![]() |
ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: გოგიჩაძე გ., კანდელაკი გ., გოგიჩაძე თ. |
თემატური კატალოგი ლექსიკონები |
წყარო: ISBN 978 –9941 –10 –427 –5 |
საავტორო უფლებები: © გამომცემლობა „მერიდიანი“ © გ.გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე |
ლექსიკონის შექმნის თარიღი: 2011 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
ლექსიკონის აღწერა: ლექსიკონი თბილისი 2011 წელი Словарь биологических и медицинских терминов и понятий. Тбилиси. 2011г. Гогичадзе Г.К. Канделаки Г.Д. Гогичадзе Т.Г. Dictionary of Biological and Medical Terms and Concepts Tbilisi, 2011 G. Gogichadze, G. Kandelaki, T. Gogichadze |
![]() |
1 * * * |
▲back to top |
თანამედროვე მედიცინის მიღწევები მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ბიოლოგიის სხვადასხვა დარგებში მიმდინარე გამოკვლევებზე. ამჟამად არსებული განმარტებითი ხასიათის გამო ცემები ხშირ შემთხვევაში ვერ უძლებს ვერავითარ კრიტიკას, რადგანაც ინფორმაცია მათში ძირითადად მექანიკურად, მეცნიერული ანალიზის გარეშეა წარმოდგენილი.
წინამდებარე ლექსიკონი ეხება ბიოლოგიისა და მედიცინის აქტუალურ საკითხებს, რომლებიც თითქმის მთლიანად მოიცავს ამ ორი მომიჯნავე დისციპლინის სხვადასხვა დარგებს. ლექსიკონში შეტანილი ტერმინები, ცნებები, სიტყვათა კომბინაციები განსაკუთრებით ხშირად გვხვდება სამედიცინო-ბიოლოგიური ორიენტაციის სამეცნიერო ლიტერატურაში. გარდა ამისა, ლექსიკონში საკმარისი ყურადღება ეთმობა სხვადასხვა დაავადებათა აღწერას და მათი გამომწვევი აგენტების ბიოლოგიური ასპექტების აღწერას.
აღნიშნული წიგნი უთუოდ სასარგებლო იქნება როგორც ბიოლოგებისა და მედიკოსებისათვის, აგრეთვე მონათესავე დის ციპლინების სპეციალისტებისა და მკითხველთა ფართო წრისათვის. იგი დიდ დახმარებას გაუწევს პედაგოგებსა და სტუდენტებს.
რეცენზენტები:
ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ა.ქორელი
მუდიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნ.ჭიჭინაძე
Развитие истории медицины с достовнрностью указывыет на её тесную связь с биологическими науками. Развитие медицины в первую очередь зависит от успехов тех фундаментальных наук, практическую отрасль которых она представляет.
Цель создания данного Словаря состояла в совершенствовании и стандартизации специальных терминов и понятийю В словаре которого рассмотрены основные вопросы цитологии, гистологии, микробиологии, молекулярной биологии, генетики, экологии, ботаники, зоологии, медицинской пврвзитологии, имуннологии,эмбриологии, а также некоторые лечебные растения, основные заболевания бактерияльной, вирусной и др. Этилогии и т.д.
Словарь предназначен для биологов, медиков, педагогов, ученых других специальностей, студентов и т.д.
Development of medical history reliably shows its close association with biological sciences. Development of medicine fi rst of all depends on the fundamental sciences, the practical branch of which it represents. Aims of this book consist in the perfection and standartization of special terms and concepts. The dictionary shortly considers the fundamental questions of cytology, histology, microbiology, molecular biology, genetics, ecology, botany, zoology, medical parasitology, immunology, embryology, as well as some medicinal plants, major diseases of bacterial, viral and other etiology etc
The dictionary is intended for biologists, physicians, teachers, students and other concerned.
![]() |
2 წინასიტყვაობა |
▲back to top |
ყოველი მნიშვნელოვანი წარმატება ცოცხალი მატერიის შემეცნების სფეროში უცილობლად განაპირობებდა (და განაპირობებს) პროგრესს პრაქტიკულ მედიცინაში. ამრიგად, მედიცინის განვითარება პირველ ყოვლისა დამოკიდებულია იმ ფუნდამენტური მეცნიერებების განვითარებაზე, რომელთა პრაქტიკულ დარგს იგი წარმოადგენს.
თანამედროვე მედიცინის მიღწევები მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ბიოლოგიურ გამოკვლევებზე. მაგალითად, იმისათვის, რათა მედიცინა ეფექტურად ებრძოლოს სხვადასხვა ეტიოლოგიის დაავადებებს, საჭიროა ღრმად ჩავწვდეთ ამ დაავადებათა გამომწვევი მიკროორგანიზმების ბიოლოგიას და მათი განვითარების ციკლს. ლ.პასტერის აღმოჩენებმა ბიოლოგიაში, კერძოდ იმის შესახებ, რომ დუღილსა და ლპობას მიკროორგანიზმები იწვევენ, მნიშვნელოვნად განაპირობეს ქირურგიის (კერძოდ, ანტისეპტიკისა და ასეპტიკის) განვითარება და ა.შ. ბიოლოგიის შესწავლის საგანს შეადგენს ბევრი ისეთი საკითხი, რომელთაც პირდაპირი კავშირი გააჩნიათ მედიცინასთან. ესენია: იმუნოლოგია, ტრანსპლანტოლოგია, პარაზიტოლოგია და მრავალი სხვა. ბიოლოგიის ისეთი დარგები, როგორებიცაა ციტოლოგია, ჰისტოლოგია, ბიოქიმია და სხვა, წარმატებით გამოიყენებიან თანამედროვე მედიცინაში, როგორც სადიაგნოზო საშუალებები. ყველაფერმა ამან განაპირობა ბიოლოგიისა და მედიცინის მჭიდრო ინტეგრაცია, რისი მაგალითიცაა მთელ რიგ ქვეყნებში (მათ შორის საქართველოშიც) სამედიცინო-ბიოლოგიური ფაკულტეტების, აგრეთვე სამედიცინო -ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიების დაარსება და სხვა. ყოველივე ზემოაღნიშნულმა მოგვცა საფუძველი წინამდებარე განმარტებითი ლექსიკონის შექმნისა.
წინამდებარე ლექსიკონის შექმნამდე, 2000 და 2005 წლებში ჩვენ გამოქვეყნებული გვაქვს დაახლოებით ასეთივე ყაიდის ნაშრომები. წინამდებარე ნაშრომში შესწორებულია წინა ლექსიკონებში დაშვებული შეცდომები, შეტანილია ახალი ტერმინები და ცნებები. ლექსიკონში შეტანილი გვაქვს ის სიტყვები, სიტყვათა კომბინაციები და ტერმინები, რომლებიც განსაკუთრებით ხშირად გვხვდებიან ბიოლოგიური, სამედიცინო და სამედიცინო-ბიოლოგიური ორიენტაციის სამეცნიერო ლიტერატურაში. გარდა ბიოლოგიური და სამედიცინო პროფილის ტერმინებისა და ცნებებისა, წინამდებარე ლექსიკონში წარმოდგენილია მომიჯნავე დისციპლინების, ზოგიერთი ტერმინი, ცნება თუ სიტყვათა კომბინაცია.
ლექსიკონში გაშუქებულია ციტოლოგიის, ჰისტოლოგიის, მიკრობიოლოგიის, მოლეკულური ბიოლოგიის, გენეტიკის, ეკოლოგიის, ბოტანიკის, ზოოლოგიის, სამედიცინო პარაზიტოლოგიის, სამკურნალო მცენარეების, სამედიცინო ბიოტექნოლოგიის, იმუნოლოგიის, ემბრიოლოგიის და სხვა დისციპლინათა ძირითადი საკითხები. გარდა ამისა, ლექსიკონში შევიტანეთ ბაქტერიული, ვირუსული და სხვა ეტიოლოგიის ძირითადი დაავადებების ზოგადი აღწერა.
ლექსიკონი შეიცავს სამედიცინო-ბიოლოგიური პროფილის 5200-ზე მეტ ყველაზე უფრო გავრცელებულ ცნებას, სიტყვათა კომბინაციასა და ტერმინს. ფრჩხილებში მოყვანილია მათი ეტიმოლოგია, განმარტება, ხოლო ზოგ შემთხვევაში - სინონიმი.
ლექსიკონის შედგენისას გამოყენებული გვაქვს როგორც სპეციალური, ასევე ზოგადი დანიშნულების მრავალი ქართული და უცხოური სამეცნიერო წყარო და ლექსიკონი.
თანამედროვე სამედიცინო-ბიოლოგიური მეცნიერება იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ ზოგიერთი ტერმინი და ცნება ძველდება, იცვლება და ახალ შინაარს იძენს. ამდენად, ჩვენ სრულად გვაქვს გააზრებული ჩვენს წინაშე დასმული ამოცანის მთელი სირთულე. აქედან გამომდინარე, მადლიერების გრძნობით მივიღებთ ნებისმიერ შენიშვნასა და წინადადებას.
ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი,პროფესორი
გიორგი გოგიჩაძე
ბიოლოგიის დოქტორი, პროფესორი
გიორგი კანდელაკი
ბიოლოგიის დოქტორი, პროფესორი
თინათინ გოგიჩაძე
![]() |
3 შემოკლებანი |
▲back to top |
არაბ. - არაბული
ბერძნ. - ბერძნული
გერმ. - გერმანული
ესპ. - ესპანური
იაპ. - იაპონური
ინგლ. - ინგლისური
ინდ. - ინდური
იტალ. - იტალიური
იხ. - იხილეთ
ლათ. - ლათინური
ლიტვ. - ლიტვური
მალ. - მალაიზიური
მლნ - მილიონი
პერ. - პერუული
პორტ. - პორტუგალიური
სინ. - სინგალეზური
სპარს. - სპარსული
უარყ. - უარყოფითი
ფინ. - ფინური
ფრანგ. - ფრანგული
შდრ. - შეადარეთ
ჰოლ. - ჰოლანდიური
![]() |
4 ქართული ანბანი |
▲back to top |
ა-ან, ბ-ბან, გ-გან, დ-დონ, ე-ენ, ვ-ვინ, ზ-ზენ, თ-თან, ი-ინ, კ-კან, ლ-ლას, მ-მან, ნ-ნარ, ო-ონ, პ-პარ, ჟ-ჟან, რ-რაე, ს-სან, ტ-ტარ, უ-უნ, ფ-ფარ, ქ-ქან, ღ-ღან, ყ-ყარ, შ-შინ, ჩ-ჩინ, ც-ცან, ძ-ძილ, წ-წილ, ჭ-ჭარ, ხ-ხან, ჯ-ჯან, ჰ-ჰაე.
![]() |
5 ა |
▲back to top |
აბაზია (ბერძნ. a უარყ. თავსართი, basis ნაბიჯი) - სიარულის უნარის დაკარგვა.
აბდომინური (ლათ. abdomen მუცელი) - მუცლისმხრივი.
აბერაცია (ლათ. aberratio გადახრა) - 1. ოპტიკურ ხელსაწყოებში დანახული გამოსახულების ცდომილება. 2. ქრომოსომების სტრუქტურული დარღვევები, გარდაქმნები.
აბზინდა (Artemisia vulgaris) - იგივე ავშანი. მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. გამოიყენება მადის აღმძვრელ საშუალებად, გააჩნია სიცხის დამწევი, ანტისეპტიკური და ტონუსის მომცემი თვისებები. მოქმედებს როგორც დამამშვიდებელი, სპაზმის საწინააღმდეგო საშუალება ნერვული დაავადებების დროს. გააჩნია აგრეთვე ანტიჰელმინთური და ტკივილგამაყუჩებელი თვისებები.
აბიოგენეზი (ბერძნ. a უარყ. თავსართი, bios სიცოცხლე, genesis წარმოქმნა, წარმოშობა) - არაორგანულიდან ორგანული ნაერთების წარმოქმნა ფერმენტების მონაწილეობის გარეშე. სიცოცხლის წარმოშობის ერთ -ერთი თეორიის ძირითადი ჰიპოთეზა.
აბიოზი (ბერძნ.a უარყ. თავსართი, bios სიცოცხლე) - ორგანიზმის რომელიმე სისტემის ან ორგანოს სიცოცხლისუნარიანობის დაქვეითება.
აბიოსესტონი (ბერძნ.a უარყ. თავსართი, bios სიცოცხლე, sestos გაცრილი) - წყალში შეწონილი მინერალური ნაწილაკები. ზოგჯერ აბიოსესტონს აკუთვნებენ დაღუპული ორგანიზმების ნაწილაკებსაც.
აბიოტური ფაქტორები (ბერძნ. a უარყ. თავსართი, bios სიცოცხლე, ლათ. factor მწარმოებელი, მკეთებელი) - არაორგანული ბუნების ფაქტორების ერთობლიობა, რაც განსაზღვრულ როლს ასრულებს ცოცხალი ორგანიზმების არსებობაში. მაგ., ტემპერატურა, ტენიანობა, სინათლე და სხვა.
აბისალი (ბერძნ. abissos ზღვის სიღრმე, უფსკრული) - ზღვის ფსკერის 2000 მეტრიდან 6000 მეტრამდე არსებული სივრცე. აბისალი შეადგენს ოკეანის ფსკერის 75%-ს. აბისალში ბინადრობენ მიკროორგანიზმები (ქემოტროფები) და ცხოველები (კონსუმენტები).
აბისოჰიდროთერმალი (ბერძნ. abissos ზღვის სიღრმე, უფსკრული, ჰყდორ წყალი, ტჰერმე სითბო, სიცხე) - ოკეანეების 2,5-3კმ სიღრმეში, მიწისქვეშა თერმული წყაროების არსებობასთან დაკავშირებული ჰემოტროფული ბაქტერიებით და ცხოველებით მდიდარი შრე.
აბლასტიკა (ბერძნ. a უარყ. თავსართი, blastos აღმონაცენი, ჩანასახი)- ავთვისებიანი სიმსივნის ქირურგიული ამოკვეთა, რეციდივის ან სიმსივნის მეტასტაზირების თავიდან ასაცილებლად. ოპერაციული ჩარევა ხდება ჯანსაღი ქსოვილების ფარგლებში და ითვალისწინებს რეგიონული ლიმფური კვანძებისა და სისხლძარღვების ამოკვეთას. იგივე ბლასტექტომია.
აბლაქტაცია (ლათ. ab გან laqtare ძუძუს წოვა) - ძუძუდან ბავშვის მოწყვეტა, მოცილება; რძის სეკრეციის შეწყვეტა.
აბლეფსია (ბედველობა) უსინათლობა, სიბრმავე. მხედველობის დაკარგვა ცალ ან ორივე თვალში.
აბორიგენი (ლათ. aborigines მკვიდრი) - ამა თუ იმ ქვეყნის, ტერიტორიის მკვიდრი მაცხოვრებელი, თავდაპირველი ბინადარი. იგივეა, რაც ავტოქთონი.
აბორტი (ლათ. abortus მუცლის მოშლა, მუცლის მოწყვეტა) - ორსულობის ნაადრევი (ხელოვნურად ან სპონტანურად) შეწყვეტა ჩასახვიდან 22 კვირამდე. 22 კვირის შემდეგ სიცოცხლისუნარიანი ნაყოფის დაბადებას ნაადრევი მშობიარობა ეწოდება.
აბორტული ინფექცია (ლათ. abortivum დღენაკლული) - ინფექციური დაავადებების ნაკლებგამოხატული მიმდინარეობა წაშლილი კლინიკური სურათით.
აბორტული ორგანო (ლათ. abortivum დღენაკლული) - განუვითარებელი, რედუცირებული ორგანო.
აბორტული ტრანსდუქცია (ლათ. abortivum დღენაკლული, transductio გადატანა) - ტრანსდუქციის ერთ-ერთი სახე, როდესაც სხვა ბაქტერიულ უჯრედში მოხვედრილი ბაქტერიის ქრომოსომის ფრაგმენტი არ ორმაგდება მისი შემდგომი გაყოფისას, არამედ გადაეცემა მხოლოდ ერთ შვილეულ უჯრედს.
აბრაზია (ლათ. abrasio გამოფხეკა, მოფხეკა) - 1.მეთოდი, რომელიც გამოიყენება გინეკოლოგიასა და სტომატოლოგიაში. მაგ., საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის გამოფხეკა სამკურნალო მიზნით. 2.ზღვების, ტბების, დიდი წყალსატევების ნაპირების რღვევა ტალღების მეშვეობით.
აბრაკადაბრა - 1. უაზრო სიტყვა, რომელსაც ძველად მიაწერდნენ სასწაულმოქმედ, მაგიურ ძალას. ასეთ სიტყვას აწერდნენ ხოლმე ამულეტზე. 2. უაზრობა, სიტყვების გაუგებარი კრებული.
აბრევიატურა (ლათ. abbreviare მოკლედ გადმოცემა) - სიტყვების პირობითი შემოკლებები, რომლებიც გამოყენებულია წერის ან მეტყველების დროს (მაგ., შიდსი - შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი; აივ - ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი).
აბრევიაცია (ლათ. abbreviatio შემოკლება) - ონტოგენეზის (იხ.) თანმიმდევრული შემოკლება მისი ცალკეული სტადიების ამოვარდნის გამო.
აბსანსი (ლათ. absentia არყოფნა) - ცნობიერების ხანმოკლე დაკარგვა ისტერიული შეტევის, ძლიერი დაღლის, სიმთვრალის, ნარკოტიკების მიღებისა და სხვა შემთხვევებში.
აბსორბცია (ლათ. absorbeo ვშთანთქავ, შევიწოვ) - 1.ნივთიერების ან აირის შთანთქმა სითხის ან მყარი სხეულის მიერ. მაგ., ანტისხეულების ან ანტიგენების გამოყოფა ნარევისაგან. 2.სხვადასხვა ნივთიერების ლიმფასა და სისხლში გადასვლის პროცესი.
აბსტინენცია (ლათ. abstineo თავს ვიჭერ) - 1.სპირტიანი სასმელების მიღების სრული აღკვეთა. 2.სქესობრივი ცხოვრებისაგან თავის შეკავება. 3.განსაკუთრებული მდგომარეობა, რომელიც ვითარდება ნარკოტიკების მიღების ერთბაშად და სრული აღკვეთის შემთხვევაში.
აბსტრაქცია (ლათ. abstractio განყენება) - განყენებული აზროვნების მეშვეობით მიღებული დასკვნა. აბსტრაქცია ფსიქიკური პროცესია, რაც გამოიხატება არც თუ მნიშვნელოვანი თვისებების და მოვლენების აზროვნულ განყენებაში და საშუალებას იძლევა მათგან გამოიყოს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნიშანთვისებები. მაგ. აბსტრაქტული აზროვნება.
აბსურდი (ლათ. absurdum) - უაზრობა, შეუსაბამობა. იგივეა, რაც ნონსენსი (იხ.).
აბსცესი (ლათ. abscessus ჩირქგროვა) - ქსოვილის ან ორგანოს კაფსულით შემოსაზღვრული ჩირქოვანი ანთება. ჩირქოვანი ღრუ, რომელიც საღი ქსოვილებისაგან არის გამოყოფილი. სინონიმი: ჩირქგროვა.
აბსცისა (ლათ. abscissus გამოყოფილი) - იმ რიცხვის დასახელება, რომელიც განსაზღვრავს ამა თუ იმ წერტილის მდებარეობას ჰორიზონტალურ ხაზზე, სხვა რომელიმე განსაზღვრული წერტილის მიმართ.
აბულია (ლათ.a უარყ. თავსართი, bule ნებისყოფა) - ნებისყოფის და ენერგიის ავადმყოფური შესუსტება ან სრული დაკარგვა, უნებისყოფობა.
აგა (Bufo marinus) - გომბეშოსებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზომის ამფიბიაა (სხეულის სიგრძე 25სმ-ს აღწევს). მისი კანის ჯირკვლე ბის გამონაყოფი შხამიანია. იკვებება მწერებით, მოლუსკებით და ა.შ. გავრცელებულია ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში. ანადგურებს შაქრის ლერწმის მავნებლებს.
აგალაქტია (ბერძ.a უარყ. თავსართი, galaktos რძე) - მშობიარობის შემდეგ რძის სეკრეციის შეწყვეტა.
აგამეონი (ინგლ. agamic უსქესო, უგამეტო) - სახეობა, რომელიც შედგება მხოლოდ აპომიქსური (იხ.) ინდივიდებისაგან.
აგამოგონია (ბერძ. agamos ქორწინების გარეშე, gone ჩასახვა, შთამომავლობა) - უხერხემლოებში უსქესო გამრავლების სხვადასხვა ტიპები (მაგ., შიზოგონია სპორიანებში). ხორციელდება გაყოფის ან დაკვირტვის გზით.
აგარაგარი (მალ. agahr, aygahr ლაბა) - ზოგიერთი (ძოწეული, წაბლა) წყალმცენარისაგან მოპოვებული ლაბოვანი ნივთიერება. გამოიყენება მრეწველობის სხვადასხვა სფეროში, მიკრობიოლოგიაში კი საკვები ნიადაგების დასამზადებლად. სინონიმი: აგარი.
აგევზია (ბერძნ.a უარყ. თავსართი, geusis გემო) - გემოვნების შეგრძნების დაკარგვა, მოშლა.
აგენეზია (ლათ. agenesia) - განუვითარებლობა.
აგზნება (ლათ. exaltatio) - ცოცხალი ქსოვილის საპასუხო რეაქცია გაღიზიანებაზე. აგზნებას საფუძვლად უდევს ფიზიკურ-ქიმიური პროცესები, რის შედეგადაც ცოცხალი სისტემა შედარებითი ფიზიოლოგიური მოსვენების მდგომარეობიდან გადადის აქტიურ მდგომარეობაში.
აგლომერაცია (ლათ. agglomero ვაერთებ, ვაგროვებ) - მიკროორგანიზმების გროვების წარმოქმნა სითხეებსა და ქსოვილებში მათი ფიზიკური და ქიმიური თვისებების ცვლილებების გზით, რასაც ადგილი აქვს ანტისხეულების ზემოქმედების შედეგად.
აგლუტინაცია (ლათ. agglutinatio შეწებება) - სისხლში შეწონილი ერითროციტების, ბაქტერიების გუნდებად შეწებება და დალექვა. ამ ტიპის რეაქციას იყენებენ სისხლის ჯგუფების დასადგენად, სხვადასხვა ინფექციური დაავადების სადიაგნოზოდ და სხვ.
აგლუტინინები (ლათ. Agglutinatio შეწებება) - ანტისხეულები, რომლებიც გროვებად აწებებენ უჯრედებს, მიკრობებს და ა.შ. მათი რაოდენობა სისხლში მატულობს გადატანილი ინფექციური დაავადებების ან ინვაზიების შემთხვევებში.
აგლუტინოგენები (ლათ. agglutinatio შეწებება, ბერძნ. genos დაბადება, წარმოშობა) - აგლუტინაციის რეაქციაში მონაწილე ანტიგენები.
აგნაცია (ბერძნ. agnathio მატება) - ნათესაობა მამის ხაზით.
აგნოზია (ბერძნ. a უარყ. თავსართი, gnosis შემეცნება) - საგანთა, პირთა და მოვლენათა შეცნობის უნარის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვა თავის ტვინის ქერქის დაზიანების გამო.
აგონია (ბერძნ. agonia ბრძოლა) - სიცოცხლის ბოლო, სიკვდილისწინა მდგომარეობა. შეიძლება გაგრძელდეს რამოდენიმე წუთს ან საათს. ზოგ შემთხვევაში შექცევადი პროცესია.
აგორაფობია (ბერძნ. agora მოედანი, სივრცე, phobos შიში) - გაშლილი სივრცის, მოედნის შიში. ფსიქონევროზის ერთ-ერთი სახეა.
აგრავაცია (ლათ. aggravatio გაუარესება, გამძაფრება) - ავადმყოფის მიერ თავისი მდგომარეობის, დაავადების გაზვიადება (იხ. სიმულაცია).
აგრანულოციტები (ბერძნ. a უარყ. თავსართი, ლათ. granulum პატარა მარცვალი, ბერძნ. kytos უჯრედი) - ლეიკოციტების ერთ-ერთი ჯგუფია რომელთა წარმომადგენლებს ციტოპლაზმაში არ გააჩნიათ გრანულები. აგრანულოციტებია ლიმფოციტები, მონოციტები, პლაზმოციტები.
აგრანულოციტოზი (ბერძნ. a უარყ. თავსართი, ლათ. granulum პატარა მარცვალი, ბერძნ. kytos უჯრედი, osis მდგომარეობა) - სისხლში მარცვლოვანი ლეიკოციტების (გრანულოციტების) რაოდენობის მკვეთრი შემცირება ან სრული გაქრობა.
აგრაფია (ბერძნ. a უარყ. თავსართი, grapho ვწერ) - წერის უნარის ნაწილობრივი მოშლა ან სრული დაკარგვა (იხ. აფაზია).
აგრეგაცია (ლათ. aggregatio შეერთება, შეწებება) - მსგავსი უჯრედების შეწებება მრავალუჯრედიან სტრუქტურად (აგრეგატად).
აგრესია (ლათ. aggressio შეტევა, თავდასხმა) - 1.სიმსივნური უჯრედების აქტიური ზემოქმედება ჯანმრთელ ქსოვილზე. 2.სხვადასხვა ანტისხეულებისა და იმუნოკომპეტენტური უჯრედების აქტიური ზემოქმედება სამიზნე უჯრედებზე.
აგრესინები (ლათ. aggressio შეტევა, თავდასხმა) - ბაქტერიული წარმოშობის ნივთიერებანი (ცილები, პოლისაქარიდები). უკავშირდებიან სპეციფიკურ ანტისხეულებს, აფერხებენ ბაქტერიების ფაგოციტოზს, ააქტიურებენ ბაქტერიათა მავნე მოქმედებას და ასუსტებენ ორგანიზმის თავდაცვის უნარს.
აგრიკულტურა (ბერძნ. agros მინდორი, ლათ. cultura დამუშავება) - მემინდვრეობა. ღონისძიებათა სისტემა, რომელიც მიმართულია მიწათმოქმედების კულტურის გაუმჯობესებისაკენ.
აგრობიოგეოცენოზი (ბერძნ. agros მინდორი, bios სიცოცხლე, ge დედამიწა, kainos ახალი, საერთო) - მინდორში ხელოვნურად შექმნილი ბიოგეოცენოზი, რომელიც შედგება აგროფიტოცენოზის, ნიადაგის კომპლექსის და გარემოს აბიოტური ფაქტორებისაგან.
აგრობიოლოგია (ბერძნ. agros მინდორი, bios სიცოცხლე, logos მოძღვრება) - მეცნიერება, რომელიც სწავლობს ზოგად ბიოლოგიურ კანონზომიერებებს მიწათმოქმედებაში.
აგრომანია (ბერძნ. agros მინდორი, mania ვნება, სიგიჟე) - მარტოდ, ბუნების წიაღში ცხოვრებისადმი პათოლოგიური ლტოლვა.
აგრონომია (ბერძნ. agronomia მიწათმოქმედება) - მეცნიერება სოფლის მეურნეობის წარმოებაზე (მიწათმოქმედებაზე და მეცხოველეობაზე).
აგროფიზიკა (ბერძნ. agros მინდორი, physis ბუნება) - მეცნიერება მცენარეების ცხოვრების პირობების შესწავლის ფიზიკურ მეთოდებზე და რეგულაციაზე, აგრეთვე მათი ცხოველქმედების ფიზიკურ პროცესებზე.
აგროქიმია (ბერძნ. agros მინდორი, chemeia ქიმია) - მეცნიერება მცენარეების კვებაზე, მათ დასაცავად გამოყენებულ სასუქებზე და ქიმიურ ნივთიერებებზე. აგროქიმიის ფუძემდებელია გერმანელი ქიმიკოსი ი.ლიბიხი (1803 -1873).
ადამიანი (ლათ. Homo sapiens გონიერი ადამიანი) - მიეკუთვნება ძუძუმწოვართა კლასის, პრიმატების რიგის, ჰომინიდების ოჯახს. საზოგადოებრივი გონიერი არსებაა, ამზადებს შრომის იარაღებს, აქვს ცნობიერება და დანაწევრებული მეტყველება. ადამიანს განსაზღვრავდნენ მრავალგვარად: ეთიკური არსება (სოკრატე, პლატონი), საზოგადოებრივი ცხოველი (არისტოტელე), მანქანა (ლამეტრი) და სხვა.
ადამიანის ლეიკოციტური ანტიგენები - HLA (ინგლ. HLA - human leucocyte antigens) - ჰისტოშეთავსების მთავარი კომპლექსია, რასთანაც დაკავშირებულია ანტიგენის ზემოქმედებაზე იმუნური პასუხის მრავალგვარობა. ამ კომპლექსს იკვლევენ ლეიკოციტებში.
ადაპტაცია (ლათ. adaptatio შეგუება, მორგება) - ორგანიზმების და მათი ორგანოების (მაგ., მხედველობის) გარემო პირობებთან შეგუების პროცესი.
ადაპტაციური რადიაცია (ლათ. adaptatio შეგუება, მორგება, radius სხივი) - ევოლუციის პროცესში ერთი სახეობიდან (ორგანოდან) სხვადასხვა სახეობების (ორგანოების) განვითარება, არსებობის განსხვავებულ პირობებთან შეგუებისას.
ადაპტაციური სინდრომი (ლათ. adaptatio შეგუება, მორგება, ბერძნ. syndrome თავმოყრა) - ცხოველებისა და ადამიანის ორგანიზმში სხვადასხვა გამღიზიანებლების გავლენით წარმოქმნილი საერთო დამცველობითი რეაქციების ერთობლიობა, რაც ხელს უწყობს დარღვეული წონასწორობის აღდგენას და მიმართულია ჰომეოსტაზის (იხ.) შესანარჩუნებლად.
ადეკვატური (ლათ. Adaequatus გათანაბრებული, გატოლებული) - სრულიად შესაბამისი, მსგავსი.
ადელფოგამია (ბერძნ. adel აზნაურობა, არისტოკრატია, gamos ქორწინება) - მცენარის ვეგეტაციური გამრავლებით მიღებული ინდივიდების ურთიერთშეჯვარება. შვილეული უჯრედების კოპულაცია (იხ.).
ადენინი - პურინის ფუძეა, რომელიც გუანინთან და პირიმიდინის ფუძეებთან ერთად გვხვდება ყველა ცოცხალ ორგანიზმში. შედის დნმ-ს, რნმ, ატფ-ს და ზოგიერთი ფერმენტის შემადგენლობაში.
ადენიტი (ბერძნ. aden ჯირკვალი, itis ანთება) - ლიმფური კვანძების ანთება. იგივეა, რაც ლიმფადენიტი.
ადენოვირუსები (ბერძნ. aden ჯირკვალი ლათ. virus შხამი) - დნმ-ს შემცველი ვირუსებია. მათი ზომები 70-90 ნმ-ს აღწევს. ბინადრობენ ადამიანის ნუშისებრ ჯირკვლებში. იწვევენ სასუნთქი გზების კატარს, კონიუნქტივიტს და სხვ. ამ ვირუსის ზოგიერთი შტამი ექსპერიმენტულ ცხოველებში, კერძოდ ზაზუნებში, იწვევს ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარებას.
ადენოიდები (ბერძნ. aden ჯირკვალი, eidos სახე) - ცხვირ-ხახის ლიმფოიდური ქსოვილის ჰიპერპლაზია.
ადენოკარცინომა (ბერძნ. aden ჯირკვალი, karkinos კიბო) - ჯირკვლოვანი ეპითელიუმიდან განვითარებული ავთვისებიანი სიმსივნე. შეიძლება განვითარდეს ყველა ჯირკვლოვან ორგანოში.
ადენოლოგია (ბერძნ. aden ჯირკვალი logos მოძღვრება) - მეცნიერება, რომელიც სწავლობს ჯირკვლებს და მათ პათოლოგიურ ცვლილებებს.
ადენომა (ბერძნ. aden ჯირკვალი, oma სიმსივნე) - კეთილთვისებიანი ჯირკვლოვანი სიმსივნე, რომელიც ზოგჯერ ტრანსფორმირდება ავთვისებიან სიმსივნედ.
ადენოპათია (ბერძნ. aden ჯირკვალი, pathos ტანჯვა) - ლიმფური კვანძების დაავადება.
ადენოსარკომა (ბერძნ. aden ჯირკვალი sarx ხორცი, oma სიმსივნე) - ავთვისებიანი შემაერთებელქსოვილოვანი სიმსივნე, რომელიც იზრდება სწრაფად და იძლევა მეტასტაზებს ფილტვებსა და ღვიძლში.
ადენტია (ბერძნ. a უარყ. თავსართი, ლათ. dens კბილი) რამდენიმე კბილის, ან საერთოდ, კბილების არარსებობა.
ადეპტი (ლათ. adeptus მიზნის მიმღწევი) - 1.რაიმე სწავლების, მოძღვრების, იდეის მხურვალე, თავგამოდებული მიმდევარი. 2.ადამიანი, რომელიც ნაზიარებია რაიმე მოძღვრებას, სექტას და სხვა.
ადეფაგია (ლათ. addephagia) - გაუმაძღრობა. იხ. ბულიმია.
ადვენტიკატორი (ლათ. adventi-cius მოსული, გარეგანი) - ამა თუ იმ თანასაზოგადოებაში შემთხვევით მოხვედრილი სახეობა.
ადვენტიური მცენარეები (ლათ. adventicius მოსული, გარეგანი) - ადამიანის მიერ შემოტანილი, შემთხვევით გზადმოყოლილი მცენარეები. მეტწილად სარეველები არიან.
ადვენტიცია (ლათ. adventicius მოსული, გარეგანი) - სისხლძარღვთა კედლის გარეთა გარსი, რომელიც შედგება შემაერთებელი და კუნთოვანი ქსოვილებისაგან.
ადინამია (ბერძნ. a უარყ. თავსართი, dynamis ძალა) - ძალის დაკარგვა, ძლიერი სისუსტე.
ადიპოზური ქსოვილი (ინგლ. adipose ცხიმიანი, ქონიანი) - ცხიმოვანი ქსოვილი.
ადიპოციტები (ინგლ. adipose ცხიმიანი, ქონიანი, ბერძნ. Kytos უჯრედი.) - ცხიმოვანი ქსოვილის უჯრედები.
ადისონის დაავადება - ინგლისელი მეცნიერის თ. ადისონის გვარის მიხედვით, რომელმაც პირველად აღწერა ეს დაავადება 1855 წელს. გამოიხატება თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი შრის ქრონიკულ უკმარისობაში, რის გამოც საკმარისად არ გამომუშავდება კორტიკოსტეროიდები. მკურნალობენ კორტიზონით. იგივე ბრინჯაოს სნეულება.
ადიტიური (ლათ. additius დამატებითი) ის, რაც ერთმანეთს ემატება. ქიმიური ნივთიერებების ან ფიზიკური ფაქტორების ისეთი თვისებები, რომლებიც ჯამდება, ერთმანეთს ემატება. მაგ., ექსპერიმენტულ ცხოველებში სხვადასხვა ქიმიური კანცეროგენის ერთჯერადი მოქმედების შეჯამება.
ადიუვანტი (ინგლ. adjuvant დამხმარე, სასარგებლო) - სამკურნალო ნივთიერება, რომელიც თანდათანობით შეყავთ ორგანიზმში.
ადიფსია (ლათ. adipsia) - წყურვილის გრძნობის უქონლობა.
ადოლესკარია (ლათ. adolesco გაზრდა) - ზოგიერთი ტრემატოდის (მწოველების) სასიცოცხლო ციკლის შუალედური (ლარვის) სტადია. საბოლოო (დეფინიტური) მასპინძლის ორგანიზმში გარდაიქმნება ზრდასრულ ჰელმინთად.
ადოპტაცია (ლათ. adoptio შვილად აყვანა) - იმუნური სტატუსის (იმუნოკომპეტენტური უჯრედების ან ანტისხეულების) გადატანა ერთი ინდივიდიდან მეორეში. ამ მოვლენას ადოპტაციური იმუნიტეტი ეწოდება.
ადრენალინი (ლათ. ad თან, renalis თირკმლისა) - თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი ნივთიერების ჰორმონია. ადრენალინს იღებენ მსხვილი რქოსანი საქონლის თირკმელზედა ჯირკვლიდან სინთეზური გზით, აგრეთვე გენური ინჟინერიის მეშვეობით. გამოიყენება სამკურნალო მიზნით (გააჩნია კარდიოტონური, პრესორული, ჰიპერგლიკემიური მოქმედება და ა.შ.).
ადსორბცია (ლათ. ad თან, sorbeo ვშთანთქავ) - სითხის ან მყარი სხეულის ზედაპირული შრის მიერ აირიდან ან ხსნარიდან რაიმე ნივთიერების შთანთქმა.
ადფ (ადენოზინდიფოსფორის მჟავა) ადენინის, რიბოზის და ფოსფორის მჟავას ორი ნარჩენისაგან შემდგარი ნუკლეოტიდი, რომელიც წარმოქმნილია ატფ-ს კიდურა ფოსფატური ჯგუფის გადატანის, მოწყვეტის შედე გად. წარმოადგენს უჯრედებში ენერგიის გადატანის ყველაზე უფრო ჩვეულებრივ რეაქციას.
ადჰეზია (ლათ. adhaesio შეზრდა, შეხორცება, შეწებება) - 1. ორი შემხები სეროზული ზედაპირის შეხორცება. 2. უჯრედების ერთმანეთთან და სხვადასხვა სხეულებთან შეწებების თვისება. ჩვეულებრივ ერთმანეთს ეწებებიან ერთი ტიპის უჯრედები.
აერაცია (ბერძნ. aer ჰაერი) - 1. მიკრობიოლოგიაში: საკვები ნიადაგის გამდიდრება სტერილური ჰაერით ან ჟანგბადით, რაც ხელს უწყობს ბიომასის გამოსავალს აერობული მიკროორგანიზმების კულტივირებისას თხევად საკვებ ნიადაგში. 2. ნიადაგის გამდიდრება ჰაერით მცენარეების უკეთ გაზრდის მიზნით.
აერენქიმა (ბერძნ. aer ჰაერი, encheo სავსე) - წყლის და ჭაობის მცენარეების ჰაერის შემცველი ფაშარი ქსოვილი, რომელიც ემსახურება ვენტილაციასა და სუნთქვას.
აერობები (ბერძნ. aer ჰაერი, bios სიცოცხლე) - ორგანიზმები, რომელთა ზრდისა და გამრავლებისათვის აუცილებელია თავისუფალი ჟანგბადის არსებობა. მათ მიეკუთნება თითქმის ყველა მცენარე და ცხოველი, აგრეთვე მრავალი მიკროორგანიზმი.
აერობიოზი (ბერძნ. aer ჰაერი, bios სიცოცხლე) - სიცოცხლე თავისუფალი ჟანგბადის პირობებში.
აერობიონტები (ბერძნ. aer ჰაერი, bios სიცოცხლე) - 1. ორგანიზმები, რომლებიც სუნთქავენ ატმოსფერული ჰაერით. 2.აერობიოსფეროს (იხ.) ბინადრები.
აერობიოსფერო (ბერძნ. aer ჰაერი, bios სიცოცხლე, sphaire სფერო) - ატმოსფერო, მასში არსებული ცოცხალი ორგანიზმებით.
აეროგენური (ბერძნ. aer ჰაერი, gennao წარმოვქმნი) - ჰაერის საშუალებით გადაცემული, ჰაერიდან მიღებული.
აეროზოლი (ბერძნ. aer ჰაერი, sole კოლოიდური ხსნარი) - ჰაერში შეწონილი უწვრილესი ნაწილაკები. მედიცინაში იყენებენ სამკურნალო პრეპარატების ორგანიზმში შესაყვანად ინჰალაციის (იხ.) საშუალებით, აგრეთვე სადეზინფექციოდ.
აეროთერაპია (ბერძნ. aer ჰაერი, therapeia მკურნალობა) - ჰაერით მკურნალობა (იხ. კლიმატოთერაპია).
აეროოტიტი (ბერძნ. aer ჰაერი, otos ყური, otos ანთება) - ატმოსფერული წნევის მკვეთრად დაწევის შედეგად განვითარებული შუა ყურის ანთება. უფრო ხშირად მფრინავებს ემართებათ.
აეროპალინოლოგია (ბერძნ. aer ჰაერი, paline წვრილი მტვერი, logos მოძღვრება) - მეცნიერება, რომელიც შეისწავლის მტვრის მარცვლის შემცველობას ჰაერში წლის სხვადასხვა დროს.
აეროპლანქტონი (ბერძნ. aer ჰაერი, plankton მოხეტიალე) - ჰაერში შეწონილი მცენარეული და ცხოველური ორგანიზმების ერთობლიობა.
აეროპონიკა (ბერძნ. aer ჰაერი, ponos მუშაობა) მცენარეების ზრდაგანვითარება ნიადაგის გარეშე, ტენიან პირობებში მათ ფესვებზე საკვები ხსნარების პერიოდული შესხურებით. გამოიყენება სათბურებში, კოსმოსურ ხომალდებში და ა.შ.
აეროტაქსისი (ბერძნ. aer ჰაერი, taxis განლაგება რიგში) - ორგანიზმთა (მაგ., მიკრობების) გადაადგილება ჟანგბადის წყაროსაკენ.
აეროტროპიზმი (ბერძნ. aer ჰაერი, tropos მიმართულება) ფესვის და ყლორტების ზრდა ჟანგბადის წყაროს მიმართულებით.
აეროფაგია (ბერძნ. aer ჰაერი, phago ვშთანთქავ, ვჭამ) - ჰაერის მოხვედრა (ჩაყლაპვა) ცხოველის საჭმლის მომნელებელ სისტემაში. პათოლოგიური მოვლენა, რომლის შედეგადაც ვითარდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებები.
აეროფიტები (ბერძნ. aer ჰაერი, phyton მცენარე) - მცენარეები, რომელთაც ესაჭიროებათ ჟანგბადით მდიდარი ნიადაგი ან რომელთა ყველა ორგანო ჰაერში იმყოფება. ისინი საკვებ ნივთიერებებს იღებენ მხოლოდ ჰაერიდან. ცხოვრობენ ხემცენარეთა ღეროსა და ტოტებზე ან ნიადაგზე, მასზე დაუმაგრებლად.
აეროჰიდროფიტები (ბერძნ. aer ჰაერი, hydor წყალი, phyton მცენარე) - წყალში ჩაძირული წყლის მცენარეები, რომელთა ყვავილები მხოლოდ ყვავილობისას იმყოფება წყლის ზედაპირზე (მაგ., ვალისნერია); მოცურავე მცენარეები, რომლებიც ნაწილობრივ არიან წყალში ჩაძირული (მაგ., თეთრი დუმფარა).
ავადმყოფობა (morbus) - ორგანიზმის ცხოველმოქმედების, მისი ჰომეოსტაზის (იხ.) დარღვევა გარეგანი ან შინაგანი გამღიზიანებლების, ფიზიკური, ქიმიური, ბიოლოგიური და სხვა ფაქტორების გავლენით.
ავანგარდი (ფრანგ. avantgarde) - 1. მეცნიერების, ხელოვნების, ლიტერატურის მოწინავე ძალები, რომლებიც განსაზღვრავენ მთავარ მიმართულებებს. 2. სამხედრო ნაწილები, რომლებიც მთავარი ძალების წინ მოქმედებენ.
ავერსია (ლათ. averto ვიშორებ) ზიზღი, უგულებელყოფა. მაგ., სექსუალური ავერსია.
ავთვისებიანი სიმსივნეები - წარმოიქმნებიან ატიპიური უჯრედების ჭარბი პროლიფერაციის შედეგად, რის გამოც მათ ძალუძთ გარემომცველ ნორმალურ ქსოვილში წარმოქმნან მეტასტაზები. ავთვისებიან სიმსივნეებს მიეკუთვნებიან სარკომები, კიბოები, ლეიკემიები, ლიმფომები და სხვა.
ავიდურობა (ლათ. avidus ხარბი) - ანტისხეულების ჰეტეროგენური ნარევის უნარი შეუკავშირდეს შესაბამის მაკრომოლეკულურ (პოლიდეტერმინანტურ) ანტიგენს. ავიდურობა იმუნური შრატების, მაგ., ანტიტოქსიკური ანტისხეულების, ძირითადი მახასიათებელია.
ავირულენტური (ბერძნ. a უარყ. თავსართი, virulentus შხამიანი) - არაშხამიანი, ინდიფერენტული. აღნიშნულ ტერმინს ჩვეულებრივ იყენებენ მიკროორგანიზმების შემთხვევაში.
ავიტამინოზი (ბერძნ. a უარყ. თავსართი, ლათ. vita სიცოცხლე, ami-num ამინი) - პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია ორგანიზმში ამა თუ იმ ვიტამინის უკმარისობით ან არარსებობით. მაგ., A ავიტამინოზი, C ავიტამინოზი და ა.შ.
ავიფაუნა (ლათ. avis ფრინველი, Fauna მინდვრებისა და ტყეების ქალღმერთი) - იმ ფრინველების ჩამონათვალი, რომლებიც მუდმივად, სეზონურად ან შემთხვევით ცხოვრობენ ამა თუ იმ ტერიტორიაზე. სინონიმი: ორნითოფაუნა.
ავსტრალიური ანტიგენი - B ჰეპატიტის გამომწვევი ვირუსის ერთერთი ანტიგენია (HBS). 1965 წელს აღმოაჩინა ბ. ბლუმბერმა ლეიკემიით დაავადებულთა შრატში, შემდეგ კი ავსტრალიელ აბორიგენებში.
ავსტრალოპითეკები (ლათ. australis სამხრეთისა, ბერძნ. pithekos მაიმუნი) - ამომწყდარი ადამიანისმაგვარი მაიმუნი, რომელსაც მიაკუთვნებენ ჰომინიდების ოჯახს. ავსტრალოპითეკების ჩონჩხის ნაწილები აღმოჩენილია სამხრეთ და აღმოსავლეთ აფრიკაში XX საუკუნის 20-იან წლებში. ანთროპოლოგების აზრით ავსტრალოპითეკების სიმაღლე 120-130 სმ იყო, მასა 30-40 კგ, თავის ტვინის მოცულობა 500 -600 სმ3. ისინი დადიოდნენ ორი ფეხით, საკვების მოსაპოვებლად იყენებდნენ ჯოხს, ქვებს. ავსტრალოპითეკების პროგრესული შტოს წარმომადგენლები - პრეზინჯანთროპები ამზადებდნენ მარტივ ქვის იარაღებს.
ავტოგამია (ბერძნ. autos თვით, gamos ქორწინება) - თვითგანაყოფიერება ერთუჯრედიან ცხოველებში. თვითდამტვერვა ან თვითგანაყოფიერება უმაღლეს მცენარეებში.
ავტოგენეზი (ბერძნ. autos თვით, genos წარმოშობა, დაბადება) - თეორია, რომლის მიხედვით ორგანული სამყაროს ევოლუციური განვითარება მიმდინარეობს შინაგანი, არამატერიალური ფაქტორების ზეგავლენით. ავტოგენეზი ახლოსაა ვიტალიზმთან (იხ.).
ავტოგენური წვრთნა (ბერძნ. autos თვით, genos წარმოშობა, დაბადება) - მკურნალობის ფსიქოთერაპიული მეთოდი, რომელიც გულისხმობს თვითშთაგონებას და ამ გზით შინაგანი ორგანოების დარღვეული ფუნქციის თვითმოწესრიგებას.
ავტოდიგესტია (ბერძნ. autos თვით, ლათ. digestio მონელება) - თვითმონელება
ავტოვაქცინა (ბერძნ. autos თვით, ლათ. vaccinus ძროხისა) - ავადმყოფიდან გამოყოფილ პათოგენურ მიკრობთაგან მომზადებული ვაქცინა (იხ.) მისივე სამკურნალოდ.
ავტოიმუნიზაცია (ბერძნ. autos თვით, ლათ. immunis რაიმესაგან განთავისუფლებული) - ორგანიზმის სენშეუვალობა მასში არსებული და შემდგომ მისგანვე გამოყოფილი ნივთიერებების გავლენით.
ავტოიმუნური რეაქციები (ბერძნ. autos თვით, ლათ. immunis რაიმესაგან განთავისუფლებული) - ორგანიზმის იმუნური ძალების რეაგირება თავისივე ქსოვილებისადმი.
ავტოინვაზია (ბერძნ. autos თვით, ლათ. invasio შეჭრა) - თვითდასენიანება ინვაზიური დაავადებების გამომწვევებით, მაგ., ჰელმინთებით.
ავტოკლავი (ბერძნ. autos თვით, ლათ. clavis გასაღები) - ჰერმეტულად დახურული ლითონის ჭურჭელი, რომელშიც წყლის ორთქლს აცხელებენ მაღალი წნევის პირობებში. იყენებენ ქირურგიული ხელსაწყოებისა და შესახვევი მასალის სტერილიზაციისათვის.
ავტოლიზი (ბერძნ. autos თვით, lysis დაშლა) - ქსოვილების, უჯრედების ან მათი ნაწილების თვითმონელება საკუთარი ფერმენტების მიერ. აღინიშნება სხვადასხვა ფიზიოლოგიური პროცესების დროს.
ავტომატიზმი (ბერძნ. automatos თვითმოქმედი) - 1. ფსიქოლოგიაში - მოქმედების შესრულება შეგრძნების კონტროლის გარეშე. 2. ორგანოს ან უჯრედის რითმული პერიოდული მოქმედების უნარი (მაგ., გულის მუშაობა და სხვ.).
ავტომექანოქორია (ბერძნ. autos თვით, mechane იარაღი, choreo ვვრცელდები) თესლების გავრცელების ერთ-ერთი ხერხი. თესლები ნაყოფიდან ცვივა მისი გახსნისათვის განკუთვნილი განსაკუთრებული სამარჯვების მეშვეობით.
ავტომიქსისი (ბერძნ. autos თვით, mixis შერევა) - ერთი ინდივიდის სასქესო უჯრედების შერწყმა; თვითგანაყოფიერება. ფართოდაა გავრცელებული უმარტივესებში, ბევრ სოკოში და ნაწილობრივ კაჟოვან წყალმცენარეებში (დიატომეებში).
ავტომუტაგენი (ბერძნ. autos თვით, ლათ. muto ვცვლი, ბერძნ. genos წარმოშობა) - ნივთიერება, რომელიც წარმოიქმნება უჯრედში და იწვევს მემკვიდრეობით ცვლილებებს (ქრომოსომულ ან გენურ მუტაციებს).
ავტოპლასტიკა (ბერძნ. autos თვით, plastike ვძერწავ, ვაქანდაკებ) - პლასტიკური ოპერაცია გადასანერგი ქსოვილის (ტრანსპლანტატის) თვით ავადმყოფისაგან აღებით.
ავტორადიოგრაფია (ბერძნ. autos თვით, ლათ. radio ვასხივებ, ბერძნ. grapho ვწერ) - ჰისტო და ციტოლოგიური კვლევის ფუნქციური მეთოდი, რომელიც სწავლობს უჯრედში რადიოაქტიული იზოტოპებით მონიშნული ნივთიერების (მაგ., ნუკლეინის მჟავების, ცილების) ლოკალიზაციას.
ავტორეფერატი (ბერძნ. autos თვით, ლათ. referre მოხსენების გაკეთება, ცნობის მიწოდება) - ავტორის მიერ თავისი სამეცნიერო შრომის მოკლედ გადმოცემა (მაგ., დისერტაციის ავტორეფერატი).
ავტორიტეტი (ლათ. autoritas ძალაუფლება, გავლენა) - პიროვნება, რომელიც დიდი გავლენით, აღიარებით სარგებლობს (მაგ. ავტორიტეტი მეცნიერებაში, ხელოვნებაში და სხვ.).
ავტოსეროთერაპია (ბერძნ. autos თვით, ლათ. serum შრატი, ბერძნ. therapeia მკურნალობა) - ავადმყოფის საკუთარი სისხლის შრატით მკურნალობა.
ავტოსომები (ბერძნ. autos თვით, soma სხეული) - არასასქესო ქრომოსომები. მაგ., ადამიანს 44 ავტოსომა და 2 სასქესო ქრომოსომა გააჩნია.
ავტოსტერილობა (ბერძნ. autos თვით, ლათ. sterilis უნაყოფო) - მცენარის თვითუნაყოფობა. მტვრის მარცვალი ყვავილის ბუტკოს დინგზე მოხვედრისას არ ღივდება (ვაშლი, მსხალი, ჭვავი და სხვ.).
ავტოტომია (ბერძნ. autos თვით, tome მოკვეთა) - იგივე თვითდასახიჩრება. სხეულის ამა თუ იმ ნაწილის თვითნებურად მოცილება. წარმოადგენს თავდაცვის ერთგვარ საშუალებას. ახასიათებს მრავალ უხერხემლო ცხოველს. ხერხემლიანებიდან დამახასიათებელია მხოლოდ ზოგიერთი ხვლიკისათვის.
ავტოტრანსპლანტაცია (ბერძნ. autos თვით, ლათ. trans იქით, იქითა, plantatio ნერგი) - თავისივე ქსოვილის, მაგ., კანის, ხრტილის გადანერგვა.
ავტოტრანსფუზია (ბერძნ. autos თვით, ლათ. transfusio გადასხმა) ავადმყოფისათვის მისი საკუთარი სისხლის გადასხმა (იხ. ავტოჰემოთერაპია).
ავტოტრენინგი (ბერძნ. autos თვით, ინგლ. train ვარჯიში) - ფსიქოთერაპიის ერთ -ერთი მეთოდი, რაც მდგომარეობს ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობაზე თვითშთაგონებით ზემოქმედებაში. ავტოტრენინგი ზოგჯერ ეფექტურია ხანმოკლე დასვენებისათვის, სტრესის დათრგუნვისათვის და სხვა.
ავტოტროპიზმი (ბერძნ. autos თვით, ლათ. tropos მობრუნება, მიმართულება, შეუმჩნეველი მოძრაობა) - მცენარის თვისება გასწორდეს, წამოიმართოს გამღიზიანებლის მოქმედების შეწყვეტის შემდეგ (მაგ., წვიმის შედეგად ჩაწოლილი მარცვლოვანი მცენარეების საწყის მდგომარეობაში დაბრუნება, გასწორება).
ავტოტროფები (ბერძნ. autos თვით, trophos კვება) - ორგანიზმები (მაგ., მწვანე მცენარეები), რომლებიც არაორგანული შენაერთებიდან ასინთეზებენ მათთვის აუცილებელ ორგანულ ნივთიერებებს.
ავტოფაგია (ბერძნ. autos თვით, phago ვშთანთქავ) - 1. სხეულის მიერ საკუთარი ნივთიერებების და ქსოვილების შთანთქმა ორგანიზმის ხანგრძლივი შიმშილობის დროს. 2. მოვლენა, რომლის დროსაც უჯრედი ანადგურებს მისთვის გამოუსადეგარ კომპონენტებს.
ავტოფერტილობა (ბერძნ. autos თვით, ლათ. fertilis ნაყოფიერი) - თვითგანაყოფიერება. მცენარის თვისება, თვითდამტვერვით მოგვცეს ნორმალური თესლი (ხორბალი, ქერი, ატამი და სხვ.).
ავტოფსია (ბერძნ. autos თვით, opsis დათვალიერება) - აუტოპსია. გვამის გაკვეთა სიკვდილის მიზეზის დასადგენად.
ავტოქთონები (ბერძნ. autos თვით, chthon სამშობლო, მიწა-წყალი) - ადგილობრივი წარმოშობის ადამიანები, ცხოველები და მცენარეები. იგივეა რაც აბორიგენი (იხ.).
ავტოჰემოდილუცია (ბერძნ. autos თვით, haima სისხლი, ლათ. diluceo ნათელი ვარ) - ორგანიზმის თვითრეგულაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რაც მდგომარეობს საკუთარი ქსოვილთშორისი სითხის მობილიზაციაში და მის შეყვანაში სისხლძარღვოვან ქსელში. წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილი აქვს დეკომპენსაციას (იხ.), აქედან გამომდინარე უმძიმესი შედეგებით.
ავტოჰემოთერაპია (ბერძნ. autos თვით, haima სისხლი, therapeia მკურნალობა) - მკურნალობა საკუთარი სისხლის გადასხმის მეშვეობით.
ავტოჰიბრიდიზაცია (ბერძნ. autos თვით, ლათ. hibrida ნაჯვარი) - ერთი ორგანიზმის ფარგლებში მომხდარი სომატური უჯრედების შერწყმა, ჰიბრიდიზაცია.
ავტოჰიპნოზი (ბერძნ. autos თვით, hypnos ძილი) - საკუთარი თავის ჰიპნოზურ (იხ.) მდგომარეობაში ჩაგდება სხვის დაუხმარებლად.
აზბესტოზი (ბერძნ. asbestos ჩაუქრობელი, osis მდგომარეობა) - აზბესტის მტვრის ხანგრძლივი შესუნთქვით გამოწვეული პნევმოკონიოზები (იხ.).
აზოტემია (ფრანგ. azote აზოტი, ბერძნ. haima სისხლი) - სისხლში ცილოვანი ცვლის აზოტოვანი პროდუქტების რაოდენობის მომატება.
აზოტობაქტერი (Azotobacter) - აერობული აზოტმაფიქსირებელი ბაქტერია. ფორმა ოვალურია, სპორებს არ წარმოქმნის, გრამ-უარყოფითია. ზრდის პროცესში ბოჭავს 20 მგ -მდე მოლეკულურ აზოტს 1გრ გამოყენებულ ნახშირბადზე. დადებითად მოქმედებს მცენარეულ კულტურებზე, რადგანაც გამოიმუშავებს ვიტამინებს, ე.წ. ზრდის ნივთიერებებს, ასევე ზოგიერთ ანტიბიოტიკს.
აზოტოვანი ფუძეები - ნუკლეინის მჟავებში შემავალი კომპონენტები. ცნობილია 5 აზოტოვანი ფუძე: ადენინი, გუანინი, ციტოზინი, თიმინი და ურაცილი.
აზროვნება - ადამიანის შემეცნების უმაღლესი გამოვლინება. ახასიათებს რეალობის განზოგადებული და განყენებული ასახვა (აღქმა).
აზური (არაბ. lazaward ლურჯი ქვა) - სპილენძის ლაჟვარდი, ლურჯი ფერის საღებავი, რომელსაც იღებენ მეთილენის ლილისაგან. გამოიყენება როგორც საღებავი უჯრედული სტრუქტურების გამოსავლენად.
აზუროფილური გრანულები (აზური საღებავის დასახელებაა, ბერძნ. philia სიყვარული, granulum მარცვალი) - გრანულოციტების პირველადი გრანულებია, რომლებიც იღებებიან აზურის საღებავით. მათში შედის სხვადასხვა ფერმენტი და ნივთიერება: პეროქსიდაზა, მჟავე ჰიდროლაზები, მჟავე მუკოსუბსტანცია, ფაგოციტინი, ლიზოციმი და კათიონური ცილები.
ათერომა (ბერძნ. athere ფაფა, oma სიმსივნე) კანსა და კანქვეშა ქსოვილში განვითარებული კეთილთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნი. შეიცავს ცხიმოვან ნივთიერებებს და ეპითელურ უჯრედებს.
ათეროსკლეროზი (ბერძნ. athere ფაფა, sklerosis შესქელება, გამკვრივება) - ქრონიკული დაავადება, რომელსაც ახასიათებს სისხლძარღვების (აორტის, საშუალო და მსხვილი კალიბრის არტერიების) შიდა გარსის ლიპიდური ინფილტრაცია. ათეროსკლეროზის დროს სისხლძარღვის კედელზე წარმოიქმნება „ბალთები“ („ფოლაქები“), რაც ამცირებს მათი სანათურის დიამეტრს და ზღუდავს სისხლის ნორმალურ განვლადობას.
ათეტოზი (ბერძნ. athetos გარკვეულ მდგომარეობას მოკლებული, არამყარი, ოსის მდგომარეობა) - ჰიპერკინეზიის (იხ.) ერთ-ერთი ფორმა, რომელსაც ახასიათებს თითების და ტანის უნებლიე ჭიისებრი მოძრაობები (კრუნჩხვები). ვითარდება თავის ტვინის ქერქქვეშა ბირთვების (უფრო ხშირად ზოლიანი სხეულის) დაზიანების შედეგად.
ათიმია (ბერძნ.a უარყ. თავსართი, thymos გუნება) - სევდიანობა, ნაღვლიანობა, მჭმუნვარება.
ათლეტი (ბერძნ. athletes მოჭიდავე) - სხეულის აგებულების, კონსტიტუციის ტიპი, რომელიც ხასიათდება ძლიერ განვითარებული კუნთებით და ფიზიკური ძალით. მაგ., მძლეოსანი ან ძალოსანი.
ათრეპსია (ბერძნ. a უარყ. თავსართი, threpsis კვება, საჭმელი) - ხელოვნურ კვებაზე მყოფ ბავშვთა კვების მოშლის მძიმე ფორმა.
აივ (აბრევიატურა: ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი) - რნმ-ს შემცველი, ცილინდრული ფორმის ნუკლეოიდის მქონე ვირუსი, რომელსაც გააჩნია ფერმენტი რევერტაზა (იხ.). ახასიათებს გამოკვირტვა უჯრედის პლაზმური მემბრანიდან. ვირუსის მემბრანაზე ლოკალიზებულია გლიკოპროტეიდი გპ 120 და ა.შ.
აიქმოფობია (ბერძნ. aichme შუბი, შუბის წვერი, phobos შიში) - მჭრელი საგნების (მაგ., დანის) პათოლოგიური შიში.
აკადემია (ბერძნ. academos მითიური გმირის სახელია, რომლისგანაც ეწოდა სახელი ადგილს ათენის ახლოს, სადაც ჩვენს წელთაღრიცხვამდე IV საუკუნეში პლატონი ახალგაზრდებს ლექციებს უკითხავდა) - მრავალი სამეცნიერო დაწესებულების, საზოგადოების და სასწავლებლის სახელწოდებაა. ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც არსებობს სპეციალიზებული აკადემიები, მაგ., სამედიცინო, სამედიცინო -ბიოლოგიური, აგრარული და სხვ.
აკალკულია (ბერძნ. a უარყ. თავსართი, ლათ. calculare დათვლა) - ციფრების ამოცნობის და მათზე მათემატიკური ოპერაციების წარმოების უნარის დარღვევა. ვითარდება თავის ტვინის დომინანტური ნახევარსფეროს ქერქის ცალკეული უბნების დაზიანების შედეგად (ტრავმა, სიმსივნე, სისხლის ჩაქცევა).
აკარიაზი (ბერძნ. akari ტკიპა, osis მდგომარეობა) - ტკიპებით გამოწვეული დერმატოზოონოზების ზოგადი სახელწოდება.
აკარიციდები (ბერძნ. akari ტკიპა, caedo ვკლავ) - მავნე ტკიპების მოსასპობად გამოყენებული ქიმიური ნივთიერებები.
აკაროლოგია (ბერძნ. akari ტკიპა, logos მოძღვრება) - ზოოლოგიის ნაწილი, რომელიც სწავლობს ტკიპებს, აგრეთვე მათ როლს ინვაზიური დაავადებების გადატანაში. აკაროლოგია მოიცავს შემდეგ დარგებს: სამედიცინოს, ვეტერინარულს და სასოფლოსამეურნეოს.
აკვაკულტურა (ლათ. aqua წყალი, cultus დამუშავება) - სასარგებლო ორგანიზმების წყლის გარემოში გაზრდა, კულტივირება.
აკვამეტრია (ლათ. aqua წყალი, ბერძნ. metreo ვზომავ) - სხვადასხვა ნივთიერებებში წყლის რაოდენობის განსაზღვრის მეთოდები.
აკვარიუმი (ლათ. aquarium წყალსატევი) - სპეციალური რეზერვუარი (მინის ყუთებიდან დაწყებული დიდი აუზებით დამთავრებული), რომელიც გამოყენებულია წყლის ცხოველებისა და მცენარეებისათვის. გააჩნია სამეცნიერო, საგანმანათლებლო, დეკორაციული, იშვიათად კი ჰიგიენური მნიშვნელობა.
აკვიპარები (ლათ. aqua წყალი, parere დაბადება) ძუძუმწოვრები, რომლებიც წყალში მშობიარობენ.
აკინეზია (ბერძნ. a უარყ. თავსართი, kinesis მოძრაობა) - მოტორული ფუნქციის (მოძრაობის უნარის) დაკარგვა ან შესუსტება.
აკლიმატიზაცია (ლათ. ad თან, ბერძნ. klima ჰავა, კლიმატი) - ადამიანის, ცხოველის ან მცენარის შეგუება ახალ კლიმატურ (ეკოლოგიურ) პირობებთან (მაგ., სპორტსმენის შეგუება ახალ კლიმატურ პირობებთან).
აკმე (ბერძნ. akme მწვერვალი) - ავადმყოფობის განვითარების კულმინაციური, უმაღლესი წერტილი. იგივე კრიზისი.
აკომოდაცია (ლათ. accomodatio შეგუება) - 1.თვალის შეგუება სხვადასხვა მანძილისადმი, განათებისადმი. 2.ქსოვილის ან ორგანოს შეგუება ახალ პირობებთან.
აკრიტარქები (ბერძნ. akritos საეჭვო, ბუნდოვანი, arche წარმოშობა) - გაურკვეველი სისტემატიკური მდგომარეობის მქონე ერთუჯრედიანი ან ერთუჯრედიანისმაგვარი ორგანიზმების მიკროსკოპული ნამარხი ფორმები.
აკრომეგალია (ბერძნ. akron უკიდურესი, ზედა, მწვერვალი, megas დიდი) - ზრდასრულ ასაკში ჰიპოფიზის მიერ ზრდის ჰორმონის (სომატოტროპინის) ჭარბი გამოყოფის შემთხვევაში განვითარებული დაავადება, რაც გამოიხატება სხეულის სხვადასხვა ნაწილების (ენის, ხელის მტევნის და სხვ.) არაპროპორციულ ზრდაში.
აკროსომა (ბერძნ. akron უკიდურესი, ზედა, მწვერვალი, soma სხეული) - სპერმატოზოიდების აპიკალური (იხ.) სხეულაკი, ორგანოიდი, რომელიც განლაგებულია გამეტის თავის წვეროში. ყალიბდება გოლჯის კომპლექსის ელემენტებისაგან. განაყოფიერების დროს მისი ფერმენტი (ჰიალურონიდაზა) არღვევს კვერცხუჯრედის გარსის მთლიანობას. იგივე პერფორატორიუმი.
აკროფობია (ბერძნ. akron უკიდურესი, ზედა, მწვერვალი, phobia შიში) - სიმაღლის ავადმყოფური შიში.
აკროცენტრული ქრომოსომა (ბერძნ. akron უკიდურესი, ზედა, მწვერვალი, ლათ. centrum ცენტრი) - ჩხირისებრი ქრომოსომა, რომელსაც ცენტრომერი განლაგებული აქვს მხრების ბოლოში. ერთი მხარი მეტად გრძელია, მეორე კი ძალიან მოკლე.
აკროცეფალია (ბერძნ. akron უკიდურესი, ზედა, მწვერვალი, kephale თავი) - თავის ქალას თავისებური დეფორმაცია, რაც გამოიხატება მის წაწვეტებულ ფორმაში.
აკროციანოზი (ბერძნ. akron უკიდურესი, ზედა, მწვერვალი, kyaneos მუქი ლურჯი) - სისხლის მიმოქცევისა და სისხლძარღვთა ტონუსის დარღვევის შედეგად კიდურებისა და სხეულის წარზიდული ნაწილების (ყურების, ცხვირის, ტუჩების) მოლურჯო -მოწითალო შეფერილობა.
აკუმულაცია (ლათ. accumulatio დაგროვება) - რაიმე ნივთიერების ჭარბი დაგროვება. ორგანიზმის მიერ ფიზიკური ფაქტორების (მაგ., რადიოაქტიური ნივთიერებების) დაგროვება. სინონიმებია: კუმულაცია, ბიოაკუმულაცია.
აკუპრესურა (ლათ. acus ნემსი, pressus წნევა, ზემოქმედება) - თითის დაჭერა სხეულის გარკვეულ წერტილებზე სხვადასხვა დაავადების სიმპტომების წინააღმდეგ (მაგ., კბილის ტკივილი, სურდო და ა.შ.).
აკუპუნქტურა (ლათ. acus ნემსი, punctum წერტილი) - ჩინური ხალხური მედიცინის მეთოდი, რაც მდგომარეობს სხეულის გარკვეულ წერტილებში ნემსის ჩხვლეტაში.
აკუსტიკა (ბერძნ. akustikos სმენისა, სმენითი) - 1.ფიზიკის დარგი, რომელიც სწავლობს ბგერის სიძლიერეს და გავრცელებას. 2.სმენადობის პირობები შენობაში (მაგ., ოპერაში).
ალალია (ბერძნ. a უარყ. თავსართი, lalia მეტყველება) - მეტყველების უნარის უქონლობა ან განუვითარებლობა ბავშვებში. ვითარდება მუცლად ყოფნის პერიოდში ან 1 წლის ასაკამდე ბავშვებში თავის ტვინის მეტყველების ზონის განვითარების დარღვევების შედეგად.
ალანტოისი (ბერძნ. allantos ძეხვი, eidos მსგავსი) - ემბრიონის გარე ორგანო, ერთ -ერთი ჩანასახოვანი გარსი. ემსახურება საკვები ნივთიერებების შეწოვას. მისი სისხლძარღვები მიემართებიან ჩანასახიდან საშვილოსნოს კედლისაკენ, კერძოდ, პლაცენტისაკენ, დაახლოებით 40-60 სმ სიგრძის წარმონაქმნის, ჭიპლარის საშუალებით.
ალაო - ხელოვნურად გაღივებული, ფერმენტების შემცველი მარცვლეული (ხორბალი, ქერი და სხვ.). იყენებენ სპირტის, ლუდის და ბურახის წარმოებაში.
ალარმიზმი (ინგლ. alarm განგაში) - ბუნების დაცვაში ერთ-ერთი ყველაზე უკიდურესი მიმართულება. მისი წარმომადგენლები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ადამიანის მავნე ზემოქმედებას ბუნებაზე, განსაკუთრებით ცხოველთა სამყაროს წარმომადგენლებზე.
ალბინიზმი (ლათ. albus თეთრი) - ამა თუ იმ სახეობის დამახასიათებელი ნორმალური პიგმენტაციის, შეფერილობის თანდაყოლილი უქონლობა. აღნიშნული მოვლენა რეცესიული ნიშანთვისებაა და გამოწვეულია ამინომჟავური ცვლის დარღვევით. ორგანიზმში ბლოკირებულია პიგმენტების (მელანინის, ქლოროფილის) სინთეზი.
ალბინოსი (ლათ. albus თეთრი) - ინდივიდი, რომელსაც ახასიათებს ალბინიზმი (იხ.). განასხვავებენ სრულ და ნაწილობრივ ალბინოსებს.
ალბუმინები (ლათ. albumen ცილა) - მარტივი გლობულარული ცილები. გააჩნიათ ვიტამინების, ჰორმონების, კორტიკოსტეროიდების და სხვ. სისხლით ტრანსპორტირების უნარი. ალბუმინებს შეიცავს რძე, სისხლის შრატი, კვერცხის ცილა და სხვ.
ალგიდური სტადია (ლათ. Stadium algidum) - დაწყებითი სტადია.
ალგიციდი (ლათ. alga წყალმცენარე, caedo ვკლავ) - ნივთიერება, რომელიც გამოიყენება წყალმცენარეების მოსასპობად.
ალგოლოგია (ლათ. alga წყალმცენარე, ბერძნ. logos მოძღვრება) - ბოტანიკის დარგი, რომელიც შეისწავლის წყალმცენარეებს.
ალგორითმი - გარკვეული ტიპის ამოცანების გადასაწყვეტად შესრულებული მათემატიკური ოპერაციების ერთობლიობა, რომელიც მკაცრად დადგენილი თანმიმდევრობით სრულდება. ტერმინი შუააზიელი მეცნიერის ალ-ხორეზმის სახელის ლათინიზებული ფორმაა.
ალელები (ბერძნ. allelon ორმხრივი) - ერთი გენის სახეცვლილებები ან სხვადასხვა მდგომარეობა, რაც იწვევს ერთი და იგივე ნიშან-თვისების ვარიაციებს. ალელური გენები ლოკალიზებულნი არიან ჰომოლოგიური ქრომოსომების იდენტურ ლოკუსებში. ალელებია დომინანტური და რეცესიული გენები. ტერმინი მოწოდებულია ა.იოჰანსონის მიერ 1909 წელს.
ალელოპათია (ბერძნ. allelon ორმხრივი, phatos ტანჯვა) - მცენარეთა მიერ გამოყოფილი სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებების (ანტიბიოტიკების, მარაზმინების, ფიტონციდების, კოლინების და სხვ.) საშუალებით ერთმანეთზე უარყოფითი ზემოქმედება.
ალენის წესი - თბილსისხლიანი ცხოველების გამოზიდული ნაწილები ცივ კლიმატში უფრო მოკლენი არიან, ვიდრე თბილში. ამიტომ ცივ კლიმატში ცხოველები ნაკლებ სითბოს გასცემენ. აღნიშნულ წესს სახელი ეწოდა ამერიკელი მეცნიერის ჯ. ალენის (1838 -1921) საპატივცემულოდ.
ალერგენი (ბერძნ. allos შეცვლილ, სხვა, ergon მოქმედება, genesis წარმოშობა) - ნივთიერება (უცხო ცილა, მიკრობი, ყვავილის მტვერი, საკვები პროდუქტი, სამკურნალო პრეპარატი და სხვ.), რომელიც იწვევს ალერგიულ რეაქციას.
ალერგია (ბერძნ. allos შეცვლილი, სხვა, ergon მოქმედება) - იმუნური რეაქცია, რაც, როგორც წესი, გამოიხატება ორგანიზმის ჰიპერრეაქტიულობაში ამა თუ იმ ნივთიერების, ალერგენის (იხ.) მოქმედების მიმართ.
ალექსია (ბერძნ. a უარყ. თავსართი, lexis სიტყვა) - კითხვის უნარის დაკარგვა.
ალექსინი (ბერძნ. alexo ვიცავ, უკუვაგდებ) - იგივე კომპლემენტი (იხ.).
ალეციტალური კვერცხი (ბერძნ. a უარყ. თავსართი, lekithos კვერცხის ყვითრი) - მრავალი უხერხემლოს, ზოგიერთი ჩანთოსნის და უმაღლესი ძუძუმწოვრების კვერცხი, რომელსაც არა აქვს ყვითრი ან გააჩნია იგი ძალზე მცირე რაოდენობით. ზოგიერთი მეცნიერი ალეციტალურ კვერცხს ოლიგოლეციტალურს უწოდებს.
ალვეოლა (ლათ. alveolus ღრმული, ბუშტულა) - 1..ფილტვის ბრონქიოლების დამაბოლოებელი, სისხლის კაპილარებით ამოფენილი ბუშტუკი, სადაც მიმდინარეობს აირცვლა. 2.ბუშტუკოვანი (ალვეოლური) ჯირკვლების. დაბოლოება, სეკრეტის გამომყოფი ნაწილი. 3.კბილის ბუდე.
ალთეა (Althaea offi cinalis) - ტუხტი. მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარე. ფესვებში გააჩნია გალაქტოზა, გლუკოზა, სახამებელი, ვიტამინები და ა.შ., გვირგვინის ფურცლებში და ფოთლებში - ეთერზეთები, კაროტინი, ასკორბინის მჟავა და სხვ. ამ მცენარის პრეპარატებს გააჩნიათ ანთების საწინააღმდეგო, ამოსახველებელი და სხვა თვისებები. ამზადებენ ნახარშს, ნაყენს, ფხვნილებს და ა.შ.
ალიმენტური (ლათ. alimentum საკვები, საზრდო) - კვებაზე დამოკიდებული, კვებით განპირობებული.
ალკალოზი (არაბ. alkali ტუტე, ფუძე, ბერძნ. osis მდგომარეობა) - ორგანიზმში მჟავე -ტუტოვანი წონასწორობის დარღვევა.
ალკალოიდები (არაბ. alkali ტუტე, ფუძე, ბერძნ. eidos მსგავსი) - ტუტე (ფუძე) თვისების აზოტშემცველი ნივთიერებანი, უმთავრესად მცენარეული წარმოშობისა. მცირე დოზებით იყენებენ მედიცინაში (მორფინი, კოფეინი, კოკაინი, ეფედრინი, ატროპინი და სხვ.).
ალკოჰოლიზმი (ლათ. alcohol ალკოჰოლი) - ალკოჰოლისადმი (სპირტის შემცველი სასმელებისადმი) ავადმყოფური მიდრეკილება.
ალმა მატერ (ლათ. alma mater მარჩენალი, ქალი, ძიძა) - უნივერსიტეტის (ინსტიტუტის, სკოლის) ძველებური სახელწოდება.
ალოგამია (ბერძნ. allos სხვა, gamos ქორწინება) 1.ერთი ყვავილის დამტვერვა მეორე ყვავილის მტვრით. ეს მოვლენა დამახასიათებელია ორსახლიანი მცენარეებისათვის. 2.ერთუჯრედიანი ორგანიზმების (უმთავრესად, უმარტივესების) სხვადასხვა ინდივიდების გამეტების პოპულაცია.
ალოგენეზი (ბერძნ. allos სხვა, genesis წარმოშობა) - ორგანიზმების ჯგუფების ევოლუციური გარდაქმნები, რის დროსაც სისტემატიკურად ახლო მდგომ სახეობებში ადგილი აქვს ერთი კერძო ხასიათის შეგუების შეცვლას სხვა სახის შეგუებით, მაგრამ ორგანიზაციის საერთო დონე უცვლელი რჩება.
ალოგიზმი (ბერძნ. a უარყ. თავსართი, logos გონება) - რაღაც არალოგიკური. რაც ლოგიკურ აზროვნებას უპირისპირდება.
ალოე (Aloe arborescens) - საბრი. მარადმწვანე, მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. მის ფოთლებში შედის ფისები, ეთერზეთები, ვიტამინები, ფერმენტები. გააჩნია ბაქტერიციდური და საფაღარათო თვისებები. გამოიყე ნება ქრონიკული გასტრიტების, კუჭის წყლულის, ჩირქოვანი ჭრილობების, დამწვრობების და სხვა შემთხვევებში.
ალომეტრია (ბერძნ. allos სხვა, metros ზომა) - სხეულის ნაწილების არათანაბარი ზრდა ორგანიზმის ინდივიდუალური განვითარების პროცესში.
ალომონები (ბერძნ. allos სხვა, chormao მოძრაობაში მომყავს, აღვაგზნებ) - ამა თუ იმ ორგანიზმის მიერ გამომუშავებული ნივთიერებები, რომლებიც ახდენენ რა ზემოქმედებას სხვა სახეობების ინდივიდებზე, იწვევენ ამ უკანასკნელებში თავისთვის სასარგებლო ფიზიოლოგიურ რეაქციებს. მაგ., ყვავილის სუნი და ნექტარი, რომლებიც იზიდავენ მცენარეების დამმტვერავ მწერებს.
ალოპათია (ბერძნ. allos სხვა, pathos ტანჯვა) - მკურნალობის ჩვეულებრივი, არაჰომეოპათიური მეთოდები. ჰომეოპათიის საპირისპირო ცნება.
ალოპატრია (ბერძნ. allos სხვა, patris სამშობლო) - ორგანიზმების სხვადასხვა ჯგუფების, მათ შორის ერთი სახეობის პოპულაციების, არსებობა სხვადასხვა გეოგრაფიულ რაიონებში.
ალოპეცია (ბერძნ. alopex მელა) - თავის არეში თმის კეროვანი ან საერთო ცვენა.
ალოპოლიპლოიდია (ბერძნ. allos სხვა, poly ბევრი, ploos ჯერადი) - სხვადასხვა სტრუქტურის ქრომოსომთა კომპლექტის გაორმაგება ან მრავალჯერადი გამრავლება, რის შედეგადაც მიღებულ ალოპოლიპლოიდურ ფორმას გააჩნია შემდეგი გენომური ფორმულა - AABB, AABBCC და ა.შ., სადაც ყოველი სიმბოლო ერთ ქრომოსომულ კომპლექტს აღნიშნავს და შეესაბამება საწყისი სახეობის ჰაპლოიდურ გენომს.
ალოსომა (ბერძნ. allos სხვა, soma სხეული) - ქრომოსომა, რომელიც ჰომოლოგიურ წყვილში მყოფი სხვა ქრომოსომისაგან მორფოლოგიურად განსხვავდება (მაგ., სასქესო ქრომოსომები).
ალოსტერია (ბერძნ. allos სხვა, stereos მყარი) - უჯრედებში და ორგანიზმებში ნივთიერებათა ცვლის ზოგიერთი პროცესის ინტენსივობის კონტროლი რეგულატორული (ალოსტერული) ფერმენტების აქტიურობის ცვლილების ხარჯზე. ალოსტერია ხელს უწყობს უჯრედის მატერიალური და ენერგეტიკული რესურსების ეკონომიურ გამოყენებას (ხარჯვას).
ალოტრანსპლანტაცია (ბერძნ. allos სხვა, ლათ. trans იქით, იქითა, plantatio ნერგი) - ქსოვილების და ორგანოების გადანერგვა ერთი სახეობის ორგანიზმების ფარგლებში. სინონიმები: ალოგენური გადანერგვა, ჰომოტრანსპლანტაცია, ჰომოლოგიური გადანერგვა.
ალოფენური ცხოველები (ბერძნ. allos სხვა, phainomenon მოვლენილი) - სხვადასხვა ზიგოტებისაგან შექმნილი სრულიად ახალი ცხოველი, რომელიც აერთიანებს ყველა საწყისი მშობლის ფენოტიპს.
ალოქთონები (ბერძნ. allos სხვა, chthon სამშობლო, მიწაწყალი) - განსახლების შედეგად ამა თუ იმ ფლორასა თუ ფაუნაში მოხვედრილი ორგანიზმები.
ალპინარიუმი (ალპების სახელწოდებიდან) - ბაღის ან პარკის ნაკვეთი, სადაც კულტივირებას უწევენ მაღალმთის მცენარეულობას. ალპინარიუმს ჩვეულებრივ მთიანი გორაკის სახე აქვს.
ალპური (ალპების სახელწოდებიდან) - მაღალმთიანი. მაგ., ალპური საძოვრები, ალპური ზონა.
ალტერაცია (ლათ. altero ვცვლი, ვაუარესებ) - უჯრედების, ქსოვილთა და ორგანოთა სტრუქტურის ცვლილებები მექანიკური, ქიმიური, ელექტრული და სხვა ფაქტორების ზეგავლენით, რასაც თან სდევს მათი ცხოველქმედების დარღვევა.
ალტერ ეგო (alter ego) - რომელიმე ადამიანის (მაგ., მეცნიერის) უახლოესი თანამოაზრე, მეგობარი, რომელიც იმდენად ახლობელია, რომ შეიძლება იგი სრულიად შეცვალოს.
ალტერნატივა (ლათ. alterno შენაცვლებით ვაკეთებ) - ამა თუ იმ საკითხის გადასაწყვეტად ორი ან რამდენიმე ერთმანეთის გამომრიცხავი შესაძლებლობებიდან ერთერთის არჩევა. ერთ-ერთი მათგანი ამ შესაძლებლობებიდან.
ალტერნაციული მედიცინა (ლათ. alterno შენაცვლებით ვაკეთებ, მედიცინა) - იგივე პარალელური მედიცინა. მკურნალობის მეთოდი, რომლის ფიზიოლოგიური საფუძვლები ბოლომდე შესწავლილი არ არის. ასეთებია: აკუპუნქტურა, აკუპრესურა, ჰომეოპათია და სხვ.
ალტრუიზმი (ლათ. alter სხვ.) - უანგარო ზრუნვა სხვათა კეთილდღეობისათვის. სხვებისათვის თავისი პირადი ინტერესების შეწირვა. ახასიათებთ ცხოველებსაც. მაგ., ასეთ მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს მტაცებლის მოახლოებაზე ჯოგის ან ფრინველთა გუნდის რომელიმე წევრის გაფრთხილებითი სიგნალი, რითაც იგი თავს საფრთხეში იგდებს.
ალფაფეტოპროტეინი (alfa -ბერძნული ალფაბეტის პირველი ასო, ლათ. fetus ჩანასახი, ბერძნ. protos პირველი, უმთავრესი) - ცილაა, რომელსაც გამოყოფს ნაყოფი და ახალშობილი ბავშვი. შემდეგ მისი სეკრეცია წყდება. როგორც დადგინდა, ჰეპატომის (იხ.) განვითარების შემთხვევაში კვლავ იწყება მისი სინთეზი. გააჩნია სადიაგნოზო მნიშვნელობა.
ალქიმია (ლათ. alchymia) - ასე ეწოდებოდა შუა საუკუნეებში ზოგიერთი მეცნიერის ძალისხმევას ქიმიური საშუალებით მიეღოთ ფანტასტიკური „ფილოსოფიური ქვა“, რომელსაც თითქოსდა შეეძლო ჩვეულებრივი მეტალების ოქროდ გადაქცევა, აგრეთვე ადამიანის სიცოცხლის გამახანგრძლივებელი ე.წ. „სიცოცხლის ელექსირის“ მიღება.
ალცჰეიმერის დაავადება - ცენტრალური ნერვული სისტემის პროგრესირებადი დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომია ამნეზია (იხ.). ამ დაავადების ეტიოლოგია უცნობია.
ამბერკოდონი (ინგლ. amber ქარვა, გაქვავებული ფისი, ფრანგ. code პირობითი შემოკლება, შიფრი) - სამი „უაზრო“ კოდონიდან (იხ.) ერთ-ერთი (მაგ., უაგ), რომელიც ცილის სინთეზის ტერმინაციას განაპირობებს.
ამბერმუტაცია (ინგლ. amber ქარვა, გაქვავებული ფისი, ლათ. mutatio ცვლილება) - ნებისმიერი ცვლილება დნმ-ში, რომელიც იწვევს ამინომჟავის მაკოდირებელი ტრიპლეტის შეცვლას და მის ნაცვლად ამბერკოდონის (იხ.) წარმოქმნას.
ამბიდექსტრია (ლათ. ambo ორივე, dexter მარჯვენა) - მარჯვენა და მარცხენა კიდურების ერთნაირი სიმარჯვით გამოყენება.
ამბივალენტურობა (ლათ. ambo ორივე, valentia ძალა) - გარკვეულ პირთა, საგანთა, მოვლენათა მიმართ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო განცდა.
ამბისტომა (ბერძნ. amblys ბლაგვი, ჩლუნგი, stoma პირი) - კუდიანი ამფიბია სალამანდრისებრთა ოჯახიდან.
ამბიცია (ლათ. ambitio პატივმოყარეობა, ტრაბახი) - ზედმეტი თავმოყვარეობა, პატივმოყვარეობა, ქედმაღლობა, თავის თავზე ზედმეტი წარმოდგენა.
ამბრა (ფრანგ. ambre) - 1. არომატი, კეთილსურნელება. 2. ცვილისმაგვარი ნივთიერება, რომელიც გამომუშავდება კაშალოტის საჭმლის მომნელებელ ტრაქტში. მისი სპეციფიკური სუნი განპირობებულია ტრიტერპენის სპირტის - ამბრენის დაჟანგვის პროდუქტებით. ამბრას ზოგჯერ ნახულობენ წყალში ან ოკეანეების ნაპირებზე. გამოიყენებენ პარფიუმერიაში სუნამოებისათვის მდგრადობის მისანიჭებლად.
ამბროზია (ბერძნ. ambrosia) - 1. ძველბერძნულ მითოლოგიაში - ღმერთების არომატული საკვები, რომელიც მათ უკვდავებას ანიჭებდა. ძალზე გემრიელი, განსაკუთრებული საკვები. 2. რთულყვავილოვანთა ოჯახის წარმომადგენელია. კულტურული ნათესების სარეველაა. საქართველოში გვხვდება ავშანფოთლიანი (A.artemisiifolia), სამნაკვთიანი (A.trifida) და მრავალწლიანი (A.psilostachya) ამბროზიები. მისი ყვავილის მტვერი იწვევს ე.წ. თივისმიერ ცხელებას. ზოგიერთი მონაცემით, აღნიშნულ მცენარეს გააჩნია კანცეროგენური თვისებები.
ამბულატორია (ლათ. ambulo ვსეირნობ) - სამკურნალო -პროფილაქტიკური დაწესებულება, რომელიც სამედიცინო დახმარებას უწევს როგორც მომსვლელ, ასევე სახლში მყოფ ავადმყოფებს.
ამებები (ბერძნ. amoibe ცვლილება) - უმარტივესების ტიპის, ფესვფეხიანთა (სარკოდინების) კლასის ერთ-ერთი ერთუჯრედიანი, მარტივად აგებული ორგანიზმებია, რომელთა სხეულის ფორმა მკვეთრად ცვალება დობს. ზოგიერთი სახეობა იწვევს ადამიანისა და ცხოველების დაავადებებს. ძირითადად პარაზიტობენ ნაწლავებში. განსაკუთრებით საშიშია დიზენტერიული ამება (იხ.).
ამებიაზი (amoebiasis) - ხანგრძლივად მიმდინარე ინვაზიური დაავადება, რომლის გამომწვევია დიზენტერიული ამება (Entamoeba histolytica). აზიანებს მსხვილ ნაწლავს, იწვევს ღვიძლის, ფილტვების და სხვ. შინაგანი ორგანოების აბსცესს (იხ.).
ამებოიდური მოძრაობა (ბერძნ. amoibe ცვლილება) - უჯრედის გადაადგილება მისი შემცველობის ცვლილების გზით, მაგ., ფსევდოპოდიების (ცრუფეხების) გამოყოფით. ასეთი ტიპის მოძრაობა ამებების გარდა ახასიათებთ ლეიკოციტებსაც.
ამებოციტები (ბერძნ. amoibe ცვლილება, kytos უჯრედი) - უხერხემლო ცხოველების მოძრავი, ცვლადი ფორმის სისხლის უჯრედები. ასეთი თვისებები დამახასიათებელია ხერხემლიანების ლეიკოციტებისათვის.
ამენორეა (ბერძნ. a უარყ. თავსართი, men თვე, rheo მოვედინები) - სქესობრივი სიმწიფის პერიოდში მენსტრუაციის (თვიურის) უქონლობა.
ამენსალიზმი (ლათ. amens წინდაუხედავი, თავზე ხელაღებული) - ერთი ორგანიზმის მიერ მეორის დათრგუნვა, ამ უკანასკნელის მხრიდან ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე.
ამიგდალინი (Amygdalus communis ნუში) - მწარე ნუშის ფოთლებსა და თესლებში, აგრეთვე ატმის, ქლიავის, ვაშლის, ალუბლის და სხვ. თესლებში არსებული გლიკოზიდი.
ამილოიდოზი (ბერძნ. amylon სახამებელი, eidos სახე) - ცილოვანი ცვლის დარღვევა.
ამიმია (ლათ. amimia) - სახის გამომეტყველების მოშლა.
ამინომჟავები - ორგანული ნაერთები, რომლებიც აერთიანებენ მჟავებისა და ამინების თვისებებს, ე.ი. მათ გააჩნიათ კარბოქსილის (COOH) და ამინის (NH2) ჯგუფები. ცილის მოლეკულების ძირითადი სტრუქტურული ერთეულებია.
ამიტოზი (ბერძნ. a უარყ. თავსართი, mitos ძაფი) - უჯრედის გაყოფის ერთ-ერთი ხერხი, რაც მდგომარეობს ბირთვის და ბოლოს, ციტოპლაზმის პირდაპირ გაყოფაში ორად. რიგ შემთხვევაში შესაძლოა ციტოპლაზმა არ გაიყოს და ჩამოყალიბდეს ორ ან მრავალბირთვიანი უჯრედი.
ამნეზია (ბერძნ. a უარყ. თავსართი, mneme მეხსიერება) - მეხსიერების სრული ან ნაწილობრივი დაკარგვა.
ამნიონი (ბერძნ. amnion ჩანასახოვანი ბუშტი) - უმაღლესი ხერხემლიანი ცხოველების ჩანასახის შიგნითა, წყლის შემცველი გარსი. ერთ-ერთი ჩანასახოვანი გარსია.
ამნიოტები (ბერძნ. amnion ჩანასახოვანი ბუშტი) - ხმელეთზე ცხოვრებას შეგუებული უმაღლესი ხერხემლიანი ცხოველები (რეპტილიები, ფრინველები, ძუძუმწოვრები). მათი ჩანასახი, ანამნიების (იხ.). ჩანასახისაგან განსხვავებით, შეიცავს ამნიონს და ალანტოისს.
ამნიოცენტეზი (ბერძნ. amnion ჩანასახოვანი ბუშტი, kentesis გახვრეტა) - მემკვიდრული დაავადებების პრენატალური დიაგნოსტირების მეთოდი. ორსულობის მე-14-16 კვირიდან მე-20-22 კვირამდე იღებენ ამნიონის სითხეს და ახდენენ მასში მყოფი უჯრედების ქრომოსომული და გენომური მუტაციების გამოვლენას ციტოგენეტიკური მეთოდით.
ამოკი (მალ. amoq სიშმაგე) - ფსიქიკური დაავადება, მკვლელობის დაუოკებელი სურვილი.
ამორალური (ბერძნ. a უარყ. თავსართი, ლათ. moralis ზნეობრივი) - უზნეო, ზნედაცემული (მაგ., ამორალური საქციელი, ამორალური ადამიანი). ამორალიზმის ფორმებია ეგოიზმი, კაცთმოძულეობა (მიზანთროპია), ცინიზმი და სხვ.
ამორფული (ბერძნ. amorphos) - 1. უფორმო. 2. ნივთიერება, რომელსაც არა აქვს კრისტალური აგებულება. მაგ., ამორფულ სხეულში ატომები, მოლეკულები და სხვ. უწესრიგოდ, ქაოტურად არიან განლაგებული.
ამოწყდომა - თანდათანობითი ან უეცარი ევოლუციური პროცესი, რომელიც ხასიათდება ამა თუ იმ სახეობის შენელებული გამრავლებით და გაძლიერებული სიკვდილიანობით. ამის შედეგი შეიძლება იყოს სახეობის რაოდენობის შემცირება, შემდეგ კი მისი სრული გაქრობა. ამოწყდომის მიზეზი შეიძლება იყოს გენეტიკური ტვირთის (იხ.) გაზრდა და არსებობის პირობების შეცვლა (ბუნებრივად ან ადამიანის ჩარევის შედეგად).
ამოხუთვა - წყალში მცხოვრები ორგანიზმების (ძირითადად თევზების) მასობრივი დაღუპვა უჟანგბადობის ან წყალში ტოქსინების დაგროვების გამო.
ამპელოგრაფია (ბერძნ. ampelos ვაზი, grapho ვწერ) - მეცნიერება ვაზის სახეობებსა და ჯიშებზე.
ამპელოთერაპია (ბერძნ. ampelos ვაზი, therapeia მკურნალობა) - დიეტოთერაპიის ერთ-ერთი მეთოდი, რაც გამოიხატება ჩვეულებრივ საკვებთან ერთად დიდი რაოდენობით ტკბილი ყურძნის დანიშვნაში.
ამპელოლოგია (ბერძნ. ampelos ვაზი, logos მოძღვრება) - მეცნიერება მევენახეობაზე.
ამპელური მცენარეები (გერმ. ampel მცენარეებისათვის განკუთვნილი ჩამოსაკიდი ლარნაკი) - ჩამოკიდებულ ლარნაკებში (ამპელებში) ან ქოთნებში გაზრდილი დეკორაციული მცენარეები გრძელი, გადმოკიდებული ყლორტებით (მაგ., დედოფლის ყვავილი).
ამპერი (ფრანგი ფიზიკოსის a.amperis გვარის მიხედვით) - ელექტროდენის ძალის ერთეული.
ამპლიკონი (ლათ. amplificatio გაფართოება) - ამპლიფიკაციის ქრომოსომგარეთა ერთეული.
ამპლიფიკაცია (ლათ. amplifi catio გაფართოება) - 1.ქრომოსომაში განლაგებული ამა თუ იმ გენის ორი, სამი ან მეტი ასლის შექმნა. 2.ორგანიზმის უნარი გააწონასწოროს (გაანეიტრალოს) ეგზოგენური ფაქტორების ზემოქმედება.
ამპლუა (ფრანგ. emploi გამოყენება, თანამდებობა) - საქმიანობა, მოღვაწეობა, როლი.
ამპულა (ლათ. ampulla შუშა, ბუშტუკი) - საინექციო საშუალებათა ჰერმეტულად დახურული მინის პატარა ჭურჭელი.
ამპუტაცია (ლათ. amputatio მოჭრა, მოკვეთა) - ქირურგიული ოპერაცია, რაც მდგომარეობს რომელიმე ორგანოს ან კიდურის სრულ ან ნაწილობრივ მოკვეთაში.
ამუზია (ბერძნ. a უარყ. თავსართი, musa ხელოვნება) - ნაცნობი მელოდიების გამოცნობის უნარის დაკარგვა.
ამფიბიები (ბერძნ. amphibion ორგვარად მცხოვრები) - ხერხემლიანი ცხოველების ერთ -ერთი კლასი. ორმაგ გარემოში მცხოვრები ცხოველები (მაგ., ბაყაყები, გომბეშოები, სალამანდრები).
ამფიდიპლოიდები (ბერძნ. amphi ირგვლივ, ახლოს, diploos ორმაგი) ეუკარიოტული უჯრედები, რომლებიც ორი გენომის შეერთების შედეგად შეიცავენ ქრომოსომების ორ ორმაგ კომპლექტს.
ამფიმიქსისი (ბერძნ. amphi ირგვლივ, ახლოს, mixis შერევა) - მცენარეთა და ცხოველთა სქესობრივი გამრავლების საშუალება, რომლის დროსაც ხდება ორი სასქესო უჯრედის (მდედრობითის და მამრობითის) შერწყმა.
ამფიტოკია (ბერძნ. amphi ირგვლივ, ახლოს, tokos მშობიარობა) - პართენოგენეზის ერთ-ერთი ფორმა, როდესაც შთამომავლობა წარმოდგენილია ან მხოლოდ მამრებით, ან მხოლოდ მდედრებით. ახასიათებთ ბუგრებს, კავკასიაში გავრცელებულ ზოგიერთ კლდის ხვლიკს და ა.შ.
ამფიცენოზი (ბერძნ. amphi ირგვლივ, ახლოს, koinos საერთო) - თანასაზოგადოება, რომელიც შექმნილია შუალედური თანასაზოგადოებების სახეობებისაგან (მაგ., ტყე და ტუნდრა, ტყე და ველი).
ამფოტერულობა (ბერძნ. amphoteros ორივე) - ზოგიერთი ნივთიერების თვისება გამოამჟღავნოს მჟავის ან ტუტის თვისებები.
ამფოტროპული ვირუსები (ბერძნ. ampho ორივე, tropos მობრუნება, მიმართულება, ლათ. virus შხამი) - ძალზე ახლოს არიან დუალოტროპულ (იხ.) ვირუსებთან. ამ უკანასკნელებისგან განსხვავებით მათ არ ძალუძთ წაულას უჯრედებში ტრანსფორმაციის ფოკუსების წარმოქმნა.
ანაბეჭდი - 1.ნამარხი მცენარეებისა და ცხოველების შენახვის ფორმა ქანებში. 2.რომელიმე ორგანოს სტრუქტურის შესწავლა სასაგნე მინაზე (ე.წ. ციტოლოგიური ანაბეჭდი).
ანაბიოზი (ბერძნ. anabiosis გამოცოცხლება) - დროებითი, შექცევადი მდგომარეობა, როდესაც სასიცოცხლო პროცესები ორგანიზმში იმდენად შენელებულია, რომ თითქმის არა აქვს ადგილი სიცოცხლის გარეგან გამოვლინებებს. აღნიშნული პროცესი ხელს უწყობს ორგანიზმების გადარჩენას მკვეთრად არახელსაყრელ პირობებში (მაღალი ან დაბალი ტემპერატურა, უკიდურესი სიმშრალე და სხვ.). ანაბიოზი შეინიშნება მიკროორგანიზმებში, მცენარეებსა და ცხოველებში. ზოგიერთი მათგანისათვის აღნიშნული პროცესი წარმოადგენს განვითარების ნორმალური ციკლის ერთ-ერთ ფაზას (თესლები, სპორები, ცისტები).
ანაბოლიზმი (ბერძნ. anabole ამაღლება) - მეტაბოლიზმის შემადგენელი ნაწილია და მიმართულია უჯრედის მიერ საკვები ნივთიერებების ათვისებისაკენ, შედარებით მარტივი მოლეკულებიდან რთული მოლეკულების სინთეზისაკენ (იხ. ასიმილაცია).
ანაგენეზი (ბერძნ. ana უკან, უკუ, genesis წარმოშობა) - ადაპტაციური გარდაქმნა, რაც იწვევს ორგანიზმების აგებულებისა და ფუნქციონირების საერთო სრულყოფას და მთელი ფილოგენეზური შტოს შემდგომ პროგ რესულ ევოლუციას. სინონიმი: აროგენეზი.
ანადრომული მიგრაცია (ბერძნ. an უარყ. თავსართი, dromos სირბილი, ლათ. migratio გადასახლება, გადაადგილება) - გამრავლების მიზნით წყლის ზოგიერთი ცხოველის (მაგ., ზუთხისებრი და ორაგულისებრი თევზების) გადაადგილება ზღვებიდან მდინარეებში.
ანაერობები (ბერძნ. an უარყ. თავსართი, aer ჰაერი, bios სიცოცხლე) - მიკროორგანიზმები, რომლებიც ცოცხლობენ მხოლოდ უჰაერო პირობებში, უჟანგბადოდ. ანაერობებია: ზოგიერთი ბაქტერია, ინფუზორია, ჭია (თასმისებრნი, ასკარიდები) და მოლუსკი. განასხვავებენ ობლიგატურ ანაერობებს (რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ უჟანგბადო არეში) და ფაკულტატურ ანაერობებს (რომელთაც ძალუძთ ცხოვრება როგორც უჟანგ ბადო, ასევე თავისუფალი ჟანგბადის არსებობის პირობებში). აღნიშნულ ორგანიზმებში მიმდინარე პროცესს ანოქსიბიოზი ეწოდება.
ანალგეზია (ბერძნ., analgesia უგრძნობლობა) - ტკივილის შეგრძნების დაკარგვა.
ანალგეტიკები (ბერძნ. an უარყ. თავსართი, algos ტკივილი) - ტკივილის გამაყუჩებელი საშუალებები.
ანალიზატორი (ბერძნ. analysis დაშლა, დანაწევრება) - რთული ანატომიურ -ფიზიოლოგიური სისტემა, რომლის მეშვეობითაც ხდება ყოველგვარი გაღიზიანების აღქმა და ანალიზი. მაგ., მხედველობის, სმენის და სხვ.
ანალიზი (ბერძნ. analysis დაშლა, დანაწევრება) - 1. სამეცნიერო კვლევის მეთოდი, რაც მდგომარეობს მთლიანის დაშლაში, დანაწევრებაში შემადგენელ ელემენტებად. 2. რაიმე ნივთიერების შემადგენლობის და თვისებების განსაზღვრა (მაგ., მათი გამოკვლევა სისხლში). 3. რაღაცის განხილვა, გარჩევა.
ანალოგია (ბერძნ. analogia შესაბამისობა) - 1. რაიმე მოვლენის, საგნის მსგავსი, შესაბამისი მოვლენა, საგანი. 2. სხვადასხვა სისტემატიკური ჯგუფის წარმომადგენელთა ცალკეული ორგანოების მორფოლოგიური მსგავსება, რაც განპირობებულია მსგავსი ფუნქციის შესრულებით. მაგ., მწერებისა და ფრინველების ფრთები, ძუძუმწოვრებისა და თავფეხიანი მოლუსკების თვალები. აღნიშნულ ორგანოებს სხვადასხვა ონტოგენეზური განვითარება ახასიათებთ (განსხვავებით ჰომოლოგიური ორგანოებისაგან).
ანალური (ლათ. anus რგოლი, ბეჭედი) - ის, რაც შეეხება უკანა გასასვლელს, ყითას.
ანამნეზი (ბერძნ. anamnesis მოგონება) - ექიმის მიერ ავადმყოფის ან მისი ახლობლების გამოკითხვის შედეგად შეკრებილი ცნობები ავადმყოფობის შესახებ.
ანამნიები (ბერძნ. a უარყ. თავსართი, amnion ჩანასახოვანი ბუშტი) - უმდაბლესი ხერხემლიანები (მრგვალპირიანები, თევზები, ამფიბიები), რო მელთა ჩანასახებს არ გააჩნიათ ამნიონი და ალანტოისი.
ანანასი (Ananas sativus) - მიეკუთვნება ბრომელიისებრთა ოჯახს. ტროპიკული ბალახოვანი მცენარეა, 80სმ-მდე სიგრძის ხორციანი ფოთლებით და გირჩისებრი ნაყოფით. ამ მცენარეში აღმოჩენილია ფერმენტი ბრომელაინი, რომელიც „ასუფთავებს“ სისხლძარღვებს ქოლესტერინის ნალექისაგან.
ანაპლაზია (ბერძნ. anaplazo გარდავქმნი) - უჯრედის მორფოლოგიური და ფუნქციური თვისებების შეცვლა, მაგ., ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების პროცესში.
ანართრია (ბერძნ. an უარყ. თავსართი, arthron სახსარი) - არტიკულაციის, დანაწევრებული მეტყ ველების უნარის მოშლა.
ანარქია (ბერძნ. anarchia) - 1. სტიქიურობა, არაორგანიზებულობა, უწესრიგობა, ქაოსი. 2. უჯრედის ორგანოიდების ასინქრონული განვითარება.
ანასარკა (ბერძნ. ana ირგვლივ, sarx ხორცი) - კანისა და კანქვეშა ქსოვილის შეშუპება.
ანასტომოზი (ბერძნ. anastomosis შესართავი) - 1. სისხლძარღვების ან ნერვების დამაკავშირებელი ტოტები. 2. მილისებრი ან ღრუ ორგანოების ურთიერთდაკავშირება ხელოვნურად. აღნიშნული მეთოდი პირველად შეიმუშავა ფრანგმა ა.კარელმა.
ანატომია (ბერძნ. anatome გაკვეთა) - საბუნებისმეტყველო მეცნიერების დარგი, რომელიც სწავლობს ადამიანის, ცხოველთა და მცენარეთა ორგანიზმების, ორგანოთა სისტემების და ორგანოთა ფორმასა და აღნაგობას.
ანატომიური თეატრი (ბერძნ. anatome გაკვეთა) - შენობა, ოთახი სადაც გამოფენილია ანატომირებული პრეპარატები თვალსაჩინოებისა და სასწავლო მიზნებისათვის.
ანატონოზი (ბერძნ. ana უკან, უკუ, tonos დაჭიმვა) - უჯრედებში ოსმოსური წნევის მომატება გარეგანი და შინაგანი ზემოქმედებების გავლენით (მაგ., როდესაც უჯრედები დიდი ხნით იმყოფებიან კონცენტრირებულ ხსნარებში).
ანატოქსინი (ბერძნ. ana უკან, უკუ, toxikon შხამი) - ტოქსინი, რომელსაც მაღალი ტემპერატურისა და ფორმალდეჰიდის ზემოქმედებით დაკარგული აქვს პათოგენური მოქმედების უნარი და შენარჩუნებული აქვს იმუნოგენური თვისებები.
ანაფილაქსია (ბერძნ. ana უკან, უკუ, phylaxis დაცვა) - გაძლიერებული მგრძნობელობა, რომელიც უვითარდება ადამიანს ან ცხოველს მათ ორგანიზმში (კანში, კანქვეშ, კუნთებში, სისხლში) უცხო ცილის, ანტიგენის (ანაფილაქტოგენის) განმეორებით (6-12 დღის შემდეგ) შეყვანისას. ანაფილაქსია ალერგიის თავისებური ფორმაა. ანაფილაქტოგენის განმეორებითი შეყვანა იწვევს სწრაფ ანაფილაქსიურ რეაქციას, რისი ტიპობრივი გამოვლინებაა ანაფილაქსიური შოკი. ანაფილაქსიის საწინააღმდეგოდ იყენებენ ადრენალინს, ეფედრინს, ანტიჰისტამინურ საშუალებებს, ჰორმონულ პრეპარატებს და სხვ.
ანაქრონიზმი (ბერძნ. ana უკან, უკუ, chronos დრო) - 1. აზრი, ცნება, მოვლენა, რომელიც მოძველებულია და არ შეესატყვისება თანამედროვე მოთხოვნებს. 2. ერთ ეპოქაში მომხდარი ამბების და მოვლენების შეცდომით სხვა ეპოქაში გადატანა.
ანაციდიტასი (ბერძნ. an უარყ. თავსართი, ლათ. acidus მჟავე) - კუჭის წვენში მარილმჟავას კონცენტრაციის მკვეთრი დაქვეითება ან სრული გაქრობა.
ანგინა (ლათ. angere ვუჭერ, va ხრჩობ.) - ყელის ანგინა, მწვავე ინფექციურ-ალერგიული დაავადებაა, რაც გამოიხატება სასის, ნაქის, მეზოფარინქსისა და ნუშისებრი ჯირკვლების ანთებაში. გულის ანგინა (იხ. სტენოკარდია), გულის დაავადებაა, ახასიათებს მწვავე ტკივილი, ხუთვა და სხვ.
ანგიოგრაფია (ბერძნ. angeion სისხლძარღვი, grapho ვწერ) - სისხლძარღვთა გამოკვლევის მეთოდი (რენტგენოგრაფია, დოპლეროგრაფია).
ანგიოლოგია (ბერძნ. angeion სისხლძარღვი, logos მოძღვრება) - სისხლძარღვოვანი და ლიმფური სისტემების შემსწავლელი ანატომიის (ქირურგიის) ნაწილი.
ანგიომა (ბერძნ. angeion სისხლძარღვი, oma სიმსივნე) - სისხლძარღვებისა და ლიმფური ძარღვების კეთილთვისებიანი სიმსივნე.
ანგიომატოზი (ბერძნ. angeion სისხლძარღვი, oma სიმსივნე, osis მდგომარეობა) - მრავლობითი ანგიომები (იხ.).
ანგიოპათია (ბერძნ. angeion სისხლძარღვი, pathos ავადმყოფობა, ტანჯვა) - სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები (კრებითი ცნებაა).
ანგიოტენზინი (ბერძნ. angeion სისხლძარღვი, ლათ. tensio დაძაბვა) - ძუძუმწოვართა ჰორმონია. იწვევს სისხლის წნევის მომატებას, საშვილოსნოს შეკუმშვას, ასტიმულირებს რიგი ჰორმონების (ალდოსტერონის, ვაზოპრესინის) სეკრეციას. იგივე ანგიოტონინი, ჰიპერტენზინი.
ანგსტრემი (Å) - სიგრძის ერთეულია, რომელიც შეადგენს ნანომეტრის (იხ.) მეათედს. სახელი ეწოდა შვედი ფიზიკოსის ანგსტრემის (1814-1874) საპატივცემულოდ.
ანდროგენები (ბერძნ. aner, andros მამაკაცი, genes წარმოშობა) - მამაკაცის სასქესო ჰორმონები (ტესტოსტერონი და სხვ.).
ანდროგენეზი (ბერძნ. aner, andros მამაკაცი, genesis წარმოშობა) - კვერცხუჯრედის განვითარება მხოლოდ მამრობითი წარმოშობის ბირთვით, იმ შემთხვევაში, თუ მდედრობითი ბირთვი რატომღაც დაიღუპა. კვერცხუჯრედი ვითარდება მხოლოდ ორი სპერმატოზოიდის ბირთვებიდან, რადგანაც ერთ სპერმატოზოიდს ქრომოსომების ჰაპლოიდური კომპლექტით არ ძალუძს სიცოცხლისუნარიანი ჩა ნა სახის წარმოქმნა.
ანდროგინია (ბერძნ. androgynos ორსქესიანი) - მდედრებში მამრის მეორადი სასქესო ნიშნების არსებობა და პირიქით. იხ. ჰერმაფროდიტიზმი.
ანდროლოგია (ბერძნ. aner, andros მამაკაცი, logos მოძღვრება) - მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის მამაკაცის შარდ-სასქესო ორგანოების დაავადებებს.
ანდროპაუზა (ბერძნ. aner, andros მამაკაცი, pause შეჩერება) - მამაკაცებში სქესობრივი ფუნქციის (განაყოფიერების) შეწყვეტის პერიოდი. იგივე მამაკაცის კლიმაქსი.
ანდროფობია (ბერძნ. aner, andros მამაკაცი, phobia შიში) - სიძულვილი მამაკაცებისადმი.
ანევრიზმა (ბერძნ. aneurysma გაფართოება) - არტერიების, ვენების და გულის კედლის ზოგიერთი უბნის გაგანიერება და გამობერვა. განსაკუთრებით ხშირია აორტის ანევრიზმა.
ანელიდები (Annelida) - იგივე რგოლიანი ჭიები. უმაღლესი ჭიების ტიპი. სხეული სეგმენტირებულია რგო ლებად. უმრავლესობა ჰერმაფროდიტია.
ანემია (ბერძნ. an უარყ. თავსართი, haima სისხლი) - დაავადებათა ჯგუფი, რომელსაც ახასიათებს ერითროციტებში ჰემოგლობინისა და სისხლში ერითროციტების რაოდენობის შემცირება. ანემიას იწვევს სისხლის დაკარგვა, სისხლწარმოქმნის დარღვევა და ერითროციტების გაძლიერებული დაშლა.
ანემოფილები (ბერძნ. anemos ქარი, philia სიყვარული) - ქარით ჯვარედინად დამმტვერავი მცენარეები.
ანემოქორია (ბერძნ. anemos ქარი, choreo ვვრცელდები) - მცენარეების დიასპორების (იხ.) გავრცელება ქარის საშუალებით.
ანერგია (ბერძნ. an უარყ. თავსართი, ergon საქმე, მუშაობა) - ორგანიზმის მდგრადობის სრული დაკარგვა დაავადების გამომწვევი მიკრობების მიმართ. მაგ., დამახასიათებელია შიდსით (იხ.) დაავადებულთათვის.
ანესთეზია (ბერძნ. anaisthesia უგრძნობლობა) - ტკივილის გრძნობის დათრგუნვა, გაუტკივრება სხვადასხვა ნივთიერებების (ნოვოკაინის, კოკაინის, დიკაინის და სხვ.) მოქმედებით სხეულის ამა თუ იმ ნაწილში.
ანეუპლოიდია (ბერძნ. an უარყ. თავსართი, eu კარგი, ploos ჯერადი) - ერთი ან მეტი ქრომოსომის დაკარგვა ან დამატება ქრომოსომების კომპლექტზე. შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა გარეგანი და შინაგანი ფაქტორებით. არჩევენ ნულისომიას, მონოსომიას, ტრისომიას. აღნიშნული ცვლილებები განაპირობებენ მთელი რიგი გენეტიკური (ქრომოსომული) დაავადებების (დაუნის, ტერნერის, კლაინფელტერის და სხვ. სინდრომების) განვითარებას.
ანეუსპორია (ბერძნ. an უარყ. თავსართი, eu კარგი, spora დათესვა, თესლი) - იხ. სპოროგენეზი.
ანთება (infl ammatio) - ორგანიზმის დამცველობითი რეაქცია სხვადასხვა პათოგენური გამღიზიანებლების მიმართ. ქსოვილის ან ორგანოს დაზიანების ადგილას დარღვეულია სი ს ხლის მიმოქცევა, რასაც თან ახ ლავს ქსოვილების დისტროფია. ანთების ბიოლოგიური მნიშვნელობა მდგომარეობს დაავადების გამომწვევი აგენტების მოსპობაში ან ორგანიზმში მათი გავრცელების შეზღუდვაში. სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოებში ანთების ხანგრძლივმა მიმდინარეობამ შეიძლება გამოიწვიოს მათი ფუნქციის დარღვევა. ანთება მოიცავს 3 ძირითად კომპონენტს: ალტერაციას, ექსუდაციას და პროლიფერაციას.
ანთერიდიუმი (ბერძნ. antheros აყვავებული) - ხავსების, გვიმრანაირების და სხვ. მამრობითი სასქესო ორგანო, სადაც წარმოიქმნება სპერმატოზოიდები.
ანთოფილები (ბერძნ. anth os ყვავილი, philia სიყვარული, მიდრეკილება) - ცხოველები (განსაკუთრებით მწერები), რომლებიც ბინადრობენ ყვავილებში და იკვებებიან მათი ნაწილებით და ნექტრით.
ანთრაკოზი (ბერძნ. anthrax ნახშირი, osis მდგომარეობა) - დაავადება, რომელიც გამოწვეულია ფილტვებში ნახშირის მტვრის მარცვლების დაგროვების, დალექვის გამო.
ანთრაქსი (ბერძნ. anthrax ნახშირი) - იგივე ჯილეხი (იხ.).
ანთროპოგენეზი (ბერძნ. anthropos ადამიანი, genesis წარმოშობა) - ანთროპოლოგიის ნაწილი, რომელიც შეისწავლის ადამიანის წარმოშობას, მის სახეობად ჩამოყალიბებას საზოგადოების ფორმირების პროცესში (სოციოგენეზი).
ანთროპოგენი (ბერძნ. anthropos ადამიანი, genos წარმოშობა, დაბადება) - კაინოზოური ერის ბოლო გეოლოგიური პერიოდია, ადამიანის წარმოშობიდან დღემდე. მისი ხანგრძლივობა 2,5 - 3,5 მლნ წელიწადს მოიცავს (ზოგი მონაცემით 1-დან - 3,5 მლნ წელიწადს). ანთროპოგენი კაინოზოური ერის ბოლო პერიოდია.
ანთროპოგენური კანცეროგენები (ბერძნ. anthropos ადამიანი, ლათ. cancer კიბო, genaos წარმოქმნა) - ადამიანის მიერ XIX საუკუნის 50-იანი წლებიდან შექმნილი ქიმიური და ფიზიკური ბუნების კანცეროგენები (იხ.).
ანთროპოზოონოზები (ბერძნ. anthropos ადამიანი, zoon ცხოველი, nosos ავადმყოფობა) - ადამიანის ინფექციური და ინვაზიური ავადმყოფობები, რომლებიც მას ცხოველებისაგან გადაეცემა (ცოფი, ტრიქინელოზი, ჯილეხი და სხვ.).
ანთროპოთერაპია (ბერძნ. anthropos ადამიანი, therapeia მკურნალობა) - დაავადების მკურნალობა ცხოველური ორგანიზმებისაგან დამზადებული ექსტრაქტებით ან ქსოვილის თუ ორგანოს ნაწილის იმპლანტაციით (იხ. ფეტალური ქირურგია).
ანთროპოიდები (ბერძნ. anthropoeides ადამიანის მსგავსი) - ადამიანის მსგავსი მაიმუნები.
ანთროპოლოგია (ბერძნ. anthropos ადამიანი, logos მოძღვრება, სწავლება) - მეცნიერება ადამიანის წარმოშობის, ევოლუციის, მორფოფიზიოლოგიური აგებულების, სქესობრივი, ასაკობრივი თავისებურებების შესახებ.
ანთროპომეტრია (ბერძნ. anthropos ადამიანი, metreo ვზომავ) - ანთროპოლოგიური კვლევის ერთერთი მეთოდი, რაც მდგომარეობს ადამიანის სხეულის ნაწილების გაზომ ვაში.
ანთროპომორფიზმი (ბერძნ. anthropos ადამიანი, morphe ფორმა, სახე) - 1. ცხოველების, მცენარეების, არაცოცხალი ბუნების საგნებისა და მოვლენებისათვის ადამიანური თვისებების (გონების, აზროვნების) მინიჭება. 2. ღმერთებისათვის ადამიანური თვისებების მინიჭება. 3.ევოლუციური კონცეფცია, რომელიც აღიარებს ცოცხალის შეგნებულ, ში ნაგან ლტოლვას სრულყოფისაკენ.
ანთროპონოზები (ბერძნ. anthropos ადამიანი, nosos ავადმყოფობა) - ინფექციური დაავადებები, რომლებითაც მარტო ადამიანი ავადდება (მუცლის ტიფი, დიზენტერია, გრიპი, წითელა, ქუნთრუშა და სხვ.).
ანთროპოფაგია (ბერძნ. anthropos ადამიანი, phagein შთანთქმა, ჭამა) - ადამიანის მიერ ადამიანის საკვებად გამოყენება. იგივეა, რაც კანიბალიზმი (იხ.).
ანთროპოფიტები (ბერძნ. anthropos ადამიანი, phyton მცენარე) - ადამიანის თანამგზავრი კულტურული და სარეველა მცენარეები, რომლებიც სახლდებიან მასთან ახლოს.
ანთროპოფობია (ბერძნ. anthropos ადამიანი, phobos შიში) - ადამიანების, კერძოდ კი უცხო პირთა მიმართ პათოლოგიური შიში.
ანთროპოქორია (ბერძნ. anthropos ადამიანი, choreo ვვრცელდები) - ადამიანის მიერ მცენარეების თესლებისა და ნაყოფების გავრცელება.
ანთროპოცენტრიზმი (ბერძნ. anthropos ადამიანი, ლათ. centrum ცენტრი) - ამ შეხედულების მიხედვით, ადამიანი სამყაროს ცენტრია და მისი განვითარების საბოლოო მიზანი. მეცნიერება თავისი არსით ანთროპოცენტრულია. მისი როლი ცოდნის პროგრესში მდგომარეობს არა მარტო ბუნების ზოგადი კანონზომიერებების დადგენაში, არამედ მათ გამოყენებაში თვით ადამიანის ინტერესების შესაბამისად.
ანიზოგამია (ბერძნ. anisos არათანაბარი, არაერთგვაროვანი, gamos შეუღლება, ქორწინება) - ფორმითა და სიდიდით განსხვავებული გამეტების შერწყმა.
ანიზოტროპია (ბერძნ. anisos არათანაბარი, არაერთგვაროვანი, thropos ქცევა, მოქმედების თავისებურება) - მცენარის სხვადასხვა ორგანოების სხვადასხვანაირი განლაგება ერთი და იგივე ფაქტორის ზემოქმედების დროს.
ანიზოფილია (ბერძნ. anisos არათანაბარი, არაერთგვაროვანი, philia სიყვარული) - ერთ ყლორტზე განლაგებული სხვადასხვა ფორმის, ზომის და სტრუქტურის ფოთლები.
ანიზოციტოზი (ბერძნ. anisos არათანაბარი, არაერთგვაროვანი, kytos უჯრედი, osis მდგომარეობა) - ერითროციტების ზომების შეცვლა მაკრო და მიკროციტებად სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობის შემთხვევაში.
ანილინი - იყენებენ პოლიურეტანის დასამზადებელი ნახევარპროდუქტების წარმოებაში. მისგან იღებენ ანტიოქსიდანტებს და ვულკანიზაციის დამაჩქარებლებს, რასაც იყენებენ რეზინის წარმოებაში. ანილინისაგან იღებენ აგრეთვე სხვადასხვა ფარმაცევტულ საშუალებებს და ჰერბიციდებს, აგრეთვე საღებავებს (ანილინის საღებავები). კანცეროგენურია ვირთაგვებისათვის. ანილინის წარმოებაში დასაქმებულ მუშებს ზოგ შემთხვევაში უვითარდებათ შარდის ბუშტის კიბო.
ანიმალისტი (ლათ. animal ცხოველი) - მხატვარი ან მოქანდაკე, რომელიც თავის ნაწარმოებებში გამოხატავს ცხოველებს.
