით
იესიან-დავითიან-სოლომონიან-პანკრატოანი, აფხაზთა, რანთა, კახთა, შაჰანშა და შირვან[შა], საქართველოს მპყრობელი ხელმწიფე, მეფეთ-მეფე. ჰყავს: ბებიის ბებია - თამარ დედოფალი, შვილები: გიორგი, ალექსანდრე. განუახლა თამარ დედოფლის მიერ აშენებულ ოქონის საყდარს თამარისაგან ბოძებული შეწირულება: სოფელი ხიდისთავი; ზემო რეხას - ათი საკომლო; გარეჯვარს - ომსათუბანი; რუისს - უმეკასშვილი, ორი სათავე სახასო ვენახი, ატენს - ჩივჩივაძის მამული, რომელსაც ევალებოდა ოთხი ლიტრა ზეთი, ძღვენი და სამსახური; გორს - ექვსი ვაჭარი სახლ-კარით, ჭურ-მარნით და ქულბაქით; დიღვამს - თეთრაძენი: გიუნა, მამისიმედი, ზოსიმე და ხუცესი იოვანე მამულებით (1382 წ. V. 30. გსიემ 7601/30).
დავით
ბატონიშვილი შვილი მეფე ალექსანდრე I-ისა, იხ., შემდგომში კათალიკოსი დავით II, იხ.
დავით
კურაპალატი (sic). ვახტანგ გორგასალის განჩინებაში კოტრიძეთა და ჭარულიძეთა შორის სასისხლო დავის თაობაზე აღნიშნულია, რომ მას ძველად გაუჩენია კოტრიძეთა სისხლის ფასი 120000 და სანახშირო 2000 ძველი თეთრი (1432 წ. V. 14. Sd-2886 სას).
დავით - 1464-14751 წწ.
იხსენიება მეფე კონსტანტინეს (II) ძმად (1475 წ. შემდგომ. Hd-14903), ვარდია დოლისძეს ამოუკვეთა კონსტანტინე მეფის მიერ დაკისრებული გამოსაღები - წელიწადში ერთი ულაყი და შეჰპირდა ნახევარი ვენახის წყალობას (1464 წ. IV. 5. 1448-5027); იხსენიება ზევდგინისძის საჩივრის წიგნში: მას უღალატია [კონსტანტინე] მეფისათვის და ყმობია ბაგრატ მეფეს,რის შედეგადაც, მომჩივანის სიტყვით, ბაგრატმა მას (ზევდგინისძეს), მამულები დაუმტკიცა (1475 წ. შემდგომ. Hd-14903).
დავით X - (ქართლის მეფე) 1487-1523, [1526] წწ.
იესიან-დავითიან-სოლომონიან-ბაგრატონიანი; აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფე; საქართველოს მპყრობელი, მეფეთ-მეფე. მონაზონობაში დამიანე ([1526 წ.] 1449-1495). ჰყავს პაპა [პაპის მამა] მეფე ალექსანდრე I ([1505-1525 წწ.] Hd-1574), მამა მეფე კონსტანტინე II, იხ. ([1512, 1520 წწ.] 1448-61, 1449-1494), ძმები: მეფე გიორგი IX (1512-[1526] წწ. 1448: 61, 1036, Hd-1574, 1449-1495, ქმ. №1607 სას.), ბაგრატ (1512-[1526] წწ. 1448: 61, 1036, Hd-1574, 1449, 1495), დიმიტრი, ვახტანგ, ალექსანდრე, მღვდელმონაზონი მელქისედეკ (შემდგომში კათალიკოს-პატრიარქი) ([1526 წ.] 1449-1495), თანამეცხედრე დედოფალთ-დედოფალი მირაინგულ (1512 წ. 1448-61), სიდედრი ყვარყვარე ათაბაგის თანამეცხედრე ნესტანჯარ - ყოფილი ნინო, იხ., შვილები: ლუარსაბ (შემდგომში მეფე ლუარსაბ I), იხ. ([1512-1526] წწ. 1448-61, 1449-1534 ა, ბ, Ad-1299 ა, Hd-14592, 1449-1495), დიმიტრი (1516 წ. 1449-1658), ადარნასე || ადარზან, რამაზ (მონაზონობაში რომანოზ (1512-[1526] წწ. 1448-61, 1449: 1534 ა, ბ, 1495), სიძე ამირეჯიბი კახაბერ ჩიჟავაძე (XV ს. დამლევი. ქმ. №1607 სას.). უწყალობა: დავითას, რომლის მამული წყალმა წაიღო და სახლი ლაშქარმა ამოუწყვიტა, გორს სიონის ღმრთისმშობლის მამული არაზიზი, წითელაშვილისაგან შემოწირული ვენახი და ორი დღის მიწა. დააკისრა ვალდებულება ვენახის მოსავლიდან ნახევარი და მიწის ღალა სიონის ღმრთისმშობლისათვის, თავის სახელზე - აღაპის გადახდა (1511 წ. გსიემ 7601/31), სახლთუხუცეს ივანე სოლაღაშვილს - ნასისხლად კავთისხევში როსტია და განონა გაბრიელაშვილები მამულითურთ (1512 წ. V. 7. 1448-61), ფილიპე მღვდელს - რომელიც დიღომში დაასახლა - დიღმის წმინდა გიორგის დეკანოზობა ([1505-1525 წწ.] Hd-9409); გაუჩინა სისხლის ფასი: მოლარეთუხუცეს ქველ ჭილასძის შუამდგომლობით, მის აზნაურიშვილს. კაკუ გუგუნავას 140000 ცხუმური თეთრი, თეთრი ჯორი, ქორი მისი ბაზიარით, 20000 თეთრი - სანახშირედ (XV ს. დამლევი. ქმ. №1607 სას.), ივანე მაღნარაძეს - 400000 ძველი კირმანეული თეთრი, 20000 - სანახშირედ (XV ს. დამლევი. 1448-5040 სას. ); შესწირა სვეტიცხოველს - დოროთეოსის კათალიკოსობის დროს - სოფელი დისევი იქ მოსახლე დავით და ნიკოლოზ ოქროპირიძეები და დემეტრე მალაძე (1516 წ. IV. 13. 1449-1658), სიონის ღმრთისმშობელს - სახასო აბანო, ციხის გაღმა მდებარე. გაიჩინა აღაპი 15 აგვისტოს ([1505-1525 წწ.] Hd-14592), აუშენებია სვეტიცხოვლის „ჩრდილო კერძო“ მთავარანგელოზთა სახელობის ეგვტერი, რომელსაც, მას შემდეგ, რაც ბასილი კათალიკოსმა იგი ბერად აკურთხა, შესწირა მისგანვე აშენებული სოფელი მოხისი, დააკისრა იქ მოსახლე გლეხებს თხუთმეტი კაბიწი პური ათიანი ლიტრით, ხუთი კაბიწი ქერი, კომლზე თითი ლიტრა ზეთი, ერთი ძროხა, სამი ცხვარი, სააღდგომო და საშობო ძღვენი. კავთისხევს თივის თიბვა, ზვრის მუშაობა, თითო გზა ტკბილის მიტანა მცხეთაში; გორს - ჯამბეგაშვილი, რომელსაც წელიწადში უნდა მიეტანა გორული ლიტრით ოთხასი მუტყლი, ოცდაოთხი ლიტრა ზეთი, ცხრა ლიტრა ცვილი; გორშივე - მოლარე ვეფხუაშვილი ხეჩატურა, რომელსაც უბოძა დიღმელაური მამული და ვენახი, დააკისრა გორული ატრით ხუთი ლიტრა ზეთის მიტანა, შესწირა იდლეთს ზვარი ერთი კომლი, სასახლითა და სამარნით ([1526 წ.] 1449-1495 ); განუახლა შიომღვიმის მონასტერს პაპამისის, ალექსანდრე დიდის მიერ გაჩენილი მღვიმის მნეთა და მოსამსახურეთათვის შედგენილი განწესება ([1505-1525 წწ.] Hd-1574), სვეტიცხოველს - ბასილი კათალიკოსისა და მთავარეპისკოპოსის თხოვნით - სამეფო სახლის მიერ ადრე შეწირული მამულების შეუვალობა ([1517-1525 წწ.] 1448-1036); გაარიგა ლუარსაბ ბატონიშვილთან, თაყა ამილახორთან, მერაბ ციციშვილთან, იარალი და ორბელ ბარათაშვილებთან, როსტევან თურმანიძესთან, ანტონ თბილელთან, შალვა სოლაღაშვილთან, გიორგი წითელაშვილთან, შალვა ქავთარაძესთან და ბურნაშ შატბერაშვილთან ერთად გუგუნა, ქუმსი, გერმანოზ, თაყა, გოსტასაბ და ფალავანხოსრო ბარათაშვილების გაყრასთან დაკავშირებული დავა (1523წ. Ad-1299 ა); დაამტკიცა: ივანე სოლაღასშვილის მიერ ქვათახევის მონასტრისათვის მიცემული სააღაპე შეწირულების წიგნი (1519 წ. 1449-1534 ა), მის მიერ მღვიმევის უდაბნოსათვის სააღაპედ ბოძებული ვენახის შეწირულების წიგნი (1525 წ. 1449-1538),მის მიერ ლონგინოზ მოსეშვილისათვის მიცემული ბეგრის დადების დაწერილი ([1519-1525 წწ.] 1449-1534 ბ); შემონაზვნდა დამიანეს სახელით ბასილის კათალიკოსობის დროს ([1526 წ.] 1449-1495 ); სხვადასხვა: მას უხვედროდ შეურთავს ცოლად ბარათაშვილის ასული, რის გამოც მეფე კონსტანტინემ სვეტიცხოველს საკანონოდ შესწირა ოთხი ხატი და ქალაქს მოსახლე 4 კაცი (1488 წ. 1449-1175), მისრია სუმბაძის მიერ მარკოზ დედაბრისშვილისათვის მიცემული სავენახე მიწის ნასყიდობის წიგნი დაწერილა მისი მეფობის დროს (1509 წ. Sd-136), მისი გამეფებისას ნიკოლაოზ მაწყვერელს იოვანე კათალიკოსისაგან მიუღია მაწყვერლობა, აღნიშნულია ნიკოლაოზ მაწყვერლის მიერ იოვანე კათალიკოსისათვის მიცემულ პირობის წიგნში ([1505-1509 წწ.] Ad-547), მისი მეფობისას დაიწერა დედაბერ ბარბარეს მიერ თევდორე კოტეტიშვილისათვის მიცემული ვალის წიგნი (1512 წ. Ad-11 ბ), მერაბ ციციშვილის მიერ ქვათახევის მონასტრისათვის ბოძებულ ყმა-მამულის შეწირულების წიგნში აღნიშნულია, რომ მეფე დავითის ნებართვით, მერაბ ციციშვილს უყიდია ვენახი ბეშქენ ჩარქაზაშვილისაგან, სახლ-კარი - მამისა დედანაშვილისაგან, ორი დღის ნაფუძარი - ვეფხია ქარქუეტულისაგან. ეს ორი დღის მიწა დავით მეფეს გამოურთმევია და ზვრისათვის შეუმატებია, სამაგიეროდ მერაბ ციციშვილისათვის უბოძებია ამილბარა დედანაშვილისეული მიწა (1520 წ. 1449-1494), მისი მეფობის დროს დაიწერა ნესტანჯარ - ყოფილი ნინოს მიერ ქვათახევის ღმრთისმშობელისათვის მიცემული ვენახის შეწირულების წიგნი (1520 წ. X. 9. 1449-1535), გუგუნა ბარათაშვილის მიერ თბილისის სიონის ღმრთისმშობლისათვის ბოძებულ შეწირულების წიგნში ნათქვამია, რომ გუგუნასა და მისი ძმების გაყრისას „შუადამხდომნი“ ყოფილან დავითი და დარბაზის ერი (1523 წ. 1449-1537), მისი ასული უხვედროდ შეურთავს ბაინდურ ერისთავს (1527 წ. ახლო. ქრ. II. 371), იგი განაწყენებული ყოფილა თარგამოს, ალექსანდრე და გიორგი ბატონიშვილებზე, რადგან მათ სვეტიცხოვლის მამულები „დაუხუთავთ“ მისივე მეფობის დროს ეს მამულები თარგამოს ბატონიშვილმა ისევ სვეტიცხოველს დაუბრუნა ([1517-1525 წწ.] ქრ. II. 369), სვიმონ მეფის მიერ ბეჟან ჩიჩავაძისათვის მიცემულ წყალობის წიგნში აღნიშნულია, რომ ბეჟან ჩიჩავაძე და მისი ძმა ქაიხოსრო იმერეთიდან გადმოსულან და დავითს მისვლიან ([1568-1600 წწ.] ქმ. №1606), მისი საეგვტროდან ერთი დღის მიწა იოვანე ზუნბულიძემ მისცა შერმაზან მაზევაძეს (XVII ს. I მეოთხ. Hd-14897), როსტომ მეფის მიერ დიღმის წმინდა გიორგის დეკანოზ ათანელისათვის ბოძებულ წყალობის წიგნში აღნიშნულია, რომ დიღმის წმინდა გიორგის დეკანოზს ჰქონია დავითის მიერ ბოძებული წყალობის წიგნი (1641 წ. Hd-1053); მისი ხელრთვა აქვს საბუთს Hd-14592.
დავით - ბატონიშვილი, ძმა იმერთა მეფის, ბაგრატ III-ისა, იხ.
დავით XI (დაუთ-ხანი) - 1540-1582 წწ.
მეფე, ჰყავს: [მამის ბიძა], გიორგი-გერასიმე, იხ., მამა მეფე ლუარსაბ I, იხ. (1540-[1578] წწ. Hd-2116, 1449-1497, Sd-479), ძმა მეფე სვიმონ I (1582 წ. 1450-38/60), თანამეცხედრე ელენე, შვილები: ბაგრატ VII, ძმისწული ლუარსაბ ([1569-1578 წწ.] Hd-2116). უწყალობა თავის ყმას, ხოჯა მირაქასშვილს, სულხანს მისი განაყოფის, ნასყიდას, თბილი წყალი ვენახთან და ორღობესთან ჩამომდინარე ([1569-1578 წწ.] 1450-8/144); გიორგი ბარათაშვილს, რომელმაც მას მხარი დაუჭირა გამეფებისას, როცა მისი ძმა, სვიმონ მეფე დაატყვევეს, განუახლა წყალობა ყმა-მამულისა: მამაცა ჩაჩიკაშვილი და როსტევან ჯანიაშვილი მამულებით, აკაურთას, ფიტარეთის, დარბაზჭალის, ავაზნის, ჯანაზიანის, დმანისის ნახევარი, საბაჟოს ნახევარი, ჩინჩხურს - ორი წილი, დილამაშნის, მუტავისის, ვარძაგარის და ქვაბევნის ნახევარი, ავანი, შავაგომი, მარაბდა, სროსანგი, უკანგორს - ორი კომლი კაცი, ქვემო თაგუთი, ხული, ლორაშენი, მუღანივაშენი, ავახკუტი; ფარაჯუქის, მალამახსურისა და გელდიგილანის ნახევარი; აღუმრუ ციხით, ყარატაშისა და ქედის ეკლესიის ნახევარი; იალღუზი, სუგეჩენის, გელიას სოფლისა და ქეთილაშენის ნახევარი; ხანძოარი, ჩარგამაშენის, ქერანდენისა და კოტრაწეგეღეცის ნახევარი; გოგღაია (sic), ყამიშის ნასოფლარი, ანგრევანის, ლოქის მთის, ქვემო მიჯის, აღბაბალუს და ყადრუყულის ნახევარი; ავანჯუკი, ყარაქილისას ნახევარი; გოგარჩული; ქვემო და ზემო ოროზმანის ნახევარი, უზუმ ფირამაღის სოფელი, შავისაყდრის ნა სოფლარი, ქვემო შინდლარა, მანაკერტის ნახევარი და სასახლე, ფევრას და ხატის სოფლის ნახევარი; ტნუსი, ტამალა, საკარისის ნახევარი, სამაგარა, წითელი ეკლესია, ტანძია, თანდრულალი ქარატაკით, ბოსლების ნახევარი, ზემო აბანო, ჩინას ჭალის, ხულტას, ლეკისუბნის, ყაზანჩის სოფლის, წნორისა და პირნაბაჯის ნახევარი, რატევანი, საკირის სოფლის და კრცხილას ნახევარი, მირტაშენი, არდისუბანი, იფნობის ნახევარი, ბალახაურის ორი წილი, მუგუთის ნახევარი და ნახევარი სააზნაურიშვილო, წრაუთის ნახევარი, ცოვრეთი, გუდარეხის ნახევარი, კრეფა, გომარეთი და ამ სოფლებიდან საუხუცესო წილი (1582 წ. 1450-38/60); მისცა მფარველობის პირობა ამილახორ ბარზი ზევდგინისძეს: თუ ბარზი რომელიმე თავის სახლიკაცს გაუწყრებოდა, დაუთ-ხანი ასეთს არ იყმობდა. შეჰპირდა აგრეთვე, რომ განუკითხავად არ დასჯიდა, დაუტოვებდა მამულებს ქართლში, სომხითში, ქალაქში, დაუმტკიცებდა დავით და ზაჴორ ღაზნელიძეთა მამულებს ისევე, როგორც სვიმონ მეფეს ჰქონდა დამტკიცებული მისთვის, არ ჩამოართმევდა სახელოს ([1569-1578 წწ.] Hd-2116); სხვადასხვა: მისი ნებართვით გიორგი-გერასიმემ სოფელი ზერტები შესწირა სვეტიცხოველს (1540 წ. 1449-1497), მისცა მფარველობის წიგნი სადგერის წმინდა გიორგის დეკანოზს, გიორგის, რომლის „შესავალი“ იყო შავშეთი, სადგერი, საკოჭავი, ციხისჯვარი, ყურისავალი, კიმოთისმანი ([1569-1578 წწ.] Sd-479), იხსენიება [ჯავახიშვილის] საჩივრის წიგნში: ქაიხოსრო [ჯავახიშვილს] გიორგი მეფესთან დაუბეზღებია შალვა [ჯავახიშვილი], რომელსაც ბრალად ედებოდა, რომ იგი დაუთ-ხანს მისვლია, როცა სვიმონ მეფე კახეთიდან თბილისს დაბრუნებულა ([1615-1619 წწ.] Hd-2272), როსტომ მეფემ იორამ სააკაძეს განუახლა წყალობა მის მიერ ბოძებული წყალობის წიგნების საფუძველზე (1652 წ. Hd-12956); მისი ხელრთვა აქვს საბუთს H-2116).
დავით - ბატონიშვილი, შვილი ლეონ მეფისა, იხ.
დავით I - (მეფე კახთა), 1569-1602 წწ.
ღმრთივ-გვირგვინოსანი მეფეთ-მეფე; კახთა მეფე. ჰყავს: მამა კახეთის მეფე ალექსანდრე II, იხ., თანამეცხედრე დედოფალი ქეთევან, შვილები: თეიმურაზ, ვახტანგ II ბაგრატ (sic) (1602, 1604 (sic) წწ. 1449: 2635, 1782, ქრ. II. 434). შესწირა: ნინოწმინდის ეკლესიას გლეხები: გოგია და დავითა თათეოზასშვილები მათი სახლეულით, გოგიტაშვილი სუხია, სინჯია და ავგაროზა გოგაშვილები მათი სახლეულით, სულა და ზურაბა მამსაშვილები სახლეულით, გიორგი სახლეულით (1602 წ. 1449-2635), მასვე - პატარძეულში ოთხი კომლი შავერდასეული: ნადირა, ფოცხუერა, გოგიტა და იოვანე ([1602 წ.] 1449-1782), მასვე - ოთხი კომლი კაცი (1604 წ. sic. ქრ. II. 434); მისი ხელრთვა აქვს საბუთს Ad-616; იხსენიება: ალექსანდრე მეფის მიერ მაყა [მაყაშვილისათვის] ბოძებულ წყალობის სიგელში აღნიშნულია, რომ ალექსანდრე მეფემ მაყა [მაყაშვილს] განუახლა დავით მეფის მიერ ბოძებული წყალობა ([1603-1605 წწ.] Ad-706), თეიმურაზ მეფის მიერ ლუარსაბ მაყაშვილისათვის ბოძებული წყალობის წიგნის მიხედვით, მას ლუარსაბისათვის უწყალობებია თიანელი ლომიტა და გიორგი ზამთარაულები (1610 წ. Ad-530), [ჯავახიშვილის] საჩივრის წიგნში აღნიშნულია, რომ იგი ავად გამხდარა იმ დროს, როცა გიორგი მეფეს [სვიმონ მეფის] მოღალატე ჯავახიშვილები - მომჩივანის მამა-ბიძანი გორს საკანში ჩაუსვამს. დავითის თხოვნით, გიორგი მეფეს ჯავახიშვილები გაუთავისუფლებია ([1615-1619 წწ.] Hd-2272).
დავით - ბატონიშვილი, შვილი ქართლის მეფის, გიორგი X-ისა, იხ., დედოფალ თამარისა, იხ.
დავით - 1622-1631 წწ.
მუხრანის ბატონიშვილი, ჰყავს მამა - თეიმურაზ მუხრანის ბატონი, იხ., უწყალობა: შულავრის მამასახლისს, ყარახანას, თეთრისოფელში ჯანიას ძმისწულები, კაკოზა და პაპია სახლ-კარითა და ცოლ-შვილით (1631 წ. XII. 1450-20/85); იხსენიება შაჰნავაზის მიერ სამუხრანბატონოს სახლიკაცობის გარიგების წიგნში. მისგან და ქაიხოსროსაგან უმამულოდ ნაყიდი გლეხები ისევ ძველი პატრონისათვის უნდა გამოეხსნევინებინათ ([1658-1676 წწ.] 1661-3/37).
დავით - [1612], 1621-1648 წწ.
[ბატონიშვილი]. ჰყავს: მამა მეფე თეიმურაზ I, იხ., თანამეცხედრე ელენე, იხ., შვილები მეფე ერეკლე I, (ნაზარალი-ხანი), იხ., დედოფალი ქეთევან, იხ., იხსენიება: როსტომ მეფის მიერ სვეტიცხოვლისათვის ბოძებული შეწირულების წიგნის მიხედვით, ქიზიყთან ბრძოლის დროს როსტომის „თათრებმა“ კახელები დაამარცხეს და დავითი მოკლეს (1648 წ. ქრ. II. 461-464), ნაზარალიხანის მიერ ალავერდის ტაძრისათვის ბოძებული შეწირულების წიგნის თანახმად, მის სახელზე ალავერდის ტაძარში დაწესებული იყო აღაპი (1699 წ. II. 25.1449-1852); მისი ხელრთვა აქვს საბუთებს: 1448: 509, 6020, 1037.
დავით
მუხრანის ბატონიშვილი, შვილი ლევან მუხრანის ბატონიშვილისა, იხ., შაჰნავაზის ბრძანებით ესწრებოდა ტატიშვილების გაყრას (1674 წ. Sd-607).
დავით - ბატონიშვილი, შვილი მეფე არჩილ II-ისა, იხ.
დავით II (იმამყული)
ბატონიშვილი, შვილი მეფე ერეკლე I-ისა. იხ., დედოფალ ანასი. მის სადღეგრძელოდ ანა დედოფალმა ხუთი თუმანი სარგო გაუჩინა დავით გარეჯის წინამძღვარს ([1692-1703 წწ.] Ad-76).
დათუნა - მუხრანის ბატონიშვილი, ძმა პაპუა ბატონიშვილისა, იხ.
![]() |
7.4.2 დემეტრე || დიმიტრი |
▲ზევით დაბრუნება |
დიმიტრი (ვარ. დემეტრე) I
ჰყავს მამა მეფე დავით IV., იხ., შვილი მეფე გიორგი III, იხ., იხსენიება: მამამისის, დავით მეფის მიერ შიომღვიმის მონასტრისათვის ბოძებულ ანდერძის წიგნებში: პირველი ანდერძის თანახმად, დავითის მიერ არსენისა და იოვანესათვის მიბარებული სპარსთაგან ნატაცები ჭურჭელლი მას მღვიმის მონასტრისათვის უნდა გაეგზავნა. დაუბარა აგრეთვე, რომ მწიგნობართუხუცესისა და ბერების თანადგომით, იოვანე ქართლის კათალიკოსისათვის ეკურთხებინებინა მღვიმის მონასტერში ახლად აშენებული ღმრთისმშობლის სახელობის ეკლესია ([1123-1124 წწ.] ქისკ. I. №8), უანდერძა დავით მეფემ სამეფო „ნიკოფსითგან დარუბანდისა საზღურამდე და ოვსეთიდგან სოერად და არეგაწადმდე“, დაუბარა ეზრუნა ძმაზე, რათა „თუ ვარგ იყოს ცუატა“, თავის შემდგომ გაემეფებინა, დედოფალზე და დებზე. დაუბარა აგრეთვე, რომ ატენის საჭურჭლის დუკატი და ბოტინატი მოძღვარ არსენისათვის გადაეცა. თუ იგი საჭურჭლეს მთლიანად ვერ შეელეოდა, მაშინ ნახევარი მაინც უნდა მიეცა არსენისათვის, რათა ამ უკანასკნელს განძი დავითის მიერ „გამწარებულ“ მონასტრებისათვის შეეწირა. დაუბარა თავისი სამარხის და საძვალის, [გელათის] მონასტრის მშენებლობის დასრულება. მას უნდა მიეღო მოძღვარ არსენისა და კათალიკოსის რჩევა დავითის მიერ ნაშოვნი უმკვიდრო და უმამულო ადგილების წყალობად გაცემის დროს ([1125 წ.] H-2854); მისი შვილის, გიორგი მეფის მიერ შიომღვიმისათვის ბოძებული შეწირულების განახლების წიგნის მიხედვით, მას შეუწირავს მღვიმის მონასტრისათვის სოფელი ხორვაი. წყალშატროანი, რომელიც დიმიტრის „მოუცვალებია“, გიორგი მეფემ ისევ მღვიმეს, პაპამისის - დავითის მიერ აშენებულ ეკლესიას მოახსენა; მასვე მღვიმის სამფლობელოს საზღვრებში აუშენებია ქანდაი და მონასტრის საფურედ უქცევია, ეს სოფელი გიორგიმ გამოართვა მონასტერს და სანაცვლოს შეჰპირდა. მას მუხნარის შენების დროს მღვიმის სოფლებისათვის: რუეთელთა და სხალტბელთათვის დაუწესებია თვის დასაწყისში ერთი სასეფო სამუშაო დღე, რის გამოც ამ სოფლებს სამეფო ხელისუფალთა ვალი დასდებიათ (1170 წ. Hd-1351); ბაგრატ მეფის მიერ მთის წმინდა გიორგის ეკლესიისათვის ბოძებულ შეწირულების განახლების წიგნში ნათქვამია, რომ მან და დავით მეფემ მთის მთავარმოწამეს შესწირეს ყმა-მამული ([1463-1478 წწ.] Sd-2898/2899).
დიმიტრი II
მეფეთ-მეფე, „წამებული“ თავისი მოძღვრის ბრძანებით. სიონის ღმრთისმშობლისათვის შეუწირავს მის მიერვე ვერეზე აშენებული ქარვასლა, ვერისხევს სოფელი ვანანი, ლილოში ახაკოვი და გაუჩენია სამი აღაპი ([1289 წ.] 1449-1596).
დიმიტრი (ვარ. დემეტრე) III - 1413-1452, [1463] წწ.
დავითიან-ბაგრატონიანი, ჩრდილოეთისა, აფხაზთა, რანთა,კახთა და სომეხთა მეფე, შარვანშე და შანშე. ჰყავს: მამა მეფე ალექსანდრე I, იხ., ძმები: მეფე გიორგი VIII. იხ., მეფე ვახტანგ IV ([1453-1463 წწ.] Sd-1242), თანამეცხედრე გულშარ (იხსენიება 1452 წ. sic [1475 წ.] Sd-521 სას.), შვილი მეფე კონსტანტინე II, იხ., უწყალობა: საბერძნეთიდან ჩამოსულ მიტრიპოლიტ ხრისანთეს ზაქარია დარიბაგაშვილის უმემკვიდროდ დარჩენილი მამული ([1445-1452 წწ.] 11448-5234), სასისხლო სიგელი დავით კაპანაძეს ([1429-1452 წწ.] IX. 29. ქმ. №607); განუახლა შეწირულება შიომღვიმის მონასტერს და გაიჩინა აღაპი ამბროსობა დღეს ([1445-1450 წწ.] Ad-1 ე); მიჰყიდა ზაქარია დარიბეგაშვილს ქალაქს, სამეფო ზვრის თავს, სავენახე მიწა (1445 წ. VIII. 26.Hd-1042); იხსენიება: მისი მეფობის დროს, ოზბეგ დადიანის ბრძანებით, დანიელ ცაიშელმა მთავარეპისკოპოსმა აკურთხა ლაბსყელდაშის მთავარანგელოზის ეკლესია ([1442-1452 წწ.] სსძ II. №26) უცნობი [ჯავახიშვილის] საჩივრის წიგნის მიხედვით, როცა მისმა ძმამ, ვახტანგმა სამეფო ტახტი დაიჭირა, „წყალის იქით მხარე“, სადაც არ შედიოდა თაყა ციციშვილის მამული, მისთვის მიუბარებია. ვახტანგს თაყას მამული და ციხე ჩიჟავაძისთვის სდომებია. თაყას დახმარებია გამრეკელ [ჯავახიშვილი], მან თავისი მამული „ვახტანგისად შექმნა და თაყა პატრონსა დემეტრესად დაარჩუნვა და მოარჩინა წაჴდენას“. იგი თაყა [ციციშვილთან] და გამრეკელ [ჯავახიშვილთან] ერთად ატენის წყალზე მდგარა, როცა ჩიჟავაძის მიერ სამწევრისის დარბევის ამბავი მისვლია. ვინაიდან მთვრალები ყოფილან, ჩიჟავაძესთან შესაბრძოლებლად გამრეკელი წასულა თავისი სამი ვაჟით, მაგრამ ვერ მიუსწრია ([1466-1478 წწ.] Sd-1242 ), დედაბერ ნინოს მიერ ქვათახევის მონასტრისათვის ბოძებულ ვენახის შეწირულების წიგნში იგი იხსენიება კონსტანტინე მეფის მამად (1477 წ. 1449-1488), ნიკოლოზ კათალიკოსის მიერ შედგენილ სამთავისის შეწირულებათა ნუსხაში აღნიშნულია, რომ დიმიტრი ბაგრატოვანის ნაქონი სოფელი უსიტყვე გიორგი მეფემ შესწირა სამთავისს ([1678-1688 წწ.] Ad-565 ); მისი ხელრთვა აქვს საბუთს Ad-504.
დიმიტრი - [ბატონიშვილი], შვილი მეფე კონსტანტინე II-ისა, იხ. ძმა ჰეფე დავით X-ისა, იხ.
დიმიტრი - 1516-1540 წწ.
შვილი მეფე დავით X-ისა, ძმისწული გიორგი-გერასიმესი. მისი ნებართვით გიორგი-გერასიმემ სოფელი ზერტები შესწირა სვეტიცხოველს (1540 წ. 1449-1497).
დიმიტრი - ბატონიშვილი, შვილი კახეთის მეფის, ალექსანდრე I-ისა, იხ.
დიმიტრი - ბატონიშვილი, ძმა იმერთა მეფის, ბაგრატ III-ისა, იხ.
დემეტრე - 1688-1700 წწ.
ბატონიშვილი, [შვილიშვილი] ელენე დედოფლისა, იხ., შვილი მეფე ერეკლე I-ისა, იხ., დაამტკიცა ნაზარალი-ხანის მიერ გიორგი ალექსისშვილისათვის მიცემული ყმა-მამულის წყალობის წიგნი (1700 წ. Qd-814).
[დემნა]
ძმისწული. მეფე გიორგი III-ისა. იხსენიება გიორგი მეფის მიერ საქართველოს ეკლესიისათვის მიცემულ შეუვალობის განახლების სიგელში. გიორგის მეფობის 21-ე [ინდიქტიონს] იგი განდგომია მეფეს და მეამბოხე დიდებულებსა და აზნაურებს შეერთებია (1177 წ. Ad-15).
დომენტი - მუხრანის ბატონიშვილი, იხ. კათალიკოსი დომენტი III.
ელმირზა (ვარ. ალიმირზა) - [1532 ], 1537-1580 წწ.
[ბატონიშვილი], ჰყავს: მამა ლევან I კახთა მეფე, იხ., თანამეცხედრე ქეთევან, შვილი იოველ. შესწირა სვეტიცხოველს ქვემო ღანუხს თორმეტი კომლი კაცი: იორდანა, ზარაშვილი, მერაბა, ლუარსაბ, გარზამა, მანაველა, ტუხაშვილი, ალიხანა, სინჯია, ბაინდურა, იოსებ, შიო (1580 წ. 1448-5527).
ერეკლე - [1527]-1548, [1556] წწ.
მუხრანის ბატონიშვილი. შვილი ბაგრატ მუხრანის ბატონისა, იხ., ძმისწული გიორგი-გერასიმესი, იხ., ლუარსაბ მეფესთან ერთად გაარჩია კათალიკოსისა და წილკნელის დავა მუხრანულ საზღვრებზე ([1527-1556 წწ.] 1449-1591); მისი ნებართვით გიორგი-გერასიმემ სვეტიცხოველს შესწირა სოფელი ზერტები (1540 წ. 1449-1497); „უხვედროდ“ შერთეს ლეონ მეფის ასული ელენე, რის გამოც ლეონ მეფემ სვეტიცხოველს კათალიკოს სვიმეონის მოთხოვნით მიართვა შეწირულება - მთას აქეთ საგარეჯო და გაათარხნა ყოველგვარი გადასახადისაგან (1548 წ. Ad-1585).
ერეკლე - [ბატონიშვილი], შვილი ლეონ მეფისა, იხ.
ერეკლე - [ბატონიშვილი], შვილი კახთა მეფის, ალექსანდრე II-ისა, იხ.
ერეკლე - 1622-[1676] წწ.
მუხრანის ბატონიშვილი, შვილი თეიმურაზ მუხრანის ბატონისა, იხ., [ბიძა] ლევან მუხრანის ბატონისა, იხ., მისგან ნაყიდი ნავენახობი ზაქარია დილიმაშვილმა მიჰყიდა ზაქარია გედაონისშვილს (1837 წ. სს. I, №280),
ერეკლე I (-ნაზარალი-ხანი) - [1636 წ.ახლო], 1641-1700, [1703] წწ.
ბატონიშვილობაში ჰქონდა ორი სახელი: ერეკლე, ნიკოლოზ. იესიან-დავითიან-სოლომონიან-პანკრატონიანი || ბაგრატოვანი; ღმრთივ-აღმართებული, ღმრთივ-დამყარებული; ქართველთა მეფე; საქართველოს ტახტისა და სამეფოს ფლობით მპყრობელი, ქართლის ვალი (1688-1699 წწ. 1450-51/227, Qd-6918, 1448-4572, 1450-53/156, 1449- 2686, Qd-9759, 1450-17/78, Ad-87, 1450-6/60); ქართველთა და კახთა მეფე (1700 წ. Ad-220), ქართლის საბატონოს და ტახტის მქონებელი და თუშეთის მპყრობელი (1692-1695 წწ. 1448: 526, 56, Hd-13167). ჰყავს: პაპა მეფე თეიმურაზ I, იხ. ([1664-1699 წწ.] 1448: 65, 599 ა, 1449-559, Qd-7873, 1450-50/180, Qd-1655, 1450-51/177, 1448-2391, 1461-13/15, 1450-14/43, ქრ. II. 492-493, 1448-101, 1450-53/14, 1448-4572, 1450-38/53, Hd: 2632, 13167, 14656 ბ, 1449-1852, 1448-2289), ბებია დედოფალი ხვარაშან (1699 წ. 1449-1852), მამა დავით ([1675-1699 წწ.[ 1448: 599 ა, 1176, Qd-7873, 1450-50/180, Qd-1655, 1448: 2391, 1449-559, 1450-14/43, 1461-13/15, 1448: 101, 4572, ქრ. II. 492-493, 1450: 53/14, 38/53, 1449-1852), დედა დედოფალი ელენე დიასამიძე, იხ. ([1662-1695 წწ.] 1448: 581, 558, 65, Hd-1925, 1449-2662, 1448-748, 1450-50/180, 1449-559-2391, 1461-13/15, 1450: 14/43, 53/14, Sd-3728, 167 v, 1448-555, Sd-757, Hd-14493, 1450: 53/???????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????სს. I. №188, 1448-8819, 1450-32/67, 1448-526, Hd: 6042, 2166, 2447, 1448: 10055, 56, 54, 542, 8829, 5019, 3270, 1450: 15/27, 11/64, 14/50, 38/37, 11/169, 37/76, 10/135, 15/106, Ad-1168, Sd-15, Hd: 1676, 2593, Qd-7236, 1448-3269, Ad-2200, 1371, 1450: 15/115, 51/177, 32/320, Hd: 2632, 13167, 1461-1/7, Ad-923, Hd-1253, Qd-1950, 1449: 1240, 1849), ბიძა კათალიკოსი იოანე დიასამიძე] (1692-[1700] წწ. Hd-1305, ქრ. II. 515-516, 1449: 1843, 1866), დეიდა - თამარ ([1688-692 წწ.] Sd-76), და ქეთევან დედოფალი, იხ., ძმები: ლუარსაბ (1699 წ. 1449-1852), გიორგი (1699 წ. 1449-1852), თანამეცხედრე ანა დედოფალი (1688-1700 წწ. 1450-51/227, Ad-549, 1449-1852, 1450-30/65, სს. I. №188, Ad: 69, 89, 1449-2686, 1450-37/65, Hd: 14656 ბ, 14263, 6357, Ad-86, Sd: 628, 564, 1450: 48/3, 51/189,????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????შვილები: დემეტრე ([1688-1689 წწ.] 1449-326, 1450-30/65), დავით (იმამყული ), კონსტანტინე (მამჰმადყული) ([1688-1700 წწ.] Hd: 14493, 10147, 1449-326, 1450: 5/121, 2/149, 51/227, 53/156, Sd-549, Hd: 2397, 1913, 9690, 1450: 38/53, 12/98, 31/18 1, 53/91, 5/34, 30/651, 1448: 1177, 4572, 53, Qd: 6918, 1851, Hd-2212, Ad-1162, Qd-2150, 1450: 27/201, 19/82 2 20/11, სს I. №188, Ad-89, Hd: 2166, 6042, 2447, 1448: 526, 8819, 1450-32/67, 1448-5019, Ad: 1168, 69, 1448: 542, 56, 54, 10055, 8829, 3270, 1450: 36/119, 15/27, 11/169, 11/64, 14/50, 38/37, 37/76, 15/106, 10/135, Sd-15, Hd-2593, Qd-7236, Ad: 1371, 2200, 1448-3269, Hd-2632, 1450: 32/320, 51/177, 15/115, Hd-14656 ბ 3, 1449-2686, Qd-9586, 1450-37/65, Hd: 13167, 14263, 6357, 1448: 5332, 46, 5608, Sd: 628, 564, Ad-86, 1????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????1253), ისლამირზა || ისლამ ([1688-1691 წწ. ]1450-53/156, 5/121, 1449-326, Hd-10147, Sd-5 49, Hd: 2397, 1913, 9690, 1450: 38/53, 12/98, 31/181, 53/91, 5/34, 30/65, 1448: 4579, 1177, 53, Qd-6918, Hd-2212, 1449-1851, Ad-1162, Qd-2150, 1450: 27/201, 19/28, 20/11, სს. I, №188), ვახტანგ sic (1695 წ. Hd-14656 ბ), როსტომ (1693 წ. 1448-5019), გიორგი (1696 წ. Hd-6357, 1448-46, 5608, Ad-564, Ad-86), გორგასლან || გურგასლან (1697 წ. Hd-2521, 1448-45), თეიმურაზ (1700 წ. Ad: 220, 1590, Qd-814, Hd-9380, 1449-1461, 1448: 1505, 2289). უწყალობა: მაღრანის ნაცვალს, მამუკას - მაღრანში, ჭუტაანთ უბანში, ოთხი კომლი კაცი მამულითურთ, ტიმოთესშვილები და ერთი კომლი ზაქუტასშვილები (1662 წ. 1448-581), ნაცვალ გიორგი კობიაშვილს დედისფერულში გიორგი ყუარელიშვილი, ლაზარე ჯიტაშვილისა და მანთაშარას ბეითალმანი მამული, ცქვიტაძეში - დავით ნიკუაშვილის მამული (1662 წ. 1448-558), რამაზ ბებურიშვილ-ვაჩნაძეს მისი ბიძის, თამაზ მოურავის ნაქონი მამული გავაზში, რომელიც სუფრაჯ ფარემუზს ორგულობისათვის ჩამოართვა (1662 წ. Hd-1925), ლევან ავალიშვილს - კალაურში, ბაკურციხესა და კარდანახში ამოვარდნილი ჯავშანა ვაჩნაძის მამული, ენისელში, ბაზარსა და ტილურს შორის ყულ-დავითას ნაქონი მამული, მანავს - ფოცხვერაშვილი მისი მამულით და სორაზანს - ვენახი (1676 წ. 1450-50/180), დიმიტრი ჯორჯაძეს - გავაზში სუფრაჯის ნაქონი მამული ([1662-1675 წწ.] 1448-748), მდივან ონანას ყიზილ-უღლუნი იმავე წესით,როგორითაც იგი ლუარსაბ ბატონიშვილს ჰქონდა.ფაკაბაში ან საბალახე უნდა აეღო (1677 წ. 1449-559), ზურაბ ანდრონიკაშვილს, „ყიზილბაშში“ ყოფნის დროს ერთგული სამსახურისათვის - საანდრონიკოში ბოსტოღანაშვილი ალადა, ორცვალაშვილი გულო, ვეჯინს - ზავრაშვილი, დოლაშვილი, გუჯანში - შანშიაშვილი, გიორგიშვილები, ბეჟიტა, პოპლიკა, საულაშვილი, ქორაშვილი რევაზა მამულებით. აგრეთვე ის მამულებიც, რომლებიც ნოდარს ეჭირა საანდრონიკოში (1678 წ. 1461-13/15), გურამ რამიშვილს - ისპაჰანში ხლებისათვის - სოფელი ბიბიანი (1678 წ. 1450-14/43), ფარსადან ჯავახიშვილს - მისი განაყოფების, ზურაბისა და შერმაზანის ნაქონი ყმა-მამული: ზესს - აბულვარდიშვილი და ფარემუზ [ჯავახიშვილის] კერძი ლაგრაძეები, ჭაჭიაშვილი კორდიგლეჯიაშვილი, ზურაბის კერძი გელიაშვილები, ჭვიროსს - ბეჟანისშვილები, ხანდაკს- მჭედლისშვილები, ყმა-მამული ქვენა დრისს, სიონს, მელეს, რკონს, ფიცეს, ზაკვს, საყავრეს, ჯვარებს, წოდორეთს, ხოვლეს, ფიცეს (1682 წ 1448-8819), ფარემუზ ჯავახიშვილს - თეძმის ხანდაკს ერთი კომლი გულისა, ივანე და აბრამა გოგიბედაშვილები მამულითურთ (1688 წ. XI. 15. Hd-14493), სეხნია გურამიშვილს - ექვსი კომლი კაცი მამულებითურთ, იმ პირობით, რომ თუ გოჩაშვილი ამ ყმა-მამულის ნასყიდობის წიგნს წარმოადგენდა, მაშინ მეფე გურამიშვილებს სხვა წყალობას უბოძებდა (1688 წ. 1450-14/48), ყარაბუდახს, შიოშ-ბეგის შვილს, სოფლები: სამშვილდე და კრწანისი ერთი კომლის - პაპუნა ფარეშაშვილის გარდა, ახალი უბნის საზღვრამდე (1688 წ. 1448-4428), ბაინდურ გოგიბაშვილს - სოფელი ზემო სახუნდარის მეორე ნახევარი, რომლის ნახევარიც ბაინდურის სახლს ეკუთვნოდა (1688 წ. XII. 6. Hd-10147), თმოგველ ფავნელიშვილს - ქვემო ნიქოზს : წვიმეტიძე ფარსადან, ვეშაპიძე სულხანა, მწვადანიშვილი, სანაძე, მახარაშვილი, ოთარაშვილი შიო, ლომგურაშვილი თავ-თავიანთი მამულებით და ქონიაურის საკომლო (1688 წ. XII. 27. 450-35/119), გიორგი შაიკაშვილს - მისი ამოვარდნილი განაყოფების ბაინდურ და ქაიხოსრო შაიკაშვილების ყმა-მამული ენაგეთში (1688 წ. 9. XI. 1450-53/156), როშაქ ჩოლაყაშვილს - შილდაში ფარემუზ [ჩოლაყაშვილის] ნაქონი ერთი საკომლი ([1675-1688 წწ.] S-3728, 167ვ), ფირან ჩოლაყაშვილს - ამოვარდნილი პაატა გოგიბაშვილის ნაქონი მამული სადგერი (1689 წ. Hd-9690), გივი თუმანიშვილს - ატენში ნაქონი მამულის ნაცვლად - ატენის ბოლოს თიკანაანთუბანი (1689 წ. XII. 1. Qd-6918), ავთანდილ [ბარათაშვილს] - მისი ბიძაშვილის, ამოვარდნილი თამაზ [ბარათაშვილის] მამული (1690 წ. IX. 2. Ad-1162), მუსტოფ ბაღირბეგს - გურგენა და მისი შვილები: გიუნა და გოდერძა, რომლებიც მუსტოფ ხანყულის გასამყრელოდ ჰქონდა აღებული თავისი ყმების, ყარაშვილებისაგან (1691 წ. VIII. 28. 1448-544), [სააკაძე] - თარხან გიორგის - სოფელი ნაბახტევი, რომელიც ეკუთვნოდა იმჟამად იმერეთს გადახვეწილ ბეგთაბეგ [მარტიროზიშვილს] (1691 წ. 1450-27/201), კაცია [ორბელიშვილს] - თავდიდიშვილის ნაქონი მამული (1691 წ. 1450-20/11), ქალაქში, ჯვრის მონასტრის მეტოქი საყდრის ეზოდან აყრილ სომხებს: ყუთუაანთ ბაღდასარას, საფარას, გრიქორას და მის ძმისწულს, ყაზარას, მათი ძველი სახლის სანაცვლოდ - ფალავან ბასილისა და ნასყიდა ამბროსაშვილის სახლები (1692 წ. 1450-51/188), ფარემუზ ჯავახიშვილს- თრიალეთს სახასო სოფელი თეზი (1692 წ. I. 24. Hd-2447), გიორგი მოურავისშვილს - ოძისში ჯავახიშვილების ყმები, გარდა საამის ყმებისა (1692 წ. IX. 27. Hd-2166), ისპაჰანში ყოფნის დროს მას რამდენჯერმე ჰხლებია [ქრისტეფორე] მთავარეპისკოპოსი, ქართლში ჩამოსვლის შემდეგაც, ციხეში გამაგრებულს, მთავარეპისკოპოსი თან ახლდა. ერთგული სამსახურის სანაცვლოდ მან მთავარეპისკოპოსსა და მის ძმებს: გიორგის, რუსის, პაპუასა და ხოსიას უწყალობა თავისი ორგული ყმების, თუშმალ შავერდასა და ზალიას მამულები, პაპუასა და მისი განაყოფების კუთვნილი ჯიმშური მამული ელიარაშვილითა და ერთი კომლი ყმით (1693 წ. IV. 3. Hd-2593), ასლან ორბელიშვილს - სოფელი აბუნუქი და საგინაშვილები ყმა-მამულით, დუშია დოლენჯისშვილის ყმა-მამულის გარდა (1693 წ. VI. 20. 1450-15/106), მუსტოფ მამად-ბაღირბეგ სადუღს - ბაინდურა შანშიაშვილისა და რატიშვილებისათვის ჩამორთმეული ზემო სახუნდარი, სანაცვლოდ ბაღირბეგისათვის ადრე ჩამორთმეული მამულისა (1693 წ. VI. 21. 1448-542), გურამ გურამიშვილს - მისი განაყოფის, გივის ნაქონი გლეხები: გოგიჯანაშვილი მამისიმედი, მიქელაშვილი გიორგი, ტუხიაშვილი მერება, ჩაიშელაშვილი ნაობა, ხუცესი ჯაბიაშვილი - თითო კომლი; წიწამურს: გივისავე ნაქონი ზვარი და სხვა განაყოფის, გიორგის გლეხები: გოგიჯანაშვილი ზაქუტა, ბასილაშვილი გიორგი, ჩურხაული გოდერძაშვილი, წუნელაშვილი, გონებაშვილი - თითო კომლი თავ-თავიანთი მამულებით (1693 წ. 1450-14/50), ავთანდილ ბარათაშვილს - გუგუნა და ვარაზა გერმანოზიშვილების ნაქონი ყმა-მამული, რომელიც გერმანოზისათვის ორგულობის გამო ჩამოურთმევია და ხურდაყულაშვილებისათვის უბოძებია. ამას გარდა, უწყალობა ბეთენიას პაპუნა გოსტაშაბიშვილის ორი კომლი ყმა და ერთი კომლი გუგუნასი და ვარაზასი (1693 წ. X. 21. 1450-11/64), ვახტანგ ბარათაშვილს - ციხისს, როინ ყორღანაშვილის გლეხი აკოფა ბარიაშვილი, ყორღანაშვილ-გურგენისშვილის გლეხი მახია შავდავითაშვილი და ყორღანას გლეხები, ბაინდურასშვილები, თავ-თავიანთი მამულებით (1693 წ. X. 25. 1448-3270), აბელ ენდრონიკაშვილს უწყალობა... (1693 წ. 1448-10055 ფრაგმ.), არაგვის ერისთავი და ციცი ციციშვილი, ძმებითურთ, მას განუდგნენ, სამაგიეროდ მიმხრობია ციცის ბიძა, ქაიხოსრო ციციშვილი და თან ჰხლებია ქალაქის ციხეში. ამ ერთგულების საზღაურად მან ქაიხოსრო ციციშვილს უწყალობა ციცი ციციშვილისა და მისი ძმების მამული (1693 წ. 1448-5019), როსტომ ბარათაშვილს - სომხითს გოდერძი რევიშვილის ნაქონი ახალშენი, ძოვრეთს - გუგუნა და პაპუნა გოსტაშაბიშვილების თითო კომლი ყმა (1693 წ. XI. 11. 1448-56), ლუარსაბ გარაყანიძეს - სოფელი ბიწმენი, მჭედლიშვილები, მზეობრიძეები, სუხიაშვილები და „რაც კათალიკოსის სახასო იყო“ (1694 წ. 1448-3269), ზაალ ენდრონიკაშვილს - ყმა-მამული ვეჯინსა და გურჯაანში: ლომიტა სიბაშვილი, ირემა ხატუაშვილი, უტა და გიორგი უტიაშვილები და მისი ბიძაშვილის, ერასტის გლეხები იმ დახმარებისათვის, რაც სპარსელებს გაუწია ზაალმა ნინოწმინდელთან ქართლელების დამარცხებისას (1694 წ. VII. 1. Hd-2632), ზაალ ბარათაშვილს - მისი ამოვარდნილი ბიძაშვილების, სუფრაჩ ქაიხოსროსა და ავთანდილის ნაქონი ყმა-მამული საღირაშენში: ჯიშია, ფირია, ნინია, პაპანაშვილი, მაზია (1694 წ. IX. 20. Ad-1371), როსტომ ბარათაშვილს - მისი ამოვარდნილი ბიძის, სუფრაჩ ავთანდილის წილის გამოკლებით ყმები: ამილბარაშვილი ბერუკა, ნადირაშვილი, გტებილასშვილი (sic) ქიტია, ფეროზაშვილი ელიზბარა, მირანაშვილი შალუტა, ახატაშვილი პატა მამულებით (1694 წ. 1450-32/320), ფარსადანა სუმბატაშვილს - გორის ღმრთისმშობლის საყდართან მისი მკვიდრი მამული, რომელიც ხან ფარსადანის განაყოფს, როსტევანაშვილს ეჭირა, ხან მეფეთაგან წიგნით იყო გაცემული (1695 წ. X. 23. Hd-13167), ასლანბეგ ორბელიშვილს - სომხითში სოფელი ჯიმშური (1695 წ. 1450-15/115), მამუკა ჩოლაყაშვილს, თუშეთში გაწეული სამსახურის ჯილდოდ - მისი ბიძაშვილის, ფარემუზ ჩოლაყასშვილის მამულის ნახევარი ([1688-1695 წწ.] 1448-2240), მასვე - ანეშში ოთხი კომლი ოდიშელიძე და ლაფანაშვილები, ხორუგს - ხუცესი ძამსია, ხოლო სახელოდ - საყდრის ყმები ([1688-1695 წწ.] 1449-1849 ), სუფრაჯ [ბარათაშვილის] მეუღლეს, ქეთევანსა და მის შვილებს, ავთანდილსა და ქაიხოსროს - სოფელი ზემო წერაქვი, რომელიც მეფეს თავისი შვილის, ბატონიშვილ გიორგისათვის ჰქონდა ნაბოძები, ექვსი კომლის გამოკლებით. მათვე უბოძა მოურაობა, სამეფო გამოსაღებები ბატონიშვილის აღზრდაზე უნდა მოეხმარათ (1696 წ. Hd-6357), იორამ ბარათაშვილს - მისი ბიძის, უშვილოდ გადავარდნილი დურმიშხანის ნაქონი მამული: ბუჟღულეთს სასახლე, ახალშენს - ადუა ძმითა და მამულით, წინვენახს - ქუდრეგვენაშვილი ბერიკა ძმითა და მამულით, ტბისს - ტუხაშვილი პაპუნა მამულით, ცხვრისს - ტბელაშვილი ოსიყმა და თევდორე მამულით, ხიზანაშვილი დათუნა მამულით, ცხნარს - ბუდიაშვილი ლომკაცა მამულით, ბედიაშვილი ლომშერა, ბედიაშვილი კაკონა მამულებით; ვანქს - ელაღა მამულით, ერტისს - თევდორა ჯოეშვილი მამულით (1698 წ. I. 10. 1450-2/149), ლევანს, სომხითის მელიქისშვილს, აიდარბეგის ხეობაში სახასო სოფელი ყათლუ (1698 წ. II. 1. 1450-17/78), პაპუა ბებურიშვილს - ბეჟან ფავლენიშვილის ნაქონი მამული შერთული, და ოთხი კომლი ყმა, რომელიც შემდგომ იოვანე კათალიკოსის შუამდგომლობით პაატა ფავლენიშვილს დაუბრუნა (1698 წ. Hd-13836), გიორგი ალექსიშვილს - იმედა ფაგურიძე და დემეტრეს მამული, ღვარებს - ნონია დოქიძე მამულით (1700 წ. Qd-814), მდივან გივი [თუმანიშვილს] - ახალდაბელი ნაზირის კუთვნილი გლეხები ([1688-1703 წწ.] Qd-9037 რმ), ზაალ ნათანულისშვილს - თუშეთში ყოფნისას ერთგული სამსახურისათვის - მაღრანს ჩრივასშვილი პაპია და ტაბაძე თავ-თავიანთი მამულებით, ბალთაგორს - ბირჩიშვილი მამულით (1688-1703 წწ.] 1449-1240); უწყალობა (განუახლა) მამული, სახელო და სარგო: აბელ ენდრონიკასშვილს - ქიზიყის მოურაობა და დაუმტკიცა თეიმურაზ მეფის წყალობანი (1675 წ. 1448-616), ლევან ვალიშვილს - დემურჩასლის მებალახეობა (1676 წ. 1450-50/180), მარტყოფელ ლაზარე ქუმსიაშვილს მამამისის ნაქონი ყარაის მეყორუღობა (1676 წ. Qd-7873), სვიმონ სვიმონიშვილს - ჩერქეზში სამოურაოდ შავქედი და სხვა მამული, ნახევარი სამამულედ და ნახევარი - სახელოდ (1677 წ. 1448-2391), გორჯასპ ზაალიშვილს,რომელიც თან ახლდა ყაზვინში და ყმა-მამულით შესწირა ალავერდის წმინდა გიორგის, სიცოცხლეშივე დაუტოვა ბოქაულთუხუცესის სახელო, უბოძა ფაგაბაშობა ერთი ამხანაგით, მეკობრეთმძებნელობა ორი ამხანაგით, სარქართუფროსობა ერთი ამხანაგით, გომბორის მოურაობა (1678 წ. ქრ. II. 492-493), ლევან ავალიშვილს,რომელიც ორ გზის ახლდა რუსეთში. სოფელი კაკაბეთი და დემურჩასალის საბალახე (1681 წ. VIII. 18. Hd-14525), დავით დავითიშვილს - მისი მამა-პაპის მკვიდრი მამული და სახელო (1688 წ. Sd-606), ზაალ სოლაღაშვილს - სამკვიდრო სახელო - დედოფლის სახლთუხუცესობა (1688 წ. Sd-757), გივი თუმანიშვილს - წედისის მოურაობა (1688 წ. 27. XII. Hd-1999), პეტრე მგალობლიშვილს, რომელიც ჯერ რუსეთში გაჰყვა, მაგრამ გზაში დაუჭერიათ, შემდეგ კი კახეთსა და ისპაჰანში თან ახლდა, გაწეული სამსახურისათვის - მდივნობა ([1675-1688 წწ.] 1448-55), იასე გერმანოზიშვილს მკვიდრი სახელო თრიალეთის, ახალქალაქის და ტამალის მოურაობა (1689 წ. Sd-549), ხუდადასშვილ ესტატეს განუახლა თეიმურაზ და დავით მეფეების მიერ ნაწყალობევი არტაბაზნისა და შუამთის ნაცვლობა, როგორც ეს მამამისს, ხუდადას ჰქონდა (1689 წ. 1449-1851), ბაინდურ გოგიბაშვილს - სამწევრისის მოურაობა (1689 წ. XII. 3. 1450-5/34), მაჰმად ბაღირას სამეფო კარის მუსტოფობა და ჯამაგირი წელიწადში ოცი თუმანი (1690 წ. III. 1. 1448-543), მესტუმრის პირით აცნობა ფარემუზ ჯავახიშვილს, რომ განუახლა შაჰნავაზისა და გიორგი მეფეების დროს ნაქონი სახელო - არჯევნის მეყორუღობა (1690 წ. IV. 27. Hd-9269), თორღის ციხისთავის შვილს იოვანეს- ფშაველთ ნაცვლობა და წყაროსთავის წმინდა გიორგის დეკანოზობა, უწყალობა აგრეთვე მისი უშვილოდ გადავარდნილი ნათესავის, დეკანოზ ესტატეს ვენახი და მამული, დეუბანი და ფშაველში ღორის საბალახე (1691 წ. IV. 1. სს. I. №188), [მაღალაძეებს] - კარსანს მცხოვრები მაჭარაძე და სამოურაოდ გომნი. (1692 წ. III. 1. Hd-1305), იოთამ ამილახორს - გიორგი მეფის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებისათვის განუახლა ამილახორობა, ზემო ქართლის სარდლობა გორის მოურაობა, ფხვენისს - იალღუზისშვილები და ბედიანასშვილები მათი განაყოფებითა და მამულით, განუახლა აგრეთვე ყაენის მიერ მისი მამა-პაპისათვის ნაბოძები ჯამაგირი - 100 თუმანი (1692 წ. XI. 1448-526), იასე დოლენჯისშვილს - ყაიყულში სოფელ ბეთლემის მოურაობა, რომელიც ცოტა ხნით ადრე ქიშუა ნასრიაშვილსა და ახმადა მადან-ოღლის ეჭირათ (1692 წ. XII. 13. Hd-6042), ტუსია პეტრიასშვილს - თუშეთის მებალახეობა (1693 წ. VI. 10. Ad-1168), შერმაზანს - ქიზიყის ასისთაობა, „სხვა სახელოები და სარგო“ (1693 წ. VIII. 26. 1448-54), გიორგი ზედგინიძეს განუახლა თეიმურაზ მუხრანბატონის დროს ბოძებული მუხრანის სახლთუხუცესობის და მამულის წყალობა (1693 წ.1450-37/76), გოშფარ ჯავახიშვილს მეღვინეთუხუცესის სახელო და უწყალობა ატენისა და ბოლნისის მესთვლეობა (1693 წ. 1448- 8829), ედიშერ შალიკაშვილს - სადედოფლოს მდივნობა, მეფის ქარხნის ნაზირობა, მას უნდა აღერიცხა ყოველდღიური შემოსავალ-გასავალი და მორჩილებაში ჰყოლოდა თავლიდარი და ამალა, აგრეთვე - სომხით - საბარათაშვილოს კოდის პურის მკრეფელობა თითო ამხანაგით და ქალაქის ბაჟიდან ჯამაგირი - თორმეტი თუმანი თეთრი (1696 წ. III. 10. 1450-35/139), პაპუა ორბელიშვილს - თავისი სახასოს „გამოღმა“ სადედოფლოს ნახიდურისა და ქოლაგირის ყარმალის თაბუნის მოურაობა (1696წ. X. 14. Sd-628), პაპუა სალმაღანაშვილს - ქვემო ბოლნისის მამასახლისობა და განუახლა ყმების: ხუხასა და არაქელა ქითუაშვილის წყალობა (1697 წ. IX. 13. 1448-45), შიოშ თუმანიშვილს - მის მიერვე ადრე ნაბოძები წედისის მოურაობა, რომელიც დროებით წედისის გორიჯვრის წმიდა გიორგისათვის შეწირვის შემდეგ მოციქულ პატისათვის ჩაუბარებია იმ პირობით, რომ იგი ბეგარას და მოსავალს პატის ჩააბარებდა (1697 წ. 1448-8751), სომხითის მეღალეობა - უცნობ პირს (1699 წ. XI. 25. Ad-2076 ფრაგმ.), ამილბარ მაღალაშვილს - იოვანე კათალიკოსის მიერ ნაწყალობევი სვეტიცხოვლის მამულების სახლთუხუცესობა და ჯანიშინობა, მას უნდა აეღო პირიქით და პირაქეთ საგარეჯოდან, ჯიმითიდან,ახალშენიდან, ვეძისხევიდან, ბიწმენიდან საგურამოდან და ჯვარის სახასო მამულებიდან სთველი, საური, საბალახე,ჯურუმი, რუზე ბრინჯი, განუახლა მდივნობა და ბეჭედი, მცხეთას„მაჩქათელის კონი“ და საფიჩხულე, ციხედიდში „ზვარი,მარანი, ხოდაბუნი, ბეთუაშვილი და გელიხურები,ძეგველი დემეტრე, აღაიანში - ვარდიაშვილი, ზერტში - მამულაშვილები, ზერტის მეღალეობა და დიდგორზე - მოხისის მოურაობა, ერტისში - თევდორა გოგაშვილი ძმითა და მამულით (1700 წ. Ad-1590), შიოშ თუმანიშვილს - თუშეთის მდივნობა ([1893-1703 წწ.] 1448-10035), [ჯორჯაძეს] - ენისელთ მოურაობა ([1688-1703 წწ.] 1461-1/7 ფრაგმ.), რევაზ ჩოლოყაშვილს - ისპაჰანში 12 წლის ელჩობისათვის - განუახლა სახლთუხუცესობა და თიანეთის, ერწოს, კისისხევის, ფადარსის, ენგიანის წყალობა ([1688-1703 წწ.] Hd-1253), პაატა [ჩოლაყაშვილს] ერწოსა და ბიწმენის მოურაობა ([1662-1687 წწ.]1448-280 ფრაგმ.), ნასხიდა შანაშისშვილს - ქვემო ბოლნისის ხასადრობა და მემალეობა ([1688-1703 წწ.] 1448-55), რევაზ ამირეჯიბს - ქართლში „ორიანობის“ დროს დიდი დამსახურებისათვის - მეჯინიბეთუხუცესობა ([1688-1703 წწ.] Ad-1122 ა); გაუჩინა ჯამაგირი და ულუფა: აზნაურიშვილ ესიტას ჯამაგირი, წელიწადში სამი თუმანი (1693 წ. IX. 4. Hd-4163 ბ), გარეჯის წინამძღვარ ონოფრე მაჭუტაძეს - ლეკთაგან გარეჯის მონასტრების დარბევის შემდეგ - განუახლა ჯამაგირი - წელიწადში ცხრა თუმანი, ხუთი ლიტრა სანთელი, ერთი ლიტრა საკმელი ერთი ლიტრა შულო, ცამეტი ლიტრა ზეთი (1696 წ. XI. 18. Ad-86), გარეჯის მონასტერს განუახლა ის ულუფა, რომელიც ქართლიდან შემოსდიოდა და დაუმატა ახალი: ასი კოდი პური, ათი საპალნე ღვინო, ასი ლიტრა ბრინჯი, სამოცი წყვილი დოში, სამოცი წყვილი მკერდა, ორმოცი ზურგიელი, ორმოცი კუდი, ოცდაათი ლიტრა ხიზილალა, ორმოცდაათი ლიტრა სამარხო, ორმოცდაათი ჩარექი ნიგოზი, ოცდაათი ლიტრა ხახვი, ოცი ლიტრა მატყლი (1699 წ. XII. 8. Ad-87), მასვე - ონოფრე მაჭუტაძის წინამძღვრობის დროს - ასი კოდი პური, ორმოცდაათი ლიტრა ბრინჯი, ათი ლიტრა ერბო, ათი საპალნე ღვინო ([1690-1703 წწ.] Ad-355), ამბა - ალავერდელს - წელიწადში ორმოცდაათი სული ცხვარი, რომელიც თუშეთის მოურავს მამუკა [ჩოლაყაშვილს] ყოველ წელიწადს თუშეთის საკომლო ცხვრიდან უნდა მიეცა ([1688-1703 წწ.] 1448-3113); განუახლა ყმა-მამულის წყალობა: სვიმონ დემეტრეშვილს, რომელიც რუსეთიდან დაბრუნებულს თან ახლდა, ყაენისაგან ადრე ნაწყალობევი სულეიმან ბულალაშვილის მამული (1676 წ. I. 1448-1176), ნაცვალ შავერდასშვილს, გურგენს, თეიმურაზ მეფის მიერ ნაბოძები შერმაზანა ჰუსეინაშვილის მამული, სასახლე და ცორიკაშვილის ვენახი, რისი წყალობის წიგნი მას დაუკარგავს (1676 წ. Qd-1655), ლევან ავალიშვილს - მამულები უჯარმას, ხორაუგსა და სიონს (1676 წ. 1450-50/180), ისპაჰანში ყოფნისას ოთარ თურქისტანიშვილს - ხორხელში მამული და სასახლე, რომელიც ალავერდელს ჰქონია მისაკუთრებული და იქ ახლად მისული გლეხი დათუა ხაჭაპური (1680 წ. 1448-101), მამუჩი ჭავჭავაძეს - მისი განაყოფის, სეფედავლე [ჭავჭავაძის] ნაქონი ყმა-მამული, რომელზედაც ეცილებოდა იასონ ჭავჭავაძე. ეს მამული, ორი კომლი კაცი, მამუჩის როსტომ-ხანისაგან ჰქონია ნაბოძები (1682 წ. 1450-53/14), პაპა სერგიოსს - ზარაფ ზალინას ნაქონი სახლ-კარი (1688 წ.1450-51/227), მდივან როსტევან მანდენაშვილს - „ლოჭინის სიგელი“: გაღმა-გამოღმა ლოჭინი, საზღვრებით: ბობოყველას ბუდემდე, ავლაბრის მიწებამდე, მტკვრის შესართავ ღელემდე; უწყალობა ეს მამულები ნასოფლარებითა და იმ გლეხებით, რომლებიც ლევან მუხრანბატონიშვილს „ჟამთ ვითარებით“ როსტევანის მამულში დაუსახლებია (1688 წ. XII. 9. 1450-5/121), ქაიხოსრო ციციშვილს - ყაენისაგან ნაბოძები სკრა და ბებიამისის ნამზითვი გლეხები: მჭედლიშვილი ბერი, კოჭიაშვილი და ტლაშაძეები ცოლ-შვილითა და მამულით, აგრეთვე, ოფრეთი, სამწევრისი, კარალეთი და სადგერი (1688 წ. 1449-326), ბეჟან სოლაღაშვილს - მისი მკვიდრი მამულის, კუმისის მეოთხედი, რომელიც ადრე ჩამოურთმევია მისთვის და მისი განაყოფის - ზაალისათვის უბოძებია (1689 წ. 1V. 23, 1448-4572 ), ლუარსაბ იოთამისშვილ-ბარათაშვილს - წილში ნარგები და მეფის მიერ „გაუსინჯავად“ ჩამორთმეული სოფელ რატევანის ნახევარი მაშავრის პირას (1689 წ. I. 25. 1450-38/53), ზაალ იორამიშვილს - როსტომ მეფის მიერ ნაწყალობევი ყმა-მამული დვანს (1689 წ. II. 13. 1450-31/181), ქაიხოსრო ბარათაშვილს - იოვანე ბოლნელის მიერ მოტყუებით მისაკუთრებული აღვსიაშვილი და წვერელაშვილი მამულებითურთ წვერს და ერთი საკომლო ნავროზაული მამული (1689 წ. VII. 11. 1450-12/98), შულავრის მასასახლის რევაზას - თეთრისოფელში ბაგა, რის სანაცვლოდაც 16 წლის წინათ მისთვის ზვარი გამოურთმევიათ (1689 წ. IX. 21. 1450-20/83), პაპუნა ფავნელიშვილს - ქვემო ნიქოზს - ახალკაცი ზაზუტა ძმებით, ტეტიაშვილი ზაქარია მისი შეყრილი კაცით და მამულით, იესე ქონიაური ძმებით, ელისასშვილი, ამაზასშვილის მეოთხედი მამული, რამაზა და ხოხონა, ბასილაშვილის მამული, ფხეიძის ხოდაბუნები და ვენახი, ქრცხილვანს - ნონია და გიორგი მეტრეველების შვილები, დრგუისს - მეკარვიშვილები: ბერი, სეხნია და ბეჟუა ძმებით (1689 წ. XI. 16. 1448-53), მეითარ მანუჩარს - ნაყიდი და ნაწყალობევი მამულები: ქალაქს ნაყიდი ბაღჩა და სახლები, საჯინიბო თავისი სახლებითა და ოთხი ქულბაქით, ორი ქულბაქი ხარატაშვილის სახლის წინ, აბანოებთან, ორი ვენახი; გარეთუბანს - ერთი სახლი, მოედნის ბაღჩა, ალავერდას სახლები, ერთი სახლი ავლაბარში; ვერეზე წისქვილი, ყარჩიხა, ბევტი (sic) ელიზბარა, ბერუა, ახუა, გოგინა, ამირანა, თამაზა ტუშური, პაპუა, ზურაბა, გოგიას ძმისწულები, პაპია, უმეკა, ცალქალამანიძისაგან ნაყიდი დათუაშვილები; ქვემო სოფელს - ოთხი ნაყიდი კომლი, ერთი კომლი ყული და სხვა მისი სოფლიდან მოსული; აბანო, ქარვასლას უკან თამაზას სახლები, აბანოსთან ბაღი, ჩარსუ და რ[ა]სტაბაზარში ერთი ქულბაქი, ქარვასლასთან სამი ქულბაქი, ზემო ბაზარში ერთი ქულბაქი, ფასიანას სახლები, გარეთუბანში ჯიმშიტას სახლი,ჭალის ბაღებთან ვენახი, ყული ალავერდა, ზილფიყარა, ხაბაზი გიორგი, მზარეული დათუნა, ფარადა, უსუფა, გიორგი, ბახტიერა, არუთინა, შოშიტა, იესე, თვალშავა; მზითევში ნარგები იმერელი ნასყიდა, ჩხარელი პაპია, ასრათა, მანუჩარის გაზრდილი ნადირხან, მაჰმუდა, მექათმიშვილი ნაზარა (1689 წ.1450-53/91), ყორღანაშვილებს: პატაშვილებს, მერაბაშვილებს, ფარსადანიშვილებს, გიორგი პაპუნაშვილს, ქანდიაშვილებს, გარსევანიშვილებს, შიოშიშვილებს, ზაალიშვილებს, ბერუა ავთანდილიშვილს, გურგენიშვილებს, როინ შალვაშვილს - სახასო აზნაურიშვილობისა და ენაგეთში მამულის წყალობა (1689 წ. Hd-1913), პაპუნა ბარათაშვილს - სომხითს, ზემო წერაქვში, თალგამოზისშვილის ნაქონი მამული (16[89] წ. Hd-2397), ქავთარ ქავთარაძე ძმებითურთ დაიდო სახასოდ და განუახლა წართმეული გლეხის, სტეფანაშვილის წყალობა (1692 წ. 1448-8864), ლუარსაბ იოთამისშვილს - ორბელიშვილებთან გაყრის დროს წილში ნარგები და შემდეგ ჩამორთმეული სოფელი ირდასუბანი (1693 წ. 1450-38/37), სორაზან თარასშვილს - სამეფო მამულში, გედიქს, წისქვილი (1693 წ. VI. 7. Qd-7236), ზაალ აბაზაძეს - შინდარს - გოგინა აღაბეგაშვილი, ბეჟუა და შიო კვახიაშვილები, ნიქოზს - ბერუასშვილები, პარკაული მამული, ხაშურს ჩაჩანიძისეული მამული, ოძისს - ჯღენტი და ლიპარიტაშვილი, ნოზაური ვენახი და ცედანი (1693 წ. VII. 30. Hd-l676), ავთანდილ ქავთარისშვილს - მისი მკვიდრი ვენახი, წისქვილი და მიწები ალგეთზე, რომლებიც უსამართლოდ ეჭირა დიარაშვილს (1693 წ. VIII. 24. 1450-11/169), სუფრაჩ ავთანდილ [ბარათაშვილს] - მკვიდრი, წილში ნარგები სამშვილდე, კრწანისი ჩაჩალის ციხით და საღირაშენი (1693 წ. IX. 6. 1450-15/27), პაატა ლარაძეს დაუბრუნა მისი განაყოფის, ზურაბის მიერ წართმეული სამი კომლი კაცი ეგრისს: ვედრიასშვილი ნასყიდა, ელისბარაშვილი ბერი, საბაგულაშვილი საბა თავ-თავიანთი მამულით (1693 წ. IX. 23. 1450-10/135), მდივან დათუაშვილს- ანა დედოფლისა და სვიმონ მეფის მიერ 1619 წ. ოქტომბერს იარალი დათუაშვილისათვის ნაწყალობევი სოფელი ხორხმელი (1693 წ. 1450-36/119), ზაალ აბაზაძეს - დედამისის, ელენე დედოფლის მიერ ბოძებული ღანიძის ყმა-მამული (1695 წ. Hd-2106), თამაზ ტატიშვილს - სოფელი სურნისი (1695 წ. X. 2. Hd-14656 ბ), სპარსეთში გადახვეწილ გადახვეწილ გასპარა აღზიმანიშვილს - სამშობლოში დაბრუნების შემდეგ - მისი ნაქონი მამული, რომელიც გიორგი მეფეს არუთინა ჩითახაშვილისათვის ჰქონია ნაწყალობევი (1696 წ. VI. 22, 1450-48/3), პაატა ფავნელიშვილს - ფიცით გამოტანილი სოფელი შერთული, რომელსაც ისაკუთრებდა ნუგზარ ბოქაულთუხუცესი (1696 წ. XI. 15. 1448-5608), პაპუა სალმახანაშვილს - ქვემო ბოლნისს მცხოვრები ალიხანა, ასლუა და ზურაბ მუსტოფაშვილები (1696 წ. XII. 8. 1448-46), მანუჩარ მეითრის შვილიშვილს, ასლანს - პაპამისის ნაქონი გლეხები ღვევს, ზვარი - ზრბითს (1696 წ. Sd-564), ზაალ ავალიშვილს - „ბარათით გამოყოლილი“ ყმა-მამულის წყალობა: საავალიშვილო აზნაური, გლეხი, სასაფლაო, სასახლე, ზვარი და ხოდაბუნი, ამოვარდნილი ქავთარაძის ნაქონი ნეძვი და კორტანეთი, ტაშისკარს - აზნაურიშვილი ფასიტა ორი კომლი გლეხითა და მამულით (1697 წ. 1450-50/95), ასლამაზ სოლაღაშვილს - ტაბახმელას და საღორისს - დროებით ჩამორთმეული და მისი განაყოფის, ერეკლესათვის ბოძებული ყმა-მამული, ტაბახმელას - ოთხი საკომლო: ეჯუბაშვილები,მა მიაშვილები, აკოფაშვილები და ხუციშვილი, საღორისს - ოთხი საკომლო: ორბელაშვილები, ჯაღუაშვილები, ბალაშვილები და სეხნიაშვილები (1697 წ. Sd-762), თეიმურაზ შაბურიშვილის ცოლყოფილს - მისივე მამული,რომელიც შეცდომით ქაიხოსრო ხოსიტაშვილისათვის ჰქონდა ნაბოძები (1697 წ.X. 22. 1450-13/76), ზურაბ ნათანიშვილს მისივე სამკვიდრო და ბარათში ნარგები მაღრაანის მჭედელ შერმაზანასშვილის ნაქონი ნასახლარი და სასახლის ადგილი(1699წ. VII. 15. 1449-1229), იასე რუსიაშვილს მისივე ნაქონი ყმა-მამული ბიჯნისში: პიპია გიგაშვილი, თამაზა არჯევანიძე, ივანე კოჩაძე ძმითურთ, ჯეგაძე პაპუნა მისი ძმით, მამუკათი, ყბედაშვილი დათუნა მამულით, საყდრის ნახევარი, სასაფლაო და ხოდაშნის ნახევარი (1699 წ. III. 17. Hd-1026), ბაინდურ ყორღანაშვილს. ხორბუკს, წოდორეთსა და ახალშენს ნაყიდი და ორიანობის დროს მეფის მიერ ჩამორთმეული ყმა-მამული (1699 წ. VI. 24. 1450-6/60), ფირან ჩოლაყაშვილს, რომელიც მას ქალაქის ციხის დაცვაში ერთგულად ემსახურებოდა, დაუბრუნა განაყოფთაგან, ფარსადან და რევაზ ჩოლაყაშვილებისაგან წართმეული მამულები ჩობან-ჩეკური და ქვაკრებული, ხოლო ბარის სოფლებზე ხელი არ მიუწვდებოდა. წყალობის პირობა ასეთი იყო: თუ ჩოლაყაშვილები თავიდან დაინაწილებდნენ ყმა-მამულს, მაშინ ეს ნაწყალობევი სოფლებიც ფირანს საერთო ქონებაში უნდა დაედო და ისე მიეღო მონაწილეობა გაყრაში (1700 წ. 1448-1505), მდივანბეგ ვახტანგ ორბელიშვილის ცოლყოფილს, თამარს - ამოწყვეტილი სააკაძის მკვიდრი მამული ჯადამი და ღორისთავი, რომელიც როსტომ მეფეს ბარათაშვილ-თამაზიშვილებისათვის უბოძებია და თამარს ნამზითვი სამკაულით უყიდია. როცა გიორგი მეფე ჩამოსულა, თამარის შვილები მას გაჰყოლიან, იგი [ბარათაშვილებს] გასწყრომია, ჯადამი და ღორისთავი ზურაბისშვილ რევაზისათვის გადაუცია. შემდგომ მას სულხან ორბელიშვილი და მისი ძმები შემოურიგებია და ჯალდამი და ღორისთავი, როგორც ნაყიდი მამული, უკან დაუბრუნებია (1700 წ. Sd-2300), სახასო-სადედოფლო აზნაურიშვილებს : გიორგის, იორამს, ავთანდილს, ელისბარს - მკვიდრი მამულები: ისროლის ხევს - ასტამაძე გიორგი, ძელაურისშვილები, სალუქაშვილები, ბიუარს - ვარდანაშვილი კვირიკა, იკრეთს - ფაკაური ფოცხურა, სევნეს (?) - ნუკრაძე და ფუხაურები. დატოვა ისინი სახასოებად და მსახურებად (1780 წ 6. IV. 1450-37/55), ზურაბ [სოლაღაშვილს] - მამიმისის, ქაიხოსროს საუფლისწულო სოფელი ასურეთი ([1688-1703 წწ. 1448-2296), ამოან თუხარელს - როსტომ მეფის მიერ ნაბოძები ყმა-მამულის წყალობა ([1688-1703 წწ.) Hd-14436 ბ); შესწირა: ბოდბის მონასტერს ყმები დვალიშვილები, რომლებიც გაათავისუფლა მეფის მეჯინიბობიდან (1663 წ. II .24. 1449-2662), ალავერდის წმინდა გიორგის - უმემკვიდრეო გორჯასპ ზაალიშვილი და მისი ყმა-მა მული: კაკაბეთი, იკარო ზვრითა და სასახლით, კონდოლი, გავაზიდან ერთი კომლი ყარჩიღაშვილი გიორგი, მამულები კისისხევში, ენისელსა და გაღმამხარში (1675 წ. 1448-599 ა), სვეტიცხოველს - პაპუნა თუხარლის შვილი, გიორგი (1696 წ. ქრ. II. 515-516), დავით გარეჯას - იათაღების სარგო (1697 წ. Qd-9759), ქართლის კათალიკოს იოანე დიასამიძესთან ერთად ურბნისის სტეფანწმიდის ტაძარს - იოსებ ჯავახიშვილის ეპისკოპოსობის დროს - რუისში - ხუთი კომლი გლეხი: მახარაშვილი ბასილა, ხუციანიძე იაკობ და მისი ბიძაშვილები: ივანე, ბერი; ნადირაშვილი ივანე და შიო, სულთამაშვილი ივანე, მრაჭულიშვილი ივანე (1697 წ. 1448-9999), ალავერდის წმინდა გიორგის - თავისი გარდაცვლილი ნათესავების (მეფე თეიმურაზის, დედოფალ ხორეშანის, მამის, დავითის, დედის, ელენეს, ძმების: ლუარსაბისა და გიორგის) ჟამის საწირავად და სააღაპედ - ათი კომლი ზოგი სახასო და ზოგი დარბაისლის ყმა, რომლებიც ჭალაანში დაუსახლებია: ერთი კომლი ნაცვალი შერმაზანა, მამასახლისი სულხანა, თავ-თავიანთი სახელოებით, ჯანიაშვილი დათუნა, გაგულაშვილი იასე, გერმანოზაშვილი თამაზა, პაპიაშვილი გიორგი, მარქარაშვილი ესტატე, ივანეშვილი ბერი, მეტაშვილი პაატა (1699 წ.II. 25. 1449-1852), გარეჯის უდაბნოს ონოფრე მაჭუტაძის წინამძღვრობის დროს გარეჯის გარშემო იალაღები, რაზედაც გარეჯას ქართლელები ეცილებოდნენ (1700 წ. Ad-220), გარეჯასვე - თავისი უმემკვიდროდ გარდაცვლილი ძმის, ლუარსაბის, ყმის, ბედიას მიერ თვალში ნაყიდი მიწები ([1688-1703 წწ.] 1449-1831), სვეტიცხოველს - ამილღამბარ ლომკაციშვილის მიერ მოკლული მისი ერთგული ყმის, იესე მაჩაბლის საკანონოდ - ქრცხინვალში ამილღამბარის ნაქონი ყმები: ზოზიაშვილი სეხნია, უსია, დათუნა და იქვე, ერთი კომლი (XVII ს. მიწურული 1449-2349); განუახლა შეწირულება: ქიზიყში წმინდა ნინოსა და წმინდა გიორგის ეკლესიებს - თეიმრაზის მიერ ბოძებული გადასახადები: ამ ეკლესიათა მამულებში მობალახე ცხვრის ფარებიდან ფარის თავზე თითო ცხვარი და ფაკის თავზე სამი შაური; საქიზიყოში ჩამომდგარ მეენდროე თათრებისაგან - ორ-ორი შაური თეთრი (1664 წ. IX. 4. 1443-65), ალავერდის წმინდა გიორგის - გორჯასპ ზაალიშვილის თხოვნით - მისივე (გორჯასპის) მკვიდრი მამულები: კაკაბეთი, იკარო, კონდოლს ზვრები, კისისხევს ყმები, გავაზს ყმა, ენისელში ...., და გაიჩინა ალავერდში ყოველწლიურად ორი აღაპი (1678 წ. ქრ. II. 492-493), სიონის ღმრთისმშობელს - სამი კომლი კაცი: შერმაზანა, რამაზა და დავითა (1688 წ. 1449-1682), ჯვრის მონასტერს - ქალაქში, მისი მეტოქი მონასტრის ეზოში, ადგილი, რომელზედაც სომხები დასახლებულიყვნენ. მეფემ სომხები აჰყარა და ჯვარის მამა - პართენს ადგილი დაუბრუნა (1692 წ. 1450-51/188), ჯვრის მონასტერს - ქალაქში მდებარე მისი მეტოქი ეკლესიის გალავანში დასახლებული ორი კომლი სომეხი: მჭედელი ყაზარა ყუთლუასშვილი და მისი ბიძაშვილი ბაღდასარა(1694წ. VII. 1450-51/177), სვეტიცხოველს- სოფელი შინდისი, ქართლში მისი მარჯვების სამადლობელოდ (1695 წ. II. 1. 1449-2686), დავით გარეჯის უდაბნოს „ძველ მეფეთაგან“ დადგენილი საზღვრები და „იათაღები“, ამ მიწებზე დადებული გადასახადები (1697 წ. 1448-5011), ურბნისის სტეფანეწმინდას იოსებ ჯავახიშვილის ურბნელობის დროს - დედოფლის სახასო ყმები რუისში: თევდორე ხანიშვილი და მისი ძმები, ბერი და გიორგი; გაიჩინა აღაპი თავისთვის და დედოფლისათვის; განუახლა აგრეთვე ურწყავი საჯვარის ხოდაბუნისა და ნონას ქედის წყალობა, რომლებიც მეფის მოხელეებს დაეჭირათ (1698 წ. XII. 14. 1449-1846), გარეჯის უდაბნოში, წმინდა დავითის საფლავს - ონოფრე მაჭუტაძის მოთხოვნით - ვენახი, რომელიც მეფეს ისპაჰანში ყოფნის დროს გრატიაშვილისათვის უწყალობებია (1699 წ. 1449-1830), ბოდბის წმინდა ნინოს მონასტერს- ქიზიყში ყმა-მამული (1700 წ. 1449-1461); გაუთარხნა (განუახლა თარხნობა) ყმა-მამული: ფარემუზ საგინაშვილს, მამამისის, ბეჟანის დიდი დამსახურებისათვის როსტომ მეფის წინაშე (1689 წ. I. 10. 1450-30/65), მანგლისის ტაძარს- სოფლები: მანგლისი, თრიალეთზე მეთრევანა და ტაძრის კუთვნილი მამულები საჯავახიანოში (1689 წ.1448-1177), მეფის მეჯინიბეს, კავთისხეველ ზურაბა იმნაძეს (1690 წ. Hd-2212), იასეს, შიოშბეგის შვილს - კლდეისში ექვსი კომლი კაცი: შიხაშვილი ივანე,ნასყიდა, ღვინიაშვილი თევდორა, სიყმია, როინა და ბერინაშვილი (1690 წ.VIII. 27. Qd-2150), შიოშ ფიცხალაურს მეჯვრისხევში ყმები: სალუქაშვილები, ასანაშვილი და გურგენიძე, აშხამს || აშხალს ორი კომლი: დვალისშვილები და სარიჯაშვილები (1690 წ. V. 13. 1448-8898), კვესია ყორღანაშვილს - გლეხები (1691 წ. 1450-19/28), ინდო გაბაშვილს - სოფელი თხილოვანი (1692 წ. IX. 10. 1450-32/67), წინამძღვარ ონოფრე მაჭუტაძის თხოვნით - ლეკთაგან დარბეულ გარეჯის მონასტრებს (1692 წ. Ad-89, 1693 წ. Ad-69), სორაზან თარასშვილს - ციხეში ყოფნისას გაწეული სამსახურისათვის ამოუკვეთა ყმის საური (1693 წ. VI. 17. Qd-7236), გიორგი და ზაზა ქარუმიძეებს - ქართლში„ორიანობის“ დროს გაწეული სამსახურისათვის - განუახლა გლეხების თარხნობა (1694 წ. Ad-2200), აზნაურ დათუნა ჩიკვატიძეს, რომელსაც გივი ამილახორმა ნაზარალი-ხანისადმი ერთგულების გამო თვალები დათხარა, ყმა-მამული (1695 წ. XII. 5. 1450-37/65), ახალქალაქელ გიქუა [პატა]შვილს (1696 წ. III. 6. Hd-14263); მამუკა ძამუაშვილს - აბრეშუმი, ფარჩა და სხვა სავაჭრო ბაჟი (1696 წ. 1448 -51), ქრისტეს საფლავის ყმებს, „ქალაქს მსახლობელთ“ და „სხვის ქვეყნიდან მოსულთ“ (1696 წ. 11. IV. 1450-51/189), თედოწმიდელებს - სამი წლით, რათა აოხრებული სოფელი მოეშენებინათ (1696 წ. V. 7. გსიემ-186), სააკაძეებს და გლურჯიძეებს ამოუკვეთა სატყვეო და სათათრო საური (1696 წ. VI. 3. 1449-1940), მღვდელმონაზონ გაბრიელ გიგაბაძეს (1696 წ. 1448-5332), ფარემუზ ჯავახიშვილს - სოფელი ჭვარები იმ პირობით, რომ ჭვარებში ხალხს დაასახლებდა (1697 წ. Hd-2521), მანუჩარ ციციშვილს - ხატის ყმები, როგორც ადრე მისი განაყოფების, ზემო ციციშვილების ხატის ყმები გაუთარხნებია; ზაალ ციციშვილს - ქვენაფლავში იმაშიშვილები, ხვედურეთში - გაგუნაშვილი, ლეთეთში - ესტატე დედაბრიშვილი; მერაბ ციციშვილს - ყინცვისში ხუროშვილი; ლევან ციციშვილს - ყინცვისში გუბიშვილი და ლეთეთში - ბელეშვილი (1699 წ. Ad-1222), ყორღანაშვილებს: ბაინდურიშვილებს, ქაიშარაშვილებს, იარალიშვილებს, დავითისშვილებს, ქემაროზაშვილებს შა[ჰ]სულთან [ჰ]უსეინის რაყა მის საფუძველზე დაუტოვა ლაშქარ-ნადირობისა და საურის გარდა სამი დღის მკა ეკლესიისათვის (1699 წ. VI. 24. 1450-6/60), ოჟორის მონასტერს - ატოცს მცხოვრები ყმები: გვილვაშვილი, გოგიჭაშვილი, ხუნდისუბანში კვახა ჟალაძისა და ოქროაძეების [საკომლოები]; ბეყმარს - გვიმრაძისა და გახელაძის საკომლოები (1699 წ. XI. 26. Qd-9586), დურმიშხან ალიხანაშვილს - შულავრელი ბოშაშვილისაგან თეთრისოფელში ნაყიდი ვენახი კულუხის გადასახადისაგან ([1695-1703 წწ.] 1450-9/90), ტლაშაძეს - საბალახე და კოდის პური ([1688-1703 წწ.] Hd-14804); განუახლა აზატობა ქისიყელ გიორგი ალადაშვილს, რომელსაც საამისო საბუთი დაჰკარგვოდა ([1688-1703 წწ.] Hd-1950); გაარიგა: მდივანბეგ ბარძიმ [ერისთავთან] და მდივნებთან ერთად შერმადინ იოთამიშვილისა და მისი სახლიკაცების დავა არეშიშვილებთან კრეფისა და ვერხუნელას საზღვრების გამო (1689 წ. 1450-38/39), იოვანე კათალიკოსთან, ქრისტეფორე მთავარეპისკოპოსთან, გიორგი არაგვის ერისთავთან, გივი ამილახორთან, სარდალ თამაზ [ორბელიშვილთან],მდივანბეგ ბარძიმ [ერისთავთან) ერთად - მოურვისშვილ თარხან გიორგისა და რევაზ მაღალაძეს შორის სამამულე დავა (1691წ. 1448-3268), იმერეთის მეფე ალექსანდრესთან, იოვანე კათალიკოსთან, მთავარეპისკოპოს ქრისტეფორესთთან, გიორგი არაგვის ერისთავთან, აშოთან მუხრანბატონთან, დავით ქსნის ერისთავთან, ასლან ორბელიშვილთან, ქაიხოსრო ციციშვილთან, მდივანბეგ ბარძიმ ერისთავთან, სარდალ თამაზ ორბელიშვილთან, სახლთუხუცეს პაპუა [მაღალაძესთან], ყულარაღას ლუარსაბ [ორბელიშვილთან] ერთად გაარჩია ამილახვრების: გივის, იოთამის, ავთანდილისა და სხვათა დავა სახლიკაცობის რიგზე. შეარიგა ისინი და განუწესა სახლიკაცობის რიგი ისევე, როგორც ეს გიორგი მეფის დროს ყოფილა: სახლის უფროსად დატოვეს გივი ამილახორი; იოთამს და ავთანდილს ყოველწლიურად დაენიშნათ 25 თუმანი; სოფელი მახრა აღაჯი დაუტოვეს ბატონ ანა-ხანუმს სიცოცხლეში, ამილახორს მისგან უნდა აეღო მხოლოდ „საჭამო“ და საქორწილო. გაარიგეს აგრეთვე გოჩიაშვილის მამულის დანაწილების საქმე: საუფლისწულოდ ყორჩიბაშს მისცეს არქაუნი, რევაზს - შაისულანი, ბეჟანს- თუკი დაქორწინდებოდა, ერთი საუმცროსო სოფელი (1692 წ.III. 15. Hd-10068), სამამულე დავა, ყარაბაღის ყოფილ ბეგლარბეგთან ერთად, ბაინდურ არღუთაშვილსა და რევაზბეგს შორის კარაპეტის სოფელზე და ახპატის ბაღების ნახევარზე (1693 წ. X. 1. Hd-8763 გ), იოანე კათალიკოსთან, ამბა-ალავერდელ ნიკოლოზთან, თბილელთან, რუსთველ ნიკოლოზ ჩოლაყაშვილთან, პაპუა [მაღალაძესთან], ვაზირ ყიასაბეგთან, მოლარეთუხუცეს ასლან [ორბელიშვილთან], ყულარაღას ლუარსაბ [ორბელიშვილთან] ეშიკაღასბაშ ავთანდილ ამილახორისშვილთან, მოურავ აბელ [ენდრონიკაშვილთან], მოურავ ფირან [ჩოლაყაშვილთან], თუშთ მოურავ მამუკა [ჩოლაყაშვილთან], სახლთუხუცეს დურმიშხან [ჩოლაყაშვილთან], ენისელთ მოურავ ნოდარ [ჯორჯაძესთან], სუფრაჩ გიორგისთან, ყორჩიბაშ ბეჟანთან, ოხიაყორჩ პაატასთან, მარტყოფის მოურავ ზაალთან, ბოქაულთუხუცეს დემეტრე [ჩოლაყაშვილთან], გარსევან ჯანდიარიშვილთან ერთად გაარჩია სასისხლო საქმე - სეხნია გურამიშვილის მოკვლის გამო - გურამიშვილ გურამსა და მის განაყოფებს, გივი და ფარემუზ გურამიშვილებს შორის (1694 წ. VI. 4. 1448-57), სამამულე დავა ლამექისშვილ-პაპუნასშვილ გიორგისა და მის ბიძაშვილს, ლამექისშვილ გიორგის შორის. ადრე ამავე დავის გასარჩევად დიასამ დიასამიძე გაუგზავნია (1697 წ. XI. 5. Sd-495), სომხითის მელიქ ავთანდილას და უთრუთ ციციშვილს შორის წერაქვის სამელიქო გამოსაღებსა და მელიქის ყმის ნასყიდ ზვარზე ([1688-1783 წწ.] 1450-51/81), მანუჩარ მეითრის შვილებსა და მათ ყოფილ ყმას - დავით მჭედლიძეს შორის, რომელიც მეითრის შვილებს გაქცევია და ქსნის ერისთავს მისვლია ყმად ([1695-1703 წწ.] Hd-14906), ნაზირ ზალინას ყმის, ივანესა და ზურაბის ყმის, წამალას დავა საწისქვილე და საბოსტნე მიწებზე ([1688-1703 წწ.] Hd-2049), სასისხლო დავა დავით [მაჩაბელსა] და დუშიასა და ბიძინას შორის ([1688-1707 წწ.] Hd-2004); პირობის წიგნი მისცა: ნოდარ ჯორჯაძეს ენისელთ მოურაობისა და ყარანვის საყმოს წყალობის თაობაზე იმ შემთხვევაში, თუ ყაენი მას კახეთს უბოძებდა (1693 წ. Sd-15), მაყა მაყაშვილს - თუ იგი (მაყა) შაჰნავაზის შვილებს (არჩილსა და გიორგის) და არაგვის ერისთავს არ მიემხრობოდა, უწყალობებდა მამულებს კახეთში გაბატონების შემდეგ ([1675-1703 წწ.] Ad-923); პაპუა მუხრანის ბატონიშვილს - მფარველობის შესახებ ([1690-იანი წწ.] 1461-3/4); მას მისცა პირობა ასლან ორბელისძემ იმის შესახებ, რომ სარუყაფლან ავალიშვილი მისი ერთგული იქნებოდა ([1688-1703 წწ.] Hd-9439); დაამტკიცა შაჰნავაზის მიერ 1664 წ. პაპია გოგიბაშვილისათვის მიცემული მამულის წყალობის წიგნი (1679 წ. 1. 29. 1450-5/47), იერუსალიმის პატრიარქ დოსითეოსის მიერ თბილისში დასახლებული იოანე ბერძნისათვის მიცემული თარხნობის წიგნი (1689 წ. Ad-1540), როსტომ მეფის მიერ აფხაზ იოვანესათვის ბოძებული მამულის წყალობის წიგნი (1689 წ. 1450-12/7), კათალიკოს იოვანე დიასამი ძის მიერ რევაზ [მაღალაძისათვის] მიცემული ყმა-მამულის წყალობის წიგნი (1692 წ. III. 11. Hd-1305), ვარაზა ბარათაშვილისათვის საუმცროსოდ ნარგები სასახლე (1692 წ. VII. 4. 1450-14/5), ქეთევან დედოფლის მიერ 1675 წ. ალავერდის წმინდა გიორგისათვის მიცემული მამულის შეწირულების წიგნი (1693 წ. 1449-2676), დავით გარეჯის უდაბნოსათვის ბოძებული კახთ ეპისკოპოსთა და დარბაისელთა პირობის წიგნი გარეჯის ყმების საურისა და სხვა ბეგრისაგან გათავისუფლების შესახებ (1696 წ. 1448-1469), იოანე კათალიკოსის მიერ წინამძღვარ ნიკოლოზ თუხარელისათვის მიცემული სახელოს წყალობის წიგნი (1698 წ. Sd-407), კათალიკოს იოვანე დიასამიძის მიერ არქიმანდრიტ ნიკოლოზ გაბადაძისათვის მიცემული ყმა-მამულის წყალობის წიგნი (1698 წ. III. 15. 1448-5098), ასლამაზ სოლაღაშვილის ყმის მიერ სონღულაშვილის საკომლოს ნასყიდობის წიგნი (1699 წ. II. 9. 1450-17/40), იოანე კათალიკოსის მიერ გარიგებული ზემო ნიქოზის ყმა-მამულის საქმე ([1700-1703 წწ.] 1449-1843), აბელისა და ყაყა წინამძღვრისშვილის სამამულე დავის განჩინება([1688-1692 წწ.] Qd-9603), ლუარსაბ მეფის მიერ ქვათახევის მონასტრისათვის 1530 წ. XII. 11. მიცემული თარხნობის წიგნი ([1688-1703 წწ.] Hd-1372), თეიმურაზ მეფის მიერ ამოან თუხარლისათვის მიცემული ნასოფლარების წყალობის წიგნი ([1688-1703 წ.] QD-9735 ), როსტომ მეფის მიერ 1635 წ. პაატა გლურჯიძისათვის ბოძებული წყალობის წიგნი ([1688-1703 წწ.] 1448-81), იოვანე კათალიკოსის მიერ ბეჟან ჩივაძისათვის მიცემული განჩინება ([1688-1700 წწ. 1450-35/138), ბოდბელ ევდემოზ დიასამიძის თხოვნით, დაუმტკიცა ბოდბის წმინდა ნინოს ეკლესიას ყმა-მამული ([1688-1703 წწ.] Hd-9380); უბრძანა: ქალაქის მელიქ-მამასახლისს, დაენებებინათ კათალიკოსისათვის გელაქნური და ბახტის ბაჟი, ისევე, როგორც ეს ლუარსაბ მეფეს ჰქონდა გაჩენილი (1689 წ. 1448-9978), მათვე - გელაქნურსა და ბახტის საპალნეზე აღებული შემოსავალი წერილობით აღენუსხათ და მოეხსენებინათ კათალიკოსისათვის (1689 წ. ქრ. II. 509); საგარეჯოს მოურავსა და მოხელეებს - რომ დავით გარეჯის ყმებისათვის ლაშქრობა არ დაევალებინათ, რადგანაც მათ სამხედრო ბეგარა ამოკვეთილი ჰქონდათ (1690 წ.ახლო. Ad-357), მოხელეებს - მიეცათ გარეჯის წინამძღვარ ონოფრესათვის ერთიანად წინამძღვრისა და საყდრის ულუფა, ზედ დაემატებინათ ოცდაათი კოდი ქერი, სულ ასი კოდი და კიდევ ორმოცდაათი ლიტრა ბრინჯი, სულ ასი ლიტრა ბრინჯი, ათი ლიტრა ერბო, ათი საპალნე ღვინო (1690 წ. მსკსს წი. №12), მოძღვართ-მოძღვარ გრიგოლ ერისთვისშვილს და მდივან გივი [თუმანიშვილს] - ისევე გაერიგებინათ სველნური საქმე, როგორც ადრევე იყო მის განაჩენში აღნიშნული; აგრეთვე უბრძანა, მონასტრისათვის ღალა არავის დაეკლო ([1700 წ.] 1449-1864), ზურაბ სააკაძეს და ზურაბ მაღალაშვილს, რომ ქვათახევის მონასტრის კუთვნილ და სხვათა მიერ გაყიდულ მიწებზე ხელი აემართათ და მყიდველებისათვის ჩამოერთმიათ. მიწები მონასტერს უნდა დაბრუნებოდა, მიწის ფასი - გამყიდველს, თუ კი გამყიდველი ცოცხალი აღარ იყო, მაშინ მყიდველს მონასტრის სასარგებლოდ ღალა უნდა დასდებოდა (1700 წ. VII. 30. 1449-1865), მდივან დავითს - მოეგვარებინა სველნური საქმე შემდეგნაირად: სველნეთის საკომლოები, საღალო მიწებისა და ხოდაბუნების ორი მესამედი ქვათახევისათვის მიეკუთვნებინათ,ერთთი მესამედი - შატბერაშვილებისათვის. უბრძანა აგრეთვე, რომ საყდრის ყმა, გოგიჯანაშვილი, წინამძღვართან შეერიგებინა, ხოლო უკვე გაყიდულ მიწებზე მისი ბრძანება აღესრულებინა ([1700 წ.] 1449-1866), ხაშურელებსა და გორელებს... სურამელთა დაუკითხავად მათთვის არც მიწა მოეხნათ, არც გაეთიბათ და არც ნაშრომი ჭირნახული წაეხდინათ (1700 წ. 1449-113), აბრამ მღვდელს და ერთობილ ოდიშელიძეებს სვეტიცხოვლისათვის მუშაობა. მათ, როგორც სვეტიცხოვლის ყმებს, კათალიკოსისათვის უნდა მიერთმიათ თითო ძროხა და თითო საპალნე ღვინო ([1688-1703 წწ.] 1449-1804), მდივან შიოშ თუმანიშვილს - აეკრიფა გადასახადები ყაიყულში ([1688-1703 წწ.] 1448-2297), იასე მურვანიშვილს - გაერიგებინა ხეფინისხევის საქმე ([1688-1703 წწ.] Qd-3693), იასაულს - დაებრუნებინა როსტომისათვის ვენახი ტბისში, რომელიც დროებით უსუფაშვილს ეჭირა ([1688-1703 წწ.] Hd-7287), გასცა ბრძანება, რომ ისევე გაერიგებინათ ზემო ნიქოზის ხატის მამულის საქმე, როგორც ეს მის ბიძას, იოანე კათალიკოსს ჰქონდა გარიგებული ([1688-1700 წწ.] 1449-1843), თიანეთის მოურავს, გარსევან ჩოლაყაშვილს და რამაზ სუფრაჩს უბრძანა, რომ ზაალ გურამიშვილისათვის დაებრუნებინათ ნათესავების მიერ წართმეული ყმა-მამული და შემდეგ ზაალი ნათესავებთან შეერიგებინათ, იგივე საქმე მეფეს ადრე მოურავ ფირან [ჩოლაყაშვილისათვის] დაუვალებია ([1688-1703 წწ.] 1450-28/132), აბაშს - რომ ავთანდილ ჯავახიშვილის მიწაზე მცხოვრები ტორაბაკიძე აეყარა და თავის ძველ ადგილას გადაესახლებინა ([1688-1703 წწ.] სს. II. №89); მისი ბრძანებით: კათალიკოსმა იოვანე დიასამიძემ საგარეჯოს წმინდა დავითის ზვარი, რომელიც ამავე საყდრის ყმას, მამუკა მთიულისშვილს ეკავა, წმინდა დავითის საფლავს შესწირა (1690 წ. III. 20. 1449-1833), კათალიკოსმა იოვანე დიასამიძემ, ნიკოლოზ ამბა-ალავერდელმა, არსენ ნინოწმინდელმა და სხვებმა დავით გარეჯის უდაბნოს წინამძღვრად დაადგინეს ონოფრე მაჭუტაძე (1690 წ. III. 12. Ad-349), მისი და ბარძიმ მდივანბეგის ბრძანებით, ყაფიჩი ბაგრატ თურქისტანიშვილი გაიგზავნა ტბისის მამულების სადაო საქმის გასარკვევად (1690 წ. 1450-11/76), მისი ბრძანებითა და ახუნის სამართლით სეფიყულა გაეყარა თავისი ძმის, პაატაბეგისშვილებს (1691 წ. V. 20. 1450-47/17), სარდალმა თამაზ ორბელისშვილმა გაარიგა სამამულე დავა მარიამსა და პაპუა გერმანოზიშვილს შორის (1692 წ. VI. 15. Hd-6052), გაარიგეს ავთანდილ ამილახორისა და მისი ბიძაშვილების დავა სახლისკაცობის რიგის შესახებ (1693 წ. Hd-2142), მდივანმა გივი თუმანიშვილმა გაარჩია სამწევრისში ციციშვილებისა და ხაშარაძის სამამულე დავა (1696 წ. 1449-1045 ), მთავარეპისკოპოსმა ქრისტეფორემ, ნიკოლაოზ მაღალაშვილმა, ვახტანგ იარალიშვილმა, ამილახორიშვილებმა გაარიგეს სამამულე დავა იესე და ოთარ მურვანიშვილებსა და დამღაწაშვილს შორის (1698 წ. Ad-1077); ყორჩიბაშმა პაატამ, ფილიპე მროველმა, მეჯინიბეთუხუცესმა როსებ [იარალიშვილმა], ნიკოლაოზ მაღალაძემ, ბოქაულთუხუცესმა რევაზ ამილახორიშვილმა გაარიგეს სამამულე დავა ზურაბა და სულხან თუმანიშვილებსა და შერმაზან ჯავახიშვილს შორის (1699 წ. Hd -9343), მეჯინიბეთუხუცესმა როსებ იარალისშვილმა და ინდია გაბასშვილმა გაარიგეს სამამულე დავა რევაზ ზურაბისშვილსა და სულხან ყაფლანისშვილს შორის (1700 წ. 2. VI. H-4164-ვ), ნიკოლოზ მაღალაძეს,მდივან გივი [თუმანიშვილს], მდივან დავითს,გორელ მამასახლისს უნდა გაერიგებინათ სამამულე დავა სველნურ მამულებზე ქვათახევის მონასტერსა და შატბერაშვილებს შორის (1700 წ. VII. 20. 1448-3167), გაარჩიეს დავა ქვათახევის წინამძღვარ ეფთვიმესა და ავთანდილბეგ გორგიჯანაშვილს შორის სველნეთის საწინამძღვრო მიწებზე (1700 წ. 1449-1863), ზურაბ სააკაძე და ზურაბ მაღალაშვილი ჩასულან სველნეთში ქვათახევის მამულებზე ხელის ასამართავად ([1700 წ.] 1449-1868), გრიგოლ ერისთვისშვილი და გივი თუმანიშვილი ჩასულან ველნეთში ქვათახევის სამამულე საქმის გასარიგებლად ([1700 წ.] 1449-1869), გარდაცვლილი დავით ელიზბარაშვილის შვილებს ებოძათ მამის სახელო და სარგო ([1688-1703 წწ.] Hd-2470), ბაზიერთუხუცესმა ბეჟანმა და სურამის ადგილობრივმა მოხელეებმა გაარჩიეს ქაიხოსრო ჩხეიძესა და ნიტრიის ღმრთისმშობელს შორის სამამულე დავა ორმოცი დღის მიწაზე ([1688-1703 წწ.] 1450-35/122); კათალიკოსმა იოვანემ დაამტკიცა კათალიკოს ქრისტეფორეს მიერ 1657 წ. პაატა თაზიშვილისათვის მიცემული კრწანისის მოურაობის წყალობის წიგნი ([1688-1703 წწ] 1450-34/120), გაარიგეს დავა ბახუტასა და სამადას შორის საწისქვილეს თაობაზე ([1688-1703 წწ.] Qd-7131), სუფრაჯ ავთანდილსა და ნიკოლოზ წინამძღვარს უნდა გაერიგებინათ სამამულე დავა ფარსიასა და დათუნას შორისეული ([1688-1703 წწ.] Qd-254), სარდალმა თამაზ ორბელიშვილმა და მდივანბეგმა გაარიგეს პაპუა, გუგუნა და ვარაზა გერმანოზიშვილების სამამულე დავა ([1688-1703 წწ.] Sd-77 ა); სხვადასხვა: აღიზარდა რუსეთის ხელმწიფის კარზე, თავის სამშობლოში, კახეთში დაბრუნების შემდეგ ყაენმა ყაზვინში გამოიძახა, სადაც თან ახლდა მისი ნათესავი გორჯასპ ზაალიშვილი, რომელსაც არც შვილი და არც სახლიკაცი არ ჰყავდა (1678 წ. ქრ. II. 492-493), მასა და გიორგი მეფეს შორის ამტყდარი ბრძოლის დროს მას ეხმარებოდა იოთამ ამილახორი, რომელიც დედითა და ჯალაბით გორის ციხეში გამაგრებულა და თავის მსახურ-აზნაურიშვილით ციხე მტკიცედ დაუცავს, იოთამის ძმა კი ჯალაბით მას ხლებია ქალაქის ციხეში, იოთამის ბიძა,გივი ამილახორი, ძმებითა და ძმისწულებით, ყაენს უკუდგომია და გიორგი მეფის მხარეზე გადასულა (1692 წ. XII. 1448-526), მის მიერ გურამ გურამიშ ვილისათვის ბოძებულ სასისხლო საქმეზე განჩინებაში მოთხრობილია, რომ მას უღალატეს გივი და ფარემუზ გურამიშვილებმა, მიემხრნენ გიორგი მეფეს, განიზრახეს მასზე და აბაზყული-ხანზე თავდასხმა და ქალაქის ციხეში გამაგრებულ ნაზარალი-ხანს გარს შემოერტყნენ. მას გივი და ფარემუზ გურამიშვილების დასასჯელად და მათი მამულის დასაჭერად გაუგზავნია მათივე განაყოფები, გურამ და სეხნია გურამიშვილები. ამ უკანასკნელთ ვამიყ და ავთანდილ ერისთვისშვილები შებრძოლებიან და უკან დაუბრუნებიათ. ამის შემდეგ მან მოღალატე გურამიშვილებს მიუსია სეხნია გურამიშვილი, თუშნი და ქიზიყელნი, შეტაკებისას სეხნია მოუკლავთ, ხოლო ერთი თუში და გურამის მსახური დაუჭრიათ (1694 წ. VI. 4. 1448-57), მან გააწმენდინა და მიტროპოლიტ დომენტის აიაზმით აკურთხებინა თბილისში მდებარე ჯვრის მონასტრის მეტოქი ეკლესია (1694 წ. VII. 1450-51/177), სვეტიცხოვლისათვის ბოძებულ შინდისის შეწირულების წიგნში აღნიშნულია, რომ იგი ჯავარში შებრძოლებია ქართველებს, გაუმარჯვია, დაუპყრია საქართველო, კათალიკოსად დაუსვამს ბიძამისი, იოანე დიასამიძე (1695 წ. II. 1449-2686), მან გორის ციხის დატოვების უფლება მისცა იოთამ ამილახორს, რომელიც ორნახევარი წლის მანძილზე ციხიდან ებრძოდა გიორგი მეფეს (1695 წ. 1448-1013), მასთან უჩივლეს სარქისა და გასპარა ხითარისშვილებმა ყალანდარა თუმანიშვილს დუქნების თაობაზე (1696 წ. 28. VI. Sd-482), ძეს, გიორგი ბატონიშვილს ზრდიდნენ სუფრაჩ [ბარათაშვილის] ჯალაბი ქეთევანი და მისი შვილები, ავთანდილი და ქაიხოსრო (1696 წ. Hd-6357), სეხნია შიხეიდარისშვილს და მის ბიძაშვილს, ზურაბს, გიორგი მეფესთან ღალატის გამო ჩამოართვა ყმა-მამული, დაიჭირა და დასაჯა (1698 წ. III. Hd-2598), ქსნის საერისთაოდან ქრცხილვანს გადასული პაპა, ანდრია, ესტატე, გიორგი და ლალა ლალაშვილები „სახასოდ დაიჭირა“ და სადედოფლოდ დაასახლა (1698 წ. I. 6. 145-034/225 ), იოვანე კათალიკოსის მიერ წინამძღვარ ნიკოლოზ თუხარლისა თვის მიცემული მოურაობის წყალობის განახლების წიგნის თანახმად, მას შეუწირავს ნიკოლოზ, გიორგი და მელქისედეკ თუხარლები სვეტიცხოვლისათვის და უწყალობებია მათთვის დისევისა და არაშენდას მოურაობა (1698 წ. Sd-407), ბეჟანა რაგვაშვილს, რომლის ვალი ემართა მოქალაქე ჰასრათას, დაუტოვა ჰასრათას გარდაცვალების შემდეგ მისი სახლ-კარი (1699 წ. V. 30. 1449-1861), მის მიერ მდივანბეგ ვახტანგ ორბელიშვილის ცოლყოფილის, თამარისათვის, მიცემულ განჩინებაში მამულების დაბრუნების თაობაზე, აღნიშნულია, რომ როცა გიორგი მეფე ჩამოსულა, ვახტანგ ორბელიშვილის შვილები გიორგი მეფეს მისვლიან, ერეკლე მეფეს ამის გამო ისინი დაუსჯია და მათი მამულები გაუცია. შემდგომში მას სულხან ორბელიშვილი და მისი ძმები შემოურიგებია და მამულებიც დაუბრუნებია მათთვის (1700 წ. Sd-2300), მას შემდეგ, რაც ირანის შაჰისაგან კახეთი მიიღო, დაწერა ანდერძი, რომლის თანახმადაც, იგი და მისი შვილები ხელს იღებდნენ დავით გარეჯის კუთვნილ მამულებსა და შემოსავალზე ([1675-1703 წწ.] 1448-2289), თავის დეიდას, თამარს მისწერა, რომ მისი, თამარის, შუამდგომლობით, სულხანს შეუნდო დანაშაული ([1688-1692 წწ.] Sd-576), გააგზავნა ურბნელთან რევაზ [ჩოლაყაშვილი] და გაატანა ბრძანება მდივან გივი თუმანიშვილისათვის წართმეული საქონლის დაბრუნების შესახებ ([1688-1703 წწ.] Hd-14195 ), მთაწმინდის ხარების მონასტრის მამა ნიკოლაოსი ხოდაშნის საწინამძღვრო მამულითურთ, ალავერდელ [ნიკოლოზ ენდრონიკაშვილს] მიაბარა ([1688-1694 წწ.] Ad-587), ამბა-ალავერდელს მისწერა, რომ გიორგი ავალიშვილისათვის არ დაენებებია ალავერდს შემოხვეწილი უჯარმელი ბერუკა, რომლისათვისაც ჩამორთმეული ღვინო, ხანჯალი და ქვაბი უნდა დაებრუნებინათ და დაეტოვებინათ ამ საგნებიდან მხოლოდ ერთ-ერთი ([1688-1703 წწ. 1449-1855 ), ნება დართო ქაიხოსრო ციციშვილს, „მეფისა და მისი მესისხლე“ რამაზ ალექსიძის ერთი შვილი და შვილიშვილები შეეწირა სვეტიცხოვლისათვის ([1688-1703 წწ.] 1449-2312), უშუამდგომლა ნიკოლოზ ვაჩნაძეს პაპა სერგიოსთან, რათა მისთვის მიეცა კისისხევის წინამძღვრობა ([1688-1703 წწ.] 1450-51/183), მასთან იჩივლა შერმაზან ყორღანაშვილმა, რომელსაც ვარაზა გერმანოზიშვილმა „დაუხარჯა“ ყმები ([1688-1703 წწ.] 1450-16/126), მისწერა წერილი თავის ქალიშვილს „ბეგუმს“, შეუთვალა მრავალი მოკითხვა და დაავალა დედასთან ერთად გაესინჯა ნინოწმინდის საბუთები და ძველი შეწირულებების მიხედვით განეახლებინათ შეწირულებანი ([1688-1703 წწ.] 1448-1461), მესტუმრის პირით შეუთვალა მეჯინიბეთუხუცესსა და კავთისხევის მოურავს ავთანდილს, რომ უკვე გაარიგა მაღალაშვილთა სადაო საქმე და ამირეჯიბის სურვილის წინააღმდეგ მაღალაშვილებს არ აყრიდა. შეუთვალა აგრეთვე, რომ მაღალაშვილებს უწყალობა გიადაშვილი ხატუა და ქოსაშვილი ([1688-1703 წწ.] Ad-1885), მესტუმრის პირით სთხოვა ელიზბარ დავითიშვილს, რომ გორის ზვრის სამუშაოდ ეთხოვებინა სამი დღით 30 მუშა ([1688-1703 წწ.] Hd-10348), შეუთვალა მეჰმანდარბაშ ალავერდას, რომ მელიქის სოფლები: ახტალელნი, ჭიჭვანელნი, შადინელნი, წოფელნი, ტეფურელნი, გორუღელნი, წერაქველნი, დუღარარას სოფელი, მირაშას სოფელი, ზემო გურული მათიშელნი, დიღცნუტელნი, სააბელნი, შაჰმირზას სოფლები და ქვემო ბოლნისში თოხლუქოსელნი ამი ერიდან ლევანას ეკუთვნოდა (XVII ს. ბოლო მეოთხ. 1450-17/73); იხსენიება: გივი თუმანიშვილს მიუტანია ნაზარალი-ხანის წერილი სეფაიბადის მინბაშის, მამად ბაღირ ბეგისათვის ზარბაზნის თხოვების შესახებ (1689 წ. Hd-14590), ფარსადან ციცისშვილის მიერ ბებურ ვაჩნაძისათვის მიცემულ ნასყიდობის წიგნში აღნიშნულია, რომ როდესაც ნაზარალი-ხ ა ნ ი ქართლში გამეფებულა, ბებური თან ხლებია მეფეს „მუსეიბობის გულისათვის“ (1699 წ. I. 22. Hd-2753), ვარაზა ბარათაშვილის მიერ სვეტიცხოვლისათვის უკვ მიცემულ შეწირულების წიგნში მოთხრობილია, რომ იგი გაწყრომია ვარაზა ბარათაშვილს ყმის გაყიდვის გამო და უბრძანებია კათალიკოსთან შენდობის მისაღებად მისვლა (1690 წ. III. 15.ლაი H-13-15, 16-17), კათალიკოსმა იოვანე დიასამიძემ უწყალობა რევაზ [მაღალაძეს] მეჭურჭლე გიორგის ნაქონი სახლ-კარი, ნაზარალი-ხანის ქალაქის ციხეში შესვლის დროს (1690 წ. ახლო. Ad-16704), მის „ჟამშია“ შედგენილი ანა ერისთავის ასულის მზითვის წიგნი (1690 წ. ახლო. Sd-759), დათუნა დავრეშაშვილის მიერ ბერუა ყორღანაშვილისათვის მიცემული შერიგების წიგნის ფიცის ფორმულაში (1691 წ. 1450-16/121, ხუციას მიერ ნიკოლოზ მაღალაძისადმი მიცემულ ანდერძში აღნიშნულია, რომ ეს ანდერძი შედგენილი იყო ნაზარალი-ხანისა და კათალიკოს იოვანეს ნებართვით (1691 წ. 1448-5072), იმერთა მეფის, ალექსანდრეს მიერ დათუნა მეკარისშვილისათვის ბოძებულ სახელოს წყალობის წიგნში აღნიშნულია, რომ იმერეთიდან გადახვეწილი ალექსანდრე მეფე თავს აფარებდა ნაზარალი-ხანთან ([1690-1691 წწ.] Hd-15034), გიორგი მეფის მიერ გივი ამილახორისათვის ბოძებულ საამილახოროსა და ზემო ქართლის სადროშოს წყალობის წიგნში აღნიშნულია, რომ ოთია ამილახორი ერეკლეს მიმხრობია და მისგან საამილახოროს სარდლობისა და გორის მოურაობის პირობის წიგნები აუღია (1692 წ. IX. 10. Hd-2134), მისი მეფობის დროს დაიწერა პაპუნა გოსტაშაბისშვილის მიერ გიორგი ლარაძისათვის მიცემული ნასყიდობის წიგნი (1693 წ. IV. 20. 1450-10/134), გარეჯელთა, გიორგიწმინდელთა, თვალელთა და ბერთუბნელთა მიერ არსენ ნინოწმინდელისათვის მიცემული პირობის წიგნის ფიცის ფორმულაში ([1688-1694 წწ.] Ad-116), ზურაბ კვეზერელის მიერ თამაზა ტარშაიჭაშვილისათვის მიცემულ ვენახის ნასყიდობის წიგნი დაწერილა „მეფობასა ორთა მეფეთა, გიორგისა და ერეკლესათა“ (1695 წ. VI. 20. Ad-1431), დათუა სალხინაშვილისა და ხოსიტა მამისაშვილის სამამულე დავის გარიგების წიგნის მიხედვით, თუხარელს ჰქონია ერეკლე მეფის მიერ ბოძებული ზურაბ სააკაძის ნაქონი მამულების წყალობის წიგნი (1696 წ. I. 29. Sd-497), მისი მეფობის დროს ნიკოლოზ მაღალაძეს დაუხსნია მცხეთის ყმობიდან ქობულაშვილი და დაუსახლებია თავის მამულზე (1696 წ. 1448-5060), მას შიოშ [თუმანიშვილისათვის] უბოძებია ამოვარდნილი ქაიხოსროს მამული ტანისპირს, თიკანაანთუბანი (1696 წ. Sd-3625), ლუარსაბ [ყაფლანიშვილის], მთავარეპისკოპოს დომენტისა და სხვათა მიერ ავთანდილ მოურავიშვილისათვის ბოძებულ კეთილმოყვრობის წიგნის ფიცის ფორმულაში ([1688-1703 წწ.] Hd-4470), მისი მეფობის დროს გიორგი მამაცაშვილმა მიჰყიდა ბაღი თავის ძმას, იასეს (1697 წ. 1450-46/82), ზევდგინ ზევდგინიძის მიერ წილკნელი დომენტი გილდაშვილისათვის მიცემულ ყმების ნასყიდობის წიგნის ფიცის ფორმულაში (1698 წ. II. 2. 1448-2349), სამებელსა და სვეტიცხოვლის ნაცვალ იასეს შორის დავის გარიგების წიგნის ფიცის ფორმულაში (1698 წ. 1449-1842), ავთანდილ სააკაძის მიერ ნიკოლოზ მაღალაძისათვის მიცემულ პირობის წიგნის ფიცის ფორმულაში (1698 წ. Hd-1934), ფარსადან ნოდარისშვილ-ციციშ ვილის მიერ ერთობილ გორელთათვის მიცემულ პირობის წიგნში აღნიშნულია, რომ გორელებს ნაზარალი-ხანისაგან ნებართვა ჰქონდათ მიღებული ციციშვილთაგან ტყით სარგებლობის შესახებ (1699 წ. II. 24. Hd-1315) მისი მეფობის დროს დაიწერა იასე მუხრანის ბატონიშვილის მიერ სვეტიცხოვლისათვის ბოძებული შეწირულების წიგნი (1700 წ. II. 3. 1449-2296), მისი მეფობის დროს დომენტი ტფილელმა სიონის ეკლესიას შესწირა სომეხი დურგალი (1700 წ. XI. 3. 1449-1820), ჩამოურთმევია სოფელი სკრა იბაშერ შალიკაშვილისათვის და ფარსადან ჯავახიშვილისათვის მიუცია (1700 წ. 1450-37/235 ), გოგიბაშვილებისათვის უბოძებია ურწაშენი (1700 წ. VI. 1450-10/16), გაუგზავნია სველნეთში ზურაბ მაღალაშვილი და ზურაბ სააკაძე ქვათახევის სამამულე დავაზე გამოტანილი განაჩენის სისრულეში მოსაყვანად ([1700 წ.] 1449-1868ბ), [მაჩაბლების] დაკარგული ყმა-მამულის ნუსხაში აღნიშნულია, რომ მან „ფიცი დაადო“ ბადურ მაჩაბლის შვილს სადაო ყმამამულზე ([1688-1703 წწ.] Qd-8674), გრიგოლ ბარამისშვილის ალიბეგისშვილის სამამულე საქმეზე მიცემული ჩვენების ფიცის ფორმულაში ([1688-1703 წწ.] Hd-837), იოსებ ურბნელის მიერ ყალანდარ თუმანიშვილისათვის მიცემული პირობის წიგნის ფიცის ფორმულაში ([1697-1700 წწ.] Hd-2185). ოთარ თუმანიშვილის მიერ ქვათახევის მონასტრისათვის მიცემული პირობის წიგნის ფიცის ფორმულაში ([1696-1700 წწ.] 1449-1862), ზაალ საგინაშვი ლის მიერ დუდაურებისათვის მიცემული პირობის წიგნის ფიცის ფორმულა ში ([1690-1703 წწ.] 1449-1859), ავთანდილ სააკაძის მიერ ნიკოლოზ მაღალაძისათვის მიცემულ კეთილმოყვრობის წიგნის ფიცის ფორმულაში ([1688-1703 წწ.] 1450-29/132), შიოშ თუმანიშვილის მიერ გივი თუმანიშვილისათვის მიცემულ პირობის წიგნის ფიცის ფორმულაში ([1688-1703 წწ.] Hd-9279), მას, ქართლში მეფობის დროს,შაჰნავაზ მეფის რძლის, თინათინისათვის უბოძებია სოფელი კავთისხევი, აღნიშნულია თინათინის მიერ ქვათახევისათვის ბოძებულ შეწირულების წიგნში ([1688-1703 წწ.] 1449-1871), ლუარსაბ [ყაფლანისშვილის, დომენტი თბილელისა და სხვათა მიერ ავთანდილ მოურვისშვილისათვის მიცემული პირობის წიგნის ფიცის ფორმულაში ([1696-1697 წწ.] Hd-4470), უცნობ პირს, „ერეკლე მეფე რომ მობძანდა“, მიურთმევია: მისთვის ათასი კოდი პური, მდივნისაგან გამორთმეული „სამი ცხრა ფლური“, როჭიკაშვილის დახმარებით კიდევ - ასი ფლური ([1695-1697 წწ.] Hd-15081); მისი ხელრთვა და ბეჭედი უზის შემდეგ საბუთებს: 1448: 581, 558, 600, 65, 2391, 616, 2391?????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????გსიემ-186, Sd-628, 1448: 1469, 46, Hd: 6357, 2521, 1448: 5011, 8751, 45, Sd-752, Hd-2268, Ad-1077, 1448-5098, Sd-407, Hd-9343, Ad-2246, 1448: 3167, 1505, Hd-10348, 1448: 1461, 2289, Ad-587, Qd-254, Hd-2470, Qd-7131, 1448-3113, Ad-355, 1448-81, Qd-9735, Hd: 2049, 14906), Qd-3693, 1448-2297, Hd-14804, Ad-2076, 1448: 555, 280, Hd-1253, 1448: 55, 2296, 2240, 748, Ad-1188, Hd-14687, 1448-502, Hd-14940, 1448-2298, Qd-833, Ad-1588 სას.
____________
1. იხსენიება მხოლოდ დავით (იმამყული)
2. იხსენიება მხოლოდ კონსტანტინე (მაჰმადყული)
3. იხსენიება მხოლოდ დავით (იმამყული)
ერეკლე - [1680], 1686-1700 წწ.
მუხრანის ბატონიშვილი, [ძმა] პაპუა მუხრანის ბატონიშვილისა, იხ., დაამტკიცა ზევდგინ ზევდგინისშვილის მიერ წილკნელ დომენტი გილდაშვილისათვის მიცემული ყმების ნასყიდობის წიგნი (1698 წ. II. 2. 1448-2349); მოწმე იესე მაჩაბლის მიერ ოთარ თუმანიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა ([1686 წ. 1450-46/194); დაამოწმა, რომ ვახტანგ ორბელიშვილის ცოლყოფილის, ზაალ ერისთავის ასულის, თამარის, ნამზითვით შეძენილი მამულები იყო ჯალდამი და ღორისთავი (1700 წ. Sd-2301), მას ეკუთვნოდა დიცში ნასყიდა დუღაძე, მღთისია კანჯასშვილი, ზურაბა გულიტაშვილი, დათუნა მაისურაძე, გოდერძა გოდერძისშვილი, პაპუნა მარკოზისშვილი, ოსიტაშვილი, თათაძე (1700 წ. 1448-3602); მას გიორგი მეფისათვის „ურიგო საქმე გაებედნა, სიყმაწვილით სხვათ ეცდინა“, გიორგი მეფეს ეს შეცოდება მისთვის უპატიებია, აღნიშნულია გიორგი მეფის პირობის წიგნში პაპუა ბატონიშვილისათვის(1680-იანი წწ. 1461-3/3).
ვახტანგ II - 1251-1287/1288 წწ.
მეფე, შვილი დავით (ნარინი) მეფისა, იხ., დაამტკიცა დავით მეფის მიერ ვახტანგ თულაისძისათვის ბოძებული წყალობის წიგნი (1287-1288 წწ. Hd-1331).
ვახტანგ - შვილი ალექსანდრე მეფისა, იხ.
ვახტანგ IV - 1413-1442 წწ.
მეფე (1439-1442 წწ. 1449: 301, 1519, 1582), იხსენიება მეფედ გვიანდელ საბუთებში ([1466-1478 წწ.] Sd-1242, XV ს. ბოლო მეოთხ. Hd-1799). ჰყავს: მამა მეფე ალექსანდრე I, იხ., ძმა დემეტრე ([1466-1478 წწ.] Sd-1242); დაამტკიცა: ალექსანდრე მეფის მიერ გაცემული შემდეგი საბუთები: ავთანდილ ზევდგინისძისათვის მიცემული ყმა-მამულის წყალობის წიგნი (1425 წ. Ad-1524), მისთვისვე - გორის მოურაობის წყალობის წიგნი (1430 წ. Hd-1348), ურდოელისათვის მიცემული პირობის წიგნი სახელოსა და ყმა-მამულის წყალობის შესახებ (1429 წ. 1449-1415 ), დავით ქარციძისათვის მიცემული წყალობის წიგნი (1439 წ. 1449-301), მისი ხელრთვა აქვს საბუთს Ad-504. მას სთხოვა ალექსანდრე მეფემ, რომ საქართველოში მალი არ აეკრიფა (1440 წ. Hd-1368); იხსენიება: [ჯავახიშვილის] საჩივრის წიგნში: როდესაც იგი გამეფებულა, „წყალს იქითა“ მხარე თავისი ძმის, დემეტრესათვის მიუბარებია. აქვე ნათქვამია, რომ მას თაყა [ფანასკერტელ-ციციშვილის] მამული ჩიჟავაძისათვის სურდა მიეცა, მაგრამ, გამრეკელ ჯავახიშვილმა თავისი მამული „ვახტანგისად შექმნა“; თაყა „პატრონსა დემეტრესად დაარჩუნვა“ და ამ გზით იგი (თაყა) გადაარჩინა წახდენას. როდესაც ვახტანგი ბადაბეთს მდგარა, თაყა [ციციშვილის] შეპყრობა დაუპირებია. ივანე წითელაშვილმა იგი გააფრთხილა, გამრეკელ ჯავახიშვილი და თაყა ერთად დგანან და ვერ შეიპყრობო. მეფეს თავის განზრახვაზე ხელი აუღია ([1466-1678 წწ.] Sd-1242), ზევდგინისძეთა საჩივრის წიგნში ნათქვამია, რომ მისი სიძე ყოფილა თაყა ზევდგინისძე ამილახორი; მას შეუპყრია ქვისლი, მაგრამ დამნაშავედ აღარ უცვნია და ქონებაც არ ჩამოურთმევია (XV ს. ბოლო მეოთხ. Hd-1799).
ვახტანგ - 1432 წ. XV ს. I ნახ. გორგასალი (ვარ. გურგასლანი)
(1432 წ. XV ს. I ნახ. Sd-2886 სას., სმ. II. 14-15 სას.), იესიან-დავითინ-სოლომონიან-ბაგრატონიანი; აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა (ვარ. სვანთა, ბერძენთა, სომეხთა, მეგრელთა, ჯიქთა, მესხთა) მეფე, ლიხთ-იმერისა და ლიხთ-ამერისა, ორისავ ტახტისა სახელმწიფოსა თვითფლობით მპყრობელ-მქონებელი (ვარ. ორთავე ტახტსა მსხდომარე მეფეთ-მეფე); შარვანშთა და შარვაშიანთა, ყოვლისა საქრისტიანოს მეფეთ-მეფე (1432 წ. XV ს. I ნახ. Sd-2886 სას., 1448-5039 სას., სმ. II. 14-15 სას.). ჰყავს [თანამეცხედრე] თამარ (XV ს. I ნახ. სმ. II. 14-15 სას.). გაუჩინა სისხლის ფასი: ერისთავ ციცი ჭარულიძეს მოუკლავს მისი სახასო ყმა აბესალომ კოტრიძე. კოტრიძეებს ჭარულიძისათვის დაურბევიათ სამი სოფელი: ონჭევი, სორღითი და ჭურისთავი, ჭარულიძენი, ბაქრიძენი და კოტრიძენი მისულან მეფესთან. მისი ბრძანებით საქმე გაურჩევიათ: ქართლის ერისთავს ქუენიფნეველს, სულაი ქავთარაძეს, ტბელ ლომინაძეს, მესტუმრე დავით წერეთელს, როსტევან ჯაფარიძეს, სამადულე იასშვილს, დიდი საყდრის მოძღვარ ზოსიმეს, მოლარეთუხუცეს გიორგი გარაყანიძეს, წირქუალიძე დავით უჯარმელს, მეაბჯრეთუხუცეს სარგის ქუაბულიძეს, ვარდან დიკუატიძეს. მათ დაუდგენიათ, რომ დავით კურაპალატისაგან (sic) ყოფილა გაჩენილი კოტრიძეთა სისხლის ფასი და შემდეგ მეფე ვახტანგის მიერ განახლებული 120000 ძველი თეთრი და სანახშირედ- 2000. ციცი და მირიან ჭარულიძეებს კოტრიძეთა სისხლის ფასი ძვირებიათ და ვახტანგთან მისულან, მაგრამ მას უარი უთქვამს კოტრიძეების დამცრობაზე. ვაჭია, ნიმრუმან, ჭურახ და იასიბუღა ბაქრიძეებს დაუფიცებიათ რომ აბესალომ კოტრიძე მათი სახლიშვილი იყო. ვახტანგის ბრძანებით, ჭარულიძეებს ქუთათისს გამოუყვანიათ 2000 თეთრად დაფასებული ერთი აბლაყი ცხენი, რომელიც ხმალთან ერთად სანახშირედ კოტრიძეებისათვის მიუციათ. ეს ცხენი კოტრიძეებმა ვახტანგს მიართვეს. ჭარულიძეებმა კოტრიძეებს სასისხლოდ დაუდვეს: სოფელი ჭურისთავი, სამი განაყოფი კვისავიძენი და ორი განაყოფი ტაბირასძენი გიორგი და მისი შვილები, წყისერს - ფუტურიძე ბერი და გლახა მათი მამულით, ღუნდას - ეკლესია წყლითა და საფლავით, ერთი ჯაჭვი, რკინის ქალამანი, ერთი საძროხე ქვაბი, ერთი ჭორღათო, ერთი ოთხთავი, ორი ჯორი, ხუთი ცხენი, თორმეტი ხარი, სამი ნაქსოვი ორხუა ორი სინჯაფის ტყავი და სხვა საჩუქრები (1432 წ. V. 14. Sd-2886 სას.), 5 00000 ძველი თეთრი ჩარაჩე გურალიძეს (1432 წ. 1448-5039 სას.), ერთი მონასტერი 120 გლეხით, თეთრი ქორით, თეთრი მეძებრითა და თეთრი ჯორით, სანახშირედ - 120000 თეთრი აზნაურიშვილი ქველ ასათიანს (XV ს. I ნახ. სმ. II. 14-15 სას.); იხსენიება: რობამ ფავნელიშვილის მიერ ნიქოზის ეკლესიისათვის მიცემულ შეწირულების წიგნში აღნიშნულია, რომ მან ნიქოზის ეკლესიას შესწირა სოფელი ზემო ნიქოზი (1565 წ. Ad-1504), ზაქარია კათალიკოსის მიერ სვეტიცხოვლისათვის მიცემულ სოფლების მფლობელობის განახლების წიგნის თანახმად, მან, ფიცის გატეხის გამო, სვეტიცხოველს საკანონოდ შესწირა სოფლები: ძეგვი და ციხედიდი (1624 წ. II. 2. 1449-1760), არჩილ მეფის მიერ სვეტიცხოვლისათვის მიცემულ შეწირულების წიგნში იგი დასახელებულია სვეტიცხოვლის აღმშენებლად (1670 წ. VII. 18. Ad-1837).
ვახტანგ1
მეფეთ-მეფე, ხოსროთანგი, დავითიან-ბაგრატონიანი, ღმრთივ-გვირგვინოსანი, თავისი ეკვდერისათვის შესწირა გელათის მონასტერს რაჭაში მცხოვრები ჩარუხიძე და ამროლიძე გლეხებითურთ; კუაშხიეთს ქოჩლასძე - გლეხებით, ცეცასძე; რიონს - ტახასთავაძე, ხაბარიძე, თავშავაძე, კულუხაძის პარტახტი; საწირეს - ჯოესშვილები ([1442-1446 წწ.] 1448-5023).
_______________
1. შდრ. მეფე ვახტანგ გორგასალი
ვახტანგ - [ბატონიშვილი], შვილი ბაგრატ VI (იმერთაII), მეფისა, იხ.
ვახტანგ
მეფე, შვილი მეფე გიორგი VIII-ისა, 1484 წ. ეკურთხა მეფედ და [გერგეტის] სამებას შესწირა სოფელი ქუაბი (1484 წ. A-1085.30).
ვახტანგ- ბატონიშვილი [1484], 1495-[1524]წწ.
შვილი იმერთა მეფის, ალექსანდრე II-ისა, იხ., ძმა იმერთა მეფის, ბაგრატ III-ისა, იხ. მის მწირველს ბაგრატ მეფემ გელათის მონასტერში გაუჩინა სარგო სამი თეთრი (1545 წ. VI. 1. Hd-11201), ხოლო იობ ფანჩულიძეს - მის სამწირველოსა და სათიბს ზემოთ მდებარე სავენახე უწყალობა ([1510-1565 წწ.] 1448-5012).
ვახტანგ - ბატონიშვილი, შვილი იმერთა მეფის, ბაგრატ III-ისა,იხ.
ვახტანგ - ბატონიშვილი, ძმა ქართლის მეფის,დავით X-ისა, იხ.
ვახტანგ - ბატონიშვილი, შვილი ლეონ კახთა მეფისა, იხ.
ვახტანგ
[მუხრანის] ბატონიშვილი, შვილი ბაგრატ მუხრანის ბატონიშვილისა, ძმისწული გიორგი-გერასიმესი, იხ., პაპა აშოთან მუხრანის ბატონისა, იხ., მისი ნებართვით გიორგი-გერასიმემ შესწირა სვეტიცხოველს სოფელი ზერტები (1540 წ. 1449-1497).
ვახტანგ - 1546-1595 წწ.
ბატონიშვილი, ჰყავს მამა მეფე ლუარსაბ I, იხ. (1595 წ. Sd-2871, 1449-1620 ), ძმა ქართლის მეფე სვიმონ I, იხ. (1595 წ. Sd-2871, 1449-1620), თანამეცხედრე თინათინ (1595 წ. 1449-1620), ძმისწული როსტომ მეფე, იხ., მონაწილეობა მიიღო ერეკლე მუხრანის ბატონიშვილსა და ბარძიმ ამილახორს შორის სამამულე დავის გარჩევაში ([1527-1558 წწ.] Hd-13750); სვიმონ მეფეს მისთვის სამკვიდროდ მიუცია სოფელი ყურისუბანი (1559 წ. Sd-2871, 1449-1620), ნიკოლოზ ქართლის კათალიკოსმა, სვიმონ მეფის ნებართვით, მას სვეტიცხოვლისათვის ყურისუბანი გამოართვა და სამაგიეროდ მისცა სოფელი ვირშა მონასტრით, წიასწყალს - ერისთავის მიერ შეწირული არჩვაძეები, ერეთს - გილაშვილი მამულით, ზაკუი, ქორდი, ტრძნისი, ცოტა მეღურეკისი და სათიხარი, მეღურეკისში ვენახი და ახალდაბას ვარდან ფალავანდიშვილის მიერ შეწირული საგლეხოები (1574 წ. III. 14. Ad-1654), დომენტი კათალიკოსმა, სვიმონ მეფის ნებართვით, ვახტანგს უკან დაუბრუნა ყურისუბანი და გამოართვა ქორდი (1595 წ. IV. 30. Sd-2871), ამავე სოფლების გაცვლის ამბავი, მცირედი სხვაობით, მოთხრობილია დომენტი კათალიკოსის სხვა საბუთშიც: სვიმონ მეფეს ვახტანგისათვის მიუცია მუხრანის სოფელი ყურისუბანი. ნიკოლოზ კათალიკოსს ზემო ქართლის სოფლები: ზაკვი, სათიხარი და ირგვლივ მდებარე მცხეთის მიწები მისთვის ყურისუბანზე გაუცვლია. შემდგომში დომენტი კათალიკოსმა ისევ უკან გაუცვალა ვახტანგს მამულები.რადგან ვახტანგს ყურისუბნის მოშენებაზე დიდი შრომა დაუხარჯავს, ამიტომ დომენტი კათალიკოსმა მის სახელზე სვეტიცხოველში დააწესა აღაპი (1595 წ. 1449-1620); იხსენიება: ლუარსაბ მეფემ მისი ნაქონი სოფელი ნაბახტევი უწყალობა გიორგი სააკაძეს (1609 წ. III .20. Hd-13179), ხოლო კრკონი - ქაიხოსრო ბარათაშვილს (1609 წ. 1450-12/113), მისი ნაყმევი აზნაური, პაატა უგნაძე მამულითურთ, როსტომ მეფემ უწყალობა გიორგი ამილახორს (1634 წ. Hd-2301), მისი კერძი ყმა-მამული ფლავს: თათარაშვილი, თავხელიძე, ზვარი მეზვრით როსტომ მეფემ უწყალობა ქალაქის მოურავსა და მერიქიფეთუხუცეს მანუჩარს (1639 წ. VIII. 28. 1450-53/81).
ვახტანგ - ბატონიშვილი, ძმა ხოსრო ბატონიშვილისა, იხ.
ვახტანგ || ბაგრატ (sic) - ბატონიშვილი, შვილი კახთა მეფის, დავით I-ისა, იხ.
ვახტანგ V (შაჰნავაზი)- 1622-1676 წწ.
მუხრანის ბატონიშვილი, შემდგომში მეფე, იესიან-დავითიან-სოლომონიან-ბაგრატონიანი, ღმრთივ გვირგვინოსანი, ორისავე ტახტისა და სახელმწიფოს მპყრობელი (1659 წ. 1448-95). შვილი თეიმურაზ მუხრანის ბატონისა, იხ., შვილი (ნაშვილები) როსტომ მეფისა, იხ. ([1652-1658 წწ. Qd-2153, 1450-9/127, Hd: 1915, 5227, 1448-106, 1450-33/285), ჰყავს: [ძმები] კონსტანტილე, ბაგრატ, არჩილ (1637 წ. Qd-1490), [ბიძაშვილი] აშოთან, იხ., [სახლიკაცი] გიორგი (1637 წ. Qd-1490), თანამეცხედრე: როდამ (შემდგომში როდამ-ყოფილი ეკატერინე),(1687 წ.1461-3/134), დედოფალი მარიამ ([1659-1676 წწ.] 1449-328, 1450: 9/117, Sd-523, 1450: 5/45, 12/16, Ad-790, Hd: 13064, 4168, 1533, 2???????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????559 ა, 1450-10/22, Hd-1690, Sd-536, 1450-35/133), შვილები: ალექსანდრე (1637,1670-იანი წწ. Qd-1490, 1461-3/5), გიორგი, იხ. ([1657-1676 წწ.] სს. I. №420, 1448-95, Hd: 13064, 4168, Sd-523, 1450: 5/45, 9/117, Ad-790, Hd: 2457, 2627, 1450-6/143, Hd-13026, 1450-35/135, 29/5, 6/91, 46/46, 1449-564, Ad-2289, 1450-1/122, 1448-1033, Hd-14692, Sd-621, 1450-11/75, ქრ. II. 483. ქკმეის, 7-8, Ad-1973, 1450-5/47, Hd-14538, Sd: 752,1, ლაი №173, № 15, 37 a-38 a, 1450: 31/1, 51/228, Qd-2745, 1450-6/90, 1448: 8730, 5013, 1449-328, 1448: 1481, 1448-5208, 14498-1825, Sd-32, 1450-5/120, Hd-4151, 1450-51/239, 1449-1103, Ad-559, Sd-607, 1450-10/22, Sd-5 36, 1450-35/133, 1448-97, ქრ. II. 489, სას.), არჩილ ([1657-1675 წწ.] სს. I. №120. Hd: 13064, 4168, Sd-523, 1448-95, 1450: 9/117, 5/45, 1449-328, Hd-2457, 1450-6/143, Ad-1836, Hd-2627, 1450-46/46, 1449-564, 1450-35/135, Hd-13026, Ad-2289, 1450: 6/91, 28/5, 1/122, Hd-14692, 1448-1033, Sd-621, 1450-11/75, Ad-973, 1450-31/1, ქრ. II. 483. 1450-31/1, Ad-1836, 1449-1825, Ad-1689, Ad-349. ქრ. II. 489 სას.), ლევან || ლეონ ([1659-1676 წწ.] 1448-93, 1450: 9/ 117, 5/45, 6/143, Hd: 2627, Ad-2289,1450-35/135, 1449-564, 1450: 6/91, 1/122, 1448-1033, Sd-621, Hd-14692, 1450-11/75, Sd: 1, 752, 1450-5/47, ქკმეის 7-8, Hd-14538, Ad-1973, 1450-6/93, Qd-2745, 1450-51/228, 31/1, ქრ. II. 483, 1448-8730, 1450-26/8, 1448-5208, 1449-1825 ა, 1448-5013, Sd-32, 1450-5/120, 1448: 92, 93, Hd: 4151, 7592, 1450-61/239, Ad-559 ა, 1449-1103, 1450-10/22, 1448:-97, Sd-5 36, 1450-35/133, Ad-30, ქრ. II. 489 სას.), ლუარსაბ ([1662-1674 წწ.] Sd-621, Hd : 14692, 14538, 1450-11/75, ქკმეის 7-8, 1450-51/228, ქრ. II. 483, 1448-8730, 1449-908, 1450-26/8, 1449-1825,1448: 5013, 92, 1450: 21/9, 5/120, Hd-4151, 1448-93, Sd-32, Hd-4169, 1450-51/239, 1449-1103, Ad-559, 1450-10/22, 1448-1481, ქრ. II. 489 სას.), სულეიმან || სოლომან (1663-1676 წწ. 1448-1481, ქკმეის 7-8, Hd-14538, 1450, 31/1, 51/228, 1448-8730, 1449-908, 1450-26/8, 1448-5013, 1449-1825, Sd-32, 1448: 92, 93, 1450-5/120, Hd-4151, 1450-51/239, Hd-4169, 1449-1103, Ad--559. 1450-10/22, Sd-536, 1450-35/133, 1448-97, Ad-1689, ქრ. II. 489. სას.), ძმისწულები: ვახტანგ ([1658-1675 წწ.] 1448-343), თეიმურაზ (1675 წ. ქრ. II. 489 სას.), პაპუა, იხ., თამარ (1667 წ. Hd-1624), შვილიშვილი ბაგრატ, იხ., (1675 წ. ქრ. II. 489 სას.), რძალი თინათინ, იხ., მას გაუთარხნა როსტომ მეფემ მისაქციელი და თეკენა (1637 წ. Qd-1490), უწყალობა ყმა-მამული და სახელო: გიორგი ბარათაშვილს - მაშავრის პირს რატევანის ნახევარი (1656 წ. 1450-38/41), ოთარ გერმანოზისშვილს - ცხვრისს მერაბიშვილები, ზასს - იოვანე ბერიაშვილი და ნასრადლავშვილი მამულით (1657 წ. სს. I. 420), ბოქაულთუხუცეს ელიზბარ [დავითიშვილს] - სამშვილდე მისი კრწანისით (1658 წ. Hd-5227), დათუნა ფავნელიშვილს - თერგვისი (1658 წ. 1448-106), ოთარ ბარათაშვილს - სამკვიდრო წილი - ნარგეშვილები 10 ცხვრით, წისქვილითა და მამულით ([1652-1658 წწ.] 1450-33/285), მესტუმრე იოვანე აფხაზს - მჩხიკვთას მაჩიტა, სუხიტა და ჯიმშიტა შიოშავილები მამულით (1659 წ. IX. 28. 1450-12/16), ბეჟან აგათოშვილს - ამოვარდნილი დავით ვაჩნაძის სამკვიდრო მამული: კარდანეხს შვიდი კომლი გლეხი და ნაოხრის ნახევარზე მეტი იმ პირობით, რომ შვიდი კომლი იესეს დაეჭირა,ნახევარი ნაოხარი კი ორთავეს თანაბრად გაეყოთ (1659 წ. 1448-95 ), პაპია გოგიბაშვილს - გოგია თამაზაშვილის ნაქონი ერთი დღის მიწა, ნურღაშვილის მიწის გვერდით, უსუფაშვილის ნაქონ ვენახამდე (1659 წ. 1450-5/45), გიორგი იალღუზიშვილს- ამილახვართან სადაო ყმა-მამული ფხვენისში (1659 წ. VI. 1. Hd-1533), ქაიხოსრო წერეთელს - გიორგი და იოთამ ქავთარაძეები ცოლშვილითა და მამულით, სახელოდ - ორი კომლი: სეხნია მწყერისშვილი და კაცია ისპანისშვილი (1660 წ. Hd-2457), დონდარა ეჯუბაშვილს - სომხითს ნასოფლარი კარასპური და ნადვალეთები (1661 წ. XII. 8. 1450-6/91), მასვე სოფელ ვერხუნელას სანაცვლოდ, სახუნდარში სარუხანა, თითო კომლი სარქისა, პაპია, ზაქარა, ავაქა, სარქისა, ბოგანო ტირუმანთ სარუხანა და გრიქორა მამულებით (1662 წ. Sd-621), პაპუნა ბარათაშვილს განაყოფებთან საცილოდ ქცეული მამული კოხნარი (1662 წ. VI .27. Hd-2533), უცნობ პირს ერთი კომლი გიორგი, ერთი კომლი შაშიაშვილი, ერთი კომლი ელიოზიშვილი (1663 წ. IV. Hd-15061), ზაალ წერეთელს- ბუჯიას წყლის ზემოთ, ხრეითიანად, ლიხის მთამდე მიწა-წყლის სარდლობა (1663 წ. Hd-9467), ავთანდილ ბარათაშვილს - სოფელი ქცია (1664 წ. VI. 7. Sd-1), პაპია გოგიბაშვილს - ზემო სახუნდრის ნახევარი, „უშვილო კაცის“ მამული (1664 წ. 1450-5/47), მანუჩარ თუმანიშვილს იმ ერთგულების საზღაურად, რომელიც მას გაუწია კახთ ბატონიშვილის წინააღმდეგ ბრძოლისას - ტინისხიდს მამუკა თავაქალაშვილის ობლები მამულითურთ. (1664 წ. Hd-14538), მეითარ მანუჩარს - საჩერქეზოში ერთი ახლად გაყვანილი საჩალთუკე რუ, რომელიც მდებარეობდა გულამირას და დარმანას ძველ რუს შუა (1664 წ. 1450-53/99), ეინალბეგ მირიმანაშვილს - სომხითს სოფელი სამწევრისი, ქალაქში ჩამორთმეული სამკვიდრო ყმების ნაცვლად (1666 წ. III. 3. Ad-1973), ფეშანგ ფალავანდიშვილს - მისგანვე გასამყრელოდ გამორთმეული სოფელი კნოლეთი (1666 წ. VI. 30. 1450-31/1), ასატურა ხუბიარასშვილს - ამოვარდნილ ყაზაანთ შალვას კერძი დარბაზის ორი წილი და ორი ოდა (1669 წ. 1448-5208), გივი ჩაჩიკაშვილს - იოთამიშვილების მიერ თვითნებურად მისაკუთრებული გლეხები: გოშფარა, ლომიტა და ბერუკა დურსანაშვილები მამულით (1671 წ. 1448-92), პაპუნა გოსტაშაბიშვილ-ბარათაშვილს - პაპუნა, გიორგი და ბასილა მეხრისშვილები (1672 წ. II. 10. Hd-4169), შარუა შარვაშვილს სამეფო ჯოგის მეჯოგეთუხუცესობა (1672 წ. III. 7. 1450-51/239), პაპია გოგიბაშვილს - ურწაშენს, არქუნს ქვემოთ მდებარე ექვსი დღის მიწა ალავერდა ნერსესაშვილის, ბოლნელის ყმის, ეჯუბაშვილისა და ტერ-ხაჩატურას ნაქონ მიწებამდე (1674 წ. 1450-10/22), ვახტანგ ორბელიშვილ-ბარათაშვილს ქართლის, ქალაქის, საბარათაშვილოს, სომხითისა და თათრის მდივანბეგობა (1676 წ. Sd-536), პაპუნა შალიკაშვილს - სკრას (ტექსტშია სკარს) ზურაბ და ჯავახ ჯავახიშვილების ნაქონი ყმა-მამული (1676 წ. 1450-35/133); გაუჩინა სისხლის ფასი - 300000 თეთრი - მცხეთის სახლთუხუცესს, პაპუა მაღალაძეს (1675 წ. III. 25. ქრ. II. 489 სას.); გაუჩინა ჯამაგირი: პაატა რატიშვილს - წელიწადში 15 თუმანი (1659 წ. III. 11. Hd-8415 ზ), მაჰმად ზამანას - 20 თუმანი და უბოძა მუსტოფობა (1659 წ. IX. 10. 1448-550); განუახლა წყალობა ყმა-მამულისა და სახელოსი: პაპუნა ბარათაშვილს მკვიდრი მამული (1657 წ. Hd-1915), ზურაბ ენდრონიკეშვილს - მკვიდრი სახელო, ჩუმლაყის მოურაობა (1659 წ. IV. 4. 1450-34/131), პაპუნა ბარათაშვილს - ალგეთზე მისი სამკვიდრო სოფელი ღოლოვნა, ერთი მეცხვარის, წისქვილისა და მეწისქვილის გამოკლებით. ამ სოფლის ნახევარი სჭერია გურგენ ყორღანაშვილს, რომელსაც მეფემ ორგულობის გამო ჩამოართვა (1659 წ. IV. 28. Hd-4168), როინ ჯავახიშვილს- მამული (1659 წ. Sd-523), ალიბეგ მირიმანაშვილს სოფელი კარმირქარი (1660 წ. 1450-6/143), გორელ ქამალაშვილ-სუმბატიშვილ მირიანას მისი სახლის სამკვიდრო სასაფლაოსთან მდებარე მამულები, დუქნებით საყდრის გარშემო (1661 წ. IV. 16. Hd-13026), ეპისკოპოს ტერ-სარქისა არღუთაშვილს- სოფელი ირისკოპოზი (1661 წ. VIII. 11. 1450-28/5), ენალა მირიმანაშვილს - თორმეტი კომლი ყმა: ავაქა, გრიქოლა, დათუნა, ბეგაბეგაშვილი, ოჰანა, გოგინა ბერინაშვილი, ფინაჩი ზურაბა, ერაპეტა, მეწისქვილე ბიძინაშვილი, მამუკაშვილი, ასატურა, ბერიკა (1661 წ. XII. 27. 1449-564), ბეგთაბეგ მარტიროზიშვილს - მისი მამის, ავთანდილის სახელო და ძმის მამული (1661 წ. 1450-1/122), როდესაც იგი თოხლის ციხის ასაღებად მიდიოდა, მაშინ დაუბრუნდა მას ალავერდიდან გიორგი თურაზაშვილი, რომელსაც სჭერია ხოსია, საამ და შიოშ ბარათაშვილების ყმა-მამული ენაგეთს. ეს ყმა-მამული მეფემ ისევ ბარათაშვილებს დაუბრუნა (1663 წ. IV. 22. 1450-11/75), ელიზბარ სოლაღაშვილს - მისი წინაპრების ნაქონი მამული ჭაპალა (1664 წ. VII. 25. Sd-752 ),ფარსადან [ყანდურალიშვილს] - ბადაბეთსა და გორში მამულები (1666 წ. III, 30. Qd-2745 ), შერმაზან იავანგულასშვილს- ქალაქის მელიქობა ძველებური საკარგოთი (1667 წ. V. 1. 1448-8730), ზაალ სოლაღაშვილს - სოფლები: კუმისი (იმ ნაწილის გარდა, რომელიც მის განაყოფებსა და დანიელ წინამძღვარს ეკუთვნოდათ), სყალტუთანი, ტაგნაგეთი, ღვეუბანი, მონასტერი, ასურეთი, ჭაპალა და კავთისხევს ორი საკომლო (1671 წ. III. 6. Sd-32), როსტევან მანდენასშვილს - სამკვიდრო მამული ლოჭინის წყლის მიდამოებში, ჩალიანის თავს, „წასახედავ გზამდე“, ბობოყელისა და ავლაბრის მიწებამდე თავისი ნასოფლარებით (1671წ. 1450-5/120), ზაალ მაჩაბელს - თამარაშენს ექვსი კომლი გლეხი: დათუნა და მარდახა ჩუყელაშვილები, ავარანა ელიაშვილი, ბაინდურა და მერაბა ბეგლარაშვილები და პაპინაშვილები (1671 წ. 1448-93), რობიტა მამაცაშვილს - რუისს მოსახლე გლეხები: გოგია, პაატა, პაპუნა, დათუნა და მძულია კერჩხაძეები და მექუდური მამული (1673 წ. 1449-1103); შესწირა: სვეტიცხოველს საბაჟო გადასახადი იმ პირობით, რომ თბილისიდან, სომხით-საბარათიანოდან, თრიალეთიდან, კახეთიდან ქართლის გავლით, მზოვრეთს ზევით ან ქვევით, თრიალეთიდან მომავალი მგზავრისაგან გორის მებაჟეს ბაჟის მესამედი კათალიკოსის მებაჟისათვის უნდა მიეცა, ხოლო სამცხიდან ან იმერეთიდან მომავალი მგზავრისაგან კათალიკოსის მებაჟეს ბაჟი არ ერგებოდა (1662 წ .V. 24. 1448-1033), [კახეთის] ხახულის ღმრთისმშობლის ეკლესიას - შუამთას მოსახლეთა ბაჟი და დამღა (1664 წ. I. 25. 1448-2937), მანგლისის ღმრთისმშობელს - საჯავახიშვილოში ამოვარდნილი ბესფას [ჯავახიშვილის] და მისი შვილის, იოსების კერძი ყმა-მამული: ზაკეს - ნადირა ტაველიშვილი ძმებითა და მამულით; ფიცეს - ხატია მამასხარაშვილი ძმისწულებითა და განაყოფით, მაზანა ძმისწულებით, შვილებითა და მამულით; კრკონს - ბასილა და შაქარა შვილობილიძე, ტატია გორგაძე მამულებით; ზესს - გეგუტა მამულით; აბანოს - ზვარი და საწნახელი; ქვენა დრისს - ამბრია ჭყუაპიაშვილი ძმისწულებითა და მამულით; სიონს - ცამეტი დღის მიწა, ფეზიას კერძი და ხანსულთანის მიერ დაჭერილი მიწები ზედ მოსახლე გლეხებით (1669 წ. 1449-1825 ა), მთავარეპისკოპოს ანანიას თხოვნით, შეისყიდა და სინის მონასტერს ხელახლა შესწირა სოფელი მეღრეკისი, რომელიც რევაზ და პაპუნა ფავნელიშვილებს ჰქონდათ ნაყიდი გორჯასპ კახაბრისშვილისაგან. გააჩინა აღაპი სინის მონასტერში თავისი მშობლებისათვის (1666 წ. IV. 20. ქრ. II. 483); გაათარხნა: გორელი ვაჭარი მირიანა ქამალაშვილი გადასახადებისაგან, დაუტოვა სამეფო კარის სამსახური და სათათრო საური (1659 წ. III. 17. Hd-13064), ყინცვისის წმინდა ნიკოლოზის ყმები სამეფო გადასახადებისაგან (1659 წ. V .18. Ad-790), სომხითში ალავერდა ალიხანასშვილ-იაგულასშვილის სოფელი ხოხმელი(1659 წ. VII. 4. 1450-9/117), დომენტი კათალიკოსის თხოვნით [სვეტიცხოვლის] სოფელი არაშენდა (1660 წ. I. 26. Hd-2627), ტყიურეთს და ძველ ძევერას ქვათეთრიდან გადმოსახლებული, როჭიკა როჭიკაშვილის მკვიდრი ყმები, დაუტოვა ექვსი მეთოფისა და ექვსი შუბიანი და მშვილდოსანი კაცის ვალდებულება (1661 წ. VI. 4. 1450-35/135), მოქალაქე პეროთა ჩიგიანასშვილი (1661 წ. Ad-2289 ა),ოთარ ბარათაშვილის მკვიდრი სოფელი ვერხუნალა (1662 წ. Hd-14692), ფირალ [ყანდურალიშვილის] მამულები გორში, ურწყავსა და ბადაბეთში (1664 წ. III. 30. 1450-36/120), წმინდა ევსტათის ეკლესია ყველა გამოსაღებისაგან, სათათრო საურის გარდა (1664 წ. ქკმეის.7-8), მეითარი მანუჩარი 300 სულ ცხვარზე საბალახისაგან (1665 წ. Hd-9382), იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ქრისტეს საფლავისათვის შეწირული სოფელი დირბი (1666 წ. IV. 1. 1450-51/228), თამაზ ყაითმაზაშვილი 400 სული ცხვრის საბალახისაგან (1668 წ. V. 1450-26/8), ზაკეს - ღმრთისმშობლის ეკლესიის ყმები: მახარა ტაველიშვილი, მისი განაყოფი გოგილა, ზაზუნა მამულით, გოგილა ტაველიშვილი; ფიცეს - ხატია მამასხარაშვილი, მისი განაყოფი ბასილა, ავგაროზა; კრკონს: გიორგი გორგაძე, ფოცხვერა შვილობილიძე; ზისს - შოშიტა ამირაშვილი, ელიზბარა გუგუტიშვილი (1669 წ. 1449-1825 ა), წმინდა გიორგის ეკლესიის დეკანოზი გედია (1675 წ. Hd-1690), წმინდა ევსტათის სახელობის ეკლესია გამოსაღებებისაგან ([1658-1675 წწ.] 1448-1481); პირობა მისცა: ციცი ციციშვილს, რომელიც იმერეთში გადასულა და იქიდან მეფეს დიდი სამსახური გაუწია,რომ დაუბრუნებდა მის მამულებს ქართლში: წყნეთს, ვეძისს, დიღომს - ზანდარაშვილებს, ნიჩბისს - დოესის ციხეს, ავკეთს, ღუვისხევს, მისი შესავლით; ატენს - მამულს მტლაშაძეებიანად; ვერეს გარდატანიანად; თრიალეთში მამულებს, რეხას, კარალეთს, თვალათუბანს; რუისს მის კუთვნილ მამულს; არადეთს - მუჩათიძეებს; ქვენა ფლავს, ხვედურეთს, აფნისს, ქარელს, კეხიჯვარს, ლეთეთს, სამწევრისს მაზმნისშვილსა და მღვთისიაშვილს, აგარას, ჭალისუბანს, სანებლისს ხეობიანად, ხნაცვისს, ქორზნას, იმერხევს, მძოვრეთს, გვეძინეთს სუქითს, მაწლეთს, ბოსლეთს, წრომს, მიწობს, ხლებს, თაგეთს, ბრბონას; აზნაურიშვილებს: ქურდევანიძეებს, მამუკა ბუნიათისშვილს, ბეჟან მაღრაძეს,თუთმიძეებს, ამოან, ჩაკა, ფარემუზ და ოთან უზნაძეებს, გვერდწითელ გიორგის, მაზიტა გუდიაშვილს, ალექსი ალექსიძეს, ალაიბეგისშვილს, ბუღუტაურს, ჩაჯავახიას, წინამძღვრისშვილებს, ციხისთვისშვილს, მელქისადექისშვილებს, ჩინჩალაძეებს, ფრანგისშვილებს, შტელისშვილს, გამცემლისშვილს, ლარაძეს, ალექსიძეს, ფიფინასშვილს; რუისს - კლიმიაშვილს, ბუღუტაურ ზაქარიას, გოსტაბისშვილებს. ამას გარდა შეჰპირდა სადგერს, გუჯარეთს, ბაგირეთს;სკრას - ციცის ბებიის ნამზითვ მამულს, თუ კი ციცი იმერეთის დაჭერაში დაეხმარებოდა, წყალობას მიუმატებდა ([1658-1663 წწ.] 1449-328), ოს ხიჩარა თომაშვილს, თუ კი იგი მეფესთან ჩამოვიდოდა, წყალობას უბოძებდა ([1658-1675 წწ.] 1448-10327); მას მისცა პირობა: იესე ერისთავმა ყმების შესახებ გაჩენილი სამართლის შესრულების თაობაზე ([1658-1675 წწ.] Hd-2208), ჯვრის მამა ნიკოლაოზ წულუკიძემ ერთგულების შესახებ (1675 წ. II .8. Ad-553); გაარჩია: როსტომ მეფის ბრძანებით, მდივანბეგ [როინ ჯავახიშვილთან] და მდივან ბირთველ [თუმანიშვილთან] ერთად ზურაბ ელიოზისძესა და აბაშ ბარათაშვილს შორის სამამულე დავა (1657 წ. Qd-2153), არაგვის ერისთავ ზაალთან, მთავარეპისკოპოსთან, მდივანბეგ როინ ჯავახიშვილთან, ბოქაულთუხუცეს ედიშერთან, მდივან ბირთველ თუმანიშვილთან და მერაბ თუმანიშვილთან ერთად კათალიკოსის, ელიზბარ ქსნის ერისთავისა და გივი ამილახორს შორის დავა მამულებზე (1659 წ.Hd-2113), მროველსა და რობამ მამაცაშვილის სამამულე დავა (1661 წ. XII. 5. 1450-46/46), პაპუნა ფავნელიშვილსა და ბაადურ მაჩაბელს შორის-სასისხლო დავა (1661 წ.ახლო. Qd-8710) ურბნელსა და რუისელებს შორის დავა ღალაზე, დაადგინა, რომ ურბნისის კუთვნილი მამულიდან გადაეხადათ ურბნელისათვის ღალა (1666 წ. Ad-1503), დომენტი კათალიკოსთან, გიორგი და ლევან ბატონიშვილებთან, მთავარეპისკოპოს ნიკოლოზ ჩხეიძესთან, გივი ამილახორთან, აშოთან ბატონიშვილთან, ზაზა სახლთუხუცესთან ერთად - სამამულე დავა ყაფლან ბარათაშვილსა და პაპუნა ვირშელიშვილს შორის (1670 წ. Sd-534), ზაალ სოლაღაშვილსა და ოთარ გერმანოზიშვილს შორის- ტაგნაგეთის მიწებზე (1676 წ. 1448-97), დომენტი კათალიკოსთან, გიორგი და ლევან ბატონიშვილებთან ერთად სასისხლო დავა პაატა და გიორგი აბაშიძეებს შორის ([1658-1675 წწ.] Sd-535), გაარიგა: სახლთუხუცესობის რიგი და სარგო ([1660-1676 წწ.] Ad-1836), უბრძანა: მესტუმრეს, რომ ლამექ თუხარლის საცილობელი მიწების საკითხი სამართლიანად გაერჩია ([1658-1666 წწ.] Sd-498), ქაიხოსროს და მის აზნაურიშვილს ლიპარიტს, რომ მათ ბერუკა თურქისტანიშვილის მიერ ზურაბისათვის მინათურში დათმობილ სასახლეზე ხელი აეღოთ (1665 წ. Sd-634), ციცი ციციშვილს, რომ ტატიშვილები გაეყარა (1612 წ. sic (16[74] წ. Hd-3211), გასცა ბრძანება, რომ დურმიშხან [ბარათაშვილისათვის] წილში ნარგები მამული ქვათეთრში ქაიხოსრო და იესე თაყაშვილებისათვის მიებარებინათ (1672 წ. 1450-51/138); მისი ბრძანებით: ბეჟან ჩხეიძემ გაუცვალა პაპუნა თუხარელს ბეკამში ზურაბ ჯავახიშვილის ნაქონი მამული, რომელიც მეფისაგან ჰქონდა წყალობად მიღებული ([1658-1675 წწ.] 1450-35/100), ბიძინა სოლაღაშვილმა ელიზბარ სოლაღაშვილს მიჰყიდა ტაგნაგეთს ოთხი კომლი ყმა მამულებიანად, ვართანა ზურაბაშვილი, პაატა მიქელაშვილი, მელქუა, ბეჟიტა ვარსიმაშვილი დოლენჯაური მამულით (1661 წ. IV. 6. Sd-751), მდივანბეგმა ედიშერ ერისთვისშვილმა და მდივნებმა გაარჩიეს გიორგი ბარათაშვილისა და არეშიანთ სამამულე დავა (1661 წ. 1448-3266), ქაიხოსრო ჯავახიშვილმა თავისი ქალი მისცა თარხან იორამ სააკაძე-მოურავიშვილის ვაჟს, გიორგის (1663 წ. Hd-14435), მდივანბეგმა ედიშერ [ერისთვისშვილმა] და მდივნებმა გაარჩიეს პაპია და დოლმაზა შანშიაშვილების გაყრის საქმე (1667 წ. Hd-9292), რევაზ და ფარემუზ ჯავახიშვილებმა დაუბრუნეს მანგლისის ღმრთისმშობელს წართმეული მიწები (1669 წ. 1449-1825 ბ), ზაალ ფალავანდიშვილმა და მერაბ ყორღანაშვილმა გაარჩიეს ზემო და ქვემო ბოლნელთა სამამულე დავა (1670 წ. VIII. 29. 1449-1806), ბეჟან ჩხეიძემ და როსტევან მანდენაშვილმა გაარიგეს ალიყულა ზაქუმიშვილისა და ხოსროვა დალალაშვილის სამამულე დავა (1671 წ. 1450-48/137), ციცი ციციშვილმა და ბატონიშვილის სახლთუხუცესმა შიოშ ზედგინიძემ გაარიგეს პაპუა, ხოსია, თამაზ და სეხნია ტატიშვილების გაყრის საქმე (1674 წ. I. l. Sd-607), დირბელთათვის არც შეშა, არც სარი, არც საღობავი ფიჩხი არ უნდა დაეჭირათ, გარდა ანეულის შეშისა ([1658-1675 წწ.] 1450-51/224); დაამტკიცა: როსტომ მეფის მიერ 1652 წ. გაცემული ყმა-მამულის წყალობის წიგნი (1656 წ. 1450-1/5 ფრაგმ.). ლუარსაბ მეფის მიერ ბობნაველებისათვის 1608 წ.მიცემული თარხნობის წიგნი (1659 წ. V. 15. 1449-1940), როსტომ მეფის მიერ 1651 წ. გიბაშვილისათვის მიცემული ნასოფლარის თარხნობის წიგნი (1660 წ. II. 24. 1450-5/37), იოსებ თბილელის მიერ სიონის ეკლესიისათვის ბოძებული შეწირულების წიგნი (1665 წ. 1449-2666), ზურაბ გამრეკელიძესა და გივი ამილახორს შორის სამამულე დავის განჩინების წიგნი (1666 წ. III. 1450-6/90), საწილკნელო სარგოს წიგნი (1669 წ. 1448-5013), ვახტანგაანთ ნასყიდას მიერ ქალაქის მოურავ პაატაბეგისათვის მიცემული თავნასყიდობის წიგნი(16[6]9 წ. 1450-21/9), პაპუნა ბარათაშვილსა და თაყა ასანბეგიშვილს შორის ყმა-მამულის გაცვლის წიგნი (1671 წ. Hd-14151), პაპუა მაღალაძისათვის დომენტი კათალიკოსის მიერ მოურაობის სახელოს ბოძების წიგნი (1672 წ.V. 1. Ad-1689), სამეფო კარის დეკანოზის, პეტრეს ნასყიდობის წიგნი (1673 წ. Hd-831), სამთავისის სოფლების გამოსაღებთა და სარგოს ნუსხა (1673 წ. Ad-559ა); სხვადასხვა: ბეჟან ზაქუმიშვილს სამამულე დავა ჰქონდა შალიკაშვილებთან, მეფე [როსტომმა] შალიკაშვილებს მისცა ოცი დღის მიწა, რომელიც მათ დაიწუნეს. ვახტანგ ბატონიშვილმა მათ დაუმატა ექვსი დღის მიწა გორულთან (1657 წ. 1450-9/127), მისი ხელრთვა და ბეჭედი აქვს [თამარ ბატონიშვილის] მზითვის წიგნს (1667 წ. VII. 27. Hd-1624). მაჩაბლის საჩივარში ვახტანგ მეფისადმი აღნიშნულია, რომ ბაადურ მაჩაბელს მისთვის და დედოფლისათვის გადაუხდია 700 მარჩილი, რათა ვაშაყასშვილის ნაქონი მამული დაემტკიცებინა ([1660-1676 წწ.] Qd-8670), მესტუმრის პირით შეუთვალა სახლთუხუცეს ყაფლან [ორბელიშვილს], რომ ქვემო ბოლნისში დაებრუნებინა მისი ნაქონი ზვარი, რომელიც ლუარსაბ ბატონიშვილს ეჭირა ([1658-1676 წწ.] 1450-15/111), გაუგზავნა წერილი კონდორს მყოფ თავის ძმისწულ ვახტანგს, რომელშიც სთხოვდა, რომ პაპუა თურქისტანისშვილისათვის ებოძებინა ბიძამისის, ამოვარდნილი ბახუტა თურქისტანისშვილის მამული ([1658-1676 წწ.] 1448-343), იხსენიება: მარიამ დედოფლის წერილში ეთმადოვლესადმი: „ცათა სწორს ჴელმწიფეს დედოფლობა ჩვენთვინ და ჩვენი თავი შაჰნაოზ მეფისათვის ებოძათო“ ([1658 წ.] Par .Géorg. №26). ზაზა ციციშვილის წილის ბარათის ფიცის ფორმულაში (1660 წ. ახლო. 1449-1053), პაპუნა ბარათაშვილის მიერ მერაბ ყორღანაშვილისათვის მიცემულ მიწის ნასყიდობის წიგნის მიხედვით, პაპუნა სააკაძეს შაჰნავაზის გადაწყვეტილებით უნდა დაეფიცა პაპუნასა და მერაბ ყორღანაშვილს შორის დავის გარჩევის დროს (1661 წ. III. 5. Hd-1375), რევაზა სტეფანაშვილის მიერ ყაფლან ბარათაშვილისათვის მიცემულ ჩვენებაში (1664 წ. III. 1. Hd-10346), ამირჯანა იევანგულაშვილის მიერ დომენტი კათალიკოსისათვის მიცემულ ხატების ნასყიდობის წიგნში აღნიშნულია, რომ მის ოქრომჭედელს, საბუყუფს ამირჯანა იევანგულაშვილისათვის ხატები შეუფასებია 1800 მარჩილად (1664 წ. XII. 3. Ad-621), გულიტა რამაზაშვილის მიერ ყაფლან [ბარათაშვილისათვის] მიცემული ჩვენების ფიცის ფორმულაში (1664 წ. Hd-1786), მის მიერ გაცემული საბუთის საფუძველზე სუბატაშვილი იჩემებდა გოგინაშვილთან სადაო მამულს (1664 წ. Hd-13141), იმ წელს, როცა მას თუშნი შებმიან, გედევან ფანიაშვილმა მიჰყიდა როჭიკა შალიკაშვილს მიწა ([1664 წ.] 1450-37/246), მისი მეფობის დროს ქაიხოსრო ჯავახიშვილმა შესწირა რკონის მონასტერს ავგაროზაული მამული (1669 წ. Sd-2859 მინაწ.), თაყა ასანბეგიშვილის მიერ პაპუნა გოსტაშაბიშვილისათვის მიცემული მამულის გაცვლის წიგნის ფიცის ფორმულაში (1671 წ. ახლო. Hd-7592), ზურაბ წერეთლის მიერ დომენტი კათალიკოსისათვის მიცემული პირობის წიგნის ფიცის ფორმულაში (1673 წ. IX. 20. 1448-1287), პაატა [გერმანოზიშვილის] მიერ გიორგი იოთამისშვილისათვის მიცემული პირობის წიგნის ფიცის ფორმულაში ([1658-1675 წწ. Hd-15091), შანშე აბაზაძის მიერ გიორგი ღაღანიძისათვის მიცემული მიწების გაცვლილობის წიგნის ფიცის ფორმულაში ([1658-1675 წწ.] Ad-1334 ბ), მისი მეფობის დროს, ბოქაულთუხუცესმა ელისბარ დავითიშვილმა გაარჩია ნახიდურელებსა და თავმრგუალელებს შორის სასაზღვრო დავა ([1660-1675 წწ.] ლაი H 3-24, 22 b -23 a), დათუნას მიერ პაპუნა თუხარლისათვის მიცემული პირობის წიგნის ფიცის ფორმულაში ([1658-1676 წწ.] Sd-904), მისი გარდაცვალების შემდეგ მეფედ დაჯდა მისი ძე - გიორგი, აღნიშნულია ნიკოლოზ კათალიკოსის სვეტიცხოვლისადმი ბოძებულ საბუთში (1678 წ. ქრ. II. 493 ფრაგმ.), მისი მეფობის დროს მიუყიდია გოგია ზანდარასშვილს დემეტრე პაპასშვილისათვის ორი დღის მიწა (1678 წ. Hd-1547 ფრაგმ.), გიორგი მეფის მიერ ვახტანგ [ბარათაშვილისათვის] მიცემულ სასახლის წყალობის წიგნში აღნიშნულია, რომ შაჰნავაზს დალაქ ფარვანასათვის უბოძებია შაფურას ნაქონი სასახლე (1679 წ. IV. 29. Sd-539), პაპუა მაღალაძის ანდერძის თანახმად, მას პაპუასათვის მიუცია თრიალეთში სოფელი ახალშენი (1681 წ.VI. 1. 1448-5038), მასთან ჩასულა ოდიშის ყოფილი მთავარი შამანდავლე და უთხოვია დახმარება. შაჰნავაზს უშუამდგომლია ყაენთან, მიუღია იმერეთში გალაშქრების ნებართვა, ჩასულა ამერეთს, ტახტზე დაუსვამს თავისი ძე არჩილი, გადასულა ოდიშს, დაუმარცხებია ვამეყ დადიანი და ოდიშის ტახტი შამანდავლესათვის დაუბრუნებია, აღნიშნულია შამადავლე დადიანის შეწირულების წიგნში ([1661-1681 წწ.] სს. II. №563), გიორგი მეფის მიერ მის სახელზე დაწესებული აღაპის წიგნში ნათქვამია, რომ მას აუშენებია სოფელი დიდუბე და ავჭალიდან რუ გამოუყვანია (1682 წ.II. 1. 1448-5537), ნიკოლოზ კათალიკოსის მიერ შედგენილ სვეტიცხოვლის ყმათა ნუსხაში აღნიშნულია, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ ტახტზე დაჯდა გიორგი მეფე (1683 წ. 1449-1788), გიორგი მეფის მიერ ბეგთაბეგ მარტიროზიშვილისათვის მიცემულ წყალობის წიგნში აღნიშნულია, რომ შაჰნავაზი გარდაიცვალა გზაში, ყაენთან მიმავალი (1685 წ. Hd-4259), მას უბოძებია შერმაზან გლურჯიძისათვის ყმა-მამული სასირეთს- ბასილა ინანაშვილი შვილითურთ, ღვარებს - უშვილო ზუბიტას წილი პაპნია არევაშვილი ძმითა და მამულით (1688 წ. V. 16. 1448-524), მისი სულის მოსახსენებლად გიორგი მეფემ დააწესა ჟამის წირვა მანგლისის ღმრთისმშობლის ეკლესიაში (1688 წ. 1449-1826), მისი განაჩენი წარმოადგინა შერმადინ იოთამიშვილმა კრეფისა და ვარხუნის საზღვრებზე დავის გარჩევის დროს (1689 წ. 1450-38/33); მისი მეფობის დროს ფარემუზ ჯავახიშვილს ჰქონია სახელო - არჯავნის ყორუღობა (1690 წ. IV. 27. Hd-9269), მის მიერ ქვემო ბოლნისის, ზვრის წყალობის წიგნები იხსენიება გორჯასპ [ბარათაშვილისათვის] მიბარებულ საბუთების ნუსხაში. ამავე ნუსხაში დასახელებულია მის მიერ გაცემული სხვა საბუთებიც: ოთხი თუმნის ამასალა და საფიცარი ყაფლან [ბარათაშვილისადმი] (1691 წ. XI. 2. Sd-1931), მელიქ ენალა [მირიმანიშვილის] შვილებს შორის დავის წიგნში აღნიშნულია, რომ მას ენალასათვის წაურთმევია აბანო, რის შემდეგაც იგი დანგრეულა ([1689-1692 წ. Qd-833), ნაზარალი-ხანის მიერ გურამ გურამიშვილისათვის ბოძებული ყმა-მამულის წყალობის წიგნის თანახმად, ისპაჰანიდან ქართლს ჩამოსულ ნაზარალი-ხანს ერისთავები განდგომიან და შაჰნავაზის შვილებს მიმხრობიან (1693 წ. V. 6. 1450-14/50), მარიამის, ოთარ არაგვის ერისთავის თანამეცხედრის მიერ ანანურის ეკლესიისათვის მიცემულ ყმა-მამულის შეწირულების წიგნში აღნიშნულია, რომ მას იმერეთის ლაშქრობაში თან ახლდა ოთარ ერისთავი (1693 წ. VI. 11. 1449-1801), ნაზარალი-ხანის მიერ ქაიხოსრო ციციშვილისათვის მიცემულ პირობის წიგნის მიხედვით, ციცი ციციშვილი და არაგვის ერისთავი შაჰნავაზის შვილებს მიმხრობიან (1693 წ. 1448-5019), შანშიაშვილების სამამულე დავის გარიგების წიგნის თანახმად, მისი მეფობის დროს გაყრილან ძმები: პაპია, დონმაზა და ელიზბარ შანშიაშვილები (1696 წ. V. 1. 1450-16/59), დათუა სალხინაშვილისა და ხოსიტა მამისაშვილის ვენახზე დავის გარიგების წიგნში ნათქვამია, რომ თუხარელს მისგან ჰქონია ნაბოძები ზურაბ სააკაძის მამულები (1696 წ. I. 29. Sd-497), მას უბოძებია გოგიბაშვილებისათვის სოფელი ურწაშენი (1700 წ. VI. 1. 1450-10/16), ჩამოურთმევია ჯავახიშვილებისათვის სოფელი სკრა და შალიკაშვილებისათვის უბოძებია (1700 წ. 1450-37/235), ლუარსაბ [ორბელიშვილის] მიერ ერასტი [ორბელიშვილისათვის] მიცემული პირობის წიგნის ფიცის ფორმულაში (XVII ს.90-იანი წწ. Sd-1239), საჯავახიანოში მანგლისის ტაძრისადმი კუთვნილი მამულების ნუსხაში აღნიშნულია, რომ მას მანგლისის ტაძრისათვის შეუწირავს: ზაკუს მახარა ტაველიშვილი და მისი განაყოფები გოგილა და ზაზუნა, კიდევ (სხვა?) გოგილა ტაველიშვილი; ფიცეს - ხატია მამისხარაშვილი და მისი განაყოფები, ბასილა და ავგაროზა; კრკონს - გიორგი გორგაძე და ფოცხვერა შვილობილაძე (XVII ს. ბოლო მეოთხ. 1449-1931), ნაზარალი-ხანი შეჰპირებია მაყა მაყაშვილს, რომ უწყალობებდა მამულს იმ შემთხვევაში, თუ არ მიემხრობოდა შაჰნავაზის შვილებს: არჩილსა და გიორგის ([1675-1703 წწ.] Ad-923); მოწმე როჭიკა შალიკაშვილის მიერ ერეკლე ფალავანდიშვილისათვის მიცემული პირობის წიგნისა ნასოფლარში დასახლებული ყმების აყრის თაობაზე ([1633-1658 წწ.] 1450-14/34); მისი ხელრთვა და ბეჭედი აქვს შემდეგ საბუთებს: Hd: 13064, 1533, 14692, 1624, 14534 ა,ბ, 14677, 1350 ა, 5227, 9467, 14538, 9292, Sd: 752, 32, 536, 498, 532, 634, Qd: 8967, 8966, 2153, Ad: 1588 სას., 5, 51, 1448: 550, 5208, 92, 93, 97, 2317, 5291, 1053, 106, 95, 3266, 2937, 343.
ვახტანგ
ბატონიშვილი, ძმისწული შაჰნავაზისა, მას გაუგზავნა წერილი შაჰნავაზმა და სთხოვა ებოძებინა პაპუა თურქისტანიშვილისათვის მისივე ბიძის, ამოვარდნილი ბახუტა თურქისტანიშვილის მამული (1658-1675 წწ.] 1448-343).
ვახტანგ - (შემდგომში ვახტანგ VI), 1680-1700 წწ.
მეფეთ-მეფე ჯანიშინი (1698 წ. ქრ. II. 517), შვილი ლევან მუხრანის ბატონისა, იხ., დედოფალ თინათინისა, იხ., ძმისწული მეფე გიორგი XI-ისა, იხ., ძმა ბატონიშვილ ქაიხოსროსი, იხ., პირობა მისცა ზაზა ციციშვილსა და მის ძმებს კეთილმოყვრობის შესახებ (1700 წ. III. 15. Ad-1227), დაამტკიცა: ზევდგინ ზედგინისშვილის მიერ წილკნის ღმრთისმშობლის ეკლესიისათვის მიცემული ყმების შეწირულების წიგნი (1698 წ. ქრ. II. 517), ზაალ და უთრუთ [ციციშვილებს] შორის სამამულე დავის განჩინება (1700 წ. Hd-13829).
ვახტანგ - ბატონიშვილი, შვილი მეფე ნაზარალი-ხანისა, იხ.
ვახტანგ - ბატონიშვილი, მისთვის მიურთმევიათ 3 ცხრა ფლური ([1695-1697 წწ.] Hd-1508).
ზაალ - ბატონიშვილი, შვილი მეფე ალექსანდრე I-ისა, იხ.
თამარ - 1187-1195/1196 წწ.
მეფე, ბაგრატუნიანი, აფხაზთა და ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფე და დედოფალი, შარვანშა და შაჰანშა, ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმფლობელი (1187 წ. 1448-5004, 1195/1196 წწ. Ad-81), ჰყავს: თანამეცხედრე - დავით და შვილი გიორგი ლაშა (1195/1196 წ. Ad-81), შესწირა: გელათის მონასტერს - არგვეთს, სოფელ ჭორვილაში მცხოვრებნი, კავაისძის ცოლეული მონასტრის სპონდიოს გარეთ მყოფი 12 მწირის სატრაპეზოდ (1187წ. 1448-5004), შიომღვიმის მონასტერს - ანტონი ჭყონდიდელ-მთავარეპისკოპოსის, მწიგნობართუხუცესისა და პროტოუპერტიმოსის თხოვნით - სხალტბს, წყაროს სათავეში მოსახლე გლეხები, ქოსაისძენი: სვიმონ, გიორგი და იაბერი, მიწად ერთი და კომლად ორი, წყლის მკაზმავებად (1195/1196 წ. Ad-81); მისი ნებართვით მანდატურთუხუცესმა და ამირსპასალარმა ჭიაბერმა შესწირა შიომღვიმის მონასტერს ჟინვანს მოსახლე ყმა-ვაჭრები მიხითარაისძენი ([1189 წ.] Ad-2); მოხსენებულია: დავით ნარინის მეუღლის, დედოფალ თამარის მიერ გელათის მონასტრისათვის მიცემულ შეწირულების წიგნში: მისი მწირველი ყოფილა ილარიონ ფავნელი ([1260-1267 წწ.] ქრ. II. 160-162), კათალიკოს აბრამ აბალაკის შეწირულების წიგნში აღნიშნულია, რომ მან ააშენა თამარის მეფობის შემდეგ დაქცეული საწისქვილე, რომელიც შესწირა მცხეთის მეტეხთა ღმრთისმშობელს (1467 წ. 1449-1487), მის მიერ გაცემული წყალობის წიგნი წარუდგენია ზაქარია ჯავახიშვილს ბაგრატ მეფისათვის (1468 წ. XI. 20. H-2830.151), ალექსანდრე მეფის მიერ სვეტიცხოვლისათვის მიცემულ სოფლების შეწირულების წიგნის თანახმად, მას გაუყვანია სამგორში რუ (1579 წ. Sd-464), როსტომ მეფის მიერ იორამ სააკაძისათვის მიცემულ სოფლების წყალობის განახლების წიგნში აღნიშნულია, რომ მას სააკაძე ჯანზურაბისათვის უბოძებია სოფლები (1652 წ. Hd-13955), ქართლის მთავარეპისკოპოს ქრისტეფორეს მიერ ოქონის ხატის დეკანოზის, იესე გარსევანიშვილისათვის ბოძებული წყალობის წიგნის თანახმად, ოქონის საყდარი და ქედყანა თამარს აუშენებია და გარსევანიშვილებისათვის უბოძებია საყდრის დეკანოზობა ([1690-1719 წწ.] Qd-600), ერეკლე მეფე დავით გარეჯის მონასტრისათვის და ალავერდის წმინდა გიორგისათვის ბოძებულ შეწირულებების წიგნებში მას მოიხსენიებს თავის წინაპრად (1697 წ. 1448-5011, 1699 წ. III. 25. 1449-1852 ), საერწოს გამოსავლის წიგნში, როგორც ძველი შემწირველი (XVII ს. II ნახ. 1449-169).
თამარ
აფხაზთა, ჯიქთა, სუანთა და მეგრელთა, კახთა და სომეხთა-ლიხთმერისა და ლეხთ-ამერისა, ორისავე სახელმწიფოს მპყრობელი, მეფეთ-მეფე, გაუჩინა სისხლის ფასი იაკობ იაკობიძეს - 120000 „კილმანური“ თეთრი და უწყალობა სამწეს თორმეტი გლეხი მაშინ, როდესაც ციხისთავმა ფულარიანმა იაკობიძეთა გვარის კაცი, ოქროპირი მოკლა (1433 წ. Sd-723. სას.).
თარგამოს
ბატონიშვილი, ჰყავს ძმა ალექსანდრე, ძმისწული გიორგი. განუახლა სვეტიცხოვლის ტაძარს, ბასილის კათალიკოსობის დროს, იმხანად წართმეული იმ მამულების შეწირულება, რომლებიც მამამისის საბრძანებელში იყო მოხვედრილი (]15 17-1525 წწ.] ქრ. II. 369).
![]() |
7.4.3 თაიმურაზ || თეიმურაზ |
▲ზევით დაბრუნება |
თეიმურაზ
ხვთივ გვირგვინოსანი, ორთავე ტახტის მპყრობელი, ლიხთ-იმერისა და ლიხთ-ამერის მეფე, ჰყავს: თანამეცხედრე თუთა, შვილი ალექსანდრე, დაუმტკიცა ბაქარ ბაქრაძეს ჯვარისუბანში, შქმერში, ბაჯიხევსა და ცხმორში სახასო კაცები; სოფელი ჩორდი ციხით, საზღვრებით: აღმოსავლეთით - თედელეთამდე, დასავლეთით - სეურის წყლამდე, სამხრეთით - შავწყლისა და თეთრი წყლის შესართავამდე, ჩრდილოეთით - სანვალო კდემდე (1492 წ. IV. 9. Sd-3035).
თეიმურაზ (ვარ. თაიმურაზ) - 1514-1545, [1583] წწ.
[ბატონიშვილი], შვილი იმერთა მეფის, ბაგრატ II-ისა, იხ., შესწირა ბიჭვინტის ღმრთისმშობელს ხონსა და კუხს მოსახლე ოცი კომლი კაცი ([1565-1583 წწ.] 1448-5033).
თეიმურაზ - [1520], 1588-1568 წწ.
[ბატონიშვილი], შვილი კახთა მეფის,ლევანისა, იხ. შესწირა სვეტიცხოველს ნიკოლოზის კათალიკოსობის დროს ერთი კომლი ბასნაშვილი სოფელ ბოკოწინში (1568 წ. IX. 17. ქრ. II. 411).
თეიმურაზ
[ბატონიშვილი], შვილიშვილი ლევან (კახთა) მეფისა; უწყალობა ბოდბელ მაქსიმე [ჩოლაყასშვილს] საბუვეს: ძამსია, გულისადებ, მაისა, შალვა, ირემა, მაყაანთ ყმები: ბოცოსეული გიგიჩა და ირემა, ქეიხოსროსეული ხურსია და ზაალა, ზა[ა]ლისეული დათუია მჭედელი ძმებითურთ, მამუკასეული ღუიტური მღთისია, მინაზარისეული ოსიკა, გივისეული ბასილა და ტეტიკა, შალვასეული ზურაბა, მამულა, დათუია და კურდღელა, ბარძიმისეული იმარინდოი (1569 წ. 1448-2384).
თეიმურაზ I - 1602-1662 წწ.
მეფე, იესიან-დავითიან-სოლომონიან-პანკრატონიანი, ღმრთივ-გვირგვინოსანი, (იხსენიება კახეთის მეფედ (1651 წ. ქრ. II. 465), ქართლ-კახეთის მეფედ (1681 წ. 1448-5038). ჰყავს: მამა კახთა მეფე დავით I, იხ., თანამეცხედრე ანა (1612 წ. 1448-5017), ხორეშან, იხ. (1612- 1648, [1662] წწ. Ad-600, ქრ. II. 440, Hd: 5296, 9429, 4163, 14679, Sd-543, 1448-618, 1450-16/161, 1448-548, Qd-9447, 1449-1239, Hd-2112, 1449-221, Hd-14686, 1449-1104, Hd: 2108, 14680, 1450-11/59, 1448-1329, Hd-14678, 1450: 51/41, 1/136, 19/17, 1449-1776, 1461-3/127, Hd-14482, მატ. 252 1-1, Hd-14661, 1449-2645, 1448-3261, Hd-2122, 1449-1460, Qd-9735, 1450-32/66, Hd: 14687, 9377, Sd-501, Ad-687, Hd-14440, Qd-1787, 1448-621, 1450-31/173, Hd-14683, 1450-31/174, 1449-265 1, 1448: 620, 5592, ქრ. II. 453, 1450-32/304, Hd-1554 ბ, 1448-2387, 1449-1238, Qd-2064, Hd: 14674, 2197, 1448-509, 1450-19/103, 1449-1267, 1448: 502, 1722, 1450-47/149, Qd-7235, Hd-14433, 1448-1501, 1450-21/21), შვილები: ლევან || ლეონ, ალექსანდრე ([1610-1625 წწ.] Ad-530, 1448-5017, ქრ. II. 440. Hd: 4163, 14679, 1448-548, Qd-9447, 1449-1239), დავით ([1612], 1621,-1646 წწ., Ad-600, Hd-9429, 1450-16/161, 1448-548, Qd-9447, 1449-1239, Hd: 2112, 14686 დ, 1449-1104, Hd: 2108, 14680, 1450-11/59, 1448-1329, Hd-14678, 1450-51/41, 1/136, 19/17, 1449-1776, 1461-3/127, Hd: 14482, მატ. 2521-1, Hd-14661, 1448-3261, Hd-2122, 1449-1460, Qd-9735, 1450-32/66, Hd: 2128, 14687, 9377, Ad-687, Hd-14440, Qd-1787, 1448-621, 1450-31/173, Hd-14683, 1450-31/174, 1449-265 1, 1448: 620, 5592, ქრ. II. 453, 1456-32/304, 1448-2387, 1449-1238, Hd-2197, 1448-509, 1450-19/103, 1449-1267, 1448: 502, 1722, 1450-47/149), შვილიშვილები: ლუარსაბ (1636 წ. ახლო. 1648, [1662] წწ. Hd-5296, 1450-31/174, Qd-2064, Hd-14674, 1449-1267, 1448: 502, 1722, 1450: 47/149, 21/21, Qd-7235, 1448-1501), ერეკლე || ნიკოლოზ, იხ. (1636 წ.ახლო. 1641-1662 წწ.·1450-31/174, Hd-5296, Qd-2064, Hd-14674, 1450: 37/198, 51/261, 1448-722, 1450: 47/149, 21/21, 37/197, 26/156, 1448: 1501, 1600, Qd-7235. ზოგიერთ საბუთში ერეკლე || ნიკოლოზს უწოდებს არა შვილიშვილს, არამედ - შვილს. უწყალობა: ლუარსაბ [მაყაშვილს] მისი განაყოფის, ბაზიტას მამულიდან ორი კომლი გლეხი: დავით ბოსტასაშვილი და მგელიკა საროასშვილი (1606 წ. Ad-693), მასვე - თიანელი ზამთარაულები ლომიტა და გიორგი (1610 წ. Ad-530), მასვე - იუზუქანთის მოურაობა და იოსაფათის სამოურაო თოღა (1610-იანი წწ. Ad-513), ლუარსაბს - მისი ძმის, იმედის მამული სააბრეშუმე სასახლით (1616 წ. Ad-516), ნოდარ [ჯორჯაძეს] - ხონთქართან გამგზავრების წინ - სახლთუხუცესობა და გაუჩინა სარგო - საერთო შემოსავლის ნახევარი, ისევე როგორც კახეთში დედოფლის სახლთუხუცესს ერგებოდა (1618 წ. ახლო. 1448-618), ეჯუბა ყორღანაშვილს - ამოვარდნილი ზაქარია ბარათაშვილის ნაქონი სოფელი, ბოცისჯუარი (1621 წ. 1. 7. 1450-16/161), სალაროს ქილიფთარ ბახუტას - ქუთაისში ყიზილბაშებისაგან გადარჩენის სამაგიეროდ - კისისხევს რაინდაშვილების ყმა-მამული, თამაზ მანველისშვილის, ქაიხოსროსა და გურასპის მამულები, ალაზანში ქაიხოსროს ნაქონი ყმა-მამული, ჯიღურასშვილების, ელისბარაშვილის, შალვაშვილის, ყაფლიაშვილისა და ჭიკჭიკაშვილისეული ნაოხარი მამულები; კისისხევის მოურაობა, ბუღალურში აშრაპასეული მამული, სასახლე მისი ყმისა და მენახევრეების მამულებითურთ (1622 წ. VI. 20. 1448-548), იოანე ტრედიძეს მამულები ტბეთსა და თუალში: გოგაშვილ-სინჯიასეული მამული, საყდრის წინ კუპრიასშვილისეული მამული და ნადირა კოცნაძე, მისი შვილის, შერმაზანისეული მამული, წინა საგარეჯოს ვანთას ორი საკომლო, კრწყალაძე ლაფერისეული სასახლით, (1622 წ. Qd-9447), ნათანაელს - ლიხთ-იმერეთში გაწეული სამსახურისათვის - თამაზას ყმები, არგოხს - ბაღათარისშვილის მამული, მაღრანს - დათუკა ხოხლასშვილის, ნუმერჩოსეული და მისი ბიძის, თადუას ყმა-მამული, პანკისს - მისივე ნაყმევი პაპია რუბიასშვილი, თურქია და სულა ქევზისშვილების, ნაომისშვილის, გირასშვილების და შავერდაშვილის ნაოხარი მამულები (1625 წ. 1449-1239), დავით გედავანისშვილს - მაღრანს მისი სახასო მსახლობელი და ნაოხარი და ზვარი, ხოხლიასშვილისა და საყდრის მამულის გამოკლებით (1626 წ. Hd-14686), ბეჟან მამაცაშვილს - რუისს პაპუნა თვალიაშვილის ნაქონი სახასო ვენახი და სასახლე, გლეხი ფარეიძე მამულით (1626 წ. 1449-1104), გივი გურამიშვილს- თემურყვეთუნის ნაქონი მამული - სოფელი ლერწამი (1627 წ. III. 5. Hd-2108), ბატონ ლევანს და მის სიძეს, ამილღამბარს - ვერტყუილას ბლიაძეები, ვერტყუილას ჭალას - გოგილაძეები და ციცქიშვილი, ციცქიურს - დევაძე, მგელაშვილები, ნადაბურს - მგელაშვილები, ნებიერთუბანს - ნებიერიძეები, წინაგანს - რიკაძეები, წაქვს - ხაჩიძეები, გოგოლაძე, მგელაშვილი, გრიგალაშვილი ხევისჯვარს - ტაბატაძეები (1628 წ. X. 30. Hd-14680), ქაიხოსრო ბარათაშვილს - ურუნბეხაშვილი და სოფელი ოძისი (1629 წ. IV. 4. 1450-11/59), ავთანდილ მარტიროზიშვილს სოფელი ნაბახტევი ნორაშნით (1630 წ. 1450-1/136), ეჯუბა ყორღანაშვილს - საბარათაშვილოში ზურაბ სააკაძის ნაქონი სოფელი ყუელთა (1630 წ. 1450-19/17), არსენ ავალიშვილს - რომელიც არადეთის ბოლოს დაასახლა- საფარიდან გადმოტანილი ჯვრის მონასტრის წინამძღვრობა, მას შემდეგ, რაც საფარა თურქებმა ააოხრეს და არსენ წინამძღვარი და საფარის ყმები ქართლში გადმოსახლდნენ (1630 წ. IX. 9. Hd-14678), ასლამაზს- ბოლნისს ალიხანა სუხუასშვილის ნაცვლად - აღეკს ალიხანა (1631 წ. Ad-682 ), იოთამ ამილახორს - მისი ძმის, ანდუყაფარისათვის ღალატის გამო ჩამორთმეული არადეთის სანაცვლოდ - სურხან თურმანიძის მამული წედისს, ატენს, ოლოზღუარებს, ჯოხისს და ბნავისს იმ პირობით, რომ იოთამს ეს მამულები დაეკავებინა სურხანის ცოლის, ქეთაონის გარდაცვალების შემდეგ, არადეთი კი თავად სახასოდ დაიჭირა (1631 წ. Hd-2122), ატენის მოურავს, გიორგი სააკაძეს - ატენს მირზასეული ვენახი (1631 წ. 1448-3261), ამოან თუხარელს - ნასახლარები: ცხავერი, კაჟათუბანი, სამებანი, ჯვარა, მადლა (1632 წ.Qd-9735 ), ზაქარია ავალიშვილს, რომელიც ქართლიდან ლიხთ-იმერეთში გადაჰყოლია და დიდი სამსახური გაუწევია - სოფლები: სომანეთი, აბისი და მისი მამიდაშვილის, იოთამ ფავნელიშვილის მამული ჰერედვი (1633 წ. V. 30. Hd-9377), რამაზ აბაზაძეს - პაპამისის, ზურაბის და მისი [სახლიკაცის, როშნას ნაქონები მამულები იმ ერთგულების ჯილდოდ, რომელიც რამაზს გამოუჩენია მეფისადმი აბაზაძეთა ღალატის დროს (1633 წ. VII. 1. Sd-501), პაპუა ჯორჯაძეს - როსტევან მოურა ვის ნაქონი მამული (1636 წ. 1448-621), სახლთუხუცეს იესე ჯორჯაძეს - მისი უშვილოდ გარდაცვლილი ბიძის მამული საბუე შემატებული სასახლით, ასლამაზ ბულალაშვილის ნაქონი მამული, ჩუმლაყს - ქაშბათის კერძი ერთი კომლი კაცი და ნაოხარი, ბაზარს - მოურავის ნაყმევი ერთი კომლი ურია, ურია ჩუმლაყს. ეს ყმა-მამული იესეს შეეძლო დაეჭირა ბიძამისის ქვრივის, დაჯიას გარდაცვალების ან გათხოვების შემდეგ (1636 წ. 1450-31/173), იოთამ ამილახორს მისი განაყოფის, თამაზას ნაქონი მამული (1636 წ. Hd-14683), იესე ანდრონიკაშვილს - ქიზიყური თათრის საბალახე (1637 წ. 1448-620), არსლან ჯანდიერისშვილს - მამამისის მისდამი ერთგულების საზღაურად - ღანუხს გარსევანის ნაქონი საქევხაო - ხუდაანი (1637 წ. 1448-5592), ჭიაურთ მოურავ შანშე ჩოლაყასშვილს - შილდას მაზანას ნახევარი ბეითალმანი მამული (1639 წ. 1450-32/304), დემეტრე ენდრონიკაშვილს - რაგა და ზურაბ ფალეკიშვილების მამული, მათი განაყოფების - მამუკასი და მისი ძმების, აგრეთვე - გოდერძი შამულაშვილის ნაქონი ყმა-მამული (1640 წ. 1448-2387), მდივან ნათანელს - არგოხში მისი ბიძაშვილის, ნონეს ნაქონი მამული, მაღრანს - ორი კომლი კაცი, დუმასურას - მისი სამკვიდრო მამული, ძალთაგორს მამუჩა და მისი სახლი (1641 წ. V. 5. 1449-1238), მახარობელ ნასიძეს - ციხისთავ გიორგისა და მისი ძმის, გულბაათის ნაქონი მამულები (1641 წ. Qd-2064), შანშე ჩოლაყაშვილს. შავერდ ჭიაურელის ნაყმევი შერმაზანა და იორდანე ადრე მისთვის გამორთმეული ერთი კომლის ნაცვლად. ეს ყმები შანშეს ხელში გადადიოდნენ შავერდის გარდაცვალების შემდეგ (1642 წ. IV. 3. Hd-2197), გიორგი კობაშვილს - მისი განაყოფის, ქუმსიაშვილის, ბარძიმასი და ტოზაშვილის მამულების ნახევარ - ნახევარი. დარჩიას და ქიაძის სასახლეები (1642 წ. XII. 22. 1448-509), ზაქა რია ავალიშვილს -კ ალაურში ზალდასტანისეული მამული (1642 წ. Hd- 1952 ), რევაზ ბარათაშვილს - ტალავრის დარბაზი, შუა ბოლნისის მოურაობა(1643წ. 1449-1267),თამაზ ჩოლაყასშვილს - ლომსიასშვილის ნაქონი მამული - ქორეთი (1643 წ. 1448-3263), გივი გურამიშვილს - სუხიტა ხიმშიაშვილის ნაქონი მამული - ერწოს ამოტანი (1644 წ. 1450-19/113), ვახუშტი ვახახიშვილს - ენისელში, ტილუხს თვრამეტი საკომლო და ძამისა პიროქროაშვილის ნაქონი მამული, მხოლოდ ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ (1644 წ. 1448-502), ავალ ავალიშვილს - ლიხთ-იმერეთში წაყოლისა და სამსახურის გამო - სახასო მამული კახეთში: უჯარმაში ამოწყვეტილი ჯავშანა ვაჩნაძის მამული, კალაურში, ბაკურციხესა და კარდანახში, ენისელსა და ბაზარს ყულ-დავითის ნაქონი მამულები, ძაგნაკორნას და ხეობაში ღონენა ხიმშიაშვილის ნაქონი მიწები და კიდევ ის მამული, რომელიც ადრე ჯერ ამილახვრისათვის, შემდეგ ლარგველისათვის ჰქონია ბოძებული (1646 წ. XI. 26. 1450-47/149), თამაზ ჩოლაყაშვილს - სუფრაჩ ბიძინა და ჯამასპ ჩოლაყაშვილების მამულების ნახევარი უჯარმასა და გავაზს იმ პირობით, თუ თამაზი თავის ბიძაშვილებს გაეყრებოდა (1648 წ. 1448-1501), იოვანე სააკაძეს - მისი განაყოფის, თამაზას მამული სამღერეთი (1631 წ.ახლო.] Hd-5296), იოთამ [ამილახორს] მისი განაყოფის, თამაზას კერძი მამულები კასპს, გერითებს, ძევერას, კარბის სანაცვლოდ საკორინთლო ([161--1648 წწ.] Hd-9429), გიორგი ნასიძეს - ქიზიყის ასისთაობა, ფარისთავს - ერთი ცხვარი, ფაგაბაშზე, გომის თავს - ერთი აბაზი, ქიზიყში ხევისთაობა, ენისელში - ჯამაგირად შვიდი ლიტრა აბრეშუმი (1652 წ. 1450-51/261), შერმაზან ხიმშიაშვილს - ძაგნაკორს მისი განაყოფის, გიორგი [ხიმშიაშვილის] შვილის ნაქონი მიწები და კალაურს ზალდასტან ვაჩნაძის წილი ყმა-მამული (1660 წ. 1450-37/197), სუფრაჩ ფარემუზ ჩოლაყასშვილს - მოურავ თამაზ [ვაჩნაძის] ნაქონი მამული გავაზში (1662 წ. Hd-1925), მოურავ ჩერქეზ-ალადაღაისშვილ გიორგის - რომელიც მეფეს თან ახლდა იმერეთთში, ურუმში და დიდი სამსახური გაუწია 15 წლის განმავლობაში - სახასო მამულები: გარდისშვილის [ნაქონი] მამული ჩერქეზი, ნაოხარი ნასოფლარები, ოსი აზნაურიშვილები მამულებით, ერთი ამხანაგით გასადევარი მებალახეობა (1662 წ. 1450-25/156); ქაიხოსრო ჩოლაყაშვილის, რომელიც თან ახლდა, ჯერ მას იმერეთში, ხოლო მის შვილიშვილს რუსეთში, ალავერდელ არსენ ავალიშვილისა და მისი ძმის, ავალ ავალიშვილის ნაქონი მამული უჯარმაში, უტოს მამული ([1641-1662 წწ.] Hd-14674); განუახლა წყალობა: შანშე ჩოლაყაშვილს - მამიდამისის, თამარის, ყმა-მამულისა, რომელიც ბოქაულთუხუცეს პაპუა ჯორჯაძისათვის ჰქონდა ნაბოძები (1630 წ. Hd-14482), შიოშ სოლაღაშვილს - სომხითში სოფელი ტალავერი (1630 წ. IX. 10. Sd-741), ბიძინა თულაშვილს - ბოლნისისხევს სოფელი ბერდიკი (1630 წ. IX. 14. 1450-51/41), პატა ჯავახიშვილს - მისი მკვიდრი მამული ცხირეთი (1630 წ. Qd-994 ა, ბ), ზურაბ გაბაშვილს - მისი მკვიდრი მამული დიდუბე (1632 წ.1450-32/66), ოთარ ტატიშვილს - პაპამისის, გიორგი შალიკაშვილის მკვიდრი გლეხები (1636 წ. IX. 7. Hd-4440), იესე ჯორჯაძეს - ყმა-მამული: ლეკეთელი კაცები და ღანუხს მამული, მამრეხი და გოდბარექი, ბიძასთან ერთად გაყოფილი გოსტაშაბისეული მამული. თამარის მამულს გარდა, ერასტიშვილის ყმა-მამულის ნაწილი, ალმატლისშვილის ნაოხარი, ყუდრო და სხვა მამულები, ყანდაურიანში ბაგრატისშვილისეული ნაოხარი (1636 წ.Qd-1787), რევაზ ბარათაშვილს - მისი მამა-ბიძის ნაქონი მამული: ფაზაანთ კარაქა, მუსეთრიანი, ქობევანი, ძველი დმანისი, თეკენა, მიჯა (1643 წ. 1449-1267), ლუარსაბ [მაყაშვილის] ცოლყოფილს, მარიამს და შვილიშვილს, ლუარსაბს - მინაზარისშვილსეული მამული ([1634-1648 წწ.] Ad-687), გიორგი ნასიძეს - ზაზუტა და ნასყიდა დაჯყაშვილები, ველისკაცი, შალითა და ხიზანა შვილებითა და მამულით (1652 წ. VI. 29.1450-51/26), ენისელთ ნაცვალ ხოსროს - ენისელთა, ბაზრისა და კემურყანდახის ნაცვლობა (1662 წ. IV. 9. 1448-1600), ჩერქეზ გიორგი ალადაღისშვილს - ჩერქეზში სახასო მამულები, გარდისშვილის ყოფილი საგანაყოფო, მასზე მცხოვრები ჩერქეზი და ოსი აზნაურიშვილები, ტურნაშვილები, სურამის მოურაობა, მებალახეობა (1662 წ.1450-26/156), შერმაზან ხიმშიაშვილს- მკვიდრი ყმა-მამული: ორი კომლი ირემაული, ხეობაში,ძაგნაკორს, ბიბიანი და ბულაჩაურები, ზარიბეთკარი და მუჭაურები მამულებითურთ ([1648-1662 წწ.] 1450-37/198), შესწირა: ალავერდის წმინდა გიორგის თავისი თანამეცხედრის, დედოფალ ანას სააღაპედ ყმები, კაკელთას- გერმანე, ბისტია, ელია, როსება, ხოსრო, შავერდა, ხანგულდა, შაჰვერდა, გერმანოზა, თასმალო, მამუკა, ქემაროზა, უსუფა, ხოსრო, ონისა, არდაზა, ელა, ბოცია, ჯუანა, ქვრივი დედაკაცი, მუშაანიდან - ნატრო, შავთუალა, გამიხარდა, ხოროზანა, ჯიმა, ჩულხუტა, მანველა, ციბა, თოლასშვილი შავერდა, ყურმანასშვილი, ბულბულა, ბუთა, შამურა; კისისხევს - ქათინა, ხოროზანა,ირემა, იოანე, აბრამ, ფოცხუერა, გულბათა, ნადირა, უსუპა, ელისბარა, ნადირა, ესტატა, ომსიარა, მავერდა, იოაკიმ, საფო, ქოქია, გიორგი, ბანო, მგელა, საღირო, ქემია, დათუა, ნადირა, გოჩია, იმედა, ელიოზ (1612 წ.1448-5017), ხორეშან დედოფლის შერთვასთან დაკავშირებით - მეტეხის ღმრთისმშობელს - უჯარმას მონასტერი სიონი და ხორაუგს ქვაბნი (1614 წ. ქრ. II. 440), იოანე მახარებლის ეკლესიას კუნძულ პატმოსზე - მაშნარი, საწინამძღვრო წმინდა სამება ყმითა და მამულით (1626 წ. II. 26. 1449-221), არადეთის ბოლოს დასახლებული საფარის მონასტრის ყმები - საფარის მონასტერს (1630 წ. IX. 9. Hd-14678), მანგლისის ღმრთისმშობლის ეკლესიას- ზემო ბოლნისს მელიქის ნაქონი მამული და გლეხები: დავითა, ეჯუბა, ემინა, ყუზანა, შარიერა, ყაზარა (1630 წ. 1449-1776), მანგლისის საყდარს - სოფელი სურნისი (1630 წ. Hd-2214), სვეტიცხოველს - გორს მცხოვრები სომეხი იზა აკოფა მისი სახლითურთ და გაიჩინა აღაპი (1631 წ. 1449-2645), ხახულის ღმრთისმშობელს - შუამთას მცხოვრები ვაჭრებისაგან ბაჟი (1637 წ. VI. 9. 1449-2651), დავით გარეჯის მონასტერს - წინა და უკანა საგარეჯოს გამოსაღების ნახევარი და წინამძღვრად დაადგინა მარკოზი (1639 წ. 1448-1037), თელავის ღმრთისმშობლის ეკლესიას- თიანეთში ერთი კომლი მამუკა და განერა გუგუტაშვილები (1639 წ. 1449-1779), ბოდბის წმინდა ნინოს ეკლესიას - ქიზიყისა და ბოდბის გასადევრიდან, თარაქამისა და ლეკის ცხვრისაგან ფარის თავს თითო ცხვარი (1645 წ. 1448-2395), სიონის ღმრთისმშობლის ტაძარს - მარტყოფში ეშხიანისშვილის მამული, მიწა და ვენახი (1647 წ. 1449-2652), გუდარეხის ღმრთისმშობელს - ალექსანდრე მეფესთან ერთად - სანთელ-საკმეველი, ზეთის ფასი - ხუთი თუმანი თეთრი, აბელ [უნდილაძის] სოფლის ბოლო „მონაჭარი“, მასზე მოსახლე სამი კომლით, რომლებიც უნდილაძეების არსენისა და აბელის წილი ყოფილან და მათი ამოვარდნის შემდეგ სახასონი გამხდარან (1583 წ. sic [1639-1648 წწ.] Hd-1554 ბ); განუახლა შეწირულება: მანგლისის ღმრთისმშობელს - თხუთმეტი საპალნე ღვინისა (1630 წ. 1448-2393), მთაწმინდის პორტაიტის ღმრთისმშობელს - დედოფალ თამარის, გიორგი მეფის თანამეცხედრის მიერ შეწირული ყმა-მამული, მეჯვრისხევს: დათუნა გურგელაძე, ხახნია ჯაყელი, დემეტრა მილაძე, მგელა ლაზაძე, იოვანე გებგაძე, იოვანე და შიუკა შანშიაშვილები, შოშიტა სირული, ბაქელის ნაოხარი ზვრის ნახევარი, ფოცხვერა და ივანა სირულიძეების მამული მასზე მცხოვრები ფოცხვერათი და მამრიკათი (1630 წ. 1461-3/127), ბოდბის წმინდა ნინოსა და წმინდა გიორგის ეკლესიებს - მათი კუთვნილი მამულების გამოსაღებები (1631 წ. 1449-1460), იერუსალიმის ჯვრის მონასტერს - ალექსანდრე მეფის მიერ მიცემული აბრეშუმისა და აღდგომის საყდრისათვის შეწირული მამულებისა (1641 წ. 1450-51/180), [სომეხთა] კათალიკოს იაკობს - კახეთში, ენისელს სოფელი თასმალური სასახლით, სააბრეშუმე ბახჩებით ([1655-1662 წწ.] 1450-21/21);გაათარხნა: ესიტა გადასახადებისაგან (1616 წ. III. Hd-4163), იოანე ტრედიძე (1622 წ. Qd-9447), გორელი ტერტერები (1630 წ. მატ. 252. 1-1), სვეტიცხოველი საურისა და მალისაგან (1630 წ. 1448-1329), ჯაბჯაური ბერუკა (1631 წ. II. 21. Hd-14661 ა), გუდარეხის მონასტრის მამულები (1583 წ. sic. [1639-1648 წწ.] Hd-1554 ბ); განუახლა თარხნობა: ხოსროსა და მის მამინაცვალ დარჩას მათი მკვიდრი მამულებისა: ქოდელაანში სასაფლაო და მამული, დემურა[ა]ნში ნატროს ნაქონი მამული, თამალაურში მურადა შვილებითურთ (1645 წ. VIII. 4. 1448-1722), ლუარსაბ თარიშვილს (1647 წ. Qd-7235), სიონის ღმრთისმშობლის მამულებს მარტყოფში - სარუსთველო გამოსაღები (1647 წ. 1449-2652), ენისელთ ნაცვალ ხოსროს - მისივე კუთვნილი მამულებისა: სუხანაანში ნასახლარზე, ისლამაურში ყიშლაღზე, გზირიშვილის მამულზე, ხარატში - ხოსროს მიერ აშენებულ ყარაგოზას ნასახლარზე, მამულზე, თასმალურში მურადაშვილზე, დემურაანში - შანაზარას ნასახლარზე (1662 წ. IV. 9. 1448-1600); გაარიგა სამამულე დავა: შანშე ერისთავსა და იოთამ ამილახორს შორის ([1623-1632 წწ.] Hd-14669), თამაზ სააკაძესა და საგინაშვილს შორის სოფელ ხოფისზე (1593 წ. sic [1639-1648 წწ.] Hd-1564); დაამტკიცა: სიმონ მეფის მიერ გედეონ მაღალაძისათვის ბოძებული სისხლის განჩინება (1592 წ. Ad-1588), თამაზ ამატაკიშვილისათვის ადრე ნაწყალობევი მამულები: ასლამაზისეული უჯარმას, ბეწეწურს, სათილანს, საბუეს, სამაღრანს, უტნისს და ჯანანს, ციხისთავისეული მამული, ღანუხს ასაფასეული სასახლე, მუშოანს - მარიამ ბატონიშვილისეული, კემურს თვალასეული, ჯინჯიხარში ადრე ნაწყალობევი მამულები, ბაზარს - ებრაელები, იუდა და მოშეგულა (1616 წ. Hd-14679), ხვარაშან დედოფლის მიერ სვეტიცხოვლისათვის ბოძებული სოფელ ოსიაურის შეწირულება (1629 წ.X.13. 1449-2644), გივი გურამიშვილისათვის სოფელი ბაბიანი (1642 წ. 1450-19/103); მისცა პირობა: სახლთუხუცეს იასე ჯორჯაძეს, რომ უბოძებდა ბიძამისის, მოურავის ნაქონ მამულს იმ შემთხვევაში, თუ მისი რძალი (ბიძამისის ქვრივი) გათხოვდებოდა (1636 წ. ახლო. 1450-31/174), ალავერდელ ზებედეს, რომ მხარს დაუჭერდა მის გადაწყვეტილებებს ([1612-1639 წწ.] Ad-600), ბაადურ ციციშვილს - მფარველობისა და უვნებლობის შესახებ (1616 წ. Ad-1292), ანდუყაფარ ამილახორს კეთილმოყვრობის შესახებ ([1625-1632 წწ.] Hd-2112), იოთამ ამილახორს - რომ უბოძებდა ქართველთაგან დატყვევებული მისი ძმის, ანდუყაფარის მამულს სომხითსა და ქართლში ზერტს გარდა და კახეთში, მაღრანს გარდა. ამ მამულების სანაცვლოდ კი შეჰპირდა სხვა წყალობას ([1633-1648 წწ. Hd-2128), ზაქარია ავალიშვილს - რომ დაიცავდა მას როსტომ მეფისა და ყაენისაგან ([1632-1648 წწ.] Hd-14687), ხახულის ღმრთისმშობლის ეკლესიას- გულგულაში რუს გაყვანისა და მაყაშვილებთან დავის მოგვარების თაობაზე (1641 წ. Ad-52); მას მისცა პირობა როსტომ მეფემ კეთილმოყვრობისა და იმის შესახებ, რომ უშუამდგომლებდა ყაენთან, თუ თეიმურაზი შვილსა და რძალს შაჰის კარზე გაგზავნიდა ([1648 წ.] Hd-14433); უბრძანა: მანგლისის ეკლესიის ყმებს ემსახურათ ბატონი მანგლელისათვის (1630 წ. IX. 9. 1448-3260), თავის სიძეს, ზურაბ [ერისთავს], რომ ხელი აეღო სვეტიცხოვლის მამულებზე: საფურცლეზე და მისაქციელზე ([1623-1631 წწ.] 1449-1761), ხოჯა ამირუმას და გრემის ხოჯებს - ხელი აეღოთ ხახულის ღმრთისმშობლისათვის შეწირულ ბაჟზე (1662 წ. ახლო. 1448-3258), ხოჯა ქამალას - ხელი არ ეხლო ხახულის ღმრთისმშობლისათვის შეწირულ ბაჟზე (1662 წ. ახლო. 1448-3259); მისი ბრძანებით: სუფრაჩმა ბიძინა ჩოლაყასშვილმა მისცა პირობა კათალიკოს ქრისტეფორეს, რომ სვეტიცხოვლის მამულებში არ შეუშვებდა თავის მსახურებს (1638 წ. ქრ. II. 453), ჩიხიქთვაშვილმა სამუტაშვილმა ოსიყმამ ივალდებულა იოვანე აფხაზისათვის ყოველწლიურად მიეტანა თავისი ხარ-ურმით ერთი ცალი ღვინო (]1623-1662 წწ.] 1450-14/29); სხვადასხვა: მისი ჯერჩინებით იოანე კათალიკოსმა დავით ელიოზისძეს უწყალობა მცხეთას სასახლე, ახაუგულეტანს გლეხები და მამუკასეული სამამთავრო (1616 წ. Sd-543), მასთან დააბეზღა ქაიხოსრო ჯავახიშვილმა გიორგი სააკაძის ხუთი მსახური და აზნაურიშვილი (1620 წ. IV. 15. Hd-6259), მისი ნებართვით დავით ალმატლისშვილი ეყმო სვეტიცხოველს (1627 წ. Ad-1609), ნასისხლად დაუდვა მარიამ დედოფალს კისისხევი, მისი იმერეთში გადასვლის შემდეგ მარიამმა კისისხევი სახასოდ დაიჭირა (1649 წ. VI. 15. 1449-2653); იხსენიება: როსტომ მეფის მიერ ნასყიდა არუწაშვილისათვის ბოძებულ წყალობის წიგნში აღნიშნულია, რომ მას ნასყიდა არუწაშვილის ვენახი აბაზაძისათვის მიუცია (1635 წ. Qd-2500), „ჟამთა ვითარებისაგან“ იმერეთს ყოფილან ჩასულები: მეფე თეიმურაზ, დედოფალი ხორეშან და ძე მათი დავით (1638 წ. ქრ. II. 453), ზაალ ერისთავმა და ნოდარ ციციშვილმა მოინდომეს მისი გამეფება ქართლში (1643 წ. Qd-2188), როსტომ მეფის შეწირულების წიგნში სვეტიცხოვლისადმი მოთხრობილია: იგი განდევნილი ყოფილა კახეთიდან ბაგრატის ქართლში მეფობის დროს. მარტყოფის ბრძოლის შემდეგ თეიმურაზი ჩამოუყვანიათ ქართლში და გაუმეფებიათ. შემდეგ ქართლის ტახტი წაართვა სვიმონმა, რომელიც თეიმურაზმა თავის ყმას ჩარაზსა და თავის ქალიშვილს მოაკვლევინა, შემდეგ ისევ გაბატონდა ქართლში. იგი ქართლიდან საბოლოოდ გააძევა როსტომმა. თეიმურაზი იმერეთს გაიხიზნა, შემდეგ მთის გზით მოახერხა კახეთში გადასვლა და იქედან როსტომს მრავალ უსიამოვნებას აყენებდა. შემდგომში, კათალიკოსისა და ერისთავების შუამდგომლობით, იგი თითქოს შეურიგდა როსტომს. სვიმონის სისხლის საფასურად კისისხევისა და გავაზის მიცემას შეჰპირდა, მაგრამ პირობა არ შეუსრულა. თიანეთში შეიბნენ იგი და როსტომი. თეიმურაზი დამარცხდა, გაქცეულა კახეთში, გრემთან როსტომი დაეწია და იქაც დაამარცხა. თეიმურაზს ამ ბრძოლაში მოუკლეს შვილი, დავითი. სახლთუხუცესი რევაზ [ჩოლაყასშვილი] და მრავალი კახი დიდებული თეიმურაზის მეუღლემ ხორეშანმა, რომელიც როსტომის ბიძაშვილი იყო, სთხოვა როსტომს, რომ თეიმურაზი იმერეთში გაეტარებინა (1648 წ. ქრ.II. 461-464), როსტომ მეფის მიერ დონდარა ეჯიბისშვილისათვის მიცემულ წყალობის წიგნში აღნიშნულია, რომ მასზე გაუმარჯვია როსტომ მეფეს თიანეთის ბრძოლაში (1651 წ. Qd-9585). როსტომ მეფის მიერ სვეტიცხოვლისათვის ბოძებულ შეწირულების წიგნში აღნიშნულია, რომ თეიმურაზის მეფობის დროს საგარეჯოს გამოსაღები ნახევარი მეფისა იყო, ნახევარი კი სვეტიცხოვლის (1651 წ. XI. 27. ქრ. II. 465 ), როსტომ მეფემ განუახლა ბოდბის წმინდა ნინოს ეკლესიას მის მიერ დაწესებული ცხვრის გამოსაღების წყალობა (1654 წ. ქკმის, 3-4), მას შეუწირავს ბოდბის წმინდა ნინოსათვის თათრისა და ლეკისაგან აღებული ცხვრის თავი, აღნიშნულია როსტომ მეფის შეწირულების წიგნში ბოდბის წმინდა ნინოსადმი (1655 წ. 1448-1239), სვიმონ მეფისადმი გამოჩენილი ერთგულებისათვის მას როინ ჯავახიშვილი ჩაუგდია ხორნაბუჯის ციხეში (1656 წ. Hd-14677), სუფრაჩ ფარემუზ [ჩოლაყასშვილისათვის] უწყალობებია გავაზში თამაზ მოურავისეული მამული (1662 წ. Hd-1925), შაჰნაზარმა განუახლა ბოდბის წმინდა ნინოს მის მიერ ბოძებული თარხნობა (1664 წ. II. 25. 1448-2949), ერეკლე მეფის შეწირულების წიგნში ბოდბის წმინდა ნინოსა და წმინდა გიორგის ეკლესიებისადმი აღნიშნულია, რომ მას შეუწირავს ამ ეკლესიებისათვის ფარის თავს თითო ცხვარი (1664წ. IX. 4. 1448-65), მას შეუწირავს სიონის საყდრისათვის მარტყოფში ეშხიანიშვილის საკომლო, აღნიშნულია თბილელ იოსებ სააკაძის მიერ იოვანე ბატკუაშვილისათვის ბოძებულ წყალობის წიგნში (1666 წ. III. 12. 1449-1816), ვინმე პეტრეს მისი წყალობის წიგნი ღართისკარში ტყვედ ჩავარდნის დროს დაუკარგავს (1666 წ. III. 30. მინაწ. 1450-36/118. მინაწერი), მისი მეფობის დროს ბარამს, ზაალს, ედიშას ჰქონდათ ქართული ცხვრის საბალახე, რომლის წყალობა განაახლა არჩილ მეფემ (1667 წ. Hd-4808), არჩილ მეფემ განუახლა ზაალ ნათანლისშვილს მის მიერ ადრე ბოძებული წყალობა (1671 წ. 1449-1236), მის მიერ ნაწყალობევი ხუთი კომლი კაცი გავაზს ფარემუზ ჩოლაყა შვილმა ნასისხლად მისცა ზურაბ ენდრონიკაშვილს (1676 წ. 1461-13/33), ბეჟუა რამაზისშვილის მიერ ნონია მაკარისშვილისათვის მიცემულ მამულის ნასყიდობის წიგნში აღნიშნულია, რომ მას ბეჟუას მამისათვის უწყალობებია მარტყოფს, ნორიოს უბანში, ერთი ამოვარდნილი საკომლო (1682 წ. IV. 3. 1450-34/192), ნიკოლაოზ მთავარეპისკოპოსის განჩინებაში იოვანესა და მაკარი მღვდლის სამამულე საქმეზე აღნიშნულია, რომ ეშხიანისშვილისაგან ნაყიდი მიწა ორპნისს თეიმურაზს შეუწირავს სიონის ღმრთისმშობლისათვის (1688 წ. ახლო. 1450-34/183), ელენე დედოფლის მიერ ზაალ აბაზაძისათვის მიცემულ წყალობის განახლების წიგნში ნათქვამია, რომ ზაალს მისგან ჰქონია ნაწყალობევი მამული (1693 წ. VII. 10. Hd-1676), არჩილ მეფის მიერ სვეტიცხოვლისათვის ბოძებული მამულების საზღვრების განახლების წიგნში აღნიშნულია, რომ მას დაუდგენია ეს საზღვრები ([1664-1675 წწ.] Ad-2253-გ), დათუა სალხინასშვილისა და ხოსიტა მამისაშვილს შორის სამამულე დავის გადაწყვეტის წიგნის თანახმად, თუხარელს ჰქონია მისგან ბოძებული ზურაბ სააკაძის მამული (1696 წ. I. 29. Sd-497), მამადყული-ხანმა გარეჯის უდაბნოს განუახლა მის მიერ ბოძებული სოფელ აკურას შეწირულება (1698 წ. II. 11. 1461-7/36), ერეკლე მეფემ ალავერდის წმინდა გიორგის ეკლესიაში მის სახელზე დააწესა აღაპი (1699 წ. II. 25. 1449-1852 ); მისი ხელრთვა აქვს შემდეგ საბუთებს: Ad: 1292, 516, 556, 513, 1448: 548, 1329, 3260, 3261, 621, 620, 5592, 1037, 2387, 509, Hd: 14678, 2214, 14482, 1952, 13308, 2124, 1448: 3263, 502, 1722, 2395, 1501, 1239, 3259, 3258, Hd: 2128, 14687, 14674.
თეიმურაზ - [1616]-1628 წწ.
მუხრანის ბატონი, ჰყავს: ძმა - ქაიხოსრო (1616]-1622 წწ. ქრ. II. 444. 1449-2643), შვილები: ვახტანგ (1622-1628 წწ. ქრ. II. 444, Hd-2259) ლუარსაბ (XVII ს.20-იანი წწ. Hd-2259), არჩილ, ბაგრატ, ერეკლე, კონსტანტინე, დავით (1622 წ. ქრ. II. 444), ძმის წული აშოთან; იხ., გაუახლა როინ ჯავახიშვილს მამულის წყალობა (XVII ს.20-იანი წწ. Hd-2259); იყიდა იორამ ფავლენიშვილისაგან სოფელი ბროწლეთი (1622 წ. ქრ. II. 444); ჰქონდა სამამულე დავა ნუგზარ არაგვის ერისთავთან სოფელ მლაშეზე, ბაგრატ მეფის გადაწყვეტილებით, ორივე მხარეს თორმეტ-თორმეტი აზნაურიშვილით უნდა დაეფიცა, რომელი მხარეც მოახერხებდა დაფიცებას, მიწა მას დარჩებოდა. წართმეული და ნაძარცვი საქონელი კი ერთმანეთისათვის უნდა დაებრუნებინათ ([1616-1619 წწ. 1461-3/34); ზურაბ ერისთავის მიერ სვეტიცხოვლისათვის მიცემულ სოფლის შეწირულების წიგნში აღნიშნულია, რომ თეიმურაზმა სვეტიცხოველს წაართვა საფურცლე (1628 წ. I. 1. 1449-2643).
თეიმურაზ - 1678-1687 წწ.
მუხრანის ბატონიშვილი || მუხრანის ბატონი, სახლთუხუცესი ([1678-1687 წწ.] 1448: 521, 313, Hd-2342, 1448-5610, 1449-874, 1461-3/133, Hd-6204, 1448-610, Ad-1646). ჰყავს ბიძები: აშოთან, იხ., მეფე ვახტანგ V, იხ.; ბიძაშვილი მეფე გიორგი XI (1687 წ.1448-610), თანამეცხედრე ანა (1687 წ. 1461-3/134), შვილები: კონსტანტინე, ოტია, ადარნასე (1687 წ. 1448-610). მას უწყალობა გიორგი მეფემ სახლთუხუცესობა, ელის ქოდავის მკრეფელობა, საყმოდ სარათლუ, ქურთები და თბილისში მისივე ნაქონი სასახლე (1687 წ. XII. 9. 1448-610); იყიდა იასე ტერტერაშვილისაგან პაპია ამირხანაშვილი და მისი ძმები: გიგოლა და ზურაბა (1682 წ. XI. 15. Hd-3135); გიორგი მეფესთან ერთად მისცა პირობა კახეთის თავადებს მფარველობისა და კეთილმოყვრობის შესახებ ([1678-1688 წწ.] Hd-2159); მოწმე იობის მიერ აშოთან [მუხრანის ბატონისათვის] მიცემული გლეხების ნასყიდობის წიგნისა (1686 წ. 1461-3/133); სხვადასხვა: გიორგი მეფის დავალებით ჩაიყვანა თბილისში ახალჯუღიდან წინწყაროში წასული საჰრუნელი ტერ-მათეუზას შვილი ტერ-ნერსესა (1684 წ. III. 7. 1449-874), გიორგი მეფესთან ერთად მონაწილეობა მიიღო დარბაზობაში, რომელმაც გადაწყვიტა პატრიარქ დოსითეოსისათვის ფულადი დახმარების გაწევა იერუსალიმის ქართული მონასტრების დასახსნელად ([1678-1685 წწ.] 1448-1283); დაამტკიცა: შაჰნავაზის მიერ პაპუა მაღალაძისათვის ბოძებული სასისხლო სიგელი (1675 წ. III. 25. ქრ. II. 489 სას.); იხსენიება: გიორგი ზედგინიძის მიერ ბატონ დავითისათვის მიცემულ პირობის წიგნის ფიცის ფორმულაში (1678 წ. III. 15. Hd-2823); მის დროს მიღებული მამულისა და სახელოს წყალობა ნაზარალი-ხანმა განუახლა გიორგი ზედგინიძეს (1693 წ. 1450-37/76); მისი ბეჭედი უზის შემდეგ საბუთებს: 1448: 521, 313, Hd-2342, 1448-5610, Hd-6204, Ad-1646).
თეიმურაზ
მუხრანის ბატონიშვილი, შვილი ლევან მუხრანის ბატონიშვილისა, იხ., ძმა ქაიხოსრო მუხრანის ბატონიშვილისა, იხ.
თეიმურაზ
ბატონიშვილი, შვილი მეფე ნაზარალი-ხანისა, იხ., მის სახელზე გაააზატა დედამისმა, ანა დედოფალმა, ესტატე ივანესშვილი ([1695-1703 წწ.] 1448-2290).
თომა
მუხრანის ბატონიშვილი, შვილი ლევან მუხრანის ბატონიშვილისა, იხ. იხ., თინათინისა, იხ.
![]() |
7.4.4 იასე || იესე |
▲ზევით დაბრუნება |
იესე (ვარ. იესე-ხან) - 1532-1580 წწ.
მეფე (1580 წ. H-14441), ჰყავს: მამა ლევან კახთა მეფე, იხ. (1580 წ. Hd-14441), შვილები: პანკრატ, მაჰმად მირზა. უწყალობა სიაუშ სააკაძეს სააბრეშუმე თემში ორმოცი კომლი კაცი, რადგან სააკაძეები მას ემსახურნენ ქართლში, სიმონ მეფესთან ყოფნისას (საბუთს აქვს მისი ხელრთვა 1580 წ. Hd-14441).
იესე (ვარ. იასე) - 1658-1700 წწ.
მუხრანის ბატონიშვილი, ბოქაულთუხუცესი ([1658-1688 წწ.] Hd-9653, H-7016, 1449: 1193, 427, 1450-48/101), დიღმის მოურავი ([1687-1697 წწ.] Ad-1646, 1449-190), ჰყავს: მამა აშოთან მუხრანის ბატონი, იხ. (1700 წ. 1449-2296), ძმა ქაიხოსრო, იხ., შესწირა: სვეტიცხოველს რუისში ერთი კომლი გლეხი ღვინია და მისი ძმისწული ზაქუტა, ავლაბარში ორი კომლი გლეხი: ნიკოლოზა და გიორგი ბაგურიძეები (1700 წ. II. 3. 1449-2296); ნიკოლოზ კათალიკოსთან ერთად გაარიგა ზაალ ციციშვილისა და ხატისთელეთელთა დავა ([1678-1696 წწ.] Ad-1226); მოწმე: ციცი ციციშვილის მიერ „მეუნაგრე“ შაბანასათვის მიცემული ყმის წყალობის წიგნისა (1658 წ. III. 1. Hd-9653), ციცი ციციშვილის მიერ პაპუა მაღალაშვილისათვის მიცემული ყმა-მამულის წყალობის წიგნისა (1665 წ. II. 10. Qd-7010), როინ კეცხოველის მიერ დომენტი კათალიკოსისათვის მიცემული ყმების ნასყიდობის წიგნისა (1665 წ.1449-1193), ციცი ციციშვილის მიერ როსებ მაყაშვილისათვის მიცემული ყმების ნაჩუქრობის წიგნისა (XVII ს. 70-იანი წწ. 1450-48/101), ნიკოლოზ კათალიკოსის მიერ რევაზ მაღალაძისათვის მიცემული წყალობის წიგნისა (1687 წ. Ad-1646), დათუნა დოლენჯიანის მიერ მდივან გივი თუმანიშვილისათვის მიცემული დავის გარიგების წიგნისა (1688 წ. I. 1.Sd-42), ფარსადან ციციშვილის მიერ იოვანე კათალიკოსისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1697 წ. 1449-1190), თამარ დედოფალი მას ატყობინებს, რომ მდივანბეგმა გაარჩია პეტრესა და ვიღაც ურუმს შორის სადაო საქმე, „კაცი ისევ პეტრეს დარჩაო“ ([1676-1683 წწ.] 1449-427); იხსენიება ზევდგინ ზევდგინისშვილის მიერ დომენტი წილკნელისათვის მიცემულ ყმებზე უდაობის წიგნის ფიცის ფორმულაში (1698 წ. II. 2. 1448-2349); მისი ბეჭედი უზის საბუთს Ad-1226.
იასე (ვარ. იესე)
მუხრანის ბატონიშვილი, შვილი ლევან მუხრანის ბატონიშვილისა, იხ., დედოფალ თინათინისა, იხ.
იოველ - შვილი ელმირზა ბატონიშვილისა, იხ.
იორამ - 1631-1644 წწ.
ბატონიშვილი, ჰყავს ძმა გიორგი, იხ., შვილი ალექსანდრე (1644 წ. 1448-2317), მას, როსტომ მეფის ბრძანებით, მას შემდეგ, რაც სუფრაჯმა ჰამზაბეგმა და მდივანმა ბირთველ თუმანიშვილმა გაარიგეს შულავრისა და თეთრისოფლის დავა მიწებზე და წყალზე, უნდა აეღო ღალა თეთრისოფლელების მოხნული მიწიდან ([1633-1658 წწ.] Sd-484); დაამტკიცა როსტომ მეფის მიერ შამბულიძეებისათვის მიცემული მამულის წყალობის წიგნი. საბუთს უზის მისი ბეჭედი (1644 წ. 1448-2317).
ისლამირზა - (ვარ. ისლამ). - შვილი მეფე ერეკლე I-ისა, იხ.
კონსტანტინე
მეფეთ-მეფე. განუახლა გოშქოთელიანს სისხლის ფასში მიღებული ხორხომელისძის წყალობა (XIII-XIV სს. მიჯნა. სსძ. II. №124).
კონსტანტინე I - 1441-1408, [1411] წწ.
მეფეთ-მეფე, ძლიერი, უძლეველი, სოლომონიან-დავითიან-ბაგრატუნიანი, აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა, შანშე და შარვანშე, ყოვლისა აღმოსავალისა და დასავალისა მტკიცედ ფლობით მპყრობელი. ჰყავს: [სიმამრი] ამირეჯიბი ქუცნა [გაბელიძე], იხ., ძმა მეფე გიორგი VII, იხ., [თანამეცხედრე] ნათია, ამირეჯიბ ქუცნა [გაბელიძის] ასული ([1412-1431 წწ.] ქრ. II. 208-212), შვილები: ალექსანდრე (შემდგომში - მეფე ალექსანდრე I), ბაგრატ, გიორგი (1408 წ. VI. 4. Qd: 9019, 9022 სას.). უწყალობა მამული დავით მორჩილაძეს, რომელიც თან ახლდა სამცხეში მაშინ, როცა იგი მისმა ძმამ, გიორგი მეფემ მკვიდრი მამულიდან გააძევა ([1407-1411 წწ.] ქრ. II. 216); განუახლა სასისხლო სიგელი გენათის მეღვინეთუხუცეს ნავროზ ცირღილაძეს, გაუჩინა სისხლის ფასი 120000 ძველი თეთრი (1408 წ. VI. 4. Qd: 9019, 9022 სას.); დაამტკიცა: გიორგი მეფის მიერ ფალავანდ ფალავანდიშვილისათვის მიცემული წყალობის წიგნი (1401 წ. 1450-11/153), გიორგი მეფის მიერ სვეტიცხოვლისათვის ბოძებული თარხნობის წიგნი (1401 წ. XI. 28. 1448-532); იხსენიება: ბირთველ წამებულისაშვილის შეწირულების წიგნში. მის სააღაპედ ბირთველმა სვეტიცხოველს შესწირა ლეთეთში თავბერისძენი (1413 წ. 1449-1624), მის სახელზე ქუცნა [გაბელისძემ] ულუმბის მონასტერში გააჩინა ორი დღე აღაპი ([1412-1431 წწ.] ქრ. II. 209), იოვანე თბილელის მიერ ნექისძესათვის მიცემულ წყალობის წიგნში ნათქვამია, რომ საყდრისშვილი დანიელ ნექისძე ორჯერ ხლებია ურდოში კონსტანტინე მეფეს. იმ დროს თბილელობა მოშლილიყო. დანიელის დამსახურების გამო კონსტანტინე მეფეს თბილელობა აღუდგენია (1440 წ. III. 20. 1448-5240), ზევდგინისძეთა საჩივრის წიგნში აღნიშნულია, რომ იგი გაწყრომია თავის შვილს, ალექსანდრეს, რომელსაც თავი ივანე ათაბაგთან შეუფარებია, თვით კონსტანტინე კი ჩალაღანს ლაშქრობისას დაღუპულა (XV ს.ბოლო მეოთხ. Hd-1799), ალექსანდრე მეფის მიერ გელათისათვის მიცემულ შეწირულების წიგნში ნათქვამია, რომ მას უძულური გამოუწირავს გელათისათვის და მის ნაცვლად შეუწირავს ჟორჟოლაძის მამული (1495 წ. Sd-2892), გელათისაგან გამოწირული უძულური მიუცია ჭილაძისათვის, აღნიშნულია ალექსანდრე მეფის სიგელში გელათის მონასტრისადმი ([1489-1510 წწ.] 1449-1585).
კონსტანტინე II - (ქართლის მეფე) 1464-1505 წწ.
იესიან-დავითიან-ბაგრატონიანი (ვარ. ბაგრატოანი), ლიხთ-იმერისა და ლიხთ-ამერის, აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა მეფე, შანშე და შარვანშე, აღმოსავლეთის დასავლეთამდე მპყრობელი; გამაერთიანებელი ლიხთ-იმერისა და ლიხთ-ამერისა (1488 წ. 1449-1175 ), აღმაშენებელი (1452 წ. sic [1475 წ.] Sd-521 სას.), ჰყავს მამა მეფე დიმიტრი III (1477 წ.1449-1488), დედა დედოფალი გულშარ (1466-[1675] წწ. Hd-2007, Sd-521 სას.), ბიძა მეფე გიორგი VIII (1466 წ. Hd-2007), ძმები: მეფე ბაგრატ VI (ბაგრატი მისი ნამდვილი ძმა არ არის, თანამეფეა), იხ., დავით, იხ., თანამეცხედრე დედოფალი თამარ ([1464-1492 წწ.] 1448-5027, Hd-14695, ქმ. №608, 1449-1531, Sd-480), შვილები: მეფე დავით X, იხ. (1487-1492, [1505] წწ. Hd-14695, 1449-1175, ქმ. №608, 1449: 1531, 1656, Sd-480), გიორგი (1487-1492, 1505 წწ. Hd-14695, 1449-1175, 1448-63, ქმ. №608, 1449: 1531, 1656), დიმიტრი (1491 წ. 1448-63), იხსენიება ლუარსაბ მეფის პაპად (1546 წ. 1449-1541), გიორგი-გერასიმეს, ბაგრატისა და ალექსანდრე ბატონიშვილების მამად (1540 წ. 1449-1497). უწყალობა: დოლისძე ვარდიას ახალშენთან სახასო ზვარი, ვანძას ბოლოს, საბათგორის ძირს, ზვარასკარის ხოდაბუნების ნახევარი, აგრეთვე ნაფუძრის ნახევარი, სულ 100 დღის მიწა. დასვა იგი სახასო ყმად და დაავალა წელიწადში ერთი ულაყის გამოღება (1464 წ. IV. 5. 1448-5027), ზაქარია ჯავახიშვილს, რომელიც კახა და ზაზა ჯავახიშვილებთან ერთად თან ახლდა გორისა და ქუთაისის ციხეებში, როდესაც გიორგი მეფეს ყვარყვარე ჯაყელმა უღალატა - გაბაშვილთა მკვიდრი მამული: ცხირეთის გვერდი, ხანდაკი და თხილოვანა (1466 წ. Hd-2007), შავშეთიდან გადმოხვეწილ ზაზა ფანასკერტელს - ორბოძლელისეული მამული, რომელიც ბაღათარ ხოსაშვილს ჰქონია, სასახლე, ჭურ-მარანი, ზვარი და გლეხები: აბრამაშვილი, ჯაბიაშვილი, შუღლასძე, შატრისძე ესტატა, კოხარტული, ვათაზური, ჭილა, ახუსებასძე, ლაფაური, ვირშელაური, მახარაული და ტეტაური მამულები, ბოგანო ხაბელაშვილი და ამბოკონაშვილი, კეხისჯვარს - მეთევზიშვილი, მათეშვილი ბოლღია, სარგისაშვილი და ხაბიაშვილი. ამას გარდა, უწყალობა ქვახვრელი, უფლისციხე, კარალეთი და ამოუკვეთა დიდი ულუფა (1467 წ. 1448-64), იოთამ მაღლანიძეს- სოფელი ზერტი (1472 წ. I. 2. Ad-1669), საღვინის მოლარეს - ახალციხელ ქავთარისძეს - რადგან იგი მის ძეს, დავითს, ურდოში გაჰყვა - უმკვიდროდ გადავარდნილი მირიანისძის მამული: ბორის ციხე, ღომრეთის საყდარი, ბოლოთა, სკრას ვენახი, ქვენაფლასი (1487 წ. Hd-14695), აღბუღა ფანიასშვილს - რუისში, საყდრისუბანში, ელიაშვილი თავისი მამულით (1491 წ. 1448-63); გაუჩინა სისხლის ფასი - 260 000 თეთრი, სანახშირედ - 3000 თეთრი ცოტნე ფარჯანიანის შუამდგომლობით, ვარდან თოდოძეს (XV ს. დამლევი. XII. 5. ქმ. №591 სას.); შესწირა სვეტიცხოველს, ევაგრეს კათალიკოსობის დროს, მისი შვილის, დავითის უხვედრ ქორწინებასთან დაკავშირებით - საკანონოდ ორხი ხატი, ოთხი კანდელი; ქალაქს - შაქარაშვილი, არდაშერასშვილი ჯუანშერა, ბასილაშვილი შიო და დოდიაშვილი ავთანდილა; ეზრაშვილის მამული თელოვანი და სხალდიდითაური. გაათავისუფლა სვეტიცხოვლის სავაჭროები ბაჟისაგან და მამულები მალისაგან (1448 წ. 1449-1175); განუახლა შეწირულება: სვეტიცხოველს, დოროთეოზის კათალიკოსობის დროს, შემდეგი მამულებისა: კოდმანი, კარსანი, წეროვანი, გოროვანი, მუხრანი, აღაიანნი, ნიაბი, მეტეხნი, სისხორი, [ძეგვი, ციხე] დიდი, არმაზი, მუხათგუერდი, [თელოა]ნი; კავთისხევს - საქადაგო ივანიასძის მამული, თბილისსა და გორში ყველა გლეხი; ორბეთის ძირს - ყორანთა, ხვედურეთს - სვეტიცხოვლის კუთვნილი მამულები, ციხებდავი, [ტაირიშვილი, გაბრი]ელისშვილი. აგრეთვე განუახლა შეწირულება უპიტისა, არმაზისციხისა, ბაჟის, მრულაშვილისა, ტანძიერთა, ქალაქს-კარისა (?) სარკის მონასტრის, მაჯანიძეთა, ატენს- წინუბნელთა ([1503-1505 წწ.] 1449-1656), რკონის მონასტერს - კახა თორელის შეწირულება ([1479-1505 წწ.] Sd-2859-ბ); გაუთარხნა ფეროზ ვალადემურიშვილს მამული და დააყენა იგი გორის ციხის მეციხოვნედ ([1479-1505 წწ.] Sd-480); დაამტკიცა: ბაგრატ მეფის შეწირულების წიგნი წმინდა გიორგის ტაძრისათვის და გაიჩინა აღაპი გიორგობა დღეს (1491 წ. VIII. 20.ქ მ. №608), აბრაჰამ კათალიკოსის მიერ მეტეხთა ღმრთისმშობლისათვის მიცემული წისქვილისა და ვენახის შეწირულების წიგნი (1492 წ. 1449-1531), ქადაგ მახარებელ [მაღალაძის] კუთვნილი, ივანიასძისეული მამული ჩოჩეთში, სამცხეთიშვილო წილი ისევე, როგორც იგი ქადაგ დიმიტრის ჰქონდა (1501 წ. 1449-1621), იოანე ჭარმაულის მამული მცხეთას - ამბროსისძისეული ხატისწობენი, რომელიც ადრე ბერინასშვილს ეჭირა (1505 წ. Hd-1468); იხსენიება: ლუარსაბ მეფემ მეტეხის ღმრთისმშობელს განუახლა მის მიერ შეწირული ყმების: ასვატურა და მურადა ავანაშვილების თარხნობა (1546 წ. II. 15. 1449-1541), ბაგრატ მეფის მიერ არჯევან ავჟანდაძისათვის მიცემულ სასისხლო სიგელში. აღმაშენებელი გელათის შენებისას გალავნიდან გადმოვარდნილა. მისთვის მოუყვანიათ 305 აქიმი. ერთერთ აქიმს ურჩევია ირმის რძეში განბანვა. რძე მოუტანია დარუბანდიდან გადმოსულ ვინმე ავჟანდაძეს, რომელსაც 12 მეწველი ფურ-ირემი ჰყოლია. კონსტანტინე აღმაშენებელს არჯევან ავჟანდაძისათვის უწყალობებია სკანდას და გოგს ქვემოთ, ძევრეისა და ყვირილას შესართავთან, ფისისანის და ჩხარას ადგილების სატყისმცველო (1452 წ. sič [1475 წ.] Sd-521 სას ), დედაბერ ნინოს მიერ ქვათახევის მონასტრისათვის მიცემულ ვენახის შეწირულების წიგნში ნათქვამია, რომ მას მეფე კო ნსტანტინეს „კითხვითა და ბრძანებით“ გაუღია ეს შეწირულება (1477წ. 1449-1488), ქულივიძეთა მიერ პატრონ შაჰყუბათისათვის მირთმეულ სააღაპე წიგნში ნათქვამია, რომ კონსტანტინე მეფეს ქულივიძეებისათვის ცხვარი მიუბარებია და მათზე ჯურუმი შეუგდია (1492 წ.1449-1490); მისი შუამდგომლობით ბერისძეებმა ქვათახევის მონასტერში გაიჩინეს აღაპი ([1473-1491 წწ.] 1448-5265 ), ლუარსაბ მეფის განჩინებაში კათალიკოსსა და წილკნელს შორის სამამულე დავის შესახებ აღნიშნულია, რომ ათანასე აბრამიშვილს ჰქონია კონსტანტინე მეფის სიგელი ([1527-1556 წწ.] 1449-1591); მისი ხელრთვა აქვს შემდეგ საბუთებს: 1448-5027, Ad-1669, 1448: 64, 5027, Ad-1669.
კონსტანტინე - 1514-1545 წწ.
ბატონიშვილი, შვილი იმერთა მეფის, ბაგრატ III-ისა, იხ. ხელს ურთავს ბაგრატ მეფის მიერ ივანე ცირღილაძისათვის ბოძებულ სახელოს წყალობის წიგნს (1545 წ. VII. ქმ. №745).
კე (კონსტანტინე?) - ბატონიშვილი, შვილი ლეონ კახთა მეფისა, იხ.
კონსტანტინე - 1540-1560 წწ.
ბატონიშვილი, ჰყავს: მამა ალექსანდრე ბატონიშვილი ([1540-1553 წწ.] 1449-1497, Sd-725 ა, Ad-13), ბიძა გიორგი-გერასიმე, იხ., ძმები: გიორგი, მელქიზედეგ (1547, 1560 წწ. Sd- 725 ა, 1449-1501), განაყოფი ხოსრო (1560 წ. 1449-1501). უწყალობა თევდორე იაკობიძეს ნარიმანისეული ვენახი და სახლკარი, ხუცისეული წალკოტი, ნაფუძარი და სასახლე, განუახლა ძველადვე ნაქონი ვენახის წყალობა, გაათავისუფლა გადასახადებისაგან, მათ შორის სთველისაგან, რომელიც ბატონ ხოსროვის შუამდგომლობით (?) აპატია (1547 წ. Sd-725 ა); შესწირა: სიონის ღმრთისმშობელს ორი ლიტრა სანთელი და ერთი ლიტრა საკმელი თავისი მამის სულის მოსახსენიებლად (1553 წ. Ad-13), სვეტიცხოველს დომენტის კათალიკოსობის დროს თავისი განაყოფის, ხოსროს ქალის შერთვასთან დაკავშირებით, საკანონოდ - თბილისში, კალოუბნის წინ, სასახლე სახლ-კარით, მამულითა და ქულბაქით, ათი დღის მიწა (1560 წ. 1449-1501); მისი ნებართვით გიორგი-გერასიმემ სოფელი ზერტები შესწირა სვეტიცხოველს (1540.1449-1497).
კონსტანტინე
მეფეთ-მეფე, ჰყავს თანამეცხედრე დედოფალთ-დედოფალი თინათინ. იერუსალიმში, ქრისტეს საფლავს შესწირა ყოველგვარი შემოსავლიდან ოცისთავი (1558 წ. Qd-1447).
კოსტანტინე
[ბატონიშვილი], შვილი რამაზ [ბატონიშვილისა]. სვიმონ მეფემ შესწირა სვეტიცხოველს მოხისში სახასო ყმა-მამული, კოსტანტინეს, რამაზის შვილის, გლეხების გამოკლებით (1581 წ. VII. 14. 1448-2328).
კოსტანტინე - ბატონიშვილი, შვილი კახთა მეფის, ალექსანდრე II-ისა, იხ.
კონსტანტინე - 1622-1666 წწ.
მუხრანის ბატონი, ჰყავს: მამა თეიმურაზ მუხრანის ბატონი, იხ. [ძმა] ვახტანგ ბატონიშვილი (შემდგომში მეფე ვახტანგ V), იხ., [ბიძაშვილი] აშოთან მუხრანის ბატონი, იხ., თანამეცხედრე დარეჯანი (იხსენიება 1687 წ. V. 1. 1461-3/134). მონაწილეობა მიიღო პაპუნა ფავნელიშვილსა და ბაადურ მაჩაბელს შორის სამამულე დავის გარიგებაში (1666 წ. Qd-8710), ნიკოლოზ ფავნელიშვილსა და ბაადურ მაჩაბელს შორის სასისხლო დავის გარიგებაში (1666 წ. ახლო. Qd-8925).
კონსტანტინე- 1677-1700 წწ.