ანიმალკულისტები (ლათ. animalculum მცირე ზომის ცხოველი) - პრეფორმიზმის მიმდევრების ერთი ნაწილი, რომელთა აზრითაც მიკროსკოპული ზომის მომავალი ინდივიდი სპერმატოზოიდშია მოთავსებული. ანიმალკულისტები ჩანასახის განვითარებას განიხილავდნენ როგორც მისი ზომების უბრალო გადიდებას.
ანიმალური პოლუსი (ლათ. ani მალ ცხოველი, polus დედამიწის და ცის თაღის ღერძი) - კვერცხის უბანი, რომელშიც ლოკალიზებულია ბირთვი.
ანიონი (ბერძნ. ana ზემოთ, ion მიმავალი) - უარყოფითად დამუხტული იონი, რომელიც ელექტროლიზის (იხ.) პროცესში ილექება ანოდზე (იხ.) ანუ დადებით პოლუსზე.
ანკარასებრნი (Colubridae) - ქვეწარმავალთა კლასის, გველების რიგის ერთ-ერთი ოჯახია. სხეულის სიგრძე 3,5 მეტრს აღწევს. ცნობილია დაახლოებით 300 გვარი და 1500 სახეობა. იკვებებიან თევზებით, ხვლიკებით, ფრინველებით, მათი კვერცხებით და ა.შ. ზოგიერთი ანკარას (მაგ., აფრიკული ბუმელანგის) ნაკბენი ადამიანისათვის შეიძლება სასიკვდილო აღმოჩნდეს. საქართველოში გვხვდება ჩვეულებრივი ანკარა (Natrix natrix) და წყლის ანკარა (Natrix tessellata).
ანკილოსტომიდოზი (ბერძნ. ankylos მრუდე, stoma პირი, osis მდგომარეობა) - ჩვეულებრივ, ანკილოსტომიდოზში გულისხმობენ ორ დაავადებას: საკუთრივ ანკილოსტომიდოზს (გამომწვევი Ankylostoma duodenale) და ნეკატოროზს (გამომწვევი Necator americanus). ორივე ინვაზიის კლინიკური მიმდინარეობა ანალოგიურია. გამომწვევები მიეკუთვნებიან მრგვალი ჭიების ტიპს. ანკილოსტომები იკვებებიან სისხლით და ნაწლავის შიგთავსით. ანკილოსტომიდოზის დამახასიათებელი სიმპტომია ანემია, რომელიც პროგრესირებს ინვაზიის ინტენსიურობის შესაბამისად.
ანოდი (ბერძნ. anodos გზა ზევითკენ) - დადებითად დამუხტული ელექტროდი (იხ.).
ანოზოგნოზია (ლათ. anosognosia) - საკუთარი ავადმყოფობის შეუცნობლობა.
ანომალია (ბერძნ. an უარყ. თავსართი, homalos თანაბარი) - საერთო ნორმისაგან ატიპიური გადახრა (მაგ., განვითარების ანომალია, გიგანტიზმი, პოლიდაქტილია, ციკლოპური თვალი და სხვ.).
ანონიმი (ბერძნ. anonymos უსახელო) - 1. წერილის, თხზულების ავტორი, რომელიც არ ამხელს თავის ნამდვილ სახელს, ვინაობას. 2. წერილი, თხზულება, რომელსაც თან არ ახლავს ავტორის ნამდვილი სახელი.
ანორექსია (ბერძნ. an უარყ. თავსართი, orexis მადა) - მადის დაკარგვა.
ანოსმატები (ბერძნ. an უარყ. თავსართი, osme სუნი) - ცხოველები, რომლებსაც ყნოსვა არ გააჩნიათ.
ანოსმია (ბერძნ. an უარყ. თავსართი, osme სუნი) - სხვადასხვა ყნოსვითი შეგრძნებების აღქმის ან ამოცნობის უნარის დაკარგვა.
ანოტაცია (ლათ. annotatio წერილობითი შენიშვნა) - წიგნის ან სტატიის შინაარსის მოკლედ გადმოცემა, ხშირად მათი კრიტიკული შეფასებით.
ანოფელესი (ბერძნ. anopheles უსარგებლო, მავნე) - მალარიის პლაზმოდიუმის გადამტანი კოღო.
ანოქსია (ბერძნ. an უარყ. თავსართი, oxygenium ჟანგბადი) - ქსოვილებში ჟანგბადის არარსებობა.
ანოქსიბიოზი (ბერძნ. an უარყ. თავსართი, oxygenium ჟანგბადი, bios ცოცხალი) - ზოგიერთი ცხოველის უნარი ხანგრძლივად გაუძლოს ჟანგბადის ნაკლებობას.
„ან სულ ან არაფრის“ კანონი - დებულება, რომლის თანახმად დადგენილია პირდაპირი შეფარდება მოქმედი გამღიზიანებლის ძალასა და აგზნებადი ქსოვილის (ნერვული, კუნთოვანი) საპასუხო რეაქციის სიდიდეს შორის. აღნიშნული კანონით ქვეზღურბლოვანი გაღიზიანება არ იძლევა ნერვულ იმპულსს აგზნებად ქსოვილში, ხოლო ზეზღურბლოვანი, ზღურბლოვანი ან ქვეზღურბლოვანი ზემოქმედებების ჯამი ქმნის პირობებს მაქსიმალური საპასუხო რეაქციის ფორმირებისათვის.
ანტაგონიზმი (ბერძნ. antagonisma ბრძოლა, მეტოქეობა) - საპირისპირო, საწინააღმდეგო მოქმედება. ბიოლოგიაში ვლინდება მტაცებლებისა და მათი მსხვერპლების არსებობისათვის ბრძოლაში, მიკრობიოლოგიაში - ერთი სახეობის მიკროორგანიზმების დათრგუნვაში მეორე სახეობის მიკროორგანიზმებით და ა.შ. (იხ. პარაზიტიზმი, კონკურენცია).
ანტარქტიკა (ბერძნ. anti წინააღმდეგ, arktikos ჩრდილოეთის) - დედამიწის სამხრეთ -პოლარული მხარე. მოიცავს კონტინენტ ანტარქტიდას, მისი გარემომცველი ატლანტის, ინდოეთის და წყნარი ოკეანეების განაპირა ზღვებსა და კუნძულებს.
ანტენატალური (ლათ. ante წინ, მდე, ინგლ. natal რაც დაბადებას ეხება) - ნაყოფის განვითარების პერიოდი ზიგოტის წარმოქმნიდან მშობიარობამდე.
ანტიბიოზი (ბერძნ. anti წინააღმდეგ, bios სიცოცხლე) - ერთ-ერთი სახეობის არსებობის შეუძლებლობა მეორესთან ერთად გარემოს ინტოქსიკაციის გამო.
ანტიბიოტიკები (ბერძნ. anti წინააღმდეგ, bios სიცოცხლე) - მიკროორგანიზმების (უმდაბლესი სოკოები, აქტინომიცეტები) მიერ გამოყოფილი ნივთიერებები, რომლებსაც უმცირეს კონცენტრაციებშიც კი ძალუძთ ბაქტერიებისა და სხვა მიკროორგანიზმების მოსპობა (პენიცილინი, სტრეპტომიცინი და მრავალი სხვ.). ბუნებრივ ანტიბიოტიკებს გააჩნიათ სინთეზური ანალოგები. ანტიბიოტიკების ანტიბაქტერიული მოქმედების უნარი პირველმა აღმოაჩინა შოტლანდიელმა ა.ფლემინგმა (1929).
ანტიბიოტიკოგრამა (ბერძნ. anti წინააღმდეგ, bios სიცოცხლე, gramma ასო) - იგივე ანტიბიოგრამა. პათოგენური მიკრობების ამა თუ იმ ანტიბიოტიკისადმი მგრძნობელობის ხარისხის დასადგენი ლაბორატორიული მეთოდი.
ანტიგენი (ბერძნ. anti წინააღმდეგ, genos გვარი, წარმოშობა) - ორგანიზმისათვის უცხო ნივთიერება, ჩვეულებრივ ცილა ან ცილის კომპლექსი პოლისაქარიდთან, რომელიც ორგანიზმში მოხვედრისას იწვევს სპეციფიკური ანტისხეულების წარმოქმნას.
ანტიგენური ჰეტეროგენობა (ბერძნ. anti წინააღმდეგ, genos გვარი, წარმოშობა, heteros სხვ.) - სხვადასხვა ორგანიზმების, ქსოვილების და უჯრედების განსხვავებული ცილები.
ანტიდიურეზი (ბერძნ. anti წინააღმდეგ, dia მეტი, uresis მოშარდვა) - შარდის გამოყოფის შემცირება ანტიდიურეზული ჰორმონის გამოყოფის გამო.
ანტიდოტები (ბერძნ. anti წინააღმდეგ, dotos მიცემული) - შხამის საწინააღმდეგო საშუალებები, რომელთაც შხამით მოწამვლის შემთხვევაში იყენებენ (მაგ., ანტიგიურზინი). ანტიდოტები მითრიდატე VI პონტოელიდან იღებს სათავეს.
ანტიდრომი (ბერძნ. anti წინააღმდეგ, dromos რბენა) - ნერვულ ბოჭკოებში აგზნების ანომალური, ორმხრივი გატარება.
ანტითეზისი (ბერძნ. anti წინააღმდეგ, thesis დებულება, თეზისი) - თეზისის საწინააღმდეგო დებულება.
ანტიკოაგულანტი (ბერძნ. anti წინააღმდეგ, ლათ. coagulatio შედედება) - სისხლის შედედების შემაფერხებელი და თრომბის წარმოქმნის საწინააღმდეგო ნივთიერება (მაგ. ჰეპარინი).
ანტიკური (ლათ. antiquus უძველესი) - ძველბერძნული ან ძველრომაული კულტურა, ხელოვნება, სახელმწიფო წყობა და სხვა. ზოგჯერ აღნიშნული ტერმინი გამოიყენება სიტყვების „ძველის“, „ძველისძველის“ სინონიმად.
ანტილიმფოციტური შრატი - ლიმფოციტების (იხ.) საწინააღმდეგო შრატი, რომელსაც იყენებენ ალოტრანსპლანტაციების დროს რეციპიენტის იმუნური სტატუსის დასათრგუნავად.
ანტიმეტაბოლიტები (ბერძნ. anti წინააღმდეგ, metabole ცვლილება) ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომლებიც თავისი აგებულებით, შენებით, ახლოს არიან მეტაბოლიტებთან (იხ.). ვიტამინების, ჰორმონების და მედიატორების ანალოგებია. მეტაბოლიტებთან იმყოფებიან ანტაგონისტურ, კონკურენტულ დამოკიდებულებაში.
ანტიმონია (ლათ. antimonium) - ლაყბობა, წყლის ნაყვა.
ანტიოქსიდანტები (ბერძნ. anti წინააღმდეგ, ლათ. oxygenium ჟანგბადი) - ეს ნივთიერებები თრგუნავენ კანცეროგენების მეტაბოლიზმს და ამუხრუჭებენ სიმსივნეების ინდუქციას. აქედან გამომდინარე, ვარაუდობენ მათ გამოყენებას კიბოს ბიოქიმიური პროფილაქტიკისათვის. მეორე მხრივ, იგივე შენაერთები, ზოგ შემთხვევაში ამჟღავნებენ როგორც პრომოტორულ, ასევე კანცეროგენურ თვისებებსაც.
ანტიპათია (ბერძნ. antipatheia) - რაიმესადმი, ვინმესადმი გადაულახავი არაკეთილგანწყობილება, ზიზღი.
ანტიპერისტალტიკა (ბერძნ. anti წინააღმდეგ, peristaltikos მომჭერი, გარსშემოვლებული) - კუჭისა და ნაწლავების კედლების შეკუმშვა ჩვეულებრივის საწინააღმდეგო მიმართულებით. შებრუნებული პერისტალტიკა.
ანტიპირეტიკები (ბერძნ. anti წინააღმდეგ, pyretos ცხელება) - სიცხისდამწევი საშუალებების საერთო სახელწოდება.
ანტიპოდები (ბერძნ. anti წინააღმდეგ, pus ფეხი) - 1. დედამიწის ორ დიამეტრალურად განსხვავებულ პუნქტში მობინადრე მცენარეები და ცხოველები, რომლებიც სხვადასხვა ნახევარსფეროებში არსებობენ. 2. ადამიანები ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულებებით ან ხასიათით.
ანტიპროტოზოული საშუალებები (ბერძნ. anti წინააღმდეგ, Protozoa უმარტივესები) - სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც თრგუნავენ უმარტივესების მავნე ზემოქმედებას (მაგ. ქინაქინი, აკრიხინი, ტეტრაციკლინი და სხვ.).
ანტირაბიული აცრები (ბერძნ. anti წინააღმდეგ, ლათ. rabies ცოფი) - იგივე პასტერის აცრები. ცოფის საწინააღმდეგო საშუალებანი (ვაქცინა და შრატი).
ანტირაბიული ვაქცინა (ბერძნ. anti წინააღმდეგ, ლათ. rabies ცოფი, vaccinus ძროხისა) - ლ. პასტერის მიერ შემუშავებული ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა. წარმოადგენს ატენუირებულ (იხ.) ვირუსს.
ანტირაბიული შრატი (ბერძნ. anti წინააღმდეგ, ლათ. rabies ცოფი) - ცოფის საწინააღმდეგო პასიური იმუნიზაცია, აცრა შრატის ანტისხეულების მეშვეობით.
ანტისეპტიკა (ბერძნ. anti წინააღმდეგ, sepsis ლპობა) - ინფექციასთან ბრძოლის ბიოლოგიური, ქიმიური, მექანიკური, ფიზიკური და სხვ. საშუალებები.
ანტისხეულები (ბერძნ. anti წინააღმდეგ, ლათ. corpus სხეული) - იმუნოგლობულინური ბუნების ცილები, რომლებიც წარმოიქმნებიან ორგანიზმში ანტიგენის შეყვანის საპასუხოდ. ანტისხეულების სინთეზს ახდენენ B-ლიმფოციტები, ხოლო სეკრეციას - პლაზმური უჯრედები.
ანტიტოქსინი (ბერძნ. anti წინააღმდეგ, toxikon შხამი) - ანტისხეული, რომელიც წარმოიქმნება ორგანიზმში ბაქტერიული თუ სხვა წარმო - შობის ტოქსინის შეჭრის საპასუხოდ.
ანტიციპაცია (ლათ.. anticipacio წინასწარგანჭვრეტა) - დაავადების კლინიკური მიმდინარეობის სიმძიმის პროგრესული ზრდა თაობებში, რისი წინასწარგანჭვრეტა შესაძლებელია.
ანტიჰემოფილური გლობულინი (ბერძნ. anti საწინააღმდეგო, haima სისხლი, philia სიყვარული, მიდრეკილება, ლათ. გლობულუს ბურთულა) - იგივე კრიოპრეციპიტატი, VIII ფაქტორი, რომელიც აკლიათ ჰემოფილიით დაავადებულებს.
ანტიჰომოტოქსიკური მედიცინა (ბერძნ. anti საწინააღმდეგო, homeo ერთიანი, toxikon შხამი) - თერაპიის განსაკუთრებული მიმარ თულებაა. მისი პრეპარატები წარმოადგენენ ჰომეოპათიური (იხ.) პრინციპების და მიდგომის შერწყმას ფიტო, ორთომოლეკულური და ორგანული მედიცინის ელემენტებთან. ანტიჰომოტოქსიკურ მედიცინაში გა მოყენებული კომპლექსური პრეპარატები და ბიოკატალიზატორები არა მარტო ზრდიან თერაპიის ეფექტურობას, არამედ აფართოებენ მისი ზემოქმედების სპექტრს.
ანტონიმები (ბერძნ. anti საწინააღმდეგო, onyma სახელი, სახელწოდება) - სიტყვები, რომლებსაც სხვა სიტყვებთან შედარებით სრულიად საწინააღმდეგო მნიშვნელობა გააჩნიათ. მაგ., „ცივი“ და „ცხელი“, „მაგარი“ და „რბილი“ ანტონიმებია.
ანურია (ბერძნ. an უარყ. თავსართი, uron შარდი) - თირკმლების მიერ შარდის გამოყოფის სრული შეწყვეტა.
ანუსი (ლათ. anus რგოლი, ბეჭედი) - სწორი ნაწლავის ბოლო ნაწილი სფინქტერით. იგივეა, რაც უკანა ტანი, ყითა.
ანფასი (ფრანგ. en face სახეში) - მაყურებლისადმი პირით; სახე წინიდან, პირდაპირი კუთხით.
ანფლერაჟი (ფრანგ. enfl eurage) - ყვავილებიდან სურნელოვანი ნივთიერებების დაგროვების ხერხი.
ანწლი (Sambucus ebulus) - მკვეთრი სუნის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ნაყენებს იყენებენ მედიცინაში. მალარიის და რევმატიზმის საწინააღმდეგოდ, აგრეთვე როგორც ანტისაფაღარათო საშუალებას.
ანჰიდრობიოზი (ბერძნ. a, ან უარყ. თავსართი, hydor წყალი, bios სიცოცხლე) - ანაბიოზის (იხ.) ერთ-ერთი ფორმა, რომელიც ვითარდება უწყლობის პირობებში. აღნიშნული პროცესი დამახასიათებელია ციბრუტელებისათვის, მრგვალი ჭიებისათვის, უმარტივესებისათვის და სხვ. ანჰიდრობიოზის დროს უჯრედი კარგავს წყლის თითქმის მთელ მარაგს. ასეთ მდგომარეობაში მყოფი ორგანიზმი სიცოცხლისუნარიანობას ინარჩუნებს დაახლოებით 25 წლის მანძილზე 2710C ტემპერატურის პირობებშიც კი.
აორტა (ბერძნ. aorte ვწევ) - სისხლის მიმოქცევის დიდი წრის მთავარი, კენტი არტერია, რომელიც გამოდის გულის მარცხენა პარკუჭიდან.
აორტის კოარქტაცია (ლათ. coarctare შემჭიდროვება) - აორტის ყელის შევიწროება.
აპათია (ბერძნ. apatheia უგრძნობლობა, უნებისყოფობა) - ყველაფრისადმი ყოველგვარი ინტერესის დაკარგვა (იხ. დეპრესია).
აპელენტები (ლათ. appellens მიმართული) - ცხოველების მისატყუებელი, მისაზიდი საშუალება.
აპენდექტომია (ლათ. appendix დანამატი, ektome ამოკვეთა) - დაავადებული ჭიანაწლავის (ბრმა ნაწლავის დანამატის) ამოკვეთა.
აპენდიციტი (ლათ. appendix დანამატი, ბერძნ. itis ანთება ) - ჭიანაწლავის ქრონიკული ან მწვავე ანთება.
აპეტალური ყვავილი (ბერძნ. a უარყ. თავსართი, petalon ყვავილის ფურცელი) - ყვავილი გვირგვინის ფურცლების გარეშე.
აპითერაპია (ლათ. apis ფუტკარი, ბერძნ. therapeia მკურნალობა) - გულისხმობს ფუტკრის პროდუქტებითა და მათში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით მკურნალობას.
აპიკალური (ლათ. apex წვერი, ზედა) - 1. ზედა მხარე, ზევით მიმართული. 2. აპიკალური ბგერა: ბგერა, რომელიც წარმოიქმნება ენის წვერის საშუალებით.
აპლაზია (ბერძნ. a უარყ. თავსართი, plasis შექმნა, წარმოქმნა) - ამა თუ იმ ორგანოს ან ქსოვილის თანდაყოლილი ან შეძენილი არასაკმარისი განვითარება (მაგ., ძვლის ტვინის აპლაზია, რომელიც ვითარდება ჩატარებული ქიმიოთერაპიის ან დასხივების შედეგად).
აპლანოგამეტები (ბერძნ. aplanes უმოძრაო, gametes ქმარი) - უშოლტო გამეტები სპეციალური დიფერენცირების გარეშე (მაგ., ზოგიერთ წყალმცენარეში).
აპლანოსპორა (ბერძნ. aplanes უმოძრაო, spora თესლი, დათესვა) - არსებობის არახელსაყრელი პირობების შემთხვევაში წარმოქმნილი წყალმცენარეების უმოძრაო სპორა.
აპლიკაცია (ლათ. applicatio დადება, მიდება) - სხეულის დაავადებულ ნაწილზე რაიმე სამკურნალო ნივთიერების (მაგ., პარაფინის, ტალახის, მალამოს ანუ სალბუნის და ა.შ.) დადება.
აპლომბი (ფრანგ. aplombs) - თვითდაჯერება, საკუთარი თავისადმი ზედმეტი რწმენა (მიმართვაში, საუბარში).
აპოგამია (ბერძნ. apo დან, gamos ქორწინება) - ზოგიერთი მცენარის გამრავლების ხერხი, რაც მდგომარეობს ჩანასახის განვითარებაში წინაზრდილისაგან ან ჩანასახოვანი პარკიდან. აპოგამია აპომიქსისის (იხ.) ნაირსახეობაა.
აპოთეოზი (ბერძნ. apotheosis გაღმერთება) - რაიმე მოვლენის, შემთხვევის და ა.შ. კულმინაცია (იხ.), საზეიმო ნაწილი.
აპოკრინული ჯირკვლები (ბერძნ. apo დან, krino გამოვყოფ) - ჯირკვლები (მაგ., დიდი ზომის საოფლე ჯირკვლები), რომელთა სეკრეტის გა მოყოფას თან ახლავს მისი შემადგენელი უჯრედების აპიკალური ნაწილის ჩამოფცქვნა.
აპოლოგეტი (ბერძნ. apologetikos დამცველობითი) - რაიმე იდეის, მოძღვრების მომხრე, მხურვალე, თავგამოდებული დამცველი.
აპოლოგია (ბერძნ. apoligia დაცვა) - რაიმეს ან ვინმეს ზეპირი ან წერილობითი დაცვა, მხარის დაჭერა.
აპომიქსისი (ბერძნ.apo დან, ლათ. mixis შერევა) - ცხოველებისა და მცენარეების უსქესო გამრავლების ფორმა. ვიწრო გაგებით ჩანასახის განვითარება გაუნაყოფიერებელი კვერცხუჯრედიდან. სქესობრივი გამრავლებისაგან განსხვავებით, აპომიქსისი არ მიმდინარეობს ორი გამეტის შერწყმით. ახალი ორგანიზმი წარმოიქმნება ვეგეტაციური უჯრედების ზრდის ხარჯზე ან ერთ -ერთი გამეტის განვითარების შედეგად.
აპონევროზი (ბერძნ. apo დან, neuron ძარღვი) - მკვრივი მყესოვანი ფირფიტა, წარმონაქმნი.
აპოპლექსია (ბერძნ. apoplexia დარეტიანება, დარტყმა) - დამბლის დაცემა, რაც გამოწვეულია თავის ტვინში სისხლის ჩაქცევით.
აპოპტოზი (ბერძნ. apo დან, ptosis დაწევა, დაცემა) - უჯრედების დაპროგრამებული სიკვდილი. ნეკრობიოზის (იხ.) განსაკუთრებული ფორმა, რომელიც მიმდინარეობს გენეტიკურად დეტერმინირებული პროგრამით. აღნიშნული ტერმინი სამეცნიერო ლიტერატურაში შემოიტანეს ჯ. კერიმ, ა. უილიმ და ა. კიერიმ 1972 წელს.
აპოსპორია (ბერძნ. apo დან, sporos თესლი, ნაყოფი) - მცენარეებში სასქესო თაობის განვითარება არა სპორებიდან, არამედ უსქესო თაობის სხვა უჯრედებიდან.
აპოსტერიორი (ლათ. a posteriori შემდგომიდან) - ცდაზე დამყარებული მსჯელობა. აპრიორის (იხ.) საწინააღმდეგო ცნება.
აპოფერმენტი (ბერძნ. apo დან, ლათ. fermentum საფუარი) - ორ და მრავალკომპონენტიანი ფერმენტების ცილოვანი ნაწილი, რომლის კატალიზური აქტივობის გამოსავლენად აუცილებელია არაცილოვანი კომპონენტის კოფაქტორის (კოფერმენტის) არსებობა. აპოფერმენტი განსაზღვრავს ფერმენტის შერჩევით მოქმედებას და მისი აქტიურობის რეგულაციის შესაძლებლობებს. სინონიმი.: აპოენზიმი.
აპოფიტები (ბერძნ. apo დან, phyton მცენარე) - აბორიგენული მცენარეები, რომლებმაც დატოვეს მათი ბუნებრივი ფიტოცენოზები (ადგილსამყოფელი) და გადავიდნენ ადამიანის სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებულ ტერიტორიებზე.
აპრაქსია (ბერძნ. apraxia უმოქმედობა) - მიზანმიმართული მოქმედების და მოძრაობის შესრულების უნარის დაკარგვა, რაც თავის ტვინის ქერქის დარღვევითაა გამოწვეული.
აპრიორი (ლათ. a priori თავიდან, დასაბამიდან) - მსჯელობა, რომელიც არ ეყრდნობა ცდას, ექსპერიმენტს.
აპრობაცია (ლათ. approbatio) - დამტკიცება, მოწონება. ამ ტერმინს ხშირად იყენებენ სამეცნიერო შრომების სადისერტაციოდ მომზადების ერთ-ერთი ეტაპის აღსანიშნავად.
აპროზექსია (ბერძნ. a უარყ. თავსართი, prosexis ყურადღება) - ერთ ობიექტზე ყურადღების კონცენტრაციის შეუძლებლობა (უუნარობა).
აპტერიები (ბერძნ. a უარყ. თავსართი, pteron ბუმბული) - ფრინველის სხეულის კონტურული ბუმბულით შეუმოსავი უბნები.
აჟიოტაჟი (ფრანგ. agiotage) - ძლიერი აგზნება, ვნებათა ღელვა რაიმე საკითხის ირგვლივ.
არასრული გარდაქცევა - იგივე არასრული მეტამორფოზი. პოსტემბრიონული განვითარების პერიოდი, როდესაც ახლადდაბადებული ინდივიდი ძირითადი ნიშნებით ემსგავსება ზრდასრულ ფორმას (იხ. მეტამორფოზი).
არასრული დომინანტობა (ლათ. dominans გაბატონებული) - მოვლენა, რომლის დროსაც გენის ერთი ალელი ნაწილობრივ თრგუნავს მეორის მოქმედებას, რის გამოც ჰეტეროზიგოტი ინდივიდი ფენოტიპურად ორივე მშობელს ემსგავსება.
არაქნოდაქტილია (ბერძნ. arachne ობობა, daktylos თითი) - ანომალურად გრძელი და მოქნილი თითები.
არაქნოენტომოლოგია (ბერძნ. arachne ობობა, entoma მწერები, logos მოძღვრება) - მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ობობასნაირებსა და მწერებს.
არაქნოლოგია (ბერძნ. arachne ობობა, logos მოძღვრება) - ზოოლოგიის დარგი, რომელიც სწავლობს ობობასნაირების ანატომიას, ემბრიოლოგიას, ფიზიოლოგიას, კლასიფიკაციას და ა.შ.
არაქნონოზები (ბერძნ. arachne ობობა, nosos ავადმყოფობა) - ადამიანისა და ცხოველების დაავადებები, რომლებიც გამოწვეულია ობობასნაირებით - ტკიპებით და შხამიანი ობობებით (კარაკურტი და სხვ.).
არბოვირუსები (ინგლისური სიტყვების arthropod borne viruses-ის შემოკლებული ვარიანტი, რაც ნიშნავს ფეხსახსრიანების ვირუსს) - ადამიანისა და ხერხემლიანების რნმს შემცველი ვირუსები, რომლებიც გადაიტანებიან ფეხსახსრიანების საშუალებით (ტკიპებით, კოღოებით, მოსკიტებით და სხვ.). იწვევენ ენცეფალიტებს (მაგ., ტაიგის ანუ შორეული აღმოსავლეთის ენცეფალიტს) და სხვ. დაავადებებს. მიეკუთვნებიან ვირუსების სხვადასხვა ოჯახებს.
არბორიციდი (ლათ. arbor ხე, caedo ვკლავ) - ქიმიური ნივთიერება, რომელსაც იყენებენ არასასურველი ხეებისა და ბუჩქების მოსასპობად.
არგირიზმი (ბერძნ. argyros ვერცხლი) - ვერცხლით ქრონიკული მოწამვლის შედეგად განვითარებული სიმპტომოკომპლექსი.
არგუმენტი (ლათ. argumentum) - რაიმეს დასამტკიცებლად მოყვანილი საბუთი, მტკიცება. მაგ., არგუმენტირებული მსჯელობა.
არეალი (ლათ. area ფართობი, სივრცე) - ამა თუ იმ კონკრეტული სახეობის გავრცელების არე, ადგილსამყოფელი (იხ. ბიოტოპი).
არენოიდია (ბერძნ. arren მამრობითი, eidos სახე) - მამრისათვის დამახასიათებელი მეორადი სასქესო ნიშნების გაჩენა მდედრში (მაგ., დედალში მამლისათვის დამახასიათებელი ბუმბულის შეფერილობა).
არენოტოკია (ბერძნ. arren მამრობითი, tokos მშობიარობა) - პართენოგენეზური თაობა, რომელიც მხოლოდ მამრებისაგან შედგება (მაგ., ფუტკრის გაუნაყოფიერებელი კვერცხიდან მხოლოდ მამალი ფუტკრების განვითარება).
არეოპაგი (areios pagos არესის ბორცვი) - 1. სამართლის და პოლიტიკური ხელისუფლების უმაღლესი ორგანო ძველ ათენში. 2. ავტორიტეტული პირების (მაგ., მეცნიერების, ექიმების და სხვ.) ერთობლივი შეკრება.
ართრიტი (ბერძნ. arthron სახსარი, itis ანთება) - სახსრების დაავადება, ანთება. ერთი სახსრის დაავადებას მონოართრიტი ეწოდება, რამდენიმესას კი პოლიართრიტი.
ართროზი (ბერძნ. arthron სახსარი, osis მდგომარეობა) - სახსრების დისტროფული ხასიათის ქრონიკული დაავადება, რომელსაც ახასიათებს სასახსრე ხრტილის დაზიანება.
არიდული ადგილები (ლათ. aridus მშრალი) - გვალვიანი, მშრალი ადგილები (უდაბნოები და ნახევარუდაბნოები), სადაც ნალექის წლიური რაოდენობა ნაკლებია წყლის იმ რაოდენობაზე, რომელიც ორთქლდება იმავე ფართობიდან ერთი წლის განმავლობაში.
არიდული მცენარეები (ლათ. aridus მშრალი) - მშრალი ჰავის მცენარეები. აღნიშნული მცენარეები განიცდიან წყლის უკმარისობას ვეგეტაციური პერიოდის უმეტესი ნაწილის განმავლობაში.
არითმია (ბერძნ. a უარყ. თავსართი, rhythmos რითმი) - გულის მოქმედების ნორმალური რითმის დარღვევა.
არომორფოზი (ბერძნ. airo აწევა, morphosis ფორმირება, წარმოქმნა) - ცოცხალი არსებების ბიოლოგიური პროგრესის ერთ-ერთი მიმართულება, რასაც თან ახლავს მათი ორგანიზაციის დონის (მორფოლოგიური, ფიზიოლოგიური) გართულება
არტაშანი - სამარჯვი, რომელიც იხმარება ძვლების მოტეხილობისა და სხვა დაზიანებების დროს უძრაობის (იმობილიზაციის) უზრუნველსაყოფად.
არტერიები (ბერძნ. aero ჰაერი, tereo ვიფარავ, ვიცავ) - სისხლძარღვები, რომლებიც გამოდიან გულიდან. მათში შეიძლება მოძრაობდეს ვენური სისხლიც (მაგ., ფილტვის არტერია).
არტეფაქტი (ლათ. artefactum ხელოვნური) - ამა თუ იმ გამოსაკვლევი ობიექტისათვის არადამახასიათებელი სტრუქტურა, მოვლენა, რაც ამახინჯებს კვლევის შედეგებს.
არტიკულაცია (ლათ. articulatio დანაწევრებით გამოთქმა) - 1. მეტყველების ორგანოთა (ტუჩების, ენის, რბილი სასის, ხმოვანი იოგების) ერთობლივი მოქმედება, რაც აუცილებელია რაიმე განსაზღვრული ბგერის წარმოთქმისათვის. 2. სახსარი, ჩონჩხის ძვლების შესახსრება.
არქაიზმი (ბერძნ. archaios უძველესი, ძველთაძველი) - ძველის გადმონაშთი. გამოყენებიდან გამოსული სიტყვა ან გამოთქმა.
არქანთროპები (ბერძნ. archaios უძველესი, ძველთაძველი, anthropos ადამიანი) - უძველესი ადამიანები, რომელთაც მიეკუთვნებიან პითეკანთროპები, სინანთროპები და სხვ.
არქეგონიუმი (ბერძნ. arche დასაწყისი, gone წარმომშობი) - ხავსების, გვიმრანაირების და სხვ. მდედრობითი სასქესო ორგანო, სადაც მწიფდება კვერცხუჯრედი.
არქეოპტერიქსი (archaeopteryx) - თანამედროვე ფრინველების სავარაუდო წინაპარი. ქვეწარმავლებიდან ფრინველების წარმოშობის დამამტკიცებელი გარდამავალი ნამარხი ფორმა, რომლის ბუმბული და ჩონჩხი ნაპოვნი იყო გერმანიაში 1860 და 1861 წლებში (იურული პერიოდის ქანებში). არქეოპტერიქსში მჟღავნდება როგორც ქვეწარმავლებისათვის, ასევე ფრინველებისათვის დამახასიათებელი ნიშნები.
არქეული ერა (ბერძნ. arche დასაწყისი, ლათ. aera) - ყველაზე ძველი ერაა დედამიწის ისტორიაში. იგი დაიწყო 3500 მლნ წლის წინათ და გრძელდებოდა 1000 მლნ წელზე დიდხანს. ამ დროს მეცნიერთა ვარაუდით არსებობდნენ პირველადი ორგანიზმები, რომლებიც ცხოვრობდნენ უჟანგბადო არეში.
არქოპლაზმა (ბერძნ. arche და საწყისი, plasma გამოძერწილი, გაფორმებული) - ოვოციტის ცენტრიოლის გარემომცველი ციტოპლაზმის დიფერენცირებული ნაწილი. სინონიმი: იდიოსომა.
არქტიკა (ბერძნ. arktikos ჩრდილოეთის) - დედამიწის ჩრდილოეთ-პოლარული მხარე. მოიცავს ევრაზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის განაპირა ნაწილებს ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეს კუნძულებითურთ, ატლანტის და წყნარი ოკეანეების მომიჯნავე ნაწილებს.
ასაკი - პიროვნების ბიოლოგიური და სოციალურფსიქოლოგიური განვითარების გარკვეული სტადია (პერიოდი). არსებობს ადამიანის ასაკობრივი პერიოდიზაციის რამდენიმე ვარიანტი, რომლებიც ითვალისწინებენ როგორც კალენდარულ (საპასპორტო), ასევე ბიოლოგიურ მონაცემებს. ყოველი ასაკობრივი პერიოდი ხასიათდება ინდივიდთა მორფოფიზიოლოგიური თავისებურებებით. ასაკობრივი დაჯგუფებისას გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება ინდივიდთა რეპროდუქციულ პოტენციალს, თუმცა ეს უკანასკნელი ასაკის მიხედვით საგრძნობლად ცვალებადობს.
ასენიზაცია (ფრანგ. assainissement გამოჯანსაღება) - 1. რომელიმე ადგილის ჰიგიენური პირობების გაუმჯობესება. 2. ნაგვის და სხვა სიბინძურეების გატანა და გაუსნებოვნება.
ასეპტიკა (ბერძნ. a უარყ. თავსართი, sepsis ლპობა) - ინფექციასთან ბრძოლა ფიზიკური საშუალებების (მაღალი ტემპერატურა, წნევა, ულტრაიისფერი სხივები და სხვ.) გამოყენებით. მიმართულია ინფექციური აგენტების მოხვედრის წინააღმდეგ ჭრილობაში და ავადმყოფის ორგანოებში ოპერაციების, სამკურნალო და სადიაგნოზო პროცედურების ჩატარებისას. მეთოდის ფუძემდებელია ჯ.ლისტერი (1867).
ასთენია (ბერძნ. astheneia სისუსტე) - ორგანიზმის საერთო სისუსტე, დაუძლურება. ახასიათებს მეხსიერების, ფსიქოლოგიური აქტივობის დაქვეითება და სხვა.
ასთენიკი (ბერძნ. astheneia სისუსტე) - სხეულის აგებულების, კონსტიტუციის თავისებური ტიპი, რომელიც ხასიათდება სიმაღლით, ვიწრო, გრძელი მკერდით და სუსტად განვითარებული კუნთოვანი სისტემით.
ასთენოპია (ბერძნ. astheneia სისუსტე, opia მხედველობა) - თვალების სწრაფი დაღლა მხედველობითი სამუშაოს პროცესში.
ასთენოსპერმია (ბერძნ. asthenes სუსტი, sperma თესლი) - სპერმატოზოიდების მოძრაობის უნარის დაქვეითება.
ასთმა (ბერძნ. asthma ქოშინი) - სულის ხუთვა, ქოშინი (მაგ., ბრონქული ასთმა).
ასიმეტრია (ბერძნ. a უარყ. თავსართი, symmetria თანაზომიერება) - სიმეტრიის დარღვევა. ორგანიზმის სხვადასხვა ნაწილების განვითარების არათანაზომიერება.
ასიმილაცია (ლათ. assimilatio ათვისება) - გარემოდან მიღებული მარტივი ელემენტებისაგან ორგანიზმის შემადგენელ რთულ ნივთიერებათა შექმნა. ასიმილაცია და დისიმილაცია (იხ.) ორგანიზმსა და გარემოს შორის ნივთიერებათა ცვლის ერთიანი პროცესია. აღნიშნულ ტერმინს ხშირად იყენებენ ადამიანის სხვადასხვა რასების, ეთნოსების აღრევის აღსანიშნავადაც.
ასიმპტომური ვირუსმტარებლები (ბერძნ. a უარყ. თავსართი, symptoma ნიშან-თვისება) - ამა თუ იმ ვირუსული ინფექციის მტარებელი პირები, რომელთაც დაავადების სიმტომები ჯერ არ აღენიშნებათ.
ასინერგია (ბერძნ. a უარყ. თავსართი, syn თან, ერთად, ergon მუშაობა) - ორგანოების ან ორგანოთა სისტემების ერთობლივი მოქმედების დარღვევა.
ასინქრონიზმი (ბერძნ. a უარყ. თავსართი, syn ერთად, chronos დრო) - უჯრედის შემადგენელი კომპონენტების არასინქრონული განვითარება. მაგ., უჯრედებს, რომელთაც მრავალი აზუროფილური და სპეციფიკური გრანულა გააჩნიათ (რაც უჯრედის მაღალი დიფერენციაციის მაჩვენებელია), შეიძლება ჰქონდეთ სრულიად არადიფერენცირებული მორფოლოგიის ბირთვი. ამ მოვლენას განსაკუთრებით ხშირად აქვს ადგილი სიმ სივნურ უჯრედებში.
ასისთავა (Centaurium umbellatum) - ორწლიანი ან ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს ასკორბინისა და ოლეინის მჟავებს, ეთერის ზეთს, ალკალოიდებს, გლიკოზიდებს და სხვა. აძლიერებს ნაწლავების პერისტალტიკას, აღძრავს მადას, გააჩნია ანტიჰელმინთური თვისებები. გამოიყენება დიზენტერიის, მაღალი მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტის, ფილტვების დაავადებების შემთხვევებში, აგრეთვე მალარიის, ალკოჰოლიზმის საწინააღმდეგოდ.
ასისტენტი (ლათ. assisto დამსწრე, დამხმარე) - პროფესორის თანაშემწე ოპერაციის დროს, ლექციების კითხვისას, ლაბორატორიულ მუშაობაში და ა.შ.
ასკარიდა (Ascaris lumbricoides) - მრგვალი ჭიების ტიპის წარმომადგენელია. აავადებს ადამიანს, ფრინველებს, ღორებს. ბინადრობს წვრილ ნაწლავებში. დაინვაზირების მთავარი წყაროა ასკარიდის კვერცხებით დაბინძურებული ნიადაგი. მიეკუთვნება გეოჰელმინთებს. ასკარიდებისათვის დამახასიათებელია სქესობრივი დიმორფიზმი.
ასკარიდოზი (ბერძნ. askaris ჭია, osis მდგომარეობა) - მრგვალი ჭიით, ასკარიდით (იხ.) გამოწვეული დაავადება.
ასკეტი (ბერძნ. asketes მოვარჯიშე) - უკიდურესად მომთმენი ადამიანი, რომელიც ცხოვრობს უმძიმეს პირობებში, იკლებს აუცილებელ მოთხოვნილებებს.
ასკილი (Rosa canina) - ველური ვარდი. ეკლიანი ბუჩქია. შეიცავს ასკორბინის მჟავას, B1 , B2, E, K, P ვიტამინებს, შაქრებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, გლიკოზიდებს, პექტინს, ორგანულ მჟავებს და სხვ. ამ მცენარის ნაყოფს გააჩნია ნაღვლმდენი, ანთების საწინააღმდეგო, შარდმდენი და სხვ. თვისებები. იყენებენ აგრეთვე ანემიის დროს, C ავიტამინოზის, ათეროსკლეროზის შემთხვევაში და სხვ.
ასკლეპიოსი - ძველბერძნული მითოლოგიით, ცნობილი მკურნალი. იხ. ესკულაპი.
ასპერმია (ბერძნ. a უარყ. თავსართი, sperma თესლი) - სათესლე სითხეში სპერმატოზოიდებისა და სათესლე მილაკების უჯრედოვანი ელემენტების უქონლობა.
ასპექტი (ლათ. aspectus სახე) - 1. თვალსაზრისი, რომლითაც განიხილება რაიმე ცნება, მოვლენა, საგანი. 2. მცენარეული თანასაზოგადოების გარეგანი შესახედაობა, რაც სეზონურად იცვლება. სახელი ეწოდება ყვავილების უმეტესობის შეფერილობის მიხედვით (მაგ., კესანეს ასპექტი).
ასპიდისებრნი (ბერძნ. aspidos გველი) - შხამიანი გველების ერთერთი ოჯახია. ამ ოჯახის ერთ-ერთი გვარია Naja - კობრები, რომლებიც გავრცელებულნი არიან აფრიკასა და სამხრეთ აზიაში. კვერცხისმდებლებია. კარგად ცურავენ. მათი ნაკბენი ადამიანისათვის მეტად საშიშია. გააჩნიათ ნეიროტროპული მოქმედების შხამი.
ასპირანტი (ლათ. aspirans) - პიროვნება, რომელიც ემზადება სამეცნიერო ან პედაგოგიური მოღვაწეობისათვის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში ან სამეცნიეროკვლევით ინსტიტუტში.
ასპირაცია (ლათ. aspiratio ჩასუნთქვა) - 1. სხეულის ღრუდან ან ორგანოდან შპრიცით ან სხვა სპეციალური ხელსაწყოთი ექსუდატის, ჩირქის, ჰაერის ამოქაჩვა. 2. ჩასუნთქვის დროს სასუნთქ გზებში სითხის, საჭმლის ნაწილაკის მოხვედრა.
ასტერნული ნეკნი (ბერძნ. a უარყ. თავსართი, sternon მკერდის ძვალი) - ცრუ ნეკნი.
ასტიგმატიზმი (ბერძნ. a უარყ. თავსართი, stigme წერტილი) - თვალის შუქმტეხი აპარატის დეფექტი, რაც გამოწვეულია რქოვანას და უფრო იშვიათად ბროლის ზედაპირის არათანაბარი სიმრუდით. საგნებიდან არეკლილი სხივები არ იკრიბება ერთ წერტილში, რის გამოც თვალის ბადურაზე არ მიიღება ფოკუსური გამოსახულება და ავადმყოფი საგნებს გარკვევით ვერ ხედავს.
ასტრობიოლოგია (ბერძნ. astron ვარსკვლავი, bios სიცოცხლე, logos მოძღვრება) - მეცნიერება, რომელიც შეისწავლის სიცოცხლის გაჩენას სამყაროში, კოსმოსში და პლანეტებზე.
ასტრობოტანიკა (ბერძნ. astron ვარსკვლავი, botane ბალახი, მცენარე) - მეცნიერება, რომელიც სწავლობს მცენარეების არსებობის შესაძლებლობას სხვა პლანეტებზე.
ასტროლოგია (ბერძნ. astrologus ვარსკვლავთმრიცხველი) - სწავლება მნათობთა გავლენის შესახებ ადამიანების ცხოვრებაზე და სხვადასხვა ყოფით მოვლენებზე. ასტროლოგები ცდილობენ მომავლის განჭვრეტას მნათობების ზეცაზე განლაგების მიხედვით.
ასტრონავტი (ბერძნ. astron ვარსკვლავი, nautes მეზღვაური) - იგივეა, რაც კოსმონავტი.
ასტრონომია (ბერძნ. astron ვარსკვლავი, nomos კანონი) - მეცნიერება ზეციურ სხეულებზე და მათ სისტემებზე.
ასფიქსია (ბერძნ. a უარყ. თავსართი, sphyxis პულსი) - სუნთქვის შეჩერება, სულის შეხუთვა.
ასფურცელა (Tanacetum vulgare) - მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს ეთეროვან ზეთებს, ორგანულ მჟავებს, ასკორბინის მჟავას და სხვა. ნაყენი აძლიერებს გულის შეკუმშვების ამპლიტუდას, ზრდის არტერიულ წნევას, აძლიერებს ნაღვლის გამოყოფას. იყენებენ თავის ტკივილისას, მალარიის, გასტრიტების, აგრეთვე ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის პათოლოგიების დროს და ა.შ.
ასციტი (ბერძნ. askos ტომარა, წყლის გუდა) - მუცლის წყალმანკი, სითხის დაგროვება მუცლის ღრუში.
ატავიზმი (ლათ. atavus შორეული წინაპარი) - ორგანიზმში შორეულ წინაპართათვის დამახასიათებელი ნიშნების გამოვლენა (მაგ., ადამიანისათვის კუდისებრი დანამატი, მრავალდვრილიანობა ანუ პოლიმასტია და სხვ.).
ატაქსია (ბერძნ. ataxia უწესრიგობა) - მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა. ვლინდება როგორც მოძრაობის, ასევე დგომის დროს..
ატენუაცია (ლათ. attenuo ვასუსტებ) - მიკროორგანიზმების პათოგენურობისა და ვირულენტობის ხელოვნური შესუსტება. ატენუირებულ ცოცხალ ვაქცინებს დაკარგული აქვთ ვირულენტობა, მაგრამ ინარჩუნებენ ანტისხეულების წარმოქმნის უნარს.
ატიპიური (ბერძნ. a უარყ. თავსართი, typikos ანაბეჭდი) - არატიპიური (მაგ., არატიპიური მიტოზი, ზრდა, ქსოვილის აგებულება). ატიპიური უჯრედი (დიდი ზომის, ძალზე მაღალი ბირთვულ-ციტოპლაზმური შეფარდებით, მრავალბირთვიანი) ავთვისებიანობის მაჩვენებელია.
ატლანტი (ძველბერძნული მითოლოგიით, ცის თაღის შემკავებელი გოლიათის სახელი. ატლანტს ცის თაღი კისერზე ედგა) - კისრის პირველი მალა ქვეწარმავლებში, ფრინველებსა და ძუძუმწოვრებში.
ატმოსფერო (ბერძნ. atmos ჰაერი, ორთქლი, sphaira სფერო) - აიროვანი გარსი, რომელიც ირგვლივ აკრავს დედამიწას. შეიცავს 78,08% აზოტს, 20,95% ჟანგბადს, 0,93% არგონს, 0,03% ნახშირორჟანგს და სხვ. აირებს უმნიშვნელო რაოდენობით (0,01%).
ატოკია (ბერძნ. atokos უნაყოფობა) - ქალების უნაყოფობა, ბერწობა.
ატოლი (ინგლ. atoll მარჯნის კუნძული) - ტროპიკულ ზღვებში მარჯნის კუნძული. ზოგჯერ ასეთი კუნძულები მცენარეებითაა დასახლებული, იშვიათად კი ქარით ან წყლის დინებით მოტანილი ცხოველებით. ასეთი კუნ ძულები განსაკუთრებით ხშირია ინდოეთის და წყნარ ოკეანეებში.
ატომი (ბერძნ. atomos განუყოფელი) - ქიმიური ელემენტის უმცირესი ნაწილაკი, რომელიც შედგება დადებითად დამუხტული ბირთვისაგან და მის ირგვლივ მოძრავი ელექტრონებისაგან.
ატონია (ბერძნ. a უარყ. თავსართი, tonos დაძაბვა) - ჩონჩხის კუნთებსა და შინაგან ორგანოებში ბუნებრივი დაჭიმულობის, ელასტიკურობისა და შეკუმშვის უნარის შესუსტება.
ატოპიური (ბერძნ. a უარყ. თავსართი, topos ადგილი, ადგილმდებარეობა) - უჩვეულო ადგილზე. მაგ., ატოპიური ტრანსპლანტანტი როდესაც რომელიმე ორგანო გადანერგილია მისთვის უჩვეულო ადგილზე.
ატოპიური დერმატიტი (ბერძნ. a უარყ. თავსართი, topos ადგილი, ადგილმდებარეობა, derma კანი, itis ანთება) - იხ. დიათეზი.
ატრაქტანტები (ლათ. attrahere მიზიდვა, ყურადღების მიპყრობა) - ბუნებრივი და სინთეზური ტოქსიკური ნივთიერებები, რომლებიც სუნით იზიდავენ ცხოველებს ანდა იწვევენ დადებით ქემოტაქსისს ერთუჯრედიან ორგანიზმებში. განასხვავებენ: სასქესო ატრაქტანტებს (ფერომონების ჯგუფის ნივთიერებებს), რომლებიც ხელს უწყობენ მდედრის და მამრის შეხვედრას და ნივთიერებებს, რომლებსაც იყენებენ ცოცხალი ორგანიზმების მიზიდვისათვის დაკვირვების, დაჭერის ან განადგურების მიზნით.
ატრაქცია (ლათ. attraxere მიზიდვა, ყურადღების მიპყრობა) - შეკვრა, შებოჭვა. მაგ., მაკროფაგების მიერ უცხო ანტიგენის (ბაქტერიის, ვირუსის, უჯრედის და სხვ.) მიერთება, რასაც შემდგომში თან ახლავს შთანთქმა და მონელება.
ატრეზია (ბერძნ. a უარყ. თავსართი, tresis ნახვრეტი) - ორგანიზმის ბუნებრივი ხვრელის (უკანა ტანის, საშოს) უქონლობა ან შეზრდა.
ატრიოვენტრიკულური (ლათ. atrium წინაგული, ventriculus პარკუჭი) - წინაგულ -პარკუჭოვანი.
ატროფია (ბერძნ.a უარყ. თავსართი, trophe კვება) - რომელიმე ქსოვილის ან ორგანოს განლევა კვების დარღვევის შედეგად.
ატფ (ადენოზინტრიფოსფორის მჟავა) - შენაერთი, რომელიც შეიცავს ადენინს, რიბოზას და ფოსფორის მჟავის სამ ნაშთს, რომლებიც ატფ-ს მოლეკულაში მაკროერგული ბმებით არიან შეერთებული. მათი გახლეჩისას და ენერგიის დიდი რაოდენობის გამოთავისუფლებისას, ატფ გარდაიქმნება ადენოზინდიფოსფატად (ადფ). ატფ ლოკალიზებულია მიტოქონდრიებში და სხვა უჯრედულ სტრუქტურებში. გამოიყენება უჯრედის სუნთქვისას, კუნთების შეკუმშვისას და მიტოზის პროცესში. გარდა ამისა, იგი განაპირობებს ქრომოსომების გადაადგილებას და სხვა უჯრედშიდა პროცესებს. არის ენერგიის უნივერსალური წყარო.
აუგმენტაცია (ლათ. augmentatio გამრავლება) - გაძლიერება, გაზრდა, მომატება.
აუდიოგრამა (ლათ. audio ვისმენ, ბერძნ. gramma ჩანაწერი) - სმენის სიმახვილის გრაფიკული ჩანაწერი.
აუდიოლოგია (ლათ. audio ვისმენ, ბერძნ. logos მოძღვრება) - მეცნიერების (მედიცინის) დარგი, რომელიც შეისწავლის სმენას და მისი დარღვევების მიზეზებს, აგრეთვე დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდებს.
აუდიომეტრია (ლათ. audio ვისმენ, ბერძნ. metreo ვზომავ) - სმენის სიმახვილის გაზომვა, რომელსაც საფუძვლად უდევს იმ უმცირესი ძალის ბგერის განსაზღვრა, რომელსაც აღიქვამს ადამიანი.
აუდიტორია (ლათ. auditorium მოსასმენი ადგილი, დარბაზი) - 1. ოთახი ან დარბაზი, სადაც კითხულობენ ლექციებს, მოხსენებებს და სხვ. 2. მოხსენების, ლექციის და სხვ. მსმენელები.
აუერის სხეულაკი - ელექტრულად მკვრივი, ჩხირის ფორმის სხეულაკი, რომელიც მწვავე მიელობლასტური ლეიკემიის შემთხვევაში ლოკალიზებულია გრანულოციტური რიგის არადიფერენცირებული უჯრედების ციტოპლაზმაში. გააჩნია სადიაგნოზო და საპროგნოზო მნიშვნელობა. სახელი ეწოდა აღმომჩენის საპატივცემულოდ.
აუთენტური (ბერძნ. authentikos სარწმუნოდ) - რაც დედანს, ორიგინალს შეესაბამება; რაც ეყრდნობა პირველწყაროს.
აურა (ბერძნ. aure ნიავი) - 1. ცნობიერების მოულოდნელი, წუთიერი დაბინდვა შემდგომი ამნეზიით (იხ.). ახასიათებს თავბრუ, გულისრევა, სწრაფი უნებლიე მოძრაობები, ჰალუცინაციები. 2. ცოცხალი ორგანიზმების გარშემო არსებული ბიოველი.
აუროტრონიკა (ბერძნ. aure ნიავი, elektron ფისი, ქარვა) - ბიოფიზიკის დარგი, რომელიც სწავლობს ინდივიდების ელექტრულ (აურულ) ველებს.
აუსკულტაცია (ლათ. auscultare მოსმენა) - ავადმყოფის კლინიკური გამოკვლევის ერთ-ერთი მეთოდი, რომელიც ეყრდნობა შინაგანი ორგანოების მოქმედების ხმების (ბგერების) მოსმენას. განასხვავებენ პირდაპირ (გამოსაკვლევ ადამიანზე ყურის დადებით) და არაპირდაპირ (სპეციალური ხელსაწყოებით - სტეთოსკოპით, ფონენდოსკოპით, სტეთოფონენდოსკოპით) აუსკულტაციას.
აუტბრიდინგი (ბერძნ. out გარეთ, იქით, breeding გაშენება, მოშენება) - ერთი სახეობის ინდივიდების შეჯვარება, რომლებიც არ იმყოფებიან ნათესაურ დამოკიდებულებაში (4-6 თაობის მანძილზე არ ჰყავთ საერთო წინაპარი).
აუტველინგი (ინგლ. out გარეთ, well წყარო, saleqari, გადმოთქრიალება) - ბიოგენური ქიმიური ელემენტებით მდიდარი წყლების გადაღვრა მდინარის რეზერვუარებიდან ღია ზღვაში. ამ პროცესს მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ოკეანის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებაში.
აუტიზმი (ბერძნ. autos თვით) - აზრის ავადმყოფური კონცენტრაცია საკუთარ თავზე. ამ დროს ავადმყოფი მოწყვეტილია გარემოს, ცხოვრობს მის მიერვე შექმნილ არარეალურ სამყაროში.
აუტოსექსირება (ინგლ. out გარეთ, ლათ. sexus სქესი) - წიწილების ადრეული გადარჩევა სქესის მიხედვით. ყვინჩილების ადრეული გამოცალკევება ვარიებისაგან.
აუტოსომა (ინგლ. out გარეთ, ბერძნ. soma სხეული) - ნებისმიერი არასასქესო წყვილი ქრომოსომა.
აუტოსომურ-დომინანტური დამემკვიდრება (ინგლ. out გარეთ, ბერძნ. soma სხეული, ლათ. dominans გაბატონებული) - დამემკვიდრების ტიპი, როდესაც აუტოსომაში ლოკალიზებული ერთი მუტანტური ალელიც საკმარისია, დაავადების (ან ნიშან-თვისების) გამოსავლენად.
აუტოსომურ-რეცესიული დამემკვიდრება (ინგლ. out გარეთ, ბერძნ.. soma სხეული, ლათ. recessus დაშორება, უკან დახევა) - დაავადების ან ნიშან-თვისების ტიპი, როდესაც აუტოსომაში ლოკალიზებული მუტანტური ალელი მემკვიდრულად არის გადაცემული ორივე მშობლისაგან.
აუტოტომია (ლათ. autotomia) - იხ. ავტოტომია.
აუქსოსპორა (ბერძნ. auxo ვზრდი, ვადიდებ, spora თესლი, დათესვა) - დიატომური წყალმცენარეების (იხ. დიატომეები) სასქესო სპორა.
აფაგია (ბერძნ. a უარყ. თავსართი, phago ვჭამ, ვშთანთქავ) - კვების შეწყვეტა ცხოველების განვითარების სხვადასხვა სტადიებზე, აგრეთვე არახელსაყრელ პირობებში.
აფაზია (ბერძნ. a უარყ. თავსართი, phasis მეტყველება) - მეტყველების დარღვევა ან დაკარგვა, რაც გამოწვეულია თავის ტვინის ნახევარსფეროების ქერქის ან მათი გამტარი გზების დაზიანებით (სისხლის ჩაქცევა, სისხლძარღვთა თრომბოზი, ქალატვინის ტრავმა და სხვ.). აფაზიას ხშირად თან ახლავს აგრაფია (იხ.), ალექსია (იხ.) და აკალკულია (იხ.).
აფერენტული (ლათ. afferens მომტანი) - ცენტრისკენული, პერიფერიიდან ცენტრისკენ მიმართული.
აფექტაცია (ლათ. affectus სულიერი მღელვარება) - სიყალბე, ხელოვნურობა ქცევაში, ურთიერთობასა და მანერებში.
აფექტი (ლათ. affectus სულიერი მღელვარება) - ძლიერი სულიერი მღელვარება, რომელიც სავსებით იპყრობს პიროვნებას და შეიძლება მისთვის უჩვეულო საქციელი ჩაადენინოს. უეცრად წარმოქმნილი, სწრაფწარმავალი ემოცია.
აფექცია (ლათ. affectus სულიერი მღელვარება) - ავადმყოფური მდგომარეობა, ავად გახდომა.
აფილია (ბერძნ. a უარყ. თავსართი, phillon ფოთოლი) - უფოთლო მცენარეები, რომლებშიც მაფოტოსინ-თეზებელ როლს ასრულებენ მწვანე ყლორტები.
აფინიტეტი (ლათ. affinis მეზობელი, მონათესავე) - ზოგიერთი უჯრედისა და ქსოვილის უნარი აითვისოს მხოლოდ გარკვეული ნივთიერება ან საღებავი.
აფინურობა (ლათ. affinis მეზობელი, მონათესავე) - ანტისხეულის მოლეკულის აქტიური ცენტრების შეკავშირების სიმტკიცე ანტიგენის დეტერმინანტურ ჯგუფებთან.
აფიციდები (ლათ. affis ბუგრი, caedo ვკლავ) - ბუგრების მოსასპობად გამოყენებული ქიმიური ნივთიერებები.
აფლატოქსინი - უმდაბლესი სოკოს Aspergillus flavus-ის მიერ გამოყოფილი ტოქსინი, რომელიც ფრინველებში და სხვა ცხოველებში იწვევს უმძიმეს მოწამვლას და ღვიძლის სიმსივნეებს. შესაძლებელია კანცეროგენური იყოს ადამიანისთვისაც.
აფონია (ბერძნ. a უარყ. თავსართი, phone ბგერა, ხმა) - ხმოვანი ბგერების გამოთქმის უნარის დაკარგვა, ჩურჩულის უნარის შენარჩუნებით. აფონია შეიძლება იყოს ჭეშმარიტი (ორგანული), ფუნქციური (ისტერიული) და პარალიზური.
აფოტური ზონა (ბერძნ. a უარყ. თავსართი, photos სინათლე) - მსოფლიო ოკეანის წყლის ზონა, სადაც არ აღწევს მზის სხივები.
აფრონტი (ფრანგ. affront) - მარცხი, გაბიაბრუება. საჯაროდ მიყენებული შეურაცხყოფა.
აქილევსის მყესი (tendo Achillis; tendo calcanea) - ქუსლის მყესი.
აქილია (ბერძნ. a უარყ. თავსართი, chylos წვენი) - კუჭის წვენში მარილმჟავასა და ფერმენტ პეპსინის უქონლობა. აღინიშნება უსიამოვნო შეგრძნება კუჭის არეში, ფაღარათი, ანემია და სხვ. ცნობილია პანკრეასის აქილიაც, რის დროსაც ამ ორგანოს წვენი არ შეიცავს ფერმენტებს.
აქლემი (Camelus) - მიეკუთვნება უმაღლესი ძუძუმწოვრების, წყვილჩლიქიანების რიგის, აქლემების ოჯახს. მცოხნავია, იკვებება მცენარეულობით. ცნობილია აქლემის ორი სახეობა: ერთკუზიანი ანუ დრომადერი (Camelus dromaderius), რომელიც ცხოვრობს აფრიკაში და ორკუზიანი (Camelus bactrianus), რომელიც აზიაში ცხოვრობს. ძალზე ამტანი ცხოველია, 10-12 დღის განმავლობაში შეუძლია არ დალიოს წყალი. წყლის დეფიციტს ცხიმების დაჟანგვის ხარჯზე ივსებს.
აქრომატინი (ბერძნ. a უარყ. თავსართი, chroma ფერი) - უჯრედის ბირთვის ნივთიერება, რომელიც ლოკალიზებულია ქრომატინის (იხ.) გროვებს შორის და არ იღებება. სინონიმი: ლინინი.
აქსელერაცია (ლათ. acceleratio დაჩქარება) - სქესობრივი მომწიფების მკვეთრი დაჩქარება, აგრეთვე სიმაღლისა და მასის მნიშვნელოვანი მომატება წინა თაობებთან შედარებით.
აქსოლოტლი (ლარვა Ambystomae) - კუდიანი ამფიბიის ამბისტომას (იხ.) ლარვა, რომელსაც გააჩნია გამრავლების უნარი. აქსოლოტლი ამბისტომად გარდაიქმნება მხოლოდ არსებობის უჩვეულო პირობებში, მაგ., ტენიანობის უკმარისობისას.
აქსონი (ბერძნ. axon ღერძი) - ნეირონის ციტოპლაზმური გამონაზარდი, რომელიც ატარებს ნერვულ იმპულსს. როგორც წესი, ნეირონს ერთი აქსონი გააჩნია, რომელიც იშვიათ შემთხვევაში იტოტება. აქსონის სიგრძემ შეიძლება 1 მეტრს მიაღწიოს.
აქსოპოდიები (ბერძნ. axon ღერძი, podos ფეხი) - უჯრედის სიგრძივი ხეშეში გამონაზარდები, რომლებიც ძირითადად მიკრომილაკებისაგან შედგებიან.
აქტინიები (ბერძნ. aktis, aktinos სხივი) - უხერხემლო, ფიქსირებული ცხოველები, რომლებიც გვანან მცენარეებს. მიეკუთვნებიან მარჯნის პოლიპების კლასს. მათი შეხება ადამიანის კანზე იწვევს დამწვრობას, ინტოქსიკაციას, ზოგჯერ კი ნეკროზს. იმყოფება სიმბიოზში კიბოგანდეგილთან, რომელიც ბინადრობს მოლუსკის ცარიელ ნიჟარაში. სიმბიოზის შედეგად აქტინიები იღებენ გადაადგილების საშუალებას, რაც მათ უადვილებს საკვების მოპოვებას, მაშინ როდესაც ისინი თავისი მსუსხავი კაფსულებით იცავენ კიბოს სხვადასხვა მტაცებლების თავდასხმისაგან. გარდა ამისა, კიბო აქტინიების საშუალებით ინიღბება და შეუმჩნეველი რჩება მტრებისათვის.
აქტინობიოლოგია (ბერძნ. aktis, aktinos სხივი, bios ცოცხალი, logos მოძღვრება) - სწავლება მზის რადიაციის ზემოქმედების შესახებ ცოცხალ სისტემებზე.
აქტინოთერაპია (ბერძნ. aktis, aktinos სხივი, therapeia მკურნალობა) - მკურნალობა სხივური ენერგიით. იგულისხმება მზის, რენტგენის, რადიუმის, ულტრაიისფერი და სხვ. სხივები.
აქტინომიკოზი (ბერძნ. aktinos სხივი, mykes სოკო) - ადამიანისა და ცხოველების ქრონიკული ინფექციური დაავადება, რომელიც გამოწვეულია აერობული და ანაერობული ბაქტერიებით - აქტინომიცეტებით (იხ.). ხასიათდება ქსოვილებისა და ორგანოების გრანულომატოზური დაზიანებით, რასაც თან ახლავს მკვრივი ინფილტრაციები, აბსცესები, ფისტულები და სხვა.
აქტინომიცეტები (Actinomicetes) - მიეკუთვნებიან ბაქტერიებს. მოიცავენ ძაფისებრი, დატოტვილი, გრამ-დადებითი მიკროორგანიზმების დიდ ჯგუფს. ეს ჯგუფი აერთიანებს ბაქტერიებისა და უმდაბლესი სოკოების ნიშან-თვისებებს. აქტინომიცეტების ცალკეული სახეობები განაპირობებენ აქტინომიკოზის (იხ.) განვითარებას, სხვები კი აწარმოებენ ანტიბიოტიკებს.
აცეტონურია (ლათ. acetum ძმარი, uron შარდი) - შარდში აცეტონის დაგროვება და გამოყოფა.
აციდოზი (ლათ. acidus მჟავე, ბერძნ. osis მდგომარეობა) - ორგანიზმში მჟავე-ტუტოვანი წონასწორობის დარღვევის ფორმა: ახასიათებს ანიონთა და კათიონთა თანაფარდობის გადახრა ანიონების მატებისაკენ.
აციდოფილია (ლათ. acidus მჟავე, ბერძნ. phylia სიყვარული) - უჯრედების შეღებვა მჟავე საღებავებით. სინონიმები: ოქსიფილია, ეოზინოფილია.
აცრა - ხელოვნური იმუნიზაცია ინფექციური დაავადებების აღკვეთის ან მათი კლინიკური მიმდინარეობის შესუსტების მიზნით, ორგანიზმში ვაქცინის ან შრატის შეყვანის საშუალებით.
ახალშობილთა ინფექციები (ლათ. infectio ვწამლავ, ვასენიანებ) - ახალდაბადებულთა ინფიცირება დედიდან პლაცენტის საშუალებით (ლისტერიოზი, სიფილისი, ტუბერკულოზი, ჰერპესი, ტოქსოპლაზმოზი, B ჰეპატიტი, ტრიპანოსომოზი და სხვ.). მშობიარობის შემდგომ, ბავშვების ინფიცირება შესაძლებელია მოხდეს დედისგან ან სამედიცინო პერსონალისგან.
![]() |
6 ბ |
▲back to top |
ბაბეშ-ერნსტის მარცვლები - იგივე ვოლუტინის მარცვლები. დიფთერიის ჩხირის დამახასიათებელი შემსხვილებებია ერთ ან ორივე პოლუსზე. აღწერეს რუმინელმა ბაბეშმა და გერმანელმა ერნსტმა.
ბაბეშ-ნეგრის სხეულაკები - აღნიშნული ციტოპლაზმური სტრუქტურები განგლიოზურ უჯრედებში აღწერეს რუმინელმა ბაბეშმა და იტალიელმა ნეგრიმ. ამ სხეულაკების არსებობა ცოფით დაავადების დადასტურებაა. მათი გამოვლენა შესაძლებელია როგორც დაღუპულ ცხო ველებში, ასევე ადამიანშიც. სხეულაკების დიამეტრი 4-10 მკმ-ს აღწევს.
ბაბუაწვერა (Taraxacum offi cinale) - მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს გლიკოზიდს, საქაროზას, ცილოვან და მთრიმლავ ნივთიერებებს, ორგანულ მჟავებს, ფისებს, ეთერზეთებს და ა.შ. გააჩნია ნაღვლმდენი, დიურეზული და სასაქმებელი თვისებები. გამოიყენება ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის პათოლოგიების, გასტრიტების, ბუასილის და სხვ. დაავადებების შემთხვევაში. ფესვები შეიცავს კაუჩუკს.
ბაგეები - მცენარის ეპიდერმისში განლაგებული სპეციალიზებული უჯრედები, რომელთა საშუალებით ხდება ჰაერის შემცველი უჯრედშორისების ატმოსფეროსთან დაკავშირება.
ბადინგი (ინგლ. budding გამოკვირტვა) - ვირუსის ნაწილაკების გამოსვლის პროცესი უჯრედის პლაზმური მემბრანიდან. ახასიათებთ რეტროვირუსებს (აივ-ს, თაგვების ლეიკემიების ვირუსებს, T - უჯრედოვანი ლეიკემიის ვირუსს და ა.შ).
ბადურა (retina) - 1. თვალის ბადისებრი გარსი, რომელიც შეიცავს ფოტორეცეპტორებს - კოლბებსა და ჩხირებს. იგი სინათლის გამღიზიანებელს ნერვულ გამღიზიანებლად გარდაქმნის და სიგნალის პირველად დამუშავებას ახდენს. 2. მცოხნავი ცხოველების (მაგ., ძროხის) კუჭის ერთ-ერთი განყოფილება.
ბაზალური მემბრანა (ბერძნ. basis საფუძველი, ლათ. membrana აპკი, გარსი) - გარსი, რომელიც გამოყოფს ეპითელიუმს შემაერთებელი ქსოვილისაგან
ბაზედოვის დაავადება - გერმანელი ექიმის კ. ბაზედოვის (1799-1854) სახელის მიხედვით. იხ. თირეოტოქსიკოზი.
ბაზიდიომიცეტები (ბერძნ. basidia ფუძე, mykes სოკო) - სოკოების კლასი ქუდიანი სოკოები, აბედა სოკოები და სხვა, რომელთაც გააჩნიათ გამრავლების განსაკუთრებული, სპორების წარმომქმნელი ორგანოები ბაზიდიები.
ბაზილარული მემბრანა (membrana basilaris) - სმენის ორგანოს, ლოკოკინას არხის ძირითადი კედელი, რომელზეც ლოკალიზებულია კორტის ორგანოს (იხ.) ელემენტები.
ბაზიპეტალური ზრდა (ბერძნ. basis საფუძველი, ლათ. peto ვილტვი, ვისწრაფვი) - მცენარეში ორგანოს ან გვერდითი ნაწილების ზრდა იმ თანმიმდევრობით, რომ ყველაზე უფრო ახალგაზრდა ნაწილები ძირთან ახლოს არიან განლაგებულნი. ზრდა კენწეროდან ფესვისაკენ.
ბაზისი (ბერძნ. basis ) - საფუძველი, საძირკველი, საყრდენი.
ბაზოფილი (ბერძნ.basis ფუძე, philia სიყვარული) - ლეიკოციტების ერთ-ერთი ფორმა, რომლის ციტოპლაზმის შედარებით დიდი ზომის გრანულები ძირითადი საღებავებით იღებება მუქ ლურჯად.
ბაზოფილია (ბერძნ.basis ფუძე, პhilia სიყვარული) - 1. ბაზოფილების რაოდენობის მომატება სისხლში. 2. უჯრედების უნარი, შეიღებოს ძირითადი საღებავებით (ჰემატოქსილინით, აზურით და სხვ.).
ბათიმეტრია (ბერძნ. bathys ღრმა, metreo ვზომავ) - წყლის სიღრმეების გაზომვა.
ბათმოგენეზი (ბერძნ. bathmos საფეხური, genesis წარმოშობა) ამერიკელი პალეონტოლოგის ე. დ. კოპის ევოლუციური თეორია, რომელიც ცოცხალ არსებებში ახალი ნიშანთვისებების გამოვლინებას ევოლუციური განვითარების პროცესში ხსნის შინაგანი ფაქტორის განსაკუთრებული ენერგიის ზემოქმედებით.
ბათობიონტები (ბერძნ. bathos სიღრმე, bios სიცოცხლე) - ორგანიზმები, რომლებიც ცხოვრობენ წყლის ღრმა (200-300 მეტრზე ქვევით) ფენებში.
ბათოფობია (ბერძნ. bathos სიღრმე, phobos შიში) - სიმაღლიდან გადმოხედვის შიში.
ბაკულოვირუსები (ინგლ. baculine ჩხირისებრი, ლათ. virus შხამი) - ბაკულოვირუსების ოჯახის წარმომადგენლებს გააჩნიათ ორჯაჭვიანი რგოლოვანი დნმ. ამ ვირუსების მასპინძლების წრე შემოსაზღვრულია ფეხსახსრიანებით. ვირუსსპეციფიკურ ცილებს ასინთეზებენ ინფექციის გვიან სტადიებზე.
ბალანტიდიაზი (Balantidium ცოლი, ბერძნ. iasis მდგომარეობა) - მსხვილი ნაწლავის კედელში მოპარაზიტე ინფუზორიის, ბალანტიდიუმის (იხ.) მიერ გამოწვეული დაავადება, რაც გამოიხატება დიდი ზომის წყლულების გაჩენაში. ლეტალურობა 30%-ს აღწევს.
ბალანტიდიუმი (Balantidium ცოლი) - პარაზიტული ინფუზორიების წარმომადგენელია, რომელიც ბინადრობს ადამიანის მსხვილ ნაწლავში. იწვევს დაავადება ბალანტიდიაზს (იხ.) ადამიანსა და ღორებში.
ბალზამები (ბერძნ. balsamon არომატული ფისი) - მცენარეული წარმოშობის ნივთიერებები, რომელთა შემადგენლობაში შედიან ეთერზეთები და მათში გახსნილი ფისები, არომატული და სხვა შენაერთები. ბალზამებს შეიცავენ უმთავრესად თესლოვანი სუბტროპიკული და ტროპიკული მცენარეები (მაგ., Copaifera-ს, Myroxylon-ის გვარები და სხვ.). გამოიყენებიან მედიცინაში, ოპტიკაში, მიკროსკოპულ ტექნიკაში (მაგ., კანადური ბალზამი, რომელიც მიიღება ჩრდილო-ამერიკული ბალზამის შემცველი სოჭიდან).
ბალზამირება (ბერძნ. balsamon არომატული ფისი. ტერმინი დაკავშირებულია იმასთან, რომ ძველად გვამების ბალზამირებისათვის იყენებდნენ ფისებს და საამო სუნის ნივთიერებებს) - ღონისძიებების კომპლექსი, რომელიც მიმართულია გვამის გახრწნის თავიდან ასაცილებლად. ამ მდგომარეობას აღწევენ ანტისეპტიკური ნივთიერებებით (მაგ., ფორმალინით) ქსოვილოვანი ფერმენტების ბლოკირების საშუალებით.
ბალნეოლოგია (ლათ. balneum აბაზანა, აუზი, ბერძნ. logos მოძღვრება) - მედიცინის დარგი, რომელიც სწავლობს მინერალური წყლების, ზღვების წყლებისა და ტალახების ფიზიკურ-ქიმიურ თვისებებს და სამკურნალო - პროფილაქტიკური მიზნით მათი გამოყენების მეთოდებს.
ბანდაჟი (ინგლ. bandage შესახვევი მასალა) - შინაგანი ორგანოების ნორმალური მდებარეობის შესანარჩუნებელი არტახი, ელასტიკური შემოსაკრავი.
ბარამბო (Melissa offi cinalis) - მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს ეთერზეთებს, ასკორბინის მჟავას, მთრიმლავ ნივთიერებებს, ზოგიერთ ორგანულ მჟავას და სხვა. იყენებენ ხალხურ მედიცინაში გულის დაავადებების, შაკიკის და უძილობის შემთხვევაში. ხელს უწყობს საჭმლის მონელებას.
ბარბარიზმი (ბერძნ. barbarismos) - რომელიმე კონკრეტული ენისათვის არადამახასიათებელი, სხვა ენიდან ნასესხები სიტყვა ან გამოთქმა.
ბარდა (Pisum sativum) - პარკოსანთა ოჯახის ერთწლიანი მცენარეა. ხასიათდება საუკეთესო საკვები თვისებებით. გამოყენებული იყო გენეტიკურ კვლევებში (გ.მენდელი).
ბარისპირა (Betonica offi cinalis) - მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, ქოლინს, ალკალოიდებს და სხვა. გამოიყენება კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს, ფაღარათისას, ბრონქული ასთმისას, თირკმლების და შარდის ბუშტის ანთებისას, რევმატიზმის, თავის ტკივილის შემთხვევებში, აგრეთვე როგორც არტერიული წნევის დამწევი საშუალება.
ბარის სხეულაკი - მცირე ზომის ქრომატინის სხეულაკი, რომელიც აღმოჩენილია ქალების სომატური უჯრედების ინტერფაზური ბირთვების 70-75%-ში. იყენებენ სასამართლო მედიცინაში. სახელი ეწოდა აღმომჩენის, კანადელი ჰისტოლოგის, მ.ბარის საპატივცემულოდ.
ბაროთერაპია (ბერძნ. baros მძიმე, therapeia მკურნალობა) - მკურნალობა დაბალი ან მაღალი ატმოსფერული წნევით.
ბაროკამერა (ბერძნ. baros მძიმე, camera თაღი, ის, რაც თაღის ქვეშ არის მოქცეული) - ჰერმეტულად დახურული კამერა, რომელშიც ჰაერის დაბალი ან მაღალი წნევაა. გამოიყენება ბიოლოგიაში, მედიცინაში ბაროთერაპიისათვის (ყივანახველას, ბრონქული ასთმის სამკურნალოდ და სხვ.), აგრეთვე სიმაღლისადმი რეზისტენტობის გამოსამუშავებლად.
ბარომეტრი (ბერძნ. baros მძიმე, metreo ვზომავ) - ატმოსფერული წნევის გასაზომი ხელსაწყო.
ბარორეცეპტორები (ბერძნ. baros მძიმე, ლათ. receptor მიმღები) - ღრუ ორგანოების (ნაწლავების, სისხლძარღვების) მგრძნობიარე ნერვების დაბოლოებები, რომლებიც აღიქვამენ ამ ორგანოების კედლების მექანიკურ ცვლილებებს.
ბაროტოლერანტული ბაქტერიები (ბერძნ. baros მძიმე, ლათ. tolerantia მოთმინება) - ბაქტერიები, რომელთაც ძალუძთ ზრდა და გამრავლება როგორც ნორმალური ატმოსფერული წნევის, ასევე მაღალი წნევის პირობებშიც.
ბაროქორია (ბერძნ. baros მძიმე, choreo ვვრცელდები) - სიმძიმის ძალის მოქმედებით დიასპორების (იხ.) ჩამოცვენა. დამახასიათებელია სარეველა მცენარეებისათვის.
ბატრაქოლოგია (ბერძნ. batrrachos ბაყაყი, გომბეშო, logos მოძღვრება) - ზოოლოგიის დარგი, რომელიც შეისწავლის წყალ-ხმელეთა ცხოველებს.
ბაქტერიები (ბერძნ. bakterion ჩხირი) - ერთუჯრედიანი მიკროორგანიზმები, რომელთაც არა აქვთ მემბრანით შემოსაზღვრული ბირთვი. ყველა მათგანს (გარდა მიკოპლაზმებისა) გააჩნია უჯრედის კედელი. ზოგიერთი მათგანი იწვევს მძიმე ინფექციურ დაავადებებს (შავი ჭირი, მუცლის ტიფი, კეთრი, ქოლერა და სხვ.). საპროფიტული ბაქტერიები მონაწილეობენ ნიადაგისა და წყლის თვითგაწმენდაში, ორგანული ნივთიერებების მინერალიზაციაში. ზოგიერთი ბაქტერია გამოიყენება ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების მისაღებად, ხოლო ზოგიერთი კვების პროდუქტების დასამზადებლად.
ბაქტერიების ინვოლუციური ფორმები (ბერძნ. bakterion ჩხირი, ლათ. in-ში, volvo ვაბრუნებ, ვატრიალებ) - ამა თუ იმ სახეობის ბაქტერიისათვის უჩვეულო უჯრედული ფორმები, რომლებიც წარმოიქმნებიან არახელსაყრელი პირობების გავლენით. ამ უკანასკნელთა ზემოქმედების შეწყვეტისას, ბაქტერიები კვლავ უბრუნდებიან ნორმალურ მორფოლოგიურ მდგომარეობას.
ბაქტერიემია (ბერძნ. bakterion ჩხირი, haima სისხლი) - ბაქტერიების არსებობა სისხლში.
ბაქტერიოზა (ბერძნ. bakterion ჩხირი) - ბაქტერიებისა და პარკოსანი მცენარეების (კერძოდ, მათი კოჟრების) თანაცხოვრება.
ბაქტერიოლიზი (ბერძნ. bakterion ჩხირი, lysis დაშლა) - ბაქტერიების დაშლა, მაგ., ბაქტერიოფაგებით, ლიზოციმით და სხვ.
ბაქტერიოლიზინები (ბერძნ. bakterion ჩხირი, lysis დაშლა) - ანტისხეულები, რომლებიც კომპლემენტის (იხ.) მონაწილეობით შლიან ბაქტერიების უჯრედის კედელს და იწვევენ ბაქტერიოლიზს.
ბაქტერიოლოგია (ბერძნ. bakterion ჩხირი, logos მოძღვრება) - მეცნიერება ბაქტერიების შესახებ. მიკრობიოლოგიის ერთ-ერთი დარგია.
ბაქტერიოლოგიური იარაღი (ბერძნ. bakterion ჩხირი, logos მოძღვრება) - ადამიანების მასობრივი განადგურების საშუალებები, რომელთა მოქმედება ემყარება მაღალპათოგენური ბაქტერიების და მათი ტოქსინების გამოყენებას. ბაქტერიოლოგიური იარაღის სიაში ჩართული არიან შავი ჭირის, ჯილეხის, ქოთაოს, ქოლერის, ბრუცელოზის, ტულარემიის და სხვ. ნოზოლოგიების გამომწვევი აგენტები, აგრეთვე ბოტულიზმის და ტეტანუსის გამომწვევი ტოქსინები.
ბაქტერიოპლანქტონი (ბერძნ bakterion ჩხირი, planktos მოხეტიალე) - პლანქტონის მიკროსკოპული ფლორა.
ბაქტერიოსტაზი (ბერძნ.bakterion ჩხირი, stasis დგომა) - ბაქტერიების ზრდა-გამრავლების შეჩერება ფიზიკური ან ქიმიური ფაქტორების საშუალებით.
ბაქტერიოფაგი (ბერძნ.bakterion ჩხირი, phagos მშთანმთქმელი) - ვირუსები, რომლებიც მრავლდება ბაქტერიებში და ანადგურებს მათ. გამოიყენება სამკურნალო მიზნებისათვის (მაგ., ანტისტაფილოკოკური ფაგი). ბაქტერიოფაგის აღმომჩენებად ითვლებიან ინგლისელი ფ.ტუორტი (1877-1950), ფრანგი დ'ერელი (1873-1949) და ქართველი გ.ელიავა (1892-1937).
ბაქტერიული სასუქი (ბერძნ.bakterion ჩხირი) - მცენარეებისათვის სასარგებლო მიკროორგანიზმების შემცველი პრეპარატი (მაგ., აზოტობაქტერინი, ფოსფორობაქტერინი, ნიტრატინი), რომელსაც ორგანული და მცენარისათვის ძნელად ასათვისებელი ნივთიერებები გადაყავს ადვილად ათვისებად ფორმაში.
ბაქტერიული ფილტრი (ბერძნ.bakterion ჩხირი, filtrum ნაბადი, ქეჩა) - წვრილფოროვანი მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია სითხის გასაწმენდად მიკროორგანიზმებისაგან (ბაქტერიებისგან). მზადდება სხვადასხვა მასალებიდან. აქვს სხვადასხვა ზომების ფორები.
ბაქტერიული შოკი (ბერძნ.bakterion ჩხირი, shock დაკვრა, დარტყმა,) - მძიმე ტოქსიკური სინდრომი, რომელიც ართულებს ზოგიერთი მიკრობული დაავადების მიმდინარეობას. ვითარდება სწრაფად, სისხლში ბაქტერიების (განსაკუთრებით გრამუარყოფითების), ბაქტერიების და ტოქსინების ან მხოლოდ ტოქსინების დიდი რაოდენობით შეჭრისას. პროგნოზი არაკეთილსაიმედოა.
ბაქტერიურია (ბერძნ.bakterion ჩხირი, uron შარდი) - ბაქტერიების გამოყოფა შარდთან ერთად.
ბაქტერიციდები (ბერძნ.bakterion ჩხირი, caedo ვკლავ) - ნივთიერებები, რომელთაც ბაქტერიების მოსპობის უნარი გააჩნიათ. მაგ. ანტიბიოტიკები, ფიტონციდები.
ბაღლინჯო (Cimex lectularius) - მწერთა კლასის, ბაღლინჯოების ანუ ნახევრადხეშეშფრთიანების რიგის წარმომადგენელია. უმთავრესად მცენარეთა მავნებელია, ზოგიერთი სახეობა კი ადამიანისა და ცხოველთა პარაზიტი (მაგ., საწოლის ბაღლინჯო)
ბაცილა (ლათ. bacillus ჩხირი) - ჩხირისებრი ფორმის ბაქტერია.
ბდელოვიბრიონები (Bdellovibrio) - მოძრავი, მოღუნული ფორმის ბაქტერიები, რომლებიც იკვებებიან სხვა ცოცხალი გრამ-უარყოფითი ბაქტერიებით (მათ რიცხვში სხვადასხვა საშიში დაავადებების გამომწვევებით). აერობებია. იწვევენ მსხვერპლის ლიზისს. ბდელოვიბრიონებს დიდი როლი ენიჭებათ დაბინძურებული წყლების გასუფთავებაშიც.
ბედლენდი (ინგლ. bad lands ცუდი მიწები) - ძნელად სავალი და დამუშავებისათვის უვარგისი მიწის ნაკვეთი; უნაყოფო მიწა.
ბეზოარი (არაბ. bazedar შხამის საწინააღმდეგო ნივთიერება) - თმის ან მცენარეული ბოჭკოსაგან წარმოქმნილი მკვრივი მასა, რომელიც ვითარდება კუჭსა და ნაწლავებში. ყველაზე ხშირია ტრიქო და ფიტობეზოარები. ტრიქობეზოარი ვითარდება თმის, მატყლის, ბეწვის გადაყლაპვის შედეგად. ფიტობეზოარს უწოდებენ მცენარეული საკვების (ხილის, მაგ., ხურმის კურკების, სოკოების და სხვ.) მიღების შედეგად კუჭნაწლავის ტრაქტში განვითარებულ მკვრივ მასას, კენჭს.
ბელადონა (Atropa belladonna) - მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ძაღლყურძენასებრთა ოჯახიდან. შეიცავს ალკალოიდებს (მაგ., ატროპინს) და შხამიანია. ფოთლებისა და ფესვებიდან ამზადებენ ექსტრაქტს და ნაყენს. იყენებენ როგორც პლაზმოლიზურ და ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას კუჭის წყლულის, ბუასილის, ბრონქული ასთმის და სხვა დაავადებებისას. კავკასიაში გვხვდება Atropa caucasica.
ბენთოსი (ბერძნ. benthos სიღრმე) - წყალსატევების ფსკერზე ბინადარი ორგანიზმების ერთობლიობა (მაგ., ზოობენთოსი, ფიტობენთოსი).
ბენთოფაგები (ბერძნ. benthos სიღრმე, phagos მშთანმთქმელი) - წყალსატევის ფსკერზე მცხოვრები ორგანიზმებით მკვებავი ცხოველები.
ბენიგნიტეტი (ლათ. benignitas სიკეთე, წყალობა) - სიმსივნის ან სხვა რომელიმე პათოლოგიის კეთილთვისებიანობა.
ბერი-ბერი (სინ. bery სისუსტე, beri-bery უკიდურესი სისუსტე) - B ჯგუფის ვიტამინების (ძირითადად B1-ს) ნაკლ ებობით გამოწვეული დაავადება (ალიმენტური პოლინევრიტი), რომლის დროსაც ხდება ნერვული ღეროს დაზიანება, რასაც თან ახლავს კრუნჩხვები და კუნთების დამბლა მათი გადაგვარებით. ქართველები ამ სნეულებით რადგანაც მათი კვების რაციონში შედის აღნიშნული ვიტამინის შემცველი პროდუქტები (მაგ., ბურღული, შავი პური და სხვ.).
ბერკიტის ლიმფომა - ინგლისელი დ. ბერკიტის მიერ 1957 წელს აღმოჩენილი და შესწავლილი სიმსივნეა, რომელიც უფრო ხშირად გვხვდება აფრიკელ ბავშვებში. პირველი სიმსივნეა, რომლის ვირუსული ეტიოლოგია საბოლოოდაა დადგენილი. გამომწვევი აგენტია ე.წ. ეპშტეინ-ბარის ვირუსი (იხ). მოგვიანებით ასეთივე ჰისტოგენეზის სიმსივნე აღწერეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. აფრიკაში სიმსივნე ჩვეულებრივ აზიანებს ყბებს და ხშირად უზარმაზარ ზომებს აღწევს, სხვა კონტინენტების მცხოვრებლებს კი უვითარდებათ ამ სიმსივნის ვისცერული ვარიანტი. ზოგჯერ ინკურნება მეტოტრექსატის ერთჯერადი ინექციით.
ბერულა (Gnaphalium uliginosum) - ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს ასკორბინის მჟავას, თიამინს, მთრიმლავ და ცხიმოვან ნივთიერებებს, ეთერის ზეთს, ფისებს, კაროტინს, ფიტოსტერინებს, პიგმენტებს. გააჩნია სისხლძარღვების გამაფართოებელი და ჰიპოტენზიური თვისებები, ანტიბაქტერიული აქტივობა, აჩქარებს სისხლის შედედებას. იყენებენ ჰიპერტონიული დაავადების, სტენოკარდიის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულების სამკურნალოდ.
ბესტიარიები (ლათ. bestiarius ცხოველური) - შუა საუკუნეების ლიტერატურული ნაწარმოებების განსაკუთრებული ფორმა. შეიცავენ ცხოველების აღწერას მათი ალეგორიული განმარტებებით.
ბეტა-ლაქტამაზები - ბაქტერიების პერიპლაზმურ სივრცეში არსებული ფერმენტები, რომლებიც ბეტალაქტამურ ანტიბიოტიკებში იწვევენ ბეტალაქტამური რგოლის ინაქტივაციას ჰიდროლიზს. იხ. პენიცილინაზა.
ბეტა-ლაქტამები - ანტიბიოტიკები, რომელთაც თავის სტრუქტურაში გააჩნიათ აქტიური საწყისი ბეტალაქტამური რგოლი, რომლის დაშლისას პრეპარატები კარგავენ თავის აქტიურობას. მოქმედების ტიპი ბაქტერიდიციდურია. ბეტალაქტამებია პენიცილინები, ციკლოსპორინები, კარბაპენები და მონობაქტამები.
ბეტელი (პორტ. betel) - მცენარე მწვანე, მომჟავო გემოს ფოთლებით. საღეჭ ბეტელში შედის ბეტელის წიწაკის ფოთლები, არეკის პალმის კაკლები, სუნელები, კირი, თამბაქო და ნაცარი. ზოგ შემთხვევაში იწვევს პირის ღრუს ავთვისებიან სიმსივნეებს. შუა აზიაში საღეჭად იყენებენ ე.წ. ნასს. მასში შედის თამბაქო, ნაცარი, ბამბის ან ქუნჯუტის ზეთები, ზოგჯერ კი ცარცი და კირი.
ბექკროსი (ინგლ. back უკან, უკან დახევა, cross შეჯვარება) - ცხოველების ე.წ. შებრუნებითი შეჯვარება და ამის შედეგად წარმოქმნილი შთამომავლობა.
ბიბლიოგრაფია (ბერძნ. biblion წიგნი, grapho ვწერ) - რაიმე საგნის, საკითხის შესახებ არსებული ლიტერატურა.
ბიბლიოფილი (ბერძნ. biblion წიგნი, phileo სიყვარული) - წიგნების მოყვარული, შემფასებელი, შემგროვებელი.
ბიგამია (ლათ. bis ორჯერ, gaemos ქორწინება) - ორცოლიანობა. ორჯერ დაქორწინება.
ბივალენტი (ლათ.bis ორჯერ, valens მძლავრი, ძლიერი) - ჰომოლოგიური ქრომოსომების წყვილი, რომლებიც კონიუგირებენ ერთმანეთთან მეიოზის პროცესში.
ბიკლონური სიმსივნეები (ლათ.bis ორჯერ, ბერძნ. klon ამონაყარი, ყლორტი) - აღნიშნული სიმსივნეების შემადგენელ უჯრედებს ზოგ შემთხვევაში გააჩნიათ ორი სხვადასხვა ტიპის უჯრედებისათვის დამახასიათებელი ანტიგენები და მორფოლოგია.
ბილატერალური (ლათ.bis ორჯერ, lateralis გვერდითი) - ორმხრივი.
ბილიარული (ლათ. biliaris) - ნაღვლის.
ბილივერდინი (ლათ. bilis ნაღველი, viridis მწვანე) - ნაღვლის მწვანე პიგმენტი, ბილირუბინის დაჟანგვის პროდუქტი.
ბილირუბინი (ლათ. bilis ნაღველი, ruber წითელი) - ნაღვლის წითელი პიგმენტი, რომელიც ნაღველს დამახასიათებელ ფერს აძლევს.
ბინადარი თევზები - ერთი ტიპის წყალსატევში ბინადარი თევზები, რომლებიც აქვე მრავლდებიან. ასეთი თევზებია: კარჩხანა, კობრი, ქარიყლაპია და სხვ.
ბინარული (ლათ. binarius) - ორმაგი, ორი ნაწილისაგან, კომპონენტისაგან შემდგარი. კ.ლინეს მიერ დამკვიდრებული ცხოველებისა და მცენარეების ორმაგი ლათინური დასახელება (ბინარული ნომენკლატურა). სინონიმი: ბინომენი (იხ.).
ბინოკულარული (ლათ. bini ორი, oculus თვალი) 1. ორი თვალით განხორციელებული მხედველობა. 2. ბინოკულარული მიკროსკოპი ორი ოკულარით აღჭურვილი მიკროსკოპი, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია ობიექტის განხილვა ორივე თვალით.
ბინომენი (ლათ. bini ორი, nomen სახელი) - ძირითადი ტაქსონომიური კატეგორიის ორმაგი (ბინარული) სახელწოდება. ეს ტერმინი XVI სა უკუნეში შემოთავაზებული იყო კ. მესნერის მიერ და მეცნიერებაში ფეხი საბოლოოდ მოიკიდა XVIII საუკუნეში კ.ლინეს შრომების შედეგად.
ბიოაკუსტიკა (ბერძნ. bios სიცოცხლე, akustikos სმენითი) - ზოოლოგიის დარგი, რომელიც სწავლობს ცხოველების ხმოვან სიგნალიზაციას, მათ ურთიერთობას ბუნებაში (ბიოკომუნიკაციას), ორიენტაციას სივრცეში ბუნებრივი ექოლოკატორების საშუალებით, აგრეთვე სმენითი და ხმოვანი სისტემების აგებულებას.
ბიოგენეზი (ბერძნ.bios სიცოცხლე, genesis წარმოშობა) - 1. თეორია, რომელიც ხსნის ცოცხალი ორგანიზმების წარმოქმნას მხოლოდ ცოცხალი ორგანიზმებისაგან. 2. ორგანული შენაერთების წარმოქმნა ცოცხალი ორგანიზმების მიერ.
ბიოგენეზური კანონი (ბერძნ.bios სიცოცხლე, genesis წარმოშობა) - წესი, რომელიც ხსნის კანონზომიერ შეფარდებას ორგანიზმის ინდივიდუალურ განვითარებასა (ონტოგენეზს) და ევოლუციის პროცესში მის განვითარებას (ფილოგენეზს) შორის. აღნიშნული კანონის თანახმად, რომელიც მოწოდებულია ფ.მიულერის და ე. ჰეკელის მიერ, ონტოგენეზი წარმოადგენს ფილოგენეზის მოკლე და შემჭიდროებულ განმეორებას. იხ. რეკაპიტულაცია.
ბიოგენური ელემენტები (ბერძნ.bios სიცოცხლე, genesis წარმოშობა) - 1. იგივე ბიოგენები. ქიმიური ელემენტები, რომლებიც მუდმივად შედიან ორგანიზმების და ყველა ორგანული ნივთიერებების შემადგენლობაში და აუცილებელნი არიან მათი ცხოველქმედებისათვის. ასეთი ელემენტებია: ჟანგბადი, ნახშირბადი, წყალბადი და აზოტი. აღნიშნულ ელემენტებს მაკროელემენტებსაც (იხ.) უწოდებენ. 2. მცენარეული და ცხოველური წარმოშობის სამკურნალო საშუალებები.
ბიოგეოგრაფია (ბერძნ.bios სიცოცხლე, ge დედამიწა, grapho ვწერ) - მეცნიერების დარგი, რომელიც სწავლობს ცხოველების, მცენარეების და მიკროორგანიზმების დედამიწაზე გავრცელების კანონზომიერებებს.
ბიოგეოსფერო (ბერძნ.bios სიცოცხლე, ge დედამიწა, sphaira სფერო) - დედამიწის გარსი, რომელშიც კონცენტრირებულია მთელი პლანეტის ცოცხალი მასა.
ბიოგეოფიზიკა (ბერძნ.bios სიცოცხლე, ge დედამიწა, physis ბუნება) - მეცნიერების დარგი, რომელიც სწავლობს დედამიწაზე სიცოცხლესთან დაკავშირებულ ფიზიკურ პროცესებს.
ბიოგეოქიმია (ბერძნ.bios სიცოცხლე, ge დედამიწა, chemeia ქიმია) - მეცნიერების დარგი, რომელიც ბიოსფეროში (იხ.) მიმდინარე გეოქიმიურ პროცესებში სწავლობს ცოცხალი ორგანიზმების როლს.
ბიოგეოცენოზი (ბერძნ.bios სიცოცხლე, ge დედამიწა, koinoს საერთო) - ნივთიერებების და ენერგიის ცვლით ერთმანეთთან დაკავშირებული ცოცხალი ორგანიზმების (მცენარეების, ცხოველების, მიკროორგანიზმების) და არაცოცხალი კომპონენტების ერთიანი სისტემა.
ბიოგეოცენოლოგია (ბერძნ.bios სიცოცხლე, ge დედამიწა, koinos საერთო, logos მოძღვრება) - მეცნიერება, რომელიც სწავლობს ბიოგეოცენოზების კომპონენტებს შორის ურთიერთდამოკიდებულებას.
ბიოდოზა (ბერძნ.bios სიცოცხლე, dosis ულუფა, ჯერი) - ულტრაიისფერი სხივების ის რაოდენობა, რომელიც 24 საათის განმავლობაში იწვევს კანის მინიმალურ ერითემას.
ბიოელექტრული პოტენციალი (ბერძნ.bios სიცოცხლე, elektron ფისი, ქარვა, ლათ. potentia შესაძლებლობა) - ცხოველებისა და მცენარეების უჯრედებსა და ქსოვილებში მიმდინარე ელექტრული მოვლენები, რაც განაპირობებს აგზნებადობის და შეკავების პროცესებს. ბიოელექტრული პოტენციალის გამოკვლევა გამოიყენება სხვადასხვა დაავადების სადიაგნოზოდ (ელექტროკარდიოგრაფია და სხვ.).
ბიოზი (ბერძნ.bios სიცოცხლე) - რთული სიტყვების ნაწილი, რომელიც მიუთითებს კავშირს სასიცოცხლო პროცესებთან (მაგ., პარაბიოზი).
ბიოინდიკატორები (ბერძნ.bios სიცოცხლე, ლათ. indico ვუთითებ, ვსაზღვრავ) - ორგანიზმები, რომელთა არსებობა, რაოდენობა ან განვითარების თავისებურება მიუთითებს საარსებო გარემოს მდგომარეობაზე. მაგ., წყლების ფლორისა და ფაუნის შემადგენლობით, მათი ცალკეული წარმომადგენლების რაოდენობრივი შეფარდებით შეიძლება ვიმსჯელოთ დაბინძურების ხარისხსა და ხასიათზე, სასმელი და სამეურნეო მიზნით მისი გამოყენების შესაძლებლობაზე, აგრეთვე გამწმენდი ნაგებობების მუშაობის ეფექტურობაზე.
ბიოკატალიზატორები (ბერძნ.bios სიცოცხლე, katalysis დაშლა) - იხ. ფერმენტები.
ბიოკატალიზი (ბერძნ.bios სიცოცხლე, katalysis დაშლა) - ცოცხალ ორგანიზმებში მიმდინარე ქიმიური რეაქციების დაჩქარება ფერმენტების მეშვეობით.
ბიოკატენა (ბერძნ.bios სიცოცხლე, ლათ. catena ჯაჭვი, უწყვეტი რიგი) - ბიოცენოზის კანონზომიერი ცვლა სივრცეში. განასხვავებენ ფიტოკატენას და ზოოკატენას.
ბიოკლიმატოლოგია (ბერძნ.bios სიცოცხლე, klima მხარე, logos მოძღვრება) - კლიმატური ფაქტორების გავლენის შესწავლა ცოცხალ ორგანიზმებზე.
ბიოკომუნიკაცია (ბერძნ.bios სიცოცხლე, ლათ. communico ვაკავშირებ) - ცხოველების ურთიერთობა ერთმანეთთან ინფორმაციის გადაცემა ერთი ან სხვადასხვა სახეობის ცხოველებს შორის სპეციალური სიგნალების (ქიმიური, მექანიკური, ოპტიკური, ხმოვანი, ელექტრული და ა.შ., ანდა ქცევითი) მეშვეობით. მაგ., ჭიანჭველებს, ფუტკრებს და სხვ. ახასიათებთ საკვები ობიექტის ადგილის და მანძილის შესახებ ინფორმაციის ერთმანეთისადმი გადაცემის უნარი. ბიოკომუნიკაცია უადვილებს ცხოველებს საკვების მოპოვებას, მტრებისაგან თავდაცვას, გამრავლების პერიოდში სხვადასხვა სქესის ინდივიდების შეხვედრას და ა.შ.
ბიოლინები (ბერძნ.bios სიცოცხლე, ლათ. linea ძაფი) - ცხოველის ცხოველქმედების გაზისებრი, თხევადი და მკვრივი კონსისტენციის პროდუქტები (ფიზიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები), რომელთა მეშვეობითაც იგი გავლენას ახდენს თავის მსგავს ინდივიდებზე, სხვა სახეობებზე და საერთოდ, თანასაზოგადოების საარსებო გარემოზე. ბიოლინებში შედიან ანტიბიოტიკები, ფიტონციდები და სხვ. განასხვავებენ ფიტოლინებს, რომელთაც გამოყოფენ მცენარეები და ტელერგონებს, რომელთაც გამოყოფენ ცხოველები.
ბიოლოგია (ბერძნ.bios სიცოცხლე, logos მოძღვრება) - აერთიანებს მეცნიერებებს ცოცხალი ბუნების, მისი აგებულებისა და ფუნქციების, წარმოშობის, განვითარების, გავრცელების და ურთიერთთანაცხოვრების შესახებ. ბიოლოგია მჭიდროდაა დაკავშირებული ისეთ მეცნიერებებთან, როგორებიცაა, ქიმია, ფიზიკა, მათემატიკა, ტექნიკური მეცნიერებები, მედიცინა, რის შედეგადაც წარმოიქმნენ მისი ახალი დარგები: ბიოქიმია, ბიოფიზიკა, მოლეკულური ბიოლოგია და სხვ.
ბიოლოგიზმი (ბერძნ.bios სიცოცხლე) - სოციალური პროცესებისა და მოვლენების დაყვანა ბიოლოგიურ მოვლენებამდე.
ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები (ბერძნ.bios სიცოცხლე, logos მოძღვრება) - ცოცხალი ორგანიზმის მიერ გამომეშავებული ნივთიერებები (მაგ., ჰორმონები), რომლებიც ასტიმულირებენ მის განვითარებას ან ფუნქციებს.
ბიოლოგიური ბარიერი (ბერძნ.bios სიცოცხლე, logos მოძღვრება, ინგლ. barrier წინაღობა) - ნებისმიერი დაბრკოლება ორგანიზმების განსახლების გზაზე, რაც განპირობებული შეიძლება იყოს კონკურენციით, მტაცებლობით, არასაკმარისი კვების ობიექტებით და ა.შ.
ბიოლოგიური გამოსხივება (ბერძნ.bios სიცოცხლე, logos მოძღვრება) - ორგანიზმის მიერ ელექტრომაგნიტური, სითბური და სხვა ბუნების სხივების ინდუქციის, აგრეთვე მის მიერ ელექტრომაგნიტური და სხვ. ფიზიკური ველების შექმნის მოვლენა.
ბიოლოგიური იარაღი (ბერძნ.bios სიცოცხლე, logos მოძღვრება) - სამხედრო მიზნებისათვის ადამიანის, ცხოველებისა და მცენარეების დაავადებების გამოწვევა და გავრცელება ბიოლოგიური გზით (ბაქტერიებით, ვირუსებით, ბიოტოქსინებით და სხვ.).
ბიოლოგიური იზოლაცია (ბერძნ.bios სიცოცხლე, logos მოძღვრება, ინგლ. isolation განცალკევება) - ორგანიზმების შეჯვარების შეუძლებლობა ბიოლოგიური მიზეზების გამო.
ბიოლოგიური კიბერნეტიკა (ბერძნ.bios სიცოცხლე, logos მოძღვრება, kybernetike მართვის ხელოვნება) - კიბერნეტიკის განხრა, რომელიც სწავლობს ბიოლოგიურ სისტემებში მართვისა და ინფორმაციის გადამუშავების კანონზომიერებებს.
ბიოლოგიური მეთოდი (ბერძნ.bios სიცოცხლე, logos მოძღვრება, methodos კვლევა) - იგივე ბიომეთოდი. მავნე ორგანიზმების რაოდენობის შემცირება სხვა ცხოველების, კერძოდ, მტაცებლების, პარაზიტების (ე.წ. სუპერპარაზიტების) მეშვეობით. მაგ., თევზ გამბუზიას გამოყენება მალარიის კოღოს მატლების გასანადგურებლად. ზოგჯერ ატარებენ მავნე სახეობის მამრების სტერილიზაციას, რითაც საგრძნობლად აქვეითებენ ამავე სახეობის ფერტილური (იხ.) ინდივიდების აქტიურ გამრავლებას და ნაყოფიერებას, აგრეთვე იწვევენ მათში ინფექციურ დაავადებებს სხვადასხვა მიკროორგანიზმებით ანდა ზემოქმედებენ მათზე ბიოტოქსინებით.
ბიოლოგიური ნაყოფიერება (ბერძნ.bios სიცოცხლე, logos მოძღვრება) - ცოცხალი ორგანიზმების ევოლუციურად ჩამოყალიბებული უნარი აანაზღაუროს ბუნებრივი სიკვდილიანობით გამოწვეული დანაკარგი გამრავლების გზით.
ბიოლოგიური ნომენკლატურა (ბერძნ.bios სიცოცხლე, logos მოძღვრება, ნომენცლატურა სახელების ჩამოწერა) - ბიოლოგიური სისტემატიკა, რომელიც მეცნიერულად განიხილავს და აწესრიგებს ორგანიზმების სახელწოდებებს.
ბიოლოგიური პროგრესი (ბერძნ.bios სიცოცხლე, logos მოძღვრება, ლათ. progressus წინსვლა, მატება) - ევოლუციის მიმართულება, რომლის დროსაც ცვალებადობას თან სდევს სახეობის აყვავება მისი რიცხოვნობის ზრდა, არეალის გაფართოება და ა.შ.
ბიოლოგიური რეგრესი (ბერძნ.bios სიცოცხლე, logos მოძღვრება, ლათ. regressus დაბრუნება, უკუმოძრაობა) - ბიოლოგიური პროგრესის საწინააღმდეგო პროცესი. დამახასიათებელია ინდივიდთა რიცხოვნობის მკვეთრი კლება (სრულ გადაშენებამდე), არეალის შემცირება და ა.შ.
ბიოლოგიური რითმები (ბერძნ.bios სიცოცხლე, logos მოძღვრება, rhythmos თანაბარი მონაცვლეობა) - ბიოლოგიური პროცესების ინტენსივობისა და ხასიათის ციკლური ცვალებადობები, რაც თითქმის ყველა ცხოველსა და მცენარეს, აგრეთვე მათ ორგანოებსა და ცალკეულ უჯრედებსაც კი ახასიათებთ.
ბიოლოგიური საათი (ბერძნ.bios სიცოცხლე, logos მოძღვრება) - ცოცხალი ორგანიზმების დროში ორიენტაციის თვისება, უნარი, რაც დაფუძნებულია უჯრედებში მიმდინარე ფიზიკური და ქიმიური პროცესების პერიოდულობაზე.
ბიოლოგიური სიკვდილი (ბერძნ.bios სიცოცხლე, logos მოძღვრება) - ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის სრული შეწყვეტა, რასაც თან ახლავს ქსოვილებისა და ორგანოების შეუქცევადი ცვლილებები.
ბიოლოგიური სინჯი (ბერძნ.bios სიცოცხლე, logos მოძღვრება) - 1. ვაქცინებისა და შრატების კონტროლის მეთოდი, რითაც განისაზღვრება მათი ტოქსიკურობა, პათოგენურობა და იმუნოლოგიური აქტიურობა. 2. ინფექციური დაავადებების დიაგნოსტირების მეთოდი, რაც გამოიხატება ლაბორატორიული ცხოველების დასენიანებით, რათა აღმოჩენილ იქნენ გამომწვევი აგენტები და მათი ტოქსინები.
ბიოლოგიური ციკლები (ბერძნ.bios სიცოცხლე, logos მოძღვრება) - ორგანიზმების თანასაზოგადოებებში (პოპულაციებში, ბიოცენოზებში) ბიოლოგიური მოვლენების რითმული გამეორებები. ბიოლოგიური ციკლები შეიძლება იყოს დღეღამური, სეზონური და სხვა.
ბიოლოკაცია (ბერძნ.bios სიცოცხლე, ლათ. locatio განლაგება) - ცხოველის უნარი განსაზღვროს თავისი მდგომარეობა ან რაიმე საგნის მდებარეობა სივრცეში, მის მიერ გამოყოფილი და არეკლილი ფიზიკური (ელექტრომაგნიტური, ბგერითი, სითბური და სხვ.) ტალღების საშუალებით. მაგ., ღამურა ორიენტაციას იღებს ულტრაბგერის საშუალებით (ექოლოკაცია).
ბიოლუმინესცენცია (ბერძნ.bios სიცოცხლე, ლათ. lumen სინათლე, შუქი, escent სუსტი მოქმედების აღმნიშვნელი სუფიქსი) - ცოცხალი ორგანიზმების ხილული ნათება, რაც დაკავშირებულია მათ ცხოველმოქმედებასთან და განპირობებულია განსაკუთრებული ნივთიერებების - ლუციფერინების ფერმენტული და ჟანგვით. ბიოლუმინესცენცია შემჩნეულია რიგ ცხოველებში - უმარტივესებში, ნაწლავღრუიანებში, ჭიებში, კიბოსნაირებში, მოლუსკებში, აგრეთვე ზოგიერთ ხერხემლიან ცხოველში, კერძოდ თევზებში. ასეთ ნათებას ადგილი აქვს ზოგიერთ სოკოშიც.
ბიომასა (ბერძნ.bios სიცოცხლე, ლათ. massa გროვა, ნაჭერი) - ერთი სახეობის ინდივიდების საერთო მასა ან ინდივიდების ერთობლიობა ზედაპირის ერთეულზე ან საცხოვრებელი ადგილის მოცულობაზე. მცენარეების ბიომასას ფიტომასა ეწოდება, ხოლო ცხოველებისას - ზოომასა.
ბიომედიცინა (ბერძნ.bios სიცოცხლე, ლათ. მედიცინა) - ბიოლოგიურ საფუძვლებზე დაყრდნობილი კლინიკური მედიცინა.
ბიომი (ბერძნ.bios სიცოცხლე, ლათ. oma ბოლოსართი, რომელიც აღნიშნავს ერთობლიობას) - სხვადასხვა ორგანიზმების ჯგუფების და მათი საცხოვრებელი გარემოს ერთიანობა განსაზღვრულ ლანდშაფტურგეოგრაფიულ ზონაში (მაგ., ტუნდრაში, წიწვიან ტყეებში, არიდულ ზონაში და სხვ.).
ბიომორფოზი (ბერძნ.bios სიცოცხლე, morphosis წარმოქმნა, ფორმირება) - ორგანიზმის ცვლილებები, რომლებიც განპირობებულია მისი შეგუებით გარემო პირობებთან.
ბიონავიგაცია (ბერძნ.bios სიცოცხლე, navigatio ცურვა) - ცხოველების უნარი, რეგულარული სეზონური მიგრაციების დროს ამოირჩიოს გამოზამთრების და გამრავლების, აგრეთვე თავისი ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი და დაბადების ადგილები (ჰომინგი). ბიონავიგაციას ცხოველი ახდენს გრძნობათა ორგანოებით და ინსტინქტებით.
ბიონიკა (ბერძნ. bion ცოცხალი არსება) - მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ბიოლოგიურ სისტემებსა და პროცესებს საინჟინრო პრობლემათა გადასაწყვეტად.
ბიონტი (ბერძნ. bion ცოცხალი არსება) - ორგანიზმი, რომელიც ევოლუციის პროცესში შეგუებულია განსაზღვრულ გარემოში (ბიოტოპში, იხ.) არსებობას. განარჩევენ ბიონტების მრავალ ფორმას: აერობიონტებს, ჰიდრობიონტებს და ა.შ.
ბიოოპტიკა (ბერძნ.bios სიცოცხლე, optikos რაც ეხება მხედველობას) - ბიოლოგიის დარგი, რომელიც სწავლობს ცოცხალი ორგანიზმების მიერ სინათლის გამოყენებას ორიენტაციისათვის.
ბიოორიენტაცია (ბერძნ.bios სიცოცხლე, ლათ. oriens აღმოსავლეთი) - ცოცხალ ორგანიზმთა უნარი განსაზღვრონ თავიანთი ადგილმდებარეობა სივრცეში და შესაბამისად შეეგუონ მას.
ბიოპოლიმერები (ბერძნ.bios სიცოცხლე, poly მრავალი, meros ნაწილი) - მაღალმოლეკულური ბიოლოგიური შენაერთები, რომლებიც წარმოადგენენ ცოცხალი ორგანიზმების სტრუქტურულ ნაწილებს (ცილები, ნუკლეინის მჟავები, პოლისაქარიდები და სხვ.).
ბიოპრეპარატები (ბერძნ.bios სიცოცხლე, ლათ. praeparatus გამზადებული) - ბიოლოგიური წარმოშობის პრეპარატები, რომლებიც მოქმედებენ ცოცხალ ორგანიზმებზე და გამოიყენებიან დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის.
ბიორითმოლოგია (ბერძნ.bios სიცოცხლე, rhythmos რითმი, logos მოძღვრება) - სწავლება ბიორითმებზე, ორგანიზმის მდგომარეობის პერიოდულ ცვლილებებზე და მასში მიმდინარე რეაქციების ინტენსივობის ცვალებადობაზე.
ბიოსესტონი (ბერძნ.bios სიცოცხლე, sestos გაცრილი) - წყალში შეწონილი ცოცხალი ორგანიზმები.
ბიოსინთეზი (ბერძნ.bios სიცოცხლე, synthesis სინთეზი) - უჯრედში ნუკლეინის მჟავების, ცილების და სხვა ორგანული ნივთიერებების წარმოქმნა ბიოკატალიზატორების (ფერმენტების) მეშვეობით.
ბიოსპელეოლოგია (ბერძნ.bios სიცოცხლე, spelaion მღვიმე, logos მოძღვრება) - მეცნიერება, რომელიც შეისწავლის მღვიმეებში გავრცელებულ ცოცხალ ორგანიზმებს.
ბიოსტრატონომია (ბერძნ.bios სიცოცხლე, ლათ. stratos შრე, ბერძნ. nomos კანონი) - ორგანული ნამარხი ნაშთების სივრცობრივი შეფარდება ერთმანეთისადმი.
ბიოსფერო (ბერძნ.bios სიცოცხლე, sphaire სფერო) - დედამიწის გარსი, რომლის შედგენილობა, სტრუქტურა და ენერგეტიკა განისაზღვრება ცოცხალი ორგანიზმების ერთობლივი ცხოველქმედებით. ბიოსფეროს მიეკუთვნება ლითოსფეროს ზედა ნაწილი (23 კმ-მდე სიღრმეში), ატმოსფერო 20-25 კმ-მდე (ოზონის ეკრანამდე) და ჰიდროსფერო.
ბიოტა (ბერძნ. biota სიცოცხლე) - რომელიმე ტერიტორიისათვის დამახასიათებელი ცოცხალ ორგანიზმთა ისტორიულად ჩამოყალიბებული ერთობლიობა.
ბიოტელემეტრია (ბერძნ. bios სიცოცხლე, tele შორს, შორიდან, მეტრეო ვზომავ) - სასიცოცხლო მოვლენათა გამოკვლევა და მათი მაჩვენებლების გაზომვა შორი მანძილიდან. ამ მიზნით ადამიანისა თუ ცხოველის სხეულის ზედაპირზე ამაგრებენ ტემპერატურის, წნევის, ქიმიური რეაქციების, მექანიკური დეფორმაციისა და სხვა გამღიზიანებლებისადმი მგრძნობიარე გადამცემებს, რომლებიც გამღიზიანებელთა ენერგიას ელექტრულ სიგნალებად გარდაქმნიან.
ბიოტექნია (ბერძნ. bios სიცოცხლე, techne უნარი, ოსტატობა) - გარეული სასარგებლო ცხოველების მოშენებისა და გამრავლების ღონისძიებათა სისტემა.
ბიოტექნიკა (ბერძნ. bios სიცოცხლე, techne უნარი, ოსტატობა) - ტექნიკური ხელსაწყოები, რომლებიც განკუთვნილნი არიან ბიოლოგიური კვლევისათვის.
ბიოტექნოლოგია (ბერძნ. bios სიცოცხლე, techne ხელოვნება, მეცნიერება, ლოგოს მოძღვრება) - იმ მეთოდების ერთობლიობა, რომელთა საშუალებით იღებენ ადამიანისათვის საჭირო პროდუქტებს (სხვადასხვა წამლებს, ანტიბიოტიკებს, მონოკლონურ ანტისხეულებს და სხვ.). ამ მიზნის მისაღწევად იყენებენ გენეტიკური (უჯრედული და გენური) ინჟინერიის მიღწევებს.
ბიოტიპი (ბერძნ.bios სიცოცხლე, typos ანაბეჭდი, ნიმუში) - ორგანიზმების ჯგუფი, რომელთაც გააჩნიათ მსგავსი გენოტიპი და ფენოტიპი (მაგ., კლონი მცენარეებში).
ბიოტოპი (ბერძნ.bios სიცოცხლე, topos ადგილი) - ბიოსფეროს ნაწილი, რომელსაც გააჩნია ერთგვაროვანი აბიოტური პირობები (კლიმატი, რელიეფი და სხვ.). ეს უკანასკნელი განსაზღვრავს ორგანიზმების სახეობრივ შემადგენლობას, აგრეთვე მათი არსებობის თავისებურებებს.
ბიოტოქსინები (ბერძნ. bios სიცოცხლე, toxikon შხამი) - ცოცხალი ორგანიზმების მიერ გამოყოფილი შხამიანი ნივთიერებები.
ბიოტროფები (ბერძნ. bios სიცოცხლე, trophe კვება) - ორგანიზმები, რომლებიც იკვებებიან ცოცხალი ორგანიზმებით. მიეკუთვნებიან ჰეტეროტროფებს (იხ.). ბიოტროფებია ფიტო და ზოოფაგები (პარაზიტების ჩათვლით).
ბიოტური ფაქტორები (ბერძნ. bios სიცოცხლე, ლათ. factor მწარმოებელი, მკეთებელი) - ერთ-ერთი ეკოლოგიური ფაქტორი, რომელიც გულისხმობს ცოცხალი ორგანიზმების ურთიერთდამოკიდებულებას და ურთიერთზეგავლენას (მტაცებლის გავლენა მსხვერპლზე, პარაზიტის მასპინძელზე და ა.შ.).
ბიოფიზიკა (ბერძნ. bios სიცოცხლე, physis ბუნება) - მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ცოცხალ ორგანიზმში მიმდინარე ფიზიკურ და ქიმიურ პროცესებს, აგრეთვე ბიოლოგიური სისტემების ულტრასტრუქტურას ცოცხალი მატერიის ორგანიზაციის ყველა დონეზე.
ბიოფილტრი (ბერძნ.bios სიცოცხლე, ფრანგ. filtre ბოჭკო) - ჩამდინარე წყლების გამწმენდი მოწყობილობა. მიკრობიოლოგიური ფილტრი ჩვეულებრივ წარმოადგენს რეზერვუარს ორმაგი ფსკერით, რომელიც გავსებულია მსხვილგრანულოვანი გამფილტრავი მასალით (ხრეშით, წიდით, კერამზიტით და სხვ.).
ბიოფსია (ბერძნ.bios სიცოცხლე, opsis მხედველობა) - ცოცხალი ორგანიზმიდან ქსოვილის ამოკვეთა და მიკროსკოპული შესწავლა პათოლოგიური პროცესის ხასიათის დასადგენად. ბიოფსიას კლინიკაში იყენებენ ამა თუ იმ ავადმყოფობის დიაგნოზის დასადგენად და დასაზუსტებლად. იგივე ბიოპსია.
ბიოქიმია (ბერძნ.bios სიცოცხლე, chemeia ქიმია) - მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ცოცხალ ორგანიზმებში შემავალი ნივთიერებების ქიმიურ სტრუქტურას, თვისებებსა და ლოკალიზაციას, აგრეთვე ორგანიზმების ცხოველმოქმედების პროცესში მიმდინარე ქიმიურ რეაქციებს.
ბიოქიმიური ანაპლაზია (ბერძნ. bios სიცოცხლე, chemeia ქიმია, anaplazo გარდავქმნი) - მდგომარეობს სიმსივნური უჯრედებიდან ყველა სპეციფიკური ფერმენტის ან მათი მნიშვნელოვანი ნაწილის გაქრობაში. ამასთან ერთად, ზოგიერთ სიმსივნეში იწყება ემბრიონული სტადიისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური ცილების სინთეზი.