მუხრანის ბატონიშვილი, ჰყავს: მამა თეიმურაზ მუხრანის ბატონი, იხ., ბიძები, ქრისტეფორე მთავარეპისკოპოსი (1698 წ. ქრ. II. 518), პაპუა, იხ. (1698 წ. 1448-2349), ძმები: ოტია (1697, 1698 წწ. 1448: 8365, 2349), ადარნასე (1697-1698 წწ. 1448: 8865, 2349, ქრ. II. 518), სახლიკაცები: ლევან, იხ., იესე (1698 წ. 1448-2349). უწყალობა ბეჟან ქავთარაძეს ნასოფლარ ბეგთათავის მოურაობა (1697 წ. 1448-8865); ლევან ბატონიშვილთან ერთად განუახლა ასლამაზ ჩაჩიკაშვილს როსტომ მეფის მიერ 1655 წ. მიცემული ყმა-მამულის წყალობა (1677 წ. 1450-18/149); დაამტკიცა იასე და ქაიხოსრო მუხრანის ბატონიშვილების მიერ სვეტიცხოვლისათვის მიცემული ყმა-მამულის შეწირულების წიგნი (1700 წ. 1449-2296); შესწირა წილკნის ღმრთისმშობელს ერთი განაყოფი გლეხის მამული (1698 წ. VI. 2. ქრ. II. 518); მოწმე: ავთანდილ მირიმანიძის მიერ გივი თუმანიშვილისათვის მიცემული შამირზას ნასოფლარის ნასყიდობის წიგნისა (1697 წ. XI. 1. Hd-403), ზურაბ ჯავახიშვილის მიერ იბაშერ შალიკაშვილისათვის მიცემული სოფელ სკრაზე უდაობის წიგნისა (1700 წ. 1450-37/235); იხსენიება ზევდგინ ზევდგინიძის მიერ დომენტი წილკნელისათვის მიცემული ნასყიდობის წიგნის ფიცის ფორმულაში (1698 წ. II. 2. 1448-2349).
კონსტანტინე (მაჰმადყული|მამადყული) - 1688-1698 წწ.
შვილი მეფე ერეკლე I-ისა, იხ., განუახლა გარეჯის უდაბნოს ლევან მეფის მიერ ბოძებული სოფელ აკურას შეწირულება (1698 წ. II. 11. 1461-7/36).
![]() |
7.4.5 ლევან || ლეონ |
▲ზევით დაბრუნება |
ლევან (ვარ. ლეონ) - (მეფე კახთა), 1511-1574 წწ.
მეფე, ღმრთივ გვირგვინოსანი; იესიან-დავითიან-სოლომონიან-ბაგრატონიანი; აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფე, შარვანშე და შანშე, ყოვლისა აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთისა ხელმწიფე, მეფეთ-მეფე (იხსენიება კახთა მეფედ გვიანდელ საბუთებში ([1664-1675 წწ.] Qd-2253 გ, 1698 წ. 1661-7/36). ჰყავს: მამა კახთა მეფე გიორგი II, იხ. ([1527, 1537 წწ.] ქრ. II. 371. 1449-1496 ა), დედა დედოფალი ელენე, იხ. (1532 წ. ქრ. II. 375), თანამეცხედრე დედოფალი თინათინ ([1532-1548 წწ.] ქრ. II. 375, 390. 1449-1696 ა, Ad-1585 ), შვილები: გიორგი, იხ. (1532-1553, [1560] წწ. ქრ. II. 375, 390, 1449-1496 ა, Ad-1585, 1449-1544), იესე, იხ. (1532-1566 [1574] წწ ქრ. II. 375, Ad-1585, 1449: 1496 ა, 1544, 2285, 1753, 1600), ალექსანდრე II ([1520] 1537-1597, [1600] წწ. ქრ. II. 390, 1449: 1600, 1496 ა, 1544, ქრ. II. 405, 1449: 2285, 1753, Hd- 14430, 1450-32/306, (1448-2242 ბ-1), ელმირზა ([1520, 1537-1568 წწ. ქრ. II. 390, 1449-1496 ა, Ad-1585, 1449: 1544, 2285, 1753, Hd-14430, 1450-32/306, 1449-1600), კე (კონსტანტინე ?) (1549 წ. ქრ. II. 390), ვახტანგ, ერეკლე (1549 წ. ქრ. II. 390), თეიმურაზ ([1520, 1566-1568 წწ.] 1450-32/306, ქრ. II. 390, Hd-14430, 1449: 1600, 1753, 2285 ), დავით (1553 წ. 1449-1544), ბაგრატ (1549-1568, [1574] წწ. ქრ. II. 390. 1449: 2285, 1600, Hd-14430), ხოსრო (1568 წ. Hd-14430, 1450-32/306), კათალიკოსი ნიკოლოზ V, იხ., ასულები: ელენე (1548 წ. Ad-1585), ქეთევან || ქეთეონ, იხ. (1559 წ.1449-1500), მონაზონი თეკლა, იხ., დედოფალი ნესტან-დარეჯან, იხ., სიძეები: ერეკლე [მუხრანის ბატონიშვილი], ელენეს თანამეცხედრე (1548 წ. Ad-1585), ვახუშტი გოგიბასშვილი, ქეთევანის თანამეცხედრე (1559 წ. 1449-1500), შვილიშვილები: თეიმურაზ, იხ., ხოსრო, იხ., უწყალობა: სვეტიცხოვლის ქადაგს, გედეონ მაღალაძეს ხანდაკს მცხოვრები მღვდელი ლონგინოზ კირაული და მისი ძმა ნიკოლოზ, ბარაუნთას - ქვემო გაჟღუტში მცხოვრები ოცი კომლი: ყიზილაანი, ჩხუპიანი, პავლაანი და შურიანი, ვეძისხევი და ფაშა[ა]ნი. დაავალა მამამისის, მეფე გიორგის საფლავის სამსახური და წირვა-აღაპი მის სახელზე (1537 წ. 1449-1496 ა), სვეტიცხოვლის მოლარეებს გიორგის და დიმიტრის, სვეტიცხოვლისათვის მის მიერვე ზემო ღანუხს შეწირული თექვსმეტი კომლი. სანაცვლოდ გამოართვა ფაშაანში შვიდი კომლი ყმა მათი მოურვითურთ (1563 წ. ქრ. II. 405), ანდერმან ჩოლაყასშვილს - ღანუხს გლეხები: გონა, სუიმონ, დარჩა, ჩიტა, ბაინდურა, ჭაბუკა, ხუტა, რაინდა, გოგიჩა, ჯანა, იონდა, ასანა, დარისპანა, ბედა, ბოჭოტა, თანდილა, მიქელა, ნასყიდა,ხარო,ესაია (1568 წ. Hd-14430); შესწირა: ნინოწმინდას - ზაქარიას ნინოწმინდელობის დროს - აზამბურის ღალა (1553 წ. 1449-15 44), სვეტიცხოველს - ზემო ღანუხში თექვსმეტი კომლი კაცი(1563 წ. ქრ. II. 405 ), მასვე - სოფელ ჯიმითის სანაცვლოდ (რომელიც წაურთმევიათ სვეტიცხოვლისათვის). ზემო ღანუხში თექვსმეტი კომლი კაცი: ქევხა ულთანა, ბეგია, მოლა, მანაველა, ესაია, ქემა, მერაბა, იმარინდო, სანჯა, ჯანა, სომღულა, ნადირა, ნასყიდა, ხიცია, ბალა, ცურა (1569 წ. 1448-5529); განუახლა შეწირულება: სვეტიცხოველს - მალაქიას კათალიკოსობის დროს - გარეჯის მამულების შემოსავლის ნახევარი, გრემს სამი ვაჭარი და „არაგვს აქეთ, რაც მცხეთის მამულის მალი“ იყო, მთლიანად; პაპამისის მიერ ადრე შეწირული სოფლები: ახალშენი, ერწოს - ნოდოკრა, გორანა, პიტლოვანი, კუერნასძეული, სუიმერნელი, ნოჯიკები, ძაგნაკორნა, ზვიადისშვილნი, ოდიშელისძენი, ხატისწობენი; ახატანს - ბიწმენი, გიჟიმყრელნი, მჟავს ..., მისაქციელს..., კუნელნი, ჯუარი, კუტსა, ფოსვი, ჯაჭვი, ოროტაი (1532 წ. ქრ. II. 375), გარეჯას - წინამძღვარ ნათანელ გრწყილასძისა და გაბრიელ დეკანოზის თხოვნით ბედიყარს სამი კომლი: სულია, რამინა, ოსიყმა (1566 წ. 1449-1753), მასვე სოფელი აკურა და იქ მცხოვრები გორგიანები, მარკაანები; ვანთას - ცხადაშვილი, ქოქიაური, ჭონიაური, დევდარაული, მეფიჩხედ კოდასშვილები და სასანთლედ რამანა და ოსიყმე ([1520-1574 წწ.] 1449-1600); გაათარხნა: კათალიკოს ბასილისთან ერთად ჯიჯეთის მკვიდრი, სვეტიცხოვლის სამარხოს - ჭურჭლის მოლარე - ბაიძანძელიძე ლომი, დაავალა ერთი მსახური და სალარო, ქეშიკობა, სვეტიცხოვლის საქონლის დაკარგვის ან წახდენის შემთხვევაში მოეთხოვებოდა მისი ანაზღაურება (1552 წ. 1449-1655), ქისიყის ეპისკოპოსის მაქსიმე ჩოლაყასშვილისათვის ნაწყალობევი სოფელი ჭიაური დათვის უბნით და ოცდაათი კომლი კაცი: ნასყიდა, ჩიტა, მერაბა, ყაფლანა, ბასილა, გოგა, გამხა, ხუცა, წაბლიკა, ნადირა, ანდრია, ბეგია, მირიჯანა, მაცა, ხუცა, გულიჯანა, რანდა, მერაბა, სულხანა, რანდა, გულისიმედა, ყურუმშა, გარსა, მთავარა, ოქროპირი, გარსა, გულბათა, იამანა, ახანელი (1566 წ. I. 19. 1449-2285), იოთამ გურამიშვილის ფიფანეთში მცხოვრები ყმები ბეგრისაგან (1573 წ. 1450-19/100); პირობა მისცა: კათალიკოს მალაქიას, რომ ქალს არც გაათხოვებდა და არც მოიყვანდა მისი ნებართვის გარეშე (1549 წ. ქრ. II. 390), ზაქარია ნინოწმინდელს, რომ ნინოწმინდის მამულებიდან ყმებს არ აყრიდა (1553 წ. 1449-1606); გაარჩია დავა: ბასილი კათალიკოსის თხოვნით - სვეტიცხოველსა და სვიმერნელს შორის გოროვნისა და პიტლოვანის საზღვრებზე. გადაწყვიტა: გომთუბნის ხევს ქვემოთ მიწები გოროვნას დარჩენოდა, ზემოთა ნაწილი - პიტლოვანს. დაადგინა აგრეთვე ნოდოკრელთა და ჩეკურთა საზღვრები (1527წ. 1449-1636); დაუმტკიცა: სვეტიცხოველს - ალექსანდრე მეფის მიერ შიოს კათალიკოსობის დროს ბოძებული ფაროდი ჭავჭავაძესთან სადაო მამულებისა და ერწოს სოფლების შეწირულება (1438 წ. sic [1440-1442 წწ.] 1449-553), გიორგი ჭარმაულს - ბასილი კათალიკოსის ნებართვით, მისი მკვიდრი სოფელი ხატისწობენი, რომელზედაც ედავებოდნენ გარაყანიძეები (1527 წ. ქრ. II. 371), მაქსიმე [ჩოლაყასშვილს] - საბუეს მცხოვრები ნაყიდი მაყაანთ ყმები. ბოცოსეული კომლები - გოგიჩა და ირემა. ქაიხოსროსეული ხურსია და ზალა, ზაალისეული დათუა, მამუკასეული - ღუიტური მხთისია, მინაზარისეული ოსიკა, გივისეული - ბასილა და ტეტიკა, შალვასეული - ზურაბა და მამულა, დათუა და კურდღელა, ბარძიმისეული - იმარინდო (1568 წ.1450-32/306); უბრძანა მეკობრისმძებნელებს, ხელი აეღოთ ხახულის ღმრთისმშობლისათვის შეწირულ ყმებზე, რადგან ნამეკობრევის ჯურუმი ხახულის ღმრთისმშობლისათვის ჰქონდა შეწირული (1674 წ. 1448-3373); სხვადასხვა: დაადგინა კათალიკოსად მალაქია (1532 წ. ქრ. II. 375), თავისი ასული, ელენე, „უხვედროდ“ მიათხოვა ბაგრატის ძეს, მუხრანის ბატონიშვილს, ერეკლეს. ამის გამო საკანონოდ შესწირა სვეტიცხოველს - სვიმონის კათალიკოსობის დროს - „მთას აქეთ“ საგარეჯო (1548 წ. Ad-1585), თავისი ასული ქეთევანი დააქორწინა ვახუშტი გოგიბაშვილზე, რის გამოც გოგიბაშვილებმა დომენტის კათა ლიკოსობის დროს სვეტიცხოველს შესწირეს ოცდაათი კომლი გლეხი მაჭოხელს (1559 წ. 1449-1500), მისი ბრძანებით ჯაზდანმა, რევაზმა, შერმაზანმა, დავითმა, როსტევანმა, ლუარსაბმა და კოზმანმა გაარჩიეს ჩოლაყასშვილების სამამულე დავა ([1514-1578 წწ.] 1449-248), დააწესა საპალნე გადასახადები სოფლებზე: სხალდიდი, ივლიტა, ველური, ზაკვი ([1520-1574 წწ.] 1449-1646), შეუთვალა მთავარეპისკოპოს მალაქიას მარკოზის და ყარაასლანის პირით, რომ ჩამოართვა თავის შვილს უკანონოდ დაჭერილი მცხეთის მამულები, გარეჯის უდაბნონი კი სვეტიცხოველს უბოძა. ამავე დროს წაუყენა პირობა კაალიკოსს, რომ გარეჯის უდაბნოსათვის არ მოეკლო იმაზე მეტი, ვიდრე დადგენილი იყო, აგრეთვე დაებრუნებინათ გარეჯისათვის იქედან წამოსვენებული ხატები და წმინდანთა ნაწილები. გარეჯის მამულებზე მეფემ დაიტოვა მხოლოდ ლაშქარ-ნადირობის ბეგარა, მალის გადასახადისა და „შიგ ჩადგომის“ უფლება. მცხეთის საყდარს ჰპირდება სხვა სააღაპე მამულებს, იმ პირობით, რომ მცხეთას მოეკლო: ჯვრის, მეტეხის, სარკის, ვირშის მონასტრები თავ-თავისი შესავლით, ქადაგის მონასტერი მისი სახელოთი და შესავლით. პირობა დადო აგრეთვე, რომ მოიკლებდა თავისი პაპის სამწირველოს. ქადაგის დანიშვნის უფლება მეფემ თავისთვის დაიტოვა; სოფელი ახალშენი ისევ მცხეთას უნდა დარჩენოდა. დასასრულ, მეფე ლეონი თხოულობს, რათა [კახეთიდან] გამოგზავნილი აბრეშუმი, პური და ღვინო შეინახონ [მცხეთაში], რადგან ესენი კალატოზებისათვის დასჭირდებოდა ([1520-1532 წწ.] Ad-712); იხსენიება: ბასილი კათალიკოსის მიერ გიორგი ჭარმაულისათვის ბოძებულ წყალობის წიგნში ნათქვამია, რომ სოფელი ხატისწობენი გიორგი ჭარმაულს ლეონ მეფისაგან ჰქონია ნაწყალობევი (1531 წ. Sd-733), მის მიერ ბოძებული ერთი ოქროქსოვილი ქარაიის ბისონი მალაქია კათალიკოსმა შესწირა სვეტიცხოველს ([1532-1535 წწ.] Ad-16), ალექსანდრე და სვიმონ მეფეებმა სვეტიცხოველს შესწირეს ლეონ მეფისაგან „წილად მოჴდომილი“ ორი კომლი გლეხი წირდალში (1570 წ. Hd-1557), მის მიერ „ნაწყალობევით“ და თავისი საქონლით ჯიმშიტას ვერისხევში უყიდია სასახლე (1571 წ. ახლო. 1449-1549), ალექსანდრე მეფემ სვეტიცხოველს დაუმტკიცა მის მიერ ნაბოძები შეწირულების სიგელი, რომლის თანახმადაც, წინა და უკანა საგარეჯოს შესავალი უნდა გაყოფილიყო (1697 წ. IV. 18. 1448-2242), მას ჰქონია ნინოწმიდის მონასტრისათვის ბოძებული ორი სიგელი, რომლებიც ალექსანდრე მეფემ დაამტკიცა (1597 წ. 1449-1060), ალექსანდრე მეფის მიერ ნინოწმიდის საყდრისათვის ბოძებულ შეწირულების განახლების წიგნში აღნიშნულია, რომ მეფე ლეონს აღუშენებია დროთა ვითარებისაგან დანგრეული ნინოწმინდის ტაძარი, დაუსვამს ეპისკოპოსი და შეუწირავს სოფლები, ორკოშიონს მსახლობელი სომხები, ტაძრის გარშემო მოსახლე ქართველები და სომხები, თუალზე შემოწირული ყმები, სახოხბის ჭალა, საკანს - სააბრეშუმე სოფელი ბიქვილი წინა და უკანა საგარეჯო, ჩერქაზნი უთქანელამდე (1597 წ. 1449-1561), ნიკოლოზ კათალიკოსის მიერ ქადაგ გედეონ მაღალაძისათვის ბოძებულ წყალობის წიგნში ნათქვამია, რომ ლეონ მეფეს მრავალი საფასე უბოძებია ქადაგ გედეონ მაღალაძისათვის მისი შვილის, ნიკოლოზის აღზრდა-განათლების გამო ([1584-1589 წწ.] 1448-5087 ა), კათალიკოს დოროთეოსოს მიერ ნიტრიის ეკლესიისათვის ბიძებულ შეწირულების წიგნში აღნიშნულია, რომ დოროთეოსის ექსორიობის დროს ლეონ მეფესა და მის შვილებს მრავალი წყალობა გაუღიათ დოროთეოსოსათვის ([1589-1600 წწ.] 1448-5008), მოსეს მიერ სვეტიცხოვლისათვის მიცემული პირობის წიგნის თანახმად, მეფე ლეონს შეუწირავს სვეტიცხოვლისათვის გავაზში ცხრა კომლი კაცი (1613 წ. 1449-2640), თეიმურაზ მეფემ სახლთუხუცეს იესე ჯორჯაძეს განუახლა ლევან მეფის მიერ მიცემული წყალობის წიგნები (1636 წ. Qd-1787), თეიმურაზ მეფის მიერ თბილისის სიონისათვის ბოძებულ შეწირულების წიგნში ნათქვამია, რომ ლეონ მეფეს სიონის ღმრთისმშობლის ხატი შეუმკია (1647 წ. 1449-2652), როსტომ მეფემ განუახლა სვეტიცხოველს წინა საგარეჯოს სოფლების შეწირულება იმ წესით, როგორითაც მეფე ლეონს ჰქონია შეწირული (1648 წ. ქრ. II. 461-464), ელისე თბილელმა მარიამ დედოფალს მიართვა ლევან მეფის სიგელი, რომლის თანახმადაც მას თბილისის სიონისათვის ხატი მოუჭედავს და კისისხევს მამული შეუწირავს (1649 წ. VI. 15. 1449-2653), არჩილ მეფის მიერ სვეტიცხოვლისათვის ბოძებულ შეწირულების განახლების წიგნში წერია, რომ მას დაუდგენია სვეტიცხოვლის კუთვნილი მამულების საზღვრები ([1664-1675 წწ.] Ad-2253 გ), ნაზარალი-ხანის მიერ ზაალ აბაზაძისათვის ბოძებულ წყალობის განახლების წიგნის თანახმად, აბაზაძეებს მისგან ნაწყალობევი მამულების წიგნიც ჰქონდათ (1693 წ. VII. Hd-1676), მამადყული-ხანმა განუახლა გარეჯის უდაბნოს მის მიერ ნაბოძები სოფლის, აკურის, შეწირულება (1698 წ. II. 11. (1461-7/36); მისი ხელრთვა აქვს საბუთებს: Ad-712, Hd-14430, 1448: 5529, 3373.
ლევან (ვარ. ლეონ) - (მეფე იმერთა), 1581-1591 წწ.
ორისავე ტახტის და სახელმწიფოს მპყრობელი, ღმრთივ გვირგვინოსანი. შვილი იმერთა მეფის, გიორგი II-ისა, იხ., უწყალობა გიორგი ღაღანიძეს ყმა-მამული: დიმს - კაკაბაძე სვიმონ, ზირაქაძე ჯანია, [ზირაქაძე] მახარებელი, გოგიტა სპანდაძე სახლიკაცით, ორი საბურაული პარტახტი (1583 წ. Ad-1334 ა); შესწირა ნიკორწმინდას - ამბროსე ბაქრაძის ნიკორწმინდელობის დროს ხონჭორი, ჭელიში, ნამარხევს მჭედლიძეები, კისორეთს - ლომთაძენი, ჩხეტიძე ლომინაი; რაჭას - ესტატე გარეყანიძის შვილები. საბუთს აქვს მისი ხელრთვა (1591 წ. 1448-1323).
ლევან (ვარ. ლეონ) - შვილი მეფე თეიმურაზ I-ისა, იხ.
ლევან (ვარ.ლეონ) - 1659-[1703] წწ.
მუხრანის ბატონიშვილი, მუხრანის ბატონი. მდივანბეგი (1687 წ. Ad-1646), ჰყავს: მამა ქართლის მეფე ვახტანგ V, იხ. (1676 წ. შემდგომ. Ad-30. ბიძები: კათალიკოსი დომენტი III (1676 წ. შემდგომ. Ad-30), აშოთან, იხ., ძმები: გიორგი ბატონიშვილი, (შემდგომში მეფე გიორგი XI) იხ., მეფე არჩილ II, იხ., ლუარსაბ ([1680-1688 წწ.] Hd-2519,1450-5/46, Hd-14306), სულაიმან (1680 წ. Hd-2519), თანამეცხედრე გურიელის ასული თუთა (1676 წ. შემდგომ. Ad-30), თინათინ, იხ., შვილები: ქაიხოსრო, ვახტანგ (1680-1688 წწ. Hd-2159, 1450-5/46, Hd-2181, Ad-30, Hd-14306, 1449-2225), დავით (1676 წ.შემდგომ. Ad-30), თომა ([1688-1703 წწ.] 1449-1871), დომენტი, იესე, სვიმონ, თეიმურაზ (XVII-XVIII სს. მიჯნა. 1449-2225), ძმისწული ბაგრატ, იხ., უწყალობა: იესე რუსაშვილს - ალის წყალს ზემოთ ხევისთავობა (1683 წ. VI. 17. Hd-2181); ოთარ მაჭუტაძეს - სამწევრისის მესთვლეობა (1683 წ. Ad-381), იასე გერმანოზიშვილს - თრიალეთის, ახალქალაქის, ტამალისა და ყოშაგერის მოურაობა (1688 წ. III. 12. Hd-14306), პაპუა ორბელიშვილს - საბარათაშვილოს საბალახოს მკრეფელობა (1689 წ. I. 26. Sd-626), პაპუა მაღალაძეს - სააღაპედ შეწირული ხატისსოფლის მოურაობა და დააყენა იგი სვეტიცხოვლის საყდრისა და საფლავის სარქრად (1676 წ. შემდგომ. Ad-30); განუახლა წყალობა: ბაინდურ შანშიაშვილს - გიორგი მეფის მიერ ბოძებული მამულებისა: სამწევრისს - თამაზაშვილის ერთი დღის ვენახად გაშენებული მიწა, რომელსაც აკრავდა მეფის ზვარი და მაჰმადას ნაქონი ვენახი; ურწაშენს - ბრინჯის მიწა, არქაუნს ქვემოთ ექვსი დღის მიწა ეჯუბასა და ბარასშვილის მიწებამდე; გაღნუტს - ტერ-სტეფანას „გრძელი მიწა“ (1682 წ. V. 20. 1450-5/46); გაათარხნა ტინისხიდელი აზნაურები: ზურაბ და მერაბ თავაქალაშვილები, დაუტოვა კარზე სამსახური და ლაშქარ-ნადირობა (1676 წ. I. 27. (1448-73); პირობა მისცა სახლთუხუცეს ქაიხოსრო ციციშვილს, რომ არ შეეცილებოდა სადგერისა და ბაგინეთ-გუჯარეთის ხეობაზე (XVII-XVIII სს. მიჯნა. 1449-2225); გაარიგა: შაჰნავაზ მეფესთან ერთად სამამულე დავა ყაფლან ბარათაშვილსა და პაპუნა ვირშელიშვილს შორის (1670 წ. Sd-534), გიორგი მეფესთან ერთად - სამამულე დავა ზაზა ციციშვილსა და ბამან მაღრაძეს შორის (1678წ. 1450-14/62), ნასყიდა დოლმაზასშვილისა და ნაზარა ელიზბარასშვილის გაყრის საქმე (1696 წ. III. 25. Hd-9350); დაუმტკიცა ზურაბ თუმანისშვილს ესტატე [თუმანიშვილისაგან] ნაყიდი ყმა - ელისბარაშვილი მისი მამულით (1680 წ. III. Hd-2519); მოწამე იობის მიერ აშოთან მუხრანის [ბატონისათვის] მიცემული გლეხების ნასყიდობის წიგნისა (1686 წ.1461-3/133); სხვადასხვა: მასა და გიორგი ბატონიშვილს არჩილ მეფე წერილით უთვლის, რომ მისი მდივნის, ზურაბ [თუმანიშვილისათვის] დაებრუნებინათ ყმა [თავაქალაშვილი] (1675 წ. ახლო. Hd-11016), მისი ბრძანებით, შიოშ ფავნელიშვილმა, დიასამ დიასამიძემ გივი და შალვა სააკაძეებმა გაარიგეს დომენტისა და ზაქარია თურმანიძის დავა თეთრის ვალის შესახებ (1682 წ. Hd-8479), მას ებარა სვეტიცხოვლის მოვლა-პატრონობა თავისი ბიძის, კათალიკოს დომენტის გარდაცვალებიდან ახალი კათალიკოსის არჩევამდე. ამ ხნის განმავლობაში დაასრულა ადრე დაწყებული საყდრის მშენებლობა და აიშენა თავისთვის და თავისი მეუღლისათვის საფლავი. როდესაც მისი მეუღლე, თუთა გურიელი გარდაიცვალა, იქ დაკრძალა. შესწირა სვეტიცხოველს თავისი საფლავისათვის სოფელი ხატისოფელი, გაიჩინა საფლავზე მწირველად ორი მონაზონი და გაუჩინა მათ სარგო. წინამძღვრად დაადგინა ნიკოლოზ მაღალაშვილი, ხუცესად - გულჯავარაშვილი. ამ უკანასკნელს ხატისოფლის ხასადრობა და მეღალეობა უბოძა. საყდრისა და საფლავის სარქრად დაადგინა პაპუა მაღალაშვილი, სანთელ-საკმევლის გადახდა ყოველწლიურად დაავალა თავის ქალაქელ ყმას, ზარხოშაშვილს და გორელ ვაჭარს, მამულა მამულაშვილს ([1676 წ. შემდეგ] Ad-30); იხსენიება: მაზიტა უგუნურიშვილის მიერ პაპუა [მაღალაძისათვის] მიცემულ ნასყიდობის წიგნში ნათქვამია, რომ ლევან ბატონიშვილს ჰყოლია ეშიკაღასბაში ბასილა ქვლივიძე (1674 წ. XII. 15. Ad-1613), ფინეზა მამასახლისის მიერ პაპია გოგიბაშვილისათვის მიცემულ მიწის ნასყიდობის წიგნში აღნიშნულია, რომ ლევან ბატონიშვილის მწიგნობარი იყო ზაალ თუმანიშვილი (1675 წ. II. 24. 1450-5/42), ბაადურ მაჩაბლის მიერ მეფისადმი მირთმეულ არზაში აღნიშნულია, რომ ბადურს ლევან ბატონიშვილისათვის თვრამეტი თუმანი თეთრი და ერთი თასი მიურთმევია ([1660-1678 წწ.] Qd-8670), პაპუა მაღალაძის ანდერძში ნათქვამია, რომ ლევან ბატონიშვილს პაპუასათვის უწყალობებია სომხითში ხატისსოფლის მოურაობა, სამი კომლი ყმა და ბეთუაშვილი, დაუვალებია თავისი საფლავის სარქრობა (1681 წ. VII. 1448-5038), ხატისსოფელში, მისი ზვრის ბოლოს, შუახოლნელმა რევაზამ ორი დღის მიწა მიჰყიდა ბაინდურ გოგიბაშვილს (1683 წ. III. 1. 450-9/15), ნაზარალი-ხანმა მდივან როსტევან მანდენაშვილს განუახლა ნასოფლარის წყალობა, რომელიც ლევან [ბატონიშვილს] დაუსახლებია (1688 წ. XII. 9. 1450-5/121), მის დივანში გარჩეულა პაპუასა და თედორე კევხიაშვილს შორის სასისხლო დავა (1688 წ. Sd-18), იოსებ ურბნელის მიერ რევაზ ჟოჟოლაძისათვის მიცემულ თარხნობის წიგნში აღნიშნულია, რომ რევაზ ჟოჟოლაძე შეწირული იყო წმინდა სტეფანეს ტაძრისათვის ლევან ბატონიშვილის მიერ (1700 წ. VIII. 27. 1448-1193), მისმა თანამეცხედრემ, თინათინმა, ლევანის გამოსახსნელად და მისი შვილების სადღეგრძელოდ ქვათახევის ღმრთისმშობელს კავთისხევში შესწირა კოშაძის განაყოფი, ერთი კომლი შიო ლომიაშვილი ([1688-1703 წწ.] 1449-1871), მისთვის მიურთმევიათ „ოთხი ცხრა ფლური ([1695-1697 წწ.] Hd-15081 ფრაგმ.); მისი ხელრთვა და ბეჭედი აქვს შემდეგ საბუთებს: 1448: 5631, 5013, 92, 73, 2293, 2283, 5291, 2321, 8730, Ad: 1689, 1646, Hd-1706, Sd-1926.:
ლევან - მუხრანის ბატონიშვილი, სახლიკაცი პაპუა მუხრანის ბატონიშვილისა, იხ.
ლუარსაბ I - (ქართლის მეფე), 1512-1552, [1556] წწ.
იესიან-დავითიან-სოლომონიან-ბაგრატონიანი; ყოვლისა საქართველოსა ტახტისა და გვირგვინის ფლობით მპყრობელი; ღმრთივ გვირგვინოსანი მეფეთ-მეფე. ჰყავს: მამა მეფე დავით X, იხ. (1526-[1556] წწ. Hd: 1532, 1372, 1450-32 /298, Hd-2120), დედა დედოფალი თამარ ([1537, 1538-1552 წწ.] 1449-1498, 1450-11/112), ბიძა - გიორგი-გერასიმე, იხ., ძმები: ადარნასე || ადარზან (1526-1530, [1556]. Hd: 1532, 1372, Sd-798, Hd-2120, 1450-32/298), რამაზ (1626-1635, [1556] წწ. Hd: 1532, 1372, 1449-2649, Sd-798, Hd-2120, 1450-32/298), თანამეცხედრე დედოფალი თამარ (1540 წ. Hd-1373), შვილები: სვიმონ (შემდგომში მეფე სვიმონ I) (1540-1546 წწ. Hd-1373, 1449-1541), დავით (შემდგომში მეფე დავით XI) (1540-1547 წწ. Hd-1373, 1449: 1654, 1541), ვახტანგ, იხ. (1546-1547 წწ. 1449: 1541, 1554), ალექსანდრე, იხ., შვილიშვილი როსტომ მეფე, იხ., განუახლა წყალობა და თარხნობა: ციხოველს მისი მკვიდრი მამულისა (1526 წ. VI. 16. Hd-1532), სახლთუხუცეს ივანეს - მისივე მკვიდრი სოფლის, შინდისისა ([1505-1527 წწ.] Sd-798); შესწირა: სვეტიცხოველს - ქალაქის გზასა და მტკვარს შუა მდებარე ლულაძე და დათვიასეული სასახლე (1547 წ. X. 20. 1449-1654); მასვე - მალაქიას კათალიკოსობის დროს - ტფილისში მეტეხთა მონასტერი წინამძღვრითა და მეტეხელით; ქორდს - ყანდიასშვილი მისი მამულით, თრიალეთს - სოფელი ეძანი და უკანა ბეშქენაშენი, ერთი ვაჭარი გორს და ერთი ქალაქს. ქალაქში ორი ლიტრა საკმელი: ერთი მეტამღეზე და ერთი მებაჟეზე, ნასიძისადმი ბოძებული გომნი აღარ გამოართვა როინ და ელიზბარ ჯავახიშვილებს და სხვა საყდრიშვილების მსგავსი სამსახური დააკისრა. აგრეთვე სოფლები: თელოვანი, ქუაბთა, სრულიად სამცხეთო მამულები და ყმები მტკვრის გაღმა-გამოღმა, ქალაქსა და გორში: წინუბანს - ეზრასშვილი ვირშელი (1532--15 34 წწ. 1449-1647), მასვე - სოფლები: ახოტი, სასახლე ალგეთს გაღმა, დოლანი, მეძლეთი, გოგასგვერდი, სახვევნი, შეხვეტილა, ღანიბანი და გაიჩინა მოსახსენებელი, ყოველწლიურად უნდა დაეხარჯათ ხუთი ლიტრა ზეთი და სამი ლიტრა სანთელი (1552 წ. V. 1. 449-1543), რუისის ტაძარს - გოჩა თვალიაშვილის კერძი მამული კერჩხული და მებედური (1527-1556 წწ. Qd-345-345). მამადავითის მონასტერს - ზურაბის მამულიდან, ზურაბისავე სააღაპედ - დავით ედემაშვილი და ქალაქს „ზემო ქულბაქი“ ([1527-1556 წწ. 1449-1605 ); განუახლა შეწირულება: თბილისის სიონს - ერთი კომლი ამბროსიშვილი, ორი კომლი ქიქნაშვილი, სამი კომლი ტოტუაშვილი, სამი კომლი ბეგლიკაშვილი, ერთი კომლი მგელაშვილი, საზღვრებით: წყაროსთავის შარა მტკვრამდე და ზემო ქვიტკირამდე, ამირაღას სახლის პირდაპირ, შანშუას ბაღჩის გვერდით, მტკვრამდე. ამ ადგილებში თავსდებოდა სიონის ღმრთისმშობლის ქულბაქი, სასახლე და გალავანი. ერთი ქულბაქი წყაროსთავს, ერთი მხარე აღაჯანა მირიმანაშვილისა და მესაკლავისშვილის ქულბაქებთან, მამასახლისის ქულბაქის პირდაპირ; სასახლე და ოთხი ქულბაქი სიონისა, საზღვრებით: მთავარეპისკოპოსის სასახლე და ამბარდარ მირიმანას სახლი, სიონის ღმრთისმშობლის სასახლე შანშუას სახლის გვერდამდე, გულიფაშაშვილის სახლამდე, ტერ-არაქელას ქულბაქის შარამდე (1552 წ. 1449-1498), მეტეხის ღმრთისმშობელს - კონსტანტინე მეფის მიერ შეწირული ყმების: ასვატურა და მურადა ავანაშვილები და დაუდგინა მათ საეკლესიო გადასახადად ოცი ქალაქური ლიტრა ზეთი (1546 წ. II. 15. 1449-1541); განუახლა თარხნობა: ქვათახეველებს საკარავეს გადასახადისა (1530 წ. XII. 1. Hd-1372), თბილისის სიონის საყდრისშვილებს (1540 წ. Hd-1373); პირობა მისცა ამილახორ ბარზი ზევდგინიძეს იმის შესახებ, რომ თუ მოხისს „იშოვიდა“, მას მისცემდა, აგრეთვე დაუმტკიცებდა ზევდგინიძეებს ღაზნელისძეთა ნაანდერძევ მამულს ([1527-1556 წწ.] Hd-2120); გაარჩია: დავით მეფესთან და სხვა ბჭეებთან ერთად გუგუნა, ქუმსი და სხვა ბარათაშვილების გაყრის საქმე (1523 წ. Ad-1299 ა), ივანე ბარათაშვილთან, შანშე ქსნის ერისთავთან, თაყა ამილახორთან, ვარამ დიასამიძესთან, ქრისტეფორე მაწყვერელთან, დავით ფავლენისშვილთან, ჯავახ ჯავახიშვილთან, ივანე სააკაძესთან ერთად - ფარიშატ და გიორგი ბარათაშვილების გაყრის საქმე (1543 წ. IV. 20. Hd-1038), დომენტი კათალიკოსთან, [ბატონიშვილ] ვახტანგთან, ბაადურ ციციშვილთან, როინ ფავნელიშვილთან, ქობულ მაჩაბელთან და შალვა სოლაღაშვილ თან ერთად - ერეკლე მუხრანის ბატონიშვილსა და ბარძიმ ამილახორს შორის სასაზღვრე დავა ([1527-1558 წწ.] Hd-13750), მთავარეპისკოპოს გიორგისთან, დომენტი ტფილელთან, გედეონ მროველთან, ალექსანდრე და ერეკლე [ბატონიშვილებთან, ციციშვილ ბეგა-ფარსადანთან, მირიან გოსთამისშვილთან, სამანდავლე გაბაშვილთან, გულბად ნასიძესთან და მიწობელთან ერთად - კათალიკოზისა და წილკნელის დავა მუხრანულ საზღვრებზე ([1527-1556 წწ.] 1449-1591), ფეშანგ ფალავანდიშვილთან, ქობულ მაჩაბელთან, თმოგუელ ფავნელიშვილთან, სამადავლე გაბაშვილთან, გიორგი წითელაშვილთან ერთად გერმანოზ ბარათაშვილისა და კათალიკოსის დავა ყორანთასა და რატევანზე ([1527-1556 წწ. ლაი H-13. 19 a-20 a), ბარათა ბარათაშვილისა და მისი ძმების გაყრის პირობები ერასტი და ბაადურ ერისთავებთან, შალვა სოლაღაშვილთან, მირიან გოსთამისშვილთან, სიაოშ თურმანიძესთან, დავით თურმანისშვილთან ერთად. დაადგინა, თუ რა ადგილ-მამული შეიძლებოდა ბარათაშვილებს გასაყრელად შემოეტანათ: ბარათასა და როსების მიერ აწერილი ნასოფლარები ვანძთას გარდა, რადგან ვაძნი ბერძნისშვილისათვის ჰქონდათ მიცემული ძმებს. ყალამშას ნასოფლარზე როსები აცხადებდა, ორბელის არისო. მეფის ბრძანებით, უნდა შეემოწმებინათ ეს ცნობა და თუ არ დასტურდებოდა მისი სისწორე, მაშინ ყალამშას ნასოფლარიც უნდა გაეყოთ. უნდა გაყოფილიყო აგრეთვე თაყას ნასოფლარი გომარეთს გარდა, რადგან გომარეთი თურქისტანიშვილებს ეკუთვნოდა. გაყოფისას აზნაურიშვილები არ უნდა დაემცროთ. მანგლისში ერთი ნასოფლარი ბარათაშვილებს თავისად მიაჩნდათ. თუ დამტკიცდებოდა, რომ მართლაც მათი იყო, ისიც უნდა გაეყოთ. ფარიშატის ნასოფლარები დაფიცებულთა გარდა, ყველა გასაყოფ ნაწილში უნდა ჩაეთვალათ. გოსტაშაბის ნასოფლარები დიაკონიათ მამულის გარდა, ასევე გასაყოფში უნდა ჩაეთვალათ. დიაკონიათ მამულს კი დავითი იჩემებდა. თუ იგი მართალი აღმოჩნდებოდა, მაშინ ამ მამულისათვის თავი უნდა დაენებებინათ, თუ არა, უნდა გაეყოთ. ფალავანხოსროს ნასოფლარები, კველთას და თაფლისმანის გარდა, ყველა გასაყოფი იყო. თაფლისმანი მანგლისის ღმრთისმშობელს ეკუთვნოდა. ამ მამულებს გარდა, რაც ბარათაშვილთა ექვს ძმას ჰქონდა აშენებული ნასოფლარი, ან აუშენებელი, ყველასაგან ბარათასათვის საუფროსოდ წილი უნდა გამოეყოთ. დანარჩენ ძმებს კი ერთმანეთში „ძმურად“ უნდა გაეყოთ. ვინც მეფის ამ პირობებს არ შეასრულებდა, მას მამული საერთოდ ჩამოერთმეოდა ([1527-1556 წწ.] 1450-18/98), ერისთავ ბაინდურთან, ქაიხოსრო ციციშვილთან, ქუცნა ამირეჯიბთან, ქაბულ მაჩაბელთან, გოდერძი გაბაშვილთან ერთად - იოთამ და ორბელ ბარათაშვილების გაყრის საქმე ([1537-1538 წწ.] VIII. 16. 1450-11/112); დაამტკიცა ესაია თბილელის მიერ ციხოველ ივნაძისადმი მიცემული ექვსი დღის სააღაპე მიწის ბუზაური მამულის წყალობა ([1525-1527 წწ.] 1450-32/298); სხვადასხვა: როდესაც ლუარსაბ მეფემ ქართლის ტახტი დაიბრუნა, შეკრიბა ქართლისა და მესხეთის მღვდელთმთავრები: კათალიკოსი ზებედე, მთავარეპისკოპოსი იოსებ, „ყოველნი ეპისკოპოსნი ქართველთა და მესხთა“, რომელთაც წმიდა აიაზმით განწმინდეს ჯერ თბილისის სიონის ტაძარი, შემდეგ ქალაქის სხვა ეკლესიები (1552 წ.1449-1498), გერმანე კათალიკოსთან ერთად აღწერა სვეტიცხოვლის განძი (15 46 წ. II. 4. Ad-501); მისი ნებართვით: გიორგი-გერასიმემ სოფელი ზერტები შეს წირა სვეტიცხოველს (1540 წ. 1449-1497), თეოდოსი კათალიკოსმა ქადაგ რომანოზ მაღალაძეს უწყალობა მცხეთაში მჭედლისშვილისეული სახლ-კარი და დიღომს მზევასძის ვენახი (1542 წ. Hd-1353), ზურაბს თავისი მშობლების სახელზე აღაპის გადასახდელად შეუწირავს მთაწმინდის მამადავითის მონასტრისათვის „კაკა-ზურაბასეული“ ვენახი. ურიული ვენახი, დიღომში მინდიკაშვილისა და ყარა-დოვლათიერასეული ვენახები ([1527-1556 წწ. 1449 1605 ); იხსენიება: გუსტან ჭილაძის მიერ სვეტიცხოვლისათვის ბოძებულ შეწირულების წიგნში აღნიშნულია, რომ გუსტანის ვაჟს, ჯავახს, ცოლად შეურთავს ლ უ ა რ ს ა ბ ი ს და ([1532 -1534 წწ.] 1448-2285), მისთვის და დედოფალ თამარისათვის სვიმონ მეფემ მეტეხთა ღმრთისმშობლის ტაძარში გააჩინა აღაპი (1558 წ.1449-1546), ჯვარისმტვირთველ მიქაძე ამბროსისა და ქაბულ თორელს შორის სარგოზე დავის გარიგების წიგნში დამოწმებულია ლუარსაბ მეფის განაჩენი, რომლის მიხედვით, „ყოველი საჯვარისმტვირთველო სარგო საერთოდ ედვათ და ბოლნისის ათეული საკუთრად დეკანოზ მიქაძე ამბროსის“ ეკუთვნოდა (1558 წ. IV. 6. 1450-11/101), სვიმონ მეფის მიერ სვეტიცხოვლისათვის ბოძებულ შეწირულების სიგელში ნათქვამია, რომ შაჰ-თამაზის შემოსევის დროს ლუარსაბ მეფემ წამების გვირგვინი მიიღო (1559 წ. XII. 1. ქრ.II. 400-401), სვიმონ მეფემ განუახლა ურბნისის საყდარს ლუარსაბ მეფის მიერ ბოძებული შეწირულება (1566 წ. 1448-1942), დოროთეოს კათალიკოსის შეწირულების წიგნში ნიტრიის ეკლესიისადმი ნათქვამია, რომ მისი მეფობის დროს შაჰ-თამაზმა ააოხრა საქართველო და იგი ეწამა სარწმუნოებისათვის ([1589-1600 წწ.] 1448-5008), ელისე თბილელსა და მერაბ ყორღანაშვილს შორის დავის გარიგების წიგნში აღნიშნულია, რომ ლუარსაბის ძმის, რამაზის შეწირულების წიგნის მიხედვით, ნასოფლარი ფიცხისი თბილელს ეკუთვნოდა (1635 წ. XI. 14. 1449-2649), შეუწირავს სვეტიცხოვლისათვის სოფელი ახოტი და ნასოფლარები: დალანი, მეძლეთი, გოგასგვერდი, სახუევანი, შეხუეტილა და ღანიბანი, აღნიშნულია აბაშ ბარათაშვილისა და ზურაბ ელიოზისშვილის სამამულე დავის გარიგების წიგნში (1657 წ. Qd-2153), როსტომ მეფის მიერ ბარათაშვილებისათვის ბოძებულ წყალობის წიგნში იგი იხსენიება როსტომის პაპად, მისი მეფობის დროს გაყრილან ორბელ და იოთამ ბარათაშვილები (1657 წ. 1450-15/140); მისი ხელრთვა აქვს საბუთებს: Ad 1299 ა, Hd-372, 1373.
ლუარსაბ - [ბატონიშვილი], შვილი მეფე სვიმონ I-ისა, იხ.
ლუარსაბ - [ბატონიშვილი], შვილი დაუთ-ხანისა, იხ.
ლუარსაბ II - (ქართლის მეფე), 1603-1615 წწ.
ღმრთივ გვირგვინოსანი, მეფეთ-მეფე. ჰყავს: მამა ქართლის მეფე გიორგი X იხ. (1610 წ. 1449-2078 ბ), დედა დედოფალი თამარ, იხ. ([1606-1613 წწ.] 1448-1258, Hd-5297, Sd-61, 1450: 10/12, 1/132), ბიძაშვილი sič [ბიძა] მეფე როსტომ, იხ., [ბებია] ნესტანდარეჯან, იხ., და ხორეშან. იხ., უწყალობა: აიდოღმიშ გოგიბაშვილს - სომხითში ორი კომლი გლეხი: დონმაზა და ჰაზარდეღა, ნასოფლარი ტანძუტი (1608 წ. 1450-10/12), ბოქაულთუხუცესს, დავით [დავითიშვილს] - ზემო ქართლის სოფელი აბანო (1608 წ. VII. 29. 1448-2286), გიორგი სააკაძეს - საბარათიანოში სოფელი კრწანისი და გამრეკელ ჯავახიშვილის კუთვნილი ცხირეთს მცხოვრები ერთი კომლი გოჩია ურუმბეხაშვილი, საჯავახოში - სოფელი ხანდაკი (1608 წ. VII. 12. Hd-13052), მასვე საბარათიანოში ნასოფლარი ყაიშლაღი (1608 წ. VII. 5. Hd-1942), იესე ჯავახიშვილს - მისი განაყოფის, გამრეკელის ნაქონი მამულები ყარაღაჯს,სიონს, ქვენა დრისს, ფეზიას ნაქონი - წოდორეთს (1608 წ. IX. 7. Hd-14700), ბარძიმ ამილახორს - სომხითში დიდი მახრაღაჯი, ზემო სობისი (1608 წ. VIII. 4. Hd-2009), მასვე - ბარზის ბიძაშვილის, ფარემუზის ნაქონი მამული, სახასო ყური, ჯეჯიკაური, ახმაჯი, ავახანი. აგრეთვე აზნაურიშვილები: მაღრანელი, ზალია ტარსაიჭაშვილი და მისი ძმა ლამაზუნა, შანაშვილი ივანე, ყანჩაელი გოსტაბ, ძაგანიშვილი შოშიტა (1609 წ. III. 10. Ad-1208), ქაიხოსრო ბარათაშვილს - ვახტანგ ბატონიშვილის ნაქონი სოფელი კრკონი ქვეშისხევში (1609 წ. 1450-12/113), გიორგი სააკაძეს - ვახტანგ ბატონიშვილის ნაქონი სოფელი ნაბახტევი (1609 წ. III. 20. Hd-13179), დავით [დავითიშვილს] - გორში ერთიერაშვილი სოლაღა და ავრანაშვილი მამულებით (1610 წ. V. 13. Sd-555), მამუკა კორინთელს - მისი განაყოფის, უშვილო გიორგი [კორინთლის] წილი მამული ირტოზას, ალევს და ჭურთახევს (1610 წ. 1V. 14. 1450-26/274), შერმაზან მათარაიშვილ-ლარაძეს - საბარათაშვილოში ალექსანდრე ბატონიშვილის მამული (1611 წ. IV. 3. 1450-10/12), ფარემუზს - მღვიმის მონასტრის წინამძღვრობა და სოფელი ზემო სობისი (1612 წ. X. 20. Hd-5297), ზაალ აბაზაძეს - მიწობლიძისეული მამული, რომელიც ადრე მოურავისათვის ებოძებინა (1613 წ. VIII. 25. Sd-524), მასვე - თელათგორს სულხან თურმანიძის ნაქონი მამული (1613 წ. X. 10. Sd-1206), ასპან ამირეჯიბს - აძვისი, წაღულს სამადანისშვილისა და რევაზიშვილის ნაქონი მამულები (1613 წ. 1449-833), შერმაზან ლარაძეს ერთ ტისს საჩინო ბარათაშვილის ნაქონი მამული (1613 წ. X.11.1450-57/8), ავთანდილ მარტიროზიშვილს - ალს თაყიაური მამული, რომელიც დედოფლისაგან ჰქონია ნაბოძები ფირალა არაქელაშვილს (1613 წ. 1450-1/132); განუახლა წყალობა: იესე ჯავახიშვილს - სამკვიდრო მამულების ყარაღაჯის, სიონის, ხანდაკის, ქვენადრისის (1608 წ. IX. 7. Hd-14700), გიორგი [სააკაძეს] - ქვეშისხევში ნასოფლარ ყაიშლაღისა (1609 წ. X. 24. Hd-2283), ზაალ ხოსიაშვილს - მისივე მკვიდრი მამულისა და ხვედურეთში ყმების, ნადირა და პატაი დვალიშვილებისა (1611 წ. Sd-61), დავით დავითიშვილს - სამკვიდრო მამულებისა (1614 წ. Sd-599), მასვე - მკვიდრი სოფლის, აბანოსი (1615 წ. Sd-600), ქაიხოსრო ციციშვილს - ფარსადან ციციშვილის მიერ უკანონოდ მიტაცებული ყმა-მამულისა: ნიჩბისის,ოხერასი, დოესის, ავკეთის, ქვენაფლავის, ღვისისხევის, აზნაურიშვილების: შემასურ უზნაძის, დავით ხახულარის, ამოვან ალექსიძის, მერაბა შტოელისა (1615 წ. Ad-1410); შესწირა:სვეტიცხოველს - ლიახვის პირს სოფელი არბო და გლეხები: პაპუნა, ერთი კომლი, ბაღნიაშვილი მაისა, ერთი კომლი, ბერუა, ერთი კომლი, ფიჩხნარაშვილი ირემა, ერთი კომლი, მისი განაყოფი მგელია, ერთი კომლი (1609 წ. III. 22. 1449-1763), სანაინის საეპისკოპოსო საყდარს - ტერ-ყუგაზ არღუთაშვილის ეპისკოპოსობის დროს - სომხითში სოფელი შიხჩობანა და ირისკოპოზის ნასოფლარი (1609 წ. 1450-28/2), თავისი დის, ხორეშანის ქორწინებასთან დაკავშირებით, საკანონოდ შესწირა იერუსალიმის ქრისტეს საფლავს ყუდანათის ნაქონი სოფლები: თერგისი და სოღოლაშენი (1613 წ. 1450-51/209), გუდარეხის მონასტერს - ხუთი თუმანი თეთრი სანთელ-საკმევლისა და ზეთის ფასად, ბედენის პირას, სოფელ ხოფისში მცხოვრები სამი კომლი, რომელიც ადრე არსენ უნდილაძისა და აბელის წილი ყოფილა (1600 წ. sic [1606-1614 წწ.] Hd-1554 ა); დაუმტკიცა: გორელ ვაჭარს, ამსარქისა მესხასატურაშვილს. მისი განაყოფის, დოვლათიარას ნაქონი მამული, ნაყიდი ქულბაქები, სამთვლიანი წისქვილები, ბაღი და ვენახი, რატიშვილის ბეითალმანი ნაზვრევი ექვსი დღის მიწა (1609 წ. II. 14. 1448-1091), დავით ჭარმაულს - დომენტი კათალიკოსის მიერ 1602 წ. მიცემული ყმა-მამულის წყალობის წიგნი (1610 წ. 1449-2078ბ); განუახლა თარხნობა ნასყიდა შეშაბერიძეს ([1606-1615 წწ.] Hd-4075 ბ); უბრძანა სომხითისა და საბარათაშვილოს მებალახეებს, არ აეღოთ საბალახე სიონის ღმრთისმშობლისათვის შეწირული მამულებიდან (1607 წ. VIII. 20. 1449-2637); სხვადასხვა: მისი ნებართვით, ზებედე კათალიკოსმა სვეტიცხოვლის ჯვარისმტვირთველს, დავით ელიოზისძე-გედეონისშვილს, ერედვს უწყალობა ყმა (1610 წ. 1450-38/180); მისი ნებართვით, თამარ დედოფალმა გულჩარაბაჯის განუახლა მეჯვრისხევში მამულების წყალობა. მის სადღეგრძელოდ დედოფალმა გულჩარაბაჯის დაავალა 24 გიორგობისთვეს აღაპის გადახდა (1611 წ. 1448-8760), მას დედოფალთ-დედოფალ ნესტანდარეჯანთან და დედოფალ თამართან ერთად ერთგულების პირობას აძლევენ ათაბაგი მანუჩარ [ჯაყელი] და ბატონი ელენე ([1606-1610 წწ.] 1448-1258) იხსენიება: მისი მეფობის დროს მამუკა ჩაჩაშვილმა დიღმის წმინდა გიორგის შესწირა ბეჟანაური მამული ([1606-1615 წწ.] Hd-1051 გ), თამარ დედოფლის მიერ ქალაქის მელიქისადმი გაცემულ ბრძანების წიგნში აღნიშნულია, რომ გელაქნურისა და ბახტის ბაჟი იმავე წესით უნდა აეღოთ, რა წესიც ლუარსაბ მეფის წიგნში იყო განსაზღვრული ([1606-1615 წწ.] 1448-2381), ბაგრატ მეფემ გიორგი [სააკაძეს] განუახლა სვიმონ, გიორგი და ლუარსაბ მეფეების დროს ბოძებული მამულების წყალობა (1616 წ. Hd-4418), ბაგრატ მეფის მიერ ათაბაგისათვის მიცემულ წყალობის წიგნში აღნიშნულია, რომ ათაბაგს მისგან ჰქონია ნაბოძე ბი ქარატაკი და გელაქთაგი (1616 წ. 1448-1024), ლუარსაბ მეფე გადაუკიდებია მოურავისათვის ბერუკა [ჯავახიშვილს], ნათქვამია გიორგი სააკაძესა და ქაიხოსრო ჯავახიშვილს შორის დავის გარიგების წიგნში (1620წ. IV. 5. Hd-6259), მას დედასთან, თამარ დედოფალთან ერთად, მთაწმინდის პორტაიტის ღმრთისმშობლისათვის შეუწირავს მეჯვრისხეველი გლეხები, ნათქვამია თეიმურაზ მეფის მიერ პორტაიტის ღმრთისმშობლისათვის ბოძებულ შეწირულების განახლების წიგნში (1630 წ. 1461-3/127), როსტომ მეფის მიერ ასლამაზ იაგულაშვილისათვის მიცემულ წყალობის განახლების წიგნში აღნიშნულია, რომ მას განუახლებია ასლამაზისათვის სომხითის სოფლების: საღრეველასი და დიდი სახუნდრის წყალობა (1636 წ. XII. 12. 1450-9/123), მის მიერ ნაწყალობევი ყმა-მამული, როსტომ მეფემ განუახლა იოთამ კორინთელს (1639 წ. VIII. 24. 1450-26/275), ზენბად ლარაძის ქვრივის, მარიხის, წყალობის წიგნში აღნიშნულია, რომ ლუარსაბ მეფეს ლარაძეებისათვის უწყალობებია ირგის ხევში სოფელი ირგი (1640 წ. IV. 23. 1450-10/122), როსტომ მეფის მიერ მანუჩარ და პაპუნა ციციშვილებისათვის მიცემულ განჩინებაში ნათქვამია, რომ შაჰ-აბასს ლუარსაბ მეფე ირანში თან წაუყვანია და ქართველები უპატრონოდ დაუტოვებია (1640წ. VI. 21. Ad-1030), როსტომ მეფის წყალობის წიგნში ალიხანა ქიქილასშვილისათვის ნათქვამია, რომ ადრე ალიხანასათვის ეს წყალობა უბოძებია ლუარსაბს (1641 წ. 1449-2262), როსტომ მეფემ განუახლა მისი და სვიმონ მეფის მიერ ადრე ნაწყალობევი აკოფშაშვილები ბეჟან თულაშვილს (1642 წ. Qd-1698), როსტომის მიერ იორამ სააკაძისათვის მიცემულ წყალობის წიგნში აღნიშნულია, რომ ლუარსაბ მეფეს სააკაძეებისათვის სოფლები უბოძეთ ბია (1652 წ. Hd-13955), მას ბერუკა [ჯავახიშვილისათვის] უწყალობებია საჯავახოში, თეძამს გაღმა-გამოღმა, ამოვარდნილი ნათესავის წილი მამული, აღნიშნულია როსტომის წყალობის სიგელში - როინ ჯავახიშვილისადმი (1656წ. Hd-14677), თურმანმა დავით გაბადიძეს განუახლა ლუარსაბ მეფის მიერ ნაწყალობევი სულხანის კერძი მამული თელათგორში ([1633-1658 წწ.] Hd-8794 ა), გიორგი მეფემ მის მიერ ბოძებული შვიდი კომლი გლეხის წყალობა განუახლა იბაშერ შალიკაშვილს (1682 წ. V. 25. 1450-35/137), შერმადინ იოთამისშვილ-[ბარათაშვილსა] და არეშიშვილებს შორის სოფელ ვარხუნის საზღვრებზე დავის დროს შერმადინმა წარმოადგინა ლუარსაბ მეფის განაჩენი (1689 წ.1450-38/33), ნაზარალი-ხანის) მიერ ქალაქის მელიქ-მამასახლისისათვის გაცემულ ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ლუარსაბს უბოძებია ქართლის კათალიკოსისათვის გელაქნურისა და ბახტის ბაჟი (1689 წ. 1448-9978); მისი ხელრთვა და ბეჭედი აქვს შემდეგ საბუთებს: Hd: 1554 ა, 13052, 14700, 2283, 2009, Sd: 555, 61, 524, 599, 555, Ad-1410, 1448-2286.
ლუარსაბ - მუხრანის ბატონიშვილი, შვილი თეიმურაზ მუხრანის ბატონისა, იხ.
ლუარსაბ - 1636 წ. ახლო, 1641-1677 წწ.
ბატონიშვილი, შვილიშვილი მეფე თეიმურაზ I-ისა, იხ., შვილი დედოფალ ელენესი, იხ., ძმა მეფე ერეკლე I-ისა, იხ., ერეკლე მეფემ ონანა მდივანს უწყალობა ყიზილ უღლუნი, იმავე წესით, როგორითაც ლუარსაბ ბატონიშვილს ჰქონდა (1677 წ. 1449-559), ერეკლე მეფის მიერ ალავერდის ტაძრისათვის ბოძებული შეწირულების წიგნის თანახმად, ერეკლე მეფემ მისი სულის მოსახსენებლად ალავერდში დააწესა აღაპი (1699 წ. II. 25. 1449-1852); იგი გარდაცვლილა უძეოდ, ჰყოლია მსახური ბედია, რომლის ნაყიდი მიწები ლუარსაბის გარდაცვალების შემდეგ ერეკლე მეფემ შესწირა გარეჯის უდაბნოს ([1688-1703 წწ.] 1449-831).
ლუარსაბ - 1645-1652 წწ.
ბატონიშვილი, (მეფედ იწოდება ერთ საბუთში: 1652 წ. 1450-15/109), ჰყავს: მამა [მამობილი] მეფე როსტომ, იხ., თანამეცხედრე თამარ, შვილი გიორგი (1652 წ. 1450-15/109). უწყალობა: ყაფლან ბარათაშვილს ქვემო ბოლნისს ნაყიდი და ნასისხლი ზვარი, იფნობი, მირტაშენი, მუგაუთის ნახევარი და ვანის ნახევარი (1652 წ. 1450-15/109); დაუმტკიცა რობიტა მამაცაშვილს როსტომ მეფის მიერ მიცემული გლეხის წყალობა (1651 წ. 1449-1102); იხსენიება: როსტომ მეფის მიერ შიოშ ხმალაძისათვის ბოძებულ წყალობის სიგელში, აღნიშნულია, რომ ლუარსაბისათვის როსტომ მეფეს უბოძებია შიოშ ხმალაძის მიერ ქალაქში აშენებული სასახლე (1643 წ. Hd-1601), როსტომ მეფის მიერ ოთარ ტატიშვილისათვის ბოძებულ წყალობის წიგნის მიხედვით, როსტომს ლუარსაბის მეთაურობით,იმერეთში ლაშქარი გაუგზავნია (1646 წ. Hd-14443), ბარძიმ ამილახორთან, ციცი და ზაზა ციციშვილებთან, ქაიშერ მიწობლიძესთან ერთად გაურჩევია ვირშელისშვილებსა და ფალავანხოსრო ბარათაშვილის შვილებს შორის დავა ქვათეთრისზე (1646 წ. 1450-2/143), როსტომის მიერ მესტუმრე დონდარა ეჯიბისშვილისათვის ბოძებულ წყალობის წიგნში ნათქვამია, რომ ლუარსაბს დონდარა მესტუმრისათვის ნაწყალობევი ჰქონია ნასოფლარები: ყუდრუ, შიხჩობანი და შულავერში ვენახი (1651 წ. Hd-14673); მისი ხელრთვა აქვს საბუთებს: 1448: 2317, 3134, 5006, 88, Hd: 14426, 791.
ლუარსაბ (= ლუარსაბ მირზა) - 1647-1697 წწ.
ბატონიშვილი, შვილი ქართლის მეფის, ვახტანგ V-ისა, იხ., ძმა ქართლის მეფის, გიორგი XI-ისა, იხ., და ლევან მუხრანის ბატონიშვილისა, იხ., ოთია ვახტანგასშვილს გადაუწყვეტია მას ყმობოდა, შუამდგომლობა უთხოვია შიოშ ყორღანაშვილისათვის, რომელსაც შეუსრულებია ოთიას თხოვნა (1647 წ. IV. 5. 1450-19/24); სომხითის მელიქმა ათაბაგმა ქალაქის მოურავს, მანუჩარს, მიჰყიდა მტკვრის პირას სასახლე, რომელსაც ესაზღვრებოდა ლუარსაბის ალაყაფი (1659 წ. 1450-8/145); მას ეჭირა ქვემო ბოლნისში ყაფლანის ნაქოთულნი ზვარი, რომელიც შაჰნავაზმა ისევ ყაფლანს დაუბრუნა ([1658-1670 წწ.] 1450-15 /111); წერილს სწერს ბატონიშვილ გიორგის. იგი დასჯილა რაღაც დანაშაულის გამო, აღიარებს თავის ბრალს: „რაც რომ მოხდა. კახის ბატონის საქმე, სულ ყველა ჩემი ბრალიაო“. შვიდი თვე იმყოფებოდა კავთისხევში. თავისი სახლიდან, როგორც ჩანს, გაძევებული იყო. ორბელის პირითაც შეუთვლია მეფისათვის თავისი თხოვნა. სურს სახლის დაბრუნება: „ჩვენი სახლი ჩვენ გვიბოძეთო“, გიორგი ქვარიანს ნაბრძანები ჰქონია მეფისაგან, დღეში სამჯერ დაეფიცებინა იგი. დანარჩენ ჩემს ამბავს დათუნა მუსხელაშვილი მოგახსენებსო, - უთვლის გიორგის ([1658-1676 წწ.] Sd-1916); გორჯასპ ბარათაშვილისათვის მიბარებულ საბუთების ნუსხაში იხსენიება ლუარსაბ ბატონიშვილის მიერ გაცემული ქვემო ბოლნისის ზვრის წიგნი ( 1691 წ. X. 2. Sd-1931).
![]() |
7.4.6 მამუკა || მამია |
▲ზევით დაბრუნება |
მამუკა (ვარ. მამია)- ბატონიშვილი, შვილი იმერთა მეფის, გიორგი III-ისა იხ.
მამუკა - 1685-1687 წწ.
მეფე, მისი ბეჭედი უზის ალექსანდრე მეფის და თამარ დედოფლის მიერ გაცემულ საბუთებს (1685 წ. 1448-2144, 1687 წ Hd-15043).
მამუკა - 1667-1691 წწ.
ბატონიშვილი, შვილი არჩილ II მეფისა, იხ. ([1687-1691 წწ.] Hd-9514), პირობა მისცა გარსევან ჩოლაყაშვილს წყალობისა და მფარველობის შესახებ ([1687-1691 წწ.] Hd-9514.
მაჰმად-მირზა - შვილი იესე მეფისა, იხ.
მელქისედეკ
პროვინციის მეფე, შვილი მეფე დავით VIII-ისა (1297 წ. Hd-330). დაამტკიცა: კახა თორელის შეწირულების და წერილი რკონის მონასტრისადმი ([1260 წ.] Sd-2859), დავით მეფის მიერ გრიგოლ ჭარმაულ-ჭაჭნიასშვილისათვის ბოძებული სოფელ ლაუშას წყალობის წიგნი (1297 წ.Hd-1330).
მელქისედეკ - ბატონიშვილი, ძმა მეფე დავით X-ისა იხ. კათალიკოსი მელქისედეკ II.
მელქისედეკ - ბატონიშვილი, ძმა კონსტანტინე ბატონიშვილისა, იხ.
მიქაელ
მეფე, შავშთ, შარვაშთა, კახთა, აფხაზთა, სომეხთა, კახთა, ქართველთა ყოვლისა მპყრობელი. გაარჩია მიქელაძისა და გოგოტაშვილთა სასისხლო საქმე. ჭარელიძეს ომში შემოკვდომია აზნაური მანგასარ მიქელაძე. სისხლის გადახდა დაეკისრა გიორგი და დავით გოგოტაშვილებს. კახაბერიძის, მჯეციძის, კათალიკოსისა და სხვა დარბაისლების მონაწილეობით მეფემ დაადგინა, რომ მიქელაძეებს სიგელი თათართაგან ჰქონიათ წაღებული, ხოლო მახსოვარი კაცის მოწმობით, მათი სისხლის ფასი - 80000 ძველი კირმანეული თეთრი ყოფილა. გოგოტაშვილმა გადაიხადა სისხლის ფასი რვა ტანი აბჯარი, შვიდი გლეხი, ცხენი და „უთვალავი“ ხარი (1326 წ. Hd-14793 სას.).
ნიკოლოზ - ლევან მეფის შვილი, იხ. კათალიკოსი ნიკოლოზ V.
ნიკოლოზ - ბატონიშვილი, იხ. მეფე ერეკლე II.
ნიკოლოზ - 1665-1687 წწ.
მუხრანის ბატონიშვილი, ბოვნელი ეპისკოპოსი ([1683-1687 წწ.] ქრ. II. 497. Hd-178, 1450-6/13), ჰყავს: მამა ბაგრატ, იხ. ([1683-1687 წწ.] ქრ. II. 497. Hd-14178, 1450-6/13), ბიძა კათალიკოსი დომენტი (1683 წ. ქრ. II. 497). განუახლა სვეტიცხოველს მუხრანის ბატონთა მის, თამაზ ახულედიანის შეწირულება (1683 წ. ქრ. II. 497); დოლმაზა შანშიაშვილს ტერტერაშვილისაგან ჰქონდა ნაყიდი ყოჩის მიწა, რომელიც ადრე საეკლესიო ყოფილა. ეკლესიის ყმას, ბარარაშვილს კი ემართა შანშიაშვილის ვალი. ნიკოლოზ ბოლნელმა ამ ვალში ამოუკვეთა შანშიაშვილებს ტერტერაშვილისაგან ნაყიდ მიწაზე დადებული საეკლესიო ღალა (1685 წ. X. 30. Hd-14178); მოწმე დუშია ელიარაშვილის მიერ ბაინდურ გოგიბაშვილ-პაპიაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1687 წ. VI. 1. 1450-6/13).
ოტია - 1687-1698 წწ.
მუხრანის ბატონიშვილი, შვილი თეიმურაზ მუხრანის ბატონისა, იხ., [ძმისწული] პაპუა მუხრანის ბატონიშვილისა, იხ., ძმა კონსტანტინე მუხრანის ბატონიშვილისა, იხ., იხსენიება ზევდგინ ზევდგინისშვილის მიერ წილკნელ დომენტი გილდაშვილისათვის მიცემულ ყმების ნასყიდობის წიგნის ფიცის ფორმულაში (1698 წ. II. 2. 1448-2349).
პაპუა
მუხრანის [ბატონიშვილი], ბაზიერთუხუცესი, სვიმონ მეფემ მას გაუჩინა ყოველწლიურად 15 თუმანი თეთრი, დაავალა მეფის მებაჟეს ქალაქის ბაჟიდან ყაბზით მიეცა ეს თანხა (1627 წ. XII. 1461-3/2).
პაპუა - 1658-1700 წწ.
მუხრანის ბატონიშვილი, სახლთუხუცესი ([1686-1700 წწ.] Hd: 15059, 1305, 10068, 1448-57, Hd: 13684, 403, Sd-56. 1449-1863, Hd-13151 ა, 1461-3/3). ჰყავს: ბიძა მეფე ვახტანგ V (1658 წ. 1461-3/5), ძმები: ჯვარისმამა ქრისტეფორე, დათუნა, ერეკლე (1680-იანი წწ. 1461-13/3), ძმისწულები: კონსტანტინე. ოტია, ადარნასე (1680-იანი 1695 წწ. 1461-3/3, ქრ. II. 515 ), [სახლიკაცები]: ქაიხოსრო, ბაგრატ, ლევან (1695 წ. ქრ. II. 515). რადგან შანაოზი ქართლის ტახტზე დამჯდარა, მუხრანში თავისი წილი მამულის დაკარგვა არ მოუსურვებია და თავისი შვილი, ალექსანდრე, გაუგზავნია მუხრანში. ალექსანდრე იქ მალე გარდაცვლილა. პაპუა „დიაღ გარჯილიყო“ ალექსანდრეზე, უვლიდა მას. ალექსანდრეს ანდერძი დაუტოვებია, რომლის თანახმადაც მისი წილი ყმა-მამული პაპუას რჩებოდა. შანაოზ მეფემ ეს ანდერძი პაპუას დაუმტკიცა (1670-იანი წწ. 1461-3/5); პაპუას ძმას, ერეკლეს, გიორგი მეფის „ორგულობა შეედვა, სიყმაწვილით სხვათ ეცდინა...“, გიორგი მეფემ შეუნდო დანაშაული ერეკლეს და პირობის წიგნი მისცა პაპუას, რომ მის ძმებსა და ძმისწულებს ერეკლეს დანაშაულზე პასუხს არ მოჰკითხავდა (1680-იანი წწ. 1461-3/3), ნაზარალი-ხანმა მას მისცა პირობა, რომ ერთგულების შემთხვევაში მფარველობას არ მოაკლებდა (1690-იანი წწ. 1461-3/4), გრიქორამ მას მისცა 10 თუმნის (ვალის დაბრუნების?) წიგნი (XVII ს. ბოლო. 1461-3/24 ფრაგმ.), გიორგი მეფის ბრძანებით, პაპუას იზმირში 13000 ასლანი უნდა მიეცა პატრიარქ დოროთეოსისათვის იერუსალიმის ქართული მონასტრების დასახსნელი თანხის ანგარიშში ([1678-1685 წწ.] 1448-1283). გაარიგა: ნაზარალი-ხანთან ერთად გივი, იოთამ და ავთანღილ ამილახვრებს შორის დავა (1692 წ. II. 5. Hd-10068), ქვათახევის წინამძღვარ ეფთვიმესა და ავთანდილბეგ გორგიჯანაშვილს შორის სველნეთის საწინამძღვრო მიწებზე დავა (1700 წ. 1449-1863), ქართლ-კახეთის დიდ მოხელეებთან ერთად დაესწრო ნაზარალი-ხანის ბჭობას ორგული გივი და ფარემუზ გურამიშვილების ყმა-მამულიდან გურამ გურამიშვილისათვის წილის მიცემის თაობაზე (1694 წ. VI. 4. 1448-57); ელენე დედოფალმა მას უბრძანა; თვალყური ედევნებინა სარქისა და გასპარა ხითარიშვილების სახლ-კარსა და დუქანზე (XVII ს. II ნახ. Hd-13158); მოწმე იოვანე დიასამიძის მიერ რევაზ [მაღალაძისათვის] მიცემული ყმა-მამულის წყალობის წიგნისა (1692 წ. Hd-1305), ბეჟანის მიერ ზაალ დოლენჯისშვილისათვის მიცემული ყმის ნასყიდობის წიგნისა (1697 წ. XI. 1. Hd-403), მნიშაკანთ გულინაშვილ მიქელის მიერ გივი თუმანიშვილისათვის მიცემული სახლ-კარის ნასყიდობის წიგნისა (1698 წ. XI. 20. Sd-56); მისი ბეჭედი აქვს საბუთებს: Hd: 403, 15059.
რამაზ - (შემდგომში რომანოზ) 1512-1580 წწ.
ბატონიშვილი, ჰყავს: მამა ქართლის მეფე დავით X, იხ., ბიძა გიორგი-გერასიმე, ძმა ქართლის მეფე ლუარსაბ I, იხ., თანამეცხედრე ხვარამზე, შვილი ბაგრატ ([1551-1580 წწ.] 1449: 1542, 1551). შესწირა: სიონის ღმრთისმშობელს დიდგორზე სოფელი ფიცხისი, რომელიც ადრეც სიონის კუთვნილება ყოფილა და ყაზახებს აუოხრებიათ (1551 წ. VI. 9. 1449-1542), ქვათახევის ვლაქერნის ღმრთისმშობელს - ნაყიდი სოფელი თელათუბანი, ურია ყოფილ მანათურასა და მისი ძმისწულების საქონებელს გარდა (1580 წ. IV. 20. 1449-1551); დაამტკიცა ივანე სოლაღასშვილის მიერ ქვათახევის მონასტრისათვის მიცემული ყმა-მამულის შეწირულების წიგნი (1519 წ. 1449-1534 ა); დამწერი და თავმდები ლუარსაბ [ბატონიშვილის] მიერ სახლთუხუცეს ივანე სოლაღაშვილისათვის მიცემული სოფელ შინდისის წყალობის წიგნისა ([1505-1527 წწ.] Sd-798); მისი ნებართვით გიორგი-გერასიმემ სვეტიცხოველს შესწირა სოფელი ზერტები (1540 წ. 1449-1497); იხსენიება თბილელ [ელისე] საგინაშვილსა და მერაბ ყორღანაშვილს შორის დავის გარიგების წიგნში. მისი შვილი ბაგრატი ყოფილა საბარათიანოს სარდალი. აქვე ნათქვამია, რომ რამაზს შეუწირავს თბილისის სიონისათვის სოფელი ფიცხისი, რისი საბუთიც თბილელს ჰქონია (1635 წ. XI. 14. 1449-2649).
როსტომ - შვილი კახთა მეფის, ალექსანდრე II-ისა, იხ.
როსტომ (იმერთა მეფე). [1590]-1604 წწ.
იესიან-დავითიან-სოლომონიან-ბაგრატოვანი; აფხაზთა, ქართველთა, კახთა, სომეხთა, შარვანშა, ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა და სამხრეთისა და ჩრდილოეთისა, ლიხთ-ამერისა და ლიხთ-იმერისა მეფეთ-მეფე (1603 წ. Sd-2905). ჰყავს: ძმა იმერთა მეფე გიორგი III, იხ., თანამეცხედრე: დედოფალი თინათინ (1603 წ. Sd-2905 ), დედოფალი ნესტანდარეჯან, შვილი ალექსანდრე (1590-1604 წწ. 1448-5035 სას.). შესწირა გელათის საყდარს სვიმონ გენათლის დროს სორმონს მცხოვრები გლეხები: გოლათაძე, კანდელაკი, ქელბაქიანი (1603 წ. Sd-2905); განუახლა გიორგი ტყავაძეს დაკარგული სასისხლო სიგელი და გაუჩინა სისხლის ფასი 400000, ხოლო საგერშოდ - 200000 თეთრი (1601 წ. 1448-5007 სას.), ზარდიაი გუგუნბერიძეს გაუჩინა სისხლის ფასი ([1590-1604 წწ.] 1448-5035 სას.).
როსტომ - შვილი იმერთა მეფის, გიორგი III-ისა, იხ.
როსტომ - 1633-1658 წწ.
მეფე, ღმთივ გვირგვინოსანი, ქართლისა და კახეთის, ორისავე მპყრობელი მეფეთ-მეფე, ჴელმწიფე, პატრონი ([1651-1657 წწ.] 1461-13/18, Hd-1466 ბ, 1449-1781, Sd-20, Hd-1805, Qd-1653, Hd: 14671, 14415, Sd-747, 1450-21/40); ორისავე სახელმწიფოს || ორისავე ტახტისა და საბატონოს მპყრობელი-მქონებელი ([1654-1657 წწ.] 1449-1796, H-2513-17, Ad-1737, Hd-1350 ა); იესე-დავით-სოლომოან-ბაგრატონიანი, აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შარვანშე და შანშე, ყოვლისა აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთისა ხელმწიფედ მფლობელ-მქონებელი (1658 წ. Sd-2975), ჰყავს: პაპა მეფე ლუარსაბ I ([1651-1657 წწ.] Hd-14673, 1450-15/140), ბიძები: მეფე სვიმონ I (1642 წ. Qd-1698), ბატონიშვილი ვახტანგ (1634, 1639 წწ. Hd-2301, 1450-53/81), ძმა მეფე ბაგრატ VII ([1635-1652 წწ.] Qd-2432, Sd-743, Ad-937 ბ. ქრ. 11. 461-464, 1450-28/4), და1 ბატონიშვილი თამარ ([1634-1658 წწ.] Hd-2129), ბიძაშვილი [ბიძაშვილიშვილი] მეფე ლუარსაბ II (1639 წ. 1450-26/275), თანამეცხედრე, მანუჩარ დადიანის ასული, დედოფალი მარიამ (1634-1658 წწ. 1450-12/129, 1448-3369, სს. II. 189, Qd-38 ბ, Hd: 14699, 2301, 1450: 12/119, 15/122, Qd: 8235, 2432, Ad-972, 1449-1772, 1450-50/72, Hd-14439, 1448-81, Ad-1010, Hd-14652, 1450-9/123, Sd-742, 1450-8/42, 1448-327?????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????სს. III. №156, 1450-12/7, Hd-2133, Qd-9734, 1450-18/89, 1449-1765, 1450: 50/71, 12/103, 11/1, 1449-1762, 1450-32/283, ქრ. 11. 474, 1448: 1204, 87, Ad-14447, 14433, Sd-1138, Qd-6922, Hd-14428, 1448-3134, 1450-13/233, Sd-31, 1449-1940-2, ქრ. 11. 464, 1450-20?????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????? ქრ. II. 466, Sd-20, Qd-1972, 1450-15/127, 33/69, Hd-14664, Ad-1767-3, 9 r. Qd-1653, Ad-951, 1450-15/21, 1449-1872, 1873, 1450-31/115, Sd-2, Hd-7608. 3, ხ.ი, Rt. XVIII. №10. Hd-8755, 1450: 10/13, 1/94, 22/65, 1448-547, Hd: 14415, 14684, Sd: 22747, AKAK, 19??????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????ვ , 2129. Sd-532. Ad-551, Hd: 14668, 1350 ბ, მატ. 252, 311), შვილები: ლუარსაბ2 (1645-1652 წწ. 1449-2365, Hd-14443, 1450-38/44, 1448-1035, Hd-2133, Qd-9734, 1449-1765, 1450-50/71, 1449-1762, 1450-32/283, ქრ. II. 474, 1448: 1204, 87, Hd-14447, Sd-1138, Qd-69?????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????? ????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????? ბ, ქრ. II. 466, Sd-20, Qd-1972, 1450: 15/127, 33/69, 6/33, 28/4, 1461-3/35, 1448-721, Hd-791, A-1767 ვ, 9 r), ვახტანგ 3 (1654-1658 წწ.1450-22/65, Hd-14677, Qd-8967, 1448-2315, 1449-285, 1450: 38/38, 21/40, 15/140, Ad-944, 1449-25, 1448-1053, Hd-1350, 1448-259, Qd-8966, 1450-20/44, Hd-4153, Hd: 14419, 2975, 1450-15/100, 1449-1105, 1450-35/129, 1448-2319, 1450-12/6, Hd-14665, Sd-532, Ad-551, Hd: 14668, 1350 ბ, მატ .252-3. II. Hd-2295), ძმისწული მეფე სვიმონ II (1633-1656 წწ. 1449-765, Qd-2432, 1448: 3255, 3265,1450; 9/123, 17/26, 45/175, Qd: 6922, 1678, Hd-14677), დისწულები: ბატონიშვილი ხორეშან (1641 წ. 1450: 15/11, 15/52), იოთამ ამილახორი, თამარ ბატონიშვილის ძე ([1634-1658 წწ.] Hd-2129), ასანბეგ ბარათაშვილი (1647 წ. 1450-11/1), დისწულის (ხორეშანის) შვილები: ლეონ, დავით ბერი (1641 წ. 1450-15/11, 15/52), იოსებ (1641 წ. 1450-15/11), მამიდაშვილები: ბეჟან, ქაიხოსრო, დათუნა ჩხეიძეები (1633 წ.1450-35/92). უწყალობა: ეჯიბა ყორღანაშვილს - სვიმონ მეფის ერთგული სამსახურის სანაცვლოდ - დიდგორის ძირს ამოვარდნილი როსებ ბარათაშვილის ნაქონი ბოციჯვარი (1633 წ. 1449-765), როინ შალიკაშვილს - ძევერას თამაზ ზედგინიძისა და იმარინდო [ზედგინიძის] შვილის მამული (1633 წ. 1450-35/136), ბეჟან ჩხეიძეს - ლიახვს ქვემო სოფლებში, კარბსა და გერითებში, თამაზ ზედგინიძის ნაქონი მამული (1633 წ. V. 1450-35/92), ქაიხოსრო ბარათაშვილს - ალიყულიბეგის ნაქონი აზნაურიშვილი, ასიტა ჩაჩიკაშვილი (1633 წ. Hd-14651), გიორგი ყორღანაშვილს - საბარათაშვილოში, დვალთას, ამოვარდნილი ზაქარია ბარათაშვილის მამული (1633 წ. 1450-16/93), პაპუნა ციციშვილს - წავკისი, რომლის ერთი ნახევარი შაჰაბასისაგან ჰქონდა ნაწყალობევი პაპუნას მამას (1633 წ. IV. 4. 1450-51/79), ქაიხოსრო ავალიშვილს - დავით დავითიშვილის კუთვნილი სოფელი ბრეთი, იმ პირობით, რომ ქაიხოსროს გარდაცვალების შემდეგ ეს სოფელი კვლავ დავითიშვილების ხელში გადავიდოდა(1633წ. VII. 21, Sd-556), იოთამ ამილახორს - თავისი ბიძის, ვახტანგ ბატონიშვილის ნაყმევი აზნაური, პატა უგანაძე, მამულით (1634 წ. Hd-2301), გოსტაშაბ ბარათაშვილს - დიდგორის ძირს სოფელი აგუდნეთი (1634 წ. 1448-3272), ქაიხოსრო ბარათაშვილს - ენაგეთს გიორგი სადუნაშვილის შვილები მამულებით (1634 წ. 1450-12/119), შიოშ [ხმალაძეს] - საბარათაშვილოში სამშვილდის კრწანისი (1634 წ. V. 22. 1450-15/122), გიორგი სააკაძეს - ატენს მირზიას ნაქონი მამული, რომელიც სიონის ღმრთისმშობლისათვის იყო ადრე შეწირული. ახალ მეპატრონეს ევალებოდა მირზიას სააღაპე და ზეთი ისევ სიონისათვის მიერთმია (1635 წ. Ad-1010), თაყა თუმანიშვილს - სომხითში, სოფელ ჯილიზაში, ამოვარდნილი რამაზასა და გოჩიას კერძი მამულები (1635 წ. VI. 4. Ad-972), შირვანის ბეგლარბეგს, ფარუხანს - კავთისხევის ბოლოს სახასო სოფელი ხანდაკი (1635 წ. XII. 2. Ad-624), იოთამ ამილახორს - დამპალაში მიწები, გარდა სახასო მამულებისა (1636 წ. 1461-14/38), დონმაზა გოგიბაშვილს - ქვემო ბოლნისში მცხოვრები მირზა მირიჯანაშვილი მამულით (1636 წ. 1450-8/42), ყაფლან ბარათაშვილს - ქვემო ბოლნისს ბარათა [ბარათაშვილის] ნაქონი ზვარი (1636 წ. Hd-14476), შიოშ ხმალაძეს - საბარათაშვილოში პატა საგინაშვილი თავისი მამულით, ამოვარდნილი ბაინდურა და ნურალა ყორღანაშვილების ნაქონი სოფელი ვაშლოვანი, სომხითს - სოფელი მამხუტი, დმანისს - ალიყულიბეგის კერძი კრწანისი, კლდეისა, ორი ვე კარაქა, სამშვილდეს - სასახლე, სახელოდ - სამშვილდე და დიღომი (1636 წ. Qd-6997), იესე ქსნის ერისთავს - ქალაქს ვაჭარი თანდუაშვილი პაპინა, ჩიგინა, ზურაბა და მურადა (1637 წ. 1450-24/155 ), ლევან მაჩაბელს - სვერს პაპელიშვილი მამულით (1638 წ. X. 1. 1450-26/218), ფალავანხოსრო ბარათაშვილს - სომხითში, ვანქს, სამი კომლი გლეხი და ერთი საკომლო (1639 წ. 1450-2/139), ქალაქის მოურავსა და მეფის მერიქიფეთუხუცეს მანუჩარს - ფლავს მისი ბიძის, ვახტანგის კერძი ყმა-მამული: თათარაშვილი, თავხელიძე, ზვარი მეზვრით (1639 წ. VIII. 28. 1450-53/81), დეკანოზ [იასე] ზუმბულიძეს - საფურცლეს გამორთმეული მამულის ნაცვლად - ძეგვს მაითურა და სადაღაშვილი ბერიკა მათი მამულებით (1639 წ. 1450-31/141), პაპუნა თურქისტანისშვილს - ერტისს გოსტაშაბისშვილის ნაქონი სუიმონაშვილისა და გორგიაშვილის მამულები; ჩხიქუთას - აღათანგის შვილის ერთი კომლი გლეხი - ხუცია მჭედლიშვილი, პაპუნა დემეტრესშვილის ერთი კომლი - ბალიხოკაშვილი, შიოშ თურქისტანისშვილის წილი თევდორე სვიმონაშვილი, ერტისს - ვარაზა [ბარათაშვილის] გლეხი და ალიყულიბეგის ერთი კომლი (1640 წ. 1450-10/117), ამოან თუხარელს - ცხირეთს, ცუცუბანს მცხოვრები მალციძე მახარა,მეჰრიშვილი იორდანა, მამისაშვილი შიუკა და საჩინო მამულებით (1640 წ. Hd-14436 ბ), ზურაბ ლარაძეს - ბოლნისს ყარაგოზა იარაზიზაშვილი მამულით (1640 წ. Hd-14479), პაპუნა ბარათაშვილს - მჭედელი მგელია, რომელიც შიმშილობის დროს თექვსმეტი წლის მანძილზე პაპუნას მამულში, აგუდანეთში, სახლობდა და, რომელზედაც პაპუნას მოურავისშვილი ესარჩლებოდა (1641 წ. III. 23. Ad-1172), თავის დისწულს, ხორეშან ბატონიშვილს - სოფელი გოლთეთი დუესით იმ პირობით, რომ ავთანდილის სახლიკაცს ამ მამულზე ხელი აეღო (1641 წ. II. 4. 1450-15/52), მასვე - სოფელი კიკეთი, იმავე პირობით (1641 წ. II. 1450-15/11), გოგრიშვილი ფაფილას - მისი ბიძაშვილის, ბეჟანის კერძი მესხი გლეხები და სახასო სკუვრის ჭალა (1642 წ. II. 5. Sd-557), ხოსრო ნარიმანიშვილს - ქვემო ბოლნისს მირანშას მამული (1642 წ. 1448-269), გურგენ ყორღანაშვილს - ზურაბისშვილებისა და გოშფარ [ბარათაშვილის] გაყრის დროს გასამყრელოდ დადებული ყმა-მამული: სოფელი კიპრუჭი ქვეშისხევს და ხრამისპირს, კ[ა]ბ[ა]რეთს ორი კომლი ამირჯანა და ყულიჯანა პეტროზაშვილები მამულებით (1642 წ. I. 16. 1450-1/96), გერმანოზ ბარათაშვილს გამოართვა სამკვიდრო სოფელი ცოვრეთი და მის ნაცვლად უწყალობა სომხითში სახასო სოფელი დიდი წერაქვი. ცოვრეთი უბოძა გიორგი მუხრანის ბატონიშვილს (1642 წ. 1450-14/8), ქაიხოსრო ბარათაშვილს - ყმა თუმინი, რომელიც თავისი ნებით ჩაჰბარებია ქაიხოსროს თავისი ყმა-მამულით, ბუჟღულაანში ბუჟღულაშვილებითა და ელფიას მანუკაშვილით (1642 წ.Hd-14694), შიოშ ხმალაძეს - სამშვილდეს ჰამზა და თევდორა იაგანაშვილები, ქვემო ბოლნისს - ყუზანა და ამირა ბადურაშვილები ნაცვლად გიორგი ბატონიშვილის ნაქონი სოფლის, მამხუტისა და ქალაქში აშენებული სასახლისა, რომლებიც მეფემ ძველ პატრონს დაუბრუნა (1643 წ.Hd-1691), დოლმაზ გოგიბაშვილს - სოფელი წერაქვი, რის სანაცვლოდაც გამოართვა მის მიერვე ნაწყალობევი ბოლნისის სიონის კუთვნილი სოფელი ახოტა (1643 წ. 1450-7/27), ფარსადან ბარათაშვილს - რომელმაც როსტომს ოტია ჩხეიძე მიჰგვარა ტყვედ - ენაგეთს ხუციშვილი და ფირუაშვილი მამულებით (1643 წ. II. 22. 1448-5597), ელისე საგინაშვილს - საგინაშვილთა ამოვარდნილი ბიძაშვილის, რევაზის, და ბიძის, დემეტრეს მამულები, აგრეთვე მამულები სო[ბ]ისს, ირდასუბანს (1643 წ. IV. 3. 1449-1270), თამაზ ბარათაშვილს - ბეჟან ს[აა]კაძის კერძი მამული - ღორისთავი ჯალდამის ნასოფლარიანად - გარდა იმ მამულებისა, რომლებიც გოდერძი და შერმაზან [სააკაძეებს] ეკუთვნოდათ(1643 წ. III. 2. Hd-14445); იორამ სააკაძეს - ღალატში გარეული მისივე განაყოფის, ივანე [სააკაძის] ნაქონი ყმა-მამული: ჴანდისს ყუავილაძე დემურჩა, ღუედურეთს - უჴმარაძე მღთისია და ღუწესს - გოგიას მამული (1643 წ. Hd-14478), გიორგი შამბულიძეს - სურამს ვედრია ტორაძისეული მამული (1644 წ. 1448-2317), ელიზბარ დავითიშვილს - სომხითს სოფელი (1645 წ. Sd-604), ათანასე [მანგლელის] ძმისწულებს - ოთარ, ბეჟან, ელიზბარ და პაპუნა ტატიშვილებს, რომელთაც იმერეთში ლუარსაბ ბატონიშვილთან ერთად ლაშქრობაში თავი გამოიჩინეს - სურნისს საამ ამირეჯიბის ნაქონი მამული (1645 წ. Hd-1443),იასონ დოლენჯიშვილს - მოღალატე რევაზ ბარათაშვილის და ამოვარდნილი მელქისედეკ ბარათაშვილის ნაქონი სოფელი აკაურთა იმ პირობით, რომ მელქისედეკის ცოლს გათხოვებამდე ამ მამულით უნდა ესარგებლა (1645 წ. 1450-38/44), ამუან თუხარელს - თიღვაში ამოვარდნილი წერეთლის კერძი მამული (1646 წ. Qd-9734), გივი ზევდგინიძეს - მისი ბიძაშვილის, თამაზას კუთვნილი მამული კარბში (1646 წ. VIII. 21. Hd-2139), მოურავ ყარჩიღას - ქვემო ბოლნისში კეჭუაშვილის ნაქონი ვენახი (1646 წ. Hd-14604), ოთმანა არეშისშვილს- ამოვარდნილი რევაზისშვილის სახლი (1646 წ. 1450-14/10); ლევან თურქისტანიშვილს, რომლის დედა კარგად ემსახურა როსტომ მეფის დას - შოშიტა დედაბრიშვილი მამულითურთ და გეგელაური ვენახი(1647წ. IX. 5. 1450-50/71), თავის დისწულს, ასანბეგ [ბარათაშვილს] - ენაგეთს გლეხები: ფირუაშვილი პაპია, სურამაშვილი დათუნა, მჭედლიშვილი სტეფანა, ჯანიკაშვილი ევანეზა და ინოქა მამულებით (1647 წ. 1450-11/1), გორელ გიორგი გორგიჯანასშვილს - „აბანოს პირდაპირ, „ფშანს გაღმა“ სამთვალიანი წისქვილი სათავით და რუთი, კარალული ფშანის მესამედი იმ პირობით, რომ რუს მესამედით ისარგებლებდა, საზღვრები: ფარყუას წისქვილის რუმდე და ამირაღას რუმდე,აგრეთვე - რუ „ნეფის წყაროდან“ (1647 წ. XI. 15. 1449-1762), დავით აგათოშვილს - სოფელი ჯანაანი (1648 წ. XI. 25. 1448-87), ჯაბადარბაშ სეფიყულიბეგს - თბილისში, აბანოსუბანში, სახასო ვენახი, რომელიც „მოქალაქის კაცს ცუდად დაეჭირა“, ამ ვენახის საზღვრები იყო: მტკვრის პირი,მტკვარზე ჩამავალი გზა და აღაბეგას ბაღის პირას გამავალი შარა (1648 წ. 1450-4/117), გურგენ გარაყანიძეს - მიწობლიძის ნაქონი მამული ციხედიდი (1648წ. 1450-13/233), პაპუნა სულხანაშვილს - წოდორეთში ბახუტა უსეინბეგისშვილისაგან ნაყიდი ბუმაბაშვილის ნაქონი ნახევარი დღის ნავენახევი და ორი დღის ნაფუძარი, რომელიც ყორღანაშვილებს წაურთმევიათ (1648 წ. Sd-31), ლევან დადიანისაგან მობარებულ ზაალ წერეთელს - ზემო ქართლს მისივე ნათესავის მკვიდრი მამული თიღვა, აზნაურიშვილებით, გოგატიშვილის მამულის გარდა, აგრეთვე სახასოდ - სურნისს გიორგი წერეთლის ნაქონი მამული (1648 წ. II. 10. Sd-1138), ბარამყულის - ამოვარდნილი ახვერდას მამული (1649წ. 1450-53/88), გიორგი ცალქალამნიძეს - დავითა და ზაალ ზედგინიძეების კერძი მამული ერედვს, ვანთას, მეღურეკისს და შერთულს (1649 წ. 1450-37/47), ბარათა ბარათაშვილს - უშვნს [უკანა შავნს] ნაყმევი მაზმანაშვილი ჯანია (1649 წ. 1450-12/99), გივი გურამიშვილს - ბაჟი და საენდროე გამოსაღები (1650 წ.1450-19/102), შანშე ჩოლაყასშვილს - ჭიაურში შავერდა და ბერიკა ტინტიკოშვილები, ლომისგულაშვილი თავისი სიძით, შავერდას ერთი ნაყმევი და ერთი ჯაღაშვილი. ამ წყალობის სანაცვლოდ გამოართვა ჩოლაყაშვილს ენდრონიკაშვილის ნაქონი მამული და დემეტრეს უბოძა (1650 წ. S-3728. 162 r v), ხოსროს გამოართვა ხუდავერდას მამული და მის ნაცვლად ენისელში უწყალობა ხარატ ყარაგოზას მამული (1650 წ. 1448-268), ავალ ავალიშვილს - ამოვარდნილი დავით გოშპარიშვილ-ვაჩნაძის მამული, ხოლო დავითის უმცროსი ქალი ავალს მიათხოვა (1651 წ. Hd-14685), დემეტრე ენდრონიკაშვილს - მამული ძირკოვს, აგრეთვე მისი ბიძაშვილის, გარსევანის ყმები: ოდიშაშვილი, მურაკაშვილი, უტიაშვილი, ოთარ ვანანჩაძე მამულებითურთ: ვეჯინს - გოგია და ლომიტა საბაშვილები და ხუტულაშვილები მამულებით (1651 წ. 1461-13/18), სალაროს მუშრიბ ფირალ [ყანდურალაშვილს] სოფელი ბადაბეთი (1652 წ. Qd-1972), თამაზ ბარათაშვილს - ქვემო ბოლნისს აღა სტეფანას კერძი ვენახი (1652 წ.1450-33/69), პაპუნა არეშიშვილს - ვაძას ამოვარდნილი გერმანოზ ბარათაშვილის ნაქონი ნაოხარი მიწა (1652 წ. Sd-20), თარხან იორამ სააკაძეს - საქართველოში დაბრუნების შემდეგ - დაუბრუნა სააკაძეთა მკვიდრი მამულები და უწყალობა ახალი: ნოსტე, ოძისი, გველდესსორბეთი, ცხირეთი, ერთაწმინდა ეკლესიით, ფავნისი, ახალქალაქი როსტომ მეფის მიერ დასახლებული ვაჭრებით, ეზატი, გუდალეთი და იქვე - ცალქალამანიძეები ყმა-მამულით; კავთისხევს - სააკაძეების მკვიდრ გლეხებთან ერთად - ჩივაძე ყმა-მამულით, წინარეხი, გუდალეთს ზევით მაჯანაანთ უბანი, ტყემლოანა, მზვარი, კოტმანი, ორი ვერხვეული, გავაზური, სამტრედო, გოსტიბე, კაბერი,გარგარი,მერია, ჭავჭავისი, კვირიკა,გოგოთი, მთა ქსილისი და ელიქარი, მანგლისის ხევზე - ზემო ოძისი, ტყის უგუდეთი სანადირო ტყით, მინდვრის უგუდეთი, რაზმითის მთის აქეთ-სააკაძეთა მკვიდრი სოფლები:ხანდისი, სიქალეთი, ღვედრეთი, ციხე კიკნათბერი, ღვწე; ალის ხეობაში - ნაბახტევი, კლდის წყარო, თბილისთან - ლისი და ნახშირგორი, სომხითში- ყიშლაღი, კრწანისი, ენისელში ორმოცი მეაბრეშუმე კომლი (1652 წ. Hd-13956), ყაფლან ბარათაშვილს - სოფელი კიპრუჭი (1652 წ. I. 3. 1450-15/127), უცნობ პირს ყმა-მამული (1652 წ. 1450-1/5), გორელ ანდრონიკაშვილებს - ზვარი და კოკოზაური მამული (1653 წ. ახლო. Hd-7608 ვ), ყულ ყარჩიღას - ნახიდურს ამოვარდნილი ჩახრიძის ნაქონი ყმა-მამული და მასზე მსახლობელი შოშიტა და მისი ძმა მურადა, ფოლადა პაპუაშვილი და მისი ძმები: ღულა, გოჩია და ჰამაზა შვილებით (1653 წ. Sd-2), იარალი მექვაბიშვილს, სურამელ მეღვინეს მიწა აჯბედაურში (1653 წ. ხ.ი. Rt. XVIII. №10), ჯავახიშვილ როინს - წოდორეთს პატა ჯავახიშვილის კუთვნილის გარდა, დანარჩენი ჯავახიშვილების ნაქონი მამულები და მარკოზ ხუცესი ძმებით. ეს ყმა-მამული გარსევან და ფრიდონ ყორღანაშვილებს ჰქონიათ დროებით (1653 წ. Ad-951), გორელ გიორგი გორგიჯანასშვილს - ადრე ნაწყალობევ სამთვალა წისქვილის გარდა კიდევ - ოთხი თვალი და მეჯუდის წყალი (1653 წ. II. 4. (1449-1872), გორში მისი სასახლის გამართვის დროს გიორგი გორგიჯანაშვილის მამულის ერთი ნაწილი „გალავნის შიგნით დარჩა“, ხოლო მეორე ნაწილი მეფემ სამოხელეოდ გამოართვა. სამაგიეროდ უბოძა გორგიჯანაშვილს გორშივე სხვა მამული ზოზონასშვილის შარამდე, მანთაშასა და ჯულაბას სახლებამდე, ჰამჩენაშვილის საზღვრამდე, მუსეფირასშვილის საყდრის გალავნამდე და თუმანიანთ ყმის, ბარილუსას ქულბაქამდე (1653 წ.1449-1873), რამაზ ზუმბულიძეს - ციხედიდს მიწობლიძის ცოლყოფილის, მარიამის ნაქონი ყმა-მამული: ძეგვს გლეხი პეტრიაშვილი მგელიტა და მისი განაყოფი ბერიკა, შალვიაშვილი ზუბიტა,ბეთლემაშვილი თევდორა, მისი განაყოფი ბერიკა, კბილაშვილი ნონიკა, გოჩიაშვილი პაატა, კბილაშვილი მახარა, გოდორაშვილი დემეტრა, გუთნიჯარაშვილი ნონიკა მისი ბიძაშვილებით (1653 წ. 1450-31/115), ალი აღას - შაბადინის რუ იმ პირობით, რომ გადაეხადა კუთვნილი სამეფო ღალა (1653 წ. XII. 6. (1448-1032), მერაბ [ჯორჯაძეს] - ალაზნის პირს, საენისლოში, „რაც ბაშინჯახელთ ბაღჩა ჩაეყარათ“ (1654 წ.1448-259), პაპუნა გოშტაშაბიშვილს - თრიალეთის პირს ნაოხარი სოფელი აზიკი (1654 წ. XI. Hd-4166), თარხან იორამ სააკაძეს - ამოვარდნილი ბახუტა ფავნელიშვილის ნაქონი ყმა-მამული ერთაწმინდას, ფავნისს და ნოსტეს (1654 წ. V. 28. Hd-14415), ხოჯა ბეჰბუთას - ავლაბარში, „მახათას ქვეშეთ“, სასაფლაოზე, საყდრის აშენების უფლება, სასაფლაოს გვერდით- ბაღი (1654 წ. 1450-2,2/65 ), გურგენ ყორ ღანაშვილს - ენაგეთს სამებისა დედინაშვილი და მისი ძმისწული დათია, ამოვარდნილი კუტუნაურის მამული (1654 წ.1450-1/94), იოვანე აფხაზს - ამოვარდნილი აღათანგ საგინაშვილის ნაქონი მამული (1654 წ. III. 1. Sd-748), ურბნელ ზაქარიას - ოქონის ღმრთისმშობლის საწინამძღვრო და „უკლებლივ, რაც ქრისტეფორეს ჰქონდა“ (1655 წ. VIII. 7. A-602), ყაიბულას - ავლაბარში ამოანა ზალიკაშვილი მამუთითურთ (1654 წ. 1448-547), გივი გურამიშვილს - თითო კომლი: ვარდანაშვილი ტურია, შაშვიაშვილი, ჩაიშელაშვილი ლაზარე და გივის მიერვე აშენებული ღურაოს ზვარი (1655 წ. Hd-14859), სახასო სამწევრელთ - პაპიას ნასყიდის გარდა, დანარჩენი საურწაშენოს მიწა (1655 წ. 1450-6/30), ავთანდილ შანშეან-მარტიროზიშვილს - სოფელი სომანეთი, რომელიც ადრე ზაქარია და ავალ ავალიშვილებს ეკუთვნოდათ (1656 წ. III. 18. 1450-1/13), მანდენაანთ როსტევანს - მისი განაყოფის, ამოვარდნილი ქერაა“ მერაბ მამუკასშვილის ყმა-მამული: იასე გიორგასშვილი და სახლები, დარბაზი, შიგნით დიდი სახლი, სათორნე, მარანი ჭურით, მარნის წინ სახლი დარბაზის კუთხეში ოჯახით, დარბაზის გვერდით სახლები დავითიანთ პაპინას სახლებამდე, ეზო ზაქარასა და თანდულას კედლებამდე (1656 წ. XII. 15. 1448-2315), თამაზ მაჩაბელს - ამოწყვეტილი მაჩაბლის მამულები ვარიანში, ძარწემში, ძარაში და ზემთხვისში, რომლებიც პაპუნა ვაშაყაშვილს ეჭირა (1656 წ. VIII. 1. Qd-8967), შანშე [ჩოლაყაშვილს] - პაპუას ნაქონი მამული: ორი კომლი გლეხი თიანეთს, ქორდს - ნემსაშვილები: მახური და ჩურუხული, ქოილაშვილი პაპუნა და სოზიკა მამულებით (1656 წ. Hd-14672), როინ ჯავახიშვილს - სიმონ მეფის ერთგულებისათვის - საჯავახოში მისი ამოვარდნილი ნათესავის და ბიძაშვილის, ბერუკა [ჯავახიშვილის] კარ-მიდამო თეძამს გაღმა-გამოღმა (1656 წ. Hd-14677), მანუჩარ თუმანიშვილს - სოფელ ტინისხიდს ჰამზაბეგის ნაქონი მამული (1657 წ. III. 1. Qd-8966), ხოსია ნარიმანისშვილს - სალაროს მუშრიბ ფირალ [ყანდურალიშვილის] მიერ ოთხად გაყოფილი ნახიდურის მიწის მეოთხედი - დაუთაანთ ვენახის გვერდით, მეფის მიერ ეჩმიაძინისათვის შეწირული სახასო გლეხისა და მამულის გამოკლებით (1657 წ. I. 5. 1450-21/40), განუახლა ყორღანაშვილებს ენაგეთს შიმშილაანთ უბნის წყალობა, რომელზედაც ბარათაშვილები ეცილებოდნენ. უწყალობა მერაბ ყორღანაშვილს, რომელსაც ენაგეთში მიწა არ ჰქონდა, შიმშილაანთ უბანში თორმეტი დღის საყანე და საქერე მიწა. ეს მამული ყორღანაშვილებსა და ენაგელებს უნდა გაეყოთ, ხოლო ახალშენელ სომეხიშვილს და ფეიქრიშვილს დაევალათ, ენაგეთში თავიანთი მამულებიდან სხვა ენაგელებისათვის წილი დაედოთ (1657 წ. VII. 24. 1450-20/44), თაყა თუმანიშვილს - ბოლნისის ხევს სოფელი ბერდიკი (1658 წ. IX. 12. Sd-532), ელიზბარ სოლაღაშვილს - ყაფარისა და ბებურის სამკვიდროს გარდა, ყაფარის კერძი აზნაურიშვილი იარალა გარსუაშვილი მისი ყმებით: მარქარა ბუდახაშვილით, გოგია ლობიერაშვილით, ეგანა ბერნიშაშვილით (1658 წ. IX. 1. Hd-1350 ბ), პაპუნა ბარათაშვილს - ენაგეთს მიწა ზედ მოსახლე ყმებით, დავრეშათი და თამაზათი (1658 წ. Hd-4153), კარის მესტუმრე იოვანე აფხაზს - საბარათაშვილოში ამოვარდნილი სეხნია საგინაშვილის მამული (ჩხიკვთას ჯიმშიტა მოლარის მამულის გამოკლებით), მაწევანს, სთონეთს, ხრამსა და იოდასუბანს (1658 წ. 1450-12/6), როშაქაშვილს და იასაულ ხოხონას - ასლამაზ ჩაჩიკაშვილის ნაქონი ნახევარი იფნობი ([1633-1658 წწ.] 1450-37/144),- უცნობ პირს - სოფელი აბელია ([1634-1658 წწ.] Hd-11392 -ვ), როინ ჯავახიშვილს - წყალობა ([1634-1658 წწ.] Hd-14642), ყაფლან [ბარათაშვილს] - როშაქის შვილები მათი მამულით, ფოცხვერანში - მელქისედე[გის ნაქონი მამული ([1633-1658 წწ.] 1450-15/141); უწყალობა (განუახლა) სახელო, სარგო: ბეჟან ამილახორს - ლიახვს ზედა და ქვედა ქვეყნების სარდლობა (1633 წ. Hd-2126), მასვე საამილახვროს სარდლობა (1633 წ. ახლო. Hd: 2123, 2125), პატა ჯავახიშვილს - ახალდაბის მოურაობა (1633 წ. Hd-14450), მეითარ მანუჩარს - ქალაქის [თბილისის] მოურაობა (1634 წ. IV. 8. 1450-53/84), სეფედავლე წერეთელასშვილს - თეძმის პირას მეფისქალაქის მამასახლისობა (1634 წ. VII. 2. 1450-25/126), დავით დავითიშვილს - ზემო ახალდაბის მოურაობა (1634წ. სს. II. 11. №189), მასვე - დირბის მოურაობა (1635 წ. Sd-602), ბეჭდის შემნახავს მურდარ მანუჩარ თუმანიშვილს - სარგო (1638 წ. VII. 2. Hd-14602), ასლამაზს, ქალაქის მამასახლისის შვილს - თბილისის მამასახლისობა (1641 წ. Qd-6914), სუფრაჯ ბაინდურ ტერტერაშვილს - თრიალეთს „ოხერი“ სახასო ახალქალაქის აშენების ნება დართო და უწყალობა მისი მოურაობა იმ პირობით, რომ სამცხედან, ჯავახეთიდან და ლორედან გლეხები უნდა მოესხა და ისე აეშენებინა. აქვე უნდა დაესახლებინა ამ ადგილებიდან თავიანთი სურვილით წამოსული გლეხებიც (1646 წ. II. 10. 1450-34/231), ასლამაზ ჩაჩიკაშვილს - გავაზის მოურაობა (1647 წ. 1448-85), ზაალ ზუმბულიძეს - აღაიანის მოურაობა (1650 წ. 1450-31/130), პატა ჯავახიშვილს - თრიალეთს, ოლთისის მოურაობა (1654 წ. Hd-14662), ბაზიერთუხუცეს ბაირამ ყულის გაუჩინა ბაზიერთუხუცესის სარგო, ყარაიაზის მეყორუღობა და ბელბაშობა, ლოჭინის ქვემოთ, ყარაღაჯის გარდა, სამეფო მამულების საბელბაშო. აგრეთვე, კონზე დაჭერილი ორაგულიდან ოცისთავი, ჯამაგირიან ბაზიერებიდან - ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ათისთავი, გაუჩინა აგრეთვე პირზე თითო ცხვარი იმავე წესით, როგორითაც შიოშ ბაზიერთუხუცესს ჰქონდა (1652 წ. 1461-3/35 ), ანდუყაფარ ამილახორს- განუახლა სადროშოს სარდლობა და გორის მოურაობა. საბუთის ბეჭდით დამტკიცებამდე ანდუყაფარი გარდაცვლილა და მეფის წყალობა გადაეცა გივი ამილახორს (1656 წ. Hd-2127), გივი ამილახორს - გაუჩინა სასარდლო სარგო (1656 წ. 1449-285); ზურაბ თუმანისშვილს - ელის პირისთავის მკრეფელობა (1656 წ. Hd-14480); განუახლა წყალობა: ეჯუბა ყორღანაშვილს სვიმონ მეფის წინაშე დამსახურებისათვის - დიდგორის ძირს ამოვარდნილი როსებ ბარათაშვილის ნაქონი სოფელი ბოციჯვარი, ისევე, როგორც მის (როსების) ძმებს ელმადათსა და დურმიშხანს ჰქონდათ (1633 წ. 1450-17/26), ზურაბ ყაფარაშვილს - სვიმონ მეფის მიერ ნაბოძები სოფელი ხანძორკერტი (1633 წ. IV. 15. 1448-3255), ქაიხოსრო ბარათაშვილს რომელმაც მას იესე ერისთავი შემოურიგა - მკვიდრი მამულები, ვერისხევში ნახშირგორის ქვემო და ზემო უბნები (1633 წ. XII. 25. 1450-12/129), დავით დავითიშვილს - ადრე ნაქონი სოფელი ბრეთი, რომელიც იმხანად მეფეს ქაიხოსრო ავალიშვილისათვის მიუცია (1633 წ. VII. 21. Sd-556), მასვე - მეფეთაგან წინათ სამკვიდროდ ნაწყალობევი მამულები (1633 წ Sd- 601), კავთისხეველ იმედა ინაძეს - მისი სამკვიდრო პეტრაული მიწა (1633 წ. Qd-1481), ქაიხოსრო მაჩაბელს - მისი ამოვარდნილი ნათესავის, სალურყაზანის ნაქონი მამული გარეჯვარს, თამარაშენს - აზნაურები: ღუღუნასშვილი, გულიტა ქებაძე, ბაბუციძე, ხუცესი კობახიძე და გამსახურდა, რომლებიც ქაიხოსროს სვიმონ მეფისაგან ჰქონია ნაწყალობევი (1633 წ. Qd-8924), ჰასანბეგ ბარათაშვილს - მკვიდრი მამულები: სოფელი ზემო ოძისი, კუელთა, დვალთას - მამული და გლეხები; თაკვს და ვაკეს მამული; აბრამეთს - აბრამიძეები; ტბისს, ენაგეთს, ახალდაბას და აკურისს - მამულები; ერტისს - მაკარიშვილები; ვარხო[ვ]ნას - არეშიშვილები; ნასოფლარები: ავაზნი და გომარეთი; დმანისისხევში, გორინჯუკს, უკანგორს და ვანქს - მამულები (1633 წ. 1448-3267), საამ საგინაშვილს - ალიყულიბეგისაგან ნაწყალობევი საგინაშვილთა განაყოფის, ამოვარდნილი შანშეს კერძი მამული და სოფელი წრისი; აგრეთვე მამულები ბოგუს, ჩხიქთას, აბულმარგსს და ნაოხარი ნასოფლარები (1633 წ.1449-1268), ზაალ ჯომარდიძეს - მისი მკვიდრი სოფელი გორისა (1633 წ. IV. 2 1. Hd-14675), მამულები და სახელო დავით ელიოზისძე-გედევანიშვილს (1634 წ. VI. 17. Qd-38 ბ), დავით დავითიშვილს - მისი მკვიდრი მამული თიხრევი, რომელიც დავითის ნარძლევს ნამორაძისათვის გირაოდ ჰქონდა მიცემული. ვინაიდან „დედაკაცს მამულის გასყიდვა არ ეხელყოდა“, მეფემ სოფელი ისევ ძველ პატრონს დაუბრუნა(1634წ. Sd-567), მერაბ ყორღანაშვილს - სვიმონ მეფისაგან ნაწყალობევი სოფლები: შავნი, ფიცხისი, მოქრისი, რომლებიც ადრე არდაზიანდის ეკუთვნოდა (1634 წ. VI. 27. 1448-3265), ლეონ თურქისტანიშვილს- ახალდაბას, გორუმს და უკანგორს - მისივე მკვიდრი მამულები, რომლებიც ასანბეგ [ბარათაშვილს] უკანონოდ ეჭირა (1635 წ. XII. 2. 1450-50/72), პაატა გლურჯიძეს - ქვემო ბოლნისს ხეჩატურაშვილები: ფირია და ხასია (1635 წ. 1448-81), დოლმაზა გოგიბაშვილს - ჯიმშერისა და ნასოფლარ ბაღდადის წყალობა (1635 წ. Hd-14439), მერაბ ყორღანაშვილს - მისი მკვიდრი მამული ენაგეთს, არდასუბანსა და ციხისს. სახასო საკომლოები და ნაყიდი გლეხები, მისი ამოვარდნილი განაყოფის, შერმაზანას ნაქონი ერთი საგლეხო სოფლის მეოთხედი, რომელიც გერმანოზ ბარათაშვილისაგან ჰქონიათ ყორღანაშვილებს ნაყიდი; ენაგეთშივე - მერაბის მიერ ყაენის კარზე ერთგული სამსახურით ნაშოვნი მამული; დურნუკის ბოლოს - ნასოფლარი ჯიგრაშენი, ლისს - ჯავახიანთაგან მოურავ სააკაძისათვის მიყიდული სოფელი წოდორეთი, ქციას გაღმა ამოვარდნილი იოპა ბარათაშვილის კუთვნილი შოშილეთის ორი საკომლო; ამოვარდნილი გიორგი და პაპუნა არდაზიანდიშვილების ნაქონი მამულები, რომლებიც ყორღანაშვილებისათვის ბაგრატ და სვიმონ მეფეებს უწყალობებია; წოდორეთში - ჯავახიანთაგან ნაყიდი გლეხები: მირიანაშვილი პაატა, ბობაშვილი ქემაროზა, ვერისხევში - არდაზიანდისშვილების ნაქონი სოფელი ვანანი, ერთი გლეხი და ერთი ნაოხარი საკომლო; სახასო ნაოხარი ნასოფლარები: მოქრისი, ფიცხისი, ზემო შავნი, ვადოვნისხევი მონასტრით, დიდგორის შარამდე და სხალნარამდე, რაც მერაბისათვის სვიმონ მეფეს უწყალობებია და რაზედაც გოსტაშაბ ბარათაშვილი ეცილებოდა; დიდი შიმშილობის დროს მერაბის მიერ გოსტაშაბისაგან ნაყიდი ვანაელი გლეხი, იორდანესაგან ნაყიდი სასახლე და ოთხი დღის მიწა: ორი დღისა, „სასახლის კარში“ და ორი დღისა „გრძელს მიწებში“; „ყიზილბაშის ქვეყანაში“ გაწეული სამსახურისათვის უწყალობა აგრეთვე ამოვარდნილი მიწობლიძის სამკვიდრო სოფელი გუდალეთი მონასტრით, სასახლითა და ხოდაბუნებით; მეფეთაგან მინდორში ხატისათვის შეწირული მიწები; შეშაბერიძის ზემოთ მოსახლე ურიაყოფილ ალმასას მამული,წინარეხის ბოლოს მოურავ სააკაძის ნაქონი სასახლე და ზვარი, ეზატის წყალს გამოღმა [მიწები] (1635 წ. IX. 10. Qd-2432), ნასყიდა არუწაშვილს - მისი მკვიდრი ვენახი, რომელიც მეფეს აბაზაძისათვის ჰქონია ნაბოძები (1635 წ. Qd-2500), ქაიხოსრო ავალიშვილს- სოფელი ბრეთი (1636 წ. I. 2. 448-82), პაპუნა ბარათაშვილს. მამამისის, გოსტაშაბ ბარათაშვილის მიერ გაწეული ერთგული სამსახურის გამო - მამამისის მამულების წყალობა (1636 წ. VIII. 25. Hd-14601), ბაინდურ დალალასშვილს - სომხითს სამკვიდრო სოფელი ველთა და გულქანას ნაოხარი (1634 წ. IX. 4. 1450-48/152), ასლამაზა იაგულაშვილს მეფეების: დიდი სვიმონის, გიორგის, ლუარსაბის, სვიმონის მიერ ასლამაზას წინაპრებისათვის ნაბოძები მამულები: სომხითს სოფელი საღრეველა და დიდი საჯუნდარი (1636 წ. XII. 12. 1450-9/123), ზურაბ ყაფარაშვილს - სომხითს ნაოხარი ყუზანას წყალობა (1636 წ. 1448-3273), [შიოშ] სოლაღაშვილს - სოფელი კუმისი და ზურაბ [სოლაღაშვილის] წილი მამული (1636 წ. Sd-742), შარუა [შარუაშვილს] - თაზიშვილისაგან ნაყიდი ვენახი და სხვა მიწები (1636 წ. 1450-51/238), სიაუშ სოლაღაშვილს - ქალაქს მისი წინაპრებისაგან ნაყიდი სამი კომლი ვართანაშვილები, დეფუაშვილი ასატურა და მიხუაშვილები მამულებით (1637 წ. 1. 4. Sd-743), პაპია თუმანიშვილს - მამამისის ნაქონი სოფელი ხანძორისი (1637 წ. III. 27. Ad-973 ბ); დავითისშვილ ელიზბარს - მისი სამკვიდრო ქინძათი, რომელზედაც ეცილებოდნენ ავთანდილ და შალვა მარტიროზიშვილები (1637 წ. Ad-1084), პაპუნა ბერძნიშვილს - ნაყიდი სოფელი ერკნეთი, რომელიც ჟამთა ვითარებისაგან ფალავანდიშვილს წაერთმია. წყალობის დაბრუნების საფასურად პაპუნას როსტომის სადღეგრძელოდ აღაპის გადახდა დაეკისრა (1637წ. 1450-31/68), ზაქარია მაყაშვილს - კახეთში კუთვნილი მამულები (1637 წ. Hd-14481), ელისბარ სოლაღაშვილს - მისი გამდელის, ზილფიჯანის გარდაცვალების შემდეგ - საბარათაშვილოში მკვიდრი სასაფლაო - კაბერეთის მონასტერი (1637 წ. 1450-28/189), ზაქარია ავალიშვილს - სომანეთი, ხიდირბეგის მესხების გარდა, ორი კომლი ყმა-მამულით (1637 წ. Hd-14483), იოთამ კორინთელს, სვიმონ და ლუარსაბ მეფეების მიერ ნაწყალობევი კორინთელთა ამოვარდნილი ბიძაშვილის, გიორგის, ყმა-მამული რეხს, ირტოზას, ალევს და ჭურთისხევს (1639 წ. VIII. 24. 1450-26/275), პაპუნა თურქისტანისშვილს - ერტისს ერთი კომლი ვარაზა [ბარათაშვილის] გლეხი და ერთი კომლი ალიყულიბეგის ნაქონი მამული (1640 წ. 1450-10/117), პაპუნა თურქისტანიშვილს - გორუნჯუკს ოლქია, მახარა და იარალა, ახალდაბას - ბერუაშვილი შალუტა და მამიაშვილი პაპუნა, რომლებიც თურქისტანიშვილებისათვის ადრე ჩამოურთმევია და საჩინოსშვილებისათვის უწყალობებია. საჩინოსშვილთა გაყრის შემდეგ ეს ხუთი კომლი როსტომმა გასამყრელოდ აიღო და ისევ ძველ მეპატრონეებს უბოძა (1640 წ. 1450-10/102), დავით ფავნელისშვილს - მკვიდრი მამულები შერთულს, ერედვს, ვანათს, ბროწლეთს, ხვითს (1640 წ. XII.8. 1450-45/168), ენალა მირიმანაშვილს - აბანოსუბანში ნაყიდი და ნაწყალობევი მამულები (1641 წ. 1450-6/4), ალიხანა ქიქილასშვილს - ლუარსაბ მეფის მიერ ბოძებული წყალობა; მის სახლზე შემოვლებული გალავანი, სამეხრეოს შარაზე საწისქვილე და ათი დღის მიწა ამირაღასა და შიხანას მიწებამდე, ლიახვს გაღმა - ოხერი ბეგანაური საწისქვილე მისი რუთი (1641 წ. 1449-2262), ზურაბ ყაფარაშვილის ძმისწულს, ყაფარას - სამკვიდრო ყმა-მამული: აკანათერა, ვასაკაში მამული, ყუზანას ნასოფლარი, სოფელი ხორისი და ნაყიდი სოფელი ვანქი, ზემო ბოლნისს - მელიქისაგან ნაყიდი ასლამაზა, ქვემო ბოლნისს - ველია სურათაშვილი, შუა ბოლნისს - დურია, ნაოხარი აკრავაშენი (1641 წ. 1448-3274), დიღმის წმინდა გიორგის დეკანოზს, ათანელს - ცხოვრებაშვილისეული სასახლე და დეკანოზობა (1641 წ. Hd-1053), როინ ჯავახიშვილს - გორის ციხეში გაწეული ერთგულების საფასურად-მკვიდრი მამულები (1641 წ. II. 24. Hd-14434), ბეჟან თულაშვილს - სვიმონ მეფის მიერ ნაწყალობევი თულაშვილთა ბიძაშვილის, დოლენჯის ნაქონი ყმა-მამული: ღვევს - წატურაშვილი შერმაზანა, ცაკიაშვილი ნინია, სულიტაშვილი მამულებით; ზრბითს - დათუნა ბოქაულის სახლი, აწუფისს- ქერიაშვილი მამულით (1641 წ. VIII. 24. Qd-1677), მასვე - აწუფისს ამოვარდნილი ბარათაშვილის კერძი აკოფშაშვილები, რომლებიც ადრე სვიმონ მეფეს თულაშვილებისათვის საჯილდაოდ უბოძებია და რომლებზედაც შემდეგ ბეჟან თულაშვილს განაყოფები ეცილებოდნენ (1642 წ. Qd-1698), დავით ფავნელიშვილს - სვიმონ მეფის მიერ საჯილდაოდ ნაბოძები ერთი კომლი ურია დარგვისს: დედა ხათუნა, შვილი პაპია და მისი მამა (?) მარდახა (1642 წ.1450-45/175), კონსტანტილე დავითისშვილის მკვიდრი მამულები სტკოცასა და წაბლოანში, რომლებიც როსტომს გიორგი ამირეჯიბისათვის მიეცა (1642 წ. Sd-603), პაპუნა ბათიაშვილს - მისი ამოვარდნილი ბიძის, იორდანეს მამული (1642 წ. III. 4. 1448-90 ა), ბარათაშვილ ხოსიას - არაგვის ერისთავისა და ნოდარ [ციციშვილის] წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებისათვის - ნოსტეს ოძისი, რომელიც ხოსიას ჯავახიშვილთაგან „სანახშირედ დადებული“ ჰქონია. აგრეთვე - მამული ოძისში ულუმბეხაშვილთთურთ, რომელიც უკანონოდ ჰქონდა მითვისებული ხოსიას ბიძას, ქაიხოსროს (1642 წ. Ad-1138), იოთამ ბარათაშვილს- საბარათაშვილოში- სოფელი კრეფა (1643 წ. III. 2. 448-84), პაატა ჯავახიშვილს მის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების გამოვლინებისათვის - ძველი სამკვიდრო სოფლები ავკეთი და იისციხე (1643 წ. Qd-2188), გერმანოზ ბარათაშვილს მისი სამკვიდრო ცორვეთი, რომელიც წინათ როსტომს მისთვის ჩამოურთმევია და გიორგი ბატონიშვილისათვის უწყალობებია და - გუდარეხის მონასტერი (1643 წ. VIII. 24. 1450-14/9), უცნობ პირს - აკურისს მამული, რომელიც თურქისტანიშვილს წაურთმევია და ქაიხოსრო [ბარათაშვილის] ყმებისათვის მიუყიდია (1644 წ. Hd-4158), ქუაბულ მაჩაბელს - მისი მკვიდრი ყმები: ფუტურაძე ბერუა ძმითა და ძმისწულებით, თამარაშენში - სომეხი ბადურა და ლელს - რაზმაძე ზაქარია, რომლებიც ქუაბულისათვის მის განაყოფს, ქაიხოსროს წაერთმია (1644 წ. 1448-86), ოთმანა არეშისშვილს - არეშიშვილთა კუთვნილი ნარიმანისეული მამული, რომელიც ჯერ ელისბარს, შემდეგ კი ბარათაშვილებს ჰქონიათ მისაკუთრებული (1646 წ. 1450-14/10), იოთამიშვილებს - ძველი სიგელების საფუძველზე განუახლა ლიპარიტისმანის საყდრის წყალობა (1647 წ. 1450-38/6), ელიზბარ სოლაღაშვილს - სამკვიდრო კაბერის მონასტერი (1648 წ. 1448-3134), შანშე ჩოლაყასშვილს - მისი განაყოფის, სახლთუხუცეს რევაზ ჩოლაყასშვილის მიერ ჩეკურში ნაძალადევად მისაკუთრებული მკვიდრი მამული და სახელო (1648 წ. Hd-14428), თაყა თუმანიშვილს - ქალაქში სვიმონ მეფის მიერ ნაწყალობევი ვაჭარი ხუდადა აშანმაშანაშვილი და მისი ძმისწულები: პაპუა და ყაზარა მამულებით, სახლ-კარითა და ქულბაქებით (1648 წ. V. 2. H-6922), ზურაბ ლარაძეს - სვიმონ მეფის მიერ ლარაძეთათვის ადრე ნაწყალობევი სოფელი ეგრისი (1649 წ. 1450-10/130), გიორგი ბარათაშვილს - ენაგეთს მკვიდრი გლეხი ბერიკა პაპანასშვილი, დიდი ტერტერას შვილები „ჩქარაულის მამულით“ (1649 წ. II. 27.1450-2/150), ატენელ ზაქარია ამბრისშვილს - მკვიდრი სოფელი კიოტი, რომლის საზღვრებზე მას ედავებოდნენ წედელნი (1650 წ. Sd-531), ასლამაზა ჩაჩიკაშვილს - მისი მამულები: მირტაშენი, მუგუეთი, ნაჯილდოები კარანი, რომლებზედაც ბარათიანნი ეცილებოდნენ, მაშავრის პირას ნასოფლარი, სამკვიდრო წყნეთი, დმანისის ხევის სოფელი ვანი და მარაბდა (1650 წ. 1450-18/125), სასაფლაოს ყმას, ზაალ ზუმბულიძეს - ხანჯალაშვილის მამული, რომელიც პაატა მიწობლიძის სიკვდილის შემდეგ კათალიკოსთაგან ზუმბულიძეებს სამკვიდროდ ჰქონდათ მიღებული (1650 წ. 1450-31/131), დონდარა ეჯიბისშვილს, რომელმაც როსტომის თეიმურაზზე და ნოდარ [ციციშვილზე] გამარჯვებისას მიართვა კაცი - სოფელი მიშტარაშენი, ტალავერს - სახასო მებადურები შავერდაშვილები: ხოჯა ამირა და ამირზა, ტალავერსა და დარბაზს შუა მდებარე ნაყიდი სავენახე ახალშენი ბაგა (1651 წ. Qd-9585), რობიტა მამაცაშვილს - მანუჩარ ციციშვილის მიერ წართმეული გლეხები რუისში: შიუკა, პაპუნა, პაატა კერჩხაძეები (1651 წ. 1449-1102), გიორგი შანშიაშვილს - სომხითში სახუნდარი და ბორისსოფელი, ორი კომლი გლეხი, შანშიაშვილთა განაყოფების, ესტატესა და მისი ძმის ყმების გარდა (1651 წ. IV. 17. 1449-1001), პატა ჯავახიშვილს - მკვიდრი მამული, წოდორეთში არდაზიანდიშვილისაგან ნაყიდი მიწები (1651 წ. Hd-14426), გიორგი ბარათაშვილს - მკვიდრი მამულები (1651 წ. III. 21. 14501-26/266), დონდარა ეჯიბისშვილს- ლუარსაბ და სვიმონ მეფეებისაგან ნაწყალობევი სოფელი ყუდრო და შიხჩობანი მათი ნასოფლარები შულავერს - ნაყიდი ვენახი და მამხუტის თავს მთის მიწები (1651 წ. Hd-14673), პაპუნა ფავლენიშვილს - ფავლენიშვილთა მკვიდრი აზნაურების, ნამორაძეების, ორი განაყოფი ოჯახი: იორამ, რობამა, ოტინა, ნოამა და ბიძინა, თავ-თავიანთი მამულებით, გარდა იმ ბაგისა, რომლებიც ნამორაძეებს ირემაშვილის ვენახის ბოლოს ჰქონდათ აშენებული. ეს აზნაურები მეფეს დროებით სახასოდ ჰყოლია დაჭერილი (1651 წ. 1448-88), ბეჟან ნასრიასშვილს - ბაგრატის მიერ ადრე ნაბოძები მკვიდრი მამული ხ[ა]ნძორი[ს]ი (1652 წ. 1450-28/4), პაპია შანშიაშვილს - მკვიდრი მამულები: ბორისსოფელი და სოსანი (1653 წ. XI. 25. 1450-9/25), აბელ ბარათაშვილს- ძველი მამულები (1653 წ. 1450-15/21), ელენეს, დავით გუშფარიშვილის ცოლყოფილს, მისი მკვიდრი მამული (1653 წ. Qd-1653), ელიზბარ სოლაღაშვილს- ქალაქს სასახლე, რომელიც ადრეც სოლაღაშვილთა კუთვნილება იყო (1654 წ. Sd-22), ლუარსაბ მაყაშვილს - მისი ამოვარდნილი ბიძაშვილის, მინაზარ მაყაშვილის შვილის მამული, რომელიც ადრე თეიმურაზ მეფეს ლუარსაბის პაპისათვის უწყალობებია, შემდეგ კი ლუარსაბის განაყოფების ხელში ჩავარდნილა (1654 წ. Hd-14687), ბიძინა სოლაღაშვილს - მისი წინაპრების კუთვნილი სოფელი მასრუტი (1654 წ. VII. 4. Sd-747), დავით სოლაღაშვილს- შალუტა ბადრაშვილი და მისი განაყოფი ბერია სამკვიდროდ - ეს ყმები სოლაღაშვილთა ყმობიდან გამოსვლას და სახატოდ დადგომას აპირებდნენ. როსტომმა ისინი ძველ პატრონს დაუბრუნა (1655 წ. Sd-750), პაპუნა ბარათაშვილს- მკვიდრი ყმები არეშიშვილები: ჩალაბა და სოლაღა მამულებით (1655 წ. VI. 26. Hd-l704), „ერთობილთ სამწევრელთ“- მათი თავდაპირველი საცხოვრებელი ნასოფლარი ურწაშენი (1656 წ. 1450-10/20), ყაფლან ბარათაშვილს - წინაპართა მამული: ტაშირს - შირჩაპატი, წითელი ეკლესია, დელუ ყულიჯანის სოფელი, აკოფას სოფელი, ჭუკის სოფელი, ყოშა ქილისა, შიშთაფა, დიაკვნის ქვა (სომხ. მინდაქარი), სოფელი ჯილღი (1657 წ. 1450-15/140), გიორგი ბარათაშვილ-იოთამისშვილს - მკვიდრი ყმა - მირიან დურსუნაშვილი, რომელიც „დროშეძოგდებით“ ჩაჩიკაშვილს ეჭირა (1657 წ. IX. 12. 1450-38/38), გრიგოლ ჭრაკავერაშვილს- მკვიდრი მამული ქალაქში, ბურჯის გარშემო, რომელი მეფეს ცოტა ხნით გამოურთმევია და ზედ საყინულე აუშენებია (1657 წ. 1448-1053); ენაგეთს მცხოვრებ ყორღანაშვილებს - მკვიდრი მამული - შიმშილაანთ უბანი, რომელზედაც ბარათაშვილები ეცილებოდნენ (1657 წ VII. 24. 1450-20/44), ელისბარ სოლაღაშვილს- სოფლები: კუმისი, ღუეუბანი, ასურეთი რომლებიც მას ყაენის ოქმით ჰქონდა მიღებული (1657 წ V. 3. Hd-1350 ა), თავისი სასაფლაოს აზნაურიშვილს, თანია გაბრიელისშვილს - თელოვნელი გლეხები: დათუა ასლანიშვილი, გოგია მგელიაშვილი, ბერიკა შაქარაშვილი და „ერთობილთ თელოვნელნი“ (1657 წ. 1449-25), მურვან რუსაშვილს - ამოვარდნილი დამღაწაშვილის სახლ-კარი და მამული: ღარიბას ხოდაბუნი, რაც ადრე საჯილდაოდ ჰქონდა მისთვის ნაბოძები (1657 წ. 1448-5291), თამაზ წოვანშაშვილს- სამკვიდრო ყმა-მამული: შულავერს - ყულია ტერუნაშვილი, ყარახანა, მანგია აიგუნაშვილები, ბაღდადაშვილები, უჰანაშვილი გულაზიზა, ყოჩია და ვათია, მურადაშვილი ვართანა, ჰაცთუხაშვილები, აფრიამაშვილები, ვაკოზაშვილები, სოფელ შადიკაში მიტიჩაშვილები, ამირაშვილები, უჰანაშვილები მათი მამულებით (1658 წ. 1448-2319), როჭიკა შალიკაშვილს ფხვენისს, სკრასა და ძევერას - მკვიდრი მამულები (1658 წ. I. 10. 1450-35/129), აფხაზ იოვანეს - საბარათაშვილოში ამოვარდნილი სეხნია საგინაშვილის მამული: ჩხიკვთას მოლარე ჯიმშიტა [ყანდურალაშვილის] მამული, გარდა მაწევნის, თონეთის, ხრამის და ირდასუბნის მამულებისა (1658 წ VII. 13. 1450-12/6), ბიძინა სოლაღაშვილს - მისი პაპის, ბაბურის მკვიდრი ყმა-მამუ ლი: კუმისს - ასლანიშვილი ფირალა, შავერდაშვილი ასია და მისი განაყოფი ნადუა, სულხანაშვილი ბერია, დარისპანაშვილი პაპუა, თათარაშვილი ეგანა, მისი განაყოფი პაპუნა მამულებით (1658 წ. VIII. 24. Hd-14668), ოთარ თულაშვილს - თულაშვილთა ამოვარდნილი განაყოფის, დოლენჯის ყმა-მამული ღვევს, ზრბითს - ერთი კომლი ბოქაული, გამოჩინებულს - ვენახი, აწუფისს- ქერიაშვილის საკომლო (1655 წ. X. 2. Qd-1678), ყაფლან ბარათაშვილს - ბარათაშვილთა ნაქონი ტაშირის სოფლები (1655 წ. 1450-15/10), ვახტანგ თავაქალაშვილს, მოქალაქეს - მისივე სამკვიდრო სახლები ([1633-1658 წწ.] 1448-83); შესწირა: სიონის ღმრთისმშობელს - დედოფალ მარიამის გამოჯანმრთელების სამადლობელად - წინარეხს საყდრის ყმები და ამოუკვეთა სამეფო სამუშაო (1635 წ. 1449-1772), იერუსალიმის ჯვრის მონასტერს და ქრისტეს საფლავს - გორელი ვაჭრები: ფიბუა დონდარასშვილის შვილები : დონდარა და ფეროზა (1639 წ 1450-51/179), სადგერის წმინდა გიორგის ეკო ლესიას - ტინისხიდში მოსახლე ხიზანა და სეხნია მამულებით (1644 წ. Qd-2880), სვეტიცხოველს - ოტია გურიელისშვილის სულის სააღაპედ - ტალავრის ხევზე სოფელი დარბაზი და დააწესა მწირველებისათვის თუმნის მიკ ცემა აღაპის დღეს, 25 იანვარს (1645 წ. II. 25. 1449-2365 ), სვეტიცხოველს - სამცხე-აწყურიდან ღოღეთს გადმოსახლებული რუსი რუსიშვილი, სხვა აზნაურიშვილები და გლეხები (1645 წ. 1448-1035 ), იტრიის ეკლესიას - ჩუმათელეთი (1645 წ. სს. III. №156), სვეტიცხოველს - ქრისტეფორეს კათალიკოსობის დროს - ატენს ყველაწმინდის საყდარი, ზვარი და „ბოსტანა ზვარი მისის მეზვრითა“ (1646 წ. VI. 7. 1449-1765 ), მასვე- თრიალეთში სახასო სოფელი ზემო ბეშქენაშენი იმ პირობით, რომ თუ ზემო ბეშქენაშენში ჯავახეთიდან აყრილი კაცი შეეხიზნებოდა, მასზე არავინ შესცილებოდა სვეტიცხოველს (1654 წ. XI. 20. 1449-1796), ეჩმიაწინს - ნახიდურში სახასო გლეხი და მამული (1657 წ. I. 5. 1450-21/40), მასვე - ნახიდურში გაღმა-გამოომა სახასო მიწები მირიმანაანთ ხოსიასა და ყარჩიღას მიწებს გარდა, გლახოა მამასახლისი, ხუცესი ტერ-კოსტანტა, ოქრომჭედელი ვართანანა, სარუხანაშვილი გრიგოლა, დაუთაშვილი სარქისა, საქუა, მაკარი ხუცესი, მჭედელი ევანეზა, ლაჩინა, ეშაკაშვილი მირანშა, ეშაკაშვილი ყაზარა, ამირხანა, ულუქაშვილი, ხეჩიკა, ხანველაშვილი სუთია, კიკოსაშვილი ვართანა, შულავრელი მირანშა, ყარახანა, აშიყი ყარაგოზა, დავითა,თავთავიანთი მამულებით (1657 წ. I. 15. მატ. 252. № 4.), სვეტიცხოველს - ქრისტეფორეს კათალიკოსობის დროს - მეტეხის ღმრთისმშობლის ტაძარი მისთვის შეწირული სოფლით, კრწანისით (1658 წ. Sd-2975 ), მასვე - არაგვის პირს სოფელი ღურაო (1648-1658 წწ.] Ad-875 ა); განუახლა შეწირულება: ბოლნისის სიონს - სოფელი ახოტა, რომელიც მას დოლმაზ გოგიბაშვილისათვის ჰქონდა ნაწყალობევი (1643 წ. 1450-7/27), სვეტიცხოველს- თეიმურაზზე გამარჯვების სამადლობელად კათალიკოს ქრისტეფორეს დროს - გარეჯის ორივე უდაბნო, წინა და უკანა საგარეჯოს სოფლები (1648 წ. ქრ. II. 461-464), მასვე - უკანა საგარეჯოს შემოსავლის ნახევარი, როგორც ეს თეიმურაზ მეფის დროს ყოფილა გარიგებული (1651წ. XI. 27. ქრ. II. 465 ), მასვე - ქორდი, რომელიც ადრე [ევდემოზ] კათალიკოსს, როსტომისავე ნებართვით, გაბრიელ გედევანისშვილისათვის უბოძებია (1652 წ. ქრ. II.466), შიომღვიმეს - მელქისედეკ ყანჩაელის თხოვნით სხალტბა და ნასტაგისი ([1642-1651 წწ.] შმმის 81), ბოდბის წმინდა ნინოს ეკლესიას - მის მამულებში მობალახე თათრებისა და ლეკების ფარებზე გადასახადი: ფარის თავს თითო შაური, როგორც ეს თეიმურაზ მეფეს ჰქონდა დაწესებული (1654 წ. AKAKI. 19. 1655 წ. 1448-1239, 1656 წ. Ad-1737). გაათარხნა || გაუთარხნა: მერაბ ყორღანაშვილს სოფელი შავნი, გოსტაშაბ ბარათაშვილისაგან ნაყიდი (1634 წ. VI. 27, 1448-3265), კავთისხეველი იმედა იმნაძე (1634 წ. Ad-931), გლურჯიძის ყოფილი ყმა, ახალშენელი ბეჟან ასაშვილი, რომელიც სახასოდ დაიჭირა (1634 წ. 1450-49/92), ხუცია სანოძე და გიორგი თეგაძე, რომლებმაც მეფეს ყარა მაჰმადაშვილი და ცამეტი კაცი მიუყვანეს - კოდის პურის გადასახადისაგან (1636 წ. VIII. 3. 1448-1492), -- ფარღუზათ გიორგიშვილი (1636 წ. IX. 24. Hd-1558), როინ ჯავახიშვილს- სოფლები: ხოვლეს ნახევარი და აბანო (1636 წ. Hd-14652), [დიღმის წმინდა გიორგის] დეკანოზი, ათანელი, რომელსაც დაუტოვა ვალდებულება - მეფე გიორგის სახელზე წირვა (1637 წ. Hd 1054), ბატონიშვილ ვახტანგს სოფლები: მისაქციელი და თეკენა (1637 წ. Qd-1490), ბეჟან საგინაშვილს - ყმა-მამული იოთამ ამილახორისათვის ბეჟანის მიერ გაწეული სამსახურის ჯილდოდ (1638 წ. VIII. 27. 1450-30/63), ტერ-გრიგორა (1640 წ. მატ. 252 -2), ალიხანა იაგულაშვილს - სოფელი ხოხმელი (1640 წ. VI. 24. 1450-9/126), ბეჟან თულაშვილს - მამული, ზრბითი (1641 წ. VII. 10. Qd-1672), ოთარ ტატიშვილს- საყმო კოდისპურის, ცხვრისა და ღორის საბალახისაგან (1643 წ. Hd-14477), ჩნელ და შოშიტა რიკაძეებს - ოთხმოცი კომლი კოდის პურისაგან (1644 წ. VII. 7. სს. II. №194), გიორგი შამბულიძეს - სურამში ყმა-მამული (1674 წ. 1448-2317), ყაფიჩიბაშ დონმაზა გოგიბასშვილს - სოფელი ზიკრუტი სამი წლით „ხაშმიანი“ ადგილიდან უფრო მაღალ ადგილზე გადასახლებასთან დაკავშირებით (1646 წ. IV. 3. 1450-6/55 ), მეფის საღვინის მეტიკისპირეს და მის მამა-პაპათა მეაღაპეს დიღმელ პაპუნა თბილელაშვილს განუახლა დაკარგული თარხნობის წიგნი, რომლის თანახმადაც. პაპუნას ევალებოდა მხოლოდ როსტომის მამა-პაპისათვის გიორგობადღეს საწირავისა და ღვინის ბეგრის გადახდა, აგრეთვე მისი სახლის ერთ-ერთ წევრს - მეფის კარზე სამსახური. მეფემ იგი გაათავისუფლა გადასახადებისაგან და მიანიჭა დიღმის ორი რუთი ურიგოდ სარგებლობის უფლება (1647 წ.V. 8. 1450/32/283), ბობნაველები - საურის გამოსაღებისაგან (1648 წ. III. 9. 1449-1940-2), წილკნის საყდარი - რომანოზ ეპისკოპოსის წილკნელობის დროს - წილკნური გამოსაღებისა და სათათრო საურისაგან (1648 წ. XII. 1.ქრ. II. 474), ხახულის ღმრთისმშობლის ეკლესია - შუამთაში მცხოვრებთა ბაჟისა და დამღისაგან (1648 წ. 1448-1204), ყაფარ ყაფარაშვილს- ხიზნის სოფელი სამი წლით (1649 წ. IX. 10. 1450-49/41), ხუდადა აშანმაშანაშვილი ქალაქს, გორს და სხვაგან სავაჭრო ბაჟისაგან სამოცი თუმნის საქონელზე (1649 წ. III. 21.Hd-13143), სოფელი დირბი (1650 წ. 1450-51/192), პაპია გოგიბაშვილს შუა ბოლნისის მამასახლის სამებისაგან ნაყიდი ნასოფლარი ჰაცუტი ავაქშას მიწებით (1651 წ. VI. 10. 1450-5/37), ალავერდის ყმები არსენ ავალიშვილის ამბა-ალავერდელობის დროს (1651 წ. AKK I 18-19), წმინდა სამების საყდრის ყმები (1651 წ. №597), ჯაბჯაური ბერუკა, ისევე როგორც ჯაბჯაურები გაუთარხნებია თეიმურაზ მეფეს (1651 წ. Hd-14661), ზაქარიას ნინოწმინდელობისას - ნინოწმინდის ყმები (1651 წ. 1449-1781), ოხიაყორჩ ელიზბარ სოლაღაშვილს - მონასტერი და სასაფლაო (1651 წ. VII. 22. Sd-745), მკერვალი პაპუნა სულხანაშვილი, დაავალა მხოლოდ კარზე მუდმივი სამსახური(1652 წ. I. 9.A-1767 ვ, 9 r ),დოლმაზა გოგიბაშვილს - სოფელი ტანძუტი ცხრა წლით (1654 წ. 1450-10/19), ასლამაზ ჩაჩიკაშვილი დადიანის გამარჯვების სამახარობლოდ (1655 წ. 1450-18/149), ბატონ თამარის მიერ დმანისის ხევის თავს, ნაოხარ ადგილზე, ოროზმანს, დასახლებული გლეხები (1656 წ. Hd-14432), მელქისედეკ ყანჩაელის თხოვნით - მღვიმის მონასტერი საურის გადასახადისაგან (1558 წ. შმმის. 80-81), მესტუმრე იოანე აფხაზს - ჩხიკვთას ნაწყალობევი სეხნია საგინაშვილის ნაქონი მამული (1659 წ. 1450-12/6), ნასყიდა შეშაბერიძეს - სვიმონ მეფის მიერ 1588 წ. ბართლომე შეშაბერიძისათვის მინიჭებული თარხნობა ([1633-1658 წწ. Hd-4075 ბ); გაარჩია: ევდემოზ კათალიკოსთან, ზაალბეგ ერისთავთან, იოთამ ამილახორთან, მდივანბეგ ყაფლან ბარათაშვილთან და სარდალ ზურაბ ბარათაშვილთან ერთად - დავით დავითისშვილის სარჩელი, აღძრული მისი ძმისწულის, რამაზის წინააღმდეგ (1634 წ. X. 2.3. Qd-8235), კათალიკოს ქრისტეფორესთან, ბირთველ თუმანიშვილთან, მუშრიბ ფირალ [ყანდურალაშვილთან] ერთად - მანუჩარ და პაპუნა ციციშვილებს შორის სასისხლო დავა (1640 წ. Ad-1030), დავა გიორგი გორგიჯანაშვილსა და მეკარვე ფარღუას შორის წისქვილის თაობაზე (1641 წ.1449-1785), თურმანის სარჩელი, აღძრული გაბრიელ ელიოზისძის წინააღმდეგ, გრაკალში გაყიდულ მამულთან დაკავშირებით (1648 წ. ახლო. ლაი. E 73-59-135 ა), ყაია, ქაიხოსრო, როსტომ და იესე ციციშვილების გაყრის საქმე.როსტომმა დედოფალ მარიამთან და კათალიკოს ქრისტეფორესთან ერთად შეარიგა მოსარჩლე მხარეები (1648 წ. ახლო. ქრ. II. 464), ზაალ თაზიშვილსა და პაპუნა ციციშვილს შორის სამამულე დავა (1650 წ. Qd-1058), როინ [ჯავახიშვილთან] და აღმოან ვეზირთან ერთად - ყაფლან ბარათაშვილისა და მისი განაყოფების, იოთამიშვილების დავა აბანოსა და ტანძიას შორის მდებარე მიწებზე (1651 წ. VIII. 30. 1450-38/30), რამაზ და ქაიხოსრო ზუმბულიძეე ბის გაყრის საქმე (1651 წ. 1450-31/102), გიორგი ჯორჯაძისა და ენდრონიკაშვილების სამამულე დავა, როსტომმა სადაო ნასოფლარის, თელას სამი მეოთხედი ანდრონიკაშვილებს მიაკუთვნა, ერთი მეოთხედი - ჯორჯაძეებს (1655 წ. I. 3. Qd-2136), დავით დავითისშვილის სამამულე დავა თავის ძმისწულ რამაზთან ([1634-1643 წწ.] Qd--8237), თუმანიშვილების: თაყას, ბირთველის, მანუჩარისა და ჯიმშიტას გაყრა ([1656 წ.] Hd-14665), თბილელთან, ყაია ციციშვილთან, ელიზბარ დავითიშვილთან, როინ ჯავახიშვილთან და ბირთველ თუმანიშვილთან ერთად გაარიგა ყაფლან, პატა და პაპუნა ბარათაშვილების სამამულე დავა ([1646-1658 წწ. Sd-794), მისი გადაწყვეტილებით დარჩა რობამ მამაცაშვილს რუისის ღვთაების საყდრისათვის შეწირული მექუდისშვილის მამული და მასზე მცხოვრები კერჩხაძე, რომელზედაც ციციშვილი ეცილებოდა (1658 წ. IV. 21. 1449-1105); პირობა მისცა; კოსტანდილე დავითისშვილს, რომ უწყალობებდა სამკვიდროდ სოფელ ბრეთს, თუ კი ქაოხოსრო ავალიშვილი (რომელსაც ბრეთი ეჭირა), საყმოდ არ შემოურიგდებოდა (1634 წ. Hd-14699), ელიზბარ დავითისშვილს - მფარველობის შესახებ (1637 წ. Sd-641), თეიმურაზ მეფეს და დედოფალ ხორეშანს, რომ უშუამდგომლებდა ირანის შაჰთან, თუ კი თეიმურაზი შვილსა და რძალს ყაენთან გაგზავნიდა (1648 წ. ახლო.Hd-14433), ყაფლანბეგ ბარათაშვილს - მფა რველობის შესახებ ([1634 1658 წწ.] Hd-1919), როსებ მაყაშვილს - მფარველობის შესახებ (1657 წ. Ad-944),იოთამ ამილახორს - კეთილმოყვრობისა და უვნებლობის შესახებ ([1633-1642 წწ. Hd-2117), თავის დას, ბატონიშვილ თამარს და დისწულს, იოთამ ამილახორს - კეთილმოყვრობის შესახებ ([1634-1658 წწ. Hd-2129), მერაბ [ჯორჯაძეს] - მფარველობისა და წყალობის შესახებ ([1648-1652 წწ. 1448-721), პაპუნა ციციშვილს - მისი ძმის, ხოხონასათვის პაპუნას მამულიდან წილის მიუცემლობის შესახებ ([1645-1652 წწ.] Hd-791), დემეტრე ენდრონიკაშვილს - მფარველობისა და უვნებლობის შესახებ, თუკი დემეტრე როსტომის საბატონოში ჩამოსახლდებოდა ([1648-1657 წწ. 1461-13/19), ლუარსაბ მაყაშვილს - მფარველობის შესახებ ([1648-1658 წწ.] Ad-605); დაამტკიცა || დაუმტკიცა: გიორგი მეფის მიერ 1605 წ. შიომღვიმის მონასტრისათვის ბოძებული შეწირულების წიგნი (1633 წ. Ad-556), სვიმონ მეფის მიერ 1580 წ. შიომღვიმისათვის მიცემული სოფლების თარხნობის წიგნი (1633 წ. IX. 25. 1449-1506), სვიმონისავე - ნიტრიის სიონისათვის 1584 წ. ბოძებული შეწირულების წიგნი (1633წ. VII.2. Sd-2909), ევდემოზ კათალიკოსის მიერ ხუცია მაღალაძისათვის მიცემული სოფლის წყალობის წიგნი (1634 წ. Ad-1700), ქრისტეფორე კათალიკოსის მიერ თამაზ ქარსიძისათვის 1640 წ. მიცემული ყმა-მამულის წყალობის წიგნი (1640 წ. 1448-560), ლუარსაბ მეფის მიერ 1609 წ. ამსარქისა მესხასატურაშვილისათვის მიცემული წყალობის წიგნი (1641 წ. 1448-10191), როსტომა ხითარასშვილს - ორმოცი წლის წინათ ნაყიდი ყმების: ოვათეღას, საქიას, სააკას და აბულას წყალობა, რადგან ამ ყმებზე როსტომას მთავარეპისკოპოსი ეცილებოდა (1649 წ. 1450-53/107), ათანასე ტატიშვილს - სვიმონ მეფის მიერ 1618 წ. ბოძებული ბოგანო გლეხების წყალობის წიგნი (1642 წ. Hd-14422), მერაბ ყორღანაშვილს - ენაგეთის ახალშენს ვარაზ და როსებ გერმანოზიშვილების ნაქონი მამული (1644 წ. VI. 5. 1450-1/2), ლეონ თურქის ტანიშვილს - წილში ნარგები ყმა-მამული (1646 წ. 1450-18/89), ბობნაველებს - თამარ დედოფლის მიერ 1608 წ. მიცემული თარხნობის წიგნი (1648 წ. III. 1449-19402), ავალ ავალიშვილს - რომელმაც ცოლად შეირთო ამოვარდნილი დავით ვაჩნაძის უმცროსი ქალი - დავით ვაჩნაძის მიერ ნაანდერძევი ყმა-მამული (1651 წ. Hd-14685), პაპია შანშიაშვილს - ჰასან და აივაზ მირზაშვილებისაგან სამწევრისს ნაყიდი სავენახე ადგილი საზღვრებით: თამაზას მიწის გვერდით საწნახელი, მაჰმადას ვენახი (1652 წ. 1450-6/33), დავით გუშფარაშვილის ქვრივს, ელენეს, მკვიდრი ყმა-მამული (1653 წ. Qd-1653), ოთარ ბარათაშვილს დონმაზა გოგიბაშვილთან გაცვლილი მამული აბელია (1653 წ. Hd-14664), ზურაბ ამბალაშვილს - ბაგრატ თურქისტანისშვილისაგან ნაყიდი გამრეკელაური მამული (1654 წ. Hd-14670), ალექსანდრე მეფის მიერ ავთანდილ ზევდგინისძისათვის ბოძებული გორის მოურაობის წყალობის წიგნი ([1633-1658 წწ.] Hd-1348), ლუარსაბ მეფის მიერ 1552 წ. თბილისის სიონისათვის ბოძებული ყმა-მამულის შეწირულების წიგნი ([1634-1658 წწ.] 1449-1498); უბრძანა: მოლარეთუხუცეს ფეშანგს და არდაშელს, გაერჩიათ ჩერქეზელთა და გარეჯელთა შორის დავა იორს გაღმა-გამოღმა მიწა-წყალზე (1656 წ. III. 24. (1450-26/151), მოხელეებს - ოსეთიდან აყრილი და ჯავას ზემოთ და სახლებული ოსების, [თომაშვილ] ხონთქრისა და მისი შვილის, ხაჩისათვის არაფერი დაეშავებინათ და თუ ვინმე კვლავ ჩამოსახლდებოდა ოსეთიდან, არც მისთვის შეეშალათ ხელი ([1633-1658 წწ.] 1448-10326), ბოქაულთუხუცეს ედიშერს - არ აეყარა პატა [ჯავახიშვილის] ყმა, კოკობაშვილი [1633-1658 წწ.] Qd-9368), დირბელთა ლაშქარში მონაწილეობა და ელიზბართან შეერთება ([1633-1658 წწ. Hd-14429), მოხელეებს - მოეძებნათ მურვანის გაქცეული ყმები და დაებრუნებინათ მისთვის (1633-1658 წწ. Ad-1367), იასაულებს - რადგან სამღერეთში ზაზა ციციშვილს მისგან ჰქონდა ნაბოძები თარხნობის წიგნი. არაფერი ეთხოვათ მისგან ([1633-1658 წწ.] 1450-37/152) ; მისი ბრძანებით: ელისე თბილელსა და მერაბ ყორღანაშვილს შორის გაარიგეს დავა ნასოფლარ ფიცხისზე (1635 წ. XI. 14. 1449-2649), კათალიკოსმა, სახლთუხუცესმა მანუჩარ ციციშვილმა, სუფრაჩმა ვახტანგმა, თურმან თურმანიძემ და ბოქაულთუხუცესმა ხოხონამ გაარჩიეს ელიზბარისშვილებისა და გლურჯიძეების სამამულე დავა (1638 წ. Qd-10128), ბოქაულთუხუცესმა ელიზბარ სოლაღაშვილმა და ყაფიჩიბაშმა პაპია [შანშიაშვილმ]ა გაარჩიეს [ქრისტეფორე] კათალიკოსსა და ბეჟან ამილახორის დავა ზერტელებსა და კვარხელებს შორის საზღვრებზე (1639 წ. Qd-1387 ა), კათალიკოს ქრისტეფორეს დავით გედევანიშვილისათვის მიუცია ყმა-მამულისა და ძეგვის მოურაობის წყალობის წიგნი (1640 წ. Hd-14682), მდივანბეგმა როინ ჯავახიშვილმა გაარჩია ალიხანა შალიკაშვილისა და ალავერდას დავა ერთ კომლზე (1645 წ. 1450-48/131), სახლთუხუცესმა მანუჩარ ციციშვილმა, მდივანბეგმა როინ ჯავახიშვილმა, მდივანმა ბირთველ თუმანიშვილმა გაარჩიეს ფალავანხოსრო და პაპუნა ბარათაშვილებს შორის სამამულე დავა (1646 წ. 1450-2/143), ყაფლან ბარათაშვილმა, მანუჩარ ციციშვილმა და ბირთველ თუმანიშვილმა გაარიგეს შიოშ სოლაღაშვილის შვილების: დათუნას, თამაზისა და ბიძინას დავა (1646 წ. Sd-744), მდივანბეგმა როინ ჯავახიშვილმა, მდივანმა ბირთველ თუმანიშვილმა გაარჩიეს დავა ყმებზე როსტომ ხითარაშვილსა და მთავარეპისკოპოს [დომენტის შორის (1649 წ. 1450-53/107), ქრისტეფორე კათალიკოსმა, ბეჟან ამილახორმა და თაყა [თუმანიშვილმა] გაყარეს დავით და თამაზ ქარსიძეები (1651 წ. 1450-29/59), ქრისტეფორე კათალიკოსმა და დომენტი მთავარეპისკოპოსმა გაყარეს რამაზ და [ქაიხოსრო] [ზუმბულიძეები] (1651 წ. II. 13. 1450-31/105), ქრისტეფორე კათალიკოსმა და ზაქარია მაყაშვილმა გაარჩიეს თვალელთა და ნინო წმინდელთა დავა სახოხბის ჭალაზე (1651 წ. V. 29. 1449-2657), მდივანბეგმა როინ ჯავახიშვილმა, გიორგი ამირეჯიბმა, მდივნებმა: ავთანდილ მარტიროზიშვილმა, ბირთველ თუმანიშვილმა გაარიგეს გივი და სვიმონ ზევდგინიძეებს შორის სასისხლო დავა (1652 წ. Hd-1805), სოიბათიასაულმა პაპია შანშიასშვილმა გაარიგა გუდარეხელთა და ღორისთაველთა სასაზღვრო დავა (1653 წ. VII. 10. Hd-14671), ელიზბარ დავითიშვილმა გაარჩია ნახიდურელთა და თავმოგუალელთა სამამულე დავა (1654 წ. Hd-4170), განიხილეს მამუჩი ჭავჭავაძესა და წინა საგარეჯოელების სასაზღვრო დავა (1654 წ. 1449-2658), კახეთის სარდალმა ზაალ ერისთავმა, ბარამ ყორჩიბაშმა, სუფრაჩმა ბიძინა [ჩოლაყაშვილმა] გაარიგეს ქრისტეფორე კათალიკოსის დავა სვეტიცხოვლის მიწებზე ჭავჭავაძეებთან,ვაჩნაძეებთან და ჯანდიერისშვილებთან (1644წ. I. 2. Hd-8389), ყეშიგდას ფალავანდიშვილმა და არდაშელმა, საკათალიკოსო აზნაურიშვილების, გარეჯელთა, მარიამჯვრელთა და ანთოკელთა თანდასწრებით, ჩერქეზელები დააფიცეს იორს გაღმა-გამოღმა მიწა-წყალზე, რომელზედაც გარეჯელები ეცილებოდნენ (1656 წ. IV. 2. 1450-26/150), ბოქაულთუხუცესმა ედიშერმა და ბაინდურმა ანდერმან [ჩოლაყაშვილს], რომელსაც კახნი ედავებოდნენ შაჰაბასის დროს ნაშოვნ ყმებზე, რევაზაზე და მამუკაზე, დაუტოვეს ეს ყმები (1656 წ. V. 1. 1450-26/78), სახლთუხუცესმა ყაია ციციშვილმა, მდივანბეგმა ჯავახიშვილმა, მდივნებმა: ავთანდილ მარტიროზაშვილმა და ბირთველ თუმანიშვილმა გაარიგეს დავა მახათას მიწებზე ბერუკა თურქისტანიშვილსა და კუმისის ბატონ დავით სოლაღაშვილს შორის (1656 წ. I. 3. Hd-14421), ბატონიშვილმა ვახტანგმა, მდივანბეგმა როინ ჯავახიშვილმა და მდივანმა ბირთველ [თუმანიშვილმა] გაარიგეს სამამულე დავა აბაშ ბარათაშვილსა და ზურაბ ელიოზისშვილს შორის (1657 წ. Qd-215.3), სალაროს მუშრიბმა ფირალ [ყანდურალაშვილმა] გაყო ნახიდურის მიწა-წყალი ოთხად და მეოთხედი ხოსია ნარიმანაშვილს მისცა (1658 წ. მატ. 252. 3. II). ქალაქის მოურავმა მანუჩარმა და მდივანმა ბირთველ თუმანიშვილმა მონაწილეობა მიიღეს როინ [ჯავახიშვილისა] და მისი განაყოფის, პატა ჯავახიშვილის მამულების გაყოფაში ([1638-1658 წწ.] Hd-14691), გაარიგეს მამულზე დავა პაატა [ჯავახიშვილსა] და როჭიკა [შალიკაშვილს] შორის ([1633-1658 წწ.] Sd-484), სუფრაჩმა ჰამზაბეგმა და მდივანმა ბირთველ თუმანიშვილმა გაარიგეს შულავრელთა და თეთრისოფლელთა სამამულე დავა ([1633-1658 წწ.] Sd-795), თურმანმა განუახლა დავით გაბადიძეს ლუარსაბ მეფისა და მოურავის მიერ გორში მიცემული სულხანის კერძი მამულის წყალობა ([1633-1658 წწ.] Hd-8794 ა), კათალიკოსმა, ამილახორმა და ბოქაულთუხუცესმა დავით [დავითიშვილმა] გაარიგეს სასისხლო დავა როინ ჯავახიშვილსა და გლურჯიძეებს შორის ([1639-1658 წწ.] Hd-14659), როჭიკა შალიკაშვილმა მისცა ერეკლე ფალავანდიშვილს პირობის წიგნი ნასოფლარში დასახლებული ყმების აყრის შესახებ (1633-1658 წწ.] 1450-14/94), დავით ჭილაშვილი მისი ბრძანებით წავიდა ახალდაბას თურქისტანიანთ მამულების სარჩელის საქმეზე ([1639-1658 წწ.] 1450-50/62), გიორგი და იორამ [ბატონიშვილებმა] თავიანთ აზნაურიშვილს, წოვანშას, განუახლეს ყმა-მამულის წყალობა, რომელიც მის მამას, ყარახანას,შაჰაბასისაგან ჰქონდა მიღებული ([1633-1658 წწ.] IX. 22. (1448-5154), ნოდარ ციციშვილმა, სახლთუხუცესმა ჰამზაბეგმა, მდივანმა ბირთველ [თუმანიშვილმა] გაარჩიეს ყაია, ბაადურ და პაპუნა [ციციშვილების] სამამულე დავა სამწევრისის მამულებზე ([1633-1658 წწ.] 1448-2316); მისი ნებართვით ოთარ ბარათაშვილმა დონმაზა გოგიბაშვილს გაუცვალა ყმა-მამული ვანქში სოფელ აბელიაზე (1653 წ. Hd: 8765, 14664); სხვადასხვა: ლევან დადიანმა მას მიათხოვა თავისი და, მარიამი, რომელსაც მზითვში გაატანა მრავალი ძვირფასი ნივთი, წიგნები და მსახურები ([1634 წ.] 1448-3369), გაგზავნა იოთამ ამილახორი პაატა აბაშიძის მამულის ასაოხრებლად, მას შემდეგ, რაც პაატამ ღალატით მოკლა თავისი ძმა, ღონენა (1638 წ. VIII. 27. 1450-30/63), დააწესა „ციხის კარის“ ქალაქში შემოტანილი ყველა სახის საქონელზე საბაჟო ფულადი გადასახადი (1639 წ. Hd-1559), მას განუდგნენ ნოდარ [ციციშვილი] და [ზაალ] არაგვის ერისთავი, რომელთაც მიემხრნენ იმერელი დარბაისელნი. როსტომს მათ წინააღმდეგ დაეხმარა ხოსია ბარათაშვილი. ხოსიას აგრეთვე აუღია „ყაენის უღურზედ“ ციხე (1642 წ. Hd-14663), მის წინააღმდეგ. ზაალ [არაგვის] ერისთავმა და ნოდარ ციციშვილმა მოაწყვეს შეთქმულება, რომელიც გამოავლინა პაატა ჯავახიშვილმა (1643 წ. Qd-2188), მის კარზე იზრდებოდა გურიელის შვილი ოტია, რომელიც გარდაცვლილა 25 იანვარს და სვეტიცხოველში დაუკრძალავთ (1645 წ. II. 25. 1449-2365 ), სვეტიცხოვლისათვის ბოძებულ შეწირულების წიგნში, როსტომ მეფე ჰყვება თავისი ცხოვრებიდან მნიშვნელოვან ამბებს: სიყმაწვილეში შაჰ-აბასის კარზე იზრდებოდა, იქ მიუღია ყულარაღასობა. მოგვიანებით, ყაენმა მას ისპაჰანის მოურაობა უბოძა. შაჰ-აბასის გარდაცვალების შემდეგ მისი შვილიშვილი, შაჰ-სეფი, როსტომმა ტახტზე დასვა. სვიმონ მეფის სიკვდილის შემდეგ შაჰ-სეფიმ როსტომი გამოაგზავნა ქართლში, თან გამოაყოლა ყიზილბაშთა სარდალი როსტომხან სააკაძე და ჯარი. ქართლში ჩამოსულმა როსტომმა ტახტი დაიჭირა. შეირთო ლევან დადიანის და მარიამი. იმერთა მეფემ, გიორგიმ ხელი შეუშალა მექორწინეთა შეყრას. როსტომი ჩასულა სამცხეს, ოცხეში გაჩერებულა. აქ ჩამოსულა დადიანი. როსტომი და დადიანი შეხვდნენ ერთმანეთს კაკას ხიდთან. როსტომი ხშირად არბევდა კახეთს. სვიმონის მკვლელობის გამო თეიმურაზისა და როსტომის შესარიგებლად შეკრებილან კათალიკოსი, ბერები, ერისთავები და თავადები და შეთანხმებულან, რომ ორი წლის განმავლობაში მოსის ხარები შერიგებულიყვნენ, ან სამართლით გადაეწყვიტათ საქმე. თეიმურაზი როსტომს სვიმონის სისხლში გავაზისა და კისისხევის მიცემას შეჰპირდა, მაგრამ პირობა არ შეუსრულებია. შემდეგ როსტომი თიანეთში შებმია თეიმურაზს, დაუმარცხებია და გრემამდე მიდევნებია, იქაც დაუმარცხებია თეიმურაზი და ხორეშან დედოფლის თხოვნის შედეგად იმერეთში გაუტარებია. სვიმონის სისხლის ფასად როსტომმა კახეთი დაიჭირა (1648 წ. ქრ. II. 461-464) ააშენა ქარვასლა და მისი შემოსავლიდან დაუწესა თბილისის სიონს ასი მარჩილი თეთრი (1650 წ. IV. 15. 1448-5006); გაიმარჯვა ნოდარ [ციციშვილზე] და ბატონ თეიმურაზზე (1645 წ. II. 25. 1449-2365 ), მან გიორგი სააკაძისა და საერთოდ, სააკაძეთა დიდი დამსახურების გამო საქართველოსა და მისი მეფეების წინაშე, შაჰთან შეთანხმების შემდეგ საქართველოში დააბრუნა თარხანი იორამ მოურავიშვილი სააკაძე, რომელიც ხონთქრის წყალობით არზრუმში ცხოვრობდა (1652 წ. Hd-13955), მის მიერ როინ ჯავახიშვილისათვის მიცემულ წყალობის წიგნში აღნიშნულია, რომ როინს მისი ძმისწულის, სიმონ მეფის წინაშე ერთგულება გამოუჩენია, რის გამოც იგი თეიმურაზ მეფეს ხორნაბუჯის ციხეში ჩაუგდია. როინი ციხიდან როსტომს გაუთავისუფლებია (1656 წ. Hd-14677), თავისი ყმა, სუფრაჩი ჰამზაბეგი დაასახლა სიონის მამულში, ჰამზაბეგის გარდაცვალების შემდეგ კი ეს მამული ისევ სიონს დაუბრუნა (1658 წ. IV. 10. Ad-551), შეუთვალა როინ ჯავახიშვილს, რომ გამოეძია იესე ერისთავის მკვლელობის საქმე, ხოლო ნაზირს - მოკლულის ქონება და ნივთები აღენუსხა ([1638-1658 წწ.] Hd-14660).იხსენიება : ყარაიაში ნადირობისას „მომჴარეს“ მისთვის ცხენი უძგერებია. მეფე დაშავებულა - მხარბეჭი უტკენია. მის სადღეგრძელოდ როინ ჯავახიშვილმა აბანოელ ნასყიდას დაავალა ყოველი წლის ნათლისღება დღეს წირვის გადახდა (1642 წ. I. 8. Hd-14663), დათუნა მთიულისშვილის მიერ თარხან იორამ მოურავისშვილისათვის ბოძებულ პირობის წიგნში ნათქ ვამია, რომ მთიულისშვილები იორამისათვის როსტომ მეფეს უწყალობებია (1643 წ. Hd-2545), მის დროს თბილელმა ელისე საგინაშვილმა იესე ქავთარაძისაგან კავთისხევში იყიდა მიწა (1649 წ. XII. 28. 1449-1774), ფეროზაშვილის მიერ [ქრისტეფორე] კათალიკოსისათვის მიცემული პირობის წიგნის ფიცის ფორმულაში (1654 წ. ქრ. II. 468), მისი მეფობის დროს მანდენათ მერაბისშვილმა მამუკამ ხოჯა ზაქარია მასაჯანაშვილს მიჰყიდა მამული (1656 წ. III. 26. 1450-23/20), 1658 წ. გაცემული როსტომ მეფის საბუთით, უცნობ პირს რგებია ელფიას მცხოვრები მამაგულაშვილი ირემა და მოლოდინაშვილი მგელიტა (1658 წ. Hd-5506), მთავარეპისკოპოსმა ნიკოლოზ ჩხეიძემ. როსტომ მეფეს, ქრთამის მირთმევითა და დიდი თხოვნით, იტრიის ღმრთისმშობლისათვის შეაწირვინა ხუთი კომლი ჩუმათელიძე ([1658 წ.] 1449-1935), ყორჩიბაშის მიერ სულხანასათვის გაცემულ ბრძანების ფიცის ფორმულაში ([1633-1658 წწ.] Ad-699), თეიმურაზ მეფის მიერ ზაქარია ავალიშვილისადმი მიცემულ პირობის წიგნში თეიმურაზი ჰპირდება ზაქარიას, რომ თუ მის თავს ყაენი ან როსტომი მოსთხოვდნენ, არ გაუშვებდა და დაიცავდა ([1633-1648 წწ.] Hd-14687), ნოდარ და პაპუნა ციციშვილებმა შანშე, პატა და ხოსიტა ჯავახიშვილებს მისცეს პირობა, რომ როსტომ მეფის საზიანო საქმეს არ ჩაიდენდნენ ([1633-1658 წწ.] Hd-8580), მისი ქილიფთარი ყოფილა ჯიმშიტა შიოშაშვილი ([1633-1658 წწ.] Hd-6443), იხსენიება თეიმურაზ ხერხეულიძის მიერ კათალიკოსისათვის ძიცემული პირობის წიგნის ფიცის ფორმულაში ([1633-1658 წწ.] 1450-1250), როსტომ [შა]ლიკაშვილის მიერ არსენ ალავერდელისათვის მიცემულ ყმის ნასყიდობის წიგნის თანახმად, ამოწყვეტილი იოთამ ფავნელიშვილის მამული როსტომ მეფეს უწყალობებია როსტომ შალიკაშვილის მამის, ბახუტასათვის ([1639-1651 წწ.] Hd-14286), დათუნა შალულაშვილისათვის ფულის მსესხებელი უცნობი პირი იხსენიებს მას ფიცის ფორმულაში ([1653-1658 წწ.] Hd-2295), მარიამ დედოფლის მიერ ვეზირ აზამისადმი გაგზავნილ არზაში აღნიშნულია, რომ მის სიცოცხლეშიც მარიამ დედოფალს ეკითხებოდა ირანი „ყეენის საქმესა და ერთგულობას“ ([1558 წ.] Par. georg. №26). შაჰნავაზის მიერ ალავერდა იაგულაშვილისათვის მიცემულ თარხნობის წიგნში აღნიშნულია, რომ როსტომს გაუთარხნებია სოფელი ხოხმელი (1659 წ. VII. 4. 1450-9/117), შაჰნავაზის თარხნობის წიგნში ყინცვისის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიისადმი დამოწმებულია როსტომ მეფის მიერ ყინცვისელებისათვის ბოძებული თარხნობის წიგნი (1659 წ. V. 8. Ad-790), მაჰმად ზამანას მისგან და ნიშნული ჰქონდა ჯამაგირი, რომელიც შემდეგ განუახლებია მეფე შაჰნავაზს (1659 წ. I. 10. 1448-550), ალიბეგ მირიმანაშვილს შაჰნავაზმა განუახლა როსტომის მიერ ბოძებული სოფლის, კარმირქარის წყალობა (1660 წ. 150-6/143), მანუჩარ მეითრის საბუთში აღნიშნულია, რომ მას დაუმტკიცებია როსტომის მიერ [თბილისის] სიონის ყმათა თარხნობა (1660 წ. V. 11. 1449-1813 ა), პაატა ბარათაშვილის მიერ პაპუნა [ციციშვილისათვის] მიცემულ პირობის წიგნში აღნიშნულია, რომ მის დროს გადაწყვეტილა ღორისთაველთა და გუდარეხელთა სამამულე დავა (1660 წ. V. 3. Hd-830), ერეკლე ბატონიშვილმა 1662 წ. მაღრანის ნაცვალ მამუკას განუახლა მაღრანში როსტომ მეფის მიერ ადრე ბოძებული ყმა-მამული (1662 წ. 1448-581), შაჰნავაზმა დონდარა [ეჯიბისშვილს] განუახლა როსტომის მიერ ბოძებული ყმა-მამულის წყალობა (1662 წ. Sd-21), მის მიერ ბოძებული თარხნობა განუახლა შაჰნავაზ მეფემ ოთარ ბარათაშვილს სოფელ ვერხვნალაზე (1662 წ. Hd-14692), შაჰნაზარის მიერ ბოდბის წმინდა ნინოსა და წმინდა გიორგის ეკლესიებისათვის ბოძებულ თარხნობის წიგნში ნათქვამია, რომ როსტომსაც გაუთავისუფლებია ეს ეკლესიები გადასახადებისაგან (1664 წ. II. 25. 1448-2949), ლევან ბატონიშვილმა განუახლა ზაქარია ბათიაშვილს როსტომის მიერ ადრე ბოძებული სახელოს წყალობა (1664 წ. VI. 10. 1448-90 ბ), გოგინაშვილი სუმბატაშვილთან დავის დროს თავის უფლებას სადაო მამულზე როსტომ მეფის წიგნის საფუძველზე ამტკიცებდა (1664 წ. Hd-13141), როსტომის დროს გაყრილან გარსევან და მერაბ ყორღანაშვილები (1672 წ. 1450-1/4), უშვილოდ გადავარდნილი ჯავახიშვილის ყოფილი ყმა წოდორეთში - ბასილა სულხანაშვილი თავისი სახლიკაცებით როსტომს სახასოდ დაუჭერია: წოდორეთიდან აუყრია და ავლაბარში გადაუსახლებია (1673 წ. Ad-2246), გიორგი მეფემ ხოჯა ასლანს, ბეჰბუდას შვილს, ქალაქში განუახლა როსტომის მიერ ნაწყალობევი მიწა (1678 წ. VII. 20. 1450-22/68), დომენტი კათალიკოსის მიერ პაპუა მაღალაძისათვის ბოძებულ წყალობის განახლების წიგნში აღნიშნულია, რომ როსტომს [ევდემოზ] კათალიკოსთან ერთად პაპუა მაღალაძისათვის უბოძებია სვეტიცხოვლის სახლთუხუცესობა (1679 წ. V. 1. Ad-1689), ზაქუმბეგ ზაქუმიშვილსა და შალიკაშვილებს შორის დავის განჩინების წიგნში აღნიშნულია, რომ როსტომის სამართლით გამოფიცული მიწა და ტყე მოდავე მხარეებს ახლა შუა უნდა გაეყოთ (1679 წ. 1450-48/149), გიორგი მეფის მიერ პაპია შანშიაშვილისათვის მიცემული წყალობის განახლების წიგნის ცნობებით, როსტომს სალაროს მუშრიბი ფირალ [ყანდურალიშვილი] გაუგზავნია ბოლნელსა და სამწევრისელთა შორის ურწაშენის მიწებზე სადაო საქმის გასარჩევად. დაუმტკიცებია სადაო მიწები სამწევრისელთათვის და აგრეთვე პაპია შანშიაშვილისათვის (1680 წ. X. 10. 1449-1000), პაპუა მაღალაძის ანდერძში ნათქვამია რომ მას ქართლი და კახეთი დაუჭერია თეიმურაზის შემდეგ (1681 წ. VI. 1. (1448-5038), გიორგი მეფის მიერ თუმანიშვილებისათვის ბოძებულ ნასყიდობის დამტკიცების წიგნში აღნიშნულია, რომ როსტომ მეფეს წოდორეთში მოსახლე ჯავახიშვილების ყმები, სულხანაშვილები ბასილა, ჟოჟონა და სხვები,აუყრია და ავლაბარს დაუსახლებია (1681 წ. VII. 20. Hd-2602), ერეკლე მეფის მამუჩი ჭავჭავაძისადმი ბოძებულ წყალობის სიგელში ნათქვამია, რომ როსტომს მამუჩი ჭავჭავაძისათვის უბოძებია მისი განაყოფის, სეფედავლე [ჭავჭავაძის] ნაქონი ორი კომლი (1682 წ. 1450-53/14), მისი მეფობის დროს იარალის მიუყიდია თავისი მკვიდრი ყმა, სალმახანა მელიქსეთაშვილისათვის (1683 წ. I. 5. 1448-1291), ნიკოლოზ კათალიკოსის მიერ რევაზ მაღალაშვილისათვის ბოძებულ წყალობის წიგნში ნათქვამია, რომ როსტომის მეფობაში რევაზ მაღალაძის პაპას დაკარგვია სვეტიცხოვლის ბეჭედი (1683 წ. Ad-1646), მას უწყალობებია ზაალ იორამიშვილისათვის დვანს ყმა-მამული, ეს წყალობა შემდეგ განაახლა ნაზარალი-ხანმა (1689 წ. II. 13. 1450-31/181), ნაზარალი-ხანის მიერ ფარემუზ საგინაშვილისათვის ბოძებული თარხნობის წივნის თანახმად, ბეჟან საგინაშვილს ბრძოლაში მოუკლავს ბანანა ჩხეიძე და მისი თავი როსტომისათვის მიურთმევია, ხოლო აბაშიძე ბეჟანი დაუჭერია და ტყვედ მიუგვრია (1689 წ. I. 10. 1450-3065), პაატაბეგის მიერ გიორგი მამასახლისისათვის ბოძებულ ნასყიდობის წიგნში აღნიშნულია, რომ როსტომ მეფეს პაატაბეგისათვის უბოძებია გიორგი მამასახლისის დუქნების წინ მდებარე ადგილები (1690 წ. VI. 8. Hd-13135), გორჯასპ [ბარათაშვილისათვის] მიბარებული წიგნების ნუსხაში დასახელებულია როსტომ მეფის სახელით გაცემულ შემდეგი წყალობის საბუთები: საგურამოს, წიწამურის, ჯავჯაურის და ავჭალის წყალობის წიგნი, ტაშირის წყალობის ორი წიგნი, კეპრუჭის წყალობის წიგნი, ფოცხვერიანის წყალობის წიგნი, ქვემო ბოლნისის ზვრის წიგნი, სამღებროს წყალობის წიგნი, ოთხი თუმნის ამასალისა (ყოველწლიური ჯამაგირის) და სომხითის სატარუღოს ამასალის წიგნები, ოროზმის თარხნობის წიგნი, ყაფლან ბარათაშვილისათვის ბოძებული პირობის წიგნი (1691 წ. XI. 2. Sd-1931), მის მიერ გაცემული ყმა-მამულის წყალობის წიგნი ჰქონია ზაალ აბაზაძეს (1693 წ. VII. 30. Hd-l676), გიორგი მეფემ ბეჟანჩივაძეს განუახლა როსტომ მეფისაგან ნაბოძები თარხნობა (1695 წ. 1448-3271), დათუა სალხინაშვილსა და ხოსიტა მამისაშვილს შორის ვენახზე დავის გარიგების წიგნში ნათქვამია, რომ თუხარელს ჰქონია როსტომ მეფის მიერ ზურაბ სააკაძისათვის ბოძებული მამულების წყალობის წიგნები (1696 წ. I. 29. Sd-497 ),სველნური ხოდაბუნების, საღალო მიწებისა და საკომლოების გარიგების წიგნში აღნიშნულია, რომ სველნური მამულების საქმე ისე უნდა გადაწყვეტილიყო, როგორც როსტომ მეფის განაჩენით იყო გარიგებული (1700 წ. VII. 20. 1448-3167); ავთანდილბეგ გორგიჯანაშვილსა და [ეფთვიმეს], ქვათახევის წინამძღვარს შორის დავის გარიგების წიგნში აღნიშნულია, რომ როსტომს მიცემული ჰქონდა წიგნი გორგიჯანაშვილისათვის, რომლის მიხედვითაც, სველნეთის საწინამძღვრო ყმა-მამული მას ყმის უფლებით ერგებოდა (1700 წ. 1449-1863), ნაზარალი-ხანის წყალობის წიგნის მიხედვით, სახასო აზნაურებისათვის: გიორგის, იორამისა და სხვებისათვის მას უბოძებია წყალობა (1700 წ. IV. 6. 1450-37/55), პაატა და გიორგი აბაშიძეების შერიგების წიგნში ნათქვამია, რომ როსტომ და ალექსანდრე მეფეები ჩარეულან გიორგი და პაატა აბაშიძეების სასისხლო საქმეში ([1658-1675 წწ.] Sd-535), შაჰნავაზმა მდივანბეგ როინ [ჯავახიშვილს] უბრძანა, რომ თუხარელ ლამექისათვის როსტომ მეფის მიერ ბოძებული წყალობის წიგნები დაემტკიცებინა (1658-1666 წწ.] Sd-498), შაჰნავაზის განჩინებაში აღნიშნულია, რომ ბოქაულთუხუცეს ელიზბარ დავითიშვილს როსტომის ბრძანებით გაურჩევია ნახიდურელებსა და თავმრგუალელებს შორის სასაზღვრო დავა ([1660-1675 წწ.] ლაი. H 13-24, 22 b-23 a), ალხაზ მაჩაბელს გიორგი მეფემ განუახლა როსტომ მეფისაგან ნაბოძები პაპელაშვილების წყალობა ([1685-1709 წწ.] 1450-26 222), ელისე [თბილელმა] და ნიკოლოზმა ბოქაულთუხუცეს დავით [დავითიშვილს] მოახსენეს, რომ დირბი როსტომ მეფეს ქრისტეს საფლავისათვის უბოძებია ([1650-1658 წწ.] Hd-15041), ბარნაბე გიორგაძის მიერ გიორგი [სააკაძისათვის] მიცემულ ნასყიდობის წიგნში აღნიშნულია, რომ როსტომ მეფეს თარხანი იორამი მოუყვანია და მისთვის სააკაძეთა მკვიდრი მამული დაუბრუნებია (XVII ს. ბოლო მეოთხ. Hd-14446); მისი ხელრთვა და ბეჭედი აქვს შემდეგ საბუთებს: Ad-556, 1448-3267, Qd-8924, 1481, Sd-601, 556, 1448-3255, Qd-8235, Sd-567, Qd-388, Hd-14699, Ad-31, 1448-3265, Ad-1700, 1448-3272, Ad-972, 1448-81, Ad-624, Ad-1010, Hd-14652, 1558, 1448: 1492, 3273, Hd-14601, Qd-6997, Hd-14476, 1448-82, Ad-973-8, Qd-1490, Hd-1054, Sd-641, 743, Hd: 14483, 14602, 14682, 14479, 1448-560, 14436 ბ, Qd-6914, 1448-10191, Qd-557, Hd-14422, Ad-11??????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????ხ. ი. Rt. XVIII. №11, Hd-1805, 1448-547, Hd-14415, 14684, Sd-22, 747, Hd-14662, AKAK 1, 19, 1448-259, Hd--1704, Sd-750, 1448-1239, Ad-602, Hd-14859, 14432, Ad-1737, Hd-14480, 2127,-14677, 14672, Qd-8967, 1448-2315, Hd-14857, Sd-605, Ad-944, 1448-1053, Hd-1350 ა, 1448-5291, Qd-8966, Hd-5227, Sd-532, Ad-551, Hd-14668, Hd-1350-ბ, 14660, 4075 ა, Ad-605, Hd-791, 1448-721, Hd-2129, 2117, Qd-8237, Ad-1367, Hd-14429, Qd-9368, 1448-10326, 1448: 83, 2783, 2318, Sd-871, 77, 962, 963, Ad-1588 სას.
____________
1. თამარი ბიძაშვილია.
2. ლუარსაბი შვილობილია.
3. ვახტანგი შვილობილია, შემდგომში ვახტანგ V.
როსტომ - [1685 ], 1693 [1703] წწ.
შვილი მეფე ერეკლე I-ისა, იხ., ბეჭდით დაამტკიცა გიორგი მეფის მიერ ბეჟან თურქისტანიშვილისათვის მიცემული ყმა-მამულის წყალობის წიგნი ([1685-1703 წწ.] 1450-18/97).
რუსუდან
მეფეთ-მეფე. ჰყავს შვილი მეფე დავით VI, იხ., იხსენიება არსენ ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის მიერ მგელა აბულახტარისძისათვის ბოძებულ წყალობის დაწერილში: მისი გაზრდილი ყოფილა არსენ ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი, გაუგზავნია იგი ბათუ ყაენის სამსახურში (1241-1242 წწ. 1448-5003), მას ქუცნა ამირეჯიბის [წინაპარი] სპარსთა ლაშქრის წინააღმდეგ ამირსპასალარად დაუნიშნავს. გამარჯვებული ამირეჯიბისათვის წყალობა უყვია, მოთხრობილია ამირეჯიბ ქუცნა [გაბელიძის] შეწირულების წიგნში ულუმბოს მონასტრისადმი. მის სახელზე ამირეჯიბმა ქუცნა [გაბელიძემ] ულუმბის მონასტერში გააჩინა ერთი დღე აღაპი ([1412-1431 წწ.] ქრ. II. 209, 210), მისი ხელრთვა აქვს საბუთს - 1448-5003
სვიმონ I- 1540-1597, [1600] წწ.
იესიან-დავითიან-სოლომონიან-პანკრატონიანი, ღმთივ-აღმართებული, ღმრთივ-დამყარებული, ღმრთივ-გვირგვინოსანი ხელმწიფე; ორისავე სახელმწიფოს და ტახტის ხელმწიფედ მქონებელი (1606 sic [1600 წ.] 1449-1777); ქართლის მეფე (1566 წ. ქრ. II. 408 ); ქართველთა მეფე (1570, 1571 წწ. Hd-1557, 1448-5497). აფხაზთა, ქართველთა, კახთა, რანთა, სომეხთა მეფე, შანშა და შარვანშა, ყოვლისა აღმოსავალისა და ვიდრე დასავალამდე თუით მტკიცედ ფლობით მქონებელი (1592 წ. Ad-1588 სას.), ჰყავს: მამა მეფე ლუარსაბ I, იხ. (1558-1595 წწ.1449-1546, ქრ. II. 406-401), მამის ბიძა გიორგი-გერასიმე, იხ., ბიძა (დედის ძმა) გიორგი (იმერთა II), მეფე, იხ. ძმები: ვახტანგ (1561-1595 წწ. H-6994, ქრ. II. 408, 1449-1612, გსიემ-190 ა, Hd-1557, Sd-527, Hd-14658);. ალექსანდრე (1567-1573 წწ. 1449-1612, Sd-527); მეფე დავით ( = დაუთ-ხან) იხ., თანამეცხედრე დედოფალი ნესტანდარეჯან, იხ. (1561-1597, [1600] წწ. Qd-6994, ქრ. II. 408, 1448-1942, 1449-1612, გსიემ - 190 ა, Hd-1557, 1448-497 Sd-527, გსიემ 7601/25, 1449: 1611, 1506, 1448-2328, Ad-2233 ა, 1449-1594, Qd-430, 1449: 1557, 1630, 1449: 1557, 1754, 1448: 5087, 8752, 1449-1777), შვილები: გიორგი (1561-1597 წწ. Qd-6994, ქრ. II. 408, 1448- 1942, 1449-1612, Hd: 1557, 5497, Sd-527, გსიემ 7601/26, 1449: 1611, 1506, 1448-2328, Ad-2233, 1449-1594, Qd-430, 1449: 1557, 1630, 1449-1557; Sd-597, 1449-1754, 1448: 5087 ა, 8752, 1449-1777), ლუარსაბ (1561-1589 წწ. Qd-6994, ქრ. II. 408, 1448-1942, 1449-1612, Hd-1557, 1448-5497, Sd-527; გსიემ 7601/26, 1449: 1611, 1506, 1448-2328, Ad-2233 ა, 1449-1594), ალექსანდრე (შემდგომში მონაზონი არსენ) [1561] 1566-1589 წწ. 1448-1942, Hd-1557, 1448-5497, Sd-5 27, 1448-3373, გსიემ 7601/26, 1449: 1611, 15 06, 1448-2328, Ad-2233 ა, 1449-1594 ), ასული ელენე, იხ., ძმისწული როსტომ მეფე, იხ., უწყალობა მამულები და სახელო პაპუნა მაღალაძეს - თრიალეთში სამოურაოდ სოფლები: ეძანი, ჩოჩეთი, გამოართვა სოფელი თვალი, მის ნაცვლად უბოძა გიორგი იმნაძე მამულით (1561 წ. IX. 10. Qd-6994), მიქელა ჯავშანაშვილს - ზემო ხანდაკს გოგიჩა იორდანაშვილის მამული (1571 წ. 1448-5497), გარსევანს - სავენახე (1574 წ. გსიემ. 7601/26), ფრიდონ სააკაძის ძმას, იოვანეს და ფრიდონის შვილებს - სოფლები: სამღერეთი, ახალშენი, აბალია (1580 წ. VI. 30. 1448-5569), დოლენჯი თულაშვილს - ზრბითი, აწუფისი, ღვევი (1580 წ. VII. 2. Qd-1673), ასლამაზ არეშიშვილს - ხრამის ხეობაში სოფელი ვარხოვნა და „ერთობილთ არეშიანთ“ - თავ-თავიანთი წილი (1583 წ. V. 25. 1448-2330), ჯიმშერ ჯავახისშვილს - მისი განაყოფის, როინის შვილების კერძი მამული (1586 წ. XI. 30. Qd-8624), სიაუშ სააკაძეს - შალვა ჯავახიშვილის კუთვნილი სოფელი ოძისი (1588 წ. XI .2. Hd-14416), მასვე - გორასპისა და რობამის კერძი ესტაწმინდა, ნოსტეს - მათივე ნაქონი ორი კომლი და საკომლო (1588 წ. VII. 8. Hd-14444), ზაქარია ციციშვილს - სოფელი წავკისი (1588 წ. IV. 13. 1450-51/92), აიდოღმიშ შანშეაშვილს - სომხითს სოფელი ზიკრუტი (1589 წ. IX. 10. 1450-5/64), იოვანე ბარათაშვილს სოფელ ამლივში - ხუთი კომლი, ტბისს - ერთი კომლი, თაკვს - ერთი კომლი, თაკვს - ვაკეს - ერთი კომლი, დვალთას - სამი კომლი, ერწოს - ორი კომლი, მერეს - ერთი კომლი, ფუტრევს - სამი კომლი, წინვენახს - ერთი კომლი, ელფიას - ორი კომლი, აკურისს - ერთი კომლი, ანდრიას - ერთი კომლი, ერტისს - ერთი კომლი, ახალშენს, აზიკვს - ორი კომლი, ნასოფლარები: ერდო, თეგანი, დიაკონნი, მარიამნი, კოზრი, ღვალოვნა, მზვარეთი, ქოთიში, უკანა შავნი, კვესეთი; დიდებას, ტურისუბანს - თითო საგლეხო (1591 წ. VII. 7. Hd-8437), ვახტანგ თულაშვილს - ბოსტოღანა თადაულის მამული: ბევრეთი, ღორისთავი, ნასოფლარი ვერხუნალა და კარალი (1595 წ. II. 13. 1450-5/48), ციციშვილებს - მამული სანაცვლოდ სოფელ წავკისისა, რომელიც მეფეს ჩამოურთმევია და მეტეხის ღმრთისმშობლისათვის შეუწირავს (1595 წ. 1449-1630), დავით დავითიშვილს - ნული, რომელზედაც მას ხერხეულიძე ეცილებოდა (1596 წ. III. 1. Sd-597, III. 12. Sd-598), ზურაბ საგინასშვილს- სოფლები: ჩხიქვთა, სთონეთი, მაწევანი და კალდო (1610 წ. sic [1556-1600 წწ.] X. 1. (1449-448), იმერეთიდან დავით მეფის დროს გადმოსულ ბეჟან ჩიჩავაძეს - რუსასშვილები და კავთისხევში მამული ([1578-1600 წწ.] ქმ. №1606), უზბაშ ინდოს - სოფელი აცუტი ([1578-1600 წწ.] 1450-30/17); გაუჩინა სისხლის ფასი - 300 000 კირმანაული თეთრი ქადაგ გედეონ მაღალაძეს (1592 წ. Ad-1588 სას.); განუახლა წყალობა: გიორგი თულაშვილს სოფლებისა: ზრბითი, აწუფისი, ღვევი (1581 წ. III. 8. Qd-1674), იოვანე სალაღაშვილს - მისი კუთვნილი მამულებისა ქალაქის პირას და ვერისხევში, ტაბახმელას სამი კომლი და ორი ოხერი, ტაგნაგეთს - ერთი კომლი და ერთი ოხერი, სოფლები: დრე, შავნი, მამისდაბა (1581 წ. III. 6. 1450-28/209), იორამ ბარათაშვილს - პაპამისის ნაქონი სოფლებისა: მანაკერტი, სამაგარა,წითელი ეკლესია, ტანძია, ანგრევანი და ბალახური (1582 წ. IX. 15 1450-38/27), გიორგი უგანაძეს - მკვიდრი სოფლის, ძველი ძევერასი (1582 წ. 1450-37/40), მასვე - კარბისა და ეღოთის (1583 წ. VI. 26. Hd-14427 ა), იოვანე ბარათაშვილს - მოლავის (1583 წ. X. 20. Hd-14653), იოთამ ბარათაშვილს - ქვეშისხევს სოფელ ჯანაზიანის ნახევრისა და ათი კომლის (1586 წ. III. 1. 1448-4), გიორგი სააკაძეს - სოფელ ლისის (1594 წ. VIII. 10. Hd-1810), გიორგი ბარათაშვილს - ჩაჩიკაშვილის სახლისა და როსტევან ჯანიაშვილის მამულების: აკაურთა, ფიტარეთი, დარბასჭალა, ავაზანი, ჯანაზიანი, დმანისის ნახევარი, საბაჟოს სარგო, ქვაბევანი, დილამაშენი, ბოსლები, ტანძია, წითელი ეკლესია, სამაგარა, მანაკერტის ნახევარი და სასახლე, ქვემო შინდნარა, თათრები, ქაიზიანი, აღაბაბლუ, საკარისი,ოროზმანი, მიჯა, ვარძაგარი, ხული, ლოქის ნახევარი, ქვემო თაგუეთი, ანგრევანი, სიქიშხანა, ჩინიხური, მუტავისი, ვანი, შუა გომი, მარაბდა, რატევანი, საკირის სოფელი, კრცხილას ნახევარი, ბალახაურის ორი წილი, წრაუთის ნახევარი, ცოვრეთი, გუდარეხის ნახევარი და კრეფა; აგრეთვე გომარეთისა და ზემო აბანოს მამულებში სახუცო (საუხუცესო) წილი (XVI ს. 80-იანი წწ. 1450-38/58) ბანაროზას - დევაურის წყალიბა ([1556-1600 წწ.] Hd-14658); განუახლა სახელო - ოქონის ხატის დეკანოზობა და სადეკანოზო - ფილიონს (1567წ. გსიემ 190 ა); შესწირა: სვეტიცხოველს - ნიაბის ბოლოს სოფელი გომნი და გაიჩინა აღაპი (1566 წ. V VI. 5. ქრ. II. 408), მასვე - ალექსანდრე მეფესთან ერთად- ანეშის საყდარი, დაბა და წირდალს ორი კომლი გლეხი: შიოშა ზარიძის შვილები და მათი განაყოფი, გულბათა, ძმებითურთ (1570 წ. Hd-1557), ქვათახევის ღმრთისმშობელს - ერთი კომლი ვაჭარ თანღრიყულა ხუმასაშვილის შვი ლები: ხატისა, ]მუ]რადა, ხანუმა, ხან ყულა - თავიანთი სახლ-კარითა და ქულბაქებით, გაიჩინა ქვათახევში აღაპი (1580 წ. IV. 27. 1449-1611), სვეტიცხოველს - ნიკოლაოზის კათალიკოსობის დროს - ზემო ქართლს - სოფელი მოხისი და [ბატონიშვილ] კოსტანტინეს, რამაზის შვილის, გლეხების გარდა, დანარჩენი სახასო ყმა-მამული (1581 წ. VII. 4. 1448-2328); მასვე - მუხრანის დამღის მესამედი (1585 წ. ქრ. II. 423), დმანისის ღმრთისმშობელს - დმანისის ხეობის დამღის მესამედი, მუტავისი, სოფელი ვარდისუბანი, გუდარეხის ღმრთისმშობლის მონასტერი თავისი მამულებით (1586 წ. I. 9. Ad-2233 ა), გორიჯვრის წმინდა გიორგის ეკლესიას - ფარის, ზურაბ და დემეტრე თავაქალაშვილების ნაქონი მამულები და ტინისხიდური მამული (1590 წ. Qd-430), თბილისში, ავლაბრის მეტეხის ღმრთისმშობელს - ქალაქის პირს სოფელი წავკისი, რომელიც ციციშვილებისათვის ჰქონია ნაბოძები. მათ ჩამოართვა და ისევ მეტეხის ღმრთისმშობელს დაუბრუნა, გაიჩინა აღაპი ხორციელ შაბათს (1595 წ. 1449-1630), მანგლისის ღმრთისმშობელს - საჯავახიანოში როსაბისეული მამული, გრკონს - ფრიდონ შვილებულასძე მისი მამულით, ტატია გორგასძე მამულითურთ; ზაკვს - ნადირა ტაველისშვილი მამულითურთ, ზესს - გუგუტა გიგაშვილი მამულითურთ, ფიცეს - ნავსაძარ მამისჴარაშვილი და მისი განაყოფი ხატია მამულით; ხოვლეს - ზვარი და სამი დღის ხოდაბუნი (1595 წ. VIII. 9. 1449-1557), მასვე - ალგეთის პირს სოფელი ვაკე, თაყა ბარათაშვილის კერძი (1597 წ. 1449-1754), სვეტიცხოველს - ხრამში სოფელი თამრგულა ([1556-1600 წწ.] 1449-1661); განუახლა შეწირულება: თბილისის მეტეხთა ღმრთისმშობელს - ქალაქის პირს სოფელი შინდისი და გააჩინა ორი აღაპი თავისი მშობლებისათვის (1558 წ. 1449-1546), სვეტიცხოველს - ქალაქს მეტეხი, მეტეხელნი, ქალაქის კარნი, რომელიც „ძუელთაგან წაღებული იყო“, იქვე, ქალაქში, ვაჭრები და გლეხები, სომხითს - სოფელი ყორანთა, ერთი საგლეხო და ერთი ზვარი, დიღმის თავს - მისი ბებიის სააღაპე ზვარი, ლისში - ბარათაშვილისაგან შეწირული გლეხები, ვირშა წიასწყლითურთ, ერისთვისაგან შემოწირული, ბერშოეთი (1559 წ. XII. 1. ქრ. II. 400-401), მასვე - დომენტის კათალიკოსობის დროს - [თბილისში] სასახლე, ვაჭრები, მამული, მეტეხის მონასტერი თავისი კუთვნილი მამულებით, სოფელი დაკონი, ახალუბანი, კრწანისი ლეღვისხევს ზემოთ, თაბორის ეკლესიამდე, სოფლები: შინდისი და წავკისი კოჯრის საზღვრამდე და თელეთამდე, მეორე წავკისი მახრაღაჯით და ხეკორძით; მეტეხ[ი]ს რაც მეტოქი იყო, დიღომს - მცხეთის კუთვნილი ყმა-მამული, ზვარი; ლისს - ხუთი კომლი, წინუბანი, ქვაბნი, უპიტი,თელოანი, ძაღლანი, ფაფანი, ნაქულბაქევი, მუხათგვერდი, კარსანი, ქორითლი, მონასტერი არმაზის ციხით; მარტაცი, ციხედიდი, ძეგვი, სასხორი, მონასტერი, ლავრა, ქვლივიძენი; წინარეხს - მონასტერი ყოვლადწმიდისა საქადაგო მამულით; ორბეთი, მონასტერი მალემწისა, გუდალეთი, ეზატი; დიდგორზე - მოხისი, სოფელი ნიაბი, გომი, ჩოჩეთი, მეტეხი, ჭვიროსს - შვიდი კომლი, გრაკალი, ატენს- რაც სამცხეთო იყო: ეკლესია, ციხე, მამული, ყმები, აგარაკები. ხვედურეთს - სოფელი ცოლოთი, შვიდი საკომლო; იმერხევს - სოფელი სარკის წმინდა გიორგი. მარჯანიძენი; სამწევრისს ზევით - სოფელი სანებელი, ნუას - სამხარაძენი; თრიაღეთს - ბრეთი, ცოტა ბრეთი, ქედისუბანი, მ[ანგლ]ისს - სოფელი წითელი საყდარი, ზვარისუბანი, ახალშენი, კლონა, ბეშქენაშენი; ზემო ანტრაფს - ოცი კომლი, სოფელი მაჩვთა, ეძანი, ახალქალაქი, ნადვალევი, ორომაშენი; ფარავანს - თავფარავანი, ფოკა; ტაშირს - სოფელი საბაწმიდა, კეთილდაბა; მარმაშენის თავს- სოფელი წყარომრავალი, წინუბანს - ფუძემარგი, ველთა, მთავარანგელოზი, ლორეს- ამუჭი, სოფელი დისარღი; ახტალას - ათი კომლი სომეხი, ახტალას ხევზე - ვარდისუბანი; ორბეთის ძირს - ყორანთა, სიონს გაღმა - წმინდა გიორგის მონასტერი, თავმრგუალა, ხატისოფელი, დარბაზი; ზვარეთს - სოფელი გოგია, სოფელი ალასტანი, სოფელი ზემო გომი; გაღმა - დიეში, სოფელი ბნელა, ახალქალაქის თავს - სოფელი ოკამი, მტკვარზე - სოფელი ტოლოში, სოფელი ღორმაკე, თუხარს - მოციქულთა საყდარი, საფლავი აშოტ კურაპალატისა, სოფლები: ქვაყრალი, სხათა, გიორგოწმიდა; არტანს - ზემო ჭინჭარი, ქვემო ჭინჭარი, მთა კოროშეთსა და ველისცხოველას შუა; სოფელი ჯვარა; არტანუჯს - სოფელი ახალდაბა, სოფელი დოლისყანა, სოფლები: ნიგოზეთი, სავანეთი; ტაოს სოფლები: ჯევა, ახალუბანი, აგარა; არტანს - ორმოცი კომლი; კოლას სოფელი და საყდარი ნათლისმცემლისა; არტანუჯს ციხე, სოფელი ციხისძირი, ახალდაბა, ბოცოსჯვარი და აგარა; არაგვის თავს - ხევის სოფელი გერგეტი. სამების მონასტერი - უდაბნო მისი ეკლესიებით... არაგვზე - ციხე გერგეტაული, სოფელი ხანდაკი; ჟინვანს - შვიდი კომლი, ოთხი გაღმა, ორხევს - ათი კომლი, სოფლები: აში, ბაგა, ნავაზა, მისაქციელი, კუნელა, ბელტისციხე, საფურცლე, თეკენა, ციხებდავი, გრემისხევი, ყურისუბანი, გოგილაანი, ჩიქუნური, მუხანი, წყალშატროანი, გოროანი, წეროანი, საგუდე, ახალციხე, კოდმანი, უდაბნო, სარკინე, მღვიმე, საყდარი, სავანეთი, ბოტკო, ტურათა, აგარა, აღაიანი, ალაიანი, კუარხეთი, კასპი; რეხისხევს - თორმეტი საკომლო, სოფელი ველური, წოლდას - სამი კომლი, ნიგოზა, უფლისციხე, მონასტერი და ციხე; გორს - სამცხეთო მამულები და ვაჭრები; ზერტი, ნასოფლარი სათიბი, სოფლები: ქვეში, ფლავი, დისევი, ჩხოკეთი, სათიხარი; ვანათს - ცხრა კომლი, სოფლები: ქვაბანი, ქორდი, პატარა მეღრეკისი; ერედვს - გილაძენი, ვირშის მონასტერი მთავარანგელოზისა წიასწყლით; ქრცხილვანს - ურია ელიოზიძე; გორის პირს - არაშენდა; ახალდაბას - სამი კომლი, რუისს - მროელაშვილი, ულუმბა, კაცხი, [ზ]აკვი, ულუმბის ძირს - სოფელი მოხისი, კასპთან - აშურიანი, სოფელი საკირე; არაგვს გაღმა-გამოღმა მონასტერი ჯვარი, სოფლები: ფოსი, ჯაჭვი, ავჭალა, კ[უ]ტალა, ოროტა; იორზე - მონასტერი სიონი, მონასტერი ქუაბანი, ტაზრები, ფადლაშენი, ყანობი, თუალნი, სამება; საგარეჯოსკენ - ძმარანთ სახლთან... სამგორს, თამარ დედოფლის რუს გაყოლებაზე, საჯერნეს ტბისაკენ - [მიწები] შურთხაანთ კლდემდე, აქედან- ლურჯ კლდემდე, შამადის გორამდეს. თარაქისაკენ - მარიამჯვარნი, რომელსაც „დვალათი“ ეწოდება; საფსიტეს ციხემდე - თვალნი, გიორგიწმიდა, ბერთუბანი, პატარძეული, ჯიმითი, დავით აღმაშენებლის ეკლესიის შიგნით, გადაღმა... სოფლები ახალშენი, ნაპირი, შანშაანი, კალაური, ვანთა, აკურია, ხოდაშენი, დავითის საფლავი, დოდოსრქა... პირაქათ საგარეჯო, შალვაურს - რვა კომლი, ფიჩხიანს - ხუთი კომლი, შილდას - მონასტერი ვარცნის ღმრთისმშობელი, ვეძისხევი, თეთრ კლდემდის ფაშაანი, გავაზს - სამცხეთო მამულები, შვიდი კომლი, ბარაუნთში- შვიდი სამამასახლისო სოფელი; ლაგოდეხი, ღანუხს - ოცი კომლი, ბაზარს - სომეხი ვაჭრები და ურია, ოცდაშვიდი კომლი ენისელში სოფლები - კუნელანი და წინუბანი, განღოტი, ერწოს - ჩეკური, ლერწამი, სოფლები: ნოდოკრა, კვერნაულა, თვალეჯი, გოროვნა, ნოჯა, ნოჯიკეთი, პიტლოვანი, წირდალი, ძაგნაკორას - ცამეტი კომლი, ღაფირასშვილისა და შერგილაშვილის მამულები, მონასტერი ანეშისა და სოფელი ანეში, ჭოპორტი, ქვემო ბიწმენი, ზემო ბიწმენი, არჯაკალი, ივტისი, აძვი; საგურამოს ოთხი კომლი - მეღალურნი; ერწოს - მონასტერი, ბოჭორმა - ციხე წობენა; მთლიანად ქართლის, კახეთისა და სომხითის ყმა-მამული (1398 წ. Sic [1559 წ.] XII. 1. 1449-1312. მცირედ განსხვავებული თანმიმდევრობით Hd-8712), მასვე - ნასოფლარები: [ძ]აღლისხევი, შუა გომნი, სათალგმენი, ოფლები: ქუაბნი, უპიტი, თელოვანი, კარსანი, ნაქულბაქევი, მუხათგვერდი, არმაზის ციხე მონასტრითა და ბაღით, ციხედიდი, ძეგვი, სასცხორი; კავთისხევს - გაგელიშვილისეული და ივანიასეული მამულები მონასტრით, ნიაბი, გომი, მეტეხი, ჩოჩეთი, ატენი, თბილელაშვილები მათი მამულით; გაგნაურში - ზვარი; ხვედურეთს - ტანძიელნი მათი მამულებით; იმერხევს - მაჯანისძე და ციხე; ქორაზნას - ვენახი; დიდგორს - მოხისი; დიღომს - ვენახი; თრიალეთში- სოფელი ეძანი, უკანა ბეშქენაშენი, ახოტი ნასოფლარით, ცეცხლაძენი მათი მამულით; გორში - ვაჭრები და გლეხები, ზემო ახალდაბა, ფალავანდიშვილისაგან შემოწირული „რვა მთელი მამული“; ტირძნისს - გელდიაშვილი, გუდაძე, უტიძე, ფილიპაშვილები, ზემო მეღურეკს - „ერთი მრთელი მამული“, მეღურეკისის ნასოფლარი; ერეთში - ორი კომლი: გაბრიელი და მისი განაყოფი მამულებით; სოფლები: ქორდი, ზაკუი, სათიხარი, დისელი მონასტრით; ფლავს მრუვალისშვილი, ჭინჭველიძე, ჭარებლიძე, ცალყუერიძე მამულით; კულბითს - სამი საგლეხო; გეგელიშვილი, ლიპარიტაშვილი და მიქლუტაური; ვირშა, ერისთვისაგან შემოწირული, არჩვაძეები წიასწყალში; რუისს - თავბერიძის ნაცვლად მროველაშვილი მისი მამულით; ქუეში, ზერტი; ბერშოეთში - საგლეხონი და მამულები; რეხისხევში - სამი საგლეხო მამულით, ნიგოზანი, ქარციძენი და ტაირიშვილნი მამულებით, აღაიანი, აგარა, ტურათა, „ქსნის კონი“ წყლისპირით, ჩიქუნური, მუხანი, ველური, ნასოფლარი წყალშატროანი, წეროვანი, გოროვანი, მაკუჭაძენი მამულით, ნასოფლარი შარაფხანა, თეკენა, კასპი, ციხებდავი, სოფელი კუნელი, მისაქციელი, ნავაზა; ა[ნე]შს - ოდიშელისძენი მამულით, ფონთხელა, კოპინასშვილი, ქინძარა, ულუმბა, საგუდე, კოდმანი (1559 წ. XII. 1. Ad-1572), ურბნისის საყდარს - მთავარეპისკოპოს ვლასეს ურბნელობის დროს - ლუარსაბ მეფის მიერ ბოძებული შეწირულება (1566 წ. 1448-1942), ქვათახევის მონასტერს - სოფელი სველნეთი ბურნაშას, მირიანას, ვახტანგისა და შატბერაანთ მამულებით, გაიჩინა ორი აღაპი (1567 წ. VI. 12. 1449-1612), დმანისის ღმრთისმშობელს - ძველად შეწირული სოფელი ჩინჩხორი (1586 წ. I. 9. Ad-2233 ა), მანგლისის ღმრთისმშობელს - ქვეშისხევს სოფელი კიანეთი, სთონეთს - ხუცესი ბიასშვილი ძმებითურთ, სამი კომლი, დაიყენა იგი მეაღაპედ, საჯავახიშვილოში - ბესფაზ და როსებ [ჯავახიშვილების] კერძი მამული; ზაქუს - ტაველიშვილი ნადირა ძმებითურთ და მამულით; ფიცეს - ხატია მამისხარაშვილი შვილებით, ძმისწულებით და განაყოფით - მაზანათი; კრკონს - ბასილა და შაქარა შვილობილიძე, ტატია გიორგაძე მამულებით, ზესს - გიგუტა და ამირა მამულებით; ქუენა დრისს - ფეზია ჯავახიშვილის კერძი შალვა და ამბრია ჭყვაპიაშვილები; სიონში - ფეზიასეული ცამეტი დღის მიწა (1606 წ. sic [1578-1600 წწ.] 1449-1777); გაათარხნა: ჯილავის მეთოფეები: დავით ბერაძე, ზურაბ იმნასძე და იოვანე მირიანის ძე (1581 წ. VIII. 8. 1448-5510), დიღმელი დეკანოზი- ნათანელ ერემასძე (1582 წ. X. 14. Hd-1050), ბართლომე შეშაბერიძე (1588 წ. VII. 2. Hd-4075 ), სიონის ღმრთისმშობლის კუთვნილი სოფლები საბალახისაგან (1589 წ. VIII. 7. 1449-1594) გორელი ტერტერები (1594 წ. I. 8. მატ. I. №90); განუახლა თარხნობა: შილა წინამძღვრის თხოვნით - შიომღვიმის მონასტრის სოფლებს: სხალტბასა და ნასტაგისს (1580 წ. IX. 8. 1449-1506); მისცა პირობა: ბარათა ბარათაშვილს - მკვიდრი მამულის წყალობისა და ბარათას ძმის, ქავთარის შეწყალების შესახებ ([1556-1600 წწ.] 1450-32/388), ამილახორ თაყა [ზევდგინისძეს] - მფარველობის შესახებ. ამასთან დაჰპირდა, რომ თუ კი იგი და ბატონი ალექსანდრე ერთმანეთს დაემდურებოდნენ, ამილახორებს, ერთგულების შემთხვევაში, წყალობას არ მოაკლებდა ([1556-1600 წწ.] 1448-8752); დაუმტკიცა: სვეტიცხოველს ალექსანდრე მეფის მიერ ბოძებული შეწირულების წიგნი (1568 წ. III. 9. 1449-1660), გულბათ ელიოზისძეს - წილში ნარგები მამული (1573 წ. Sd-527); უბრძანა: მუხრანის მედამღეებს, რომ სვეტიცხოვლისათვის შეწირული მუხრანული დამღიდან კათალიკოსის წარგზავნილი მოხელეებისათვის არა დაეკლოთ რა (1595 წ. ქრ. II. 423), მესტუმრეებს - გაეფრთხილებინათ თბილისისა და გორის მოხელეები: ტარუღები, მელიქები, მამასახლისები, რათა თბილისსა და გორში მცხოვრები სვეტიცხოვლის ყმებისათვის არაფერი მოეთხოვათ (1572 წ. XII. 7. ქრ. II. 1414). ასეთივე შინაარსის ბრძანება გასცა შემდეგაც (1583 წ. XII. 7. Hd-1374), ბრძანება გასცა დიღმის ზემოთ და მტკვრის გამოღმა მეკობრეთმძებნელებად გოშფარ ჯავახიშვილისა და ყარაიგ[ა]თ ლარასძის დანიშვნის შესახებ (1590 წ. X. 8. Hd-1993), უბრძანა ქალაქის მელიქს, მამასახლისსა და ვინმე ასლანას, რომ საკათალიკოსო ბაჟზე: თევზზე, პურზე, ღვინოზე და ხილზე მეფის მოხელეებს ხელი აეღოთ (1592 წ. 1448-3371), ქალაქის მოურავებს, მელიქებსა და მამასახლისებს - არ გამოერთმიათ სვეტიცხოვლის ყმებისათვის გამოსაღები (1599 წ. 1448-2329), მისი ბრძანებით: არდაშელ სოლაღაშვილმა და გიორგი გაბაშვილმა გაარჩიეს ფინეზისა და მისი ძმის, ასლამაზის დავა ([1556-1600 წწ.] Sd-1025), დმანელმა და ერაჯმა გამიჯნეს მოხისური და აგუდანური მიწები (1595 წ. VII. 11. 1448-2233), თამაზ ამატაკიშვილმა პირობა მისცა სახლთუხუცეს ზურაბ [სააკაძეს], რომ არ მოხნავდა აგუდანურ მიწას (1495 წ. VIII. 1. 1448-2233), მისი ნებართვით: ნიკოლოზ კათალიკოსმა გედეონ მაღალაშვილს უწყალობა მისი, (გედეონის), ბიძაშვილის ნაქონი მამულები ჩოჩეთსა და გორში (1562წ. Ad-1498 გ, 1584-1589 წწ. 1448-5087 ა), მანვე - მცხეთის დეკანოზს, ნათანაელს, უწყალობა მცხეთაში მამული (1568 წ. XII. 10. 1450-31/108), მანვე ვახტანგ ბატონიშვილს ყურისუბნის სანაცვლოდ მისცა ვირშა მონასტრითა და შეწირული მამულებით (1574 წ. III. 4. Ad-1654), დავით მეფის ძემ, რამაზ-ყოფილმა რომანოზმა, ქვათახევის ვლაქერნის მონასტერს შესწირა სოფელი თელათუბანი (1580 წ. IV. 20. 1449-1551), დომენტი კათალიკოსმა ბატონიშვილ ვახტანგს გაუცვალა ქორდი ყურისუბანზე (1595 წ. IV. 30.-Sd-2871); იხსენიება: რობამ ფავლენიშვილმა ნიქოზის ეკლესიას შესწირა სოფელი ნიქოზი სვიმონ მეფისა და დედოფალ ნესტანდარეჯანის სახელზე (1565 წ. Ad-1504-4), მისი მეფობიდან კდ (24) ინდიკტიონს დაიწერა იოთამ ჯავახისშვილის შეწირულების წიგნი სიონის ღმრთისმშობლისათვის (1585 წ. VII. 20. 1449-1552), იესე-ხანის წყალობის წიგნში სიაუშ სააკაძისადმი აღნიშნულია, რომ სვიმონ მეფეს სიაუშისათვის ადრე უწყალობებია სააბრეშუმე თემში ორმოცი კომლი (1580 წ. Hd-14441), დავით მეფის მიერ გიორგი ბარათაშვილისათვის ბოძებულ წყალობის წიგნში ნათქვამია, რომ სვიმონ მეფის ტყვეობის დროს დავით მეფის წინაშე თავი გამოიჩინა ერთგული სამსახურით გიორგი ბარათაშვილმა (1582 წ. I. 6. 1450-38/60). დედოფალმა ნესტანდარეჯანმა იერუსალიმის ჯვრის მონასტერს განუახლა სოფელ დირბის შეწირულება, რომელიც ადრე შეუწირავს სვიმონ მეფეს (1588 წ. VII. 3. 1450-51/178), მას მიუცია თავისი ძმის, ვახტანგისათვის მუხრანში სოფელი ყურისუბანი, ნათქვამია დომენტი კათალიკოსის მიერ ბატონიშვილ ვახტანგისათვის მირთმეულ სააღაპე წიგნში (1595 წ. 1449-1620), დოროთეოზ კათალიკოსის მიერ ნიტრიის ეკლესიისათვის მიცემულ შეწირულების წიგნში აღნიშნულია, რომ იგი წაიყვანეს ტყვედ, საიდანაც თავი დაუღწევია ცხრა წლის შემდეგ და მონასტრისათვის საფასე გაუჩენია ([1589-1600 წწ.] 1448-5008), მისი ასული ელენე იყო ათაბაგ მანუჩარ [ჯაყელის] დედა (1609 წ. Ad-1502-26), ბაგრატ მეფემ გიორგი [სააკაძეს] განუახლა სვიმონ მეფის მიერ ნაბოძები სახელოსა და მამულის წყალობა (1616 წ. Hd-14418), უცნობი [ჯავახიშვილის] საჩივრის წიგნში ნათქვამია, რომ სვიმონს გორის აღების ამბის შესატყობინებლად ყაენთან გაუგზავნია მომჩივანის მამა და გორის კლიტეებიც თან გაუტანებია. კახეთის ლაშქრობაში თან ხლებია შალვა [ჯავახიშვილი], რომელსაც სვიმონი მიუტოვებია და ქალაქს დავით მეფეს მისვლია. სვიმონი შეუპყრიათ ურუმებს ([1615-1619 წწ.] Hd-2272), როსტომ მეფის მიერ ქაიხოსრო მაჩაბლისათვის ბოძებულ ყმა-მამულის წყალობის წიგნში აღნიშნულია, რომ მას მაჩაბლებისათვის უწყალობებია მამული (1633 წ. Qd-8924); იოთამ კორინთელს როსტომ მეფემ განუახლა სვიმონის მიერ ნაწყალობევი ყმა-მამული (1639 წ. VIII. 24. 1450-26/275), როსტომ მეფემ განუახლა მის მიერ ბოძებული წყალობები: ბეჟან თულაშვილს (1642 წ. Qd-1698), ზურაბ ლარაძეს (1649 წ. 1450-10/130), თარხან იორამ სააკაძეს (1652 წ. Hd-13955), როსტომ მეფის მიერ ასლამაზ იაგულაშვილისათვის ბოძებულ წყალობის წიგნში იგი იხსენიება „დიდ სვიმონად“, განუახლებია ასლამაზისათვის სომხითში სოფელ საღრეველასა და დიდი სახუნდარის წყალობა (1636 წ. XII. 12 1450-9/129), ზაალ აბაზაძეს ჰქონია მის მიერ გაცემული ყმა-მამულის წყალობის წიგნი (1693 წ. VII. 30. Hd-1676), ერეკლე მეფემ განუახლა სვეტიცხოველს მის მიერ ბოძებული შინდისის შეწირულება (1695 წ. II. 1. (1449-2686), სვიმონ ბატონიშვილის მიერ მანგლისის ტაძრისათვის განახლებული შეწირულების წიგნის მიხედვით, სვიმონ მეფეს მანგლისის საყდრისათვის საჯავახიანოში შეუწირავს როსაფისეული ყმა-მამული: კრკონს - ფრიდონ შვილობილაძე და ტატია გორგაძე მამულებით, ზაკვს - ნადირა ტაველიშვილი მამულით, ფიცეს - ნავსაგარ მამისხარაშვილი და მისი განაყოფი ხატია მამულებით; ზესს - გუგუტა გიგაშვილი მამულით, ხოვლეს ზვარი და სამი დღის ხოდაბუნი; ქვენა დრისს - ამბრია ჭყოპიაშვილი ძმისწულებითა და მამულით; სიონს - თეზიას კერძი ცამეტი დღის მიწა და ხანსულთანის ნაქონი მიწები (XVII ს. ბოლო მეოთხ. 1449-1931); მისგან ბოძებული ყმების წყალობის წიგნი (ასი წლის განმავლობაში აყრილი გლეხების დაბრუნების შესახებ) იხსენიება გორჯასპ [ბარათაშვილისათვის] მიბარებული საბუთების ნუსხაში. ამავე ნუსხაში იხსენიება აგრეთვე მის მიერ ნაბოძები ქვაბნევის, ბოსლების, ძველი დმანისისა და ფოცხვერიანის წყალობის წიგნი, სომხითის ტარუღობის წიგნი (1691 წ. XI. 2. Sd-1931). მისი ხელრთვა აქვს შემდეგ საბუთებს: 1448: 2328, 4, 3371, 2329, 8752, Hd-14658, Ad-15 88 სას.
სვიმონ II - (ქართლის მეფე) - 1619-1630 წწ.
მეფეთ-მეფე, პატრონი. (ტიტულში მოიხსენიებს შაჰ-აბასს: „წყალობათა ღმრთისათა, ბრძანებითა შაჰაბასისათა ([1624-1626 წწ.] Hd-3056, Sd-530, 1450-32/34). ჰყავს: მამა მეფე ბაგრატ VII, იხ., დედა დედოფალი ანა, იხ., ბიძა მეფე როსტომ, იხ., თანამეცხედრე ჯანბანუ (1626 წ. 1450-26/96). უწყალობა: გორგასალ ჩხეიძეს კარალეთში ვახტანგ ციციშვილის ნაქონი მამული აზნაურიშვილებითა და გლეხებით (1619 წ. VII. 29. 1450-35/88), მანგლელ მთავარეპისკოპოს ათანასე ტატიშვილს - შალიკაშვილების ბოგანოები, რომლებიც ვარდან ფალავანდიშვილის მამულიდან აყარა (1619 წ. Hd-14422), შუა ბოლნისის მამასახლის ბერუას - სომხითს ნასოფლარი ჰაცუტი (1623 წ. III. 15. Sd-588), ლიპარიტს - საბარათიანოში, სოფელ აგუდანეთში, თედიას ნაქონი მამული (1624 წ. V. 16. Hd-3056), შიოშ [სოლაღაშვილს] - მისი განაყოფების, ზურაბისა და მისი ძმის ნაქონი მამულები და კუმისს - გლეხი (1624 წ. IX. 15. Sd-739 ა), მახარებელ კოტრაშვილს - უზბაშ გიორგის ნაქონი სოფელი ხანძურკერტი (1626 წ. VI. 5. 1450-12/108), საამ საგინაშვილს, რომელიც ძლიერ დაეხმარა სვიმონს ქალაქის ციხის დაცვაში და გუგუნა ბარათაშვილიც მიუყვანა - მისი განაყოფების: ზურაბ და ბეჟან [საგინაშვილების] მამულები ბოგვს და აბულმ არგს (1626 წ. 1450-26/96), ივანე ჯავახიშვილს - წოდორეთში მისი ბიძაშვილის, შანშე [ჯავახიშვილის] ნაქონი ყმა-მამული (1626 წ. VIII. 22. Hd-14431), [თამაზ სააკაძეს] - საბარათაშვილოში ამოვარდნილი ელმადათ [ბარათაშვილის] მკვიდრი სოფელი ბოცოსჯუარი (1626 წ. XII. 5. 1448-5551), როდესაც ქართლელები ყაენს განუდგნენ, თუმანიშვილები ქალაქის ციხეში ხლებიან სვიმონს და ერთგულება აღუთქვამთ. ამ ერთგულების საზღაურად თაყა თუმანიშვილს მეფე სვიმონმა უწყალობა სოფელი დარბაზი (1626 წ. VII. 8. Sd-530), ყაფლანბეგ ბარათაშვილს - მისი ბიძაშვილის, ბარათას ნაქონი მამული, სოფლები: ქუაბევანი, თეკნადი, ძველი დმანისი, ფოცხუერიანი (1627 წ. II. 4. 1450-15/132), სოიბათიასაულ ზურაბ ყაფარაშვილს - სომხითს სოფელი ხანძორკერტი (1627 წ. VI. 26. 1450-49/43), ფალავანხოსრო [ბარათაშვილს] - აზნაურიშვილი არეშიანთ გარსუაშვილი შერმაზანა და მისი ძმა გრიგოლი მამულებით (1627 წ. VI. 28. Hd-1679), ქაიხოსრო ბარათაშვილს - ტბისს ყაფარბეგ [ბარათაშვილის] ნაქონი მამული (1627 წ. V. 23. Hd-10234), ყაფარბეგ ბარათაშვილს - საჩინო [ბარათაშვილის] ნაქონი მამული ვაკეს (1627 წ. 1448-3257), დონმაზ გოგიბაშვილს ყაფარბეგ ბარათაშვილის მამული ელფიას და სხვაგან (1627 წ. 1450-9/13), [მუხრანის ბატონიშვილ] ბაზიერთუხუცეს პაპუას გაუჩინა წელიწადში 15 თუმანი თეთრი ქალაქის ბაჟიდან, რისი ყაბზიც ქალაქის მებაჟეს უნდა მიეცა პაპუასათვის (1627 წ. XII. 1. 1461-3/2), მანუჩარ თუმანიშვილს - ნასრიას კერძი მამული და სასახლე, რაც რამაზას ეჭირა (1628 წ. III. 1. Hd-3164), გოსტაშაბ იოვანეშვილ -[ბარათაშვილს) - მისი ბიძაშვილის, ყაფარბეგის ნაქონი მამული ამლივში, ერდოსა და ვაკეში (1628 წ. 1448-3256), მასვე - ყაფარბეგისავე სხვა ყმა-მამული: ახალშენს - ალავერდაშვილი, თაკვს - ამირაშვილი, დვალთას - თეგაძე (1629 წ. V. 27. Hd-1700), ფალახოსრო [ბარათაშვილს], - მისი განაყოფის, დათუნა ასლამაზისშვილის მამული ერწოში (1629 წ. 1450-26/268 ა), თამაზ სააკაძეს - საბარათაშვილოში მისი ბიძაშვილის, ოთარის, კერძი მამული (1629 წ. II. 3. 1448-5570), ქაიხოსრო ბარათაშვილს - ამილახორის ნაქონი სოფელი მახრაღაჯი იმ პირობით, რომ თუ კი ამილახორი მოითხოვდა თავის მამულს, მაშინ ძველ პატრონს დაუბრუნებდა, ქაიხოსროს კი სამაგიეროდ სხვა მამულს მისცემდა (1630 წ. I. 27. 1448-598), ქაიხოსრო ბარათაშვილს - ენაგეთს მემშვილდისეული მამული და ერთი საკომლო (1630 წ. IV. 22. 1450-12/107), ქაიხოსრო ბარათაშვილს - სოფელ მახრაღაჯის ნაცვლად - ენაგეთი ალიყულიბეგის და ყორღანაშვილების მამულების გამოკლებით (1630 წ. 1450-12/132), ბაკა თულაშვილს - სომხითის მოურავის ნაქონი სოფელი ბერდიკი (1630 წ. VIII. 2. 1448-5101), ნასყიდა შეშაბერიძეს - კავთისხევს დიასახლის ფოციაურის ნაოხარი მამული (1630 წ. 1448-5431); უწყალობა სახელო და მამული: ბოქაულთუხუცეს ქაიხოსრო ბარათაშვილს - საბარათიშვილოს სარდლობა, მეკობრისმძებნელობა და ბოლნისს ზვარი (1623 წ. VI. 20. 1450-12/106), მასვე - ქალაქის მოურაობა „მაშინ, როდესაც მოურავი [გიორგი სააკაძე] „ყეენს წამოუვიდა, უღალატა“ (1626 წ. VI. 15. 1450-32/341), ელისე [საგინაშვილს] - თბილელობა (1628 წ. III. 15. ქსძ. II. №71); განუახლა წყალობა: ბაგრატ მეფესთან ერთად - შიოშ სოლაღაშვილს მკვიდრი მამულის, კუმისის (1619 წ. VIII. 10. Sd-736), შულავრის მამასახლის ყარახანა [ყარახანაშვილს] - სოფელ შადიკასი (1623 წ. 1650-20/87), ყაფარბეგ ბარათაშვილს - სამკვიდრო სოფლის, აგუდანეთისა (1626 წ. VIII. 6. Hd-2601), შიოშ სოლაღაშვილს - სოფელი შინდისისა (1626 წ. XII. 16. Sd--739 ბ), პაატა ჯავახიშვილს - წოდორეთში მკვიდრი მამულებისა (1626 წ. VIII. 22. Hd-14431), გოსტასაბ ბარათაშვილს - მკვიდრი მამულებისა (1627 წ. II. 10. Hd-14603), ქაიხოსრო ბარათაშვილს - მკვიდრი აზნაურის, შერმაზან სააკაძისა (1627 წ. VI. 24. Hd-14448), მასვე - მკვიდრი აზნაურების, შავერდა და რევი რევიშვილებისა და მემშვილდისეული მამულების (1630 წ. 1450-12/132); განუახლა შეწირულება: ქრისტეს საფლავს - რხუითის ბოლოს მიწებისა, რომელთა ადრინდელი შეწირულების დამადასტურებელი წიგნები დეკანოზ იოვანეს ჰქონია (1624 წ. I. 13. 1450-51/171), თბილისის სიონის ღმრთისმშობელს - ელისეს თბილელობის დროს - ქალაქში ვაჭრები და ქულბაქები, საბარათაშვილოში და ქართლში - ძველად შეწირული ყმა-მამული (1628 წ. III. 15. ქსძ. II, №71), განუახლა თარხნობა: პაპუნა ქობულაშვილს, რომლისთვისაც თარხნობა ალექსანდრე მეფეს ჰქონია მინიჭებული, გაიჩინა აღაპი ამაღლება დღეს (1623 წ. IX. 7. Hd-14628); პირობა მისცა: გოსტაშაბ ბარათაშვილს კეთილმოყვრობის შესახებ ([1619-1629 წწ.] სს. I. №115), იოთამ ამილახორს - კეთილმოყვრობის შესახებ ([1619-1631 წწ.] Hd-2121) , დაუმტკიცა ზურაბ [ყაფარაშვილს] ვანქს წილად ნარგები მკვიდრი მამული, სოფელი აკანათერი აკრავაშენის „სამჭმოთი“, გერმანოზ და გიორგი [ბარათაშვილების] ნაქონი მამული (1627 წ. VII. 14. 1450-49/45); მისი ბრძანებით: იორამ ფავლენიშვილმა თეიმურაზ მუხრანბატონს მიჰყიდა ბროწლეთი (1622 წ. ქრ. II. 444), ბოქაულთუხუცესი ქაიხოსრო [ბარათაშვილი] წავიდა ანდუყაფარ ამილახორის სამკვიდრო მამულებში, რათა აღესრულებინა ყაენის ბრძანება ანდუყაფარისათვის მკვიდრი მამულების დაბრუნების შესახებ ([1626-1631 წწ.]Hd -2 115 ); სხვადასხვა: აწყურის ციხის იერიშის დროს მასტანა შალიკაშვილის შვილი, თამაზა, მოუკლავთ. სვიმონ მეფემ მოკლულის დედ-მამა მანგლელ მთავარეპისკოპოს ათანასე ტატიშვილს და მის ძმას, თამაზას, მიაბარა საპატრონოდ, რადგან მასტახა შალიკაშვილის ქალი [ტატიშვილების რძალი] ყოფილა (1619 წ. Hd-4422); იხსენიება: ზაქუმ [ზაქუმიშვილის] მიერ დონმაზ [გოგიბასშვილისათვის] ბოძებული წყალობის წიგნის მიხედვით, ახოთა დონმაზასათვის უწყალობებია სვიმონ მეფეს (1630 წ. III. 25. Sd-740), მას ერთგულად ემსახურებოდნენ ეჯიბა ყორღანაშვილი და მისი ძმები, აღნიშნულია როსტომ მეფის წყალობის წიგნში ეჯიბა ყორღანაშვილისადმი (1633 წ. 1449-765), როსტომ მეფის მიერ ზურაბ ყაფარაშვილისათვის ბოძებულ წყალობის წიგნში აღნიშნულია, რომ სვიმონ მეფეს მისთვის უბოძებია სოფელი ხანძორკერტი (1633 წ. IV. 5. (1448-3255), მერაბ ყორღანაშვილისათვის უწყალობებია სოფლები: შავნი,ფიცხისი და მოქრისი (1634წ. VI. 27. 1448-3265), გიორგი არდაზიანდისშვილისათვის მას უბოძებია შავნი, მოქრისი და ფიცხისი, აღნიშნულია [ელისე] საგინაშვილსა და მერაბ ყორღანაშვილს შორის დავის გარიგების წიგნში (1635 წ. XI. 14. 1449-2649), ზურაბ ბარათაშვილმა თბილისის სიონს შესწირა მისგან ნაბოძები ქულბაქი (1637 წ. 1449-2650), მის მიერ ნაბოძები წყალობა როსტომ მეფემ განუახლა ბეჟან თულაშვილს (1641 წ. VIII. 24. Qd-1677), მას, აწყურის „ციხეზე საჯილდაოდ“, ყმა-მამული უბოძებია დავით ფავნელიშვილისათვის (1642 წ. 1450-45/175], მისი მეფობის დროს ბაგრატ [თურქისტანიშვილის] შვილებს ლეონ თურქისტანიშვილისათვის მიუციათ თავიანთი წილი (1646 წ. III. 12. 1450-18/89), როსტომ მეფის სვეტიცხოვლისათვის ბოძებულ შეწირულების სიგელში აღნიშნულია, რომ მას ტახტი დაუკავებია მამამისის, ბაგრატის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ. შაჰ-აბასს მისთვის ცოლად მიუცია თავისი ქალიშვილი. როცა თეიმურაზმა ქართლი დაიჭირა, ს ვ ი მ ო ნ ი თბილისში და სომხით-საბარათიანოში ბატონობდა. თეიმურაზმა მას ვისი ქალი და ჩარქაზი მიუჩინა და მოაკვლევინა (1648 წ. ქრ. II. 461-464), როსტომ მეფემ თაყა თუმანიშვილს განუახლა სვიმონის მიერ ბოძებული ვაჭრების, ხუდადა აშანმაშანაშვილისა და მისი ძმისწულების წყალობა (1648 წ. V. 12. Qd-6922), მის მიერ ნაბოძები ნასოფლარი ჰაცუტი შუა ბოლნისის მამასახლისმა სამებისამ, ავაქშას მიწებითურთ,მიჰყიდა პაპია შანშიაშვილს (1648 წ. VIII. 22. 1450-5/35), როსტომ მეფემ განუახლა ეჯიბა ყორღანაშვილს სვიმონის მიერ ნაბოძები ამოვარდნილი როსებ ბარათაშვილის ნაქონი სოფელი ბოცისჯვარი (1633 წ. 1450-17/26), დონდარა ეჯიბისშვილს როსტომმა განუახლა ლუარსაბ და სვიმონ მეფეთა მიერ ნაწყალობევი ნასოფლარები: ყუდრუ, შიხჩობანი, შულავერი და ერთი ვენახი (1651 წ. Hd-14673), როსტომ მეფემ მისი „ნასადგომევი“ - ბადაბეთის გარშემო მიწა და ჭალა უწყალობა სალაროს მუშრიბ ფირალ [ყანდურალაშვილს] (1652 წ. Qd-1972 ა) როსტომ მეფის მიერ ოთარ თულაშვილისადმი ბოძებული წყალობის წიგნის მიხედვით, ოთარ თულაშვილს ერთგული სამსახური გაუწევია მეფე სვიმონისათვის (1655 წ. X. 2. Qd-1678), სვიმონისადმი გამოჩენილი ერთგულების გამო როსტომ მეფემ უბოძა როინ ჯავახიშვილს წყალობა (1656 წ. Hd-14677), მისი მეფობის დროს ზესელი იოვანე და მისი ძმები დასახლებულან ხრამში, ბარათაშვილების მამულში, ანდრიას, აღნიშნულია მარიამ დედოფლის მიერ თაყა ბარათაშვილისათვის ბოძებულ წყალობის წიგნში ([1675-1682 წწ.] 1450-2/142); მისი ხელრთვა აქვს შემდეგ საბუთებს: Sd-736, Hd-6259, 7398, 1448: 5570, 5431, 5101, Sd: 868, 928, 873.
სვიმონ - 1659-1665 წწ.
მუხრანის ბატონი, ჰყავს მამა ბატონიშვილი ბაგრატ, იხ., დაამტკიცა შაჰნავაზის მიერ მაჰმად ზამანასათვის მიცემული ჯამაგირისა და მუსტოფობის წყალობის წიგნი, საბუთს უზის მისი ბეჭედი (1659 წ. IX. 10. 1448-550).
სვიმონ
მუხრანის ბატონიშვილი, შვილი ლევან მუხრანის ბატონიშვილისა, იხ. და დედოფალ თინათინისა, იხ., ძმა ბატონიშვილ ქაიხოსროსი, იხ.
სვიმონ - (მეფე იმერთა) [1698]-[1701] წწ.
ღმრთივ-აღმატებული, ღმრთივ-დამყარებული, შეშან [შანშე] იესესაგან მორჩი დავითისა და ყვავილი სოლომონისა, მეფეთ-მეფე. ჰყავს: მამა ალექსანდრე (IV, იმერთა), ბიძა - მეფე გიორგი ([1698-1700 წწ.] Hd-10822), ძმა - გიორგი, თანამეცხედრე ანა ([1698-1703 წწ.] 1449-1431), სიმამრი გიორგი აბაშიძე ([1698-1701 წწ.] Hd-10822). უწყალობა იესე კლდიაშვილს სვიმონეთში ოთხი გლეხი: ესაია ამყოლაძე, მასუტა ძაღლპირი, დათუა და ხახუტა დოღნაძეები მამულებით ([1698-1701 წწ.] Sd-631); იგი გამეფებულა იმერეთში ხონთქრისა და ყაენის თანადგომით. სერასკირ ოსმან ფაშას დახმარებით და შუამავლობით, შეურიგდა მამია გურიელს, მას მისცა პირობა, რომ არ მოსთხოვდა ჭილაძისა და მიქელაძის დაბრუნებას, რომლებიც ჯერ კიდევ ალექსანდრე და გიორგი მეფეებს მიუყიდიათ გურიელისათვის (1698-1701 წწ.] Hd-10822), მისცა პირობა ფარსადან პალუხალაშვილს, რომ გაუწევდა მფარველობას და ყაენთან მის გარდა არავის გაგზავნიდა ([1698-1703 წწ.] 1449-1431).
სულაიმან - (ვარ. სოლომონ)
ბატონიშვილი, შვილი მეფე ვახტანგ V-ისა, იხ., ძმა ლევან მუხრანის ბატონიშვილისა, იხ., [ბიძაშვილის შვილი] აშოთან მუხრანის ბატონისა, იხ., ჰყავს თანამეცხედრე თამარ (იხს. საბუთში: 1687 წ. V. 1 1461-3/134).
ქაიხოსრო - [1616]-1628 წწ.
მუხრანის ბატონიშვილი ([1616-1626 წწ.] Hd-1908), მუხრანის ბატონი ([1622-1628 წწ.] ქრ. II. 414, 1449-2643), ძმა თეიმურაზ მუხრანბატონისა, იხ., მამა აშოთან მუხრანბატონისა, იხ., მოურავ გიორგი [სააკაძესთან] ერთად კათალიკოსმა მალაქიამ მისცა მას ერთგულების პირობა ([1616-1626 წწ.] Hd-1908).
ქაიხოსრო - 1672-1700 წწ.
მუხრანის ბატონიშვილი, შვილი აშოთან მუხრანბატონისა, იხ., ძმა იასე მუხრანის ბატონიშვილისა, იხ., [სახლიკაცი] პაპუა მუხრანის ბატონიშვილისა, იხ.
ქაიხოსრო - 1680-1699 წწ.
მუხრანის ბატონიშვილი, ჰყავს: მამა ლევან მუხრანის ბატონიშვილი, იხ., დედა დედოფალი თინათინ, იხ., ბიძა მეფე გიორგი XI, იხ., ძმები: ვახტანგ, იესე, სვიმონ (1688, 1699 წწ. Hd-11031, ქრ. II. 518), დომენტი, თეიმურაზ (1688 წ. Hd-11031). დაუმტკიცა: ყალანდარ თუმანიშვილს მისივე განაყოფის, ქაიხოსრო ესტატეშვილის მამული (1688 წ. XII. 26. Hd-11031), იბაშერ შალიკაშვილს გიორგი მეფის მიერ მიცემული ყმების წყალობის წიგნი (1682 წ.V. 25. 1450-35/137); გაათარხნა მახარებელ აბიაშვილი (1699 წ. ქრ. II. 518), მისი ბეჭედი უზის საბუთს Hd-11031.
ქრისტეფორე - 1683-1700 წწ.
მუხრანის ბატონიშვილი, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მამა || ჯვრის მამა (1683 წ. Hd-10274-ბ), მთავარეპისკოპოსი ([1698-1700 წწ.] ქრ. II. 518, Ad-1077, Sd-2301, 1450-37/235). ბიძა მუხრანის ბატონიშვილ კონსტანტინესი, იხ., ძმა მუხრანის ბატონიშვილ პაპუასი, იხ., განუახლა გოგია გოგიაშვილს ადრე პარკაძის მიერ ნაბოძები აზატობა (XVII ს. ბოლო. გსიემ-4641); ერეკლე მეფის ბრძანებით, ნიკოლაოზ მაღალაშვილთან და ვახტანგ იარალიშვილთან ერთად გაარიგა სამამულე დავა ამილახორიშვილებსა და იესე მურვანიშვილს შორის (1698 წ. Ad-1077); დაამოწმა, რომ ჯალდამი და ღორისთავი ვახტანგ ორბელიშვილის ცოლყოფილის, თამარის ნამზითვი და მისი შვილების კანონიერი საკუთრება იყო (1700წ. Sd-2301); მას იერუსალიმის ჯვრის მონასტრისათვის გიორგი დადიან-გურიელმა ყოველწლიურად მისცა 200 მარჩილი თეთრი და ჯვრის ამაღლების წინა დღეს სულიწმიდის მოფენის შაბათს დაიწესა წირვა (1683 წ. VIII. 18 Hd-10274 ბ); მოწმე ზურაბ ჯავახიშვილის მიერ იბაშერ შალიკაშვილისათვის მიცემული სოფელ სკრაზე უდაობის წიგნისა (1700 წ. 1450-37/235).
ხოსრო - 1547-1560 წწ.
ბატონიშვილი, განაყოფი კონსტანტინე ბატონიშვილისა, იხ., მისი ასული ცოლად შეურთავს კონსტანტინე ბატონიშვილს, რის გამოც ამ უკანასკნელმა საკანონო შესაწირავი მიართვა სვეტიცხოველს (1560წ. 1449-1501); იხსენიება კონსტანტინე ბატონიშვილის მიერ თევდორე ია კობიძისათვის მიცემულ წყალობის წიგნში: თევდორეს კონსტანტინე ბატონიშვილმა სთველის გამოსაღები მოუხსნა მისი, ხოსროს, თხოვნით (1547 წ. Sd-725 ა).
ხოსრო - ბატონიშვილი, შვილი კახთა მეფის, ლეონისა, იხ.
ხოსრო
ბატონიშვილი, ჰყავს: მამა კახთა მეფის, ლევანის ძე, გიორგი ბატონიშვილი, ძმები: გიორგი, ვახტანგ, თანამეცხედრე მარიამ. იოთამ გურამიშვილს ამოუკვეთა ავჭალური საბალახე, შიშლიგი, მებალახეთათვის პურის ჭმევა (1574 წ. III. 7. (1450-19/112).
ხოსრო - 1568-1570 წწ.
ბატონიშვილი, ბიძაშვილი იმერთა მეფის, გიორგი II-ისა, იხ., იხსენიება გიორგი მეფის მიერ გელათის საყდრისათვის ბოძებულ შეწირულების წიგნში: ბეჟან ნემსაძემ უღალატა მეფეს იანეთში ყოფნისას და მისი ბიძაშვილი, ხოსრო დაასხა თავს იქ (1568 წ. VIII. 30. Sd-2901); ხოსროსეული სასახლე ხონს გიორგი მეფემ უწყალობა დავით წულუკიძეს (1570 წ. Hd-2270).
ბაგრატიშვილი ბაგრატ - [ძმა] ზურაბ ბაგრატიშვილისა, იხ.
ბაგრატიშვილი ზურაბ
ჰყავს [ძმები]: ბაგრატ, თამაზ. იყიდა ნიკოლოზ ზანდუაშვილისაგან ვენახი, რომელსაც ესაზღვრებოდა გარსევანას, ბერიკა გიოშვილის, ჩიტა როსაბაშვილის და გიორგი სიყმიაშვილის ვენახები (1699წ. XII. 20. Ad-1064).
ბაგრატიშვილი თამაზ - [ძმა] ზურაბ ბაგრატიშვილისა, იხ.
ბაგურიძე გიორგი
ავლაბარს მცხოვრები, იგი სახლეულით, მამულითა და ქონებით, იასე მუხრანის ბატონიშვილმა შესწირა სვეტიცხოველს (1700 წ. II. 3. 1449-2296).
ბაგურიძე ნიკოლოზ
ავლაბარს მცხოვრები, იასე მუხრანის ბატონიშვილმა იგი შესწირა სვეტიცხოველს (1700 წ. II. 3. 1449-2296).
ბაგუძლ[ი]ა გვიანაშიაი
ნაჟენაულს მცხოვრები, ემართა აფხაზეთის საკათალიკოსო ბეგარა - მოინალობა ([1621 წ.] ქსძ. III. № 91).
ბადაისძე
მნელი, იგი ალექსანდრე მეფის ბრძანებით, ხევმა მძევლად მისცა გერგეტის საყდრიშვილებს (1439 წ. II. 20. Ad-1085, 13-15).
![]() |
7.5 ბადასშვილი || ბადაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
ბადასშვილი ბახუტა
საყდრის ყმა, მონაწილეობა მიუღია ტყვის გაყიდვაში, რის შემდეგაც დაკარგულა. ნიკოლოზ ქართლის კათალიკოსმა ქორდს მდებარე მისი მამული უწყალობა სარდალ გიორგი გედევანიშვილს (1694 წ. X. 5. Hd-13999).
ბადაშვილი დათული
მოწმე ზაზა მაჩაბელის მიერ ალხაზ მაჩაბლისათვის მიცემული ყმა-მამულის გაცვლის წიგნისა (XVII ს. 70-იანი წწ. 1450-26/216).
ბადაშვილი შოშიტა
მას ევდემონ კათალიკოსმა მისცა ქორდს აფხაზაშვილის ნაქონი მოზუერაული მამული და ბექნიაშვილის ნაქონი ვენახი, რომელიც შემდეგ უკან გამოართვა და უწყალობა დავით გედევანიშვილ-ელიოზიძეს (1638 წ. Hd-1710).
ბადგულასშვილი ხუცია
მოწმე ადიბეგასშვილის მიერ ბოლნელისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. Hd-9275).
ბადია
წყარიგზას მცხოვრები, ემართა ცაიშის საყდრის ბეგარა: ოცი ლიჯი ღომი, თორმეტი საწყ[“]ვი ღვინო, ორი საკლავი, ორი ქათამი, მისი პური, თევზი, ყველი, კვერცხი ([1616-1621 წწ.] ქსძ. III. № 92).
ბადია
დაღეთს მცხოვრები, იგი წილად ხვდა ყორჩიბაშ ბაადურ [ციციშვილს] (1651 წ. 1450-37/15).
ბადია
დბონაში მცხოვრები, მაზმანი, ედიშერ და პაპუნა [ციციშვილების] გაყრისას იგი მამულით, წილში ერგო ედიშერს ([1688-1703წწ.] Hd-1636).
ბადია მიხილია
იგი ლევან დადიანმა შესწირა ბიჭვინტას (1628 წ. Sd-2904).
ბადიზამანასშვილები
მათ ბაგრატ მეფემ უწყალობა ათაბაგ და ზაქარია [მირიმანიძეებისათვის] ლუარსაბ მეფის მიერ ნაბოძები ქარატაკი და გელაქთაგი (1616 წ. XI. 8. 1448-1024).
ბადილიშვილი
ზაჴორს მცხოვრები. ზურაბ ღაზნელის ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა თოფით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
ბადრი - მახალითელი, [სახლიკაცი] ივანასი, იხ.
ბადრია
ხოვლეს მცხოვრები, მისი მამული გოშფარ და როინ ჯავახიშვილების გაყრის დროს ერგო გოშფარს ([1527-1558 წწ.] Qd-605).
ბადრია
დმანისს მცხოვრები, მოფიცარი სამღერელთა და ნადარბაზეველთა შორის მიწაზე დავის გარიგების წიგნისა (XVII ს. Sd-477 ა).
![]() |
7.6 ბადრიასშვილი || ბადრიაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
ბადრიაშვილი
ქრისტეფორე ქართლის კათალიკოსმა დავით გედევანიშვილს უბოძა ძეგვს ქარციძის ოთხი კომლიდან ორი კომლი ბადრიაშვილი და ოქრუა მამულებით (1640 წ. Hd-14682).
ბადრიასშვილი
მისგან ნაყიდი წისქვილთან მდებარე მიწა გედევან გედევანიშვილმა მიჰყიდა სეხნია ჯაშიაშვილს (1683 წ. V. 15. 1448-4188).
ბადრიასშვილი
მისი მიწის საზღვრამდე, „წვერწვერის მიწის ბოლოს, შუკებიდან რომ გზა ამოდის“, გუგულამ, მახარამ და გოგლამ მისცეს საორმოცე მიწა მღვდელ თევდორესა და მის ძმებს (XVII ს. Hd-1639 გ).
ბადრიაშვილი ბერინა
მოწმე საზვია ბიბიტაშვილის მიერ ადუა ბიბიტაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. Ad-639).
ბადრიასშვილი გრიგოლა
მისი ვენახის საზღვრამდე მიჰყიდა ნიკოლოზ პალატისშვილმა გოგიტა არდაშერასშვილს ვენახი. მოწმეა ამ ნასყიდობისა(1477 წ. VII. 4. Qd-814ა).
ბადრიასშვილი პატა
ხანდისელი, მოწმე აღნიას მიერ ნარიბეგ სპანდიერასშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1693 წ. XII. 15. Ad-1852).
ბადრიაშვილი სუხიტა
იგი თავის სახლიკაცთან ერთად ქრისტეფორე კათალიკოსმა უბოძა თამაზ და დავით ქარსიძეებს (1640 წ. 1448-560).
ბადრიაშვილი ყანდია
მოწმე : საბას მიერ ანდერმან ჩოლაყაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. ბოლო მეოთხ. S-3728, 164 r), გოგიჩას მიერ ანდერმან [ჩოლაყაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. ბოლო მეოთხ.S-3728, 164r).
ბადრიგელაშვილი ძულია
მოწმე დავით ჩალაბაშვილის მიერ უმეკა ბახჩიაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1632 წ. IX. 8. Ad-1568).
ბადრუა
ციციშვილების სადაო ყმა-მამულის გვერდით ეჭირა საბველის ხოდაბუნის სამი დღის მიწა (1666 წ. ახლო. Hd-802).
![]() |
7.7 ბადურ || ბაადურ |
▲ზევით დაბრუნება |
ბადურ
დაღეთს მცხოვრები, მის ნაცვლად ყორჩიბაშ ბადურ [ციციშვილს] წილში ერგო მისივე განაყოფი თევდორა (1651 წ. ახლო. 1450-37/174).
ბადურ - [შვილიშვილი] ქალაქის მოურავ [მანუჩარისა], იხ.
ბადურ - შვილი მარიამისა, იხ.
ბადურ
ზაალის შვილიშვილის, იორამის შვილი. მიჰყიდა ზაალ როსტომასშვილ-ყორღანაშვილს თავისი ყმის, გიორგი აღონაშვილის წილში ნარგები ერთი დღის მიწა (1695 წ. III. 1450-1/77).
ბაადურ
იგი ყარაბაღის ბეგლარბეგმა ქალბალი-ხანმა გააყოლა რუსთველ ზაქარია ენდრონიკაშვილს, რათა დახმარებოდა ახლად ნაწყალობევ სარუსთველო მამულის დაჭერაში (1696 წ. ახლო. 1461-13/1).
ბადურ
ცხნარს ერგო მაზმანი დათუა მამულით ცხერელი გიორგი ტბელიაშვილის ნაცვლად (XVII ს. Sd-1997).
ბადურა
მის მიწას ესაზღვრებოდა ვენახი, რომელიც მხითარ წატურაშვილმა მიჰყიდა სამეფო კარის მდივანს, ნასრ [თუმანიშვილს] (1623 წ. III. 17. 1450-33/68).
ბადურა
თამარაშენს მცხოვრები სომეხი, ყოფილა ცოტა ხნით ქაიხოსრო [მაჩაბლის] ხელში. როსტომ მეფემ იგი დაუბრუნა თავის კანონიერ პატრონს, ქუაბულ მაჩაბელს (1644 წ. 1448-86).
ბადურა
ყაია, ყორჩიბაშ ბაადურ და სარდალ პაპუნა [ციციშვილების] სამამულე დავის წიგნში აღნიშნულია, რომ მას ჰქონდა ციციშვილების ექვსი დღის მიწა ([1633-1658 წწ.] 1448-2316).
ბაადურაშვილი კაკოზა
ღორისთავს მცხოვრები, გუგუნა ბარათაშვილმა იგი, მამულითურთ, მიჰყიდა მდივანბეგ ვახტანგ ბარათაშვილს (1681 წ. Hd-9674).