ბიოქიმიური ევოლუცია (ბერძნ. bios სიცოცხლე, chemeia ქიმია, ლათ. evolutio განვითარება, გაშლა) - ინგლისელი სწავლულის ჯ. ჰოლდეინის და რუსი ბიოქიმიკოსის ა. ოპარინის ჰიპოთეზა, რომლის თანახმად დედამიწასა და სხვა პლანეტებზე, მათი ხანგრძლივი ევოლუციის ერთ-ერთ ეტაპზე, შეიქმნა სიცოცხლის წარმოშობის პირობები. ამ გზაზე პირველი ნაბიჯი უნდა გამხდარიყო არაორგანული მოლეკულებისაგან ორგანული მოლეკულების არაბიოლოგიური (აბიოგენური) სინთეზი. სიცოცხლის წარმოშობის მეორე ნაბიჯია ორგანულ ნივთიერებათა კონცენტრაციის პროცესი, რის შედეგადაც წარმოიქმნება ე.წ. კოაცერვატები (იხ.). ზოგიერთ მათგანს შესაძლოა შესძენოდა თვითწარმოქმნის უნარი.
ბიოცენოზი (ბერძნ. bios სიცოცხლე, koinos საერთო) - მიკროორგანიზმების, სოკოების, მცენარეებისა და ცხოველების ერთობლიობა, რომლებიც არსებობენ ხმელეთის ან წყალსატევის მეტად თუ ნაკლებად ერთგვაროვან არეალში (ბიოტოპში).
ბიოციდი (ბერძნ. bios სიცოცხლე, caedo ვკლავ) - ნივთიერება, რომელიც სპობს ყოველივე ცოცხალს.
ბიოციკლი (ბერძნ. bios სიცოცხლე, kyklos წრე) - ორგანიზმის ინდივიდუალური განვითარების ფაზების ან სტადიების კანონზომიერი ცვლილებები.
ბიოჰელმინთები (ბერძნ. bios სიცოცხლე, helminthes ჭია) - იმ ჰელმინთების ზოგადი სახელწოდება, რომელთა სასიცოცხლო ციკლის დასრულებისათვის აუცილებელია მასპინძლის ცვლა. ბიოჰელმინთები შეიძლება განვითარდნენ ორი ან სამი მასპინძლის მონაცვლეობით. აღნიშნული მასპინძლები ზოგჯერ ცხოველების სხვადასხვა სახეობებს მიეკუთვნებიან.
ბირთვაკი (ლათ. nucleolus) - ეუკარიოტების უჯრედების ბირთვებში არსებული მკვრივი სხეულაკი. შედგება რიბონუკლეოპროტეიდებისაგან, რომლებიც წარმოადგენენ რიბოსომების წინამორბედებს. მას შემდეგ, რაც 1950 წელს ნათელი გახდა რიბოსომების როლი ცილის ბიოსინთეზში, დადგინდა, რომ ბირთვაკი რიბოსომების წარმომქმნელი ორგანოიდია.
ბირთვაკის ორგანიზატორი - XX საუკუნის 30-იან წლებში ნაჩვენები იყო, რომ ბირთვაკის ფორმირება ინტერფაზაში დამოკიდებულია ქრომოსომის სპეციალიზებულ უბანზე - ბირთვაკის ორგანიზატორზე და რომ ბირთვაკების რაოდენობა ბირთვში შეესაბამება უჯრედის გენომში არსებულ ბირთვაკის ორგანიზატორების რაოდენობას.
ბირთვი (ლათ. nucleus) - ეუკარიოტების ცენტრალური ინფორმაციულ - გენეტიკური აპარატი, რომელიც შეიცავს ნუკლეინის მჟავებს, სხვადასხვა ცილებს, მინერალურ მარილებს და ა.შ. ზოგ უჯრედს (მაგ., ძუძუმწოვრების ერითროციტებს) ბირთვი არ გააჩნია, ზოგს კი (მეგაკარიოციტებს, ოსტეოკლასტებს, აგრეთვე სიმსივნურ უჯრედებს) იგი რამდენიმე ათეულიც კი შეიძლება ჰქონდეს. ბირთვის ძირითადი სტრუქტურული ელემენტები ქრომოსომებია.
ბირთვულ -ციტოპლაზმური შეფარდება - ბლასტურ, უმწიფარ, აგრეთვე სიმსივნურ უჯრედებს ახასიათებთ მაღალი ბირთვულციტოპლაზმური შეფარდება (ე.ი. ბირთვი დიდი მოცულობისაა, ციტოპლაზმა კი მცირე). უჯრედების დიფერენცირების პროცესში ეს შეფარდება თანდათანობით კლებულობს. დიფერენცირებულ უჯრედებს აღნიშნული შეფარდება საშუალო აქვთ ან დაბალიც კი. ჰერტვინგის მიხედვით აღნიშნული შეფარდების ცვლილება უჯრედის გაყოფის გამშვები მექანიზმია. ამ შეფარდებას გამოხატავენ რიცხობრივად (მაგ., მაღალი ბირთვულციტოპლაზმური შეფარდება შეესაბამება დაახლოებით 0,90-0,95-ს, საშუალო - 0,50-0,55-ს, დაბალი - 0,25-0,30-ს და ა.შ.).
ბისექსუალი (ლათ. bis ორჯერ, sexus სქესი) - პირი, რომელსაც გააჩნია სქესობრივი ლტოლვა ორივე სქესის წარმომადგენლებისადმი. ბისექსუალიზმის შემთხვევაში მამაკაცს აქვს უნარი დაამყაროს სქესობრივი კავშირი როგორც საწინააღმდეგო, ასევე თავისივე სქესის წარმომადგენელთან.
ბისინოზი (ბერძნ. byssos უწმინდესი ტილო, osis მდგომარეობა) - ბამბეულის ქსოვილის მიერ გამოყოფილი მტვრის ხანგრძლივი შესუნთქვით გამოწვეული პნევმოკონიოზი (იხ.).
ბიტნერის ვირუსი - 1936 წელს ამერიკელი ჯ. ბიტნერის მიერ აღმოჩენილი თაგვების სარძევე ჯირკვლის კიბოს ვირუსი. იგივე „რძის ფაქტორი“.
ბიულეტენი (ფრანგ. bulletin შეჯამება, ცნობა) - 1.საავადმყოფო ფურცელი. 2.მოკლე ოფიციალური შეტყობინება რაიმე მნიშვნელოვან შემთხვევაზე, ვინმე ცნობილი მოღვაწის ჯანმრთელობაზე და სხვ.
ბიფენოტიპიური სიმსივნეები (ლათ. bis ორჯერ, ბერძნ. phaino ვუჩვენებ, typos ანაბეჭდი) - შემთხვევა, როდესაც სიმსივნურ უჯრედებს გააჩნიათ ორი სხვადასხვა ტიპის უჯრედისათვის დამახასიათებელი ანტიგენები, მორფოლოგია და ა.შ.
ბიფიდობაქტერიები (Bifidobacterium) - მიეკუთვნებიან აქტინომიცეტების (იხ.) გვარს. გრამ-დადებითებია, უსპორონი, უძრავი ჩხირები, რომლებიც ხშირად იტოტებიან და ბოლოებში გააჩნიათ ქინძისთავისმაგვარი შემსხვილებები. ანაერობებია, თუმცა ამჟღავნებენ ტოლერანტობას ჟანგბადისადმი. შეადგენენ ბავშვების ნაწლავების ნორმალური ფლორის 80-90%-ს. თრგუნავენ სხვადასხვა ლპობის და პათოგენური მიკრობების განვითარებას, წარმოქმნიან K და B ჯგუფის ვიტამინებს და ხელს უწყობენ ნახშირწყლების მონელებას.
ბიფურკაცია (ლათ. bis ორჯერ, furca ორთითი, ჩანგალი) - სისხლძარღვის, ტრაქეის ორად განშტოება, ორად გაყოფა, გაორკაპება.
ბიჰევიორიზმი (ინგლ. behaviour ქცევა) - ეთოლოგიის (იხ.) ერთ-ერთი მიმართულება, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე. შეისწავლის ცხოველების მიერ დასწავლის პროცესების კანონზომიერებებს. ამ მიმართულების ფუძემდებლებია ე.ტორნდაიკი და რ.იერკსი.
ბლასტემა (ბერძნ. blastos ყლორტი, ღივი) - 1.ახალწარმონაქმნის გაჩენის უნარის მქონე ნებისმიერი ცოცხალი ქსოვილი. 2.ნაწილობრივ ამპუტირებული ორგანოს ზედაპირზე უჯრედების დაგროვება. 3.ცენტროლეციტალურ კვერცხებში ციტოპლაზმის ზედაპირული შრე.
ბლასტემია (ბერძნ. blastos ყლორტი, ღივი, haima სისხლი) ბლასტური უჯრედების გამოჩენა პერიფერიულ სისხლში. აღინიშნება ლეიკემიების და ლეიკემოიდური რეაქციების დროს.
ბლასტოგენეზი (ბერძნ. blastos ყლორტი, ღივი, genesis წარმოშობა) - მრავალუჯრედიანი ცხოველის ინდივიდუალური განვითარება უსქესო (ვეგეტაციური) გამრავლების შემთხვევაში. საწყის ფაზას წარმოადგენს არა კვერცხი, არამედ სომატური უჯრედებისაგან შემდგარი კვირტი.
ბლასტოდერმა (ბერძნ. blastos ყლორტი, ღივი, derma კანი) - ჩანასახის განვითარების სტადია (ბლასტულა), როდესაც უჯრედები დაყოფის შედეგად ქმნიან ერთშრიან ფირფიტას.
ბლასტოდისკო (ბერძნ. blastos ყლორტი, ღივი, diskos წრე) - ჩანასახოვანი დისკო, რომელიც კვერცხის ანიმალურ ნაწილში წარმოდგენილია ციტოპლაზმის გროვის სახით. დანაწევრების შემდგომ გარდაიქმნება ბლასტოდერმად.
ბლასტომერები (ბერძნ. blastos ყლორტი, ღივი, meros ნაწილი) - ემბრიონული უჯრედების ზოგადი დასახელება. უჯრედები, რომლებიც წარმოიქმნებიან განაყოფიერებული კვერცხუჯრედის (ზიგოტის) მიტოზური დაყოფისას. ყოველი ახლადწარმოქმნილი ბლასტომერი დანაწევრების გამო, მცირე ზომისაა წინამორბედთან შედარებით.
ბლასტომოგენური მოქმედება (ბერძნ. blastos ყლორტი, ღივი, genos დაბადება, წარმოშობა) - სხვადასხვა ბუნების დასხივების, ქიმიური ნივთიერებების და ბიოლოგიური აგენტების მოქმედება უჯრედებზე, რაც იწვევს სხვადასხვა ქსოვილების და ორგანოების სიმსივნეების წარმოქმნას.
ბლასტოპათია (ბერძნ. blastos ყლორტი, ღივი, pathos ტანჯვა) - ბლასტულის ანომალიების საერთო სახელწოდება.
ბლასტოფორი (ბერძნ. blastos ყლორტი, ღივი, poros ხვრელი) - პირველადი პირი, ხვრელი, რომლის საშუალებითაც ცხოველის ჩანასახის სიღრუე გასტრულის სტადიაზე უკავშირდება გარემოს.
ბლასტოცელი (ბერძნ. blastos ყლორტი, ღივი, koilos სიცარიელე, ღრუ) - ბლასტულის სტადიაზე მყოფი ცხოველის სხეულის სიღრუე, რომელსაც არ გააჩნია საკუთარი კედლები. წარმოიქმნება ბლასტომერებს შორის. ადამიანის ჩანასახს აღნიშნული სტრუქტურა არ გააჩნია.
ბლასტოცისტა (ბერძნ. blastos ყლორტი, ღივი, kystis ბუშტი) - ადამიანის და სხვა ძუძუმწოვრების ჩანასახის განვითარების სტადია, რომელიც წარმოიქმნება განაყოფიერებული კვერცხის დაყოფის შედეგად. ბუშტის ერთი მხარე წარმოდგენილია უჯრედების გროვით (ჩანასახოვანი კვანძით), ბუშტის გარეთა კედელი კი წარმოქმნის ტროფობლასტს. ჩანასახოვანი კვანძიდან წარმოიქმნება ჩანასახი და მისი გარსები. ბლასტოცისტა მორულის (იხ.) შემდგომი სტადიაა. ბლასტოცისტის ფაზაზე ჩანასახი იმპლანტირდება საშვილოსნოში.
ბლასტტრანსფორმაცია (ბერძნ. blastos ყლორტი, ღივი, transformo გარდავქმნი) - T - და B - ლიმფოციტების გარდაქმნა (ტრანსფორმაცია) ამავე რიგის ნაკლებდიფერენცირებულ უჯრედებად, რასაც ადგილი აქვს სპეციფიკური და არასპეციფიკური ფაქტორების ზეგავლენით. T - უჯრედები აქტივირდება ფიტოჰემაგლუტინინით და კონკანავალინ A-თი, ხოლო B - ჭიაფერათი (Phytolecca americana) და ლიპოპოლისაქარიდით. ბლასტტრანსფორმაცია პირველად აღწერა კანადელმა მ.ბაინმა 1964 წელს.
ბლასტულა (ბერძნ. blastos ყლორტი, ღივი) - მრავალუჯრედიანი ორგანიზმის ჩანასახის განვითარების ერთ-ერთი სტადია. ამ სტადიაზე ჩანასახი შედგება უჯრედების ერთი შრისაგან და ბუშტის ფორმა აქვს.
ბლასტური კრიზი (ბერძნ. blastos ყლორტი, ღივი, ფრანგ. krise გარდატეხა) - ქრონიკული მიელოლეიკემიით დაავადებულთა პერიფერიულ სისხლსა და ძვლის ტვინში ბლასტური უჯრედების საგრძნობი მომატება, რასაც თან ერთვის კლინიკური მდგომარეობის გაუარესება. შეიძლება იყოს მიელო, ლიმფო, მონობლასტური გენეზის.
ბლასტური უჯრედები (ბერძნ. blastos ყლორტი, ღივი) - არადიფერენცირებული, უმწიფარი უჯრედები. მათი გამოჩენა პერიფერიულ სისხლში რაიმე პათოლოგიის, ზოგჯერ კი ლეიკემიის (იხ.) ნიშანი შეიძლება იყოს.
ბლეფარიტი (ბერძნ. blepharon ქუთუთო, itis ანთება) - ქუთუთოს კიდეების ანთება.
ბლეფაროპტოზი (ბერძნ. blepharon ქუთუთო, ptosis დაწევა, დაცემა) - ზედა ქუთუთოს დაშვება, დაწევა.
ბლოკადა (ინგლ. blockade გზის დაკეტვა, დაბრკოლება) - რომელიმე ორგანოს ან სისტემის ფუნქციის გამოთიშვა.
ბოთრიდიები (ბერძნ. bothrus მტევანი) - ზოგიერთი თასმა ჭიის ფიქსაციის ორგანოები.
ბოლქვი - მცენარის სახეშეცვლილი მიწისქვეშა ყლორტი.
ბონიტეტი (ლათ. bonitos კეთილთვისებიანობა) - ეკონომიკური თვალსაზრისით ძვირფასი ბიოლოგიური ობიექტების ან სავარგულების მახასიათებლები (მერქნის გამოსავალი, ნიადაგის სიმდიდრე და ა.შ.). ცნობილია ტყის და ნიადაგის ბონიტეტი.
ბონიფიკაცია (ფრანგ. bonifi ცატიონ გაუმჯობესება) - ეპიდემიოლოგიაში: ღონისძიებაა მალარიის კოღოების წინააღმდეგ, რაც გულისხმობს კოღოების გავრცელებისა და გამრავლების ადგილების გაჯანსაღებას.
ბორეალური მცენარეები (ლათ. borealis ჩრდილოეთის) - ტაიგის მცენარეული თანასაზოგადოებების ერთობლიობა. გამოირჩევა სახეობრივი შემადგენლობის სიღარიბით.
ბოტანიკა (ბერძნ. botane მცენარე, ბალახი) - მეცნიერება მცენარეების შესახებ, რომელიც სწავლობს მცენარეების გარეგანი და შინაგანი აგებულების კანონზომიერებებს, მათ ცხოველმოქმედებას, სისტემატიკას, კლასიფიკაციას, გავრცელებას და სხვ.
ბოტულიზმი (ლათ. botulus ძეხვი) - მწვავე ინფექციური დაავადება, რომლის გამომწვევია ანაერობული ბაქტერია ჩლოსტრიდიუმ ბოტულინუმ და მისი ტოქსინები. აზიანებს უმთავრესად ცენტრალურ ნერვულ სისტემას. სიკვდილს იწვევს გულის ან სასუნთქი ცენტრის დამბლა. აღნიშნული ბაქტერია განსაკუთრებით კარგად მრავლდება უჰაერო გარემოში - ხორცის, თევზის, ხილის, ბოსტნეულის, სოკოს და სხვ. არასაკმარისად გასტერილებულ კონსერვებში.
ბოქსი (ინგლ. box ყუთი, კოლოფი) - 1. სპეციალურად გამოყოფილი ოთახი სახიფათო ნივთიერებებთან სამუშაოდ. 2. ტიხრებით გამოყოფილი ადგილი ავადმყოფის ცალკე მოსათავსებლად. 3. იზოლირებული, ჰერმეტული, სტერილური კამერა ქსოვილთა კულტურაზე სამუშაოდ.
ბოხმეჭა (Anguis fragilis) - იგივე ზლოკი. ბოხმეჭასებრთა ოჯახის უფეხო ხვლიკი. სხეულის სიგრძე 60სმ-ს აღწევს. ცოცხალმშობიარეა. საქართველოში თითქმის ყველგან გვხვდება. იკვებება მწერებით, ლოკოკინებით და სხვ. მავნებლების განადგურებით მნიშვნელოვანი სარგებლობა მოაქვს.
ბრადიბაზია (ლათ. bradybasia) - შენელებული სიარული.
ბრადიკარდია (ბერძნ. bradys ნელი, kardia გული) - გულისცემის შენელება, წუთში 60-ზე ნაკლები.
ბრადილალია (ლათ. bradylalia) - შენელებული მეტყველება.
ბრადიფსიქია (ბერძნ. bradys ნელი, psyche სული) - დაყოვნებული აზროვნება, უმეტესად დაკავშირებულია ინტელექტის სისუსტესთან.
ბრაკონიერი (ფრანგ. braconnier) - ადამიანი, რომელიც ნებადაურთველად მისდევს მონადირეობას და მეთევზეობას ან ხეტყის ჩეხვას აკრძალულ ადგილებში.
ბრაქიმორფული (ბერძნ. brachys მოკლე, morphe ფორმა) - ადამიანის ანთროპოლოგიური ტიპი, რომელსაც ახასიათებს განიერი ტანი და მოკლე კიდურები.
ბრაქიოზავრები (Brachiosauria) - მეზოზოური ერის ნამარხი მსხვილი ქვეწარმავალები.
ბრიობიონტები (ბერძნ. brion ხავსი, bios სიცოცხლე) - ხავსის საფარის ბინადრები.
ბრიოლოგია (ბერძნ. bryon ხავსი) - ბოტანიკის დარგი, რომელიც შეისწავლის ხავსებს.
ბროილერი (ინგლ. broil შემწვარი ხორცი) - მეხორცული ჯიშის ქათმები (კოხინხინი, ბრამა, კორნიში და სხვ.).
ბროლი (lens) - თვალის შუქმტეხი აპარატის ნაწილი. აქვს ორმხრივ ამოზნექილი ლინზის ფორმა.
ბრონტოზავრი (Brontosaurus) - დიდი ზომის (სიგრძეში 22 მეტრამდე) გადაშენებული ქვეწარმავალი ძალზე გრძელი კუდითა და კისრით. მიეკუთვნება დინოზავრების ჯგუფს. ბინადრობდა წყალში, იკვებებოდა მცენარეებით.
ბრონტოფობია (ბერძნ. bronte ჭექა, phobos შიში) - ჭექა-ქუხილის შიში.
ბრონქოგრაფია (ბერძნ. bronchos ბრონქი, grapho ვწერ) - ბრონქების რენტგენოლოგიური გადაღება კონტრასტული ნივთიერებების შეყვანის შემდგომ.
ბრონქოექტაზია (ბერძნ. bronchos ბრონქი, ektasis გაფართოება) - ბრონქების გაფართოება.
ბრონქოსკოპია (ბერძნ. bronchos ბრონქი, skopeo ვუყურებ) - სასუნთქი გზების ღრმად მდებარე ნაწილების სპეციალური ხელსაწყოს ბრონქოსკოპით დათვალიერება. ამ მეთოდს იყენებენ როგორც სადიაგნოზოდ, ასევე სამკურნალოდ, აგრეთვე ტრაქეიდან და ბრონქებიდან უცხო სხეულის ან ჩირქის ამოსაღებად.
ბროუნის მოძრაობა - მოლეკულების უწესრიგო მოძრაობა ხსნარში. ამ ტიპის მოძრაობას სახელი ეწოდა ბოტანიკოს რ.ბროუნის პატივსაცემად, რომელიც სწავლობდა მცენარე ელოდეას უჯრედებს.
ბრტყელი ჭიები (Plathelminthes) - ამ ტიპის ჭიებიდან გვხვდება როგორც თავისუფლად მცხოვრები, ასევე პარაზიტული ფორმები. განასხვავებენ შემდეგ კლასებს: წამწამიან (Turbellaria), დიგენეზურ და მონოგენეზურ მწოველებს (Trematodა) და თასმისებრ ჭიებს (Cestoda). ბრტყელ ჭიებს მიეკუთვნებიან: ღორის სოლიტერი, ექინოკოკი და ა.შ.
ბრუდერი (ინგლ. brood წიწილების გამოჩეკა) - ინკუბატორში გამოჩეკილი წიწილების გაზრდისათვის გამიზნული სპეციალური გასათბობი აპარატი.
ბრუქსიზმი (ბერძნ. bryche კბილების კრაჭუნი) - კბილების კრაჭუნი ძილში.
ბრუცელოზი (brucellosis) - ადამიანისა და ცხოველების ინფექციური დაავადება, რომელიც გამოწვეულია Brucella-ს ჯგუფის ბაქტერიებით. დაავადებული ცხოველიდან ადამიანს გადაეცემა ალიმენტური ან კონტაქტური გზით. ინფექციის წყაროს წარმოადგენს მსხვილი რქოსანი საქონელი, თხა და ღორი. ავადმყოფობას სახელი დაერქვა ინგლისელი ექიმის, დ. ბრუსის საპატივცემულოდ, რომელმაც პირველად გამოყო ბრუცელოზის აღმძვრელი აგენტი.
ბრძოლის ინტეგრალური მეთოდი (ლათ. integratio მთლიანი) - მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ გამოყენებული მეთოდების ერთობლიობა. ამ მეთოდის თეორიული საფუძველი მდგომარეობს მავნე სახეობის პოპულაციის შემცირებაში ერთი რომელიმე ხერხის მეშვეობით და მის საბოლოო განადგურებაში სხვა საშუალებით. მაგ., ზემოქმედება შხამ-ქიმიკატებით, ხოლო გადარჩენილ, შხამებისადმი რეზისტენტულ ინდივიდებზე ბიოლოგიური მეთოდების გამოყენება.
ბუასილი (ბერძნ. haima სისხლი, rheo მოვედინები) - სწორი ნაწლავის ქვედა ნაწილის კავერნოზული წნულების პათოლოგიური გაგანიერება, რომელსაც თან ახლავს აღნიშნულ მიდამოში სისხლის შეგუბება. დაავადება ვითარდება ვენური სისხლის მიმოქცევის მოშლის შედეგად. ბუასილის განვითარების ხელშემწყობი ფაქტორებია: ქრონიკული შეკრულობა, მჯდომარე ცხოვრების წესი, მცირე მენჯის ორგანოებში სისხლის მიმოქცევის დარღვევა მშობირობისას და სხვა. იგივე ჰემოროი.
ბუბონი (ბერძნ. bubon საზარდული) - საზარდულის არეში (ზოგჯერ იღლიაში, კისერზე და სხვაგან) განვითარებული ლიმფადენიტის ზოგადი სახელწოდება.
ბუზები (Muscidae) - მწერების კლასი, ორფრთიანების რიგი. ცნობილია დაახლოებით 5000 სახეობა. ზოგიერთი მათგანი სისხლისმწოველია, ზოგი კი - მტაცებელი. ზოგიერთი ბუზი (მაგ., ოთახის ბუზი) ადამიანისა და ცხოველების ინფექციური დაავადებების (დიზენტერია, ქოლერა, ტიფი და სხვ.) მექანიკური გადამტანია. ზოგჯერ ბუზების მატლებს შეუძლიათ მიაზების გამოწვევა. ზოგიერთი ბუზი (მაგ., ბუზი ცეცე) მძიმე დაავადებების სპეციფიკური გადამტანია.
ბუკინისტი (ფრანგ. bouquiniste ძველებური წიგნი) - ძველ, იშვიათ გამოცემათა მცოდნე. ძველი და ნახმარი წიგნებით მოვაჭრე პირი.
ბულიმია (ბერძნ. bus ხარი, limos შიმშილი) - პათოლოგიური მადა, ჭამისადმი ძლიერი მიდრეკილება, გაუმაძღრობა.
ბუმერანგი (ინგლ. boomerang) - სასროლი იარაღი მოღუნული კვერთხის, კომბლის სახით, რომელიც ბრუნდება მსროლელთან. გამოიყენება სანადიროდ. შემორჩენილია ავსტრალიურ ტომებში.
ბუმი (ინგლ. boom) - სენსაცია, აჟიოტაჟი, ხელოვნური გამოცოცხლება, დროებითი აღმავლობა (მაგ., სამეცნიერო მოღვაწეობის, საბირჟო საქმიანობის და სხვ.).
ბუნება - არაცოცხალი და ცოცხალი სამყაროს ერთიანი, ურთიერთდაკავშირებული სისტემების კომპლექსი (ბიოსფერო, აბიოსფერო, ტექნოსფერო, ანთროპოსფერო, ნოოსფერო და სხვ.).
ბუნებისმეტყველება (ლათ. naturologia) - მეცნიერების სისტემა ბუნებაზე. ბუნებისმეტყველების უშუალო მიზანია ბუნების კანონების შეცნობა. ტრადიციულად ბუნებისმეტყველება მოიცავს ბიოლოგიას, ქიმიას, ფიზიკას, გეოგრაფიას, გეოლოგიას, მათემატიკას, ეკოლოგიას, ანთროპოლოგიას, პალეონტოლოგიას, მედიცინას და სხვ.
ბუნებრივი გადარჩევა - ორგანიზმთა ევოლუციის ძირითადი მამოძრავებელი ფაქტორი (ძალა). ბუნებრივი გადარჩევა არსებობისათვის ბრძოლის შედეგს წარმოადგენს და მემკვიდრულ ცვალებადობას ეფუძნება. აღნიშნული ფაქტორის მოქმედების შედეგად შთამომავლობას იძლევიან საარსებო პირობებთან უკეთ შეგუებული ინდივიდები, ხოლო ნაკლებად შეგუებულნი იღუპებიან. მოძღვრება ბუნებრივ გადარჩევაზე ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ჩამოაყალიბეს ჩ.დარვიმა და ა.უოლესმა.
ბუჟი (ფრანგ. bougie სანთელი) - გამომყოფ ორგანოთა გამომტანი მილების სანათურის გამაფართოებელი ინსტრუმენტი.
ბურსა (ლათ. bursa ჩანთა) - 1.მფარავი ქსოვილის ნებისმიერი გამობერილობა ტომსიკისმაგვარი გაფართოება. ცხოველებში ბურსა უფრო ხშირად დაკავშირებულია სქესობრივ პროცესთან (მაგ., ნემატოდების კოპულაციური ბურსა). 2.ლორწოვანი ჩანთა, დახშული ნაპრალისმაგვარი სივრცე კუნთების მიმაგრების ახლოს, მყესსა და ძვალს შორის, რომელიც ბლანტი სითხითაა ამოვსებული. ამცირებს ხახუნს, აადვილებს კუნთების მოძრაობას და ა.შ.
ბუტკო (pistillum) - ყვავილის მდედრობითი სასქესო ორგანო, რომელიც შედგება დინგის, სვეტისა და ნასკვისაგან. ნასკვში მდებარეობს თესლკვირტი. ყვავილობის შემდეგ ნასკვისაგან წარმოიქმნება ნაყოფი, თესლკვირტისაგან კი თესლი.
ბუფერები (ინგლ. buffer მაყუჩი, ჩამხშობი) - ხსნარი, რომელიც შეიცავს რომელიმე სუსტი მჟავისა და მისი ხსნადი მარილის ნარევს. ბუფერული ხსნარი აწონასწორებს იმ ცვლილებებს, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ხსნარის განზავების შედეგად ანდა მასში მარილის ან მჟავის დამატებისას.
ბუხრის მწმენდავთა კიბო - 1775 წელს ინგლისელმა ექიმმა პ. პოტმა აღწერა სათესლე პარკის ლორწოვანის კიბო ახალგაზრდა მამაკაცებში, რომელთაც ბავშვობაში უხდებოდათ ბუხრების გამოწმენდა ჭვარტლისაგან.
![]() |
7 გ |
▲back to top |
გადამტანები - ფეხსახსრიანებია (ბუზები, ტკიპები, კოღოები და სხვ.), რომელთაც გადააქვთ ინფექციური და ინვაზიური დაავადებები (იხ. ტრანსმისიული დაავადებები). განასხვავებენ სპეციფიკურ და მექანიკურ გადამტანებს. სპეციფიკური გადამტანია კოღო ანოფელესი, რომლის ორგანიზმში პლაზმოდიუმი განიცდის მორფოფიზიოლოგიურ ცვლილებებს. მექანიკური გადამტანია ოთახის ბუზი.
გადაფრენა - მფრინავი ორგანიზმების (ზოგიერთი ფრინველის, ღამურას, მწერის) რეგულარული მასიური გადანაცვლება მათი ადრინდელი ბინადრობის ადგილებიდან. ყველაზე უფრო ცნობილია ფრინველების გადაფრენა უპირობო რეფლექსის საფუძველზე, რაც პასუხია გარეგან და შინაგან გამღიზიანებლებზე: შემოკლებული დღეები, საკვების შემცირება, აცივება და ა.შ. სამხრეთ ქვეყნებში გადაფრენისას და სქესობრივი მომწიფება უკან დაბრუნებისას. ყველაზე უფრო შორეული გადაფრენა აღწერილია პოლარული მეთოვლიას შემთხვევაში (დაახლოებით 30000 კმ), რომლებიც ბუდობენ რა არქტიკასა და სუბარქტიკაში, იზამთრებენ ანტარქტიკაში. შეუჩერებელი გადაფრენის რეკორდი (3200 კმ) ეკუთვნის მეჭვავიას.
გადაშენება - იგივე ამოწყვეტა. პროცესი, რომელიც გამოწვეულია რეპროდუქციის შეჩერებით ან მკვეთრი დაცემით და მაღალი სიკვდილიანობით, რის შედეგადაც პოპულაციის რიცხოვნობა მკვეთრად მცირდება.
გალაქტოზემია (ბერძნ. gala რძე, haima სისხლი) - ადამიანის მემკვიდრული დაავადებაა, რაც გამოიხატება ფერმენტების დეფიციტში, რომლებსაც გალაქტოზა გადაჰყავთ გლუკოზაში. დაავადების მიმდინარეობის დროს ქსოვილებში გროვდება გალაქტოზის დაშლის პროდუქტები (მაგ., გალაქტოფოსფატი), რომლებიც ტოქსიკურად მოქმედებენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ღვიძლზე, თირკმლებზე, მხედველობის ორგანოზე, ასევე განაპირობებენ ჰიპოგლიკემიის განვითარებას.
გალები (ლათ. galla) - იხ. ცეციდიები.
გალენის პრეპარატები (Praep - arate Galenica) - სახელი დაერქვათ ძველი რომაელი ექიმის კ. გალენის პატივსაცემად, რომელიც სწავლობდა და იღებდა სამკურნალო პრეპარატებს მცენარეული და ცხოველური ნედლეულის სპეციალური დამუშავების საშუალებით. გალენის პრეპარატებს მიეკუთვნება ნაყენები, ექსტრაქტები, ზეთები, სიროფები, სპირტები, საპნები და სხვ.
გალვანიზაცია (იტალიელი ფიზიკოსის, ლ. გალვანის სახელის აღსანიშნავად) - დაბალი ძაბვის მუდმივი ელექტრული დენის გამოყენება სადიაგნოზოდ და სამკურნალო მიზნით.
გალობა - გამრავლების პერიოდში ფრინველების მამლების (უფრო იშვიათად, დედლების) დემონსტრაციული ქცევის ერთ-ერთი ფორმა. ფრინველი იმეორებს მისი სახეობისათვის დამახასიათებელი ბგერების კომბინაციებს, თუმცა შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს გალობის სხვადასხვა ვარიანტს. გალობა აადვილებს სხვადასხვა სქესის ფრინველების შეხვედრას, ემსახურება ბუდის და ინდივიდუალური უბნის აკუსტიკურ მარკირებას. გალობა ბიოკომუნიკაციის (იხ.) ერთერთი სახეა.
გამა-გამოსხივება (ბერძ. gamma) - გამა-სხივები, რადიოაქტიურ ნივთიერებათა მიერ გამოსხივებული უხილავი სხივების ერთ-ერთი სახე. რენტგენის სხივების ანალოგიურია. გააჩნია მკვრივ ობიექტებში შეღწევის უნარი.
გამაგლობულინი (ბერძნ. gamma, ლათ. globulus ბურთულა) - სისხლის პლაზმის გლობულინების ფრაქცია, რომელიც ანტისხეულების უმეტესობას შეიცავს. გამაგლობულინებს გამოყოფენ შესაბამისი ანტიგენებით იმუნიზირებული ადამიანისა და ცხოველების შრატიდან. იყენებენ ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის.
გამაფრთხილებელი შეფერილობა - ზოგიერთი ცხოველის მკვეთრი ფერები, რაც დამცველობით ფუნქციას ასრულებს. საკვებად უვარგისი ცხოველები თავისი მკვეთრი შეფერილობით მიანიშნებენ მტაცებლებს ამის შესახებ (გომბეშო, ზოგიერთი გველი, ხვლიკი, ჭიამაია და სხვ.).
გამბუზია (Gambusia affinis) - ცოცხალმშობიარე თევზია. იკვებება კოღოების მატლებითა და ჭუპრებით. განსაკუთრებით აქტიურად იკვებება მალარიის გადამტანი კოღოს, ანოფელესის მატლებით. საქართველოში შემოტანილია 1925 წელს კუბიდან ექიმ ნ.რუხაძის მიერ, სპეციალურად მალარიასთან საბრძოლველად.
გამეტები (ბერძნ. gamete ცოლი, gametes ქმარი) - მდედრობითი და მამრობითი სასქესო უჯრედები, კვერცხუჯრედი და სპერმატოზოიდი, რომლებიც ერთმანეთთან შერწყმის საშუალებით წარმოქმნიან ზიგოტას. გამეტებს გააჩნიათ ქრომოსომთა ჰაპლოიდური რიცხვი. განასხვავებენ იზო და ანიზოგამეტებს.
გამეტოგენეზი (ბერძნ. gamete ცოლი, gametes ქმარი, genesis წარმოშობა) - სასქესო უჯრედების წარმოქმნის პროცესი (სპერმატოგენეზი, ოვოგენეზი), რასაც ადგილი აქვს გონადებში (იხ). გამეტოგენეზის არსი მდგომარეობს იმაში, რომ წარმოქმნილ სასქესო უჯრედებში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ქრომოსომთა ჰაპლოიდური რიცხვი, რაც მიიღწევა გაყოფის განსაკუთრებული პროცესით - მეიოზით (იხ.).
გამეტოფიტი (ბერძნ. gamete ცოლი, gametes ქმარი, phyton მცენარე) - სქესობრივი თაობა მცენარეთა სასიცოცხლო ციკლში, რომელიც ვითარდება თობათა მორიგეობით. გამეტოფიტები წარმოიქმნებიან სპორებისაგან და გააჩნიათ ქრომოსომთა ჰაპლოიდური რიცხვი.
გამეტოციტები (ბერძნ. gamete ცოლი, gametes ქმარი, kytos უჯრედი) - არადიფერენცირებული უჯრედები - ოვოციტები და სპერმატოციტები, რომელთა გაყოფის შედეგადაც წარმოიქმნება გამეტები.
გამონები (ბერძნ. gamos ქორწინება) - სასქესო უჯრედებიდან გამოყოფილი ნივთიერებები (გინო და ანდროგამონები), რომლებიც ხელს უწყობენ სპერმატოზოიდისა და კვერცხუჯრედის შერწყმის პროცესს. ეს ნივთიერებები სპეციფიკურ ზემოქმედებას ახდენენ როგორც თავისი, ასევე საწინააღმდეგო სქესის გამეტებზე.
გამსვლელი თევზები - გამრავლებისათვის მაღლა მდინარეებში ამავალი (ორაგულისებრნი, ზუთხისებრნი, ქაშაყი და სხვ.) ან მდინარეებიდან ზღვაში მიმავალი (ზოგიერთი კობრისებრი, გველთევზა) თევზები
გამყინავი მიკროტომი (ბერძნ. mikros პატარა, anatome გაკვეთა) - ხელსაწყო, რომელიც გამოიყენება ჰისტოლოგიური მასალის სწრაფად დამუშავებისათვის ჩაყალიბების გარეშე. აღნიშნულ ხელსაწყოში მასალას სწრაფად ყინავენ ნახშირორჟანგის და სხვ. საშუალებებით.
განაყოფიერება (fertilizatio) - სპერმატოზოიდისა და კვერცხუჯრედის შერწყმის პროცესი, რომლის დროსაც წარმოიქმნება ზიგოტა. განასხვავებენ გარეგან და შინაგან განაყოფიერებას. გარეგანი განაყოფიერების მაგალითებია თევზები და ამფიბიები, ხოლო შინაგანისა - ძუძუმწოვრები, ფრინველები და ქვეწარმავლები.
განგლიები (ბერძნ. ganglion კვანძი) - ნეირონების სხეულების და გამონაზარდების გროვებისაგან წარმოქმნილი ნერვული კვანძები, რომელნიც გარემოცულნი არიან შემაერთებელი ქსოვილით. ახორციელებენ ნერვული იმპულსების გადამუშავების და ინტეგრაციის პროცესებს.
განგრენა (ბერძნ. gangraena განგრენა) - ნეკროზის ერთ-ერთი სახე, რომლის დროსაც ზიანდება როგორც ზედაპირული, ასევე ღრმად მდებარე ქსოვილები. არჩევენ განგრენის ორ ფორმას: მშრალსა და სველს. იგივე „ანტონის ცეცხლი“ (თითქოსდა წმინდა ანტონის ძვლებს სასწაულებრივად შეეძლოთ ამ სნეულების განკურნება).
განგური - ფრინველებში ბუმბულის და ძუძუმწოვრებში ბალნის პერიოდული ცვლა. აღნიშნული პროცესის მსვლელობისას, ხერხემლიანებში იცვლება საფარველის შეფერილობა და თერმოიზოლაციის უნარი.
განვითარების ბიოლოგია - ბიოლოგიური მეცნიერება, რომელიც ყოველმხრივ შეისწავლის ორგანიზმების ინდივიდუალური განვითარების კანონზომიერებებს. კვლევა მიმდინარეობს კომპლექსურად, ორგანიზაციის ყველა (მოლეკულურ, უჯრედულ, ქსოვილოვან და ორგანიზმულ) დონეზე. სინონიმი: ონტოგენეტიკა.
განვითარების მანკები - ორგანიზმის ნორმალური აგებულებიდან გადახრა, რასაც ადგილი აქვს ემბრიონულ პერიოდში, ხოლო უფრო იშვიათად - დაბადების შემდეგ. შეიძლება განპირობებული იყოს სხვადასხვა შინაგანი (მემკვიდრული, ჰორმონული, სასქესო უჯრედების ბიოლოგიური არასრულფასოვნება და სხვ.) და გარეგანი (ვირუსული ინფექცია, მაიონებელი დასხივება და სხვ.) ფაქტორებით. სინონიმებია: განვითარების ანომალიები, სიმახინჯეები.
განიერი სოლიტერი (Diphyllobothrium latum) - მიეკუთვნება ბრტყელი ჭიების ტიპს. მისი სიგრძე მერყეობს 2-დან 10 მეტრამდე. პროგლოტიდები მოკლეა, მაგრამ განიერი, მათი რიცხვი ზოგჯერ 4000-ს აღწევს. განიერი სოლიტერის პირველი შუალედური მასპინძელია ნიჩაბფეხიანი კიბოსნაირი ციკლოპი, მეორე კი მტკნარი წყლის თევზი, რომელშიც ფინა პარაზიტობს. დეფინიტურ მასპინძლებს წარმოადგენენ: ადამიანი, ძაღლი, ღორი, კატა და ზოგიერთი გარეული ცხოველი.
გარეგანი მონელება - მონელების ფორმა, როდესაც საკვები ნაწილობრივ ცხოველის სხეულის გარეთ მოინელება. ახასიათებთ ობობებს, ფიტოპარაზიტულ ნემატოდებს და ა.შ.
გასტრიტი (ბერძნ. gaster კუჭი, itis ანთება) - კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება.
გასტროენტერიტი (ბერძნ. gaster კუჭი, enteron ნაწლავი, itis ანთება) - კუჭისა და წვრილი ნაწლავების ლორწოვანი გარსის მწვავე ან ქრონიკული ანთება.
გასტროენტეროლოგია (ბერძნ. gaster კუჭი, enteron ნაწლავი, logos მოძღვრება) - მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოთა აგებულებას, ფუნქციებს, დაავადებებს, შეიმუშავებს ამ დაავადებათა სადიაგნოზო, მკურნალობისა და პროფილაქტიკის მეთოდებს.
გასტროსკოპია (ბერძნ. gaster კუჭი, skopeo ვუყურებ) - კუჭის დათვალიერება სპეციალური ხელსაწყო გასტროსკოპით. იყენებენ ზოგიერთი დაავადების სადიაგნოზოდ, კუჭის ლორწოვანი გარსის დეტალური შესწავლისათვის და სხვ.
გასტროტროპიზმი (ბერძნ. gaster კუჭი, tropismus მობრუნება, მიმართულება) - ამა თუ იმ ნივთიერების, ფიზიკური ან ბიოლოგიური აგენტების ზემოქმედება კუჭზე. მაგ., ცნობილია ნივთიერებები, რომლებიც ექსპერიმენტში იწვევენ მხოლოდ კუჭის სიმსივნეებს.
გასტროცელი (ბერძნ. gaster კუჭი, koilos სიღრუე) - ჩანასახის სიღრუე გასტრულის სტადიაზე. იგივე პირველადი საჭმლის მომნელებელი სიღრუე.
გასტრულა (ბერძნ. gaster კუჭი) - მრავალუჯრედიანი ცხოველების ემბრიონული განვითარების ერთერთი სტადია. გასტრულაში ჩანასახი დიფერენცირებულია ექტოდერმად, ენტოდერმად და მეზოდერმად.
გასტრულაცია (ბერძნ. gaster კუჭი) - გასტრულის წარმოქმნის პროცესი. განასხვავებენ ამ პროცესის 4 ტიპს: იმიგრაციას, ინვაგინაციას, დელამინაციას და ეპიბოლიას. ცხოველების უმრავლესობას ახასიათებს ამ ტიპების სხვადასხვა კომბინაციები.
გაუსტორიები (ლათ. geustor მსმელი, მყლაპავი) - 1.მისაწოვრები, რომელთა მეშვეობითაც პარაზიტი მცენარეები ამოსწოვენ საკვებ ნივთიერებებს მასპინძელ მცენარეებს. 2.პარაზიტული სოკოს უჯრედის გამონაზარდი, რომლის მეშვეობითაც იგი იჭრება დაზიანებული მცენარის უჯრედებში. 3.სპოროფიტის მისაწოვრები, რომელთა საშუალებითაც იგი იღებს საკვებ ნივთიერებებს გამეტოფიტისაგან.
გაფანტული სკლეროზი (ბერძნ. sklerosis გამკვრივება, შემკვრივება) - ვირუსული ეტიოლოგიის დაავადებაა, რომელიც მდგომარეობს ნერვული უჯრედების მიელინის გარსის ლიზისში. დღესდღეობით აღნიშნული დაავადების საწინააღმდეგო ეფექტური სამკურნალო საშუალება არ არის შემუშავებული.
გაქვავება - პროცესი, როდესაც ორგანული სხეული მთლიანად ჩაინაცვლება, გაიჟღინთება მინერალური ნივთიერებებით. ამ დროს მცენარეებისა და ცხოველების ორგანული ნივთიერებები გარდაიქმნება გაქვავებულ სუბსტანციად, რის გამოც მთელ რიგ შემთხვევებში შენარჩუნებულია ორგანიზმის პირველადი სტრუქტურა. სინონიმი: პეტრიფიკაცია, ფოსილიზაცია.
გაღიზიანებადობა - ცოცხალი ორგანიზმების თვისება, შეიგრძნოს ამა თუ იმ ფაქტორის ზემოქმედების შედეგად მიღებული სიგნალი და უპასუხოს მას სპეციფიკური მოქმედებით.
გაყოფის თითისტარა - იგივე აქრომატული თითისტარა. უჯრედების მიკრომილაკების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ქრომოსომების დაშორებას მიტოზისა და მეიოზის პროცესებში. აღნიშნული სტრუქტურა წარმოიქმნება პრომეტაფაზაში და ქრება ტელოფაზაში.
გეიტონოგამია (ბერძნ. geitos მეზობელი, gamos ქორწინება) - მცენარის ყვავილის დამტვერვა იმავე მცენარის სხვა ყვავილის მტვრის მეშვეობით.
გელი (ლათ. gelare გაყინვა) - მკვრივი უწყვეტი ფაზის და თხევადი დისპერსული ფაზის მქონე კოლოიდური სისტემა. ახასიათებს ბლანტი აგრეგატული მდგომარეობა.
გემელოლოგია (ლათ. gemellus წყვილი, ბერძნ. logos მოძღვრება) - ბიოლოგიის და მედიცინის დარგი, რომელიც სწავლობს ტყუპების წარმოშობას, მათ მსგავსებას და განსხვავებას გენეტიკის, მორფოლოგიის, ფიზიოლოგიის, ფსიქოლოგიის და პათოლოგიის თვალსაზრისით. იხ. ტყუპები.
გემოვნება (gustus; supor; geusis) - სუბიექტური შეგრძნება, რასაც ადგილი აქვს ქიმიური ნივთიერების (ან ნივთიერებათა ჯგუფის) ზემოქმედების შემთხვევაში ცხოველების გემოვნების ორგანოს რეცეპტორებზე. გემოვნება როგორც გემოვნებითი, ასევე ყნოსვითი და სხვა ტიპის რეცეპტორების გაღიზიანებაა.
გემულა (ლათ. gemmula პატარა კვირტი) - 1.C.დარვინის პანგენეზისის თეორიაში მემკვიდრეობის ჰიპოთეზური ერთეული. 2.მრავალი მტკნარი და ზოგიერთი ზღვის წყლების ღრუბელების მოსვენებით მდგომარეობაში მყოფი ზამთრის შინაგანი კვირტი.
გენდერული (ინგლ. gender გვარი) - ფსიქოლოგიასა და სექსოლოგიაში ტერმინი გამოიყენება ფართო გაგებით: გულისხმობს მასკულინობასა და ფემინინობასთან ასოცირებულ ნებისმიერ ფსიქიკურ და ქცევით თავისებურებებს.
გენეალოგია (ბერძნ. genealogia საგვარეულო ნუსხა) - ისტორიული დისციპლინა, რომელიც სწავლობს ადამიანისა და ცხოველების გვარტომობას, მათ ისტორიას. გამოყენება აქვს ბიოლოგიასა და მედიცინაში მემკვიდრული დაავადებების პროგნოზირებისათვის, აგრეთვე სასელექციო მიზნებისათვის.
გენების დრეიფი (ინგლ. drift ნელი დინება) - პოპულაციის გენეტიკური სტრუქტურის (გენების სიხშირის) ცვლილება ნებისმიერი შემთხვევითი მიზეზის შედეგად. გენების დრეიფი ვლინდება როგორც წესი, პოპულაციის მცირე რაოდენობისას (მისი მკვეთრი შემცირებისას) და იწვევს მასში მემკვიდრული ცვალებადობის შემცირებას.
გენების კონვერსია (ლათ. conversio ცვლილება) - გენის დუპლიკაციისას ასლის შექმნის პროცესის დარღვევა, რის გამოც მისი ერთ-ერთი მონაკვეთი გაორმაგებულია, მეორეს ასლი კი არ არის წარმოქმნილი.
გენების შეჭიდულობა - მოვლენა, რის საფუძველშიცაა გენების ლოკალიზაცია ერთ ქრომოსომაში. მეზობლად, ერთ ჯგუფში არსებულ შეჭიდული გენების ალელებს გააჩნიათ ერთობლივი დამემკვიდრების ტენდენცია. გენების შეჭიდულობა პირველად აღმოაჩინეს უ. ბეტსონმა და რ. პენეტმა 1906 წელს. მოგვიანებით ეს მოვლენა დეტალურად იქნა შესწავლილი თ. მორგანისა და მისი თანამშრომლების მიერ და შეჭიდული დამემკვიდრების მოვლენას მორგანის კანონი ეწოდა.
გენეზი (ბერძნ. genesis წარმოშობა) - რაიმეს წარმოქმნის პროცესი. მაგ., რომელიმე ორგანოს წარმოქმნა ემბრიონული განვითარების პროცესში. ავადმყოფობის წარმოქმნა და განვითარება.
გენერალიზაცია (ლათ. generalis საერთო, ზოგადი) - ავადმყოფობის ან მისი გამომწვევი აგენტის ერთი რომელიმე კერიდან მთელ ორგანიზმსა ან ორგანოში გავრცელება. ავადმყოფობის გართულება.
გენერალური (ლათ. generalis საერთო, ზოგადი) - მთავარი, ძირითადი, წამყვანი.
გენერაცია (ლათ. generatio დაბადება, გამრავლება) - წინა თაობების ინდივიდების ყველა უშუალო შთამომავალი. ერთი პოპულაციის ან ჯგუფის შთამომავლობა. ზოგიერთი ორგანიზმი (უმარტივესები, ზოგიერთი ობობასნაირი) წელიწადში იძლევა მრავალ, სხვები (თაგვები, ბოცვერები) - ერთ გენერაციას, ხოლო ზოგი კი (ვეშაპები, სპილოები) მხოლოდ ერთ გენერაციას რამოდენიმე წელიწადში.
გენერაციული ორგანოები (ლათ. generatio დაბადება, გამრავლება) - იგივე გამრავლების ორგანოები.
გენეტიკა (ბერძნ. genesis წარმოშობა) - მეცნიერების დარგი, რომელიც შეისწავლის ორგანიზმების მეკვიდრულობისა და ცვალებადობის კანონზომიერებებს.
გენეტიკური ანალიზი (ბერძნ. genesis წარმოშობა, analysis დაშლა, დანაწევრება) - ორგანიზმის მემკვიდრული ცვლილებების შემსწავლელი მეთოდების ერთობლიობა. ზოგად, სამედიცინო და სასოფლო-სამეურნეო გენეტიკაში გამოყენებულია: ჰიბრიდოლოგიური, გენეალოგიური, პოპულაციურ-სტატისტიკური, ციტოგენეტიკური, ბიოქიმიური, იმუნოლოგიური, ტყუპების და ა.შ. მეთოდები.
გენეტიკური ბალანსი (ბერძნ. genesis წარმოშობა, ფრანგ. balance სასწორი) - გენების, ქრომოსომების და გენომების გაწონასწორებული ერთობლიობა გამეტებსა და ზიგოტაში, რაც უზრუნველყოფს ონტოგენეზში ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობას და ნორმალურ განვითარებას.
გენეტიკური ბანკი (ბერძნ. genesis წარმოშობა) - ცხოველების და მცენარეების სხვადასხვა ქსოვილების, ორგანოების, სომატური და სასქესო უჯრედების და სხვ. სპეციალური საცავი.
გენეტიკური ბარიერი (ბერძნ. genesis წარმოშობა, ინგლ. barrier ზღუდე, დაბრკოლება) - ინდივიდებს ან პოპულაციებს შორის გენეტიკური სხვაობების ერთობლიობა, რაც უზრუნველყოფს მათ შორის თავისუფალი შეჯვარების და გენების მიმოცვლის შეზღუდვას. ბარიერი შეიძლება იყოს შინაგანი და გარეგანი.
გენეტიკური ზონდი (ბერძნ. genesis წარმოშობა, ფრანგ. sonder გამოკვლევა) - რომელიმე რადიოაქტიული ან ფლუორესცენტული შენაერთით მონიშნული ცნობილი სტრუქტურის ან ფუნქციის დნმ-ს ან რნმ-ს მოკლე სეგმენტი.
გენეტიკური ინჟინერია (ბერძნ. genesis წარმოშობა, ინგლ. enginery მექანიკური მოწყობილობა, მანქანები) - მოლეკულური ბიოლოგიის დარგია, რომელიც სწავლობს უჯრედების ან ორგანიზმების ბიოლოგიური ინფორმაციის ცვლილებებს დაპროგრამებული ფენოტიპიური ნიშან-თვისებების მქონე ცოცხალი არსებების მისაღებად. არსებობს გენეტიკური ინჟინერიის სხვადასხვა დონეები, კერძოდ, ორგანიზმული, უჯრედული და გენური. ორგანიზმულ დონეზე გენეტიკური ინჟინერიის გამოყენებაზე წარმოდგენას გვაძლევენ ალოფენური ცხოველები (იხ.). უჯრედულ დონეზე წარმოიქმნებიან სომატური უჯრედების ჰიბრიდები, რომლებიც ასინთეზებენ ე.წ. მონოკლონურ ანტისხეულებს (იხ. ჰიბრიდომები). გენური ინჟინერია გულისხმობს ცალკეული გენების მიღებას და მათ შეყვანას სხვა უჯრედების, ორგანიზმების გენომებში, უკანასკნელთა ფენოტიპის შეცვლის მიზნით.
გენეტიკური კოდი (ბერძნ. genesis წარმოშობა, ფრანგ. code პირობითი შემოკლებების ნაკრები) - გენეტიკური ინფორმაციის დაშიფრვის სისტემა. გენეტიკურ კოდში ჩაწერილია ცილაში ამინომჟავების თანმიმდევრობა. სინონიმები: ბიოლოგიური კოდი, მემკვიდრული ინფორმაციის კოდი, ნუკლეინის მჟავების კოდი.
გენეტიკური კოდის კოლინეარულობა (ბერძნ. genesis წარმოშობა, ფრანგ. code პირობითი შემოკლებების ნაკრები, ლათ. collineare მონიშვნა, მიმართვა) - შესაბამისობა დნმ-ში არსებულ მაკოდირებელ ტრიპლეტებსა და პოლიპეპტიდურ ჯაჭვში ამინომჟავების თანმიმდევრობას შორის.
გენეტიკური რუკა (ბერძნ. genesis წარმოშობა) - ქრომოსომაში სტრუქტურული გენების და რეგულატორული ელემენტების ლოკალიზაციის სქემა.
გენეტიკური ტვირთი (ბერძნ. genesis წარმოშობა) - პოპულაციაში ლეტალური და სხვა უარყოფითი მუტაციების (რეცესიულის) არსებობა. ჰომოზიგოტურ მდგომარეობაში გადასვლისას, ადგილი აქვს ინდივიდის დაღუპვას ან მისი სიცოცხლისუნარიანობის მკვეთრ დაქვეითებას. გენეტიკური ტვირთი არღვევს ევოლუციის პროცესში ჩამოყალიბებულ ორგანიზმის ერთიან გენეტიკურ სისტემას.
გენეტიკური ტრანსფორმაცია (ბერძნ. genesis წარმოშობა, ლათ. transformatio გარდაქმნა) - ერთი ორგანიზმიდან ან ბაქტერიის შტამიდან გენეტიკური ინფორმაციის გადატანა მეორე ორგანიზმში ან შტამში დნმ-ს პრეპარატების საშუალებით.
გენი (ბერძნ. genos დაბადება, წარმოშობა) - მემკვიდრული ინფორმაციის სტრუქტურული და ფუნქციური ელემენტარული ერთეული, რომელიც წარმოადგენს ბირთვის დნმ-ს (ზოგიერთი ვირუსის რნმ-ს) მოლეკულის მონაკვეთს, ლოკუსს. გენი აკონტროლებს რაიმე ნიშან-თვისების წარმოქმნას გარემოს განსაზღვრულ პირობებში.
გენი-მოდიფიკატორი (ბერძნ. genos დაბადება, წარმოშობა, ლათ. modificatio სახეცვლილება) - გენი, რომელიც აძლიერებს ან ასუსტებს მეორე გენის ნიშან-თვისების გამოვლენას.
გენი-ოპერატორი (ბერძნ. genos დაბადება, წარმოშობა, ლათ. operator მოქმედი) - გენი, რომელიც იღებს სიგნალებს ციტოპლაზმის მეტაბოლური აპარატიდან და ამით ააქტიურებს სტრუქტურულ გენებს.
გენიოსი (ლათ. genius) - ნიჭიერების, ჭკუის, ტალანტის უმაღლესი გამოვლინება. ძველ რომაულ მითოლოგიაში - მფარველი სული,რომელიც თან ახლავს ადამიანს მთელი ცხოვრების მანძილზე.
გენი-რეგულატორი (ბერძნ. genos დაბადება, წარმოშობა, ლათ. regulare წესრიგში მოყვანა) - გენი, რომელიც ცილის მოლეკულაში ამინომჟავების განლაგების კოდირების საშუალებით აკონტროლებს ფერმენტების სინთეზს.
გენი-სუპრესორი (ბერძნ. genos დაბადება, წარმოშობა, ინგლ. suppress აღკვეთა) - გენი, რომელიც განაპირობებს არაალელური მუტანტური გენის გამოვლენას, რის გამოც აღნიშნული ინდივიდის ფენოტიპიური ნიშან- თვისებები არ იცვლება.
გენიტალიები (ლათ. gigno წარმოვშობ, ვბადებ) - სასქესო ორგანოები.
გენოთერაპია (ბერძნ. genos და ბადება, წარმოშობა, therapeia მკურ ნალობა) - „ავადმყოფი გენების“ მკურნალობა. მაგ., ორგანიზმში შესაბამისი გენების შეყვანა (საკუთარის დეფექტურობის შემთხვევაში) კორექციას უწევს მემკვიდრულად განპირობებულ ნივთიერებათა ცვლის დარღვევებს. ამაში მდგომარეობს მემკვიდრული დაავადებების მკურნალობის შესაძლო მეთოდი.
გენოკოპია (ბერძნ. genos დაბადება, წარმოშობა, ლათ. copia მრავალი) - სხვადასხვა ქრომოსომებში ლოკალიზებული გენების გავლენით მსგავსი ფენოტიპიური ნიშან-თვისებების წარმოქმნა. მაგ., ალბინიზმი შეიძლება გამოვლინდეს რამდენიმე გენის მეშვეობით. ამასთან, მიუხედავად ფენოტიპიური ნიშან-თვისებების ანალოგიურობისა, დაავადება შეიძლება გადაეცეს დამემკვიდრების როგორც აუტოსომურ-დომინანტური, ასევე აუტოსომურ-რეცესიული ტიპით.
გენომი (ბერძნ. გენოს დაბადება) - გენთა ერთობლიობა, რომელიც დამახასიათებელია ამა თუ იმ სახეობის ორგანიზმის ქრომოსომთა ჰაპლოიდური კომპლექტისათვის.
გენომური მუტაციები (ბერძნ. genos დაბადება, ლათ. mutatio ცვლილება) - კარიოტიპში ქრომოსომების რაოდენობის დარღვევა, რაც რამოდენიმე სახის შეიძლება იყოს: პოლიპლოიდია, ჰაპლოიდია, ჰეტეროპლოიდია, ანეუპლოიდია და სხვ. ასეთი დარღვევების შედეგად ვითარდება სხვადასხვა მემკვიდრული დაავადებები, ისეთები, როგორებიცაა: დაუნის, კლაინფელტერის, ტერნერის და სხვა. გენომური მუტაციები ხშირია სიმსივნურ უჯრედებში.
გენოტიპი (ბერძნ. genos დაბადება, typos ანაბეჭდი, ნიმუში) - ამა თუ იმ ინდივიდისათვის დამახასიათებელი ალელური გენების ერთობლიობა. უფრო ფართო გაგებით გენოტიპი წარმოადგენს მემკვიდრული ფაქტორების ერთობლიობას.
გენოტიპიური ცვალებადობა (ბერძნ. genos დაბადება, typos ანაბეჭდი, ნიმუში) - იყოფა კომბინაციურ და მუტაციურ ცვალებადობად. გენების კომბინაციებითა და რეკომბინაციებით განპირობებული ცვალებადობის შედეგად გენოტიპში ადგილი აქვს გენების ახალ კომბინაციებს, რამაც შესაძლებელია განაპირობოს ახალი ფენოტიპის მქონე ორგანიზმების გაჩენა. ასეთი სახის ცვალებადობას ეკუთვნის აგრეთვე ჰეტეროზისის (იხ.) მოვლენა. მუტაციური ცვალებადობა მდგომარეობს უჯრედის გენეტიკური მასალის ცვლილებაში. ანსხვავებენ მუტაციის რამოდენიმე სახეს: გენურს ანუ წერტილოვანს, ქრომოსომულს და გენომურს.
გენოტოქსიკური კანცეროგენები (ბერძნ. genos დაბადება, წარმოქმნა, toxikon შხამი) - ქიმიური ნივთიერებები ან სხვა ფაქტორები, რომლებიც ტოქსიკურ გავლენას ახდენენ უჯრედის გენომზე (იხ.).
გენოფენები (ბერძნ. genos დაბადება, წარმოშობა, phaino ვუჩვენებ, ვავლენ) - ერთი და იმავე გენოტიპის რეაქციის ტიპები.
გენოფონდი (ბერძნ. genos დაბადება, წარმოშობა, ფრანგ. fond დაარსება, საფუძველი) - სახეობის ან პოპულაციის გენების ერთობლიობა ამ ჯგუფის ორგანიზმებისათვის დამახასიათებელი მუტაციის სიხშირით. სინონიმი: გენეტიკური ფონდი.
გენოციდი (ბერძნ. genos დაბადება, წარმოშობა, ლათ. caedo ვკლავ) - მოსახლეობის ამოწყვეტა ან აუტანელი პირობების შექმნა მისი ცალკეული ჯგუფებისათვის რასობრივი, ეროვნული, რელიგიური და სხვ. მოტივებით.
გენუინური (ლათ. genuinus თანდაყოლილი) - ბუნებრივი, ჭეშმარიტი, პირველადი (მაგ., თანდაყოლილი ანომალიები).
გენური ანუ წერტილოვანი მუტაციები - მჟღავნდებიან მოლეკულურ დონეზე. მათი საფუძველია დნმ-ს მოლეკულების ცვლილებები. გენის მოლეკულურ სტრუქტურაში წარმოქმნილ ცვლილებებს შედეგად მოყვება უჯრედში, და აქედან გამომდინარე ორგანიზმში, ახალი თვისებების გამოვლინება
გენური ინჟინერია (ბერძნ. genos დაბადება, წარმოშობა, ინგლ. enginery მექანიკური მოწყობილობა, მანქანები) - რეკომბინანტული დნმ-ს და რნმ-ს მიღების მეთოდების და ტექნოლოგიების ერთობლიობა, ორგანიზმიდან (უჯრედიდან) გენების გამოყოფა, გენებზე მანიპულაციების განხორციელება და სხვა ორგანიზმებში შეყვანა.
გეობოტანიკა (ბერძნ. ge მიწა, დედამიწა, botanike მცენარე, ბალახი) - მეცნიერება დედამიწის მცენარეულ საფარზე და მასში სხვადასხვა მცენარეული თანასაზოგადოებების გავრცელებასა და განსახლების კანონზომიერებებზე. ტერმინი 1866 წელს მოწოდებულია ა.გრიზებახის და ფ.რუპრეხტის მიერ.
გეომორფოლოგია (ბერძნ. ge მიწა, დედამიწა, morphe ფორმა, ლოგოს მოძღვრება) - მეცნიერება დედამიწის ზედაპირის რელიეფის შესახებ.
გეოპათოგენური ზონა (ბერძნ. ge მიწა, დედამიწა, pathos ავადმყოფობა, ტანჯვა, genos წარმოქმნა) - ლოკალიზებულია მიწისქვეშა წყლების გადაკვეთის რაიონებში ან დედამიწის ქერქის ზედა ფენების ჭრილების მახლობლად. წარმოადგენს მიწის წიაღის გამოსხივებას, ენერგიის კონცენტრირებულ ნაკადს, რომელიც ცოცხალ სამყაროზე უარყოფითად მოქმედებს. ადამიანს ასეთ ზონაში აწუხებს თავის ტკივილი, იპყრობს დეპრესია, თავს იჩენს სხვადასხვა დაავადებები.
გეოტროპიზმი (ბერძნ. ge მიწა, დედამიწა, tropos მობრუნება, მიმართულება) - მცენარის ფესვის უნარი, დედამიწის მიზიდულობის გამო მიიღოს გარკვეული მიმართულება (კერძოდ, ჩაიზარდოს მიწაში).
გეოფაგია (ბერძნ. ge მიწა, დედამიწა, phago ვჭამ, ვშთანთქავ) - ავადმყოფური მიდრეკილება მიწის ჭამისადმი.
გეოფილები (ბერძნ. ge მიწა, დედამიწა, phileo მიყვარს) - ორგანიზმები (ჩვეულებრივ, ცხოველები), რომელთა სასიცოცხლო ციკლის ერთი ნაწილი აუცილებლად მიმდინარეობს ნიადაგში (მაგ., მაისის ხოჭოს მატლები და ჭუპრები).
გეოფილია (ბერძნ. ge მიწა, დედამიწა, phileo მიყვარს) - ზოგიერთი მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარის ფესვის ან ყლორტის (მოზამთრე ნაწილების) უნარი, რაც შეიძლება ღრმად ჩაიზარდოს ნიადაგში.
გეოქრონოლოგია (ბერძნ. ge მიწა, დედამიწა, chronos დრო, logos მოძღვრება) - გეოლოგიური წელთაღრიცხვა, რაც ეყრდნობა დედამიწის ქერქის შემქმნელი მთის ქანების ფორმირების თანმიმდევრობის შესწავლას. გეოქრონოლოგიური ტაბულა დაყოფილია დედამიწის ქერქის და დედამიწაზე სიცოცხლის განვითარების პირობით მონაკვეთებად: ერებად, პერიოდებად, ეპოქებად და გეოლოგიურ საუკუნეებად.
გეოქსენები (ბერძნ. ge მიწა, დედამიწა, xenos უცხო) - ცხოველები, რომლებიც მიწაში პოულობენ დროებით თავშესაფარს (ტარაკანისებრნი, მღრღნელები და სხვ.).
გეოჰელმინთები (ბერძნ. ge მიწა, დედამიწა, helmins ჭია) - პარაზიტული ჭიები, რომელთა განვითარების ერთერთი ფაზა ნიადაგში მიმდინარეობს.
გერიატრია (ბერძნ. geron მოხუცი, iatreia მკურნალობა) - გერონტოლოგიის (იხ.) დარგი, რომელიც შეისწავლის მოხუცებულობის დაავადებებს, მათ გამომწვევ მიზეზებს და მკურნალობის მეთოდებს.
გერმა - ბუმბული, რომლის მარაო არ ქმნის შეკრულ, მკვრივ ფირფიტას; რბილი ბუმბული, ღინღლი.
გერომორფიზმი (ლათ. geromo - rphismus) - ახალგაზრდებში სახის ნაადრევი დანაოჭება. იხ. სენილიზმი.
გერონტოლოგია (ბერძნ. geron მოხუცი, logos მოძღვრება) - ბიოლოგიისა და მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის დაბერების პროცესებს და სიცოცხლის გახანგრძლივების მექანიზმებს.
გერონტოფილია (ბერძნ. geron მოხუცი, philia სიყვარული) - სქესობრივი ლტოლვა მოხუცებულებისადმი.
გერონტოფობია (ბერძნ. geron მოხუცი, phobos შიში) - სიბერის აკვიატებული შიში.
გესტაციური ვადა (ლათ. gestare ტარება, ორსულობა) - ემბრიონის ჩასახვის ზუსტი ვადის დადგენა.
გესტოზი (ლათ. gestare ტარება, ორსულობა, ბერძნ. osis მდგომარეობა) - ორსულობის გართულება, რაც გამოიხატება პროტეინურიაში, ჰიპერტენზიასა და შეშუპებაში.
გვარი (genus) - ერთ-ერთი ძირითადი ტაქსონომიური ერთეული, რომელიც აერთიანებს მონათესავე სახეობებს (იხ.).
გველგესლასებრნი (Viperidae) - ქვეწარმავალთა კლასის, გველების რიგის ერთ-ერთი ოჯახია. მოიცავს 58 სახეობას. მათი შხამის ტოქსიკური მოქმედება ორგანიზმზე ვლინდება ადგილობრივი და საერთო რეაქციებით. განსაკუთრებით საშიში არიან გიურზა, ეფა და რასელის გველგესლა, რომელთაც ჰემოლიზური მოქმედების შხამი გააჩნიათ.
გველები (Serpentes. Ophidia) - ქვეწარმავლების ანუ რეპტილიების კლასის ერთ-ერთი რიგი. ცნობილია 3000-მდე სახეობა, მათგან დაახლოებით 400 შხამიანია. გველების ზოგიერთი სახეობა სასარგებლოც კია, რად განაც მღრღნელებს ანადგურებს. ადამიანისათვის საშიში გველები მიეკუთვნებიან ასპიდისებრთა და გველგესლასებრთა ოჯახებს. ძალზე საშიშნი არიან ჩხრიალა გველებიც. გვე ლების შხამს დიდი სამედიცინო მნიშვნელობა გააჩნია.
გველის სურო (Vinca herbacea) - იგივე მიწაფართხა, მიწის სურო. მიეკუთვნება ქენდირისებრთა ოჯახს. მიწაზე გართხმული მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. საქართველოში გავრცელებულია Vinca herbacea. შეიცავს 40-ზე მეტ ალკალოიდს. მათგან ორი - ვინკალეიკობლასტინი და ვინკრისტინი (ონკოვინი) ოფიციალურად დამტკიცებულნი არიან ონკოლოგიურ დაავადებათა მკურნალობისათვის. გამოიყენება კბილის ტკივილის, სისხლდენის, ხველების დროს და სხვ.
გველის შხამი - შხამიანი გველების სანერწყვე ჯირკვლების ტოქსიკური გამონაყოფი. ეს არის უფერო, მოყვითალო ან მომწვანო ფერის სითხე. შეიცავს ალბუმინებს, გლობულინებს, ფერმენტებს, მარილებს და სხვა. მშრალ მდგომარეობაში მისი შენახვა შეიძლება დაახლოებით 23 წლის მანძილზე. გველის შხამი ფართოდ გამოიყენება მედიცინაში, კერძოდ, ეპილეფსიის, სტენოკარდიის შემთხვევებში, აგრეთვე როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება სიმსივნეების დროს. შხამიანი გველის კბენისას ყველაზე უფრო ეფექტური საშუალებაა ორგანიზმში სპეციფიკური შრატის (ანტიდოტის) შეყვანა.
გველხოკერა (Ophisaurus apodus) - ბოხმეჭასებრთა ოჯახის უფეხო ხვლიკი, 1,5 მ-მდე სიგრძის. საქართველოში თითქმის ყველგან გვხვდება. იკვებება მწერებით და მოლუსკებით, რითაც სარგებლობა მოაქვს სოფლის მეურნეობისათვის. ივნის-ივლისში დებს 81-0 კვერცხს.
გვერდითი ხაზი - წყალში ორიენტირების ორგანო თევზებსა და ბაყაყის თავკომბალებში.
გვიმრები (Felicinae) - მრავალწლიანი ბალახოვანი სპოროვანი მცენარეებია. გვხვდება ხეების სახი- თაც. გააჩნიათ მძლავრი ფესურა, რომელზეც ვითარდება დამატებითი ფესვები და გრძელყუნწიანი ფოთლები. ზოგიერთი გვიმრის ფესურა შხამიანია, რადგანაც ისინი შეიცავენ ალკალოიდ ფილიცინს. მისგან ღებულობენ ადამიანის ზოგიერთი პარაზიტული ჭიის საწინააღმდეგო წამალს. გვიმრებში შეინიშნება სქესობრივი და უსქესო თაობების მონაცვლეობა. სქესობრივი თაობა - წინაზრდილი, მამრობითი და მდედრობითი სასქესო ორგანოებით (ანთერიდიუმით და არქეგონიუმით), უფრო სუსტადაა განვითარებული, ვიდრე უსქესო თაობა.
გიგანტიზმი (ბერძნ. gigantos გიგანტი, bumberazi, გოლიათი) - ჰიპოფიზის სომატოტროპული ჰორმონის სიჭარბით გამოწვეული სინდრომი, რომელიც ვლინდება სხეულის ნაწილების (მაგ., კიდურების) პროპორციულ, ნორმაზე მეტად გაზრდაში. გიგანტიზმის შემთხვევაში მამაკაცის სიმაღლე 200 სმ-ს აღემატება, ხოლო ქალისა - 190 სმ-ს. ცნობილია გიგანტიზმის პარციალური, არაპროპორციული ზრდის ფორმაც. ამ შემთხვევისათვის დამახასიათებელია სხეულის ცალკეული ნაწილის, ზოგჯერ კი სხეულის ერთი ნახევრის არაპროპორციული, ნორმაზე მეტად გაზრდა.
გიგანტოზავრი (ბერძნ. gigantos ბუმბერაზი, საუროს ხვლიკი) - 35 მ-მდე სიგრძის გადაშენებული ქვეწარმავალი დინოზავრების ჯგუფიდან.
გიგანტოპითეკი (Gigantopithecus) - უმაღლესი პრიმატების გადაშენებული წარმომადგენელი. ნამარხი ფორმები ნაპოვნია სამხრეთ ჩინეთში (1935 -1956) და პაკისტანში (1972). ახა სიათებდა სხეულის დიდი ზომა, ქვედა ყბაზე განვითარებული ჰქონდა მსხვილი კბილები. გიგანტოპითეკების ადგილი პრიმატების ფილოგენეზში დადგენილი არ არის.
გინანდრია (ბერძნ. gyne ქალი, aner მამაკაცი) - ქალებში მეორეული მამრობითი სასქესო ნიშნების განვი- თარება. იგივე მასკულინიზაცია.
გინგივიტი (ლათ. gingiva ღრძილი, ბერძნ. itis ანთება) - ღრძილების ლორწოვანი გარსის ანთება, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც ბიოლოგიური (ვირუსები, ბაქტერიები), ასევე მექანიკური (ღრძილების ხშირი ტრავმა) ფაქტორებით. რიგ შემთხვევაში გინგივიტი ორგანიზმში ვიტამინების დეფიციტის მაჩვენებელია.
გინეკოლოგია (ბერძნ. gyne ქალი, logos მოძღვრება) - კლინიკური მედიცინის ნაწილი, რომელიც შეისწავლის ქალის ორგანიზმის ანატომიურფიზიოლოგიურ თავისებურებებს, სასქესო ორგანოების პათოლოგიებს და მათ დიაგნოსტიკას, პროფილაქტიკას და მკურნალობას.
გინეკოფობია (ბერძნ. gyne ქალი, phobos შიში) აკვიატებული შიში ქალისადმი.
გინოგენეზი (ბერძნ. gyne ქალი, genesis წარმოშობა) - გამრავლების ან განვითარების განსაკუთრებული ფორმა, რასაც თან არ ახლავს სასქესო პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი - მშობლების სასქესო უჯრედების ბირთვების შერწყმის შედეგად მემკვიდრული მასალის გაერთიანება. ამიტომ გინოგენეზი განიხილება როგორც ქალწულებრივი გამრავლების ანუ პართენოგენეზის განსაკუთრებული ფორმა. გინოგენეზის შემთხვევაში სპერმატოზოიდი მხოლოდ უბიძგებს კვერცხუჯრედს განვითარებისაკენ.
გირომიტრინი - საკვები პროდუქტებიდან გამოყოფილი პიროლიზის პროდუქტია. მისი პროდუცენტია საკვები სოკო Giromitra esculenta (ცრუ ხარისფაშვა). გამომშრალ სოკოებში 0,05-0,3% გირომიტრინია. მისი ჰიდროლიზისას წარმოიქმნება N - მეთილ-N -ფორმილჰიდრაზინი. გი რო მიტრინის კანცეროგენურობა ექსპერიმენტულ ცხოველებზე დადგენილია. შესაძლებელია, რომ იგი კანცეროგენური იყოს ადამიანისთვისაც.
გიურზა (Vipera lebetina) - შხამიანი გველების სახეობა (ოჯახი გველგესლასებრნი, გვარი გველგესლები). ჰემოლიზური მოქმედების შხამი ადამიანისა და ცხოველებისათვის შესაძლებელია სასიკვდილო აღმოჩნდეს. გვხვდება საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში.
გლაუკომა (ბერძნ. glaukos მოცისფრომომწვანო) - მხედველობის დაბინდვა. თვალის დაავადება, რომლის ძირითადი დამახასიათებელი ნიშანია თვალისშიდა წნევის მომატება. ანსხვავებენ პირველად და მეორად გლაუკომას. პირველადი ვითარდება თვალისშიდა წნევის რეგულაციის დარღვევის შედეგად. მეორადი - როგორც თვალის სხვადასხვა დაავადების გართულება და შედეგი. ე.წ. ელვისებური გლაუკომის დროს ადამიანი ერთბაშად ბრმავდება.
გლაციოლოგია (ლათ. glacies ყინული, logos მოძღვრება) - ფიზიკური გეოგრაფიის დარგი, რომელიც შეისწავლის მყინვარების განვითარებას და მათ ბუნებას.
გლია (ბერძნ. glia წებო) - სინონიმი: ნეიროგლია. ნერვული სისტემის უჯრედები, ნეირონების გარდა. წარმოდგენილია სხვადასხვა უჯრედებით (მაკროგლია, ოლიგოდენდროციტები, ასტროციტები, ეპენდიმური უჯრედები), რომლებიც ასრულებენ საყრდენ, ტროპიკულ, დამცველობით, სეკრეტორულ და სხვა ფუნქციებს. გლიის უჯრედების რაოდენობა დაახლოებით ხუთჯერ აღემატება ნეირონების რაოდენობას.
გლიკოგენი (ბერძნ. glykys ტკბილი, gennao წარმოვშობ) - პოლისაქარიდი, ცხოველური სახამებელი, სამარაგო ნახშირწყალი. ორგანიზმში წარმოიქმნება მონოსაქარიდ გლუკოზისაგან და მარაგდება ღვიძლსა და კუნთებში. გლიკოგენი წარმოადგენს ენერგეტიკული ცვლის ძირითად კომპონენტს. ორგანიზმში, გლიკოგენის ხარჯვიდან გამომდინარე, განასხვავებენ მის სტაბილურ და ლაბილურ შემცველობას.
გლიკოზურია (ბერძნ. glykys ტკბილი, uron შარდი) - ორგანიზმიდან ყურძნის შაქრის გამოყოფა შარდით. ძირითადად შაქრიანი დიაბეტის ნი შანია და დაკავშირებულია ჰიპერგლიკემიასთან. არსებობს გლიკოზურიის ალიმენტური ფორმაც, რომელიც გამოწვეულია შაქრის ჭარბი მოხმარებით და ნორმალური კვების პირობებში მალე ქრება.
გლიკოკალიქსი (ბერძნ. glykys ტკბილი, callun სქელი კანი) - ცხოველური უჯრედის პლაზმური მემბრანის გარეთა შრე. შედგება პოლისაქარიდებისა და ცილებისაგან. გლიკოკალიქსში ლოკალიზებულია მრავალი რეცეპტორი. გლიკოკალიქსი არ გააჩნიათ მცენარეების, სოკოების და ბაქტერიების უჯრედებს.
გლიკოლიზი (ბერძნ. glykys ტკბილი, lysis დაშლა) - ნახშირწყლების, ძირითადად კი გლუკოზის ანაერობული ფერმენტული დაშლა რძის მჟავამდე. რეაქციის შედეგად გამოთავისუფლებული ენერგია ხმარდება Aთφს სინთეზს.
გლიკოპროტეიდი (ბერძნ. glykys ტკბილი, protos პირველი, უმთავრესი) - რთული ცილა, რომელიც შეიცავს ნახშირწყლოვან კომპონენტებს. გლიკოპროტეიდებს მიეკუთვნება სისხლის პლაზმის ცილები (იმუნოგლობულინები, ტრანსფერინები და სხვ.), ზოგიერთი ფერმენტი და ჰორმონი (მაგ., თირეოტროპინი).
გლიცერინი (ბერძნ. glykys ტკბილი) - უმარტივესი სამატომიანი სპირტი, რომელიც წარმოადგენს ცხიმების და სხვა ლიპიდების სტრუქტურულ კომპონენტს. ორგანიზმში წარმოიქმნება როგორც ცხიმების და გლიცეროფოსფოლიპიდების, ასევე გლუკოზის ანაერობული დაშლისას. წარმოადგენს ცხიმოვანი და ნახშირწყლოვანი ცვლის შემაკავშირებელ რგოლს. იყენებენ როგორც კრიოპროტექტორს ცოცხალი სისტემების ინტაქტური სახით შენახვისათვის დაბალ ტემპერატურებზე.
გლობალური (ლათ. globus terrae დედამიწის სფერო) - 1. საყოველთაო. ის, რაც მოიცავს მთლიანად დედამიწას. 2. ამა თუ იმ დაავადების ფართო - გლობალური გავრცელება.
გლომერულონეფრიტი (ლათ. glomus გორგალი, ბერძნ. nephros თირკმელი, itis ანთება) - თირკმლის გლომერულების (გორგლების) ანთება. ახასიათებს მძიმე მიმდინარეობა.
გლოსოლალია (ბერძნ. glossa ენა, lalia სიტყვა) - მოვლენა, როდესაც ავადმყოფი წარმოთქვამს უაზრო სიტყვებს და მათ კომბინაციებს. გვხვდება ზოგიერთი ფსიქიკური დაავადების შემთხვევაში.
გლოსოპლეგია (ბერძნ. glossa ენა, plege დარტყმა) - ენის ჩავარდნა („ენის გადაყლაპვა“).
გლოქიდები (ბერძნ. glochis ისრის წვერი, ეკალი) - მტკნარი წყლის ორსაგდულიანი მოლუსკების პარაზიტული მატლები. გლოქიდები ბინადრობენ თევზების ლაყუჩებსა და კანზე.
გლუკაგონი (ბერძნ. glykys ტკბილი, ago მიმყავს) - იგივე გლუკაგენი. ინსულინის ანტაგონისტია. ამ ნივთიერებას გამოყოფს კუჭქვეშა ჯირკვლის (პანკრეასის) ლანგერჰანსის კუნძულების ალფა-უჯრედები. ძალზე სწრაფად ააქტივებს ფოსფორილაზას, რითაც ხელს უწყობს გლიკოგენის ინტენსიურ დაშლას და სისხლში შაქრის კონცენტრაციის ზრდას. ძალზე ეფექტურია ჰიპერგლიკემიური მდგომარეობის დროს.
გლუკოზა (ბერძნ. glykys ტკბილი, osis მდგომარეობა) - ყურძნის შაქარი (C6H12O6). ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მონოსაქარიდი ჰექსოზების ჯგუფიდან. გლუკოზა ცოცხალი უჯრედის ენერგიის უმნიშვნელოვანესი წყაროა. იგი შედის მრავალი ოლიგოსაქარიდის (ლაქტოზა, მალტოზა, საქაროზა), პოლისაქარიდის (გლიკოგენი, სახამებელი, ცელულოზა) და ზოგიერთი გლიკოპროტეიდის შემადგენლობაში. გლუკოზის კონცენტრაციის რეგულაცია სისხლში ძირითადად ჰორმონ ინსულინისა და მისი ანტაგონისტის გლუკაგონის საშუალებით ხორციელდება.
გნოტობიოლოგია (ბერძნ. gnotos ცნობილი, bios სიცოცხლე) - ექსპერიმენტული ბიოლოგიის, მედიცინის, ვეტერინარიის დარგი, რომელიც შეისწავლის სტერილური ცხოველების მიღებისა და გაზრდის საკითხებს. ასეთი ცხოველები საშუალებას იძლევიან განსაზღვრულ იქნეს მიკრობებისა და მაკროორგანიზმების ურთიერთობის ფორმები და მექანიზმები.
გოგრა (Cucurbita pepo) - ბალახოვანი მცენარეა. მისი სამშობლო მექსიკა და აშშ-ის სამხრეთი შტატებია. შეიცავს ასკორბინის და ორგანულ მჟავებს, ეთერის ზეთს, B1 ვიტამინს (თიამინს), კაროტინოიდებს და სხვ. გააჩნია ანტიჰელმინთური და შარდმდენი თვისებები.
გოლფსტრიმი (ინგლ. gulf მორევი, stream ნაკადი) - თბილი დინება ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში. ვრცელდება ფლორიდის ნახევარკუნძულის სანაპიროდან შპიცბერგენისა და ახალი მიწის კუნძულებამდე. ჩრდილო-აღმოსავლეთის ევროპის კლიმატზე ახდენს შემარბილებელ გავლენას.
გოლჯის აპარატი - უჯრედის ორგანოიდი, რომელიც შედგება ორმაგი მემბრანების წყებისაგან, რომელთა შორის ლოკალიზებულია ცისტერნები, ხოლო ორგანოიდის პერიფერიაზე - სხვადასხვა ზომის ვაკუოლების მცირე რაოდენობა. უფრო ხშირად განლაგებულია ბირთვის სიახლოვეს. მონაწილეობს სეკრეტორულ პროცესებში, კერძოდ, ნახშირწყლების, ცხიმების, გლიკოგენის, კოლაგენის და სხვათა წარმოქმნაში. პირველად აღწერა იტალიელმა ჰისტოლოგმა კ. გოლჯიმ 1898 წელს. სინონიმებია: გოლჯის კომპლექსი, ფირფიტოვანი კომპლექსი და სხვ.
გონადები (ბერძნ. gone ჩასახვა, ლათ. aden ჯირკვალი) - ორგანოები, რომელშიც წარმოიქმნება სასქესო უჯრედები (კვერცხუჯრედები და სპერმატოზოიდები) და სასქესო ჰორმონები. მამაკაცის გონადებია სათესლეები, ხოლო ქალისა საკვერცხეები.
გონიდიები (ბერძნ. gone ჩასახვა, eidos სახე) - 1.ლიქენებში სოკოებთან სიმბიოზში მცხოვრები წყალმცენარეების უჯრედები. 2.ზოგიერთი ლურჯმწვანე წყალმცენარის და ბაქტერიის უჯრედები, რომლებიც გამრავლებას ემსახურებიან.
გონოკოკი (ბერძნ. gonos თესლი, kokkos მარცვალი) - ცერცვის ფორმის, შეწყვილებული, უსპორო, გრამდადებითი, აერობული უჯრედები, ზომით 0,6-1,0 მკმ, რომლებიც მიეკუთვნებიან ბაქტერიებს და ადამიანში იწვევენ ჩირქოვან ანთებებს - გონორეას და ბლენორეას. აღმოაჩინა გერმანელმა მეცნიერმა ა.ნეისერმა 1879 წელს.
გონორეა (ბერძნ. gonos თესლი, rheo მოვედინები) - იგივე სუსუნატი. ბაქტერია Neisseria gonorrhoeae-თი გამოწვეული ვენერული დაავადება, რომლის დროსაც ძირითადად ზიანდება შარდ-სასქესო სისტემის ლორწოვანი გარსი, ასევე კონიუნქტივა, პირის ღრუს, სწორი ნაწლავის ლორწოვანა. დაავადება ვრცელდება სქესობრივი გზით, თუმცა ზოგჯერ იგი შეიძლება გადაეცეს გონოკოკებით დაბინძურებული თეთრეულით და სხვადასხვა ნივთებით. არასწორი მკურნალობისა და ექიმის დანიშნულების დარღვევის შემთხვევაში დაავადებამ შეიძლება ქრონიკული ხასიათი მიიღოს და გამოიწვიოს უნაყოფობა.
გორგლი - ზოგიერთი მცენარის (მაგ., კარტოფილის) ღეროს მიწისქვეშა ან მიწისზედა სახეცვლილება, რომელიც წარმოადგენს საკვები ნივთიერებების მარაგს და ვეგეტაციური გამრავლების საშუალებას.
გრააფის ბუშტუკი (ჰოლანდიელი რ. გრააფის სახელის მიხედვით) - ძუძუმწოვარი ცხოველებისა და ადამიანის საკვერცხეებში არსებული ბუშტისებრი წარმონაქმნები, რომლებშიც მომწიფებული კვერცხუჯრედებია მოთავსებული. იგივე საკვერცხის ფოლიკული.
გრადაცია (ლათ. gradatio თანდათანობითი მომატება) - ერთი მდგომარეობიდან მეორეზე თანდათანობითი გადასვლა. გარდამავალი პროცესის დანაწევრება თანმიმდევრულად განლაგებულ ეტაპებად, საფეხურებად. მაგ., ლამარკი ამტკიცებდა ცოცხალი ბუნების საფეხურებრივ სრულყოფას მარტივიდან რთულისაკენ. იგივე გრადუალიზმი.
გრადიენტი (ლათ. gradiens მიმავალი) - რაიმე მონაცემის, პარამეტრის კანონზომიერი რაოდენობრივი ცვლილება სივრცის (სიგრძის) ერთეულზე. მაგ., შექმნილია ე.წ. საქაროზას ფიკოლ-ვეროგრაფინის და სხვ. გრადიენტები, რომელშიდაც სისხლის უჯრედები თავისი ხვედრითი წონის შესაბამისად ლაგდებიან სხვადასხვა შრეებში.
გრადუალიზმი (ლათ. granus ნაბიჯი, საფეხური) - ევოლუციურ თეორიაში: წარმოდგენა განვითარების პროცესების თანდათანობაზე. შდრ. სალტაციონიზმს.
გრავიდიტასი (ლათ. gravida ორსული) - ორსულობა. სხვადასხვა ცოცხალ არსებებს ახასიათებთ ორსულობის სხვადასხვა ხანგრძლივობა. ადამიანში ორსულობა გრძელდება 280-285 დღე.
გრავიტაცია (ლათ. gravitas სიმძიმე) - მატერიის მიზიდულობის უნარი. დედამიწის მიზიდულობა.
გრამ-დადებითი, გრამ-უარყოფითი ბაქტერიები - ბაქტერიები, რომლებიც იღებებიან ან არ იღებებიან გრამის მეთოდით ანუ შეუძლიათ თუ არა შებოჭონ ძირითადი (ტუტოვანი) საღებავები - მეთილენის ლურჯი, გენციანის იისფერი და სხვ., ხოლო იოდით, შემდეგ კი სპირტით ან აცეტონით დამუშავებისას შეინარჩუნონ კომპლექსი იოდისაღებავი. გრამ-დადებითებს მიეკუთვნება ბაქტერიების 80 გვარზე მეტი, ხოლო გრამ-უარყოფითებს - 180-ზე მეტი.
გრამი (ლათ. და ბერძნ. gramma წონის მცირე ერთეული) - 1.მასის ერთეული, უდრის 0,001 კგ-ს. 1 გრამი შეესაბამება 1 სმ3 ქიმიურად სუფთა, გამოხდილ წყლის მასას, მისი უდიდესი სიმკვრივის ტემპერატურაზე, დაახლოებით 40C-ზე. 2.ბაქტერიების შეღებვის მეთოდი, რომელიც მოწოდებულია დანიელი მეცნიერის, ბაქტერიოლოგის ჰ.გრამის (1853-1938) მიერ.
გრამიციდინი - ანტიბიოტიკი, რო მელსაც გამოყოფენ ნიადაგის ბაქტერიები.
გრანულაცია (ლათ. granula პატარა მარცვალი) - ახალგაზრდა უმწიფარი შემაერთებელი ქსოვილი, რომელიც ვითარდება ჭრილობების, წყლულების და სხვა შემთხვევებში.
გრანულომა (ლათ. granulum მარცვალი, ბერძნ. oma სიმსივნე) - ანთების კერა, რომელიც განპირობებულია შემაერთებელი ქსოვილის ინტენსიური პროლიფერაციით (იხ.). აღინიშნება მაკროფაგების, ზოგჯერ კი ლიმფოციტების და პლაზმური უჯრედების დაგროვება. დამახასიათებელია პოლიკარიოციტების (იხ.) წარმოქმნაც. უფრო ხშირად ვითარდება ინფექციური დაავადებების (ტუბერკულოზის, ათაშანგის, კეთრის, ბრუცელოზის, ტულარემიის, აქტინომიკოზის), კოლაგენური დაავადებების (მაგ., რევმატიზმის) დროს და ორგანიზმში უცხო სხეულის მოხვედრის ადგილას. აქვს მკვრივი კვანძის შესახედაობა.
გრანულომატოზი (ლათ. granulum მარცვალი, ბერძნ. osis მდგომარეობა) - გრანულომების (იხ.) განვითარება სხვადასხვა ორგანოებში.
გრანულოციტები (ლათ. granulum მარცვალი, ბერძნ. kytos უჯრედი) - სისხლის თეთრი უჯრედები (ლეიკოციტები), რომელთა ციტოპლაზმა აზუროფილურ და სპეციფიკურ გრანულებს შეიცავს. გრანულების ზომების და შეფერილობის მიხედვით გრანულოციტებს ყოფენ ნეიტროფილებად, ეოზინოფილებად და ბაზოფილებად. გრანულოციტები იცავენ ორგანიზმს ბაქტერიებისა და ტოქსინებისაგან, მონაწილეობენ იმუნურ რეაქციებში.
გრაფის ვირუსი - გერმანელი ა. გრაფის მიერ 1955 წელს გამოყოფილი რნმ-ს შემცველი ვირუსი, რომელიც ახალდაბადებულ თაგვებში იწვევს მიელოიდური ლეიკემიის განვითარებას.
გრაფომანია (ბერძნ. grapho ვწერ, mania სიგიჟე) - წერისადმი ავადმყოფური მიდრეკილება.
გრენი (ფრანგ. graine თესლი, მარცვალი) - მწერების, კერძოდ, აბრეშუმხვევიას პეპლების კვერცხები, რომლებიდანაც შემდგომში გამოდიან მატლები (ჭიები).
გრიპი (ფრანგ. gripper დაჭერა) - ძლიერ გადამდები ვირუსული ეტიოლოგიის დაავადებაა. ხშირად გრიპს თან ერთვის გართულებები (ფილტვების ანთება, მენინგოენცეფალიტი და სხვ.). დაავადება ჯანმრთელ ადამიანს გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით. გრიპის ვირუსი ხშირად იცვლის თავის ანტიგენურ თვისებებს, რის გამოც სპეციფიკური იმუნიზაციის გამოყენება გართულებულია. ვირუსი მიეკუთვნება ორთომიქსოვირუსების ოჯახს.
გროსის ვირუსი - 1951 წელს გერმანელი ლ. გროსის მიერ ახალდაბადებული თაგვებიდან დასხივების მეშვეობით გამოყოფილი რნმ-ს შემცველი ვირუსი, რომელიც იწვევს ლიმფოიდური ტიპის ლეიკემიას.
გრუმინგი (ინგლ. gruum ცხენის გაწმენდა, მოვლა) - ძუძუმწოვრების ქცევითი ფორმა, რაც გამოიხატება სხვა ინდივიდის ბალნის მოვლასა და დასუფთავებაში. გრუმინგი დამახასიათებელია კოლონიების შემქმნელი ცხოველებისათვის (პრიმატები, ცხენები და სხვ.). ანალოგიურ ქცევას ფრინველებში ალოპრინინგი ეწოდება.
გრძნობათა ორგანოები (organa sensuum) - სპეციალიზებული სტრუქტურები, რომლებიც ორგანიზმის მიერ სხვადასხვა გამღიზიანებლების აღქმას უზრუნველყოფენ. გრძნობათა ორგანოებია - მხედველობა, სმენაწონასწორობა, ყნოსვა, გემოვნება და შეხება (იხ. სენსორული ორგანოები).
გსი (განსაკუთრებით საშიში ინფექციების აბრევიატურა) - ადამიანის მწვავე გადამდები დაავადებების ჯგუფი, რომელთაც ახასიათებთ: 1. სწრაფი გავრცელება მოსახლეობაში. 2. მძიმე კლინიკური მიმდინარეობა და მაღალი ლეტალობა. გსი-ს ჯგუფში შესულია: 1. შავი ჭირი, ქოლერა, ყვითელი ცხელება, ნატურალური ყვავილი (ითვლება ლიკვიდირებულად). ესენია ე.წ. კონვენციური (საკარანტინო) დაავადებები. 2. პარტახტიანი და შებრუნებითი ტიფები, გრიპი, პოლიომიელიტი, მალარია. 3.შიდსი, ჯილეხი, ქოთაო, მელიოიდოზი, ტულარემია, ბრუცელოზი, ორნითოზი, არბოვირუსული ინფექციები, ბოტულიზმი, ჰისტოპლაზმოზი, ბლასტომიკოზები.
გუანინი - ორიდან ერთ-ერთი პურინის ფუძეა, რომელიც ადენინთან ერთად შედის ნუკლეინის მჟავების შემადგენლობაში.
გუანო (guano) - 1. მშრალი, ცხელი კლიმატის პირობებში ფრინველის გამომშრალი სკორე (სკინტლი), რასაც ემატება ფრინველების და ნაწილობრივ სხვა ცხოველების ძვლების, ბუმბულის, ბეწვის და სხვა ნარჩენები. შეიცავს 9%-მდე აზოტს და 13% P2O6-ს. იყენებენ სასუქად. დიდი რაოდენობით მოიპოვება ჩილეს და პერუს ნაპირებთან მდებარე კუნ- ძულებზე, ე.წ. «ფრინველების ბაზრების» ტერიტორიებზე. 2. სათევზაო და სამონადირეო ნარჩენებისაგან ხელოვნურად დამზადებული მინერალური სასუქი.
გული (ლათ. cor, ბერძნ. cardia) - ადამიანისა და ცხოველების სისხლის მიმოქცევის ცენტრალური ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს სისხლის გადატუმბვას არტერიებში და მის მოძრაობას სისხლძარღვებში. ძუძუმწოვრების გული შედგება მარცხენა და მარჯვენა წინაგულებისა და პარკუჭებისაგან. აღსანიშნავია, რომ ნიანგს, განსხვავებით სხვა ქვეწარმავლებისაგან, რომლებსაც სამკამერიანი გული აქვთ, ოთხკამერიანი გული გააჩნია.
გულის ინდექსი (ლათ. index მაჩვენებელი) - გულის წონისა და მოცულობის შეფარდება სხეულის წონასა და მოცულობასთან.
გულის ციკლი (ბერძნ. kiklos წრე) გულის შეკუმშვისა და მოდუნების პერიოდი. შედგება სისტოლისაგან (წინაგულებისა და პარკუჭების თანმიმდევრული შეკუმშვა), დიასტოლისაგან (მათი თანმიმდევრული მოდუნება) და პაუზისაგან (წინაგულებისა და პარკუჭების ერთდროული მოდუნება). გულის ციკლის ხანგრძლივობა დაახლოებით 0,8 წამს შეადგენს.
გულსოსანა (Verbascum trapsiforme, V.pyramidatum) - ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს შაქრებს, ეთერის ზეთს, საპონინებს, ასკორბინის მჟავას და სხვ. გამოიყენება ზედა სასუნთქი გზების დაავადებების შემთხვევაში, დამწვრობისა და პანარეციუმის (იხ.) დროს.
გულყვითელა (Calendula offi cinalis) - ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს კაროტინოიდებს, გლიკოზიდებს, ორგანულ და ასკორბინის მჟავებს და სხვა. გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიციდური, სპაზმოლიზური, ჭრილობის შემხორცებელი და ნაღვლმდენი მოქმედება, აგრეთვე კარდიოტონური და ჰიპოტენზიური ეფექტი. არის კარგი საძილე საშუალება. აუმჯობესებს რეგენერაციის პროცესებს.
გურმანი (ფრანგ. gourmand მოყვარული) - გამორჩეული, გემრიელი საკვების მოყვარული.
გუტაცია (ლათ. gutta წვეთი) - მცე ნარეების ფოთლებით წყლის წვეთების გამოყოფა.
![]() |
8 დ |
▲back to top |
დაბერება - ორგანიზმის ასაკობრივი ცვლილებების კანონზომიერი პროცესი. ამ დროს ქვეითდება ორგანიზმის ადაპტაციური უნარი და იმუნოლოგიური კომპეტენცია. დაბერების ძირითად მექანიზმს წარმოადგენს შეუქცევადი ცვლილებები მოლეკულურგენეტიკურ დონეზე.
დათარიღების რადიომეტრული მეთოდები (ლათ. radius სხივი, ბერძნ. metreo ვზომავ) - გეოლოგიური ერების, პერიოდების და ეპოქების ასაკის განსაზღვრისათვის ფართოდ გამოიყენება სტაბილური და რადიოაქტიური იზოტოპების ნახევრად დაშლის სიჩქარე. აღნიშნული მეთოდი გულისხმობს იზოტოპების ნახევრად დაშლის პერიოდს დროის განსაზღვრულ მონაკვეთში. მაგ., 14C-ის ნახევრად დაშლის პერიოდი შეადგენს 5,6x106 წელიწადს. ბიოლოგიურ პრაქტიკაში მკვლევარები ადგენენ ნახშირბადის კონცენტრაციას ნამარხ ფორმებში და ამ ელემენტის ნახევრად დაშლის პერიოდის შეფარდებით მის რეალურ მაჩვენებელთან, გამოყავთ მიახლოებითი ასაკი.
დათვის კენკრა (Arctostaphylos uva ursi) - გართხმული მარადმწვანე ბუჩქია. შეიცავს ფლავონოიდებს, ორგანულ მჟავებს, მთრიმლავ ნივ- თიერებებს, გლიკოზიდებს. გააჩნია ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო, შარდმდენი თვისებები.
დაკვირტვა - ორგანიზმთა უსქესო (ვეგეტაციური) გამრავლების ერთ-ერთი ფორმა. დაკვირტვით მრავლდებიან ნაწლავღრუიანები, საფუარი სოკოები და სხვა.
დალტონი - წონის ერთეული, რომელიც წყალბადის ერთი ატომის წონის ტოლია.
დალტონიზმი - მხედველობის დეფექტი, რომლის დროსაც ადამიანი ვერ არჩევს ერთმანეთისაგან ზოგიერთ ფერს, მეტწილად მწვანესა და წითელს. სახელი ეწოდა ინგლისელი ფიზიკოსის ჯ. დალტონის (1776-1844) გვარის მიხედვით, რომელიც ვერ არჩევდა წითელ ფერს. მან პირველმა აღწერა მხედველობის ეს დეფექტი. დალტონიზმი სქესთან შეჭიდული დაავადებაა.
დამბლა (ბერძნ. paralysis დასუსტება) - კუნთური ძალის დაკარგვით გამოწვეული ნებითი მოძრაობების უუნარობა. განსხვავდება პარეზისაგან (იხ.).
დამემკვიდრება - ნიშან-თვისებების გადაცემა თაობიდან თაობაზე. განასხვავებენ ავტოსომურ, ავტოსომურდომინანტურ, ავტოსომურრეცესიულ, დომინანტურ, რეცესიულ, სქესთან შეჭიდულ, ციტოპლაზმურ დამემკვიდრებას და სხვ.
დამემკვიდრების ავტოსომურდომინანტური ტიპი - ავტოსომური გენის დომინანტური ალელებით კონტროლირებადი ნიშან-თვისებების დამემკვიდრება. მაგ., არაქნოდაქტილია, მარფანის სინდრომი, ბრაქიდაქტილია, პოლიდაქტილია, აქონდროპლაზიური ქონდრისკაცობა და ა.შ.
დამემკვიდრების ავტოსომურრეცესიული ტიპი - ავტოსომური გენის რეცესიული ალელებით კონტროლირებადი ნიშან-თვისებების დამემკვიდრება. მაგ., ყრუმუნჯობა, ალბინიზმი, ფენილკეტონურია, გალაქტოზემია და ა.შ.
დამტვერვა - მცენარის ყვავილის მტვრის მარცვლების მოხვედრა ბუტკოს დინგზე. ყვავილოვან მცენარეთა სქესობრივი გამრავლების ფორმა. არჩევენ თვითდამტვერვას და ჯვარედინ დამტვერვას.
დამცავი საშუალებანი - არა ხელსაყრელი პირობების გადატანის ანატომიურმორფოლოგიურ თავისებურებათა კომპლექსი (მიმიკრია, მსუსხავი უჯრედები, შხამიანი ჯირკვლები სხვადასხვა ცხოველებში და ა.შ.).
დანაწევრება - განაყოფიერებული კვერცხუჯრედის (ზიგოტის) თანმიმდევრული მიტოზური დაყოფა ბლასტომერებად, რის შედეგადაც იგი (კვერცხუჯრედი) მოცულობაში არ მატულობს.
დარვინიზმი - დედამიწის ორგანული სამყაროს ევოლუციის (განვითარების) თეორია, მოძღვრება, რომელიც ჩამოაყალიბეს დარვინმა (1809-1882) და უოლესმა (1823-1913) 1858 წელს. მათი აზრით, არსებობისათვის ბრძოლა და ბუნებრივი გადარჩევა მემკვიდრეობითი ცვალებადობის საფუძველზე წარმოადგენენ ორგანული სამყაროს ევოლუციის მთავარ მამოძრავებელ ფაქტორებს (ძალებს).
დარლინგტონის წესი - კუნძულის ფართობის შემცირება 10-ჯერ, ორჯერ ამცირებს მასზე ბინადარი სახეობების (ამფიბიების და რეპტილიების) რაოდენობას. აღნიშნულ წესს სახელი ეწოდა ამერიკელი ზო ოგეოგრაფის ფ.დარლინგტონის პატივსაცემად.
დარსონვალიზაცია (ფრანგი ფიზიოლოგის დ'არსონვალის სახელის მიხედვით) - სამკურნალო მიზნით მაღალი ძაბვის და მაღალი სიხშირის იმპულსური დენის გამოყენება.
დაუნის დაავადება - პირველად აღწერა ინგლისელმა ექიმმა ჯ. დაუნმა 1866 წელს. ავადმყოფებს 46 ქრომოსომის ნაცვლად აქვთ 47. ზედმეტი ქრომოსომა 21-22 ჯგუფიდანაა. ავადმყოფებისათვის დამახასიათებელია გონებრივი სისუსტე, ზრდაში ჩამორჩენა, „მონღოლიზმი“ (თვალების ვიწრო ჭრილი) და სხვ. ამ დაავადებით შეპყრობილ ბავშვებში ლეიკემიით დაავადების შესაძლებლობა 18-20-ჯერ მეტია, ვიდრე ჯანმრთელებში. მკურნალობის ეფექტური საშუალება შემუშავებული არ არის.
დაქტილოლოგია (ბერძნ. daktylos თითი, logos სიტყვა) - ყრუმუნჯებში ხელის თითებით კითხვის ანბანური მეთოდი.
დაქტილოსკოპია (ბერძნ. daktylos თითი, skopeo ვუყურებ) - მეთოდი, რომელიც შეისწავლის ხელის თითების ბალიშების კანის ნახაზის მორფოლოგიურ თავისებურებებს. ყოველი ინდივიდის კანის ნახაზი განუმეორებელია, რის გამოც აღნიშნული მეთოდი გამოიყენება კრიმინალისტიკაში პიროვნების იდენტიფიკაციისათვის (იხ. დერმატოგლიფიკა).
დებილი (ლათ. debilis სუსტი) - პიროვნება, რომელსაც ახასიათებს თანდაყოლილი ფსიქიკური, გონებრივი განუვითარებლობა. დებილიზმი ოლიგოფრენიის (იხ.) შედარებით მსუბუქი ფორმაა.
დებიტი (ფრანგ. debit გასაღება, ხარჯი) - წყლის, ნავთობის, გაზის რაოდენობა, რომელიც იხარჯება დროის გარკვეულ მონაკვეთში.
დეგაზაცია (ლათ. de გამოყოფა, გამოცალკევება, ფრანგ. gaz გაზი, აირი) - 1.მომწამლავ ნივთიერებათა მოცილება ტანსაცმლის, სურსათის, იარაღისა და საბრძოლო ტექნიკისაგან, აგრეთვე მოწამლული ადგილის გაწმენდაგაუსნებოვნება. 2.წყლიდან აირების გამოყოფის პროცესი.
დეგენერატი (ლათ. degeneratus გადაგვარება) - ადამიანი, რომელსაც ფიზიკური ან გონებრივი გადაგვარების, დეგენერაციის ნიშნები აქვს.
დეგენერაცია (ლათ. degenero გადავგვარდები) - 1. ორგანოთა ან ქსოვილთა სტრუქტურის გამარტივება ონტოგენეზში. მაგ., ბაყაყის თავკომბალას კუდის გაქრობა. 2. ცალკეულ ორგანოთა ან სისტემების რედუქცია (იხ.) ფილოგენეზის პროცესში. 3. ქსოვილის ან ორგანოს სტრუქტურული შედგენილობის ცვლილება, რომლის დროსაც ქვეითდება მათი სიცოცხლისუნარიანობა ან უარესდება მათი ფუნქციონირება.
დეგრადაცია (ლათ. de გამოყოფა, გამოცალკევება, gradus საფეხური) - 1. რაიმე თვისების თანდათანობითი გაუარესება (მაგ., ფსიქიკური დეგრადაცია). 2. ცხოველებისა და მცენარეების მორფოლოგიური და ფუნქციური მაჩვენებლების გამარტივება არსებობის პირობების შეცვლის გამო.
დეგუსტაცია (ლათ. degusto გემოს ვსინჯავ) - საკვები პროდუქტების გასინჯვა მათი თვისებების შეფასების მიზნით.
დედოფლისთითა (Veronica offi cinalis) - მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს ეთერის ზეთს, ვიტამინებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ალკალოიდებს, საპონინებს და სხვა. გამოიყენება სასუნთქი გზების, ფილტვების ტუბერკულოზის, თირკმლების, კუჭის, შარდის ბუშტის დაავადებების სამკურნალოდ და სხვა.
დედუქცია (ლათ. deductio გამოყვანა) - ლოგიკური დასკვნა ზოგადიდან კერძომდე, საერთო მსჯელობიდან კერძომდე ან სხვა საერთო დასკვნებამდე. სამეცნიერო შემეცნებაში დედუქცია მჭიდროდაა დაკავშირებული ინდუქციასთან (იხ.).
დევასტაცია (ლათ. devasto ვანადგურებ) - ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც გამიზნულია პარაზიტული და ინფექციური დაავადებების და მათი გამომწვევების სრული ლიკვიდაციისათვის.
დევიაცია (ლათ. deviatio გადახრა) - ორგანოების ფილოგენეზური ცვლილება, რაც განპირობებულია მათი ინდივიდუალური განვითარების რომელიმე შუალედური სტადიის შეცვლით.
დევონური პერიოდი - დიდი ბრიტანეთის დევონშირის საგრაფოს სახელწოდების მიხედვით. პალეოზოური ერის მეოთხე პერიოდია. ამ პერიოდის განმავლობაში გაჩნდნენ მტევანფარფლიანი თევზები, სტეგოცეფალი, ხმელეთზე კი - უმაღლესი სპოროვნები. მოიცავს 60მლნ წელიწადს, რაც დამტკიცებულია რადიოლოგიური მეთოდით.
დეზაგრეგაცია (ფრანგ. des უარყოფა, მოსპობა, მოშორება, aggregation შეერთება, მიერთება) - მრავალუჯრედიანი სტრუქტურის, აგრეგატის დაშლა შემადგენელ ნაწილებად.
დეზინვაზია (ფრანგ. des უარყოფა, მოსპობა, მოშორება, ლათ. invasio შესევა, თავდასხმა) - ადამიანის, ცხოველებისა და მცენარეების ინვაზიური დაავადებების გამომწვევების ჩანასახების განადგურება გარემოში, რისთვისაც გამოყენებულია მექანიკური, ქიმიური და ბიოლოგიური მეთოდები.
დეზინსექცია (ფრანგ. des უარყოფა, მოსპობა, მოშორება, ლათ. insecta მწერი) - ფეხსახსრიანებთან ბრძოლის მეთოდი და ღონისძიება. განასხვავებენ სამედიცინო, ვეტერინარულ და სასოფლოსამეურნეო დეზინსექციას.
დეზინტეგრაცია (ფრანგ. des უარყოფა, მოსპობა, მოშორება, ლათ. integratio აღდგენა, შეერთება) - რაიმე ნივთიერების, ბაქტერიის ან ვირუსის დაშლა შემადგენელ ნაწილებად (მაგ., ვირუსის დაშლა უჯრედში შეჭრისას ნუკლეინის მჟავად და ცილად).
დეზინტოქსიკაცია (ფრანგ. des უარყოფა, მოსპობა, მოშორება, in ში, ბერძნ. toxikon შხამი) - ორგანიზმში შხამიან ნივთიერებათა გაუვნებლობის პროცესი.
დეზინფექტორი (ფრანგ. des უარყოფა, მოსპობა, მოშორება, ლათ. infectio დასენიანება) - პიროვნება, რომელსაც გააჩნია სპეციალური მომზადება და ატარებს დეზინფექციას, დეზინსექციას და დერატიზაციას (იხ.).
დეზინფექცია (ფრანგ. des უარყოფა, მოსპობა, მოშორება, ლათ. infectio დასენიანება) - გარემოში პათოგენური მიკროორგანიზმების მოსპობისათვის მიმართული ღონისძიებათა კომპლექსი.
დეზოდორაცია (ფრანგ. des უარ ყოფა, მოსპობა, მოშორება, ლათ. odoratio სუნი) - მიკროორგანიზმების მოქმედებით გამოწვეული ორგანული ნივთიერებების (ექსკრემენტების, საკვები პროდუქტების, გვამის და სხვ.) ლპობის შედეგად წარმოქმნილი მყრალი აირების ხელოვნური მოსპობა.
დეზორიენტაცია (ფრანგ.des უარყოფა, მოსპობა, მოშორება, orientation ორიენტაცია) - გარემოში, სივრცეში გარკვევის უნარის დაკარგვა. ვინმეს შეცდომაში შეყვანა.
დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა (დნმ) - ნუკლეინის მჟავების ერთ-ერთი ტიპი, რომელსაც უნივერსალური გავრცელება აქვს ცოცხალ სამყაროში. იგი შედგება ნუკლეოტიდებისაგან, რომელთა შემადგენლობაში შედის აზოტოვანი ფუძეები - ადენინი, გუანინი, ციტოზინი და თიმინი, ნახშირწყალი დეზოქსირიბოზა, აგრეთვე ფოსფორის მჟავას ნაშთი. დნმ თამაშობს უმნიშვნელოვანეს როლს გენეტიკური ინფორმაციის შენახვასა და რეალიზაციაში. დნმ-ს სტრუქტურა, მისი შენების სპეციფიკა პირველად, 1953 წელს დაადგინეს ფ.კრიკმა და ჯ.უოტსონმა.
დეიზმი (ლათ. deus ღმერთი) - XVII-XVIII საუკუნეებში გავრცელებული რელიგიურ-ფილოსოფიური სწავლება, რომელიც ღმერთს აღიარებდა როგორც სამყაროს პირველწყაროს და უარყოფდა მის გავლენას სამყაროსა და საზოგადოების შემდგომ განვითარებაზე. ფილოსოფიური დეიზმი განასხვავებდა რელიგიას მეცნიერებისაგან. ეს იყო იმ დროის ბუნებისმეტყველებისათვის ფილოსოფიური კომპრომისი, რაც მათ სამყაროს შესწავლის საშუალებას აძლევდა. დეისტები იყვნენ ლამარკი, ვოლტერი, რუსო და სხვები.
დეიტალაქსი (ბერძნ. deuteros მეორე, შემდგომი, allaxis ცვლა) - ევოლუციის პროცესში ცხოველის ერთი ორგანოს კორელაციური ცვლილება სხვა ორგანოებთან შეგუებულობით მიმართებაში.
დეიტერანოპია (ბერძნ. deuteros მეორე, შემდგომი, ops თვალი) - თანდაყოლილი სიბრმავე მწვანე ფერისადმი (დალტონიზმის ერთ-ერთი გამოვლინებაა).
დეიტეროპლაზმა (ბერძნ. deuteros მეორე, შემდგომი, plasma გამოძერწილი, გაფორმებული) - სხვადასხვა სახის ჩანართებით წარმოდგენილი ციტოპლაზმის უბანი. უფრო ხშირად ამ ტერმინს იყენებენ ყვითრის ჩანართების აღსანიშნავად.
დეიტეროტოკია (ბერძნ. deuteros მეორე, შემდგომი, tokos მშობირობა) - პართენოგენეზური თაობა, რომელიც შედგება ორივე სქესის ორგანიზმებისაგან.
დეკა (Rhododendron caucasicum) - 1. მაღალმთის რელიქტური მარადმწვანე ბუჩქია. შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, აგრეთვე შხამიან ნივთიერებას ანდრომედოტოქსინს. გამოიყენება გულსისხლძარღვთა დაავადებების შემთხვევაში. 2. რთულ სიტყვებში აღნიშნავს ათს, ათჯერ. მაგ., 10 ლ ოდენობის სითხე (დეკალიტრი).
დეკაპიტაცია (ლათ. decapitatio თავის მოკვეთა) - ექსპერიმენტული ცხოველებისათვის თავის მოკვეთა.
დეკლამაცია (ლათ. declamatio ვარჯიში სიტყვების წარმოთქმაში) - 1.გამომეტყველებითი კითხვის ხელოვნება. 2.ნაკლებშინაარსიანი მაღალფარდოვანი სიტყვა, სტატია და სხვა.
დეკომპენსაცია (ლათ. de გამოყოფა, გამოცალკევება, compensatio გამოსწორება) - პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ვითარდება ერთი ან ერთდროულად რამოდენიმე ორგანოს ნორმალური ფუნქციონირების დარღვევის შედეგად (მაგ., გულის დეკომპენსაცია).
დეკომპოზიცია (ლათ. de გამოყოფა, გამოცალკევება, compositio შედგენა) - უჯრედის ბირთვისა და ციტოპლაზმის შემადგენელი ქიმიური ელემენტების ნორმალური თანაფარდობის დარღვევა.
დეკომპრესია (ლათ.de გამოყოფა, გამოცალკევება, compressio შეკუმშვა) - 1.ავადმყოფური მდგომარეობა, რომლის დროსაც ქსოვილებში, ლიმფასა და სისხლში თავისუფალი აიროვანი ბუშტუკები წარმოიქმნება, რაც გამოწვეულია ჰაერის წნევის მკვეთრი დაქვეითებით. უფრო ხშირად ემართებათ კესონური (იხ. კესონური დაავადება) სამუშაოების შესრულების დროს და ა.შ. 2.შეკუმშვის შემცირება.
დეკონტამინაცია (ლათ.de გამოყოფა, გამოცალკევება, contaminatio ჩირქის მოცხება) - ნიადაგის, ტანსაცმლის ან სხვა ობიექტების გაუსნებოვნება ანტისეპტიკური და ასეპტიკური მეთოდების საშუალებით.
დელამინაცია (ლათ. delamino ვყოფ შრეებად) - განშრევება, გასტრულაციის ერთ-ერთი სახე.
დელეცია (ლათ. deletio უკმარისობა) - ქრომოსომების სტრუქტურული აბერაციის ერთ-ერთი სახესხვაობა, როდესაც ქრომოსომას აკლია რომელიღაც შუა სეგმენტი. ზოგჯერ შესაძლებელია ბოლო ფრაგმენტის დაკარგვაც.
დელირიუმ ტრემენსი (ლათ. delirium სიგიჟე, tremo ვკანკალებ) - ალკოჰოლური ფსიქოზის სახე, „თეთრი ცხელება“, რომელიც უვითარდებათ ქრონიკულ ალკოჰოლიკებს. ახასიათებს მხედველობითი ხასიათის ჰალუცინაციები, სხეულის კანკალი და სხვა.
დელუზია (ლათ. deludeo ვატყუებ) - იგივე ჰალუცინაცია (იხ.).
დელფინები (Delphinidae) - ძუძუმწოვრებია, ვეშაპისნაირთა რიგის წარმომადგენლები. სხეულის სიგრძე 1,2-10 მეტრია. გააჩნიათ მრავალრიცხოვანი კბილები. ორიენტაციას ახდენენ ექოლოკაციისა და ძალზე მგრძნობიარე სმენის მეშვეობით. ბგერების მიღება შეუძლიათ 16-დან 280 კილოჰერცამდე დიაპაზონში (მოზრდილი ადამიანის სმენის დიაპაზონის ზედა ზღვარი მხოლოდ 20 კილოჰერცია). თავის ძვლების ჰაეროვან სიღრუეებში გააჩნიათ რთული ხმოვანი სიგნალიზაცია და ექოლოკაციური ორგანო. აქვთ მაღალგანვითარებული ცენტრალური ნერვული სისტემა. 120 კგ-იანი დელფინის, აფალინას ტვინი 1700 გრამს იწონის. დელფინებს შეუძლიათ დიდი მოცულობის ინფორმაციის გადამუშავება და ადამიანის ხმის მიბაძვა. საერთოდ, დელფინები ადვილად შინაურდებიან.
დემაგოგია (ბერძნ. demagogia) - პოპულარობის მიღწევის, მოსახლეობის თავის მხარეზე გადაყვანის მეთოდი ცრუ დაპირებებით, პირფერობით, მლიქვნელობით და ფაქტების წინასწარგანზრახული დამახინჯებით.
დემარკაცია (ფრანგ. demarcation გამიჯვნა) - ქსოვილის ნეკროზული ნაწილის განცალკევება ჯანსაღისაგან.
დემენცია (ლათ. de გამოყოფა, გამოცალკევება, mens ჭკუა) - თავის ტვინის დაავადების შედეგად განვითარებული პათოლოგია, რომელიც ხასიათდება ჭკუასუსტობით და მახსოვრობის დაკარგვით.
დემი (ბერძნ. demos ხალხი) - ხერხემლიანი ცხოველების შედარებით იზოლირებული ჯგუფი, რამოდენიმე ერთეულიდან რამოდენიმე ათეულ ეგზემპლარამდე, შიდასახეობრივი დაჯგუფება, რომელიც არსებობს ერთიორი თაობის მანძილზე, ხოლო შემდეგ ერთიანდება სხვა ასეთსავე დაჯგუფებასთან.
დემინუცია (ბერძნ. Deminutio შემცირება) - ქრომოსომის ერთი ნაწილის დაკარგვა მეიოზის ან მიტოსის პროცესში.
დემოგრაფია (ბერძნ. demos ხალხი, grapho ვწერ) - სოციოლოგიის, სტატისტიკის დარგი, რომელიც იკვლევს მოსახლეობის შემადგენლობასა და განსახლებას (დაბადება - სიკვდილიანობას, მიგრაციას, ქორწინებას და სხვ.).
დემონომანია (ბერძნ. daimon ავი სული, mania სიგიჟე) - შეშლილობა გაუკუღმართებული რელიგიური წარმოდგენებით.
დემონსტრაცია (ლათ. demonstratio ჩვენება) - 1. რისამე, მაგ,. ექსპერიმენტის, ფილმის საჯარო წარმოდგენა. 2. ცხოველების ფორმა და შეფერილობა, რაც მათ განსაკუთრებით შესამჩნევს ხდის გარემოს ფონზე. ცხოველთა ქცევის სტერეოტიპულ აქტებს, რაც მათი ურთიერთობის ერთადერთ ან უმთავრეს საშუალებას წარმოადგენს, აგრეთვე დემონსტრაცია (დემონსტრაციები) ეწოდება.
დემორალიზაცია (ფრანგ. demoralisation) - 1. ზნეობის დაცემა, მორალური გახრწნა, გარყვნილება. 2. დისციპლინის დაცემა, წინააღმდეგობის უნარის დაკარგვა.