ბადურაშვილი
მის მიწამდე მისცა ბერ ონასშვილმა მაღვდელ დავით ძამუკაშვილს მიწა (1699 წ. 1448-1174).
ბადურაშვილი
კასპს მცხოვრები, ამილახვარის ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა მშვილდით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
[ბადურაშვილი] ამირანა
ქვემო ბოლნისს მცხოვრები, მისი სახლი ყუზანა ბადურაშვილთან ერთად როსტომ მეფემ უბოძა მოლარეთუხუცეს შიოშ ხმალაძეს (1643 წ. Hd-1601).
ბადურაშვილი გიორგი
სკრას მცხოვრები, ზურაბ ჯავახიშვილის ყმა, ჰყავს ძმა ინაურია([1690-1697 წწ.] Sd-552 ა, ბ), და ლელა (1690 წ. Sd-552 ა). იგი თავის და-ძმასთან ერთად, ზურაბ ჯავახიშვილმა მიჰყიდა ხითარა კიტარაშვილს (1690 წ. IV. 6. Sd-552 ა); ხითარა [კიტარაშვილს] იგი ძმასთან ერთად შეუძენია [ზურაბ] ჯავახიშვილისაგან, ხოლო შემდეგ სააკა ტერ-გრიქორას შვილისათვის მიუყიდია, რომლის ყმები ყოფილან მისი ბიძები (1697 წ. VII. 10. Sd-552 ბ).
ბადურაშვილი ინაურია - ძმა გიორგი ბადურაშვილისა, იხ.
ბადურაშვილი ლელა - იხ. ლელა ბადურაშვილი
ბადურაშვილი ყუზანა
ქვემო ბოლნისს მცხოვრები, ამირან [ბადურაშვილთან] ერთად მისი სახლი როსტომ მეფემ უბოძა მოლარეთუხუცეს შიოშ ხმალაძეს (1643 წ. Hd-1601).
ბადურისშვილი შიოშ
მოწმე არუთინა ნასრ[ა]თ[ა]შვილის მიერ გულუა გრიგოლაშვილისათვის მიცემული ვენახის გაცვლის წიგნისა (XVII ს. Sd-888).
ბადუჩა
ახალდაბას მცხოვრები, ბოგანო, რევაზ მაღრანელის ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
ბადუჩაშვილები
საყაფლანიშვილოს ძღვენისა და სამასპინძლოს გარიგების დავთრის მიხედვით, ევალებოდათ: სააღდგომოდ - ბატკანი, ხუთი კვერცხი საშობაოდ - თოხლი, ორი ქათამი, საყველიეროდ - ხუთი სტილი ერბო, ხუთი სტილი ყველი, ათი კვერცხი, ქრისტეშობის მარხვაში - ორი ლიტრა თევზი, ყველიერში - ორი ლიტრა თევზი, სახარებოდ - ერთი ლიტრა თევზი, საბზობოდ ერთი ლიტრა თევზი, სასვიანო - ექვსი შაური, სამარხო - ერთი ლიტრა მუხუდო, ერთი ლიტრა ოსპი, სახიზე - ერთი მამალი თხა, საბაზიარო - ერთი ქათამი, სამასპინძლო - ორი ცხვარი, სამი კოდი პური, სამი კოდი ქერი, ორი ქათამი, ათი სტილი ერბო, ერთი ლიტრა მარილი;მთელ მამულზე-ბატონის საპალნე ღვინო - ერთი საპალნე, პირზე - ყველი „მოთალი ერთი“, სალორე ღორი ორმოცზე - ერთი, სამი სტილი თუთუბო (XVII ს. II ნახ. Hd-1365).
ბავტისძე ჯაუნორ
მჭედელი, მთავარმამა - მემღვიმე იოვანემ და შიომღვიმის კრებულმა მას უწყალობეს ვარდანისძეთა ნაქონი შოლაღრიური სამი დღის საღალო მიწა და დააკისრეს წელიწადში ოთხი ლიტრა ცვილი (1344 წ. IV. 5. ქრ. II. 180-181).
ბაზანდარაშვილი
მისი მიწა ესაზღვრებოდა მამუკა შავშიშვილის მიერ მითარა საღრიჩაშვილისათვის მიყიდულ მიწას (1644 წ. 1449-1848).
ბაზანდარაშვილი ბერიკა - 1664-1671 წწ.
კარალელი მამასახლისი (1664 წ. 1449-1848). მოწმე და გადამწყვეტი; მამუკა შავშიშვილის მიერ მითარა საღრიჩაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1664 წ. 1449-1848), ნასყიდა ვეფხვაძის მიერ მითარა საღრიჩაშვილისათვის მიცემული საწისქვილეს ნასყიდობის წიგნისა (1671 წ. 1448-154).
ბაზაძე გოგი
იგი, საკათალიკოსო გლეხების ნუსხის მიხედვით,ჰყავდა ბახუტა ალავიძეს (1650 წ. ახლო. დსსს. I. 53-55).
ბაზაძე გოჩია
ნავენახევს მცხოვრები, ჰყავს მამა ცოტნია, ემართა აფხაზეთის საკათალიკოსო ბეგარა; ცამეტი თეთრი, თექვსმეტი კოკა ღვინო, რვა საწონი ღომი, ერთი კოდი პური, ერთი კოდი ქერი, ძღვენი, სამი ქათამი, მუშაობა (1621 წ. ქსძ. III. №91).
ბაზაძე გოჩია
ნავენახევს მცხოვრები, ემართა აფხაზეთის საკათალიკოსო ბეგარა: ათი თეთრი, თორმეტი კოკა ღვინო, ექვსი საწონი ღომი, ერთი კოდი პური, ორი კოდი ქერი, ძღვენი, სამი ქათამი, მუშაობა (1621 წ. ქსძ. III. №91).
ბაზაძე მახარობელი
ნავენახევს მცხოვრები, ემართა აფხაზეთის საკათალიკოსო ბეგარა: ოცი თეთრი, ოცდაორი კოკა ღვინო; თორმეტი საწონი ღომი, ორი კოდი პური, ორი კოდი ქერი, ძღვენიანად სამი ქათამი, მუშაობა (1621 წ. ქსძ. III. №91).
ბაზაძე ცოტნია - მამა გოჩია ბაზაძისა, იხ.
ბაზაძე ხუტია
ნავენახევს მცხოვრები, ემართა აფხაზეთის საკათალიკოსო ბეგარა: ოცი თეთრი, ოცდაოთხი კოკა ღვინო, თორმეტი საწონი ღომი, ორი კოდი პური, ორი კოდი ქერი, ძღვენი, სამი ქათამი და მუშაობა (1621 წ. ქსძ. III. №91).
ბაზიერნი
ბარაუნთაში მცხოვრებნი, ისინი ალექსანდრე მეფემ შესწირა სვეტიცხოველს (1579 წ. 1448-5530).
ბაზლიძე
ცხვილოსს მცხოვრები, ამილახვარის ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით, მისი კომლიდან ორ კაცს ევალებოდა ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
ბაზლიძე გაბიტა
ცხვილოსს მცხოვრები, ამილახვარის ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით, მისი კომლიდან ორ კაცს ევალებოდა ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
ბაზლიძე ნადირა
ცხვილოსს მცხოვრები, ავთანდილ ამილახორის მეკოდისპურე სახასო ყმა (1700 წ. 1448-3602).
ბათანა
სუმბატ ურდოელაშვილის მიერ მისგან ნაყიდი ვენახი გიორგი მეფემ დაუმტკიცა სუმბატის შვილობილს, მესტუმრე ვირშელ ზვიადისშვილს(1460 წ. I. 30. 1449-1171).
ბათანთალასძე მგელია
იგი ალექსანდრე მეფემ შესწირა ალავერდის ეკლესიას ([1590-1600 წწ.] 1449-1609).
ბათიაშვილი
მისი ნაქონი მამული ქეთევან დედოფალმა შესწირა ალავერდს (1675 წ. XIL 12. 1449-2676).
ბათიაშვილი ბეჟია - ძმა ზაქარია ბათიაშვილისა, იხ.
ბათიაშვილი ბერუკა - შვილი პაპუნა ბათიაშვილისა, იხ.
ბათიაშვილი გიუნა - ძმა ზაქარია ბათიაშვილისა, იხ.
ბათიაშვილი ესია - ძმა პაპუნა ბათიაშვილისა, იხ.
ბათიაშვილი ზაქარია - 1642-1664 წწ.
სურამის მამასახლისი, ჰყავს ძმები: პაპუნა, იხ., ქაიხოსრო, თანია, მათე, ბეჟია, კაცია, გიუნა (1664 წ. 1448-90 ბ). როსტომ მეფის მიერ გაცემული სიგელის საფუძველზე გიორგი და ლევან ბატონიშვილებმა მას უწყალობეს სურამის მამასახლისობა და გაათავისუფლეს გამოსაღებებისაგან (1664 წ. VI. 10. 1448-90 ბ).
ბათიაშვილი თანია - ძმა ზაქარია ბათიაშვილისა, იხ.
ბათიაშვილი იეკონე - შვილი პაპუნა ბათიაშვილისა, იხ.
ბათიაშვილი იორდანე - ამოვარდნილი ბიძა პაპუნა ბათიაშვილისა, იხ.
ბათიაშვილი კაცია - ძმა ზაქარია ბათიაშვილისა, იხ.
ბათიაშვილი მათე - ძმა ზაქარია ბათიაშვილისა, იხ.
ბათიაშვილი პაპუნა
სურამელი, აზნაურიშვილი, ჰყავს ბიძა იორდანე, ძმები: ქაიხოსრო, ზაქარია, ესია, შვილები: იეკონე, სეხნია, ბერუკა. მას როსტომ მეფემ უწყალობა სურამის მამასახლისობა, მისი ამოვარდნილი ბიძის, იორდანეს მამული და ამოუკვეთა საური (1642 წ. III. 4. 1448-90 ა).
ბათიაშვილი სეხნია - შვილი პაპუნა ბათისშვილისა, იხ.
ბათიაშვილი ქაიხოსრო
ძმა პაპუნა ბათიაშვილისა, იხ. და ზაქარია ბათიაშვილისა, იხ.
![]() |
7.8 ბათილასშვილი || ბათილაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
ბათილაშვილი ბერი
ღრომს მცხოვრები, საამილახვროს დავთრის მიხედვით, მისი კომლიდან ორ კაცს ევალებოდა თოფით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
ბათილასშვილი გიორგი
ცხვილოსელი, ავთანდილ ამილახორის მეკოდისპურე სახასო ყმა (1700 წ. 1448-3602).
ბათილასშვილი ივანე
ცხვილოსელი, ავთანდილ ამილახორის მეკოდისპურე სახასო ყმა (1700 წ. 1448-3602).
ბათილაშვილი შოშიტა
ახრისს მცხოვრები, საამილახვროს დავთრის მიხედვით, მისი კომლიდან სამ კაცს ევალებოდა შუბით ლაშქრობა (XYII ს. II ნახ. 1448-5.032 ).
ბათლომაშვილი ბეჟუა
აბანოში მცხოვრები, ერთი კომლი, მოხსენიებულია ზემო ქართლის საკომლოების ნუსხაში (XVII ს.დამდ. QH-7014).
ბათლუმისშვილი
ჭოლევს მცხოვრები, ემართა ქუთაისის საყდრის ბეგარა: ცამეტი ათიანი კოკა ღვინო, ოცი თეთრის საკლავი, სათეთრო თევზი, ერთი ნაოთხალი ღომი, სამარხო ცერცვი, ძღვენი, საყდრის მუშაობა, რვა თეთრი (1578 წ. H−626).
ბათო-ყაენი
იხსენიება არსენ ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის მიერ მგელა აბულახტარისძისათვის მიცემულ სოფლის წყალობის დაწერილში: რუსუდან მეფეს მასთან გაუგზავნია არსენ ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი ([1241-1242 წწ.] 1448-5 003).
ბათუნაშვილი
გომს, მისი მიწის გვერდით, არდაშელ [ზუმბულიძეს] წილად ხვდა ქიტურას მიწა (1695-1697 წწ. 1450-31/132 ).
ბათუნასშვილი გოგინა
ჰყავს [ძმა] - ლაზარა. ჰქონდა დავა პაპუა მაღალაშვილთან და მის ძმებთან მჭედლისშვილის ვენახის ქვემოთ მდებარე ნასყიდ მიწაზე ნიაბში. მაღალაშვილებს ამ მიწის სანაცვლოდ მისცა ხოდაბუნთან მდებარე ამბროლიძისაგან ნაყიდი ერთი დღის მიწა (1664 წ. 14485 05 9).
[ბათუნასშვილი] ლაზარა - [ძმა] გოგინა ბათუნასშვილისა, იხ.
ბათხაძე გოგიჩაი
ხუვნიფუს მცხოვრები, გიორგი მეფემ იგი შესწირა ნიკორწმინდის ეკლესიას (1581 წ. ლაი. P-22 ბ).
ბათხაძე ნინაი
ხუვნიფუს მცხოვრები, გიორგი მეფემ იგი შესწირა ნიკორწმინდის ეკლესიას (1581 წ. ლაი. P-22 ბ).
ბაია
გულბათ და ელიოზ ელიოზიძეების გაყრისას იგი საუფროსო წილად ხვდა გულბათს, რაც დაამტკიცა სვიმონ მეფემ ([1573 წ. Sd-527). ბაიასშვილი||ბაიაშვილი
ბაიაშვილი
სთონეთს მცხოვრები, ხუცესი, სამი კომლი. იგი და მისი ძმები სვიმონ მეფემ შესწირა მანგლისის ღმრთისმშობლის ეკლესიას(1606წ. 1449-1777)..
ბაიასშვილი ათანასე
ჰყავს ძმა ზოსიმე. იგი, ძმასთან ერთად, თავის განაყოფებთან დაუზავებიათ ბოცო და ბეშქენ [ბოცოსძეებს], რომლებსაც მისცა დაწერილი ალის მთავარმოწამისათვის საპატიჟოს - ორასი თეთრის მირთმევის შესახებ.(თუ არ მიართმევდა, თმა-წვერი უნდა გაეპარსა), დამწერია ამ დაწერილისა (XIII ს. H-1347, 916918), მისცა პირობა: ბოცო და ბეშქენ ბოცოსძეებს ალის მონასტერში მათ მიერ დადებული წესის შეს რულების შესახებ. თუ ამ წესს მოშლიდა, უნდა ეზღო ოცი თეთრი (XIII ს. H-1347, 18).
ბაიასშვილი ზოსიმე - ძმა ათანასე ბაიასშვილისა, იხ.
ბაიდრისშვილი გიორგი - შვილი თანღრია ბაიდრისშვილისა, იხ.
ბაიდრისშვილი ელისბარ - შვილი თანღრია ბაიდრისშვილისა, იხ.
ბაიდრისშვილი თანღრია
ჰყავს შვილები: გიორგი, სამ[ა]ნა, ქრისტესია, ელისბარ. მიჰყიდა ბარნაბას, ტფილელ მთავარეპისკოპოსს, დუბის ვენახი (1592 წ. VI. 3. 1449-1556).
ბაიდრისშვილი სამანა - შვილი თანღრია ბაიდრისშვილისა, იხ.
ბაიდრისშვილი ქრისტესია - შვილი თანღრია ბაიდრისშვილისა, იხ.
ბაინდურ
მღებარი, მის საზღვრამდე უწყალობა ჯაჰანბანუ დედოფალმა სასახლის ადგილი სახლთუხუცეს ქაიხოსრო [ბარათაშვილს] (1628 წ. II. 27. 1450-20/63).
ბაინდურ
როსტომ მეფის ბრძანებით, ბოქაულთუხუცეს ედიშერთან ერთად გაარჩია კახელების დავა ანდერმან [ჩოლაყაშვილთან], რომელსაც შაჰ-აბასის დროს ნაშოვნ ყმებზე ედავებოდნენ. დავის გადაწყვეტილების მიხედვით, სადაო ყმები [ჩოლაყაშვილს] დაუტოვეს (1656 წ. V. 1. 1450-26/78).
ბაინდურ - შვილი შულავრელი მამასახლისის, თამაზასი, იხ.
ბაინდურ
მოწმე თავისი განაყოფის, რევაზას მიერ ბაინდურ გოგიბაშვილისათვის მიცემული სასახლე ადგილის წყალობის წიგნისა (1681 წ. Hd-2927).
ბაინდურ - 1681-1697 წწ.
დედოფლის კარის მუშრიბი || მუშრიბი, დამწერი: ბეჟან სოლაღაშვილის მიერ გოგია ნაღდიაშვილისათვის მიცემული სასახლე ადგილის წყალობის წიგნისა (1681 წ. Hd-2927), ატოცის წმინდა გიორგის დეკანოზის, ნათანის მიერ გივი თუმანიშვილისათვის მიცემული პირობის წიგნისა (1692 წ. VI. 26. Hd-9656 ბ); მოწმე პაპუა ანდერმანიშვილ-საგინაშვილის მიერ ასლან ორბელიშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1696 წ. 1450-15/79), ნასყიდა მაისურაძის მიერ მდივან ბეგთაბეგ [მარტიროზიშვილისათვის] მიცემული ვენახზე უდაობის წიგნნისა (1697 წ. II. 7. 1450-2/4).
ბაინდურ
მოწმე მეითრიანთ პაატაბეგის შვილის, ასლანის მიერ ბალაბულაანთ ავეტისასათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1692 წ. II. 15. 1450-10/139).
ბაინდურ
ჰყავს პაპა ვახტანგა, ძმა პაპუნა. მიჰყიდა დღენახევრის მიწა კაჭკაჭისხევში ზაალ ყორღანაშვილს (XVII ს. IV მეოთხ. 1450-1/88).
ბაინდურა
აკაურთას მცხოვრები, იგი, მამულით წილად ხვდა იოთამ ბარათაშვილს ([1537-1538 წწ.] VIII. 16. 1450-11/112).
ბაინდურა
ღანუხს მცხოვრები, იგი ელმირზა ბატონიშვილმა სხვა თერთმეტ კომლ კაცთან ერთად შესწირა სვეტიცხოველს (1580 წ.1448-5527).
ბაინდურა - 1637-1644 წწ.
შუაბოლნელი (1644 წ.1450-33/66), პარონ სარქისას შვილი, დამწერი: ავთანდილ ბარათაშვილის მიერ მგელია ვალალაშვილისათვის მიცემული მამულის წყალობის წიგნისა (1637 წ. II. 12. 1448-2936); მოწმე ევანეზა ზეგულასშვილის მიერ ავთანდილ ბარათაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1644 წ. III. 27. 1450-33/66).
ბაინდურა - 1644-1646 წწ.
ნაცვალი, ამზაბეგის ყმა, მოწმე: შუა ბოლნელ ევანეზ ზეგულასშვილის მიერ სუფრაჩ ავთანდილ ბარათაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1644 წ. III. 27. 1450-33/66); შუა ბოლნელ მამასახლის სამებისას მიერ ალიხანა იაგულაშვილისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1646 წ. III. 13. 1450-9/133).
ბაინდურა
მოწმე გიორგი სანჯარაშვილის მიერ მეჯორეთუხუცეს მაჰმადასათვის მიცემული სახლის ნასყიდობის წიგნისა (1646 წ.ახლო. 1450-53/120).
ბაინდურა
ხოჯა, მოწმე გარსევან იორდანაშვილის მიერ მანუჩარ მეითრისათვის მიცემული ყმის ნასყიდობის წიგნისა (1670 წ. V. 1. Hd-9701).
ბაინდურა
მოწმე ალიყაფლანა ლაჩინაშვილის მიერ ნაზარა ხოჯაბეგაშვილისათვის მიცემული სახლისა და კალოს ნასყიდობის წიგნისა (1677 წ. X. 1. 1450-14/107).
ბაინდურა
მოწმე სეფიყულა ზაქუმისშვილის მიერ ხოსროვა დალალაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1683 წ. III. 25. 1450-48/144).
ბაინდურა - ხოჯა, ძმა თეიმურაზისა, იხ.
ბაინდურა - ძმა ზაზუასი, იხ.
ბაინდურა
მის მიწამდე მიჰყიდა ბაინდურ [შანშიაშვილმა] ყორღან [ყორღანაშვილს] მიწა (1688 წ. IV. 1. 1450-16/150).
ბაინდურა
ბატონი, მოწმე ბასილა ქუბასშვილის მიერ ქიტიასათვის მიცემული მიწისა და წისქვილის ნასყიდობის წიგნისა (1689 წ. III. 25. Hd-1750).
ბაინდურა
გორში მისი დარბაზის გვერდით მიჰყიდა მიწა მერაბ ხუდაბაშასშვილმა ბაინდურ ალიხანასშვილს (1689 წ. III. 1. 1450-45/127).
ბაინდურა - ძმა წრაუთის მამასახლისის, მარქარასი, იხ.
ბაინდურა
მის კალომდე მიჰყიდა გასპარა დარისპანაშვილმა თავის ბიძაშვილს, დოლმაზა [შანშიაშვილს] მიწა (1690 წ. VI. 1. Hd-1780).
ბაინდურა
მოწმე ქაიხოსრო თუმანიშვილის მიერ მდივან გივი [თუმანიშვილისათვის] მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1696 წ. Ad-974).
ბაინდურა
ახალქალაქის მამასახლისი, მოწმე ზურაბ შიხეიდარისშვილის მიერ ავთანდილ [მოურავიშვილისათვის] მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1698 წ. III. 15. Hd-2598).
ბაინდურა
წრაუთის მამასახლისის შვილი, მოხსენიებულია საყაფლანიშვილოს ძღვენისა და სამასპინძლოს გარიგების დავთარში (XVII ს. II ნახ. Hd-1365).
ბაინდურა
მისი და ზალიაშვილების სანაცვლოდ მოურავს და ზურაბ [სააკაძეს] ერგოთ ახალქალაქს მცხოვრები გიქუა პატაშვილი თავისი ქონებით (XVII ს. ბოლო მეოთხ. Hd-12087).
ბაინდურა
მან „ფიცი დაადო“ ზურაბის ყმებს, წამალას და თორელს, რომელთაც დავა ჰქონდათ ზალინას ყმასთან, ივანესთან, საწისქვილეს გამო ([1688-1703 წწ.] Hd-2043).
ბაინდურა
ხოჯა შაჰნავაზ მეფისა, მოხსენიებულია სამეფო კარის მსახურთა სიაში ([1688-1703 წწ.] Ad-763).
ბაინდურა
მისი ორი შვილი შეტანილია სამების ყმათა ნუსხაში (XVII-XVIII სს. მიჯნა. 1449-1841).
![]() |
7.9 ბაინდურაანი || ბაინდურასშვილები |
▲ზევით დაბრუნება |
ბაინდურაანი
მათი [სახლი] ესაზღვრებოდა ოჰანა ასატურასშვილის მიერ ამირაღასა და შერმაზანასათვის მიყიდულ სახლს (1649 წ. V. 1449-2654).
ბაინდურასშვილები
ციხისს მცხოვრებნი, ყორღანას გლეხები, ნაზარალიხანმა ისინი, მამულითურთ, უწყალობა ვახტანგ ბარათაშვილს (1693 წ. X. 25. 1448-3270).
![]() |
7.10 ბაინდურასშვილი || ბაინდურაშვილი || ბაინდურაანთ |
▲ზევით დაბრუნება |
ბაინდურასშვილი
მისი მიწა ესაზღვრებოდა გოგია მესხიშვილის მიერ ზუბიტა თოთიაურისათვის მიყიდულ მიწას (1680 წ. 1448-8750).
ბაინდურაშვილი (ვარ. ბაინდურასშვილი)
ახალშენს მცხოვრები, ელისბარასშვილი ნაზარას თავის ბიძაშვილ ნასყიდა დოლმაზაშვილთან გაყრის შედეგად ამირჯანაშვილის სახლების სანაცვლოდ ერგო შინდის „მიწაში ნაღობი“, რომელიც მას ეჭირა (1696 წ. III. 25. Hd-9350); მისი ღობის გასწვრივ მდებარე მიწა მანთაშა მირზაშვილმა მიჰყიდა ნასყიდა დოლმაზაშვილს (1700 წ. VIII. 19. Hd-10246).
ბაინდურაშვილი
კასპს მცხოვრები, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
ბაინდურასშვილი
ბოდბეს მცხოვრები, შეტანილია სამების ყმების ნუსხაში (XVII-XVIII სს. მიჯნა. 1449-1841).
ბაინდურაშვილი
იყალთოს მცხოვრები, მისი ორი ობოლი შეტანილია სამების ყმათა ნუსხაში (XVII -XVIII სს. მიჯნა. 1449-1841).
ბაინდურაანთ აკოფა
მოწმე იაგანა აკოფაშვილის მიერ მურადა დუთასშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. ბოლო 1450-8/17).
ბაინდურასშვილი ბაინდურა - იხ. ტოტოანთ ბაინდურასშვილი ბაინდურა.
ბაინდურასშვილი ბეჟან
კაკაბეთის მოურავი, ჰყავს შვილი შერმაზან, მოწმე კაკაბელებსა და შიბლიანელებს შორის მიწა-წყალზე დავის გარიგების წიგნისა (1700 წ. XI. 15. Ad-574).
ბაინდურასშვილი-ბეჟანისშვილი გაბრიელ - იხ. ბეჟანისშვილი-ბაინდურასშვილი გაბრიელ
ბაინდურასშვილი ბერიკა - იხ. ჯავნარაანთ ბაინდურასშვილი ბერიკა
ბაინდურაშვილი ბერო
ერთი კომლი, შეტანილია ალავერდის ტაძრის საკომლოების ნუსხაში (XVII ს. Ad-898).
ბაინდურასშვილი ბეროა - იხ. ტოტოანთ ბაინდურასშვილი ბეროა
ბაინდურაშვილი ბერუკა
მოწმე პაპუნა ლალასშვილის მიერ დავით ამირაღასშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1681 წ. Hd-5270).
ბაინდურასშვილი გასპარა
მოწმე ყანყუზარათ მირაქას მიერ მერაბ ყანდინაშვილისათვის მიცემული სახლების ნასყიდობის წიგნისა (1686 წ. VII. 24. 1448-2944).
ბაინდურაშვილი დემურა
სახუნდარს მცხოვრები, იგი პაპია და დოლმაზა შანშიაშვილების გაყრის დროს ერგო დოლმაზას (1667 წ. Hd-9292).
[ბაინდურაშვილი] ზუბალა
მოწმე ყორღანაანთ ქემაროზაშვილ რამაზას მიერ თავისი განაყოფის, ყორღანაშვილ-დავითისშვილ ზაალისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1658 წ. Qd-2024).
ბაინდურასშვილი ზურაბა
ხელთუბანს მცხოვრები, მოწმე ბახუტა შატბერაშვილის მიერ მაქია ალექსანაშვილ-ნანუჭაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1678 წ. V. 1450-10/162).
ბაინდურაშვილი ივანა
მოწმე დავით ჩალაბაშვილის მიერ უშეკა ბახჩიაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1632 წ. IX. 8. Ad-1568).
[ბაინდურანთ] მელიქა
მოწმე იაგანა აკოფაშვილის მიერ მურადა დუთასშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. ბოლო 1450-8/17).
ბაინდურაშვილი პაპუნა
მოწმე უცნობი პირის მიერ მამუკა ბახჩიაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1674 წ. 1448-10000).
ბაინდურაშვილი ფოცხვერა
ჩოიგდარა (sic), ქალაქს მცხოვრები, შეტანილია სამების ყმათა ნუსხაში (XVII-XVIII სს. მიჯნა. 1449-1841).
ბაინდურასშვილი შერმაზან
კაკაბეთელი მოურავი, ჰყავს მამა ბეჟან, მოწმე კაკაბელებსა და შიბლიანელებს შორის სამამულე დავის გარიგების წიგნისა (1700 წ. XI. 15. Ad-574).
ბაირამა - შვილი მგელუასი, იხ.
ბაირამა - [შვილი] წოვანშასი, იხ.
ბაირამა - ძმა შულავრელი მამასახლისის, თამაზასი, იხ.
ბაირამა
მისი აღმოჩნდა საბაგე მიწა, რომლის გამოც ბერუას ბერინაშვილი ედავებოდა (1693 წ.1450-28/34).
ბაირამა
ქალაქის სარაჯი, მოწმე პაპუა ტერტერასშვილის მიერ ფარემუზ ჯავახიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1695 წ. Hd-6442).
ბაირ[ა]მა
თორტიზას მცხოვრები, ბოგანო, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1449-5032).
![]() |
7.11 ბაირამასშვილი || ბაირამაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
ბაირამასშვილი
მირტაშენს მცხოვრები, იგი, მამულით, წილად ხვდა იოთამ ბარათაშვილს (1537-1538 წწ. VIII. 16. 145 -11/112).
ბაირამასშვილი
მისი და მირზაშვილის ორი საკომლო თამაზ [ბარათაშვილმა] მიჰყიდა კაცია [ორბელიშვილს] (1690 წ. IV.12. 1450-10/186).
ბაირამაშვილი ასლამაზ
კრკონს მცხოვრები, ჰყავს სახლიკაცი მირზა, რომელთან ერთადაც ერგო თამაზ [ბარათაშვილს] ([1633-1658 წწ.] 1448-2318).
ბაირამაშვილი მაზიტა
კრკონს მცხოვრები, ჰყავს [სახლიკაცი] მირზა, რომელთან ერთადაც წილად ერგო თამაზ [ბარათაშვილს ([1633-1658 წწ.] 1450-11/69).
ბაირამაშვილი მირზა
კრკონს მცხოვრები, იგი წილად ერგო თამაზ ბარათაშვილს თავის სახლიკაცებთან: ასლამაზასთან ([1633-1658 წწ.] 1448-2318) და მაზიტასთან ([1633-1658 წწ.] 1450-11/69) ერთად.
ბაირამაშვილი პარუმბეგა
ვანქელი, მოწმე ალიხან არეშიშვილის მიერ გერმანოზ ბარათაშვილისათვის მიცემული მიწების გაცვლის წიგნისა (1638წ. IV. 4. Hd-6261).
ბაირამყული - 1649-1652წწ.
ბაზიერთუხუცესი, როსტომ მეფემ უწყალობა: ამოვარდნილ ახვერდას მამული (1649 წ. 1450-53/88), ბაზიერთუხუცესის სარგო - ყარაიაზის მეყორუღობა და ბელბაშობა, ლოჭინის ქვემოთ, ყარაღაჯის გარდა, სამეფო მამულებიდან - საბელბაშო, კონზე დაჭერილი ორაგულიდან - ოცისთავი, ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ჯამაგირიან ბაზიერებიდან - ათისთავი, აგრეთვე, როგორც შიოშ ბაზიერთუხუცესს ჰქონდა, მასაც იმავე წესით უბოძა პირზე თითო ცხვარი (1652 წ. 1461-3/35).
ბაისოღველა
მოლარე, მოწმე ლომია მამისთვალაშვილის მიერ ხოჯა ხოჯასშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1688 წ. XII. 1450-33/20).
ბა[ი]სოღულაშვილი ბაღდასარა - იხ. აღამურაანთ ბაისოღულაშვილი ბაღდასარა.
ბაისოღულასშვილი ელიზბარ - [ძმა] იარალი ბაისოღულასშვილისა, იხ.
ბაისოღულასშვილი იარალი
ალელი, ჰყავს: [ძმები]: სტეფანე, ყანდინა, ელიზბარ, შვილები: შერმაზან, ნასყიდა, როსტომ, მოსე. იყიდა არაქელ მურადასშვილისაგან ტუხაანთ ხატისას შვილებისაგან ნაყიდი ქულბაქი, რომელსაც ესაზღვრებოდა: ქოსაანთ სარქისას ქულბაქი, ქოთოაანთ კარის გზა და ორღობე, ტუხაანთ ქოთოასა და ხატისას შვილების სახლები, ბაზრის შარა (1692 წ. 1. 24. 1448-91).
ბაისოღულასშვილი მოსე - შვილი იარალი ბაისოღულასშვილისა, იხ.
ბაისოღულასშვილი ნასყიდა - შვილი იარალი ბაისოღულასშვილისა,იხ.
ბაისოღულასშვილი როსტომ - შვილი იარალი ბაისოღულასშვილისა,იხ.
ბაისოღულასშვილი სტეფანე - [ძმა] იარალი ბაისოღულასშვილისა, იხ.
ბაისოღულასშვილი ყანდინა - [ძმა] იარალი ბაისოღულასშვილისა, იხ.
ბაისოღულასშვილი შერმაზან - შვილი იარალი ბაისოღულასშვილისა,იხ.
ბაისოღულისშვილი
ნიკოლოზ კათალიკოსის მიერ შედგენილ სვეტიცხოვლის განძთა ნუსხაში ნათქვამია, რომ მან სვეტიცხოველს შესწირა ნივთები ([1562-1584 წწ.] Ad-97).
ბაისხანა
იგი ალექსანდრე მეფემ შესწირა აკურის მონასტერს გურანდუხტისა და მისი შვილის სააღაპედ (1597 წ. Ad-327).
ბაკა: ბაკასეული
ბაკასეული სასახლე სოფელ ბარში ეკუთვნოდა აფხაზეთის საკათალიკოსო სამწყსოს ([1673-1696 წწ.] 1448-15 28).
ბაკაურაშვილი მათე
მოწმე გიგილა ტერტარაშვილის მიერ მაზიტა ნინიაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (XVII-XVIII სს. მი ჯნა. 1450-35/17).
![]() |
7.12 ბაკურასშვილი || ბაკურაშვილი || ბაკურაანთ |
▲ზევით დაბრუნება |
ბაკურაანთ
მათი ნავენახევი ესაზღვრებოდა დათუნა ლაგრაძის მიერ გიორგი ნინიაშვილისათვის მიცემულ მიწას ([XVII ს. 80-იანი წლები.] 1450-35/13).
ბაკურაშვილი
მის მიწამდე მიჰყიდა ბაგა დემეტრე ხუციშვილმა თამაზ ნინიაშვილს (1699 წ. II. 13. 1450-35/23).
ბაკურაშვილი ბერა - [ძმა] ხიზანა ბაკურაშვილისა, იხ.
ბაკურასშვილი ბერი - შვილი მახარა ბაკურასშვილისა, იხ.
ბაკურასშვილი გიორგი - შვილი მახარა ბაკურასშვილისა, იხ.
ბაკურაშვილი გიორგი - [ძმა] ხიზანა ბაკურაშვილისა, იხ.
ბაკურაშვილი გოგა - შვილი ხიზანა ბაკურაშვილისა, იხ.
ბაკურაშვილი გრიქორა
მიჰყიდა მკრტიჩ [ო]ნიკაშვილს თავისი ადრე ნაყიდი აბულაშვილის სახლი: ერთი დარბაზი და დერეფანი, რომელსაც ესაზღვრებოდა ხუცეს ავ[ე]ტას ახპეროს (sic) და ჩიჩიკას სახლები (XVI ს. 1550-60-იანი წწ. 1448-5333).
ბაკურაშვილი ივანა - [ძმა] ხიზანა ბაკურაშვილისა, იხ.
ბაკურაშვილი მახარა
ხოვლეს მცხოვრები, იგი გოშფარ და როინ [ჯავახიშვილების] გაყრის დროს ერგო გოშფარს ([1527-1558 წწ.] Qd-605).
ბაკურასშვილი მახარა - 1689-1690 წწ.
ჰყავს შვილები: გიორგი, ქერობინ || ქერუიმ, ბერი (1689-1690 წწ. Hd-14084, 1450-35/16), განაყოფი ოთია [ბაკურასშვილი] (1690 წ. 1450-35/16). მიჰყიდა: ფარემუზ ჯავახიშვილს ბაგაში იორდანული მამული (1689 წ. X. 30. Hd-14084), გიორგი ნინიასშვილს თავისი ბატონისაგან ნაყიდი ნაზვრევის თავში სასთაულა მიწა კოჭინჭალას ბაგას აქეთ, ნინიაშვილების მანაგაძიურ ბაგამდე (1690 წ. 1450-35/16).
ბაკურაშვილი მახარებელი
ზოვლელი, მოწმე ნადირა ტაველასშვილის მიერ გაცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (XVI-XVII სს. მიჯნა. Hd-1359 ა).
[ბაკურასშვილი] ოთია
განაყოფი მახარა ბაკურასშვილისა, მოწმე მახარა ბაკურასშვილის მიერ გიორგი ნინიასშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1690 წ. 1450-35/16).
ბაკურაშვილი პატა - [ძმა] ხიზანა ბაკურაშვილისა, იხ.
ბაკურასშვილი ქერობინ (ვარ. ქერუიმ) - შვილი მახარა ბაკურასშვილისა, იხ.
ბაკურაშვილი ხიზანა
ჰყავს: ძმები: ბერა, პატა, გიორგი, ივანა; შვილი გოგა. მიჰყიდა ბერ ნარიმანაშვილს ქედაში მიწა (1697წ. Hd-10897).
ბაკურაძე
მის მიწამდე მიჰყიდა მამისიმედმა „ზველეული“ მიწა იობ ფადლაძეს (XVI ს. I მეოთხ. Hd-1552 კე).
ბაკურაძე
მისგან უყიდია იოსებ ფანჩულიძეს მთავარანგელოზის დაქცეული ეკლესიის ნახევარი (1527 წ. IV. 27. Sd-2894).
ბაკურაძე
საეკლესიო პირი გელათის მონასტერში. ულუხანის [ლორთქიფანიძის] ცოლის, აღაპის გადახდის დროს მისთვის უნდა მიეცათ ორი თეთრი (1573წ. 1448-3324).
ბაკურაძე
მისეული ერთი სასახლე ადგილი გელათის საყდართან საკათალიკოსო გლეხების ნუსხის მიხედვით, აკლდა კათალიკოსის მამულებს (1650წ. ახლო დსსს. I. 53-55).
ბაკურაძე ბაკურა
მის მიწამდე მიჰყიდა ნავროზა თავგიორგაძემ საყანე მიწა და ტყე იობა ფადლაძეს (XVI ს. I მეოთხ. Hd-1552 კვ).
ბაკურაძე გიორგი
მოწმე ივანა ცირღილაძის მიერ იობა ფადლაძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (XVI ს. I მეოთხ. Hd-1552 კბ).
ბაკურაძე მამისბედა (ვარ. მამიზბედა)
მოწმე: ნავროზა თავგიორგაძის მიერ იობა ფადლაძისათვის მიცემული ტყისა და მიწების ნასყიდობის წიგნებისა (XVI ს. I მეოთხ. Hd-1552 კვ, კდ), ივანა ცირღილაძის მიერ იობ ფადლაძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (XVI ს. I მეოთხ. Hd-1552 კბ), მარკოზ ცირღილაძის მიერ იობ ფადლაძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (XVI ს. I მეოთხ. Hd-1552 კგ).
ბაკურია კაჭუჭია
ხიბულას მცხოვრები, ემართა აფხაზეთის საკათალიკოსო ბეგარა - ყოველ დღე კამეჩის შენახვა (1621 წ. ქსძ. III. №91).
ბაკურიძე გიორგი
კულბითში მცხოვრები, ერთი კომლი, ჰყავს ძმები: შალვა, დათუნა და იმათი ნაშენი ოთხი ვაჟი. მოხსენიებულია ზემო ქართლის სადროშოს აღწერის დავთარში (XVII ს. II ნახ. Qd-7017).
ბაკურიძე დათუნა - ძმა გიორგი ბაკურიძისა, იხ.
ბაკურიძე შალვა - ძმა გიორგი ბაკურიძისა, იხ.
ბალა
ზემო ღანუხს მცხოვრები, იგი ლეონ მეფემ შესწირა სვეტიცხოვლის ეკლესიას (1569 წ. 1448-5529-1).
ბალაბულანთ ახპერჯანასშვილი (ვარ. ბალბულანთ) ავეტისა - 1692-1700 წწ.
ჰყავს შვილები: მელქოა, ოსეფა ([1692-1700 წწ.] 1450: 10/139, 30/201), მოსისა (1692 წ. 1450-10/139). იყიდა მეითრიანთ პაატაბეგისშვილ ასლანისაგან ჭალის ბოლოს ადგილი (1692 წ. II. 15. 1450-10/139), მას სთხოვა ზურაბა უპიტაშვილმა ადგილი ჩარხის ჩასადგმელად და თან პირობა მისცა,რომ რუსათვის წყალს არ გადაუკეტავდა და ქირის სახით კვირაში ერთხელ მთელი დღე-ღამის განმავლობაში მისცემდა წყალს მოსარწყავად (1700 წ. III. 19. 1450-30/201).
ბალაბულანთ მელქოა (ვარ. მელქუა) - შვილი ბალაბულანთ ახპერჯანასშვილ ავეტისასი, იხ.
ბალაბულანთ მოსისა - შვილი ბალაბულანთ ახპერჯანასშვილ ავეტისასი, იხ.
ბალაბულანთ ოსეფა - შვილი ბალაბულანთ ახპერჯანასშვილ ავეტი სასი, იხ.
ბალაბულანთ ჰაზოასშვილი საქოა
მიჰყიდა ქეფინაანთ კარაპეტასშვილ არუთინას ქალაქში, კლდის უბანში, ციხესთან, სახლ-კარი, რომელიც ესაზღვრებოდა სადოანთ საჰაკას, გულმაჰმადას და თათარ მანუჩარას სახლებს (1697 წ. VII. 20. Hd-13022).
ბალავაძე მახარაი
ხონს მცხოვრები, იგი გიორგი მეფემ უწყალობა დავით წულუკიძეს (1570 წ. Hd-2270).
ბალასშვილი
თაფანს მისი ვენახის გასწვრივ მიჰყიდა ბარათა ბარათაშვილმა მდივანბეგ ვახტანგ ორბელიშვილს [მამული] (1684 წ. X. 1. Sd-540).
ბალაძე
იონა ამირასლანისშვილის ყმა, ჰყავს შვილი პაპუნა. მიჰყიდა ელიზბარ ნომასშვილს ციხის გაღმა, მინდურის უბანში, სამი სახლი გოგოჭურისა და გიორგის სახლების მეზობლად. სახლების გაყიდვის უფლება მან იოანე ამირასლანისშვილისა და მისი დედის, ქეთევანისაგან მიიღო (1689 წ. XII. 20. 1448-2940).
ბალაძე პაპუნა - შვილი ბალაძისა, იხ.
ბალახაშვილი ნიკოლოზ
ჰყავს [ძმა] საბა, მიუყიდია გულიშარის (ჩაისარ თმოგველის ასულის), მშობლებისათვის ფიაში კურნაული მამული (XI V ს. Ad-933. კეფი 8 v).
ბალახაშვილი საბა - ძმა ნიკოლოზ ბალახაშვილისა, იხ.
ბალბაქუანთ გასპარა
მოწმე აბესალამაანთ ბეჟოას მიერ ფასინასათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1680 წ. III. 30. 1448-1103).
ბალბულანთ ავეტისა - იხ. ბალაბულანთ ახპერჯანასშვილი ავეტისა
ბალდინა
მოწმე ზაქუმ [ზაქუმიშვილის] მიერ ალავერდა [იაგულაშვილისათვის] მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1694 წ. X. II. 1450-9/113).
ბალევანაშვილი
მისი და დალალაშვილის წისქვილებს შუა მიჰყიდა პაპა ნასრიაშვილმა დურმიშხან [იაგულაშვილს] მამული (1699 წ. X. 11. 1450-9/121).
ბალთური მახო
წინაუბანს მცხოვრები, თუში, იგი სუტა ბალთურთან ერთად შაჰნავაზმა უბოძა როშაქ ჩოლაყაშვილს (1665 წ. Hd-2244).
ბალთური სუტა
წინაუბანს მცხოვრები, თუში, იგი მახო ბათურთან ერთად შაჰნავაზმა უბოძა როშაქ ჩოლაყაშვილს (1665 წ. Hd-2244).
ბალია
სახატო ვენახის ნაცვლად მისი ვენახი ესტატემ მისცა თავის განაყოფს, ფარსადანს (1665 წ. Qd-195).
ბალიაშვილები
საღორისს მცხოვრებნი, ისინი ნაზარალი-ხანს უბოძებია ჯერ ერეკლე სოლაღაშვილისათვის, შემდეგ კი ერეკლეს განაყოფ ასლამაზ სოლაღაშვილისათვის (1697 წ. Sd-762).
ბალიაშვილი
მისი ვენახის ზემოთ მიჰყიდა გივი გაბაშვილმა ორი დღის სავენახე მიწა ბატონ თამაზს (1634 წ. 1450-20/24).
ბალიაშვილი
ყაია, ყორჩიბაშ ბადურ და სარდალ პაპუნა [ციციშვილების] სამწევრისის სამამულე დავის წიგნში აღნიშნულია, რომ მას ქვემო გომს ჰქონდა ციციშვილების სამი დღის მიწა ([1633-1658 წწ.] 1448-2316).
ბალიაშვილი
ბაადურ [ციციშვილის] სამწევრისული გამოფიცული მიწების ნუსხაში აღნიშნულია, რომ მისი ვენახი ყულოღლის ეჭირა (1671 წ. Hd-833).
ბალიაშვილი ბერი
იგოეთს მცხოვრები, თამაზის ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა მშვილდით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
ბალიაშვილი ბერია - განაყოფი შალუტა ბალიაშვილისა, იხ.
ბალიაშვილი ზურაბ - შვილი შალუტა ბალიაშვილისა, იხ.
ბალიაშვილი ქურციკ
შესწირა [აჴდილას] წმინდა გიორგისა და ოთხთავს ჭანჭახური [მამული] (XIV-XV სს. H-1782. 56 v-1).
ბალიაშვილი შალუტა
საღორის მცხოვრები, დავით სოლაღაშვილის მკვიდრი ყმა, ჰყავს შვილი ზურაბ, განაყოფები გივიშვილები: მღთისია, ბერია და მისი შვილი იორამ (1655 წ. Sd-749), ბერია ბალიაშვილი (1655 წ. Sd: 749, 750). აპირებდა სოლაღაშვილების ყმობიდან გამოსვლას და სახატოდ დადგომას. როსტომ მეფემ იგი, მამულითურთ, ისევ დავით სოლაღაშვილს დაუმკვიდრა (1655 წ. Sd-750); მისცა ყმობისა და ერთგულების პირობა თავის ბატონებს - დათუნა, ბიძინა, იორამ, ბეჟან და გიორგი სოლაღაშვილებს (1655 წ. Sd-749).
ბალიაშვილი ხოსიტა
ნადარბაზევს მცხოვრები, სამთავნელის ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა შუბით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
ბალიხოველი დემეტრე
ქულიანთელი, მას უბოძა ბერთის კრებულმა „შავგიორგული აგარად ლულიაური“ მფლობელობის უფლებით. მისი სიკვდილის შემდეგ მიწა ისევ მონასტერს უნდა დაბრუნებოდა (XVI ს. Qd-906. 399 v).
ბალიხოკაშვილი
ჩხიქუთას მცხოვრები, პაპუნა დემეტრესშვილის ყმა, იგი როსტომ მეფემ უწყალობა პაპუნა თურქისტანიშვილს (1640 წ. 1450-10/117).
[ბალნაშვილი] ბერი - სახლიკაცი პაპუნა ბალნაშვილ-ზოზიაშვილისა, იხ.
ბალნაშვილი გიორგი - სახლიკაცი პაპუნა ბალნაშვილ-ზოზიაშვილისა, იხ.
ბალნაშვილი დათია - სახლიკაცი პაპუნა ბალნაშვილ-ზოზიაშვილისა, იხ.
ბალნაშვილი დემეტრე - შვილი პაპუნა ბაღნაშვილ-ზოზიაშვილისა,იხ.
ბალნაშვილი თამაზა - სახლიკაცი პაპუნა ბალნაშვილ-ზოზიაშვილისა, იხ.
ბალნაშვილი თევდორე - შვილი პაპუნა ბალნაშვილ-ზოზიაშვილისა, იხ.
ბალნაშვილი მამისა - შვილი პაპუნა ბალნაშვილ-ზოზიაშვილისა, იხ.
ბალნაშვილი მახარე - შვილი პაპუნა ბალნაშვილ-ზოზიაშვილისა,იხ.
ბალნაშვილი-ზოზიაშვილი პაპუნა
ჰყავს შვილები - მახარე, მამისა, დემეტრე, თევდორე, სოზია, სახლიკაცები: დათია, ქიტა და მათი შვილები: ბერი, გიორგი, თამაზ. მიჰყიდა პაპუნა დედაბრისშვილს ნაფუძარი (1684 წ. Hd-6775)
ბალნაშვილი სოზია - შვილი პაპუნა ბალნაშვილ-ზოზიაშვილისა, იხ.
[ბალნაშვილი] ქიტა - სახლიკაცი პაპუნა ბალნაშვილ-ზოზიაშვილისა, იხ.
ბანაროზა - ჰყავს [სახლიკაცები]: იობ, იანქო, ელვარ. მათ სვიმონ მეფემ განუახლა [დევაური] მამულის წყალობა (1556-1600 წწ.] Hd-14658).
ბანგიჯასპ
აბაშის ასული, თანამეცხედრე პაპუნა [ბარათაშვილისა], იხ.
[ბანდაისძე] [ავ]გა[რო]ზ
ჰყავს [სახლიკაცი] გრიგოლ, რომელთან ერთად შესწირა ლარგვისის წმინდა თევდორეს ეკლესიას მეჯუდის ხევს ლომსაურის საახალშენე მიწა კოტაური, რომელიც მისთვის ერისთავს „ქაშოეთის“ დახატვისათვის უბოძებია; აგრეთვე - მისი მამისა და ბიძის ნაქონი „აფხაზთეული“ მიწა და გაიჩინა წირვა თევდორობის მეორე დღეს (1348 წ. ახლო. A-575, 155 r).
[ბანდაისძე] გრიგოლ - [სახლიკაცი] ავგაროზ [ბანდაისძისა] იხ.
ბანდიშვილი დათო
კალაურს მცხოვრები, ერთი კომლი, შეტანილია სვეტიცხოვლის საკომლოების ნუხხაში (1689 წ. 1449-1792).
ბანეთისშვილი ბერი - მოხსენიებულია ყმების ნუსხაში (XVII ს. Hd-14912).
ბანეთისშვილი პატა - მოხსენიებულია ყმების ნუსხაში (XVII ს. Hd-14912).
ბანკანაშვილი
ყინცვისს მცხოვრები, საციციანოს სახასო ყმა ([1658-1675 წწ.] Hd-14534).
ბანკანაშვილი
მის მიწამდე მიჰყიდა მახარებელ ხუციშვილმა გიორგი წინამძღვრიშვილს მიწა ბედენზე (1695 წ. Hd-6171).
ბ[ა]ნკანაშვილი
მისი მიწა ემიჯნებოდა გიორგი ქუბაძის მიერ ზაალ წინამძღვრიშვილისათვის მიყიდულ მიწას (1700 წ. VIII. 29. Hd-14317).
ბანკანაშვილი ბერი
მოწმე ბერუკა ონაშვილის მიერ ზაალ წინამძღვრიშვილისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. 1448-1105).
ბანკანაშვილი დათუნა
მოწმე მახარებელ ხუციშვილის მიერ გიორგი წინამძღვრიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1695 წ. Hd-6171).
ბანკანაშვილი ხოსიტა
მოწმე მამუკა ონაშვილის მიერ გიორგი წინამძღვრიშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1689 წ. VI. 7. Sd-551).
ბანკანაშვილი ხოსიტაჲ
ყინცვისს მცხოვრები, მოწმე შიო წინამძღვრიშვილის მიერ თავის ბიძაშვილ ზაალისათვის მიცემული ნაფუძრის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. დამლევი. 1448-159).
ბანო
კისისხევს მცხოვრები გლეხი, იგი თეიმურაზ მეფემ შესწირა ალავერდს თავისი მეუღლის, ანას სააღაპედ (1612 წ. V. 10. 1448-5017).
ბანცაძე ახალბედა - შვილი ნასყიდა ბანცაძისა, იხ.
ბანცაძე გაბრიელ - შვილი ნასყიდა ბანცაძისა, იხ.
ბანცაძე მამისბედა - შვილი ნასყიდა ბანცაძისა, იხ.
ბანცაძე ნასყიდა
ჰყავს: ბატონი სარგის მხეციძე, შვილები: ახალბედა, მამისბედა, გაბრიელ. პირობის წიგნი მისცა გელათის ღმრთისმშობელს და მის წინამძღვრებს - ილარიონსა და მელქისედეკ აბაშიძეს, რომ მთხლარაში დასთვეაძისაგან ბეგრიანად ნაყიდი მამულიდან ბეგარას არასდროს მოუშლიდა გელათის ღმრთისმშობელს. ეს ბეგარა იყო: ხუთი თეთრი, ერთი ნაოთხალი ღომი, ოცი ათიანი ღვინო, ძღვენი. თუ ბანცაძე ბეგარას ვერ გადაიხდიდა, უნდა დაედო თავისი მამული უსარჩლელად ([1505-1519 წწ.] 1449-1670).
ბანცური
[გიორგი არაგვის ერისთავის] ბრძანებით, მას ექვსი კოკა ღვინო უნდა მიერთმია ანანურის დეკანოზისათვის თანდილა სულამაშვილის ვენახიდან (XVII ს. შუა ხანები. Ad-20 გ).
ბანცური
ერთი კომლი, განაყოფი მამა ბანცურისა, შეტანილია ალავერდის ტაძრის კომლების ნუსხაში (XVII ს. Ad-848).
ბანცური ივანე
ჰყავს ძმები: პაპუნა, პაატა. გიორგი ერისთავმა ანანურის ეკლესიაში გაიჩინა აღაპი, სააღაპე სურსათის მიტანა ტირძნისის მოურავის, ნინია ბანცურისათვის დაავალა ივანესა და მის ძმებს. გაათავისუფლა ისინი დანარჩენი გადასახადებისაგან (1647 წ. I. 28.Ad-20 ბ).
ბანცური ივანე
ერისთავის ყმა, მოწმე როსტომ [შალიკაშვილის] მიერ არსენ ალავერდელისათვის მიცემული ყმის ნასყიდობის წიგნისა ([1648-1658 წწ.] Hd-14286).
ბანცური მამა
ერთი კომლი, ჰყავს განაყოფი, შეტანილია [ალავერდის ტაძრის] საკომლოების ნუსხაში (XVII ს. Ad-848).
ბანცური ნინია
ტირძნისის მოურავი, მას ყოველ ენკენისთვეს გიორგი არაგვის ერისთავის სააღაპედ უნდა გადაეხადა: ერთი ცხვარი, პური და ღვინო, ხუთი ჩარექი სანთელი, ჩარექნახევარი საკმელი, ნახევარი ჩარექი ბამბის ნართი და ეწირვებინა ჟამი (1647 წ. I. 28. Ad-20 ბ); იგი გიორგი ერისთავისთავმა დააყენა თავის მეაღაპედ და დაუწესა სააღაპე გამოსაღები: ერთი ლიტრა და ჩარექი სანთელი, ნახევარი ლიტრა საკმელი, ნახევარი ლიტრა ბამბა, ერთი თოხლი და მისი პური. გაათავისუფლა ყველა გამოსაღებისაგან (1647 წ. ახლო. H-629).
ბანცური პაატა - ყმა ივანე ბანცურისა, იხ.
ბანცური პაპუნა - ძმა ივანე ბანცურისა, იხ.
ბანძურ[ი]ძენი
ჯიჯეთს მცხოვრებნი, გლეხები. [უცნობმა მეფემ] მათი წყალობა განუახლა სვეტიცხოველს (XVI ს. II ნახ.1449-1787).
ბაჲძანძელიძე გიორგი - [სახლიკაცი] ლომი ბაიძანძელიძისა, იხ.
ბაჲნძანძელიძე ლომი
ჯიჯელი. სვეტიცხოვლის საჭურჭლის მოლარე, სალაროს ქეშიკი, ჰყავს [სახლიკაცი] გიორგი. ლეონ მეფემ და ბასილი კათალიკოსმა იგი გაათარხნეს, დაუტოვეს სალაროს ქეშიკობა, კათალიკოსისათვის თევზისა და სამარხოს მირთმევა. სვეტიცხოვლის საქონლის დაკარგვის ან წახდენის შემთხვევაში, მას მოეთხოვებოდა ანაზღაურება (1552 წ. 1449-1655).
ბაჟოასშვილი ელიზბარ
მძოვრეთს მცხოვრები, იგი, ედიშერ და პაპუნა [ციციშვილების] გაყრის დროს, მამულით ერგო პაპუნას ([1688-1703 წწ.] Hd-1636).
ბაჟუნა
ორჭაშანს მცხოვრები, ამილახორის ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა მშვილდით ლაშქრობა (XVII ს.II ნახ. 1448-5032).
ბარაბაძე ბიბია
მანთხოჯს მცხოვრები, ემართა აფხაზეთის საკათალიკოსო ბეგარა ერთი ურემი ღომი, ათი მთელი ღვინო, ორი საკლავი, სამი ნაოთხალი დაცეხვილი საპურობო ღომი, ბარგის ზიდვა (1621 წ. ქსძ. III. №91).
ბარაბაძე გვიდია
მანთხოჯს მცხოვრები, ემართა აფხაზეთის საკათალიკოსო ბეგარა: ერთი ურემი ღომი, ხუთი მთელი ღვინო, საპურობო ღომი, მთელნახევარი ღვინო, ერთი საკლავი, ნახევარი ნაოთხალი ცეხვილი ღომი, საპურობო - ორი ნაოთხალი ცეხვილი ღომი, მგზავრობა და წიგნის კითხვა (1621 წ. ქსძ. III. №91):
ბარაბაძე გიორგა
მანთხოჯს მცხოვრები, ემართა აფხაზეთის საკათალიკოსო ბეგარა: ერთი ურემი ღომი, ექვსი მრთელი ღვინო, ორი საკლავი, საპურობო - სამი ნაოთხალი ცეხვილი ღომი (1621 წ. ქსძ. III. №91).
ბარაბაძე გიორგი - ხატისკაცი, იხსენიება მათხოჯის დავთარში (XVII ს. 1448-1512).
ბარაბაძე გიორგი - მესეფე კაცი, იხსენიება მათხოჯის დავთარში (XVII ს. 1448-1512).
ბარაბაძე გიორგი
[მათხოჯელი ყმა], იხსენიება ყმების ნუსხაში ([1661-1680 წწ.] Hd-11220).
ბარაბაძე გოგიჩა
მანთხოჯს მცხოვრები, ემართა აფხაზეთის საკათალიკოსო ბეგარა: ერთი ურემი ღომი, ოთხი მთელი ღვინო, ორი საკლავი, ხუთი საპურობო ნაოთხალი ცეხვილი ღომი, საპურობო სამი ნაოთხალი ცეხვილი ღომი (1621 წ. ქსძ. III. №91).
ბარაბაძე გოგიჩა
[მათხოჯელი ყმა], მოხსენიებულია ყმების ნუსხაში ([1661-1680 წწ.] Hd-11220).
ბარაბაძე გონიერი - იხსენიება მათხოჯის დავთარში (XVII ს. 1448-1512).
ბარაბაძე ივანე
მესეფე კაცი, იხსენიება მათხოჯის დავთარში. (XVII ს. 1448-1512).
ბარაბაძე ივანიკა
[მათხოჯელი ყმა], მოხსენიებულია ყმების ნუს ხაში ([1661-1680 წწ.] Hd-11220).
ბარაბაძე კაცობელა
მესეფე კაცი, იხსენიება მათხოჯის დავთარში (XVII ს. 1448-1512).
ბარაბაძე მათე
მესეფე კაცი, იხსენიება მათხოჯის დავთარში (XVII ს. 1448-1512).
ბარაბაძე მამაგული
[მათხოჯელი ყმა], იხსენიება ყმების ნუსხაში ([1661-1680 წწ.] Hd-11220).
ბარაბაძე მამისთვალი
მათხოჯელი ყმა, იხსენიება მათხოჯის დავთარში (XVII ს. 1448-1512).
ბარაბაძე მამისთვალი
მათხოჯელი ყმა, იხსენიება ყმების ნუსხაში ([1661-1680 წწ.] Hd-11220).
ბარაბაძე მამუკა
იხსენიება მათხოჯის დავთარში (XVII ს. 1448-1512).
ბარაბაძე მამუკა
მესეფე კაცი, იხსენიება მათხოჯის დავთარში (XVII ს. 1448-1512).
ბარაბაძე მამუკელა
მესეფე კაცი, იხსენიება მათხოჯის დავთარში (XVII ს.1448-1512).
ბარაბაძე მ[ა]ხარებ[ე]ლი
მანთხოჯს მცხოვრები, ევალებოდა: ერთი ურემი ღომი, ექვსი მთელი ღვინო, სამი მთელი [...] (1621 წ. ქსძ. III. №91).
ბარაბაძე ნათათარი
[მათხოჯელი ყმა], მოხსენიებულია ყმების ნუსხაში ([1661-1680 წწ.] Hd-11220).
ბარაბაძე ნასყიდა
მანთხოჯს მცხოვრები, ემართა აფხაზეთის საკათალიკოსო ბეგარა: ერთი ურემი ღომი, ათი მთელი ღვინო, ორი საკლავი,საპურობო ცეხვილი ექვსი ნაოთხალი ღომი, ნადობა (1621 წ. ქსძ. III. №91).
ბარაბაძე ნიკოლოზ
მანთხოჯს მცხოვრები, ემართა აფხაზეთის საკათალიკოსო ბეგარა: ერთი ურემი, ათი მთელი ღვინო, სამი ნაოთხალი ცეხვილი ღომი, ორი საკლავი, საპურობო (1621 წ. ქსძ. III. №91).
ბარაბაძე სანდელა
მანთხოჯს მცხოვრები, ემართა აფხაზეთის საკათალიკოსო ბეგარა: ერთი ურემი ღომი, ექვსი მრთელი ღვინო, ორი საკლავი, სამი თეთრის საბატკობო, ერთი თეთრი საყველიერო, ერთი თეთრის საყაჭობო, სამი ნაოთხალი ცეხვილი ღომი, სამი საბაზიერო ქათამი, ერთი ურემი თივა, საჯინიბო ერთი ნაოთხალი ღომი, ერთი კალათი მჭადი, ერთი ქათამი, ერთი კოკა ღვინო (1621 წ. ქსძ. III. №91).
ბარაბაძე სტეფანე
მეურმულე, იხსენიება მათხოჯის დავთარში (XVII ს. 1448-1512).
ბარაბაძე ღვთისავარ
მანთხოჯს მცხოვრები, ემართა აფხაზეთის საკათალიკოსო ბეგარა: ერთი ურემი ღომი, სამი ნაოთხალი ცეხვილი ღომი, შვიდი მთელი ღვინო, ორი საკლავი, სამი თეთრის საბატკობო, ერთი თეთრის საყველიერო, ერთი თეთრის საყაჭობო, სამი საპურო ქათამი, ერთი ურემი საბაზიერო თივა, საჯინიბო - ერთი ნაოთხალი ღომი, ერთი კალათი მჭადი, ერთი ქათამი, ერთი კოკა ღვინო (1621 წ. ქსძ. III. №91).
ბარაბაძე ხოხონელა
მათხოჯელი ყმა, იხსენიება ყმების ნუსხაში ([1661-1680 წწ.] Hd-112 2 0).
ბარათა - შვილი თუდარჩისა, იხ.
ბარათა
მძოვრეთს მცხოვრები, მისი საფიჩხულით და საგოდრით, ამიროზაშვილი ამბრია წილად ხვდა თამაზ [ბარათაშვილს] ([1633-1658 წწ.1 1448-2318).
ბარათა - შვილი სამწევრისის მამასახლის იაგანასი, იხ.
ბარათა - შვილი მამასახლის პაპასი, იხ.
ბარათა - ძმა გასპარასი, იხ.
ბარათა
წყნეთს მცხოვრები, მისი მამული ედიშერ და პაპუნა ციციშვილების გაყრის დროს ერგო ედიშერს ([1688-1703 წწ.] Hd-1636).
![]() |
7.13 ბარათაშვილები || ბარათაშვილნი || ბარათიანნი |
▲ზევით დაბრუნება |
ბარათაშვილნი
ბარათა ბარათაშვილისა და მისი ძმების გაყრის წიგნის მიხედვით, ისინი ცილობდნენ ნასოფლარ ოქრომანგლისზე ([1527-1556 წწ.] 1450-18/98).
ბარათაშვილები - იხ. ზურაბისშვილები
ბარათიანნი
როსტომ მეფის მიერ ოთმან არეშიშვილისათვის ბოძებულ მამულის წყალობის წიგნში აღნიშნულია, რომ მათ დასაკუთრებული ჰქონიათ ნარიმანისეული მამული (1646 წ. 1450-14/10).
ბარათიანნი
მათ ჰქონიათ სამამულე დავა ასლამაზ ჩაჩიკაშვილთან სოფლებზე: მირტაშენი, მუგუეთი, კარანი, რომელთა წყალობა როსტომ მეფემ განუახლა ჩაჩიკაშვილებს (1650 წ. 1450-18/125).
ბარათაშვილები
მოწმეები მამუკა ბორძელსა და პარუნ სარქისას შვილებს შორის სამამულე დავის გარიგების წიგნისა (1656 წ.VI. 28. Hd-14657).
ბარათიანნი
ჰქონიათ დავა ყორღანაშვილებთან ენაგეთის მიწებზე. როსტომ მეფემ სადაო მიწა - შიმშილაანთ უბანი - მიაკუთვნა ყორღანაშვილებს (1657 წ. VII. 24. 1450-20/44).
ბარათაშვილები (ვარ. აბაშიშვილები)
ჰქონდათ სამამულე დავა ბარათაშვილ-იოთამიშვილებთან. მდივანბეგ როინ [ჯავახიშვილის] და მდივნების განაჩენით, დავის გადასაწყვეტად ფიცი აბაშიშვილებს დაედოთ. ზა[ა]ლ ბარათაშვილს ამის გამო ისინი წაუყენებია ხატზე დასაფიცებლად, მაგრამ ვერ დაუფიციათ.. ამის გამო [მარიამ] დედოფალს სადაო მამული იოთამიშვილებისათვის მიუკუთვნებია. აბაშიშვილებმა ხელმეორედ იჩივლეს მდივანბეგ ედიშერ [ერისთვისშვილთან]. ამჯერადაც ვერ დაიფიცეს და გამტყუნდნენ. მამულის საზღვრებიც ძველი დარჩათ: აკურთიდან მიმავალი საქალაქე შარა, ავაზნის წყაროს ძირი და დისუელის პირი. გზის ქვევითა მამულები იოთამიშვილებს მიეკუთვნათ, გზის ზევითა - აბაშიშვილებს (1662. V. 30. 1450-38/4).
ბარათაშვილები (ვარ. იოთამიშვილები).
ჰქონდათ სამამულე დავა ბარათაშვილ-აბაშიშვილებთან, იხ., მდივანბეგების: როინ [ჯავახიშ ვილის] და შემდეგ ედიშერ [ერისთვისშვილის] განაჩენებით, დავა მათ სასარგებლოდ გადაწყდა (1662 წ. V. 30. 1450-38/4).
ბარათაშვილები
შაჰნავაზის მიერ პაპუნა ბარათაშვილ-გოსტაშაბიშვილისათვის მიცემულ მამულის წყალობის წიგნში აღნიშნულია, რომ მათი მოწმობით, სადაო ნასოფლარი კოხნარი ეკუთვნოდა პაპუნას (1662 წ. II. 27. Hd-2533).
ბარათაშვილები
დაუბრუნეს სვეტიცხოველს ნასოფლარი საბროწლე (1663 წ. ქრ. II. 481).
[ბარათაშვილები] - თაყაშვილები - იხ. თაყაშვილები
[ბარათაშვილები] - ფალავანხოსროშვილები - იხ. ფალავანხოსროშვილები
ბარათიანნი
ედავებოდნენ საამისშვილებს ჭანდრულ მამულებზე. ქაიხოსრო საამისშვილმა წარმოადგინა საბუთები. საქმის გარკვევა დაევალა ბოქაულთუხუცეს იბაშერს. მან დაადგინა, რომ თუ ჭანდრულ მიწებს საამისშვილები თათრებს დაახვნევინებდნენ, მაშინ ეს მიწები შუაზე გაიყოფოდა მოდავე მხარეთა შორის (1690-იანი წწ. 1450-11/63).
![]() |
7.14 ბარათაშვილი || ბარათაანთ |
▲ზევით დაბრუნება |
ბარათაშვილი
მისი ასული უხვედროდ ცოლად შეურთავს კონსტანტინე მეფის ძეს, დავითს, რის გამოც კონსტანტინე მეფემ სვეტიცხოველს მიართვა საკანონო შესაწირავი (1488 წ. 1449-1175).
ბარათაშვილი
სვიმონ მეფის მიერ სვეტიცხოვლისათვის ბოძებულ ყმა „მამულის შეწირულების განახლების წიგნებში აღნიშნულია, რომ მას სვეტიცხოვლისათვის შეუწირავს გლეხები ლისში (1559 წ. XII. I. ქრ. II. 400-401, Ad-1572).
ბარათაშვილი
იხსენიება დედოფალ ნესტანდარეჯანის განჩინებაში ჯავახიშვილებსა და ბარათაშვილებს შორის სასისხლო საქმეზე: ივანე ჯავახიშვილი არბევდა მთელ საჯავახიანოს. დაზარალებულმა გლეხებმა იჩივლეს. მეფეს იქაურობის მისახედად დაუნიშნავს მოურავი ბარათაშვილი. ივანესა და ბახუტა ჯავახიშვილებს შორის მორიგი უსიამოვნების დროს ბარათაშვილის საქმეში ჩარეულა და ივანესაგან წაუყვანია ბახუტას მიერ მიტაცებული ხარი. ჯავახიშვილ-ელისბარისშვილები გამოკიდებიან მას და მოუკლავთ ([1561-1622 წწ.] Qd-8584).
ბარათაშვილი
ქაიხოსრო ჯავახიშვილსა და მოურავ გიორგი სააკაძეს შორის დავის გარიგების წიგნში იგი მოიხსენიება, როგორც მოურავის „მოყვარე და მოსამართლე“ (1620 წ. IV. 15. Hd-6259).
ბარათაშვილი
ამოვარდნილი, აწუფს მისი კუთვნილი ყმებით - აკოფაშვილები - სვიმონ მეფემ უწყალობა თულაშვილებს. ეს წყალობა შემდგომში როსტომ მეფემ განუახლა ბეჟან თულაშვილს (1642 წ. Qd-1698).
ბარათაშვილი
როსტომ მეფის მიერ თურქისტანიშვილებისათვის ბოძებული სამამულე დავის გარიგების წიგნის თანახმად, იგი იყო მოფიცარი თურქისტანიშვილებსა და სოლაღაშვილებს შორის სამამულე დავის გარჩევის დროს (1656 წ. I. 3. Hd-14421).
ბარათაშვილი
ბოვნელი, მოწმე ხეჩუმა მიკირტიჩაშვილის მიერ ბატონ შიოშისათვის მიცემულ ვენახის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. Sd-820).
ბარათაშვილი (ვარ. ნამანგლელავისშვილი)
ჰქონდა დავა ბარათაშვილებთან: ქაიხოსრო საამიშვილთან, ქაიხოსრო ზაზუნაშვილთან და ქავთარიშვილ აბულფათის შვილებთან. მას დაუჭერია ქაიხოსრო საამიშვილის კუთვნილი ერთი კომლი. დავის გარიგების თანახმად, მას, რადგან საქარიოს ერთი კომლი ერგო, ხელი არ ჰქონდა ქაიხოსროს მამულზე (XVII-XVIII სს. მიჯნა. 1450-11/167).
[ბარათაშვილი]
წილად ერგო: ენაგეთს - მამუჩაშვილი პაპა, ხატაშვილი თამაზა, ზედალაშვილი პაპა, მამუკაშვილი გოდერძა, სამი ზვარი, ერთი ხოდაბუნი; ტბისს - სასახლე, ზვრები, ამელიანთ ხუნანას მამული; ცოვრეთს - ყაითმაზაშვილის, შიოშისშვილის, ყორხმაზაშვილის, ავაქაშვილის, მირიჯანაშვილის, ნასყიდას, ფარეშასშვილის, ივანა ფარეშაშვილის მამულები,ზვარი და ხოდაბუნი; გუდარეხს - რევანდასშვილის, კაკოლას, ლომიტას, შიუკაშვილის მამულები და ბაღი; ვერხუნალას - ოქროპირის, ელიზბარაშვილის, ბუპეტასშვილის, სამადაშვილის, ცხვრისყველიერასშვილის მამულები; საბუზარს - ბეჟუა ნასარდარაშვილის, ფრიდონაშვილის, ჯამასპაშვილის, ახალკაცისშვილის, მამუკასშვილის, ფარსადანა ფარჯანაშვილის, ხეჩოას, გიორგი რუსაბაშვილის მამულები; კოხტას - ელისასშვილის, გიორგი იორდაშვილის, ზაქარიას მამულები ; კოიას - ყაყარანის მამული, ბაკისალას (sic) მესამედი, დიდი ბაბია მამულით, ქვინტალეთის და გვირგვინეთის მესამედი; სხალნარს - [ჯალინაანთ] ქიტას, დალაქის მამულები, დათუნა ხუციშვილის მამულის მესამედი; რევაშენს - ყაისერ ჯანგურიძის მამულის მეოთხედი, ლილაილს - იორამ ძამაშვილის მამულები; მარაბდას-ცხრა საკომლო,ზვარი და ხოდაბუნი;აკურისს-ოქრუა კურტაშვილის, მელვოდას მამულები, ქართლის მამული,მახარას მამული და ხოდაბუნები(XVII ს. ბოლო. 1450-33/286).
ბარათაშვილი აბაშ
ჰყავს [სახლიკაცები]: შაჰყუბათ, იხ., დავით (1506 წ. ქრ. 325). აბაშმა და დავითმა უჯეროდ მიათხოვეს ქალი ციციშვილს, ამასთან დაკავშირებით, კათალიკოსის მოთხოვნით, სვეტიცხოველს შესწირეს ქალაქში ორი კომლი ავეტიზაშვილები (1506 წ. ქრ.II. 325); იხსენიება: [ნიკოლოზ] კათალიკოსის მიერ მანგლისის ეკლესიისათვის მიცემულ მამულების დამტკიცების წიგნში: მისი და დავითის მამულები შოშილეთს, იფნარიანს, ახალშენს, ვარდისუბანს, ქციის გაღმა ახალდიას, კათალიკოსმა დაუმტკიცა მანგლისის საყდარს (1584 წ. Qd-1604) კათალიკოს იოვანე დიასამიძის მიერ მანგლელ გაბრიელ ჯავახიშვილისათვის ბოძებული საბუთის თანახმად მისი და დავითის ნაქონი ყმა-მამული სამწყსოდ ებოძა მანგლელს (1699 წ. Ad-647).
ბარათაშვილი აბაშ
ჰყავს ძმისწულები: დავით, იარალი, ბარათა, ლომი, იოვანე. განუახლა სვეტიცხოველს ბასილის კათალიკოსობის დროს სოფელ ყორანთას შეწირულება (1529. წ. 1449-1539).
ბარათაშვილი (ვარ. აბაშიშვილი) აბაშ - ძმისწული ავთანდილ ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი აბაშ
შეედავა ზურაბ ელიოზისძეს ახოტსა და მის გარშემო მდებარე ნასოფლარებზე. როსტომ მეფის ბრძანებით, გაარიგეს დავა . ნასოფლარები ერგო ზურაბს (1657 წ. Qd-2153)
ბარათაშვილი (ვარ .ბარათაშვილი-აბაშისშვილი, აბაშისშვილი) აბაშ (ვარ. აბაშა) - 1683-1699 წწ.
შვილი ქაიხოსრო ბარათაშვილისა, იხ., ძმა დავით ბარათაშვილისა, იხ., მოწმე შერმაზან ხურდაყულაშვილის მიერ პაპუა ორბელიშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1699 წ. 1450-20/28):
ბარათაშვილი-აბაშისშვილი აბაშ - იხ. აბაშისშვილი აბაშ
ბარათაშვილი-აბაშისშვილი აბაშ - იხ. ბარათაშვილი აბაშ
[ბარათაშვილი]-აბაშისშვილი ავთანდილ - იხ. აბაშისშვილი ავთანდილ
ბარათაშვილი-აბაშისშვილი (ვარ.აბაშისშვილი) ავთანდილ - 1693-1700 წწ.
დედოფლის სუფრაჩი || სუფრაჩი ([1685], 1693-1703 წწ.] 1450-15/27, Sd-2293, Hd-2293), ჰყავს შვილები: ლევან, გორჯასპ, ზაზა, ოტია (1693 წ. 1450-15/27). მას განუახლა ნაზარალი-ხანმა წილში ნარგები მამულების: სამშვილდის, კრწანისის, ჩაჩალის ციხისა და საღირაშენის წყალობა (1693 წ. IX. 6. 1450-15/27); მონაწილეობა მიიღო: ფარსიასა და დათუნას შორის დავის გარიგებაში ([1688-1703 წწ.] Qd-254), ეფთვიმე ქვათახევის წინამძღვარსა და ავთანდილბეგ გორგიჯანაშვილს შორის საწინამძღვრო მიწებზე დავის გარჩევაში (1700 წ. 1449-1863); მოწმე: გივი თუმანიშვილსა და ავთანდილ კაჭკაჭიშვილს შორის წისქვილებზე დავის გარიგების წიგნისა (1697 წ. III. 20. Hd-2268), ზაქუმ ზაქუმიშვილის მიერ ალავერდა იაგულაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1699 წ. V. 10. 1450-9/119), შერმაზან ხურდაყულაშვილის მიერ პაპუა ორბელიშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1699 წ. 1450-20/28), სვიმონ ბოშიაშვილის მიერ დურმიშხან [იაგულაშვილისათვის] მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1700 წ. XII. 25. 1450-9/93); დაამოწმა, რომ ჯალდამი და ღორისთავი ვახტანგ ორბელიშვილის ცოლყოფილის, თამარის ნამზითვით შეძენილი ქონება იყო და მისი შვილების კანონიერი საკუთრება (1700 წ. Sd-2301). მოიხსენიება გამრიგედ უცნობი პირის პირობის წიგნში იესესადმი ([1688-1703 წწ.] Hd-15090).
ბარათაშვილი-აბაშისშვილი გორჯასპ - შვილი ავთანდილ ბარათაშვილ-აბაშისშვილისა, იხ.
[ბარათაშვილი]-აბაშისშვილი დავით - იხ. აბაშიშვილი დავით
ბარათაშვილი-აბაშიშვილი დავით - იხ. ბარათაშვილი დავით
ბარათაშვილი-აბაშისშვილი ზაზა - შვილი ავთანდილ ბარათაშვილ-აბაშიშვილისა, იხ.
[ბარათაშვილი]-აბაშიშვილი ზაქარია - იხ. აბაშიშვილი ზაქარია
ბარათაშვილი-აბაშისშვილი ლევან - შვილი ავთანდილ ბარათაშვილ-აბაშისშვილისა, იხ.
ბარათაშვილი-აბაშიშვილი მერაბ - იხ. აბაშიშვილი მერაბ
ბარათაშვილი-აბაშიშვილი ოტია - შვილი ავთანდილ-ბარათაშვილ-აბაშიშვილისა, იხ.
[ბარათაშვილი]-აბაშიშვილი სულხან - იხ. აბაშიშვილი სულხან
[ბარათაშვილი]-აბაშიშვილი შერმაზან - იხ. აბაშიშვილი შერმაზან
ბარათაშვილი აბელ - 1644-1653 წწ.
ჰყავს: მამა ავთანდილ ბარათაშვილი, იხ., ძმები: ქაიხოსრო, იესე (1653 წ. 1450-15/21); როსტომ მეფემ განუახლა მამულის წყალობა (1653 წ. 1450-15/21).
ბარათაშვილი აბრამ - 1621, 1622 წწ.
ბოლნელი ([1621-1622 წწ.] 1450: 7/8, 10/34), უწყალობა გიორგი შანშიაშვილს ქვემო ბოლნისში, შამირზას ქვითკირის სატრედოსა და გზირ წატურას საბძელს შუა მდებარე ნაოხარი სასახლე (1622 წ.X. 15. 1450-10/34); სიონის ასაშენებლად გაყიდა მიწა. მიჰყიდა გიორგი შანშიაშვილს ზემო ბოლნისში პოღოზასა და მირიჯანასშვილის სამ-სამი დღის მიწა ქვემო ბოლნისის რუმდე, შაჰყულას და მელიქის ყმის - შაჰრიარის ვენახამდე, გზირ წატურას ვენახამდე. ამ მიწების ძველ მეპატრონეებს აბრამმა სხვა მამულები მისცა (1621 წ. IV. 7. 1450-7/8).
ბარათაშვილი აბრამ - ძმა იორამ ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი (ვარ. ქავთარისშვილი) აბულფათ
მისი შვილები ედავებოდნენ მამულებზე ბარათაშვილებს: ქაიხოსრო საამიშვილს, ნამანგლელავი - შვილს და ქაიხოსრო ზაზუნაშვილს. დავის გარჩევის შედეგად აბულფათის შვილებს ერგოთ ორი კომლი (XVII-XXIII სს. მიჯნა. 1450-11/167).
ბარათაშვილი (ვარ. აბაშისშვილი) ავთანდილ - 1627-1648 წწ.
სუფრაჩი ([1628-1648 წწ.] 1450-15/10, 1448-3262, 1450: 15/29, 33/66,9/133). მანგლისის მოურავი (1629 წ. 1448-3262). ჰყავს: ძმა მერაბ (1627-1637 წწ. 1450: 15/30, 15/51, 15/10, 15/29, 1448-2936), შვილები: ბადურა (1630 წ. 1450-15/29), ლევან (1637-1644 წწ. 1448-2936, 1450-33/66), აბელ, გორჯასპ (1644 წ. 1450-33/66), ძმისწული აბაშ ([1627-1637 წწ.] 1450: 15/30, 15/51, 15/29, 1448-2936). მას უწყალობა ჯაჰანბანუ დედოფალმა ნასოფლარი დიდი ურცევანი (1627 წ. 1450-15/30), მანგლისი (1630 წ. 1450-15/29), მანვე განუახლა წყალობა მკვიდრი მამულისა: გოლთეთა დუესით (1628 წ. VI. 4. 1450-15/51) და სოფელი კიკეთი (1628 წ. 1450-15/10); იყიდა ევანეზ ზეგულასშვილისაგან მისივე ზვრის პირას მიწა ავეტისას მიწამდე (1644 წ. III. 27. 1450-33/66); გაუცვალა მგელა ვალალაშვილს ელიოზ წელიოზისძისაგან მიცემულ ახოთას სათიბ მიწაში, ჭინჭრიანსა და ახოთას ერთ ნაოხარში - ცხვრის საფარეხე (1637 წ.1448-2936); გაარიგა, მარიამ დედოფლის ბრძანებით დავა სახლის ადგილის გამო ტოტუაშვილებსა და აჯაბნუშასშვილებს შორის (1648 წ.V. 22. Qd-503); მოწმე: ქაიხოსრო ბარათაშვილის მიერ საამ საგინაშვილისათვის მიცემული ხოდაბუნების დათმობის წიგნისა (1628 წ. 1450-26/69), მამასახლის სამებისას მიერ ალიხანა იაგულაშვილისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1646 წ. III. 13. 1450-9/133); ჯაჰანბანუ დედოფალმა იგი დანიშნა მანგლისის მოურავად (1629წ. IX. 12. 1448-3262); იხსენიება როსტომ მეფის მიერ ხვარაშან ბატონიშვილისათვის ბოძებულ წყალობის წიგნებში: მის სახლიკაცს უფლება ერთმეოდა სოფელ კიკეთზე (1641 წ. 1450-15/11) და გოლთეთაზე დუესით (1641 წ. II. 4. 1450-15/52):
[ბარათაშვილი] ავთანდილ - ბიძაშვილი ავთანდილ ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი ავთანდილ
ჰყავს ძმა ქაიხოსრო, შაჰნავაზმა მას დაუბრუნა მკვიდრი სოფელი ქცია, რომელიც დროებით წართმეული ჰქონდა (1664 წ. VI. 7. Sd-1).
ბარათაშვილი ავთანდილ - ძმისწული დმანელ ქრისტეფორე ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი (ვარ. თამაზისშვილი, თამაზისშვილი-იესესშვილი) ავთანდილ - 1679-1698 წწ.
ჰყავს: მამა იასე ბარათაშვილი, იხ., ძმები: გუგუნა ბარათაშვილი, იხ., გიორგი (1690 წ. Ad-1162), [ბიძაშვილები]: ბარათა ([1690-1698 წწ.] Ad-116 r, 1450: 26/90, 11/64), დურმიშხან ([1690-1693 წწ.] Ad-1162, 1450-11/64), თამაზ ბარათაშვილი, იხ. (1690 წ. Ad-1162), ავთანდილ (1683 წ. 1450-12/128), ძმისწული გუგუნა (1693 წ. 1450-11/64); მას უწყალობა ნაზარალი-ხანმა: მისი ამოვარდნილი ბიძაშვილის, თამაზის ნაქონი მამული (1690 წ. Ad-1162), გუგუნა და ვარაზა გერმანოზიშვილების გლეხები, რომლებიც ხურდაყულიშვილებს ჰქონდათ ნაბოძები, ბეთენიას - პაპუნა გოსტაშაბიშვილის ნაქონი ორი კომლი გლეხი, აგრეთვე გუგუნას და ვარაზას ნაქონი ერთი კომლი (1693 წ. X. 21. 1450-11/64); მოწმე: საამ ხოსიაშვილის მიერ მისი განაყოფის, როსტომ [ბარათაშვილისათვის] მიცემული პირობის წიგნისა ერთმანეთისათვის წილის მიცემის შესახებ (1683 წ. X. 10. 1450-12/128), გუგუნა ქავთარისშვილის მიერ იასესათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1697 წ. Hd-2770), გორჯასპ საგინაშვილის მიერ ბეჟან [საგინაშვილისათვის] მიცემული სახლ-კარის ნასყიდობის წიგნისა (1698 წ. 1450-26/90).
[ბარათაშვილი]ავთანდილ - შვილი ქეთევანისა, იხ.
ბარათაშვილი ავთანდილ
სუფრაჩი (1694 წ. 1450-32/320, Ad-1371) ნაზარალი-ხანის მიერ ზაალ ბარათაშვილისათვის მიცემულ ყმა-მამულის წყალობის წიგნში აღნიშნულია, რომ მისი ნაქონი მამული საღირაშენს ზაალ ბარათაშვილს უწყალობეს (1694 წ. Ad-1371); ნაზარალი-ხანმა როსტომ ბარათაშვილს უწყალობა ქაიხოსრო [ბარათაშვილის] ყმა-მამული, გარდა მისი, ავთანდილის, წილი მამულისა (1694 წ. 1450-32/320).
ბარათაშვილი (ვარ. გოსტაშაბიშვილი) ამილღამბარ - 1591 წ. XVII ს. I მესამედი.
ჰყავს: [ძმა] ივანე ბარათაშვილი, იხ. (XVII ს. I მესამედი. Hd-14576), შვილი ყაფარბეგ ბარათაშვილი, იხ., იყიდა ასლამაზ ბეგაშვილისაგან მამული (XVII ს. მესამედი.Hd-14576); იხსენიება თბილელ [ელისე] საგინაშვილსა და მერაბ ყორღანაშვილს შორის სამამულე დავის გარიგების წიგნში: იგი და მისი ძმა, ივანე, შედავებიან გიორგი და პაპუნა არდაზიანდისშვილებს სოფელ შავნზე. არდაზიანდისშვილები იძულებულნი გახდნენ ეყიდათ სადაო მამული (1635 წ. XI. 14. 1449-2649).
ბარათაშვილი (ვარ. გოსტაშაბიშვილი) ამილღამბარ (ვარ. ამილღანბარ) - შვილიშვილი პაპუნა ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი არსენ - 1663-1670 წწ.
მანგლელი ([1661], 1669-1670, [1688] წწ. 1449-1825, Ad-634, 1450-11/8). ძმა ოთარ ბარათაშვილისა, იხ., უწყალობა ამირაშვილებს აბანოურში მამული (1670 წ. Ad-634); მისი ეპისკოპოსობის დროს დაიწერა შაჰნავაზ მეფის ყმა-მამულის შეწირულების წიგნი მანგლისის ეკლესიისადმი (1669 წ. 1449-1825 ა); მასა და პავლეს უნდა გაერჩიათ ფარსადანისა და თაყაშვილების დავა მიწაზე და წისქვილზე ([1661-1688 წწ.] 1450-11/8).
ბარათაშვილი ასანბეგ (ვარ. ჰასანბეგ) - 1633-1647 წწ.
დისწული როსტომ მეფისა (1647 წ. 1450-11/1), ჰყავს ძმები: ფარსადან, გიორგი, ასლამაზ (1633 წ. 1448-3267), შვილები: თაყა, ასლამაზ (1647 წ. 1450-11/1). მას უწყალობა როსტომ მეფემ ენაგეთს: ფირუაშვილი პაპია, სურამაშვილი დათუნა, მჭედლიშვილი სტეფანა, ჯანიკაშვილი ევანეზა, ინოქა თავ-თავიანთი მამულებით (1647 წ. III. 15. 1450-11/1), მანვე განუახლა წყალობა სოფლებისა: ზემო ოძისი, კუელთა, ყმა-მამული დვალთას, თაკვს და ვაკეს, აბრამეთს - აბრამიძეები, ყმა-მამული ტბისს, ენაგეთს, ახალდაბას, აკურისს, ლისს, დმანისის ხევში, გორინჯუკს და უკანგორს, ნასოფლარი ავაზნი,ნაოხარი გომარეთი; ერტისს - მაკარიშვილები; ვარხონას - არეშიშვილები, ვანქს - ყმა-მამული (1633 წ. 1448-3267); მას ეკავა ლეონ თურქისტანიშვილის მამული ახალდაბას, გორუმს და უკანგორს, რაც როსტომ მეფემ ისევ თურქისტანიშვილებს დაუბრუნა (1635.წ. XII. 2. 1450-50/72).
[ბარათაშვილი]-ასანბეგიშვილი ასანბეგ - იხ. ასანბეგიშვილი ასანბეგ
[ბარათაშვილი]-ასანბეგიშვილი იოსებ - იხ. ასანბეგიშვილი იოსებ
[ბარათაშვილი]-ასანბეგიშვილი პატა - იხ. უსუბეგისშვილი პატა
ბარათაშვილი-ასანბეგიშვილი უსუფბეგ - იხ. ასანბეგიშვილი უსუფბეგ
ბარათაშვილი ასლამაზ - ძმა ასანბეგ ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი ასლამაზ - შვილი ყაფლან ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი (ვარ. ასანბეგიშვილი) ასლამაზ
შვილი ასანბეგ ბა რათაშვილისა, იხ., ძმა თაყა ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი-ასლამაზისშვილი დათუნა - იხ. ასლამაზისშვილი დათუნა.
ბარათაშვილი (ვარ.ასანბეგიშვილი, თაყასშვილი) ასლან - 1663-1699 წწ.
შვილი თაყა ბარათაშვილისა, იხ., მოწმე გუგუნა თამაზისშვილის მიერ როსტომ ყორღანაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1682 წ. VII. 1450-1/110).
ბარათაშვილი (ვარ. ორბელიშვილი, ორბელისძე) ასლან (ვარ. ასლანბეგ) - 1652-1697 წწ.
მოლარე || მოლარეთუხუცესი ([1677-1697 წწ.] Ad-1357, 1450-1/110, 1448-57, Hd-9439), სომხითის მოურავი (1692-1697 წწ. 1450: 6/15, 15/79. Hd-403), დიდი ორბელ ბარათაშვილის შთამომავალი (1690-იანი წწ. Sd-759), ჰყავს მამა ყაფლან ბარათაშვილი, იხ., ძმები: პაპუნა ბარათაშვილი,იხ. (1696 წ. Sd-563), თამაზ ([1688-1703 წწ.] Sd-759, Hd-9439); შვილები: ლუარსაბ, ოთარ, მანუჩარ, რევაზ, ქაიხოსრო ორბელიშვილები ([1693-1696 წწ.] 1450: 15/106, 15/95, 15/79, Sd-563, 1450-15/115, Sd-759); დომენტი ორბელიშვილი (1690-იანი წწ., 1695 წწ.1450-15/115, Sd -759), ძმსწულები: სულხან, პაპუა, მამუკა, ერასტი, რამაზ, ვახუშტი, ზურაბ, ყაფლან, ფირან, ნიკოლოზ, მზეჭაბუკ, ზურაბ, რევაზ, დემეტრე ორბელიშვილები (1690-იანი წწ. Sd-759), გორჯასპ ორბელიშვილი (1691 წ. 1690-იანი წწ. Sd: 1931, 759), რძალი (ლუარსაბის ცოლი) ანა (1690-იანი წწ. Sd-759). მას უწყალობა ნაზარალიხანმა: სოფელი აბუნუქი და საგინაშვილები ყმა-მამულით დუშია დოლენჯიშვილის გლეხისა და მამულის გამოკლებით (1693 წ. VI. 20. 1450-15/106), სოფელი ჯიმშური სომხითში (1695 წ. I. 21. 1450-15/115), იყიდა პაპუა საგინაშვილ-ანდერმანიშვილისაგან აბულმაგს, ქვემო ჭალაში, ვენახი და მიწა; იქვე, ზემო სოფელში, სახლის ადგილი და მიწა (1696 წ. 1450-15 /79); მონაწილეობა მიიღო: ნაზარალი-ხანთან ერთად სასამართლო განჩინებაში გივი ამილახორისა და მისი ძმისწულების გაუყრელობის საქმეზე (1692 წ. III. 15. Hd-10068), გივი და ფარემუზ გურამიშვილებს შორის ყმა-მამულზე დავის გარიგებაში (1694 წ. VI. 4. 1448-57); პირობა მისცა თავის ძმისწულებს კეთილმოყვრობის შესახებ (1696 წ. IX. 15. Sd-563), მეფე ნაზარალი-ხანს, რომ სარუყაფლან ავალიშვილი მეფის ერთგული იქნებოდა ([1688-1703 წწ.] Hd-9439); სხვადასხვა: ნაზირ ბაინდურ გოგიბაშვილს მისცა ავაქშას ნასახლარი და მიწები, რომელზედაც შუშეღელები ეცილებოდნენ ([1692 წ.] IV. 9. 1450-6/15), თეიმურაზ ერისთავმა მისცა მას ანას მზითვის წიგნი (1690-იანი წწ. Sd-759); მოწმე: ქამარბეგ [მირიმანიძის] მიერ ბოქაულთუხუცეს როჭიკა შალიკაშვილისათვის მიცემული ვანქის სამელიქო გადასახადისაგან თარხნობის წიგნისა (1660 წ. ახლო.1450-37/205), გუგუნა თამაზისშვილის მიერ როსტომ ყორღანაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1682 წ. VII. 1450-1/110), ოთია გოგიბედაშვილის მიერ ზურაბ ჯავახიშვილისათვის მიცემული სამამულე დავის გარიგების წიგნისა (1695 წ. Hd-8265), ერეკლე მეფის მიერ ზურაბ ჯავახიშვილისათვის მიცემული სამამულე დავის გარიგების წიგნისა (1695 წ.Hd-8265), მის მიერვე მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძრისათვის მიცემული ყმის შეწირულების წიგნისა (1696 წ. ქრ. II. 515-516), ავთანდილ მირიმანიძის მიერ გივი თუმანიშვილისათვის მიცემული ნასოფლარის ნასყიდობის წიგნისა (1697 წ. X. 11. Hd-403); იხსენიება: გორჯასპ [ბარათაშვილისათვის] მიბარებული საბუთების ნუსხის თანახმად,ეს ნუსხა გორჯასპს მასთან უნდა მიეტანა (1691 წ. Sd-1931), გამოსაღებთა ნუსხაში, რომელშიც აღნიშნულია, თუ რამდენი იყო მისი ბატონობის დროს სათავისო და საერთო გამოსაღები (1691 წ. შემდგომ. Sd-1932).
ბარათაშვილი ბაგრატ
მოწმე ალექსანდრე მეფის მიერ კაციბერ თოფურიძისათვის მიცემული სასისხლო სიგლისა ([1484-1510 წწ.] V. 17. ქმ. №1608, სას.).
ბარათაშვილი ბადურა - შვილი ავთანდილ ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი ბარათა
ჰყავს ძმები: როსებ, თაყა, ფარიშატ, გოსთაშაბ, ფალავანხოსრო. უნდა გაეყო ძმებთან ერთად ახლად აშენებული ნასოფლარები. ამ საქმეზე შეიკრიბნენ მეფე ლუარსაბი და დარბაისელნი. მათი გადაწყვეტილებით, უნდა დანაწილებულიყო ძმებს შორის დაფიცებული ნასოფლარებისა და ბარათას საუფროსოს გარდა დანარჩენი ნასოფლარები. გასაყოფი მამული დანაწილდა შემდეგნაირად: როსების ნასოფლარები ვაძანისა და ყალამშას გამოკლებით; ვაძანი, როსების თქმით, ბერძნიშვილისათვის ჰქონდათ მიცემული, ყალამშა კი ორბელ ბარათაშვილის იყო. თუ კი დამტკიცდებოდა, რომ ყალამშა ორბელს არ ეკუთვნოდა, მაშინ ისიც უნდა გაეყოთ. გასაყოფი იყო აგრეთვე თაყას ნასოფლარები, გარდა გომარეთისა, რომელიც თურქისტანიშვილებს ეკუთვნოდათ. ნასოფლარ ოქრომანგლისს ბარათაშვილები ირჩოდნენ,თუ სადაო ნასოფლარს მათ არ მიაკუთვნებდნენ, მაშინ, ისიც უნდა გაეყოთ. ფარიშატის ნასოფლარები კლდისა და სხვა დაფიცებულ ნასოფლართა გარდა, უნდა გაე ყოთ, ასევე - ფალავანხოსროს ნასოფლარები კვეთას და თაფლისმანის გარდა, გოსთაშაბის ნასოფლარები - დიაკონთას გარდა, დიაკონთას დავითი ეცილებოდა, თუ დავითს არ დარჩებოდა, ისიც უნდა გაეყოთ ([1527-1556 წწ.] 1450-18/98).
ბარათაშვილი ბარათა - ძმისწული აბაშ ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი ბარათა
ჰყავს: მამა გუგუნა, ძმა ქავთარ, შვილები: საამ, იოსაფატ, გოგია. სვიმონ მეფემ მისცა მას პირობა, რომ არაფერს დაუშავებდა და მამამისის, გუგუნას ყმა-მამულს უკლებლივ უწყალობებდა, აგრეთვე მის ძმას, ქავთარსაც შეიწყნარებდა, თუ იგი მივიდოდა მეფესთან ([1658-1600 წწ.] 1450-32/338).
ბარათაშვილი ბარათა - [1616], 1620-1636 წწ.
ჰყავს ბიძაშვილი ყაფლანბეგ (1627 წ.1450-15/132). მას და მოურავ გიორგი [სააკაძეს] [აფხაზეთის] კათალიკოსმა მალაქიამ მისცა მფარველობის პირობა ([1616-1626 წწ.] Hd-1908); მონაწილეობა მიიღო მოურავ გიორგი სააკაძესა და ქაიხოსრო ჯავახიშვილს შორის დავის გარიგებაში (1620 წ. VII. 15. Hd-14424); იხსენიება: სვიმონ მეფემ ბოლნისში მისი მამული უწყალობა ქაიხოსრო ბარათაშვილს, რადგან ბარათა ყაენის ორგული გამხდარა (1623 წ. VI. 20. 1450-12/106), ხოლო სოფლები: ქუაბევანი, თეკნადი, ძველი დმანისი და ფოცხუერიანი ბარათას ბიძაშვილს - ყაფლანბეგს (1627 წ. II. 4. 1450-15/132), მისი ნაქონი ზვარი ქვემო ბოლნისს როსტომ მეფემ უწყალობა მდივანბეგ ყაფლან ბარათაშვილს (1636 წ. Hd-14476).
ბარათაშვილი ბარათა - შვილი ქაიხოსრო ბარათაშვილისა, იხ.
[ბარათაშვილი] ბარათა - იხსენიება როსტომ მეფის მიერ მანუჩარ და პაპუნა ციციშვილების სასისხლო საქმეზე გაცემულ წიგნში: მასთან თავი შეუფარებიათ ბაადურ და ყაია ციციშვილებს (1640 წ.VI. 21. Ad-1030).
ბარათაშვილი ბარათა - შვილი გოშფარ ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი ბარათა
მამუკა ბლორძელისა და პარუნ სარქისას შვილების სამამულე დავის გარიგების წიგნში აღნიშნულია, რომ მისი აზნაურიშვილი ყოფილა მამუკა ბორძელი (1656 წ.VI. 28. Hd-14657).
ბარათაშვილი ბარათა
მას როსტომ მეფემ უწყალობა უკანა შავნში ჯანია მაზმანაშვილი მამულით (1649 წ. 1450-12/99).
ბარათაშვილი (ვარ. ბარათაშვილი-ფალავანხოსროშვილი, ბარათაშვილი-ფალავანხოსროშვილი-თაყაშვილი) ბარათა - [1658 წ.] - XVII ს. ბოლო.
ჰყავს მამა თაყა ბარათაშვილი, იხ. განაყოფი ბიძა დურმიშხან (1688 წ. XVII ს. ბოლო. Qd-9815 , Hd-8439, 2), ძმები: იოთამ, ზურაბ ([1684-1688 წწ.] Sd-540, Qd-9815, Hd-8439, 2), იესე || იასე (1688 წ. Qd-9815), ბიძაშვილი იორამ ბარათაშვილი, იხ., [შვილები ან ძმისწულები]: გივი, ზაალ, ქაიხოსრო ბარათაშვილ-ფალავანხოსროშვილები(1688 წ. Qd-9815). ბიძის ცოლი მარიამ (XVII ს.ბოლო. Hd-8439-2). მას უწყალობა გიორგი მეფემ მისი განაყოფის, უშვილოდ გარდაცვლილი დურმიშხანის მამულიდან ბეთენიაში მამუკა მისი ძმისწულებით; ერწოს - ზუბიაშვილი ბერია; ფუტრევს - გოგიჯანაშვილი პაპუნა, სვანიშვილები, სვინაძის მამული; ცხნარს - ხიზანაშვილი ნასყიდა, შავერდაშვილი ძამა ძმებითურთ; ქვათეთრს - გოგიაშვილი ნასყიდა მამულით; ჭანდარს და ხვინთქას - მიქელაძის კუთვნილი მამულის გამოკლებით, დარჩენილი ნასოფლარების მესამედი (1688 წ. Qd-9815); მისმა ყმებმა, შოშიტა და ბერია ქვრივიშვილებმა იქურდეს, მიუვიდნენ ვახტანგ ბარათაშვილს და მამული შეაძლიეს, ვახტანგმა მას გადაუხადა ნაქურდალის საზღაური. ამის შემდეგ ბარათამ მიჰყიდა ვახტანგს თაფანს წისქვილის არეკალი მისი საწყლისპიროთი. ბალასშვილის ვენახსა და ოსმანაშვილის საზღვარს შუა, ოქრიასშვილის ვენახიდან მირზუკაშვილის ვენახამდე (1684 წ. Sd-540); სხვადასხვა: მან დაუბრუნა თავისი ბიძის, დურმიშხანის, თანამეცხედრეს, მარიამს, წისქვილი, ზვარი და ბაღი, რომლებიც დურმიშხანისაგან ჰქონდა მიღებული (XVII ს. ბოლო. Hd-8439-2), გიორგი ყორღანაშვილმა თავის განაყოფ რამაზასაგან იყიდა მიწა ალგეთზე, ბარათას მამას ეს მიწა ყორღანა შვილებისათვის არ დაუნებებია, მეფის ბრძანებით მისთვის ყორღანაშვილებს ფასი მიუციათ. ბარათას მამას საფასური არ მიუღია, ფასის ნაცვლად თავისი მსახური აზნაურიშვილი გაუტანებია, ხოლო ნასყიდი მამული შუა გაუყო და ნახევარი დაუტოვა, ასევე შუა გაუყო სხვა ნასყიდი და „ხელმწიფეთაგან წართმეული“ მამულებიც (1688 წ. VI. 5. 1450-16/6).
ბარათაშვილი ბარათა - 1661-1680 წწ.
სუფრაჩი ([1661-1680 წწ.] Sd-751, 1450-32/337, 1448-2942). ჰყავს მამა ქაიხოსრო ბარათაშვილი, იხ., მოწმე ბიძინა სოლაღაშვილის მიერ ელიზბარ სოლაღაშვილისათვის მიცემული ყმა-მამულის ნასყიდობის წიგნისა (1661 წ. IV. 16. Sd-751).
ბარათაშვილი ბარათა
მონაწილეობა მიიღო ზაზა ციციშვილისათვის ქვემო გომში წილში ნარგები მიწების გამოყოფაში (1660 წ. ახლო 1449-1053).
ბარათაშვილი ბარათა
ბიძაშვილი: გუგუნა ბარათაშვილისა, იხ., თამაზ ბარათაშვილისა, იხ., ავთანდილ ბარათაშვილისა, იხ., [ძმისწული] შიოშ ბარათაშვილისა, იხ.
[ბარათაშვილი] ბარათა
მისი ასურელი ყმები ედავებოდნენ პაატას სამაჩველ ყმებს. საქმე გაარჩიეს მდივნებმა მერაბ [ყორღანაშვილმა] და დონმაზამ. ხუთი წელი ისე გასულა, რომ მდივნებს განაჩენი არ გამოუტანიათ. მეფემ ხელახლა გაგზავნა დონმაზა ადგილზე და დაავალა, დაეფიცებინა სამაჩველები. თუ ვერ დაიფიცებდნენ, მაშინ სადაო მამული მას დარჩებოდა (XVII ს. II ნახ. 1450-32/360).
ბარათაშვილი ბეჟან - შვილი ლომკაც ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი (ვარ. იოთამიშვილი, ბარათაშვილ-იოთამიშვილი) ბეჟან - 1643-1662 წწ.
ჰყავს: მამა იოთამ ბარათაშვილი, იხ., ძმა გიორგი ბარათაშვილი, იხ., ბიძაშვილი ყაფლან ბარათაშვილი, იხ., გარეშე მოწმე ევანეზა ზეგელაშვილის მიერ სუფრაჩ ავთანდილ ბარათაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1644 წ. 1450-33/66).
ბარათაშვილი ბეჟან - ძმა ქრისტეფორე ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი ბეჟან - 1671-1688 წწ.
ძმა ქაიხოსრო ბარათაშვილისა, იხ., მოწმე და დამწერი: ქაიხოსრო ბარათაშვილის მიერ როსტომ ყორღანაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1671 წ. 1450-1/69), რამაზა ყორღანაშვილის მიერ როსტომ [ყორღანაშვილისათვის] მიცემული ყმა-მამულის ნასყიდობის წიგნისა (1679 წ. Qd-2022 ); დამწერი არაზა ტერტერაშვილის მიერ დოლმაზა შანშიაშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1679 წ. VIII. 5. Hd-14164); მოწმე თამაზ ბარათაშვილის მიერ როსტომ [ყორღანაშვილისათვის] მიცემული ყმა-მამულის ნასყიდობის წიგნისა (1688 წ. XI. 12. 1450-1/95).
ბარათაშვილი (ვარ. გოსტაშაბიშვილი) ბეჟან - შვილიშვილი პაპუნა ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი ბერა - შვილი ქაიხოსრო ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი ბერი
შვილი გერმანოზ ბარათაშვილისა, იხ, [ძმა] ოთარ ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი ბერი - შვილი ზაალ ბარათაშვილისა, იხ.
[ბარათაშვილი] ბერი - შვილი თაყა [ბარათაშვილისა], იხ.
ბარათაშვილი ბერია
უსისტყეს მცხოვრები, მესაურე, სამთავნელის ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა მშვილდით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
ბარათაშვილი ბერუკა - შვილი ხოსია ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი გერმანოზ - 1523-[1558] წწ.
ჰყავს მამა ქავთარ [ქაჩიბასძე], იხ., დედა ელენე, ძმები: გუგუნა, იხ., ქუმსი, თაყა, გოსტასაბ, ფალავანხოსრო (1523 წ. Ad-1299 ა), იგი, თაყა, გოსტასაბ და ფალავანხოსრო გაეყარნენ გუგუნასა და ქუმსის. გაყრის საქმე გაარიგეს დავით მეფემ და დარბაისლებმა: ლუარსაბ ბატონიშვილმა, თაყა ამილახორმა, მერაბ ციციშვილმა, იარალი და ორბელ ბარათიანებმა, როსტევან თურმანისძემ, ტფილელმა ანტონიმ, შალვა სოლაღაშვილმა, გიორგი წითელაშვილმა, შალვა ქავთარასძემ და ბურნაშ შატბიერაშვილმა. გაყრის შედეგად ყმა-მამული შემდეგნაირად დაანაწილეს: გუგუნას საუფროსოდ ერგო აზნაურები: როსტევან და გიორგი სააკაძეები მათი მამულებით, გერმანოზის დედის, ელენეს მიერ აშენებული ნასოფლარი მძოვრეთი, ამზა არეშიშვილი მისი მამულით. რადგან საგინაშვილის ტოლი აზნაური მეტი არ ჰყავდათ, გამრიგეებმა გადაწყვიტეს, რომ ერთი საგინაშვილი გუგუნასა და ქუმსის დარჩენოდათ, ორი საგინაშვილი კი - გერმანოზსა და მასთან დარჩენილ ძმებს. თუ საგინაშვილები გაიყრებოდნენ, მაშინ ისინი, მესამედი მამულით, გუგუნასა და ქუმსის რჩებოდათ, ორი წილი მამულით - გერმანოზს. მას, თაყას, გოსტაშაბს და ფალავანხოსროს ერგოთ აზნაურები: ერთ წილად, შუხიბიშვილი, სუნღულაშვილი და სულთამამაშვილი; ერთ წილად - ბაამან და ზაალ აბრამისძე, მახვილასძე; ერთ წილად - ორი ბერძნიშვილი, ერთ წილად - ამზას გარდა ყველა არეშიშვილი; ერთ წილად - არდაზიანდიშვილნი; ერთ წილად - ზურაბ და სპანდიერი; ერთწილად - სალმირევანი თავისი მამულით, მამულა თავისი მამულით; ერთ წილად - ბუჟღულაშვილი კუირიკაშვილიანად, მამულა პატივაშვილი ბაზლით და კაბალით; ენაგეთს : ერთწილად - ორი დათონაშვილი; ერთ წილად ასათაშვილი; ერთ წილად - ჯანიაშვილი; ერთწილად - ფარილესაშვილი, ველიჯანა; ერთწილად - თომიაშვილი, პავლიაშვილი; ერთ წილად - ყარაგოზასშვილი, ქოშტამა; [ერთ წილად] - მახტუმაშვილი, ერთ წილად მემშვილდიშვილი; [ერთ წილად] - არუწა, მჭედელი; ერთწილად]-ავატამაშვილი, მურად, ბახშა, სადუნაშვილი და ისელაური მამული; ახალშენს: ერთ წილად - ყულიაშვილი, თაქორშა, ველიჯანა და ხეჩუმა; ერთად -ჩიჩინაკაშვილი, მანუკაშვილი, მუღრიაშვილი სოღომა; ერტისს: ერთ წილად - მახარებელი, იმირინდო, ივანე და ფოცუია, ოქრია, იმედა, ნასყიდა და მახნია; ტბისს: ერთ წილად - აბრამაშვილი, ბეგიაშვილი, ბედინაშვილი, მამისთუალაშვილი მირიჯანა, ერთად - დოლენჯაშვილი რევანდა მისი მამულით, ივანაური [მამული], ვაშანაშვილი და ზურაბა; თაფანს: ერთ წილად - წატურაშვილი, ძამუნა აბირმურაშვილი, მიხითარაშვილი, იმაშვილი, ხოშნადარაშვილი, აკოფაშვილი, გოზალაშვილი, ტალია, ლისთას: ერთ წილად - მირზაშვილი, ამიკიდაშვილი ევანეზაით ერთ წილად ნავროზაშვილი, ორი ხუცესი, სიამონა; თევდორწმიდას : ერთ წილად - მიტიჩაშვილი, გრიგოლა, ბეგიჯანა, მანანა, ველიჯანა; ერთ წილად - ავეტიზაშვილი, ველინჯანა, ბუნიათა, უსუფა, იაღიშა, აჯაბნუშა, სააკა; მთას მამული და სოფლები, ერთ წილად - ერწო, ერთ თავად - დვალთა, ერთ წილად - თაკუი, ხოზეთი; ერთ წილად - აზიკუნი, ცხურისი, იმედა, კახი, გიორგაშვილი, ცხნარი, ლიპნი, გუარეთი, ამლევი. ზვრების, ხოდაბუნების და მიწის გამო ძმები დაობდნენ. ერთი მეათედი საუფროსოდ გუგუნას მიაკუთვნეს, დანარჩენი ერთი წილი - გუგუნასა და ქუმსის, ორი წილი - გერმანოზსა და მის ძმებს, ხოლო სახლის მამისეული ნივთებიდან ერთი მეათედი საუფროსოდ გუგუნას, ხოლო დანარჩენი ძმურად უნდა გაეყოთ. ერთი თასი დედის, ელენესი, არავის არ ერგო; ბეთენიას სახლის წილი გუგუნას და ქუმსის ერგოთ, ორი წილი - გერმანოზსა სპანდიდა მის ძმებს ერთწილად გერმანოზს მიაკუთვნეს: სპანდისძე, გულასძე, ყურდიდაშვილი, ქუბაშვილი, თანღრიყულაშვილი, ჯანიბეგაური [მამული], ერთწილად - პეტრია, გამგებელი, ამბალაშვილი, როდინასძე, ხიზანა, ჯანაზიზაური მამული, ნიკოლოზაური მამული); ტბისს - სასახლე გუგუნასა და ქუმსის, ენაგეთის სასახლე გერმანოზს ერგო. რადგან გამრიგეებმა ვერ გასინჯეს სასახლეები, ამიტომ [ბარათაშვილების] სასახლის მცნობელ კაცებს უნდა გაეყოთ. ერთი წილი გუგუნასა და ქუმსის,ორი წილი გერმანოზს. თუ ტბისში თავიანთ კერძ მამულში გერმანოზი და მისი ძმები დასახლდებოდნენ, გუგუნა და ქუმსი არ უნდა გამოდავებოდნენ. თუ ენაგეთში თავიანთ კერძ მამულში გუგუნა და ქუმსი დასახლდებოდნენ, მაშინ გერმანოზი და მისი ძმები არ უნდა გამოდავებოდნენ. მამის აბჯარზე გერმანოზი დაობდა. გამრიგეების გადაწყვეტილებით, თუ გერმანოზი. მოწმეს იშოვიდა და დააფიცებდა, აბჯარი მას დარჩებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი ძმურად უნდა გაეყოთ. ქუმსი ამბალაშვილის გამო დაობდა. თუ ამბალაშვილი დაიფიცებდა, რომ ქავთარს იგი გაუაზატებია, მაშინ ქუმსი უნდა ჩამოხსნოდა. ყორღანაშვილი ციხიას სარჩლობდა. თუ ყორღანაშვილი დაიფიცებდა,რომ ციხია მის პაპასა და მამას ეკუთვნოდა და ქავთარს არ წაურთმევია მათთვის, მაშინ ციხია ყორღანაშვილს დარჩებოდა. ძმები ეშუის წყაროზე ცილობდნენ. გამრიგეების გადაწყვეტილებით, კაცები თაყას ერგო, ხოლო დარჩენილი სახასო მამული ძმურად უნდა გაეყოთ. თავ-თავიანთი ყმების ნასყიდ მამულებზე ერთმანეთთან არ უნდა ედავათ, ხოლო თუ მათ მამულში დამალული ნასოფლარი, გლეხები და მიწები აღმოჩნდებოდა, ძმურად უნდა გაეყოთ. თურქისტანიშვილი ჯოეშვილის გამო დაობდა. თურქისტანიშვილის მტკიცებით, ჯოეშვილი მისი პაპისა და მამის ყმა იყო ძველთაგან. ყაბალაში ყოფნისას, გიორგი მეფის დროს, იგი მამამისს ხლებია, თუ თურქისტანიშვილი მისი ორი მკვიდრი ყმით დაიფიცებდა, რომ მხეციძეს ბარათაშვილების დედის, ელენესათვის მიუცია ჯოეშვილი,ხოლო ელენეს - თურქისტანიშვილისათვისო, მაშინ იგი თურქისტანიშვილს ერგებოდა (1523 წ. Ad-1299 ა); იგი და კათალიკოსი შეედავნენ ერთმანეთს ყორანთისა და რატევანის საზღვრებზე. დავა გაარიგეს მეფე ლუარსაბმა, ფეშანგ ფალავანდიშვილმა, ქობულ მაჩაბელმა, თმოგველ ფავლენიშვილმა, სამადავლე გაბაშვილმა და გიორგი წითელაშვილმა. გამრიგეების გადაწყვეტილებით, მას ფიცი დაედო ([1527-1558 წწ.] ლაი H 13. 19a-20a).
ბარათაშვილი გერმანოზ - 1627-1643 წწ.
ჰყავს სახლიკაცი გიორგი (1627 წ. 1450-49/45), შვილები: ოთარ, პაატა, ვარაზა (1638-1643 Hd-6261, 1450: 14/8, 14/9), ბერი (1642-1643 წწ. 1450: 14/8, 14/9). მას უწყალობა როსტომ მეფემ სომხითს სახასო სოფელი დიდი წერაქვი ნაცვლად სამკვიდრო ცოვრეთისა, რომელიც ჩამოართვა და გიორგი ბატონიშვილს უბოძა (1642 წ. 1450-14/8); განუახლა როსტომ მეფემ გუდარეხის მონასტრისა და ცოვრეთის წყალობა, რომელიც გიორგი ბატონიშვილს ჩამოართვა (1643 წ. VIII. 24. 1450-14/9); არეშიშვილმა ალიხანამ მას გაუცვალა ცოვრეთს არეშიშვილთა მიერ ბარათაანთაგან ნაყიდი მიწე ბიდან თავისი წილი სავენახე მიწა მყვირალაურის ვენახთან.აგრეთვე ვანქს - მისი და შაჰყულას წილი, ფალავანხოსროს კერძი, ქუილიჩაშვილისაგან ნაყიდი მიწა ოთხი დღის სარწყავ მიწაზე (1638 წ. V. 4. Hd-6261); იხსენიება: [სვიმონ] მეფის მიერ სოიბათიასაულ ზურაბ [ყაფარაშვილისათვის] მიცემული მამულის წყალობის წიგნის თანახმად, მეფეს ზურაბისათვის უწყალობებია მისი მამული ვანქს (1627 წ. VII. 14. 1450-49/45), მას მიუყიდია მამული შერმაზან [ყორღანაშვილისათვის], აღნიშნულია როსტომ მეფის მიერ მერაბ ყორღანაშვილისათვის ბოძებულ მამულის წყალობის წიგნში (1635 წ. IX. 10. Qd-2432), გერმანოზიშვილების გაყრის წიგნში ნათქვამია, რომ სპილენძეულში მის ცხვარსა და სამეხრეოზე დავა ჰქონდათ პაპუა და გუგუნა გერმანოზიშვილებს თავიანთ ბიძა ვარაზასთან (1688-1703 წწ.) Sd-577 ა); მისი და მისი შვილების საფიცარი [წიგნები] მოხსენიებულია გორჯასპ ბარათაშვილისათვის მიბარებული წიგნების ნუსხაში (1691წ. Sd-1931).
ბარათაშვილი გერმანოზ
როსტომ მეფემ პაპუნა არეშიშვილს უწყალობა ვაძას ამოვარდნილი „ბარათაშვილის გერმანოზიანთ“ ნაოხარი მიწა (1652 წ. Sd-20).
ბარათაშვილი გერმანოზ
[ძმისწული] ოთარ ბარათაშვილისა, იხ, ზაალ ბარათაშვილსა და მის ძმისწულ თაყას შორის სამამულე დავის გარიგებების წიგნის თანახმად, მას ზურაბ [ბარათაშვილისათვის] ქალი შეუწამებია (1682 წ. I. 24. 1450-2/145).
ბარათაშვილი-გერმანოზიშვილი დათუნა - იხ. გერმანოზიშვილი დათუნა
ბარათაშვილი-გერმანოზიშვილი დომენტი - იხ. გერმანოზიშვილი დომენტი
[ბარათაშვილი]-გერმანოზისშვილი ომან - იხ. გერმანოზისშვილი ომან
[ბარათაშვილი]-გერმანოზიშვილი როსებ - იხ. გერმანოზიშვილი როსებ
ბარათაშვილი (ვარ. ბარათაშვილი-იოთამიშვილი, იოთამიშვილი) გივი - 1643-1687 წწ.
შვილი იოთამ ბარათაშვილისა, იხ., ძმა გიორგი ბარათაშვილისა, იხ., ბიძაშვილი ყაფლან ბარათაშვილისა, იხ., ედავებოდა ძმისწულებთან ერთად ქაიხოსრო აბაშიშვილს მიწაზე. დავა გაარჩიეს მდივანმა ბეგთაბეგ [მარტიროზიშვილმა] და მისმა ბიძაშვილმა ფარსადანმა. გივის უფიცრად მისცეს ნასყიდი მიწა მაშავრის პირამდე და აკურასაკენ იასვანიშვილების ნასყიდ მიწებამდე (1687 წ. 1450-38/18); მოწმე ზაალ ბარათაშვილის მიერ ზაალ ყორღანაშვილისათვის მიცემული სასახლისათვის ადგილის ნასყიდობის წიგნისა (1662 წ. 1450-1/52).
[ბარათაშვილი] გივი - შვილი თაყა ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი გიორგა
მოწმე პაპუნა ხარებასშვილის მიერ ბასილა ცხვარებასშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1672 წ.1450-15/3).
ბარათაშვილი გიორგი - მამა იორამ ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი გიორგი - ძმა ფარიშატ ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი გიორგი - 1580-იანი წწ.
ჰყავს [ძმა] იორამ, შვილი იოთამ (1580-იანი წწ. 1450-38/60, 38/58). სვიმონ მეფის ტყვეობის ჟამს დიდი ერთგულება გამოიჩინა სვიმონის ძმის, დავით მეფის წინაშე. დავითმა ერთგულების საზღაურად.განუახლა ყმა-მამულის წყალობა: ჩაჩიკაშვილი მამაცა და ჯანიაშვილი როსტევან თავ-თავიანთი მამულებით, აკაურთას, ფიტარეთის, დარბაზჭალის, ავაზნის, ჯანაზიანის, დმანისის ნახევარი, საბაჟოს ნახევარი, ჩინჩხურს ორი წილი, დილამაშნის მუტავისის, ვარძაგარის და ქვაბევნის ნახევარი, ავანი, შავაგომი, მარაბდა, სროსანგი, უკან გორს ორი კომლი კაცი, ქვემო თაგუეთი, ხული, ლორაშენი, მუღანივაშე[ნ]ი, ყავახკუტი; ფარაჯუქის, მალამახსურის და გელდიგილანის ნახევარი, აღუმრუ ციხით, ყარატაშის და ქედის ეკლესიის ნახევარი; იალღუზი, სუგეჩენის, გელიას სოფლის და ქეთილაშენის ნახევარი; ხანძოარი; ჩარგამაშენის, ქერანდენის და კოტრაწეგეღეცის ნახევარი; გოგღაია (sic) ყამიშის ნასოფლარი, ანგრევანის ნახევარი, ლოქის მთის, ქვემო მიჯის, აღბაბალუს, ყადრუყულის ნახევარი, ავანჯუკი, ყარაქილისის ნახევარი; უზუმ ფირამაღის სოფელი, შავი საყდრის ნასოფლარი, ქვემო შინდლარა, მანაკერტის ნახევარი და სასახლე, ფევრას და ხატისსოფლის ნახევარი, ტნუსი და ტამალა, საკარისის ნახევარი, სამაგარა, წითელი ეკლესია, ტანძია და თანდრულალი ქარატაკით,ბოსლების ნახევარი, ზემო აბანო; ჩინას ჭალის, ხუტას, ლეკისუბნის, ყაზანჩის სოფლის, წნორისა და პირნაბაჯის ნახევარი; რატევანი; საკირის სოფლის და კრცხილას ნახევარი, მირტაშენი, არდისუბანი, იფნობის ნახევარი, ბალახაურის ორი წილი, მუგუთის ნახევარი, წრაუთის ნახევარი, ცოვრეთი; გუდარეხის ნახევარი; კრეფა, გომარეთი და რაც ამ სოფლებში საუხუცესო ეკუთვნოდა (1582 წ. 1450-38/60); ტყვეობიდან დაბრუნებულმა მეფე სვიმონმა განუახლა წყალობა: ჩაჩიკაშვილის სახლი და როსტევან ჯანიაშვილის მამული, აკაურთას, ფიტარეთის, დარბასჭალის, ავაზნის, ჯანაზიანის, დმანისის ნახევარი, საბაჟოს სარგოს ნახევარი, ქვაბევნის, დილიმაშენის, ბოსლების, ტანძიას, წითელი ეკლესიის, სამაგარას, მანაკერტის ნახევარი და სასახლე, რომელიც ბარათაშვილებს ეკუთვნოდათ ქვემო შინდარას, თათრების, ქაიზიანთ, აღაბაბლუს, საკარისის, ოროზმანის, მიჯის, ვარძაგარის, ხულის, ლოქის ნახევარი; ქვემო თაგუეთი, სიქიშხანი და ანგრევანი; ჩინჩხურის, მუტავისის, ვანა[თ]ის, შავაგომის, მარაბდის, რატევანის, საკირისსოფლის, კრცხილას ნახევარი, ბალახურის ორი წილი, წრაუთის ნახევარი, ცოვრეთი, გუდარეხის ნახევარი და კრეფა, ჩალაურთა, აგრეთვე გომარეთისა და ზემო აბანოს მიდამოებში საუხუცესო წილი (1580-იანი წწ. 1450-38/58).
ბარათაშვილი გიორგი
მონაწილეობა მიიღო მოურავ გიორგი სააკაძესა და ქაიხოსრო ჯავახიშვილს შორის დავის გარიგებაში (1620 წ. IV. 15. Hd-6259. VII.15. Hd-14424).
ბარათაშვილი გიორგი
ბიძაშვილი ქაიხოსრი ბარათაშვილისა, მისი წილი ყმა-მამული ტბისში ჯაჰანბანუ დედოფალმა უწყალობა ქაიხოსრო ბარათაშვილს (1628 წ. II. 21. Hd-10233), მოწმე ქაიხოსრო ბარათაშვილის მიერ საამ საგინაშვილისათვის მიცემული ხოდაბუნების დათმობის წიგნისა (1628 წ. 1450-26/59).
[ბარათაშვილი] გიორგი - სახლიკაცი გერმანოზ ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი გიორგი
ძმა: ჰასანბეგ ბარათაშვილისა, იხ., ფარსადან ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი გიორგი - 1646-1651 წწ.
ჰყავს ძმისწული საჩინო (1649-1651 წწ. 1450-2/150, 26/266). როსტომ მეფემ განუახლა წყალობა: ენაგეთს მკვიდრი გლეხის, ბერიკა პაპანასშვილისა, მამულით, დიდი ტეტერას შვილისშვილებისა ჩქარაულის მამულით (1649 წ. 1450-2/150); სამკვიდრო მამულებისა (1651 წ. III. 21. 1450-26/266).
ბარათაშვილი (ვარ. იოთამისშვილი) გიორგი - 1651-1662, [1675] წწ.
ჰყავს ძმები: ბეჟან, გივი (1651-1661, [1675] წწ. 1450:38/2, 38/36, 38/41, 9/150, 38/38, Hd-15091, 1448-3266, 1450: 38/45, 38/5), ერასტი (1651-1661,[1675] წწ. 1450: 38/2, 28/26, 28/41, 38/38, Hd-15091, 1448-3266, 1450: 38/45, 38/5), იოსები (1651-1656, [1675] წწ. 1450: 38/2, 38/41, Hd-15091), ბიძაშვილი ბარათაშვილი ყაფლან, იხ., შვილები: შერმადინ ([1651-1657 წწ.] 1450: 38/36, 38/41, 38/38), ლუარსაბ (1653 წ. 1450: 38/36). მას უწყალობა ვახტანგ მეფემ მაშავრის პირს რატევანის ნახევარი (1656 წ. 1450-38/41); განუახლა როსტომ მეფემ წყალობა მისი მკვიდრი ყმის, მირიან დურსუნაშვილისა, რომელიც უკანონოდ ეჭირა ჩაჩიკაშვილს (1657 წ. IX. 12. 1450-38/38), იყიდა: აბაშ [ბარათაშვილისაგან] სამი დღიური მიწა (1651 წ. VIII. 5. 1450-38/2), ზაალ გაბაშვილისაგან- თაფანს აბულა და სარქისა მირზაშვილები ცოლშვილითა და მამულით (1653წ. 1450-38/36), თაყაშვილისა და თაყა ასანბეგიშვილისაგან - ძველი გომარეთის ნახევარი (1661 წ. II. 9. 1450-38/45); ჰქონდა დავა: არეშიშვილებთან ვარხუნის მიწებზე, დავის გარჩევის შედეგად მიწა, ელიას ქვის აქეთ, დარჩა გიორგისა და მის ძმებს (1661 წ. 1448-3266), აბაშიშვილებთან აკაურთულ მიწებზე. დავა გაირჩა დედოფალ მარიამის ხელმძღვანელობით. ფიცი დაედოთ აბაშს, ავთანდილს და მერაბისშვილებს. აბაშიშვილებმა ხატზე ვერ დაიფიცეს და გამტყუნდნენ. სადაო მიწები დარჩათ გიორგისა და მის ძმებს (1662 წ. 1450-138/5); მას მისცა პირობა პატა [ბარათაშვილმა], რომ ფალავანხოსროშვილებთან დავაში მონაგებიდან ერთ კომლ კაცს მას მისცემდა და ფიცსაც ახსნიდა ([1658-1675 წწ.] Hd-15091); მოწმე პატა ბარათაშვილის მიერ შაჰყულა იაგულაშვილისათვის მიცემული ყმა-მამულის გაცვლის წიგნისა (1656. XII. 13. 1450-9/150).
[ბარათაშვილი] გიორგი
ედავებოდა ზურაბ ამბალაშვილს ბაგრატ თურქისტანიშვილის შვილებისაგან ნაყიდ გამრეკელაურ მამულზე. ეს მამული საჩინო ბარათაშვილს სისხლის საფასურად მიუცია ბაგრატ თურქისტანიშვილისათვის. როსტომ მეფემ სადაო მამული დაუმტკიცა ამბალაშვილებს, გიორგისათვის კი თურქისტანიშვილებს უნდა გაეღოთ საფასური (1654. Hd-14670).
ბარათაშვილი (ვარ. ორბელისშვილი, ყაფლანისშვილი) გიორგი - 1652-1679 წწ.
ჰყავს: მამა ყაფლან ბარათაშვილი, იხ. (1674-1679 წწ. Sd: 623 ა, 623 ბ, 625), ძმები: პაპუნა, იხ., თამაზ, იხ., ორბელ, ვახტანგ იხ. ბარათაშვილები. შვილები: პაპუა, იხ., გორჯასპ, ზურაბ ორბელიშვილები ([1674-1679 წწ.] Sd: 623, 625). იყიდა: შუა ბოლნისის მამასახლის ფინეზასაგან ვენახი (1674 წ. Sd-623 ა), შუა ბოლნელ ბაინდურა ყუმახაშვილისაგან ვენახის ჩამონაჭერი (1675 წ.V. 12. Sd-623 ბ), პაპუა ყამაზაშვილისაგან და გიგოლა ფირველაშვილისაგან - ხოდაბუნი ბერუა ყუგაზასშვილის ვენახის გასწვრივ, შემაზაშვილის ვენახამდე (1676 წ. IV. 10. Hd-6083), პაპუა შემაზაშვილისაგან - შუა ბოლნისს ვენახი (1679 წ. X. 15. Sd-625).
ბარათაშვილი (ვარ. ასანბეგიშვილი) გიორგი- 1661-1699 წწ.
შვილი თაყა ბარათაშვილისა, იხ., მოწმე საქუა [ფირყულაშვილის] მიერ ვახტანგ ბარათაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1683 წ. ახლო. 1450-26/255).
ბარათაშვილი გიორგი - 1676-1681 წწ.
ჰყავს: [ძმა] ფარსადან (1676 წ. 1450-51/139), ბიძაშვილი თაყა ასანბეგიშვილი (1676-1681 წწ. 1450: 51/139, 1/50), შვილები: ვახტანგ ბარათაშვილი, იხ. (1676 წ. 1450-51/139), თაყა, ზურაბ (1676 წ. 1450-51/139), იყიდა თავისი ბიძაშვილის, თაყა ასანბეგიშვილისაგან თაყას ჭალა (1676 წ. 1450-51/139); მოწმე თავისი ბიძაშვილის, თაყა ასანბეგიშვილის მიერ როსტომ ყირღანაშვილისათვის მიცემული ყმების ნასყიდობის წიგნისა (1681 წ. V. 15. 1450-1/50).
[ბარათაშვილი] გიორგი - [სახლიკაცი] პაპუნა ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი გიორგი
ძმა ქაიხოსრო ბარათაშვილისა, იხ., ძმისწული ქაიხოსრო ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი (ვარ. თამაზისშვილი, თამაზისშვილი-იესესშვილი) გიორგი
შვილი იასე ბარათაშვილისა, იხ., [ძმისწული] შიოშ ბარათაშვილისა, იხ., ძმა; ავთანდილ ბარათაშვილისა, იხ., გუგუნა ბარათაშვილისა, იხ., ბიძაშვილი თამაზ ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი (ვარ. ქავთარისშვილი, იონათამიშვილი) გიორგი
შვილი ან ძმისწული პატა ბარათაშვილისა, იხ., ძმა ავთანდილ ქავთარისშვილისა, იხ., მოწმე პაპუა ანდერმანიშვილ-საგინაშვილის მიერ ასლან ორბელიშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1696წ. 1450-15/79).
ბარათაშვილი გიორგი - შვილი ზაალ ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი გიორგი - შვილი ვარაზ ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი გოგია - შვილი ბარათა ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი გორჯასპი - შვილი ავთანდილ ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი გოსიტა - [სახლიკაცი] პაპუნა ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი გოსტასაბ - ძმა გუგუნა ბარათაშვილისა, იხ., გერმენოზ ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი გოსტაშაბ
შეედავა ოსიყმა ბუჟღულაშვილს ამლივისა და ბუჟღულისის საზღვრებზე (XVI ს. Hd-1568).
ბარათაშვილი გოსთაშაბ - ძმა ბარათა ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი (ვარ. იოვანეშვილი) გოსტაშაბ (ვარ. გოსთაშაბ) - [1619], 1628-1634 წწ.
ჰყავს: ბიძაშვილი ყაფარბეგ ([1628-1629 წწ.] 1448-3256, Hd-1700), შვილები: ყაფარბეგ, თამაზ ([1619-1629 წწ. სს. I. №115), იოვანე ([1619-1629 წწ.] სს. I. №115, 1448-3272), პაპუნა ბარათაშვილი, იხ., მას უწყალობა სვიმონ მეფემ: მისი ბიძაშვილის, ყაფარ ბეგის ნაქონი მამულები ამლივში, ერდოსა და ვაკეში (1628 წ. III. 30. 1448-3256), ახალშენს - ალავერდაშვილი, თაკვს - ამირაშვილი, დვალთას - თეგაძე მამულით (1629 წ. V. 27. Hd-1700); განუახლა: სვიმონ მეფემ მამულის წყალობა (1627 წ. II. 10. Hd-14603), როსტომ მეფემ - დიდგორის ძირს მკვიდრი მამულის, აგუდანეთისა (1634 წ. 1448-3272); მას მფარველობის პირობა მისცა სვიმონ მეფემ ([1619-1629 წწ.] სს. I .№115 ); იხსენიება: როსტომ მეფის მიერ მერაბ ყორღანაშვილისათვის მიცემულ თარხნობის წიგნში აღნიშნულია, რომ მერაბ ყორღანაშვილს მისგან უყიდია სოფელი ზემო შავნი (1634 წ. 1448-3265), როსტომისავე წყალობის საბუთში მერაბ ყორღანაშვილისადმი ნათქვამია, რომ იგი ედავებოდა მერაბ ყორღანაშვილს ზემო შავნის გამო (1635 წ. IX, 10. Qd-2432).
ბარათაშვილი (ვარ. გოსტაშაბიშვილი, ბარათაშვილი-გოსტაშაბიშვილი) გოსტაშაბ - 1653-1692 წწ.
შვილი პაპუნა ბარათაშვილისა, იხ., მოწმე: ზაალ სააკაძის მიერ ზურაბ სააკაძისათვის მიცემულ ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1688 წ. VII. 20. Sd-548), თამაზ თამაზისშვილის მიერ კაცია სარდლისშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1690 წ. IV. 12. 1450-10/186) საამ ბარათაშვილის მიერ თამაზ ორბელიშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1692 წ. IX. 15. 1450-10/180).
ბარათაშვილი-გოსტაშაბიშვილი (ვარ. გოსტაშაბიშვილი) ბერი - შვილიშვილი პაპუნა ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი-გოსტაშაბიშვილი გოსტაშაბ - იხ. ბარათაშვილი გოსტაშაბ.
ბარათაშვილი-გოსტაშაბიშვილი თამაზ - იხ. ბარათაშვილი თამაზ
ბარათაშვილი-გოსტაშაბიშვილი მირიან - იხ. გოსტაშაბიშვილი მირიან
ბარათაშვილ-გოსტაშაბიშვილი პაპუნა - იხ. ბარათაშვილი პაპუნა
ბარათაშვილი-გოსტაშაბიშვილი როსტომ - იხ. გოსტაშაბიშვილი როსტომ
[ბარათაშვილი]-გოსტაშაბიშვილი ქაიხოსრო - იხ. გოსტაშაბიშვილი ქაიხოსრო.
ბარათაშვილი გოსტაშაბიშვილი ყაფარბეგ - იხ. ბარათაშვილი ყაფარბეგ
ბარათაშვილი-გოსტაშაბიშვილი ხოსიტა
ჯიმშიტა შიოშაშვილმა მას მიათხოვა თავისი ასული და მისცა მზითვის წიგნი ([1633-1658 წწ.] Hd-6443).
[ბარათაშვილი] გოშფარ
ზურაბისშვილებთან გაყრილა. გასამყრელოდ მხარეებს დაუდვიათ სოფელი კიპრუჭი, რომელიც როსტომ მეფემ უწყალობა გურგენ ყორღანაშვილს (1642 წ. I. 16. 1450-1/96).
ბარათაშვილი გოშფარ
ჰყავს შვილები: დავით, ბარათა. მიჰყიდა ყულიჯან ტერტერაშვილს მამული და ხოდაბუნი სათაქეთს, აიღო ათი მარჩილი, ორი ძროხა და სამი კრავიანი ცხვარი (1645 წ. IV. 1450-34/233).
ბარათაშვილი გუგუნა
ჰყავს მშობლები: ქავთარ [ქაჩიბასძე], იხ., ელენე-ყოფილი ელისაბედი, ძმები: გერმანოზ ბარათაშვილი, იხ., ქუმსი, გოსტასაბ, თაყა, ფალავანხოსრო. სიონის ღმრთისმშობელს განუახლა სოფელ ხეკორძის შეწირულება ანტონის თბილელობის დროს. დააწესა აყაპი დედამისის, ელენე ყოფილი ელისაბედის სახელზე (1523 წ. 1449-1537).
ბარათაშვილი გუგუნა - მამა ბარათა ბარათაშვილისა, იხ.
[ბარათაშვილი] გუგუნა
ფარიშატ და გიორგი ბარათაშვილებს გაყრისას ერგოთ ჭიტაანთ დმანისი გუგუნას წილის გარდა (1543 წ. Hd-10381).
ბარათაშვილი გუგუნა
შვილი ქაიხოსრო ბარათაშვილისა, იხ., სვიმონ მეფის მიერ საამ საგინაშვილისათვის მიცემული მამულის წყალობის წიგნის თანახმად, საამს იგი მეფესთან მიუყვანია (1626 წ. 1450-26/96).
ბარათაშვილი (ვარ. ქავთარისშვილი) გუგუნა - 1656-1697 წწ.
ჰყავს მამა (ან ბიძა) პაატა ბარათაშვილი, იხ., ძმა ქავთარისშვილი დავით (1697 წ. Hd-2770, 1450-15/5), განაყოფი ბარათაშვილი მანუჩარ, იხ., მიჰყიდა იასე [ბარათაშვილს] ვენახი ალგეთის პირას, რომელსაც ესაზღვრებოდა ოთარის ღობე, იონათამ [ბარათაშვილის] ყმის ვენახი და საქალაქო შარა (1697 წ. Hd-2770); ჰქონდა დავა ჭანდრის რუებზე ბოქაულთუხუცეს საამ [ბარათაშვილთან] და ქაიხოსრო ზაზუნაშვილთან. დავის გარჩევის შედეგად მისი ორი რუ საამს მიაკუთვნეს (1690-იანი წწ. 1450-11/166); მისი ვალი ემართა გორჯასპ საგინაშვილს. მას კი, თავის მხრივ, ჰქონდა ქაიხოსრო აბაშისშვილის ვალი. საგინაშვილმა, მისი თანხმობით, ქაიხოსრო აბაშისშვილს გუგუნას ვალის ანგარიშში მიჰყიდა მიწა (1697 წ. XI. 1450-15/5); მოწმე შერმაზან ხურდაყულაშვილის მიერ პაპუა ორბელიშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1689 წ. 1450-20/28), პაპუა ანდერმანიშვილ-საგინაშვილის მიერ ასლან ორბელი - შვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1696 წ. 1450-15/79); იხსენიება უცნობი პირის მიერ იესესათვის მიცემულ შერიგების წიგნში ([1688-1703 წწ.] Hd-15090 ფრაგმ.).
ბარათაშვილი (ვარ. გერმანოზიშვილი, პატასშვილი) გუგუნა (ვარ. გუგუა) - 1662-1699 წწ.
მეჯინიბეთუხუცესი ([1692-1698 წწ.] 1450: 10/185, 53/212). ჰყავს: მამა პაატა ბარათაშვილი, იხ., ბიძები: ოთარ, იხ., და ვარაზა, იხ. ბარათაშვილები (1693 წ. 1450-11/64), ძმები: პაპუა ბარათაშვილი, იხ., დომენტი გერმანოზიშვილი, იასე, შვილები: დათუნა, ომან გერმანოზიშვილები (1698 წ. 53/212). მიჰყიდა წინწყაროელ ბერუა დიარასშვილს თხვანთიბის სამკვიდრო მამულიდან თექვსმეტი დღის მიწა - ორი საქცევი რვა დღისა, რომლის ერთი საქცევი თაყა [ბარათაშვილის] მიწას ესაზღვრებოდა (1698 წ. 1450-53/212); მოწმე: ვარაზა ბარათაშვილის მიერ სვეტიცხოვლისათვის მიცემული ყმების შეწირულების წიგნისა (1690 წ. III. 15. ლაი. H 13-15, 16-17), პაპუა ლამაზასშვილის მიერ ქაიხოსროვ აბაშისშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1690 წ. V. 23. 1450-15/49), ქაიხოსრო ბარათაშვილის მიერ თამაზ ორბელიშვილისათვის მიცემული ყმა-მამულის ნასყიდობის წიგნისა (1692 წ. IX. 24. 1450-10/185), საამ ბარათაშვილის მიერ თამაზ ორბელიშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1692 წ. IX.15. 1450-10/180), პაპუა ანდერმანიშვილ-საგინაშვილის მიერ ასლან ორბელიშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1696 წ. 1450-15/79), შანშე აფხაზის მიერ სულხან ყაფლანიშვილისათვის მიცემული ყმის ნასყიდობის წიგნისა (1696 წ. V. 26. Sd-562), შერმაზან ხურდაყულაშვილის მიერ პაპუა ორბელიშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1699 წ. 1450-20/48); სხვადასხვა: იგი, ვარაზა და პაპუნა გოშტაშაბიშვილები ნაზარალი-ხანის მოწინააღმდეგენი იყვნენ, რის გამოც ნაზარალი-ხანმა ჩამოართვა მათ მამულები ზასსა და ბეთენიას და ავთანდილ ბარათაშვილს უწყალობა (1693 წ. X. 21. 1450-11/64), მისი ერთი კომლი კაცი ძოვრეთს ნაზარალი-ხანმა უწყალობა როსტომ ბარათაშვილს (1693 წ. XI. 11. 1448-56).
ბარათაშვილი (ვარ. თამაზისშვილი) გუგუნა - 16[7]6-1685 წწ.
ჰყავს მამა იესე ბარათაშვილი, იხ., ბიძა შიოშ ბარათაშვილი, იხ., ძმები: ავთანდილ (1681-1682 წწ. Hd-9674, 1450-1/110), გიორგი (1681 წ. Hd-9674), ბიძაშვილები: ბარათა, დურმიშხან (1681, 1682 წწ. Hd-9674, 1450-1/110), მიჰყიდა მდივანბეგ ვახტანგ [ორბელიშვილს] ყმა-მამული ჯალდამსა და ღორისთავში: ხეჩიკა, დავითა, წატურა არაქელაშვილი, დავითა ხეჩიკაშვილი, კაკოზა ბაადურაშვილი მამულებით, მურადას საკომლო, გულაიზას მიწა (1681 წ. Hd-9674), როსტომ ყორღანაშვილს - ენაგეთს მკვიდრი ყმის, პაპია ზულალაშვილის ვენახი გარსუასშვილისა და ხატისასშვილის ვენახებამდე (1682 წ. 1450-1/110); მოწმე შიოშ ბარათაშვილის მიერ როსტომ ყორღანაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1685 წ. V. 6. 1450-1/86).
ბარათაშვილი გუგუნა
შვილი ქაიხოსრო ბარათაშვილისა, იხ., ძმა როსტომ ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი გუგუნა - ძმისწული ავთანდილ ბარათაშვილისა,იხ.
ბარათაშვილი გუგუნა
მოწმე პაპუა ანდერმანიშვილ-საგინაშვილის მიერ ასლან ორბელიშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1696 წ. 1450-15/79).
ბარათაშვილი გულაბ - ძმა ერაჯ ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი გულაბ - შვილიშვილი თაყა ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი დავით
[სახლიკაცი]: აბაშ ბარათაშვილისა, იხ., შაჰყუბათ ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი დავით - ძმისწული აბაშ ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი დავით - შვილი რევაზ ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი (ვარ. თამაზიშვილი) დავით (ვარ. დათუნა)
შვილი თამაზ ბარათაშვილისა, იხ., ძმა: იასე ბარათაშვილისა, იხ., შიოშ ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი დავით
შვილი გოშფარ ბარათაშვილისა, იხ. იესე ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი დავით - შვილი იესე ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი დავით - ძმისწული თაყა ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი (ვარ. აბაშიშვილი, ბარათაშვილი-აბაშიშვილი) დავით - 1683-1697 წწ.
ჰყავს: მამა ქაიხოსრო ბარათაშვილი, იხ., ძმა აბაშ. მიჰყიდა სეხნია არეშიშვილს თავისი მკვიდრი მამული ელისბარის და დათუაშვილის მიწებამდე (1683 წ. 1450-14/13).
ბარათაშვილი დავით
შვილი ქაიხოსრო ბარათაშვილისა, იხ., ძმა როსტომ ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი (ვარ ფალავანხოსროშვილი) დათუნა - შვილი თაყა ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი დომენტი - იხ. გერმანოზიშვილი დომენტი
ბარათაშვილი დურმიშხან
ძმისწული შიოშ ბარათაშვილისა, იხ. ბიძაშვილი: გუგუნა ბარათაშვილისა იხ., ავთანდილ ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი დურმიშხან - ძმა როსებ ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი (ვარ. ფალავანხოსროშვილი) დურმიშხან - 1639-1688 წწ.
ჰყავს: მამა ფალავანხოსრო ბარათაშვილი, იხ., ძმა თაყა ბარათაშვილი, იხ., ბიძაშვილი ზაალ ბარათაშვილი, იხ., თანამეცხედრე მარიამ, ძმისწულები: ბარათა ბარათაშვილი, იხ., იოთამ, ზურაბ ბარათაშვილები (XVII ს. ბოლო. Hd-8439-2). სიმამრი პაპუნა ბარათაშვილი (1661 წ. XVII ს. ბოლო. Hd-1375, 2017, 84392), განაყოფი ბიძაშვილები: იორამ ბარათაშვილი (1688 წ. 1450-2/149), ზაალ ბარათაშვილი (1679 წ. Hd-10204). უწყალობა ადუა შავერდაშვილს საკეცეს ტარიკაძის ჭალის მიწა და ორი დღის სავენახე. ქრთამად აიღო: ერთი ხარი, ერთი ფური, ერთი ცხვარი და ერთი ბოშყაფი (1673 წ. Qd-9818); მიჰყიდა: დომენტი კათალიკოსს წილში ნარგები ივანას ძმისწულები: გერმანოზა და გიუნა (1669 წ. 1449-2670, 1671 წ. 1449-1180), თავის განაყოფ [ბიძაშვილს] - ზაალ ბარათაშვილს - ყმა ლომიტა გერგიძე ცოლშვილით (1679 წ. III. 15. Hd-10204); გაუცვალა ყმა-მამული პაპუნა გოსტაშაბიშვილს: მისცა პაპუნა და სიყმია ტუხიაშვილები მამულით, ტბისს - ხოდაბუნი, ფორქალისს და ანდრიას - საფიჩხულის ნახევარი, გრძელაში - გერგიძის ხოდაბუნი. გამოართვა მოძღვრისშვილის წისქვილთან მდებარე სახასო წისქვილი, ბაღი და ვენახი, მეწისქვილე მამუკა. გაცვლისას მხარეები შეთანხმდნენ, რომ დურმიშხანსა და მოძღვრისშვილს წისქვილის წყალი სწორად გაეყოთ და რუ თანაბრად ემუშავებინათ. არც გოსტაშაბიშვილებს და არც ამლიველებს არ ჰქონდათ ნება მათ დაუკითხავად დაეფქვათ. სოფელ ანდრიაში საფიჩხე ერთ წელიწადს თაყა ფალავანხოსროსშვილს უნდა ჩაედგა, მეორე წელიწადს - პაპუნას (1676 წ. Hd-2104, [1676-1684 წწ.] Hd-2017); მოწმე: პაპუნა ბარათაშვილის მიერ მერაბ ყორღანაშვილისათვის მიცემული ნასოფლარის ნასყიდობის წიგნისა (1661 წ. III. 15. Hd-375), თაყა ბარათაშვილის მიერ პაპუნა გოსტაშაბიშვილისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1665 წ. XII. 5. Hd-6248); სხვადასხვა: პაპუნა გოსტაშაბიშვილთან ადრეც ჰქონია დავა საწისქვილეს თაობაზე, ბახუტა ჯავახიშვილს შეურიგებია ისინი ([1676-1684 წწ.] Hd-2017), ოჯახის გაყრისას მას საუმცროსოდ ერგო: ბუჟღულაანში - სასახლე, საჯინიბო, მარანი, საკეცეს - სასახლე, კალო-საბძელი; ცხნარს - თაყას კერძი ხოდაბუნი, სასახლე; ერდს - პატა მამულით; ბეთენიას - ბერუაშვილები მამულით; ახალშენს - ფირიაშვილები მამულით, წინვენახს - გუდრეგანაშვილი პატა მამულით, ხუთი დღის მიწა თავისი განაყოფისათვის დაედვა. ტბისს - გერგიძე მამულით და სათიბით, ტუხიაშვილი; ანდრიას - ელისბარაშვილი მამულით; ვანქს - გერმანოზა მამულით, საკეცეს - ტარიკაძე მამულით; ქვათეთრს - გოგია და მამუკა მამულებით; ცხნარს - ლომკაცა, ომშერა ოქროა, შავერდა, თამაზა, ხიზანაშვილი მამულებით; ცხვრისს - ტბელიაშვილი, ხიზანაშვილი მამულით; ერწოს - ისვიანიძე, ზუბიშვილი, პაპუნა სალარაშვილი, სალარაშვილი მაზიტა მამულებით; ფუტრევს- მამიჯანაშვილი მამულით; მილავს - ყიფიანი მამულით (XVII ს. 70-80-იანი წწ. 1450-26/265); იხსენიება: ვახტანგ მეფემ ბრძანება გასცა, რომ ქვათეთრში მის წილ მამულზე ხელი აემართათ და იგი ქაიხოსრო და იესე თაყაშვილებისათვის მიებარებინათ (1672 წ. 1450-51/138) იხსენიება უშვილოდ გარდასულად (1688 წ. 1450-2/149, Qd-2025), ალგეთზე მდებარე მისი წისქვილი ერგო პაპუნა გოსტაშაბიშვილს გიორგი მიქელაძესთან დავის გარიგების შედეგად (1688 წ. IV. 22. VI. 21. Hd-2024, 2055), მისი წილი მამულებიდან გიორგი მეფემ უწყალობა გიორგი მიქელაძეს ბუჟღულაანში სასახლე, ზვარი, მიწები და გლეხები, ნასოფლარები ჭანდარს და ხვინთქობას (1688 წ. Sd-547), ხოლო პაპუნა გოსტაშაბიშვილს - ერწოს - ზუბიაშვილი მამუკა, მოლავს - ყიფიანი, ბეთენიას - მამისიმედაი და ნასყიდა სალარიშვილი, ცხნარს - თამაზა ჭაბუკაშვილი, ადუა შავერდაშვილი; ქვათეთრს - მამუკა და სადება გოგიაშვილები, ყმა-მამული ჭანდარს და ხვინთქობას, მიქელაძისათვის ნაბოძები ყმა-მამულის გარდა (1688 წ. V. 4. Qd-2025), მისსავე განაყოფს, იორამ ბარათაშვილს,ნაზარალი-ხანმა უწყალობა მისი ყმა-მამული (1688 წ. I. 10. 1450-2/149), გაუცვლია მამული სიმამრისათვის, მიუცია ტბისში ერთი საკომლო, ერთი ხოდაბუნი, ანდრიას საფიჩხულის ნახევარი აუღია წისქვილი და ზვარი, რომლებიც შემდგომ თავისი ძმისწულებისათვის უბოძებია (XVII ს. ბოლო. Hd-8439-2).
ბარათაშვილი ელიზბარ - შვილი იორამ ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი ელისე - ბიძაშვილი იორამ ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი ელმადათ (ვარ. ელმათ)
ძმა როსებ ბარათაშვილისა, იხ., ამოვარდნილი. მისი ნაქონი მამული ბოცოსჯუარი სვიმონ მეფემ უწყალობათამაზ [ბარათაშვილს] (1626 წ. XII. 15. 1448-5551).
ბარათაშვილი (ვარ. იოთამისშვილი, ბარათაშვილი-იოთამისშვილი) ერასტი - 1643-1670 წწ.
შვილი იოთამ ბარათაშვილისა, იხ., ძმა გიორგი ბარათაშვილისა, იხ., ბიძაშვილი ყაფლან ბარათაშვილისა, იხ., [სახლიკაცი] შერმადინ ბარათაშვილისა, იხ., იყიდა შერმაზან მერაბიშვილისაგან ორი დღის სარწყავი მიწა რუს ქვევით, აბაშ ბარათაშვილისაგან. ნაყიდი მიწის გვერდით (1657 წ. 1450-38/19); მონაწილეობა მიიღო ზაზა ციციშვილისათვის ქვემო გომში წილად ნარგები მიწების გამოყოფაში (1660 წ. ახლო. 1449-1053); მოწმე: ზაალ ბარათაშვილის მიერ ზაალ ყორღანაშვილისათვის მიცემული სასახლის ადგილის ნასყიდობის წიგნისა (1662 წ. VI. 1450-1/52), გიორგი თურაზასშვილის მიერ პაპუნა გოსტაშაბიშვილისათვის მიცემული ყმა-მამულის ნასყიდობის წიგნისა (1670 წ. II. 15. Hd-10625); დამწერი ზაზა ციციშვილისათვის მიცემული წილის გამოყოფის წიგნისა (1660 წ. ახლო. 1449-1053); დამწერი და მოწმე ნიჩბელ დადიანას მიერ ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1669 წ. 14505-1/82).
ბარათაშვილი ერაჯ
ჰყავს ძმები: გულაბ, საჩინო, კათალიკოსი ნიკოლოზ. ნიკოლოზის კათალიკოსობის დროს დაუხარჯავს სვეტიცხოვლის ბევრი თეთრი და საქონელი. ამ თეთრის ფასად შესწირა სვეტიცხოველს ნასოფლარი ველკეთილი ყორანთას, სამშვილდის და სატრედოს საზღვრებამდე (1587 წ. 1449-1507).
ბარათაშვილი (ვარ. გერმანოზიშვილი) ვარაზა - 1638-1698 წწ.
ჰყავს მამა მამა გერმანოზ ბარათაშვილი, იხ., ძმები: ოთარ, იხ. და პაატა იხ., ბარათაშვილები ([1658-1676 წწ.] Hd-15091), ნათესავი პატა (1656 წ.1450-9150), [სახლიკაცი] როსებ (1644 წ. 1450-1/2), შვილები: ლუარსაბ (1690-1698 წწ. ლაი H 13-15, 16-17, 1450-16/106, 16/125, 16/92, 8/79, 16/95 , გიორგი (1690-1693 წწ. ლაი H 13-15, 16-17, 1450-4/5 ), ძმისწულები: გუგუნა ბარათაშვილი, იხ. ([1638],-1698, [1703] წწ. 1450-14/6, Sd-577 ა, 1450-53/212), პაპუა ([1688-1703 წწ.] Sd-577 ა). გაუყიდია თავისი ყმისათვის მამული, რის გამოც იოანე კათალიკოსმა შეაჩვენა. საკანონოდ შესწირა სვეტიცხოველს თავის მკვიდრი ყმები ერტისს: გოგაშვილები ოქრუა, ივანა, ბერა და თევდორა, კაციაშვილი დათუნა (1690 წ. III. 15. ლაი. H 13-15, 15-17); მიჰყიდა: ბერუა ყორღანაშვილს ჩიჩხინაში მისი მკვიდრი ყმის, ამოვარდნილი მამუკასშვილის მიწა ზედალაშვილის მიწამდე (1693 წ. VII. 24. 1450-16/106), ოქუაანთ არაქელასშვილ ბეჟუას - მამუკასშვილის ორი დღის მიწა გიორგის კალო-საბძლის ქვევით (1696 წ. VI. 12. 1450-8/79), ბერ ყორღანაშვილს - დამპალაში მისი ნაქონი მიწის ერთი ნახევარი, რომლის მეორე ნახევარი მის სახლიკაცებს ადრე მიეცათ ყორღანაშვილებისათვის (1698 წ. IV. 1450-16/95); გაყრის შემდეგ ედავებოდა ყმა-მამულზე თავის ძმისწულებს: გუგუნასა და პაპუას. დავის გარიგების შედეგად მარაბდის ხოდაბუნის ორი წილი პაპუასა და გუგუნას ერგო, ერთი - ვარაზას. სხვა მიწები სამად უნდა გაყოფილიყო. ქალაქის სასახლეზე ვარაზას ფიცი დაედო, თუ ვერ დაიფიცებდა, პაპუასა და გუგუნას უნდა დარჩენოდა. ტბისს მანგლელის ზვარი სასამართლომ საძმოდ დადო. მარაბდის სამი საწისქვილიდან ორი პაპუას და ერთი ვარაზას ერგო, გლინიას გოგო - ვარაზას; მასურას ბიჭი, ვერხუნალას - მამულის საკომლო, აკურისს - თამაზას საკომლო, კოხტას - ფაზაშვილების საკომლო, ანდრიას ადგილ-მამული სამად უნდა გაეყოთ, ზაზაშვილის საკომლო პაპუას დარჩა, სასახლის ზვრის წყლით. რვა დღეს გუგუნას უნდა ესარგებლა, ოთხ დღეს - ვარაზას ([1688-1703 წწ.] Sd-577 ა); პირობა მისცა გიორგი იოთამიშვილს, რომ თუ ფალავანხოსროშვილებს შეედავებოდა და ამ დავიდან რაიმეს „გამორჩებოდა“, მაშინ იქედან ერთ კომლ კაცს იოთამიშვილებს მისცემდა ([1658-1676 წწ.] Hd-15091); მოწმე: თაყა ასანბეგიშვილის მიერ გიორგი [ბარათაშვილისათვის] მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1676 წ. III. 16. 1450-51/139), გუგუნა გერმანოზიშვილის მიერ ბერუა დიარაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა(1698 წ. 1450-53/212 ); სხვადასხვა: გაყრის დროს ტბისში ერგო სასახლე, გარდა გუგუნას აშენებული სასახლისა, თუ ეს სასახლე საძმოდ დარჩებოდა,მაშინ მისთვის და ოთარისათვის წილი გუგუნას უნდა მიეცა (1638-1680 წწ. 1450-1456); ნაზარალი-ხანმა მას დაუმტკიცა საუმცროსოდ ნარგები სასახლე (1692 წ. VII. 4. 1450-4/5), „დაუხარჯა“ ყმები შერმაზან და მანუჩარ ყორღანაშვილებს: ევანეზა კირაკოზასშვილი მიჰყიდა პაპუნაშვილებს, ზუბუა გრიგოლასშვილი-ხოსროველას. მათ საზღაურად ყორღანაშვილებს მისცა მამუკაშვილის სასახლე, მარანი და შვიდი დღის მიწა, ლამის ხევში - ორი დღის მიწა, სიონში - ერთი დღისა, ზვრის თავში - ერთი დღისა ზვრისაკენ, გოჩიაშვილის ნაყიდ მიწასთან მდებარე მამუკაშვილის ერთი დღის მიწა, პაპისგორში მამუკაშვილის ორი დღის მიწა ([1695-1703 წწ.] 1450-16/126), შერმაზან, მანუჩარ და აბაზა ყორღანაშვილებს „დაუხარჯა“ მკვიდრი ბიჭები და სანაცვლოდ მისცა ენაგეთს ზვარი, რომელიც შემდეგ გაუცვალა ბერუა სოზიაშვილისა და საქია მამუკაშვილის წილ ვენახში რამაზასა და პაპაჩას საზღვრებამდე; ბაგრანეთს - სოზიაშვილის ქვემო ვენახსა და ოთხ მინალთუნში (1696 წ. III. 15. 1450-16/92); იხსენიება: როსტომ მეფის მიერ თურქისტანიშვილებისათვის მიცემული ყმა-მამულის წყალობის წიგნის მიხედვით, მისი ერთი კომლი ერტისს როსტომმა უწყალობა თურქისტანიშვილებს (1640 წ. 1450-10/117), როსტომ მეფის მიერ მერაბ ყორღანაშვილისათვის მიცემულ მამულის წყალობის წიგნში აღნიშნულია, რომ მ ისი მამული ახალშენს წილად ერგო შიოშ და თამაზ [ბარათაშვილებს] (1644წ. VI. 15. 1450-1/2), პაატა ბარათაშვილის მიერ შაჰყულა იაგულაშვილისათვის მიცემული ყმა-მამულის გაცვლის წიგნის თანახმად, შაჰყულა იაგულაშვილს მისგან უყიდია ყმა-მამული რატევანს (1656 წ. XII. 13. 1450-9/150).
ბარათაშვილი (ვარ. ბარათაშვილი-ორბელიშვილი, ობელიშვილი) ვახტანგ (ვარ. ორბელ) 1636-1685 წწ.
მდივანბეგი (1676-1684, [1685| წწ. Sd: 536, 2298, 1926, Ad-85, Sd: 572, 537, Ad-1357, 1449-1805, 1448-5067, 1450: 14/62, 21/41, 1448-1283, 1450-48/149, Sd-539, Ad-1218, Hd: 13106, 9674, 1450-48/139, 1449-2679, Ad-641, Sd: 540, 541, 1928, 542,632), შთამომავალი დიდი ბატონის, ორბელ ბარათაშვილისა (1676, 1684 წწ. Sd: 2298, 540), ჰყავს: მამა ყაფლან ბარათაშვილი, იხ., ძმები თამაზ ([1676]-[1685] წწ. Sd: 1926, 572), გიორგი (XVII ს. II ნახ. 1450-38/29), პაპუნა ბარათაშვილი, იხ. ([1676 ]-1684, 1685] წწ. Sd: 572, 1928), თანამეცხედრე თამარ, ზაალ ერისთავის ასული (1700 წ. Sd: 2300, 2301), შვილები: სულხან ორბელიშვილი (1676-1700 წწ. Sd: 2298, 537, 539, Hd: 13106, 9674, 540, 541, 542, Sd: 2300, 2301), ერასტი ორბელიშვილი (1676-1685 წწ. Sd: 2298, 539, 9674, 540, 541, 542), ვახუშტი (1676-1685 წწ. Sd: 2298, 537, 539, Hd: 13106, 9674, Sd: 540, 541, 542, 2301), ყაფლან (1676-1700 წწ. Sd: 2298, 537, 539, Hd:9674, 13106, Sd: 540, 541, 542, 2301), ზაალ (1676-1700 წწ. Sd: 2298, 537, 539, Hd: 13106, 9674, Sd: 540, 542, 2301), ნიკოლოზ (1676-1685 წწ. Sd: 2298, Hd-9674, Sd-542), ზურაბ (1677-1700 წ. Sd: 537, 539, Hd: 13106, 9674, Sd: 542, 2301), დემეტრე(1684-1700 წწ. Sd: 540, 542, 2301), დისწულები: მეფე გიორგი XI ([1676-1685 წწ.] Sd-1926), ციცი ციციშვილი (1682 წ. Ad-641). მას უწყალობა: შაჰნავაზმა ქართლის, ქალაქის, საბარათაშვილოს, სომხითის და თათრის მდივანბეგობა (1676 წ. Sd-5 36), გიორგი მეფემ - მებაღეთუხუცესის - შაფურას ნაქონი ბეითალმანი სასახლე ქალაქს და ათინას ნაქონი სახლები (1679 წ. IV. 24. Sd-539); იყიდა: შიოშ თამაზისშვილისაგან მისი მკვიდრი სოფელი ჯალდამი, „რომელსა ეწოდების ძველითგან ღორისთავი“ და ყმები: პაპაშვილები გრიგოლა, ვართანა და თამაზა ცოლ-შვილითა და მამულით (16[76] წ. IX. 26. Sd-2298), ზაქუმ ალიყულისშვილისაგან - ზემო ბოლნური ზვარი ტერ-სტეფანას წისქვილამდე, ფოლადაურისაკენ - რჩეულასშვილის ვენახამდე, შუა ბოლნისისაკენ - ჰეჯუბაშვილის მიწებამდე (1677 წ. Sd-537), შიოშ ბარათაშვილისაგან- ქვეშის ხევზე ჯალდამისა და ღორისთავის მამულები,მას შემდეგ, რაც ვახტანგმა დაუფარა შიოშს ვალი (1678 წ. V I. Hd-13106), გუგუნა ბარათაშვილისაგან - ჯალდამსა და ღორისთავში მამულები: ხეჩიკა მამულით, მურადას საკომლო და გულაიზას ერთ წილად ნარგები მიწა, დავითას მამული, წატურათ არაქელაშვილის და დავითა ხეჩიკაშვილის მამულები, კაკოზა ბადურაშვილი თავისი საქონებლით (1681 წ. Hd-9674); მას მიუვიდნენ ბარათა ბარათაშვილის ყმები: შოშიტა და ბერია ქვრივიშვილები, რომლებმაც იქურდეს. მან ბარათას გადაუხადა ნაქურდალის ფასი და შემდეგ, გივი ჩაჩიკაშვილისა და ხრამელების თანდასწრებით, იყიდა მისგან (ბარათასაგან), თაფანში მამული: წისქვილის არეკალი ბალასშვილის ვენახიდან ოსმანაშვილის საზღვრამდე, ოქრიასშვილისა და მირზუკაშვილის ვენახებამდე (1684 წ. X. 1. Sd-540), ზაალ ციციშვილისაგან - ქალაქს გურგენას ნაქონი საბაზიერო აჯა შამფურას ყმის - ადუას სახლამდე, გურგენას დარბაზამდე და ზაალ ნაზირის სახლამდე (1684 წ. XI. 1. Sd-541), მანუჩარ იარალიშვილისაგან - ჭრეშს ანლუაშვილის სავენახე (1684 წ. Sd-5 42 ); დაამტკიცა შაჰნავაზ მეფის მიერ პაპუა მაღალაძისათვის ბოძებული სასისხლო სიგელი (1675 წ.III. 25. ქრ. II. 489); გაარიგა: სულხან და გიორგი თუმანიშვილებთან ერთად გიორგი სალარიძის ყმობიდან თავდახსნის საქმე (1677 წ. 1448-5067), ციციშვილებსა და მაღრაძეებს შორის სამამულე დავა (1678 წ. 1450-14/62), ქაიხოსრო, იასე და მანუჩარ ციციშვილების სამამულე დავა ზაალ ციციშვილთან (1679 წ. VIII. Ad-1218), სამამულე დავა ზაქუმბეგ ზაქუმიშვილსა და შალიკაშვილებს შორის (1679 წ. 1450-48/149); მას მისცეს პირობა: მისმა ძმებმა თამაზმა - გაუყრელობისა და კეთილმოყვრობის შესახებ ([1676-1685 წწ.] Sd-572 ა, 1926), პაპუნამ - გაუყრელობისა და საუფროსოს დანებების შესახებ (1684 წ. Sd-1928), [გიორგი] მეფემ, რომ თუ მისი სახლის წევრები გაიყრებოდნენ, გასამყრელოს მასა და მის შვილებს მისცემდა ([1678-1685 წწ.] Sd-632); მოწმე: შერმაზან ხურდაყულაშვილის მიერ იოსებ ბოლნელისათვის მიცემული მამულის დაბრუნების წიგნისა (1677 წ. IV. 1. 1449-1805), თამაზ ჯანშიარასშვილის მიერ ეჩმიაძინის კათალიკოს-პატრიარქ იაკობისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1678 წ. III. 6. 1450-21/41), ზაალ შანთიძის მიერ იოსებ თბილელისათვის მიცემული მიწაზე უდაობის პირობის წიგნისა (1682 წ. VIII. 24. 1449-2679); სხვადასხვა: გიორგი მეფესთან და დარბაისლებთან ერთად მონაწილეობა მიიღო თათბირში, რომელზედაც გადაწყდა იერუსალიმის ქართული მონასტრების დასახსნელად დოსითეოს პატრიარქისათვის ვალის მიცემა ([1678-1685 წწ. 1448-1283), მისი შუამავლობით, ციცი ციციშვილმა [ყინცვისის] წმინდა ნიკოლოზის ეკლესიას შესწირა ყმა-მამული (1682 წ. Ad-641), მეფეს მისთვის ჩამოურთმევია რატევანს ოცდაცხრა გლეხი და შერმადინისშვილისათვის მიუცია. შემდეგ ისევ დაუბრუნა მისი და მისი ძმის, გიორგის მამულები (XVII ს II ნახ. 1450-38/29); იხსენიება: ნაზარალი-ხანმა ლუარსაბ იოთამისშვილ-ბარათაშვილს უწყალობა მისგან წილში გამოყოლილი რატევანის ნახევარი (1689 წ. 1. 25. 1450-38/53), ლუარსაბ მირზას წერილში გიორგი ბატონიშვილისადმი აღნიშნულია, რომ კახთ ბატონთან დაკავშირებული საქმეების შესახებ ლუარსაბ მირზას ადრე მისი პირით მოუხსენებია ბატონიშვილისათვის ([1658-1675 წწ.] Sd-1916), ლევან ათაბეგისშვილის მიერ შალვა შალიკაშვილისათვის მიცემული უდაობის წიგნის ფიცის ფორმულაში (1681 წ. III. 8. 1450-48/139), გორჯასპ [ბარათაშვილისათვის] მიბარებული საბუთების ნუსხაში ნახსენებია მის მიერ დურუა შავაძი[ს] ძისათვის მიცემული საბუთი (1691 წ. XI. 2. Sd-1931), იოანე კათალიკოსმა და სხვა პირებმა მეფე ნა ზარალი-ხანის სასამართლოზე დაადასტურეს, რომ სოფლები: ჯალდამი და ღორისთავი მისი ცოლყოფილის, თამარის, ნამზითვი ქონებით იყო შეძენილი (1700 წ. Sd: 2300, 2301).
ბარათაშვილი (ვარ. გიორგიშვილი) ვახტანგ - 1683-1693 წწ.
ჰყავს: მამა გიორგი ბარათაშვილი, იხ. (1693 წ. 1448-3270), ძმები: თაყა, ზურაბ (1683-1693 წწ. 1450: 26/256, 26/255, 26/257, 1448-3270). მას უწყალობა ნაზარალი-ხანმა ციხისს როინ ყორღანაშვილის გლეხი აკოფა ბარიაშვილი, ყორღანაშვილ გურგენის შვილის გლეხი მახია შავდავითასშვილი, ყორღანა [ყორღანაშვილის] გლეხები - ბაინდურასშვილები მამულებით(1693წ. X. 25. 1448-3270); იყიდა მანუჩარ ყორღანაშვილისაგან ხუთი დღის მიწა წურბელაანში ტერტერას მიწის საქცევთან (1683 წ. II. 17. 1450-26/256), საქუა ფირყულასშვილისაგან საქოლში,საკაუნლის ზევით, ორი დღის მიწა მისივე სხვა ნასყიდი მიწის გვერდით (1683 წ.ახლო. 1450-26/255); როსტია ყორღანაშვილს მისთვის წაურთმევია რვა დღის მიწა შიმშილაანთ უბანში, რომელიც მას ფრიდონ ნადირაშვილისაგან უყიდია. ნადირაშვილმა დაითანხმა როსტია, რომ ვახტანგისათვის მიეცა სანაცვლო რვა დღის მიწა წურბელაანში დავითიშვილისა და მანუჩარის მიწებამდე (1690 წ. IV. 7. 1450-26/257).
ბარათაშვილი (ვარ. ორბელიშვილი) ვახუშტი - [1646], 1677-1700 წწ.
ჰყავს მამა ვახტანგ ბარათაშვილი, იხ. ბიძები: პაპუნა ბარათაშვილი, იხ., ასლან ბარათაშვილი, იხ., ძმა სულხან ორბელიშვილი, იხ., მას უწყალობა გიორგი მეფემ საბარათაშვილოს მებალახეობა. მას უნდა აეკრიფა სამეფო საბალახე და არა სადედოფლო ([1676-1688 წწ.] Sd-550); მონაწილეობა მიიღო ზაზა ციციშვილისათვის ქვემო გომში წილად ნარგები მიწების გამოყოფაში (1660 წ.ა ხლო. 1449-1053).
[ბარათაშვილი]-ვირშელისშვილი - იხ. ვირშელისშვილი
ბარათაშვილი (ვარ. ფალავანხოსროსშვილი) ზაალ - 1627-1679 წწ.
ბოქაულთუხუცესი ([1656-1676 წწ.] 1450: 9/150, 1/52, 38/4, 38/5, 11/65, 4/196, Hd-10366). ჰყავს: ბიძა ფალავანხოსრო ბარათაშვი ი, იხ. (1662 წ. 1450-1/52), ბიძაშვილები: თაყა ბარათაშვილი, იხ., (1654 წ. Ad-1874), ზურაბ (1654 წ. Ad-1874), დურმიშხან (1654-1679 წწ. Ad-1874, Hd-10204), შვილები: იორამ ბარათაშვილი, იხ.(1658-1679წწ. 1450: 1/103, 1/52, Hd-10366, 1448-767, Hd-10204) როსებ (1658-1679. 1450: 1/103, 1/52. Hd-10366. 1448-767, Hd-10204), ბერი (1658-1662 წწ. 1450-1/103 1/52), ზურაბ (1662-1679 წწ. 1450-1/52, Hd-10204) გიორგი (1579 წ. Hd-10204). მისი ყმა გულისადებ გოგიჯანაშვილი ოჯახიანად გაიქცა და ეყმო სვეტიცხოველს, მან კათალიკოს ქრისტეფორესაგან აიღო ამ ყმის საფასური (1654 წ. Ad-1874); მიჰყიდა: ზაალ ყორღანაშვილს მეფისაგან ნაწყალობევი ყმის, დედინაშვილის სახლ-კარი და მიწა იმერუბანში (1658 წ. VII. 4. 1450-1/103), მასვე - ბერუნანში სასახლის ადგილი ზურაბას, ნასყიდას, ეჯუბას და ბერიკა პაპანაშვილის საზღვრებამდე (1662 წ. 1450-1/52), პაატა ბარათაშვილს - ტბისს ხატისა ხიზანაშვილის მესამედი ვენახი (1679 წ. 1448-767); იყიდა თავისი განაყოფის, დურმიშხან ფალავანხოსროშვილისაგან ყმა - ლომიტა გერგიძე ცოლშვილით (1679 წ. Hd-10204); დედოფალ მარიამის ბრძანებით, გაარიგა სამამულე დავა აკაურთაზე გიორგი ბარათაშვილსა და ავთანდილ აბაშისშვილს შორის (1662 წ. 1450-38/5); მოწმე: პაატა ბარათაშვილის მიერ შაჰყულა იაგულაშვილისათვის მიცემული ყმა-მამულის გაცვლის წიგნისა (1656 წ. XII. 13, 1450-9/150), თაყა ასანბეგიშვილის მიერ პაატა გერმანოზიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1669 წ. VI. 20. Hd-1880), ოთარ ბარათაშვილის მიერ საამ ბარათაშვილისათვის მიცემული მიწების გაცვლის წიგნისა (1670 წ. 1450: 4/197, 11/65), პაატა ბარათაშვილისათვის მიცემული ყმების ნასყიდობის წიგნისა (1672 წ. 1450-4/196 ფრაგმ.), იესე ხერხეულიძის მიერ პაპუა გერმანოზიშვილისათვის მიცემული ყმის ნასყიდობის წიგნისა (1676 წ. Hd-10366); ბარათაშვილების სამამულე დავის განჩინების მიხედვით, მას აბაშიშვილები ხატზე დასაფიცებლად წაუყენებია (1662 წ. II.20. 1450-38/4).
ბარათაშვილი (ვარ. ხოსიაშვილი) ზაალ - 1673-1698 წწ.
ჰყავს: მამა სიამ ბარათაშვილი, იხ. (1698 წ. 1450-26/90), ბიძაშვილი ქაიხოსრო (1694 წ. IX. 20. Ad-1371). მას უწყალობა ნაზარალი-ხანმა მისი ბიძაშვილის, ამოვარდნილი ქაიხოსრო სუფრაჩის მამული, საღირაშენში სუფრაჩ ავთანდილის ყმა-მამული, გლეხები: ჯაშია, ფირია, ნინია, პაპანაშვილი, მაზია მამულებით (1694 წ. IX. 20. Ad-1371); მოწმე გორჯასპ საგინაშვილის მიერ თავის განაყოფ ბეჟან საგინაშვილისათვის მიცემული სახლ-კარის ნასყიდობის წიგნისა (1698 წ. 1450-26/90).
ბარათაშვილი (ვარ. ფალავანხოსროსშვილი) ზაალ
ჰყავს ძმისწული თაყა, რომელთანაც ჰქონდა სამამულე დავა. როდესაც ზურაბ [ბარათაშვილს] გერმანოზ [ბარათაშვილმა] თავისი ქალი შესწამა, მაშინ სუფრაჩ ქაიხოსრო [ბარათაშვილის] მამა ზაალსა და თაყას მოფიცრად გაჰყოლია, რის გამოც მას ორ კომლ კაცს: ტბისს - გერგიძეს და ანდრიას - ხუცესს შეჰპირდნენ. გიორგი მეფის გადაწყვეტილებით, შეპირებული ყმა-მამული თაყას და მის შვილებს მიეკუთვნა, ხოლო ზაალს დაევალა მიეცა სუფრაჩ ქაიხოსრო [ბარათაშვილისათვის] შეპირებულის სამუქფო (1682 წ. I. 24. 1450-2/145).
ბარათაშვილი ზა[ა]ლ
მოხსენიებულია ამილბარ ბეჟიტასშვილის მიერ ოთია ინანასშვილისათვის მიცემულ ყმა-მამულის ნასყიდობის წიგნში. მისი ყმები ყოფილან ოთია და მისი ძმები: გოგია, ივანა, თანდილა, შოშია (XVII ს. შუა ხანები. Sd-1783).
[ბარათაშვილი] ზაზუნა - ძმისწული ფალავანხოსრო ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი ზაქარია
ამოვარდნილი, მისი ნაქონი ბოცისჯუარი, ეკლესია-სასაფლაოთი, თეიმურაზ მეფემ უწყალობა ეჯუბა ყორღანაშვილს (1621 წ. 1. 7. 1450-16/161); მისი მამული დვალთას, საბარათაშვილოში, როსტომ მეფემ უწყალობა გიორგი ყორღანაშვილს (1633 წ. 1450-16/93).
ბარათაშვილი ზაქარია - 1655-1673, [1709] წწ.
ურბნელი [ეპისკოპოსი] (1655-1[688] წწ. Ad-602, 1503-15), ძმა საამ ბარათაშვილისა, იხ., მას უწყალობა როსტომ მეფემ ოქონის ღმრთისმშობლის საწინამძღვრო და უკლებლივ ის, რაც ქრისტეფორეს ჰქონდა (1655 წ. III. 7. Ad-602); მისი ეპისკოპოსობის დროს გიორგი მეფემ შესწირა ურბნისის საყდარს რუისში სახასო ყმები: ხანიშვილი პაპუნა, სარიდანაშვილი მამულით, ბუხუნაშვილისა და საყვარელას მამულები ([1676-1709 წწ.] Ad-1503-15); მოწმე გიორგი ხიზანაშვილის მიერ [დომენტი] კათალიკოსისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1673 წ. III. 7. Ad-1666).
ბარათაშვილი ზუა (ვარ.ზურაბ) - შვილი თაყა ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი (ვარ. ბარათაშვილ-ფალავანქაიხოსროშვილი) ზურაბ - 1629-1656 წწ.
შვილი ფალავანხოსრო ბარათაშვილისა, იხ., ბიძაშვილი ზაალ ბარათაშვილისა, იხ., ძმა თაყა ბარათაშვილისა, იხ., მიჰყიდა გურგენ ყორღანაშვილს ამოვარდნილი კუტუნას ნავენახობი - ორი დღის მიწა - მჭედლიშვილის, ხატოაშვილის და მუღამშიშვილის მიწებამდე (1656 წ. I. 11. 1450-1/102).
ბარათაშვილი ზურაბ - მამა პაპუნა [ბარათაშვილისა], იხ.
ბარათაშვილი ზურაბ
სარდალი, გაარიგა სამამულე დავა დავით და რამაზ დავითისშვილებს შორის (1634 წ. X. 23.Qd-8235).
ბარათაშვილი ზურაბ
ჰყავს მეუღლე ქეთევან, შესწირა თბილისის სიონს სვიმონ-ხანის ნაბოძები ქულბაქი (1637 წ. 1449-2650).
ბარათაშვილი (ვარ. ბარათაშვილ-ფალავანხოსროშვილი, ბარათაშვილი-ფალავანხოსროშვილი-თაყაშვილი) ზურაბ
შვილი თაყა ბარათაშვილისა, იხ., ძმა ბარათა ბარათაშვილისა, იხ., ბიძაშვილი. იორამ ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი (ვარ. ზაალიშვილი) ზურაბ - 1662-1696 წწ.
ჰყავს: მამა ზაალ ბარათაშვილი, იხ., [ძმები]: იორამ, იხ., ქაიხოსრო, იხ., ბარათა ბარათაშვილები. ერთ წილად ერგო ბეთენიას პაპუნაშვილი, თავისი მამულით,კაკათუას ნაცვლად (1692 წ.VIII.30. 1450-11/79).
ბარათაშვილი (ვარ. გიორგისშვილი) ზურაბ
შვილი გიორგი ბარათაშვილისა, იხ. ძმა ვახტანგ ბარათაშვილისა, იხ.
[ბარათაშვილი] ზურაბისშვილი ასლან - იხ. ზურაბისშვილი ასლან
[ბარათაშვილი]-ზურაბისშვილი რევაზ იხ. ზურაბისშვილი რევაზ
[ბარათაშვილი]-ზურაბისშვილი ქაიხოსრო - იხ. ზურაბისშვილი ქაიხოსრო.
ბარათაშვილი-ზურაბისშვილი შანშე - იხ. ზურაბისშვილი შანშე
ბარათაშვილი თამაზ - ძმა ქაიხოსრო ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი თამაზ - [1619], 1643-1670 წწ.
ჰყავს: მამა გოსტაშაბ ბარათაშვილი, იხ., ძმა პაპუნა გოსტაშაბიშვილი, იხ., შვილები: სიაუშ, იესე, დავით. მას უწყალობა როსტომ მეფემ ღორისთავში ბეჟან სააკაძის კუთვნილი მამულები გოდერძისა და შერმაზანის მამის ნაქონი მამულის გამოკლებით, ჯალდამის ნასოფლარიანად (1643 წ III. 12. Hd-14445).
ბარათაშვილი თამაზ
სვიმონ მეფემ მას უწყალობა ელმადათ ბარათაშვილის ნაქონი სოფელი ბოცოსჯუარი (1626 წ. XII. 15. 1448-5551); მას წილში ერგო: სოფელი ბოციჯვარი, ხოზეთს - თეგაძე გულისადები, კვირიკაშვილი მაიტა, ღონია; ახალშენს - შაქარაშვილი ზაქარია, მისი განაყოფი ქიტია; საბუზარას - კახუაშვილი გიორგი ხარატ გიორგი იანვარაშვილის მამულით; ნახშირისგორს - დუნიაშვილი-ქრისტესიაშვილები, მაჯ[ა]ნიძე ელიზბარა, პაპაშვილი გოგია, ჯავახაშვილი; წინ ვენახს - პაპუნა, კომლი ერთი; ენაგეთს - ფირმაზაშვილი ბერია, გამგებლიშვილი ფრიდოა ქერუას კერძი მამულით, პურმეკაშვილი მირიმანა; ახალშენს ჯანაშვილი დათუა; ტბისს - თანღრიაშვილი მაზიტა, მისი განაყოფი გოგია, ბოგანო ნადირაშვილი გოგია; მძოვრეთს - ნადთინაშვილის მამული; თაფანს - ოქრიაშვილი სადება და ბოგანო ჯობია, ანდრიას - ამირამიზაშვილი ამბრია ბარათას საფიჩხულით და საგოდრით, არეშიშვილი შერმაზანა მამულით, მისი განაყოფი სალუყაზანა; სავანეთს - ზეინკლიშვილი ზაქარია, პანცელაშვილი ვართანა, მკერვალი პაპუნა ყმით, მჭედელი ამირჯანა, მღებავი ნურიკა მამულით, ედიშერაული გალუსტა, ძამა, კრკონს - ბაირამაშვილი ასლამაზა და მირზა (1633-1658 წწ. 1448-2318).
[ბარათაშვილი] თამაზ
იყიდა გივი გაბაშვილისაგან თაფანს ერთი საკომლო და ორი დღის სავენახე მიწა ბაღაშვილის ვენახს ზევით (1634 წ. Qd-871-1)
ბარათაშვილი (ვარ. ბარათაშვილ-შიოშისშვილი, თამაზისშვილი) თამაზ - 1644-1690 წწ.
ჰყავს: მამა შიოშ ბარათაშვილი, იხ., ბიძაშვილები: ავთანდილ, იხ. (1690 წ. 1450-10/186), ბარათა და გიორგი ბარათაშვილები (1690 წ. IV. 12, 1450-10/186). მიჰყიდა: როსტომ ყორღანაშვილს თავისი მკვიდრი ყმის, მირიმანას ნაქონი ვენახი უღუმბასშვილ დათიას ვენახამდე (1688 წ. XII. 2. 1450-1/91), მასვე - დამპალაში, საქოლავში, ერთი დღის მიწა ყარაშვილის და ზურიკაშვილის მიწებამდე, ერთი დღისა - ხშირობში დოლმაზას მიწის გვერდით (1688 წ. XI. 12. 1450-1/95), კაცია სარდლისშვილს - კრკონს ორი საკომლო: მირზაშვილის და ბაირამაშვილისა (1690 წ. IV. 12. 1450-10/186).
ბარათაშვილი თამაზ
ჰყავს შვილები: შერმაზან, ქაიხოსრო, შიოშ. როსტომ მეფემ მას უწყალობა ქვემო ბოლნისს აღა-სტეფანას კერძი ვენახი (1652 წ. 1450-33/69).
ბარათაშვილი (ვარ. გოსტაშაბიშვილი, ბარათაშვილი-გოსტაშაბიშვილი) თამაზ
შვილი პაპუნა ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი (ვარ. ფალავანხოსროშვილი) თამაზ - შვილი თაყა ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი (ვარ. ორბელიშვილი, ორბელისძე, ყაფლანისშვილი, ორბელისშვილი-ყაფლანისშვილი) თამაზ - [1646], 1652-1692 წწ.
სარდალი ([1646], 1678-1692, [1703] წწ. 1. Sd: 566, 572 ა, 1926, Qd-871-3, 1450-38/26, Sd: 1928, 1940, 577 ა, 1450-20/11 1448-3268, Hd: 2134, 10068, 6052, 1450-10/185; 10/100, 10/183, Hd: 6362, 9439, Sd-759), შთამომავალი ორბელ ბარათაშვილისა (XVII ს. 80-90-იანი წწ. Sd-1940), ჰყავს: მამა ყაფლან ბარათაშვილი, იხ., ძმები: პაპუნა ბარათაშვილი, იხ. (1676-1685 წწ. Sd-572 ა), ვახტანგ (1676-1685 წწ. Sd: 572 ა, 1926), გიორგი ([1676-1701 წწ.] 1450-36/26), ასლან ბარათაშვილი, იხ., შვილები: მამუკა (1678-1692 წწ. Qd-871-3, Sd-1940, 1450: 10/185, 10/180, Hd-6362), რამაზ ([1678-1692 წწ.] Qd-871-3, 1450:10/180, 10/185, Hd-6362), ფირან (1678-1692 წწ. Qd-871-3, 1450-10/180, 10/185), კაცია, იხ., მზეჭაბუკ, რევაზ (1692 წ. 1450:10/180, 10/185) ორბელიშვილები, ძმისწულები: სულხან, იხ., ერასტი (1680, 1690-იანი წწ. Sd-1946) ორბელიშვილები, [დისწული] მეფე გიორგი XI (1676-1685 წწ. Sd-1926). იყიდა: იაგანა ქანანაშვილისაგან ბერთქარელი მარქარა, ველუა და მისი ძმა გრიქოლა (1678 წ. X. 30. Qd-871-3), ქაიხოსრო ბარათაშვილისაგან - კრკონს ორი საკომლო ფირუმასი და თარხანისა (1692 წ. IX. 14. 1450-10/185), საამ ბარათაშვილისაგან - კრკონს ტერტერას საკომლო (1692 წ. IX. 15. 1450-10/180); გაარიგა: სამამულე დავა იოთამიშვილებსა და დოლენჯიშვილებს შორის ([1676-1701 წწ.] 1450-38/26), პაპუა, გუგუნა და ვარაზა გერმანოზისშვილებს შორის ([1688-1703 წწ.] Sd-577 ა), თარხან გიორგი მოურავისშვილსა და სახლთუხუცეს რევაზ მაღალაძეს შორის (1691 წ. 1448-3268), ოთარ გერმანოზისშვილის ცოლ მარიამსა და ოთარის ძმისწულებს შორის (1692 წ. VI. 15. Hd-6052); მონაწილეობა მიიღო გივი ამილახვრისა და მისი ძმისწულების შერიგებაში (1692 წ. III. 15. Hd-10068); პირობა მისცა თავის ძმას, ვახტანგს, გაუყრელობის შესახებ ([1676-1685 წწ.] Sd-572 ა), მასვე - კეთილმოყვრობის შესახებ ([1676-1685 წწ.] Sd-1926), გიორგი მეფესთან ერთად კახელ თავადებს - ერთგულებისა და მფარველობის შესახებ ([1678-1688 წწ.] Hd-2159), მოურავიშვილ თარხან გიორგის კეთილმოყვრობის შესახებ (XVII ს. 80-90-იანი წწ. Hd-6362); მას მისცა პირობა ზურაბ ვირშელიშვილმა კეთილმოყვრობის შესახებ (XVII ს. 80-90-იანი წწ. Sd-1940); მოწმე გიორგი მეფის მიერ გივი ამილახვრისათვის მიცემული საამილახვროს სარდლობისა და გორის მოურაობის წყალობის წიგნისა (1692 წ. IX. 10. Hd-2134); მისთვის მიურთმევიათ რვათუმნიანი ოქროს ხანჯალი ([1688-1703] Hd-15081).
[ბარათაშვილი]-თამაზიშვილი ავთანდილ - ბიძაშვილი ავთანდილ ბარათაშვილისა, იხ.
[ბარათაშვილი]-თამაზისშვილი ბერი - [ძმისწული] შიოშ ბარათაშვილისა, იხ.
[ბარათაშვილი]-თამაზისშვილი იესესშვილი გიორგი იხ. თამაზისშვილი-იესესშვილი გიორგი.
ბარათაშვილი თაყა
შვილი ქავთარ [ქაჩიბასძისა], იხ., ძმა გუგუნა ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი თაყა
მისი ნაქონი სოფელი ვაკე, ალგეთის პირს, სვიმონ მეფემ შესწირა მანგლისის ეკლესიას (1597 წ. 1449-1754).
ბარათაშვილი თაყა - ძმა ბარათა ბარათაშვილისა,იხ.
ბარათაშვილი (ვარ. ფალავანხოსროსშვილი) თაყა - 1627-1682 წწ.
ჰყავს: მამა ფალავანხოსრო ბარათაშვილი, იხ., ბიძა ზაალ ბარათაშვილი (1682 წ. 1450-2/145), ძმები: დურმიშხან ([1661-1682 წწ.] Hd-2064, 1450-2/142), ზურაბ (1682 წ. 1450-2/145), ბიძაშვილები: იორამ (1661 წ. Hd-2064), ზაალ (1654, [1682 ) წწ. Ad-1874, 1450-2/142), შვილები: იოთამ ბერი, გივი, როსტომ ([1658-1675 წწ.] 1450-26/268 ბ), ბარათა, ზურაბ, იასე (იესე) ([1658-1682 წწ.] 1450: 26/268 ბ, 2/145), თამაზ, დათუნა (1682 წ.1450-2/145). მას უწყალობა მარიამ დედოფალმა ყავრით შვილთან სადაო ყმები: ზეელი იოვანე და მისი ძმები ბუენია და აღდგომელა, რომლებიც (რომელთა წინაპრები) საბარათაშვილოში, ხრამს, სოფელ ანდრიაში მოსულან სვიმონის მეფობის დროს და ბარათაშვილებს ყმობიან. როდესაც თაყა თავის ბიძაშვილს - ზაალს გაყრია, იოვანე და მისი ძმები მას რგებია ([1675-1682 წწ.] 1450-2/142); უცნობმა პირმა ბასილა ბედიაშვილის ნაცვლად მას მისცა ანდრიას მცხოვრები მახარა ბერუაშვილი და გოგია შვილებით და - საფიჩხულე ([1658-1675 წწ.] 1450-26/268 ბ ფრაგმ.); ჰქონდა სამამულე დავა ბიძასთან, ზაალ ბარათაშვილთან. როდესაც ზურაბ [ბარათაშვილს] გერმანოზ [ბარათაშვილმა] თავისი ქალი შესწამა, სუფრაჩი ქაიხოსრო [ბარათაშვილის] მამა მოფიცრად გაჰყოლია ზაალ და თაყა ბარათაშვილებს, რის გამოც ამ უკანასკნელთ, ორ კომლ კაცს: ტბისში გერგიძეს და ანდრიაში - ხუცესს შეჰპირებიან. საბოლოოდ, გიორგი მეფის გადაწყვეტილებით,შეპირებული ყმა-მამული თაყას დარჩა (1682 წ. I. 24. 1450-2/145); მოწმე: ძმასთან - დურმიშხანთან და ბიძაშვილთან - იორამთან ერთად ბერუკა ბუჟღულაშვილის მიერ პაპუნა [გოსტაშაბიშვილისათვის] მიცემული ყმა-მამულის ნასყიდობის წიგნისა (1661 წ. V. 27. Hd-2064), თაყა ბარათაშვილის მიერ პაპუნა გოსტაშაბიშვილისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1665 წ. XI. 15. Hd-6248); იხსენიება: პაპუნა გოსტაშაბიშვილსა და დურმიშხან ფალავანხოსროს შორის ყმა-მამულის გაცვლის წიგნში. გაცვლის პირობებით, ერთ წელიწადს მას უნდა ჩაედგა ანდრია ში საფიჩხე, მეორე წელიწადს - პაპუნას ([1676-1684 წწ.] Hd-2017); მისი კერძი ხოდაბუნი და სასახლე ცხნარში წილად ერგო - დურმიშხან ბარათაშვილს (XVII ს. 70-80-იანი წწ. 1450-26/265).
ბარათაშვილი (ვარ. ასანბეგიშვილი) თაყა - 1647-1699 წწ.
ჰყავს: მამა ასანბეგ ბარათაშვილი, იხ., ძმა ასლამაზ ([1661-1681 წწ.] 1450-38/45, 1/108, Hd: 6248, 1880, 6777, 2236, 4151, 7592, 1450: 51/139, 1/113, 37/244, 1/50), ბიძაშვილები: გიორგი ([1676-1681 წწ.] 1450: 51/139, 1/50). ფარსადან (1676 წ. 1450-51/139), შვილები: გიორგი ([1661-1699 წწ.] 1450: 38/45, 1/108, Hd: 6248, 1880, 6777, 2236, 7592, 1450: 51/139, 1/113, 37/244, Hd-8783, 1450: 1/50, 26/255, 10/136, 19/13, 16/85), ასანბეგ ასანბეგიშვილი (1661 წ. 1450-38/45), ასლან ([1663-1699 წწ.] 1450-1/108, Hd: 1880, 6777, 2236, 4151, 7592, 1450: 1/139, 1/113, 37/2 44, Hd-8783, 1450; 1/50, 10/136, 19/13, 16/85), იოსებ ასანბეგიშვილი (1671 წ. Hd: 6777, 2236), საჩინო ([1671-1690 წწ.] Hd-7592, 1450-10/196), იასე (1679-1699 წწ. 1450-37/244, Hd-8783, 1450: 1/50, 10/136, 19/13, 16/85), ზუა (1680-იანი წწ. Hd-8783), შვილიშვილი გულაბ (1680-იანი წწ. 1688 წწ. Hd-8783, 1450-19/13), ძმისწული დავით (1681 წ. 1450-1/50), [სახლიკაცი] უსუფა ასანბეგიშვილი (1676 წ. 1450-51/139), განაყოფი პაპუნა ბარათაშვილი (1671 წ. Hd-4151). მიჰყიდა: გიორგი ბარათაშვილს მისი მკვიდრი მამული - ძველი გომარეთის ნახევარი (1661 წ. 1450-38/45), როსტომ ყორღანაშვილს - ორდიში მჭედლიშვილის ნაქონი დღენახევრის მიწა (1663 წ. XII. 1. 1450-1-108), პაპუნა გოსტაშაბისშვილს - ტბისს მირზიაშვილის ნაქონი ვენახი (1665 წ. XI. 15. Hd-6248), პაატა გერმანოზისშვილს - ხუთი დღის მიწა, მაწევნურ ხევისპირში და ორი დღისა- დამპალ წყაროში (1669 წ. VI. 20. Hd-1880), თავის ბიძაშვილ გიორგის და ფარსადანს თაყას ჭალა (1676 წ. III. 16. 1450-51-139), როსტომ ყორღანაშვილს - „მჭედლისშვილის ორი დღის მიწა ბოგისხევს, კირაკოზა არაქელაშვილის ვენახის თავში (1678 წ. 1450-1/113), ჯანია ყარაშვილს - პაპუნა გოსტაშაბისშვილისაგან ნაყიდი ალავერდაშვილის სასახლე დემურაშვილის მხარეს და - ერთი დღის მიწის მესამედი (1679 წ. 1450-37244), როსტომ ყორღანაშვილს - თავისი მკვიდრი ყმა - სარქისა მჭედლიშვლი ცოლ-შვილითა და მამულით (1681 წ.V. 15. 1450-1/50), წრაუთის მამასახლის მარქარას-თავისი კერძი მამული თხვინთობას გოსტაშაბიშვილის და გერმანოზიშვილების მიწებამდე, მიწა დარგაში - ისევ გერმანოზიშვილისა და გოსტაშაბიშვი ლის მიწებამდე და დიარაშვილის ხოდაბუნამდე (1680-იანი წწ. Hd-8783), შიოშ ლარაძეს - წინვენახს შოშიტა, გოგია და მაზიტა ჯავახიშვილებისა და ბერუკა ლაზუტაშვილის წილი მამული თავისი საკომლოებით, რომლებიც ეკუთვნოდა ავთანდილ და ბარათა მაზიშვილებს, ხოლო მაზიშვილებს სანაცვლოღ მისცა ტბისს საკომლო (1690 წ. 1450-10/136), თამაზ ალავერდასშვილს-ნასოფლარში ნაფუძარი და ერთი დღის მიწა (1698 წ.II. 27. 1450-19/13), მეგოდრეთუხუცეს ბერ ყორღანაშვილს - ხშირობში მჭედლისშვილის მიწა, რომელიც ესაზღვრებოდა შიოშის მიწას (1699 წ. IV. 6. 1450-16/85); გაუცვალა პაპუნა გოსტაშაბიშვილს ტბისში სასხლე, ჯოეშვილები და მირზიაშვილები, მამულებით, ენაგეთში მცხოვრებ სამ კომლ ჯანიკაშვილებზე და პაპისგორის ხუთი დღის მიწაზე. აიღო აგრეთვე ცამეტი თუმანი თეთრი(1671წ. Hd: 2236, 6777, 7592); მისი მიწა თხვინთობას ესაზღვრებოდა გუგუნა გერმანოზიშვილის მიერ ბერუა დიარაშვილისათვის მიყიდულ მიწას (1698 წ. 1450-53/212); მოწმე: ქაიხოსრო ბარათაშვილის მიერ როსტომ ყორღანაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1671 წ. 1450-1/69), გუგუნა თამაზისშვილის მიერ როსტომ ყორღანაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1682 წ. VII. 1450-1/110), საქუა [ფირყულაშვილის] მიერ ვახტანგ ბარათაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1683 წ. ახლო. 1450-26/255), შერმაზან ხურდაყულაშვილის მიერ პაპუა ორბელიშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1699 წ. 1450-20/28); სხვადასხვა: სახლთუხუცესის მიერ ყაფიჩ ხოსროსათვის მიცემულ ოქმში აღნიშნულია, რომ თაყა და უსუფა ასანბეგიშვილების გაყრის დროს გაუყოფლად დარჩენილი ყმა-მამული გაუყვიათ, ერთი წილი თაყასათვის და ერთი წილი უსუფასათვის მიუციათ (XVII ს. II ნახ. 1450-26/233), შაჰნავაზ მეფემ დაამტკიცა პაპუნა გოსტაშაბიშვილსა და მას შორის ყმა-მამულის გაცვლილობის წიგნი, რომლის მიხედვითაც, თაყამ მიიღო ენაგეთს ხოზუა ჯანიკაშვილი და ბერუა ალავერდაშვილი, პაპისგორს ათი დღის მიწა, პაპუნამ - ტბისში ჯოეშვილები, სასახლე და მამული (1671წ. Hd-4151).
[ბარათაშვილი] თაყა
[სახლიკაცი] საჩინო ბარათაშვილისა. საჩინომ თავისი და თაყას კერძი გამრეკელაური მამული აკურაში სისხლის საფასურში მისცა ბაგრატ თურქისტანიშვილს (1654 წ. Hd-14670).
ბარათაშვილი (ვარ. გიორგიშვილი) თაყა
შვილი გიორგი ბარათაშშვილისა, იხ., ძმა ვახტანგ ბარათაშვილისა, იხ.
[ბარათაშვილი] თაყა
დავა ჰქონდა ჭალაზე ფარსადან ბარათაშვილთან] (1670 წ. ახლო. 1450-51/140).
[ბარათაშვილი]-თაყაშვილი - იხ. თაყაშვილი ბარათაშვილი
[ბარათაშვილი] თაყასშვილი იესე - იხ. თაყასშვილი იესე
[ბარათაშვილი]-თაყაშვილი ქაიხოსრო - იხ. თაყაშვილი ქაიხოსრო
ბარათაშვილი იაპ (ვარ. იოპა)
ამოვარდნილი, მისი ორი საკომლო შოშილეთს როსტომ მეფემ უწყალობა მერაბ ყორღანაშვილს (1635 წ. IX. 10. Qd-2432).
ბარათაშვილი იარალი - [ძმა] შაყუბათ ბარათაშვილისა, იხ.
ბარათიანი იარალი
მონაწილეობა მიიღო გუგუნა, ქუმსი და სხვა ბარათაშვილების გაყრაში (1527 წ. Ad-1299 ა).
ბარათაშვილი იარალი - ძმისწული აბაშ ბარათაშვილისა,იხ.
ბარათაშვილი იარალი
მეჯინიბეთუხუცესი, მოწმე ზურაბ ბარათაშვილის მიერ გურგენ ყორღანაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1656 წ. I. 1. 1450-1/102).
ბარათაშვილი (ვარ. თამაზისშვილი) იასე (ვარ. იესე) - 1643-1680 წწ.
ჰყავს: მამა თამაზ ბარათაშვილი, იხ., თანამეცხედრე მარეხ (1680 წ. H-14467 ა), ძმები შიოშ ბარათაშვილი, იხ., დავით (1659-1673 წწ. 1448-2340, Hd-2236, 1449-1187), შვილები: გუგუნა, ავთანდილ, გიორგი 1679-1680 წწ. Hd: 8802, 14667 ა), დავით (1680 წ. Hd-14667 ა). განუახლა გუდარეხის მონასტერს სოფელ ვერხვნალის შეწირულება, მცოვრეთისა და ღორისთავის სახნავ-სათესი ნაკვეთების გარდა. შეწირული მამული გაათარხნა და დააწესა ბარათაშვილების სახელზე აღაპი (1680 წ. III. 4. Hd-14667 ა, ბ); მიჰყიდა: მეჯინიბეთუხუცეს პაატა ბარათაშვილს ზასს გიორგი კახაბრიშვილის ნაქონი ერთი საკომლო (1679 წ. II. 8. Hd-8802), ჯანო ენდრონიკასშვილს - მკვიდრი ყმა პაატა ღონიაშვილი და მისი ძმები: მახარა და დათუნა (1691 წ. 1448-2340); მოწმე: თაყა ბარათაშვილის მიერ პაპუნა გოსტაშაბიშვილისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1665 წ. XI. 15. Hd-6248), თაყა ასანბეგისშვილის მიერ პატა გერმანოზისშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1669წ. Hd-1880), თამაზ ბარათაშვილის მიერ დოლმაზა შანშიაშვილისათვის მიცემული ყმის ნასყიდობის წიგნისა (1670 წ. Hd-2296), თავის ძმასთან, დავითთან ერთად - პაპუნა გოსტაშაბისშვილის მიერ თაყა ასანბეგისშვილისათვის მიცემული ყმა-მამულის გაცვლის წიგნისა (1671 წ. II. 12. Hd -2236); ჯანო ენდრონიკაშვილმა დომენტი კათალიკოსს მიჰყიდა მისგან ნაყიდი ყმები: პაატა და მახარა ღონიაშვილები ცოლ-შვილითა და მამულით (1673 წ. IV. 15. 1449-1187); მისი ხელრთვა აქვს საბუთს Hd-14667 ბ.
ბარათაშვილი იესე - ძმა აბელ ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი (ვარ. ბარათაშვილი ფალავანხოსროშვილი, ფალავანხოსროსშვილი) იესე (ვარ. იასე)
შვილი თაყა ბარათაშვილისა, იხ., [ძმა] ბარათა ბარათაშვილისა, იხ., ბიძაშვილი იორამ ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი (ვარ. გერმანოზისშვილი, პატასშვილი) იესე (ვარ. იასე) - 1672-1698 წწ.
ჰყავს მამა პაატა ბარათაშვილი, იხ. (1689 წ. Sd-549). ძმები: გუგუნა, იხ. და პაპუა, იხ. ბარათაშვილები, შვილი ოთარ([1685]-1698 წწ. Hd-8810, 1450-16/81), [ძმისწული] დათუნა გერმანოზიშვილი (1693 წ. სს. I. №426). მას უწყალობა: გიორგი მეფემ ტბისს აბულფათიშვილის ნაქონი ვენახი, ხევგაღმა კახიშვილის მიმდებარე ვენახითურთ გამანაურამდე და უსუფას საზღვრამდე ([1685-1695 წწ.] Hd-8810), ლევან ბატონიშვილმა - თრიალეთის, ახალქალაქის, ტამალის და ყოშა-გერის მოურაობა (1688 წ. III.12. Hd-14306); ნაზარალი-ხანმა განუახლა თრიალეთის, ახალქალაქისა და ტამალის მოურაობის წყალობა (1689 წ. Sd-549); იყიდა გუგუნა ქავთარისშვილისაგან ალგეთის პირს ვენახი ოთარის ორღობემდე, იონათამ [ბარათაშვილის] ყმის ვენახამდე და საქალაქო შარამდე (1697 წ. Hd-2770); მიჰყიდა ბერ ყორღანაშვილს ორი დღის მიწა დამპალას უკან ფირუაშვილის მიწამდე (1698 წ. II. 5. 1450-16/81); ქალიბ ჯაფარასაგან აიღო ვალი (1693 წ. სს. I. №426).
ბარათაშვილი იასე - შვილი თაყა ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი (ვარ.აბაშიშვილი) იესე - შვილი ქაიხოსრო ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი ივანე
მონაწილეობა მიიღო ფარიშატ და გიორგი ბარათაშვილების მამულების გაყოფაში (1543 წ. IV. 20. Hd-10381).
ბარათაშვილი იოვანე - ძმისწული აბაშ ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი იოვანე - 1583-1591 წწ.
ჰყავს [ძმა] ამილღამბარ (1591 წ. Hd-8437). სვიმონ მეფემ მას განუახლა წყალობა მოლივში მისი კერძი მამულისა (1583 წ. XI. 20. Hd-14653); მანვე უბოძა ყმები: ამლივს ხუთი კომლი, ტბისს, თაკვს, ვაკეს, დვალთას, მერეს, აკურისს, წინვენახს, ანდრიას, ერტისს - თითო კომლი; ნასოფლარები: ერდო, თეგანი, დაკონი, მარიამნი, კოზრი, ღვალოვნა, მზვარეთი, ქოთიში, უკანა შავნი კვერეთს - ერთი ნაოხარი, დიდებას და ტურისუბანს თითო საგლეხო (1591 წ. VIII. 7. Hd-8437); იხსენიება თბილელ [ელისე] საგინაშვილსა და მერაბ ყორღანაშვილს შორის სამამულე დავის გარიგების წიგნში; იგი და ამილღამბარი შედავებიან არდაზიანდის შვილებს შავნზე (1635 წ. XI. 14. 1449-2649).
ბარათაშვილი იოვანე - შვილი გოსტაშაბ ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი იოთამ - 1582-1586 წწ.
შვილი გიორგი ბარათაშვილისა, იხ., [სახლიკაცი] იორამ ბარათაშვილისა, იხ., სვიმონ მეფემ მას განუახლა წყალობა ყმა-მამულისა: სოფელ ჯანაზიანის ნახევრისა და ათი კომლისა (1586 წ. 1448-4); იხსენიება ყაფლან ბარათაშვილსა და იოთამისშვილებს შორის სამამულე დავის გარიგების წიგნში ყაფლან ბარათაშვილთან სადაო მიწები აბანოსა და ტანძიაში, დედოფალ ნესტანდარეჯანის დავალებით შემდგარ სასამართლოზე, იოთამს ორჯერ გამოუფიცია (1651 წ. 1450-38/30).
ბარათაშვილი იოთამ - 1630-1643 წწ.
ჰყავს შვილები: პაატა ([1630-1643 წწ.] 1450-38/3, 1448-84), ბეჟან, გივი, ერასტი (1643 წ. III. 12. 1448-84), მას განუახლეს საბარათაშვილოში სოფელ კრეფას წყალობა (1630 წ. 1450-38/3 ფრაგმ.), შემდგომში იგივე წყალობა განაახლა როსტომ მეფემ (1643 წ. III. 12. 1448-84).
ბარათაშვილი იოთამ
შვილი გიორგი ბარათაშვილისა, [სახლიკაცი] ორბელ ბარათაშვილისა. ორბელთან გაყრის შედეგად მას საუხუცესოდ ერგო: ჩაჩიკაშვილი მამაცა, ჯანიაშვილი როსტევან; დმანისის ციხეში - სასაფლაოდ დმანისის ღმრთისმშობლის ნახევარი და კარისბრჭე, დემეტრე დეკანოზი, სომღულაშვილი ივანე, გრიგოლა, ხუცესი იოანე, მაზმანიშვილი, ხოჯა აზიზაშვილი, ხოჯა მარქარა, გალიკაშვილი, შაღუბათასშვილი, მირიმანაშვილი, ფირაზიზა, ასლამაზა, ხიზანა, ელია, ბერუკა, თამაზა, ბეჟანა, სურამელა, თოფჩაშვილი მიქელა, გიორგი სვანისშვილი, ადუა, კაკუტა, მემარნიშვილი, უსუფა, ასატურა, ალავერდა, ბარამიშვილი, იაკობ, ხარაზი, ხოჯა მარტიროზა, ველიჯან[ა], ოქრომჭედლისშვილი, ფარსეღა, მუსეზა, შიხიაშვილი, მიტიჩა, ფირაიზა - მათი მამულებით; ხანდამასშვილის სახლი, სათორნე, მარანი; თერთმეტი ქვევრი, საჯინიბო, კარაპნი, [ზეთ]სახდელი, ხანდამასშვილის ყმის, ყარაგოზას სახლი, შიგნითა სახლი, ბოსელი, დერეფანი, ეზო და სათიბური, ციხეში - თათარი ალიბეგი, ისმეილა, იბრეიმა შაყულისშვილი, ამად-ფირაჰი, ყაზია, მოლა ასანა, მოლა აჯაი, ამად-ყული, აღა ყულას შვილები, შავერდა, ალავერდა, ნაზარა, ხანყული, სულთანა, ორუჯა, ალიხანა, დემურა, ამირიზა, საფარა, მასხუდ, ფირადა, უსუფა,, სკანდარა, ასანა, სეიდი, ნავროზა, ამირველი, ბუდახა, ყასუმა, ემინა მათი მამულებით; დმანისის ნახევარი,საუხუცესო საბაჟოს ნახევარი და საუხუცესო; მანაკერტს - სასახლე, ერთი გამგებელი, მახარებელი, ევანეზა, დათუა, მიტიჩა, ვართანა, ქამსუა, მარქარა, ნავროზა, ფირაზა, გზირისშვილი, ნადირა, ჯიმშერა, აკოფა, თანდუღაშვილი, თევდორე, ამასა, პატი, ამათოზა, ვართან, მიკოლოზ მათი მამულებით, სხვა ნახევარი და საუხუცესო; აკაურთას - კომლი გამგებელი, ზურაბა, ხეჩუა, ვართანაშვილი, ფეტვერა, ტერტერა, როსტომაშვილი, ავაქა, ივანა, ბაროქა, აბულვარდა, ფიჩიაშვილი, ალადადა, ასანბეგა, დევალა, სხვა ფეტურა, არღანა, ახოკა, ხუდუმა, კოსტანტა, ხოციკა, ამექუა, ამაშვარა, ზაალა,ოსამანა, ანანა,ბაინდურა, სარიკა, ამირზა, იასაზიზა, ყაზამასშვილები, ფარსეღა, მუსეზასშვილები მათი მამულებით, აკაურთის ნახევარი და საუხუცესო; ფიტარეთს - თავსაყდრის ნახევარი, ზემო მხარე, გარეთ - ორმოცთ ეკლესია, ვაჟინაშვილი ნიკოლოზ, წამალაშვილი, ვაჟიკაშვილი მათი მამულებით, გოგოჭაშვილის გარდა, ნახევარი და საუხუცესო; გომარეთს - იორდანე ხუცესი, გიორგი გამგებელი, ფარსიღაშვილი, ქამსა, სვიმონა, გოგია, გულისადები, იოვანე, მახარებელი, ამიქუა, სამანა, ნადირა, მამისიმედი, მჭედლისშვილი, ვარქიელაშვილი, მიტიჩა მამულებით, გომარეთი, ლიპარიტი სამა მთით, ჭალითა და ველით; სიქიშხანს - ოქრომჭედელი, იონაშვილი, აზართელა აშეკაშვილი, ამირა, ავაქა, ასაღანა, ალექსა მათი მამულებით; ანგრევანს - მჭედლიშვილი, ნუურა, ხოჯუმაშვილი, ევანეზა, ფირიჯანა, ამირანაშვილი, ასატურაშვილი, ტერტერა, ფირყულა, პოღოზა, მათი მამულებით, ანგრევანი; ჩინჩხაურს- ამღუზისშვილი, ლაზახაშვილი, ამალუაშვილი მათი მამულებით; დიღმაშენს - ტერტერაშვილი, სარგისასშვილი, აზართეღა, ჩარგაზასშვილი, ჭარებაშვილი, როსტევანაშვილი მათი მამულებით, აგრეთვე ნახევარი და საუხუცესო; მუტავისს - ფიჩუაშვილი, ერაჯასშვილი, ვართევანასშვილი მათი მამულებით; კარშაგარს - მირუა, იარამაშა, ყავლიასშვილი, ამირხანა, ნასყიდა, ვართევანა, სულხანა, ნანუა, მხითარა, ასატურა, ხეჩატურა, მურადა, მამა, გიორგი, გრიგოლა, ევანეზაშვილი, მხითარაშვილი, მამუკა, მარქარაშვილი, პეტროზაშვილი, დოლმაზა, ამირანა, პაპია, ელისბარა, იოენესშვილი, ბეჟიასშვილი, ფირაიზასშვილი, მანდოა, მახარა, მირზა, ოანეზა მათი მამულებით; კარშაგრის ნახევარი და საუხუცესო; ქვაბევანს - ხარებასშვილი, ქინძიკასშვილი, სალუყაზანასშვილი, შალვასშვილი, თევდორა, დათუა, ფერიაშვილი, მირველასშვილი, ქიტია, ოსეფა, იშნაორა, ხიზანა, ლოსიაშვილი, ბერუა, იოკიმა, თანდილაშვილი მათი მამულებით; აგრეთვე ქვაბევანის ნახევარი და საუხუცესო; ვანთს - დურსუნაშვილი, ლომიასშვილი, ლორაშვილი, შალამბარასშვილი, ტოქასშვილი, იოანესშვილი მათი მამულებით; შაგთგოზს - გულისადები, მახარასშვილი, კარაპეტასშვილი, მირზა, გელუა მათი მამულებით; მარაბდას - მუშეღასშვილი, პარპარასშვილი მათი მამულებით; უკანგორს - მისიდასშვილი და ხუცია მამულებით; მასვე ერგო: ქვემო თაგუეთი, ხული, ლორაშენი, შუღანიკაშვილი, ყაესკეტი მთებითა და ველებით, ფარაჯექის, მალამხსუდის, გელდიგი[ლანის] ნახევარი; აღ[უმრუ] ციხითა და ველით, ყარაშის ნახევარი, ქედის ეკლესიის ნახევარი, იაღლუზი მთითა და ველით, სულგედიანის, გელას, ქეთილაშენის, ხანბოძოაორის, ჩირგმეშენის, ქერანდენის, კოტჩაწეგღეცის, ქერანდენის, ყამიშის სოფლის ნახევარი, ლოქის მთის ნახევარი და საუხუცესო; მიჯას - თათარი იბრაიმ, აღაბაბა, შაბანა, აჯია, მამადა, ფირია, უსეინა, ახვერდა, ალია, ნაზარა, შაქარა, მოლა შიხი, შავერდი, ფირყულა, ამზა, ფირია, ყულია მათი მამულებით; ყადრუყელის ნახევარი, ავანხევი მთითა და ველით, ყარა-ქილისას გოგაღჩელის, ქვემო ოროზმნის, ზემო ოროზმნის ნახევარი, უზემაფირამადის სოფელი, მთითა და ველით, შავსაყდარი მთითა და ველით; ბოსლების ნახევარი, ტანძია, წითელი ეკლესია მთითა და ველით, თანდრულალი ლუკენის საყდრამდე, იქიდან სამაგარისა კოხ საყდრამდე, სამაგარა, ქვემო შინდარა. მთითა და ველით, თევრის ნახევარი, ხატის სოფლისა და ტნუსის სოფლის ნახევარი, ტამალა მთითა და ველით, საკარისის ნახევარი; გულეულს - ფარეჯანისშვილი, შოშიტასშვილი, ბასილასშვილი მათი მამულებით, ჯანაზიანში შაუმაშვილი მამულით, მირიაშვილი, არაქელასშვილი, ყათაშვილი ტერტერა, ხოჯია, საფარა,ნურუა, ტერ-აზარა მათი მამულებით, ჯანაზიანის ნახევარი და საუხუცესო; რატევანს - ფირიჯანა, ვათუა, დოლმაზა, მხითარა, ჯანყულა, წატურა, ხოჯია, ბირინასშვილი, ასლამაზა, ვართანა, მელიქა მათი მამულებით; რატევანი მთით და ველით; იფნობს - ოქრომჭედლისშვილი, ივანე, აბულვარდა, ვარდი, მახარებლისშვილი, ამირიძე, მანველისშვილი, ოქროპირაშვილი, ბერუკა მათი მამულებით; მირტაშენს - ლომია, გოგია, პეტრესშვილი, პაპანა, სულხანა, როსაბასშვილი, ქიტია, ნავროზა, ასლამაზა, მარქარა, ორყულა მათი მამულებით, მიტიჩაური მამული საბაჟო და მისი შესავალი; ბალახაურს - ჩეკურა, მარუშიანი, ევანეზა, მარქარა, ვართან, ქრისტესია, შაველა, თამარასშვილი, ყუჯია, საღირაშვილი, დოვლათა, ხოჯია, ნადირა მათი მამულებით, ბალახაურის ნახევარი და საუხუცესო; მუგუთს - სურამელაშვილი, ჯარასშვილი, თერაშვილი,გოგანაშვილი, გოგიჩა, ზაქარია, გრუჩა, თეკლიაშვილი, მანდიაშვილი, პარნოშა მათი მამულებით; გუდარეხის ნახევარი და საუხუცესო; ცოვრეთს - ტყაპუნაშვილი, ჯანიბეგა, მირიჯანა, მატაბაშვილი, ფერისიძე, მატაბაშვილი ზურაბა, მესამე მატაბაშვილი, ტერტერა, ტყაპუნაშვილი ივანე, ოქრომჭედელი, ბეგიჯანა, იარაზიზასშვილი, მჭედელი, პაპიაშვილი მათი მამულებით,ცოვრეთის ნახევარი და საუხუცესო; კრეფას - ფარიკაკნ[ა]სშვილი, ბერიძე, მივანაშვილი, გიორგი, ყალაბა, ჯანსაოშა, ასატურა, მჭედელი, ხარაზი, შავერდა, იარალა, მათოზა, ნარიმანა, ყულიჯანა, ჯავახისშვილი, ძამა, მამულა, აღდგომლისშვილი, მხითარა, ფარსეღა მათი მამულებით, კრეფა ჩალის ციხით, ჭაობით, მთითა და ველით; ავაზანს - საუხუცესოდ ხაბელა, იანვარა, პეტრია, დათონა, იანვარა, ხარებასშვილი მათი მამულებით, ვაჟინაური მამული, ფაცრის ნახევარი, ავაზნის ნახევარი და საუხუცესო; დარბასჭალას - თავდარბაზი, სამი საწოლი კომლი გულისადები მამულით, აბესალამაშვილი, ბასილისშვილი მამულებით; დარბასჭალის ნახევარი და საუხუცესო; ჩინასჭალის ნახევარი, სულუტის, ელევისუბნის ნახევარი, ყაზნარასშვილის სოფლის ნახევარი, წნორის ნახევარი, საკირის სოფლის ნახევარი და საუხუცესო, კრცხილას ნახევარი, წრაუთის ნახევარი და საუხუცესო; მუგუთს აზნაურიშვილ მამაცას მამული: ანანია, ყარამანაშვილი, ასატურა, ბერიკა, ხოჯია მათი მამულებით; მირტაშენს - მამაცას მამული, გიუა, თევდორე ხუცესი, მახარებელი, ვართევანასშვილი, ბაირამასშვილი, გულუა, ამზუა, უმეკა, სულინასშვილი მათი მამულებით; იარდასუბანს - მამაცას ნასოფლარი იარდასუბანი; ჯანიაშვილ როსტევანს ერგო ქვემო აბანოში - დათოა მამულით, შალუტა, ივანა, მიქელა მათი მამულებით, ქვემო აბანო მთითა და ველით, გულეუს - მხითარაშვილი, მირუაშვილი, ზაქარა, გიორგი მაზანასშვილი, მელიქასშვილი მათი მამულებით, სომხითს - ბორისსოფელი ([1537-1538 წწ.] VIII. 16. 1450-11/112); იხსენიება როსტომ მეფის მიერ ყაფლან ბარათაშვილისათვის მიცემული წყალობის განახლების წიგნში; იგი და ორბელი ლუარსაბ მეფის დროს გაყრილან, გაუყვიათ ტაშირში სამკვიდრო მამულები (1657 წ. 1450-15/140).
ბარათაშვილი (ვარ. ფალავანხოსროსშვილი, ბარათაშვილი-ფალავანხოსროშვილი, ბარათაშვილი-ფალავანხოსროშვილი-თაყაშვილი) იოთამ - 1684-1699 წწ.
ჰყავს: მამა თაყა ბარათაშვილი, იხ., [ძმა] ბარათა ბარათაშვილი, იხ., ბიძაშვილი იორამ ბარათაშვილი, იხ., განაყოფი ქაიხოსრო ბარათაშვილ-ფალავანხოსროშვილი (1690 წ. 1450-10/136). მოწმე: თაყა ბარათაშვილის მიერ შიოშ ლარაძე-ზურაბიშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1690 წ. 1450-10/136), შერმაზან ხურდაყულაშვილის მიერ პაპუა ორბელიშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა(1699წ. 1450-20/28).
ბარათაშვილი-იოთამისშვილი (ვარ. იოთამიშვილი, ორბელიშვილი-იოთამიშვილი) ბეჟან
შვილი ლუარსაბ ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი იოთამისშვილი ბეჟან - იხ. ბარათაშვილი ბეჟან
[ბარათაშვილი]-იოთამიშვილი ბეჟან - იხ. იოთამიშვილი ბეჟან
ბარათაშვილი-იოთამიშვილი გივი - იხ. ბარათაშვილი გივი
ბარათაშვილი-იოთამისშვილი ერასტი - იხ. ბარათაშვილი ერასტი
ბარათაშვილი-იოთამისშვილი ერასტი - შვილი ლუარსაბ ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი-იოთამიშვილი ზაზა - იხ. იოთამიშვილი ზაზა
ბარათაშვილი-იოთამიშვილი (ვარ. იოთამიშვილი, ორბელიშვილ-იოთამიშვილი) იოთამ
ძმა ლუარსაბ, იხ., და შერმადინ, იხ., ბარათაშვილებისა.
ბარათაშვილი-იოთამიშვილი ლუარსაბ - იხ. ბარათაშვილი ლუარსაბ
[ბარათაშვილი]-იოთამისშვილი ნიკოლოზ - იხ. იოთამისშვილი ნიკოლოზ
ბარათაშვილი-იოთამიშვილი (ვარ. იოთამიშვილი, ორბელიშვილი-იოთამიშვილი) ოთარ - 1689-1693 წწ.
ძმა ლუარსაბ ბარათაშვილისა, იხ., მოწმე თამაზ თამაზისშვილის მიერ კაცია სარდლისშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1690 წ. XI. 12. 1450-10/186).
ბარათაშვილი-იოთამიშვილი (ვარ. იოთამიშვილი, ორბელიშვილი-იოთამიშვილი) ორბელ - 1689-1700 წწ.
ჰყავს ძმა ლუარსაბ ბარათაშვილი, იხ., მოწმე თამაზ თამაზისშვილის მიერ კაცია სარდლისშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1690 წ. IV. 12. 1450-10/186); დაამოწმა, რომ ჯალდამი და ღორისთავი მდივანბეგ ვახტანგ ორბელიშვილის ცოლყოფილის, თამარ ერისთავის ასულის ნამზითვით იყო ნაყიდი და მისი შვილების კანონიერი საკუთრება იყო (1700 წ. Sd-2301).
ბარათაშვილი იოთამიშვილი შერმადინ - იხ. ბარათაშვილი შერმადინ
ბარათაშვილი (ვარ. ქავთარიშვილი) იონათამ - 1656-1680 წწ.
ჰყავს: ძმა პაატა ბარათაშვილი, იხ., სულხან ბარათაშვილი, იხ. (1679 წ. Hd-4156), განაყოფი მანუჩარ ბარათაშვილი (1679-1680 წწ. Hd: 10204, 4156, 1448-2942); მოწმე: გოშფარ ბარათაშვილის მიერ ყულიჯან ტერტერაშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1645 წ. IV. 1450-34/233), თავის განაყოფ მანუჩართან ერთად დურმიშხან ფალავანხოსროშვილის მიერ ზაალ ბარათაშვილისათვის მიცემული ყმის ნასყიდობის წიგნისა (1679 წ. III. 15. Hd-10204), სულხანთან და მანუჩართან ერთად - ქაიხოსრო ბარათაშვილის მიერ პაპუნა ბარათაშვილ-გოსტაშაბიშვილისათვის მიცემული გირავნობის წიგნისა (1679 წ. Hd-4156), მანუჩართან ერთად - ქაიხოსრო ბარათაშვილის მიერ პაპუნა ბარათაშვილისათვის მიცემული ყმა-მამულის ნასყიდობის წიგნისა (1680 წ. 1448-2942); მისი ყმის ვენახი ეკვროდა გუგუნა ქავთარისშვილის მიერ იასე ბარათაშვილისათვის მიყიდულ ვენახს (1697 წ. Hd-2770).
ბარათაშვილი იორამ
ჰყავს: [ძმა] გიორგი ბარათაშვილი, იხ., [სახლიკაცი] იოთამ ბარათაშვილი (1582 წ. IX. 15. 1450-38/27). [სვიმონ] მეფემ მას განუახლა პაპამისის კუთვნილი მამულების წყალობა, მანაკერტი, სამაგარა, წითელი ეკლესია,ტანძია, ანგრევანი, ბალახური (1582 წ. X. 15. 1450-38/27).
ბარათაშვილი (ვარ. ფალავანხოსროსშვილი-ზაალიშვილი) იორამ - 1658-1688 წწ.
ჰყავს მამა ზაალ ბარათაშვილი, იხ. (1688 წ. 1450-2/149), ძმები: როსებ, ქაიხოსრო (1688-[1703) წწ. 1450-2/149), Ad-1188), აბრამ, ზურაბ (1688 წ. 1450-2/149), ბიძაშვილები: თაყა ბარათაშვილი, იხ., ბარათა, იოთამ, ელისე, ზურაბ, როსტომ, იესე || იასე, დურმიშხან: შვილები: გიორგი, ელიზბარ (1688 წ. 1450-2/149). მას უწყალობა ნაზარალი-ხანმა მისი უშვილოდ გარდაცვლილი განაყოფის, დურმიშხანის წილი მამული: ბუჟღულეთს - სასახლე [და მიწები], პაპუნა [ბარათაშვილისათვის] მიცემული მამულის გარდა; ახალშენს - გლეხი ადუა ძმითურთ, წინვენახს - ქუდრეგვენაშვილი ბერიკა ძმითურთ, ტბისს - პაპუნა ტუხაშვილი, ცხვრისს - ბელაშვილი ოსიყმე, ტბელაშვილი თევდორე, ხიზანაშვილი დათუნა, ცხნარს - ბედიაშვილები, ლომკაცა, ლომშერა და კაკონა, ვანქს - ელაღა, ერტისს - ჯოეშვილი თევდორა - მამულებით (1688 წ. 1450-2/149); სამამულე დავა ჰქონდა ბოქაულთუხუცეს საამ [ბარათაშვილთან] ([1688-1703 წწ.] Ad-1188); მოწმე თაყაშვილისა და თაყა ასანბეგიშვილის მიერ გიორგი ბარათაშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1661 წ. II. 9. 1450-38/45).
ბარათაშვილი იოსაფატ - შვილი ბარათა ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი (ვარ. იოთამისშვილი) იოსებ
მოძღვართ-მოძღვარი ([1658-1676 წწ.] Hd-15091), [ძმა] გიორგი ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი ლევან - შვილი ავთანდილ ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი ლომა - ძმა შაყუბათ ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი ლომა - ძმისწული აბაშ ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი ლომკაც - ჰყავს: მამა ქუმსი, შვილები: ქუმსი, ბეჟან. შალვა. რევიშვილს მიჰყიდა ყურთმეიდანში როშაქისეული ზვრიდან რევაზის კუთვნილი მეოთხედი წილი (XVI ს. 80-იანი წწ. 1450-32/356).
ბარათაშვილი (ვარ. ბარათაშვილი-იოთამიშვილი, ორბელიშვილი-ოთამიშვილი, იოთამიშვილი) ლუარსაბ - 1653-1699 წწ.
ჰყავს: მამა გიორგი (1653წ. 1450-38/36), ძმები: შერმადინ, ოთარ, ორბელ (1689-1696 წწ. 1450: 38/53, 38/57, 38/62), იოთამ ბარათაშვილ-იოთამიშვილები (1689-1696 წწ. 1450: 38/53, 38/62), შვილები: ბეჟან (1689-1696 წწ. 1450: 38/53, 38/37, 38/62), ერასტი (1689 წ. 1450-38/53), გივი, ნიკოლოზ, ზაზა ორბელიშვილ-იოთამიშვილები (1696 წ. 1450-38/62). მას განუახლა წყალობა ნაზარალი-ხანმა მისი განაყოფის, ორბელ [ბარათაშვილისაგან] წილში ნარგები და შემდგომში მეფის მიერ „გაუშინჯავად“ ჩამორთმეული სოფლის, რატევანის ნახევრისა (1689 წ. I. 29. 1450-38/53) და ასევე ორბელიშვილთაგან წილში ნარგები და დროებით ჩამორთმეული სოფლის, ირდასუბნისა (1693წ. 1450-38/37); მოწმე: თამაზ თამაზისშვილის მიერ კაცია სარდლისშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1690 წ. IV. 12. 1450-10/186), შერმაზან ხურდაყულაშვილის მიერ პაპუა ორბელიშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1699 წ. 1450-20/28); მისი მკვიდრი, შემდგომში გამოფიცული კრეფის მიწა - ჩალის ციხე დროთა ვითარებაში ჩამოეჭრა კრეფას და იგი შიოშბეგის შვილიშვილს, შიოშს დაუჭერია. მან წარუდგინა შიოშს ამ მიწაზე უფლების დამამტკიცებელი საბუთები და მოსთხოვა მისი დაბრუნება, გადაუხადა საფასური და მიწა დაიბრუნა (1686 წ. VI. 15. 1450-38/62.).
ბარათაშვილი (ვარ. გერმანოზისშვილი) ლუარსაბ - შვილი ვარაზა ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი (ვარ. აბაშისშვილი) ლუარსაბ - შვილი ქაიხოსრო ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი (ვარ. ქავთარისშვილი) მანუჩარ - 1656-1699 წწ.
ჰყავს: მამა (ან ბიძა) პაატა ბარათაშვილი, იხ., განაყოფები: იონათამ იხ., და გუგუნა ბარათაშვილები (1683 წ. 1450-12/128). მოწმე: საამ ხოსიაშვილის მიერ როსტომ ქაიხოსროსშვილისათვის მიცემული პირობის წიგნისა (1683 წ. IX. 10. 1450-12/128), ვარაზა ბარათაშვილის მიერ სვეტიცხოვლისათვის მიცემული შეწირულების წიგნისა (1690 წ. III. 15. ლაი. H 13-15, 16-17), პაპუნა ანდერმანიშვილ-საგინაშვილის მიერ ასლან ორბელიშვილისათ ვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1696 წ. 1450-15/79), გუგუნასთან ერთად შერმაზან ხურდაყულაშვილის მიერ პაპუა ორბელიშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1699 წ. V.5. 1450-20/28), ავთანდილ მეითრისშვილის მიერ ავთანდილ თარხნიშვილისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1699 წ. V. 5. Sd-25 ა); დაამოწმა, რომ ჯალდამი და ღორისთავი მდივანბეგ ვახტანგ ორბელიშვილის ცოლყოფილის, თამარ ზაალ ერისთავის ასულის ნამზითვი ქონება იყო და, ამდენად, მისი, თამარის, შვილების კანონიერი საკუთრება (1700 წ. Sd-2301).
ბარათაშვილი მელქისედეგ
ამოვარდნილი, მისი ნაქონი სოფელი აკაურთა როსტომ მეფემ უწყალობა იასონ დოლენჯიშვილს იმ პირობით, რომ ამ მამულით: მელქისედეგის ცოლი ისარგებლებდა გათხოვებამდე (1645 წ. 1450-38/44).
ბარათაშვილი მერაბ - ძმა შაყუბათ ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი მერაბ - [სახლიკაცი] შაჰყუბათ ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი (ვარ. აბაშისშვილი) მერაბ - ძმა: ავთანდილ ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი-მერაბიშვილი ქაიხოსრო - მას უბოძეს სოფელი ორთაშუა (1525 წ. IV. 21. 1450-15/54).
|ბარათაშვილი]-ნამანგლელავაშვილი ვახტანგ - იხ. ნამანგლელავაშვილი ვახტანგ
ბარათაშვილი ნიკოლოზ - იხ., კათალიკოსი ნიკოლოზ IV
ბარათაშვილი ნიკოლოზ
თბილელი მთავარეპისკოპოსი, მისი ეპისკოპოსობის დროს სიონის ღმრთისმშობელს ყმად შეეწირა სომეხი მხითარა თავისი შვილით, ოვანეზათი. ნიკოლოზ თბილელმა მათ უბოძა სასახლე და დაადო გამოსაღები: ერთნახევარი ლიტრა სანთელი, ერთი ჩარექი საკმელი, დაავალა აგრეთვე თბილელის სამსახური (1619 წ. 1448-2648).
ბარათაშვილი ნიკოლოზ - შვილი ქაიხოსრო ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი (ვარ. გოსტაშაბიშვილი) ნიკოლოზ - 1653-1700 წწ.
მღვდელ-მონაზონი (1695 წ.1448-3271), მანგლელი [ეპისკოპოსი] (1699-1700 წწ. Hd: 2250, 7255, 1449-1827), შვილი პაპუნა ბარათაშვილისა, იხ., გაათარხნა მგულია რაჟამაძე და უწყალობა მას სახლთუხუცესობა ([1699-1702 წწ.] 1449-1827); იყიდა ზაზა საგინაშვილისაგან მჩხიკვთას შიო და მამუკა მამუკასშვილები (1699 წ. Hd-2250); მოწმე ბახუტა ელიოზისძის მიერ სახლთუხუცეს რევაზ მაღალაშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1689 წ. 1450-30/135); დამწერი გიორგი მეფის მიერ ბეჟან ჩივაძისათვის მიცემული თარხნობის წიგნისა (1695 წ. 1448-3271); მისი ხელრთვა აქვს საბუთს Hd-7255.
ბარათაშვილი ნიკოლოზ - შვილი ქაიხოსრო ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი (ვარ. გერმანოზიშვილი) ოთარ - 1638-1679 წწ.
ბოქაულთუხუცესი (1642 წ. 1450-14/18), ჰყავს: მამა გერმანოზ ბარათაშვილი, იხ., ძმები: პაატა ბარათაშვილი, იხ. ([1652], 1653-1679 წწ. 1450-33/285, Hd: 14671, 14664, 8765, სს. I. №420, Hd: 6285, 14692, 1449-1797, Sd-751, 1450: 11/65,4/197, 144897, Hd: 4156, 1920), ბერი ([1652-1658 წწ.] 1450-33/285), ვარაზა ბარათაშვილი, იხ. (1653-1676, [1703] წწ. Hd: 14664, 8765, სს. I. №420, Hd: 6285, 1449-1797, 1450: 11/65,4/197, Hd-8809, 1448-97, Sd-577 ა), არსენი (1663 წ. 1449-1797), თანამეცხედრე მარიამ, იხ. (1679-1692 წწ. Sd-755, Hd-6052 ), [ძმისწულები]: გერმანოზ, გუგუნა (1662 წ. Hd-14692), პაპუა ბარათაშვილი, იხ., გარდაიცვალა უშვილოდ (1692 წ. VI. 15. Hd-6052), ვახტანგ ბატონიშვილმა მას უწყალობა: ცხვრისს მერაბიშვილები, ზასს - იოვანე ბერიაშვილი და ნასრადლავშვილი (1657 წ. სს. I. №420), წილში ნარგები ყმა-მამული - ნარგეშვილები ათი ცხვრით, წისქვილითა და მამულით (1653-1658 წწ. 1450-33/285); შაჰნავაზ მეფემ მას განუახლა გუდარეხის მონასტრის კუთვნილი სოფლის, ვერხუნალას თარხნობა, რომელიც ადრე როსტომ მეფეს გაუთარხნებია (1662 წ. Hd-14692); მან განუახლა სვეტიცხოველს ნასოფლარ საბროწლეს შეწირულება (1663 წ. 1449-1797); მიჰყიდა პაპუნა ბარათაშვილს ტბისს გამანაური მამულის ურწყავი მიწები საზღვრებით: ჩეკურას ვენახამდე, ურდულაძისა და ჯანიბეგაშვილის მამულებამდე (1659 წ. IV. 15. Hd-6285); იყიდა: პანია ისპანაშვილისაგან ვენახი (1679 წ. Hd-2184), თავისი ყმის, დათუნა ხიზანისშვილისაგან - ვენახი (1679 წ. III. 13. Hd-5174), ბერუკა ჩეკურასშვილისაგან და მაზიტა ზუბიაშვილისაგან - ვენახი (1679 წ. III. 13. Hd-9322); გაუცვალა: დონმაზა გოგიბაშვილს ვანქს ყმა-მამული ამოვარდნილი ზურაბ სააკაძის ნაქონ სოფელ აბელიაზე იქ მცხოვრები გლეხებით: ყუზანასშვილი ძამანა, მანდუასშვილი ბერუა - თითო კომლი, ოთხი კომლი მჭედლიშვილები, თითო კომლი ნადირასშვილი სუხია, სარქისასშვილი ბერუა, სულთამბარაშვილი კარაპეტა, ერაპეტა, ღვინიასშვილი არაბა, სარქისასშვილი ზაზა, გოგია, ღვინიასშვილი ებალა, სარქისასშვილი გიგოლა (1653 წ. Hd: 4664, 8765), საამ ბარათაშვილს - ტბისს სავენახე მიწა ქავთარიშვილის ზვრამდე - ენაგეთის ვენახზე (1670 წ. 1450: 11/65, 4/197); ედავებოდა ზაალ სოლაღაშვილს ტაგნაგეთის მიწებზე. დავა, შაჰნავაზ მეფის ბრძანებით, გაარჩია სოიბათიასაულმა პაპია შანშიაშვილმა და სადაო მიწები სოლაღაშვილებს მიაკუთვნა (1676 წ. 1448-97); მოწმე: თაყა ბარათაშვილის მიერ ელიზბარ სოლაღაშვილისათვის მიცემული ყმა-მამულის ნასყიდობის წიგნისა (1665 წ. XI. 15. Hd-6248), თავის ძმასთან, პაატასთან ერთად - ბიძინა სოლაღაშვილის მიერ ელიზბარ სოლაღაშვილისათვის მიცემული ყმა-მამულის ნასყიდობის წიგნისა (1661 წ. IV. 16. Sd-751), ქაიხოსრო ბარათაშვილის მიერ პაპუნა ბარათაშვილ-გოსტაშაბისშვილისათვის მიცემული გირავნობის წიგნისა (1679 წ. Hd-4156); მას მისცა ერთგულების პირობა პაპუნა გოსტაშაბისშვილმა (XVII ს. II ნახ. Hd-1920); სხვადასხვა: საამ და შიოშ [ბარათაშვილებთან] წინწყაროში ჩხეკვის გაყოფის დროს მას ერგო ჩხეკვის ზემო ნაწილი (1671 წ. X. Hd-8809), გუდარეხელთა და ღორისთაველთა შორის სასაზღვრო დავის გარჩევის დროს ჩვენება მისცა სოიბათიასაულ პაპია შანშეასშვილს (1653 წ. VII. 16. Hd-14671), თავის თანამეცხედრეს, მარიამს „სასულიეროდ“ მისცა ნასყიდი მამულები (1679 წ. III. 14. Sd-755), ოთარ გერმანოზიშვილის ცოლსა და ძმისწულებს შორის ყმა-მამულზე დავის წიგნის თანახმად, მას თავისი სამკვიდრო მამულები ძმისწულებისათვის დაუტოვებია, ხოლო ნასყიდი - ცოლის, მარიამისათვის. დარჩენია მარიამის დედის ვალი: 12 თუმანი და 12 საპალნე ღვინო (1692 წ. VI. 15. Hd-6052), ნაზარალი-ხანის მიერ პაპუას, გუგუნას და ვარაზასათვის მიცემული დავის გარიგების წიგნის მიხედვით, ღამბარაშვილს უნდა დაეფიცა მის საფლავზე ([1688-1700 წწ.] Sd-577 ა).
ბარათაშვილი ოთარ - შვილი ხოსია ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი (ვარ. გერმანოზიშვილი) ოთარ - შვილი იასე ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი ომან - შვილი საამ ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი ორბელ - 1523-[1556] წწ.
ჰყავს [სახლიკაცი] იოთამ ბარათაშვილი, იხ., მის შთამომავლებად მოიხსენიებიან თამაზ ბარათაშვილი, იხ., სულხან ორბელიშვილი - ბარათაშვილი, იხ., ასლან ბარათაშვილი, იხ., ვახტანგ ბარათაშვილი, იხ., დავით მეფესთან ერთად მონაწილეობა მიიღო გუგუნა, ქუმსი,გერმანოზ,თაყა, გოსტასაბ და ფალავანხოსრო ბარათაშვილების გაყრაში (1523 წ. Ad-1299 ა), ბარათა ბარათაშვილის ძმებთან გაყრის საქმეზე შედგენილი წიგნის თანახმად, ყალამშას ნასოფლარი ორბელის ყოფილა და, თუკი ეს დადასტურდებოდა, ნასოფლარი ისევ ორბელს უნდა დარჩენოდა ([1527-1556 წწ.] 1450-18/98); როსტომ მეფის მიერ ყაფლან ბარათაშვილისათვის მიცემულ წყალობის წიგნში ნათქვამია, რომ იგი გაყრია იოთამს ლუარსაბ მეფის დროს და გაუყვია მასთან ტაშირის მამულები (1657 წ.1450-15/140); ნაზარალიხანის კარის მდივან-მწიგნობარი,შერმადინი, ყოფილა მისი ნათესავი (1700 წ.1450-37/55).
ბარათაშვილი ორბელ - იხ. ბარათაშვილი ვახტანგ
ბარათაშვილი-ორბელიშვილი გორჯასპ - იხ. ორბელიშვილი გორჯასპ
ბარათაშვილი-ორბელიშვილი დემეტრე - იხ. ორბელიშვილი დემეტრე
ბარათაშვილი-ორბელიშვილი დიმიტრი - იხ. ორბელიშვილი დიმიტრი
ბარათაშვილი-ორბელიშვილი დომენტი - იხ. ორბელიშვილი დომენტი
ბარათაშვილი-ორბელიშვილი ვახტანგ - იხ. ბარათაშვილი ვახტანგ
ბარათაშვილი-ორბელიშვილი ეკატერინე - იხ. ეკატერინე
ბარათაშვილი-ორბელიშვილი ერასტი - იხ. ორბელიშვილი ერასტი
ბარათაშვილი-ორბელიშვილი ზაალ - იხ. ორბელიშვილი ზაალ
[ბარათაშვილი]-ორბელიშვილი ზურაბ - იხ. ორბელიშვილი ზურაბ
ბარათაშვილი-ორბელიშვილი-იოთამიშვილი გივი - იხ. ორბელიშვილი-იოთამიშვილი გივი
[ბარათაშვილი-ორბელიშვილი-იოთამიშვილი ზაზა - იხ. ორბელიშვილი-იოთამიშვილი ზაზა
ბარათაშვილი-ორბელიშვილი-იოთამიშვილი ნიკოლოზ - იხ. ორბელიშვილი-იოთამიშვილი ნიკოლოზ
[ბარათაშვილი]-ორბელიშვილი კაცია - იხ. ორბელიშვილი კაცია
[ბარათაშვილი]-ორბელიშვილი ლუარსაბ - იხ. ორბელიშვილი ლუარსაბ
[ბარათაშვილი]-ორბელიშვილი მამუკა - იხ. ორბელიშვილი მამუკა
[ბარათაშვილი]-ორბელიშვილი მანუჩარ - იხ. ორბელიშვილი მანუჩარ
[ბარათაშვილი]-ორბელიშვილი მზეჭაბუკ - იხ. ორბელიშვილი მზეჭაბუკ
[ბარათაშვილი]-ორბელიშვილი ნიკოლოზ - იხ. ორბელიშვილი ნიკოლოზ
[ბარათაშვილი]-ორბელიშვილი ოთარ - იხ. ორბელიშვილი ოთარ
[ბარათაშვილი]-ორბელიშვილი პაპუა - იხ. ორბელიშვილი პაპუა
[ბარათაშვილი]-ორბელიშვილი რამაზ - იხ. ორბელიშვილი რამაზ
[ბარათაშვილი]-ორბელიშვილი რევაზ - იხ. ორბელიშვილი რევაზ
[ბარათაშვილი]-ორბელიშვილი სულხან - იხ. ორბელიშვილი სულხან
[ბარათაშვილი]-ორბელიშვილი ფირან - იხ. ორბელიშვილი ფირან
[ბარათაშვილი]-ორბელიშვილი ქაიხოსრო - იხ. ორბელიშვილი ქაიხოსრო
[ბარათაშვილი]-ორბელიშვილი ყაფლან - იხ. ორბელიშვილი ყაფლან
ბარათაშვილი პაატა - შვილი იოთამ ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი (ვარ. გერმანოზიშვილი) პაატა - 1638-1680 წწ.
მეჯინიბეთუხუცესი ([1646], 1653-1689 წწ. Sd-794, 1450-33/285, Sd: 14664, 8765, 15091, 1450-9/150, 1449-1053, Hd: 830, 1375, 1450-1/52, Hd-14692, 1450-10/127, 1450: 10/132, 11/65,4/197, Sd-534, Hd: 2236, 14284, 6020, 6, 972, 1448: 97, 767, 1450-14/62, Hd: 8802, 4156, 972, 1448-2942, Sd-549). ჰყავს: მამა გერმანოზ ბარათაშვილი, იხ., ძმები: ოთარ ბარათაშვილი, იხ. (1671-1680 წწ. Hd: 2236, 6777, 1448-2942, Hd-1920), ვარაზა ბარათაშვილი, იხ. (1680 წ. Hd-2942), შვილები: პაპუა, გუგუნა ([1669-1679 წწ.] Hd-1880, 1448-767, Hd-8802), იასე || იესე ([1669-1679 წწ.] Hd-1880, 1450-4/196, Hd-8802, 1448-767), [სახლიკაცი] პაპუნა ბარათაშვილი ([1646-1658 წწ.] Sd-794), განაყოფი - პაპუნა ბარათაშვილი (1661 წ. Hd-1375). იყიდა: თაყა ასანბეგიშვილისაგან ხუთი დღის ხოდაბუნი მაწევნური ხევის პირას, ორი დღისა - დამპალ წყაროში (1669 წ. Hd-1880), იასე ბარათაშვილისაგან ნასყიდა, ცოლ-შვილითა და ძმით (1672 წ. 1450-4/196), ზასს - გიორგი კახაბრიშვილის ნაქონი მამული (1679 წ. Hd-8802), ზაალ ბარათაშვილისაგან - ტბისს ხატისა ხიზანაშვილის ვენახის მესამედი (1679 წ. 1449-767); მონაწილეობა მიიღო: ზაზა ციციშვილისათვის ქვემო გომში მიწების გამოყოფაში (1660 წ. ახლო. 1449-1053), სახლთუხუცეს პაპუნასა და ციცი [ციციშვილებს] შორის სამამულე დავის გარიგებაში (XVII ს. შუა ხანები. Hd-972), ყაფლან ბარათაშვილსა და პაპუნა ვირშელიშვილს შორის დავის გარიგებაში (1670 წ. Sd-534 ), ციციშვილებსა და მაღრაძეებს შორის სამამულე დავის გარიგებაში (1678 წ. 1450-14/62); პირობა მისცა სარდალ-სახლთუხუცეს პაპუნა ციციშვილს; თუ პაპუნას აზნაურიშვილები დაიფიცებდნენ, რომ სადაო მამული ღორისთაველებისა იყო, მაშინ იგი არ შეეცილებოდა (1660 წ. V. 13. Hd-830); მას მისცა ერთგულების პირობა პაპუნა გოსტაშაბიშვილმა (XVII ს. II ნახ. Hd-1920); ედავებოდა ყაფლან ბარათაშვილს ფიტარეთის სასაფლაოზე, შინდნარსა და ჯაბაზე. ყაფლანი, თავის მხრივ, ეცილებოდა მას ჭრეშში გლეხებზე, ხოდაბუნზე, ირაგელ კაცზე, ერთ სავანელ გლეხზე, დარბაზის, თაწმიდის და ბრუტიანის მთაზე, შაყმაშვილის ნაყიდ ვენახზე და ნასოფლარ სარკინეთზე. დავა გაარჩიეს: როსტომ მეფემ, თბილელმა ეპისკოპოსმა, სახლთუხუცესმა ყაია ციციშვილმა, ბოქაულთუხუცესმა ელიზბარ დავითიშვილმა, მდივანბეგმა როინ ჯავახიშვილმა,მდივანმა ბირთველ თუმანიშვილმა. მათ გადაწყვიტეს, რომ ორივე მოდავე მხარეს დაეფიცა ხუთ-ხუთი შესახელებული აზნაურიშვილით და თხუთმეტ-თხუთმეტი შესახელებული მსახურით ([1648-1658 წწ.] Sd-794); ამავე საქმის გარჩევის შედეგად, ჭრეშში, ყაითმაზაშვილი და ყაფლანის ან მისი აზნაურიშვილების მიერ ნაყიდი ყმები ყაფლანს უნდა დარჩენოდა, დანარჩენი გლეხი და აზნაურიშვილი ჭრეშში პაატას. ირაგელი ყმის საქმე ასე გადაწყდა: თუ „საპასუხო“ ყაფლანის ყმა პაატას ჰყავდა, მაშინ უნდა აეყარა და დაებრუნებინა ძველი პატრონისათვის, თუ არ ჰყავდა, მაშინ ყაფლანს ირაგელი კაცი უნდა დაებრუნებინა პაატასათვის. სავანელი კაცის შესახებ ასე შეთანხმდნენ: თუ ეს კაცი ქაიხოსრო [ბარათაშვილის] დროს იყო აყრილი და ლორეს მისული, მაშინ ყაფლანს უნდა დარჩენოდა, მაგრამ თუ პაატას მიერ სავანეთის შოვნის შემდეგ - მაშინ პაატას. დარბაზის, თაწმიდის და ბრუტიანის მთის საქმე ფიცით უნდა გადაწყვეტილიყო. თუ ეს ადგილები შერმაზან და რევაზ [ბარათაშვილებს] ჰქონდათ მაშინ პაატას ხელი უნდა აეღო. შაუმაშვილის ვენახი, რომელიც ადრე ეცადაშვილისაგან ყოფილა ნაყიდი, პაატას ყმას ეჭირა და მასვე უნდა დარჩენოდა, ვენახს გარე მიწა-წყალი კი ყაფლანს მიაკუთვნეს; სარკინეთის ნასოფლარი შუაზე უნდა გაეყოთ მოდავეებს ([1646-1658 წწ.] Hd-14284); მოწმე: პაატა ბარათაშვილის მიერ შაჰყულა იაგულაშვილისათვის მიცემული ყმა-მამულის გაცვლის წიგნისა (1656 წ. XII. 13. 1450-9/150), თაყა ასანბეგიშვილის მიერ გიორგი ბარათაშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1661 წ. 1450-38/45); პაპუნა ბარათაშვილის მიერ მერაბ ყორღანაშვილისათვის მიცემული ნასოფლარის ნასყიდობის წიგნისა (1661. III. 15. Hd-1375), ზაალ ბარათაშვილის მიერ ზაალ ყორღანაშვილისათვის მიცემული სასახლისათვის ადგილის ნასყიდობის წიგნისა (1662 წ. VI. 1450-1/52), ნადირა გოგაციძის მიერ სახლთუხუცეს პაპუა მაღალაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1664 წ. 1450-30/127),თაყა ბარათაშვილის მიერ პაპუნა გოსტაშაბისშვილისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1665 წ. XI.15. Hd-6248), დიასამ დიასამიძის მიერ ზურაბ ლარაძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1667 წ. I. 20. 1450-10/132), თავის ძმასთან, ოთართან ერთად - თაყა ასანბეგიშვილის მიერ პაპუნა გოსტაშაბისშვილისათვის მიცემული ყმა-მამულის გაცვლის წიგნებისა (1671 წ. II. 12. Hd: 6777, 2236), საამ ბარათაშვილის მიერ პაპუნა გოსტაშაბიშვილისათვის მიცემული ვენახის გაცვლის წიგნისა (1673 წ. Hd-6020), ქაიხოსრო ბარათაშვილის მიერ პაპუნა ბარათაშვილ-გოსტაშაბისშვილისათვის მიცემული გირავნობის წიგნისა (1679 წ. Hd-4156), თავის ძმებთან, ოთართან და ვარაზასთან ერთად - ქაიხოსრო ბარათაშვილის მიერ ყმა-მამულის ნასყიდობის წიგნისა (1680 წ. 1448-2942); იხსენიება: პაპუა, გუგუნა და ვარაზა გერმანოზიშვილების გაყრის წიგნში მოხსენიებულია პაატას ოდა ([1688-1703 წწ.] Sd-577 ა), ოთარ გერმანოზიშვილის ცოლყოფილ მარიამსა და პაპუა და გუგუნა გერმანოზიშვილებს შორის სამამულე დავის განჩინების მიხედვით, მის მიერ ნაყიდი ვენახი სადაო ყოფილა (1692 წ. ახლო. Hd-15059).
ბარათაშვილი პაატა
ჰყავს: ძმები: სულხან, იონათამ, შვილები ან ძმისწულები: გიორგი, მანუჩარ, გუგუნა, ნათესავი ვარაზა. შაჰყულა იაგულაშვილს გაუცვალა მამული. გამოართვა ვარაზა [ბარათაშვილისაგან] ნაყიდი ყმა-მამული და მისცა ვანქს ყმები: აზართეღა ხოჯუმაშვილი ძმებითურთ, პაპია ხასითაშვილი ძმებითურთ, ჯანია ძმებითურთ, ვანია მირანშასშვილი და მისი ძმა სოთია, სალუხანა და სარუხანა ხეჩიკაშვილები (1656 წ. XII. 1450-9/150).
[ბარათაშვილი] პაატა
მის სამაჩველ ყმებს ედავებოდნენ ბარათა [ბარათაშვილის] ასურელი ყმები. საქმე გაარჩიეს მდივნებმა: მერაბ [ყორღანაშვილმა] და დონმაზამ. ხუთი წელი ისე გასულა, რომ მათ (მდივნებს), განაჩენი არ გამოუტანიათ. მეფემ ხელახლა გაგზავნა დონმაზა ადგილზე და დაავალა, დაეფიცებინა სამაჩველები, თუ ისინი ვერ დაიფიცებდნენ, მაშინ სადაო მამული ბარათას დარჩებოდა (XVII ს. II ნახ. 1450-32/360).
ბარათაშვილი პაპუა - [ძმისწული] ქრისტეფორე ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი (ვარ. გერმანოზიშვილი, პაატასშვილი) პაპუა - 1669-1692 წწ.
ბოქაულთუხუცესი (1676 წ. Hd-10366 ), ჰყავს: მამა პაატა ბარათაშვილი, იხ., ბიძები: ოთარ, იხ. (1692 წ. Hd-6052) და ვარაზა ([1688-1703 წწ.] Sd-577 ა) ბარათაშვილები, ძმები: გუგუნა (1676-1691, [1692] წწ. Hd:10366, 15059, Sd-577 ა, ლაი H 13-15, 16-17, Hd: 1702, 15089), იასე || იესე (1676-1691 წწ. Hd: 10366, 1702, 15089), დომენტი (1690-1691 წწ. ლაი. H 13-15, 16-17, Hd-1702). იყიდა იასე ხერხეულიძისაგან გიორგი მაისურაძე შვილებითურთ (1676 წ. Hd-10366); გაათარხნა ქიტია მედიასშვილი, დააკისრა თავისი მამის სახელზე აღაპის გადახდა და ქალაქში შეშის ჩატანა (1691 წ. V. 25. Hd-1702); ედავებოდა: ყმა-მამულზე ოთარ ბარათაშვილის ცოლყოფილს, მარიამს. დავა გაარიგა თამაზ ორბელისშვილმა: სამკვიდრო მამული პაპუასა და მის ძმებს მიაკუთვნა, ნასყიდი - მარიამს. სადაო არეკალისა და გერგიძის საქმეები ფიცით უნდა გარკვეულიყო. ოთარის დანატოვარი ვალი, რომელიც სიდედრისაგან ჰქონდა აღებული, პაპუას გაუნახევრდა (1692 წ. VI. 15. Hd-6052, 1692 წ. ახლო . Hd-15059); თავის ძმასთან, გუგუნასთან ერთად ედავებოდა თავის ბიძას, ვარაზას, ყმა-მამულზე, რომელიც გაყრის შემდეგ სადაო დარჩენილა. დავა გაარჩია სარდალმა თამაზ [ორბელისშვილმა]. მარაბდის ხოდაბუნის ორი წილი პაპუას და გუგუნას ერგო, ერთი წილი - ვარაზას. სხვა მიწები სამად უნდა გაეყოთ, ქალაქს სადაო სასახლის ბედი ფიცს უნდა გადაეწყვიტა, ვარაზას უნდა დაეფიცა. მანგლელის ზვარი ტბისში მოსამართლემ საძმოდ დადო, მარაბდის სამი საწისქვილოდან ორი პაპუას და გუგუნას, ერთი ვარაზას მიაკუთვნა. გლინიას გოგო - ვარაზას; მასურის ბიჭი, ვერხუნალას მამულას საკომლო, აკურისს - თამაზას საკომლო, კოხტას - ფაზაშვილების საკომლო და ადგილ-მამული ანდრიას, სამად უნდა გაყოფილიყო. ზაზაშვილის საკომლო პაპუას დარჩა, სასახლის ზვრის წყლით სარგებლობის უფლებაც დანაწილდა, რვა დღეს გუგუნას უნდა დაეჭირა, ოთხ დღეს - ვარაზას ([1688-1703 წწ.] Sd-577 ა); მოწმე ვარაზა ბარათაშვილის მიერ სვეტიცხოვლისათვის ბოძებული ყმების შეწირულების წიგნისა (1690 წ. III. 15. ლაი H 13-15, 16-17); მას იასესთან ერთად, ევანეზისშვილისაგან ორი თუმანი აუღია, გაუხდა ვალი ექვსი თუმანი (XVII ს. II ნახ. Hd-15089 ფრაგმ.).
ბარათაშვილი (ვარ. ორბელისშვილი, ყაფლანიშვილი) პაპუნა (ვარ. პაპუა, პაპუნაბეგ) - 1636-1696 წწ.
მოლარეთუხუცესი (1671 წ. Ad-85), სომხითის მოურავი (1678 წ. 1450-21/41), ჰყავს: მამა ყაფლან ბარათაშვილი, იხ. (1683-1689 წწ. Ad: 85, 1042, 1291), ძმები: ასლან (1671-1696 წწ. Ad: 85, 1357, Sd-1928), ვახტანგ (1671-1684 წწ. Ad: 85, Sd-572 ა, Ad-1357, Sd-1928), თამაზ ([1646], 1671-1684, [1692] წწ. Sd-566, Ad-85, Sd-572 ა, Ad-1357, Sd-1928), თამაზ (1671-1677 წ. Ad: 85, 1357), თანამეცხედრე აბაშის ასული ბანგიჯასპ (1683-1689წწ. Ad-1042, Sd-1928, Ad-1291), ძმისწულები: სულხან ორბელიშვილი, ვახუშტი ([1646-1692 წწ.] Sd-566), ერასტი ორბელიშვილი (რომელიც იშვილა). (1684-1688 წწ. Sd: 566, 1928, Ad-1042). გიორგი ბატონიშვილმა მას განუახლა ფიტარეთის ეკლესიისათვის შეწირული ანჯიყაფაშვილების წყალობა (1677 წ. Ad-1357); შესწირა დმანისის ღმრთისმშობელს: თავისი საფლავისათვის სარკინეთს მცხოვრები ერთი კომლი გიორგი და მახარა პაატაშვილები მამულით (1689 წ. IV. 11. Ad-1291), მჭედელი ყარახანა ცოლ-შვილით (1683 წ. VIII. 22. Ad-1042); მისცა პირობა თავის ძმებს, ვახტანგსა და თამაზს გაუყრელობის და საუფროსოს დანებების შესახებ (1684 წ. Sd-1928), მას მისცა პირობა: გივი ამილახორმა კეთილმოყვრობის შესახებ ([1646-1692 წწ.] Sd-566); სიონის ღმრთისმშობელს იოსების თბილელობის დროს დაუბრუნა წარუთი და ბალახური, რომლებიც დმანელს ჰქონია მისაკუთრებული (1671 წ. Ad-85); მოწმე: ბაადურ ციციშვილის მიერ დომენტი მთავარეპისკოპოსისათვის მიცემული ზვრის ნასყიდობის წიგნისა (1658 წ. 1449-1795), თამაზ ჯანშიარასშვილის მიერ ეჩმიაძინის კათალიკოს-პატრიარქ იაკობისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1678 წ. VIII. 6. 1450-21/41); მონაწილეობა მიიღო გიორგი მეფის მიერ მოწვეულ თათბირში, რომელზედაც გადაწყდა დოსითეოს პატრიარქისათვის თანხის მიცემა იერუსალიმის ქართული მონასტრების დასახსნელად (1678-1685 წწ.] 1448-1283); სარდალ თამაზ ორბელიშვილის მიერ თავისი ძმის, მდივანბეგ ვახტანგისათვის მიცემულ კეთილმოყვრობის წიგნში ნათქვამია, რომ „სანამ ჩვენი ძმა პაპუნა და ჩვენი რძალი ცოცხლები იქნებიან“, მათი მორჩილნი ვიქნებითო ([1676-1685 წწ. Sd-572 ა).
ბარათაშვილი (ვარ. ბარათაშვილი-გოსტაშაბიშვილი, გოსტაშაბიშვილი) პაპუნა - 1636-1700 წწ.
ყლიჯყორჩი (1655-1672 წწ. Hd: 4153, 14419, 4168, 4151, 4169), ჰყავს: მამა გოსტაშაბ (1661-1680 წწ. Hd-1375, 1448-2942), ძმები: ქაიხოსრო (1658-1661 წწ. Hd: 14419, 1375), თამაზ (1670 წ. Hd-10025 ), შვილები: გოსტაშაბ ([1653-1693 წწ.] Hd: 10026-ბ, 6033, 4168, 6285, 6248, 10025, 4151,7592, 6777, 2236, 4169, 6020, 2104, 1751, 4156, 10120, 1448-2942, Hd: 2024, 2055, Qd-2025, Hd: 2017, 2478, 2756, 2397, 1450-10/129, Hd-10157-8, 1450-10/134, Hd-8769), ნიკოლოზ (1653-1700 წწ. Hd: 10026-8, 10025, 4151, 7592, 6777, 2236, 4169, 8026, 2104, 1751, 2024, 2055, 2017, 2478, 2756, 1450: 30/135, 10/129, Hd-10157-8, 1450-10/134, Hd: 4156, 7255), თამაზ (1653-1700 წწ. Hd: 10026 ბ, 415, 7592, 6777, 2236, 4169, 6020, 2104, 1751, 4156, 10120, 1448-2942, Hd: 2024, 2055, Qd-2025, Hd: 2017, 2478, 2756, 1450-30/135, Hd-2397, 145 Qd-10/129, Hd-10157-ბ, 1450-10/134, Hd: 8789, 4160, 7255), ყაფარბეგ (1659-1700 წწ. Hd: 4168, 6248, 10025, 7592, 6777, 2236, 4169, 6020, 2104, 1751, 10120, Qd-2025, Hd: 2017, 2478, 2756, 1450-10/129, Hd-10157-ბ, 1450-10/134, Hd: 8769, 7255), ქაიხოსრო (1693 წ. 1450-10/134), გოსტაშაბიშვილები, მარიამ (XVII ს. ბოლო. Hd-8439-2), შვილიშვილები (მითითებული საბუთების ნაწილის მიხედვით შვილები): ამილღამბარ (1693-1700 წწ. Hd-8769, 1450-10/134, Hd: 4160, 2756, 10120), ბეჟან ([1693-1700 წწ.] Hd: 8769. 10120, 7255,1450-10/134), ბერი (1670-იანი-1700 წწ.Hd-10120, 1448-2942, Hd-7255), როსტომ (1593 წ.1450-10/134), თინათინ (1700 წ. Hd-7255), შვილიშვილიშვილები: (თინათინისაგან) ჯავაშერ, დურმიშხან (1700 წ. Hd-7255), [სახლიკაცები]: გოსიტა ბარათაშვილი ([1655-1665 წწ.] Hd: 1704, 9447), თაყა, ასლამაზ საჩინოშვილები, გიორგი და საჩინო [ბარათაშვილი] (1662 წ. VI. 27. Hd-2533), განაყოფები: თაყა ასანბეგიშვილი (1671 წ. Hd-4151), პაატა ბარათაშვილი (1661 წ. Hd-1375), სიძეები: დურმიშხან ფალავანხოსროშვილი (1661-[1684] წწ. Hd: 1375, 2017), ქუაბულ მაჩაბელი ([1658 წ.] Hd-14419), პაპუნა სააკაძე (1671 წ. Hd-1375). მას უწყალობა: როსტომ მეფემ: წვიმატაძის ბიძის ყოფილი ყმა, მჭედელი მგელია, რომელიც შიმშილობის დროს პაპუნას დაუხსნია და აგუდანეთში დაუსახლებია, და, რომელზედაც თექვსმეტი წლის შემდეგ მოურავიშვილი შედავებია (1641 წ. III. 23. Ad-1172), ნაოხარი სოფელი აზიკი თრიალეთის პირს (1654 წ. XI. 4. Hd-4166), ენაგეთს - ფერიაშვილისა და მირაქას მამული იქ მცხოვრები დავრეშათი და მისი ძმისწულით, თამაზათი (1658 წ. Hd-4153), შაჰნავაზმა: ალგეთზე მკვიდრი სოფელი ღოლოვანა, რომელიც ცოტა ხნით გურგენ ყორხმაზაშვილს ეჭირა (1659 წ. IV. 28. Hd-4168), ნასოფლარი კოხნარი, რომელზედაც განაყოფები ეცილებოდნენ (1662 წ. VI. 27. Hd-2533), პაპუნა, შალვა, გიორგი და ბასილი მეხრიშვილები (1672 წ. II. 10. Hd-4169), გიორგი მეფემ - უშვილოდ გარდასული დურმიშხან ფალავანხოსროშვილის წილი მამულიდან ერწოს - ზუბიაშვილი მამუკა, მოლავს ყიფიანი, ბეთენიას - მამისიმედი ნასყიდა სალარიშვილთან ერთად, ცხნარს - ჭაბუკაშვილი თამაზა, შავერდაშვილი ადუა; ქვათეთრას - მამუკა და სადება გოგიაშვილი, ჭანდარს და ხვინთქობს - მიწები მიქელაძისათვის ნაბოძები მამულის გარდა (1688 წ. V. 4. Qd-2025); მას განუახლა წყალობა:როსტომ მეფემ მამამისის, გოსტაშაბის (რომელიც მეფის დავალებით სამცხეში ჩასულა და იქ მომკვდარა) ნაქონი მამულის წყალობა (1636 წ. VII. 25.Hd-14601), მანვე - სოლაღა და ჩალაბა არეშიშვილებისა (1655 წ.VI. Hd-1704), ვახტანგ ბატონიშვილმა მისივე მკვიდრი მამულისა (1657 წ. VI. Hd-1915), ნაზარალი-ხანმა სომხითს, ზემო წერაქვში, თალგამოზისშვილის ნაქონი მამულისა (16[89] წ. Hd-2397); გიორგი მეფემ გაუთარხნა თრიალეთს მდებარე ნასოფლარიეკა მარიამი (1693 წ. IV. 1. Hd-8769); შაჰნავაზმა მას დაუმტკიცა თაყა ასანბეგიშვილთან გაცვლილი ყმა-მამული, რომლის მიხედვით პაპუნამ მიიღო ტბისში ჯოეშვილები, სასახლე და მამული. სანაცვლოდ კი გაიღო: ენაგეთს ჯანიკაშვილი ხიზუა და ბერუა ალავერდაშვილი, პაპისგორს - ათი დღის მიწა (1671 წ. Hd-4151); მან უწყალობა: რამაზას ალავერდაული ვენახი, საეულო სახლ-კარი, გულუას კერძი თორმეტი დღის მიწა, საეულო რვა დღის მიწა, სარეკში საეულო გულუას წილი ექვსი დღის მიწა, აგრეთვე ექვსი დღის მიწა დოლის კარისაკენ, გეგეტურში, ხოდაბუნის თავზე - საეულო (1656 წ. II. 1. Hd-6303), ოქროპირს - გულუას მამული (1665 წ. VI. Hd-9447), გიორგი სადუნიშვილს - ენაგეთს აბრამის წილი მამული (1696 წ. Hd-4160); იყიდა: უსუფბეგ ასანბეგიშვილისაგან მკვიდრი ყმა-მამული: სარქისა, პაპია და მიტიჩა ჯანიკაშვილები ცოლ-შვილითა და მამულით (1653 წ.V. 25. Hd-10026), ოთარ ბარათაშვილისაგან - ტბისს გამანაური მამულის ურწყავი [მიწები] საზღვრებით: ჩეკურას ვენახამდე, ურდულაძის და ჯანიბეგისშვილის მამულებამდე (1659 წ. IV. 15. Hd-6285), ბერუკა ბუჟღულაშვილისაგან - მამული ალგეთზე (1661 წ. V. 27. Hd-2064), თაყა ბარათაშვილისაგან - ტბისს მირზიაშვილის ნაქონი ვენახი (1665 წ. XI. 15. Hd-6248), გიორგი თურაზაშვილისაგან, თხვინთობს მამული, ტბისში ჯოისშვილი ამზია ცოლ-შვილითა და მამულით (1670 წ. II. 15. Hd-10025), მამაგულა მამაგულაშვილისაგან - ტბისს ამირასშვილის ვენახთან მდებარე ვენახი (XVII ს. 70-იანი წწ. Hd-10120), ქაიხოსრო [ბარათაშვილისაგან] - ჭანდარს ორი კომლი სუხიტაშვილები მამულით ([1678-1692 წწ.] Hd-1751), ქაიხოსრო ბარათაშვილისაგან - თავისი მამის, გოსტაშაბის მამული, რომელიც დაუკავებია (გამყიდველ) ქაიხოსროს მამას, ქაიხოსროს, ენაგეთს - პაატა სადუნაშვილი ყმა-მამულით, მისი განაყოფები სამანა და გურგენა მამულებით, მემშვილდისშვილი მამულით, ტბისს - ქიტია და ბერუკა დოლენჯისშვილები მამულით (1680 წ.1448-2942), ირემა კახისშვილისაგან - ვენახი ტბისს ([1688-1696 წწ.] Hd-2478), დომენტი გერმანოზიშვილისაგან - უსუფაშვილისაგან ნაყიდი ერთი არეკალი ვენახი (1692 წ. ახლო. Hd-1707-ბ); მიჰყიდა მღვდელ საბა მოლოდინაშვილს-ამირინდოს მამულის მეოთხედი. საფასურში საბამ მას გადაუწერა წიგნები (XVII ს. II ნახ. H -2756); ზურაბ ლარაძეს - სამი დღის მიწა (1690 წ. VI. 30. 1450-10/12 9), გიორგი ლარაძეს - წინვენახს გაბილაშვილის ნაქონი მიწა (1693 წ.IV. 20. 1450-10/134); გაუცვალა: თაყა ასანბეგიშვილს ენაგეთში სამი კომლი ჯანიკაშვილები, პაპისგორს - ხუთი დღის მიწა, ცამეტი თუმანი თეთრი ტბისის სასახლეზე, ჯოეშვილებზე და მირზიაშვილის მამულზე (1671 წ. Hd: 2236, 6777, 7592), საამ ბარათაშვილს - ენაგეთის ვენახი ტბისის ვენახზე (1673 წ. Hd-6020), დურმიშხან ფალავანხოსროშვილს - პაპუნა და სიყმია ტუხიაშვილები მამულით, ტბისს - ხოდაბუნი, ფორქალისს და ანდრიას საფიჩხულის ნახევარი, გერგიძის ხოდაბუნი-გრძელაში მოძღვრისშვილის წისქვილთან მდებარე სახასო წისქვილზე, ბაღზე, ვენახზე, მეწისქვილე მამუკაზე გაცვლისას შეთანხმდნენ, რომ დურმიშხანი და მოძღვრისშვილი წისქვილის წყალს თანაბრად გაიყოფდნენ და წისქვილსაც ერთნაირად ამუშავებდნენ. გოსტაშაბიშვილებს და ამლიველებს მათ დაუკითხავად დაფქვა ეკძალებოდათ. ანდრიას საფიჩხე ერთ წელიწადს თაყა ფალავანხოსროსშვილს უნდა ჩაედგა, მეორე წელიწადს - პაპუნას (1676 წ. Hd-2104, [1670-1684 წწ.] Hd-2017); ჰქონდა დავა: საწისქვილეს გამო დურმიშხან ფალავანხოსროსშვილთან, ბახუტა ჯავახიშვილს ისინი შეურიგებია (1676-1684 წწ.] Hd-2017), მერაბ ყორღანაშვილთან - ნასოფლარ ზემო შავნზე, რომელიც მამამისს, გოსტაშაბს,მიუყიდია ყორღანაშვილებისათვის. პაპუნას მტკიცებით, მთელი ნასოფლარი არ გაუყიდია შაჰნავაზ მეფემ გაარჩია დავა პაპუნას სიძეს - პაპუნა სააკაძეს დაედო ფიცი, ამ ფიცით დადასტურდა, რომ გოსტაშაბმა გაყიდა ზემო შავნის მხოლოდ მესამედი. ამის შემდეგ პაპუნამ მთლიანად მიჰყიდა ზემო შავნი მერაბ ყორღანაშვილს შემდეგი საზღვრებით: სადიღმო შარამდე, საარწივე კლდის ზევით, საქოლავის ბოლოს დიდ გორამდე, მოქრისის საზღვრამდე, ფიცხისის მიმართულებით, ვერის წყლის გასწვრივ (1661 წ. III. 15. Hd-1375), გიორგი მიქელაძესთან - საწისქვილის გამო. საქმე გაარჩიეს სახლთუხუცესმა ქაიხოსრომ, მდივნებმა: ბეგთაბეგ [მარტიროზიშვილმა] და ზაქარიამ. მათი გადაწყვეტილების თანახმად, დურმიშხანის წისქვილი პაპუნას დარჩა, სამაგიეროდ მიქელაძისათვის ნახევარი ზვარი უნდა მიეცა პაპუნას (1688 წ. VI. 21. Hd-2055 ); მონაწილეობა მიიღო ხიზანასა და მისი ბიძის, მედის შორის სასისხლო დავის გარიგებაში (1657 წ. Hd-1562); მას მისცა პირობა გიორგი მიქელაძემ კეთილმოყვრობისა და წისქვილით სარგებლობის უფლების შესახებ (1688 წ. IV. 22. Hd-2024); მოწმე: პაატა ბარათაშვილის მიერ შაჰყულა იაგულაშვილისათვის მიცემული ყმა-მამულის გაცვლის წიგნისა (1656 წ. XII. 13. 1450-9/150), თაყა ასანბეგისშვილის მიერ გიორგი ბარათაშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1661 წ. II. 9. 1450-38/45), ზაალ ბარათაშვილის მიერ ზაალ ყორღანაშვილისათვის მიცემული სასახლის ადგილის ნასყიდობის წიგნისა (1662წ. VI. 1450-1/52), დურმიშხან ფალავანხოსროსშვილის მიერ ზაალ ბარათაშვილისათვის მიცემული ყმის ნასყიდობის წიგნისა (1679 წ. III.15. Hd-10204), თამაზ თამაზისშვილის მიერ კაცია სარდლისშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1690 წ. IV. 12. 1450-10/186), ვარაზა ბარათაშვილის მიერ სვეტიცხოვლისათვის მიცემული ყმების შეწირულების წიგნისა(1690წ. III. 15. ლაი. H 13-15, 16-17), ქაიხოსრო ბარათაშვილის მიერ თამაზ ორბელიშვილისათვის მიცემული ყმა-მამულის ნასყიდობის წიგნისა (1692 წ. IX. 14. 1450-10/185), საამ ბარათაშვილის მიერ თამაზ ორბელიშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1692 წ. IX. 15. 1450-10/180), შანშე აფხაზის მიერ სულხან ბარათაშვილისათვის მიცემული ყმის ნასყიდობის წიგნისა (1696 წ. V. 26. Sd-562); სხვადასხვა მისი და ყოფილა ზურაბ სააკაძის საცოლე, შემდგომში სააკაძე როსტომ მეფის წინააღმდეგ შეთქმულებაში გარეულა, რის გამოც როსტომ მეფემ პაპუნას და სააკაძეს წაართვა და შერთო თავის გაზრდილს, ქუაბულ მაჩაბელს ([1658 წ.] Hd-14419), ასესხა ქაიხოსრო ბარათაშვილს აპრილის თვეში 35 თუმანი, იმ პირობით, რომ სარგებელში უნდა აეღო თვეში თითო აბაზი. გასესხებული ფულის სანაცვლოდ მევალისაგან გირაოდ აიღო: ენაგეთს პაატა სადუნიშვილი და მისი განაყოფები სამანა და გურგენა ყმა-მამულით, იქვე მემშვილდისშვილი მამულით და ენაგეთში ყველა ის მიწა, რაც ქაიხოსროს ეჭირა; ტბისში - ქაიხოსროს მკვიდრი მამული ხოდაბუნს გარდა, დოლენჯიშვილები - ქიტია და ბერუკა ძმით, თხვინთიბისა და ტბისის ხოდაბუნის ერთი ნაჭრის გარდა, ყველა მიწა, 34 თუმნის ანგარიშში, გირაოდ გამოართვა. თუ დათქმულ ვადაში, ღვინობისთვეს, მევალე თანხას არ დაუბრუნებდა, მაშინ ეს ყმა-მამული ნასყიდობის წესით პაპუნას რჩებოდა (1671 წ. Hd-4151), მისმა შვილიშვილმა, თინათინმა უბოძა თავისი ნამზითვი მოახლე, რის სანაცვლოდაც პაპუნამ მას მისცა ღვალოვნისა და ქოთიშის მოურაობა (1700 წ. Hd-7255); იხსენიება: თაყა ბარათაშვილმა ჯანია ყარაშვილს მიჰყიდა მისგან ნაყიდი ალავერდაშვილის სასახლე (1679 წ. 1450-37/244); ნაზარალი-ხანმა იორამ ბარათაშვილს უწყალობა გარდაცვლილი დურმიშხან ბარათაშვილის სასახლე, პაპუნას მამულის გარდა (1688 წ. I. 10. 1450-2/149), მძოვრეთს მისი ნაქონი ერთი კომლი ნაზარალიხანმა უწყალობა როსტომ ბარათაშვილს (1693 წ. XI. 11. 1448-56), რადგან იგი ნაზარალი-ხანის ორგული იყო, ამიტომ მისი ორი კომლი ბეთენიაში ნაზარალი-ხანმა უწყალობა ავთანდილ ბარათაშვილს (1693 წ. X. 21. 1450-11/64), ბარათა [ბარათაშვილის] მიერ მარიამისათვის მიცემულ პირობის წიგნში ნათქვამია, რომ პაპუნას გაუცვლია თავისი სიძის, [დურმიშხანისათვის] ზვარი და ხოდაბუნი ტბისში ერთ საკომლოზე, ერთ ხოდაბუნზე და ანდრიას საფიჩხულეს ნახევარზე (XVII ს.ბოლო. Hd-8439-2).
ბარათაშვილი (ვარ. ზურაბისშვილი, ვირშელისშვილი) პაპუნა - 1646-1664 წწ.
ჰყავს მამა ზურაბ ბარათაშვილი (1646-[1658] წწ. 1450-2/143, Hd-14284), ძმები: ქაიხოსრო (1664 წ. Hd-10346) და შანშე (1670წ. Sd-534) ზურაბისშვილები, შვილები: ასლან (1664-1670 წწ. Hd-10346, Sd-534) და რევაზ (1670 წ. Sd-534) ზურაბიშვილები, [სახლიკაცი] პაატა ბარათაშვილი, იხ., ედავებოდა: ქვათეთრისის გამო ფალავანხოსრო ბარათაშვილს. ეს სოფელი წილში რგებია ფალავანხოსროს, შემდეგ ხელში ჩაუგდია პაპუნას მამას, ზურაბს. დავა როსტომ მეფის ბრძანებით გაარიგეს: სახლთუხუცესმა მანუჩარ ციციშვილმა, მდივანბეგმა როინ ჯავახიშვილმა, მდივანმა ბირთველ თუმანიშვილმა. მათი გადაწყვეტილებით, ქვა თეთრისი დაუბრუნდა ფალავანხოსროს (1646 წ. 1450-2/143), ყაფლან ბარათაშვილს - ციხეზე, საწისქვილეზე, ლიყურეთზე, ჯაბასა და შინდარას მიწებ ზე. პაპუნას თქმით, ყაფლანის ციხე მის მიწაზე იდგა. სასამართლომ ეს ცნობა არ დაადასტურა. ყაფლანს წისქვილი პაპუნას მიწაზე „აუბრუნებია“, რის გამოც ყაფლანს დაეკისრა პაპუნასათვის სამაგიერო მამულით ზღვევა. ლიყურეთის მიწებზე დავა ადგილზე უნდა გადაწყვეტილიყო. ჯაბის და შინდნარას სადაო მიწების საქმე ასე გადაწყვიტეს: თუ გაირკვეოდა, რომ პაპუნას მამას, ზურაბს, ეჭირა ის მიწები, მაშინ მას უნდა და რჩენოდა ([1646-1658 წწ.] Hd-14284); ყაფლანთან დავის გარჩევის შემდეგ მას ჩამოერთვა სოფლები: აბანო, სენები, თოფრაყალა, გლეხებითა და მამულებით, გოშპარაშვილის კუთვნილი ნაწილის გარდა და ნასოფლარი ბაღჩალარი. აგრეთვე - ის ყმა ცოლ-შვილით, რომელსაც ყაფლანი ციხის გაქურდვას აბრალებდა (1670 წ. Sd-534); ჰქონია მტრობა ყაფლან ბარათაშვილთან. ეს დაადასტურა მისმა ყმამ, რევაზ სტეფანაშვილმა. დედოფალს შეურიგებია ისინი, მაგრამ შემდგომში პაპუნას განუზრახავს ყაფლანის მოწამვლა. თავისი ჩანაფიქრის აღსრულება დაუვალებია პატი სტეფანაშვილისათვის, მას კი უარი გამოუცხადებია, რისთვისაც პაპუნამ იგი ისე აცემინა, რომ მომკვდარა. რამდენიმე წლის შემდეგ რევაზ სტეფანაშვილს დაავალა შეპარულიყო ყაფლანის ციხეში ციხისთავის მოსაკლავად. პაპუნამ აბანოელი გულიტა რამზაშვილის საშუალებით გაიგო, რომ ადგილზე ციხისთავის მეტი არავინ იყო და უბრძანა რევაზს მის ძმისწულ გიორგისთან და ამირა ზორიაშვილთან ერთად შეპარულიყო ციხეში. შემდეგ, ციხეში ყოფნისას, შეუთვალა ამირა ზორიაშვილს მისულიყო რევაზთან და შეესრულებინათ ბრძანება, მაგრამ საქმე გამომჟღავნდა და ციხის აღება ვერ შეძლეს (1664 წ. Hd: 10346, 1786).
ბარათაშვილი პაპუნა
აკურაში ჰყავდა ყმები ამბალაშვილები: ზურაბა, ამბალა და გულა, რომლებსაც ბაგრატ თურქისტანიშვილის შვილებისაგან უყიდიათ აკურაში გამრეკელაური ვენახი და შვიდი დღის მიწა (1654 წ. Hd-14670).
ბარათაშვილი პაპუნა
მონაწილეობა მიიღო ზაზა ციციშვილისათვის ქვემო გომში წილად ნარგები მიწების გამოყოფაში (1660 წ. ახლო. 1449-1053).
[ბარათაშვილი რევა[ზ] - [სახლიკაცი] შერმაზან ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი რევაზ - 1643-1654 წწ.
ჰყავს: შვილები შერმაზან. დავით (1643 წ. 1449-1267), მას უწყალობა თეიმურაზ მეფემ ტალავერში დარბაზი, შუა ბოლნისის მოურაობა და დაუბრუნა ჩამორთმეული ყმა - ფაზაანთ კარაქა, მუსეფრიანი, ქობევანი, ძველი დმანისი, თეკენა, მაჯა, აგრეთვე - მისი მამისა და ბიძის ნაქთნი სხვა მამულები და სახელო (1643 წ. 1449-1267); იხსენიება როსტომ მეფის წყალობის წიგნში: მას უღალატია როსტომ მეფისათვის, ამიტომ მისი ნაქონი სოფელი აკაურთა როსტომმა უწყალობა იასონ დოლენჯიშვილს (1654 წ. 1450-38/44).
ბარათაშვილი რევაზ - 1663, 1666 წწ.
იგი არის ბიძა ქაიხოსრო ჯავახიშვილისა (1663 წ. Hd-14435). მონაწილეობა მიიღო: პაპუნა ფავნელიშვილსა და ბაადურ მაჩაბელს შორის დავის გარიგებაში (1666 წ. Qd-8710 ), ნიკოლოზ ფავნელიშვილსა და ბაადურ მაჩაბელს შორის სასისხლო დავის გარიგებაში (1666 წ.ახლო. Qd-8925); მოწმე ქაიხოსრო ჯავახიშვილის მიერ იორამ თარხან მოურავისშვილისათვის მიცემული ფიცისა და კეთილმოყვრობის წიგნისა (1663 წ. Hd-14435).
ბარათაშვილი როსაბ (ვარ. როსებ) - ძმა ბარათა ბარათაშვილისა,იხ.
ბარათაშვილი როსაბ
იხსენიება სიმონ მეფის მიერ გედევან ელიოზისძისათვის მიცემული მამულის წყალობის წიგნში: იგი ყოფილა მოწმე ელიოზ და გულბათ ელიოზისძეების გაყრისა (1579 წ. Sd-527).
ბარათაშვილი როსებ
ამოვარდნილი, ჰყავს ძმები: დურმიშხან, ელმ[ა]დ[ა]თ, მისი ნაქონი ბოციჯვარი, დიდგორის ძირს, როსტომ მეფემ უწყალობა ეჯიბა ყორღანაშვილს (1633 წ. 1449-765).
ბარათაშვილი (ვარ. ზაალიშვილი) როსებ - 1658-1688 წწ.
ჰყავს ძმა ზაალ ბარათაშვილი, იხ., ძმა იორამ ბარათაშვილი, იხ., მოწმე და დამწერი: იასე ხერხეულიძის მიერ პაპუა გერმანოზიშვილისათვის მიცემული ყმის ნასყიდობის წიგნისა (1676 წ. Hd-10366), პაპუნა გოსტაშაბისშვილის მიერ დურმიშხან ფალავანხოსროშვილისათვის მიცემული მამულის გაცვლის წიგნისა (1688 წ. ახლო. Hd-2017).
ბარათაშვილი როსტომ
შვილი თაყა ბარათაშვილისა, იხ., ბიძაშვილი იორამ ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი როსტომ - ძმა სუფრაჯ ქაიხოსრო ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი (ვარ. ქაიხოსროსშვილი) როსტომ - 1683-1694, [1703] წწ.
ჰყავს: მამა ქაიხოსრო ბარათაშვილი, იხ., ამოვარდნილი ბიძა სუფრაჯი ქაიხოსრო [ბარათაშვილი] ([1663-1693 წწ.] 1450: 12/128, 32/320), ძმები: გუგუნა ([1683-1694 წწ.] 1450-12/128, 1448-56, 1450-32/320), დავით (1693-1694 წწ. 1448-56, 1450-32/320), განაყოფი საამ ხოსიაშვილი (1683 წ. IX. 10. 1450-12/128). მას უწყალობა ნაზარალი-ხანმა: სომხითს - გოდერძი რევიშვილის ნაქონი ახალშენი, ძოვრეთს - ერთი კომლი კაცი გუგუნა [ბარათაშვილის] და ერთი კომლი - პაპუნა გოსტაშაბიშვილისა (1693 წ. XI. 11. 1448-56), მისი ამოვარდნილი ბიძის, სუფრაჯ ქაიხოსროს ყმა-მამული (სუფრაჯ ავთანდილის წილის გამოკლებით), ამილბარაშვილი ბერუკა, ნადირაშვილი, გტებილასშვილი (sic) ქიტია, ფეროზაშვილი ელიზბარა, მირანაშვილი შალუტა და ახატაშვილი პატა - მამულებით (1694 წ. 1450-32/320); მისმა განაყოფმა საამ ხოსიაშვილმა გამოართვა მას სუფრაჯ ქაიხოსროს წილი მამული და პირობა მისცა, რომ სამაგიეროს მისცემდა, თუ მასაც რომელიმე სახლიკაცი ამოუვარდებოდა (1683 წ. IX. 10. 1450-12/128), ტბისში მისი ვენახი, რომელიც უსუფაშვილს ეჭირა, ნაზარალი-ხანმა ისევ მას დაუბრუნა ([1688-1703 წწ.] Hd-7287).
ბარათაშვილი როსტომ
მოწმე პაპუა ანდერმანიშვილ-საგინაშვილის მიერ ასლან ორბელიშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1696 წ. 1450-15/79).
ბარათაშვილი საამ - შვილი ბარათა ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი (ვარ. ხოსიაშვილი) საამ - 1642-1699 წწ.
ფარეშთუხუცესი (1671 წ. Hd-8809), ბოქაულთუხუცესი ([1670-1690 წწ.] 1450: 4/197, 11/65, Ad-1188, 1449-1811, 1450-19/6, Sd-562, 1450: 15/79, 26/90), სახლთუხუცესი (1690 წ. 1450-14/76), ჰყავს: მამა ხოსია ბარათაშვილი, იხ., ძმები: შიოშ ([1670-1692 წწ.] 1450: 4/197, 11/65, Hd: 8809, 6020, Ad-1188, 1449-1811, 1450: 19/6, 12/128,10/ 180), ზაქარია ([1670-1673 წწ.] 1450: 4/197, 11/65, Hd-6020), შვილები: ქაიხოსრო, ზაალ ([1673-1698 წწ.] Hd-6020, 1450: 12/128, 10/180,26/ 90), ომან (1692 წ. 1450-10/180), განაყოფი როსტომ ქაიხოსროსშვილი(1683 წ. 1450-12/128). მისი ყმა ბერუკა პაპუნაშვილი სიონის ღმრთისმშობლის მამულში გაზრდილა და ცოლიც იქ შეურთავს. ბარათაშვილების აზნაურიშვილის, გიორგი სინჯიბეგაშვილის შვილები ტფილელ მთავარეპისკოპოს იოსებს შედავებიან ამ ყმაზე. საამმა იგი შესწირა სიოუწყალობა ეჯიბა ყორღანაშვილს (1633 წ. 1449-765).
ბარათაშვილი (ვარ. ზაალიშვილი) როსებ - 1658-1688 წწ.
ჰყავს მამა ზაალ ბარათაშვილი, იხ., ძმა იორამ ბარათაშვილი, იხ., მოწმე და დამწერი: იასე ხერხეულიძის მიერ პაპუა გერმანოზიშვილისათვის მიცემუ ლი ყმის ნასყიდობის წიგნისა (1676 წ. Hd-10366), პაპუნა გოსტაშაბისშვილის მიერ დურმიშხან ფალავანხოსროშვილისათვის მიცემული მამულის გაცვლის წიგნისა (1688 წ. ახლო. Hd-2017).
ბარათაშვილი როსტომ
შვილი თაყა ბარათაშვილისა, იხ., ბიძაშვილი იორამ ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი როსტომ - ძმა სუფრაჯ ქაიხოსრო ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი (ვარ. ქაიხოსროსშვილი) როსტომ - 1683-1694, [1703] წწ.
ჰყავს: მამა ქაიხოსრო ბარათაშვილი, იხ., ამოვარდნილი ბიძა სუფრაჯი ქაიხოსრო [ბარათაშვილი] ([1663-1693 წწ. ]1450: 12/128, 32/320), ძმები: გუგუნა ([1683-1694 წწ.] 1450-12/128, 1448-56, 1450-32/320), დავით ([1693-1694 წწ.] 1448-56, 1450-32/320), განაყოფი საამ ხოსიაშვილი (1683 წ. IX. 10. 1450-12/128). მას უწყალობა ნაზარალი-ხანმა: სომხითს - გოდერძი რევიშვილის ნაქონი ახალშენი, ძოვრეთს ერთი კომლი კაცი გუგუნა [ბარათაშვილის] და ერთი კომლი - პაპუნა გოსტაშაბიშვილისა (1693 წ. XI. 11. 1448-56), მისი ამოვარდნილი ბიძის, სუფრაჯ ქაიხოსროს ყმა-მამული (სუფრაჯ ავთანდილის წილის გამოკლებით), ამილბარაშვილი ბერუკა, ნადირაშვილი, გტებილასშვილი (sic) ქიტია, ფეროზაშვილი ელიზბარა, მირანაშვილი შალუტა და ახატაშვილი პატა - მამულებით (1694 წ. 1450-32/320); მისმა განაყოფმა საამ ხოსიაშვილმა გამოართვა მას სუფრაჯ ქაიხოსროს წილი მამული და პირობა მისცა, რომ სამაგიეროს მისცემდა, თუ მასაც რომელიმე სახლიკაცი ამოუვარდებოდა (1683 წ. IX. 10. 1450-12/128), ტბისში მისი ვენახი, რომელიც უსუფაშვილს ეჭირა, ნაზარალი-ხანმა ისევ მას დაუბრუნა ([1688-1703 წწ.] Hd-7287).
ბარათაშვილი როსტომ
მოწმე პაპუა ანდერმანიშვილ-საგინაშვილის მიერ ასლან ორბელიშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1696 წ. 1450-15/79).
ბარათაშვილი საამ - შვილი ბარათა ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი (ვარ. ხოსიაშვილი) საამ - 1642-1699 წწ.
ფარეშთუხუცესი (1671 წ. Hd-8809), ბოქაულთუხუცესი ([1670-1690 წწ.] 1450: 4/197, 11/65, Ad-1188, 1449-1811, 1450-19/6, Sd-562, 1450: 15/79, 26/90), სახლთუხუცესი (1690 წ. 1450-14/76), ჰყავს: მამა ხოსია ბარათაშვილი, იხ., ძმები: შიოშ ([1670-1692 წწ.] 1450: 4/197, 11/65, Hd: 8809, 6020, Ad-1188, 1449-1811, 1450: 19/6, 12/128, 10/180), ზაქარია ([1670-1673 წწ.] 1450: 4/197, 11/65, Hd-6020), შვილები: ქაიხოსრო, ზაალ ([1673-1698 წწ.] Hd-6020, 1450: 12/128, 10/180, 26/90), ომან (1692 წ. 1450-10/180), განაყოფი როსტომ ქაიხოსროსშვილი (1683 წ. 1450-12/128). მისი ყმა ბერუკა პაპუნაშვილი სიონის ღმრთისმშობლის მამულში გაზრდილა და ცოლიც იქ შეურთავს. ბარათაშვილების აზნაურიშვილის, გიორგი სინჯიბეგაშვილის შვილები ტფილელ მთავარეპისკოპოს იოსებს შედავებიან ამ ყმაზე. საამმა იგი შესწირა სიონის ომრთისმშობელს (1681 წ. 1449-1811); მიჰყიდა სარდალ თამაზ ორბეუქცელიშვილს კრკონს ტერტერას საკომლო (1692 წ. 1450-10/180); გაუცვალა: ოთარ ბარათაშვილს ენაგეთს, ოთარის ზვრის გვერდით მდებარე ვენახი ტბისში, ქავთარისშვილის ზვართან, ორი დღის სავენახე მიწაზე (1670 წ. 1450: 4/197, 11/65), პაპუნა გოსტაშაბისშვილს ენაგეთის ვენახი ტბისის ზვარზე, აბულფათისშვილის პირდაპირ მდებარე ჭალაზე და ერთი დღის საწისქვილეზე (1673 წ. Hd-6020); ოთარ და ვარაზა ბარათაშვილებთან ჩხეკვის გაყოფის შემას ძმასთან ერთად ერგო ჩხეკვის ქვედა ნაწილი (1671 წ. Hd-8809), ერთ წილად ერგო: ელფიას, ბასილისა და წამალაშვილის ნაცვლად - დარისპანა და ზურაბა, გულისაშვილი ოსუკა მამულებით (1692 წ. VIII. 30. 1450-11/100), ბეთენიას - აბრამა ამანასშვილი - დათუნა ხუცის ნაცვლად (1692 წ. VIII. 30. 1450-11/81), ტბისს - ქილაძისა და წითლიშვილის ნაცვლად - იაგულაშვილი და მირიამასშვილი ხვინთქობით (1692 წ. VIII. 30, 1450-11/164), ბეთენიას - წამალა მამულით, ბერიკა ნადიკაშვილის ნაცვლად (1692 წ. VIII. 30. 1450-11/84), ენაგეთს - ზურიკაშვილი დოლმაზა მამულით, თაფანში მცხოვრებ გოგიას ნაცვლად (1692 წ. VIII. 30. 1450-11/83), ფარცხისს - დოლმაზაშვილები მამულით (1692 წ. 1450-11/82); ედავებოდა: ზურაბ ყორღანაშვილს მისი ყმების, გოგია და დათუნა ფეიქრიშვილებისაგან დაუკითხავად ნაყიდ სამი დღის მიწაზე. მდივანბეგმა ედიშერ [წერისთვისშვილმა] სადაო მიწა ყორღანაშვილებს დაუტოვა (1682 წ. II. 20. 1450-19/6), ზაალიშვილებს - ტბისის ადგილებზე. ნაზარალი-ხანის დავალებით, დავა გაარჩია ყაფიჩმა ბაგრატ თურქისტანიშვილმა. სადაო ადგილები დარჩა მას (1690 წ. 1450-11/76), იორამ ზაალიშვილს - მიწაზე, რომელიც მისი ყმის, ტბელ აბრამიშვილისა იყო. ერეკლე მეფის განჩინებით, საამის ყმას ფიცი დაედო ([1688-1703 წწ.] Ad-1188), გუგუნა ქავთარისშვილს და ქაიხოსრო ზაზუნაშვილს. დავა გაარიგეს: ვეზირის ძმამ ჯალალამ, ბახუტა თუმანიშვილმა, ბეჟან შანშესშვილმა და დერძი-ოღლი ხალილამ. გუგუნას ორი რუ მას დარჩა (1690-იანი წწ. 1450-11/166); მას მისცა გიორგი მეფემ მამულის წყალობის პირობა (1676-1688 წწ. Ad-2241); მან მისცა სამაგიერო მამულის მიცემის პირობა თავის განაყოფს, როსტომ ქაიხოსროსშვილს, რომელსაც გამო ართვა თავიანთი ამოვარდნილი სახლიკაცის, სუფრაჯ ქაიხოსროს წილი მამული (1683 წ. IX. 1450-12/128); მოწმე: ქაიხოსრო ბარათაშვილის მიერ პაპუნა ბარათაშვილ-გოსტაშაბიშვილისათვის მიცემული გირავნობის წიგნისა (1679 წ. Hd-4156), ქაიხოსრო ბარათაშვილის მიერ პაპუნა ბარათაშვილისათვის მიცემული ყმა-მამულის ნასყიდობის წიგნისა (1680 წ. 1448-2942) შანშე აფხაზის მიერ სულხან ყაფლანიშვილისათვის მიცემული ყმის ნასყიდობის წიგნისა (1696 წ. V. 26. Sd-562), პაპუა ანდერმანიშვილ-საგინაშვილის მიერ ასლან ორბელიშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1696 წ. 1450-15/79), თავის შვილებთან ერთად - გორჯასპ საგინაშვილის მიერ ბეჟან თამაზაშვილისათვის მიცემული სახლ-კარის ნასყიდობის წიგნისა (1698 წ. 1450-26/90), შერმაზან ხურდაყულაშვილის მიერ პაპუა ორბელიშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1699 წ. 1450-20/28).
ბარათაშვილი საჩინო - 1565-1587 წწ.
ბოქაულთუხუცესი (1565 წ. 1448-5087), ძმა ერაჯ ბარათაშვილისა, იხ., მოწმე ელისბარ სოლაღაშვილის მიერ პაპუნა მაღალაძისათვის მიცემული ყმა-მამულის ნასყიდობის წიგნისა (1565 წ. 1448-5087); იხსენიება: ლუარსაბ მეფემ მისი ნაქონი მამული უწყალობა შერმაზან ლარაძეს (1613 წ. 1450-57/8), სვიმონ მეფემ მისი ნაქონი მამული ვაკეს უბოძა ყაფარბეგ ბარათაშვილს (1627 წ. 1448-3257).
ბარათაშვილი საჩინო
ძმისწული გიორგი ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი საჩინო
ჰყავს [სახლიკაცი] თაყა ბარათაშვილი. „ცუდუბრალოდ დაუბალთავს“ ბაგრატ თურქისტანიშვილი. ყაენის გადაწყვეტილებით, მან თავისი და თაყას კუთვნილი მამულები სისხლის ფასში მისცა ბაგრატ თურქისტანიშვილს (1654 წ. Hd-14670).
[ბარათაშვილი] საჩინო - [სახლიკაცი] პაპუნა ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი (ვარ. ასანბეგიშვილი) საჩინო - შვილი თაყა ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი საჩინო
იხსენიება ბერ ქონაშვილის მიერ ელისბარ დავითიშვილისათვის მიცემულ თავნასყიდობის წიგნში: მას შეუპყრია იმერეთს წასული მურვანისშვილის ყმა, ბერი ქონაშვილი, რომელმაც ვალითა და შვილის დაგირავებით მოახერხა მისგან თავის დახსნა (XVII-XVIII სს.მიჯნა. Hd-2757).
ბარათაშვილი-საჩინოშვილი ასლამაზ - იხ. საჩინოშვილი ასლამაზ
[ბარათაშვილი]-საჩინოშვილი თაყა - იხ. საჩინოშვილი თაყა
ბარათაშვილი სეხნია
მოწმე აბაშ დავითიშვილის მიერ გიორგი იოთამიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1651 წ. VIII. 5. 1450-38/2).
ბარათაშვილი სეხნია - ძმა ქრისტეფორე ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი სვიმონ
დამწერი და მოწმე უცნობი პირის მიერ [სათილ] მიშა დოლმაზაშვილისათვის მიცემული ვენახის გაცვლის წიგნისა (1698 წ.Sd-764).
ბარათაშვილი სიაუშ - იხ. ბარათაშვილი შიოშ
ბარათაშვილი სულხან - [ძმა] შაყუბათ ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი სულხან
მოწმე უსუფბეგ ასანბეგიშვილის მიერ პაპუნა გოსტაშაბიშვილისათვის მიცემული ყმა-მამულის ნასყიდობის წიგნისა (1653 წ. V. 25. Hd-10026).
ბარათაშვილი (ვარ. ქავთარისშვილი) სულხან - 1656-1676 წწ.
ჰყავს ძმები პაატა, იხ. და იონათამ, იხ. (1671 წ. Hd: 2236, 677) ბარათაშვილები, იონათამთან ერთად მოწმეა: პაპუნა გოსტაშაბისშვილის მიერ თაყა ასანბეგიშვილისათვის მიცემული ყმა-მამულის გაცვლის წიგნებისა (1671 წ. Hd: 2236, 6777), თაყა ასანბეგიშვილის მიერ გიორგი [ბარათაშვილისათვის] მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1676 წ. 1450-51/139).
[ბარათაშვილი]-უსუბეგისშვილი ავთანდილ - იხ. უსუბეგისშვილი ავათანდილ
ბარათაშვილი-უსუბეგისშვილი პაატა - იხ. უსუბეგისშვილი პაატა
ბარათაშვილი ფალავანხოსრო - ძმა გუგუნა, იხ., და გერმანოზ, იხ., ბარათაშვილებისა.
ბარათაშვილი ფალავანხოსრო - ძმა ბარათა ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი ფალავანხოსრო - 1627-1662 წწ.
ბოქაულთუხუცესი ([1628-1646 წწ.]1450: 2/146, 2/139, 9/133), ჰყავს: შვილები: თაყა ([1628-1639 წწ.] 1450: 2/146, 2/168, 2/139), ზურაბ ([1629-1639 წწ.] 1450: 26/ 268 ა, 2/139), დურმიშხან (1639 წ. 1450-2/139), ძმისწულები: ზაალ ბარათაშვილი, იხ. (1627-1639, [16841 წწ. Hd-1679, 1450: 2/145, 2/139, Qd-9820), ზაზუნა (1629 წ. 1450-26/268 ა), განაყოფი დათუნა ასლამაზისშვილი (1629 წ. 1450-26/268 ა). მას უწყალობა: სვიმონ მეფემ აზნაურები არეშიანთ გარსუაშვილები შერმაზანა და გრიგოლი მამულით (1627 წ. VI. 28. Hd-1679); ჯაჰან ბანუ დედოფალმა - ქალაქს ასატურასშვილი ნასრინა ძმითურთ (1628 წ. 1450-2/146), სვიმონ მეფემ - დათუნა ასლამაზისშვილის მამული ერწოში (1629 წ. 1450-26/268), როსტომ მეფემ - სომხითში, ვანქს, სამი კომლი და ერთი საკომლო (1639 წ. 1450-2/139); ედავებოდა პაპუნა [ბარათაშვილს] (იხ.) ქვათეთრისის გამო. დავის გარიგების შედეგად სადაო სოფელი მას დარჩა (1646 წ. 1450-2/143), იგი და მისი ძმისწული ზაალი ედავებოდნენ გომარელებს, რომლებიც მის მამულში ესახლნენ. დავა, დედოფლის ბრძანებით, გაარჩია მდივანმა ავთანდილ [მარტიროზიშვილმა]. სასამართლოს დადგენილებით, გომარელებს, თუ დარჩებოდნენ ფალავანხოსროს მამულში, არ უნდა ეწყენინებინათ. მისთვის, ხოლო თუ რამეს „წაახდენდნენ“ მათვე უნდა ეზღოთ ([1634-1684 წწ.] Qd-9820); მოწმე: ქაიხოსრო ბარათაშვილის მიერ საამ საგინაშვილისათვის მიცემული ხოდაბუნების დათმობის წიგნისა (1628 წ. 1450-26/29), მამასახლის სამებისას მიერ ალიხანა [იაგულაშვილისათვის] მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1646 წ. III. 13. 1450-9/133); მის ყმას მიჰყიდა თურქისტანიშვილმა მამული აკურისს (1644 წ Hd-4158); მას უყიდია ქუღჩაშვილისაგან ვანქს ოთხი დღის მიწა, რომელიც შემდგომში გერმანოზ ბარათაშვილს ალიხან არეშიშვილისათვის გაუცვლია (1638 წ. IV. 4. Hd-6261).
ბარათაშვილი-ფალავანხოსროშვილი ბარათა - იხ. ბარათაშვილი ბარათა
ბარათაშვილი-ფალავანხოსროსშვილი გივი - [შვილი ან ძმისწული] ბარათა ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი-ფალავანხოსროსშვილი ზაალ - [შვილი ან ძმსწული] ბარათა ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი-ფალავანქაიხოსროშვილი ზურაბ - იხ. ბარათაშვილი ზურაბ
ბარათაშვილი-ფალავანხოსროშვილი ზურაბ - იხ. ბარათაშვილი ზურაბ
ბარათაშვილი-ფალავანხოსროშვილი-თაყაშვილი ბარათა - იხ. ბარათაშვილი ბარათა
ბარათაშვილი-ფალავანხოსროშვილი-თაყაშვილი ზურაბ - იხ. ბარათაშვილი ზურაბ
ბარათაშვილი-ფალავანხოსროშვილი-თაყაშვილი იოთამ - იხ. ბარათაშვილი იოთამ
ბარათაშვილი-ფალავანხოსროშვილი იესე - იხ. ბარათაშვილი იესე
ბარათაშვილი-ფალავანხოსროშვილი იოთამ - იხ. ბარათაშვილი იოთამ
ბარათაშვილი-ფალავანხოსროსშვილი ქაიხოსრო
ჰყავს: შვილი ან ძმისწული ბარათა ბარათაშვილი, იხ., განაყოფი იოთამ ფალავან-ვანხოსროსშვილი. მასთან ერთად მოწმეა თაყა ბარათაშვილის მიერ შიოშ ლარაძისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1690 წ. 1450-10/136).
ბარათაშვილი ფარიშატ - ძმა ბარათა ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი ფარიშატ
ჰყავს ძმა გიორგი, მისი სახლის წევრების გაყოფის შედეგად გიორგისთან ერთად წილში ერგო: აზნაურები სარჯასტან და ყორხმაზ ყორღანაშვილი მამულებით, მკვიდრი სოფლები: სხალნარი, ჭიტაანი, დმანისი გუგუნას წილის გარდა, სოფელი კლდეისა, სამადაანთ კარაქა, ფაზაანთ კარაქა, ტბისს - ოთხი საკომლო მამული და ზვარი, ენაგეთს - რვა საკომლო მამული, ნახევარი ჩხიკვთა, ბარგვის ხევს- ნასყიდი ზვარი, ქალიგენს - ყარაშვილი მამულით, ერტისს - გოგაძე მამულით, კვერთს - ვაზნაძე მამულით, ცხავრისს - ორი საკომლო, ზასს - ექვსი საკომლო, ახალშენს- ტყაბუნაშვილი მამულით, ქვემო საბუზარას - ნასრადალაშვილი მამულით, თაფანს - იარალიშვილი მამულით, მძოვრეთს - ერთი საკომლო, ვანქს - ოთხი საკომლო, ნასოფლარი მარაბდა „ქალბანდიანითა“, ნასოფლარები: ნაქალაქევი, ქუჯაეთი, ბაბია, დიდი ბაბია, ყურისხევი, კოია, პატარა მარიამნი, კოხტა,დადვალეთი, ქუჩამონასტერი, თალა, ჭაობი, მოდამნახე, გვირგვინეთი, კვირკეთი, კვანტასღისი, სარკინეთი; ნასოფლარები: ხორისხები, ცოვრეთი, გუდარეხი როგორც ორბელიანებთან ჰქონდა გაცვლილი, ისე არგუნეს, უწილოდ; ღორიეთი, დავით აბაშიშვილისაგან ნაყიდი- უწილოდ ერგო, რევაშენი - ზაქარია აბაშიშვილისაგან ნაყიდი - ასევე უწილოდ; ნასოფლარი აკურისი,ზაქარია აბაშიშვილთან გაცვლილი - უწილოდ (1543 წ. Hd-10381).
ბარათაშვილი ფარსადან
ჰყავს ძმები: ჰასანბეგ, იხ., და გიორგი ბარათაშვილები. როსტომ მეფეს მიუყვანა სახლთუხუცეს ბეჟია ჩხეიძის დატყვევებული შვილი ოტია. როსტომმა სამაგიეროდ მას უწყალობა ენაგეთს ხუციშვილი და ფირუაშვილი მამულებით (1643 წ. II. 1448-5597).
[ბარათაშვილი] ფარსადან - 1676-[1688] წწ.
ჰყავს [ძმა] გიორგი ბარათაშვილი, იხ., ედავებოდა: თაყა [ბარათაშვილს] ჭალაზე. დავა გაარჩია იასაულმა შიხეიდარაშვილმა. ერა და გიორგი ყორღანაშვილების თანდასწრებით (1670-იანი წწ. ახლო.1450-51/140), თაყაიშვილებს - მიწისა და წისქვილის გამო დავის გარჩევის შედეგად თაყაშვილებს ერგოთ წისქვილები და წყლის მესამედი ([1661-1688 წწ.] 1450-8/11).
ბარათაშვილი ფილიპე - 1555-1574 წწ.
ქვათახევის მონასტრის წინამძღვარი ([1555-1574 წწ.] Ad-1572, ქრ. II.400, 1449-1312, Hd-1557), მღვდელმონაზონი ([1556]-1570 წწ. 1449-1499, Hd-1557), დამწერი: სვიმონ მეფის მიერ სვეტიცხოვლისათვის მიცემული ყმა-მამულის შეწირულებათა განახლების წიგნებისა (1559 წ. XII. 1. ქრ. II. 400, Ad-1572, 1449-1312), ამილახორის შვილ მამისა [ზევდგინიძის] მიერ სვეტიცხოვლისათთვის ბოძებული საკანონო შეწირულების წიგნისა ([1556-1559 წწ.] 1449-1499), ალექსანდრე და სვიმონ მეფეების მიერ სვეტიცხოვლისათვის მიცემული შეწირულების წიგნისა (1570 წ. Hd-1557), დედოფალ ნესტანდარეჯანის მიერ სვეტიცხოვლისათვის მიცემული შეწირულების განახლების წიგნისა (1574 წ. VI. 6. ქრ. II. 415).
[ბარათაშვილი] ქავთარ - იხ. ქაჩიბასძე ქავთარ
ბარათაშვილი ქავთარ - ძმა ბარათა ბარათაშვილისა, იხ.
[ბარათაშვილი]-ქავთარიშვილი დავით - იხ. ქავთარიშვილი დავით
ბარათაშვილი ქაიხოსრო - 1609-1642 წწ.
ბოქაულთუხუცესი ([1619-1626 წწ.] 1450: 12/110, 12/106, 32/341,Hd-2115), საბარათაშვილოს სარდალი, მეკობრისმძებნელი (1623 წ. 1450-12/106), ქალაქის მოურავი (1626 წ. 1450-32/341), დედოფლის სახლთუხუცესი ([1627-1642 წწ.] Hd-10234, 1450-20/63, Sd-525, Hd-10233, 1450: 12/117, 12/129, Hd-14651, 1450-12/119, Hd-14694), ჰყავს: ძმა თამაზ ([1609-1630 წწ.] 1450: 12/113, 12/110, 32/341, 26/69, 12/332), ბიძაშვილი გიორგი (1628 წ. Hd-10233), შვილები: გუგუნა ([1619-1633 წწ.] 1450: 12/110, 32/351, Hd: 10234, 14448, 1450-20/63, Sd-525, 1450-12/117, Hd-102 33, 1450: 12/107, 12/132, 12/129, Hd-1465 1), ბარათა ([1627-1642 წწ.] 1450-32/35 , Hd: 10234, 14448, 1450: 12/117, 26/69, 20/63, Sd-525, Hd-10233, 1450: 12/107, 12/132, 12/129, Hd-14651, 1450-12/119, Hd-14694), ნიკოლოზ ([1627-1633 წწ.] Hd-14448, 1450: 20/63, Sd-525, 1450: 12/117, 26/69, Hd-10233, 1450-12/129), მას უწყალობა: ლუარსაბ მეფემ ქვეშისხევში ვახტანგ ბატონიშვილის ნაქონი სოფელი კრკონი (1609 წ. 1450-12/113), ანა დედოფალმა - ქვეშისხევში სოფელი სავანეთი და განუახლა ვარხუნას მცხოვრები მისი მკვიდრი ყმის, შერმაზან არეშიშვილის წყალობა (1619 წ VIII. 1. 1450-12/110), სვიმონ მეფემ - ბოლნისს ზვარი, საბარათაშვილოს სარდლობა და მეკობრისმძებნელობა, მას შემდეგ, რაც ბარათა ბარათაშვილმა ყაენს უღალატა ( 1623 წ. VI. 20. 1450-12/106), სვიმონ მეფემ- ქალაქის მოურაობა, მას შემდეგ, რაც მოურავმა გიორგი [სააკაძემ] ყაენს უღალატა (1626 წ. XI. 15. 1450-32/341), ჯაჰანბანუ დედოფალმა - საბარათაშვილოში აღათანგის ნაქონი სოფელი ღუეუბანი და ელიზბარ სოლაღაშვილის ნაქონი მამული (1627 წ. I. 18.1450-32/351), სვიმონ მეფემ ტბისს - ყაფარბეგ [ბარათაშვილის] ნაქონი მამული (1627 წ. V. 23.Hd-10234); განუახლა სვიმონ მეფემ აზნაურ შერმაზან სააკაძის წყალობა (1627 წ. VI. 24. Hd-14448), ჯაჰანბანუ დედოფალმა: სათბილელოს საზღვრის შიგნით, მღებავ ბაინდურას მეზობლად, სასახლისა და ქულბაქის ადგილი (1628 წ. II. 27. 1450-20/63), ნასოფლარი აბულაშენი (1628 წ. III. 12. Sd-525), ტბისში - მისი ბიძაშვილის, გიორგი [ბარათაშვილის] ნაქონი მამული (1628 წ. II. 21. Hd-10233), თეიმურაზ მეფემ - სოფელი ოძისი და ურუნბეხაშვილი (1629 წ. IV. 4. 1450-11/59), სვიმონ მეფემ: ენაგეთს მემშვილდისეული მამული და საკომლო (1630 წ. IV. 22. 1450-12/107), მახრაღაჯის ნაცვლად ენაგეთი, ალიყულიბეგისა და ყორღანაშვილების მამულების გარდა, განუახლა მისი მკვიდრი აზნაურების, შავერდა და რევი რევიშვილებისა და მემშვილდიშვილის მამულების წყალობა (1630 წ. 1450-12/132), ამილახორის ნაქონი სოფელი მახრაღაჯი, იმ პირობით, რომ თუ კი ამილახორი დაბრუნდებოდა, მეფე მას თავის მამულს დაუბრუნებდა, ქაიხოსროს კი სამაგიეროს მისცემდა (1630 წ. I. 27. 1448-598), ალი ყულიბეგის ნაქონი აზნაურიშვილი - ასიტა ჩაჩიკაშვილი ძმებითა და მამულით (1633 წ. Hd-14651) ენაგეთს - გიორგი სადუნიშვილის შვილები თავ-თავიანთი მამულებით (1634 წ. 1450-12/119), თუმინი მისი მამულით, ბუჟღულაშვილებით, ბუჟღულაანით, ელფიას - მანუკაშვილი (1642 წ. Hd-14694), როსტომ მეფემ - რადგან მან როსტომი და იესე ერისთავი შეარიგა - ვერის ხევში ნახშირგორის ქვემო და ზემო უბნები (1633 წ. XII. 25. 1450-12/129); ედავებოდა გოლთეთის წყაროსთან მდებარე ხოდაბუნზე საამ საგინაშვილს, საქმის გარჩევის შემდეგ სადაო მამული საგინაშვილებს დარჩათ (1628 წ. 1450-26/69); მას მისცა ერთგული ყმობის პირობა გიორგი ვარამაშვილმა (1628 წ. 1450-12/117); სვიმონ მეფის ბრძანების თანახმად, მას უნდა დაებრუნებინა ანდუყაფარ ამილახორისათვის მისი მკვიდრი მამულები ([1626-1631 წწ.] Hd-2115).
[ბარათაშვილი] ქაიხოსრო - ბიძა ხოსია ბარათაშვილისა, იხ.
[ბარათაშვილი] ქაიხოსრო
მისი, ფალავანხოსროსა და გოსტაშაბისშვილის ყმებისათვის მიუყიდია თურქისტანიშვილს უცნობი პირისათვის უკანონოდ წართმეული მიწები (1644 წ. Hd-4158).
ბარათაშვილი ქაიხოსრო - შვილი თამაზ ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი ქაიხოსრო - ძმა აბელ ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი ქაიხოსრო
სოიბათიასაული, მოწმე პაატა ბარათაშვილის მიერ შაჰყულა იაგულაშვილისათვის მიცემული ყმა-მამულის გაცვლის წიგნისა (1656 წ. XII. 13. 1450-9/150).
ბარათაშვილი ქაიხოსრო - ძმა პაპუნა ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი ქაიხოსრო - ძმა ავთანდილ ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი (ვარ. ფალავანხოსროშვილი,ზაალიშვილი) ქაიხოსრო (ვარ. ხოსრო) - 1658-1699, [1736] წწ.
ჰყავს: მამა ზაალ ბარათაშვილი,იხ., ძმები, იორამ, იხ., და ზურაბ (1696 წ. Sd-562, [1695-1736 წწ.] 1450-7/56) ბარათაშვილები, მასა და ზურაბს შეეცილნენ ზაალ და იაგან ყორღანაშვილები მუხათთავის სამი დღის მიწაზე ([1695-1736 წწ.] 1450-7/56); მოწმე: ზურაბთან ერთად შანშე აფხაზის მიერ სულხან [ბარათაშვილისათვის] მიცემული ყმის ნასყიდობის წიგნისა (1696 წ. V. 26. Sd-562), პაპუა ანდერმანიშვილ-საგინაშვილის მიერ ასლან ორბელიშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1696 წ. 1450-15/79), შერმაზან ხურდაყულაშვილის მიერ პაპუა ორბელიშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1699 წ. 1450-20/28).
ბარათაშვილი ქაიხოსრო - მამა ქაიხოსრო ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი ქაიხოსრო - 1671-1680 წწ.
ჰყავს: მამა ქაიხოსრო ([1679-1680 წწ.] Hd-4156, 1448-2942), ძმისწულები: სუფრაჩი ქაიხოსრო ([1671-1680 წწ.] 1450-1/69, Hd: 2006, 4156, 1448-2942 ), გიორგი (1671წ. 1450-1/69), ისესხა პაპუნა ბარათაშვილისაგან 35 თუმანი აპრილის თვეში. ამ თანხის სარგებლად თვეში თითო აბაზი უნდა ეხადა პაპუნასათვის. ამავე თანხის ანგარიშში მას მიაგირავა თავისი ყმა-მამული: ენაგეთს - პაატი სადუნიშვილი და მისი განაყოფები სამანა და გურგენა თავიანთი ყმა-მამულით, მემშვილდისშვილი მამულით და სხვა მიწები; ტბისში - თავისი მკვიდრი მამული, გარდა ხოდაბუნისა, ქიტია და ბერუკა დოლენჯისშვილები, თხვინობისა და ტბისის ხოდაბუნის გარდა ყველა მიწა. ამავე დროს მისცა პირობა პაპუნას, თუ დათქმულ დროზე, ღვინობისთვეში ვალს არ დააბრუნებდა, მაშინ მთელი ეს ყმა-მამული უნდა მიეყიდა მისთვის (1671 წ. Hd -4151); მიჰყიდა: როსტომ ყორღანაშვილს - ხშირობში ნარიმა სადუნასშვილის ორი დღის მიწა ხუცის მიწამდე (1671 წ. 1450-1/69); პაპუნა ბარათაშვილ-გოსტაშაბიშვილს მისგან წართმეული მკვიდრი ყმა-მამული: ენაგეთს - პატა სადუნიშვილი ყმა-მამულით, მისი განაყოფები სამანა და გურგენა [სადუნაშვილები] მამულებით; ტბისს - დოლენჯიშვილები: ქიტია და ბერუკა მამულებით. ეს ყმა-მამული ქაიხოსროს დაუკავებია პაპუნას მამის, გოსტაშაბის სიკვდილის შემდეგ (1680წ. 1448-2942).
ბარათაშვილი ქაიხოსრო
მოხსენიებულია ამოვარდნილად ([1683-1694 წწ.] 1450-12/128, Ad-1371, 1450-32/320), სუფრაჩი (1683-1694 წწ. 1450: 12/128, Ad-1371), ჰყავს: ბიძაშვილი ზაალ (1694 წ. Ad-1371 ), ძმისწული როსტომ ([1683-1694 წწ.] 1450: 12/128, 32/320). მისი მამულიდან როსტომ [ბარათაშვილმა] წილი მისცა თავის განაყოფს - საამ ხოსიაშვილს (1683 წ. IX. 1450-12/128); ნაზარალი-ხანმა მისი ყმა-მამული დან ნაწილი უწყალობა ზაალ ბარათაშვილს (1694 წ. IX. 20. Ad-1371), ხოლო ექვსი კომლი, სუფრაჩ ავთანდილ ბარათაშვილის წილის გარდა როსტომ ბარათაშვილს (1694 წ. 1450-32/320).
ბარათაშვილი ქაიხოსრო - 1671-1685 წწ.
სუფრაჩი ([1671-1685 წწ.] 1450-32/337, Hd-2006, 1450-1/70, 1448-2942, 1450-2/145, 1/110, 1/86), ჰყავს: მამა ბარათა (1671 წ. 1450-32/337), ბიძა: ქაიხოსრო ბარათაშვილი, იხ. (1675 წ. Hd-2006), ძმები: გიორგი ([1671-1679 წწ.] 1450-32/337, Hd-2006, 1450-1/70), ბეჟან (1671 წ. 1450-32/337), როსტომ (1675 წ. Hd-2006), უწყალობა: ზურაბ ბლორძელს კრკონს ერთი კომლი - თათარხნისშვილი იბაშერაშვილებითა და მამულით (1671 წ. 1450-32/337), ავთანდილ რევიშვილს - წვერს წვერელაშვილი და ნახევარი ნავროზაული მამული (1675 წ. Hd-2006); მიჰყიდა როსტომ ყორღანაშვილს თავისი ყმის, საქისა ყულიჯანაშვილის პარტახტი, ზუბალასა და მჭედლიშვილის მიწებამდე (1679 წ. 1450-1/70); იხსენიება ზაალ და თაყა ბარათაშვილებს შორის დავის გარიგების წიგნში. მისი მამა მოფიცრად მიჰყოლია ფალავანხოსროსშვილებს,ზაალსა და თაყას, რის გამოც ქაიხოსროს შეჰპირებიან ორ კომლ კაცს - ტბისში გერგიძეს და ანდრიას - ხუცესს. შემდგომში, გიორგი მეფემ გაარჩია განახლებული დავა და ზაალს დააკისრა დაპირებული ყმების მიცემა ქაიხოსროსათვის (1682 წ. I. 24. 1450-2/145); მოწმე: გუგუნა ბარათაშვილის მიერ როსტომ ყორღანაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1682 წ. VII. 1. 1450-1/110), შიოშ ბარათაშვილის მიერ როსტომ ყორღანაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1685 წ. V. 6. 1450-1/86).
ბარათაშვილი (ვარ.ქაიხოსროშვილი) ქაიხოსრო - (1678, 1689-1692 წწ.
ჰყავს: შვილები: გუგუნა ([1689-1692 წწ.] Hd-1751, 1450: 12/98, 10/185, 32/347), როსტომ ([1689-1692 წწ.] Hd-1751, 1450: 12/98, 10/185, 10/ 183, 32/347), დავით (1689 წ. 1450: 12/98, 32/347), მეფე ნაზარალი-ხანმა მას დაუბრუნა ბოლნელი რევიშვილის მიერ მოტყუებით მისაკუთრებული ყმა-მამული: წვერს აღვსიაშვილი და წვერელაშვილი, ერთი ნავროზაული საკომლო (1689 წ. VII. 17. 1450-12/98); უწყალობა ზაალ რევიშვილს მისი ბიძის, ბარნაბეს ნასახლარი (XVII ს. II ნახ. 1450-32/347); მიჰყიდა: პაპუნა გოსტაშაბიშვილს ჭანდარს სუხიტაშვილების ორი საკომლო ([1678-1692 წწ] Hd-1751), თამაზ ორბელიშვილს - კრკონს ორი საკომლო -ფირუმასი და თათარ-ხანისა (1692 წ. IX. 14. 1450-10/185), კაცია სარდლისშვილს, ულუაშვილის მამული და სიბიშვილი (1692 წ. ახლო. 145 0-10/183).
ბარათაშვილი (ვარ. ხოსიაშვილი, საამიშვილი) ქაიხოსრო - 1683-1698 წწ.
ჰყავს: მამა საამ ბარათაშვილი, იხ., მას ედავებოდნენ ბარათაშვილები ჭანდრული მიწების უკანონოდ მოხვნის გამო. სასამართლოზე მან წარმოადგინა საბუთები. დავა ასე გარიგდა: თუ ჭანდრულ მიწებს საამიშვილის თათრები მოხნავდნენ, მაშინ იბაშერ ბოქაულთუხუცესი მათ ჩამოართმევდა მიწებს და გაყოფდა მოდავეთა შორის (1690-იანი წწ. 1450-11/63); ედავებოდა ბარათაშვილებს: ნამანგლელავიშვილს, ზაზუნაშვილ ქაიხოსროს და აბულფათ ქავთარიშვილის შვილებს. დავა გაარიგეს: ეშიკაღასბაშმა ზურაბ ერისთვისძემ, სახლთუხუცესმა აღათანგ [ერისთვისძემ] - მათი გადაწყვეტილებით, მიწები მარნეულის ხიდიდან მოკიდებული, აჯის წყლის გაღმა, საწნახლამდე, საამიშვილს ეკუთვნოდა. მას საუფროსოდ მისცეს ჭანდარში ორი კომლი მამული და კიდევ ორი კომლი, აქედან ერთი ნამანგლელავიშვილს ეკავა. დაადგინეს, რომ, რადგან ნამანგლელავიშვილს საქართოს ერთი კომლი ჰქონდა, არ უნდა შესცილებოდა ქაიხოსროს ჭანდრულ მამულზე, ხოლო ქაიხოსრო მას საქარიოს ერთ კომლზე (XVII-XVIII სს. მიჯნა. 1450-11/167); მოწმე გორჯასპ საგინაშვილის მიერ ბეჟან თამაზაშვილი სათვის მიცემული სახლ-კარის ნასყიდობის წიგნისა (1698 წ. 1450-26/90).
ბარათაშვილი (ვარ. ავთანდილიშვილი, აბაშიშვილი) ქაიხოსრო - 1683-1697 წწ.
ჰყავს შვილები: აბაშ, დავით ([1683-1697 წწ.] Qd-8563, 1450: 15/50, 15/8, 15/7, 15/5), ბერა, ნიკოლოზ (1683 წ. Qd-8563), ლუარსაბ, იესე ([1689-1697 წწ.] 1450: 15/8, 15/50, 15/7, 15/5), [სახლიკაცები]: აბაშიშვილი დავით, მერაბისშვილი შერმაზან (1687 წ. 1450-38/18), იყიდა: ხანგანოსაანთ აფრიამასაგან - სამი სახლი აფრიამას დარბაზამდე, ბატონ ანბარას სახლამდე (1683 წ. Qd-8563), ოთარ ჯიმშიტაშვილისაგან - ქობულისის პირს მიწა აფხაზის ხოდაბუნიდან ქობულისის საზღვრამდე (1689 წ. XI. 15. 1450-15/8), პაპუა ლამაზასშვილისაგან - თავისი ყმის მიერ გაცვლილი დუესის წყაროსთან მდებარე საკურნლის მიწა (1689 წ. XI. 15. 1450-15/50), მისგანვე - მისი ყმის, ჯანიას ნაქონი ორი დღის მიწა და კიდევ ორი დღისა საღირათხევში, გასპარას მიწასთან (1690 წ. V. 27. 1450-15/49), მისგანვე - ფირცხისს წისქვილი (1690 წ. VI. 1. 1450-15/7), გორჯასპ საგინაშვილისაგან, ვალის დასაფარავად, ქობულისის ბოლოს გიორგი იმედაშვილის მიწა სარქისას, აბრამას და მახარებლისშვილის მიწებამდე (1697 წ. 1450-15/5), მასა და მის [სახლიკაცებს] დავით აბაშიშვილს და შერმაზან მერაბისშვილს,გივი იოთამიშვილი და მისი ძმისწულები ეცილებოდნენ მიწაზე.დავა გაარჩიეს მდივანმა ბეგთაბეგ [მარტიროზიშვილმა] და მისმა ბიძაშვილმა 10 ფარსადანმა. მათი გადაწყვეტილებით, სადაო მიწა უფიცრად დარჩა იოთამის შვილებს მაშავრის პირამდე, აკურისის მხარეზე, იასვანიშვილების ნასყიდ მიწებამდე (1687 წ. 1450-38/18).
[ბარათაშვილი] ქაიხოსრო - შვილი ქეთევანისა, იხ.
ბარათაშვილი (ვარ. ზაზუნაშვილი) ქაიხოსრო
ედავებოდა ჭანდრის რუების გამო ბოქაულთუხუცეს საამ [ბარათაშვილს] და გუგუნა ქავთარიშვილს (1690-იანი წწ. 1450-11/166), ბარათაშვილებს: ქაიხოსრო საამიშვილს, ნამანგლელავიშვილს და ქავთარიშვილ-აბულფათისშვილებს - ყმა-მამულზე. მას ერგო ორი კომლი (XVII-XVIII სს. მიჯნა. 1450-11/167); მოწმე შიოშის მიერ ლუარსაბ [ბარათაშვილისათვის] მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1696. VI. 15. 1450-38/62).
ბარათაშვილი-ქაიხოსროშვილი ქაიხოსრო - იხ. ბარათაშვილი ქაიხოსრო.
ბარათაშვილი-ქაიხოსროსშვილი შიოშ
მოწმე სვიმონ სულხანაშვილის მიერ ზურაბ ჯავახიშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1680 წ. VI. 22. Ad-948).
ბარათაშვილი ქიტა
მძოვრეთს მცხოვრები, საამილახვროს დავთრის მიხედვით, მისი კომლიდან ორ კაცს ევალებოდა ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
ბარათაშვილი ქრისტეფორე - 1665-1675 წწ.
დმანელი [ეპისკოპოსი] ([1665-1675 წწ.] Sd-622, ლაი H 13-25, 23 ab, №569), ჰყავს ძმები სეხნია და ბეჟან (1665 წ. Sd-622), [ძმისწულები] პაპუა და ავთანდილ (1665 წ. Sd-622), იყიდა ყარაბუდახისაგან შუა ბოლნისს სამი კომლი ვენახი (1665 წ. Sd-622 ); მოწმე მღვდელ გიორგი რამაზაშვილის მიერ დომენტი კათალიკოსისათვის მიცემული თავნასყიდობის პირობისა(1675 წ. VII. 6. ლაი H 13-25. 23 ab. №569).
ბარათაშვილი ქუმსი - ძმა გუგუნა ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი ქუმსი - მამა ლომკაც ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი ქუმსი - შვილი ლომკაც ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი ყაფარბეგ - შვილი გოსტაშაბ ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი ყაფარბეგ - 1626-1629 წწ.
ბოქაულთუხუცესი (1627 წ. 1448-3257), ჰყავს მამა ამილღამბარ ბარათაშვილი, იხ., (1626 წ. VIII. Hd-2160), ბიძაშვილი გოსტაშაბ ([1628-1629 წწ.] 1448-3256, Hd-1700). სვიმონ მეფემ მას უწყალობა: ვაკეში საჩინო [ბარათაშვილის] ნაქონი მამული (1627 წ. 1448-3257) და განუახლა აგუდანეთის წყალობა (1626 წ. VIII. Hd-2160); მოხსენიებულია: სვიმონ მეფემ უწყალობა მისი კუთვნილი მამული ელფიაში დონმაზა გოგიბაშვილს (1627 წ. 1450-9/18), ტბისს - დედოფლის სახლთუხუცეს ქაიხოსრო ბარათაშვილს (1627 წ. V. 23. Hd-10234), ამლევს, ერდოს და ვაკეს - გოსტაშაბ ბარათაშვილს (1628 წ. 1448-3256), მასვე - ახალშენს, თაკუს, დვალთას (1629 წ. V. 27. Hd-1700).
ბარათაშვილი (ვარ.გოსტაშაბიშვილი, ბარათაშვილი-გოსტაშაბიშვილი) ყაფარბეგ - შვილი პაპუნა ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი ყაფლან (ვარ. ყაფლანბეგ) - 1627-1670 წწ.
მდივანბეგი ([1634-1636 წწ.] Qd-8237, 1449-2649, Hd-14476), სახლთუხუცესი (1646-1658, [1670] წწ. Sd: 744, 794, Hd-14284, Qd-503, 1450: 38/30, 15/127, 15/109, 15/140, 15/100, 15/111, Sd-746), ჰყავს ბიძაშვილები: ბარათა (1627 წ. II. 4. 1450-15/132), გიორგი, ბეჟან, გივი, ერასტი (1657, 1658 წწ. 1450:15/140, 15/100), შვილები: პაპუნა ბარათაშვილი, იხ. ([1636-1670 წწ.] Hd-14476, 1450: 15/127, 15/109, Sd: 746, 534, 1450: 15/140, 15/100), ვახტანგ (ორბელ) ბარათაშვილი, იხ. (1636-1670 წწ. Hd-14476, 1450: 15/127, 15/109, Sd-746, 1450: 15/140, 15/100, Sd-534), ასლან, თამაზ ([1652-1670 წწ.] 1450: 15/127, 15/109, Sd-746, 1450: 15/140, 15/100, Sd-534), გიორგი ბარათაშვილი, იხ. ([1652-1670 წწ.] 1450: 15/127, 15/109, 15/140, Sd-534), ასლამაზ (1636 წ. Hd-14476), შვილიშვილები: სულხან, იხ. და პაპუა, იხ. ორბელიშვილები, განაყოფები იოთამიშვილები (1651 წ. VIII. 30. 1450-38/30). მას უწყალობა სვიმონ მეფემ მისი ბიძაშვილის, ბარათას ნაქონი მამულები: ქუაბევანი, თეკნადი, ძველი დმანისი და ფოცხუერაანი(1727წ. II. 4. 1450-15/132), როსტომ მეფემ იფნობს მცხოვრები როშაქის შვილები მამულებით და ფოცხვერაანში - მელქისედეგის ნაქონი მამული ([1633-1658 წწ.] 1450-15/141), ქვემო ბოლნისს - ბარათა [ბარათაშვილის] ნაქონი ზვარი(1636წ. Hd-14476), სოფელი კიპრუჭი (1652 წ. 1. 1450-15/127), ლუარსაბ მეფემ - ქვემო ბოლნისს ზვარი, იფნობი, მირტაშენი, მუგუთის ნახევარი და ვანის ნახევარი (1652 წ. 1450-15/109); როსტომ მეფემ მას განუახლა წყალობა იმ მამულებისა, რომლებიც წილად ხვდა დიდ ორბელს იოთამ [ბარათაშვილთან] გაყრის შედეგად და რომლებზედაც ყაფლანს ედავებოდა ისახან სულთანი. ეს მამულები იყო: ტაშირი, მირჩაპატი, წითელი ეკლესია, დელუ ყულიჯანის სოფელი, აკოფას სოფელი, ჭუკის სოფელი, ყოშა - ქილისა, შიშთაფა, დიაკუნის ქვა (რომელსაც სომხურად მინდაქარი ჰქვია), ჯილღი, ჯილღის წყლის აქეთ მდებარე მიწები, ავდარას და ბარქადარას გამყოფი საქარავნო შარის მარჯვნივ მდებარე და ყანლუჯას გზის ზემოთა ადგილები (1657 წ. 1450-15/140, 1658 წ. 1450-15/100); მან უწყალობა ალი-აღას თავისი სამკვიდრო სოფელი მუხნარა იმ პირობით, რომ მოთხოვნისთანავე უკან დაიბრუნებდა (1653 წ. Sd-746); მიჰყიდა როსებ ჯანდიერიშვილს ყმა-მამული (XVII ს. შუა ხანები. Ad-1204); სამამულე დავა ჰქონდა პაატა, იხ., და პაპუნა ბარათაშვილებთან. დავის გარჩევის შემდეგ მოდავე მხარეებს ფიცი დაედოთ ([1646-1658 წწ.] Sd-794), პაატა ბარათაშვილთან დავის გარიგების შემდეგ მას მიაკუთვნეს ჭრეშში ყაითმაზაშვილი, ხოლო ირაგელი კაცის სანაცვლო კი - თუ პაატას ყაფლანის ყმა არ აღმოაჩნდებოდა, მაშინ - ყაფლანს უნდა დაენებებინა. სარკინეთის ნასოფლარი შუა გაიყვეს. პაპუნა ბარათაშვილი ედავებოდა ციხეზე, საწისქვილეზე, ლიყურეთის, ჯაბის, შინდნარას მიწებზე. პაპუნას ჩვენებით, ყაფლანის ციხე მის მიწაზე იდგა, მოსამართლეებმა ეს ჩვენება ნამდვილად არ ჩათვალეს. ყაფლანს წისქვილი პაპუნას მიწაზე აუმოქმედებია, რის გამოც მას დააკისრეს სამაგიერო მამულის მიცემა პაპუნასათვის. იყურეთის მიწებზე დავა ადგილზე უნდა გადაეწყვიტათ, ჯაბის და შინდნარას სადაო მიწები კი დარჩებოდა პაპუნას იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდებოდა, რომ ეს მიწები პაპუნას მამას, ზურაბს ეჭირა ([1654-1658 წწ.] Hd-14284), იოთამისშვილებთან - აბანოსა ტანძიაში მდებარე მიწებზე. ეს მიწები ადრე იოთამს გამოუფიცია. როსტომ მეფემ საქმე განიხილა და სადაო მიწები იოთამისშვილებს მიაკუთვნა (1651წ. VIII. 30. 1450-38/30), პაპუნა, შანშე, ასლან, ზურაბ,რევაზ ვირშელიშვილებთან, დავა გაარჩიეს: შაჰნავაზ მეფემ, კათალიკოსმა დომენტიმ, გიორგი ბატონიშვილმა, ლევან ბატონიშვილმა, მთავარეპისკოპოსმა ნიკოლოზ ჩხეიძემ, გივი ამილახორმა, აშოთან ბატონიშვილმა, ზაზა სახლთუხუცესმა, იოსებ ტფილელმა, იოსებ ბოლნელმა, ბეჟან ჩხეიძემ, მეჯინიბეთუხუცესმა პაატა ბარათაშვილმა, მეჯინიბეთუხუცესმა პაპოა რატიშვილმა. მას მიაკუთვნეს სოფლები: აბანო, სენები, თოფრაყალა გოშპარიშვილის მამულის გამოკლებით,ნასოფლარი ბაღჩალარი, პაპუნა [ვირშელიშვილის] ყმა მისი ცოლ-შვილით (1670 წ. Sd-5 34); გაარიგა სამამულე დავა დავით და რამაზ დავითისშვილებს შორის (1634 წ. X. Qd-8235), თბილელ ელისე საგინაშვილსა და მერაბ ყორღანაშვილს შორის (1635 წ. XI. 14. 1449-2649), დათუნა, თამაზ და ბიძინა სოლაღაშვილებს შორის (1646 წ. Sd-744), ტატუაშვილებისა მანდენაშვილებთან და აჯაბნუშასშვილებთან (1648 წ. Qd-503), მას მისცა მფარველობის პირობა როსტომ მეფემ ([1634-1658 წწ.] Hd-1919); სხვადასხვა: მას ემტერებოდა პაპუნა [ბარათაშვილი], სურდა მისი ციხის აღება (1664 წ. Hd: 1786, 10346), მესტუმრის პირით შაჰნავაზმა შეუთვალა მას, რომ მისი ზვარი ბოლნისში, რომელიც ლუარსაბ ბატონიშვილს სჭერია, ისევ მას დაუბრუნა ([1658-1670 წწ.] 1450-15/111), მან და ივანე სახლთუხუცესმა იმოციქულეს [ბატონიშვილების]: გიორგისა და იორამის წინაშე, რათა მათ ყარახანასშვილ წოვანშასათვის განეახლებინათ მამულის წყალობა ([1633-71658 წწ.] 1448-5154), გორჯასპ [ბარათაშვილისათვის] მიბარებული საბუთების ნუსხაში იხსენიება როსტომ და შაჰნავაზ მეფეების მიერ მისთვის ბოძებული საფიცრის წიგნები, „ყეენის“ მიერ მიწერილი რვა რაყამი და შანაზარაშვილისაგან მიღებული საფიცრის წიგნი (1691 წ. XI. 2. Sd-1931), პაპუნას შვილები მისი მამიდაშვილები ყოფილან ([1633-1658 წწ.] Sd-4778).
ბარათაშვილი შაყუბათ - [1493-[1523] წწ.
ჰყავს ძმები: იარალი,ლომა, მერაბ, სულხან (1493 წ. ქრ. II. 310), [სახლიკაცები]: აბაშ, დანა ამაპა [ქაჩიბასძე], ქავთარ ქაჩიბასძე ([1493-1523 წწ.] 1450-12/115). აბრაჰამის კათალიკოსობის დროს სვეტიცხოველს შესწირა თავისი გარდაცვლილი ძმის, სულხანის შესანდობლად ქალაქში მცხოვრები დავითა იაგანაშვილი დიღომში ნასყიდი ვენახით (1493 წ. ქრ. II. 310), პირობა მისცა გაუყრელობის თაობაზე ქავთარ ქაჩიბასძეს ([1493-1523 წწ.] 1450-12/115).
ბარათაშვილი (ვარ. ბარათაშვილი-იოთამისშვილი, იოთამიშვილი, ორბელიშვილი-იოთამიშვილი) შერმადინ - 1651-1700 წწ.
მეჯინიბეთუხუცესი ([1689-1696 წწ.] 1450: 38/53, 10/180, 10/185, 15/79, Sd-562), მდივანი || მდივან-მწიგნობარი ([1696-1700 წწ.] 1450: 15/79, Sd: 56, 2301, 1450-37/55). ჰყავს: მამა გიორგი ბარათაშვილი, იხ., ძმები: ლუარსაბ ბარათაშვილი, იხ., იოთამ ბარათაშვილი-იოთამიშვილი (1697 წ.1450-38/39), შვილები ბეჟან და ნიკოლოზ იოთამიშვილები (1697 წ. 1450-38/39), [სახლიკაცი] ერასტი (1689 წ. 1450-38/39), დიდი ბატონის, ორბელის მონათესავე (1676 წ. Sd-2298), იყიდა თამაზ მერაბიშვილისაგან მაშავრის პირს, ობატაღში მდებარე მისი მკვიდრი ჭალა (1697 წ. 1450-38/39); მას ედავებოდნენ არეშიშვილები კრეფისა და ვარხუნის საზღვრებზე. მას შემდეგ, რაც შაჰნავაზმა შერმადინის სახლიკაცი ერასტი სიკვდილით დასაჯა და მისი მამული სახასოდ აქცია, არეშიშვილებს დაუწყიათ ეს დავა ერასტის სახლიკაცებთან მამულის საზღვრებზე. საქმე გაარჩიეს: ნაზარალი ხანმა, მდივანბეგმა ბარძიმ [ერისთავმა] და მდივნებმა. შერმადინმა წარმოადგინა ლუარსაბ, შაჰნავაზ მეფეებისა და მდივანბეგ ედიშერ [ერისთვისშვილის] განაჩენი, რომლის თანახმადაც უნდა დაეფიცებინათ კრეფელებს. თუ ისინი ვერ დაიფიცებდნენ, მაშინ სადაო მიწები არეშიშვილებს უნდა დარჩენოდათ (1689 წ. 1450-38/33); მოწმე: პაპუა ანდერმანიშვილ-საგინაშვილის მიერ ასლან ორბელიშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1696 წ. 1450-15/79), მნიშაკაანთ - გულინაშვილ მიქელის მიერ მდივან გივი თუმანიშვილისათვის მიცემული სახლ-კარის ნასყიდობის წიგნისა (1698 წ. XI. 20. Sd-56); დამწერი და მოწმე: შიოშ თამაზისშვილის მიერ ვახტანგ ორბელიშვილისათვის მიცემული ყმა-მამულის ნასყიდობის წიგნისა (16[76] წ. IX. 26. Sd-2293), მანუჩარ იარალისშვილის მიერ ვახტანგ [ბარათაშვილისათვის მიცემული სავენახის (1684 წ. VI. 27. Sd-2282 ა) და მამულის (1685 წ. VI. 27. Sd-542), ნასყიდობის წიგნებისა, თამაზ [ბარათაშვილის] მიერ კაცია [ორბელიშვილისათვის] მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1692 წ.IX. 15. 1450-10/180), ქაიხოსრო ბარათაშვილის მიერ სარდალ თამაზ ორბელიშვილისათვის მიცემული ყმა-მამულის ნასყიდობის წიგნისა (1692 წ. IX. 4. 1450-10/185 ), ფარემუზ [ჯავახიშვილის] მიერ [გაბრიელ] მანგლელისათვის მიცემული მამულის გაცვლის წიგნისა (1694 წ. VIII. 3. Hd-14083), შანშე აფხაზის მიერ სულხან [ორბელიშვილისათვის] მიცემული ყმის ნასყიდობის წიგნისა (1696 წ. V. 26. Sd-562); დაამოწმა, რომ ჯალდამი და ღორისთავი მდივანბეგ ვახტანგ ორბელიშვილის ცოლყოფილის, ზაალ ერისთავის ასულის, თამარის ნამზითვი ქონებით იყო შეძენილი და ამდენად - მისი შვილების კანონიერი საკუთრება (1700 წ. Sd-2301); დამწერი: ნაზარალი-ხანის მიერ ვახტანგ ორბელიშვილის ცოლყოფილის, თამარისათვის მიცემული მამულების დაბრუნების წიგნისა (1700 წ. Sd-2301), ნაზარალი-ხანის მიერ სახასო-სადედოფლო აზნაურებისათვის მიცემული მამულების წყალობის წიგნისა (1700 წ. IV. 6. 1450-37/55); მის შვილს მიუთვისებია ორბელ და გიორგი [ბარათაშვილების] ოცდაცხრა გლეხი რატევანში, [მეფემ] ეს ყმა-მამული დაუბრუნა პატრონებს (XXII ს. II ნახ. 1450-38/29).
ბარათაშვილი (ვარ. რევაზისშვილი) შერმაზან - 1643-1671 წწ.
შვილი რევაზ ბარათაშვილისა, იხ., მოწმე თაყა ასანბეგიშვილის მიერ პაპუნა გოსტაშაბიშვილისათვის მიცემული ყმა-მამულის გაცვლის წიგნისა (1671წ. II. 12. Hd-6777).
[ბარათაშვილი] შერმაზან
ჰყავს [სახლიკაცი] რევაზ, იხსენიება პატა და ყაფლან [ბარათაშვილებს] შორის დავის გარიგების წიგნში: თუ დარბაზის, თაწმიდის და ბრუტიანის მთა, მახსოვართა მოწმობით, შერმაზანს და რევაზს ჰქონდათ, მაშინ პატა აღარ უნდა შეცილებოდა ([1646-1658 წწ.] Hd-14284).
ბარათაშვილი შერმაზან - შვილი თამაზ ბარათაშვილისა, იხ.
ბარათაშვილი (ვარ. თამაზისშვილი) შიოშ (ვარ. სიაუშ) - 1643-1685 წწ.
ჰყავს: მამა თამაზ ბარათაშვილი, იხ., ძმები: იესე, დავით (1661-168 წწ. 1450-16/128, Sd-2298, H-13106), შვილი თამაზ ([1644-1685 წწ.] 1450-1/2, Hd: 2296, 13106, Sd-2298, 1450-1/86), ძმისწულები: გუგუნა, გიორგი, ბარათა, დურმიშხან, ბერი თამაზისშვილები (16[7]1 წ. Sd-2298), მიჰყიდა: გურგენ ყორღანაშვილს ახალშენის მინდორში ხუთი დღის მიწა ყარაშვილის მიწამდე (1661 წ. IX. 9. 1450-16/128), დოლმაზა შანშიაშვილს - კაკოზა უმეკაშვილი (1670 წ. Hd-2296), როსტომ ყორღანაშვილს - ბოგის ხევისაკენ მირიმანაშვილის ოთხი დღის მიწა, ზურიკაშვილისა და ღანბარაშვილის მიწებამდე (1685 წ. V.6. 1450-1/86), ვახტანგ ორბელიშვილს - მკვიდრი მამული ჯალდამს, „რომელსაც მთიელთაგან ღორისთავი“ ეწოდებოდა, აგრეთვე პაპაშვილები: გრიგოლა, ვართანა და თამაზა ცოლ-შვილითა და მამულით (16[7]6 წ. IX. 26. Sd-2298); ემართა მოქალაქე სარქისას ვალი, რომელიც დაუფარა ვახტანგ [ბარათაშვილმა]. სამაგიეროდ შიოშმა მას მიჰყიდა თავისი წილი მამულები ქვეშის ხევში, ჯადამსა და ღორისთავში. ეს მამულები ადრე სააკაძეების ყოფილა, ისინი ამოვარდნილან, მამულები კი სამად გაუყვიათ, ერთი წილი ვახტანგ [ბარათაშვილისათვის] მიუყიდიათ, ორი დანარჩენი - შიოშ, იესე და დათუნა ბარათაშვილებისათვის (1678 წ. VII. 1. Hd-13106); მოწმე თაყა ბარათაშვილის მიერ პაპუნა გოსტაშაბიშვილისათვის მიცემული ყმა-მამულის ნასყიდობის წიგნისა (1665 წ. XI. 15. Hd-6248); მოიხსენიება როსტომ მეფის მიერ მერაბ ყორღანაშვილისათვის მიცემულ ყმა-მამულის დამტკიცების წიგნში: მას წილში რგებია ვარაზა და როსაბ გერმანოზიშვილების ყმა-მამული ენაგეთის ახალშენს, რომელიც შემდეგ მიუყიდია მერაბ ყორღანაშვილისათვის (1644 წ. IX .9. 1450-1/2).
ბარათაშვილი (ვარ.ხოსიაშვილი) შიოშ - 1663-1685 წწ.
ფარეშთუხუცესი (1671 წ. სს. I. 316), ჰყავს: მამა ხოსია ბარათაშვილი, იხ., ძმა საამ ბარათაშვილი, იხ., მოწმე: გუგუნა თამაზისშვილის მიერ როსტომ ყორღანაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1682 წ. VII. 1450-1/110), შიოშ ბარათაშვილის მიერ როსტომ ყორღანაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1685 წ. V. 6. 1450-1/86).
ბარათაშვილი შიოშ - 1669-1696 წწ.
დამხდომი და გარდამწყვეტი რევაზ ჯავახიშვილის მიერ მანგლისის ღმრთისმშობლისათვის მიცემული მიწების შეწირულების წიგნისა (1669 წ. 1449-1825); მოწმე: პაპუნა შალიკაშვილის მიერ ოთია გოგიბედაშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1679 წ. VII. 22. 1450-1/9), პაპუა ლამაზაშვილის მიერ ქაიხოსრო ავთანდილისშვილისათვის მიცემული წისქვილის ნასყიდობის წიგნისა (1690 წ. VI. 1. 1450-15/7), ფარსადან ციცისშვილის მიერ ბებურ ვაჩნაძისათვის მიცემული ყმის ნასყიდობის წიგნისა (1690 წ. I. 22. Hd-2753), გუგუნა ქავთარისშვილის მიერ იასე [ბარათაშვილისათვის] მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1697 წ. Hd-2770); მოწმე და დამწერი: გასპარა დარისპანაშვილის მიერ დოლმაზასათვის მიცემული მიწებისა და ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1692 წ. VI. Hd-1780), ზურაბ ჯავახიშვილის მიერ ყალანდარ თუმანიშვილისათვის მიცემული ყმა-მამულის ნასყიდობის წიგნისა (1696 წ. VII. 23. Qd-9037 ა).
ბარათაშვილი შიოშ - 1679-1680 წწ.
ბოქაულთუხუცესი (1679, 1680 წწ. Hd-4156, Ad-948), მოწმე: ქაიხოსრო ბარათაშვილის მიერ პაპუნა ბარათაშვილ-გოსტაშაბიშვილისათვის მიცემული გირავნობის წიგნისა (1679წ. Hd-4156), სვიმონ სულხანაშვილის მიერ ზურაბ ჯავახიშვილისათვის მიცემული ნასყიდობის წიგნისა (1680 წ. VI. 22. Ad-948).
ბარათაშვილი შიოშ
ისესხა ამირჯანათ ამსარქისასაგან ათი თუმანი და სამი მარჩილი იმ პირობით, რომ თვეში გადაიხდიდა სარგებელს - თუმანზე აბაზს (XVII ს. Hd-14997).
ბარათაშვილი-შიოშისშვილი თამაზ - იხ. ბარათაშვილი თამაზ
ბარათაშვილი ხოსია - 1640-1663 წწ.
ჰყავს: ბიძა ქაიხოსრო ბარათაშვილი (1642 წ. Ad-1138), შვილები: ოთარ, ბერუკა (1642 წ.Ad-1138), საამ (1642, 1663 წწ. Ad-1138, 1450-11/75), შიოშ (1663 წ. 1450-11/75), განაყოფი გიორგი თურაზაშვილი (1663 წ.1450-11/75). სამსახური გაუწია როსტომ მეფეს: დაეხმარა ნოდარ [ციციშვილის] და არაგვის ერისთავის წინააღმდეგ ბრძოლაში, აიღო აგრეთვე ციხე „ყაენის უღურზედ“ ყოველივე ამის გამო როსტომ მეფემ მას განუახლა წყალობა ყმა-მამულისა: ნოსტეს - ოძისი, რომელიც სანახშირედ ჰქონდა მიღებული ჯავახიშვილებისაგან, ოძისს - მამული ულუმბეხაშვილიანად, რომელიც ბიძამისს, ქაიხოსროს ჰქონდა მითვისებული (1642 წ. Ad-1138); შაჰნავაზმა მას უწყალობა ენაგეთს ტერტერაშვილი ოღულა, ტერ-ვართანა, პაპანაშვილი ბერიკა, თითო-თითო კომლი. დაუბრუნა აგრეთვე ის მამული, რომელიც მის განაყოფს, გიორგის ჰქონდა მითვისებული (1663 წ. IV. 22. 1450-11/75); წილად ერგო: პაატა პატიშვილი (1640 წ. 1450-11/94), წინვენახს - ჯავახიშვილი ირემა (1640წ. 1450-11/99), საბუზარს - ოღიაშვილი ძ[ა]მა (1640 წ. 1450-11/78), რევისა და არეშისშვილის ნაცვლად - სინჯიბეგაშვილი, ენაგეთს - იოსება ყალანდრისშვილი და ახალშენს - სომეხიშვილები (1640 წ. 1450-11/85), ენაგეთს - ხატუაშვილები (1640 წ. 1450-11/77), სარქისა (1640 წ. 1450-11/90), თია (1640 წ. 1450-11/89), შერმაზანა ჭაბუკაშვილი (1640 წ. 1450-11/88), ელფიას - უჯარმელი (1640 წ. 1450-11/95), მძოვრეთს - მანგანას საკომლო (1640 წ.1450-11/96), ტბისს - ერთ წილად წამალა (1640 წ. 1450-11/86), ელისბარა თანღრიაშვილი (1640 წ. 1450-11/87), კრკონს - ერთ წილად ტერტერა (1640 წ. 1450-11/97), მერაბაშვილი (1640 წ. 1450-11/98), ხოზეთს - ბოგანო მგელია და გიორგი (1640 წ. 1450-11/92), გოგია თეგაძე (1640 წ. 1450-11/91), ნავსია(1640 წ. 1450-11/93), სავანეთს - თოროზაშვილი, ხარატისშვილი ბუდახა, აზუმაშვილი, კირაკოზა, ფირიჯაშვილი ფირია, მირზალაშვილები: მირზა, ალია, გზირიშვილი წატურა (1640 წ. 1450-11/80).
ბარათაშვილი ხოსრო - იხ. ბარათაშვილი ქაიხოსრო
ბარათაშვილი ჰასანბეგ - იხ. ბარათაშვილი ასანბეგ
ბარამ
მოწმე შაჰყუბათ ბარათაშვილის მიერ ქავთარ [ქაჩიბასძისათვის] მიცემული პირობის წიგნისა გაუყრელობის შესახებ ([1493-1523 წწ.]1450-12/115).
ბარამ
ყორჩიბაში, მონაწილეობა მიიღო კისისხეველთა და ხოდაშნელთა სამამულე დავის გარიგებაში. მოწმეა ამ გარიგების წიგნისა (1654 წ. I. 2. Hd-8389).
ბარამ
სახლთუხუცესი, ჰყავს: ძმები ზაზა, როსტომ, შვილი იასე, ჰქონდა სამამულე დავა სარდალ პაპუნა [ციციშვილთან] ქვახვრელსა და ნიჩბისს ქვემოთ მდებარე მამულზე, ქვახვრელს ზევით, სამწევრისს, ღულევსა და გომებში რაც სადაო ჰქონდათ და საფიცარი არ იყო, უფიცრად დაანება, საფიცარზე კი ბარამის ყმას უნდა დაეფიცა ([1633-1658 წწ.] 1449-1054).
ბარამ
ჰყავს [სახლიკაცები]: ზაალ, ედიშერ, რევაზ, გივი, ოტია. მას არჩილ მეფემ უწყალობა ქართული ცხვრის საბალახე, რომელიც თეიმურაზ მეფის დროსაც მის სახლს ეკუთვნოდა (1667 წ. Hd-4808).
ბარამ
მეღვინეთუხუცესი, გამრიგე ბაინდურ ერისთავის მიერ ოთია შაბურიშვილისათვის მიცემული ვენახების წყალობის წიგნისა (1698 წ. Hd-2362).
ბარამა
მოქალაქე, მოწმე ზურაბ წყარაძის მიერ შენუაანთ პაპინაშვილ ოჰანასათვის მიცემული მარნის ნასყიდობის წიგნისა (1698 წ. VII. Ad-1220).
![]() |
7.15 ბარამასშვილი || ბარამაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
ბარამაშვილი
ხვედურეთს მცხოვრები, გლეხი, ბაღათარ ხოსაშვილის ყოფილი ყმაა, იგი კონსტანტინე მეფემ უბოძა ქართლში გადასახლებულ ზაზა ფანასკერტელს (1647 წ. 1448-64).
ბარამაშვილი ბარამა - მამა პატაი ბარამაშვილისა, იხ.
ბარამაშვილი პატაი
ჰყავს მამა ბარამა, შიმშილობის წელიწადს ბარამას თავისი თავი და პატაი ყორღანაშვილისათვის მიუყიდია. ელისე ტფილელმა იგი დაიხსნა და სიონის ღმრთისმშობლის საყდარს შესწირა(1634 წ. XI. 5. 1449-2647).
ბარამაშვილი ღვთისავარ
ხელი ჩაურთო დომენტი კათალიკოსის მიერ ხუდადა ხოჯაშვილისათვის მიცემულ მოურაობის და ყმა-მამულის წყალობის წიგნის ასლს (1660 წ. ახლო. Sd-2913).
ბარამასშვილი ჯულაბა
მოწმე ხითარა [კიტარასშვილის] მიერ სააკა გრიქორასშვილისათვის მიცემული გლეხების ნასყიდობის წიგნისა (1697 წ. VII. 10. Sd-5523).
![]() |
7.16 ბარამისშვილი || ბარამიშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
ბარამიშვილი
დმანისს მცხოვრები, იგი, თავისი მამულით, წილად ხვდა იოთამ ბარათაშვილს ([1537-1538 წწ.] VIII. 16. 1450-11/112).
ბარამიშვილი ამუან - [სახლიკაცი] სულხან ბარამიშვილისა, იხ.
ბარამისშვილი გრიგოლ
ჰყავს მამა ზენბად, დაიფიცა, რომ ნაცარგორის ხოდაბუნი წყლამდე ალიბეგაშვილის იყო, ნაწილი კი - სამონასტრო. ადრე ასეთივე ფიცი დაუდიათ პაპამისსა და მამამისს - ზენბად დეკანოზს. ფიცის ეს წიგნი 1655 წლით თარიღდებოდა, ინახებოდა ქსანზე, დავით ჟურიულთან ([1688-1703 წწ.] Hd-837).
ბარამიშვილი გულბათ - [სახლიკაცი] სულხან ბარამიშვილისა, იხ.
ბარამიშვილი გულისადებ - [სახლიკაცი] სულხან ბარამიშვილისა, იხ.
ბარამიშვილი ეპიფანე
ბერი, მოწმე კაკაბელთა და შიბლიანელთა შორის სამამულე დავის გარიგების წიგნისა (1700 წ. XI. 15. Ad-574).
ბარამისშვილი ზემბად (ვარ. ზენბად) - 1672-[1700] წწ.
დეკანოზი, მამა გრიგოლ ბარამისშვილისა, იხ., მოწმე: შიო წინამძღვრიშვილის მიერ დომენტი ბუნიათიშვილისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1672 წ. Sd-745), პაატა არჩვაძის მიერ ზაალ წინამძღვრიშვილისათვის მიცემული მამულის გირაობის წიგნისა ([1700 წ.] VI. 5. Hd-14565 ბ).
ბარამისშვილი მაზიტა
ბარმეთუბნელი, იგი წილად ხვდა ქაიხოსრო [ციციშვილს] ([1664-1673 წწ.] 1448-5042).
ბარამისშვილი [პაპუნა]
საკათალიკოსო გლეხების ნუსხის მიხედვით, მას აჯამეთს ჰყავდა ერთი კომლი კაცი - ბრეგაძე (1650 წ.ახლო დსსს. I. 53-55).
ბარამიშვილი სულხან
ჰყავს [სახლიკაცები]: გულისადებ, ამუან და გულბას. მიჰყიდა ამბრია სუდაშვილს გუფთას მიწა (XVII ს. Qd-1355).
![]() |
7.17 ბარამისძე || ბარამიძე |
▲ზევით დაბრუნება |
ბარამიძე ბარამა - [სახლიკაცი] ბეჟუა ბარამიძისა, იხ.
ბარამიძე ბეჟუა
ნოსტეს მცხოვრები, ჰყავს [სახლიკაცი] პაპუნა, იყიდა გოგია ლიპუაშვილისაგან საწისქვილე გასადინარით ახალქალაქის პირდაპირ, ზევით - საჯავახიანოს შარამდე, თავში - მახვილაძის ფარეხის გასწვრივ, თუხარლის სამანამდე (1665 წ. 1450-26/120).
ბარამიძე ბეჟუა
ჰყავს [სახლიკაცები]: ბარამა, მაზიტა და პაპუნა, იყიდა ბერიკა კვიწინაძისაგან სასახლის ადგილი ლაჩინასა და სარჩელას საზღვრებამდე (1672 წ. Hd-1565).
ბარამიძე მაზიტა - [სახლიკაცი] ბეჟუა ბარამიძისა, იხ.
ბარამიძე მამისთანა
ბახვს მცხოვრები, ემართა ქუთაისის საყდარის ბეგარა: ოცდაათი ჩითახური, ერთი საკლავი, ერთი ქათამი, ერთი ფსომიარე ღომი, ხუთი საწყავი ღვინო, სამი პური და ორი სამსახური (1558 წ. H-626).
ბარამისძე ნიკოლაოზ
მოწმე შანშე ჯავახიშვილის მიერ გიორგი სააკაძისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1609 წ. IV. 7. Hd-1656).
ბარამიძე ნიკოლოზა
მოწმე გიგოლა ფილიპეშვილის მიერ სამნუა თევდორეშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. I ნახ. 1450-27/233).
ბარამიძე პაპუნა - [სახლიკაცი] ბეჟუა ბარამიძისა, იხ.
ბარამიძე პაპუნა - [სახლიკაცი] ბეჟუა ბარამიძისა, იხ.
ბარამყულა (ვარ. ბაირამყულა) - შვილი ქალაქის მოურავ მანუჩარისა, იხ.
ბარარაშვილი
ბოლნისის საყდრის ყმა, ემართა დოლმაზა შანშიაშვილის ვალი. ამ ვალის სანაცვლოდ ნიკოლოზ ბოლნელმა დააკისრა ღალა (1685 წ. X. 30. Hd-14178).
ბარარაშვილი ბადურა
ემართა ბაინდურ, ფარემუზ, გივი, ბეჟან და გოდერძი პაპიაშვილების ოცდაათი მარჩილი, მევალეებს ვალში მისცა ქვემო კარკანელში სამი დღის მიწა. პაპიაშვილებმა ვალი აპატიეს და სანაცვლოდ მისცეს ზემო ბოლნისის მინდორში სამი დღის მიწა (1685 წ. IV. 30. 1450-6/44).
ბარაუაშვილი
მოწმე სეხნია საგინაშვილის მიერ ვარდუა მარქარაშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1690 წ. II. 30. Hd-5151).
ბარაქსაძე
დამწერი გიორგი მეფის მიერ [სამთავისის ეკლესიისათვის] მიცემული მამულის შეწირულების წიგნისა (1457 წ. 1449-1483).
![]() |
7.18 ბარასშვილი || ბარაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
ბარასშვილი
მის მიწამდე განუახლა ლევან ბატონიშვილმა ბაინდურ შანშეაშვილს სამწევრისში მიწის წყალობა (1682 წ. V. 20. 1450-5/46).
ბარაშვილი თევდორა
გლეხი, მას [ჩხარის] ციხის მეციხოვნემ, გიორგი ბადურაშვილმა, წაართვა ორი ძირი ფუტკარი, ერთი კაცი, ერთი ჭური ღვინო და გაუტეხა ბეღელი. დათიკა ბლუაშვილმა წაართვა ერთი უღელი ხარის ნამუშევარი (XVII ს. Ad-2233 ბ).
ბარბალუკი
რეხს მცხოვრები, დათუნი ბასილიშვილის ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა თოფით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
ბარბარე
მღვიმელი დედაბერი, მისცა: თევდორე და სულა კოტეტიშვილებს ათასი თანგა. სამაგიეროდ მათგან მიიღო ყოველწლიურად, დეკემბრის თვეში, აღაპის გადახდის პირობა (1512 წ. Ad-11 ა), კოტეტიშვილს - ათასი თანგა (1512 წ. Ad-11 ბ).
ბარბარე
მისი მიწის წინ პაპანა წივწივაშვილმა მიჰყიდა იოანე სუმბულიძეს საფიჩხულის ნახევარი და ერთი დღის მიწა (1613 წ. 1450-31/139).
ბარდაველიძე
მოწმე გენათელი მარკოზის მიერ დეკანოზ სვიმონისათვის მიცემული წყალობის წიგნისა (1691 წ. Hd-7883).
ბარდაველიძე როსტევანა
ივანა ნიკოლაძესთან ერთად მიჰყიდა იოვანე კლდიაშვილს სხტეში ნაფაცხევი (XVII ს. Hd-14981).
ბარდას[...]
ქვათახევის მნათე, მოწმე ბერისძეთა მიერ ქვა თახევის მონასტრისათვის მიცემული სააღაპე წიგნისა ([1479-1491 წწ.] 1448-5265).
![]() |
7.19 ბარდასძე || ბარდაძე |
▲ზევით დაბრუნება |
ბარდაძე
პაპუნა დედანაშვილმა მის საზღვრამდე მიჰყიდა კანდელაკ - მოძღვარ მათეოზ მოსესშვილს ნაფუძარი (1669 წ. Qd-8515 ბ).
ბარდასძე კვირიკა
კავთისხევს მცხოვრები, იგი ივანე სოლაღასშვილმა დაასახლა სააკაძისაგან ნაყიდი ტურიაული ვენახის ნახევარზე, მისცა სამი დღის ნაფუძარი სახნავი, ერთი სასახლე და ქვევრი, შესწირა შვილებით ქვათახევის ვლაქერნის ღმრთისმშობელს და დააკისრა დიდ ხუთშაბათს აღაპის გადახდა (1519 წ. 1449-1534 ა).
ბარდაძე ნადირა
მოწმე მაზიტა თევდორესშვილის მიერ ბახუტა ჩივაძისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1671 წ. Hd-6795).
ბარდახინ - თანამეცხედრე ივანე ისაკისძისა, იხ.
ბარზანდელი
ცდოში მცხოვრები, იგი, ალექსანდრე მეფის ბრძანებით, ხევმა მძევლად მისცა გერგეტის საყდრისშვილებს (1439 წ. II. 20. A-1085. 13-15).
ბ[ა]რთკალიშვილი
[მაჩაბლების] დაკარგული ყმა - მამულის ნუსხაში აღნიშნულია, რომ მას ამილღამბარმა წაართვა სამოცი კოკა ღვინო ([1688-1703 წწ.] Qd-8674).
ბართლომაშვილები
კრკონს მცხოვრებნი, როინ და გოშფარ [ჯავახიშვილების] გაყრის დროს ისინი წილად ხვდნენ გოშფარს ([1527-1558 წწ.] Qd-605).
ბართლომაშვილი გიორგი
აბანოში მცხოვრები, ერთი კომლი, მოხსენიებულია ზემო ქართლის კომლთა ნუსხაში (XVII ს. დამდ. Qd-7014).
ბართლომაშვილი დემეტრე
მოწმე მაწია მწერლიშვილის მიერ დავით ქსნის ერისთავისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1690 წ. V. 10. Hd-2708).
ბართლომაშვილი პეტრე
აბანოში მცხოვრები, ხუცესი, ერთი კომლი, მოხსენიებულია ზემო ქართლის კომლთა ნუსხაში (XVII ს. დამდ. Qd-7014).
ბართლომე
ჯურელი, მოძღვარ დავითთან ერთად წერილი მისწერა ხავაღს მდგომ პატრონ ნიკოლაოზს, რომელსაც სთხოვდა [ვაჩიძორის] წმინდა სტეფანეს მონასტერში დაბრუნებას და მათთან ერთად მოღვაწეობას. ამავე დროს ატყობინებდა, რომ ნიკოლაოზს უბოძეს ნამორეთი (XIV-XV სს. აეკოჩ. 65).
ბართლომე
ქუთათელი მთავარეპისკოპოსი, მოწმე ალექსანდრე მეფის მიერ სიაოშ ფალავანდაშვილისათვის ოქონის ნასისხლად ბოძების წიგნისა (1488 წ. VII. 1. Hd-8731).
ბართლომე
ცაიშელი, იხსენიება ალექსანდრე მეფის მიერ კაციბერ თოფურიძისათვის მიცემული სასისხლო სიგლის მტკიცებულებით ნაწილში ([1484-1510 წწ.] V. 17. ქმ. №1608 სას.).
ბართლომე
მღვდელ-მონაზონი, მოწმე იოვანე ელიოზიშვილის მიერ გრიგოლ დედაბრიშვილისათვის მიცემული ნავენახობის წყალობის წიგნისა (1542 წ. V. 20. Sd-134).
ბართლომე
მოძღვართ-მოძღვარი, მოწმე რამინა ჭაგრიძის მიერ იობ ფადლაძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (XVI ს. I მეოთხ. Hd-1552 იზ).
![]() |
7.20 ბარიასშვილი || ბარიაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
ბარიასშვილი
იასე კლიმიაშვილმა დავით მამაცაშვილს მიჰყიდა საბარიაული მიწა, რაც ბარიასშვილს ჰქონდა (1680 წ. XI. 1. მატ. 252. №5).
ბარიაშვილი აკოფა
ციხისს მცხოვრები, როინ ყორღანაშვილის გლეხი, იგი, მამულით, ნაზარალი-ხანმა უწყალობა ვახტანგ ბარათაშვილს (1693 წ. X. 25. 1448-3270).
ბარიაშვილი დათუნაი
მოწმე ქიტია ქუბიაშვილის მიერ გოგოლა მალულიძისათვის მიცემული რუისში მიწის ნასყიდობის წიგნისა (1672 წ. III. 15. Sd-57).
ბარილუსა
ჭონი, მოწმე ხოჯა ფიროას ყმის, სარქისას მიერ არაქელა და შერმაზან ბეგიჯანაშვილებისათვის მიცემული სასახლის ნასყიდობის წიგნისა (1641 წ. 1448-2939).
ბარილუსა - 1653-1656 წწ.
გორს მცხოვრები თუმანიანთ ყმა, მისი ქულბაქის დერეფანი ესაზღვრებოდა იმ მიწას, რომელიც როსტომ მეფემ გაუცვალა გიორგი გორგიჯანაშვილს (1653 წ. 1449-1873); გაყრის შედეგად იგი, მამულით, ერგო მანუჩარ და ჯიმშიტა თუმანიშვილებს (1656 წ. ახლო. Hd-14665 ), ერთ წილად მანუჩარ [თუმანიშვილს] (1656 წ. Hd-11709).
ბარილუსა
მოწმე ყარახანა შერმაზანაშვილის მიერ გასპარ ქოჩინასშვილისათვის მიცემული სახლის ნასყიდობის წიგნისა (1672 წ. IX. 17. 1448-1940).
ბარილუსაშვილი ალექსა
მოწმე პაატა გარსევანიშვილის მიერ ხითარა ასვატურაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1618 წ. V. 15. 1450-53/104).
ბარილუსაშვილი გასპარა
მოწმე ოჰანესას მიერ ავთანდილ პაპინასშვილისათვის მიცემული ადგილის ნასყიდობის წიგნისა (1682 წ. III. 29. 1450-19/53).
ბარისაშვილი ბერია
მოწმე რამაზ შედანისშვილის მიერ თევდორე რაზმაძისათვის მიცემული სასახლის ნასყიდობის წიგნისა (1690-იანი წწ. 1448-5437).
ბარლანი ზურაბა
დამწერი: ხერგიანებისათვის სისხლის საფასურის დადგინების დაწერილისა (XVII-XVIII სს. სსძ. II. №123), ერთობილ რატიანების მიერ ლელჯგრაგისადმი მიცემული დაწერილისა (XVII-XVIII სს. სსძ.II. №121).
ბარლიშვილი იოთამ
დასახლებულა თერგვისს და იქ შეურთავს ცოლი. თბილელმა ელისე საგინაშვილმა უწყალობა ამოვარდნილი რამადან ბიჩაძის სახასო მამული და დააკისრა ამ მამულზე შეწერილი გამოსაღების ნახევრის გადახდა ქრისტეს საფლავის სასარგებლოდ (1640 წ. 1450-51/174).
ბარნაბა
მდივან-წინამძღვარი, დამწერი სუიმონ მეფის მიერ პაპუნა მაღალაძისათვის სამოურაოდ მიცემული სოფლების წყალო ბის წიგნისა (1561 წ. IX. 10. H-6994).
ბარნაბა - 1566-1592 წწ.
ტფილელი მთავარეპისკოპოსი || სამეფო ქალაქის მთავარეპისკოპოსი, იყიდა თანღრია ბაიდრისშვილისაგან დუბის ვენახი, რომელიც სიონის ღმრთისმშობელს შესწირა (1592 წ. VI. 3. 1449-1556); ჰქონდა დავა ჯავახისშვილებთან ყმის გამო. ჯავახისშვილის ყმის, არჯევანასშვილის ცოლყოფილი სამი შვილით, ცოლად შეურთავს სიონის ღმრთისმშობლის ყმას, ღოლოვნელ კაცს. ჯავახისშვილები ბარნაბას არჯევანასშვილის შვილებზე შეედავნენ. ქართლის კათალიკოს ნიკოლაოზის ჩარევით, ბარნაბამ ჯავახისშვილებს, სადაო ყმების სანაცვლოდ, ერთი ჯორი, ერთი ქამხა და ერთი თასი უბოძა, ხოლო იოთამ ჯავახისშვილმა თავისი ძმის, ვახუშტის სულის სალოცავად სიონის ღმრთისმშობლის ტაძარს შესწირა მამულა, ბატკუა და დათუა არჯევანასშვილები (1580 წ. VII. 20. 1449-1552); დამწერი: სვიმონ მეფის მიერ სვეტიცხოვლისათვის მიცემული სოფელ გომნის შეწირულების წიგნისა (1566 წ. VI. 5. ქრ. II. 408) და ქვათახევის მონასტრისათვის მიცემული ყმა-მამულის შეწირულების წიგნებისა (1567 წ. VI. 12. 1449-1612), იესე-ხანის მიერ სიაუშ სააკაძისათვის ბოძებული წყალობის წიგნისა (1580 წ. Hd-14441), რამაზ - ყოფილი რომანოზის, დავით მეფის ძის მიერ ქვათახევის მონასტრისათვის მიცემული სოფელ თელათუბნის შეწირულების წიგნისა (1580 წ. IV. 20. 1449-1551), ალექსანდრე მეფის მიერ იერუსალიმის ჯვრის მონასტრისათვის მიცემული აბრეშუმის შეწირულების წიგნისა (1586 წ. 1450-51/180).
ბარნაბე - შვილი არსენისა, იხ.
ბარნაბე
მღვდელი, დამწერი ბახუტა თულასშვილის მიერ პაპუნა იასონასშვილისათვის მიცემული თავდახსნილობის წიგნისა (1665 წ. IV. 1450-48/111).
ბარნაბე
მღვდელი, მოწმე ნიკოლოზ ზანდუაშვილის მიერ ზურაბ ბაგრატიშვილისათვის მიცემული ყმა-მამულის ნასყიდობის წიგნისა (1699 წ. XII. 20. Ad-1064).
ბარნაბე
ახრისს მცხოვრები, საამილახვროს დავთრის მიხედვით, მისი კომლიდან ორ კაცს ევალებოდათ შუბით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
ბაროკულასძე
ბილქან ათრასძემ კაბენის მონასტერს მიჰყიდა ოგომურისთავს მისგან ნაყიდი ვენახი (XV ს. H-l653. 1v).
ბაროლიძე ბერი
სვერელი, ზურაბ მაჩაბლის მეკოდისპურე ყმა (1700 წ. 1448-3602).
ბაროქა
აკაურთას მცხოვრები, იგი მამულით წილად ხვდა იოთამ ბარათაშვილს ([1537-1538 წწ.] VIII. 16. 1450-11/112).
ბარსაბხა
ბოცო [ბოცოსძის] მიერ ალის მონასტრისათვის დადებული წესდებისა და შემოსავლის განჩინების მიხედვით, მას უნდა გამოეღო სამოცდაოთხი თეთრი (XIII ს. II ნახ.-H-1347. 5-18).
ბარსაგისშვილი
სნოელი, მოწმე გერგეტელ საყდრისშვილებისათვის მიცემული ხევის სოფლებიდან მძევლების დადგინების წიგნისა (1439 წ. II. 29. A-1085, 13-15).
ბარჩაკოზასშვილი ბერა - განაყოფი ნასყიდა ბარჩაკოზასშვილისა, იხ.
ბარჩაკოზასშვილი ბერი
აგარას მცხოვრები, ედიშერ და პაპუნა [ციციშვილების] გაყრის დროს იგი ერგო პაპუნას ნახევარი საგანაყოფო მამულით ([1688-1703 წწ.] Hd-1636).
ბარჩაკოზასშვილი თამაზ
რეხს მცხოვრები, ედიშერ და პაპუნა [ციციშვილების] გაყრის დროს იგი, მამულით, ერგო პაპუნას ([1688-1703 წწ.] Hd-1636).
ბარჩაკოზასშვილი ნასყიდა
მოწმე თამაზ ქერთარაქელაშვილის მიერ შერმაზან ხაშარაძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1682 წ. 1448-8779).
ბარჩაკოზასშვილი ნასყიდა
აგარას მცხოვრები, ჰყავს განაყოფი ბერა, ედიშერ და პაპუნა [ციციშვილების] გაყრის დროს იგი, მისი განაყოფის, ბერას ნახევარი მამულით ერგო ედიშერს ([1688-1703 წწ.] Hd-1636).
![]() |
7.21 ბარჩიკასშვილი || ბარჩიკაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
ბარჩიკასშვილი ტერ-ვართანა
მოწმე გიორგი თურაზასშვილის მიერ როსტომ ყორღანასშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1615 წ. 1450-1/76).
ბარჩიკაშვილი ტერ-ყაზარა
მოწმე თამაზა [ყორღანაშვილ]-ქემაროზაშვილის მიერ როსტომ [ყორღანაშვილისათვის] მიცემული ყმების ნასყიდობის წიგნისა (1679 წ. III. 20. 1450-1/43).
ბარჩიკვატიძე
მალაქია კათალიკოსის მოლაშქრე ([1616-1521 წწ.] ქსძ. III. №92-3).
ბარჩიკოზრაშვილი ბერიკა
კარალეთს მცხოვრები, მოწმე და გადამწყვეტი მამუკა შავიშვილის მიერ მითარა საღრიჩაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1664 წ. 1449-1848).
ბარძიასშვილი ასლამაზ
მოწმე შერმაზან ყორღანაშვილ-აბაზასშვილის მიერ იარალისშვილ-შიოსშვილ ყორღანასათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1690 წ. X. 22. 1450-16/164).
ბარძიმ
შეუთვალა ამბა-ალავერდელს გარეჯის ყმებზე, დიდოურებზე, საგინაშვილებსა და მონასტერს შორის დავის გადაწყვეტილება. ალავერდელს თვალყური უნდა ედევნებინა საგინაშვილებისათვის, რათა არ დაერღვიათ განაჩენის პირობები ([1687-1697 წწ.] Ad-276).
ბარძიმ
ევალებოდა სამოურაო გადასახადი (XVII ს. Sd-1985).
ბარძიმა
მისი მამულის ნახევარი თეიმურაზ მეფემ უბოძა გიორგი კობაშვილს (1642 წ. XII. 22. (1448-509).
ბარძიმისშვილი გუგუნა - იხ. მაყაშვილი გუგუნა
ბარძიმისშვილი ზამან
ნიკოლოზ ხოფელმა ხობის ღმრთისმშობლის საყდარს შესწირა გარდაცვლილი ზამან ბარძიმისშვილის „ნიშანში“ და „ნაწირვში“ აყვანილი ივანე, სარჯელია, კაკულია და სერგია (1569 წ. 1449-1584).
ბარხუდანა: ბარხუდანაული
ბარხუდანაული მამული „კემურის ყარაიანში“ ალექსანდრე მეფემ გურანდუხ[ტ]ისა და მისი შვილის სააღაპედ შესწირა აკურის მონასტერს (1597 წ. Ad-327).
ბარხუდარა - 1656-1667, [1693] წწ.
ხოჯა, მას მისცა პირობა იოსებ თბილელმა იმის შესახებ, რომ მის მიერ ქარვასლაზე დახარჯული თანხა ქარვასლას უსარგებლოდ დაეწერებოდა (1667 წ. Ad-66); ესაზღვრებოდა: მისი სახლის კედელი სტეფანას მიერ არაქელასთვის მიყიდულ სახლს (1664 წ. 1450-18/77), მისი ქულბაქის გვერდი ბაინდურა შერგილასშვილის მიერ გოშპარაანთ გასპარასათვის მიყიდულ ქულბაქს ([1689-1693 წწ.] Hd-13011); მოწმე: მანდენაანთ მერაბასშვილ მამუკას მიერ ხოჯა ზაქარია მასაჯანაშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1656 წ. III. 26. 1448-1496), ხოჯა ბეჰბუდასშვილის, ასლანის მიერ ეჩმიაძინისათვის მიცემული ქულბაქების შეწირულების წიგნისა (1664 წ. III. 18. (1450-21/47), ამირჯანა იევანგულაშვილის მიერ დომენტი პატრიარქისათვის მიცემული ხატების ნასყიდობის წიგნისა (1664 წ. XII. 3. Ad-621).
ბარხუდარა - სომეხი, მისი ყმაა ბეჟიტა (1686 წ. Ad-1764).
ბარხუდარასშვილი
მოწმე შაჰუანთ გოგინასშვილ ავთანდილას მიერ ხუტუანთ გრიგორასშვილ ასლანასათვის მიცემული ოთახის ნასყიდობის წიგნისა (1699 წ. IX. 15. Hd-1698).
ბასაძე
ქორაზნას მცხოვრები, საყდრის ყმა, იხსენიება ციცი [ციციშვილის] აზნაურთა და ყმათა ნუსხაში ([1658-1675 წწ.] Hd-14534 ა).
ბასაძე დათუნა
თავმდებად დაუდგა არჩილ ბატონიშვილის მიერ პაატა აბაშიძისათვის მიბარებულ მძევლებს, ხახუტა და გიგანა შარიქაძეებს (XVII ს. I ნახ. XII. 10. Hd-8924).
ბასილა
მოწმე დავით შატბერაშვილის მიერ ამისარგის ასვატურიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1546 წ. Hd-1575).
ბასილა
გოშფარ და როინ ჯავახიშვილების გაყრის დროს ახალშენში და ცხირეთში მცხოვრებ სხვა გლეხებთან ერთად იგი ერგო გოშფარს ([1527-1558 წწ.] Qd-605).
ბასილა
ზაკუს მცხოვრები, იგი, როინ და გოშფარ [ჯავახიშვილების] გაყრის დროს, თავისი ნახევარი მამულით, ერგო გოშფარს ([1527-1558 წწ.] Qd-605).
ბასილა
მისი ნაქონი მამული ხოვლეში გოშფარ და როინ ჯავახიშვილების გაყრის დროს ერგო გოშფარს ([1527-1558 წწ.] Qd-605).
ბასილა
ხოლასკურს მცხოვრები, მასა და ბებნიას ემართათ ქუთაისის საყდრის ბეგარა ოცდაექვსი თეთრი, ორი ლიტრა სანთელი, ერთი ლიტრა მატყლი, რვა ნაოთხალი იფქლი, ხუთი კვერცხი, ოთხი პური, ნახევარი ლიტრა მარილი (1558 წ. H-626).
ბასილა
იგი ლეონ მეფემ უწყალობა და გაუთარხნა მაქსიმე ჩოლაყასშვილს (1566 წ. I. 19. 1449-2285).
ბასილა
საბუვეს მცხოვრები, მაყაანთ გივისეული ყმა, იგი ლეონ მეფემ იყიდა და უწყალობა მაქსიმე ბოდბელს (1568 წ. 1450-32/306), თეიმურაზ ბატონიშვილმა უბოძა მაქსიმე ბოდბელს (1568 წ. 1448-2384).
ბასილა
არატუაზანში მცხოვრები, გუგუნა მაყაშვილის ყმა, იგი მეფე ალექსანდრემ შესწირა ხახულის ღმრთისმშობლის ეკლესიას (1594 წ. 1449-1509).
ბასილა
მოწმე დარისპანა ბერძნისშვილის მიერ ოსიყმა ბუჟღულაშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (XVI ს. Hd-1571).
ბასილა
ჭიაურს მცხოვრები, ჰყავს შვილი ქემა, დომენტი კათალიკოსმა იგი უწყალობა ზავრად [გარაყანიძეს] (1610 წ. 1448-5572).
ბასილა
ახალდაბას მცხოვრები, მჭედელი, იგი წილად ერგო ბაგრატ და იესე [თურქისტანიშვილებს] (1626 წ. 1450-50/70).
ბასილა
დაღეთს მცხოვრები, ჰყავს განაყოფი შალვა, რომელიც ყორჩიბაშ ბადურ [ციციშვილს] მის ნაცვლად ერგო წილში (1651 წ. ახლო. 1450-37/172).
ბასილა
ახალდაბას მცხოვრები, ელიასშვილთან ერთად შვიდი დღის მიწით წილად ხვდა ჯიმშიტა თუმანიშვილს (1656 წ. Hd-12272).
ბასილა
მის მიწამდე მიჰყიდა როჭიკა ვეფხაძემ ბერიკა მაზანდარაშვილს მიწა (1670 წ. X. 1449-469).
ბასილა
ფეიქრის შვილი, ჰყავს შვილი ტატია, მაზიტა უგუნურიშვილის ნასყიდი ყმა, მაზიტამ იგი, შვილითურთ მიჰყიდა პაპუა მაღალაძეს (1674 წ. XII. 15. Ad-1613).
ბასილა
მისი სახლის კედლამდე მიჰყიდა ტერ-მიკიჩამ მანველა ჯუღელს ზაქარიას მიერ აშენებული სახლი (1678 წ. Qd-283 ა).
ბასილა
მოწმე მამუკა პარკაძის მიერ დავით გარსევანიშვილისათვის მიცემული ნაწისქვილარი მიწის ნასყიდობის წიგნისა (1680 წ. XI. 18. გსიემ 7601/59).
ბასილა
ჯავახი, მოწმე ათანელ აბნიაშვილის მიერ ივანა სულხანაშვილისათვის მიცემული მკვიდრი ნაკალოები მიწის ნასყიდობის წიგნისა (1688 წ. Sd-9).
ბასილა - [სახლიკაცი] ესტატესი, იხ.
ბასილა
წამალაშვილისა და მის ნაცვლად საამ [ბარათაშვილს] ერგო ერთწილად ელფიას მცხოვრები დარისპანა, მერაბა და ოსუკა გულიასშვილი (1692 წ. XIII. 30. 1450-11/100).
ბასილა - [ძმა] სამადავლესი, იხ.
ბასილა
ბოლს მცხოვრები, ბოგანო, ჯავახი ბიძინას ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
ბასილა
კოდისწყაროს მცხოვრები, საამილახვროს დავთრის მიხედვით, მისი კომლიდან ორ კაცს ევალებოდა შუბით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ.1448-5032).
ბასილა
ბასილას სარცხი ქვევრი წილად ხვდა იესე [ზუმბული-ძეს] (XVII ს. II ნახ. 1450-31/154).
ბასილა
ახალდაბას მცხოვრები, იგი, მამულით, წილში ერგო ჯიმშიტა [თუმანიშვილს] (XVII ს. Hd-12195).
ბასილა
მან და იოვანემ მიჰყიდეს ამუანა დვალიძეს რიყე თავიანთი წისქვილის პირდაპირ (XVII ს. Hd-1579 ბ).
ბასილა
ნაცვალის შვილი, ჰყავს შვილები: საბა, სულხან, გიორგი, ბერუკა, მახარე, მიჰყიდა რომანოზ მოდრეკილაძეს მიწა, „რასაც კედელი მოევლებოდა“, იმის შიგნით (XVII ს. შუა ხანები. Ad-2023).
ბასილასშვილები
ისინი მამულით წილად ხვდნენ [ზ]აალ სააკაძეს (XVII ს. ბოლო მეოთხ. Hd-11778).
![]() |
7.22 ბასილასშვილი || ბასილაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
ბასილასშვილი
გულეულს მცხოვრები, იგი, მამულით, ერგო იოთამ ბარათაშვილს ([1537-1538 წწ.] VIII. 16. 1450-11/112).
ბასილაშვილი
აბანოს მცხოვრები, ერთი კომლი, მოხსენიებულია ზემო ქართლის საკომლოების ნუსხაში (XVII ს. დამდ. Qd-7014).
ბასილაშვილი
ყაია, ბაადურ და პაპუნა ციციშვილების სამწევრისის მამულებზე დავის წიგნში აღნიშნულია, რომ მას ჰქონდა ციციშვილების ორი დღის მიწა ([1633-1658 წწ.] 1448-2316).
ბასილაშვილი
ქვემო ნიქოზში მცხოვრები, მისი მამული ნაზარალი-ხანმა უწყალობა პაპუნა ფავნელიშვილს (1689 წ. XI. 16. 1448-53).
ბასილაშვილი
იგი ყმების გაყოფის დროს ერგო ბებურ და უზებარ [ვაჩნაძეებს (1692 წ. Hd-10170).
ბასილაშვილი
გუფასშენს მის მიწამდე მიჰყიდა მიწა ინდუა ტლაშაძემ ოქუა საღირაშვილს (XVII ს. Sd-1775).
ბასილაშვილი
მის ყმას ქვემო სობისში, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა შუბით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
ბასილაშვილი
ტყვიავში მისი მამული, ერთი კომლი კაცი, დავით ქსნის ერისთავმა უბოძა ფარსადან ზედგენიძეს (1695 წ.II. 4. Hd-1314); მისი მამულისა და ტყვიავის მოურაობის წყალობა მარიამ ბატონიშვილმა განუახლა ფარსადან ზედგენიძეს (1700 წ. Hd-1697 ა).
ბასილაშვილი ბერი
თავლათუბანს მცხოვრები, იგი წილად ხვდა ქაიხოსრო [ციციშვილს] ([1664-1673 წწ.] 1448-5042).
ბასილაშვილი ბიძინა
მოწმე გივი სააკაძის მიერ ლიპარ თუმანიშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1693 წ. XII. 19. 1450-3/56).
ბასილაშვილი ბიძინა
საამილახვროს დავთრის მიხედვით, ჰყავდა მოლაშქრე ყმები: ჯეჯიკურს - საჩელერი ფოცხვერა, ზეგარდას - მხთისია ხატისაშვილი, ბერუა და ბოგანო ძულია (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
ბასილაშვილი გაბრიელა
კარბელი მამასახლისი, ჰყავს: [ძმა] გიუნა, განაყოფები ნიკოლოზა და ხიზანა [ბასილაშვილები ], იყო ავთანდილ ამილახორის სახასო ყმა (1700 წ. 1448-3602).
ბასილაშვილი გიორგი
გიორგი გურამიშვილის ნაქონი ერთი კომლი გლეხი, იგი ნაზარალი-ხანმა უწყალობა გიორგი გურამიშვილის განაყოფს, გურამ გურამიშვილს (1693 წ. 1450-14/50).
ბასილაშვილი გიუნა - [ძმა] გაბრიელა ბასილაშვილისა, იხ.
ბასილაშვილი გოგია
გიორგიწმინდას მცხოვრები, ნინოწმიდის საყდრის აზატი ყმა, ჰყავს [სახლიკაცი] პატა, თუ „მართალი კაცი“ გარდაიცვლებოდა, ევალებოდა შეკაზმული ცხენისა და იარაღის გამოღება ნინოწმინდის საყდრისათვის, არსენის ნინოწმინდელობის დროს ([1688-1694 წწ.] Ad-116).
ბასილაშვილი გოგიჩა
როკითს მცხოვრები, ემართა ქუთაისის საყდრის ბეგარა: პურის ჭამა, ლაშქრობა, ერთი თეთრის ღირებულების ყავრის მიტანა (1578 წ. H-626).
[ბასილაშვილი] დათუნა
მახარა ბასილაშვილთან ერთად მოწმეა ნადირა ჯავახიშვილის მიერ გიორგი ლარაძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა ([1689-1700 წწ.] 1450-10/124).
ბასილაშვილი ევანეზა
ყაია, ბაადურ და პაპუნა [ციციშვილების] სამწევრისის სამამულე დავის წიგნში აღნიშნულია, რომ მას და მენაბდიშვილს ჰქონდათ ლელის ექვსი დღის ხოდაბუნი ([1633-1658 წწ.] 1448-2316).
ბასილაშვილი მახარა
მოწმე ბატა პიპიაშვილის მიერ პაპუნა ამირ ბეგაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1657 წ. Hd-6428).
ბასილაშვილი მახარა
დათუნა ბასილაშვილთან ერთად მოწმეა ნადირა ჯავახიშვილის მიერ გიორგი ლარაძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა ([1689-1700 წწ.] 1450-10/124).
[ბასილაშვილი] ნიკოლოზა
კარბს მცხოვრები, ჰყავს: [ძმა] ხიზანა, განაყოფი გაბრიელა ბასილაშვილი, იყო ავთანდილ ამილახორის სახასო ყმა (1700 წ. 1448-3602).
ბასილაშვილი ნონა
შესწირა თისლის მონასტერს სააღაპედ ორმოცი თანგა (XV ს. Par .geor . 4, 441).
ბასილაშვილი პატა
მოწმე პეტრე ქურხულის მიერ თავისი ბიძაშვილის, დავითისათვის მიცემული კეთილმოყვრობის პირობის წიგნისა (1681 წ. XII. 20. Hd-7851).
ბასილაშვილი პატა - [სახლიკაცი] გოგია ბასილაშვილისა, იხ.
ბასილაშვილი (ვარ. ბასილიშვილი) პაატა
საამილახვროს დავთრის მიხედვით, ჰყავდა ყმები: პაპუნა გაგნაძე, ტატუა და ბასიტა ჯვრისკაცები; ცხინურს - გოგია მახნიაშვილი, ირემა ძველიშვილი, ვეფხია, ზაქუტა,ბოგანო ივანე, ბოგანო გულისა, რეკს - პაატა ბასილიშვილი, ბასილა სულთაბაშვილი, ნადირა დევდარიანი, გიორგი თხელიძე, ბოგანო გიორგი. ყველას ევალებოდა ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
ბასილაშვილი პაპუნა
ანანურს მცხოვრები, ბაინდურ არაგვის ერისთავმა იგი შესწირა ანანურის ღმრთისმშობელს (XVII ს. მიწ. 1449-1807).
ბასილაშვილი სიხარული
ღუროს მცხოვრები, ერთი კომლი, ერთი თავი, ერთი თოფი. იხსენიება გიორგი [გურამიშვილის] ყმების ნუსხაში (XVII ს. Hd-14912).
ბასილაშვილი შერმაზან
მოწმე შალვა სააკაძის მიერ მოშიაშვილის შვილებისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. ბოლო. მეოთხ. Ad-1580).
ბასილაშვილი შიო
ქალაქს მცხოვრები, იგი კონსტანტინე მეფემ ევაგრეს კათალიკოსობის დროს მეზეთედ შესწირა სვეტიცხოველს (1488 წ. 1449-1175).
ბასილასშვილი შიო
მოწმე იორდანე სონღულაშვილის მიერ თამაზასათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1699 წ. 1448-5127).
ბასილასშვილი შიო
მეჯვრისხევს მცხოვრები, ზაალის მეკოდისპურე ყმა-გლეხი (1700 წ. 1448-3602).
ბასილასშვილი შიო
ტყვიავს მცხოვრები, ყიასაბეგის მეკოდისპურე ყმა-გლეხი (1700 წ. 1448-3602).
[ბასილაშვილი] ხიზანა - [ძმა] ნიკოლოზა [ბასილაშვილისა], იხ.
ბასილაძე
აბანოს მცხოვრები, ერთი კომლი, მოხსენიებულია ზემო ქართლის კომლთა ნუსხაში (XVII ს. დამდ. Qd-7014).
ბასილაძე აღდგომელ
მოწმე გიორგი მუჩათიძის მიერ უცნობი პირისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1680-იანი წწ. Hd-803 ა).
ბასილაძე გაბრიელაი
ჩაქვს მცხოვრები, იგი გიორგი გურიელმა უწყალობა ბოქაულთუხუცეს მირზაბეგ თაუდგირიძეს (ლაი. 800. 1. №1201).
ბასილი
ბერძენთა მეფე, მელქისედეკ კათალიკოსისათვის უბოძებია: ღმრთისმშობლის ოქროთი შემკული ხატი, სამი ოქსინო,ერთი სუნდუსი, სკარამანგნი „დიდნი გარეშეოლვილნი, ვერცხლისა გრგოლითა შეკაზმულნი“ - რვა, მონასტერი კესტორი ასხუთი სოფლით. ეს ყველაფერი მელქისედეკმა შესწირა მცხეთის საყდარს ([1031-1033 წწ.] 1448-5018 ა).
ბასილი
[სულიერი] ძმა ოპიზის მოძღვარ იოვანესი, მის შენდობას ითხოვს იოვანე მოძღვარი ბერთის მონასტრისათვის ბოძებულ შეწირულების დაწერილში (XII ს. Q-906, 340 r-34l r).
ბასილი
ტიმოთეს ძმა, მოწმე მღვიმის კრებულის მიერ ზოსიმესათვის მიცემული სამწირველოს განახლების დაწერილისა (1200 წ. ახლო, Ad-4 გ).
ბასილი
მნათე, მოწმე მღვიმის კრებულის მიერ ზოსიმესათვის მიცემული სამწირველოს განახლების დაწერილისა (1200 წ. ახლო. Ad-4 გ).
ბასილი
გიორგის გაზრდილი, მოწმე კვირიკე ჴარაისძის მიერ გიორგი მუშერისძისათვის მიცემული ვალის გადახდის დაწერილისა (1200 წ. ახლო. Ad-4 ა).
ბასილი
მ[ემღვიმე], შიომღვიმის მონასტრის კრებულთან ერთად იოანე, ნიკოლოზ და ნიანია ტოხაისძეებს განუახლა კვირიკე კახთა მეფის სამწირველოს წყალობა. მოწმეა და დამამტკიცებელი ამ დაწერილისა ([1189-1200 წწ.] Ad-3).
ბასილი - [1241], [1242] წწ.
ჭყონდიდელი, მწიგნობართუხუცესი ([12 41-1242 წწ.] 1448-5003), პროტოიპერტიმოსი [1241 წ.] 1448-9253), დაამტკიცა: მიქაელ კათალიკოსის წყალობის დაწერილი ვაჩე გუარამაისძისადმი ([1241 წ.] 1448-9253), არსენ ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის მიერ მგელა აბულახტარისძისათვის ბოძებული სოფლის წყალობის დაწერილი ([1241-1242 წწ.] 1448-5003).
ბასილი
მოძღვარი, ბასილი ალავერდელ-მთავარეპისკოპოსს გაუჩინა სამწირველო, მღვიმის მონასტერში (XIII ს. Hd-1586).
ბასილი
ალავერდელი მთავარეპისკოპოსი, ბასილი მოძღვარის, ელია მემღვიმის, უდაბნოს ძმათა, მელქიზედეკ მაწყვერელის, ბასილი თავაურის, ჭყონდიდელ-მწიგნობარ იოვანეს და სამოელის შუამდგომლობით, მღვიმის მონასტერში გაიჩინა სამწირველო (XIII ს. Hd-1586).
ბასილი
კანდელაკის შვილი, იყიდა გოგინა უღულდაშვილისაგან ჯალაბადინის ტბაზე ხუთი დღის ყორანი ყანა (XV ს. Ad-933, კეფი 9, v).
ბასილი - პარგრძორელი, [სახლიკაცი] ვარდაკისა, იხ.
ბასილი
დავით მეფის წინამძღვარი, დამწერი დავით მეფის მიერ თბილისის სიონისათვის მიცემული სახასო აბანოს შეწირულების წიგნისა ([1505-1525 წწ.] III. 1. Hd-14592).
ბასილი - [1516], 1517-1531 წწ.]
ქართლის კათალიკოსი || კათალიკოს-პატრიარქი, დაუმტკიცა: გიორგი ჭარმაულს გარეყანისძისაგან „მეჟამეობით“ წართმეული მამულები: ქერობინ გეშაშვილისაგან ნაყიდი „მალეთა საკონე“, ფონთხელაზე ჭალა და საგუდეს მიწა, იქვე, ჭაობში, სეხნიასაგან ნაყიდი მიწა და ტყე, დედაბრიანთაგან ნაყიდი კახეთას სავენახე მიწა, ვარდიაშვილისაგან ნაყიდი „აღაიანთა ვენახი“, ჯუარელთაგან ნაყიდი სახნავი მიწები (1531 წ. Sd-733); გაათავისუფლა მუხრანისა და ნაქულბაქევთა მოხნულზე შეწერილი ღალისაგან თათარა თევდოსისძე, რომლისთვისაც ადრე დოროთეოს კათალიკოსს დიდკარში ორი დღის მიწა გამოურთმევია და სანაცვლოს შეჰპირებია ([1517-1528 წწ.) Hd- 1332). ბასილი კათალიკოსს მისცეს პირობის წიგნები: მანუჩარ ათაბაგმა, რომ თავისი საბატონოს დაბრუნების შემთხვევაში საკათალიკოსო მამულებს ისევ მცხეთის საყდარს დაანებებდა ([1516 წ.] Ad-549), ერთგულების და მორჩილების შესახებ კუმურდოელმა მთავარეპისკოპოსმა ზოსიმემ ([1517-1528 წწ.] Hd-2083), ბეგამ, სარგისმა, ნოდარმა და ამილღამბარმა, რომ მცხეთის საყდრის მამულების: სარკის მონასტრის, ბადრია და ბოთუერა მაჯანისძეების სამამულე საქმეს, ქორანის ვენახის და ხუედურეთის სადაო საქმეებს სამართლიანად გადაწყვეტდნენ და მას მოახსენებდნენ ([1517-1528 წწ.] 1449-1618); მისი კათალიკოსობის დროს: შესწირა სვეტიცხოველს საკანონოდ ზალდასტან ჭავჭავაძემ ახალკალოს მცხოვრები თავისი მკვიდრი ყმები ლურსასძეები სახლ-კარით და ახმეტაში - ვენახი (1517 წ. 1449-1663), თარგამოს ბატონიშვილმა - მამამისის საბრძანებელში მდებარე მამულები, რომლებიც იმხანად „დახუთული“ (წართმეული) ჰქონია მცხეთისათვის ([1517-1525 წწ.] ქრ. II. 369), დავით მეფემ სვეტიცხოველში აშენებული მთავარანგელოზის ეგვტერს სააღაპედ - სოფელი მოხისი და სხვა ყმა-მამული ([1526 წ.] 1449-1495 ); განუახლა სვეტიცხოველს დავით მეფემ წინაპართაგან შეწირული მამულების წყალობა ([1517-1525 წწ.] ქრ. II. 369), აბაშ ბარათაშვილმა - სააღაპედ შეწირული სოფელ ყორანთასი,რომელიც იმხანად ამოწყვეტილიყო (1529 წ. 1449-1539); სხვადასხვა: მას და მცხეთის საყდარს ყვარყვარე [ჯაყელმა] აღუდგინა ძველი უფლებები, რომლის ძალითაც ყველა ეპისკოპოსი, ვარძიის მოძღვარი, მღვდლები და დიაკვნები კათალიკოსს უნდა ეკურთხებინა; განუახლა სვეტიცხოველს საათაბაგოს ფარგლებში შეწირული პარხლის მონასტრის, გლეხებისა და სხვა მამულების შეწირულება. ადრე ყვარყვარეს ბიძას, [მზეჭაბუკს] მეფესთან უთანხმოება მოსვლია და [სამხრეთ საქართველოს] საეპისკოპოსოები უკუ-უჭერია (1518 წ. Sd-2857 ა), მისი თხოვნით, დავით მეფემ გაათავისუფლა გამოსაღებთაგან სამეფო ოჯახის მიერ საფლავისათვის შეწირული სვეტიცხოვლის მამულები ([1517-1525 წწ.] 1448-1036), მას, ქართლის მეფედ კურთხევის დროს, პორფირით და გვირგვინით შეუმოსია დავითი, უფრო მოგვიანებით კი იგი მონაზვნად აღუკვეცია ([1526 წ.] 1449-1495 ), მისი ნებართვით, ლეონ მეფემ გაარიგა გიორგი ჭარმაულისა და გარაყანაძეებს შორის ატეხილი სამამულე დავა (1527 წ. ქრ. II. 371), მისი თხოვნით, ლეონ მეფემ დარბაზთან ერთად გადაწყვიტა სამამულე დავა სვეტიცხოველსა და სვიმერნელს შორის გოროვნისა და პიტლოვნის საზღვრებზე და ნოდოკრელებსა და ჩეკურელებს შორის ასევე საზღვარზე, რომელიც ადრე ლეონ მეფის პაპას დაუდგენია (1527 წ. 1449-1636); იხსენიება მალაქია კათალიკოსის მიერ სვეტიცხოვლისათვის ბოძებულ წართმეული მამულების დაბრუნების წიგნში: ბასილის მცხეთის მამულები თვითნებურად დაურიგებია, კუნენელთა სამი კომლი კაცი თავისი ძმისწულებისათვის, ხოლო დანარჩენი „პატრონ“ ბაგრატისათვის მიუცია; მისაქციელში, თეკენაში და წეროვნის ნახევარზე კოპინაშვილები დაუსახლებია და მცხეთისათვის დაუკარგავს; წეროვანსვე უყიდია მოყალნეების მიწები, სასახლე და ჭურ-მარანი; ბასილის ძმისწულებს დაუყიდიათ აღაიანში წისქვილი, ზვარი, მიწები, მარტაცი მცხეთის პურ-ღვინითა და ბამბით და სხვა მამულები, „გამოუღიათ ფასად“ მცხეთისავე მამული სათალგმისი, რეჯელი მამული და მცხეთის სასახლე. მცხეთის მამულისათვის სხვა შინაურს და გარეულსაც მიუყვია ხელი. სოფელი ფონთხელა ჭარმაულს უყიდია გეშაშვილისაგან. მალაქია კათალიკოსის ბრძანებით „თუ გაირკვეოდა, რომ იგი ბასილის დროს არ დაკარგულა, მაშინ იმის მწერლისათვის უნდა გადაეხდევინებინათ; თუ მართალი იქნებოდა, სარიდანა და მისი ძმები უნდა „დაეკარგათ“, როგორც მცხეთის დამქცევნი“. როცა მეფეს ბასილის საქმიანობა შეუტყვია, მისთვის საეგვტრო წაურთმევია და გაუგდია. მალაქია [კათალიკოსს] მეფისავე ბრძანებით, მისთვის მარტაცი წაურთმევია, რომელიც ძველი პატრონისათვის უბოძებია ([1532-1538 წწ.] Ad-550), მისი ხელრთვა აქვს საბუთს Hd-1332.
ბასილი
მღვდელი, დამწერი ბასილი კათალიკოსის მიერ გიორგი ჭარმაულისათვის მიცემული წყალობის წიგნისა (1531 წ. Sd-733).
ბასილი
ჭერემელი ეპისკოპოსი, მოწმე ალექსანდრე მეფის მიერ სვეტიცხოვლისათვის მიცემული ყმა-მამულის შეწირულების განახლების წიგნისა (1579 წ. Sd-464).
ბასილი
ნეკრესელი ეპისკოპოსი, ფილიპე ამბა-ალავერდელთან ერთად პირობის წიგნი მისცა კათალიკოს დომენტის სარჯულო საქმეში ერთგულების შესახებ ([1556-1560 წწ.] Ad-1892).
ბასილი - 1552-1562 წწ.
კათალიკოსი, მან და ლეონ მეფემ გაათავისუფლეს სვეტიცხოველის საჭურჭლის მოლარე ლომი და გიორგი ბაიძანძელიძეები სამეფო და საეკლესიო გადასახადებისაგან. დაავალეს მხოლოდ ერთი მსახური, კათალიკოსისათვის თევზისა და სამარხოს მირთმევა და სალაროს ქეშიკობა (1552 წ. 1449-1655 ); მისი კათალიკოსობის დროს ალექსანდრე მეფემ დაუდგინა სვეტიცხოველს სამეფო დროშაზე გამოსვლის წესი: სვეტიცხოვლის ყმები ქართლში, კახეთში, საათაბაგოში, სომხეთში, საბარათიანოს თრიალეთსა თუ იმერეთში, ლაშქრობისას უნდა ხლებოდნენ კათალიკოსს. თუ კათალიკოსი არ იქნებოდა, მაშინ სვეტიცხოვლის სარდალსა და დარბაისლებს. სხვა სარდლებს არ უნდა დამორჩილებოდნენ ([1562 წ.] Hd-1721).
ბასილი
ქუთათელი მთავარეპისკოპოსი, პორტაიტის ღმრთისმშობლის ეკლესიას შესწირა ქვიტირს გლეხები - შეთატმახაშვილი და ნასხიდაი და უმცროსაი, ბეთლემ ივანკახიშვილი, მისი ძმისწული გიორგაი და მესხეთს გლეხი ღანდურიძე, ნასყიდა და საზრულაი თავიანთი მამულებით, საბუთს აქვს მისი ხელრთვა (1602 წ. VI. 1. 1448-3321).
ბასილი
ბერი, დამწერი ხონის საყდრის გამოსავლის წიგნისა ([1616-1621 წწ.] ქსძ. III. №92-2-).
ბასილი
მისი ბეჭედი უზის მელქისედეკ ყანჩიელის და ნაცვალაშვილის სამამულე დავის გარიგების წიგნს (1654 წ. ახლო. 1449-1874).
ბასილი - 1670-1672 წწ.
დეკანოზი || მონასტრის დეკანოზი, მოწმე: დათუნა ნამორაძის მიერ ხოხონა ნამორაძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1670 წ. 1450-33/354), პაპუნა ხარებასშვილის მიერ ბასილა ცხვარებასშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1672 წ. X. 30. 1450-15/3).
ბასილი
მამასახლისი, მოწმე გაბიტა ელგემიძის მიერ მაწნაძისათვის მიცემული სავენახე მიწის ნასყიდობის წიგნისა (1674 წ. 1448-5397).
ბასილი
მას წრომში ჰყავდა ერთი კომლი ყმა, რაც აღნიშნულია სახლთუხუცეს [ციცი ციციშვილის] ყმების ნუსხაში ([1658-1675 წწ.] Hd-14534 ბ).
ბასილი - შვილი მახარობელისა, იხ.
ბასილი
მღვდელი, დამწერი და მოწმე: საქუა [ფირყულასშვილის] მიერ ვახტანგ ბარათაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1683 წ. ახლო. 1450-26/255), მამაგულა მამაგულაშვილის მიერ პაპუნა [გოსტაშაბისშვილისათვის] მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. 70-იანი წწ. Hd-10120).
ბასილი
„ფალავანი“, მისი და ნასყიდა ამბროსაშვილის სახლები მეფე ნაზარალი-ხანმა უბოძა ჯვრის მონასტრის მეტოქი საყდრის ეზოდან აყრილ ყუდუაანთ ბაღდასარას (1692 წ. I. 7. 1450-51/188).
ბასილი - [სახლიკაცი] ესტატესი, იხ.
ბასილი
დეკანოზი, მოწმე პაპუნა ფავლენიშვილის მიერ ნიქოზელისათვის მიცემული საქვრივოსა და გასამყრელო გამოსაღებების განახ ლების წიგნისა (1693 წ. Ad-1504-6).
ბასილი
მღვდელი, დამწერი და მოწმე გარსევან გილასშვილის მიერ წინამძღვარ ონოფრე [მაჭუტაძისათვის] მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1695 წ. Ad-2055).
ბასილი
ბერი, მოწმე ნიკოლოზ ზანდუაშვილის მიერ ზურაბ ბაგრატიშვილისათვის მიცემული ყმა-მამულის ნასყიდობის წიგნისა (1699 წ. XII. 20. Ad-1064).
ბასილი
წმინდა სიკოლოზის [მონასტრის] დეკანოზი, მოწმე: ბიძინა მწყერაძე-ბერუკაშვილის მიერ უთრუთ [ციციშვილისათვის] მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1699 წ. II. 5. 1450-51/84), ბეჟუა ოქროპირაშვილის მიერ უთრუთ ციციშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა XVII ს. ბოლო. 1450-51/21).
ბასილია
კასპს მცხოვრები, ამილახვრის ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით, მისი კომლიდან სამ კაცს ევალებოდა შუბით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
ბასილისშვილები
რეხში ეკუთვნოდათ ორი მეკოდისპურე კომლი, ნიგოზაში ასევე ორი კომლი (1700 წ. 1448-3602).
![]() |
7.23 ბასილისშვილი || ბასილიშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
ბასილისშვილი
დარბასჭალას მცხოვრები, მამულით ერგო იოთამ ბარათაშვილს ([1537-1529 წწ.] VIII. 16. 1450-11/112).
ბასილიშვილი
მისი მიწა ესაზღვრებოდა ხაზიას მიერ მახარე ჭყოპიაშვილისათვის მიყიდულ მიწას (1661 წ. შემდგომ. Ad-1644 დ).
ბასილიშვილი
ჰქონდა ორი დღის მიწა ჴ ... დში (1666 წ.ახლო. Hd-802).
ბასილიშვილი
მისი ნაქონი მიწა თარხანმა გიორგი სააკაძემ მიჰყიდა პაპუნა თუხარელს (1678 წ. V. 28. Sd-63).
ბასილიშვილი
მოწმე ივანა და პაპუნა ქურდაძეების მიერ როსებ მაჭავარიანისათვის მიცემული თავნასყიდობის წიგნისა (1692 წ. Hd-3199).
ბასილისშვილი
მეჯვრისხეველი, ავთანდილ ამილახორის სახასო ყმა (1700 წ. 1448-3602).
ბასილიშვილი
მის მიწამდე მიჰყიდა მამული ნასყიდა ელიკაშვილმა შერმაზან ხაშარაძეს (XVII ს. 80-90-იანი წწ. 1450-45/220).
ბასილიშვილი
კასპს მცხოვრები, ამილახვრის ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
ბასილისშვილი გიორგი
მოწმე ელიაზარ ელიოზისშვილის მიერ შიომღვიმის მონასტრისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1492 წ. 1449-1615).
ბასილისშვილი დავით
მოწმე გივი ამილახვრის მიერ მანუჩარ თუმანიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1656 წ.-2111). ბასილიშვილი დათუნა საამილახვროს დავთრის მიხედვით, ჰყავდა ყმები: ცხინურს - ჟინვალელი გამიხარდი, გოგი, ახალკაცი, ბერიკა ძველიშვილი, ბოგანო დარჩია, რეჴს - დათუნა გორგაშვილი, ბარბალუკი, ბოგანო მაზიტა. ყველას ევალებოდა ალაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
ბასილიშვილი ზაზა
მოწმე ბეჟან სააკაძის მიერ როსტომა ყორღანაშვილისათვის მიცემული ყმების ნასყიდობის წიგნისა (1681 წ. VI. 17. 1450-1/101).
ბასილიშვილი ზაზა
მოწმე გარსევან სამაღანიშვილს, მამუკასა და გიორგის შორის საქონელზე დავის გარიგების წიგნისა (XVII ს. II ნახ. 1450-29/142).
ბასილისშვილი ზედგინ
ცხინვარში ეკუთვნოდა ერთი მეკოდისპურე კომლი (1700 წ. 1448-3602).
ბასილისშვილი იესე
ცხინვარში ეკუთვნოდა ორი მეკოდისპურე კომლი (1700 წ. 1448-3602).
ბასილისშვილი ივანა
მოწმე დემეტრა ნ[ა]ვყენაშვილის მიერ მარიამისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1685 წ. Hd-1838).
ბასილიშვილი იოთამ
მოწმე ბაადურ ციციშვილის მიერ მთავარე პისკოპოს დომენტისათვის მიცემული ზვრის ნასყიდობის წიგნისა (1658 წ. 1449-1795).
ბასილისშვილი იოსებ - 1392-1398 წწ.
სეფის მწიგნობარი, დამწერი ლომი სუნღულისძის მიერ სვეტიცხოვლისათვის მიცემული მამულის შეწირულებების წიგნებისა (1392 წ. VI. 6. ქრ. II. 198. 1398 წ. VII. 6. 1449-1652).
ბასილიშვილი ნიშა
მოწმე ამილბარ ამილბარაშვილის მიერ ესტატე ხახანაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1613 წ. III. 31. Hd-2966).
ბასილიშვილი პეტრე
ხუცესი, მოწმე ნიჩბელ იმედა ფანიაშვილის მიერ მანუჩარ ციციშვილის ასულის, ანუკასათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1671 წ. II. 1. 1450-51/70).
![]() |
7.24 ბასილისძე || ბასილიძე |
▲ზევით დაბრუნება |
ბასილიძე
მოწმე ნინოს მიერ ქვათახევის მონასტრისათვის სააღაპედ მიცემული ვენახის შეწირულების წიგნისა (1477 წ. 1449-1488).
ბასილისძე ამოვან
ჰყავს [სახლიკაცი] გიადა. მიჰყიდა ვალის დასაფარავად მახარე ჩივასძეს დედანაურთან „გრძელი მიწა“ ფოცვიაურამდე, ფილიპეშვილისა და თევდორეშვილის მიწებამდე (1622 წ.1450-35/184).
ბასილიძე არდაშელ - შვილი ბერუკა ბასილიძისა, იხ.
ბასილიძე ბერუკა
ჰყავს შვილები: ზაზა, არდაშელ. მიჰყიდა ბახუტა ჩივაძეს „იმნაური“ წისქვილის ნახევარი (1682 წ. Hd-1657).
ბასილიძე ბერუკა
ახმაჯელი, ავთანდილ ამილახორის სახასო ყმა (1700 წ. 1448-3602), საამილახვროს დავთრის მიხედვით, მისი კომლიდან ორ კაცს ევალებოდა თოფით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
ბასილისძე გიადა - [სახლიკაცი] ამოვან ბასილისძისა, იხ.
ბასილიძე გიორგი
საფალავანდიშვილოში მცხოვრები, ჰყავს [ძმები]: დათუნა, შიო, ივანე. მამულითურთ, ბაგრატ მეფემ იგი უწყალობა ქაიხოსრო წერეთელს (1680 წ. Sd-509).
ბასილიძე დათუნა - ძმა გიორგი ბასილიძისა, იხ.
ბასილიძე ზაზა - შვილი ბერუკა ბასილიძისა, იხ.
ბასილიძე თამაზა
მოწმე რევაზ ამირეჯიბის მიერ სეხნია გუგუნაშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. მიწ. Hd-748).
ბასილიძე ივანე - [ძმა] გიორგი ბასილიძისა, იხ.
ბასილიძე მამუკა
აბანოს სასახლეში მცხოვრები მსახური ან გლეხი, ერთი კომლი, ჰყავს ორი ძმა და „იმათი ნაშენი, სამი ვაჟი და ერთი იმის კაცი“. მოხსენიებულია ზემო ქართლის სადროშოს აღწერის დავთარში (XVII ს. II ნახ. Qd-7017).
ბასილიძე მიქუტა
ახმაჯელი, ავთანდილ ამილახორის სახასო ყმა (1700. წ 1448-3602).
ბასილისძე ნაცვალა
მოწმე ანდრია დეკანოზის მიერ დემეტი წითლისძისათვის მიცემული ნავენახობის ნასყიდობის დაწერილისა (1413 წ. V. 12. Hd-1358 ბ).
ბასილიძე პაპუნა
ახმაჯს მცხოვრები, ამილახვრის ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით, მისი კომლიდან სამ კაცს ევალებოდა თოფით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
ბასილიძე შიო - [ძმა] გიორგი ბასილიძისა, იხ.
ბასინასშვილი ფიბინა
გორელი, მოწმე ზა[ა]ლ [ლ]ალაშვილის მიერ მამულა ჭუკასშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1688 წ. XII. 1. Hd-6107).
ბასიტასშვილი ლაზარე
მოხსენიებულია ყმების ნუსხაში (XVII ს.Hd--14912 ზ).
ბასიტასშვილი როსტომა
ახრისს მცხოვრები, ქაიხოსრო ყანჩიელის მეკოდისპურე ყმა (1700 წ. 1448-3602).
ბასიშვილები
ალხაზ მაჩაბლის ყმები, მოწმეები ნადირა მეტრელის მიერ ალხაზ მაჩაბლისათვის მიცემული სასისხლო საქმეზე გარიგების წიგნისა (1691 წ. Hd-10399).
ბასიშვილი გიუნა - [სახლიკაცი] სუხიტა ბასიშვილისა, იხ.
ბასიშვილი ზუბიტა
კალაურს მცხოვრები, ერთი კომლი, შეტანილია სვეტიცხოვლის კუთვნილი საკომლოების ნუსხაში (1689 წ. 1449-1792).
ბასიშვილი სუხიტა
ჰყავს [სახლიკაცი] გიუნა, რომელთან ერთადაც მოწმეა ქაიხოსრო მაჩაბლის მიერ ალხაზ მაჩაბლისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1686 წ. 1448-5130).
ბასნაშვილი
ბოკოწინს მცხოვრები, გლეხი. იგი თეიმურაზ ბატონიშვილმა შესწირა სვეტიცხოველს (1568 წ. IX. 17. ქრ. II. 411).
ბასტამა
მოწმე არაქელა მურადაშვილის მიერ ალელ იარალი ბაისოღულაშვილისათვის მიცემული ქულბაქის ნასყიდობის წიგნისა (1692 წ. I. 24. 1448-91).
ბასტამა
მოწმე ამირჯანაშვილ ბაღდინას შვილებსა და არაქელას შორის ბაღზე დავის გარიგების წიგნისა (1698 წ. VII. 1450-6/173).
![]() |
7.25 ბასტამასშვილი || ბასტამაშვილი || ბასტამაანთ |
▲ზევით დაბრუნება |
ბასტამასშვილი
მის სახლამდე მიჰყიდეს საკამ და ჰანამ ტერ-დავითას და მის შვილებს თავაქალაშვილისეული სახლ-კარი (1645 წ. III. 1.გუჯ. 173-174).
ბასტ[ა]მასშვილი
მისი მიწა ესაზღვრებოდა ამირაღა მესხ-ასატურაშვილის მიერ ტინისხიდს ნაყიდ მიწას (1649 წ. VII. 25. Hd-5306).
ბასტამაანთ
მათი ვენახი ესაზღვრებოდა სამნია სიმენდასშვილის მიერ ზალინა მეფისასშვილისათვის მიყიდულ მიწას (1681 წ. I. 11. Hd-9436).
ბასტამაშვილი არაქელა - 1611-1623 წწ.
ჰყავს: [ძმა] ევანეზ (1623 წ. 1450-3/100), შვილები: აფინა (1611-1623 წწ. 1450: 3/99, 3/100), გაბრიელ, სტეფანა (1611 წ. 1450-3/99); იყიდა: ახალდაბელ ფოცხვერასაგან მიწა ავეტიზაშვილის მიწის გვერდით (1611 წ. II. 18. 1450-3/99), ფარსადან ფალავანდიშვილისაგან - ხოდაბუნის თორმეტი დღის მიწა მრაჭულიშვილისა და არაქელას მიწებს შორის (1623 წ. V. 18. 1450-3/100).
ბასტამაშვილი არაქელა
მოწმე სუხიტა მექვაბიშვილის მიერ როსტომა ხითარიშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1636 წ. VIII. 2. 1450-53/113).
ბასტამაშვილი აფინა - შვილი არაქელა ბასტამაშვილისა, იხ.
ბასტამასშვილი ბეჟან
ძმისწული პაპინა ბასტამასშვილისა, იხ., მას, „ერთობლივ გორელებთან“ ერთად, ფარსადან ციციშვილმა უბოძა ტყით სარგებლობის უფლება ზედაველის მთაში ნარაყალის გარდა, სანიაჟორსა და ურიულში (1699 წ. II. 24. Hd-1351).
ბასტამაშვილი ბეჟია
მოწმე ზურაბ ჯავახიშვილის მიერ ხითარა კიტარაშვილისათვის მიცემული ყმების ნასყიდობის წიგნისა (1690 წ. IV. 6. Sd-552 ა).
ბასტამაშვილი გაბრიელ - შვილი არაქელა ბასტამაშვილისა, იხ.
ბასტამაშვილი დათინა
სახასო ყმა, მოხსენიებულია საბატონო, სადედოფლო და სახასო ყმა-მამულის ნუსხაში (XVII ს. Hd-14990).
ბასტამაშვილი ევანეზ - ძმა არაქელა ბასტამაშვილისა, იხ.
ბასტამაშვილი ესტატე - ძმისწული პაპინა ბასტამასშვილისა,იხ.
ბასტამასშვილი პაპინა
ჰყავს ძმისწულები: ესტატე, ბეჟან. მიჰყიდა სიმონგულ მამუკასშვილს მკვიდრი მიწა ლიახვის გაღმა, ლოლაშვილის მიწამდე (1676 წ. I. Hd-5304).
ბასტამაშვილი სტეფანა - შვილი არაქელა ბასტამაშვილისა, იხ.
ბ[ა]სტ[ა]მ[ა]ნთ ყანდინ[ა]სშვილი ბეჟუა
ჰყავს შვილი გიორგი. იყიდა ესტატე ბუხუნასშვილისაგან რუისში, როჭიკაშვილის მიწის თავში, ექვსი დღის მიწა (1692 წ. VI. Hd-6115).
ბ[ა]სტ[ა]მ[ანთ ყანდინ სშვილი გიორგი - შვილი ბ[ა]სტ[ა]მ[ანთ ყანდინ[ა]სშვილ ბეჟუასი, იხ.
ბასუა
ვაშლოვანს მცხოვრები, ჰყავს ძმა ქერაპეტა. მოწმე ნაზარა ხატოაშვილის მიერ წინწყაროელ ბეროა დაიარაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1692 წ. II. 1450-53/209).
ბატარაძე ბატარა - [ძმა] შალვა ბატარაძისა, იხ.
ბატარაძე ბეჟუა - [ძმა] შალვა ბატარაძისა, იხ.
ბატარაძე ივანე - [ძმა] შალვა ბატარაძისა, იხ.
ბატარაძე შალვა
ჰყავს ძმები: ბეჟუა, ივანე, ბატარა. მიჰყიდა პაატა ნადირაძეს ოთხი დღის მიწა ბილურთის ბოლოს, კოშკაძისა და ხატის მიწამდე (XVII-XVIII სს. Hd-755 ბ).
ბატატა
ჯავახი, მოწმე არდაშელ სოლაღაშვილის მიერ ბართლომე შეშაბერიძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1603 წ. IV. 8. 1448-5432).
ბატატა - ძმა შუა ბოლნისის მამასახლის სამებისასი, იხ.
ბატატა
ყმა გიორგი ერისთავისა, რომელმაც იგი, ძმითა და ცოლ-შვილით,მიართვა თავის ბიძას, ენისელთ მოურავ სულხან [ჯორჯაძეს] ([1688-1694 წწ.] 1448-4683).
ბატატაშვილი ივანა
დათუნა ბატკუაშვილთან ერთად მიჰყიდა უთრუთ ციციშვილს მიწა პეტრესშვილის მიწამდე და კვირაცხოვლის გვერდამდე (1699 წ. VIII. 1450-51/102).
ბატატუანთ თანდილა
მოწმე დავით ჭილაშვილის მიერ მურადა დათუაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1699 წ. V. 1450-5/55).
ბატაშვილი გიორგი
მოწმე თაყა ბარათაშვილის მიერ როსტომ ყორღანაშვილისათვის მიცემული ყმების ნასყიდობის წიგნისა (1681 წ.V. 1450-1/50).
ბატია
მოწმე მამუკა ჯომარდაშვილის მიერ შერმაზან ხაშარაძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1687 წ. 1448-8765).
ბატია
ქვათახევის მონასტრის ყმა, მის მიერ თვითნებურად გაყიდული მიწა სველნეთს, „მელის ხვრელში“, უყიდია კოჩუას ([1700 წ.] 1449-1869).
ბატიაშვილი
მის საზღვრამდე მიჰყიდა იასე დიასამიძემ პაატაბეგ მაჩაბელს მამული (1700 წ. V. 28. Hd-1534).
ბატიყვლეფა
ქალაქს მცხოვრები, მოხსენიებულია ყმების ნუსხაში(XVII-XVIII სს. Hd-819).
![]() |
7.26 ბატიყვლეფაშვილი || ბატიყულიფასშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
ბატიყვლეფაშვილი ივანა
ხვედურეთს მცხოვრები, წილად ხვდა ქაიხოსრო [ციციშვილს] ([1664-1673 წწ.] 1448-5042).
ბატიყულიფასშვილი ტატია
ედიშერ და პაპუნა ციციშვილების გაყრის დროს, იგი, თავისი ნაყიდი მამულით, ერგო ედიშერს ([1688-1703 წწ.] Hd-1636).
ბატიშვილი
მოწმე პაპანა წივწივაშვილის მიერ იოანე სუმბულიძისათვის მიცემული საფიჩხულის და მიწის ნასყიდობის წიგნისა (1613 წ. 1450-31/139).
ბატიშვილი ბერუა - შვილი შაშუა ბატიშვილისა, იხ.
ბატიშვილი ზანდარა - შვილი შაშუა ბატიშვილისა, იხ.
ბატიშვილი ნინია
მოწმე შაშუა ბატიშვილის მიერ იოანე სუმბულიძისათვის მიცემული ნავენახობის ნასყიდობის წიგნისა (1613 წ. 1450-31/139).
ბატიშვილი პეტრე
მოწმე გურგენ სადუნაშვილის მიერ როსტომ ყორღანაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1671 წ. XII. 1. 1450-1/72).
ბატიშვილი სოსიკა
მოწმე შაშუა ბატიშვილის მიერ იოანე სუმბულისძისათვის მიცემული ნავენახობის ნასყიდობის წიგნისა (1613 წ. 1450-31/139).
ბატიშვილი შაშუა
ჰყავს შვილები: ზანდარა, ბერუა. იოანე სუმბულიძეს მიჰყიდა შალვასა და ნინიას ვენახებამდე ნავენახევი მიწა (1613 წ. 1450-31/139).
ბატიშვილი ჯვარისა
მოწმე დავით [მაღალაძის] მიერ მახარე ჩივაძისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1605 წ. VIII. 21.1450-35/191).
ბატკუა - 1657-1665 წწ.
ხელთუბნელი, მანუჩარ თუმანიშვილის მსახური (1665 წ. Sd-54), მანუჩარ, და ჯიმშიტა თუმანიშვილების მეაღაპე ყმა, ამაღლება დღეს ევალებოდა: ერთი თოხლის, ერთი კოკა ღვინის, ერთი კოდი პურის მიტანა საყდარში (1657 წ. Ad-962 ); მოწმე პატა შატბერაშვილის მიერ მანუჩარ თუმანიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1665 წ.V. 1. Sd-54).
ბატკუა
ბერშოეთს მცხოვრები, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა თოფით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5632).
ბატკუა
ბერშოეთს მცხოვრები, ლიპარიტისშვილის ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა მისი და მისი განაყოფის კომლიდან ორ კაცს შუბით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
![]() |
7.27 ბატკუაშვილი || ბატკოაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
ბატკუაშვილი ბატკუა - [შვილი] იოვანე ბატკუაშვილისა, იხ.
ბატკუაშვილი დათუნა
ჰყავს [ძმები]: მახარა, შიო. ივანა ბატატაშვილთან ერთად მიჰყიდა უთრუთ ციციშვილს მიწა პეტრესშვილის მიწამდე და კვირაცხოვლის გვერდამდე (1699 წ. VIII. 1450-51/102).
ბატკუაშვილი თევდორე - [შვილი] იოვანე ბატკუაშვილისა, იხ.
ბატკუაშვილი იოვანე
საყდრისშვილი, მამამთავარი. ჰყავს [შვილები]: თევდორე, მარკოზა და ბატკუა. იგიოსებ თბილელმა ოჯახით დაასახლა მარტყოფს, უბოძა ამოვარდნილი ეშხიანაშვილის საკომლო და სამკვიდროდ მისცა მამამთავრობა. სამაგიეროდ დააკისრა მისი სახლიკაცის მსახურად ხლება და ძღვენი, იმ შემთხვევაში, თუ მარტყოფში „ქვეყნის აშლილობის“ გამო დგომა შეუძლებელი გახდებოდა, იოსებ თბილელი მას ჰპირდებოდა ღოლოვნის მამულის დაბრუნებას (1666 წ. III. 1449-1816).
ბატკუაშვილი მარკოზა- [შვილი] იოვანე ბატკუაშვილისა, იხ.
ბატკუაშვილი მახარა - [ძმა] დათუნა ბატკუაშვილისა, იხ.
ბატკოაშვილი მახარებელი
ღოლოვნელი, თბილელ [ელისე] საგინაშვილის ყმა, მოფიცარი თბილელ [ელისე] საგინაშვილსა და მერაბ ყორღანაშვილს შორის ფიცხისზე დავის განჩინების წიგნისა (1635 წ. XI. 14. 1449-2649).
ბატკუაშვილი შიო - [ძმა] დათუნა ბატკუაშვილისა, იხ.
ბატკოაშვილი ხახ[ა]ნა
ღოლოვნელი, მოწმე ჟოჟე მამისაშვილის მიერ თბილელ ეპისკოპოს [ელისე] საგინაშვილისათვის მიცემული ფიცის წიგნისა (1638 წ. 1450-26/83).
ბატუსშვილი თეიმურაზა
ბოლნისს მცხოვრები, მოწმე დავით ყადინაშვილის მიერ უცნობი პირისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1682 წ. III. 1. 1450-9/32).
ბაფერასშვილი ესტატე
მოწმე ივანე ძამანსაშვილის მიერ ყანდინა ედილასშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1690 წ. IV. 22. Ad-605).
ბაქელ
მისი ნაოხარის წყალობა მეჯვრისხევში თეიმურაზ მეფემ განუახლა მთაწმინდის პორტაიტის ღმრთისმშობელს გიორგი მეფის სააღაპედ (1630 წ. 1461-3/127).
ბაქელიძე
დმელიაში მცხოვრები, [რჩეულაშვილების] ყმა, იგი ენუქ რჩეულაშვილმა შესწირა ლეონ [რჩეულაშვილის] სულის სახსრად ვაჰანის მონასტერს (XV-XVI სს. Ad-933. 4-5 კეფი v).
ბაქრაძე ამბროსე
ნიკორწმინდელი, მას ლეონ მეფემ უბოძა ხონჭორი, ჭელიში, ნამარხევს. მჭედლიძეები, კისორეთს - ლომთაძეები და ღომინაი ჩხეტიძე მათი მამულებით, რაჭასვე - გარეყანიძის შვილები მათი მამულებით (1591 წ. 1448-3323).
ბაქრაძე ბაქარ
ჰყავს შვილები: ვახტანგ, დავით. მას თეიმურაზ მეფემ დაუმტკიცა ჯვარისუბანს, შქმერს, ბაჯისხევსა და ცხმორს სახასო კაცები, სოფელი ჩორდი ციხითა და საზღვრებით: თელეთამდე, სეურის წყლამდე, შავწყლისა და თეთრიწყლის შესართავამდე (1492 წ. IV. 9. Sd-3035 სას.).
ბაქრაძე ბახუტა
მოწმე პაპუნა ერისთავის მიერ ხოსინასათვის მიცემული ყმა-მამულის წყალობის წიგნისა (XVII ს. Qd-7989).
ბაქრაძე გოჩია
რაჭიდან კახეთს შეხიზნული აზნაურიშვილი, ალექსანდრე კახთა მეფის კარის ბოქაული, ჰყავს ძმები: ხარება, დემეტრე. იგი, თავისი მამულითა და ყმებით, ალექსანდრე მეფემ შესწირა ალავერდს (1492 წ. 1448-10021).
ბაქრაძე დავით - ძმა ვახტანგ ბაქრაძისა, იხ.
ბაქრაძე დემეტრე - ძმა გოჩია ბაქრაძისა, იხ.
ბაქრაძეები
სამი [სული] აზატი კომლი, შეტანილია [ალავერდის ტაძრის] კომლების ნუსხაში (XVII ს. Qd-848).
ბაქრაძე ვახტანგ - 1492-1501 წწ.
ჰყავს: მამა ბაქარ ბაქრაძე, იხ., [ძმა] დავით. მას ალექსანდრე მეფემ გაუჩინა სისხლის ფასი 900000 კირმანაული თეთრი (1501 წ. VI. 7. სს. II. №4 სას.).
ბაქრაძე თამაზ - შვილი ნასყიდა ბაქრაძისა, იხ.
ბაქრაძე კაცია
მოწმე პაპუნა ერისთავის მიერ ხოსინასათვის მიცემული ყმა-მამულის წყალობის წიგნისა (XVII ს. II ნახ. Qd-7989).
ბაქრაძე ნასყიდა
გალატოზი, ჰყავს შვილები: თამაზ, სეხნია მას მთავარეპისკოპოსმა ნიკოლოზ ჩხეტიძემ უბოძა სასახლის ადგილი, ჭიჭინაძის მიერ გაკაფული ტყე - ჟამისაძის სახნავამდე, ავთანდილის სახნავი მიწა - როსაფ მაჭავარიანის წისქვილამდე, კონდაკით მოგებული, თეთრით ნაყიდი შოშია ბლიაძის მამული - ერთი საკომლოს ნახევარი მიწა და შესწირა ხეოშთა სახურისა (sic) სიონის ღმრთისმშობელს და დააკისრა თავისი სულის საოხად აღაპის გადახდა. ევალებოდა: გალატოზობით საყდრის სამსახური, სამი დღე მკა და ბარვა (1672 წ. Qd-2173).
ბაქრაძე პატა
იასაული, მოწმე და გამრიგე დავით ფირალისშვილსა და დავით [სააკაძეს] შორის ახალქალაქში წისქვილზე დავის განჩინების წიგნისა (XVII ს. II ნახ. H-2023).
ბაქრაძე სეხნია - შვილი ნასყიდა ბაქრაძისა, იხ.
ბაქრაძე სუხიტა
ბოლს მცხოვრები, ჯავახ ბიძინას ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა მშვილდით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
ბაქრაძე შალვა
მოწმე ლომინ ერისთვიშვილის მიერ მამუკა კილაძისათვის მიცემული ყმის წყალობის წიგნისა (XVI ს. II ნახ.Qd-9399).
ბაქრაძე ხარება - ბოქაული, ძმა გოჩია ბაქრაძისა, იხ.
ბაქრიძე ვაჭია
ჰყავს: [სახლიკაცები]: ნიმრუმან, ჭურახ, იასიბუღა, სახლიშვილები: ბაქარ, გიორგი, გრიგოლ, ივანე, მიხაილ, დავით კოტრიძეები. იხსენიება: ვახტანგ გორგასალის მიერ კოტრიძეთა და ჭარულიძეთა სასისხლო დავის განჩინების წიგნში: მან დაიფიცა, რომ ერისთავ ციცი ჭარულიძის მიერ მოკლული აბესალომ კოტრიძე მისი სახლიშვილი იყო (1432 წ. V. 14. Sd-2886 სას.).
ბაქრიძე იასიბუღა - [სახლიკაცი] ვაჭია ბაქრიძისა, იხ.
ბაქრიძე ნიმრუმან - [სახლიკაცი] ვაჭია ბაქრიძისა, იხ.
ბაქრიძე ჭურახ - [სახლიკაცი] ვაჭია ბაქრიძისა, იხ.
ბაქსუნა
გლეხი, [ჩხერის] ციხის მეციხოვნემ, ტოტია მუხურაძემ წაართვა ერთი კოდი პური, ორი [ადლი] ტილო, ჭურჭელი და სამარხო (XVII ს. Ad-2233-ბ).
ბაქუაშვილი
დოლენჯიშვილებისა და იოთამიშვილების სამამულე დავის დროს გაირჩა მისი საჩივარი დოლენჯიშვილის მიმართ. იგი ჩიოდა რატევანის გზაზე მდებარე მიწაზე, რომელიც დოლენჯიშვილს მიუსაკუთრებია. თუ დოლენჯიშვილი ვერ დაიფიცებდა, მაშინ ეს მიწა იოთამიშვილს უნდა დარჩენოდა ([1676-1701 წწ.] 1450-38/26).
ბაღათარისშვილი
მისი ნაქონი მამული თეიმურაზ მეფემ უწყალობა ნათანაელსა და ნონეს (1625 წ. 1449-1239).
ბაღათარისშვილი გოგია
ორჭოშანს მცხოვრები, ამილახვრის ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა შუბით ლაშქრობა (XVII ს.II ნახ. 1448-5032).
ბაღდადელიძე გიორგი - იხ. ბედისმწერლიშვილი გიორგი
ბაღდადელიძე-ბედისმწერლიშვილი ნათანელ - იხ. ბედისმწერლიშვილი ნათანაელ
ბაღდადაანთ გრიქორა - მამა ბაღდადაანთ ნასყიდასი, იხ.
ბაღდადაანთ თათოსა - იხ. გოქილოდაანთ თათოსა
ბაღდადაანთ ნასყიდა
ჰყავს მამა გრიქორა. მოწმე საღროაანთ მამიჯანას მიერ მელიქ შერმაზანასათვის მიცემული შვილის ნასყიდობის წიგნისა (1679 წ. V. 24. 1448-320).
ბაღდადაშვილები
შულავერს მცხოვრებნი, ისინი როსტომ მეფემ ხელახლა უწყალობა თამაზ წოვანშაშვილს (1658 წ. 1448-2319).
ბაღდასარა
ჰყავს ძმა სტეფანა მისი სახლის კუთხე ესაზღვრებოდა, სტეფანას მიერ თავის განაყოფ არაქელასათვის მიყიდულ სახლს (1661 წ. 1450-18/77).
ბაღდასარა - შვილი ტერ-გროქორასი, იხ.
ბაღდასარა
ჰყავს ძმები: ნასყიდა და ჯანუა. გაეყარა თავის უფროს ძმას, ჯანუას (1672 წ. III. 8. Sd-34).
ბაღდასარა
მოწმე ხანგანოსათ აფრამას მიერ ქაიხოსროვ ბარათაშვილისათვის მიცემული სახლის ნასყიდობის წიგნისა (1683 წ. Qd-8563).
ბაღდასარა: ტერ-ბაღდასარა
ხუცესი, მოწმე სარუხანა არაქელაშვილის მიერ ზალინა ხოსროვასშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1690 წ. V. 7. 1450-48/142).
ბაღდასარა
დამწერი და მოწმე ზაქუმ [ზაქუმისშვილის] მიერ ალავერდა იაგულაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1694. XI. 1. 1450-9/113).
ბაღდასარა
მამასახლისი, მოწმე არუთინა ჩაფარასშვილის მიერ პაპაჯანასათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. XII. 20. Hd-9696).
ბაღდასარაშვილი ასლამაზ
დამწერი და მოწმე ზურაბა ეპიტაშვილის მიერ ბალბულაანთ ავეტისასათვის ჩარხის დასადგმელად მიწით სარგებლობის შესახებ მიცემული პირობის წიგნისა (1700 წ. III. 9. 1450-30/201).
ბაღდასარაშვილი ზალინა - იხ. ფითუანთ ბაღდასარაშვილი ზალინა
ბაღდასშვილი ნასყიდა - შვილი პაპნია ბაღდასშვილისა, იხ.
ბაღდასშვილი პაპნია
სატივეში მცხოვრები, მოყალნე, ერთი კომლი, ჰყავს შვილი ნასყიდა და მისი ნაშენი ერთივ ვაჟი. მოხსენიებულია ზემო ქართლის სადროშოს აღწერის დავთარში (XVII ს.II ნახ. Qd-7017).
![]() |
7.28 ბაღდიასშვილი || ბაღდიაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
ბაღდიასშვილი
კათალიკოსის კარის მდივანი, დამწერი ქართლის კათალიკოსის, ქრისტეფორეს მიერ რამაზ [ზუმბულიძისათვის] მიცემული გაყრის წიგნისა (1651 წ. II. 13. 1450-31/105).
ბაღდიაშვილი
ციხედიდის მოურავი, იხსენიება გიორგი მეფის მიერ სახლთუხუცეს რევაზ მაღალაძისათვის მიცემული სახელოსა და ყმა-მამულის წყალობის წიგნში (1681 წ. XII. 25.1448-2283).
ბაღდიაშვილი გიორგი - 1630-1638 წწ.
კათალიკოსის კარის მდივან-მწიგნობარი || კათალიკოსის მწერალი, დამწერი და მოწმე ედემონ კათალიკოსის მიერ: დავით ელიოზისძისათვის მიცემული მამულის წყალობის წიგნისა (1630 წ. 1450-38/191), მახარებელ ზუმბულიძისათვის მიცემული მამულის წყალობის წიგნისა (1633 წ. 1450-31/120), დეკანოზ იესე [ზუმბულიძისათვის] მიცემული მამულის წყალობის წიგნისა (1637 წ. 1450-31/119), დავით გედაონიშვილ-ელიოზიძისათვის მიცემული მამულის წყალობის წიგნისა (1638 წ. Hd-1710).
ბაღდიაშვილი გიორგი
მოურავი, დამწერი მახარა როსტიაშვილის მიერ ამირან [როსტიაშვილისათვის] მიცემული სავენახე მიწის ნასყიდობის წიგნისა (1634 წ. 1449-2648).
ბაღდ[ი]აშვილი ზაქარა
დამწერი და მოწმე ნასყიდა ელიკაშვილის მიერ შერმაზან ხაშარაძისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. 80-90-იანი წწ. 1450-45/220).
ბაღდიაშვილი იესე
დამწერი დომენტი კათალიკოსის მიერ პაპუა მაღალაძისათვის მიცემული ციხედიდის მოურაობის წყალობისა და სახლთუხუცესის სახელოს განახლების წიგნისა (1672 წ.V. 1. Ad-1689).
ბაღდიაშვილი ფარემუზ
დამწერი და მოწმე გრიგოლ ჩხუტიაშვილის მიერ ბატონ ანასათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1666 წ. Sd-533).
[ბაღვაში] იოანე
შვილი ლიპარიტისა. დაამტკიცა ბაგრატ მეფის მიერ მღვიმისათვის მიცემული შეწირულების სიგელი (1057 / 1058 წ. Ad-14); ნიკორწმინდელის დაწერილის მიხედვით, მან ნიკორწმინდის მონასტერს შესწირა „სტავრაი ლომოანნი ბერძ[ული]“ ([1071-1080 წწ.11449-1569).
ბაღვაში ლიპარიტ - ერისთავთ-ერისთავი, მამა იოანე [ბაღვაშისა], იხ.
ბაღიაშვილი
საღმრთოელი, იგი, ალექსანდრე მეფის ბრძანებით, ხევმა: მძევლად მისცა გერგეტის საყდრიშვილებს (1439 წ. II. 20. A-1085. 13-15).
ბაღირ-ბეგი, მუსტოფი - იხ. მამად ბაღირ-ბეგი.
ბაღლამაძე ბასილა - შვილი პაპუნა ბაღლამაძისა, იხ.
ბაღლამაძე დათუნა - შვილი პაპუნა ბაღლამაძისა, იხ.
ბაღლამაძე ნიკოლოზ - შვილი პაპუნა ბაღლამაძისა, იხ.
ბაღლამაძე პაპუნა
ჰყავს შვილები: დათუნა, ბასილა, ნიკოლოზ. თავისი ბატონისა და მისი შვილის, ივანეს თანხმობით, მიჰყიდა ბახუტა ჩივაძეს სახლ-კარი კალო-საბძლითა და ნაფუძრებით (1673 წ. Hd-1842).
ბაღლანაშვილი სოზია
ოძისს მცხოვრები, მოწმე გიგილა ფილიპეშვილის მიერ სამნუა თევდორეშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. I ნახ. 1450-27/233).
ბაღნა: ბაღნაური
ბაღნაური მამულის ნახევარი წილად ხვდა გულბაათ ელიოზისძეს ელიოზთან გაყრისას (1573 წ. Sd-527).
ბაღნიაშვილი მაისა
ერთი კომლი, იგი ლუარსაბ მეფემ შესწირა სვეტიცხოველს (1609 წ. III. 22. 1449-1763).
ბაღნიაშვილი მახარებელი
მოწმე გივი მზიურიულის მიერ ხოხონანამორაძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1682 წ. 1450-33/357).
ბაღჩიაშვილი - იხ. ბახჩიაშვილი
ბაყუირული
სუმბატ ურდოელაშვილის ყმა, იგი გიორგი მეფემ დაუმტკიცა სუმბატის შვილობილს, მესტუმრე ვირშელ ზვიადისშვილს (1460 წ. 1. 30. 1449-117).
ბაშელაიშვილი
როკითს მცხოვრები, ემართა ქუთაისის საყდრის ბეგარა: შვიდი კოკა ღვინო, ერთი ურემი ღომი, საკლავი, ყველი, კვერცხი, თევზი, გოჭი, ქათამი, ერთი თეთრის ღირებულების ყავრის მიტანა (1578 წ. H-626).
ბაშიაი
ღამბარას ძმა, მარკოზთან ერთად მოხსენიებულია შუამდგომელად გოგინა უღულდაშვილის მიერ ბასილისათვის მიცემული ყანის ნასყიდობის წიგნში (XV ს. Ad-933, 9 კეფი.v).
ბაშიაშვილი
ნაწრეტს მცხოვრები, ამილახვრის ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით, მისი კომლიდან ოთხ კაცს ევალებოდა შუბით ლაშქრობა(XVII ს. II ნახ. 1448-5032).
ბაჩიაშვილი ნასყიდა - [ძმა] უმეკა ბაჩიაშვილისა, იხ.
ბაჩიაშვილი უმეკა
ჰყავს ძმა ნასყიდა, იყიდა სამნა ნადირაძისაგან საბოსტნე ადგილი, თავაქალაშვილის ბოსტნამდე. სამნა ნადირაძემ დაუმტკიცა აგრეთვე ადრე მიყიდული ერთი დღის ნაფუძარი თავაქალაშვილის მიწამდე (1631 წ. V. 13. Ad-1567).
ბაჩილა
ნაგვაზაუს მცხოვრები, ემართა აფხაზეთის საკათალიკოსო ბეგარა: გოჭკომური, ორი საკლავი მისი ქათმით, სამი მახათელი ღომი, შვიდი გუდა ღვინო, ცამეტი კოკა ღვინო, თორმეტი კოდი ღომი, ორი საკლავი, ლაშქრობა (1621 წ. ქსძ. III. №91).
ბაჩუაშუაშვილი ბერუა
სამთავისს მცხოვრები, სამთავნელის ყმა საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა მშვილდით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
ბაცელაშვილი
აღაიანს მცხოვრები, იგი იოვანე კათალიკოსმა ვენახით უწყალობა ათანასეს (1688 წ. sic. IV. 12. [1696-1697 წწ.] V. 12. 1450-31/149).
ბაციასშვილი ბერიკა
გაარიგა [დომენტი] კათალიკოსსა და პატა რუსიშვილს შორის სამამულე დავა ([1660-1676 წწ.] Ad-1891).
ბაციაშვილი ბერიკა
კალაურს მცხოვრები, ერთი კომლი, შეტანილია სვეტიცხოვლის კუთვნილი საკომლოების ნუსხაში (1689 წ. 1449-1792).
ბ[ა]ციკაძე თევდორა
მოწმე პაპუნა ფავნელისშვილის მიერ დათუნა ქრისტესიასშვილისათვის მიცემული ახოს ნასყიდობის წიგნისა (1700 წ. IV. 1. 1448-4307).
ბაციკაძე თევდორა
ერედვს მცხოვრები, ოთარ ფავნელიშვილის მეკოდისპურე ყმა-გლეხი (1700 წ. 1448-3602).
ბაციკაძე იობ
მოწმე დავით ფავნელიშვილის მიერ გაბრიელ ჯავახიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1642 წ. Hd-5940).
ბაციცაშვილი ლიპარიტა
სკრას მცხოვრები, იგი გოშფარ და როინ [ჯავახიშვილების] გაყრის დროს, მამულით ერგო გოშფარს ([1527-1558 წწ.] Qd-605).
ბაცნაძე
[ჩხარის] ციხის მეციხოვნე, ფიროსაშვილთან ერთად თავს დაესხა სოფელს, წაართვა ჭარტალი ყევარელიძეს ყველაფერი, რაც სახლში ებადა. თავს დაესხა აგრეთვე კაკია ოქრუაძეს, ფური წაართვა და კაცი მოკლა; სიხარულა ფცქიალაძეს წაართვა ერთი ხარი და ერთი კაბიწი პური (XVII ს. Ad-2233 ბ).
ბაცქ[ა]ნაშვილი
ბოცო [ბოცოსძემ] გაიჩინა საწირავი ალის მონასტერში და იგი ჟამის მწირველად დააყენა (XIV ს. S-1245. 6-23).
ბაცქარელი (ვარ. ბაცქარული)
მელქისედეკ ყანჩიელი და ნაცვალაშვილი ყმა-მამულზე დაობდნენ. გივი ამილახორის გარიგებით, ბაცქარელზე ნაცვალაშვილმა ფიცი შეაგდო, მაგრამ არ დააფიცებინეს. ნაცვალაშვილს ყანჩიელის ოცდაათი კოდი პური და ერთი ბარი ემართა და ყანჩიელს იგი არ ათხოვნინეს. პური და ბარი ფიცს შეუფარდეს და მამული ბაცქარელს დარჩა (1654 წ. ახლო. 1449-1874).
ბაცქარელი ზაქუტა
ჯეჯიკურს მცხოვრები, საამილახვროს დავთრის მიხედვით, მისი კომლიდან ორ კაცს ევალებოდა მშვილდით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1443-4032).
ბაძა
უცნობი პირის იარაღისა და საქონლის ნუსხაში აღნიშნულია, რომ მან დაიჭირა რევაზა და წაართვა სამი ხარი და ძროხა (XVII ს. Qd-8681).
ბაძანძურიძენი
გლეხები, მეფე ალექსანდრემ, ნიკოლოზ კათალიკოსის თხოვნით, მათი შეწირულება განუახლა მცხეთის სვეტიცხოველს (1579 წ. Sd-464).
ბაძიძეები
ახატანში მცხოვრები გლეხები, ეკუთვნოდნენ ზურაბ მიწობლიძეს, შემდეგ ისინი კათალიკოსმა ქრისტეფორემ უწყალობა დავით გედევანისშვილს (1620 წ. 1450-2/183).
ბაძოლაძე
ეჭირა სამი დღის მიწა წყაროს სათავესთან (1666 წ.ახლო. Hd-802).
ბაწაწიანნი
ხოდაშენს მცხოვრებნი, ისინი გიორგი მეფემ შესწირა დავით გარეჯის მონასტერს (1513 წ. VI. 4. 1449-1599).
ბაწუნწელაშვილი დათვიაი
კუართისაში მცხოვრები, იგი [გიორგი] ბატონიშვილმა დოროთეოს კათალიკოსის თხოვნითა და საფასით, საზვერლისეული მამულითურთ, შესწირა ნიტრიის ეკლესიას (1684 წ. Sd-2909, 1589-1600] 1448-5008).
ბაჭულია
ჯგალელი, ემართა ცაიშის საყდრის ბეგარა: ერთი საკლავი, ერთი ქათამი, მისი მარილი, ერთი პური, ექვსი ჯამი ღომი, თორმეტი კოკა ღვინო და გოჭკუმური ([1616-1621 წწ.] ქსძ. III. №92).
ბახორაანთ ასატურასშვილი გიორგი - ძმა ბახორაანთ ასატურასშვილ მამაჯანასი, იხ.
ბახორაანთ ასატურასშვილი ესტატე - ძმა ბახორაანთ ასატურას - შვილ მამაჯანასი, იხ.
ბახორაანთ ასატურასშვილი მამაჯანა
ჰყავს ძმები, გიორგი და ესტატე. მიჰყიდა მუშმუშს ქვემო ჭალაში ბიძისაგან ნარგები ბაღის ორი წილი, რომელიც მის ბიძას ნაყიდი ჰქონია მატინას უსიკასაგან (1684 წ. III. 9. 1450-23/159).
ბახორაანთ მატინა
მოწმე მიზოა იარაზიზაშვილის მიერ მანთაშა დათოაშვილისათვის მიცემული ბაღის ნასყიდობის წიგნისა (1677 წ. I. 1. 1450-10/153).
ბახრაშვილი
ტინისხიდს მცხოვრები, იგი ბაგრატ მეფემ თავისი სახასო მამულებიდან უწყალობა ზაქარია [ციციშვილ-ფანასკერტელს] (1511 წ. IX. 15. Hd-2118).
ბახსარაშვილი მახარე
მამასახლისი, მოწმე შალვა ბატარაძის მიერ პატა ნადირაძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. I მეოთხ. Hd-755 ბ).
ბახტარა
ალის მებაღე, მოწმე სეფიყულას მიერ იავანგულაანთ ზურაბასათვის მიცემული ბაღის ნასყიდობის წიგნისა (1691 წ. V. 20. 1450-47/17).
ბახტარაშვილი დათუნა
თორტიზას მცხოვრები, მოწმე ბახუტა გოჩიაშვილის მიერ გარსევან ქარუმიძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1691 წ. Ad-1536).
![]() |
7.29 ბახტასძე || ბახტაძე |
▲ზევით დაბრუნება |
ბახტაძე
მისეულ მამულზე ცხოვრობდა ორგოშია მამფორა (XVI ს. ბოლო. 1448-5034).
ბახტაძე
შერმაზან შალვაშვილის გარდაცვლილი ყმა, მისი მამული ზაქარია ჯავახიშვილმა მიართვა „ბატონ მოურავს“, [გიორგი სააკაძეს] (1624 წ. Hd-14693).
ბახტაძე ბასილა
ხონის საყდრის ყმა, ემართა: სადილი, ორი ღორი, ორი ქათამი, ორი თეთრის თევზი, ყველი და კვერცხი, ღომი და ღვინო (XVI ს. ბოლო. 1448-5034).
ბახტაძე გაბრიელ
ხონის საყდრის ყმა, ემართა: ერთი საკლავი, ერთი ქათამი, ერთი თეთრის ყველი, საპურობო ერთი, ერთი ქათამი, ორი თეთრის თევზი, სამი კოდი ღომი, ორი კოკა ღვინო, სამი თეთრის საბატკობო ერთი ქათამი, ორი თეთრის თევზი, სამი კოდი ღომი, ორი კოკა ღვინო,ერთი თეთრის საყველიერო, ერთი ურემი შეშა, ერთი ურემი თივა, ათი კოკა ღვი ნო, ათი კოდი ცეხვილი და მუშაობა (XVI ს.ბოლო. 1448-5034).
ბა[ხ]ტაძე გამსაჯა
ხონის საყდრის ყმა, ემართა: ერთი საკლავი, ერთი ქათამი, ერთი თეთრის ყველი, ერთი საპურობო, ერთი ქათამი, ორი თეთთრის თევზი, სამი კოდი ღომი, ორი კოკა ღვინო, სამი თეთრის საბატკობო, ერთი ქათამი, ორი თეთრის თევზი, სამი კოდი ღომი, ორი კოკა ღვინო, ოთხი ქათამი სამაჭრობო, ორი თეთრის თევზი, სამი კოდი ღომი, ორი კოკა ღვინო, ერთი თეთრის საყველიერო, ათი კოკა ღვინო, ათი კოდი ცეხვილი, ერთი ურემი შეშა, ერთი ურემი თივა, მუშაობა, ერთი გოდორი, სამეჯინიბო მჭადი (XVI ს. ბოლო. 1448-5034).
ბახტაძე გიორგი
ხონის საყდრის ყმა, ემართა: ერთი საკლავი, ერთი ქათამი, ერთი თეთრის ყველი, ერთი საპურობო, ერთი ქათამი,ორი თეთრის თევზი, სამი კოდი ღომი, ორი კოკა ღვინო, სამი თეთრის საბატკობო, ერთი ქათამი, ორი თეთრის თევზი, სამი კოდი ღომი, ორი კოკა ღვინო, ოთხი სამაქრობო ქათამი, ორი თეთრის თევზი, სამი კოდი ღომი, ორი კოკა ღვინო, ერთი თეთრის საყველიერო, ათი კოკა ღვინო, ათი კოდი ღომი, ერთი ურემი შეშა, ერთი ურემი თივა, ერთი გოდორი, სამეჯინიბო მჭადი და მუშაობა (XVI ს. ბოლო. 1448-5034).
ბახტაძე მამისთვალა
ხონის საყდრის ყმა, ემართა: სადილი,ორი ღორი, ორი ქათამი, ორი თეთრის თევზი, ყველი, კვერცხი, ღომი და ღვინო (XVI ს. ბოლო. 1448-5034).
ბახტასძე მიქელა
ზაკვს მცხოვრები, იგი გოშფარ და როინ [ჯავახიშვილების] გაყრის დროს ერგო გოშფარს ([1527-1558 წწ.] Qd-605).
ბახტაძე ნასყიდა
ხონის საყდრის ყმა, ემართა: ერთი საკლავი, ერთი ქათამი, ერთი თეთრის ყველი, სამი თეთრის საბატკობო, ერთი ქათამი, ორი თეთრის თევზი, სამი კოდი ღომი, ორი კოკა ღვინო, ოთხი სამაჭრობო ქათამი, ორი თეთრის თევზი, სამი კოდი ღომი, ორი კოკა ღვინო ერთი თეთრის საყველიერო, ათი მთელი კოკა ღვინო,ხუთი კოდი ცეხვილი, სამსახური (XVI ს.ბოლო. 1448-5034).
ბახტაძე ნასყიდა
ხონის საყდრის ყმა, ემართა: სადილი, ორი ღორი, ორი ქათამი, ორი თეთრის თევზი, ყველი, კვერცხი, ღომი და ღვინო (XVI ს. ბოლო. 1448-5034).
ბახტაძე ნატრი
ხონის საყდრის ყმა, ემართა: ერთი საკლავი,ერთი ქათამი, ერთი თეთრის ყველი, საპურობო და ერთი ქათამი, ორი თეთრის თევზი, სამი კოდი ღომი, ორი კოკა ღვინო, სამი თეთრის საბატკობო, ერთი ქათამი, ერთი ურემი ღომი, ერთი თეთრის საყველიერო, სამეჯინიბო ან ურიში ან მჭადი, მუშაობა (XVI ს.ბოლო. 1448-5034).
ბახტაძე ტატია
ნულში მდებარე მისი მამული მოხსენიებულია ზემო ქართლის კომლთა ნუსხაში (XVII ს. დამდ. Qd-7014).
ბახტაძე ცოტნია
ხონის საყდრის ყმა, ემართა: ერთი საკლავი, ერთი ქათამი, ერთი თეთრის ყველი, ერთი საპურობო, ერთი ქათამი,ორი თეთრის თევზი, სამი კოდი ღომი, ორი კოკა ღვინო, ოთხი სამაჭრობო ქათამი ორი თეთრის თევზი, სამი კოდი ღომი, ორი კოკა ღვინო, ერთი თეთრის საყველიერო, ათი კოკა ღვინო, ათი კოდი ცეხვილი, ერთი ურემი შეშა, ერთი ურემი თივა, ერთი გოდორი სამეჯინიბო მჭადი, მუშაობა (XVI ს.ბოლო.1448-5034).
ბახტაძე ხტუ[...]
ერთი კომლი, მოხსენიებულია ზემო ქართლის კომლთა ნუსხაში (XVII ს.დამდ. Qd-7014).
ბახტიარაშვილი ამირა
მხურვალეთს მცხოვრები, საამილახვროს დავთრის მიხედვით, მისი კომლიდან ორ კაცს ევალებოდა მშვილდით ლაქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
ბახტიარაშვილი მელქუა
თორტიზას მცხოვრები, საამილახვროს დავთრის მიხედვით, მისი კომლიდან სამ კაცს ევალებოდა შუბით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
ბახტიერა
მოწმე უხანა ვართევანაშვილის მიერ პაპინა შან[შია]შვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1672 წ. IV.1. 1450-6/20).
ბახტიერა
ქალაქს მცხოვრები, მანუჩარის ყმა, მისი წყალობა ნაზარალი-ხანმა დაუმტკიცა მანუჩარს (1689 წ. 1450-53/91).
ბახტიძე გოგია
იმერელი, მოწმე საამ საგინაშვილის მიერ სეხნია [საგინაშვილისათვის] მიცემული ყმა-მამულის გაცვლილობის წიგნისა (1666 წ. VIII. 1449-1309).
ბახუტა - 1622-1654 წწ.
სალაროს ქილიფთარი (1622 წ. 1448-548), || მოლარე (1654 წ. Hd-8389), კისისხევის მოურავი (1622 წ. 1448-548), ჰყავს შვილი გაბრიელ, იხ. (1622 წ. 1448-548), იხსნა თეიმურაზ მეფე მოღალატე ყიზილბაშების ხელით სიკვდილისაგან ქუთაისში. გადარჩენის საზღაურად თეიმურაზმა მას უწყალობა: კისისხევს - რაინდაშვილების, თამაზ მანოველისშვილის, ქაიხოსროს და გურასპის მამულები და ყმები, ალაზანს - ამავე ქაიხოსროს ყმა-მამული; აგრეთვე ჯიღურასშვილების, ელისბარაშვილის, შალვაშვილის, ყაფლიაშვილის და ჭიკჭიშვილისეული ნაოხარი მამულები; კისისხევის მოურაობა; ბუღალურში - აშრაპასეული მამული და სასახლე მისი ყმისა და მენახევრეების მამულებით (1622 წ. VI. 20. 1448-548); მონაწილეობა მიიღო კისისხეველთა და ხოდაშნელთა სამამულე დავის გარიგებაში (1654 წ. I. 2. Hd-8389).
ბახუტა
პაატა თაზიშვილის ყმა, მისი ვენახი პაატა თაზიშვილმა გაუცვალა თავის განაყოფს, ელიზბარს, ჭაბუკასშვილის ვენახში (1634 წ. III. 23. 1450-25/147).
ბახუტა - შვილი მანუჩარისა, იხ.
ბახუტა
მდივანი, მოწმე ესტატეს მიერ თავის განაყოფ ფარსადანისათვის მიცემული ვენახის გაცვლილობის წიგნისა (1665 წ. Qd-195).
ბახუტა
მოწმე თევდორე სალუყაზანასშვილის მიერ ზურაბ ჯავახიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1676 წ. III. 27. Hd-14090).
ბახუტა
მოწმე უცნობი პირის მიერ კირაკოზასათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1676 წ. IV. 1448-633 ბ).
ბახუტა
მეჰმანდარბაში, ჰყავს ძმა ზაალ ნაზირი (1681წ. 1450-1/101). მოწმე: ბეჟან სააკაძის მიერ როსტომა ყორღანაშვილისათვის მიცემული ყმების ნასყიდობის წიგნისა (1681 წ. VI.1 7. 1450-1/101), შალვა ფავნელისშვილის მიერ ყალანდარ თუმანისშვილისათვის მიცემული ყმის ნასყიდობის წიგნისა (1687 წ. I. 1. Ad-984).
ბახუტა
მოწმე ოღულა ხუცისშვილის მიერ ოთარ ყორღანაშვილი სათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1687 წ. V. 1. 1450-16/165).
ბახუტა
სახლთუხუცესი, მოწმე ესტატეს, დავითის და ბასილის მიერ ნოინ დავითაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1692 წ. Hd-15067).
ბახუტა
ჰქონდა დავა შიოშ თუმანიშვილის ყმებთან, გიორგისთან და სამადასთან, საწისქვილეს გამო. დავის გარიგების თანახმად, მან საწისქვილე დათმო ([1688-1703 წწ.] Qd-7131).
ბახუტაშვილი ზურაბა
მოწმე თაყა ბარათაშვილის მიერ მეგოდრეთუხუცესის, ბერ ყორღანაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1699 წ. IV. 6. 1450-16/85).
![]() |
7.30 ბახჩაშვილი - იხ. ბახჩიაშვილი. |
▲ზევით დაბრუნება |
ბახჩია
მის მიწამდე მიჰყიდა ზაალ [ლ]ალაშვილმა მამულა ჭუკასშვილს თავისი მკვიდრი მიწა (1688 წ. XII. 1. Hd-6107).
![]() |
7.31 ბახჩიასშვილი || ბახჩიაშვილი || ბაღჩიაშვილი || ბახჩაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
ბაღჩიაშვილი
მისი ნაქონი მიწა ესაზღვრებოდა გიორგი შოშიაშვილის მიერ მანუჩარ თუმანიშვილისათვის მიყიდულ მიწას (1671 წ. VII. Sd-59).
ბახჩიასშვილი
მისი მიწა ესაზღვრებოდა ნასყიდა შავერდასშვილის მიერ შოშია გოგოჩასშვილისათვის მიყიდულ მიწას (1673 წ. I. 1. Hd-14517).
ბახჩაშვილი
მის მიწამდე მიჰყიდეს ნასყიდა გოგშაძემ და დათუნა მეფარიძემ ბერინა ზარიძეს გრძელას მიწა (1680 წ. Ad-643 ა).
ბახჩიაშვილი
მისი მიწა ესაზღვრებოდა სამნია სიმენდასშვილის მიერ ზალინა მეფისასშვილისათვის მიყიდულ მიწას (1681 წ. I. 11. Hd-9436).
ბახჩიაშვილი ბახჩია - შვილი მამუკა ბახჩიაშვილისა, იხ.
ბახჩიაშვილი ბახჩუა
ტინისხიდს მცხოვრები, ამილახვრის ყმა, ჰყავს განაყოფი პაპუნა. საამილახვროს დავთრის მიხედვით, მისი კომლიდან ორ კაცს ევალებოდა ლაშქრობა (XVII ს. II ნახ.1448-5032).
ბახჩიაშვილი (ვარ. ბაღჩაშვილი) ბერა
ძმა მამუკა ბაღჩიაშვილისა, იხ., მოწმე ესტატეს მიერ მამუკა ბახჩიასშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1692 წ. ახლო. 1448-4592).
ბახჩიაშვილი ბერუ
მოწმე ნასყიდა შავერდასშვილის მიერ ბერინა ზარიძისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1680 წ. Ad-643 ბ).
ბახჩაშვილი ბერუკა - ძმა უმეკა ბახჩაშვილისა, იხ.
ბახჩაშვილი გაგუა - ძმა უმეკა ბახჩაშვილისა, იხ.
ბახჩიაშვილი (ვარ. ბაღჩაშვილი) გიორგი - შვილი მამუკა ბაღჩიაშვილისა, იხ.
ბაღჩიაშვილი დათუნა - შვილი მამუკა ბაღჩიაშვილისა, იხ.
ბაღჩიაშვილი (ვარ. ბახჩაშვილი) ესტატე - შვილი მამუკა ბაღჩიაშვილისა, იხ.
ბახჩიაშვილი იორდანე
სველნეთს მცხოვრები, მოწმე პაატა შატბერაშვილის მიერ მანუჩარ თუმანიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1665 წ. I. 1. Sd-54).
ბახჩიაშვილი მამუკა
მოწმე ნასყიდა გაგოშიძისა და დათუნა მეფარიძის მიერ ბერინა ზარიძისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1680 წ. Ad-643 ა).
ბახჩიაშვილი (ვარ. ბაღჩიაშვილი) მამუკა (ვარ. მამიკა)
ჰყავს: ძმა ბერა (1680 წ. 1448-4595 ), შვილები: გიორგი, ესტატე ([1680-1692 წწ.] 1448: 4595, 4599), დათუნა (1680 წ. 1448-4595), ბახჩია (1692 წ. 1448-4599). იყიდა: უცნობი პირისაგან მიწა, რომელიც ესაზღვრებოდა ნასყიდაშვილისა და თავაქალაშვილის ყმის მიწებს (1674 წ.1448-10000 ფრაგმ.), , გოგია მეხრიშვილისაგან - ორი დღის მიწა შავერდაშვილებისაგან ნაყიდ და თავაქალაშვილების მიწებამდე და ამირაღაშვილის რუმდე (1680 წ. I. 8. 1448-4595), ესტატესაგან - სანანურთზე მიწა ხიზანას, გერმანას და გოგიბაშვილის მიწებამდე (1692 წ. XII. 1448-4599), ესტატესაგან - მიწა ზურაბისა და დავითას მიწებამდე (1692 წ. ახლო. 1448-4592).
ბახჩი[ა]სშვილი მამუკა
მოწმე ბერიკა ოთეღასშვილის მიერ პაპუა გიორგისშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1697 წ. III. Hd-5305).
ბახჩიაშვილი ნასყიდა - ძმა უმეკა ბახჩიაშვილისა, იხ.
ბახჩიაშვილი (ვარ. ბახჩაშვილი) უმეკა - 1632-1636 წწ.
ჰყავს ძმები: ნასყიდა ([1632-1636 წწ.] Ad-1568, Hd-14888), ბერუკა, გაგუა (1636 წ. Hd-14888). იყიდა: დავით ჩალაბაშვილისაგან ერთი დღის მიწა რუს პირას და ნახევარი დღისა ძულიას ბაგის ბოლოს (1632 წ. Ad-1568), ავგაროზა გოგიბაშვილისაგან - დღენახევრის მიწა, რომელიც ემიჯნებოდა ძულიას ვენახს, თავაქალაშვილისა და აზარბეგას მიწებს (1636 წ. Hd-14888).
ბახჩისძე
მანაველი, იგი, ალექსანდრე მეფის ბრძანებით, ხევმა მძევლად მისცა გერგეტის საყდრისშვილებს (1439 წ. II. 20. A-1085. 13-15).
ბაჰრარაშვილი ალავერდა
მამასახლისი, მოწმე ბოლნელ ეპისკოპოს იოსებ რევიშვილის მიერ დოლმაზა შანშიაშვილისათვის მიცემული მიწების გაცვლის წიგნისა (1670 წ. VIII. 2. Hd-5242).
ბეასანა
მის ნაცვლად მოურავსა და ზურაბ [სააკაძეებს] წილად ხვდათ ახალქალაქს მცხოვრები პატა ბეგლარაშვილი (XVII ს. IV მეოთხ. Hd-11871).
ბებერუანთ ყაზარა
მოწმე: სარქისა და გასპარ ხითარასშვილების გაყრისა (1699 წ. III. Ad-954).
ბებია ოფიშხუა
საქუჩულორიოს მცხოვრები, ემართა აფხაზეთის საკათალიკოსო ბეგარა - „თავი ბეგარა“: ერთი საკლავი, ერთი ქათამი, ერთ წელიწადს შვიდი ლიჯი ღომი, მეორე წელს - რვა, შვიდი ფოხალი ღომი, გოჭკომური, საყანედ - ოცი კენჭი ყველი, მისი ღომი და ღვინო (1621 წ. ქსძ. III. №91).
ბებიაშვილი
საკვეთლისს, მისი ვენახის ბოლოს მდებარე ორი დღის მიწა გიორგი დემეტრაშვილმა იყიდა ბეჟიტა ბეჟანისშვილისაგან (1659 წ. Hd-8266).
ბებიაშვილი ბეჟან - [სახლიკაცი] სორაზან ბებიაშვილისა, იხ.
[ბებიაშვილი] ბერი - [ძმა] ნიკოლოზ [ბებიაშვილისა], იხ.
ბებიაშვილი გიორგი - მღვდელი, [სახლიკაცი] სორაზან ბებიაშვილისა, იხ.
ბებიაშვილი იორამ
დეკანოზი, მოწმე ივანა და პაპუნა ქურდაძეების მიერ როსაბ მაჭავარიანისათვის მიცემული ყმად თავდაწერილობის წიგნისა (1692 წ. V. Hd-3199).
ბებიაშვილი იორდანა - [სახლიკაცი] სორაზან ბებიაშვილისა, იხ.
ბებიაშვილი მიქელა - ძმა სორაზან ბებიაშვილისა, იხ.
[ბებიაშვილი] ნასყიდა - ძმა ნიკოლოზ [ბებიაშვილისა] იხ.
[ბებიაშვილი] ნიკოლოზ
ჰყავს: განაყოფი სორაზანა ბებიაშვილი [ძმები]: ნასყიდა, ბერი. მას სორაზან ბებიაშვილმა მისცა პირობა, რომ არ შეეცილებოდა ღვთაების საყდარზე და სასაფლაოზე (1675 წ. Hd-8481).
ბებიაშვილი ნიკოლოზ
მოწმე ზაზა აბაზაძის მიერ იასე მურვანისშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1691 წ. I. 9. Hd-14927).
ბებიაშვილი პატა - შვილი სორაზან ბებიაშვილისა, იხ.
ბებიაშვილი სეხნია - ძმა სორაზან ბებიაშვილისა, იხ.
ბებიაშვილი სორაზან
ჰყავს [სახლიკაცები]: მღვდელი გიორგი, იორდანა, ბეჟან, ქუმსიაშვილი გიორგი, ძმები: სეხნია, მიქელაშვილები: სუხანა, პატა. განაყოფები: ნიკოლოზ, ნასყიდა, ბერი. მისცა პირობა თავის განაყოფებს: ნიკოლოზს, ნასყიდას და ბერს, რომ არ შეეცილებოდა ღვთაების საყდარსა და სასაფლაოზე (1675 წ. Hd-8481).
ბებიაშვილი სუხანა - შვილი სორაზან ბებიაშვილისა, იხ.
[ბებიაშვილი]-ქუმსიაშვილი გიორგი - სახლიკაცი სორაზან ბებიაშვილისა, იხ.
ბებნია
ხოლასკურს მცხოვრები, მას და ბასილის ემართათ ქუთაისის საყდრის ბეგარა: ოცდაექვსი თეთრი, ორი ლიტრა სანთელი, ერთი ლიტრა მატყლი, რვა ნაოთხალი იფქლი, ხუთი კვერცხი, ოთხი პური, ნახევარი ლიტრა მარილი (1558 წ. Hd-626).
ბებუთასშვილი
თვალთუბანს მცხოვრები, ედიშერ და პაპუნა [ციციშვილების] გაყრის დროს იგი, მამულით, ერგო პაპუნას ([1688-1703 წწ.] Hd-1636).
ბებურ
როსტომ მეფის მიერ ელიზბარ სოლაღაშვილისათვის მიცემულ მამულის წყალობის წიგნში აღნიშნულია, რომ მას და ყაფარს კუმისში ჰქონდათ სამკვიდრო მამული (1658 წ. IX. 1. Hd-1350 ბ).
ბებურისშვილი პაპუა
სარქარი, მოხსენიებულია დავით მეფის თანამეცხედრის, დედოფალ ელენე დიასამიძის მიერ ალავერდის წმინდა გიორგის ეკლესიისათვის მიცემულ შეწირულების წიგნში, როგორც შეწირული ყმა-მამულის სარქარი (1683 წ. VIII. 1. 1449-112).
ბებურიშვილი პაპუა
სახლთუხუცესი, პაატა ფალვენიშვილის ბიძაშვილს, ბეჟანს, მეფე ნაზარალი-ხანის კოჯორში ყოფნის დროს, ჯარის ცხენ-იარაღი, პაპუა ბებურიშვილის: საფარეშო და სტუმარ-„შინაურის იარაღი მოუპარავს და გადაკარგულა. ბეჟანის მამული - შერთული და ოთხი კომლი ყმა, ნაზარალი-ხანს მისთვის უწყალობებია, რაც შემდგომ, კათალიკოს იოვანეს შუამდგომლობით, მეფემ პაატა ფავლენიშვილს დაუბრუნა (1698 წ. Hd-13836).
ბეგა
ჰყავს [სახლიკაცები]: სარგის, ნოდარ, ამილღამბარ, პირობის წიგნი მისცა ქართლის კათალიკოს ბასილის, რომ მცხეთის საყდრის მამულების: სარკის მონასტრისა და ბადრია და ბოთუერა მაჯანიძეების სამამულე საქმეს, ქორაზნას ვენახის და ხუედურეთში მცხეთის ნასყიდი მამულების სადაო საქმეებს სამართლით გადაწყვეტდა და მას მოახსენებდა ([1517-1528 წწ.] 1449-1618).
ბეგაბეგაშვილი ოჰანა
მისი წყალობა თერთმეტ კომლ ყმასთან ერთად შაჰნავაზმა განუახლა ენალა მირიმანაშვილს (1661 წ. XII. 27. 1449-564).
ბეგალა
რამაზ ყორღანაშვილის ყმა, მოწმე რამაზ ყორღანაშვილის მიერ თავის განაყოფ [ყორღანაშვილ]-დავითისშვილ ზაალისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1658 წ. VI. 3. Qd-2024).
ბეგალა
ჰყავს შვილები: ბეროა, ზურაბა, მკვიდრი ყმა თამაზა [ყორღანაშვილ]-ქემაროზაშვილისა, რომელმაც მისი მშობლები მიჰყიდა თავის განაყოფ როსტომ [ყორღანაშვილს] (1679 წ. III. 20. 1450-1/43).
ბეგასშვილები
გარეჯვარს მცხოვრებნი, ჯამასპ ქარუმიძის მეკოდისპურე ყმები (1700 წ. 1448-3602).
![]() |
7.32 ბეგასშვილი || ბეგაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
ბეგაშვილი
მისი ვენახი ესაზღვრებოდა იესე მაჩაბლის მიერ ოთარ თუმანიშვილისათვის მიყიდულ ნაფუძარს (1686 წ. 1450-46/194).
ბეგაშვილი ასიტა
მოწმე: დავით ფალავანდიშვილსა და თიღელ სამხარაძეს შორის სამამულე დავის გარიგების წიგნისა (1687 წ. I. 25. Sd-499). დიასამ დიასამიძის მიერ ზურაბ ლარაძისათვის მიცემული ყმა მამულის ნასყიდობის წიგნისა (1687 წ. III. 15. 1449-785).
ბეგაშვილი ასიტა
მოწმე: შერმაზან ხურდაყულიშვილის მიერ პაპუა ორბელიშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1699 წ. 1450-20/28).
ბეგაშვილი ასლამაზ
ბატონი, მიჰყიდა ამილღამბარ [ბარათაშვილს] აკურისს მამული, რომელშიც აიღო ერთი ოქროქსოვილი ხავერდის ტყავი ათ ძროხად ნაყიდი, ერთი ცხენი, ერთი კარგი ფარი, ჩაჩხურმაში, წუღა, ერთი ჩექმა, სულ ჩვიდმეტ ძროხად შეფასებული (XVII ს. I მესამ. Hd-14576).
ბეგასშვილი ბეჟან - შვილი იოსება ბეგასშვილისა, იხ.
ბეგაშვილი გიო
ახალშენს მცხოვრები, ერთი კომლი ბოგანო შეტანილია სვეტიცხოვლის საკომლოების ნუსხაში (1689 წ. 1449-1792).
ბეგასშვილი გიორგი
მოწმე გიორგი თურაზაშვილის მიერ პაპუნა გოსტაშაბისშვილისათვის მიცემული ყმა-მამულის ნასყიდობის წიგნისა(1670 წ. II. 15. Hd-10025).
ბეგაშვილი ესია
მოწმე მიქელა ამროლაძის მიერ გამცემარ ჩაჩანიძისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (XV ს. Ad-19).
ბეგასშვილი იოსება
ჰყავს შვილი ბეჟან. მიჰყიდა შიო ქუბაშვილს სამადლოს ბოლოს, ორ ხევს შუა მდებარე,ნაყიდი მიწა (XVII ს. Hd-19549).
ბეგაშვილი პაპუნა
მოწმე ნასყიდა ვეფხაძის მიერ მითარა საღრიჩაშვილისათვის მიცემული საწისქვილეს ნასყიდობის წიგნისა (1671 წ. 1448-154).
ბეგაშვილი სეხნია
მოწმე მღვდელ თევდორე ქუდრეგვენაშვილის მიერ ზურაბ ლარაძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1646 წ. XII. 1. 1450-10/119).
ბეგაშვილი ქრისტეფორე
დმანელი, ზურაბ ყარჩიხაშვილს ემართა დმანისის ღმრთისმშობლის ეკლესიის ოცდარვა თუმანი, რომელიც მისგან აუღია (1698 წ. XII. 26. Ad-1075).
ბეგვერდისშვილი ავთანდილ
ჰყავს შვილები: იოვანე, ზაზა, დავით. იყიდა მიწები პაატა ჭარმელაურისაგან (1622 წ. I. 4. 1450-35/73) და ბასილა ჭყიტიაშვილისაგან ქურციკიძის მიწამდე (1622 წ. 1. 1450-35 /71).
ბეგვერდისშვილი დავით - შვილი ავთანდილ ბეგვერდისშვილისა,იხ.
ბეგვერდისშვილი ზაზა - შვილი ავთანდილ ბეგვერდისშვილისა, იხ.
ბეგვერდისშვილი იოვანე - შვილი ავთანდილ ბეგვერდისშვილისა, იხ.
ბეგთაბეგისშვილი (შდრ. მარტიროზიშვილი).
გამოართვა ანა დედოფალს „სამი ცხრა ფლური“ და ერთ ჭილაში - ოცდაექვსი თუმანი ([1695-1697 წწ.] Hd-15081).
ბეგია
იგი ლეონ მეფემ უწყალობა და გაუთარხნა მაქსიმე ჩოლაყასშვილს (1566 წ. I. 19 .1449-2285).
ბეგია
ზემო ღანუხს მცხოვრები, იგი ლეონ მეფემ შესწირა სვეტიცხოველს (1569 წ. 1448-5529).
ბეგიაური
მისი სასახლე ესაზღვრებოდა ნასყიდა ხარატაშვილის მიერ ბეჟან ანდრონიქაშვილისათვის მიყიდულ მიწას (1650 წ. Hd-6441).
![]() |
7.33 ბეგიაშვილი || ბეგიასშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
ბეგიაშვილი
ტბისს მცხოვრები, ბარათაშვილების გაყრის დროს ერგო გერმანოზსა და მის ძმებს: თაყას, გოსტაშაბს და ფალავანხოსროს(1523 წ. Ad-1299).
ბეგიაშვილი
სხვა პირებთან ერთად მისცა პირობა [დომენტი] კათალიკოსს ტყვეების გაყიდვაზე ხელის აღების შესახებ (1673 წ. IX. 20. 1448-1287).
ბეგიაშვილი
მისი [მიწა] ესაზღვრებოდა ვენახს, რომელიც ფარემუზ [ჯავახიშვილმა] ზვარზე გაუცვალა მანგლელ გაბრიელ ჯავახიშვილს (1694 წ. VIII. 3. Hd-14083).
ბეგიაშვილი
მანავს მცხოვრები, შეტანილია სამების ყმების ნუსხაში ([XVII-XVIII სს. მიჯნა] 1449-1841).
ბეგი[ა]სშვილი ბატატა
ჰყავს ძმა ელისბარ, მიჰყიდა თამაზა ნინიასშვილს ყოვლადწმინდის სასაფლაო იორდანიშვილის სასაფლაოს გვერდით (1683 წ. 1450-35/4).
ბეგიასშვილი ბერია - ძმა ოქრუა ბეგიასშვილისა, იხ.
ბეგიასშვილი ბერუკა - მამა ტატია ბეგიასშვილისა, იხ.
ბეგიასშვილი (ვარ. ბეგიშვილი) გოგია - 1667-1669 წწ.
მოწმე: პაპუნა მარიამულის მიერ ჯავნარაანთ ბაინდურასშვილ ბერიკასათვის (1667 წ V. 1. 1450-28/244) და ქიტია თბილელაშვილისათვის (1669 წ. II. 1450-32/281) მიცემული მიწების ნასყიდობის წიგნებისა.
[ბეგიასშვილი] გოგია
ოქრუა ბეგიასშვილმა თამაზა ნინიასშვილს [ყოვლადწმინდას] მიჰყიდა თავისი მკვიდრი სასაფლაო შვილების წილის გარდა (1699 წ. 1450-35/14).
ბეგიასშვილი ელისბარ - ძმა ბატატა ბეგიასშვილისა, იხ.
ბეგიასშვილი ზაქარია - [ძმა] ტატია ბეგიასშვილისა, იხ.
ბეგიაშვილი თევდორა
ახრისს მცხოვრები, საამილახვროს დავთრის მიხედვით, მისი კომლიდან ორ კაცს ევალებოდა შუბით ლაშქრობა(XVII ს. II ნახ. 1448-5032)
ბეგიასშვილი ივანა
ახრისს მცხოვრები, ფეშანგი ყანჩიელის მეკოდისპურე ყმა (1700 წ. 1448-3602).
ბეგიასშვილი ოქრუა
ჰყავს ძმები: ბერია, შემაზა, განაყოფი პაპუნა. მიჰყიდა თამაზა ნინიასშვილს [ყოვლადწმინდას], იორდანისშვილის სასაფლაოს გვერდით, თავისი მკვიდრი სასაფლაო, რომლის ერთი ნაწილი თავისივე განაყოფებისაგან ჰქონდა შეძენილი დატოვა მხოლოდ გოგია [ბეგიასშვილის] შვილების წილი (1699 წ. 1450-35/14).
[ბეგიასშვილი] პაპუნა
ოქრუა ბეგიასშვილის განაყოფი, მოწმე ოქრუა ბეგიასშვილის მიერ თამაზა ნინიასშვილისათვის მიცემული სასაფლაოს ნასყიდობის წიგნისა (1699 წ. 1450-35/14).
ბეგიაშვილი რამაზ
სარწყავში ეჭირა ორი დღის მიწა (1666 წ. Hd-802).
ბეგიაშვილი სურხანა
ხოვლეს მცხოვრები, იგი გოშფარ და როინ [ჯავახიშვილების] გაყრის დროს ერგო როინსა და მის ბიძაშვილებს([1527-1558 წწ.] Qd-605).
ბეგიასშვილი ტატია
ჰყავს: მამა ბერუკა, [ძმა] ზაქარია, მიჰყიდა გიორგი ნინიაშვილს ყოვლადწმინდას თავისი წილი სასაფლაო, იორდანიშვილის სასაფლაოს გვერდით (1683 წ. 1450-35/21).
ბეგიასშვილი შემაზა - ძმა ოქრუა ბეგიასშვილისა, იხ.
ბეგინაანთ ამსარქისა
მოწმე ლორტუკაანთ მერაბასშვილ ამოანას მიერ მახარობელისათვის მიცემული ადგილის ნასყიდობის წიგნისა (1682 წ. XI. 1. 1450-5/175).
ბეგინასშვილი მამუკა
მძოვრეთს მცხოვრები, იგი წილად ხვდა ქაიხოსრო [ციციშვილს] ([1664-1673 წწ.] 1448-5042).
![]() |
7.34 ბეგისშვილი || ბეგიშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
ბეგიშვილი
მის ვენახამდე მიჰყიდა იესე მაჩაბელმა მიწა ოთარ თუმანიშვილს (1686 წ. 1450-46/194).
ბეგისშვილი ალაი
ციციშვილის აზნაურიშვილი, იგი შაჰნავაზ მეფემ უბოძა ციცი ციციშვილს ([1658-1663 წწ.] 1450-32/252).
ბეგიშვილი ბერი
იყიდა ნახევარი ვენახი ნობა ხიზანიშვილისაგან ([1505-1525 წწ.] Hd-9409).
ბეგისშვილი იესე
ჰყავს ძმა ყარაბუდახ, მოწმე უსუფთ ბეგ ასანბეგაშვილის მიერ პაპუნა გოსტაშაბისშვილისათვის მიცემული ყმა მამულის ნასყიდობის წიგნისა (1653 წ.V. 25. Hd-10026).
ბეგიშვილი სულხან
მდივანი, მოწმე სვიმონ ბოშიასშვილის მიერ დურმიშხან იაგულაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1700 წ. XII. 25. 1450-9/93).
ბეგისშვილი ყარაბუდახ - ძმა იესე ბეგისშვილისა, იხ.
ბეგიჯანა
თევდორწმინდაში მცხოვრები, ბარათაშვილების გაყრის დროს იგი ერგო გერმანოზსა და მის ძმებს: თაყას, გოსტაშაბს და ფალავანხოსროს (1523 წ. Ad-1299 ა).
ბეგიჯანა
ცოვრეთს მცხოვრები, მისი მამული ერგო იოთამ ბარათაშვილს ([1537-1538 წწ.] VIII. 16. 1450-11/112).
ბეგიჯანა
კრწანელი, ჰყავს ძმა სულუა „თათარი“ - დიდი თოფჩიბაში. მოწმე დავით დილარგეთიშვილის მიერ ამირასლანა შარიყაშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1613 წ. XII. 12. 1450-51/241).
![]() |
7.35 ბეგიჯანათ || ბეგიჯანაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
ბეგიჯანათ (ვარ. ბეგიჯანთ) ამსარქისა - 1663-1680 წწ.
მოწმე: იმაყულას მიერ ქალაქის მოურავ მანუჩარისათვის მიცემული ყმის ნასყიდობის წიგნისა (1663 წ. V. 25. 1450-21/2), ასლანის მიერ ეჩმიაძინის ეკლესიისათვის მიცემული ქულბაქების შეწირულების წიგნისა (1664 წ. III. 18. 1450-21/47), სარუხანთ ხოსინას მიერ ქაფანაკანთ ფარსადანასათვის მიცემული ქულბაქების ნასყიდობის წიგნისა (1672 წ. Sd-754), აბესალამაანთ ბეჟოას მიერ ბიძამისის, ფასინასათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1680 წ. III. 30. 1448-1103).
ბეგიჯანაშვილი არაქელა
ჰყავს შვილი შერმაზან, იყიდა ხოჯა ფიროას ყმის, სარქისასაგან, მისი მკვიდრი სასახლე გულშარას სახლის კედლამდე (1641 წ. 1448-2939).
ბეგიჯანაშვილი გრიგოლ
მისი მიწა ესაზღვრებოდა ელენე ხანუმის მიერ შერმაზან სულოაშვილისათვის ნაწყალობევ მამულს (1658 წ. 1448-2341).
ბეგიჯანაშვილი გრიქორა
მოწმე ელენე ხანუმის მიერ შერმაზან სულოაშვილისათვის მიცემული მამულის წყალობის წიგნისა (1658 წ. 1448-2341).
ბეგიჯანაშვილი მოსესა
მოწმე სვიმონ ბოშიასშვილის მიერ დურმიშხან იაგულაშვილისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1700 წ. XII. 25. 1450-9/93).
ბეგიჯანათ ნასრინა
მოწმე მახარა მგელიასშვილის მიერ ფირშავათ ამაზაშვილ პაპუასათვის მიცემული სასახლის ნასყიდობის წიგნისა(1689წ. VIII. Sd-767).
ბეგიჯანაშვილი შერმაზან - შვილი არაქელა ბეგიჯანაშვილისა, იხ.
ბეგლარა - ძმა სარქისასი, იხ.
ბეგლარა
მძოვრეთს მცხოვრები, იგი ედიშერ და პაპუნა [ციციშვილების] გაყრის დროს მამულით ერგო პაპუნას ([1688-1703 წწ.] Hd-1636).
ბეგლარაშვილი
მისთვის პეტროზას წაურთმევია კალო (1666 წ. ახლო. Hd-802).
ბეგლარაშვილი
ბაადურ ციციშვილის მიერ გამოფიცული სამწევრისული მიწების ნუსხაში აღნიშნულია, რომ მას ეჭირა ოქრომჭედლის ნაქონი ორი დღის მიწა (1671 წ. Hd-833).
ბეგლარაშვილი
ბაადურ [ციციშვილის] მიერ გამოფიცული სამწევრისული მიწების ნუსხაში აღნიშნულია, რომ მას ეჭირა დივნაშვილის ნაქონი მიწა (1671 წ. Hd-833).
ბეგლარაშვილი
მის ნაცვლად მოურავსა და ზურაბ [სააკაძეს] წილად ხვდათ ახალქალაქს დავით ვარდუაშვილი (VII ს. ბოლო მეოთხ. Hd-11870).
ბეგლარაშვილი ბაინდურა
თამარაშენს მცხოვრები, ერთი კომლი, მაჩაბელთა მკვიდრი ყმა, დროებით ზაალ ერისთავის ხელში იყო, შემდეგ იგი შაჰნავაზმა დაუბრუნა ზაალ მაჩაბელს (1671 წ. 1448-93).
ბეგლარაშვილი მერაბა
თამარაშენს მცხოვრები, ერთი კომლი, მაჩაბელთა მკვიდრი ყმა, დროებით ზა[ა]ლ ერისთავის ხელში იყო, შემდეგ იგი შაჰნავაზმა დაუბრუნა ზაალ მაჩაბელს (1671 წ. 1448-93).
ბეგლარაშვილი პაატა
ახალქალაქს მცხოვრები, იგი ბესანას ნაცვლად წილში ხვდა მოურავსა და ზურაბ [სააკაძეს] (XVII ს. IV. მეოთხ. Hd-11871).
ბეგლარისშვილი ხოსია
მოწმე როსტევან მახვილაძის მიერ ტერ-მარქარასათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1696 წ. VIII. 1450-33/234).
ბეგლიაშვილი მიხაკა
სარდლის შვილ ზაალ [ციციშვილსა] და მის ძმისწულს, უთრუთს შორის სამამულე დავის გარიგების შემდეგ იგი უთრუთს დარჩა (1700 წ. Hd-13839).
ბეგლიკაშვილი
სამი კომლი, მათი წყალობა ლუარსაბ მეფემ განუახლა [თბილისის] სიონის ეკლესიას (1552 წ. 1449-1498).
ბეგლიკაშვილი ზაქარა - [ძმა] მამისა ბეგლიკაშვილისა, იხ.
ბეგლიკაშვილი მამისა
საყდრიშვილი, თბილელის ყმა, ჰყავს [ძმები]: ზაქარა, მამუკა, მიკირტიჩა. იგი მარიამ დედოფალმა გაათავისუფლა ბაჟისაგან ქალაქში, მცხეთაში, გორში, ქრცხილვანში, ალში ([1636-1680 წწ.] Sd-765).
ბეგლიკაშვილი მამუკა - [ძმა] მამისა ბეგლიკაშვილისა, იხ.
ბეგლიკაშვილი მერაბა
გაარიგა ტოტუაშვილების დავა მანდენაშვილებთან და აჯაბნუშასშვილებთან სახლისა და მარნის ადგილზე (1648 წ. Qd-503).
ბეგლიკაშვილი მიკირტიჩა - [ძმა] მამისა ბეგლიკაშვილისა, იხ.
ბეგნისშვილი გებუა
თავმდები ინდო ზაქაძის მიერ გერგეტის სამებისათვის მიცემული შეწირულების წიგნისა (XVI-XVII სს. A-1085, 15-16).
ბეგოშვილი
ტატიშვილთა გაყრისას იგი ერგო სეხნია ტატიშვილს (1674 წ. I. 11. Sd-607).
ბეგრდისშვილი ავთანდილ
მოწმე მარკოზ გულჯვარასშვილის მიერ თავისი ქალისა და სიძისათვის მიცემული სააღაპე წიგნისა (XVII ს.II ნახ. Ad-1871).
ბეგსარაშვილი
მცხეთიშვილი, მისი ნაქონი მამული ქრისტეფორე კათალიკოსმა უწყალობა ჯვარისმტვირთველ დავით ელიოზისძე-გედევანისშვილს (1622 წ. IX. 23. ქრ. II. 445).
![]() |
7.36 ბეგუასშვილი || ბეგუაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
ბეგუაშვილი ბეგუა - 1671-[1693] წწ.
მოწმე: ერტელი ქიტიას მიერ ალავერნა საფარაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1671 წ. 1448-5), დავითა [ა]დიკაშვილის მიერ ალავერნა [საფა]რასშვილისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1693 წ. ახლო. 1448-1243).
ბეგუასშვილი პა[რ]უა
ვაშლოვანს მცხოვრები, მოწმე სუხია მუსლისშვილის მიერ მურადასათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1683 წ. XII. Hd-11048).
ბეგულა
იგი დათუნა გოგიჩაშვილის ნაცვლად წილად ხვდა ყორჩიბაშ ბადურ ციციშვილს ([1638-1658 წწ.] Sd-872); [ციციშვილების]: ყაიას, ყორჩიბაშ ბაადურის და სარდალ პაპუნას სამწევრისის სამამულე დავის წიგნში აღნიშნულია, რომ მას ხიდაში ჰქონდა ორი დღის მიწა ([1633-1658 წწ.] 1448-2316).
ბედა
ღანუხს მცხოვრები, გლეხი, სხვა გლეხებთან ერთად, ლეონ მეფეს უწყალობებია ანდერმან ჩოლაყაშვილისათვის (1568 წ. Hd-14430).
ბედან
ერისთავი, ჰყავს თანამეცხედრე კეკლუცა, შესწირა ამაღლება დღეს აღაპის გადასახდელად [სორის] მონასტერს: ერთი ვენახი „მუხლუხელელი“, ერთი მახარობლიშვილისეული ჭური, ერთი ძროხა კუდაროს ბეგრისაგან, ერთი ცხვარი, ერთი საკლავის ცვილი მახარობლიშვილისა და ორი სახაბაზო პური. შემდგომ ბატონ კეკლუცას სააღაპედ მას შეწირულება გაუზრდია და დაუწესებია ორი ცხვარი და ორი ძროხა (XV ს. H-1707, 54 v.-55 r); განუახლა [სორის] მონასტერს მისი ძველი საქონებელი: გადავში შესავალი, წესში მალე ქშანიძე და გოგინაძე, ერთი ალექსისეული ზვარი, ღებურეული, ბალაურის ნახევარი ყანა (XV ს. H-1707, 54 r ); მისი გადავარდნილი აღაპი ერისთავმა ლომინამ და მისმა ძმამ, ქაიხოსრომ, [სორის] მონასტერს განუახლეს (XVI ს. H-1707, 54 r).
ბედანა
კოდმანს მცხოვრები, იგი წილში ერგო რამაზ [ზუმბულიძეს] თავის ძმასთან გაყრისას (1651 წ. II. 13. 1450-31/105).
ბედ[ა]ნაშვილი
მიჰყიდა ელიაზარ ელიოზიშვილს რუს ზემოთ მდებარე მიწა (1492 წ. 1449-1615).
ბედანაშვილი
კოდმანს მცხოვრები, სახასო [ყმა], დომენტი კათალიკოსმა იგი უწყალობა დიონისე ზუმბულიძეს (1663 წ. 1450-31/125).
ბედანაშვილი
მისი მიწის ბოლოს მიჰყიდა მამუკა პაპუჩაშვილმა არდაშელ [ზუმბულიძეს] მიწა (1692 წ. 1450-31/86).
ბედანაშვილი თევდორა
მოწმე შაშუა ბატიშვილის მიერ იოანე სუმბულიძისათვის მიცემული ნავენახობის ნასყიდობის წიგნისა (1613 წ. 1450-31/139).
ბედანაშვილი პაპუნა
მოწმე ზურაბ ეგაძის მიერ თამაზასათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1695 წ. IV. 20. 1448-2931).
ბედანაძე
მის ვენახს ესაზღვრებოდა დარისპან მიღრიჯანაშვილის მიერ ავთანდილ ჩიკოიძისათვის მიყიდული ვენახი (1662 წ. II. 20. 1450-35/164).
ბედაურა
მის მიერ გაცვლილი მამუკას წილი სათიბის მიწა გიორგი წინამძღვრიშვილმა იყიდა მამუკა ონაშვილისაგან (1689 წ. VI. 7. Sd-551).
ბედელიძე
ალის მონასტერში სარგის ბოცოსძის მიერ გაჩენილი წიგნის მიხედვით, მას იოვანესთან ერთად მწირიდან უნდა გამოეღო პური და ღვინო (XIV ს. II ნახ. S-1245. 482-487).
ბედელიძე ბეგალა
მოწმე ოთარა კენტალაძის მიერ რევაზ მრუვლისშვილისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1690 წ. 1448-1096).
ბედელიძე შერმაზან
ზემოყურს მცხოვრები, მამუკას ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა თოფით ლაშქრობა (XVII ს. II. ნახ. 1448-5032).
ბედენა
კოდმანს მცხოვრები, ქაიხოსრო და რამაზ [ზუმბულიძეების] გაყრისას, იგი წილად ერგო რამაზს (1651 წ. 1450-31/102).
ბედენაშვილი ნონია
მოწმე შაშუა ბატიშვილის მიერ იოანე სუმბულიძისათვის მიცემული ნავენახობის ნასყიდობის წიგნისა (1613 წ. 1450-31/139).
ბედია
ჰყავს შვილები: გიორგი, პეტრე და ნასყიდა, მიჰყიდა წმინდა დავითის წინამძღვარ პავლეს ნასახლარი დარისპანის საზღვრამდე (1672 წ. 1449-1858).
ბედია
მეფე ნაზარალი-ხანის მსახური, უმემკვიდრეოდ გარდაცვლილი ლუარსაბ [ბატონიშვილის] ნასყიდი ყმა, მისი ნასყიდი მიწები მეფე ნაზარალი-ხანმა შესწირა დავით გარეჯის მონასტერს ([1688-1703 წწ. 1449-1831).
ბედიანა
ყაია, ყორჩიბაშ ბაადურ და სარდალ პაპუნა [ციციშვილებს] შორის სამწევრისის მამულებზე დავის გარიგების წიგნში აღნიშნულია, რომ მასზე სახლთუხუცეს ყაიას ხელი არ ჰქონდა ([1633-1658 წწ.] 1448-2316). მისი სახლი გამოიფიცეს პაპუნა [ციციშვილის] ყმებმა ([1633-1658 წწ.] 1449-1055).
ბედიანასშვილები
ფხვენისს მცხოვრებნი, ნაზარალი-ხანმა ისინი უბოძა იოთამ ამილახვარს (1692 წ. XII. 1. 1448-526).
![]() |
7.37 ბედიანასშვილი || ბედიანაშვილი || ბედინასშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
ბედიანაშვილი
ტბისს მცხოვრები, ბარათაშვილების გაყრის დროს იგი ერგო გერმანოზსა და მის ძმებს: თაყას, გოსტაშაბს, ფალავანხოსროს (1523 წ. Ad-129).
ბედიანასშვილი
დეკანოზი, მის ვენახამდე ნიკოლოზ სამებელმა გარეჯის იოვანე ნათლისმცემლის მონასტერს შესწირა ხაშმში ქოქრაშვილის ვენახი (1690-იანი წწ. 1449-1835).
ბედიანასშვილი ბერიკა
ხაშმს მცხოვრები, იგი შაჰნაზარმა უწყალობა როშაქ ჩოლაყაშვილს (1665 წ. Hd-2244).
ბედიანასშვილი გოგია
ხაშმს მცხოვრები, იგი შაჰნაზარმა უწყალობა როშაქ ჩოლაყაშვილს (1665 წ. Hd--2444).
ბედიანიძე
ერთი კომლი, მოხსენიებულია როსებ ტატიშვილის ყმების დავთარში (XVII ს. II ნახ. სეიძ. II. №9).
ბედაურა
მის მიერ გაცვლილი მამუკას წილი სათიბის მიწა გიორგი წინამძღვრიშვილმა იყიდა მამუკა ონაშვილისაგან (1689 წ. VI. 7. Sd-551).
ბედელიძე
ალის მონასტერში სარგის ბოცოსძის მიერ გაჩენილი წიგნის მიხედვით, მას იოვანესთან ერთად მწირიდან უნდა გამოეღო პური და ღვინო (XIV ს. II ნახ. S-1245. 482-487).
ბედელიძე ბეგალა
მოწმე ოთარა კენტალაძის მიერ რევაზ მრუვლისშვილისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1690 წ. 1448-1096).
ბედელიძე შერმაზან
ზემოყურს მცხოვრები, მამუკას ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა თოფით ლაშქრობა (XVII ს. II. ნახ. 1448-5032).
ბედენა
კოდმანს მცხოვრები, ქაიხოსრო და რამაზ [ზუმბულიძეების] გაყრისას, იგი წილად ერგო რამაზს (1651 წ. 1450-31/102).
ბედენაშვილი ნონია
მოწმე შაშუა ბატიშვილის მიერ იოანე სუმბულიძისათვის მიცემული ნავენახობის ნასყიდობის წიგნისა (1613 წ. 1450-31/139).
ბედია
ჰყავს შვილები: გიორგი, პეტრე და ნასყიდა, მიჰყიდა წმინდა დავითის წინამძღვარ პავლეს ნასახლარი დარისპანის საზღვრამდე (1672 წ. 1449-1858).
ბედია
მეფე ნაზარალი-ხანის მსახური, უმემკვიდრეოდ გარდაცვლილი ლუარსაბ [ბატონიშვილის] ნასყიდი ყმა, მისი ნასყიდი მიწები მეფე ნაზარალი-ხანმა შესწირა დავით გარეჯის მონასტერს ([1688-1703 წწ.] 1449-1831).
ბედიანა
ყაია, ყორჩიბაშ ბაადურ და სარდალ პაპუნა [ციციშვილებს] შორის სამწევრისის მამულებზე დავის გარიგების წიგნში აღნიშნულია, რომ მასზე სახლთუხუცეს ყაიას ხელი არ ჰქონდა ([1633-1658 წწ.] 1448-2316). მისი სახლი გამოიფიცეს პაპუნა [ციციშვილის] ყმებმა ([1633-1658 წწ.] 1449-1055).