დემუტაცია (ლათ. de გამოყოფა, გამოცალკევება, mutatio ცვლილება) - მცენარეული საფარის და ცხოველების შეცვლა ბიოცენოზში ანთროპოგენური ჩარევის შედეგად, რაც მიზნად ისახავს თანასაზოგადოების ადრინდელი შემადგენლობის აღდგენას. სუკცესიის (იხ.) ერთ-ერთი ფორმაა.
დენატურატი (ლათ. denaturatusis, რასაც დაკარგული აქვს ბუნებრივი თვისებები) - ტექნიკური მიზნებისათვის გამიზნული სპირტი, რომელიც ჯანმრთელობისათვის მავნე, არასასიამოვნო გემოსა და სუნის მქონე სპეციალური ნივთიერებების დამატების გამო, უვარგისია დასალევად.
დენატურაცია (ლათ. de გამოყოფა, გამოცალკევება, nature ბუნება) - ცილების, ნუკლეინის მჟავების და სხვ. ბიოპოლიმერების ბუნებრივი სტრუქტურის, კონფიგურაციის რღვევა ქიმიური ზემოქმედების, გახურების და სხვა შემთხვევებში. ამ დროს აღინიშნება ბიოპოლიმერების არაკოვალენტური, სუსტი ბმების გაწყვეტა, რის შედეგადაც ადგილი აქვს ნივთიერებების ბიოლოგიური აქტივობის დაქვეითებას ან დაკარგვას.
დენდრარიუმი (ბერძნ. dendron ხე) - ტერიტორია, სადაც ხდება ხემცენარეების კულტივირება. საქართველოში ცნობილია თბილისის, ბათუმის და სოხუმის ბოტანიკურ ბაღებთან არსებული დენდრარიუმები.
დენდრიტი (ბერძნ. dendron ხე) - ნერვული უჯრედის (ნეირონის) მოკლე ციტოპლაზმური, დატოტვილი მორჩი, რომელიც აგზნებას ატარებს ნეირონისაკენ.
დენდრობიონტი (ბერძნ. dendron ხე, bios სიცოცხლე) - ხეებზე ბინადარი ან ხეებთან უშუალო კავშირში მყოფი ორგანიზმი.
დენდროლოგია (ბერძნ. dendron ხე, logos მოძღვრება) - ბოტანიკის დარგი, რომელიც იკვლევს ხეებისა და ბუჩქნარი მცენარეების მორფოლოგიას, ფიზიოლოგიას, გეოგრაფიას და ა.შ.
დენიტრიფიკაცია (ლათ. de გამოყოფა, გამოცალკევება, ბერძნ. nitron აზოტმჟავა მარილი, facere კეთება) - ნიტრატების აღდგენა თავისუფალ აზოტამდე მიკროორგანიზმების მეშვეობით.
დენუდაცია (ლათ. denudatio გაშიშვლება) - წყლის, ქარის და ყინულის საშუალებით მთის ქანების დაშლისა და გადატანის პროცესების ერთობლიობა, რის შედეგადაც დედამიწის ზედაპირის რელიეფი გლუვდება, სწორდება.
დეონტოლოგია (ბერძნ. deon აუცილებელი, logos მოძღვრება) - ექიმის პროფესიული ქცევისა და ეთიკის ნორმების ერთობლიობა. დეონტოლოგია მოიცავს საექიმო საიდუმლოების დაცვის პრობლემას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. დეონტოლოგიის თანახმად, მედიკოსმა ავადმყოფის მიმართ უნდა გამოავლინოს ყურადღების მაქსიმუმი.
დეპერსონალიზაცია (ლათ. de გამოყოფა, გამოცალკევება, persona პიროვნება) - ფსიქიკური მოქმედების დარღვევა, რომლის დროსაც პიროვნება კარგავს საკუთარი „მე“-ს აღქმის უნარს. როგორც სხეული, ასევე განცდები აღიქმება უცხოდ, სხვისად. დეპერსონალიზაციას ხშირად თან ერთვის დეპრესიული მდგომარეობა.
დეპილაცია (ლათ. depilis უთმო) - თმის ამოგლეჯა, მოცილება სამკურნალო ან კოსმეტიკური მიზნით.
დეპო (ფრანგ. depot საწყობი) - ცხოველურ ორგანიზმებში ორგანოები (ელენთა, ღვიძლი, კანი), რომლებშიც შესაძლებელია სამარაგოდ იქნეს გადანახული საერთო ცირკულაციიდან გამოსული სისხლის მნიშვნელოვანი რაოდენობა. დეპოებიდან სისხლი მიმოქცევაში ბრუნდება ინტენსიური ფიზიკური მუშაობისას, ჟანგბადის უკმარისობისას და ა.შ.
დეპოლარიზაცია (ლათ. de გამო ყოფა, გამოცალკევება, ფრანგ. polarisation პოლუსი, ღერძი) - ცოცხალი უჯრედის მემბრანის შინაგანი და გარეგანი კომპონენტების ნორმალურ პოტენციალებს შორის სხვაობის შემცირება. ნერვულ და კუნთოვან უჯრედებში დეპოლარიზაცია აგზნების პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა.
დეპონირება (ლათ. deponere) - შენახვა, დაგროვება. მაგ., კანცეროგენური ნივთიერებების აკუმულაცია ორგანიზმში.
დეპრესია (ლათ. depressio დათრგუნვა, დაჩაგვრა) - აფექტური სინდრომია, რომელიც ხასიათდება სამი ძირითადი სიმპტომით (ე.წ. დეპრესიული ტრიადით) - უგუნებობით, აზროვნების და მოძრაობის შენელებით. დეპრესია თითქმის ყველა ფსიქიკური დაავადების დროს გვხვდება.
დერატიზაცია (ლათ. de გამოყოფა, გამოცალკევება, rattus ვირთაგვა) - ღონისძიებათა კომპლექსი, რომლის დროსაც ხორციელდება მავნე მღრღნელების განადგურება სპეციალური საშუალებებით (ხაფანგებით, შხამებით და სხვ.).
დერივატი (ლათ.. derivatus გადაყვანილი, გადაგდებული) - 1.ადრე არსებულიდან, პირველადიდან, საწყისიდან წარმოქმნილი. მაგ., კბილები თევზების პლაკოიდური ქერცლის დერივატებია. 2.სხვა ორგანული შენაერთებისაგან წარმოქმნილი ორგანული შენაერთი. მაგ., ნიტრობენზოლი ბენზოლის დერივატია.
დერმა (ბერძნ. derma კანი) - ადამიანისა და ხერხემლიანი ცხოველების კანის შემაერთებელქსოვილოვანი ნაწილი, რომელიც განლაგებულია ეპიდერმისის (იხ.) ქვეშ.
დერმატიტი (ბერძნ. derma კანი, itis ანთება) - კანის ანთებითი დაავადება, რომელსაც იწვევს სხვადასხვა აგენტების უშუალო ზემოქმედება.
დერმატოგლიფიკა (ბერძნ. derma კანი, glypho ამოვჭრი, ამოვღარავ) - დარგი, რომელიც შეისწავლის თითის ბალიშებზე, ასევე ხელისა და ფეხის გულებზე განვითარებულ ეპიდერ მისის წანაზარდებს პაპილარულ ხაზებს. აღნიშნული სპეციფიკური ხაზები დეტერმინირებულია და ინდივიდუალურ ნიშანს წარმოადგენს. 1892 წელს ფ. გალტონმა (ევგენიკის ფუძემდებელმა) მოახდინა ამ მოხაზულობის შესწავლა და გამოიყენა იგი პიროვნების იდენტიფიკაციისათვის.
დერმატოლოგია (ბერძნ. derma კანი, logos მოძღვრება) - კლინიკური მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის კანის სტრუქტურას და ფუნქციებს ნორმასა და პათოლოგიაში.
დერმატომიკოზები (ბერძნ. derma კანი, mykes სოკო, osis მდგომარეობა) - კანისა და მისი დანამატების სოკოვანი დაავადებანი (მკრეჭელი სირსველი, ქეცი და სხვ.).
დესენსიბილიზაცია (ლათ.de გამოყოფა, გამოცალკევება, sensibilis მგრძნობიარე) - ორგანიზმის მომეტებული მგრძნობელობის, სენსიბილიზაციის (იხ.) დაქვეითება ან გაქრობა მისთვის უცხო, უმეტესად ცილოვანი ბუნების ნივთიერების განმეორებითი შეყვანისას. დესენსიბილიზაციის უნარი აქვს გოგირდის პრეპარატებს, ალოეს, ანტიჰისტამინურ საშუალებებს და სხვა.
დესიკანტები (ლათ. dessiccare გამოშრობა) - პრეპარატები, რომელთაც იყენებენ მცენარეების გასაშრობად.
დესკვამაცია (ფრანგ. des უარყოფა, მოსპობა, მოშორება, squama ქერცლი) - კანის აქერცვლა. უჯრედების აქერცვლა კანის ზედაპირიდან და ლორწოვანი გარსიდან. ამ ტერმინს იყენებენ ქსოვილთა კულტურაში უჯრედების მინიდან ჩამოფცქვნის აღსანიშნავადაც.
დესმოიდი (ბერძნ. desmos კავშირი) - მკვრივი კონსისტენციის ფიბრომა.
დესმოსომები (ბერძნ. desmos კავშირი, soma სხეული) - ცხოველურ უჯრედებს შორის სპეციალიზებული საკონტაქტო უბნები. დესმოსომები უფრო ხშირადაა გავრცელებული ეპითელურ ქსოვილებში. კონტაქტირებადი უჯრედების პლაზმურ მემბრანებს შორის წარმოქმნილია მკვრივი ფირფიტა, რომელიც კარგად ჩანს ელექტრონულ მიკროსკოპში.
დესმურგია (ბერძნ. desmos კავშირი, ergon მუშაობა, საქმე) - სწავლება ნახვევების დადების წესების შესახებ სხვადასხვა დაზიანებებისა და დაავადებების შემთხვევაში. პრაქტიკული ქირურგიის ნაწილია.
დესტრუქცია (ლათ. destructio დარღვევა, დანგრევა) - ქსოვილის ნორმალური ანატომიური სტრუქტურის დარღვევა, დაშლა. ამ ტერმინს ხშირად იყენებენ უჯრედების დეგენერაციული ცვლილებების აღსანიშნავადაც.
დესცედენტი (ლათ. Descendens წარმოქმნილი) - შთამომავალი.
დეტერგენტი (ლათ. detergeo ვშლი, ვასუფთავებ) - სინთეზური, ზედაპირულად აქტიური ნივთიერებებიაა რომელიც გამოიყენება წარმოებაში როგორც სარეცხი საშუალება და ემულგატორი (იხ.). წყალსატევების ერთ-ერთი ძირითადი გამაბინძურებელია, რადგანაც მიკროორგანიზმები მას ძალზე ძნელად შლიან. ზოგიერთ დეტერგენტს გააჩნია პათოგენური მოქმედების უნარი ორგანიზმზე.
დეტერიორაცია (ლათ. deterior უარესი) - ადამიანისა და სხვა ორგანიზმების საარსებო პირობების გაუარესება. ჩვეულებრივ გულისხმობენ გარემოს ანთროპოგენურ დაბინძურებას.
დეტერმინანტი (ლათ. determinatio განსაზღვრა, შემოფარგვლა) სახეობა, რომელიც განსაზღვრავს ბიოგარემოს პირობებს თანასაზოგადოებაში. ჩვეულებრივ, ეს ყველაზე უფრო დიდი ზომის და მრავალრიცხოვანი მცენარეა თანასაზოგადოებაში. მაგ., ნაძვი ნაძვნარში.
დეტერმინაცია (ლათ. determinatio განსაზღვრა, შემოფარგვლა) - უჯრედების განვითარების გზის განსაზღვრა სხვადასხვა ქსოვილოვანი სტრუქტურების წარმოქმნის საშუალებით. დეტერმინაციის პროცესში სპეციალიზაციის ნიშნების გამოვლინებასთან დაკავშირებით, უჯრედების სხვა მიმართულებებით განვითარების პოტენცია თანდათანობით იზღუდება. დეტერმინაციის შედეგია უჯრედების ქსოვილოვანი სპეციფიკურობა. დეტერმინირებული უჯრედების მაგალითია ერითროციტები, ნეირონები, თრომბოციტები და სხვ.
დეტრიტი (ლათ. detritus გასრესილი, დაფხვნილი) - 1. ქსოვილთა და უჯრედთა დაშლის პროდუქტი. 2. ნატურალური ყვავილის ასაცრელი პრეპარატი. 3. წყალში შეტივტივებული ან ფსკერზე არსებული ნარჩენების მასა, რომელიც წყლის მრავალი ბინადრის საკვებს წარმოადგენს.
დეფანსი (ლათ. defendo ვამაგრებ) - მუცლის კედლის კუნთების დაჭიმულობა.
დეფაქტო (ლათ. de facto) - ფაქტიურად, ნამდვილად.
დეფეკაცია (ლათ. de უარყ. თავსართი, faeces განავალი) - საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაცლა საკვების მონელებული ნარჩენებისაგან (ექსკრემენტებისაგან).
დეფექტი (ლათ. defectus ნაკლი) - ნაკლი, ნაკლოვანება, ხარვეზი.
დეფექტოლოგია (ლათ. defectus ნაკლი, ბერძნ. logos მოძღვრება) - ფიზიკური და ფსიქიკური ნაკლის მქონე ბავშვთა განვითარების, მათი სწავლებისა და აღზრდის შემსწავლელი მეცნიერება.
დეფინიტური მასპინძელი (ლათ. defi nitivus საბოლოო) - იგივე საბოლოო (ძირითადი) მასპინძელი. პარაზიტი მასში გვხვდება სქესობრივად მომწიფებული ფორმით და მრავლდება სქესობრივი გზით.
დეფინიტური ორგანოები (ლათ. defi nitivus საბოლოო) - ზრდასრულ ორგანიზმთა მუდმივი ორგანოები.
დეფინიცია (ლათ. defi nitio განსაზღვრა) - რაიმე ცნების, საგნებისა და მოვლენის არსებითი ნიშან-თვისებების მოკლე სამეცნიერო განმარტება.
დეფისი (ლათ. divisio განცალკევება) - სიტყვის ნაწილის გადატანა ერთი სტრიქონიდან მეორეზე; ორ სიტყვას შორის მოკლე შემაერთებელი ხაზი (-). მაგ., დედ-მამა, ქართლ-კახეთი და ა.შ.
დეფიშენსი (ინგლ. defi ciency უკმარისობა, დეფიციტი) - ქრომოსომის ბოლო მონაკვეთის მოწყვეტა და დაკარგვა.
დეფლორაცია (ლათ. defloro ყვავილს ვკრეფ) - 1.საქალწულე აპკის დაზიანება. 2.დეფლორანტებით მცენარეების ყვავილების განადგურება.
დეფოლიანტი (ლათ. de უარყ. თავსართი, folium ფოთოლი) - ნივთიერება, რომელსაც იყენებენ მცენარეების ფოთლების გასანადგურებლად. დეფოლიანტი მიეკუთვნება ჰერბიციდების (იხ.) ჯგუფს.
დექსტროკარდია (ლათ. dexter მარჯვენა, ბერძნ. kardia გული) - გულის მდებარეობა სხეულის მარჯვენა მხარეს.
დეჰელმინთიზაცია (ლათ. de უარყ. თავსართი, helmins ჭია) - ჰელმინთებისაგან მოსახლეობისა და ცხოველების განკურნების სამკურნალო-პროფილაქტიკურ ღონისძიებათა კომპლექსი (იხ. დევასტაცია).
დეჰიდრატაცია (ლათ. de უარყ. თავსართი, hydor წყალი) - 1. ორგანოებიდან და ქსოვილებიდან სითხის სისხლში გადასვლა და დიურეზული ეფექტის ჩამოყალიბება. 2. მიკროსკოპული კვლევისათვის მასალის მომზადების პროცესში ქსოვილის წყლისაგან გამოშრობა და ამ უკანასკნელის ჩანაცვლება სპირტით ან აცეტონით.
დიაბეტი (ბერძნ. diabaino გავლა. იგულისხმებოდა სითხის დიდი რაოდენობით გავლა თირკმლებში) - იგივე წყურტი. იმ დაავადებათა სახელწოდება, რომელთა დამახასიათებელი საერთო ნიშანია შარდის ჭარბად გამოყოფა. განასხვავებენ შაქრიან და უშაქრო დიაბეტებს.
დიაგნოზი (ბერძნ. diagnosis ამოცნობა, განსაზღვრა) - 1. ავადმყოფის მრავალმხრივ გამოკვლევაზე დაფუძნებული საექიმო დასკვნა. 2. მცენარეების და ცხოველების ძირითადი ნიშან-თვისებების სამეცნიერო აღწერა.
დიაგნოსტიკა (ბერძნ. diagnosis ამოცნობა, განსაზღვრა) - მედიცინის დარგი, რომელიც სწავლობს დაავადებების სიმპტომებს, აგრეთვე იმ მეთოდებსა და პრინციპებს, რომლებზე დაყრდნობითაც ისმება დიაგნოზი (იხ.).
დიათეზი (ლათ. diathesis მიდრეკილება) - კანის დაავადებაა. ავადმყოფებს ახასიათებთ მიდ რეკილება ჭარბი რაოდენობით შარდმჟავას წარმოქმნისადმი. ძირითადად ვითარდება გარემო ფაქტორების ზემოქმედების შედეგად. არსებობს შარდმჟავა, ექსუდაციური, ჰემორაგიული დიათეზი და სხვ. სტატისტიკის თანახმად, დიათეზით 14 წლამდე ასაკის 40%-ზე მეტი ბავშვია დაავადებული. იგივე ატოპიური დერმატიტი.
დიათერმია (ბერძნ. diathermaino გათბობა) - მკურნალობის მეთოდი, რომელიც გულისხმობს მაღალი სიხშირის დაბალი ძაბვის დენის გამოყენებას.
დიაკინეზი (ბერძნ. dia ში, ზე, kinesis მოძრაობა) - მეიოზის პროფაზის დასკვნითი სტადია, როდესაც ქრომოსომები სპირალიზაციის პროცესში მაქსიმალურად მოკლდებიან.
დიალექტიკა (ბერძნ. dialektike საუბრის, პოლემიკის წარმართვის ხელოვნება) - მოძღვრება განვითარების შესახებ, რომელიც საგნებსა და მოვლენებს შეისწავლის ყოველმხრივ. ყველა მოვლენას დიალექტიკა განიხილავს როგორც მარად მოძრავსა და ცვალებადს, ხოლო ბუნების განვითარებას - როგორც ბუნებაში წინააღმდეგობათა და ბრძოლის შედეგს.
დიალიზი (ლათ. dialysis დაშლა, გამოყოფა) - კოლოიდური სისტემებიდან და მაღალმოლეკულური ნაერთების ხსნარებიდან დაბალმოლეკულური მინარევების გამოყოფა ნახევრადშეღწევადი მემბრანის საშუალებით.
დიაპაზონი (ბერძნ. dia pason) - 1. უნარის, ენერგიის მარაგი, რომელიმე ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის შემოქმედებითი გაქანება (მაგ., დიდი გაქანების, დიაპაზონის ადამიანი). 2. ხმის ან რომელიმე მუსიკალური ინსტრუმენტის ჟღერადობის ფარგლები.
დიაპაუზა (ბერძნ. dia ში, ზე, pausa შეწყვეტა, შეჩერება) - ორგანიზმის განვითარების დროებითი შეჩერება არახელსაყრელი პირობების გამო. აღნიშნული მოვლენა განსაკუთრებით კარგად არის აღწერილი მწერებსა და ძუძუმწოვრებში. განასხვავებენ დიაპაუზის შემდეგ ფორმებს: ჰიბერნაციას (იხ.) და ესტივაციას (იხ.).
დიაპედეზი (ბერძნ. dia ში, ზე, pedao ვხტი) - სისხლის უჯრედების გამოსვლა დაუზიანებელი სისხლძარღვების კედლებიდან. მაგ., ნეიტროფილების გამოსვლა სისხლძარღვებიდან, როდესაც ისინი მიემართებიან ანთების კერისაკენ.
დიარეა (ბერძნ. diarrheo ვიცლები, ვიღვრები) - ძლიერ ხშირი, მეტნაკლებად თხიერი განავლის გამოყოფა გაძლიერებული პერისტალტიკის შედეგად.
დიასპორა (ბერძნ. diaspora განბნევა, მიყრამოყრა) - 1. მცენარეების გენერაციული (სპორები, თესლები, ნაყოფები და სხვ.) და ვეგეტაციური (ბოლქვები, გორგლები და სხვ.) ნაწილების ბუნებრივი მოცილება დედისეული ორგანიზმისაგან, რაც ემსახურება გამრავლებას და გავრცელებას. 2. რომელიმე ერის თავის სამშობლოდან გახიზნული ნაწილი.
დიასტემა (ბერძნ. diastema მანძილი, შუალედი) - ძუძუმწოვრებში კბილების ერთი ნაწილის ევოლუციური დაკარგვის შედეგად წარმოქმნილი კბილებსშორისი შუალედები მაგ., ბალახისმჭამელ ცხოველებში).
დიასტოლა (ბერძნ. diastole გაგანიერება) - გულის პარკუჭების ან წინაგულების მოდუნება, რომელიც მოსდევს მათ შეკუმშვას - სისტოლას (იხ.).
დიატომეები (Diatomeae) - ერთუჯრედიანი კაჟოვანი წყალმცენარეებია. მათი უჯრედის გარსი პექტინისაა, გარედან კი მათ აკრავთ კაჟის ჯავშანი. დიატომეების პროდუქტია ე.წ. დიატომიტი, ამ წყალმცენარეების გარსის ნაშთი, მილიონი წლების წინ დალექილი ტბებში ან ზღვის ყურეებში. საქართველოში დიატომიტის უნიკალური საბადო ახალციხესთან ახლოს, ქისათიბშია, რომელიც დაახლოებით 10 მლნ წლისაა. აქაური დიატომიტი იდეალურად სუფთაა და ამ მხრივ მსოფლიოში საუკეთესოდ ითვლება. იგი 95,88% კაჟს შეიცავს. დიატომიტს იყენებენ კვების, ქიმიურ, ნავთობის მრეწველობასა და სხვ. დარგებში. დიატომიტის ფილტრში გატარებული ღვინო ინარჩუნებს არომატსა და გემოს, ნალექს კი არ იკეთებს, არ მჟავდება. დიატომიტის ხარისხი დამოკიდებულია კაჟის შემცველობაზე.
დიაფიზი (ლათ. diaphysis) - ლულოვანი ძვლის შუა, ძირითადი ნაწილი. დიაფრაგმა (ბერძნ. diaphragma ძგიდე, ტიხარი) - ძუძუმწოვართა მყეს-კუნთოვანი ძგიდე, რომელიც გულმკერდის ღრუს გამოყოფს მუცლის ღრუსაგან.
დიბიონტები (ბერძნ. dis ორი, bios სიცოცხლე) - სახეობა, რომელიც თავისი სიცოცხლის მანძილზე იცვლის ორ ფაზურ მდგომარეობას ან პარაზიტობს იმ მასპინძლებში, რომლებიც ცხოვრობენ ორ სხვადასხვა გარემოში. მაგ., ნემსიყლაპიას მატლები ვითარდებიან წყალში, ხოლო ზრდასრული ფორმა ბინადრობს ჰაერში; მალარიის პლაზმოდიუმი ვითარდება კოღოსა და ადამიანში და სხვა.
დიგესტია (ლათ. digestio) - საჭმლის მონელება.
დიგრესია (ლათ. digressio გადახრა, უკან დახევა) - ეკოსისტემის მდგომარეობის გაუარესება გარემოს ფაქტორებისა და ადამიანის ზემოქმედების შედეგად.
დიდაქტიკა (ბერძნ. didaktikos ჭკუის სასწავლებელი) - პედაგოგიკის ნაწილი, რომელიც შეისწავლის განათლებისა და სწავლების თეორიულ საფუძვლებს.
დიდაქტილია (ბერძნ. dis ორი, daktylos თითი) - განვითარების მანკი, რომელიც ხასიათდება ხელზე ან ფეხზე მხოლოდ ორი თითის არსებობით (I და V).
დიდგულა (შამბუცუს nigra) - პატარა ხე ან მოზრდილი ბუჩქია. შეიცავს გლიკოზიდებს, ეთერზეთებს, ორგანულ მჟავებს, მთრიმლავ ნივთიერებებს და სხვა. გააჩნია ოფლმდენი, შარდმდენი, ანთების საწინააღმდეგო და სხვა თვისებები. იყენებენ ქრონიკული ბრონქიტის, გრიპის, ანგინის, დამწვრობის, ჭრილობების შემთხვევაში და ა.შ.
დიდი ლაფანჭამია (Dendroctonus micans) - მწერების კლასის, ხოჭოების რიგის წარმომადგენელია, წიწვიან მცენარეთა, განსაკუთრებით ნაძვის, მავნებელი. ბინადრობს ქერქის ქვეშ, იკვებება ლაფნით და ძლიერ აზიანებს კამბიალურ ზონას. საქართველოში გაუქერქავ მორებს შემოჰყვა რუსეთიდან. მის საწინააღმდეგოდ იყენებენ სხვადასხვა ინსექტიციდებს, აგრეთვე მავნებლის ბუნებრივ მტერს ხოჭო დიდ რიზოფაგუსს.
დიეტა (ბერძნ. diaita კვების რეჟიმი, ცხოვრების წესი) - საგანგებოდ შემუშავებული კვების რეჟიმი, რომელიც ითვალისწინებს საკვების განსაზღვრულ რაოდენობას, ქიმიურ შემადგენლობას, ფიზიკურ თვისებებს, კულინარული დამუშავების წესსა და კვების დადგენილ საათებს.
დიეტოთერაპია (ბერძნ. diaita კვების რეჟიმი, ცხოვრების წესი, therapeia მკურნალობა) - კვების გამოყენება სამკურნალო მიზნით.
დივერგენცია (ლათ. divergentia დაშორება, გადახრა) - 1. მხედველობის ღერძების დაშორება, რომლის დროსაც ისინი იკვეთებიან ბადურას უკან (სიელმე). 2. ევოლუციური განვითარების პროცესში ორგანიზმების ნიშან-თვისებების თანდათანობითი დაშორება, რაც იწვევს ახალი სისტემატიკური ერთეულების წარმოქმნას. 3. რაიმე მიზეზის გამო ერთი თანასაზოგადოების გაყოფა ორად.
დივერტიკული (ლათ. diverticulum გვერდითი ბილიკი) - საყლაპავი მილის, კუჭის, ნაწლავის, შარდის ბუშტისა და სხვა მილოვანი და ღრუ ორგანოების ჯიბისებრი დახშული დანამატი.
დიზართრია (ბერძნ. dys მოშლა, arthreo ვაერთებ) - მეტყველების მოშლა, რაც გამოიხატება ცალკეული სიტყვების, მარცვლების და ბგერების გამოთქმის გაძნელებაში.
დიზენტერია (ბერძნ. dys ცუდი, enteron ნაწლავი) - მწვავე ინფექციური (ბაქტერიული ან ამებოიდური) დაავადება, რომელსაც ახასიათებს მსხვილი ნაწლავის ანთება, ხანმოკლე ცხელება და ზოგადი ინტოქსიკაცია. ინფექციის წყაროა დაავადებული ადამიანი ან რეკონვალესცენტი (იხ.). ინფექციის გამავრცელებელია ოთახის ბუზიც.
დიზენტერიული ამება (Entamoeba histolytica) - უმარტივესების ტიპის ფესვფეხიანთა კლასის წარმომადგენელია, რომელიც პარაზიტობს მსხვილ ნაწლავში და მასში იწვევს წყლულების წარმოშობას და ქსოვილის ლიზისს. დიზენტერიული ამების გამავრცელებელს წარმოადგენს დაავადებული ადამიანი. ჯანმრთელი ადამიანის დაავადება ხდება ცისტების საშუალებით, რომლებიც თავის სიცოცხლისუნარიანობას ორგანიზმის გარეთაც ინარჩუნებენ (იხ. ამებიაზი).
დიზიგოტური (ბერძნ. dis ორი, ორჯერ, zygotos შერწყმული, შეერთებული) - ორკვერცხიანი (ანუ არაიდენტური) ტყუპები.
დიზონტოგენია (ბერძნ. dys მოშლა, on არსება, genesis წარმოშობა) - ონტოგენეზის (ანუ ნორმალური ინდივიდუალური განვითარების) დარღვევა ეგზო და ენდოგენური ფაქტორების ზეგავლენით.
დიზურია (ბერძნ. dys მოშლა, uron შარდი) - შარდის გამოყოფის დარღვევა.
დიკარიონი (ბერძნ. dis ორი, ორჯერ, karyon ბირთვი) - ორბირთვიანი უჯრედი, რომელიც წარმოიქმნება უჯრედების შერწყმის ან ენდომიტოზის (იხ.) შედეგად. გააჩნია სიმსივნური უჯრედის წარმოქმნის პოტენცია.
დილატაცია (ლათ. dilato ვაფართოვებ) - სისხლძარღვების, გულის, კუჭის და სხვა ღრუ ორგანოების გაგანიერება.
დილემა (ბერძნ. dis ორი, ორჯერ, lemma ვარაუდი, განზრახვა) - ორი შესაძლებლობიდან ერთ-ერთის არჩევის აუცილებლობა. დასკვნა, რომელიც შეიცავს ორ, ურთიერთგამომრიცხავ დებულებას, რომელთაგან აუცილებელია ერთ-ერთის არჩევა.
დილეტანტი (ფრანგ. dilettante) - ხელოვნების, მეცნიერების ან რაიმე სხვა დარგის ზერელედ მცოდნე ადამიანი.
დილექსია (ბერძნ. dys ცუდი, lexis სიტყვა, გამოთქმა) - ადამიანს დაწერილი სიტყვების აღქმისა და გაგების უნარი არა აქვს და თანაც დაწერილს ზეპირ მეტყველებასთან ვერ აკავშირებს.
დიმინუცია (ინგლ. diminish შემცირება, დაკარგვა) - სომატურ უჯრედებში გენეტიკური მასალის მნიშვნელოვანი ნაწილის დაკარგვა ზოგიერთი ორგანიზმის (პარაზიტული ჭიები, ციკლოპები) ინდივიდუალური განვითარების პროცესში.
დიმორფიზმი (ბერძნ. dis ორი, ორჯერ, morphe ფორმა) - 1. ცხოველების ერთი და იგივე სახეობისათვის ორი მეტად თუ ნაკლებად მკვეთრად განსხვავებული ფორმა. მაგ., განსხვავება მდედრებსა და მამრებს შორის სიდიდის, შეფერილობის, გარეგანი შეხედულების მხრივ (სქესობრივი დიმორფიზმი) ან წლის სხვადასხვა დროს ერთი და იგივე ცხოველის განსხვავებული შეფერილობა (სეზონური დიმორფიზმი). 2. მცენარეების დიმორფიზმი ერთი და იგივე სახეობისათვის ორი სხვადასხვა ფორმის არსებობა ერთი და იგივე ინდივიდში რომელიმე ორგანოს ორი ფორმის არსებობა.
დინამიკა (ბერძნ. dynamikos ძლიერი, მძლავრი) - 1. მოძრაობის, განვითარების მდგომარეობა, რაიმე მოვლენის ცვლილება მასზე მოქმედი ფაქტორების ზემოქმედებით. 2.ავადმყოფის მდგომარეობის თანდათანობითი. შესწავლა, ანალიზი დროის სხვადასხვა მონაკვეთში.
დინამომეტრია (ბერძნ. dynamis ძალა, metreo ვზომავ) - ადამიანის კუნთების ცალკეული ჯგუფის ძალის გაზომვა სპეციალური ხელსაწყოთი - სამედიცინო დინამომეტრით.
დინდგელი (ბერძნ. propolis ფუტკრის წებო) - წებოვანი ფისისებური მასაა, რომელსაც ფუტკარი აგროვებს. მომწარო გემო აქვს. შეიცავს 50-55% მცენარეულ ფისებს, 8-10% ეთერზეთებს, 30%-მდე ცვილს. მისგან მალამოებსა და ნაყენებს ამზადებენ. ფართოდ იყენებენ მედიცინასა და ვეტერინარიაში. გააჩნია ანტივირუსული, ანტიპროტეოლიზური, ბაქტერიციდული, ბაქტერიოსტატიკური, ანტიპარაზიტული, აგრეთვე ანესთეზიური თვისებები.
დინოზავრები (Dinosauria) - ნამარხი, მეზოზოური ერის გიგანტური რეპტილიებია. მათ გადაშენებას უკავშირებენ ეკოლოგიური პირობების არახელსაყრელ ცვლილებებს.
დიოქსინი - სინთეზური ტოქსინი, რომელიც ზოგ შემთხვევაში იწვევს იმუნოდეფიციტის განვითარებას.
დიპლაკუზისი (ბერძნ. diploos ორმაგი, ინგლ. acusis ნორმალური სმენა) - მოვლენა, როდესაც სუფთა ტონის სიგნალები (ბგერები) სხვადასხვანაირად აღიქმება მარჯვენა და მარცხენა ყურებში.
დიპლოიდია (ბერძნ. diploos ორმაგი, eoides სახეობა) - უჯრედში ქრომოსომების ორმაგი ნაკრები. სომატურ უჯრედებს ქრომოსომების ასეთი ტიპი ახასიათებს.
დიპლოკოკები (ბერძნ. diploos ორმაგი, kokkos კურკა) - სფერული, წყვილ-წყვილად განლაგებული ბაქტერიები.
დიპლონემა (ბერძნ. diploos ორმაგი, nema ძაფი) - მეიოზის I პროფაზის ერთ-ერთი, პაქინემის (იხ.) მომდევნო სტადია, რომლის დროსაც იწყება ქრომატიდების დაცილების პროცესი.
დისბალანსი (ბერძნ. dys მოშლა, გადახრა, ფრანგ. balance სასწორი) - რაიმეს (ჰომეოსტაზის, იმუნიტეტის და ა.შ.) დარღვევა, მოშლა. მაგ., შიდსის დროს განვითარებული იმუნური დისბალანსი.
დისბაქტერიოზი (ბერძნ. dys მოშლა, გადახრა, bakterion ჩხირი, osis მდგომარეობა) - ადამიანის ორგანიზმში ნორმალური ბაქტერიული მიკროფლორის შეცვლა ან გაქრობა.
დისბიოზი (ბერძნ. dys მოშლა, გადახრა, bios სიცოცხლე) - ადამიანის ორგანიზმში ბაქტერიებთან ერთად ყველა სხვა ცოცხალი მიკროორგანიზმების გაქრობა. დისბიოზი უფრო ფართო ცნებაა დისბაქტერიოზთან შედარებით.
დისემინაცია (ლათ. dissemino ვფანტავ, ვავრცელებ) - ინფექციური აგენტების ან სიმსივნური უჯრედების გავრცელება ორგანოში ან მთელ ორგანიზმში სისხლძარღვთა და ლიმფური სისტემის საშუალებით. დისემინაციას ჩვეულებრივ თან ერთვის პათოლოგიური პროცესის გენერალიზაცია (იხ.).
დისიმილაცია (ლათ. dissimilis არამსგავსი) - ნივთიერებათა ცვლის პროცესში რთული ორგანული ნაერთების დაშლა მარტივ ნივთიერებებად.
დისიმულაცია (ლათ. dissimulo ვფარავ, ვმალავ) - დაავადების ან მისი რომელიმე სიმპტომის დაფარვა, დამალვა ავადმყოფის მიერ.
დისკინეზია (ბერძნ. dys მოშლა, გადახრა, kinesis მოძრაობა) - ნებისმიერი სახის მოძრაობის უნარის დარღვევა, მოშლა.
დისკომპლექსაცია (ბერძნ. dys მოშლა, გადახრა, ლათ. complexatio შეერთება, შეკავშირება) - უჯრედთა, ქსოვილთა, ორგანოთა და სხვ. ურთიერთკავშირის დარღვევა.
დისკრედიტაცია (ფრანგ. discreditor) - ნდობის, ავტორიტეტის დაკარგვა (მაგ., რომელიმე პიროვნების, აზრის, იდეის დისკრედიტაცია).
დისკრეტული (ლათ. discretion განცალკევება, გამოყოფა) - წყვეტილი, ცალკეული ნაწილებისაგან შემდგარი.
დისკუსია (ლათ. discussio განხილვა, გამოკვლევა) - კრებებზე, კონფერენციებზე, სიმპოზიუმებზე, პრესაში, კერძო საუბარში რაიმე საკვანძო საკითხის განხილვა. დისლოკაცია (ლათ. dis იდან, locus ადგილი) - გადაწევა, გადანაცვლება (მაგ., რომელიმე ორგანოსი).
დისმნეზია (ბერძნ. dys მოშლა, mnesis მეხსიერება) - დამახსოვრების უნარის შესუსტება.
დისონანსი (ლათ. dissonans სხვადასხვახმოვანი) - ჰარმონიის დარღვევა. რომელიმე პიროვნების (მეცნიერის, პოლიტიკოსის და სხვ.) სიტყვების ან ქცევის შეუსაბამობა კონკრეტული სიტუაციისადმი.
დისოციაცია (ლათ. dissociatio განცალკევება, კავშირის დარღვევა) - 1. ქიმიაში - ნივთიერებათა დაშლა ელემენტარულ შემადგენელ ნაწილებად. 2. მიკრობიოლოგიაში - საწყისი ფორმიდან განსხვავებული მიკროორგანიზმების წარმოქმნა კულტურაში. 3. ფსიქიკური პროცესების კავშირის დარღვევა. 4. გლუვი და ხორკლიანი კოლონიების მქონე ბაქტერიების ურთიერთგარდაქმნა, რასაც კრაიფმა 1921 წელს დისოციაცია დაარქვა. ა.ბეიერინკი პირველი იყო, რომელიც მიხვდა, რომ ბაქტერიების ცვლილებები შეიძლება წარმოადგენდეს გენური მუტაციების შედეგს.
დისპანსერიზაცია (ფრანგ. dis პენსაირე განაწილება) - მოსახლეობის სამკურნალოპროფილაქტიკური მომსახურების ფორმა, რომელიც მდგომარეობს მოსახლეობის განსაზღვრული კონტინგენტის აუცილებელ აღრიცხვაში და აქტიურ დაკვირვებაში, რათა დროულად გამოვლინდეს დაავადების ადრეული სტადიები.
დისპეპსია (ბერძნ. dys მოშლა, pepsis საჭმლის მონელება) - საჭმლის მონელების დარღვევა, კუჭნაწლავის ნორმალური მოქმედების მოშლა.
დისპერსია (ლათ. dispersus გაფანტული) - 1. ამა თუ იმ ნივთიერების დაშლა, გახლეჩა ძალზე მცირე ნაწილაკებად. 2. სინათლის დისპერსია - პრიზმის საშუალებით რთული ბუნების სინათლის დაშლა ცალკეულ ფერად სხივებად.
დისპლაზია (ბერძნ. dys მოშლა, დარღვევა, plasis შექმნა) - უჯრედის, ქსოვილის, ორგანოს, ორგანიზმის არასწორი, ანომალური ზრდაგანვითარება.
დისპნოე (ბერძნ. dys მოშლა, დარღვევა, pnoe სუნთქვა) - სუნთქვის გაძნელება, რასაც თან სდევს სუნთქვის უკმარისობის შეგრძნება.
დისპრაგია (ლათ. dispragia) - შეტევითი ტკივილების შეგრძნება.
დისტალური (ლათ. distare დაშორება) - კიდურების დასაწყისისაგან შედარებით დაშორებული.
დისტილაცია (ლათ. destillatio წვეთობით ჩამოდინება) - გამოხდა, თხევადი ნარევის დაყოფა შედგენილობით განსხვავებულ ფრაქციებად. ამ მეთოდის საშუალებით მიიღება დისტილირებული ანუ მინარევებისაგან გასუფთავებული წყალი.
დისტონია (ბერძნ. dys მოშლა, დარღვევა, ტონოს დაძაბვა) - სისხლძარღვებისა და კუნთების ტონუსის მოშლა.
დისტოპია (ბერძნ. dys მოშლა, დარღვევა, topos ადგილი) - უჯრედთა კომპლექსის, ქსოვილის ან ორგანოს არასწორი მდებარეობა, გადაადგილება.
დისტორსია (ლათ. distorqueo ვამრუდებ, ვაბრუნებ) - იგივე ღრძობა. სახსრის იოგების გაჭიმვა უხერხული მოძრაობის შედეგად.
დისტრესი (ლათ. dys მოშლა, დარღვევა, ინგლ. stress დაძაბვა, დაჭიმულობა) - 1. ცხოვრებისეული სირთულეების წინააღმდეგ ბრძოლის უნარის დაქვეითება. ეს რთული ფსიქოფიზიოლოგიური რეაქცია წარმოიქმნება ინფორმაციული, ფიზიკური და ემოციური გადაღლის ფონზე. 2. ცხოველის (ადამიანის) ორგანიზმის უარყოფითი ფიზიოლოგიური დამცველობითი რეაქცია ნებისმიერ გამღიზიანებელზე. იგივე უარყოფითი, „ცუდი“ სტრესი.
დისტროფია (ბერძნ. dys დარღვევა, მოშლა, trophe კვება) - უჯრედების, ქსოვილების, ორგანოების ან მთელი ორგანიზმის მეტაბოლიზმის დარღვევის მორფოლოგიური გამოვლინება. არასაკმარისი განვითარება, გადაგვარება, განლევა.
დისფაგია (ბერძნ. dys მოშლა, phagein ჭამა, ყლაპვა) - ყლაპვის აქტის მოშლა.
დისფორია (ბერძნ. dysphoreo მძიმედ გადატანა) - ხასიათის მოშლა, რაც გამოიხატება დაძაბული აფექტით, მკვეთრი აგზნებადობით და აგრესიულობით. ვლინდება ეპილეფსიის, შიზოფრენიის, აგრეთვე ზოგიერთი ფსიქოპათიური მდგომარეობის დროს.
დისფუნქცია (ბერძნ. dys მოშლა, ლათ. functio შესრულება, მოქმედება) - ამა თუ იმ ფუნქციის მოშლა, დარღვევა.
დიურეზი (ლათ. diuresis შარდის გამოყოფა) - შარდის წარმოქმნისა და გამოყოფის პროცესი. გამოყოფილი შარდის რაოდენობა.
დიფერენციაცია (ლათ. differentia განსხვავება) - უჯრედების სპეციალიზაცია. ამ პროცესის დროს უჯ რედები იძენენ ქსოვილოვანი სპეციფიკურობის ნიშნებს.
დიფერენციული დიაგნოზი (ლათ. differentia განსხვავება, ბერძნ. დიაგნოსის ამოცნობა, განსაზღვრა) - რომელიმე პათოლოგიის (სიმსივნეების, ინფექციური დაავადებების და სხვ.) კონკრეტული ფორმის განსაზღვრა. მაგ., სიმსივნეების შემთხვევაში, კონკრეტული ჰისტოგენეზური ფორმის ამოცნობა და ა.შ.
დიფთერია (ბერძნ. diphthera თხელი გარსი, აპკი) - ხუნაგი. მწვავე ინფექციური დაავადება ორგანიზმის მძიმე ინტოქსიკაციით. იწვევს ჩორყნებაცტერიუმ დიპჰტჰერიაე. ახასიათებს ფიბრინოზული ნადებები სასაზე, ხორხზე და ტრაქეაზე.
დიფუზია (ლათ. diffundo ვაბნევ, ვავრცელებ) - შემხებ ნივთიერებათა ურთიერთშეღწევა, რაც ნაწილაკების სითბური მოძრაობითაა განპირობებული.
დიფუზური სუნთქვა (ლათ. diffundo ვაბნევ, ვავრცელებ) - სხეულის მთელი ზედაპირით სუნთქვა.
დიქოგამია (ბერძნ. dicha ცალკე, ცალ-ცალკე, gamos ქორწინება) - ერთი და იგივე ყვავილში მტვრიანებისა და ბუტკოს დინგის მომწიფება სხვადასხვა დროს, რაც აბრკოლებს თვითდამტვერვის პროცესს.
დიქოტომია (ბერძნ. dicha ცალკე, ცალ-ცალკე, tome გაკვეთა) - 1. მთლიანის თანმიმდევრული გაყოფა ორ ნაწილად, შემდეგ თითოეული ნაწილის ხელახლა ორად გაყოფა და ა.შ. 2. ორთითისმაგვარი განშტოება (მაგ., ლიკოპოდიუმის).
დიქტიოსომები (ბერძნ. diktyon ბადე, soma სხეული) - გოლჯის კომპლექსის ბუშტუკები და ნამგლისებრგრანულური სტრუქტურები.
დიქცია (ლათ. dictio გამოთქმა) - მეტყველებაში, სიმღერაში და დეკლამირებისას ბგერების, მარცვლების და სიტყვების წარმოთქმის თავისებურება, მანერა.
დიჰიბრიდული შეჯვარება (ბერძნ. dis ორჯერ, hibris, hibridos სისხლის აღრევა) - ისეთი მშობლისეული ფორმების შეჯვარება, რომლებიც განსხვავდებიან 2 წყვილი ნიშან-თვისებით. ასეთი სახის შეჯვარების დროს დათიშვა შეიძლება წარმოვადგინოთ შემდეგი ფორმულით: 9 AB : 3 Aბ : 3 აB : ab.
დმანისელი ადამიანი - 1999 წლის 24 ივლისს ქართველმა და გერმანელმა არქეოლოგებმა დმანისის ნაქალაქარში აღმოაჩინეს ადამიანის შორეული წინაპრის 2 თავის ქალა (ქალისა და მამაკაცის), რომელთა ასაკი დაახლოებით 1,7-1,8 მლნ წლით თარიღდება. ამ აღმოჩენით დამტკიცდა, რომ ადამიანის წინაპარი წარმოშობის კერიდან, აფრიკიდან განსახლდა და დაიკავა ახალი საცხოვრებელი ადგილი სამხრეთ კავკასიაში, ხოლო შემდეგ გადავიდა ევროპასა და აზიაში. იხ. ჰომო ერექტუსი.
დნმ - იხ. დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა.
დნმ-ს სპირალის ბიჯი - დნმ-ს ორმაგი სპირალის ერთ ხვეულზე განთავსებული ფუძეების წყვილების რიცხვი.
დოგმა (ბერძნ. dogma) - უცვლელი მდგომარეობა, დებულება, რომელიც მიღებულია ბრმად, კონკრეტული პირობების გაუთვალისწინებლად.
დოგმატიზმი (ბერძნ. dogma) - დოგმაზე დამყარებული უცვლელი ფორმულებით აზროვნება.
დოზა (ბერძნ. dosis ულუფა, ჯერი) - 1. ერთ ჯერზე ან დღეღამეში მისაღები წამლის განსაზღვრული რაოდენობა. 2. რაიმე ნივთიერების ან დასხივების განსაზღვრული რაოდენობა (მაგ., სხივური მკურნალობის შემთხვევაში).
დოლიქომორფული (ბერძნ. dolichos გრძელი, მორპჰე ფორმა) ადამიანის ანთროპოლოგიური ტიპი, რომელსაც ახასიათებს ვიწრო სხეული და გრძელი კიდურები.
დოლორი (ლათ. dolor ტკივილი) - ტკივილი, რაც ანთების ერთ-ერთი ნიშანია. იხ. ტკივილი.
დომენი (ინგლ. domain სამფლობელო, საკუთრება, ტერიტორია) - ბიოლოგიაში: ჯგუფი, სფერო.
დომესტიკაცია (ლათ. domesticus შინაური) - გარეული ცხოველების მოშინაურება.
დომინანტა (ლათ. dominans გაბატონებული) - იგივე დომინანტი. 1. გაბატონებული იდეა, რაიმეს ძირითადი ნიშანთვისება. 2. ცენტრალურ ნერვულ სისტემაში გაღიზიანების დროებით გაბატონებული კერა, უბანი.
დომინანტი (ლათ.. dominans გაბატონებული) - ინდივიდი, რომელიც თავისი მნიშვნელობით, რაოდენობით ან სიძლიერით ბატონობს ცხოველთა ჯგუფში (ჯოგში, ხროვაში და ა.შ.). იგი პირველი სარგებლობს საკვებით, მას მეტ ყურადღებას უთმობენ მდედრები და ა.შ. აღინიშნება როგორც „ალფა“.
დომინანტური გენები (ლათ. dominans გაბატონებული) - გენები, რომლებიც თრგუნავენ თავის საპირისპირო რეცესიული გენების მოქმედებას.
დონორი (ლათ. donare ჩუქება, შეწირვა) - პიროვნება, რომელიც ნებაყოფლობით აძლევს ავადმყოფს საკუთარ ორგანოს, ქსოვილს გადასანერგად. დონორს უწოდებენ იმ დაღუპულ პირსაც, რომლის ორგანოებს იყენებენ ავადმყოფის განსაკურნავად.
დოპინგი (ინგლ. doping ნარკოტიკის მიღება) - ფარმაკოლოგიური საშუალებები, რომლებიც დროებით ასტიმულირებენ ნერვულ სისტემას, ფიზიოლოგიურ პროცესებს.
დოპლეროგრაფია (ქ. დოპლერის, ავსტრიელი ფიზიკოსის და ასტრონომის სახელის მიხედვით, grapho ვწერ) - სისხლძარღვების მდგომარეობის შესწავლის მეთოდი. წარმოადგენს ექოსკოპიის ერთ-ერთ რეჟიმს.
დორსალური (ლათ. dorsum ზურგი) - ზურგისმხრივი, ზურგზე განლაგებული (ვენტრალურის საპირისპირო).
დორსოვენტრალური აგებულება (ლათ. dorsum ზურგი, venter მუცელი) - 1. ზოგიერთი ბრტყელი ორგანოს დამახასიათებელი აგებულება. მათში შეიძლება გავარჩიოთ ზურგის (დორსალური) და მუცლის (ვენტრალური) მხარეები. მაგ., მცენარის ფოთლის აგებულება. 2. ზურგიდან მუცლის მიმართულებით მიმავალი. დოქტრინა (ლათ. doctrina სწავლება, მოძღვრება) - მეცნიერული ან ფილოსოფიური თეორია, პოლიტიკური სისტემა; ძირითადი შეხედულებების, პრინციპების ერთობლიობა.
დოყი - ირმების რქები ზრდის პერიოდში გაძვალებამდე. დოყის გამონაწური გამოიყენება მედიცინაში, როგორც მატონიზებელი საშუალება (პანტოკრინი).
დრაკუნკულოზი (ლათ. dracunculus მცირე ზომის დრაკონი, ფრთოსანი ურჩხული, გველი, ბერძნ. osis მდგომარეობა) - იხ. რიშტა.
დრეიფი (ინგლ. drift ნელი, პასიური) - გრიპის ვირუსში მუდმივი წერტილოვანი მუტაციები გენომის იმ საიტებში, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ჰემაგლუტინინისა და ნეირამინიდაზას ანტიგენური დერმინანტების სინთეზზე და და აგებულებაზე. ამის შედეგად, ვირუსების პოპულაციაში მუდმივად წარმოიქმნება ახალი სეროვარები, რომლების უმნიშვნელოდ განსხვავდებიან საწყისი შტამისაგან. ახალი ვარიანტები განაპირობებენ გრიპის ახალ ეპიდემიებს.
დრენაჟი (ფრანგ. drainage საწრეტი, ჩასადენი) - 1. სხეულის ღრუდან ან ჭრილობიდან სითხის, ჩირქის დაწრეტა სპეციალური მილის ან დოლბანდის გრძელი ნაჭრის საშუალებით. 2. ნიადაგის გაშრობა არხებისა და მილების საშუალებით.
დრიოპითეკი (ბერძნ. drys, dryos ხე, pithekos მაიმუნი) - ადამიანისმაგვარი ნამარხი, ხეზე მცხოვრები მაიმუნები, რომელთა შორის იყვნენ ადამიანისა და ადამიანისმაგვარი მაიმუნების წინაპრები.
დროზოფილა (Drosophilla melanogaster) - ორფრთიანთა რიგის მწერია. მაღალი ნაყოფიერების, ადვილად გამრავლების, ქრომოსომათა მცირე რაოდენობის (2ნ=8), სანერწყვე ჯირკვლებში გიგანტური ქრომოსომების არსებობის და სხვათა გამო, გენეტიკური კვლევის საუკეთესო ობიექტია.
დრომომანია (ბერძნ. dromos სირბილი, mania სიგიჟე) - უმიზნო ხეტიალის, მოგზაურობისადმი დაუძლეველი, აკვიატებული ლტოლვა. იხ. ნომადიზმი.
დუალოტროპული ვირუსები (ლათ. duo ორი, ბერძნ. tropos მობრუნება, მიმართულება, ლათ. virus შხამი) - ე.წ. MC - ვირუსების ჯგუფია (mink cell focus inducing viruses). კარგად რეპლიცირდებიან თაგვების N-ტიპის უჯრედებში, აგრეთვე ჰეტეროლოგიური სახეობების (წაულას, ვირთაგვის, ბოცვერის, მწყრის და სხვ.) უჯრედებში.
დუოდენიტი (ლათ. duodenum თორმეტგოჯა ნაწლავი, itis ანთება) - თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთება.
დუპლიკაცია (ლათ. duplicatio გაორმაგება) - 1. ქრომოსომული აბერაციის ერთ-ერთი ფორმა, როდესაც ქრომოსომის რომელიმე უბანი გაორმაგებულია. დუპლიკაცია შეიძლება იყოს ქრომოსომებსშორისი და ქრომოსომის შიგნითა. 2. დნმ-ს გაორმაგება.
დუღილი (fermentatio) - ორგანული ნივთიერებების, უმთავრესად ნახშირწყლების ანაერობული დაშლის პროცესი, რითაც მრავალი ორგანიზმი იღებს ცხოველქმედებისათვის აუცილებელ ენერგიას. ეს პროცესი მიმდინარეობს მიკროორგანიზმების მიერ გამომუშავებული ფერმენტების დახმარებით.
![]() |
9 ე |
▲back to top |
ეაკულაცია (ლათ. ejaculatio ამოვტყორცნი) - თესლის გადმონთხევა მამრი ინდივიდის მიერ.
ეგერი (გერმ. Joger მონადირე, კურძალი) - 1. განსაკუთრებული მსროლელი ნაწილების ჯარისკაცი. 2. მონადირე, რომლის მოვალეობაა გარეულ ცხოველებზე დაკვირვება, მათი გამოკვება, ნადირობის ორგანიზაცია, ძაღლების დაგეშვა, ბრაკონიერობის აღკვეთა.
ეგზალტაცია (ლათ. exaltatio აღფრთოვანება) - ამაღლებული განწყობილება, რომელიც ხასიათდება არაბუნებრივი აღფრთოვანებით.
ეგზანთემა (ბერძნ. exantheo ვყვავილობ) - წინწკლოვანი გამონაყარი კანზე.
ეგზაცერბაცია (ლათ. exacerbare გაღიზიანება, გაუარესება) - ავადმყოფობის მიმდინარეობის მკვეთრი გაუარესება.
ეგზემა (ბერძნ. ekzeo ვდუღდები) - კანის ნერვულალერგიული ანთებითი არაგადამდები დაავადება, რასაც იწვევს სხვადასხვა გარეგანი და შინაგანი ფაქტორი.
ეგზენტერაცია (ლათ. exentero გამოვშიგნავ) - საოპერაციო არედან შინაგანი ორგანოების „გამოტანა“ დასათვალიერებლად.
ეგზიტუსი (ლათ. exitus გამოსავალი) - საბოლოო შედეგი, გამოსავალი.
ეგზობიოლოგია (ბერძნ. exo გარე, გარედან, bios სიცოცხლე) - კოსმოსური ბიოლოგიის ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც კოსმოსში და პლანეტებზე ეძიებს და იკვლევს ცოცხალ მატერიასა და ორგანულ ნივთიერებებს.
ეგზოგამია (ბერძნ. exo გარე, გარედან, gamos ქორწინება) - ქორწინება (შეუღლება) სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის (ტომის, გვარის) წარმომადგენლებს შორის.
ეგზოგენური (ბერძნ. exo გარე, გარედან, genos გვარი, წარმოშობა) - გარეშე მიზეზებით გამოწვეული.
ეგზოსტოზი (ბერძნ. exo გარე, გარედან, osteon ძვალი) - ძვლის ზედაპირზე ერთეული ან მრავლობითი ძვალ-ხრტილოვანი წანაზარდი, რაც ზოგ შემთხვევაში შეიძლება იწვევდეს საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დეფორმაციას.
ეგზოტები (ბერძნ. exotikos უცხო) - ამა თუ იმ არეალისათვის უცხო შემოტანილი მცენარეები და შემოყვანილი ცხოველები.
ეგზოტოქსინი (ბერძნ. exo გარე, გარედან, toxikon შხამი) - ზოგიერთი ბაქტერიის მიერ გარემოში გამოყოფილი ტოქსინი.
ეგზოტროფული (ბერძნ. exo გარე, გარედან, trophe კვება) იმ სოკოების და საერთოდ, პარაზიტების სახელწოდება, რომლებიც ბინადრობენ მათი მკვებავი ორგანიზმების ზედაპირზე.
ეგზოფთალმი (ბერძნ. exo გარე, გარედან, ophthalmos თვალი) - თვალების გადმოკარკვლა. გვხვდება ბაზედოვის დაავადების (თირეოტოქსიკოზის) შემთხვევაში.
ეგზოციტოზი (ბერძნ. exo გარე, გარედან, kytos უჯრედი) - უჯრედებიდან ნივთიერების გამოსვლა სეკრეტორული გრანულების ან ვაკუოლების (ეგზოსომების) სახით.
ეგიდა (ბერძნ. aigis ზევსის ფარი) - ეგიდის ქვეშ ანუ რაიმეს ან ვინმეს მფარველობის ან ხელმძღვანელობის ქვეშ ყოფნა.
ეგოიზმი (ლათ. ego მე) - პირადი ინტერესების დაყენება საზოგადოებრივ ინტერესებსა და სხვა ადამიანთა ინტერესებზე მაღლა.
ეგოცენტრიზმი (ლათ. ego მე, centrum ცენტრი) - ეგოიზმის უკიდურესად გამოხატული ფორმა, რომლის დროსაც პიროვნება საკუთარ თავს ყველაზე მაღლა, სამყაროს ცენტრში აყენებს.
ედაფონი (ბერძნ. edafos ნიადაგი) - ნიადაგში მცხოვრებ ორგანიზმთა ერთობლიობა. ნიადაგის ბიოცენოზი.
ედემა (ბერძნ. oidema შეშუპება) - წყლის ცვლის დარღვევის შედეგად ქსოვილებსა და სეროზულ სიღრუეებში წყლის, ცილებისა და ელექტროლიტების ადგილობრივი ან ზოგადი დაგროვება. ხშირად სისხლის მიმოქცევის დარღვევის შედეგია.
ედიფიკატორი (ლათ. edificator მშენებელი) - მცენარის ან ცხოველის სახეობა, რომელიც განაპირობებს თანასაზოგადოებების თავისებურებებს, ქმნის ეკოსისტემის ბიოლოგიურ გარემოს და უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს მისი სტრუქტურის ჩამოყალიბებაში. მაგ., ფიჭვოვან ტყეში ფიჭვი, ველზე ვაციწვერა და ა.შ.
ევაკუაცია (ლათ. evacuo ვაცარიელებ, ვცლი) - 1. პუნქციის ან გაკვეთის საშუალებით ჩირქგროვიდან ან კისტიდან თხევადი შიგთავსის ამოღება. 2. შარდის ბუშტის ან ნაწლავების დაცლა შიგთავსიდან.
ევანემოქორები ((ბერძნ. eukargad, ანემოს ქარი, choreo ვვრცელდები) - მცენარეების მსუბუქი ჩანასახები, რომლებიც ჰაერის ნაკადს გადააქვს დიდ მანძილებზე.
ევაპოტრანსპირაცია (ლათ. evaporatio აორთქლება, trans იქით, spiro ვსუნთქავ) - მცენარეების და ნიადაგის ზედაპირის მიერ ფართობის ერთეულიდან დროის გარკვეულ მონაკვეთში წყლის ჯამური აორთქლება.
ევგენიკა (ბერძნ. eugenus ჯიშიანი) - მოძღვრება ადამიანის მემკვიდრული ნიშან-თვისებების გაუმჯობესებაზე. ევგენიკის მიზანს წარმოადგენს გარკვეული ინდივიდების შერჩევითი შეჯვარების შედეგად ადამიანის მოდგმის სრულყოფა. ტერმინი შემოთავაზებულია ინგლისელი ბიოლოგის ფ.გალტონის მიერ 1865-1869 წლებში. მანვე ჩამოაყალიბა ევგენიკის პრინციპები.
ევდემონიზმი (ბერძნ. eudaimonia ნეტარება) - ეთიკის მიმართულება, რომელიც ზნეობის საფუძველში ეძებს ადამიანის ბედნიერებისაკენ სწრაფვას.
ევენტრაცია (ლათ.e გამოყოფა, მოცილება, venter მუცელი) - მუცლის ღრუს ორგანოების გამოვარდნა კედლის დეფექტის გამო.
ევთანაზია (ბერძნ. eu კარგად, thanatos სიკვდილი) - განუკურნებელი სენით დაავადებულთა სიკვდილის შემსუბუქება ტკივილის გამაყუჩებელი ნარკოტიკული საშუალებებით.
ევკალიპტი (Eucalyptus) - მარადმწვანე ხეა. მისი სამშობლოა ავსტრალია და კუნძული ტასმანია. გავრცელებულია აგრეთვე საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლშიც. შეიცავს ეთერზეთს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ორგანულ მჟავებს და ა.შ. გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი, ანტისეპტიკური, ანტიპარაზიტული თვისებები. იყენებენ კუჭ-ნაწლავის მწვავე პათოლოგიების, ლარინგიტის, ბრონქიტის, ბრონქული ასთმის, პლევრიტების შემთხვევებში.
ევნუქოიდიზმი (ბერძნ. eunuchos საჭურისი) - სასქესო ჯირკვლების ფუნქციის უკმარისობის შედეგად განვითარებული სინდრომი. მამაკაცებისათვის დამახასიათებელია თხელი, უთმო კანი, ცხიმოვანი ქსოვილის დაგროვება სარძევე ჯირკვლებთან და მენჯის არეში, მაღალი, ქალური ხმა, ქალებისათვის კი სარძევე ჯირკვლების განუვითარებლობა და ამენორეა (იხ.).
ევოკატორი (ლათ. evoco გამოწვევა) - ორგანული ან არაორგანული ბუნების ქიმიური ნივთიერება, რომელიც მოქმედებს როგორც გამღიზიანებელი და იწვევს სხვადასხვა პროცესების განვითარებას.
ევოკაცია (ლათ. evoco გამოწვევა) - ემბრიონული დიფერენცირების გამოწვევა ევოკატორის (იხ.) მოქმედების მეშვეობით.
ევოლუცია (ლათ. evolutio განვითარება, გაშლა) - 1. საზოგადოებაში ან ბუნებაში მიმდინარე თანდათანობითი უწყვეტი განვითარება. 2. ცოცხალი ბუნების ისტორიული შეუქცევადი განვითარება.
ევოლუციური კატასტროფა (ლათ. evolutio განვითარება, გაშლა, ბერძნ. katastrophe გადატრიალება) - ცოცხალი ფორმების დიდი რაოდენობის შედარებით უეცარი გაქრობა ან წარმოქმნა დროის გარკვეულ მონაკვეთში. ევოლუციური კატასტროფის მსვლელობისას ადგილი აქვს როგორც ნეგატიურ, ასევე პოზიტიურ პროცესებს.
ევრიბათები (ბერძნ. euris ფართო, bathos სიღრმე) - წყლის ცხოველები, რომლებიც სხვადასხვა სიღრმეებში ბინადრობენ (მაგ., კაშალოტები და სხვ.).
ევრიბიონტები (ბერძნ. euris ფართო, bion, ბიონტოს მცხოვრები) - ცხოველები და მცენარეები, რომელთაც შეუძლიათ იცხოვრონ გარემოს ფაქტორების ფართო ცვალებადობის პირობებში.
ევრიგალები (ბერძნ. euris ფართო, hals მარილი) - ორგანიზმები, რომლებიც იტანენ საცხოვრებელი გარემოს მარილიანობის და საერთოდ, ქიმიური შემადგენლობის მნიშვნელოვან ცვლილებებს.
ევრითერმები (ბერძნ. euris ფართო, thermes სითბო, სიცხე) - ორგანიზმები, რომლებიც ეგუებიან ფართო დიაპაზონის ტემპერატურას (მაგ., მგელი).
ევრიკა (ბერძნ. heureka ვიპოვნე) - წამოძახილი, რომელიც გამოხატავს სიხარულს, კმაყოფილებას რაიმე რთული ამოცანის გადაწყვეტისას, კარგი აზრის, იდეის გაჩენისას. ასე წამოიძახა ძველბერძენმა მეცნიერმა არქიმედემ იმ კანონის აღმოჩენისას, რომელსაც შემდგომში მისი სახელი დაერქვა.
ევრისტიკა (ბერძნ. heurisko ვპოულობ) - ჭეშმარიტების პოვნის, მიგნების ხელოვნება. თეორიული კვლევის ლოგიკური ხერხების და მეთოდური წესების სისტემა.
ევრიფაგია (ბერძნ. euris ფართო, phagos მშთანთქმელი) - ადამიანისა და ცხოველთა ზოგიერთი სახეობისათვის დამახასიათებელი თვისება, იკვებოს ცხოველური და მცენარეული წარმოშობის მრავალფეროვანი საკვებით.
ევსტაქის მილი (იტალიელი ანატომის ბ. ეუსტაქიოს საპატივცემულოდ) - სმენის ორგანოს ერთ-ერთი ნაწილი. ამ მილის ანთება იწვევს სმენის დაქვეითებას.
ევსტრესი (ბერძნ. eu კარგი, ინგლ. stress დაძაბვა, დაჭიმულობა) - ცხოველური ორგანიზმების, მათ შორის ადამიანის, დადებითი არასპეციფიკური რეაქცია ნებისმიერ ზემოქმედებაზე (ე.წ. „კარგი“, დადებითი სტრესი).
ევტროფია (ბერძნ. eu კარგი, trophe კვება) - ორგანიზმის მდგომარეობა, როდესაც ასიმილაციისა და დისიმილაციის პროცესები ოპტიმალურ ურთიერთდამოკიდებულებაშია. ხასიათდება ორგანოების სტრუქტურისა და ფუნქციის ნორმალური მდგომარეობით.
ევტროფიკაცია (ბერძნ. eu კარგი, trophe კვება) - წყლის ბინადრებში ბიოგენური ელემენტების დაგროვება ანთროპოგენური და ბუნებრივი ფაქტორების მეშვეობით. საწყის სტადიებზე იწვევს წყლის აუზების ბიოლოგიური პროდუქციულობის გაზრდას, შემდეგ კი ჟანგბადის პროგრესირებად უკმარისობას და აქედან გამომდინარე, ცოცხალი ორგანიზმების მასიურ დაღუპვას.
ევფენიკა (ბერძნ. eu კარგი, phaino ვუჩვენებ) - მოძღვრება, რომელიც აღწერს ორგანიზმებზე ბიოლოგიური ზემოქმედების მეთოდებს, რომელთა დახმარებით ვლინდება და მოდიფიცირდება ორგანიზმების მემკვიდრულად დეტერმინირებული მორფოზიოლოგიური თვისებები.
ევფორია (ბერძნ. eu კარგი, phoreo გადავიტან) - ავადმყოფის ამაღლებული განწყობილება, რაც ხასიათდება უზრუნველობით, სიხარულის გრძნობით და ა.შ., რაც არ შეესაბამება ჯანმრთელობის ობიექტურ მდგომარეობას.
ეზოფაგოსტენოზი (ბერძნ. oisophagos საყლაპავი მილი, stenos ვიწრო, osis მდგომარეობა) - საყლაპავი მილის შევიწროვება, სტენოზი (იხ.).
ეზოფაგოსტომა (ბერძნ. oisophagos საყლაპავი მილი, stoma ნახვრეტი) - 1. საყლაპავი მილის გარეგანი ფისტულა, რომელიც ერთ-ერთ ეტაპს წარმოადგენს ხელოვნური საყლაპავი მილის შესაქმნელად. 2. (Oesophagostomum) ნემატოდების კლასის, ტრიქონემატოდების ოჯახის ჰელმინთების გვარია, რომელთა წარმომადგენლები პარაზიტირებენ მცოხნავი ცხოველების, მაიმუნების, იშვიათად კი ადამიანის მსხვილ ნაწლავში.
ეთანოლი - იხ. ეთილის სპირტი.
ეთერი (ბერძნ. aither, ძველბერძენი ფილოსოფოსების მიხედვით, უნატიფესი მატერია, რომელიც ავსებს სამყაროს და წარმოადგენს მის „მეხუთე საწყისს“, ელემენტს) - 1. გარემომცველი საჰაერო სივრცე, სადაც ვრცელდება რადიოტალღები. 2. აქროლადი ორგანული ნივთიერება, რომელსაც იყენებენ მედიცინაში, პარფიუმერიაში, ტექნიკაში და სხვა.
ეთიკა (ბერძნ. ethike ზნეჩვეულება, ხასიათი) - 1. გარკვეული საზოგადოებრივი წრის, პროფესიის წარმომადგენელთა ყოფაქცევის ნორმები, მორალი. მაგ., ექიმის ეთიკა ითვალისწინებს საექიმო პროფესიის წარმომადგენელთა ვალდებულებებსა და ქცევის ნორმებს. 2. ზნეობრივი ფილოსოფია.
ეთილის სპირტი - იგივე ღვინის სპირტი, ეთანოლი. გამოიყენება ლაბორატორიული სამუშაოებისათვის, სამკურნალო პრეპარატების, ალკოჰოლური სასმელების დასამზადებლად და სხვა.
ეთნობოტანიკა (ბერძნ. ethnos ხალხი, botane ბალახი, მცენარე) - ბოტანიკის დარგი, რომელიც აგროვებს და სისტემაში მოჰყავს ხალხში გავრცელებული ცოდნა და ტრადიციები მცენარეების შესახებ.
ეთნოგენეზი (ბერძნ. ethnos ხალხი, genesis დაბადება) - ამა თუ იმ ხალხის წარმოშობა.
ეთნოგრაფია (ბერძნ. ethnos ხალხი, grapho ვწერ) - მეცნიერება, რომელიც სწავლობს მსოფლიოს ხალხების კულტურულ და საყოფაცხოვრებო თავისებურებებს, მათი განსახლებისა და კულტურულისტორიული ურთიერთობების პრობლემებს.
ეთოლოგია (ბერძნ. ethos ზნე-ჩვეულება, ხასიათი, logos მოძღვრება) - მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ცხოველთა ქცევის ბიოლოგიურ საფუძვლებს. ეთოლოგიის ძირითადი მეთოდია ცხოველებზე ხანგრძლივი დაკვირვება ბუნებრივ პირობებში.
ეთოლოგიური იერარქია (ბერძნ. ethos ზნე-ჩვეულება, ხასიათი, logos მოძღვრება, hierarchia წესრიგი) - ზოგიერთი ცხოველის დომინირება (გაბატონება) სხვა დაქვემდებარებულ ინდივიდზე. ეს უკანასკნელი შეიძლება დომინირებდეს მესამე ინდივიდზე და ა.შ.
ეიმსის ტესტი - ბ .ნ. ეიმსის მიერ 1973-1975 წლებში შემუშავებული სწრაფი და იაფი ტესტი, ბაქტერიულ სისტემაში პოტენციური მუტაგენების გამოსავლენად.
ეიფორია (ბერძნ. eu კარგი, phero ვიტან) - სიხარულის და ენთუზიაზმის მდგომარეობა. ეიფორიის ძლიერი გამოვლენა მანიის სიმპტომი შეიძლება იყოს. არსებობს აგრეთვე მედიკამენტოზური ეიფორია.
ეკვატორული ფირფიტა (ლათ. aequator ტოლი, თანაბარი) - მიტოზის ან მეიოზის მეტაფაზაში ქრომოსომული კომპლექტის განლაგება უჯრედის ეკვატორულ ნაწილში. სინონიმი - მეტაფაზური ფირფიტა.
ეკვაციური გაყოფა (ლათ. aequus თანაბარი, თანასწორი) - მომწიფების მეორე გაყოფა, რის შედეგადაც მეორადი სპერმატოციტიდან წარმოიქმნება 2 სპერმატიდა, ხოლო მეორადი ოვოციტიდან კვერცხუჯრედი და მეორადი პოლოციტი.
ეკზონი (ინგლ. expression გამოხატვა, გამოვლენა) - ეუკარიოტების გენის ლოკუსი (მონაკვეთი) ცილის სინთეზის მაკოდირებელი გენეტიკური ინფორმაციით. ეკზონი მონაცვლეობს ინტრონთან (იხ.).
ეკლამპსია (ბერძნ. ეკლამპსის აფეთქება, უეცრად ანთება) - ორსულობის ტოქსიკოზების განსაკუთრებით მძიმე ფორმა. ხასიათდება ფსიქიკური მოვლენებით. აღინიშნება სისხლ- ძარღვოვანი კოაგულაცია ჰემორაგიებით, მასიური ნეკროზები და სისხლჩაქცევები ღვიძლში, აგრეთვე გლომერულონეფრიტი ნეკრონეფროზით და ჰემორაგიებით.
ეკლექტიზმი (ბერძნ. eklektikos ამომრჩეველი) - სხვადასხვა შეხედულებების, თეორიების, იდეების, სტილების აღრევა, მექანიკური, უპრინციპო შეერთება. ეკლექტიზმის მიმდევარი არ ქმნის ახალ დებულებებს, რაც გააღრმავებდა სამყაროს შეცნობას, არამედ სხვადასხვა სისტემებისგან თვითნებურად იღებს იმ დებულებებს, რომელნიც მას უნდა რომ შეინარჩუნოს ან დაიცვას.
ეკლიფსი (ინგლ. eclipse დაბნელება) - უჯრედში ვირუსის განვითარების ფარული ფაზა, როდესაც იგი არც ელექტრონული მიკროსკოპიის და არც იმუნოლოგიური მეთოდების საშუალებით არ ვლინდება.
ეკობიომორფა (ბერძნ. oikos ადგილსამყოფელი, bios სიცოცხლე, morphe ფორმა, სახე) - მსგავსი მორფოლოგიური ნიშან-თვისებების, ბიოლოგიური რითმების, ეკოლოგიურფიზიოლოგიური თავისებურებების მქონე სახეობების ერთობლიობა. ჩვეულებრივ ცხოვრობენ მსგავს პირობებში.
ეკოესტროგენები (ბერძნ. oikos ადგილსამყოფელი, ლათ. oestrus მძუვნობა, genos წარმოშობა) - იგივე ქსენოესტროგენები. ესტროგენური აქტივობის მქონე ქიმიური ნივთიერებანი (პესტიციდები, ზოგიერთი სამედიცინო პრეპარატი, ნავთობპროდუქტები და სხვ.), რომლებიც ავლენენ ემბრიოტოქსიკურ და კანცეროგენურ მოქმედებას და გავლენას ახდენენ ნაყოფიერებაზე. მაგ., დდტ და მისი მეტაბოლიტები, აგრეთვე მისი თანამედროვე შემცვლელები, გარდა ტოქსიკური და კანცეროგენური ეფექტებისა, ახდენენ ესტრადიოლის მოქმედების იმიტაციას, უკავშირდებიან რა სამიზნე უჯრედების შესაბამის რეცეპტორებს.
ეკოლოგია (ბერძნ. oikos ადგილსამყოფელი, logos მოძღვრება) - ბიოლოგიის დარგი, რომელიც სწავლობს ორგანიზმებისა და გარემოს ურთიერთდამოკიდებულებას, აგრეთვე ცოცხალი სისტემების ურთიერთობებს ინდივიდის, პოპულაციის და თანასაზოგადოების დონეებზე.
ეკოლოგიური ვალენტურობა (ბერძნ. oikos ადგილსამყოფელი, ლათ. valentia ძალა) - ამა თუ იმ სახეობის არსებობის უნარი გარემოს სხვადასხვა პირობებში.
ეკოლოგიური კატასტროფა (ბერძნ. oikos ადგილსამყოფელი, katastrophe გადატრიალება) - 1. ბუნებრივი ანომალია (ხანგრძლივი გვალვები, წვიმები, მიწისძვრები, ვულკანების ამოფრქვევები, ტბებიდან მომწამვლავი აირების გამოდენა და ა.შ.). 2. ატომური ელექტროსადგურის, ტანკერის და სხვ. ავარია, რაც გარემოში იწვევს მკვეთრ უარყოფით ცვლილებებს და შესაბამისად, ცოცხალი ორგანიზმების მასიურ დაღუპვას და ეკონომიკურ ზარალს. 3. რეგიონული ეკოლოგიური კატასტროფა როგორც წესი, სასიცოცხლო გარემოში ანთროპოგენური საზიანო ჩარევა (მაგ., არალის ზღვის ნაწილობრივი დაშრობა, კასპიის ზღვიდან ყარა-ბოღაზ-გოლის ყურის ჩამოშორება და ა.შ.).
ეკოლოგიური კრიზისი (ბერძნ. oikos ადგილსამყოფელი, ლათ. crisis მკვეთრი, გადამწყვეტი ხასიათის ცვლილება) - ცოცხალ სისტემებსა და ბუნებას შორის დროებითი დაძაბული მდგომარეობა, რაც სიცოცხლისათვის შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდეს. ამჟამად აღინიშნება ეკოლოგიური კრიზისის ნიშნები, რაც მდგომარეობს ზოგიერთი ბუნებრივი რესურსის ამოწურვაში, სასიცოცხლო გარემოს გლობალური მასშტაბით დაბინძურებაში და ა.შ.
ეკოლოგიური პირამიდა (ბერძნ. oikos ადგილსამყოფელი, pyramidos) - ეკოსისტემაში პროდუცენტების, კონსუმენტების და რედუცენტების გრაფიკული გამოსახულება. მცენარეული მასის (პროდუცენტების) რაოდენობა, რომელიც კვების ჯაჭვის საფუძველია, ყოველთვის რამდენჯერმე მეტია მცენარისმჭამელი ცხოველების (კონსუმენტების) საერთო მასაზე, ხოლო კვების ჯაჭვის ყოველი მომდევნო რგოლის მასა მცირდება. აღნიშნულ კანონზომიერებას ეკოლოგიური პირამიდის წესს უწოდებენ.
ეკოლოგიური ფაქტორები (ბერძნ. oikos ადგილსამყოფელი, factor მწარმოებელი) - ბუნებრივი გარემოს კომპონენტები, რომლებიც გავლენას ახდენენ ორგანიზმის, პოპულაციის, ბუნებრივი თანასაზოგადოების მდგომარეობასა და თვისებებზე. არჩევენ აბიოტურ, ბიოტურ და ანთროპოგენურ ეკოლოგიურ ფაქტორებს.
ეკოსისტემა (ბერძნ. oikos ადგილსამყოფელი, ლათ. systema შეერთება, შეკავშირება) - ერთიანი ბუნებრივი ან ბუნებრივანთროპოგენური კომპლექსი, რომელიც წარმოქმნილია ცოცხალი ორგანიზმებით და მათი სასიცოცხლო გარემოთი. აღნიშნული ტერმინი შემოიღო ინგლისელმა გეობოტანიკოსმა ა. ტენსლიმ 1935 წელს. სინონიმი: ბიოგეოცენოზი.
ეკოტოპი (ბერძნ. oikos ადგილსამყოფელი, topos ადგილი) - ამა თუ იმ თანასაზოგადოების ცხოვრების ადგილი, არეალი.
ეკოტროპული ვირუსები (ბერძნ. oikos ადგილსამყოფელი, tropos მიმართულება, ლათ. virus შხამი) - თაგვების რეტროვირუსების ჯგუფი, რომელთა რეპლიკაცია (იხ.) მიმდინარეობს მხოლოდ თაგვების უჯრედებში. ამ ჯგუფის ვირუსები იყოფიან: N -ტროპულ, B -ტროპულ და NB -ტროპულ ვირუსებად. ამ უკანასკნელებს მიეკუთვნებიან გროსის, მოლონის, რაუშერის, ფრენდის, მაზურენკოს და თაგვების ლეიკემიების გამომწვევი სხვა ვირუსები.
ეკოციდი (ბერძნ. oikos ადგილსამყოფელი, ლათ. caedo ვკლავ) - 1.ცოცხალი ორგანიზმების ადგილსამყოფელის, საცხოვრებლის დანაშაულებრივი განადგურება. 2.სამხედრო მიზნებით ადამიანის საცხოვრებელი ადგილების განადგურება დიდ ტერიტორიებზე. ეკოციდი მჭიდროდაა დაკავშირებული გენოციდთან და ხორციელდება მისი (ეკოციდის) მეშვეობით.
ელემენტი (ლათ. elementum სტიქია, საწყისი ნივთიერება) - რთული ნივთიერების შემადგენელი ნაწილი. ნივთიერების დაშლის საბოლოო პროდუქტი. ერთმანეთთან შერწყმის შედეგად, ელემენტები ქმნიან სულ უფრო და უფრო რთულ ნივთიერებებს.
ელენთა (ლათ. lien, ბერძნ. სპლენ) - ხერხემლიანების მუცლის ღრუში ლოკალიზებული პარენქიმული ორგანო. მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისხლის წარმოქმნასა და ორგანიზმის დაცვით რეაქციებში. ელენთა შედგება თეთრი პულპისაგან (ლიმფოციტების გროვა რეტიკულურ ქსოვილში) და წითელი პულპისაგან (სისხლით სავსე ლაკუნები). ღვიძლის მსგავსად, ელენთაც „ერითროციტების სასაფლაოა“ ანუ ასრულებს სისხლის დეპოს როლს.
ელეუტეროკოკი (Eleutherococcus) - მიეკუთვნება არალიასებრთა ოჯახს. ბუჩქოვანი, დეკორაციული და სამკურნალო მცენარეა. ამ მცენარის თხევად ექსტრაქტებს გააჩნიათ მასტიმულირებელი და მატონიზებელი მოქმედება. შეიცავს გლიკოზიდებს, ეთერზეთებს, ანტოციანებს და სხვა.
ელეფანტიაზი (ბერძნ. elephas სპილო, iasis მდგომარეობა) - ლიმფის ქრონიკული შეგუბების გამო კანისა და კანქვეშა ქსოვილის გასქელება. ზოგ შემთხვევაში ამ მდგომარეობას ჰელმინთებით (ფილარიებით) დაინვაზირება იწვევს. იგივე „სპილოს ავადმყოფობა“.
ელექსირი (არაბ. el exir სურნელოვანი ზეთი, ესენცია) - 1. სასმელი, რომელსაც ვითომდა შეუძლია გაახანგრძლივოს ადამიანის სიცოცხლე („სასიცოცხლო ელექსირი“). 2. სპირტზე, მჟავაზე და სხვ. ნივთიერებებზე დამზადებული მაგარი ნაყენი, რომელსაც იყენებენ მედიცინაში, კოსმეტიკაში და სხვ.
ელექტიური (ლათ. electus გამორჩევა, არჩევა) - ამორჩევითი, შერჩევითი.
ელექტროდი (ბერძნ. elektron ფისი, ქარვა, hodos გზა) - 1. გამტარი, რომლის საშუალებითაც ელექტროდენი ხვდება სითხესა და გაზებში. 2. ხელსაწყოებსა და მანქანებში ელექტროდენის შეყვანისა და გამოყვანის ადგილი.
ელექტროენცეფალოგრაფია (ბერძნ. elektron ფისი, ქარვა, enkephalos თავის ტვინი, grapho ვწერ) - თავის ტვინის ელექტრული აქტივობის (ბიოპოტენციალების) რეგისტრაციის მეთოდი.
ელექტროლიზი (ბერძნ. elektron ფისი, ქარვა, lysis დაშლა) - რაიმე ნივთიერების (მაგ., წყლის, მარილების, მჟავების) დაშლა ელექტროლიტში (იხ.) გავლისას.
ელექტროლიტი (ბერძნ. elektron ფისი, ქარვა, lytos გახსნილი, დაშლილი) - ხსნარი, რომელშიც ელექტროდენის გავლისას ხდება ნივთიერების დაშლა. გახსნილი ნივთიერების მოლეკულები ელექტროლიტში მეტნაკლები ინტენსივობით იშლებიან იონებად. ელექტროლიტებს მიეკუთვნებიან მარილების, მჟავების და ფუძეების ხსნარები.
ელექტრონოგრამა (ბერძნ. elektron ფისი, ქარვა, gramma ჩაწერა) - ელექტრონული მიკროსკოპის საშუალებით მიღებული ულტრასტრუქტურების ნეგატივი ან ფოტოგრაფიული სურათი..
ელექტრონული მიკროსკოპი - ულტრასტრუქტურების (უჯრედული ორგანოიდები, ვირუსები და სხვ.) შესასწავლად გამოყენებული მიკროსკოპი, რომლის სინათლის წყარო ელექტრონებია. ასეთი ტიპის მიკროსკოპებს ძალზე მაღალი გადიდება აქვთ. განასხვავებენ ტრანსმისიულ და მასკანირებელ (რასტრულ) ელექტრონულ მიკროსკოპებს. ისინი ფართოდ გამოიყენება ბიოლოგიაში, მედიცინაში, სოფლის მეურნეობაში და სხვ.
ელექტროტრავმა (ბერძნ. elektron ფისი, ქარვა, trauma ჭრილობა) - ელექტროდენის მოქმედებით გამოწვეული დაზიანება ან პათოლოგიური ცვლილება ორგანიზმში.
ელექტროფიზიოლოგია (ბერძნ. electron ფისი, ქარვა, physis ბუნება, logos მოძღვრება) - ფიზიოლოგიის ნაწილი, რომელიც შეისწავლის ორგანიზმებში ელექტრულ მოვლენებს და ელექტრობის გავლენას ორგანიზმებზე, ქსოვილებსა და ორგანოებზე.
ელექტროფორეზი (ბერძნ. electron ფისი, ქარვა, phoreo ვატარებ) - მუდმივი ელექტრული დენის მოქმედების შედეგად კოლოიდური ან დისპერსიული მყარი ნაწილაკების (მათ შორის უჯრედების) გადაადგილება თხევად ან აირისმაგვარ გარემოში მუხტის მიხედვით..
ელექტრული ორგანოები (ბერძნ. electron ფისი, ქარვა) - ელექტრული ენერგიის წარმომქმნელი ზოგიერთი ორგანო, რომელთაც თავდაცვის, თავდასხმის, სიგნალიზაციისა და ლოკალიზაციის ფუნქცია აკისრიათ. მაგ., ელექტრული სკაროსის ელექტრულ ორგანოს შეუძლია გამოიმუშაოს 8 ამპერი ძალის და 300 ვოლტის ძაბვის დენი.
ელიზია (ლათ. elisio გაგდება, გამოძევება) - თანასაზოგადოებიდან რომელიმე სახეობის გამოძევება (გაქრობა) არსებობის პირობების ცვლილების გამო.
ელიმინაცია (ლათ. elimino გარეთ გამომაქვს) - 1. ორგანიზმიდან მავნე პროდუქტების განდევნა. 2. უჯრედების, ქრომოსომების თუ დროებითი ორგანოიდების გაქრობა. 3. გარემოს უარყოფითი ფაქტორების გავლენის გამო მცენარეთა და ცხოველთა ჯგუფების ამოწყვეტა, გაქრობა.
ელიტა (ფრანგ. elite) - ყველაზე უკეთესი, ნარჩევი, მაგ., ნარჩევი თესლი, განსაკუთრებით ძვირფასი სანაშენო ცხოველები, საზოგადოების რჩეული წრე.
ელონგაცია (ლათ. e დან, longuss გრძელი) - ცილის ბიოსინთეზის პროცესში ინიციაციის შემდეგ რიბოსომებზე ახლადწარმოქმნილი პოლიპეპტიდური ჯაჭვის დაგრძელება. პროცესი გრძელდება მანამ, ვიდრე რიბოსომა არ მიაღწევს სტოპ-კოდონს მატრიცულ რნმ-ზე.
ელუცია (ლათ. eluo გამოვრეცხავ, ვაცილებ) - სათანადო გამხსნელის საშუალებით რაიმე ნივთიერების გამორეცხვა.
ემაციაცია (ლათ. emaciatio ძლიერი სიგამხდრე) - ძლიერ გამოხატული, პროგრესირებადი სიგამხდრე მაღალი ტემპერატურით. ახასიათებს მუცლის ტიფს, ტუბერკულოზს და სხვ. დაავადებებს.
ემბოლია (ბერძნ. embolon სოლი) - სისხლძარღვის სანათურის დახშობა სისხლის ნაკადით მოტანილი ნაწილაკებით (თრომბით, ცხიმის წვეთებით, ჰაერით, სიმსივნური უჯრედებით ან ბაქტერიებით). ფილტვის არტერიის, თავის ტვინის არტერიებისა და კორონარული (გვირგვინოვანი) არტერიების დახშობამ შეიძლება უეცარი სიკვდილი გამოიწვიოს.
ემბრიოგენეზი (ბერძნ. embryon ჩანასახი, genesis წარმოშობა) - კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის ბირთვების შერწყმის შედეგად ორგანიზმის ჩანასახოვანი (ემბრიონული) განვითარების პროცესი.
ემბრიოლოგია (ბერძნ. embryon ჩანასახი, logos მოძღვრება) - ბიოლოგიის ნაწილი, რომელიც სწავლობს ჩანასახის განვითარებას. ფართო გაგებით - მოძღვრება ორგანიზმის ინდივიდუალური განვითარების შესახებ (ონტოგენეზის ნაწილი).
ემბრიომა (ბერძნ. embryon ჩანასახი, oma სიმსივნე) - სიმსივნე, რომელიც შედგება ექტოდერმის, მეზოდერმისა და ენტოდერმის სხვადასხვა დერივატებისაგან.
ემბრიონი (ბერძნ. embryon ჩანასახი) - ცხოველებისა და ადამიანის ჩანასახი. ჩანასახი ეწოდება მისი მუცლად ყოფნის ადრეულ პერიოდს, მანამ სანამ იგი არ მიიღებს შესაბამისი ცხოველისათვის ან ადამიანისათვის დამახასიათებელ ნიშნებს. ამ დროიდან დაბადებამდე ჩანასახს ნაყოფი ეწოდება.
ემბრიოპათია (ბერძნ. embryon ჩანასახი, pathos ტანჯვა, ავადმყოფობა) - ჩანასახის დაავადება.
ემიგრაცია (ლათ. emigro გადავსახლდები) - 1.ორგანიზმის გადასახლება ერთი ადგილიდან მეორეში. 2.ერითროციტების და ლეიკოციტების გამოსვლა დაუზიანებელი სისხლძარღვების კედლიდან, რასაც ადგილი აქვს აღნიშნული სისხლძარღვების გარემომცველი ქსოვილის ანთებისას. სინონიმი: დიაპედეზი.
ემისია (ლათ. emissio გამოსხივება, ამოშვება, გამოცემა) - 1. სხეულის ზედაპირიდან ელექტრონების გამოსხივება. 2. თესლის გადმოღვრა მამრი ინდივიდის მიერ.
ემოცია (ლათ. emoveo ავამოძრავებ) - ადამიანის გრძნობა, განცდა, სულიერი მღელვარება (შიში, სიხარული, რისხვა და სხვ.).
ემპათია (ბერძნ. empathia თანაგანცდა) - სხვა ადამიანის ემოციური მდგომარეობის თანაგანცდა, მასში წვდომის უნარი.
ემპერიპოლეზი (emperipolesis) - უჯრედის შეჭრა მეორე უჯრედის ციტოპლაზმაში (მაგ., ლიმფოციტის შეჭრა მაკროფაგში).
ემპიემა (ბერძნ. empyema ჩირქგროვა) - ჩირქის დაგროვება ორგანიზმის სიღრუეებში და ღრუ ორგანოებში.
ემპირიზმი (ბერძნ. empeiria გამოცდილება) - ფილოსოფიური მიმდინარეობა, რომელიც შემეცნების ერთადერთ სარწმუნო საშუალებად აღიარებს ცდას. ემპირიზმი ამცირებს, უგულებელყოფს ლოგიკური ანალიზისა და თეორიული განზოგადების მნიშვნელობას.
ემპირიული (ბერძნ. empeiria გამოცდილება) - ადამიანის გამოცდილებაზე დამყარებული.
ემულგატორი (ლათ. emulsus გამოწველილი) - ქიმიური ნივთიერება, რომელიც ემატება ემულსიას, რათა შეაფერხოს წყალში კუპრის, ბიტუმის და სხვ. შეერთება. ერთ-ერთ ემულგატორად გამოიყენება საპონი.
ემულსია (ლათ. emulsus გამოწველილი) - 1. სითხე, რომელშიც შეწონილ მდგომარეობაშია სხვა სითხის მიკროსკოპული წვეთები (მაგ., რძე). 2. შუქმგრძნობიარე ემულსია - გამოიყენება ფოტოტექნიკაში. წარმოადგენს პრეპარატს, რომლის ჟელატინის ხსნარში განაწილებულია სინათლის სხივებისადმი მგრძნობიარე ვერცხლის მარილის ნაწილაკები ან მარცვლები.
ემფიზემა (ლათ. emphysema გაბერვა) - 1.ფილტვის მოცულობის პათოლოგიური გადიდება. 2.ჰაერის დაგროვება რომელიმე ორგანოში.
ენა (lingua) - კუნთოვანი ორგანოა. ასრულებს საგემოვნო ანალიზისა და საკვების ტრანსპორტირების ფუნქციებს. ზოგიერთ ცხოველში ეს ორგანო ძალზე მოძრავია და მსხვერპლის დასაჭერადაა გამოყენებული (ამფიბიები, რეპტილიები, ფრინველები), ან გარემოს ქიმიური ანალიზისათვის (ხვლიკები, გველები). ადამიანის ენას ევოლუციის პროცესში დაემატა მეტყველების ფუნქცია.
ენდარტერიიტი (ბერძნ. endon შიგნით, ლათ. arteria ჰაერი, ბერძნ. itis ანთება) - არტერიის შიგნითა გარსის ანთება.
ენდემი (ბერძნ. endemos ადგილობრივი) - ადგილობრივი სახეობა, რომელიც გვხვდება მხოლოდ აღნიშნულ რეგიონში. ამ ტერმინის ანტიპოდია კოსმოპოლიტი (იხ.).
ენდემია (ბერძნ. endemos ადგილობრივი) - გადამდები დაავადების მუდმივი არსებობა რომელიმე ადგილას.
ენდემური დაავადება (ბერძნ. endemos ადგილობრივი) - მხოლოდ გარკვეული ადგილისათვის დამახასიათებელი დაავადება (მაგ., ენდემური ჩიყვი, რომელიც გავრცელებულია მაღალმთიან რაიონებში, სადაც წყალში და საკვებში აღინიშნება იოდის დაბალი კონცენტრაცია).
ენდოგამია (ბერძნ. endon შიგნით, gamos ქორწინება) - 1. გამრავლების ყველა ფორმა, როდესაც შესაწყვილებელი ინდივიდები იმყოფებიან ახლო ნათესაობაში. ენდოგამიის მაგალითია თვითდამტვერვა. 2. ტრადიცია, რომლის მიხედვითაც ქორწინება დასაშვებია მხოლოდ ერთი და იმავე საზოგადოებრივი ჯგუფის (ტომის, გვარის) წარმომადგენლებს შორის. ტერმინი შემოღებულია შოტლანდიელი მეცნიერის მაკლენანის მიერ.
ენდოგენური (ბერძნ. endon შიგნით, genos წარმოშობა) - ორგანიზმის შინაგანი მიზეზებით განპირობებული. მედიცინაში, ვეტერინარიაში ასახავს იმ პათოლოგიურ პროცესებს, რომლებიც გამოწვეულია შინაგანი ფაქტორების (მაგ., მემკვიდრეობის) მოქმედებით, აგრეთვე თვით ფაქტორებს.
ენდოდონტია (ბერძნ. endon შიგნით, ლათ. dens კბილი) - კბილების ფესვების მკურნალობის მეთოდი.
ენდოზოოქორია (ბერძნ. endon შიგნით, zoon ცხოველი, choreo ვვრცელდები) - თესლების გავრცელების ერთ-ერთი ხერხი ცხოველების (განსაკუთრებით ფრინველების) მეშვეობით. აღნიშნული პროცესის დროს, მცენარის ნაყოფი ცხოველის მიერ იჭმევა, ხოლო დაუზიანებელი თესლები საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან ხვდება გარემოში.
ენდოთელიუმი (ბერძნ. endon შიგნით, thele დვრილი) - უჯრედების ფენა, რომელიც ქმნის სისხლისა და ლიმფის კაპილარების კედლებს, არტერიების, ვენებისა და გულის კედლის შიგნითა შრეს.
ენდოკარდიტი (ბერძნ. endon შიგნით, kardia გული, itis ანთება) - გულის შიგნითა გარსის ანთება, რასაც ხშირად თან ახლავს სარქველების დაზიანება.
ენდოკარდიუმი (ბერძნ. endon შიგნით, kardia გული) - გულის შიგნითა გარსი, რომლითაც ამოფენილია პარკუჭებისა და წინაგულების ღრუები.
ენდოკრინოლოგია (ბერძნ. endon შიგნით, krino გამოვყოფ, logos მოძღვრება) - მოძღვრება შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების აგებულებასა და ფუნქციაზე. შეისწავლის ჰორმონების თვისებებსა და მოქმედებას, აგრეთვე ამ ჯირკვლების ფუნქციის მოშლით გამოწვეულ დაავადებებს.
ენდომეტრიუმი (ბერძნ. endon შიგნით, metra საშვილოსნო) - საშვილოსნოს ლორწოვანი გარსი.
ენდომიტოზი (ბერძნ. endon შიგნით, mitos ძაფი) - ანომალური მიტოზი, როდესაც ბირთვში ადგილი აქვს ქრომოსომების რიცხვის (დნმ-ს რაოდენობის) ჯერად ზრდას. ამ პროცესის დროს არ ხდება ციტოტომია ანუ ციტოპლაზმის გატიხვრა და ორი შვილეული უჯრედის წარმოქმნა. ამაში მდგომარეობს მრავალბირთვიანი გიგანტური უჯრედების წარმოქმნის ერთ-ერთი მექანიზმი. იგივე ტელოდა ენდორედუპლიკაცია.
ენდოპარაზიტები (ბერძნ. endon შიგნით, parasitos ვინც სხვის ხარჯზე იკვებება) - ე.წ. მასპინძლების და მათი უჯრედების შიგნით არსებული პარაზიტული ორგანიზმები (მიეკუთვნებიან ენდოტროფულ ორგანიზმებს). მრავალი ენდოპარაზიტისათვის დამახასიათებელია განვითარების რთული ციკლი, რასაც თან ახლავს მასპინძლის ცვლა.
ენდოპლაზმა (ბერძნ. endon შიგნით, plasma წარმონაქმნი, გამოძერწილი) - უჯრედის ბირთვთან არსებული ციტოპლაზმის შიდა ნაწილი (მდიდარია სტრუქტურული კომპონენტებით და ორგანოიდებით). ენდოპლაზმასთანაა დაკავშირებული უჯრედის მიერ მისი ვეგეტაციური ფუნქციების შესრულება, აგრეთვე ბირთვისა და ციტოპლაზმის ურთიერთდამოკიდებულების პროცესები, რაც განსაზღვრავს უჯრედების ზრდას, დიფერენცირებას და ფუნქციონირებას.
ენდოპლაზმური ბადე (ბერძნ. endon შიგნით, plasma წარმონაქმნი, გამოძერწილი) - უჯრედის ციტოპლაზმაში არსებული ორგანოიდი, რომელიც წარმოდგენილია მემბრანების სისტემით. ენდოპლაზმური ბადე ორი ტიპისაა: გრანულარული (ხორკლიანი) და აგრანულარული (გლუვი). გრანულარული ენდოპლაზმური ბადის (ანუ ერგასტოპლაზმის) მემბრანებზე განლაგებულია რიბოსომები. ამ ტიპის ენდოპლაზმური ბადის მემბრანებზე ადგილი აქვს ცილის, ხოლო აგრანულარულზე - ცხიმების, ნახშირწყლების, ჰორმონების სინთეზს. ტერმინი შემოიტანეს პორტერმა და კალმანმა 1952 წელს.
ენდორეპროდუქცია (ბერძნ. endon შიგნით, ლათ. re კვლავ, პროდუცტიო წარმოება) - ბირთვებში მემკვიდრული მასალის რეპროდუქციული პროცესების ერთობლიობა. ენდორეპროდუქციის ფორმებია: ენდომიტოზი, პოლიტენია, K-მიტოზი და სხვა. ტერმინი შემოღებულია მეზიას მიერ 1961 წელს.
ენდოსკოპია (ბერძნ. endon შიგნით, skopeo ვუყურებ) - ოპტიკური ხელსაწყოებით ღრუ და მილოვანი ორგანოების გამოკვლევის მეთოდი.
ენდოსპერმი (ბერძნ. endon შიგნით, sperma თესლი) - მცენარეების თესლებში განვითარებული საკვები ქსოვილი. შიშველთესლოვანებში ენდოსპერმი წარმოიქმნება განაყოფიერებამდე ჩანასახის პარკიდან (მეგასპორიდან) და შეესაბამება მდედრობით გამეტოფიტს. ყვავილოვან მცენარეებში ენდოსპერმი ორმაგი განაყოფიერების პროცესში ვითარდება ჩანასახოვანი პარკის დიპლოიდური ცენტრალური უჯრედისაგან, შედგება ტრიპლოიდური უჯრედებისაგან. ენდოსპერმი საკვები ნივთიერებებით უზრუნველყოფს განვითარებად ჩანასახს.
ენდოტოქსინი (ბერძნ. endon შიგნით, toxikon შხამი) - ბაქტერიული ტოქსინი, რომელიც გარემოში გამოიყოფა ბაქტერიის დაღუპვის შემდეგ.
ენდოციტობიოზი (ბერძნ. endon შიგნით, kytos უჯრედი, bios სიცოცხლე) - დაუმთავრებელი ფაგოციტოზი.
ენდოციტოზი (ბერძნ. endon შიგნით, kytos უჯრედი) - უჯრედში ნივთიერებების შეღწევა პინოციტოზის (იხ.), როფეოციტოზის (იხ.) და ფაგოციტოზის (იხ.) გზით, რასაც თან ახლავს ციტოპლაზმაში ორი ტიპის ვაკუოლების (პინოსომების და ფაგოსომების) წარმოქმნა.
ენდრო (Rubia tinctorum) - მრავალწლიანი ბუჩქოვანი და ნახევარბუჩქოვანი მცენარეა. შეიცავს საღებავ ნივთიერებებს (ოქსიმეთიდს, ოქსიანტრაქინონს). გააჩნია ანტისეპტიკური თვისებები. შლის კენჭებს თირკმლებსა და შარდის ბუშტში.
ენზიმები - იხ. ფერმენტები.
ენზოოტია (ბერძნ. en ში, შიგნით, zoon ცხოველი) - ცხოველების ინფექციური დაავადება, რომელიც დაკავშირებულია განსაზღვრულ, ლოკალურ ადგილსამყოფელთან.
ენოლოგია (ბერძნ. eno ღვინო, logos მოძღვრება) - მეღვინეობის შემსწავლელი მეცნიერება.
ენტერიტი (ბერძნ. enteron ნაწლავი, itis ანთება) - წვრილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთება. განარჩევენ მწვავე და ქრონიკულ ენტერიტს.
ენტერობაქტერიები (Enterobacteriacea) - მოძრავი და უმოძრაო ჩხირებია, გრამ-უარყოფითები, აერობები და ფაკულტატური ანაერობები. ჰეტეროტროფებია. სპორებს არ წარმოქმნიან. გარემო ფაქტორებისადმი ამჟღავნებენ მდგრადობას. გვხვდებიან ადამიანისა და ცხოველების ნაწლავებში, აგრეთვე ფეკალიებით დაბინძურებულ წყალსა და ნიადაგში. ენტერობაქტერიებს მიეკუთვნებიან ეშერიხიები, კლებსიელები, სალმონელები, შიგელები და სხვ. (მათ შორის შავი ჭირის გამომწვევიც).
ენტერობიოზი (ბერძნ. enteron ნაწლავი, bios სიცოცხლე) - ნაწლავების დაავადება, რომელსაც იწვევს მრგვალი ჭია - ბავშვთა ენტერობიუსი ანუ მახვილა (Enterobius vermicularis). დაავადება უმთავრესად ბავშვებშია გავრცელებული. დაავადების წყარო მხოლოდ დაინვაზირებული ადამიანია.
ენტეროვირუსები (ბერძნ. enteron ნაწლავი, virus შხამი) - მცირე ზომის, სიმჟავისადმი მდგრადი ვირუსების გვარი, რომლებიც შეიცავენ რნმ-ს. აღნიშნული ვირუსები მიეკუთვნებიან პიკორნავირუსების ოჯახს. ენტეროვირუსების არსებობის ძირითადი ადგილია ადამიანისა და ცხოველების ნაწლავები, საიდანაც ისინი შეიძლება გავრცელდნენ სხვა ორგანოებში.
ენტეროკოლიტი (ბერძნ. enteron - ნაწლავი, kolon კოლინჯი, itis ანთება) - წვრილი და მსხვილი ნაწლავების ლორწოვანი გარსის ერთდროული ანთება.
ენტეროტოქსინები (ბერძნ. enteron ნაწლავი, toxikon შხამი) - ეგზოტოქსინების ჯგუფი, რომლებიც ხასიათდებიან მწვავე ნაწლავური დაავადებების ნიშნებით და იწვევენ დიარეას. შედარებით უკეთესად არიან შესწავლილი ქოლერული ენტეროტოქსინი და ნაწლავის ჩხირის თერმოლაბილური ენტეროტოქსინი.
ენტერორაგია (ბერძნ. enteron ნაწლავი, ლათ. rhegnymi ვგლეჯ) - ნაწლავური სისხლდენა.
ენტეროტროპიზმი (ბერძნ. enteron ნაწლავი, tropos მიმართულება) - სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებების, ფიზიკური თუ ბიოლოგიური აგენტების თვისება გამოიწვიონ რომელიმე ტიპის პათოლოგიური პროცესი ნაწლავებში.
ენტოდერმა (ბერძნ. entos შიგნით, derma კანი) - 1.მრავალუჯრედიანი ცხოველის ემბრიონის შინაგანი ჩანასახოვანი ფურცელი, რომლისგანაც ძუძუმწოვრებში წარმოიქმნება ეპითელიუმი. 2.ნაწლავღრუიანების და ღრუბელების სხეულის კედლის შიდა შრე.
ენტოიკია (ბერძნ. entos შიგნით, oikos სახლი) - კომენსალიზმის ერთერთი ფორმაა, როდესაც კომენსალი არსებობს სხვა ორგანიზმის სხეულში.
ენტომოლოგია (ბერძნ. entoma მწერი, logos მოძღვრება) - მეცნიერება მწერების შესახებ. თანამედროვე ენტომოლოგია კომპლექსური მეცნიერებაა, რომელიც სწავლობს მწერების აგებულებას, ცხოველმოქმედებას, ისტორიულ განვითარებას, ფორმების მრავალგვარობას და ა.შ.
ენტომონოზები (ბერძნ. entoma მწერები, nosos ავადმყოფობა) - დაავადებები, რომლებიც გამოწვეულნი არიან მწერების ზრდასრული ფორმებით ან მათი მატლებით. ასნებოვნებენ ყველა სახეობის ცხოველს. მრავალი მათგანი ადამიანის ინვაზიური და ინფექციური დაავადებების გადამტანია.
ენტომოფაგი (ბერძნ. entoma მწერები, phago ვჭამ, ვშთანთქავ) - ორგანიზმი, რომელიც იკვებება მწერებით. ენტომოფაგი შეიძლება იყოს ხერხემლიანი ცხოველი, უხერხემლო პარაზიტი, მტაცებელი მცენარე და ა.შ. ზოგიერთ ენტომოფაგს ფართოდ იყენებენ მავნებლების წინააღმდეგ საბრძოლველად. იხ. ბიომეთოდი.
ენტომოფილური მცენარეები (ბერძნ. entoma მწერები, philia სიყვარული) - მცენარეები, რომელთა დამტვერვა ხდება მწერების საშუალებით.
ენტომოქორია (ბერძნ. entoma მწერები, choreo ვვრცელდები) - მცენარეების თესლების, მცირე ზომის ნაყოფების, სპორების გადატანა მწერების საშუალებით.
ენტროპია (ბერძნ. en ში, შიგნით, trope მობრუნება, გარდაქმნა) - ამა თუ იმ სისტემის მოუწესრიგებლობის ხარისხის რაოდენობრივი მახასიათებელი.
ენუკლეაცია (ლათ. enucleatio ბირთვის ამოღება) - 1. ბირთვის დაკარგვა ნორმალური უჯრედული განვითარების პროცესში (მაგ., ერითროციტებში) ანდა ექსპერიმენტულ პირობებში. 2. ქირურგიული ოპერაცია, რომელიც მდგომარეობს კაფსულის მქონე ანატომიური ან პათოლოგიური წარმონაქმნების სრულ ამოკვეთაში (მაგ., თვალის ენუკლეაცია).
ენურეზი (ბერძნ. en ში, შიგნით, ureo ვშარდავ) - შარდის შეუკავებლობა ნევროპათიით შეპყრობილ ბავშვებში.
ენცეფალიტი (ბერძნ. enkephalos თავის ტვინი, itis ანთება) - თავის ტვინის ანთება, რომელიც ვითარდება ინფექციურ, ინფექციურ-ალერგიულ ან ალერგიულ საფუძველზე.
ენცეფალოგრაფია (ბერძნ. enkephalos თავის ტვინი, grapho ვწერ) - თავის ტვინის ელექტრული ან რენტგენოლოგიური გამოკვლევის მეთოდი.
ენციკლოპედია (ბერძნ. enkyklopaideia ცოდნის წრე) - სამეცნიერო გამოცემა, ცნობარი, რომელიც იძლევა სისტემურ ცოდნას (ალფაბეტით ან ცალკეული თემებით). ცნობილია უნივერსალური და სპეციალური, დარგობრივი ენციკლოპედიები.
ენციკლოპედისტი (ბერძნ. enkyklopaideia ცოდნის წრე) - 1. ყოველმხრივ განათლებული ადამიანი, რომელსაც გააჩნია უნივერსალური ცოდნა. ასეთ ადამიანზე ამბობენ, რომ მას აქვს ენციკლოპედიური განათლება, ცოდნა. 2. ენციკლოპედისტები - XVIII საუკუნის ფრანგი განმანათლებელნი, მოაზროვნენი (დიდრო, დ` ალამბერი, რუსო, ბუფონი, ვოლტერი, მონტესკიე და სხვ.), რომლებმაც 1751-1780 წლებში გამოსცეს “ენციკლოპედია ანუ მეცნიერებების, ხელოვნებების და ხელობების ლექსიკონი”.
ეოზინოფილი (ბერძნ. eos ალიონი, აისი, philia სიყვარული) - ლეიკოციტების, კერძოდ გრანულოციტების ერთ-ერთი წარმომადგენელი. მისი ციტოპლაზმის გრანულები იღებება მჟავე საღებავით, ეოზინით. ჯანმრთელი ადამიანის სისხლში ეოზინოფილები ლეიკოციტების საერთო რაოდენობის 24%-ს შეადგენს.
ეოზინოფილია (ბერძნ. eos ალიონი, აისი, philia სიყვარული) - ეოზინოფილების რაოდენობის მომატება სისხლში (56%-ზე მეტი). გვხვდება ალერგიული დაავადებების, ჰელმინთოზების, ავთვისებიანი სიმსივნეების შემთხვევაში. აღინიშნება აგრეთვე ანტიბიოტიკებით მკურნალობის შემთხვევებშიც.
ეონიზმი (ფრანგი დიპლომატის CHG.L. D,EON-ის გვარის მიხედვით) - სქესობრივი პათოლოგია, საწინააღმდეგო სქესის ტანსაცმლის ჩაცმის ძლიერი სურვილი, კერძოდ, ვაჟის გამოწყობა ქალის ტანსაცმელში და ქალური ქცევა (იხ. ტრანსვესტი).
ეპიბენთოსი (ბერძნ. epi ზედ, ზევიდან, benthos სიღრმე) - წყალსატევის ფსკერის ზედაპირზე ბინადარი ორგანიზმები.
ეპიბიოზი (ბერძნ. epi ზედ, ზევიდან, bios სიცოცხლე) - ზოგიერთი ორგანიზმის დასახლება სხვა ორგანიზმის ზედაპირზე. მაგ., მრავალი მჯდომარე ინფუზორია სახლდება სხვადასხვა ორგანიზმის ზედაპირზე.
ეპიგენეზი (ბერძნ. epi ზედ, ზევიდან, genesis წარმოშობა) - თეორია, რომლის მიხედვითაც, ჩანასახოვანი განვითარების პროცესში ადგილი აქვს ორგანოების და ჩანასახის ნაწილების თანმიმდევრულ წარმოქმნას განაყოფიერებული კვერცხის უსტრუქტურო მასიდან და არა მზა ჩანასახებიდან. ამ თეორიამ მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა ბიოლოგიას, რადგანაც იგი გამომდინარეობდა მცენარეებისა და ცხოველების ცვალებადობის წინაპირობიდან.
ეპიგენეზური ცვლილება (ბერძნ. epi ზედ, ზევიდან, genesis წარმოშობა) - ინდივიდის ფენოტიპის ცვლილება, რომელიც ხდება გენოტიპის ცვლილების გარეშე.
ეპიგონი (ბერძნ. epigonos შთამომავალი) - რაიმე მიმართულების, მეცნიერების, ლიტერატურის, ხელოვნების და სხვ. დაგვიანებული მიმდევარი, რომელსაც არ გააჩნია შემოქმედებითი ორიგინალობა, მექანიკურად იმეორებს დრომოჭმულ, გარდასულ იდეებს ან თავისი წინამორბედების მეთოდებს.
ეპიდემია (ბერძნ. epidemos ხალხში გავრცელებული) - რომელიმე ინფექციური დაავადების სწრაფი და ფართო გავრცელება რომელიმე რეგიონსა ან ქვეყანაში (მაგ.. გრიპის ეპიდემია).
ეპიდემიოლოგია (ბერძნ. epidemos ხალხში გავრცელებული, logos მოძღვრება) - მედიცინის დარგი, რომელიც სწავლობს ეპიდემიათა წარმოშობას, განვითარებასა და მათთან ბრძოლის საშუალებებს.
ეპიდერმისი (ბერძნ. epi ზედ, ზევიდან, derma კანი) - ადამიანისა და ცხოველების კანის ზედაპირული შრე. შედგება მრავალშრიანი ბრტყელი ეპითელიუმისაგან.
ეპიდიასკოპი (ბერძნ. epi ზედ, ზევიდან, diaskopeo ვათვალიერებ) - ოპტიკური აპარატი, როგორც გაუმჭვირვალე (მაგ., ტექსტის, სურათების, ნახაზების), ასევე გამჭვირვალე (დიაპოზიტივების ანუ სლაიდების) გადიდებული გამოსახულების მისაღებად.
ეპიდიდიმისი (ბერძნ. epi ზე, didymos სათესლე) - სათესლის დაკლაკნილ-მილაკოვანი დანამატი, რომელშიც ინახება სპერმა.
ეპიდურალური (ბერძნ. epi ზე, ლათ. durus მაგარი) - თავის ტვინის მაგარ გარსზე მდებარე.
ეპიზოდური (ბერძნ. epeisodion) - შემთხვევითი. ის, რაც ხდება დრო და დრო, განუსაზღვრელ ვადებში.
ეპიზოოტია (ბერძნ. epi ზედ, ზევიდან, zoon ცხოველი) - რომელიმე ინფექციური დაავადების ფართოდ გავრცელება ცხოველებში.
ეპიზოოქორია (ბერძნ. epi ზედ, ზევიდან, zoon ცხოველი, choreo ვვრცელდები) - ცხოველების ზედაპირზე (ბეწვზე, ბალანზე, კანზე) მოხვედრილი ნაყოფებისა და თესლების გავრცელება. ამ ხერხით გავრცელებულ ნაყოფებსა და თესლებს სხვადასხვა საფიქსაციო სამარჯვები გააჩნიათ.
ეპითელიომა (ლათ. epi ზედ, ზევიდან, thele დვრილი, ძუძუს თავი, oma სიმსივნე) - კანის ავთვისებიან სიმსივნეთა საერთო დასახელება. იგივე კანის კიბო.
ეპითელური ქსოვილი (ბერძნ. epi ზედ, ზევიდან, thele დვრილი, ძუძუს თავი) - ადამიანისა და ცხოველების ერთ-ერთი ძირითადი ქსოვილი, რომელიც უმთავრესად დაცვის, შეწოვის და სეკრეტორულ ფუნქციებს ასრულებს. ეპითელიუმით არის დაფარული სხეულის ზედაპირი, ამოფენილია ყველა შინაგანი ღრუ. რამოდენიმე ჯგუფად იყოფა: ერთშრიანი ბრტყელი ეპითელიუმი, ერთშრიანი კუბური ეპითელიუმი, ერთშრიანი ცილინდრული ეპითელიუმი, სეკრეტორული ერთშრიანი ეპითელიუმი, ერთშრიანი ცილინდრული წამწამოვანი ეპითელიუმი, სენსორული ეპითელიუმი, გარდამავალი ეპითელიუმი, მრავალშრიანი ბრტყელი გარქოვანებული ეპითელიუმი, მრავალშრიანი ბრტყელი გაურქოვანებული ეპითელიუმი, მრავალშრიანი ცილინდრული ეპითელიუმი და ჯირკვლოვანი ეპითელიუმი. ეპითელურ ქსოვილს ახასიათებს რეგენერაციის დიდი უნარი.
ეპიკანტუსი (ბერძნ. epi ზედ, ზევიდან, kantos თვალის შიდა კუთხე) - იგივე მონღოლოიდური ნაოჭი. ეპიკანტუსი დამახასიათებელია მონღოლოიდური რასის წარმომადგენლებისათვის და დაუნის სინდრომით დაავადებულთათვის. წარმოქმნილია ზედა ქუთუთოს კანით.
ეპიკარდიუმი (ბერძნ. epi ზედ, ზევიდან, kardia გული) - პერიკარდიუმის ვისცერული ფურცელი.
ეპიკრიზი (ბერძნ. epi ზედ, ზევიდან, krisis დადგენა, გადაწყვეტილება) - ექიმის დასკვნა, ამომწურავი წერილობითი განმარტება დაავადების წარმოშობის, განვითარების, მიმდინარეობის, მკურნალობის ხასიათისა და შედეგის შესახებ.
ეპილაცია (ლათ. e უარყ. თავსართი, philus თმა) - თმის ფესვიანად ამოღება პინცეტის, ქიმიური ნივთიერებების ან რენტგენის სხივების გამოყენებით.
ეპილეფსია (ბერძნ. epilepsia და ჭერა, შეტევა) - თავის ტვინის პოლიეტიოლოგიური დაავადება, რომელსაც ცნობიერების დაკარგვის ფონზე ახასიათებს კრუნჩხვითი ან არაკრუნჩხვითი პაროქსიზმები (იხ.), შემდგომი ამნეზიით და დამახასიათებელი ცვლილებებით ელექტროენცეფალოგრამაზე.
ეპიმორფოზი (ბერძნ. epi ზედ, ზევიდან, morphe სახე, ფორმა) - 1.რეგენერაციის ერთ-ერთი ფორმა, რომლის დროსაც დაკარგული ორგანო აღდგება რაიმე არსებითი გარდაქმნის გარეშე. 2.იგივეა, რაც პირდაპირი განვითარება.
ეპიოიკია (ბერძნ. epi ზედ, ზევიდან, oikos სახლი) - კომენსალიზმის ერთ-ერთი ფორმაა, რაც მდგომარეობს კომენსალის არსებობაში სხვა ორგანიზმის ზედაპირზე, ამ უკანასკნელისათვის რაიმე ზიანის მიუყენებლად. მრავალი ეპიოიკი თანაცხოვრობს სახეობების მხოლოდ ვიწრო წრესთან, არ შედიან რა მათთან კვებით კავშირებში. ეპიოიკია პარაზიტიზმისაკენ მიმავალი ერთ-ერთი ევოლუციური გზაა. ამ მოვლენას სხვაგვარად ეპიოკიასაც უწოდებენ.
ეპისომები (ბერძნ. epi ზედ, ზევიდან, soma სხეული) - გენეტიკური ფაქტორები, რომლებიც ლოკალიზებულია უჯრედში ავტონომიურ (ციტოპლაზმაში) ან ინტეგრირებულ (ქრომოსომაში) მდგომარეობაში. წარმოადგენენ დნმ-ს მოლეკულებს. ეპისომები არ არიან უჯრედის აუცილებელი კომპონენტები და შეუძლიათ ერთი მდგომარეობიდან გადავიდნენ მეორეში. ავტონომიურ მდგომარეობაში ეპისომების უმრავლესობას ახასიათებს პლაზმიდების (იხ.) თვისებები.
ეპისტაზი (ბერძნ. ეპისტასის გაჩერება, დაბრკოლება) - ორი არაალელური გენის ურთიერთმოქმედება, როდესაც ერთი გენისუპრესორი თრგუნავს მეორე გენის მოქმედებას.
ეპისტაქსისი (ბერძნ. epi ზედ, ზევიდან, stazo ჩამოვედინები) - ცხვირიდან სისხლის დენა.
ეპიტოპი (ბერძნ. epi ზედ, ზევიდან, topos ადგილი) - ანტიგენის განსაზღვრული უბანი. ერთ ანტიგენზე შეიძლება მრავალი ეპიტოპი იყოს ლოკალიზებული.
ეპიფაუნა (ბერძნ. epi ზედ, ზევიდან, Fauna - რომაული მითოლოგიიდან: ტყეებისა და მინდვრების, აგრეთვე ცხოველების მფარველი ქალღმერთი) ბენთოსის ცხოველები, რომლებიც მიმაგრებულნი არიან გრუნტზე (ღრუბელები, აქტინიები, სხვადასხვა მარჯნები, ზოგიერთი ორსაგდულიანი მოლუსკი და სხვ.).
ეპიფიზი (ბერძნ. epiphysis მიხორცება რამეზე) - 1. ლულოვან ძვალთა ზედა და ქვედა სასახსრე ბოლოები. 2. ჯალღუზისებრი ჯირკვალი, რომელიც ლოკალიზებულია თავის ტვინში.
ეპიფილები (ბერძნ. epi ზედ, ზევიდან, philia სიყვარული, მიდრეკილება) - მცენარეები, რომლებიც სახლდებიან სხვა მცენარეების ფოთლებზე. ეპიფილებია: წყალმცენარეები, ხავსები, იშვიათად ყვავილოვანი მცენარეები.
ეპიფიტები (ბერძნ. epi ზე, phyton მცენარე) - სხვა მცენარეზე მოზარდი მცენარეები. პარაზიტები არ არიან. მეტწილად გვხვდებიან ტროპიკულ ტყეებში. ეპიფიტია მაგ., მღიერი.
ეპიფიტოტია (ბერძნ. epi ზედ, ზევიდან, phyton მცენარე) - მცენარეების ინფექციური დაავადების ფართო გავრცელება, რაც მოიცავს ერთ რომელიმე რეგიონს, ქვეყანას ან კონტინენტსაც კი.