ბედიანასშვილები
ფხვენისს მცხოვრებნი, ნაზარალი-ხანმა ისინი უბოძა იოთამ ამილახვარს (1692 წ. XII. 1. 1448-526).
![]() |
7.38 ბედანასშვილი || ბედიანაშვილი || ბედინასშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
ბედიანაშვილი
ტბისს მცხოვრები, ბარათაშვილების გაყრის დროს იგი ერგო გერმანოზსა და მის ძმებს: თაყას, გოსტაშაბს, ფალავანხოსროს (1523 წ. Ad-129).
ბედიანასშვილი
დეკანოზი, მის ვენახამდე ნიკოლოზ სამებელმა გარეჯის იოვანე ნათლისმცემლის მონასტერს შესწირა ხაშმში ქოქრაშვილის ვენახი (1690-იანი წწ. 1449-1835).
ბედიანასშვილი ბერიკა
ხაშმს მცხოვრები, იგი შაჰნაზარმა უწყალობა როშაქ ჩოლაყაშვილს (1665 წ. Hd-2244).
ბედიანასშვილი გოგია
ხაშმს მცხოვრები, იგი შაჰნაზარმა უწყალობა როშაქ ჩოლაყაშვილს (1665 წ. Hd-2444).
ბედიანიძე
ერთი კომლი, მოხსენიებულია როსებ ტატიშვილის ყმების დავთარში (XVII ს. II ნახ. სეიძ. II. №9).
ბედიაშვილი ბასილა
ბარათაშვილთა ყმა, იგი უცნობმა [ბართაშვილმა] გამოართვა თაყა [ბარათაშვილს] და მის ნაცვლად მისცა მათ ხარა ბერუაშვილი ([1658-1675 წწ.] 1450-26/268 ბ).
ბედიაშვილი კაკონა
ცხნარს მცხოვრები, უშვილოდ გარდაცვლილი დურმიშხან [ბარათაშვილის] ყმა, ნაზარალი-ხანმა იგი, მამულით, უბოძა იორამ ბარათაშვილს (1688 წ. I. 10. 1450-2/149).
ბედიაშვილი ლომკაცა
ცხნარს მცხოვრები, უშვილოდ გარდაცვლილი დურმიშხან [ბარათაშვილის] ყმა, გიორგი მეფემ იგი უწყალობა მოლარეთუხუცეს გიორგი მიქელაძეს (1688 წ. Sd-547), ხოლო ნაზარალიხანმა. - იორამ ბარათაშვილს (1688 წ. I. 10. 1450-2/149).
ბედიაშვილი ლომშერა
ცხნარს მცხოვრები, უშვილოდ გარდაცვლილი დურმიშხან ბარათაშვილის ყმა, ნაზარალი-ხანმა იგი, მამულითურთ, უბოძა იორამ ბარათაშვილს (1688 წ. I.10. 1450-2/149).
ბედილა
თავმდები ესტატე ყიფიანსა და ზეგენის თემს შორის დადებული საერთპირო დაწერილისა (XV-XVI სს. სსძ. II. №68).
ბედინა
უსტა მოწმე თამაზ ჯანშიარასშვილის მიერ ეჩმიაძინის კათალიკოს-პატრიარქ იაკობისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1678 წ. VIII. 6. 1450-21/41).
ბედინაშვილი (ვარ. ბედინასშვილი, ბედიაშვილი) ადუა - 1673-1679 წწ.
დურმიშხან ფალანხოსროშვილის ყმა ([1676-1679 წწ.] Hd: 2104, 10204), მოწმე: დურმიშხან [ბარათაშვილის] მიერ ადუა შავერდაშვილისათვის მიცემული მიწის წყალობის წიგნისა (1673 წ. Qd-9818), დურმიშხან ფალანხოსროშვილის მიერ პაპუნა გოსტაშაბისშვილისათვის მიცემული ყმა-მამულის გაცვლის წიგნისა (1676 წ. IX. 5. Hd-2104), დურმიშხან ფალანხოსროშვილის მიერ ზაალ ბარათაშვილისათვის მიცემული ყმის ნასყიდობის წიგნისა (1679 წ. III. 15. Hd-10204), ბარათაშვილის მიერ თაყა [ბარათაშვილისათვის] მიცემული ყმების გაცვლის წიგნისა ([1658-1675 წწ.]1450-26/168 ბ), ბარათა ბარათაშვილის მიერ თავისი ბიცოლის - მარიამისათვის მიცემული ბაღის, წისქვილისა და ვენახის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. მიწ. Hd-8439-2).
ბედინაძე დათუნა
ავნევს მცხოვრები, იგი, მამულით,ერგო [ფეშანგ ფალავანდიშვილს] ([1676-1709 წწ.] 1450-31/2).
![]() |
7.39 ბედისმწერალი || ბედისმწერლიშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
ბედისმწერლიშვილი (ვარ. ბაღდადელიძე) გიორგი - 1679-1700 წწ.
მღვდელი ([1692-1700 წწ.] H: 9372, 1891, 1449-1193), მოწმე და დამწერი: საქილა ბოდოკიასშვილის მიერ დავით ქავთარაძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1679 წ. Hd-14648), ფარსადან ჯავახიშვილის მიერ იაგულაანთ გასპარასათვის მიცემული ვალის გასტუმრების წიგნისა (1682 წ. VIII. 20. Hd-2370), ბერიკა ხუდადასშვილის მიერ ტარიელ ქავთარაძისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1692 წ. Hd-9372), დათუნა რევაზიშვილის მიერ ტარიელ ქავთარაძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1693 წ. Hd-1693), ურბნელ იოსებ ჯავახიშვილის მიერ რევაზ ჟოჟოლაძისათვის მიცემული თარხნობის წიგნისა (1700 წ. VIII. 27. 1448-1193).
ბედისმწერლიშვილი იესე
დამწერი და მოწმე გივი გაბაშვილის მიერ თამაზ [ბარათაშვილისათვის] მიცემული საკომლოების ნასყიდობის წიგნისა (1639 წ. Qd-871-1).
ბედისმწერლიშვილი იესე - 1667-1695 წწ.
მღვდელი (1667, 1672 წწ. Hd-832, Sd-545), დამწერი და მოწმე შიო წინამძღვრიშვილის მიერ დომენტი ბუნიათიშვილისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1672 წ. Sd-545), პაპუნა ფაფერაშვილის მიერ როინ ბუნიათიშვილისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1667 წ. Hd-962), ბახუტა უკანბერიძის მიერ როინ ბუნიათიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1667 წ. Hd -832); დურმიშხან ბარათაშვილის მიერ დომენტი კათალიკო სისათვის მიცემული ყმების ნასყიდობის წიგნისა (1671 წ. 1449-1180), პაატა ტრანკასშვილის მიერ დათუნა გვერდწითელისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1673 წ. 1450-45/141), პაპუა ტატიშვილის მიერ თავის ძმისწულ ხოსიასათვის მიცემული კეთილმოყვრობის წიგნისა (16[74] წ. Hd-3211), თამაზა ჩააკაშვილის მიერ ბააკა ბუნიათიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1690 წ. Hd-829). ღონენა ფარემუზიშვილის მიერ ბააკა ბუნიათიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1691 წ. Hd-809), პაატა უზნაძის მიერ ბააკა ბუნიათიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1691 წ. Hd-813), მახარებელ ხუციშვილის მიერ გიორგი წინამძღვრიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1695 წ. Hd-6171).
ბედისმწერლიშვილი იესე
ციციშვილების აზნაური, ციცი ციციშვილის კარის მდივან-მწიგნობარი დამწერი ციცის მიერ [ყინცვისის] წმინდა ნიკოლოზის ეკლესიისათვის ბოძებული შეწირულების წიგნისა (1682 წ. Ad-641).
ბედისმწერალი იოანე
დამწერი პაპუა, ხოსია, თამაზა და სეხნია ტატიშვილების გაყრის წიგნისა ([1674 წ.] I. 11. Sd-607).
ბედისმწერლიშვილი (ვარ. ბედისმწერლიშვილი-ბაღდადელიძე) ნათანაელ - 1674-1697 წწ.
დამწერი ფინეზა ყუმახასშვილის მიერ გიორგი [ბარათაშვილისათვის] მიცემული შუა ბოლნისში ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1674 წ. Sd-623 ა); დამწერი და მოწმე: ბერუკა ქარციძის მიერ არდაშელ დეკანოზიშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1686 წ. Ad-1764), მამუკა ონაშვილის მიერ გიორგი წინამძღვრიშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1689 წ. VI. 7. Sd-551), ლიპარიტ ანდერმანიშვილის მიერ ფარემუზ ჯავახიშვილისათვის მიცემული პირობის წიგნისა(1697 წ. III. 17. Hd-10386).
ბედმამაცი
შაჰნავაზის ხოჯა ბაინდურა და მისი ბედმამაცი მოხსენიებულნი არიან სამეფო კარის მსახურთა სიაში ([1688-1703 წწ.] Ad-763).
ბედმამაცი
ანახანუმის გამდელი, ანა ხანუმის სააღაპედ რევაზ სოსნიაშვილს უბოძა თავისი ნასყიდი მამული, რომელიც ესაზღვრებოდა ჩ]ო]მახიძისა და კუკუნაშვილის ვენახებს (XVII ს. Hd-1572).
ბედმონაშვილი ურმუზა
ნაკურალებს მცხოვრები, მის შვილებს ემართათ ცაგერის საყდრის ბეგარა: სამი გორო ღვინო, ცხრა ფოხალი პური, თორმეტი თეთრის საკლავი, ერთი ქათამი, პურის ჭამა, სამსახური და მეფის ლაშქრობა (XVI ს. ლაი. H-84. 871-89 b).
ბედოშვილი გიორგი
ანანურს მცხოვრები, იგი ბაინდურ არაგვის ერისთავმა შესწირა ანანურის ღმრთისმშობელს (XVII ს. მიწ. 1449-1807).
ბედუკა
ჯიმითელი, იგი, თავისი სახლით, ალექსანდრე მეფემ შესწირა სვეტიცხოველს (1601 წ. 1448-5526).
ბედუსშვილი ბერუა
მას იოსებ თბილელმა უბოძა სიონის ღმრთისმშობლის ქულბაქი ([1661-1688 წწ.] 1449-1815).
[ბეენასშვილი] სფირიდონ
სვეტიცხოვლის სამწყსო სამცხე-საათა ბაგოს თავადთა სიის მიხედვით, მას დაუკავებია ასპანისძეთა სამკვიდრებელი სასაფლაოთი, მონასტრით და კარის ეკლესიით (1516 წ. ახლო. Ad-91).
ბევრიჭაძე მიქელა
შუბანს მცხოვრები, ემართა ქუთაისის საყდრის ბეგარა: ოცდათვრამეტი კოკა ღვინო, თორმეტი თეთრის საკლავი, ხუთი თეთრი, ოცი კვერცხი, ერთი ურემი ღომი, ოცდაოთხი ნაოთხალი, ერთი საბელი, ქათმის მოკრეფა, თივის თიბვა, იფქლის და ქერის მუშაობა, ერთი თეთრის ღირებულების ყავრის მიტანა, ქუთაისის საყდრის მუშაობა (1558 წ. H-626).
ბევროზაშვილი გოგია
მოწმე მელქიზედეგის მიერ ეზიკელისშვილ დავითისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1554 წ. VI. 16. გსიემ 4847).
ბევროზაშვილი გოგია
მოწმე პაპუნა შატბერაშვილის მიერ ალექსანა ნანუჭაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1671 წ. VI. 1. 1450-10/173).
ბევროზაშვილი ინდო
მოწმე მელქიზედეგის მიერ ეზიკელისშვილ დავითისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1554 წ. VI. 16. გსიემ 4847).
ბევროზია
მაღლაკს მცხოვრები, ემართა ქუთაისის საყდრის ბეგარა: ათი კოკა ღვინო, ათი თეთრი, სამარხო ცერცვი (1578 წ. H-626).
ბევროზია
მაღლაკს მცხოვრები, პარტახტი, ემართა ქუთაისის საყდრის ბეგარა: ათი კოკა ღვინო, ათი თეთრი, სამარხო ცერცვი (1678 წ. H-626).
ბეზალაძე პაპუნა
სვერს მცხოვრები, ზურაბ მაჩაბლის მეკოდისპურე ყმა (1700 წ. 1448-3602).
ბეზდალუანი
მათი მარნის ქვემოთ ნავროზა ჯიჯნიტაშვილმა მიჰყიდა პატრონ გიორგის ვენახი (1547 წ. 1450-27/147).
ბეზოტა
მისი სახლის კედლამდე მიჰყიდა გიორგი სანჯარაშვილმა მეჯორეთუხუცეს მაჰმადას სახლი (1646 წ. ახლო. 1450-53/120).
![]() |
7.40 ბეთიასშვილი || ბეთიაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
ბეთიაშვილი
მის მიწასა და რუს შუა მდებარე ერთი დღის მიწა ნადირამ მიჰყიდა გიორგი თევდორესშვილს (XVII ს. 20-იანი წწ. 1450-38/129).
ბეთიაშვილი
იგი, მამულით, გიორგი მეფემ უბოძა სახლთუხუცეს რევაზ მაღალაძეს (1681 წ. XII. 25. 1448-2283).
ბეთიასშვილი გაბრიელა
ჰყავს შვილები: გაბრიელასშვილები როსტია, იხ. და განონა.
ბეთიაშვილი პაპუნა
მოწმე ფარსადან ფალავანდიშვილის მიერ არაქელა ბასტამაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1622 წ. V. 18.1450-3/100).
[ბეთიაშვილი] ფიფინა
მოწმე ფარსადან ფალავანდიშვილის მიერ არაქელა ბასტამაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა(1623 წ. V. 18. 1450-3/100).
ბეთისშვილები
მოწმეები გიორგი სამაღანაშვილის მიერ მანგლელ მთავარეპისკოპოს ათანასე [ტატიშვილისათვის] მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა ([1618-1646 წწ.] Hd-3240 ა).
ბეთლემაშვილი
მისი მიწა ესაზღვრებოდა ვაჩა ყანჩაელის მიერ იკორთის მონასტრის მღვდლის, გაბრიელ კოკოშვილისათვის მიყიდულ ტყეს (1599 წ. IX. 20. Qd-8877).
[ბეთლემაშვილი] ბერიკა - განაყოფი თევდორა ბეთლემაშვილისა, იხ.
ბეთლემაშვილი თევდორა
მიწობლიძის ცოლყოფილის, მარიამის ნაქონი. ჰყავს განაყოფი ბერიკა. ისინი როსტომ მეფემ უწყალობა სვეტიცხოვლის დეკანოზისშვილს, რამაზ [ზუმბულიძეს] (1653 წ. 1450-31/115).
ბეთლემაშვილი ნიკოლოზ
მოწმე ხახიტა ჯოთიშვილის მიერ შიო ეცადაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. გსიემ-1327).
ბეთლემისძე სოკრატ
სამეფო კარის მწიგნობარი, დამწერი ალექსანდრე მეფის მიერ სუმბატ ურდოველასშვილისათვის მიცემული მამულის წყალობის წიგნისა (1417 წ. IX. 29. Ad-1601).
ბეთუაშვილი
იგი ლევან ბატონიშვილმა უბოძა პაპუა მაღალაძეს (1681 წ. VI. 1. 1448-5038).
ბეთუაშვილი
ციხედიდს მცხოვრები, ნაზარალი-ხანმა მისი წყალობა დაუმტკიცა ამილბარ მაღალაშვილს (1700 წ. VI. 29. Ad-1590).
ბეთუაშვილი პაპუნა
მოწმე მღთისია ხატიაშვილის მიერ რამაზ [ზუმბულიძისათვის] მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1683 წ. 1450-31/100).
ბეთუაშვილი შიო
მოწმე მახარებელ სოსიაშვილის მიერ თინათინ მაღალაძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1692 წ. 1450-31/110).
ბეკა
მის მიწამდე მიჰყიდა ზურაბ მანაგაძემ გიორგი ნინიასშვილს მიწა (1689 წ. 1450-35/12).
ბეკოჲშვილი ივანე
ტყარშეტელი, მოწმე ალექსანდრე მეფის მიერ გერგეტელ საყდრისშვილებისათვის მიცემული სიგელისა ხევის სოფლებიდან მძევლების დადგინების თაობაზე (1439 წ. II. 20. A-1085, 14-15).
ბეკური ბერიკა
ღრდულეთს მცხოვრები, საამილახვროს დავთრის მიხედვით, მისი კომლიდან ორ კაცს ევალებოდა თოფით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
ბეკური დათიკა
იგი, სხვა გლეხებთან ერთად, ზაალ ერისთავმა უბოძა უცნობ პირს (XVII ს. I ნახ. 1450-29/140).
ბეკური ნადირა
იგი, სხვა გლეხებთან ერთად, ზაალ ერისთავმა უბოძა უცნობ პირს (XVIL ს. I ნახ. 1450-29/140).
ბელაშვილი ბადუჩა
დვანიდან აყრილი კაცი, მასზე დაობდნენ ნონია მახანაშვილი და იორამ ოქრომჭედელი, რომელსაც მისი მამული ჰქონია. მდივანბეგ როინ [ჯავახიშვილის], ავთანდილისა და თუმანის გადაწყვეტილებით, დავა იორამ ოქრომჭედლის სასარგებლოდ გადაწყდა ([1638-1658წწ.] 1450-31/211).
ბელაწარიძე
ბოცო [ბოცოსძემ] გაიჩინა საწირავი ალის მონასტერში და იგი მწირველად დააყენა (XIV ს. S-1245, 6-23).
ბელებაძე
ვახუშტი აბაშიძემ იგი შესწირა კაცხის მონასტერს ([1550-1570 წწ.] 1449-1583).
ბელეშვილი
ლეთეთს მცხოვრები, ლევან ციციშვილის „ხატის ყმა“. იგი ნაზარალიხანმა გაუთარხნა ლევან ციციშვილს (1699 წ. Sd-1222).
ბელეშვილი დომელაი
ლეთელი, მოწმე ერასტი ფიფიაშვილის მიერ ზაალ წინამძღვრიშვილისათვის მიცემული სასახლის ნასყიდობის წიგნისა (1697 წ. V. 21. Sd-565).
ბელთაძე
მისი მიწა ესაზღვრებოდა სამნია ბერიკაძის მიერ იოვაკიმე ფადლაძისათვის მიყიდულ მიწას (XVI ს. I. მეოთხ. Hd-1552 ე).
ბელთაძე დემეტრე
მისი მამისაგან მოძღვარმა იოვანე ფადლაძემ იყიდა მიწა (XVI ს. I მეოთხ. Hd-1552 ბ).
ბელი
ქვემო სობისს მცხოვრები, ბოგანო, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
ბელიაშვილი
ფიცეს მცხოვრები, გოშფარ და როინ [ჯავახიშვილების] გაყრის დროს ერგო როინსა და მის ბიძაშვილებს ([1527-1558 წწ.] Qd-605).
ბელუშაძენი
კაციეთს მცხოვრებნი, მათი წყალობა ბაგრატ მეფემ განუახლა მთის წმინდა გიორგის ([1463-1478 წწ.] Sd-2898).
ბელქანოა გურმიხილია
ემართა ჯგალის ციხის ბეგარა: „უმცროს-უფროსი“ საკლავი, ქათამი, თერთმეტი ფოხალი ღვინო, თერთმეტი ჯამი ღომი, ერთი ჯამი პური და გოჭკომური ([1616-1621 წწ. ქსძ. III. №92).
ბენია
[..]რძალაძე, დღნორისას მცხოვრები, დედოფალმა ნესტანდარეჯანმა, ალექსანდრე მეფის სულის მოსახსენებლად, იგი, ერთ კომლად, შესწირა გელათის ეკლესიას (1660 წ. ახლო. Ad-598 ა).
ბენიაშვილი იოვანე
ზასს მცხოვრები, ვახტანგ ბატონიშვილმა იგი, მამულით, უბოძა ოთარ გერმანოზიშვილს (1657 წ სს. I. №490).
ბენივშაშვილი ოსია
მოწმე დათია ფირიაშვილის მიერ ეჯუბა ყორღანაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1664 წ. V. 8. 1450-19/4).
ბეოშასშვილი ოსია
ჰყავს ძმისწული ყუჯია, მირზა ორბელასშვილთან ერთად კახაბერ ყორღანაშვილს მიჰყიდა ახალშნურ მინდორში სამ-სამი დღის ენდროს მიწა (1612 წ. V. 15. 1450-16/160)
ბეოშასშვილი ყუჯია - ძმისწული ოსია ბეოშასშვილისა, იხ.
ბეჟან: [...]ლანი ბეჟან
თავმდები სეტის ხევის მიერ თეუდორე მუტულანისათვის ლეწერის ყანაში სასახლის გაცვლის თაობაზე მიცემული დაწერილისა (XIV-XV სს. მიჯნა. სსძ. II. №44).
ბეჟან - შვილი გულჩარაბაჯისა, იხ.
ბეჟან - შვილი ყარჩიღასი, იხ.
ბეჟან
ჰყავს: მამა თაყა, შვილი ყორხმაზ, ძმისწულები: ალიბეგ, თუმან, გოდერძი, თაყა და დავით, მიჰყიდა თავის ძმისწულებს ნასყიდი ყმები: ხახუტა ნაცვლიშვილი და მისი შვილები: მამუკა და ოთია ცოლ-შვილით (1647 წ. XII. 1. 1448-273).
ბეჟან
მოწმე ბეჟანის მიერ თავის ძმისწულ მამასახლის ალიბეგისათვის მიცემული ყმების ნასყიდობის წიგნისა (1647 წ. XII. 1. 1448-273).
ბეჟან
ვახტანგ ბატონიშვილის მდივან-მწიგნობარი, დამწერი ვახტანგ ბატონიშვილის მიერ დათუნა ფავნელიშვილისათვის მიცემული თერგვისის წყალობის წიგნისა (1658 წ. 1448-106).
ბეჟან - შვილი მამუკასი, იხ.
ბეჟან - ძმა არაქელასი, იხ.
ბეჟან
დამწერი და მოწმე პაატა რაზმაძის მიერ დავით კოზმანიშვილისათვის მიცემული თავნასყიდობის წიგნისა (1664 წ.1448-2338).
ბეჟან
ჰყავს [ძმა] ზაალ, წილად ხვდა ნაგარევის მიწა ძამუკასშვილის მხარეზე (1665 წ. Hd-13304).
ბეჟან
აზნაურიშვილი, მერიქიფე, იგი შაჰნავაზ მეფემ თავის ასულს გაატანა მზითევში (1667წ. VII. 27.Hd-1624)
ბეჟან
დამწერი მაზიტა იმარასშვილის მიერ სალმახან თუმანიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1670 წ. I. 15. 1450-10/159).
ბეჟან
მოლარე, დამწერი და მოწმე პაპუნა გოსტაშა ბისშვილის მიერ თაყა და ასლამაზ ასანბეგიშვილებისათვის მიცემული ყმა-მამულის წყალობის წიგნისა (1671 წ. II. 12. Hd-2236).
ბეჟან
მოწმე გარსევან ყორღანაშვილის მიერ თავისი ძმის, მერაბისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1672 წ. VII. 1450-1/4).
ბეჟან
ქეთევან დედოფალმა ალავერდის წმინდა გიორგის შესწირა ხოდაშენს ჯერ ბათიაშვილის ნაქონი, შემდგომში ბეჟანის მამულის ნახევა რი (1675 წ. 1449-2676).
ბეჟან
მოწმე ატენელ ლაზარე ბერისშვილის მიერ ზურაბ თუმანიშვილისათვის მიცემული სასისხლო დავის გარიგების წიგნისა (1676 წ. XII. 3. Sd-1013).
ბეჟან
ქალაქის მამასახლისის შვილი, მოწმე შიოშ ბარათაშვილის მიერ მდივანბეგ ვახტანგ [ბარათაშვილისათვის] მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1678 წ. VII. 1. Hd-13106).
ბეჟან
ციციშვილის ყმა, უჩიოდა გუდაბრელიძეს ძროხის, ცხვრის ტყავისა და ღართის წართმევას, ბერუკა მწყერაძეს - ხარსა და ფურს, მწყერაძეს - ყმის ცოლის გაყიდვას, - აღნიშნულია ციციშვილების სამამულე დავის განჩინებაში (1679 წ. III. 5. Ad-1218).
ბეჟან
დამწერი და მოწმე იესე მაჩაბლის მიერ ოთარ თუმანიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1686 წ. 1450-46/194).
ბეჟან
ჭომაში მის მიწამდე მიჰყიდა სულხან გოგალაძემ არდაშელ ბუნიათიშვილს ოცდაშვიდი დღის სამკალი მიწა (1689 წ. Hd-811).
ბეჟან - ძმა მთავარეპისკოპოს ქრისტეფორესი, იხ.
ბეჟან - ძმა გიორგისა, იხ.
ბეჟან
მამასახლისი, მოწმე ამირაღასშვილ-თამაზისშვილ ბეჟანის მიერ ასატურა ბეჟანისშვილისათვის მიცემული ყმა-მამულის წყალობის წიგნისა (1692 წ. XI. 15. 1450-49/105).
ბეჟან
ერთიწილად ერგო ახალდაბაში მცხოვრები თაგუნა ბერიშვილი, სამადლოს ხოდაბუნი და სხალნარს - ირემა ჯოეშვილი თავისი ვენახით (1693 წ. 1450-18/93).
ბეჟან
მუშრიბი, დამწერი დემეტრე სააკაძის მიერ ოთ[ა]რ [თუმანიშვილისათვის] მიცემული „საცივის“ ნასყიდობის წიგნისა (1693 წ. Hd-14397).
ბეჟან
მოურავი, მოწმე კაცია იაშვილის მიერ კათალიკოს დავით ნემსაძისათვის მიცემული პირობის წიგნისა საკათალიკოსო ყმების ხელშეუხებლობის შესახებ ([1673-1696 წწ.] 1448-1517).
ბეჟან
მოწმე პაპუა ანდერმანიშვილ-საგინაშვილის მიერ ასლან ორბელიშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1696წ 1450-15/79)
ბეჟან
მას მიუბარებია ყავლაძისათვის ორი ბიჭი. მდივანბეგმა პა[ა]ტა [ერისთვისშვილმა] ფარსადანს შეუთვალა პასუხი მოეთხოვა ყავლაძისათვის მიბარებული ბიჭების გამო ([1695-1697 წწ.] Qd-268).
ბეჟან
სომხითის აზნაურიშვილი, მოწმე ნალჩაგაგარ მნიშაკანთ გულინაშვილი მიქელის მიერ მდივან გივი თუმანიშვილისათვის მიცემული სახლ-კარის ნასყიდობის წიგნისა (1698 წ. XI. 20. Sd-56).
ბეჟან - [1688], 1699-1700, [1703] წწ.
ბაზიერთუხუცესი, მოწმე: ფარსადან ციციშვილის მიერ მდივან დავითისა და ერთობილ გორელებისათვის მიცემული წიგნისა ტყით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (1699 წ. II. 24. Hd-13151), ავთანდილ მეითრის შვილის მიერ მეჯინიბეთუხუცეს ავთანდილ თარხნისშვილისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1699 წ. V. 5. Sd-25 ა); მონაწილეობა მიიღო: ზაალ და უთრუთ [ციციშვილების] სამამულე დავის განჩინებაში (1700 წ. Hd-13839), ქაიხოსრო ჩხეიძესა და იტრიის ღმრთისმშობლის ეკლესიას შორის სამამულე დავის გარიგებაში ( 1688-1703 წწ. 1450-35/122).
ბეჟან
მისი ძმა გიორგი არის მოწმე შერმაზან აბაზაშვილის მიერ ბერუა ავთანდილისშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1690-იანი წწ. 1450-16/102).
ბეჟან - ძმა ქალაქის მელიქ გიორგისა, იხ.
ბეჟან
ქსნის ერისთვიანთ ხუცესი, დაამოწმა, რომ ჯალდამი და ღორისთავი ვახტანგ [ბარათაშვილ] - ორბელიშვილის ცოლყოფილის, ზაალ ერისთავის ასულის, თამარის, ნამზითვით ნაყიდი და მისი შვილების საკუთრება იყო (1700 წ. Sd-2301)
ბეჟან
ბატონიშვილი, ჰყავს თანამეცხედრე ანჩაბაძის ასული მარიამ, შვილი ჴო[სია] უბოძა მოურავის შვილს, გიორგი, ასათიანს ივანელა გაწერელიას შვილი, ბიჭი ჯოღორია (1700 წ. გეგეჭ. №72).
ბეჟან
ბატონი, მისი ნებართვით პაპუნამ მიჰყიდა ზაალ წინამძღვრიშვილს ერთი დღის მიწა (1700 წ. Hd-14564).
ბეჟან
აბადარბაში, ჰყავს ძმა გიორგი. იყიდა ავთანდილ საგინაშვილისაგან ყმა გულიტაშვილი, სახლ-კარითა და კალო-საბძლით სამუტასშვილის მიწამდე (1700 წ. III. 23. 1450-22/15); დაამოწმა, რომ ჯალდამი და ღორისთავი მდივანბეგ ვახტანგ ბარათაშვილ-ორბელიშვილის ცოლყოფილის, ზაალ ერისთავის ასულის, თამარის ნამზითვით ნაყიდი და მისი შვილების საკუთრება იყო (1700 წ. Sd-2301).
ბეჟან
დაამოწმა, რომ ჯალდამი და ღორისთავი მდივანბეგ ვაბტანგ [ბარათაშვილ]-ორბელიშვილის ცოლყოფილის, ზაალ ერისთავის ასულის, თამარის, ნამზითვით ნაყიდი და მისი შვილების საკუთრება იყო (1700 წ. Sd-2301).
ბეჟან
ორჭოშანს მცხოვრები, ამილახვრის ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით ევალებოდა მშვილდით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
ბეჟან
აკურის მცხოვრები, მას გასამყრელოდ ერგო თამაზა ამბალაშვილი (XVII ს. Hd-12221).
ბეჟან
ყორჩის შვილი, ყორჩიბაშის თაბუნის წევრი, მეჯლისის დროს ევალებოდა მეფის უკან დგომა (XVII ს. Ad-620).
ბეჟან
მისი ყმაა დემეტრე პაპუნაშვილი (XVII ს. Ad-848).
ბეჟან
მეჯინიბეთუხუცესი, იხსენიება დამსწრედ გრიგოლ ბარამისშვილის მამისა და პაპის 1655 წლის ფიცის წიგნში ნაცარგორის ხოდაბუნის ალიბეგისშვილისათვის კუთვნილების შესახებ ([1688-1703 წწ.] Hd-837).
ბეჟანა
დმანისს მცხოვრები, იგი მამულით ერგო იოთამ ბარათაშვილს ([1537-1538 წწ.] VIII. 16. 1450-11/112).
ბეჟანა
კორთხს მცხოვრები, ემართა ქუთაისის საყდრის ბეგარა: თორმეტი თეთრი, ერთი ლიტრა სანთელი, ერთი ურემი ღომი (1558 წ. H-626).
ბეჟანა
წიფას მცხოვრები, სვიმონ მეფემ იგი, შვილებით, შესწირა ნიტრიის სიონს (1584 წ. Sd-2909).
ბეჟანა - შვილი მამასახლის ასლამაზასი, იხ.
ბეჟანა
თალიშ რაჯაბას შვილი, მოწმე სოღროაანთ მამიჯანას მიერ მელიქ შერმაზანასათვის მიცემული შვილის ნასყიდობის წიგნისა (1679. V.27. 1448-320).
![]() |
7.41 ბეჟანასშვილი || ბეჟანაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
ბეჟანაშვილი ბასილა
ჯოხს მცხოვრები, ამილახვრის ყმა, ჰყავს განაყოფი ბეჟიტა ბეჟანაშვილი, საამილახვროს დავთრის მიხედვით, მისი კომლიდან ორ კაცს ევალებოდა მშვილდით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
ბეჟანასშვილი ბეჟიტა
მოწმე ნასყიდა შავერდასშვილის მიერ შოშია გოგოჩასშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1673 წ. I. 1. Hd-14517).
ბეჟანაშვილი ბეჟიტა
ჯოხს მცხოვრები, ამილახვრის ყმა, ჰყავს განაყოფი ბასილა. საამილახვროს დავთრის მიხედვით, მისი კომლიდან სამ კაცს ევალებოდა მშვილდით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ.1448-5032)
ბეჟანაშვილი ივანა
მოწმე ნიკოლოზ გაბაშვილის მიერ არსელა ამსოაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1616 წ. V. 22. 1450-13/60).
ბეჟანაშვილი მეტეხელა
ხანდაკს მცხოვრები, გოშფარ და როინ ჯავახიშვილების გაყრის დროს იგი ერგო გოშფარს ([1527-1558 წწ.] Qd-605).
ბეჟანაშვილი ოჰანესა
მოწმე ნიკოლოზ გაბაშვილის მიერ არსელა ამსოაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1616 წ. V. 22. 1450-13/60).
ბეჟანასშვილი საბა
მოწმე გოშფარ ბარათაშვილის მიერ ყულიჯან ტერტერაშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1645 წ. IV. 1450-34/233).
ბეჟანასშვილი შერმაზან
მოწმე: ყორყანაანთ რევაზასშვილ პაპას მიერ ოქუაანთ არაქელასშვილ ბეჟუასათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1696 წ. VI. 1. 1450-8/75), ჰავდროზა ყორყანაშვილის მიერ ოქუაანთ არაქელასშვილ ბეჟუასათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1696 წ. III. 21. 1450. 17/35).
ბეჟანიშვილები
ჭვიროსში მცხოვრებნი, ზურაბ [ჯავახიშვილის] ყოფილი ყმები, ნაზარალი-ხანმა ისინი უწყალობა ფარსადან ჯავახიშვილს (1692 წ. 1448-8819).
![]() |
7.42 ბეჟანისშვილი || ბეჟანიშვილი || ბეჟინასშვილი || ბეჟანიანთ || მესხასატურაშვილი-ბეჟანისშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
ბეჟანიშვილი
მოწმე ხუდადას მიერ სათალმიშ საქუასშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1696 წ. VIII. 12. Sd-760).
ბეჟანიშვილი აბულვარდ
გოშფარ და როინ ჯავახიშვილების გაყრის დროს იგი, თავისი მამულით, ერგო გოშფარს ([1527-1558 წწ.] Qd-605).
ბეჟანიშვილი ადულა
მოწმე შანშე ჯავახიშვილის მიერ გიორგი ცალქალამანიძისათვის მიცემული ყმა-მამულის ნასყიდობის წიგნისა (1609 წ. ახლო. Hd-3295).
ბეჟანისშვილი ავთანდილ - შვილი ასატურ ბეჟანისშვილისა, იხ.
ბეჟანისშვილი ალიხანა - იხ. იაგულაშვილი ალიხანა.
ბეჟანისშვილი (ვარ. ბეჟინასშვილი, მესხასატურაშვილი-ბეჟანისშვილი) ასატურა - 1670-1692 წწ.
გორელი, ჰყავს: ძმები: ბაინდურა ([1670-1692 წწ.] 1450: 49/102, 49/118, 49/106, 49/122, 49/110, 49/124, 49/112, 49/119, 49/117, 49/104, 52/108, 49/101,49/105), შვილები: მიქელ, გაბრoელ ([1676-1692 წწ.] 1450: 49/106, 49/122, 49/110, 49/124, 49/112,49/ 114, 49/117, 49/104, 52/108, 49/101, 49/105), ბეჟან ([1680-1692 წწ.] 1450: 49/110, 49/124, 49/112, 49/114, 49/117, 49/105), ავთანდილ, გიორგი ([1689-1692 წწ.] 1450: 52/108, 49/101, 49/105). იყიდა: მამუკა ამირაღაშვილისაგან მისი ნაყიდი ყმის, ფხევიას სახლ-კარი როსტევანაშვილის ყმისა და მამუკასავე ყმის, მახარას სახლებამდე (1670 წ. XII. 15. 1450-49/102), წატურაანთ პაპინასშვილ ფასუასაგან - სამი დღის მიწა ალადათ[ა]სშვილის, თუმანას და პაპუნა მერაბასშვილის მიწებამდე (1675 წ. VII. 1450-49/118), არაქელა წატურაშვილისაგან - მიწა ალადათაშვილის, პაჭიჭაურის, ამირბაბაშვილის და როსტომაშვილის მიწებამდე (1676 წ. VI. 15. 1450-49/106), გოგინა ფიბინაშვილისაგან - ნასყიდი მიწა ამირაღაშვილისა და ტერ-მინასას მიწებამდე, არჩუკაშვილის, სიმონას და ტერ-მანველას ვენახებამდე (1676 წ. VI. 15. 1450-49/122), დათუნა შატბერაშვილისაგან და დათუნა ძამასშვილისაგან - მის მიერვე ადრე მიყიდული მიწის გვერდით იმავე ზომის სხვა მიწა (1680 წ. III. 1450-49/124), მაზიტა იმარაშვილისაგან მიწა მაზანას მიწამდე (1680 წ. XII. 15. 1450-49/112), დათუნა შატბელასშვილის და მგელიტა შოშიაშვილისაგან - მის მიერვე ადრე მიყიდული „გრძელა“ მიწის გარდა სხვა გრძელა მიწა შოშიასშვილისა და ალექსანაშვილის მიწებამდე (1680 წ. XII. 15. 1450-49/110), ქიტესა პატატისშვილისაგან - მკვიდრი მიწა შოშიასშვილის. მის მიერვე ადრე შეძენილ მიწამდე და მაზანას მამულამდე (1681 წ. III. 1. 1450-49/114), ვეციკაანთ ანტონასშვილ სარქისასაგან - დერბუკის ბოლოს მიწა ანდრონიკის, ალადათაშვილისა და დერბუკელი მამასახლისის მიწებამდე (1682 წ. XI. 2. 1450-49/117), ამირაღას შვილიშვილ გაბრიელა ამირაღასშვილისაგან - ვარდისუბანს მიწა არჩუკასშვილის ვენახიდან სამოცდაათი ყეენის ადლის სიგრძისა, განით ტერ-მინასას კედლიდან ფარსადანას მიწამდე (1686 წ. III. 1450-49/104), ამირან სუნბატასშვილისაგან - ყმები: ხახუტა, ღონენა, მამუკა და ბერუა ნინიასშვილები (1690 წ. IV. 1550-49/101), ბეჟან ამირაღასშვილ თამაზასშვილისაგან - ელისა და იორამა ელისაშვილები, მათი ძმის, ბერასაგან წილში ნარგები სახლითა და მამულით, ვარდისუბანს - სხვა ძმებისაგან წილში ნარგები მეოთხედი მიწა. ეს სახლები ბეჟანისშვილებმა შუაზე გაიყვეს (1692 წ. XI.15. 1450-49/105 ); მოწმე: პაპინა ბასტამასშვილის მიერ სიმონგულ მამუკასშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1676 წ. I. Hd-5304), გიორგი ხოსრუაშვილის მიერ ნასყიდა ბერაძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1691 წ. I. 10. Ad-971); მან იყმო თავისი მევალეები: პატა, ზურაბ, სეხნია და ესტატე თუკასშვილები, რომელთაც ვალი ვერ დაფარეს (1689 წ. XII. 1450-52/108).
ბეჟანისშვილი ასლან - იხ. [იაგულაშვილი] ასლან
ბეჟანისშვილი (ვარ. ბეჟინაშვილი:მესხასატურასშვილი-ბეჟანისშვილი) ბაინდურა - ძმა ასატურა ბეჟანისშვილისა, იხ.
ბეჟანისშვილი-ბაინდურასშვილი გაბრიელ
მისცა ავთანდილ ასატურასშვილთან ერთად ვალის თამასუქის ბათილამა ელიზბარ დავითისშვილს: მათი ვალი ემართათ ელიზბარის მამასა და ბებიას. ვალზე ორი თამასუქი იყო შედგენილი: ერთი ათ თუმანსა და ერთ მინალთუნზე, მეორე - ათ თუმანზე. სულ ოც თუმანსა და ერთ მინალთუნზე. ელიზბარ დავითიშვილმა განჯაში თავისი აზნაურიშვილებისა და მოქალაქე ქეთხუდების დასწრებით, თავნი დაუბრუნა მევალეებს და უკან წამოიღო ვალში დაგირავებული ნივთები: ერთი მურასა ჯიღა, ოთხი თასი ოც-ოცი მარჩილისა, ვერცხლის პატარა ტაშტი - ოთხი მისხალი, თასი - სამას სამოცი მისხალი და ტაშტი - ოთხმოცდათერთმეტნახევარი მისხალი. ელიზბარ დავითიშვილს ეჭვი შეუტანია, რომ ჯიღა შეცვლილი იყო. გაბრიელი და ავთანდილი არწმუნებდნენ, რომ ჯიღა არავის შეუცვლია და ელიზბარის მამის მიცემული იყო (1697 წ. I. 15. სეიძ. II. №8).
ბეჟანისშვილი ბახუტა
მოწმე ფარსადან [ჯავახიშვილის] მიერ ზურაბ [ჯავახიშვილისათვის] მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1692 წ. VII. 11. Sd-569).
ბეჟანისშვილი ბეჟან - იხ. იაგულაშვილი ბეჟან
ბეჟანისშვილი (ვარ.მესხასატურაშვილი) ბეჟან - შვილი ასატურა ბეჟანისშვილისა, იხ.
ბეჟანისშვილი ბეჟიტა
ჰყავს შვილები: ოთია, იორამ, მიჰყიდა გიორგი დემეტრაშვილს საკვეთლისს ორ-ორი დღის მიწა ბებ[ია]შვილის ვენახის ბოლოს და ორი დღისა - ზაალის ბაგის ბოლოს (1659 წ.Hd-8266).
ბეჟ[ა]ნისშვილი ბერი
ჰყავს [სახლიკაცი] ზაალ ბეჟ[ა]ნისშვილი, მისი და ზაალის შუამავლობით გიორგი საბარაშვილმა მიჰყიდა გიორგი ბერიძეს საკვეთლისს დღენახევრის მიწა (1690 წ. Hd-1747).
ბეჟანიშვილი ბერო
ერთი კომლი, შეტანილია [ალავერდის ტაძრის] კომლების ნუსხაში (XVII ს. Ad-848).
ბეჟანიშვილი ბერუკა
მოწმე სეხნია მახვილაძის მიერ პაპია ჭყოპიაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1619 წ. Ad-1857).
ბეჟანისშვილი (ვარ. ბეჟინასშვილი, მესხასატურაშვილი) გაბრიელ - შვილი ასატურა ბეჟანისშვილისა, იხ.
ბეჟანისშვილი გიორგი
მის მიწამდე მიჰყიდა გიორგი საბარაშვილმა გიორგი ბერიძეს საკვეთლისს დღენახევრის მიწა (1690 წ. Hd-1747).
ბეჟანისშვილი გიორგი - შვილი ასატურა ბეჟანისშვილისა, იხ.
ბეჟანისშვილი დათუნა
ჰყავს შვილი ვეფხია. მიჰყიდა სეხნია გულიაშვილს დღენახევრის ნაფუძარი (1655 წ. Ad-1049 ბ).
ბეჟანისშვილი ვეფხია - შვილი დათუნა ბეჟანისშვილისა, იხ.
ბეჟ[ა]ნისშვილი ზაალ - [სახლიკაცი] ბერ ბეჟ[ა]ნისშვილისა, იხ.
ბეჟანიშვილი თათარაი
გოშფარ და როინ ჯავახიშვილების გაყრის დროს, იგი, თავისი მამულით, ერგო გოშფარს ([1527-1558 წწ.] Qd-605).
ბეჟანიანთ იესე - მამა ბეჟანიანთ ნასყიდასი, იხ.
ბეჟანისშვილი იორამ - შვილი ბეჟიტა ბეჟანისშვილისა, იხ.
ბეჟანისშვილი (ვარ. ბეჟინაშვილი, მესხასატურაშვილი) მიქელ - შვილი ასატურა ბეჟანისშვილისა, იხ.
ბეჟანიანთ ნასყიდა
გარდაცვლილ შერმაზან შალვაშვილ-[ჯავახიშვილის] ნაყმევი, ჰყავს მამა იესე, იგი, ოთხი კომლი კაცით,ზაქარია ჯავახიშვილმა მიართვა მოურავ [გიორგი სააკაძეს] (1624 წ. Hd-4693).
ბეჟანისშვილი ოთია - შვილი ბეჟიტა ბეჟანისშვილისა, იხ.
ბეჟანისშვილი ოთია - 1680-1686 წწ.
მოწმე: სვიმონ სულხანაშვილის მიერ ჯავახისშვილებისათვის მიცემული წოდორეთის სასახლისა და მამულის ნასყიდობის წიგნისა (1680 წ. Hd-2629), ზურაბ შალიკაშვილის მიერ ზურაბ ჯავახიშვილისათვის მიცემული ყმა-მამულის ნასყიდობის წიგნისა (1686 წ. Hd-7229).
ბეჟანიშვილი სამანა
აზნაურიშვილი, ჰყავს ძმა უჯარ და უჯარმელ, გოშფარ და როინ [ჯავახიშვილების] გაყრის დროს იგი წილად ხვდნენ როინს ([1527-1558 წწ.] Qd-605).
ბეჟანისშვილი სეხნია
მოწმე ქაიხოსრო ბარათაშვილის მიერ როსტომ ყორღანაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1671 წ.1450-1/69).
ბეჟანიშვილი უჯარმელ - ძმა სამანა ბეჟანიშვილისა, იხ.
ბეჟანისშვილი ფარემუზ
ჰყავს შვილი შანაზარა, იყიდა ყარადაღა ყორღანაშვილისაგან მისი მკვიდრი ყმის, ზეგელასშვილის სახლ-კარის ადგილი ზალიას [მიწასა] და პაროშას კედელს შორის (1612 წ. sic. XVII ს. შუა ხანები. V. 30. 1450-17/14).
ბეჟანისშვილი ფარსადან
დამწერი ავთანდილ პაპუნასშვილის მიერ როსტომ ყორღანაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა(XVII ს. 80-იანი წწ. 1450-1/105).
ბეჟანისშვილი ფილიპე - ძმა ხუცო ბეჟანისშვილისა, იხ.
ბეჟანიშვილი ფირან - იხ. თუმანიშვილი ფირან
ბეჟანისშვილი ფირან
გარეჯვარში მას ეკუთვნოდა ერთი კომლი (1700 წ. 1448-3602).
ბეჟანისშვილი შანაზარა - შვილი ფარემუზ ბეჟანისშვილისა, იხ.
ბეჟანიშვილი შერმაზან
მოწმე როსტომ მამაგულაშვილის მიერ კახაბერ ყორხმაზაშვილისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა(1697 წ. IV.1450-17/5).
ბეჟანისშვილი შერმაზანა
დამწერი და მოწმე ბერუა გარსუასშვილის მიერ ბერუა ყორღანასშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1700 წ. XII. 5. 1450-16/99).
ბეჟანისშვილი ხუცო
ჰყავს ძმა ფილიპე, მასთან ერთად მოწმეა ხუციას მიერ ნიკოლოზ მაღალაძისათვის მიცემული ანდერძის წიგნისა (1691 წ. 1448-5072).
ბეჟია
დარბაზს მისი ნაქონი სახლი და ვენახი უცნობმა პირმა უბოძა ავთანდილს (1631 წ. 1450-15/37).
ბეჟია
ჰყავს ერთი კომლი მესაურე ყმა ([1658-1675 წწ.] Hd-14534 ბ).
ბეჟია
შიმშილანთ უბანში, საყდრის ძირას მდებარე მის მიწას თან მიჰყიდა შერმაზან [ყორღანაშვილმა] ბერ [ყორღანაშვილს] სამი დღის მიწა (1682 წ. 1450-19/15).
ბეჟია - 1688, 1689 წწ.
მის მიწამდე მიჰყიდა: ნაფუძარში, კენჭი-ყარიასთან, ყორხმაზ ყორღანაშვილმა ბეჟან ყორღანაშვილს მიწა (1688 წ. II. 11. 1450-7/60), ნაფუძარშივე - პაპუა ვახტანგაშვილმა გიორგი ყორღანაშვილს მიწა (1689 წ.1450-16/9).
ბეჟია
მის ვენახამდე მიჰყიდა პაპუნა კვეზერულმა თინათინ უგანაძეს ესიკაშვილის ვენახი (1690 წ .I. 1. Ad-1201).
ბეჟია
დამწერი ალექსანდრე მეფის მიერ უცნობი პირისათვის მიცემული წყალობის წიგნისა ([1691-1695 წწ] Hd-15034).
ბეჟია
მისი ვენახის ნახევარი ადგილი სასახლედ წილში ერგო იესე ზუმბულიძეს (XVII ს. II ნახ. 1450-31/154).
ბეჟია
მისი მიწა ესაზღვრებოდა ბეჟუა ოქროპირაშვილის მიერ უთრუთ ციციშვილისათვის მიყიდულ მიწას (XVII ს.ბოლო. 1450-51/21).
![]() |
7.43 ბეჟიასშვილი || ბეჟიაშვილი || ბეჟიათ |
▲ზევით დაბრუნება |
ბეჟიასშვილი
კარშაგარს მცხოვრები, იგი მამულით წილში ხვდა იოთამ ბარათაშვილს ([1537-1538 წწ.] VIII. 16. 1450-11/112).
ბეჟიაშვილი გიორგი
მოწმე შიო ხუროსშვილის მიერ უთრუთ ფანასკერტელ-ციციშვილისათვის მიცემული წისქვილის ნასყიდობის წიგნისა (1699 წ. 1450-51/5).
ბეჟიასშვილი გიორგი
ვერეში მცხოვრები, ედიშერ და პაპუნა [ციციშვილების] გაყრის დროს იგი ერგო ედიშერს ([1688-1703 წწ.] Hd-1636).
ბეჟიაშვილი გოგია
მოწმე პაპუნა შატბერაშვილის მიერ პაპუა თუმანიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1671 წ. ახლო. 1450-10/175).
ბეჟიაშვილი დათუნა
მოწმე ბიძინა მწყერაძე-ბერუკაშვილის მიერ უთრუთ [ციციშვილისათვის] მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა(1699 წ. II. 5. 1450-51/84).
ბეჟიათ მახარა
მოწმე ზურაბ წყარაძის მიერ შენუაანთ პაპინაშვილ ოჰანასათვის მიცემული მარნის ნასყიდობის წიგნისა (1689 წ. VII. Ad-1220).
ბეჟიაშვილი ფრიდონა
მოწმე ენაგეთელ შერმაზან აბაზაშვილის მიერ ოქოანთ არაქელასშვილ ბეჟოასათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1698 წ. IV. 15. 1450-8/69).
ბეჟინა - შვილი სარქისასი, იხ.
ბეჟინასშვილი ასატურა - იხ. ბეჟანისშვილი ასატურა
ბეჟინაშვილი ბაინდურა - იხ. ბეჟანისშვილი ბაინდურა
ბეჟინასშვილი გაბრიელ - იხ. ბეჟანისშვილი გაბრიელ
ბეჟინაშვილი მიქელ - იხ. ბეჟანისშვილი მიქელ
ბეჟიტა
მაჩაბლების მკვიდრი ყმა, აყრილა და სვეტიცხოველს მისულა. რუსი მაჩაბელმა იგი, ცოლ-შვილით, მიჰყიდა დეკანოზის შვილებს: ქაიხოსრო, თამაზა და რამაზ [ზუმბულიძეებს] (XVII ს. 50-იანი წწ. 1450-31/101).
ბეჟიტა
ნაცვალი, მოწმე კათალიკოს დომენტის მიერ პაპუა მაღალაძისათვის მიცემული ციხედიდის მოურაობის წყალობისა და სახლთუხუცესის სახელოს განახლების წიგნისა (1672 წ. V. 1. Ad-1689).
ბეჟიტა
ერეკლე მეფემ იგი უწყალობა ზურაბ ანდრონიკაშვილს (1678 წ. 1461-13/15).
ბეჟიტა
სომეხ ბარხუდარას ყმა, მოწმე ბერუკა ქარციძის მიერ დეკანოზიშვილ არდაშელისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1686 წ. Ad-1764).
ბეჟიტა
საამილახვროს დავთრის მიხედვით, მას ჰყავდა მოლაშქრე ყმები: ნინია სარყაული, იმერელი გიორგი, შიო ჩიტუაშვილი, ბოგანო ჯავახი, შოშიტა, მახარა, გიორგი, ბოგანოები: გოგია, ივანა,მამულა,ზუბიტა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
ბეჟიტა
ზემო ყურს მცხოვრები, საამილახვროს დავთრის მიხედვით, მისი კომლიდან ერთ კაცს ევალებოდა ლაშქრობა (XVII ს. II ნახ.1448-5032).
ბეჟიტა
უსისტყეს მცხოვრები, ბოგანო, სამთავნელის ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით ევალებოდა ლაშქრობა (XVII ს.II ნახ.1448-5032).
ბეჟიტასშვილები
კოდმანს მცხოვრები ბოგანო გლეხები, ისინი წილში ხვდნენ რამაზ [ზუმბულიძეს] (1651 წ. II. 13. 1450-31/105).
![]() |
7.44 ბეჟიტასშვილი || ბეჟიტაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
ბეჟიტაშვილი
კოდმანს მცხოვრები, ბოგანო, ქაიხოსრო და რამაზ [ზუმბულიძეების] გაყრისას იგი წილში ერგო რამაზს (1651 წ. 1450-31/102).
ბეჟიტაშვილი
რუისში მის ვენახამდე მიჰყიდა ქიტია ქუბიაშვილმა გოგილა მალულიძეს მიწა (1672 წ. III. 15. Sd-57).
ბეჟიტას[შვილი]
მისი ერთი დღის მიწა ესტატე გულუასშვილმა ვალში მისცა ყანდინა ედილასშვილს (1693 წ. XII. Hd-10917).
ბეჟიტაშვილი
კოდმანს მისი მამული, ბაგა და სამი დღის მიწა წილად ხვდა გიორგი [ზუმბულიძეს] ([1695-1697 წწ.] 1450-31/142).
ბეჟიტაშვილი
კოდმანს მისი ვენახი წილად ხვდა იესე ზუმბულიძეს (XVII ს.II ნახ. 1450-31/154).
ბეჟიტასშვილი
ჰყავს ყმა ბეჟუნა ვარდოსანიძე (XVII ს.II ნახ. Qd-7017).
ბეჟიტასშვილი
ნოსტევს მცხოვრები, იგი ივანასშვილთან ერთად ერგო ზაალს, შიო სამნოაშვილისა და გოსტიბელ ბერელაშვილის ნაცვლად(XVII ს. Hd-11762).
ბეჟიტასშვილი ამილბარ
ოთარ ანდერმანიშვილის ყმა, ჰყავს [ძმები]: ივანე, გიორგი, ბერი, მიჰყიდა მძორველ ოთია ინანიშვილს სამი დღის მკვიდრი მიწა საწურბ[ლ]ეს, ჯიმშიტას მიწის ზევით (XVII ს. შუა ხანები. V. 15. Sd-1783).
ბეჟიტაშვილი ბასილა
მოწმე ყორხმაზ კახაბრიშვილის მიერ გიორგი პაპუნასშვილ-ყორღანაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1688 წ. II. 6. 1450-6/4).
ბეჟიტასშვილი ბერი - [ძმა] ამილბარ ბეჟიტასშვილისა, იხ.
ბეჟიტაშვილი გიორგი
ერთი კომლი, მოხსენიებულია ზემო ქართლის კომლთა ნუსხაში (XVII ს. დამდ. Qd-7014).
ბეჟიტასშვილი გიორგი
ჰყავს: ძმა პაატა, შვილები: ოთარა, პაპუნა. მიჰყიდა როსტია აფქარასშვილს ოცდაოთხი კოდის სათესი „მდივანური“ მიწა (1700 წ. 1450-25/14).
ბეჟიტასშვილი გურგენა - ძმა პატა ბეჟიტასშვილისა, იხ.
ბეჟიტასშვილი დათუნა - ძმა პატა ბეჟიტასშვილისა, იხ.
ბეჟიტასშვილი ივანა - ძმა პატა ბეჟიტასშვილისა, იხ.
ბეჟიტასშვილი ივანე
აბანოში მცხოვრები, ერთი კომლი, მოხსენიებულია ზემო ქართლის კომლთა ნუსხაში (XVII ს. დამდ. Qd-7014).
ბეჟიტაშვილი ივანე - [ძმა] ამილბარ ბეჟიტაშვილისა, იხ.
ბეჟიტაშვილი კაცია
აბანოში მცხოვრები, ერთი კომლი, მოხსენიებულია ზემო ქართლის კომლთა ნუსხაში (XVII ს. დამდ. Qd-7014).
ბეჟიტასშვილი ოთარა - შვილი გიორგი ბეჟიტასშვილისა, იხ.
ბეჟიტასშვილი პაატა - ძმა გიორგი ბეჟიტასშვილისა, იხ.
ბეჟიტასშვილი პატა
აბანოს სასახლეში მცხოვრები მსახური (ან გლეხი), ერთი კომლი, ჰყავს ძმები: გურგენა, დათუნა, ივანა და იმათი ნაშენი ოთხი ვაჟი. მოხსენიებულია ზემო ქართლის სადროშოს აღწერის დავთარში (XVII ს. II ნახ. Qd-7017).
ბეჟიტაშვილი პაპუნა
მოწმე იესე მაჩაბლის მიერ დათუნა გაგნიძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1621 წ. V. 30. Sd-529).
ბეჟიტასშვილი პაპუნა - შვილი გიორგი ბეჟიტასშვილისა, იხ.
ბეჟოა - შვილი გიგოასი, იხ.
ბეჟოა
ყაფანდარი, მისი ვალი, სამი მინალთუნი [გოჭილოდაანთ] თათოსას და ბაღდასარას სანახევროდ უნდა გადაეხადათ (1690 წ. VII. 1450-50/207).
ბეჟოა
მისი ვენახი ესაზღვრებოდა დუშია გოგიბაშვილის მიერ ფარემუზ გოგიბაშვილისათვის მიყიდულ მამულს (1694 წ. IV. 7. 1450-6/36).
ბეჟოა - შვილი შაჰპარუნასი, იხ.
ბეჟუა
სახლთუხუცესის ძმა, მოწმე ქართლის კათალიკოს ქრისტეფორეს მიერ პაატა თაზისშვილისათვის მიცემული მოურაობის წყალობის წიგნისა (1657 წ. III. 10. 1450-34/120).
ბეჟუა - შვილი გაგულასი, იხ.
ბეჟუა
რაჭველი, მოწმე ოთია ლაშხიშვილის მიერ მანუჩარ თუმანიშვილისათვის მიცემული ყმის ნასყიდობის წიგნისა (1669 წ. IV. 1. Sd-40).
ბეჟუა - 1670-1680 წწ.
ჯავახიშვილების მეღვინეთუხუცესი, მოწმე: [ბახუტა] ჯავახიშვილის მიერ მისი ყმების, ბერისა და გიორგისათვის მიცემული მამულების წყალობის წიგნისა (1670 წ. სს. II. №67), [ბახუტა] ჯავახიშვილის მიერ ბერ დათვიასშვილისათვის მიცემული მიწის წყალობის წიგნისა (1680 წ. Hd-8485).
ბეჟუა
მოწმე ბარათაშვილ-აბაშიშვილ დავითის მიერ სეხნია არეშისშვილისათვის მიცემული ტყისა და მიწის ნასყიდობის წიგნისა (1683 წ. 1450-14/13).
ბეჟუა - [სახლიკაცი] მურადასი, იხ.
ბეჟუა
მოლარე, მოწმე გიორგი მიქელაძის მიერ პაპუნა გოსტაშაბიშვილისათვის მიცემული დავის გარიგების წიგნისა (1688 წ. VI. Hd-2055).
ბეჟუა
მის მიწამდე მიჰყიდა სულია გოგიჭაშვილმა ბერუკა გოგინასშვილს მიწა (1690 წ. 1448-2145).
ბეჟუა
გიორგი ბარათაშვილის ყმა, მოწმე გიორგი ბარათაშვილის მიერ მდივანბეგის ქალის, გუქასათვის, მიცემული მიწის ნასყიდობის წიგ ნისა (XVII ს. 90-იანი წწ. Hd-10054).
ბეჟუა
შათირი, მოწმე პაპუა პატასშვილის მიერ ქიტია მედიასშვილისათვის მიცემული თარხნობის წყალობის წიგნისა (1691 წ. V. 25. Hd-1702).
ბეჟუა
შუა ბოლნისის მამასახლისი, მოწმე შიოშ სეხნიაშვილის მიერ ყაფლანის შვილიშვილ პაპუა [ბარათაშვილისათვის] მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1698 წ. Hd-6622).
ბეჟუა - შვილი მარქარასი, იხ.
ბეჟუა
სამთავისს მცხოვრები, სამთავნელის ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით, მისი კომლიდან ორ კაცს ევალებოდა შუბით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
ბეჟუა
გიორგი იორამისშვილის მსახური, მოწმე გიორგი იორამისშვილის მიერ ზაალ გერმანოზიშვილისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. II ნახ. IX. Hd-9291).
ბეჟუა
ქვემო სობისს მცხოვრები, ბოგანო, საამილახვროს დავთრის მიხედვით ევალებოდა ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
ბეჟუა
კლდისწყაროში მცხოვრები, ჭალი (sic), ერთი კომლი. მოხსენიებულია ზემო ქართლის კომლთა ნუსხაში (XVII ს. დამდ. Qd-7014).
ბეჟუა
ფცას მცხოვრები, ბოგანო, მოხსენიებულია ზემო ქართლის სადროშოს აღწერის დავთარში (XVII ს.II ნახ. Qd-7018).
ბეჟუა
ფარეში, მოხსენიებულია საყაფლანიშვილოს ძღვენისა და სამასპინძლოს გარიგების დავთარში (XVII ს. II ნახ. Hd-1365).
ბეჟუა - შვილი სეხნიასი, იხ.
ბეჟუასშვილი ავთანდილა
ქვემო ბოლნელი, მიჰყიდა პაპუა და თამაზ ელიკაშვილებთან, ბეჟუა და მერაბა ადიბეგაშვილებთან, დათუა და ფარემუზ პაპუაშვილებთან ერთად ბაინდურ [გოგიბაშვილს] ბოზოკონდის ბოლოს, არქუნს ქვეშ, მელიქის მიერ მიცემული ხუთი დღის მიწა (1693 წ. IV. 10. 1450-10/42).
ბეჟუნა
ჰყავს ძმა ნასონა, მისი მოწმობით ეპიფანე მიტროპოლიტმა დაამტკიცა გრიგოლ ჩხუტიაშვილის ნასყიდობის წიგნი (1666 წ.ახლო. Sd-533).
ბეჟუნაშვილი
აბანოში მცხოვრები, ერთი კომლი, მოხსენიებულია ზემო ქართლის კომლთა ნუსხაში (XVII ს.დამდ. Qd-7014).
ბეჟუტაშვილი დათუნა
მოწმე შანშე აბაზაძის მიერ გიორგი ღაღანიძისათვის მიცემული მიწების გაცვლის წიგნისა ([1658-1675 წწ.] Ad-1334 ბ).
ბერა
წიფას მცხოვრები, სვიმონ მეფემ იგი, შვილებით, შესწირა ნიტრიის სიონს (1584 წ. Sd-2909).
ბერა
მოწმე პაატას მიერ მერაბისათვის მიცემული წიგნისა თავისი ქალის მოახლედ დაყენების შესახებ (1676 წ. IV. 18. Hd-2797).
ბერა - [ძმა] გიორგისა, იხ.
ბერა - შვილი ნონიკასი, იხ.
ბერა - შვილი შოშიტასი, იხ.
ბერა
ყვავილს მცხოვრები, ჰყავს განაყოფი ხიზანა, მის სახლს ევალებოდა ანანურის დეკანოზისათვის ხარება დღეს პურისა და ღვინის ნაცვლად ერთი თევზის მიტანა (XVII ს. II ნახ. Ad-20 ა).
ბერაია
მამია დადიან-გურიელმა განუახლა მისი შეწირულება ბიჭვინტის ღმრთისმშობელს, იგი ადრე კათალიკოს დავით ნემსაძეს შეუწირავს ბიჭვინტისათვის. მაგრამ ჟამთა ვითარებაში გამოწირულა ([1689-1714 წწ.] 1448-2151).
ბერაია ბატკა
მამია დადიან-გურიელმა განუახლა მისი შეწირულება ბიჭვინტის ღმრთისმშობელს. იგი ადრე კათალიკოს დავით ნემსაძეს შეუწირავს ბიჭვინტისათვის, მაგრამ ჟამთა ვითარებაში გამოწირულა ([1689-1714 წწ.] 1448-2151).
ბერაია ბაძაღალა
მამია დადიან-გურიელმა განუახლა მისი შეწირულება ბიჭვინტის ღმრთისმშობელს. იგი ადრე კათალიკოს დავით ნემსაძეს შეუწირავს ბიჭვინტისათვის, მაგრამ ჟამთა ვითარებაში გამოწირულა ([1689-1714 წწ.] 1448-2151).
ბერაიძე შიო - შვილი შოშია ბერაიძისა, იხ.
ბერაიძე შოშია
ჰყავს შვილი შიო. მიჰყიდა სახლთუხუცეს რევაზ [მაღალაძეს] შავწყალას გაღმა „ნაფარეხოვი“ მიწა ციციშვილის შავწყალას ხევამდე (1689 წ. Qd-1345).
ბერაკაშვილი
მისი ნაქონი ორი დღის მიწა ბიწმენში ლიპარიტმა საკანონოდ მიართვა სვეტიცხოველს [მიქაელის] კათალიკოსობის დროს (1420 წ. ახლო. Ad-2014).
ბერაკაშვილი შიო
მამასახლისი, მოწმე ბეჟიტა გოგიბაშვილის მიერ მახარა ლომსაძისათვის მიცემული წისქვილის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. Hd-2307).
ბერაული თევდორე
ცხრისს მცხოვრები, ქაიხოსრო ყანჩაელის მეკოდისპურე ყმა (1700 წ. 1448-3602).
![]() |
7.45 ბერასძე || ბერაძე |
▲ზევით დაბრუნება |
ბერაძე
ხუცესი, ალექსანდრე მეფემ იგი, ცოლ-შვილით, შესწირა გელათის ხახულის ღმრთისმშობელს ბანოჟაში მცხოვრებ ხუთ კომლ კაცთან ერთად (1504 წ. ქრ. II. 323).
ბერაძე
მისი ნაქონი ნაფუძარი წილში ერგო მარკოზ [გარსევანიშვილს] (1668 წ. გსიემ. 4644); მისგან მიცემული მიწის ნახევარი წილში ერგო ზაქარია [გარსევანიშვილს], ხოლო მეორე ნახევარი - მარკოზ [გარსევანიშვილს] (1668 წ. გსიემ. 4642).
ბერაძე
ყალანდარ თუმანიშვილის ყმა, მის სახლ-კარამდე მიჰყიდა ბეჟან თუმანიშვილმა სახლ-კარი თავის ბიძაშვილს, ყალანდარს (1688 წ.VII. 8. Sd-43).
ბერაძე ბაადურ
ჰყავს [სახლიკაცი] ბერი. მოწმე ბერ მაზიტაშვილის მიერ კარის დეკანოზ პეტრესათვის მიცემული მიწის ნასყიდო ბის წიგნისა (1682 წ. Qd-9602).
ბერაძე ბ[ა]ინდურ - შვილი ნასყიდა ბერაძისა, იხ.
ბერაძე ბევროზა
ქუეღვარდიას მცხოვრები, იგი გიორგი მეფემ შესწირა ნიკორწმინდის ეკლესიას (1581 წ. ლაი, P-22 ბ).
ბერაძე ბერი - [სახლიკაცი] ბაადურ ბერაძისა, იხ.
ბერაძე გოგოლი
ქუეღვარდიას მცხოვრები, იგი გიორგი მეფემ შესწირა ნიკორწმინდის ეკლესიას (1581 წ. ლაი, P-22 ს).
ბერასძე დავით
კავთისხეველი, ჯილავის მეთოფე, იგი სვიმონ მეფემ გაათავისუფლა სამეფო გადასახადებისაგან (1581 წ. VIII. 8. 1448-5510).
ბერაძე დათუნა
გორს მცხოვრები, მინბაშისაგან ნაყიდი, დომენტი კათალიკოსმა იგი, შვილებით, უწყალობა ხუდადა ხოჯაშვილს (1660 წ. V. 1. Sd-2913).
ბერაძე დათუნა - შვილი ნასყიდა ბერაძისა, იხ.
ბერაძე-დათუნასშვილი მახარა
ნოსტელი, მისულა სვეტიცხოვლის აზნაურიშვილ ბეჟან სვიმონელთან და მას ყმობია. შემდეგ მისთვის მოუტაცებია მოახლე და ქალაქს გაუყიდია, გაქცეულა და ზაალ დოლენჯიშვილს ყმობია, ბეჟანმა იგი დაიჭირა და მოახლის საზღაური მოსთხოვა. მან თავისი თავი ნასყიდად შესთავაზა. ბეჟანმა არ ინდომა მისი ყმობა და ზაალ დოლენჯიშვილს მიჰყიდა (1695 წ. VI. 1. Hd-13684).
ბერაძე ესტატა
ფერსათს მცხოვრები, კარგარეთელის ყმა, ემართა ქუთაისის საყდრის ბეგარა: ოცდათვრამეტი კოკა ღვინო, თორმეტი თეთრის საკლავი, ხუთი თეთრი, ერთი ურემი ღომი,ხუთი კვერცხი (1558 წ. H-626).
ბერაძე ივანე - შვილი ნასყიდა ბერაძისა, იხ.
ბ[ე]რასძე მამისა
მოწმე გიორგი ჯაყელურის მიერ შიაოჟა ტარსაიჭაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. Ad-1478).
ბერაძე მამუა
ხევნიფუს მცხოვრები, იგი გიორგი მეფემ შესწირა ნიკორწმინდის ეკლესიას (1581 წ. ლაი. P-22 b).
ბერაძე მიქელაი
ქუეღვარდიას მცხოვრები, იგი გიორგი მეფემ შესწირა ნიკორწმინდის ეკლესიას (1581 წ. ლაი. P-22 b).
ბერაძე მღთისია
მოწმე ლომინა ეგაძის მიერ ავთანდილ ნასყიდაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1689 წ. 1448-2241).
ბერაძე ნანია
ქუეღვარდიას მცხოვრები, იგი გიორგი მეფემ შესწირა ნიკორწმინდის ეკლესიას (1581 წ. ლაი. P-22 b).
ბერაძე ნასყიდა
ჰყავს შვილები: ღთისია, ბ[ა]ინდურა, დათუნა, ივანე. იყიდა გიორგი ხოსრუასშვილისაგან მიწა, რომელსაც ესაზღვრებოდა პაპუასა და არაქელას მიწები (1691 წ. I. 10. Ad-971).
ბერაძე პაპუნა
მოწმე პაპუა იშხნელის მიერ შოშიტა ზუმარაძისათვის მიცემული წისქვილის ნასყიდობის წიგნისა (1699 წ. Hd-836).
ბერაძე ღთისია - შვილი ნასყიდა ბერაძისა, იხ.
ბერეკაშვილი
ხუცესი, ეცილებოდა ჯაბანა მაკუჭაძეს ჯოთენურ ყმა-მამულზე, რომელიც რუსთველ [ნიკოლოზ] ამილახვრისშვილს ჯაბანა მაკუჭაძისათვის ებოძებინა. ზაქარია რუსთველმა ეს დავა გაარჩია და მას მიაკუთვნა სადაო მიწის ის ნაწილი, რომელსაც საყდრის ახლო პატარა ღელე ჩამოუდიოდა (1697 წ. VIII. 1449-170).
ბერეკაშვილი ასლამაზა
მოწმე როსტომ მამაგულაშვილის მიერ კახაბერ ყორხმაზაშვილისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1697 წ. IV. 1450-17/5)
ბერეკაშვილი იოვანე
მოწმე ზაქარია რუსთველის მიერ ჯაბანა მაკუჭაძესა და ხუცეს ბერეკაშვილს შორის სამამულე დავის გარიგების წიგნისა (1697 წ. VIII. 1449-170).
ბერელა
მის ნაცვლად მოურავსა და ზურაბ [სააკაძეს] წილად ხვდათ გოსტიბეს მცხოვრები გიორგა ჩაჩანიძე (XVII ს. ბოლო მეოთხ. Hd-11919).
ბერელასშვილი გოსტიბელ
მის და შიო სამნოასშვილის ნაცვლად ზაალ [სააკაძეს] ერგო ბეჟიტასშვილი და ივანასშვილი ნოსტევში (XVII ს. ბოლო მეოთხ.Hd-11767).
ბერეჟაიშვილი ღონენა
მოწმე ბეჟანა რაგვიშვილის მიერ სოლაღა ხ[ა]ტისაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1699 წ. V. 1449-1861).
ბერეჟუა ბაძუ
ფარეში, იგი მარიამ დედოფალს გააყოლეს მზითევში ([1634 წ] 1448-3369).
ბერერა
მამასახლისი, მოწმე ბარათა ბარათაშვილის მიერ გიორგი ყორღანაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1688 წ. VI. 5. 1450-16/6).
ბერზნისშვილი არდაშელ -იხ. ბერძნისშვილი არდაშელ
ბერთქარელი მარქარა
იაგანა ქანანაშვილის ყმა, იაგანა ქანანაშვილმა იგი მიჰყიდა თამაზ ყაფლანიშვილს (1678 წ. X. 1. Qd-871-3).
ბერი
მესხი, მისი აყრილი ღვერთეთის მამული მოხსენიებულია ზემო ქართლის კომლთა ნუსხაში (XVII ს. დამდ. Qd-7014).
ბერი - შვილი ხორეშან ბატონიშვილისა, იხ.
ბერი
ხელთუბანს მცხოვრები, იგი, პაპუნასთან ერთად, მამულით, წილად ხვდა მანუჩარ [თუმანიშვილს] (1656 წ. Hd-11770 ა).
ბერი - შვილი პაპიასი, იხ.
ბერი - შვილი ქრისტესიასი, იხ.
ბერი
მის ვენახზე გაუცვალა ესტატემ სახატო ვენახი თავის განაყოფს, ფარსადანს (1665 წ. Qd-195).
ბერი - შვილი ნიჩბელ დადიანასი, იხ.
ბერი - შვილი ქიტიასი, იხ.
ბერი - 1672-1680 წწ.
წოდორეთში მისი ორი დღის მიწა ბასილა სულხანაშვილმა მიჰყიდა ზურაბ ჯავახიშვილს (1672 წ.V.9. Ad-967), მისი ერთი დღის მიწა სვიმონ და ბასილა სულხანაშვილებმა მიჰყიდეს ზურაბ ჯავახიშვილს (1680 წ. V. 1. Hd-629).
ბერი - შვილი ოხიაყორჩ როსებისა, იხ.
ბერი - შვილი მამასახლის გემანასი, იხ.
ბერი - შვილი მღებარ ნაზარასი, იხ.
ბერი (ვარ. ბერუა) - ძმა დიღმის წმინდა გიორგის დეკანოზ ათანელისა, იხ.
ბერი - შვილი ამირსეთასი, იხ.
ბერი
მისი მიწა ესაზღვრებოდა გივიაშვილის მიერ ბერუა და დათუნა მუჩაიძეებისათვის მიყიდულ მიწას (1683 წ. Qd-1785).
ბერი
გ[ა]რგ[ა]რეთელი, მოწმე დიდი მოურავის შვილიშვილის, ზურაბ [სააკაძის] მიერ ბაინდურ პატასშვილისათვის მიცემული მიწის წყალობის წიგნისა ([1677-1688 წწ.] Hd-9331).
ბერი - 1690-1694 წწ.
ბიძას || ბიძაანთ ბიჭი, მოწმე: შიო კოლიაშვილის მიერ დავით ჯავახიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1690 წ. III. 12. Sd-554), აბრამ ბიბიაშვილის მიერ დავით ჯავახიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1694 წ. VI. 12. Sd-561).
ბერი - [შვილი] ხოსიტასი, იხ.
ბერი - შვილი სვეტიცხოვლის დეკანოზ ათანასესი, იხ.
ბერი
მანგლელის აზნაურისშვილი, მოწმე ფარსადან [ჯავახიშვილის] მიერ მანგლელ [გაბრიელ ჯავახიშვილისათვის] მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა ([1699 წ.] VII. 11. Hd -242 ა).
ბერი
კარბს მცხოვრები, მამასახლისი, ავთანდილ ამილახორის მეკოდისპურე სახასო ყმა (1700 წ. 1448-3602).
ბერი
ერედვს მცხოვრები, მჭედელი, ოთარ ფავნელისშვილის მეკოდისპურე ყმა-გლეხი (1700 წ. 1448-3602).
ბერი
ყურს მცხოვრები, ამილახვრის ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით, მისი კომლიდან ორ კაცს ევალებოდა მშვილდით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
ბერი
მოურავი, მოწმე ბარამ ფარეშისშვილის მიერ დათუნა ხიზანიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს .II ნახ. Ad-2243).
ბერი
ზემო ძვიმლეთს მცხოვრები, სეხნია ტატიშვილის ყმა, მოხსენიებულია ზემო ქართლის სადროშოს აღწერის დავთარში (XVII ს.II ნახ. Qd-7017).
ბერი
ნასყიდა აღნიასშვილის და ქიტუა აბულაშვილის ბატონი მისი ნებართვით, ნასყიდამ და ქიტუამ ბერ ყორღანაშვილს მიჰყიდეს თავიანთი ნაყიდი, მკვიდრი საწისქვილე მიწა (XVII ს. IV მეოთხ. 1450-16/115).
ბერი - შვილი მღვდელ იოვანესი, იხ.
ბერი
მიჰყიდა იონათამ ლიპარიტიშვილს ნაფუძარი სახლით (XVII ს. Hd-9993).
ბერია - 1687, 1688 წ.
მამასახლისი, მოწმე: ბეჟია ყორღანაშვილის მიერ მისი განაყოფის, როსტომისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1687 წ. 1450-1/66), ყორხმაზ კახაბრიშვილის მიერ გიორგი პაპუნასშვილ-ყორღანაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1688 წ. II. 6. 1450-16/4).
ბერია
ზემო ძვიმლეთს მცხოვრები, სეხნია ტატიშვილის ყმა, ერთი კომლი, ჰყავს ძმა დემეტრა და „ერთი ნაშენი ვაჟი“. მოხსენიებულია ზემო ქართლის სადროშოს აღწერის დავთარში (XVII ს. II ნახ. Qd-7017).
ბერია ქრისტეშია
ემართა ხოფის ღმრთისმშობლის ხატის ბეგარა - ოცდაათი თეთრი (1550 წ. 1449-1675).
ბერია ხახუტა
ცაიშს მცხოვრები, ემართა ცაიშის საყდრის ბეგარა: ერთი საკლავი, ერთი ქათამი, მისი მარილი, ერთი პური, სამი ლიჯი ღომი, სამი ფოხალი ღვინო და გოჭკუმური ([1616-1621 წწ. ქსძ. III. №92).
ბერია ხიხუშაა
ცაიშს მცხოვრები, ემართა ცაიშის საყდრის ბეგარა: ერთი საკლავი, ერთი ქათამი, ერთი პური, სამი ლიჯი ღომი, სამი ფოხალი ღვინო და გოჭკუმური ([1616-1621 წწ.) ქსძ. III. №92).
![]() |
7.46 ბერიასშვილი || ბერიაშვილი || ბერიაანთ |
▲ზევით დაბრუნება |
ბერიაშვილი ასატურა
მოწმე როსტომა შამაგულიშვილის მიერ ბეროა დაიარაშვილისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1675 წ. VI. 1450-7/47).
ბერიაშვილი ბაინდურა
მოწმე პაპა ზულალაშვილის მიერ ბეჟან ყორღანაშვილისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1675 წ. VI. 1450-7/47).
ბერიასშვილი დათუნა
მოწმე დათუნა ჯომარდაძის მიერ გოგია შავნადირაშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1621 წ. 1450-25/86).
ბერი[აა]ნთ ესტატე
მოწმე ასატურ ხუბიარასშვილის მიერ სოღრუაანთ მამიჯანასშვილ ფასუასათვის მიცემული სახლების ნასყიდობის წიგნისა (1699 წ. X. 15. 1450-5/182).
ბერიასშვილი იმედა
ერტისს მცხოვრები, იგი, მამულით, გიორგი მეფემ უწყალობა ბეჟან თურქისტანისშვილს ([1695-1703 წწ.] 1450-18/97).
ბერიაშვილი პაპუა
მაწევნელი, ავთანდილ საგინაშვილის ყმა, მოწმე ავთანდილ საგინაშვილის მიერ აბადარბაშ ბეჟანისათვის მიცემული ყმის ნასყიდობის წიგნისა (1700 წ. III .23. 1450-12/15).
ბერიასშვილი რევაზა
ერტისს მცხოვრები, იგი მამულით, გიორგი მეფემ უწყალობა ბეჟან თურქისტანისშვილს ([1695-1703 წწ.] 1450-18/97).
ბერიაშვილი როსტომა - 1689-1690 წწ.
მოწმე პაპუა ლამაზასშვილის მიერ ქაიხოსრო ბარათაშვილისათვის მიცემული მიწის (1689 წ. XI. 15. 1450-15/50) და წისქვილის (1690 წ. VI. 1.1450-15/7) ნასყიდობის წიგნებისა.
ბერიაშვილი სუმბაძე
ერთი კომლი. შეტანილია ალავერდის ტაძრის კომლების ნუსხაში (XVII ს. Ad-848).
ბერიაშვილი ურქმაზა
მოწმე გორჯასპ საგინაშვილის მიერ ქაიხოსრო აბაშისშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1697 წ. XI. 1. 1450-15/5).
ბერიაძე
მისი მიწა კავთისხევში ესაზღვრებოდა იესე ქავთარაძის მიერ თბილელ ელისე საგინაშვილისათვის მიყიდულ მიწას (1649 წ. XII. 28. 1449-1774).
ბერიაძე
მისი ნაფუძარი ემიჯნებოდა დათუნა მარუაშვილის მიერ გიორგი დავალიძისათვის მიყიდულ ნაფუძარს (XVII ს. 70-იანი წწ. 1450-38/136).
ბერიაძე დავით
ჰყავს ბიძაშვილი ღვთისავარ, მოწმე ნინია ნანიაშვილის მიერ ქრისტესია თევდორეშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1596 წ. XII. 11. 1450-38/123).
ბერიაძე ღვთისავარ
ჰყავს ბიძაშვილი დავით. მოწმე ნინია ნანიაშვილის მიერ ქრისტესია თევდორეშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1596 წ. XII. 11. 1450-38/123).
ბერიაძე ღმრთისია
მოწმე გულიტას მიერ დავით მოსეშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1621 წ. Qd-8515).
ბერიაძე შიოშ - შვილი შოშია ბერიაძისა, იხ.
ბერიაძე შოშია
ჰყავს შვილი შიოშ. მიჰყიდა რევაზ მაღალაძეს ნაფარეხევი (1689 წ.Qd-1345).
ბერიკა
მუგუთს მცხოვრები, იგი, მამულით, ერგო იოთამ ბარათაშვილს ([1537-1538 წწ.] VIII. 16. 1450-11/112).
ბერიკა - [ძმა] გულიტასი, იხ.
ბერიკა
უფლისციხეს მცხოვრები, ჰყავს ბიძა ქიტუა; იგი, შვილითა და მამულით, ერგო დავით ქარსიძეს (1651 წ. 1450-29/59).
ბერიკა
ჰყავს ძმა თანია, მოწმე ქართლის კათალიკოს ქრისტეფორეს მიერ დათუა ზუმბულიძისათვის მიცემული სარგოს წყალობის წიგნისა (1655 წ. 1450-31/152).
ბერიკა
ქალაქს მცხოვრები, ერთი კომლი. მისი წყალობა შაჰნავაზმა განუახლა ეინალ მირიმანაშვილს (1661 წ. XII. 27. 1449-564).
ბერიკა
„პატარა“, მოწმე როჭიკა ვეფხაძის მიერ ბერიკა მაზანდარაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1670 წ. X. 1449-469).
ბერიკა
დერბუკელი მამასახლისი, მისი მიწა ესაზღვრებოდა ვეციკაანთ ანტონასშვილ სარქისას მიერ გორელ მესხასატურასშვილ-ბეჟანისშვილ ასატურასათვის მიყიდულ მიწას, მოწმეა ამ ნასყიდობისა (1682 წ. XI. 2. 1450-49/117).
ბერიკა
სახლთუხუცესი, მოწმე დავით აბაშისშვილ-ბარათაშვილის მიერ სეხნია არეშისშვილისათვის მიცემული ტყისა და მიწის ნასყიდობის წიგნისა (1683 წ. 1450-14/13).
ბერიკა
მამასახლისის შვილი, მოწმე დათუნა მირიანაშვილის მიერ თევდორე რაზმაძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა ([1690-იანი წწ.] 1448-5436).
ბერიკა
მხურვალეთს მცხოვრები, ბოგანო, მოლაშქრე, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა მშვილდით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
ბერიკა
თორტიზს მცხოვრები, ბერძენი, საამილახვროს დავთრის მიხედვით, მისი კომლიდან სამ კაცს ევალებოდა შუბით ლაშქრობა (XVI I ს. II ნახ. 1448-5032).
ბერიკა
ღრდულეთს მცხოვრები, ბოგანო, მოლაშქრე, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა შუბით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
ბერიკა
ბერშოეთს მცხოვრები, ბოგანო, საამილახვროს დავთრის მიხედვით ევალებოდა ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
ბერიკა
ვერითს მცხოვრები, ბოგანო, ამილახვრის ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა ლაშქრობა (XVII ს. II ნახ.1448-5032).
ბერიკა
იგოეთს მცხოვრები, თამაზას ყმა, ბოგანო, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა ლაშქრობა (XVII ს. II ნახ.1448-5032).
ბერიკა
ახალდაბას მცხოვრები, ბოგანო, დათუნა მაღრან[ე]ლის ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა მშვილდით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
ბერიკა
ქვემო სობისს მცხოვრები, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა შუბით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
ბერიკა
თორტიზას მცხოვრები, ბოგანო, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
ბერიკა
ცხვილოსს მცხოვრები, მოლაშქრე, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა შუბით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ.1448-5032).
ბერიკა
ნაწრეტს მცხოვრები, მაზიას განაყოფი, ამილახვრის ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა მშვილდით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
ბერიკა
ტყიურეთს მცხოვრები, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
ბერიკა
ხურვალეთს მცხოვრები, ბოგანო, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
ბერიკა
ავზანს მცხოვრები, საამილახვროს დავთრის მიხედვით, მისი კომლიდან ორ კაცს ევალებოდა შუბით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
ბერიკა
მძოვრეთს მცხოვრები, მებაღე, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა მშვილდით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
ბერიკა
მუგუთს მცხოვრები, მოწმე გიუა გიუაშვილის მიერ ოთია ინანასშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (XVII-XVIII სს. Sd-1784-ბ).
ბერიკაი
იხსენიება მინაწერი საბუთის ფრაგმენტში (XVI ს. A-222, 151 v-152 r).
![]() |
7.47 ბერიკასშვილი || ბერიკაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერიკაშვილი
მუქიფი, მოწმე: გიორგი არაბიძის მიერ იობ ფადლაძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (XVI ს. I მეოთხ. Hd-1552 კ). ნავროზა თავგიორგაძის მიერ იობა ფადლაძისათვის მიცემული ტყის ნასყიდობის წიგნისა (XVI ს. I მეოთხ. Hd-1552 კდ), რამინა ჭოგრიძის მიერ იობ ფადლაძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (XVI ს. I მეოთხ. Hd-1552 იზ), გიორგი კვატიაშვილის მიერ იობ ფადლაძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (XVI ს. I მეოთხ. Hd-1552 იე).
ბერიკაშვილი
მოხსენიებულია ონოფრე [მაჭუტაძის] წინამძღვრობის დროს შედგენილ გარეჯის ყმების ნუსხაში ([1690-1733 წწ.] Ad-421).
ბერიკაშვილი
ობოლი, მოხსენიებულია ყმების ნუსხაში (XVII ს. Hd-14912 ზ).
ბერიკაშვილი გოგია
მოწმე იმან რჩეულიშვილ-უღულისშვილის მიერ ბეჟან როსტომაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნსა(1683წ. 1450-27/289).
ბერიკაშვილი გოგია
მოწმე ბერიკა იაველაშვილის მიერ შოშიტა მიქელაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1690-იანი წწ. Hd-764).
ბერიკასშვილი გოგია
მოწმე რამაზა უღულისშვილის მიერ კახასათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. 90-იანი წწ. Hd-9313).
ბერიკასშვილი დონმაზა
მოწმე აკოფა ტერ-ასატურას შვილის მიერ არაქელა იეზასშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1691წ. IX. 22. 1450-8/81).
ბერიკაშვილი მამისთვალა
მოწმე მამისა ახვსებაძის მიერ იოვანკიმე ფადლაძისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (XVI ს. I მეოთხ. Hd-15520).
ბერიკასშვილი ქიტა
წყნეთში მცხოვრები, ედიშერ და პაპუნა [ციციშვილების] გაყრის დროს იგი, მამულით, ერგო ედიშერს ([1688-1703 წწ.] Hd-1636).
ბერიკაშვილი ხაზნია
მოწმე: გიორგი ახვსებაძის მიერ იობ ფადლაძისათვის მიცემული სათიბის ნასყიდობის წიგნისა (XVI ს. I მეოთხ. Hd-1552 იჱ), გიორგი იმედაძის მიერ იოვანკიმე ფადლაძისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (XVI ს. I მეოთხ. Hd-1552 დ).
ბერიკაძე გიორგი - [ძმა] სამნია ბერიკაძისა, იხ.
ბერიკაძე სამნია
ჰყავს [ძმები]: გიორგი, სულმამა. მიჰყიდა იოვანკიმე ფადლაძეს აბანოური მამული ბელთაძის მიწამდე (XVI ს. I მეოთხ. Hd-1552-ე).
ბერიკაძე სულმამა - [ძმა] სამნია ბერიკაძისა. იხ.
ბერინა
მას გიორგი მეფემ უწყალობა სელებაში ამოვარდნილი სულაშვილისეული ვენახი ნემსაძის ვენახის „მოკიდებით“ ([1446-1465 წწ.] Qd-10121).
ბერინა
კრწანისის მამასახლისი, გაარიგა შავერდა არდაშელაშვილის სამამულე დავა მექვაბიშვილებთან და აღმურაშვილებთან (1638 წ. III. 20. Qd-9814 ბ).
ბერინა
მის მიწამდე მიჰყიდა გაგულამ მიწა ქიტა ივინასშვილს (1661. XI. 15. Ad-1806).
ბერინა
ნალბანდი, მოწმე მოქალაქე გოგინა ასლანბეგიშვილის მიერ მდივან ზურაბ თუმანიშვილისათვის მიცემული სასახლის ნასყიდობის წიგნისა (1666 წ. Hd-13128).
ბერინა
ვანთელი, მოწმე ზაქუტანაციხაშვილის მიერ მისსავე განაყოფ შაშიასათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა ((1690 წ. Hd-9387).
![]() |
7.48 ბერინასშვილი || ბერინაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერინასშვილი
მას ჰქონია ამბროსიძისეული მამული, რომელიც შიო კათალიკოსმა და კონსტანტინე მეფემ უწყალობეს იოანე ჭარმაულს (1505 წ.Hd-14681).
ბერინაშვილი
კლდეისში მცხოვრები, ნაზარალი-ხანმა იგი გაუთარხნა იასე შიოშბეგიშვილს (1690 წ. VIII. 27. Qd-2250).
ბერინაშვილი
ედავებოდა ბერუას ბაგის მიწაზე. ვაშლოვანის მოურავმა ფარსადანმა სხვა მოხელეებთან ერთად გაარჩია ეს საქმე და დაადგინა, რომ ეს მიწა ადრე ეკუთვნოდა ვინმე ბაირამას და არა მას (1693 წ. 1450-28/34).
ბერინასშვილი ბადრია - ძმა ივანე ბერინასშვილისა, იხ.
ბერინაშვილი გოგინა
ქალაქს მოსახლე, ერთი კომლი, იგი შაჰნავაზ მეფემ უწყალობა ქალაქის მელიქს, ეინალა მირიმანაშვილს (1661 წ. XII. 27. 1449-564).
ბერინასშვილი ზალა - ძმა ივანე ბერინასშვილისა, იხ.
[ბერინასშვილი] ზაქარია - ძმისწული მამისა ბერინასშვილისა, იხ.
ბერინაშვილი თათოზა -(ვარ. თათუზა) - 1693-1700 წწ.
მას შვიდ თუმნად ჰქონდა დაგირავებული სარქისა ხითარიშვილის ნახევარი დუქანი, რომელიც ყალანდარ თუმანიშვილმა დაიხსნა (1696 წ. VI. 28, Sd-482), მოწმე: ენიბეგაანთ ამირხანასშვილ არუთინას მიერ ივანგულაანთ მურადასათვის მიცემული ქულბაქების ნასყიდობის წიგნისა (1693 წ. I. 1. 1450-19/60), ხუდინა შაზინაშვილის მიერ სევანის ანაპატისა და მოღნისის საყდრისათვის მიცემული ქულბაქის შეწირულების წიგნისა (1700 წ. 1450-21/103).
ბერინასშვილი თუმანა
მოწმე ფარსადან ჯავახიშვილის მიერ იაგულა[ა]ნთ გასპარასათვის მიცემული ვალის წიგნისა (1682 წ. VIII. 20. Hd-2370).
ბერინასშვილი ივანე - 1681-1690 წწ.
ვანთელი (1681 წ. Hd-9436), ჰყავს ძმები: ბადრია, ზალა, ქრისტესია (1681 წ. Hd-6789). იყიდა ქედის მიწა და ორმოციანი ფური ვანთელ ზაქარია საზუაშვილისაგან (1681 წ. XII. Hd-6789); მოწმე: სამნია სიმენდასშვილის მიერ ზალინა მეფისასშვილისათვის მიცემული [მიწის] ნასყიდობის წიგნისა (1681 წ. I. 11. Hd-9436), ზაქუტას მიერ შოშიტა გოგიჩასშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1681წ III. 15. Hd-2532), ნონიკას მიერ გოგიჩასშვილისათვის მიცემული [მიწის] ნასყიდობის წიგნისა (1690 წ. IV. Hd-9386).
ბერინასშვილი მამისა - 1464-1477 წწ.
მეჯინიბეთუხუცესი (1464, 1477 წწ. 1448-5024, Hd-1354). ჰყავს: სიმამრი მახარებელი, (რომელმაც იგიშვილა). [სახლიკაცი] მისრი ედილაშვილი (1664წ. 1448-5024), ძმისწული ზაქარია (1464, 1477 წწ. 1448-5024, Hd-1354). მარკოზ კათალიკოსმა დაუმტკიცა მისი სიმამრის, მცხეთიშვილ მახარებლის მიერ ანდერძით დატოვებული ყმა-მამულის: ფოსუის, ოროტას,კუტალას ორი განაყოფი აბნაშვილების, ჯუარის ბოლოს ვენახის წყალობა. ამავე საბუთში ნათქვამია, რომ მისმა სიმამრმა მახარებელმა იგი სიცოცხლეშივე იშვილა (1464 წ. XI. 13. 1448-5024); უშვილობის გამო თავისი სამკვიდრო მამული და სახლი მცხეთას, კარსანს - გლეხები ღვინიასშვილები, სოლომონასშვილები, მიხითარასშვილები მამულებით, ჯვარს - ესემბუღასშვილი, ძაგნაკორნას - შალვიასშვილი, ხუტლიასშვილი, ახატანს - ვენახი სულიაური, სოფელი ხატისწობენი - დაუტოვა თავის ძმისწულს, ზაქარიას (1477 წ. Hd-1354).
ბერინასშვილი ფასუა (ვარ.ფასია) - 1665-1698 წწ.
ჭონი (1678 წ. Sd-10), მოწმე და დამწერი: პაპუნა შატბერაშვილის მიერ ზუბია და გოგინა ასატურასშვილებისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1665 წ. VII. Sd-5), წატურაანთ პაპინასშვილების მიერ ასატურ ბეჟანისშვილისთვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1675 წ. VII. 1450-49/118), ენდრონიკაანთ ელიზბარის მიერ ზურაბ თუმანიშვილისათვის მიცემული სუელნეთს მიწის ნასყიდობის წიგნისა (1675 წ. VII. 1. Sd-6), პაპინა ბასტამასშვილის მიერ სიმონგულ მამუკასშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1676 წ. I. Hd-5304), მამასახლის გემანას მიერ სიმონგულა მამუკასშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1677 წ. I. VIII. H-5303), მამუკა ამირაღასშვილის მიერ მდივან ზურაბ თუმანიშვილისათვის მიცემული სუელნეთში მიწის ნასყიდობის წიგნისა (1678 წ. V. 20. Sd-10), ატენელ ფირყულა აფკარასშვილის მიერ დეკანოზ [გარსევანიშვილ] დავითისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1681 წ. VI. 1. Sd-546), ნეფესაანთ ზაქარიას მიერ ამირაღაანთ გაბრიელისათვის მიცემული სასახლის ნასყიდობის წიგნისა (1698 წ. IX. 1449-964).
ბერინასშვილი ქრისტესია - ძმა ივანე ბერინასშვილისა, იხ.
ბერინთა თუმან
მოწმე მნიშაკანთ გულინაშვილ ნალჩაგაგარ მიქელის მიერ მდივან გივი თუმანიშვილისათვის ქალაქში მიცემული სახლ-კარის ნასყიდობის წიგნისა (1698 წ. XI. 20. Sd-56).
ბერიული მამისიმედი
წინუბანს მცხოვრები, ფეშანგ ყანჩიელის მეკოდისპურე ყმა (1700 წ. 1448-3602). საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა მისი კომლიდან ორ კაცს თოფით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
ბერიული ნადირა
ღრომს მცხოვრები, თამაზ ყანჩელის ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა მისი კომლიდან ორ კაცს თოფით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
![]() |
7.49 ბერისშვილი || ბერიშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერისშვილი
მის მიწამდე უწყალობა როსტომ მეფემ ზაქარია ამბრისშვილს მისი სამკვიდრო მამული კიოტი (1650 წ. Sd-531).
ბერიშვილი
მოწმე სუფრაჯ ზაალ გურამიშვილის მიერ სუხიტა ვარდანაშვილისათვის მიცემული თარხნობის წიგნისა (1672 წ. 1450-36/215).
ბერისშვილი
მის მიწამდე მიჰყიდა ავთანდილ პაპუნასშვილმა როსტომ ყორღანაშვილს გურგენის ნაქონი პარტახტი (XVII ს. 80-იანი წწ. 1450-1/105).
ბერიშვილი ბასილა - ძმა თევდორე ბერიშვილისა, იხ.
ბერ[ი]შ[ვილი ბერა
მოწმე გიორგი ბეჟატაშვილის მიერ როსტია აფკარასშვილისათვის მიცემული რიყის ნასყიდობის წიგნისა (1642 წ. 1450-25/11).
ბერიშვილი ბერა
გორს მცხოვრები, ჰყავს სახლიკაცები: ნასყიდა, მახარა. ისინი მამულით, გიორგი ერისთავმა უბოძა საამ კობიაშვილს (1693 წ. 1450-45/83).
ბერიშვილი ბერა
მისი მიწა ესაზღვრებოდა შალვა სა[ა]კაძის მიერ ფაცია მოშიაშვილისათვის მიყიდულ მიწას. მოწმეა ამ ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. ბოლო მეოთხ. Ad-1580).
ბერიშვილი ბერი - შვილი თევდორე ბერიშვილისა, იხ.
ბერისშვილი ბერუა - ძმა ლაზარე ბერისშვილისა, იხ.
ბერიშვილი ბერუა
მოწმე ქიტუას მიერ ბერ გოგიბაძისათვის მიცემული ყმობის წიგნისა (XVII ს. 1448-1131).
[ბერიშვილი] ბერუა
ჰყავს შვილი გიორგი, ძმისწული თევდორა, ძმა გოდერძი. მიჰყიდა თავის განაყოფ თევდორე ბერიშვილს ოთხი დღის მიწა თუშიშვილის, სოლთანაშვილის, ირემაშვილის მიწებამდე და ღორიგლიჯაშვილის ნაფუძრამდე (XVII ს. Hd-15069).
ბერიშვილი გაბრიელ - შვილი თევდორე ბერიშვილისა, იხ.
ბერიშვ[ი]ლი გაბრიელა
მოწმე მარკოზ მამისთვალიშვილის მიერ ხოჯა [ხოჯასშვილისათვის] მიცემული ვენახის გაცვლის წიგნისა (1687 წ. VI. 5. 1450-33/18).
ბერიშვილი გიორგი
მოწმე ზაქარა ამბრიაშვილის მიერ თავის ბიძაშვილ იოანე [ამბრიაშვილისათვის] მიცემული მამულის დანებების წიგნისა (1625 წ. გსიემ.4848).
ბერიშვილი გიორგი - შვილი ბერუა ბერიშვილისა, იხ.
[ბერიშვილი] გოდერძი - ძმა ბერუა ბერიშვილისა, იხ.
ბერიშვილი დათუნა
მოწმე პაატა ჯომარდიძის მიერ გოგია ბითაძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1622 წ. 1450-25/85).
ბერისშვილი ეზია
ატენს მცხოვრები, ძმა ლაზარე ბერისშვილისა, იხ., იგი უცემია თუმანიშვილების მსახურს, რის შედეგადაც გარდაცვლილა (1676 წ. XII. 3. Sd-1013).
ბერისშვილი ზაზუტა - ძმა ლაზარე ბერისშვილისა, იხ.
ბერისშვილი თაგუნა
ახალდაბას მცხოვრები, იგი, სამადლოს ხოდაბუნი და ირემა ჯოეშვილი ვენახით, ერგო ბეჟანს (1693 წ. 1450-18/93).
ბერისშვილი თამაზა - ძმა ლაზარე ბერისშვილისა, იხ.
ბერიშვილი თამაზა
მოწმე ბერიკა იშხანაშვილის მიერ ყალანდარ თუმანიშვილისათვის ძიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. დამლ. 1450-3/33).
[ბერიშვილი] თევდორა - ძმისწული ბერუა ბერიშვილისა, იხ.
ბერიშვილი თევდორე
ჰყავს: ძმა ბასილა, შვილები: გაბრიელ, ბერი. იყიდა თავისი განაყოფის ბერუა [ბერიშვილისაგან] ოთხი დღის მიწა თუშიშვილის, სოლთანაშვილის, ირემაშვილის მიწებამდე და ღორიგლეჯაშვილის ნაფუძრამდე (XVII ს. Hd-15069).
ბერიშვილი ივანე
ჯიჯიკურს მცხოვრები, საამილახვროს დავთრის მიხედვით, მისი კომლიდან ორ კაცს ევალებოდა მშვილდით ლაშქრობა(XVII ს. II ნახ.1448-5032).
ბერისშვილი ლაზარე
მოწმე გრიგოლ ჩხუტიაშვილის მიერ ბატონ ანასათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1666 წ. Sd-533).
ბერისშვილი ლაზარე
ატენს მცხოვრები, ჰყავს ძმები: ნონია, ზაზუტა, ქიტია, თამაზა, ბერუა, ეზია. მისცა სასისხლო საქმეზე უდაობის წიგნი ზურაბ, სულხან და ყალანდარ თუმანიშვილებს (1676 წ. XII. 3. Sd-1013).
ბერიშვილი მახარა - [სახლიკაცი] ბერა ბერიშვილისა, იხ.
ბერიშვილი მახარე
მოწმე მერაბა და გიორგი ვარდანაშვილების მიერ სუხიტა [ვარდანაშვილისათვის] მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. Hd-10357).
ბერიშვილი ნასყიდა - [სახლიკაცი] ბერა ბერიშვილისა, იხ.
ბერისშვილი ნონია - ძმა ლაზარე ბერისშვილისა, იხ.
ბერისშვილი ქიტია - ძმა ლაზარე ბერისშვილისა, იხ.
ბერისშვილი ქიტია
მოწმე ატენელ ფირყულა აფკარასშვილის მიერ დეკანოზ დავით გარსევანიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1681 წ. Sd-546).
![]() |
7.50 ბერისძე || ბერიძე |
▲ზევით დაბრუნება |
ბერისძე
ყმა მომჩივანი მხარისა, იგი მოწინააღმდეგე მხარეს ზაქარიასათვის უცემინებია, რის გამოც მესამე დღეს მომკვდარა. დაზარალებულმა მხარემ მისი სისხლი მოსთხოვა დამნაშავე მხარეს (XIII ს. II ნახ. Hd-1589).
ბერიძე
მოწმე ალექსანდრე მეფის მიერ სიაოშ ფალავანდიშვილისათვის მიცემული ოქონის ბოძების წიგნისა (1448 წ. VII. 1. Hd-8731).
ბერიძე
კრეფას მცხოვრები, იგი, მამულით, წილად ხვდა იოთამ ბარათაშვილს ([1537-1538 წწ.] VIII. 16. 1450-11/112).
ბერიძე
ანდორეთს მცხოვრები, საამილახვროს დავთრის მიხედვით, მისი კომლიდან ოთხ კაცს ევალებოდა თოფით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
ბერიძე ბახუტა
სახლთუხუცეს [პაატა] ციციშვილის ყმების ნუსხის მიხედვით, მას და პაატას ჰყავდათ სამი კომლი ყმა ([1658-1675 წწ.] Hd-14534 ბ).
ბერიძე ბერია
ჰყავს [სახლიკაცები]: პაპუნა, თამ[ა]ზ, დათუნა, მამისიმედი, ივანე, გიორგი, იყიდა გიორგი საბარაშვილისაგან საკევეთლის დღენახევრის მიწა გიორგი ბეჟ[ა]ნისშვილის მიწამდე და გოგიბედაშვილის საზღვრამდე (1690 წ. Hd-1747).
ბერიძე ბეროა
მოწმე ყორღანაშვილ-აბაზასშვილ შერმაზანის მიერ იარალისშვილ შიოშისშვილ ყორღანასათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1690 წ. X. 22. 1450-16/164).
ბერიძე გიორგი: ბუჭუას ბერიძე გიორგი
წყალწითელას მცხოვრები, კოხური ბეგრის ნუსხის მიხედვით, ემართა: ორი ლიტრა სანთელი, ორი გვერდი ღომი, ერთი გვერდი პური, სამი კოკა ღვინო, ათი თეთრის საკლავი, ორი ძღვენი (1570 წ. ახლო დსსს. I. 27-28).
ბერიძე გიორგი
მესტუმრეთუხუცესი, მოწმე გიორგი გურიელის მიერ ბოქაულთუხუცეს მირზაბეგ თაუდგირიძისათვის მიცემული ყმა-მამულის წყალობის წიგნისა ([1664-1677 წწ.] ლაი. 800. 1. №1201).
ბერიძე გიორგი
ხვითს მცხოვრები, ყმა, აშოთან [მუხრანის ბატონმა] იგი სხვა ყმებთან ერთად იყიდა და შესწირა მთაწმინდის პორტაიტისა ღმრთისმშობელს (1687 წ. V. 1. 1461-3/134).
ბერიძე გიორგი - [სახლიკაცი] ბერია ბერიძისა, იხ.
ბერიძე გოგიტა: გიორგ[ი]ს ბერიძე გოგიტა
წყალწითელას მცხოვრები, კოხური ბეგრის ნუსხის მიხედვით, ემართა: ორი ლიტრა სანთელი, ორი გვერდი ღომი, ერთი გვერდი [პური], ღვინო სამი ათიანი კოკა, ათი თეთრის ერთი საკლავი და ორი ძღვენი (1570 წ. ახლო. დსსს. 27-28).
ბერისძე დავით
ჰყავს: [სახლიკაცი] ციხელ, ცოლი მითა. ელიოზის კათალიკოსობის დროს მიჰყიდა სვეტიცხოველს ბოტოტას ზვრის ბოლოს მდებარე ვენახი (1411 წ. X. 25. 1449-1651).
ბერისძე დავით
ბარძიმ ამილახორმა იგი, მამულით, შესწირა საყვირეთის ღმრთისმშობელს (1516 წ. 1450-25/93).
ბერიძე დათუნა - [სახლიკაცი] ბერია ბერიძისა, იხ.
ბერისძე დაუთა
მოწმე ფარსადან ჯავახიშვილის მიერ გიორგი სააკაძისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1607 წ. Hd-14690).
ბერიძე დემეტრე
მოწმე ალექსანდრე მეფის მიერ კაციბერ თოფურიძისათვის მიცემული სასისხლო სიგლისა ([1484-1510 წწ.] 17. ქმ. № 608 სას.)
ბერიძე ედიშერ
მოწმე მროველ მთავარეპისკოპოს ფილიპე თაქთაქისძის მიერ რობამ მამაცაშვილისათვის მიცემული ყმა-მამულის წყალობის წიგნისა (1680 წ. XI. 1450-48/22).
ბერიძე ელია
დამწერი და მოწმე წინამძღვარ მელქისედეკ ყანჩელის მიერ ძაბახიძეებისათვის მიცემული სამწირველოს ბოძების წიგნისა (1654 წ. 1449-1875).
ბერიძე თამაზ - [სახლიკაცი] ბერია ბერიძისა, იხ.
ბერიძე ივანე
ხვითს მცხოვრები, ყმა, აშოთან [მუხრანის] ბატონმა იგი შეიძინა და სხვა ყმებთან ერთად შესწირა მთაწმინდის პორტაიტის ღმრთისმშობელს (1687 წ. V.1. 1461-3/134).
ბერიძე ივანე - [სახლიკაცი] ბერია ბერიძისა, იხ.
ბერიძე ირემა
ხვითს მცხოვრები, გლეხი, აშოთან [მუხრანის ბატონმა] იგი შეიძინა და სხვა გლეხებთან ერთად შესწირა მთაწმინდის პორტაიტის ღმრთისმშობელს (1687 წ. V. 1. 1461-3/134).
ბერიძე მამისიმედი - [სახლიკაცი] ბერია ბერიძისა, იხ.
ბერიძე პაპუნა - [სახლიკაცი] ბერია ბერიძისა, იხ.
ბერიძე ქიტია
მის მამულზე, კარბში, ესახლა მიქელა გნოლიძე (1700წ. 1448-3602).
ბერისძე ციხელ - [სახლიკაცი] დავითა ბერისძისა, იხ.
ბერიძე ხუცია
ციციშვილების აზნაურიშვილი, მაწლეთსა და ჴამლეთში ჰყავდა სამი კომლი ყმა, აღნიშნულია ციცი ციციშვილის ყმების ნუსხაში ([1658-1675 წწ.] Hd-14534 ბ).
ბერმუჯისძე
გლეხი, ინასარიძის ყოფილი ყმა, იგი უყიდია გაბრიელ ლაბეჭინელს და შეუწირავს ლაბეჭინის საყდრისათვის (XIII ს. A-1563, 272 r-275 v).
ბერნაცლისშვილი-ჯიღაურისშვილი თამაზა
ბერთუბანს მცხოვრები, აზატი ყმა, იხსენიება არსენის ნინოწმინდელობის დროს შედგენილ ყმათა ნუსხაში. ევალებოდა შეკაზმული ცხენისა და იარაღის გამოღება ნონიწმინდის საყდრისათვის, თუ „მართალი კაცი“ გარდაიცვლებოდა ([1688-1694] Ad-116).
![]() |
7.51 ბერნუშასშვილი || ბერნუშაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერნუშასშვილი დათია
მოწმე ფიბუა მჭედლიშვილის მიერ პაპია წამალასშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1662 წ. V. 1450-51/45).
ბერნუშაშვილი დათია
მოწმე კუმელ ნავროზაანთ როსტომას მიერ მოქალაქე გედეოაანთ გელოასათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1687 წ. III. 20. 1450-47/27).
ბერნუშაშვილი ევანა
კუმისს მცხოვრები, იგი როსტომ მეფემ უწყალობა ელიზბარ სოლაღაშვილს (1658 წ. IX. 1. Hd-135 0 ბ).
ბერნუშასშვილი შავერდა
მოწმე ოვათეღას მიერ შიოშ სოლაღაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1623 წ. IX. 28. 1450-28/195).
ბერო - ძმა წრაუთის მამასახლის მარქარასი, იხ.
ბეროა
იგი, მამულითურთ, შედიოდა შამანდავლა დადიან-გურიელის მიერ იოვაკიმ კათალიკოსისათვის გაჩენილ სარგოში ([1455 წ.] 1449-1571).
ბეროა
შუაბოლნისის მამასახლისი, მოწმე მხითარ წატურაშვილის მიერ მდივან ნასრ [თუმანიშვილისათვის] მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1623 წ. III. 7. 1450-33/68).
ბეროა
ხასადარი, მოწმე ტერ-ვართანას შვილ, ტერ-გრიქორას მიერ პაპია გოგიბაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1668 წ. I. 21. 1450-6/49).
ბეროა
მის მიწამდე მიჰყიდა პაპუნა შატბერაშვილმა ელიზბარ თუმანიშვილს მამული (1671 წ. ახლო. 1450-10/171).
ბეროა - შვილი ბეგალასი, იხ.
ბეროა
ჰყავს მამა მეკუპრე ზურაბა. მის სახლებს ესაზღვრებოდა ყანყუზანათ სულხანასშვილ მირიმანას სახლის კედელი, რომელიც მერაბ ყანდინაშვილმა იყიდა (1686 წ. VII. 24. 1448-2944).
ბეროა (ვარ. ბერუა) - 1683-1689 წწ.
ქვემო ბოლნისს მცხოვრები, მღებავი, ჰყავს შვილი შაღუბათა, იხ., მოწმე იარალის მიერ სალმასანა მელიქსეთაშვილისათვის მიცემული ყმების ნასყიდობის განახლების წიგნისა (1683 წ. I. 5. 1448-1291).
ბეროა
მოწმე ხეჩიკა ალოაშვილის მიერ ევანეზასათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1690 წ. X. 1. 1450-7/102).
ბეროა - ძმა თანოასი, იხ.
![]() |
7.52 ბეროაანთ || ბეროასშვილი || ბეროაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
ბეროაანთ
მათი მიწა ესაზღვრებოდა ყორღანაანთ რევაზასშვილ პაპას მიერ ოქუაანთ არაქელასშვილ ბეჟუასათვის მიყიდულ მიწას (1696 წ. VI. 1450-8/75).
ბერიაშვილი ამირბაბა - შვილი შაყუბათა ბეროაშვილისა, იხ.
ბეროაშვილი ბერიკა
ლეთეთს მცხოვრები, ედიშერ და პაპუნა [ციციშვილების] გაყრის დროს, იგი, მამულით, ერგო პაპუნას ([1688-1703 წწ.] Hd-1636).
ბეროაშვილი ბერია - შვილი შაყუბათა ბეროაშვილისა, იხ.
ბეროაშვილი გასპარა
ჰყავს შვილი ოთარა, მიჰყიდა დავით შაღბუნაშვილს ორი დღის „თელის“ მიწა (1671 წ. 1450-6/45).
ბეროაშვილი მარქარა
მოწმე ელენე ხანუმის მიერ შერმაზან სულუაშვილისათვის მიცემული მამულის წყალობის წიგნისა (1658 წ. 1448-2341).
ბეროაშვილი ოთარა - შვილი გასპარა ბეროაშვილისა, იხ.
ბეროაშვილი ქილბათა
სოფლის ქეთხუდი, მოწმე საქოა აკოფასშვილის მიერ თავის განაყოფ მურადა დუთაშვილისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. IV მეოთხ. II. 10. 1450-8/39).
ბეროაშვილი შაყუბათა - 1687-1690 წწ.
ქვემო ბოლნისს მცხოვრები, ჰყავს შვილები: ამირბაბა და ბეროა (1687 წ. Hd-14179), მიჰყიდა დოლმაზა შანშიაშვილს სამი დღის „თელის“ მიწა (1687 წ. X. 30. Hd-14179); მოწმე სტეფანე ალავერდაშვილის მიერ ბეინდურ პაპიაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1690 წ. IV. 13. 1450-10/17).
ბეროზაშვილი
მისი ნაქონი „გრძელაური“ მიწა დათუნა შატბერაშვილმა მიჰყიდა მაქია ნანუჭაშვილს (1674 წ. I. 22. 1450-10/163).
ბეროზაშვილი გოგია
სველნელი, მოწმე პაპუნა შატბერაშვილის მიერ პაპუა თუმანიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1671 წ. ახლო. 1450-10/175).
ბერონისძე
მუხურს მცხოვრები, აღბუღას ნაყიდი გლეხი, რომელიც მას იაკობ დეკანოზისათვის მიუცია „შესაყრელად“. იაკობ დეკანოზმა იგი შესწირა [გელათის] ხახულის ღმრთისმშობელს ([1259-1293 წწ.] 1449-1586).
ბერუა
ქვაბევანს მცხოვრები, იგი, მამულით, ერგო იოთამ ბარათაშვილს ([1537-1538 წწ.] VIII. 16. 1450-11/112).
ბერუა
ერთი კომლი, იგი ლუარსაბ მეფემ შესწირა სვეტიცხოველს (1609 წ. III. 22. 1449-1763).
ბერუა
შანშე ჯავახიშვილის ყმა, მოწმე შანშე ჯავახიშვილის მიერ გიორგი ცალქალამანიძისათვის მიცემული სკრაში ყმა-მამულის ნასყიდობის წიგნისა (1609 წ. ახლო. Hd-3295).
ბერუა - [სახლიკაცი] ელიასი, იხ.
ბერუა - 1619-1623 წწ.
შუაბოლნისის მამასახლისი || მამასახლისი ([1619-1623 წწ.] 1450: 26/5, 33/68, Sd-588). ჰყავს შვილები: ტერ-ღუკაზა, იოთამ, ფინეზ, ზურაბ (1623 წ. Sd-588). მას უწყალობა სვიმონ მეფემ სომხითს ნასოფლარი ჰაცუტი (1623 წ. III. 15. Sd-588); ბაგრატ მეფის ბრძანებითა და სახლთუხუცეს აღათანგის მოწმობით, მან, ლუარსაბ ქანანაშვილთან ერთად, გაყო ჭრეშის მელიქის მირიმან [ნარიმანაშვილის] მამული (1619 წ. 1450-26/5); მისი მიწა ესაზღვრებოდა მხითარ წატურაშვილის მიერ ნასრ [თუმანიშვილისათვის] მიყიდულ მიწას (1623 წ. III. 17. 1450-33/68).
ბერუა - ძმა ნადირასი, იხ.
ბერუა
ნაცვალი, მოწმე ქართლის კათალიკოს-პატრიარქ ქრისტეფორეს მიერ რამზია რატიაძისათვის მიცემული მამულის წყალობის წიგნისა (1648 წ. Ad-352).
ბერუა - [სახლიკაცი] ოთიასი, იხ.
ბერუა
იგი თავისი და ბიძამისის მამულით ზურაბ ზედგინიძემ მიჰყიდა გივი ამილახორს (1659 წ. Hd-2119).
ბერუა - ნათანელის ძმა, იხ. ბერი
ბერუა
კარსნელი, მზარეული, მოწმე გაგულას მიერ ქიტასათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1661 წ. X. Ad-1806).
ბერუა
ყინცვისში მცხოვრები, იესეს ყმა, გათავისუფლებულა კოდისპურის გამოსაღებისაგან. იხსენიება საციციანოს ყმათა ნუსხაში ([1658-1663 წწ.] Hd-14534 ა).
ბერუა - 1667-1692 წწ.
ხასადარი || შუა ბოლნისის ხასადარი, მოწმე: შერმაზან ხურდაყულაშვილის მიერ ბოლნელ ეპისკოპოს იოსებისათვის მიცემული უკანონოდ მითვისებული მამულის დაბრუნების წიგნისა (1667 წ. IV. 1449-1805), ყაზარა ყუზანაშვილის მიერ ბაინდურ გოგიბაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1668 წ. I. 21. 1450-6/16), ფინეზას მიერ გიორგი [ბარათაშვილისათვის] მიცემული შუა ბოლნისში ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1674 წ. Sd-623 ა), პაპუა ყამაზასშვილისა და გიგოლა ფირველასშვილის მიერ გიორგი ყაფლანისშვილისათვის. მიცემული ხოდაბუნის ნასყიდობის წიგნისა (1676 წ. IV. 10. Hd-6083), ვერანა ზეგალასშვილის მიერ დოლმაზა შა[ნ]შიასშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1689 წ. ახლო. Hd-1779), დავით ურდუბეგიშვილის მიერ კახ დათუნასათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1692 წ. III. 3. Hd-l749), ხუგაზა ადიბეგასშვილის მიერ ბოლნელისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. ბოლო მეოთხ. Hd-9275).
ბერუა
მის კალომდე მიჰყიდა ყაზარა ყუზანაშვილმა პაპია გოგიბაშვილს მიწა (1668 წ. I. 21. 1450-6/16).
ბერუა
მის მიწამდე მიჰყიდა პაპუა შატბერაშვილმა მანუჩარ თუმანიშვილს გრძელაურს მკვიდრი მიწა (1668 წ. VII. 25. Sd-24).
ბერუა
საყავრეში ჰყავდა ორი კომლი ყმა. იხსენიება საციცი ანოს ყმათა ნუსხაში ([1658-1675 წწ.] Hd-14534 ბ).
ბერუა
კეხიჯვარს მცხოვრები, იხსენიება საციციანოს ყმათა ნუსხაში ([1658-1675 წწ.] Hd-14534 ბ).
ბერუა
მოწმე ნასყიდა მშვიდობაშვილის მიერ გივი ტლაშაძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1677 წ. Ad-2288 დ).
ბერუა - მღებარი, იხ. ბეროა
ბერუა - [სახლიკაცი] მურადასი, იხ.
ბერუა
ხატისსოფელში მისი მიწის გვერდით მიჰყიდა შუა ბოლნელმა რევაზმა ორი დღის მიწა ბაინდურ გოგიბაშვილს (1683 წ. III. 1. 1450-9/15).
ბერუა
მოწმე: ბარათაშვილ-აბაშიშვილ დავითის მიერ სეხნია არეშისშვილისათვის მიცემული ტყისა და მიწის ნასყიდობის წიგნისა (1683 წ. 1450-14/13).
ბერუა
მისი მიწა ესაზღვრებოდა ნასყიდა მეხრიშვილის მიერ შერმაზან ხაშარაძისათვის მიყიდულ მიწას (1685 წ. 1449-996/1).
ბერუა
ქალაქს მცხოვრები, იგი ნაზარალი-ხანმა უწყალობა მანუჩარს (1689 წ. 1450-53/91).
ბერუა - ძმა ესტატესი, იხ.
ბერუა
ნაცვალი, მოწმე დავით ურდუბეგაშვილის მიერ კახ დათუნასათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1692 წ. III. 3. Hd-1749).
ბერუა
ფცას მცხოვრები, მოხსენიებულია ზემო ქართლის სადროშოს აღწერის დავთარში (XVII ს. II ნახ. Qd-7018).
ბერუა
ჰყავს ძმა [...]ლანი. მისი მამისაგან დათუნა საფარაშვილს ნაყიდი ჰქონია ვენახი, რომელიც ბერუამ და მისმა ძმამ უკან დაიბრუნეს და სანაცვლოდ დათუნას მისცეს თავიანთი აშენებული ბაგა საწნახლით. მოგვიანებით, ამ საბაგე მიწაზე ბერუას შეედავა ბერინაშვილი. ვაშლოვნის მოურავ ფარსადანისა და მოხელეთა მიერ საქმის გარჩევის შემდეგ გაირკვა, რომ სადაო მიწა ეკუთვნოდა ვინმე ბაირამას და არა ბერინაშვილს (1693 წ. 1450-28/34).
ბერუა
პაპუა ტერტერაშვილის ყმა, მოწმე პაპუა ტერტერა შვილის მიერ ფარემუზ ჯავახიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1695 წ. Hd-6442).
ბერუა
მოწმე კახაბერ ყორღანაშვილის მიერ ოქოაანთ არაქელასშვილ ბეჟუასათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1697 წ. I. 10. 1450-8/74).
ბერუა - შვილი მარქარასი, იხ.
ბერუა
თაყა ბარათაშვილის ყმა, მოწმე თაყა ბარათაშვილის მიერ მეგოდრეთუხუცეს ბერ ყორღანაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1699 წ. IV. 6. 1450-16/85).
ბერუა
ყორღანა ყორღანაშვილის ყმა, მოწმე მელქუა პაპუას შვილის მიერ ბაინდურა ყორღანაშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1700 წ. XI. 1. 1450-16/169).
ბერუა
ნადარბაზევს მცხოვრები, ბოგანო, სამთავნელის ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა ლაშქრობა (XVII ს.II ნახ. 1448-5032).
ბერუა
ქვემო სობისს მცხოვრები, ბოგანო, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა ლაშქრობა (XVII ს. II ნახ.1448-5032).
ბერუა
ზეგარდს მცხოვრები, ბიძინა ბასილასშვილის ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით, მისი კომლიდან ორ კაცს ევალებოდა მშვილდით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
ბერუა
ნაწრეტს მცხოვრები, კახის გერი, ამილახვრის ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
ბერუა
ბერშოეთს მცხოვრები, ამილახვრის სახასო ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით, მისი კომლიდან ორ კაცს ევალებოდა თოფით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
ბერუა
ცოცხალასთან ერთად წილად ხვდა იესე [ზუმბულიძეს] (XVII ს. II ნახ. 1450-31/154).
ბერუა
ფცას მცხოვრები, მოხსენიებულია ზემო ქართლის სადროშოს აღწერის დავთარში (XVII ს. II ნახ. Qd-7018).
ბერუა
მისი კალოს პირას მიჰყიდეს ბერუა ფერიაშვილმა როსტომ მამაგულაშვილს სახლის ადგილი (XVII ს. IV მეოთხ. 1450-16/163).
ბერუა
ენაგეთის მამასახლისი, თავისი ქონებით ერგო. ოთარ [ბარათაშვილს] (XVII ს.H-11887).
ბერუა
მისი და ლომის ნაცვლად მოურავსა და ზურაბ [სააკაძეს] ერგოთ ცხირეთელი ოსია მასურაშვილი და ახალქალაქელი გიქ[ო]რა ტუჩაშვილი ქონებით (XVII ს. ბოლო მეოთ. Hd-11793).
ბერუა
მოწმე ბერუკა ონაშვილის მიერ ზაალ წინამძღვრისშვილისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. 1448-1105).
ბერუაშვილები
მოწმეები მაზიტა იმარაშვილის მიერ ზურაბ თუმანიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1676 წ. Sd-473).
ბერუაშვილები
ბეთანიას მცხოვრებნი, ისინი მამულით წილად ხვდნენ დურმიშხან [ბარათაშვილს] (XVII ს. 70-80-იანი წწ. 1450-26/265).
![]() |
7.53 ბერუასშვილი || ბერუაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერუაშვილი
ზემო მძუივლეთს მცხოვრები, იგი ერგო პაპუა ტატიშვილს ([1674 წ.] I. 11. Sd-607).
ბერუაშვილი
მის მამულთან მდებარეობდა ბადურა ზაალასშვილის მიერ როსტომ ყორღანაშვილისათვის „ღშირობში“ მიყიდული მიწა (1695 წ. III. 1450-1/77).
ბერუაშვილი
მის მიწამდე მიჰყიდა ერასტი ფიფიაშვილმა ზაალ წინამძღვრიშვილს თავისი მკვიდრი ყმის სასახლე (1697 წ. V. 21. Sd-565).
ბერუაშვილი
მისი მიწა ესაზღვრებოდა თამაზ ციციშვილის მიერ დათუნა ქრისტესაშვილისათვის მიყიდულ მიწას (1700 წ. V. 1. 1448-4307 ა)
ბერუაშვილი
მის ნაცვლად მოურავსა და ზურაბ [სააკაძეს] წილად ერგოთ ნაბახტევს მცხოვრები მკერვალიშვილი დათუნა თავისი ქონებით(XVII ს. ბოლო მეოთხ. Hd-9349).
ბერუაშვილი ბადურა
მოწმე დავითის მიერ მახარა კიკალბიძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. II ნახ. 1448-4323).
ბერუ[ა]სშვილი ბეგალა
მოწმე საქუა ირყულასშვილის მიერ ვახტანგ ბარათასშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1683 წ. ახლო. 145-26/255).
ბერუაშვილი ბერი
მჭედელი, მოწმე ოთარ ფავნელისშვილის მიერ ბერ ვახტანგიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (XVII-XVIII სს. მიჯნა. V. 9. 1448-1120).
ბერუაშვილი ბერუა - ძმა სამება ბერუაშვილისა, იხ.
ბერუაშვილი თამაზა
მოწმე ქაიხოსროს მიერ პაპუნა ამურასაშვი ლისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1699 წ. III. 20. Hd-13043 ა).
ბერუაშვილი მახარა
იგი და მისი შვილები, გოგიასთან ერთად თაყა ბარათაშვილს გაუცვალა უცნობმა [ბარათაშვილმა] ბასილა ბედიაშვილზე ([1658-1675] 1450-26/2683).
ბერუასშვილი მახარა
ერედვს მცხოვრები, ოთარ ფავნელისშვილის მეკოდისპურე ყმა-გლეხი (1700 წ. 1448-3602).
ბერუაშვილი მახარა
მოწმე და შემრიგებელი თამაზ ციცაშვილის მიერ დათუნა ქრისტესიასშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1700 წ. V. 1. 1448-4307 ა).
ბერუაშვილი პაპუნა
მოწმე მამუკა პარკაძის მიერ დავით გარსევანიშვილისათვის მიცემული ნაწისქვილარი მიწის ნასყიდობის წიგნისა (1680 წ. XI. 18. გსიემ. 7601/59).
ბერუაშვილი პატაი
ლეთელი, მოწმე ერასტი ფიფიაშვილის მიერ ზაალ წინამძღვრიშვილისათვის მიცემული სასახლის ნასყიდობის წიგნისა (1697. V. 21. Sd-565).
ბერუაშვილი პეტრე
მოწმე გორასპ ფავნელიშვილის მიერ ბერ ვა ხტანგიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (XVII-XVIII სს. მიჯნა. 1448-1129).
ბერუაშვილი სამებისა
ჰყავს ძმა ბერუა, მიჰყიდა რევაზ [მაღალაძეს] მარტაცის ბოლოს ორი დღის მიწა (1692 წ. Ad-1676).
ბერუაშვილი სამებისა
მოწმე შიოშ სეხნიაშვილის მიერ ყაფლანის შვილიშვილ პაპუა [ორბელიშვილისათვის] მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1698 წ. Hd-6622).
ბერუაშვილი სუხიტა
სვე[ლ]ნეთს მცხოვრები. პირობა მისცა ქვათახევის წინამძღვარ [ეფთვიმის] და ნაზარალიხანის მიერ გამოგზავნილ მოხელეებს, რომ შატბერაშვილთაგან და გლეხთაგან გაყიდულ ქვათახევის კუთვნილ მიწებს სველნეთში დაასახლებდა ([1700 წ.] 1449-1868 ბ).
ბერუაშვილი (ვარ.ბერუასშვილი) ქიტესა (ვარ.ქრისტესა)
სველნეთს მცხოვრები, მოწმე: ბახუტა შატბერაშვილის მიერ მაქია ნანუჭაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1678 წ. V. 1450-10/162), დათუნა შატბერაშვილის მიერ ზურაბ თუმანიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდო ბის წიგნისა (1678 წ. VI. 12. Sd-47). პაპუა შატბერაშვილის მიერ ზურაბ თუმანიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1678 წ. X. 20. Hd-10203).
ბერუაშვილი ღონენა
მოწმე ვახტანგაანთ ნასყიდას მიერ მანუჩარის შვილ პაატაბეგისათვის მიცემული თავნასყიდობის წიგნისა (1679 წ. X. 27. 1450-21/9).
ბერუაშვილი შალუტა
ახალდაბას მცხოვრები, იგი სხვებთან ერთად როსტომ მეფემ უწყალობა პაპუნა თურქისტანიშვილს (1640 წ. 1450-10/102).
ბერუაშვილი შაღუბათა
მოწმე ხოსროვ მაღბუნაშვილის მიერ დათუნა ბიძინაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1689 წ. III. 1. 1450-9/13).
ბერუაშვილი შერმაზანა
მოწმე მამასახლისის ძმის, ყაზარას მიერ ბაინდურ გოგიბაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1692წ. II. 15. 1450-7/15).
ბერუაშვილი ხიზანა
უსისტყეს მცხოვრები, სამთავნელის მესაურე ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა მშვილდით ლაშქრობა (XXII ს. II ნახ. 1448-5032).
ბერუკა
იფნობს მცხოვრები, იგი, მამულითურთ, ერგო იოთამ ბარათაშვილს ([1537-1538 წწ.] VIII. 16. 1450-11/112).
ბერუკა
დმანისს მცხოვრები, იგი, მამულითურთ, ერგო იოთამ ბარათაშვილს ([1537-1538 წწ.] VIII. 16. 1450-11/112).
ბერუკა - შვილი წინამძღვარ იოვანესი, იხ.
ბერუკა
დამწერი და მოწმე იორდანე და გოგია მჭედლისშვილების მიერ პაატა აბაშიძისათვის მიცემული სათავდებო წიგნისა (XVII ს. I ნახ. Hd-8914).
ბერუკა
ყაფიჩიბაში, მოწმე ბეჟან ზაქუმიშვილის მიერ ხოსროვა დალალაშვილისათვის მიცემული წისქვილის ნასყიდობის წიგნისა (1664 წ. 1450-48/146).
ბერუკა - შვილი ქიტიასი, იხ.
ბერუკა
მოწმე გარსევან ყორღანაშვილის მიერ თავისი ძმის, მერაბისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1672 წ. 1450-1/4).
ბერუკა
წედისში ჰყავდა ერთი კომლი, იხსენიება ციციშვილების ყმების ნუსხაში ([1658-1675 წწ.] Hd-14534 ბ).
ბერუკა
მცხეთის მგალობელი, მოწმე შიოშ ბარათაშვილის მიერ ვახტანგ [ბარათაშვილისათვის] მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1678 წ. VII. 1. Hd-13106).
ბერუკა
მისი მიწა ესაზღვრებოდა პაპუნა მანაგაძის მიერ გიორგი ნინიაშვილისათვის მიყიდულ მიწას (1679 წ. 1450-35/5).
[ბ]ერუკა
ერისთავის აზნაურიშვილი, მოწმე დათუნა დედანისშვილის მიერ აშოთან [მუხრანის ბატონისათვის] მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1680 წ. 1461-3/130).
ბერუკა - 1678-1687 წწ.
მესტუმრე || მესტუმრეთუხუცეთსი, მოწმე კათალიკოს ნიკოლოზ ამილახორის მიერ ელიოზისძე-გედევანიშვილ გიორგისათვის მიცემული მამულის წყალობის წიგნისა (1678 წ. III. 28. Qd-45); „შუამდგომელი და გარდამწყვეტი“ ნიკოლოზ ამილახორის მიერ ზაალ ქარსიძისათვის მიცემული სახელოს წყალობის წიგნისა (1687 წ. XII. 5. 1450-29/52).
ბერუკა
დალაქი, მოწმე ქიტუნა მახარასშვილის მიერ კარაპეტ ხეჩატურაშვილისათვის მიცემული სახლის ნასყიდობის წიგნისა (1687 წ. VIII. 15. 1448-4211).
ბერუკა
სახლთუხუცესი, მოწმე ბარათა ბარათაშვილის მიერ გიორგი ყორღანაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1688. V. 5. 1450-16/6).
ბერუკა
ნაცვალი, გიორგი მეფემ მისცა პირობა წყალობისა და უვნებლობის შესახებ ([1678-1688 წწ.] Hd-2159).
ბერუკა - შვილი დავითისა, იხ.
ბერუკა
მოწმე პაპუა იშხნელის მიერ შოშიტა ზუმარაძისათვის მიცემული წისქვილის ნასყიდობის წიგნისა (1699 წ. Hd-836).
ბერუკა
ბოგანო, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
ბერუკა
მეჯურისხევს მცხოვრები, გივის ყმა, ბოგანო, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა ლაშქრობა (XVII ს II ნახ. 1448-5032).
ბერუკა
საშვებს მცხოვრები, ჰყავს ორი მოლაშქრე: ბოგანო და ერთი ცარიელი ბოგანო, რომელთაც, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდათ ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
ბერუკა
მოხელე, მოხსენიებულია ყმების ნუსხაში (XVII ს. 90-იანი წწ. Hd-14912 გ).
ბერუკა
ჰყავს ძმები: ლომგულა, ლომა, ელიზბარა, პეტრე. მიჰყიდა ვენახი სეხნიას (XVII ს. Hd-15078).
ბერუკა
მის ნაცვლად მოურავს და ზურაბ [სააკაძეს] ერთ წილად ერგოთ კაბერს მცხოვრები მაზია ფეჯაძე და მისი ძმა - მჭედელი მათი ქონებით (XVII ს. ბოლო მეოთხ. Hd-11811).
ბერუკა
გიორგისთან და პაპუნასთან ერთად იყიდა ტირული მინდორი ნონას, ლიპარიტ გიკაშვილის, გოგა გიორგაშვილის, დათუნასა და პაპასაგან (XVII ს. გსიემ. 7601/50).
ბერუკა - შვილი ბასილასი, იხ.
ბერუკა
ჩოჩეთს მცხოვრები, იგი ერგო ადამ [მაღალაძის] შვილებს მათი სახლიკაცების ყმების ნაცვლად (XVII ს. ბოლო. 1448-5079).
ბერუკა
ქეიხოსრო ჭალაშვილის ყმა, ერთი კომლი, შეტანილია[ალავერდის ტაძრის კომლების ნუსხაში (XVII ს. Ad-848).
ბერუკა
უჯარმას მცხოვრები, შეხიზვნია ალავერდის ეკლესიას მისთვის წაურთმევიათ ღვინო, ხანჯალი და ქვაბი. ნაზარალი-ხანმა ამბა-ალავერდელს უბრძანა, რათა ერთის წართმევას დასჯერებოდნენ და დანარჩენი ნივთები დაებრუნებინათ, ხოლო მისი თავი არ დაეთმოთ გიორგი ავალიშვილისათვის ([1688-1703 წწ.] 1449-1855).
![]() |
7.54 ბერუკასშვილი || ბერუკაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერუკაშვილი ადამა
მოწმე ქაიხოსრო [ბარათაშვილის] მიერ პაპუნა გოსტაშაბისშვილისათვის მიცემული ყმა-მამულის ნასყიდობის წიგნისა ([1678-1692 წწ.] Hd-1751).
ბერუკასშვილი გიო
მოწმე ბერუკა უჯარმელასშვილის მიერ პაპუა კაკოზაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1686 წ. X. 1. Hd-6446).
ბერუკაშვილი იასე
ერთი კომლი, შეტანილია [ალავერდის ტაძრის] კომლების ნუსხაში (XVII ს. Ad-848).
ბერუკაშვილი-შიხეიდარისშვილი ელიზბარ - იხ. შიხეიდარისშვილი-ბერუკაშვილი ელიზბარ
ბერუჩიკიძე დათვია
ერთი კომლი, სასახლის მოჯალაბე, იგი, შვილებით, გენათელმა ზაქარია ქვარიანმა შესწირა ხახულის ღმრთისმშობელს (1644 წ. VI. 5. ქმ. №139).
ბერქაია მახუტია
დარჩელი, ემართა ცაიშის საყდრის ბეგარა გოჭკუმური ([1616-1621 წწ.] ქსძ. III. №92).
ბერქაია ნანარტუა
დარჩელი, ემართა ცაიშის საყდრის ბეგარა: ერთი საკლავი, ერთი ქათამი, მისი მარილი, ერთი პური, შვიდი ფოხალი ღვინო, რვა ლიჯი ღომი და გოჭკუმური ([1616-1621 წწ.] ქსძ. III. №92).
ბერყმაძე გიორგა
შუბანს მცხოვრები, ემართა ქუთაისის საყდრის ბეგარა: ოცდაოთხი კოკა ღვინო, თორმეტი თეთრის საკლავი, ოცი კვერცხი, ერთი ურემი ღომი, ოცდაოთხი ნაოთხალი ღომი, ერთი საბელი,ქათამი, იფქლის და ქერის მუშაობა, ერთი თეთრის ღირებულების ყავრის მიტანა და საყდრის მუშაობა (1558 წ. H-626)
ბერყმაძე გიორგა
შუბანს მცხოვრები, ემართა ქუთაისის საყდრის ბეგარა: ათიანი ორმოცდაათი კოკა ღვინო, ხადილის პურის ჭამა, ერთი ურემი ღომი, ოცდაოთხი ნაოთხალი ღომი, ერთი თეთრის ღირებულების ყავრის მიტანა და საყდრის მუშაობა (1558 წ. H-626).
ბერყმაძე გიორგი
შუბანს მცხოვრები, ემართა ქუთაისის საყდრის მუშაობა ოცდაოთხი კოკა ღვინო, თორმეტი თეთრის საკლავი, ერთი თეთრი,ოცი კვერცხი, ერთი ურემი ღომი, ოცდაოთხი ნაოთხალი ღომი, ერთი საბელი, ერთი ქათამი, თივის თიბვა, იფქლისა და ქერის მუშაობა, ერთი თეთრის ღირებულების ყავრის მიტანა, საყდრის მუშაობა (1558 წ. H-626).
ბერყმაძე გიორგი
შუბანს მის პარტახტ მამულზე მცხოვრებს ემართა ქუთაისის საყდრის ბეგარა: ოცდაოთხი კოკა ღვინო, თორმეტი თეთრის საკლავი, ერთი თეთრი, ერთი კვერცხი, ერთი ურემი ღომი, ქათამი და საბელი, ყავრის მიტანა და საყდრის მუშაობა (1558 წ. H-626).
ბერყმაძე გუტია
შუბანს მცხოვრები, ემართა ქუთაისის სამტეხლ ბეგარა: ხადილით კარგი პურის ჭამა და ხელოსნობით სამსახური, ყავრის მიტანა და საყდრის სამსახური. მის სახლს ყოველ წელიწადს თითო ფურბერწი და თითო ცხვარი უნდა ეყიდა და ქუთათელისათვის მიერთმია (1558 წ. H-626).
ბერყმაძე მასურა
შუბანს, იოვაკეს პარტახტზე მცხოვრები, ემართა ქუთაისის საყდრის ბეგარა: ოცდაოთხი კოკა ღვინო, თორმეტი თეთრის საკლავი, ათი თეთრი, ათი კვერცხი, ერთი ურემი ღომი, ქათამი და საბელი, თივის თიბვა, იფქლის და ქერის მუშაობა, თითო თეთრის ღირებულების ყავრის მიტანა და საყდრის მუშაობა (1558 წ. H-626).
ბერყმაძე მახარობელი
შუბანს მცხოვრები, ემართა ქუთაისის საყდრის ბეგარა: ოცდაოთხი კოკა ღვინო, თორმეტი თეთრის საკლავი, ერთი თეთრი, ოცი კვერცხი, ერთი ურემი ღომი, ოცდაოთხი ნაოთხალი ღომი, ერთი საბელი, „ქათმის მოკრეფა“, თივის თიბვა, იფქლის და ქერის მუშაობა, ერთი თეთრის ღირებულების ყავრის მიტანა, ქუთაისის საყდრის მუშაობა (1558 წ. H-626).
ბერშიაშვილი ხუდაბახშა
მოწმე პაპუნა შატბერაშვილის მიერ ზუბია ასატურასშვილისათვის მიცემული სველნეთში მიწის ნასყიდობის წიგნისა (1665 წ. Sd-5).
ბერცივაშვილი თეთროვა
იყიდა შავერდა ივანგულიშვილისაგან ნავენახობის ნახევარი ერთ თუმან თეთრად, ხოლო მეორე ნახევარი მისმა განაყოფმა, მახარე თეთრაძემ შეიძინა (1643 წ. IV. 5. 1450-7/110).
ბერძანაშვილი ბერია
მოწმე დურმიშხან დემურიშვილის მიერ თავის ბიძაშვილ ალიხანასათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1700 წ. X. 15. 1450-9/149).
ბერძენაშვილები
იხსენიებიან ნიკოლოზ კათალიკოსის მიერ გედეონ მაღალაშვილისათვის მიცემულ მამულის წყალობის საბუთის მინაწერში. მათი ნასახლარი „გარეთუბანში“ ეკუთვნოდათ [მაღალაშვილებს] (1562 წ. Ad-1498-9).
ბერძენაძე დეისმამა
როკითს მცხოვრები, ემართა ქუთაისის საყდრის ბეგარა: პურის ჭამა და ლაშქრობა, ერთი თეთრის ღირებულების ყავრის მიტანა (1578 წ. H-626).
ბერძენაძე ოქროპირ
ჭოლევს მცხოვრები, ემართა ქუთაისის საყდრის ბეგარა: ცამეტი ათიანი კოკა ღვინო, ოცი თეთრის საკლავი, ერთი ნაოთხალი ღომი, ხუთი კვერცხი, საყაჭობო, საბატკობო რვა თეთრი, ორი ქათამი, ძღვენი, სათეთრო თევზი, საყდრის მუშაობა ყოველ კვირას (1578 წ. H-626).
![]() |
7.55 ბერძნისშვილი || ბერძნიშვილი || ბერზნისშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნიშვილი
[ბარათაშვილების] გაყრის შედეგად იგი ერთწილად ერგო გერმანოზსა და მის ძმებს: თაყას, გოსტასაბს და ფალავანხოსროს (1523 წ. Ad-1299-ა).
ბერძნისშვილი
ბარათაშვილებს მისთვის მიუციათ ვაძნი, რომელიც ლუარსაბ მეფემ ბარათაშვილების გაყრის დროს გასანაწილებელ მამულში არ შეიტანა ([1527-1556 წწ.] 1450-18/98).
ბერძნიშვილი არდაშელ
ჰყავს ძმები: ნასყიდა და ბეჟან. იყიდა ზაქარიე ფიფინაშვილისაგან შინდისში ნაყიდი შლაპიშვილისეული მიწა დედოფლის რუზე, კახიშვილის მიწამდე (1692 წ. VI. 1. Sd-53).
ბერზნისშვილი არდაშელ
მოწმე ავთანდილ მუჩიძის მიერ იოსები. სათვის მიცემული წისქვილის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. Hd-1590).
ბერძნიშვილი ბეჟან - 1665-[1692] წწ.
ჰყავს ძმა შანშე (1665 წ. Hd-9447). მოწმე: პაპუნა და გოსიტა [გოსტაშაბიშვილების] მიერ ოქროპირისათვის მიცემული მამულის წყალობის წიგნისა (1665 წ. Hd-9447), პაპუნა გოსტაშაბისშვილის მიერ დურმიშხან ფალავანხოსროსშვილისათვის მიცემული მამულის გაცვლის წიგნისა ([1676-1684 წწ.] Hd-2017), ქაიხოსრო [ბარათაშვილის] მიერ პაპუნა გოსტაშაბისშვილისათვის მიცემული ყმა-მამულის ნასყიდობის წიგნისა ([1678-1692 წწ.] Hd-1751), პაპუნა გოსტაშაბისშვილის მიერ საბა მოლოდინაშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. II ნახ.Hd-2756).
ბერძნიშვილი ბეჟან - ძმა არდაშელ ბერძნიშვილისა, იხ.
[ბერძნისშვილი] გიორგი
მოწმე გოსტაშაბ.ბარათაშვილსა და ოსიყმა ბუჟღულასშვილს შორის ამლივისა და ბუჟღულეთის საზღვრებზე დავის განჩინების წიგნისა (XVI ს. Hd-1568).
ბერძნისშვილი გიორგი
ბერუა იაგულასშვილის მოურავი, მოწმე ოთარის მიერ ბერუა იაგულასშვილისათვის მიცემული მიწის წყალობის წიგნისა (1663 წ. I. 22. 1450-32/355).
ბერძნისშვილი გულბადა - შვილი დარისპანა ბერძნისშვილისა, იხ.
ბერძნისშვილი დარისპანა
ჰყავს შვილები: ელიზბარა, იოთამა, როსტევანა და გულბადა. მიჰყიდა ოსიყმა ბუჟღულაშვილს მესამედი ვაძნი და ვაძნის სამტიტლე (XVI ს. Hd-1571).
ბერძნისშვილი ელიზბარ - შვილი დარისპან ბერძნისშვილისა, იხ.
ბერძნიშვილი თამაზ - შვილი პაპუნა ბერძნიშვილისა, იხ.
ბერძნისშვილი იოთამა - შვილი დარისპანა ბერძნისშვილისა, იხ.
ბერძნიშვილი ნასყიდა - ძმა არდაშელ ბერძნიშვილისა, იხ.
ბერძნიშვილი ოთარ - შვილი პაპუნა ბერძნიშვილისა, იხ.
ბერძნისშვილი ოთარ
მოწმე პაპუნა გოსტაშაბიშვილის მიერ გიორგი სადუნიშვილისათვის მიცემული მამულის წყალობის წიგნისა (1696 წ. Hd-4160).
ბერძნიშვილი პაპუნა
როსტომ მეფის კარის იასაული, ჰყავს შვილები: სეხნია, თამაზ, ოთარ. როსტომ მეფემ უწყალობა მისივე ნაყიდი სოფელი ერკნეთი (რომელიც ჟამთა ვითარებისაგან ფალავანდიშვილს წაერთმია) და გაათარხნა. მარიამობა დღეს როსტომ მეფის სადღეგრძელოდ მას უნდა გადაეხადა აღაპი: დაეკლა ერთი ძროხა, ერთი ცხვარი, ერთი საპალნე ღვინო და ერთი საპალნე პური (1637 წ. 1450-31/68).
ბერძნისშვილი როსტევანა - შვილი დარისპანა ბერძნისშვილისა, იხ.
ბერძნიშვილი სეხნია - შვილი პაპუნა ბერძნიშვილისა, იხ.
ბერძნიშვილი შანშე - 1650-1665 წწ.
ძმა ბეჟან ბერძნიშვილისა, იხ., მოწმე: პაპუნა გოსტაშაბისშვილის მიერ რამაზასა და პაპუნასათვის მიცემული მამულის წყალობის წიგნისა (1656 წ. II. 1. Hd-6303), პაპუნა [გოსტაშაბიშვილის] მიერ ოქროპირისათვის მიცემული მამულის წყალობის წიგნისა (1665 წ. Hd-9447).
ბერძნიშვილი შანშე
შეგდებული მოფიცარი, იხსენიება ნიქოზელის ფიცის განწესების წიგნში, რომელიც შედგენილია დავით და ელიზბარ დავითისშვილებსა და ნამორაძეებს შორის თიხრევის მამულებზე დავის გადასაწყვეტად (XVII ს.შუა ხანები. Sd-775).
ბერძნისშვილი შიოშ
მოწმე გოსტაშაბ ბარათაშვილსა და ოსიყმა ბუჟღულასშვილს შორის ამლივისა და ბუჟღულეთის საზღვარზე დავის განჩინების წიგნისა(XVI ს. Hd-1568).
ბერძნისშვილი ხისიტა
მოწმე პაპუნა გოსტაშაბისშვილის მიერ დურმიშხან ფალავანხოსროშვილისათვის მიცემული მამულების გაცვლის წიგნისა ([1676-1684 წწ.] Hd-2017).
ბესალაშვილი იმედა
მოფიცარი პაატა [ჯავახიშვილსა] და როჭიკა [შალიკაშვილს] შორის სამამულე დავის გარიგების წიგნისა ([1633-1658 წწ.] Sd-755).
ბესარაშვილი
მიჰყიდა დათუა თათარაშვილს მიწა (1563 წ.1448-1051).
ბესარიონ
არმაზის წინამძღვარი, დამწერი კონსტანტინეს მიერ დომენტი კათალიკოსისათვის საკანონოდ მიცემული მამულის შეწირულების წიგნისა (1560 წ. 1449-1501).
ბესარიონ
შემოქმედელი მთავარეპისკოპოსი, მოწმე ვახტანგ გურიელის მიერ შემოქმედში ზარზმის ხატისათვის მიცემული ყმების შეწირულების წიგნისა (1572 წ. ახლო. ქსძ. VI. №333).
ბესარიონ
მღვდელმონაზონი, დამწერი სუიმეონ მეფის მიერი გედეონ მაღალასძისათვის ბოძებული სასისხლო სიგლისა (1592 წ. Hd-1588 სას.).
ბესარიონ
ნათლისმცემლის უდაბნოს [წინამძღვარი], მას „ფეშქაშით“ დაუხსნია მანუჩარ ციციშვილ-ფანასკერტელისაგან გამოქცეული და ნათლისმცემლის უდაბნოს შეკედლებული ყმა - გიორგი პატაშვილი (1638 წ. ლიტ. მუზ. №19972-6).
ბესარიონ
წინამძღვარი, მისი და გარეჯის ნათლისმცემლის მონასტრის კრებულის ბრძანებით, ნიკოლოზ და გიორგი მახარობლისშვილებს, რომლებიც მონასტერს ეყმნენ, ყოველწლიურად უნდა მიერთმიათ მისთვის ერთი ლიტრა სანთელი, ერთი ჩარექი საკმელი და სამი ლიტრა ზეთი (1692 წ. III. 1. 1449-1838).
ბესარიონ
იოანე ნათლისმცემლის კრებულის წევრი, იხსენიება ნიკოლოზ სამებელის მიერ იოვანე ნათლისმცემლის მონასტრისათვის მიცემულ ვენახის შეწირულების წიგნში. მას მონასტრის სხვა ძმებთან: ხარიტონთან, სვიმონთან, ონოფრესთან ერთად დიდი შრომა გაუწევია გარეჯის იოანე ნათლისმცემლის განახლება-შემკობაზე ([1695-1700 წწ.] 1449-1835).
ბესაღაშვილი გიორგი - ძმა პაატა ბესაღაშვილისა, იხ.
ბესაღაშვილი ზუბია - ძმისწული პაატა ბესაღაშვილისა იხ.
ბესაღაშვილი პაატა
სკრას მცხოვრები, ჰყავს ძმა გიორგი, შვილი შიოშ, ძმისწულები: ზუბია და სვიმონა. იგი, მისი მამულით, შანშე ჯავახიშვილმა მიჰყიდა გიორგი ცალქალამანიძეს (1609 წ. ახლო. Hd-3295).
ბესაღაშვილი სვიმონა - ძმისწული პაატა ბესაღაშვილისა, იხ.
ბესაღაშვილი შიოშ - შვილი პაატა ბესაღაშვილისა, იხ.
ბესია
ტვიშს მცხოვრები, ხუცესი, გლეხი, იგი მეფე ალექსანდრემ უწყალობა გიორგი და ხოსია ახვლედიანებს ([1639-1695 წწ.] ლაი. H-86-8, 13 ab).
ბესიაური
მისი მამული აბანოს მოხსენიებულია ზემო ქართლის საკომლოების ნუსხაში (XVII ს. დამდ. Qd-7014).
ბესიაშვილი
მის მიწამდე იყიდა ქრისტესიამ მიწა სვენელ იმარაშვილისაგან (1661 წ. Sd-1136).
ბესიაშვილი
მის მიწამდე მიჰყიდა პაპუნა შატბერაშვილმა მანუჩარ თუმანიშვილს გორის გზაზე მდებარე მიწა (1669 წ. IV. 1. Sd-30).
ბესიაშვილი
ქვათახევის ყმა, მის და ხახანაშვილის მიერ სველნეთში თვითნებურად გაყიდული მიქელაური მიწა უყიდია გივის [1700 წ.] 1449-1869).
ბესიაშვილი
ციცი [ციციშვილის] და მამუკა მაღრაძის სამამულე დავის განჩინებით, იგი, მამულით, დარჩა მამუკას (XVII ს. ბოლო. Hd-821).
ბესიაშვილი ბელიტა
სამაჩველი, მოწმე ბიძინა სოლაღაშვილის მიერ ელიზბარ სოლაღაშვილისათვის მიცემული ტაგნაგეთს მამულისა და გლეხების ნასყიდობის წიგნისა (1661 წ. IV. 16. Sd-751).
ბესიაშვილი ბერიკა - 1669-1676 წწ.
ჰყავს [სახლიკაცები]: ნადირა და თანია. მანუჩარ თუმანიშვილს მიჰყიდა მკვიდრი მიწა [გორის გზაზე], რომელიც ესაზღვრებოდა: შატბერაშვილის და თაყას მიერ ნაყიდ მიწებს, იმარაშვილის მიქელაურ და ამირაღაშვილის ნაყიდ მიწებს (1669 წ. Sd-11); მოწმე მაზიტა იმარაშვილის მიერ ზურაბ თუმანიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1676 წ. Sd-473).
ბესიაშვილი თანია - 1669-1678 წწ.
ხუცესი, [სახლიკაცი] ბერიკა ბესიაშვილისა, იხ. მოწმე პაპუა შატბერაშვილის მიერ ზურაბ თუმანიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1678 წ. V. 20. Hd-10203).
ბესიაშვილი ნადირა - [სახლიკაცი] ბერიკა ბესიაშვილისა, იხ.
ბესიაშვილი პაპუნა - მოწმე პაპუნა შატბერაშვილის მიერ ალექსა ნანუჭაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1667 წ. III. 7. 1450-10/160).
ბე[..] უვიანი ვამიყ
თავმდები ელისხეველთა მიერ შედგენილი „სასაერთპირო“ დაწერილისა (XV-XVI სს. სძ. II. №67).
ბეუქელი თათარა
იგი ზაალ ერისთავმა უწყალობა უცნობ პირს (XVII ს. I ნახ. 1450-29/140).
ბეუქელი შალიკა
იგი ზაალ ერისთავმა უწყალობა უცნობ პირს (XVII ს. I ნახ. 1450-29/140).
ბექა
შვილიშვილი ბეშქენისა, იხ., შვილი მურვანისა, იხ., დაამტკიცა მამამისის, მურვანის მიერ მიქაელ ხუცესისათვის მიცემული მამულის წყალობის დაწერილი (XII ს. Gr . 28. 123 v-124 r).
ბექაი
მოწმე ჩაფქევასძეთა მიერ გრიგოლ ვერხუაისძისათვის მიცემული ნავენახევის ნასყიდობის წიგნისა ([1247-1260 წწ.] Ad-7 ა).
ბექაიური
მოწმე ჩხეტ მაჭავარიანის მიერ ივანე სეტიელისათვის მიცემული სამოკეთეო დაწერილისა (XIV-XV სს. სსძ. №96 a).
ბექაური
იგი, თავისი ვენახით, ბაგრატ [მუხრანის ბატონმა] შესწირა [სვეტიცხოველს] (XVI ს. I ნახ. 1449-1627).
ბექაშვილი
სობისს მცხოვრები, ამილახვრის ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
ბექთაშა
მოწმე დუშია გოგიბაშვილის მიერ ფარემუზ გოგიბაშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1694 წ. IV. 1450-6/36).
ბექიაშვილი ამოვან
მოწმე ნიკოლოზ კათალიკოსის მიერ ვარსიმესა და თევდორესათვის მიცემული წყალობის წიგნისა ([1584-1589 წწ] 1449-2340).
ბექირ-აღა
მოწმე როსტომ ფაშას მიერ ქაიხოსრო ციციშვილისათვის მიცემული სადგერის ხეობის წყალობის წიგნისა (1672 წ. ახლო. 1449-2224).
ბექიტაშვილი რევი
მოწმე შაჰყუბათ ბარათაშვილის მიერ ქავთარ [ქაჩიბასძისათვის] მიცემული გაუყრელობის პირობის წიგნისა ([1493-1523 წწ.] 1450-12/115)
ბექნიაშვილი
მისი ნაქონი მამული ევდემონ კათალიკოსმა მისცა შოშიტა ბადაშვილს, რომელსაც შემდგომ წაართვა და უწყალობა დავით გედევანიშვილ-ელიოზიძეს (1638 წ. Hd-1710).
ბექნიაშვილი ირემა - 1617-1626 წწ.
ქორდს მცხოვრები, ნუგზარ ერისთავის მკვიდრი ყმა, იგი, მამულითურთ, ნუგზარ ერისთავმა შესწირა სვეტიცხოველს (1617 წ. 1449-1766), ხოლო ზაქარია კათალიკოსმა უწყალობა დავით გედევანისშვილს (1626 წ. Hd-2510).
![]() |
7.56 ბეღელასშვილი || ბეღელაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
ბეღელასშვილი
მის მიწამდე მიჰყიდა ელიბა ფეტურაძემ ბერ კვაღინიძეს ძლევიჯვარს ხუთი დღის მიწა (1696 წ. 1448-5301).
ბეღელაშვილი დავით
მოწმე მ[აისურ მ[ა]ისურაძის მიერ ბაადურ მაჩაბლისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა ([1666-1678 წწ.] Qd-8687).
ბეღელაშვილი თევდორა
ქალაქს მცხოვრები, მოხსენიებულია ყმების ნუსხაში (XVII-XVIII სს. Hd-819).
ბეღელაშვილი პატა
ქალაქს მცხოვრები, მოხსენიებულია ყმების ნუსხაში (XVII-XVIII სს. Hd-819).
ბეღველური
თამარშენს მცხოვრები, ორი კომლი, [მაჩაბლების] დაკარგული ყმა-მამულის ნუსხაში აღნიშნულია, რომ ისინი ამილახორს მიჰყიდეს ([1688-1703 წწ.] Qd-8674).
ბეშატიძე მაქსიმე
დაამოწმა, რომ ღორისთავი და ჯალდამი მდივანბეგ ვახტანგ ორბელიშვილის ცოლყოფილის, ზაალ ერისთავის ქალის, თამარის, ნამზითვით იყო ნაყიდი და მის შვილებს ეკუთვნოდა (1700 წ. Sd-2301).
ბეშატიძე ქრისტეფორე
დაამოწმა, რომ ღორისთავი და ჯალდამი მდივანბეგ ვახტანგ ორბელიშვილის ცოლყოფილის, ზაალ ერისთავის ქალის, თამარის, ნამზითვით იყო ნაყიდი და მის შვილებს ეკუთვნოდა (1700 წ. Sd-2301).
ბეშკანაშვილი თურმანა
ფარეში, მოხსენიებულია საყაფლანიშვილოს ძღვენისა და სამასპინძლოს გარიგების დავთარში (XVII ს. II ნახ. Hd-1365).
ბეშკენაშვილი
მის [მიწამდე] მიჰყიდა დათუნა მამაცაშვილმა თევდორე რაზმიაშვილს „ვაშაური“ მიწა (1696 წ. II. 20. (1448-5440).
ბეშქენ
ჰყავს: რძალი - ხუაშაქ. შვილიშვილები: ბექა, ბეშქენ. თავისი რძლის თხოვნით, გაათავისუფლა კორიდელი ხუცები სატანუტერო დრამის გამოსაღებისაგან (XI-XII სს. მიჯნა. Gr 28-74 v).
ბეშქენ
შვილიშვილი ბეშქენისა, იხ., ჰყავს ძე - მურვან, შვილიშვილი - ყუთლუ-არსლან (XII ს. Gr. 28. 132 r). მისმა მშობლებმა, შემდეგ კი მან გაათავისუფლეს კორიდელი ხუცები სატანუტერო დრამის გამოსაღებისაგან. როცა კორიდეთს ხუცესი ხარებად შეიმოსებოდა, „თუ სახლსა შიგ(ა)ნ ხუცესი არ იყოს და ვერ წირვიდეს, სატანუტეროსა [გარდაიჴდიდეს]; რომელნიცა წირვიდნენ, რადმცა ვინ სთხოვდა“ (XII ს. Gr, 38, 75 v-76 r). კორიდელებს, მთელ სოფელს, მისცა დაწერილი მის მიერვე დადებული ახალი ბეგრისაგან გათავისუფლების შესახებ (XII ს. Gr 28, 132 r); დაამტკიცა და გააცხოველა თავისი პაპის, ბეშქენის მიერ კორიდელი ხუცებისათვის მიცემული დაწერილი სატანუტერო დრამის გაშვების შესახებ (XII ს. Gr 28, 74 r).
ბეშქენ
მოწმე იონაშელთა და ლაჩოგრაშელთა მიერ ოყოლდაშელთათვის მიცემული დაწერილისა მპარავის გადაცემის შესახებ (XIV ს.ბოლო. სსძ. №60 ა).
![]() |
7.57 ბეშქენა || ბეშკენა |
▲ზევით დაბრუნება |
ბეშქენა
მის მამულზე მცხოვრები გიორგი კაკალაშვილი როინ და გოშფარ [ჯავახიშვილების] გაყრის დროს ერგო გოშფარს ([1527-1558 წწ.] Qd-605).
ბეშკენა
ჰყავს შვილები: მანთაშა, ტერ-ანდრიასა, რომლებთან ერთადაც მოწმეა მელქინა სულხანისშვილის მიერ ბეჟან როსტომასშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1686 წ. 1450-8/95).
ბეშქენასძე დანიელ - შვილი მარკოზ ბეშქენასძისა, იხ.
ბეშქენასძე მარკოზ
მოძღვარი, ჰყავს შვილი დანიელ. თაყა ამილახორმა იგი დაადგინა თავისი გარდაცვლილი ძმების, შიაოშისა და ზევდგინის მწირველებად სამთავისში და გაათავისუფლა გადასახადებისაან, დაუტოვა: საბალახე, ერთი დღის მკა და ხვნა (1513 წ. A-12 ა).
![]() |
7.58 ბეშქენისშვილი || ბეშკენისშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
ბეშქენისშვილი
მისი ვენახი ესაზღვრებოდა მამია ზევდგინისძის მიერ მღვიმის უდაბნოსათვის სააღაპედ შეწირულ ბატაურ ვენახს (1475 წ. II. 10. 1449-1530).
ბეშკენისშვილი პაპუა
ქუთაისს მცხოვრები ვაჭარი, გენათელმა ზაქარია ქვარიანმა იგი შესწირა გელათის საყდარს (1664 წ. VI. 5. ქმ. №139).
ბეჩიანი ბევრაზ
თავმდები სავიანთა მიერ დუდილასა და არჯევანისათვის მიცემული გადაწყვეტილების დაწერილისა (XI-XV სს. მიჯნა. სსძ. II. №108).
ბეცია
მისი ობოლი, ერთი კომლი, შეტანილია [ალავერდის ტაძრის] კომლების ნუსხაში (XVII ს. Ad-848).
ბეციასშვილი ბერატა
მოწმე ოთარ მამისკარაშვილის მიერ დათუნა კოშაძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1622 წ. 1449-655).
ბეციაშვილი ფაშონა
მოწმე გრიქოლა ბაკურაშვილის მიერ მკრტიჩ [ონიკაშვილისათვის] მიცემული სახლის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. შუა ხანები. 1448-5333).
ბეხურემაშვილი გიორგი
ბოლს მცხოვრები, ამილახვრის ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა თოფით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
ბეჰბუდა (ვარ. ბეჰბუთა, ბებუთა) - 1646-1662 წწ.
ხოჯა ([1646-1662 წწ.] 1450: 53/97, 22/65, 1448-1496; 1450: 22/61, 21/101, 22/111, 22/117, 22/108, 22/119, 22/122), ზარაფი || ზარაფთუხუცესი ([1646-1661 წწ. 1450-53/97, Hd-14911, 1450-22/108, 22/119), მამასახლისი (1646, 1661 წწ. Hd-- 14911, Sd-751), ქალაქის მელიქი (1661 წ. Sd-751), მამა ასლანისა, იხ., მას უწყალობა როსტომ მეფემ ავლაბარში, მახათას ქვეშ, სასაფლაოზე საყდრის აშენების უფლება და სასაფლაოს გვერდით მისცა ბაღი, სადაც მან ხევიდან და მახათას ძირიდან გამოიყვანა წყალი (1654 წ. 1450-22/65); შესწირა სევანის, „ანაპატს“ ტფილისში, ჩორსულის თავს, ქულბაქი (1658 წ. 1450-21/101); იყიდა: იავანგულაანთ ბაინდურასაგან [როსტომ] მეფისაგან ნაბოძები ნაიონჯარი მიწა აბანოებისა და ძველი გალავნის აქეთ, რომელიც ესაზღვრებოდა მეითარ მანუჩარის, ანშელა ბუზანაურის, მის საკუთარსა და მირიმანაანთ ვენახებს (1658 წ. II. 4. 1450-22/61), პაპუნასაგან - მისი წილში ნარგები და აღაჯანა მირიმანაშვილისაგან ნაყიდი ქულბაქები (1661 წ.V.1.145 0-22/117 ა), გოგინა თამამშასშვილისაგან - ადგილი, რომელიც ესაზღვრებოდა მელიქ ეინალას და ჩეკურაშვილების ქულბაქებს (1661 წ. III. 21. 1450-22/108), სეფოასშვილ-ასლანასშვილ პაპოასაგან - სახლ-კარი, რომელიც ესაზღვრებოდა მირანშას სახლს, ბეჰბუდას ქულბაქებს, ქარვასლასა და ზოჰრაბის სახლს (1661 წ. IV. 27. 1450-22/119), შერმაზანისაგან - სახლის წინა [ადგილის] ნახევარი (1662 წ. X. 4. 1450-22/122), გაუცვალა ივანგულაანთ ყარახანას დუქანი, რომელიც ესაზღვრებოდა მის საკუთარსა და დერმიშას დუქნებს. ამის სანაცვლოდ გამოართვა დავითაანთ პაპინასა და თავისი დუქნების მოსაზღვრე დუქანი (1661 წ. IX. 2. 1450-22/111); მისი ვენახი ესაზღვრებოდა როსტომ მეფის მიერ ივანგულაანთ ფარყუზანაშვილ სულხანისათვის მიცემულ „ნაიონჯარს “ (1647 წ. 1450-22/67); მოწმე: შანაზარ მურაჩაშვილის მიერ ქალაქის მოურავ მანუჩარისათვის მიცემული ყმობის პირობის წიგნისა (1646 წ. VI. 10. 1450-53/97), გივი ამილახორის მიერ ქალაქის მოურავ მანუჩარისათვის მიცემული ყმის ნასყიდობის წიგნისა (1646 წ Hd-14911), მანდენაანთ მამუკას მიერ ზაქარია მასაჯანაშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1656წ. III. 26. 1448-1496), ბიძინა სოლაღაშვილის მიერ ელიზბარ სოლაღაშვილისათვის მიცემული მამულისა და გლეხების ნასყიდობის წიგნისა (1661 წ. IV. 16. Sd-751); მას აუშენებია აბანო, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ [შაჰნავაზს] უსტა შაინასათვის მიუცია. შაინას შემდგომ გიორგი ბატონიშვილმა ეს აბანო ბეჰბუდას შვილს - ასლანს უბოძა (1677 წ. I. 10. 1450-22/73).
ბ დ საძე გრიგოლ
[წმინდა კვირიკეს მონასტრის] ბერი, დამწერი და მოწმე მუჩათურისძეებისა და გავაზელისძეების მიერ წმინდა კვირიკეს მონასტრისათვის მიცემული შეწირულების წიგნისა (XII-XIIIსს. მიჯნა. A-281, 4 v-5 r).
ბზაკალაშვილი ბაინდურა
ჯიმითელი, იგი, თავისი სახლით, ალექსანდრე მეფემ შესწირა სვეტიცხოველს (1601 წ.1448-5526).
ბზიკაურნი
წობენაში ამ გვარის სამი საკომლოს შეწირულება კათალიკოსმა განუახლა ღვთაების ხატს. მათი მოსაზღვრენი ყოფილან ხიმშიანნი და სვიმონელნი (XVII ს. II ნახ. 1449-169).
ბზურიული ნადირა
თორტიზას მცხოვრები, ერთი კომლი, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა მშვილდით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
ბია
იგი ლეონ მეფემ უწყალობა და გაუთარხნა მაქსიმე ჩოლაყაშვილ-სულხანისშვილს (1566 წ. I. 19. 1449-2285).
ბიასაშვილი სულა
ზურაბის მსახური, მოწმე საქილა და პატა ბოდოკიასშვილების მიერ დავით ქავთარაძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1679 წ Hd-14648).
ბიასშვილები
ორი კომლი, იხსენიებიან კომლთა ნუსხაში (XVII ს. ბოლო. 1449-1794 ბ).
ბიასშვილი
ახალსოფელს მცხოვრები, ბოგანო. იგი, სახლ-კარით, მაგრამ უმამულოდ, წილად ხვდა ქაიხოსრო [ციციშვილს] ([1664-1673 წწ.] 1448-5042).
ბიბაიშვილები
წინამძღვარ მელქისედეკ ყანჩაელის აღაპის გადასახდელად მათ და მორბედაძეებს ევალებოდათ ერთი კოკა ღვინის, ოცდაექვსი პურის და თევზის გაღება (1658 წ. შმმის. 80-81).
ბიბაშვილი
ყაია, ყორჩიბაშ ბაადურ და სარდალ პაპუნა [ციციშვილებს] შორის სამწევრისის მამულებზე დავის გარიგების წიგნში აღნიშნულია, რომ მისი ორი დღის მიწა ჰქონდა ჯომარდაშვილს ([1633-1658 წწ.] 1448-2316).
ბიბაშვილი მამუკა - [1658 წ.]-1666 წ. ახლო.
ქაიხოსრო [ციციშვილის] ყმა (1666 წ. ახლო. Hd-802), ყაია, ყორჩიბაშ ბაადურ და სარდალ პაპუნა [ციციშვილებს] შორის სამწევრისის მამულებზე დავის გარიგების წიგნში აღნიშნულია, რომ მისი და ოთეღაშვილის გაუყოფელი მამულიდან ნახევარი მას ეკუთვნოდა ([1633-1658 წწ.] 1448-2316), ეჭირა ორი დღის მიწა ოთეღაშვილთან საერთო მამული სანახევროდ უნდა გაეყო (1666 წ ახლო. Hd-802).
ბიბაძე
ყურიაშელი, იგი, საკათალიკოსო გლეხების ნუსხის მიხედვით, ბატონს [სხვა ადგილას] დაუსახლებია (1650 წ. ახლო. დსსს I. 53-55).
ბიბიანი
ძაგნაკორნას მცხოვრები, იგი მამულითურთ, უბოძა თეიმურაზ მეფემ შერმაზან ხიმშიაშვილს ([1648-1662 წწ.] 1450-57/198).
ბიბიაშვილი აბრამა - 1690-1694 წწ.
ჰყავს: ძმა ნასყიდა, ბიძაშვილები: დათუნა, შიო, შვილები: ესტატე, პეტრე, ბერი, ბიბილა. მიჰყიდა თავის ბატონს, დავით ჯავახიშვილს, ორი დღის მიწა ბიძაანთ ვენახამდე და მამიაშვილის მიწამდე (1694 წ. VI. 12. Sd-561); მოწმე შიო კოლიაშვილის მიერ დავით ჯავახიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1690 წ. III. 12. Sd-554)
ბიბიაშვილი ბერი - შვილი აბრამა ბიბიაშვილისა, იხ.
ბიბიაშვილი ბიბილა - შვილი აბრამა ბიბიაშვილისა,იხ.
ბიბიაშვილი ესტატე - შვილი აბრამა ბიბიაშვილისა, იხ.
ბიბიაშვილი დათუნა - 1690-1694 წწ.
ბიძაშვილი აბრამა ბიბიაშვილისა, იხ., მოწმე შიო კოლიაშვილის მიერ დავით ჯავახიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1690 წ. III. 12. Sd-554).
ბიბიაშვილი ნასყიდა - ძმა აბრამა ბიბიაშვილისა, იხ.
ბიბიაშვილი პეტრე - შვილი აბრამა ბიბიაშვილისა, იხ.
ბიბიაშვილი შიო - ბიძაშვილი აბრამა ბიბიაშვილისა, იხ.
ბიბილასშვილი ხახუა
ახალსოფელს მცხოვრები, ემართა ქუთაისის საყდრის ბეგარა: ოცდახუთი ცხრიანი კოკა ღვინო, თორმეტ თეთრად ღირებული საკლავი, სამი ქათამი, ხუთი თეთრი, ერთი თეთრიც სხვა, ოცი კვერცხი, ტვირთი, საყდრის, სასახლისა და ზვრის მუშაობა. თუ საყდრის ყანაში იმუშავებ და, ორი ნაოთხალი ღომი უნდა გამოეღო, თუ არა - რვა (1578 წ. H-626).
ბიბილაური
იგი გიორგი მეფემ შესწირა გელათს ულუხან [ლორთქიფანიძის] სამწირველოდ. ემართა: ერთი კოდი ღომი, სამი კოკა ღვინო, ორი ქათამი, ტვირთი და მუშაობა (1573 წ 1448-3324).
ბიბილვანი ივანე
მოურავი ლენჯერელ და სეტიელ მონადირეთა შორის სანადიროზე დავის გარიგებისას (XV ს. დასაწყ. სძ. II. №39).
ბიბილური
მის მიწამდე მიჰყიდა გიორგი სოსანაშვილმა დეკანოზ გიორგი ეცადაშვილს ვენახი (XVII ს. Hd-1578).
ბიბილური გიორგი - შვილი ლაშქარა ბიბილურისა, იხ.
ბიბილური დათუნა - ძმისწული ლაშქარა ბიბილურისა, იხ.
ბიბილური ელია - ძმისწული ლაშქარა ბიბილურისა, იხ.
ბიბილური ივანა - ძმისწული ლაშქარა ბიბილურისა, იხ.
ბიბილური კაკონა
ნაწრეტელი, მოწმე დარისპან მიღრიჯანაშვილის მიერ ავთანდილ ჩიკოიძისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1662 წ. II. 20. 1450-35/164).
ბიბილური ლაშქარა
ქინძათში საუფლისწულო მამულზე მცხოვრები, ერთი კომლი. ჰყავს: შვილი - გიორგი, ძმსწულები: დათუნა იავანა, პაპუნა, ელია, მახარა და იმათი „ნაშენი“ ოთხი ვაჟი. მოიხსენიებიან ქართლის სადროშოს აღწერის დავთარში (XVII ს. II ნახ. H-7071).
ბიბილური მახარა - ძმისწული ლაშქარა ბიბილურისა, იხ.
ბიბილური პაპუნა - ძმისწული ლაშქარა ბიბილურისა, იხ.
![]() |
7.59 ბიბიტასშვილი || ბიბიტაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
ბიბიტაშვილი ადუა
ჰყავს შვილები ივანე და დათუნა, იყიდა თავის განაყოფ საზვია ბიბიტაშვილისაგან ერთი დღის მიწა (XVII ს. Ad-639).
ბიბიტასშვილი ბადრია - [ძმა] დათუნა ბიბიტასშვილისა, იხ.
ბიბიტასშვილი დათუნა
ჰყავს: [ძმები]: იორდანე, ბადრია, [სახლიკაცი] დემურჩა გოგოჩაშვილი. მიჰყიდა ამირაღა მესხასატურაშვილს მიწა ტინისხიდში (1649 წ. VII. 25. Hd-5306).
ბიბიტაშვილი დათუნა - შვილი ადუა ბიბიტაშვილისა, იხ.
ბიბიტაშვილი ელისბარ - შვილი საზვია ბიბიტაშვილისა, იხ.
ბიბიტაშვილი ზაქარია - შვილი საზვია ბიბიტაშვილისა, იხ.
ბიბიტაშვილი ივანე - შვილი ადუა ბიბიტაშვილისა, იხ.
ბიბიტაშვილი იმარინდო
მოწმე შანშე ჯავახიშვილის მიერ მამისიმედ გოგოჩასშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1616 წ. Hd-1576).
ბიბიტაშვილი საზვია
ჰყავს შვილები: ზაქარია, ელისბარ, განაყოფი ადუა ბიბიტაშვილი, მიჰყიდა თავის განაყოფს, ადუას ერთი დღის მიწა (XVII ს. Ad-639).
ბიბიჩაძე კიტუა
მას ივანაშვილმა მისცა „ბოლო წიგნი“ (ფიცის წიგნი) (XVI-XVII სს. S-421. 9 v).
ბიბნიაშვილი მამუკა
ვერითას მცხოვრები, ამილახვრის ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით, მისი კომლიდან ორ კაცს ევალებოდა თოფით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
ბიბოია
ცაიშს მცხოვრები, ემართა ცაიშის საყდრის ბეგარა: ერთი საკლავი, ერთი ქათამი, ერთი პური, სამი ლიჯი ღომი, სამი ფოხალი ღვინო და გოჭკუმური ([1616-1621 წწ.] ქსძ. III. №92).
ბიგვავა
ხობს მცხოვრები, საეკლესიო გლეხი. ემართა ხუთი ლოღარიკი სანთელი (XVII ს. Hd-11221).
ბიგვავა ჯვებე
ბიას მცხოვრები, საეკლესიო გლეხი, ემართა ხუთი ლოღარიკი სანთელი (XVII ს. Hd-11221).
ბიგუა უჩალეი
მუხურს მცხოვრები, ემართა აფხაზეთის საკათალიკოსო ბეგარა: უმცროს-უფროსი საკლავი, ხუთი კოკა ღვინო, ათი ჯამი ღომი, ყოველდღე მუშაობა, ტვირთი (1621 წ. ქსძ. III. №91).
ბივრიტელი ვახტანგ
მოწმე უცნობი პირის მიერ სარკინის [მონასტრის] წინამძღვრისათვის მიცემული ნასყიდობის წიგნისა (XII-XIII სს. Ad-1 ბ).
ბითაძე გოგია
ჰყავს შვილები: პაპუნა, დათუნა და სეხნია იყიდა პაატა ჯომარდიძისაგან ქიტიაშვილის ნაქონი მიწა კეპეულაზე - შვიდობაშვილის, სულიასშვილისა და გორისაულის მიწებამდე (1622 წ. 1450-25/85)
ბითაძე დათუნა - შვილი გოგია ბითაძისა, იხ.
ბითაძე პაპუნა - შვილი გოგია ბითაძისა, იხ.
ბითაძე სეხნია - შვილი გოგია ბითაძისა, იხ.
ბიკაკვაშვილი
იყიდა ყაფლანისაგან ვენახი როსებ ჯანდიერისშვილისათვის მიყიდული მამულის გვერდით (XVII ს. შუა ხანები. Ad-1204).
ბიკაძე ზაზუტა
მოწმე ხიზანა ბაკურაშვილის მიერ ბერა ნარიმანაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1697 წ. Hd-10897).
ბიკინა
ყაია, ყორჩიბაშ ბაადურ და სარდალ პაპუნა [ციციშვილებს] შორის სამწევრისის მამულებზე დავის გარიგების წიგნში აღნიშნულია, რომ მისი სახლი და საბძელი კოკოლასი იყო და სახლთუხუცეს ყაიას მასზე ხელი არ ჰქონდა. აქვე აღნიშნულია, რომ მისი სამი დღის მიწა პეტროზა ხუციშვილს ეჭირა ([1638-1658 წწ.] 1448-2316).
ბიკინა
მას ჰქონდა გარსუაშვილის ექვსი დღის მიწა და სახლობდა ტერ-დავითა ხოჯაშვილის [მიწაზე] (1666 წ. ახლო. Hd-802).
ბინდიასშვილი
„ბინდიასშვილის ხევი“ ესაზღვრებოდა ნოინ დავითასშვილის მიერ ნაყიდ მამულს (1692 წ. I. 15. Hd-15067).
ბინდურა
ღანუხს მცხოვრები გლეხი, იგი, სხვა გლეხებთან ერთად, ლეონ მეფემ უწყალობა ანდერმან ჩოლაყასშვილს (1568 წ. Hd-14430).
ბინინაშვილი შალომა
მოწმე არჩვაძის მიერ ელუაზარაშვილისათვის მიცემული მამულის გირავნობის წიგნისა (1700 წ. Hd-14565 ა).
ბინინაშვილი შალომა
მძოვრეთს მცხოვრები, ედიშერ და პაპუნა [ციციშვილების] გაყრის დროს იგი, მამულით, ერგო პაპუნას ([1688-1703 წწ.] Hd-1636).
ბირაშვილი
მის მიწამდე მიჰყიდა ბარამ ფარეშისშვილმა დათუნა ხიზანიშვილს თაბორიძისეული ნასისხლი „ბურნ[ა]ყაული“ თორმეტი დღის მიწა(XVII ს. II ნახ. Ad-2243 ა).
ბირაშვილი პაატა - შვილი ხოსია ბირაშვილისა, იხ.
ბირაშვილი ხოსია
ჰყავს შვილი პაატა. იყიდა დათუნა ხიზანიშვილისაგან მამული „ბურნაყაული“ - ექვსი დღის მიწა ფარეშისშვილისა და ფიცხელაურის მიწებამდე (XVII ს. II ნახ. Ad-2243 ბ).
ბირთველ (ვარ. ბირთუელ)
„წამებულის“ შვილი, შესწირა სვეტიცხოველს - კონსტანტინე მეფის სააღაპედ - ლეთეთში მცხოვრები თავბერისძენი (1413 წ. III. 13. 1449-1624), იხსენიება მეფე ალექსანდრეს მიერ [სვეტიცხოვლისათვის] ბოძებულ ზვრის შეწირულების წიგნში: მისთვის უნდა გადაეხადათ აღაპი ღმრთისმშობლობის მეორე დღეს (1414 წ.1449-1478).
ბირთველ
შალვა ჯომარდიძემ გრიგოლ პეტეტაშვილს უწყალობა მამული და დააკისრა მისთვის და ჯიმშედისათვის აღაპის გადახდა ჟამის წირვით (1539 წ. II. 27. 1448-8739).
![]() |
7.60 ბირთველასშვილი || ბირთველაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
ბირთველაშვილი კალოა
მოწმე თამაზ ფარეშიშვილის მიერ სუფრაჩის შვილის, წინამძღვარ იოსებისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1657 წ. 1550-15/23).
ბირთველასშვილი სამადა
მოწმე ყორხმაზ ყორღანაშვილის მიერ ბეჟან ყორღანაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1688 წ. II. 11. 14 0-7/60).
ბირთველაშვილი ჯანო
თავმდებად დაუდგა ბატონობაზე, წინაშე ბეჟანა ჯაშეშვილს (XVII ს. Qd-8679).
ბირინასშვილი
რატევანს მცხოვრები, იგი, მამულით, ერგო იოთამ ბარათაშვილს([1537-1538 წწ.] VIII. 16. 1450-11/112).
ბირმაშვილი მატია
მოწმე ბერუა ყარხნაშვილის მიერ ბერუა გულიზაშვილისათვის მიცემული სახლ-კარის ნასყიდობის წიგნისა (1620 წ. VIII. 9. 1450-18/55).
ბისტია
კეკელას მცხოვრები, გლეხი, იგი თეიმურაზ მეფემ შესწირა ალავერდის წმინდა გიორგის ეკლესიას თავისი თანამეცხედრის, ანას სა აღაპედ (1612 წ. V. 10. 1448-5017).
ბიყა
სეტიელებმა მას მოახსენეს, რომ ციხის შესავალი საფოშდლე გზას იქით მას ეკუთვნოდა (XV ს. II მეოთხ. სსძ. II. №47).
ბიშიაშვილი
თაყა ზევდგინიძის ყმა, თაყამ იგი დაასახლა სხუილოსს თავის ნაყიდ მიწაზე და შემდეგ შესწირა შიომღვიმის მონასტერს (1433 წ. ახლო. ქრ.II. 241).
ბიშიაშვილი დავითა
ცხვილოსს მცხოვრები, ამილახვრის ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით მისი კომლიდან ორ კაცს ევალებოდა თოფით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
ბიშნარაშვილი (ვარ ბიშნარაძე) ხახუტა - [1660]-[1695] წწ.
ნოღას მცხოვრები, ხუცია ქელბაქიანის ყმა, დედოფალმა ნესტანდარეჯანმა თავისი მეუღლის, ალექსანდრე (III) მეფის სულის მოსახსენებლად შესწირა გელათის ეკლესიას (1660 წ. ახლო.-5 98 ა); ალექსანდრე (IV) მეფემ განუახლა მისი შეწირულება გელათს. მას და მის ძმისწულებს ალექსანდრე მეფის (III) სააღაპედ უნდა გადაეხადათ ყოველწლიურად ერთი შამახური სანთელი ([1688-1695 წწ. Ad-598 ბ).
ბიშხუფლია
ჭალას მცხოვრები, ემართა აფხაზეთის საკათალიკოსო ბეგარა: საპურობო, ექვსი კოკა ღვინო, ექვსი ლიჯი ღომი (1621 წ. ქსძ. III. №91).
ბიჩაძე რამადან
თერგვისს მცხოვრები, ამოვარდნილი, მისი სახასო მამული თბილელმა ეპისკოპოსმა ელისემ უწყალობა იოთამ ბარლიშვილს(1640 წ. 1450-51/174).
ბიძასთვალი
ფარცმანაყანევს მცხოვრები, იგი გიორგი მეფემ შესწირა გელათს ულუხან [ლორთქიფანიძის] სამწირველოდი ემართა: ათი რვიანი კოკა ღვინო, ექვსი თეთრი (1573 წ. 1448-3324).
ბიძასთვალისშვილი ნასყიდაი
ხიბლას მცხოვრები, მეზუთხე გლეხი, უშვილოდ გადავარდნილი, დემეტრე ნიჟარაძის ყოფილი ყმა, იგი ალექსანდრე მეფემ შესწირა გელათს ([1484-1510 წწ.] 1449-1585).
ბიძინა
მოხსენიებულია ქაიხოსრო ჯავახიშვილსა და მოურავ [გიორგი სააკაძეს] შორის დავის გარიგების წიგნში: იგი დაადევნა [გიორგი სააკაძემ] სურამს წასულ ქაიხოსრო ჯავახიშვილს (1620 წ. IV. 15 Hd-6259).
ბიძინა
ზემო ნიქოზს მისი ნაქონი საბაგე კაცია დიასამიძემ მიჰყიდა ნიქოზელ ზებედე ნამორაძეს (1626 წ. III. 20. 1450-33/355).
ბიძინა
გოგინა მახვილაძის ყმა, მოწმე გოგინა მახვილაძის მიერ პაპია ჭყოპიაშვილისათვის მიცემული მიწის ნაჩუქრობის წიგნისა (1641 წ. Ad-1770).
ბიძინა
ვექილი, მისი ბეჭედი ლეგენდით „ბიძინა ვექილი“ უზის როსტომ მეფის მიერ ბოდბის წმინდა ნინოს ეკლესიისათვის მიცემულ შეწირულების წიგნს (1655 წ. 1448-1239), მანუჩარ [თუმანიშვილისა] და ჯიმშიტა [თუმანიშვილის] წილის ბარათებს (1656 წ. ახლო. Sd-862, 1656 წ. ახლო. Hd-11716).
ბიძინა - შვილი მაღრანის ნაცვალ მამუკასი, იხ.
ბიძინა
იხსენიება საციციანოს ყმების ნუსხაში, გარდატენს ჰყავდა ერთი კომლი ([1658-1663 წწ.] Hd-14534 ა).
ბიძინა
ქვემო ბოლნისის მამასახლისის შვილი, მოწმე სამწერელების, ალიხანა უსუფაშვილისა და სხვათა მიერ პაპია შანშიაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1663 წ. V. 5. 1450-10/9).
ბიძინა
მარაბდელი, მოწმე პაპუა პატასშვილის მიერ ქიტია მედიასშვილისათვის მიცემული თარხნობის წიგნისა (1691 წ.V. 25. Hd-1702).
ბიძინა
კანდელაკი, მოწმე მამუკა პაპუჩაშვილის მიერ არდაშელისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1692 წ. 1450-31/86).
ბიძინა
შიოშის მოყვარე კაცი, მოწმე შიოშბეგის შვილიშვილ შიოს მიერ ლუარსაბ იოთამიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1696 წ. VI. 15. 1450-38/62).
ბიძინა
გვარამაძის ყმა, მის მიწამდე მიჰყიდა ერასტი ფიფიაშვილმა ზაალ წინამძღვრიშვილს თავისი მკვიდრი ყმის სასახლე (1697 წ. V. 21. Sd-565).
ბიძინა
მეგრელი, მოწმე ბერიკა იაველაშვილის მიერ შოშიტა მიქელაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1690-იანი წწ. Hd-764).
ბიძინა
ნაცვალი, ნაზარალი-ხანთან ერთად გაარიგა ბოდბის წმინდა ნინოს ყმა-მამულებისა და გამოსაღებების საქმე (1700 წ. 1449-1461).
ბიძინა
საშვებს მცხოვრები, ლიპარიტისშვილის ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა შუბით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
ბიძინა
საშვებს მცხოვრები, ამილახვრის ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა მშვილდით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
ბიძინა
ნაწრეტს მცხოვრები, ამილახვრის ყმა საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა მშვილდით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
ბიძინა
ქვემო სობისს მცხოვრები, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
ბიძინა
მისი და დუშიას ნათესავი მოუკლავთ დავით და ამილღამბარ [მაჩაბლებს], რომელთაც სისხლის საფასურში ნაზარალიხანმა დააკისრა 240 თუმნის გადახდა. დაზარალებულებმა ამ თანხის ნაწილი [მაჩაბლებს] აპატიეს, დარჩენილი 60 თუმნის სანაცვლოდ კი ბიძინასა და დუშიასთვის უნდა მიეცათ: ვარიანში მცხოვრები ხუცესი უჯარმელაშვილი მისი ძმებით, უჯარმელაშვილები: ბერუკა და ხუცო, ძარში მცხოვრები მამუკა ტრამაკიძე ძმებითა და მამულით. ამას გარდა, ამილღამბარის წილიდან ვარიანში ოცი დღის მიწა ([1688-1703 წწ.] Hd-2004).
![]() |
7.61 ბიძინასშვილი || ბიძინაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
ბიძინაშვილი
ქალაქს მცხოვრები, მეწისქვილე, ერთი კომლი, შაჰნავაზმა მისი წყალობა განუახლა ეინალ მირიმანაშვილს (1661 წ. XII. 27. 1449-564).
ბიძინაშვილი
ერთი კომლი, იგი, მამულით, კათალიკოსმა იოვანე დიასამიძემ უწყალობა არქიმანდრიტ ნიკოლოზ გაბადიძეს (1698 წ. III. 15. 1448-5098).
ბიძინაშვილი
ახრისს მცხოვრები, „კოჭლი“, საამილახვროს დავთრის მიხედვით, მისი კომლიდან ორ კაცს ევალებოდა მშვილდით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
ბიძინასშვილი ბაინდურა
ალელი, ჰყავს შვილი ბიძინა, ხოჯა ბულინათ ნაზარასთან ერთი წლის ვადით დააგირავა თავისი ათი წლის შვილი ბიძინა. აიღო ოცდახუთი მინალთუნი იმ პირობით, რომ თუ ერთ წელიწადში შვილს უკან ვერ გამოისყიდდა, მაშინ იგი ხოჯა ბულინაანთ ნაზარას რჩებოდა (1678 წ. 1448-5108).
ბიძინასშვილი ბასილა
მოწმე გოგილა მახვილ[ა]ძის მიერ პაპია ჭყვაპიასშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1687 წ. Ad-1675 ბ).
ბიძინასშვილი ბეჟუა - [ძმა] ნიკოლა ბიძინასშვილისა, იხ.
[ბიძინასშვილი] ბერა
იფნისს მცხოვრები, იგი თავის განაყოფ თამაზ ბიძინაშვილთან ერთად ედიშერ და პაპუნა ციციშვილების გაყრის დროს ერგო ედიშერს ([1688-1703 წწ.] Hd-1636).
ბიძინაშვილი ბერი
ქვეშელი, მოწმე დავით დიარაშვილის მიერ ომან იანდარაშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1552 წ. VIII. 15. 1448-1539).
ბიძინასშვილი ბიძინა - შვილი ბაინდურა ბიძინასშვილისა, იხ.
ბიძინასშვილი ბიძინა
კარბს მცხოვრები, ავთანდილ ამილახორის მეკოდისპურე სახასო ყმა (1700 წ. 1448-3602).
ბიძინაშვილი დავით
განუახლა ძლევის მთავარმოწამეს თევდორეს დეკანოზობის დროს ადრე მამამისის მიერ ბოძებული ორი დღის მიწის შეწირულება უსისხლოში და ამოუკვეთა ღალა (1680 წ. 1450-32/325).
ბიძინაშვილი დათუნა
იყიდა ხოსროვ მაღბუნაშვილისაგან ერთი დღის მიწა ავაქაანთ ავაქასა და თავის განაყოფ სარუხანას მიწებამდე (1689 წ. III. 1. 1450-9/13).
ბიძინასშვილი თამაზ
ქარელს მცხოვრები, ედიშერ და პაპუნა [ციციშვილების] გაყრის დროს იგი და მისი განაყოფი ბერა, მამულებით, წილად ხვდნენ ედიშერს ([1688-1703 წწ.] Hd-1636).
ბიძინასშვილი ნიკოლა
კარბს მცხოვრები, ჰყავს ძმა ბეჟუა, ავთანდილ ამილახორის მეკოდისპურე ყმა (1700 წ. 1448-3602).
ბიძინაძე
ღრომს მცხოვრები, ბიძინა ყანჩაელის ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა თოფით ლაშქრობა (XVII ს II ნახ. 1448-5032).
ბიძინაძე ნინიკა
ღრომს მცხოვრები, ჰყავს შვილი ქიტუა, შიოშ ყანჩიელის მეკოდისპურე ყმა (1700 წ. 1448-3602).
ბიძინაძე ქიტუა - შვილი ნინიკა ბიძინაძისა, იხ.
ბიწაძე ივანა
კლდისწყაროში მცხოვრები, ერთი კომლი, მოხსენიებულია ზემო ქართლის კომლთა ნუსხაში (XVII ს. დამდ. Qd-7014).
ბიჭ[ა]ვა გამიგონი
ხოირს მცხოვრები, ემართა აფხაზეთის საკათალიკოსო ბეგარა: საპურობო, ერთი საკლავი, მუშაობა, ყურძნის კრეფა, ლაშქრობა, სამსახური, სამეჯინიბო თივა, ღომი, ფეტვი (1621 წ. ქსძ. III. №91).
ბიჭალუა
მისი სახლის კედელი ესაზღვრებოდა ყარახან შერმაზანაშვილის მიერ გასპარა ქოჩინასშვილისათვის მიყიდულ სახლს (1672 წ. IX. 17. 1448-1940).
ბიჭიკა
სოფელ დედუკაძენის მცხოვრები, იგი ზურაბ ერისთავმა შესწირა ანანურის ეკლესიას (1623 წ.1449-1771 ა).
ბიჭიკასშვილები
პატარძეულს მცხოვრები, აზატი ყმები, თუ „მართალი კაცი“ მოკვდებოდა, მათ ევალებოდათ შეკაზმული ცხენისა და იარაღის გამოღება ნინოწმინდის საყდრისათვის, არსენის ნინოწმინდელობის დროს (1688-1694წწ.] Ad-116).
![]() |
7.62 ბიჭიკასშვილი || ბიჭიკაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
ბიჭიკაშვილი
პატარძეულის ნაცვალ იესესთან, ცხვარიაშვილებთან, ბუტულაშვილებთან, ასლანაშვილებთან და ყურშიტასშვილებთან ერთად პირობა მისცა სამებელს, რომ შეწყვეტდა სამების ყმებთან სამამულე დავას (1698 წ. 1449-1842).
ბიჭიკაშვილი ბერუკა
მოურავი, მოწმე: ტატია ბეგიასშვილის მიერ გიორგი ნინიასშვილისათვის მიცემული სასაფლაოს ნასყიდობის წიგნისა (1683 წ. 1450-3521), ბატატა ბეგისშვილის მიერ თამაზა ნინიასშვილისათვის მიცემული სასაფლაოს ნასყიდობის წიგნისა (1683 წ. 1450-35/4).
ბიჭიკაშვილი (ვარ. ბიჭიკასშვილი) იოსებ - 1688-1700 წწ.
მოურავი (1690-1699 წწ. 1450: 35/16, 35/14, 35/25). მოწმე: ფარემუზ ჯავახიშვილის მიერ თამაზა ნინიასშვილისათვის მიცემული ნაზვრევის ნასყიდობის წიგნისა (1688 წ. XII. 10. 1450-35/22), მახარა ბაკურასშვილის მიერ გიორგი ნინიასშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1690 წ. 1450-35/16), პაპუნა მანაგაძის მიერ გიორგი ნინიასშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1690 წ. 1450-35/20), პაპუა ტერტერასშვილის მიერ ფარემუზ ჯავახიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1695 წ. Hd-6442), იონათამ აბულვარდისშვილის მიერ გიორგი ნინიასშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1698 წ. VI. 1. 1450-35/9), ოქრუა ბეგიასშვილის მიერ თამაზა ნინიასშვილისათვის მიცემული სასაფლაოს ნასყიდობის წიგნისა (1699 წ. 1450-35/14), დემეტრე ხუციშვილის მიერ თამაზა ნინიასშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1699 წ. II. 13. 1450-35/23 ), ფარემუზ ჯავახიშვილის მიერ ბერუკა ნინიაშვილისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1700 წ.1450-35/25).
ბკერალია უმეყოთა
ხიბულას მცხოვრები, ემართა აფხაზეთის საკათალიკოსო ბეგარა: საპურობო, ორი საკლავი, ექვსი კოკა ღვინო, ათი ჯამი ღომი, ერთი ბეგრის ქათამი, ლაშქრობა და მგზავრობა (1621 წ. ქსძ. III. №91).
ბკერალია ქეკოჩაი
ხიბულას მცხოვრები, ემართა აფხაზეთის საკათალიკოსო ბეგარა: საპურობო და ორი საკლავი, ექვსი კოკა ღვინო, ოცი ჯამი ღომი, ერთი ბეგრის ქათამი, ლაშქრობა და მგზავრობა (1621 წ. ქსძ. III. № 91).
ბლაგიძე
ჩოჩხათს მცხოვრები, ერთი კომლი, გიორგი გურიელმა მისი შეწირულება განუახლა იერუსალიმის ჯვრის მონასტერს (1675 წ. ახლო. Hd-10275).
ბლიაძე
მისი მიწა ესაზღვრებოდა უცნობი მეფის მიერ იმედასა და ზოსიმესათვის ბოძებულ ფხაკაძისეულ მამულს (XV ს. Ad-762).
ბლიაძე
ვანს მცხოვრები, გიორგი ბატონიშვილმა დოროთეოს კათალიკოსის თხოვნით და საფასით, იგი შესწირა ნიტრიის ეკლესიას ([1589-1600 წწ.] 1448-5008).
ბლიაძე ბესია
მოწმე მისტანა შალიკაშვილის მიერ სულხან გუდაძისათვის მიცემული ყმის ნასყიდობის წიგნისა (1601 წ. 1448-1493).
[ბლიაძე] ბიბია
მოწმე მისტანა შალიკაშვილის მიერ სულხან გუდაძისათვის მიცემული ყმის ნასყიდობის წიგნისა (1601 წ. 1448-1493).
ბლიაძე გიორგი
სურამს მცხოვრები, მოწმე ელენე-ხანუმის მიერ შერმაზან სულუაშვილისათვის მიცემული მამულის წყალობის წიგნისა (1658 წ. 1448-2341).
ბლიაძე გიორგი
მოწმე ნადირა მეტრ[ეველის მიერ ალხაზ მაჩაბლისათვის მიცემული წიგნისა სასისხლო განაჩენის აღსრულების შესახებ (1691 წ. Hd-10399).
ბლიაძეები
ვერტყუილას მცხოვრებნი, თეიმურაზ მეფემ მათი წყალობა განუახლა ბატონ ლევანსა და მის სიძეს (1628 წ. X. 30. Hd-14680).
ბლიაძე მიხუა
მოწმე მისტანა შალიკაშვილის მიერ სულხან გუდაძისათვის მიცემული ყმის ნასყიდობის წიგნისა (1601 წ. 1448-1493).
ბლიაძე ნადირა
მოწმე გივი მზიურიულის მიერ ხოხონა ნამორაძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1682 წ.1450-33/357).
ბლიაძე ნადირა
[ჩხარის] ციხის მეციხოვნე, სხვა მეციხოვნეებთან ერთად თავს დაესხა სოფელს და გლეხები ააწიოკა. ჭარტალ ყევარელიძეს წაართვა რვა დედალი, ყვერული, ორი [ადლი] ტილო, ერთი სურა, ერთი ლიტრა ერბო; კაკია ოქრუაძეს მოუკლა კაცი, წაართვა ფური; აბრამას - ათი კოკა ღვინო, მეზუა კობალაძეს - თორმეტი დედალი, ყვერული და თასი; დათიკა ივანიაძესთან ერთად ოსიტა ტოპოშვილს - რვა ღორი, ოცდაოთხი კოკა ღვინო, მოუკლა კაცი; გიორგი დეკანოიძეს ცხრა ხარი და ძროხა წაართვა და ჩხარის ციხეს წაასხა. აქედან სამი ციხეში დატოვეს, დანარჩენი - გაუშვეს (XVII ს. Ad-2233 ბ).
ბლიაძე ოქროპირ
მოწმე მისტანა შალიკაშვილის მიერ სულხან გუდაძისათვის მიცემული ყმის ნასყიდობის წიგნისა (1601 წ. 1448-1493).
ბლიაძე პაპუნა
მოწმე და დამწერი ზაზა აბაზაძის მიერ იასე მურვანისშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1691 წ. I. 9. Hd-14927).
ბლიაძე შოშია
მთავარეპისკოპოსმა ნიკოლოზ ჩხეიძემ კონდაკით მოგებული თეთრით ნაყიდი მისი მამული უბოძა გალატოზ ნასყიდა ბაქრაძეს(1672 წ. Qd-2173).
ბლო[რძე]ლი ბარათა
შუამავლად იხსენიება რჩეულაშვილებსა და ოსიას შორის სასისხლო დავის გარიგების წიგნში ([1633-1658 წწ.] 1448-2788).
ბლორძელი გიორგი - შვილი ლომა ბლორძელისა, იხ.
ბლორძელი გიორგი - ძმა მამუკა ბლორძელისა, იხ.
ბლორძელი გულბათ - ძმა მამუკა ბორძელისა, იხ.
ბლორძელი (ვარ. ბლორძელი-მამუკასშვილი) ზურაბ - 1671-1688 წწ.
აზნაურიშვილი (1688 წ. 1450-16/6). [სახლიკაცი] ოტია ბლორძელისა, იხ., ქაიხოსრო ბარათაშვილმა მას უწყალობა კრკონს მცხოვრები ერთი კომლი კაცი იბაშერა თარხნისშვილი მამულითა და შვილებით (1671 წ. 1450-32/337); მოწმე ბარათა ბარათაშვილის მიერ გიორგი ყორღანაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1688 წ. VI. 5. 1450-16/6).
ბლორძელი იორამ
აზნაურიშვილი, სააკაძის სიძის საჩივრის მიხედვით, როდესაც მას თავს დაესხნენ და ააოხრეს, სხვებთან ერთად დაუჭრეს მისი თანმხლები, იორამ ბლორძელი ([1619-1626 წწ.] Qd-826).
ბლორძელი ლომა
ჰყავს შვილები: გიორგი, ხოსია. იყიდა აღომლისშვილისაგან, ბატონ დავითისა და პატას ბრძანებით მძოვრეთს, მლაშეში, თამაზასაგან ნაყიდი მიწა ([1626-1656 წწ.] 1450-2/127).
ბლო[რძე]ლი მამუკა
შუამავლად იხსენიება რჩეულაშვილებსა და ოსიას შორის სასისხლო დავის გარიგების წიგნში ([1633-1658 წწ.] 1448-2788).
ბლორძელი მამუკა - 1656-1688 წწ.
ბარათა ბარათაშვილის აზნაურიშვილი, ჰყავს ძმები - გიორგი, ოტია, გულბათ (1656 წ. Hd-14657). ჰქონდა დავა გარისელ პარონ სარქისას შვილებთან ორთაშუას მიწების გამო. ეს დავა მდივანბეგმა როინ ჯავახიშვილმა და მდივანმა ბირთველ თუმანიშვილმა მის სასარგებლოდ გადაწყვიტეს (1656 წ. VI. 28. Hd-14657), დავა შემდეგაც განახლებულა, მაგრამ არსებული განაჩენის საფუძველზე, მეფის თანხმობით, მდივანს სადაო მიწები კვლავ მისთვის დაუნებებია (1688 წ. VI. 1. Hd-14657 მინაწ.); მოწმე ქაიხოსრო ბარათაშვილის მიერ როსტომ ყორღანაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1671 წ. 1450-1/69).
ბლორძელი ოტია - 1656-1680 წწ.
ჰყავს: ძმა მამუკა ბლორძელი, იხ., [სახლიკაცი] ზურაბ. მოწმე ქაიხოსრო ბარათაშვილის მიერ პაპუნა ბარათასშვილ-გოსტაშაბისშვილისათვის მიცემული: გირავნობის წიგნისა (1679 წ. Hd-4156), ყმა-მამულის ნასყიდობის წიგნისა (1680 წ. 1448-2942).
ბლორძელი ხოსია - შვილი ლომა ბლორძელისა, იხ.
ბლუაშვილი გიორგა
[ჩხარის] ციხის მეციხოვნე. სხვებთან ერთად დაარბია და გაძარცვა გლეხები: მახარებელა დეკანოიძეს დაუნგრია სახლი და ჭური, წაართვა ერთი ღორი, ერთი ჭური ღვინო, იმარინდაშვილს - სამი ძირი ფუტკარი, ხუთი კოკა ღვინო; აღდგომელა თხელიძეს წაართვა ერთი ზურგი სელი, ერთი ზურგი კანაფი; პირმასხურს - ექვსი კოკა ღვინო, ერთი ხარი, ერთი ცხვარი და ერთი ღორი; მანასა დეკანოიძეს წაართვა ორი ზურგი ღვინო; ოსიტა ტოპოშვილს მარცვალაშვილთან ერთად - ექვსი კოკა ღვინო; აბრამას ათი კოკა ღვინო, კაკალა ქურციკიძეს ნავეკაძესთან და კილაძესთან ერთად - ოცდაოთხი კოკა ღვინო; ვარძიელს - ხუთი ძირი ფუტკარი; გოჩია თხელიძეს - ტიკი და ორი ჭური ღვინო; თევდორა ბარაშვილს - ორი ძირი ფუტკარი, ერთი ვაცი, ერთი ჭური ღვინო და გაუტეხა ბეღელი (XVII ს. A-2233 ბ).
ბლუაშვილი დათია
ჩხერის ციხეში მცხოვრები. გიორგი აბაშიძემ იგი ნასისხლად მიართვა პაატა აბაშიძეს ([1658-1675 წწ.] Sd-535).
ბლუაშვილი დათიკა
[ჩხარის] ციხის მეციხოვნე, სხვა მეციხოვნეებთან ერთად დაარბია სოფელი: თევდორა ბარაშვილს წაართვა ერთი უღელი ხარის ნამუშევარი (XVII ს. Ad-2233 ბ).
ბლუაძეები
პატრიკეთს მცხოვრებნი, ქუთაისის საყდრის საბეგრო დავთრის მიხედვით, ემართათ ღვინო „ათიანობით“ (1578 წ. H-626).
ბლუიძე ახალბედა
ოფისკვიჯს მცხოვრები, ემართა ქუთაისის საყდრის ბეგარა: ერთი ურემი ღომი, ოცი კოკა ღვინო, ათ თეთრად ღირებული საკლავი, ერთი ქათამი, საძღვენო კვერცხი (1578 წ. H-626).
ბლუიძე მახარობელა
პატრიკეთს მცხოვრები, ემართა ქუთაისის საყდრის ბეგარა: ერთი ურემი ღვინო, ოცი კოკა ღვინო, ათ თეთრად ღირებული საკლავი, ერთი ნაოთხალი ქერი, ერთი ქათამი, საძღვენო კვერცხი (1578 წ. H-626).
ბლუიძე ნასხიდა
პატრიკეთს მცხოვრები, ემართა ქუთაისის საყდრის ბეგარა: ერთი ურემი ღომი, ათი კოკა ღვინო, ათ თეთრად ღირებული საკლავი, ერთი ნაოთხალი ქერი, ერთი ქათამი, საძღვენო კვერცხი (1578 წ. H-626).
ბლუიძე რატია
პატრიკეთს მცხოვრები, ემართა ქუთაისის საყდრის ბეგარა: ერთი ურემი ღომი, ოცი კოკა ღვინო, ათ თეთრად ღირებული საკლავი, ერთი ნაოთხალი ქერი, ერთი ქათამი, საძღვენო კვერცხი (1578 წ. H-626)
ბ ნრსძე ინანი
მისმა მოსისხლე გუბელისძემ მის სახელზე ტრაპეზის გადასახდელად ბერთს მონასტერს შესწირა ორმოცი კოკა ღვინო (XV ს. Q-906, 264 v).
ბობაშვილი ქემაროზა
წოდორეთს მცხოვრები, სახასო გლეხი, როსტომ მეფემ იგი დაუმტკიცა მერაბ ყორღანაშვილს (1635 წ IX. 10. Qd-2432).
ბობლაძე
არატუზანს მცხოვრები, გუგუნა მაყაშვილის ყმა, ალექსანდრე მეფემ იგი შესწირა ხახულის ღმრთისმშობლის ეკლესიას (1594 წ. 1449-1509).
ბობოცქვიტაშვილი დათუნა
თორტიზას მცხოვრები, საამილახვროს დავთრის მიხედვით, მისი კომლიდან ორ კაცს ევალებოდა შუბით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
ბოგვერაძე მახარა
ოჯოლეს მცხოვრები, ჰყავს [სახლიკაცი] ჟოჟუა. იგი ჟოჟუასთან ერთად ალექსანდრე მეფემ უბოძა გაბრიელ ცაგერელს, რომელმაც ისინი ცაგერის ეკლესიას შესწირა (1656 წ. Qd-9085 ვ).
ბოგვერაძე ჟოჟუა - [სახლიკაცი] მახარა ბოგვერაძისა, იხ.
ბოგუერისძე
ტყირბულს მცხოვრები, ხუცესი, აღბუღას მიუცია იაკობ დეკანოზისათვის, რომელმაც იგი შემდეგ [გელათის] ხახულის ღმრთისმშობელს შესწირა ([1259-1293 წწ.] 1449-1586).
ბოდკოველი მამუკა
მოწმე სახლთუხუცეს დემეტრე ზედგინიძის მიერ იესე დედაბრიშვილისათვის მიცემული მამულის წყალობის წიგნისა (XVII ს. V. 1. Sd-67).
ბოდოკა
ქვენა ფლავს მცხოვრები, მოხსენიებულია ყმების ნუსხაში (XVII-XVIII სს. Hd-819).
![]() |
7.63 ბოდოკიასშვილი || ბოდოკიაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
ბოდოკიაშვილი აბულა
ქვენა ფლაზს მცხოვრები, ციციშვილების საფლავის - წმინდა ნიკოლოზის ყმა, იგი რევაზ ბოდოკიაშვილთან ერთად შაჰნავაზმა გაათავისუფლა სამეფო გადასახადებისაგან (1659 წ. V. 18. Ad-790).
ბოდოკიასშვილი ბაბაულა - შვილი საქილა ბოდოკიასშვილისა, იხ.
ბოდოკიასშვილი ბერი - შვილი საქილა ბოდოკიასშვილისა, იხ.
ბოდოკიასშვილი ვარძია - შვილი საქილა ბოდოკიასშვილისა, იხ.
ბოდოკიასშვილი მამუკა - შვილი საქილა ბოდოკიასშვილისა, იხ.
ბოდოკიასშვილი მურადა - შვილი საქილა ბოდოკიასშვილისა, იხ.
ბოდოკიასშვილი პატა - [ძმა] საქილა ბოდოკიასშვილისა, იხ.
ბოდოკიაშვილი რევაზა
ქვენა ფლაზს მცხოვრები, ციციშვილების საფლავის - წმინდა ნიკოლოზის ყმა, იგი აბულა ბოდოკიაშვილთან ერთად შაჰნავაზმა გაათავისუფლა სამეფო გადასახადებისაგან (1659 წ. V. 18. Ad-790).
ბოდოკიასშვილი საქილა
ჰყავს [ძმა] პატა, შვილები ბერი, ვარძია, ბაბაულა, მამუკა და მურადა. მიჰყიდა დავით ქავთარაძეს მიწა როსტია იმამასშვილის ვენახამდე ციციანთ ხოდაბუნამდე და კრიჭიაშვილისა და ვიმნიაშვილის საზღვრებამდე (1679 წ. Hd-14648)
ბოლიაშვილი რომანოზ - XVII ს. ბოლო მეოთხ.
დამწერი და მოწმე მამუკა ჯომარდაშვილის მიერ შერმაზან ხაშარაძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1687 წ 1448-8765), კირაკოზა ღთისიაშვილის მიერ შერმაზან ხაშარაძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. 80, 90-იანი წწ. 1448-8766).
![]() |
7.64 ბოლოკასძე || ბოლოკაძე |
▲ზევით დაბრუნება |
ბოლოკაძე
ციცი [ციციშვილის] და მამუკა მაღრაძის სამამულე დავის განჩინებით ყრისის ხევში მისგან ნაყიდი მიწა დარჩა მამუკას (XVII ს. ბოლო. Hd-821).
ბოლოკასძე ფრიდონაი
მოწმე ბინიაშვილის მიერ ფილასონ ქურდევანიძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1659 წ. 1450-47/12).
ბოლოშიანი ვამეყ
მოწმე არდაშელ ქოჩორიანის მიერ ბენდან ვახთანგანისათვის მიცემული სამოკეთეო დაწერილისა (XIV ს. ბოლო. სსძ. II. № 77).
ბოლქვაძე გიორგი
ჩეხედენას მცხოვრები, მამია გურიელმა იგი შესწირა ჩეხედენას ტაძარს და დააკისრა ორი საკლავი, ორი ქათამი, სამი გვერდი ღომი, სამი საწყავი ღვინო, საყველიერო, სამეჯინიბო და სამარხო ძღვენი ([1601-1627 წწ.] Ad-1913).
ბოლქვაძე კაკაი
ჩეხედენას მცხოვრები, მამია გურიელმა მისი შვილი შესწირა ჩეხედენას ტაძარს და დააკისრა ბეგარა: ორი საკლავი, ორი ქათამი, სამი გვერდი ღომი, სამი საწყავი ღვინო, საყველიერო, სამეჯინიბო და სამარხო ძღვენი ([1601-1627 წწ.] Ad-1913).
ბოლქვაძე ლომკაცა
ჩეხედენას მცხოვრები, მამია გურიელმა იგი შესწირა ჩეხედენას ტაძარს და დააკისრა ბეგარა: ორი საკლავი, ორი ქათამი, სამი გვერდი ღომი, სამი საწყავი ღვინო, საყველიერო, სამეჯინიბო და სამარხო ძღვენი ([1601-1627 წწ.] Ad-1913).
ბოლქვაძე ჟოჟონა
ჩეხედენას მცხოვრები, მამია გურიელმა იგი შესწირა ჩეხედენას ტაძარს და დააკისრა ბეგარა: ორი საკლავი, ორი ქათამი, სამი გვერდი ღომი, სამი საწყავი ღვინო, საყველიერო, სამეჯინიბო და სამარხო ძღვენი ([1601-1627 წწ.] Ad-1913).
ბოლქვაძე ჭუჭუა
ჩეხედენას მცხოვრები, მამია გურიელმა იგი შესწირა ჩეხედენას ტაძარს და დააკისრა ბეგარა: ორი საკლავი, ორი ქათამი, სამი გვერდი ღომი და სამი საწყავი ღვინო, საყველიერო, სამეჯინიბო და სამარხო ძღვენი ([1601-1627 წწ.] Ad-1913).
ბოლღაშვილი მამუკა
იგი წილად ხვდა ქაიხოსრო [ვაჩნაძეს] (1692 წ. Hd-10170).
ბოლშიანი
სიმამრი გიორგი აბლანისა, თავმდები გიორგი აბლანის მიერ პატრონ იონასა და იონაშელთათვის მიცემული ყმობის დაწერილისა (XV ს. დასაწყ. სსძ. II. № 16).
ბომბურია ხახუტო
აფხაზეთის საკათალიკოსო ბეგარის ნუსხაში აღნიშნულია, რომ როდესაც ნაგვაზაურლებს ბატონმა ლიპარტიანმა და კათალიკოსმა საკათალიკოსო ბეგარა დაადეს, იგი იქ მოწმედ ყოფილა (1621 წ. ქსძ. III. №91).
ბონია გ ნარეჯია
ჯგალს მცხოვრები, ემართა ცაიშის საყდრისს ბეგარა: უფროს-უმცროსი საკლავი, ერთი ქათამი, მისი მარილი, ერთი პური,ოცდათორმეტი კოკა ღვინო, თორმეტი ჯამი ღომი და გოჭკუმური ([1616-1621წწ.] ქსძ. III. № 92).
ბონია ქრისტეშია
იგი, მამულითურთ, შედიოდა შამანდავლა დადიან-გურიელის მიერ იოვაკიმე კათალიკოსისათვის გაჩენილ სარგოში ([1455 წ.] 1449-1571).
ბონია ქრისტეშია
მისი შეწირულება, მამულით, ლევან დადიანმა განუახლა ხობის ტაძარს ([1628-1647 წწ.] Hd -1551 ა).
ბოჟაძე
აბანოში მცხოვრები, ერთი კომლი, მოხსენიებულია ზემო ქართლის კომლთა ნუსხაში (XVII ს. დამდ. Qd-7014).
ბოჟაძე ზაქარია
ტკოცაში მცხოვრები, ერთი კომლი, სახასო მსახური, ჰყავს ორი ვაჟი. მოხსენიებულია ზემო ქართლის სადროშოს აღწერის დავთარში (XVII ს. II ნახ. Qd-7017).
ბოჟაძე შემაზა
ფცაში მცხოვრები, ერთი კომლი, სახასო ყმა, მოხსენიებულია ზემო ქართლის კომლთა ნუსხაში (XVII ს. დამდ. Qd--7014).
ბოჟაძე შიო
ფცაში მცხოვრები, ერთი კომლი, სახასო ყმა, ჰყავს სამი მოლაშქრე ძმა და ორი ძმისწული, მოხსენიებულია ზემო ქართლის სადროშოს აღწერის დავთარში (XVII ს. II ნახ. Qd-7017).
ბორომაშვილი ასლამაზ
რკონს მცხოვრები, ჰყავს [სახლიკაცი] მირზა. წილში ერგო თამაზ [ბარათაშვილს] ([1633-1658 წწ.] 1448-2318).
ბორომაშვილი მირზა - [სახლიკაცი] ასლამაზ ბორომაშვილისა,იხ.
ბორტყოლა
კაგიოსოს (?) მცხოვრები, გლეხი. [გიორგი მეფემ] იგი უბოძა გამრეკელ ჯავახიშვილს (1345 წ. X. 12. Hd-11627).
ბორქვაია ბიბია
ზემო ხობს მცხოვრები, მამია დადიან-გურიელმა მისი შეწირულება განუახლა ბიჭვინტის ღმრთისმშობელს. ადრე იგი კათალიკოს დავით ნემსაძეს შეუწირავს ბიჭვინტისათვის, მაგრამ ჟამთა ვითარებაში გამოწირულიყო ([1689-1714 წწ.] 1448-2151).
ბორჯნეშვილი ზაქარია
დამწერი და მოწმე ერისთავ მირიან ჭარელისძის მიერ გიორგი შერაზანიშვილისათვის მიცემული ყმა-მამულის წყალობის წიგნისა (XV-XVI სს. I. 1. ქმ. №1024).
ბოსტოღანაშვილი ალადა
საანდრონიკოში მცხოვრები, იგი ერეკლე მეფემ უწყალობა ზურაბ ანდრონიკაშვილს (1678 წ. 1461-13/15).
ბოტასაშვილი დავით
ეკუთვნოდა ბაზიტა [მაყაშვილს], რომელიც გადახვეწილა ყაენთან. ამიტომ იგი და მგელიკა საროასშვილი, ორი კომლი, თეიმურაზ მეფემ უბოძა ბაზიტას განაყოფს, ლუარსაბ [მაყაშვილს] (1606 წ. Ad-693).
ბოტოტა
მის ზვრამდე მიჰყიდა დავით ბერისძემ ვენახი ელიოზ კათალიკოსს (1411 წ. X. 25. 1449-1651).
ბოქაშვილი ხატისა
მოწმე ტოტოანთ ბაინდურასშვილ ბეროას მიერ ქალაქის მოურავ [მანუჩარისათვის] მიცემული სახლ-კარის ნასყიდობის წიგნისა (1683 წ. XII. Hd-13696).
ბოქულაშვილი ბერი
მძოვრეთს მცხოვრები, ედიშერ და პაპუნა ციციშვილების გაყრის დროს იგი, მამულით ერგო პაპუნას ([1688-1703 წწ.] Hd-1636).
ბოღოზა
წერაქვს მცხოვრები, ხოდაბუნზე მდებარე მისი მამული წილად ერგო ბეჟან [ბარათაშვილს] (XVII ს. Hd-13642).
ბოშაშვილი
შულავერს მცხოვრები, მისგან უყიდია ვენახი თეთრისოფელში დურმიშხან ალიხანაშვილს ([1695-1700 წწ.] 1450-9/90).
ბოშიასშვილი ბეჟან - განაყოფი სვიმონ ბოშიასშვილისა, იხ.
ბოშიასშვილი ზურაბ - ძმა სვიმონ ბოშიასშვილისა, იხ.
ბოშიასშვილი სვიმონ
შულავერს მცხოვრები, ჰყავს ძმები: ფარსადან, ზურაბ, განაყოფი ბეჟან. მიჰყიდა ალიხანაშვილ-ალავერდაშვილ დურმიშხანას ვენახი ნასრიაშვილის ზვრამდე და თავისი განაყოფის, ბეჟანის ვენახამდე (1700 წ. XI. 25. 1450-9/93).
ბოშიასშვილი ფარსადან - ძმა სვიმონ ბოშიასშვილისა, იხ.
ბოჩოკუ[რი] გამიხარდი
იგი სხვა გლეხებთან ერთად ზაალ ერისთავმა უბოძა უცნობ პირს (XVII ს 20-იანი წწ. 1450-29/140).
ბოცველაშვილი
მისი მიწა ესაზღვრებოდა ბერიკა დილიმაშვილის მიერ რამაზ ზუმბულიძისათვის მიყიდულ მიწას (XVII ს. შუა ხანები. 1450-31/106).
ბოცია
კაკელაში მცხოვრები გლეხი, თეიმურაზ მეფემ იგი შესწირა ალავერდს, თავისი მეუღლის, ანას სულის სააღაპედ (1612 წ. V. 10. 1448-5017).
ბოცირიძე დათუნა
სახლთუხუცესი, ჰყავს ძმები ზუბიტა და თამაზა. მოწმე ქაიხოსრო ციციშვილის მიერ ლაზარე ზღუდაშვილისათვის მიცემული მამულის თარხნობის წიგნისა (1671 წ. III. 10. Ad-1336).
ბოცირიძე ზუბიტა - ძმა დათუნა ბოცირიძისა, იხ.
ბოცირიძე თამაზა - ძმა დათუნა ბოცირიძისა, იხ.
ბოცოანთ (ვარ. ბოცონთ) ბაღინა (ვარ. ბაღონა)
მოწმე: აღაბაბასშვილ რამაზასშვილ ალიჰექაბარას მიერ ფირყულანთ ნაზარასშვილ გიორგისათვის მიცემული სახლ-კარის ნასყიდობის წიგნისა (1699 წ. X. 7. 1450-6/117), ზაქუმბეგ ზაქუმიშვილის მიერ იეგულაანთ ბეჟანისშვილ ალიხანასათვის მიცემული მიწების ნასყიდობის წიგნისა (1699 წ. II. 7. 1450-12/2).
ბოცოანთ მელქოა
მოწმე აღაბაბასშვილ რამაზასშვილ ალიჰექაბარას მიერ ფირყულანთ ნაზარასშვილ გიორგისათვის მიცემული სახლ-კარის ნასყიდობის წიგნისა (1699 წ. X. 7. 1450-6/117).
[ბოცოსძე] ალიჩაყ - შვილი ბოცო [ბოცოსძისა], იხ.
ბოცოსძე ამირბჲრ (ვარ. ამიღამბარ)
[შვილი] მარიხისა, იხ., ჰყავს ძმისწული ბოცო. შესწირა ალის მონასტერს სააღაპედ ვენახი (XIV-XV სს. S-1245, 213-218).
[ბოცოსძე] არსაროს - ძმა [შალვა] ბოცოსძისა, იხ.
[ბოცოსძე] ბეშქენ - შვილი ბოცო [ბოცოსძისა], იხ.
[ბოცოსძე] ბოცო - მამა ბოცო [ბოცოსძისა], იხ.
[ბოცოსძე] ბოცო
დიდი, ძე ბოცოსი, ([XIII ს. I ნახ.] H-1347, 264-273). განუახლა ალის მონასტერს ადრე მეფეთაგან ბოძებული ზემო და ქვემო ხანახნისა და ალის ვანის შეწირულება და გაიჩინა აღაპი (XIII ს I ნახ H-1347. 264-273); მის საწირავად ბოცო [ბოცოსძემ] ალის მონასტრის წინამძღვარს დაუწესა ხუთი გრივი პური (XIII ს. II ნახ. H-1347. 38-53).
[ბოცოსძე] ბოცო
ჰყავს: [სახლიკაცი] თუღლი (XIII ს. II ნახ. H-1347, 38-58, 63-65), მამიდა თეოღონოსია (XIII ს. II ნახ. H-1347, 38-53), შვილები შალვა და ალიჩაყ (XIII ს. II ნახ. H-1347, 3853, 63-65). შესწირა ალის მონასტერს: თათართაგან დაკავებული ქვემო ტიკაანის სანაცვლოდ - ვალე ნაოხრები, თავისი დედ-მამის, ბებერასა და მამიდის, [თეოღონოსიას] საააღაპედ. ბექა [ჯაყელს] მიჰყიდა: ხუთი ვალური მიწა, ერთი გაბლუცური მიწა, ვაკლას [მიწა] უკაცურ სამოთხეში გაუცვალა, ხოლო კაცები წამოასხა ამ მიწების სანაცვლოდ ალის მონასტერს შესწირა ურის ნახევარი. ტამალას - ოცდახუთი მიწიდან ორმოცი გრივი პური, ასი ლიტრა ზეთი და 1500 თეთრი გამოიღებოდა. მათზე მერის ღმრთისმშობლის კალამაელნი ისხდნენ და გამოსაღების ნაწილსაც ისინი იღებდნენ, თუ ბოცო კალამაელთ სხვაგან დასხამდა, პურისა და ზეთის მთელ გამოსაღებს ალის მონასტრის კრებული მიიღებდა. ხუთი მიწიდან - ათი გრივი პური მოძღვრის და წინამძღვრის იყო, საიდანაც დიდი ბოცოს სამწირველოდ წინამძღვარს დაუწესა ხუთი გრივი პური. ამას გარდა, შესწირა: ნიკ[ოლოზის] სამანი, საიდანაც ორი თავჩაფი ღვინო გამოვიდოდა და თავისი კუთვნილი ჯაყი გაიჩინა აღაპი: განცხადებას და მირქმას, ქუეთნდასის (ქუენიდარას?) - ერთი მიწა და ნახევარი შეცვალა („ვიცვალე“) სამოთხურით და მასზე ოთხი გრივი პური შეაგდო: ნახევარი წმინდა და ნახევარი ქერი, რომელსაც საწინამძღვრო სახლი მიიღებდა. პატრიკთანი ორ გრივ პურს და თორმეტ ლიტრ ზეთს გამოიღებდნენ: წიწინასძეს ბოცოს მამიდის, თეოღონოსიას სააღაპედ უნდა გამოეღო ერთი მიწის პური, ორი კაბიწი ღვინო და ზეთი (XIII ს.II ნახ. -1347,38-53), შესწირა აგრეთვე ერთი კელაპტარი, „თეთრითა სასყიდელი“, ხოდაბუნიდან - შვიდი გრივი პური. ოპიზის მიწაზე, რადგან იქედან გამოსაღები გამოვიდოდა, კაბალა არ შეაგდო, შვიდი ნაოხრები მიწიდან, უხოდაბუნოდ, თითოდან ორ-ორი გრივი იფქლი გამოვიდოდა, თორმეტ-თორმეტი თეთრი კაბალად და ოთხი კაბიწი ღვინო -„აჭრით“. ქართველასაძისაგან პური არ გამოიღებოდა, მხოლოდ ცვილი და თეთრი. წალკოტის თივის ნაწილი ტრაპეზისათვის წაიგებოდა, მესამედს მონასტერი მიიღებდა, ხოლო ორ ნაწილს თვითონ აიღებდა. დააწესა შვიდი აღაპი: თავისი ბებერასათვის, დედ-მამისათვის და მამიდისათვის (XIII ს. II ნახ. H-1347, 27-33); ალის მონასტრისათვის მიცემულ დაწერილში აღნიშნავს, რომ [მონასტრის] მარანი თუღელისათვის მიუცია, რომელსაც იგი უნებლიედ წაურთმევია („თუღელსა მივ<ა>ს<ა>ცენ, მარანი უნებლ[ი]ვა წამიხუნეს<ა>“). ალის მონასტერს შესწირა ბაღარჭანთა (sic) სანაცვლოდ ვალე ნაოხრები და თეთრი, „თავისი დედ-მამის, ბებერას, მამიდისა და საკუთარი თავის სააღაპედ, ნაოხრები თითქედასძეს მისცა ალის მთავარმოწამისათვის, ვალე - ხუთი მიწა ვალური და ერთი გაბლუცური - ბექა [ჯაყელს] (XIII ს. II ნახ. H-1347, 63-65); გაუკვეთა წესდება ალის მონასტერს, დააურვა მოძღვრისა და წინამძღვრის, ნიუფიტეს მტერობის საქმე და მონასტერს გაუჩინა შემოსავალი: ვალე ნაოხრები, ქენიდარას უნდა გამოეღო ასორმოცდახუთი თეთრი, სალასძეს - ორმოცი, ვალელასძეს - სამოცდაოთხი, ბარსაბხას - ორმოცდაათი, ნანორას - ოცდაოთხი, ვაქებაჭეს - ..., ცელაფოარას - ოცდაოთხი, ხევრადოლას - ოცდათოთხმეტი, თორაოს და ჭარბეოლას - ოცდათოთხმეტი, ქედათირას - უ..., ქორაქოლორას - ქედათავე ოცდათოთხმეტი, ორთავე საწავეს - ოცი თეთრი. თეთრი უნდა აეღოთ ყორანტადანაც (XIII ს. II ნახ.H-1347, 5-18).
[ბოცოსძე] ბოცო
ჰყავს შვილი ბეშქენ დააზავა: ათანასე ოქროპირისშვილი და მისი შვილი ზოსიმე მათივე განაყოფთან დაზავებულებმა პირობის დაწერილი მიართვეს ერთმანეთთან კეთილმოყვრობის შესახებ (XIII ს. H-1347, 22 ), ათანასე და ზოსიმე ბაიასშვილები მათივე განაყოფთან. ბაიასშვილებმა მას და ალის მთავარმოწამის მონასტერს მისცეს პირობის დაწერილი საპატიჟოს - ორასი თეთრის მირთმევის შესახებ თუ ვერ მიართმევდნენ, თმები და წვერი უნდა გაეპარსათ (XIII ს. H-1347. 916-918); მას მისცეს ჩაქი ათანასე და ზოსიმე ბაიასშვილებმა ბოცოსძეების მიერ ალის [მონასტერში] დადებული წესის მოუშლელობის შესახებ, თუ არ შეასრულებდნენ, ოცი თეთრი უნდა ეზღოთ (XIII ს. H-1347, 18).
[ბოცოსძე] ბოცო
გაიჩინა საწირავი ალის მონასტერში: ხაკელაძეს უნდა გამოეღო ხუთი ლიტრა ცვილი ალური ლიტრით და ოცდახუთი თეთრი თავის საწირავად, მისცა მორბოდაოლი მიწა სატანისამოსედ, ოცი [თეთრი] რეველის ციხის დეკანოზს - თავგარათორნს, ნახევარი - მწ[ირთათვის, ოცი თეთრი - მჭედლისათვის. ბაცქანასშვილს ჟამი უნდა ეწირა. ოზნას - მარესძეს მრავალი მიწა მისცა, სამ დღეს მას უნდა ეწირა, სამ დღეს [...] აღაპს და საღმრთოს გადაიხდიდა, ოთხ დღეს უწირავდა. ბარსახას მისცა ტყავასძის მიწა საწირავად, რომლის სანაცვლოდაც სულა ტყავასძეს „[შე]საბრალი დებოდეს“; „ოცდათხუთმეტ დღეს ტყავასძე წირავდა; .. ბელაწერიძე ხუთ დღეს წირავდა (XIV ს. S-1245, 6-23 ფრაგმ.).
[ბოცოსძე] ბოცო
ჰყავს ძმა შალვა ალის მონასტერში თავისი ძმის, შალვას ცოდვების შესანდობად დააწესა საუპატიო გამოსაღები (XV ს. I ნახ. S-1245. 466-471).
[ბოცოსძე] ბოცო - ძმისწული ამიღამბარ [ბოცოსძისა], იხ.
ბოცოსძე ვადა
[ძმისწული] შალვა ბოცოსძისა, იხ. შესწირა: ალის წმინდა გიორგის საწავ[ე]თა ქარაჩუხიანული ჭალა დიდ სათიბეს, საიდანაც მისი სულის შესანდობლად, უნდა მოეხსენებინათ ორ-ორი ლიტრი საზეთედ (XV ს. II ნახ. H-1347. 768-772), მასვე - წმინდა ნიკოლოზის ხატი ორმოცდაშვიდი მარგალიტით, ერთი პატარა სადღესასწაულო და ერთი ჟამნი. მიაბარა [დ]ავით სანდაბერისძეს ნაჭედი ყდა (წაყდა sic) და ერთი კვართი. (XV ს. II ნახ. H-1347-762 ); მასვე მიაბარა „სამზგეფსონი სრულნი მისითა სახარებითა და გამ[ო]ავლინ[ენითა“ (XV ს. II ნახ. H-1347-761)..
[ბოცოსძე| თუღლი - (ვარ.თუღელ)
[სახლიკაცი] ბოცო ბოცოსძისა. იხ., ამტკიცებს საბუთს (H-1347, 53.)
ბოცოსძე სარგის
პატრონი, ჰყავს: [თანამეცხედრე] მარიხ, ძმა შალვა, იხ. (XIV ს. II ნახ. S-1245, 482, 487), შვილი შალვა [ბოცოსძე], იხ., შესწირა: ალის მონასტერს თავისი სულის სამლოცველოდ საკირეს ილარონისშვილები და კირიასშვილი მათი მამულებით, ყელღუდისაძისაგან სამი გრივი ღვინის გამოსაღები (XIV ს. II ნახ. S-1245. 111-123); ალის მონასტერში თავისი დედისა და ძმის, შალვასთვის დააწესა აღაპი მწირეში სხვადასხვა გამოსაღები დააკისრა ბედელისძეს, [იოვანესა] და როიანისძეს (XIV ს. II ნახ. S-1245. 482-487).
[ბოცოსძე] შალვა - შვილი ბოცო [ბოცოსძისა], იხ.
[ბოცოსძე] შალვა
პატრონი, ჰყავს ძმები: არსაროს და ჰალს „მოხრილი“ [ბოცო-ბასილი]. მისი ბრძანებით, არსაროსისათვის სამანი „გაარონინეს“, რასაც დასჭირდა ერთი საასპარეზო ჯორი, ერთი ეტლი და ტაბიკის ჯორი (XIV ს. I ნახ. S-1245. 24).
[ბოცოსძე] შალვა
ჰყავს ძმა - სარგის, იხ. (IV ს. II ნახ. S-1245, 515-527). შესწირა ალის მონასტერს: სააღაპედ „მეფეთაგან ბაღდადს ნაბოძვარი“ მკვიდრი მამული ფარნუხი და რუთეთი (XIV ს. II ნახ. S. -1245, 515-527), საკირეს - ნაცვალა და ფოცხუერა [ილა] რონისშვილები, რომელთაც ზეთი უნდა გამოეღოთ (XIV ს. II ნახ. S-1245, 529).
[ბოცოსძე] შალვა
ჰყავს: მამა სარგის, დედა მარიხ, იხ., (XIV-XV სს. მიჯნა S-1245, 77-79), ძმა ბოცო [ბოცოსძე], იხ., შესწირა ალის მონასტერს თავისი სულის საწირავად იასძის ნაქონები ორი დღის ყანა და ჭალა (XIV-XV სს. მიჯნა. S-1245, 77-79). უბოძა თავისი სამწირველო კვირიკასშვილს, რომელსაც მისთვის უნდა ეწირა თორმეტ საუფლო დღეს (XIV-XV სს. მიჯნა. S-1245, 80); ანანიამ ალის მონასტერს შესწირა გიორგი იასძის ნაქონები [ყანა], რომელიც შალვას მამისაგან ჰქონდა მიღებული იმ პირობით, რომ ეს ყანა შალვას ცოლის ძმებს ექნებოდათ, რომელთაც ყოველწლიურად უნდა გამოეღოთ ოთხ-ოთხი ლიტრა ზეთი (XIV-XV სს. მიჯნა. S-1245. 400-401).
[ბოცოსძე] შალვა
ჰყავს ]ძმისწული] ვადა. როდესაც თრიალეთს გიორგი მეფე შეიპყრეს, მან და ვადამ ტფილისს ილაშქრეს, იქ ზარი იშოვეს, რომელიც ალის მონასტერს შესწირეს და სალოცავი გაიკვეთეს „სვინაქსარის წაკითხვისას“ ([1465 წ.] S-1245, 26-27); შეადგინა ალის მთავარმოწამის წინამძღვრის, მოძღვრისა და დეკანოზისათვის ჩაბარებული ქონების ნუსხა (XV ს. II ნახ. H-1347, 755-760).
ბოცოსძენი
სვეტიცხოვლის სამწყსოში შემავალ სამცხე-საათაბაგოს თავადთა სიის მიხედვით მათი სამკვიდრებელი სასაფლაოთო და მონასტრით ოლადასშვილს დაუკავებია (1516 წ. ახლო. Ad-91).
ბოძაშვილი ინდია
დაამოწმა, რომ ჯალდამი და ღორისთავი მდივანბეგ ვახტანგ [ბარათაშვილ]-ორბელიშვილის ცოლყოფილის, ზაალ ერისთავის ასულის - თამარის ნამზითვი ქონება და მისი შვილების კანონიერი საკუთრება იყო (1700 წ. Sd-2301).
ბოწიაშვილი შიოშ
დემეტრეს აზნაურიშვილი, მიჰყიდა დათუნა ტარსაიჭაშვილს ბერშუეთს სამკვიდრო ნაზვრევი, რომელიც ესაზღვრებოდა: გლარჯაძის ორღობეს, ხანდოვლის და მარეხაშვილის [მიწებს] და ბერშულის ხევს (XVII ს. II ნახ. VIII. 12. Ad-1485).
ბოჭოლ[ი]შვილი იორამ
მოწმე ზაზას მიერ ლიპუაშვილისათვის მიცემული ვალის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების წიგნისა (XVII ს. Qd-623).
ბოჭოისძე ვეფხაი
მოწმე ჩაფქევასძეთა მიერ გრიგოლ ვერხუაისძისათვის მიცემული ნავენახევის ნასყიდობის წიგნისა ([1247-1260 წწ.] Ad-7 ა).
ბოჭორაძე
მის მიწამდე მიჰყიდა გოგნია ბოჭორაძემ ივანე იგრიაშვილს საწისქვილე ადგილი (1647 წ. 1449-704).
ბოჭორაძე ბეჟან - შვილი გოგია ბოჭორაძისა, იხ.
ბოჭორაძე გივი - შვილი გოგია ბოჭორაძისა, იხ.
ბოჭორაძე გოგია (ვარ. გოგნია) - 1643-1647 წწ.
ჰყავს შვილები: გივი, ზაალ (1643-1647 წწ. 1449-772, 1448-4957), ბეჟან (1643 წ. 1449-772), ელიზბარ (1647 წ. 1448-4957). მიჰყიდა ივანე ვიგრიაშვილს: ორი დღის მიწა თავისი ხოდაბუნიდან (1643 წ. 1449-772). მეტეხში - საწისქვილე ბოჭორიძის მიწამდე (1647 წ. 1448-4957).
ბოჭორაძე ელიზბარ - შვილი გოგია ბოჭორაძისა, იხ.
ბოჭორაძე ზაალ - შვილი გოგია ბოჭორაძისა, იხ.
ბოჭორაძე ივანე
სატივეს მცხოვრები, ერთი კომლი, მოხსენიებულია ზემო ქართლის კომლთა ნუსხაში (XVII ს. დამდ. Qd-7014).
ბოჭორაძე ოთარ
მოწმე გოგინა ბოჭორაძის მიერ ივანე ვიგრიაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1647 წ. 1448-4957).
ბოჭორ[ა]ძე პაპუნა
მისი მიწა ესაზღვრებოდა აღნიას მიერ ნარიბეგ სპანდიერისშვილისათვის მიყიდულ მიწას (1693 წ.XII. 15. Ad-1852 ა).
ბოჭორიშვილები
ჯვარისაში მცხოვრებნი, ორი კომლი, გიორგი მეფემ ისინი შესწირა გელათის საყდარს (1637 წ. ქრ. II. 451-52).
ბოჭორიშვილი
ქალაქს მცხოვრები მეზვრე, მოხსენიებულია ყმების ნუსხაში (XVII-XVIII სს. Hd-819).
ბოჭორიშვილი მახარებელი
გურნას მცხოვრები, ხელოსანი, გოჩა ყიფიანის ნაყმევი, იგი ალექსანდრე მეფემ უწყალობა იოვანე ომადმანიძეს ([1658-1660] წწ. Sd-1789).
ბოჭოტა
ღანუხს მცხოვრები, გლეხი, იგი ლეონ მეფემ უწყალობა ანდერმან ჩოლაყასშვილს (1568 წ. Hd-14430).
ბოხვაძე
მას და ქობულიას ეკუთვნოდათ სანახევროდ სარგებლობის უფლება იმ ტყით, რომელიც როსტომ გურიელმა უწყალობა ნასყიდა იაშვილს. მათ შეეძლოთ აეღოთ ბაჟისა და მოკლული ნადირის ნახევარი ([1534-1566 წწ.] Arr4 282-2 83).
ბოხვაძე ბახსათარ
გურიელის ამილახორი, მოწმე როსტომ გურიელის მიერ ნასყიდა იაშვილისათვის ბოძებული ყმა-მამულის წყალობის წიგნისა ([1534-1566 წწ.] AПГA 282-283).
ბოჴჩოხაძე არსლანა
მოწმე - დავით ბერისძის მიერ კათალიკოს ელიოზისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1411 წ.X. 25. 1449-1651).
ბოჯახაშვილი
ყაია, ყორჩიბაშ ბაადურისა და სარდალ პაპუნა [ციციშვილების] სამწევრისზე სამამულე დავის წიგნში აღნიშნულია, რომ მას ქვემო გომს ჰქონდა ციციშვილების ოთხი დღის მიწა „ჭიჭლიპაური“; მასვე ეჭირა კიდევ ერთი დღის მიწა ([1633-1658 წწ.] 1448-2316).
ბოჯახაშვილი
ზაზა და ქაიხოსრო [ციციშვილებს] შორის სადაო ყმა-მამულის ნუსხის მიხედვით, მას ეჭირა მლაშეში გარსუაშვილის ორი დღის მიწა. ამას გარდა, ნამგალაში მისი სამი დღის მიწიდან ერთი ყულოღლის ეჭირა, ორი მას (1666 წ. ახლო. Hd-802).
ბოჯახაშვილი ასატურა
ყაია, ყორჩიბაშ ბაადურის და სარდალ პაპუნა [ციციშვილების] სამწევრისის სამამულე დავის წიგნში აღნიშნულია, რომ მას ჰქონდა ორი დღის მიწა, რომელიც სარდალ [პაპუნას] კაცებმა გამოიფიცეს; ამას გარდა, მასვე ჰქონდა გარსუაშვილის სელის გვერდით მდებარე „მგელიაური“ სამი დღის მიწა ([1633-1658 წწ. 1448-2316).
ბოჯახაშვილი მანდინა
იგი წილად ხვდა ყორჩიბაშ ბაადურ [ციციშვილს], თავისი განაყოფის, მურადას ნაცვლად ([1633-1658 წწ.] Sd-871).
ბოჯახაშვილი მერაბა
ყაია, ყორჩიბაშ ბაადურ და სარდალ პაპუნა [ციციშვილებს] შორის სამწევრისის სამამულე დავის წიგნში აღნიშნულია, რომ მას წრომის გზაზე ეჭირა სამი დღის მიწა ([1633-1658 წწ.] 1448-2316).
ბოჯახაშვილი მურადა
განაყოფი მანდინა ბოჯახაშვილისა, იხ., ყაია, ყორჩიბაშ ბაადურ და სარდალ პაპუნა [ციციშვილებს] შორის სამწევრისის სამამულე დავის წიგნში აღნიშნულია, რომ მას ეჭირა ერთგან ორი დღის მიწა, წრომის გზაზე - სამი დღისა ([1633-1658 წწ.] 1448-2316).
ბრავიანი ბურზი
მოურავი ლენჯერელ და სეტიელ მონადირეთა შორის სანადიროზე დავის გარიგების დაწერილისა (XV ს. დასაწყ. სსძ. II. №39).
ბრავიანი ვამიყ
მოურავი ლენჯერელ და სეტიელ მონადირეთა შორის სანადიროზე დავის გარიგების დაწერილისა (XV ს.დასაწყ. სსძ II. №39).
ბრეგაძე
ბუეთს მცხოვრები, ემართა საგენათელო გამოსაღები: თორმეტი თეთრი, სამი კოდი ღომი, ექვსი კოკა ღვინო (1621 წ. ქსძ. III. №91).
ბრეგაძე
აჯამეთს მცხოვრები, ერთი კომლი, იგი საკათალიკოსო გლეხების ნუსხის მიხედვით, ჰყავდა [პაპუნა] ბარამასშვილს (1650 წ. ახლო. დსსს. I. 53-55).
ბრეგაძე ბეჟან
ბუეთს მცხოვრები, ემართა საგენათლო. ბეგარა: თორმეტი თეთრი, ექვსი დორა ღვინო, სამი კოდი ღომი (1621 წ. ქსძ. III. № 91).
ბრეგაძე გოგიჩა
ბუეთს მცხოვრები, ემართა საგენათელო გამოსაღები: თორმეტი თეთრი, ექვსი დორა ღვინო, სამი კოდი ღომი (1621წ. ქსძ. III. №91).
ბრეგაძე გოჩია
ბუეთს მცხოვრები, ემართა საგენათლო ბეგარა: ხუთი თეთრი, ორი დორა ღვინო, ერთი კოდი ღომი (1621 წ. ქსძ. III. №91).
ბრეგაძე ზოსია
ემართა საგენათელო ბეგარა: ოცი თეთრი, ოცდაოთხი კოკა ღვინო, ექვსი წონა ღომი, ორი კოდი პური და ორი ქერი, ძღვენი, სამი ქათამი და მუშაობა (1621 წ. ქსძ. III. №91).
ბრეგაძე კ[ე]თილა
ბუეთს მცხოვრები; ემართა საგენათლო გამოსაღები: თორმეტი თეთრი, ექვსი დორა ღვინო, სამი კოდი ღომი (1621 წ. ქსძ. III. №91).
ბრეგაძე მახარობელი
ბუეთს მცხოვრები, ემართა საგენათლო ბეგარა: შვიდი თეთრი, სამი დორა ღვინო, ორი კოდი ღომი (1621 წ. ქსძ. III. №91).
ბრეგაძე მისრია
ბუეთს მცხოვრები, ემართა საგენათლო ბეგარა: ათი თეთრი, სამი კოდი ღომი, ერთი დორა ღვინო (1621 წ. ქსძ. III. №91).
ბრეგაძე ნასყიდა
ბუეთს მცხოვრები, ემართა საგენათლო ბეგარა: ათი თეთრი, ხუთი დორა ღვინო, ორი კოდი ღომი (1621 წ. ქსძ. III. №91).
ბრეგაძე ივანა
საკურნეს მცხოვრები, ერთი კომლი, აბულახსარ ამირეჯიბის შვილმა იგი შესწირა კაცხის მონასტერს; უნდა გამოეღო: „საზროხიანათ“ ექვსი კოკა ღვინო, ოთხი კოდნახევარი პური, სამი თეთრის საკლავი,ხუთი ქათამი ([1515-1535 წწ.] H-1781, 18 r-19 r).
ბრეგუაძე იორდანე
საკურნეს მცხოვრები, ერთი კომლი, აბულახსარ ამირეჯიბის შვილმა იგი შესწირა კაცხის მონასტერს. უნდა გამოეღო: „საზროხიანათ“ ხუთი კოკა ღვინო, ოთხი კოდი პური, ორი თეთრის საკლავი, ხუთი ქათამი (1515-1535 წწ.] H-1781, 181-191).
ბრეგუაძე მიქია
საკურნეს მცხოვრები, ერთი კომლი. აბულახსარ ამირეჯიბის შვილმა იგი შესწირა კაცხის მონასტერს; უნდა გამოეღო: „საზროხიანათ“ ცხრა კოკა ღვინო, ხუთკოდნახევარი პური, ექვსი თეთრის საკლავი, ხუთი ქათამი ([1515-1535 წწ.] H-1781, 18 r-19 r).
ბრეგუაძე მშაშვიაი
საკურნეს მცხოვრები, ერთი კომლი, აბულახსარ ამირეჯიბის შვილმა იგი შესწირა კაცხის მონასტერს უნდა გამოეღო: „საზროხიანათ“ რვა კოკა ღვინო, ექვსი კოდი პური, ხუთი თეთრის საკლავი,ხუთი ქათამი ([1515-1535 წწ.] H-1781, 18 r-19 r).
ბრეგუაძე ჴაბელაი
საკურნეს მცხოვრები, ერთი კომლი, აბულახსარ ამირეჯიბის შვილმა იგი შესწირა კაცხის მონასტერს, უნდა გამოეღო „საზროხიანათ“ ექვსი კოკა ღვინო, ხუთკოდნახევარი პური, ოთხი თეთრის საკლავი, ხუთი ქათამი ([1515-1535 წწ.] H-1781, 18 r-19 r).
ბრელიძე
ჭანგაში მცხოვრები, ხონის საყდრის ყმა, ევალებოდა ხადილი. მიქელაძეს იგი ამოუგდია და მის პარტახტზე სხვა გლეხი დაუსახლებია(XVI ს.ბოლო. 1448-5034).
ბრინჯისშვილი თევდორე
მოწმე მამესწარ მკერვალისშვილის მიერ გიორგი ჭარმაულისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1473 წ. 1448-9221).
ბრიტინიშვილი გიორგი
მოწმე: ბერ მაზიტაშვილის მიერ კარის დეკანოზ პეტრესათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1682 წ. Qd-9602). აბულვარდ მუჩათიძის მიერ მღვდელ პეტრე კავკასიძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1682 წ ახლო. Hd-808).
ბრ[ო]ლაშ[ვ]ილი მაზიტა
მამასახლისი, მოწმე შალვა სააკაძის მიერ ფაცია მოშიაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს.ბოლო. მეოთხ. Ad-1580).
ბროლაშვილი პაპუნა
მის მიწამდე მიჰყიდა გუფთაში ფირყულა აფკარასშვილმა დეკანოზ დავითს ორი დღის მიწა (1681 წ. VI. Sd-546)
ბროლაძე ბეჟიტა
ჰყავს ძმები: ნინიკა და შოშიტა. მიჰყიდა დეკანოზის შვილ რამაზა ზუმბულიძეს ბატონის მიერ ნაბოძები უმკვიდროდ დარჩენილი ლაშქარასეული მამულის ნახევარი დღის ნაფუძარი მიწა (1652 წ. 1450-31/153).
ბროლაძე ნინიკა - ძმა ბეჟიტა ბროლაძისა, იხ.
ბროლაძე შოშიტა - ძმა ბეჟიტა ბროლაძისა, იხ.
ბრუკუალი ნ(ი)კ(ოლაო)ზ
მოწმე შიომღვიმის კრებულის მიერ ზოსიმესათვის მიცემული სამწირველოს განახლების დაწერილისა (1200 წ.ახლო. Ad-4 გ).
ბრუტაისძე დანგა
სამეფო კარის მწიგნობარი, დამწერი გიორგი მეფის მიერ შიომღვიმისათვის მიცემული მამულის შეუვალობის განახლების წიგნისა (1170 წ Hd-1351).
ბრუტისშვილი სოზნია
ჯიმითს მცხოვრები, ალექსანდრე მეფემ იგი, თავისი სახლით, შესწირა სვეტიცხოველს (1601 წ. 1448-5526).
ბუაძე
ხონჭიორს მცხოვრები, ერთი კომლი, ბაგრატ მეფემ იგი შესწირა ნიკორწმინდის ეკლესიას (1544 წ. VIII. 9. ლაი. P-22 a).
ბუბასკირი თემნა
ქორისუბანს მცხოვრები, მეზუთხე, ჯავახ ჭილაძემ იგი საკანონოდ შესწირა [სვეტიცხოველს] ( 1549 წ. ახლო. ქრ. II. 389).
ბუბაური
მისი ნაქონი ნევენახევისა და ორი დღის მიწის გამო დაობდნენ გივი და შიოშ [თუმანიშვილები] (1699 წ. Hd-9343).
ბუბაშვილი დავით
მოწმე გიორგი მეფის მიერ ხახუტა სალარიძისათვის მიცემული ხელოსნობის წყალობის წიგნისა (1605-1639 წწ.] Hd-11465).
ბუბაშვილი ქემაროზ
მისი ნაქონი ნახევარი დღის ნავენახევი წოდორეთს ბახუტა უსუნბეგიშვილმა მიჰყიდა ქრისტესია სვიმონიშვილს (1632 წ. Sd-28).
ბუბიანი შალვა
მოწმე ლალვერს ზემოთ ერთობილ ექუდელთა მიერ შრომის „გამტეხთა“ და მპარავის შემნახველთა შეჩვენების შესახებ შედგენილი დაწერილისა (XIV-XV სს. სსს. II. №75).
ბუგაური ბასილა
ერთი კომლი, იხსენიება ჯვრის ხატის ყმათა შორის ნიკოლოზის წინამძღვრობის დროს (XVII ს, 90-იანი წწ. Hd-14912 ბ).
ბუგაური ირემა
ერთი კომლი, იხსენიება ჯვრის ხატის ყმათა შორის ნიკოლოზის წინამძღვრობის დროს (XVII ს. 90-იანი წწ. Hd-14912 ბ).
ბუგიაშვილი მაზიტა
კარსანს მცხოვრები, მოწმე გაგულას მიერ ქიტასათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1661 წ. XI. 15. Ad-18066).
ბუგნიასშვილი პაატა
ზემო თხვისს მცხოვრები, ზურაბ მაჩაბლის მეკოდისპურე ყმა (1700 წ. 1448-3602).
ბუდადასშვილი პაპუნა
კარალეთს მცხოვრები, ქაიხოსრო ციციშვილის მეკოდისპურე ყმა (1700 წ. 1448-3602).
ბუდახა
დმანისს მცხოვრები, იგი, ქონებით,ერგო იოთამ ბარათაშვილს ([1537-1538 წწ.] VIII. 6. 1450-11/112).
ბუდახა
პაპუნა, გუგუნა და ვარაზა გერმანოზიშვილებს შორის ყმა-მამულზე დავის განჩინების მიხედვით, თუ გუგუნა ბარათს წარმოადგენდა, რომლის მიხედვითაც ჯავახიშვილის საკომლოდ ქიტია მას ერგო, მაშინ ბუდახა გუგუნას დარჩებოდა, თუ ვერა - სამად უნდა გაეყოთ ([1688-1703 წწ.] Sd-577 ა)
ბუდახა
მის საზღვრამდე მიჰყიდა ალავერდა ალიხანაშვილმამ მიწა ფარსადან შიხაშვილსა და ხეჩიკაშვილს (XVII ს. II ნახ. 1450-9/154).