ეპონიმი (ბერძნ. eponymos სახელი) - დაავადებისათვის, სინდრომისათვის, ოპერაციისათვის, უჯრედებისათვის და ა.შ. აღმომჩენის ან აღმწერის სახელის მინიჭება.
ეპოქა (ბერძნ. epoche) - ბუნების, საზოგადოების, მეცნიერების ისტორიული განვითარების ხანგრძლივი პერიოდი, რომელიც ხასიათდება მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი თავისებურებებით, პროცესებით, მოვლენებით და ა.შ.
ერა (ლათ. aera) - 1. დროის მონაკვეთი, საიდანაც იწყება წელთაღრიცხვა (მაგ., ქრისტიანობაში - ქრისტეს შობიდან, მუსულმანობაში - ჰიჯრადან (მუჰამედის გამოქცევის თარიღი მექადან) და ა.შ. 2. გეოქრონოლოგიაში - დროის ყველაზე უფრო ხანგრძლივი მონაკვეთი. გეოქრონოლოგიური ტაბულა მოიცავს არქეულ, პროტეროზოურ, პალეოზოურ, მეზოზოურ და კაინოზოურ ერებს.
ერადიკაცია (ინგლ. eradication აღმოფხვრა, განადგურება) - რაიმეს (სიმსივნური უჯრედის, ბაქტერიის და სხვ.) სრული განადგურება.
ერგასტოპლაზმა (ბერძნ. ergaston მუშა, plasma გამოძერწილი, გაფორმებული) - ენდოპლაზმური ბადის სახესხვაობა, რომლის მემბრანებზე რიბოსომებია განლაგებული. იგივე გრანულარული (ხორკლიანი) ბადე.
ერგოტიზმი (ფრანგ. ergot ჭვავის რქა) - მოწამვლა ჭვავის რქით (Claviceps purpurea). მიმდინარეობს მუსკულატურის კონვულსიებით, განგრენით, რაც არც თუ იშვიათად სიკვდილით მთავრდება.
ერევთოფობია (ბერძნ. ereutho ვაწითლებ, phobos შიში) - გაწითლების აკვიატებული შიში.
ერეთიზმი (ბერძნ. erethismos) - 1. აგზნებადობის არანორმალური გაძლიერება. 2. გაღიზიანებაზე სწრაფი პასუხი.
ერექცია (ლათ. erectio გასწორება) - სქესობრივი აგზნების დროს, სისხლის გაძლიერებული მიწოდების შედეგად მამაკაცის სასქესო ორგანოს (ასოს) გამაგრება.
ერთგასავლიანები (Monotre - მადა) - კვერცხისმდებელი ძუძუმწოვრების ქვეკლასი, რომლის წარმომადგენლებია იქედნე და იხვნისკარტა. იხ. უმდაბლესი ძუძუმწოვრები.
ერთი გენი - ერთი ფერმენტი - ყოველი გენი აკონტროლებს მხოლოდ ერთი ფერმენტის სინთეზს. ჯ. ბიდლმა და ე. ტატუმმა 1940 წელს საფუძველი ჩაუყარეს აღნიშნულ თეორიას.
ერთსახლიანობა - მდედრობითი და მამრობითი ერთსქესიანი ყვავილების განვითარება მცენარის ერთი და იგივე ეგზემპლარზე (მაგ., ფიჭვი, ნაძვი, მუხა, სიმინდი და ა.შ.). იგივე მონოგამური მცენარეები.
ერიზიპელასი (erysipelas) - იხ. წითელი ქარი.
ერითემა (ბერძნ. erythros წითელი) - სისხლძარღვთა გაფართოების გამო განვითარებული კანის სიწითლე.
ერითრემია (ბერძნ. erythros წითელი, haima სისხლი) - იგივე წითელი, ჭეშმარიტი პოლიციტემია, ვაკეზის დაავადება. ქრონიკული ლეიკემიის ერთ-ერთი ფორმა, რაც გამოიხატება უმთავრესად ჰემოგლობინისა და ერითროციტების რაოდენობის მომატებაში.
ერითროდერმია (ბერძნ. erythros წითელი, derma კანი) - კანის ზედმეტად გამოხატული სიწითლე.
ერითროპოეზი (ბერძნ. erythros წითელი, poieo წარმოვქმნი) - ერითროციტების წარმოქმნის პროცესი. ერითროპოეზის ყველაზე ახალგაზრდა წინამორბედია ერითრობლასტი.
ერითროციტი (ბერძნ. erythros წითელი, kytos უჯრედი) - სისხლის წითელი უჯრედი, რომელიც შეიცავს ჰემოგლობინს. სუნთქვის ორგანოებიდან ქსოვილებში გადააქვს ჟანგბადი, იქიდან კი გამოაქვს ნახშირორჟანგი. ძუძუმწოვრების ერითროციტები უბირთვო უჯრედებია.
ერითროციტოზი (ბერძნ. erythros წითელი, kytos უჯრედი, osis მდგომარეობა) - სისხლში ერითროციტების რაოდენობის მომატება.
ერითროციტოპენია (ბერძნ. ery ტჰროს წითელი, kytos უჯრედი, penia ნაკლებობა, სიღარიბე) - სისხლში ერითროციტების რაოდენობის შემცირება.
ერისტიკა (ბერძნ. eristikos მოკამათე პირი) - კამათის, პოლემიკის წარმართვის ხელოვნება, უნარი.
ერლიხის კარცინომა (ბერძნ. karkinos კიბო, oma სიმსივნე) - იგივე ერლიხის ასციტი. თაგვების სუფთა, წმინდა ხაზებში მზარდი ექსპერიმენტული ავთვისებიანი სიმსივნე, რომლის უჯრედები სუსპენდირებულია პერიტონეულ სითხეში. სახელი ეწოდა გერმანელი მეცნიერის პ.ერლიხის (1854-1915) საპატივცემულოდ.
ეროზია (ლათ. erozio ამოჭმა) - 1. კანისა და ლორწოვანი გარსის ეპითელიუმის ზედაპირული დაწყლულება. მაგ., საშვილოსნოს ყელის ეროზია. 2. ნიადაგის, მთის ქანის რღვევის პროცესი წყლის, ყინულისა და ქარის მეშვეობით.
ეროტიზმი (ბერძნ. eros სიყვარული) - მომეტებული სქესობრივი აგზნებულობა, ვნებიანობა.
ერუდიცია (ლათ. eruditio სწავლულობა, ნასწავლობა) - ღრმა და მრავალმხრივი ცოდნა, განსწავლულობა. ასეთ ადამიანს ერუდიტს უწოდებენ.
ესენცია (ლათ. essentia არსი) - არომატული ნივთიერების ნაყენი.
ესენციური (ლათ. essentia არსი) - ის, რაც არ არის დაკავშირებული გარკვეულ მიზეზთან. სპონტანური (მაგ., დაავადება, რომლის გამომწვევი მიზეზი ცნობილი არ არის). იგივე იდიოპათიკური.
ესკულაპი (ლათ. Aesculapius ექიმობის ღმერთი. ძველბერძნულ მითოლოგიაში Asklepios) - სახელგანთქმული ექიმი. ზოგ შემთხვევაში ექიმის სახუმარო, ირონიული სახელი.
ესტივაცია (ლათ. estivus ზაფხულის) - მწერებში ზაფხულის პერიოდში მიმდინარე დიაპაუზა (იხ.).
ესტრადიოლი (ლათ. oestrus მძუვნობა) - ქალის ძირითადი სასქესო ჰორმონი, რომელსაც გამოიმუშავებენ საკვერცხეების ფოლიკულების ამომფენი უჯრედები. სქესობრივი მომწიფების პერიოდში იგი განაპირობებს ფიზიკური ცვლილებების განვითარებას - მენჯის გაფართოებას, სარძევე ჯირკვლების, საშვილოსნოს და საშოს განვითარებას და ა.შ.
ესტრალური ციკლი (ლათ. oestrus მძუვნობა) - 1. ძუძუმწოვრების ძუების სასქესო სისტემის რეგულარულად განმეორებადი ცვლილებები. აღნიშნული ციკლის ფაზას შეესაბამება საშოს ლორწოვანისა და უჯრედული შემადგენლობის განსაზღვრული ცვლილებები. 2. პრიმატების ძუებისათვის, აგრეთვე ქალებისათვის დამახასიათებელია მენსტრუალური ციკლი.
ესტროგენები (ლათ. oestrus მძუვნობა, genos წარმოშობა) - სტეროიდული ბუნების ჰორმონები (ესტრადიოლი, ესტრონი, ესტრიოლი და სხვ.). ამ ნივთიერებებს გამოყოფენ მდედრობითი სქესის ორგანიზმის შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები. მიღებულია სინთეზური ესტროგენებიც. ესტროგენები ხელს უწყობენ საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ზრდას, ოვოციტოგენეზს და ყვითელი სხეულის შენარჩუნებას.
ესტრუსი (ლათ. oestrus მძუვნობა) - სქესობრივი ლტოლვის გაძლიერება, რაც გამოიხატება მდედრის განაყოფიერებისადმი მზადყოფნაში.
ეტალონი (ფრანგ. etalon) - 1.სანიმუშო საზომი ერთეული, სანიმუშო გამზომი ხელსაწყო, რომელიც გამოიყენება საზომი ერთეულების კვლავწარმოებისათვის, შენახვისა და გადაცემისათვის. 2.რაიმეს ან ვინმეს შედარებისათვის საზომი, ნიმუში.
ეტალონური პრეპარატები (ფრანგ. etalon, ლათ. preparatus მომზადებული) - სტაბილური თვისებების მქონე ბიოლოგიური ნივთიერებები (ანტისხეულები, ანტიგენები, ვაქცინები, ალერგენები და ა.შ.). იყენებენ ეტალონად კვლევის პროცესში.
ეტაპი (ფრანგ. etape) - 1.სამეცნიერო შრომის, პროცესის, მოქმედების და სხვ. ცალკეული მომენტი, დროის მონაკვეთი. 2.სპორტულ შეჯიბრებებში დისტანციის გარკვეული ნაწილი.
ეტიმოლოგია (ბერძნ. etymon ჭეშმარიტება, სიტყვის ძირითადი მნიშვნელობა, ლოგოს მოძღვრება) - სიტყვის წარმოშობა, მისი მნიშვნელობის განსაზღვრა, ახსნა და ნათესაური დამოკიდებულება იმავე ენის ანდა სხვა ენის სიტყვებთან.
ეტიმონი (ბერძნ. etymon ჭეშმარიტება, სიტყვის ძირითადი მნიშვნელობა) - საწყისი სიტყვა, რომლიდანაც იღებს დასაბამს ესა თუ ის კონკრეტული ტერმინი და ცნება.
ეტიოლირებული (ფრანგ. etioler დაჭკნობა) - მცენარეების მიერ სიბნელეში ან არასაკმარისი განათებისას მწვანე შეფერილობის დაკარგვა.
ეტიოლოგია (ბერძნ. aitia მიზეზი, logos მოძღვრება) - პათოლოგიის ნაწილი, რომელიც სწავლობს ამა თუ იმ დაავადების გამომწვევ კონკრეტულ მიზეზს.
ეტიოპათოგენეზი (ბერძნ. aitia მიზეზი, pathos ავადმყოფობა, ტანჯვა, გენესის წარმოშობა) - ამა თუ იმ დაავადების გამომწვევი მიზეზების (ეტიოლოგიური ფაქტორების) და წარმოშობის და განვითარების მექანიზმის (პათოგენეზის) ერთიანობა.
ეტიოტროპული (ბერძნ. aitia მიზეზი, tropos მობრუნება) - ამა თუ იმ დაავადების გამომწვევ მიზეზზე მოქმედი ფაქტორი (ქიმიოპრეპარატი, დასხივება და ა.შ.).
ეუკარიოტები (ბერძნ. eu კარგი, karyon ბირთვი) - ერთუჯრედიანი ან მრავალუჯრედიანი მცენარეული და ცხოველური ორგანიზმები, რომელთა უჯრედები, პროკარიოტებისაგან (იხ.) განსხვავებით, დიფერენცირებულნი არიან ციტოპლაზმად და კარიოლემით შემოსაზღვრულ ბირთვად.
ეუსპორია (ბერძნ. eu კარგი, spora დათესვა, თესლი) - იხ. სპოროგენეზი.
ეუქრომატინი (ბერძნ. eu კარგი, chromatos ფერი, საღებავი) - ქრომოსომების მონაკვეთი, რომელსაც ბირთვის ინტერფაზურ მდგომარეობაში შენარჩუნებული აქვს დესპირალიზებული მდგომარეობა და რომელიც სპირალიზდება პროფაზის დროს. შესწევს ტრანსკრიპციის უნარი. ჰეტეროქრომატინისაგან განსხვავებით, იგი ელექტრონულად გამჭვირვალეა.
ეფა (Echis) - შხამიანი გველების გვარი, რომელიც მიეკუთვნება გველ გესლასებრთა ოჯახს. სხეულის გვერდებზე განლაგებული ქერცლები კბილოვანი გამონაზარდებითაა, რომლებიც ერთმანეთთან ხახუნისას გა მოსცემენ შიშინისმაგვარ ხმას. თავზე ღია ფერის ჯვრისმაგვარი გამოსახულება აქვთ. სხეულის ზომა 80სმ-მდეა. იკვებებიან წვრილი ხერხემლიანი ცხოველებით. ძალზე შხამიანებია. ცნობილია 2 სახეობა. საქართველოში არ გვხვდებიან.
ეფედრა (Ephedra distachya. E.procera) - ცხენმუხლა, ჯორის ძუა. მრავალწლიანი მარადმწვანე ბუჩქია. შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, ასკორბინის მჟავას, ალკალოიდებს, ეფედრინს და სხვა. გააჩნია ოფლმდენი, შარდმდენი, სიცხის დამწევი, სისხლდენის შემაჩერებელი თვისებები და ა.შ.
ეფელიდები (ბერძნ. ephelis) - იგივე ჭორფლი. კანზე მცირე ზომის, მრგვალი, ყვითელმოყავისფრო ფერის ლაქები, რომლებიც მუქდება მზის გავლენით.
ეფემეროიდები (ბერძნ. ephemeros ერთდღიანი, eidos სახე) - მრავალწლიანი, უმეტესწილად ბოლქვიანი მცენარეები, რომელთაც ძალზე მოკლე ვეგეტაციური პერიოდი ახასიათებთ (მაგ., ტიტა).
ეფემერული (ბერძნ. ephemeros ერთდღიანი) - 1. ერთდღიანი, ხანმოკლე, სწრაფმავალი. მაგ., ცხელება. 2. არარეალური, მოჩვენებითი. ამ ტერმინს ხშირად იყენებენ იმ მცენარეების აღსანიშნავად, რომლებიც სწრაფად ამთავრებენ განვითარების ციკლს და სწრაფადვე ქრებიან. მეტწილად გვხვდებიან უდაბნოებში. მათ ეფემერები ეწოდებათ.
ეფერენტული (ლათ. efferens გამომტანი) - ნერვული ცენტრიდან პერიფერიაზე იმპულსის გადამცემი (მაგ., ეფერენტული ნერვი). ცენტრიდანული ეფერენტული სიგნალი, იმპულსი, აგზნება.
ეფექტი (ლათ. effectus შესრულება, მოქმედება) - 1. რაიმე მიზეზის ან მოქმედების შედეგი (მაგ., მკურნალობის ეფექტი). 2. ძლიერი შთაბეჭდილება. 3. ფიზიკური მოვლენა.
ეფექტორი (ლათ. effectus შესრულება, მოქმედება) - 1. ბაქტერიის ირგვლივ არსებული ნივთიერება, სუბსტრატი, რომელიც ასტიმულირებს ფერმენტის გამომუშავებას. მის გარეშე ბაქტერიებში შესაბამისი ფერმენტი არ სინთეზდება (მაგ., ლაქტოზის გარეშე ნაწლავის ჩხირი არ გამოიმუშავებს აღნიშნული შაქრის დამშლელ ფერმენტს). 2. ორგანო, რომელიც აგზნების საპასუხოდ ახორციელებს ამა თუ იმ შესაბამის მოქმედებას. 3. დაბალმოლეკულური ნივთიერება, რომელიც რეპრესორთან მიერთების შემდეგ გავლენას ახდენს მის ურთიერთქმედებაზე ოპერატორთან.
ეფუზია (ლათ. effusio დაღვრა, გადმოღვრა) - ვულკანიდან ამოფრქვეული ლავის დაღვრა დედამიწის ზედაპირზე.
ექვივალენტური (ლათ. aequus თანაბარი, valens რასაც აქვს ძალა, მნიშვნელობა) - რაიმეს თანაბარი, სხვებთან შედარებისას თანაბარი, რომელიც მთლიანად ენაცვლება მას.
ექინოკოკი (Echinococcus granulosus) - მიეკუთვნება ბრტყელი ჭიების ტიპს და თასმისებური ჭიების კლასს. ზრდასრული ექინოკოკი ბინადრობს დეფინიტური (საბოლოო) მასპინძლის (ძაღლის, მგლის, მელას, ტურას და სხვ.) წვრილ ნაწლავში. მასპინძლის განავალთან ერთად გამოიყოფა ექინოკოკის კვერცხები, რომლებიც შესაძლებელია მოხვდეს ადამიანის ან ცხოველის საჭმლის მომნელებელ ტრაქტში. კვერცხიდან გამოსული ლარვა იჭრება ნაწლავის სისხლძარღვებში, მიყვება სისხლის ნაკადს და იბუდებს სხვადასხვა ორგანოებში, სადაც წარმოქმნის მრავალრიცხოვან რთულ ბუშტუკებს. ადამიანის ორგანიზმში იწვევს სერიოზულ დარღვევებს, არც თუ იშვიათად, ლეტალურ შედეგსაც.
ექოლალია (ბერძნ. echo გამოძახილი, lalia ლაპარაკი) - გაგონილი სიტყვების მექანიკური გამეორება.
ექოლოკაცია (ბერძნ. echo გამოძახილი, ლათ. locatio განლაგება) - ზოგიერთი ცხოველის უნარი გამოსცეს და მიიღოს არეკლილი მაღალი სიხშირის ბგერითი სიგნალები, რის საშუალებითაც იგი იღებს ინფორმაციას რაიმე ობიექტის (მსხვერპლის, წინაღობის) არსზე და ზომებზე. აღნიშნული უნარი წარმოადგენს ცხოველების სივრცეში ორიენტაციის და ბიოკომუნიკაციის საშუალებას. ექოლოკაცია განსაკუთრებით კარგად აქვთ გამოხატული ღამურებს, დელფინებს და სხვ.
ექოპრაქსია (ბერძნ. echo გამოძახილი, praxsis მოქმედება) - მიდრეკილება სხვისი მოქმედების მექანიკური გამეორებისადმი.
ექოსკოპია (ბერძნ. echo გამოძახილი, skopeo ვხედავ) - დიაგნოსტიკის მეთოდი სპეციალური აპარატის, ექოსკოპის საშუალებით, რომლის ენერგიის წყაროა ულტრაბგერები, ხოლო მისი მუშაობის პრინციპი ეფუძნება ორგანოდან არეკლილი ულტრაბგერითი ტალღების აღრიცხვას. იგივე ულტრასონოგრაფია.
ექსენტერაცია (ლათ. exenteratio) - შინაგანი ორგანოს ამოღება (ამოკვეთა).
ექსიკოზი (ლათ. ex დან, siccus მშრალი) - იგივე ექსიკაცია. წყლისა და მარილების საგრძნობი რაოდენობით დაკარგვის შედეგად განვითარებული პათოლოგიური მდგომარეობა.
ექსიტუს ლეტალის (exitus letaliს) - სასიკვდილო აღსასრული.
ექსკრემენტი (ლათ. excrementum გამონაყოფი) - საჭმლის მონელების პროცესის საბოლოო პროდუქტები (შარდი, განავალი).
ექსკრეტი (ლათ. excretum გამოყოფილი) - ნივთიერებათა ცვლის საბოლოო პროდუქტი, რომელიც განიდევნება ორგანიზმიდან.
ექსკრეცია (ლათ. excretio გამოყოფა) - 1. ნივთიერებათა ცვლის შედეგად გამომუშავებული მავნე ან გამოუყენებელი პროდუქტების გამოყოფის პროცესი. ამ პროცესში მონაწილეობენ თირკმლები, ფილტვები, კანი, კუჭნაწლავი. 2. უჯრედების მიერ სხვადასხვა ნივთიერებების (ჰორმონების, ფერმენტების, ანტისხეულების) გამოყოფა.
ექსკურსი (ლათ. excursus გადახრა, გადახვევა) - გადმოცემის, თხრობის მთავარი თემიდან გადახვევა. უკვე მომხდარი ამბების გახსენება (მაგ., ექსკურსი ისტორიაში).
ექსპანსია (ლათ. expansivus გავრცელება, გაფართოება) - ამა თუ იმ სახეობის რაოდენობის და არეალის გაზრდა, გაფართოება.
ექსპანსიური (ლათ. expansivus გავრცელება, გაფართოება) - ადამიანი, რომელიც თავშეუკავებელია და ზედმეტად ემოციურად რეაგირებს მოვლენებზე.
ექსპერიმენტი (ლათ. experimentum ცდა) - მეცნიერულად ჩატარებული ცდა, დაკვირვება რაიმე ობიექტსა თუ მოვლენაზე ზუსტად აღნუსხულ პირობებში. რაიმეს განხორციელება პრაქტიკაში ცდის საშუალებით.
ექსპერტიზა (ლათ. expertus გამოცდილი) - სპეციალისტების მიერ გამოკვლევის, ანალიზის ჩატარება იმ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტა საჭიროებს სპეციალურ ცოდნას (მაგ., სასამართლო ექსპერტიზა).
ექსპექტორაცია (ლათ. ex დან, pectus გულმკერდი) - სასუნთქი გზებიდან უცხო სხეულების, ნახველის და სხვ. ამოღება.
ექსპირაცია (ლათ. exspiratio) - ამოსუნთქვა.
ექსპლანტაცია (ლათ. ex დან, planto ვთესავ) - სპეციალურ საკვებ ნიადაგზე ქსოვილის, ორგანოს კულტივირების მეთოდი.
ექსპლორაცია (ლათ. exploro ვიკვლევ) - ამა თუ იმ დაავადების სიმპტომების შესწავლა დიაგნოზის დასადგენად.
ექსპონატი (ლათ. exponere საჯაროდ გამოფენა) - რაიმე საგანი, რომელსაც მუზეუმში თუ გამოფენაზე დასათვალიერებლად გამოფენს პიროვნება, დაწესებულება ან ორგანიზაცია (მაგ., მცენარეთა ჰერბარიუმის ნიმუშები, ცხოველთა ფიტულები).
ექსპონენციური ზრდა (ლათ. exponere საჩვენებლად გამოფენა) - ბაქტერიების რაოდენობის „ზვავისმაგვარი“ ზრდა. ექსპონენციური ზრდა დამახასიათებელია გამრავლების პროცესისათვის, განსაკუთრებით ხელშემწყობ, ოპტიმალურ პირობებში. ჩვეულებრივ ხასიათდება გაორმაგების პერიოდით.
ექსპრესიულობა (ლათ. expressio გამოვლინება) - 1. ადამიანის ფსიქიკური ან ფიზიკური მდგომარეობის გარეგანი გამოვლინება ვეგეტაციური და მამოძრავებელი რეაქციების მეშვეობით. 2. გენების ფენოტიპიური გამოვლინება, მათი გააქტიურება. 3. ერთნაირი გენოტიპის ინდივიდებში გენის გამოვლენის ნაირგვარი დონე.
ექსპრეს-მეთოდი (ლათ. expressus გაძლიერება) - მეთოდი, რომელიც სწრაფად სცემს პასუხს ამა თუ იმ საკითხს (მაგ., ელექტრონულ მიკროსკოპიაში გამოყენებულია ექსპრესმეთოდი, რომელიც საშუალებას იძლევა გამოსაკვლევი მასალა შესწავლილ იქნეს 3 საათში).
ექსსანგვინოტრანსფუზია (ლათ. ex დან, sanguis სისხლი, transfusio გადაღვრა) - დაავადებული სისხლის სრული გამოცვლა, რისთვისაც მიმართავენ სისხლის გადასხმას (მაგ., ახალშობილთა ჰემოლიზური დაავადების დროს).
ექსტაზი (ბერძნ. extasis აღტაცება) - უკიდურესი, ავადმყოფური აღტაცება, თავდავიწყებამდე მისული აღფრთოვანება, აღტკინება.
ექსტენსივობა (ლათ. extensivus გამაფართოებელი) - დაკავშირებულია რაოდენობრივ ცვლილებასთან, გაფართოებასთან, გაზრდასთან.
ექსტერიერი (ლათ. exterieur გარეგანი) - ცხოველის გარეგანი აგებულება, შესახედაობა.
ექსტერნი (ლათ. externus გარეთა, უცხო) - პიროვნება, რომელიც გამოცდებს აბარებს იმ სასწავლო დაწესებულებაში, სადაც არ სწავლობს.
ექსტირპაცია (ლათ. extirpatio ფესვიანად ვგლეჯ) - რაიმე ორგანოს ან მისი დაავადებული ნაწილის მთლიანად მოცილება ქირურგიული საშუალებით. როგორც წესი გამოიყენება ავთვისებიანი სიმსივნეების დროს.
ექსტრავაზატი (ლათ. extra გარეთ, vas სისხლძარღვი) - სისხლძარღვებიდან ქსოვილებში გადასული სისხლი.
ექსტრაკორპორული (ლათ. extra გარეთ, corpore სხეული) - სხეულის გარეთ მომხდარი რეაქცია, აქტი, პროცესი (მაგ., ექსტრაკორპორული დასხივება, განაყოფიერება). უკანასკნელში იგულისხმება in vitro, სინჯარაში განხორციელებული სპერმატოზოიდისა და კვერცხუჯრედის შერწყმა, რის შემდეგაც მიღებული ზიგოტის იმპლანტაცია (იხ.) ხდება საშვილოსნოში. ამ მეთოდით პირველი ორსულობა მიიღეს ინგლისელებმა რ.ედვარდსმა და პ.სტეპტომ 1979 წელს.
ექსტრაორდინარული (ლათ. extraordinarius) - არაჩვეულებრივი, იშვიათი, უკიდურესი.
ექსტრაპოლაცია (ლათ. extra გარეთ, polio ვასწორებ, ვცვლი) - 1. სტატისტიკაში - ერთი სახის მოვლენაზე გაკეთებული დასკვნის გავრცელება, გადატანა სხვა სახის მოვლენებზე. 2. ექსპერიმენტულ ცხოველებზე მიღებული მონაცემების გავრცელება ადამიანზე. იგივე ინტერპოლაცია (იხ.). 3. მოვლენების წინასწარგანჭვრეტა. გააჩნია რეფლექსურინსტინქტური საფუძველი. საშუალებას აძლევს ცხოველს მოახდინოს გარემოში ორიენტაცია და წინასწარ განჭვრიტოს მოვლენები მისთვის ახალ სიტუაციაში. ექსტრაპოლაცია წარმოადგენს აზროვნების ელემენტს.
ექსტრასენსი (ლათ. extra გარეთ, sensus გრძნობა) - იგივე სენსიტივი, ჰილერი. პიროვნება, რომელის სხვადასხვა დაავადებებს მკურნალობს ე.წ. ბიოველების მეშვეობით.
ექსტრასისტოლა (ლათ. extra გარეთ, ბერძნ. systole შეკუმშვა) - გულის ნორმალური რითმის დარღვევა. გულის ნაადრევი, რიგგარეშე შეკუმშვა, რომელსაც მოყვება გახანგრძლივებული პაუზა.
ექსტრაქტი (ლათ. extraho გამოვიღებ) - იგივე გამონაწური. 1. სამკურნალო პრეპარატი, რომელსაც იღებენ გარკვეული ნივთიერების გამოწურვით მცენარეული ან ცხოველური ქსოვილებიდან და ორგანოებიდან რაიმე გამხსნელის (წყლის, სპირტის და სხვ.) საშუალებით. 2. მცენარეთა ნაყოფის კონცენტრირებული წვენი.
ექსტრაქცია (ლათ. extraho გამოვიღებ) - 1. ამოღება, ამოგლეჯა (მაგ., კბილის ამოღება; გინეკოლოგიური მაშებით ნაყოფის გამოყვანა საშვილოსნოდან). 2. პროცესი, როდესაც შესაბამისი გამხსნელის მეშვეობით მიიღება ექსტრაქტი (იხ.) ანუ რაიმე ნივთიერების კონცენტრირებული ნაწური.
ექსტრაცელულური (ლათ. extra გარეთ, cellula უჯრედი) - უჯრედის გარეთ. მაგ., ვირუსის ექსტრაცელულური (უჯრედგარეთა) ლოკალიზაცია.
ექსტრაჰირება (ლათ. extrahere ამოღება, ამოცლა) - ნივთიერებათა ნარევიდან გარკვეული ნივთიერების გამოყოფის, გამოცალკევების პროცესი გამხსნელის (სპირტის, ბენზოლის და სხვ.) საშუალებით.
ექსტრემალური (ლათ. extremus უკიდურესი) - ამა თუ იმ ცოცხალი ორგანიზმის უკიდურეს (კარგ ან ცუდ) პირობებში არსებობა.
ექსტრუზია (ლათ. extrusio ამოვარდნა) - ციტოპლაზმაში ბირთვიდან ბირთვაკის ამოვარდნა. აღნიშნული მოვლენა უფრო ახასიათებთ ოვოციტებს და პოლიპლოიდურ უჯრედებს, რომელთაც ჰიპერტროფირებული ბირთვაკები გააჩნიათ.
ექსუდატი (ლათ. exsudo ოფლი მდის) - სითხე, რომელიც ანთების დროს გროვდება ორგანიზმის ქსოვილებსა და სიღრუეებში. შედგენილობის მიხედვით ექსუდატი შეიძლება იყოს სეროზული, ფიბრინული, ჩირქოვანი და ჰემორაგიული.
ექსცესი (ლათ. excessus გამოსვლა, გადახრა) - რაიმეს უკიდურესი გამოვლენა. თავშეუკავებლობა. მწვავე შეხლაშემოხლა.
ექსციზია (ლათ. excido ამოვკვეთ) - რომელიმე ორგანოს ან ქსოვილის ამოკვეთა.
ექსციზიური რეპარაცია (ლათ. excido ამოვკვეთ, reparo აღვადგენ) - რომელიმე ქსოვილის ან ორგანოს პირვანდელი მოცულობის აღდგენა ამავე ქსოვილის ან ორგანოს ნაწილის ამოკვეთის შემდეგ.
ექსჰიბიციონიზმი (ლათ. exhibeo ვაჩვენებ, ვამჟღავნებ) - სქესობრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება სასქესო ორგანოების გაშიშვლებით და საწინააღმდეგო სქესის მქონე პირისათვის ჩვენებით.
ექსჰუმაცია (ლათ. ex იდან, humus მიწა) - საფლავიდან გვამის ამოღება და გამოკვლევა სასამართლო მედიცინის მიზნებისათვის.
ექტოგენეზი (ბერძნ. ektos გარეთა, genesis წარმოშობა) - კონცეფცია, რომელიც ევოლუციის პროცესს განიხილავს როგორც ორგანიზმებზე გარემო პირობების უშუალო შედეგს. ექტოგენეზი უარყოფს ბუნებრივი გადარჩევის პროცესს.
ექტოდერმა (ბერძნ. ektos გარეთა, derma კანი) - 1. მრავალუჯრედიანი ცხოველის გარეთა ჩანასახოვანი ფურცელი, რომლისგანაც შემდგომში წარმოიქმნება კანის ეპითელიუმი, ნერვული სისტემა, გრძნობათა ორგანოები და სხვა. 2. ნაწლავღრუიანების და ღრუბელების სხეულის კედლის გარეთა შრე.
ექტოთერმული ორგანიზმები (ბერძნ. ektos გარეთა, therme სითბო) - ორგანიზმები, რომელთა ცხოველქმედება სითბოს გარეგან წყაროზეა დამოკიდებული. ამ ორგანიზმებს მიეკუთვნება ყველა მცენარე და პოიკილოთერმული (იხ.) ცხოველები.
ექტომია (ბერძნ. ektome ამოკვეთა) - რომელიმე ქსოვილის ან ორგანოს ამოკვეთა, მოცილება.
ექტოპარაზიტები (ბერძნ. ektos გარეთა, parasitos ვინც სხვის ხარჯზე იკვებება) - პარაზიტები, რომლებიც მასპინძლის კანზე, თმის საფარველზე პარაზიტობენ (მაგ., ტილი).
ექტოპია (ბერძნ. ektos გარეთა, topos ადგილი) - ორგანოების გადაადგილება მათთვის უჩვეულო ადგილას, განვითარების თანდაყოლილი ანომალიის დროს.
ექტოპლაზმა (ბერძნ. ektos გარეთა, plasma გამოძერწილი, გაფორმებული) - უჯრედის ციტოპლაზმის გარეთა, უფრო მკვრივი შრე.
ექტოპური ორსულობა (ბერძნ. ektos გარეთა, topos ადგილი) - ბლასტოცისტის (იხ.) სპონტანური ჩანერგვა საშვილოსნოს ღრუს გარეთ. იგივე საშვილოსნოსგარეშე ორსულობა.
![]() |
10 ვ |
▲back to top |
ვაგილურობა (ლათ. vagus ცთომილი) - 1. ზრდასრული ორგანიზმების ან ლარვული სტადიების ინტენსიური გადაადგილების უნარი, რაც უზრუნველყოფს ამა თუ იმ სახეობის ფართო გავრცელებას. 2. არეალის გაფართოება, რაც დაკავშირებულია სახეობის მაღალ ეკოლოგიურ ვალენტურობასთან. ვაგინა (ლათ. ვაგინა ქარქაში, საშო) - ქალის გარეთა სასქესო ორგანო.
ვაგინიზმი (ლათ. vagina ქარქაში, საშო) - ქალის გარეთა სასქესო ორგანოების მომეტებული მგრძნობელობა, რაც სქესობრივი აქტის ან გინეკოლოგიური გამოკვლევის დროს იწვევს მენჯის ძირის მუსკულატურის ტონურ შეკუმშვას. ასეთი შეკუმშვა ხშირად იმდენად ძლივრია, რომ შეუძლებელი ხდება სქესობრივი აქტის ჩატარება.
ვაგინიტი (ლათ. vagina ქარქაში, საშო, ბერძნ. itis ანთება) - საშოს ლორწოვანი გარსის ანთება. ახასიათებს სიწითლე, ლორწოვანი გარსის შეშუპება, ჩირქოვანი გამონადენი და სხვა.
ვაგონევროზი (ლათ. vagus ცთომილი, neurosis ნევროზი) - ცთომილი ნერვის ფუნქციური დაავადება.
ვაგოტომია (ლათ. vagus ცთომილი, ბერძნ. tomeo ვჭრი, ვკვეთავ) - ცთომილი ნერვის გადაჭრა.
ვაგოტროპული (ლათ. vagus cTo მილი, ბერძნ. tropos მიმართულება, მოხვევა) - ცთომილ ნერვზე მოქმედი რაიმე ფაქტორი.
ვაზელინი (გერმ. was წყალი, ბერძნ. elaion ზეითუნის ზეთი) - ნავთობის გადამუშავების ერთ-ერთი პროდუქტი, რომელიც წარმოადგენს ერთგვაროვან მალამოსმაგვარ მასას. განასხვავებენ სამედიცინო, ტექნიკურ და სხვა სახის ვაზელინებს.
ვაზი (Vitis vinifera) - ძირითადი პროდუქტი, რომელიც ვაზისაგან მიიღება, არის ღვინო. შეიცავს შაქარს, მჟავებს, ცილოვან და პექტინოვან ნივთიერებებს, ვიტამინებს. აერთიანებს 70-მდე სახეობას. საქართველოში ცნობილია კულტურული ვაზის 500-მდე ადგილობრივი ჯიში, რომელთაგან მრავალი ენდემურია. თანამედროვე კულტურული ვაზის უძველეს სამშობლოდ საქართველო ითვლება. აქედან გავრცელდა იგი ჯერ იტალიაში, შემდეგ კი სამხრეთ საფრანგეთში, აფრიკასა და ესპანეთში. ყურძენს და მის პროდუქტებს ძველ ქართულ მედიცინაში იყენებდნენ ფილტვების დაავადებების შემთხვევებში. ვაზის რქა და ისრიმის შარბათი გამოიყენებოდა პირღებინების შესაჩერებლად. იგი ხელს უწყობს შარდის და ტოქსიკური ნივთიერებების, აგრეთვე ნაღველის გამოყოფას და ა.შ. ყურძენს „ჭკუისა და გულისყურის მომმატებელ“ ხილად თვლიდნენ.
ვაზოდილატაცია (ლათ. vas ჭურჭელი, dilato ვაფართოებ) - სისხლძარღვების გაფართოება.
ვაზოპრესინი (ლათ. vas ჭურჭელი, presso ვაწვები) - ჰორმონი, რომელიც იწვევს სისხლძარღვების შევიწროვებას და არტერიული წნევის მომატებას. აღნიშნულ ჰორმონს გამოყოფს ჰიპოფიზის უკანა წილი. ვაზოპრესინის ნაკლებობა იწვევს უშაქრო დიაბეტს (იხ. დიაბეტი უშაქრო).
ვაზოპუნქტურა (ლათ. vas ჭურჭელი, pungo ვჩხვლეტ) - სათესლე სადინრის გაჩხვლეტა სათესლე ბუშტუკების გამორეცხვის მიზნით.
ვაკანსია (ლათ. vacans თავისუფალი, ცარიელი) - თავისუფალი თანამდებობა.
ვაკუოლი (ლათ. vacuus ცარიელი) - უჯრედის ციტოპლაზმაში არსებული სხვადასხვა ფორმისა და ზომის, უჯრედის წვენით სავსე, მემბრანით შემოსაზღვრული სტრუქტურები.
ვაკუოლისმაგვარი სტრუქტურები (ლათ. vacuus ცარიელი) ლიმფოსარკომატოზული უჯრედებისათვის დამახასიათებელი (პათოგნომური), პოლიმორფული ულტრასტრუქტურები. მათი საშუალებით შესაძლებელია ლიმფოსარკომების და ლიმფოლეიკემიების დიფერენცირება.
ვაკუომი (ლათ. vacuus ცარიელი) - მცენარეული უჯრედის ვაკუოლების ერთობლიობა.
ვაკუუმი (ლათ. vacuum სიცარიელე) - აირის მდგომარეობა ატმოსფერულზე გაცილებით დაბალი წნევის პირობებში. ჭურჭელში, კამერაში არსებული გაიშვიათებული ჰაერი.
ვალიდური (ინგლ. validity დასაბუთებული) - სარწმუნო (მაგ., ამა თუ იმ თერაპიული თუ სადიაგნოზო მეთოდის სარწმუნოობა).
ვალინი - შეუცვლელი ამინომჟავაა, რომელიც შედის ცილების უმრავლესობის შემადგენლობაში.
ვამპირი (ფრანგ. vampire) 1. სამხრეთ ამერიკის ღამურა (Desmondus rotundus), რომელიც სისხლს სწოვს თავის მსხვერპლს. ნერწყვში მას საანესთეზიო ნივთიერება გააჩნია. 2. სისხლისმსმელი, ბოროტი, გამომძალველი ადამიანი.
ვან-გოგის სინდრომი (ჰოლანდიელი მხატვრის ვ. ვან-გოგის გვარის მიხედვით) - ფსიქიკურად დაავადებული პირის მიერ საკუთარი სხეულის დაზიანებისაკენ მისწრაფება ან მისი დაჟინებითი, დაუსაბუთებელი მოთხოვნა, ჩაუტარონ ქირურგიული ოპერაცია.
ვარიაცია (ლათ. variatio ცვლილება) - სახეცვლილება.
ვარიაციული მრუდი (ლათ. variatio ცვლილება) - იგივე ვარიაციული რიგი. რაიმე ნიშან-თვისების ცვალებადობის გრაფიკული გამოსახვა, რომელიც ასახავს როგორც ვარიაციათა ფარგლებს, ასევე ცალკეულ ვარიანტთა შეხვედრის სიხშირეს.
ვარიკოზი (ლათ. varix ვენის გაგანიერება, ბერძნ. osis მდგომარეობა) - ვენების პათოლოგიური გაგანიერება მათი სანათურის გაფართოებით და კედლების ცვლილებებით.
ვარიოლაცია (Variola) - ერთი ადამიანიდან მეორეზე ნატურალური („შავი“) ყვავილის აცრა, რაც ხშირად სავალალოდ მთავრდებოდა.
ვარუსი (ლათ. varus ფეხმრუდი) - კიდურის ძვლის ან სახსრის სხეულის შუა ხაზიდან შიგნით გამრუდება.
ვასერმანის რეაქცია - სიფილისის გამოსავლენი სეროლოგიური რეაქცია. აღნიშნული რეაქცია შეიძლება დადებითი იყოს აგრეთვე მალარიის, ქუნთრუშის, შებრუნებითი ტიფის, კიბოს და სხვ. დაავადებების შემთხვევაში. სახელი ეწოდა გერმანელი ბაქტერიოლოგის ა.ვასერმანის საპატივცემულოდ.
ვასკულარიზაცია (ლათ. vasculum მცირე სისხლძარღვი) - ცალკეული ორგანოს სისხლძარღვებით მომარაგება. ორგანოს ან ქსოვილის ირგვლივ განვითარებული სისხლძარღვთა სისტემა. მაგ., სიმსივნის ვასკულარიზაცია.
ვატი (ინგლისელი ფიზიკოსის ჯ. ვატის გვარის მიხედვით) - ელექტრული ან მექანიკური სიმძლავრის ერთეული, რომლის დროსაც ერთ წამში წარმოებს ერთი ჯოულის მუშაობა. 1 ცხენის ძალა უდრის 736 ვატს.
ვაქცინა (ლათ. vacca ძროხა, vaccinus ძროხისა) - ცოცხალი ან დახოცილი მიკროორგანიზმებისაგან (ან სხვა ანტიგენებისაგან) დამზადებული პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ადამიანისა და ცხოველების აქტიური იმუნიზაციისათვის. ვაქცინა პირველად, 1796 წელს გამოიყენა ინგლისელმა ე. ჯენერმა ნატურალური ყვავილისაგან ადამიანის დასაცავად.
ვაქცინის ვირუსი (ლათ. vacca ძროხა, vaccinus ძროხისა, virus შხამი) - ძროხის ყვავილის გამომწვევი ვირუსის მონათესავე ვირუსი, რომლისგანაც (ე.ჯენერის შემდეგ) მზადდებოდა ნატურალური ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინები. მოლეკულურ დონეზე ჩატარებულმა კვლევა-ძიებამ აჩვენა, რომ ძროხის ყვავილისა და ვაქცინის ვირუსები მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან.
ვაქცინოთერაპია (ლათ. vacca ძროხა, vaccinus ძროხისა, ბერძნ. therapeia მკურნალობა) - ამა თუ იმ დაავადების მკურნალობის მეთოდი ატენუირებული (იხ.) მიკრობებით და ტოქსინებით.
ვებერის აპარატი - თევზების (მაგ., კობრისებრთა) საცურავი ბუშტის შინაგან ყურთან შემაერთებელი წვრილი ძვლებისაგან შემდგარი სისტემა, რომლის მეშვეობითაც წნევა საცურავი ბუშტიდან გადაეცემა შინაგან ყურს. მონაწილეობს ბგერის აღქმაში, აგრეთვე შინაგან ყურს გადასცემს მონაცემებს საცურავი ბუშტის მოცულობის ცვლილებებზე (წყალში თევზის ვერტიკალური გადანაცვლებების დროს). სახელი ეწოდა გერმანელი ანატომის ე.ვებერის (1795-1878) გვარის მიხედვით.
ვეგეტარიანობა (ლათ. vegetarius მცენარეული) - კვება მხოლოდ მცენარეული საკვებით ან მცენარეული საკვებითა და კვერცხით, რძითა და რძის ნაწარმით. ვეგეტერიანელები უარს ამბობენ ხორცზე.
ვეგეტაცია (ლათ. vegetatio გაცოცხლება) - აღმოცენება. მცენარეების აქტიური ცხოველმოქმედების პერიოდი.
ვეგეტაციური გამრავლება (ლათ. vegetus ცოცხალი) - ახალი ორგანიზმის წარმოქმნა დედისეული სხეულის ნაწილიდან (მაგ., დაკვირტვით, დაყოფით, პწკალით, ბოლქვით და სხვ.).
ვეგეტაციური ნერვული სისტემა (systema nervorum vegetativum) - ადამიანისა და ხერხემლიანი ცხოველების ნერვული სისტემის ნაწილი, რომელიც არეგულირებს შინაგანი ორგანოების მოქმედებას, ნივთიერებათა ცვლის პროცესებს და აქედან გამომდინარე, ყველა ქსოვილის ფუნქციურ მდგომარეობას. ვეგეტაციური ნერვული სისტემა შედგება სიმპათიკური (იხ.) და პარასიმპათიკური (იხ.) ნაწილებისაგან. სინონიმებია: ავტონომური ნერვული სისტემა და ვისცერული ნერვული სისტემა.
ვეგეტაციური პოლუსი (ლათ. vegetus ცოცხალი, polus დედამიწის და ცის თაღის ღერძი) - კვერცხის უბანი, რომელიც განსაკუთრებით მდიდარია საკვები ნივთიერებებით.
ვეზიკულა (ლათ. vesicula ბუშტუკი) - 1. კანის გამონაყარი, რომელიც ვითარდება ეპიდერმისში ექსუდატის დაგროვების შედეგად. 2. ციტოპლაზმაში მცირე ზომის ვაკუოლისმაგვარი ულტრასტრუქტურა.
ვენები (ლათ. venae სისხლძარღვები) - სისხლძარღვები, რომლებითაც სისხლი ორგანოებიდან და ქსოვილებიდან მიედინება გულისაკენ. ვენური სისტემა იწყება კაპილარებიდან, სადაც ყალიბდება ვენულები, რომელთა შეერთება ქმნის ვენებს. არტერიებთან შედარებით მათი კედლები უფრო თხელი და პლასტიკურია. ვენების კედლებში განლაგებული ნამგლისებური სარქველები სისხლს მხოლოდ გულისაკენ ატარებს.
ვენეპუნქცია (ლათ. vena სისხლძარღვი, punctio ჩხვლეტა) - ნემსის ჩხვლეტით ვენიდან სისხლის გამოშვება სამკურნალო ან სადიაგნოზო მიზნით.
ვენერული დაავადებები (ვენერა - სიყვარულის და სილამაზის ქალღმერთი რომაულ მითოლოგიაში. იგივეა, რაც ძველბერძნულ მითოლოგიაში აფროდიტე) - ინფექციურ დაავადებათა ჯგუფი, რომელიც ძირითადად სქესობრივი გზით ვრცელდება. ასეთი დაავადებებია: სიფილისი (ათა- შანგი), გონორეა (სუსუნატი), რბილი შანკრი და სხვა.
ვენერული სიმსივნე - 1877 წელს მ. ა. ნოვინსკიმ პირველად დაამტკიცა ერთი ცხოველიდან (ძაღლებიდან) მეორეზე (ძაღლებში) სიმსივნის გადატანის შესაძლებლობა. სიმსივნე გადადიოდა მხოლოდ ცოცხალი უჯრედებით. ამ ფაქტმა დასაბამი მისცა ექსპერიმენტული ონკოლოგიის განვითარებას. აღნიშნულ დაავადებას ძაღლების ვენერულ სიმსივნესაც უწოდებენ.
ვენესექცია (ლათ. vena სისხლძარღვი, sectio გაკვეთა) - ვენის გაკვეთა სისხლის გამოსაშვებად.
ვენტერ პროპენდენს (ლათ. venter მუცელი, propendens ჩამოკიდებული) - ჩამოკიდებული მუცელი (ღიპი, ფაშვი).
ვენტრალური (ლათ. venter მუცელი) - მუცელზე ან მუცლის მხარეს. საპირისპირო ტერმინია დორსალური.
ვენულა (ლათ. vena სისხლძარღვი) - უმცირესი ვენა.
ვერდიქტი (ლათ. vere dictum ზუსტად ნათქვამი) - საბოლოო გადაწყვეტილება.
ვერიფიკაცია (ლათ. verus ჭეშმარიტი, facere კეთება) - ჭეშმარიტების დადგენა. ნამდვილი, ჭეშმარიტი დიაგნოზის ან ამა თუ იმ უჯრედის არსის დადგენა.
ვერლჰოფის დაავადება - იგივე თრომბოციტოპენიური პურპურა. პირველად აღწერილია 1735 წელს გერმანელი ვერლჰოფის მიერ. ეტიოლოგია უცნობია. მიმდინარეობს მწვავედ და ქრონიკულად. ხშირია სისხლდენები, ჰემორაგიები (იხ.). პერიფერიული სისხლი, გარდა თრომბოციტებისა, რომელთა რაოდენობა კრიტიკულ ციფრზე უფრო დაბალია, სპეციფიკური ცვლილებების გარეშეა.
ვერსია (ლათ. versio სახეცვლილება) - რაიმე ფაქტის ან მოვლენის ერთმანეთისგან განსხვავებული რამოდენიმე ახსნიდან, ვარაუდიდან ერთ-ერთი.
ვერტიგო (ლათ. verto ვაბრუნებ, ვატრიალებ) - თავბრუ, რეტის დასხმა.
ვერტიკალური ტრანსმისია (ლათ. verticalis მწვერვალისა, transmissio გადაცემა, გადაგზავნა) - ინფექციის თუ სხვა დაავადების გადაცემა მშობლებიდან შთამომავლობაზე (მაგ., ვირუსის გადაცემა ტრანსოვარიულად).
ვერტჰაიმის ოპერაცია (ავსტრიელი გინეკოლოგის ე. ვერტჰაიმის გვარის მიხედვით) - საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევაში: საშვილოსნოს და მისი დანამატების, საშოს ზემო მესამედის, რეგიონული ლიმფური კვანძების და საკვერცხეების ამოკვეთის რადიკალური ოპერაცია.
ვესტიბულური აპარატი (ლათ. vestibulum კარიბჭე) - შიგნითა ყურში არსებული ორგანო, რომელიც სხეულის მოძრაობის აღქმას, აგრეთვე მდებარეობის და წონასწორობის შენარჩუნებას ემსახურება. იგივე ლაბირინთი.
ვეტერინარია (ლათ. veterinaria) - მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ცხოველთა დაავადებებს, მათი პროფილაქტიკისა და მკურნალობის მეთოდებს.
ვექტორი (ლათ. vector მტარებელი, გადამტანი) - 1. სწორხაზოვანი მონაკვეთი, რომელსაც გააჩნია გარკვეული მიმართულება. 2. ნივთიერება, რომელსაც იყენებენ განსაზღვრული სამკურნალო პრეპარატების, ანტიბიოტიკების, ანტისხეულების მისატანად შესაბამის ქსოვილებთან.
ვეშაპის ულვაში - ულვაშიანი ვეშაპების ზედა ყბაზე მჭიდროდ განლაგებული რქოვანი ფირფიტები, რომელთა რიცხვი სახეობების მიხედვით შეიძლება შეადგენდეს 130-დან 400-მდე. ისინი ვეშაპის პირის ღრუში ასრულებენ ერთგვარი საცრის როლს.
ვიაგრა - გამოიყენება ერექციის დისფუნქციის სამკურნალოდ. შეიცავს სილდენაფილ ციტრატს. მისი აქტივობა გამოიხატება მიღებიდან 1 საათის შემდეგ და მოქმედებს 45 საათის განმავლობაში. პრეპარატის მიღება დაუშვებელია ნიტრატების შემცველი პრეპარატების (განსაკუთრებით, ნიტროგლიცერინის) პარალელურად. ქიმიური ვიაგრას გარდა შემუშავებულია მცენარეული ვიაგრა ანუ „ჰერბალ ვიაგრა“, რომელიც წარმოადგენს ბრაზილიური ხის „მუირა ჰუამას“ ექსტრაქტს. პრეპარატს არ ახასიათებს არავითარი გვერდითი მოვლენები, არატოქსიკურია. აუმჯობესებს ლიბიდოს (იხ.), აჩქარებს ხელმეორე ერექციას და აუმჯობესებს ნერვულ-სექსუალურ ფუნქციას.
ვიბრიონი (vibrio) - გაღუნული ჩხირის (მძიმის) ფორმის მეტად მოძრავი გრამუარყოფითი ბაქტერია. მაგ., ქოლერის ვიბრიონი.
ვიბრისები (ლათ. vibro ვირხევი) - ძუძუმწოვრების გრძელი, მგრძნობიარე ძაფები, გამონაზარდები. განსაკუთრებით კარგადაა განვითარებული იმ ცხოველებში, რომლებიც ეწევიან ღამის და მიწისქვეშა ცხოვრებას (ღამურები, თხუნელები, თაგვები და სხვ.), აგრეთვე ზოგიერთ წყლის ძუძუმწოვარში (ულვაშიანი ვეშაპები, სელაპები და სხვ.).
ვიგილამბულიზმი (ლათ. vigil ფხიზელი, ambulo ვსეირნობ) - მიდრეკილება ხეტიალისადმი.
ვიგილურობა (ლათ. vigilantia სიფხიზლე) - უძილობა.
ვივარიუმი (ლათ. vivus ცოცხალი) - ლაბორატორიულ ცხოველთა შესანახი და გასამრავლებელი შენობა.
ვივიპარია (ლათ. vivus ცოცხალი, pario ვშობ) - ცოცხალშობადობა. გვხვდება მცენარეებშიც (მაგ., ცოცხალმ- შობი მატიტელა).
ვივისექცია (ლათ. vivus ცოცხალი, sectio გაკვეთა) - ცოცხალ ცხოველზე ოპერაციის გაკეთება სხვადასხვა ორგანოს ფუნქციის შესწავლის მიზნით.
ვივიფიკაცია (ლათ. vivus ცოცხალი, facio ვაკეთებ) - 1. გამოცოცხლება, მოსულიერება. 2. ჭრილობის კიდეების შემოჭრა შეხორცების დასაჩქარებლად.
ვიზავი (ფრანგ. visavis) - პირისპირ. იგი, ვინც იმყოფება საწინააღმდეგო მხარეს.
ვიზიონიზმი (ლათ. visualis მხედველობითი) - იხ. ვუაიერიზმი.
ვიზუალიზაცია (ლათ. visualis მხედველობითი) - ამა თუ იმ სტრუქტურის, ობიექტის, მიკროორგანიზმის შესწავლა სინათლის, ელექტრონული ან სხვ. ტიპის მიკროსკოპებით.
ვიკარიატი (ლათ. vicarius შემცვლელი) - მოვლენა, რომლის დროსაც მცენარეებისა და ცხოველების ახლო სახეობები ცხოვრობენ ერთი გეოგრაფიული ტერიტორიის სხვადასხვა ეკოლოგიურ პირობებში. მაგ., კოღოების სხვადასხვა სახეობები ბინადრობენ ციმბირის მთების სხვადასხვა ზონებში; მინდვრის ურცი იზრდება შავმიწა ნიადაგებზე, ქვიშის ურცი ქვიშნარზე და ა.შ.
ვიკარული (ლათ. vicarius) - შემცვლელი. მაგ., ვიკარული პროცესები; ვიკარული სახეობები.
ვილტი (ინგლ. wilt ჭკნობა) - მცენარეების ჭკნობა, რაც უმთავრესად გამოწვეულია სოკოვანი დაავადებებით.
ვირთაგვები (Rattus) - მღრღნელების რიგის, თაგვისებრთა ოჯახის ერთ-ერთი გვარია. სხეულის სიგრძე 8-30 სანტიმეტრის ფარგლებში მერყეობს. წელიწადში 2-4 თაობას იძლევიან, ხოლო თითოეულ თაობაში 6-8 ღლაპია (წრუწუნა). ადამიანისა და ცხოველების მრავალი ინფექციის (შავი ჭირის, ტულარემიის, ბოტულიზმის, ტოქსოპლაზმოზის, ტრიქინელოზის და სხვ.) მტარებელია.
ვირილიზმი (ლათ. vir მამაკაცი) - ქალებში მამაკაცის მეორეული სასქესო ნიშნების განვითარება (იხ. მასკულინიზაცია).
ვირიონი (ლათ. virus შხამი) - უჯრედშორისებში ლოკალიზებული, მოსვენებით მდგომარეობაში მყოფი დიფერენცირებული (მწიფე) ვირუსული ნაწილაკი ანუ ელემენტარული სხეულაკი.
ვირისტერფა (Tussilago farfara) - მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს მწარე გლიკოზიდებს (მაგ., ინულინს), საპონინებს, კაროტინოიდებს, ორგანულ მჟავებს, ასკორბინის მჟავას, მთრიმლავ ნივთიერებებს და სხვ. გააჩნია ანთების საწინააღმდეგო თვისებები. ეფექტურია ლარინგიტის, ქრონიკული ბრონქიტის, ბრონქული ასთმის დროს. ნაყენები კარგია ფურუნკულოზის, მცირე წყლულების და კანის სხვ. დაზიანებების სამკურნალოდ.
ვიროგენია (ლათ. virus შხამი, ბერძნ. geneia შექმნა, წარმოქმნა) - ვირუსისა და უჯრედის თანაცხოვრების ფორმა, როდესაც ვირუსის გენომი ჩაერთვება უჯრედის ქრომოსომაში. ვიროგენიის დროს არ ხდება ვირუსის ავტონომიური რეპროდუქცია, ხოლო მისი ნუკლეინის მჟავა რეპლიცირდება მასპინძელი უჯრედის დნმ-სთან ერთად.
ვიროპექსისი (ლათ. virus შხამი, ბერძნ. pexis დამაგრება) - უჯრედში ვირუსის შეჭრის ერთ-ერთი საწყისი სტადია. ზოგჯერ ამ პროცესს როფეოციტოზს უწოდებენ.
ვირტუალური (ლათ. virtualis) - შესაძლებელი. ისეთი რამ (მოვლენა, პროცესი, ობიექტი), რაც შეიძლება გამოვლინდეს ან უნდა გამოვლინდეს ან რისი წარმოდგენაც შეიძლება.
ვირულენტობა (ლათ. virulentus შხამიანი) - რომელიმე მიკროორგანიზმის პათოგენობის ანუ დაავადების გამოწვევის ინტენსივობის უნარი. დამოკიდებულია როგორც ინფექციური აგენტის თვისებებზე, ასევე ორგანიზმის მგრძნობელობაზე (იმუნურ სტატუსზე).
ვირუსები (ლათ. virus შხამი) - მიკროორგანიზმების ერთ-ერთი ჯგუფი, რომელიც მხოლოდ ცოცხალ უჯრედებში მრავლდება ანუ ობლიგატური პარაზიტია. ცოცხალ უჯრედში არსებული ნივთიერებების და ენერგიის გამოყენებით ასინთეზებენ ვირუსის ნაწილაკებს. განასხვავებენ დნმ-ს შემცველ და რნმ-ს შემცველ ვირუსებს. ვირუსები იწვევენ უმძიმეს დაავადებებს: ცოფს, პოლიომიელიტს, ნატურალურ ყვავილს და ა.შ.
ვირუსულ-გენეტიკური თეორია - ამ თეორიის თანახმად, ავთვისებიანი სიმსივნეების ეტიოლოგიური ფაქტორია ვირუსი, რომლის ნუკლეინის მჟავა (დნმ ან რნმ) ინკორპორირდება უჯრედის გენომში და იწყებს ვირუსისათვის სპეციფიკური ცილებისა და ნუკლეინის მჟავების სინთეზს. ეს თეორია ჩამოაყალიბა ლ. ზილბერმა.
ვირუსული კანცეროგენეზი (ლათ. virus შხამი, cancer კიბო, ბერძნ. genos დაბადება, წარმოშობა) - ვირუსების მიერ ინდუცირებული სიმსივნური პროცესი. ასეთი ვირუსებია: რაუსის სარკომის ვირუსი, თაგვების ლეიკემიების ვირუსები, ბიტნერის ვირუსი, ეპშტეინ-ბარის ვირუსი, ადამიანის T- უჯრედოვანი ლეიკემიის ვირუსი და სხვა.
ვირუსული ჰეპატიტები (ლათ. virus შხამი, ბერძნ. hepar ღვიძლი, itis ანთება) - ამ ინფექციური დაავადებების გამომწვევები არიან A, B, C, ე.წ. დელტა-აგენტი (აგენტი D), E და G ვირუსები. დადგენილია ამ დაავადებების 2 ფორმა: ინფექციური (ჰეპატიტი A), რომლის გამომწვევია A ვირუსი და შრატისმიერი (აცრის), რომელსაც იწვევს B, C და D ვირუსები. A ჰეპატიტის ვირუსს გააჩნია რნმ-ს შემცველი გენომი. B ჰეპატიტის ვირუსი მიეკუთვნება ჰეპადნავირუსებს (გააჩნია დნმ-ის შემცველი გენომი). C ჰეპატიტის ვირუსი მიეკუთვნება Flaviviridae-ს ოჯახს და რნმ-ს შემცველი გენომი აქვს. D ჰეპატიტის გამომწვევი დელტა-აგენტი (D აგენტი) დეფექტური რნმ-ს შემცველი ვირუსია, რომელსაც არსებობა შეუძლია მხოლოდ B ჰეპატიტის ვირუსთან ასოციაციაში.
ვისცერული (ლათ. viscera შიგნეულობა) - შინაგანი ორგანოსი, შინაგან ორგანოსეული.
ვიტალიზმი (ლათ. vitalis ცოცხალი) - სწავლება ბიოლოგიაში, რომლის მომხრეები თვლიან, რომ ყველა ორგანიზმს ახასიათებს განსაკუთრებული არამატერიალური „სასიცოცხლო ძალა“.
ვიტამინები (ლათ. vita სიცოცხლე, aminum ამინი) - სხვადასხვა ქიმიური ბუნების ორგანულ ნაერთთა ჯგუფი. მათ უდიდესი მნიშვნელობა აქვთ ორგანიზმში მიმდინარე ბიოქიმიურ და ფიზიოლოგიურ პროცესებში. ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, ადამიანი და ცხოველები ვიტამინებს ვერ ასინთეზებენ და ისინი საკვებთან ერთად უნდა მიიღონ. ვიტამინების ძირითადი წყარო მცენარეებია. ისინი რიგ შემთხვევაში შეიცავენ პროვიტამინებს (მაგ. კაროტინს), რომლებიც ცხოველურ ორგანიზმში ვიტამინებად გარდაიქმნებიან. ვიტამინები პირველად აღმოაჩინა პოლონელმა მეცნიერმა კ.ფუნკმა 1911 წელს.
ვიტილიგო (ლათ. vitium მანკი) - კანის თეთრი ლაქები, რაც დაკავშირებულია კანში პიგმენტის შემცირებასა ან სრულ გაქრობასთან (მაგ., სიფილისის, ფსორიაზის შემთხვევებში).
ვიტრიფიკაცია (ლათ. vitrum მინა, facere ნაწილი, დეტალი) - ცხოველის ან მცენარის უჯრედის „გაყინვა“, გამაგრება ტემპერატურის ხელოვნური სწრაფი დაწევით (150 - 1800C-მდე), რომლის დროსაც წყალი იყინება ამორფული სახით, კრისტალების წარმოუქმნელად, რაც ხელს უწყობს უჯრედის გადარჩენას.
ვოლვოქსი (Volvox) - მიეკუთვნება მწვანე წყალმცენარეთა კლასის, ვოლვოქსისებრთა გვარს. წარმოადგენს ბურთულისმაგვარ კოლონიას, რომლის დიამეტრი 3 მმ-მდეა. მასში 200-დან 50000-მდე უჯრედი გაერთიანებულია პროტოპლაზმური ძაფების საშუალებით. ყოველ უჯრედს 2 შოლტი გააჩნია.
ვოლიერი (ფრანგ. volliere) - ცხოველებისა და ფრინველების შესანახად მავთულბადით შემოსაზღვრული ფართობი.
ვოლონტიორი (ფრანგ. volontaire) - მოხალისე. იგულისხმება ომში წასული მოხალისეები, აგრეთვე სხვადასხვა სამეცნიერო ექსპერიმენტებში ნებაყოფლობით მონაწილე პირები.
ვოლტი (იტალიელი ფიზიკოსის ა. ვოლტას გვარის მიხედვით) - ელექტრომამოძრავებელი ძალის (პოტენციალების ან ელექტრული ძაბვის სხვაობის) ერთეული, რომელიც შეესაბამება 1 ომის მქონე ძაბვას გამტარის ბოლოზე, რომელზეც გადის 1 ამპერის ძალის მქონე დენი.
ვოლტინიზმი (იტალ. volta მოსახვევი) - ერთ წელიწადში თაობების წარმოქმნის უნარი. თავდაპირველად ტერმინი გამოიყენებოდა მეაბრეშუმეობაში, შემდეგ კი იგი უფრო ფართოდ გავრცელდა. განასხვავებენ: მონოვოლტინიზმს, ბივოლტინიზმს და პოლივოლტინიზმს.
ვოლფარტის ბუზი (Wohlfahrtia magnifi ca) - ღია რუხი ფერის ბუზი. თავის მატლებს დებს ადამიანის ცხვირში, ყურებში, თვალებში ანდა ჭრილობებში. მატლები აზიანებენ სისხლ- ძარღვებს. ადამიანსა და ცხოველებში ვითარდება მიაზები (იხ.), განგრენული და ნეკროზული პროცესებით.
ვუაიერიზმი (ფრანგ. voyer დამკვირვებელი, მეთვალყურე) - იგივე ვიზიონიზმი. სექსუალური პერვერსიის (იხ.) ფორმა, რაც გამოიხატება სხვა პირთა მიერ შესრულებული სქესობრივი აქტის თვალთვალისადმი მიდრეკილებაში.
ვულგარიზაცია (ლათ. vulgaris ჩვეულებრივი, მარტივი) - რაიმე სწავლების უკიდურესად გამარტივებულად გადმოცემა, რაც ამახინჯებს მის არსს.
ვუნდერკინდი (გერმ. Wunderkind სიტყვასიტყვით, არაჩვეულებრივი, სასწაულმოქმედი ბავშვი) - უნიჭიერესი ადამიანი, რომელიც უკვე ადრეულ ასაკში აღწევს საოცარ წარმატებებს მეცნიერებაში, ხელოვნებაში და ა.შ.
![]() |
11 ზ |
▲back to top |
ზაზუნები (Cricetinae) - მიეკუთვნებიან მღრღნელების რიგს. სხეულის სიგრძე 5-36 სმ-ია. დიდი ზიანი მოაქვთ სოფლის მეურნეობისათვის. მთელი რიგი ინფექციური დაავადებების რეზერვუარული მასპინძლებია. გამოიყენებიან როგორც ლაბორატორიული ცხოველები (მაგ., სირიული, ჩინური, ჯუნგარის ზაზუნები და სხვ.).
ზანდაროზი - იგივე კუდუსუნის ჯირკვალი. ფრინველების კანის ერთადერთი ჯირკვალი, განლაგებული კუდუსუნთან. გამოყოფს ცხიმოვან სეკრეტს, რომლითაც ფრინველი ბუმბულს იპოხავს.
ზედომინანტობა (ლათ. dominans გაბატონებული) - მოვლენა, რომლის დროსაც ჰეტეროზიგოტულ მდგომარეობაში გენის დომინანტი ალელი გაცილებით ძლიერად ავლენს თავის მოქმედებას, ვიდრე ჰომოზიგოტურ მდგომარეობაში.
ზენიტი (ფრანგ. zenith) - რაიმეს განვითარების უმაღლესი წერტილი, ზღვარი.
ზეპარაზიტი (ბერძნ. parasitos მუქთახორა) - იგივე სუპერპარაზიტი, ე.წ. პარაზიტის პარაზიტი. მაგ., ლეპტომონასის გვარის უმარტივესები ძუძუმწოვრების და ფრინველების ზოგიერთი პარაზიტის პარაზიტებია.
ზეტქრომოსომა (გერმ. Z-qhromosom) - Y-ქრომოსომის აღნიშვნა მდედრობითი ჰეტეროგამეტურობის შემთხვევაში.
ზიგონემა (ბერძნ. zygon უღელი, წყვილი, nema ძაფი) - მეიოზის I პროფაზის ლეპტონემის (იხ.) მომდევნო სტადია, რომელსაც ახასიათებს ჰომოლოგიური ქრომოსომების წყვილების შექმნა.
ზიგოსპორა (ბერძნ. zygotos შერწყმული, შეერთებული, spora დათესვა, თესლი) - მკვრივი გარსით გარშემორტყმული ზიგოტა, რომელსაც ძალუძს გაუძლოს მისი განვითარებისათვის არასახარბიელო პირობებს.
ზიგოტა (ბერძნ. zygotos შერწყმული, შეერთებული) - ორი სასქესო უჯრედის (გამეტების), სპერმატოზოიდისა და კვერცხუჯრედის ბირთვების შერწყმით მიღებული უჯრედი. განაყოფიერებული კვერცხუჯრედი.
ზოდიაქო (ბერძნ. zodiakos ცხოველთა წრე. დაერქვა იმის გამო, რომ ზოდიაქოს ნიშნებში ჭარბობს ცხოველების გამოსახულება) - 12 თანავარსკვლავედის (მერწყული, თევზები, ვერძი, კურო, ტყუპები, კირჩხიბი, ლომი, ქალწული, სასწორი, ღრიანკალი, მშვილდოსანი, თხის რქა) ერთობლიობა, რომლებზეც გადის მზე თავის წლიურ გზაზე. ზოდიაქოს ყოველ ნიშანში (მაგ., სასწორში) მზე ყოვნდება დაახლოებით ერთი თვის მანძილზე.
ზოლი (გერმ. Sole) - კოლოიდური სისტემის ნაწილაკები, რომლებიც თანაბრადაა განაწილებული სითხესა და აირებში.
ზომბირება (ინგლ. zombie მოსაწყენი, უტვინო ადამიანი) - ადამიანის ფსიქიკაზე ზემოქმედება (მაგ., ფსიქოტროპული იარაღით), რითაც იგი წინასწარ დაპროგრამებულ მოქმედებებს ასრულებს.
ზომიერი ფაგები (ბერძნ. phagos მშთანთქმელი) - ახდენენ თავისი ნუკლეინის მჟავის ინკორპორაციას ბაქტერიის გენომში. იწვევენ სამიზნეუჯრედის ლიზოგენიზაციას და პროფაგის სახით არიან ლოკალიზებული ბაქტერიულ ქრომოსომაში ანპლაზმიდაში.
ზონა (ბერძნ. zone სარტყელი) - განსაზღვრული სივრცე (რაიონი, მონაკვეთი), რომელიც ხასიათდება საერთო ნიშან-თვისებებით.
ზონდი (ფრანგ. sonder გამოკვლევა) - 1. მილის ან სხვა მსგავსი ფორმის სამედიცინო ინსტრუმენტი, რომელიც შეჰყავთ სხეულის არხებსა და სიღრუეებში სადიაგნოზო ან სამკურნალო მიზნით. 2. დნმ-ზონდი, რომელიც შეყავთ ორგანიზმში ჩანასახის მემკვიდრული დაავადებების გამოსავლენად. 3. ატმოსფეროს მაღალი შრეების შემსწავლელი მცირე ზომის საჰაერო ბუშტი თვითჩამწერი ხელსაწყოთი.
ზონდირება (ფრანგ. sonder გამოკვლევა) - 1. რაღაცის წინასწარ გამოკვლევა, ნიადაგის მოსინჯვა, დაზვერვა. 2. ღრუ და მილოვანი ორგანოების გამოკვლევა ზონდის მეშვეობით.
ზოობენთოსი (ბერძნ. zoon ცხოველი, benthos სიღრმე) - იმ ცხოველების ერთობლიობა, რომლებიც ცხოვრობენ მტკნარი და მლაშე წყალსატევების ფსკერზე.
ზოოგეოგრაფია (ბერძნ. zoon ცხოველი, ge დედამიწა, grapho ვწერ) - ზოოლოგიის დარგი, რომელიც სწავლობს როგორც თანამედროვე, ისე წარსული ეპოქების ცხოველების ეკოლოგიური დაჯგუფებების გავრცელებას დედამიწაზე. ბიოლოგიაში, მედიცინასა და ვეტერინარიაში ზოოგეოგრაფიის მონაცემები გამოიყენება ადამიანისა და ცხოველების პარაზიტული ეტიოლოგიის დაავადებების გამომწვევების შესწავლისათვის.
ზოოლათრია (ბერძნ. zoon ცხოველი, latreia თაყვანისცემა) - ცხოველების თაყვანისცემა, მათი კულტი, რაც გვხვდებოდა უძველეს რელიგიებში და პირველყოფილ ადამიანებში (მაგ., იბისი, ძროხა, გველი, კატა და სხვ.).
ზოოლოგია (ბერძნ. zoon ცხოველი, logos მოძღვრება) - მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ცხოველთა სამყაროს.
ზოომასა (ბერძნ. zoon ცხოველი, ლათ. massa ნაჭერი, გუნდა) - ეკოსისტემის ან მისი რომელიმე ნაწილის საზღვრებში ყველა ცხოველის ჯამური მასა (მათი ნედლი ან მშრალი წონა). ჩვეულებრივ, კონსუმენტებისაგან (იხ.) შემდგარი ზოომასა ფიტომასაზე უფრო მცირეა, თუმცა წყლის ეკოსისტემებში არც თუ იშვიათად აღემატება კიდევაც მას.
ზოომორფოზები (ბერძნ. zoon ცხოველი, morphosis ფორმის წარმოქმნა) - მდგომარეობს ცხოველის ნარჩენების მინერალიზაციაში ან მეორადი ფოსილიზებული (იხ. ფოსილიზაცია) შენაერთებით ჩანაცვლებაში, რაც უნარჩუნებს მას პირველად ზომებს და ფორმებს, არც თუ იშვიათად კი ჩონჩხის ქსოვილის პირველად სტრუქტურას.
ზოონოზები (ბერძნ. zoon ცხოველი, nosos დაავადება) - დაავადებები, რომლებიც დამახასიათებელია მხოლოდ ცხოველებისათვის (მაგ., მსხვილფეხა რქოსანი საქონლისა და ღორის ჭირი, აბრეშუმხვევიას პებრინა და მრავალი სხვ.).
ზოოპათოლოგია (ბერძნ. zoon ცხოველი, pathos ავადმყოფობა, ტანჯვა, ლოგოს მოძღვრება) - მეცნიერება, რომელიც სწავლობს ცხოველთა დაავადებებს.
ზოოპლანქტონი (ბერძნ. zoon ცხოველი, plankton მოხეტიალე) - პლანქტონის (იხ.) შემადგენელი ნაწილია. ზოოპლანქტონს შეადგენს ცხოველების ერთობლიობა, რომლებიც ცხოვრობენ ზღვებისა და კონტინენტური წყალსატევების სიღრმეში.
ზოოსემიოტიკა (ბერძნ. zoon ცხოველი, semeion ნიშანი) - ცხოველების ადამიანთან ურთიერთობის საკომუნიკაციო სისტემა, რაც მდგომარეობს ცხოველებისათვის სხვადასხვა ნიშნების და ფიგურების შესწავლაში.
ზოოსპორა (ბერძნ. zoon ცხოველი, spora თესლი) - უმდაბლეს მცენარეთა და სოკოების უჯრედები, რომლებიც შოლტების დახმარებით აქტიურად მოძრაობენ წყალში.
ზოოსპორანგიუმი (ბერძნ. zoon ცხოველი, spora თესლი, angeion ჭურჭელი) - ზოგიერთ წყალმცენარეში და იშვიათად სოკოებში უსქესო გამრავლების ორგანო. ზოოსპორების წარმოქმნის ადგილი.
ზოოტაფოსი (ბერძნ. zoon ცხოველი, taphos სასაფლაო, დამარხვა) - ცხოველის ცოცხლად დამარხვა. ზრდასთან ერთად, ხამანწკების ნიჟარები თავისი ქვედა საგდულებით გადაფარავენ ხოლმე კიბოსნაირი ორგანიზმების ზღვის რკოების (Balanus hammeri, B. ballanoides) ბაკნებს და ამით ცოცხლად მარხავენ მათ.
ზოოტექნია (ბერძნ. zoon ცხოველი, techne ხელოვნება, ოსტატობა) - მეცნიერება სასოფლო-სამეურნეო ცხოველების გამრავლებაზე, კვებაზე, შენახვასა და სწორ გამოყენებაზე მეცხოველეობის პროდუქციულობის ამაღლების მიზნით. ბოლო ხანებში იყენებენ ტერმინ „ზოოინჟინერიასაც“.
ზოოტოქსინი (ბერძნ. zoon ცხოველი, toxikon შხამი) - ცხოველური ორგანიზმების ცხოველმოქმედების პროდუქტი, რომელიც ტოქსიკურია ადამიანისა და სხვა სახეობის ცხოველებისათვის. დიდი მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა პათოლოგიების განვითარებაში. განასხვავებენ ბუნგაროტოქსინს, იგივე აპიტოქსინს (ფუტკრის შხამს), კობროტოქსინს (გველების შხამს) და ა.შ.
ზოოფაგები (ბერძნ. zoon ცხოველი, phago ვჭამ, ვშთანთქავ) - ცხოველები, რომლებიც იკვებები ან მხოლოდ სხვა ცხოველებით. იგულისხმება ხორცისმჭამელი ორგანიზმები.
ზოოფილია (ბერძნ. zoon ცხოველი, philia სიყვარული) - 1. ადამიანის სქესობრივი ლტოლვა ცხოველებისადმი. 2. მცენარეების ჯვარედინი დამტვერვა ცხოველებით, ჩვეულებრივ, მწერებით.
ზოოფსიქოლოგია (ბერძნ. zoon ცხოველი, psyche სული, logos მოძღვრება) - ფსიქოლოგიისა და ზოოლოგიის დარგი, რომელიც შეისწავლის ცხოველების ფსიქოლოგიას, მათი ნერვული სისტემის საშუალებით რეალობის აღქმას და სხვა. ზოოფსიქოლოგია მჭიდროდაა დაკავშირებული ზოოლოგიის სხვა დარგებთან, მაგრამ განსაკუთრებით - ეთოლოგიასთან (იხ.).
ზოოქორია (ბერძნ. zoon ცხოველი, choreo ვვრცელდები) - ნაყოფისა და თესლის გავრცელება ცხოველის მიერ.
ზოოცენოზი (ბერძნ. zoon ცხოველი, kainos ახალი, საერთო) - ერთ ბიოცენოზში და აქედან გამომდინარე, ბიოტოპში არსებული ერთმანეთთან დაკავშირებული ცხოველების სახეობების ერთობლიობა. როგორც წესი, ზოოცენოზი ბიოცენოზის აუცილებელი ფუნქციური ერთეულია, თუმცა ზოგჯერ (ზღვების დიდ სიღრმეებში, გამოქვაბულებში) დამოუკიდებელი წარმონაქმნის როლსაც ასრულებს.
ზოოციდები (ბერძნ. zoon ცხოველი, ლათ. caedo ვკლავ) - მავნე ხერხემლიანი ცხოველების წინააღმდეგ გამოყენებული ქიმიური ნივთიერებები. მღრღნელების წინააღმდეგ გამოიყენება როდენტიციდები, ფრინველების წინააღმდეგ - ავიციდები და ა.შ.
ზოოჰიგიენა (ბერძნ. zoon ცხოველი, hygieinos ჯანმრთელი) - მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ცხოველების ჯანმრთელობაზე და პროდუქტიულობაზე კვებისა და ცხოვრების პირობების გავლენას.
ზრდასრული - ორგანიზმი, რომელმაც უკვე დაამთავრა თავისი მასისა და სიდიდის ზრდა. ცნება „ზრდასრული“ არ შეესატყვისება „სქესმწიფობას“. მაგ., შინაური ქათამი სქესმწიფობას აღწევს 6-8 თვისათვის, ხოლო ზრდასრული შეიძლება გახდეს გაცილებით უფრო გვიან.
ზრდის ფაქტორი - ლიმფოკინია, მედიატორი, რომელსაც გამოყოფს T-ჰელპერის პოპულაცია. მოქმედებს როგორც ლოკალური ჰორმონი.
ზურგის ტვინი (medulla spinalis) - ცენტრალური ნერვული სისტემის უძველესი ნაწილია და ჩამოყალიბებულია თავის ტვინზე ადრე. მდებარეობს ხერხემლის არხში. მისი სიგრძე სა- შუალოდ 43 სმ-ს შეადგენს, ხოლო დიამეტრი - 1 სმ-ს. ზურგის ტვინზე შეიმჩნევა თითისტარის ფორმის ორი - კისრისა და წელგავის შემსხვილება. აღნიშნული შემსხვილებები განპირობებულია ზედა და ქვედა კიდურებთან დაკავშირებული ნერვული უჯრედებისა და მათი მორჩების სიმრავლით. ზურგის ტვინი 31 სეგმენტისაგან შედგება, სადაც დასაბამს იღებენ ნერვული ღეროები. ზურგის ტვინის ფუნქციებს მიეკუთვნება უპირობო რეფლექსების განხორციელება და ცენტრიდანული და ცენტრისკენული ნერვული იმპულსების გატარება.
ზღვის ავადმყოფობა - ავადმყოფური მდგომარეობა, რასაც იწვევს ვესტიბულური აპარატის ხანგრძლივი გაღიზიანება. ძირითადი ნიშნებია: სისუსტე, პირღებინება, გულისრევის შეგრძნება, თავბრუ. უფრო ხშირად ვითარდება ზღვაზე ან თვითმფრინავით მოგზაურობისას.
ზღვის გველები (Hydrophidae) - ცხოვრობენ ინდოეთის და წყნარი ოკეანის ტროპიკულ წყლებში. წყალში ცხოვრებას კარგად არიან შეგუებულნი. უმეტესობა ცოცხალმ- შობიარეა. მათი შხამი 50-ჯერ უფრო ტოქსიკურია სამეფო კობრასთან შედარებით. სიგრძე 1 - 2,5 მეტრია. განსაკუთრებით სახიფათონი არიან: ჩვეულებრივი (Endydrina schistosa), ჭრელი (Hydrophis caerulescens), ბენგალური (Hydrophis nigrocinctus), ყვითელმუცელა (Pelamis platurus) გველები. მათი შხამი ნეიროტროპულია.
ზღვის გოჭი (Cavia porcellus) - მღრღნელების რიგის წარმომადგენელია. იყენებენ როგორც ლაბორატორიულ ცხოველს ბიოლოგიასა და მედიცინაში. კარგად მრავლდება ტყვეობაში.
ზღვის კომბოსტო (Laminaria saccharina) - დიდი ზომის ზღვის წყალმცენარეა. შეიცავს იოდის შენაერთებს, B1, B2, B12, D ვიტამინებს, ასკორბინის მჟავას, ფოლიუმის მჟავას, ნახშირწყლებს და სხვა. იყენებენ ათეროსკლეროზისა და ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების პროფილაქტიკისათვის. იგივეა, რაც ლა მინარია.
ზღურბლოვანი დოზა - დოზა რომლის ზევით ან ქვევით ადგილი აქვს რაიმე (მაგ., კანცეროგენურ, ტერატოგენურ, მუტაგენურ) ეფექტის გამოვლენას.
![]() |
12 თ |
▲back to top |
თავის ტვინი (encephalon) - ადამიანისა და ცხოველების ნერვული სისტემის ცენტრალური ორგანოა. უზრუნველყოფს ორგანიზმის ყველა სასიცოცხლო ფუნქციის რეგულაციას, ფსიქიკურ ფუნქციებს და აზროვნებას, აგრეთვე წარმოადგენს ინტელექტის, ფსიქიკის, ემოციის, ცნობიერების და მეხსიერების სუბსტრატს.
თავის ქალა (cranium) - ხერხემლიანების თავის ჩონჩხი, რომელიც წარმოქმნილია ხრტილით ან ძვლით. ადამიანის თავის ქალა შედგება 29 ძვლისაგან, სასმენი ძვლების ჩათვლით. მისი მოცულობა დაახლოებით 1500 სმ3 -ია. არჩევენ ტვინის და სახის ქალას. თავის ქალა უკავშირდება ზურგის ტვინის არხს. თავის ქალას სახის ძვლების ერთობლიობა განსაზღვრავს სახის ფორმას. თავის ქალას აგებულების თავისებურებებს იყენებენ ანთროპოლოგიური და ეთნოგრაფიული კვლევების დროს. სახის ქალა მოიცავს ზოგიერთი გრძნობათა ორგანოს პერიფერიულ ანალიზატორს (ყნოსვის, გემოვნების, მხედველობის), საჭმლის მომნელებელ და სასუნთქი სისტემების საწყის ნაწილებს.
თავკომბალა - უკუდო ამფიბიების განვითარების ერთ-ერთი სტადიაა. ბინადრობს წყალში. აქვს 23 წყვილი ლაყუჩი, ორსაკნიანი გული, გრძელი კუდი და სხვა. განიცდის მეტამორფოზს. მას ზრდასრულ ბაყაყად გარდაქცევისათვის სჭირდება 3 - 4 თვე.
თავსისხლა (Sanguisorba offi cinalis) - მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, პიგმენტებს, სახამებელს, ეთერის ზეთს, ასკორბინის მჟავას, სტერინებს და ა.შ. გააჩნია სისხლდენის შემაჩერებელი, ბაქტერიციდური, ანთების საწინააღმდეგო და სხვა თვისებები. იყენებენ კუჭნაწლავის დაავადებების, ენტეროკოლიტების შემთხვევაში, აგრეთვე ფილტვის ტუბერკულოზით დაავადებულთა სამკურნალოდ და ჭრილობების შესახორცებლად.
თავყვითელა (Senecio platyphyllus) - იგივე ხბოშუბლა. რთულყვავილოვანთა ოჯახის ერთან მრავალწლიანი მცენარეა. მისგან ამზადებენ სამკურნალო პრეპარატ პლატიფილინს.
თავშავა (Origanum vulgare) - მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს ეთერზეთს, ფენოლს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ასკორბინის მჟავას. გააჩნია ნაღველმდენი, ოფლმდენი, დამამშვიდებელი და სხვ. თვისებები. იყენებენ ბრონქიტების, თირკმლების, ღვიძლის დაავადებებისას. გააჩნია აგრეთვე ანტიბაქტერიული თვისებები.
თალამუსი (ბერძნ. thalamos ოთახი, საძინებელი) - მხედველობის ბორცვები. შუამდებარე ტვინის ყველაზე უფრო ახალგაზრდა ცენტრალური ნაწილი, რომლის განვითარება მჭიდროდაა დაკავშირებული ნახევარსფეროების ქერქის ფორმირებასთან. თალამუსი უზრუნველყოფს რეფლექსების განხორციელებას, აგრეთვე წარმოადგენს სენსორული ინფორმაციის გადამცემ მიდამოს, რომელიც მიემართება ქერქისაკენ.
თალასემია (ბერძნ. thalassa ზღვა, haima სისხლი) - თანდაყოლილი ჰემოლიზური ანემია, რომელსაც საფუძვლად უდევს გლობინის (ჰემოგლობინის შემადგენელი ცილის) სინთეზის დარღვევა. აღინიშნება ე.წ. ფეტალური ჰემოგლობინის სიჭარბე. ანსხვავებენ თალასემიის 3 ფორმას: დიდ თალასემიას (ანუ კულის ანემიას), რომელიც მძიმე მოლეკულური დაავადებაა, მცირე თალასემიას, რომელიც ჰეტეროზიგოტური ფორმაა და მინიმალურ თალასემიას, რომელიც ჰეტეროზიგოტური ფორმაა და მიმდინარეობს რაიმე კლინიკური სიმპტომების გარეშე.
თალასოთერაპია (ბერძნ. thalassa ზღვა, therapeia მკურნალობა) - მკურნალობა ზღვის კლიმატით და ზღვის აბაზანებით.
თალასოფობია (ბერძნ. thalassa ზღვა, phobos შიში) - ზღვისადმი ავადმყოფური შიში.
თალომი (ბერძნ. thallos მწვანე ტოტი) - უმდაბლესი მცენარეების (წყალმცენარეების, სოკოების, მღიერების, ზოგიერთი ხავსის) სხეული, რომელიც არ არის დიფერენცირებული ფოთლებად და ღეროდ. იგივე თალუსი.
თალოფიტები (ბერძნ. thallos მწვანე ტოტი, phyton მცენარე) - უმდაბლესი მცენარეები, რომლებიც არ არიან დანაწევრებული ფესვებად, ღეროდ და ფოთლებად. თალოფიტებს მიეკუთვნებიან ბაქტერიები, მღიერები, სოკოები და წყალმცენარეები.
თანატოზი (ბერძნ. thanatos სიკვდილი) - ცხოველების დამცველობითი ქცევითი რეაქცია - სიკვდილის იმიტაცია. აღნიშნული ტერმინი ჩვეულებრივ გამოიყენება მწერებთან მიმართებაში, თუმცა სხვა ცხოველებსაც (მაგ., თაგვებს) მეტნაკლებად ახასიათებთ ასეთი თვისება.
თანატოლოგია (ბერძნ. thanatos სიკვდილი, logos მოძღვრება) - მოძღვრება სიკვდილზე. შეისწავლის სიკვდილის უშუალო მიზეზს, ამ პროცესის დინამიკას, კლინიკურ, ბიოქიმიურ და მორფოლოგიურ ცვლილებებს.
თანატოფობია (ბერძნ. thanatos სიკვდილი, phobos შიში) - სიკვდილის აკვიატებული შიში.
თანატოცენოზი (ბერძნ. thanatos სიკვდილი, kainos ახალი, საერთო) - მკვდარი ორგანიზმების თავმოყრა, მათი სასაფლაო, რომელიც თანდათანობით გარდაიქმნება ნალექ ქანებად. მინერალიზაციამდე ასეთ სასაფლაოებს ტაფოცენოზს (ბერძნ. taphos სასაფლაო) უწოდებენ, ხოლო სრული მინერალიზაციის შემდეგ ორიქტოცენოზს (ბერძნ. oriktos ნამარხი).
თაობათა მორიგეობა - ერთი სახეობის ინდივიდების ორი ან მეტი თაობის (გენერაციის) მონაცვლეობა. ისინი ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ანატომიურ-მორფოლოგიური, ფიზიოლოგიური, ქცევითი, ხოლო არც თუ იშვიათად, გამრავლების თავისებურებებით. თაობათა მორიგეობა დამახასიათებელია მცენარეებისათვის (ჰაპლოიდური სასქესო თაობა გამეტოფიტები და დიპლოიდური უსქესო თაობა სპოროფიტები) და მრავალი უხერხემლო ცხოველისათვის.
თასმისებური ჭიები (Cestoda) - მიეკუთვნებიან ბრტყელი ჭიების ტიპს და ცესტოდების კლასს. სხეულის სიგრძე რამდენიმე მილიმეტრიდან 10 და მეტ მეტრამდეა. ენდოპარაზიტებია. კარგად აქვთ განვითარებული ფიქსაციისა და გამრავლების ორგანოები. ნერვული სისტემა სუსტადაა გამოხატული. ჰერმაფროდიტებია. მათი განვითარება მიმდინარეობს მასპინძლის მონაცვლეობით. ასეთი მასპინძლები შეიძლება იყვნენ ადამიანი, აგრეთვე შინაური და გარეული ხერხემლიანი ცხოველები. თასმისებური ჭიებია: ღორის და ხარის სოლიტერები, ექინოკოკი და მრავალი სხვა.
თაფლი - მცენარეების ნექტარიდან მუშა ფუტკრების მიერ გადამუშავებული ტკბილი ნივთიერება, რომელიც საკვებად გამოიყენება. მისი ქიმიური შემადგენლობა დამოკიდებულია მცენარეების სახეობაზე, კლიმატურ პირობებზე და სხვა. თაფლის შემადგენლობაში შედის 13-20% წყალი, 80%-ზე მეტი ნახშირწყლები (გლუკოზა, ფრუქტოზა, საქაროზა, მალტოზა), 0,4% ცილა, 0,3% ნაცარი, აგრეთვე ორგანული მჟავები, ფერმენტები, ასკორბინის მჟავა და სხვ. თაფლს გააჩნია მრავალმხრივი სამკურნალო, დამაკონსერვებელი, ობის სოკოების საწინააღმდეგო და სხვ. თვისებები.
თაფლოვანი მცენარეები - ყვავილოვანი მცენარეები, რომელთა ყვავილის ნექტარს აგროვებენ და ამუშავებენ ფუტკრები.
თებოს ჯირკვლები - ზოგ ძუძუმწოვარში: კანის ჯირკვლები, რომლებიც გამოყოფენ ცხიმოვან ნივთიერებას.
თევზები (Pisces) - წყლის ხერხემლიანებია. ზოგის ჩონჩხი ხრტილოვანია, სხვებისა კი ძვლოვანი ან ძვალხრტილოვანი. უმეტესობა სუნთქავს ლაყუჩებით, ნაწილი კი ლაყუჩებით და ე.წ. ფილტვებით (ორგვარადმსუნთქავები). გული ორსაკნიანი აქვთ. თევზების უმეტესობას ახასიათებს გარეგანი განაყოფიერება. მათი ზომები მერყეობს 1 სმ-დან 20 მ-მდე, ხოლო მასა - 1,5 გრამიდან 12-14 ტონამდე. ხორცი შეიცავს ცილებს, რომელთაც გააჩნიათ ყველა შეუცვლელი ამინომჟავა. თევზის ქონში დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი A და D ვიტამინები. თევზები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ადამიანის დასნებოვნებაში ჰელმინთებით და ბაქტერიებით. ისინი შეიძლება იყვნენ ტოქსიკოინფექციებისა და მოწამვლების წყარო. ცალკეულ შემ თხვევებში მათ ში შეიძლება დაგროვდეს წყალში არსებული, მათთვის ინდიფერენტული, მაგრამ ადამიანისათვის საშიში, მავნე ნივთიერებები.
თეზისი (ბერძნ. thesis ძირითადი დებულება) - მოხსენება, სამეცნიერო შრომის მოკლედ ჩამოყალიბებული ძირითადი დებულებანი.
თეთრყვავილა (Galanthus alpinus) - მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ბოლქვისა და ფოთლების გამონაწური აწესრიგებს წნევასა და სუნთქვას, გამოიყენება ნევრიტების, პოლინევრიტების და სხვათა სამკურნალოდ.
თეიზმი (ბერძნ. theos ღმერთი) - 1.რელიგიურ-ფილოსოფიური მოძღვრება, რომელიც აღიარებს ღმერთის არსებობას. ამ მოძღვრების თანახმად ღმერთს აქვს გონება, სამყარო მისი შექმნილია და მის მიერვე იმართება. 2.კოფეინიზმის ერთ-ერთი სახესხვაობა (theismus), რაც განპირობებულია ჩაის ჭარბად მიღებით.
თეკა (ბერძნ. theke ყუთი, სათავსო) - მცენარეებისა და ცხოველების სხვადასხვა წარმოშობისა და ფუნქციის გარსები: 1. დიატომეების ჯავშნის საგდული. 2. დინოფიტური წყალმცენარეების საფარველი. 3. ხავსებში სპორების სათავსო. 4. ფარულთესლიანებში სამტვრე ძაფის ნახევარი. 5. ზოგიერთი ამების ნიჟარა. 6. ჰიდროიდული პოლიპების ქიტინოვანი საფარველი. 7. მარჯნის პოლიპის სხეულის ქვედა ნაწილის გარშემო არსებული კირქვოვანი ლილვაკი. 8. ხერხემლიანებში საკვერცხის ფოლიკულების შემაერთებელქსოვილოვანი გარსი. 9. კბილის ფოსო, ბუდე.
თელიტოკია (ბერძნ. theles მდედრობითი, tokos მშობიარობა) - პართენოგენეზის ერთ-ერთი ფორმა, როდესაც შთამომავლობაში მხოლოდ მდედრებია.
თეორია (ბერძნ. theoria დაკვირვება, კვლევა) - იდეების ერთობლიობა ცოდნის ამა თუ იმ სფეროში. ჰიპოთეზისაგან (იხ.) განსხვავებით, თეორია განმტკიცებული უნდა იყოს ექსპერიმენტული მონაცემებით.
თეოფილინი - ალკალოიდი, რომელიც შედის ჩაის ფოთლებში და ყავის მარცვლებში. სპაზმოლიზური საშუალებაა. აფართოებს გულის გვირგვინოვან სისხლძარღვებს, აღაგზნებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას. არის შარდმდენი, ასთმის საწინააღმდეგო და სხვ.
თერაპია (ბერძნ. therapeia მკურნალობა) - შინაგან სნეულებათა მკურნალობა არაქირურგიული მეთოდებით (წამლებით, სითბოთი და ა.შ.).
თერიოლოგია (ბერძნ. therion ცხოველი, logos მოძღვრება) - იგივეა, რაც მამალოგია (იხ.).
თერმები (ბერძნ. therme სითბო, სიცხე) - თბილი ან ცხელი მინერალური წყაროები, რომელთა ტემპერატურა არანაკლებ 250C-ია (მაგ., წყალტუბოს, მენჯის წყლები და სხვ.).
თერმობაროკამერა (ბერძნ. therme სითბო, სიცხე, baros სიმძიმე) - იზოლირებული კამერა, რომელიც ინარჩუნებს ტემპერატურისა და წნევის განსაზღვრულ პირობებს.
თერმოდინამიკა (ბერძნ. therme სითბო, სიცხე, dynamikos რაც ძალას მიეკუთვნება) - მეცნიერება ენერგიის გარდაქმნის საერთო კანონზომიერებებზე. თერმოდინამიკის პოზიციიდან შეისწავლება სითბური წონასწორობის კანონები, აგრეთვე ენერგიის მიმოცვლა ცოცხალ სისტემებში, კერძოდ კი ორგანიზმისა და გარემოს შორის სითბოს ცვლის სამედიცინობიოლოგიური თავისებურებები. განასხვავებენ იზოლირებულ, დახურულ და ღია სისტემებს.
თერმოთერაპია (ბერძნ. therme სითბო, სიცხე, therapeia მკურნალობა) - გამთბარი ჰაერის, წყლის, ორთქლის, სამკურნალო ტალახის და სხვ. ფაქტორების სამკურნალოდ გამოყენება.
თერმოპერიოდიზმი (ბერძნ. therme სითბო, სიცხე, პერიოდოს ირგვლივ სიარული) - მცენარეების რეაქცია მაღალი და დაბალი ტემპერატურების მონაცვლეობაზე, რაც გამოიხატება ზრდისა და განვითარების პროცესების ცვლილებებში. განასხვავებენ სადღეღამისო და სეზონურ თერმოპერიოდიზმს.
თერმორეგულაცია (ბერძნ. therme სითბო, სიცხე, ლათ. regulo ვაწესრიგებ) - ფიზიოლოგიური ფუნქცია, რომელიც გარემოს ტემპერატურის ცვლილებების პირობებში უზრუნველყოფს ამა თუ იმ კონკრეტული სახეობისათვის დამახასიათებელი ოპტიმალური ტემპერატურის შენარჩუნებას. თერმორეგულაცია ორგანიზმების ჰომეოსტაზის უმნიშვნელოვანესი მექანიზმია. აღნიშნული მოვლენა კონტროლირდება თერმორეგულაციის ცენტრით, რომელიც წარმოადგენს ჰიპოთალამუსის ცენტრების სისტემის ნაწილს, ეს უკანასკნელი კი ინტეგრაციას უწევს ადაპტაციური ქცევის ვეგეტაციურ, ემოციურ და მოტორულ კომპონენტებს.
თერმორეცეპტორები (ბერძნ. therme სითბო, სიცხე, ლათ. receptor მიმღები) - გარემოს ტემპერატურის ცვალებადობისადმი სპეციფიკურად მგრძნობიარე ნერვული დაბოლოებანი.
თერმოსტატი (ბერძნ. therme სითბო, სიცხე, statos უძრავი) - აპარატი, რომელშიც ავტომატურადაა შენარჩუნებული განსაზღვრული ტემპერატურა.
თერმოტაქსისი (ბერძნ. therme სითბო, სიცხე, taxis მდებარეობა) - მცენარეული და ცხოველური ორგანიზმების მოძრაობა, რაც გამოწვეულია ცალმხრივი სითბური გაღიზიანებით. დადებითი თერმოტაქსისისას მოძრაობა მიმართულია უფრო მაღალი ტემპერატურისაკენ, უარყოფითი თერმოტაქსისისას კი დაბალი ტემპერატურისაკენ.
თერმოფილები (ბერძნ. therme სითბო, სიცხე, philia სიყვარული) - ორგანიზმები, რომელთა ზრდის ოპტიმალური ტემპერატურული ზონა 500-6000C-ია.
თერმოფობები (ბერძნ. therme სითბო, სიცხე, phobos შიში) - ორგანიზმები, რომლებიც ერიდებიან მაღალი ტემპერატურის პირობებს.
თესლი (semen) - თესლოვანი მცენარეების ორგანო, რომელიც ემსახურება მათ გამრავლებას. ვითარდება ბუტკოს ნასკვში განლაგებული თესლკვირტისაგან.
თვითჩასახვა - იხ. აბიოგენეზი.
თივის ცხელება (febris aestrivus) - ადამიანის ალერგიული დაავადებაა, რომელიც განპირობებულია ზოგიერთი სახეობის მცენარეების მტვრის მარცვლისადმი გაზრდილი მგრძნობელობით. მიეკუთვნება პალინოზებს (იხ.). ჩვეულებრივ ვითარდება ბალახების, ხეების ყვავილობის პერიოდში. კლინიკური სიმპტომებია: თვალების, ცხვირის ლორწოვანი გარსების გაღიზიანება და სხვ.
თიმინი - დნმ-ში შემავალი ჰეტეროციკლური შენაერთი, პირიმიდინის წარმოებული. რნმ-ში თიმინის ნაცვლად შედის ურაცილი.
თიმომა (ბერძნ. thymos თიმუსი, oma სიმსივნე) - თიმუსის (მკერდუკანა ჯირკვლის) სიმსივნე, რომელიც შედგება ლიმფოიდური და ეპითელური უჯრედებისაგან.
თიმუსი (ბერძნ. thymos) - იმუნური სისტემის ცენტრალური ლიმფურეპითელური ორგანო, რომელიც T -ლიმფოციტების განვითარებას აკონტროლებს. იგივე მკერდუკანა, ჩანგლისებრი ჯირკვალი.
თირეოიდული ჰორმონები (ლათ. thyreoidea ფარისებრი ჯირკვალი, ბერძნ. hormao ვამოძრავებ, ავაგზნებ) - ადამიანისა და ცხოველების ჰორმონებია, რომლებიც გამომუშავდება ფარისებრ ჯირკვალში. წარმოიქმნებიან ამინომჟავა თიროზინისა და იოდისაგან. გავლენას ახდენენ ორგანიზმის მრავალ მნიშვნელოვან ფუნქციაზე.
თირეოტოქსიკოზი (ბერძნ. thyreos ფარი, toxikon შხამი) - ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონული ფუნქციის გაძლიერებით განპირობებული პათოლოგიური პროცესი. სინონიმებია: ბაზედოვის დაავადება, გრეივსის დაავადება, პარის დაავადება.
თირკმელზედა ჯირკვალი (glandula suprarenalis) - თირკმლების ზედა პოლუსზე განლაგებული წყვილი ენდოკრინული ორგანოა. შედგებიან ქერქოვანი და ტვინოვანი შრეებისაგან. ქერქოვანი შრე გამოიმუშავებს კორტიკოსტეროიდებს და მცირე რაოდენობით ანდრო და ესტროგენებს. ტვინოვანი შრე გამოიმუშავებს ადრენალინსა და ნორადრენალინს.
თირკმელი (ren) - ხერხემლიანების შარდის გამომყოფი წყვილი ორგანო. ორივე თირკმლის მასა შეადგენს სხეულის მასის 0,45-0,7%-ს. ამ ორგანოში მკვეთრადაა გამოყოფილი ქერქოვანი და ტვინოვანი ნივთიერება. მისი სისხლით მოარაგება ხდება თირკმლის არტერიის საშუალებით. თირკმლის ძირითადი სტრუქტურულფუნქციური ერთეულია ნეფრონი. გარდა გამოყოფის ფუნქციისა, თირკმლები მონაწილეობენ ორგანიზმის თვითრეგულაციაში, ცილების ცვლაში, ნახშირწყლებისა და ცხიმების მეტაბოლიზმში, აგრეთვე არტერიული წნევის დონის მოწესრიგებაში.
თმოვანი საფარველი (pili) - ძუძუმწოვარი ცხოველებისა და ადამიანის კანის ეპიდერმისისაგან წარმოქმნილი რქოვანი ძაფები.
თორაქსი (ბერძნ. thorax მკერდი) გულმკერდი.
თრომბი (ბერძნ. thrombos შენადედი, ლეკერტი) - სისხლის შენადედი სისხლძარღვის სანათურში, რაც მთლი ანად ან ნაწილობრივ ახშობს მას.
თრომბინი (ბერძნ. thrombos შენადედი, ლეკერტი) - პროტეოლიზური ფერმენტი, რომლის ზემოქმედებით ფიბრინოგენი გარდაიქმნება ფიბრინად. მისი არააქტიური ფორმაა პროთრომბინი.
თრომბოემბოლია (ბერძნ. thrombos შენადედი, ლეკერტი, embolon სოლი) - სისხლძარღვის სანათურის დახშობა სისხლის ნაკადით მოტანილი თრომბით.
თრომბოზი (ბერძნ. thrombos შენადედი, ლეკერტი, osis მდგომარეობა) - სისხლძარღვებში თრომბების წარმოქმნის პროცესი, რამაც შეიძლება სრულიად დაახშოს ან ნაწილობრივ შეავიწროვოს სანათური.
თრომბოფლებიტი (ბერძნ. thrombos შენადედი, ლეკერტი, phleps ვენა, itis ანთება) - ვენების კედლის ანთება, რასაც თან სდევს თრომბების წარმოქმნა.
თრომბოციტი (ბერძნ. thrombos შენადედი, ლეკერტი, kytos უჯრედი) - მცირე ზომის უბირთვო უჯრედია. მნიშვნელოვან როლს თამაშობს სისხლის შედედებაში. კლაზმატოზის (იხ.) გზით წარმოიქმნება მეგაკარიოციტის ციტოპლაზმიდან. იგივე ბიცოცეროს ფირფიტა.
თრომბოციტოზი (ბერძნ. thrombos შენადედი, ლეკერტი, kytos უჯრედი, osis მდგომარეობა) - პერიფერიულ სისხლში თრომბოციტების რაოდენობის მომატება. იგივეა, რაც თრომბოციტემია.
თრომბოციტოპენია (ბერძნ. thrombos შენადედი, ლეკერტი, kytos უჯრედი, penia ნაკლებობა) - პერიფერიულ სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება. იგივეა რაც თრომბოპენია.
თრომბოციტოპოეზი (ბერძნ. thrombos შენადედი, ლეკერტი, kytos უჯრედი, poieo წარმოვქმნი) - თრომბოციტების წარმოქმნის პროცესი მეგაკარიოციტებიდან კლაზმატოზის (იხ.) საშუალებით.
თუთის აბრეშუმხვევია (Bombyx mori) - ფეხსახსრიანების ტიპის, მწერების კლასის, ქერცლფრთიანების რიგის წარმომადგენელია. თავისი სიცოცხლის მანძილზე გადის გრენის, ჭიის, ჭუპრის და პეპლის სტადიებს. პეპელას ფრენის უნარი დაკარგული აქვს. იკვებება მხოლოდ თუთის ფოთლებით. ამზადებს აბრეშუმის მაღალი პროცენტის შემცველ პარკს.
თუთუბო (Rhus coriaria) - ბუჩქი ან პატარა ტანის ხეა. ორსახლიანი მცენარეა. დიდი რაოდენობით (23-33%) შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს. იყენებენ სამედიცინო ტანინების მისაღებად. მკურნალობენ შარდის ბუშტს, წყლულებს. იყენებენ სხვადასხვა ტოქსიკოზების დროს და სხვ.
თურქული (Aphthae epizooticae) - მწვავე ვირუსული ანთროპოზოონოზური დაავადებაა. ადამიანს გადაეცემა დაავადებულ ცხოველებთან (მსხვილი და წვრილფეხა რქოსანი საქონელი) კონტაქტის გზით. დამახასიათებელია ცხელება და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის (ეპიზოოტიური სტომატიტი) და კიდურების წყლულოვანი (აფთოზური) დაზიანებები. დაავადების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია პირადი ჰიგიენის დაცვა.
![]() |
13 ი |
▲back to top |
იავანთროპი (იავა კუნძული ინდოეთის ოკეანეში, ბერძნ. anthropos ადამიანი) - უძველესი ადამიანი ანუ არქანთროპი. მისი ნაშთები ნაპოვნია კუნძულ იავაზე.
იაჟუჟუნა (Viola tricolor) - ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს გლიკოზიდებს, ალკალოიდებს, ეთერზეთებს, საპონინებს, ტანინებს, შაქრებს. გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური, შარდმდენი, ნაღველმდენი და სხვ. თვისებები. იგივე სამფერა ია.
იაროვიზაცია (ინგლ. iarovization გაადრეულება) - მცენარის თესლების თესვისწინა სპეციალური დამუშავება დაბალი ტემპერატურების მოქმედებით გარკვეულ პერიოდში, რაც აჩქარებს მათ გაღივებას. უმთავრესად მიმართავენ ერთ და ორწლიან მცენარეთა საშემოდგომო ფორმების განვითარების დაჩქარებისათვის.
იასამანი (Siringa vulgaris) - ბუჩქია ან პატარა ხე. შეიცავს ეთერის ზეთს, სირინგოპიკრინს, ფერნეზოლს, გლიკოზიდ სირინგინს. იყენებენ თირკმლის კენჭების საწინააღმდეგოდ. გააჩნია ოფლმდენი და მალარიის საწინააღმდეგო თვისებები.
იატროგენია (ბერძნ. iatros ექიმი, genes წარმოშობილი) - 1.ექიმის ან სამედიცინო პერსონალის მიერ დაუკვირვებლად გამოთქმული აზრის (სიტყვის) შედეგად ავადმყოფში განვითარებული ფსიქოგენური რეაქცია. 2.სხვადასხვა სამკურნალო პრეპარატით ან რადიოთერაპიით გამოწვეული პათოლოგიური რეაქციები.
იდეალიზაცია (ფრანგ. idealization) - რაიმეს წარმოდგენა იმაზე უკეთესი სახით, ვიდრე ის სინამდვილეშია. ვინმეს ან რაიმეს დადებითი ნიშნების გაზვიადება.
იდეალიზმი (ფრანგ. idealisme პირველსახე) - ფილოსოფიური მიმდინარეობა, რომელიც პირველადად თვლის იდეას, ცნობიერებას, სულს, ხოლო ბუნებას, მატერიას - მეორადად.
„იდეა ფიქსი“ (Ideafix) - აკვიატებული, ერთ ობიექტზე, პიროვნებაზე და ა.შ. ფიქსირებული აზრი, იდეა
იდენტიფიკაცია (ლათ. identifico ვაიგივებ) - 1. უჯრედის, ქსოვილის ჭეშმარიტი არსის დადგენა (მიკროსკოპით). დიაგნოზის დადგენა. 2. პიროვნების იგივეობის დადგენადამტკიცება (სასამართლო მედიცინაში).
იდილია (ბერძნ. eidillion) - მშვიდობიანი, უზრუნველი არსებობა.
იდიოადაპტაცია (ბერძნ. idios თავისებური, ლათ. adaptatio შეგუება, მორგება) - ორგანიზმთა სრულყოფა მათი ორგანოების ფუნქციისა და სტრუქტურის ცვლილებების გამო. იდიოადაპტაცია კერძო შეგუებაა არსებობის განსაკუთრებულ პირობებთან, ორგანიზაციის დონის ამაღლების გარეშე.
იდიოგამია (ბერძნ. idios თავისებური, gamos ქორწინება) - თვითდამტვერვა მცენარეებში.
იდიოგრამა (ბერძნ. idios თავისებური, gramma ჩანაწერი) - კარიოტიპის (იხ.) გამოსახვა დიაგრამის სახით. ქრომოსომები ინომრებიან და კლასიფიცირდებიან ჯგუფებად მათი მორფოლოგიისა და ზომების გათვალისწინებით. სინონიმია კარიოგრამა.
იდიოპლაზმა (ბერძნ. idios თავისებური, plasma გამონაძერწი) - უჯრედების ჰიპოთეზური მატერია ლური სუბსტანცია, რომელიც თი თ ქოსდა განსაზღვრავდა მათ მემ კვიდრულ თვისებებს. ტერმინი შემოთავაზებული იყო გერმანელი კ.ნეგელის მიერ 1884 წელს.
იდიოსინკრაზია (ბერძნ. idios თავისებური, synkrasis შერევა) - ორგანიზმის ავადმყოფური მგრძნობიარობა ზოგიერთი ნივთიერებებისადმი. იდიოსინკრაზია შეიძლება იყოს თანდაყოლილი ან შეძენილი.
იერარქია (ბერძნ. hierarchia წესრიგი) - იერარქიული კიბე, რომელიც მკვეთრადაა გამოხატული სხვადასხვა ცხოველთა პოპულაციებში. იერარქია მდგომარეობს სუსტის დაქვემდებარებაში ძლიერისადმი. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ქათმებში და მაიმუნებში არსებული იერარქიული კიბე.
იზოალელები (ბერძნ. isos თანაბარი, ტოლი, allelon თანაზიარად, სანაცვლოდ) - ერთი ლოკუსის ალელები, რომელთაც მსგავსი ფენოტიპიური ეფექტი გააჩნიათ. მათი არაიდენტურობა შეიძლება გამომჟღავნებულ იქნეს მხოლოდ გარემოს განსაზღვრულ პირობებში.
იზოგამია (ბერძნ. isos თანაბარი, ტოლი, gamos ქორწინება) - სქესობრივი პროცესის ტიპია, როდესაც გამეტებს, რომლებიც მორფოლოგიურად არ განირჩევიან ერთმანეთისაგან, გააჩნიათ სხვადასხვა ბიოქიმიური და ფიზიოლოგიური თვისებები. გამრავლების ასეთი ტიპი დამახასიათებელია ერთუჯრედიანი წყალმცენარეებისათვის, უმდაბლესი სოკოებისა და მრავალი უმარტივესისათვის.
იზოლანტები (ფრანგ. isolation განცალკევება, ცალკე მოთავსება) - მოსახლეობის მცირერიცხოვანი, ეთნიკურად ერთიანი ჯგუფები, რომელთაც სხვა ეთნიკურ ჯგუფებთან კონტაქტი არა აქვთ. ამიტომ მათში ხშირია ახლონათესაური ქორწინებები.
იზოლატები (ფრანგ. isolation განცალკევება, ცალკე მოთავსება) - 1. ბიოლოგიაში სხვადასხვა სახეობების, მათ შორის ადამიანების მცირე გენეტიკურად იზოლირებული პოპულაციები. 2. მიკრობიოლოგიაში ტერმინ „იზოლატების“ ქვეშ ზოგჯერ გულისხმობენ ვირუსების ან სხვა მიკრობების კულტურებს.
იზოლაცია (ფრანგ. isolation განცალკევება, ცალკე მოთავსება) - 1. გადამდები სნეულებით დაავადებულის ან დაავადებაზე ეჭვმიტანილი პირის გამოცალკევება ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. 2. სივრცობრივი ან ფიზიომორფოლოგიური განცალკევება ერთმანეთისგან, რაც შეუძლებელს ხდის ინდივიდების შეჯვარებას და იწვევს შიდასახეობრივი ჯგუფებისა და ახალი სახეობების წარმოქმნას. 3. უჯრედების განცალკევება ერთმანეთისაგან (მაგ., ცენტრიფუგირების პროცესში).
იზოლეიცინი - შეუცვლელი ამინომჟავა, რომელიც შედის თითქმის ყველა ცილის შემადგენლობაში.
იზოტონური ხსნარი (ბერძნ. isos თანაბარი, ერთგვარი, tonos დაძაბვა) - ხსნარი, რომლის ოსმოსური წნევა სისხლის პლაზმის ტოლია. იგივე ფიზიოლოგიური ხსნარი. სუფრის მარილის 0,9%-იანი წყალხსნარი.
იზოტოპები (ბერძნ. isos თანაბარი, ერთგვარი, topos ადგილი) - ერთი და იგივე ქიმიური ელემენტის ატომები, რომელთაც სხვადასხვა მასა გააჩნიათ, მაგრამ ქიმიური და ფიზიკური თვისებებით ერთმანეთისაგან თითქმის არ განსხვავდებიან და ელემენტთა პერიოდულ სისტემაში ერთსა და იმავე ადგილზე არიან მოთავსებული.
იზოტრანსპლანტაცია (ბერძნ. isos თანაბარი, ერთგვარი, ლათ. trans იქით, იქითა, plantatio ნერგი) - ტრანსპლანტაცია (იხ.) იდენტურ ტყუპებში ან ინბრედულ (იხ.) ცხოველებში ანუ გენეტიკურად იდენტურ ორგანიზმებში.
იზოფერმენტები (ბერძნ. isos თანაბარი, ერთგვარი, fermentum საფუარი) - ფერმენტები, რომელთაც სხვადასხვა სტრუქტურა და ფიზიკურქიმიური თვისებები გააჩნიათ, მაგრამ აკატალიზებენ (იხ.) ერთსა და იმავე რეაქციას.
ილეუსი (ბერძნ. ileus ვტრიალებ, ვბრუნავ) - ნაწლავის გაუვალობა, დამბლა. მძიმე დაავადებაა, რომლის განკურნებაში გადამწყვეტი როლი დროულ დიაგნოზსა და ქირურგიულ ჩარევას ენიჭება.
ილი (Eletiaria cardamomum) - იგივე კარდამონი. ქართულად ჰილიც ეწოდებოდა. მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. იყენებენ კუჭ-ნაწლავის დაავადებების, აგრეთვე მეჭეჭების სამკურნალოდ. შედიოდა კეთრის საწინააღმდეგო წამლების შემადგენლობაში. საჭმლის მონელებაზე დადებითად მოქმედებს. მიეკუთვნება არომატულ სანელებელ მცენარეებს, იყენებენ საკონდიტრო წარმოებაშიც.
ილუზია (ლათ. illudo ვიტყუები, ვხუმრობ) - სინამდვილის დამახინჯებულად, მცდარად, რეალურად არსებული საგნების და მოვლენების გაუკუღმართებულად აღქმა. განუხორციელებელი იმედი, ოცნება.
ილუსტრაცია (ლათ. illustratio) - გამოსახულება, რომელიც ნათელს ფენს წიგნში, ჟურნალში, გაზეთში გამოქვეყნებულ ტექსტს (სურათი, სქემა).
იმაგიციდები (ლათ. imago ხატი, მსგავსი, caedo მოვკლავ) - ზრდასრული მწერების განადგურებისათვის გამოყენებული ინსექტიციდები.
იმაგო (ლათ. imago ხატი, მსგავსი) - ზრდასრული ფორმა ჰელმინთების, მწერებისა და ტკიპების განვითარების ციკლში.
იმანენტური (ლათ. immanens დამახასიათებელი, ჩვეული) - რაიმე მოვლენისათვის, საგნის ან პროცესისათვის შინაგანად დამახასიათებელი.
იმბეცილობა (ლათ. imbecillus სუსტი, უღონო) - ადრეულ ბავშვობაში შეძენილი ჭკუასუსტობა.
იმბიბიცია (ლათ. imbibitio) - გაჟღენთვა.
იმერსია (ლათ. immergo ჩავძირავ) - მიკროსკოპის ობიექტივსა და საფარ მინას შორის სითხის (ჩვეულებრივ, კედრის ზეთის) წვეთის მოთავსება გამოსახულების სიმკვეთრის გაძლიერების მიზნით.
იმიგრანტი (ლათ. immigrans შესახლებული) - უცხოელი, რომელიც დაფუძვნდა რომელიმე ქვეყანაში ხანგრძლივ ან მუდმივ საცხოვრებლად.
იმიგრაცია (ლათ. immigrans შესახლებული) - 1.ცხოველების დასახლება მათთვის უცხო ტერიტორიაზე. 2.გასტრულაციის (იხ.) ერთ-ერთი ტიპი.
იმიტაცია (ლათ. imitatio) - მიბაძვა, გაყალბება, განსახიერება.
იმობილიზაცია (ლათ. immobilis უძრავი) - სხეულის დაშავებული ან დაავადებული ნაწილის თაბაშირით ან არტახებით შეკვრა, მისი უძრავი მდგომარეობის შესანარჩუნებლად. ფიქსირება უძრავად.
იმორტალიზაცია (ინგლ. immortal უკვდავი) - სომატური უჯრედის გადასვლა პრეკანცეროზულ ანუ „იმორტალიზებულ“ მდგომარეობაში, რის შედეგადაც უჯრედი იძენს პროლიფერაციის განუსაზღვრელ უნარს.
იმპეტიგო (ლათ. impetus თავდასხმა, იერიში) - კანის ინფექციური დაავადება ბუშტუკოვანი გამონაყარით.
იმპლანტაცია (ლათ. in (იმ) ში, planto ვრგავ) - განაყოფიერებული კვერცხის ჩანერგვა საშვილოსნოს ლორწოვან გარსში (ადამიანში - განვითარებიდან მე-7 დღეს). ზოგჯერ ამ ტერმინს იყენებენ „ტრანსპლანტაციის“ აღსანიშნავადაც.
იმპოტენცია (ლათ. impotentia სისუსტე, უძლურება) - სქესობრივი უძლურება, იგივე ცვედნობა.
იმპრეგნაცია (ლათ. impregnare ავსება) - ქსოვილის დამუშავება მძიმე მეტალებით. გაჟღენთვა.
იმპრინტინგი (ინგლ. imprint კვალის დატოვება, აღბეჭდვა) - ცხოველთა ინსტინქტური ქცევის თავისებური მოვლენა, რაც გამოიხატება მის მეხსიერებაში რაიმე ობიექტის სხვადასხვა თავისებურების (შესახედაობის, გარეგნობის) სწრაფ და დიდი ხნით ფიქსაციაში. ამ თანდაყოლილი რეფლექსის დრო საკმაოდ შეზღუდულია: მაგ., ქათმის წიწილებისათვის დაახლოებით 15 სთ-ს უდრის (იმპრინტინგის კრიტიკული პერიოდი). თუ ამ პერიოდში წიწილა მოძრავ კრუხს დაინახავს, იგი მას გამოედევნება. თუკი წიწილამ კრიტიკულ პერიოდში კრუხის ნაცვლად დაინახა მოძრავი ადამიანი, ცხენი და სხვ., იმ წუთიდან იგი უკან გადევნებას დაუწყებს ამ უცნაურ „დედებს“. იმპრინტინგის მოვლენა ძალზე მკაფიოდაა გამოხატული ფრინველებში და ნაკლებად - ძუძუმწოვრებში.
იმპროვიზაცია (ლათ. improvisus უეცარი, გაუთვალისწინებელი) - მხატვრული ან სხვა ნაწარმოების შექმნა შესრულების მომენტში, წინასწარი მომზადების გარეშე.
იმპულსი (ლათ. in (იმ)-ში, pulsus დარტყმა) - 1. ნეირონში აგზნების გავრცელების ხანმოკლე პროცესი. 2. შინაგანი მისწრაფება, ბიძგი, რაც იწვევს რაიმე მოქმედების შესრულებას
იმუნიზაცია (ლათ. immunitas რაიმესაგან განთავისუფლება) - ხელოვნური ან ბუნებრივი იმუნიტეტის შექმნა ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკის მიზნით.