ბუდახათ ქოსა
მისი სახლი ესაზღვრებოდა ოქათ ყალაბეგაშვილ ყათლუას მიერ მანუჩარისათვის მიყიდულ სახლებს (1646 წ. VI. 10. 1450-21/1).
![]() |
7.65 ბუდახასშვილი || ბუდახაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
ბუდახაშვილი
მისი მიწა ესაზღვრებოდა ხოსიტა თუმანიშვილის მიერ მანუჩარ თუმანიშვილისათვის მიყიდულ ხეჩატურას ნაქონ მიწას (1660 წ. IV. 6. Hd-8054).
ბუდახაშვილი ადუა
საუფლისწულო კლდისწყაროს მოყალნე კაცი, ერთი კომლი, ჰყავს ორი ვაჟი. მოხსენიებულია ზემო ქართლის სადროშოს აღწერის დავთარში (XVII ს. II ნახ. Qd-7017)
ბუდახასშვილი ბუდახა
ერთი კომლი, მოხსენიებულია ყმების ნუსხაში (XVII ს. 90-იანი წწ. Hd-14912 გ).
ბუდახაშვილი ზაქარია
ჰყავს ძმისწული მირიჯანა, დედოფალმა თამარმა იგი, ძმისწულითა და მამულით, უწყალობა მელიქ მირიმან [მირიმანიძეს] (1613 წ. V. 20. 1450-26/7)
ბუდახაშვილი ზურაბა
მოწმე თაყა ბარათაშვილის მიერ შიოშ ლარაძისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1690 წ. VII. 1450-10/136).
ბუდახაშვილი მაზანა
რეხს მცხოვრები, მამასახლისი, მოწმე ნიკა ყაზაშვილის მიერ მანუჩარ თუმანიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1670 წ. II. 20. Sd-48).
ბუდახაშვილი მარქარა
ყმა იარალა გარსუაშვილისა, როსტომ მეფემ იგი უწყალობა ელიზბარ სოლაღაშვილს (1658 წ. IX. 1. Hd-1350 ბ).
ბუდახაშვილი მირიჯანა - ძმისწული ზაქარია ბუდახაშვილისა,იხ.
ბუდახ[ა]შვილი პაპუა - 1661-1681 წწ.
მოწმე თაყაშვილისა და თაყა ასანბეგიშვილის მიერ გიორგი ბარათაშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1661 წ. II. 9. 1450-38/45 ), თაყა ბარათაშვილის მიერ როსტომ ყორღანაშვილისათვის მიცემული ყმების ნასყიდობის წიგნისა (1681 წ. V. 15. 1450-1/50).
ბუენია - ძმა იოვანესი, იხ.
ბუზალაძე
მაჩაბლების დაკარგული ყმა-მამულის ნუსხაში აღნიშნულია, რომ მის საკომლო ძარწემს მიჰყიდეს გუნდიშვილს ([1688-1703 წწ.] Qd-8674).
ბუზალაძე
მისი ვენახი ესაზღვრებოდა ჯარდან ტატისშვილის მიერ შოშიტა მიქელასშვილისათვის მიყიდულ ჩაჩანიძისეულ ვენახს (1697 წ. III. 15. Sd-608).
ბუზალაძე ბერუკა
მოწმე ბერუკა უჯარმელასშვილის მიერ პაპუა კაკოზასშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1686 წ. X. 1. Hd-6446).
ბუზალაძე ბერუკა
მოწმე პაპუნა კვედიანელის მიერ ბადურ მაჩაბლისათვის მიცემული ხოდაბუნის ნასყიდობის წიგნისა (1680-იანი წწ. I. 14. Qd-8677).
ბუზალაძე ბერუკა
შიოშ მაჩაბლის ყმა, მისი სახლი და მამული-ნახევარი ვენახი ნაფუძრით, ბაღი და მისი კერძი სასაფლაო შიოშ მაჩაბელმა მიჰყიდა თავის ძმას, დათუნა მაჩაბელს (1696 წ. XI. 1. Hd-4080).
ბუზანაური (ვარ. |ბუზანაურაშვილი) ანშელა - 1645-1658 წწ.
მისი ვენახი ესაზღვრებოდა; როსტომ მეფის მიერ იავანგულაანთ სულხანისათვის ნაწყალობევ ადგილს (1645 წ. VI. 20. 1450-22/67), იავანგულაანთ ბაინდურას მიერ ხოჯა ბეჰბუდასათვის მიყიდულ [როსტომ] მეფისაგან ნაწყალობევ ნაიონჯარს (1658 წ. II. 4. 1450-22/61).
ბუზარიაშვილი
თვალს მცხოვრები, ონოფრე [მაჭუტაძის] წინამძღვრობის დროს იგი ეყმო გარეჯის მონასტერს (1690-1733 წწ.] Ad-421).
ბუზასკირი
ემართა [ბიჭვინტის?] ბეგარა: ხუთი ზუთხი „სალიმონით“, ერთი ძროხა, ორი საკლავი, ათი გოჭი და ქათამი, ოცი კოკა ღვინო, ათი საცეხველი ღომი (1549 წ.ახლო. ქრ. II. 389-390).
ბუზასშვილი ბასილი
ხვედურეთს მცხოვრები, ედიშერ და პაპუნა [ციციშვილების] გაყრის დროს იგი მამულით ერგო ედიშერს ([1688-1703 წწ.] Hd-1636).
ბუზაშვილი პატაი
ნაცვალი, მოწმე მახარა მუქადაბიძის მიერ თამაზა ზღუდაშვილისათვის მიცემული მიწის გაცვლილობის წიგნისა (1688 წ. 30. XI. Ad-1260).
ბუზუზასშვილი შიო
ხვედურეთს მცხოვრები, ედიშერ და პაპუნა ციციშვილების გაყრის დროს იგი, მამულით, ერგო პაპუნას ([1688-1703 წწ.] Hd-1636).
ბუზულია
მძოვრეთს მცხოვრები. ედიშერ და პაპუნა ციციშვილების გაჭრის დროს იგი, მამულით, ერგო ედიშერს ([1688-1703 წწ.] Hd-1636).
ბუთა
მუშაათს მცხოვრები გლეხი, თეიმურაზ მეფემ იგი შესწირა ალავერდს თავისი მეუღლის, ანას სულის სააღაპედ (1612 წ. V. 10. 1448-5017).
ბუილა: ბუილაური
შინდარში ბუილაური მამული ეჭირა სვიმონას ([1589-1600 წწ.] 1448-5008).
ბუიშვილი გოგია
ხოდაშენს მცხოვრები, ერთი კომლი, ქევხა, იხსენიება სვეტიცხოვლის საკომლოების ნუსხაში (1689 წ. 1449-1792).
ბუკია გვაჩარია
საცაიშლო გამოსავლის დავთრის მიხედვით, ემართა ბეგარა: „უფროს-უმცროსი“ საკლავი ღორი, ქათამი, ოთხი ლიჯი ღომი, თორმეტი კოკა ღვინო და გოჭკომური - კარგი საჭმელი ღომით და ღვინით, ხორცით და სამარხოთი ([1616-1621 წწ.] ქსძ. III. №92).
ბუკია კამიშია
საცაიშლო გამოსავლის დავთრის მიხედვით, ემართა: ერთი საკლავი, ერთი ქათამი, ერთი პური, ოთხი ლიჯი ღომა, ოთხი კოკა ღვინო, ერთი გოჭკომური, კარგი საჭმელი ხორცით და სამარხოთი ([1616-1621 წწ. ქსძ. III. №92).
ბუკია კვიჩალია
საცაიშლო გამოსავლის დავთრის მიხედვით, ემართა: ერთი საკლავი, ერთი ქათამი, ერთი პური, ოთხი ლიჯი ღომი, ოთხი კოკა ღვინო და ერთი გოჭკუმური, კარგი საჭმელი ღომით, ღვინით, ხორცით და სამარხოთი ([1616-1621 წწ.] ქსძ. III. №92).
ბუკია კვიჩელე
საცაიშლო გამოსავლის დავთრის მიხედვით, ემართა: ოცი კენჭი ყველი, ორი კოკა ღვინო, ერთი ლიჯი ღომი ([1616-1621 წწ.] ქსძ. III. №92).
ბუკია მამაკორდა
საცაიშლო გამოსავლის დავთრის მიხედვით, ემართა: ორმოცი კენჭი ყველი, ექვსი კოკა ღვინო, ექვსი ჯამი ღომი ([1616-1621წწ.] ქსძ. №92).
ბუკია სკვამიბი
საცაიშლო გამოსავლის დავთრის მიხედვით, ემართა: ორმოცი კენჭი ყველი, ექვსი კოკა ღვინო, ექვსი ჯამი ღომი ([1616-1621 წწ.] ქსძ. III. №92).
ბუკია ქვაჩარია
საცაიშლო გამოსავლის დავთრის მიხედვით, ემართა: ოცდაათი კენჭი ყველი, სამი კოკა ღვინო, სამი ლიჯი ღომი ([1616 1621 წწ.] ქსძ. III. №92).
ბუკია ხუხუბია
საცაიშლო გამოსავლის დავთრის მიხედვით, ემართა: ერთი საკლავი, ერთი ქათამი, ერთი პური, ოთხი ლიჯი ღომი, ოთხი კოკა ღვინო, ერთი გოჭკომური - კარგი საჭმელი ღომით, ხორცით და სამარხოთი ([1616-1621 წწ.] ქსძ. III. №92).
ბუკისძე: ბუკისძისეული
კუნელაანში მისი ნაქონი ვენახი ბაგრატ [მუხრანის ბატონმა] შესწირა [სვეტიცხოველს] (XVI ს. I ნახ. 1449-1627).
ბუკრიძე: ბუკრიძისეული
მისი ნაქონი მამული ჴუედურეთს ულუმპიამ შესწირა სვეტიცხოველს ([1399-1407 წწ.] 1449-1640).
ბუკურნიშვილი ქიტუა
რეკს მცხოვრები, ონანას ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა თოფით ლაშქრობა (XVII ს. IIნახ. 1448-5032).
ბულაა შურიმიდვა
ჯგალს მცხოვრები, ემართა ცაიშის საყდრის ბეგარა: ერთი საკლავი, ერთი ქათამი, მარილი, ერთი პური, ექვსი ჯამი ღომი, თორმეტი კოკა ღვინო და გოჭკუმური ([1616-1621 წწ.] ქსძ. III. №92).
ბულალაშვილი
მოწმე მეფე ალექსანდრეს მიერ სვეტიცხოვლისათვის მიცემული ყმა-მამულის შეწირულების განახლების წიგნისა (1579 წ. Sd-464).
ბულალაშვილი ასლამაზ
მისი ნაქონი მამული თეიმურაზ მეფემ უწყალობა სახლთუხუცეს იესე ჯორჯაძეს (1636 წ. 1450-31/173).
ბულალაშვილი სულეიმან
მისი მამული ერეკლე მეფემ უწყალობა სვიმონ დემეტრეშვილს (1676 წ. 1448-1176).
ბულაჩაურები
ძაგნაკორნას მცხოვრებნი. თეიმურაზ მეფემ ისინი, თავიანთი მამულით, უბოძა შერმაზან ხიმშიაშვილს ([1648-1662 წწ.] 1450-37/198).
ბულაძე მირძია
მიჰყიდა ადილელ „სულისძმებს“ მათივე მონასტრის მიერ „წინდული“ თავისი მკვიდრი ყანა (XVI ს.H-1782. 88 v-90 r).
ბულბულა
მუშაათს მცხოვრები გლეხი, თეიმურაზ მეფემ იგი შესწირა ალავერდს თავისი მეუღლის, ანას სულის სააღაპედ (1612 წ. V. 10. 1448-5016).
ბულეთა
გორუმს მცხოვრები, მის ნაცვლად იარჯანა, თავისი მამულით, ერგო [თურქისტანიშვილს] (1626 წ. 1450-50/92)
ბულია მორდილი
თილითს მცხოვრები, ემართა აფხაზეთის საკათალიკოსო ბეგარა-ყოველ დღე სამსახური (1621 წ. ქსძ. III. №91).
ბულიაშვილი
[აღაიანში] იგი, ვენახით, ბაგრატ [მუხრანის ბატონმა] შესწირა [სვეტიცხოველს] (XVI ს. 1449-1627).
ბულინათ ნაზარა
ხოჯა, მას მისცა ერთი წლის ვადით გირაოდ ბაინდურა ბიძინასშვილმა თავისი ათი წლის შვილი ბიძინა და გადაუხადა 25 მინალთუნი იმ პირობით, რომ თუ ერთ წელიწადში ვალს ვერ დაფარავდა, მაშინ ბიძინა მას დარჩებოდა (1678 წ. 1448-5108).
ბულღადარასშვილნი
სვეტიცხოვლის სამწყსო სამცხე-საათაბაგოს თავადთა სიის მიხედვით, მათი სამკვიდრებელი სასაფლაოთი, მონასტრითა და კარის ეკლესიით, რჩეულაანთ და ფროდიანთ დაუკავებიათ (1516 წ. ახლო. Ad-91).
ბუმაბაშვილი
წოდორეთში მისი ნაქონი ნახევარი დღის ნავენახევი და ორი დღის ნაფუძარი ბახუტა უსუნბეგიშვილმა მიჰყიდა პაპუნა სულხანიშვილს (1648 წ. Sd-31).
ბუმბუვა შამიბია
მას თავის სამ განაყოფთან ერთად ემართა ჯგალის ციხის ბეგარა: „უფროს-უმცროსი“ საკლავი ქათამი, თერთმეტი ჯამი ღომი, ერთი ჯამი პური, გოჭკუმური ([1616-1621 წწ.] ქსძ. III. №92).
ბუმბულისძენი
სვეტიცხოვლის სამწყსო სამცხე-საათაბაგოს თავადთა სიის მიხედვით, მათი სამკვიდრებელი სასაფლაოთი, მონასტრითა და კარის ეკლესიით, ავალიშვილებს და სლესარებს დაუკავებიათ (1516 წ. ახლო. Ad-91).
ბუნ[ა]ბ[ა]შვილი თამაზა
დამწერი და მოწმე უცნობ პირებს შორის დადებული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1690 წ. Hd-14815).
ბუნდარაული
კუნელაანში მისი ექვსი ვენახის კულუხი ბაგრატ [მუხრანის ბატონმა] შესწირა სვეტიცხოველს (XVI ს. 1449-1627).
ბუნიათა
თევდორაწმინდას მცხოვრები, [ბარათაშვილების] გაყრის დროს იგი ერგო გერმანოზსა და მის ძმებს: თაყას, გოსტაშაბსა და ფალავანხოსროს (1523 წ. Ad-1293 ა).
![]() |
7.66 ბუნიათასშვილი || ბუნიათიშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
ბუნიათიშვილი არდაშელ - 1676-689 წწ.
ჰყავს: მამა როინ ბუნიათიშვილი, იხ., ძმა ბუნიათიშვილი ბააკა, იხ., შვილები: ბერუა, ქრისტეფორე. იყიდა სულხან გოგალაძისაგან ჭომაში ოცდაშვიდი დღის სამკალი მიწა ბეჟანის, დემეტრას და მაზმიშვილის მიწებამდე (1689 წ. Hd-811).
ბუნიათასშვილი ბააკა
მას განუახლა მამულის წყალობა ფარსადან ფანასკერტელ-ციცისშვილმა (1612 წ. Hd-820).
ბუნიათიშვილი (ვარ.ბუნიათასშვილი) ბააკა - 1667-1691 წწ.
[ციციშვილთა] სახლთუხუცესი (1690-1691 წწ. XVII ს. II ნახ. Hd: 829, 309, 813, 801), შვილი როინ ბუნიათიშვილისა, იხ., ჰყავს: ძმები: არდაშელ (1690-1691 წწ.] Hd: 829, 809, 813), იესე (1690 წ. Hd-829), წინამძღვარი დომენტი (1690-1691 წწ]. Hd: 809, 813), ბიძაშვილები: ბუნიათ, იესე (1691 წ. Hd-809, 813), [ძმისწულები] // შვილები: ბერუკა // ბერუა (1690-1691 წწ Hd: 829, 809, 813), ქრისტეფორე (1691 წ. Hd: 809, 813), რამაზ (1691 წ. Hd-813), იყიდა: თამაზა ჩააკაშვილისაგან - ორი დღის მიწა ძამანაშვილისა და ოთანაშვილის მიწებამდე (1690 წ. Hd-829), ღონენა ფარემუზაშვილისაგან - ჭალაში ერთი დღის მიწა ამოანისშვილის მუხამდე და ჩააკაშვილის მიწამდე (1691 წ. Hd-809), პაატა უზნაძისაგან - სამსარში მიწა შაყულაშვილის, ჩაკაშვილისა და ხახულაშვილის მიწებამდე (1691 წ Hd-813); ედავებოდა მამუკა მაღრაძეს ყრისისხევს მდებარე მთაზე, ბატონი ციცი ციციშვილის, ნუგზარ არაგვის ერისთვიშვილის, ქაიხოსრო ჩხეიძის და მისი შვილის თეიმურაზის, ქსნის ერისთავის ბოქაულთუხუცეს ჩერქეზის, აბაშიძის სახლთუხუცეს თამაზა სავანელის და საციციანო აზნაურიშვილების გადაწყვეტილებით, ძველ სამანთან, ახოს თავს, სამანი ჩასვეს, რომლის გასწვრივ ორი ნაძვიდან ერთი მამუკას მხარეს დარჩა, ხოლო მეორე - სამანს წარმოადგენდა ამ ნაძვის გადმოღმა ადგილი თაგოერთამდე ბააკას მიეკუთვნა (XVII ს. II ნახ. Hd-801).
ბუნიათიშვილი ბეჟან - ძმისწული როინ ბუნიათიშვილისა, იხ.
ბუნიათიშვილი ბერი - შვილი როინ ბუნიათიშვილისა, იხ.
ბუნიათიშვილი ბერუა (ვარ. ბერუკა)
შვილი არდაშელ ბუნიათიშვილისა, იხ., [ძმისწული] ბააკა ბუნიათიშვილისა, იხ.
ბუნიათიშვილი ბუნიათ (ვარ ბუნთია)
ძმისწული როინ ბუნიათიშვილისა, იხ., ბიძაშვილი ბააკა ბუნიათიშვილისა, იხ.
ბუნიათიშვილი დომენტი - 1667-1698 წწ.
წინამძღვარი (1672-1698 წწ. Sd-545, Hd: 813, 1754). შვილი როინ ბუნიათიშვილისა, იხ., ძმა ბააკა ბუნიათიშვილისა, იხ., იყიდა შიო წინამძღვრიშვილისაგან ჭალის ვენახი კანდელაკიშვილის, დილინჯაშვილის და გოჭას მიწებამდე (1672 წ. Sd-545), მას გაუცვალა ზაალ წინამძღვრიშვილმა რამაზასაგან ნაყიდი სასახლე ხუროშვილის მიწამდე, ობოლაურის სასაფლაო სენაკითა და ქვევრით შიო [წინამძღვრიშვილისეულ] ნასყიდ ჭალის ვენახზე, რომელიც ესაზღვრებოდა კანდელაკისშვილის, დილინჯაშვილის, გოგია სულთანაშვილის და გოჭას ვენახებს (1698 წ. Hd-1754).
ბუნიათიშვილი იესე
შვილი როინ ბუნიათიშვილისა, იხ., ძმა ბააკა ბუნიათიშვილისა, იხ.
ბუნიათიშვილი იესე
ძმისწული როინ ბუნიათიშვილისა, იხ., ბიძაშვილი ბააკა ბუნიათიშვილისა, იხ.
ბუნიათისშვილი მამუკა
ციციშვილთა ყმა-აზნაურიშვილი, შაჰნავაზმა მისი დაბრუნების პირობა მისცა იმერეთში გადახვეწილ ციცი ციციშვილს ([1658-1663 წწ.] 1449-328).
ბუნიათიშვილი რამაზ - [ძმისწული] ბააკა ბუნიათიშვილისა, იხ.
ბუნიათიშვილი როინ - 1667-1682 წწ.
სახლთუხუცესი // ციცი ციციშვილის სახლთუხუცესი (1667-1682 წწ. Hd: 832, 962, Ad-641). ჰყავს შვილები: ბააკა, არდაშელ (1667 წ. Hd: 832, 962), დომენტი(1667წ. Hd-832), ბერი, იესე (1667 წ. Hd-962), ძმისწულები: იესე, ბეჟან (1667 წ. Hd-832), ბუნთია (1667 წ. Hd-962). იყიდა: ბახუტა უკანბერიძისაგან [მაწლეთში] ახალშენის ბოლო ფაფერაშვილის და მამიჯანაურის მიწებამდე და ტბელაურის საზღვრამდე (1667 წ Hd-832), პაპუნა ფაფერაშვილისაგან - მაწლეთში ვენახი ძამუაშვილისა და ტბელიაშვილის ვენახამდე (1667 წ. Hd-962); მოწმე: ციცი ფანასკერტელ-ციციშვილის მიერ [ყინცვისის] წმინდა ნიკოლოზის ეკლესიისათვის მიცემული ყმების შეწირულების წიგნისა (1682 წ. Ad-641).
ბუნიათიშვილი ქრისტეფორე
შვილი არდაშელ ბუნიათიშვილისა, იხ., [ძმისწული] ბააკა ბუნიათიშვილისა, იხ.
ბუპეტასშვილი
ვერხვნალას მისი მამული ეკუთვნოდა [ბარათაშვილს] (XVII ს. ბოლო 1450-33/286).
ბუჟატაშ[ვი]ლი გიორგი
ჰყავს ძმა პა[ა]ტა, შვილები: პაპ[უ]ნა, ოთ[ა]რ მიჰყიდა როსტია აფქარაშვილს რიყე „დაიანური“ ხანჩლაშ[ვ]ილ[ი]ს, როსტი[ა]შ[ვი]ლი]ს და თათარ[ა]სშ[ვი]ლი]ს მიწებამდე (1642 წ. 1450-25/11).
ბუჟატაშვილი ოთარ - შვილი გიორგი ბუჟატაშვილისა, იხ.
ბუჟატაშვილი პაატა - ძმა გიორგი ბუჟატაშვილისა, იხ.
ბუჟატაშვილი პაპუნ[ა] - შვილი გიორგი ბუჟატაშვილისა, იხ.
ბუჟინა - შვილი მათაშასი, იხ.
ბუჟღვაშვილი პაპია
ზურაბ ბარათაშვილის ყმა, მოწმე ზურაბ ბარათაშვილის მიერ გურგენ ყორღანაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1656 წ. I. 1. 1450-1/102).
ბუჟღულაშვილები
თუმინი ბუჟღულაშვილებითა და სრულიად ბუჟყულა[ა]ნით, ელფიას მანუკაშვილითა და მისი მამულით მიებარა სახლთუხუცეს ქაიხოსრო ბარათაშვილს. ქაიხოსროს თხოვნის საფუძველზე როსტომ მეფემ თუმინი, ამ ყმა-მამულით, სამკვიდროდ უწყალობა ქაიხოსრო ბარათაშვილს (1642 წ. Hd-14694).
![]() |
7.67 ბუჟღულაშვილი || ბუჟღულასშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
ბუჟღულაშვილი ბერუკა
ჰყავს შვილები: სეხნია, იასე, განაყოფები: დემეტრა, ოტია, პაპია [ბუჟღულაშვილები.] მიჰყიდა პაპუნა [გოსტაშაბიშვილს] ალგეთზე მამული და წისქვილთან მდებარე ჭალა (1661 წ. V. 27. Hd-2064).
ბუჟღულაშვილი გეთსანა (ვარ. გეთარასანა) - [ძმა] ოსიმა ბუჟღულაშვილისა, იხ.
ბუჟღულასშვილი გულბათა - [ძმა] ოსიყმა ბუჟღულასშვილისა, იხ.
[ბუჟღულაშვილი] დემეტრა
ბერუკა ბუჟღულაშვილის განაყოფი, მოწმე ბერუკა ბუჟღულაშვილის მიერ პაპუნა [გოსტაშაბისშვილისათვის] მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1661 წ. V. 27. Hd-2064).
ბუჟღულაშვილი თევდორე
ბარათა ქაჩიბასძის ყმა [აზნაური]. ჰყავს [ძმა] ნავროზ, ბარათა [ქაჩიბასძემ] მას უწყალობა სოფელი ნაქურდევი (1461 წ. I. 17. Hd-14858).
ბუჟღულაშვილი იასე - შვილი ბერუკა ბუჟღულაშვილისა, იხ.
ბუჟღულაშვილი ნავროზ - [ძმა] თევდორე ბუჟღულაშვილისა, იხ.
ბუჟღულაშვილი ოსიყმა
ჰყავს [ძმები]: გეთსანა (XVI ს .Hd: 568, 1571), გულბათა (XVI ს. Hd-1571), ჰქონდა დავა გოსტაშაბ [ბარათაშვილთან] ამლივისა და ბუჟღულეთის საზღვარზე (XVI ს. Hd-1568); იყიდა დარისპანა ბერძნისშვილისაგან მესამედი ვიძნი და ვიქის „სამტიტლე“ (XVI ს. Hd-1571).
[ბუჟღულაშვილი] ოტია
ბერუკა ბუჟღულაშვილის განაყოფი, მოწმე ბერუკა ბუჟღულაშვილის მიერ პაპუნა [გოსტაშაბიშვილისათვის] მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1661 წ. V. 27. Hd-2064).
[ბუჟღულაშვილი] პაპია
ბერუკა ბუჟღულაშვილის განაყოფი, მოწმე ბერუკა ბუჟღულაშვილის მიერ პაპუნა [გოსტაშაბიშვილისათვის] მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1661 წ. V. 27. Hd-2064).
ბუჟღულაშვილი სეხნია - შვილი ბერუკა ბუჟღულაშვილისა, იხ.
ბურახიშვილი
ვეძისხევს მცხოვრები, ერთი კომლი, იხსენიება სვეტიცხოვლის ყმების ნუსხაში (1689 წ. 1449-1792).
ბურახიშვილი ბასილა
ვეძისხევს მცხოვრები, ჰყავს შვილი დათუნა. ძმასთან გაყრის დროს შვილით და მამულით ერგო დავით ქარსიძეს(1651 წ. 1450-29/59).
ბურახიშვილი დათუნა - შვილი ბასილა ბურახიშვილისა, იხ.
ბურდიაშვილები
მჭადიჯვარს მცხოვრებნი, შედიოდნენ წილკნელის სამწყსოში: თუ მათი სახლის უფროსი ან მოხელე მოკვდებოდა, უნდა გადაეხადათ კაცზე მთელი ნიშანი: შეკაზმული ცხენი, გარდასახურავი - ორი, სუფრის იარაღი, თასი. ყველაფერი ეს წილკნელისათვის უნდა მიერთმიათ (1669 წ. 1448-5013).
![]() |
7.68 ბურდიაშვილი || ბურდიასშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
ბურდიაშვილი
იგი ეცილებოდა სვეტიცხოველს ჩიქუნურ საზღვარზე ([1519-1530 წწ.] 1449-1619).
ბურდიასშვილი
ქევხა, ალექსანდრე მეფემ იგი შესწირა ალავერდის ტაძარს ([1590-1600 წწ.] 1449-1609).
ბურდიაშვილი ერასტი
მოწმე: ბარამ ფარეშისშვილის მიერ დათუნა ხიზანაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. II ნახ. Ad-2243 ა).
ბურდიასშვილი იესე
მოწმე. რამაზ ვაჩნაძის მიერ ოხიაყორჩ როსებისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1673 წ. Ad-1254).
ბურდიასშვილი ოთარ - 1680-1681 წწ.
მუხრანელი (1681 წ. 1461-3/131), მოწმე: დათუნა დედანისშვილის მიერ აშოთან მუხრანის ბატონისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1680 წ. 1461-3/130), ნინია ბაბუსიძის მიერ აშოთან [მუხრანის ბატონისათვის] მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1681 წ. III. 1461-3/131).
ბურდიაშვილი სუხიტა
მოწმე და გარდამწყვეტელი პაპუნა ფავნელიშვილისა და თბილელ ეპისკოპოს იოსებ [სააკაძეს] შორის ყმა-მამულზე დავისა (1664 წ. 1449-1810).
ბურდიასშვილი ჯანო
მუხრანს მცხოვრები, მოწმე ნინია ბაბუსიძის მიერ აშოთან [მუხრანის ბატონისათვის] მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1681 წ. III. 1461-3/131).
[ბურდული] ესტატე
ჰყავს [სახლიკაცი] ხოსიტა. დაუმტკიცა თეიმურაზ არაგვის ერისთავმა თავისი სახლიკაცების მიერ ნაწყალობევი [ბექურ ნადირის] მამული (1690-იანი წწ. Hd-5330).
ბურდული პატარა
თამაზ ერისთვისშვილის ყმა, მას უწყალობა ზურაბ ერისთვისშვილმა ნადირ ბექურის მამული (1690-იანი წწ. Hd-5330).
[ბურდული] ხოსიტა - [სახლიკაცი] ესტატე [ბურდულისა], იხ.
ბურთიაშვილები
ზე-სურამს მცხოვრებნი, [გიორგი] ბატონიშვილმა დოროთეოს კათალიკოსის თხოვნით, იგი შესწირა ნიტრიის ეკლესიას ([1589-1600 წწ. 1448-5008).
ბურთიაშვილი ქავთარაი
გვერდისუბანს მცხოვრები, სახასო გლეხი, იგი, შვილებითა და მამულით, სვიმონ მეფემ შესწირა ნიტრიის სიონს (1584 წ. Sd-2909).
ბურნაშ
მისი მამული სველნეთში სვიმონ მეფემ შესწირა ქვათახევის მონასტერს (1567 წ. VI. 12. 1449-1612).
ბურნაძე: ბურნაძისეული
მის ნაქონ ბაგაში და სხვა მამულში პაპუნა ფავნელისშვილმა დედოფლის დეკანოზ დავითს გაუცვალა და მიჰყიდა ოზიური ვენახი, ყურაულს ბაგა და მოედნის პირს ორმოცდაექვსი ადლი მიწა (1667წ. Qd-9611).
ბურნაძე ზაზა
სხვა პირებთან ერთად პირობა მისცა დომენტი კათალიკოსს, რომ ამიერიდან ტყვეებს აღარ გაჰყიდიდა (1673 წ. IX. 20. 1448-1287).
ბურნაძე თამაზა
მოწმე პაპუნა ფავნელისშვილის მიერ დათუნა ქრისტესიასშვილისათვის მიცემული ახოს ნასყიდობის წიგნისა (1700 წ. IV. 1. 1448-4307).
ბურნაძე ოთია
სხვა პირებთან ერთად პირობა მისცა დომენტი კათალიკოსს, რომ ამიერიდან ტყვეებს აღარ გაჰყიდიდა (1673 წ. IX. 20. 1448-1287).
ბურნაძე ფირან
სხვა პირებთან ერთად პირობა მისცა დომენტი კათალიკოსს, რომ ამიერიდან ტყვეებს აღარ გაჰყიდდა (1673 წ. IX. 20. 1448-1287); მოწმე იესე გამცემრისშვილის მიერ დომენტი კათალიკოსის დროს სვეტიცხოვლისათვის საკანონოდ ბოძებული ყმის ნასყიდობის წიგნისა (1673 წ. IX.20. 1449-1197).
ბურჩიხთა
ალექსანდრე მეფემ, დავითის კათალიკოსობის დროს, იგი ლუკიასთან ერთად, მამულით, შესწირა სვეტიცხოველს, თავისი შვილის საფლავისათვის (1435 წ. 1449-1659).
ბურძგიაშვილი პავლია
კარსანს მცხოვრები, მისი მამული ბერუკა ქარციძემ მიჰყიდა არდაშელ [ზუმბულიძეს] (1686 წ. Ad-1764).
ბურძენიძე გიორგი - მამა პაპუნი ბურძენიძისა, იხ.
ბურძენიძე ლაზარე
თავმდებად დაუდგა გიორგი ბურძენიძის შვილს, პაპუნას, ბატონ ქაიხოსრო წერეთელთან იმის თაობაზე, რომ პაპუნი ბატონს არ გაექცეოდა (1680 წ. ახლო Hd-2670).
ბურძენიძე მამუკა - ძმა პატა ბურძენიძისა, იხ.
ბურძენიძე პაპუნი
ჰყავს მამა გიორგი, მას ქაიხოსრო წერეთელთან თავმდებად დაუდგა ლაზარე ბურძენიძე, რომ იგი არ გაექცეოდა ქაიხოსროს (1680 წ. ახლო. Hd-2670).
ბურძენიძე პატა
ჰყავს ძმები: მამუკა და შოშიტა, იგი, ძმებითა და მამულით, ზაალ და ფარსადან წერეთლებმა მიჰყიდეს ქაიხოსრო წერეთელს (1680 წ. ახლო. Hd-6172).
ბურძენიძე შოშიტა - ძმა პატა ბურძენიძისა, იხ.
ბურჭალათ სოლაღა
მოწმე ბაინდურ ბიძინასშვილის მიერ ბულინათ ნაზარასათვის მიცემული გირაოს წიგნისა (1678 წ. VI. 1448-5108).
ბურჭულაძე
წყალწითელას მცხოვრები, გენათლის ყმა, ევალებოდა [გენათის] საყდრისათვის ხუთი ლიტრა ცვილის გამოღება ([1484-1510 წწ.] 1449-1585).
ბურჭულაძე
ალექსანდრე მეფის მიერ გელათისა და მოძღვართ-მოძღვარ ილარიონისათვის სააღაპედ მიცემულ ყმა-მამულის შეწირულების წიგნში აღნიშნულია, რომ მას უნდა გამოეღო ხუთი ლიტრი ცვილი (1510 წ. III. 12-1. IV. ქრ. II. 340-342).
ბურჭულაძე გიორგი
მესხი, ჰყავს შვილები, ამათი „ნახევარი“ მეფისათვის თავისი ნებით ღოღაბერიძეს „ავლად“ მიუცია. მეფე ალექსანდრემ იგი შესწირა გელათის მონასტერს ([1484-1510 წწ.] 1449-1585).
ბურჯალა
მისი სახლი ესაზღვრებოდა მახარა მგელიაშვილის მიერ ფირშავათ ამაზაშვილ პაპუასათვის მიყიდულ სასახლეს (16[7]9 წ. VIII. Sd-767).
ბურჯანაძეები
საკათალიკოსო გლეხების ნუსხის მიხედვით, მათ უნდა ეხადათ ბეგარა (1650 წ. ახლო. დსსს. I. 53-55).
ბურჯანაძე
ობჩას მცხოვრები, ცხრა კომლი, სამეფო ყმები, მოხსენიებულნი არიან იმერეთის სამეფო და საკათალიკოსო საკომლოების ნუსხაში([1673-1696 წწ.] 1448-1528).
ბურჯული ბასილა - შვილი [ან ძმისწული] კავთულა ბურჯულისა, იხ.
ბურჯული თევდორა - [ძმა] კავთულა ბურჯულისა, იხ.
ბურჯული კავთულა
ჰყავს: [ძმა] თევდორა, შვილები [ძმისწულები?] ბასილა და მშუიდა. „ჰავის ჟამისა და ხარაჯობისაგან“ გაჭირვებაში მყოფმა, მოძღვარ დემეტრე ტოხაჲსძისაგან ვალად აიღო სამოცი თეთრი, რომლის დაფარვამდე წელიწადში უნდა ეხადა ოცი კოკა ტკბილი (XIII ს. ბოლო. Ad-4 ბ).
ბურჯული მშუიდა - შვილი [ან ძმისწული] კავთულა ბურჯულისა, იხ.
ბუსახიშვილი
ვეძისხევს მცხოვრები, ერთი კომლი, მოხსენიებულია სვეტიცხოვლის კუთვნილი საკომლოების ნუსხაში (1689 წ. 1449-1792).
ბუტულაშვილები
მათ იასე ნაცვალთან ერთად პირობა მისცეს სამებელს, რომ სამების ყმებთან სამამულე დავას შეწყვეტდნენ (1698 წ. 1449-1842).
![]() |
7.69 ბუტულაშვილი || ბუტულასშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
ბუტულასშვილი დათუნა
მოწმე ქართლის კათალიკოს-პატრიარქ ქრისტეფორეს მიერ რამზია რატიაძისათვის მიცემული მამულის წყალობის წიგნისა (1648 წ. Ad-352).
ბუტულაშვილი ლაზარე
იხსენიება მოფიცრად საგარეჯოელებსა ჭავჭავაძეებს შორის სამამულე დავის გარიგების წიგნში (1654 წ.I. 2. Hd-8389).
ბუტულაშვილი ლაზარე
მოწმე რამაზ ფარღუზათაშვილის მიერ მამისიმედ ენაგელაშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1656 წ. Qd-16).
ბუტულაშვილი მამუკა
მოწმე პეტრე ქურხულის მიერ თავის ბიძაშვილ დავითისათვის მიცემული კეთილმოყვრობის შესახებ პირობის წიგნისა (1681 წ. XII. 20. Hd-7851).
ბუტულაშვილი მამუკა
პატარძეულს მცხოვრები აზატი ყმა, მის სახლსა და განაყოფებს ევალებოდათ შეკაზმული ცხენისა და იარაღის გამოღება ნინოწმინდის საყდრისათვის არსენის ნინოწმინდელობის დროს (1688-1694 წწ.] Ad-116).
ბუქური ნადირ
მისი მამული ზურაბ ერისთვისშვილმა უბოძა პატარა ბურდულს (XVII ს.90-იანი წწ. Hd-5330).
ბუღავა თოლია
ემართა ჯგალის ციხის ბეგარა იმდენივე, რამდენიც - შონია ეჩაკოჩის ([1616-1621 წწ]. ქსძ. III. №92-1).
ბუღავა მორდოლია
ემართა ჯგალის ციხის ბეგარა იმდენივე, რამდენიც ბუმბუვა შამიბიას ([1616-1621 წწ. ქსძ. III. №92-1).
ბუღავა წყორია
ემართა ჯგალის ციხის ბეგარა იმდენივე, რამდენიც შონია ეჩაკოჩის (1616-1621 წწ. ქსძ. III. №92-1).
ბუღავა ჯიმიდი
ემართა ჯგალის ციხის ბეგარა იმდენივე, რამდენიც შონია ეჩაკოჩის ([1616-1621 წწ.] ქსძ. III. №92-1).
ბუღასძე
იხსენიება მინაწერი საბუთის ფრაგმენტში (XVI ს. A-222, 151 v, 152 r).
ბუღაფაისძე იოსებ
ჰურია, მისგან, ხოჯა სალამის ცოლ-შვილისაგან და სომეხ ჰასან სუმბატისძისაგან მეჭურჭლეთუხუცესმა კახა [თორელმა] იყიდა სოფელი ხოვლე, რომელიც მათ 65.000 თეთრად ჰქონდათ ნაყიდი აღბუღა [გაგელისაგან] ([1260 წ.] Sd-2859).
ბუღლდარასშვილი მახარა
ბოგვს მცხოვრები, მოწმე ჟოჟე მამისაშვილის მიერ თბილელ ეპისკოპოს [ელისე] საგინაშვილისათვის მიცემული პირობის წიგნისა (1638 წ 1450-26/83).
ბუღნია
ქედურელი, ალექსანდრე მეფის ბრძანებით, იგი ხევმა მძევლად მისცა გერგეტის საყდრიშვილებს (1439 წ. II. 20. A-1085. 13-15).
ბუღუტაური
ციცი [ციციშვილის] სახასო ყმების ნუსხის მიხედვით ქორზანაში ჰყავდა ორი კომლი ყმა ([1658-1663 წწ.] Hd-14534 ა).
ბუღუტაური ედიშერ
მოურავი, მოწმე დათუნა მირიანაშვილის მიერ თევდორე რაზმაძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა(1690-იანი წწ. 1448-5436).
ბუღუტაური ზაქარია
ციციშვილის აზნაურიშვილი, შაჰნავაზმა მისი წყალობის განახლების პირობა მისცა იმერეთში გადახვეწილ ციცი ციციშვილს ([1658-1663 წწ.] 1449-328).
ბუღუტაური ჩაჯავახია (sic)
ციციშვილის აზნაურიშვილი, შაჰნავაზ მეფემ მისი წყალობის განახლების პირობა მისცა იმერეთში გადახვეწილ ციცი ციციშვილს ([1658-1663 წწ.] 1449-328).
ბუჩაშვილი
კრკონს მცხოვრები, როინ და გოშფარ [ჯავახიშვილების] გაყრის დროს იგი ნახევარი მამულით ერგო გოშფარს ([1527-1558 წწ.] Qd-605).
ბუჩაშვილი დათუნა - ძმა თამაზა ბუჩაშვილისა, იხ.
ბუჩაშვილი თამაზა
რევაზ ერისთავის ყმა, ჰყავს ძმები: ფოცხვერა, შემაზა, დათუნა რევაზ ერისთავმა იგი გაათარხნა დაუტოვა ლაშქარ-ნადირობის გარდა მსახურობა და ძღვენი ([1626-1650 წწ.] 1448-1546).
ბუჩაშვილი სუთია
მოწმე ბასილა გულიასშვილის მიერ ქიტია ქუბაშვილისათვის მიცემული სავენახის ნასყიდობის წიგნისა (1672 წ. X. 1. Hd-5205).
ბუჩაშვილი შემაზა - ძმა თამაზა ბუჩაშვილისა, იხ.
ბუჩაშვილი ფოცხვერა - ძმა თამაზა ბუჩაშვილისა, იხ.
ბუჩუკური
წილად ხვდა იესე [ზუმბულიძეს] (XVII ს. II ნახ. 1450-31/154).
ბუჩუკური
გიორგი ჭილაშვილის ყმა, ერთი კომლი, შეტანილია ალავერდის ტაძრის კომლების ნუსხაში (XVII ს. Ad-848).
ბუჩუკური ავთანდილ - შვილი გოგინა ბუჩუკურისა, იხ.
ბუჩუკური გოგინა - 1668-1678 წწ.
ჰყავს ცოლი და ხუთი შვილი: ონანა, თამაზა, ავთანდილ, ორი ქალი, ესტატე თუმანიშვილმა იგი ცოლ-შვილით, უმამულოდ მიჰყიდა თავის განაყოფს, მანუჩარ თუმანიშვილს (1673 წ. XII. 2. Sd-41); მოწმე: პაპუა შატბერაშვილის მიერ მანუჩარ თუმანიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1668 წ. VII. 25. Sd-24), ზუბია ასატურაშვილის მიერ მანუჩარ თუმანიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1668 წ. VII. 26. Sd-14), ბერიკა ბესიაშვილის მიერ მანუჩარ თუმანიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1669 წ. Sd-11), ნინიკა ყაიზიშვილის მიერ მანუჩარ თუმანიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1670 წ. II. 20. Sd-48), გიორგი შოშიაშვილის მიერ მანუჩარ თუმანიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1671 წ. VII. 6. Sd-59), ბახუტა შატბერაშვილის მიერ ზურაბ თუმანიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1678 წ. X. 10. Sd-179).
ბუჩუკური თამაზა - შვილი გოგინა ბუჩუკურისა, იხ.
ბუჩუკური ნადირა
მკვიდრი ყმა გიორგი ერისთავისა, რომელმაც იგი ცოლ-შვილითურთ, მიართვა თავის ბიძას, ენისელთ მოურავ სულხან [ჯორჯაძეს] ([1688-1694 წწ.] 1448-4683).
ბუჩუკური ონანა - შვილი გოგინა ბუჩუკურისა, იხ.
ბუძგიაშვილი
კარსანს მცხოვრები, არდაშელ ზუმბულიძეს წილად ერგო მისი ნაქონი მამული ([1638-1700 წწ.] 1450-31/143) და მის მიერ ბერიკა ქარსიძისაგან ნაყიდი მიწა ([1695-1697 წწ.] 1450-31/132).
ბუჭულაი
გიორგი მამულაიშვილმა მამუკა ნაკაშიძეს გაუყიდა მის ძმასთან შეზრდილი ბიჭი ბუჭულაი ([1689-1711 წწ.] Hd-10345).
ბუხარაშვილები
მათი სახლების ნასყიდობის წიგნი იხსენიება გორჯასპ [ბარათაშვილისათვის] მიბარებულ წიგნების ნუსხაში (1691 წ. XI.2. Sd-1931).
ბუხარაშვილი
რაჭაში, ფუტეთს მცხოვრები, ქუთაისის საყდრის მებეგრე [გლეხი] (1578 წ. H-626).
ბუხია
კარსანს მცხოვრები, წილად ხვდა იესე [ზუმბულიძეს] (XVII ს. II ნახ. 1450-31/154).
ბუხულეიშვილი სიმონ
ფერსათს მცხოვრები, მღვდელი, ქორეპისკოპოსი. თათრისათვის წაურთმევია და დაუხსნია თავისი მხლებლის შვილი, მახარებელ ცხოვრებაძე, რომელსაც ცოლი შეურთავს და შეძენია სამი ვაჟი, მამუკა, თევდორე და ლაზარე. სიკვდილის წინ სიმონმა სამი ძმა - ცხოვრებაძეები შესწირა ქუთაისის საყდარს (1578 წ. H-626).
![]() |
7.70 ბუხუნასშვილი || ბუხუნაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
ბუხუნაშვილი
რუისს მცხოვრები, მისი მამული გიორგი მეფემ შესწირა ურბნისის ტაძარს ([1676-1700 წწ.] Ad-1503-15).
ბუხუნასშვილი გიორგი - ძმა ესტატე ბუხუნასშვილისა, იხ.
ბუხუნასშვილი ესტატე
ჰყავს ძმები: მღთისია და გიორგი. მიჰყიდა ბ[ა]სტ[ა] მანთა ყანდინასშვილ ბეჟუას რუისში, როჭიკაშვილის მიწის თავში, ექვსი დღის მიწა (1692 წ. V. 1. Hd-6115).
ბუხუნასშვილი მღთისია - ძმა ესტატე ბუხუნასშვილისა, იხ.
![]() |
7.71 ბღუთისძე || ბღუთიძე |
▲ზევით დაბრუნება |
ბღუთისძე
მისი ნაქონი მამული ბეჟან ამილახვრისშვილმა უწყალობა შანშეს (1621 წ. VII .20. Ad-1067).
ბღუთიძე ბერი
ბერშოეთს მცხოვრები, თამაზ ტარსაიჭაშვილის ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა მშვილდით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1668-5032).
ბძოლაძე
ყაია, ყორჩიბაშ ბაადურ და სარდალ პაპუნა [ციციშვილებს] შორის სამწევრისის მამულებზე დავის წიგნში აღნიშნულია, რომ მას ჰქონდა ციციშვილების სავენახე მიწა ([1633-1658 წწ.] 1448-2316).
ბძოლაძე
ზაზა და ქაიხოსრო [ციციშვილებს] შორის სადაო ყმა-მამულის ნუსხის მიხედვით, მას და დოდაშვილს ეჭირათ დიდიღელის ექვსი დღის ხოდაბუნი, ამას გარდა, ეჭირა სამი დღის მიწა წყაროს პირს (1661 წ. ახლო. Hd-802).
![]() |
8 გ |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
8.1 *** |
▲ზევით დაბრუნება |
გაბადაძე
მანდიკორს მცხოვრები, ბაგრატ მეფემ მისი შეწირულება განუახლა გელათის წმინდა გიორგის ეკლესიას ([1545 წ.] VI. 12. Hd-1201).
გაბადაძე
მისი გაპარტახებული მამული ნოღას, რომელიც გოჩა ლომაძეს ჰქონდა, უყიდია ზაქარია ქვარიანს და შეუწირავს გელათის ხახულის ღმრთისმშობლისათვის (1644 წ. VI. 5.ქმ. № 139).
გაბადაძე თევდორე
უსახელოს მცხოვრები, ემართა ცაგერის საყდრის ბეგარა; ორმოცდაორი თეთრის საკლავი, ორი ქათამი, თერთმეტი გორო ღვინო, სამი სახარჯო პური, ერთი თეთრის ყველი, ერთი ფოხალი სამარხო პური, ერთი ფოხალი ღომი, ერთი ფოხალი ცერცვი, ნააღდგომევს ერთი ბატკანი, პურის ჭამა, სამსახური (XVI ს ლაი. H-84-54, 87 a-89 b).
გაბადაძე მამუკა
ოკრიბას მცხოვრები, დედოფალმა ნესტანდარეჯანმა ალექსანდრე მეფის სულის მოსახსენებლად იგი შესწირა გელათის ეკლესიას ([1660 წ ] Ad-598 ა)
![]() |
8.2 გაბადისძე || გაბადიძე |
▲ზევით დაბრუნება |
გაბადიძე ბეჟან
შვილი სახლთუხუცეს დავით გაბადიძისა, იხ., ძმა არქიმანდრიტ ნიკოლოზ გაბადიძისა, იხ.
გაბადიძე გიორგი
შვილი მანუჩარ გაბადიძისა, იხ, [სახლიკაცი] არქიმანდრიტ ნიკოლოზ გაბადიძისა, იხ.
გაბადიძე დავით - 1663-1667 წწ.
აზნაური, სახლთუხუცესი ([1633]-1667 წწ. Hd-8794 ა, გ, დ, 1448-5096), თელადგორისა და გომისჯვრის მოურავი ([1633-1658 წწ.] Hd-8794 ა), ძმისწული მანუჩარ გაბადიძისა, იხ., ჰყავს შვილები: ზურაბ, ბეჟან, შერმაზან (1663-1667 წწ. Hd-8794 გ, დ, 1448: 5096, 6097), როსტომ მეფის ბრძანებით, თურმანმა მას განუახლა თელადგორში ლუარსაბ მეფისა და მოურავისაგან მიცემული სულხანის კუთვნილი მამულის წყალობა, უბოძა თელადგორისა და გომისჯვრის მოურაობა, კარის გარიგების უფლება, სახლთუხუცესობა, ვეზირობა მიჰყიდა გოჩიას კერძი მამული; მისივე ნაქონი ზვარი თურმანმა ვეღარ დაუბრუნა და სანაცვლოდ მისცა ერთი საკომლო მამული, ამოუკვეთა გამოსაღები ([1633-1658 წწ. ] Hd-8794 ა), გიორგი ბატონიშვილმა ადრე წართმეული ერთი კომლი სახასო მამულის სანაცვლოდ უბოძა თელადგორს მამული და ორი კომლი: კალალაშვილი სესიკა თავისი ძმისწულით, მახარათი და განაყოფით, გოგიათი (1663 წ. VIII. 27. Hd-8794 გ), ხატისსოფელში - ანანა და მისი სიძე ჯაფარიძე მამულებით (1665 წ. X. 14448-5097), მანვე - სულხანის კერძი გლეხები: სარალაშვილი შალვა, მისი ძმა ბასილა, ბიძაშვილი დათუნა ხუცესი და პაპნია თავიანთი მამულებით (1667 წ. IX. 27. 1448-5096).
გაბადიძე ზურაბ - შვილი მანუჩარ გაბადიძისა, იხ.
გაბადიძე ზურაბ
შვილი სახლთუხუცეს დავით გაბადიძისა, იხ., ძმა არქიმანდრიტ ნიკოლოზ გაბადიძისა, იხ.
გაბადიძე მანუჩარ
ჰყავს შვილები: გიორგი, ზურაბ, ძმისწული დავით. იყიდა ნიკოლოზ სუნიძისაგან თელადგორში ორშაბათობით წყლით სარგებლობის უფლება და მუხრანში მიწა (XVII ს. II მესამედი.Hd-8794 ბ).
გაბადიძე ნიკოლოზ
არქიმნდრიტი, ჰყავს ძმები: ზურაბ, ბეჟან, ქაიხოსრო, დავით, [სახლიკაცი] გიორგი. ერეკლე მეფის ბრძანებით, ქართლის კათალიკოსმა იოვანე დიასამიძემ მას, მის ძმებსა და გიორგის შვილებს განუახლა ლავრის საყდრისა და ორი კომლის: ლელუაშვილისა და ბიძინაშვილის წყალობა, მამულებით, ქვათახევის ღმრთისმშობლის კუთვნილი ყმა-მამულის გარდა (1698 წ. III. 15. 1448-5098).
გაბადიძე ქაიხოსრო - ძმა არქიმანდრიტ ნიკოლოზ გაბადიძისა, იხ.
გაბადისძე ყალია
ალის მონასტრის კრებულმა მასა და მის შვილებს მისცა გაღმა ტ[ა]მალ[ა]ნი იმ პირობით, რომ წელიწადში გამოიღებდნენ ექვს ლიტრ ზეთს და ერთ გრივ პურს (XIV ს. H-1347, 156-159).
გაბადიძე შერმაზან - შვილი დავით გაბადიძისა, იხ.
გაბაკეანთ იოსებ
ხელი ჩაურთო დომენტი კათალიკოსის მიერ ხუდადა ხოჯაშვილისათვის მიცემულ წყალობის წიგნს (1660 წ V. 1. Sd-2913).
გაბაშვილები
მათ უშვილებიათ ჯავახიშვილები და სამკვიდროდ უბოძებიათ მათთვის მამულები: ცხირეთის გვერდი, ხანდაკი და თხილოვნა. კონსტანტინე მეფემ ეს მამულები უწყალობა ზაქარია, კახა და ზაზა ჯავახიშვილებს (1466 წ.Hd-2007).
გაბაშვილები
ყარის მეყორუღეები, გიორგი მეფემ გასცა ბრძანება, რომ გაბაშვილებს შეეძლოთ დაეყენებინათ [თავიანთი ჯოგი] მეითრის ჯოგთან, ხოლო სხვა ჯოგთან - არ შეეძლოთ ([1676-1688 წწ.] Hd-14956).
გაბაშვილი
ბარათაშვილთან ერთად დაიფიცა, რომ მუხათის მიწები კოდამდე თურქისტანიშვილებს ეკუთვნით (1656 წ. I. 3. Hd-14421).
გაბაშვილი
ობოლი, სამებელს მისთვის ხუთი ხარი მიუცია (XVII ს. ბოლო.1449-1841).
გაბაშვილი ასლამაზ
ჰყავს სახლიკაცები: პაპუნა, რევაზ, ხოსიტა. მათთან ერთად მოწმეა ბასილა სულხანაშვილის მიერ ზურაბ თუმანიშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1673 წ. Ad-2246).
გაბაშვილი ბახუტა - [სახლიკაცი] ინდო გაბაშვილისა, იხ.
გაბაშვილი ბეჟან - [სახლიკაცი] ინდო გაბაშვილისა, იხ.
გაბაშვილი გივი - 1632-1653 წწ.
ძმისწული ზურაბ გაბაშვილისა,იხ., [ძმა] ზაალ გაბაშვილისა, იხ., მიჰყიდა თამაზ ბარათაშვილს თაფანს ერთი მთელი საკომლო - ტალიური და ორი დღის სავენახე მიწა ბალიაშვილის ვენახს ზევით (1634 წ. Qd-871-1).
გაბაშვილი გიორგი
ბრჭე და მოსამართლე, მან არდაშელ სოლაღაშვილთან ერთად სვიმონ მეფის ბრძანება, გაარჩია ფინეზისა და მისი ძმის, ასლამაზის სამამულე დავა ([1556-1600 წწ.] Sd-1025).
გაბაშვილი გოდერძი
თავადი, მონაწილეობა მიიღო ლუარსაბ მეფის განჩინებაში იოთამ და ორბელ ბარათაშვილების გაყრის საქმეზე ([1537-1538 წწ.] VIII. 16. 1450-11/112).
გაბაშვილი დათუნა - [სახლიკაცი] ინდო გაბაშვილისა, იხ.
გაბაშვილი ელიზბარ (ვარ ელისბარ)
აზნაურიშვილი, [სახლიკაცი] ინდო გაბაშვილისა, იხ., მოწმე შერმაზან ხურდაყულიშვილის მიერ პაპუა ორბელიშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1699 წ. 1450-20/28).
გაბაშვილი ზა[ა]ლ - 1653-1657 წწ.
ჰყავს: მამა ზურაბ გაბაშვილი, იხ., ძმები: გივი, ქაიხოსრო, შვილი იესე. მიჰყიდა გიორგი ბარათაშვილს თაფანს აბულა და სარქისა მირზაშვილები ცოლ-შვილითა და მამულით (1653 წ. 1450-38/36) მოწმე გიორგი შატბერაშვილის მიერ თაყა თუმანიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1657 წ. I. 10. Hd-13051).
გაბაშვილი ზურაბ
ჰყავს: ძმა შიო, შვილი ზაალ, ძმისწულები: პაპუნა და გივი (1632 წ. 1450-32/66), ყმა ჯიშია (1632 წ. Sd-28). მას განუახლა წყალობა [თეიმურაზ] მეფემ სამკვიდრო მამულის, დიდუბისა (1632 წ. 1450-32/66), მოწმე ბახუტა უსუნბეგიშვილის მიერ ქრისტესია სვიმონაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1632 წ Sd-28).
გაბაშვილით თამაზ - [სახლიკაცი] ინდო გაბაშვილისა, იხ.
გაბაშვილი იესე - შვილი ზაალ გაბაშვილისა, იხ.
გაბაშვილი ინდო (ვარ. ინდია) - 1692-1700 წწ.
აზნაურიშვილი (1699 წ. 1450-20/28), ჰყავს [სახლიკაცები]: ბახუტა, ელისბარ, რევაზ, ოთარ, ბეჟან, თამაზ, დათუნა (1692 წ. IX. 10. 1450-32/67). ნაზარალი-ხანმა მას გაუთარხნა სოფელი თხილოვანი (1692 წ. IX. 10. 1450-32/67); მეჯინიბეთუხუცეს იარალიშვილთან ერთად, ერეკლე მეფის ბრძანებით, გაარიგა სამამულე დავა რევაზ ზურაბისშვილსა და სულხან ყაფლანისშვილს შორის (1700 წ. VI. 2. H-4164 გ); მოწმე შერმაზან ხურდაყულიშვილის მიერ პაპუა ორბელიშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1699 წ. 1450-20/28).
გაბაშვილი ნიკოლოზ
მიჰყიდა არსელა ამსოაშვილს მიწა წისქვილის წინ, პაპუნაშვილის მიწამდე (1616 წ. V. 22. 1450-13/50).
გაბაშვილი ოთარ - [სახლიკაცი] ინდო გაბაშვილისა, იხ.
გაბაშვილი პაპუნა - ძმისწული ზურაბ გაბაშვილისა, იხ.
გაბაშვილი პაპუნა - [სახლიკაცი] ასლამაზ გაბაშვილისა, იხ.
გაბაშვილი რევაზ - [სახლიკაცი] ასლამაზ გაბაშვილისა, იხ.
გაბაშვილი რევაზ - [სახლიკაცი] ინდო გაბაშვილისა, იხ.
გაბაშვილი სამადავლე (ვარ. სამანდავლე)
გაარიგა სამამულე დავა: ლუარსაბ მეფესთან ერთად კათალიკოსსა და წილკნელს შორის მუხრანულ საზღვრებზე ([1527-1556] 1449-1591), გერმანოზ ბარათაშვილსა და კათალიკოსს შორის კორინთისა და რატევანის საცილო საზღვრებზე ([1527-1558 წწ.] ლაი. P. 19 a 20 a).
გაბაშვილი ქაიხოსრო - [ძმა] ზაალ გაბაშვილისა, იხ.
გაბაშვილი შიო - ძმა ზურაბ გაბაშვილისა, იხ.
გაბაშვილი ხოსიტა - [სახლიკაცი] ასლამაზ გაბაშვილისა, იხ.
გაბაძე ბერუა
ნადარბაზევს მცხოვრები, სამთავნელის ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა მშვილდით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
გაბაძე მიქელა
ნადარბაზევს მცხოვრები, სამთავნელის ყმა საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა მისი კომლიდან ორ კაცს თოფით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
გაბეკაძეები
იოვანე კათალიკოსმა ისინი უწყალობა დეკანოზ ათანასეს (1688 წ. IV. 12. 1450-31/149).
გაბელ
როსტია ძაგანაშვილის ბატონი, მოწმე როსტია ძაგანაშვილის მიერ პაატა ნადირაძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. I მეოთხ. Hd-755 ა).
გაბელია
ემართა საკათალიკოსო გამოსაღები: ორი საკლავი, ორი ქათამი, ორი გუდა ღვინო, სამი ატარი ღომი, მეთორმეტე წელს ძროხის ნახევარი და ყოველ დღე სამსახური (XVI ს. 1448-3326).
გაბელია უჟამია
ცაიშელი, ემართა ცაიშის საყდრის ბეგარა ერთი საკლავი, ერთი ქათამი, ჰარილი, ერთი პური, სამი ლიჯი ღომი, სამი ფოხალი ღვინო და გოჭკუმური ([1616-1621 წწ.] ქსძ. III. №92).
![]() |
8.3 გაბელისძე || გაბელიძე |
▲ზევით დაბრუნება |
გაბელისძე
იხსენიება მომჩივან ზევდგინიძის საჩივრის წიგნში: თაყა [ზევდგინიძეს] მომჩივნის ძმის შვილად აყვანა მოუნდომებია. ნაშვილობის საბუთს ესაჭიროებოდა თავადთა მოწმობა და მეფის ხელრთვა. მას, მომჩივანი ზევდგინიძის სიტყვით, გიორგი მეფის „წახდენა“ და ზევდგინიძეთა მამულის ხელში ჩაგდება სურდა. ამ მიზნით მდივნისათვის ყალბი საბუთი შეუდგენინებია და ხელიც ჩაურთავს მასში (XV ს. ბოლო მეოთხ. Hd-14904 ა).
[გაბელიძე] ალუქბარ
ბიძა ამირეჯიბ ქუცნა [გაბელიძისა], იხ., ქუცნას კონსტანტინეპოლში მესამედ ელჩობის დროს მას მიუყიდია ულუმბის მონასტრისათვის ამირეჯიბთა მკვიდრი მამული ღოღეთი, რომელიც ქუცნამ უკან გამოისყიდა და ისევ მონასტერს შესწირა ([1412-1431 წწ.] ქრ.II. 208-212).
გაბელიძეები
ულუმბის ღმრთისმშობლისათვის შეწირული ყმა-მამულის ნუსხის მიხედვით, მათ ულუმბისათვის შეუწირავთ: გამოღმა ალი სრულიად, ბაჟის მესამედი და ალში ორი კომლი ნასყიდი ურიები, ალის თავს - უწლევი, ბობოკინი, ბროლოსანი, იძვისი, სამი კომლი ნაბახტევს, ორი კომლი დუმახტოს, აძურის წისქვილისათვის ფლეველთა [გამოსავალი] - თითო კოდი პური და თითო კოკა ღვინო სააღაპედ, სტკოცას - ორი კომლი „მხეიძისაგან მზითევს გარდაისად, წაღული სრულიად“ (sic), ღოღეთი, საღუალაშენი, ქვემო ბრეძა, ფრცული ღალა - ათისთავი - გოგობასშვილსა და კოკაისშვილს ევალებოდა, ისე როგორც ნუსხაში ეწერა: სამი კომლი ზემო ბრეძას, ორი - აბანოს, ორი - ატუაცს, ერთი დღის სააღაპე პური და ღვინო ქალეთური, ერთი აღაპი მაღრაძეს უნდა გადაეხადა; ღოდორა, ლიჩი, გოლისი, ხეფინიჯევი - ევალებოდათ ნუსხის მით ხედვით მუშაობა და აღაპი: გუჯარას და ჯრუჭულას შუა გაჩენილი სააღაპე გადასახადი ასანიძე მამიას და ჯანიბეგს უნდა [აეღოთ], ულუმბის ღმრთისმშობლის მამათმთავარს უნდა აეღო სარჯულო,სახუცო და დრამა, რომლის ორი წილი მოძღვართ-მოძღვრისათვის, ხოლო მესამედი - კათალიკოსისათვის მავრეკე ბარებინა.თუ მცხეთას მოინდომებდნენ დასაფლავებას,ნიშანი კათალიკოსს ეკუთვნოდა,თუ ულუმბას მოითხოვდნენ დაკრძალვას, ერთი ცხენი და ერთი წასახურავი კათალიკოსისათვის მიერთმიათ, საწირავი და ნიშანი - მოძღვართ-მოძღვრისათვის (XVI ს. ქრ. II. 212-213).
გაბელიძე მახუ - შვილი ხუტუა გაბელიძისა, იხ.
გაბელიძე რამინ
ბიძა ამირეჯიბ ქუცნა გაბელიძისა, იხ., მის სახელზე ქუცნა ამირეჯიბმა ულუმბის მონასტერში დააწესა ერთი დღე აღაპი ([1412-1431 წწ.] ქრ. II. 208-212).
გაბელისძე (ვარ. გობელისძე) რამინ (ვარ. ამირან) - 1412-1451 წწ.
მცხეთის ამილახორი ([1442] წ. ქრ. II. 252-253), ამირეჯიბი (1451წ. 1449-1481) ჰყავს: მამა ამირეჯიბი ქუცნა [გაბელიძე], იხ., ძმა საჰამ (1451 წ. 1449-1481), მეუღლე ანა ([1412-1431 წწ.] ქრ. II. 208-212). მის ძმას, საჰამს შეურთავს ქავთარასძის ასული, რომელთანაც შემდგომში „მეყვისობა“ აღმოჩენილა. ამის გამო საკანონოდ შესწირა სვეტიცხოველს - დავითის კათალიკოსობის დროს - მკვიდრი და ნასისხლი ყმა-მამული: კრცხილოანს - ლალასძე ერთი ვენახითა და მამულით, ერგნეთს - ჯოხ[ა]სძე ორი ვენახით და კიდევ სამი დღის ვენახი (1451 წ. III. 8. 1449-1481); მის სახეზე ამირეჯიბმა ქუცნა [გაბელიძემ] ულუმბოს მონასტერში გააჩინა ექვსი დღე აღაპი ([1412-1431 წწ.] ქრ. II. 208-212); მოწმე მისრი ედილაშვილის მიერ მღვდელ იესე ჭარმაულისათვის მიცემული ანდერძის წიგნისა([1442 წ.] ქრ. II. 252-253].
გაბელიძე რამინ (ვარ.ამირან) - 1448-1503 წწ.
ამირეჯიბი (1497 წ. სმ. II. 66-67 სას., 1503 წ. სძ. №27 სას), ხაზინადარი (1497 წ. სმ. II. 66-67 სას.). მისმა ძმამ მოკლა სიაოშ ფალავანდიშვილის მამა ალექსანდრე მეფისა და სხვა დარბაისელთა „მოზავებულობით“. მან ფალავანდიშვილებს სისხლში მისცა სოფელი ოქონა და ოქონის მონასტერი (1488 წ. II. l. Hd-8731); მონაწილეობა მიიღო ალექსანდრე მეფესთან ერთად სვანებსა და ჯაფარიძეთა შორის სასისხლო დავის გარჩევაში (1503 წ. სსძ. №27 სას.); მოწმე ალექსანდრე მეფის მიერ ადამ ფონჯავიძისათვის მიცემული სასისხლო სიგლისა (1497 წ სმ. II. 66-67 სას).
გაბელისძე საჰამ
მცხეთის საყდრის ამილახორი, ძმა რამინ გაბელისძისა, იხ.
[გაბელიძე] ქურციკ
პაპა ამირეჯიბ ქუცნა [გაბელიძისა], იხ., მის სახელზე ქუცნა ამირეჯიბმა ულუმბის მონასტერში დააწესა ორი დღე აღაპი ([1412-1431 წწ.] ქრ. II. 208-212).
[გაბელიძე] ქუცნა - [1412-1431 წწ.].
ამირეჯიბი, ჰყავს: პაპა ქურციკ, მამა ცუარი, ბიძები: ალუქბარ, რამინ, მეუღლე რუსა, შვილები: რამინ, ნათია, რძალი ანა, სიძე კონსტანტინე მეფე [შვილიშვილი] ალექსანდრე (I) მეფე, იხ. ([1412-1431 წწ.] ქრ. II. 208-212), [შვილიშვილის შვილი] ამირეჯიბი ქუცნა [გაბელიძე], იხ., აღაშენა დემურის მიერ აოხრებული ულუმბის ღმრთისმშობლის უდაბნო და დააწესა იქ აღაპები, ცხრა დღე თავისთვის, ექვსი დღე თავისი ძის, რამინისათვის, ოთხი დღე თავისი მეუღლის, რუსასათვის. ორი დღე თავისი რძლის, ანასათვის, ორი დღე მამამისის ცუარისათვის, ერთი დღე ბიძამისის რამინისათვის,ორი დღე პაპამისის ქურციკისათვის, სამი დღე ალექსანდრე მეფისათვის, ორი კონსტანტინე მეფისათვის, ერთი დღე დედოფალ ნათიასათვის, ორი დღე გიორგი მეფისათვის და ერთი დღე ქურციკის მეუღლისათვის. შესწირა მას ნასისხლი, ნაჯილდოები, ნამზითვი, ნასყიდი და საუპატიოდ აღებული მამულები მხეიძისაგან ნასყიდი და ნამზითვი წაღვლი მისი [წინაპრები] რუსუდან მეფეს „სპარსის“ ლაშქრის წინააღმდეგ ამირსპასალარად1 დაუდგენია. ისინი მტერს შებმიან, დაუმარცხებიათ და სულთნის დროშა და თაჯი მეფისათვის მიურთმევიათ. მეფეს ისინი შეუწყალებია და ჯილდოც უბოძებია. შესწირა ულუმბის უდაბნოს ლომინაძის ბებიის ნამზითვი წირქუალი და „ზოდი მონასტრისა“, ნაოხარი სოფლები: ღოდორა, ლიჩი, გოლისი, უწლევი, ბობოკინი, ბროლოსანი, აძვისი, რომელთა გამოსავალი და ბეგარა მოძღვართ-მოძღვრისათვის უნდა მიებარებინათ. მისთვის ულუმბოში თორმეტ საუფლო დღეს უნდა ჟამი ეწირათ და კარგაღებული აღაპი გადაეხადათ. ამას გარდა, შესწირა დროშა და თაჯი მრავალძალის [მონასტერს] „სპარსეთის ხელმწიფეს“ იგი კონსტანტინეპოლში ელჩად გაუგზავნია. ამ დროს კლიმიჩაძისაგან უყიდია ქვემო ბრეძა, შეუწირავს ულუმბის ღმრთისმშობლისათვის და გაუჩენია აღაპი თავისთვის და თავისი ძის, რამინისათვის. მიუღია ახალდაბის სანაცვლოდ ჩიტალაძის მიერ კუჭაძისათვის მიყიდული საღუალაშენი, რადგანაც ახალდაბა მას უყიდია კუჭაძისაგან. ახალდაბა თუმანიშვილისათვის მიუციათ, ვინაიდან ძველთაგანვე მას ეკუთვნოდა. როდესაც კონსტანტინეპოლიდან მესამედ მობრუნებულა, ამ დროს ნათია დედოფალს კახეთს ძე შესძენია. მის ჩამოსვლამდე ბიძამისს ალუქბარს, ღოღეთი ულუმბის ღმრთისმშობლისათვის მიუყიდია. მას მამულის გაყიდვა უწყენია, სოფელი ღოღეთი ურიცხვი საქონლით დაუხსნია და ისევ ულუმბის ღმრთისმშობლისათვის შეუწირავს ნათია დედოფლის სახელზე გააჩინა ერთი აღაპი. ღოღეთიდან მეხუთედი მოდი უნდა აეღოთ და გამოსავალი მოძღვართ-მოძღვრისათვის მიებარებინათ. როგორც ეს სვინაქსარში ეწერა, აღაპი უნდა გადაეხადა ღოღური მოდიდან, ნაწილი მონაზვნებისათვის უნდა მიეცა და მოგზაურებისათვის ეჭმია, ერთი გუთანი კი თავისთვის შეენახა ([1412-1431 წწ.] ქრ. II. 208-212); იხსენიება: მისი მიცვალების დღეს, 21 ოქტომბერს ალექსანდრე მეფემ მის სახელზე სვეტიცხოველში დააწესა აღაპი (1432 წ. H-2513-11), [ქუცნა ამირეჯიბის] მიერ ულუმბის ღმრთისმშობლისათვის მიცემულ შეწირულების წიგნში ამირეჯიბ ქუცნა [გაბელიძის] პაპად. მას აღუდგენია დემურისაგან „მიწის სწორად გასწორებული“ ულუმბის ღმრთისმშობელი (XVI ს. დასაწყისი. ქრ. II. 211).
____________
1. აღდგენილია მ. ბროსეს ნუსხის მიხედვით, იხ. A. გვ.132.
[გაბელიძე] ქუცნა - [1537-1538 წწ.].
ამირეჯიბი, ჰყავს პაპა ამირეჯიბი ქუცნა [გაბელიძე], რომელსაც აღუდგენია დემურის მიერ დანგრეული ულუმბის ღმრთისმშობელი. როდესაც ფალავანდიშვილის საქმეზე ალექსანდრე მეფეს ალი შეუხუთავს („შეხუთა“), ქუცნას პაპის ორი ძმა ალინჯას შეუპყრიათ ტყავი გაუძვრიათ და ბზით დაუტენიათ. შემდგომში მეფეს გაბელიძეები ისევ შეუწყალებია და მათგან აშენებული ალი ისევ მათთვის უბოძებია. მან წამებულთა მოსახსენებლად ულუმბის ღმრთისმშობელს შესწირა გამოღმა ალი ბაჟის მესამედი წაკუაძის სარგოს გარდა, როგორც სიგელებში ეწერა იმგვარად და დაადო ულუმბის ღმრთისმშობლის ბეგარა: ოთხმოცი ლიტრა ზეთი, ორ-ორი ზურგიელი, მიწიდან - მეხუთედი მოდი, მთელი მამულიდან - ოცდაოთხი კოკა „საულუმბოს კოკითა“. ჩიჯანს არ უნდა დაკლებოდა მისი სამოურაო, ულაყი თბილისამდე და ქუთაისამდე (XVI ს. დასაწყისი. ქრ. II. 210-211); მონაწილეობა მიიღო ლუარსაბ მეფესთან ერთად იოთამ და ორბელ ბარათაშვილების გაყრაში ([1537-1538 წწ.] VIII. 16. 1450--1/112.
[გაბელიძე] ცუარი
მამა ამირეჯიბ ქუცნა გაბელიძისა, იხ., მის სახელზე ქუცნა ამირეჯიბმა ულუმბის მონასტერში დააწესა ერთი დღე აღაპი ([1412-1431 წწ.] ქრ. II. 208-212).
გაბელიძე ხუტუა
ჰყავს შვილი მახუ. ბაგრატ მეფემ მას გაუჩინა სისხლის ფასი 400 ათასი ძველი კირმანეული თეთრი (1512 წ. IV. 13. ქმ. №1633 სას.).
გაბილა
გოშფარ და როინ [ჯავახიშვილების] გაყრის დროს იგი ერგო გოშფარს ახალშენსა და ცხირეთში მცხოვრებ სხვა გლეხებთან ერთად ([1527-1558 წწ.] Qd-605).
გაბილაშვილი
მისი ნაქონი მიწა წინვენახს ზევით, ახოში, საქალაქო გზამდე, პაპუნა გოსტაშაბიშვილმა მიჰყიდა გიორგი ლარაძეს (1693 წ. IV. 20. 1450-10/134).
გაბილაშვილი გაბილა
მღვდელი, მოწმე ქიტია დათუნაშვილის მიერ ზურაბ ლარაძისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1655 წ .XI. 15. 1450-10/127).
გაბილაშვილი თევდორე - 1644-1646 წწ.
წინვენახს მცხოვრები, მოწმე პაატა სულხანიშვილის მიერ ზურაბ ლარაძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1644 წ. VII. 15. 1450-10/121), მღვდელ თევდორე ქუდრეგვენაშვილის მიერ ზურაბ ლარაძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1646 წ. XII. 1. 1450-10/119).
გაბიოშვილი ბერი
მიწოფს მცხოვრები, ედიშერ და პაპუნა [ციციშვილების] გაყრის დროს, იგი, თავისი მამულით, ერგო ედიშერს ([1688-1703 წწ.] Hd-1636).
გაბისულაჲსძე
[სახლიკაცი] თურქანაისძისა, იხ., გაბისულაჲსძის სახლის მიცვალებულების ადგილი ყოფილა ლაბეჭინის ეკლესიაში. ამ უფლების დამადასტურებლად გაბრიელ ლაბეჭინელი უთითებს მათ ანდერძზე (XIII ს. A-1563. 272 r 275 v).
გაბიტა - ძმა გოგიასი, იხ.
![]() |
8.4 გაბიტასშვილი || გაბიტაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
გაბიტასშვილი გიორგი
მდივან გივი თუმანიშვილს მისცა თამასუქის გაბათილების წიგნი ([1681-1721 წწ.] Sd-935).
გაბიტაშვილი (ვარ. გაბიტასშვილი) გოგილა
მოწმე ამილბარ ბეჟიტაშვილის მიერ ოთია ინანაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. შუა ხანები. Sd-1783).
გაბიტაური
სამებელ მაყაშვილის მკვიდრი ყმა ([1670-1696 წწ.] Ad-612).
გაბოში
[ნიკორწმინდელმა] ხოტევანს მისგან იყიდა მიწა, რაშიც გადაიხადა ხარი ([1071-1080 წწ.] 1449-1563).
გაბრავა გაიდურთი
ლევან დადიანმა იგი და მისი სახლიკაცი შესწირა ბიჭვინტის ღმრთისმშობელს და ყოველ მეორე წელიწადს დაუწესა გადასახადები: ერთი ძროხა, ერთი მახათელი ღომი, სამი გუდა ღვინო, ერთი ქათამი, ერთი თეფში პური (1628 წ. Sd-2904).
გაბრიელ
ქართლის კათალიკოსი, დამამტკიცებელი და მოწმე გიორგი მეფის მიერ შიომღვიმის მონასტრისათვის მიცემული შეუვალობის განახლების სიგელისა (1073 წ. 1448-248). იხსენიება არსენ კათალიკოსის მიერ შიომღვიმის მონასტრისათვის მიცემული შეუვალობის განახლების დაწერილის კრულობით ნაწილში ([1242-1244 წწ.] შმმის. 51).
გაბრიელ
ლაბეჭინელი, ჩამოთვლის, თუ რა შეჰმატა თავისი მოღვაწეობის პერიოდში ლაბეჭინის ეკლესიას: აღადგინა დაქცეული ლაბეჭინის საყდარი (12 კალატოზი ამუშავა პირველ ზაფხულს, მეორე ზაფხულს 13, მესამე ზაფხულს დაასრულა). მშენებლობის ხარჯების გასტუმრებაში საფასით დახმარებია რუსუდანი, ვ ნის (?) დედა. ეკლესიისათვის მოაჭედინა და დაახატვინა ხატები, დააწერინა წიგნები და შესწირა ეკლესიას. გაუშენებია „ზემო და ქვემო აგარები“, დაუდგამს საპირუტყვე სახლი. მოუგია ექვსი გლეხი, ოთხი ხეგიანისეული, ერთი ინასარისძისეული - ბერმუჯისძე. ერთ საგლეხოზე, კლდეა ჰამარისძის მიერ შემოწირულზე, დაუსახლებია კაცი ჟოშხას - ჟოშქოფაისძე და გოგელაური პარტახტი ივანე ქობულისძეს მოუხსენებია ეკლესიისათვის. საფლავის ადგილი ეკლესიაში თურქანავსძეს მიაკუთვნა, რომელსაც უცნობი პირი ედავებოდა. „თურქანასძეს არავინ ემართლების ეკლესიასა წაღებასა ამით, რომელ გაბისულავსძის სახლისა მკუდართა, აქა დამარხულთა, ანდერძი არს“. არპანას აუშენებია ეკლესია, მოუგია ხატები და წიგნები. გამოუცვლია ბეღლები, შეუკაზმავს ჭურ-მარანი, ოთხი საწნახელი, საკაცე და საპირუტყვე სახლები აუშენებია. ხეგიანების ვენახი მათივე მიცვა ლებულებისათვის იყო შეწირული, ჭაღუმელასძის სახლისა და მამულის ნახევარი - შუშანაის სამლოცველოდ და სააღაპედ, ხოლო მეორე ნახევარი ეკლესიისა ყოფილა (XIII ს. A-1563, 1272 r-275 v).
გაბრიელ
სამეფო კარის ხუცესი, მოძღვარი, დამწერი გიორგი მეფის მიერ ფილიპე ერემაძისათვის მიცემული შეუვალობის წიგნისა (1453 წ. VIII. 6. H-1055 ა).
გაბრიელ - [1466]-[1492] წწ.
ამბა-ალავერდელი, მისცა ერთგულების პირობის წიგნები კათალიკოს დავითს ([1466-1479 წწ.] Ad-125 ) და კათალიკოს [ნიკოლოზს] [1488-1492 წწ. Ad-1717).
გაბრიელ
ნაცვალი, მოწმე ნასყიდა ბანცაძის მიერ გელათის მოძღვართ-მოძღვარ ილარიონისა და წინამძღვარ მელქიზედეკ აბაშიძისათვის მიცემული პირობის წიგნისა ([1505-1519 წწ.] 1449-1670).
გაბრიელ
ნაქალაქევში მცხოვრები, ჯანგაზ და ფირან მხეციძეებმა იგი შესწირეს გელათის ხახულის ღვთისმშობელს (1540 წ. ახლო, 1449-1674).
გაბრიელ
მოურავი, მოწმე სანასარას მიერ ვეციკასათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1547 წ. Hd-1555).
გაბრიელ
დავით გარეჯის დეკანოზი, მისი და დავით გარეჯის მონასტრის წინამძღვრის, ნათანაელ გრწყილასძის თხოვნით, ლეონ მეფემ დავით გარეჯას განუახლა შეწირულება ბედიყარას მცხოვრები სამი კომლისა: სულიასი, რამინასი და ოსიყმასი (1566 წ. 1449-1753).
გაბრიელ
ალანის მიტროპოლიტი, მამია გურიელის მიერ ქრისტეს საფლავისათვის მიცემული შეწირულების წიგნის მიხედვით, იგი თეოფანე პატრიარქს დაუდგენია ჩეხედენას ტაძრის ვექილად. მას ევალებოდა ბეგარის აკრეფა ჩეხედენას ტაძრისათვის შეწირული ყმა-მამულიდან და იერუსალიმში გაგზავნა ([1601-1627 წწ.] Ad-1913).
გაბრიელ
ქუთათელმა მთავარეპისკოპოსმა ბასილიოსმა მასთან ერთად გადაწყვიტა ათონის პორტაიტის ღმრთისმშობლისათვის შეწირულების გაღება. ამ შეწირულების საზღაურად, მისი, მამა თეონესა და მამა ეგნატის დაპირებით, ბზობა დღეს ტრაპეზზე უნდა მოეხსენებინათ ბასილი ქუთათელი (1602 წ. VI. 1. 1448-3321).
გაბრიელ
სამთავროს დეკანოზი. მისი შუამავლობით და იორდანეს თავმდებობით, ქაიხოსრო ელიოზიშვილმა იოანე სუმბულიძეს დახოცილი ღორების სანაცვლოდ მისცა ნავენახარი პეტრიას ვენახის ქვემოთ (1613 წ. 1450-31/139).
გაბრიელ - მამა იესესი, იხ.
გაბრიელ - 1622-1654 წწ.
შვილი სალაროს ქილიფთარ ბახუტასი, იხ. (1654 წ. Hd-8389). მონაწილეობა მიიღო ქრისტეფორე კათალიკოსთან ერთად კისისხეველთა და ხოდაშნელთა შორის სამამულე საქმის გარჩევაში (1654 წ. I. 2. Hd-8389).
გაბრიელ
კანდელაკი, ძმა შემოქმედელი მთავარეპისკოპოსის იაკობისა; მოწმე ქაიხოსრო გურიელის მიერ იერუსალიმის ჯვრის მონასტრისათვის მიცემული შეწირულებათა განახლების წიგნისა ([1647-1658 წწ.] Hd-10274-ა).
გაბრიელ
მღვდელ-მონაზონი, ბატონი, ჰყავს ძმისწული პაპუნა. მოწმე და „შუადამხდური“ ქართლის კათალიკოს ქრისტეფორეს მიერ რამაზ [ზუმბულიძისა] და მისი ძმისათვის მიცემული გაყრის წიგნისა (1651 წ. II. 13. 1450-31/105).
გაბრიელ - შვილი ელიასი, იხ.
გაბრიელ - ცაგერელ-ჭყონდიდელ-ბედიელი, იხ., ჩიქოვანი გაბრიელ
გაბრიელ
წაჩხურელი, ჰყავს ძმისწული პაპუნა, ვამეყ დადიანმა ისინი შესწირა წაჩხურის ეკლესიას ([1660 წ.] სს. II. №56-2).
გაბრიელ
თბილელის მოურავი, მოწმე ზაზუტა ალხაზიშვილის მიერ სახლთუხუცეს პაპუა [მაღალაძისათვის] მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (16[6]3 წ. 1448-5074).
გაბრიელ
დიღმის მამასახლისი, მოწმე გიორგი ხიზანაშვილის მიერ [დომენტი] კათალიკოსისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1673 წ. III. 7. Ad-1666).
გაბრიელ
მღვდელი, მოწმე მაზიტა უგუნურიშვილის მიერ პაპუა [მაღალაძისათვის] მიცემული ყმის ნასყიდობის წიგნისა (1674 წ. XII. 15. Ad-1613).
გაბრიელ
იერუსალიმის ქართველთა ჯვრის მონასტრის ყოფილი [მამა]. მას რაღაც დანაშაული მიუძღოდა იერუსალიმის ჯვრის მონასტრის წინაშე, რის გამოც იგი [ნიკოლოზ წულუკიძემ] გაკიცხა (1675 წ. II. 8. Ad-553).
გაბრიელ - შვილი დათუნასი, იხ.
გაბრიელ
ბერი დამწერი და მოწმე პეტრე ქურხულის მიერ თავის ბიძაშვილ დავითისათვის მიცემული პირობის წიგნისა (1681 წ. XII. 20. Hd-11496).
გაბრიელ
მგალობელი, დამწერი და მოწმე დომე[ნ]ტისა და ზაქარია თურმანიძეს შორის დადებული ვალის გარიგების წიგნისა (1682 წ. Hd-8479).
გაბრიელ - 1686-1692, [1705] წწ.
მღვდელი (1692 წ. Sd-560), ხელმწიფის კარის დეკანოზი ([1693-1705 წწ.] Hd-2757), შვილი დედოფლის || ხელმწიფის კარის დეკანოზ პეტრესი, იხ.(1682-1692 წწ. 1449-425, Hd: 7229, 8415-ა, Sd-560, Ad-114), ძმა აბელისა, იხ., მოწმედ და დამწერი: ზურაბ შალიკაშვილის მიერ ზურაბ ჯავახიშვილისათვის მიცემული ყმა-მამულის ნასყიდობის წიგნისა (1686 წ Hd-7229), ბაგრატ და ლევან ბატონიშვილების მიერ სახლთუხუცეს ქაიხოსრო რატიშვილისათვის მიცემული ყმა-მამულის წყალობის წიგნისა (1688 წ. X. 7. Hd-8415-ა), სეხნია ტატიშვილის მიერ შოშიტა მიქელაშვილისათვის მიცემული ვენახის თარხნობისა და სახასო მიწის წყალობის წიგნისა (1692 წ. XI. 10. Sd-560), ბერ ქონაშვილის მიერ ელისბარ დავითიშვილისათვის მიცემული ყმობის პირობის წიგნისა (XVII-XVIII სს. მიჯნა Hd-2757), ფრაგმენტულად მოღწეული ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. II ნახ. Ad-114).
გაბრიელ
მისი სადგომი დარჩა რევაზ მაღალაძეს გიორგი თარხან-მოურავისშვილთან დავის გარიგების შედეგად (1691 წ. 1448-3268).
გაბრიელ
მოძღვარი, ჰყავს [ძმა] შოშიტა, იხ., მოწმე ფარსადან ჯავახიშვილის მიერ ზურაბ ჯავახიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1692 წ. VII. 11. Sd-569).
გაბრიელ
წინამძღვარი, მოწმე ოთია გოგიბედაშვილის მიერ ზურაბ და შერმაზან ჯავახიშვილებისათვის მიცემული პირობის წიგნისა (1695 წ. IV. 6. Hd-8265).
გაბრიელ
ხუცესი, ხვედურეთში მცხოვრები. ედიშერ და პაპუნა [ციციშვილების] გაყრის დროს იგი თავისი მამულით ერგო პაპუნას ([1688-1703 წწ.] Hd-1636).
![]() |
8.5 გაბრიელა || გაფრიელა |
▲ზევით დაბრუნება |
გაბრიელა
„პაპა“, მოწმე გოგინას მიერ მის ძმისშვილ იესესათვის მიცემული მარნის ჩუქების წიგნისა (1676 წ. 1448-2330).
გაბრიელა - 1689-1690 წწ.
მამასახლისის შვილი, დამწერი მერაბ ხუდაბაშასშვილის მიერ ბაინდურ ალიხანასშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1689 წ. III. 1. ცსსა 1450-45/127); მოწმე ამირან სუნბატასშვილის მიერ ასატურა ბეჟანისშვილისათვის მიცემული ყმების ნასყიდობის წიგნისა (1690 წ. IV. 1450-49/101).
გაფრიელა
მოწმე შიუანთ ასლამაზას მიერ შიოანთ ზალინასათვის მიცემული სახლის ნასყიდობის წიგნისა. საბუთს უზის მისი ბეჭედი სომხური ლეგენდით (1699 წ. IV. 1. 1448-276).
გაბრიელა
გორს მცხოვრები, ძველი მამასახლისი. მასა და სხვა გორელებს ფარსადან ციციშვილმა მისცა ზედაველის მთაში, სანიაჟორში და ურიულში ტყით სარგებლობის უფლება (1699 წ. II. 24. Hd-13151).
გაბრიელა
ქვემო ძვიმლეთს მცხოვრები, სეხნია ტატიშვილის ბოგანო ყმა. ჰყავს ორი ვაჟი, მოხსენიებულია ზემო ქართლის სადროშოს აღწერის დავთარში (XVII ს. II ნახ. Qd-7017).
გაბრიელა
„მამულაიშვილის კაცი“, ბახუტა ნაკაიძის სიკვდილის შემდეგ მისი ქვრივი მამულაიშვილმა შერთო „ბუშ გაბრილას“ ([1689-1717 წწ.] Hd-10345).
გაბრიელა
ციცი [ციციშვილისა] და მამუკა მაღრაძის დავის გარიგების შედეგად იგი თავისი ქონებით დარჩა მამუკას (XVII ს.ბოლო. Hd-821).
გაბრიელაი
[სიმონ] მეფემ განუახლა სვეტიცხოველს ძველი შეწირულება - ერეთს ორი კომლი: გაბრიელა და მისი განაყოფი მათი მამულებით (1559 წ. XII. 1. Ad-1572).
გაბრიელაიშვილი ნასყიდა
როკითს მცხოვრები, ემართა ქუთაისის საყდრის ბეგარა: ოცდარვა კოკა ღვინო, ერთი ურემი ღომი, ორი ნაოთხალი ღომი, 30 მკლავი ფეტვი, საკლავით ყველით, კვერცხით, თევზით, ერთი ლიტრა ყველი, გოჭი, ქათამი, ტვირთი, მუშაობა, ერთი თეთრის ღირებულების ყავარის მიტანა (1578 წ. H-626).
![]() |
8.6 გაბრიელასშვილი || გაბრიელაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
გაბრიელაშვილი
ნაკურალებს მცხოვრები, ემართა ცაგერის საყდრის ბეგარა: ერთი გორო ღვინო, ხუთი ფოხალი პური, ექვსი თეთრის ნაკლავი, ერთი ქათამი, პურის ჭამა და სამსახური (XVI ს ლაი. H-84-85, 87 a-89 b).
გაბრიელაშვილი
ორჭოშანს მცხოვრები, ამილახვრის ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით მისი კომლიდან ორ კაცს ევალებოდა მშვილდით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
გაბრიელაშვილი
ქალაქს მცხოვრები ხუცესი. მოხსენიებულია ყმების ნუსხაში (XVII-XXIII სს. Hd-819).
გაბრიელასშვილი განონა - ძმა როსტია გაბრიელასშვილისა, იხ.
გაბრიელაშვილი იაგულაი
კრკონს მცხოვრები, როინ და გოშფარ [ჯავახიშვილების] გაყრის დროს იგი ერგო როინს ([1527-1558 წწ.] Qd-605).
გაბრიელასშვილი როსტია
კავთისხევში მცხოვრები, შვილი გაბრიელა ბეთიასშვილისა, იხ., ჰყავს ძმა განონა. იგი და მისი ძმა დავით მეფემ ნასისხლად უწყალობა ივანე სოლაღაშვილს, რომელსაც ეს ყმები გაქცევია და ციხე და მამულიც დაუკარგავს ყალბი საბუთის საფუძველზე (1512 წ. V. 7. 1448-61)
[გაბრი]ელისშვილი
მისი შეწირულება კონსტანტინე მეფემ განუახლა მცხეთის სვეტიცხოველს დოროთეოსის კათალიკოსობის დროს ([1503-1505 წწ.] 1443-1656).
გაბრიელისშვილი
თელოვნის ბატონი, მოწმე პაპუნა დედაბრიშვილის მიერ მღვდელ დავით ზანდარაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1696 წ. Hd-14861 ა).
გაბრიელისშვილი ბადრი
მოწმე მცხეთის საყდრის მეჯინიბეთუ ხუცესის მამისას მიერ თავის ძმისწულ ზაქარიასათვის მიცემული მამულის ანდერძის წიგნისა (1477 წ. Hd-1354).
გაბრიელისშვილი ბერუკა - ძმა თანია გაბრიელისშვილისა, იხ.
გაბრიელისშვილი გაბრიელ - [სახლიკაცი] საამ გაბრიელისშვილისა, იხ.
გაბრიელისშვილი გაბრიელ
ხვედურეთში მცხოვრები, ედიშერ და პაპუნა [ციციშვილების] გაყრის დროს იგი თავისი მამულით ერგო. პაპუნას ([1688-1703 წწ.] Hd-1636).
გაბრიელისშვილი გაბრიელა
რუისში მცხოვრები, ედიშერ და პაპუნა [ციციშვილების] გაყრის დროს იგი თავისი მამულით ერგო ედიშერს ([1688-1703 წწ.] Hd-1636).
გაბრიელისშვილი გიორგი - [სახლიკაცი] საამ გაბრიელისშვილისა, იხ.
გაბრიელისშვილი დავითა - შვილი თანია გაბრიელისშვილისა, იხ.
გაბრიელისშვილი ებიტა - შვილი თანია გაბრიელისშვილისა, იხ.
გაბრიელისშვილი ზედგინ - შვილი თანია გაბრიელისშვილისა, იხ.
გაბრიელისშვილი თანია - 1644-1675 წწ.
სასაფლაოს აზნაურიშვილი(1657 წ. 1449-25), ომფორის მოლარე (1654 წ. Hd-8389). ჰყავს: ძმა ბერუკა, შვილები: ებიტა, იესე, ზედგინ, იორამ, დავითა, სეხნია (1657 წ. 1449-25). როსტომ მეფემ მას ხელახლა დაუბრუნა მისივე ყოფილი ყმები, რომლებიც თელოვნიდან აყრილან და ავლაბარში დასახლებულან: დათუა ასლანაშვილი, გოგია მგელაშვილი, ბერიკა შაქარაშვილი და თელოვანს მცხოვრები სხვა გლეხებიც (1657 წ. 1449-25); იყო მოფიცარი მოწმე წინა საგარეჯოელთა და მამუჩი ჭავჭავაძეს შორის ქრისტეფორე კათალიკოსის მიერ სამამულე დავის გარიგების დროს (1654 წ. I. 2. Hd-8389); მოწმე წეროვნელთა მიერ გაბრიელ ელიოზისძე-გედევანიშვილისათვის მიცემული სააღაპე წიგნისა (1644 წ. 1448-5102), ქრისტეფორე კათალიკოსის მიერ შერმაზან სუნბულიძისათვის მიცემული მამულის წყალობის წიგნისა (1645 წ. 1450-31/122), გიორგი ხიზანაშვილის მიერ [დომენტი] კათალიკოსისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1673 წ. III. 7. Ad-1666), დომენტი კათალიკოსის მიერ ზაქარია ჭარმაულისათვის მიცემული გაყრის წიგნისა (1675 წ. VI. 5. 1450-2/177).
გაბრიელისშვილი იესე - [სახლიკაცი] საამ გაბრიელისშვილისა, იხ.
გაბრიელისშვილი იესე
მცხეთის დეკანოზი, მოწმე ლომიტა მიქიაშვილისა და ნონია ტატუაშვილის მიერ დავით გედევანიშვილისათვის მიცემული საწისქვილის და სავენახის ნასყიდობის წიგნისა (1626 წ. 1450-47/38).
გაბრიელისშვილი იესე - შვილი თანია გაბრიელისშვილისა, იხ.
გაბრიელისშვილი იოანე - [სახლიკაცი] საამ გაბრიელისშვილისა, იხ.
გაბრიელისშვილი იორამ
შვილი თანია გაბრიელისშვილისა, იხ., მოწმე და დამწერი არუთინა ოჰანეზაშვილის მიერ [დომენტი] კათალიკოსისათვის მიცემული თავნასყიდობის წიგნისა (1671 წ. 1448-1181).
გაბრიელისშვილი ნოსან - [სახლიკაცი] საამ გაბრიელისშვილისა, იხ.
გაბრიელისშვილი ომარ - [სახლიკაცი] საამ გაბრიელისშვილისა, იხ.
გაბრიელისშვილი საამ
ჰყავს [სახლიკაცები]: იესე, იოანე, ომარ, გაბრიელ, გიორგი, ნოსან. მიჰყიდა მკვიდრი გუბას მიწა იესე ჭერმეულს (1498 წ. ქრ. II. 312).
სეხნია - შვილი თანია გაბრიელისშვილისა, იხ.
გაბრიელიძე კეთილაი
ალექსანდრე მეფემ იგი, შვილებითურთ შესწირა გელათის მონასტერს ([1484-1510 წწ.] 1449-1585).
გაბროშვილი პეტრე
პატარძეულს მცხოვრები, ხუცესი. აზატი ყმა, ევალებოდა ნინოწმინდის საყდრისათვის შეკაზმული ცხენისა და იარაღის გამოღება ([1688-1694 წწ.] Ad-116).
გაბუა
ჰყავს ძმა სუხინა, იხ. (1699 წ. Hd-13151), მას სხვა გორელებთან ერთად ფარსადან ციციშვილმა მისცა ტყით სარგებლობის უფლება ზედაველის მთაში, სანიაჟორსა და ურიულში (1699 წ. II. 24.Hd-13151).
გაბუაშვილი
მის მიერ ნაყიდი სასაფლაო მამუკა მაღრაძისა და ციცი [ციციშვილის] დავის შედეგად დარჩა მამუკას (XVII ს. ბოლო. Hd-821).
გაბუნია
საქუჩულორიოს მცხოვრები, ლევან დადიანმა იგი შესწირა ბიჭვინტის საყდარს (1628 წ. Sd-2904).
გაბუნია ბახუელა - [სახლიკაცი] კაცია გაბუნიასი, იხ.
გაბუნია გარჯღუელა - [სახლიკაცი] კაცია გაბუნიასი, იხ.
გაბუნია იოვანე
გეგუთს მცხოვრები, მასა და მის ძმას ემართათ ქუთაისის საყდრის ბეგარა: „თივა ზნა ცხრაასი“, ექვსი თეთრი, ერთი ქათამი, შინ ჩადგომით სმა-ჭამა და ცხენით სამსახური (1578 წ. H-626).
გაბუნია კაცია
ჰყავს სახლიკაცები: მამა, ბახუელა, გარჯღუელა, ჯაშუშია. იგი თავისი სახლიკაცებით ლევან დადიანმა შესწირა ხონის ტაძარს ([1628-1639 წწ.] დსსს. I. 51-52).
გაბუნია მამა - [სახლიკაცი] კაცია გაბუნიასი, იხ.
გაბუნია მყაზარია
ხახუსშვილის კაცი, ლევან დადიანმა იგი შესწირა ხონის ტაძარს ([1628-1639 წწ.] დსსს I. 51-52).
გაბუნია ჯაშუშია - [სახლიკაცი] კაცია გაბუნიასი, იხ.
გაბუნიანი
გობეჩვიანთა მიერ ჯაფარიძეებისათვის მიცემული დაწერილის მიხედვით, მასა და გობეჩვიანებს შორის საქმის გარჩევაში ჯაფარიძეებს მონაწილეობის მიღება არ ეკუთვნოდათ (XIV-XV სს., სსძ. II. №106).
გაბუნიანი გამრეკელ
მოურავი და მოწმე შატმაზ […]რიანის] მიერ ივანე სეტიელისათვის მიცემული „წარკუეთილი გარდაწყუედილობის“ დაწერილისა (XIV-XV სს. სსძ. II. №93).
გაბუნიანი ჩემო
გუშელ ზურაბიანის მიერ იოვანე სეტიელისათვის ბოძებულ დაწერილში აღნიშნულია, რომ მას წაუღია იოვანე სეტიელის ქუბი (?) (XIV-XV სს. სსძ. II. №87).
გაბუცასძე საგინა
წედისის წმინდა გიორგის შესწირა ხუთი სპილენძი ღვინო და მიაბარა ზადიკა გამგებლიშვილს (XIV-XV სს. H-1393, 36v-39r).
![]() |
8.7 გაგაა || გააგა |
▲ზევით დაბრუნება |
გაგაა ბახუტა
ცაისში მცხოვრები, ემართა ცაიშის საყდრის ბეგარა: ერთი ოჩხოლი და გოჭკუმური ([1616-1621 წწ.] სსძ. III. № 92).
გააგა გინაგონ
ცაიშელი, ემართა ცაიშის საყდრის ბეგარა: გოჭკუმური ღომით, ღვინით, ხორცით, თევზით, ყველით, კვერცხით, სამარხოთი, „რაც იმ დღეს მოუნდებოდეს“. ახალ წელს ერთი ღორი მოხელისათვის ([1616-1621 წწ.] ქსძ., III. № 92).
გაგაა გუგუგია
ცაიშელი. ემართა ცაიშის საყდრის ბეგარა: ერთი საკლავი, ერთი ქათამი, მარილი, ერთი პური, სამი ლიჯი ღომი, სამი ფოხალი ღვინო, გოჭკომური კარგი საჭმელი ([1616-1621 წწ.] ქსძ. III. №92).
გაგაა გუგუტია
ცაიშელი, ემართა ცაიშის საყდრის ბეგარა: გოჭკუმური კარგი საჭმელი (1616-1621 წწ.] ქსძ. III. № 92).
გაგალისშვილი დიმიტრი - იხ. მაღალაძე დიმიტრი
გაგანაძე გეგელა
მოწმე პაპუა ტატიშვილის შვილების მიერ შოშიტა მიქელაშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1607 წ. ახლო. Hd-750).
გაგანაძე თედია
ქვემო ძვიმლეთს მცხოვრები, ბეჟანა ტატიშვილის ყმა, ჰყავს ერთი ვაჟი. მოხსენიებულია ზემო ქართლის სადროშოს აღწერის დავთარში (XVII ს. II ნახ. Qd-7017).
გაგაძე ლაზარე
მოწმე შანშე სეფედავლეშვილის მიერ ბოქაულთუხუცეს ქაიხოსრო [რატიშვილისათვის] მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1666 წ. 1448-4150).
გაგელა: გაგელაური - 1626-1646 წწ.
დავით თურქისტანიშვილს საუფროსოდ ერგო ახალდაბას გაგელაური მამული (1626 წ. 1450-50/70); როსტომ მეფემ ლეონ თურქისტანიშვილს უბოძა ახალდაბას გაგელაური საკომლო მისი მამულით (1646 წ. III. 12. 1450-18/89).
[გაგელი]აღბუღა
ჰყავს [მამა] ვაჰრამ, მისგან და მისი შვილებისაგან ხოჯა სალამის ცოლ-შვილს, სომეხ ჰასან სუმბატისძესა და ურია იოსებ ბუღაფაისძეს 65 000 თეთრად უყიდიათ სოფელი ხოვლე, რომელიც ორტაღთაგან შეისყიდა მეჭურჭლეთუხუცესმა კახა [თორელმა] და რკონის ღმრთისმშობელს შესწირა ([1260 წ.] Sd-2859).
[გაგელი] ვაჰრამ
ჰყავს [შვილი] აღბუღა, კახა [თორელის] მიერ რკონის მონასტრისათვის მიცემულ სოფელ ხოვლეს შეწირულების დაწერილში აღნიშნულია, რომ აფხაზთა მეფეებს მისთვის ჩამოურთმევიათ ადრე ბოძებული წყალობა ([1260 წ.] Sd-2859).
გაგელისშვილი
გიორგი მეფემ განუახლა სვეტიცხოველს კულბითში მისი სამი საგლეხოს შეწირულება (1447 წ. 1448-5016).
გაგელისშვილი
გიორგი მეფემ განუახლა სვეტიცხოველს კავთისხევში მისი შეწირულება ივანიასძისეული მამულით (1447 წ. 1448-5016). იგივე შეწირულება განუახლა სვეტიცხოველს სვიმონ მეფემ (1559 წ. XII. 1. Ad-1572).
გაგელისშვილი დიმიტრი - იხ. მაღალაძე დიმიტრი
გაგილაძე გულია
იგი ალექსანდრე მეფემ შესწირა ხვამლის წმინდა გიორგის ტაძარს (1655 წ. Qd-9085 დ).
გაგილაძე დათუა
იგი მეფე ალექსანდრემ შესწირა ხვამლის წმინდა გიორგის ტაძარს (1655 წ. Qd-9085 დ).
გაგილაძე კაცია
იგი, თავისი მამულით, მეფე ალექსანდრემ შესწირა ხვამლის წმინდა გიორგის ტაძარს (1655 წ. Qd-9085).
გაგილაძე ნასხიდა
იგი, თავისი მამულით ალექსანდრე მეფემ შესწირა ხვამლის წმინდა გიორგის ტაძარს (1655 წ. Qd-9085 დ).
გაგნიძე
ბროწლეთს მცხოვრები, ერთი კომლი, მოხსენიებულია ზემო ქართლის საკომლოების ნუსხაში (XVII ს დამდეგი. Qd-7014).
გაგნიძე
მისი აყრილი მამული ბროწლეთს იხსენიება ზემო ქართლის საკომლოების ნუსხაში (XVII ს. დამდეგი. Qd-7014).
გაგნიძე გივი
ბროწლეთში მცხოვრები, მსახური, ერთი კომლი, ჰყავს ძმა დათუნა, მოხსენიებულია ზემო ქართლის სადროშოს აღწერის დავთარში (XVII ს. II ნახ. Qd-7017).
გაგნიძე გიორგი - ძმა დათუნა გაგნიძისა, იხ.
გაგნიძე დათუნა
ჰყავს [ძმები]: გიორგი, პაატა, ნინია და ხარება. იყიდა იესე მაჩაბლისაგან სამი დღის მიწა წყაროს თავს, მუხასთან (1621 წ. V. 30. Sd-529).
გაგნიძე დათუნა - ძმა გივი გაგნიძისა, იხ.
გაგნიძე დათუნა
ქვემო სობისს მცხოვრები, საამილახვროს დავთრის მიხედვით, მისი კომლიდან სამ კაცს ევალებოდა შუბით ლაშქრობა(XVII ს. I ნახ. 1448-5032).
გაგნიძე ნინია - ძმა დათუნა გაგნიძისა, იხ.
გაგნიძე პაატა - ძმა დათუნა გაგნიძისა, იხ.
გაგნიძე პაპუნა
სობისს მცხოვრები, პაატა ბასილაშვილის ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით მისი კომლიდან ორ კაცს ევალებოდა შუბით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
გაგნიძე ხარება - ძმა დათუნა გაგნიძისა, იხ.
გაგობრიშვილი
მოწმე ოყოლდაშელთა მიერ ნასყანისათვის მიცემული დაწერილისა მპარავის გადაცემის დროს თანადგომის შესახებ (XIV ს. ბოლო. სსძ. II. № 60 ბ).
გაგოშიძე მამუაი
ხუვნიფუს მცხოვრები, გიორგი მეფემ იგი შესწირა ნიკორწმინდის ეკლესიას (1581 წ. ლაი. P-22 b).
გაგუკა
თუშთ მოურავი, უცნობი პირის დანახარჯის ნუსხის მიხედვით მისთვის მიურთმევიათ „სამი ცხრა ფლური“ და ერთი კარგი ქარქაში“ ([1688-1703 წწ.] Hd-15081).
გაგულა - ძმა გოგლასი, იხ.
გაგულა
ჰყავს ძმები: ყიტესა, გიორგი, შვილები: შარმაზან, ბეჟუა მიჰყიდა დღენახევრის მკვიდრი მიწა ქიტა ივინასშვილს ბერინას მიწამდე და დიღმის შარამდე (1661 წ. X. 15. Ad-1806).
გაგულაშვილი იასე
ერეკლე მეფემ იგი ჭალაანში დაასახლა და ალავერდის წმინდა გიორგის შესწირა (1699 წ. II. 25. 1449-1852).
გაგულია ბაბაშია
ფარეში, იგი მარიამ დედოფალს გააყოლეს მზითევში ([1634 წ.] 1448-3369).
გაგულია მუშქვამური
მეღვინე, იგი მარიამ დედოფალს გააყოლეს მზითევში ([1634 წ.] 1448-3369).
გაგუნაშვილი
ხვედურეთში მცხოვრები, ზაალ ციციშვილის ხატის ყმა, მეფე ნაზარალი-ხანმა იგი გაათარხნა გადასახადებისაგან სათათრო საურისა და ლაშქარ-ნადირობის გარდა (1699 წ. Ad-1222).
გაგუშიძე ივანე
მოწმე პაპუნა ბალნაშვილ-ზოზიაშვილის მიერ პაპუნა დედაბრისშვილისათვის მიცემული ნაფუძრის ნასყიდობის წიგნისა (1684 წ. Hd-6775).
გაგუჩიძე
ზემოყურს მცხოვრები, ბოგანო, საამილახვროს დავთრის მიხედვით ევალებოდა მშვილდით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
გავაზელისძენი
წმინდა კვირიკეს ყმები, მათი [სახლიკაცი] უნდა იყოს ბართლომე. მათ მუჩათურისძეებთან ერთად შესწირეს წმინდა კვირიკეს ბოდორნასხევს ნასყიდი მიწა და გაიჩინეს მოსახსენებელი (XII-XIII სს. მიჯნა. A-281, 4 v-5 r).
გავაზელისძე ბართლომე - [სახლიკაცი] გავაზელისძეთა, იხ.
გავაშელი
იგი წილად ხვდა იესე ზუმბულიძეს (XVII ს. II ნახ. 1450-31/154).
გავაშელი დამაკოჩია
ხოირს მცხოვრები, ემართა აფხაზეთის საკათალიკოსო ბეგარა: საპურობო, ერთი საკლავი, მუშაობა, ლაშქრობა სამსახური, სამეჯინიბოდ თივა, ღომი და ფეტვი (1621 წ. ქსძ. III. №91).
გაველანი მიქაელ
მოურავი და მოწმე სამოკეთეო დაწერილისა (XIV ს. ლაგ. № 6).
გაზოღაშვილი მარტიროზა
მოწმე დურმიშხან დემურაშვილის მიერ თავის ბიძაშვილ ალიხანასათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1700 წ. X. 15. 1450-9/149).
გაიანე
მონაზონი, ბაგრატ (II, იმერთა) მეფის და, იყიდა კასპში დეკანოზ სამიასშვილისეული ვენახი გოგნია წარწარიკასშვილისაგან და თავის სააღაპედ შესწირა შიომღვიმის მონასტერს. გაიჩინა აღაპი 2 ივნისს, პეტრე-პავლობა დღეს (1508 წ. 1449-1492).
გაიანე - გუდია
ყოფილი მონაზონი, მის სახელზე აღაპის გადასახდელად გულბუდახ ჩხეტიძემ კაცხის ეკლესიას შესწირა ყმა-მამული აღაპი დაუწესეს აღდგომის ორშაბათს ([1610-1630 წწ.] სკ. III. 51-52).
გაიერაშვილი
ყმა, ხაბაზი, იხსენიება ყმების ნუსხაში (XVII-ს. Hd-14912 aლ).
გაიერაშვილი
აყრილი ყმა, იხსენიება ყმების ნუსხაში(XVII-ს. Hd-14912 a).
გაკაჯაია ჯემორდილი
საცაიშო გამოსავლის დავთრის მიხედვით ემართა: საკლავი, ერთი ქათამი მისი მარილით, ერთი პური,სამი ლიჯი ღომი, სამი ფოხალი ღვინო და გოჭკომური მისი ღომით,ღვინით, ხორცით, თევზით, ყველით, კვერცხითა და სამარხოთი ([1616-1621 წწ.] ქსძ. III. № 92).
გალატოზისშვილი იესე
მიჰყიდა ბერა ინდუასშვილს მის მიერ ადრე ნაყიდი მუჩათიძისეული ვენახიდან ორი წილი (XVII ს. Hd-815)
გალატოზიშვილი შერმაზანა
მოწმე გოსტაშაბ ბარათაშვილსა და ოსიყმა ბუჟღულასშვილს შორის მამულის საზღვარზე დავის გარიგების წიგნისა (XVI ს. Hd-1568).
გალიკაშვილი
იგი, თავისი მამულით დმანისს წილად ხვდა იოთამ ბარათაშვილს ([1537-1538 წწ.]VIII. 16. 1450-11/112).
გალოაშვილი
გლეხი, [ჩხარის] ციხის მეციხოვნე გორგაძემ მას მოსტაცა უღელი ხარი (XVII ს. Ad-2233 ბ).
გალოაშვილი გიგოლა
მოწმე დუშია ელიარაშვილის მიერ სოიბათიასაულ ბაინდურ გოგიბაშვილ-პაპიაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1687 წ. VI. 1. 1450-6/13).
გალოაშვილი დუშია
მოწმე დუშია ელიარაშვილის მიერ სოიბათიასაულ ბაინდურ გოგიბაშვილ-პაპიაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1687 წ. VI. 1. 1450-6/13).
გალოაშვილი ეჯუბა
მოწმე ბოლნელ მთავარეპისკოპოს იოსებ რევიშვილის მიერ შანშიაშვილ-გიორგისშვილ პაპიასათვის მიცემული მიწაზე. უდაობის წიგნისა (1652 წ. VII. 7. 1450-10/38).
გალოაშვილი შავერდა
მოწმე ბოლნელ მთავარეპისკოპოს იოსებ რევიშვილის მიერ შანშიაშვილ-გიორგისშვილ პაპიასათვის მიცემულ მიწაზე უდაობის წიგნისა (1652 წ. VII. 7. 1450-10/38).
გალუაშვილი
მისი მიწა იყო ზემო საქცევი არაზა ტერ-სტეფანას შვილის მიერ დოლმაზ შანშიაშვილისათვის მიყიდული მიწისა (1681 წ. V. 1. Hd-1781).
გალუაშვილი დათია
ზემო ბოლნელი, მოწმე ბადურა ბარარაშვილის მიერ ბაინდურ პაპიაშვილისათვის მიცემული მიწის გაცვლილობის წიგნისა (1685 წ. IV. 1450-6/44).
გალუაშვილი დურმიშა
მოწმე მანთაშა ტერტერაშვილის მიერ ბაინდურ გოგიბაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1619 წ. VI. 10. 1450-5/38).
გაუგრე
მისი ცოლი ანთელიძეს წაურთმევია გიორგი ნაკაშიძისათვის და მას მარჩილად გაუყიდია ([1689-1717 წწ] Hd-10345).
გალუსტა
სავანეთს მცხოვრები, იგი წილად ერგო თამაზ [ბარათაშვილს] ([1633-1658 წწ.] 1448-2318).
გალუსტა
მისი სისხლის ფასად მამუკა შავშიშვილმა ახალგორელ დოლმაზას გადაუხადა ექვსი ხარი (1664 წ.1449-1848).
![]() |
8.8 გალუსტასშვილი || გალუსტაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
გალუსტასშვილი
მოწმე არუთენა ჩაფარასშვილის მიერ პაპაჯანასათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. XII. 20. Hd-9696)
გ[ა]ლუსტაშვილი გიორგი
მოწმე პაატა ქოჩორასშვილის მიერ ქაიხოსრო ზაალისშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1612 წ. 1450-1/84).
გალუსტაშვილი ერაპეტა - [ძმა] ნაზარა გალუსტაშვილისა, იხ.
გალუსტასშვილი (ვარ. გალუსტაშვილი) იოვანე (ვაროვანა, ოჰანა)
ახალქალაქს მცხოვრები, თავისი ქონებით ერგო მოურავსა და ზურაბ [სააკაძეს] ოსკანას სანაცვლოდ (XVII ს. 90-იანი წწ. Hd-12090); დამწერი და მოწმე წერეთლიანთ ბაინდურასშვილ არუთინას მიერ მამასახლის კირაკოზასათვის მიცემული დუქნის ნასყიდობის წიგნისა (1684 წ. X. 1450-25/128), პაპუა მახვილაძის მიერ არაქელ [სპანდიერაშვილისათვის] მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1689 წ. V. 1450-33/233). ივანე ძამანაშვილის მიერ ყანდინა ედილსაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1690 წ. IV. 22. Ad-1605), გიორგი ოთიასშვილის მიერ ტაჭიკაანთ მანველისშვილ არუთინასათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1691 წ. VI. 11. Hd-5993). ნოინ დავითისშვილის მიერ ესტატესათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1692 წ. Hd 15067), თამაზ პატორაშვილის მიერ ნარიბეგ სპანდიერისშვილი სათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1693 წ. III. 15. 1450-33/228), პაპუნა აღნიასშვილ გოსიტასშვილის მიერ ნარიბეგ სპანდიერისშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1693 წ. XII. 15. Ad-1852), როსტევან მახვილაძის მიერ ტერ-მარქარასათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა(1696 წ. VIII. 1450-33/234), ზაზა ვეფხიასშვილის მიერ თამაზა დავითასშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1697 წ. VI. 15. Hd-8577).
გალუსტასშვილი ლევან
დამწერი და მოწმე დემეტრე ფარეშისშვილისა და გიორგი საფონიასშვილის მიერ ნარიბეგ სპანდიერისშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1695 წ. I. 1. 1450-33/232).
გალუსტაშვილი ნაზარა
ჰყავს [ძმა] ერაპეტა, მკვიდრი ყმა ზურაბ ყორჩიხაშვილისა, რომელმაც ვალის გასასწორებლად დმანელ ეპისკოპოსს ელისეს მიჰყიდა ისინი მათი შვილებითა და მამულით (1698 წ. XII. 26. Ad-1075).
გალუსტაშვილი ნარ-დავითა
მოწმე ახალქალაქის მამასახლის კირაკოზასათვის უცნობი პირის მიერ მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1676 წ. IV. 1448-6338).
გალუსტაშვილი ოვანა
ახალქალაქს მცხოვრები, წილად ერგო ზურაბ [სააკაძეს] ოსკანას ფარდად (XVII ს. IV. მეოთხ. Hd-12090).
გამაზიდაშვილი გიორგი - შვილი მახარე გამაზიდაშვილისა, იხ.
გამაზიდაშვილი მახარე
ჰყავს შვილები: გიორგი, პატა. გადმოსულა იმერეთიდან, შეურთავს ცოლი, რომელიც მალე მოუკვდა, იყო უმამულო, ჩავარდა ვალში, ეყმო ქალაქის მელიქ ენალა [მირიმანისშვილს], რომელმაც იგი დაასახლა და სარჩო გაუჩინა. მისცა ენალას ყმობის პირობის წიგნი (1665 წ. IV. 1. 1450-5/117-1).
გამაზიდაშვილი პატა - შვილი მახარე გამაზიდაშვილისა, იხ.
გამანაშვილი პატატი - [სახლიკაცი] პეტრე გამანაშვილისა, იხ.
გამანაშვილი [პეტრე]
ჰყავს სახლიკაცები: პატატი და ხატია, მათთან ერთად მოწმეა და თავმდები ზაალ გურამიშვილის მიერ დათუნასათვის მიცემული ვალის ხელწერილისა (1672 წ. III. Ad-1977 ა).
გამანაშვილი ხატია - [სახლიკაცი] [პეტრე] გამანაშვილისა, იხ.
გამარდაშვილი კახნია
ოყურეშს მცხოვრები, ემართა ცაგერის საყდრის ბეგარა: რვა გორო ღვინო, თერთმეტი ფოხალი პური, თორმეტი თეთრის საკლავი, ორი ქათამი, პურის ჭამა, ტვირთი, მუშაობა, მეფის ლაშქრობა (XVI ს ლაი. H-8454, 87-89).
გამახარაშვილი თევდორა
მოწმე გივი სააკაძის მიერ ლიპარ თუმანიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1693 წ. XII. 19. 1450-3/56).
![]() |
8.9 გამგებელი || განმგებელი |
▲ზევით დაბრუნება |
გამგებელი
ბარათაშვილ იოთამს მანაკერტს საუხუცესოდ წილად ხვდა სასახლე, ერთი კომლი გამგებელი მისი მამულით ([1537-1538 წწ.] VIII. 16. 1450-11/112).
გამგებელი
ერთი კომლი. მოხსენიებულია ზემო ქართლის საკომლოების ნუსხაში (XVII ს. დამდეგი. Qd-7014).
გამგებელი გიორგი
იგი თავისი მამულით გომარეთს წილში ხვდა იოთამ ბარათაშვილს ([1537-1538 წწ.] VIII. 16. 1450-11/112).
განმგებელი დათუნა
კულბითს მცხოვრები, ერთი კომლი, ჰყავს ძმა ზაზუტა და ორი ვაჟი, მოხსენიებულია ზემო ქართლის სადროშოს აღწერის დავთარში (XVII ს. II ნახ. Qd-7017).
განმგებელი ზაზუტა - ძმა დათუნა განმგებელისა, იხ.
განმგებელი ზურაბ
იგი თავისი მამულით აკაურთას წილში ხვდა იოთამ ბარათაშვილს ([1537-1538 წწ.] VIII. 16. 1450-11/112).
განმგებელი თამაზა - შვილი მამუკა განმგებელისა, იხ.
განმგებელი მამუკა
კულბითს მცხოვრები, ერთი კომლი, ჰყავს შვილი თამაზა და მისი „ნაშენი“ სამი ვაჟი. მოხსენიებულია ზემო ქართლის სადროშოს აღწერის დავთარში (XVII ს. II ნახ. Qd-7017).
![]() |
8.10 გამგებლისშვილი || გამგებლიშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
გამგებლისშვილი
მოწმე ელიაზარ ელიოზისშვილის მიერ შიომღვიმის მონასტრისათვის მიცემული მამულის შეწირულების წიგნისა (1492 წ. 1449-1615).
გამგებლიშვილი ზადიკა
მას მიაბარა საგინა გაბუცასძემ წედისის წმინდა გიორგისათვის შეწირული ხუთი სპილენძი ღვინო (XIV-XV სს. H-1393, 36 v-39 r).
გამგებლიშვილი იოსებ
მოწმე სულხან ფარაჯანაშვილის მიერ ბაინდურა ყორღანაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (XVII-ს. IV მეოთხ. 1450-19/16), შაიკა შაიკაშვილის მიერ ბაინდურა ყორღანაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა ([1680-1700 წწ.] 1450-19/20), ხოსიტა მღებრიშვილის მიერ ბაინდურ ყორღანაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა ([1680-1700 წწ.] 1450-17/34).
გამგებლიშვილი ფრიდოა
ენაგეთს მცხოვრები, იგი, ქერუას კერძი მამულითურთ, ერგო წილად თამაზ [ბარათაშვილს] ([1633-1658 წწ.] 1448-2318).
გამდლიშვილები
ისინი თავიანთი ახოთი და ვენახით დარჩა ნასყიდას, ნასყიდა დოლმაზაშვილისა და მისი ბიძაშვილის ნაზარას გაყრის შედეგად (1696 წ. III. 25. Hd-9350).
გამდლიშვილი ველია
სახუნდარს მცხოვრები, დოლმაზა შანშიაშვილის გამზრდელის შვილი. უწილოდ ერგო დოლმაზას, დოლმაზასა და მისი ძმის, პაპიას გაყრის შედეგად (1667 წ. Hd-9292).
გამდლიშვილი იოსებ
მოწმე ხახიტა ჯოთიშვილის მიერ შიო ეცადაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. გსიემ.-1927).
გამდლისშვილი მამუკა
მოწმე პეტრე ქურხულის მიერ თავის ბიძაშვილ დავითისთვის მიცემული პირობის წიგნისა (1681 წ. XII. 20. Hd-7851).
გამეზარდა
გენათელმა ეპისკოპოსმა მელქიზედეკ [საყვარელიძემ] ივანე [ცირღილაძეს] უწყალობა მისი მამული (1548 წ. Hd-1573).
გამეკელაშვილი
იგი, სხვა გლეხებთან ერთად, ლეჟერა ჩიკვილაძემ სისხლის საფასურში მისცა შალვა შერაზადიშვილს ([1484-1510 წწ.] ქმ. №647 სას.).
გამიცენია გუბუჭურვა
დარჩს მცხოვრები, ემართა ცაიშის საყდრის ბეგარა ერთი საკლავი, ერთი ქათამი, მისი მარილი, ერთი პური, ექვსნახევარი ფოხალი ღვინო, შვიდნახევარი ლიჯი ღომი და გოჭკუმური ([1616-1621 წწ.] ქსძ. III. №92).
გამიხარდა
მუშაანთას მცხოვრები, თეიმურაზ მეფემ იგი შესწირა ალავერდს და გაათავისუფლა სამეფო გამოსაღებებისგან გარდა ლაშქარ-ნადირობისა და საურისა (1612 წ. V. 10. 1448-5017).
გამიხარდი
ცხინურს მცხოვრები ჟინვანელი, დათუნა ბასილაშვილის ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით, მისი კომლიდან ორ კაცს ევალებოდა თოფით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
გამიხარდი
ნაცვალი, თეძამს მცხოვრები, იხსენიება რუსთველის ყმების ნუსხაში (XVII-XVIII სს. მიჯნა. Hd-5186).
გამკერვლია ხახუტა
ხოირს მცხოვრები, ემართა აფხაზეთის საკათალიკოსო ბეგარა: სმა, ჭამა, ლაშქრობა, ბეგარა (1621 წ. ქსძ. III. № 91).
გამნიაშვილი გიორგი
გლეხი, ღუროს მცხოვრები, გივი და ფარემუზ გურამიშვილების ნაქონი ყმა, ნაზარალი-ხანმა იგი თავისი მამულით, სისხლში უბოძა გურამ გურამიშვილს (1694 წ. VI. 4. 1448-57).
გამნიაშვილი პეტრე
გლეხი, ღუროს მცხოვრები, გივი და ფარემუზ გურამიშვილების ყმა, ნაზარალი-ხანმა თავისი მამულით იგი სისხლში უბოძა გურამ გურამიშვილს (1694 წ. VI. 4. 1448-57).
გამრეკელა
როსტომ მეფის მიერ პაპუნა ბარათაშვილისათვის ბოძებულ წყალობის წიგნში აღნიშნულია, რომ გამრეკელაური მამული, ყაენის გადაწყვეტილებით, საჩინო ბარათაშვილისაგან ერგო ბაგრატ თურქისტანიშვილს სისხლის ფასში. შემდგომში ეს მამული ბაგრატის შვილებს პაპუნა ბარათაშვილისათვის მიუყიდიათ (1654 წ. Hd-14670).
![]() |
8.11 გამრეკელასშვილი || გამრეკელაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
გამრეკელაშვილი
ლეჟერ ჩიკვილაძემ იგი სისხლის ფასად მისცა შალვა შერაზადიშვილს (XV-XVI სს. ქმ. №647).
გამრეკელაშვილი
ემართა საკათალიკოსო გამოსაღები: შვიდი კოდი იფქლი სასტუმროიანად, ორი [კოდი] ქერი, ექვსი კასრი ღვინო სასტუმროიანად, სამი საკლავი სასტუმროიანად, ექვსი ქათამი, ოცი კვერცხი,მისი ერბო, ხაჭო და მარილი (XVI ს. II ნახ. 1448-3326).
გამრეკელასშვილი
მისგან ნაყიდი ნახევარი დღის მიწა ასლამაზა ანბალასშვილმა მიჰყიდა ქიტია ქუბასშვილს. ეს მიწა თვითონ გამრეკ[ე]ლასშვილს მედია ქუბასშვილისაგან ჰქონია ნაყიდი (1690 წ. III. 20. Hd-6345).
გამრეკელაშვილი თევდორა
მოწმე კაკალა გოგრისშვილის მიერ ბერუა მოდრეკილაძისთვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. Ad-1668).
გამრეკელ[ა]სშვილი მიქელა
ემართა აფხაზეთის საკათალიკოსო ბეგარა ოთხი კოდი პური, ერთი კოდი ქერი, ექვსი კასრი ღვინო, სამი საკლავი, სამი ქათამი, ოცი კვერცხი, ერბო, ხაჭო და მარილი (1621 წ. ქსძ. III. 91).
გამრეკელ[ა]სშვილი ნანია
მოწმე მანგლელ მთავარეპისკოპოს ნიკოლოზ ბარათაშვილის მიერ მგელია რაჟმაძისათვის მიცემული თარხნობისა და სახლთუხუცესობის წყალობის წიგნისა ([1699-1702 წწ.] 1449-1827).
გამრეკელასშვილი ნიკოლოზა
მოწმე მანგლელი მთავარეპისკოპოსის ნიკოლოზ ბარათაშვილის მიერ მგელია რაჟმაძისათვის მიცემული თარხნობისა და სახლთუხუცესობის წყალობის წიგნისა (1699-1702 წწ. 1449-1827).
![]() |
8.12 გამრეკლისშვილი || გამრეკლიშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
გამრეკლიშვილი
მას ედო გადასახადი: შვიდი კოდი იფქლი სასტუმროიანად, ორი ქერი, ექვსი კასრი ღვინო სასტუმროიანად, სამი საკლავი სასტუმროიანად, ექვსი ქათამი, ოცი კვერცხი, ერბო, ხაჭო, მარილი (XVI ს.ბოლო. 1448-5187).
გამრეკლისშვილი
აღათაგ ხერხეულიძემ უწყალობა ბერუა ქუბასშვილს საღირულში ოთხი დღის მიწა მის მიწამდე (1622 წ. Hd-2895).
გამრეკლისშვილი მღთისია
მოწმე ამილღამბარის მიერ ასლამაზ ბეგაშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. I მესამე. Hd-14576).
გამრეკლიძე ბეჟან - ძმა შავერდა გამრეკლიძისა, იხ.
გამრეკლიძე გამრეკელ - შვილი ზურაბ გამრეკლიძისა, იხ.
გამრეკლიძე გიორგი
შვილი ზურაბ გამრეკლიძისა, იხ., მოწმე შიოშ სეხნიაშვილის მიერ პაპუა ყაფლანიშვილისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1698 წ. Hd-6622).
[გამრეკლიძე] გოდერძი - შვილი შავერდა გამრეკლიძისა, იხ.
გამრეკლიძე (ვარ .გამრიგიძე) ზაალ -(ვარ.ზალია) - [1696 წ.ახლო]-1698 წ.
შვილი თუშმალ ზურაბ გამრეკლიძისა, იხ., ძმა შავერდა გამრეკლიძისა, იხ., ქალბალი-ხანმა უბრძანა მას დაეჭირა ან დაეხოცა ბატონის მიერ დაყენებული მეთოფეები, რომლებმაც არ შეუშვეს [ზაქარია] რუსთველი თავის მამულში (1696 წ. ახლო. 1461-13/1); მოწმე შიოშ სეხნიაშვილის მიერ ყაფლანის შვილიშვილის, პაპუასათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1698 წ. Hd-6622).
გამრეკლიძე ზურაბ (ვარ. ზურაბბეგ) - 1664-1698 წწ. (შდრ. ეჯიბისშვილი ზურაბ)
თუშმალი, ჰყავს: შვილები: გამრეკელ (1666 წ.1450-6/90), გიორგი, ზაალ (1698 წ. Hd-6622), ძმსწულები: შავერდა (1666-1683 წწ. 1450: 6/90, 28/6, 48/144), მირზალა (1666 წ.1450-6/90). ჰქონდა დავა გივი ამილახორთან მიენძორის ადგილზე. სოიბათიასაულ პაპია შანშიაშვილის, ყაფიჩ ხოსია ნარიმანიძისა და სომხითის სხვა აზნაურთა ჩვენებით მიწა მას დარჩა. სადაო მიწის საზღვრები იყო: შარქარის ნასოფლარები, ხუმარას წისქვილი, გუნუს მიწა, ვარაზის ციხე და დილდარის ტახტი (1666 წ. III. 1450-6/90), სანაინის ეპისკოპოსთან - ჩახჩობნისა და ირისკოპოზის მიწების საზღვრებზე. მიწები ეპისკოპოსს დარჩა (1679 წ. 1450-28/6); მოწმე: ბეჟან ზაქუმიშვილის მიერ ხოსროვა დალალაშვილისათვის მიცემული წისქვილის ნასყიდობის წიგნისა (1664 წ. X. 15. 1450-48/146, 48/147), იარალის მიერ სალმახანა მელიქსეთაშვილისათვის მიცემული ყმების ნასყიდობის წიგნისა (1683 წ. I. 5. 1448-1291), სეფიყულა ზაქუმიშვილის მიერ ხოსრუა დალალაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა(1683 წ. III. 25. 1450-48/144), ზაქუმაანთ ნაზაქუმას მიერ ზალინა ხოსროვაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1690 წ. I. 24. 1450-48/129), გასპარა დარისპანაშვილის მიერ დოლმაზასათვის მიცემული მიწების ნასყიდობის წიგნისა (1690 წ. VI. 1. Hd-1780), ზაქუმბეგ ალიყულაშვილის მიერ დალალაანთ ხოსროვაშვილ ზალინასათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1690 წ. 1450-48/150), შიოშ სეხნიაშვილის მიერ პაპუა ყაფლანისშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1698 წ. Hd-6622).
გამრეკლიძე მირზალა - ძმისწული ზურაბ გამრეკლიძისა, იხ.
გამრეკლიძე (ვარ. გამრიგიძე) შავერდა - 1666-1693 წწ.
თუშმალი (1688-1693 წწ. 1450: 10/18, 9/120, 6/88, Hd: 6604, 2593), ჰყავს: ბიძა თუშმალი ზურაბ გამრეკლიძე, იხ., ძმები: ბეჟან (1686 წ. 1450-6/88), ზალია (1686-1693 წწ.1450-6/88, Hd-2593), შვილი გოდერძი (1686 წ. 1450-6/88). იყიდა დავით ურდუბეგაშვილისაგან. ჩიჩხობნის თავს ევანეზასშვილის ნაქონი სამი დღისა და ბელაანთ ორი დღის მიწა (1686 წ. I.1. 1450-6/88); მოწმე: სომხითის მელიქ ავთანდილის მიერ ბაინდურ გოგიბაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1688 წ. 1450-10/18), ხოსრუა ასლუაშვილ-ზურაბაშვილის მიერ დოლმაზა შანშიაშვილისათვის მიცემული ვალის დაფარვის წიგნისა (1693 წ. Hd-6604); მოწმე და დამწერი: სეფიყულა ზაქუმისშვილის მიერ ხოსრუა დალალაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1683 წ. III. 25. 1450-48/144), ალავერდა ალიხანაშვილის მიერ სომხითის მელიქ ავთანდილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1689 წ. V. 10. 1450-9/120 ), იხსენიება: ზურაბ [გამრეკლიძის] სამამულე დავის დროს სანაინის ეპისკოპოსთან მან ხატზე ვერ დაიფიცა (1679 წ. VI. 10. 1450-28/6), ორგულობის გამო ნაზარალი-ხანმა მასა და ზალიას ჩამოართვა მამული და უწყალობა [ქრისტეფორე] მთავარეპისკოპოსს (1693. IV. 3. Hd-2593).
გამრიგიძე ბეჟან - იხ. [გამრეკლიძე] ბეჟან
გამრიგიძე გოდერძი - იხ. [გამრეკლიძე] გოდერძი
გამრიგიძე ზაალ - იხ. გამრეკლიძე ზაალ
გამრიგიძე შავერდა - იხ. გამრეკლიძე შავერდა
გამსახურდა
თამარაშენს მცხოვრები, როსტომ მეფემ განუახლა ქაიხოსრო მაჩაბელს გამსახურდას წყალობა (1633 წ. Qd-8924).
გამსახურდა
მძოვრელი, მოწმე მახარა აღომლისშვილის მიერ ლომა ბლორძელისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა ([1626-1656 წწ.] 1450-12/127).
გამსახურდასშვილი დემეტრა
იგი ქართლიდან გადახვეწილა და ალავერდის წმინდა გიორგის ყმობია, რადგან საყდრისათვის გამოსადეგი კაცი აღმოჩნდა, ამბა-ალავერდელმა ნიკოლოზ ანდრონიკეშვილმა უბოძა მას კენჭაძის ნაქონი მამული, ვენახი, მთელი საკომლო მისი სასახლით, ქვევრ-მარნით და გაააზატა (1687 წ. 1449-1856).
გამსახურდი - [1688],1696-1700 წწ.
მეგრელი (1700 წ. Hd-7255), პაპუნა გოსტაშაბიშვილის ყმა (1696 წ. 1450-34/45), მოწმე პაპუნა გოსტაშაბისშვილის მიერ:მღვდელ საბა მოლოდინაშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა ([1688-1696 წწ.] Hd-2756), გიორგი სადუნიშვილისათვის მიცემული მამულის წყალობის წიგნისა (1696 წ.Hd-4160), თინათინისთვის ღვალოვნისა და ქოთიშის მოურაობის მზითვად ბოძების წიგნისა (1700წ. Hd-7255).
გამსახურდი ასლან
მოწმე პაპუნა გოსტაშაბიშვილის მიერ გიორგი ლარაძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1693 წ. IV. 20. 1450-10/134).
გამსახურდია
მისი კაცი - ნასყიდა ნოდია - ლევან დადიანმა შესწირა ხონის ტაძარს ([1628-1639 წწ.] დსსს I. 51-52).
გამყრელიძე
ბაადურ მაჩაბლის აზნაური, პაპუნა ფავნელიშვილმა მისცა პირობა ბაადურ მაჩაბელს, რომ მასთან და გამყრელიძესთან სადაო არაფერი ექნებოდა (1666 წ. Hd-8710).
გამყრელიძე ავთანდილ
მოწმე პაპუა, ხოსია, თამაზა და სეხნია ტატიშვილების გაყრის წიგნისა (1674 წ. I. 11. Sd-607).
გამყრელიძე ბეჟან - შვილი ყარაშა გამყრელიძისა, იხ.
გამყრელიძე ინდუა - შვილი შალვა გამყრელიძისა, იხ.
გამყრელიძე მამისა - შვილი შალვა გამყრელიძისა, იხ.
გამყრელიძე ყარაშა
ბაადურ მაჩაბლის ყმა, ჰყავს შვილი ბეჟან. მის შვილს შემოაკვდა მამუკა მაისურაძის ძმა ივანე. დავა შაჰნავაზის და დარბაისელთა მონაწილეობით გარიგდა. მამუკამ მას მისცა შერიგების წიგნი (1666 წ.ახლო. Qd-8925).
გამყრელიძე შალვა
ჰყავს შვილები: ინდუა, მამისა. გიორგი მეფემ მას გაუჩინა სისხლის ფასი - 220 000 ძველი ცხუმური თეთრი (1458წ. VIII. 27. Hd-10149 ბ, სას.).
გამცემარიშვილი დავით
მოწმე შამანდუხტის მზითვის წიგნისა (1597 წ. Hd-14425).
გამცემია ციბუკუა
დარჩში მცხოვრები, ემართა ცაიშის საყდრის ბეგარა: ერთი საკლავი, ერთი ქათამი მისი მარილით, ერთი პური, რვა ფოხალი ღვინო, ცხრა ლიჯი ღომი და გოჭკუმური ([1616-1621 წწ.] ქსძ. III. №92).
![]() |
8.13 გამცემრიშვილი || გამცემლისშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
გამცემლისშვილი
ციციშვილის აზნაური, მისი დამტკიცების პირობა მეფე შაჰნავაზმა მისცა იმერეთში გადახვეწილ ციცი ციციშვილს ([1658-1663 წწ.] 1449-328).
გამცემრიშვილი
აფნისში ჰყოლია ერთი კომლი ყმა, აღნიშნულია საციციანოს აზნაურთა ყმების ნუსხაში ([1658-1675 წწ.] Hd-14534 ა).
გამცემრისშვილი
ცხვილოსს მცხოვრები, ამილახვრის ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა მისი კომლიდან ორ კაცს თოფით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ 1448-5032).
გამცემრისშვილი ბეჟან
შვილი იესე გამცემრისშვილისა, იხ., მან ზურაბ წერეთელთან, უთრუთთან, ფირან ბურნაძესთან, ოთიასთან, ზაზასთან, მამასახლის ქუცნასთან, პატასთან, ერთობლივ თიღველებთან და ბეგიაშვილთან ერთად [დომენტი] კათალიკოსს მისცა პირობა, რომ ამიერიდან ტყვეებს აღარ გაჰყიდდა და საერთოდ ტყვის სყიდვის საქმეში არ გაერეოდა (1673 წ. IX. 20. 1448-1287).
გამცემრიშვილი იესე - 1654-1673 წწ.
მღვდელი (1673 წ. 1449-1197), სეფირყელის ყმა (1654 წ. A-1276/l, 1r- v), ჰყავს შვილი ბეჟან. მარიამ დედოფლის ბრძანებითა და ნებადართვით, მას სეფირყელმა უწყალობა სამკვიდროდ ნაქონი „ხეტიქური“ მამული (1654 წ. III. 9. A-1276/1, 1r-v); მიჰყიდა საკანონოდ დომენტი კათალიკოსს მღვდელი გიორგი ჭინაძე და მისი ძმა გიგოლა (1673 წ. IX. 20. 1449-1197).
გამცემრიშვილი იესე
ქაიხოსრო ამირეჯიბის აზნაურიშვილი, სთხოვა ქაიხოსროს მამულის წყალობა. ქაიხოსრომ უწყალობა მისივე მკვიდრი გლეხები დათუნა და მახარა მუმლაძეები ძმებითა და მამულით(1697 წ. VII. 1. Hd-2644).
გამხა
იგი, სხვა 30 კომლთან ერთად, ლეონ მეფემ უწყალობა და გაუთარხნა მაქსიმე ჩოლაყასშვილს (1566 წ. I. 19. 1449-2285).
გამხუტაშვილი
ხუცესი, ჰყავს განაყოფი დათუნა. იგი, თავისი განაყოფით, ნიკოლოზ ალავერდელმა უბოძა ქუცნა სულხანისშვილს ([1695-1700 წწ.) Hd-1638).
[გამხუტაშვილი] დათუნა
განაყოფი ხუცეს გამხუტაშვილისა ([1695-1700 წ.] Hd-1638).
განგლიშვილი ნუგზარ
[გა]რბნელი, ალექსანდრე მეფის ბრძაბებით, იგი ხევმა მძევლად მისცა გერგეტის საყდრისშვილებს (1439 წ. II. 20. A-1085, 1315).
განკითხვისასშვილი ზაქარია
მოწმე ნასყიდა ელიკაშვილის მიერ შერმაზან ხაშარაძისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. 80-90-იანი წწ. 1450-45/220).
განონა
შესწირა თავისი შვილის სააღაპედ ქვათახევის ღმრთისმშობელს ფოცვიაშვილისაგან ნაყიდი ვენახი, ამავე ვენახთან ორი დღის მიწა, საწისქვილე და ნერგნალი (XVI-XVII სს. მიჯნა. Qd-8514).
განძიელი
სარუყაფლან [ავალიშვილის] აზნაურიშვილი, მეფე გიორგი მეჯინიბეთუხუცეს ლევან ავალისშვილს შეჰპირდა აზნაურების: განძიელისა და სანთლიკუდაშვილის ბოძებას ([1685-1695 წწ.] Hd-10168).
გაჟანიანი
დამწერი და მოწმე ლახამლელთა მიერ კიდის მთავარმოწამის შემცოდეთა მიმართ დაწესებული სასისხლო გადასახადის დაწერილისა (XV-XVI სს. სსძ. II. № 74).
გაჟანიანი ადილა
მოწმე ლახამლელთა მიერ კიდის მთავარმოწამის შემცოდეების მიმართ დაწესებული გადასახადის დაწერილისა (XV-XVI სს. სსძ. II. №74).
გარაოქრაშვილი გასპარა
მექვაბე, მოწმე ნასყიდა დათუნაშვილის მიერ დავით სოლაღაშვილისათვის მიცემული ყმად თავდაწერილობის წიგნისა (1692 წ. II. 1. Sd-737).
გარაუჩა
წყალი გზას მცხოვრები, საეკლესიო გლეხი, ევალებოდა ხუთი ლოღარიკი სანთლის გამოღება (XVII ს. Hd-11211).
გარაყანა
ქვემო მძვიმლეთს მცხოვრები, ტატიშვილთა გაყრის შედეგად, ის თავისი მამულით, ერგო პაპუა ტატიშვილს (1674 წ. Sd-607).
![]() |
8.14 გარაყანიძე || გარაყანისძე || გარეყანიძე |
▲ზევით დაბრუნება |
გარაყანიძე
ბაგრატ მეფემ მთის წმინდა გიორგის ეკლესიას განუახლა და შესწირა შავრს მცხოვრები სამი კაცი: სულაძე, გვენცაძე და ფაქიოტიძე მამულებით, იმ პირობით, რომ გარეყანიძის გვარის კაცს მათზე ხელი არ ექნებოდა ([1463-1478 წწ.] Sd-2898).
გარეყანიძე
ემხრობოდა ჯაფარიძეებს, რომლებსაც სასისხლო დავა ჰქონდათ სვანებთან და ამიტომ სავაჭროდ სიარულის ნებას არ აძლევდნენ - ავიწროვებდნენ მათ. კუჭაიძესთან, ლაშხიშვილთან და ინასარიძესთან ერთად რუხტაში დახვედრია ლეჩხუმს სავაჭროდ გაპარულ სვანებს და მათთან ერთად 800 კაციდან 400 ამოუწყვეტია (1503 წ. სსძ. II. № 27).
გარაყანისძე - 1527-1531 წწ.
ჭარმაულების მკვიდრი მამული ხატისწობენი გარაყანისძეებს დაუკავებიათ. ჭარმაულებისა და გარაყანისძეთა დავა გაირჩა მეფე ლუარსაბის კარზე. გარაყანისძემ სასამართლოში ვერ დაიფიცა და ხატისწობენი ისევ ჭარმაულებს დაუბრუნეს (1527 წ. ქრ. II. 371), გიორგი ჭარმაული ხელახლა შეედავა მას ხატისწობენაზე. ბასილი კათალიკოსმა დავა გაარჩია და სადაო სოფელი ჭარმაულს დაუმტკიცა (1531 წ. Sd-733).
გარე ყანიძე
უშვილოდ გარდაცვლილი, მან თავისი მამული უანდერძა ბაგრატ მეფეს, რომელმაც ეს მამული შესწირა ნიკორწმინდის ეკლე სიას (1544 წ. VIII. 9. ლაი. P-22 a).
გარე ყანიძე
ეკუთვნოდა შანშე (ქსნის) ერისთავს ([1623-1632 წწ.] Hd-14669).
გარე ყანიძე
შვილი ზავრად გარეყანიძისა, კათალიკოსის მონათლული, სვეტიცხოვლის ყმის შვილი. უპირებდნენ ტყვედ წაყვანას [ირანში], [დომენტი] კათალიკოსმა სთხოვა მეფე არჩილს მისი განთავისუფლება ([1664-1675 წწ.] 1449-1767).
გარაყანიძე ბეჟან
ბიძა შვილი გიორგი ელიზბარისშვილ-გარაყანიძისა, იხ.
[გარაყანიძე] ბეჟან
მოწმე და შუამდგომელი იოვანე კათალიკოსის მიერ ათანასესათვის მიცემული სახელოსა და ყმა-მამულის წყალობის წიგნისა (1648 წ. IV. 12. 1450-31/149).
გარაყანიძე ბეჟან - ბიძაშვილი პაპუნა გარეყანიძისა, იხ.
გარაყანიძე ბერი
მოწმე ავთანდილა მისაჯნისაშვილის მიერ ფარსადან ჯავახიშვილისათვის მიცემული ყმების გირაოდან დახსნის წიგნისა (1697 წ. IV. 26. H-2830-155).
გარაყანიძე გარაყანა - ძმა ელია გარაყანიძისა, იხ.
გარაყანიძე გიორგი
მოლარეთუხუცესი, მონაწილეობა მიიღო კოტრიძეთა და ჭარულიძეთა შორის სასისხლო დავის გარჩევაში (1432 წ. V.14. Sd-2886 სას.).
გარაყანიძე გიორგი
ალექსანდრე მეფესთან და დარბაისლებთან ერთად გაარჩია შერაზადიშვილებსა და ჩიკვილაძეებს შორის სასისხლო დავა ([1484-1510 წწ.] ქმ. №647 სას.).
გარაყანიძე გიორგი - შვილი ზავრად გარაყანიძისა, იხ.
გარაყანიძე (ვარ. გარე ყანიძე) გიორგი - 1651-1689 წწ.
ბოქაულთუხუცესი(1651-1689 წწ. 1450-29/59, Ad-1498-20, 1450-29/52, Ad-1646, Hd-6346). ძმისწული ლუარსაბ გარაყანიძისა, იხ., შუამდგომი და სამართლის მომქმედი დავით და თამაზ ქარსიძეების გაყრისას (1651 წ. 1450-29/59); შუა მდგომელი და გარდამწყვეტი ნიკოლოზ ამილახორის მიერ ზაალ ქარსიძისათვის მიცემული სახელოს წყალობისა (1687 წ. XII. 5. 1450-29/52); მოწმე: ნიკოლოზ კათალიკოსის მიერთეს რევაზ მაღალაძისათვის მიცემული ყმების წყალობის წიგნისა (1678 წ. VII. 5. Ad-1498/20), ნიკოლოზ ამილახორის მიერ ხუცია მაღალაძისათვის მიცემული სოფლის წყალობის წიგნისა (1678 წ. XI. 3. 1450-23/64), ნიკოლოზ კათალიკოსის მიერ რევაზ მაღალაძისათვის მიცემული ვენახისა და ყმის წყალობის წიგნისა (1687 წ., Ad-1646), კათალიკოს იოვანე დიასამიძის მიერ ოჰანა იეზაშვილ ფსინაშვილისათვის მიცემული სასახლის წყალობის წიგნისა (1689 წ. Hd-6346).
გარეყანიძე გურასპ
არსენ ალავერდელისა და ავთანდილ ქანდარიშვილის სადაო საქმის გარჩევის დროს მან დაიფიცა ალავერდის საყდრის ნაცვლისა და მესტუმრე მამუკას წინაშე, რომ ხარება და ლომიტა აბანურები ალავერდისათვის ზურაბ ერისთავის მიერ იყვნენ შეწირულნი ([1648-1651 წწ.] 1449-1853).
გარაყანიძე გურგენ - 1630-1659 წწ.
საყდრისშვილი, ბოქაულთუხუცესი, ჰყავს: მამა ზავრად გარაყანიძე, იხ., შვილი რამაზ (1630 წ. 1448-2044), ძმისწული ზავრად (1630-1648 წწ. 1448-2044, 1450-13/233). მას უწყალობა: ზაქარია კათალიკოსმა მკვიდრი სოფელი ბოკოწინი (1630 წ. 1448-2044), როსტომ მეფემ - მიწობიძის მამული - ციხე დიდი, მარიამის მამულს გარდა (1648 წ. 1450-13/233); მოწმე ოთარ ბარათაშვილის მიერ პაპუნა ბარათაშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1659 წ. IV. 15. Hd-6285).
გარაყანიძე დომენტი
ძმისწული ლუარსაბ გარაყანიძისა, იხ. გარაყანისძეები - მათ დაუკავებიათ ჭარმაულების მკვიდრი მამული ხატისწობენი, რომელიც შემდგომში მათმა შთამომავალმა გარაყანისძემ სასამართლოზე დაკარგა (1527 წ. ქრ. II. 371).
გარაყანიძე ელია
ქვემო ძვიმლეთს მცხოვრები, პაპუა ტატიშვილის ყმა, ერთი კომლი. ჰყავს ძმები: ზურაბა, ძულია, გარაყანა. მოხსენიებულია ზემო ქართლის სადროშოს აღწერის დავთარში (XVII ს. II ნახ. Qd-7017).
გარაყანიძე (ვარ. გარაყანისძე. ელიზბარისშვილი) გიორგი - 1634-1639 წწ.
ჰყავს ბიძაშვილი ბეჟან. ზაალ ერისთავმა მას უწყალობა ყმა-მამული თეზში (1634 წ. Hd-8419 ბ), იგივე წყალობა განუახლა ელიზბარ (ქსნის) ერისთავმა (1639 წ .Hd-8419 გ).
გარე ყანიძე ესტატე
რაჭას მცხოვრები, იგი ლეონ მეფემ უბოძა ნიკორწმინდელ ამბროსე ბაქრაძეს (1501 წ. isic. [1583-1590 წწ.] 1448-3323).
გარაყანიძე ზავრად
ალექსანდრე მეფემ სვეტიცხოველს განუახლა მისი და სოფელ ჯაჭვის შეწირულება (1579 წ. Sd-464).
გარაყანიძე ზავრად
მცხეთისშვილი, ჰყავს შვილები: გიორგი, რამაზ, გურგენ, ყაყალაჩი ძმისწულებთან გაყრის შედეგად შეუმცირდა მამული. დომენტი კათალიკოსმა მას უწყალობა ბიწმენს - გიორგი შვილებითა და მამულით, ნადირა ჩეკურაშვილი მამულით; ჭიაურში - ბასილა და მისი შვილი ქემა და ძმა შვილებით, ყაურა ძმით და შვილებით (1610 წ. 1448-5572). მოწმე მოსეს მიერ კათალიკოს იოვანქსათვის მიცემული პირობის წიგნისა (1613 წ. 1449-2640).
გარაყანიძე ზავრად
ძმისწული გურგენ გარაყანიძისა, იხ., მამა ლუარსაბ გარაყანიძისა, იხ., მის ერთ-ერთ შვილს უპირებდნენ ირანში ტყვედ გაგზავნას, დომენტი კათალიკოსმა არჩილ მეფეს სთხოვა მისი გადარჩენა ([1664-1675 წწ.] 1449-1767).
გარაყანიძე ზაზა - ძმისწული ლუარსაბ გარაყანიძისა, იხ.
გარაყანიძე ზურაბ - ძმა ელია გარაყანიძისა, იხ.
გარეყანისძე ზურაბ
სვეტიცხოვლის ბოქაულთუხუცესი, ჰყავს: ძმა ომან, შვილი ქაიხოსრო. მას უწყალობა ქართლის კათალიკოსმა ზებედემ შვიდი კომლი კაცი: ელისბარა, მიქლა, ფირხანა, დარჩუ, ალია, იანვარა, სოლაშვილი (1610 წ. 1450-17/156).
გარაყანიძე (ვარ. გარეყანიძე) ლუარსაბ - 1692-1700 წწ.
ბოქაულთუხუცესი (1692-1700 წწ. Qd-1326, 9087, Ad-1708, 1450: 31/132, 31/142, 1449-1190, Sd-407, Ad-1787). ჰყავს მამა ზავრად, შვილი მანუჩარ, ძმისწულები: ზაზა, დომენტი, გიორგი. ემხრობოდა ნაზარალიხანს, რის გამოც გიორგი მეფის მომხრეებმა დაურბიეს და დაუწვეს სასახლე და მამული. ნაზარალი-ხანმა მას სამაგიეროდ უწყალობა სოფელი ბიწნენი, მჭედლიშვილები, მზეობრიძეები და სუხიაშვილები საკათალიკოსო სახასო მამულიდან (1694 წ.1448-3269); გაარიგა სარდალ გიორგი [გედევანიშვილთან] ერთად ადამ და ერასტი მაღალაძეების სამამულე დავა (XVII ს. ბოლო მეოთხ. Ad-1787); მონაწილეობა მიიღო რამაზაშვილების: არდაშელის, გიორგისა და მათი ძმების გაყრაში ([1695-1697 წწ.] 1450: 31/132, 31/142). მოწმე: კათალიკოს იოანე დიასამიძის მიერ რევაზ [მაღალაძისათვის] მიცემული წყალობის წიგნისა (1692 წ. ახლო. I. 1. Qd-1326), ამავე კათალიკოსის მიერ სვეტიცხოვლის დეკანოზ ფოცხვერასათვის მიცემული კრწანული მამულისა და ველკეთილის მეღალეობის წყალობის წიგნისა (1692 წ. IX. 1. Qd-9087). კათალიკოს იოვანეს მიერ სახლთუხუცეს რევაზ [მაღალაძისათვის] მიცემული მეჭურჭლე გიორგის ნაქონი სასახლისა და ქურის წყალობის წიგნისა ([1692 წ. ახლო] Ad-1708), ნიკოლოზ მაღალაძის მიერ ქობულაშვილისათვის მიცემული სააღაპე წიგნისა (1696 წ. 1448-5060), ფარსადან ციციშვილ-ფანასკერტელის მიერ კათალიკოს იოანე დიასამიძისათვის მიცემული ნასყიდობის წიგნისა (1697 წ. 1449-1190), ავთანდილა მისაჯნისშვილის მიერ ფარსადან ჯავახიშვილისათვის მიცემული გირაოზე უდაობის წიგნისა (1697 წ. IV. 26. H-2830-155), იოვანე კათალიკოსის მიერ ათანასესათვის მიცემული სახელოსა და ყმა-მამულის წყალობის წიგნისა (1688 წ. 12. sic. [1696-1697 წწ.] 1450-31/149), იოვანე დიასამიძის მიერ წინამძღვარ ნიკოლოზისათვის მიცემული არაშენდას და დისევის მოურაობის წყალობის წიგნისა (1698 წ. Sd-407).
გარაყანიძე მანუჩარ - შვილი ლუარსაბ გარაყანიძისა, იხ.
გარაყანიძენი
ჯავაში მცხოვრებნი, სვეტიცხოვლის ყმები, (უცნობმა მეფემ) განუახლა მათი წყალობა სვეტიცხოველს (XVI ს. II ნახ. 1449-1787).
გარეყანიძე ომან - ძმა ზურაბ გარეყანიძისა, იხ.
გარაყანიძე პაპუა
სახლთუხუცესი, „შუამდგომი და სამართლის მოქმედი“ დავით და თამაზ ქარსიძეების გაყრისა (1651 წ. 1450-29/59).
გარე ყანისძე პაპუნა
ჰყავს ბიძაშვილი ბეჟან მას უწყალობა ქსნის ერისთავმა ელიზბარმა სოფელი თეზი, გარდა ებიტას და მამულისა (1683 წ. II. 5. Hd-8419 ა).
გარაყანიძე რამაზ - შვილი გურგენ გარაყანიძისა, იხ.
გარეყანიძე ფარსი
მოწმე ვირშელ რამადანიშვილის მიერ გიორგი ტაერიშვილისათვის მიცემული: მამულის ნასყიდობის წიგნისა (1612 წ. Hd-7966), მამულის გაცვლილობის წიგნისა (1612 წ. ახლო. Hd-4490).
გარეყანიძე ქაიხოსრო - შვილი ზურაბ გარეყანიძისა, იხ.
გარაყანიძე ყაყალაჩი - შვილი ზავრად გარაყანიძისა, იხ.
გარეყანიძე შერმაზან
დამწერი ქაიხოსრო ჯავახიშვილის მიერ პაპია [ჭყოპია]შვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1633 წ. Ad-1802).
გარეყანიძე შერმაზან - 1652-1684 წწ.
დამწერი და მოწმე: იასასა და პაპანას შვილების მიერ თევდორე ხახანასშვილ-შალვასშვილისათვის მიცემული სავენახე მიწის ნასყიდობის წიგნისა (1652 წ. Hd-5990), ნიკოლოზ აბულვარდიშვილის მიერ პაპუნა თუხარლისთვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1661 წ. Sd-49), გოგია ლიპუასშვილის მიერ ბეჟუა ბარამიძისათვის მიცემული საწისქვილეს ნასყიდობის წიგნისა (1665 წ. 1450-26/120), ერიკა კვიწინაძის მიერ ბეჟუა ბარამიძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1672 წ. Hd-1565), პაპუნა ბაღნაშვილ-ზოზიაშვილის მიერ პაპუნა დედაბრისშვილისათვის მიცემული ნაფუძრის ნასყიდობის წიგნისა (1684 წ Hd-6775).
გარაყანისძე ცოტნე
მეფე დავით რუსუდანის ძის მეუღლემ, თამარ დედოფალმა მისგან იყიდა „მისგანაც ნასყიდი და ნასისხლი“ სოფელი ჯიქეფონი და შესწირა გელათის ხახულის ღმრთისმშობელს ([1260-1267 წწ.] ქრ. II. 162).
გარაყანიძე ძულია - ძმა ელია გარაყანიძისა, იხ.
გარაყანიძე ხელა
მოწმე ალექსანდრე მეფის მიერ სიაოშ ფალავან დიშვილისათვის ნასისხლად ოქონის ბოძების წიგნისა (1488 წ.VII. 1. Hd-8731).
გარბელიანი გოჩია
მას მისცა „ბოლო წიგნი“ ( = ფიცის წიგნი) ივნაშვილმა ([XVI-XVII სს.] S-42- 1, 9 v).
გარდე ვაძე
ხონის საყდრის ყმა, ემართა ერთი საკლავი, ერთი კოდი ღომი, ერთი კოკა ღვინო, სამი ქათამი, საპურობო, ერთი კოკა ღვინო, ერთი კოდი ღომი, ხუთი კოკა ტკბილი ღვინო, ერთი კოკა ღვინო ხელოსნისათვის(XVI ს. ბოლო. 1448-5034).
გარდისშვილი
თეიმურაზ მეფემ ჩერქეზ-ალადაღისშვილ გიორგის უწყალობა მისი ნაქონი სახასო მამული (1662 წ. 1450-26/156).
გარზამა
ქვემო ღანუხს მცხოვრები, ელმირზა ბატონიშვილმა იგი შესწირა სვეტიცხოველს (1580 წ. 1448-5527).
გარისელაჲძე
იოანეს გამზრდელი, იხსენიება შიომღვიმის კრებულის მიერ ზოსიმესათვის მიცემულ დაწერილში. უყიდია 16 დრაჰკანად რუეთს გაშენებული ვენახი, საიდანაც „გაუყოფლის ტკბილისაგან“ თორმეტი კოკა აიღებოდა მისი სულის სალოცავად მის გაზრდილს, იოანეს, თევდორობის პარასკევს [მონასტრის] ძმათათვის უნდა გაეყო „თესლი და კუანჩხითა ღვინოჲ“ (1200 წ. ახლო. Ad-4).
გარსა
ლეონ მეფემ იგი უწყალობა და გაუთარხნა ჩოლაყასშვილებს: ქისიყის ეპისკოპოს მაქსიმეს, ჭიაურთ მოურავ ზაალს და მათ ძმებს, სხვა ოცდაათ კომლ კაცთან ერთად (1566 წ. I. 19.1449-2285).
გარსევან
ჰყავს [სახლიკაცი] ზაქარია. სვიმონ მეფემ მას უწყალობა სავენახე (1574 წ. გსიემ. 7601/26).
გარსევან
[შვილი] ივანესი, იხ.
გარსევან
მისი საქევხო ყოფილა ღანუხში ხუდაანი, რომელიც თეიმურაზ მეფემ დავით ჯანდიერისშვილს უბოძა (1637 წ. 1448-5592).
გარსევან - [სახლიკაცი] ოთიასი, იხ.
გარსევან - 1669-1672 წწ.
მოწმე და დამწერი: პაპუნა მარიამულის მიერ ქიტია თბილელაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1669 წ. II. 1450-32/281), ნასყიდა ნონესშვილის მიერ ქიტიასათვის მიცემული მიწების ნასყიდობის წიგნისა (1672 წ. II. 1450-32/282).
გარსევან
მოწმე ბაინდურ ვახტანგასშვილის მიერ ხოსიტა ყორღანასშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1669 წ. X. 11. 1450-17/13).
გარსევან - ძმა პაპუნასი, იხ.
გარსევან - შვილი დათუნასი, იხ.
გარსევან
მამასახლისი, მოწმე სორაზანა ბებაშვილის მიერ ნიკოლოზ [ბებაშვილისათვის] მიცემული პირობის წიგნისა (1685 წ. Hd-8481).
გარსევანა
მისი და ბერიკა გიოშვილის საზღვარზე მდებარე ვენახი ნიკოლაოზ ზანდუაშვილმა მიჰყიდა ზურაბ ბაგრატიშვილს (1699 წ. XII. 20. Ad-1064).
გარსევანა
ხაბაზი, [ჩხარის] ციხის მეციხოვნეებმა მას წაართვეს ერთი ფური (XVII ს, Ad-2233-ბ).
![]() |
8.15 გარსევანიშვილები || გარსევანიანთ |
▲ზევით დაბრუნება |
გარსევანიანთ
მათ მარანს ესაზღვრებოდა ნაზარა ხოჯუასშვილის მიერ ამირაღაანთ ფარსადანასათვის მიყიდული სასახლის უკანა მხარე (1677 წ. X. 10. გსიემ. 7001/13)
გარსევანიშვილები
სახასო აზნაურიშვილები, ნაზარალიხანმა მათ განუახლა სახასო აზნაურიშვილობისა და მამულების წყალობა (1689 წ. Hd-1913).
![]() |
8.16 გარსევანიშვილი || გარსევანისშვილი || გარსეუანიშვილი || გარსევანაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
გარსევანიშვილი გარსევან - 1666-1681 წწ.
შვილი ოქონის დეკანოზ მარკოზ გარსევანიშვილისა, იხ., ძმა ოქონის დეკანოზ დავით გარსევანიშვილისა, იხ, მოწმე და დამწერი შოშიტა სალარიშვილის მიერ დავითისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1666 წ. Qd-6893); იხსენიება მარიამ დედოფლის ბრძანებაში უცნობი პირისადმი: თუ წერეთელა წერეთელაშვილი თავის ვალს დააბრუნებდა, მაშინ სახლ-კარი, მამული და გორის მთავარანგელოზის საყდრის სამსახურიც გორის მამასახლისს მისთვის უნდა დაეტოვებინა. თუ არ გადაიხდიდა, მაშინ გარსევანისათვის უნდა მიეცათ ყოველივე ეს ([1664 წ.] გსიემ 7661/37).
გარსევანაშვილი გასიტა - შვილი პაატა გარსევანაშვილისა, იხ.
გარსევანიშვილი (ვარ. გარსეუანიშვილი) გიორგი
შვილი ზაქარია გარსევანიშვილისა, იხ., [სახლიკაცი] იესე გარსევანიშვილისა, იხ.
გარსევანიშვილი (ვარ. მარკოზისშვილი) დავით - 1664-1689 წწ.
ოქონის ხატის დეკანოზი (1664-1689 წწ. გსიემ:184, 4640-147/185, 7601-59, Sd-546, 1448-2241). ჰყავს: მამა ოქონის ხატის დეკანოზი მარკოზ, იხ. (1664-1681 წწ. გსიემ:184, 7601-28, Sd-546, ), ძმები: გარსევან, თამაზ (1680-1681 წწ. გსიემ: 4640-147/185, 184, 7601-28, 7601-59, Sd-546). იყიდა: მამუკა პარკაძისაგან გარეჯვრის ბოლოს ნაყიდი მახარებლისეული ნაწისქვილარი მიწა, რომელიც ხოჯიასშვილის მიწას ესაზღვრებოდა (1680 წ. XI. 18. გსიემ. 7601-59), ფირყულა აფკარაშვილისაგან მიწა, რომლის საზღვრები გადიოდა როსტია [აფკარაშვილის], პაპუნა ბროლიაშვილის, თევდორე დარჩიაშვილისა და ანდრია ანდრიაშვილის მიწებზე (1681 წ. VI. 1. Sd-546); დაიხსნა მევალეებისაგან არჩუკასშვილი ნასყიდა, რომელმაც სამაგიეროდ მას თავისი სამკვიდრო ვენახი მიჰყიდა და ნახევარი ლიტრა სანთლის ბეგარა დაიდო (1679 წ. I. 30. გსიემ. 7601-28); მარიამ დედოფალმა მას მიაბარა [გორის] მთავარანგელოზის საყდარი და ხატები (1664 წ. გსიემ. 4640-147/185) და ამავე საყდრისათვის ბოძებული სააღაპე შეწირულების მოვლა (1664 წ. გსიემ-184).
გარსევანიშვილი ელიზბარ
ნიკოლოზ მთავარ პისკოპოსისა და მამასახლის გოდერძის გარიგების თანახმად, მას დეკანოზ მარკოზ გარსევანიშვილისათვის უნდა მიერთმია ყოველ დიდმარხვას, პირმარხვის ორშაბათს, თითო ლიტრა ზეთი ოცი სტილით (1666 წ.გსიემ-152).
გარსევანისშვილი ზაქარია - 1662-1668 წწ.
ჰყავს: მამა სეხნია (1668 წ. გსიემ: 4644, 4642 ), ბიძები: პავლე, პაატა (1668 წ. გსიემ: 4644, 4642), შვილები: სეხნია, გიორგი (1662-1668 წწ. გსიემ: 174, 4642), ბიძაშვილები: დეკანოზი მარკოზ (1668 წ. გსიემ: 4642, 4644). ღონენა (1668 წ. გსიემ 4644), ბიძაშვილიშვილები: დავით, გარსევან და თამაზ (1668წ. გსიემ 4642). იყიდა მამუკა ორბელაძისაგან მისი შვილი ბერი (1662 წ. XI. 10. გსიემ 174); ადრე მისი მამა-ბიძანი გაყრილან, შემდეგ მან და დეკანოზმა მარკოზმა გაინაწილეს საერთო ყმა-მამული. მას ერგო: გორში ღმრთისმშობლის სასაფლაოს, წისქვილის, ბაღის, ნაფუძრის, მინდვრისა და მიწის მესამედი; აგრეთვე ცხინვალს - სახლ-კარი, კალო-საბძელი და ჭურ-მარანი (1668 წ. გსიემ. 4644); მის ბიძაშვილებს - დეკანოზ მარკოზს, ღონენას და მარკოზის შვილებს - დავითს, თამაზას და გარსევანს - გორში წისქვილის, ბაღის, ნაფუძრის, ბოდაბეთის მიწის, სველნეთისა და სატბეურის მიწის ორი წილი, თავისი კაცებით, ნაფუძრის ბოლოს მდებარე კალო-საბძელი, რცხილოვანს სასახლე, გუჯაბაურის ვენახისა და ბერაძისაგან მიცემული მიწის ნახევარი (1668 წ. გსიემ 4642).
გარსევ[ა]ნ[ი]სშვილი თამაზ - 1677-1678 წწ.
მოწმე: ტინისხიდელი მამასახლისის გემანას მიერ სიმონგულა მამუკასშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1677 წ. VIII. 1. Hd-5303), მამუკა ამირაღაშვილის მიერ მდივან ზურაბ თუმანიშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1678 წ. V. 20. Sd-10).
გარსევანიშვილი თამაზ
შვილი მარკოზ გარსევანიშვილისა, იხ., ძმა დავით გარსევანიშვილისა, იხ.
გარსევანიშვილი (ვარ. გარსეუანიშვილი) იესე - 1690, 1697-[1719] წწ.
მეფის ჯვარისმტვირთველი და კარისა და ოქონის ხატის დეკანოზი. ჰყავს [სახლიკაცი] გიორგი. ქართლის მთავარეპისკოპოსმა ქრისტეფორემ მას უბოძა წიგნი, რომლითაც გააუქმა გორის სამწყსოს ორ სახუცოდ გაყოფა და ეს სახელო მთლიანად გარსეუანიშვილთა გვარს დაუმტკიცა, რადგანაც „თამარ მეფის აქეთ“ სახელო და საყდარი მკვიდრად და სამამულედ მათ ჰქონდათ ნაბოძები ([1690-1719 წწ.] H-600); მოწმე და დამწერი გიორგი მამაცაშვილის მიერ თავისი ძმის, იასესათვის მიცემული ბაღისა და კალო - საბძლის ნასყიდობის წიგნისა (1697 წ. 1450-46/82).
[გარსევანაშვილი] იორამა
[სახლიკაცი] ნასყიდა გარსევანიშვილისა. მოწმე მანუჩარ ყორღანაშვილის მიერ ხეჩუაანთ მელქუასათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1696 წ. IX. 1450-19/3).
გარსევ[ა]ნ[ი]შვილი (ვარ. გარსევანაშვილი) მამუკა - 1618-1675 წწ.
დეკანოზი || გორის დეკანოზი, შვილი პაატა გარსევანაშვილისა, იხ., მოწმე: ბეროა ტერტერაშვილის მიერ მამიჯანა ტერ-ზაქარასშვილისათვის მიცემული თავნასყიდობის წიგნისა (1668 წ. IV. 15. Hd-2578), ენდრონიკაანთ ელიზბარის მიერ ზურაბ თუმანიშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1675 წ. VII. 1. Sd-6).
გარსევანიშვილი მარკოზ - 1666-1672 წწ.
დეკანოზი || გორისა და ოქონის ხატის დეკანოზი. ჰყავს: მამა პაატა (1668 წ., გსიემ 4644), ბიძები: პავლე და სეხნია (1668 წ. გსიემ 4644), ძმა ღონენა (1668 წ. გსიემ 4642), ბიძაშვილი ზაქარია (1668 წ.,გსიემ 4644), შვილები: დავით გარსევანიშვილი, იხ., გარსევან, თამაზ (1668-1672 წწ., გსიემ 4642, 7601/19). იყიდა ნაზარასა და მისი შვილებისაგან სასახლე (1672 წ. გსიემ 7601-19); მთავარეპისკოპოს ნიკოლოზისა და მამასახლის გოდერძის გარიგების თანახმად, ელიზბარ გარსევანიშვილს მისთვის უნდა მიერთმია ყოველ დიდმარხვას, პირმარხვის ორშაბათს, თითო ლიტრა ზეთი ოცი სტილით (1666 წ. გსიემ 152); გაყრის შედეგად ზაქარია გარსევანიშვილმა მას არგუნა გორში წისქვილის, ბაღის, ნაფუძრის, ბოდაბეთის, სველნეთისა და სატბეუროს მიწის ორი ნაწილი მისი კაცებით; ნაფუძრის ბოლოს მდებარე კალო-საბძელი, რცხილოვანში სასახლე და გუჯაბაურის ვენახისა და ბერაძისაგან მიცემული მიწის ნახევარი (1668 წ. გსიემ 4642), მასვე ერგო კალო-საბძელი, გორს სასახლე, ლევანისეული ვენახი ცხინვალს - ბერაძისეული ნაფუძარი და მიწების ნახევარი (1668 წ. გსიემ 4644).
გარსევანიშვილი (ვარ. გარსევანაშვილი) ნასყიდა- 1688-1700 წწ.
ჰყავს: [სახლიკაცები]: ფარსადანა და იორამა (1696 წ. 1450-19/3), მოწმე: ყარადაღა ყორღანაშვილ-რამაზაშვილის მიერ ფარემუზ ბეჟანისშვილისათვის მიცემული ადგილის ნასყიდობის წიგნისა (1612 წ. sic XVII ს. შუა ხანები 1450-17/14), ბაინდურას მიერ ყორღან ყორღანაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1688 წ. IV. 1. 1450-16/150), მანუჩარ ყორღანაშვილის მიერ ხეჩუაანთ პაპუაშვილ მელქუასათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა, მისი ვენახი იყო ამ ვენახის ერთ-ერთი საზღვარი (1696 წ. IX. 1450-19/3), ხეჩუანთ პაპუასშვილ მელქუას მიერ ბაინდურა ყორღანაშვილისათვის მიცემული ვენახისა და სავენახის ნასყიდობის წიგნისა. მისი მიწა ესაზღვრებოდა ამ ვენახსა და სავენახეს (1700 წ. VIII. 1450-16/169).
გარსევანისშვილი (ვარ. გარსევანაშვილი) პაატა - 1618-1632 წწ.
ჰყავს: [ძმა] პავლე, შვილები: გასიტა, მამუკა (1618 წ. 1450-53/104), მარკოზ [გარსევანიშვილი], იხ., ძმისწული ზაქარია გარსევანიშვილი, იხ., მიჰყიდა ხითარა ასვატურაშვილს რვა დღის მკვიდრი და ნასყიდი მიწა, რომელიც ესაზღვრებოდა დეკანოზისა და პოლოაშვილის მიწებს (1618 წ. V. 15. 1450-53/104); მოწმე ელიხანა ელიხანაშვილის მიერ ალექსა გოზალბეგაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1632 წ. V. 12. 1450-5 3/100).
გარსევანიშვილი (ვარ. გარსევანაშვილი) პავლე
[ძმა] პაატა გარსევანაშვილისა, იხ., ბიძა ზაქარია გარსევანიშვილისა, იხ.
გარსევანაშვილი პაპუა
მოწმე თამაზ ყორღანაშვილის მიერ მისი განაყოფის შიოშისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1680 წ. VII. 1450-19/22).
გარსევანისშვილი სეხნია - მამა ზაქარია გარსევანისშვილისა, იხ.
გარსევანისშვილი (ვარ. გარსევანასშვილი) სეხნია - 1662-1688 წწ.
შვილი ზაქარია გარსევანიშვილისა, იხ., მოწმე და დამწერი: ზაქარია მახარობლიძის მიერ ხოჯა ხოჯასშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1684 წ. 1450-33/15), ლომია მამისთვალაშვილის მიერ ხოჯა ხოჯასშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1688 წ. XII. 1450-33/20).
[გარსევანისშვილი] ფარსადანა
[სახლიკაცი] ნასყიდა გარსევანაშვილისა. მოწმე მანუჩარ ყორღანაშვილის მიერ ხეჩუანთ მელქუასათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1696 წ. IX. 1450-19/3).
გარსევანიშვილი ღონენა - ძმა მარკოზ გარსევანიშვილისა, იხ.
გარსევანისშვილი ყულია
მოწმე ყარადაღა ყორღანაშვილ-რამაზაშვილის მიერ ფარემუზ ბეჟანისშვილისათვის მიცემული ადგილის ნასყიდობის წიგნისა (1612 წ. sic XVII ს.შუა ხანები. V. 1450-17/14).
გარსია
დედოფლის ყმა. ყაფიჩი, მოწმე ნასყიდა დათუნაშვილის მიერ დავით სოლაღაშვილისათვის მიცემული ყმობის პირობის წიგნისა (1692 წ. II. 1. Sd-737).
გარსია
მდივანბეგმა პა[ა]ტა [ერისთვისშვილმა] მისწერა წერილი ბოქაულთუხუცეს ორბელს იმის შესახებ, რომ გარსიასათვის წერილის მიღებამდე არ მოეთხოვათ არაფერი ([1695-1697 წწ.] H-228).
გარსიაშვილი ივანე
სხვა ყმა-მამულთან ერთად, იგი დავით ქსნის ერისთავმა უბოძა ფარსადან ზედგინიძისშვილს (1695 წ. II. 4. Hd-1314).
გარსიაშვილი ივანე
ფლავს მცხოვრები, ყიასაბეგის მეკოდისპურე ყმა-გლეხი (1700 წ. 1448-3602).
გარსოა
მისი ქულბაქი ესაზღვრებოდა სარუხანათ ბაინდურასშვილ ხოსინას მიერ ქაფანაკანთ ფარსადანასათვის მიყიდულ ქულბაქს (1672 წ. VI. Sd-754).
გარსოა
ჭონი, მოწმე სოღროაანთ მირაქასშვილ მამიჯანას მიერ მელიქ შერმაზანასათვის მიცემული შვილის ნასყიდობის წიგნისა (1679 წ. V. 24. 1448-320).
გარსოა
დალაქი, მოწმე გულიფაშათ მითიჯანაშვილ პაპაჯანას მიერ შამირანათ თაყინასშვილ მამიჯანასათვის მიცემული სახლების ნასყიდობის წიგნისა (1679 წ. IX. Hd-13009).
გარსოა
მისი კედელი ესაზღვრებოდა იმ ადგილს, რომელიც ქაფანაკათ ზურაბასშვილმა ფარსადანამ მიჰყიდა ბაღდადათ თათოსას (1691 წ. VIII. 24. 1450-50/205).
გარსოა
მას მიჰყიდა თანოამ თავისი შვილი (XVII ს.1448-1001).
გარსოაშვილი (ვარ. გარსოანთ) მურადა - 1697-1698 წწ.
მოწმე ბალაბულანთ ჰაზოას შვილის, საქოას მიერ ქეფინაანთ კარაპეტას შვილ არუთინასთვის მიცემული სახლ-კარის ნასყიდობის წიგნისა (1697 წ. VII. 20. Hd-13022), მნიშაკანთ გულინაშვილ მიქელის მიერ მდივან გივი თუმანიშვილისათვის მიცემული სახლის ნასყიდობის წიგნისა (1698 წ. Sd-56).
გარსუა
ბატონის ჯილავის მეთოფე, მოწმე ამილბარ ბეჟიტაშვილის მიერ ოთია ინანაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. შუა ხანები. V. 15. Sd-1783).
გარსუა - 1676-1677 წწ.
მოწმე და დამწერი: გოგია ქურთისშვილის მიერ სიონის ღმრთისმშობლისათვის (იოსების თბილელობის დროს) მიცემული მიწის გირავნობის წიგნისა (1676 წ. IX. 1. 1449-1823), მიზოა იარაზიზაშვილის მიერ მანთაშა დათოაშვილისათვის მიცემული ბაღის ნასყიდობის წიგნისა (1677 წ. I. 1. 1450-10/153).
გარსუა
მოწმე დავით ბარათაშვილ-აბაშიშვილის მიერ სეხნია არეშისშვილისათვის მიცემული ტყისა და მიწის ნასყიდობის წიგნისა (1683 წ.1450-14/13).
გარსუა
მოქალაქე, მას და ყაზაზ არაქელას 22 თუმნად ჰქონდათ დაგირავებული სარქისა ხითარიშვილის სამი ქულბაქი რასტაბაზარში. ეს ქულბაქები მათგან დაიხსნა ყალანდარ თუმანიშვილმა (1696 წ. VI. 28. Sd-482).
![]() |
8.17 გარსუასშვილი || გარსუაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
გარსუაშვილი
ყაია, ბაადურ და პაპუნა [ციციშვილების] სამწევრისის მამულებზე დავის წიგნში აღნიშნულია, რომ მისი ექვსი დღის მიწა პეტროზა ხუციაშვილს ეჭირა, ხოლო ბეჟანური სამი დღისა - საქუაშვილს ([1633-1658 წწ.] 1448-2316).
გარსუაშვილი
მისი ექვსი დღის მიწა ბიკინას ეჭირა, ორი დღისა - ბოჯახაშვილს, თვითონ ეკავა ერთი დღის მიწა სელის გვერდით. აღნიშნულია [ციციშვილთა] საკომლოების ნუსხაში (1666 წ. ახლო. Hd--802).
გარსუაშვილი
ბადურ ციციშვილის სამწევრისში გამოფიცული მიწების ნუსხაში აღნიშნულია, რომ წრომის გზაზე ხოჯაურში, მას ეჭირა ტერტერას ნაქონი ერთი დღის მიწა (1671 წ. Hd-833).
გარსუასშვილი
მისი ვენახი იყო ერთ-ერთი საზღვარი გუგუნა თამაზისშვილის მიერ როსტომ ყორღანაშვილისათვის მიყიდული ვენახისა (1682 წ. VII. 1450-1/110).
გარსუაშვილი
მისი გზა ესაზღვრებოდა ავდროზანას მიერ ოთარ ყორღანაშვილისათვის მიყიდულ მიწას (1688 წ. 1450-17/28).
გარსუაშვილი ასლუა - შვილი ბაინდურ გარსუაშვილისა, იხ.
გარსუაშვილი ბაინდურ (ვარ. ბაინდურა) - 1658-1686 წწ.
ჰყავს ძმისწული გარსუა, შვილები: ბერუა, თამაზა, ასლუა. მიჰყიდა გიორგი ყორღანაშვილს თავისი მკვიდრი მიწა ალგზეთის (sic ალგეთის?) პირს, კლდის არხში, ფლატეს თავს (1686 წ. XI. 1. 1450-16/2), მოწმე: ყორღანაანთ ქემაროზაშვილ რამაზას მიერ თავისი განაყოფის, ზაალ დავითის - შვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1658 წ. VI. 3. Qd-2024), თამაზ ყორღანაშვილის მიერ თავისი განაყოფის, ბეჟანისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1678 წ. VI. 1450-7/58).
გარსუაშვილი ბეჟან (ვარ. ბეჟუა) - შვილი ბერუა გარსუაშვილისა, იხ.
გარსუაშვილი ბერუა - 1686-1700 წწ.
შვილი ბაინდურ გარსუაშვილისა, იხ., ჰყავს შვილები: თარხანა და ბეჟან (XVII ს.90-იანი - 1700წწ. 1450: 53/213, 16/169); ბიძაშვილი გარსუა (1694 წ. 1450-30/159). ბერუა [დი]არაშვილს მისცა ნასყიდობის წიგნი (XVII ს.90-იანი წწ. 1450-53/213 ფრაგმ.); მიჰყიდა ბერუა ყორღანასშვილს ნაურთალში თავისი სამკვიდრო მოწა, რომელიც ადრე დავრეშასშვილს ეჭირა (1700 წ. XII. 5. 1450-16/99). მისცა პირობა ამირასლან ალთუნასშვილს, რომ ჭაბუკალაანთ წისქვილის გზაზე მის წინაპართაგან ადრე ნაყიდ ორი დღის მიწაზე არ შეედავებოდა (1694 წ. XI. 10. 1450-30/159). მოწმე: გოგია ქოსაშვილის მიერ ოთარ ყორღანაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1688 წ. VI. 1. 1450-16/159), მელქუა პაპუასშვილის მიერ ბაინდურა ყორღანაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1700 წ. VIII. 1450-16/169).
გარსუაშვილი გარსუა
ძმისწული ბაინდურ გარსუაშვილისა, იხ., ბიძაშვილი ბერუა გარსუაშვილისა, იხ.
გარსუაშვილი თამაზა - შვილი ბაინდურა გარსუაშვილისა, იხ.
გარსუაშვილი თარხანა - შვილი ბერუა გარსუაშვილისა, იხ.
გარსუაშვილი იარალა
ყაფარ [სოლაღაშვილის] აზნაურიშვილი, როსტომ მეფემ იგი უწყალობა ელიზბარ სოლაღაშვილს (1658 წ. IX. l. Hd-1350 ბ).
გარსუაშვილი მურადა
მოწმე კავუჯაანთ არაქელასშვილ ოჰანას მიერ შუენუაანთ პაპინასშვილ ოჰანასათვის მიცემული ქულბაქის ნასყიდობის წიგნისა (1694 წ. VI. 22. 1450-19/87).
გარსუაშვილი მურადა
მოწმე ხუდინა შაზინაშვილის მიერ სევანის „ანაპატისა“ და მოღნისის საყდრის წინამძღვარ - ეპისკოპოს მესროპ ვარდაპეტისათვის მიცემული დუქნის მიგირავების წიგნისა (1700 წ. 1450-21/103).
გასინაშვილი სოლაღა
მოწმე ბეჟან მანთაშაშვილის მიერ აკოფასათვის მიცემული ნაფუძრის ნასყიდობის წიგნისა (1651 წ. IV.15. 1450-45/130).
გასიტა
აბანოს მცხოვრები, მისი მამული იხსენიება ზემო ქართლის კომლთა ნუსხაში (XVII ს.დამდეგი. Qd-7017).
გასიტა
თვალათუბანში მცხოვრები, ედიშერ და პაპუნა [ციციშვილების] გაყრის დროს იგი თავისი მამულით ერგო პაპუნას ([1688-1703 წწ.] Hd-1636).
გასიტა
კასპს მცხოვრები, ამილახვრის ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით ევალებოდა თოფით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
![]() |
8.18 გასიტასშვილი || გასიტაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
გასიტაშვილი - იხ. ვარძიელაშვილი
გასიტაშვილი ბერი
გვეძინეთში მცხოვრები, ედიშერ და პაპუნა ციციშვილების გაყრის დროს იგი ერგო ედიშერს თავისი მამულით ([1688-1703 წწ.] Hd-1636).
გასიტასშვილი გიორგი - იხ. ვარძიელაშვილი გიორგი
გასიტასშვილი იმარინდო - იხ. [ვარძიელაშვილი] იმარინდო
გასიტაშვილი მახარა
გოსტიბეს მცხოვრები, იხსენიება წილის ბარათში (XVII ს. Hd-13303).
გასიტაშვილი შემაზა
გოსტიბეს მცხოვრები, იგი, თავისი ქონებითურთ,წილად ხვდა მოურავსა და ზურაბ [სააკაძეს] მახარას ნაცვლად (XVII ს. II ნახ.Hd-11922).
![]() |
8.19 გასპარა || გასფარა |
▲ზევით დაბრუნება |
გასპარა - [მამა] გოგინასი, იხ.
გასპარა - 1634-1667 წწ.
პაატა აბაშიძის ყმა, ჰყავს ძმა სიმონა. აიყარა და ქალაქში ჩავიდა. შეეხიზნა ქალაქის მოურავს მანუჩარს. ხელმწიფემ მისი თავი ისევ პაატა აბაშიძეს დაუბრუნა. პაატა აბაშიძემ იგი თავისი ძმით, სიმონათი, მიჰყიდა ქალაქის მოურავ მანუჩარს (1634 წ.sic. XVII ს. შუა ხანები. IV. 8. 1450-8/150); იყიდა ნასყიდა ფასაშვილისაგან მიწა (1667 წ. V. 20. სს. II. №335).
გასპარა - 1676-1678 წწ.
მოწმე და დამწერი: პაატას მიერ მერაბისათვის მიცემული საბუთისა თავისი ქალის, მარიამის მოახლედ ბოძების თაობაზე (1676 წ. IV. 18. Hd-2797), აღელ ბაინდურა ბიძინასშვილის მიერ ხოჯა ბულინათ ნაზარასათვის მიცემული შვილის მიგირავების წიგნისა (1678 წ. VI. 1448-5108).
გასპარა - შვილი ნორაშენის ხუცეს ტერ-მიკირტიჩასი, იხ.
გასპარა - შვილი მეარყე შერმაზანასი, იხ.
გასპარა
მოწმე დავით ბარათაშვილ-აბაშიშვილის მიერ სეხნია არეშისშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1683 წ. 1450-14/13).
გასპარა
ხურო, მოწმე ქიტუნა მახარაშვილის მიერ კარაპეტა ხეჩატურაშვილისათვის მიცემული სახლის ნასყიდობის წიგნისა (1687 წ. XII. 15. 1448-4211).
გასპარა
მოწმე შაყუბათა ბეროაშვილის მიერ დოლმაზა შანშიაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1687 წ. IX. 30. Hd-14179).
გასპარა
მოწმე და დამწერი სუფრაჩ პაატაბეგის მიერ ლაზარე ელიაშვილისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1690 წ. I. 15. Qd-6786).
გასპარა
მისი მიწის გვერდით საღირათ ხევში პაპუა ლამაზასშვილმა ორი დღის მიწა მიჰყიდა ქაიხოსროვ აბაშისშვილს (1690 წ. V. 23. 1450-15/49).
გასპარა
[ქალაქის] ნაცვალი, მოწმე პაატაბეგის მიერ ქალაქის მამასახლის გიორგისათვის მიცემული სამამულე გარიგებისა და ნასყიდობის წიგნისა. საბუთს აქვს მისი ბეჭედი (1690 წ. VI. 8. Hd-13135).
გასპარა
ტერ-მესროფას შვილი, მოწმე ნეფესაანთ ზაქარიას მიერ ამირაღაანთ გაბრიელასათვის მიცემული სასახლის ნასყიდობის წიგნისა (1698 წ. IX. 1449-964).
გასპარა
ჰყავს ძმა ბარათა. მასთან ერთად მოწმეა სარქისა და გასპარა ხითარასშვილების გაყრის წიგნისა (1699 წ. III. 1. Ad-954).
გასფარა
ქალაქს მცხოვრები, ამილახორის ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით, მისი კომლიდან ორ კაცს ევალებოდა ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
![]() |
8.20 გასპარასშვილი || გასპარაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
გასპარასშვილი ბეჟუა
გორელი, მოწმე ტინისხიდელ ბერიკა ოთეღასშვილის მიერ პაპუა გიორგისშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1697 წ. III. 1. Hd-5305).
გასპარასშვილი გიორგი
მოწმე აღაბეგა სარქისმამაშვილის მიერ ბეგიჯანასშვილ-არაქელასშვილ შერმაზანისათვის მიცემული სასახლის ნასყიდობის წიგნისა (1641 წ. 1448-2939).
გატკეჩილიანი ბეშქენ
მოურავი და მოწმე შატმაზ [...რიანის] მიერ ივანე სეტიელისათვის მიცემული „წარკუეთილი გარდაწყუედილების“ დაწერილისა (XIV-XV სს. მიჯნა. სსძ. II. №93).
გაუთანიშვილი გარსო
მოწმე ნიკოლოზ კათალიკოსის მიერ ვარსიმესა და თევდორესათვის მიცემული წყალობის წიგნისა (1584-1589 წწ. 1449-2340).
გაფრეღასშვილი ტერ-ზაქარა
მოწმე საკას მიერ ოსკანასშვილ ტერ-დავითასათვის მიცემული სახლ-კარის ნასყიდობის წიგნისა (1645 წ. III. 1. გუჯ. 173-174).
გაფრიელაშვილი მიტიჩა
მოწმე გრიქოლა ბაკურაშვილის მიერ მკრტიჩ [ო]ნიკაშვილისათვის მიცემული სახლის ნასყიდობის წიგნისა (XVIIს. შუა ხანები. 1448-5333).
გაფრინდაშვილი გიორგი
ხუცესი, გიორგი მეფემ იგი შესწირა მღვიმის მაცხოვარს ([1605-1639 წწ.] Hd-11467).
გაფშუტიასშვილი
ხვედურეთში მცხოვრები, იგი წილად ხვდა ქაიხოსრო [ციციშვილს] ([1646-1673 წწ.] 1448-5042).
გაფჩხუა
ცაიშს მოსახლე, ემართა ცაიშის ბეგარა: მესამე წელიწადს ერთი საკლავი, ყოველ წელიწადს სამი ლიჯი ღომი, ხუთი ფოხალი ღვინო და გოჭკუმური ([1616-1621 წწ.] ქსძ. III. №92).
გაშნა
მისი მესისხლენი მისულან არჯევან ხრთაგიანთან და დაურბევიათ (XV ს.დასასრ. სსძ. II. №100).
გაჩეჩილაძე მახარებელი
წევას მცხოვრები, იგი, თავისი განაყოფითურთ, ვახუშტი აბაშიძემ შესწირა კაცხის მონასტერს ([1550-1570 წწ.] დსსს. I. 21-27).
გაწერელია ივანელა - მამა გაწერელია ჯოღორიასი, იხ.
გაწერელია ჯოღორია
ჰყავს მამა ივანელა, ბეჟან ბატონიშვილმა იგი უწყალობა გიორგი ასათიანს (1700 წ. გმ. №15).
გაჭირდია
ცაიშელი, [სახლიკაცი] სეფედალასი ([1616-1621 წწ.] ქსძ. III. №92).
გახაბაზდაშვილი ნადირა
[ჯავახიშვილების] მკვიდრი გლეხი, გოშფარ და როინ [ჯავახიშვილების] გაყრის დროს იგი, ქვენა დრისში და მელეში მცხოვრებ გლეხებთან ერთად, ერგო როინსა და მის ბიძაშვილებს [[1527-1558 წწ.] Qd-605).
გახელაძე
მისი საკომლო ბეყმარს ნაზარალი-ხანმა გაუთარხნა მონასტრის ყმებს, ატოცს მცხოვრებ გვიღვაშვილს და გოგიჭაშვილს (1699 წ. XI. 26. Qd-9586).
გახუტიშვილი
ხუცესი, ერთი კომლი, შეტანილია [ალავერდის] ტაძრის კომლთა ნუსხაში (XVII ს. QD-848).
გახუტიშვილი დათუნა
ერთი კომლი, შეტანილია [ალავერდის ტაძრის] კომლთა ნუსხაში (XVII ს. QD-848).
გაკეჩანი
ხუცესი, დამწერი და მოწმე: კალის ხევის დაწერილისა „ფიცებული კაცის“ მიერ გაჩენილი სამართლის მიღების შესახებ (XIV-XV სს. სსძ. II. №70), კალის ხევის დაწერილისა მოდავეთა შესახებ (XIV-XV სს. ლაგ. №17).
გაჯუა
ლევან დადიანმა მთაწმინდის ხარების ღმრთისმშობელს შესწირა ბაშს მცხოვრები სიგიჯუმა გეგია, რომელიც გაჯუასეულ ნაპარტახტალზე ესახლა (1642 წ. Qd-6740).
გებგაძე იოვანე
მეჯვრისხეველი, მისი შეწირულება თეიმურაზ მეფემ განუახლა მთაწმინდის პორტაიტის ღმრთისმშობელს მეფის სულის სააღაპედ (1630 წ. 1461-3/127).
გებესძეი ვეფხიაი
ყანობელი, მოწმე შებმა ლაბრ[ი]სძის მიერ კადისის ეკლესიისათვის მიცემული ბეგრის შეწირულების წიგნისა (XV ს. A-222, 76 v-77 v).
გეგა
აზნაურიშვილი, გოშფარ და როინ ჯავახიშვილების გაყრის დროს იგი, თავისი მამულით, ერგო როინსა და მის ბიძაშვილებს ([1527-1558 წწ.] Qd-605).
გეგაშვილი - მოძღვარი, [სახლიკაცი] შოშიტა გეგაშვილისა, იხ.
გეგაშვილი შოშიტა
ჰყავს სახლიკაცი მოძღვარი (sic) ფარსადან ციციშვილმა მას მიჰყიდა მჭედლიშვილის ნავენახევი ([1684-1697 წწ.] Hd-14262).
გეგებერია
შამანდავლა დადიან-გურიელმა იოვაკიმე კათალიკოსს უწყალობა საკათალიკოსო სარგოდ ყმები, მათ შორის - გეგებერია ([1455-1474 წწ.] 1449-157).
გეგებერია
კემხელაში მცხოვრები, ლევან დადიანმა იგი შესწირა ხოფის ტაძარს ([1628-1647 წწ.] Hd-1551 ა).
გეგებერია ბაიჭუჭუ
საცაიშლო გამოსავლის დავთრის მიხედვით, ემართა: ერთი საკლავი, ერთი ქათამი მისი მარილით, ერთი პური, სამი ლიჯი ღომი, სამი ფოხალი ღვინო და გოჭკუმური ღომით; ღვინო, კვერცხი, ხორცი, თევზი, ყველი და სამარხო ([1616-1621 წწ.] ქსძ. III. №92).
გეგებერია გაჭირდია
საცაიშლო გამოსავლის დავთრის მიხედვით ემართა: ერთი საკლავი, ერთი ქათამი მარილით, ერთი პური, სამი ლიჯი ღომი, სამი ფოხალი ღვინო და გოჭკომური ღომით, ღვინით, ხორცით და სამარხოთი ([1616-1621 წწ.] ქსძ. III. №92).
გეგებერია გაჭირდია
ცაიშის საყდრის ემართა: ათი ყველი, კოკა ღვინო, ნახევარი ლიჯი ღომი ([1616-1621 წწ.] ქსძ. III. №92).
გეგებერია თა<ი მაზა
საცაიშლო გამოსავლის დავთრის მიხედვით, ემართა ერთი საკლავი, ქათამი მარილით, პური, სამი ლიჯი ღომი, სამი ფოხალი ღვინო და გოჭკუმური ღომით, ხორცით, თევზით, ყველით, კვერცხით და სამარხოთი ([1616-1621 წწ.] ქსძ. III. № 92).
გეგებერია თაიმაზა
ემართა ცაიშის საყდრის ბეგარა: ათი ყველი, ერთი კოკა ღვინო, ნახევარი ლიჯი ღომი ([1616-1621 წწ]. ქსძ. III. № 92).
გეგებერია მამა
საცაიშლო გამოსავლის დავთრის მიხედვით ემართა: საკლავი, ქათამი მარილით, პური, სამი ლიჯი ღომი, სამი ფოხალი ღვინო და გოჭკუმური ღომით, ღვინით, ხორცით, თევზით, ყველით, კვერცხით და სამარხოთი ([1616-1621 წწ.] ქსძ. III. № 92).
გეგებერია მარტიშია
ემართა ცაიშის საყდრის ბეგარა: ათი ყველი, კოკა ღვინო, ერთი ლიჯი ღომი ([1616-1621 წწ.] ქსძ. III. № 92).
გეგებერია მარტიშია
საცაიშლო გამოსავლის დავთრის მიხედვით, ემართა: ერთი საკლავი, ქათამი მარილით, სამი ლიჯი ღომი, სამი ფოხალი ღვინო, გოჭკუმური მისი ღომით, ღვინით, ხორცით, თევზით, ყველით, კვერცხით, სამარხოთი ([1616-1621 წწ.] ქსძ. III. № 92).
გეგებერია მახოხია
ემართა ცაიშის საყდრის ბეგარა, ოცი ყველი, ერთი ფოხალი ღვინო, ერთი ლიჯი ღომი ([1616-1621 წწ.] ქსძ. III. № 92).
გეგებერია ნანატრია
საცაიშლო გამოსავლის დავთრის მიხედვით, ემართა: ერთი საკლავი, ქათამი მარილით, პური, სამი ლიჯი ღომი, სამი ფოხალი ღვინო გოჭკომური ღომით, ღვინით, ხორცით, თევზით, ყველით, კვერცხით, სამარხოთი ([1616-1621 წწ.] ქსძ. III. № 92).
გეგებერია ნანარტია
ემართა ცაიშის საყდრის ბეგარა: ათი ყველი, კოკა ღვინო, ნახევარი ლიჯი ღომი ([1616-1621 წწ.] ქსძ. III. № 92).
გეგებერია პიპიშია
საცაიშლო გამოსავლის დავთრის მიხედვით, ემართა: ერთი საკლავი, ქათამი მარილით, პური, სამი ლიჯი ღომი, სამი ფოხალი ღვინო და გოჭკუმური ღომით, ღვინით, ხორცით, თევზით, ყველით, კვერცხით და სამარხოთი ([16 16-1621 წწ.] ქსძ. III. № 92).
გეგებერია პიპიშია
ემართა ცაიშის საყდრის ბეგარა: ათი ყველი, კოკა ღვინო, ნახევარი ლიჯი ღომი ([1616-1621 წწ.] ქსძ. III. № 92).
გეგებერია სამამული
საცაიშლო გამოსავლის დავთრის მიხედვით ემართა: ერთ წელიწადს ორი საკლავი „უნცროს-უფროსი“, ქათამი მარილით,პური, ექვსი ლიჯი ღომი, ექვსი ფოხალი ღვინო და გოჭკუმური მისი ღომით, ღვინით, ხორცით, თევზით, ყველით, კვერცხით,სამარხოთი. მეორე წელიწადს: ერთი საკლავი, ერთი ქათამი მარილით, პური, სამი ლიჯი ღომი, სამი ფოხალი ღვინო და გოჭკომური მისი ღომით, ღვინით, ხორცით, ყველით, თევზით, კვერცხით და სამარხოთი ([1616-1621 წწ.] ქსძ. III. № 92).
გეგებერია სამართალა
საცაიშლოს გამოსავლის დავთრის მიხედვით, ემრთა: ერთი საკლავი, ერთი ქათამი მარილით, პური, სამი ლიჯი ღომი, სამი ფოხალი ღვინო და გოჭკომური ღომით, ღვინით, ხორცით, თევზით, ყველით, კვერცხით და სამარხოთი ([1616-1621 წწ.] ქსძ. III. № 92).
გეგებერია სამართალა
ემართა ცაიშის საყდრის ბეგარა: სამოცი ყველი, ორი ფოხალი ღვინო, სამი ლიჯი ღომი ([1616-1621 წწ.] ქსძ. III. №92).
გეგებერია უწყენარ
ემართა ცაიშის საყდრის ბეგარა; ოცდაათი ყველი, ერთი ფოხალი ღვინო, ერთი ლიჯი ღომი ([1616-1621 წწ.] ქსძ. III.№92).
გეგებერია უწყინარა
საცაიშლო გამოსავლის დავთრის მიხედვით, ემართა: ერთი საკლავი, ქათამი მარილით, პური, სამი ლიჯი ღომი, სამი ფოხალი ღვინო და გოჭკუმური ღომით, ღვინით, ხორცით, თევზით, ყველით, კვერხით წვე და სამარხოთი ([1616-1621 წწ.] ქსძ. III. № 92).
გეგელა: გეგელაური
გეგელაური ვენახი როსტომ მეფემ უწყალობა ლევან თურქისტანიშვილს (1647 წ. IX. 15. 1450-50/71).
გეგელაშვილი ნათანიელ
მღვდელი, მოწმე ბეროა ახალკაციშვილის მიერ თანდილა მარინდაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1696 წ. 1450-28/242).
![]() |
8.21 გეგელისშვილი || გეგელიშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
გეგელისშვილი
დიღომს მცხოვრები, იგი, თავისი მამულით, ბაგრატ მეფემ შესწირა სვეტიცხოველს თავისი მამის, პატრონ გიორგის სააღაპედ (1466 წ. ლაი. ქრ. II. 287).
გეგელიშვილი
კულბითს მცხოვრები, [სიმონ] მეფემ განუახლა სვეტიცხოველს ძველად შეწირული სამი საგლეხო: გეგელიშვილი, ლიპარიტაშვილი და მიქლუტაური (1559 წ. XII. 1. Ad-1572).
გეგელიშვილი გეგელა - [1606]-1632 წწ.
მოწმე: დეკანოზ გიორგი გიგუაშვილის მიერ დემნა ლუკიანაშვილისათვის მიცემული ნასყიდობის წიგნისა (1632 წ. Hd-11310 ა), უცნობი პირის მიერ გიორგისა და სულხანისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1632 წ. Hd-1042 ა), გიორგი ზანდარაშვილის მიერ დიღმის წმინდა გიორგის ეკლესიისათვის მიცემული ტკბილის შეწირულების წიგნისა ([1606-1615 წწ.] Hd-1051 ბ).
გეგელისშვილი ნიკოლოზა
ალექსანდრე მეფემ იგი შესწირა სვეტიცხოვლის საყდარს (1441 წ. 1449-1520).
გეგელიშვილი ქერაბინა
მოწმე: ზუბიტა ასანელაშვილის მიერ ლოთუფასათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1669 წ. 1450-28/239).
გეგელიშვილი ქიტა - 1673-1678 წწ.
მოწმე: გიორგი ხიზანიშვილის მიერ [დომენტი] კათალიკოსისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1673 წ. III. 7. Ad-1666), გოგია ზანდარასშვილის მიერ დემეტრე პაპასშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1678 წ. Hd-1547).
გეგელიშვილი შიო
მოწმე: თანდილა მარიამულის მიერ ესტატე მარინდაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1690 წ. 1450-28/240).
გეგენავა ეცადია
ჰყავს ძმა ოთია. ზაალ ღოღაბერიძემ „ფიცის გასამტეხლოდ“ ხოფის ღმრთისმშობელს შესწირა ძმები გეგენავები: ეცადია და ოთია. შემდეგში მათი შეწირულება განუახლა ხოფის ღმრთისმშობელს წინამძღვარმა ზებედემ ([1673-1696 წწ.] Hd-1551 ზ).
გეგენავა ოთია - ძმა ეცადია გეგენავასი, იხ.
გეგეტიშვილი ზაქარიე
მოწმე ბერ მეზრიშვილის მიერ ივანე სხირტლაძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (XVII-XVIII სს. მიჯნა. Hd-9716).
გეგეშიძე
ნიკორწმინდას მცხოვრები, ერთი კომლი, ბაგრატ მეფემ იგი შესწირა ნიკორწმინდის ეკლესიას (1544 წ. VIII. 9. ლაი. P-22 a).
გეგია სოგიჯუმა
ბაშს მცხოვრები, იგი გაჯუასეულ ნაპარტახტალში დაასახლა ლევან დადიანმა და შესწირა მთაწმინდის ხარების ღმრთისმშობელს, დააკისრა გამოსაღები: სამი საკლავი, ერთი ყველი, თექვსმეტი კოკა ღვინო, თექვსმეტი ლიჯი ღომი მისი საბეროთი (1642 წ.Qd-6740).
გეგიდავა უსკვაშაბი
ემართა ჯგალის ციხის ბეგარა ისეთივე, როგორიც ბუმბავა შამიბიას ([1616-1621 წწ.] ქსძ. III. № 92).
გეგიდავა შუშანია
ემართა ჯგალის ციხის ბეგარა ისეთივე, როგორიც ბუმბავა შამიბიას ([1616-1621 წწ.] ქსძ. III. № 92).
გეგიძე ბერი
მასთან მდგომი ერთი კომლი პატია სალუქვაძე ქაიხოსრო გურიელმა შესწირა აჭის წმინდა გიორგის ([1658-1660 წწ.] АПГА. 192-193).
გეგუტა
ზესში მცხოვრები, იგი, მამულით, შესწირა შაჰნავაზმა მანგლისის ღმრთისმშობლის ეკლესიას (1669 წ. 1449-1825 ა).
გეგუტაშვილი
ამირაიშვილი მისი ქონებით, გეგუტაშვილის მამულის გარდა, წილად ერგო სიმონს (XVII ს. Hd-120177).
გეგუტაშვილი
ციხედიდში მცხოვრები, იგი ერგო ადამ [მაღალაძის] შვილებს მათი სახლიკაცების ყმების ფარდად (XVII ს. ბოლო. 1448-5079).
გეგუტაშვილი ელიზბარა
ზესში მცხოვრები, ადრე შეწირული იყო მანგლისის ღმრთისმშობლის ეკლესიისათვის, მაგრამ შემდეგ ხელში ჩაუგდია მდი ვანბეგ როინ ჯავახიშვილს. შაჰნავაზმა იგი ხელმეორედ შესწირა და დაუმტკიცა მანგლისის ღმრთისმშობლის ეკლესიას (1669 წ. 1449-1825 ა).
გეგუტუშვილი გიორგი - შვილი ელიზბარ გეგუტუშვილისა, იხ.
გეგუტუშვილი ელიზბარ
ჰყავს შვილი გიორგი, მიჰყიდა ზურაბ ჯავახისშვილს ადრე ჯავახიშვილთაგან ნაყიდი მიწა ([1672-1699 წწ.] Hd-9404).
გედალ
ბატონი, ჰყავს ძმა ალავერდი, დათუნა იაკობისშვილისაგან იყიდა ჯავახიშვილისაგან ნაყიდი მიწა, მძულიაშვილისა და თავისივე მიწის საზღვრამდე (1700 წ. X. 2. Qd-8517).
გედაშვილი
კავთისხევში მცხოვრები, სახასო გლეხი, იგი, თავისი მამულით, მეფე გიორგიმ უწყალობა არქიმანდრიტ ნიკოლოზ მაღალაძეს (1694. II. 10. Qd-8923).
გედაძე
მისი მიწა ესაზღვრებოდა ბეჟუა ოქროპირაშვილის მიერ უთრუთ ციციშვილისათვის მიყიდულ მიწას (XVII ს-ის ბოლო. 1450-51/21).
![]() |
8.22 გედევან || გედავან || გედეონ ||გ ედავონ || გედოან |
▲ზევით დაბრუნება |
გედევან
მოწმე ელიაზარ ელიოზისშვილის მიერ შიომღვიმის მონასტრისათვის მიცემული მამულის შეწირულების წიგნისა (1492 წ. 1449-1615).
გედეონ
მროველი ეპისკოპოსი, მონაწილეობა მიიღო კათალიკოსსა და წილკნელ ეპისკოპოსს შორის მუხრანულ საზღვრებზე დავის გარჩევაში, რომელიც შედგა ლუარსაბ მეფის მეთაურობით (1552 წ.ახლო. 1449-1591).
გედეონ
გელათში მოღვაწე სასულიერო პირი, ულუხან ლორთქიფანიძის სააღაპედ უნდა მიერთმიათ მისთვის ორი თეთრი (1573 წ. 1448-3324).
გედეონ - შვილი [ზევდგინიძეთა] მწირველ არსენისა, იხ.
გედავან
მოწმე გიორგი ხიზანაშვილის მიერ [დომენტი] კათალიკოსისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1673 წ. III. 7. Ad-1666).
გედავონ
ბატონი, იხსენიება ჩხარის ციხის მეციხოვნეთა მიერ გლეხებისათვის მიყენებული ზარალის ნუსხაში (XVII ს. Ad-2233 ბ).
გედევან (ვარ. გედოან)
შვილი დიღმის წმინდა გიორგის დეკანოზ ათანელისა, იხ.
გედავონ
ოქრომჭედელი, მისი ორი თხა [ჩხარის] ციხის მეციხოვნეებმა წაართვეს კაკია ოქრუაძეს (XVII ს. Ad-2233 ბ).
გედევან (ვარ. გედეონ) - 1665-1678 წწ.
გენათელი, მას ბედან ყიფიანმა „ნიშნის“ ვალში მისცა საყანე მიწა (1678 წ. 1448-2149); მოწმე ბაგრატ მეფის მიერ ხოსია ჯაფარიძისათვის მიცემული ზეგლევში ყმა-მამულის წყალობის წიგნისა (1665 წ. Hd-9546) და ქაიხოსრო წერეთლისათვის მიცემული წყალობის წიგნისა (1666 წ. Hd-2246).
![]() |
8.23 გედევანისშვილი || გედევანიშვილი || გედავანისშვილი || გედაონისშვილი გედაონიშვილი || გედევანიშვილი-ელიოზისძე ||გედევანიანი |
▲ზევით დაბრუნება |
გედევანიანი
მემკვიდრეობით ეკუთვნოდათ [მცხეთის საყდრის] სარდლობა, აღნიშნულია დომენტი კათალიკოსის მიერ დიონოსე ზუმბულიძისათვის მიცემულ წყალობის წიგნში (1663 წ. 1450-31/125).
გედევანიშვილი ბასილი
ერთაწმინდას მცხოვრები, იგი, თავისი მამულით, წილად ხვდა მოურავსა და ზურაბ [სააკაძეს] რომანოზისა და ფელელ ესტატეს მამულის ფარდად (XVII ს. ბოლო მეოთხ. Hd-12239).
გედევანისშვილი ბეჟუა - [სახლიკაცი] გედევან გედევანისშვილისა, იხ.
გედევანისშვილი ბერი - [სახლიკაცი] გედევან გედევანისშვილისა, იხ.
გედევანისშვილი გედევან
ჰყავს სახლიკაცები: გიორგი, ბერი, შერმაზან, ბეჟუა, ზაზუტა და იოაკიმე. მიჰყიდა სეხნია ჯაშიაშვილს ნახევარი წისქვილი და იმავე წისქვილთან ბადრიასშვილისაგან ნაყიდი მიწა (1683 წ. V. 5. 1448-4188).
გედევანისშვილი გედია
ერთაწმინდელი, მოწმე ესტატეს მიერ ნოინ დავითასშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1692 წ. I. 16. Hd-15067).
გედევანისშვილი გიორგი - [სახლიკაცი] გედევან გედევანისშვილისა, იხ.
გედევანიშვილი-ელიოზიძე
როსტომ მეფის მიერ ზაალ თაზიშვილისათვის ბოძებული წყალობის წიგნის მიხედვით, გედევანიშვილი-ელიოზისძე და სარდალი პაპუნა ციციშვილი მთის თაობაზე ზაალ თაზიშვილს არ უნდა შეცილებოდნენ (1650 წ. Qd-1058).
გედევანისშვილი-ლიოზისძე აბიათარ - [სახლიკაცი] დავით გედევანისშვილ-ელიოზისძისა, იხ.
გედევანიშვილი-ელიოზისძე (ვარ. გედევანისშვილი, გედაონიშვილი; ელიოზისძე) გაბრიელ - 1626-1657 წწ.
საყდრისშვილი (1651 წ. 1450-29/59), ჯარის უფროსი (1652 წ. ქრ. II. 466). ჰყავს: ძმა გედევანისშვილი-ელიოზისძე დავით, იხ. (1644 წ. 1448-5102, 1648 წ. ახლო. ლაი E-73-55, 134 a-135 a), [ძმისწულები]: პაპუნა, ხოსიტა (1644 წ. 1448-5102), როსტომ მეფის ნებართვით, მას ქრისტეფორე კათალიკოსმა უწყალობა სოფელი ქორდი, რისი შეწირულებაც როსტომ მეფემ განუახლა სვეტიცხოველს (1652 წ. ქრ. II. 466); იყიდა ქეთევან, სულხანის ცოლყოფილისაგან, გრაკალში თურმანი კერძი მამული. თურმანმა უკანონოდ ცნო ქალის მიერ მამულის გაყიდვა და ისარჩლა ამის თაობაზე როსტომ მეფესთან. როსტომმა ნაყიდი მამული ჩამოართვა, რის შემდეგაც დაზარალებულმა გაბრიელმა საქმეში შუაკაცად შემოიყვანა შემოქმედელი. როსტომი მას შეჰპირდა საქმის ხელმეორედ გასინჯვას და მამულის ან ფულის დაბრუნებას (1648 წ. ახლო.ლაი E 73-55, 134-135 ); მას „ერთობილთ“ წეროვნელებმა გამოართვეს სავენახე ადგილი, გადაუხადეს თეთრი. გამოართვეს აგრეთვე იმ ადგილზე კულუხის დაუდებლობის პირობის წიგნი. სამაგიეროდ გაბრიელმა წეროვნელებს დაავალა თავისი გარდაცვლილი ძმის, დავითის სულის მოსახსენიებლად წირვა-აღაპის გადახდა (1644წ. 1448-5102 ); „შუამდგომი და სამართლის მოქმედი“ დავით და თამაზ ქარსიძეების გაყრის დროს (1651 წ. 1450-29/59); მოწმე: ქრისტეფორე კათალიკოსის მიერ: პაპუნა ამბროსაიშვილისათვის მიცემული ძველი ნასყიდობის დამტკიცების წიგნისა (1643 წ. 1449-1755), ზაქარია ჭარმაულისათვის მიცემული ყმა-მამულისა და სახელოს წყალობის წიგნისა (1657 წ. Hd-31).
გედევანისშვილი-ელიოზისძე გედევან (ვარ. გედეონ)
ძმისწული დავით გედევანისშვილ-ელიოზისძისა, იხ.
გედევანისშვილი-ელიოზისძე გედევან - 1678-1692 წწ.
ძმა გიორგი გედევანისშვილ-ელიოზისძისა, იხ., მოწმე კათალიკოს იოვანე დიასამისძესა და გივი ამილახორს შორის ზერტისა და სობისის რუებზე დავის გარიგების წიგნისა (1692 წ. V. 23. Ad-1251).
გედევანისშვილი-ელიოზისძე (ვარ. ელიოზისძე გედევანისშვილი) გიორგი
[სახლიკაცი] დავით გედევანისშვილ-ელიოზისძისა, იხ.
გედევანისშვილი-ელიოზისძე (ვარ. გედევანისშვილი; გედავანიშვილი, გედაონიშვილი) გიორგი - 1675-1700 წწ.
მცხეთის საყდრის სარდალი (1687-1700. 1450: 29/52, 31/149, Qd-7025, 1449-1190, Sd-407, Hd-13131, Ad-1787), ჰყავს: ძმები: დავით, ზაალ, გედევან (1678 წ. Qd-45), როსებ (1678-1689 წწ. Q-45, 1450-30/135), შვილები: ზაზა, ზაალ (1694 წ. Hd-13999). მას უწყალობა ნიკოლოზ კათალიკოსმა: ვირშის წყალი, მთავარანგელოზის მონასტერი და ნასოფლარი ბადანი (1678 წ. III. 28. Qd-45 ), ქორდს - ბახუტა ბადასშვილის კუთვნილი მამული და გლეხი ჯალაბაძე მამულითურთ (1694 წ. IX. 5. Hd-13999); მისი შუამდგომლობით: ნიკოლოზ კათალიკოსმა ზაალ ქარსიძეს უწყალობა სახელო (1687 წ. XII. 5. 1450-29/52), კათალიკოსმა იოანემ დეკანოზ ათანასეს უბოძა ყმა-მამული და სახელო (1688 წ. IV. 12. 1450-31/149); ამავე კათალიკოსმა ქალაქის მელიქ გიორგის - ერთი ოთახი (1700 წ. VI. 26. Hd-13131); გაარიგა ბოქაულთუხუცეს ლუარსაბ [გარაყანიძესთან] ერთად ადამ და ერასტი მაღალაძეებს შორის სამამულე დავა (XVII ს. ბოლო მეოთხ. Ad-1787); მონაწილეობა მიიღო არდაშელ და გიორგი რამაზაშვილების ძმებთან გაყრაში ([1695-1697 წწ.] 1450-31/132, 31/142); მოწმე: დომენტი კათალიკოსის მიერ ზაქარია ჭარმაულისათვის მიცემული გაყრის წიგნისა (1675 წ. VI. 5. 1450-2/177), კათალიკოს ნიკოლოზ ამილახორისშვილის მიერ „ერთობილ ძეგველთათვის მიცემული გამოსაღების დაკლებისა და მიწის წყალობის წიგნისა (1678 წ. IV. 12. Hd-2918), ნიკოლოზ კათალიკოსის მიერ დეონისე სუმბულიძისათვის მიცემული ყმების „დანებების“ წიგნისა (1688 წ. V. 18. 1450-31/431); კათალიკოს იოვანე დიასამიძის მიერ ოჰანა იეზაშვილ-ფ[ა]სინაშვილისათვი მიცემული სახლის წყალობის წიგნისა (1689 წ. Hd-6346), გარეჯის წმინდა დავითის კრებულისათვის მიცემული ზვრის შეწირულების წიგნისა (1690 წ. III. 20. 1449-1833), ღონენა ზუმბულიძის მიერ რევაზ მაღალაძისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1690 წ. IX. 8. 1450-30/110), კათალიკოს იოანე დიასამიძის მიერ სვეტიცხოვლის დეკანოზ ფოცხვერასათვის მიცემული კრწანული მამულისა და ველკეთილის მეღალეობის წყალობის წიგნისა (1692 წ. IX. 1. Qd-9087), არქიმანდრიტ ნიკოლოზ მაღალაძის მიერ ქობულაშვილისათვის მიცემული სააღაპე წიგნისა (1696 წ. 1448-5060), კათალიკოსი იოვანე დიასამიძის მიერ „ერთობილ“ თრიალელთათვის მიცემული მოხელეთაგან შეუვალობის წყალობის წიგნისა (1697 წ. IV. 23. 1448-5066), ფარსადან ფანასკერტელ-ციციშვილის მიერ იოანე კათალიკოსისათვის მიცემული ყმების ნასყიდობის წიგნისა(1697 წ. 1449-1190), დეკანოზ ზაქარია ზუმბულიძის მიერ ქადაგ ნიკოლოზ მაღალაძისათვის მიცემული ყმა-მამულის ნასყიდობის წიგნისა (1697 წ. Qd-7025), კათალიკოს იოვანე დიასამიძის მიერ წინამძღვარ ნიკოლოზ თუხარელისათვის მიცემული მოურაობის განახლების წიგნისა (1698 წ. Sd-407).
გედევანისშვილი-ელიოზისძე (ვარ. ელიოზისძე, გედევანისშვილი, გედაონისშვილი) დავით - 1588-1640 წწ.
საყდრისშვილი || მცხეთისშვილი (1616-1620 წწ. Sd-543, Qd-139, 1450-2/183), სვეტიცხოვლის ჯვარისმტვირთველი (1610-1622 წწ. 1449-2078 ა, 1448-9214), სარდალი (1634 წ. Qd-38 ბ). ჰყავს: მამა გედეონ ელიოზისძე, იხ., ძმა გაბრიელ (1626-1638 წწ. Hd-2510, 1450: 47/38, 38/191, Qd-38-ბ, 1448-9223, სს. I. №280, Hd: 1710, 14682, 1448-5102), ბიძა მამუკა გეშაშვილი (1616-1630 წწ. Qd-39, 1450-38/191, Sd-543), ძმისწულები: გედეონ (1630 წ.1450-38/191), ქაიხოსრო || ხოსიტა (1610-1638 წწ. 1449-2078-ა, Qd-39, Sd-543, 1450-2/183, 1448-9214, ქრ. II. 445, 1450-38/191, Qd-38-ბ, Hd-1710, 1448-9223, სს. I. № 280), პაპუნა (1626-1638 წწ . Hd: 2510, 14686, Hd-38 ბ, სს. I. № 280, 1448-9223, Hd-1710), [სახლიკაცები]: როსებ (1610-1626 წწ. 1449-2078 ა, Qd-39, Sd-543, 1450-2/183, 1448-9214, ქრ. II. 445, Hd: 2510, 14686, 1450-47/38), აბიათარ, გიორგი (1616-1626 წწ. Sd-543, 1450-2/183, 1448-9214, ქრ. II. 445, Hd: 2510, 14686, 1450-47/38), პეტრე (1616-1638 წწ. Sd-543, 1450-2/183, 1448-9214, ქრ. II. 445, Hd: 2510, 14686, 1450: 47/38, 38/191, Qd-38 ბ, Hd: 1710, 14682, 1448-9223, სს. I. № 280). მას უწყალობეს: კათალიკოსმა ზებედემ - ერედვს გიორგი და დათუა გილაშვილები, პაპუა და დათუა საღირაშვილები, დათუა და ბერუა ლომაურები, ვეფხი ჯერკვალიშვილი და მახაჯარებლისძე მაღრიბა მამულებით (1610 წ. 1449-2078 ა), კათალიკოსმა იოვანემ - მისი ბიძის, [გეშაშვილ]-ლაზარესშვილ მამუკას უმკვიდროდ დარჩენილი მამული: ანტიოქიას - ყოვლადწმინდის ეკლესია, სასაფლაო, მიწა, სასახლე, კოდმანს - სახნავი მიწები, მალე დამალეს ქვემოთ - ახალქალაქური ოლე მტკვრამდე, მარტაცის ხევი, ხერკის ხევის სამამთავრო, ჯვარს - ორი საკომლო, არაგვისპირს - ნავენახევი, ახატანს - სამი საკომლო (1616 წ. Qd-39), კათალიკოსმა იოანემ თეიმურაზ მეფის ჯერჩინებით მისი - ბიძის, მამუკასეული სამამთავრო, ახატანში სამი კომლი: გუთან[აშვილი], შარ[ა]ბისძე ზუბია მისი განაყოფით და მცხეთას - სასახლე (1616 წ.Sd-543), კათალიკოსმა ქრისტეფორემ - ახატანს ზურაბ მიწობლიძის ნაქონი გლეხები - ბაჩიძეები თავ-თავიანთი მიწებით და ჯვარში - [მამუკა] გეშაშვილ]-ლაზარესშვილის ორი მთელი მამული (1620 წ. 1450-2/183), დავითის ბიძის, გეშაშვილის სამკვიდრო მამული (1622 წ. 1448-9214), მანვე - დავითა ბეგსარაშვილისეული მამული და მისი ბიძის, მამუკა გეშაშვილისეული სამცხეთიშვილო [წილი] (1622 წ. IX. 23. ქრ. II. 445), ზაქარია კათალიკოსმა - ქორდში ათი კომლი კაცი: ირემა ბექნიაშვილი, გამეხარდი..., უჭაური, დათი შალულაძე, მამუკა არჩვაძე, კიდევ მამუკა არჩვაძე, გიორგი არჩვაძე, გიორგი არღუნაშვილი, ნადირა აფხაზაშვილი, საგინა ხევსური და ფრიდონა ჩუბინაშვილი თავიანთი მამულებით (1626 წ. Hd-2510), თეიმურაზ მეფემ - მაღრანს სახასო: მსახლობელი და ნაოხარი, ზვარი, გარდა ხოხლიასშვილის მამულისა და საყდრის ყმებისა (1626 წ. Hd-14686), ევდემონ კათალიკოსმა - მისი ბიძის, მამუკა გეშაშვილის ნაქონი სოფელი მუხათგვერდი (1630 წ. V. 29. 1450-38/191), მანვე - ქორდში აფხაზიშვილის ნაქონი მამული, მოზვერაული და ბექნიაშვილის ნაქონი ვენახი, რომლებიც ადრე შოშიტა ბადაშვილს ჰქონდა (1638 წ. Hd-1710), როსტომ მეფის ბრძანებით, ქრისტეფორე ქართლის კათალიკოსმა - ძეგუში ქარციძის ოთხი კომლიდან: ბადრიაშვილი და ოქრუა თავიანთი მამულებით, ხოლო სხვა გლეხები სახასოდ დაიდო საყდრისათვის, აგრეთვე უბოძა ძეგვის მოურაობა. ამის სამაგიეროდ ქარციძეს მისცეს გედევანიშვილების ოთხი კომლი ტრძნისს (1640 წ. Hd-14682); მას განუახლა სახელოს - სარდლობისა და მამულის წყალობა როსტომ მეფემ (1634 წ. VI. 17. Qd-38 ბ); იყიდა: ლომიტა მიქიაშვილისაგან ნასისხლად აღებული ქინძარათ საწისქვილეს ნახევარი და სავენახე. ფასში მისცა: ერთ უღელ ხარად ფურ-კამეჩი, ერთი კარგი ხარი და ერთი ქვაბი. კორმანელ ნონია ტატუაშვილისაგან იყიდა ამავე საწისქვილეს მეორე ნახევარი და ცოტა სავენახე. ფასში ტატუაშვილს მისცა ჭარმაულისაგან ნაყიდი სამი დღის მიწა და „ერთი კარგი ფური“ (1626 წ. 1450-47/38), მამუკა კახიაშვილის, ქრისტესია ვიგრიაშვილისა და ანდრია ანდრიაშვილისაგან - ჭალის პირს სამი დღის, ანდრიაშვილისაგან - რუსხმულზე დღენახევრის და ვიგრიაშვილისაგან- შუტაურზე, ბეგს ქვევით, სამი დღის მიწები (1634 წ. 1448-9223), ზაქარია დილიმაშვილისაგან - ბატონ ერეკლესგან ნაყიდი ნავენახობი წყაროსთან, ტატიას მიწის გვერდით (1637 წწ. სს I. № 280); მოწმე კათალიკოს ევდემოზის მიერ ხუცია მაღალაძისათვის მიცემული სოფლის წყალობის წიგნისა (1634 წ. Ad-1700); მის სახელზე მისმა ძმამ, გაბრიელმა, წეროვნელებს დაავალა წირვა-აღაპის გარდახდა (1644 წ. 1448-5102).
გედევანისშვილი-[ელიოზისძე] დავით - 1678-1688, [1692] წწ.
ძმა გიორგი გედევანისშვილ-ელიოზისძისა, იხ., მოწმე: კათალიკოს იოვანეს მიერ დეკანოზ ათანასესათვის მიცემული სახელოსა და ყმა-მამულის წყალობის წიგნისა (1688 წ. IV. 12. 1450-31/149), კათალიკოს იოვანეს მიერვე სახლთუხუცეს რევაზ მაღალაძისათვის მიცემული წყალობის წიგნებისა (1692 წ. ახლო. Qd-1326 და Ad-1708).
გედევანისშვილ-[ელიოზისძე] ზაალ - ძმა გიორგი გედევანისშვილ-ელიოზისძისა, იხ.
გედევანისშვილი- ელიოზისძე ზაალ - შვილი გიორგი გედევანისშვილ-ელიოზისძისა, იხ.
გედევანისშვილი-[ელიოზისძე] ზაზა - შვილი გიორგი გედევანისშვილ-ელიოზისძისა, იხ.
გედევანისშვილი-ელიოზისძე (ვარ. გედევანისშვილი, გედაონიშვილი, ელიოზისძე) პაპუნა - 1626-1656 წწ.
ყმა-აზნაური (1654 წ. Hd-4170); მცხეთის საყდრის სარდალი (1651 წ. 1449-2657), ჰყავს ბიძები: დავით, იხ. და გაბრიელ იხ. გედევანისშვილ-ელიოზისძეები, ძმისწული ქაიხოსრო (1654 წ. Hd-4170). მოფიცარი ნახიდურელთა და თავმოგუალელ ყმათა შორის სამამულე დავის გარჩევისას (1654 წ. Hd-4170); მოწმე: ნინოწმინდელთა და თვალელთ შორის სახოხბის ჭალაზე დავის გარიგების წიგნისა (1651 წ V. 29. 1449-2657), რამაზ ფარღუზათაშვილის მიერ მამისიმედ ენაგელაშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1656 წ. Qd-16).
გედევანისშვილი-ელიოზისძე (ვარ. ელიოზისძე, გედაონისშვილი, გედევანისშვილი) პეტრე
[სახლიკაცი] დავით გედევანისშვილ-ელიოზისძისა,იხ.
გედევანისშვილი-ელიოზისძე (ვარ. გედევანიშვილი, ელიოზისძე) როსებ
[სახლიკაცი] დავით გედევანისშვილ-ელიოზისძისა, იხ.
გედევანისშვილი-ელიოზისძე (ვარ. გედევანიშვილი, გედევანისშვილი) როსებ (ვარ. როსეფ) - 1678-1697 წწ.
ძმა გიორგი გედევანისშვილ-ელიოზისძისა, იხ., მონაწილეობა მიიღო ზუმბულიძეების გაყრაში ([1695-1697 წწ.] 1450-31/142); მოწმე: იოვანე კათალიკოსის მიერ დეკანოზ ათანასესათვის მიცემული სახელოსა და ყმა-მამულის წყალობის წიგნისა (1688 წ. IV. 12. 1450-31/149); ბახუტა ელიოზისძის მიერ სახლთუხუცეს რევაზ მაღალაძისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1689 წ. 1450-30/135), კათალიკოს იოვანე დიასამიძის მიერ გარეჯის წმინდა დავითის კრებულისათვის მიცემული ზვრის შეწირულების წიგნისა (1690 წ. III. 20. 1449-1833), კათალიკოს იოანე დიასამიძის მიერ სვეტიცხოვლის დეკანოზ ფოცხვერასათვის მიცემული კრწანული მამულისა და ველკეთილის მეღალეობის წყალობის წიგნისა (1692 წ. IX. 1. Qd-9087), ნიკოლოზ კათალიკოსის მიერ პატა ჭარმეულისათვის მიცემული კარის ეკლესიის სამემკვიდრეოდ წყალობის წიგნისა(1693 წ. 1449-2685), კათალიკოს იოვანე დიასამიძის მიერ ერთობილ თრიალელთათვის მიცემული მოხელეთაგან ხელშეუვალობის წიგნისა (1697 წ. IV. 23. 1448-5066).
გედევანისშვილი-ელიოზისძე (ვარ.ელიოზისძე, ელიოზისძე-გედეონისშვილი, გედავანისშვილი) ქაიხოსრო (ვარ.ხოსიტა)
ძმისწული: დავით გედევანისშვილ-ელიოზისძისა, იხ. და გაბრიელ გედევანისშვილ-ელიოზისძისა, იხ.
გედევანისშვილი ზაზუტა - [სახლიკაცი] გედევან გედევანისშვილისა, იხ.
გედევანიშვილი ივანე
მოწმე ამილბარ ამილბარაშვილის მიერ ესტატე ხახანაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1613 წ. III. 31. Hd-2966).
გედავანისშვილი იმამყული
შანკავერს მცხოვრები, ზაალ გურამიშვილის ყმა, ერთი კომლი (XVII ს. Hd-14912 ი).
გედევანისშვილი იოაკიმე - სახლიკაცი გედევან გედევანისშვილისა, იხ.
გედევანისშვილი ნიკოლოზ
მოწმე კათალიკოს ნიკოლოზ ამილახორის მიერ დათუნასათვის სამცხეთიშვილო მამულის წყალობის წიგნისა (1680 წ. III. 27, 1448-123).
გედავანისშვილი პაპო
შანკავერს მცხოვრები, ზაალ გურამისშვილის ყმა, ერთი კომლი (XVII ს. Hd-14912 ი).
გედავანიშვილი ფადისა
მოწმე ამილბარ ამილბარაშვილის მიერ ესტატე ხახანაშვილისათვის მიცემული ნასყიდობის წიგნისა (1613 წ. III. 31. Hd-2966).
გედევანისშვილი (ვარ. გედავანისშვილი, გედაონიშვილი) ქაიხოსრო - 1654-1671 წწ.
სვეტიცხოვლის ყმა (1654 წ. Hd-4170), ჯვარისმტვირთველი (1654 წ. Hd-8389), ძმისწული პაპუნა გედაონიშვილ-[ელიოზისძისა], იხ., მოფიცარი: საგარეჯოელთა, ჭავჭავაძის და სხვათა სამამულე დავის გარიგებისას (1654 წ. I. 2. Hd-8389) ნახიდურელთა და სვეტიცხოვლის თავმრგუალელ ყმათა სამამულე დავის გარჩევისას (1654 წ. Hd-4170); მოწმე: ოტინა იზაშვილის მიერ ბაგრატ ბატონიშვილისათვის მიცემული სასხორის ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1665 წ. II. 1. სს. I №213-2), არუთინა ოჰ[ა]ნეზაშვილის მიერ დომენტი კათალიკოსისათვის მიცემული ყმად თავდაწერილობის წიგნისა (1671 წ. VII. 4. 1449-1181).
გედავანისშვილი შერმაზან
[სახლიკაცი] გედევან გედევანისშვილისა, იხ., მოწმე დემეტრეს მიერ ესტატე ფირალაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1690 წ. III. 20. 1448-5369).
გედია
[დიღმის] წმინდა გიორგის დეკანოზი, ჰყავს ძმები: ათანელ, იხ., ელიზბარ და ჟეშთელ. შაჰნავაზ მეფემ იგი ძმებთან ერთად გაათარხნა (1675 წ. Hd-1690).
გედიაშვილი დათუნა
ჰყავდა მიწობს ხუთი, წიომეთს - ორი კომლი ყმა ([1658-1675 წწ.] Hd-14534).
გედიაშვილი სეხნია
ერთაწმინდას მცხოვრები, იგი, მამულით, ერგო მოურავსა და ზურაბ [სააკაძეს] თამაზა გოჩიაშვილისა და კურდღელაშვილის ფარდად (XVII ს.ბოლო მეოთხ. Hd-11786).
გედოა- 1683-1686 წწ.
ქართველი, მოწმე ტოტოათ ბაინდურასშვილ ბეროას მიერ ქალაქის მოურავისათვის მიცემული ავლაბარში სახლ-კარის ნასყიდობის წიგნისა (1683 წ. XII. 1. Hd-13696), ყანყუზარათ მირაქას მიერ მერაბ ყანდინაშვილისათვის მიცემული სახლების ნასყიდობის წიგნისა (1686 წ. VII. 24. 1448-2944).
გედოან - იხ. გედევან
![]() |
8.24 გედოაშვილი || გედოაანთ |
▲ზევით დაბრუნება |
გედოაშვილი ბერუა
მოწმე მუშელი სომხის, მხითარას მიერ თბილელ ნიკოლაოზ ბარათაშვილისათვის მიცემული ყმად თავდაწერილობის წიგნისა (1619 წ. 1449-242).
გედოაანთ ბერუა - შვილი გედოაანთ ბერუასშვილ გელოასი, იხ.
გედაანთ ბერუასშვილი გელოა
მოქალაქე, ჰყავს შვილი ბერუა. იყიდა კუმელ ნავროზაანთ ხოსროვაშვილ როსტომასაგან კუმისს მდებარე უბეგრო და უკულუხო ვენახი ამირხანაშვილის, ლობიარაშვილის და ზიალაშვილის მიჯნებამდე (1687 წ. III. 20. 1450-47/27).
გედუა - იხ. გუდუა
გედუ[აა]ნთ
მათი სახლების პირდაპირ მდებარე შარა ესაზღვრებოდა აღამურაანთ ბაღდასარასშვილ გასპარას ქულბაქს, რომელიც იყიდა მერაბ ფუნდუასშვილმა (1696 წ. IX. 24. 1448-2946).
გედუათ გოგიჩაშვილი ბერუა
მოწმე მახარა მგელიაშვილის მიერ ფირშავათ ამაზაშვილ პაპუასათვის მიცემული სასახლის ნასყიდობის წიგნისა (16[7]9 წ. VIII. Sd-767).
გედუაშვილი იოანე (ვარ.იოვანე)
მღვდელი, მონაწილეობა მიიღო ბასილი ტოტუაშვილის დავის გარჩევაში მანდენა მანდენაშვილთან და აჯაბნუშასშვილებთან (1648 წ. V. 22 Qd-503); უშვილოდ გადავარდნილა, მისი სახლ-კარი თბილელმა უწყალობა გოგინა ამბროსაშვილს (1691წ. VII. 25. 1449-2684).
გევანიშვილი
მოწმე დიღმის მოურავ გიორგი მიწობლიძის მიერ სულხანისათვის მიცემული მიწის წყალობის წიგნისა (XVII ს. II ნახ. 1450-28/247).
![]() |
8.25 გეთასშვილი || გეთაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
გეთაშვილი
ცხვილოსს მცხოვრები, ამილახვრის ყმა, საამილახვრო დავთრის მიხედვით. მისი კომლიდან ორ კაცს ევალებოდა თოფით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
გეთასშვილი ბეთელა
ცხვილოსს მცხოვრები, ავთანდილ ამილახორის მეკოდისპურე სახასო ყმა (1700 წ. 1448-3602).
გეთიშვილი
კორტანს მცხოვრები, იგი თავისი მამულით ერისთავმა მირან ჭარელისძემ უწყალობა გიორგი შერაზანიშვილს (XV-XVI სს. ქმ. №1024).
გეთსან[ა]შვილი დემეტრე
მოწმე იასას და პაპ[ა]ნას შვილების: ოთიას, მაზიტას და პ[აა]ტას მიერ შალვასშვილ-ხახანასშვილ თევდორესათვის მიცემული სავენახე მიწის ნასყიდობის წიგნისა (1652 წ. Hd-5990).
გელა
მისგან ნაყიდი მიწის ქვემოთ მდებარე სამი დღის მიწა ბერ მაზიტაშვილმა მიჰყიდა კარის დეკანოზ პეტრეს (1682 წ. Qd-9602).
გელანი თვალიაი
თავმდები ცოტნე გელანის მიერ გერაბშელისათვის მიცემული ნასყიდობის დაწერილისა (XV ს. დასაწყ. სსძ. II. №112).
გელანი ცოტნე
მან გერაბშელს მოახსენა ნასყიდობის დაწერილი (XV ს. დასაწყ. სსძ. II № 112); მოწმე დაწერილისა (XIVს. სწძ. I. №50 ფრაგმ.).
გელაშვილი გოდერძი
მოწმე ხიზანა ბაკურაშვილის მიერ ბერა ნარიმანაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1697 წ. Hd-10897).
გელაშვილი შერმაზანა
მოწმე ყაზარა ყუზანაშვილის მიერ ბაინდურ გოგიბაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1668 წ. I. 21. 1450-6/16).
გელაძე
მისი მიწა ესაზღვრებოდა ვირშელ ქურდევანიძის მიერ ამბრიასათვის მიყიდულ სასახლეს (1586 წ. 1450-47/11).
გელაძე გიორგი - შვილი გრიგოლ გელაძისა, იხ.
გელაძე გრიგოლ
ჰყავს შვილი გიორგი. გრიგოლს მოუკლავს ქავთარ დავლაძე, რის გამოც, დავით მეფის განაჩენით, დავლაძეთათვის უნდა გადაეხადა ოთხმოცი ათასი კირმანეული. მან ამ თანხის ნაწილის საფასურში დადო თორმეტი გლეხი, აბჯრები, ცხენი, ნაქსოვი და ხვასტაგი, ხოლო დანარჩენი - აპატიეს ([1346-1360 წწ.] Hd-7346 ბ).
გელახაური იესე - იხ. გელხაური იესე
გელდიაშვილი
ტირძნისს მცხოვრები, ძველადვე შეწირული ყოფილა სვეტიცხოვლისათვის. [სვიმონ] მეფემ განუახლა სვეტიცხოველს მისი შეწირულება (1559 წ. XII. 1. Ad-1572).
გელელაშვილი დემეტრა
მოწმე და დამხდური ბასილა რიზმანაშვილის მიერ ზაზა ციციშვილისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1693 წ. Sd-17).
გელვანი - იხ. გელოვანი
გელია
მისი ვენახი ესაზღვრებოდა გოგია მეხრისშვილის მიერ ზუბიტა თოთიაურ მახარასშვილისათვის მიყიდულ მიწას (1680 წ. IX. 1448-8750).
გელია
ამირაღანთ გაბრიელას ყმა, მის სახლამდე მიჰყიდა ნეფესაანთ ზაქარიამ ციხისძირში თავისი სასახლე ამირაღაანთ გაბრიელას(1698 წ. IX. 1449-964).
გელია
სატივეს მცხოვრები, სარაჯი, მოხსენიებულია ზემო ქართლის საკომლოების ნუსხაში (XVII ს. დამდეგი. Qd-7014).
გელია
ჩოჩეთში მცხოვრები, იგი ერგო ადამ მაღალაძის შვილებს მათი სახლიკაცების ყმების ფარდად (XVII ს. ბოლო, 1448-5079).
გელიანი დუთუთარ
დამსწრე და მოურავი გუშელ ზურამიანის მიერ იოვანე სეტიელისათვის ქუაბის სანაცვლოდ სათიბის დადების შესახებ მიცემული დაწერილისა (XIV-XV სს. მიჯნა. სსძ. II. № 87).
გელიანი თვალაი
თავმდები სავიანთა მიერ დუდილისა და არჯევანისათვის მიცემული დაწერილისა (XIV-XV სს. მიჯნა. სსძ. II. № 108).
გელიაშვილები
ზურაბ ჯავახიშვილის ყოფილი ყმები, ისინი ნაზარალი-ხანმა უწყალობა ზურაბის განაყოფს, ფარსადან ჯავახიშვილს (1692 წ. 1448-8819).
![]() |
8.26 გელიასშვილი || გელიაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
გელიაშვილი
სატივეს მცხოვრები, ერთი კომლი, იხსენიება ზემო ქართლის საკომლოების ნუსხაში (XVII ს. დამდეგი. Qd-7014).
გელიაშვილი ათანასე
სატივეს მცხოვრები, ერთი კომლი, მოხსენიებულია ზემო ქართლის კომლთა ნუსხაში (XVII ს. დამდეგი. Qd-7014).
გელიასშვილი კაკონა
გვეძინეთში მცხოვრები, ედიშერ და პაპუნა [ციციშვილების] გაყრის დროს იგი, თავისი მამულით, ერგო პაპუნას ([1688 1703 წწ.] Hd-1636).
გელიაშვილი ლევანა
მოწმე თაყა ბარათაშვილის მიერ წრაუთის მამასახლის მარქარასათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1680-იანი წწ. Hd-8783).
გელიაშვილი ნასყიდა
მოწმე შიო წინამძღვრიშვილის მიერ წინამძღვარ დომენტი ბუნიათიშვილისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1672 წ. Sd-545).
გელიაშვილი პაპიაი
მოწმე სულხან გოგალაძის მიერ არდაშელ ბუნიათიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1689 წ. Hd-811).
გელიაშვილი პაპუნა
მოწმე პაპუა იშხნელის მიერ შოშიტა ხუმარაძისათვის მიცემული წისქვილის ნასყიდობის წიგნისა (1699 წ. Hd-836).
გელივესა
მისი მიწის გვერდით მიჰყიდა პაპუნა შატბერაშვილმა მიწა ასატურა გულიშამბარასშვილს (1683 წ. 1450-49/119).
გელიტაშვილი მარკოზა
მოწმე პაპუნა გოსტაშაბისშვილის მიერ თავისი შვილიშვილის, თინათინისათვის მზითვად მიცემული მოურაობის ბოძების წიგნისა (1700 წ. Hd-7255).
გელიხაურები
ციხედიდს მცხოვრებნი, ნაზარალი-ხანმა განუახლა მათ წყალობა ამილბარ მაღალაძეს (1700 წ. VII. 29. Ad-1590).
გელიხურელიშვილი შოშიტა
მოწმე მარინდას მიერ პაპია ჭყოპიაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1661 წ. ახლო. Ad-1644 ბ).
გელოაანი
მათი სახლი ესაზღვრებოდა ლორტუკაანთ მერაბასშვილ ამოანას მიერ მახარობელისათვის მიყიდულ ბაღჩის ადგილს (1682 წ. XI. 1. 1450-5/175).
![]() |
8.27 გელოვანი || გელოანი || გელვანი ||გელუანი |
▲ზევით დაბრუნება |
გელოვანი (ვარ. გელოანი, გელვანი)
მას წაურთმევია ცაგერის ეკლესიისათვის ყმები: ნინია გოლეთიანი, კაცია, გიორგი და თათია ფოჩიანები, კაცია და წიწოლა მეშველიანები თავიანთი მამულებით. წაურთმევია აგრეთვე კიდევ სამი კომლი: კაცია და გიორგი ლაკოხელიანები, კაცია და გონიერ მუცხვატილაძეები, გონიერ შკვიბლიანი და მისი ძმა, გიორგი ყრუაშვილი. ეს ყმები ალექსანდრე მეფემ ღალატის გამო ჩამოართვა გელოვანს და დაუბრუნა ისევ ცაგერის საყდარს (1656 წ. Qd-9085 ვ).
გელოვანი (ვარ-.გელოანი)
ცაგერელმა მამამთავარმა გაბრიელმა მისგან „იშოვა“ ამბროლიანი მათვალი და ცაგერის ღმრთისმშობელს შესწირა ([1658-1660 წწ.] Qd-9085 ე).
გელოვანი (ვარ.გელუანი)
ცაგერელმა გაბრიელ ჩიქოვანმა მისგან იყიდა ჩხუტელს სამაყმანიანო პარტახტი და შესწირა ცაგერის ღმრთისმშობელსა და ხვამლის წმინდა გიორგის ([1660 წ.] Qd-9085 ჱ).
გელოვანი
პატა წერეთლის, აზნაურისშვილი, ბაგრატ მეფემ იგი, თავისი ყმა-მამულით,უწყალობა პაატა წერეთლის ძმას, ქაიხოსრო წერეთელს (იხ.) (1673 წ. Hd-9388).
გელუვანი (ვარ. გელოვანი)
კალელებმა მას მისცეს ერთპირობის დაწერილი - თუ კალელები გატეხდნენ ფიცს, მათ უნდა გადაეხადათ ერთი გელუვანის სისხლის საფასური. თუ გელოვანი გატეხდა, მაშინ მას უნდა ეზღო ერთი სისხლი (XVII ს. სწძ. I. № 146).
გელუანი (ვარ.გელოანი) აბესალომ
სვანთა ერისთავი, [ბაგრატ] მეფემ გაუჩინა სისხლის ფასი 20000 კირმანეული თეთრი, რომელიც შემდგომ განუახლა მეფე ალექსანდრემ ([1455-1478 წწ.] სს. II. № 488 სას.).
გელოვანი ადაი
მოურავი და მოწმე სამოკეთეო დაწერილისა (XIV ს. ლაგ. № 6).
[გელოვანი] ბაკუ - განაყოფი ფაცა გელოვანისა, იხ.
გელოვანი ბესია - ძმისწული ფაცა გელოვანისა, იხ.
გელოვანი გიორგი - ძმა ფაცა გელოვანისა, იხ.
გელოვანი (ვარ. გელვანი) გიორგი
მისგან იყიდა ცაგერელმა მთავარეპისკოპოსმა გაბრიელმა უსახელოში გლეხი - პატა გოლეთიანი და ცაგერის ეკლესიას შესწირა (1656 წ. Qd-9085 ვ).
გელვანი დათვაი
თავმდები უშგულსა და კალისხეველებს შორის დადებული გაუყრელობის დაწერილისა (XIV ს. ლაგ. № 5).
გელოვანი ივანე
ხუერგო გელოვანთან ერთად, მათი პატრონის, მიქელაისძის ნებართვით, მუხერის მთავარანგელოზს „თავი დაათვალა“, რისთვისაც გადაიხადა „ორი ადგილი მამული“ (XIII-XIV სს. სსძ. II. №12).
გელოვანი ისლამ - შვილი ფაცა გელოვანისა, იხ.
გელოვანი ივანე - [სახლიკაცი] ხუერგო გელოვანისა, იხ.
გელოვანი სულა - ძმა ფაცა გელოვანისა, იხ.
გელოვანი (ვარ. გელოანი) სულა
ცაგერელმა მთავარეპისკოპოსმა გაბრიელმა მისგან ნაყიდი გლეხი - მათვალი აბროლიანი ცაგერის ეკლესიას შესწირა (1656 წ. Qd-9085 ვ).
გელოვანი ფაცა
ჰყავს: ძმები სულა, გიორგი, განაყოფი ბაკუ, ძმისწული ბესია, შვილი ისლამ. მასა და მის სახლიკაცებს დაუჭერიათ გოჩა კუჭაიძე, საკუთარი ძმის, ხუნას მკვლელი. შემდეგ უშუამდგომლიათ „ნეფესთან“ და კუჭაიძე გააშვებინეს. კუჭაიძემ მათ ქალი სთხოვა და დამოყვრებულან. შემდგომში კუჭაიძეს ისევ უღალატია გელოვნებისათვის, მოუკლავს ფაცა და მისი ძმისწული ბესია. დანარჩენმა გელოვნებმა სეტისხევს მოახსენეს თავდათვლილობის დაწერილი და წმინდა გიორგის ბეგრად შესწირეს ექვსი საწყავი ღვინო და ერთი ცხვარი ფაცას სულის მოსახსენებლად ([1600-1637 წწ.] სსძ. II. № 45).
გელოვანი ხეერგო
მან ივანე გელოვანთან ერთაღ, მიქელაისძის ნებართვით, მუხერის მთავარანგელოზს „თავი დაათვალა“, რაშიც გადაიხადა „ორი ადგილი მამული“ (XIII-XIV სს. სსძ. II. № 12).
გელოზია
წყალიგზას მცხოვრები ხუცესი, ბიჭვინტის საყდრის ყმა, ემართა ხუთი ლოღარიკი სანთელი (XVII ს. Hd-11221).
გელოზია
წყარიგზურს მცხოვრები, ემართა ცაიშის საყდრის ბეგარა;ოცდარვა ლიჯი ღომი, თერთმეტი საწყავი ღვინო, სამი საკლავი, სამი ქათამი, პური,თევზი, ყველი და კვერცხი ([1616-1621 წწ.] ქსძ. III. №92).
გელუა
შავთგოზს მცხოვრები, მამულით წილად ხვდა იოთამ ბარათაშვილს ([1537-1538 წწ.] VIII. 16. 1450-11/112).
გელუანი - იხ. გელოვანი
გელუასშვილი შაუა
მოწმე დოლმაზა ზურიკაშვილის მიერ ყორღანაანთ ფრიდონასშვილ ფარსადანისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1697 წ. IV. 1450-17/17).
გელუქანია შურიმიდგა
ჯგალს მცხოვრები, ემართა ცაიშის საყდრის ბეგარა - გოჭკუმური ([1616-1621 წწ.] ქსძ. III. №92).
გელხაურები (ვარ. გელიხაურები)- 1681-1700 წწ.
ციხედიდში მცხოვრებნი, სვეტიცხოვლის სახლთუხუცესს პაპუა მაღალაშვილს უშოვია სამოურაოდ ციხედიდი და იქვე ყმად - ორი კომლი გელხაურები, აღნიშნულია პაპუას ანდერძში (1681 წ. VI. 1. 1448-5038); ნაზარალიხანმა დაუმტკიცა მათი წყალობა ამილბარ მაღალაშვილს (1700 წ. VII. 29. Ad-1590).
გელხაური
ბატატი მახარაშვილმა რევაზ მაღალაშვილს მიჰყიდა ბაგა მის მიწამდე (1690 წ. Qd-1342).
გელხაური
არდაშელ რამაზასშვილს წილად ხვდა მის ვენახთან მდებარე ნაკალოვარი მიწა (1687-1700 წწ. 11450-31/132).
გელხაური იესე
მოწმე იასე მრელისშვილის მიერ რევაზ მაღალაძისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1689 წ. XII. 12. Qd-1349).
გელხვადაძე
როკითს მცხოვრები, ემართა ქუთაისის საყდრის ბეგარა - ერთი ძროხა - ჟღურულთან და შალვაშვილთან ერთად (1578 წ. H-626).
გელხვადაძეები
როკითს მცხოვრებნი, ზემო და ქვემო გელხვადაძეებს ემართათ ქუთაისის საყდრის ბეგარა - ორ კომლზე თითო ცხვარი (1578 წ. H-626).
გელხვადაძე ხოსროა
როკითს მცხოვრები, ემართა ქუთაისის საყდრის ბეგარა: პურის ჭამა, ლაშქრობა, ერთი თეთრის ღირებულების ყავრის მიტანა (1578 წ. H-626).
გემანა- 1674-1692 წწ.
ტინისხიდში მცხოვრები, მამასახლისი (1674-1681 წწ. 1448: 10000, 4595, Hd: 5303, 9390). ჰყავს შვილი ბერი (1677 წ. H-5303). მიჰყიდა სიმონგულა მამუკასშვილს სახნავი მიწა ამირაღაშვილისა და თავისი განაყოფის, პაპუნას მიწებთან (1677 წ. VIII. 1. Hd-5303); მის მიწამდე მიჰყიდა: მამუკა ჭუკასშვილმა ზაალ [ლ]ალაშვილს მიწა (1688 წ. XII. 1. Hd-6107), ესტატემ - მამუკა ბახჩიაშვილს მიწა (1692 წ. XII. 1448-4599); მოწმე: მამუკა ბახჩიაშვილის მიერ უცნობი პირისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1674 წ. 1448-10000), გოგია მეხრიშვილის მიერ მამუკა ბახჩაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1680 წ. 1. 8. 1448-4595), ნასყიდა შავერდაშვილის მიერ შოშია გოგაჩაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1681 წ. V. 27. Hd-9390).
გენგასძენი
ბარაუნთას მცხოვრებნი, ალექსანდრე მეფემ ისინი შესწირა სვეტიცხოველს და მიანიჭა თარხნობა (1579 წ. 1448-5530).
გენდდიერი მამისა
აზნაურიშვილი, მოურავი, მოწმე შალვა (ქსნის) ერისთავის მიერ ალევის ეკლესიისათვის მიცემული შეწირულების წიგნისა (1465 წ. X. Hd-2403 ბ).
გენებასშვილი იერემა
მოწმე პაპუნა მარიამულის მიერ ჯავნარაანთ ბაინდურასშვილ ბერიკასათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1667 წ.V. 1. 1450-28/244).
გენებაშვილი ნადირაი
დედოფლის მზარეული, მოწმე და შუადამხდომი გოჩია მირზაშვილის მიერ პაპუნა სულხანაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1648 წ. V. 22. Sd-8).
გენებაშვილი შავშურა
მოწმე სოლაღა ულანცასშვილის მიერ დიღმელ სულხან ჩაჩასშვილისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1684 წ. IV. 1. 1450-28/247).
გერაბშელ
მას ცოტნე გელანმა მოახსენა ნასყიდობის დაწერილი (XV ს. დასაწყ. სსძ. II. № 112).