იმუნიტეტი (ლათ. immunitas რაიმესაგან განთავისუფლება) - ორგანიზმის სენშეუვალობა ინფექციურ დაავადებათა გამომწვევების მიმართ, აგრეთვე ნებისმიერი უცხო ანტიგენის წინააღმდეგ. ცნობილია უჯრედული და ჰუმორული, აქტიური და პასიური, ხელოვნური და ბუნებრივი, ტრანსპლანტაციური და სხვა სახის იმუნიტეტები.
იმუნოგენეტიკა (ლათ. immunitas რაიმესაგან განთავისუფლება, ბერძნ. genesis წარმოშობა) - იმუნოლოგიის დარგი, რომელიც სწავლობს იმუნიტეტის ფაქტორების გენეტიკურ საფუძვლებს. აღნიშნულ მეცნიერებას საფუძველი ჩაეყარა ე. დუნგერნის და ლ. ჰირშფელდის შრომებით, რომლებმაც აღმოაჩინეს სისხლის ჯგუფობრივი ანტიგენების დამემკვიდრება (1910). ტერმინი მოწოდებულია მ. ირვინის და ლ. კოლეს მიერ 1936 წელს.
იმუნოდეპრესორები (ლათ. immunitas რაიმესაგან განთავისუფლება, ლათ. depressio დათრგუნვა) - ქიმიური ნივთიერებები, ზემოქმედებები და ბიოლოგიური აგენტები, რომლებიც იწვევენ ორგანიზმის იმუნური სტატუსის დაქვეითებას.
იმუნოკომპეტენტური უჯრედები (ლათ. immunis იმუნური, compensatio ანაზღაურება, გამოსწორება) - უჯრედები, რომლებიც მონაწილეობენ იმუნურ პროცესებში. იგულისხმება მაკროფაგები, ლიმფოციტები, პლაზმური უჯრედები.
იმუნოლოგია (ლათ. immunitas რაიმესაგან განთავისუფლება, ბერძნ. logos მოძღვრება) - მეცნიერება ორგანიზმის დაცვით (უპირატესად სპეციფიკურ) რეაქციათა შესახებ.
იმუნოლოგიური ზედამხედველობის თეორია (ლათ. იმმუნიტას რაიმესაგან განთავისუფლება, ბერძნ. logos მოძღვრება) - ამ თეორიის თანახმად, ორგანიზმში სიმსივნური უჯრედები წარმოიქმნება მთელი სიცოცხლის მანძილზე პერმანენტულად, მაგრამ ისინი ნადგურდებიან იმუნური ძალების მიერ. ეს თეორია პირველად ჩამოაყალიბა ავსტრალიელმა ფ. ბერნეტმა.
იმუნოლოგიური მეხსიერება (ლათ. immunitas რაიმესაგან განთავისუფლება) - ორგანიზმის იმუნური სისტემის უნარი, ანტიგენთან პირველი ურთიერთმოქმედების შემდეგ სპეციფიკური პასუხი გასცეს მას განმეორებითი კონტაქტის შემთხვევაში.
იმუნოლოგიური ტოლერანტობა (ლათ. immunitas რაიმესაგან განთავისუფლება, ტოლერანტია მოთმინება) - იმუნოლოგიური რეაქტივობის განსაკუთრებული ფორმა, როდესაც ორგანიზმი სრულიად ან ნაწილობრივ კარგავს ანტიგენურ გაღიზიანებაზე ანტისხეულების გამომუშავების უნარს. ასეთ რეაქციას ადგილი აქვს ემბრიონულ პერიოდში იმუნიზაციის პროცესის ჩატარებისას. აღნიშნული რეაქცია აღმოაჩინეს მ.ჰაშეკმა და პ.მედავარმა 1953 წელს.
იმუნომოდულანტები (ლათ. immunitas რაიმესაგან განთავისუფლება, მოდიფიცატიო ცვლილება) - ნივთიერებები, რომლებიც გავლენას ახდენენ იმუნოლოგიური სისტემის ფუნქციაზე. მიღებულია მათი დაყოფა ეგზოგენურებად და ენდოგენურებად. ნებისმიერი იმუნომოდულატორი იმუნურ სისტემაზე შეიძლება ახდენდეს გამააქტივებელ ან სუპრესორულ მოქმედებას. იმუნომოდულატორული მოქმედების პრეპარატებია: პარენტერული და გარეგანი გამოყენების ინტერფერონის პრეპარატები, ლეიკოფერონი, რეკომბინანტური რეაფერონი და სხვ.
იმუნოპათოლოგია (ლათ. immunitas რაიმესაგან განთავისუფლება, ბერძნ. pathos ავადმყოფობა, ტანჯვა, logos მოძღვრება) - იმუნოლოგიის მიმართულება, რომელიც შეისწავლის იმ დაავადებებს, რომლებიც ნაწილობრივ ან მთლიანად განპირობებულნი არიან იმუნური სისტემის დარღვევებით. ასეთებია: სიმსივნური, ალერგიული, ავტოიმუნური, იმუნოდეფიციტური და ლიმფოპროლიფერაციული დაავადებები.
იმუნოპროფილაქტიკა (ლათ. immunitas რაიმესაგან განთავისუფლება, prophylaktikos ვიცილებ, ვუფრთხილდები) - რაიმე დაავადების საწინააღმდეგო წინასწარი იმუნოლოგიური მეთოდების გამოყენება (მაგ., ცოფის საწინააღმდეგო ანტირაბიული შრატი).
იმუნოსუპრესია (ლათ. immunitas რაიმესაგან განთავისუფლება, supressio დათრგუნვა) - იმუნური ძალების მეშვეობით რაიმე რეაქციის ან ანტიგენის დათრგუნვა. მაგ., T -სუპრესორებით B-ლიმფოციტების მიერ ანტისხეულების სინთეზის დათრგუნვა.
იმუნოციტები (ლათ. immunitas რაიმესაგან განთავისუფლება, kytos უჯრედი) - უჯრედები, რომლებიც უზრუნველყოფენ ორგანიზმის შეუვალობას სხვადასხვა აგენტების მიმართ (იმუნოკომპეტენტური უჯრედები, იხ.). იმუნოციტების მაპროდუცირებელი ორგანოები (ძვლის წითელი ტვინი, თიმუსი, ლიმფური კვანძები და სხვ.), აგრეთვე თვით იმუნოციტები წარმოადგენენ ორგანიზმის იმუნურ სისტემას.
იმუნოჰემატოლოგია (ლათ. immunitas რაიმესაგან განთავისუფლება, haima სისხლი, ბერძნ. logos მოძღვრება) - მეცნიერება, რომელიც შეისწავლის სისხლის სისტემის იმ დაავადებებს, რომელთა პათოგენეზი განპირობებულია იმუნური პროცესებით. მეცნიერების ამ მიმართულების დამფუძნებელია კ.ლანდშტეინერი.
იმუნური დეფიციტი (ლათ. immunitas რაიმესაგან განთავისუფლება, დეფიციტ ნაკლებობა) - მდგომარეობა, როდესაც აღინიშნება იმუნური სისტემის თანდაყოლილი ან შეძენილი დეფექტი. იმუნური ძალების დისბალანსი.
იმუნური დისბალანსი (ლათ. immunitas რაიმესაგან განთავისუფლება, ბერძნ. dys მოშლა, გადახრა, ფრანგ. balanse სასწორი) - ორგანიზმის იმუნური ძალების დაქვეითება, ანარქია.
იმუნური შრატი (ლათ. immunitas რაიმესაგან განთავისუფლება) - ადამიანის ან ცხოველის რაიმე ანტიგენით იმუნიზირებული სისხლის შრატი, რომელიც შეიცავს ანტისხეულებს ამ ანტიგენისადმი. გამოიყენება როგორც სამკურნალო და სადიაგნოზო საშუალება.
იმურაცია (ლათ. im (in) ში, murus კედელი) - იგივე ბიომურაცია. ცხოველების მიერ იმავე სახეობის ცხოველების ან თავისივე თავის ამოქოლვა, დაგმანვა. მაგ., ზოგიერთი ტროპიკული ფრინველის მამრი ამოქოლავს ხოლმე მდედრს კვერცხებზე ჯდომისას. ზოგიერთი მწერი ამოქოლავს თავის მატლებს. იშვიათ შემთხვევებში (მოლუსკებში) ადგილი აქვს თვითამოქოლვას (ანაქორეტიზმს) მტრებისაგან ან ოკეანის მოქცევისაგან თავდაცვის მიზნით.
ინანიცია (ლათ. inanus ცარიელი) - ორგანიზმის ენერგიისა და სასიცოცხლო პროცესების მკვეთრი დაქვეითება.
ინაპარანტული ინფექცია (ლათ. in უარყ. თავსართი, ინგლ. apparent ხილული) - ფარული, უსიმპტომო.
ინაპეტენცია (ლათ. in უარყ. თავსართი, appetitus მადა) - უმადობა.
ინაქტივაცია (ლათ. in უარყ. თავსართი, activus მოქმედი) - რაიმე ნივთიერების აქტიურობის დაკარგვა.
ინბენთოსი (ლათ. in ში, ბერძნ. benthos სიღრმე) - წყალსატევის ფსკერზე, მისი გრუნტის სიღრმეში მცხოვრები ორგანიზმები. მაგ., ჭიები.
ინბრედული ასაკი (ინგლ. inbred სისხლისმიერ ნათესაობაში მყოფი მშობლებისაგან დაბადებული) - რომელიმე ლაბორატორიული ცხოველის (თაგვის, ვირთაგვის) წმინდა ხაზის (იხ.) მისაღებად ახლონათესაური (და-ძმური) შეჯვარების შედეგად წარმოქმნილი თაობების რაოდენობა.
ინბრიდინგი (ინგლ. inbred სისხლისმიერ ნათესაობაში მყოფი მშობლებისაგან დაბადებული) - ახლონათესაურ კავშირში მყოფი ინდივიდების შეჯვარება. ასეთ ცხოველებს იყენებენ სხვადასხვა ექსპერიმენტული ხასიათის კვლევისათვის. მათ ინბრედულ ცხოველებს უწოდებენ. ადამიანის შემთხვევაში ამ პროცესს ინცესტი (იხ.) ეწოდება.
ინგრედიენტი (ლათ. ingrediens შემავალი) - რაიმე ნაერთის ან ნარევის შემადგენელი ნაწილი.
ინდექსი (ლათ. index მაჩვენებელი) - რაიმე თანაფარდობის მაჩვენებელი რიცხვი (მაგ., სისხლის ფერადობის აღმნიშვნელი რიცხვი, ფაგოციტოზის ინდექსი, მიტოზური ინდექსი და სხვ.).
ინდივიდი (ლათ. individuum განუყოფელი) - დამოუკიდებლად არსებული ორგანიზმი. ცალკე ადამიანი, პიროვნება. ცალარსი.
ინდიკატორი (ლათ. indicator მაჩვენებელი, განმსაზღვრელი) - ნივთიერება, რომელიც შეყავთ ხსნარში მასში მიმდინარე ქიმიური პროცესის გამოსამჟღავნებლად (მაგ., ლაკმუსი, რომელიც ფერს იცვლის მჟავასა და ტუტესთან შეერთებით).
ინდიკატორული მცენარეები (ლათ. indicator მაჩვენებელი, განმსაზღვრელი) - განსაზღვრულ ეკოლოგიურ პირობებთან მჭიდროდ დაკავშირებული მცენარეები (ან მათი თანასაზოგადოებები), რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი ხდება აღნიშნული ეკოლოგიური პირობების ხარისხობრივი და რაოდენობრივი შეფასება.
ინდიფერენტული (ლათ. indifferens განურჩეველი) - რაიმესადმი გულგრილი, უინტერესო, განურჩეველი (მაგ. ინდიფერენტული ადამიანი, ინდიფერენტული დამოკიდებულება).
ინდურაცია (ლათ. in ში, duro ვამაგრებ) - ქსოვილის ან ორგანოს გამაგრება, გამკვრივება შემაერთებელი ქსოვილის მასში ჩაზრდის შედეგად.
ინდუქცია (ლათ. inductio აგზნება, გამოწვევა) - 1.კერძო, ერთეული მოვლენებიდან ზოგადი დასკვნების გამოტანა, განზოგადება. 2.ნერვული ცენტრების ფუნქციური ურთიერთმოქმედება, რომელიც ხასიათდება ამ ცენტრების აგზნებადობის ცვლილებებით. 3.რაიმე პროცესის გამოწვევა (მაგ., სიმსივნის ინდუქცია ამა თუ იმ კანცეროგენური აგენტით).
ინდუცირებული მუტაციები (ლათ. inductio აგზნება, გამოწვევა, mutatio ცვლილება) - ცვლილებები, რომლებიც განპირობებულნი არიან სხვადასხვა გარეშე და შინაგანი ფაქტორების ხელოვნური ზემოქმედებით.
ინერვაცია (ლათ. in ში, nervus ნერვი) - ორგანოებსა და ქსოვილებში ნერვების განშტოება. ორგანოებისა და ქსოვილების კავშირი ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან ნეირონების მეშვეობით.
ინერტული (ლათ. iners) - უმოქმედო, უინიციატივო, უმოძრაო. მაგ., ინერტული გაზები (არგონი, ჰელიუმი, ნეონი და სხვ.), რომლებიც არ შედიან სხვა ელემენტებთან ქიმიურ რეაქციებში.
ინექცია (ლათ. injectio შეშხაპუნება) - სამკურნალო ხსნარის (ან რაიმე სხვა ნივთიერების) შეყვანა, შეშხაპუნება სხეულის სიღრუეებსა და ქსოვილებში შპრიცის საშუალებით.
ინვაგინაცია (ლათ. in ში, vagina საშო) - 1. პლაზმური მემბრანის ან ბირთვის მემბრანის შეღუნვა, შეზნექვა, ისე, რომ წარმოიქმნება ფაგოსომა, ვაკუოლი და ა.შ. 2. ნაწლავის ჩაჭედვა, ჩაბრუნება. 3. გასტრულაციის (იხ.) ერთ-ერთი ტიპი.
ინვაზია (ლათ. invasio შესევა, თავდასხმა) - 1. სიმსივნური უჯრედების შეჭრა ჯანმრთელ ქსოვილში. 2. ორგანიზმის დასნებოვნება პარაზიტული მიკრობებით, ჭიებით, უმარტივესებით და ა.შ.
ინვალიდი (ლათ. in უარყ. თავსართი, validus ჯანსაღი, ძლიერი) - ადამიანი, რომელსაც მეტნაკლებად დაკარგული აქვს შრომის უნარი (ტრავმის, ავადმყოფობის ან მოხუცებულობის გამო).
ინვერსია (ლათ. inverto გადავაბრუნებ, გადავატრიალებ) - 1. ქრომოსომების აბერაციის ერთ-ერთი სახესხვაობა, რაც გამოიხატება ქრომოსომის ერთ-ერთი მხრის 1800-ით შემოტრიალებაში. 2. ადამიანში სექსუალური ორიენტაციის ძირეული შეცვლა, გაუკუღმართება. მაგ., ჰეტეროსექსუალური ორიენტაციის შეცვლა ჰომოსექსუალურით.
ინვექტივი (ლათ. invectiva oratio სალანძღავი სიტყვა) - ვინმეს ან რაიმეს წინააღმდეგ მკვეთრი, შეურაცხმყოფელი გამოსვლა, ლანძღვა. მაგ., სამეცნიერო კვლევის შედეგების ლანძღვა.
ინვოლუცია (ლათ. in ში, volvo ვაბრუნებ, ვატრიალებ) - ორგანოს ან ქსოვილის უკუგანვითარება (მაგ., თიმუსის ინვოლუცია ანუ განლევა).
ინიციაცია (ლათ. initium დასაწყისი) - 1. ნიშნავს სულიერს ანუ სულის აქტივობას ღვთაებრივი გამოცხადების მისაღებად. 2. კანცეროგენეზის პირველი, საწყისი სტადია. დაავადების საწყისი, ინიციალური სიმპტომი.
ინკაფსულაცია (ლათ. in ში, capsula კაფსული) - ორგანიზმში რაიმე წარმონაქმნის (მაგ., უცხო სხეულის) გარშემო განვითარებული შემაერთებელქსოვილოვანი გარსი.
ინკოგნიტო (ლათ. incognitus ამოუცნობი, უცნობი) - საიდუმლოდ არსებობა, თავისი სახელისა და გვარის გაუმხელად. ადამიანი, რომელიც იმალება სხვისი გვარით.
ინკონტინენცია (ლათ. incontinentia შეუკავებლობა) - შარდისა და განავლის უნებლიე გამოყოფა.
ინკორპორაცია (ლათ. in ში, corporatio შემოერთება, თავის შემადგენლობაში შეყვანა) - ვირუსის ნუკლეინის მჟავის შეერთება ანუ ინკორპორირება უჯრედის გენომთან.
ინკრეტი (ლათ. incretus გაცრილი, გაცხრილული) - შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების პროდუქტი (ჰორმონი).
ინკრუსტაცია (ლათ. incrusto ქერქს შემოვავლებ) - 1. ქსოვილთა ზედაპირზე ან ქსოვილებში ორგანიზმის სითხეებიდან მარილების გამოყოფის პროცესი. 2. რაიმე ნაკეთობის შემკობა ძვირფასი თვლებით.
ინკუბატორი (ლათ. incubo გამოვჩეკ) - 1. მუდმივი სათანადო ტემპერატურის მქონე აპარატი, რომე ლშიც ათავსებენ დღენაკლულ ან განუვითარებელ ორგანიზმებს სითბოს დაკარგვის თავიდან ასაცილებლად. 2. კვერცხებიდან წიწილების ხელოვნურად გამოსაჩეკი აპარატი. პირველი ინკუბატორი შექმნა ფრანგმა მეცნიერმა რ. რეომიურმა.
ინკუბაცია (ლათ. incubo გამოვჩეკ) - 1. ფრინველის ან ქვეწარმავლის კვერცხში ჩანასახის განვითარების ხანგრძლივობა. 2. ინკუბატორებში აბრეშუმხვევიას ჭიების გამოყვანა გრენიდან. 3. წყალსატევებში ან საინკუბაციო აპარატებში ლიფსიტების გამოყვანა თევზების განაყოფიერებული ქვირითიდან. 4. ორგანიზმში შეჭრილი პათოგენური მიკროორგანიზმების ფარული გამრავლება და განვითარება.
ინოკულაცია (ლათ. inoculo გადავრგავ) - მიკროორგანიზმების (ან ქიმიური ნივთიერებების) შეყვანა საკვებ ნიადაგში, ცხოველისა ან მცენარის ორგანიზმში.
ინოპერაბილური (ლათ. in არ, ოპერარი მუშაობა) - ისეთი შემთხვევა, როდესაც ოპერაციულ ჩარევას აზრი არა აქვს. მაგ., ავთვისებიანი სიმსივნე მეტასტაზებით.
ინოსტრანცევია (inostrancevia) - გადაშენებული ქვეწარმავლების გვარი. მხეცკბილა ხვლიკია. მისი ნაშთები იპოვეს ჩრდ. დვინის სანაპიროებზე. მასში შერწყმულია ქვეწარმავლებისა და ძუძუმწოვრების ნიშანთვისებები. მხეცკბილა ქვეწარმავლები ძუძუმწოვრების მსგავსნი არიან თავის ქალას, ხერხემლის, კიდურების აგებულებით, აგრეთვე კბილების დაყოფით - ეშვებად, მჭრელებად და ძირითადებად. სახელი ეწოდა ა. ა. ინოსტანცევის საპატივცემულოდ.
ინსაიტი (ინგლ. insight ინტუიცია, გაგება) - ცხოველის მიერ შედარებით რთული ამოცანის უეცარი გადაწყვეტა, რომელსაც წინ უსწრებს შემთხვევითი და ქაოტური ძიება. მოვლენა პირველად აღწერილ იქნა ადამიანისმაგვარ მაიმუნებში. ინსაიტი აღნიშნულ ცხოველებსა და უმაღლეს ხერხემლიანებში განიხილება როგორც მათი ელემენტარული აზროვნების დამადასტურებელი არგუმენტი.
ინსემინაცია (ლათ. inseminio დათესვა) - 1. სპერმის ხელოვნური შეყვანა ქალის სასქესო გზებში, უნაყოფობის თავიდან აცილების მიზნით. 2. მიკროორგანიზმების გავრცელება მაკროორგანიზმში.
ინსექტარიუმი (ლათ. insectum მწერი) - შენობა, სადაც სამეცნიერო მიზნებისათვის ინახავენ და ამრავლებენ მწერებს.
ინსექტიციდები (ლათ. insectum მწერი, caedere მოკვლა) - მავნე მწერების გასანადგურებლად გამოყენებული ქიმიური ნივთიერებები.
ინსინუაცია (ლათ. insinuare შეღწევა, შეპარვა) - ცილისმწამებლური მონაჭორი, ბოროტი გამონაგონი.
ინსოლაცია (ლათ. in ში, sol მზე) - 1. დედამიწის მზის სხივებით დასხივება. 2. მკურნალობის მეთოდი მზის სხივების საშუალებით (იხ. ჰელიოთერაპია).
ინსტანცია (ლათ. instantia უშუალო სიახლოვე) - რაიმე სისტემაში ერთმანეთთან დამაკავშირებელი საფეხური ან რგოლი.
ინსტილაცია (ლათ. instillo ვეწვეთები) - წამლის, სითხის ჩაწვეთება. წამლის წვეთ-წვეთად შეყვანა.
ინსტინქტი (ლათ. instinctus ამოქმედება, განზრახვა) - 1. ევოლუციის პროცესში მრავალი უხერხემლო და ხერხემლიანი ცხოველის უპირობო რეფლექსური მოქმედების განსაკუთრებული, რთული სახე. ინსტინქტი თანდაყოლილი, გენეტიკურად დაპროგრამებული ქცევაა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. უმაღლეს ცხოველებს (ძუძუმწოვრებს და ფრინველებს) გააჩნიათ ინსტინქტის განსაკუთრებული ფორმა ექსტრაპოლაციური (იხ. ექსტრაპოლაცია 3). ინსტინქტური მოქმედების ერთ-ერთი გამოხატულებაა ცხოველთა მიგრაციები. 2. შეუგნებელი, ანგარიშმიუცემელი ლტოლვა რაიმესადმი.
ინსტიტუტი (ლათ. institutum დაწესებულება) - ზოგიერთი უმაღლესი სასწავლო და სამეცნიერო-კვლევი- თი დაწესებულების სახელწოდება.
ინსტრუქცია (ლათ. instructio დარიგება, ხელმძღვანელობა) - სახელმძღვანელო მითითებები, წესები, რომელთა საშუალებით მყარდება წესრიგი ადამიანის მოღვაწეობის რაიმე სფეროში.
ინსულინი (ლათ. insula კუნძული) - კუჭქვეშა ჯირკვლის ლანგერჰანსის კუნძულების β უჯრედების მიერ გამოყოფილი ჰორმონი, რომელიც ორგანიზმში აწესრიგებს ნახშირწყლების ცვლას, კერძოდ ჭარბი გლუკოზა გადაჰყავს გლიკოგენად.
ინსულომა (ლათ. insula კუნძული, ბერძნ. oma სიმსივნე) - პანკრეასის ლანგერჰანსის კუნძულების უჯრედებისაგან განვითარებული სიმსივნე.
ინსულტი (ლათ. insulto ვხტი) - ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევა, რასაც შეიძლება მოყვეს ლეტალური შედეგი. განასხვავებენ ჰემორაგიულ და იშემიურ ინსულტს.
ინტაქტური (ლათ. intactus ხელუხლებელი) - უჯრედი ან რომელიმე მიკროორგანიზმი ყოველგვარი დამუშავების ან ზემოქმედების გარეშე.
ინტეგრაცია (ლათ. integratio მთლიანი) - რაიმე ნაწილების ან ელემენტების გაერთიანება (მაგ., ვირუსის კომპონენტების გაერთიანება, „აწყობა“ პლაზმურ მემბრანაზე).
ინტეგუმენტი (ლათ. integumentum ზეწარი, საფარი) - თესლოვანი მცენარეების თესლკვირტის საფარი; მომწიფებულ თესლში - თესლის კანი.
ინტელექტი (ლათ. intellectus გონება, ჭკუა) - ადამიანის აზროვნების უნარი, მისი განვითარების დონე.
ინტელიგენცია (ლათ. intelligens მოაზროვნე, გამგები) - საზოგადოების ნაწილი, რომელსაც გააჩნია სპეციალური ცოდნა მეცნიერების, განათლების, ხელოვნების, ტექნიკის და სხვა სფეროებში. მათ ახასიათებთ მაღალი ინტელექტი.
ინტენსივობა (ლათ. intensio დაძაბულობა, გაძლიერება) - 1. სწრაფად მიმდინარე ბიოლოგიური პროცესები, მაგ., ამა თუ იმ ვირუსის გაძლიერებული სინთეზი, ცილის ბიოსინთეზი და ა.შ. 2. მკვეთრი, ინტენსიური შეფერილობა. 3. დაძაბული შრომა (მაგ., ინტენსიური მეურნეობა.
ინტერიერი (ფრანგ. interum შინაგანი) - ცხოველის შინაგანი აგებულება (შდრ. ექსტერიერი).
ინტერკინეზი (ლათ. inter შორის, კინესის მოძრაობა) - პერიოდი პირველ და მეორე მეიოზურ გაყოფებს შორის. ინტერფაზისაგან განსხვავებით, ინტერკინეზში არ ხდება დნმ-ს რედუპლიკაცია (იხ. ინტერფაზა).
ინტერკურენტული (ლათ. intercurro ჩავერევი) - შემთხვევით თანდართული, დამატებითი. სხვა დაავადებებზე თანდართული დაავადება (მაგ., შიდს-სთან ახლავს თანმხლები ანუ ინტერკურენტული დაავადებები: პნევმონია, კაპოშის სარკომა, ლიმფომები და სხვ.). იგივე ოპორტუნისტული დაავადებები (იხ.).
ინტერპოლაცია (ლათ. interpolatio ცვლილება, განახლება) - ერთ ობიექტზე მიღებული შედეგების გადატანა სხვა ობიექტზე. მაგ., ექსპერიმენტულ ცხოველებზე მიღებული შედეგების გადატანა ადამიანზე.
ინტერპრეტაცია (ლათ. interpretatio განმარტება) - რაიმე მოვლენის, ფაქტის, აზრის განმარტება, განსჯა.
ინტერსექსი (ლათ. inter შორის, sexus სქესი) - ინდივიდი, რომელიც მოკლებულია ერთი რომელიმე სქესის გამოკვეთილ ნიშნებს.
ინტერსტიციული ქსოვილი (ლათ. interstitium შუალედი) - ამა თუ იმ ორგანოს შუალედებში მდებარე, პარენქიმულ ელემენტთა შემაერთებელი ქსოვილი, რომელიც წარმოადგენს მათ საყრდენს.
ინტერფაზა (ლათ. inter შორის, ბერძნ. phasis გამოჩენა) - უჯრედის მდგომარეობა ორ მიტოზურ გაყოფას შორის. ინტერფაზის დროს ადგილი აქვს უჯრედის მემკვიდრული ინფორმაციის რეალიზაციას, რაც გამოიხატება სპეციფიკური ცილების სინთეზში და უჯრედის ფუნქციური სპეციალიზაციის შესაბამისი სტრუქტურების წარმოქმნაში. ნერვულ უჯრედებში ინტერფაზა მოიცავს პერიოდს უჯრედის ბოლო გაყოფიდან მის სიკვდილამდე.
ინტერფერენცია (ლათ. inter შორის, ferio ვაზიანებ) - 1. ერთი სახის ვირუსის გამრავლებისა და განვითარების დათრგუნვა შერეული ინფექციის შემთხვევაში. 2. ჰომოლოგიური ქრომოსომების ერთი უბნის კროსინგოვერის (იხ.) გავლენა ახალი გადაჯვარედინებების გამოვლენაზე მეზობელ უბნებში.
ინტერფერონი (ლათ. inter შორის, fero ტარება) - დაბალი მოლეკულური მასის მქონე ცილა, რომელიც ვირუსული ინფექციის საწინააღმდეგო არასპეციფიკური დაცვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. ეს ნივთიერება წარმოიქმნება ლეიკოციტებში, ფიბრობლასტებში და ა.შ. აღნიშნული ნივთიერება 1957 წელს გამოყვეს ა. აიზექსმა და ჯ. ლინდემანმა.
ინტერცელულური (ლათ. inter შორის, cellula უჯრედი) - უჯრედშორისი.
ინტიმა (ლათ. intimus შიგნითა, ყველაზე ღრმა) - სისხლძარღვის კედლის ყველაზე ღრმა, შიგნითა გარსი. ინტიმა არა აქვთ კაპილარებს.
ინტინა (ლათ. intus შიგნით) - მტვრის მარცვლის გარსის შიგნითა შრე.
ინტოქსიკაცია (ლათ. in ში, ბერძნ. toxikon შხამი) - ორგანიზმის მოწამვლა შხამიანი ნივთიერებებით (ტოქსინებით).
ინტრავასკულური (ლათ. intra შიგ, შორის, vasculum მცირე სისხლძარღვი) - სისხლძარღვის შიგნით.
ინტრაპერიტონული (ლათ. intra შიგ, შორის, ბერძნ. peritoneum მუცლის სეროზული გარსი) - სითხის, სამკურნალო პრეპარატის და სხვ. შეყვანა პერიტონეუმის (იხ.) ღრუში.
ინტროდუქცია (ლათ. introductio შესავალი, შემოტანა) - ამა თუ იმ რეგიონში ახალი მცენარეებისა და ცხოველების შეტანა. ასეთ ორგანიზმებს ინტროდუცენტები ეწოდებათ.
ინტრონი (ლათ. inter შორის) - ეუკარიოტების გენის ლოკუსი (მონაკვეთი), რომელსაც ჩვეულებრივ არ გააჩნია ცილის სინთეზის მაკოდირებელი გენეტიკური ინფორმაცია.
ინტუბაცია (ლათ. in ში, tuba მილი) - ხორხში სპეციალური მილის შეყვანა ამ ორგანოს ძლიერი შევიწროების ან ტრაქეაში წამლის შეყვანის შემთხვევაში.
ინტუიცია (ლათ. intueri ყურადღებით, დაკვირვებით ყურება) - შორსმჭვრეტელობა, ალღო, რაც დაფუძნებულია წარსულ გამოცდილებაზე და თეორიულ სამეცნიერო ცოდნაზე.
ინფანტილიზმი (ლათ. infantilis ბავშვური) - ორგანიზმის განვითარების მეტნაკლები ჩამორჩენა. ზრდასრულ ადამიანში ფიზიკური ან ფსიქიკური განვითარების შეჩერება ბავშვურ დონეზე.
ინფარქტი (ლათ. infarctus ავსებული, გატენილი) - სისხლის მომარაგების შეწყვეტის შედეგად ორგანოსა ან ქსოვილში ნეკროზული (იხ.) კერის წარმოქმნა. ინფარქტის უშუალო მიზეზებია თრომბოზი, ემბოლია ან მკვებავი არტერიის სპაზმი.
ინფაუნა (ლათ. in ში, Fauna, იხ. ფაუნა) - წყლის ფსკერის ცხოველები, რომლებიც ეფლობიან წყალსატევის გრუნტში ან თავისუფლად ხოხავენ ფსკერზე. ინფაუნას მიეკუთვნებიან ზოგიერთი მოლუსკი, კიბოსნაირი, სხვადასხვა ჭიები და ა.შ.
ინფექტოლოგია (ლათ. infectio ვწამლავ, ვასენიანებ, ბერძნ. logos მოძღვრება) - მეცნიერება ინფექციების შესახებ. შეისწავლის სხვადასხვა მიკროორგანიზმებით გამოწვეულ დაავადებებს, მათი შეჭრის გზებს ორგანიზმში, ინფექციური დაავადებების მკურნალობას, პროფილაქტიკას და ა.შ.
ინფექცია (ლათ. infectio ვწამლავ, ვასენიანებ) - ავადმყოფობის გამომწვევი, პათოგენური მიკროორგანიზმების შეჭრა ორგანიზმში და მისი დასნებოვნება.
ინფექციის კარიბჭე (ლათ. infectio ვწამლავ, ვასენიანებ) - ადგილი, საიდანაც ინფექციური აგენტი იჭრება მაკროორგანიზმში.
ინფექციური მონონუკლეოზი (mononucleosis infectiosa) - მწვავე ინფექციური დაავადება. მიმდინარეობს ანგინით და ლიმფური კვანძების გადიდებით. სისხლის სურათი ხშირად წააგავს ლეიკემიას. პროგნოზი კეთილსაიმედოა.
ინფილტრატი (ლათ. in ში, filtratio გაწურვა) - ორგანიზმის რომელიმე ქსოვილის მოცულობის გაზრდა და გამკვრივება მისი ანთებითი პროდუქტებით, სიმსივნური უჯრედებით და ა.შ. გაჟღენთვის შედეგად.
ინფილტრაცია (ლათ. in ში, filtratio გაწურვა) - ქსოვილის ადგილობრივი გამკვრივება და მოცულობის მომატება ანთებითი პროდუქტებით, იმუნოკომპეტენტური უჯრედებით, სიმსივნური უჯრედებით ან ქიმიური ნივთიერებებით გაჟღენთვის გამო.
ინფორმაცია (ლათ. informatio ახსნაგანმარტება, გადმოცემა) - ცნობის მიწოდება, შეტყობინება. ცნობის მიწოდება ვინმეს მოღვაწეობაზე, სტატიაზე, წიგნზე, ამა თუ იმ დაავადებაზე და ა.შ.
ინფოჰოლიზმი (ლათ. in folio ფურცელი) - ინფორმაციის მიღების ზედმეტი, მოჭარბებული სურვილი, რაც ხშირ შემთხვევაში მანიაში გადადის. ნევრასთენიის ერთ-ერთი სახეა. უფრო ხშირად ემართებათ კო მპიუტერზე მომუშავეებს.
ინფუზია (ლათ. infundo ვასხამ) - 1. ხსნარების დიდი რაოდენობით შეყვანა ქსოვილებში, ორგანოებსა და სიღრუეებში წვეთობრივად. 2. ნაყენის დამზადება სამკურნალო მცენარეთა ფოთლებზე, ყვავილებსა და ფესვებზე მდუღარე წყლის ზემოქმედებით.
ინფუზორიები (Infusoria) - უმარტივესების ტიპის ერთ-ერთი კლასია. გააჩნიათ წამწამები, პოლიპლოიდური მაკრონუკლეუსი და დიპლოიდური მიკრონუკლეუსი. მრავლდებიან კონიუგაციის (იხ.) საშუალებით. ინფუზორიების ზოგიერთი წარმომადგენელი, მაგ,. ბალანტიდიუმი (იხ.) პარაზიტია.
ინქვილინიზმი (ლათ. inquilinus მომხდური) - კომენსალიზმის ფორმაა, რაც მდგომარეობს სხვა ცხოველის საცხოვრებელში შეჭრაში, რასაც ჩვეულებრივ მოყვება მასპინძლის დაღუპვა, ხოლო საცხოვრებელს იყე ნებს მომხდური (მაგ., ზოგიერთი ბუზი კვერცხებს დებს ცოცხალი მოლუსკების ნიჟარებში, სადაც გამოჩეკილი მატლები იკვებებიან მასპინძლის ქსოვილებით, ხოლო ნი- ჟარას იყენებენ თავშესაფრად).
ინცესტი (ლათ. incestus ბილწი) - ახლონათესაური სქესობრივი კავშირი (ადამიანებში).
ინციზია (ლათ. incisio გაკვეთა, ჩაჭრა) - ქსოვილების ხელოვნურად განცალკევება ბასრი იარაღით. გაკვეთა სამკურნალო მიზნით. ქირურგიული ოპერაციის დაწყებითი ეტაპია.
ინცისტირება (ლათ. in ში, ბერძნ. kystis ბუშტი) - უმარტივესების ვეგეტაციური ფორმების გარდაქმნა ცისტებად, რაც უზრუნველყოფს ინდივიდის გადარჩენას გარემოს არახელსაყრელ პირობებში. მაგ., ცისტების წარმოქმნის უნარი გააჩნიათ ამებებს, ბალანტიდიუმებს, ლამბლიებს და სხვ. (იხ. ანაბიოზი).
ინცუხტი (გერმ. Inzucht) - ახლონათესაური შეჯვარება მემცენარეობაში. იყენებენ სელექციაში.
ინჰალაცია (ლათ. inhalo შევისუნთქავ) - ზედა სასუნთქი გზების მკურნალობა სამკურნალო ნივთიერებათა ორთქლის შესუნთქვით.
ინჰიბირება (ლათ. inhibitor შემჩერებელი, შემკავებელი) - ქიმიური რეაქციის ან ფიზიოლოგიური მოქმედების შეჩერება რაიმე ნივთიერების საშუალებით.
ინჰუმაცია (ლათ. inhumatio) - დაკრძალვა, დამარხვა.
იოგა (სანსკრიტზე კავშირი, ერთიანობა) - სწავლება ადამიანის ფსიქიკის და ფიზიოლოგიური პროცესების მართვის მეთოდებზე. იოგას მნიშვნელოვანი მიღწევები გააჩნია ორგანიზმის სუნთქვითი და სხვ. ფიზიოლოგიური ფუნქციების, აგრეთვე ფსიქიკური მდგომარეობის მართვის სფეროებში.
იონიზაცია (ბერძნ. ion იონი) - 1. იონების წარმოქმნა. 2. სამკურნალო ნივთიერების შეყვანა სხეულში იონების საშუალებით, რომლებიც წარმოიქმნენ ამ ნივთიერებაში ელექტროდენის გავლის შედეგად.
ირადიაცია (ლათ. irradio შუქს გამოვცემ, გამოვასხივებ) - 1. სხივური ენერგიისა და რადიოაქტიურ ნივთიერებათა ზემოქმედება ორგანიზმზე. 2. ტკივილის შეგრძნების გავრცელება დაზიანებული უბნიდან მის დაშორებულ ნაწილში. 3. აგზნების ან შეკავების პროცესის გავრცელება ცენტრალურ ნერვულ სისტემაში.
ირეალური (ლათ. irrealis არასაგნობრივი) - არარეალური, სინამდვილეში არარსებული.
ირიგაცია (ლათ. irrigatio) - 1. მორწყვა. 2. ანთებითი ადგილის, ჭრილობის და ა.შ. დამუშავება რაიმე სითხით.
ირისი (ლათ. iris) - თვალის ფერადი გარსი.
ირიტაცია (ლათ. irritatio გაღიზიანება) - ბიოლოგიური სისტემების გაღიზიანება ან მათზე ყოველგვარი ზემოქმედება, რაც ცვლის მის საწყის მდგომარეობას.
ისლი (Carex arenaria) - მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, ეთერის ზეთს, სახამებელს, საპონინებს და სხვ. იყენებენ როგორც შარდ და ოფლმდენ საშუალებას, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის პათოლოგიებისას, ფილტვების ტუბერკულოზის, სიფილისის, დერმატიტების და სხვ. დაავადებათა დროს.
ისტერია (ბერძნ. hystera საშვილოსნო) - თავდაპირველად ეგონათ, რომ ისტერია მიზეზობრივ კავშირში იყო საშვილოსნოს დაავადებებთან. ამჟამად ისტერია აღიარებულია როგორც ფუნქციური ნერვულფსიქიკური დაავადება. ავადმყოფს ახასიათებს გადაჭარბებული ემოციურობა, კრუნჩხვები, აგრეთვე ფსიქიკისა და მგრძნობელობის მოშლა.
იუვენილური (ლათ. juvenilis ახალგაზრდული, ჭაბუკური) - რაც ეხება ახალგაზრდულ ასაკს. პიროვნება, რომელსაც ჯერ არ მიუღწევია სქესობრივი სიმწიფისათვის.
იურული პერიოდი - მეზოზოური ერის მეორე პერიოდია, ტრიასულ და ცარცის პერიოდებს შორის. გრძელდებოდა დაახლოებით 60 მლნ წელი. ამ პერიოდში აყვავდნენ შიშველთესლოვნები, ცხოველური სამყარო კი ხასიათდებოდა მოლუსკების მრავალგვარობით, გამოჩნდნენ უკუდო ამფიბიები. ხოლო შემდეგ არქეოპტერიქსი, ჩანთიანი და მწერიჭამია ძუძუმწოვრები. აღნიშნულ პერიოდს სახელი ეწოდა ევროპაში, საფრანგეთისა და შვეიცარიის საზღვარზე არსებული მთების სახელწოდების მიხედვით.
იუსტირება (ლათ. justus სამართლიანი, სწორი) - ხელსაწყოს ან მექანიზმის დარეგულირება (მაგ., მიკროსკოპების იუსტირება).
იქთიოზავრები (Ichthyosauria) - მეზოზოური ერის გადაშენებული რეპტილიები, რომლებიც გარეგნულად წააგავდნენ თევზებს ან ვეშაპებს. ცოცხალმშობიარენი იყვნენ. იკვებებოდნენ თევზებით.
იქთიოზი (ბერძნ. ichthys თევზი, osis მდგომარეობა) - თანდაყოლილი დაავადება, რომლის დროსაც კანი დაფარულია ხორკლიანი ქერცლით.
იქთიოლი (ბერძნ. ichthys თევზი, ლათ. oleum ზეთი) - მურა მოწითალო ფერის, სქელი კონსისტენციის სითხე, რომელიც გოგირდს შეიცავს. იღებენ მთის ქანებიდან (ფიქლებიდან), რომლებიც შეიცავენ თევზების და ზღვის სხვა ცხოველების ნარჩენებს. ფარ- თოდ იყენებენ მედიცინაში მალამოების და ხსნარების დასამზადებლად.
იქთიოლოგია (ბერძნ. ichthys თევზი, logos მოძღვრება) - ხერხემლიანთა ზოოლოგიის ერთ-ერთი დარგი, რომელიც შეისწავლის თევზების აგებულებას, ფუნქციებს, ცხოვრების ნირს, მათ გავრცელებას, ევოლუციას, სისტემატიკას, მნიშვნელობას მეურნეობაში და სხვა.
იქთიოფაუნა (ბერძნ. ichthys თევზი, fauna რომაული მითოლოგიით, ტყეებისა და მინდვრების, აგრეთვე ცხოველების მფარველი ქალღმერთი) - რომელიმე წყალსატევში არსებული თევზებისა და წყლის სხვა ბინადრების ერთობლიობა.
იქთიოციდები (ბერძნ. ichthys თევზი, caedo ვკლავ) - არასასურველი თევზების მომსპობი ნივთიერებები. ჩვეულებრივ იყენებენ მცირე, დახშულ წყალსატევებში.
იშემია (ბერძნ. isho შევაკავებ, haima სისხლი) - სხეულის გარკვეული უბნის, ორგანოს ან ქსოვილის ადგილობრივი სისხლნაკლებობა არტერიული სისხლის მიწოდების შემცირების ან შეწყვეტის გამო. იშემიის მიზეზი შეიძლება იყოს თრომბოზი, ემბოლია, ენდარტერიიტი და სხვ.
იშიასი (ბერძნ. ischias საჯდომი, ბარძაყი) - საჯდომი ნერვის ნევრალგია (იხ.) ან ნევრიტი (იხ.). ახასიათებს შეტევითი, ხან კი მუდმივი ხასიათის ტკივილი საჯდომი ნერვის გასწვრივ.
იშურია (ბერძნ. ischo შეკავება, uron შარდი) - შარდის შეკავება
![]() |
14 კ |
▲back to top |
კაატინგა (ინდურად) - ბრაზილიის ჩრდილო-აღმოსავლეთში დაბალი ტანის ხეებისა და ეკლიანი ბუჩქნარისაგან შემდგარი მცენარეულობა.
კადავერული სისხლი (ლათ. cado, cadere დაცემა, კვდომა) - გარდაცვლილი ადამიანის სისხლი, რომელსაც ზოგჯერ იყენებდნენ (და იყენებენ) ტრანსფუზიოლოგიაში.
კავერნა (ლათ. caverna მღვიმე, ღრუ) - სიღრუე, რომელიც წარმოიქმნება რომელიმე ორგანოში ქსოვილების დაშლის შედეგად (მაგ., ფილტვის კავერნა ტუბერკულოზის შემთხვევაში).
კაზუისტიკა (ლათ. casus შემთხვევა) - დაავადების, რაიმე მოვლენის განსაკუთრებული, უნიკალური შემთხვევა.
კაზუსი (ლათ. casus) - უჩვეულო შემთხვევა, ცალკეული ფაქტი.
კათედრა (ბერძნ. kathedre სკამი) - 1. ამაღლებული ადგილი აუდიტორიაში, საიდანაც იკითხება ლექციები, მოხსენებები და სხვა. 2. ერთი ან რამდენიმე მონათესავე დისციპლინის სპეციალისტ პროფესორ-მასწავლებლების და მეცნიერ-თანამშრომლების შემოქმედებითი გაერთიანება.
კათეტერი (ბერძნ. katheter ზონდი) - სპეციალური სამედიცინო ინსტრუმენტი, რომელიც შეყავთ სხეულის სიღრუეებსა და არხებში გამოსარეცხად, სითხის გამოსაშვებად ან სადიაგნოზოდ.
კათიონი (ბერძნ. kata ქვევით, ion წამსვლელი) - დადებითი მუხტის მქონე იონი, რომელიც ელექტროლიზის (იხ.) პროცესში გადაადგილდება კათოდისაკენ.
კათოდი (ბერძნ. kathodos დაშვება) - ელექტროდენის წყაროს უარყოფითი პოლუსი. ხელსაწყოს ელექტროდი, რომელიც შეერთებულია წყაროს უარყოფით პოლუსთან.
კაინოზოური ერა (ბერძნ. Kainos ახალი, zoe სიცოცხლე) - ე.წ. ახალი სიცოცხლის ერა, რომელიც თანამედროვეობასაც მოიცავს. მასში შედის შემდეგი პერიოდები: პალეოგენი, ნეოგენი და ანთროპოგენი.
კაკაო (Thebroma cacao) - იგივე შოკოლადის ხე. მარადმწვანე ტანდაბალი ხეა, იზრდება ტროპიკებში. მისი თესლისაგან იღებენ თეობრომინს.
კაკლის ხე (Juglans regia) - იგივე ნიგოზი. მაღალი, მსხვილი ხეა. ხასიათდება მსხვილი რთული ფოთლებით. მშრალი ფოთლები შეიცავს ალკალოიდ იუგლანტინს, 0,3% ინოზიტს (თაგვის შაქარს). ახალ ფოთლებში შედის ეთერზეთი, მთრიმლავი ნივთიერება, ცილები და სხვ. გამოყენებულია რაქიტისა და ექსუდაციური დიათეზის დროს, აგრეთვე როგორც შემკვრელი საშუალება.
კაკოსმია (ბერძნ. kakos ცუდი, osme სუნი) - ყნოსვის გაუკუღმართება.
კალა-აზარი (ინდ. Kala-azar „შავი ავადმყოფობა“) - დაავადება, რომელსაც იწვევს ერთუჯრედიანი პარაზიტი Leishmania donovani. დაავადება ენდემურია ტროპიკული ქვეყნებისათვის. ხასიათდება თირკმელზედა ჯირკვლების დაზიანებით, რასაც თან ახლავს კანის გამუქება. ბოლო წლებში კალა-აზარი, იგივე ვისცერული ლეიშმანიოზი, გვხვდება საქართველოშიც.
კალენდულა (Calendula offi cinalis) - ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს ეთერის ზეთს, ორგანულ მჟავებს, ფლავონიდებს, საპონინებს, კაროტინს, მთრიმლავ ნივთიერებებს და ა.შ. იყენებენ როგორც ანთების საწინააღმდეგო და მადეზინფიცირებელ საშუალებას, გულსისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ. დამამშვიდებლად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, აქვეითებს არტერიულ წნევას და სხვ.
კალიები (Acridoideo) - მიეკუთვნებიან სწორფრთიანების რიგს. დიდ ზიანს აყენებენ სოფლის მეურნეობას. საქართველოში გავრცელებული ყველაზე მავნე სახეობებია: ეგვიპტური კალია (Anacridium aegypticum), იტალიური კალია (Colliptamus italicus), გადამფრენი ანუ აზიური კალია (Locusta migratoria) და სხვ.
კალკი (ფრანგ. calque) - 1. გამჭვირვალე ქაღალდი ნახაზების და სურათების ასლების გადასაღებად. 2. სიტყვა ან გამოთქმა, რომელიც სრულიად შეესაბამება უცხოურ ნიმუშს სიტყვასიტყვითი, ზუსტი თარგმანის გამო (მაგ., რუსული კალკი).
კალკულოზი (ლათ. calculus კენჭი, ბერძნ. osis მდგომარეობა) - კენჭების, ქვების წარმოქნა ორგანიზმში. იგივე ლითიაზი.
კალმეტ-გერენის ბაცილა - იგივე BCG (ფრანგული სახელწოდების პირველი ასოები: B - bacille, C - a. kalmeti, G - k. gereni) - დაერქვა აღნიშნული ფრანგი ექიმების საპატივცემულოდ. ბცჟ ქმნის იმუნიტეტს ტუბერკულოზის ინფექციის მიმართ.
კალუსი (ლათ. callus სქელი კანი) - მცენარის დაზიანებისას წარმოქმნილი არადიფერენცირებული (ტოტიპოტენტური) უჯრედების მასა. ყოველმა უჯრედმა შესაძლებელია წარმოქმნას ახალი მცენარე.
კამა (Anethum graveolens) - ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს ეთერზეთებს, ასკორბინის მჟავას, კაროტინს, ფლავონოიდებს, კემპფეროლს, იზორამნეტინს. აქვეითებს არტერიულ წნევას, აფართოებს სისხლძარღვებს, აუმჯობესებს გულის მუშაობას, მადას, გააჩნია ანტიბაქტერიული მოქმედება. იყენებენ ქრონიკული კორონარული უკმარისობის, ჰიპერტონული პათოლოგიის შემთხვევებში, როგორც შარდმდენ საშუალებას და სხვა.
კამბიალური უჯრედი (ლათ. cambium ცვლა) - 1. რომელიმე ქსოვილის ან ორგანოს ყველა უჯრედის წინაპარი, პოლიპოტენტური დედა-უჯრედი, რომელსაც გააჩნია განვითარებისა და პროლიფერაციის განუსაზღვრელი პოტენცია. 2. მცენარის კამბიუმის უჯრედი.
კამბიუმი (ლათ. cambium ცვლა) - მერქანსა და ლაფანს შორის არსებული არადიფერენცირებული ქსოვილი, რომელიც შედგება გაყოფის ფაზაში მყოფი უჯრედებისაგან. კამბიუმი დასაბამს აძლევს მეორად ქსოვილებს, რის შედეგადაც ადგილი აქვს მცენარეების ღერძული ორგანოების ზრდას სისქეში.
კანაფი (Cannabis sativa) - ერთწლიანი, ორსახლიანი მცენარეა. ღერო სიგრძეში 150 სმ-მდე აღწევს. მისგან მზადდება მსუბუქი ნარკოტიკები ჰაშიში და მარიხუანა. „იადიგარ დაუდიში“ კანაფის შესახებ ვკითხულობთ: „... კაცსა გაამხიარულებს, ბევრს აცინებს“.
კანგრის კიბო - ჰიმალაებში გასათბობად გამოყენებული ცხელი ნახშირით სავსე ქოთანი (კანგრი). მუცლის კანის დამწვრობას ზოგიერთ შემთხვევაში თან ახლავს კანის კიბოს განვითარება.
კანდიდამიკოზი (ლათ. candidus თეთრი, ბერძნ. mykes სოკო, osis მდგომარეობა) - დაავადება, რომელსაც იწვევს საფუარის მსგავსი სოკო Candida albicans. დამახასიათებელია კანის, ფრჩხილების, ლორწოვანი გარსების, შინაგანი ორგანოების დაზიანება და მოთეთრო-რძისფერი ნადების წარმოქმნა.
კანეკლიანები (Echinodermata) - ზღვებისა და ოკეანეების ფსკერის ბინადრებია. ახასიათებთ ხუთსხივიანი სიმეტრია, თუმცა ლარვის ფაზაში სხეული ორმხრივსიმეტრიულია. ზრდასრული ცხოველის კანში ვითარდება მრავალი ნემსისებრი წარმონაქმნი, საიდანაც ამ ტიპმა მიიღო სახელწოდება. ცნობილია კანეკლიანების 6000-მდე სახეობა. კანეკლიანების წარმომადგენლებია: ზღვის ვარსკვლავები, ზღვის ზღარბები, ზღვის შროშანები, ჰოლოთურიები და სხვ.
კანი (cutis) - ცხოველთა სხეულის გარეთა საფარველი. ხერხემლიანი ცხოველების კანი შედგება გარეთა მრავალშრიანი ეპითელიუმის (ეპიდერმისის), დერმისა და კანქვეშა ცხიმოვანი შრისაგან. კანს გააჩნია დამცველობითი, გამომყოფი, სეკრეტორული, მგრძნობელობითი და თერმორეგულატორული ფუნქციები.
კანიბალიზმი (ესპ. canibal) - 1. კაციჭამიობა, რომელიც ისტორიულად დაკავშირებული იყო ხორცის უკმარისობასთან. იხ. ანთროპოფაგია. 2. შიდასახეობრივი ურთიერთდამოკიდებულების ფორმა, რაც მდგომარეობს თავისივე სახეობის ინდივიდების შეჭმაში. ჩვეულებრივ ეს დაკავშირებულია საკვების, წყლის უკმარისობასთან, მჭიდრო დასახლებასთან და სხვა. კანიბალიზმის მოვლენა აღწერილია 1300-ზე მეტ სახეობაში.
კანკროიდი (ლათ. cancer კიბო, ბერძნ. eidos სახე) - კანის ბრტყელუჯრედოვანი კიბო. ახასიათებს ნელი ზრდა და ინვაზიურობა.
კანცეროგენები (ლათ. cancer კიბო, genaos წარმოქმნა) - იგივე ონკოგენეზი. ქიმიური ნივთიერებები, ფიზიკური ფაქტორები და ბიოლოგიური აგენტები, რომლებიც იწვევენ ავთვისებიანი სიმსივნეების წარმოქმნას.
კანცეროგენეზი (ლათ. cancer კიბო, ბერძნ. genesis წარმოშობა) - სიმსივნის განვითარების პროცესი, რომელიც 3 სტადიას მოიცავს: ინიციაციას (პირველ სტადიას, როდესაც წარმოიქმნება პრეკანცეროზული, იმორტალიზებული (იხ.) უჯრედი), პრომოციას (მეორე სტადიას, როდესაც წარმოიქმნება ჭეშმარიტი სიმსივნური უჯრედი) და პროგრესიას (მესამე სტადიას, როდესაც სიმსივნური პროცესი განვითარებას, ინტენსიფიკაციას განიცდის).
კანცეროგენეზი de novo (ლათ. cancer კიბო, ბერძნ. genesis წარმოშობა, ლათ. de novo ახალი) - კიბოს ახალი შემთხვევები.
კანცეროგენეზის ვირუსული თეორია (ლათ. cancer კიბო, ბერძნ. genesis წარმოშობა, virus შხამი) - ვირუსულ თეორიას, ვირუსულ-გენეტიკურ თეორიასთან შედარებით, უფრო დიდი ხნის ისტორია აქვს. 1903 წელს ეს იდეა პირველად გამოთქვეს ბორელმა და ბოსკმა. ამჟამად (2011) ვირუსი მიჩნეულია როგორც სიმსივნური უჯრედის წარმოშობის ერთერთი ეტიოლოგიური აგენტი (ქიმიურ და ფიზიკურ აგენტებთან ერთად). იხ. ვირუსული კარცეროგენეზი.
კანცეროგენეზის მრავალსტადიურობა (ლათ. cancer კიბო, ბერძნ. genesis წარმოშობა) - დადგენილია კანცეროგენეზის 3 სტადია: ინიციაცია, პრომოცია და პროგრესია. ყოველ სტადიაში შესაძლებელია იყოს რამოდენიმე საფეხური.
კანცეროგენეზის მუტაციური თეორია (ლათ. cancer კიბო, ბერძნ. genesis წარმოშობა, ლათ. mutatio ცვლილება) - თ. ბოვერის აზრით, სიმსივნური მუტაცია წარმოადგენს ქრომატინის ანომალურ მდგომარეობას, რაც განპირობებულია, მაგ., მიტოზის ატიპიური მიმდინარეობით. ამ თეორიის თანახმად, ყველა მუტაგენს უნდა ახასიათებდეს კანცეროგენური თვისებებიც, რაც სინამდვილეში არ დადასტურდა.
კანცეროგენეზის რისკ-ფაქტორები (ლათ. cancer კიბო, ბერძნ. genesis წარმოშობა) - იგულისხმება ფაქტორები, რომლებიც სიმსივნის განვითარებისათვის საშიშროებას წარმოადგენენ (მაგ., თამბაქო, ზოგიერთი ცხიმოვანი მჟავა და სხვ.).
კანცეროფობია (ლათ. cancer კიბო ბერძნ. phobos შიში) - კიბოთი დაავადების პათოლოგიური, ავადმყოფური შიში.
კაპაციტაცია (ლათ. capacitas უნარი) - ძუძუმწოვრების სპერმატოზოიდების მიერ კვერცხუჯრედის გარსიდან მასში შეჭრის უნარის შეძენა. სპერმატოზოიდების გააქტივება ხორციელდება მდედრის კვერცხსავალი გზებისა და საშვილოსნოს მიერ გამომუშავებული სეკრეტების საშუალებით.
კაპიტალური (ლათ. capitalis თავი) - 1. თავის ან თავთან ახლოს მდებარე სხეულის რომელიმე ნაწილი. 2. საფუძვლიანი, ძირითადი, მთავარი.
კაპოშის სარკომა - პირველად აღწერა უნგრელმა მეცნიერმა, დერმატოლოგმა მ. კონმა ქალაქ კაპოშვარიდან. მ. კონი ცნობილია როგორც მ. კაპოში. ეს სარკომა ყველა სიმსივნის მხოლოდ 0,02%-ს შეადგენს, შიდს-თან (იხ.) დაკავშირებით კი მისმა სიხშირემ საგრძნობლად (4%-მდე) მოიმატა. ამ სიმსივნის დროს ზიანდება არა მარტო კანი და კანქვეშა შრეები, არამედ პრაქტიკულად ყველა შინაგანი ორგანო. სიმსივნის უჯრედულ სუბსტრატს წარმოადგენენ თითისტარისებრი უჯრედები, რომლებიც ხშირად ამჟღავნებენ ფაგოციტურ აქტივობას.
კარანტინი (იტალ. ქუარანტენა [quaranta giorni] ორმოცი დღე) - 1. ინფექციურ ავადმყოფთა და მათთან ახლო კონტაქტში მყოფ პირთა დროებითი იზოლაცია. 2. სანიტარული პუნქტი, სადაც სინჯავენ ეპიდემიის კერიდან ჩამოსულ პირებს, საქონელს, გემებს და სხვ.
კარბუნკული (ლათ. carbo ნახშირი) - იგივე ძირდიდა, ძირმაგარა. რამდენიმე მომიჯნავე ფურუნკულის შეერთება. კანის შიგნითა ფენებისა და კანქვეშა უჯრედისის ჩირქოვანი ანთება.
კარდინალური (ლათ. cardinalis მთავარი გარემოება) - ძირითადი, მთავარი, არსებითი.
კარდიოგრამა (ბერძნ. kardia გული, gramma ჩაწერა) - მრუდი, რომელიც ასახავს გულის ფუნქციის მაჩვენებლებს.
კარდიოგრაფია (ბერძნ. kardia გული, grapho წერა, გამოსახვა) - გულის შეკუმშვების ჩაწერა. გულის კუმშვადი ფუნქციის რეგისტრაციის მეთოდი.
კარდიოლოგია (ბერძნ. kardia გული, logos მოძღვრება) - მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის გულისა და გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს.
კარდიომეგალია (ბერძნ. kardia გული, megas დიდი) - გულის მოცულობის გადიდება.
კარდიომიოპათია (ბერძნ. kardia გული, myos კუნთი, pathos ტანჯვა) - გულის კუნთის არაანთებითი, უცნობი ეტიოლოგიის დაავადება, რასაც თან ახლავს გულის ზომების გადიდება, მისი ფუნქციის მოშლა და გულის უკმარისობის განვითარება.
კარდიომიოციტები (ბერძნ. kardia გული, myos კუნთი, kytos უჯრედი) - გულის კუნთის უჯრედები.
კარდიორექსისი (ბერძნ. kardia გული, rhexis გაგლეჯა) - გულის გაგლეჯა, გახეთქვა (რუპტურა ცორდის).
კარდიოსკლეროზი (ბერძნ. kardia გული, skleoros მაგარი, osis მდგომარეობა) - გულის კუნთში შემაერთებელი ქსოვილის ჩაზრდის შედეგად განვითარებული სკლეროზი (იხ.).
კარიესი (ლათ. caries ლპობა) - იგივე ძვლისმჭამელა. ძვლის ან კბილის მკვრივ ქსოვილში მიმდინარე ანთებითი პროცესი, რასაც თან სდევს ლპობა.
კარიოგამია (ბერძნ. karyon ბირთვი, gamos ქორწინება) - გამეტების ან სომატური უჯრედების ბირთვების შერწყმა, რაც ხდება მექანიკურად ან სინქრონული მიტოზის მეშვეობით.
კარიოგამული თეორია (ბერძნ. karyon ბირთვი, gamos ქორწინება) - ფრანგი მეცნიერის ლ.ჰალიონის (1907) მიერ სიმსივნური უჯრედის წარმოქმნის იდეა, რაც მდგომარეობს ორი სომატური უჯრედის შერწყმის შედეგად სიმსივნური სინკარიონის (იხ.) ფორმირებაში.
კარიოგრამა (ბერძნ. karyon ბირთვი, gramma ჩანაწერი) - იდიოგრამა (იხ.).
კარიოკინეზი (ბერძნ. karyon ბირთვი, kinesis მოძრაობა) - უჯრედის არაპირდაპირი გაყოფა. სინონიმი: მიტოზი (იხ.).
კარიოლემა (ბერძნ. karyon ბირთვი, lemma გარსი) - გარსი, რომელიც უჯრედის ბირთვს განაცალკევებს მისი გარემომცველი ციტოპლაზმისაგან. კარიოლემაში ლოკალიზებულია ფორები, რომლებიც უზრუნველყოფენ ნუკლეინის მჟავების, ცილოვანი მოლეკულებისა და რიბოსომების გატარებას. სინონიმი: კარიოთეკა.
კარიოლიზი (ბერძნ. karyon ბირთვი, lysis დაშლა) - ბირთვის დეგენერაციული ცვლილებები.
კარიოლიმფა (ბერძნ. karyon ბირთვი, ლათ. lympha ანკარა წყალი) - უჯრედის ბირთვის წვენი.
კარიოლოგია (ბერძნ. karyon ბირთვი, logos მოძღვრება) - მოძღვრება უჯრედის ბირთვის შესახებ.
კარიომეგალია (ბერძნ. karyon ბირთვი, megas დიდი) - სხვადასხვა პათოლოგიების შემთხვევაში დიდი ზომის ბირთვების განვითარება.
კარიომერები (ბერძნ. karyon ბირთვი, meros ნაწილი) ბირთვის მცირე ზომის, ბუშტუკისმაგვარი ფრაგმენტები. ტერმინი შემოტანილია ვ.ვალდეირის მიერ 1903 წელს.
კარიომერია (ბერძნ. karyon ბირთვი, meros ნაწილი) - იგივე ბირთვის ფრაგმენტაცია (იხ.). უჯრედული ბირთვის სტრუქტურის ცვლილება, როდესაც იგი იყოფა მცირე ზომის კარიომერულ ბუშტუკებად (კარიომერებად). უფრო ხშირად ამ მოვლენას ადგილი აქვს გიგანტური პოლიპლოიდური ბირთვების მიტოზის პროცესში.
კარიოპიკნოზი (ბერძნ. karyon ბირთვი, pyknosis გამკვრივება) - უჯრედული დეგენერაციის ერთ-ერთი ფორმა. იგი გამოიხატება ბირთვის ზომების შემცირებით, მისი გამკვრივებით, შეჭმუხნით, ქრომატინის მცირე ფრაგმენტებად დაშლით, რომლებიც შემდგომში განიწოვება.
კარიოპლაზმა (ბერძნ. karyon ბირთვი, plasma წარმოქმნილი) - იგივე ნუკლეოპლზმა. უჯრედის ბირთვში არსებული სითხე, წვენი.
კარიორექსისი (ბერძნ. karyon ბირთვი, rhexis გაგლეჯა) - უჯრედის ბირთვის დაშლის პროცესი. ქრომატინი ინტენსიურად შეღებილ ნაწილებად იყოფა, რომლებიც ციტოპლაზმაში მოხვედრისას განიწოვება.
კარიოტიპი (ბერძნ. karyon ბირთვი, typos ანაბეჭდი) - ამა თუ იმ ორგანიზმის უჯრედებისათვის დამახასიათებელი ქრომოსომების ნიშან-თვისებების ერთობლიობა, მათი დიპლოიდური ნაკრები. კარიოტიპი ყოველი ორგანიზმისათვის სტაბილურია.
კარნივორა (Carnivora) - იხ. მტაცებლები.
კაროტინი (ლათ. carota სტაფილო) - მოყვითალო პიგმენტი, A ვიტამინის წინამორბედი.
კარპოლოგია (ბერძნ. karpos ნაყოფი, logos მოძღვრება) - მცენარეების მორფოლოგიის დარგი, რომელიც სწავლობს ნაყოფებისა და თესლების ფორმასა და აგებულებას, აგრეთვე მათ ფუნქციას, მორფო და ონტოგენეზს.
კარტირება (ლათ. charta ქაღალდი) - ქრომოსომებში გენების ლოკალიზაციის თანმიმდევრობის, აგრეთვე მათ შორის მანძილის განსაზღვრა შეჭიდულობის ჯგუფის მორგანიდებში (იხ.).
კარტოგრაფია (ლათ. charta ქაღალდი, ბერძნ. grapho ვწერ) - მეცნიერება გეოგრაფიულ რუკებზე, მათი შედგენის მეთოდებსა და პროცესებზე, ბეჭდვაზე და გამოყენებაზე
კარტოთეკა (ლათ. charta ქაღალდი, ბერძნ. theke ყუთი, სათავსო) - 1. განსაზღვრული ცნობების შემცველი ბარათების სისტემატიზებული კრებული. 2. ყუთი ბარათების შენახვისათვის.
კარცინოიდი (ბერძნ. karkinos კიბო, eidos სახე) - სიმსივნე, რომელიც თავისი აგებულებით ემსგავსება კიბოს, მაგრამ მისგან განსხვავდება უჯრედების ფიზიკურ-ქიმიური თავისებურებებით, კლინიკური გამოვლინებითა და განვითარებით.
კარცინოლოგია (ბერძნ. karkinos კიბო, logos მოძღვრება) - ზოოლოგიის დარგი, რომელიც შეისწავლის კიბოსნაირებს.
კარცინომა (ბერძნ. karkinos კიბო, oma სიმსივნე) - ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც ვითარდება ეპითელური ქსოვილისაგან.
კარცინომა in situ (ბერძნ. karkinos კიბო, ლათ. in situ ადგილობრივი) - ამ ტიპის სიმსივნე შედგება ატიპიური უჯრედებისაგან. სხვა ავთვისებიანი სიმსივნეებისაგან განსხვავებით, ასეთ სიმსივნეს გარკვეულ დრომდე არ გააჩნია ინვაზიური ზრდის უნარი.
კარცინოსარკომა (ბერძნ. karkinos კიბო, sarx ხორცი, oma სიმსივნე) - ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც შედგება ეპითელური და შემაერთებელქსოვილოვანი ელემენტებისაგან.
კასტა (პორტ. casta გვარი, შთამომავლობა) - ადამიანების ჯგუფი, რომლებიც გაერთიანებულნი არიან განსაზღვრული საქმიანობით და საერთო წარმოშობით.
კასტრაცია (ლათ. castratio დასაჭურისება, დაკოდვა) - სასქესო ჯირკვლების ამოკვეთა ან ამ ჯირკვლების ფუნქციის „გამოთიშვა“ სხვა მეთოდის საშუალებით. კასტრაცია არის სრული და ნაწილობრივი (hemicastratio).
კატაბალახა (Valeriana offi cinalis) - მრავალწლიანი ბალახოვანი, მხვიარა, მცოცავი მცენარეა. შეიცავს ეთერზეთებს, იზოვალერიანის მჟავას, მთრიმლავ ნივთიერებებს, საპონინს, ორგანულ მჟავებს, სახამებელს და სხვ. ნერვულ სისტემაზე ახდენს დამამშვიდებელ გავლენას, აფართოებს კორონარულ სისხლძარღვებს და ა.შ. იყენებენ უძილობისას, ნევროზებისას, გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისას და სხვ.
კატაბარდა (Clematis vitolba) - მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა ან ხე. გააჩნია ბაქტერიციდური და ფუნგიციდური თვისებები. შხამიანია.
კატაბოლიზმი (ბერძნ. katabole ჩამოყრა, დაშლა) - რთული ნაერთების დაშლა მარტივად; იგივე დისიმილაცია. მეტაბოლიზმის შემადგენელი ნაწილია.
კატაგენეზი (ბერძნ. kata ზემოდან ქვევით, genesis წარმოქმნა) - ორგანიზმის ორგანიზაციის და ცხოვრების ნირის გამარტივება არსებობის უფრო სტაბილურ და ხშირად ეკოლოგიურად მარტივ პირობებთან შეგუების შედეგად (მაგ., პარაზიტებში და ცხოველების ე.წ. მჯდომარე ფორმებში). კატაგენეზს ჩვეულებრივ თან ახლავს ცალკეული ორგანოების და მათი სისტემების რედუქცია.
კატადრომული მიგრაცია (ბერძნ. kata ზემოდან ქვევით, dromos სირბილი, ლათ. migratio გადასახლება, გადაადგილება) - გამრავლების მიზნით წყლის ცხოველების (მაგ., მდინარის გველთევზების) გადაადგილება მდინარეებიდან ზღვებისაკენ.
კატაკლიზმი (ბერძნ. kataklysmos წარღვნა) - გლობალური კატასტრო ფა, დამანგრეველი გადატრიალება.
კატალაზა (ბერძნ. katalasis დაშლა) - ფერმენტი, რომელიც იწვევს წყალბადის ზეჟანგის დაშლას წყლად და მოლეკულურ ჟანგბადად. შედის თითქმის ყველა ორგანიზმის შემადგენლობაში, იცავს რა მათ წყალბადის ზეჟანგის მავნე ზემოქმედებისაგან. ეს უკანასკნელი ორგანიზმში წარმოიქმნება ბიოლოგიური დაჟანგვის პროცესში (მაგ., სუნთქვისას).
კატალეპსია (ბერძნ. katalepsis მოვლითი ხასიათის შეტევა) - 1. ცხოველების დროებითი უმოძრაობა. 2. მედიცინაში - მთელი სხეულის ან კიდურების გაშეშება ზოგიერთი დაავადების და მდგომარეობის (ჰიპნოზის, ისტერიის და სხვ.) შემთხვევაში.
კატალიზატორი (ბერძნ. katalysis შეწყვეტა) - ნივთიერება, რომელიც აჩქარებს ქიმიურ რეაქციებს და თვითონ არ იხარჯება. ბიოლოგიური კატალიზატორებია ფერმენტები. კატალიზატორი ინჰიბიტორის დიამეტრალურად საწინააღმდეგო ცნებაა.
კატალოგი (ბერძნ. katalogo სია) - საგნების (წიგნების, ხელნაწერების, სურათების, სამუზეუმო ექსპონატების და სხვ.) ჩამოთვლა განსაზღვრული თანმიმდევრობით, რაც მათ პოვნას აადვილებს.
კატამნეზი (ბერძნ. katamnesis მოგონება, გახსენება) - ცნობების შეგროვება ავადმყოფის მდგომარეობის შესახებ საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ.
კატაპლექსია (ბერძნ. kataplexis გაკვირვება, გაოცება) - აფექტთან ან ძლიერ გაღიზიანებასთან დაკავშირებული ხანმოკლე (23 წთ.) გაშეშება. ამ დროს ცნობიერება არ არის გამოთიშული, თუმცა ავადმყოფი ვერ ლაპარაკობს.
კატარაქტა (ბერძნ. katarrhaktes წყალვარდნილი) - თვალის ბროლის შემღვრევა, რაც განპირობებულია ნივთიერებათა ცვლის დარღვევით ან მოხუცებულობით.
კატარი (ბერძნ. katerrheo ჩამოვედინები) - რაიმე ორგანოს (ცხვირის, ყელის, კუჭის და სხვ.) ლორწოვანი გარსის ანთება ექსუდატის წარმოქმნით (მაგ., ზედა სასუნთქი გზების კატარი).
კატარობიონტები (ბერძნ. kataros სუფთა, bios სიცოცხლე) - ორგანიზმები, რომლებიც ბინადრობენ სუფთა, ცივ, მტკნარ წყალში, რომელშიც დიდი რაოდენობითაა გახსნილი ჟანგბადი. ასეთი ორგანიზმებია: კალმახი, კაპოეტი, წყალმცენარე ლემანეა და სხვ. კარგი ბიოინდიკატორები არიან.
კატასტროფების თეორია (ბერძნ. katastrophe გადატრიალება) - ცოცხალი ორგანიზმების ფორმების ცვალებადობის ახსნა გლობალური კატასტროფებით და ახალი ღვთაებრივი შემოქმედებითი აქტებით. კატასტროფების თეორიის მეტაფიზიკური არსის მიუხედავად, იგი მაინც ხელს უწყობდა ევოლუციური იდეების განვითარებას. ამ თეორიის ავტორი იყო ფრანგი ზოოლოგი და პალეონტოლოგი ჟ. კიუვიე (1769-1832).
კატატონია (ბერძნ. kata წინააღმდეგ, tonos დაძაბვა) - მოძრაობის ფსიქიკური მოშლილობა. ავადმყოფი ხშირად უცნაურ და მოუხერხებელ პოზაში იმყოფება.
კატატოქსიკური შენაერთები (ბერძნ. kata წინააღმდეგ, toxikon შხამი) - აღნიშნული ნივთიერებები ქიმიურად ასტიმულირებენ დამშლელი ფერმენტების გამომუშავებას, რომლებიც აქტიურად უტევენ დავადების გამომწვევს, აჩქარებენ რა მის სიკვდილს ორგანიზმში.
კატექოლამინები - ფიზიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებია, ბიოგენური ამინები, რომლებიც მონაწილეობენ ადამიანისა და ცხოველების ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიურ და ბიოქიმიურ პროცესებში. წარმოადგენენ რა თირკმელზედა ჯირკვლების ტვინოვანი შრის ჰორმონებს და ნერვული სისტემის მედიატორებს, ისინი მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ნეირო-ჰუმორულ რეგულაციაში და ნერვულ ტროფიკაში, მონაწილეობენ ნივთიერებათა ცვლაში, რითაც უზრუნველყოფენ შინაგანი გარემოსა და ფიზიოლოგიური ფუნქციების მუდმივობას.
კატრანი (Squalus acanthias) - შავი ზღვის მცირე ზომის ზვიგენი. საქართველოში მისი ღვიძლისაგან დამზადებულ ექსტრაქტს, „კატრექსს“ იყენებენ როგორც ბიომოდულატორს და ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას (ავტორი ა. გაჩეჩილაძე).
კაუდალური (ლათ. caude კუდი) - კუდთან (კუდუსუნთან) ახლოს განლაგებული.
კაუზალგია (ბერძნ. kausis წვა, algos ტკივილი) - მუდმივი, მწველი ტკივილი, რომელიც ძლიერდება შეხების, გახურების შემთხვევებში.
კაუზალური (ლათ. kausalis) - მიზეზობრივი.
კაულიფლორია (ბერძნ. kaulos ყლორტი, ლათ. flos ყვავილი) - უშუალოდ ღეროზე და მის მსხვილ ტოტებზე ჯერ ყვავილების, შემდეგ კი ნაყოფების განვითარება. უმეტესად ახასიათებთ ტროპიკულ მცენარეებს (მაგ., კაკაოს და სხვ.).
კაფსიდი (ლათ. capsa სათავსი) - ვირუსის გარეთა ცილოვანი გარსი დახშული სფეროს სახით. ლოკალიზებულია ნუკლეინის მჟავასა და შინაგანი ცილის გარშემო. კაფსიდი ჩვეულებრივ შედგება ერთგვაროვანი სტრუქტურული სუბერთეულებისაგან - კაფსომერებისაგან.
კაფსომერები (ლათ. capsa სათავსი, ბერძნ. meros ნაწილი) - ვირუსის გარეთა მემბრანის (კაფსიდის) შემადგენელი სტრუქტურული სუბერთეულები.
კაფსული (ლათ. capsule პატარა კოლოფი) - 1. სახამებლის, ჟელატინის ან ქაღალდის ბუდე, რომელშიც ათავსებენ ერთ ჯერზე მისაღებ წამალს. 2. შემაერთებელქსოვილოვანი გარსი, რომელშიც გახვეულია ზოგიერთი ორგანო (მაგ., ღვიძლი, თირკმლები), აგრეთვე პარაზიტები, უცხო სხეულები, ბაქტერიები.
კახექსია (ბერძნ. kachexia გამოფიტვა) - ორგანიზმის გამოფიტვა, დაუძლურება (მაგ., ცნობილია მოხუცებულობის, ავთვისებიანი სიმსივნეების ან ინფექციური დაავადებების შემთხვევებში განვითარებული კახექსია).
კდნმ - იგივე „კოპირებული“ დნმ. ერთჯაჭვიანი დნმ, რომელიც სინთეზირებულია in vitro შებრუნებითი ტრანსკრიპციის გზით. კდნმ რნმ-ს კომპლემენტურია.
კეთილთვისებიანი სიმსივნე - სიმსივნე, რომელსაც არ ახასიათებს ინვაზიურობა (იხ.) და მეტასტაზირება (იხ.). ხშირად გადადის ავთვისებიან სტადიაში.
კეთილშობილი დაფნა (Laurus nobilis) - მარადმწვანე ხეები ან ბუჩქებია. დაფნის ტოტი და გვირგვინი ძველთაგან დიდებისა და გამარჯვების სიმბოლო იყო. გამოყენებულია როგორც დამხმარე საშუალება დიაბეტის დროს.
კეთრი (lepra) - ქრონიკული ინფექციური დაავადება, რომლის გამომწვევია ლეპრის ჩხირი (hansenis bacila Mycobacterium leprae). ხასიათდება კანის, პერიფერიული ნერვული სისტემის, თვალების, ზოგიერთი შინაგანი ორგანოს დაზიანებით. სინონიმი: ლეპრა (ბერძნ. lepros ქერცლიანი). ავადმყოფებს ათავსებენ სპეციალურ საავადმყოფოებში, ლეპროზორიუმებში.
კელოიდი (ბერძნ. kele სიმსივნე, eidos სახე, მსგავსი) - კანის ნაწიბუროვანი სიმსივნური წარმონაქმნი, რომელიც ვითარდება სპონტანურად ან ტრავმის, დამწვრობის ადგილზე ან ოპერაციის შემდეგ. მის წარმოქმნას უკავშირებენ ენდოკრინულ დარღვევებს, ინფექციებს, აგრეთვე კანის მემკვიდრულ თავისებურებებს. კელოიდისათვის დამახასიათებელია უხეში კოლაგენური ბოჭკოების ჭარბი წარმოქმნა.
კემბრიული პერიოდი (ლათ. Cambria უელსის ძველი დასახელება) - პალეოზოური ერის პირველი პერიოდი, რომელიც გრძელდებოდა 70 მლნ წელიწადი, ორდოვიკულ პერიოდამდე. ხასიათდებოდა ზომიერი კლიმატით, ბაქტერიების, ლურჯ-მწვანე წყალმცენარეების, აგრეთვე სოკოების განვითარებით. ცხოველური სამყარო, გარდა ქორდიანების ტიპისა, წარმოდგენილი იყო თანამედროვე ცხოველების წინაპრებით.
კერატექტომია (ბერძნ. keras რქა, ektome ამოკვეთა) - თვალის რქოვანი გარსის ნაწილობრივი ამოკვეთა.
კერატინი (ბერძნ. keras რქა) - რქოვანა ნივთიერება გარქოვანებული ეპიდერმოციტების ციტოპლაზმაში.
კერატიტი (ბერძნ. keras რქა, itis ანთება) - თვალის რქოვანი გარსის ანთება, რასაც თან ახლავს მისი შემღვრევა და მხედველობის დაქვეითება. განასხვავებენ ალერგიულ, ვირუსულ, ლეპროზულ, სხივურ და სხვ. წარმოშობის კერატიტებს.
კერატოზი (ბერძნ. keras რქა, osis მდგომარეობა) - დერმატოზების საერთო დასახელება. ახასიათებს ეპიდერმისის რქოვანი შრის გამკვრივება.
კერატოტომია (ბერძნ. keras რქა, anatome გაკვეთა, გაჭრა) - თვალის რქოვანი გარსის გაკვეთა.
კესონური დაავადება (ფრანგ. caisson ყუთი) - დაავადება, რომელიც ემართებათ კესონში (წყლის სიღრმეში სამუშაო სპეციალური მოწყობილობა) მომუშავეებს ატმოსფერული წნევის მკვეთრი ცვლილებისას სწრაფი დეკომპრესიის (იხ.) შედეგად.
კეტგუტი (ინგლ. catgut) - წვრილფეხა რქოსანი საქონლის ნაწლავებისაგან დამზადებული ძაფი, რომელსაც იყენებენ ქირურგიული ოპერაციების დროს.
კვადრომა (ლათ. quadretus ოთხკუთხედი) - ორი ჰიბრიდომის (იხ.) შერწყმის შედეგად წარმოქმნილი ჰიბრიდული უჯრედი, რომელსაც ძალუძს აწარმოოს აქამდე უცნობი ანტისხეულების სინთეზი. იგივე ჰიბრიდული ჰიბრიდომა (იხ.).
კვალიფიკაცია (ლათ. qualis როგორი, როგორი ხარისხის, facere კეთება) - საქმიანობის რომელიმე სფეროში მომზადების დონე. პროფესია, სპეციალობა.
კვებითი ჯაჭვები - ბიოცენოზში სახეობათა ურთიერთობის საფუძველი. კვებითი ჯაჭვების პირველი რგოლია პროდუცენტები (იხ.) ავტოტროფები, შემდეგ კონსუმენტები (იხ.) და ბოლოს რედუცენტები (იხ.) კვებითი ჯაჭვები წარმოქმნიან ე.წ. ეკოლოგიურ პირამიდას.
კვერცხის აპარატი - კვერცხუჯრედის და მისი გარემომცველი ორი სინერგიდის (იხ.) ერთიანობა. აღნიშნული აპარატი განლაგებულია მცენარის ჩანასახოვანი პარკის ზედა ნაწილში.
კვერცხუჯრედი (ovum) - ქალის სასქესო უჯრედი (გამეტა), რომელიც სპერმატოზოიდით განაყოფიერების ანდა პართენოგენეზის (იხ.) შედეგად საწყისს აძლევს ჩანასახს. გააჩნია ქრომოსომების ჰაპლოიდური ნაკრები. განასხვავებენ ოლიგოლეციტალურ, ტელოლეციტალურ, ცენტროლეციტალურ და სხვა ტიპის კვერცხუჯრედებს. სინონიმი: ოოტიდა.
კვინკეს შეშუპება - კანისა და კანქვეშა ქსოვილის ანგიონევროზული შემოფარგლული შეშუპება. სახელი ეწოდა გერმანელი ექიმის ჰ. კვინკეს (1842-1922) საპატივცემულოდ. იგივე კვინკეს დაავადება.
კვინტესენცია (ლათ. quinta essentia მეხუთე არსი) - 1. უმთავრესი, უმნიშვნელოვანესი (მაგ., რაიმე წიგნის, სტატიის უმთავრესი აზრი). 2. ანტიკურ ფილოსოფიაში კვინტესენცია: 4 ელემენტზე (დედამიწა, წყალი, ჰაერი, ცეცხლი) აგებული სწავლებისაგან განსხვავებით, აღიარებდა ყოველი არსებულის მეხუთე, „ჭეშმარიტ“ საფუძველს (ეთერს, სტიქიას).
კვლიავი (Carum carvi) - ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს ეთერის ზეთს, ცილას, მთრიმლავ ნივთიერებებს, ფლავონოიდებს, კემფოროლს, ფისებს და სხვა. აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციას, ამცირებს ლპობისა და დუღილის პროცესებს ნაწლავებში, აძლიერებს პერისტალტიკას. იყენებენ ატონიის, კუჭის წვენის მცირე სეკრეციის და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის პათოლოგიების შემთხვევაში. გააჩნია ანტისეპტიკური, ანესთეზიური და სპაზმოლიზური თვისებები. კვლიავის ნაყოფს ზირას სახელწოდებით საქართველოში იყენებენ საკულინარო საქმეში.
კიბერნეტიკა (ბერძნ. kybernetike მართვის ხელოვნება) - მეცნიერება, რომელიც სწავლობს მანქანებისა და ცოცხალი ორგანიზმების მიერ ინფორმაციის მიღებას, გადამუშავებას, შენახვასა და გადაცემას, აგრეთვე ამ ინფორმაციის გამოყენებას მართვის სისტემებისათვის. ტერმინი შემოიღო ფრანგმა ფიზიკოსმა ამპერმა 1834 წელს.
კიბო (ბერძნ. karkinos კიბო) - 1. ეპითელური ქსოვილის ავთვისებიანი სიმსივნე. პირველად ეს სიტყვა გამოიყენა კ. გალენმა სარძევე ჯირკვლის კიბოს აღსანიშნავად, რადგანაც სიმსივნით დაზიანებული ქსოვილის კონფიგურაცია წააგავდა მდინარის კიბოს. ამჟამად ამ სიტყვას ხშირად იყენებენ საერთოდ ავთვისებიანი სიმსივნეების აღსანიშნავად. 2. ფეხსახსრიანების ტიპის, კიბოსნაირების კლასის წარმომადგენელი (მაგ., მდინარის კიბო).
კიბოსნაირები (Crustacea) - ფეხსახსრიანების ტიპის ერთ-ერთი კლასია. ზღვებსა და მტკნარ წყლებში ბინადარი ცხოველებია. მხოლოდ ზოგიერთი სახეობა ბინადრობს ხმელეთზე. სხვა ფეხსახსრიანებისაგან განსხვავებით, კიბოსნაირებს აქვთ 2 წყვილი ულვაში. წყალში არსებობასთან დაკავშირებით, სუნთქავენ ლაყუჩებით. მრავალ უმაღლეს კიბოსნაირს (კიბოებს, ლანგუსტებს, კიბორჩხალებს, კრევეტებს, ასთაკვებს) გემრიელი ხორცი აქვთ. ზოგიერთი უმდაბლესი კიბოსნაირი (მაგ., ციკლოპები) ჰელმინთების (ზოგიერთი სოლიტერის, რიშტის) შუალედური მასპინძლებია.
კილერები (ინგლ. killer მკვლელი) - T-ლიმფოციტების ერთ-ერთი პოპულაციაა. იწვევენ სამიზნე-უჯრედების სიკვდილს ციტოლიზის მეშვეობით.
კილინგ-ეფექტი (ინგლ. killer მკვლელი, ლათ. effectus შესრულება, მოქმედება) - მაკრო ან მიკრო ფაგების მიერ შთანთქმული უცხო ანტიგენების (ბაქტერიები, ვირუსები და სხვ.) მოკვლა და მონელება.
კინინები (ბერძნ. kineo ვმოძრაობ) - ფიზიოლოგიურად აქტიური პოლიპეპტიდები: წარმოიქმნება სისხლის პლაზმაში ან უჯრედშორის სივრცეში და მოქმედებს სისხლძარღვებზე, გლუვ კუნთებზე და ნერვულ დაბოლოებებზე. იგივე ციტოკინინები.
კინოლოგია (ბერძნ. kyon ძაღლი, logos მოძღვრება) - მეცნიერება ძაღლების შესახებ, მათ ჯიშებზე, გამრავლებასა და მოვლაზე.
კინოციტები (ბერძნ. kineo ვმოძრაობ, kytos უჯრედი) - უჯრედები, რომელთაც აქვთ გადაადგილების (მოძრაობის) უნარი შოლტების მეშვეობით.
კისტა (ბერძნ. kystis ბუშტი) - იგივე ცისტა (იხ.).
კიუვიეს კანონი - ჟ. კიუვიეს მიერ დადგენილი კანონი სხეულის ნაწილების კორელაციის შესახებ. მისი აზრით, სხეულის ერთი ნაწილის მიხედვით შეიძლება მსჯელობა მთელ ორგანიზმზე და მის აგებულებაზე, რაც ნამარხი ორგანიზმების რეკონსტრუქციის საშუალებას იძლევა.
კიური - სახელწოდება შემოღებულია რადიოაქტიურობის მოვლენის აღმომჩენი მეცნიერების პ. კიურისა (1854-1906) და მ. სკლადოვსკაია-კიურის (1878-1934) საპატივცემულოდ. კიური რადიოაქტიურობის საზომი ერთეულია. რადიოაქტიურობას ზომავენ აგრეთვე რენტგენებში და გრეებში.
კლაზმატოზი (ბერძნ. klasma ნამსხვრევი) - ზოგიერთი უჯრედის ცხოველქმედების ერთ-ერთი გამოვლინება, რაც დაკავშირებულია ციტოპლაზმის უმცირესი ფრაგმენტების გამოთავისუფლებასთან. მაგ., თრომბოციტები მეგაკარიოციტებისაგან ამ პროცესის საშუალებით წარმოიქმნებიან.
კლანი (ფრანგ. clague) - გვარი, გვაროვნული თემი (პირველად აღწერილია კელტებში).
კლასი (ლათ. classis თანრიგი, ჯგუფი) - ორგანიზმთა კლასიფიკაციაში ერთ-ერთი ძირითადი ტაქსონი, რომელიც აერთიანებს მონათესავე რიგებს და განლაგებულია ტიპსა (იხ.) და რიგს შორის.
კლასიფიკაცია (ლათ. classis თანრიგი, ჯგუფი, facere კეთება) - ობიექტებისა და მოვლენების პირობითი დაყოფა ჯგუფებად, რაიმე საერთო ნიშნების და თვისებების შესაბამისად. ეს ნიშან-თვისებები ერთიანი შეიძლება მხოლოდ გარეგნულად იყვნენ (ხელოვნური კლასიფიკაცია, მაგ., „მავნე“ და „სასარგებლო“ ცხოველები) ან ღრმა მიზეზობრივ კავშირში შეიძლება იმყოფებოდნენ ერთმანეთთან (ბუნებრივი კლასიფიკაცია, მაგ., სისტემატიკა). ცნება „კლასიფიკაცია“ აზრობრივად უფრო ფართოა, ვიდრე „სისტემატიკა“.
კლაუსტროფობია (ლათ. claudo კარს ვკეტავ, ბერძნ. phobia შიში) - დაკეტილი კარის, დახშული სივრცის აკვიატებული შიში.
კლეისტოგამია (ბერძნ. kleistos ჩაკეტილი, gamos ქორწინება) - თვითდამტვერვა გაუშლელ ყვავილებში.
კლეპტომანია (ბერძნ. klepto ვიპარავ, mania სიგიჟე) - ავადმყოფური მიდრეკილება ქურდობისადმი, რაც ფსიქიკური დაავადებითაა გამოწვეული. ცხოველებში, განსაკუთრებით კი ფრინველებში გავრცელებულია კლეპტოპარაზიტიზმი, რაც საკვების ძალადობით ან ფარულად მოპოვებას გულისხმობს. აღნიშნული ტერმინი პირველად შემოიღო ფრანგმა ფსიქიატრმა მარკმა 1840 წელს.
კლეპტოპარაზიტიზმი (ბერძნ. klepto ვიპარავ, parasitos მუქთახორა) - იხ. კლეპტომანია.
კლიმატი (ბერძნ. klima დახრა დედამიწის ზედაპირისადმი) - ამა თუ იმ ადგილის მეტეოროლოგიურ პირობათა ერთობლიობა, ამინდის რეჟიმი. იგივე ჰავა.
კლიმაქსი (ბერძნ. klimax კიბე) - გარდამავალი პერიოდი მომწიფების ასაკიდან ხანდაზმულობისაკენ, როდესაც ქვეითდება სასქესო ჯირკვლების აქტივობა. ქალებში ვლინდება საკვერცხისა და საშვილოსნოს ფუნქციის მოშლისა და თვიურის შეწყვეტის სახით. როგორც ქალის, ასევე მამაკაცის ამ პერიოდს ახასიათებს ვაზომოტორული და ნეიროფსიქიკური მოვლენები.
კლინიკა (ბერძნ. kline საწოლი) - 1.სამედიცინო დაწესებულება, სადაც ავადმყოფთა მკურნალობა შეთავსებულია კვლევით და პედაგოგიურ საქმიანობასთან. 2.ავადმყოფობის განვითარების აღწერა.
კლინიკური მანიფესტაცია (ბერძნ. kline საწოლი, manifestatio გამოვლინება) - ამა თუ იმ დაავადების საინკუბაციო პერიოდისა და პროდრომული (იხ.) სიმპტომების შემდეგ, აღნიშნული დაავადებისათვის დამახასიათებელი ტიპიური სიმპტომების გამოვლენა.
კლინიკური სიკვდილი - ორგანიზმის მდგომარეობა, როდესაც არ შეინიშნება გულის მოქმედება, სუნთქვა და ა.შ. ამ დროს ქრება ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციები, თუმცა შენარჩუნებულია მიმოცვლითი პროცესები ქსოვილებში. კლინიკური სიკვდილი ადამიანში გრძელდება რამდენიმე წუთის განმავლობაში და ბოლოს გადადის ბიოლოგიურ სიკვდილში (იხ.). ზოგ შემთხვევაში კლინიკური სიკვდილი შექცევადი პროცესია.
კლიტორი (ბერძნ. kleitors სავნებო) - ქალის გარეთა სასქესო ორგანოს ნაწილი, რომელიც შედგება ორი მღვიმოვანი სხეულისაგან.
კლოაკა (ლათ. cloaca ძველ რომში წარმოადგენდა დახურულ არხს ფეკალიებისა და სხვადასხვა სიბინძურეების მოსაგროვებლად) - ზოგიერთ თევზში, ყველა ამფიბიაში, ქვეწარმავალში, ფრინველსა და ზოგიერთ ძუძუმწოვარში - ნაწლავების გაფართოებული ნაწილია, რომელშიც იხსნება სასქესო ჯირკვლებისა და საშარდე სადინრები.
კლონი (ბერძნ. klon ამონაყარი, ყლორტი) - უჯრედების ჯგუფი, რომელიც წარმოიქმნა ერთი წინაპარი უჯრედის გამრავლების შედეგად. კლონში შემავალი ყველა უჯრედი გენეტიკურად იდენტურია.
კლონირება (ბერძნ. klon ამონაყარი, ყლორტი) - ამ მეთოდის არსი შემდგომში მდგომარეობს: დონორიდან იღებენ სომატურ უჯრედს. ენუკლეაციის შემდეგ ბირთვი შეყავთ მდედრი ინდივიდის კვერცხუჯრედში, რომლიდანაც აგრეთვე მოშორებულია თავისი ბირთვი. კვერცხუჯრედის ციტოპლაზმა სტიმულს აძლევს სომატური უჯრედის ბირთვს, რათა მან დაიწყოს დანაწევრება. მიღებულ ემბრიონს, რომელსაც მამრის სრული გენოტიპი გააჩნია, შეიყვანენ ნებისმიერი მდედრის საშვილოსნოში. შესაძლებელია ადამიანის კლონირებაც, აქედან გამომდინარე დადებითი და უარყოფითი შედეგებით. კლონირების სფეროში პირველი ექსპერიმენტები ჩაატარეს ედინბუგში (შოტლანდია). 1996 წელს იქ შექმნეს ორი აბსოლუტურად იდენტური გენების მქონე ცხვარი - მეგანი და მორაგი.
კლონური ევოლუცია (ბერძნ. klon ამონაყარი, ყლორტი, ლათ. evolutio განვითარება, გაშლა) - სიმსივნური პროცესის პროგრესირებისას ერთი უჯრედული პოპულაციის მეორით ჩანაცვლება.
კნიდოსპორიდიები (Cnidosporidia) - უმარტივესების ტიპის ერთერთი კლასია. სპორები უვითარდებათ სასიცოცხლო ციკლის ბოლოს. ამ კლასის მიკროსპორიდიების რიგს მიეკუთვნება თუთის აბრეშუმხვევიას პებრინის გამომწვევი უჯრედშიდა პარაზიტი Nosema bombicis.
კოაგულაცია (ლათ. coagulo ვადედებ) - 1. კოლოიდურ ხსნარში ნივთიერების ნაწილაკების ნალექად გამოყოფის, შედედების პროცესი. 2. ცილების შედედება. 3.საოპერაციო არის მოწვა (ელექტრო, თერმო, კრიოკოაგულაცია).
კოაგულოგრამა (ლათ. coagulo ვადედებ, ბერძნ. gramma ჩანაწერი) - სისხლის შედედების და ამ პროცესის საწინააღმდეგო სისტემების მახასიათებლების ერთობლიობა.
კოადაპტაცია (ლათ. co თან, ერთად, adaptatio შეგუება) - ევოლუციის პროცესში სხვადასხვა ორგანიზმების ან ერთი ინდივიდის სხვადასხვა ორგანოების ურთიერთშეგუება.
კოაცერვატი (ლათ. coacervatus დაგროვილი) - კოლოიდის (გახსნილი ნივთიერების) წვეთი ან შრე, რომელსაც უფრო მაღალი კონცენტრაცია გააჩნია, ვიდრე ამავე ხსნარის დანარჩენ კომპონენტებს.
კობრა (Naja) - ამ ცხოველების რამოდენიმე გვარი გაერთიანებულია ასპიდისებრთა ოჯახში. გავრცელებული არიან აფრიკაში, სამხრეთ აზიასა და შუა აზიაში. იკვებებიან მღრღნელებით, უფრო იშვიათად ფრინველებით. დებენ 8-დან 45 კვერცხამდე. ნადირობენ ღამით. ცხოვრობენ მდინარეების ნაპირებსა და ზღვის სანაპიროებთან. კარგად ცურავენ. მათი კბენა ძალზე სახიფათოა. შხამს ახასიათებს ნეიროტროპული მოქმედება.
კოგნატები (ლათ. cognates) - სისხლისმიერი ნათესავები დედის მხრიდან.
კოდი (ფრანგ. code) - 1.პირობითი ნიშნების ან მათი კომბინაციების სისტემა, რომელიც ასახავს ინფორმაციის ჩაწერისა და შენახვის, გადაცემისა და დამუშავების პროცესებს. 2.გენეტიკური ინფორმაციის ჩაწერისა და შენახვის ბუნებრივი სისტემა ნუკლეინის მჟავების მოლეკულებში, ნუკლეოტიდების ხაზოვანი თანმიმდევრობის სახით.
კოდომინანტური ალელები (ლათ. con ერთად, dominans გაბატონებული, ბერძნ. allelon ორმხრივი) - ალელები, რომლებიც ერთად მჟღავნდებიან ჰეტეროზიგოტაში და არც ერთი მათგანი არ დომინირებს მეორეზე.
კოდონი (ფრანგ. code პირობითი შემოკლება, შიფრი) - გენეტიკური ინფორმაციის ერთეული, რომელიც ერთ ამინომჟავას აკოდირებს. იგივე ტრიპლეტი.
კოექსპრესია (ლათ. con თანა, exspressio გამოხატვა) - ორი გენის ინტენსივობის თანხვდენა, დამთხვევა ჰიბრიდულ უჯრედში.
კოვალენტური ბმები - ატომებს შორის არსებული მტკიცე ქიმიური კავშირები, რომლებიც საერთო ელექტრონული წყვილების წარმოქმნის შედეგად ყალიბდება.
კოთხოჯი (Acorus calamus) - ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს ეთერზეთებს, ასკორბინის მჟავას, სახამებელს, მთრიმლავ ნივთიერებებს, გლიკოზიდ იზოაკორინს და ა.შ. აქვეითებს არტერიულ წნევას, აუმჯობესებს მადას და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობას, სიცხის დამწევია. გააჩნია მაანესთეზირებელი თვისებები, რეკომენდებულია აქილიისას, აგრეთვე ინვაზიების საწინააღმდეგოდ. კარგი შედეგებია მიღებული სურავანდის, ჭრილობების და წყლულების შემთხვევაში.
კოიტუსი (ლათ. coitus შეერთება, შეუღლება) - სქესობრივი აქტი.
კოკაინის ბუჩქი (Erythroxylum coca) - ტროპიკული მცენარეა. ფოთლები შეიცავს ალკალოიდებს, მათ შორის კოკაინს, რომელსაც ახასიათებს ტკივილგამაყუჩებელი თვისებები. ტოქსიკურია. გადაჭარბებული ხმარებისას იწვევს კოკაინიზმს, ნარკომანიის ერთ-ერთ ფორმას.
კოკანცეროგენი (ლათ. con ურთიერთმოქმედება, cancer კიბო, genaos წარმოქმნა) - აგენტი, რომელიც კანცეროგენებთან (იხ.) ერთად მოქმედებს სამიზნეუჯრედებზე და აძლიერებს კანცეროგენურ ეფექტს.
კოკები (ბერძნ. kokkos მარცვალი) - მრგვალი ფორმის გრამ-დადებითი (სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები) და გრამ-უარყოფითი (გონოკოკები და სხვ.) ბაქტერიები.
კოკონვერსია (ლათ. con ერთად, conversio ცვლილება) - ორი საიტის (იხ.) ერთდროული კორექცია გენის კონვერსიის (იხ.) პროცესში.
კოკულტივირება (ლათ. con ურთიერთმოქმედება, cultura) - სხვადასხვა ტიპის უჯრედების ერთობლივი კულტივირება.
კოლაგენი (ბერძნ. kolla წებო, gennao წარმოვქმნი) - ფიბრილარული ცილა, რომელიც წარმოადგენს შემაერთებელი ქსოვილის კოლაგენური ბოჭკოების საფუძველს და განაპირობებს მის გამძლეობას, სიმტკიცეს. უმაღლეს ხერხემლიანებში კოლაგენი ცილების საერთო რაოდენობის 1/3-ს შეადგენს.
კოლაგენოზი (ბერძნ. kolla წებო, gennao წარმოვქმნი, osis მდგომარეობა) - დაავადებათა ჯგუფი, რომლის დამახასიათებელია შემაერთებელი ქსოვილის ფიბროზული გადაგვარება, პირველადი დიფუზური და ცალკეული ორგანოების მეორადი დაზიანებები. კოლაგენოზის პათოგენეზში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ავტოიმუნურ ძვრებს.
კოლატერალები (ლათ. con ერთად, lateralis გვერდითი) - 1.მსხვილი სისხლძარღვების ტოტები, რომლებიც უზრუნველყოფენ სისხლის მიმოქცევას ძირითადი სისხლძარღვოვანი გზის ავლით. კოლატერალები უზრუნველყოფენ დაავადებული ორგანოების სისხლით მომარაგებას (მაგ., თრომბოზის შემთხვევაში). 2.აქსონის ერთ-ერთი პირველი ტოტი.
კოლაფსი (ლათ. collapsis დასუსტებული, დაცემული) - გულსისხლძარღვთა სისტემის მწვავე ნაკლოვანების შედეგად არტერიული წნევის სწრაფი დაცემა. ამ მდგომარეობის ნიშნებია უეცარი სიფერმკრთალე, სუსტი და აჩქარებული პულსი, ცივი ოფლი, დაბალი წნევა, ზერელე, გაიშვიათებული სუნთქვა და სხვა. ვითარდება ინტოქსიკაციის, მწვავე ინფექციური დაავადებების, უხვი სისხლდენისა და სხვ. პათოლოგიების შემთხვევაში.
კოლბა (გერმ. Kolben) - მინის ჭურჭელი მეტ-ნაკლებად გრძელი ყელით და მრგვალი ან ბრტყელი ფსკერით. გამოიყენება ქიმიურ ლაბორატორიებში.
კოლბები (coni) - ხერხემლიანი ცხოველების თვალის ბადურას ფოტორეცეპტორები, რომლებიც განაპირობებენ დღის და ფერად მხედველობას. იგივე ცილინდრები.
კოლეგა (ლათ. collega ამხანაგი) - თანამშრომელი სამსახურში ან ამხანაგი უმაღლეს სასწავლებელში. ამ ტერმინს ხშირად იყენებენ ექიმები და მეცნიერები.
კოლენქიმა (ბერძნ. kolla წებო, encheo სავსე) - ცოცხალი უჯრედებისაგან შემდგარი მექანიკური ქსოვილი წყლის შემცველი, პლასტიკური გარსებით, რაც უმთავრესად ახალგაზრდა, მზარდი მცენარეების ორგანოებს ანიჭებს აუცილებელ სიმტკიცეს და სიმკვრივეს.
კოლეოპტეროლოგია (ბერძნ. koleopteros ხოჭო, logos მოძღვრება) - ენტომოლოგიის ნაწილი, რომელიც შეისწავლის ხოჭოებს.
კოლექცია (ლათ. collectio კრეფა, შეგროვება) - ერთგვაროვანი საგნების სისტემატიზირებული კრებული, რომელსაც გააჩნია სამეცნიერო, მხატვრული, ისტორიული მნიშვნელობა (მაგ., მინერალების, მცენარეების, ცხოველების, სურათების, მარკების და სხვ. კოლექციები).
კოლიტი (ბერძნ. kolon კოლინჯი, itis ანთება) - მსხვილი ნაწლავის დაავადება, რომელიც ხასიათდება ანთებით-დისტროფიული ცვლილებებით. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. განასხვავებენ მწვავე და ქრონიკულ კოლიტს.
კოლიცინოგენურობა (ანტიბიოტიკი „კოლიცინი“, ბერძნ. genos დაბადება, წარმოშობა) - ზოგიერთი ენტერობაქტერიის შტამების უნარი გამოიმუშაონ მაღალსპეციფიკური ანტიბიოტიკები (კოლიცინები), რომლებიც თრგუნავენ იმავე სახეობის სხვა შტამების ან მონათესავე სახეობების ცხოველმოქმედებას.
კოლოიდი (ბერძნ. kolla წებო, eidos სახე) - ნივთიერება (ცილა, სახამებელი და სხვ.), რომელიც არ კრისტალდება და რომლის ხსნარი არ გადის მცენარეული და ცხოველური წარმოშობის აპკებში.
კოლოკვიუმი (ლათ. colloquium გასაუბრება) - პედაგოგის გასაუბრება სტუდენტებთან მათი ცოდნის გამოვლენის თვალსაზრისით.
კოლონია (ლათ. colonia ახალშენი, დასახლება) - ერთი ან რამოდენიმე სახეობის ერთად მცხოვრები ინდივიდების ჯგუფი. 1. ერთი სახეობის ორგანიზმების გაერთიანება, როდესაც შვილეული ორგანიზმები უსქესო გამრავლების შემთხვევაში არ სცილდებიან დედის ორგანიზმს (მაგ., მარჯნის პოლიპების კოლონიები). 2. საზოგადოებრივი მწერების (ფუტკრები, ჭიანჭველები, ტერმიტები) სპეციალიზებული ინდივიდების გაერთიანება. 3. ანალოგიური ინდივიდების ერთიანობა, რაც მათთვის მომგებიანია არსებობისათვის ბრძოლაში (კოლონიური ძუძუმწოვრები, ფრინველები და სხვ.). 4.ერთი სახეობის მიკროორგანიზმების დაგროვება საკვებ ნიადაგზე.
კოლორადოს ხოჭო (Leptinotarsa decemlineata) - ფეხსახსრიანთა ტიპის, მწერების კლასის, ხოჭოების ანუ ხე-შეშფრთიანების რიგის წარმომადგენელია. ამერიკიდან ევროპაში და შემდეგ საქართველოში შემოტანილი მწერია. უმთავრესად აზიანებს კარტოფილს, რითაც დიდ ზიანს აყენებს სოფლის მეურნეობას.
კოლოფონი (მცირე აზიის ძველბერძნული ქალაქის, კოლოფენის სახელწოდების მიხედვით) - წიწვიანი ხეებისა და ბუჩქნარის ფისების შემადგენლობაში შემავალი მინისებრი ნივთიერება.
კოლხიცინი (ინგლ. colchicine) - ალკალოიდია, რომელიც ინჰიბირებას უწევს უჯრედის მიტოზური გაყოფის პერიოდში ქრომოსომების დაშორიშორებას. ეს მოვლენა განპირობებულია გაყოფის თითისტარას ძაფების დაზიანებით. კოლხიცინი გამოიყენება ციტოგენეტიკურ კვლევებში. აღნიშნულ ალკალოიდს შეიცავს უცუნა (იხ.).
კომა (ბერძნ. koma ღრმა ძილი) - მძიმე, სიცოცხლისათვის სახიფათო უგონო მდგომარეობა, რომლის ნიშნებია გულის მუშაობის, სუნთქვის რითმის, მგრძნობელობისა და რეფლექსების მოშლა. შეიძლება გამოწვეული იყოს შაქრიანი დიაბეტით, ეპილეფსიით და სხვა.
კომბოსტო (Brassica olearacea) - ერთ, ორ ან მრავალწლიანი მცენარეა ჯვაროსანთა ოჯახიდან. შეიცავს ნახშირწყლებს, მინერალურ მარილებს, ასკორბინის მჟავას, B ჯგუფის ვიტამინებს და სხვ. გააჩნია დიეტური და სამკურნალო, ხოლო ბოლო წლების მონაცემებით ანტიკანცეროგენური თვისებებიც კი.
კომბუსტია (ლათ. comburo ვწვავ) - იგივე დამწვრობა. ორგანიზმზე თერმული, ქიმიური ან სხივური ენერგიის ზემოქმედების შედეგად განვითარებული დაავადება.
კომენსალიზმი (ფრანგ. commensal თანამესუფრე) - სხვადასხვა სახეობის ორგანიზმების კვებითი ურთიერთობის ფორმა, როდესაც ერთი ცხოვრობს მეორის ხარჯზე მუდამ ან დროებით, ისე, რომ მისთვის არც მავნეა და არც სასარგებლო.
კომენტარი (ლათ. commentatio მოფიქრება, მოსაზრება, მსჯელობა) - რაიმე შემთხვევების, მოვლენების, ტექსტების ახსნა, განმარტება. რაიმეს ირგვლივ ახსნა-განმარტება, კრიტიკული შენიშვნები.
კომისურა (ლათ. comissura შეერთება, შესართავი) - ნაწიბურები, შეხორცებები.
კომიტირებული უჯრედი (ინგლ. commit ვალდებულების აღება) - პოლიპოტენტური უჯრედი, რომლის დიფერენცირებისა და პროლიფერაციის პოტენცია ღეროვან უჯრედთან შედარებით რამდენადმე შეზღუდულია.
კომოციო (ლათ. commotio შერყევა) - უფრო ხშირად იყენებენ თავის ტვინის შერყევის აღსანიშნავად. ტვინის ტრავმულ დაზიანებას ახასიათებს ცნობიერების დარღვევა, გულისრევა, პირღებინება, თავის ტკივილი და სხვა.
კომპარტმენტაცია (ინგლ. compartment განყოფილება, სექტორი) - ეუკარიოტული უჯრედის სტრუქტურული ორგანიზაციის მოწესრიგებული დონის მიღწევა მისი მთელი მოცულობის ე.წ. „განყოფილებებად“ დაყოფის გზით. კომპარტმენტაციის განხორციელებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბიოლოგიური მემბრანა, რომელიც ხელს უწყობს უჯრედში მიმდინარე პროცესებისა და მასში არსებული ნივთიერებების სივრცობრივ გამოცალკევებას. კომპარტმენტაციის პრინციპის არსებობა ეუკარიოტულ უჯრედში განაპირობებს სხვადასხვა სტრუქტურებს შორის (ბირთვი, მიტოქონდრიები, ლიზოსომები და ა.შ.) ფუნქციების დაყოფას.
კომპაქტური (ლათ. compactus) - მკვრივი, შეკუმშული (მაგ., კომპაქტური ქსოვილი).
კომპენდიუმი (ლათ. compendium შემცირება) - ამა თუ იმ მეცნიერების ძირითადი დებულებების, კვლევაძიების შედეგების და სხვ. შემოკლებული გადმოცემა.
კომპენსატორული მექანიზმი (ლათ. compensatio ანაზღაურება, გამოსწორება) - დარღვეული ფუნქციის აღდგენა, ორგანიზმის მუდმივობის შენარჩუნება. მაგ., სისხლის დაკარგვის შემთხვევაში ძვლის ტვინი იწყებს გაძლიერებულ მუშაობას ანუ ირთვება კომპენსატორული მექანიზმი.
კომპენსაცია (ლათ. compensatio ანაზღაურება, გამოსწორება) - ორგანიზმში მიმდინარე ავადმყოფური დარღვევების გაწონასწორება, გამოსწორება, აღდგენა შესაბამისი შეგუებითი მექანიზმების საშუალებით.
კომპეტენცია (ლათ. competentia შესაბამისობა, შეფარდება) - 1. საკითხები, რომლებშიც ამა თუ იმ პიროვნებას გააჩნია გარკვეული ცოდნა და გამოცდილება. ასეთ პირს კომპეტენტურს უწოდებენ. 2. რომელიმე დაწესებულების ან პიროვნების რწმუნებულების სფერო. 3. უჯრედის ფუნქციური მდგომარეობა, როდესაც იგი იძენს მისთვის დამახასიათებელი სამუშაოს შესრულების უნარს. მაგ., T-უჯრედები იმუნურ კომპეტენციას იძენენ მხოლოდ თიმუსში მოხვედრისას.
კომპილაცია (ლათ. compilatio ქურდობა, ძარცვა) - მეცნიერული ან ლიტერატურული შრომა, რომელიც ემყარება სხვადასხვა ავტორების მიერ უკვე გამოქვეყნებული ნაწარმოებების, შრომების გამოყენებას და არ შეიცავს ავტორის მიერ დამოუკიდებელი კვლევის მასალებს და დასკვნებს.
კომპლემენტარობის პრინციპი (ლათ. complementum დამატება) - ურთიერთშესაბამისობა მოლეკულების ქიმიურ აგებულებაში, რაც უზრუნველყოფს მათ შორის მეორეული კავშირების წარმოქმნას. მაგ., დნმ-ს მოლეკულაში ადენინიანი ნუკლეოტიდი ყოველთვის შეესაბამება თიმინიანს, ხოლო გუანინიანი - ციტოზინიანს. ამ პრინციპს ამერიკელი ბიოქიმიკოსის ე.ჩარგაფის სახელი ეწოდა.
კომპლემენტი (ლათ. compliment დამატება) - ორგანიზმის არასპეციფიკური დაცვის ჰუმორული ფაქტორი. უკავშირდება ანტისხეულებსა და უჯრედებს. სინონიმი: ალექსინი.
კომპლექსი (ლათ. complexus მჭიდროდ დაკავშირებული) - საგანთა, მოვლენათა ან თვისებათა ერთობლიობა, შეხამება. სხვადასხვა მოქმედებისა და სიმპტომის ერთიანობა.
კომპლექსური მკურნალობა (ლათ. complexus მჭიდროდ დაკავშირებული) - ამა თუ იმ დაავადების სხვადასხვა (ზოგჯერ რამდენიმე) მეთოდებით მკურნალობა (მაგ., ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია, ანტიბიოტიკოთერაპია და სხვ.).
კომპლექცია (ლათ. complexio შეერთება) - ტანის აგებულება, მოყვანილობა. განასხვავებენ სხეულის აგებულების ასთენიურ (დოლიქომორფულ), ჰიპერსთენიურ (ბრაქიმორფულ) და ნორმასთენიურ (მეზომორფულ) ტიპებს.
კომპლიკაცია (ლათ. complico ვართულებ, ვაბუნდოვნებ) - დაავადების გართულება ახალი პათოლოგიის, ინფექციის ან არაეფექტური მკურნალობის შედეგად.
კომპოზიცია (ლათ. compositio შედგენა, შეერთება) - 1. რომელიმე ნივთიერების შემადგენელი ნაწილების ერთიანობა. 2. ვირუსის შემადგენელი კომპონენტების (ცილების, ნუკლეინის მჟავების) აწყობა უჯრედის პლაზმურ მემბრანაზე.
კომპონენტი (ლათ. compenens შემადგენელი) - რაიმეს შემადგენელი ნაწილი.
კომპონენტური თერაპია (ლათ. compenens შემადგენელი, ბერძნ. therapeia მკურნალობა) - სისხლის შემადგენელი კომპონენტების (ლეიკოციტების, ერითროციტების, თრომბოციტების, პლაზმის) ცალ-ცალკე გადასხმით ჩატარებული მკურნალობა.
კომპრესი (ლათ. compressio შეკუმშვა, მოჭერა) - სხეულის განსაზღვრულ ადგილზე მკურნალობის მიზნით ოთხფენიანი ნახვევის დადება. იყენებენ მშრალ, თბილ და ა.შ. კომპრესებს.
კომპრესიული მეთოდი (ლათ. compressio შეკუმშვა, მოჭერა) - ტრიქინელას მატლების გამოვლენის მეთოდი კუნთოვანი ქსოვილის ფრაგმენტების მიკროსკოპირებით, რომლებიც მინებს შორის არიან მოთავსებული გლიცერინის წვეთში.
კონგელაცია (ლათ. congelo ვყინავ) - ქსოვილთა დაზიანება დაბალი ტემპერატურების მოქმედებით. იგივე მოყინვა.
კონგენიალური (ლათ. con ერთად, genius სული) - სულით, აზროვნებით, ნიჭიერებით ძალზე ახლოს მყოფი ადამიანები.
კონგლომერატი (ლათ. conglomeratus შეგროვილი) - 1. სხვადასხვაგვარი ნაწილებისა და საგნების მექანიკური შეერთება. 2. ციტოლოგიაში - სხვადასხვა ტიპის ან ერთგვაროვანი უჯრედების შეერთება ერთ სტრუქტურად.
კონგრუენცია (ლათ. congruens შესაბამისი, ჰარმონიული) - შიდასახეობრივი ურთიერთობების დროს ინ დივიდების ურთიერთშეგუებულობა (მაგ., ორგანოების აგებულების, ქცევისა და ფუნქციის შესაბამისობა დედასა და შვილში, მამრებსა და მდედრებში და ა.შ.).
კონდენსაცია (ლათ. condesatio ვასქელებ) - შედედება, შესქელება. აირის ან ორთქლის გადასვლა თხევად მდგომარეობაში.
კონდილომა (ბერძნ. kondyloma) - კანის ეპითელიუმის და მის ქვეშ მდებარე შემაერთებელი ქსოვილის ახალწარმონაქმნი.
კონექტურა (ლათ. conjecture ვარაუდი, გამოცნობა) - ვარაუდი, მიხვედრა. გაფუჭებული ან წაკითხვისათვის უვარგისი ტექსტის აღდგენა ვარაუდის საფუძველზე..
კონვენცია (ლათ. conventio შეთანხმება) - საერთაშორისო შეთანხმება ამა თუ იმ სპეციალური საკითხის ირგვლივ. მაგ., შავი ჭირი, ქოლერა და ყვითელი ცხელება ე.წ. კონვენციური დაავადებებია, რადგანაც მიღწეულია მათ წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის საერთაშორისო შეთანხმება.
კონვერგენცია (ლათ. convergo მიახლოება) - ბუნებრივი გადარჩევის პროცესში წარმოშობის მხრივ შედარებით დაშორებულ ორგანიზმთა ჯგუფებს შორის ანატომიურფიზიოლოგიური, ქცევითი და სხვა ნიშანთვისებათა დაახლოების, დამსგავსების მოვლენა.
კონვერსია (ლათ. conversio ცვლილება) - ბაქტერიების ნიშან-თვისებების შეცვლა ბაქტერიოფაგით დასენიანებისას. იგივე ფაგური კონვერსია. განასხვავებენ აგრეთვე გენების კონვერსიას. ამ ტერმინს იყენებენ აგრეთვე სიმსივნური ტრანსფორმაციის აღსანიშნავად.
კონვექსა ვიტრა (ლათ. convexus ამოზნექილი, vitrum მინა) - ამოზნექილი მინები (მაგ., სინათლის მიკროსკოპის ლინზები).
კონვულსია (ლათ. convello მოვგლეჯ, შევარყევ) - კიდურის ან მთელი სხეულის ძლიერი კრუნჩხვა.
კონიუგაცია (ლათ. conjugatio შეერთება) - 1. გენტიკური მასალის მიმოცვლის (რეკომბინაციის) ერთერთი პროცესი ბაქტერიებში. 2. ინფუზორიების უმრავლესობაში მიმდინარე სქესობრივი პროცესი, რაც მდგომარეობს ორი ინდივიდის დროებით შეერთებაში. 3. ორი ჰომოლოგიური ქრომოსომის კონტაქტი (სინაფსისი), რის გამოც მათ შორის შესაძლებელია ცალკეული უბნების ორმხრივი გაცვლა (კროსინგოვერი).
კონკავა ვიტრა (ლათ. concavus ჩაზნექილი, vitrum მინა) - ჩაზნექილი მინა.
კონკატენატები (ლათ. con ერთად, ინგლ. catenate შეკვრა, გადაბმა) - დნმ-ს რგოლოვანი მოლეკულები, რომლებიც ერთმანეთთან ჯაჭვისმაგვარად არიან შეერთებულნი.
კონკორდანტულობა (ლათ. concordans შეთანხმებული) - ტყუპების მსგავსება მოცემული ნიშან-თვისების (თმების ფერი, ცხვირის, წარბების, ყურის ნიჟარის ფორმა და სხვ.) მიხედვით. დამახასიათებელია მონოზიგოტური (იდენტური) ტყუპებისათვის.
კონკრემენტი (ლათ. concresco შევეზრდები) - გაუხსნელი მარილები, რომლებიც ილექებიან სხეულის ქსოვილებსა ან ამა თუ იმ ღრუში (მაგ., კენჭები ნაღვლისა და შარდის ბუშტებში).
კონკურენცია (ლათ. concurro ვებმები [ბრძოლაში], მოვრბივარ) - ერთი ან სხვადასხვა სახეობის ორგანიზმების ურთიერთდამოკიდებულება, შეჯიბრება საკვების, სინათლის და სხვ. რესურსების მოპოვებისათვის.
კონკურსი (ლათ. concursus შეჯახება, ჭიდილი) - რომელიმე სფეროში გამოცხადებული შეჯიბრება, რაც იძლევა შესაძლებლობას გამოვლენილ იქნენ ყველაზე უფრო ღირსეულნი, ძლიერნი (მაგ., სასწავლო დაწესებულებებში ჩამბარებელთა კონკურსი).
კონსერვატიზმი (ლათ. conservatio შენახვა) - მიდრეკილება ყველაფერი ძველისადმი, ძველი ტრადიციებისადმი.
კონსერვატული (ლათ. conservativus დამცველობითი) - მკურნალობა არაოპერაციული მეთოდების საშუალებით.
კონსერვაცია (ლათ. conservo ვინახავ) - რომელიმე ორგანოს, ქსოვილის, პროდუქტის ან ნივთიერების დაცვა დაშლისაგან, შენახვა სპეციალური პირობების შექმნით (მაგ., სისხლის კონსერვაცია).
კონსექვენტური (ლათ. consequens) - თანმიმდევრული, ლოგიკური ქცევა, საუბარი და სხვ.
კონსილიუმი (ლათ. consilium თათბირი) - ექიმების მოთათბირება მძიმე ან გაურკვეველი ეტიოლოგიის დაავადების არსის დასადგენად და მკურნალობის ტაქტიკის შესამუშავებლად.
კონსისტენცია (ლათ. consisto შევადგენ, მოთავსებული ვარ) - ნივთიერების სიმკვრივის, სიბლანტის ხარისხი (მაგ., გლიცერინს სიროფისმაგვარი კონსისტენცია გააჩნია).
კონსორციუმი (ლათ. consortium მონაწილეობა) - ორგანიზმი, რომელიც სინამდვილეში შედგება ორი, ერთად მცხოვრები სხვადასხვა ორგანიზმისაგან. კონსორციუმის მაგალითია მღიერები.
კონსტანტა (ლათ. constans უცვლელი) - რაიმე მუდმივი სიდიდე. მაგ., მიხაელისის კონსტანტა - ფერმენტული რეაქციის ერთ-ერთი კინეტიკური პარამეტრი.
კონსტატაცია (ლათ. constat ცნობილია) - რაიმე ფაქტის, რაიმეს არსებობის, უეჭველობის დადგენა, დაფიქსირება.
კონსტიპაცია (ლათ. constipo ვავიწროებ, ვაწვები) - იგივე ყაბზობა (იხ.). მუცელში შეკრულობა.
კონსტიტუცია (ლათ. constitutio შენება, აღნაგობა) - 1. ორგანიზმის ინდივიდუალური ანატომიურ-ფიზიოლოგიური თავისებურება. 2. სახელმწიფოს ძირითადი კანონი.
კონსულტაცია (ლათ. consultatio მოთათბირება) - 1. სპეციალისტის რჩევა რაიმე საკითხის შესახებ. მასწავლებლის მიერ სპეციალურად მოწყობილი მეცადინეობა საგნის უკეთ ათვისების მიზნით. 2. დაწესებულება, სადაც სპეციალისტები რჩევა-დარიგებას იძლევიან (მაგ., ქალთა კონსულტაცია, იურიდიული კონსულტაცია).
კონსუმენტები (ლათ. consumo ვიყენებ) - ორგანიზმები, რომლებიც იყენებენ პროდუცენტების (იხ.) მიერ შექმნილ მზა ორგანულ ნივთიერებებს.
კონტაგიოზური დაავადება (ლათ. contagio გადადება) - გადამდები დაავადება, რომელიც გადაეცემა დაავადების გამომწვევ აგენტთან უშუალო კონტაქტით.
კონტაგიუმი (ლათ. contagio გადადება) - ინფექციური აგენტი (ბაქტერია, ვირუსი და სხვ.), რომელიც ამა თუ იმ დაავადებას იწვევს.
კონტამინაცია (ლათ. contamino ვსვრი, ჩირქს ვცხებ) - ინფექციური აგენტით ან მავნე ნივთიერებით ჭრილობის ან ჰაერის დაბინძურება.
კონტაქტური ინჰიბიცია (ლათ. contactus შეხება, inhibeo შევაკავებ, შევაჩერებ) - ნორმალური უჯრედები ქსოვილთა კულტურაში ერთმანეთთან კონტაქტისას წყვეტენ შემდგომ მოძრაობას. სიმსივნურ უჯრედებს დაკარგული აქვთ კონტაქტური ინჰიბიციის უნარი. ისინი ერთმანეთზე ლაგდებიან და ქმნიან მრავალშრიან უჯრედოვან ფენებს. ეს მოვლენა 1963 წელს აღმოაჩინა აბერქრომბიმ.
კონტაქტური ტრანსმისია (ლათ. contactus შეხება, transmissio გადაცემა) - ამა თუ იმ ინფექციური დაავადების შეხებით, კონტაქტით გადაცემა დაავადებულიდან ჯანმრთელ ადამიანზე.
კონტექსტი (ლათ. contextus მჭიდრო კავშირი, შეერთება) - აზრობრივი თვალსაზრისით რაიმე ტექსტის დამთავრებული ფრაგმენტი, რომელიც ზუსტად გამოხატავს მის ძირითად აზრს.
კონტინგენტი (ლათ. contingens წილად რგება) - განსაზღვრული კატეგორიის პირების შემადგენლობა (ამა თუ იმ ნოზოლოგიით დაავადებულები, გარკვეული პროფილის ინსტიტუტის სტუდენტები და სხვ.).
კონტრაინდიკაცია (ლათ. contra წინააღმდეგ, indico ვუჩვენებ) - უკუჩვენება.
კონტრაქტი (ლათ. contractus შეკრული) - შეთანხმება, ხელშეკრულების დადება.
კონტრაქტურა (ლათ. contraho ვჭიმავ, ვკუმშავ) - სახსრის მოძრაობის მეტნაკლებად შეზღუდვა, უმთავრესად სახსარში ან მის ახლოს ნაწიბურის განვითარების შედეგად.
კონტრაცეპცია (ლათ. contra წინააღმდეგ, conceptio ჩასახვა) - ჩასახვის აცილება ხელოვნური საშუალებებით (პრეზერვატივით, ქიმიური ნივთიერებებით, სპირალით და სხვ.).
კონტროვერზა (ფრანგ. controverse) - უთანხმოება, კამათი. საკამათო საკითხი.
კონტუზია (ლათ. contusio დაშავება, დაჟეჟვა) - შერყევა, რბილი ქსოვილების დახურული დაზიანება ანატომიური მთლიანობის დაურ-ღვევლად. მექანიკური ზემოქმედებით გამოწვეული ორგანიზმის საერთო დაზიანება (მაგ., ძლიერი აფეთქებისას ჰაერის ტალღით გამოწვეული ტვინის შერყევა).
კონტური (ფრანგ. contour) - 1. რაიმე საგნის, ობიექტის შემოხაზულობა. 2. გამტარების დახშული ჯაჭვი.
კონფერენცია (ლათ. conferre ერთ ადგილას შეგროვება) - მეცნიერთა შეკრება, სადაც ისინი ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ აზრებს, მონაცემებს.
კონფიგურაცია (ლათ. confi guratio) - რაიმეს ფორმა, შემოხაზულობა. რაიმე საგნების ურთიერთმდებარეობა.
კონფორმიზმი (ლათ. conformis ერთგვაროვანი, მსგავსი) - ერთგვაროვნება. უძრაობა, ჩამორჩენილობა.
კონქიოლოგია (ბერძნ. konche ნიჟარა, logos მოძღვრება) - ზოოლოგიის დარგი, რომელიც ძირითადად მოლუსკების ნიჟარებს სწავლობს.
კონცენტრატი (ლათ. con ერთად, centrum ცენტრი) - 1. მაღალკალორიული პროდუქტი შინაური ცხოველების კვებისათვის. 2. სითხეში ანტისხეულების, ვირუსების და სხვ. გაზრდილი შემცველობა. 3. სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების მაღალკონცენტრირებული პროდუქტი.
კონცეპცია (ლათ. conceptio აღქმა) - რაიმე საგნის, მოვლენის, პრო ცესის სისტემატური ანალიზის სახელმძღვანელო იდეა, ძირითადი თვალსაზრისი.
კონჰეიმის ემბრიონული ჩანასახების თეორია - ჯ. კონჰეიმის აზრით (1877), სიმსივნე წარმოიქმნება ემბრიონული ჩანასახოვანი ფურცლებისაგან, რომლებიც ზრდის პროცესში გამოუყენებელნი რჩებიან.
კოოპერაცია (ლათ. cooperatio თანამშრომლობა) - შრომის, საქმიანობის ორგანიზაციის ფორმა, როდესაც მრავალი ადამიანი გეგმაზომიერად და ერთობლივად მონაწილეობს შრომის პროცესში (მაგ., სხვადასხვა სამეცნიერო ინსტიტუტების თანამშრომელთა გაერთიანება რაიმე კონკრეტული მიზნის მისაღწევად).
კოორდინატები (ლათ. co ერთად, ordinatus მოწესრიგებული) - სიდიდეები, რომლებიც განსაზღვრავენ ამა თუ იმ წერტილის მდებარეობას სიბრტყეში ან სივრცეში.
კოორდინაცია (ლათ. coordinatio წესრიგში მოყვანა, მოწესრიგება) - რაიმე მოქმედების, საქმიანობის შე- თანხმება, ურთიერთშეფარდება.
კოპროლალია (ბერძნ. kopros განავალი, lalia ლაპარაკი) - უწმაწური ლაპარაკი და გინების აკვიატებული მოთხოვნილება.
კოპროლოგიური გამოკვლევა (ბერძნ. kopros განავალი) - განავლის მიკროსკოპული ანალიზი უმარტივესების ცისტების ან ჰელმინთების კვერცხების გამოვლენისა და იდენტიფიკაციის მიზნით.
კოპროფაგია (ბერძნ. kopros განავალი, phagos შთანთქმა) - ექსკრემენტებით კვება.
კოპტონი - იხ. შროტი.
კოპულაცია (ლათ. copulatio შერწყმა) - 1. უმარტივესთა ორი ინდივიდის შერწყმა სქესობრივი გამრავლების დროს. 2. ორი მსგავსი სასქესო უჯრედის (გამეტის) შერწყმის პროცესი.
კორელაცია (ლათ. correlatio თანაფარდობა) - ურთიერთდამოკიდებულება. მაგ., დამოკიდებულება კუჭის წყლულის სიხშირესა და კვების რეჟიმს შორის. კორელაცია შეიძლება იყოს პირდაპირი, შებრუნებითი ან სტოქასტური (შემთხვევითი, ქაო სური).
კორესპონდენცია (ლათ. con თან, respondere პასუხობს) - გაზეთში ან ჟურნალში გაგზავნილი ცნობა. მიმოწერა, წერილები.
კორექტივი (ლათ. correctus გასწორებული) - ტექსტის ან მკურნალობის ტაქტიკის ნაწილობრივი შესწორება ან შეცვლა.
კორექტული (ლათ. correctus გასწორებული) - თავაზიანი, ტაქტიანი, ზრდილი.
კორექცია (ლათ. correctio) - გასწორება (მაგ., მხედველობის კორექცია სათვალის ან ოპერაციის საშუალებით).
კორინებაქტერიები (Corynebacterium) - გრამ-დადებითი ბაქტერიების ჯგუფი. ბინადრობენ ნიადაგსა და წყლებში. საპროფიტული ფორმები შლიან პლასტმასს, ჰერბიციდებს, ასინთეზებენ ვიტამინებს, ამინომჟავებს. პარაზიტული ფორმები იწვევენ სხვადასხვა დაავადებებს, მაგ. დიფთერიას.
კორონავირუსები (ლათ. corona გვირგვინი, virus შხამი) - რესპირატორული დაავადებების გამომწვევი ვირუსები, რომლებსაც ელექტრონულ მიკროსკოპში აქვთ გრძელწამწამებიანი გვირგვინით გარშემორტყმული ბურთის ან სფეროს სახე. შეიცავენ რნმ-ს.
კორონარული (ლათ. corona გვირგვინი) - ძირითადად იგულისხმება გულის მკვებავი მარჯვენა და მარცხენა არტერიები. იგივე გვირგვინოვანი არტერიები.
კორპუს ალიენუმ (ლათ. corpus სხეული, alienus უცხო, გარეშე) - ორგანიზმში შეჭრილი უცხო სხეული, რომლის ინკაფსულაციის შემდგომ ხშირად ვითარდება ავთვისებიანი სიმსივნეები.
კორპუსკულური (ლათ. corpusculum სხეულაკი) - ცოცხალი მატერიის უმცირესი, გაფორმებული ნაწილაკი (ბაქტერია, ვირუსი, უჯრედის ორგანოიდი და ა.შ.).
კორტიკოსტეროიდები (ლათ. cortex ქერქი, ბერძნ. stereos მაგარი, eidos მსგავსი) - ჰორმონების ჯგუფი, რომელთაც გამოყოფს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი შრე. ზოგი მათგანი არეგულირებს ორგანულ ნივთიერებათა, ზოგი კი მინერალურ ცვლას.
კორტის ორგანო - ლოკოკინაში (იხ.) განთავსებულ ამ ორგანოში ხდება ბგერითი ტალღების გარდასახვა ელექტრულ იმპულსებად. შედგება ბაზილარული მემბრანის, მგრძნობიარე წამწამოვანი უჯრედების (რეცეპტორების) და ტექტორიული მემბრანისაგან. სახელი დაერქვა იტალიელი მეცნიერის, ა.კორტის საპატივცემულოდ, რომელმაც 1851 წელს აღმოაჩინა ეს ორგანო.
კოსმეტოლოგია (ბერძნ. kosmetike მორთვის ხელოვნება, logos მოძღვრება) - მედიცინის დარგი, რომელიც სწავლობს სხეულის კოსმეტიკურ დეფექტებს და მათი აღმოფხვრის მეთოდებს.
კოსმოგონია (ბერძნ. kosmogonia სამყაროს წარმოშობა) - მეცნიერება, რომელიც იკვლევს კოსმოსური სხეულებისა და სისტემების წარმოშობასა და განვითარებას.
კოსმოლოგია (ბერძნ. kosmos კოსმოსი, სამყარო, logos მოძღვრება) - მოძღვრება სამყაროს, როგორც ერთი მთლიანის შესახებ.
კოსმონავტი (ბერძნ. kosmos კოსმოსი, სამყარო, nautes მეზღვაური) - მფრინავი, რომელმაც შეასრულა ან ასრულებს ფრენას კოსმოსურ ხომალდზე. კოსმოსური ხომალდის ეკიპაჟის წევრი.
კოსმოპოლიტი (ბერძნ. kosmopolites მსოფლიოს მოქალაქე) - უწოდებენ ისეთ მცენარეებს, ცხოველებს, რომელნიც გავრცელებული, განთესილი არიან მთელ კონტინენტზე.
კოსმოსური ბიოლოგია (ბერძნ. kosmos კოსმოსი, სამყარო) - მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ცოცხალი ორგანიზმების ცხოველმოქმედების თავისებურებებს კოსმოსური სივრცის პირობებში, აგრეთვე კოსმოსური ხომალდების ეკიპაჟების სიცოცხლის უზრუნველყოფის ბიოლოგიურ პრინციპს და სხვ.
კოსმოსური მედიცინა (ბერძნ. kosmos კოსმოსი, სამყარო) - მეცნიერებების კომპლექსი, რომელიც მოიცავს სამედიცინო ბიოლოგიას, ინჟინერულ და სხვა სფეროების სამეცნიერო კვლევა-ძიებას და ღონისძიებებს, რომლებიც მიმართულნი არიან უსაფრთხოების უზრუნველყოფისაკენ და ადამიანისათვის სიცოცხლის ოპტიმალური პირობების შექმნისაკენ კოსმოსური ფრენის პირობებში.
კოტილედონი (ბერძნ. kotyledon სიღრუე) - იგივე ლებანი. თესლში მცენარის ჩანასახის პირველი (ან პირველი ორი) ფერცელი.
კოფაქტორები (ლათ. con ერთად, factor მკეთებელი, მწარმოებელი) - არაცილოვანი ბუნების ქიმიური შენაერთები, რომელნიც აუცილებელნი არიან მრავალი ფერმენტის აქტიურობის მაქსიმალური გამოვლენისათვის.
კოფეინი (coffeinum) - ალკალოიდია, რომელსაც შეიცავს ყავის ხე, ჩაის ფოთლები და სხვა. ასტიმულირებს ცენტრალური ნერვული სისტემის მოქმედებას, აძლიერებს სისხლის მიმოქცევას, აფართოებს სისხლძარღვების სანათურს.
კოფერმენტი (ლათ. co ერთად, fermentum საფუარი) - დაბალმოლეკულური შენაერთი, რომელიც აუცილებელია ორგანიზმისათვის როგორც დამატებითი ფაქტორი ფერმენტის აქტივობისათვის. იგი ჩვეულებრივ შედის ფერმენტის შემადგენლობაში. კოფერმენტების უმეტესობა ვიტამინების წარმოებულია.
კოქციდები (Coccodea) - ფარიანები, ცრუ ფარიანები. მიეკუთვნებიან ძალზე მცირე ზომის თანაბარფრთიან მწერებს. მრავალი მათგანი გამოყოფს სხვადასხვა ნივთიერებებს („თაფლის ცვარს“, ცვილისმაგვარ ნივთიერებებს, საღებავებს და ა.შ.).
კოქციდიები (Coccidiida) - უმარტივესების ტიპის, სპორიანების კლასის უჯრედშიგნითა პარაზიტები, რომ ლებიც ცხოვრობენ ხერხემლიან და უხერხემლო ცხოველების ეპითელურ უჯრედებში (მაგ., ნაწლავში, ღვიძლში).
კოქციდიოზი (coccidiosis) - ადამიანისა და ცხოველების ინვაზიური დაავადება, რომლის გამომწვევია სპორიანთა კლასის პარაზიტული უმარტივესები. ადამიანის დასნებოვნება ხდება ოოცისტებით დაბინძურებული საკვებითა და წყლით. ნაწლავებში ოოცისტებიდან გამოდიან სპოროზოიტები, რომლებიც იჭრებიან ეპითელიუმში, სადაც იწვევენ ანთებას, ზოგჯერ კი წყლულებს. ცხოველებიდან ხშირად ავადდებიან მსხვილფეხა რქოსანი საქონელი, ცხვრები, თხები, ღორები, ბოცვერები, ძაღლები, შინაური ფრინველი, აგრეთვე გარეული ძუძუმწოვრები. დაავადების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია პირადი ჰიგიენის დაცვა.
კოღოები (Culex) - მიეკუთვნებიან მწერების კლასს, ორფრთიანების რიგს. სისხლისმწოველი კოღოებიდან აღსანიშნავია ჩვეულებრივი კოღო - Culex pipiens, Aedes-ის და Haemagogus-ის გვარები, მალარიის კოღო - Anopheles macul-lipennis და მრავალი სხვა. კოღოების მდედრებს აქვთ მჩხვლეტავ-მწუწნავი ტიპის პირის აპარატი, მამრებს კი - მწუწნავი. ამიტომ უკანასკნელნი იკვებებიან მხოლოდ მცენარეების ნექტარით.
კოწახური (Berberis vulgaris) - ფოთოლმცვენი ბუჩქია. ფესვები შეიცავს 11 ალკალოიდს. მათ შორის აღსანიშნავია ბერბერინი. ფოთლებში არის ბერბერინი, C და E ვიტამინი, კაროტინი, ორგანული მჟავები და სხვ. გამოიყენება ქოლეცისტიტის, ქრონიკული ჰეპატიტის დროს და სხვ.
კოხლეარული აპარატი (ბერძნ. cochlear ლოკოკინა) - იხ. ლოკოკინა.
კოჰორტა (ლათ. cohors ძველ რომში ლეგიონის მეათედი ნაწილი) - 1. საერთო იდეებითა და მიზნებით გაერთიანებული ადამიანების ჯგუფი. 2. კოჰორტული ანალიზი - ეპიდემიოლოგიური მეთოდია, როდესაც დაკვირვებას აწარმოებენ ადამიანების დიდ ჯგუფზე.
კრაველი - კრაველის ჯიშის ცხვრების ტყავი, რომელთაც მათ აძრობენ დაბადებიდან პირველ - მესამე დღეს. ამზადებენ ძვირფას ქურქებს.
კრაზანა - 1. მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ნახევრად ბუჩქი (Hypericum perforatum). შეიცავს ეთერის ზეთს, გლიცერინს, ფისოვან, მთრიმლავ ნივთიერებებს, კაროტინს, ქოლინს, ასკორბინის, ნიკოტინის მჟავებს, ფლავონოიდებს და ალკალოიდებს. გააჩნია ბაქტერიციდური, ტკივილგამაყუჩებელი, შარდმდენი და ჭრილობის შემხორცებელი თვისებები. ასტიმულირებს გულის მუშაობას და ზრდის არტერიულ წნევას. კრაზანის ზეთი კომპრესების სახით გამოიყენება წყლულების, ჭრილობების და დამწვრობების შემთხვევებში. უწოდებენ „90 ავადმყოფობის“ მკურნალს. 2.ფეხსახსრიანთა ტიპის, მწერების კლასის, სიფრიფანაფრთიანების რიგის წარმომადგენელია (Vespula vulgaris).
კრანიალური (ბერძნ. kranion თავის ქალა) - თავთან ახლოს მდებარე.
კრანიოლოგია (ბერძნ. kranion თავის ქალა, logos მოძღვრება) - ანთროპოლოგიისა და ზოოლოგიის ნაწილი, რომელიც სწავლობს ადამიანისა და ცხოველების თავის აგებულებას.
კრეაციონიზმი (ლათ. creatio შექმნა) - ბიოლოგიური სწავლება, რომელიც ამტკიცებს, რომ სამყაროს, დედამიწის, სიცოცხლის, ადამიანის და სხვ. შექმნა ღვთაებრივი აქტის შედეგია.
კრედო (ლათ. credo მწამს) რწმენის სიმბოლო. მსოფლმხედველობის საფუძველი.
კრეკინგი (ინგლ. cracking) - ნავთობის გადამუშავება უფრო ძვირფასი პროდუქტების მიღების მიზნით.
კრემატორიუმი (ლათ. crematio დაწვა) - კრემაციის (იხ.) ჩასატარებელი შენობა.
კრემაცია (ლათ. crematio დაწვა) - გარდაცვლილის ნეშტის დაწვა განსაკუთრებულ, მაღალი ტემპერატურის მქონე ღუმელში.
კრეოლი (ესპ. criollo) - 1. ლათინურ ამერიკაში ესპანელი და პორტუგალიელი კოლონიზატორების შთამომავლები. 2. საერთოდ ესპანურ, პორტუგალიურ და ფრანგულ კოლონიებში დაბადებული ევროპელი კოლონიზატორების შთამომავლები.
კრიესთეზია (ბერძნ. kryos ყინვა, სუსხი, aisthesis შეგრძნება) - სიცივისადმი მომატებული მგრძნობელობა.
კრიზი (ფრანგ. crise გარდატეხა) - ავადმყოფის ორგანიზმში უეცრად განვითარებული უარყოფითი ხასიათის სხვადასხვა ცვლილებები, მაგ., ჰიპერტონიული დაავადების დროს. იხ. ბლასტური კრიზი.
კრიზისი (ლათ. crisis გადამწყვეტი ხასიათის ცვლილება) - 1. მკვეთრი ცვლილება, მძიმე გარდამავალი პერიოდი. 2. ავადმყოფობის მიმდინარეობაში გარდატეხის მომენტი, რომელსაც მოსდევს ავადმყოფის მდგომარეობის გაუმჯობესება ან გაუარესება. იგივე აკმე.
კრიმინოლოგია (ლათ. crimen დანაშაული, ბერძნ. logos მოძღვრება) - მეცნიერება დანაშაულის, როგორც სოციალური მოვლენის შესახებ.
კრიობიოლოგია (ბერძნ. kryos სიცივე, bios სიცოცხლე, logos მოძღვრება) - ბიოლოგიის დარგი, რომელიც შეისწავლის დაბალი და ზედაბალი ტემპერატურების მოქმედებას ცოცხალ სისტემებზე. კრიობიოლოგიის პრაქტიკული ასპექტები დაკავშირებულია ბიოლოგიური ობიექტების შენახვასთან და დაგროვებასთან, სიცივის დახმარებით მკურნალობასთან, მცენარეების ყინვაგამძლე ჯიშების გამოყვანასთან, ადამიანის შრომით საქმიანობასთან პოლარულ პირობებში და სხვა.
კრიოთერაპია (ბერძნ. kryos სიცივე, therapeia მკურნალობა) - სიცივით (ცივი წყლის გადავლება, კრიოკაუტერით მოწვა, ყინულიანი ბუშტი) მკურნალობა.
კრიოპრეციპიტატი (ბერძნ. kryos სიცივე, ლათ. praecipito ძირს ვაგდებ) - იხ. ანტიჰემოფილური გლო ბულინი.
კრიოპროტექტორები (ბერძნ. kryos სიცივე, ლათ. protectio დაცვა) ნივთიერებები, რომლებიც გაყინვისას ინარჩუნებენ უჯრედების ინტაქტურ მდგომარეობას. კლასიკური კრიოპროტექტორებია: გლიცერინი, პოლივინილპიროლიდონი, პოლიეთილენოქსიდი და სხვ.
კრიოსტატი (ბერძნ. kryos სიცივე, statos უძრავი) - აპარატი, რომლის საშუალებითაც დაბალ ტემპერატურებზე, ფიქსაციისა და ჩაყალიბების პროცესების გარეშე, ამზადებენ ჰისტოქიმიური კვლევისათვის გამოსადეგ ანათლებს. კრიოსტატი საშუალებას იძლევა ობიექტის მომზადებისას შენარჩუნებულ იქნეს მისი ინტაქტური ქიმიური შემადგენლობა.
კრიოფილები (ბერძნ. kryos სიცივე, philia სიყვარული) - ორგანიზმები, რომელთაც ძალუძთ იცხო ვრონ შედარებით დაბალ ტემპერატურაზე, სიცივეში (მაგ., თეთრი დათვი).
კრიოფობია (ბერძნ. kryos სიცივე, phobia შიში) - დაბალი ტემპერატურის, სიცივის, ყინვის პათოლოგიური შიში.
კრიპტა (ბერძნ. kryptos ფარული) - ნუშისებრი ჯირკვლების და წვრილი ნაწლავების ზედაპირზე ეპითელიუმით დაფარული ჩაღრმავებანი.
კრიპტოგამია (ბერძნ. kryptos ფარული, gamos ქორწინება) - ზოგიერთი მცენარის ე.წ. „ფარული ქორწინება“, როდესაც მათ ძალზე მცირე ზომის, თვალისათვის შეუმჩნეველი გამრავლების ორგანოები გააჩნიათ. ასეთ მცენარეებს (გვიმრებს, შვიტებს, ხავსებს და ა.შ.) კრიპტოგამები ეწოდებათ.
კრიპტორქიზმი (ბერძნ. kryptos ფარული, orchis სათესლე) - სათესლეების (ერთის ან ორივეს) არჩამოსვლა სათესლე პარკში, რის გამოც ვითარდება სტერილურობა (იხ.).
კრისკროსინგი (ინგლ. criscrossing) - ჯვარედინი მემკვიდრეობა. ისეთი დამემკვიდრება, როდესაც შთამომავალი ემსგავსება საწინააღმდეგო სქესის მშობელს.
კრისტები (ლათ. crista თხემი) - მიტოქონდრიის შინაგანი მემბრანის ნაოჭები, რომლებიც ამ ორგანოიდს ტიხრების მსგავსად ყოფს. მათში ლოკალიზებულია სასუნთქი ფერმენტები.
კრიტერიუმი (ბერძნ. kriterion) - განმასხვავებელი ნიშანი, საზომი, რომლებზე დაყრდნობითაც ფასდება რომელიმე მოვლენა, მოქმედება, იდეა. ჭეშმარიტების კრიტერიუმი - ჩვენი ცოდნის სარწმუნოობის, ობიექტურ სინამდვილესთან მისი შესაბამისობის საზომი.
კრომანიონელი ადამიანი - თანამედროვე ნამარხი ადამიანი, რომელიც ცხოვრობდა ქვის საუკუნის ბოლოს. მისი ნაშთები აღმოჩენილია საფრანგეთში, კრომანიონის გამოქვაბულებში 1868 წელს.
კროსბრედი (ინგლ. crossbred) - ჰიბრიდული, შეჯვარებული.
კროსბრიდინგი (ინგლ. cross გადაჯვარედინება, შეჯვარება, breeding მოშენება) - შინაური ცხოველების ჯიშთაშორისი შეჯვარება. აუტბრიდინგის (იხ.) ერთ-ერთი ფორმაა.
კროსინგოვერი (ინგლ. crossingover გადაჯვარედინება) - მეიოზის პროფაზაში შეწყვილებულ ჰომოლოგიურ ქრომოსომებს შორის გენებისა და მთელი სეგმენტების ორმხრივი გაცვლა.
კროტონის ზეთი (Oleum crotone) - მცენარეული წარმოშობის (Cr. tiglium, Cr. capitatus) ყველაზე უფრო ცნობილი პრომოტორია (იხ.). გააჩნია სუსტი კანცეროგენური თვისებებიც. ადრე გამოყენებული იყო მედიცინაში როგორც მაექსტრაჰირებელი და საფაღარათო საშუალება.
კრუპი (ინგლ. croup ხრინწიანი ჩხავილი) - ხორხის ლორწოვანი გარსის ანთება, რასაც თან ახლავს შეშუპება, სანათურის შევიწროება და სუნთქვის გაძნელება (დახრჩობამდეც კი). არჩევენ ნამდვილ და ცრუ კრუპებს.
კულმინაცია (ლათ. culmen მწვერვალი) - რაიმე მდგომარეობის, მოვლენის განსაკუთრებულად ამაღლებული, დაძაბული მომენტი.
კულმუხო (Inula helenium) - მრავალწლიანი მცენარეა, მსხვილი ფესურებით. ფოთლებს იყენებენ სასუნთქი გზებისა და კუჭის შეკრულობის სამკურნალოდ, ფესურის ნაყენს კი როგორც შემკვრელ საშუალებას. ეს მცენარე გამოიყენება აგრეთვე დიაბეტის სამკურნალოდ, როგორც დამხმარე საშუალება.
კულტი (ლათ. cultus თაყვანისცემა) - ვინმეს ან რაიმეს მიმართ ბრმა თაყვანისცემა, პიროვნების ღირსებების ზედმეტი გაზვიადება, გაღმერთება.
კულტურა (ლათ. cultura) - 1. საწარმოო, საზოგადოებრივ და სასულიერო ცხოვრებაში კაცობრიობის მიღწევათა ერთობლიობა. განათლება, აღზრდა. 2. მიკროორგანიზმების კულტურა - მიკროორგანიზმების გაზრდა მათი შესწავლის მიზნით. 3. ქსოვილოვანი კულტურა - ცხოველური ან მცენარეული ორგანიზმების ქსოვილთა ზრდის მეთოდი ხელოვნურ საკვებ ნიადაგებში.
კუმისი (თურქული სიტყვიდან „ქიმიზი“) - ცხენის ან აქლემის დადუღებული რძისაგან დამზადებული სასმელი. მომთაბარე ხალხებისათვის უხსოვარი დროიდანაა ცნობილი.
კუმულაცია (ლათ. cumulatio დაგროვება) - 1. ორგანიზმში შეყვანილი სამკურნალო პრეპარატების, შხამების და დასხივების დოზების დაგროვება, შეჯამება. 2. აფეთქების ენერგიის კონცენტრაცია განსაზღვრული მიმარ- თულებით.
კუნელი (Crataegus oxyacantha) - ბუჩქნარი ან მცირე ზომის ხე. შეიცავს ეთერზეთებს, აცეტილქოლინს, ფლავონოიდებს, ოლეინის, ასკორბინის და სხვა ორგანულ მჟავებს, ფრუქტოზას, მღებავ და მთრიმლავ ნივთიერებებს და სხვ. კუნელის პრეპარატები ამცირებენ ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნებადობას, გულისა და ტვინის სისხლძარღვებში აძლიერებენ სისხლის მიმოქცევას, არეგულირებენ არტერიულ წნევას, აუმჯობესებენ ძილს და საერთო მდგომარეობას, თავიდან გვაცილებენ ტაქიკარდიას და არითმიას.
კუნთოვანი ქსოვილი (textura muscularis) - შეადგენს კუნთების ძირითად მასას და ახორციელებს მათ შეკუმშვას. გამოყოფენ განივზოლიან და გლუვ კუნთოვან ქსოვილს. განივზოლიან კუნთებს მიეკუთვნებიან ჩონჩხის და გულის კუნთები, თუმცა ამ უკანასკნელს ცალკეც განიხილავენ. განივზოლიანი კუნთოვანი ქსოვილი ძლიერ წაგრძელებული უჯრედებისაგან (მიობლასტები, მიოციტები) შედგება. ყოველ მათგანს კი დიდი რაოდენობით გააჩნია წვრილი, პარალელურად განლაგებული კუმშვადი ბოჭკოები ანუ მიოფიბრილები. ჩონჩხისა და გულის კუნთების უჯრედები (კარდიომიოციტები) შეიცავენ მორიგეობით განლაგებულ ღია ფერის (იზოტროპულ) და მუქ (ანიზოტროპულ) განივ ზოლებს. გლუვი კუნთების ქსოვილი შედგება ერთბირთვიანი, თითისტარის ფორმის უჯრედებისაგან. გლუვი კუნთები ახასიათებს საჭმლის მომნელებელ ტრაქტსა და ზოგიერთ სხვა შინაგან ორგანოს.
კუპფერის უჯრედები - სახელი დაერქვათ ჰისტოლოგ კ. ვ. კუპფერის საპატივცემულოდ, რომელმაც ისინი აღმოაჩინა და აღწერა 1873 წელს. ეს უჯრედები ღვიძლში მაკროფაგების როლს ასრულებენ.
კურაბილური (ლათ. curabilis საზრუნავი) - მოსარჩენი, განსაკურნებელი. მაგ., განკურნებადი ანუ კურაბილური დაავადება.
კურა მედიანა (Cura mediana) - მკურნალობა მედეასეულად. პირველად ეს ტერმინი გამოიყენა გერმანელმა მეცნიერმა კ.ი.პ.შპრენგელმა. მკურნალობა მედეასეულად მოიცავდა სამკურნალო მცენარეების გამოყენებას, სისხლის გადასხმას, გაცოცხლების ცდებს და ა.შ.
კურარე (ამერიკელი ინდიელების ენაზე) - შხამი, რომელსაც მოიპოვებენ ზოგიერთი სამხრეთამერიკული მცენარისაგან (მაგ., Menispermaceae-ს ოჯახის Chondrodendron-ის გვარი). ინდიელები მას იყენებდნენ ისრების მოსაწამლავად. შეიცავს კურარინის ჯგუფის ალკალოიდებს, რომელნიც იწვევენ კუნთების დამბლას. ამჟამად გამოიყენება მედიცინასა და ექსპერიმენტულ ფიზიოლოგიაში.
კურატორი (ლათ. curator მზრუნველი, მეურვე) - პიროვნება, რომელსაც მინდობილი აქვს რაიმე სამუშაოს მეთვალყურეობა. მაგ., პედაგოგი, რომელიც პასუხისმგებელია სტუდენტთა ჯგუფის პრაქტიკულ საქმიანობაზე.
კურაცია (ლათ. curatio ზრუნვა, მოვლა) - ავადმყოფის მოვლა და მკურნალობა.
კურიოზი (ფრანგ. curieux სასაცილო, გასართობი) - სასაცილო, უცნაური, ახირებული შემთხვევა.
კურორტოლოგია (გერმ. Kurort სამკურნალო ადგილი, ბერძნ. logos მოძღვრება) - მეცნიერება, რომელიც სწავლობს კურორტების სამკურნალო თავისებურებებს. კლინიკური მედიცინის ერთ-ერთი დარგია. მოიცავს ბალნეოლოგიას, ბალნეოთერაპიას, ბალნეოტექნიკას, კურორტულ კლიმატოლოგიას და დაკავშირებულია ფიზიოთერაპიასთან და სხვა კლინიკურ დისციპლინებთან.
კურსი (ლათ. cursus სრბოლა, მიმდინარეობა) - 1. სამკურნალო პროცესის ციკლი. 2. სწავლების ციკლი.
კურსივი (ლათ. cursiva littera გაკრული ხელი) - საბეჭდი შრიფტი მარჯვნივ გადახრილი ასოებით, რაც წააგავს გაკრული ხელით დაწერილ წერილს.
კუტიკულა (ლათ. cuticula კანი, გარსი) - ცხოველების ეპითელური ქსოვილის უჯრედებზე არსებული მჭიდრო არაუჯრედოვანი წარმონაქმნი. კუტიკულის შემადგენლობაში შედის ქიტინი, რომელიც ცილებთან და მინერალურ ნივთიერებებთან ერ- თად მას სიმტკიცეს ანიჭებს. მცენარეებში კუტიკულა წარმოდგენილია ცხიმოვანი ნივთიერებით (კუტინით).
კუტინი (ლათ. cutis კანი) - ცხიმისმაგვარი ნივთიერებების ნარევი, რომელიც მცენარეების ფოთლებსა და ყლორტებზე გადაკრულია აპკის სახით. შედის კუტიკულის შემადგენლობაში.
კუჭი (ბერძნ. gaster, ლათ. ventriculus) - ადამიანისა და ცხოველების საჭმლის მომნელებელი ორგანო, რომელშიც მიმდინარეობს საკვების მექანიკური და ქიმიური გადამუშავება და მისი უმნიშვნელო შეწოვა. ადამიანისა და მტაცებლების კუჭი ერთ-კამერიანია, ჯირკვლოვანი ტიპის, კარგად განვითარებული კარდიალური ნაწილით, სხეულით, ფსკერით და პილორული ნაწილით. ადამიანის კუჭი საშუალო ავსების პირობებში სიგრძეში 14-30 სმ-ს შეადგენს, ხოლო სიგანეში 10-16 სმ-ს. მისი საშუალო ტევადობა 1,5-2,5 ლიტრია. ფრინველების კუჭი 2-განყოფილებიანია - კუნთოვანი და ჯირკვლოვანი. ძუძუმწოვრებიდან მცოხნელ ცხოველებს განუვითარდათ 4-განყოფილებიანი კუჭი, რომელიც შედგება ფაშვის, ბადურას, წიგნარასა და მაჭიკისაგან.
![]() |
15 ლ |
▲back to top |
ლაბილური (ლათ. labilis არამყარი) - არამდგრადი, მერყევი. ამ ტერმინით ხშირად აღნიშნავენ ორგანიზმის, უჯრედის ან რომელიმე ინფექციური აგენტის არამდგრად მდგომარეობას გარემოს სხვადასხვა ფაქტორებისადმი და სხვადასხვა ნივთიერებებისადმი.
ლაბირინთი (ბერძნ. labyrinthos) - 1.საფეთქლის ძვალში მდებარე შიგნითა ყური, რომელიც შედგება არხებისა და ღრუების რთული სისტემისაგან. 2.ძველ საბერძნეთში - შენობა მრავალრიცხოვანი დახლართული, აბურდული გამოსასვლელებით, საიდანაც გამოსვლა ძალზე რთული იყო.
ლაბორატორია (ლათ. laboro ვმუშაობ) - განყოფილება, სადაც აკეთებენ ანალიზებს, ატარებენ ცდებს და ექსპერიმენტულ სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს.
ლაბორატორიული ცხოველები - გამოიყენებიან სამეცნიერო, ექსპერიმენტული ანუ საცდელი მიზნებისათვის. კვლევის დროს გათვალისწინებული უნდა იყოს მათი მგრძნობიარობა ინფექციებისადმი ან ტოქსინებისადმი. გარდა ამისა, ისინი უნდა გამოირჩეოდნენ მცირე ზომებით, სწრაფი გამრავლებით, აგრეთვე ადვილი მოსავლელნი უნდა იყვნენ. ამჟამად სულ უფრო ხშირად იყენებენ წმინდა ხაზების ცხოველებს. ლაბორატორიული ცხოველებია: თაგვები, ვირთაგვები, ზაზუნები, ძაღლები, კატები, ბოცვერები, მაიმუნები, ბაყაყები, დროზოფილები და სხვ.
ლაგუნა (იტალ. laguna) - ზღვის ყურე, რომელიც ზღვისაგან დაშორებულია ხმელეთის ვიწრო ზოლით; ატოლის (მარჯნის კუნძულის) შუაში ზღვის წყლისაგან წარმოქმნილი წყალსატევი.
ლავანდი (Lavandula offi cinalis) - მრავალწლიანი მარადმწვანე ნახევარბუჩქია ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებიდან. შეიცავს ეთერზეთებს, ურსოლის მჟავას, მთრიმლავ ნივთიერებას, კუმარინებს. ეთერის ზეთს გააჩნია ანტისეპტიკური თვისებები. გამოიყენება ჩირქოვანი ჭრილობების, განგრენის შემთხვევაში. მცენარის ყვავილების ნაყენი სედატიური საშუალებაა.
ლავაჟი (ლათ. lavatio გამორეცხვა) - გამონაყოფი, გამონარეცხი პირის ღრუდან, ყურებიდან, ტრაქეიდან, ბრონქებიდან და ა.შ.
ლაზარეთი (წმინდა ლაზარეს სახელის მიხედვით, რომელიც ავადმყოფებზე ზრუნავდა) - სამხედრო ნაწილთან არსებული პატარა საავადმყომფო, სადაც ტარდება არასპეციალიზებული, ხანმოკლე, სტაციონარული მკურნალობა.
ლაზერი (ინგლ. LASER აბრევიატურაა light amplifi cation by stimulated emission of radiation სინათლის გაძლიერება ინდუცირებული გამოსხივების მეშვეობით) - ტექნიკური მოწყობილობა სპექტრის ოპტიკური დიაპაზონის მონოქრომატული კოვერგენტული გამოსხივების იმპულსური ან უწყვეტი გენერირებისათვის. ლაზერმა ჩაუყარა საფუძველი ქვანტური ელექტრონიკის შექმნას. ლაზერულ ტექნიკას ფართო გამოყენება აქვს ბიოლოგიასა და მედიცინაში. სინონიმი: ოპტიკური ქვანტური გენერატორი.
ლაზერული გამოსხივება - დადგენილია, რომ სხვადასხვა ქსოვილები ერთგვაროვნად არ შთანთქავენ და აირეკლავენ ამ სხივებს. ეფექტის ხასიათი განისაზღვრება უპირველეს ყოვლისა მისი ინტენსიურობით ანუ სხივების სიმკვრივით. პირობითად განასხვავებენ ლაზერული გამოსხივების თერმულ და არათერმულ ეფექტებს. მცირე სიმძლავრის ჰელიუმნეონური ლაზერების ცხოველებზე ზემოქმედების შესწავლით დაადგინეს, რომ ორგანიზმში ხდება ფიზიოლოგიური ცვლილებები - სისხლწარმოქმნის სტიმულაცია, შემაერთებელი ქსოვილის რეგენერაცია, არტერიული წნევის ცვლილება და სხვ. ლაზერულ გამოსხივებას იყენებენ ძნელად შესახორცებელი ჭრილობებისა და წყლულების შემთხვევაში. მისი ეფექტურობა სხვა პათოლოგიების შემთხვევაში შესწავლის სტადიაშია.
ლაკმუსი (ლათ. lacca musci ლიქენის წვენი) - საღებავი ნივთიერება, ინდიკატორი, რომელსაც ღებულობენ ზოგიერთი სახეობის წყალმცენარისაგან. ამ ნივთიერებით გაჟღენთილ ქაღალდს მჟავა აწითლებს, ტუტე კი ალურჯებს.
ლაკუნა (ლათ. lacuna ფოსო, ორმო) - მცირე ჩაღრმავება, ფოსო.
ლამარკიზმი - ჟან ბატისტ ლამარკის ევოლუციური თეორია, რომლის ძირითადი დებულებები ჩამოყალიბებულია ნაშრომში „ზოოლოგიის ფილოსოფია“ (1809). მასში ჩამოყალიბებულია ისეთი დებულებები, როგორებიცაა: ორგანიზმთა ცვალებადობა, სახეობათა პირობითობა, მათი თანდათანობითი ცვლილებები და ახალ სახეობათა ჩამოყალიბება, ორგანიზმთა ორგანიზაციის თანდათანობითი სრულყოფა (გრადაცია), რომლის მამოძრავებელი ძალაცაა ბუნების სწრაფვა პროგრესისაკენ და სხვ. ლამარკის თეორია ერთ-ერთ პირველ ევოლუციურ თეორიადაა მიჩნეული.
ლამბლიოზი (lambliosis) - უმარტივესების ტიპის, შოლტიანების კლასის წარმომადგენლის ლამბლიით (Lamblia intestinalis) გამოწვეული წვრილი ნაწლავისა და ნაღვლის ბუშტის დასენიანება, რომელიც ძირითადად გვხვდება ბავშვებში. ლამბლიის ფორმა მსხლისებურია, ორმხრივსიმეტრიული. სხეულის სიგრძე 8-30 მკმ-ია. პირველად აღწერა ექიმმა ვ.ლამბლიმ 1859 წელს.
ლამბდაციზმი (ბერძნ. lambda) 1.ბგერა ლ-ს არასწორი, შერბილებული გამოთქმა. 2.რ ბგერის შეცვლა ლ ბგერით.
ლამელა (ბერძნ. lamela გარსი) - ქლოროპლასტებში გრანების დისკოების დამაკავშირებელი ხიდაკები.
ლამინარია (Laminaria japonica) - იგივე ზღვის კომბოსტო (იხ.).
ლანგერჰანსის კუნძულები - პანკრეასის ალფა-, ბეტა- და დელტაუჯრედების გროვებია, რომლებიც შესაბამისად გლუკაგონს, ინსულინს და სომატოსტატინს გამოიმუშავებენ. სახელი დაერქვა პირველაღმომჩენის, პ. ლანგერჰანსის (1847-1888) საპატივცემულოდ.
ლანგერჰანსის უჯრედები - კანის ეპიდერმისის მაკროფაგები.
ლანგჰანსის უჯრედები - ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა პათოლოგიური რეაქციებისათვის (სხვადასხვა ინფექციური დაავადება, ტუბერკულოზი), აგრეთვე ე.წ. „უცხო სხეულის კიბოსათვის“ დამახასიათებელი გიგანტური პოლიკარიოციტები (იხ.). სახელი დაერქვა თ. ლანგჰანსის (1839-1915) საპატივცემულოდ.
ლანდშაფტი (გერმ. Landschaft) - 1. გარემოს, რაიმე ადგილის საერთო ხედი. 2. დედამიწის ზედაპირის ისტორიულად ჩამოყალიბებული გარკვეული არეალი, რომლისთვისაც დამახასიათებელია ფიზიკურგეოგრაფიული პირობების, მცენარეულობის, ცხოველების და სხვათა კანონზომიერი შეხამება, რითაც იგი განსხვავდება დედამიწის სხვა ზონებისაგან.
ლანუგო (ლათ. lanugo ღინღლი) 1. ჩანასახისა და ნაყოფის სხეულის თმიანი საფარველი პირველი 6 თვის განმავლობაში. 2. ნაზი ბეწვი ადამიანის სხეულზე.
ლანცეტისებური ორპირა (Dicrocoelium lanceatum) - დიგენეზური მწოველების კლასის ბრტყელი ჭიაა. დეფინიტურ მასპინძლებს წარმოადგენენ როგორც შინაური, ასევე გარეული ცხოველები. პარაზიტობს ღვიძლში, ღვიძლის სადინარებში. შუალედური მასპინძელია ხმელეთის ლოკოკინა Helicella derbentina.
ლაპაროტომია (ბერძნ. lapara საზარდული, მუცელი, tomeo ვჭრი, ვკვეთავ) - მუცლის კედლის გაკვეთა მუცლის ღრუს ორგანოების დათვალიერების, დიაგნოსტიკის ან ოპერაციის მიზნით.
ლაპიდარული (ლათ. lapidarius ქვის) - მოკლე, შემოკლებული, მეტყველი ენა, სტილი, რაც თავდაპირველად დამახასიათებელი იყო ძველბერძნულ ქვის ძეგლებზე გაკეთებული წარწერებისათვის (მაგ., მოკლე, რამდენიმე სიტყვისაგან შემდგარი წერილი).
ლარვა (ლათ. larva მატლი) - ამა თუ იმ პარაზიტის ახალგაზრდა ფორმა. ცხოველების ინდივიდუალური განვითარების ერთ-ერთი სტადია. იგივე მატლი.
ლარვა მიგრანსი (ლათ. larva მატლი, migrans ბინადრობის შეცვლა) - ადამიანის დაავადებების საერთო სახელწოდება, რომლებიც გამოწვეულნი არიან მისთვის არადამახასიათებელი ჰელმინთების მატლებით. ეს უკანასკნელნი ადამიანის ორგანიზმში არასოდეს არ აღწევენ სქესობრივ სიმწიფეს. ლარვული მიგრაციული ჰელმინთოზის მაგალითია ადამიანის დასენიანება ღორის ასკარიდით.
ლარვიციდები (ლათ. larva მატლი, caedo ვკლავ) - ინსექტიციდები, რომლებიც გამოიყენებიან ფეხსახსრიანების მატლების (ლარვების) გასანადგურებლად. მაგ., ბუზის მატლების მოსასპობად იყენებენ კარბოფოსს, ტრიქლორმეტაფოსს, ჰექსაქლორანს. ლარვიციდების გამოყენებისას აუცილებელია დაცულ იქნეს პირადი და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ზომები.
ლარინგიტი (ბერძნ. larynx ხორხი, itis ანთება) - ხორხის ლორწოვანი გარსის ანთება. ცნობილია ე.წ. პედაგოგების ლარინგიტი.
ლატენტური პერიოდი (ლათ. latens ფარული, მალული) - გამოუმჟღავნებელი, ფარულად მიმდინარე პათოლოგიური პროცესი.
ლატერალური ორგანოები (ლათ. lateralis გვერდითი) - სხეულის შუა, ღერძული ხაზიდან მოშორებით განლაგებული ორგანოები.
ლატეროფობია (ლათ. latus გვერდი, ბერძნ. phobos შიში) - გვერდზე დაწოლის შიში.
ლატიმერია (Latimeria chalumnae) - მტევანფარფლიანი თევზების ერთადერთი წარმომადგენელი. ითვლებოდა, რომ ისინი გადაშენდნენ 100 მლნ წელზე მეტი ხნის წინათ. ნაპოვნია სამხრეთ აფრიკის ნაპირებთან 1938 წელს. მიჩნეულია, რომ ლატიმერიამ დასაბამი მისცა ხმელეთის პირველ ხერხემლიანებს, კერძოდ, ამფიბიებს.
ლაურეატი (ლათ. laureatus დაფნის გვირგვინით შემკული) - 1. წოდება, რომელსაც ანიჭებენ მეცნიერების, ტექნიკის, ლიტერატურის, ხელოვნების და სხვა დარგებში მოპოვებული დამსახურებისათვის. 2. პიროვნება, რომელიც ამ წოდების ღირსად ცნეს.
ლაფსუსი (ლათ. lapsus დაცემა, მცდარი ნაბიჯი) - შეცდომა, ცდომილება. ლაფსუს ლინგვე - შეცდომა სიტყვის თქმის დროს, უნებლიე წამონაცდენი.
ლაქტაცია (ლათ. lac რძე, lacto რძით ვკვებავ) - სარძევე ჯირკვლიდან რძის გამოყოფა, ძუძუს წოვება. ლაქტაცია იწყება მშობიარობის შემდეგ. რძე წარმოიქმნება სარძევე ჯირკვლის ალვეოლების ეპითელურ უჯრედებში. ლაქტაციის რეგულაციაში ძირითადი როლი ენიჭებათ ჰიპოთალამუსს და ჰიპოფიზს.
ლაქტოზა (ლათ. lac, lactis რძე) - რძის შაქარი, დისაქარიდი.
ლეთარგია (ბერძნ. lethe გონმიხდილობა, argia უმოქმედობა) - ავადმყოფური მდგომარეობა, რომელიც წააგავს ღრმა ძილს. ლეთარგიის მძიმე ფორმის დროს ძნელია მისი გამიჯვნა სიკვდილის მდგომარეობისაგან. ლეთარგია შეიძლება ძალზე დიდხანს გრძელდებოდეს. ლეთარგიის განვითარების მიზეზები დღეისათვის უცნობია, თუმცა იგი ხშირად თან ახლავს ძლიერ აღელვებას, ისტერიას. როგორც წესი, ლეთარგიას ლეტალობა არ ახასიათებს. ცნობილია ტრიპანოსომით გამოწვეული ლეთარგია, რომელიც ხშირად სიკვდილით მთავრდება. სინონიმი: საღათას ძილი.
ლეიკემია (ბერძნ. leukos თეთრი, haima სისხლი) - თეთრსისხლიანობა. ძვლის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნეა. ტერმინი ლეიკემია პირველად შემოიღო რ. ვირხოვმა. რუსეთში ამ დაავადებას ლეიკოზს უწოდებენ. დღესდღეობით რაიმე ეფექტური სამკურნალო საშუალება ამ დაავადების წინააღმდეგ შემუშავებული არ არის.
ლეიკემიზაცია (ბერძნ. leukos თეთრი, haima სისხლი) - ლიმფომების (ლიმფოსარკომების) დროს ავთვისებიანი პროცესის გადასვლა ლიმფური კვანძებიდან ძვლის ტვინში. ძვლის ტვინის და პერიფერიული სისხლის ჰემატოლოგიური სურათები ლიმფომებისა და ლეიკემიების შემთხვევაში თითქმის იდენტურია. დიფერენციული დიაგნოზის დადგენა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული მიკროსკოპიის მეთოდის დახმარებით.
ლეიკემოიდური რეაქცია (ბერძნ. leukos თეთრი, oidos მსგავსი) - სისხლის მორფოლოგიური სურათი, რომელიც მსგავსია ლეიკემიური ან სუბლეიკემიური სისხლის სურათის მსგავსია. აღნიშნული რეაქცია ლეიკემიისაგან იმით განსხვავდება, რომ ეტიოლოგიური ფაქტორის ლიკვიდაციასთან ერთად უმჯობესდება ავადმყოფის კლინიკური მდგომარეობა დასისხლის მორფოლოგიური სურათი.
ლეიკოგრამა (ბერძნ. leukos თეთრი, gramma ჩანაწერი) - ნაცხში ლეიკოციტური რიგის უჯრედების პროცენტული შეფარდება.
ლეიკოდერმა (ბერძნ. leukos თეთრი, derma კანი) - პიგმენტ მელანინის გაქრობით გამოწვეული კანის პიგმენტაციის დარღვევა.
ლეიკომა (ბერძნ. leukos თეთრი) - თვალის რქოვანი გარსის თეთრი შემღვრევა. ბისტი, ლიბრი.
ლეიკოპენია (ბერძნ. leukos თეთრი, penia ნაკლებობა, სიღარიბე) - ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება სისხლში.
ლეიკოპლაკია (ბერძნ, leukos თეთრი, plax ფირფიტა) - ლორწოვანი გარსის ქრონიკული ანთება, რასაც თან სდევს ეპითელიუმის სხვადასხვა ხარისხის გარქოვანება მოთეთრო-მორუხო ფერის ლაქებისა და ბალთების წარმოქმნით. უფრო ხშირად გვხვდება ენის, ლოყების, სასქესო ასოს თავის, ქალებში გარეთა სასქესო ორგანოების ლორწოვან გარსზე.
ლეიკოპლასტები (ბერძნ. leukos თეთრი, plastos გამონაძერწი) - უფერო პლასტიდები მცენარეულ უჯრედებში, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ფორმითა და ფუნქციებით. ლეიკოპლასტები შეიცავენ დნმ-ს, რიბოსომებს, აგრეთვე სამარაგო ნივთიერებების სინთეზისა და ჰიდროლიზის განმახორციელებელ ფერმენტებს. ლეიკოპლასტებს, რომლებშიც სინთეზდება და მარაგდება მეორადი სახამებელი, ამილოპლასტებს უწოდებენ, ცხიმების მასინთეზებელ ლეიკოპლასტებს ოლეოპლასტებს, ხოლო ცილებისას - პროტეინოპლასტებს ან პროტეოპლასტებს. ლეიკოპლასტები შეიძლება გარდაიქმნენ ქლოროპლასტებად, უფრო იშვიათად კი ქრომოპლასტებად.
ლეიკოპოეზი (ბერძნ. leukos თეთრი, poieo წარმოვქმნი) - ლეიკოციტების წარმოქმნის პროცესი. მაგალითად, ნეიტროფილური გრანულოციტებისათვის ეს პროცესი მოიცავს: მიელობლასტს, პრომიელოციტს, მიელოციტს, მეტამიელოციტს, ჩხირბირთვიან ნეიტროფილს და სეგმენტბირთვიან ნეიტროფილს.
ლეიკოციტები (ბერძნ. leukos თეთრი, kytos უჯრედი) - სისხლის თეთრი უჯრედები, რომელთა მთავარი ფუნქციაა იმუნურ პროცესებში მონაწილეობა. ანსხვავებენ გრანულოციტებს (ნეიტროფილები, ეოზინოფილები, ბაზოფილები) და აგრანულოციტებს (ლიმფოციტები, პლაზმოციტები და მონოციტები).
ლეიკოციტოზი (ბერძნ. leukos თეთრი, kytos უჯრედი, osis მდგომარეობა) - ლეიკოციტების რაოდენობის მომატება პერიფერიულ სისხლში (8,8 ხ 109 ლ-ზე მეტად).
ლეიომიომა (ბერძნ. leios გლუვი, mys კუნთი, oma სიმსივნე) - გლუვი კუნთების კეთილთვისებიანი სიმსივნე.
ლეიტმოტივი (გერმ. Leitmotiv წამყვანი მოტივი) - ძირითადი აზრი, რაც არაერთხელ მეორდება და ხაზი ესმება (მაგ,. წიგნის, ლექციის ლეიტმოტივი).
ლეიშმანიოზი (leishmaniosis) - ადამიანისა და ცხოველების პროტოზოული ინფექციური დაავადება, რომლის გამომწვევია შოლტიანების კლასის წარმომადგენელი ლეიშმანია. არჩევენ ვისცერულ ლეიშმანიოზს, რომლის გამომწვევია Leishmania donovani, კანის ლეიშმანიოზს, რომლის გამომწვევია Leishmania tropica და კანლორწოვან ლეიშმანიოზს, რომლის გამომწვევია Leishmania brasilensis. საქართველოში ვისცერული ლეიშმანიის გადამტანია მოსკიტი Phlebotomus kandelaki. დაავადებას სახელი ეწოდა ინგლისელი ექიმის ვ. ლეიშმანის (1865-1926) საპატივცემულოდ.
ლემა (Datura stromonium) - მიეკუთვნება ძაღლყურძენასებრთა ოჯახს. ბალახებია, უფრო იშვიათად კი ბუჩქები და ხეები. მცენარის ყველა ორგანო შეიცავს შხამიან ალკალოიდებს (ჰიოსციამინს, სკოპოლამინს, ატროპინს). ამ მცენარისაგან იღებენ ბრონქული ასთმისა და რევმატიზმის სამკურნალო პრეპარატებს.
ლენტივირუსები (იტალ. lento ნელი, ლათ. virus შხამი) - რეტროვირუსების ოჯახის ერთ-ერთი ქვეოჯახია. ლენტივირუსების ოჯახს მიეკუთვნება ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ).
ლენცოფა (Hyoscyamus niger) - ძაღლყურძენასებრთა ოჯახის ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა, რომლის ყველა ორგანო შხამიანია. შეიცავს ალკალოიდებს (ჰიოსციამინს, ატროპინს). სამედიცინო მიზნებისთვის (სპაზმების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სხვ.) იყენებენ ფოთლებისაგან დამზადებულ ექსტრაქტს
ლეპრა - იხ. კეთრი.
ლეპროზორიუმი (ბერძნ. lepra კეთრი) - კეთროვანთა სამკურნალო დაწესებულება ან კოლონია.
ლეპტონემა (ბერძნ. leptos წვრილი, nema ძაფი) - მეიოზის I პროფაზის პირველი სტადია, რომლის დროსაც იწყება ქრომოსომების კონდენსაცია.
ლეპტოსპიროზი (leptospirosis) - მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელსაც იწვევს spiroqeta Leptospira interrogans. ცნობილია ლეპტოსპირების 10-ზე მეტი სეროლოგიური ვარიანტი. ორგანიზმში იჭრებიან დაზიანებული კანიდან და ლორწოვანი გარსებიდან. ავადმყოფობა ხასიათდება ღვიძლის, თირკმლებისა და კაპილარების დაზიანებით. რეზერვუარული მასპინძლებია დაავადებული ვირთაგვები. დასენიანება ხდება ვირთაგვის გამონაყოფით, დაბინძურებული წყლითა და პროდუქტებით. ლეპტოსპიროზისადმი მგრძნობიარენი არიან: მსხვილფეხა რქოსანი საქონელი, თხები, ცხვრები, ღორები, ცხენები, ქათმები, მღრღნელებიდან კი, ვირთაგვების გარდა, თაგვები და თრიები.
ლესბოსური სიყვარული (lesbos კუნძული ეგეოსის ზღვაში) - ქალთა ურთიერთსქესობრივი სწრაფვა. იგივე დედათმავლობა.
ლეტალური გენი (ლათ. letalis სასიკვდილო, ბერძნ. genos წარმოშობა) - გენი, რომელიც ხელს უწყობს ჩანასახის სიცოცხლისუნარიანობის დაქვეითებას ან მის დაღუპვას.
ლეტალურობა (ლათ. letalis სასიკვდილო) - სასიკვდილო შედეგი, ავადმყოფთა, დაჭრილთა, უბედური შემთხვევების მსხვერპლთა სიკვდილიანობის სიხშირე.
ლექსიკონი (ბერძნ. lexis სიტყვა) - სიტყვების კონა, სიტყვების მარაგი. სულხან-საბა ორბელიანის მიხედვით - „ენათა თარგმანი, გინა სიტყვათა გამოთარგმანება (ქართულად სიტყვის კონა ჰქვიან)“.
ლიანები (ესპ. liar შეკავშირება) მცოცავი და ხვიარა მცენარეები. წარმოდგენილნი არიან როგორც ხემცენარეებით, ასევე ბალახოვანი ფორმებით. უმეტესად გავრცელებულნი არიან ტროპიკებსა და სუბტროპიკებში.
ლიბიდო (ლათ. libet სურს, უნდა) - სქესობრივი ლტოლვა, სქესობრივი ინსტინქტი.
ლიგაზები (ლათ. ligo ვკვანძავ, ვსკვნი) - იგივე სინთეტაზები. ფერმენტების კლასი, რომლებიც აკატალიზებენ დნმ-ს ორი სხვადასხვა მოლეკულის ერთმანეთთან მიერთებას, ან რესტრიქტაზების (იხ.) მიერ ფრაგმენტირებული დნმ-ს მოლეკულის კვლავ შეერთებას (აღდგენას).
ლიგანდი (ლათ. ligo ვკვანძავ, ვსკვნი) - რაიმეს შემაერთებელი ჯგუფი ან მოლეკულა.
ლიგატურა (ლათ. ligo ვკვანძავ, ვსკვნი) - სისხლძარღვებზე დადებული კვანძი სისხლდენის შეწყვეტის მიზნით.
ლიგაცია (ლათ. ligo ვკვანძავ, ვსკვნი) - გაკვანძვა, შეკერვა (მაგ., ნუკლეინის მჟავების ბოლოების), კონდენსაცია.
ლიზინები (ბერძნ. lysis დაშლა) - ანტისხეულები, რომლებიც კომპლემენტთან (იხ.) შეერთებით იწვევენ შესაბამისი ბაქტერიების ლიზისს.
ლიზინი - შეუცვლელი ამინომჟავა, რომელიც შედის თითქმის ყველა ცილის შემადგენლობაში. განსაკუთრებით დიდი რაოდენობითაა ჰისტონებში. მცენარეებში ლიზინის მცირე შემცველობის შემთხვევაში ქვეითდება მათი ყუათიანობა.
ლიზისი (ბერძნ. lysis დაშლა, გახსნა) - სპეციფიკური ფერმენტების მოქმედების შედეგად უჯრედების, მათ შორის მიკროორგანიზმების დაშლის, დაღუპვის პროცესი.
ლიზოგენია (ბერძნ. lysis დაშლა, გახსნა, გენეია წარმოქმნა) - ბაქტერიების გენეტიკურად განპირობებული თვისება განიცადოს ლიზისი და ამავე დროს გამოყოს ბაქტერიოფაგების დიდი რაოდენობა. ლიზოგენია დაკავშირებულია ბაქტერიაში ინფექციური სტრუქტურის, პროფაგის არსებობასთან.
ლიზოგენური კონვერსია (ბერძნ. lysis დაშლა, გახსნა, geneia წარმოქმნა, conversio ცვლილება) - სინონიმი: ფაგური კონვერსია. ბაქტერიული უჯრედების თვისებების ცვლილება მისი ე.წ. ზომიერი ბაქტერიოფაგით დასენიანების შედეგად. ეს პროცესი დაკავშირებულია ბაქტერიის გარემოში ახალი გენეტიკური ინფორმაციის დამატებასთან, რომელიც შედის უჯრედში ფაგის გენომით. ამის მიზეზი შეიძლება იყოს აგრეთვე ტრანსდუქცია (იხ.), რაც შეიძლება გახდეს ფერმენტული აქტივობის დათრგუნვის თუ გაძლიერების, პათოგენური თვისებების, კოლონიების მორფოლოგიის და სხვა პარამეტრების ცვლილების მიზეზი.
ლიზოსომები (ბერძნ. lysis დაშლა, გახსნა, soma სხეული) - ორგანოიდები, რომლებიც ხელს უწყობენ უჯრედის ფაგოციტურ აქტივობას. ლიზოსომების ერთ-ერთი ტიპია გრანულოციტების პირველადი და მეორადი გრანულები. ლიზოსომები საშუალოდ 0,2-0,8 მკმ დიამეტრის მრგვალი ფორმის წარმონაქმნებია. გააჩნიათ ელექტრულად მკვრივი ან მარცვლოვანი შიგთავსი და თხელი მემბრანა. ლიზოსომებში აღწერილია 30-მდე ფერმენტი, რომელთა საშუალებითაც ხდება რთული ორგანული ნივთიერებების დაშლა მარტივ ნივთიერებებად.
ლიზოციმი (ბერძნ. lysis დაშლა, გახსნა, zyme საფუარი) - ფერმენტია, რომელიც მიეკუთვნება ჰიდროლაზების კლასს. იწვევს ბაქტერიული უჯრედის ლიზისს. აღმოჩენილია ცრემლში, ნერწყვში, ელენთაში, ლეიკოციტებში, მცენარეებში, ზოგიერთ ბაქტერიასა და ფაგში. ადამიანის ორგანიზმში თამაშობს არასპეციფიკური ანტიბაქტერიული ბარიერის როლს. ლიზოციმს იყენებენ თვალის, ცხვირხახის, ღრძილების დაავადებების, დამწვრობის შემთხვევაში, მეანობაში და სხვა. აღმოჩენილია 1922 წელს ა.ფლემინგის (პენიცილინის აღმომჩენის) მიერ.
ლითიაზი (ბერძნ. lithos ქვა) - ქვების (კონკრემენტების) წარმოქმნა ორგანიზმში. იგივე კალკულოზი.
ლითობიოსფერო (ბერძნ. lithos ქვა, bios სიცოცხლე, sphaira გარსი, სფერო) - დედამიწის ერთ-ერთ გეოლოგიურ გარსში, ლითოსფეროში მობინადრე ცოცხალი ორგანიზმების ერთობლიობა.
ლითომურაცია (ბერძნ. lithos ქვა, ლათ. murus კედელი) - ცხოველების ამოქოლვა არაორგანული ნივთიერებებით (მაგ., აღწერილია ანაბიოზის მდგომარეობაში მყოფი გველების ინკრუსტირება მინერალური წყაროს წყლის კარბონატული გამონაყოფებით).
ლითოპედიონი (ბერძნ. lithos ქვა, paidion ჩვილი ბავშვი) - ჩაკირული ნაყოფი. მუცელში ხანგრძლივად დარჩენილი და გაკირული ნაყოფი.
ლითოსფერო (ბერძნ. lithos ქვა, sphaira გარსი, სფერო) - დედამიწის გეოლოგიური გარსი, რომელიც მოიცავს დედამიწის ფენას 50-200 კმ სიღრმემდე.
ლითოფიტები (ბერძნ. lithos ქვა, phyton მცენარე) - მცენარეები, რომლებიც იზრდებიან ქვებსა და კლდეებზე. იგივე პეტროფიტები.
ლიკვორი (ლათ. liquet სითხე) - თავზურგტვინის სითხე.
ლიმაციდები (ლათ. limax ლორწო, caedo ვკლავ) - უნიჟარო, ხმელეთის ლოკოკინების ლოქორას (სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებლების) გასანადგურებლად გამოყენებული ქიმიური ნივთიერებები (ე.წ. ჩამქრალი კირი, რკინის აჯასპი).
ლიმიტი (ლათ. limes ზღვარი) - ზღვარი, შეზღუდვა, საზღვარი. რაიმეს ნორმა, უკიდურესი რაოდენობა.
ლიმნოლოგია (ბერძნ. limne ტბა, logos მოძღვრება) - ჰიდროლოგიის დარგი, რომელიც სწავლობს დედამიწის შიდა წყალსატევებს. ტბათმცოდნეობა.
ლიმონი (Citrus limon) - მარადმწვანე ხეა. მისი სამშობლოა ჩინეთი და იაპონია. გავრცელებულია საქართველოს შავი ზღვის სანაპიროებზეც. შეიცავს ასკორბინის, ლიმონის მჟავებს, შაქრებს, ბიოფლავონოიდებს (P ვიტამინს), B ჯგუფის ვიტამინებს, ფლავონოიდებს, კაროტინს, კუმარინის წარმოებულებს, აგრეთვე ეთერის ზეთს. იყენებენ ჰიპო და ავიტამინოზების, ანთებითი პროცესების შემთხვევებში და სხვ. საჭმლის მონელების გაუმჯობესებისათვის, აგრეთვე სურავანდის სამკურნალოდ იყენებენ ლიმონის მოხარშულ ქერქს (ცედრას).
ლიმფა (ლათ. lympha ანკარა წყალი) - ხერხემლიანთა ლიმფური ძარღვებისა და კაპილარების შიგ- თავსი, რომელიც სათავეს ქსოვილური სითხიდან იღებს. მარილების კონცენტრაციით თითქმის არ განსხვავდება პლაზმისაგან, ხოლო ცილებს ნაკლები რაოდენობით შეიცავს. ლიმფა სისხლ- თან შედარებით გვიან დედდება. მასში ლიმფოციტები დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი.
ლიმფადენიტი (ლათ. lympha ანკარა წყალი, ბერძნ. aden ჯირკვალი) - ლიმფური კვანძების ანთება.
ლიმფადენოპათია (ლათ. lympha ანკარა წყალი, ბერძნ. aden ჯირკვალი, pathos ავადმყოფობა, ტანჯვა) - ლიმფური კვანძების დაავადება (კრებითი ცნებაა).
ლიმფანგიომა (ლათ. lympha ანკარა წყალი, ბერძნ. angeion სისხლძარღვი, oma სიმსივნე) - ლიმფური კვანძების კეთილთვისებიანი სიმსივნე. ანგიომის ნაირსახეობაა.
ლიმფობლასტი (ლათ. lympha ანკარა წყალი, blastos ყლორტი, ღივი) - ლიმფოიდური რიგის მონოპოტენტური დედა-უჯრედი.
ლიმფოგრანულომატოზი (ლათ. lympha ანკარა წყალი, granulum მარცვალი, ბერძნ. oma სიმსივნე, osis მდგომარეობა) - ლიმფური სისტემის ავთვისებიანი გრანულომა. ავადმყოფის ლიმფურ კვანძებში არსებობს ამ დაავადებისათვის პათოგნომური შტერნბერგრიდის გიგანტური უჯრედები. ლიმფოგრანულომატოზს ჰოჯკინის დაავადებასაც უწოდებენ, ინგლისელი ექიმის თ. ჰოჯკინის საპატივცემულოდ, რომელმაც 1832 წელს აღწერა ეს დაავადება.
ლიმფოგრაფია (ლათ. lympha ანკარა წყალი, grapho ვწერ) - ლიმფური ქსოვილის რენტგენოლოგიური გამოკვლევა.
ლიმფოიდური ქსოვილი (ლათ. lympha ანკარა წყალი) - ქსოვილი, რომელშიც დომინირებს ლიმფოიდური რიგის უჯრედები. ლიმფოიდურ ქსოვილს შეადგენს: ლიმფა, ლიმფური კვანძები, ელენთა, თიმუსი, პეიერის ფოლაქები, ხორხის ჯირკვლები, ფაბრიციუსის ჩანთა (ფრინველებში). ეს ქსოვილი წარმოდგენილია აგრეთვე ძუძუმწოვრების ძვლის ტვინში, სადაც წარმოიქმნებიან ლიმფოციტები.
ლიმფოკინები (ლათ. lympha ანკარა წყალი, ბერძნ. kineo ვმოძრაობ) - ლიმფოციტების, კერძოდ, T-ჰელპერების მიერ გამოყოფილი ქიმიური მედიატორები, რომელთა მეშვეობითაც ისინი გავლენას ახდენენ სხვა იმუნოკომპეტენტური უჯრედების აქტივობაზე. ლიმფოკინებია: ინტერლეიკინი- 2, ინტერფერონები, ზრდის ფაქტორი, B-ლიმფოციტების დიფერენცირების ფაქტორი და სხვ.
ლიმფოპენია (ლათ. lympha ანკარა წყალი, penia ნაკლებობა, სიღარიბე) - ლიმფოციტების რაოდენობის შემცირება პერიფერიულ სისხლში (ყველა ლეიკოციტის 18%-ზე ნაკლები).
ლიმფორეა (ლათ. lympha ანკარა წყალი, rheo დენა) - ლიმფური ძარღვებიდან ლიმფის დენა.
ლიმფოსარკომა (ლათ. lympha ანკარა წყალი, ბერძნ. sarx ხორცი, oma სიმსივნე) - ლიმფოიდური ქსოვილის ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც აზიანებს ლიმფურ კვანძებს, ელენთას, ღვიძლს, ძვლის ტვინს და სხვა ვისცერულ ორგანოებს. იგივე ავთვისებიანი ლიმფომა.
ლიმფოციტები (ლათ. lympha ანკარა წყალი, ბერძნ. kytos უჯრედი) - ლიმფოიდური ქსოვილის ძირითადი უჯრედები, რომელთაც აქვთ ანტიგენის შეცნობის უნარი და მონაწილეობენ იმუნოლოგიური რეაქციების განხორციელებაში. მათთან დაკავშირებულია ჰუმორული და უჯრედული იმუნიტეტის განვითარება. ცნობილია B- და T-ლიმფოციტები. T-ლიმფოციტებში განასხვავებენ 3 სუბპოპულაციას: კილერებს, სუპრესორებს და ჰელპერებს.
ლიმფოციტოზი (ლათ. lympha ანკარა წყალი, ბერძნ. kytos უჯრედი, osis მდგომარეობა) - ლიმფოციტების რაოდენობის მომატება პერიფერიულ სისხლში (ლეიკოციტების საერთო რაოდენობის 40%-ზე მეტი) სხვადასხვა პათოლოგიების დროს.
ლიოფილიზაცია (ბერძნ. lyo ვხსნი, phileo მიყვარს) - ქსოვილების და სხვა ბიოლოგიური ობიექტების გამოშრობის მეთოდი გაყინულ მდგომარეობაში ვაკუუმის პირობებში. საშუალებას იძლევა მივიღოთ მშრალი ქსოვილები, პრეპარატები და პროდუქტები მათი სტრუქტურული მთლიანობისა და ბიოლოგიური აქტიურობის დაუკარგავად. იყენებენ დონორის სისხლის მშრალი პლაზმის, მშრალი შრატებისა და ვაქცინების მისაღებად, ორგანოებისა და ქსოვილების ტრანსპლანტაციის შემთხვევაში, ფარმაცევტულ, კვების მრეწველობაში და სხვა.
ლიპემია (ბერძნ. lipos ცხიმი, haima სისხლი) - სისხლში ცხიმის მაღალი შემცველობა.
ლიპიდები (ბერძნ. lipos ცხიმი) - ცხიმისმაგვარი ნივთიერებების ჯგუფი, რომლებიც შედიან ყველა ცოცხალი უჯრედის შემადგენლობაში და მონაწილეობენ ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროცესში. წარმოადგენენ უმაღლესი ცხიმოვანი მჟავების, სპირტების ან ალდეჰიდების წარმოებულებს. გავლენას ახდენენ უჯრედების განვლადობაზე, ფერმენტების აქტივობაზე, იმუნოქიმიურ პროცესებზე და სხვ. მონაწილეობენ ენერგეტიკული რეზერვის და თერმოიზოლაციური საფარველის შექმნაში, აგრეთვე სხვადასხვა ორგანოების დაცვაში მექანიკური ზემოქმედებისაგან.
ლიპიდოზი (ბერძნ. lipos ცხიმი, osis მდგომარეობა) - იმ დაავადებების საერთო სახელწოდება, რომელთაც თან ახლავს ლიპიდური ცვლის დარღვევა. ასეთი დაავადებები შეიძლება იყოს მემკვიდრული და შეძენილი (ფარბერის, გოშეს და სხვ. დაავადებები).
ლიპომა (ბერძნ. lipos ცხიმი, oma სიმსივნე) - ცხიმოვანი ქსოვილისაგან წარმოქმნილი კეთილთვისებიანი სიმსივნე.
ლიპოსარკომა (ბერძნ. lipos ცხიმი, sarx ხორცი, oma სიმსივნე) - ავთვისებიანი სიმსივნე ცხიმოვანი ქსოვილის უჯრედული ელემენტებით.
ლიპოსაქცია (ბერძნ. lipos ცხიმი, ლათ. sectio გაკვეთა) - ცხიმის (ქონის) ამოცლა, ამოკვეთა გახდომის ან სხეულის ადრინდელი ფორმის აღდგენის მიზნით.
ლიპოსომები (ბერძნ. lipos ცხიმი, soma სხეული) - ციტოპლაზმაში არსებული 10 მკმ-ზე ნაკლები ზომის სფერული ნაწილაკები, რომლებიც წარმოქმნილნი არიან ლიპიდების ბიომოლეკულური შრისაგან. მიიღებიან ხელოვნურად და ექსპერიმენტულ კვლევებში გამოიყენებიან როგორც ბიოლოგიური მემბრანების მოდელები.
ლიპურია (ბერძნ. lipos ცხიმი, uron შარდი) - ცხიმების გამოყოფა შარდთან ერთად.
ლიტორალი (ლათ. litoralis სანაპირო) - ხმელეთსა და ზღვას შორის სასაზღვრო ზოლი, რომელიც რეგულარულად (დღეღამეში ერთხელ ან ორჯერ) იფარება წყლით მოქცევის დროს და შრება მიქცევის პერიოდში. ლიტორალში წარმოდგენილია ცხოველების თითქმის ყველა ტიპი.
ლიქენები (Lichenes) - მღიერები, ქარაგოზები. სიმბიოზური ორგანიზმებია, რომლებიც შედგებიან სოკოსა და მწვანე წყალმცენარისაგან. ლიქენები გამოიყენებიან სამკურნალოდ (სისხლის წნევის მომატება, პერისტალტიკის გაძლიერება). შეიცავენ ანტიბიოტიკებს და ვიტამინებს. ლიქენებისაგან ამზადებენ ლაკმუსს.
ლიცენზია (ლათ. licentia ნებართვა, უფლება) - 1. ნებართვა საქონლის (პროდუქტების, ავეჯის და ა.შ.) შეტანის და გამოტანის უფლებაზე (მაგ., ნებართვა სახელმძღვანელოების შეტანაზე სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში). 2. ნებართვა სამკურნალოპ-როფილაქტიკურ საქმიანობაზე; ნებართვა რაიმე პროდუქციის წარმოებაზე (მაგ., ფარმაცევტულ წარმოებაზე). 3. ნებართვა იმ ცხოველებზე სანადიროდ, რომლებზეც ნადირობა შეზღუდულია.
ლოგიკა (ბერძნ. logike, ლათ. logos, ლოგუს სიტყვა) - 1. მეცნიერება აზროვნების კანონებსა და ფორმებზე. 2. შინაგანი კანონზომიერება, თანმიმდევრობა.
ლოგოთერაპია (ბერძნ. logos სიტყვა, therapeia მკურნალობა) - ავადმყოფობის განკურნება სიტყვის მეშვეობით.
ლოგოპედია (ბერძნ. logos სიტყვა, paideia აღზრდა) - მეცნიერება მეტყველების სხვადასხვა ნაკლზე და მათ მკურნალობაზე.
ლოგორეა (ბერძნ. logos სიტყვა, rheo მოვედინები) - გადაჭარბებული ლაპარაკი.
ლოკალიზაცია (ლათ. localisatio ადგილობრივი) - რომელიმე ორგანოს, ქსოვილის, უჯრედის ან ორგანოიდის გარკვეული მდებარეობა. რაიმე ადგილის (მაგ., ანთებითი პროცესის) შემოფარგვლა, შემოსაზღვრა.
ლოკოკინა (cochlea) - 1. შიგნითა ყურში არსებული ძვლოვანი წარმონაქმნი, რომელშიც მგრძნობიარე რეცეპტორებია. ლოკოკინა წარმოადგენს 35 მმ-მდე სიგრძის სპირალურ არხს. სმენითი რეცეპტორები ლოკალიზებულია ლოკოკინაში, ხოლო წონასწორობის რეცეპტორები ოვალური და მრგვალი ფორმის ტომსიკებში და ნახევარრკალოვანი არხების ამპულებში. 2. მოლუსკების ტიპის, მუცელფეხიანების კლასის წარმომადგენელი (მაგ., ვაზის ლოკოკინა).
ლოკომოცია (ლათ. locus ადგილი, motio მოძრაობა) - მოქმედებათა კომპლექსი, რომლის საშუალებით ხდება ადამიანისა და ცხოველების გადაადგილება სივრცეში.
ლოკუსი (ლათ. locus ადგილი) - ქრომოსომის უბანი, რომელშიც ლოკალიზებულია გენი.
„ლომის სახე“ (facies leoniana) - კეთრით დაავადებული ადამიანის სახის თავისებურება. სახის ნაკვთების დამახინჯება და მიმიკის დარღვევა კანის გასქელების გამო.
ლორდოზი (ბერძნ. lordos გაღუნული, წელში მოხრილი, osis მდგომარეობა) - ხერხემლის მკვეთრი გაღუნვა წინისაკენ.
ლორწო (cremor, mucus) - ნახევრადგამჭვირვალე, წებოვანი, ბლანტი მასაა. მისი მთავარი შემადგენელი კომპონენტია გლუკოპროტეიდი მუცინი. ლორწო ზრდასრული ადამიანის ორგანიზმში გვხვდება მხოლოდ ლორწოვანი გარსების ეპითელურ ქსოვილში, როგორც მისი სეკრეციის პროდუქტი. ლორწო წარმოიშვება ეპითელური ქსოვილის ფიალისებურ უჯრედებში, აგრეთვე შესაბამის ჯირკვლებში. იგი აბრკოლებს ლორწოვანი გარსების დაზიანებას და აძლევს მათ გლუვ, პრიალა შესახედაობას.
ლორწოვანი გარსი (tunica mucosa) - ლორწოვანი სეკრეტის გამომყოფი გარსი, რომლითაც ამოფენილია გარემოსთან დაკავშირებული ღრუ და მილოვანი ორგანოების შინაგანი კედლები (საჭმლის მომნელებელი, სასუნთქი, შარდ-სასქესო სისტემები). გააჩნია გლუვი და სრიალა ზედაპირი. შედგება ეპითელიუმის ზედაპირული შრისაგან და მის ქვევით განლაგებული ბოჭკოვანი შემაერთებელი ქსოვილისაგან. ამ ორ კომპონენტს შორის ლოკალიზებულია ბაზალური მემბრანა. აღნიშნულ გარსს გააჩნია ლორწოვანი სეკრეტის გამომყოფი ჯირკვლები, აგრეთვე სისხლძარღვები.
ლოყის პარკები - ზოგიერთი ჩანთოსნის, მღრღნელის (განსაკუთრებით ზაზუნების) და მაიმუნის პირში არსებული ლორწოვანგარსიანი პარკისებრი ჩაღრმავებები. ემსახურებიან საკვების დროებით შენახვას.
ლოცმანი (ჰოლ. loodsman) - 1. იქთიოლოგიაში მცირე ზომის თევზი, ლოცმანი, რომელიც ორიენტაციას უადვილებს ზვიგენებს და მათ წინ მიცურავს. 2. გემების ვიწრო ადგილებში გაყვანის ან მათი პორტებში შეყვანის სპეციალისტი, რომელმაც ზედმიწევნით იცის ცურვის ადგილობრივი პირობები.
ლპობა (tabes) - მიკროორგანიზმების მოქმედებით აზოტის შემცველ ნივთიერებათა (ცილების, ამინომჟავების) დაშლის პროცესი (იხ. ხრწნა).
ლუმბაგო (ლათ. lumbus წელი) - წელკავი. ტკივილები წელის არეში.
ლუმინესცენტური მიკროსკოპია (ლათ. lumen სინათლე, შუქი, escent სუსტი მოქმედების აღმნიშვნელი სუფიქსი) - ციტო და ჰისტოლოგიური კვლევის ფართოდ გამოყენებული მეთოდია. მიკროობიექტების ლურჯიისფერი ან ულტრაიისფერი სხივებით განათებისას მიკროსკოპში აღინიშნება ამ სტრუქტურების ლუმინესცენტური ნათება.
ლუმინესცენცია (ლათ. lumen სინათლე, შუქი, escent სუსტი მოქმედების აღმნიშვნელი სუფიქსი) - ზოგიერთი ნივთიერებების მიერ სინათლის გამოსხივება, რაც გამოწვეულია ამ ნივთიერებების აგზნებით ენერგიის რაიმე წყაროს მიერ. გამოიყენება კლინიკურ-დიაგნოსტიკური და სხვ. მიზნებისათვის.
ლუნატიზმი (ლათ. luna მთვარე) - იგივე სომნამბულიზმი, მთვარეულობა. ავადმყოფური მდგომარეობა, როდესაც მძინარე ადამიანი სხვადასხვა მოქმედებას ასრულებს მექანიკურად (მაგ., დადის). ამ დროს მისი ცნობიერება დაბინდულია. წინათ ეგონათ, რომ ასეთ მდგომარეობას იწვევდა მთვარის შუქი.
ლუპუსი (ლათ. lupus მგელი) - იგივე წითელი მგლურა. კანისა და ლორწოვანი გარსების ავტოიმუნური, ქრონიკულად მიმდინარე დაავადება.
ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები (Cyanophytა) - გაერთიანებულია დაახლოებით 2500 სახეობა. მიეკუთვნებიან პროკარიოტებს. ამჟამად არსებულ ორგანიზმებს შორის ისინი ყველაზე პრიმიტიული და უძველესია. ზოგიერთი ნიშნით ბაქტერიებს მოგვაგონებენ, მრავლდებიან უსქესოდ, უჯრედის შუაზე გაყოფით. განსხვავებით ბაქტერიებისაგან, მათ გააჩნიათ მარცვლოვანი ქლოროფილი. ფოტოსინთეზის საშუალებით წარმოქმნილი გლუკოზა სახამებლად კი არ გარდაიქმნება, არამედ გროვდება გლიკოგენის (ცხოველური სახამებლის) სახით, როგორც ამას ცხოველებსა და სოკოებში აქვს ადგილი.
ლურჯ-მწვანე ჩირქის ჩხირი - (Pseudomonas aeruginosa) ადამიანისათვის ძალზე პათოგენური გრამუარყოფითი ბაქტერია Pსეუდომონასის გვარიდან.
L-ტრანსფორმაცია - გრამდადებითი ბაქტერიების პეპტიდოგლიკანის დამშლელი ფერმენტებით (მაგ,. ლიზიციმით) დამუშავებისას წარმოქმნილი პროტოპლასტები ანუ სტრუქტურები, რომელთაც სრულიად არა აქვთ უჯრედის კედელი, მაგრამ გააჩნიათ ციტოპლაზმური მემბრანა და უჯრედული შიგთავსი. გრამ-უარყოფითი ბაქტერიების დამუშავება ლიზიციმით შლის მხო ლოდ უჯრედის კედლის პეპტიდოგლიკანის შრეს, მაგრამ გარეგანი მემბრანა (ან მისი ნაწილი მაინც) შე ნარჩუნებულია. ასეთმა სტრუქტურებმა მიიღეს სფე როპლასტების სახელწოდება. L-ტრანსფორმაცია არა მარტო ბაქტერიების ცვალებადობის გამოვლინებაა, არამედ თავისებური, ყველა ბაქტერიისათვის დამახასიათებელი შეგუება არსებობის არასახარბიელო პირობებისადმი. ბაქტერიების ცვალებადობის ეს ფორმა პირველად აღწერილ იქნა ე.კლინებერგერის მიერ 1935 წელს. რადგანაც აღნიშნული ფენომენი აღმოჩენილ იქნა ჯ. ლისტერის სახელობის ინსტიტუტში, ბაქტერიების ასეთ ცვალებადობას უწოდეს L-ტრანსფორმაცია.
![]() |
16 მ |
▲back to top |
მაგია (ბერძნ. mageia გრძნეულება, ჯადოქრობა) - პირველყოფილი ადამიანისათვის დამახასიათებელი წარმოდგენების გადმონაშთი. თეთრი მაგია - ჯადოსნობა ციური ძალების დახმარებით. შავი მაგია - ჯადოსნობა ეშმაკის, ჯოჯოხეთური ძალების დახმარებით.
მაგისტრი (ლათ. magister მასწავლებელი, დამრიგებელი) - 1. საშუალო საუკუნეებში - რაინდთა ორდენის მოძღვარი. სასულიერო ხარისხი მრავალ ქვეყანაში. 2. აკადემიური ხარისხი, რომელიც უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის მაგისტრატურის კურსდამთავრებულს ენიჭება.
მაგმა (ბერძნ. magma ცომი, ლაფი) - გამდნარი, ბლანტი სილიკატური მასა, რომელიც მდიდარია დედამიწის მანტიაში ან დედამიწის ქერქში არსებული აირებით. დედამიწის ზედაპირზე მაგმა გამოდის ლავის სახით ვულკანების ამოფრქვევისას.
მაგნეტიზმი (Magnetis lithos ქვა მაგნესიიდან - უძველესი ქალაქია მცირე აზიაში) 1. ის ძალა, რომელიც გადაეცემა ერთი ადამიანიდან მეორეს. ჰიპნოტიზმის მნიშვნელოვანი ფაქტორია. 2. ზოგიერთი რკინის ქვეჟანგის თვისება მიიზიდოს რკინის, ფოლადის, ნიკელისა და კობალტის ნაწილაკები.
მაგნიტობიოლოგია (Magnetis lithos ქვა მაგნესიიდან - უძველესი ქალაქია მცირე აზიაში, ბერძნ. bios სიცოცხლე, logos მოძღვრება) - ბიოლოგიის დარგი, რომელიც სწავლობს ბუნებრივი და ხელოვნური მაგნიტური ველების გავლენას ცოცხალ ობიექტებზე, აგრეთვე განსაზღვრავს ბიოლოგიური წარმოშობის ნივთიერებების მაგნიტურ თვისებებს. მაგნიტურ ველს გამჭოლი მოქმედება აქვს და გავლენას ახდენს ორგანიზმის მარეგულირებელ სისტემებზე.
მაგნიტოთერაპია (Magnetis lithos ქვა მაგნესიიდან, ბერძნ. therapeia მკურნალობა) - ფიზიოთერაპიული მეთოდი, რაც მდგომარეობს მაგნიტური ველის ზემოქმედებაში ავადმყოფ ორგანიზმზე.
მაგნოლია (Magnolia grandifl ora) - მარადმწვანე ხე ან ბუჩქია. შეიცავს ალკალოიდებს, ეთერის ზეთს, გლიკოზიდებს. ჰიპოთენზიური საშუალებაა.
მავნებლები - ფეხსახსრიანები და მღრღნელები, რომლებიც აზიანებენ სასოფლოსამეურნეო კულტურებს და ტყის მცენარეულობას, აგრეთვე ანადგურებენ სასარგებლო მწერებს (ფუტკარს, თუთის აბრეშუმხვევიას). მავნებლები პარაზიტებისაგან (იხ.) განსხვავებით, საკვებს სათანადოდ ამუშავებენ თავისი საჭმლის მომნელებელი სისტემის საშუალებით.
მაზოხიზმი (ამ დაავადების აღმწერი ავსტრიელი მწერლის ლ. ზახერმაზოხის გვარის მიხედვით) - სქესობრივი გაუკუღმართება, რაც გამოიხატება პარტნიორისაგან ფიზიკური ტკივილის მიყენებით გამოწვეულ სიამოვნებაში. მაზოხიზმის დროს სიამოვნებას განიცდის წამებული, სადიზმის დროს კი - მტანჯველი.
მაზურენკოს ვირუსი - 1956 წელს გამოყო ნ. მაზურენკომ CC57Br-ის ხაზის თაგვებიდან, რომელთაც ვაქცინის ვირუსის შეყვანის შემდეგ განუვითარდათ ლეიკემიები. ავტორის აზრით, ამ შემთხვევაში ინფექციურმა ვირუსმა გაააქტიურა ლატენტური ონკოვირუსი (თაგვის ლეიკემიის ვირუსი).
მაიმუნები (Simia. Anthropoidea) - ადამიანისმაგვარი პრიმატების ქვერიგის ერთ-ერთი სახელწოდებაა. მაიმუნები იყოფა 2 ჯგუფად: ფართოცხვირიანებად (ანუ ამერიკულებად) და ვიწროცხვირიანებად. უკანასკნელ ჯგუფს მიეკუთვნებიან ადამიანისმაგვარი მაიმუნები.
მაკაკები (Macaca) - ვიწროცხვირიანი მაიმუნების გვარი. ჯოგში 10-20 მაიმუნია. იკვებებიან ნაყოფით, ფესვებით, ფოთლებით, ბრინჯით, სიმინდით, მწერებით და სხვა. წელიწადში ერთხელ ბადებენ ერთ შვილს. მაკეობა 5-6 თვეს გრძელდება. სქესობრივ სიმწიფეს აღწევენ 2-3 წლისათვის. იყენებენ როგორც ექსპერიმენტულ ცხოველს. ამ მაიმუნების ერთ-ერთი სახეობის (Macacus rhesus) სახელი ეწოდა ადამიანისა და ამ სახეობის მაიმუნების საერთო ანტიგენს - ე.წ. რეზუს-ანტიგენს.
მაკრო (ბერძნ. makros დიდი, გრძელი) - რთულ სიტყვებში მიუთითებს რაიმეს მნიშვნელოვან სიდიდეზე.
მაკროგამეტა (ბერძნ. makros დიდი, გრძელი, gamete ცოლი, gametes ქმარი) - ჩვეულებრივ უმოძრაო და მამრობით სასქესო უჯრედთან შედარებით უფრო დიდი ზომის მდედ რობითი სასქესო უჯრედი ან ინდივიდი (უმარტივესებში).
მაკროგლოსია (ბერძნ. makros დიდი, გრძელი, glossa ენა) - ენის გადიდება.
მაკროევოლუცია (ბერძნ. makros დიდი, გრძელი, evolutio განვითარება, გაშლა) - ევოლუცია, რომლის შედეგადაც გაჩნდნენ ახალი გვარები, ოჯახები, რიგები ან კიდევ უფრო მაღალი ტაქსონომიური კატეგორიები, ვიდრე სახეობაა. მაკროევოლუციას ადგილი აქვს დროის ხანგრძლივი ინტერვალის მანძილზე.
მაკროელემენტები (ბერძნ. makros დიდი, გრძელი, ლათ. elementum სტიქია, საწყისი ნივთიერება) - ქიმიური ელემენტები, რომელთა გარეშეც შეუძლებელია ორგანიზმის ნორმალური ცხოველმოქმედება. მაკროელემენტებს ორგანიზმი შეიცავს 0,001-70%-მდე კონცენტრაციით. მაკროელემენტებიდან პირველ ყოვლისა უნდა აღინიშნონ ორგანოგენები (O2, C, H da N), რომლებიც ორგანიზმის მთელი მასის დაახლოებით 96-99%-ს შეადგენენ, აგრეთვე P, K, Ca, S, Mg, Na, Cl, Fe და სხვ.
მაკროერგული (ბერძნ. makros დიდი, გრძელი, ergon მუშაობა) - ტერმინი გამოიყენება ენერგიით მდიდარი ფოსფატური ბმების აღსანიშნავად (მაგ., ატფ-ს მოლეკულაში).
მაკროკლიმატი (ბერძნ. makros დიდი, გრძელი, klima დახრა დედამიწის ზედაპირისადმი) - დიდი გეოგრაფიული სივრცეებისათვის, მთლიანად პლანეტისათვის დამახასიათებელი კლიმატი (იხ.).
მაკრომასტია (ბერძნ. makros დიდი, გრძელი, mastos ძუძუ) - ანომალურად დიდი სარძევე ჯირკვლები.
მაკრომოლეკულა (ბერძნ. makros დიდი, გრძელი, ლათ. moles მასა, კნინობითი სუფიქსით ცულა) - მოლეკულა, რომლის მასა 1000 დალტონს აღემატება. გააჩნია კოლოიდური თვისებები. მაკრომოლეკულებია ცილები და ნუკლეინის მჟავები.
მაკრონუკლეუსი (ბერძნ. makros დიდი, გრძელი, ლათ. nucleus ბირთვი) - ინფუზორიების დნმ-ით მდიდარი სომატური ბირთვი, რომელიც აკონტროლებს და წარმართავს ვეგეტაციურ და სინთეზურ პროცესებს.
მაკროორგანიზმი (ბერძნ. makros დიდი, გრძელი, organismus ცოცხალი არსება) - ყველა მრავალუჯრედიანი ცხოველი თუ მცენარე.
მაკროსკოპია (ბერძნ. makros დიდი, გრძელი, skopeo ვაკვირდები, ვსწავლობ) - ობიექტის შესწავლა შეუიარაღებელი თვალით (ლუპის, მიკროსკოპის გარეშე).
მაკროფაგები (ბერძნ. makros დიდი, გრძელი, phago ვშთანთქავ) - დიდი ზომის უჯრედები, რომლებიც აქტიურად აწარმოებენ ფაგოციტოზს (იხ.). არჩევენ თავისუფალ და ფიქსირებულ მაკროფაგებს. ყველა ქსოვილსა და ორგანოს თავისი მაკროფაგი გააჩნია: მონოციტი, ჰისტიოციტი, ლანგერჰანსის უჯრედი, ოსტეოკლასტი, კუპფერის უჯრედი და ა.შ.
მაკროცეფალია (ბერძნ. makros დიდი, გრძელი, kephale თავი) - არანორმალურად დიდი თავი. იგივე მეგალოცეფალია.
მაკულატურა (ლათ. maculare დასვრა) - 1. უვარგისი ქაღალდი (ფურცლები, ბეჭდვის პროცესში გაფუჭებული წიგნები, გაზეთები და სხვ.), რაც შეიძლება გამოდგეს გადასამუშავებლად. 2. უნიჭო ლიტერატურა, თხზულება, რომელსაც არავითარი ფასეულობა არ გააჩნია. აღნიშნულ ტერმინს ხშირად იყენებენ უაზრო, უვარგისი სამეცნიერო სტატიების აღსანიშნავადაც.
მალაკოლოგია (ბერძნ. malakion მოლუსკი, logos მოძღვრება) - ზოოლოგიის დარგი, რომელიც სწავლობს მოლუსკების სისტემატიკასა და ბიოლოგიას.
მალარია (იტალ. malaria ცუდი ჰაერი) - ინვაზიური დაავადება, რომელიც განპირობებულია პლაზმოდიუმის გვარის უმარტივესებით, რომლებიც მიეკუთვნებიან სისხლის სპორიანების კლასს და უმარტივესების ტიპს. განსაკუთრებით გავრცელებულია მალარიის პლაზმოდიუმის სამი სახეობა: Plasmodium vivax, P.malaria და P. falciparum. პარაზიტის სასიცოცხლო ციკლი მიმდინარეობს უსქესო და სქესობრივი გამრავლების მონაცვლეობით და მასპინძელთა ცვლით. უსქესო გამრავლება მიმდინარეობს ადამიანში (შუალედური მასპინძელი), ხოლო სქესობრივი - ანოფელესის გვარის კოღოს მდედრში (ძირითადი, საბოლოო მასპინძელი).
მალთუსიანელობა - თეორია, რომელიც ჩამოაყალიბა ინგლისელმა ეკონომისტმა და მღვდელმა თ. მალთუსმა 1778 წელს ნაშრომში „ტრაქტატი მოსახლეობაზე“. ეს თეორია ეძღვნება ბუნების „მუდმივი“ კანონების მოქმედებას, რომლებიც განაპირობებენ არსებობის საშუალებათა ზრდის ჩამორჩენას მოსახლეობის რაოდენობის ზრდასთან შედარებით. მალთუსის თანახმად მოსახლეობა იზრდება გეომეტრიული პროგრესიით, ხოლო არსებობის საშუალებანი არითმეტიკული პროგრესიით. აღნიშნულმა ნაშრომმა ჩ. დარვინს და რ. უოლესს ევოლუციის მამოძრავებელი ძალების დადგენის და ევოლუციის თეორიის ჩამოყალიბების გასაღები მისცა.
მალიგნიზაცია (ლათ. malignus ავთვისებიანი) - ნორმალური ან პათოლოგიურად შეცვლილი ქსოვილის უჯრედების მიერ სიმსივნური უჯრედების თვისებების შეძენა. ნორმალური უჯრედის სიმსივნურად გარდაქმნა.
მამალოგია (ლათ. mammalis ძუძუმწოვარი, ძუძუთა, ბერძნ. logos მოძღვრება) - ზოოლოგიის დარგი, რომელიც სწავლობს ძუძუმწოვრებს. იგივე მამალიოლოგია.
მამბა (Dendroaspis) - ასპიდისებრთა ოჯახის შხამიანი გველების გვარი. 4 სახეობა გავრცელებულია საჰარის სამხრეთით. ცხოვრობენ ხეებზე, ზოგჯერ კი ბუჩქებში და მიწაზე. დებენ კვერცხებს. იკვებებიან მღრღნელებით, ხვლიკებით, ფრინველებით. წვრილი ცხოველები კბენიდან რამოდენიმე წამში იღუპებიან. ადამიანისათვის ძალზე სახიფათონი არიან. ყველაზე უფრო დიდი წარმომადგენელია შავი მამბა, რომლის სიგრძე 4 მეტრს აღწევს.
მამოგრაფია (ლათ. mamma ქალის მკერდი, ძუძუ, ბერძნ. grapho ჩაწერა, გამოსახვა) - სარძევე ჯირკვლების რენტგენოგრაფია (იხ.) კონტრასტული ნივთიერებების გამოყენების გარეშე.
მამოლოგია (ლათ. mamma ქალის მკერდი, ძუძუ, ბერძნ. logos მოძღვრება) - მედიცინის დარგი, რომელიც სწავლობს სარძევე ჯირკვლის დაავადებებს და მათ მკურნალობას.
მანგუსტა (Herpester) - ვივერების ოჯახის მტაცებელი ძუძუმწოვრების გვარი. ბინადრობენ სამხრეთ აზიასა და აფრიკაში. მათი ერთ-ერთი სახეობა, ინდოეთში გავრცელებული მუნგო (Herpester mungo) სპობს შხამიან გველებს.
მანდარინი (Citrus reticulata) - მცირე ზომის მარადმწვანე ხეა ტეგანისებრთა ოჯახიდან. ყვავილი ორსქესიანია. ნაყოფის წვენი შეიცავს 2,87-10,5% შაქრებს, 0,95-1,0% მჟავებს, 23-55მგ% ასკორბინის მჟავას. ნაყოფის ქერქი შეიცავს ვიტამინებს, პექტინებს, ეთერზეთებს და გლიკოზიდებს. გამოიყენება პარფიუმერიასა და კვებით მრეწველობაში, აგრეთვე მედიცინაში.
მანდიბულები (ლათ. mandibula ყბა, ვღეჭავ) - ფეხსახსრიანების სახეშეცვლილი კიდურები, რომლების ზედა ყბის ფუნქციას ასრულებენ.
მანდრაგორი (Mandragora turcomonica M. offi cinalis) - ძაღლყურძენასებრთა ოჯახის მრავალწლიანი მცენარეა. გავრცელებულია ხმელთა- შუა ზღვის ნაპირებზე. მისი ფესვები ემსგავსება ადამიანის სხეულს. შეიცავს ალკალოიდებს. გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი თვისებები. კ. შპრენგელის (1766-1833) ცნობის თანახმად, ძველ კოლხეთში, ჰეკატეს სამკურნალო მცენარეების ბაღში, სხვა მცენარეთა შორის მანდრაგორაც უნდა ყოფილიყო.
მანია (ბერძნ. mania ვნება, სიგიჟე) - ადამიანის ავადმყოფური ფსიქიკური მდგომარეობა, როდესაც მთელი მისი გონება და გრძნობა რაიმე ერთი იდეისკენაა მიმართული (მაგ., განდიდების მანია).
მანიაკი (ბერძნ. mania ვნება, სიგიჟე) - პიროვნება, რომელსაც რაიმესადმი, ან ვინმესადმი არანორმალური, პათოლოგიური მისწრაფება გააჩნია.
მანიპულაცია (ლათ. manus ხელი, pello ვუბიძგებ) - ხელის გამოყენება გასასინჯად ან სამკურნალო პროცედურებში. ხელით რაიმე რთული ამოცანის შესრულება.
მანიფესტაცია (ლათ. manifestus აშკარა) - აშკარად, ცხადად გამოხატული მოვლენა. მაგ., ავადმყოფობის სიმპიტომების გამოვლინება ანუ მანიფესტაცია.
მანკი (defectus, vitium) - ნაკლი, დეფექტი (გულის, ხმის, მხედველობის და ა.შ.).
მანტია (ბერძნ. mantion ლაბადა, მოსასხამი) - 1. კიბოსნაირებსა და მოლუსკებში კანის გარეგანი ნაოჭი, რომელიც ფარავს მთელ სხეულს ან მის ნაწილს. 2. ხერხემლიანი ცხოველების თავის ტვინის ქერქი.
მანუალური თერაპია (ლათ. manus ხელი, therapeia მკურნალობა) - ხელის საშუალებით სამკურნალო პროცედურების ჩატარება.
მანუსკრიპტი (ლათ. manus ხელი, scriptum წერილობითი თხზულება, წერილი) - უძველესი ხელნაწერი.
მარაზმი (ბერძნ. marasmos დაუძლურება, გამოფიტვა) - ადამიანის ფსიქიკური და ფიზიკური ძალების სრული განლევა, მაგ., პროგრესული დამბლის ბოლო სტადიის, ხანგრძლივი ქრონიკული დაავადების ან მოხუცებულობის შედეგად. უილაჯობა, უუნარობა.
მარგალიტი - ზოგიერთი ორსაგდულიანი მოლუსკის (მაგ., Margari tiferidae-ს ოჯახის Margaritifera-ს გვარის, Pteridae-ს ოჯახის Pinctuda-ს გვარის წარმომადგენლები და სხვ.) მანტიაში ან ნიჟარისა და მანტიის ღრუს შორის მოხვედრილი კენჭი ან სხვა უცხო სხეული, რომელიც სადაფის შრითაა დაფარული. მარგალიტის წარმოქმნა მოლუსკების დაცვითი რეაქციაა უცხო სხეულზე.
მარეკის ლიმფომა - ლ. მარელის მიერ აღმოჩენილი ქათმების ლიმფომაა (იხ.), რომლის ეტიოლოგიური აგენტია დნმ-ს შემცველი ჰერპესვირუსი. ამჟამად შემუშავებულია ამ დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინაციის მეთოდი.
მარიამსაკმელა (Pegonum hormola) - მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. გავრცელებულია შუა აზიაში. გვხვდება კავკასიაშიც. შეიცავს ალკალოიდებს (გერმანილს, პეგამინს, ვაზიცინს და სხვ.). გამოიყენება მიოპათიის და მიასთენიის შემთხვევებში, აგრეთვე ეპიდემიური ენცეფალიტის, პარკინსონიზმის და სხვ. სამკურნალოდ.
მარინისტი (ლათ. marinus ზღვის) - მხატვარი, რომელიც თავის სურათებში ასახავს ზღვას. იგივე შეი- ძლება ითქვას მწერალზე, რომელიც ნაწარმოებებს ქმნის ზღვის თემაზე.
მარიტა (ლათ. maritus მამალი, მეუღლე) - საბოლოო მასპინძლის ორგანიზმში არსებული ზოგიერთი ტრემატოდის სქესობრივად მომწიფებული სტადია. სქესობრივი გამრავლების პროცესში გარემოში გამოყოფს განაყოფიერებულ კვერცხებს.
მარკერი (ფრანგ. marquer მონიშვნა) - რაიმეს ნიშანი, ნიშანთვისება, რაც მას გამოარჩევს სხვებისაგან. მაგ., ქსოვილოვანი, უჯრედული, ანტიგენური და სხვა მარკერები.
მარკშეიდერი (გერმ. Mark საზღვარი, scheiden ამოცნობა) - სამთო ინჟინერი, სივრცობრივგეომეტრიული გაანგარიშების სპეციალისტი სამთო და გეოლოგიურდაზვერვითი სამუშაოების ჩატარებისას.
მარფანის სინდრომი (ფრანგი პედიატრის ა. მარფონის გვარის მიხედვით, რომელმაც 1896 წელს პირველად აღწერა ეს დაავადება) აღნიშნული დაავადება ადამიანში გენის პლეიოტროპული ეფექტის მაგალითია. თუმცა ეს მემკვიდრული დაავადება დამოკიდებულია გენოტიპში არსებულ ერთ შეუცვლად გენზე, იგი ტიპურ შემთხვევებში ხასიათდება ნიშან-თვისებების ტრიადით: თვალის ბროლის დეფორმაციით, აორტის ანევრიზმებით და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაზიანებებით.
მარწყვა-ბალახი (Potentilla erecta) - ვარდისებრთა ოჯახის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, სახამებელს, სხვადასხვა მჟავებს, ფისებს, ცვილს, ეთერზეთებს. იყენებენ როგორც ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიციდურ, ტკივილგამაყუჩებელ, სისხლდენის შემაჩერებელ საშუალებას და ა.შ.
მარწყვი (Fragaria vesca) - ვარდისებრთა ოჯახის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს შაქრებს, ლიმონის მჟავას, მთრიმლავ ნივთიერებებს, ალკალოიდებს, ასკორბინის მჟავას და სხვ. გააჩნია ანტიმიკრობული, ოფლმდენი, შარდმდენი, ფიტონციდური და სხვ. თვისებები.
მარჯნის რიფები (გერმ. Riff წყალქვეშა ქვა) - კოლონიური მარჯნის პოლიპების ჩონჩხისაგან წარმოქმნილი მასივები. იხ. ატოლი.
მასაჟი (ფრანგ. massage) - ადამიანის სხეულის სხვადასხვა ნაწილების დაზელა სამკურნალო ან კოსმეტიკური მიზნით. ხელს უწყობს სისხლისა და ლიმფის მიმოქცევის გაუმჯობესებას, აგრეთვე ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლის გაძლიერებას.
მასკულინიზაცია (ლათ. masculinus მამაკაცის) - ქალში მამაკაცის მეორადი სასქესო ნიშნების (წვერულვაში, ქცევა და სხვ.) გაჩენა.
მასპინძელი - ორგანიზმი, რომლის სხეულში ან სხეულის ზედაპირზე ცხოვრობს, იკვებება და მრავლდება პარაზიტი. მასპინძელი შეიძლება იყოს დეფინიტური (იხ.), შუალედური, დამატებითი და რეზერვუარული. დამატებითს კიდევ მეორად შუალედურ მასპინძელს უწოდებენ. რეზერვუარულ მასპინძელში ხდება გამომწვევის დაგროვება, ისე, რომ ეს უკანასკნელი მასპინძელზე არ ახდენს არავითარ პათოგენურ ზემოქმედებას.
მასტექტომია (ბერძნ. mastos ძუძუ, ektome ამოკვეთა) - სარძევე ჯირკვლის მოკვეთა.
მასტიტი (ბერძნ. mastos ძუძუ, itis ანთება) - სარძევე ჯირკვლის ანთება.
მასტოდონტი (ბერძნ. mastos ძუძუ, odus კბილი) - დიდი ზომის ნამარხი ხორთუმიანი ძუძუმწოვარი. ხშირად ეშვების ორი წყვილი გააჩნდათ. ითვლებიან თანამედროვე სპილოების წინაპრად.
მასტოპათია (ბერძნ. mastos ძუძუ, pathos ტანჯვა) - ძუძუს ნებისმიერი დაავადება (მაგ., ძუძუს კისტა).
მასტურბაცია (ლათ. masturbatio ჩუკნობა) - იხ. ონანიზმი.
მატერიალიზმი (ფრანგ. materialisme საგნობრივი) - ფილოსოფიური მიმართულება, რომელიც აღიარებს სამყაროს მატერიალურობას. ამ მიმართულების მიხედვით მატერია პირველადია, ხოლო ცნობიერება, აზროვნება - მეორადი.
მატიტელა (Poligonum aviculare) - ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს ეთერზეთებს, შაქარს, ძმრის, ასკორბინის და სხვა მჟავებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, რუტინს, ლორწოვანას და სხვა. გააჩნია შარდმდენი, სასაქმებელი, სისხლდენის შემაჩერებელი თვისებები. იყენებენ ბუასილის შემ- თხვევაში ან საშვილოსნოდან სისხლის დენის დროს. მატიტელებიდან ფართოდ არიან გავრცელებულნი და გამოიყენებიან სამკურნალოდ Poligonum careum (დვალურა), P. hydropiper (წალიკა). წიწიბურა აგრეთვე მიეკუთვნება მატიტელას გვარს (P. fagopyrum).
მატრიარქატი (ლათ. mater დედა, ბერძნ. arche ძალაუფლება) - პირველყოფილი, თემური წყობის განვითარების ადრეული პერიოდი, რომელიც ხასიათდებოდა ქალის წამყვანი როლით სამეურნეო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
მატრიმონიული (ლათ. matrimonium ქორწინება) - საქორწილო. რაც ეკუთვნის ქორწინებას, ცოლქმრობას.
მატრიქსი (ლათ. matrix დედა, საფუძველი) - ციტოპლაზმის ძირითადი ჰომოგენური ნივთიერება, რომელიც ავსებს ენდოპლაზმური ბადის და სხვა ორგანოიდების, ჩანართების და სხვა სტრუქტურებს შორის არსებულ სივრცეს. სინონიმი: ჰიალოპლაზმა.
მატრიცა (ლათ. matrix დედა, საფუძველი) - 1. მეტალისაგან ან რაიმე სხვა მასალისაგან დამზადებული ყალიბი, ფორმა. 2. ნუკლეინის მჟავებიდან შემდგარი „ყალიბი“ ანაბეჭდების მისაღებად. მატრიცა ზოგ შემთხვევაში შეიძლება იყოს დნმ, ზოგში კი რნმ.
მაუნდულირებელი მემბრანა (ლათ. unda ტალღა, მემბრანა თხელი კანი, გარსი) - ზოგიერთი შოლტიანის (მაგ., ტრიპანოსომას) პელიკულის (იხ.) აპკისებური გამონაზარდი, რომელიც შოლტს აკავშირებს პარაზიტის სხეულთან.
მაყვალი (Rubus idaeus) - ვარდისებრთა ოჯახის ხვიარა ბუჩქია. შეიცავს გლუკოზას, ფრუქტოზას, საქაროზას, C ვიტამინს, ორგანულ მჟავებს, კაროტინს, არომატულ და მთრიმლავ ნივთიერებებს და სხვა. იყენებენ გასტრიტების, კუჭიდან სისხლდენების, დიარეის, ნევროზების და ქოშინის შემთხვევებში. გააჩნია შარდმდენი თვისებები.
მაცერაცია (ლათ. macero varbileb, ვალბობ) - ქსოვილთა უჯრედების ერთმანეთისაგან განცალკევება უჯრედშორისი ნივთიერების დაშლის შედეგად. ცხოველური ქსოვილების მაცერაციას ადგილი აქვს მათი წყალთან ხანგრძლივი შეხებისას. მაცერაციას იყენებენ ანატომიური და ჰისტოლოგიური პრეპარატების დასამზადებლად.
მახვილა (Enterobius vermicularis) - მიეკუთვნება მრგვალი ჭიების ტიპს. პარაზიტობს ადამიანის, უფრო ხშირად ბავშვების წვრილსა და მსხვილ ნაწლავებში. მდედრის სიგრძე 9-12მმ-ია, მამრის კი 2-5მმ. სხეული თითისტარისებური ფორმისაა. დაინვაზირება ხდება ორალურად. პროფილაქტიკა მდგომარეობს პირადი ჰიგიენის დაცვაში. მახვილათი გამოწვეულ დაავადებას ენტერობიოზი ეწოდება (იხ.).
მახრჩობელები (Bionae) - მახრჩობელებს მიეკუთვნება თანამედროვე გველების ყველაზე უფრო დიდი ზომის წარმომადგენლები (პიტონი, ანაკონდა). აღწერილია ანაკონდა, რომლის სიგრძე 11,43 მ-ს შეადგენდა. ანაკონდა ბინადრობს სამხრეთ ამერიკის ტბების, მდინარეებისა და ჭაობების ნაპირებზე, კარგად ცურავს, ყვინთავს და წყლის სიღრმეში დიდხანს ყოვნდება. იკვებება ხერხემლიანი ცხოველებით (თევზები, კუები, წვრილფეხა ჩლიქოსნები, მღრღნელები, ფრინველები). ანაკონდები არიან როგორც ცოცხალმშობიარენი, ასევე კვერცხისმდებლებიც. პიტონები ბინადრობენ აღმოსავლეთ ნახევარსფეროს ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. ცხოვრობენ ტყეებში ხეებზე. პიტონს შეუძლია ცოცხლად გადაყლაპოს ტურა, ახალგაზრდა ლეოპარდი და სხვ. მრავლდებიან კვერცხის დებით.
მბგერავი იოგები (ligumenta vocalia) - ხერხემლიანი ცხოველების მბგერავი აპარატის ნაწილი, რომელიც წარმოადგენს ხრტილებს შორის და ჭიმულ ხორხის შიდა ზედაპირის ნაოჭებს.
მდგმურობა - ცხოველთა ამ ტიპის თანაცხოვრების დროს პარტნიორები ინდიფერენტულნი არიან ერთმანეთისადმი ან ერთ-ერთი ღებულობს რაიმე სარგებლობას. მაგ., მღრღნელების სოროებს საცხოვრებლად იყენებენ ობობები და ბაღლინჯოები; ზოგიერთი ზღვის თევზის ლიფსიტა თავს აფარებს მედუზის ქოლგას და ა.შ.
მეანობა (ფრანგ. accoucheur შობა, დაბადება) - მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის ორსულობას, მშობიარობის აქტს და მშობიარობის დროს რაციონალური დახმარების მეთოდებს.
მეგაკარიოციტი (ბერძნ. megas დიდი, karyon ბირთვი, kytos უჯრედი) - ძვლის ტვინის გიგანტური უჯრედი, რომელსაც რამოდენიმე ბირთვი გააჩნია. კლაზმატოზის (იხ.) საშუალებით მისი ციტოპლაზმიდან ხდება თრომბოციტების გამოთავისუფლება.
მეგაკარპია (ბერძნ. megas დიდი, karpos ნაყოფი) - მსხვილნაყოფიანობა.
მეგალობლასტები (ბერძნ. megas დიდი, blastos ღივი) - ერითროპოეზის ატიპიური ბირთვიანი დედაუჯრედები. წარმოიქმნება ადისონბირმერის დაავადებისა და ერითრომიელოზის დროს.
მეგალომანია (ბერძნ. megas დიდი, mania ვნება, სიგიჟე) - განდიდების მანია. იგივე მანია გრანდიოზა.
მეგალოცეფალია (ბერძნ. megas დიდი, kephale თავი) - იხ. მაკროცეფალია.
მედიალური (ლათ. medialis შუა, საშუალო) - სხეულის შუა სიბრტყესთან ახლომდებარე.
მედიანური (ლათ. medialis შუა, საშუალო) - სიბრტყე, რომელიც სხეულს მარჯვენა და მარცხენა ნახევრებად ყოფს.
მედიატორი (ლათ. mediator შუამავალი) - 1. ნერვული იმპულსის ქიმიური გადამცემი. 2. ქიმიური ნივთიერებები (მაგ., ლიმფოკინები), რომელთა საშუალებით ლიმფოციტები გავლენას ახდენენ სხვა იმუნოკომპეტენტური უჯრედების აქტივობაზე.
მედიკამენტები (ლათ. medicamentum წამალი) - სამკურნალო ნივთიერებების, წამლების ზოგადი სახელწოდება.
მედიკოსი (ლათ. medicus ) - მკურნალი, ექიმი, სამკურნალო საქმის სპეციალისტი.
მედიტაცია (ლათ. meditatio) განსჯა, აზროვნება.
მედიუმი (ლათ. medium შუამავალი) - ადამიანი, რომელსაც თითქოსდა გააჩნია ადამიანებსა და „სულების“ სამყაროს შორის შუამავლის როლის შესრულების უნარი.
მედიცინა (ლათ. medicina მედიცინა, მეცნიერება მკურნალობის შესახებ) - მეცნიერება ადამიანის დაავადებათა, მათი მკურნალობისა და პროფილაქტიკის შესახებ. შედგება სამედიცინო-ბიოლოგიური, კლინიკური, სამედიცინო-სოციალური და ჰიგიენური დისციპლინებისაგან. ტერმინი „მედიცინა“ დაკავშირებული უნდა იყოს კოლხეთის მეფის აიეტის ქალიშვილის, მედეას სახელთან.
მედუზას თავი (ლათ. caput თავი, medusa ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, ფრთოსანი ურჩხული. წარმოდგენილი ჰყავდათ თავზე გველებდახვეული ქალის სახით) - პორტალურ სისტემაში სისხლის მიმოქცევის შეფერხების გამო ჭიპის ირგვლივ კანქვეშა ვენების კოლატერალების განვითარება (გველების ფორმის მსგავსად).
მედულური (ლათ. medulla ტვინი) - ტვინისა, ტვინოვანი. უფრო ხშირად გამოიყენება ძვლის ტვინის აღსანიშნავად. მაგ., მედულოგრამა - ძვლის ტვინის უჯრედული შემადგენლობა.
მეზენტერული (ბერძნ. mesos შუა, enteron ნაწლავი) - ნაწლავის. მაგ., ნაწლავის ლიმფური კვანძები.
მეზენქიმა (ბერძნ. mesos შუა, enchyma ავსებული) - ჩანასახოვანი შემაერთებელი ქსოვილი.
მეზოგლეა (ბერძნ. mesos შუა, gloios წებოვანი) - ღრუბელებისა და ნაწლავღრუიანების ექტოდერმასა და ენტოდერმას შორის ლოკალიზებული უსტრუქტურო ლაბოვანი ფენა.
მეზოდერმა (ბერძნ. mesos შუა, derma კანი) - შუა ჩანასახოვანი ფურცელი, რომელიც ექტოდერმასა და ენტოდერმას შორის მდებარეობს. მეზოდერმა და მისი წარმონაქმნები მაინდუცირებელ ზეგავლენას ახდენენ ექტოდერმისა და მეზოდერმის წარმონაქმნებზე და პირიქით. მეზოდერმა დასაბამს აძლევს შემაერთებელ ქსოვილს, სისხლსა და ლიმფას, ჩონჩხის ძვლებს, სასქესო ჯირკვლებს, კუნთებს, თირკმლებს, დენტინს.
მეზოზოური ერა (ბერძნ. mesos შუა, zoe სიცოცხლე) - დედამიწის ე.წ. შუა სიცოცხლის ერა. დედამიწის ქერქის შრეების სტრატიგრაფიკული სკალის ბოლოსწინა ჯგუფი. მისი ხანგრძლიობა შეადგენდა დაახლოებით 163 მლნ წელს. აღნიშნული ერა შედგება ტრიასული, იურული და ცარცული პერიოდებისაგან. ჭარბობდნენ გვიმრები, შიშველთესლოვანები, აგრეთვე რეპტილიები. ამ დროს გამოჩნდნენ ფარულთესლოვანები, ფრინველები, ძუძუმწოვრები.