გერასიმე
მაწყვერელი მთავარეპისკოპოსი, ქართლის კათალიკოსმა მიქაელმა იგი აკურთხა აწყურის მთავარეპისკოპოსად, მისცა პირობა კათალიკოსს, რომ იქნებოდა მცხეთის ტახტის ერთგული, არ დაემორჩილებოდა ანტიოქიის პატრიარქს და არ აკურთხებდა ვარძიის დიაკონს ([1419-1425 წწ.] Ad-522).
გერასიმე
მოძღვარი, იხსენიება შალვა [ბოცოსძის] მიერ შედგენილ ალის მთავარმოწამის წინამძღვრის, მოძღვრისა და დეკანოზისათვის მითვლილი ქონების ნუსხაში (XV ს. II ნახ. H-1347, 755-760).
გერასიმე
კუმურდოელი მთავარეპისკოპოსი, ათაბაგმა მზეჭაბუკ [ჯაყელმა] კუმურდოს საყდარი და სახელო უბოძა მას და გაგზავნა ქართლის კათალიკოს ევაგრესთან კურთხევის მისაღებად. მან კათალიკოს ევაგრეს მისცა პირობა მცხეთის ტახტისადმი მორჩილების შესახებ ([1500-1503 წწ.] Hd-2130).
გერასიმე - იხ. გიორგი - ყოფილი გერასიმე
გერასიმე
კანდელაკი, მოწმე პაატა ჭარმელაურის მიერ ავთანდილ ბეგვერდიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1622 წ. I. 4. 1450-35/73).
გერასიმე
კანდელაკი, მოწმე მარკოზ გულჯვარასშვილის მიერ თავისი ქალიშვილის, თამარისა და სიძის ლაშხაურისათვის მიცემული სააღაპე წიგნისა (XVII ს. II ნახ. Ad-1871).
გერასიმისძე
გერასიმისძისეული მამული უჯარმელ ფავნელმა გაუცვალა გრიგოლ ჯინჯიხისძეს (1459 წ. IX. 28. 1449-1484).
გერაძე თათვი
ბაშს მცხოვრები, ემართა ქუთაისის საყდრის ბეგარა: ერთი ურემი ღომი, ოცი კოკა ღვინო, ერთი საკლავი, ორი ქათამი, სათეთრო თევზი, სამარიობო-ქათამი, საჯინიბო - ოცდაათი მკლავი მჭადი, „შექმნილი“ მჭადი ერთი, ერთი ჩარექი მკედი, ტვირთი, სასახლეში მუშაობა, მძაღე, მარილი, ნიორი, საკლავზე - ყველი,კვერცხი და თევზი (1578 წ. H-626).
გერაძე ინანა
ბაშს მცხოვრები, ემართა ქუთაისის საყდრის ბეგარა: ერთი ურემი ღომი, ერთი საკლავი, ორი ქათამი, ორი კვერცხი, საჯინიბო - ოცდაათი ხელი მჭადი, ერთი „შექნილი“ მჭადი, ერთი ჩარექი მკედი, ტვირთი, სასახლის მუშაობა, მძაღე, ნიორი, მარილი, საკლავზე - ყველი, კვერცხი და თევზი (1578 წ. H-626).
გერაძე მამისთვალა
ბაშს მცხოვრები, ემართა ქუთაისის საყდრის ბეგარა: ერთი ურემი ღომი, ოცი კოკა ღვინო, ერთი საკლავი, ორი ქათამი, სათეთრო თევზი, სამარიობო ორი ქათამი, ხუთი კვერცხი, საჯინიბო - ოცდაათი ხელი მჭადი, ერთი „შექნილი“ მჭადი, ერთი ჩარექი მზადი, ტვირთი, მუშაობა სასახლეში, მძაღე, მარილი, ნიორი,საკლავზე - ყველი, კვერცხი და თევზი (1578 წ. H-626).
გერაძე მამისიმედი
ბაშს მცხოვრები, ემართა ქუთაისის საყდრის ბეგარა: ერთი ურემი ღომი ოცი კოკა ღვინო, საკლავი, ორი ქათამი, სათეთრო თევზი, სამარიობო ქათამი, ათი კვერცხი, საჯინიბო - ოცდაათი ხელი მჭადი, „შექნილი“ ერთი მჭადი, ტვირთი, მუშაობა სასახლეში, მძაღე, მარილი, ნიორი, საკლავზე - ყველი, კვერცხი და თევზი (1578 წ. H-626).
გერაძე მახუტა
ბაშს მცხოვრები, ემართა ქუთაისის საყდრის ბეგარა: ერთი ურემი ღომი, ოცი კოკა ღვინო, ერთი საკლავი, ორი ქათამი, სათეთრო თევზი, სამარიობო, ორი ქათამი, ერთი კვერცხი, საჯინიბო მჭადი, ოცდაათი ხელი, ერთი „შექმნილი“ მჭადი, ერთი ჩარექი მკედი, ტვირთი, სასახლეში მუშაობა, მძაღე მარილი, ნიორი, საკლავზე - ყველი, კვერცხი და თევზი(1578 წ. H-626).
გერაძე ნასხიდა
ბაშს მცხოვრები ემართა ქუთაისის საყდრის ბეგარა: ერთი ურემი ღომი, ოცი კოკა ღვინო, საკლავი, ორი ქათამი, სათეთრო თევზი, სამარიობო ორი ქათამი, ხუთი კვერცხი, საჯინიბო ოცდაათი ხელი მჭადი, „შექნილი“ ერთი მჭადი, ერთი ჩარექი მკედი, ტვირთი, მუშაობა სასახლეში, მარილი, მძაღე ნიორი, საკლავზე - ყველი, კვერცხი და თევზი (1578 წ.H-626).
გერაძე ნიკოლოზ
ბაშს მცხოვრები, ემართა ქუთაისის საყდრის ბეგარა: ერთი ურემი ღომი, ოცი კოკა ღვინო, საკლავი, ორი ქათამი, სათეთრო თევზი, სამარიობო ორი ქათამი, ტვირთი, საჯინიბო ოცდაათი ხელი მჭადი, ერთი „შექმნილი"მჭადი, ერთი ჩარექი მკედი, ტვირთი, სასახლის მუშაობა, მძაღე, მარილი, ნიორი, საკლავზე - ყველი, კვერცხი და თევზი (1578 წ. H-626).
გერაძე ღმერთისა
ბაშს მცხოვრები, ემართა ქუთაისის საყდრის ბეგარა: ერთი ურემი ღომი, ოცი კოკა ღვინო, საკლავი, ორი ქათამი, სათეთრო თევზი, სამარიობო ორი ქათამი, ხუთი კვერცხი, საჯინიბო ოცდაათი ხელი მჭადი, ერთი „შექნილი“ მჭადი, ერთი ჩარექი მკედი, სასახლეში მუშაობა, მძაღე, მარილი, ნიორი, საკლავზე - ყველი, კვერცხი და თევზი (1578 წ. H-626).
გერაძე ხახუტა
ბაშს მცხოვრები, ემართა: ქუთაისის საყდრის ბეგარა: ერთი ურემი ღომი, ოცი კოკა ღვინო, საკლავი, ორი ქათამი. სათეთრო თევზი, სამარიობო ორი ქათამი, საჯინიბო - ოცდაათი ხელი მჭადი, ერთი „შექნილი“ მჭადი, ერთი ჩარექი მკედი, ტვირთი, მუშაობა სასახლეში, მძაღე, მარილი, ნიორი,საკლავზე - ყველი, კვერცხი და თევზი (1578 წ. H-626).
გერგეხელიანი ნანიაი
იგი სანადიროში შემოკვდომია დემეტრე თულაძეს, აღნიშნულია თულაძეთა სასისხლო სიგელში (XV ს. Sd-796 სას.).
გერგაძე ივანა
მოწმე ირემა კახიშვილის მიერ პაპუნა გოსტაშაბისშვილისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა ([1688-1696 წწ.] Hd-2478).
გერგიძე
ტბისს მცხოვრები, სუფრაჩ ქაიხოსრო [ბარათაშვილის] ყმა, მოფიცრად მიჰყვა ფალავანხოსრო [ბარათაშვილის] შვილებს, სამაგიეროდ მას შეჰპირდნენ ტბისში გერგიძისა და ანდრიაში - ხუცესის მიცემას თავ-თავიანთი მამულებით (1682 წ. I. 24. 1450-2/145).
გერგიძე
გრძელაში მისი ხოდაბუნი, სხვა ყმა-მამულთან ერთად, პაპუნა გოსტაშაბისშვილმა მისცა თავის სიძეს, დურმიშხან ფალავანხოსროსშვილს (1688 წ. ახლო. Hd-2017).
გერგიძე
ტბისს მცხოვრები, თავისი მამულით და სათიბით წილად ხვდა დურმიშხან [ბარათაშვილს] (XVII ს. 70-80-იანი წწ. 1450-26/265).
გერგიძე
მიისაკუთრა („გაიტანა“) ოთარ გერმანოზისშვილის მხლებელი. სისხლი ვერ გადაუხდია და მოსამართლეებმა იგი საუპატიოდ ოთარ გერმანოზიშვილს მისცეს. შემდგომში გერგიძეზე ოთარ გერმანიზიშვილის ქვრივს, მარიამს, ეცილებოდნენ ოთარის ძმისწულები. სარდალმა თამაზ ორბელისშვილმა გაარიგა მათი დავა და გერგიძე მარიამს დაუტოვა (1692 წ. VI. 15. Hd-6052); მარიამი, ოთარ გერმანოზიშვილის ცოლყოფილი, უჩიოდა თავისი გარდაცვლილი მეუღლის ძმისწულებს: პაპუა და გუგუნა გერმანოზიშვილებს, რომლებიც სხვა ყმა-მამულთან ერთად, გერგიძეზეც ედავებოდნენ. მარიამის მტკიცებით, გერგიძემ მისი მხლებელი „გაიტანა“ და ამიტომ საუპატიოდ იგი მას მისცეს. პაპუა კი ჩიოდა, რომ: ის მხლებელი მარიამის არ იყო, მამიდაჩემს ეკუთვნოდაო. ამავე დროს, იმასაც ამბობდა, ეს გერგიძე დანაშაულში არ მონაწილეობდაო. სასამართლომ დაადგინა, რომ თუ გერგიძე ნამდვილ დამნაშავეს აღმოაჩენდა, მაშინ ის ზღვევდა, თუ არა - გერგიძე ისევ მარიამს დარჩებოდა (1692 წ. ახლო. Hd-15059).
გერგიძე ბასილი - 1673-1679 წწ.
მოწმე: დურმიშხან [ბარათაშვილის] მიერ ადუა შავერდაშვილისათვის მიცემული მიწის წყალობის წიგნისა (1673 წ. Qd-9818), პანია ისპანაშვილის მიერ ოთარ გერმანოზიშვილისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1679 წ. Hd-2184).
გერგიძე გულისაღებ
მოწმე გუგუნა გერმანოზისშვილის მიერ ბერუა დიარაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1698 წ. 1450-53/212).
გერგიძე ივანა
მოწმე ირემა კახისშვილის მიერ პაპუნა გოსტაშაბისშვილისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა ([1688-1696 წწ.] Hd-2478).
გერგიძე ლომიტა - 1676-1679 წწ.
დურმიშხან ფალავანხოსროშვილმა იგი, ცოლ-შვილით მიჰყიდა ზაალ ბარათაშვილს (1679 წ. III. 15. Hd-10204); მოწმე დურმიშხან ფალავანხოსროსშვილის მიერ პაპუნა გოსტაშაბისშვილისათვის მიცემული ყმა-მამულის გაცვლის წიგნისა (1676 წ. IX. 5. Hd-2104).
გერგიძე ლომიტა
[ტბელი], მიჰყიდა თავის დისწულ შალუს ერთი საკომლო (XVII ს. Hd-1580).
გერგიძე მახუა
მოწმე: დათუნა ხიზანასშვილის მიერ ოთარ გერმა ნოზისშვილისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1679 წ. III. 13. Hd-5174), აბრამასშვილების მიერ მდევრებისათვის მიცემული „გარდაწყვეტილების“ წიგნისა (XVII ს. 70-იანი წწ. Hd-1584).
გერენიყაძე
ჯონიას მცხოვრები გლეხი, იგი დაკარგული საკათალიკოსო ყმების ნუსხის მიხედვით, ჰყავდა დიდებულს (1650 წ. ახლო. დსსს. I. 53-55).
გერმანე
მოძღვარი, ერისთავმა ქვენიფნეველმა მისი მღვიმეში მოღვაწეობის დროს დედაბერ მარინეს [სულის საწირავად] შესწირა მღვიმის მონასტერს ჩაგალაჩი[სა]გან ნაყიდი გლეხი სამადინიძე მამულით ([1498 წ.] 1449-1614).
[გერმანე]
კათალიკოსი, საქართველოს მამათმთავართ-მთავარი (1546 წ. Ad-501). ლუარსაბ მეფესთან ერთად აღწერა [სვეტიცხოვლის] განძი და ქონება (1546 წ. II. 4. Ad-501); დაუწესა ორ ახალქალაქელ კაცს გამოსაღები: ერთი ფურბერწი, ერთი ცხვარი,დღიურ ყანაზე - ოთხი კოდი ღალა, ფურის თავზე - ოთხი ჩარექი ერბო, საყველიეროზე: ერთი ლიტრა ყველი, ოცი კვერცხი, გოჭი, ქათამი, მალი, საური,ულაყი, სააღდგომოდ - ძროხა, ცხვარი, ათასისთავზე - ერთი, ხოლო მალის თავზე - 22 თანგა. ხელი ჩაურთო ამ საბუთს (1546 წ. Ad-623).
გერმანე
მონაზონი || მღვდელ-მონაზონი, იგი ქექაოზ ლორთქიფანიძემ მწირველად გაუჩინა გელათში დაკრძალულ ულუხანს (1573 წ. 1448-3324), მწირველი უცნობი პირისა გელათის მონასტერში (1573 წ. ქრ. II. 44 ფრაგმ.).
გერმანე
კაკელთას მცხოვრები, თეიმურაზ მეფემ იგი შესწირა ალავერდს და გაათავისუფლა სამეფო გამოსაღებებისგან (1612 წ. V. 10. 1448-5017).
გერმანე
კაცხის დეკანოზი, დამწერი და მოწმე ავთანდილ ამაშუკელის მიერ ევდემონ წერეთლისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა ([1627 წ.] სკ. III. 61).
გერმანე
მთაწმინდის მამა, მონაწილეობა მიიღო კისისხეველთა და ხოდაშნელთა შორის სამამულე დავის გარიგებაში (1654 წ. I. 2. Hd-8389).
გერმანე
მროველი, ხელი ჩაურთო თამარ დედოფლის მიერ იესე ბოქაულთუხუცესისათვის მიცემულ ოქმს ([1676-1683 წწ.] 1449-427).
გერმანოზ
პალატის მოძღვარი, მოწმე შიომღვიმის ლავრის მიერ ჯაუნორ ბავტისძისათვის მიცემული მიწის წყალობის დაწერილისა (1344 წ. IV. 5. ქრ. II. 181).
გერმანოზ
ჭოლევს მცხოვრები, ემართა ქუთაისის საყდრის ბეგარა: ცამეტი კოკა ღვინო, ოცი თეთრი, ორი ქათამი, საბატკიბო, რვა თეთრი, ორი ქათამი, ერთი თეთრი, ძღვენი სამარხო, ათი კვერცხი, ერთი ნაოთხალი ღომი (1578 წ. H-626).
გერმანოზა
კაკელთას მცხოვრები, მეფე თეიმურაზმა იგი შესწირა ალავერდს და გაათავისუფლა სამეფო გამოსაღებებისაგან (1612 წ. V. 10. 1448-5017).
გერმანოზა
ჰყავს: ძმა გიუნა, ბიძა - ივანა. დურმიშხან ბარათაშვილმა იგი მიჰყიდა დომენტი კათალიკოსს (1671 წ. 1449-1180).
გერმანოზა
ვანქს მცხოვრები, იგი, მამულით, წილად ხვდა დურმიშხან [ბარათაშვილ-ფალავანხოსროშვილს] (XVII ს.70-80-იანი წწ. 1450-26/265).
გერმანოზაშვილი თამაზა
იგი ერეკლე მეფემ დაასახლა ჭალაანში და შესწირა ალავერდის წმინდა გიორგის (1699 წ. I. 25. 1449-1852).
![]() |
8.28 გერმანოზიანი || გერმანოზისშვილი || გერმანოზიშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
გერმანოზიანი
მათი ხოდაბუნი ესაზღვრებოდა ყორხმაზ ყორღანაშვილის მიერ ბეჟან ყორღანაშვილისათვის მიყიდულ მიწას (1688 წ. II. 11. 1450-7/60).
გერმანოზისშვილი
მისი მიწები ესაზღვრებოდა თხვინთობასა და დარგაში თაყა ბარათაშვილის მიერ მამასახლის მარქარასათვის მიყიდულ მიწებს (1680 წ. ახლო. Hd-8783).
გერმანოზისშვილი
მისი მიწა ესაზღვრებოდა ყორღანიანთ ფირალის მიერ ხეჩუაანთ ბაღდასარასათვის მიყიდულ სავენახეს (1697 წ. XI. 20. 1450-19/11).
გერმანოზისშვილი
მისი მიწა ესაზღვრებოდა ხეჩუათ-პაპუასშვილ მელქუას მიერ ბაინდურა ყორღანაშვილისათვის მიყიდულ ვენახს (1700 წ. XI. 1. 1450-16/169).
გერმანოზიშვილი გუგუნა - იხ. ბარათაშვილი გუგუნა
გერმანოზისშვილი (ვარ. [ბარათაშვილი] გერმანოზიშვილი) დათუნა
შვილი გუგუნა ბარათაშვილისა,იხ., (ძმისწული იასე ბარათაშვილისა, იხ.
გერმანოზიშვილი (ვარ. ბარათაშვილი, პატასშვილი) დომენტი - 1692-1698 წწ.
ბერი (1692 წ. Hd-1707), წინამძღვარი (1692-1698 წწ. Hd-1707 ა, 1450-53/212), ძმა: პაპუა ბარათაშვილისა, იხ., გუგუნა ბარათაშვილისა, იხ., იყიდა ავთანდილ უსუბეგაშვილისაგან ერთი არეკალი ვენახი ტბისში (1692 წ. V. 7.Hd-1707), რომელიც შემდგომში მიჰყიდა პაპუნა გოსტაშაბიშვილს (1692 წ.ახლო. Hd-1707 ბ); მოწმე და დამწერი იასე გერმანოზისშვილის მიერ ქალიბ ჯაფარასაგან აღებული ვალის წიგნისა (1693 წ. III. 30. სს. I. 426).
გერმანოზიშვილი ვარაზა - იხ. ბარათაშვილი ვარაზა
გერმანოზისშვილი იასე - იხ. ბარათაშვილი იესე
გერმანოზისშვილი ლუარსაბ - იხ. ბარათაშვილი ლუარსაბ
გერმანოზისშვილი ოთარ - იხ. ბარათაშვილი ოთარ
გერმანოზიშვილი (ვარ. ბარათაშვილ-გერმანოზიშვილი) ომან - შვილი გუგუნა ბარათაშვილისა, იხ.
გერმანოზიშვილი პატა - იხ. ბარათაშვილი პატა
გერმანოზიშვილი პაპუა - იხ. ბარათაშვილი პაპუა
გერმანოზიშვილი (ვარ. ბარათაშვილ-გერმანოზიშვილი) როსებ - [სახლიკაცი] ვარაზა გერმანოზიშვილისა, იხ.
გერმასაშვილი პატა
მოწმე ივანე მეხრისშვილის მიერ პაპუნა თუხარლისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1677 წ. IV. 20. Sd-51).
გეროზია მახარებელი
იგი, სახლ-კარითა და მამულით, ლევან დადიანმა შესწირა ბიჭვინტას (1628 წ. Sd-2904).
გეშაშვილი
მისგან ქარმაულმა იყიდა სვეტიცხოვლის კუთვნილი სოფელი ფონთხელა ([1532-1538 წწ.] Ad-550).
გეშაშვილი ესტატე
მოწმე საამ გაბრიელისშვილის მიერ იესე ჭერმეულისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1498 წ. ქრ. II. 312).
გეშაშვილი (ვარ ლაზარესშვილი) მამუკა
ბიძა დავით გედევანისშვილ-ელიოზისძისა, იხ., იოანე კათალიკოსმა დავით გედევანისშვილ-ელიოზისძეს უწყალობა მამუკასეული სამამთავრო: ახატანში სამი კომლი გუთნიშვილი, შარ[ა]ბისძე ზუბია განაყოფით და მცხეთას - სასახლე (1616 წ. Sd-543), მასვე - მამუკას უმკვიდროდ დარჩენილი მამული: ანტიოქიის ყოვლადწმინდის ეკლესია, სასაფლაო, მიწა, სასახლე, კოდმანს - სახნავი მიწები, მალე, მალეს ქვემოთ ახალქალაქური ოლე მტკვრამდე, მარტაცის ხევი, ხერკისხევის სამამთავრო, ჯვარს - ორი საკომლო, არაგვის პირას - ნავენახევი, ახატანს სამი კომლი (1616 წ. Qd-39), ქრისტეფორე კათალიკოსმაც უწყალობა დავით გედევანისშვილ-ელიოზისძეს მისი ნაქონი ორი მთელი მამული ჯვარში (1620 წ. 1450-2/183), და მისი სამკვიდრო მამული და სამცხეთიშვილო (1622 წ. IX. 23. ქრ. II. 445. 1622 წ. 1448-9214).
გეშაშვილი ქერობინ
მიჰყიდა გიორგი ჭარმაულს მამულები: მალეთა საკონე, ფონთხელაზე - ჭალა და საგუდეს - მიწა (1531 წ. Sd-733).
გეშიასშვილი მახარა
იისციხეში მცხოვრები, ედიშერ და პაპუნა [ციციშვილების] გაყრის დროს იგი, თავისი მამულით ერგო პაპუნას ([1688-1703 წწ.] Hd-1636).
გეშიასშვილი ქიტია
იისციხეში მცხოვრები, ედიშერ და პაპუნა [ციციშვილების] გაყრის დროს, იგი, თავისი მამულით, ერგო ედიშერს ([1688-1703 წწ.] Hd-1636).
გეჯაშვილი
მოლარეთუხუცესმა რუსი რუსიშვილმა შესწირა სვეტიცხოველს ვეძისხევს გეჯაშვილის მამული ზედ მოსახლე ქისტით (1664 წ. Ad-1753).
გვაგვინია დავითელა
წოუშხევს მცხოვრები გლეხი, მისი და კიდევ სხვა სამი გლეხის ბეგარა - ცვილი - ხაჟიგ დადიანმა მოახსენა სეტის მთავარმოწამეს (XIV ს. სსძ. II. № 125).
გვაზაა ვამოწეუ
ცაიშს მცხოვრები, ემართა ცაიშის საყდრის ბეგარა:ერთი საკლავი, ერთი ქათამი, მისი მარილი, ერთი პური, სამი ლიჯი ღომი, სამი ფოხალი ღვინო და გოჭკუმური ([1616-1621 წწ.] ქსძ. III. № 92).
გვარამა
[მაჩაბლების] დაკარგული ყმა - მამულის ნუსხაში აღნიშნულია, რომ იგი გაუყიდეს მაჩაბლებს ([1688-1703 წწ]. Qd-8674).
გვარამაძე
ჰყავს ყმა ბიძინა. მის მიწამდე მიჰყიდა ერასტი ფიფიაშვილმა ზაალ წინამძღვრიშვილს თავისი მკვიდრი ყმის სასახლე (1697 წ. V. 21. Sd-565).
გვარამაძე ლომაი
მოწმე და „გარდამწყვეტი“ ერასტი ფიფიაშვილის მიერ ზაალ წინამძღვრიშვილისათვის მიცემული სასახლის და მამულის ნასყიდობის წიგნისა (1697 წ. V. 21. Sd-565).
გვარამაძე პაპია
მოურავი, მოწმე და გარდამწყვეტი ბეჟიტა გოგობაშვილის მიერ მახარა ლომსაძისათვის მიცემული წისქვილის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. Hd-2307).
გვარამია
ბაილეთში მცხოვრები, მამია გურიელმა იგი შესწირა ჩეხედანას ტაძარს და დააკისრა ბეგარა: ერთი საკლავი, ერთი ქათამი, ერთი სამადგანი ღომი და ერთი საწყავი ღვინო ([1601-1627 წწ.] Ad-1913).
გვარამია ჭოჭუა
მესეფე კაცი, შეტანილია მათხოჯის საყდრის ყმების დავთარში ([1661-1680 წწ.] Hd-11220).
გვარამიანი (ვარ გვარამოვანი) მიკმინე (ვარ.მიკბინე)
მოწმე ლაჰილის სოფლის ერთპირობის დაწერილისა (XIV-XV სს. მიჯნა. სსძ. II. №24); მოურავი და მოწმე აილელთა მიერ გამოტანილი განჩინებისა სავიანისა და ძიგორიანის საყანე გზის საქმეზე (XIV-XV სს. მიჯნა. II. №56).
გვარასიმიძე დათუნა
მოწმე დათუნა ნამორაძის მიერ ხოხონა ნამორაძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1670 წ. 1450-33/354).
გვარაძე მამისიმედი
მოწმე კაცია დიასამიძის მიერ ზებედე ნამორაძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1626 წ. III. 20. 1450-3/355).
გვარელასშვილი ნადირა
მარტყოფს მცხოვრები, მოხსენებულია რუსთველის ყმების ნუსხაში (XVII-XVIII სს. მიჯნა. Hd-5186).
გვარელასშვილი პაატაი
ჩაქვს მცხოვრები, იგი გიორგი გურიელმა უწყალობა ბოქაულთუხუცეს მირზაბეგ თაუგდირიძეს ([1664-1677 წწ.] ლაი. 800. 1. №1201).
გვ<ა>რიტიშვილი გიორგი
მოწმე გიორგი მუჩათიძის მიერ მცირე უცნობი პირისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1681 წ. VI. 20. Hd-834).
გვარიძე
ნიჩბისს მცხოვრები, იგი კავთელაშვილთან ერთად ეჭირა უთრუთ [ციციშვილის] შვილს, ზაზას (1700 წ. Hd-13839).
გვარიძე გუგუნა
მოწმე იმედა ფანიაშვილის მიერ ანუკა ციცისშვილისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1671 წ. II. 1. 1450-51/70).
გვაჭაია გურმიხილია
საცაიშლო გამოსავლის დავთრის მიხედვით, ემართა: ერთი საკლავი, ერთი ქათამი - მისი მარილით, ერთი პური, სამი ლიჯი ღომი, სამი ფოხალი ღვინო და გოჭკუმური ღომით, ღვინით, თევზით, ყველით, კვერცხით და სამარხოთი ([1616-1621 წწ.] ქსძ. III. № 92).
გვახავა კუტავა
ემართა ჯგალის ციხის ბეგარა ისეთივე, როგორიც - ბუმბუვა შამიბიას (1616-1621 წწ. ქსძ. III. № 92).
გველაური ბერი
კარბს მცხოვრები, ავთანდილ ამილახორის სახასო მეკოდისპურე ყმა (1700 წ. 1448-3602).
გველაური ნიკოლა
კარბს მცხოვრები, ავთანდილ ამილახორის სახასო მეკოდისპურე ყმა (1700 წ. 1448-3602).
გველაური პაატა
კარბს მცხოვრები, ავთანდილ ამილახორის სახასო მეკოდისპურე ყმა (1700 წ. 1448-3602).
გველაური ხუცი
მის ნაქონ მამულზე კარბში სახლობდნენ მამნურასშვილები (1700 წ. 1448-3602).
გვენდურია ჭიხური
ოქონას მცხოვრები, იგი, მამულითურთ, წილად ერგო ფეშანგ ფალავანდიშვილს ([1676-1709 წწ.] 1450-31/2).
გვენეტაძე
იგი მოკლა ურიაყოფილმა (მაჭავარიანების ყმამ), რის გამოც შუღლი ჩამოვარდა ელია მაჭავარიანსა და კონსტანტილეს შორის ([1565-1583 წ.] Hd-1797).
გვენეტაძე როსტევანა
წყალწითელას მცხოვრები, ემართა ბეგარა - ორი ლიტრა სანთელი, ორი გვერდი ღომი, ერთი გვერდი პური, სამი კოკა ღვინო, ათი თეთრის საკლავი, ორი ძღვენი (1570 წ.ახლო. დსსს. I. 27-28).
გვენეტაძე ხუცია
მოწმე კათალიკოს დავით ნემსაძის მიერ კანდელაკ ქავთარისათვის მიცემული ბიჭის წყალობის წიგნისა ([1673-1696 წწ.] Qd-9659).
![]() |
8.29 გვენცაძე || გუენცაძე |
▲ზევით დაბრუნება |
გუენცაძე
ბახუს || ბავს მცხოვრები, ბაგრატ მეფემ მთის წმინდა გიორგის განუახლა მისი მამულისა და სახლ-კარის შეწირულება იმ პირობით, რომ გარეყანიძის გვარის კაცს მასზე ხელი არ ჰქონოდა ([1510-1565 წწ.] Sd-2898/2899).
გვენცაძე
ზნაკვს მცხოვრები, ერთი კომლი, ბაგრატ მეფემ იგი შესწირა ნიკორწმინდის ეკლესიას (1544 წ. VIII. 9. ლაი. H-22 a).
გვენცელაძე (ვარ. გუანცელაძე) ღმერთისიაი
ჩუნეშს მცხოვრები, ერთი კომლი გლეხი, იმერთა მეფემ გიორგიმ იგი შესწირა გელათის წმინდა გიორგის ეკლესიას (1569 წ. II. 4. Sd-2902).
გვერდელაშვილი გიორგი
ხურვალეთს მცხოვრები, საამილახვროს დავთრის მიხედვით, მისი კომლიდან ორ კაცს ევალებოდა ლაშქრობა(XV ს. II ნახ. 1448-5032).
გვერდელაშვილი პაატი
ხურვალეთს მცხოვრები, ერთი კომლი, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა შუბით ლაშქრობა(XVII ს. II ნახ. 1448-5032).
![]() |
8.30 გვერდწითელი || გერდწითელი |
▲ზევით დაბრუნება |
გვერდწითელი
ციციშვილთა აზნაურიშვილი, მისი დაბრუნების პირობა შაჰნავაზმა მისცა იმერეთში გადახვეწილ ციცი ციციშვილს ([1658-1663 წწ.] 1449-328).
გუერდწითელი
მისგან ნაყიდ მიწაზე ჭომაში მამუკა მაღრაძეს ედავებოდა ციცი ციციშვილი (XVII ს. ბოლო. Hd-821).
გვერდწითელი გივი
[ბიძა] დათუნა გვერდწითელისა, იხ., ძმა ზაქარია გვერდწითელისა, იხ.
გუერდწითელი გიორგი
ციციშვილის აზნაურიშვილი, იგი უწყალობა შაჰნავაზ მეფემ იმერეთში გადახვეწილ ციცი ციციშვილს ([1658-1676 წწ.] 1450-32/252).
გუერდწითელი გიორგი
წიომეთში ჰყავდა სამი კომლი ყმა ([1658 1675 წწ.] Hd-14534).
გვერდწითელი გიორგი - ძმისწული ზაქარია გვერდწითელისა, იხ.
გვერდწითელი დათუნა - 1673-1699 წწ.
ჰყავს ბიძები: გივი, იხ.და ზაქარია იხ., გვერდწითლები. იყიდა პაატა ტრანკასშვილისაგან აბრანგაული ვენახი მათივე ვენახის ბოლოს, მარწყვიაშვილის ვენახამდე (1673 წ. 1450-45/141).
გვერდწითელი ზაქარია
ჰყავს: ძმა გივი, ძმისწულები: ჯანიბეგ, რამაზ, ოტია, ლომა, ხუცია, გიორგი და დათუნა, იხ., სასისხლო დავა ჰქონდა ბეჟან, ლევან, დავით და იონათამ ქავთარაძეებთან. მდივანბეგის მიერ „გაჩენილი სისხლი“ ქავთარაძეებს გადაუხდიათ, რის გამოც მან მისცა ქავთარაძეებს დავის „გარდაწყვეტილების წიგნი“ (1699 წ. XII. 20. Hd-10215).
გვერდწითელი ლომა - ძმისწული ზაქარია გვერდწითელისა, იხ.
გუერდწითელი მაზიტა
ციციშვილების აზნაურიშვილი, იგი უწყალობა შაჰნავაზმა იმერეთში გადახვეწილ ციცი ციციშვილს ([1658-1676 წწ. 11450-32/252).
გვერდწითელი ოტია - ძმისწული ზაქარია გვერდწითელისა, იხ.
გვერდწითელი რამაზ - ძმისწული ზაქარია გვერდწითელისა, იხ.
გვერდწითელი ხუცია - ძმისწული ზაქარია გვერდწითელისა, იხ.
გვერდწითელი ჯანიბეგ - ძმისწული ზაქარია გვერდწითელისა, იხ.
გვერლიანი ტიღვა
„დამხდომი“ სეტიელის დაწერილისა 200 თეთრის გადახდის შესახებ მაკარასა და დედილის წაკიდების საქმეზე (XIV ს. ბოლო. სსძ. II. № 83).
გვილვაშვილი
ატოცს მცხოვრები, ოჟორის მონასტრის ყმა, იგი ნაზარალი-ხანმა გაათარხნა სხვა ხატის ყმებთან ერთად (1699 წ. XI. 26. Qd-9586).
გვიმრაძე
გვიმრაძისეული ვენახი ტატიშვილების გაყრის შედეგად ერგო პაპუა ტატიშვილს (1674 წ. I. 1. Sd-607).
გვიმრაძე
ნაზარალი-ხანმა გაუთარხნა ბეყმარს გვიმრაძის საკომლო ოჟორის მონასტერს (1699 წ. XI. 26. Qd-9586).
გვიმრაძე ბერი
ბეყმარს მცხოვრები, მამულითურთ წილად ერგო ფეშანგ ფალავანდიშვილს ([1658-1675 წწ.] 1450-31/2).
გვინებაშვილი
ნაცვალი, მოწმე გიორგი მეფის მიერ ხახულის ღმრთისმშობლისათვის მიცემული ყმა-მამულის შეწირულების წიგნისა ([1565-1585 წწ.] Qd-9501 ბ).
გვირიძე პაპუნა
მოწმე დათუნა ბატკუაშვილის მიერ უთრუთ ციციშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1699 წ. VIII. 1450-51/102).
გვიჩია გატანჯია
ბაშს მცხოვრები, ლევან დადიანმა თავისი მამის, მანუჩარის სულის მოსახსენებლად იგი შესწირა მთაწმიდის ხარების ღმრთისმშობელს. ემართა: ერთი საკლავი, ხუთი კოკა ღვინო, ათი ლიჯიში ღომი, მისი საბერო, ერთი ქათამი (1642 წ. Qd-6740).
გვიჩია (ვარ. ქვიჩია) სურთამა
ფოთს მცხოვრები მეთევზე, იგი ლევან დადიანმა შესწირა ბიჭვინტას (1628 წ. Sd-2904).
გვრიტაშვილი ადამ
ჰყავს [სახლიკაცები]: ბერიკა, ბერუკა. მათთან ერთად მოწმეა პაატა ოტინაშვილის მიერ იორამ ნამორაძისათვის მიცემული საბადურის ნასყიდობის წიგნისა (1690 წ. 1450-33/352).
გვრიტაშვილი ბერიკა - [სახლიკაცი] ადამ გვრიტაშვილისა, იხ.
გვრიტაშვილი ბერუკა - [სახლიკაცი] ადამ გვრიტაშვილისა, იხ.
გვრიტაშვილი გიორგი
მოწმე დათუნა ნამორაძის მიერ ხოხონა ნამორაძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1670 წ. 1450-33/354).
გვრიტაშვილი სეხნია
მოწმე დათუნა ნამორაძის მიერ ხოხონა ნამორაძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1670 წ. 1450-33/354).
გვრიტაძე ბერი
ღვერთეთს მცხოვრები, ერთი კომლი. იხსენიება ზემო ქართლის საკომლოების ნუსხაში (XVII ს. დამდეგი. Qd-7014).
გვრიტაძე-გოგიაშვილი ბინინა
ღვერთეთს მცხოვრები, ერთი კომლი იხსენიება ზემო ქართლის საკომლოების ნუსხაში (XVII ს. დამდეგი. Qd-7014).
გვრიტაძე ივანე
ღვერთეთს მცხოვრები, ერთი კომლი, იხსენიება ზემო ქართლის საკომლოების ნუსხაში (XVII ს.დამდეგი. Qd-7014).
გვრიტაძე მახარებელი
ღვერთეთს მცხოვრები, ერთი კომლი, იხსენიება ზემო ქართლის საკომლოების ნუსხაში (XVII ს. დამდეგი. Qd-7014).
გვრიტინიშვილი გიორგი
მოწმე: გიორგი მუჩათიძის მიერ: უცნობი პირისათვის ვალში მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1681 წ. VI. 20. Hd-834) და უცნობი პირისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა ([1680-იანი წწ.] Hd-803 ბ).
![]() |
8.31 გზირისშვილი || გზირიშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
გზირისშვილი
მანაკერტს მცხოვრები, მამულითურთ წილად ხვდა იოთამ ბარათაშვილს ([1537-1538 წწ.] VIII. 16. 1450-11/112).
გზირისშვილი
თეიმურაზ მეფემ განუახლა ენისელთ ნაცვალ ხოსროს ისლამაურში ყიშლაღისა და გზირისშვილის მამულის წყალობა(1662 წ. IV. 9. 1448-600).
გზირისშვილი
მის საზღვრამდე მიჰყიდა გიორგი ხიზანიშვილმა ხატისა ჩაჩაშვილს ვენახი (1686 წ. I Hd-1046).
გზირიშვილი
მის მიჯნამდე გაიყიდა მიწა (XVII ს. Ad-1643).
გზირისშვილი გოდერძი
მძოვრეთში მცხოვრები, ედიშერ და პაპუნა ციციშვილების გაყრის დროს იგი, მამულით ერგო ედიშერს ([1688-1703 წწ.] Hd-1636).
გზირიშვილი თამაზა
მოწმე შოშიტა დვანელიშვილის მიერ ოთარ ტატიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1652 წ. 1450-46/8).
გზირიშვილი თედო
კასპში მცხოვრები, ამილახორის ყმა, საამილახვროს კაცს ევალებოდა თოფით დავთრის მიხედვით, მისი კომლიდან ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
გზირისშვილი საზვერელ
მძოვრეთში მცხოვრები, ედიშერ და პაპუნა [ციციშვილების] გაყრის დროს იგი, მამულით, ერგო პაპუნას ([1688-1703 წწ.] Hd-1636).
გზირიშვილი სამნუა
სამღერეთს მცხოვრები, წილად ერგო ზაალ [ციციშვილს] პაპუა ქელელაშვილის ფარდად (1651 წ. 1450-37/181).
გზირიშვილი წატურა
სავანეთს მცხოვრები, ერთწილად ერგო ხოსია ბარათაშვილს (1640 წ.1450-11/80).
გზობიაშვილი ავთანდილ
ქუთაისში მცხოვრები, ემართა ქუთაისის საყდრის ბეგარა - ოცი თეთრი და სამსახური (1578 წ. H-626).
გია - შვილი გრძელაში მცხოვრებ თამაზასი, იხ.
გიადაშვილი ბერიკა
ჰყავს: შვილი ზაზა, განაყოფი დათუნა. მიჰყიდა ბერუა ხანთაძეს ივნაძისეული ვენახი, მიწა და სახლ-კარი (XVII ს. Hd-9270).
[გიადაშვილი] დათუნა - განაყოფი ბერიკა გიადაშვილისა, იხ.
გიადაშვილი ზაზა - შვილი ბერიკა გიადაშვილისა, იხ.
გიადაშვილი ხატუა
კავთისხევის მოურავისა და მეჯინიბეთუხუცეს ავთანდილ [სააკაძისათვის] მიწერილ წერილში ნაზარალი-ხანი იუწყება, რომ მას ხატუა გიადაშვილი უბოძებია მაღალაშვილებისათვის ([1688-1703 წწ.] Ad-1885).
გიბაშვილი დემეტრე
მოწმე საზვია ბიბიტაშვილის მიერ ადუა ბიბიტაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. Ad-639).
გიბიაური
ვახუშტი აბაშიძემ შესწირა კაცხის მონასტერს „ორად - გიბიაური“ ([1550-1570 წწ.] დსსს. I. 21-27).
გიგა
წყნეთში მცხოვრები, ციცი ფანასკერტელ-ციციშვილმა იგი, ცოლ-შვილით, უწყალობა მეუნაგრე შაბანას (1658 წ. III. 1.Hd-9653).
გიგაა თასკვამია
ჯგალში მცხოვრები, ემართა ცაიშის საყდრის ბეგარა: ორი საკლავი, ერთი ქათამი, მისი მარილი, ერთი პური, თორმეტი კოკა ღვინო, თორმეტი ჯამი ღომი, აგრეთვე ექვსი კოკა ღვინო და გოჭკუმური ([1616-1621 წწ.] ქსძ. III. № 92).
გიგაბაძე ათანასე - შვილი გაბრიელ გიგაბაძისა, იხ.
გიგაბაძე გაბრიელ
მღვდელ-მოძღვარი, მონაზონი, აზნაურიშვილი. ჰყავს ძმა შოშიტა, შვილები: ჯამასპ, ათანასე, თამაზ. ნაზარალი-ხანმა იგი გაათარხნა (1696 წ. XII. 6. 1448-5332).
გიგაბაძე თამაზ - შვილი გაბრიელ გიგაბაძისა, იხ.
გიგაბაძე შოშიტა - ძმა გაბრიელ გიგაბაძისა, იხ.
გიგაბაძე ჯამასპ - შვილი გაბრიელ გიგაბაძისა, იხ.
გიგაია
ცაიშს მცხოვრები, ემართა ცაიშის საყდრის ბეგარა: ერთი საკლავი, ერთი ქათამი, ოთხი ლიჯი ღომი, ოთხი კოკა ღვინო ([1616-1621 წწ.] ქსძ. III. № 92).
გიგაური
გაბრიელ ივანიასძის ნაქონი ყმა, იგი, მამულით, მეფე ალექსანდრემ უწყალობა ამილბარ მაღალაძეს (1391 წ. sic [1412-1443 წწ.] 1449-777).
გიგაური
მსახური, მოწმე რევაზ ერისთავის მიერ ნინია ოდიშელი ძისათვის მიცემული სააღაპე წიგნისა (1678 წ. III. 6. 1449-1809).
გიგაური
მისი მიწა ესაზღვრებოდა ზურაბ კვეზერულის მიერ თამაზ ტარშაიჭაშვილისათვის მიყიდულ გულაურ ვენახს (1695 წ. VI. 20. Ad-1431).
გიგაური
ვერეში მცხოვრები, ედიშერ და პაპუნა ციციშვილების გაყრის დროს იგი, მამულით, ერგო პაპუნას ([1688-1703 წწ.] Hd-1636).
გიგაური გიგნია
მოწმე მაწია მწერლიშვილის მიერ დავით ერისთავისთვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1690 წ. V. 10. Hd-2708).
გიგაური მამუკა
ყვავილში მცხოვრები, მის სახლს ევალებოდა პურისა და ღვინის ნაცვლად სულთაობა დღეს ანანურის დეკანოზისათვის ერთი თოხლის მიტანა (XVII ს. II ნახ. Ad-20 გ).
გიგაური მელაოზ
მღვდელი, მოწმე და დამწერი შიოშ ბოწიაშვილის მიერ დათუნა ტარსაიჭაშვილისათვის მიცემული ნაზვრევის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. II ნახ. Ad-1485).
გიგაური პაატა
სვერს მცხოვრები, ზურაბ მაჩაბლის მეკოდისპურე ყმა (1700 წ. 1448-3602).
გიგაური პაპუნა
მოწმე ზურაბ კვეზერულის მიერ თამაზ ტარსაიჭაშვილისათბის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1695 წ. VI. 20. Ad-1431).
გიგაური-ჩარუხაშვილი - იხ. ჩარუხაშვილი-გიგაური
გიგაშვილი
ღებს მცხოვრები აზნაურიშვილი, იგი მისი ციხითა და 72 კაცით გადაეცა ჯაფარიძეებს სისხლის ფასში (1503 წ. სსძ. II. №27).
გიგაშვილი
მას ჰქონია მითვისებული დავით გარეჯის კუთვნილი სოფელი ხოდაშენი, გიორგი მეფემ ეს სოფელი ისევ დავით გარეჯას შესწირა (1513 წ. VI. 4. Ad-2175).
გიგაშვილი ბეშქენ
მოწმე კათალიკოს აბრამ აბალაკის მიერ სვეტიცხოვლის კახური მამულების შემოწმების შედეგად შედგენილი წიგნისა ([1492-1497 წწ.] 1448-2041).
გიგაშვილი გუგუტა
ზესს მცხოვრები, იგი მამულით, სვიმონ მეფემ შესწირა მანგლისის ღმრთისმშობელს (1595 წ. VIII. 9. 1449-1557); სვიმონ [მუხრანის] ბატონიშვილმა შემდგომში ეს შეწირულება განუახლა [მანგლისის ღმრთისმშობელს] (XVII ს. ბოლო მეოთხ. 1449-1931).
გიგაშვილი დათუნა
ხოდაშენში მცხოვრები, ერთი კომლი, შეტანილია სვეტიცხოვლის საკომლოების ნუსხაში (1619 წ. 1449-1792).
გიგაშვილი პაპია
ბიჯნისს მცხოვრები, ნაზარალი-ხანმა იგი, მამულითურთ, უწყალობა იესე რუსიაშვილს (1699 წ. III. 17. Hd-10268).
გიგაშვილი ტატოა
ბატონმა ციხისთავმა, დარაგაჰ ყული-ბეგმა თავის აზნაურიშვილს, მურვან რუსიაშვილს უწყალობა ბიჯნისს ტატოა გიგაშვილის სახლი მამულით (XVII ს. II ნახ. Ad-1243).
გიგაშვილი ტიმოთე
მოწმე კათალიკოს აბრამ აბალაკის მიერ სვეტიცხოვლის კახური მამულების შემოწმების შედეგად შედგენილი წიგნისა ([1492-1497 წწ.] 1448-2041).
გიგიდავა მოირდია
ემართა ჯგალის ციხის იმდენივე ბეგარა, რამდენიც შამიბია ბუმბუვას ([1616-1621 წწ.] ქსძ. III. № 92).
გიგიჩა
საბუვეს მცხოვრები, მაყაანთ ბოცოსეული ყმა, ლეონ მეფემ იგი იყიდა და უბოძა მაქსიმე ბოდბელს (1568 წ. 1450-32/306), თეიმურაზ ბატონიშვილმა განუახლა მისი წყალობა მაქსიმე ბოდბელს (1568 წ. 1448-2384).
გიგოა
ციცი ციციშვილის ნაქონი ყმა, ჰყავს შვილები: ინდოა, ოჰანა, ბეჟოა, გოგია. ციცი ციციშვილისგან იგი უყიდია იმანყულას, ხოლო ამ უკანასკნელს მიუყიდია ქალაქის მოურავ - მეითარ მანუჩარისათვის (1663 წ.V. 25. 1450-21/2).
გიგოა
მოწმე ზურაბ ეპიტაშვილსა და ბაბულაანთ ავეტისას შორის საჩარხე ადგილით სარგებლობის შესახებ დადებული პირობის წიგნისა (1700 წ. III. 19. 1450-30/201).
გიგოლა
სომხითს მცხოვრები, მახნიაშვილის ნაქონი ყმა, იგი, სასახლითა და მამულით ბეჟან ამილახორმა უწყალობა წინამძღვარ იოვანეს (1642 წ. X. 2. 1450-30/139).
გიგოლა
სამწევრელი მამასახლისის შვილი, მოწმე არაზა ტერ-სტეფანას შვილის მიერ დოლმაზა შანშიაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1681 წ. V. Hd-1781).
გიგოლ[ა]
მოწმე მანთაშა ტერტერაშვილის მიერ ბაინდურ გოგიბაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1689 წ. VI. 10. 1450-5/38).
გიგოლა
მძოვრეთს მცხოვრები, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
![]() |
8.32 გიგოლასშვილი || გიგოლაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
გიგოლაშვილი
აბანოს მცხოვრები, ერთი კომლი, მოხსენიებულია ზემო ქართლის საკომლოების ნუსხაში (XVII ს დამდეგი.Qd-7014).
გიგოლაშვილი ამირანა
ნადარბაზევს მცხოვრები, სამთავნელის ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით, მისი კომლიდან ორ კაცს ევალებოდა მშვილდით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
გიგოლაშვილი ბაინდურა
მოწმე გიორგი ბეჟუთასშვილის მიერ როსტია აღქარასშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1700 წ.1450-25/14).
გიგოლასშვილი ბეჟუა
კარალეთში მცხოვრები, ქაიხოსრო ციციშვილის მეკოდის პურე ყმა (1700 წ. 1448-3602).
გიგოლაშვილი ზუბიტა
ბერშოეთს მცხოვრები, თამაზ ტარსაიჭიშვილის ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით, მისი კომლიდან ორ კაცს ევალებოდა თოფით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
გიგოლაშვილი თამაზა
მოურავი, მოწმე ასპან ამირეჯიბის მიერ სეხნია გუგუნაშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. მიწურული, Hd-748).
გიგუა
სატივეს მცხოვრები, ერთი კომლი, მოხსენიებულია ზემო ქართლის საკომლოების ნუსხაში (XVII ს. დამდეგი. Qd-7014).
გიგუა
მოწმე მეითრიანთ პაატაბეგის შვილ ასლანას მიერ ბალაბულანთ ავეტისასათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1692 წ. II. 15. 1450-10/139).
გიგუა
ახრისს მცხოვრები, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა მშვილდით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
![]() |
8.33 გიგუასშვილი || გიგუაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
გიგუაშვილი
მის ფარდად მოურავსა და ზურაბ [სააკაძეს] წილად ხვდათ ნაბახტევს მცხოვრები შერმაზანა სირუაშვილი თავისი საქონებელით (XVII ს. 90-იანი წწ. Hd-13310).
გიგუაშვილი (ვარ.გიგუასშვილი) ასლამაზა - 1677-1688 წწ.
მოწმე: ავდროზ ბაინდურაშვილის მიერ როსტომ დავითიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1677 წ. II. 17. 1448-3275), ყორხმაზ ყორღანაშვილის მიერ ბეჟან ყორღანაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1688 წ. II. 11. 1450-7/60).
გიგუაშვილი გიორგი
მიჰყიდა ერთი დღის მიწა დემნა ლუკიანაშვილს მისივე მიწის გაგრძელებაზე, საყდრის მიწის „მოკიდებით“ (1632 წ. Hd-1042 გ); მოწმე უცნობი პირის მიერ გიორგისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1632 წ. Hd-1042 ა).
გიგუაშვილი გიორგი
მოწმე: იოვანე ზუნბულიძის მიერ შერმაზან მზევაძისათვის მიცემული საეგვტრო მიწის ბოძების წიგნისა (XVII ს. I მეოთხ. Hd-14897), ხარება ნამორაშვილის მიერ მამისიმედ მამუჩაშვილისათვის ბოძებული მიწის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. I ნახ. Qd-9039 ა).
გიგუასშვილი გოგია
მოწმე გოგია ზანდარასშვილის მიერ დემეტრე პაპასშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1678 წ. Hd-1547).
გიგუასშვილი ნასყიდა
ახრისში მცხოვრები, ქაიხოსრო ყანჩიელის მეკოდისპურე ყმა (1700 წ. 1448-3602).
გიგუასშვილი საქია
მოწმე შერმაზან ყორღანაშვილ-აბაზასშვილის მიერ ყორღანა იარალისშვილ-შიოშისშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1690 წ. X. 22. 1450-16/164).
გიგუტა
ზესში მცხოვრები გლეხი, სვიმონ მეფემ იგი, მისი მამულით სააღაპედ შესწირა მანგლისის ღმრთისმშობლის ეკლესიას (1606 წ. 1449-1777).
გიგუტა
ხელთუბანს მცხოვრები, მისი და პატატაშვილის მიწებს შუა მდებარე ვენახი ზურაბ თუმანიშვილმა იყიდა ესტატე თუმანიშვილ-ხოსიტაშვილისაგან (1678 წ. X. 15. Sd-12).
გიგუტა
კოდისწყაროს მცხოვრები, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა შუბით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
გიგუტაშვილი მახარა
მოწმე მახარა ვარსიმაშვილის მიერ სახლთუხუცეს რევაზ მაღალაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1692 წ. 1448-2235).
გიგუტაშვილი პაპუნა
მოწმე პატატი სოსიაშვილის მიერ რამაზ [ზუმბულიძისათვის] მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1683 წ. 1450-31/97).
გივასშვილი ბასილა
მოწმე გიგოლა ჩხიკვაძის მიერ გოჩია მოუდევარისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1682 წ. 1450-46/127).
გივაშვილი ბერი
მოწმე ნონას, ლიპარიტ გივაშვილის და სხვათა მიერ ბერუკასათვის მიცემული მინდვრის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. გსიემ. 7601/50).
გივაშვილი ივანე
მოწმე ნონას, ლიპარიტ გივაშვილის და სხვათა მიერ ბერუკასათვის მიცემული მინდვრის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. გსიემ. 7601/50).
გივაშვილი ლიპარიტ
მან, ნონამ, გოგა გიორგაშვილმა, დათუნამ და პაპამ მიჰყიდეს ტირული მინდორი ბერუკას, გიორგისა და პაპუნას ( XVII ს. გსიემ. 7601/50).
გივი
სახლთუხუცესი, მონაწილეობა მიიღო ჯავახიშვილების სასისხლო საქმის გარჩევაში ([1561-1612 წწ.] Qd-8584).
გივი
ოხიაყორჩი, მოწმე გიორგი ამირეჯიბის მიერ ლუარსაბ მაყაშვილისათვის მიცემული ყმების ჩუქების წიგნისა (1651 წ. 1450-48/109).
გივი
ტანუტერი, დამწერი ზისელ აბრამაშვილის მიერ ბატონ ანუკასათვის ბოძებული სასახლისა და კალო-საბძლის ნასყიდობის წიგნისა (1652 წ. 1450-36/197).
გივი
ზაალ ბარათაშვილის ცოლის ძმა, მოწმე ზაალ ბარათაშვილის მიერ ზაალ ყორღანაშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1658 წ. VII. 4. 1450-1/103).
გივი
მოწმე ესტატეს მიერ თავის განაყოფ ფარსადანისათვის მიცემული ვენახის გაცვლილობის წიგნისა (1665 წ. Qd-195).
გივი - [სახლიკაცი] ბარამისა, იხ.
გივი
მას ეჭირა ქავთარაძისეული მამული, რომელიც „ბატონმა“ ქაიხოსრო წერეთელს უბოძა (XVII ს.70-იანი წწ. Hd-6018).
გივი
მოწმე უცნობი პირის მიერ კირაკოზასათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1676 წ. IV. 1448-633 ბ).
გივი
სახლთუხუცესი, მოწმე ზურაბ სააკაძის მიერ ბაინდურ პატასშვილისათვის მიცემული მიწის წყალობის წიგნისა ([1677-1688წწ.] Hd-9331).
გივი
დეკანოზის ძმისწული, მოწმე ლომინა ეგაძის მიერ ავთანდილ ნასყიდაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1689 წ. 1448-2241).
გივი
მას უყიდია სვენეთში ქვათახევის ყმების: ხახანაშვილისა და ბესიაშვილისაგან თვითნებურად გაყიდული მიქელაური მიწა (1700 წ. 11449-1869).
გივი
საამილახვროს დავთრის მიხედვით, ჰყავდა ყმები: ჩოლაყი გოგია, დათუნა ალიაშვილი, ლაზარე კურბლიშვილი (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
გივი
მოურავი, მოწმე როსტომ საღრიძის მიერ ბერ ენუქაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (XXII ს. Qd-9159).
გივიაშვილები
ბაგრატ მეფემ უწყალობა ზაქარია ფანასკერტელ-ციცისშვილს რუისში გივიაშვილები მთელი მამულით: ზვრის ბოლოს სამი განაყოფი ნაზვრევით, ხუთი დღის მიწით (1511 წ. IX. 15. Hd-2118).
![]() |
8.34 გივიასშვილი || გივიაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
გივიაშვილი ბერი
ჰყავს განაყოფები: ნონია, შედან. მოწმე გედევან თანიაშვილის მიერ როჭიკა შალიკაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1664 წ. 1450-37/245).
გივიაშვილი გოგიტა
მოწმე ბერუკა რევაზისშვილის მიერ გიორგი სააკაძისათვის მიცემული დავის გადაწყვეტილების წიგნისა (1680 წ. Ad-1017).
გივიაშვილი ზაქარია
მოწმე ქიტია ქუბიაშვილის მიერ გოგილა მალულიძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1672 წ. III. 15. Sd-57).
გივიაშვილი იმარინდო
მოწმე ქიტია ქუბიაშვილის მიერ გოგილა მალულიძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1672 წ. III. 15. Sd-57).
გივიასშვილი (ვარ.გივიაშვილი) ნონია - 1664-1683 წწ.
რუისელი, განაყოფი ბერ გივიაშვილისა, იხ., მოწმე გედევან ფანიაშვილის მიერ როჭიკა შალიკაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნებისა: (1664 წ. 1450-37/245; [1664 წ.] 1450-37/246), სუხიტა გივიაშვილის მიერ ბერუა მუჩაიძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1683 წ. Qd-1785).
გივიასშვილი (ვარ.გივიაშვილი) სუხიტა - 1664-1683 წწ.
მიჰყიდა ბერუა მუჩაიძეს ორი დღის მიწა შოშიტა გივიაშვილის, ბერის და ბაბათაშვილის მიწებამდე (1683 წ. Qd-1785); მოწმე გედევან ფანიაშვილის მიერ როჭიკა შალიკაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა ([1664 წ.] 1450-37/246).
გივიაშვილი შედან
ბერ გივიაშვილის განაყოფი, მოწმე გედევან ფანიაშვილის მიერ როჭიკა შალიკაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1664 წ. 1450-37/245).
გივიაშვილი შოშიტა
მისი მიწა ესაზღვრებოდა სუხიტა გივიაშვილის მიერ ბერუა მუჩაიძისათვის მიყიდულ მიწას (1683 წ. Qd-1785).
გივინა
მოწმე ზურაბ არაქელასშვილის მიერ პაპუნა იარალისშვილისათვის მიცემული თავნასყიდობის წიგნისა (1682 წ. Sd-568).
გივინასშვილები
გორელი ვაჭრები, ქსნის ერისთავთა მკვიდრი ყმები, გიორგი მეფემ მათი წყალობა განუახლა დავით ქსნის ერისთავს (1683 წ. I. 21. Hd-2342).
გივინასშვილი ასატურა - 1690-1695 წწ.
მოწმე: ამირან სუნბატასშვილის მიერ ასატურა ბეჟანისშვილისათვის მიცემული ყმების ნასყიდობის წიგნისა (1690 წ. IV. 15. 1450-49/101), ელიზბარა ჯანიასშვილის მიერ ხითარაანთ როსტომასშვილ ზურაბასთვის მიცემული თავნასყიდობის წიგნისა (1695 წ. III. 15. 1448-274).
გივინაშვილი ბერუკა
იგი გოსტამაანთ ჟოჟუნაშვილმა ბიძინამ მიჰყიდა ქალაქის მელიქ ეინალა [მირიმანაშვილს] (1645 წ.I. 20. 1450-5/119).
![]() |
8.35 გივისშვილი || გივიშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
გივიშვილი ბერია
ჰყავს შვილი იორამ, განაყოფი შალუტა ბალიაშვილი, იხ.
გივისშვილი ზაალ
მას ეკუთვნოდა ახრისში ერთი კომლი, მეჯვრისხევში: ჩოლაყი ბერი, ბასილაშვილი შიო, ხახუტაშვილი დათუნა, წიწვინასშვილი თევდორა (1700 წ. 1448-3602).
გივიშვილი იორამ
შვილი ბერია გივიშვილისა, განაყოფი შალუტა ბალიაშვილისა, იხ.
გივიშვილი მღთისია - განაყოფი შალუტა ბალიაშვილისა, იხ.
გივიტაშვილი ბეზასპ
მოწმე აბულვარდ მუჩათიძის მიერ პეტრე კავკასიძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1682 წ. ახლო. Hd-808).
გიზალა
მისი სახლის ერთი გვერდი ესაზღვრებოდა ყარახანა შერმაზანაშვილის მიერ გასპარ ქოჩინასშვილისათვის მიყიდულ სახლს (1672 წ. IX. 17. 1448-1940).
გილაური ბასილა
მოწმე ჯავნარაშვილ თვალიშვილ პატატას მიერ ესტატე მარინდაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1685 წ. 1450-28/245).
გილაური ქიტუა
მოწმე უცნობი პირების მიწის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. Ad-1643 ფრაგმ.).
გილაქანთ
შაჰუანთ გოგინასშვილმა ავთანდილამ ხუდუანთ გრიქორასშვილ ასლანას მიჰყიდა ოთახი, რომელსაც უკანა მხარეს ესაზღვრებოდა გილაქანთ სახლი (1699 წ. IX. 15. Hd-1698).
გილაქიშვილი პაპუნა - 1690-1698, [1700] წწ.
მოწმე: ზაქუმაანთ ალიყულისშვილ ნაზაქუმას მიერ ზალინა ხოსროვაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1690 წ.I. 24. 1450-48/129), ზურაბ ყარჩიხაშვილის მიერ დმანისის ღმრთისმშობლის ეკლესიის და დმანელ ეპისკოპოს ელისესათვის მიცემული ყმა-მამულის ნასყიდობის წიგნისა (1698 წ. XII. 26. Ad-1075), დათუნა დავრეშაშვილის მიერ ოთარ ყორღანაშვილისათვის მიცემული პირობის წიგნისა (1681-1700 წწ.] 1450-16/100),
![]() |
8.36 გილასშვილი || გილაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
გილაშვილი
ერეთში მცხოვრები, სვიმონ მეფის ნებართვით, ნიკოლოზ კათალიკოსმა - იგი, მამულითურთ, უბოძა ვახტანგ ბატონიშვილს ყურისუბნის სანაცვლოდ (1574 წ. III. 14. Ad-1654).
გილაშვილი გაბრიალ
ჰყავს [სახლიკაცები]: ზაქარია, ესტატე. იყიდა დავით ფავნელიშვილისაგან მიწა (1642 წ. Hd-5940).
გილასშვილი გარსევან
ჰყავს [სახლიკაცი] ესტატე. მიჰყიდა წინამძღვარ ონოფრე [მაჭუტაძეს] მიწა ვედრიაშვილის მიწამდე (1695 წ. Ad-2055).
გილაშვილი გიორგი
ერედველი, იგი მამულითურთ კათალიკოსმა ზებედემ უწყალობა ჯვარისმტვირთველ დავით ელიოზისძე-გედეონისშვილს (1610წ. 1450-38/180).
გილაშვილი დავით
მოწმე და დამფასებელი ბედიას მიერ დავით გარეჯის წინამძღვარ პავლესათვის მიცემული ნასახლარის ნასყიდობის წიგნისა (1672 წ. 1449-1858).
გილაშვილი დავითა
თვალს გაღმა მცხოვრები აზატი ყმა, არსენ ნინოწმინდელის განჩინებით, მას ევალებოდა ნინოწმინდის საყდრისათვის შეკაზმული ცხენისა და იარაღის გამოღება, თუ „მართალი კაცი“ გარდაიცვლებოდა ([1688-1694 წწ.] Ad-116).
გილაშვილი დათუა
ერედველი, იგი მამულითურთ კათალიკოსმა ზებედემ უწყალობა ჯვარისმტვირთველ დავით ელიოზისძე-გედეონისშვილს (1610 წ. 1450-38/180).
გილაშვილი ესტატე - [სახლიკაცი] გაბრიალ გილაშვილისა, იხ.
გილასშვილი ესტატე - [სახლიკაცი] გარსევან გილასშვილისა, იხ.
გილაშვილი ზაქარია - [სახლიკაცი] გაბრიალ გილაშვილისა, იხ.
გილაშვილი მგელია
თვალს გაღმა მცხოვრები აზატი ყმა, არსენ ნინოწმინდელის განჩინებით, მას ნინოწმინდის საყდრისათვის ევალებოდა შეკაზმული ცხენისა და იარაღის გამოღება, თუ „მართალი კაცი“ გარდაიცვლებოდა ([1688-1694 წწ.] Ad-116).
გილასშვილნი
ალექსანდრე მეფემ ისინი შესწირა სვეტიცხოველს ([1476-1511 წწ.] 1449-1642).
გილაშვილი ფოცხვერ
მოწმე პეტრე ქურხულის მიერ თავის ბიძაშვილ დავითასათვის მიცემული წიგნისა სისხლის ვალის დაფარვის შესახებ (1681 წ. XII. 20. Hd-11496).
გილაშვილი შავერდ
თვალს გაღმა მცხოვრები აზატი ყმა, არსენ ნინოწმინდელის განჩინებით, თუ „მართალი კაცი“ გარდაიცვლებოდა, მას ევალებოდა ნინოწმინდის საყდრისათვის შეკაზმული ცხენისა და იარაღის გამოღება ([1688-1694 წწ.] Ad-116).
გილაძენი
ერედვში მცხოვრებნი, სვიმონ მეფემ მათი წყალობა განუახლა მცხეთის სვეტიცხოველს კათალიკოს დომენტის დროს (1559 წ. XII. 1. 1449-1312, 1398 წ. sic XII. 1. [1559 წ.] Hd-8712).
გილდაშვილი
ბშარაძეს მცხოვრები, შედიოდა წილკნელის სამწყსოში, თუ გილდაშვილის სახლის უფროსი კაცი მოკვდებოდა, უნდა გაეღო: მთელი ნიშანი, შეკაზმული ცხენი, ერთი წასახურავი, ქალზე - ნიშანი, ტყავი ან ტოლომა, კაბა, სარტყელი, თავსახურავი, ერთი წასახურავი წილკნელისათვის (1669 წ. 1448-5013).
გილდაშვილი გივი
მოწმე ქეთია კობიაშვილის მიერ ოთია შაბურიშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1697 წ. Sd-761).
გილდაშვილი დომენტი
წილკნელი, მისი წილკნელობის დროს ვარდისუბნელი როსტომა როსტომაშვილი, თავისი სახლით, შეეწირა წილკნის ეკლესიას. დომენტიმ მისი ფასი გადაუხადა ძველ მეპატრონეს - ზევდგინ ზევდგინიძეს (1698 წ. Ad-1501 ვ); იყიდა ზევდგინ ზევდგინიძისაგან როსტომაშვილები: როსტომა, ოქროა, დათუნა მამულებითურთ ძალისაში, ვენახითა და წისქვილით ვარდისუბანში (1698 წ. II. 1448-2349).
გილდაშვილი ზაალ
მოწმე რევაზ ერისთავის მიერ ნინია ოდიშელიძისათვის მიცემული სააღაპე წიგნისა (1678 წ. III. 6. 1449-1809).
გილდაშვილი თანია
მოწმე რევაზ ერისთავის მიერ ნონია ოდიშელიძისათვის მიცემული სააღაპე წიგნისა (1678 წ. III. 6. 1449-1809).
გილქისშვილი პაპუნა
მოწმე ზაქუმბეგ ალიყულაშვილის მიერ დალალაანთ ხოსროვაშვილ ზალინასთვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა(1690 წ. 1450-48/150).
გიმშატალათ (ვარ.გომშატალათ) უმეკა (ვარ.უმიკა) - 1672, 1673 წწ.
მისი კარი ესაზღვრებოდა მამასახლის ასლამაზის მიერ ელიზბარ ხარატისშვილისათვის მიყიდულ სახლებს. მოწმეა ამ ნასყიდობისა (1672 წ. VI. 15. Hd-13025); მოწმეა აგრეთვე ელიზბარა ხარატისშვილის მიერ მოურავ მანუჩარისათვის მიცემული გაცვლილობის წიგნისა (1673 წ. I. 1. Hd-1785).
გინძია
ხაუჟელს მცხოვრები, ემართა აფხაზეთის საკათალიკოსო ბეგარა: საპურობო, ქათამი, ორი ქანდაქი, სამოგუე, ერთი დღის ყანის შველა, ლაშქრობა, მგზავრობა, მოიღი (1621 წ. ქსძ. III. № 91).
გიო - ბიძაშვილი ხიზანასი, იხ.
გიორგა
საკურნეს მცხოვრები, მეგრელი, ერთი კომლი. აბულახსარ ამირეჯიბის შვილმა იგი შესწირა კაცხის მონასტერს, დაავალა გამოსაღები: „საზროხიანათ“ ცხრა კოკა ღვინო, ხუთნახევარი კოდი პური, ექვსი თეთრის საკლავი, ხუთი ქათამი (1515-1535 წწ.] H-1781, 18 r -19 r).
გიორგა
აღაიანელი, კათალიკოსის მეზვრე, ხუციასთან ერთად წასულა კახეთში, ამ დროს მისი ცოლ-შვილი დაატყვევეს იესე ჭარმეული და კანდელაკი მიუგზავნა კათალიკოსს და ცოლ-შვილის დახსნა სთხოვა, მაგრამ კათალიკოსი ვერ დაეხმარა. შემდეგ მან ვალით გამოიხსნა ცოლ-შვილი, მევალეს ძმა მისცა გირაოდ. სულაშვილის შუამავლობით, შერმაზან სუმბულიძემ აყარა თავისი მამულიდან ორი კომლი კაცი და ზედ გიორგა დაასახლა. ამრიგად გახდა გიორგა შერმაზან სუმბულიძის ყმა. შერმაზანმა მისცა გიორგას სამოცი კოდი პური, მოსამკელი ფეტვი და მოსაკრეფი ვენახი, რითაც გიორგამ ძმა გამოიხსნა. შერმაზანმა მისცა გიორგას აგრეთვე ცამეტი სული მაკე ცხვარი, ცხრა თოხლი, ორი ერკემალი, ერთი ჭედილა, ცხრა თხა. ამ ნაწყალობევი ქონებით, გიორგამ ცოლ-შვილი დაიხსნა და ნასყიდად დარჩა შერმაზანთან (1630 წ. XII. 25. 1448-1060).
გიორგა
მისი სახლ-კარი ესაზღვრებოდა გიორგი რამაზასშვილისათვის წილში ნარგებ ყმა-მამულს ([1695-1697 წწ.] 1450-31/142).
![]() |
8.37 გიორგასშვილი || გიორგაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
გიორგაშვილი
აზნაური, ბარათაშვილების გაყრის წიგნით, იგი ერგო გერმანოზს, თაყას, გოსტასაბს და ფალავანხოსროს (1523 წ. Ad-1299 ა).
გიორგაშვილი
ბაგრატ მუხრანის ბატონიშვილმა იგი ვენახითურთ, შესწირა სვეტიცხოველს (XVI ს. I ნახ. 1449-1627).
გიორგასშვილი
თამაზ მგელიტასშვილმა მიჰყიდა მამულა ვარამასშვილს ნავენახევი მისი ვენახის ქვემოთ (1696 წ. Ad-981).
გიორგაშვილი გოგა
მან, ნონამ, ლიპარიტ გივაშვილმა, დათუნამ და პაპამ მიჰყიდეს ტირული მინდორი ბერუკას, გიორგისა და პაპუნას (XVII ს. გსიემ. 7601/50).
გიორგაშვილი თევდორა
წიწამურს მცხოვრები გლეხი, გივი და ფარემუზ გურამიშვილების ყმა, ნაზარალი-ხანმა იგი, მამულით, უბოძა გურამ გურამიშვილს (1694 წ. VI. 4. 1448-57).
გიორგასშვილი იოანე
იყალთოში მცხოვრები, იგი მეფე ალექსანდრემ შესწირა ხახულის ღმრთისმშობლის ეკლესიას (1594 წ. 1449-1509).
გიორგაშვილი მამუკა
ხურვალეთს მცხოვრები, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა მშვილდით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ.1448-5032).
გიორგასშვილი მერაბა
ჯვრის ხატის ყმა, ერთი კომლი, ერთი თავი (XVII ს. 90-იანი წწ. Hd-14912 გ).
გიორგაშვილი ნასყიდა
მოწმე მახარა ჭიღრინტელაშვილის მიერ პაპუნა სულხანაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1650 წ. V. 31. Sd-27).
გიორგასშვილი ფოცხვერა
ჯვრის ხატის ყმა, ერთი კომლი, ერთი თავი (XVII ს. 90-იანი წწ. Hd-14912 გ).
გიორგაძე გიორგა
ბაკისუბანს მცხოვრები, განაყოფი დემეტრა გიორგაძისა. ემართა აფხაზეთის საკათალიკოსო ბეგარა: ოცდაათი კოკა ღვინო, ათი თეთრი, ერთი ურემი ღომი (1621 წ. ქსძ. III. № 91).
გიორგაძე გოგიჩა
ბაკისუბანს მცხოვრები, ემართა აფხაზეთის საკათალიკოსო ბეგარა: ერთი ურემი ღომი, ათი თეთრი, ოცდაათი კოკა ღვინო (1621 წ. ქსძ. III. № 91).
გიორგაძე გოჩია
ძევრს მცხოვრები, ერთი კომლი. იგი, ცოლ-შვილითა და მამულით, ბაგრატ მეფემ უწყალობა ქაიხოსრო წერეთელს (1666 წ. Hd-2246).
გიორგაძე დემეტრე
ბაკისუბანს მცხოვრები, ჰყავს განაყოფი გიორგა. ემართა აფხაზეთის საკათალიკოსო ბეგარა: ათი თეთრი, ოცდაათი კოკა ღვინო, ერთი ურემი ღომი (1621 წ. ქსძ. III. № 91).
[გიორგაძე] მამისთვალა
ბაკისუბანს მცხოვრები, გოგიჩა გიორგაძის განაყოფი, ემართა სიხარულასთან ერთად აფხაზეთის საკათალიკოსო ბეგარა: ათი თეთრი, ოცდაათი კოკა ღვინო, ნახევარი ურემი ღომი (1621 წ.ქსძ. III. № 91).
[გიორგაძე] სიხარულა
ბაკისუბანს მცხოვრები, გოგიჩა გიორგაძის განაყოფი, ემართა მამისთვალასთან ერთად აფხაზეთის საკათალიკოსო ბეგარა: ათი თეთრი, ოცდაათი კოკა ღვინო, ნახევარი ურემი ღომი (1621 წ. ქსძ. III. № 91).
გიორგბერიძე გოგიჩა
ოყურეშს მცხოვრები, ემართა ცაგერის საყდრის ბეგარა: ხუთი გორო ღვინო, თორმეტი ფოხალი პური, თორმეტი თეთრის საკლავი, ერთი ქათამი, პურის ჭამა, ტვირთი და მუშაობა, მეფის ლაშქრობა (XVI ს. ქსძ. H-84-54, 87a-89 b).
გიორგბერიძე ეფრემა
ოყურეშს მცხოვრები, ემართა ცაგერის საყდრის ბეგარა: ხუთი გორო ღვინო, თერთმეტი ფოხალი პური, თორმეტი თეთრის საკლავი, ერთი ქათამი, პურის ჭამა, ტვირთი, მუშაობა და მეფის ლაშქ რობა (XVI ს.ლაი. H-84-85, 87 a-89).
გიორგბერიძე თუთია
ოყურეშს მცხოვრები, ემართა ცაგერის საყდრის ბეგარა: ხუთი გორო ღვინო, თერთმეტი ფოხალი პური, თორმეტი თეთრის საკლავი, ერთი ქათამი, პურის ჭამა, ტვირთი, მუშაობა და მეფის ლაშქრობა (XVI ს. ლაი. H-84-54, 87 a-89).
გიორგბერიძე მამისთვალა
ოყურეშს მცხოვრები, ემართა ცაგერის საყდრის ბეგარა: ხუთნახევარი გორო ღვინო, თერთმეტი ფოხალი პური,პურის ჭამა, ტვირთი, მუშაობა და მეფის ლაშქრობა (XVI ს. ლაი. H-84-54, 87 a-89 b).
გიორგი III
ქართლის კათალიკოსი, მოწმე და დამამტკიცებელი ბაგრატ მეფის მიერ შიომღვიმის მონასტრისათვის მიცემული შეწირულების სიგელისა (1057 წ. Ad-14).
გიორგი
ქართლის მთავარეპისკოპოსი, დაამტკიცა შიომღვიმის კრებულის მიერ იოანე ტოხაისძისათვის მიცემული სამწირველოს განახლების დაწერილი (1189-1200 წწ.] Ad-3).
გიორგი: „ხელ-გიორგი“
მისი ძის ვენახი ესაზღვრებოდა მუშერის მიერ დასამუშავებლად აღებულ კვირიკაულ მიწას, აღნიშნულია შიომღვიმის კრებულის მიერ ზოსიმესათვის მიცემულ სამწირველოს წყალობის განახლების დაწერილში (1200 წ. ახლო. Ad-4 გ).
გიორგი
ჰყავს შვილი მანგლელი დანიელ. მოწმე შიომღვიმის კრებულის მიერ ზოსიმესათვის მიცემული სამწირველოს წყალობის განახლების დაწერილისა (1200 წ. ახლო. d-4 გ).
გიორგი
„იშტიმახი“, მოწმე შიომღვიმის კრებულის მიერ ზოსიმესათვის მიცემული სამწირველოს წყალობის განახლების დაწერილისა (1200 წ. ახლო. Ad-4 გ).
გიორგი
ჭყონდიდელი, მას ჰყოლია მწირველი შიომღვიმის მონასტერში - ნიკოლაოზ ბასილისძე, აღნიშნულია კუირიკე ჴარაისძის დაწერილში გიორგი მუშერისძისადმი (1200 წ. ახლო. Ad-4 ა).
გიორგი
ჰყოლია გაზრდილი - ბასილი, აღნიშნულია კუირიკე ჴარაისძის მიერ გიორგი მუშერისძისათვის მიცემულ დაწერილში (1200 წ. ახლო. Ad-4 ა).
გიორგი - ძმა დემეტრე [წილკნელისა], იხ.
გიორგი - 1247-1260 წწ.
ქართლის მთავარეპისკოპოსი, მოძღვარი და სულიერი მამა ძაგან აბულეთისძისა ([1260 წ.] Ad-5), დაამტკიცა: გრიგოლ სურამელის მიერ მღვიმის მონასტრისათვის მიცემული გავაზელთა სოფლის შეწირულების დაწერილი ([1247-1250 წწ.] Ad-1 დ), კახა თორელის მიერ რკონის მონასტრისათვის მიცემული დაწერილი ([1260 წ.] Sd-2859); მოწმე და დამამტკიცებელი შიომღვიმის მონასტრის მიერ გრიგოლ სურამელისათვის მიცემული მეწისქვილის ნასყიდობის წიგნისა ([1249-1260 წწ.] ქრ. II. 128); მისი რჩევით, ძაგან აბულეთისძემ შესწირა სოფელი ანგროინი შიომღვიმის მონასტერს და იგი დანიშნა შეწირული სოფლის მეურვედ ([1259 წ.] Ad-5).
გიორგი
ბერძენთა მეფე, დავით მეფესთან ერთად უბოძა ამირსპასალარის ამილახორს, ჟან ჭიასძეს, [დ]ურჩს მამული ([1266-1280 წწ.] Cr.-28. 2 r-7 v).
გი[ო]რგი (ვარ. გიურგი)
[ალის მონასტრისათვის] მიცემულ პირობის წიგნში ყანის საზღაურის შესახებ ნათქვამია, რომ სანამ ორი ჯარბოლი ყანა მის ხელში იქნებოდა, ათი თეთრი უნდა ეზღვია, ხოლო მის შემდგომ სრულად უნდა ეზღოთ (XIII ს. II ნახ. H-1347-20).
გიორგი
იხსენიება უცნობი პირის საჩივრის წიგნში: მისთვის მდევრებს, თუკი დაიჭერდნენ, „საუპატიოდ“ უნდა მიეცათ მომჩივნის დედა, რომელიც შვილებთან ერთად თავის შესაფარებლად გაქცეულა თავის ძმასთან. ამ მიზნით დადევნებიან ხოვლემდე (XIII ს. II ნახ. Hd-1589).
გიორგი
მოხერის მთავარანგელოზის დეკანოზი, მოწმე ლაილაის ხევის საერთპირო დაწერილისა (XIII-XIV სს. სძ. II. № 55).
გიორგი
ჭყონდიდელი, მისმა მწირველმა დაწერა შიომღვიმის კრებულის მიერ სუნღულისძისათვის მიცემული სააღაპე წიგნი (1376 წ.Sd-302).
გიორგი
ვაჰანის მონასტრის კანდელაკი, მისი კანდელაკობის დროს შესწირა მურვან ღარიბასძემ ვაჰანის მონასტერს სააღაპედ როტაშაული მამული ორხოვიაში, ვენახი - ტოლოშში, ორი ყანა - ფიაში (1393 წ. Ad-933 ა).
გიორგი V - 1393-1398 წწ.
ქართლის კათალიკოსი, დაამტკიცა ვაჰანის ქვაბთა განგება (1393 წ. Ad-933); მისი კათალიკოსობის დროს: გიორგი მეფემ შესწირა [სვეტიცხოველს] ქვეყანა მეტეხნი და გაიჩინა აღაპი (1393 წ. VII. 6. ქრ. II. 200-201), მასვე - ლომი სუნღულისძემ - აყუშაური ვენახი (1398 წ. VII. 6. 1449-1652).
გიორგი
დამწერი და მოწმე ლიპარტელიანის დაწერილისა სეტიელისადმი გაუყრელობის შესახებ (XI V ს. ბოლო. სსძ. II. № 84).
გიორგი
დამწერი და მოწმე ამბოლიანთა და სეტიელთა სახლების შერიგების დაწერილისა (XIV ს. ბოლო. სსძ. II. № 78).
გიორგი
მოწმე ოყოლდაშელთა მიერ ნასყანისათვის მიცემული დაწერილისა მპარავ იშხიანის გადაცემის შემთხვევაში თანადგომის შესახებ (XIV ს.ბოლო. სძ. II. № 60-ბ).
გიორგი
[მსახ]ურთუხუცესი, მისთვის თისლის მონასტერში 21 დეკემბერს დაუწესებიათ აღაპი გოგრულის მამულისათვის (XIV ს. Par . geor . 4. 77 r).
გიორგი - ბაბუა ვარდან ქურდიანისა, იხ.
გიორგი - მოძმე სირმუნ ქოჩორიანისა, იხ.
გიორგი - დამწერი დაწერილისა (XIV ს. სწძ. I. № 50 ფრაგმ.).
გიორგი
მელომე, მოწმე არღუნ კორძიანის მიერ სეტის ხევისა და ფაჩიანისათვის მიცემული დაწერილისა ძმის სისხლის დაურვების შესახებ (XIV-XV სს. სძ. II. № 42).
გიორგი
მღვდელი, დამწერი და მოწმე უცნობი მონასტრის [ძმობის] მიერ მურადბეგ თაყაშვილისათვის ახალგორს ჩაბეური მამულის წყალობის წიგნისა (XIV-XV სს. H-2125. 118-134 r).
გიორგი
დამწერი და მოწმე არღუნ კორძიანის მიერ სეტის ხევისა და ფაჩიანისათვის მიცემული დაწერილისა ძმის სისხლის დაურვების შესახებ (XTV-XV სს. სსძ. II. 42).
გიორგი
დამწერი და მოწმე სეტის ხევის ოთხი თემის, კეუისარ ჯაფარიძის და იოსელიანის საერთპირო დაწერილისა (XIV-XV სს. სსძ. II . № 32).
გიორგი
დამწერი და მოწმე ვაჟილა ვახდაგიანის დაწერილისა მიქელ სეტიელისადმი სასარჩლო საქმეზე მორიგების შესახებ (XX ს. დასაწ. სსძ. II. № 102).
გიორგი
მთავარეპისკოპოსი, დაამტკიცა გიორგი - მეფის მიერ ფალავანდ ფალავანდიშვილისათვის მიცემული მამულის წყალობის წიგნი (1401 წ. 1450-11/103).
გიორგი
ხაზინადარი, იხსენიება ალექსანდრე მეფის მიერ [სვეტიცხოვლისათვის] ბოძებულ ზვრისა და მეზვრის შეწირულების წიგნში: მისთვის უნდა გადაეხადათ აღაპი წმინდა, „ორმეოცდამეორე კვირას“(1414 წ. 1449-1478).
გიორგი
ჯვარისმტვირთველი, მოწმე მისრი ედილაშვილის მიერ იოანე ჭარმაულისათვის მიცემული ანდერძის წიგნისა (1442 წ. ქრ. II. 252-253).
გიორგი - [ძმა] დემეტრესი, იხ.
გიორგი - [შვილი] ან ძმისწული დემეტრესი, იხ.
[გიორგი]
დამწერი მეფე გიორგის მიერ გოგია და გოგნია მაჭავარიანებისათვის მიცემული სოფლების წყალობის წიგნისა (1452 წ. VI. 12. Ad-1564).
გიორგი
ქვათახევის დეკანოზი, მოწმე ბერისძეთა მიერ ქვათახევის მონასტრისათვის მიცემული სააღაპე წიგნისა ([1473-1491 წწ.] 1448-5265).
გიორგი
ლიტრას სიძე, მოწმე ნიკოლოზ პალატისშვილის მიერ გოგიტა არდაშერასშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1477 წ. VII. 4. Qd-9814).
გიორგი
ომფორის მოლარე, დამწერი საამ გაბრიელისშვილის მიერ იესე ჭერმაულისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1498 წ. ქრ. II. 312).
გიორგი
მოძღვრის შვილი, პატრონმა საგიამ მას მიუთვალა [ა]ლყაი, ყვარყვარე [ჯაყელისაგან] შეწირული ორთომელი, ოლარი და პატრონ ხუდაბახშისაგან დადებული ერთი თასი (XV ს. II ნახ. H-1347-760).
გიორგი
ჰყავს [სახლიკაცები]: გიორგი, გონია, მინდი, შესწირა [აჴდილას] წმინდა გიორგის სახუცოდ „ბივრითგანით“ ნაყიდი, რის საფასედაც ეკლესიის კარიბჭის შიგნით უბოძეს საფლავი (XV ს. Hd-1782. 99 v).
გიორგი
დამხდური და მოწმე უზბეგ და არღონ იოსელიანების მიერ დემეტრე სეტიელისათვის მიცემული სამოკეთეო დაწერილისა (XV ს. ბოლო. სსძ. № 7).
გიორგი
[ალის] დეკანოზი, იხსენიება შალვა ბოცოსძის მიერ შედგენილ ალის მონასტრის ქონების ნუსხაში (XV ს. II ნახ .H-1347. 755-760).
გიორგი - [სახლიკაცი] დეკანოზის შვილთაშვილ მამისიმედისა, იხ.
გიორგი
დამწერი და მოწმე მამისიმედის მიერ იობა ფადლაძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (XVI ს. I მეოთხ. H-1552 კე).
გიორგი - შვილი ჩაღათა ჟორჟოლაძის მწირველ მახარებელისა, იხ.
გიორგი
მთავარეპისკოპოსი, ლუარსაბ მეფესთან ერთად გაარჩია კათალიკოსსა და წილკნელს შორის დავა მუხრანულ საზღვრებზე ([[1527-1556 წწ.] 1449-1591).
გიორგი
მამა ზურაბისა, მისი სულის მოსახსენიებლად ზურაბს შეუწირავს მთაწმინდის მამადავითის მონასტრისათვის კაკა - ზურაბასეული, ურიული, დიღომს - მინდიკაშვილის და ყარა - დოვლათიერასეული ვენახები ([1527-1556 წწ.] 1449-1605).
გიორგი
საყავრეში მცხოვრები, იგი გოშფარ და როინ [ჯავახიშვილების] გაყრისას ერგო როინსა და მის ბიძაშვილებს ([1527-1558 წწ.] Qd-605).
გიორგი
იგი, ნახევარი მამულით, გოშფარ და როინ ჯავახიშვილების გაყრისას ერგო გოშფარს ([1527-1558 წწ.] Qd-605).
გიორგი
სკრას მცხოვრები, გოშფარ და როინ ჯავახიშვილების გაყრის დროს იგი ერგო გოშფარს ([1527-1558 წწ.] Qd-605).
გიორგი
საყავრეს მცხოვრები, როინ და გოშფარ ჯავახიშვილების გაყრის დროს იგი ერგო როინს ([1527-1558 წწ.] Qd-605).
გიორგი
კარშაგარს მცხოვრები, მამულითურთ წილად ხვდა იოთამ ბარათაშვილს ([1537--1538 წწ.] VIII. 16. 1450-11/112).
გიორგი
გულეულს მცხოვრები, იოთამ ბარათაშვილისათვის წილში ნარგები ყმა-აზნაურის, როსტევან ჯანიაშვილის ყმა-გლეხი ([1537-1538 წწ.] VIII. 16. 1450-1/112)
გიორგი
კრეფას მცხოვრები, იგი, მამულითურთ, წილად ხვდა იოთამ ბარათაშვილს ([1537-1538 წწ.] VIII. 16. 1450-11/110).
გიორგი
ფერსათს მცხოვრები, ემართა: ქუთაისის საყდრის ბეგარა: თორმეტი კოკა ღვინო, ერთი ურემი ღომი, ოცი კვერცხი და მუშაობა (1558 წ. H-626).
გიორგი
ფერსათის მამასახლისი, ემართა ქუთაისის საყდრის ბეგარა - „კარკაცობით პურის ჭამა“ (1558 წ. H-626).
გიორგი
ფერსათს მცხოვრები, მის ნასყიდ ყმას, ფათალიძეს, ემართა ქუთაისის საყდრის ბეგარა (1558 წ. H-626).
გიორგი
სვეტიცხოვლის მოლარე, ჰყავს [სახლიკაცი] სვეტიცხოვლის მოლარე დიმიტრი. ლეონ მეფემ მას უწყალობა სვეტიცხოვლისათვის შეწირული თექვსმეტი კომლი კაცის მოურაობა ზემო ღანუხს, სანაცვლოდ კი გამოართვა ფაშაანში შვიდი კომლი ყმა მათი მიურავით (1563 წ. ქრ. II. 405).
გიორგი
სვეტიცხოვლის დეკანოზ ნათანელის განაყოფი, მისი მამული ქართლის კათალიკოსმა ნიკოლოზმა უწყალობა ნათანელს (1568 წ. XII. 10. 1450-31/108).
გიორგი
შვილი ამილახორის მეუღლის, პატრონი თამარისა, იხ.
გიორგი
სადგერის წმინდა გიორგის დეკანოზი, ჰყავს შვილი ელა, მას მისცა დავით-ხანმა დაცვისა და მფარველობის პირობა, სადგერის „შესავალში“ შედიოდა: შავშეთი, სადგერი, საკოჭავი, ციხისჯვარი, ყურისავალი, კიმოთისმანი ([1569-1578 წწ.] Sd-479).
გიორგი
როკითს მცხოვრები, ემართა ქუთაისის საყდრის ბეგარა: შვიდი კოკა ღვინო, ერთი ურემი ღომი, ერთი საკლავი, ყველი, კვერცხი, თევზი, გოჭი, ქათამი, ყავრის მიტანა (1578 წ. H-626).
გიორგი
ქვემო ხანდაკელი, გაბრიელ ივანიასძის ნაქონი ყმა, მეფე ალექსანდრემ იგი უწყალობა ამილბარ მაღალაძეს (1391 წ. sic ([1412-1443 წწ.] 1449-77).
გიორგი
ბატონი, თავმდები დავით სამსონიშვილის მიერ შალვა შერაზადაშვილისათვის მიცემული ყანის ნასყიდობის წიგნისა (XV-XVI სს. ქმ. № 650).
გიორგი
მის პარტახტს ემართა ცაგერის საყდრის ბეგარა: სამი გორო ღვინო, ცხრა ფოხალი პური, თორმეტი თეთრის საკლავი, ერთი ქათამი, პურის ჭამა, მუშაობა და ტვირთი (XVI ს. ლაი. H-84-54. 87 a-89 b).
გიორგი
იხსენიება მოწმედ მინაწერი საბუთის ფრაგმენტში (XVI ს. A-222, 151 v).
გიორგი: შავ-გიორგი
„შავ-გიორგული აგარაი ლულაური“ ბერთის კრებულმა მფლობელობის უფლებით უბოძა ბალიხოველს (XVI ს. Q-906. 339 v).
გიორგი
იშმაგი (sic), ემართა ხონის საყდრის ბეგარა: ოთხმოცი თეთრი, თითო პურის ჭამა მარხვასა და ხსნილზე (XVI ს. ბოლო. 1448-5034).
გიორგი
ღანუხს მცხოვრები, მეფე ალექსანდრემ იგი, მისი სახლითურთ, შესწირა სვეტიცხოველს და გაათარხნა (1601 წ. 1448-5526).
გიორგი
„ცხვირმრუდი“, ბიწმენს მცხოვრები, დომენტი კათალიკოსმა იგი უწყალობა ზავრად გარაყანიძეს (1610 წ. 1448-5572).
გიორგი
ნაცვალი, სულხან და დათვია დელიძის ნაყმევი, მოწმე შანშე ჯავახიშვილის მიერ გიორგი ცალქალამანიძისათვის მიცემული მამულების ნასყიდობის წიგნისა (1609 წ.ახლო. Hd -506).
გიორგი
დამწერი და მოწმე მირიმანაანთ აღაჯანას მიერ ხეჩუასათვის მიცემული ქულბაქის ნასყიდობის წიგნისა (1611 წ. 1450-22/117).
გიორგი
კისისხევს მცხოვრები გლეხი, თეიმურაზ მეფემ თავისი თანამეცხედრის, ანას სულის სააღაპედ იგი შესწირა ალავერდის ტაძარს (1612. V. 10. 1448-5017).
გიორგი
შვილი [ზევდგინისძეთა] სახლის მწირველ არსენისა. იხ.
გიორგი
მეზვრე, ერთი კომლი, მოხსენიებულია ზემო ქართლის საკომლოების ნუსხაში (XVII ს. დამდ. Qd-7014).
გიორგი
მელიქი, მოწმე დავით დილარგეთიშვილის მიერ ამირასლანა შარუაშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1613 წ. XII. 12. 1450-51/241).
გიორგი
წაბლუანს მცხოვრები დურგალი, ერთი კომლი, მოხსენიებულია ზემო ქართლის საკომლოების ნუსხაში (XVII ს. დამდ. Qd-7014).
გიორგი - [სახლიკაცი] ელიასი, იხ.
გიორგი - [სახლიკაცი] კახალისა, იხ.
გიორგი - შვილი ქოქოლასი, იხ.
გიორგი
უზბაში, მისი ნაქონი სოფელი ხანძურკერტი სვიმონ მეფემ უწყალობა მახარებელ კოტრაშვილს (1626 წ. VI. 15. 1450-12/108).
გიორგი
გრემისხევში მცხოვრები, იგი, მამულითურთ, ქაიხოსრო მაჩაბელს მიუყიდია სვეტიცხოვლისათვის, რომელიც შემდგომ ზაქარია კათალიკოსმა სხვა მამულებში გაუცვალა გიორგი ტაირიშვილს (1626 წ. 1449-1800).
გიორგი
ჩხიკვთას მოურავი, მოწმე პაატა საგინაშვილის მიერ საამ [საგინაშვილისათვის] მიცემული სამამულე დავის გადაწყვეტილების წიგნისა (1628 წ. 1450-26/79).
გიორგი
ჰყავს [სახლიკაცი] სულხან. უცნობი პირისაგან იყიდა საყდრის მიწა საზღვრებით: კაცაძის მიწამდე და აბაზაურის თავამდე (1632 წ. Hd-1042 ა).
გიორგი - [შვილი] წოვანშასი, იხ.
გიორგი
აბაშიძის აზნაურიშვილი, დამწერი: პაატა აბაშიძის მიერ ქალაქის მოურავ მანუჩარისათვის მიცემული ყმის ნასყიდობის წიგნისა (1634 წ. IV. 8. 1450-8/150).
გიორგი
მამასახლისი, მოწმე ელიზბარ [სოლაღაშვილის] მიერ ტერ-გრიქორასათვის მიცემული ნასყიდობის წიგნისა (1637 წ. I. 7. Sd-743).
გიორგი
ხოზეთს მცხოვრები ბოგანო, იგი მგელიასთან ერთად, ერგო ხოსია [ბარათაშვილს] (1640 წ. 1450-11/92).
გიორგი
შვილი დიღმის წმინდა გიორგის დეკანოზ ათანელისა, იხ.
გიორგი
ციხისთავი, ჰყავს ძმა გულბაათ. მისი ნაქონი მამული თეიმურაზ მეფემ უწყალობა მახარობელ ნასიძეს (1641 წ. Qd-2064).
გიორგი
დიაკონი, სპარს-ყოფილი, „გვარად ზვიადი“, ქართლის კათალიკოს ევდემონ დიასამიძის გაზრდილი, დამწერი ლევან დადიანის მიერ მთაწმინდის ხარების ღმრთისმშობლისათვის მიცემული შეწირულების წიგნისა (1642 წ. Qd-6740).
გიორგი
ქიზიყის მოურავი, შესწირა წმინდა ნინოს ეკლესიას ჩაილურში თავისი მკვიდრი ვენახი (1643 წ. III. 13. 1449-1786).
გიორგი
მღვდელი, გიორგი ამირეჯიბის ყმა, იგი ამირეჯიბმა დაუთმო ლუარსაბ მაყაშვილს (1651 წ. 1450-48/109).
გიორგი
კისისხევს მცხოვრები, ერთი კომლი. სახლთუხუცეს რევაზ [ჩოლაყაშვილის] ყოფილი ყმა იგი, მამულითურთ, დედოფალმა მარიამმა უბოძა ავალ ავალიშვილს (1653 წ. XII. 8. Hd-14500).
გიორგი - ძმა გაგულასი, იხ.
გიორგი
[გივი ამილახორის] მდივანი, დამწერი მელქისედეკ ყანჩიელსა და ნაცვალაშვილს შორის მამულზე დავის გარიგების წიგნისა (1654 წ ახლო. 1449-1874).
გიორგი
მონაწილეობა მიიღო გარეჯელთა და ჩერქეზელთა შორის დავის გარიგებაში (1656 წ. IV. 2. 1450-26/150).
გიორგი
მჭედელი, მონაწილეობა მიიღო გარეჯელთა და ჩერქეზელთა შორის დავის გარიგებაში (1656 წ. IV. 2. 1450-26/150).
გიორგი
თურმანბეგის კარის მდივანი, მოწმე და დამწერი ხიზანას მიერ მედისათვის მიცემული სასისხლო საბუთისა (1657 წ. Hd-1562).
გიორგი
მღვდელი, მოწმე და დამწერი დათუნა აღაპიშვილის მიერ ციხოველ იმნაძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1659 წ. Qd-1446).
გიორგი
საბუზარას მცხოვრები, ხარატი, იგი, იანვარაშვილის მამულით, წილად ხვდა თამაზ ბარათაშვილს ([1633-1658 წწ.] 1448-2318).
გიორგი
მოწმე და დამწერი ყიფიანის მიერ გელათის საყდრისათვის მიცემული მამულის შეწირულების წიგნისა ([1637-1657 წწ.] დსსს. I. 56-57).
გიორგი
მრაჭველი, ქინძათს მცხოვრები, მოხსენიებულია ზემო ქართლის საკომლოების ნუსხაში (XVII ს. დამდ. Qd-7014), იგი, თავისი და ივანეს ნახევარი მამულით, ერთ წილად ერგო ელიზბარ [დავითიშვილს] (XVII ს. შუა ხანები. Hd-11681).
გიორგ - 1644-1660 წწ.
„ქართველი“, სამეფო კარის მდივან-მწიგნობარი, დამწერი: გენათელ ზაქარია ქვარიანის მიერ გელათის საყდრისათვის მიცემული ყმა-მამულის შეწირულების წიგნისა (1644 წ. VI. 5. ქმ. №139), ღორისთაველთა და გუდარეხელთა შორის სამამულე დავის გარჩევისას შედგენილი ფიცის წიგნისა (1660 წ. Hd-830).
გიორგი
ქვათახევის ღმრთისმშობლის მოსამსახურე მღვდელი. დამწერი და მოწმე პაპუნა სააკაძის მიერ პაპუნა თუხარლისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1661 წ. Sd-50).
გიორგი - შვილი ქრისტესიასი, იხ.
გიორგი - შვილი ხაზიასი, იხ.
გიორგი
რუისს მცხოვრები, იგი ღვინიასთან და თავის შვილებთან ერთად, ანჩაფ ტუღურუნაშვილმა მიჰყიდა დომენტი კათალიკოსს (1662 წ. 1449-2661).
გიორგი
იგი, ერთ კომლად, შაჰნავაზმა უწყალობა უცნობ პირს (1663 წ. IV. Hd-15061).
გიორგი
მედოშაკე, დამწერი ნაზარა თამაზაშვილის მიერ [პაპია შანშიაშვილისათვის] მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1663 წ. ახლო. 1450-10/9 ბ).
გიორგი
ნაცვალი, მოწმე ზაზუტა ალხაზიშვილის მიერ სახლთუხუცეს პაპუა მაღალაძისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (16[6]3 წ. 1448-5074).
გიორგი
მის წისქვილთან მიჰყიდა პატა შატბერაშვილმა მანუჩარ თუმანიშვილს გორის გზაზე მდებარე თამთის წყაროს მიწა (1665 წ. V. 1. Sd-54).
გიორგი
ჰყავს ძმა შათირა, შვილი როსებ, ძმისწულები: ხუცია და დათუნა. ზაქუტა ფილიპაშვილისაგან იყიდა ორი დღის მიწა წმინდა სამების გასწვრივ, სამნუას ნაყიდი მიწის გვერდით, იობას მიწის ზემოთ (1666 წ. Hd-5191).
გიორგი
დამწერი პაპუნა მარიამულის მიერ ჯავნარაანთ ბაინდურასშვილ ბერიკასათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1667 წ. V. 1. 1450-28/244).
გიორგი
აზნაურიშვილი, „მოლარეთ შიგა გამდეგი“, შაჰნავაზმა იგი მზითვში გააყოლა თავის ასულს (1667 წ. VII. 27. Hd-1624).
გიორგი - ძმა მეკონდახე დათუნასი, იხ.
გიორგი - შვილი ელიზბარისა იხ.
გიორგი - შვილი ლოთუფასი, იხ.
გიორგი
[ფალავანდიშვილის] სახლთუხუცესი, მოწმე ხოსიტა დამღაწაშვილის მიერ ქავთარა სამხარაძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა ([1666-1669 წწ.] Sd-818).
გიორგი
ციცი ციციშვილის მესაურე ყმების ნუსხის მიხედვით, მას ბობნავში ჰყავდა სამი კომლი ყმა ([1658-1675 წწ.] Hd-14534 ბ).
გიორგი
ხანდაკს მცხოვრები, მოლაშქრე ყმა, იხსენიება ციცი ციციშვილის ყმების ნუსხაში შვიდ ხანდაკელ მესაურე ყმასთან ერთად ([1658-1675 წწ.] Hd-14534 ბ).
გიორგი - შვილი ქიტიასი, იხ.
გიორგი
ნაცვალი, მოწმე გასპარ ბეროაშვილის მიერ დავით შაღბუნაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1671 წ. 1450-6/45).
გიორგი
აბ[ა]დარბაში, მოწმე პაპუნა გოსტაშაბიშვილისა და თაყა ასანბეგისშვილის მიერ ერთმანეთისათვის მიცემული მიწების გაცვლილობის წიგნებისა (1671 წ. II. 12. Hd: 236, 6777).
გიორგი - შვილიშვილი ქალაქის მოურავ მანუჩარისა, იხ.
გიორგი
დეკანოზი, მოწმე ნასყიდა ნონესშვილის მიერ ქიტიასთვის მიცემული მიწების ნასყიდობის წიგნისა (1672 წ. II. 1450-32/282).
გიორგი - შვილი მამასახლის ასლამაზისა, იხ.
გიორგი
მოწმე გარსევან ყორღანაშვილის მიერ თავისი ძმის, მერაბისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1672 წ. VII. 1450-1/4).
გიორგი
მოურავი, მოწმე ბერიკა კვიწინაძის მიერ ბეჟუა ბარამიძისათვის მიცემული სასახლის ადგილის ნასყიდობის წიგნისა (1672 წ. Hd-1565).
გიორგი - 1672-1696, [1700] წწ.
ქალაქის მამასახლისი || მამასახლისი, ჰყავს შვილი ზურაბ (1690 წ. Hd-13135). რასტაბაზარში, ჩარსუსთან, გიორგის ჰქონდა დუქნები და ადგილი. ეს ადგილი როსტომ მეფეს უბოძებია ქალაქის მოურავ - მეითარ მანუჩარის შვილის, პაატაბეგისათვის, რომელსაც იგი „ტახტებად“ აუშენებია და კარგა ხანს სჭერია. შემდეგ გარკვეულა, რომ ნაბოძები ადგილი გიორგის სამკვიდრო მიწა ყოფილა, პაატაბეგმა იგი მას დაუთმო, ხოლო უკვე აშენებული „ოთხი ტახტი“ - მიჰყიდა (1690 წ. VI. 8. Hd-13135); მოწმე: ნასყიდას, ბაღდასარასა და ჯანუას გაყრის წიგნისა (1672 წ. III. 8. Sd-34), ბასილა სულხანაშვილის მიერ ზურაბ თუმანიშვილისათვის მიცემული ნასყიდობის წიგნისა ([1673-1682 წწ.] Ad-2246), ბეჟუა რამაზისშვილის მიერ ნონია მაკარისშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1682 წ. IV. 3. 1450-34/192), ლორტუკაანთ მერაბასშვილ ამოანას მიერ მახარობელისათვის მიცემული ადგილის ნასყიდობის წიგნისა (1682 წ. XI. 1. 1450-5/175), ხანგოსათ აფრიამას მიერ ქაიხოსრო ბარათაშვილისათვის მიცემული სახლების ნასყიდობის წიგნისა (1683 წ. XII. 1. Qd-8563), ოთამაანთ შაროას მიერ ბაბანაათ პაპოასათვის მიცემული სახლ-კარის ნასყიდობის წიგნისა (1683 წ. VIII. 22. 1448-5336), ტოტოანთ ბაინდურასშვილ ბეროას მიერ ქალაქის მოურავ [მანუჩარისათვის] მიცემული სახლ-კარის ნასყიდობის წიგნისა (1683 წ. XII. 1. Hd-13696), ბახორაანთ ასატურასშვილ მამაჯანას მიერ მუშმუშისათვის მიცემული ბაღის ნასყიდობის წიგნისა (1684 წ. III. 9. 1450-23/159), გოჭილოდ[აა]ნთ ბაისოღუნულაშვილ დავითას ძმისწულებთან გაყრის წიგნისა (1684 წ. VII. 1. 1450-50/206), ყარაოღლაანთ ვართანას მიერ ყარაგოზაანთ იარალასათვის მიცემული სახლების ნასყიდობის წიგნისა (1684 წ. VI. 10. Hd-13076), ზაალ ციციშვილის მიერ ორბელ ორბელიშვილისათვის მიცემული ნასყიდობის წიგნისა (1684 წ. XI. 1. Sd-541), ყანყუზათ მირაქას მიერ მერაბ ყანდინაშვილისათვის მიცემული სახლის ნასყიდობის წიგნისა (1686 წ. VII. 24. 1448-2944), ყამაზათ თამაზას მიერ აბესალამ[აან]თ ფასინასათვის მიცემული დუქნებისა და სახლის ადგილის ნასყიდობის წიგნისა (1686 წ. X.6.1448-1089), პაპუა ასანაშვილის მიერ ალავერდა პაატასშვილისათვის მიცემული ნასყიდობის წიგნისა (1687 წ. II. 9. Sd-52), ქიტუნა მახარასშვილის მიერ ვარპეტ ხეჩატურაშვილისათვის მიცემული სახლის ნასყიდობის წიგნისა (1687 წ. VIII. 15. 1448-4211), შერმაზანა მახარაშვილის მიერ ლაზარა ბერძნიშვილისათვის მიცემული ქულბაქის ნასყიდობის წიგნისა (1689 წ. IV. 4. Qd-9086), ნაცვალ დავითა შერგილასშვილის მიერ გოშპარაანთ გასპარასათვის მიცემული ქულბაქის ნასყიდობის წიგნისა ([1689-1693 წწ.] Hd-13011), [გოჭილოდაანთ] თათოსას და ბაღდასარას გაყრის წიგნისა (1690 წ. VII. 1450-50/207), თაყინა, საფარა, ბეჟან, და ქაიხოსრო [მირიმანაშვილებს] შორის აბანოს ხარჯის შესახებ დავის გარიგების წიგნისა (1690 წ. XI. 2. Qd-650), თაყინა [მირიმანიძის] მიერ თავისი ძმის, როსტომასათვის მიცემული აბანოზე უდაობის წიგნისა (1690 წ. X. 2. 1450-54/212), ქაფანაკათ ზურაბასშვილ ფარსადანას მიერ ბაღდადათ თათოსასათვის მიცემული ადგილის ნასყიდობის წიგნისა (1691 წ. VIII. 24. 1450-50/205), მელიქ ელანას შვილის, როსტომ [მირიმანაშვილის] მიერ ჭაჭასშვილ მელქუას - შვილ გასპარასათვის მიცემული სახლის ნასყიდობის წიგნისა (1692 წ. I. 13. 1450-7/121 ა), არაქელა მურადაშვილის მიერ აღელ იარალი ბაისოღულასშვილისათვის მიცემული ქულბაქის ნასყიდობის წიგნისა (1692 წ. I. 24. 1448-91), კავუჯაანთ ოჰანას მიერ შუენუაანთ ოჰანასათვის მიცემული ქულბაქის ნასყიდობის წიგნისა (1694 წ. VI. 22. 1450-19/87), აღამურაანთ გასპარას მიერ მერაბ ფუნდუასშვილისათვის მიცემული ქულბაქის ნასყიდობის წიგნისა (1696 წ. IX. 24. 1448-2946), ყალანდარ თუმანიშვილის მიერ სარქისა ხითარისშვილისათვის მიცემული წიგნისა თამასუქის გაბათილების შესახებ (1696 წ. VI. 28. Sd-482), ურბნელ იოსებ ჯავახიშვილის მიერ ყალანდარ თუმანიშვილისათვის მიცემული პირობის წიგნისა საქონლის დაბრუნების შესახებ ([1697-1700 წწ.] Hd-2185 ); მისი ბეჭედი უზის შემდეგ საბუთებს: Sd-34, Qd-8563, Hd: 13696, 13076, Sd: 541, 52, Qd-9086, 1448: 5336, 2944, 1089, 4211, 91, 2946, Hd-13011).
გიორგი - შვილი ტერ-გრიქორასი, იხ.
გიორგი - შვილი ბედიასი, იხ.
გიორგი - შვილი ნაზარასი, იხ.
გიორგი - შვილი შუა ბოლნისის მამასახლის ფინეზასი, იხ.
გიორგი
დამწერი ნასყიდა მშვიდობაშვილის მიერ გივი ტლაშაძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1677 წ. II. 2. Ad-2288 დ).
გიორგი - შვილი ონანა მდივნისა, იხ.
გიორგი - შვილი მათაშასი, იხ.
გიორგი - 1678-1682 წწ.
გელათის კანდელაკი, მოწმე ბეჟან ყიფიანის მიერ გედეონ გენათლისათვის მიცემული საყანისა და საფიცრის წიგნისა (1678 წ. 1448-2149); მისი შუამდგომლობით, ოტია ჩხეიძემ სამოურაო გამოსაღებისაგან გაათავისუფლა ჯვრისათვის შეწირული ქვიტირში მცხოვრები ჯაფარიძენი (1682 წ. 1448-1522).
გიორგი
კავთისხევის მამასახლისი, გაარიგა სახლთუხუცეს პაპუა [მაღალაძესა] და შეშაბერიძეებს შორის მიწაზე ატეხილი დავა (XVII ს. 70-იანი წწ. 1450-29/165).
გიორგი
ერისთავი, მოწმე გიორგი გურიელის მიერ ბოქაულთუხუცეს მირზაბეგ თაუდგირიძისათვის მიცემული ყმა-მამულის წყალობის წიგნისა ([1664-1677 წწ.] ლაი. 800. 1. № 1201).
გიორგი
მონაწილეობა მიიღო თანდილა ხოლუაშვილისა და მისი ძმების გაყრაში ([1675-1685 წწ.] Hd-8923).
გიორგი - შვილი ამირსეთასი, იხ.
გიორგი
შათირი, მოწმე გიორგი მუჩათიძის მიერ უცნობი პირისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1681 წ. VI. 20. Hd-834).
გიორგი
შვილყოფილი სიძე თამაზა გოსტაბისშვილისა, იხ.
გიორგი
დამწერი და მოწმე ქუერთარექელასშვილის მიერ შერმაზან ხაშარაძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1682 წ. 1448-8779).
გიორგი
ბატონი, მისი დასტურით, სარქის ხეჩუაშვილმა მეარყე შერმაზანას არანის გავარში მიჰყიდა დღენახევრის მიწა (1682 წ. XI. 1. 1450-5/51).
გიორგი
დამწერი ბეჟან ჩივაძის მიერ ხოსიტა ოთიასშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1683 წ. IV. 1. 1450-49/85).
გიორგი
მიხეილის შვილი, ხელი ჩაურთო მიხეილის მაგიერ პატა ნინიასშვილის მიერ სუფრაჩ ბაგრატისათვის მიცემულ პირობის წიგნს ყმობისა და ერთგული სამსახურის შესახებ (1685 წ. IV. 15. ძაცსა № 52).
გიორგი - 1676-1686 წწ.
მუშრიბი, მოწმე და დამწერი: გიორგი თარხან მოურავიშვილის მიერ ბეგთაბეგ შანშეან მარტიროზიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1676 წ. Hd-2380), ლევან ათაბეგისშვილის მიერ შალვა შალიკაშვილისათვის მიცემული პირობის წიგნისა მიწაზე უდაობის შესახებ (1681 წ. III. 8. 1459-48/139), გიორგი მოურავიშვილის მიერ ბეგთაბეგ შანშეან მარტიროზიშვილისათვის მიცემული პირობის წიგნისა (1686 წ. Hd-2418).
გიორგი
ოქონელი, ხვითში მოსახლე, აშოთან მუხრანის ბატონმა იგი იყიდა და შესწირა მთაწმინდის პორტაიტის ღმრთისმშობელს (1687 წ. V. 1. 1461-3/134).
გიორგი - შვილი ნასყიდასი, იხ.
გიორგი
ხასადარი, დამწერი და მოწმე მამისთვალასშვილის მიერ ხოჯა [ხოჯასშვილისათვის] მიცემული ვენახების გაცვლის წიგნისა (1687 წ. VI. 5. 1450-33/18).
გიორგი
ჰყავს ძმა გოსტაშაბ. მოწმე დათუნა დოლენჯიანის მიერ გივი თუმანიშვილისათვის მიცემული უდაობის წიგნისა (1688 წ. I. Sd-42).
გიორგი
მოწმე გოგია ქოსაშვილის მიერ ოთარ ყორღანაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1688 წ. VI. 1. 1450-16/159).
გიორგი
მელიქი, მოწმე იოსებ ტფილელის მიერ ბერუა ბედუსშვილისათვის ბოძებული ქულბაქის წყალობის წიგნისა ([1661-1688 წწ.] 1449-1815).
გიორგი
ხუცესი, მოწმე გიორგი გზამრუდისშვილ-ყანჩიელის მიერ სახლთუხუცესის შვილის, ფილიპესთვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1689 წ. X. 18. Hd-5814).
გიორგი
მისი სახლის საზღვრამდე ბალაძემ ელიზბარ ნომასშვილს მიჰყიდა სამი სახლი (1689 წ. XII. 20. 1448-2940).
გიორგი
ქალაქში მცხოვრები, ხაბაზი, მეფე ერეკლემ მისი წყალობა განუახლა მეითარ მანუჩარს (1689 წ.1450-53/91).
გიორგი
„ღორისკუდი“, ახალშენში მცხოვრები, ერთი კომლი, შეტანილია სვეტიცხოვლის საკომლოების ნუსხაში (1689 წ. 1449-1792).
გიორგი
იმერელი, გვერდისძირს, სულაურზე მცხოვრები, შეტანილია სვეტიცხოვლის საკომლოების ნუსხაში (1689 წ. 1449-1792).
გიორგი
მამასახლისი, მოწმე ზურაბ ვერმიშასშვილის მიერ ზურაბ თავაქალასშვილისათვის მიცემული ყმის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. 80-იანი წწ. Hd-5271).
გიორგი
მოწმე პაპუნა კვეზერელის მიერ თინათინ უგანაძისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1690 წ. I. 1. Ad-1201).
გიორგი
ჰყავს: [ძმები]: ბერა, რამაზ და ბეჟან, განაყოფი ზურაბა, რომლისგანაც იყიდა ბაგა (1690 წ. VIII. 1450-34/182).
გიორგი - შვილი აკოფასი, იხ.
გიორგი - ძმა მთავარეპისკოპოს ქრისტეფორესი, იხ.
გიორგი
ჰყავს ძმა ბეჟან, მოწმე: შერმაზან აბაზაშვილის მიერ ბერუა ავთანდილიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1690-იანი წწ. 1450-16/102).
გიორგი - 1690-1692 წწ.
მეჭურჭლე, ჟამიანობის დროს ამოწყვეტილა. მისი ნაქონი სახლ-კარი, სასახლე, დუქანი და ქურა კათალიკოსმა იოვანე დიასამიძემ უწყალობა რევაზ მაღალაძეს (1690 წ. Ad-1670-4, 1692 წ. Ad-1708).
გიორგი
შერმაზანის ყმა, მოწმე ვეძელ მახარაანთ გიორგის მიერ წოდორელ ხუციანთ მარკოზასშვილ იოვანესათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1691 წ. IV. 27. Sd-64).
გიორგი
მანდენა ხოსიტაშვილმა ყორღანა ყორყანაშვილს მიჰყიდა დოლმაზა ყარამანაშვილის ნაქონი დღენახევრის მიწა, იმ ზომით, როგორითაც გიორგის ეყიდა (1691 წ. V.4. 1450-16/167).
გიორგი
ალის ყმა, ხაბაზი, მოწმე სეფიყულას მიერ იავანგულაანთ ზურაბასათვის მიცემული ბაღის ნასყიდობის წიგნისა (1691 წ.V. 20. 1450-47/17).
გიორგი - შვილი სვიმონ დეკანოზისა, იხ.
გიორგი - [შვილი] ხოსიტასი, იხ.
გიორგი - ძმა კახ დათუნასი, იხ.
გიორგი - დეკანოზი, მამა მღვდელ რამაზასი, იხ.
გიორგი - 1690-1692 წწ.
პაატაბეგის მსახური || მეითრიანთ პაატაბეგის შვილის, ასლანას მსახური. მოწმე: პაატაბეგის მიერ ქალაქის მამასახლის გიორგისათვის მიცემული სამამულე გარიგებისა და ნასყიდობის წიგნისა (1690 წ. VI. 8. Hd-13135), პაატაბეგის შვილ ასლანას მიერ ბალაბულაანთ ავეტისასათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1692 წ. II. 15. 1450-10/139).
გიორგი
ატოცის წმინდა გიორგის დეკანოზ ნათანთან ერთად მისცა პირობა: გივი თუმანიშვილს, რომ არ მოუშლიდა ნასოფლარ თურანის მოურაობას (1692 წ. VI. 26. Hd-9656 ბ).
გიორგი - 1690-1698 წწ.
ბატონი, სუფრაჩი, მოწმე: კათალიკოს იოვანე დიასამიძის მიერ დავით გარეჯის კრებულისათვის ბოძებული ზვრის შეწირულების წიგნისა (1690 წ. III. 20. 1449-1833), დავით გარეჯის მონასტრისათვის აკოფას მიერ მიცემული თავშეწირულების წიგნისა (1690 წ. 1449-1834), ქართლ-კახეთის დიდ მოხელეებთან ერთად დაესწრო ნაზარალი-ხანის მიერ მოწვეულ ბჭობას, რომელზედაც გადაწყდა ორგული გივი და ფარემუზ გურამიშვილების მამულიდან გურამ გურამიშვილისათვის წილის მიცემა (1694 წ. VI. 4. 1448-57); მოწმე და შემრიგებელი სამებელსა და პატარძეულელებს შორის მიწაზე დავისა (1698 წ. 1449-1842). მისი ბეჭედი უზის საბუთს - 1448-1469.
გიორგი
ფარეში, მკვიდრი ყმა გიორგი ერისთავისა, რომელმაც იგი, ძმითა და ცოლით, მიართვა თავის ბიძას, ენისელთ მოურავ სულხან [ჯორჯაძეს] ([1688-1694 წწ.] 1448-4683).
გიორგი
მოურავი, მოწმე გარეჯელთა, გიორგიწმინდელთა, თვალელთა და ბერთუბნელთა მიერ არსენ ნინოწმინდელისათვის მიცემული პირობის წიგნისა ([1688-1694 წწ.] Ad-116).
გიორგი
ხუცესი, მაღალაძეთა ყმა, მის მიერ აშენებული ბაგა მისმა შვილებმა მიჰყიდეს ზვარადაშვილს, ეს უკანასკნელი მოკლა ძმამ. რადგან გიორგის შვილები არქიმანდრიტ ნიკოლოზ მაღალაძის ყმები იყვნენ, წინამძღვარმა ევთვიმემ ბაგა ნიკოლოზსავე დაახსნევინა (1694 წ. 1450-30/109).
გიორგი
კანდოელი, მოწმე ზურაბ კვეზერლის მიერ თამაზა ტარშაიჭაშვილისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1695 წ. Ad-1431).
გიორგი
ყორყანაანთ რევაზასშვილმა პაპამ მის საზღვრამდე მიჰყიდა ოქუაანთ არაქელასშვილ ბეჟუას ხუთი დღის მიწა (1696 წ. VI. 1. 1450-8/78).
გიორგი
მისი კალო-საბძლის ქვევით მდებარე მამუკაშვილის ორი დღის მიწა ვარაზა გერმანოზისშვილმა მიჰყიდა ოქუაანთ არაქელასშვილ ბეჟუას (1696 წ. VI. 12. 1450-8/79).
გიორგი
მდივან-მწიგნობარი || მდივანი, დამწერი ქალბალი-ხანის მიერ: სვეტიცხოვლისათვის ბოძებული შეწირულებების განახლების წიგნისა (1696 წ. III. 24. Ad-1751) და დავით ენდრონიკაშვილისათვის მიცემული მამულის წყალობის წიგნისა (1696 წ. X. 12. 1461-13/17).
გიორგი
„პატარა“, მოწმე აღამურაანთ გასპარას მიერ მერაბ ფუნდუასშვილისათვის მიცემული ქულბაქის ნასყიდობის წიგნისა (1696 წ. IX. 24. 1448-2946).
გიორგი - შვილი შიოშბეგის შვილიშვილის, შიოშისა, იხ.
გიორგი
ჰყავს ძმისწული შიოშ, მოწმე პაპუა ანდერმანიშვილ-საგინაშვილის მიერ ასლან ორბელიშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1696 წ. 1450-15/79).
გიორგი
მღვდელი, დამწერი და მოწმე თამაზა მგელიტასშვილის მიერ მამულა ვარამასშვილისათვის მიცემული ნავენახობის ნასყიდობის წიგნისა (1696 წ. Ad-981).
გიორგი
ციხედიდში მისი სასახლისაკენ მიმავალ გზასთან მდებარე კალო-საბძელი საუფროსოდ წილად ხვდა არდაშელ ზუმბულიძეს ([1695-1697 წწ.] 1450-31/132).
გიორგი - ძმა სვეტიცხოვლის დეკანოზ ათანასესი, იხ.
გიორგი
მოწმე კახაბერ ყორღანასშვილის მიერ ოქოანთ არაქელასშვილ ბეჟუასათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1697 წ. I. 10. 1450-8/74).
გიორგი
მოწმე ზუბია ხოჯაშვილის მიერ ოთარ ყორღანაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1697 წ. V. 22. 1450-17/15).
გიორგი
მღვდელი, მოწმე ზაქარია რუსთველის მიერ ჯაბანა მაკუჭაძისა და ბერუკაშვილისათვის მიცემული სამამულე დავის გარიგების წიგნისა (1697 წ. VIII. 1449-170).
გიორგი
მოწმე ყორღანიანთ ფირალის მიერ ხეჩუანთ ბაღდასარასათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1697წ. XI. 20. 1450-19/11).
გიორგი - შვილი კანდელაკ დავითისა, იხ.
გიორგი - 1697-1699 წწ.
კალატოზი, მოწმე: მცხეთის დეკანოზ ზაქარია ზუმბულიძის მიერ არქიმანდრიტ ნიკოლოზ მაღალაძისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1697 წ. 1450-31/124), არუთინ ოჰანასშვილის მიერ თავისი ძმის, მურადასათვის მიცემული ადგილის ნასყიდობის წიგნისა (1699 წ. III. 6. 1450-23/103).
გიორგი
მღვდელი, დამწერი და მოწმე დავით ჭაჭიასშვილის მიერ შედან აბულვარდისშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1698 წ. Sd-630).
გიორგი
დეკანოზი, მოწმე ოთია გორიმაშვილის მიერ იასე [თურქისტანიშვილისათვის] მიცემული სალვაუტის ჭალის ნასყიდობის წიგნისა (1698 წ. შემდგომ. 1450-50/73).
გიორგი
მოურავი, მოწმე ზურაბ შიხეიდარისშვილის მიერ ავთანდილ [მოურავისშვილისათვის] მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1698 წ. III. 15. Hd-2598).
გიორგი - 1698-1700 წწ.
მელიქი || ქალაქის მელიქი, ჰყავს: შვილი ქაიხოსრო, იხ., ძმა ბეჟან (1700 წ. Hd-13131), კათალიკოსმა იოვანე დიასამიძემ მას უწყალობა მისივე სასახლის კარის წინ ერთი ოთახის ადგილი, ხუთი ადლი სიგრძისა და ორადლნახევარი სიგანისა (1700 წ VI. 26. Hd-13131); მოწმე: მნიშაკანთ გულინაშვილ მიქელის მიერ მდივან გივი თუმანიშვილისათვის მიცემული სახლ-კარის ნასყიდობის წიგნისა (1698 წ. Sd-56), სარქისა და გასპარა ხითარასშვილების გაყრისა (1699 წ. III. 1. Ad-954), შიუაანთ ასლამაზას მიერ შიუაანთ ზალინასათვის მიცემული სახლის ნასყიდობის წიგნისა (1699 წ. IV. 1. 1448-276), ქაიხოსროვაანთ ოჰანას მიერ თავისი ბიძაშვილის, ქაიხოსროვაანთ ასლამაზასათვის მიცემული სახლ-კარის ნასყიდობის წიგნისა (1699 წ. IV. 20. 1448-275), ზაქუმ ზაქუმისშვილის მიერ ალავერდა იაგულაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1699 წ. V. 10. 1450-9/119), ალავერდისშვილების გაყრის წიგნისა (1699 წ. IX. 16. 1450-11/41), აღაბაბასშვილ-რამაზასშვილ ალიჰექაბარას მიერ ფირყულაანთ ნაზარასშვილ გიორგისათვის მიცემული სახლ-კარის ნასყიდობის წიგნისა (1699 წ. X. 1. 1450-6/117), ასატურ ხუბიარასშვილის მიერ საღრუაანთ მამიჯანასშვილ ფასუასათვის მიცემული სახლების ნასყიდობის წიგნისა (1699 წ. X. 15. 1450-5/182), ზურაბ ეპიტაშვილისა და ბაბულაანთ ავეტისას პირობის წიგნისა საჩარხე ადგილითა და სარუე წყლით სარგებლობის შესახებ (1700 წ. III. 19. 1450-30/201), მოქალაქე ხუდინა შაზინაშვილის მიერ მოღნისის საყდრისათვის მიცემული ვახშის წიგნისა (1700 წ. 1450-21/103); დაამოწმა, რომ ჯალდამი და ღორისთავი ვახტანგ ორბელიშვილის ცოლყოფილის, თამარ ერისთავის ასულის,ნამზითვით შეძენილი ქონება და მისი შვილების კანონიერი საკუთრება იყო (1700 წ. Sd-2301); მისი ბეჭედი უზის საბუთებს: Sd: 56, 58, Ad-954, 1448-276).
გიორგი - ძმა აბადარბაშ ბეჟანისა, იხ.
გიორგი
სახასო სადედოფლო აზნაურიშვილი, ჰყავს: [ძმები]: იორამ, ავთანდილ და ელიზბარ, [შვილები]: ოთია, ამოან. მას ნაზარალი-ხანმა განუახლა სამკვიდრო ყმა-მამულების წყალობა: ისროლისხევს - ასტამაძე გიორგი, ძელაურისშვილები და სალუქაშვილები, ბიუარს - ვარდანაშვილი კვირიკა, იკრეთს - ფაკაური ფოცხურა, სვნევს - ნუკრაძე და ფუხაურები. დატოვა მისი სახლი სახასოდ და სასამსახუროდ (1700 წ. IV. 6. 1450-37/55).
გიორგი
დეკანოზი, მოწმე ურბნელ იოსებ ჯავახიშვილის მიერ რევაზ ჟოჟოლაძისათვის მიცემული თარხნობის წიგნისა (1700 წ. VIII. 27. 1448-1193).
გიორგი
ხაზინადარი, ედიშერ და პაპუნა [ციციშვილების] გაყრის დროს იგი ერგო პაპუნას ([1688-1703 წწ.] Hd-1636).
გიორგი
ბერდიკში მცხოვრები, მდივან შიოშ თუმანიშვილის ყმა, ბახუტა შეედავა მას სამადას საწისქვილეზე დავის გარიგების შედეგად ბახუტა გამტყუნდა ([1688-1703 წწ.] Qd-7131).
გიორგი
ატენში მცხოვრები, ედიშერ და პაპუნა [ციციშვილების] გაყრის დროს იგი, თავისი მამულით, ერგო პაპუნას ([1688-1703 წწ.] Hd-1636).
გიორგი
„შალუტას გიორგი“, მოწმე ნასყიდა აღნიასშვილის და ქიტუა აბულაშვილის მიერ ბერ ყორღანაშვილისათვის მიცემული საწისქვილე მიწის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. IV მეოთხ. 1450-16/115).
გიორგი
ახალდაბელი ხუცესი, გიორგი მეფემ იგი, მამულით, უწყალობა ბეჟან თურქისტანისშვილს ([1685-1703 წწ.] 1450-18/97).
გიორგი
წინამძღვარი, ჰყავს ძმა მხთისია, მოწმე თავისი ბატონის, გიორგი ფერინოზისშვილის მიერ პაპუნასათვის მიცემული ხელწერილისა თეთრის გადახდის შესახებ ([1690-1733 წწ.] Ad-497).
გიორგი
დეკანოზი, მოწმე მანგლელ მთავარეპისკოპოს ნიკოლოზ ბარათაშვილის მიერ მგელია რაჟმაძისათვის მიცემული თარხნობისა და სახლთუხუცესობის წყალობის წიგნისა ([1699-1702 წწ.] 1449-1827).
გიორგი
მოურავი, მოწმე მანგლელ მთავარეპისკოპოს ნიკოლოზ ბარათაშვილის მიერ მგჳლია რაჟმაძისათვის მიცემული თარხნობისა და სახლთუხუცესობის წყალობის წიგნისა ([1699-1702 წწ.] 1449-1827).
გიორგი
გარსევან სამაღანიშვილი მას ედავებოდა საქონელზე. სასამართლოზე გიორგიმ შეჰფიცა სამაღანიშვილს, „შენ ჩემთან ხელი არა გაქვსო“, გარსევანიც ჩამოეხსნა. გიორგის მითვისებული საქონელი მიაცემინეს გარსევანისათვის, რაც შემდეგ მამუკამ დაიხსნა (XVII ს. II ნახ. 1450-29/142).
გიორგი
ფცაში მცხოვრები, მოხსენიებულია ზემო ქართლის სადროშოს აღწერის დავთარში (XVII ს. II ნახ. Qd-7018).
გიორგი
კარის დეკანოზი, ჰყავს: [სახლიკაცი] იასე და ნულში ყმები: ბერუა, ბეჟუა და დათუნა როინასშვილები. იხსენიება ზემო ქართლის სადროშოს აღწერის დავთარში (XVII ს. II ნახ. Qd-7017).
გიორგი
შიო ხელოსნის შვილი, მოწმე მეფე ბაგრატის მიერ სუხია შუბითიძისათვის მიცემული „მთელი საგლეხო“ მამულის წყალობის წიგნისა ([1660-1681 წ.] Hd-11461).
გიორგი
ღრდულეთს მცხოვრები, ბოგანო მოლაშქრე, საამილახვროს დავთრის მიხედვით ევალებოდა შუბით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5082).
გიორგი
ქევხა, მოწმე სამადავლეს მიერ ანდერმან ჩოლაყაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. II ნახ. S. 3728. 164 r).
გიორგი
ნაწრეტს მცხოვრები, ხუცესი, ამილახვრის ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით, მისი კომლიდან ოთხ კაცს ევალებოდა შუბით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
გიორგი
კუარხითს მცხოვრები, საამილახვროს დავთრის მიხედვით, მისი კომლიდან ორ კაცს ევალებოდა მშვილდით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
გიორგი
ცხვილოსს მცხოვრები, განაყოფი გიორგი დეკანოზისა, ამილახვრის ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა შუბით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
გიორგი
ცხვილოსს მცხოვრები, დეკანოზი, ამილახვრის ყმა, ჰყავს განაყოფი გიორგი. საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა შუბით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
გიორგი
კასპს მცხოვრები, ამილახვრის ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა შუბით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
გიორგი
კასპს მცხოვრები, ამილახვრის ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით, მისი კომლიდან ორ კაცს ევალებოდა მშვილდით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
გიორგი
რეჴს მცხოვრები, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
გიორგი
რეჴს მცხოვრები, პაატა ბასილიშვილის ყმა, ბოგანო-მოლაშქრე, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა თოფით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
გიორგი
რეჴს მცხოვრები, ხელაშვილის ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით, მისი კომლიდან ორ კაცს ევალებოდა მშვილდით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
გიორგი
მეჯურისხევს მცხოვრები, იმერელი, ბეჟიტას ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით, მისი კომლიდან ორ კაცს ევალებოდა თოფით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
გიორგი
მჴურვალეთს მცხოვრები, ერთი კომლი, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა მშვილდით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
გიორგი
ნადარბაზევს მცხოვრები, დეკანოზი, სამთავნელის ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით, მისი კომლიდან ორ კაცს ევალებოდა შუბით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
გიორგი
ნაწრეტს მცხოვრები, განაყოფი ნინასი, ამილახვრის ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით, მისი კომლიდან ორ კაცს ევალებოდა ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
გიორგი - შვილი ნარიმანასი, იხ.
გიორგი
ხუცესი, მაღალაძეთა ყმა, უყიდია მიწა და აუშენებია ბაგა, რომელიც შემდეგ მისმა შვილებმა მიჰყიდეს ზავრადაშვილს (XVII ს. ბოლო მეოთხ. 1448-5083).
გიორგი
ნასყიდა გრიგოლასშვილისაგან იყიდა ექვსი დღის მიწა (XVII ს. IV მეოთხ. 1450-2/103).
გიორგი - შვილი ბასილასი, იხ.
გიორგი
მოწმე და დამწერი ქიშვარ და დემეტრე ლიპ[ა]რიტ[ი]შვილების მიერ გაცემული თამასუქის გაცუდების წიგნისა (XVII ს. Hd-14963).
გიორგი
ბატონი, მოწმე ბერუა როინასშვილის მიერ სეხნიასათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. Hd-15005).
გიორგი
ყმა, იგი ცოლ-შვილით, უცნობმა პირმა და მისმა შვილმა ლევანმა, მიჰყიდეს ოთარს (XVII ს. Hd-15031 ფრაგმ.).
გიორგი
შვილი ბეჟანისა, შეტანილია [ალავერდის ტაძრის] საკომლოების ნუსხაში (XVII ს. Ad-848).
გიორგი
ჰყავდა ყმა შანშე ჯომარდაშვილი (XVII ს. Ad-848).
გიორგი - ძმა სეხნიასი, იხ.
გიორგი
მოხსენიებულია ნასყიდობის წიგნში (XVII ს. Hd-15082 ფრაგმ).
გიორგი
მოხსენიებულია წილის ბარათში (XVII ს. Hd-11806 ფრაგმ.).
გიორგი
აძვს მცხოვრები, ჰყავს ძმა ნაღიტა. წილად ხვდა შიოშს (XVII ს. II ნახ. Hd-11817).
გიორგი
მისი და პაპილას ნაოხარის ფარდად მოურავსა და ზურაბიეთება [სააკაძეს] წილად ხვდათ ახალქალაქს მცხოვრები გივი აღაჯანაშვილი-არუთინაშვილი (XVII ს. ბოლო მეოთხ. Hd-11867).
გიორგი
მის ფარდად მოურავსა და ზურაბ [სააკაძეს] წილად ხვდათ ახალქალაქს შერმაზანა ფელიკაშვილი (XVII ს. ბოლო მეოთხ. Hd-11882).
გიორგი
მის ფარდად მოურავსა და ზურაბ [სააკაძეს] წილად ხვდათ ერთაწმინდას თამაზა პატატუნაშვილი თავისი მამულით (XVII ს.ბოლო მეოთხ. Hd-12238).
გიორგი
მის ფარდად მოურავსა და ზურაბ [სააკაძეს] წილად ხვდათ გოსტიბეს ზაქარია და ტატია ჩაჩანიძეები მამულით (XVII ს.ბოლო მეოთხ. Hd-13311).
გიორგი
ჰყავს: ძმა იოვანე, ძმისწულები: მახარებელი, ბერი, მაზუა, რამაზა, პაატა. ტატუაშვილისაგან და ქურცაძისაგან იყიდა „გძელას“ მიწა „ერთი დღისა და სამი მხრის“ (XVII ს. Hd-3805).
გიორგი
„მოკლე“, თხილოვანს მცხოვრები, მოწმე იოსებ ბეგაშვილის მიერ შიო ქუბაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. Hd-9549).
გიორგი
გვაზაურში მცხოვრები საეკლესიო გლეხი (XVII ს. Hd-11221).
გიორგი
იოსებ მღვდელთან, გიორგი ნაბიჭვართან, მგელო დუდაურისშვილთან და სხვა ახაშნელებთან ერთად დადო პირობა, რომ არ დაარღვევდა მარხვას, მაგრამ თუ შემთხვევით შეეშლებოდა, არ დაუმალავდა [ალავერდელს] (XVII ს. Ad-847).
გიორგი
ნაბიჭვარი, იოსებ მღვდელთან, გიორგისთან, მგელო დუდაურის შვილთან და საერთოდ ახაშნელებთან ერთად დადო პირობა, რომ არ დაარღვევთ და მარხვას, მაგრამ თუ შემთხვევით შეეშლებოდა, არ დაუმალავდა [ალავერდელს] (XVII ს. Ad-847).
გიორგი
შვილი პეტრიასი, შეტანილია [ალავერდის] ტაძრის საკომლოების ნუსხაში (XVII ს. Ad-848).
გიორგი
დააბეზღა თავისი განაყოფი ბატონიშვილ გიორგისთან, რომელმაც ბატკუასა და მისი ძმების დანაშაულის საზღაურად (ბატკუამ სცემა ამირახორიშვილი გიორგი), მას სამოცი მარჩილი გადაახდევინა (XVII ს. Sd-1013 მინაწ.).
გიორგი
პატრონი, იყიდა ნავროზა ჯიჯმიტაშვილისაგან ვენახი (XVII ს.1448-353).
გიორგი
მან, ბერუკამ და პაპუნამ იყიდეს ტირული მინდორი ნონასაგან, ლიპარიტ გიკაშვილისაგან, გოგა გიორგაშვილისაგან, დათუნასა და პაპასაგან (XVII ს. გსიემ 7601/50).
გიორგი
დეკანოზი, მოწმე და დამწერი ბერ მეზრიშვილის მიერ ივანე სხი[რ]ტლაძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (XVII-XVIII სს. მიჯნა. Hd-9716).
გიორგი
ანდერმანის ნაბიჭვარი, მოწმე ამილბარი ბეჟიტაშვილის მიერ ოთია ინანაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. შუა ხანები. Sd-1783).
გიორგი
მოწმე ასპან ამირეჯიბის მიერ სეხნია გუგუნაშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. მიწურული. Hd-748).
გიორგი
მარტყოფს მცხოვრები, მოხსენებულია რუსთველის ყმების ნუსხაში (XVII-XVIII სს. Hd-5186).
![]() |
8.38 გიორგისშვილები || გიორგიშვილები |
▲ზევით დაბრუნება |
გიორგისშვილები
გარდაცვლილი შერმაზან შალვაშვილის ნაქონი ყმები, ისინი, სასახლითა და ოთხი კომლი კაცით, ზაქარია ჯავახიშვილმა მიართვა მოურავი [გიორგი სააკაძეს] (1624 წ. Hd-14693).
გიორგიშვილები
ისინი ერეკლე მეფემ უწყალობა ზურაბ ანდრონიკაშვილს (1678 წ. 1461-13/15).
![]() |
8.39 გიორგისშვილი || გიორგიშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
გიორგისშვილი
ძალისელი, მისი სამოსახლო ესაზღვრებოდა ალექსანდრე მეფის მიერ შიომღვიმისათვის შეწირულ მიწას (1412-1442 წწ.] Ad-140).
გიორგიშვილი
[თორტიზას] მცხოვრები, ბეჟან თუმანიშვილის [ყმა], მისი ქონება ბეჟან თუმანიშვილმა მიჰყიდა მდივან გივი თუმანიშვილს (1697 წ. Sd-396).
გიორგისშვილი ავთანდილა - [სახლიკაცი] ზურაბა გიორგისშვილისა, იხ.
გიორგისშვილი ბაინდურა - [სახლიკაცი] ზურაბა გიორგისშვილისა, იხ.
გიორგისშვილი ბეჟანა - [სახლიკაცი] ზურაბა გიორგისშვილისა, იხ.
გიორგისშვილი გიორგი - [სახლიკაცი] ზურაბა გიორგისშვილისა,იხ.
გიორგისშვილი დათუნა
არადეთში მცხოვრები, ედიშერ და პაპუნა [ციციშვილების] გაყრის დროს იგი, თავისი მამულით, ერგო ედიშერს ([1688-1703 წწ.] Hd-1636).
გიორგიშვილი ელიზბარ - შვილი ფარღუზათ გიორგიშვილისა, იხ.
გიორგისშვილი ესტატე - [სახლიკაცი] ზურაბა გიორგისშვილისა, იხ.
გიორგისშვილი ვართანა - [სახლიკაცი] ზურაბა გიორგისშვილისა, იხ.
გიორგიშვილი ვახტანგ - იხ. ბარათაშვილი ვახტანგ
გიორგისშვილი ზალია
მოწმე ყორღანაშვილ-რამაზაშვილ ყარადაღას მიერ ფარემუზ ბეჟანისშვილისათვის მიცემული ადგილის ნასყიდობის წიგნისა (1612 წ. sic. XVII ს. შუა ხანები.V. 30. 1450-17/14).
გიორგიშვილი ზურაბ
მოწმე სანასარას მიერ ვეციკასათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1547 წ. Hd-1555).
გიორგისშვილი ზურაბ - იხ. ბარათაშვილი ზურაბ
გიორგისშვილი ზურაბა
ჰყავს [სახლიკაცები]: მურადა, ბაინდურა, ვართანა, ფასუა, გიორგი, როსტომა, ფარემუზა, ბეჟანა, ესტატე და ავთანდილა. იყიდა ნასყიდა შანშიაშვილისაგან სახლ-კარი ყაფლანას შარამდე და ჯღუნიას სახლამდე, სიგრძით - ოცდახუთნახევარი ყეენის ადლი (1687 წ. Hd-6112).
გიორგიშვილი თაყა - იხ. ბარათაშვილი თაყა
გიორგისშვილი იასე
ამოვარდნილი მერაბა მამუკასშვილის ყოფილი ყმა, როსტომ მეფემ იგი უწყალობა მანდენაანთ შერმაზანისშვილ როსტევანს (1656 წ. XII. 15. 1448-2315).
გიორგისშვილი მურადა - [სახლიკაცი] ზურაბა გიორგისშვილისა, იხ.
გიორგისშვილი ნადირა
საშვებს მცხოვრები, ლიპარიტისშვილის ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა მშვილდით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
გიორგისშვილი პაპუა
იყიდა ტინისხიდელ ბერიკა ოთეღაშვილისაგან ლამის მიწა, რომელსაც ცალ მხარეს ესაზღვრებოდა ხიზნის მიწა (1697 წ. III. 1. Hd-5305).
გიორგისშვილი როსტომა - [სახლიკაცი] ზურაბა გიორგისშვილისა, იხ.
გიორგიშვილი სუმბატ - შვილი ფარღუზათ გიორგიშვილისა, იხ.
გიორგისშვილი ფარემუზა - [სახლიკაცი] ზურაბა გიორგისშვილისა, იხ.
გიორგიშვილი ფარღუზათ
გორელი, მეკარვე და ზარაფი, ჰყავს შვილები: ელიზბარ, შერმაზან, ხოსინა, სუმბატ როსტომ მეფემ გაათარხნა სამეფო გამოსაღებებისაგან და ქალაქის, გორის, ალის, სურამის, ახალდაბისა და კრცხილვანის ბაჟისაგან (1636 წ. IX. 24. Hd-1558).
გიორგისშვილი ფასუა - [სახლიკაცი] ზურაბა გიორგისშვილისა, იხ.
გიორგიშვილი შერმაზან - შვილი ფარღუზათ გიორგიშვილისა, იხ.
გიორგიშვილი ხოსინა - შვილი ფარღუზათ გიორგიშვილისა, იხ.
გიორგიჯანიშვილი ფარსადან
მოწმე და დამწერი ბეჟან თაყასშვილის მიერ მამასახლის ალიბეგისათვის მიცემულ ყმების ნასყიდობის წიგნისა (1647 წ. XII. 1. 1448-273).
გიორგობიანები
მათ ნანუაშვილთან ერთად ემართათ საკათალიკოსო ბეგარა: შვიდი კოდი იფქლი სასტუმროიანად, სამი საკლავი სასტუმროიანად, ექვსი ქათამი, ოცი კვერცხი, ერბო, ხაჭო, მარილი (XVI ს. II ნახ. 1448-3326).
გიორგობიანები
ემართათ საკათალიკოსო ბეგარა: ათი საკლავი და ათი კოდი იფქლი სასტუმროიანად, ხუთი კოდი ქერი, ექვსი კასრი ღვინო, სასტუმროიანად, თვრამეტი ქათამი, ორმოცი კვერცხი, ერბო, ხაჭო და მარილი (XVI ს. ბოლო. 1448-5187).
![]() |
8.40 გიორგობიანი || გეორგობიანი |
▲ზევით დაბრუნება |
გიორგობიანი
რაჭაში, სოფელ ფუტეს მცხოვრები, ქუთაისის საყდრის ყმა, „საქუთათელო კაცი“. გაღარიბებულა, რის გამოც ქუთაისის საყდრის ბეგარა-სადილის გადახდა ვერ შეძლო. დაეკისრა ახალი გადასახადი: თითო კომლზე მარჩილის საკლავი, სამი კასრი ღვინო, ერთი კოდი პური და ერთი ქათამი (1578 წ. H-626).
გიორგობიანი (ვარ. გეორგობიანი)
ცაგერის საყდრის მეაღაპე გლეხი, ემართა ცაგერის საყდრის ბეგარა: ათი გორო ღვინო, სააღდგომოდ ოთხი გორო, სამნახევარი გორო პური, ორი - სააღდგომოდ, ერთი გასუქებული ტახი - სააღდგომოდ, ორი სხვა ღორი, ერთი ცხვარი, ერთი თევზი, ერთი გასუქებული ყვერული, ორი სხვა ყვერული, ორმოცი კვერცხი, მუშაობა, ლაშქრობა და სამსახური ([1643-1661 წწ.] H-84, 91 a-93 a).
გიორგობიანი ბეჟიტა
ნინაშაურს მცხოვრები, ემართა აფხაზეთის საკათალიკოსო ბეგარა: ოთხი კოდი წმინდა პური, ერთი კოდი ქერი, სამი საკლავი, ოთხი ქათამი, ათი კასრი ღვინო, ათი კვერცხი, ხაჭო, ერბო, სალორე მარილი (1621 წ. ქსძ. III. № 91).
გიორგობიანი გონიერი
მოწმე სარალა სარალიძის მიერ პეტრე დეკანოზისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1676 წ. 1448-9436).
გიორგობიანი გოჩაი
ხუვნიფუს მცხოვრები, გიორგი მეფემ იგი შესწირა ნიკორწმინდის ეკლესიას (1581 წ. ლაი. P-22 b).
გიორგობიანი გოჩია - [სახლიკაცი] ნინია გიორგობიანისა, იხ.
გიორგობიანი გოჩიეი
მოწმე სარალა სარალიძის მიერ პეტრე დეკანოზისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1676 წ. 1448-9436).
გიორგობიანი დემეტრე
ხუვნიფუს მცხოვრები, იგი შესწირა გიორგი მეფემ ნიკორწმინდის ეკლესიას (1581 წ. ლაი.P-22 b).
გიორგობიანი მამაგულა
მის შვილს ემართა აფხაზეთის საკათალიკოსო ბეგარა: სამი კოდი წმინდა პური, ერთი კოდი ქერი, სამი საკლავი, ექვსი ქათამი, ექვსი კასრი ღვინო, ნახევარი საკლავი, ერთი ქათამი, ორნახევარი კასრი ღვინო, თხუთმეტი კვერცხი, გოწრაულიანად ერბო, ხაჭო, სალორე მარილი (1621 წ. ქსძ. III. № 91).
გიორგობიანი მგელა
ემართა აფხაზეთის საკათალიკოსო ბეგარა: სამი კოდი წმინდა პური, ერთი კოდი ქერი, სამი საკლავი, ექვსი ქათამი, ექვსი კასრი ღვინო, ხუთნახევარი საკლავი, ერთი ქათამი, ორნახევარი კასრი ღვინო, თხუთმეტი კვერცხი, გოწრაულიანად ერბო, ხაჭო, სალორე მარილი (1621წ. ქსძ.III. № 91).
გიორგობიანი (ვარ. გეორგობიანი) ნასხიდა
ცაგერის საყდრის მეაღაპე გლეხი, ემართა ბეგარა: ექვსი გორო ღვინო, სააღდგომოდ - ოთხი გორო, სამნახევარი გორო პური, სააღდგომოდ - ორი გორო, ერთი კარგი გასუქებული ტახი, აღდგომის სადილად - ორი სხვა ღორი, ერთი ცხვარი, ერთი თევზი, ერთი გასუქებული ყვერული, ორი სხვა ყვერული, ორმოცი კვერცხი, მუშაობა, ლაშქრობა, სამსახური ([1643-1661 წწ.] ლაი. H-84, 91-93a).
გიორგობიანი ნასყიდა - ძმა შოშიტა გიორგობიანისა, იხ.
გიორგობიანი ნინია
ჰყავს სახლიკაცი გოჩია, ემართა აფხაზეთის საკათალიკოსო ბეგარა: სამი კოდი წმინდა პური, ერთი კოდი ქერი, სამი საკლავი, ექვსი ქათამი, ექვსი კასრი ღვინო, ხუთი კასრი გოწრაულის ღვინო, ერთი საკლავი, ერთი ქათამი, ერთნახევარი კოდი წმინდა პური, თორმეტი კვერცხი გოწრაულიანად, ერბო, ხაჭო, სალორე მარილი (1621 წ. ქსძ. III. № 91).
გიორგობიანი ტატუა
გიორგი მეფემ სერაპიონ ცაგერელს უწყალობა გაღმა ხოჩს არჩუაძისეული მამული და იქ მოსახლე ტატუა გიორგობიანი ძმებითა და მამულით (1610 წ. Qd-9085 ბ).
გიორგობიანი (ვარ. გე[ო]რგობიანი) შოშიტა
ცაგერის საყდრის მეაღაპე გლეხი, ემართა საყდრის ბეგარა: ცაგერლის ლაშქრობა, სმა, ჭამა და სამსახური ([1643-1661 წწ.] ლაი. H-84, 91 a-93 a).
გიორგობიანი შოშიტა
ჰყავს ძმა ნასყიდა და ძმისწულები. გაბრიელ ცაგერელმა იგი დაასახლა უსახელოში გიორგი მეფის მიერ ნაბოძებ ფოჩიანებისა და მახალდიანების მიწაზე (1656 წ. Qd-9085 ვ).
გიორგობიანი ჩიტია
ნაკურალებს მცხოვრები, ემართა ცაგერის საყდრის ბეგარა: სამი გორო ღვინო, ცხრა ფოხალი პური, თორმეტი თეთრის საკლავი, ერთი ქათამი, პურის ჭამა და სამსახური (XVI ს. ლაი H-84-85, 87 a-89 b).
გიორგულაშვილი
ღუროში მცხოვრები, აყრილი ყმა, ერთი კომლი(XVII ს. Hd-14912).
გიოშვილი ბეჟანა
მოწმე დათუნა თევდორაშვილის მიერ სამების საყდრისათვის მიცემული ფიცის წიგნისა (XVII ს. ბოლო. 1449-1840).
გიოშვილი ბერი
ნიკოლაოზ ზანდუაშვილმა მიჰყიდა ზურაბ ბაგრატიშვილს ვენახი მის საზღვრამდე (1699 წ. XII. 20. Ad-1064).
გიოშვილი შიო
ახალშენს მცხოვრები, ერთი კომლი, შეტანილია სვეტიცხოვლის საკომლოების ნუსხაში (1689 წ. 1449-1792).
გიჟიყრელი ოთარ - იხ. გიჯიყრელი ოთარ
გიჟუა
მერაბ ხუდაბაშასშვილმა ბაინდურ ალიხანასშვილს მიჰყიდა მიწა მის წისქვილთან (1689 წ. III. 1. 1450-45/127).
გიჟუასშვილი ქ[ა]იხოსრო
დამწერი და მოწმე ესტატე ბუხუნასშვილის მიერ ბეჟუა ყანდინასშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1692 წ. V. 1. Hd-6115).
გირასშვილები
პანკისში მათი ნაოხარი მამული თეიმურაზ მეფემ უწყალობა ნათანელსა და ნონეს (1625 წ. 1449-1239).
გირგალაძე აბესალომ - შვილი ბიძისთვალ || მახარობელ გირგალაძისა, იხ.
გირგალაძე ახალბედა - ძმა ბიძისთვალ || მახარობელ გირგალაძისა, იხ.
გირგალაძე ბიძისთვალი || მახარობელი
მეღვინეთუხუცესი, ჰყავს: ძმა ახალბედა, შვილები: თვალია, მამისთვალა, აბესალომ, ელშარა, თვალობა, ძმობილი. ბაგრატ მეფემ ძველი სიგელის საფუძველზე მას გაუჩინა სისხლი - 200 ათასი ყაზანური ძველი თეთრი ([1510-1565 წწ.] VIII. 10. Qd-6937 სას.).
გირგალაძე ელშარა - შვილი ბიძისთვალ || მახარობელ გირგალაძისა, იხ.
გირგალაძე თვალია - შვილი ბიძისთვალ || მახარობელ გირგალაძისა, იხ.
გირგალაძე თვალობა - შვილი ბიძისთვალ || მახარობელ გირგალაძი სა, იხ.
გირგალაძე მამისთვალა - შვილი ბიძისთვალ || მახარობელ გირგალაძისა, იხ.
გირგალაძე ძმობილი - შვილი ბიძისთვალ || მახარობელ გირგალაძისა, იხ.
გირგოლა[ვა]
თილითს მცხოვრები, ემართა აფხაზეთის საკათალიკოსო ბეგარა: ორო ქანდაქი, ორი კოკა ღვინო, ორი დღის ყანის შველა, გოჭკუმუ (1621 წ. ქსძ. III. № 91).
გირგოლა[ვა] თაუზარა
თილითს მცხოვრები, ემართა აფხაზეთის საკათალიკოსო ბეგარა: ორი ქანდაქი, ორი კოკა ღვინო, ორი დღის ყანის შველა, გოჭკუმუ (1621 წ. ქსძ. III. № 91).
გირგოლავა ორქოია
თილითს მცხოვრები, ემართა აფხაზეთის საკათალიკოსო ბეგარა: ორი ქანდაქი, ერთი გუდა ღვინო, ორი დღე ყანის შველა, გოჭკუმუ (1621 წ. ქსძ. III. №.91).
გირგოლა[ვა] პინათე
თილითს მცხოვრები, ემართა აფხაზეთის საკათალიკოსო ბეგარა: ორი ქანდაქი, ორი კოკა ღვინო, ორი დღის ყანის შველა, გოჭკუმუ (1621 წ. ქსძ. III. № 91).
გირგოლაია კიღუ
მოწმე აფხაზეთის კათალიკოს ზაქარიას მიერ იოანესათვის მიცემული ყმა-მამულის წყალობის წიგნისა ([1657-1660 წწ.] Qd-9670).
გირგულიანი ბაკე
დამხდური ჯაფარიძეთა მიერ ხერეგიანთათვის მიცემული ფიცის დაწერილისა (XV ს. II მეოთხ. სსძ. II. № 91 ბ).
გირდია
ხაუჟელს მცხოვრები, ემართა აფხაზეთის საკათალიკოსო ბეგარა: ერთი ქანდაქი, საპურობო, მოიღი, სამი დღის ყანის შველა, სამსახური და ლაშქრობა (1621 წ. ქსძ. III. № 91).
გირდია
ხაუჟელს მცხოვრები, ემართა აფხაზეთის საკათალიკოსო ბეგარა: ორი ქანდაქი, ერთი სამოგუე, საპურობო, სამი დღის მუშაობა, ლაშქრობა, სამსახური (1621 წ. ქსძ. III. №91).
გირმისასშვილი პატა - 1677-1678 წწ.
მოწმე: ივანე მეხრისშვილის მიერ პაპუნა თუხარლისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1677 წ. IV. 20. Sd-51), მოურავისშვილ თარხან გიორგის მიერ პაპუნა თუხარლისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1678 წ.V. 28. Sd-63).
გირმისაშვილი პატაი
მოწმე ოძელ პაპნია დედაბრისშვილის მიერ ბატონ თამარისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1682 წ. XII. 27. 1450-33/229).
გიტრისშვილი შიო
მამასახლისი, მოწმე ნონას, ლიპარიტ გივაშვილისა და სხვათა მიერ ბერუკას, გიორგისა და პაპუნასათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. გსიემ 7601/50).
გიუა
მირტაშენს მცხოვრები, იგი მამულიანად წილში ერგო იოთამ ბარათაშვილს ([1537-1538 წწ]. VIII. 16. 1450-11/112).
გიუა
მოწმე ავთანდილ პაპუნასშვილის მიერ როსტომ ყორღანაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1612 წ. 1450-1/105).
გიუა
მოწმე გოსტამაანთ ჟოჟუნაშვილ ბიძინას მიერ ქალაქის მელიქ ეინალა მირიმანიძისათვის მიცემული ყმის ნასყიდობის წიგნისა (1645 წ. 1. 20. 1450-5/119).
გიუა - [სახლიკაცი] მურადასი, იხ.
გიუა
თაფანს მცხოვრები, მის ფარდად საამ [ბარათაშვილს] ერგო ზურიკაშვილი დოლმაზა თავისი მამულით (1692 წ. VIII. 30 1450-11/83).
გიუასშვილი || გიუაშვილი
[გიუაშვილი] ბასილა - შვილი შიო გიუაშვილისა, იხ.
[გიუაშვილი] ბერუა - შვილი შიო გიუაშვილისა, იხ.
გიუაშვილი ბერუა - ძმა ქუბა გიუაშვილისა, იხ.
გიუასშვილი გაგულა - მძოვრელი, ძმა გიუა გიუასშვილისა, იხ.
გიუასშვილი გიუა
მძოვრელი, ჰყავს ძმები: სეხნია, გაგულა, თევდორე, მიჰყიდა თავის მეზობელს, ოთია ინანასშვილს მიწა (XVII ს. შუა ხანები. Sd-1784 ბ).
გიუასშვილი თევდორე - [ძმა] გიუა გიუასშვილისა, იხ.
გიუასშვილი სეხნია
ძმა გიუა გიუასშვილისა, იხ., მოწმე გიორგი მაზიტაშვილის მიერ ოთია ინანაშვილისათვის მიცემული ტყის ნასყიდობის წიგნისა (XVII-XVIII სს. Sd-1784-ა).
[გიუაშვილი] ქიტუა - შვილი შიო გიუაშვილისა , იხ.
გიუაშვილი ქუბა
ჰყავს: ძმა ბერუა. ბატონის ნებართვით, თავის ბიძაშვილ შიოს მიჰყიდა მჭედლური ტყემლის მიწა, რომლის ნახევარი მას ბერუასთან მიწების გაცვლის შემდეგ დარჩენოდა (1699 წ. VIII. 1. Hd-72/57).
[გიუაშვილი] შიო
ჰყავს შვილები: ბასილა, ბერუა, ქიტუა. იყიდა თავისი ბიძაშვილის, ქუბა გიუაშვილისაგან მჭედლური ტყემლის მიწა (1699 წ. VIII. 1. Hd-7257).
გიუნა - [სახლიკაცი] მაღრანის ნაცვალ მამუკასი, იხ.
გიუნა - ძმა გერმანოზასი, იხ.
გიუნა
რამაზას ყმა, მოწმე ლომინა ეგაძის მიერ ავთანდილ ნასყიდაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1689 წ. 1448-2241).
გიუნა
მოწმე გასპარა დარისპანაშვილის მიერ თავის ბიძაშვილ დოლმაზასათვის მიცემული მიწისა და ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1690 წ. VI. 1. Hd-1780).
გიუნა - შვილი გურგენასი, იხ.
გიუნა
მცხეთაში მცხოვრები, იგი წილად ერგო გიორგი [ზუმბულიძეს] ([1695-1697 წწ.] 1450-31/142).
გიუნაშვილი
იგი წილად ერგო იესე ზუმბულიძეს (XVII ს. II. ნახ. 1450-31/154).
გიუნაშვილი დათუნა
შანშე ერისთავის მკვიდრი ყმა, შანშე ერისთავმა მას უბოძა წინწკალას ნაყიდი ბეითალმანი მამული (1700 წ. Hd-7879).
გიუნაშვილი პაპუნა
მოწმე ბერუას მიერ თავის განაყოფ თევდორე ბერიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. Hd-15069).
გიუნაშვილი შუშანა
ერთი კომლი, შეტანილია ალავერდის ტაძრის საკომლოების ნუსხაში (XV ს. Ad-848).
გიურჯაშვილი ლიპარ
[მაჩაბლების] ყმა-მამულის ნუსხაში აღნიშნულია, რომ იგი გაუყიდეს მაჩაბლებს ([1688-1703 წწ.] Qd-8674).
გიუტა
განაყოფი პატატა ჯავნარაშვილ-თვალიშვილისა, მისი მიწა ესაზღვრებოდა პატატას მიერ ესტატე მარინდაშვილისათვის მიყიდულ უღალო და უკულუხო ვენახს (1685 წ. 1450-28/245).
გიუტაშვილი
მისი თავმდებობით პაპანა წივწივაშვილმა შერმაზან ზუმბულიძეს მიჰყიდა საწისქვილეს მეოთხედი (1613 წ. 1450-31/139).
გიუტაშვილი დათუნა
მოწმე ბასილა ჭყიტიაშვილის მიერ ავთანდილ ბეგვერდისშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1622 წ. I. 1450-35/71).
გიუტაშვილი მახარა
მოწმე იასე მრელიასშვილის მიერ რევაზ მაღალაძისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1689 წ. XII. 12. Qd-1349).
გიქინა
„ქოსა გიქინა“, ჭონი, მოწმე გოჭილოდაანთ ბაისოღულაშვილ დავითას ძმისწულებთან გაყრისა (1684 წ. VII. 1. 1450-50/206).
გიქინა
მის სახლთან მდებარე ბაღი სეფიყულამ მიჰყიდა იავანგულაანთ ამირჯანასშვილ ზურაბას (1691 წ. V. 20. 1450-47/17).
გიქინაშვილი გიორგი
მოწმე შანშუანთ ხოსინაშვილ არუთენას მიერ მეგრელ გიორგისათვის მიცემული დუქნის ნასყიდობის წიგნისა (1697წ. III. 21. 1450-8/133).
გიქოა - შვილი ტერ-მარქარასი, იხ.
გიქოა
ვერლახრაჯი (sic), მოწმე ბეჟანა რაგვიშვილის მიერ სოლაღა ხ[ა]ტისაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1699 წ. V. 1449-1861).
გიქონა
ჰყავს ძმა ფილიმონა, მოწმე სტეფანა გრიქორაშვილის მიერ თავის განაყოფ არაქელა მუნთოაშვილისათვის მიცემული სახლის ნასყიდობის წიგნისა (1664 წ. VI. 1. 1450-18/77).
გიშელ
ცდოში მოსახლე, ალექსანდრე მეფის ბრძანებით, იგი ხევმა მძევლად მისცა გერგეტის საყდრიშვილებს (1439 წ. II. 20. A-1085.13-15).
გიშელაშვილი ირემა
ვერითს მცხოვრები, ამილახვრის ყმა. საამილახვროს დავთრის მიხედვით მისი კომლიდან ორ კაცს ევალებოდა თოფით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
გიშელნი
იხსენიებიან მეჭურჭლეთუხუცეს კახა [თორელის] მიერ რკონის მონასტრისათვის მიცემული შეწირულების დაწერილის აკრძალვის ფორმულაში ([1260 წ.] Sd-2859).
გიჯიყრელი
ურბნელმა მას მისცა მდივან გივი თუმანიშვილისათვის წართმეული საცერე. მდივანმა გივიმ უჩივლა ურბნელს ნაზარალი-ხანთან, რომელმაც შეუთვალა ბრძანება ურბნელს გივისათვის წართმეული საქონლის დაბრუნების შესახებ ([1688-1703 წწ.]H-14195).
გიჯიყრელი
აზნაურიშვილი, იხსენიება სვეტიცხოვლის კახური მამულების ნუსხის ფრაგმენტში (XVII ს. 1448-8808).
გიჯიყრელი
ახალშენისა და თოლაანის მოურავი, მას დაუბრუნეს ახალშენისა და თოლაანის მოურაობა, რომელიც დროებით წართმეული ჰქონდა (XVI ს. II ნახ. 1419-1787).
გიჯიყრელი ავთანდილ - 1651-1654 წწ.
მოწმე და „შუადამხდური“ კათალიკოს ქრისტეფორეს მიერ რამაზ [ზუმბულიძისათვის] მიცემული ძმასთან გაყრის წიგნისა (1651 წ. II. 13. 1450-3/105), მოწმე ჭავჭავაძეებსა და წინა საგარეჯოელთა შორის დადებული პირობის წიგნისა (1654 წ. I. 2.1449-2658).
გიჯიყრელი ბეჟან
მოწმე და შუამდგომელი იოვანე კათალიკოსის მიერ ათანასესათვის მიცემული სახელოსა და ყმა-მამულის წყალობის წიგნისა (1648 წ. IV. 12. 1450-31/149).
გიჯიყრელი დავით
დომენტი კათალიკოსმა მას უბრძანა, რომ მიხმარებოდა მის (კათალიკოსის) მიერ რომელიღაც სოფელში გაგზავნილ სახლთ-უხუცეს ამილბარ [მაღალაძეს] და დეკანოზ ათანასეს [სვეტიცხოვლის] გაცემული მამულების და გადამალული ყმების აღმოჩენაში; აგრეთვე - ჩაებარებინა ანგარიში მისთვის გასაცემი ბეგრის სარგოს, აგრეთვე თავის გასამტეხლოს, გასამყრელოს და შესამყრელოს შესახებ. უბრძანა აგრეთვე, რომ იქაური მუშები ერთი კვირის ნუზლით გაეყვანა ფაშაანში და ეზოები დაესაზღვრათ ([1660-1675 წწ.] Ad-151).
გიჯიყრელი (ვარ. გიჟიყრელი) ოთარ
მოწმე კათალიკოს იოვანე დიასამიძის მიერ წინამძღვარ ნიკოლოზ თუხარლისათვის მიცემული მოურა ობის წყალობის წიგნისა (1698 წ. Sd-407).
გიჯიყრელი პაპუნა
მოწმე იოვანე კათალიკოსის მიერ სახლთუხუცეს რევაზ მაღალაძისათვის მიცემული სახლ-კარის წყალობის წიგნისა ([1692 წ. ახლო] I. 1. Qd-1326).
გიჯიყრელი რევაზა
მისი ახალშენში მცხოვრები ყმა, პაპუნა ტნიამბრაშვილი, შეტანილია სვეტიცხოვლის საკომლოების ნუსხაში (1689 წ. 1449-1792).
გიჯიყრელი შიაოშ
ჰყავს განაყოფი, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა („უკაცრავ ქნა“) ხელმწიფის შვილს, ზევდგინისძის თანამეცხედრეს, ანასა და მის შვილებს. მან წერილით მოახსენა ანას, რომ მისი განაყოფის მოქმედებაში მას არავითარი ბრალი არ მიუძღოდა (XVII ს.Hd-5655).
გიჯიყრელნი
ორ სახლად მცხოვრებნი, ალექსანდრე მეფემ განუახლა სვეტიცხოველს სოფელი ბიწმენისა და გიჯიყრელთა ორი სახლის შეწირულება (1579 წ. Sd-464).
გ[...]ლაძე გიორგი
გიორგი მეფემ იგი შესწირა გელათის ტაძარს ულუხანის, [ქექაოზ ლორთქიფანიძის ცოლის], სამწირველოსათვის, დააკისრა: ოცი თეთრი, ექვსი კოკა, ორი ქათამი, ტვირთი და მუშაობა (1573 წ. 1448-3324).
გლარჯაძე
შიოშ ბოწიაშვილმა მიჰყიდა დათუნა ტარსაიჭაშვილს ბერშუეთში ნაზვრევი, რომლის ერთი მხარე გლარჯაძის ორღობემდე აღწევდა (XVII ს. VIII. 12. Ad-1485).
გლარჯაძე ბასილა
ბერშოეთს მცხოვრები, წმინდა შიოს ყმა. საამილახვროს დავთრის მიხედვით, მისი კომლიდან ორ კაცს ევალებოდა თოფით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
გლარჯაძე გრიგოლა
ბერშოეთს მცხოვრები, წმინდა შიოს ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა თოფით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
გლარჯაძეები
ბერშუეთს მცხოვრებნი, ევალებოდათ შიომღვიმის მონასტერში, წინამძღვარ მელქისედეკ ყანჩაელის სააღაპედ ბატკნის და კვლა და პურისა და ღვინის დახარჯვა (1658 წ. შმმ-ის. 80-81).
გლარჯაძე შიო
მოწმე შიოშ ბოწიაშვილის მიერ დათუნა ტარსაით ჭაშვილისათვის მიცემული ნაზვრევის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. VIII. 12. Ad-1485).
გლახია
მამასახლისი, როსტომ მეფემ იგი თავისი მამულით, შესწირა ეჩმიაწინის მონასტერს (1657 წ. I. 15. მატ. 252. 4.I).
გლეხკადაძე ძმობილა
როკითს მცხოვრები, ემართა ქუთაისის საყდრის ბეგარა: ორმოცი კოკა ღვინო, ერთი ურემი ღომი, საკლავი ყველით, კვება კვერცხით, თევზით, გოჭი, ქათამი, ტვირთი, მუშაობა, ერთი თეთრის ღირებულების ყავრის მიტანა (1578 წ. H-626).
გლინია
პაპუა, გუგუნა და ვარაზა გერმანოზიშვილებს შორის ყმა-მამულზე დავის გარიგების წიგნით, ფიტარეთს შეხიზნული გლინიას გოგო ვარაზას ეკუთვნოდა და პაპუასა და გუგუნას უნდა დაეხსნათ ([1688-1703 წწ.] Sd-577 ა).
გ[...]ლისაძე გიორგი
ფერსათს მცხოვრები, ემართა ქუთაისის საყდრის ბეგარა: ოცდათორმეტი კოკა ღვინო, თორმეტი თეთრის საკლავი, ერთი ქათამი, სამი თეთრი, ოცი კვერცხი, ერთი ურემი ღომი, საბელი და ყოველდღე მუშაობა (1558 წ. H-626).
გლოელი ნასყიდა
მოწმე ზაქარია მახარობლიძის მიერ ხოჯა ხოჯასშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1684 წ. 1450-33/15).
გლოველი თამაზ
მოწმე და დამწერი იოსებ ბეგაშვილის მიერ შიო ქუბაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. Hd-9549).
გლოველი მიქელა
ერედვში მცხოვრები, ოთარ ფავნელიშვილის მეკოდისპურე ყმა-გლეხი (1700 წ. 1448-3602).
გლონისთავისძე-წირქვალელი რატი - იხ. წირქვალელისძე რატი
გლუნჩაძე პაპუნა
მის სახლს ემართა „საკვების ჩაბმა“ ორშაბათს - ორი, სამშაბათსა და ოთხშაბათს - თითო-თითო (XVII ს. Hd-10531).
გლურტისაშვილი იოვანე
მოწმე და დამწერი: ზაზა ვეფხიასშვილის მიერ თამაზ დათვიასშვილისათვის მიცემული მიწების ნასყიდობისა და გაცვლის წიგნისა (1697 წ. VI. 15. Hd-8577).
გლურჯიძე
როსტომ მეფის მიერ ბეჟან ასაშვილისათვის ბოძებული თარხნობის წიგნის თანახმად, გათარხნებულ ყმაზე არც გლურჯიძის და არც ახალშნის სხვა მებატონის უფლება არ უნდა გავრცელებულიყო (1634 წ. 1450-49/92).
გლურჯიძე
ზაალ სააკაძემ მიჰყიდა ზურაბ სააკაძეს ვენახი მის მიწამდე (1688 წ. VII. 20. Sd-548).
გლურჯიძე
მისი, სააკაძისა და ხატის ყმები ნაზარალი-ხანმა გაათარხნა ... სამტყვეოსა და საურისაგან“ (1696 წ. VI. 3. 1449-1940-1).
[გლურჯიძე] ამოან
ჰყავს განაყოფები: გიორგი და ელიზბარ გლურჯიძეები. მისი კუთვნილი სასახლე მარნით, წყლით, წისქვილითა და წალკოტით ალექსანდრე ბატონიშვილმა უბოძა გიორგი და ელიზბარ გლურჯიძეებს ([1527-1556 წწ.] 1448-522).
გლურჯიძე ამოან (ვარ. ამუან) - 1688-1699 წწ.
ძმა შერმაზან გლურჯიძისა, იხ., მოწმე: თამაზ გოშფარიშვილის მიერ ნიკოლოზ მაღალაძისათვის მიცემული ყმის ნასყიდობის წიგნისა (1697 წ. I. 1. Ad-1614), ბეჟან სააკაძის მიერ ყალანდარ თუმანიშვილისათვის მიცემული ხელწერილისა (XVII ს. 90-იანი წწ. Sd-816), ზაქარია გვერდწითლის მიერ ბეჟან ქავთარაძისათვის მიცემული სასისხლო დავის გარიგების წიგნისა (1699 წ. XII. 20. Hd-10215).
გლურჯიძე ბეჟან
მოწმე ზაალ სააკაძე-ზურაბისშვილის მიერ თავის განაყოფ ზურაბ სააკაძისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1688 წ. VII. 20. Sd-548).
გლურჯიძე ბეჟან
მდივანბეგმა პაატა ერისთვისშვილმა დაავალა - ფარსიას, გაერიგებინა მისი დავა თავის განაყოფებთან ბატონის განაჩენის შესაბამისად ([1695-1697 წწ.] Qd-216).
გლურჯიძე ბერუკა
მოწმე: ბასილა სულხანაშვილის მიერ ზურაბ ჯავახისშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1672 წ. V. 9. Ad-967), სვიმონ სულხანაშვილის მიერ თავის ნაბატონარ ზურაბ ჯავახისშვილისათვის მიცემული სასახლისა და მამულის ნასყიდობის წიგნისა (1672 წ.V. 1. Hd-2629).
გლურჯიძე გაბრიელ
მოწმე დავით ზედგინიძის მიერ ფრანგ პაპა ხოჯასშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1636 წ.V. 15. Qd-1988).
გლურჯიძე გიორგი
ჰყავს: [ძმა] ელიზბარ, განაყოფი ამოან. ალექსანდრე ბატონიშვილმა მისცა მისი განაყოფის, ამოან [გლურჯიძის] სასახლე, ამირშაულის მიწის ნახევარი, სამაგიეროდ გამოართვა კეზვში ერთი დღისა და სასირეთში - ორმოცდაორი დღის მიწა ([1527-1556 წწ.] 1448-522).
გლურჯიძე გიორგი - ძმა შერმაზან გლურჯიძისა, იხ.
გლურჯიძეები
მათ ედავებოდა როინ ჯავახიშვილი. დავა გაარჩიეს: კათალიკოსმა, ამილახორმა, და [ბოქაულთუხუცესმა] დავით [დავითიშვილმა]. მათი გადაწყვეტილებით, გლურჯიძეებს უნდა დაეფიცათ თორმეტი ამხანაგის აზნაურიშვილით და ექვსი შესახელებულით. თუ ვერ დაიფიცებდნენ, მაშინ ჯავახიშვილისათვის საქონლით უნდა ეზღოთ, ხოლო სასისხლო საქმე მათ შორის მეფეს უნდა გაერიგებინა ([1633-1658 წწ.] Hd-14659).
გლურჯიძე ელიზბარ - [ძმა] გიორგი გლურჯიძისა, იხ.
გლურჯიძე ელიზბარ - მამა პატა გლურჯიძისა, იხ.
გლურჯიძე ზაალ
მის სახლში მისულა მერაბ სააკაძის დაჭრილი სიძე, რომლისთვისაც მას ისარი ამოუღია ([1619-1626 წწ.] Qd-826).
გლურჯიძე ზაქარია - მამა პაპუნა გლურჯიძისა, იხ.
გლურჯიძე ოთარ - ძმა პაატა გლურჯიძისა, იხ.
გლურჯიძე პაატა
ჰყავს ძმები: შიოშ, ოთარ. როსტომ მეფემ განუახლა ქვემო ბოლნისს ფირია და ხასია ხეჩატურაშვილების წყალობა მათი მამულებით (1635 წ. 1448-81).
გლურჯიძე პა[ა]ტა - 1638-[1675] წწ.
შვილი ელიზბარ გლურჯიძისა. სამამულე დავა ჰქონდა პაპუნა გლურჯიძესთან, იხ., იხსენიება საურის გადამხდელ ყმათა ნუსხაში. მას ჰყოლია ზედა ქსოვრისში ერთი კომლი ყმა, ღუარებში - ორი, სასირეთში - ხუთი, ორგოთში ოთხი ([1658-1675 წწ.] Hd-14534).
გლურჯიძე პაპუნა
შვილი ზაქარია გლურჯიძისა. ჰქონდა სამამულე დავა ელიზბარის შვილ პაატა გლურჯიძესთან. სადაო ყმა-მამული ადრე ელიზბარის სამკვიდრო ყოფილა, შემდეგ მისთვის ჩამოურთმევიათ და ზაქარია გლურჯიძისათვის უწყალობებიათ. დავა გაარჩიეს: კათალიკოსმა, სახლთუხუცესმა მანუჩარ [ციციშვილმა], თურმან თურმანიძემ, სუფრაჩმა ვახტანგმა და ბოქაულთუხუცესმა ხოხონამ. მათ გადაწყვიტეს პაპუნას ფიცით დაემტკიცებინა, რომ გაყრის დროს რგებია სადაო ჭლაჭიშვილები და მაჩაბელაშვილები. მაგრამ მას მოფიცარი ვერ უშოვია. ამიტომ სადაო ყმა-მამული დარჩა პა[ა]ტას. მასვე მიაკუთვნეს სასირეთს მამისიმედი და ზედა ქსოვრისს - შათირი თავ-თავიანთი მამულებით (1638 წ. Qd-10128).
გლურჯიძე სეფედავლე
ქვათახევის მონასტრის მოსაქმე, მოწმე ყუარყუარე ათაბაგის ცოლყოფილის, ნესტანჯარის მიერ ქვათახევის მონასტერში გაჩენილი აღაპის წიგნისა (1508 წ. V. 1. Sd-732 მინაწ.).
გლურჯიძე სვიმეონ
მოწმე თამაზ მერაბიშვილის მიერ შერმადინ იოთამიშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1697 წ. 1450-38/39).
გლურჯიძე ტარიელ - 1686-1696 წწ.
მოწმე: გიორგი მოურავისშვილის მიერ მდივან ბეგთაბეგ მარტიროზაშვილისათვის მიცემული პირობის წიგნისა (1686 წ. Hd-2418), [თუმანიშვილ]-ესტატეშვილი ქაიხოსროს მიერ მდივან გივი [თუმანიშვილისათვის] მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1696 წ. Ad-974).
გლურჯიძე შალვა
ქეშიკი, გიორგი მეფემ მას გაუჩინა ჯამაგი წელიწადში სამი თუმანი (1682 წ. III. 31. 1448-313).
გლურჯიძე შალვა - 1686-1700 წწ.
მოწმე: იესე მაჩაბლის მიერ ოთარ თუმანიშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1686 წ. 1450-46/194), ფარსადან ფანასკერტელ-ციციშვილის მიერ მდივან დავით [თუმანიშვილისათვის] და „ერთობილ“ გორელთათვის მიცემული პირობისა ტყით სარგებლობის უფლების მიცემის შესახებ (1699 წ. II. 24. Hd-13151), ზურაბ ჯავახიშვილის მიერ იბაშერ შალიკაშვილისათვის მიცემული სოფელ სკრაზე უდაობის წიგნისა (1700 წ. 1450-37/235).
გლურჯიძე (ვარ შანშეშვილი) შერმაზან
ჰყავს ძმები: გიორგი, ამოან. მეფე გიორგიმ მას უწყალობა ვახტანგ მეფის მიერ ნაბოძები და დროებით ჩამორთმეული ყმები: სასირეთს - ინანაშვილი ბასილა და მისი შვილი, ღვარებს - უშვილო ზუბიტას წილი პაპნია არევაშვილი მისი მამულით(1688 წ. V. 16. 1448-524); მოწმე ზაალ სააკაძის მიერ თავისი განაყოფის, ზურაბ სააკაძისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1688 წ.VII. 20. Sd-548).
გლურჯიძე შიოშ - ძმა პაატა გლურჯიძისა, იხ.
გლურჯიძე შიოშ
მოწმე ფარსადან ციციშვილის მიერ პაპუა მაღალაშვილისათვის მიცემული გლეხის ნასყიდობის წიგნისა (1673 წ. XII. 10. Ad-1667).
გლურჯიძე შიოშ
გიორგი მეფემ და ლევან ბატონიშვილმა იგი გაგზავნეს ფილიპე მროველთან, რათა გაერჩია სააკაძეებსა და რობამ მამაცაშვილს შორის ატეხილი დავა [[1676-1688 წწ.] 1450-48/28).
გლურჯიძე შოშიტა
მოწმე ზაალ სააკაძის მიერ თავისი განაყოფის, ზურაბ სააკაძისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1688 წ. VII. 20. Sd-548).
გლუსა
სასირეთელი, მოწმე ივანე ძამანსაშვილის მიერ ყანდინა ედილსაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1690 წ. IV. 22. Ad-1605).
გლუსტასშვილი იოვანე - 1692-1697 წწ.
მოწმე და დამწერი: ნოინ დავითასშვილის ნასყიდობის წიგნისა (1692 წ. I. 16. Hd-15067), ზაზა ვეფხიასშვილის მიერ თამაზა დათვიასშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1697 წ. VI. 15. Hd-8577); დამწერი დათვიას მიერ ნარიბეგა სპანდიერისშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1693 წ. III. 15. 1450-33/228).
გმირისეული
მოახლე, მარიამ დედოფალს იგი გააყოლეს მზითვში ([1634 წ.] 1448-3369).
გმირფალავანდისახარ
იხსენიება ქართლის სამეფო კარის მსახურთა სიაში ([1688-1703 წწ.] Ad-763).
გნოლიძე
კარბელი, ავთანდილ ამილახორის მეკოდისპურე სახასო ყმა (1700 წ. 1448-3602).
გნოლიძე მიქელა
კარბელი, ავთანდილ ამილახორის მეკოდისპურე სახასო ყმა (1700 წ. 1448-3602).
გოასშვილი გოგია
მოწმე გიორგი მაზიტასშვილის მიერ ოთია ინანაშვილისათვის მიცემული ტყის ნასყიდობის წიგნისა (XVII-XVIII სს. Sd-1784-ა).
გობელიძე ამირან - იხ. გაბელიძე რამინ
გობეჩვიანი გეულ
ჰყავს [სახლიკაცები]: დადოდა, საგი. მამისა ჯაფარიძეს მოახსენა სასისხლოს დაურვების დაწერილი (XIV-XV სს. მიჯნა. სძ. II. № 106).
გობეჩვიანი დადოდა - [სახლიკაცი] გეულ გობეჩვიანისა, იხ.
გობეჩვიანი საგი - [სახლიკაცი] გეულ გობეჩვიანისა, იხ.
გობირახ[ის]ძე ბარათა - [სახლიკაცი] მიწობელ გობირახისძისა, იხ.
გობირახისძე გრიგოლ
ამირახორი, ჰყავს ძმა კათალიკოსი ელიოზ. შიმშილობის დროს უყიდია გოროვანში ქათათაური მამული, ახატანში- შალვაშვილისაგან ვენახი. ეს მამულები გრიგოლის გარდაცვალების შემდეგ ელიოზ კათალიკოსმა მისი სულის სააღაპედ შესწირა სვეტიცხოველს ([1399-1419 წწ.] ქრ. II. 206).
გობირახისძე ელიოზ - იხ. ელიოზ კათალიკოსი
გობირახისძე მიწობელ
ჰყავს [სახლიკაცი] ბარათა, რომელთან ერთადაც მოწმეა ალექსანდრე მეფის მიერ ივანე მაკუჭასძისათვის მიცემული მცხეთიშვილობისა და თარხნობის წყალობის წიგნისა (1441 წ.1448-1976).
გოგა
იხსენიება მოწმეთა შორის დაწერილის ფრაგმენტში (XIV-XV სს. ლაგ. № 14 ფრაგმ.).
გოგა
ლეონ მეფემ იგი, სხვა ოცდაათ კომლთან ერთად,გაუთარხნა ქისიყის ეპისკოპოს მაქსიმე ჩოლაყასშვილს და მის ძმას, ჭიაურთ მოურავ ზაალს (1566 წწ. I. 19. 1449-2285).
გოგა
ქვემო ძვიმლეთს მცხოვრები, ბოგანო ყმა, ერთი კომლი, ჰყავს შვილები: გოგია, პაპუნა, მამუკა - მოხსენიებულია ზემო ქართლის სადროშოს აღწერის დავთარში (XVII ს. II ნახ. Qd-7017).
გოგალა - ჰყავს ცოლი მანია, იხ.
გოგალაური
გოგალაური და ოქროპირაული [საკომლოები] ვახუშტი აბაშიძემ შესწირა კაცხის მონასტერს ([1550-1570 წწ. დსსს. I. 21-27).
გოგალაურიშვილი (ვარ. გოგალაური) ბერა (ვარ. ბერი) - 1689-1691 წწ.
მოწმე: სულხან გოგალაძის მიერ არდაშელ ბუნიათიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1689 წ. Hd-811), თამაზა ჩააკაშვილის მიერ ბააკა ბუნიათიშვილისათვის (1690 წ. Hd-829) და პაატა უზნაძის მიერ ბააკა ბუნიათიშვილისათვის (1691 წ. Hd-813), მიცემული მიწების ნასყიდობის წიგნებისა, ღონენა ფარემუზიშვილის მიერ ბააკა ბუნიათიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1691 წ. Hd-809).
გოგალაშვილი ხახუტა
იხსენიება მოწმეთა შორის საბუთის ფრაგმენტში (1687 წ. ახლო. 1448-1516 ფრაგმ.).
გოგალაძე
წაქვას მცხოვრები, თეიმურაზ მეფემ იგი უწყალობა ბატონ ლევანსა და მის სიძეს, ამილღამბარს (1628 წ. X. 30. Hd-14680).
გოგალაძე ბერა - შვილი სულხან გოგალაძისა, იხ.
გოგალაძე ბერი - [ძმა] სულხან გოგალაძისა, იხ.
გოგალაძე გიორგი - მჭედელი, [ძმა] სულხან გოგალაძისა, იხ.
გოგალაძე გოდერძა - [ძმა] სულხან გოგალაძისა, იხ.
გოგალაძეები
ვერტყვილას ჭალაში მცხოვრებნი, თეიმურაზ მეფემ მათი წყალობა განუახლა ბატონ ლევანსა და მის სიძეს, ბატონ ამილღამბარს (1628 წ. X. 30. Hd-14680).
გოგალაძე ზაქარია
მოწმე ავთანდილ მინიაშვილის მიერ ფილასონ ქურდევანისძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1569 წ. 1450-47/12).
გოგალაძე ივანა - [ძმა] სულხან გოგალაძისა, იხ.
გოგალაძე ლიპარიტაი
მოწმე ავთანდილ მინიაშვილის მიერ ფილასონ ქურდევანიძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1569 წ. 1450-47/12).
გოგალაძე მამისაი
მოწმე ავთანდილ მინიაშვილის მიერ ფილასონ ქურდევანიძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1569 წ. 1450-47/12).
გოგალაძე მამუკა - [ძმა] სულხან გოგალაძისა, იხ.
გოგალაძე მახარა - შვილი სულხან გოგალაძისა, იხ.
გოგალაძე მახარებელი
მოწმე ავთანდილ მინიაშვილის მიერ ფილასონ ქურდევანიძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1569 წ.1450-47/12).
გოგალაძე პაპუნა - ძმა სულხან გოგალაძისა, იხ.
გოგალაძე სულხან
ჰყავს: [ძმები]: მამუკა, პაპუნა, ძამუკა, ივანა, გოდერძა, მჭედელი გიორგი, ბერი, შვილები: მახარა, ბერა. თავისი ბატონის, იონათამის თანხმობით, არდაშელ ბუნიათიშვილს ჭომაში მიჰყიდა ოცდაშვიდი დღის სამკალი მიწა ბეჟანის, დემეტრეს და მაზმიშვილის მიწებამდე (1689 წ. Hd-811).
გოგალაძე ძამუკა - [ძმა] სულხან გოგალაძისა, იხ.
გოგანაშვილი
მუგუთს მოსახლე, იგი, თავისი მამულით, წილად ხვდა ბარათაშვილ იოთამს ([1537-1538 წწ.] VIII. 16. 1450-11/112).
გოგანაძე ნასყიდა
როკითს მცხოვრები, ემართა ქუთაისის საყდრის ბეგარა: ოცდარვა კოკა ღვინო, ერთი ურემი ღომი, ორი ნაოთხალი ღომი, ოცდაათი მკლავი ფეტვი, საკლავი ყველით, თევზით, კვერცხით, ერთი ლიტრა ყველი, გოჭი, ქათამი, ტვირთი, მუშაობა, ერთი თეთრის ღირებულების ყავრის მიტანა (1578 წ. H-626).
გოგანაძე საამ
როკითს მის მამულზე სახლობდა იოვანე ჯანელიძე, ქუთაისის საყდრის მებეგრე გლეხი (1578 წ. H-626).
გოგანაძე ღვთისავარ
როკითს მცხოვრები, ემართა ქუთაისის საყდრის ბეგარა: ოცდარვა კოკა ღვინო, ერთი ურემი ღომი, ორი ნაოთხალი ღომი, ერთი საკლავი ყველით, თევზით, კვერცხით, ერთი ლიტრა ყველი, ერთი გოჭი და ქათამი, ტვირთი, მუშაობა, ერთი თეთრის ღირებულების ყავრის მოტანა (1578 წ. H-626).
გოგანაძე ხუტუაი
აფხაზეთის საკათალიკოსო ბეგრის ნუსხის მიხედვით, ქოცნათს მის პარტახტ მამულზე არავინ ესახლა (1621 წ. ქსძ. III. №91).
გოგასშვილი იანვარა
ქაჩიბაძეთა აზნაურიშვილი, მოწმე დავით ქაჩიბაძის მიერ ქობულ აშოთაძისათვის მიცემული დრანეთის წყალობის წიგნისა ([1466-1479 წწ.] Ad-1070).
გოგატა გოგატაური
გოგატაური სასახლე გიორგი მეფემ უწყალობა დავით წულუკიძეს (1570 წ. Hd-2270).
გოგატაშვილი
პიპილეთს მცხოვრები, იგი, მამულით, მირიან ერისთავმა უწყალობა თავის აზნაურს, გიორგი შერაზანიშვილს (XV-XVI სს. I. 1. ქმ. № 1024).
გოგატიშვილი
როსტომ მეფემ უწყალობა ზაალ წერეთელს თიღვა, დათუნას კუთვნილი საგოგატიშვილო მამულის გარდა (1648 წ. II. 10. Sd-1138).
გოგატიშვილი თევდორე
დამწერი შიოშ ფალავანდიშვილის მიერ გიორგი გულიკაშვილისათვის მიცემული მამულის წყალობის წიგნისა (1518 წ. 1448-2612).
გოგაშვილი ავგაროზა - [სახლიკაცი] სინჯია გოგაშვილისა, იხ.
გოგაშვილი ბერა - [ძმა] ოქრუა გოგაშვილისა, იხ.
გოგაშვილი გულია
მოწმე საამ გაბრიელისშვილის მიერ იესე ჭერმეულისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1498 წ. ქრ. II. 312).
გოგაშვილი გულისაი
მოწმე ავთანდილ მინიაშვილის მიერ ფილასონ ქურდევანისძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1569 წ. 1450-47/12).
გოგაშვილი დათიკაი
მოწმე ავთანდილ მინიაშვილის მიერ ფილასონ ქურდევანისძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1569 წ.1450-47/12).
გოგაშვილი თევდორა - [ძმა] ოქრუა გოგაშვილისა, იხ.
გოგაშვილი თევდორა
ერტისს მცხოვრები, ნაზარალი-ხანმა იოვანე კათალიკოსთან ერთად მისი წყალობა განუახლა ამილბარ მაღალაძეს (1700 წ. VII. 29. Ad-1590).
გოგაშვილი ივანა - [ძმა] ოქრუა გოგაშვილისა, იხ.
გოგაშვილი ირემა
ახალშენს მცხოვრები, ერთი კომლი, შეტანილია სვეტიცხოვლის საკომლოების ნუსხაში (1619 წ. 1449-1792).
გოგაშვილი ოქრუა
ერტისს მცხოვრები, ვარაზა ბარათაშვილის მკვიდრი ყმა, ჰყავს ძმები: ივანა, ბერა და თევდორა. ვარაზა ბარათაშვილმა იგი ძმებთან ერთად შესწირა სვეტიცხოველს (1690 წ. III. 15. ლაი. H-13-15. 16-17).
გოგაშვილი საბაი
მოწმე ავთანდილ მინიაშვილის მიერ ფილასონ ქურდევანისძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1569 წ. 1450-47/12).
გოგაშვილი სამნა
მოწმე ბიძინა სოლაღაშვილის მიერ ელიზბარ სოლაღაშვილისათვის მიცემული გლეხების ნასყიდობის წიგნისა (1661 წ. IV. 16. Sd-751).
გოგაშვილი სინჯია
ჰყავს [სახლიკაცი] ავგაროზა. იგი დავით მეფემ შესწირა ნინოწმინდას (1602 წ. 1449-2635).
გოგაშვილი სინჯია
თეიმურაზ მეფემ იოანე ტრედიძეს უწყალობა მისი ნაქონი მამული თუალში (1622 წ. Qd-9417).
გოგაციძე ნადირა
ჰყავს შვილი პაპუნა, გიორგი თარხნიშვილის ნებართვით, მიჰყიდა სახლთუხუცეს პაპუა მაღალაშვილს შუაველში სამი დღის მიწა პეტრაული წინარეხისაკენ - ფერისაძის მიწამდე, კვირაცხოველისაკენ - თბილელის მიწამდე, თელათგორის რუსაკენ - მამადყულაშვილის საზღვრამდე. სარწყავ წყალს ეს მიწა მიიღებდა ორშაბათობით (1664 წ.1450-30/127).
გოგაციძე პაპუნა - შვილი ნადირა გოგაციძისა, იხ.
გოგაძე
ერტისს მცხოვრები, შედიოდა საგერმანოზიშვილოში. მამულითურთ, წილად ხვდა ფარიშატ და გიორგი ბარათაშვილებს (1543 წ. IV. 20. Hd-10381).
გოგებაშვილი გიორგი
მოწმე მთაწმიდის მონასტრის მამის, იაკინთეს მიერ წერეთლის ასულ გულბუდახისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1668 წ. 1450-31/42).
გოგებაშვილი გოგიბ
მოწმე შანშე ჯავახიშვილის მიერ გიორგი ცალქალამანიძისათვის მიცემული ყმა-მამულის ნასყიდობის წიგნისა (1609 წ. ახლო. Hd-3295).
გოგევა მიქელა
ხონის საყდრის ყმა, ემართა: ბეგარა: ერთი ქათამი, ერთი საკლავი, ერთი თეთრის ყველი, სამი კოდი ღომი, ერთი სამაჭრობო, ორი კოკა ღვინო, ერთი თეთრის საყველიერო, თერთმეტი კოკა ღვინო, ერთი ურემი ღომი, ხუთი კოდი ცეხვილი, ერთი ურემი თივა ან ურიში ან ფეტვი, ერთი ურემი შეშა და მუშაობა (XVI ს. ბოლო. 1448-5034).
გოგელა: გოგელაური
გოგელაური პარტახტი ჟოშხაში ივანე ქობულისძემ შესწირა ლაბეჭინის საყდარს (XIII ს. A-1563. 272 r -275 v).
გოგელიშვილი
სვიმონ მეფემ სვეტიცხოველს განუახლა კავთისხევში გოგელიშვილისეული მამულის შეწირულება (1559 წ. XII. 1. Ad-1572).
გოგვაძე აბრამა
ბაილეთში მცხოვრები, მამია გურიელმა იგი შესწირა ჩეხედენას ტაძარს და დააკისრა ბეგარა: ერთი საკლავი, ერთი ქათამი, ხუთი საწყავი ღვინო, სამი სამადგანი ღომი, საყველიერო, საბაზიარო, სამეჯინიბო და საშობო, საპურობო - ერთი საკლავი, ერთი ქათამი, ორი სამადგანი ღომი და ორი საწყავი ღვინო ([1601-1627 წწ.] Ad-1913).
გოგვაძე ტატია
ბაილეთში მცხოვრები, განაყოფი ძმა ღმერთისია გოგვაძისა. მამია გურიელმა იგი შესწირა ჩეხედანას ტაძარს და დააკისრა ბეგარა: ერთი საკლავი, ერთი ქათამი, ორი გვერდი ღომი და სამი საწყავი ღვინო, საყველიერო, სამეჯინიბო და საბაზიარო, საშობო, ერთი ყვერული, ერთი კოკა ღვინო და ერთი პური. ღმერთისიასთან ერთად უნდა გადაეხადა ერთი ძროხა, ერთი საკლავი, ორი ქათამი, ორი სამადგანი ღომი, ორი საწყავი ღვინო ([1601-1627 წწ.] Ad-1913).
გოგვაძე ღმერთისია
ბაილეთში მცხოვრები, ჰყავს განაყოფი ძმა ტატია. მამია გურიელმა იგი შესწირა ჩეხედანას ტაძარს და დააკისრა ბეგარა: ერთი საკლავი, ერთი ქათამი, ორი გვერდი ღომი, სამი საწყავი, ღვინო, საყველიერო, საბაზიარო, სამეჯინიბო და საშობო ძღვენი; ტატიასთან ერთად უნდა გადაეხადა აგრეთვე: ერთი ძროხა, ერთი საკლავი, ორი ქათამი, ორი სამადგანი ღომი, ორი საწყავი ღვინო ([1601-1627 წწ.] Ad-1913).
გოგი
იხსენიება გორჯასპის ყმად (XVII ს. Hd-14912 -ე, ფრაგმ.).
გოგია
გომარეთს მცხოვრები, იგი, მამულითურთ, წილად ხვდა იოთამ ბარათაშვილს ([1537-1538 წწ.] III. 16. 1450-11/112).
გოგია
მირტაშენს მცხოვრები, მამულითურთ წილად ხვდა იოთამ ბარათაშვილს ([1537-1538 წწ.] VIII. 16. 1450-11/112).
გოგია
ჯიმითელი, ალექსანდრე მეფემ მისი სახლი შესწირა სვეტიცხოველს (1601 წ. 1448-5526).
გოგია
შანშე ჯავახიშვილის ყმა, მოწმე შანშე ჯავახიშვილის მიერ გიორგი ცალქალამანიძისთვის მიცემული ყმა-მამულის ნასყიდობის წიგნისა (1609 წ. ახლო. Hd-3295)
გოგია
ჯავახი, ჭრეშის მელიქი. მირიმან [ნარიმანიშვილისა] და მის შვილებს შორის მამულის გაყოფის დროს იგი ერგო ყაითმაზა ნარიმანიშვილს (1619 წ. 1450-26/5).
გოგია
ყაია, ბაადურ და პაპუნა [ციციშვილებს] შორის სამწევრულ მამულებზე დავის გარიგების წიგნში აღნიშნულია, რომ მას ეკუთვნოდა ერთი დღის ხოდაბუნი, რომელიც პუნას კაცებმა გამოიფიცეს ([1633-1758 წწ.] 1448-2316).
გოგია
ღუწეს მცხოვრები, ივანე [სააკაძის] ყოფილი ყმა. როსტომ მეფემ იგი უწყალობა თარხან იორამ სააკაძეს (1643 წ. Hd-14478).
გოგია
რეხაში მცხოვრები, ჰყავს ძმა დავითა, შვილი მამუკა. ქარსიძეთა გაყრის დროს იგი ერგო დავითს (1651 წ. 1450-29/59).
გოგია
აბელიაში მცხოვრები, ყაფიჩიბაშმა დონმაზ გოგიბაშვილმა იგი, სხვა ყმა-მამულთან ერთად, გაუცვალა ოთარ ბარათაშვილს სოფელ ვანქში (1653 წ. Hd-14664).
გოგია - [1653]-1656, [1658] წწ.
ნაცვალი, ახალდაბაში მცხოვრები, მამულით ერგო მანუჩარ და ჯიმშიტა თუმანიშვილებს ([1653-1658 წწ.] Hd-14665 ), შემდეგ მანუჩარ [თუმანიშვილს] (1656 წ. Hd-11812).
გოგია
პაპუნა სააკაძემ მის საზღვრამდე მისცა მუხათში მიწა პაპუნა თუხარელს (1661 წ. Sd-50).
გოგია - შვილი გიგოასი, იხ.
გოგია
მოწმე ავთანდილ ესტატაშვილის მიერ პაპია შანშიაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1666 წ. IV. 1. H-9282).
გოგია - [ძმა] პაპიასი, იხ.
გოგია
ზურაბ [თუმანიშვილის] ყმა, მოწმე პაპუნას მიერ ზურაბ [თუმანიშვილისათვის] მიცემული პირობის წიგნისა ვალის სარგებელში სამსახურის ვალდებულების შესახებ (1670 წ. IX. 24. Hd-2835).
გოგია
იგი, შვილებითურთ, მახარა ბერუაშვილთან ერთად უცნობმა პირმა გაუცვალა თაყა ბარათაშვილს ბასილა ბედიაშვილში ([1658-1675 წწ.] 1450-26/268- ბ ფრაგმ.).
გოგია
უსტა, მოწმე მიზოა იარაზიზაშვილის მიერ მანთაშა დათოაშვილისათვის მიცემული ბაღის ნასყიდობის წიგნისა (1677 წ. I. 1. 1450-10/153).
გოგია
ქალაქს მცხოვრები, მისი ძმისწულების, პაპიასი და უმეკას წყალობა ნაზარალი-ხანმა განუახლა მანუჩარს (1689 წ. 1450-53/91).
გოგია
მოწმე ზურაბის მიერ გიორგისათვის მიცემული მიწის ნასყი დობის წიგნისა (1690 წ. VIII. 1450-34/182).
გოგია
ახალდაბელი, მამასახლისი, მოწმე გიორგი ხოსრუასშვილის მიერ გორელ ნასყიდა ბერაძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1691 წ. I. 10. Ad-971).
გოგია - დოელი მეხრე, მამა თამაზასი, იხ.
გოგია
ნიჩბისში მცხოვრები, ედიშერ და პაპუნა [ციციშვილების] გაყრის დროს იგი და მისი განაყოფი, სულხანი, მამულებით, წილად ხვდნენ ედიშერს ([1688-1703 წწ.] Hd-1636).
გოგია
მეზვრე, ავნევს მცხოვრები, იგი, მამულითურთ, წილად ხვდა [ფეშანგ ფალავანდიშვილს] ([1676-1709 წწ.] 1450-31/2).
გოგია
ზემო ყურს მცხოვრები, ბოგანო, საამილახვროს დავთრას მიხედვით, ევალებოდა თოფით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
გოგია
ზემო ყურს მცხოვრები, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა მშვილდით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
გოგია
ქვემო სობისს მცხოვრები, ბოგანო მოლაშქრე, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა შუბით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
გოგია
წირს მცხოვრები, საამილახვროს დავთრის მიხედვით, მისი კომლიდან ორ კაცს ევალებოდა თოფით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
გოგია - შვილი გოგალისა, იხ.
გოგია
რეხს მცხოვრები, ბოგანო, ამილახორის სახასო ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
გოგია - ძმა ხოსასი, იხ.
გოგია
იმერელი, რეხს მცხოვრები, ამილახორის სახასო ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა თოფით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
გოგია
ახრისს მცხოვრები, თამაზ ყანჩაელის ყმა, ბოგანო, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
გოგია
ახრისს მცხოვრები, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა მშვილდით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
გოგია - ძმა ნადირასი, იხ.
გოგია
ჭალას მცხოვრები, ნაწრეტელი, ამილახორის ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
გოგია
ორჭოშანს მცხოვრები, ამილახვრის ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
გოგია
ნაწრეტს მცხოვრები, ამილახორის ყმა. ჰყავს ძმა გაბიტა, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა შუბით ლაშქრობა(XVII ს. II ნახ. 1448-5032).
გოგია
ქვათეთრს მoსახლე, იგი, თავისი მამულით, წილად ხვდა დურმიშხან ბარათაშვილ-ფალავანხოსროშვილს (XVII ს. 70-80-იანი წწ. 1450-26/265).
გოგია
ხურვალეთს მცხოვრები, ბოგანო, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
გოგია
კასპს მცხოვრები, მოსაურე მოლაშქრე, თამაზის ყმა, ერთი კომლი, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
გოგია
ნადარბაზევს მცხოვრები, ბოგანო, სამთავნელის ყმა. საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა შუბით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
გოგია
მოწმე ბასილას მიერ რომანოზ მოდრეკილაძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. Ad-2023).
გოგი[ა]ნთ არუთინა
ბაყალი, მოწმე ყარაოღლაანთ ვართანას მიერ ყარაგოზათ იარალასშვილ გასპარასათვის მიცემული სახლების ნასყიდობის წიგნისა (1684 წ. VI. 10. Hd-13076).
![]() |
8.41 გოგიასშვილი || გოგიაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
გოგიაშვილი
წრისს მცხოვრები, იგი, მამულით, ერგო დურმიშხან და იოთამ [თურქისტანიშვილებს] ([1626 წ.] 1450-50/91).
გოგიასშვილი
შილდას მცხოვრები, შაჰნაზარ მეფემ იგი უწყალობა როშაქ ჩოლაყაშვილს (1665 წ. Hd-2244).
გოგიაშვილი
ჭვიროსს მცხოვრები, მისი სახლ-კარი ფარსადან [ჯავახიშვილმა] მიჰყიდა თავის ბიძაშვილს, ზურაბ [ჯავახიშვილს] (1692 წ. VI. II. Sd-569).
გოგიაშვილი
რევაზ ხერხეულიძემ გაარიგა მანგლელ გაბრიელ ჯავახივალის თაობაზე და გოგიაშვილსა და ფარსადან ჯავახიშვილის შორის გოგიაშვილზე დავა(1699 წ. Hd-6242-ბ).
გოგიაშვილი ბერი
იყიდა ოსმანას თამაზასაგან მისი განაყოფის მიწის მესამედი გრძელას, სოლთაშურში (1668 წ. V. 9. Ad-1372).
გოგიაშვილი გოგია
ჰყავს ძმა პაატა, ყოფილა ყმა პარკაძისა, რომელსაც იგი გაუაზატებია. მთავარეპისკოპოსმა მუხრანის ბატონიშვილმა ქრისტეფორემ მას განუახლა პარკაძის მიერ მიცემული აზატობა (XVII ს. ბოლო. გსიემ 4641).
გოგიაშვილი დემეტრა
ნაწრეტს მცხოვრები, ამილახვრის ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით, მისი კომლიდან ორ კაცს ევალებოდა შუბით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
გოგიაშვილი ზაქარია
ჰყავს განაყოფები: თედიაშვილი ბერი და ნონიკაშვილი გელა, მოწმე ბერ თედიაშვილის მიერ თბილელ იოსებ სააკაძისათვის მიცემული სამარნე ადგილის ნასყიდობის წიგნისა (1678 წ. 1450-3/36).
გოგიაშვილი ზურაბა
მოწმე და დამამტკიცებელი მამუკა შავშიშვილის მიერ მითარა საღრიჩაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1664 წ. 1449-1848).
გოგიასშვილი ზურაბა
კარალეთში მცხოვრები, ქაიხოსრო ციციშვილის მეკოდისპურე ყმა (1700 წ. 1448-3602).
გოგიაშვილი თევდორა
დვანს მცხოვრები, მოწმე პაპუნა ფავლენისშვილის მიერ ზაალ იორამისშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1700 წ. V. 9. 1450-31/220.
გოგიაშვილი მირიანა - 1696-1700 წწ.
მოწმე: თამაზას მიერ ნასყიდა დოლმაზაშვილისათვის მიცემული სახლ-კარის ნასყიდობის წიგნისა (1696 წ. IV. 5. Hd-1777), მანთაშა მირზაშვილის მიერ ნასყიდა დოლმაზაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1700 წ. VIII. 19. Hd-10246).
გოგიაშვილი ნასყიდა
ქვათეთრას მცხოვრები, გიორგი მეფემ იგი უწყალობა ბარათა ბარათაშვილ-ფალავანხოსროშვილს (1688 წ. V. 3. Qd-9815).
გოგიაშვილი პაატა - ძმა გოგია გოგიაშვილისა, იხ.
გოგიაშვილი სადება
ქვათეთრას მცხოვრები, გიორგი მეფემ იგი უწყალობა პაპუნა გოსტაშაბიშვილს (1688 წ. V. 4. Qd-2025).
გოგიაშვილი ქიტია
ახალშენს მცხოვრები, ერთი კომლი, ირეჯიშვილის ყმა, შეტანილია სვეტიცხოვლის საკომლოების ნუსხაში (1619 წ. 1449-1792).
გოგიაშვილი ყარჩიხა
მოწმე გასპარა დარისპანაშვილის მიერ თავის ბიძაშვილ ბაინდურისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1680 წ. XI. 1. 1450-9/24).
გოგიბა
გორიჯვრის წმინდა გიორგის დეკანოზი, ჰყავს შვილი იოვანე. სვიმონ მეფემ მისი დეკანოზობის დროს შესწირა გორიჯვრის წმინდა გიორგის ფარის, ზურაბ და დემეტრე თავაქალაშვილების ნაქონი მამულები და ტინისხიდური მამული (1590 წ. Qd-430).
გოგიბაშვილები
ათაბაგებისაგან მათ ნაწყალობევი ჰქონდათ სადგერის ხეობა. გოგიბაშვილების უშვილოდ გადაშენების შემდეგ როსტომ ფაშამ ეს ხეობა ქაიხოსრო ციციშვილს უბოძა (1672 წ. ახლო. 1449-2224).
![]() |
8.42 გოგიბაშვილი || გოგიბასშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
გოგიბასშვილი
სვეტიცხოვლის სამწყსო სამცხე-საათაბაგოს თავადთა სიის მიხედვით, სამძივართა ადგილი სასაფლაოთი, მონასტრითა და კარის ეკლესიით, გოგიბაშვილს დაუკავებია ([1516 წ.] Ad-91).
გოგიბაშვილი
მოურავისშვილებსა და მაღალაძეებს შორის სამამულე დავის გარიგების წიგნის თანახმად, გოგიბაშვილს, მოურავისშვილთა აზნაურს, ჩხუბი მოსვლია მაღალაძეებთან (1691 წ. 1448-3268).
გოგიბასშვილი
ესტატემ მამუკა ბახჩიაშვილს მიჰყიდა მიწა, რომლის ერთი მხარე ესაზღვრებოდა მის მიწას (1692 წ. 1448-4599).
გოგიბაშვილი
მეკომური, იგი წილად ხვდა ბებურ და უზებარ [ვაჩნაძეებს] (1692 წ. Hd-10170).
გოგიბაშვილი აბრამა - [ძმა] გულისა გოგიბაშვილისა, იხ.
გოგიბაშვილი ავგაროზა
ჯოხელი, ჰყავს [სახლიკაცები]: თედია, სამნუა, სიმედა. მიჰყიდა უმეკა ბახჩაშვილს დღენახევრის მიწა, რომელსაც ესაზღვრებოდა ძულიას ვენახი, თავაქალაშვილისა და აზარბეგას მიწები (1636 წ. Hd-14888).
გოგიბაშვილი (ვარ. გოგიბასშვილი) ათაბეგა - 1664-1692 წწ.
ჰყავს განაყოფი ბეჟან გოგიბაშვილი (1692 წ. Sd-620). მოწმე: ბეჟან ზაქუმიშვილის მიერ ხოსროვა დალალაშვილისათვის მიცემული წისქვილის ნასყიდობის წიგნისა (1664 წ. 1450-48/146), გასპარა დარისპანაშვილის მიერ ბაინდურ შანშიაშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1680-იანი წწ. XI. 1. 1450-9/24). დოლმაზ ესტატესშვილის მიერ ბაინდურ [შანშიაშვილისათვის] მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნის (1690 წ. IV. 7. 1450-10/27), სეხნია შემაზასშკღის მიერ პაპუა [ბარათაშვილისათვის] მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1692 წ. V. 10. Sd-620); დამწერი ათაბეგ უსუფაშვილის მიერ ბაინდურ შანშიაშვილისათვის მიცემულ მიწის ნასყიდობის წიგნისა (1690 წ. IV. 7. 1450-10/15).
გოგიბაშვილი აიდოღმიშ (ვარ. დოღმიშა) - 1608-1626 წწ.
ჰყავს: ძმა ზაქარია (1608-1626 წწ. 1450: 10/12, 38/31), შვილები: დონმაზ, ყორხმაზ (1626 წ. 1450-38/31). მას უწყალობა: ლუარსაბ მეფემ სომხითში დონმაზას და ჰაზარდეღას ორი კომლი და ნასოფლარი ტანძუტი (1608 წ. 1450-10/12), ჯაჰანბანუ დედოფალმა - შუა ბოლნისთან სოფელი ახოთა (1626 წ. 27. VIII. 1450-39/31).
[გოგიბაშვილი] ბერუა
მოწმე ვარდან ფალავანდიშვილის მიერ არაქელა ბასტამაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1623 წ. V. 18. 1450-3/100).
გოგიბაშვილი ბაინდურ - იხ. შანშიაშვილი ბაინდურ
გოგიბაშვილი ბეჟან - იხ. შანშიაშვილი ბეჟან
გოგიბაშვილი ბეჟან - განაყოფი ათაბეგა გოგიბასშვილისა, იხ.
გოგიბაშვილი ბეჟან - ძმისწული დოლმაზ გოგიბაშვილისა, იხ.
გოგიბაშვილი ბეჟან
იგი წილად ერგო ზაალ [სააკაძეს] იესეშვილებისა და შაველაშვილების ფარდად (XVII ს. ბოლო მეოთხ. Hd-10180).
[გოგიბაშვილი] გაბრიელა
მოწმე ვარდან ფალავანდიშვილის მიერ არაქელა ბასტამაშვილისათვის მიცემული ნასყიდობის წიგნისა (1623 წ. V. 18. 1450-3/100).
გოგიბაშვილი გიგოლა
მისი მიწა ესაზღვრებოდა გოგია მეხრისშვილის მიერ ზუბიტა თოთიაურისათვის მიყიდულ მიწას (1680 წ. 1448-8750).
გოგიბაშვილი გივი - იხ. შანშიაშვილი გივი
გოგიბაშვილი გიორგი - იხ. შანშიაშვილი გიორგი
გოგიბაშვილი გიორგი
სახლთუხუცესი, მოწმე ფეშანგ ფალავანდიშვილის მიერ ბეჟან ტატიშვილისათვის მიცემული პირობის წიგნისა სამაღანაშვილისაგან მამულის ყიდვის თაობაზე ([1618-1646 წწ.] Hd-3240 ბ).
გოგიბასშვილი გიორგი
ტყვიაველი, ყიასაბეგის მეკოდისპურე ყმა (1700 წ. 1448-3602).
გოგიბაშვილ გოდერძი - იხ. შანშიაშვილი გოდერძი
გოგიბაშვილი გულისა
თეძმის ხანდაკს მცხოვრები, ჰყავს [ძმები]: ივანე და აბრამა. იგი, ძმებითურთ, ნაზარალი-ხანმა უწყალობა ფარემუზ ჯავახიშვილს (1688 წ. XI. 15. Hd-14493).
გოგიბაშვილი დავით
მოწმე ვარდან ფალავანდიშვილის მიერ არაქელა ბასტამაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1623 წ. V. 18. 1450-3/100).
გოგიბაშვილი დავით - იხ. შანშიაშვილი დავით
გოგიბაშვილი დავრიშა - შვილი დურმიშხან გოგიბაშვილისა, იხ.
გოგიბაშვილი (ვარ. შანშიაშვილი) დოლმაზ (ვარ. დონმაზ) - 1626-1653, [1658 წწ.]
სამეფო კარის ყაფიჩი (1636-1643 წწ. 1450-8/42,7/27), ყაფიჩიბაში ([1646-1653, [1658] წწ. 1450-6/55, Hd-14664, Sd-795). ჰყავს: მამა აიდოღმიშ, იხ., ძმები: ყორხმაზ ([1627-1643 წწ.] 1450-9/18, Hd-14439, 1450-8/42, 7/27), შანშიაშვილი გიორგი, იხ. (1654 წ. 1450-10/13), ბიძაშვილი ზაქარია (1627 წ. 1450-9/18), შვილი დურმიშხან (1653, 1654 წწ. Hd-14664, 1450-10/13), ძმისწულები: ხოსრო, ბეჟან ([1643-1654 წწ.] 1450-7/27, 10/19, Hd-14664). მას უწყალობა: სვიმონ მეფემ ელფიას ყაფარბეგ [ბარათაშვილის] ნაქონი მამული (1627 წ. 1450-9/18), მანვე-ახოთა, რომლის „სამჭმო მიწები“ ზაქუმ [ზაქუმიშვილს] ჰქონდა. ზაქუმმა მას დაუთმო ეს მიწები და ბეშკენას ხანდაკს ქვემოთ, თამალარა (1630 წ. III. 25. Sd-740), როსტომ მეფემ - ქვემო ბოლნისში მცხოვრები ყმა მირზა მირიჯანაშვილი მამულითურთ (1636 წ. 1450-8/42), მანვე - სოფელი წერაქვი, რის სანაცვლოდაც გამოართვა ადრე ნაწყალობევი ბოლნისის სიონის კუთვნილი სოფელი ახოტა (1643 წ. 1450-7/27); მას განუახლა როსტომ მეფემ ჯიმშურისა და ბაღდადის ნასოფლარის წყალობა (1635 წ. Hd-14439); მისი სოფელი ზიკრუტი ცუდ ადგილას ესახლა, რის გამოც დონმაზას იგი ახალ ადგილას დაუსახლებია. ახალი სოფლის აშენებაზე დიდი ხარჯი გაუწევია, რის გამოც როსტომ მეფემ ეს სოფელი გაუთარხნა სამი წლით (1641 წ. IV. 3. 1450-6/55), მანვე გაუთარხნა ცხრა წლით ტანძუტი (1644 წ. 1450-10/13); ბირთველ თუმანიშვილთან ერთად გაარიგა სამამულე დავა პაატა [ჯავახიშვილსა] და როჭიკა [შალიკაშვილს] შორის ([1633-1658 წწ.] Sd-795); ელიზბარბეგ დავითიშვილის, სახლთუხუცეს ყაია ციციშვილის, მდივანბეგ როინ ჯავახიშვილის და თურმან თურმანიძის შუამდგომლობით, გაუცვალა ოთარ ბარათაშვილს ზურაბ და თამაზ სააკაძეების ნაქონი სოფელი აბელია სოფელ ვანქზე. ჯავახიშვილებს დაუთმო აბელიაში მცხოვრები გლეხები: ყაზანაშვილი ძამანა, მანდუასშვილი ბერუა, თითო-თითო კომლი, ოთხი კომლი მჭედლიშვილებისა, ნადირასშვილი სუხია, სარქისაშვილი ბერუა, საღთამბარასშვილი კარაპეტა, ერაპეტა, ღვინიასშვილი არაბა, სარქისასშვილი ზაზა, გოგია, ღვინიასშვილი ებალა, სარქისაშვილი გიგოლა - თითო-თითო კომლი (1653 წ. Hd: 14664, 8765); მოწმე მამასახლის სამებისას მიერ პაპია შანშიაშვილისათვის მიცემული ნასოფლარის ნასყიდობის წიგნისა (1648 წ. VIII. 22. 1450-5/35).
გოგიბაშვილი დოლმაზა - იხ. შანშიაშვილი დოლმაზა
გოგიბაშვილი დურმიშხან (ვარ. დუშია) - 1653-1694 წწ.
შვილი დონმაზა გოგიბაშვილისა, იხ., ჰყავს შვილი დავრიშა (1694 წ. 1450-6/36). მიჰყიდა ფარემუზ შანშიაშვილს პატარა სახუნდარის ვენახის ზემო ნაკვეთი, ალავერანას ვენახის ქვემო ნაწილი და ბეჟოას ვენახის ერთი მხარე (1694 წ. IV. 7. 1450-6/36).
გოგიბასშვილი ვახუშტი
ჰყავს ძმა იოსაფათ, მას „უხვედროდ“ შეურთავს ლეონ მეფის ასული ქეთეონ, რის გამოც მისმა ძმამ, იოსაფათმა,სვეტიცხოველს საკანონო შესაწირავი მიართვა (1559 წ.1449-1500).
გოგიბაშვილი ზაალ - იხ. შანშიაშვილი ზაალ
გოგიბაშვილი ზაქარია - ძმა აიდოღმიშ გოგიბაშვილისა, იხ.
გოგიბაშვილი ზაქარია - ბიძაშვილი დოლმაზ გოგიბაშვილისა, იხ.
გოგიბაშვილი ზურაბ - XVII-XVIII სს. მიჯნა.
მდივანი (XVII ს.ბოლო მეოთხ. H-14446), დამწერი და მოწმე: ბარნაბე გორგაძის მიერ თარხან გიორგი [სააკაძისათვის] მიცემული მამულის დაბრუნების წიგნისა (XVII ს. ბოლო მეოთხ. Hd-14446), ავთანდილ [სააკაძის] მიერ არუთენა მანველაშვილისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა ([1698-1718 წწ.] Hd-2908), ზურაბ ჯავახიშვილის მიერ ხოჯა მამასახლისისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. ბოლო მეოთხ. 1448-633 ა).
გოგიბაშვილი თედია - [სახლიკაცი] ავგაროზა გოგიბაშვილისა, იხ.
გოგიბაშვილი იასე
მოურავ [სააკაძის] მსახურ-აზნაურიშვილი, სახთუხუცეს სეხნიასთან ერთად პირობა მისცა „ბატონ“ მოურავსა და მის ძმას, ზურაბ [სააკაძეს], რომ წინააღმდეგობას გაუწევდა მოურავის ძმას, თუ კი იგი მოურავის სახლის დარბევას შეეცდებოდა (XVII ს. 90-იანი წწ. Hd-10393).
გოგიბაშვილი იესე - იხ. [შანშიაშვილი] იესე
გოგიბაშვილი იესე
მოწმე ყაყა წინამძღვრიშვილის მიერ აბელისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1691 წ. 13. XI. 1450-2/131).
გოგიბაშვილი ივანე - [ძმა] გულისა გოგიბაშვილისა, იხ.
გოგიბასშვილი იოსაფათ
ჰყავს ძმები: ვახუშტი, ფალანხოსრო. მის ძმას, ვახუშტის, „უხვედროდ“ შეურთავს ცოლად ლეონ მეფის ასული ქეთეონი. ამ ქორწინების საკანონოდ იოსაფათმა, დომენტის კათალიკოსობის დროს, სვეტიცხოველს შესწირა მაჭახელს ბეგრის გამომღები ოცდაათი კომლი „კარგი გლეხი“ (1559 წ. 1449-1500).
გოგიბაშვილი მირიან
მოწმე ხოსიტა დამღაწაშვილის მიერ ქავთარ სამხარაძისათვის მიცემული მიწისა და ტყის ნასყიდობის წიგნისა ([1666-1669 წწ.] Sd-818).
გოგიბაშვილი ოთარ
სეხნია სახლთუხუცესთან ერთად ერთგულების პირობა მისცა მოურავს და მის ძმას ზურაბ სააკაძეს (XVII ს.90-იანი წწ. Hd-10393).
გოგიბაშვილი პაატა
მოწმე და გამრიგე პაპუნა ფავნელიშვილსა და იოსებ თბილელს შორის ყმა-მამულზე დავისა (1664 წ. 1449-1810).
გოგიბაშვილი პაატა
ჰყავს თანამეცხედრე ელენე, უშვილო, ქაიხოსრო ციციშვილს თავი მოანათვლინა და, როსტომ-ფაშას ნებართვით, თავისი მკვიდრი მამული სადგერი, ირგვლივ მდებარე სოფლებით, სამკვიდროდ უბოძა ქაიხოსრო ციციშვილს (1672 წ. 1448-5545); ნაზარალი-ხანმა მისი ნაქონი მამული სადგერი უწყალობა ფირან ჩოლაყაშვილს (1689 წ. Hd-9690). გოგიბაშვილი პაპია - იხ. შანშიაშვილი პაპია
გოგიბაშვილი-პაპიაშვილი ავთანდილა - იხ. შანშიაშვილი ავთანდილა
გოგიბაშვილი-პაპიაშვილი ახვერდ - იხ. შანშიაშვილი ახვერდ
გოგიბაშვილი-პაპიაშვილი ბახუტა - იხ. შანშიაშვილი ბახუტა
გოგიბაშვილი-პაპიაშვილი გიორგი - იხ. შანშიაშვილი გიორგი
გოგიბაშვილი-პაპიაშვილი გოდერძი - იხ. შანშიაშვილი გოდერძი
გოგიბაშვილი-პაპიაშვილი პაპია - იხ. შანშიაშვილი პაპია
გოგიბაშვილი-პაპიაშვილი ფარსადან - იხ. შანშიაშვილი ფარსადან
გოგიბაშვილი პაპუა
მოწმე პაატა თაზიშვილის მიერ თავისი განაყოფის, ელიზბარისათვის მიცემული გაცვლილობის წიგნისა (1634 წ. III. 23. 1450-25/147).
გოგიბაშვილი პაპუა
ჯოხს მცხოვრები, ამილახორის ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა მშვილდით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
გოგიბაშვილი სამნუა - [სახლიკაცი] ავგაროზა გოგიბაშვილისა, იხ.
გოგიბაშვილი სიმედა - [სახლიკაცი] ავგაროზა გოგიბაშვილისა, იხ.
გოგიბაშვილი-სიმენდაშვილი თამაზა - ძმა სამნია გოგიბაშვილ-სიმენდაშვილისა, იხ.
გოგიბაშვილი-სიმენდასშვილი ოთია - ძმა სამნია გოგაბაშვილ-სიმენდასშვილისა, იხ.
გოგიბაშვილი-სიმენდასშვილი სამნია
ჯოხელი, ჰყავს ძმები: ოთია, თამაზა. მიჰყიდა გორელ ზალინა მეფისასშვილს ვენახი ბასტამანთ ვენახამდე, ბახჩიასშვილის, თედიასშვილისა და ზალინასავე მიწებამდე (1681 წ. I. 11. Hd-9436).
გოგიბასშვილი ფალანხოსრო - ძმა იოსაფათ გოგიბასშვილისა, იხ.
გოგიბაშვილი ფარემუზ - იხ. შანშიაშვილი ფარემუზ
გოგიბაშვილი ფარსადან - იხ. შანშიაშვილი ფარსადან
გოგიბაშვილი ყორხმაზ - 1626-1644 წწ.
შვილი აიდოღმიშ გოგიბაშვილისა, იხ., ძმა დოლმაზ გოგიბაშვილისა, იხ., გარეშე მოწმე ევანეზ ზეგულასშვილის მიერ ავთანდილ ბარათაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1644 წ. III. 27. 1450-33/66).
გოგიბაშვილი ხოსია
მოწმე ველია მუსტაფაშვილის მიერ ბაინდურა ტერტერაშვილისათვის მიცემული ყმობის წიგნისა (1656 წ. III. 21. Sd-544).
გოგიბაშვილი ხოსრო - ძმისწული დოლმაზ გოგიბაშვილისა, იხ.
გოგიბაძე ათანასე - ძმა ბერ გოგიბაძისა, იხ.
გოგიბაძე ბერი
ჰყავს ძმები: ათანასე და თამაზ. მას კახეთიდან მიუვიდა და ეყმო ქიტუა თავის მამასთან ერთად (XVII ს. 1448-1131).
გოგიბაძე თამაზ - [ძმა] ბერ გოგიბაძისა, იხ.
![]() |
8.43 გოგიბედასშვილი || გოგიბედაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
გოგიბედაშვილი
მის მიწამდე მიჰყიდა გიორგი საბარაშვილმა ბერია ბერიძეს დღენახევრის მიწა (1690 წ. Hd-1747).
გოგიბედაშვილი აბრამა - ძმა გულისა გოგიბედაშვილისა, იხ.
გოგიბედაშვილი ბადრია - ძმა ოთია გოგიბედაშვილისა, იხ.
გოგიბედაშვილი ბატატი - 1679-1697 წწ.
ძმა ოთია გოგიბედაშვილისა, იხ., მოწმე მარკოზ რომნასძის მიერ კანდელაკ დავითისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1697 წ. 1450-38/127).
გოგიბედაშვილი ბახუტა
მოწმე თევდორე სალუყაზანასშვილის მიერ ზურაბ ჯავახიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1676 წ. VII. 27. Hd-7576).
გოგიბედაშვილი გულისა
ჰყავს ძმები: აბრამა, ივანე. ნაზარალი-ხანმა იგი უწყალობა ფარემუზ ჯავახიშვილს (1688 წ. XI. 15. Hd-14493).
გოგიბედაშვილი დათუკა
ჰყავს [სახლიკაცი] პაპუნა, მასთან ერთად მოწმეა თევდორე სალუყაზანასშვილის მიერ ზურაბ ჯავახიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1676 წ. VII. 24. Hd-14090).
გოგიბედაშვილი (ვარ. გოგიბედასშვილი) ივანე - 1688-1689 წწ.
ძმა გულისა გოგიბედაშვილისა, იხ., მოწმე: ფარემუზ ჯავახიშვილის მიერ ნინიასშვილ-ბერუკასშვილ თამაზასათვის მიცემული ნაზვრევის ნასყიდობის წიგნისა (1688 წ. XII. 10. 1450-35/22), მახარა ბაკურასშვილის მიერ ფარემუზ ჯავახიშვილისათვის მიცემული ბაგის ნასყიდობის წიგნისა (1689 წ. X. 30. Hd-14084).
გოგიბედაშვილი მამუკა - 1679-1700 წწ.
შვილი ოთია გოგიბედაშვილისა, იხ., მოწმე გიორგი საბარაშვილის მიერ ბერია ბერიძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1690 წ. Hd-1747).
გოგიბედაშვილი ნიკოლოზ
სახლთუხუცესი, მოწმე თევდორე სალუყაზანასშვილის მიერ ზურაბ ჯავახიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1676 წ. VII. 27. Hd-1490).
გოგიბედაშვილი ოთია - 1679-1700 წწ.
ჰყავს ძმები: ბადრია (1679-1700 წწ. 1450-1/9, H-8265, 1448-4105 ), ბატატი (1679 წ.1450-1/9), პაატა (1695-1700 წწ. Hd-8265, 1448-4105), შვილი მამუკა ([1679-1700 წწ.] 1450-1/9, Hd-8265, 1448-4105). იყიდა: პაპუნა შალიკაშვილისაგან ნაწყალობევი მჭედლიშვილის მამული (1679 წ. VI1. 22. 1450-1/9), შერმაზან ჯავახიშვილისაგან ახალკაცისშვილის ნავენახობი სალუყაზანაშვილის ვენახამდე (1700 წ. III. 15. 1448-4105); დავა ჰქონდა ზურაბ ჯავახიშვილთან ჭვიროსის მამულზე. დავა გაარიგეს მანგლელმა [გაბრიელ ჯავახიშვილმა] და ფარემუზ ჯავახიშვილმა. მჭედლისშვილისაგან ნაყიდი სახლ-კარი, ქვევრები და წყარო ოთიამ დაუთმო ჯავახიშვილებს, ნახევარი სასაფლაო და ნახევარი ნაფუძარი მას დარჩა. სოფლის წყაროცა და ნაყიდი მჭედლისშვილის მიწა ჯავახიშვილებს დაანება. მაზიტას ნაქონი წყაროს სამი წილი ოთიასი დარჩა, ერთი - მჭედლიშვილს (1695 წ. IV. 6. Hd-8265 ); ზურაბ ჯავახიშვილთან ისევ ჰქონდა დავა ჭვიროსის მამულზე. დავა გაარჩიეს: მანგლელმა [გაბრიელ] ჯავახიშვილმა, ფარემუზ ჯავახიშვილმა, დათუნა თუმანიშვილმა. ოთიას ჭვიროსში მჭედლიშვილის სახლ-კარი და სამი წილი მიწა ეყიდა, შემდეგ მაზიტას ხევის პირას სახლის ადგილი გაეჭრა. ზურაბ და შერმაზან ჯავახიშვილებმა დაუშალეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მაზიტას ნაქონი წყაროს სამი წილი ოთიას დარჩა, ერთი- მჭედლიშვილს, მაზიტას ხევსა და სამების ხევს შორის მდებარე მიწის ნახევარი ოთიას. მჭედლიშვილის სახლ-კარი ჭვიროსში ოთიას ერგო. სოფლის წყარო და ქვევრები - მჭედლიშვილს, სასაფლაოსა და ნაფუძრის ნახევარი - ოთიას, თელასთან მიწა - ზურაბ და შერმაზან [ჯავახიშვილებს] (1695 წ. Hd-6021).
გოგიბედაშვილი პაატა - ძმა ოთია გოგიბედაშვილისა, იხ.
გოგიბედაშვილი პაპუნა - [სახლიკაცი] დათუნა გოგიბედაშვილისა, იხ.
გოგილ[ა]სშვილი
მიუყიდია ვენახი, „სატრედეთ მიწა“, სვიმონის ძმებისათვის მათ გაყრამდე (1489 წ. III. 29. Sd-463).
გოგილ
მეტეხელი, ბჭე და მოწმე ზაქუტა ფილიპესშვილის მიერ ბეჟუა ვეფხიაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1612 წ. Hd-2377).
გოგილა
ოძისს მცხოვრები, გოშფარ და როინ ჯავახიშვილების გაყრის დროს იგი ერგო როინს და მის ბიძაშვილებს ([1527-1558 წწ.] Qd-605).
გოგილა
[ციციშვილების]: ყაიას და სარდალ პაპუნას შორის სამწევრისის მამულებზე დავის წიგნში აღნიშნულია, რომ მას ჰქონდა ციციშვილების ორი დღის მიწა ([1638-1658 წწ.] 1448-2316).
გოგილა
[ძმა] მამუკელასი, ყმა შოშიტა ერისთავისა ([1641-1661 წწ.] 1448-5765).
გოგილა
ოთარ ჯიმშიტაშვილის ყმა, მოწმე ოთარ ჯიმშიტაშვილის მიერ ქაიხოსრო [აბაშისშვილისათვის] მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1689 წ. XI. 15. 1450-15/8).
გოგილა
მეხრიანთ იოვანესშვილმა გიორგიმ მიჰყიდა უციანთ მარკოზასშვილ იოვანეს მიწა „გარიყულა“ გოგილას წისქვილის რუთი ( 1691 წ. IV. 27. Sd-64).
გოგილა
ჭალისუბანში მცხოვრები, ედიშერ და პაპუნა [ციციშვილების] გაყრის დროს, იგი, მამულით, ერგო ედიშერს ([1688-1703 წწ.] Hd-1636).
გოგილა
მისი ვენახი ესაზღვრებოდა ბერუკა ინაშვილის მიერ ზაალ წინამძღვრისშვილისათვის მიყიდულ ვენახს (XVII ს. 1448-1105).
გოგილა
ნაწრეტს მცხოვრები, ამილახორის ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით ევალებოდა მშვილდით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
გოგილა
კოდისწყაროს მცხოვრები, საამილახვროს დავთრის მიხედვით, მისი კომლიდან ორ კაცს ევალებოდა შუბით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
გოგილა
კუარხითს მცხოვრები, ბეჟიტას ყმა, ბოგანო, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა მშვილდით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
გოგილავა მამისმამა
ემართა აფხაზეთის საკათალიკოსო ბეგარა: ხუთი საკლავი, სამი ქათამი, ერთი ურემი ღვინო, ცხრა ატარი ღომი, მეთორმეტე წელიწადს ძროხის ნახევარი და ტვირთის ზიდვა (XVI ს. II ნახ.1448-3326).
გოგილავა შურითოლი
ემართა აფხაზეთის საკათალიკოსო ბეგარა: სამი ქათამი, ერთი ურემი ღვინო, ცხრა ატარი ღომი, მეთორმეტე წელიწადს ძროხის ნახევარი და ტვირთის ზიდვა (XVI ს. II ნახ. 1448-3326).
გოგილანი
[სვეტიცხოვლის] კანდელაკ შიო ეგაძეს გოგილანი წასვლია („გოგილანით გამოღარიბებულა“) (1623 წ. Hd-9446).
![]() |
8.44 გოგილასშვილი || გოგილაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
გოგილაშვილი
თელადგორელი, მოწმე ნიკოლოზ სუნიძის მიერ მანუჩარ გაბადიძისათვის მიცემული წყლისა და მიწის ნასყიდობის წიგნისა(1663წ. ახლო. Hd-8794 ბ).
გოგილასშვილი
მისი მიწა ესაზღვრებოდა ნოინ დავითასშვილის მიერ ნაყიდ მამულს (1692 წ. I. 16. Hd-15067).
გოგილასშვილი
მოწმე გიუა გიუაშვილის მიერ ოთია ინანასშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (XVII-XVIII სს. Sd-1784 ბ).
გოგილასშვილი ბერუკა
ჰყავს განაყოფი გიორგი, იხსენიება ჯვრის ხატის ყმათა ნუსხაში (XVII ს. 90-იანი წწ. Hd-14912 ბ).
[გოგილასშვილი] გიორგი
განაყოფი ბერუკა გოგილასშვილისა, იხსენიება ჯვრის ხატის ყმათა ნუსხაში (XVII ს. 90-იანი წწ. Hd-14912 ბ).
გოგილაშვილი ელისბარა
ერთი კომლი, შეტანილია [ალავერდის ტაძრის] საკომლოების ნუსხაში (XVII ს. Ad-848).
გოგილაშვილი ზაალ
ხოდაშენში მცხოვრები, ერთი კომლი, იხსენიება სვეტიცხოვლის საკომლოების ნუსხაში (1619 წ. 1449-1792).
გოგილასშვილი მაზიტა
მოწმე გიორგი მაზიტასშვილის მიერ ოთია ინანაშვილისათვის მიცემული ტყის ნასყიდობის წიგნისა (XVII-XVIII სს. Sd-1784).
გოგილია თოლიოქრო
ნაჟანეულს მცხოვრები, ემართა აფხაზეთის საკათალიკოსო ბეგარა: გოჭკუმუ, ტილო, სამი ბეგარა, ცამეტი კოკა ღვინო, ორი ქათამი, თიბვა და ყანობა (1621 წ. ქსძ. III. № 91).
გოგილია ხუხურია
ნაჟანეულს მცხოვრები, ემართა აფხაზეთის საკათალიკოსო ბეგარა: გოჭკუმუ, ტილო, ორი ქათამი, ცამეტი კოკა ღვინო, ბეგარა - საყანე, ბარგის ზიდვა, თივა, ნახევარი ძროხა (1621 წ. ქსძ. III. №91).
გოგინა
[შვილი] გასპარასი, იხსენიება ამირან იშხანაურის მიერ სვეტიცხოვლისათვის მიცემული მამულის შეწირულების წიგნის მინაწერში: „მე გასპარასა გოგინასა, ნებითა ჩემითა დამინებებია“ ([1399-1419 წწ]. ქრ. II. 221).
გოგინა: გოგინასეული
გოგინასეული და მჭედლისეული [საკომლოები] ვახუშტი აბაშიძემ შესწირა კაცხის მონასტერს ([1550-1570 წწ.] დსსს. I. 21-27).
გოგინა
მამასახლისი, მოწმე ნასყიდა შავერდაშვილის მიერ შოშია გოგიჩასშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1673 წ. I. 1. Hd-14517).
გოგინა
მოწმე ესტატე თუმანიშვილის მიერ თავის განაყოფ ზურაბ [თუმანიშვილისათვის] მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1675 წ. XI. 10. Ad-994).
გოგინა
ჰყავს შვილები: თამაზ, იობ, მოსე და პეტრე. თავის ძმისწულს, იესეს, უბოძა გაყრის დროს წილში ნარგები მარანი და სახლი (1676 წ. 1448-2339).
გოგინა
მოწმე პაპუა ნინიაშვილის მიერ მდივან ზურაბ [თუმანიშვილისათვის] მიცემული პირობის წიგნისა (1685 წ. I. 6. Hd-2666).
გოგინა
კალატოზი, მოწმე პაპუა ასანაშვილის მიერ ალავერდა პატაშვილისათვის მიცემული სახლის ნასყიდობის წიგნისა (1687 წ. II. 9. Sd-52).
გოგინა
ქალაქს მცხოვრები, მისი წყალობა განუახლა ნაზარალი-ხანმა მეითარ მანუჩარს (1689 წ. 1450-53/91).
გოგინა - ძმა ესტატესი, იხ.
გოგინა
ჰყავს ძმა ასლან, მოწმე აღამურაანთ ბაღდასარაშვილ გასპარას მიერ მერაბ ფუნდუასშვილისათვის მიცემული ქულბაქის ნასყიდობის წიგნისა (1696 წ. IX. 24. 1448-2946).
გოგინა
კასპს მცხოვრები, ამილახორის ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით, მისი კომლიდან ორ კაცს ევალებოდა თოფით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
გოგინა - შვილი ლალინასი, იხ.
გოგინაისშვილი მზარაული
სვიმონ გურიელმა იგი შესწირა აჭის წმინდა გიორგის, დაუწესა გამოსაღები: ერთი ცხვარი, ორი გვერდი ღომი, ორი საწყავი ღვინო, თევზი, ყველი. წინამძღვრისათვის - ბეგარიდან რუბი და ხარაჯა ([1614 წ.] XI. 3. 1448-534).
გოგინასშვილები
გორელი ვაჭრები, ქსნის ერისთავთა მკვიდრი ყმები, გიორგი მეფემ განუახლა მათი წყალობა დავით ქსნის ერისთავს (1683 წ. I. 21. Hd-2342).
![]() |
8.45 გოგინასშვილი || გოგინაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
გოგინაშვილი
გორს მცხოვრები, ედავებოდა საუბატაშვილი სასახლის ადგილზე, რომელსაც იგი როსტომ მეფისაგან ბოძებული საბუთის საფუძველზე იჩემებდა. დავა გაარიგა გივი ამილახორმა. გორელების მონაწილეობით სადაო ადგილები მოზომეს და ორივე მხარეს თავ-თავისი ნაწილი მიაკუთვნეს (1664 წ. Hd-1314).
გოგინაშვილი (ვარ. გოგინასშვილი) ავთანდილ - 1675-1690 წწ.
ძმა ერანა გოგინაშვილისა, იხ., მოწმე შიო კელესარიძის მიერ გორელი ბატონისათვის მიცემული თავნასყიდობის წიგნისა (1690 წ. III. 15. Hd-14788).
გოგინასშვილი ბერუკა
ჰყავს [ძმები]: პაპუნა, თამაზა, იყიდა სულია გოგიჭაშვილისაგან მიწა მელისწყაროში ბეჟუასა და კაკიასშვილის მიწებამდე (1690 წ. 1448-2145).
გოგინასშვილი გასპარა
შუამთელი, მოწმე არუთინ ოჰანასშვილის მიერ თავისი ძმის, მურადასათვის მიცემული ადგილის ნასყიდობის წიგნისა (1699 წ. III. 6. 1450-23/103).
გოგინაშვილი ერანა - 1675-1699 წწ.
გორს მცხოვრები, ჰყავს: ბიძა ალიხან, ძმა ავთანდილ, ძმისწულები: მანუჩარ, ზურაბ. მიჰყიდა მდივან ზურაბ [თუმანიშვილს] თავისი ნაყიდი, ვეციკაშვილისეული „დანპალათ“ მიწა მამუკა როსტევანაშვილის და მამასახლის ზალია ანდრონიკაშვილის მიწებამდე (1675 წ. Sd-33), ფარსადან ციციშვილმა მასა და „ერთობილ“ გორელებს მისცა ზედაველას მთაში, სანიაჟორსა და ურიულში ტყით სარგებლობის ნებართვა (1699 წ. II. 24. Hd-13151).
გოგინაშვილი ესტატე
მოწმე ბეროა ტერტერაშვილის მიერ მამიჯანა ტერ-ზაქარას შვილისათვის მიცემული თავნასყიდობის წიგნისა (1668 წ. IV. 15. Hd-2578).
გოგინაშვილი ვართანა
მოწმე ბალაბულანთ საქოას მიერ ქეფინაანთ არუთინასათვის მიცემული სახლ-კარის ნასყიდობის წიგნისა (1697 წ. VIII. 20. Hd-13022).
გოგინაშვილი ზურაბ - ძმისწული ერანა გოგინაშვილისა, იხ.
გოგინასშვილი თამაზა - [ძმა] ბერუკა გოგინასშვილისა, იხ.
გოგინაშვილი მანუჩარ - ძმისწული ერანა გოგინაშვილისა, იხ.
გოგინასშვილი მირველა
მძოვრეთში მცხოვრები, ჰყავს ძმა პაპინა, იგი, ძმასთან ერთად, წილად ხვდა ქაიხოსრო [ციციშვილს] ([1664-1673 წწ.] 1448-5042).
გოგინასშვილი ნაზარა
მოწმე ყალანდარ თუმანიშვილის მიერ სარქისა [ხითარიშვილისათვის] მიცემული პირობის წიგნისა (1696 წ. VI. 28. Sd-482).
გოგინასშვილი ნასყიდა
მოწმე ქაიხოსროვანთ-ამსარქისასშვილ ოჰანას მიერ [ქაიხოსროვანთ] პაპინასშვილ ასლამაზისათვის მიცემული ნასყიდობის წიგნისა (1699 წ. IV .20. 1448-275).
გოგინასშვილი ნინათა
გადაუღია სარქისას მიერ არაქელა ბეგიჯანაშვილისათვის მიცემული სასახლის ნასყიდობის საბუთის პირი (1641 წ. 1448-2939).
გოგინასშვილიპ პაპინა - [ძმა] პირველა გოგინასშვილისა, იხ.
გოგინაშვილი პაპუა
მოწმე ელიზბარა ხარატასშვილის მიერ თბილისის მოურავ მანუჩარისთვის მიცემული მამულის საჯინიბოზე გაცვლის წიგნისა (1673 წ. I. 1. Hd-1785).
გოგინასშვილი პაპუნა - ძმა ბერუკა გოგინასშვილისა, იხ.
გოგინაშვილი ქიტუნა
მოწმე გოჯასპ საგინასშვილის მიერ ქაიხოსრო აბაშისშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1697 წ. XI. 1. 1450-15/5).
გოგინასშვილი ყაზარა
ბაყალი, მოწმე ხანგანოსათ თოროსასშვილ აფრიამას მიერ ბარათაშვილ ქაიხოსროსათვის მიცემული სახლების ნასყიდობის წიგნისა (1683 წ. XII. 30. Qd-8563).
გოგინაშვილი ჯანგირა
ახალშენში მცხოვრები, ერთი კომლი, შეტანილია სვეტიცხოვლის საკომლოების ნუსხაში (1619 წ. 1449-1792).
გოგინასშვილი ხუდადა
გორელი, მოწმე შაჰუანთ გოგინასშვილ ავთანდილის მიერ ხუდუანთ გრიქორასშვილ ასლანასათვის მიცემული ოთახის ნასყიდობის წიგნისა (1699 წ. IX. 15. Hd-1698).
გოგინაძე
წესს მცხოვრები, [სორის] მონასტრის ყმა, ბედან ერისთავმა მისი წყალობა განუახლა მონასტერს (XV ს. H-1707, 54 r).
გოგისძე
ბარძიმ ამილახორმა იგი, მამულით, შესწირა საყვირეთის ღმრთისმშობელს (1596 წ. 1450-25/93).
გოგიტა: გოგიტაური
დედოფალმა ელენემ გოგიტაური ნაოხარი მამული სოფელ კუნელში დაუმტკიცა [მაღალაძეს] (1512 წ. Ad-1498-16).
გოგიტა
ალისმერეს მცხოვრები, ემართა: ქუთაისის საყდრის ბეგარა: თორმეტი თეთრი, ერთი ლიტრა სანთელი, ერთი ლიტრა მატყლი, რვა ნაოთხალი იფქლი, ორი კვერცხი, ორი პური, ერთი ლიტრა მარილი და მეულაყეობა (1558 წ. H-626).
გოგიტა
დამწერი თადნია ალფასიძის მიერ მოძღვარ [იობ] ფადლაძისათვის მიცემული ტყის ნასყიდობის წიგნისა (XVI ს. I მეოთხ. Hd-1552 ვ).
გოგიტა: შავერდასეული გოგიტა
პატარძეულს მცხოვრები, ერთი კომლი, დავით მეფემ იგი შესწირა წმინდა ნინოს ეკლესიას ([1602 წ.] 1449-1782).
გოგიტა - შვილი მიქელისა, იხ.
გოგიტა
დაღეთს მცხოვრები, გოგიტას სანაცვლოდ ყორჩიბაშ ბაადურ [ციციშვილს] წილში ერგო მატია და მისი ძმა (1651 წ. ახლო. 1450-37/155).
გოგიტა
მოწმე პაპუნა გოსტაშაბიშვილის მიერ ოქროპირისათვის მიცემული მამულის წყალობის წიგნისა (1665 წ. V. 1. Hd-9447).
გოგიტასშვილები
სანებელში მცხოვრებნი, ედიშერ და პაპუნა [ციციშვილების] გაყრის დროს ისინი, მამულით, ერგნენ პაპუნას ([1688-1703 წწ.] Hd-1636).
გოგიტაშვილები
აზატი ყმები, თვალს „გამოღმა“ მცხოვრებნი, „მართალი კაცის“ გარდაცვალების შემთხვევაში, ევალებოდათ ნინოწმინდის საყდრისათვის შეკაზმული ცხენისა და იარაღის გამოღება ([1688-1694 წწ.] Ad-116).
![]() |
8.46 გოგიტასშვილი || გოგიტაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
გოგიტაშვილი
როკითს მცხოვრები, იოვაკეს მიერ ქრთამში აღებულ მისეულ პარტახტ მამულს ემართა ქუთაისის საყდრის ბეგარა (1578 წ. H-626).
გოგიტაშვილი
მის საკომლოზე სხლნარში დავა ჰქონდათ პაპუა,გუგუნა და ვარაზა გერმანოზისშვილებს ([1688-1703 წწ.] Sd-577-ა).
გოგიტაშვილი აბრამა
ზახორს მცხოვრები, ზურაბ ღაზნელის ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა თოფით ლაშქრობა(XVII ს. II ნახ. 1448-5032).
გოგიტასშვილი ალექსი
სანებლისში მცხოვრები, წილად ხვდა ქაიხოსრო [ციციშვილს] ([1664-1673 წწ.] 1448-5042).
გოგიტაშვილი გიორგი - ძმა მახარობელ გოგიტაშვილისა, იხ.
გოგიტაშვილი ელიკა
ძახორს მცხოვრები, მოწმე ბერის მიერ იონათამ ლიპარიტიშვილისათვის მიცემული ნაფუძრისა და სახლის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. Hd-9993).
გოგიტაშვილი ირემა
მოწმე ზაალ ბარათაშვილის მიერ ზაალ ყორღანაშვილისათვის მიცემული სასახლის ადგილის ნასყიდობის წიგნისა (1662 წ. VI. 1450-1/52).
გოგიტაშვილი მახარობელი
სურნისში მცხოვრები, პაპუა ტატიშვილის ყმა, ჰყავს: ძმა გიორგი და ძმისწულები, გიორგის ორი ვაჟი. მოხსენიებულია ზემო ქართლის სადროშოს აღწერის დავთარში (XVII ს. II бsb. Qd-7017).
გოგიტაშვილი სუხია
გლეხი, იგი დავით მეფემ შესწირა ნინოწმინდას (1602 წ. 1449-2635).
გოგიტიძე იოანე
მგალობელი, ჰყავს ბიძა შემოქმედის წინამძღვარი მათე. ვახტანგ გურიელმა იგი დანიშნა შემოქმედში, ზარზმის საყდარში, თავისი საწინამძღვროს კანდელაკად; უწყალობა ხუთი კომლი, გაუჩინა ჯამაგირი: წელიწადში ათი გვერდი ღომი და ხუთი ქილა მარილი(1572 წ. ქსძ. VI. № 333).
გოგიტიძე მათე
შემოქმედის წინამძღვარი, ბიძა იოვანე გოგიტიძისა, იხ.
გოგიშვილი იოთამ
მოწმე ასპან ამირეჯიბის მიერ სეხნია გუგუნაშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს.მიწურული. Hd-748).
გოგიშვილი ნიკოლოზ
მოწმე ასპან ამირეჯიბის მიერ სეხნია გუგუნაშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. მიწ. Hd-748).
გოგიჩა
მუგუთს მცხოვრები, იგი წილად ხვდა იოთამ ბარათაშვილს ([1537-15381 წწ.] VIII. 16. 1450-11/112).
გოგიჩა
მისი ერთი ვენახი ბაგრატ [მუხრანის ბატონმა] შესწირა სვეტიცხოველს (XVI ს. I ნახ. 1449-1627).
გოგიჩა
კორთხას მცხოვრები, მასა და ღვთისავარ თათელიშვილს ემართათ ქუთაისის საყდრის ბეგარა: თეთრი, ერთი ლიტრა სანთელი, ერთი ურემი ღომი, ერთი ნაოთხალი ქერი, ერთი კვერცხი (1558 წ. H-626).
გოგიჩა
სკრას მცხოვრები, გოშფარ და როინ [ჯავახიშვილების] გაყრის დროს იგი, თავისი მამულით, ერგო როინსა და მის ბიძაშვილებს ([1527-1558 წ.] Qd-605).
გოგიჩა
ღანუხს მცხოვრები, იგი, სხვა გლეხებთან ერთად, ლეონ მეფემ უწყალობა და გაუთარხნა ანდერმან ჩოლაყასშვილს (1568 წ. Hd-14430).
გოგიჩა
ბუეთს მცხოვრები, ემართა საგენათლოს ბეგარა: ჩვიდმეტი თეთრი, შვიდი კოკა ღვინო, ოთხი ქათამი, ორი ძღვენი და მუშაობ ა(1621 წ. ქსძ. III. №191).
გოგიჩა
ჰყავს [სახლიკაცები]: შავერდა, შიო, სულია. ანდერმან [ჩოლაყაშვილს] მიჰყიდა ლომისაშვილის მიწაზე თავისი წილი მამული (XVII ს. ბოლო მეოთხ. S-3728, 164 r).
გოგიჩაიშვილები
ფარცმანაყანევს მცხოვრებნი, ემართათ აფხაზეთის საკათალიკოსო ბეგარა: ორმოცი კოკა ღვინო, ორი თეთრი (1621 წ. ქსძ . III. № 91).
გოგიჩასშვილი
ედიშერ და პაპუნა ციციშვილების გაყრის დროს მისი მამული ერგო პაპუნას ([1688-1703 წწ.] Hd-1636).
გოგიჩაური
ალექსანდრე მეფემ - გოგიჩაური მამული შესწირა ალავერდის ეკლესიას ([1590-1600 წწ.] 1449-1609).
გოგიჩაური
ნიჩბისში მცხოვრები, ედიშერ და პაპუნა ციციშვილების გაყრის დროს მისი მამული ერგო ედიშერს ([1688-1703 წწ.] Hd-1636).
გოგიჩაშვილი
ციციშვილებს, ყაიას, ყორჩიბაშ ბაადურსა და სარდალ პაპუნას შორის სამწევრისის სამამულე დავის წიგნში აღნიშნულია, რომ მას ეჭირა ციციშვილების სამი დღის მიწა ([1633-1658 წწ.] 1448-2316).
გოგიჩაშვილი
ჩხერის ციხეში მცხოვრები, გიორგი აბაშიძემ იგი, მისი მამულით, ნასისხლად მიართვა პაატა აბაშიძეს ([1658-1675 წწ.] Sd-535).
გოგიჩაშვილი დათუნა
მის ფარდად ბადურ ციციშვილს წილად ხვდა ბეგულა ([1633-1658 წწ.] Sd-872).
გოგიჩაშვილი მამია
მოწმე პატა სონღულაშვილის მიერ ზოსია [სონღულაშვილისათვის] მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. Hd-14005).
გოგიჩაშვილი შოშია
ვანთას მცხოვრები, ამილახორის ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით, მისი კომლიდან სამ კაცს ევალებოდა შუბით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
გოგიჩაძე მამისბედა
მოწმე ბაბურ ტურაბერაძის მიერ იობ ფადლაძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (XVI ს. I მეოთხ.Hd-1552 ით).
გოგიძე გიორგი
კარალეთში მცხოვრები, ქაიხოსრო ციციშვილის მეკოდისპურე ყმა (1700 წ. 1448-3602).
გოგიძე ნინია
იხსენიება ბეჟიტა გოგიბაშვილის მიერ მახარა ლომსაძისათვის მიცემულ წისქვილის ნასყიდობის წიგნში: „გოგიძე ნინია ერთის კარით მონასყიდე არის“ (1700 წ. Hd-2307).
![]() |
8.47 გოგიჭასშვილი || გოგიჭაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
გოგიჭაშვილი
ნაზარალი-ხანმა იგი გაუთარხნა ოჟორის მონასტერს (1699. XI. 26. Qd-9586).
გოგიჭასშვილი გიორგი - ძმა სულია გოგიჭასშვილისა, იხ.
გოგიჭასშვილი სულია
ჰყავს ძმა გიორგი, მიჰყიდა ბერუკა გოგინასშვილს მიწა მელისწყაროში ბეჟუასა და კაკიასშვილის მიწებამდე (1690 წ. 1448-2145).
გოგიჯანაშვილები
ნაზარალი-ხანმა უბრძანა მათ ხელი აეღოთ სველნურ მიწებზე (1700 წ. VII. 30. 1449-1865).
გოგიჯანაშვილი
წიწამურს მცხოვრები, ზაალ გურამიშვილის ყმა, მოწმე ზაალ გურამიშვილის მიერ სუხიტა ვარდანაშვილისათვის მიცემული თარხნობის წიგნისა (1672 წ. 1450-36/215).
გოგიჯანაშვილი
ქვათახევის ყმა, ნაზარალი-ხანი ადასტურებს, რომ იგი ძველთაგანვე ქვათახევის ყმა ყოფილა და თხოვს უცნობ პირს - გოგიჯანაშვილის შერიგებას წინამძღვართან (1700 წ.] 1449-1666).
გოგიჯანაშვილი გულისადებ
ფუტრევს მცხოვრები, ზაალ ბარათაშვილის ყოფილი მკვიდრი ყმა, მოუნდომებია სვეტიცხოვლის ყმობა და მისულა კათალიკოსთან, ზაალ ბარათაშვილმა მის საფასურში კათალიკოსს ფეშქაში გამოართვა და შემდეგ შესწირა სვეტიცხოველს (1654 წ. Ad-1874).
გოგიჯანაშვილი დათუნა
მოწმე დურმიშხან ფალანხოსროშვილის მიერ ადუა შავერდაშვილისათვის და მამუკა გოსტაშაბიშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნებისა (1673 წ. Qd-9818, 1676 წ. IX. 5. Hd-2104).
გოგიჯანაშვილი ზაქუტა
გიორგი [გურამიშვილის] ყოფილი გლეხი, ერთი კომლი, ნაზარალი-ხანმა იგი უწყალობა გიორგის განაყოფს, გურამ გურამიშვილს (1693 წ. 1450-14/50).
გოგიჯანაშვილი თევდორა - ძმა მამისიმედ გოგიჯანაშვილისა, იხ.
გოგიჯანაშვილი მამისიმედი
ზაალ გურამიშვილის ყმა, ჰყავს ძმები: ჯანია, შერმაზანა და თევდორა, ზაალ გურამიშვილმა მას ამოუკვეთა კულუხი და სამოჴელეო (1678 წ. XII. 5. Hd-14194).
გოგიჯანაშვილი მამისიმედი
წიწამურს მცხოვრები, გივი და ფარემუზ გურამიშვილების ყოფილი ყმა, ნაზარალი-ხანმა იგი, თავისი მამულით, უწყალობა გურამ გურამიშვილს (1693 წ. 1450-14/50, 1494 წ. VI. 4. 1448-57).
გოგიჯანაშვილი პაპუნა
ფუტრევს მცხოვრები, უშვილოდ გარდაცვლილი დურმიშხან ბარათაშვილ-ფალავანხოსროშვილის ყმა, მეფე გიორგიმ იგი და მასთან შეყრილი სვანიშვილები უწყალობა დურმიშხანის განაყოფს, ბარათა ბარათაშვილ-ფალავანხოსროშვილს (1688 წ. V. 3. Qd-9815).
გოგიჯანაშვილი ფოცხვერა - ჯვარის ხატის ყმა (XVII ს. Hd-14912 გ).
გოგიჯანაშვილი შერმაზანა - ძმა მამისიმედ გოგიჯანაშვილისა, იხ.
გოგიჯანაშვილი ჯანია - ძმა მამისიმედ გოგიჯანაშვილისა, იხ.
გოგლა
ჰყავს ძმები: გაგულ და მახარა. მღვდელ თევდორეს მამამისის საორმოცედ მისცა წვერწვერის მიწის ბოლო ადგილი ბადრიასშვილის მიწამდე და დამპალ წყლამდე (XVII-XVIII სს. მიჯნა. Hd-1639 გ).
გოგლაურიშვილი ბერა - 1689-1691 წწ.
მოწმე სულხან გოგალაძისეული მიერ არდაშელ ბუნიათიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1689 წ. Hd-811); მოწმე და გადამწყვეტი: ღონენა ფარემუზიშვილის მიერ ბააკა ბუნიათიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1691 წ. Hd-809), უზნაძე ოთანაშვილ პაატას მიერ ბააკა ბუნიათიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1691 წ. Hd-813).
გოგლია
ხელთუბანს მცხოვრები, იგი, თავისი მამულით წილად ხვდა ჯიმშიტა [თუმანიშვილს] (1656 წ. Hd-11935).
გოგლია
მისი ვენახი ესაზღვრებოდა ბალიასა და არუთინას კუთვნილ ხეჩატურეულ ვენახს (1665 წ. QD-195).
გოგლიაური გოგლია
მოწმე ნინიკა ყაიზიშვილის მიერ მანუჩარ თუმანიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1670 წ. II. 20. Sd-48).
გოგლიაშვილი პაატა
ქარელში მცხოვრები, იგი წილად ხვდა ქაიხოსრო [ციციშვილს] ([1664-1673 წწ.] 1448-5042).
გოგლისშვილი ავთანდილ - შვილი იოანე გოგლისშვილისა, იხ.
გოგლისშვილი იოანე
ჰყავს შვილი ავთანდილ. მასთან ერთად მოწმეა წინამძღვარ მელქისედეკ ყანჩელის მიერ ძაბახიძეებისათვის სამწირველოდ ვენახის ბოძების წიგნისა (1654 წ. 1449-1875).
გოგლისძე იაკობ
დეკანოზმა [გელათის] ხახულის ღმრთისმშობელს შესწირა ხელისძისეული ნასყიდი მამული, რომელზედაც, სხვა გლეხებთან ერთად, იგიც სახლობდა ([1259-1293 წწ.] 1449-1586).
გოგლიჩაძე ხახუტა
რიონს მცხოვრები, ერთი კომლი, დედოფალმა ნესტანდარეჯანმა იგი შესწირა გელათს ალექსანდრე მეფის სულის მოსახსენებლად (1660 წ. ახლო. Ad-598 ა), ეს შეწირულება შემდგომ განაახლა ალექსანდრე მეფემ. ევალებოდა ორი კოდი ღომი ([1683-1695 წწ.] Ad-598 ბ).
გოგლიძე
მის საზღვრამდე მიჰყიდა ჯარდან ტატიშვილმა შოშიტა მიქელაშვილს მიწა (1697 წ. ახლო. Hd-750).
გოგნასძე გულმაგარ
ჯიქთუბანში მცხოვრები, იგი ჯავახ ჭილაძემ შესწირა სვეტიცხოველს (1549 წ. 1449-1666).
გოგნელასშვილი იოვანე
სთნოელი, მერაბ ყორღანაშვილმა იგი დაასახელა მოფიცრად თბილელ [ელისე] საგინაშვილთან ფიცხისზე დავის გარიგების დროს (1635 წ. XI. 14. 1449-2649).
გოგნია
ნადარბაზევს მცხოვრები, სამთავნელის ყმა, ბოგანო, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
გოგნია
ვაქირის ქემხა, ნაზარალი-ხანის ბრძანებით, გაარიგა ბოდბის წმინდა ნინოს ყმა-მამულებისა და გამოსაღებების საქმე (1700 წ. 1449-1461).
გოგნიაი
იხსენიება მინაწერი საბუთის ფრაგმენტში (XVI ს. ) A-222, 151 v-152 r).
![]() |
8.48 გოგნიასშვილი || გოგნიაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
გოგნიასშვილი
ბისში მცხოვრები, ედიშერ და პაპუნა [ციციშვილების] გაყრის დროს მისი მამული ერგო პაპუნას ([1688-1703 წწ.] Hd-1636).
გოგნიაშვილი
მისი ყმები იხსენიებიან სვეტიცხოვლის საკომლოების ნუსხაში (1689 წ. 1449-1792).
გოგნიაშვილი
ბოსლეთს მცხოვრები, მოხსენიებულია ყმების ნუსხაში (XVII-XVIII სს. Hd-819).
გოგნიაშვილი გიორგი
ხოდაშენს მცხოვრები, ნაცვალი, მისი ყმა - დათო ესიტაშვილი შეტანილია სვეტიცხოვლის საკომლოების ნუსხაში(1619 წ. 1449-1792).
გოგნიაშვილი გოგია
თვალათუბანში მცხოვრები, ედიშერ და პაპუნა [ციციშვილების] გაყრის დროს იგი, მამულით, ერგო ედიშერს ([1688-1703წწ.] Hd-1636).
გოგნიაშვილი დათა
თვალათუბანში მცხოვრები, ედიშერ და პაპუნა ციციშვილების გაყრის დროს იგი, მამულით, ერგო ედიშერს (1688-1703 წწ.] Hd-1636).
გოგნიაშვილი ზურაბა
ხანდაკში მცხოვრები, გოშფარ და როინ ჯავახიშვილების გაყრის დროს იგი ერგო როინსა და მის ბიძაშვილებს ([1527-1558 წწ.] Qd-605).
გოგნიაშვილი მამუკა
თვალათუბანში მცხოვრები, ედიშერ და პაპუნა [ციციშვილების] გაყრის დროს იგი, მამულით ერგო ედიშერს (1688-1703 წწ.] Hd-1636).
გოგნიტასშვილი დათუნა
ღუროს მცხოვრები, ერთი კომლი, ერთი თავი, ერთი თოფი, გიორგი გურამიშვილის ყმა (XVII ს. Hd-14912 ი).
გოგნიტასშვილი ქიტია
ღუროს მცხოვრები, ერთი კომლი, ერი თავი, ერთი თოფი, გიორგი გურამიშვილის ყმა (XVII ს. Hd-14912 ი).
გოგოაწითელასშვილი
ქუთაისს მცხოვრები, ევალებოდა ქუთაისის საყდრის ბეგარა: ხელოსნობა და სამსახური (1578 წ.H-626).
გოგობასშვილი
[გაბელიძეების] მიერ ულუმბის ღმრთისმშობლის მონასტრისათვის შეწირული ყმა-მამულის ნუსხის მიხედვით, მასა და კოკაჲსშვილს ევალებოდათ ბეგარა - ფრცული ღალა ათისთავი, ისე, როგორც ნუსხაში ეწერა (XVI ს. ქრ. II. 212).
გოგობაშვილი ბეჟიტა
ჰყავს შვილი გოგია. მიჰყიდა მახარა ლომსაძეს ნახევარი წისქვილი სათავით (XVII ს. Hd-2307).
გოგობაშვილი გოგია - შვილი ბეჟიტა გოგობაშვილისა, იხ.
გოგობერიძე
ოცხანს მცხოვრები, ორი კომლი, ემართა აფხაზეთის საკათალიკოსო ბეგარა: ხუთი სამოსელი, ორი გოდორი ღომი, ექვსი კოკა ღვინო, საპურობო და ლაშქრობა (1621 წ. ქსძ. III. № 91).
გოგოლასშვილი თევდორა
ღუროს მცხოვრები, სახლთუხუცესი, ლევან [გურამიშვილის] ყმა, ერთი კომლი, ერთი თავი, ერთი თოფი (XVII ს. Hd-14912 ი).
გოგოლაური
მისი სამანის ბოლოს, თამთის წყაროს გამოღმა, მიჰყიდა მიწა პაპუნა შატბერაშვილმა მანუჩარ თუმანიშვილს (XVII ს. შუა ხანები. Sd-837).
გოგოლაური
ხელთუბნელი, მის ნაფუძარზე მანუჩარ და ჯიმშიტა თუმანიშვილებმა დაასახლეს ახლად ნაყიდი ყმები (1657 წ. Ad-962 ); მისი ნაფუძარი ესაზღვრებოდა ხოსიტა თუმანიშვილის მიერ მანუჩარ თუმანიშვილისათვის მიყიდულ მიწას (1660 წ. IV. 6. Hd-8054).
გოგოლაური
ალექსი მელიქისშვილისა და ოთარასშვილების ნაქონი გოგოლაური მამული ანდუყაფარ, ქრისტეფორე და ვახტანგ ამილახვრის შვილებმა უბოძეს დათუნა ტარსაიჭაშვილს ([1678-1695 წწ.] Ad-1203).
გოგოლაური ბერი
მოწმე თამაზ ჩააკაშვილის მიერ ბააკა ბუნიათიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1690 წ. Hd-829).
გოგოლაური გოგლია - [1653]-1665 წწ.
ხელთუბანში მცხოვრები, იგი, თავისი მამულით, წილად ერგო მანუჩარ და ჯიმშიტა თუმანიშვილებს ([1653-1657 წწ.] Hd-14665 ); მოწმე პატა შატბერაშვილის მიერ მანუჩარ თუმანიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1665 წ. V. 1. Sd-54).
გოგ[ო]რდავა
ჭალას მცხოვრები, ემართა აფხაზეთის საკათალიკოსო ბეგარა: საპურობო, ერთი ღორი, ერთი ქათამი, სამი ლიჯი ღომი, სამი გუდა ღვინო, მესამე წელს - ექვსი კოკა ღვინო, ექვსი ლიჯი ღომი, მესამე წელიწადს - ერთი ღორი საყანედ (1621 წ. ქსძ. III. №91).
გოგორდავა გვატა
ჭალას მცხოვრები, ემართა აფხაზეთის საკათალიკოსო ბეგარა: გოჭკუმური, ოთხი კოკა ღვინო, ერთი ლიჯი ღომი, ერთი ღორი ყანისათვის (1621 წ. ქსძ. III. № 91).
![]() |
8.49 გოგორისშვილი || გოგორიშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
გოგორიშვილი ბერი
მოწმე თაყა ბარათაშვილის მიერ შიოშ ლარაძე-ზურაბიშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა ( 1690 წ. VII. 1450-10/136).
გოგორიშვილი (ვარ. გოგორისშვილი) ზურაბ - 1678-1687 წწ.
მოწმე კათალიკოს ნიკოლოზ ამილახვრის მიერ ხუცია მაღალაძისათვის მიცემული სოფლის წყალობის წიგნისა (1678 წ. XI. 3. 1450-23/64), ნიკოლოზ კათალიკოსის მიერ სვეტიცხოვლის სახლთუხუცეს რევაზ მაღალაძისათვის მიცემული ვენახისა და ყმის წყალობის წიგნისა (1687 წ. Ad-1646).
გოგორიშვილი პაპუნა
მოწმე ხოსიტას მიერ თამაზასთვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1691 წ. VI. 30. Hd-5266).
გოგორისშვილი (ვარ. გოგორიშვილი) ხუცია - 1657, 1659 წწ.
მოწმე: შერმაზან მერაბიშვილის მიერ ერასტი იოთამიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1657 წ. 1450-38/19), ზურაბ ზედგინიძის მიერ გივი ამილახორისათვის მიცემული ყმა-მამულის ნასყიდობის წიგნისა (1659 წ. Hd-2119).
გოგოტაშვილი გიორგი
ჰყავს [სახლიკაცი] დავით, დაეკისრა ჭარელისძის მიერ ომში მოკლული აზნაურის, მანგასარ მიქელაძის სისხლის გადახდა, რაც შეადგენდა: რვა ტან აბჯარს, შვიდ გლეხს, ცხენს და „უთვალავ“ ხარს (1326 წ. Hd-14793 სას.).
გოგოტაშვილი დავით - [სახლიკაცი] გიორგი გოგოტაშვილისა, იხ.
გოგოღლა: გოგოღლასეული
გორამიყარს გოგოღლასეული ორი კომლი ალექსანდრე მეფემ უწყალობა არსლან ჯანდიერიშვილს (1584 წ. VII. 7. 1448-5528).
გოგოშვილი ავგაროზა
ავგაროზა გოგოშვილი და ლომიტაშვილი - ერთი კომლი, შეტანილია ალავერდის ტაძრის საკომლოების ნუსხაში (XVII ს. Ad-848).
გოგოშვილი ავთანდილ
ერთი კომლი, შეტანილია ალავერდის ტაძრის საკომლოების ნუსხაში (XVII ს. Ad-848).
![]() |
8.50 გოგოჩასშვილი || გოგოჩაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
გოგოჩასშვილი ბასილა - შვილი შოშია გოგოჩასშვილისა, იხ.
გოგოჩასშვილი ბატატა - [ძმა] მამისიმედ გოგოჩასშვილისა, იხ.
გოგოჩასშვილი ბეჟუა - შვილი შოშია გოგოჩასშვილისა, იხ.
გოგოჩასშვილი ბერა - შვილი შოშია გოგოჩასშვილისა, იხ.
გოგოჩასშვილი ბერუა - [ძმა] მამისიმედ გოგოჩასშვილისა, იხ.
გოგოჩაშვილი ბერუკა - ძმა დემურჩა გოგოჩაშვილისა, იხ.
გოგოჩასშვილი გოდერძი - შვილი შოშია გოგოჩასშვილისა, იხ.
გოგოჩასშვილი გულისადებ (ვარ. გულია) - შვილი შოშია გოგოჩასშვილისა, იხ.
გოგოჩაშვილი დათუნა
მის ფარდად ყორჩიბაშ ბადურ ციციშვილს წილად ხვდა ბეგულა (1639-1658 წწ.] Sd-872).
გოგოჩასშვილი დათუნა - 1673-1680 წწ.
ძმა შოშია გოგოჩასშვილისა, იხ., მოწმე ზაზუტა კოპინაშვილის მიერ ბერინა ზარიძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1680 წ. Hd-6108).
გოგოჩაშვილი დემურჩა
ჰყავს: მამა მამისიმედი, ძმები: ზოსია, ივანე, ბერუკა, ბიძა მახარებელი, შვილები: დათუნა, ნასყიდა, შოშიტა, სახლიკაცები: პაატასშვილები: ზაქუტა, ბერუკა ბიბიტასშვილები: დათუნა, იორდანე, ბადრია. მიჰყიდა ამირაღა მესხასატურასშვილს ტინისხიდს მიწა მისივე მიწის გვერდით, ოთეღრაშვილისა და ბასტამაშვილის მიწებამდე (1649 წ. VII. 25. Hd-5306).
გოგოჩასშვილი ზოსიმა - [ძმა] მამისიმედ გოგოჩასშვილისა, იხ.
გოგოჩასშვილი მამისიმედი
ჰყავს ძმები: პაპუა, მახარებელი, ზოსიმა, ბატატა და ბერუა, შვილი დემურჩა გოგოჩასშვილი, იხ., იყიდა შანშე ჯავახიშვილისაგან ქებათკარს გოჩიას ველი - ორი დღის მიწა (1616 წ. Hd-1576).
გოგოჩასშვილი მახარებელი
[ძმა] მამისიმედ გოგოჩასშვილისა, იხ., ბიძა დემურჩა გოგოჩაშვილისა, იხ.
გოგოჩასშვილი მახარებელი - შვილი შოშია გოგოჩასშვილისა, იხ.
გოგოჩაშვილი ნასყიდა - შვილი დემურჩა გოგოჩაშვილისა, იხ.
გოგოჩასშვილი პაპუა - [ძმა] მამისიმედ გოგოჩასშვილისა, იხ.
გოგოჩასშვილი პაპუნა - შვილი შოშია გოგოჩასშვილისა, იხ.
გოგოჩასშვილი როინა - შვილი. შოშია გოგოჩასშვილისა, იხ.
გოგოჩასშვილი სეხნია - შვილი შოშია გოგოჩასშვილისა, იხ.
გოგოჩასშვილი (ვარ. გოგოჩაშვილი) შოშია - 1673-1690 წწ.
ჰყავს ძმა დათუნა , შვილები: პაპუნა, ბერა, ბეჟუა, გულისადებ, სეხნია ([1673-[1690 წწ]. Hd: 14517, 2513, 2532, 9390, 9387), გოდერძი ([1673-1681 წწ.] Hd: 14517, 9390, 2532, 2513), მახარებელი (1681 წ. Hd: 9390, 2532, 2513), როინა (1681 წ. Hd: 9390, 2513), ხახანა, ბასილა (1690 წ. Hd: 9386, 9387), განაყოფი ზაქუტა [დემურჩასშვილი] (1690 წ. ახლო. Hd-9387), იყიდა: ნასყიდა შავერდაშვილისაგან მიწა ამირანაშვილისა და ბახჩიშვილის საზღვრებამდე (1673 წ. I. 1. Hd-14517), მისგანვე - „ხატის მიწის“ ნახევარი (1681 წ. III. 1. Hd 2513), შემდგომში მთლიანად - „ხატის მიწა“ თავაქალაშვილისა და ამირანაშვილის მიწებამდე (1681 წ. V. 27. Hd-9390) თავისი განაყოფის, ზაქუტა [დემურჩასშვილისაგან] - მისი მიწის, „ნადირთველის“ ნახევარი (1681 წ. III.15. Hd-2532), მისგანვე - სკრის ბოლოს ერთი დღის მიწა (1690 წ. ახლო. Hd-9387), ვანთელ ნონიკასაგან „მიწა (1690 წ. IV. 1. Hd-9386); მოწმე გოგია მეხრისშვილის მიერ ზუბიტა თოთიაურისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1680 წ.1448-8750).
გოგოჩაშვილი შოშიტა - შვილი დემურჩა გოგოჩაშვილისა, იხ.
გოგოჩაშვილი ხახანა - შვილი შოშია გოგოჩაშვილისა, იხ.
გოგოძე ელბადურ
მოწმე ალექსანდრე მეფის მიერ კაციბერ თოფურიძისათვის მიცემული სასისხლო სიგელისა (XVI-XVII სს. ქმ. №1608 სას.).
გოგოძე ივანაი
ჭახათს მცხოვრები, ჰყავს [სახლიკაცი] მამუკაი. იგი გიორგი გურიელმა უწყალობა ბოქაულთუხუცეს მირზაბეგ თაუდგირიძეს ([1664-1677 წწ.] ლაი. 800. I. № 1201).
გოგოძე მამუკაი - [სახლიკაცი] ივანაი გოგოძისა, იხ.
გოგოჭასშვილი
ფიტარეთს მცხოვრები, იოთამ და ორბელ ბარათაშვილების გაყრის დროს იგი წილად ხვდა იოთამს ([1538-1538 წწ.] VIII. 16. 1450--11/112).
გოგოჭური
მისი სახლი ესაზღვრებოდა ელიზბარ ნობასშვილის მიერ ბალაძისაგან ნაყიდ სამ სახლს (1689 წ. XII. 20. 1448-2940).
გოგოჭური მახარებელი
ქეთევან დედოფალს მისთვის უწყალობებია ხოდაშენს ბათიაშვილის ნაქონი მამული. შემდგომში მისი ქალი ალავერდის წმინდა გიორგის დეკანოზს თავისი ძმისათვის მიუთხოვებია. გოგოჭურის გარდაცვალების შემდეგ ქეთევან დედოფალმა ეს მამული ალავერდის წმინდა გიორგის დაუტოვა (1675 წ. 1449-2676).
გოგრაჭაძე
ტყისმცველი, როსტომ გურიელის მიერ ნასყიდა იაშვილისათვის ბოძებულ წყალობის წიგნში აღნიშნულია, რომ ჭარმაკაძე და გოგრაჭაძე ბოხვაძისა და ქობულიას ტყისმცველები არ ყოფილან ([1534-1566 წწ.] AРГA. 282-283).
გოგრაჭი
მის მიერ ბოძებული სოფელ ხორვაის შეწირულება გიორგი მეფემ განუახლა შიომღვიმის მონასტერს (1170 წ. Hd-1351).
გოგრაჭიშვილი - ლაზარე - [სახლიკაცი] მამუკა გოგრაჭიშვილისა, იხ.
გოგრაჭიშვილი მამუკა
მინაზარ [მაყაშვილის] შვილის ნაყმევი, ჰყავს (სახლიკაცები): ხარება, ლაზარე, ჭრელი. არჩილ მეფემ იგი უწყალობა როსებ მაყაშვილს (1675 წ. Ad-719).
გოგრაჭიშვილი ჭრელი - [სახლიკაცი] მამუკა გოგრაჭიშვილისა, იხ.
გოგრაჭიშვილი ხარება - [სახლიკაცი] მამუკა გოგრაჭიშვილისა, იხ.
![]() |
8.51 გოგრისშვილი || გოგრიშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
გოგრიშვილი ბეჟან - ბიძაშვილი ფაფილა გოგრიშვილისა, იხ.
[გოგრისშვილი] ბერუა - განაყოფი კაკალა გოგრისშვილისა, იხ.
გოგრიშვილი თამაზ - შვილი ფაფილა გოგრიშვილისა, იხ.
გოგრისშვილი თეიმურაზ - შვილი კაკალა გოგრისშვილისა, იხ.
გოგრისშვილი კაკალა
ჰყავს შვილი თეიმურაზ, მიჰყიდა ბერუა მოდრეკილაძეს თავისი განაყოფის, ბერუას მამული (XVII ს. Ad-1668).
გოგრიშვილი პაპუნა
მოწმე ბერ ქონაშვილის მიერ ელისბარ დავითიშვილისათვის მიცემული ყმობის პირობის წიგნისა (XVII-XVIII სს. მიჯნა. Hd-2757).
გოგრიშვილი ფაფილა
ჰყავს შვილები: თამაზ და ჯაში, ბიძაშვილი: ბეჟან, მას უწყალობა როსტომ მეფემ მისი ბიძაშვილის, ბეჟანის კერძი მესხი გლეხები და სახასო სკურის ჭალა (1642 წ. II. 15. Sd-557).
გოგრიშვილი ჯაში - შვილი ფაფილა გოგრიშვილისა, იხ.
გოგრიჭიანი
ფუნაგს მცხოვრები, წმინდა შიოს ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
გოგსაძე დათუნა - [ძმა] ნასყიდა გოგსაძისა, იხ.
გოგსაძე ნასყიდა
საკურნეს მცხოვრები, ჰყავს ძმა დათუნა. იგი, მამულით, ბაგრატ მეფემ უწყალობა ყუდანათ წერეთელს (1678 წ. Hd-14781).
გოგსია
იგი, თავისი სახლ-კარით, წილად ერგო გიორგი [ზუმბულიძეს] ([1695-1697 წწ.] 1450-31/142).
გოგუა სიქანდარა
ლევან დადიანმა იგი შესწირა ბიჭვინტის ღმრთისმშობელს და დააკისრა გადასახადი: ორი საპერანგე ტილო გოჭკუმურის, საკლავის, ღომისა და ღვინის მაგიერ (1628 წ. Sd-2904).
გოგუჩაშვილი დემურჩაი
მოწმე საზვია შოშიტაშვილის მიერ ადუა შოშიტაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. Ad-639).
[გოგშაძე] ბეჟუა - [შვილი] ნასყიდა გოგშაძისა, იხ.
გოგშაძე ნასყიდა
ჰყავს შვილი ბეჟუა, დათუნა მეფარიძესთან ერთად მიჰყიდა ბერინა ზარიძეს მკვიდრი მამული - „გრძელას“ მიწა ბახჩიაშვილისა და ნასყიდა შავერდაშვილის მიწებამდე, რუმდე და ჭანდა გორამდე (1680 წ. Ad-643 ა).
გოგჩა
იხსენიება საბუთის ფრაგმენტში (XVI ს. A-222. 151 v-152 v).
გოდაბრელიძე ბედანა
აზნაურიშვილი, მოწმე ზაალ წერეთლის მიერ ლაზარე მაჭარაშვილისათვის მიცემული პარტახტი მიწის წყალობის წიგნისა (XVII-XVIII სს. მიჯნა. Sd-1171).
გოდაბრელიძე ზალია
შუამავალი და მოწმე: გიორგი იასშვილის მიერ ქაიხოსრო წერეთლისათვის მიცემული ყმა-მამულის ნასყიდობის წიგნისა (1680 წ. ახლო. Hd -2239), გიორგი ფალავანდიშვილის მიერ ქაიხოსრო წერეთლისათვის მიცემული ყმა-მამულის ნასყიდობის წიგნისა (1680 წ.ახლო. Hd-2527).
გოდაბრელიძე თაყა
ჰყავს ძმისწული ოთია, მოწმე ხოსიტა დამღაწაშვილის მიერ ქავთარ სამხარაძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა ([1666-1669წწ.] Sd-818).
გოდაბრელიძე იესე
მოწმე შანშე ჯავახიშვილის მიერ გიორგი ცალქალამანიძისათვის მიცემული ყმა-მამულის ნასყიდობის წიგნისა (1609 წ. ახლო. Hd-7567).
გოდაბრელიძე ოთია - ძმისწული თაყა გოდაბრელიძისა, იხ.
გოდაბრელიძე რამაზა
[ჩხარის] ციხის მეციხოვნე, სხვა მეციხოვნეებთან ერთად დაარბია და გაძარცვა გლეხები, ლიპარიტ ფცქიალაძეს წაართვა ასი გვერდი ფეტვი (XVII ს. Ad-2233 ბ).
გოდაშვილი ხახუტა
გლეხი, იგი პაატა აბაშიძემ შესწირა კაცხის ეკლესიას, დააკისრა გამოსაღები: ოცი ათიანი ღვინო, ერთი გობი საფერე, ოცი თეთრის საკლავი ან მის ნაცვლად ოცი ათიანი ღვინო, რვა ქათამი, ერთი საპურობო ბურვაკი, ორი ფოხალი ღომი, ერთი შაურის გოჭი, საბატკობო,ორი „სართლო“ ქათამი, ერთი კოდი პური, ერთი კოდი ქერი, ოცდაორი კვერცხი ([1684 წ.] სკ. III. 55).
გოდერაძე
კარალეთს მცხოვრები, ქაიხოსრო ციციშვილის მეკოდისპურე ყმა (1700 წ. 1448-3602).
გოდერძა - შვილი გურგენასი, იხ.
გოდერძა
დარბაზს მცხოვრები, მოწმე დუშია გოგიბაშვილის მიერ ფარემუზ გოგიბაშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1694წ. IV.1450-6/36).
გოდერძა
მღებარი, მოწმე გიორგი ქუბაძის მიერ ზაალ წინამძღვრისშვილისათვის მიცემული მიწების ნასყიდობის წიგნისა (1700 წ. VIII. 29. Hd-14317).
![]() |
8.52 გოდერძაანთ || გოდერძასშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
გოდერძასშვილი გოდერძა
დიცში მცხოვრები, ერეკლე მუხრანის ბატონის მეკოდისპურე ყმა (1700 წ. 1448-3602).
გოდერძაანთ სუხანა
მოწმე ნიკოლოზ გაბაშვილის მიერ არსელა ამსოაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1616 წ. V. 22 1450-13/60).
გოდერძეული გოდერძი
მოწმე თაყინა, საფარა, ბეჟანა, ქ[ა]იხოსროვა და როსტომა ენალასშვილებს შორის აბანოზე დავის გარიგების წიგნისა (1690 წ. XI. 2. Qd-650).
გოდერძი
მის მიერ ბოძებული სოფლის, ივანწმიდის შეწირულება გიორგი მეფემ განუახლა შიომღვიმის მონასტერს (1170 წ. Hd-1351).
გოდერძი
ხელი ჩაურთო სვეტიცხოვლისათვის მიცემულ ყმა-მამულის შეწირულების წიგნს (1514 წ. 1449-1589 ფრაგმ.).
გოდერძი - ძმა ალიბეგისა, იხ.
გოდერძი - 1654-1669 წწ.
გორის მამასახლისი || მამასახლისი, ჰყავს ძმა დათუნა (1669 წ. Hd-2029), მოწმე: ხოსინა წერეთლასშვილის მიერ პაპინა ხუდადასშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1654 წ. I. 15. Hd-6858), გიორგი შატბერაშვილის მიერ თაყა თუმანიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1657 წ. I. 10. Hd-13051), ბაბინა მილიტოლმასშვილის მიერ მირიან ანდრონიქისშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1662 წ. I. 20. Sd-16 ა), პაპუნა შატბერაშვილის მიერ ელიზბარ [ანდრონიკაშვილისათვის] მიცემული სველნეთის მიწაზე უდაობის წიგნისა (1664 წ. VI. 4. Sd-16 ბ), გივი ამილახორის მიერ სუბატაშვილისა და გოგინაშვილისათვის მიცემული სამამულე დავის გარიგების წიგნისა (1664 წ. Hd-13141), დოლმაზა ასატურასშვილის მიერ დომენტი კათალიკოსისათვის მიცემული ყმის ნასყიდობის წიგნისა (1665 წ. XII. 10. 1449-11911), თავის ძმასთან, დათუნასთან ერთად, გივი ამილახორის მიერ ბაინდურ თუმანიშვილისათვის მიცემული წისქვილისა და რუს წყალობის წიგნისა (1669 წ. II. 2. Hd-2029), მან და მთავარეპისკოპოსმა ნიკოლოზმა ელიზბარს დააკისრეს ყოველ წელს, დიდმარხვის დასაწყისს, ოქონის ხატის დეკანოზ მარკოზ [გარსევანიშვილისათვის] თითო ლიტრა ზეთის ოცი სტილით მირთმევის საბუთს უზის მისი ბეჭედი: (1669 წ. გსიემ-152).
გოდერძი
საციციანოს ყმების ნუსხის მიხედვით, მას ჰყავდა ყინცვისში ორი კომლი ([1658-1675 წწ.] Hd-14534 ა).
გოდერძი - შვილი მახარობლისა, იხ.
გოდერძი
მოწმე გასპარა დარისპანასშვილის მიერ თავის ბიძაშვილ დოლმაზასათვის მიცემული ვენახისა და მიწის ნასყიდობის წიგნისა (1690 წ. VI. 1. Hd-1780).
გოდერძი
მისი ნასყიდობის წიგნი იხსენიება გორჯასპ [ბარათაშვილისათვის] მიბარებული წიგნების ნუსხაში (1691 წ. X. 2. Sd-1931).
გოდერძი - შვილი თამაზისა, იხ.
გოდერძი
ღვერთეთს მცხოვრები, შეტანილია მოლაშქრეთა ნუსხაში (XVII ს. Hd-15044).
გოდერძი
მოწმე ქიშვარ და დემეტრე ლიპარიტ[ი]შვილების მიერ გაცემული თამასუქის გაცუდების წიგნისა (XVII ს. Hd-14963).
გოდერძიანთ სუხანა
მოწმე ნიკოლოზ გაბაშვილის მიერ არსელა ამ სოაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1616 წ. V. 22. 1450-13/60).
გოდია
ქალაქს მცხოვრები, მოხსენიებულია ყმების ნუსხაში (XVII-XVIII სს. Hd-819).
გოდორა
მისი და შალვაშვილის ნასახლარი, საბძელი,კალო, ნავენახები და ბოსტანი წილად ხვდა არდაშელ რამაზასშვილს ([1695-1697 წწ.] 1450-31/132).
გოდორაშვილი დემეტრა
მიწობლიძის ცოლყოფილის, მარიამის ნაქონი ყმა, იგი როასტომ მეფემ უწყალობა რამაზ [ზუმბულიძეს] (1653 წ. 1450-31/115).
გოდრიასშვილი
კარალეთში მის მამულზე ესახლა მამულა მაზმნიშვილი (1700 წ. 1448-3602).
გოვოზაშვილი ბასილი
მოწმე პაპუნა მანაგაძის მიერ გიორგი ნინიაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1679 წ. 1450-35/5).
გოზალა
მოწმე და დამწერი სუმბატა მურადაშვილის მიერ სუხინასათვის ვალის დასაფარავად მიცემული ყმების ნასყიდობის წიგნისა (1665 წ. 1448-1465).
გოზალა
ნაზირის, მამასახლისი, მოწმე ესტატე ხოსიტაშვილის მიერ თავის განაყოფ ზურაბ ჯიმშიტაშვილისათვის მიცემული ყმა-მამულის ნასყიდობის წიგნისა (1678 წ. V. 15. Sd-12).
![]() |
8.53 გოზალასშვილი || გოზალაშვილი || გოზალაანთ |
▲ზევით დაბრუნება |
გოზალაშვილი
თაფანში მცხოვრები, ბარათაშვილების გაყრის დროს იგი ერგო გერმანოზსა და მის ძმებს: თაყას, გოსტასაბსა და ფალავანხოსოს (1523 წ. Ad-1299 ა).
გოზალაშვილი ამირბაბა
მოწმე ელიზბარ მანთაშაშვილის მიერ ამირასათვის მიცემული ნაზვრევის ნასყიდობის წიგნისა (1631 წ. XI. 24. 1450-45/135).
გოზალასშვილი (ვარ. გოზალაანთ: გოზალათ) ანაშელა (ვარ .ანშინა: აშინა) - 1661-1682 წწ.
მოწმე: გოგინა თამამშაშვილის მიერ ზარაფთუხუცეს ხოჯა ბეჰბუდასათვის მიცემული ადგილის ნასყიდობის წიგნისა (1661 წ. III. 21. 1450-22/108), ყარახან შერმაზანაშვილის მიერ გასპარ გოჩინასშვილისათვის მიცემული სახლის ნასყიდობის წიგნისა (1672 წ. IX. 17. 1448-1940), ბაინდურ ბიძინაშვილის მიერ ბულინა[ან]თ ნაზარასათვის მიცემული გირავნობის წიგნისა (1678 წ. VI. 14. 1448-5108 ა), ტერ-მიკირტიჩას მიერ მანველა ჯუღელისთვის მიცემული სახლების ნასყიდობის წიგნისა (1678 წ. VI. 1. Qd-283 ა); სოღროაანთ მირაქასშვილ მამიჯანას მიერ მელიქ შერმაზანასათვის მიცემული შვილის ნასყიდობის წიგნისა (1679 წ. V. 24. 1448-320), უცნობი პირის მიერ დავით ყადინაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1682 წ. III. 1. 1450-9/32).
გოზალაშვილი (ვარ. გოზალაანთ) არაქელა - 1651-1661 წწ.
მოწმე: დათუნა სოლაღაშვილის მიერ ქალაქის მოურავ მანუჩარისთვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1651 წ. VI.1 0. 1450-53/92), იავანგულაანთ მელიქისშვილ ყარახანას მიერ ხოჯა ბეჰბუდასათვის მიცემული დუქნების გაცვლის წიგნისა (1661 წ. IX. 2. 1450-22/111).
გოზალაშვილი ბაინდურა
მოწმე ფარსადან შიხაშვილის მიერ იაგულაშვილ ზაალისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1672 წ. 1450-9/136).
გოზალასშვილი ზურაბ
მძოვრეთში მცხოვრები, ედიშერ და პაპუნა [ციციშვილების] გაყრის დროს იგი, თავის მამულით, ერგო ედიშერს ( XVII ს. II ნახ. Hd-1636).
გოზალაშვილი თევდორა
ერტისს მცხოვრები, იგი, თავისი მამულით, წილად ერგო დავით თურქისტანისშვილს (1626 წ. 1450-50/70); როსტომ მეფემ მისი მამული უბოძა ლეონ თურქისტანისშვილს (1646 წ. III. 12. 1450-18/89).
გოზ[ა]ლათ შაყულა
მოწმე ახპერჯანას მიერ სარქისასათვის მიცემული მამულზე დავის გარიგების წიგნისა (XVII ს. Qd-499).
გოზალბეგა
მისი მიწა ესაზღვრებოდა: სანასარას მიერ ვეციკასათვის მიყიდულ მიწას (1547 წ. Hd-1555), ანტონა ვეციკაშვილის მიერ ქოქლასათვის მიყიდულ მიწას (1623 წ. II. 5. Sd-39).
![]() |
8.54 გოზალბეგასშვილი || გოზალბეგაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
გოზალბეგასშვილი
მისი სახლი ესაზღვრებოდა ლუარსაბ მეფის მიერ ამსარქისა მესხასატურასშვილისათვის ნაწყალობევ დოვლათიარას ნაქონ სახლ-კარს (1609 წ. II. 14. 1448-10191).
გოზალბეგაშვილი ავთანდილ
შვილი ალექსა გოზალბეგაშვილისა, იხ.
გოზალბეგაშვილი ალექსა
ჰყავს: [ძმა] როსტევანა, შვილები: ფარემუზა, თაყინა, ბეჟან, ავთანდილ. იყიდა ელინახა ელინახაშვილისაგან ანეულის ექვსი დღის ნასყიდი მიწა, რომლის ერთი მხარე ესაზღვრებოდა პაჭიჭაურს, მეორე - მატიას მიწას (1632 წ. V. 12. 1450-53/100).
გოზალბეგაშვილი ბეჟან - შვილი ალექსა გოზალბეგაშვილისა, იხ.
გოზალბეგასშვილი ზალინა
მოწმე ამირან სუნბატასშვილის მიერ ასატურა ბეჟანისშვილისათვის მიცემული ყმების ნასყიდობის წიგნისა (1690წ. IV. 1450-49/101).
გოზალბეგაშვილი ზალინა
გორს მცხოვრები, ამილახვრის ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით, მისი კომლიდან ორ კაცს ევალებოდა ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
გოზალბეგაშვილი თაყინა - შვილი ალექსა გოზალბეგაშვილისა, იხ.
გოზალბეგაშვილი როსტევანა - [ძმა] ალექსა გოზალბეგაშვილისა, იხ.
გოზალბეგაშვილი ფარემუზა - შვილი ალექსა გოზალბეგაშვილისა, იხ.
გოზალისშვილი
მისი ვენახი ესაზღვრებოდა ალიბეგა დემურაშვილის მიერ თავის განაყოფ ალავერდა [იაგულაშვილისათვის] მიცემულ მიწას (1691. IV. 17. 1450-9/141).
გოზალიძე გოგიბი
ახალციხეს მცხოვრები, მოწმე გრიგოლა ფარაშიშვილის მიერ ყარაგოზასათვის მიცემული სავენახე მიწის ნასყიდობის წიგნისა (XIV-XV სს. III. 2. Sd-140).
გოზინა - ძმა ხოჯა ფიროასი, იხ. (1641 წ. 1448-2939).
გოთი
თავმდები გობეჩვიანთა მიერ ჯაფარიძეებისათვის მიცემული დაწერილისა სასისხლოს დაურვების შესახებ (XIV-XV სს. მიჯნა. სსძ. II. №106).
გოიგლიშვილი თოდანა
მოწმე გოგიგლ[ა]სშვილის მიერ სვიმონის ძმებისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1489 წ. III. 29. Sd-463).
გოიკა
ყინცვისში მცხოვრები, ედიშერ და პაპუნა [ციციშვილების] გაყრის დროს იგი, მამულით, წილად ერგო ედიშერს ([1688-1703 წწ.] Hd-1636).
გოლათაძე გოგალ
სორმონს მცხოვრები, გლეხი, როსტომ მეფემ იგი შესწირა გელათის ხახულის ღმრთისმშობელს, ევალებოდა ბეგარა - შამახური სანთლის თეთრი (1603 წ. VIII. Sd-2905).
გოლათაძე ივანა
სორმონს მცხოვრები, ერთი კომლი, დედოფალმა ნესტანდარეჯანმა იგი შესწირა გელათს, თავისი მეუღლის, მეფე ალექსანდრეს სულის მოსახსენებლად (1660 წ. ახლო. Ad-598 ა).
გოლათაძე ნასყიდა
რიონს მცხოვრები, ერთი კომლი, დედოფალმა ნესტანდარეჯანმა იგი შესწირა გელათს, თავისი მეუღლის, მეფე ალექსანდრეს სულის მოსახსენებლად (1660 წ. ახლო. Ad-598 ა).
გოლათაძე ნასყიდა
სორმონს მცხოვრები, ერთი კომლი, დედოფალმა ნესტანდარეჯანმა იგი შესწირა გელათს, თავისი მეუღლის, ალექსანდრე მეფის სულის მოსახსენებლად (1660 წ. ახლო. Ad-598 ა).
გოლათაძე სიხარულა
სორმონს მცხოვრები, ალექსანდრე (იმერთა, IV) მეფემ განუახლა მისი შეწირულება გელათს ალექსანდრე (იმერთა, III) მეფის სულის მოსახსენებლად, ევალებოდა ერთი ცხვარი ([1683-1695 წწ.] Ad-598 ბ).
გოლაი
ალის დეკანოზი, მოწმე ფეიქარისძის მიერ გურჯიაშვილისათვის მიცემულ მამულზე უდაობის პირობის წიგნისა (XIV ს. A-499, 129-131).
გოლაძე (ვარ. გოლრაძე)
ხუცესი, ჭუესს მცხოვრები, ერთი კომლი, დავით ჟორჟოლაძის ყოფილი ყმა, იგი შესწირა ალექსანდრე მეფემ გელათს, ევალებოდა ყოველ დიდმარხვას მეფის სახელზე ჟამის წირვა. თუ კი მის მემკვიდრეებს შორის ხუცესი აღარ იქნებოდა მის სახლიკაცს ევალებოდა ბეგარა: ოცი თეთრი, ერთი ცხვარი, მისი პური, ღვინო, ორი ნაოთხალი ღომი, ორი დო, ორი ღვინო (1495 წ. Sd-2892).
გოლაძე ესტატე
მოწმე ჩაღათა ჟორჟოლაძის მიერ მახარებლისათვის მიცემული მამულის წყალობის დაწერილისა (XV ს. Sd-9501 ა).
გოლეთიანი გიორგი
ნაკურალებს მცხოვრები, მეფის მეაღაპე [გლეხი], ემართა ცაგერის საყდრის ბეგარა: პურის ჭამა და ლაშქრობა (XVI ს. ლაი. H-84-85. 87 a-89 b).
გოლეთიანი გიორგი
ცაგერის საყდრის მეაღაპე გლეხი, ემართა ბეგარა: ექვსი გორო ღვინო, ოთხი გორო ღვინო სააღდგომოდ, სამნახევარი გორო პური, სააღდგომოდ - ორი პური, ერთი გასუქებული ტახი სააღდგომო სადილად, ორი სხვა ღორი, ერთი გასუქებული ყვერული, ორმოცი კვერცხი, მუშაობა, ლაშქრობა და სამსახური ([1643-1661 წწ.] ლაი. H-84, 93 a-94 a).
გოლეთიანი გიორგი
ხუცესი, ემართა ცაგერის საყდრის სააღაპე ბეგარა: ექვსი გორო ღვინო სააღდგომოდ, სამნახევარი გორო პური, სააღდგომოდ - ორი გორო პური, ერთი გასუქებული ტახი სააღდგომო სადილად, ორი სხვა ღორი, ერთი ცხვარი, ერთი თევზი, ერთი გასუქებული ყვერული, ორი სხვა ყვერული, ორმოცი კვერცხი, მუშაობა, ლაშქრობა და სამსახური ([1643-1661წწ.] H-84, 93 a-94 a).
გოლეთიანი კახია
ნაკურალებს მცხოვრები, ემართა ცაგერის საყდრის ბეგარა: სამი გორო ღვინო, ცხრა ფოხალი პური, თორმეტი თეთრის საკლავი, პურის ჭამა, სამსახური და მეფის ლაშქრობა (XVI ს. ლაი. H-84-54, 87 a-89 b).
გოლეთიანი მათვალი
ცაგერის საყდრის მეაღაპე გლეხი, ემართა ბეგარა: ექვსი გორო ღვინო, ოთხი გორო ღვინო - სააღდგომოდ, სამნახევარი გორო პური, ორიგორო პური - სააღდგომოდ, ერთი კარგად გასუქებული ტახი სააღდგომო სადილად, ორი სხვა ღორი, ერთი ცხვარი, ერთი თევზი, ერთი გასუქებული ყვერული, ორი სხვა ყვერული, ორმოცი კვერცხი, მუშაობა, ლაშქრობა და სამსახური ([1643-1661 წწ.] ლაი. H-84, 91 a-93 b).
გოლეთიანი ნინია
ნაკურალებს მცხოვრები, ემართა ცაგერის საყდრის ბეგარა: სამი გორო ღვინო, ცხრა ფოხალი პური, თორმეტი თეთრის საკლავი, ერთი ქათამი, პურის ჭამა და მეფის სამსახური (XVI ს. ლაი. H-84-54.87 a-89 b).
გოლეთიანი ნინია
მეფე ალექსანდრეს დახმარებით, მთავარეპისკოპოსმა კაბრიელ ცაგერელმა იგი გელოვანს გამოართვა და დაუბრუნა ცაგერის ღმრთისმშობლის ეკლესიას (1656 წ. Qd-9085 ვ).
გოლეთიანი პაატა
უსახელოში მცხოვრები, იგი უყიდია გიორგი გელოვნისაგან ცაგერელ მთავარეპისკოპოს გაბრიელს და შეუწირავს ცაგერის ღმრთისმშობლის ეკლესიისათვის (1656 წ. Qd-9085 ვ).
გოლეთიანი პატა
ცაგერის საყდრის მეაღაპე გლეხი, ემართა ბეგარა: ექვსი გორო ღვინო, ოთხი გორო ღვინო სააღდგომოდ, სამნახევარი გორო პური, ორი პური სააღდგომოდ, ერთი გასუქებული ტახი სააღდგომო სადილად, ორი სხვა ღორი, ერთი ცხვარი, ერთი თევზი, ერთი გასუქებული ყვერული, ორი სხვა ყვერული, მუშაობა, ლაშქრობა, სამსახური, ორმოცი კვერცხი ([1643-1661 წწ.] ლაი. H-84, 9l a-93 q).
გოლეთიანი სესია
ცაგერის საყდრის მეაღაპე გლეხი, ემართა ბეგარა: ექვსი გორო ღვინო, ოთხი გორო ღვინო - სააღდგომოდ, სამნახევარი გორო პური, ორი გორო პური, ერთი გასუქებული ტახი სააღდგომო სადილად, ორი სხვა ყვერული, ორმოცი კვერცხი, მუშაობა, ლაშქრობა და სამსახური ([1643-1661 წწ.] ლაი. H-84, 91 a-93 a).
გოლეთიანი სულია
ნაკურალებს მცხოვრები, ემართა ცაგერის საყდრის ბეგარა: სამი გორო ღვინო, ცხრა ფოხალი პური, თორმეტი თეთრის საკლავი, პურის ჭამა, სამსახური, მეფის ლაშქრობა (XYI ს. ლაი. H-84-54. 87 a-89 b).
გოლეთიანი ტატია
უსახელოს მცხოვრები, მასა და ქიქნიას ემართათ ცაგერის საყდრის ბეგარა: ოცდაათი თეთრი, ხუთი გორო ღვინო, სამი გორო პური, პურის ჭამა, სამსახური და ერთი თეთრის ყველი (XVI ს. ლაი. H-84-54. 87 a-89 b).
გოლეთიანი ქიქნია
უსახელოს მცხოვრები, მასა და ტატიას ემართათ ცაგერის საყდრის ბეგარა: ოცდაათი თეთრი, ხუთი გორო ღვინო, სამი გორო პური, პურის ჭამა, სამსახური და ერთი თეთრის ყველი (XYI ს. ლაი. H-84-54. 87 a-89 b).
გოლეთიანი ცქვიტია
ნაკურალებს მცხოვრები, წმინდა გიორგის ყმა, ემართა ცაგერის საყდრის ბეგარა: სამი გორო ღვინო, ცხრა ფოხალი პური, თორმეტი თეთრის საკლავი, ერთი ქათამი, საყდრის სამსახური, მეფის ლაშქრობა, პურის ჭამა (XVI ს. ლაი. H-84-54. 87 a-89 b).
გოლეთიანი ხოჩია
ნაკურალებს მცხოვრებ, ემართა ცაგერის საყდრის ბეგარა: სამი გორო ღვინო, ცხრა ფოხალი პური, თორმეტი თეთრის საკლავი, პურის ჭამა, სამსახური და მეფის ლაშქრობა (XVI ს. ლაი. H-84-54. 87 a-89 b).
გოლეიძე
მამუკა ნაკაშიძის საჩივრის წიგნის მიხედვით, ლევან გურიელის, გიორგი მამულაიშვილისა და გიორგი ნაკაშიძის მიერ მამუკა ნაკაშიძეზე თავდასხმის დროს მამუკას დაკარგვია სამი ტყვე გოლეიძე ([1689-1717 წწ.] Hd-10345).
გოლიათიძე
როსტომ გურიელმა იგი დანიშნა ტყისმცველად ნასყიდა იაშვილისათვის ნაბოძებ მამულში ([1534-1566 წწ.] 282-283).
გოლიათიძე ელია
მისტანა შალიკაშვილის ყმა, იგი მისტანა შალიკაშვილმა მიჰყიდა სულხან გუდაძეს (1601 წ. 1448-1493).
გოლოძე
ტყეპელი გლეხი, მეფე ალექსანდრემ იგი შესწირა გელათის მონასტერს ([1484-1510 წწ.] 1449-1585).
გოლოძე ესტატე
მოწმე ჩაღათა ჟორჟოლაძის მიერ თავისი მწირველის, მახარებლისათვის მიცემული მამულის წყალობის წიგნისა (X ს. ქმ. N655).
გოლრაძე - იხ. გოლაძე
გომართელი თამაზ
დამწერი და მოწმე: ლაზარე ბურძენიძის მიერ ქაიხოსრო წერეთლისათვის მიცემული თავმდებობის წიგნისა (1680 წ. ახლო. H-2670), ზაალ წერეთლის მიერ ქაიხოსრო წერეთლისათვის მიცემული ყმა-მამულის ნასყიდობის წიგნისა ([1680 წ.] Hd-6172).
გომუტალათ უმეკა
მოწმე სტეფანა გრიქორაშვილის მიერ თავისი განაყოფის არაქელა მუნთოაშვილისათვის მიცემული სახლის ნასყიდობის წიგნისა (1664 წ. I. 6. 1450-18/77).
გომუტალათ ხეჩანა
მოწმე სტეფანა გრიქორაშვილის მიერ თავისი განაყოფის, არაქელა მუნთოაშვილისათვის მიცემული სახლის ნასყიდობის წიგნისა (1664 წ. I. 6. 1450-18/77).
გომშატალათ უმიკა - იხ. გიმშატალათ უმეკა
გონა
ღანუჴს მცხოვრები, გლეხი, ლეონ მეფემ იგი მამულიანად უწყალობა ანდერმან ჩოლაყასშვილს (1568 წ. Hd-14430).
გონბერიანი ანგურაგ - შვილი გარჯიკ გონბერიანისა, იხ.
გონბერიანი გარჯიკ
ჰყავს შვილი ანგურაგ. იყიდა მალ... დევდარიანისაგან, „ნაციხვარი“ (XIV-XV სს. ლაგ. № 12).
გონგალანი ცაცქუ
მოწმე შატმაზ [....] რიანის მიერ ივანე სეტიელისათვის მიცემული დაწერილისა ნავარელიანის ასაბიობაში დაკოდვის გამო სასარჩლოს მიღების შესახებ (XIV-XV სს. მიჯნა. სსძ. II. № 93).
გონგლიასშვილი
ჯვარში მცხოვრები, მცხეთის მეკულუხე, დავით კათალიკოსმა მას „გადაუკვეთა“ გადასახადი - ოცი კოკა ტკბილი (1454 წ. I. 10. 1449-1525).
გონგლიასშვილი ნასყიდა
ქარელში მცხოვრები, ედიშერ და პაპუნა [ციციშვილების] გაყრის დროს იგი, თავისი მამულით, წილად ერგო ედიშერს ([1688-1703 წწ.] Hd-1636).
გონებაშვილი
ერთი კომლი გლეხი, გიორგი გურამიშვილის ყოფილი ყმა, იგი ნაზარალი-ხანმა უწყალობა გიორგის განაყოფს, გურამ გურამიშვილს (1693 წ. 1450-14/50).
გონია - [სახლიკაცი] გიორგისა, იხ.
გონიასშვილი ბერუკა
ჯვრის ხატის ყმა, ერთი კომლი (XVII ს. 90-იანი წწ. Hd-14912 ბ).
გონიასშვილი გიორგი
ჯვრის ხატის ყმა, ერთი კომლი (XVII ს. 90-იანი წწ. H-14912 ბ).
გონიასშვილი გიუნა
ჯვრის ხატის ყმა (XVII ს. 90-იანი წწ. Hd-14912 ბ).
გონიასშვილი ნადირა
ჯვრის ხატის ყმა (XVII ს. 90-იანი წწ. Hd-14912 ბ).
გონიერა - ძმა მიქელასი, იხ.
გონიერა
მდივან ზურაბ [თუმანიშვილის] ყმა, ქალის მითხოვება განუზრახავს პაპუა ნინიაშვილისათვის, შემდეგ ისინი ვეღარ მორიგებულან და საქმე ჩაშლილა (1685 წ. I. 6. Hd-2666).
გონიტა
ყაყა წინამძღვრისშვილმა მიჰყიდა თავის ბიძაშვილ აბელს ზვარი მის ვენახამდე (1691 წ. IX. 24. Qd-9672).
გონიტაშვილი
მისი ობოლი და მამინაცვალი შეტანილია სამების ყმათა ნუსხაში (XVII ს. ბოლო. 1449-1841).
გორამები
ემართათ ხოფის ღმრთისმშობლის ბეგარა ოცი თეთრი (1550 წ. 1449-1675).
გორასპ
მისი და რობამის კერძი ყმა-მამული ესტაწმინდას და ნოსტევს სვიმონ მეფემ უწყალობა სიაუშ სააკაძეს (1588 წ. VII. 8. Hd-14444).
გორგამიჭისძე ოქრუა
სკრაში მცხოვრები, როინ და გოშფარ [ჯავახიშვილების] გაყრის დროს იგი, ნახევარი მამულით, ერგო როინს ([1527-1558 წწ.] Qd-605).
გორგასლისშვილი ბეჟან
მას ხლებია საურზე ყალანდარ თუმანიშვილი, აღნიშნულია ლაზარე ბერისშვილის მიერ ზურაბ თუმანიშვილისათვის მიცემულ სასისხლო დავის გარიგების წიგნში (1676 წ. XII. 3. Sd-1013).
გორგაშვილი დათუნა
რეკს მცხოვრები, დათუნი ბასილიშვილის ყმა. საამილახვროს დავთრის მიხედვით, მისი კომლიდან ორ კაცს ევალებოდა თოფით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
![]() |
8.55 გორგასძე || გორგაძე |
▲ზევით დაბრუნება |
გორგაძე
გლეხი, დავით ჟორჟოლაძის ყოფილი ყმა, იგი, თავისი ბეგრით, ალექსანდრე მეფემ შესწირა გელათის ტაძარს (1495 წ. Sd-2892).
გორგაძე
ბერუკა [ჯავახიშვილის] ყმა, ფელელებს ემართათ ბერუკა [ჯავახიშვილის] ცხენი. გორგაძე წასულა ფელში და ბერუკას ცხენი წაუყვანია, აღნიშნულია ქაიხოსრო ჯავახიშვილისა და გიორგი სააკაძის სასისხლო დავის გარჩევის წიგნში (1620 წ. IV. 15. Hd-6259).
გორგაძე
[ჩხარის] ციხის მეციხოვნე, სხვა მეციხოვნეებთან ერთად დაარბია გლეხები. გალოაშვილს მოსტაცა უღელი ხარი, ერთი ძროხა. სხვა გლეხს წაართვა ერთი ხარი, ერთი ძროხა, შვიდი სამოსელი, ერთი ქუდი, ჩარექი ბამბა, ერთი [ადლი] ტილო, ჩარექი სანთელი, დანა, ერთი ფეთიმაგი (XVII ს. Ad-2233 ბ).
გორგაძე აბრამა
კორთხას მცხოვრები, ემართა ქუთაინის საყდრის ბეგარა: ექვსი თეთრი, ნახევარი ლიტრა სანთელი, ნახევარი ლიტრა მატყლი, ორი ნაოთხალი იფქ[ლ]ი, ერთი კვერცხი, ნახევარი ლიტრა მარილი და მეულაყეობა (1558 წ. H-626).
გორგაძე ბარნაბე
ჰყავს: ძმა რთველია, ძმისწულები: პაპუნა, პეტრია და მათია. მას შემდეგ, რაც [გიორგი სააკაძის] შთამომავლები დაბრუნდნენ, ბარნაბემ დაუბრუნა მათ - გიორგი, ავთანდილ და ზურაბ [სააკაძეებს] - პაპუნა ჩივაძისაგან ნაყიდი ჭავჭავისის მამული და გამოართვა ის ფასი, რაც პაპუნა ჩივაძისათვის ჰქონდა მიცემული ([1677-1688 წწ.] H-14446).
გორიაძე გერმანოზ
ჯვარისას მცხოვრები, ემართა ქუთაისის საყდრის ბეგარა: ოცდაერთი თეთრი, ოცდაათიანი კოკა ღვინო, ორი ნაოთხალი ღომი (1558 წ. H-626).
გორგაძე გიორგი
რკონში მცხოვრები, ერთი კომლი. ადრე შეწირული იყო მანგლისის ღმრთისმშობლის ეკლესიისათვის, შემდეგ მიუსაკუთრებია მდივანბეგ როინ ჯავახიშვილს. მეფე შაჰნავაზმა, შემდეგ სვიმონ ბატონიშვილმა იგი ხელმეორედ შესწირეს მანგლისის ღმრთისმშობლის ეკლესიას (1669 წ. 1449-1825 ა, XVII ს. ბოლო მეოთხ. 1449-1931).
გორგაძე დავით
ალექსანდრე მეფემ მას გაუჩინა სისხლის ფასი - 300000 კირმანეული თეთრი (1392 წ. V. 13. Ad-932 სას.).
გორგაძე ვარდანა
კორთხას მცხოვრები, ჰყავს სახლიკაცი ქრისტესია, ემართა ქუთაისის საყდრის ბეგარა: შვიდი თეთრი, ნახევარი ლიტრა სანთელი, ერთი ლიტრა სანთელი, ოთხი ნაოთხალი იფქლი, ორი კვერცხი, ერთი ჩარექი მარილი და მეულაყობა (1558 წ. H-626).
გორგასძე ზოსიმე
კრკონს მცხოვრები, როინ და გოშფარ [ჯავახიშვილების] გაყრის დროს იგი ერგო როინს ([1527-1558 წწ.] Qd-605).
გორგასძე იოვანე
კრკონს მცხოვრები, დეკანოზი, გოშფარ და როინ [ჯავახიშვილების] გაყრის დროს იგი ერგო როინს ([1527-1558 წწ.] Qd-605).
გორგაძე მათია - ძმისწული ბარნაბე გორგაძისა, იხ.
გორგაძე მამუკა
ილემს მცხოვრები, იგი, მამულითა და სახლიკაცით გიორგი აბაშიძემ სისხლში მიართვა პაატა აბაშიძეს ([1658-1676 წწ.] Sd-535).
გორგასძე ოქროპირ
კრკონს მცხოვრები, როინ და გოშფარ [ჯავახიშვილების] გაყრის დროს იგი ერგო გოშფარს ([1527-1558 წწ.] Qd-605).
გორგაძე პაპუნა - ძმისწული ბარნაბე გორგაძისა, იხ.
გორგაძე პეტრია - ძმისწული ბარნაბე გორგაძისა, იხ.
გორგაძე რთველია - [ძმა] ბარნაბე გორგაძისა, იხ.
გორგაძე ტატია
გრკონს მცხოვრები, იგი, თავისი მამულით, სვიმონ მეფემ შესწირა მანგლისის ღმრთისმშობელს (1556 წ.1449-1557, 1595 წ. 1449-1777), შემდგომ შაჰნავაზ მეფემ და სვიმონ ბატონიშვილმა ეს შეწირულება განუახლეს მანგლისის ღმრთისმშობელს (1669 წ. 1449-1825 ა, XVII ს. ბოლო მეოთხ. 1449-1831).
გორგაძე ქრისტესია
კორთხს მცხოვრები, სახლიკაცი ვარდანა გორგაძისა, იხ.
გორგელისძე დათუა
წირს მცხოვრები, იგი, ეკლესიითა და სასაფლაოთი, ალექსანდრე მეფემ შესწირა სვეტიცხოველს (1428 წ. ქრ. II. 230).
გორგიანნი
აკურაში მცხოვრებნი, ისინი, თავიანთი მამულებით, ლეონ მეფემ დაუმტკიცა დავით გარეჯის მონასტერს ([1520-1574 წწ.] XII. 11. 1449-1600).
![]() |
8.56 გორგიასშვილი || გორგიაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
გორგიასშვილი
ძალისელი, მისი სამოსახლო ესაზღვრებოდა ალექსანდრე მეფის მიერ შიომღვიმისათვის შეწირულ მიწას ([1412-1442 წწ.] Ad-14 ა).
გორგიასშვილი
კალაურელებთან მოსვლია მცირე უთანხმოება, რის შემდეგაც მისცა პირობა ქართლის კათალიკოს დავითს, რომ მათ შეურიგდებოდა ([1466-1479 წწ.] Ad-626).
გორგიაშვილი
მისი კულუხის შემოსავლიდან ნახევარი ეკუთვნოდა მცხეთის საყდარს, აღნიშნულია სვეტიცხოვლის შემოსავლის ნუსხაში (XVI ს. 1449-1590).
გორგიაშვილი
მისი მამული ერტისს მეფე როსტომმა უწყალობა პაპუნა თურქისტანიშვილს (1640 წ. 1450-10/117).
გორგიაშვილი ბასილა
მოწმე ბერის მიერ იონათამ ლიპარიტიშვილისათვის მიცემული ნაფუძრისა და სახლის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. Hd-9993).
გორგინა
სუხუ[ან]თ ყმა, მოწმე პაპუნა შატბერაშვილის მიერ ელიზბარ და თამაზ [ანდრონიკაშვილებისათვის] მიცემული მიწაზე უდაობის წიგნისა (1664 წ. VI. 4. Sd-16 ბ).
გორგისშვილი პაატა
მოწმე ფარსადან [ჯავახიშვილის] მიერ თავისი ბიძაშვილის, ზურაბ ჯავახიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1692 წ. Sd-569).
გორგიშელიძე
მის მამულზე ერედვში ცხოვრობდა დათუნა კვირიკასშვილი (1700 წ. 1448-3602).
გორგიძე
მესხეთს მცხოვრები, პარტახტი, ემართა ქუთაისის საყდრის ბეგარა: თორმეტი რვიანი კოკა ღვინო, ათი თეთრი, ორი ქათამი, ათი კვერცხი, სამარხო ცერცვი (1578 წ. H-626).
გორგიძე მამატა
მესხეთს მცხოვრები, ემართა ქუთაისის საყდრიმლ ბეგარა: თორმეტი ცხრიანი კოკა ღვინო, ორი ქათამი, ათი კვერცხი, სამარხო ცერცვი (1578 წ. H-626).
გორგიჯანასშვილი ავთანდილ
გორს მცხოვრები, ფარსადან ციციშვილმა მასა და სხვა გორელებს მისცა ზედაველს მთის, სანიაჟორისა და ურიულის ტყეებში შეშის მოჭრის უფლება (1699 წ. II. 24. Hd-13151).
გორგიჯანაშვილი ავთანდილბეგ
იგი ედავებოდა ქვათახევის წინამძღვარს, ეფთვიმეს სველნეთის მამულებზე. ეს დავა გაარიგეს სახლთუხუცესმა პაპუა [მაღალაძემ], სარდალმა ლუარსაბ [ორბელიშვილმა], ეშიკაღასბაშმა ქაიხოსრო [ამირეჯიბმა] და სხვებმა. მათ სველნეთის მამულის კანონიერ მეპატრონედ ცნეს მონასტერი, ხოლო ავთანდილბეგ გორგიჯანაშვილი სველნეთის საწინამძღვრო მამულზე დატოვეს ყმის უფლებით. მას ყოველი წლის მარიამობას მონასტრისათვის უნდა გადაეხადა გადასახადი, იმ რაოდენობით, როგორც ეს როსტომ მეფემ დაადგინა (1700 წ. 1449-1863).
გორგიჯანაშვილი ალექსი - შვილი გიორგი გორგიჯანაშვილისა, იხ.
გორგიჯანაშვილი გიორგი - 1641-1653 წწ.
გორელი ვაჭარი (1653 წ. 1449-1873). ჰყავს შვილები: ფარსადან, ალექსი, მირიჯანა, მელქისედეგ ([1641-1653 წწ.] 1449: 1785, 1782, 1872, 1873). მას უწყალობა როსტომ მეფემ: აბანოს პირდაპირ სამთვალა წისქვილი სათავითა და რუთი, კარალულის ფშანის მესამედით, ფარყუასა და ამირაღას რუებამდე, იმ პირობით, რომ რუს მესამედით ისარგებლებდა. უწყალობა აგრეთვე: რუ ნეფის წყაროდან (1647 წ. XI. 15. 1449-1762), ადრე ნაწყალობევი სამთვალა წისქვილის გარდა - კიდევ ოთხი თვალი და მეჯუდას წყალი (1653 წ. II. 4. 1449-1872); მისი მამულის ნაწილი გორში როსტომ მეფის სასახლის გამართვის დროს გალავნის შიგნით მოხვედრილა, ნაწილიც მეფეს გამოურთმევია სამოხელეოდ. სამაგიეროდ როსტომმა მას უწყალობა გორში სახასო ადგილი ზიზონასშვილის შარამდე, მანთაშასა და ჯულაბას სახლებამდე, ჰამჩენაშვილის საზღვრამდე, მუსე ფირასშვილის საყდრის გალავნამდე, მექანარისა და თუმანიანთ ბარილუსას ქულბაქამდე (1653 წ. 1449-1873); საწისქვილოზე დიდი ხარჯი გაუწევია, რუსხმული გაუკეთებია, რაზედაც მეკარვე ფარღუა შედავებია. საქმე გაურჩევიათ როსტომ მეფის ჩარევით. სასამართლოზე გადაწყვეტილა, რომ ფარღუას მისთვის ათი თუმანი გადაეხადა. თუ ამ თანხას ფარღუა ერთ წელიწადში ვერ გადაიხდიდა, მაშინ სადაო წისქვილი მისი საკუთრება დარჩებოდა ნაზარას წისქვილამდე და დამპალას ჭალაში გარეჯვრულ და კარალულ წყლებამდე (1641 წ. 1449-1785).
გორგიჯანაშვილი მელქისედეგ - შვილი გიორგი გორგიჯანაშვილისა,იხ.
გორგიჯანაშვილი მირიჯანა (ვარ. მირიჯან) - 1641-1688 წწ.
შვილი გიორგი გორგიჯანაშვილისა, იხ., მოწმე: ბაბინა მილიტოლმასშვილის მიერ მირიან ანდრონიქისშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1662 წ. I. 20. Sd-16), ბეჟან [თუმანიშვილის] მიერ თავისი ბიძაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1683 წ. II. 17. Sd-44), ფარღოანთ ელისბარასშვილ პაპოას მიერ თავისი ბიძის, მერაბისათვის მიცემული წისქვილის ნასყიდობის წიგნისა (1688 წ. I. 11. 1450-14/73).
გორგიჯანაშვილი ფარსადან - შვილი გიორგი გორგიჯანაშვილისა,იხ.
გორგომელიძე პაატა
მოწმე იესე მაჩაბლის მიერ დათუნა გაგნიძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1621 წ. V. 30. Sd-529).
გორგოშელაშვილი ბიძაისთვალა
ხოლასკურს მცხოვრები, ემართა ქუთაისის საყდრის ბეგარა: ოცდარვა თეთრი, ორი ლიტრა სანთელი, ერთი ლიტრა მატყლი, რვა ნაოთხალი იფქლი, ორი კვერცხი, ერთი ლიტრა მარილი და მეულაყობა (1558 წ. H-626).
გორგოშიძე ბაიჭულაი
სვიმონ გურიელმა თავისი მამის სულის მოსახსენებლად იგი შესწირა აჭის წმინდა გიორგის და დაუწესა გამოსაღები: ერთი ცხვარი, ორი გვერდი ღომი, ორი საწყავი ღვინო, თევზი ან ყველი და ხარაჯა „ერთი რუბი“ (1614 წ. XI. 3. 1448-534).
გორგოძე აბრამა
მესხეთს მცხოვრები, ემართა ქუთაისის საყდრის ბეგარა: თორმეტი ცხრიანი კოკა ღვინო, თორმეტი თეთრი, ერთი ქათამი, ათი კვერცხი, სამარხო ცერცვი (1578 წ. H-626).
გორგოძე ბასილა - [სახლიკაცი] ივანა გორგოძისა, იხ.
გორგოძე გრიგოლა
კორთხს მცხოვრები, ემართა ქუთაისის საყდრის ბეგარა: თორმეტი თეთრი, ერთი ლიტრა სანთელი, ნახევარი ლიტრა სანთელი, ორი ნაოთხალი იფქლი, ორი კვერცხი, ორი პური, ერთი ჩარექი მარილი და მეულაყობა (1558 წ. H-626).
გორგოძე ივანა
ხოლასკურს მცხოვრები, ჰყავს [სახლიკაცი] ბასილა, ემართა ქუთაისის საყდრის ბეგარა: ორი ლიტრა სანთელი, ორი ლიტრა მატყლი, რვა ნაოთხალი იფქლი, ოთხი ნაოთხალი ქერი, ოთხი კვერცხი, შვიდი პური, ერთი ლიტრა მარილი და მეულაყობა (1558 წ. H-626).
გორგოძე სვინა
ხოლასკურს მცხოვრები, მირძიას სახლიკაცი, ემართა ქუთაისის საყდრის ბეგარა: შვიდი თეთრი, ოთხი ნაოთხალი იფქლი, ნახევარი ლიტრა სანთელი, ერთი ლიტრა მატყლი, ორი კვერცხი, საყველიეროდ ორი პური და მეულაყობა (1558 წ. H-626).
გორდისშვილი
სახასო ყმა, მისი ნაქონი საგანაყოფო მამული და მასზე მოსახლე ჩერქეზი და ოსი აზნაურიშვილები, თავიანთი მამულებით, თეიმურაზ მეფემ უწყალობა მოურავ გიორგი ჩერქეზ - ალადაღიშშვილს (1662 წ. 1450-26/156).
გორემაშვილი მარქარა
უკანგორში მცხოვრები, იგი წილში ერგო ლეონ თურქისტანიშვილს (1646 წ. III. 12. 1450-18/89).
გორზამა
ქვემო ღანუხს მცხოვრები, ელმირზა ბატონიშვილმა იგი თერთმეტ კომლ კაცთან ერთად შესწირა სვეტიცხოველს (1580 წ. 1448-5527).
გორზამისშვილი გიორგი - [სახლიკაცი] თანდილა გორზამისშვილისა, იხ.
გორზამისშვილი დემეტრე - [სახლიკაცი] თანდილა გორზამისშვილისა, იხ.
გორზამისშვილი თანდილა
დუშეთში მცხოვრები, ჰყავს სახლიკაცები: დემეტრე და გიორგი. გიორგი ერისთავმა იგი უწყალობა ელისბარ კობიასშვილს (1693 წ. VII. 27. 1448-5701).
გორიაშვილი ზაქარა
მოწმე ივანე სულთიაშვილის მიერ ივანე ვიგრიაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1618 წ.1449-703).
გორიმაშვილი ბეგია - [სახლიკაცი] ოთია გორიმაშვილისა, იხ.
გორიმაშვილი ბერუა - შვილი ოთია გორიმაშვილისა, იხ.
გორიმაშვილი ოთია
ჰყავს სახლიკაცები: ბეგია, პაპუა. შვილები: სარეხანა, სალმახანა, ბერუა. იესე თურქისტანიშვილს მიჰყიდა სალვაუტის ჭალა (1698 წ. შემდგომ. 1450-50/73).
გორიმაშვილი პაპუა - [სახლიკაცი] ოთია გორიმაშვილისა, იხ.
გორიმაშვილი სალმახანა - შვილი ოთია გორიმაშვილისა, იხ.
გორიმაშვილი სარუხანა - შვილი ოთია გორიმაშვილისა, იხ.
გორისისძე ბე[შ]ქენ
დიაკვანი, მემღვიმის ყმა, მოწმე მემღვიმე იოანეს მიერ ჯაუნორ ბავტისძისათვის მიცემული მიწის წყალობის დაწერილისა (1344 წ. IV. 5. ქრ. II. 181).
გორიხაული
მის მიწამდე მიჰყიდა პაატა ჯომარდიძემ გოგია ბითაძეს კეპეულაზე ქიტიაშვილის ნაქონი მიწა (1622 წ. 1450-25/85).
გორნიკათ ზურაბასშვილი შერმაზან
გორელი, დამწერი სოლაღა ულანცასშვილის მიერ დიღმელ სულხან ჩაჩასშვილისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1684 წ. IV. 1. 1450-28/248).
გოროლანი ბეგხორსილ - შვილი იალდა გოროლანისა, იხ.
გოროლანი გოშოელ - შვილი იალდა გოროლანისა, იხ.
გოროლანი დამნ - შვილი იალდა გოროლანისა, იხ.
გოროლანი იალდა
ჰყავს: ცოლი არმანდა, შვილები: ივან, ბეგხორსილ, დამნ, გოშოელ, პატრონები: პირნათელ და ჩარგას [ჯაფარიძეები]. თავის შვილებთან დადო ერთსახლობისა და გაუყრელობის დაწერილი (XIV-XV სს. მიჯნა. სძ. II. №107).
გოროლანი ივან - შვილი იალდა გოროლანისა, იხ.
გოროლიანი (ვარ. გორულიანი) ჭიონრი
ქველ, ტაიბუღვა და ქურსიკ ფალიანებთან ერთად მას შემოკვდომია ბერ ყიფიანი, რის გამოც დანარჩენ მესისხლეებთან ერთად სისხლის ფასი დაუურვა გარდაცვლილის ნათესავებს (XIV-XV სს. მიჯნა. სსძ. I. №41); მოწმე ერთობილი სეტის ხევის მიერ შედგენილი დაწერილისა ჴირისატის წინაშე იუსელიანის სისხლის ვალის თაობაზე (XIV-XV სს. მიჯნა. სძ. II. № 43).
გორსაძე გიორგი
ერედვს მის მამულზე ესახლა ხუცესი დათუნა მაისურაძე (1700 წ. 1448-3602).
გორუმაშვილი
უკანგორს მცხოვრები, იგი, თავისი მამულით, ერთწილად ერგო [თურქისტანიშვილს] (1626 წ. 1450-50/76).
გორუმაშვილი მირზა
უკანგორელი, იგი, თავისი მამულით, საუფროსოდ ერგო დავით თურქისტანიშვილს (1626 წ. 1450-50/70).
გორქაშვილი ზურაბა
დამწერი და მოწმე ზაალ გაბაშვილის მიერ გიორგი ბარათაშვილისათვის მიცემული ყმების ნასყიდობის წიგნისა (1653 წ. 1450-38/36).
გორშიძე გოშფარა
ყვ[ე]რდელი, მოწმე როსტომ [შალი]კასშვილის მიერი პაპიასათვის მიცემული სავენახე მიწის ნასყიდობის წიგნისა (1657 წ. Hd-776).
გორჯასპ
აუშტარი (sic), მოწმე მერაბ ადიბეგაშვილის მიერ ბაინდურ გოგიბაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1693 წ. VII. 15. 1450-7/16).
გორჯასპ
მას და შემდგომ დათუნა ერისთვისშვილს ეკუთვნოდათ სოფლები: კაკაბეთი, რამაზიანი, ალვანი. ეს სოფლები და ბოდოას არხი კახეთის ბატონმა და ყარაბაღის ბეგლარბეგმა აბაზყული-ხანმა უბოძა თუშთ მოურავ მამუკა ჩოლაყასშვილს (1693 წ. VII. 5. Qd-6719), ქალბალი-ხანმა მისი ნაქონი ალვანისა და ბოდოს არხის წყალობა განუახლა მამუკა ჩოლაყასშვილს (1695 წ. II. 1. 1449-754).
გორჯასპ
ჰყავს ყმები: [...] გოგი, მოხელე - ოთარა და სხვები (XVII ს. H-14912 ე, ფრაგმ.).
გორჯასპიშვილი დათუნა
მოწმე ზაზა საგინაშვილის მიერ მანგ ლელ ეპისკოპოს ნიკოლოზ გოსტაშაბისშვილისათვის მიცემული ყმის ნასყიდობის წიგნისა (1699 წ. Hd-2250).
გორჯოლაძე
ნულს მცხოვრები, ნადიაკვნევი, იგი, მამულით, ერგო ელიზბარ [დავითისშვილის] შვილს (XVII ს. II ნახ. Hd-12390).
გორჯოლიძე ბერი
მისი ერთი კომლი მოხსენიებულია ზემო ქართ ლის საკომლოების ნუსხაში (XVII ს. დამდ. Qd-7014).
გორჯოლიძე გიორგი
ერთი კომლი, მოხსენიებულია ზემო ქართლის საკომლოების ნუსხაში (XVII ს. დამდ. Qd-7014).
გოსალასშვილი
კრწანისს მცხოვრები, მისი, გრიგოლის და ლიტრას ვენახებს შუა მდებარე ვენახი ნიკოლოზ პალატისშვილმა მიჰყიდა გოგიტა არდაშერასშვილს (1477 წ. VII. 4. 1449-845).
გოსალასშვილი ნიკოლოზა
მოწმე ნიკოლოზ პალატისშვილის მიერ გოგიტა არდაშერასშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1477 წ. VII. 4. 1449-845).
გოსთამ - შვილი შანშესი, იხ.
გოსთამა
მეჯინიბეთუხუცესი, მოწმე შალვა ერისთავის მიერ ალევის ტაძრის მსახურთათვის მიცემული თარხნობის წიგნისა (1465 წ. X. Hd-2403 ბ).
გოსთამაშვილი ნადირა
ერთი კომლი, იხსენიება [ალავერდის] ტაძრის კომლების ნუსხაში (XVII ს. Ad-848).
გოსთამისშვილი მირიან
გაარჩია ლუარსაბ მეფესთან ერთად დავა მცხეთელთა და წილკნელთა შორის მუხრანულ საზღვარზე ([1527-1556 წწ.] 1449-1591).
![]() |
8.57 გოსტაბისშვილი || გოსტაბიშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
გოსტაბიშვილი ბიძინა
ჰყავს განაყოფი ხოსია, მასთან ერთად მოწმეა გრიგოლ ჩხუტიაშვილის მიერ ბატონ ანასათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1666 წ. Sd-533).
გოსტაბისშვილი თამაზა
ჰყავს შვილყოფილი სიძე - გიორგი, მოწმე ატენელ ფირყულა აფკარაშვილის მიერ გორისა და ოქონის ხატის დეკანოზის დავით მარკოზისშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1681 წ. VI. 1. Sd-546).
[გოსტაბიშვილი] ხოსია - განაყოფი ბიძინა გოსტაბიშვილისა, იხ.
გოსტომაანთ ჟოჟუნასშვილი ბიძინა
მიჰყიდა მელიქ ეინალა [მირიმანაშვილს] ქალაქს ჩასული თავისი მკვიდრი ყმა ბერუკა გივინაშვილი ცოლ-შვილით (1645 1. 20. 1450-5/119).
გოსტამისშვილები
ციციშვილთა აზნაურიშვილები, მათი წყალობის პირობა მეფე შაჰნავაზმა მისცა იმერეთში გადახვეწილ ციცი ციციშვილს ([1658-1663 წწ.] 1450-32/252).
გოსტამისშვილი ანანია
ციციშვილის აზნაურიშვილი: იგი შაჰნავაზ მეფემ უწყალობა ციცი ციციშვილს ([1658-1663 წწ.] 1450-32/252).
გოსტასამ
ნაზირი, მოწმე ბეჟან [სააკაძის] მიერ ყალანდარ [თუმანიშვილისათვის] მიცემული ბათილამისა (XVII ს. 90-იანი წწ. Sd-816).
გოსტასამიანები
მათ წაურთმევიათ სვეტიცხოვლისათვის კოდმანის და სავანეთის მიწა, საეგვტრო და მისაქციელი ([1519-1530 წწ.] ქრ.II. 373).
გოსტაშაბ - ძმა გიორგისა, იხ.
![]() |
8.58 გოსტაშაბისშვილი || გოსტაშაბიშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
გოსტაშაბიშვილი
მისი ნაქონი სუიმონაშვილისა და გორგიაშვილის მამულები ერტისში როსტომ მეფემ უწყალობა პაპუნა თურქისტანიშვილს (1640 წ. 1450-10/117).
გოსტაშაბისშვილი - 1644-1657 წწ.
მისი ყმისათვის თურქისტანიშვილს მიუყიდია უცნობი პირისათვის უკანონოდ წართმეული მამული (1644 წ. Hd-4158); მისი ყმა იყო იმარინდო (1657 წ. Hd-1562).
გოსტაშაბიშვილი
მისი მიწები ესაზღვრებოდა თხვინთობსა და დარგაში თაყა ბარათაშვილის მიერ მამასახლის მარქარასათვის მიყიდულ მიწებს (1680-იანი წწ. Hd-8783).
გოსტაშაბიშვილი ამილღამბარ - იხ. ბარათაშვილი ამილღამბარ
გოსტაშაბიშვილი-ბარათაშვილი ხოსიტა - იხ. ბარათაშვილი-გოსტაშაბიშვილი ხოსიტა
გოსტაშაბიშვილი ბეჟან - იხ. ბარათაშვილი ბეჟან
გოსტაშაბიშვილი ბერი - იხ. ბარათაშვილი ბერი
გოსტაშაბიშვილი გოსტაშაბ - იხ. ბარათაშვილი გოსტაშაბ
გოსტაშაბიშვილი თამაზ - იხ. ბარათაშვილი თამაზ
გოსტაშაბისშვილი მირიან
მონაწილეობა მიიღო ლუარსაბ მეფესთან ერთად ბარათაშვილების გაყრაში ([1527-1556 წწ.] 1450-18/98).
გოსტაშაბიშვილი ნიკოლოზ - იხ. ბარათაშვილი ნიკოლოზ
გოსტაშაბიშვილი პაპუნა - იხ. ბარათაშვილი პაპუნა
გოსტაშაბიშვილი (ვარ. ბარათაშვილი-გოსტაშაბიშვილი) როსტომ - შვილი პაპუნა ბარათაშვილისა, იხ.
გოსტაშაბიშვილი (ვარ. ბარათაშვილი-გოსტაშაბიშვილი) ქაიხოსრო - შვილი პაპუნა ბარათაშვილისა, იხ.
გოსტაშაბიშვილი ყაფარბეგ - იხ. ბარათაშვილი ყაფარბეგ
გოფოძე ივანა
ხონის საყდრის ყმა, ემართა ორი საკლავი, ორი ქათამი, ორი თეთრის ყველი, საპურობო, ერთი წლის ღორი, ერთი ქათამი, სამი კოდი ღომი, ორი კოკა ღვინო, ორი თეთრი, სამი თეთრის საბატკობო, ერთი ქათამი, სამი კოდი ღომი, ორი კოკა ღვინო, ორი თეთრი, სამაჭრობო ოთხი ქათამი, სამი კოდი ღომი, ორი კოკა ღვინო, ორი თეთრი, ერთი თეთრის საყველიერო, თექვსმეტი მთელი კოკა ღვინო, ერთი ურემი ღომი, ათი კოდი ცეხვილი, სამეჯინიბო, ერთი ურემი თივა ან ურიში ან ფეტვი, ერთი ურემი შეშა, მუშაობა (XVI ს. ბოლო. 1448-5034).
გოქორაშვილი გოგია
მოწმე დათუნა შატბერაშვილის მიერ მაქია ნანუჭაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1674 წ. 1. 22. 1450-10/163).
გოქს[ა]ძე მამუკა
[სარეკში] მცხოვრები, იგი, სხვა ყმებთან ერთად, თევ ტყვეობიდან დახსნის საფასურად გიორგი ფალავანდიშვილს უნდა მიეცა ქაიხოსრო წერეთლისათვის, მაგრამ შემდეგ შეცვალა სხვა ყმებით (1680 წ. ახლო. Hd-2527).
გოშაძე გოგიტა - შვილი ხიზანა გოშაძისა, იხ.
გოშაძეები
დავით და ლომინა ერისთვისშვილებმა გელათის მონასტერს შესწირეს სოფელი კვაშხეთი, გოშაძეების მამულის გარდა (XVII ს.II ნახ. Sd-2880).
გოშაძე თაზიკა - შვილი ხიზანა გოშაძისა, იხ.
გოშაძე ჟოჟუა
მოწმე შიოშ მაჩაბლის მიერ თავისი ძმის, დათუნასათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1696 წ. XI. 1. H-4080).
გოშაძე ხიზანა
კვაშხოეთს მცხოვრები, ჰყავს შვილები: თაზიკა და გოგიტა. ლომინ ერისთვისშვილმა იგი უბოძა მამუკა კილარიძეს (XVI ს. II ნახ. Qd-9399).
![]() |
8.59 გოშგოთელიანი || გოშქ[ო]თელიანი || გოშქთელანი |
▲ზევით დაბრუნება |
გოშქოთელიანი
კონსტანტინე მეფემ მას განუახლა ხორხომელისძის ნასისხლად წყალობა (XIII-XIV სს. მიჯნა. სსძ. II. № 24).
გოშგოთელიანი ადაი
თავმდები კალისა და უშგულის ხევებს შორის დადებული პირობის დაწერილისა (XIV ს. ლაგ. № 5).
გოშგოთელიანი (ვარ. გოშქთელანი) აზაგ (ვარ.ანაგ)
მელომე, თავმდები: ნიპარტელიანის მიერ სეტიელისათვის მიცემული გაუყრელობის დაწერილისა (XI V ს. ბოლო. სსძ. II. № 84), ვაჟილა ვახდაგიანის მიერ ივანე სეტიელისათვის ბოძებული შერიგების დაწერილისა (XIV-XV სს. მიჯნა. სსძ. II. №85); მოწმე სეტისა და ლაღამის ხევების საერთპირო დაწერილისა (XIV-XV სს. მიჯნა. სსძ. II. №32), ლენჯერელთა და სეტიელთა შორის დადებული დაწერილისა მთის საქმეზე (XIV ს. I ნახ. სწი. I. № 54).
გოშგოთელიანი ბაგი
თავმდები ამსაჯან-ოზბეგ იოსელიანის დაწერილისა ივანე სეტიელისადმი მისი ძმისაგან საურავის მიღების შესახებ (XIV-XV სს. მიჯნა. სსძ. II. № 94).
გოშგოთელიანი ბადრი
შუამავალი ჯაფარიძეების მიერ ხერეგიანთათვის მიცემული საყმო გამოსაღების დაწერილისა (XV ს. II მეოთხ. სსძ. II. №8).
გოშგოთელია[ნი] ბედან
მოწმე მულახელთა და სეტიელთა შორის დადებული საერთპირო დაწერილისა (XV ს. დასაწყ. სძ. II. № 37).
გოშგოთელიანი [გიორ]გი
მოურავი და მოწმე დაწერილისა (XIV-XV სს. მიჯნა. სსძ. II. № 116 ფრაგმ.).
გოშქოთელიანი ვეშაგ - ძმა ჩარეგ გოშქოთელიანისა, იხ.
გოშქოთელიანი ივანე
დამწერი და მოწმე: არჯევან ოისიძის მიერ კალის ხევისათვის მიცემული დაწერილებისა კოკესიანის მკვლელობასთან დაკავშირებით ასაბიობისა და პასუხისმგებლობის შესახებ (XIV ს. ლაგ. № 2, XIV-XV სს. მიჯნა. ლაგ. №15, 118 ფრაგმ.).
გოშქთელიანი კვანჭი
მოურავი ვაჟილა ვახდაგიანის მიერ მიქელ სეტიელისათვის მიცემული დაწერილისა სკამის ნაკურეოზე უსარჩლობის შესახებ (XV ს. დასაწყ. სსძ. II. № 102).
გოშქოთელიანი პაპიდ[...]
დანახდური, თავმდები და მოწმე იანაშელთა მიერ მიქელ სეტიელისათვის მიცემული დაწერილისა მაღელდიანისაგან ხარის წაგვრის საქმეზე (XV ს. დასაწყ. სსძ. II. № 40)
გოშგოთელიანი სამ [...]
თავმდები ქარამან და გოშა ფალიანების დაწერილისა გაუყრელობის შესახებ (XV ს. დასაწყ. სძ. II. № 109).
გოშგოთელიანი სოლთან
სავიანებს უბოძა დაწერილი პირნათელი ხარის გამორთმევასთან დაკავშირებით (XV ს. II მეოთხ. სსძ. II. № 110).
გოშგოთელიანი (ვარ. გოშგოთელი), (გოშქოთელიანი, გოშგუთელიანი) ჩარგ (ვარ. ჩარეგ, ჩარაგა)
ჰყავს: ძმა ვეშაგ (XIV ს. ბოლო, სსძ. II. № 18), ასაბიები: არდაშელ იოსელიანი, ფორთოხ იობიანი, თათარ იობიანი, დავით იობიანი, ანგორაგ იობიანი, ქირქიშელიანი თათარ, შაურეგიანი. თავის ასაბიებთან ერთად სეტიელს მისცა შერიგების დაწერილი (XIV ს. ბოლო, სსძ. II. №81), თავმდები: ვარდან ქურდიანის მიერ მიქაელ ფალიანისათვის მიცემული შერიგების დაწერილისა (XI V ს. ბოლო. სსძ. II. № 105), ჩარგას ჯაფარიძის მიერ ივანე სეტიელისათვის მიცემული ყანის ნასყიდობის დაწერილის (XIV-XV სს. მიჯნა სძ. II. № 88); ქურდიანის მიერ [ივანე] სეტიელისათვის მიცემული ყანის ნასყიდობის დაწერილისა (XIV-XV სს. მიჯნა სძ. II. № 90), არჯევან ხრთაგიანის მიერ იაკობ სეტიელისათვის მიცემული დაწერილისა 400 თეთრის მიღების შესახებ (XV ს. დასაწყ. სსძ. II. №100), ჯამნარ ჯაფარაისძის მიერ იაკობ სეტიელისათვის მიცემული დაწერილისა სასისხლოს აღების შესახებ (XV ს. დასაწყ. სძ. II. №99); მოწმე ყიფიანთა და ფალიანთა შორის დადებული სასისხლო დავის გარიგების წიგნისა (XIV-XV სს. მიჯნა სსძ. II. № 41).
გოშგოთელიანი ჯამნარ
თავმდები რაფაელ კილამუშელის მიერ მიქაელ სეტიელისათვის მიცემული კეთილმოყვრობის დაწერილისა (XV ს. დასაწყ. სსძ II № 101).
გოშდელიანი სარგ
მოწმე იუსელიანის მიერ სეტისათვის დადებული კირისატის სასისხლო საქმეზე პასუხისმგებლობის აღების დაწერილისა (XIV-XV სს. სსძ. II. № 43).
გოშელაშვილი ბასილა
ქაიხოსრო შაბურიშვილის ყმა, ჰყავს [ძმა] ფასიტა. მიჰყიდა ელიზბარ ხულუზაურს სავენახე იმ დროს, როცა ბაინდურ ერისთავი ისპაჰანიდან ჩამოვიდა (1692 წ. IX. 5. Sd-21).
გოშელაშვილი ფასიტა - [ძმა] ბასილა გოშელაშვილისა, იხ.
გოშიძე
გოშიძისეულ ნაფუძარში პაპუნა ფავნელისშვილმა დედოფლის დეკანოზს, დავითს, მისცა ოზიური ვენახი, ყურაულის ბაგა და მოედნის პირს ორმოცდაექვსი ადლი მიწა (1667 წ. Qd-9611).
გოშიძე ნონიაი
მოწმე კაცია დიასამიძის მიერ ნიქოზელ ზებედე ნამორაძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1626 წ. III. 20. 1450-33/355).
გოშიძე პაპუნა
მოწმე როსტომ [შალიკაშვილის] მიერ ალავერდელ არსენ ავალიშვილისათვის მიცემული ყმის ნასყიდობის წიგნისა ([1639-1651 წწ.] Hd-14286).
გოშნიაშვილი გიორგა
საუფლისწულოს კლდისწყაროს მოყალნე, ერთი კომლი, ჰყავს ძმები: გიორგი, გულაბა, ამათი „ნაშენი“ სამი ვაჟი. მოხსენიებულია ზემო ქართლის სადროშოს აღწერის დავთარში (XVII ს. II ნახ. Qd-7017).
გოშნიაშვილი გიორგი - ძმა გიორგა გოშნიაშვილისა, იხ.
გოშნიაშვილი გულაბა - ძმა გიორგა გოშნიაშვილისა, იხ.
გოშნიაშვილი დათუნა
კლდისწყაროში მცხოვრები, ერთი კომლი, მოხსენიებულია ზემო ქართლის საკომლოების ნუსხაში (XVII ს. დამდ. Qd-7014).
გოშნიაშვილი პაპუნა
მოწმე როსტომ საღრიძის მიერ ბერ ენუქაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. Qd-9159).
გოშოძე ზვიად
მესტუმრე, მოწმე ლეონ დადიანის მიერ დავით ნევსაძისათვის მიცემული კათალიკოსობის დამტკიცების წიგნისა (1640 წ. 1448-2141).
გოშოძე თოდორუხუ
მოწმე ქაიხოსრო შანგულიას და ზარიამ ჯოღორიას მიერ ლევან დადიანისათვის მიცემული ფიცის წიგნისა ([1611-1657 წწ.] Hd-11204).
გოშფარ
ჰყავს განაყოფი - როსაბ, რომელთანაც ჰქონია სამამულე დავა. მას როსაბი და სამებელი ედავებოდნენ იმ მიწაზე, რომელიც სამებელის მამას გოშფარის მამისაგან ეყიდა. მათი დავა გაურიგებია მდივანბეგ ჯამასპს ([1658-1675 წწ.] Ad-62).
![]() |
8.60 გოშპარაანთ || გოშპფარაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
გოშფარაშვილი
ფლავს მცხოვრები გლეხი, იგი, მამულითურთ, იესე ერისთავმა შესწირა იკორთის ტაძარს (1675 წ. Hd-6774).
გოშპარაანთ ბაინდურა - ნალბანდი, მამა გოშპარაანთ გასპარასი, იხ.
გოშპარაანთ ბაინდურა - შვილი გოშპარაანთ გასპარასი, იხ.
გოშპარაანთ გასპარა
მეჩახჩურე, ჰყავს მამა ნალბანდი ბაინდურა, შვილები: გიორგი და ბაინდურა. იყიდა ბაინდურა შერგილასშვილისაგან ქულბაქი, რომლის ერთი გვერდი ხოჯა ბარხუდარას ქულბაქს, მეორე - ყაიბულას ქულბაქს, ხოლო უკანა მხარე აბ[ე]სალმაანთ და მანთაშას სახლებს ესაზღვრებოდა ([1689-1693 წწ.] Hd-13011).
გოშპარაანთ გიორგი - შვილი გოშპარაანთ გასპარასი იხ.
![]() |
8.61 გოშფარიშვილი || გოშპარიშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
გოშპარიშვილი
ყაფლან ორბელიშვილსა და ვირშელიშვილებს შორის სამამულე დავის გარიგების წიგნის თანახმად, პაპუნა და შანშე ვირშელიშვილების მამულიდან ყაფლანს ერგო სოფელი - სენების თოფრაყალა, იმ მამულის გამოკლებით, რომელიც გოშპარიშვილს ეკუთვნოდა (1670 წ. Sd-534).
გოშპარიშვილი დავით - იხ. ვაჩნაძე დავით
გოშფარიშვილი თამაზ
მიჰყიდა ნიკოლოზ მაღალაძეს თავისი მკვიდრი ყმა, ფეიქარი პაატა, შვილითურთ (1697 წ. I. 1. Ad-1614).
გოშქოთელიანი
მას გადაუხდია ნიშანსა და საწირავში ბატონიშვილ გენათელისათვის ჭოლევს მცხოვრები მანაველ ჭიჭინაძე, აღნიშნულია გენათელ ზაქარია ქვარიანის შეწირულების წიგნში გელათისადმი (1644 წ. VI. 5. ქმ. № 139).
გოშქოთელიანი
დასავლეთ საქართველოს საკათალიკოსო ყმების ნუსხის მიხედვით ქათამაძეთა სამი პარტახტი გოშქოთელიანის კაცებს ჰქონდათ (1650 წ. ახლო. დსსს. I. 53-55).
გოშხორთელიანი მამუკა
მოწმე ქუთათელ - მიტროპოლიტ სვიმონ ჩხეტიძის მიერ მამისთვალა ივანჯანისშვილისათვის მიცემული პარტახტის წყალობის წიგნისა (1673 წ. ქმ. № 1342).
გოჩალაშვილი პატა
მოწმე ნადირა ჯავახიშვილის მიერ გიორგი ლარაძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა ([1689-1700 წწ.] 1450-10/124).
![]() |
8.62 გოჩასშვილი || გოჩაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
გოჩაშვილი
ერეკლე მეფემ სეხნია გურამიშვილს უწყალობა ექვსი კომლი კაცი იმ პირობით, რომ თუ გოჩაშვილი წარმოადგენდა იმ სოფლის ნასყიდობის წიგნს, მეფე ამ წყალობას შეუცვლიდა (1688 წ. 1450-14/48).
გოჩაშვილი დათუნა
ნაწრეტს მცხოვრები, ამილახვრის ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით მისი კომლიდან ორ კაცს ევალებოდა შუბით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
გოჩაშვილი ზაალა
ჰყავს განაყოფი ნონია, რომლის მამულით იგი წილად ხვდა არდაშელ რამაზასშვილს ([1695-1697 წწ.] 1450-31/132).
გოჩაშვილი ზაქარია
ციხედიდს მცხოვრები, იგი, ქონებითურთ, წილად ხვდა არდაშელ რამაზასშვილს ([1695-1697 წწ.] 1450-31/132).
გოჩაშვილი ნონია - განაყოფი ზაალა გოჩაშვილისა, იხ.
გოჩასშვილი შოშია
მოწმე ზაქარა საზუასშვილის მიერ ივანე ბერინაშვილისათვის მიცემული მიწისა და ჭურის ნასყიდობის წიგნისა (1681 წ. XII. 15. Hd-6789).
გოჩია
ცხირეთის მამულები, მისი კუთვნილი მიწის გარდა, გამრეკელ ჯავახიშვილმა მზითევში გაატანა თავის ასულ შამანდუხს (1697 წ. Hd-14425).
გოჩია
კისისხევს მცხოვრები, გლეხი, თეიმურაზ მეფემ იგი შესწირა ალავერდის ტაძარს თავისი მეუღლის, ანას სააღაპედ (1612 წ. V. 10. 1448-5017).
გოჩია
დამწერი მამისთვალას მიერ იონათამ ხარანიძისათვის მიცემული შერიგების წიგნისა (1612 წ. 1450-49/149).
გოჩია
გორინჯუკს მცხოვრები, იგი, მამულით, წილად ერგო დავით თურქისტანიშვილს (1626 წ. 1450-50/70).
გოჩია
გორუმს მცხოვრები, იგი, მამულით, წილად ერგო უცნობ პირს სარქისის სანაცვლოდ (1626 წ. 1450-50/80).
გოჩია
ჰყავს ძმა ხუცია. მან და მისმა ყმებმა ექვსი ისარი ესროლეს მერაბ სააკაძის სიძეს და სამ ადგილას დაჭრეს იგი ([1619-1626 წწ.] Qd-826).
გოჩია
ლევან დადიანმა იგი შესწირა ხონის ტაძარს ([1628-1639წწ.] დსსს. I. 51-52).
გოჩია
მისი კერძი მამული თურმანმა მიჰყიდა დავით გაბადიძეს ([1633-1658 წწ.] Hd-8794 ა).
გოჩია
მისი და რამაზას ნაქონი მამულები ჯილიზაში როსტომ მეფემ უბოძა თაყა თუმანიშვილს (1635 წ. VI. 14. Ad-972).
გოჩია
მოწმე ჟოჟე მამისაშვილის მიერ თბილელ ეპისკოპოს [ელისე] საგინაშვილისათვის მიცემული ფიცის წიგნისა (1638 წ. 1450-26/83).
გოჩია
გორინჯუკს მცხოვრები, იგი წილში ერგო ლეონ თურქისტანიშვილს (1646 წ. III. 12. 1450-18/89).
გოჩია
ნახიდურს მცხოვრები, იგი, მამულით, როსტომ მეფემ უბოძა ყულ ყარჩიას (1653 წ. Sd-2).
გოჩია
მოურავი, მოწმე ხოსიტა თუმანიშვილის მიერ მურდარ მანუჩარ [თუმანიშვილისათვის] მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1660 წ. IV. 6. Hd-8054).
გოჩია
მისი ადგილ-მამული, რომელიც იონა ნემსიწვერიძესა და მის შვილს, შოშიტას, ეკავათ, ალექსანდრე მეფემ უწყალობა გაბრიელ ცაგერელს, ხოლო ამ უკანასკნელმა შესწირა ცაგერის ეკლესიას (1660-იანი წწ. Qd-9085 ჱ).
გოჩია
აბდულა [თუმანიშვილმა] მიჰყიდა ჯიმშიტა [თუმანიშვილს] მისი ვენახის უკან მდებარე ვენახი (1664 წ. VI. 12. Hd-11032).
გოჩია
იგი ქაიხოსრო იაშვილმა სააღაპედ შესწირა თავის ეგვტერს (XVII ს. II ნახ. 1448-1535).
გოჩია
ემართა [საგენათლო]: თორმეტი თეთრი, ორი დორა ღვინო, ოთხი კოდი ღომი (XVII ს. II ნახ. 1448-1523 ფრაგმ.).
გოჩია
ემართა [საგენათლო]: თორმეტი თეთრი, ექვსი დორა ღვინო, ექვსი კოდი ღომი (XVII ს. II ნახ. 1448-1523 ფრაგმ.).
გოჩია
ქალაქს მცხოვრები, მოხსენიებულია ყმების ნუსხაში ( XVII-XVIII სს. Hd-819).
გოჩიანი მამისთვალა
ჩხუტელს მცხოვრები, ემართა ცაგერის საყდრის ბეგარა: ცამეტნახევარი გორო ღვინო, ერთი კაბიწი პური, ორი ქათამი, ერთი თეთრის ყველი, პურის ჭამა, ტვირთი, მუშაობა, ოყა სანთელი(XVI ს. ლაი. H-84-54. 87 a-89 b).
![]() |
8.63 გოჩიასშვილი || გოჩიაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
გოჩიაშვილი
მღვდელი, ქრისტეფორეს კათალიკოსობის დროს იგი თავისი ნებით შეეწირა სვეტიცხოველს (1659 წ. ქრ. II. 476).
გოჩიაშვილი
მისი მარანი ესაზღვრებოდა თედიაშვილ ბერის მიერ თბილელ იოსებ სააკაძისათვის მიყიდულ სამარნე ადგილს (1678 წ. 1450-3/36).
გოჩიაშვილი
მისი მიწა ესაზღვრებოდა მღთისია ხატიაშვილის მიერ რამაზ [ზუმბულიძისათვის] მიყიდულ მიწას (1683 წ. 1450-31/100).
გოჩიასშვილი
მის საზღვრამდე მიჰყიდა იასე მრელიასშვილმა რევაზ მაღალაძეს მამული (1689 წ. XII. 12. Qd-1349).
გოჩიაშვილი
მის მამულზე დავა ჰქონდათ გივი და იოთამ ამილახვრებს. ნაზარალი-ხანის განჩინებით, გოჩიაშვილის მამულიდან „რაც გასაცემი არ იყო“, სახასოდ უნდა დაეჭირათ (1692 წ. III. 15. Hd-10068).
გოჩიაშვილი
მისი ნასყიდი მიწა ესაზღვრებოდა ვარაზ გერმანოზიშვილის მიერ შერმაზან ყორღანაშვილისათვის მიცემული მიწის ნაკვეთს ([1695-1703 წწ.] 1450-16/126).
გოჩიაშვილი
მას ველნეთში უყიდია ქვათახევის ყმის, ანაშელაშვილისაგან თვითნებურად გაყიდული მიწა (1700 წ. 1449-1869).
[გო]ჩიაშვილი
მისი ვენახი ესაზღვრებოდა ძველ ზვარს, რომელიც გაყოფის დროს წილად ხვდათ ზურაბსა და მოურავ [ავთანდილ სააკაძეებს] (XVII ს. ბოლო მეოთხ. Hd-10165).
გოჩიაშვილი ბახუტა
მიჰყიდა გარსევან ქარუმიძეს თორტიზაში თუშიასშვილის მიწა პაატას მიერ ნაყიდ ქუმსიასშვილის მიწამდე, ბეჟიტა შავბალახაშვილისა და პაპუნა ყადახაშვილის მიწებამდე (1691 წ.Ad-1536).
გოჩიაშვილი ბერი - განაყოფი გიორგი გოჩიაშვილისა, იხ.
გოჩიაშვილი გიორგი
აზნაური, ჰყავს განაყოფი ბერი, მასთან ერთად მოწმეა პაპუნას მიერ ზაალ წინამძღვრიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1700 წ. Hd-14564).
გოჩიაშვილი გოგია
ჴურვალეთს მცხოვრები, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა შუბით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
გოჩიაშვილი დათუნა - ძმა ზაალა გოჩიაშვილისა, იხ.
გოჩიაშვილი ზაალა
ციხედიდს მცხოვრები, ჰყავს ძმა დათუნა. კათალიკოსმა იოანე დიასამიძემ იგი უწყალობა სახლთუხუცეს რევაზ მაღალაძეს (1692 წ. Hd-1305).
გოჩიაშვილი თამაზა
მოწმე ყაფლან ბარათაშვილის მიერ როსებ ჯანდიერიშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. შუა ხანები. Ad-1204).
გოჩიაშვილი თამაზა
მისი და კურდღელაშვილის ფარდად მოურავსა და ზურაბ [სააკაძეს] წილად ხვდათ ერთაწმინდას მცხოვრები სეხნია გედიაშვილი (XVII ს. ბოლო მეოთხ. Hd-11786).
გოჩიაშვილი თამაზა
ანანურში მცხოვრები, ბაინდურ არაგვის ერისთავმა იგი შესწირა ანანურის ღმრთისმშობელს (XVII ს. მიწურ. 1449-1807).
გოჩიაშვილი თევდორა
მოწმე დათია ყვავიშვილის მიერ სახლთუხუცეს რევაზ [მაღალაძისათვის] მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1689 წ.1448-5075).
გოჩიაშვილი იმედა
მოწმე გივიაშვილის მიერ ბერუა მუჩაიძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1683 წ. Qd-1785).
გოჩიაშვილი ნასყიდა
მოწმე ბატატი მახარაშვილის მიერ სახლთუხუცეს რევაზ მაღალაძისათვის მიცემული ბაგის ნასყიდობის წიგნისა(1690 წ.Qd-1342).
გოჩიაშვილი ნონია - 1683-1692 წწ.
მოწმე: პატატი სოსიაშვილის მიერ რამაზ [ზუმბულიძისათვის] მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1683 წ. 1450-31/97), იესე მრელისშვილის მიერ სახლთუხუცეს რევაზ მაღალაძისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1689 წ. XII. 12. Qd-1349), მახარებელ სოსიაშვილის მიერ თინათინ მაღალაძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1692 წ. 1450-31/110), მახარა ვარსიმაშვილის მიერ რევაზ [მაღალაძისათვის] მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1692 წ. 1448-2235).
გოჩიაშვილი პაატა
მიწობლიძის ცოლყოფილის, მარიამის ყოფილი ყმა, როსტომ მეფემ იგი უწყალობა სვეტიცხოვლის დეკანოზის შვილს, რამაზ [ზუმბულიძეს] (1653 წ. 1450-31/115).
გოჩიაშვილი ქიტა
მოწმე ბასილა ჭყიტიაშვილის მიერ ავთანდილ ბეგვერდისშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1629 წ. I. 1450-35/71).
გოჩიაშვილი ქიტუა
მოწმე თამაზ ქემაროზაშვილის მიერ გიორგი პაპუნაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1689 წ. II. 13. 1450-16/5).
გოჩიასშვილი შიო
სვერს მცხოვრები, ზურაბ მაჩაბლის მეკოდისპურე ყმა (1700 წ. 1448-3602).
გოჩიტა
ნასუტასა და მას ემართათ აფხაზეთის საკათალიკოსო ბეგარა: სამი კოდი პური, ორი საკლავი, ორი ქათამი, ორი კვერცხი, ერბო, ხაჭო, მარილი (1621 წ. ქსძ. III. №91).
გოჩიძე ბერუკა
ახალდაბას მცხოვრები, დომენტი კათალიკოსმა იგი შვილითურთ შეიძინა ბერ აბაშიძისაგან და უწყალობა ხუდადა ხოჯაშვილს (1660 წ. V. 1. Sd-2913).
გოძალია მიხიღა
დარჩში მცხოვრები, ემართა ცაიშის საყდრის ბეგარა - გოჭკუმური ([1616-1621 წწ.] ქსძ. III. № 92).
გოწრ(ი)ხიანი გამრეკელ
იხსენიება „მასპინზლად“ დაწერილში მასპინძელთა რიგის დაწესების შესახებ (XIV ს. სწძ. I. № 53).
გოწრიხიანი ივანე
იხსენიება „მასპინზლად“ დაწერილში მასპინძელთა რიგის დაწესების შესახებ (XIV ს. სწძ. I. № 53).
გოჭა
მის საზღვრამდე: მიჰყიდა შიოშ წინამძღვრიშვილმა დომენტი ბუნიათიშვილს ჭალის ვენახი (1672 წ. Sd-545), დომენტი ბუნიათიშვილმა გაუცვალა ზაალ წინამძღვრიშვილს ვენახი (1698 წ. Hd-1754).
![]() |
8.64 გოჭილოდაანთ || გოჭილარდაანთ |
▲ზევით დაბრუნება |
გოჭილარდანათ ბაისოღულა
მისი ქარვასლის კედელი ესაზღვრებოდა ხოსინა ბაინდურასშვილის მიერ ქაფანაკანთ ფარსადანასავის მიყიდულ ორ ქულბაქს (1672 წ. VI. Sd-754).
გოჭილოდ[აა]ნთ ბაისოღუასშვილი დავითა
ჰყავს ძმისწულები: თათოსა და ბაღდასარა. ძმისწულებთან გაყრის დროს ერგო: - დარბაზი, სათორნე, ორი ოდა, სარდაფი, ზედნაშენი სახლი და ეზოსა და ჭიშკრის ნახევარი; მის ძმისწულებს ერგოთ: ეზოსა და ჭიშკრის ნახევარი, საუფროსოდ - ივანა ცოლ-შვილითა და მამულით; სანახევროდ - მეიდანში ქულბაქი ოთახით, ლაზარეს სახლის წინ ორი სახლი, ორი თუმანი ვალი, მამის სადაო საქმე, მომავალში თუ რაიმეს აიღებდნენ, შუაზე უნდა გაეყოთ. გაყრის შედეგად დავითამ იკისრა გადახდა ვალებისა: პაპოასი - თუმანნახევარი, ზურაბასი - ორი თუმანი, მურადასი - სამი თუმანი, ანდრიასი - თუმანნახევარი, ყარიშა პაპოასი - ერთი თუმანი (1684 წ. VII.1. 1450-50/206).
გოჭილოდაანთ ბაღდასარა
ძმისწული გოჭილოდაანთ ბაისოღულას. შვილი დავითასი, იხ., ძმა გოჭილოდაანთ თათოსასი, იხ.
გოჭილოდაანთ (ვარ. ბაღდადანთ) თათოსა 1684-1691 წწ.
ძმისწული გოჭილოდაანთ ბაისოღულაშვილი დავითასი, იხ., ჰყავს ძმა ბაღდასარა (1695, 1691 წწ. 1450: 50/205, 50/207) იყიდა ქარანაკაანთ ზურაბასშვილ ფარსადანასაგან მეიდნის ახლოს, ჰასას ასლანას დუქნის უკან, გარსოას დუქნის კედელთან, ადგილი (1691 წ. VIII. 24. 1450-50/205), ვალის გამო ძმას გაეყარა. დადეს პირობა, რომ ძველი ვალები სანახევროდ გადაეხადათ. ახალს კი თავ-თავისას გადაიხდიდნენ. სახლებში აღებული ქირა შუაზე უნდა გაეყოთ. საბატონო სათხოვარი კი - ცალ-ცალკე გადაეხადათ. სანახევროდ უნდა გადაეხადათ პაპოას ორი თუმანი, გიჟი ალავერდას ცხრა მინალთუნი, დავითასი - ხუთი მინალთუნი, ყაფანდარა ბეჟოასი - სამი მინალთუნი, თათოსას ცოლისა - სამი, ფაურის ვალი - თოთხმეტი აბაზი, დედისა - თუმანი, პაპოას ჯალაბისა - ცხრა აბაზი, ესტატესი - ექვსი აბაზი, როსტომას ქალისა - ექვსი აბაზი (1690 წ.VII. 1450-50/207).
გოხაძე
სვიმანეთის საყდრის ყოფილი წინამძღვარი. მისი მამული გენათელმა მისცა ახალ წინამძღვარს (XVII-XVIII სს. Hd-15104).
გოხიანი გოგინა
ჩხუტელს მცხოვრები, ემართა ცაგერის საყდრის ბეგარა: ცამეტნახევარი გორო ღვინო, ერთი კაბიწი პური, ორი ქათამი, ერთი თეთრის ყველი, პურის ჭამა, ორი ქათამი, ტვირთი, მუშაობა, ოყა სანთელი (XVI ს. ლაი. H-84-54, 87 a-89 b).
გრატიაშვილი დათუნა
მას ნაზარალი-ხანისათვის ისპაანში ყოფნის დროს ნატყუარი საბუთები წარუდგენია, რის საფუძველზედაც მიიღო დავით გარეჯის კუთვნილი ვენახის წყალობა. წინამძღვარ ონოფრეს თხოვნით ნაზარალი-ხანმა ისევ გასინჯა ამ ვენახის საქმე და იგი გარეჯას დაუბრუნა (1699 წ. 1449-1830).
გრენდასშვილი დათუნა
მონაწილეობა მიიღო სხვა პირებთან ერთად გარეჯელთა და ჩერქეზელთა სამამულე დავის გარჩევაში (1656 წ. IV. 2. 1450-25/150).
გრენდასშვილი შერმაზან
მონაწილეობა მიიღო სხვა პირებთან ერთად გარეჯელთა და ჩერქეზელთა სამამულე დავის გადაწყვეტაში (1656 წ. IV. 2. 1450-26/150).
გრიგალაშვილი
ბერეთს მცხოვრები, მებეგრე, მას, ყვიჟინიძესა და ტაბატაძეს ემართათ ქუთაისის საყდრის ბეგარა (1558 წ. H-626).
გრიგალაშვილი
წაქვას მცხოვრები, მეფე თეიმურაზმა იგი უწყალობა ბატონ ლევანსა და მის სიძეს ამილღამბარს (1628 წ. X. 30. Hd-14680).
გრიგალაშვილი ბერი - შვილი ნადირა გრიგალაშვილისა, იხ.
გრიგალაშვილი დათუნა
მოწმე დემეტრე ტატიშვილის მიერ შოშიტა მიქელაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1690-იანი წწ. Hd-777).
გრიგალაშვილი დათუნა - [ძმისწული] ნადირა გრიგალაშვილისა, იხ.
გრიგალაშვილი ზაქარია - ძმა ნადირა გრიგალაშვილისა, იხ.
გრიგალაშვილი ნადირა
თორმანეულს მცხოვრები, სეხნია ტატიშვილის ყმა, ჰყავს ძმა ზაქარია, შვილი ბერი, ძმისწულები: დათუნა, ქიტია, სამი სალაშქრო შვილი. იხსენიება ზემო ქართლის სადროშოს აღწერის დავთარში (XVII ს. II ნახ. Qd-7017).
გრიგალაშვილი ქიტია - [ძმისწული] ნადირა გრიგალაშვილისა, იხ.
გრიგოლ
ტფილელი [ეპისკოპოსი], დაამტკიცა კახა თორელის შეწირულების დაწერილი რკონის მონასტრისადმი ([1260 წ.] Sd-2859).
გრიგოლ
დეკანოზი, შიომღვიმის კრებულთან და მთავარმამა იოვანესთან ერთად უწყალობა მჭედელ ჯაუნარ ბავტისძეს საღალო მიწა და გაუჩინა ბეგარა (1344 წ. IV. 5. ქრ. II. 180).
გრიგოლ
მწიგნობარი, დამწერი ალექსანდრე მეფის მიერ დავით გორგაძისათვის მიცემული სასისხლო სიგელისა (1392 წ. VI. 13. Ad-932 სას.).
გრიგოლ
ვანის მონასტრის მნათე, მას უნდა ეწირა 12 საუფლო დღეს ჩაისარ თმოგველის ასულ გულშარისათვის (1393 წ. Ad-933 მინაწ. კეფი 8 v).
გრიგოლ
გოგიტა არდაშერასშვილის მეზობელი. მოწმე ნიკოლოზ პალატისშვილის მიერ გოგიტა არდაშერასშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1477 წ. VII. 4. Qd-9814 ა).
გრიგოლ
ანტიოქიის საპატრიარქოს ბოლოზნის ეპისკოპოსი, მისულა სამცხეში, სადაც უნახავს აწყურის ღმრთისმშობლის ხატი. დარწმუნებულა [ქართლის] მეფისა და ხალხის „უსჯულოებაში“, მზეჭაბუკ ათაბაგის მართლმადიდებლობაში. მან აცნობა ანტიოქიის პატრიარქს დოროთეოსს რომ ყოველივე ეს და ისიც, რომ მაწყვერელი კეთილი მართლმადიდებელი და საღმრთო მცნებათა კარგი მცოდნე იყო ([1500-1516 წწ.] ქრ. II. 318).
გრიგოლ
ბედიელი [ეპისკოპოსი], იხსენიება ალექსანდრე მეფის მიერ კაციბერ თოფურიძისათვის მიცემული სასისხლო სიგელის მტკიცებულებით ნაწილში (XVI-XVII სს. ქმ. № 1608 სას.).
გრიგოლ - 1607-1609 წწ.
მღვდელ-მონაზონი, „ქალაქის ციხის“ დეკანოზი, დამწერი: ფარსადან ჯავახიშვილის მიერ გიორგი სააკაძისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1607 წ. Hd-14690), შანშე ჯავახისშვილის მიერ გიორგი სააკაძისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1609 წ. IV. 7. Hd-1656).
გრიგოლ: ტერ-გრიგოლ
ფეთხაიმის მღვდელი, ჰყავს შვილი სერაპიონ. სხვებთან ერთად გაარიგა ტოტუაშვილების დავა მანდენაშვილებთან და აჯაბნუშასშვილებთან სახლისა და მარნის ალაგზე (1648წ. V. 22. Qd-503)
გრიგოლ - ხუცესი, მამა მარტიროზასი, იხ.
გრიგოლ - ამბა-ალავერდელი, იხ. ჩოლაყაშვილი გრიგოლ
გრიგოლ
ტფილელი ეპისკოპოსი, გაურიგებია წინარეხელთა დავა სარწყავ წყალზე, აღნიშნულია იოსებ თბილელის მიერ წინარეხელთათვის მიცემულ წყალზე დავის გარიგების წიგნში ([1661-1688 წწ.] 1449-1821).
გრიგოლ
მამასახლისი, მოწმე არუთინა ოჰანეზაშვილის მიერ [დომენტი] კათალიკოსისათვის მიცემული ყმად თავდაწერილობის წიგნისა (1671 წ. VII. 4. 1449-1181).
გრიგოლ
გენათელი [ეპისკოპოსი], მოწმე დეისმა ჯაიანის მიერ კათალიკოს დავითისათვის მიცემული ფიცის წიგნისა ([1673-1696 წწ.] Hd-11208).
გრიგოლ
სიონის კანდელაკი, დამწერი ნიკოლოზ და გიორგი მახარობლისშვილების მიერ იოანე ნათლისმცემელის უდაბნოსათვის მიცემული თავშეწირულების წიგნისა (1692 წ. III. 1. 1449-1838).
გრიგოლ - მხატვარი, შვილი ფოცხვერასი, იხ.
გრიგოლ - ხარჭაშნელი, იხ. ერისთავისშვილი გრიგოლ.
გრიგოლ - 1696-1698 წწ.
მცხეთის კანდელაკი || კანდელაკი, მოწმე: ნიკოლოზ მაღალაძის მიერ ქობალაშვილისათვის მიცემული სააღაპე წიგნისა (1696 წ. 1448-5060), იოვანე დიასამიძის მიერ ერთობილ თრიალელთათვის მიცემული სამოხელეო შეუვალობის წყალობის წიგნისა (1697 წ. IV. 23. 1448-5066), დეკანოზ ზაქარია ზუმბულიძის მიერ ქადაგ-არქიმანდრიტ ნიკოლოზ მაღალაძისათვის მიცემული ყმა-მამულის ნასყიდობის წიგნისა (1697 წ. Qd-7025), ფარსადან ფანასკერტელ-ციციშვილის მიერ კათალიკოს იოვანე დიასამიძისათვის მიცემული ყმების ნასყიდობის წიგნისა (1697 წ. 1449-1190), კათალიკოს იოვანე დიასამიძის მიერ წინამძღვარ ნიკოლოზ თუხარელისათვის მიცემული სოფლის მოურაობის წყალობის წიგნისა (1698 წ. Sd-407).
გრიგოლ
სიონის ღვთისმშობლის ეკლესიის მგალობელი, დამწერი და მოწმე გოჯასპ საგინაშვილის მიერ ბეჟან თამაზაშვილისათვის მიცემული სახლ-კარის ნასყიდობის წიგნისა (1698 წ. 1450-26/90).
![]() |
8.65 გრიგოლა || გრიგორა || გრიქოლა || გრიქორა |
▲ზევით დაბრუნება |
გრიგოლა
მის ვენახამდე მიჰყიდა ნიკოლოზ პალატისშვილმა გოგიტა არდაშერასშვილს ვენახი (1477 წ. VII. 11. 1449-845).
გრიგოლა
თევდორწმინდაში მცხოვრები, ბარათაშვილების გაყრის დროს იგი ერგო გერმანოზსა და მის ძმებს: თაყას, გოსტაშაბსა და ფალავანხოსროს (1523 წ. Ad-1299 ა).
გრიგოლა
კარშაგარს მცხოვრები, იგი, თავისი მამულით, წილში ხვდა იოთამ ბარათაშვილს ([1537-1538 წწ.] VIII. 16. 1450-11/112).
გრიგოლა
დმანისს მცხოვრები, იგი, თავისი მამულით, წილად ხვდა იოთამ ბარათაშვილს ([1537-1538 წწ.] VIII. 16. 1450-11/112).
გრიგოლა - შვილი სანასარასი, იხ.
გრიგოლა
მისი და გუველებიანურისშვილის სახასო მიწა ალიბარულის საზღვართან, ვახუშტი აბაშიძემ შესწირა კაცხის მონასტერს ([1550-1570 წწ.] დსსს. I. 21-27).
გრიგოლა: გრიგოლასეული
გრიგოლასეული და მწავისეული გლეხი „ორად“ ვახუშტი აბაშიძემ შესწირა კაცხის მონასტერს ([1550-1570 წწ.] დსსს. 1. 21-27).
გრიგორა: ტერ-გრიგორა
როსტომ მეფემ მას უწყალობა თარხნობა (1640 წ. მატ. 252-2).
გრიქორა (ვარ. გრიქოლა): ტერ-გრიქორა - 1645-1672 წწ.
ჰყავს შვილები: სააკა, ფარსადანა, დავითა, ბაღდასარა, გიორგი (1672 წ. 1449-954), შვილიშვილი ტერ-დავითა, იხ., იყიდა გოგინას დედის, ლალინასაგან, ყმა და სახლები (1672 წ. 1449-954).
გრიქოლა: ტერ-გრიქოლა
დეკანოზი, მოწმე ახპერჯანას მიერ სარქისასათვის მიცემული მამულზე დავის გადაწყვეტილების წიგნისა (XVII ს. I ნახ. Qd-499).
გრიქოლა
ცხოვრობდა [ქალაქს] მირიმანაშვილის მიწაზე, ერთი კომლი, მისი წყალობა განუახლა ეინალა მირიმანაშვილს შაჰნავაზ მეფემ (1661 წ. XII. 27. 1450-5/114).
გრიქორა - მამა სტეფანასი, იხ.
გრიქორა - მამა მარტიროზასი, იხ.
გრიქორა - ძმა სამწევრისის მამასახლის იაგანასი, იხ.
გრიქორა
სახუნდარაში მცხოვრები, ბოგანო. იგი, სხვა ყმებთან ერთად უწყალობა შაჰნავაზმა მესტუმრე დონდარა [ეჯიბისშვილს] ვერხუნელას სანაცვლოდ (1662 წ. Sd-621).
გრიქორა: ტერ-გრიქორა - ძმა სააკასი, იხ.
გრიგოლა
მოწმე გასპარა ბეროაშვილის მიერ დავით შაღბუნაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1671 წ. 1450-6/45).
გრიქოლა
იაგანა ქანანაშვილის ყმა, ჰყავს ძმა ველუა, რომელთან ერთადაც იგი ქანანაშვილმა-სულხანისშვილმა იაგანამ მიჰყიდა სარდალ თამაზ ყაფლანისშვილს (1678 წ. X. 30.1450-20/32).
გრიქოლა: ტერ-გრიქოლა
დარბაზს, ზემო სამებას მცხოვრები, ერთი კომლი, სვეტიცხოვლის ყმა, თარხანი, შეტანილია ნიკოლოზ კათალიკოსის მიერ შედგენილ სვეტიცხოვლის ყმათა ნუსხაში (1683 წ. 1449-1788).
გრიქორა - შვილი მუშმუშისა, იხ.
გრიქორა: ტერ-გრიქორა
მოწმე დავით ურდუბაგაშვილის მიერ შავერდ გამრიგიძისთვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1686 წ. I. 1.1450-6/88).
გრიქორა
[სამწევრისის] მამასახლისის ძმა, მოწმე ზაქუმბეგ ზაქუმიშვილის მიერ იეგულაანთ ბეჟანისშვილ ალიხანასათვის მიცემული მიწების ნასყიდობის წიგნისა (1699 წ. II. 7. 1450-12/2).
გრიქორა
მიართვა სახლთუხუცეს პაპუა [მუხრანის ბატონიშვილს] 10 თუმნის (ვალის დაბრუნების?) წიგნი (XVII ს. ბოლო. 1461-3/24 ფრაგმ.).
გრიგოლა
გორში მცხოვრები, ჭონი, ამილახვრის ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა ლაშქრობა (XVII ს. II ნახ.1448-5032).
გრიგოლაია სოსია
მოწმე კათალიკოს დავით ნევსაძის მიერ კანდელაკ ივანე ქავთარაისათვის მიცემული მამულის და ყმის წყალობის წიგნებისა ([1673-1696 წწ.] Qd: 9661, 9659).
![]() |
8.66 გრიგოლასშვილი || გრიგოლაშვილი || გრიქორასშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
გრიგოლაშვილი
მანდენა ხოსიტაშვილმა ყორღანა ყორღანაშვილს კაჭკაჭის ხევში მის საზღვრამდე მიჰყიდა დღენახევრის მიწა (1691 წ. V. 4. 1450-16/167).
გრიგოლაშვილი
ბიძინა მწყერაძე-ბერუკაშვილმა უთრუთ [ციციშვილს] მიჰყიდა მიწა მის ნაფარეხალთან (1699 წ. II. 5. 1450-51/84).
გრიგოლაშვილი
ერთი კომლი, იხსენიება როსებ ტატიშვილის ყმების დავთარში (XVII ს. II ნახ. სეიძ. II. № 9).
გრიგოლაშვილი
ქალაქს მცხოვრები, საბატონო [ყმა], სურდა გორში გადასახლება (XVII ს. Hd-14990).
გრიგოლაშვილი ბერუა - [შვილი] გულუა გრიგოლაშვილისა, იხ.
გრიგოლაშვილი გიქუა
მოწმე პაპუა ვახტანგაშვილის მიერ გიორგი ყორღანაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1689 წ. 1450-16/9).
გრიგოლაშვილი გულუა
ჰყავს ძმები: პაპუა, ელიზბარ, თემუა, [შვილები]: ბერუა, როსტომ, თამაზა, ფარემუზ. არუთინა ნოსრათაშვილმა მას გაუცვალა ვენახი (XVII ს. Sd-888).
გრიგოლაშვილი (ვარ. გრიგოლისშვილი) ევანეზა - 1665-1679 წწ.
მოწმე: მაზანა იმარაშვილის მიერ პაპუა თუმანიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1665 წ. I. 15. 1450-10/166), მაზიტა იმარასშვილის მიერ ელიზბარ თუმანიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1670 წ. I. 15. 1450-10/159), დათუნა შატბერაშვილის მიერ ნანუჭაშვილ მაქიასათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1674 წ. 1. 22. 1450-10/163), შიო შოშიაშვილის მიერ მაქია [ნანუჭაშვილისათვის] მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1679 წ. I. 10. 1450-10/164), მამუკა ხახანაშვილის მიერ ელიზბარ თუმანიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1679 წ. I. 10. 1450-10/161).
გრიგოლაშვილი ელიზბარ - ძმა გულუა გრიგოლაშვილისა, იხ.
გრიგოლასშვილი ზუბუა
შერმაზან ყორღანაშვილის ყმა, იგი ვარაზა გერმანოზიშვილმა „დახარჯა“ - მიჰყიდა ხოსროველას ([1695-1703 წწ.] 1450-16/126).
გრიგოლაშვილი თამაზა - [შვილი] გულუა გრიგოლაშვილისა, იხ.
გრიგოლაშვილი თემუა - ძმა გულუა გრიგოლაშვილისა, იხ.
გრიგოლასშვილი ინდუა
ძალისს მცხოვრები, მისი სამოსახლო ესაზღვრებოდა ალექსანდრე მეფის მიერ შიომღვიმისათვის შეწირულ მიწას([1412-1442 წწ.] Ad-14).
გრიგოლაშვილი მახარა
ოძისს მცხოვრები, იგი ერგო გოშფარს, გოშფარ და როინ ჯავახიშვილების გაყრის დროს ([1527-1558 წწ.] Qd-605).
გროგოლასშვილი ნასყიდა
მიჰყიდა გიორგისა და დათუნას ექვსი დღის მიწა ბოლნისის გზაზე (XVII ს. IV მეოთხ. 1450-2/103).
გრიგოლაშვილი პაპუა - ძმა გულუა გრიგოლაშვილისა, იხ.
გრიგოლაშვილი პეტროზა
მოწმე სანასარას მიერ ვეციკასათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1547 წ. Hd-1555).
გრიგოლაშვილი როსტომ - [შვილი] გულუა გრიგოლაშვილისა, იხ.
გრიგოლაშვილი სულხან
ქვემო ბოლნისს მის მიერ სონღულასშვილისაგან ნაყიდი საკომლო ნაზარალი-ხანმა უწყალობა ასლამაზ სოლაღაშვილ-იორამისშვილს (1699 წ. II. 9. 1450-17/40).
გრიგოლაშვილი ფარემუზ - [შვილი] გულუა გრიგოლაშვილისა, იხ.
გრიგოლაძე
ჯონიას მცხოვრები გლეხი, საკათალიკოსო გლეხების ნუსხის მიხედვით, იგი ჰყავდა „დიდებულს“ (1650 წ. ახლო. დსსს. I. 53-55).
გრიგოლია გოკურცხია
ხოირს მცხოვრები, ემართა აფხაზეთის საკათალიკოსო ბეგარა: საპურობო, ერთი საკლავი, მუშაობა, ყურძნის კრეფა, სამსახური, სამეჯინიბო თივა, ღომი, ფეტვი (1621 წ. ქსძ. III. № 91).
გრიგოლია ვაჟობა
ხოირს მცხოვრები, ემართა აფხაზეთის საკათალიკოსო ბეგარა: საპურობო, ერთი საკლავი, მუშაობა, ყურძნის კრეფა, სამსახური, სამეჯინიბო თივა, ღომი, ფეტვი (1621 წ. ქსძ. III. № 91).
გრიგოლია ღვარკალაი
თეკლათს მცხოვრები, საეკლესიო გლეხი, ეკისრა გადასახადი - ხუთი ლოღარიკი სანთელი (XVII ს. Hd-11221).
გრიგოლისშვილი ევანეზა - იხ. გრიგოლაშვილი ევანეზა
გრიგოლისშვილი პაპია
კარალეთში მცხოვრები, ქაიხოსრო ციციშვილის მეკოდისპურე ყმა (1700 წ. 1448-3602).
გრიგოლიშვილი ქრისტესია
მოწმე ნასყიდა მაისურაძის მიერ მდივან ბეგთაბეგ [მარტიროზისშვილისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1697. III. 27. 1450-2/8).
გრუჩა
მუგუთს მცხოვრები, იგი, თავისი მამულით, წილად ხვდა იოთამ ბარათაშვილს ([1537-1538 წწ.] VIII. 16. 1450-11/112).
გრძელაშვილები
ჰქონდათ დავა იასე მურვანისშვილთან წისქვილის თაობაზე. წისქვილის ნახევარი გრძელაშვილებს გამოეფიცათ. დავა გაარჩია სახლთუხუცესმა პაპუა მაღალაძემ. გიორგი მეფის მიერ ადრე გრძელაშვილებისათვის ბოძებული საბუთის საფუძველზე მან გადაწყვიტა, რომ წისქვილზე უფლებები მოდავე მხარეებს თანაბრად უნდა გაენაწილებინათ ([1676-1688 წ.] Hd-8155).
გრძელიძე
უცნობ პირს ალის მონასტერი და შუბა ჯაყელი გრძელიძის ყანაზე ერჩოდნენ (XIV-XV სს. S-1245. 327-311 ფრაგმ.).
გრძელიძე გიორგა
ალისმერეს მცხოვრები, ემართა ქუთაისის საყდრის ბეგარა: თექვსმეტი თეთრი, ერთი ლიტრა სანთელი, ერთი ლიტრა მატყლი, რვა ნაოთხალი იფქლი, ოთხი პური ერთი ლიტრა მარილი, მეულაყეობა (1558 წ. H-626).
გრძელიძე გოგიჩა
შუბანს მცხოვრები, ემართა ქუთაისის საყდრის ბეგარა: ორმოცდათხუთმეტი კოკა ღვინო, თორმეტი თეთრი ღვინო, „თავი ბეგარა“; ათი თეთრი, ოცი კვერცხი, ერთი ურემი ღომი, ოცდაოთხი ნაოთხალი, ერთი საბელი, თივის თიბვა, ქერის მუშაობა, ქუთაისის საყდრის მუშაობა და ერთი თეთრის ღირებულების ყავრის მიტანა (1558 წ. H-626).
გრძელიძე დავითა
პიტინისხევს მცხოვრები, ემართა ქუთაიხის საყდრის ბეგარა: ერთი ლიტრა სანთელი, ერთი ლიტრა მატყლი, ერთი ნაოთხალი იფქლი, ორი კვერცხი, ერთი ლიტრა მარილი, ორი პური და მეულაყეობა (1558 წ. H-626).
გრძელიძე ივანა
პიტინისხევს მცხოვრები, ემართა ქუთაისის საყდრის ბეგარა: პარტახტიანად ოცდაოთხი თეთრი, ერთი ლიტრა სანთელი, ერთი ლიტრა მატყლი, ექვსი ნაოთხალი იფქლი, ორი კვერცხი, ორი პური, ერთი ლიტრა მარილი და მეულაყეობა (1558 წ. H-626).
გრძელიძე მამუკა
ემართა აფხაზეთის საკათალიკოსო ბეგარა: სამი კოდი წმინდა პური, ორი კოდი ქერი, სამი საკლავი, ოთხი კასრი ღვინო, სამი ქათამი, ერბო, ხაჭო, სალორე მარილი, შვიდი კვერცხი (1621 წ. ქსძ. III. № 91).
გრძელიძე მიქელა
შუბანს მცხოვრები, ემართა ქუთაისის საყდრის ბეგარა: ათიანი ასი კოკა ღვინო, ერთი ურემი ღომი, ოცდაოთხი ნაოთხალი ღომი, ყოველ წელიწადს პურის ჭამა, თითო თეთრის ყავრის მიტანა და საყდრის სამსახური (1558 წ. H-626).
გრძელიძე ნავროზა
ემართა აფხაზეთის საკათალიკოსო ბეგარა: სამი კოდი წმინდა პური, ორი კოდი ქერი, სამი საკლავი, სამი ქათამი, ოთხი კასრი ღვინო, შვიდი კვერცხი, ერბო, ხაჭო და სალორე მარილი (1621 წ., ქსძ. III. №91).
გრძელიძე ნასყიდა
ემართა აფხაზეთის საკათალიკოსო ბეგარა:ოთხი კოდი პური, ერთი კოდი ქერი, ოთხი კასრი ღვინო, სამი საკლავი, სამი ქათამი, ერბო, ხაჭო, შვიდი კვერცხი, სალორე მარილი (1621 წ. ქსძ. III. № 91).
გრძელიძე ნეფისა
კორთხას მცხოვრები, ემართა ქუთაისის საყდრის ბეგარა: ოცდაოთხი თეთრი, ორი ლიტრა სანთელი, ერთი ლიტრა მატყლი, ექვსი ნაოთხალი იფქლი, ორი პური, ერთი ლიტრა მარილი და მეულაყეობა (1558 წ. H-626).
გრძელიძე საყვარელა
პიტინისხევის მცხოვრები, ემართა ქუთაი სის საყდრის ბეგარა: თექვსმეტი თეთრი, ერთი ლიტრა სანთელი, ერთი ლიტრა მატყლი, ექვსი ნაოთხალი იფქლი, ორი კვერცხი, ერთი ლიტრა მარილი ორი პური და მეულაყეობა (1558 წ. H-626).
გრწყილასძე ნათანაელ
დავით გარეჯის მონასტრის წინამძღვარი, მისი და გაბრიელ დეკანოზის თხოვნით, ლეონ მეფემ დავით გარეჯის მონასტერს განუახლა ბედიყარს სამი კომლის: სულიას, რამინას და ოსიყმას შეწირულება (1566 წ. 1449-1753).
გტებილასშვილი ქიტია
ქაიხოსრო ბარათაშვილის ყმა, ნაზარალი-ხანმა იგი, ხუთ კომლ ყმასთან ერთად, უწყალობა როსტომ ბარათაშვილს (1694 წ. 1450-32/320).
გუარამათ
გუარამათ მიწიდან ერთი ვენახი მილახში გულშარმა, ჩაისარ თმოგველის ასულმა, შესწირა ვაჰანის მონასტერში თმოგველთა ეგვტერს (XIV ს. Ad-933, კეფი 7 v).
გუარამაისძე გუირგუინაი
მოწმე ნიკოლაოზ კათალიკოსის მიერ არვანბეგ საბაისძისათვისს მიცემული სოფელ შეუბანის წყალობის წიგნისა ([1281-1282 წწ.] 1448-5037).
გუარამაისძე ვაჩე
კათალიკთსის მსახურთუხუცესი, ხვარაზმელთა და თათართა შემოსევების შედეგად მისი მამულები, მკვიდრიცა და საყდრის „სასამსახუროც“ აოხრებულა და დარბეულა. მამულის საქმეზე ძმებთანაც უთანხმოება მოსვლია. მიქ[აე]ლ კათალიკოსმა მას უწყალობა სოფლები: ხატისოფელი და ორომაშენი იმ სიგლოსან ხუცესთა გამოკლებით, რომლებიც ნიკ[ოლაო]ზ კათალიკოსს მეფეთა და კათალიკოსთა მწირველებად ჰყავდა დადგენილი ([1241 წ.] 1448-9253).
გუარანდუხ
ჰყავს შვილი ესრომ. მათ სააღაპედ ალექსანდრე მეფემ აკურის მონასტერს შესწირა პანკისელი იოაკიმესეული კაცი. შემდეგ ალექსანდრემ ეს კაცი გამოწირა და კვლავ ძველ პატრონს დაუბრუნა, ხოლო აკურის მონასტერს მის სანაცვლოდ შესწირა კემურს, ყარიანში, ბარხუდანასეული მამული და ყმები: ბაისხანა და ზარდიაშვილი. მათ ევალებოდათ აკურის წინამძღვრისათვის გუარანდუხისა და მისი შვილის სააღაპედ ორი ცხვრის პურისა და ღვინის მირთმევა (1597 წ. Ad-327).
გუბაშაშვილი
მისი მიწა ესაზღვრებოდა თამაზა ფარეშიშვილის მიერ სუფრაჯისშვილ წინამძღვარ იოსებისათვის მიყიდულ მიწას (1657 წ.1450-15/23).
გუბელაძე ესაია
როკითს მცხოვრები, ემართა ქუთაისის საყდრის ბეგარა: ოცდარვა კოკა ღვინო, ერთი ურემი და ორი ნაოთხალი ღომი, ოცდაათი მკლავი ფეტვი, ერთი საკლავი ყველით, კვერცხით, თევზით, ერთი ლიტრა ყველი, ერთი გოჭი, ერთი ქათამი, ტვირთი, მუშაობა, თითო თეთრად ღირებული ყავრის მიტანა (1578 წ. H-626).
გუბელაძე ივანე
ჩუნეშს მცხოვრები, ერთი კომლი, მეფე გიორგიმ იგი შესწირა გელათის წმინდა გიორგის ეკლესიას (1569 წ. II. 4. Sd-2902).
გუბელაძე მამისთვალაი
ჩუნეშს მცხოვრები, ერთი კომლი, მეფე გიორგიმ იგი შესწირა გელათის წმინდა გიორგის ეკლესიას (1569 წ. II. 4. Sd--2902).
გუბელაძე ნასყიდაი
ჩუნეშს მცხოვრები, მეფე გიორგიმ იგი შესწირა გელათის წმინდა გიორგის ეკლესიას (1569 წ. II. 4. Sd-2902).
გ[უ]ბელისძე
მას ემართა ბნრსძის (sic) სისხლი, შესწირა ბერთის მონასტერს ორმოცი კოკა ღვინო ინანი ბნრსძის სულის მოსახსენებლად (XV ს. Qd-906. 264 v).
გუბი[ა]შვილი
ყინცვისს მცხოვრები, ლევან ციციშვილის ხატის ყმა, იგი ნაზარალი-ხანმა გაუთარხნა ლევან ციციშვილს (1699 წ. Ad-1222).
გუბიაშვილი გიორგი
ყინცვისელი, მოწმე შიო წინამძღვრისშვილის მიერ თავის ბიძაშვილ ზაალისათვის მიცემული ნაფუძრის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. დამლევი. 1448-159).
გუბურია კოკი
ხობს მცხოვრები, საეკლესიო გლეხი, ევალებოდა ხუთი ლოღარიკი სანთელი (XVII ს. Hd-11221).
გუგავა ოქროპირა
ემართა ცაგერის საყდრის ბეგარა: ხუთი გორო ღვინო, ერთი კაბიწი პური, ათი ფოხალი ღომი, ორმოცდაოთხი თეთრის სამი საკლავი, ორი ქათამი, ერთი თეთრის ყველი, პურის ჭამა, ტვირთი, მუშაობა, ოყა სანთელი (XVI ს. H-84-54, 87 a-87 b).
გუგავა სუსულა
ემართა ცაგერის საყდრის ბეგარა: ხუთი გორო ღვინო, ერთი კაბიწი პური, ათი ფოხალი ღომი, ორმოცდაოთხი თეთრის სამი საკლავი, ორი ქათამი, ერთი თეთრის ყველი, პურის ჭამა, ტვირთი, ოყა სანთელი (XVI ს. H-84-54, 87 a-89 b).
გუგანაძე რუსი
მოწმე ზურაბ კვეზერელის მიერ თამაზ ტარსაიჭაშვილისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1695 წ. VI. 20. Ad-1431).
გუგლია
ერთი კომლი, წინამძღვარმა ონოფრე მაჭუტაძემ იგი დაასახლა თვალში და შესწირა გარეჯის მონასტერს ([1690-1733 წწ.] Ad-421).
გუგუნა
მესტუმრე, მისთვის მიუცია მეფეს გორში ულუმბაური ვენახი, რომელიც შემდეგ მან მისცა ამირანს და ამირბარ იშხანაურებს ([1399-1419 წწ.] ქრ. II. 221).
გუგუნა - ძმა ლიპარიტისა, იხ.
გუგუნა
მის ვენახთან მდებარე ვენახი ნიჩბელმა იმედა ფანიაშვილმა მიჰყიდა მანუჩარ ციცისშვილის ასულს, ანუკას (1671 წ. II. 1. 1450-51/70).
გუგუნა
უჯარმას გუგუნაური მამული სახლთუხუცესმა რევაზ [ჩოლაყაშვილმა] უბოძა შავერდა ნაცვლიშვილს (XVII ს-ის 90-იანი წწ. H-15052).
გუგუნავა გავაშელ - შვილი კაკუ გუგუნავასი, იხ.
გუგუნავა კაკუ
ქველ ჭილასძის აზნაურიშვილი. ჰყავს შვილები: მამალე, [გა]ვაშელ, ტაიბუღრა, რატი. ქველის შუამდგომლობიო დავით მეფემ განუახლა მას ძველი სასისხლო სიგელი და გაუჩინა სისხლის ფასი: 140 ათასი ცხუმური თეთრი და 20 ათასი სანახშირე, აგრეთვე თეთრი ჯორი, ქორი ბაზიერითურთ (XV-XVI ს.ს. ქმ. №1607 სას.).
გუგუნავა მამალე - შვილი კაკუ გუგუნავასი, იხ.
გუგუნავა რატი - შვილი კაკუ გუგუნავასი, იხ.
გუგუნავა ტაიბუღრა - შვილი კაკუ გუგუნავასი, იხ.
![]() |
8.67 გუგუნასშვილი || გუგუნაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
გუგუნაშვილი
კასპს მცხოვრები, თამაზა ლულუაშვილის ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით, მისი კომლიდან ორ კაცს ევალებოდა ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
გუგუნაშვილი ბეჟუა - ძმა პაპუნა გუგუნაშვილისა, იხ.
გუგუნაშვილი ბერი - [სახლიკაცი] სეხნია გუგუნაშვილისა, იხ.
გუგუნასშვილი გიორგი
ტკოცაში მცხოვრები, სახასო მსახური, ერთი კომლი, ჰყავს სამი ძმა და მათი „ნაშენი“ ექვსი ვაჟი. მოხსენიებულია ზემო ქართლის სადროშოს აღწერის დავთარში (XVII ს. II ნახ. Qd-7017).
გუგუნაშვილი დათუნა - [სახლიკაცი] სეხნია გუგუნაშვილისა, იხ.
გუგუნაშვილი დათუნა - [სახლიკაცი] ივანე გუგუნაშვილისა, იხ.
გუგუნაშვილი ივანე
ჰყავს [სახლიკაცი] დათუნა. მიჰყიდა თავის განაყოფს, სეხნია [გუგუნაშვილს] რევაზ ამირეჯიბისაგან ნაყიდი ვენახი ხარშილაძის ვენახამდე (XVII ს. მიწ. Hd-747).
გუგუნაშვილი პაპუნა
ტკოცაში მცხოვრები, სახასო მსახური, ერთი კომლი, ჰყავს ძმა ბეჟუა და მისი „ნაშენი“ ოთხი ვაჟი. მოხსენიებულია ზემო ქართლის სადროშოს აღწერის დავთარში (XVII ს. II ნახ. Qd-7017).
გუგუნაშვილი სეხნია
ჰყავს სახლიკაცები დათუნა, ბერი, განაყოფი ივანე. იყიდა: ასპან და რევაზ ამირეჯიბებისაგან ჭალაზე ხარშილაძისეული მამული მხალაძისა და დათაშვილის საზღვრებამდე(XVII ს. მიწ. H-748), თავისი განაყოფის, ივანე გუგუნაშვილისაგან - რევაზ ამირეჯიბისაგან ნაყიდი ვენახი ხარშილაძის ვენახამდე (XVII ს. მიწ. Hd-747).
გუგუნასშვილი სეხნია
მოწმე დათუნა მირიანასშვილის მიერ თევდორე რაზმაძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1690-იანი წწ. 1448-5436).
გუგუნბერიძე გიორგა
პიტინისხევს მცხოვრები, ემართა ქუთაისის საყდრის ბეგარა: სამი ლიტრა და მესამედი სანთელი, ორი ნაოთხალი იფქლი, ორი ძღვენი (1558 წ. H-626).
გუგუნბერიძე გიორგა
პიტინისხევს მცხოვრები, ემართა ქუთაისის საყდრის ბეგარა: სამი ლიტრა და მესამედი სანთელი, ორი ნაოთხალი იფქლი, ორი ძღვენი (1558 წ. H-626).
გუგუნბერიძე ზარდიაი
ჰყავს [სახლიკაცები]: იმარიდო, შიოშეი. როსტომ მეფემ მას გაუჩინა სისხლის ფასი ([1590-1604 წწ.] 1448-5035 სას.).
გუგუნბერიძე იმარიდო - [სახლიკაცი] ზარდიაი გუგუნბერიძისა, იხ.
გუგუნბერიძე მახარა
პიტინისხევს მცხოვრები, მის პარტახტ მამულზე მცხოვრებს ემართა ქუთაისის საყდრის ბეგარა: სამი ლიტრა და მესამედი სანთელი, ორი ნაოთხალი იფქლი და ორი ძღვენი (1558 წ. H-626).
გუგუნბერიძე შიოშეი - [სახლიკაცი] ზარდიაი გუგუნბერიძისა, იხ.
გუგურო
ხაუჟელს მცხოვრები, ემართა აფხაზეთის საკათალიკოსო ბეგარა: ქანდაქი, სამოგუე, საპურობო, ხუთი კოკა ღვინო, მუშაობა, ლაშქრობა, სამსახური (1621 წ. ქსძ. III. № 91).
გუგუტა
ლახეფას მცხოვრები, მის პარტახტს ემართა ცაგერის საყდრის ბეგარა: სამი გორო ღვინო, ცხრა ფოხალი პური, თორმეტი თეთრის საკლავი, ერთი ქათამი, პურის ჭამა, მუშაობა და ტვირთი (XVI ს. H-84-54, 87 a-89 b).
გუგუტაშვილი განერა - [ძმა] მამუკა გუგუტაშვილისა, იხ.
გუგუტაშვილი მამუკა
თიანეთელი ყმა-გლეხი, ჰყავს ძმა განერა, თეიმურაზ მეფემ იგი შესწირა თელავის ეკლესიას (1639 წ. 1449-1779).
გუგუშვილი
ქურთს მცხოვრები, [მაჩაბლების] ყმა-მამულის ნუსხის მიხედვით, იგი თავისი მამულით, გაუყიდიათ ([1688-1703 წწ.]Qd-8674).
[გუგუშვილი] გრიგოლ
მოწმე გიორგი ვადიასშვილის მიერ მამისიმედ მამუჩაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. Qd-9039 ბ).
გუდა
ციხისთავის ასული, თანამეცხედრე გიორგი ჩხეიძისა, იხ.
გუდაბნელიძე ლომკაც
მოწმე აბრმა მუკნიაშვილის მიერ პაპუნა ხითარასშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1699 წ. Hd-1582).
გუდაბრელიძე
ციციშვილის ყმა, მას ბეჟანისათვის წაურთმევია: ძროხა, ცხვრის ტყავი და ღართი (1679 წ. VIII. 5. Ad-1218).
გუდაბრელიძე ზაალ
მოწმე თბილელ ეპისკოპოს ელისეს მიერ იოთამ ბარლიშვილისათვის მიცემული წყალობის წიგნისა (1640 წ. 1450-51/174).
გუდასძე
ბარათაშვილების გაყრის წიგნით იგი წილად ხვდა გერმანოზსა და მის ძმებს: თაყას, გოსტაშაბსა და ფალავანხოსროს (1523 წ. Ad-1299 ა).
გუდაძე
[სიმონ] მეფემ განუახლა სვეტიცხოველს ტირძნისში მისი შეწირულება (1559 წ. XII. 1. Ad-1572).
გუდაძე
ბიძინა მწყერაძემ მიჰყიდა უთრუთ ციციშვილს თავისი ბიძის ნასისხლი მამული - გუდაძის საკომლო (1699 წ. II. 5. 1450-51/84).
გუდაძე მგელია - [სახლიკაცი ] სულხანა გუდაძისა, იხ.
გუდაძე სულხანა
ჰყავს [სახლიკაცი] მგელია, იყიდა მისტანა შალიკაშვილისაგან მისი მკვიდრი ყმა, ელია გოლათიძე (1601 წ. 1448-1493).
გუდელელი
მისი ვენახი ესაზღვრებოდა ფიბუა მჭედლისშვილის მიერ პაპია წამალაშვილისათვის მიყიდულ სავენახეს (1662 წ. 1450-51/45).
გუდია
მისგან ნაყიდი მიწის ქვემოთ მიჰყიდა ბერ მაზიტაშვილმა კარის დეკანოზს პეტრეს მიწა (1682 წ. 1449-425).
გუდია ყოფილი გაიანე - იხ. გაიანე, გუდია - ყოფილი
გუდიაშვილი
ციციშვილის აზნაურიშვილი, ჰაჰნავაზ მეფემ მისი წყალობის პირობა მისცა იმერეთში გადახვეწილ ციცი ციციშვილს ([1558-1676 წწ.] 1450-32/252).
[გუდიაშვილი] გიორგი
ციციშვილთა აზნაურიშვილი. შაჰნავაზ მეფემ მისი წყალობის პირობა მისცა იმერეთში გადახვეწილ ციცი ციციშვილს ([1658-1676 წწ.] 1450-32/252).
გუდიაშვილი მაზიტა
ციციშვილთა აზნაურიშვილი, შაჰნავაზ მეფემ მისი წყალობის პირობა მისცა იმერეთში გადახვეწილ ციცი ციციშვილს ([1658-1676 წწ.] 1450-32/252).
გუდრეგენაშვილი პაატა
წინავენახს მცხოვრები, იგი, მამულით, წილად ერგო დურმიშხან ბარათაშვილს. ხუთი დღის მიწა მას თავისი განაყოფისათვის მიუცია ([XVII ს. 70-80-იანი წწ.] 1450-26/265).
გუდუა (ვარ. გედუა) - 1682-1688 წწ.
მარტყოფის ნაცვალი, მან რამაზა ფარსმანაშვილთან, დათუნა პაპაჩაშვილთან, ნასყიდა უღულურთან, ნასყიდა სტეფანაშვილთან, მღთისია კურატასშვილთან, იესე ქურციკაშვილთან და გიორგი სიონის ღმრთისმშობლის ყმების, აზირაშვილთან ერთად გაარჩია იოანესა და მისი ძმის, მაკარის სამამულე დავა ქიტია და რამაზა ფოდიაშვილებთან (1688 წ. II. 1450-34/191); მოწმე ბეჟუა რამაზისშვილის მიერ ნონია მაკარისშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1682 წ. IV. 3. 1450-34/192).
გუერასძე
მისი განაყოფის, ლომისეული ვენახი კახა თორელმა შესწირა რკონის მონასტერს და ზედ თავისი მწირველი დასვა ([1260 წ.] Sd-2859).
გუერებაშვილი იოვანე
გვერდისუბანს მცხოვრები, სახასო გლეხი, იგი, მამულით, შესწირა პატრონმა გიორგიმ ნიტრიის ეკლესიას (1584 წ. Sd-2909).
გუველებიანაურისშვილი
მისი და გრიგოლას ალიბარ[თ]ულის საზღვართან მდებარე სახასო [მიწა] ვახუშტი აბაშიძემ შესწირა კაცხის მონასტერს ([1550-1570 წწ.] 1449-1583).
გუველებიანაურისშვილი
იგი დათვიასეულ [მამულთან] ერთად, „ორ გლეხად“, ვახუშტი აბაშიძემ შესწირა კაცხის მონასტერს ([1550-1570 წწ.] 1449-1583).
გუველესიანები
მათ საზღვრამდე მდებარე გუველებიანაურისშვილისა და გრიგოლას სახასო მიწები ვახუშტი აბაშიძემ შესწირა კაცხის მონასტერს ([1550-1570 წწ.] 1449-1583).
გუზაია იმრიდონ
აფხაზეთის საკათალიკოსო ბეგრის ნუსხაში აღნიშნულია, რომ იგი მოწმედ ყოფილა როდესაც ნაგვაზაურლებს ლიპარტიანმა და კათალიკოსმა ბეგარა გაუწერეს (1621 წ. ქსძ. III. №91).
გუთანა
ახატანს მცხოვრები, ალექსანდრე მეფემ იგი უწყალობა დავით ქარციძეს (1639 წ. 1449-301).
გუთანაშვილები
ენაგეთს მცხოვრები, აზატი ყმები, არსენის ნინოწმინდელობის დროს ევალებოდათ შეკაზმული ცხენისა და იარაღის გამოღება ნინოწმინდის საყდრისათვის, თუ „მართალი კაცი“ გარდაიცვლებოდა ([1688-1694] Ad-116).
გუთანაშვილი
ახატანს მცხოვრები, სამი კომლი, ქართლის კათალიკოსმა იოანემ იგი უწყალობა მცხეთიშვილ დავით ელიოზისძეს (1616 წ. Sd-543, Qd-39).
[გუთანაშვილი] პაპუნა
ენაგეთს მცხოვრები აზატი ყმა, არსენის ნინოწმინდელობის დროს, თუ „მართალი კაცი“ გარდაიცვლებოდა, ევალებოდა შეკაზმული ცხენისა და იარაღის გამოღება ([1688-1694 წწ.] Ad-116).
გუთნიჯარაშვილი
მისი მიწა ესაზღვრებოდა პატატი სოსიაშვილის მიერ რამაზ [ზუმბულიძისათვის] მიყიდულ მიწას (1683 წ. 1450-31/97).
გუთ[ნიჯა[რაშვილი გოგინა
ციხედიდს მცხოვრები, იგი, თავისი ქონებით, წილად ხვდა გიორგი რამაზასშვილს ([1695-1697 წწ.] 1450-31/142).
გუთ[ნიჯა]რაშვილი მაზიტა
ციხედიდს მცხოვრები, იგი, თავისი ქონებით, წილად ხვდა გიორგი რამაზასშვილს ([1695-1697 წწ.] 1450-31/142).
გუთ[ნიჯა]რაშვილი ნონიკა
მიწობლიძის ცოლყოფილის, მარიამის ნაქონი, იგი, თავისი ბიძაშვილებით, როსტომ მეფემ უწყალობა სვეტიცხოვლის დეკანოზის შვილს, რამაზ ზუმბულიძეს (1653 წ. 1450-31/115).
გუთუძიანი ჯავშანა
მოწმე დავით მეფის მიერ კაკუ გუგუნავასათვის მიცემული სასისხლო სიგელისა (XV ს. დამლევი. ქმ. № 1607 სას.).
გულაზა
აშუღი, მოწმე: ბეროა სამებისაშვილის მიერ ბაინდურ პაპიაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1688 წ. I. 1450-8/21), სარუხანა თათოზაშვილის მიერ ბაინდურ პაპიაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1688 წ. I. 1. 1450-9/11).
გულაიზა
ჯალდამს მცხოვრები, იგი, მიწითურთ, გუგუნა ბარათაშვილმა მიჰყიდა მდივანბეგ ვახტანგ [ბარათაშვილს] (1681 წ. Hd-9674).
გულაიზაშვილი ბეჟან
მერიქიფე, მოხსენიებულია საყაფლანიშვილოს ძღვენისა და სამასპინძლოს გარიგების დავთარში (XVII ს. II ნახ .Hd-1365).
გულამირა
საჩერქეზოში მისი რუს მახლობლად მდებარე ერთი საჩალთუკე რუ შაჰნაზარმა უწყალობა მეითარ მანუჩარს (1664 წ. 1450-53/99).
გულანშარ - რძალი სეფედავლე რატისშვილისა, იხ.
გულასპ[აა]ნთ
მათი ქულბაქის პირდაპირ მდებარე შარა ესაზღვრებოდა აღამურაანთ ბაღდასარაშვილ გასპარას მიერ მერაბ ფუნდუაშვილისათვის მიყიდულ ქულბაქს (1696 წ. IX. 24. 1448-2946).
გულასპაანთ ბეჟანა
მისი ბეჭედი უზის ხოჯა ფირუას ყმის, სარქისას მიერ ბეგიჯანასშვილ არაქელასათვის მიცემული ნასყიდობის წიგნის პირს (1641 წ. 1448-2939).
გულასპაანთ ბეჟანა
მოწმე შიუაანთ შავერდასშვილ ასლამაზას მიერ შიოაანთ გოგინასშვილ ზალინასათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1699 წ. IV. 1. 1448-276).
![]() |
8.68 გულაღასშვილი || გულაღაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
გულაღასშვილი გაბრუა
ჰყავს შვილი გიორგი, მოწმე ნეფესაანთ ზაქარიას მიერ ამირაღაანთ გაბრიელასათვის მიცემული სასახლის ნასყიდობის წიგნისა (1689 წ. IX. 1449-964).
გულაღასშვილი გიორგი
ჰყავს მამა გაბრუა, მოწმე ნეფესაანთ ზაქარიას მიერ ამირაღაანთ გაბრიელასათვის მიცემული სასახლის ნასყიდობის წიგნისა (1698 წ. IX. 1449-964).
გულაღაშვილი დათია
მოწმე დავითა [ა]დიკაშვილის მიერ ალავერანა [საფა]რასშვილისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. 1448-1243).
გულაშვილი გოგიტაი
მოწმე ბერუკა მერაბიშვილის მიერ მღვდელ დავითისათვის მიცემული სახლ-კარის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. Hd-1591).
გულაშვილი პაპუნა
მოწმე კაცია დიასამიძის მიერ ზებედე ნამორაძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1626 წ. III. 20. 1450-33/355).
გულაშვილი სულხან
მოხსენებულია ყმების ნუსხაში (XVII ს.Hd-14912 ზ).
გულბაათ - ძმა ციხისთავ გიორგისა, იხ.
გულბად - [სახლიკაცი] ბატონ თაყასი, იხ.
გულბათა
ლეონ მეფემ იგი სხვა გლეხებთან ერთად უწყალობა ქიზიყის ეპისკოპოს მაქსიმე ჩოლაყასშვილს (1566 წ. I. 19. 1449-2285).
გულბათა
კისისხევს მცხოვრები, თეიმურაზ მეფემ იგი, სხვა გლეხებთან ერთად, შესწირა ალავერდს (1612 წ. V. 10. 1448-5017).
გულბათისშვილი
თვალელი, ნინოწმინდელთა და თვალელთა შორის სახოხბის ჭალის გამო დავის გარჩევის დროს უფროსი მცხეთიშვილების წინაშე დაიფიცა, რომ სახოხბის ჭალა ეკუთვნოდა თვალელებს (1651 წ. V. 29. 1449-2657).
გულბათისშვილი გრიგოლ
მოწმე ბერ ჭანიშვილის მიერ ბერ კვირიკასშვილისათვის მიცემული თავნასყიდობის წიგნისა (XVII ს. II ნახ. Ad-482).
[გულბათისშვილი] ელიბა - განაყოფი შარმაზან გულბათისშვილისა იხ.
გულბათისშვილი შარმაზან
მოწმე პეტრე ქურხულის მიერ თავისი ბიძაშვილის, დავითასთვის მიცემული კეთილმოყვრობის წიგნისა (1681 წ. XII. 20. Hd-1496).
გულბათისშვილი შარმაზან
თვალს გაღმა მცხოვრები აზატი ყმა, ჰყავს განაყოფი ელიბა, მასთან ერთად ევალებოდა ნინოწმინდის საყდრისათვის შეკაზმული ცხენისა და იარაღის გამოღება იმ შემთხვევაში, თუ „მართალი კაცი“ გარდაიცვლებოდა ([1688-1694 წწ.] Ad-116).
გულბეგაშვილი გიორგი
საშვებს მცხოვრები, ლიპარიტისშვილის ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა შუბით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
გულბუდახ
ბატონი, დამწერი დარისპანა ბერძნისშვილის მიერ ოსიყმა ბუჟღულაშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (XVI ს. Hd-571).
გულბუდახ ჩხეტიძე
ჰყავს შვილი პაატა აბაშიძე, შესწირა კაცხის მონასტერს ხახუტასა და გუდია - ყოფილი გაიანეს სააღაპედ თავასას - ხუცესი კოჩაძე ძმებით, კუირია ქაქაბაძე, ქუთაისს ერთი ვაჭარი ზურაბ ალხაზიშვილი, ჭალატყეს - ურია იოსება, რკვიას - ორი კომლი კაცი და ხუცესი კოხოძე. ამას გარდა, პაატა აბაშიძის სააღაპედ - რკვიას მცხოვრები ბეჟუა მუმლაძე შვილითურთ ([1610-1630 წწ.] სკ. III. 51-52).
გულბუდახა
წერეთლის ასული, მას მიჰყიდა მთაწმინდის მონასტრის მამამ ღვეთეთს მდებარე მონასტრის ვენახი, ტატიშვილისა და კაზაძის ვენახებამდე (1668 წ. 1450-31/42).
გულებიანი გიორგი
ემართა აფხაზეთის საკათალიკოსო ბეგარა: შვიდი კოდი იფქლი, სამი საკლავი, ოთხი ქათამი, ოთხი კვერცხი, ექვსი კასრი ღვინო, ერბო, ხაჭო და მარილი (1621 წ. ქსძ. III. № 91).
გულვეავრასშვილი ფოცხვერა
მოწმე არუთინ ოჰანასშვილის მიერ თავისი ძმის, მურადასათვის მიცემული ადგილის ნასყიდობის წიგნისა (1699 წ. III. 6. 1450-23/103).
გულია: გულიაური
გულიაური ვენახი ლაჩინა სოღულასძემ შესწირა სვეტიცხოველს (1419 წ. ქრ. II. 224-225).
გულია
ოძისს მცხოვრები, იგი, ძმებითა და განაყოფით, ერგო როინ ჯავახიშვილსა და მის ბიძაშვილებს ჯავახიშვილების გაყრის დროს ([1527-1558 წწ.] Qd-605).
გულია: გულიაური
გულიაური პარტახტი მამული გიორგი მეფემ შესწირა გელათს (1568 წ. VIII. 30. Sd-2901).
გულია
წოდორეთს მცხოვრები, გლეხი, გარდაცვლილი შერმაზან შალვაშვილის ყმა. იგი ზაქარია ჯავახიშვილმა მიართვა ბატონ მოურავს, [გიორგი სააკაძეს] (1624 წ. Hd-14693).
![]() |
8.69 გულიასშვილი || გულიაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
გულიასშვილი
მას და მის ორ განაყოფს ემართათ დიღმის წმინდა გიორგის ეკლესიის ბეგარა - ორი კოკა კულუხი ([1606-1615 წწ.] Hd-1051).
გულიაშვილი
როსტომ მეფემ პაატა ჯავახიშვილს განუახლა წოდორეთში სამკვიდრო ყმა-მამულის წყალობა მისი მამულის გამოკლებით (1651წ. Hd-4426).
გულიაშვილი აღდგომელა - შვილი სეხნია გულიაშვილისა, იხ.
გულიაშვილი ბეროა
წყნეთში მცხოვრები, ედიშერ და პაპუნა [ციციშვილების] გაყრის დროს იგი თავისი მამულით, ერგო ედიშერს ([1688-1703 წწ.] Hd-1636).
გულიასშვილი ბერუა
მოწმე თამაზა მგელიტაშვილის მიერ მამულა ვარამასშვილისათვის მიცემული ნავენახევისა და სათოხარი მიწის ნასყიდობის წიგნისა. მის მიწას ესაზღვრებოდა გაყიდული ხევის სათოხარი(1696 წ. Ad-981).
გულიაშვილი ბერუა
ბოგველი, იგი ერგო ადამ [მაღალაძის] შვილებს მათი სახლიკაცების ყმების ფარდად (XVII ს. ბოლო. 1448-5079).
გულიაშვილი ბერუკა
მოწმე მამუკა ონაშვილის მიერ გიორგი წინამძღვრიშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1689 წ. VI. 7. Sd-551).
გულიაშვილი გაბრიელ - შვილი სეხნია გულიაშვილისა, იხ.
გულიაშვილი გიორგი - შვილი სეხნია გულიაშვილისა, იხ.
გულიაშვილი ზაქარია - შვილი სეხნია გულიაშვილისა, იხ.
გულიასშვილი თანდილა
თვალათუბანში მცხოვრები, მისი მამული და წისქვილი ერგო ედიშერ [ციციშვილს] პაპუნასთან გაყრის დროს ([1688-1703 წწ.] Hd-1636).
გულიაშვილი ლაზარე - შვილი სეხნია გულიაშვილისა, იხ.
გულიასშვილი მამუკა
ზემო ძვიმლეთს მცხოვრები, სეხნია ტატიშვილის ყმა, ერთი კომლი, ჰყავს ერთი შვილი და სამი [შვილიშვილი]. მოხსენიებულია ზემო ქართლის სადროშოს აღწერის დავთარში (XVII ს. II ნახ. Qd-7017).
[გულიაშვილი] პაპუა
ბოგვში მცხოვრები, ჰყავს [ძმა] ბერუა გულიაშვილი. იგი ერგო ადამ [მაღალაძის] შვილებს მათი სახლიკაცების ყმების ფარდად (XVII ს. ბოლო. 1448-5079).
გულიაშვილი სეხნია
ჰყავს შვილები: შოშიტა, ლაზარე, გაბრიელ, აღდგომელა, გიორგი (1655 წ. Ad-1049 ა), ზაქარია (1655 წ. Ad-1049 ბ). იყიდა: ზაქარია ორცერაშვილისაგან ორი დღის მიწა ოქრუაშვილის საზღვრამდე (1655 წ. Ad-1049 ა), დათუნა ბეჟანისშვილისაგან - დღენახევრის ნაფუძარი გზის ქვევით, დათუნას განაყოფისაგან ნაყიდი მიწის გვერდით (1655 წ. Ad-1049 ბ).
გულიაშვილი სუთია
საყავრეში მცხოვრები, როინ და გოშფარ [ჯავახიშვილების] გაყრის დროს იგი, ნახევარი მამულით, ერგო როინსა და მის ბიძაშვილებს ([1527-1558 წწ.] Qd-605).
გულიაშვილი ქურციკ
მოწმე ლომიტა ღორიჭედაშვილის მიერ პაპია ჭყოპიაშვილისათვის მიცემული მიწების ნასყიდობისა და გაცვლილობის წიგნისა (1661 წ. ახლო. Ad-1798).
გულიაშვილი ქურციკა
ივანასა და ამბრიას დავის გარჩევის დროს იგი ამბრიას ბჭედ იყო დასახელებული (1661 წ. Ad-1687).
გულიაშვილი ღვინია
საყავრეში მცხოვრები, იგი, თავისი მამულით, ერგო გოშფარ [ჯავახიშვილს] როინ [ჯავახიშვილთან] გაყრის დროს (1527-1558 წწ.] Qd-605).
გულიაშვილი შოშიტა - შვილი სეხნია გულიაშვილისა, იხ.
გულივერდაშვილი დათუნა
იგი ტატიშვილების გაყრის შედეგად ერგო თამაზა ტატიშვილს ([1674 წ. 1I. 11. Sd-607).
გულიზარ
გიორგი მეფის ხასა, მოხსენიებულია სამეფო კარის მსახურთა ნუსხაში ([1688-1703 წწ.] Ad-763).
გულიზაშვილი ბეჟან - შვილი ბერუა გულიზაშვილისა, იხ.
გულიზაშვილი ბერუა
ჰყავს შვილები: ბეჟან, გივი, გოდერძი, ძმისწულები: თეიმურაზ, დავით და გულიზა. იყიდა ბერთქარში ბერუა ყარახანაშვილისაგან სახლ-კარი (1620 წ. III. 9. 1450-18/55).
გულიზაშვილი გივი - შვილი ბერუა გულიზაშვილისა, იხ.
გულიზაშვილი გოდერძი - შვილი ბერუა გულიზაშვილისა, იხ.
გულიზაშვილი გულიზა - ძმისწული ბერუა გულიზაშვილისა იხ.
გულიზაშვილი დავით - ძმისწული ბერუა გულიზაშვილისა, იხ.
გულიზაშვილი თეიმურაზ - ძმისწული ბერუა გულიზაშვილისა, იხ.
[გულიკაშვილი]
შულავერს მცხოვრები, შაჰაბასმა იგი, ძმებითურთ, უბოძა შულავრის მამასახლის ყარახანას; გიორგი და იორამ [ბატონიშვილებმა] ყარახანას შვილს, წოვანშას, განუახლეს მისი წყალობა ([1633-1658 წწ.] IX. 22. 1448-5154).
გულიკაშვილი
მისი ვენახი ემიჯნებოდა პაპუნა მარიამულის მიერ ქიტია თბილელაშვილისათვის მიყიდულ სავენახე მიწას (1669 წ. II. 1450-32/281).
გულიკაშვილი ამოან - შვილი გიორგი გულიკაშვილისა, იხ.
გულიკაშვილი ბეჟან - შვილი გიორგი გულიკაშვილისა, იხ.
გულიკაშვილი გიორგი - შვილი გიორგი გულიკაშვილისა, იხ.
გულიკაშვილი გიორგი
ჰყავს შვილები: ამოან, გიორგი, იოთამ, დავით, ბეჟან. შიოშ ფალავანდიშვილმა მას უწყალობა და გაუთარხნა ჩერქეზაული მამული, დააკისრა აღაპის გადახდა შიოობა დღეს (1518 წ.1448-2612).
გულიკაშვილი დავით - შვილი გიორგი გულიკაშვილისა, იხ.
გულიკაშვილი იოთამ - შვილი გიორგი გულიკაშვილისა, იხ.
გულინა
ხოჯა, მოწმე მანდენაანთ მამუკას მიერ მასაჯანაშვილ ზაქარიასათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1656 წ. III. 26. 1448-1496).
გულისა
ცხინურში მცხოვრები, პაატა ბასილიშვილის ყმა, ბოგანო, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
გულისა
მისი მიწა ესაზღვრებოდა რამაზა უღულასშვილის მიერ კახასა და დათუნასათვის მიყიდულ მიწას (XVII ს. Hd-9313).
გულისა
ქვენაფლავს მცხოვრები, მოხსენიებულია ყმების ნუსხაში (XVII-XVIII სს. Hd-819).
გულისაბედაშვილი ხოსრო
კოდისწყაროში მცხოვრები, წმინდა შიოს ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით, მისი კომლიდან ორ კაცს ევალებოდა შუბით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
გულისადებ
დარბასჭალას მცხოვრები, იგი, მამულით, წიღში ხვდა იოთამ ბარათაშვილს ([1537-1538 წწ.] VIII. 16. 1450-11/112).
გულისადებ
გომარეთს მცხოვრები, იგი, მამულით, წილში ხვდა იოთამ ბარათაშვილს ([1537-1538 წწ.] VIII. 16. 1450-11/112).
გულისადებ
შაგთგოზს მცხოვრები, იგი, მამულით, წილში ხვდა იოთამ ბარათაშვილს ([1537-1538 წწ. ]VIII. 16. 1450-11/112).
გულისადებ
საბუეს მცხოვრები, თეიმურაზ ბატონიშვილმა იგი, მამულით, უწყალობა მაქსიმე ბოდბელს (1568 წ. 1448-2384).
გულისადებ
მოწმე ავთანდილ ჭოჭყიაშვილის მიერ ანაგელ პაპუნასათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1687 წ. ახლო. Qd-17 ა).
გულისადებ
წყნეთში მცხოვრები, იგი უმამულოდ ერგო პაპუნა [ციციშვილს], ედიშერ [ციციშვილთან] გაყრის დროს ([1688-1703 წწ.] H-1636).
გულისადებაშვილი ბასილა
მოწმე და „დამხვდომი“ გივი ზედგინიძის მიერ ქავთარ ეგაძისათვის მიცემული ყმა-მამულისა და მოურაობის წყალობის წიგნისა (1647 წ. Ad-1102)
გულისადებაშვილი გიორგი
მოწმე და შუაკაცი ზაზუნა მეფარიძის მიერ ბერ ირემაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. Ad-1343).
გულისადებაშვილი ტატა
მოწმე და შუაკაცი ზაზუნა მეფარიძის მიერ ბერ ირემაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. Ad-1343).
გულისადებისშვილი
კასპს მცხოვრები, ამილახვრის ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით, მისი კომლიდან ორ კაცს ევალებოდა შუბით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
გულისაი
მოწმე ავთანდილ მინიაშვილის მიერ ფილასონ ქურდევანისძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1569 წ. 1450-47/12).
გულისაი
მთიული, მოწმე მანგლელ მთავარეპისკოპოს ნიკოლოზ ბარათაშვილის მიერ მგულია რაჟმაძისათვის მიცემული თარხნობისა და სახლთუხუცესობის წყალობის წიგნისა ([1699-1702 წწ.] 1449-827).
გულისაშვილი
მის ვენახს იქით მდებარე მიწა როინ ჯავახიშვილმა მიჰყიდა ბეჟანა მითაძეს (XVII ს. Hd-14996).
გულისაშვილი ამზა
მოწმე მერაბ აბაშიშვილის მიერ პაპუნა არეშიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1654 წ. 1448-2928).
გულისაშვილი ამირანა - [სახლიკაცი] ბასილა გულისაშვილისა, იხ.
გულისაშვილი ბასილა
ჰყავს სახლიკაცები: ბერიკა, ამირანა. მიჰყიდა ქიტია ქუბაშვილს სავენახე საწნახლით, კახიშვილის საწნახლამდე (1672 წ. X. 1. Hd-5205).
გულისაშვილი ბეჟან
მოხსენებულია ყმათა ნუსხაში (XVII ს. Hd-149122 ზ)
გულისაშვილი ბერიკა - [სახლიკაცი] ბასილა გულისაშვილისა, იხ.
გულისაშვილი იმარინდო
ლელთუბანს მცხოვრები, მოხსენებულია ყმათა ნუსხაში (XVII ს. Hd-14912 ზ).
გულისაშვილი მახარებელი
მოწმე ბატატა ტატუასშვილის მიერ დათუნა კოშაძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1693 წ. 1448-5384).
გულისაშვილი ოსუკა
ელფიას მცხოვრები, იგი ერგო საამ [ბარათაშვილს], ბასილასა და წამალაშვილის ფარდად (1692 წ. VIII. 30. 1450-11/100).
გულისაშვილი პ[ა]ტა
ერთაწმინდაში მცხოვრები, მოწმე ოთიას მიერ შალვასშვილ-ხახანასშვილ თევდორესათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1652 წ. Hd-5990).
გულისაშვილი შიუკა
მოწმე ელიზბარ ზუნბადაშვილის მიერ ქაიხოსროვ ყორღანაშვილისათვის მიცემული ყმის ნასყიდობის წიგნისა (1688 წ. I. 15. 1450-1/100).
გულისიმედა
ლეონ მეფემ იგი უწყალობა ქისიყის ეპისკოპოს მაქსიმე ჩოლაყასშვილს (1566 წ. I. 19. 1449-2285).
გულიტა - 1619-1626 წწ.
მისი ნაქონი ვენახი არდაშელ სოლაღაშვილმა მიჰყიდა დავით მოსესშვილს (1619 წ. 1450-38/124, 1626 წ. 1450-38/146).
გულიტა
ჰყავს ძმები: სესიტა, ბერიკა, ლომიტა. მიჰყიდა დავით მოსესშვილს მიწა კვირიკეულში ჭანაშვილის ვენახამდე (1621 წ. Qd-8515 ა).
გულიტა
მისი საბუთი მოხსენებულია გორჯასპ [ბარათაშვილისათვის] მიბარებული საბუთების ნუსხაში (1691 წ. XI. 2. Sd-1931).
![]() |
8.70 გულიტასშვილი || გულიტაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
გულიტაშვილი
მისი სახლ-კარი, კალო და საბძელი ავთანდილ საგინაშვილმა მიჰყიდა აბადარბაშ ბეჟანს (1700 წ. III. 23. 1450-12/15).
გულიტასშვილი ზურაბა
დიცში მცხოვრები, ერეკლე მუხრანის ბატონიშვილის მეკოდისპურე ყმა (1700 წ. 1448-3602).
![]() |
8.71 გულიფაშაშვილი || გულიფაშაანთ || გულიფაშათ |
▲ზევით დაბრუნება |
გულიფაშაშვილი
მეფე ლუარსაბმა განუახლა სიონის ეკლესიას მისი სახლის გვერდით მდებარე სასახლის შეწირულება (1552 წ. 1449-1498).
გულიფაშაშვილი
მის კედელს ესაზღვრებოდა მელიქ გიორგის შვილის მამული, რომელიც იყიდა პაპუნა ამურასაშვილმა (1699 წ. III. 6. Hd-13043 ა).
გულიფაშაანთ
მათი სახლები ესაზღვრებოდა მამასახლის ასლამაზას მიერ ელიზბარა ხარატასშვილისათვის მიყიდულ სახლებს (1672 წ. VI. 15. Hd-13025).
გულიფაშა[ა]ნთ ბაინდურა
მოწმე დურმიშა დაუთაშვილის მიერ მამუკასათვის მიცემული სახლის ადგილის ნასყიდობის წიგნისა (1659 წ. IV. 15. 1448-1087).
გულიფაშ[აა]ნთ ბეჟანასშვილი ასატურა
მოწმე მეხრიანთ გიორგის მიერ ხუციანთ მარკოზაშვილ იოვანესათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1691 წ. IV. 27. Sd-64).
გულიფაშაანთ გოზინაშვილი მითიჯანა
მოწმე ზურაბა ხუდადაშვილის მიერ ფარსადან მირველასშვილისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1646 წ. IV. 19. 1450-57/5).
გულიფაშაშვილი დავით
ხელმწიფის ყმა, მოწმე მელენტიოსის მიერ სიონის ღმრთისმშობლისათვის მიცემული სახლ-კარის მიბარების წიგნისა (1666 წ. V. 14. Ad-650).
გულიფაშათ მითიჯანაშვილი მუსინა - [სახლიკაცი] გულიფაშათ მითიჯანაშვილ პაპაჯანასი, იხ.
გულიფაშათ მითიჯანაშვილი პაპაჯანა
ჰყავს [სახლიკაცი] მუსინა, მიჰყიდა შამირაანთ-თაყინასშვილ მამიჯანას თავისი ყმის სახლები, რომელთაც ესაზღვრებოდა მამისას, ზაზუტას, ამბროსაანთ პაპუნასა და მამასახლისის სახლები (1679 წ. I. X. Hd-13009).
გულიფაშაანთ ნასყიდა
მოწმე ქაიხოსროვანთ ოჰანას მიერ თავისი ბიძაშვილის [ქაიხოსროვანთ] ასლამაზასათვის მიცემული ნასყიდობის წიგნისა (1699 წ. IV. 20. 1448-275).
გულიფაშაშვილი ფირუა
მოწმე მელიქ შერმაზანასა და მისი ძმის, ქაიხოსროს შორის მამულზე დავის გარიგების წიგნისა (1699 წ. შემდგომ. Hd-13043 ბ).
გულიფაშაანთ ჯაბუაშვილი ბაინდურა
მოწმე გოსტამაანთ ჟოჟუნაშვილ ბიძინას მიერ ქალაქის მელიქ ენალა მირიმანაშვილისათვის მიცემული ყმის ნასყიდობის წიგნისა (1644 წ. I. 20. 1450-5/119).
გულიფაშაანთ ჯაბუაშვილი ჭარინა
მოწმე გოსტამაანთ ჟოჟუნაშვილ ბიძინას მიერ ქალაქის მელიქ ეინალა მირიმანაშვილისათვის მიცემული ყმის ნასყიდობის წიგნისა (1644 წ. 1. 20. 1450-5/119).
გულიფაშაანთ ხუდადაშვილი ბაინდურა - ბიძაშვილი გულიფაანთ ხუდადაშვილ ზურაბასი, იხ.
გულიფაშაანთ ხუდადაშვილი ბეჟანა - ბიძაშვილი გულიფაშაანთ ხუდადაშვილ ზურაბასი, იხ.
გულიფაშაანთ ხუდადაშვილი ზურაბა
ჰყავს: შვილი ხუდადა, ბიძა ჯანბუა, ბიძაშვილები: ბაინდურა, ბეჟანა. მიჰყიდა ჩითახაანთ მირველასშვილ ფარსადანს მამისეული ვენახი და პარტახტი მინდვრის ნახევარი (1646 წ. IV. 13. 1450-57/5).
გულიფაშაანთ ხუდადაშვილი ხუდადა - შვილი გულიფაშაანთ ხუდადაშვილ ზურაბასი, იხ.
გულიფაშაანთ ხუდადაშვილი ჯანბუა - ბიძა გულიფაშაანთ ხუდადაშვილ ზურაბასი, იხ.
![]() |
8.72 გულიშამბარასშვილი || გულიშამბარაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
გულიშამბარაშვილი
მას უყიდია ქვათახევის ყმების, მაზიტასა და ბატატასაგან თვითნებურად გაყიდული ორი ნაკვეთი სველნეთში, მყიდველს ამ მიწებზე ღალა დააკისრეს მონასტრის სასარგებლოდ ([1700 წ.] 1449-1869).
გულიშამბარასშვილი ასატურა - 1677-1683 წწ.
გორელი, ჰყავს: [ძმა] ბაინდურა, შვილები: მიქელ, გაბრიელ. პაპუნა შატბერაშვილისაგან იყიდა მიწა ალექსასშვილის მიწამდე (1683 წ. 1450-49/119); მოწმე მამასახლის გემანას მიერ სიმონგულა მამუკასშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1677 წ. VIII. 1. H-5303).
გულიშამბარასშვილი ბაინდურა - [ძმა] ასატურა გულიშამბარასშვილისა, იხ.
გულიშამბარასშვილი გაბრიელ - [შვილი] ასატურა გულიშამბარასშვილისა, იხ.
გულიშამბარასშვილი მიქელ - [შვილი] ასატურა გულიშამბარასშვილისა, იხ.
გულიჯანა
ლეონ მეფემ იგი უწყალობა ქისიყის ეპისკოპოს მაქსიმე [ჩოლაყასშვილს] (1566 წ. I. 19. 1449-2285).
გულმაგარაშვილი რამაზა
კალაურში მცხოვრები, ერთი კომლი, შეტანილია სვეტიცხოვლის საკომლოების ნუსხაში (1619 წ. 1449-1792).
გულმაჰმადა
მისი სახლი ესაზღვრებოდა ქეფინაანთ არუთინას მიერ თბილისში ნაყიდ სახლს (1697 წ. VII. 20. Hd-13022).
გულოანთ პაპიაშვილი შაჰნაზარა
ყაფიჩი, მოწმე მერაბ სარდარაშვილის მიერ იაგულაანთ ალავერდასათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. ბოლო მეოთხ. 1450-/124).
გულოაშვილი თანდილა
მოწმე შაყუბათა ბეროაშვილის მიერ დოლმაზა შანშიაშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1687 წ. IX. 30. Hd-14179).
გულოსშვილი ბეჟან
მოხსენიებულია ყმების ნუსხაში (XVII ს Hd-14912 ზ).
გულსურაბ
მეორე ცოლი გამრეკელ ჯავახიშვილისა ([1466-1478 წწ.] Hd: 1570, 1801), ნათესავი თაყა, ფავნელ და ზაზა ფანასკერტელ-[ციციშვილებისა] (1466-1478 წწ.] Hd-1570). გამრეკელ ჯავახიშვილის საჩივრის წიგნის მიხედვით, მას, ცოლ-ქმრობის მეოთხე წლისთავზე უთანხმოება მოუვიდა გამრეკელთან და ქმარი და გერები აითვალისწუნა. ქმრის მიერ მირთმეული ორი კალმახი იცოტავა და განაწყენებულმა ტყეში ქოხი აიგო, სადაც ოცი დღე იმყოფებოდა ([1466-1478 წწ.] Hd-1801), მოინდომა თავისი ქმრისა და მისი სამი ვაჟის მეფის ხელით დახოცვა. ამიტომ უთხოვია თავისი მეყვისისათვის, ამირეჯიბის შინაყმის, რუამისათვის, ცილისმწამებლური წერილის შეთხზვა, რომელშიც ამირეჯიბს გამრეკელ ჯავახიშვილისათვის უნდა ეთხოვა დანაპირების შესრულება ამირეჯიბისათვის გორის ციხის მიცემა. სამაგიეროდ ამირეჯიბი გამრეკელს ჰპირდებოდა, „რასაც მე შენ დაგპირებივარ, ბაგრატს მეფესა შენთვის გავათაებინებო“. გულსურაბს იმედი ჰქონდა, რომ ამ წერილს მეფეს აჩვენებდა და გამრეკელსა და მის შვილებს დაახოცვინებდა, მაგრამ რუამმა ეს ამბავი საგია თურმანიძის პირით აცნობა გამრეკელს ([1466-1478 წწ.] Hd-1570).
გულტკბილისა
მარიამ დედოფლის მონაზონი, მოხსენიებულია სამეფო კარის მსახურთა ნუსხაში ([1688-1703 წწ.] Ad-763).
გულტკბილისახარ
მარიამ დედოფლის მსახური, მოხსენიებულია სამეფო კარის მსახურთა ნუსხაში ([1688-1703 წწ.] Ad-763).
გულუა
მირტაშენს მცხოვრები, იგი, თავისი მამულით, წილად ხვდა იოთამ ბარათაშვილს (1537-1538 წწ. VIII. 16. 1450-11/112).
გულუა
ხანდაკელი, მოწმე და დამხდური ქაიხოსრო ჯავახიშვილის მიერ პაპია [ჭყოპია]შვილისთვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგ ნისა (1633 წ. Ad-1802).
გულუა
მაგლელი, ჰყავს ნათესავი ნიკოლოზა. მოწმე ავთანდილ ბარათაშვილის მიერ მგელია ვალალაშვილისათვის მიცემული მამულის წყალობის წიგნისა (1637 წ. XII.11. 1448-2936).
გულუა
მისი კუთვნილი თორმეტი დღის მიწა და ექვსი დღის საეულო პაპუნა გოსტაშაბისშვილმა უწყალობა რამაზას (1656 წ. II. 1. Hd-6303); მისი მამული, სახლ-კარი, ვენახი და სახნავი პაპუნა [გოსტაშაბისშვილმა] უწყალობა ოქროპირსა და პაპუნას (1665 წ. V. 1. Hd-9447).
გულუა
მოწმე პაპია ხატისშვილის მიერ ხოსიტა [ხატისშვილისათვის] მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1669 წ. სს. II. № 66).
გულუა თუთაშხია
თილითს მცხოვრები, ემართა აფხაზეთის საკათალიკოსო ბეგარა: ოთხი ქანდაქი ხმელი ბეგარა, ქანდაქის საკლავი და სამოგუე, სამუშაოდ ერთი წლის ღორი, თერთმეტი კოკა ღვინო, თერთმეტი ჯამი ღომი, სასახლის სამსახური (1621 წ. ქსძ. III. № 91).
გულუა შორდა
მუხურს მცხოვრები, ემართა აფხაზეთის საკათალიკოსო ბეგარა: ოთხი ქანდაქის ხმელი ბეგარა, საკლავის ქანდაქი და სამოგუე, სამუშაოდ ერთი წლის ღორი, თერთმეტი კოკა ღვინო, თერთმეტი ჯამი ღომი, გოჭკუმუ, სასახლის სამსახური (1521 წ. ქსძ. III. № 91).
![]() |
8.73 გულუასშვილი || გულუაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
გულუაშვილი ბეროა - შვილი გიორგი გულუაშვილისა იხ.
გულუაშვილი გიორგი
ციხიელი, ჰყავს შვილები: პაპია, ბეროა, შერმაზანა, შვილიშვილები: შაუა, მირზა, ზურაბა. იყიდა სამნუა მოლოდინაშვილისაგან კახაურში მამული - ერთი დღის მიწა მისი სამატი ტყით (1662 წ. 11. 24. 1450-1/65).
გულუასშვილი ესტატე
მოწმე გიორგი საბარაშვილის მიერ ბერია ბერიძისთვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1690 წ. Hd-1747)
გულუასშვილი ესტატე
ჰყავს [ძმა] ჯამასპა, ემართა დემე[ტრა] დაბაღისშვილის პური, რის სარგებელშიც ყანდინა ედილასშვილს მისცა ხანდაკსა და ყარაღაჯს შუა მდებარე ბეჟიტასშ[ვილის] ერთი დღის მიწა (1693 წ. XII. 1. Hd-10917).
გულუაშვილი ზურაბა - შვილიშვილი გიორგი გულუაშვილისა,იხ.
გულუაშვილი მირზა - შვილიშვილი გიორგი გულუაშვილისა, იხ.
გულუაშვილი პაპია - შვილი გიორგი გულუაშვილისა, იხ.
გულუაშვილი შაუა - შვილიშვილი გიორგი გულუაშვილისა, იხ.
გულუაშვილი შერმაზან - შვილი გიორგი გულუაშვილისა, იხ.
გულუასშვილი ჯამასპ - [ძმა] ესტატე გულუასშვილისა, იხ.
გულულ მურადანთ გარსოა
მოწმე ყარახანა შერმაზანაშვილის მიერ გასპარა ქოჩინასშვილისათვის მიცემული სახლების ნასყიდობის წიგნისა (1672 წ. IX. 17. 1448-1940).
გულქან - თანამეცხედრე მამია ზევდგინიძისა, იხ.
გულქან - მეუღლე ინდო ზაქაძისა, იხ.
გულქან
მისი ნაოხარი ნასოფლარი როსტომ მეფემ უწყალობა ბაინდურ დალალაშვილს (1636 წ. IX. 4. 1450-48/152).
გულშარ
ჩაისარ თმოგველისა და მელანიას ასული, ჰყავს შვილი [ნ]ავროზ (XIV ს. Ad-933. კეფი 7 v), თმოგველთა ეგვტერს, ვანის მონასტერში, შესწირა თავისი ნაყიდი მამულებიდან: ზემო ვარძიის მესამედი, მილახში გუარამათ მიწიდან ერთი ვენახი, ერთი ლუკაური ვენახი და დააწესა აღაპი თავისი მშობლებისა და შვილის სახელებზე (XIV ს. Ad-933. კეფი 7 v), შესწირა აგრეთვე თავისი მშობლებისა და ბებერის მიერ ნაყიდი მამულები: კუცრნაული ვენახი ფიასა და მირაშხანში. შეწირული მამულები ჩააბარა თავის მნათეს, გრიგოლს (XIV ს. Ad-933. კეფი 8 v).
გულშარ - 1412-1488 წწ.
დედოფალი, თანამეცხედრე დემეტრე (III) მეფისა, იხ., დედა კონსტანტინე (II, ქართლის) მეფისა (1466 წ. Hd-2007). გაუცვალა კავთისხევის მოურავს, ივანე სააკაძეს ნოსტეში გულია რომალისშვილისეული სასახლე „რასაც ბერიას კალო გაიტანს ბენდიანურის სახლამდის“, კავთისხევის სახლ-კარზე და ერთი დღის ბეცლელაურ მიწაზე (1412 წ. Hd-1355); გაიჩინა აღაპი ქვათახევის მონასტერში. აღაპის გადახდა დააკისრა გრიგოლ ავგაროზისძე-ანდრიაშვილს, რომელსაც უბოძა თავისი ნაღვაწი 14000 თეთრი გრიგოლის გარდაცვალების შემდეგ აღაპის გადახდა დაევალა ონიას (1488 წ. 1449-1489); მოხსენიებულია როსტომ მეფის მიერ იორამ სააკაძისათვის ბოძებულ წყალობის წიგნში, მას ჰქონია ნაწყალობევი სააკაძეებისათვის ყმა-მამული (1652 წ. Hd-13955).
გულშარა
ხოჯა ფირუას ყმამ, სარქისამ არაქელა ბეგიჯანაშვილს მიჰყიდა სახლი, რომლის ერთ-ერთი საზღვარი იყო მისი სახლის კედელი (1641 წ. 1448-2939).
გულჩარაბაჯი
ჰყავს შვილიშვილები: ბეჟან, ვახტანგ, ქაიხოსრო და ქიშვარ. ლუარსაბ მეფის დედამ, თამარ დედოფალმა, მას უწყალობა მეჯვრისხევს გლეხები და მამულები: ლომი და ზაქარია ფიცხელაურების ნაქონი სასახლე და მამული, გლეხები - სალუქაშვილი კოკოლა, ხევისჯვარელი მათია და მახუტა, კოსტანური დავითა, ასანაშვილი ჟამიტა. მათ დაავალა მეჯვრისხევის ყოვლადწმინდის ეკლესიაში აღაპის გადახდა ლუარსაბ მეფის სადღეგრძელოდ და გიორგი მეფის მოსახსენიებლად (1611 წ. 1448-8760).
გულჯავარასშვილი მღთისია
მოწმე ლომინ ეგაძის მიერ ავთანდილ ბეგვერდიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1689 წ. 1448-2241).
გულჯვარასშვილი თამარ - იხ. თამარ, მარკოზ გულჯვარასშვილის ასული.
გულჯვარასშვილი მარკოზ
ჰყავდა ოთხი ვაჟი, რომლებიც დაეხოცა; დარჩა ქალი შვილი თამარი. სიძე მჭედელი ლახშაური. იგი კათალიკოსს დაუხსნია და უბოძებია მისთვის ბალის მიწა. მისცა თავის ასულს კოდმანში ვენახი, კიდევ სამგან თითო დღის მიწა და დაავალა თავისთვის აღაპის გადახდა. დაავალა აგრეთვე, თუ იგი კათალიკოსის მიერ ნაბოძებ „ბალის მიწას“ დაიჭერდა, მაშინ კათალიკოსის სახელზე დაედგა ტაბლა (XVII ს. II ნახ. Ad-1871).
გუმანასშვილი გიორგი
კარალეთში მცხოვრები, მღვდელი, ქაიხოსრო ციციშვილის მეკოდისპურე ყმა (1700 წ. 1448-3602).
გუნაფიძე
[ნიკორწმინდელს] მისგან უყიდია ხივშში ვენახი, რაშიც გადაუხდია ერთი ხარი, ერთი ცხვარი, ერთი სახნისი ([1071-1080 წწ.] 1449-1563).
გუნდელიძე პაპუნა
მოწმე ზაქარია მეკარისშვილის მიერ პაპუნა თუხარელისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1676 წ. I. 10. Sd-60).
გუნდიასშვილი
დოესში მცხოვრები, იგი თავისი მამულით, ერგო ედიშერს, პაპუნა ციციშვილთან გაყრის დროს ([1688-1703 წწ.] Hd-1636).
გუნდიშვილები
[მაჩაბლების] ყმები, ორი კომლი, [მაჩაბლების] ყმა-მამულის ნუსხის მიხედვით, ისინი მიუყიდიათ ქსნის ერისთავისათვის ([1688-1703 წწ.] Qd-8674).
![]() |
8.74 გუნდიშვილი || გუნდისშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
გუნდიშვილი
მისი მიწა ესაზღვრებოდა ზაზა მაჩაბლის მიერ შიო საბანაძისათვის მიყიდულ „ტოხაურ მიწას“ (1612 წ. III. Hd-9440).
გუნდიშვილი
[მაჩაბლების] დაკარგული ყმა-მამულის ნუსხაში აღნიშნულია, რომ მისთვის მიუყიდიათ ძარწემს ბუზალაძის საკომლო (1688-1703 წწ.] Qd-8674).
გუნდისშვილი ივანე
მოწმე მამუკა პარკაძის მიერ დავით გარსევანიშვილისათვის მიცემული საწისქვილე მიწის ნასყიდობის წიგნისა (1680 წ. XI. 18. გსიემ 7601/59).
გუნდიშვილი ნინია
მოწმე ქაიხოსრო მაჩაბლის მიერ ალხაზ [მაჩაბლისათვის] მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1686 წ. 1448-5130).
გუნდისშვილი ნინია
ძარწემს მცხოვრები, ქაიხოსრო მაჩაბლის მეკოდისპურე ყმა (1700 წ. 1448-3602).
გუნდურია ჭიხური
ოქონას მცხოვრები, იგი, მამულით წილად ერგო [ფეშანგ ფალავანდიშვილს] ([1676-1709 წწ]. 1450-31/2).
გუნია თვალთვალე - [სახლიკაცი] იოვანე გუნიასი, იხ.
გუნია იოვანე
ეკას მცხოვრები, ჰყავს [სახლიკაცი] თვალთვალე. იგი და მისი [სახლიკაცი], ოჯახითა და მამულით, ლომკაც ჭილაძემ საკანონოდ შესწირა ბიჭვინტის ღმრთისმშობლის ეკლესიას (1629 წ. Ad-2251).
გუნცაძე დემეტრა
ალისმერეს მცხოვრები, ემართა ქუთაისის საყდრის ბეგარა: თექვსმეტი თეთრი, ერთი ლიტრა სანთელი, ერთი ლიტრა მატყლი, რვა ნაოთხალი იფქლი, სამი კვერცხი, ერთი ლიტრა მარილი და მეულაყეობა (1558 წ. H-626).
გუნჯილასშვილი დავითა
მოწმე თაყა ასანბეგისშვილის მიერ პა[ა]ტა გერმანოზისშვილისთვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1669 წ. VI. 20. Hd-1880).
გუნჯულაშვილი ბასილა
მოწმე თაყა ბარათაშვილის მიერ შიოშ ლარაძე-ზურაბიშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1690. VII. 1450-10/136).
გურაბანიძე
უყეშს მცხოვრები, ერთი კომლი, ბაგრატ მეფემ იგი შესწირა ნიკორწმინდის მონასტერს (1544 წ. VIII. 9. ლაი P 22 ა).
გურავანაშვილი
იგი, სხვა გლეხებთან ერთად, ლეჟერა ჩიკვილაძემ სისხლის საფასურში მისცა შალვა შერაზადიშვილს ([1484-1510 წწ.] ქმ. №647 სას.).
გურალიძე ჩარაჩე
სახასო აზნაურიშვილი, ვახტანგ მეფემ მას გაუჩინა სისხლის ფასი - 500000 ძველი თეთრი (1432 წ. 1448-5039 სას.).
გურამასშვილი სიყმია
მოწმე ბერია ლაშხისშვილის მიერ სიყმია ყაზარაშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა ([1664-1675 წწ.] 1450-35/37).
![]() |
8.75 გურამისშვილი || გურამიშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
გურამიშვილი
მას სვეტიცხოვლისათვის დიდი ზიანი მიუყენებია, რის გამოც როსტომ მეფემ სვეტიცხოველს შესწირა არაგვის პირას მდებარე [გურამიშვილების] სოფელი ღურაო ([1648-1658 წწ.] Ad-875 ა).
გურამისშვილი
ერეკლე მეფემ ონანა მდივანს უწყალობა ყიზილ-უღლუნი, რომლის წყალობის პირობაც მიცემული ჰქონია მისთვის: გურამისშვილისათვის სამაგიეროდ მეფეს სხვა წყალობის მიცემა გადაუწყვეტია (1677 წ. 1449-559).
გურამიშვილი ავთანდილ - შვილი გივი გურამიშვილისა, იხ.
გურამისშვილი ავთანდილ - ძმა ზაალ გურამიშვილისა, იხ.
გურამიშვილი (ვარ. ყაფარბეგისშვილი, გურამისშვილი) გივი - 1615-1655 წწ.
ჰყავს ძმები: ზაალ (1615-1627 წწ. 1450-19/108, Hd-2108), იესე (1650 წ. 1450-19/102), შვილები: ავთანდილ (1642 წ. 1450-19/103), ზაალ (1642-1650 წწ. 1450: 19/103, 19/102), მანუჩარ (1650 წ. 1450-19/102), [სახლიკაცი] ქაიხოსრო გურამიშვილი, იხ., მას უწყალობა: შაჰ-აბასმა საგურამიშვილოში მისი მამის მამული (1615 წ. I. 23. 1450-19/108), თეიმურაზ მეფემ - თემურყვეთუნის ნაქონი მამული - სოფელი ლერწამი (1627 წ. III. 5. Hd-2108) და ერწოს - სუხიტა ხიმშიაშვილის ნაქონი ამატანი (1644 წ. 1450-19/113), როსტომ მეფემ - ბაჟისა და საენდროე გამოსაღები (1650 წ. 1450-19/102); ძმებთან გაყრისას მანვე დაუმტკიცა ტურია ვარდანაშვილი, მაშვიაშვილი, ლაზარე ჩაიშელაშვილი და მისივე აშენებული ღვაროს ზვარი (1655 წ. Hd-14859); თეიმურაზ მეფემ დაუმტკიცა საფიცრით ნაწყალობევი სოფელი ბიბიანი (1642 წ.1450-19/103).
გურამიშვილი (ვარ. გურამისშვილი) გივი - 1672-1694 წწ.
შვილი ზაალ გურამიშვილისა, იხ., ჰყავს განაყოფი გურამ გურამიშვილი, იხ. (1693-1694 წწ. 1450-14/50, 1448-57), [ძმა] ფარემუზ (1694 წ. 1448-57). მისი ნაქონი გლეხები: მამისიმედ გოგიჯანაშვილი, გიორგი მიქელაშვილი, მერება ტუხიაშვილი, ნაობა ჩაიშელაშვილი, ხუცესი ჯაბიაშვილი და წიწამურის ზვარი ნაზარალი-ხანმა უწყალობა გურამ გურამიშვილს (1693 წ. 1450-14/50); მან და ფარემუზ გურამიშვილმა ნაზარალიხანს უორგულეს, მიუვიდნენ გიორგი მეფესა და არაგვის ერისთავებს, გიორგის და ბარძიმს, მათთან ერთად მოინდომეს ნაზარალი-ხანზე და აბაზყული-ხანზე თავ დასხმა. ისინი ქალაქის ციხეს შემოერტყნენ და ნაზარალი-ხანს შეებრძოლნენ. ნაზარალი ხანის მიერ მათი მამულის დასაჭერად გაგზავნილ გურამ გურამიშვილსა და მის ძმებს ვამიყ და ავთანდილ ერისთვისშვილები შეუსიეს და უკან გააბრუნეს. ამის შემდეგ, ნაზარალი-ხანმა მოღალატე გურამიშვილებს სეხნია გურამიშვილი, თუშნი და ჴიზიჴელნი მიუსია. მათ ამ შეტაკებისას მოკლეს გურამ გურამიშვილის ძმა სეხნია, ხოლო ერთი თუში და გურამის მსახური დაჭრეს. სეხნია გურამიშვილის სისხლის ფასში ნაზარალი-ხანმა გურამ გურამიშვილსა და მის ძმებს მისი ყმა-მამული უბოძა (1694 წ. VI. 4. 1448-57).
[გურამიშვილი] გიორგი
გურამ გურამიშვილის განაყოფი, მისი ნაქონი ყმები: ზაქუტა გოგიჯანაშვილი, გიორგი ბასილაშვილი, ჩურხაული გოდერძაშვილი, წუნელაშვილი, გონებაშვილი ნაზარალი-ხანმა უწყალობა გურამ გურამიშვილს (1693 წ. 1450-14/50); ღუროში ჰყავდა ყმები: ბასილაშვილი სიხარული, ხელოსანი ბერი ჩურუხაული, ქიტია გოგნიტასშვილი, დათუნა გოგნიტასშვილი - თითო-თითო კომლი, თავი ერთი, თოფი ერთი, აგრეთვე - ხაბაზი ნუკლიასშვილი; აყრილები: გიორგი პეტრუასშვილი, გიორგი თამდულასშვილი, ჩუღუნასშვილი, ჯვრისშვილი, ირაჯული ზალა და ამოწყვეტილი თევდორე იპასშვილი (XVII ს. Hd-14912-ი).
გურამიშვილი (ვარ. გურამისშვილი) გურამ - 1688-1694 წწ.
ბოქაულთუხუცესი (1694 წ. 1448-57), ჰყავს: ძმები სეხნია (1688-1694 წწ. 1450: 14/48; 14/50, 1448-57), იორამ (1693 წ.1450-14/50), ქაიხოსრო (1693, 1450-14/50, 1694, 1448-57); დურმიშხან (1694 წ. 1448-57), შვილები: მანუჩარ, ზურაბ (1693-1694 წწ. 1450-14/50,1448 57), განაყოფები: გივი (1693, 1694 წწ. 1450-1450, 1694, 1448 57); გიორგი (1693 წ.1450 1450), ფარემუზ (1694 წ. 1448-57, XVII ს. დამლევი, H-5499). იგი ნაზარალი-ხანს ახლდა რუსეთსა და ისპაჰანში, საქართველოში გამეფებაში ეხმარებოდა. ერთგული სამსახურის საფასურად ნაზარალი-ხანმა მას უწყალობა მისი განაყოფის, გივი გურამიშვილის ნაქონი თითო კომლი გლეხი: მამისიმედ გოგიჯანაშვილი, გიორგი მიქელაშვილი, მერება ტუხიაშვილი, ნაობა ჩაიშელაშვილი, ხუცესი ჯაბიაშვილი; აგრეთვე მისივე განაყოფის, გიორგის, გლეხები: ზაქუტა გოგიჯანაშვილი, გიორგი ბასილაშვილი, ჩუხრაული გოდერძაშვილი, წუნელაშვილი, გონებაშვილი (1693 წ. 1450-14/50); იგი თავის ძმებთან ერთად მხარს უჭერდა ნაზარალი-ხანსა და აბაზყული-ხანს გიორგი მეფის წინააღმდეგ. გურამი და მისი ძმები ნაზარალი-ხანმა გაგზავნა მისი ორგული განაყოფების, გივი და ფარემუზ გურამიშვილების მამულის დასაჭერად, მაგრამ მათ ვამიყ და ავთანდილ ერისთვისშვილი თავს დასხმიან და ისინი უკან გაბრუნებულან. ამის შემდეგ ნაზარალი-ხანმა მოღალატე გურამიშვილებს გურამის ძმა, სეხნია გურამიშვილი, თუშნი და ჴიზიჴელნი მიუსია. ამ შეტაკებისას მოკლეს სეხნია გურამიშვილი, ხოლო ერთი თუში და გურამ გურამიშვილის მსახური დაჭრეს. ნაზარალი-ხანისა და სხვა ქართველ და კახ დარბაისელთა განჩინებით, გურამსა და მის ძმებს სეხნია გურამიშვილის სისხლის ფასში გივი და ფარემუზ გურამიშვილების მამულიდან უბოძეს: ჩვიდმეტი კომლი გლეხი, წიწამურში - ზვარი და მჟავაში - ხოდაბუნი, წიწამურში - მამისიმედ გოგიჯანაშვილი, ღარიბა ფარეშიშვილი, გიორგი ჯაბჯაური, თევდორა გიორგაშვილი; ღუროს - სურამელა სტეფანაშვილი, პეტრე გამნიაშვილი, გიორგი გამნიაშვილი, ხიზანა და სოზია ვარდანაშვილები, მჟავას - ზაქუტა ჩუღუნაშვილი, გიორგი მამესწარაშვილი, სურიჯანაშვილი, მაქარაძე, პატატი მჭედლიშვილი, ბასილა ჯაბიაშვილი, მამულა იორდაშვილი; შანკავერს - მგელია ჩაისელაშვილი, ნაობა ჩაისელაშვილი. დანარჩენი ყმა-მამული ხუთად გაყვეს, საიდანაც სამი წილი გურამსა და მის ძმებს უბოძეს (1694 წ. VI. 4. 1448-57); მას მოუკლავს ფარემუზის კაცი, რომლის სისხლის ფასშიც ფარემუზ [გურამიშვილისათვის] უნდა მიეცა ერთი ცოლიანი კაცი. ამას გარდა, რაც გაყრის დროს გაუყოფელი ყმა-მამული დარჩათ, უნდა სამართლის ძალით გაეყოთ (XVII ს. დამლევი. Hd-5499).
გურამიშვილი დურმიშხან - [სახლიკაცი] ქაიხოსრო გურამიშვილისა, იხ.
გურამიშვილი დურმიშხან - ძმა გურამ გურამიშვილისა, იხ.
გურამიშვილი (გურამისშვილი, ყაფარბეგიშვილი) ზაალ (ვარ. ზაალბეგ) - 1615-1627 წწ.
ძმა გივი გურამიშვილისა, იხ., ჰყავს [სახლიკაცები]: ქაიხოსრო გურამიშვილი, იხ., ზურაბ (1618 წ. 1450-19/106). მასა და ზურაბს ბაგრატ მეფემ განუახლა მათი ძველად ნაქონი სოფლის ახალციხის წყალობა (1618 წ. V. 19. 1450-19/106).
გურამიშვილი (ვარ. გურამისშვილი) ზაალ - 1642-1684 წწ.
სუფრაჩი (1672-1673 წწ. 1450: 36/215, 25/170), შვილი გივი გურამიშვილისა, იხ., ჰყავს: თანამეცხედრე ერისთავის ასული ანა (1678 წ. Hd-14194), შვილები - გივი, ფარემუზ (1672-1684 წწ. 1450: 36/215, 25/170, Hd-14194, 1450-19/101) მას უწყალობა არჩილ მეფემ მჟავაში მისი განაყოფის კუთვნილი აზნაურიშვილი - თაყაშვილი ორი კომლი ყმით. ამას გარდა, ორი კომლი: ხატისასშვილი და ჯაბიასშვილი (1673 წ. 1450-25/170); ამოუკვეთა გიორგი მეფემ მას საბალახე და პირისთავი (1684 წ. 1450-19/101); მან ამოუკვეთა: სუხიტა, მურად, მამუკა, გოზალა, ვარდანა, ებიტა, ხიზანა ვარდანაშვილებს ჯორის რიგი: ექვსი ლიტრა ღვინო, ექვსი პური, ერთი კოდი ქერი, ორი ქათამი, ორი მხარი საბელი, ერთი მარხილი თივა და გაათავისუფლა ისინი მეჯორეობისაგან (1672 წ. 1450-36/215), თავის ყმებს, მამისიმედა გოგიჯანაშვილს და მის ძმებს ჯანიას, შერმაზანას და თევდორას - კულუხი და სამოხელეო (1678 წ. XII. 5. Hd-14194).
გ[ურა]მიშვილი ზაალ
ისესხა დათუნასა და რამაზასაგან ოცი მარჩილი იმ პირობით, რომ გადაიხდიდა სარგებელს - წელიწადში ხუთ მარჩილს ([1672 წ.] III. Ad-1977 ა).
გურამიშვილი (ვარ.ფარემუზიშვილი) ზაალ
ჰყავს ძმები: ქაიხოსრო, ავთანდილ. მას ნაზარალი-ხანისაგან ნაბოძებ ყმა-მამულზე ეცილებოდნენ ნათესავები, ნაზარალი-ხანმა უბრძანა თიანეთის მოურავ გარსევან [ჩოლაყაშვილს] და რამაზ სუფრაჩს, რომ წართმეული მამული კვლავ ზაალისა და მისი ძმებისათვის დაებრუნებინათ და ნათესავები ერთმანეთთან შეერიგებინათ. უფრო ადრე ეს საქმე ნაზარალი-ხანს ფირან მოურავისათვის დაუვალებია ([1688-1703 წწ.] 1450-28/132).
გურამისშვილი ზაალ
სოფელ [შანკავერში] ჰყავდა ყმები: ხელოსანი ბერი თანგულასშვილი, მიქელა მიქელასშვილი, გედავანისშვილი იმამყული, პაპო გედავანისშვილი, სახლთუხუცესი საბაშვილი, თვითეული - ერთი კომლი, ერთი თავი, ერთი თოფი (XVII ს. Hd-14912).
გურამიშვილი ზურაბ - [სახლიკაცი]: ქაიხოსრო გურამიშვილისა, იხ., ზაალ გურამიშვილისა, იხ.
გურამიშვილი (ვარ. გურამისშვილი) ზურაბ - შვილი გურამ გურამიშვილისა, იხ.
გურამიშვილი იესე
ძმა გივი გურამიშვილისა, იხ., [სახლიკაცი] ქაიხოსრო გურამიშვილისა, იხ.
გურამიშვილი (ვარ .გურამისშვილი) იოთამ - 1573-[1605] წწ.
ჰყავს ძმები: შიოშ || სიაოშ (1573-[XVI ს. 80-იანი] წწ. 1450: 19/100, 19/112, Hd-14977), ყაფარბეგ ||ყაფნია ||ყაფარ (1573-[1574-1605 წწ.] 1450: 19/100; 19/112, Hd: 1477, 14857). ლეონ მეფემ ამოუკვეთა ფიფანეთში მცხოვრებ მის ყმებს ბეგარა (1573 წ. 1450-19/100), ხოსრო ბატონიშვილმა - ავჭალური საბალახე, შიშლიგი და მებალახეთ პურის ჭმევა (1574 წ. III. 7. 1450-19/112); მას ალექსანდრე მეფემ მისცა უვნებლობის პირობა და აღუთქვა გურამიშვილთა ნაქონი მამულის უკან დაბრუნება ([1574-1605 წწ.] Hd-14857); ძმებთან ერთად ჰქონდა დავა გრიგოლ, როსაბ, შიოშ, სულხან, ბეჟან, ჯანდიერ, ხოსრო და გოგიჩა [ჯანდიერიშვილებთან] გლდანისა და ავჭალის წყლის საქმეზე. ჯანდიერიშვილებმა მათ საკუთარი ნებით დაუთმეს ლომსაური რუ (XVI ს. 80-იანი წწ. H-14977).
[გურამიშვილი]-იოთამისშვილი თამაზ - იხ. იოთამისშვილი თამაზ
გურამისშვილი იორამ - ძმა გურამ გურამისშვილისა, იხ.
გურამიშვილი ლევან
ჰყავდა ღუროს ყმები: ნადირა ჭიპაშვილი, ხაბაზი ოქროპირ ივანისშვილი,პაპუნა ბიასშვილი, სახლთუხუცესი თევდორა გოგოლასშვილი - ერთი კომლი, ერთი თავი გოგინა სულიაჯანაშვილი და აყრილი ყმები: თამაზა დათვიასშვილი, მამუკა იორდანეშვილი - ყოველი კომლიდან ერთ კაცს ევალებოდა თოფით ლაშქრობა (XVII ს. Hd-14912 ი).
გურამიშვილი მანუჩარ - შვილი გივი გურამიშვილისა, იხ.
გურამიშვილი მანუჩარ
შვილი გურამ გურამიშვილისა, იხ., [ძმისწული] სეხნია გურამიშვილისა, იხ.
გურამიშვილი სეხნია - 1688-1694 წწ.
ჰყავს: ძმები: გურამ გურამიშვილი, იხ., [ძმისწული] მანუჩარ (1688 წ. 1450-14/48), ერეკლე მეფემ მას უწყალობა ექვსი კომლი კაცი მათი მამულებით, იმ პირობით, რომ თუ გოჩაშვილი ამ სოფლის ნასყიდობის წიგნს წარმოადგენდა, მაშინ მეფე მას სხვა წყალობას მისცემდა (1688 წ. 1450-14/48); მონაწილეობა მიიღო ბებურ, უზებარ და ქაიხოსრო [ვაჩნაძეებს] შორის რამზას ნაქონი ყმების გაყოფაში (1692 წ. Hd-10170). იგი ძმებთან ერთად მხარს უჭერდა ნაზარალი-ხანსა და აბაზყული-ხანს გიორგი მეფის წინააღმდეგ. ნაზარალი-ხანმა იგი თუშებთან და ჯიზიკელებთან ერთად გაგზავნა მისი ორგული განაყოფების, გივი და ფარემუზ გურამიშვილების დასამორჩილებლად. ამ შეტაკების დროს სეხნია მოკლეს (1694 წ. VI. 4. 1448-57).
გურამიშვილი (ვარ.გურამისშვილი) ფარემუზ - 1672-1694 წწ.
შვილი ზაალ გურამიშვილისა, იხ. [ძმა] გივი გურამიშვილისა, იხ., განაყოფი გურამ გურამიშვილისა (XVII ს.დამლევი. Hd-5499). მისი კაცი მოუკლავს გურამ [გურამიშვილს], რომლის სისხლის ფასშიც გურამს მისთვის უნდა მიეცა ერთი ცოლიანი კაცი. ამას გარდა, რაც გაყრის დროს გაუყოფელი ყმა-მამული დარჩათ, უნდა სამართლის ძალით გაეყოთ (XVII ს. დამლევი. Hd-5499).
გურამიშვილი ქაიხოსრო
ჰყავს [სახლიკაცები] დურმიშხან, გივი, იესე, ზაალ, ზურაბ. ლიხთ-იმერეთიდან დაბრუნებულს, ბაგრატ მეფემ განუახლა მას მისივე მკვიდრი მამულის წყალობა (1618 წ. III. 4. 1450-19/98).
გურამიშვილი (ვარ. გურამისშვილი) ქაიხოსრო
ძმა: სეხნია გურამიშვილისა, იხ., გურამ გურამიშვილისა, იხ.
გურამიშვილი ქაიხოსრო - ძმა ზაალ გურამიშვილისა, იხ.
გურამიშვილი (ვარ. გურამისშვილი) ყაფარბეგ (ვარ. ყაფნია, ყაფარ) - ძმა იოთამ გურამიშვილისა, იხ.
გურამიშვილი (ვარ. გურამისშვილი) შიოშ (ვარ. სიაოშ) - ძმა იოთამ გურამიშვილისა, იხ.
გურასპ
კისისხევს მისი ყმა-მამული მეფე თეიმურაზმა უწყალობა სალაროს ქილიფდარ ბახუტას (1622 წ., VI. 20. 1448-548).
გურასპა
მღვდელი, მოწმე პაპუნა გოსტაშაბისშვილის მიერ რამაზასათვის მიცემული მამულის წყალობის წიგნისა (1656 წ. II. 1. Hd-6303).
![]() |
8.76 გურასპასშვილი || გურასპაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
გურასპაშვილი
მის მიწამდე მიჰყიდა მახარებელ ხუციშვილმა გიორგი წინამძღვრიშვილს მიწა (1695 წ. Hd-6171).
გურასპაშვილი
მისი მიწა ესაზღვრებოდა გიორგი ქუბაძის მიერ ზაალ წინამძღვრისშვილისათვის მიყიდულ მიწებს (1700 წ. VIII. 29. Hd-14317).
გურასპაშვილი
კასპს მცხოვრები, ამილახვრის ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით, მისი კომლიდან ორ კაცს ევალებოდა თოფით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
გურასპაშვილი
მისი მიწა ესაზღვრებოდა მახარა მახარასშვილის მიერ შიო რაზმიასშვილისათვის მიყიდულ მიწას (XVII-XVIII სს. მიჯნა. 1448-5442).
გურასპასშვილი ბეჟუა
მოწმე დათუნა მირიანასშვილის მიერ თევდორე რაზმაძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1690-იანი წწ. 1448-5436).
გურასპასშვილი ბერიკა
ნაწრეტს მცხოვრები, ამილახვრის ყმა, საამილახვროს დავთრის მიხედვით, მისი კომლიდან ორ კაცს ევალებოდა მშვილდით ლაშქრობა (XVII ს. II ნახ. 1448-5032).
გურასპაშვილი დათუნა - 1672-1696 წწ.
მოწმე: ქიტია ქუბიაშვილის მიერ გოგილა მალულიძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1672 წ. III. 15. Sd-57). ბერ სარდინაშვილის მიერ თევდორე რაზმაძისათვის მიცემული საწისქვილეს ნასყიდობის წიგნისა (1689 წ. 1448-9429), დათუნა მამაცაშვილის მიერ თევდორე რაზმიაშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1696 წ. II. 20. 1448-5440), რამაზ შედანისშვილის მიერ თევდორე რაზმაძისათვის მიცემული სასახლის ნასყიდობის წიგნისა (1690-იანი წწ. 1448-5437).
გურასპაშვილი პაატა
მოწმე პაპუნა მირიანაშვილის მიერ თევდორე რაზმაძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (16[9]8 წ. 1448-5439).
გურგელაძე დათუნა
მეჯვრისხეველი, მისი შეწირულება თეიმურაზ მეფემ განუახლა პორტაიტის ღმრთისმშობელს გიორგი მეფის სულის სააღაპედ (1630 წ. 1461-3/127).
გურგენ
კონსტანტინე მეფის მწირველი, დამწერი კონსტანტინე მეფის მიერ ნავროზ ცირღილასძისათვის მიცემული სასისხლო სიგლისა (1408 წ. VI. 4. Qd-9019/9022 სას.).
გურგენ
ოდიგიტრი (sic), დამწერი დიმიტრი მეფის მიერ დავით კაპანაძისათვის მიცემული სასისხლო სიგელისა ([1429-1452 წწ.] IX. 29. ქმ. № 607 სას.).
გურგენ
სუფრაჩი, [როსტომ] მეფის ბრძანებით, გაარიგა შავერდა არდაშელაშვილის დავა მექვაბიშვილებთან და აღმურაშვილებთან (1638 წ. III. 20. Qd-9814 ბ).
გურგენ
ბოქაულთუხუცესი, მოწმე და შუა დამხდური ქართლის კათალიკოს ქრისტეფორეს მიერ რამაზ [ზუმბულიძისა] და მისი ძმის გაყრისა (1651 წ. II. 13. 1450-31/105), „შუამდგომი და და სამართლის მოქმედი“ დავით და თამაზ ქარსიძეების გაყრისა (1651 წ.1450-29/59).
გურგენ - შვილი მდივან ონანასი, იხ.
გურგენ
მისი ნაქონი საბაზიერო ქალაქს ზაალ ციციშვილმა მიჰყიდა ორბელ ორბელიშვილს (1684 წ. XI. 1. Sd-541).
გურგენ - [1683]-1697 წწ.
სამეფო კარის მდივანი, დამწერი: ალექსანდრე მეფის მიერ სვიმონ ლორთქიფანიძისათვის მიცემული მამულის წყალობის წიგნისა ([1683-1695 წწ.] 1448-2147), თამარ დედოფლის მიერ წინამძღვარ მარკოზ წერეთლისათვის მიცემული ყმის წყალობის წიგნისა (1694 წ. Hd-2706), გიორგი მეფის მიერ ვახტანგ აგიაშვილისათვის მიცემული ყმა-მამულის წყალობის წიგნისა (1697 წ. 1449-61), გიორგი მეფის მიერ უცნობი პირისათვის მიცემული პაპუნა ფალავანდიშვილისეული მამულის წყალობის წიგნისა ([1697 წ.] Sd-1139).
გურგენ - [ძმა] იოვანესი, იხ.
გურგენ
მილახვარი, ჰყავს სახლიკაცი დემეტრე-ბეგ. ქალბალი-ხანმა მას უწყალობა ათი კომლი კაცი კარდანეხს და ზურაბ აფხაზისშვილის ნაქონი მამული (1698 წ. X. 28.-XI. 25. Hd-142).
გურგენა
მეტეხს მცხოვრები, იგი, მამულით, წილში ერგო [ფეშანგ ფალავანდიშვილს] ([1676-1709 წწ.] 1450-31/2).
გურგენა
ქიზიყელი, ჰყავს: მამა ნაცვალი შავერდა, ძმა რამაზ, ძმისწული პაპუა. მას ერეკლე მეფემ განუახლა შერმაზანა ჰუსეინაშვილის მამულის, სახლისა და ცორიკაშვილის ვენახის წყალობა. წყალობა ადრე თეიმურაზ მეფისაგან ჰქონია: გურგენას პაპას ნაბოძები, თვით წყალობის წიგნი კი დაუკარგავს (1676 წ. Qd-1655).
გურგენა
მისი ნაქონი პარტახტი ავთანდილ პაპუნასშვილმა მიჰყიდა როსტომ ყორღანაშვილს (XVII ს. 80-იანი წწ. 1450-1/105).
გურგენა
მოწმე დავით ბარათაშვილ-აბაშიშვილის მიერ სეხნია არეშისშვილისათვის მიცემული ტყისა და მიწის ნასყიდობის წიგნისა (1683 წ. 1450-14/13).
გურგენა
ყარაშვილის ყმა, ჰყავს შვილები: გიუნა და გოდერძა. მუსტოფმა ხანყულიმ თავისი ყმის, ყარაშვილისაგან, გასამყრელოდ აიღო ერთი კომლი გურგენა და მისი შვილები, რომლებიც შემდეგ ნაზარალი-ხანმა უბოძა თავის მუსტოფს, ბაღირ-ბეგს (1691 წ. VIII. 28. 1448-544).
გურგენა
ხასადარი, მოწმე ბერუას მიერ დათუნა საფარაშვილისათვის მიცემული მიწის გაცვლილობის წიგნისა (1693 წ. 1450-28/34 ფრაგმ.).
გურგენა
მარიამ დედოფლის მონაზონი, „გურგენას დაგდებული“, მოხსენიებულია ქართლის სამეფო კარის მსახურთა ნუსხაში ([1688-1703 წწ.] Ad-763).
გურგენაანთ ყორხმაზა
მოწმე ნაცვალ დავით შერგილასშვილის მიერ მეჩახჩურე გოშპარაანთ გასპარასათვის მიცემული ქულბაქის ნასყიდობის წიგნისა (1689-1693 წწ.] Hd-13011).
გურგენაშვილი - მოხსენებულია ყმების ნუსხაში (XVII ს. Hd-15088).
გურგენბეგ
მოწმე პატა ბარათაშვილის მიერ შაჰყულა იაგულაშვილისათვის მიცემული ყმა-მამულის გაცვლილობის წიგნისა (1656 წ. XII. 13. 1450-9/150).
გურგენბეგ
ხელმწიფის კარის ნაზირი, მოწმე ბაინდურა სულხანისშვილის მიერ ხოჯა ბებუთასთვის მიცემული ნაიონჯარის ნასყიდობის წიგნისა (1658 წ. II. 4. 1450-22/61).
გურგენბეგ
მოწმე სომხითის მელიქ ათაბეგის მიერ ქალაქის მოურავ მანუჩარისათვის მიცემული სასახლის ნასყიდობის წიგნისა (1659 წ. 1450-8/145).
გურგენბეგ
ელის აღა, მოწმე ბეჟან ზაქუმიშვილის მიერ ხოსროვა დალალაშვილისათვის მიცემული წისქვილის ნასყიდობის წიგნისა (1664 წ. 1450-48/146).
გურგენთა (ვარ. გურგენათ ოჰანაშვილი, დალა-გურგენათ) ფარსადან (ვარ. ფარსადანა) - 1698, 1699 წწ.
მოწმე: მნიშაკანთ გულინაშვილ მიქელის მიერ მდივან გივი თუმანიშვილისათვის მიცემული სახლ-კარის ნასყიდობის წიგნისა. საბუთს უზის მისი ბეჭედი სპარსული ლეგენდით (1698 წ. X. 20. Sd-56), აღაბაბასშვილ-რამაზასშვილ ალიჰექაბარას მიერ ფირყულანთ ნაზარასშვილ გიორგისათვის მიცემული სახლ-კარის ნასყიდობის წიგნისა (1699 წ. X. 7. 1450-6/117); მისი ბაღი ესაზღვრებოდა ფირყულანთ ნაზარასშვილ გიორგის მიერ აღაბაბასშვილ-რამაზასშვილ ალიჰექაბარასაგან სოღროანთ უბანში ნაყიდ სახლ-კარს (1699 წ. X. 7. 1450-6/117).
გურგენიშვილები
სახასო აზნაურები, ნაზარალი-ხანმა მისცა მათ ხასობისა და სამამულე მფლობელობის განახლების წიგნი (1689 წ. Hd-1913).
![]() |
8.77 გურგენიშვილი || გურგენისშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
გურგენისშვილი
მისი სახლის ერთი კედელი ესაზღვრებოდა მეფე გიორგის მიერ მესაათე უსტა სანოსასთვის ნაწყალობევ სახლებს (1683 წ. 1448-609).
გურგენიშვილი გორჯასპი
მოწმე თამაზ ყორღანაშვილის მიერ თავისი განაყოფის ბეჟან [ყორღანაშვილისათვის] მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1678 წ. VI. 1450-7/58).
გურგენიძე
მეჯ[ვ]რისხევს მცხოვრები, შიოშ ფიცხალაურის ყმა, იგი გაათარხნა ნაზარალი-ხანმა (1690 წ. V. 13. 1448-8898).
გურგენიძე ბადრია
ყარაბუდახის ყმა, მოწმე ყარაბუდახის მიერ ქრისტეფორე ბარათაშვილისათვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა (1665 წ. Sd-622).
გურგენიძე კაცია
მოწმე პაპუნა ყაზუასშვილის მიერ მამუკა გურგენიძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1681 წ. 1448-272).
გურგენიძე მამუკა
ჰყავს ძმა პაატა, იყიდა პაპუნა ყაზუასშვილისაგან მიწა კვეზერლის ბაგისა და მიწის საზღვრებამდე (1681 წ. 1448-272).
გურგენიძე პაატა - ძმა მამუკა გურგენიძისა, იხ.
გურიბიასშვილი
ცხომარიასთან და ულოიასთან ერთად ემართა ხოფის ეკლესიის ოცი თეთრი (1550 წ. 1449-1577).
გურიელა სოლთანშა
მოწმე ფარნაოზ დეკანოზიშვილის მიერ თავის განაყოფ ლომისათვის მიცემული სასახლის ნასყიდობის წიგნისა (1528 წ. Hd-1556).
გურიელი
მისი ასული ქეთეონ იყო თანამეცხედრე აბულახსარ ამირეჯიბის შვილისა, იხ.
გურიელი გიორგი
შვილი როსტომ გურიელისა, იხ., მამა ვახტანგ გურიელისა, იხ.
გურიელი გიორგი - მამა მალაქია კათალიკოსისა, იხ.
გურიელი გიორგი - [1658], 1664-1683 წწ.
დადიან-გურიელი ([1675 წ.]-Hd-10275, 1614 წ.1448-534 ხელრთვა), ხელმწიფე ([1664-1677წწ.] ლაი. 800. №1201), იმერთა მეფე (1680 წ. ახლო. Hd-5152), მეფეთ-მეფე (1683 წ. Hd-10274 ბ). ჰყავს: მამა ქაიხოსრო გურიელი, იხ., დედა დედოფალი ხვარამზე (1664-[1677] წწ. 1448-3991, ლაი 800. I. № 1201), თანამეცხედრე ქართველთა ბატონის ასული ბატონიშვილი დარეჯან (1680 წ. ახლო. Hd-5152, 1683 წ. Hd-10274-ბ), სიძე გიორგი თავგდირიძე ([1664-1677 წწ.] ლაი 800. V. №1201). უწყალობა: ბოქაულთუხუცესს მირზაბეგ თაუგდირიძეს მაჭუტაძისეული ოთანაი ართუმელაძე, პაპუაისშვილები სეხნიაი და გიორგი, გიორგი კალანდარისშვილი, აჭყვისთავს - პატიაი, გიორგი, იესე კეჭაყმაძეები, შაქარაი ნადირაძე, მიქელაი შარაძე, ჭახათს - ივანაი და მამუკაი გოგოძენი, ჩაქვს - თავამია ხალვაში, ბიძინაი ხალვაში, ხახუტაი ჴალვაში, პაატაი გვარელასშვილი, აფხაზაი კალვაში, ბიძიაი კვიახი, ხუცესი ჩიბურდანიძე, გაბრიელაი ბასილაძე, შაქარაი ხალვაში, გიორგი დევნაისშვილი, მარანზე - ბეჟიტაი და ბაიჭულაი ონაძე, აცანას - „მზაროულის სახლი“ ქინქლაძე, ქობულეთს და ჩაქუს - რაც მაჭუტაძეს ჰქონდა სახასო ან ჟოჟიკა მელიმონაძისეული, „განაცემს კვამლს კაცებს გარეთ“ სასახლით, სახლ-კარით, მამულითა და ეკლესიის კარით, სულ ორმოცდაორი კომლი კაცი ([1664-1677 წწ.] ლაი. 800. I №1201), ქაიხოსრო წერეთელს - გიორგი და იონათამ ქავთარაძეებისეული მამული (1680 წ. ახლო. Hd-5152); განუახლა: ბიჭვინტის ღმრთისმშობელს ძიმითში ვამეყ დადიანისაგან ნაბოძები წმინდა კვირიკეს საყდრის, ამ საყდრის დეკანოზის, იოვანესი და მის მიერ ნაყიდი ყმების შეწირულება; შესწირა ყმები: კბილიანისშვილი ცოლ-შვილითა და მამულით, მამია ქართველაისშვილი, ნასხიდაი რამიშვილისეული [მამული], მამისთვალი ნანაძე, გიორგისა, მგელაძე, სეხნიაი და ზაზუტაი კბილიანისშვილი, გაბრიელ კალანდარესშვილი, გიორგი მჩხაიძე, რვა კომლი ცოლ-შვილითა და მამულებით (1664 წ. ახლო. 1448-2157), იერუსალიმის ჯვრის მონასტერს - ჯვრის მამა იოსების დროს - ბაილეთს და ჩიხედანაში ადრე შეწირული ყმა-მამული, ჩოჩხათში - ორი კომლი ბლაგიძე და სარიშვილი, ნაცხავატევში - ერთი კომლი და ჩაქვის თავს - ორი კომლი კაცი (1675 წ. ახლო. Hd-10275); შესწირა: იერუსალიმის ჯვრის მონასტერს -- მამა ქრისტეფორეს დროს- ზარაფხანის კიშტისაგან სარგო - წელიწადში 200 მარჩილი თეთრი და გაიჩინა წირვა მონასტერში (1683 წ. VIII. 18. Hd-10274. ბ); მისცა პირობა აფხაზეთის კათალიკოს სვიმონ ჩხეტიძეს, რომ მის დაუკითხავად ეპისკოპოსს არც დანიშნავდა და არც გადააყენებდა (1664 წ. 1448-3991); როდესაც მან ოდიში დაიჭირა, კათალიკოსმა დავით ნემსაძემ სთხოვა მას ეჯიბია კიკოლაი, მანაც დაუთმო (1682 წ. 1448-1526); მისი ოდიშში ბატონობის დროს შეუფარებია ქვაჩი ყურუას თავი ზებედე ქვარიანთან (1682 წ. Hd-551-ე); მისი ხელრთვა აქვს სვიმონ გურიელის მიერ აჭის წმინდა გიორგისათვის ბოძებულ ყმების შეწირულების წიგნს (1614 წ. XI. 3. 1448-534).
გურიელი დიმიტრი - 1658-[1666] წწ.
ლიხთ-იმერისა და ლიხთ-ამერისა, ოსეთისა, დასავლეთისა (დვალეთისა?) და ყაბარდოსა, ჯიქეთისა და აფხაზეთისა, დიდისა ოდიშისა და გურიისა, სრულიად საქართველოს მპყრობელ-მქონებელი, მეფეთა-მეფე, დადიანი ([1660-1666 წწ.] Sd-2935 ), მეფე იმერთა (1663 წ. 1450-24/152, Sd-514); შვილი სვიმონ გურიელისა, იხ., [ცოლის ძმისწული] და გაზრდილი ვამეყ დადიანისა, იხ. (1660 წ. სს. II. N56-2). ვამეყ დადიანმა მას მიატოვებინა ბერობა და გურიელად დასვა (1658 წ. 1448-2152); უწყალობა ქაიხოსრო წერეთელს - ლევან აბაშიძის ნაქონი ყმა-მამული; გორისას - ოთხი კომლი, ერთი პარტახტი, არგვეთს - ერთი გლეხი ხარშილაძე. ეს მამულები ადრე ფალავანდიშვილს ჰქონია შაჰნავაზისაგან ნაბოძები (1663 წ. Sd-514), გიორგი აბაშიძეს - ხუნევს ექვსი კომლი (1663 წ. 1450-24/152); შესწირა ბიჭვინტის ღმრთისმშობელს: საკანონოდ, რადგან ბერობა დაუტევა, აკეთის საწინამძღვრო (1658 წ. 1448-2139), მასვე - ძიმითის წმინდა კვირიკეს საყდარი, მისი დეკანოზი გაბრიელ კბილიანისშვილი, მისი ძმა მოსე ცოლ-შვილითა და მამულით, მათი ნასყიდი ყმები: ქართველისშვილი მამია, ნასყიდაი, მამისშვილისეული მამის - თვალი ([1660-1666 წწ.] Sd-2935); იხსენიება: ვამეყ დადიანის მიერ წაჩხურის ეკლესიისათვის მიცემულ შეწირულების წიგნში აღნიშნულია, რომ მან, ვამეყ დადიანის დახმარებით, ქაიხოსრო გურიელს წაართვა გურიელობა ([1660 წ.] სს. II. N56), მისთვის უბოძებია გურიელობა ალექსანდრე მეფეს ([1658 წ.] 1448-2139).
გურიელი ვახტანგ - ([1572 წ. ახლო] - [1583 წ-მდე]
ბატონიშვილი (1583 წ-მდე. Ad-2251-იდ), ჰყავს: მამა გიორგი გურიელი (1572 წ. ახლო. 1583 წ-მდე, ქსძ VI № 333, Ad -2251 იდ), ძმა მამია (1572 წ. ახლო. ქსძ. VI. № 333), თანამეცხედრე ათაბაგის ასული თამარ (1583 წ-მდე. Ad-2251-იდ). თურქთა მიერ ზარზმის მონასტრის აოხრების შემდეგ ზარზმის ხატი გურიაში ჩამოასვენეს, შემოქმედის ეკლესიაში, სადაც გურიელთა საძვალე იყო, დაასვენეს და შეამკეს. ვახტანგმა შესწირა შემოქმედის საყდარს გურიელთა საფლავისათვის ოთხმოცი კომლი აზნაურიშვილი, საწინამძღვროზე დაადგინა კანდელაკად მათე წინამძღვრის ძმისწული, მგალობელი იოანე, გოგიტიძე, რომელსაც უწყალობა ხუთი კომლი კაცი. წირვა-ლოცვისა და სამსახურისათვის დაუნიშნა წელიწადში ჯამაგირად ათი გვერდი ღომი და ხუთი ქილა მარილი (1572 წ. ახლო ქსძ. VI. № 333), ბიჭვინტის ღმრთისმშობელს შესწირა რიყეს, სასახლესთან მდებარე ერთი დიდი საოჩე (1583 წ-მდე. Ad-2251 - იდ).
[გურიელი] ლევან
მოხსენიებულია ნაკაშიძეების საჩივრის წიგნში: გიორგი მამულაიშვილის რჩევით, იგი მაკვანეთში თავს დასხმია მამუკა ნაკაშიძეს, რომელიც მეფისა და ფაშის მიერ გაბატონებულ გურიელს მიმხრობია ([1689-1717 წწ.] Hd-10345).
[გურიელისშვილი] ლიპარ
მარიამ დედოფლის ძისწული იგი მარიამმა ოდიშს გაგზავნა და თან გაატანა როსტომ მეფის კარის მესტუმრე იოვანე აფხაზი (1658 წ. XI. 7. 1450-12/8).
გურიელი მალაქია - იხ. მალაქია კათალიკოსი.
გურიელი მამია - 1572 წ. ახლო. 1614, [1627] წწ.
ჰყავს: ძმა ვახტანგ გურიელი, იხ., თანამეცხედრე დედოფალი თინათინ (1610 წ. 1448-2156), შვილები: მანუჩარ ([1601], 1610 წ. ახლო - [1627] 1448-2156, Ad-1913), სვიმონ ([1610-1614 წწ.] 1448; 2156, 534), ასული ვამიყ დადიანის თანამეცხედრე ელენე (1661 წ. 1448, 2150, 2155). შესწირა: ბიჭვინტის ღმრთისმშობელს ყმები: ხახუტა კოპლატაძე, მამია, იმარიდო, ხახუტა, ზაქარია ტრაპაიძეები, მჭედლისშვილები. გელაძე და მისი განაყოფი მგელაძე თავ-თავიანთი მამულებით (1610 წ. 1448-2156); ჩეხედანას ეკლესიაში მისი მეუღლის, თინათინისა და შვილის, მანუჩარის საფლავები იერუსალიმის პატრიარქმა თეოფანემ აკურთხა. იქვე მამიამ საყდარი ააშენებია, რომელიც თეოფანემ იერუსალიმის მეტოქად აკურთხა. ამ საყდარს მამიამ შესწირა ხატი, ჯვარი, წიგნები, ოქროს ომფორი, მურასა პატიოსანი, ბისონი, ერთი ხელი იარაღი, ჩეხედანას სასახლე ათი კომლი კაცით, ბაილეთში მოქიური სასახლე ოცი კომლი კაცით, ჩეხედანაში მცხოვრები კაკაი ბოლქვაძის შვილი, გიორგი, იოვანე ხომერიკი, ლომკაცა ბოლქვაძე, ჟოჟონა ბოლქვაძე, გოგიჩა ჯაში, ჭუჭუა ბოლქვაძე, მიქელა და ლალა ხომერიკები, მამია კოზრაისშვილი; ბაილეთში: ღმერთისია, ტატია გოგვაძეები, მხატვარი, ზაქარია სადრაძე, ფრანგულა და ივანა ლომაძეები, ზაქარია კაჟია, სოზია ხელაძე, ნასყიდა დობორჯგინიძე, კაკაჩიტა, იმარდონ, ღმერთისა კილაძეები, ნასყიდა მეგრელიშვილი, გიორგი ორძლია, აბრამა გოგვაძე, გვარამია ([1611-1627 წწ.] Ad-1913); გარეჯის უდაბნოს ნათლისმცემლის მონასტრის ბერს, ბესარიონს, მისცა პირობა გურიაში ტყვეების გაუყიდველობის შესახებ ([1600-1625 წწ.] 1448-1289); მის მოსახსენიებლად სვიმონ გურიელმა აჭის წმინდა გიორგის შესწირა ყმა-მამული (1614 წ. XI. 3. 1448-534) მისი ბეჭედი უზის საბუთს Ad-1913.
გურიელი მამია - [1689]-[1714] წწ.
დადიან-გურიელი ([1689-1714 წწ.] 1448-215). როდესაც მან ხონთქრისაგან დადიანობა და ოდიში მიიღო განუახლა ბიჭვინტის ღმრთისმშობელს ოდესღაც კათალიკოს დავით ნემსაძის მიერ შეწირული და დროთა ვითარებაში დადიანთაგან გამოწირული ჩვიდმეტი კომლის შეწირულება ([1689-1714 წწ.] 1448-2151); სერასკირ ოსმან ფაშას შუამავლობით, იგი შეურიგდა სვიმონ მეფეს, გამოართვა ამ უკანასკნელს პირობის წიგნი, რომლის თანახმადაც, ალექსანდრე და გიორგი მეფეებისაგან ნაყიდი ჭილაძე და მიქელაძე მას რჩებოდა ([1698-1701 წწ.] Hd-10822).
გურიელი მანუჩარ - შვილი მამია გურიელისა, იხ.
გურიელი (ვარ. გურიელისშვილი) ოტია
შვილი მარიამ დედოფლისა, იხ., იზრდებოდა ქართლის მეფის, როსტომის კარზე. გარდაიცვალა 25 იანვარს, დაკრძალეს სვეტიცხოველში. როსტომ მეფემ შესწირა სვეტიცხოველს მის სააღაპედ ტალავრის ხევზე სოფელი დარბაზი და დაუწესა მწირველებს სარგო აღაპის დღეს, 25 იანვარს - თუმანი (1645 წ. II. 25. 1449-2365).
გურიელი როსტომ - [1534]-1566 წწ.
ჰყავს: დედა დედოფალი ქეთეონ ([1557-1562 წწ.] 1448-1052), თანამეცხედრე: დედოფალი თამარ ([1557-1562 წწ.] 1448-1052), მეფის ასული თინათინ ([1534-1566 წწ.] AПГA. 282-283), შვილები: გიორგი ([1534]-[1566] წწ. APГA 282-283, 1448: 5033, 1052), ჴოსროთანგ ([1557-1562 წწ.] 1448-1052). თავის „მზითეულ“ ყმა-აზნაურს, მღვდელს, მწიგნობარ-მგალობელ ნასყიდა იაშვილს უწყალობა იოთამ ფარხანიძისეული სასახლე თორმეტი კომლი ჭინკაძის კარვამდე, ისკურდას გამოღმა კეჭიეთის საზღვრამდე, ბზვანის კიდემდე და თუვაის ციხემდე. ნაწყალობევ მამულებში ტყით სარგებლობის უფლება სანახევროდ უნდა გაეყო ბოხვაძესა და ქობულიასთან, დიდი ბაჟი კი გურიელისათვის უნდა გადაეხადა. დაუნიშნა აგრეთვე ტყისმცველებად ემგენიძე და გოლიათიძე. უწყალობა აგრეთვე წმინდა გიორგის საყდარი, შეუფასა სისხლი 300 საღბავ ფლურად ([1534-1566 წწ.] AПГA 282-283); კათალიკოს ევდემონის თხოვნით, ბიჭვინტის ეკლესიას საკანონოდ შესწირა ოდიშში სოფელი ხიბულა ([1557-1562 წწ.]1448-1052).
გურიელი სვიმონ - 1610-1660 წწ.
ჰყავს: მამა მამია გურიელი, იხ. (1614 წ. 1448-534), შვილი დიმიტრი (1658-1660 წწ. 1448-2139, ქრ. II. 471-472). შესწირა: აჭის წმინდა გიორგის ყმა-მამული: უნაგირას სანისლოს ტყემავარის, ნაცხავატევისა და ნაბადაის სერის მიდამოები, გლეხები: მჟავანაძე, სიქანდარაი, ივანა ტაკიძე, ბაიჭუშაი გორგოშიძე, მახარობელი სალუქაძე, გოგინაისშვილი მზარაული, დაუწესა საკომლო გამოსაღები: თითო ცხვარი, ორი გვერდი ღომი, ორი საწყავი ღვინო, თევზი, ღვინო, ხარაჯა - თითო რუბი. ეს გამოსაღები უნდა ჩაებარებინათ წინამძღვრისათვის (1614 წ. XI. 3. 1448-534), მას და მის შვილს, ბერობაზე აღთქმულ დიმიტრის, ალექსანდრე მეფემ უბოძა გურიელობა. ამ ამბავთან დაკავშირებით, ზაქარია კათალიკოსის მოთხოვნით, შესწირა ბიჭვინტის ტაძარს აკეთის საწინამძღვრო მამული (1658 წ. 1448-2139, 1660 წ. ქრ. II. 471-472).
გურიელი ქაიხოსრო - [1658]-[1660] წწ.
ჰყავს შვილი გიორგი ([1658-1660 წწ.] AПГA. 192-193). იგი ყოფილა აჭის საყდრის სიმაგრეში გამაგრებული, მაშინ, როდესაც თავს დასხმია ვამეხ დადიანი იმერელთა, ოდიშართა და შერვაშიძის ლაშქრით. გურიელის „საპატიო კაცებიც“ თან ხლებია დადიანს. გურიელი აჭის ტაძარში მომზადებულა („შევიკაზმეთ“) და ოზურგეთის სასახლეში მყოფ დადიანს თავს დასხმია. ქაიხოსროს დადიანზე გაუმარჯვია. ციხე-დარბაზი აუღია და„საპატიო“ კაცები - გიორგი შოუსტანი, დადიანის ძმა ლიპარტიანი, ჭილაძე, მიქელაძე, ჯიჯავაძენი, ანჩაბაძენი, ჯუმათელი სარდალი სესიაშვილი - დაუბრუნებია. ამ გამარჯვების შემდეგ აჭის წმინდა გიორგის უბოძა შეწირულება - სამი კომლი: მამუკა სალუქვაძე - ერთი კომლი, პატია სალუქვაძე, „გეგიძე ბერთან რომ დგას“ - მეორე კომლი და მაკვანეთს - პატია ანთელიძე. ამ სამ კომლს ერთი ხარი ან სამი ცხვარი 23 აპრილს, გიორგობას, უნდა მიერთმია აჭის წმინდა გიორგისათვის, ხოლო კრებულს უნდა ეწირა მის სახელზე. გარდა ამ სამი კომლისა, შესწირა ბაჟი - ხუთი ოკა რკინა, ჯიჯავაძის ჯაჭვი და რხმალი და ლახტი, „ხოლო ჩვენის სასაფლაოს წინამძღუარი დაგვისვამს იოსებ მეიერუსალიმე ჩვენის სასაფლაოს მეტოქად. იყონ შემოქმედს“ ([1658-1660 წწ.] AПГА. 192-193); დადიანთან ერთად იგი ურუმთა ჯარით შებრძოლებია იმერთა მეფეს, ალექსანდრეს და დამარცხებულა (1647 წ. sic [1658] წ. XII. 6. Hd-14742); ვამეყ დადიანის მიერ წაჩხურის ეკლესიისათვის ბოძებულ შეწირულების წიგნში აღნიშნულია, რომ მას დიმიტრი გურიელმა წაართვა გურიელობა ([1660 წ.] სს. II. №56).
გურიელი ჴოსროთანგ - შვილი როსტომ გურიელისა, იხ.
გურისთოლა
ბახვს მცხოვრები, ემართა: ქუთაისის საყდრის ბეგარა: ხუთი ჩითახური, ერთი საკლავი, ერთი ქათამი, ფსომიარე ღომი, ხუთი საწყავი ღვინო, სამი პური და ოჩის სამსახური (1558 წ. H-626).
გურუა გემჭიშია
ნაჟენაულს მცხოვრები, ემართა აფხაზეთის საკათალიკოსო ბეგარა: ორმოცი წყრთა ტილო, „ორი ბეგარა“, ერთნახევარი ძროხა,ორი ქათამი, ხუთი ფოხალი ღვინო, ექვსი გვერდი ღომი, მგზავრობა, „კრება“ (1621 წ. ქსძ. III. № 91).
გურუა ჯუჯა
ემართა აფხაზეთის საკათალიკოსო ბეგარა: სამი საკლავი, ორი ქათამი, ექვსი კოკა ღვინო, ექვსი ატარი ღომი, მეთოთხმეტე წელიწადს ძროხის ნახევარი და ლაშქრობა (XVI ს. II ნახ. 1448-3326).
გურული გიორგი
სენაკში მცხოვრები საეკლესიო გლეხი, ევალებოდა ხუთი ლოღარიკი სანთელი (XVII ს. Hd-11221).
გურული გიორგი
მოწმე შემახა ქალბათაშვილის მიერ გიორგი ცალქალამანიძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (XVII ს. ბოლო მეოთხ. XII. 9. 1450-35/173).
გურჯიაშვილი
მას ფიექარისძე ედავებოდა ყანაზე, მიდამოზე, საბძელზე და ბოსტანზე. დავა გაარჩიეს მღვიმელმა და ალელმა ბერებმა. ფიექარისძემ მას მისცა უდაობის პირობა (XIV ს A-499. 129 r-13l v).
გურჯიაშვილი ლომი
მოწმე ივანეს მიერ ქვაბულ მაჩაბლისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა ([1621-1650 წწ.] Hd-1959).
გუფავა ქაიმაროზ
უცნობმა მეფემ გაუჩინა სისხლის ფასი (XVII ს. 1448-5151 სას.).
გუშმანიძე ნასყიდა
მეჯინიბე, იგი მზითვში გააყოლეს მარიამ დედოფალს ([1634 წ.] 1448-3369).
გუშფარიშვილი დავით
როსტომ მეფემ მისი გარდაცვალების შემდეგ მისი ქალი, ელენე შერთო აფხაზ გიორგი ანჩაბაძეს, რომელსაც დაუმტკიცა დავითის მკვიდრი მამული (1653 წ. Qd-1653).
გუჯაბაძე
აყრილი გუჯაბაძის მამული იხსენიება როსებ ტატი შვილის ყმების დავთარში (XVII ს. II ნახ. სეიძ. II. N 9).
გუჯაბიძე
ერთი მოსახლე გუჯაბიძე ნიკანაძემ წაართვა მამუკა ნაკაშიძეს ([1689-1717 წწ.] Hd-10345).
გუჰუნასშვილი მურადა
მოწმე ნიკოლოზ პალატისშვილის მიერ გოგიტა არდაშერასშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1477წ. VII. 4. Qd-9814 ა).
![]() |
9 ბაგრატოვანთა სამეფო სახლის გენეალოგიური ტაბულა* |
▲ზევით დაბრუნება |
![]()
![]()























* „ლექსიკონში მოხსენიებული ბაგრატოვანთა სახლის ზოგიერთი წარმომადგენელი გენეალოგიურ ტაბულაში ვერ მოხვდა, რადგან მხოლოდ ისტორიული საბუთების მიხედეთ მათი ნათესაური კავშირების დადგენა შეუძლებელი აღმოჩნდა.
![]() |
10 გურიის მთავრების, გურიელების ფეოდალური სახლის გენეალოგიური ტაბულა |
▲ზევით დაბრუნება |
![]()