მეზოთელიომა (ბერძნ. mesos შუა, thele დვრილი, oma სიმსივნე) - სეროზული გარსების ამომფენი ერთშრიანი ბრტყელი ეპითელიუმისაგან განვითარებული ავთვისებიანი სიმსივნე. პლევრული მეზოთელიომის განვითარება ხშირად არის დაკავშირებული აზბესტის მტვრის შესუნთქვასთან.
მეზოთელიუმი (ბერძნ. mesos შუა, thele დვრილი) - მეზოდერმიდან წარმოქმნილი სეროზული (იხ.) გარსების ამომფენი ერთშრიანი ეპითელიუმი.
მეზოლითი (ბერძნ. mesos შუა, lithos ქვა) - თანამედროვე ადამიანის განვითარების გარდამავალი პერიოდი (5000-12000 წლის წინათ) - უძველესი ქვის ხანიდან (პალეოლითიდან) ახალ ქვის ხანამდე (ნეოლითამდე). მეზოლითში ადამიანმა გამოიგონა მშვილდი, მოიშინაურა ძაღლი და ა.შ.
მეზომორფული (ბერძნ. mesos შუა, morphe ფორმა) ადამიანის ანთროპოლოგიური ტიპი, რომელსაც ახასიათებს სხეულის ზომიერი სიგანე და კიდურების სიგრძე.
მეზოფიტები (ბერძნ. mesos შუა, phyton მცენარე) - მცენარეები, რომლებიც იზრდებიან ზომიერად ტენიან ადგილებში. გარდამავალნი არიან ჰიგროფიტებსა და ქსეროფიტებს შორის.
მეთილის სპირტი - ხის სპირტი, ხის მშრალი გამოხდის ერთ-ერთი შხამიანი პროდუქტი. ფართოდ გამოიყენება ლაბორატორიებში ფარმაცევტული პრეპარატების სინთეზისათვის, საღებავების დასამზადებლად და სხვ. იგივე მეთანოლი.
მეთოდი (ბერძნ. methodos კვლევა) - 1.ბუნების მოვლენების, სხვადასხვა პროცესების და ა.შ. კვლევის, შეცნობის ხერხი. 2.გამოკვლევის ხერხი ან მათი სისტემა, რომელსაც იყენებენ მოღვაწეობის რაიმე სფეროში.
მეთოდოლოგია (ბერძნ. methodos კვლევა, logos მოძღვრება) - რომელიმე მეცნიერებაში გამოყენებული ძირითადი პრინციპები ან კვლევის ხერხების ერთობლიობა.
მეიოზი (ბერძნ. meiosis შემცირება, რედუქცია) - განვითარებადი სასქესო უჯრედებისათვის დამახასიათებელი გაყოფის ტიპი. ამ პროცესის დროს ქრომოსომების რაოდენობა ორჯერ მცირდება და ქრომოსომების კომპლექტი გარდაიქმნება ჰაპლოიდურად. მეიოზი იყოფა ორ ეტაპად, რომელთაც I და II დაყოფა ეწოდებათ. თითოეულ დაყოფას აქვს პროფაზა, მეტაფაზა, ანაფაზა, ტელოფაზა. I დაყოფის წინ ხდება ქრომოსომების გაორმაგება. I დაყოფის პროფაზა ძალიან ხანგრძლივია და შედგება 5 სტადიისაგან - ლეპტონემა, ზიგონემა, პაქინემა, დიპლონემა და დიაკინეზი. ტერმინი შემოთავაზებულია ფარმერის და მურის მიერ 1905 წელს.
მეკონიუმი (ბერძნ. mekon ყაყაჩოს წვენი) - ახალშობილის პირველი განავალი.
მელანიზმი (ბერძნ. melas შავი, ismus მდგომარეობა) - ცხოველების კანში, ბუმბულში, ბეწვში პიგმენტ მელანინის დიდი რაოდენობით არსებობა.
მელანინი (ბერძნ. melas შავი) - აზოტის შემცველი შავი და მუქი ყავისფერპიგმენტიანი ამორფული ნივთიერება კანში, თმაში და სხვაგან.
მელანომა (ბერძნ. melas შავი, oma სიმსივნე) - მელანინის წარმომქმნელი პიგმენტური ქსოვილისაგან განვითარებული სიმსივნე (კანის მელანოსარკომა და მელანოკარცინომა). ახასიათებს ძალზე ავთვისებიანი და სწრაფი კლინიკური მიმდინარეობა. უფრო ხშირად ლოკალიზებულია კანზე.
მელანოციტები (ბერძნ. melas შავი, kytos უჯრედი) - ცხოველებისა და ადამიანის პიგმენტური უჯრედები, რომელთა ციტოპლაზმა სავსეა მელანინის შემცველი გრანულებით.
მელანქოლია (ბერძნ. melas შავი, chole ნაღველი) - დათრგუნული გუნებგანწყობილება, სევდა, კაეშანი. ფსიქიკური მდგომარეობა მეტნაკლებად ხანგრძლივი მოდუნებით და ნაღვლიანობით. დეპრესიის მოძველებული სახელწოდება.
მელენა (ბერძნ. melas შავი) - შავი ფერის, შედედებული, სისხლიანი განავალი. იგივე „ჰიპოკრატეს შავი ავადმყოფობა“.
მელიორაცია (ლათ. melioratio გაუმჯობესება) - მიწების ხარისხის მკვეთრი გაუმჯობესება ჭაობების დაშრობის, უწყლო ნაკვეთების მორწყვის და სხვა გზით.
მემბრანა (ლათ. membrana თხელი კანი, გარსი) - თხელი გარსი, რომელიც ფარავს უჯრედის ციტოპლაზმას. შედგება ორ რიგად განლაგებული ლიპიდების მოლეკულებისაგან, რომლებიც ქმნიან ერთ შრეს. ცილოვანი მოლეკულები სხვადასხვა სიღრმეზე არიან „ჩაშენებულნი“ ლიპიდურ შრეში. ცხოველურ მემბრანას გარედან აკრავს თხელი გლიკოპროტეიდული შრე - გლიკოკალიქსი. მცენარეული უჯრედები გარედან დაფარულია ცელულოზისაგან შემდგარი უჯრედის კედლით. მემბრანა დიდ როლს თამაშობს უჯრედული განვლადობის, აგრეთვე ფაგოციტოზის (იხ.) და როფეოციტოზის (იხ.) პროცესებში. სინონიმები: პლაზმალემა, პლაზმათეკა, პლაზმური მემბრანა (იხ.).
მემინდვრიები (Microtinae) - თაგვისებრი მღრღნელებია. უმეტესი მათგანი სასოფლოსამეურნეო მავნებლები არიან, აგრეთვე ტულარემიის, ლეპტოსპიროზის და სხვა დაავადებების რეზერვუარული მასპინძლები.
მემკვიდრეობა (hereditas) - ცოცხალი ორგანიზმის თვისება, გადასცეს შთამომავლობას მშობლების ნიშანთვისებები, რაც უზრუნველყოფს ცოცხალი არსებების მორფოლოგიური, ფიზიოლოგიური და ბიოქიმიური ორგანიზაციის მემკვიდრეობას მთელ რიგ თაობებში. მემკვიდრეობა განაპირობებს ონტოგენეზის სპეციფიკურ ხასიათს გარემოს განსაზღვრულ პირობებში.
მემკვიდრეობითი ცვალებადობა - ცვალებადობის ფორმა, რომელიც ცვლის გენოტიპს. ცვალებადობის ამ ფორმას გენოტიპიური ან მუტაციური ცვალებადობა ეწოდება, ხოლო ცალკეულ ცვლილებებს მუტაციები. მემკვიდრეობითი ცვლილებები შეიძლება იყოს აგრეთვე შეჯვარების დროს გენების ხელახალი კომბინაციების შედეგი. იხ. მოდიფიკაცია.
მემკვიდრეობის ქრომოსომული თეორია - თეორია, რომლის თანახმადაც ბირთვში ლოკალიზებული ქრომოსომები არიან გენების მტარებლები და წარმოადგენენ მემკვიდრეობის მატერიალურ საფუძველს. ეს თეორია შეიქმნა უჯრედული თეორიის საფუძველზე. მისი ავტორია ამერიკელი ბიოლოგი თ.მორგანი (1866-1945).
მემკვიდრული დაავადებები - დაავადებები, რომლებიც წარმოიქმნებიან გენეტიკური ინფორმაციის შენახვის, გადაცემის და რეალიზაციის პროცესების დარღვევის გამო. ამ ტიპის დაავადებების წარმოშობას განაპირობებენ გენური, ქრომოსომული და გენომური მუტაციები.
მემორიალური (ლათ. memoria ხსოვნა) - სამახსოვრო. რაიმეს ან ვინმეს სახსოვრად რაიმეს გაკეთება (მაგ., მემორიალური დაფა).
მემუარები (ფრანგ. memoires მოგონებები) - წერილობითი მოგონებები პირადი ან საზოგადოებრივი ცხოვრების მოვლენებზე.
მენარქი (ბერძნ. men თვე, arche დასაწყისი) - პირველი თვიური.
მენდელიზმი - მოძღვრება მემკვიდრული ნიშან-თვისებების გადაცემის კანონზომიერებებზე, რამაც საწყისი მისცა თანამედროვე გენეტიკის განვითარებას. აღნიშნული კანონზომიერებების ავტორია გ. მენდელი, რომელმაც ისინი ჩამოაყალიბა ნაშრომში „ცდები მცენარეულ ჰიბრიდებზე“. (1866).
მენზურა (ლათ. mensura საზომი) - ჭიქის მსგავსი დანაყოფებიანი ჭურჭელი სითხის რაოდენობის გასაზომად. იყენებენ ლაბორატორიებში და აფთიაქებში.
მენიერის სინდრომი - შუა ყურის დაზიანება, რაც გამოიხატება ყურთასმენის სენსორულ-ნერვულ დაქვეითებაში. დამახასიათებელი ნიშნებია: თავბრუ, ყურებში ხმაური, ფლუქტუაციის (იხ.) შეგრძნება და სხვ. სახელი ეწოდა ფრანგი ოტოლარინგოლოგის პ. მენიერის (1799-1862) საპატივცემულოდ.
მენინგიომა (ბერძნ. meninx ტვინის გარსი, oma სიმსივნე) - ტვინის გარსებიდან განვითარებული სიმსივნე.
მენინგიტი (ბერძნ. meninx ტვინის გარსი, itis ანთება) - თავისა და ზურგის ტვინის გარსების ანთება, რომლის გამომწვევი შეიძლება იყოს ბაქტერიები, ვირუსები, სოკოები და სხვა.
მენისკი (ბერძნ. meniskos ნახევარმთვარისებრი) - მუხლის სახსრის სახსარშიგა ნახევარმთვარისებრი წყვილი ხრტილოვანი ფირფიტა. მენისკები მდებარეობს დიდი წვივის ორივე როკზე.
მენოპაუზა (ბერძნ. men თვე, pause შეჩერება) - თვიურის (მენსტრუაციის) ფიზიოლოგიური შეწყვეტა 40-50 წლის ასაკში.
მენსტრუალური ციკლი (ლათ. menstruus ყოველთვიური, ბერძნ. kyklos წრე) - პრიმატების სქესობრივი ციკლი, რასაც თან ახლავს თვიური (მენსტრუაცია). მენსტრუალური ციკლი გამოიხატება საკვერცხეების და მდედრის სასქესო გზების პერიოდული ცვლილებებით, ფსიქოლოგიურქცევითი რეაქციებით და ა.შ. ქალის ყოველთვიური სისხლის დენა საშვილოსნოდან იწყება სქესობრივი მომწიფების პერიოდში და წყდება 40-50 წლის ასაკში.
მენტორი (ოდისევსის შვილის, ტელემაქეს გამზრდელის, მენტორის სახელის მიხედვით) - 1.აღმზრდელი, მასწავლებელი, ხელმძღვანელი. 2.მცენარე, რომელზეც ამყნობენ სხვა მცენარეს. იგივე საძირე.
მეორადი სასქესო ნიშნები - ცხოველებში ორი სქესის განმასხვავებელი თავისებურებების ერთიანობა (პირველადი სასქესო ნიშნების გამოკლებით). მეორადი სასქესო ნიშნები ვითარდება სქესობრივი მომწიფების პერიოდში სასქესო ჰორმონების ზემოქმედებით. ადამიანში მეორადი სასქესო ნიშნებია - განსხვავება სხეულის ზომებსა და პროპორციებში, თმოვანი საფარველი, კანქვეშა ცხიმის დაგროვება, ხმის ტემბრი, ქალის სარძევე ჯირკვლები, ხორხის ხრტილი მამაკაცში („ადამის ვაშლი“) და სხვ. ცხოველებში მეორადი სასქესო ნიშნები შეიძლება იყოს მუდმივი ან შეიძლება გამოვლინდეს ე.წ. „საქორწილო სეზონებში“.
მეორე სასიგნალო სისტემა - ადამიანის მეტყველების უნარი. ეყრდნობა პირობით რეფლექსებს.
მერისტემა (ბერძნ. meristos გამყოფი) - 1. მცენარეების წარმომქმნელი ქსოვილი, რომელიც დიდხანს ინარჩუნებს უჯრედების გაყოფის უნარს. 2. ცხოველების არასპეციფიკური უჯრედები, რომელთაც დიფერენცირების უნარი გააჩნიათ.
მეროამიტოზი (ბერძნ. meros ნაწილი, a უარყ. თავსართი, mitos ძაფი) - ამიტოზის სახესხვაობა, რომლის დროსაც წარმოიქმნება სხვადასხვა ზომის შვილეული ბირთვები.
მეროგამია (ბერძნ. meros ნაწილი, gamos ქორწინება) - უმარტივესების განაყოფიერების პროცესი, როდესაც კოპულირებენ (იხ. კოპულაცია) არა მთლიანი ინდივიდები, არამედ მათი დაყოფის დროს წარმოქმნილი გამეტები.
მეროზიგოტა (ბერძნ. meros ნაწილი, zygotos შერწყმული, შეერთებული) - ფსევდოზიგოტა, რომელიც ჩნდება ბაქტერიებში გენეტიკური მასალის მიმოცვლის ყველა ფორმის (კონიუგაციის, ტრანსდუქციის, ტრანსფორმაციის) შემთხვევაში.
მესამე ქუთუთო - ფრინველებისა და ქვეწარმავლების თვალის შიდა კუთხეში განლაგებული აპკი, რომელიც ფარდასავით ეფარება თვალს.
მესმერიზმი - შთაგონების საშუალებით სხვადასხვა დაავადებების მკურნალობა. ცნობილი მკურნალის ფ.ა. მესმერის (1743-1815), ცხოველური მაგნეტიზმის (ფსიქოთერაპიის და ჰიპნოთერაპიის) ფუძემდებლის სახელის მიხედვით.
მეტაბიოზი (ბერძნ. meta შემდეგ, შორის, bios სიცოცხლე) - სიმბიოზის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც მდგომარეობს მიკროორგანიზმებს შორის ურთიერთმოქმედებაში: ერთი სახეობის ცხოველქმედების პროდუქტები კვების წყაროს წარმოადგენს მეორისათვის. მეტაბიოზის ჯაჭვები ძალზე მნიშვნელოვანია რედუცენტების (იხ.) მუშაობისათვის, აგრეთვე გარემოს გასუფთავებისათვის.
მეტაბოლიზმი (ბერძნ. metabole შეცვლა, გარდაქმნა) - ნივთიერებათა ცვლა ცოცხალ ორგანიზმში. ასიმილაციისა და დისიმილაციის ერთობლიობა.
მეტაბოლიტები (ბერძნ. metabole შეცვლა, გარდაქმნა) - ნივთიერებათა ცვლისათვის აუცილებელი ნივთიერებები, რომლებიც განიცდიან მთელ რიგ ქიმიურ გარდაქმნებს. ისინი წარმოიქმნებიან როგორც ორგანიზმში, ასევე მზა სახით შედიან მასში.
მეტაგენეზი (ბერძნ. meta შემდეგ, genesis წარმოშობა) - სქესობრივი და უსქესო თაობების მორიგეობა.
მეტაზოა (ბერძნ. meta შემდეგ, zoon ცხოველი) - ყველა მრავალუჯრედიანი ცხოველის ზოგადი სახელწოდება.
მეტაკინეზი (ბერძნ. meta შემდეგ, kinesis მოძრაობა) - მიტოზის პროცესში ქრომოსომების გადაადგილება თითისტარას ეკვატორული სიბრტყისაკენ.
მეტამერია (ბერძნ. meta შემდეგ, შორის, meros ნაწილი, წილი) - ორმხრივსიმეტრიული ცხოველების სხეულის სეგმენტაცია, დაყოფა ან დანაწევრება მეტად თუ ნაკლებად მსგავს ნაწილებად, რომელთაც მეტამერები ეწოდებათ. იმ შემთხვევაში, თუ მეტამერია მოიცავს ორგანოების ყველა სისტემას, მას სეგმენტაციას უწოდებენ (მაგ., რგოლიან ჭიებში). მცენარეების მეტამერებს ფიტომერები ეწოდებათ.
მეტამიელოციტი (ბერძნ. meta შემდეგ, შორის, myelos ძვლის ტვინი, kytos უჯრედი) - გრანულოციტური რიგის ერთ-ერთი ბოლო სტადია, რომელიც შემდგომში გარდაიქმნება ჩხირბირთვიან ლეიკოციტად. მეტამიელოციტში ბევრია აზუროფილური და სპეციფიკური გრანულები. ბირთვი ლობიოს მარცვლის ან თირკმლის ფორმისა აქვს.
მეტამორფოზი (ბერძნ. metamorpho გარდავაქცევ, osis მდგომარეობა) - განვითარების პოსტემბრიონულ პერიოდში ორგანიზმის აგებულებისა და სიცოცხლის ნირის ძირეული გარდაქმნა. ეს პროცესი აღწერილია მრავალ უხერხემლო ლა ხერხემლიან ცხოველში. გარდაქმნის თავისებურების მიხედვით ისინი განიყოფებიან ჰემიმეტაბოლურებად (არასრული გარდაქმნა) და ჰოლომეტაბოლურებად (სრული გარდაქმნა).
მეტაპლაზია (ბერძნ. metaplasis გარდაქმნა) - ქსოვილის ერთი სახის მეორე სახესხვაობად გარდაქმნა.
მეტასტაზირება (ბერძნ. metastasis გადანაცვლება) - პათოლოგიური მასალის (ინფექციური აგენტების, სიმსივნური უჯრედების) გადატანის, გავრცელების პროცესი ორგანიზმში, რაც იწვევს დაავადების ახალი კერების გაჩენას. მეტასტაზირება შესაძლებელია მოხდეს ლიმფოგენური და ჰემატოგენური, აგრეთვე პერინევრალური და იმპლანტაციური გზებით.
მეტაფაზა (ბერძნ. meta შემდეგ, შორის, plasis გამომჟღავნება) - მიტოზის მეორე ფაზა, პროფაზის შემდეგ. ამ დროს მთავრდება გაყოფის თითისტარას ჩამოყალიბება, ქრომოსომები განლაგებულნი არიან ეკვატორულ სიბრტყეში (ეკვატორული ფირფიტა) და წყვეტენ მოძრაობას.
მეტაფიზიკა (ბერძნ. meta taphysika ფიზიკის შემდეგ, არისტოტელეს ფილოსოფიური ნაწარმოების სახელწოდება, რომელიც მისმა მკვლევარებმა განალაგეს მისივე ნაწარმოების, „ფიზიკის“ შემდეგ) - ბუნების მოვლენებისადმი მიდგომის მეთოდი, მისი შესწავლის წესი, რომელიც რეალურ მოვლენებს განიხილავს არა განვითარებასა და ურთიერთკაშირში, არამედ მოსვენების (უძრაობის) მდგომარეობაში, ცალ-ცალკე. მეტაფიზიკას უპირისპირდება დიალექტიკა.
მეტაფორა (ბერძნ. metaphora გადაადგილება) - გადატანითი მნიშვნელობის სიტყვა ან გამოთქმა, რაც ეყრდნობა მსგავსებას, შედარებას, ანალოგიას.
მეტაქრომაზია (ბერძნ. meta შემდეგ, შორის, chroma ფერი) - ჰისტოლოგიური საღებავით უჯრედის ზოგიერთი სტრუქტურული კომპონენტის მისთვის არადამახასიათებელი ფერით შეღებვა. მაგ., ლეიკოციტების და პოხიერი უჯრედების ბაზოფილურ მარცვლოვანობას ტოლუიდინის ლურჯი ღებავს არა ლურჯფრად (რაც აღნიშნული საღებავის ფერია), არამედ მოწითალო-იისფრად. ეს მოვლენა დაკავშირებული უნდა იყოს საღებავის მოლეკულების დეპოლიმერიზაციასთან.
მეტაცენტრული ქრომოსომა (ბერძნ. meta შემდეგ, შორის, ლათ. centrum წვეტი, შუაგული, chroma ფერი, soma სხეული) - ქრომოსომა, რომლის ცენტრომერა მოთავსებულია თანაბარი ზომის მხრების შუაში.
მეტეოპათია (ბერძნ. meteora ციური მოვლენები, pathos ავადმყოფობა, ტანჯვა) - სულიერი განწყობილების მწვავე, ავადმყოფური დამოკიდებულება კლიმატურ მოვლენებზე (ტემპერატურის, ატმოსფერული წნევის, ელექტრომაგნიტური ველის დაძაბულობის და სხვ. ცვლილებებზე). მეტეომგრძნობიარობას ავლენს ადამიანების, ცხოველებისა და მცენარეების უმეტესობა.
მეტეორი (ბერძნ. meteoros ციური, ჰაერში მფრენი) - 1. წამიერი, მყისიერი ნათება კოსმოსური წარმოშობის სხეულის ატმოსფეროში უდიდესი სისწრაფით შეჭრისას. იგივე მოწყვეტილი ვარსკვლავი. 2. ვიღაცის, რაღაცის უეცარი გამოჩენა და ასევე უეცარი გაუჩინარება.
მეტეორიზმი (ბერძნ. meteorismos მაღლა ვწევ) - მუცლის გაბერვა საჭმლის მომნელებელ ტრაქტში აირების ჭარბი დაგროვების შედეგად. ჯანმრთელი ადამიანის საჭმლის მომნელებელ ტრაქტში საშუალოდ 900 სმ3 აირი უნდა იყოს, რაც ხელს უწყობს ნაწლავების ტონუსის შენარჩუნებას და პერისტალტიკას.
მეტეორიტი (ბერძნ. meteoros ციური, ჰაერში მფრენი) - კოსმოსური წარმოშობის სხეული, რომელიც პლანეტთშორისი სივრციდან დედამიწაზე ეცემა.
მეტეოროლოგია (ბერძნ. meteora ციური მოვლენები, logos მოძღვრება) - მეცნიერება დედამიწის ატმოსფეროზე, მის სტრუქტურაზე, თვისებებზე და მასში მიმდინარე ფიზიკურ პროცესებზე (კერძოდ, ამინდზე).
მეტისაცია (ფრანგ. metis ნარევი) - ადამიანის რასების აღრევა ერთმანეთში.
მეტისი (ფრანგ. metis ნარევი) - 1. სხვადასხვა რასის წარმომადგენელთა შეუღლების შედეგად გაჩენილი შთამომავალი. 2. ამერიკაში ევროპეოიდული რასის წარმომადგენლის და ინდიელის შთამომავალი.
მეტროპათია (ბერძნ. metra საშვილოსნო, pathos ავადმყოფობა, ტანჯვა) - საშვილოსნოს დაავადებების კრებითი სახელწოდება.
მეტროპტოზი (ბერძნ. metra საშვილოსნო, ptosis დაწევა, დაცემა) - საშვილოსნოს დაწევა.
მექანიკური გადამტანი - რომელიმე დაავადების გადამტანი ფეხსახსრიანი ცხოველი, რომლის ორგანიზმში პარაზიტული უმარტივესი (Protozoa) არ განიცდის რაიმე მორფოლოგიურ ან ფიზიოლოგიურ ცვლილებას (მაგ., მექანიკური გადამტანია ოთახის ბუზი).
მექანორეცეპტორები (ბერძნ. mechanike მანქანა, იარაღი, ლათ. receptor მიმღები) - მგრძნობიარე ნერვული დაბოლოებები, რომლებიც გარედან იღებენ მექანიკურ გაღიზიანებებს (შეხებითს, სმენითს, ტკივილის შეგრძნებას და ა.შ.).
მეცენატი (რომაელი მდიდარი კაცის, მეცენატის სახელის მიხედვით, რომელმაც სახელი გაითქვა პოეტებისა და მხატვრების მფარველობითა და მატერიალური დახმარებით) - მეცნიერებისა და ხელოვნების მდიდარი მფარველი, შემწე.
მეცნიერება - ადამიანის ინტელექტუალური მოღვაწეობის სხვადასხვა სფერო, რომელიც მოწოდებულია ბუნების სხვადასხვა საიდუმლოების ამოსაცნობად. ადამიანის ინტელექტის უმაღლესი გამოვლინება.
მეხსიერება (მემორია) - ნერვული სისტემის ერთ-ერთი ძირითადი თვისება, რაც გამოიხატება გარედან მიღებული ინფორმაციის ხანგრძლივად შენახვაში და შეგნებისა და ქცევის სფეროში მის მრავალჯერადად აღდგენაში. განასხვავებენ მოკლევადიან და გრძელვადიან მეხსიერებას.
მზესუმზირა (Helianthus annuus) - ერთწლიანი კულტურული მცენარეა. შეიცავს კაროტინს, კაუჩუკს, ფისებს, ფლავონიდებს, ქოლინს, ორგანულ მჟავებს და სხვა. აუმჯობესებს მადას. იყენებენ მალარიის, ბრონქული სპაზმებისა და სხვა დაავადებების შემთხვევებში.
მზის აქტიურობა - მზეზე სპეციფიკური წარმონაქმნების (მზის ლაქების და სხვ.) რეგულარული გაჩენა. მზის ამ მდგომარეობას თან ახლავს კორპუსკულური გამოსხივების გაძლიერება, რაც განაპირობებს დედამიწაზე მიმდინარე სხვადასხვა ბიოლოგიურ პროცესებზე ზემოქმედებას.
მზიურა (Inula helenium) - მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს ინულინს, ეთერზეთს, C და E ვიტამინებს, პოლისაქარიდებს, ფისებს, ალკალოიდების მცირე რაოდენობას. გააჩნია შარდმდენი, მიკრობსაწინააღმდეგო და ამოსახველებელი თვი სებები. იყენებენ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებების, აგრეთვე ჰელმინთების საწინააღმდეგოდ. გარდა ამისა, გამოიყენება სასუნთქი გზების, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის დაავადებების, გასტრიტების, ბუასილის შემთხვევებში და ა.შ.
მთვარის რითმები - მთვარის ფაზების ციკლისადმი (29,4 დღე-ღამე) შესაბამისი ბიოლოგიური პროცესების ინტენსივობისა და ხასიათის განმეორებადი ცვლილებები. მთვარის რითმები გავლენას ახდენს სხვადასხვა ორგანიზმების ფიზიოლოგიასა და ქცევაზე.
მთის დაავადება - ზღვის დონიდან 3000 მეტრზე მაღლა ასვლისას განვითარებული დაავადება, რისი მიზეზიცაა ჟანგბადის უკმარისობა. სწრაფი ასვლისას ამ მდგომარეობას თან ახლავს დაბალი ატმოსფერული წნევის ზემოქმედება, ულტრაიისფერი რადიაციის, იონიზებული ჰაერის და სხვა ფაქტორების გავლენა. კუნთური დატვირთვა აძლიერებს დაავადების განვითარებას.
მთრიმლავი მცენარეები - მცენარეები, რომლებიც დიდი რაოდენობით შეიცავენ მთრიმლავ ნივთიერებებს ანუ ტანიდებს (თრიმლი, მუხა, ტირიფი და სხვ.).
მთრიმლავი ნივთიერებები ანუ ტანიდები - გლუკოზიდებთან ახლოს მდგომი ნივთიერებები, რომელთაც ძველთაგანვე იყენებდნენ ტყავის გამოსაქნელად, სათრიმლავად. ტანიდებს იღებენ მთრიმლავი მცენარეების ქერქისაგან.
მიაზი (ბერძნ. myia ბუზი) - ბუზების მატლებით გამოწვეული დაავადება.
მიაზმა (ბერძნ, miaino ვსვრი, ვაჭუჭყიანებ) - მოძველებული ტერმინია, რომელიც აღნიშნავს გარემოდან (ჰაერიდან, წყლიდან, ნიადაგიდან) ადამიანის ორგანიზმში დაავადების საწყისის მოხვედრას. განასხვავებენ ცოცხალ მიაზმებს (ბაქტერიებს და სხვ.) და არაცოცხალს (მავნე აორთქლებებს და ა.შ.).
მიალგია (ბერძნ. mys კუნთი, algos ტკივილი) - კუნთის ტკივილი.
მიგრაცია (ლათ. migratio გადასახლება, გადაადგილება) - მოსახლეობის, კაპიტალის, ბიოლოგიური არსებების გადაადგილება, გადასახლება. ამ ტერმინს იყენებენ უჯრედების გადაადგილების აღსანიშნავადაც. იხ. ცხოველების მიგრაცია.
მიელინი (ბერძნ. myelos ძვლის ტვინი) - ნერვული ბოჭკოს მფარავი სხვადასხვა ლიპიდისა და ცილისაგან შემდგარი თეთრი ცხიმისმაგვარი ნივთიერება.
მიელიტი (ბერძნ. myelos ძვლის ტვინი, itis ანთება) - ზურგის ტვინის ანთება.
მიელობლასტი (ბერძნ. myelos ძვლის ტვინი, blastos ყლორტი, ღივი) - გრანულოციტური რიგის მონოპოტენტური დედა-უჯრედი. მისგან ვითარდება პრომიელოციტი, შემდეგ მიელოციტი და ა.შ.
მიელომური დაავადება (ბერძნ. myelos ძვლის ტვინი, oma სიმსივნე) - იგივე მიელომა, რუსტიცკიკალერის დაავადება. ძვლის ტვინის სიმსივნური დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს მიელომური (პლაზმური) უჯრედების პროლიფერაცია და ჩონჩხის ძვლების დაზიანება. პროგნოზი არაკეთილსაიმედოა.
მიელოტრანსპლანტაცია (ბერძნ. myelos ძვლის ტვინი, ლათ. trans იქით, იქითა, პლანტატიო ნერგი) - ძვლის ტვინის გადანერგვა.
მიელოციტი (ბერძნ. myelos ძვლის ტვინი, kytos უჯრედი) - გრანულოციტური რიგის ბოლო პროლიფერირებადი უჯრედი (პრომიელოციტის შემდგომი და მეტამიელოციტის წინამორბედი).
მიზანთროპი (ბერძნ. misanthropos) - ადამიანი, რომელიც გაურბის საზოგადოებას. კაცთმოძულე პიროვნება.
მიზერერე (ლათ. misereor ვწუხვარ, მებრალება) - ავადმყოფის მდგომარეობა, რომელიც სიბრალულს იწვევს.
მითრიდატუმი - მითრიდატე VI პონტოელის (ძვ.წ.ა. 164-132) შხამები და იმუნიტეტი, რომელსაც იგი საკუთარ ორგანიზმში გამოიმუშავებდა შხამების გაზრდილი დოზების საშუალებით.
მიკობაქტერიები (ბერძნ. mykes სოკო, bakterion ჩხირი) - აერობული, გრამდადებითი, ჩხირისებრი ფორმის ბაქტერიების ჯგუფი. მათ მიეკუთვნება ტუბერკულოზის გამომწვევი ბაქტერია, იგივე კოხის ჩხირი.
მიკობიონტები (ბერძნ. mykes სოკო, byont მცხოვრები) - ლიქენების შემადგენელი სოკოვანი კომპონენტი (ასკომიცეტები, ბაზიდალური და უმდაბლესი სოკოები). მიკობიონტს ფიკობიონტისაგან (იხ.) განსხვავებით, დამოუკიდებლად არსებობა არ ძალუძს.
მიკოზი (ბერძნ. mykes სოკო, osis მდგომარეობა) - პარაზიტი სოკოებით გამოწვეული ადამიანისა და ცხოველების სხვადასხვა დაავადებების საერთო სახელწოდება.
მიკოლოგია (ბერძნ. mykes სოკო, logos მოძღვრება) - მოძღვრება სოკოებზე. სამედიცინო მიკოლოგია მჭიდროდაა დაკავშირებული მიკრობიოლოგიასთან, იმუნოლოგიასთან და შეისწავლის ადამიანისა და მასთან კონტაქტში მყოფი ცხოველების პათოგენურ სოკოებს, მათ მიერ გამოწვეულ დაავადებათა კლინიკასა და ეპიდემიოლოგიას.
მიკოპლაზმა (ბერძნ. mykes სოკო, plasma გამოძერწილი, გაფორმებული) - ბაქტერია, რომელსაც არ გააჩნია უჯრედის კედელი და ძირითადში წარმოდგენილია ორი სახით: ზრდასრული (მომწიფებული) უჯრედებით და ელემენტარული სხეულაკებით, იგივე PPLO. ვირუსებისაგან განსხვავებით, მათ ძალუძთ ხელოვნურ საკვებ ნიადაგებში ზრდა, შეიცავენ როგორც დნმ-ს, ასევე რნმ-ს და ა.შ. მიკოპლაზმა იწვევს პირველადი, ატიპიური პნევმონიის განვითარებას.
მიკორიზა (ბერძნ. mykes სოკო, rhiza ფესვი) - მიკოტროფული მცენარის ფესვისა და სოკოს მიცელიუმის თანაცხოვრება (სიმბიოზი). განასხვავებენ ეკოტროფულ მიკორიზას (ხეებზე) და ენდოტროფულ მიკორიზას (ორქიდეებისა და პარკოსნების ფესვების ქსოვილებში). მიკორიზას მაგალითებია: ვერხვის და ვერხვისძირას, არყის ხისა და არყა-სოკოს თანაცხოვრება და ა.შ.
მიკოტოქსინები (ბერძნ. mykes სოკო, toxikon შხამი) - სოკოების მიერ გამოყოფილი ტოქსინები. მაგ., უმდაბლესი სოკო Aspergillus fl avus გამოყოფს მეტად მძლავრ ჰეპატოტროპულ ტოქსინს აფლატოქსინს, რომელიც გარდა მძიმე საერთო ინტოქსიკაციისა, ექსპერიმენტულ ცხოველებში იწვევს ღვიძლის სიმსივნეებს.
მიკრო (ბერძნ. mikros პატარა, მცირე) - 1. რთულ სიტყვებში აღნიშნავს რაიმეს მცირე ზომას. 2. ფიზიკური სიდიდეების ერთეულების შემადგენელი ნაწილი, რაც ნიშნავს მემილიონედს. მაგ., მიკრომეტრი (მიკრონი) მეტრის მემილიონედია.
მიკრობი (ბერძნ. mikros პატარა, მცირე, bios სიცოცხლე) - მიკროსკოპული ორგანიზმების საერთო სახელწოდება (ბაქტერიები, ვირუსები, სოკოები და უმარტივესები).
მიკრობიოლოგია (ბერძნ. mikros პატარა, მცირე, bios სიცოცხლე, logos მოძღვრება) - მეცნიერება, რომელიც შეისწავლის მიკროორგანიზმების აგებულებას, ფიზიოლოგიას, სისტემატიკას, გავრცელებას და მათ როლს ნივთიერებათა მიმოქცევაში.
მიკრობიოცენოზი (ბერძნ. mikros პატარა, მცირე, bios სიცოცხლე, koinos საერთო) - განსაზღვრული ბიოცენოზის (იხ.) შემადგენლობაში შემავალი მიკროორგანიზმების ერთობლიობა.
მიკროგამეტა (ბერძნ. mikros პატარა, მცირე, gamete ცოლი, gametes ქმარი) - მაკროგამეტასთან შედარებით უფრო მცირე ზომის, მამრობითი სასქესო უჯრედი.
მიკროევოლუცია (ბერძნ. mikros პატარა, მცირე, evolutio განვითარება, გაშლა) - პოპულაციებში მიმდინარე ევოლუციური პროცესების ერთიანობა, რომელიც იწვევს აღნიშნული პოპულაციების გენოფონდების ცვლილებებს და ახალი სახეობების წარმოქმნას.
მიკროელემენტები (ბერძნ. mikros პატარა, მცირე, ლათ. elementum სტიქია, საწყისი ნივთიერება) - ქიმიური ელემენტები, რომლებიც ორგანიზმში იმყოფებიან მცირე (პრო ცენტის მეათასედი და ნაკლები) რაოდენობით. თანამედროვე მონაცემებით, ცხოველებისა და მცენარეების ცხოველქმედებისათვის აუცილებელია 30 მიკროელემენტზე მეტი. მიკროელემენტების დეფიციტმა შესაძლებელია გამოიწვიოს ზოგიერთი ენდემური დაავადება (მაგ., იოდის ნაკლებობამ - ენდემური ჩიყვის განვითარება). ზოგიერთ მათგანს სამედიცინო პრაქტიკაში იყენებენ სამკურნალო პრეპარატების სახით. მიკროელემენტებს მიეკუთვნება - Mn, Co, Cu, Zn, Mo, B, F, I და სხვ.
მიკროექსპრეს-მეთოდი (ბერძნ. mikros პატარა, მცირე, ლათ. expressus გაძლიერებული, გამალებული) - დაჩქარებული ანალიზის მეთოდების (ბიოლოგიურის, ბიოქიმიურის, ბიოფიზიკურის და სხვ.) ერთობლივი დასახელება. ამ მეთოდების დროს გამოიყენება გამოსაკვლევი მასალის მინიმალური რაოდენობა.
მიკროკლიმატი (ბერძნ. mikros პატარა, მცირე, klima დახრა დედამიწის ზედაპირისადმი) - მცირე ტერიტორიისათვის (ფერდობისათვის, მდინარის და ტბის ნაპირებისათვის, ცხოველის ბუნაგისათვის, ფრინველის ბუდისათვის, ფუღუროსათვის, შენობისათვის და ა.შ.) დამახასიათებელი კლიმატი (იხ.).
მიკრომეტრი (ბერძნ. mikros პატარა, მცირე, metreo ვზომავ) - საზომის ერთეულია. ძველი ტერმინოლოგიით - მიკრონი. წარმოადგენს მეტრის მემილიონედს ანუ მილიმეტრის მეათასედ ნაწილს. მიკრომეტრის აბრევიატურაა - მკმ. 1 მკმ უდრის 1000 ნმ-ს.
მიკრონუკლეუსი (ბერძნ. mikros პატარა, მცირე, ლათ. nucleus ბირთვი) - ინფუზორიებში შედარებით მცირე ზომის გენერაციული ბირთვი. როგორც წესი, დიპლოიდურია. ძირითად როლს ასრულებს გამრავლებაში.
მიკროორგანიზმების გენეტიკა (ბერძნ. mikros პატარა, მცირე, organismus ცოცხალი არსება, genesis წარმოშობა) - ზოგადი გენეტიკის ერთ-ერთი განხრაა, რომელიც სწავლობს მიკროორგანიზმების მემკვიდრეობისა და ცვალებადობის თავისებურებებს.
მიკროორგანიზმი (ბერძნ. mikros პატარა, მცირე, organismus ცოცხალი არსება) - შეუიარაღებელი თვალით უხილავი ცხოველური ან მცენარეული ორგანიზმი. მიკროორგანიზმებია: ბაქტერიები, ვირუსები, სოკოები და უმარტივესები.
მიკროპილე (ბერძნ. mikros პატარა, მცირე, pyle ჭიშკარი) - ადგილი, საიდანაც კვერცხუჯრედის სხივურ გვირგვინში (იხ.) იჭრება სპერმატოზოიდი.
მიკროსომები (ბერძნ. mikros პატარა, მცირე, soma სხეული) - ენდოპლაზმური ბადის ფრაგმენტები, რომლებიც შეიცავენ ლიპიდებსა და ცილებს.
მიკროსპორები (ბერძნ. mikros პატარა, მცირე, spora დათესვა, თესლი) - გვიმრებში მცირე ზომის სპორა, რომლისგანაც ვითარდება გამეტოფიტი.
მიკროსპორია (ბერძნ. mikros პატარა, მცირე, sporos თესლი) - კანის, უპირატესად თავის თმიანი ნაწილის სოკოვანი დაავადება.
მიკროტომი (ბერძნ. mikros პატარა, მცირე, anatome გაკვეთა) - ხელსაწყო, რომელსაც იყენებენ ჰისტოლოგიური ანათლების დასამზადებლად. განასხვავებენ რონებიან (მარხილიან) და როტაციულ მიკროტომებს. მიღებული ანათლების სისქე მერყეობს 5-20 მკმ-ის ფარგლებში.
მიკროფაგები (ბერძნ. mikros პატარა, მცირე, phagos მშთანმთქმელი) - ხერხემლიანების გრანულოციტების ერთ-ერთი ფორმა. მაკროფაგებისაგან (იხ.) განსხვავებით გააჩნიათ მცირე ზომები. ყველაზე უფრო აქტიური მიკროფაგებია ნეიტროფილები (იხ.).
მიკროფთალმია (ბერძნ. mikros პატარა, მცირე, ophthalmos თვალი) - ერთი ან ორივე თვალის კაკლის არანორმალური შემცირება.
მიკროფლორა (ბერძნ. mikros პატარა, მცირე, ლათ. Flora - გაზაფხულისა და ყვავილების ქალღმერთი რომაულ მითოლოგიაში) - ამა თუ იმ გარემოში არსებულ რომელიმე ცხოველისა და მცენარისათვის დამახასიათებელი მიკროორგანიზმების ერთობლიობა. ჩვეულებრივ, ბუნებრივ სუბსტრატებში არსებობენ სხვადასხვა მიკროორგანიზმები: ბაქტერიები, აქტინომიცეტები, საფუარები, სოკოები და წყალმცენარეები.
მიკროფოტოგრაფია (ბერძნ. mikros პატარა, მცირე, photos შუქი, grapho წერა) - მიკროსკოპული ობიექტის გადაღების შედეგად მიღებული ნეგატივი ან პოზიტივი.
მიკროცეფალია (ბერძნ. mikros პატარა, მცირე, c(k)ephale თავი) - თავის ტვინისა და ქალას ტვინოვანი ნაწილის სიმცირე. იშვიათ შემთხვევებში თან ახლავს გონებრივი ჩამორჩენილობა. იგივე მიკროკეფალია.
მიკრურგია (ბერძნ. mikros პატარა, მცირე, ergon მუშაობა) - ოპერაცია უჯრედზე მიკროსკოპის დახმარებით. სხვადასხვა ოპერაციების ჩატარება უჯრედზე (რაიმე ნივთიერების შეყვანა, უჯრედული კომპონენტების გადანერგვა და სხვ.). მიკროსკოპული ოპერაციები უჯრედზე მიმდინარეობს განსაკუთრებული ხელსაწყოს - მიკრომანიპულატორის დახმარებით. მიკრურგიის მეთოდებს მიკრომანიპულაციებსაც უწოდებენ.
მილი (ლათ. mille ათასი) - რთულ სიტყვებში აღნიშნავს ზომის, წონის მეათასედ ნაწილს. მაგ., მილილიტრი ლიტრის მეათასედი ნაწილია.
მიმეტიზმი (ბერძნ. mimetes მიმბაძველი) - mimikriis (იხ.) ერთ-ერთი ფორმა - არაშხამიანი ან საკვებად ვარგისი ერთი სახეობის ცხოველის გარეგანი ნიშნების მიმსგავსება სხვა სახეობის შხამიან, საკვებად უვარგის ცხოველთან. მაგ., ზოგიერთი პეპლის კრაზანასთან ან ხოჭოსთან მსგავსება და ა.შ.
მიმიკა (ბერძნ. mimikos მიბაძვა) - ფსიქიკური და ვეგეტაციური ძვრებით განპირობებული სახის მეტყველი მოძრაობა, რასაც სპეციალური კუნთები ემსახურება.
მიმიკრია (ინგლ. mimicry მისაბაძი) - მფარველობითი შეფერილობისა და ფორმის ერთ-ერთი სახე, რის მეშვეობითაც ადგილი აქვს ცხოველის მიმსგავსებას სხვადასხვა საგნებთან, მცენარეებთან, აგრეთვე მტაცებლებისათვის საკვებად უვარგის ან მათგან დაცულ ცხოველებთან. მიმიკრია ხელს უწყობს ცხოველების გადარჩენას არსებობისათვის ბრძოლის პროცესში და წარმოადგენს ბუნებრივი გადარჩევის შედეგს.
მინანქარი (ფრანგ. email) - ეპითელური უჯრედების ზედაპირის ძალზე მკვრივი გამონაყოფი, რომელიც 97%-მდე მინერალურ ნივთიერებებს შეიცავს და ფარავს კბილის გვირგვინს. მინანქრის სტრუქტურა წარმოადგენს ექვსკუთხოვან პრიზმებს.
მინერალი (ლათ. minerale) - ქიმიური შემადგენლობით და ფიზიკური თვისებებით დაახლოებით ერთ გვაროვანი ბუნებრივი სხეული, რომელიც წარმოიქმნება დედამიწის ქერქში მიმდინარე ფიზიკურ-ქიმიური პროცესების შედეგად.
მინერალიზაცია (ლათ. minerale) - ორგანული ნივთიერებების დაშლა ქიმიურ ელემენტებად ლპობისა და დუღილის მეშვეობით, რასაც ახორციელებენ ბაქტერიები და უმდაბლესი სოკოები.
მინისატელიტური დნმ-ს პოლიმორფული მარკერები (ლათ. minimum უმცირესი, სატელლეს თანამგზავრი, ბერძნ. poly ბევრი, morphe ფორმა, ფრანგ. marquer მონიშვნა) გამოიყენება გენომის სპეციფიკური დაქტილოსკოპიური ანაბეჭდის მისაღებად. მშობლების მინისატელიტური სპეციფიკურ ნუკლეოტიდთა თანმიმდევრობები გადაეცემა შვილებს. უტყუარი ტესტია მამობის დასადასტურებლად (ჯეფრიზი; ჯინჭარაძე).
მიობლასტები (ბერძნ. mys კუნთი, blastos ყლორტი, ღივი) - კუნთების შემადგენელი არადიფერენცირებული უჯრედები.
მიოგლობინი (ბერძნ. mys კუნთი, ლათ. globus ბურთულა) - კუნთის ჰემოგლობინი. ცილა, რომელიც მოლეკულურ ჟანგბადს აგროვებს კუნთებში ჟანგვითი პროცესებისათვის.
მიოზინი (ბერძნ. mys კუნთი) - ხსნადი ცილა, რომელსაც შეიცავს კუნთები. წარმოადგენს მიოფიბრილის მთავარ შემადგენელ ნაწილს. მიოზიტი (ბერძნ. mys კუნთი, itis ანთება) - ჩონჩხის კუნთების ანთება.
მიოკარდი (ბერძნ. mys კუნთი, cardia გული) - გულის კუნთი, რომელიც წარმოქმნილია განივზოლიანი კუნთებით. მიოკარდში შეინიშნება შემაერთებელქსოვილოვანი შრეები და გულის მკვებავი სისხლძარღვები. მიოკარდის თავისებურებაა ორგანიზმის მთელი სიცოცხლის მანძილზე მიმდინარე უწყვეტი, რითმული, ავტომატური შეკუმშვები.
მიოკარდიტი (ბერძნ. mys კუნთი, cardia გული, itis ანთება) - გულის კუნთის ანთება, რომლის მიზეზი შეიძლება იყოს ბაქტერიული, ვირუსული, ალერგიული და სხვ ფაქტორები.
მიოლოგია (ბერძნ. mys კუნთი, logos მოძღვრება) - ანატომიის ნაწილი, რომელიც შეისწავლის კუნთებს.
მიომა (ბერძნ. mys კუნთი, oma სიმსივნე) - კუნთოვანი ქსოვილის სიმსივნე.
მიოპათია (ბერძნ. mys კუნთი, pathos ავადმყოფობა, ტანჯვა) - კუნთების დაავადებების კრებითი სახელწოდება.
მიოპია (ბერძნ. myo თვალების დახუჭვა, მოჭუტვა, ops თვალი) - იგივე სიბეცე. რეფრაქციის (იხ.) ანომალია, თვალის ბროლის ზედმეტი გამოზნექილობა, რომლის დროსაც პარალელურ სხივთა ფოკუსი მდებარეობს ბადურას წინ. იგივე ახლომხედველობა.
მიოფაგები (ბერძნ. mys კუნთი, phagos მშთანთქმელი) - ხორცისმჭამელი ცხოველები. როგორც წესი, იგულისხმებიან ფრინველები და ძუძუმწოვრები.
მიოფიბრილები (ბერძნ. mys კუნთი, ლათ. fi ბრილლე ბოჭკო) - კუნთების სპეციალური ორგანოიდები, რომლებიც ხელს უწყობენ შეკუმშვას. ყოველი მიოფიბრილი თავის მხრივ შედგება მრავალი ასეული სუბერთეულისაგან, რომელთაც პროტომიოფიბრილები ეწოდებათ.
მირა (ლათ. mirra მწარე) - ზოგიერთი აფრიკული და არაბული ხის არომატული ფისი, რომელიც გამოიყენება მედიცინაში. ძველად, უფრო ხშირად ეგვიპტელების მიერ გამოიყენებოდა როგორც სურნელოვანი საკმეველი და სანელებელი.
მირაჟი (ფრანგ. mirage) - 1.ოპტიკური მოვლენა (განსაკუთრებით უდაბნოებსა და სტეპებში, ცხელ ამინდში), რომლის დროსაც, თვალისთვის უხილავი საგნები, რომლებიც ჰორიზონტს იქით არიან განლაგებული, ხილულნი ხდებიან ჰაერის არათანაბრად გამთბარ შრეებში სინათლის სხივების გამრუდებული გარდატეხის შედეგად. 2.მომატყუებელი, ცრუ, წარმოსახვითი ხედვა.
მირაჟირება (ფრანგ. mirage) - საინკუბაციო პერიოდში ფრინველების კვერცხების გადარჩევა ოვოსკოპში გაუნაყოფიერებელი კვერცხების გადარჩევის მიზნით.
მირაციდი (ბერძნ. mirakidion ბიჭი) - ტრემატოდების მატლი. ლარვა.
მირიადები (ბერძნ. myrias ათი ათასი) - უდიდესი რაოდენობა, ურიცხვი (მაგ., მირიადი ბაქტერია).
მირმეკოლოგია (ბერძნ. myrmex ჭიანჭველა, logos მოძღვრება) - მეცნიერება ჭიანჭველების შესახებ. იხ. ჭიანჭველები.
მირმეკოფილია (ბერძნ. myrmex ჭიანჭველა, philia სიყვარული) - 1. მცენარეების (მირმეკოფილების) შეგუება ჭიანჭველებით დამტვერვისადმი. 2. ცხოველების ზოგიერთი სახეობის უნარი, შეეგუონ ჭიანჭველებთან მეტ-ნაკლებად მჭიდრო ურთიერთობას. ცნობილია 2000-ზე მეტი მირმეკოფილური ფეხსახსრიანი. 3.ჭიანჭველების მიერ მცენარეების ტკბილი გამონაყოფის გამოყენება საკვებად.
მირმეკოქორია (ბერძნ. myrmex ჭიანჭველა, choreo ვვრცელდები) - დიასპორების (იხ.) გავრცელება ჭიანჭველების საშუალებით, რაც ზოოქორიის ერთ-ერთ ტიპს მიეკუთვნება.
მისენსი (ინგლ. missense დაკარგვასთან დაკავშირებული) - მოვლენა, რომლის დროსაც კოდის სტრუქტურის შეცვლა ინფორმაციის შინაარსის ცვლილებას იწვევს. ამ დროს ერთი ტიპის ამინომჟავის ჩანაცვლება ხდება სხვა ამინომჟავით.
მისია (ლათ. missio გაგზავნა) - 1. დავალება, მოწოდება. 2. ადამიანი, მაგ. მეცნიერი, რომელიც გაგზავნილია სხვა სახელმწიფოში განსაკუთრებული მიზნით (რაიმე მეთოდის, დაავადების მკურნალობის ახალი გზების ათვისება და სხვ.).
მისტიკა (ბერძნ. mistika წესი, წეს-ჩვეულება) - რწმენა ზებუნებრივისადმი, ღვთაებრივისადმი.
მისტიფიკაცია (ბერძნ. mystes განდობილი, საიდუმლოს მცოდნე) - რწმენა ადამიანის უშუალო კონტაქტის შესაძლებლობაზე „ზებუნებრივ ძალებთან“.
მიტოგენები (ბერძნ. mitos ძაფი, genaos წარმოქმნა) - ნივთიერებები (ფიტოჰემაგლუტინინი, ჭიაფერა, კონკანავალინ A და სხვ.), რომლებიც ხელს უწყობენ სხვადასხვა ტიპის იმუნოკომპეტენტური უჯრედების (კერძოდ, T და B ლიმფოციტების) პროლიფერაციულ აქტიურობას.
მიტოზი (ბერძნ. mitos ძაფი) - მიტოზის არსი მდგომარეობს ქრომოსომების კანონზომიერ გაორმაგებაში და მათ თანაბარ გადანაწილებაში შვილეულ უჯრედებს შორის. ამრიგად, მიტოზი წარმოადგენს მემკვიდრული ინფორმაციის გადაცემის მექანიზმს დედისეული უჯრედიდან შვილეულ უჯრედებში. შედგება პროფაზის, მეტაფაზის, ანაფაზისა და ტელოფაზისაგან (რიგ შემთხვევაში გამოყოფენ პრომეტაფაზასაც). ცნობილია მიტოზის შემდეგი ფორმები: ანომალური, აბორტული, ატიპიური, კოლხიცინური (იგივე K-მიტოზი) და სხვ. ტერმინი „მიტოზი“ პირველად შემოიღო ვ. ფლემინგმა 1882 წელს. სინონიმი: კარიოკინეზი, უჯრედის არაპირდაპირი გაყოფა.
მიტოზური ინდექსი (ბერძნ. mitos ძაფი, ლათ. index მაჩვენებელი) - მიტოზის სიხშირის მაჩვენებელი ანუ მიტოზის პროცესში მყოფი უჯრედების რაოდენობა ყოველ ათას უჯრედზე.
მიტოქონდრიები (ბერძნ. mitos ძაფი, chondros მარცვალი) - უჯრედის ორგანოიდები, რომელთაც ძალუძთ რეპლიკაცია და წარმოადგენენ უჯრედის სუნთქვის ენერგეტიკულ სისტემას და ცენტრს. მიტოქონდრიების ფორმა და ზომები საკმაოდ ცვალებადია. მათი გარსი შედგება გარეთა და შინაგანი მემბრანებისაგან, რომელთაგანაც უკანასკნელი აღნიშნული ორგანოიდის შიგნით ქმნის ინვაგინაციებს და თხემებს ანუ კრისტებს. ნუკლეინის მჟავების, მათ შორის დნმ-ს არსებობა, განაპირობებს მიტოქონდრიების მონაწილეობას ციტოპლაზმურ დამემკვიდრებაში.
მიქსედემა (ბერძნ. myxa ლორწო, oidema შეშუპება) - ზრდასრული ადამიანის ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ნაკლოვანებით (ჰიპოთირეოზით) გამოწვეული დაავადება, რომლისთვისაც დამახასიათებელია ლორწოვანი გარსების შეშუპება, სიმსუქნე, სქესობრივი ფუნქციის მოშლა და ა.შ.
მიქსომა (ბერძნ. myxa ლორწო, oma სიმსივნე) - ლორწოვანი ქსოვილისაგან წარმოქმნილი კეთილთვისებიანი სიმსივნე.
მიქსომიცეტები (ბერძნ. myxa ლორწო, mykes სოკო) - ლორწოვანი სოკოები.
მიქსოტროფული ორგანიზმები (ბერძნ. mixis შერევა, trophe კვება) - ორგანიზმები, რომელთაც ახასიათებთ კვების შერეული ტიპი (ავტოტროფული და ჰეტეროტროფული). მიქსოტროფულ ორგანიზმებს მიეკუთვნებიან ქლოროფილის შემცველი შოლტიანები.
მიქსტურა (ლათ. mixtura ნარევი) - სხვადასხვა წამლებისაგან მომზადებული თხევადი ნარევი.
მიცელიუმი (ბერძნ. mykes სოკო) - სოკოს ვეგეტაციური სხეული, რომელიც შედგება ერთუჯრედიანი და მრავალუჯრედიანი ძაფების ჰიფებისაგან.
მიცეტიზმი (ბერძნ. mykes სოკო) - სოკოთი მოწამვლა.
მნემონიკა (ბერძნ. mnemonikon დახსომების ხელოვნება) - სხვადასხვა ჭარბი ცნობებისა და ფაქტების დამახსოვრებისათვის გამოყენებული მეთოდების ერთობლიობა. ძირითადად ეყრდნობა ასოციაციის კანონებს.
მობილიზაცია (ლათ. mobilis მოძრავი) - 1. სამხედრო ძალების მოყვანა საბრძოლო მდგომარეობაში. 2. ორგანიზმის იმუნური ძალების მზადყოფნა ამა თუ იმ უცხო ანტიგენის წინააღმდეგ საბრძოლველად.
მობილური გენები (ლათ. mobilis მოძრავი, ბერძნ. genos წარმოშობა) - დნმ-ს სტრუქტურულ-გენეტიკური დისკრეტული ფრაგმენტები, რომელთაც ძალუძთ გადაინაცვლონ უჯრედის გენომში. ე.წ. „მხტუნავი გენები“.
მობილური უჯრედები (ლათ. mobilis მოძრავი) - სომატური უჯრედების ერთ ნაწილს და სასქესო უჯრედებიდან სპერმატოზოიდებს გააჩნიათ აქტიური მოძრაობის უნარი. სომატური უჯრედებიდან მაკროფაგებს, ლიმფოციტებს ძალუძთ გადალახონ ჰემატოენცეფალური ბარიერი. ნეიტროფილები დიაპედეზის საშუალებით გამოდიან სისხლძარღვებიდან და მიემართებიან ანთების კერისაკენ.
მოდელი (ფრანგ. modele) - ნიმუში, რაიმე ნაკეთობის სანიმუშო ეგზემპლარი. მედიცინაში ამ ტერმინს იყენებენ რაიმე დაავადების ანალოგის აღსანიშნავად ცხოველებში. მაგ., ათეროსკლეროზის მოდელი, ავთვისებიანი სიმსივნეების რომელიმე ფორმის მოდელი და ა.შ.
მოდიფიკატორი (ლათ. modificatio ცვლილება) - კანცეროგენით გამოწვეული ეფექტის შემცვლელი ნივთიერება ან ზემოქმედება.
მოდიფიკაცია (ლათ. modificatio ცვლილება) - 1. არამემკვიდრული ანუ მოდიფიკაციური ცვალებადობა (იხ.), რაც განპირობებულია სომატურ უჯრედებზე გარემოს ზემოქმედებით და რომელიც არ ეხება გამეტების ქრომოსომულ აპარატს. 2. აღნიშნულ ტერმინს ხშირად იყენებენ სხვადასხვა ცდების სახეცვლილებების აღსანიშნავად.
მოდიფიკაციური ცვალებადობა (ლათ. modificatio ცვლილება) - ცვალებადობის ფორმა, რომელიც არ არის დაკავშირებული გენოტიპის ცვლილებებთან. ასეთი ცვალებადობა განპირობებულია სომატურ უჯრედებზე გარემოს ფაქტორების ზემოქმედებით და არ ეხება გამეტების ქრომოსომულ აპარატს.
მოდუსი (ლათ. modus) - რაიმეს ნორმა, ხერხი, გამომჟღავნება.
მოზაიციზმი (ფრანგ. mosaique) - ორგანიზმში ერთი ტიპის უჯრედების ორი ან რამდენიმე სახით ერთდროული არსებობა; უჯრედი, რომელსაც ერთდროულად გააჩნია სხვადასხვა ტიპის უჯრედებისათვის დამახასიათებელი მორფოლოგია. სინონიმი: ქიმერა.
მოლეკულა (ლათ. moles მასა, cula კნინობითი სუფიქსი) - ნივთიერების უმცირესი ნაწილაკი, რომელსაც შენარჩუნებული აქვს მისი ქიმიური თვისებები. მოლეკულა შედგება ატომებისაგან.
მოლეკულური ბიოლოგია (ლათ. moles მასა, cula კნინობითი სუფიქსი) - მეცნიერება, რომლის მიზანია ბუნების, ცხოველქმედების მოვლენების შეცნობა ბიოლოგიური ობიექტების მოლეკულურ დონეზე კვლევის გზით. მისი საბოლოო მიზანია მემკვიდრეობის, ცილის ბიოსინთეზის, ინფორმაციის შენახვისა და გადაცემის გზების შესწავლა.
მოლეკულური ბიოლოგიის ცენტრალური დოგმა და მისი კორექცია - დადგენილია, რომ გენეტიკური ინფორმაციის ნაკადი შეიძლება მოდიოდეს არა მარტო ერთი მიმართულებით (დნმ ― რნმ), არამედ პირიქითაც, ანუ ზოგ შემთხვევაში (რნმ-ს შემცველი ვირუსები) ადგილი აქვს არა პირდაპირ, არამედ შებრუნებით ტრანსკრიპციასაც (რნმ ― დნმ).
მოლეკულური გენეტიკა (ლათ. moles მასა, cula კნინობითი სუფიქსი) - გენეტიკის და მოლეკულური ბიოლოგიის დარგი, რომლის მიზანია ცოცხალი ორგანიზმების მემკვიდრეობისა და ცვალებადობის მატერიალური საფუძვლების შეცნობა, სუბუჯრედულ და მოლეკულურ დონეზე მიმდინარე გენეტიკური ინფორმაციის შენახვის, რეალიზაციის, გადაცემისა და ცვლილებების პროცესის კვლევის გზით.
მოლეკულური დაავადებები (ლათ. moles მასა, cula კნინობითი სუფიქსი) - ნივთიერებათა ცვლის მემკვიდრული დარღვევებით გამოწვეული დაავადებები. ტერმინი მოწოდებულია ამერიკელი ბიოქიმიკოსის ლ. პოლინგის მიერ. XX საუკუნის დასაწყისში ინგლისელმა ა.გაროდმა ივარაუდა, რომ მოლეკულური დაავადებები წარმოიქმნებიან ნივთიერებათა ცვლის განსაზღვრული ეტაპის მაკონტროლებელი ფერმენტის აქტიურობის დაქვეითების ან სრული გაქრობის შედეგად. ამჟამად დადგენილია, რომ ცილების (ჩვეულებრივ, ფერმენტების) სტრუქტურული დარღვევები ხდება ამ ცილების პირველადი სტრუქტურის მაკოდირებელი გენების მუტაციის შედეგად.
მოლეკულური წონა (ლათ. moles მასა, cula კნინობითი სუფიქსი) - მოლეკულის წონა, როგორც მასში შემავალი ატომების წონის ჯამი. გამოიხატება დალტონებში. მოლეკულური წონის ერთეულად მიღებულია ჟანგბადის ატომური წონის 1/16.
მოლონის ვირუსი - 1960 წელს ამერიკელმა ჯ. მოლონიმ გამოყო ახალშობილი თაგვებიდან. თაგვებში იწვევს ლიმფოიდური ტიპის ლეიკემიას.
მოლუსკები (Mollusca) - რბილტანიანი ცხოველების ტიპი, რომელიც დაყოფილია 3 ძირითად კლასად: ორსაგდულიანებად, მუცელფეხიანებად და თავფეხიანებად. მცირე გამონაკლისის გარდა, მათი სხეული დაფარულია ნიჟარით. ზოგიერთი მათგანი სხვადასხვა პარაზიტული ტრემატოდების (იხ.) შუალედური მასპინძელია. ზოგიერთ მოლუსკს გააჩნია შხამიანი აპარატი, აგრეთვე ე.წ. სამელნე ტომ სიკა. ამ უკანასკნელში მყოფი მუქი ფერის სითხის მეშვეობით ისინი ხშირად თავს აღწევენ საშიშროებას. მოლუსკების უმეტესობა გამოიყენება საკვებად, ზოგიერთის ხორცი კი ტოქსიკურია.
მომყოლი - ადამიანსა და პლაცენტურ ძუძუმწოვრებში: პლაცენტა, ქორიონი, ჭიპლარი და ნაყოფის გარსი. მომყოლი ჩვეულებრივ თან სდევს მშობიარობას (ადამიანში 15-20 წუთის შემდეგ).
მონეტის სვეტი - აგლუტინირებული, შეწებებული ერითროციტების სიგრძივად განლაგებული გროვა. გააჩნია ერთიმეორეზე მიყოლებული ფულის მონეტების შესახედაობა.
მონიზმი (ბერძნ. monos ერთი, ერთიანი) - ფილოსოფიური მიმდინარეობა, რომლის მიხედვითაც ყველა არსებულის საფუძველია ერთი საწყისი (ბუნება, მატერია) ან კიდევ სული.
მონიტორინგი (ლათ. monitor ის, რაც გვაფრთხილებს, დამკვირვებელი) - რაიმე ობიექტებსა და მოვლენებზე დაკვირვება. მრავალმიზნობრივი ინფორმაციული სისტემა, რომლის ძირითადი ამოცანაა რაიმე ობიექტისა და მოვლენის დაკვირვება, შეფასება და პროგნოზი. მონიტორინგის მიზანია შექმნილ კრიტიკულ სიტუაციებზე (მაგ., ჰაერის ნორმაზე უფრო მეტად დაჭუჭყიანება და სხვ.), ადამიანის ჯანმრთელობისათვის მავნე და სახიფათო აბიოტურ ფაქტორებზე და ადამიანის მიერ შექმნილ სხვადასხვა სისტემებზე კონტროლის დაწესება.
მონო (ბერძნ. monos ერთი, ერთიანი) - რთულ სიტყვებში აღნიშნავს ერთს, ერთიანს.
მონობლასტი (ბერძნ. monos ერთი, ერთიანი, blastos ყლორტი, ღივი) - მონოციტური რიგის მონოპოტენტური დედა-უჯრედი, რომლისგანაც ვითარდება პრომონოციტი, შემდეგ კი მონოციტი.
მონოგამია (ბერძნ. monos ერთი, ერთიანი, gamos ქორწინება) - სხვადასხვა სქესის ინდივიდების ურთიერთობის ფორმა, როდესაც ერთი სეზონის განმავლობაში მამრი ცხოველი წყვილდება მხოლოდ ერთ მდედრთან. ერთქორწინება, ერთცოლიანობა, ერთ ქმრიანობა.
მონოგამური მცენარეები (ბერძნ. monos ერთი, ერთიანი, gamos ქორწინება) - იგივე ერთსახლიანობა. ერთი და იგივე მცენარეზე მდედრობითი (ბუტკოიანი) და მამრობითი (მტვრიანებიანი) ერთსქესიანი ყვავილების განვითარება (ფიჭვზე, ნაძვზე, არყის ხეზე, მუხაზე, სიმინდზე და ა.შ.).
მონოგენეზი (ბერძნ. monos ერთი, ერთიანი, genos მოდგმა) - თეორია ადამიანის რასების ერთიანი წარმომავლობის შესახებ.
მონოგინია (ბერძნ. monos ერთი, ერთიანი, gyne ქალი, ცოლი) - ერთცოლიანობა.
მონოგრაფია (ბერძნ. monos ერთი, ერთიანი, grapho ვწერ) - სამეცნიერო შრომა, რომელიც იკვლევს რომელიმე მეცნიერის, მწერლის ცხოვრებას და შემოქმედებას ანდა რომელშიც მთლიანადაა დამუშავებული რომელიმე ცალკე საკითხი ან თემა.
მონოზიგოტური (ბერძნ. monos ერთი, ერთიანი, zygotos შერწყმული, შეერთებული) - ერთი კვერცხუჯრედიდან განვითარებული იდენტური ტყუპები.
მონოკარპები (ბერძნ. monos ერთი, ერთიანი, karpos ნაყოფი) - მცენარეები, რომლებიც სიცოცხლის მანძილზე ერთხელ ყვავილობენ და ნაყოფმსხმოიარობენ, რის შემდეგაც ჩვეულებრივ, კვდებიან.
მონოკინები (ბერძნ. monos ერთი, ერთიანი, kineo ვმოძრაობ) - მონოციტების მიერ გამოყოფილი ქიმიური მედიატორები.
მონოკლონური ანტისხეულები (ბერძნ. monos ერთი, ერთიანი, klon ამონაყარი, ყლორტი) - ჰიბრიდომების (იხ.), იგივე ჰიბრიდული უჯრედების მიერ სინთეზირებული ანტისხეულები, რომელთაც მაღალი სპეციფიკურობა ახასიათებთ შესაბამისი ანტიგენის მიმართ.
მონოკულტურა (ბერძნ. monos ერთი, ერთიანი, ლათ. cultura დამუშავება) - ერთი და იგივე ქვეყანაში, რაიონში, ნაკვეთში რომელიმე ერთი მცენარეული კულტურის მოყვანა.
მონომანია (ბერძნ. monos ერთი, ერთიანი, mania სიგიჟე) - ერთი რაიმე აზრის ან საგნის აკვიატება. ფსიქიკური აშლილობის ერთ-ერთი გამოვლინებაა.
მონომერი (ბერძნ. monos ერთი, ერთიანი, meros ნაწილი) - ამა თუ იმ ნივთიერების უმარტივესი მოლეკულური ფორმა.
მონომორფიზმი (ბერძნ. monos ერთი, ერთიანი, morphe ფორმა) - XIX საუკუნის 70-იან წლებში რ. კოხის და ფ. კონის მიერ შემუშავებული თეორია. ცალკეული ბაქტერიების სუფთა კულტურების მიღების გამო, პლეომორფიზმმა (იხ.) ადგილი დაუთმო მონომორფიზმს. მონომორფისტების აზრით, ბაქტერიების ყოველი ტიპი უცვლელი რჩება. ნებისმიერი ბაქტერიის შთამომავლობას ყოველთვის გააჩნია განსაზღვრული მორფოლოგია და ფიზიოლოგია. მონომორფიზმი უარყოფდა ბაქტერიების ცვლილებებს. როგორც შემდგომში აღმოჩნდა, ნიშან-თვისებების ცვლილებები შეიძლება სუფთა ბაქტერიულ კულტურებშიც კი გამოვლინდეს.
მონოპოტენტური უჯრედი (ბერძნ. monos ერთი, ერთიანი, ლათ. potentia შესაძლებლობა) - რომელიმე რიგის წინაპარი, დედა-უჯრედი, რომელსაც ძალუძს განვითარდეს მხოლოდ ერთი მიმართულებით (მაგ., მიელობლასტი, ლიმფობლასტი, მონობლასტი და ა.შ.).
მონორქიზმი (ბერძნ. monos ერთი, ერთიანი, orchis სათესლე) - ცალმხრივი კრიპტორქიზმი (იხ.).
მონოსომია (ბერძნ. monos ერთი, ერთიანი, soma სხეული) - ანეუპლოიდიის სახე, რომლის დროსაც ჰომოლოგიურ წყვილს ერთი ქრომოსომა აკლია (2ნ-1).
მონოტიპიური გვარები (ბერძნ. monos ერთი, ერთიანი, typos ანაბეჭდი, ნიმუში) - ერთი სახეობით წარმოდგენილი მცენარეთა გვარები.
მონოტონური (ბერძნ. monos ერთი, ერთიანი, tonos დაძაბვა) - ერთი ტონის, ერთ ხმაზე, ყოველგვარი ცვლილების გარეშე (მაგ., დაავადების მონოტონური მიმდინარეობა, მონოტონურად ჩატარებული ლექცია).
მონოტრიქები (ბერძნ. monos ერთი, ერთიანი, trichos ძაფი) - ერთშოლტიანი ბაქტერიები (ვიბრიონები, ნიტროზომონასი, ნიტრობაქტერი და სხვ.).
მონოფაგია (ბერძნ. monos ერთი, ერთიანი, phagein ჭამა, შთანთქმა) - კვების ფორმა, როდესაც ცხოველი იყენებს მხოლოდ ერთი სახის საკვებს. განსხვავდება პოლიფაგიისაგან (იხ.).
მონოფილია (ბერძნ. monos ერთი, ერთიანი, phyle გვარი, ტომი) - წარმოდგენა ცოცხალი არსებების წარმოშობის ერთიანობაზე.
მონოფობია (ბერძნ. monos ერთი, ერთიანი, phobia შიში) - მარტოდ დარჩენის პათოლოგიური შიში.
მონოქიმიოთერაპია (ბერძნ. monos ერთი, ერთიანი, chemeia ქიმია, therapeia მკურნალობა) - ერთი რომელიმე ქიმიური ნივთიერებით ჩატარებული მკურნალობა.
მონოცენტრიზმი (ბერძნ. monos ერთი, ერთიანი kentron შუაგული, ცენტრი) - მოძღვრება თანამედროვე ადამიანების ყველა რასის ერთი რასიდან - ნეანდერტალელისაგან წარმოშობის შესახებ.
მონოციტი (ბერძნ. monos ერთი, ერთიანი, kytos უჯრედი) - დიდი ერთბირთვიანი ლეიკოციტი. ციტოპლაზმა ბაზოფილურია, ბირთვი კი სხვადასხვა ფორმის. სისხლის მაკროფაგია, რომელიც დასაბამს აძლევს სხვადასხვა ქსოვილების მაკროფაგებს.
მონოციტოზი (ბერძნ. monos ერთი, ერთიანი, kytos უჯრედი, osis მდგომარეობა) - პერიფერიულ სისხლში მონოციტების რაოდენობის მომატება (9%-ზე ზევით).
მონოჰიბრიდი (ბერძნ. monos ერთი, ერთიანი, hibris, hibridos სისხლის შერევა) - ჰეტეროზიგოტური ჰიბრიდი ალელების ერთი წყვილით.
მორალი (ფრანგ. morale ზნეობა) - ადამიანის ქცევის განსაზღვრული ნორმების და წესების ერთობლიობა; ზნეობრივი დასკვნა (მაგ., იგავ-არაკის მორალი; ზნეობრივი მოძღვრება).
მორბიდული (ლათ. morbus ავადმყოფობა, სნეულება) - მტკივნეული, ავადმყოფური, პათოლოგიური. ავადმყოფურად მგრძნობიარე, მელანქოლიისადმი მიდრეკილი ადამიანი.
მორბუსი (ლათ. morbus ავადმყოფობა, სნეულება) - ორგანიზმის ცხოველქმედების დარღვევა შინაგანი და გარეგანი სპეციფიკური ეტიოლოგიური აგენტის მოქმედების შედეგად.
მორგანიდა (ამერიკელი biologis თ. მორგანის საპატივცემულოდ) - ორ ლოკუსს შორის მანძილი, რაც უდრის ქრომოსომის მონაკვეთის იმ სიგრძეს, რის საზღვრებშიც კროსინგოვერის ალბათობა შეადგენს 1%-ს. იგივე სანტიმორგანიდა (CM).
მორგანიზმი (ამერიკელი ბიოლოგის თ. მორგანის გვარის მიხედვით) - გენებზე, როგორც მემკვიდრეობის ნიშან-თვისებების მტარებლებზე და ქრომოსომების შემადგენელ სუბერთეულებზე წარმოდგენების ერთიანობა. თ. მორგანმა და მისმა მოწაფეებმა დაამტკიცეს გენების ხაზოვანი განლაგება, მათი შეჭიდულობის მოვლენა, ქრომოსომებს შორის გენების მიმოცვლის შესაძლებლობა და ა.შ.
მორგი (ფრანგ. morgue) - გვამებისათვის განკუთვნილი ადგილი, საავადმყოფოებსა და სხვა ტიპის სამედიცინო დაწესებულებებში.
მორია (ბერძნ. moria სისულელე, სიგიჟე) - ბავშვური მხიარულება, რომელიც სიტუაციიდან არ გამომდინარეობს. მოუფიქრებელი ქცევა. ადგილი აქვს ზოგიერთი ინტოქსიკაციური ფსიქოზის, თავის ტვინის ტრავმების და ცერებრული სიმსივნის შემთხვევაში.
მორიელები (Scorpionida) - ფეხსახსრიანთა ტიპის, ობობასნაირთა კლასის წარმომადგენლებია. აქვთ დანაწევრებული სხეული. ბოლო ნაწევარზე 2 შხამიანი ჯირკვალი ბოლოვდება ნესტრით, რომელსაც იყენებენ თავდაცვისა და თავდასხმისათვის. შხამი ადამიანისათვის ზოგჯერ მომაკვდინებელია.
მორულა (ლათ. morum თუთა) - მრავალუჯრედიანი ცხოველების განაყოფიერებული კვერცხის განვითარების ერთ-ერთი სტადია, რის დროსაც ჩანასახი 32 ბლასტომერისაგან შედგება. ცხოველების უმეტესობაში მორულის შემდეგ მოდის ბლასტულა, ძუძუმწოვრებში კი ბლასტოცისტა. მორულა თავისი ფორმით წააგავს თუთის, მაყვლის ან ჟოლოს ნაყოფებს.
მორფა (ბერძნ. morphe ფორმა, სახე) - სახეობის შიგნით, მისგან გარეგნული ნიშან-თვისებებით განსხვავებული ინდივიდების ჯგუფი, რომელსაც სახეობაში ბუნდოვანი სისტემატიკური მდგომარეობა გააჩნია. მაგ., ალბინოსები.
მორფინი (ლათ. morphinum. ბერძნული მითოლოგიით, ძილის ღმერთის, მორფეუსის სახელის მიხედვით) - ოპიუმის ძირითადი ალკალოიდი, რომელსაც იყენებენ ნარკოტიკულ (ტკივილის გამაყუჩებელ, ძილის მომგვრელ) საშუალებად მედიცინაში.
მორფინიზმი (ლათ. morphinum. ბერძნული მითოლოგით მიხედვით ძილის ღმერთის, მორფეუსის სახელის მიხედვით) - ნარკომანიის სახეობა, რაც გამოიხატება ოპიუმის ალკალოიდ მორფინისადმი ავადმყოფურ მიდრეკილებაში.
მორფოგენეზი (ბერძნ. morphe ფორმა, genesis წარმოშობა) - ორგანიზმის სტრუქტურების განვითარების პროცესი ონტოგენეზსა და ფილოგენეზში; სხვადასხვა ორგანიზმების, მაგ., ვირუსების განვითარების სტადიები უჯრედში შეჭრიდან, პლაზმალემიდან მათ გამოკვირტვამდე.
მორფოლოგია (ბერძნ. morphe ფორმა, logos მოძღვრება) - ბიოლოგიური მეცნიერებაა, რომელიც შეისწავლის ორგანიზმების ფორმასა და აგებულებას მათ ონტოგენეზსა და ფილოგენეზში. მასში შედის მეცნიერებათა კომპლექსი: ანატომია, ჰისტოლოგია, ციტოლოგია, ემბრიოლოგია და სხვ. ტერმინი შემოიღო ი .ვ. გოეთემ.
მორფომეტრია (ბერძნ. morphe ფორმა, metreo ვზომავ) - უჯრედის ორგანოიდების და ორგანოების ან სხვა სტრუქტურებისა და პროცესების რაოდენობრივი შესწავლა.
მოსკიტები (Phlebotomidae. ესპ. mosquito ბუზი) - ფეხსახსრიანთა ტიპის, მწერების კლასის, ორფრთიანთა რიგის, პატარა სისხლისმწოველი მწერებია. ფლებოტომუსის გვარის მოსკიტებს გადააქვთ ლეიშმანიოზისა და პაპატაჩის ცხელების გამომწვევი აგენტები.
მოტივაცია (ლათ. motivus მამოძრავებელი) - თავის ტვინის სხვადასხვა განყოფილებების აგზნება, რაც სტიმულს აძლევს ადამიანსა და ცხოველებს დააკმაყოფილონ თავიანთი მოთხოვნილებები; მოტივაცია ნიშნავს რაღაც სტიმულს რაიმე მიზნის მისაღწევად. ამჟამად დადგენილია, რომ ამისათვის ჭარბი მოტივაცია არაა საკმარისი, მან შეიძლება უარყოფითი გავლენაც კი იქონიოს რაიმე მიზნის განხორციელებაში.
მოტოთერაპია (ლათ. motus მოძრაობა, ბერძნ. therapeia მკურნალობა) - მკურნალობა მოძრაობის და ფიზიკური ვარჯიშის საშუალებით.
მოქცევის რითმები - ბიოლოგიური პროცესებისა და მოვლენების ინტენსივობისა და ხასიათის ცვლილებები, რაც შეესაბამება ოკეანეების მოქცევების პერიოდულობას (24,8 ან 12,4 სთ.). მოქცევის რითმები და მახასიათებელია ზღვის მრავალი ცხოველისა და მცენარისათვის და ვლინდება მოძრაობის პერიოდულობაში, მოლუსკების საგდულების გაღებაში, პლანქტონის ვერტიკალურ განაწილებაში და ა.შ. საკმაოდ ხშირად აღნიშნული მოვლენა შენარჩუნებულია აკვარიუმებშიც, რაც მიუთითებს მის ენდოგენურობაზე.
მოცვი (Vaccinium myrtillus) - პატარა, მრავალწლიანი ქონდარა ბუჩქია. შეიცავს მთრიმლავ, პექტინურ და ლორწოვან ნივთიერებებს, სხვადასხვა მჟავებს, კაროტინს, B1 ვიტამინს, რიბოფლავინს (B2 ვიტამინს), შაქრებს, გლიკოზიდებს, პროტეინებს. იყენებენ როგორც შემკვრელ, ანთების საწინააღმდეგო და მხედველობის გამაუმჯობესებელ საშუალებას, აგრეთვე ქრონიკული ენტეროკოლიტების, ფაღარათისა და დიაბეტის შემთხვევებში.
მოციონი (ლათ. motio მოძრაობა) - გასეირნება ჯანმრთელობის განმტკიცების ან დასვენების მიზნით.
მოცხარი (Ribes nigrum) - ბუჩქია. შეიცავს ასკორბინის მჟავას, P, B1, B2 ვიტამინებს, კაროტინს, შაქრებს, პექტინებს, მთრიმლავ და აზოტო ვან ნივთიერებებს, ეთერზეთს, ფლავონოიდებს, ორგანულ მჟავებს, პიგმენტებს, ფიტონციდებს და სხვა. გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ოფლმდენი, შარდმდენი და სხვ. თვისებები. გამოიყენება როგორც პოლივიტამინი, აგრეთვე როგორც მადის აღმძვრელი საშუალება. იყენებენ რევმატიზმის დროს, თირკმლების, შარდის ბუშტის, შარდ-კენჭოვანი დაავადებების შემთხვევებში.
მოწამვლა (intoxicatio) - ორგანიზმზე ამა თუ იმ შხამის ზემოქმედებით გამოწვეული დაავადება. მჟღავნდება ორგანიზმის ჰომეოსტაზის (იხ.) დარღვევით. განასხვავებენ მწვავე და ქრონიკულ მოწამვლებს.
მჟაუნა (Rumex acetosa) - მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, ფილოქინონებს (K ვიტამინს), ეთერზეთს, ფისებს, რკინას, კალიუმს, ორგანულ მჟავებს, ასკორბინის მჟავას, კაროტინს და სხვ. გააჩნია შემკვრელი, სასაქმებელი, ნაღველმდენი მოქმედება. იყენებენ კოლიტების, ენტეროკოლიტების, ბუასილის, სურავანდის შემთხვევებში, აგრეთვე როგორც სისხლდენის შემაჩერებელ და საჭმლის მონელების გამაუმჯობესებელ საშუალებას.
მრავალსახლიანობა - ერთ მცენარეზე ორსქესიანი (ბუტკოიანი და მტვრიანიანი) და ერთსქესიანი (მხოლოდ ბუტკოიანი ან მხოლოდ მტვრიანიანი) ყვავილების ერთდროული განვითარება (მაგ., ყურძენი, წიწიბურა, ნეკერჩხალი, იფანი და სხვ.). იგივე პოლიგამიური მცენარეები.
მრავალძარღვა (Plantago major) - მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს ასკორბინის მჟავას, მთრიმლავ ნივთიერებებს, K ვიტამინს, გლიკოზიდს, კალიუმს, ფისებს, კაროტინს, ოლეინის და ლიმონის მჟავებს და ა.შ. გააჩნია სისხლდენის შემაჩერებელი, ბაქტერიოსტატიკური, ჭრილობის შემხორცებელი და ამოსახველებელი თვისებები. იყენებენ კუჭისა და ნაწლავების წყლულების, გასტრიტის, ენტერიტის და ავთვისებიანი სიმსივნეების შემთხვევებში. ფესვების ექსტრაქტს იყენებენ ტუბერკულოზის დროს, მწერების და გველგესლების ნაკბენის მოსაშუშებლად და სხვა.
მრავალჯაგრიანი ჭიები (Polychaeta) - ანელიდების ანუ რგოლიანი ჭიების ერთ-ერთი კლასია, რომლის წარმომადგენლები მხოლოდ ზღვებში ბინადრობენ (მაგ., ნერეისი). ამ ცხოველებს სხეულის ყოველ სეგმენტზე მრავალრიცხოვანი გრძელი ჯაგრების კონები გააჩნიათ.
მრგვალი ჭიები (Nemathelminthes) - მრგვალი ჭიებისათვის დამახასიათებელია მრგვალი სხეული, რომელიც ორივე ბოლოსაკენ წვრილდება. ბევრი მათგანი ბინადრობს ნიადაგსა და წყალში, ზოგი კი ადამიანის, ცხოველებისა და მცენარეების პარაზიტია. ადამიანის პარაზიტებია: ასკარიდა, მახვილა, ტრიქინელა და სხვა. მრგვალი ჭიების ტიპში გაერთიანებულია რამოდენიმე კლასი. მათგან სამედიცინო ჰელმინთოლოგიის სფეროს წარმოადგენს ნემატოდების კლასი (იხ.).
მტაცებელი-მსხვერპლი - მტაცებელსა და მსხვერპლს შორის ურთიერთკავშირი, რაც ევოლუციურად ორივე მხარისათვის სასარგებლოა: მტაცებელს აქვს საკვები, ხოლო მსხვერპლის პოპულაცია სუსტი, ავადმყოფი ინდივიდების დაღუპვის გამო ჯანსაღდება.
მტაცებლები (Fissipedia. Carnivora) - უმაღლესი ძუძუმწოვრების ერთ-ერთი რიგია. იკვებებიან ცოცხალი ფრინველებით და სხვა ძუძუმწოვრებით. კარგად აქვთ განვითარებული კბილები და ბრჭყალები. მტაცებლების რიგში შედის 12 ოჯახი და დაახლოებით 235 სახეობა. მტაცებლებია: სინდიოფალა, კატა, მგელი, ფოცხვერი, ლომი და სხვ.
მტაცებლობა - ორგანიზმთა შორის ურთიერთობის ფორმა, როდესაც მტაცებელი იკვებება მსხვერპლით, ნადავლით.
მტევანფარფლიანი თევზები - შეუძლიათ ხმელეთზე გადაადგილება ფარფლებით და სუნთქვა საცურავი ბუშტით. წყალში სუნთქავენ ლაყუჩებით (იხ. ლატიმერია).
მტვრიანები (stamen) - ყვავილის მამრობითი ვეგეტაციური ორგანო, რომელიც ჩვეულებრივ შედგება მტვრიანის ძაფისა და სამტვრე პარკისაგან. ამ უკანასკნელში წარმოიქმნება ყვავილის მტვერი. ყვავილებში მტვრიანების რაოდენობა მერყეობს ერთიდან რამოდენიმე ასეულამდე.
მუკორი (Mucor) - ზიგომიცეტების კლასის წარმომადგენელია. ფართოდაა გავრცელებული ნიადაგის ზედა ფენებში. ვითარდება მცენარეული წარმოშობის ორგანულ ნარჩენებზე, საკვებ პროდუქტებზე და იწვევს მათ დაობებას. ზოგიერთ სახეობას გააჩნია მაღალი ფერმენტული აქტივობა და იყენებენ კვების მრეწველობაში. მუკორის ერთ-ერთი სახეობა (M. ramannianus) გამოიმუშავებს ანტიბიოტიკ რამიცინს. ზოგიერთი სახეობები იწვევენ ადამიანისა და შინაური ცხოველების დაავადებებს (მუკორომიკოზებს).
მულაჟი (ფრანგ. la maulage) - იგივე ფანტომი (იხ.).
მულატი (ესპ. mulato) - ევროპეოიდული და ნეგროიდული რასების წარმომადგენლების შეუღლების შედეგად გაჩენილი შთამომავალი.
მულტი (ლათ. multum ბევრი) - რთულ სიტყვებში აღნიშნავს მრავლობითს.
მულტიპოტენტურობა (ლათ. multum ბევრი, potentia შესაძლებლობა) - იხ. პანტროპიზმი.
მუმიო (არაბ. mumija, სპარს. mumo ცვილი) - ბიოლოგიური წარმოშობის მკვრივი კონსისტენციის ნივთიერებაა. სახელწოდება „მუმიო“ ბერძნულად ნიშნავს „სხეულის შემანარჩუნებელს“. შეიცავს ამინომჟავებს, ცვილს, სხვადასხვა მცენარეულ ნარჩენებს, ფისებს, ჰიპურის მჟავას და ბენზომჟავას. იყენებენ მოტეხილობების სამკურნალოდ, ასტიმულირებს ძვლოვანი ქსოვილის რეგენერაციას, აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას. გამოიყენება კუჭ-ნაწლავის, სასუნთქი გზების, შარდ-სასქესო გზების დაავადებების და ასთმის სამკურნალოდ.
მუმიფიკაცია (არაბ. mumija მუმია, სპარს. mumo ცვილი, ლათ. facio ვაკეთებ) - 1.გვამებისაგან მუმიების დამზადება ანუ გვამის გაშრობა ლპობის პროცესის თავიდან ასაცილებლად. ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში წარჩინებული პირების გვამებიდან ამზადებდნენ მუმიებს. 2.მუცლადმყოფი მკვდარი ნაყოფის მუმიისებრ მასად გარდაქმნა.
მუმლი (Simuliidae) - მიეკუთვნებიან მწერების კლასს. მცირე ზომის სისხლისმწოველი მწერებია. მათი კბენა ძლიერ ქავილს იწვევს. წელიწადში იძლევიან 14 თაობას. გადამტანებია ტულარემიის, ჯილეხის, შავი ჭირის ბაქტერიების, ჰელმინთების კვერცხების და სხვ.
მუნი (scabies) - იგივე ქეცი. დერმატოზია, რომელსაც იწვევს ტკიპა Sarcoptes scabiei. ტკიპები პარაზიტობენ კანის რქოვან შრეში, იწვევენ ძლიერ ქავილს. მდედრები იქ ღრღნიან გრძელ სავალ გზებს და დებენ კვერცხებს. 4-7 დღის შემდეგ იჩეკებიან მატლები. 14 დღის შემდეგ აღწევენ სქესობრივი სიმწიფის ასაკს, ერთმანეთს ეწყვილებიან კანის ზედაპირზე, რის შემდეგაც მამრები კვდებიან.
მურყანი (Alnus incona) - იგივე თხმელა. მოზრდილი ხეა. ნაყოფი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, ფოთლები კი ფლავონოიდებს, ორგანულ მჟავებს, C ვიტამინს. გამოიყენება ენტერიტებისა და კოლიტების სამკურნალოდ.
მუსკუსი (ლათ. muscus) - სპეციფიკური სუნის, რთული შემადგენლობის ნივთიერება, რომელიც გამომუშავდება ქაბარღის (წყვილჩლიქიანისნაირის) მამრის განსაკუთრებული ჯირკვლების მიერ. გამოიყენება მედიცინასა და პარფიუმერიაში.
მუტაგენები (ლათ. mutatio ცვლილება, genos წარმოშობა, დაბადება) - გარემოს ფაქტორები, (ულტრაიისფერი სხივები, ტემპერატურა, ქიმიური ნივთიერებები, ვირუსები და სხვ.), რომლებიც განაპირობებენ გენური და ქრომოსომული მუტაციების წარმოქმნას.
მუტაგენეზი (ლათ. mutatio ცვლილება, genesis წარმოშობა) - მუტაციის წარმოქმნის პროცესი.
მუტანტი (ლათ. mutatio ცვლილება) - ორგანიზმი, რომელიც მემკვიდრულად განსხვავდება წინაპრებისაგან რომელიმე ნიშან-თვისებით ან ნიშან-თვისებათა ჯგუფით, რასაც ადგილი აქვს სპონტანური ან ხელოვნურად გამოწვეული მუტაციის შემთხვევაში.
მუტაცია (ლათ. mutatio ცვლილება) - უჯრედის მემკვიდრული მასალის მკვეთრი, უეცარი ცვლილება. განასხვავებენ მუტაციის რამოდენიმე სახეს: გენურს (წერტილოვანს), ქრომოსომულსა და გენომურს. სასქესო უჯრედებში წარ მოქმნილი მუტაციები გადაეცემა შთამომავლობას, ხოლო სომატურ უჯრედებში არსებული მუტაციები - მხოლოდ ამ კონკრეტული უჯრედების შემდგომ თაობებს. მუტაციებს ადგილი აქვთ როგორც ბუნებრივ, ასევე ექსპერიმენტულ პირობებში. ტერმინი შემოიღო ჰ.დე ფრიზმა.
მუტაციური ტვირთი (ლათ. mutatio ცვლილება) - პოპულაციის საშუალო შემგუებლობის დაქვეითება მუტაციების პერმანენტული წარმოქმნის გამო, რაც აქვეითებს ინდივიდების სიცოცხლისუნარიანობას. სინონიმი: მუტაციური დატვირთვა.
მუტონი (ლათ. muton ცვლილება) - გენური მუტაციების ელემენტარული ერთეული, რომელიც შედგება ორი ნუკლეოტიდისაგან.
მუტუალიზმი (ლათ. mutuus ორმხრივი) - სხვადასხვა სახეობის ორი ორგანიზმის ხანგრძლივი, ურთიერთსასარგებლო თანაცხოვრება. იგივეა რაც სიმბიოზი.
მუცელფეხიანები (Gastropoda) - მოლუსკების ტიპის ერთ-ერთი კლასია. სხეული ასიმეტრიული აქვთ. ზოგიერთ მათგანს სარეწაო მნიშვნელობა გააჩნია (იყენებენ მათ ნიჟარას, მარგალიტს), ზოგიერთი კი საკვებად გამოიყენება. ბევრი მათგანი პარაზიტული ჭიებისათვის (კერძოდ, ტრემატოდებისათვის) შუალედურ მასპინძელს წარმოადგენს, სხვები კი სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებლებია. მუცელფეხიანების ტი პიური წარმომადგენლებია ვაზის ლოკოკინა და ლოქორა.
„მუცლის პრესი“ (Prelum abdominale) - ასე უწოდებენ ადამიანის მუცლის სამ ფართო კუნთს, რომლებიც საყრდენს წარმოადგენენ მისი კედლებისათვის და მუცლის ღრუს უნარჩუნებენ განსაზღვრულ ტონუსს.
მუცლის ტიფი (typhus abdominalis) - ადამიანის მწვავე ინფექციური დაავადებაა, გამოწვეული Salmonella typhi-ით, რომელიც აღმოჩენილია გერმანელი კ. ებერტის მიერ 1880 წელს. ვლინდება ცხელებით, ინტოქსიკაციით და გულსისხლძარღვთა, ნერვული, საჭმლის მომნელებელი სისტემების და სხვ. დარღვევებით. აღწერილია და გამოყოფილი ცალკე ნოზოლოგიად ფრანგი ექიმების ბრეტანოს და ლუის მიერ XIX საუკუნის 20-იან წლებში.
მუხა (Quercus) - მრავალწლიანი, დიდი ზომის მცენარეა. მიეკუთვნება Fagaceae-ს ოჯახს. შეიცავს ფლავონოიდებს, სხვადასხვა მჟავებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, სახამებელს, პენტოზებს, პექტინს და სხვ. გააჩნია შემკვრელი, ანთების საწინააღმდეგო თვისებები. იყენებენ კუჭიდან და ნაწლავებიდან სისხლდენის, ფაღარათის, თირკმელებისა და შარდის ბუშტის ანთების შემთხვევებში, აგრეთვე კანის დაავადებების, დამწვრობის, სისხლიანი ბუასილისას და ა.შ. საქართველოში გვხვდება ქართული, იმერული, მაღალმთის და სხვ. სახეობის მუხა.
მფარველობითი შეფერილობა და ფორმა - ცხოველების შეფერილობა და ფორმა, რაც მათ ნაკლებ შესამჩნევს ხდის. აღნიშნული თვისება ცხოველებისათვის მტაცებლებისაგან თავდაცვის პასიურ ფორმას წარმოადგენს. მფარველობითი შეფერილობა და ფორმა შესაბამისობაშია ცხოველის განსაკუთრებულ ქცევასთან ანუ ეთოლოგიურ ადაპტაციასთან. განასხვავებენ მფარველობითი შეფერილობისა და ფორმის 3 ტიპს - შენიღბვას, დემონსტრაციას და მიმიკრიას.
მღიერები (Lichenes) - იხ. ლიქენები.
მღრღნელები (Rodentia) - უმაღლესი ძუძუმწოვრების ერთ-ერთი რიგია. სხვა ძუძუმწოვრებისგან განსხვავდებიან კბილების თავისებური აგებულებით. გააჩნიათ სწრაფი გამრავლების უნარი. სოფლის მეურნეობისათვის მავნე მღრღნელებია: მემინდვრია, ტყის თაგვი, ზაზუნა და სხვ. ზოგიერთი მღრღნელი (ბინის თაგვი, ვირთაგვა) ავრცელებს სხვადასხვა მძიმე დაავადებას, როგორებიცაა შავი ჭირი, ტულარემია, ტიფი, დიზენტერია და სხვ. სპეციალურად მოშენებულ თაგვებს, ვირთაგვებს, ზაზუნებს და სხვ. იყენებენ როგორც ლაბორატორიულ ცხოველებს.
მყნობა - მცენარეთა ვეგეტაციური გამრავლების ერთ-ერთი ფორმა. ერთი მცენარის კალმის ან კვირტის გადანერგვა მეორე მცენარეზე.
მცენარეები (Flora) - ცოცხალი ორგანიზმები, რომლებიც ხასიათდებიან კვების ავტოტროფული ტიპით. ცნება „მცენარეები“ გამოიყენება ბუნებრივი, ანთროპოგენური, კულტურული, რუდერული, ზონალური, და ა.შ. მნიშვნელობებით.
მცენარეული ფორმაცია (ლათ. formatio წარმოქმნა, სახე) - მცენარეული თანასაზოგადოებების კლასიფიკაციური ერთეული, რომელიც ასოციაციების ჯგუფებს აერთიანებს საერთო სახეობაედიფიკატორთან (იხ.).
მცირეჯაგრიანი ჭიები (Oligo chaeta) - ანელიდების ანუ რგოლიანი ჭიების ერთ-ერთი კლასია. მათი ტიპიური წარმომადგენელია ჭიაყელა, რომელიც ორსქესიანი, ე.ი. ჰერმაფროდიტი ცხოველია. გააჩნია რეგენერაციის თვისება. ჭიაყელას დიდი სარგებლობა მოაქვს სოფლის მეურნეობისათვის: აფხვიერებს ნიადაგს და ამდიდრებს მას ორგანული ნივთიერებებით.
მცნება - 1.ზნეობრივი ხასიათის რელიგიური გამონათქვამი. მაგ., სახარების 10 მცნება. 2.რაიმე ურყევი, დოგმატური, სახელმძღვანელო დებულება.
მწერები (Insecta) - ფეხსახსრიანების ტიპის ერთ-ერთი კლასია. ბევრი მათგანი ობლიგატური ან ფაკულტატური პარაზიტია, ზოგი კი ადამიანისა და ცხოველების ინფექციური და ინვაზიური დაავადებების გადამტანი. ზოგი მწერი ეკოლოგიურად დაკავშირებულია ადამიანის საცხოვრებელთან (ბუზები, ტარაკნები და სხვ.). სასარგებლო მწერებია: ფუტკარი, თუთის აბრეშუმხვევია და სხვ.
მწერიჭამია მცენარეები - მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეები, რომლებიც აზოტის მარაგის შესავსებად მწერებს იყენებენ საკვებად. მწერებს იჭერენ სახეშეცვლილი ფო- თლებით და სხვა სამარჯვებით. მაგ., დროზერა, ნეპენთუსი და სხვ.
მწერიჭამიები (Insectivora) - უმაღლესი ძუძუმწოვრების ერთ-ერთი რიგია. მიეკუთვნებიან თხუნელა, ზღარბი და ზოგიერთი სხვა წვრილი ცხოველი. ამ რიგში გაერთიანებული ცხოველების ძირითადი საკვებია მწერები.
„მწვანეები“ - იმ საზოგადოებრივი და პოლიტიკური მიმდინარეობების ზოგადი დასახელება, რომლებიც გამოდიან სასიცოცხლო გარემოს შენარჩუნების მოთხოვნით (კერძოდ, ბირთვული აფეთქებების, ატმოსფეროს, წყლების, ნიადაგის, საკვების დაბინძურების და სხვ. წინააღმდეგ).
მწოველები - იხ. ტრემატოდები.
მხედველობა (visio, visus) - გარემოს აღქმა მხედველობის ორგანოებით, ობიექტების მიერ არეკლილი სხივების ფოკუსირების საშუალებით. მხედველობის აპარატი შედგება თვალში არსებული პერიფერიული და ცენტრალური ნაწილებისაგან (შუამდებარე და შუა ტვინის უბნები და დიდი ტვინის ქერქის მხედველობის ანალიზატორის უმაღლესი კორტიკალური ცენტრი).
მხედველობის ანალიზატორი - რთული ნეირორეცეპტორული სისტემა, ერთ-ერთი ძირითადი ანალიზატორი ადამიანსა და ცხოველებში, რომელიც უზრუნველყოფს მხედველობის გამღიზიანებლების აღქმასა და ანალიზს.
![]() |
17 ნ |
▲back to top |
ნაგანა - მსხვილფეხა რქოსანი ცხოველების დაავადება სამხრეთ აფრიკაში, რომელსაც იწვევს ერ- თუჯრედიანი შოლტიანი პარაზიტი - ტრიპანოსომა.
ნაკელი - ხერხემლიანების მიერ გამოყოფილი და გადამუშავებული ფეკალიები ან ექსკრემენტები. იყენებენ ნიადაგის გასანოყიერებლად. მათგან ყველაზე უფრო ეფექტიანია ცხენის, ღორის, ქათმის, ძროხის, თხის და შემდეგ კი ადამიანის ნაკელი.
ნამარხი მცენარეები და ცხოველები - მცენარეებისა და ცხოველების ნაშთები, რომლებიც ცხოვრობდნენ წარსულ გეოლოგიურ ეპოქებში. იხ. პალეობიოლოგია.
ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია - განპირობებულია ჰიპოქსიის პირობებში შეცვლილი სტრუქტურის მქონე ჰემოგლობინის არსებობით. დაავადება პირველად აღწერა ჰერიკმა 1910 წელს. ჰემოგლობინის სტრუქტურის ყველაზე უფრო ხშირი ანომალიაა გლუტამინის მჟავის ჩანაცვლება ვალინით. მიკროსკოპირებისას ვლინდება 1,5 მკმ-ს ზომის კრისტალები, რომლებიც მოგვაგონებენ ნამგლის ფორმის ერითროციტებს. ეს სტრუქტურები ქრებიან ჟანგბადის მიერთებისას.
ნანიზმი (ბერძნ. nanos ჯუჯა) - თანდაყოლილი ან შეძენილი კლინიკური სინდრომი, რომლისთვისაც დამახასიათებელია დაბალი ტანი (130სმ-ზე ნაკლები მამაკაცისათვის და 120სმ-ზე ნაკლები ქალისათვის). ცნობილია ჰიპოფიზური და არაჰიპოფიზური ნანიზმები.
ნანომეტრი (ბერძნ. nanos ჯუჯა, metreo ვზომავ) - იგივე მილიმიკრონი. ულტრასტრუქტურების საზომი ერ- თეულია. 1 ნანომეტრი უდრის 109 მეტრს, ამავე დროს იგი მილიმეტრის ერთი მემილიონედია. 1ნმ უდრის 10A-ს. ნანომეტრის აბრევიატურაა ნმ.
ნანოორგანიზმი (ბერძნ. nanos ჯუჯა) - ორგანიზმი, რომლის ზომა 0,05 მილიმეტრზე ნაკლებია.
ნანოპლანქტონი (ბერძნ. nanos ჯუჯა, planktos მოხეტიალე) - უმცირესი პლანქტონური ორგანიზმები.
ნარკოზი (ბერძნ. narkao ვშეშდები) - ხელოვნურად გამოწვეული ძილი, რასაც თან სდევს ცნობიერებისა და მგრძნობელობის დაკარგვა. ნარკოზს ძირითადად იყენებენ ოპერაციების დროს გაუტკივარებისათვის.
ნარკოლეპსია (ბერძნ. narkao ვშეშდები, lepsis ტაცება, თავის წართმევა) - ძილად ხანმოკლე მივარდნა. გარინდვა.
ნარკომანია (ბერძნ. narkao ვშეშდები, mania სიგიჟე) - ნარკოტიკულ საშუალებათა მიმართ ძლიერი, ავადმყოფური მიდრეკილება. მათი მიღების შეწყვეტისას ვითარდება აბსტინენცია (იხ.). ნარკომანია იწვევს პიროვნების დეგრადაციას, ფსიქიკის დარღვევას, შინაგანი ორგანოების ფუნქციური მაჩვენებლების ცვლილებებს.
ნარკოტიკი (ბერძნ. narkao ვშეშდები) - ნივთიერება, რომელსაც მედიცინაში იყენებენ როგორც ტკივილის გამაყუჩებელ და ძილისმომგვრელ საშუალებას.
„ნარჩენი სხეულაკი“ - მიკროდა მაკროფაგების მიერ ფაგოლიზოსომაში (იხ) რომელიმე მიკროორგანიზმის ან უჯრედის მონელების შედეგი.
ნარცისიზმი (ბერძნ. Narkissos ძველბერძნულ მითოლოგიაში ლამაზი ჭაბუკი, რომელმაც დაინახა რა თავისი გამოსახულება წყალში, შეუყვარდა თავისი თავი, დაძაბუნდა, დაჭკნა და გარდაიქცა ამავე სახელწოდების ყვავილად) - ადამიანი, რომელიც შეყვარებულია თავის თავზე, აღფრ- თოვანებულია თავისი სილამაზით.
ნასტიები (ბერძნ. nastos გამკვრივებული) - მცენარეებში გაღიზიანებადობის რთულ ფორმას წარმოადგენს. ტროპიზმისაგან განსხვავებით, ნასტია მთელი მცენარის ან მისი ორგანოს მოძრაობაა. იგი დაკავშირებულია განსაზღვრულ გამღიზიანებელთან და არა აქვს გარკვეული მიმართულება. ტროპიზმებისაგან განსხვავებით, ნასტიები აღიძვრება არამიმართული, დიფუზურად მოქმედი გამღიზიანებლით. არსებობს დადებითი და უარყოფითი ნასტიები.
ნატალური (ბერძნ. natal რაც დაბადებას ეხება) - ინდივიდუალური განვითარების ემბრიონული პერიოდი.
ნატიური (ლათ. nativus თანდაყოლილი) - ბუნებრივი, ნატურალური, შეუცვლელი. მაგ., ნატიური ცილა, ნატიური პრეპარატი, ნატიური ნაცხი და ა.შ.
ნატრიუმ-კალიუმის ტუმბო - უჯრედების უმრავლესობაში ნატრიუმის (Na) და კალიუმის (K) იონების კონცენტრაციებს შორის არსებული სხვაობა. უჯრედის შიგნით ნატრიუმის კონცენტრაცია უფრო დაბალია, ვიდრე კალიუმის იონებისა. ამ სხვაობას უჯრედი ინარჩუნებს მთელი სიცოცხლის განმავლობაში პლაზმალემის საშუალებით. ეს მოვლენა წარმოადგენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ნერვული იმპულსის წარმოქმნისა და გავრცელების საფუძველს. გარდა ამისა, ტუმბო მონაწილეობს წყლის ბალანსის მოწესრიგებაში და სხვ.
ნატურალიზაცია (ლათ. naturalis ბუნებრივი, კანონიერი) - 1.ამა თუ იმ ბიოცენოზში ახალი სახეობის ჩართვა, შესისხლხორცება. ამ მოვლენას თან ახლავს ახალი ადაპტაციების წარმოქმნა. 2.უცხოელის მიერ რომელიმე ქვეყანაში მოქალაქეობის უფლების მიღება.
ნატურალისტი (ლათ. natura ბუნება) - ბუნებისმეტყველი, მეცნიერი, რომელიც სწავლობს ბუნებას (უფრო ხშირად ზოოლოგიასა და ბოტანიკას).
ნატურალური (ლათ. naturalis ბუნებრივი) - ბუნებრივი საკვები, სასმელი და სხვა, ხელოვნური მინარევების გარეშე.
ნატურალური ყვავილი (variola) - მწვავე გადამდები დაავადება, რომლის გამომწვევია დნმ-გენომიანი ვირუსი პოქსვირუსების ოჯახიდან. ახასიათებს მეტად მძიმე კლინიკური მიმდინარეობა. ე.ჯენერის მიერ XVIII საუკუნის ბოლოს შემოღებულ იქნა ყვავილის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაქცინაცია. ამჟამად (2011) ნატურალური ყვავილი ითვლება ლიკვიდირებულად.
ნატურპათია (ლათ. natura ბუნება, pathos ავადმყოფობა, ტანჯვა) - მკურნალობის მეთოდი, ბუნებრივი პროდუქტების (ფუტკრის პროდუქტები, სამკურნალო მცენარეები და სხვ.) გამოყენებით.
ნატურფილოსოფია (ლათ. natura ბუნება, ბერძნ. phileo სიყვარული, sophia სიბრძნე) - ფილოსოფიური მოძღვრება ბუნების განვითარებაზე, რომელიც გავრცელებული იყო XVI საუკუნის ბოლოდან XIX საუკუნის დასაწყისამდე ანუ თანამედროვე ბუნებისმეტყველების ჩამოყალიბების პერიოდში. ბუნების რეალური კავშირებისა და კანონზომიერებების ექპერიმენტულ კვლევას ნატურფილოსოფია ცვლიდა ინტუიციით, ვარაუდებით და ზოგჯერ თვითნებური, ნებისმიერი ლოგიკური წყობებით.
ნაღვლის ბუშტი (vesica fellea) - ღვიძლთან დაკავშირებული ღრუ ორგანო, ნაღვლის დროებითი რეზერვუარი.
ნაყოფი - 1.ძუძუმწოვრების ნაყოფი (fetus) ეწოდება ემბრიონს ჩასახვიდან ორი თვის შემდეგ, როდესაც მას უვითარდება შესაბამისი სახეობისათვის დამახასიათებელი ძირითადი ნიშან-თვისებები. 2.ყვავილოვანი მცენარეების გამრავლების ორგანო (ფრუცტუს), რომელიც ვითარდება ყვავილიდან და შეიცავს თესლებს.
ნაცარი - მცენარეთა დაავადება, რომელსაც იწვევს ნაცროვანი სოკოები (ჩანთიანი სოკოებიდან).
ნაწლავები (intestinum) - განასხვავებენ წვრილ (თორმეტგოჯა ნაწლავთან ერთად), მსხვილ და სწორ ნაწლავებს. წვრილ ნაწლავებს გააჩნიათ ე.წ. ხაოები, რომელთა საშუალებით ხდება ორგანული ნივთიერებების შეწოვა. მსხვილი ნაწლავიდან უმთავრესად ხდება წყლის შეწოვა.
ნაწლავის ჩხირი (Escherichia ცოლი, Bact. ცოლი) - ბაქტერია პირველად აღწერა გერმანელმა ექიმმა ეშერიხმა (1885). აქვს მომრგვალებული ჯოხის ფორმა, მოძრავია, გააჩნია შოლტები, სპორებს არ წარმოქმნის, გრამ-უარყოფითია. ადამიანის, ცხოველების, ფრინველებისა და თევზების ნაწლავის ფლორის ნორმალური კომპონენტია. ბოლო ხანებში ფართოდ იყენებენ გენეტიკური პროფილის ლაბორატორიებში ჩატარებული ექსპერიმენტებისათვის. სასმელი წყლის სისუფთავის ბიოინდიკატორია.
ნაწლავღრუიანები (Coelenterata) - მრავალუჯრედიანი უხერხემლო ცხოველების ტიპია, რომელთა ცილინდრისებური სხეული შედგება ექტოდერმისა და ენტოდერმისაგან, აგრეთვე მათ შორის განლაგებული მეზოგლეასაგან. ამ ტიპში გაერთიანებულია როგორც თავისუფლად მცურავი (ჰიდროიდული და სციფოიდური მედუზები), ასევე მჯდომარე (სუბსტრატზე მიმაგრებული) ფორმები: მტკნარი წყლის ჰიდრები, ჰიდროიდული და მარჯნის პოლიპები. ზოგიერთი მათგანი შხამიანია. ადამიანისა და ცხოველებისათვის განსაკუთრებით საშიშნი არიან ტროპიკულ წყლებში გავრცელებული ნაწლავღრუიანები.
ნახევარუდაბნო - ლანდშაფტური ქვეზონა, რომელიც ხასიათდება ველისა და უდაბნოს ტიპის მცენარეულობით.
ნახევრადგამსვლელი თევზები - ბინადრობენ მდინარეების და ზღვების შესართავებთან, ხოლო გამრავლებისათვის (ან გამოზამთრებისათვის) მდინარეებში შედიან მცირე მანძილზე (ნაფოტა, კაპარჭინა და სხვ.).
ნახშირწყლები - ორგანული ნივთიერებებია, წარმოადგენენ ერთ-ერთ ძირითად საკვებ ნივთიერებას. ხშირად შეადგენენ ადამიანის რაციონის უმთავრეს კომპონენტს. განასხვავებენ ათვისებად (საქაროზა, სახამებელი, გლიკოგენი), აუთვისებად (უჯრედისი) და ძნელად ათვისებად (რაფინირებულ) ნახშირწყლებს. ნახშირწყლები იყოფა მონო, დი და პოლისაქარიდებად.
ნეანდერტალელი ადამიანი - პითეკანთროპის შთამომავალი ძველი ნამარხი ადამიანი, რომლის ნაშთები იპოვნეს 1856 წელს დიუსელდორფის მახლობლად მდებარე ნეანდერტალის ველზე.
ნეგატივი (ლათ. negativus უარყოფითი) - ფოტოგრაფიულ ფირფიტაზე (ან ფირზე) აღბეჭდილი გამოსახულება, რომელშიც სინათლისა და ჩრდილის განაწილება რეალურისაგან დიამეტრალურად განსხვავებულია. ნეგატივი ეწოდება აგრეთვე ფირფიტას ან ფირს, რომელზეც ასეთი გამოსახულებაა აღბეჭდილი.
ნეგატივიზმი (ლათ. negativus უარყოფითი) - ფსიქიკურად დაავადებული ადამიანის უაზრო წინააღმდეგობა ყოველგვარი გარეშე ზემოქმედებისადმი.
ნეგატოსკოპი (ლათ. negativus უარყოფითი, ბერძნ. skopeo ვუყურებ) - სპეციალური გამანათებელი ხელსაწყო, რომლის საშუალებით ხდება ელექტრონულ მიკროსკოპში, რენტგენის აპარატში და სხვა ხელსაწყოებში მიღებული ნეგატივების ვიზუალური ანალიზი.
ნევრალგია (ბერძნ. neuron ნერვი, algos ტკივილი) - შეტევითი, მწვავე ტკივილი ნერვის მიმართულებით, მოძრაობის, მგრძნობელობისა და რეფლექსების მოშლის გარეშე.
ნევრასთენია (ბერძნ. neuron ნერვი, astheneia სისუსტე) - ნევროზის ერთ-ერთი ფორმა, ნერვული სისტემის ფუნქციური ხასიათის დარღვევა, რაც გამოიხატება აფექტურ აგზნებაში.
ნევრიტი (ბერძნ. neuron ნერვი, itis ანთება) - ნერვის ანთებითი ხასიათის დაზიანება.
ნევროზი (ბერძნ. neuron ნერვი, osis მდგომარეობა) - ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადება, რომელსაც თან სდევს შინაგანი ორგანოების ფუნქციის მოშლა, ნერვული ქსოვილის ანატომიური აგებულების თვალსაჩინო ცვლილებების გარეშე.
ნევროლოგია (ბერძნ. neuron ნერვი, logos მოძღვრება) - მედიცინის დარგი, რომელიც სწავლობს ნერვულ სისტემას, ნერვული დაავადებების მიზეზებს, განვითარების მექანიზმებს, დიაგნოზის, მკურნალობისა და პროფილაქტიკის მეთოდებს.
ნევროპათია (ბერძნ. neuron ნერვი, pathos ავადმყოფობა, ტანჯვა) - ორგანიზმის ავადმყოფური მდგომარეობა, რომელიც განპირობებულია ვეგეტაციური ნერვული სისტემის დისფუნქციით.
ნევუსი (ლათ. naevus ხალი) - მელანინის სიჭარბით გამოწვეული კანის განვითარების ანომალია.
ნეიროგლია (ბერძნ. neuron ნერვი, glia წებო) - ნერვული ქსოვილის უჯრედული ელემენტების ერთიანობა, ნეირონების გარდა. თავისი სხე ულებითა და მორჩებით ნეიროგლია ავსებს სივრცეს ნეირონებსა და ტვინის კაპილარებს შორის. ყოველი ნეირონი გარემოცულია ნეიროგლიის რამდენიმე უჯრედით. მისი ძირითადი ფუნქცია მდგომარეობს სისხლსა და ნეირონებს შორის ჰემატოენცეფალური ბარიერის შექმნაში, რაც აუცილებელია ნეირონების დაცვისათვის, ცენტრალურ ნერვულ სისტემაში სხვადასხვა ნივთიერებების შეჭრის რეგულაციისა და მათი სისხლში გადასვლისათვის. იგივე ნევროგლია.
ნეირომედიატორი (ბერძნ. neuron ნერვი, ლათ. mediator შუამავალი) - ნერვული იმპულსის ქიმიური გადამცემი (მაგ., აცეტილქოლინი, რომელიც იმპულსს ნერვული ბოჭკოდან კუნთებს გადასცემს).
ნეირონი (ბერძნ. neuron ნერვი) - ნერვული სისტემის ძირითადი სტრუქტურული და ფუნქციური ერ- თეული. მონაწილეობს გაღიზიანების მიღებაში, ნერვული იმპულსების სხვა უჯრედებისაკენ გატარებაში. მისი მთავარი სტრუქტურული თავისებურებაა მორჩების (დენდრიტების და აქსონების) არსებობა.
ნეიროტროპიზმი (ბერძნ. neuron ნერვი, tropos მიმართულება) - სხვადასხვა ნივთიერებების და ზემოქმედებების მიერ ნერვული ქსოვილის დაზიანება.
ნეიროფიზიოლოგია (ბერძნ. neuron ნერვი, physis ბუნება, logos მოძღვრება) - ფიზიოლოგიის ნაწილი, რომელიც სწავლობს ნერვული სისტემის ფუნქციებს. ნეირომორფოლოგიასთან ერთად ითვლება ნევროლოგიის (იხ.) თეორიულ საფუძვლად.
ნეიროჰორმონები (ბერძნ. neuron ნერვი, hormao ვამოძრავებ, ავაგზნებ) - ნივთიერებები, რომლებსაც გამოიმუშავებენ განსაკუთრებული ნეირონები, ე.წ. ნეიროსეკრეტორული უჯრედები. ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებია. მედიატორების მსგავსად ისინი გამომუშავდებიან ნერვულ დაბოლოებებში, ხოლო გამოიყოფიან სისხლსა და ქსოვილოვან სითხეში, ჰორმონების მსგავსად.
ნეიროჰუმორული რეგულაცია - სისხლში, ლიმფასა და ქსოვილოვან სითხეებში არსებული ჰუმორული ფაქტორების (მეტაბოლიტების, ჰორმონების, მედიატორების) და ნერვული სისტემის ერთობლივი მოქმედება ადამიანისა და ცხოველების ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიურ პროცესებზე. ისინი უნარჩუნებენ ორგანიზმს ჰომეოსტაზს და ხელს უწყობენ მის ადაპტაციას არსებობის ცვალებად პირობებში.
ნეისტონი (ბერძნ. neistos მცურავი) - ზღვის და მტკნარი წყალსატევების ზედა ფენაში მცხოვრები ორგანიზმების ერთობლიობა.
ნეიტროპენია (ლათ. neuter საშუალო, ნეიტრალური, ბერძნ. penia სიღარიბე) - პერიფერიულ სისხლში ნეიტროფილების რაოდენობის მკვეთრი შემცირება.
ნეიტროფილი (ლათ. neuter საშუალო, ნეიტრალური, ბერძნ. phileo მიყვარს) - ნეიტროფილური ლეიკოციტი, რომელიც იღებება ნეიტრალური საღებავებით. ციტოპლაზმა შეიცავს ნეიტროფილურ (აზუროფილურ ანუ პირველად) და სპეციფიკურ (ანუ მეორად) გრანულებს. ახასიათებს მაღალი ფაგოციტური აქტივობა და დიაპედეზის უნარი.
ნეიტროფილია (ლათ. neuter საშუალო, ნეიტრალური, ბერძნ. philia სიყვარული) - ნეიტროფილების პროცენტული მომატება სისხლში. იგივე ნეიტროფილოზი.
ნეკატორი (Necator americanus) - მიეკუთვნება მრგვალი ჭიების ტიპს, ანკილოსტომიდების ოჯახს. პარაზიტობს თორმეტგოჯა ნაწლავსა და წვრილი ნაწლავის ზედა განყოფილებაში. დასენიანება ხდება პირიდან და კანიდან. ლაბორატორიული დიაგნოზი მოიცავს ნეკატორის კვერცხების აღმოჩენას განავალში.
ნეკრობაცილოზი (ბერძნ. nekros მკვდარი, ლათ. bacillus ჩხირი, ბერძნ. osis მდგომარეობა) - ინფექციური დაავადება. ადამიანი ავადდება ავადმყოფი ცხოველებიდან. გამომწვევის შეჭრის ადგილზე ვითარდება მტკივნეული ინფილტრატი, შემდეგ კი ნეკროზი. ზოგჯერ ადგილი აქვს დაავადების გენერალიზაციას.
ნეკრობიოზი (ბერძნ. nekros მკვდარი, bios სიცოცხლე, osis მდგომარეობა) - უჯრედის ან ქსოვილის თანდათანობითი, შეუქცევადი ფიზიოლოგიური ან პათოლოგიური ცვლილებები, რომლებიც წინ უძღვიან მათ სიკვდილს.
ნეკროზი (ბერძნ. nekros მკვდარი, osis მდგომარეობა) - ცოცხალ ორგანიზმში რომელიმე ორგანოს, ქსოვილის ან უჯრედთა ჯგუფის სიკვდილი. განასხვავებენ ალერგიულ, ჰემორაგიულ, იშემიურ, სხივურ და სხვა სახის ნეკროზებს. ნეკროზი, როგორც წესი, თან სდევს ნეკრობიოზს.
ნეკროსპერმია (ბერძნ. nekros მკვდარი, sperma თესლი, სპერმა) - ეაკულატში (იხ. ეაკულაცია) მხოლოდ უძრავი, არასიცოცხლისუნარიანი სპერმატოზოიდების არსებობა.
ნეკროფაგები (ბერძნ. nekros მკვდარი, phago ვჭამ, ვშთანთქავ) - ცხოველები, რომლებიც იკვებებიან სხვა ცხოველების ლეშით. ნეკროფაგებია: მრავალი მწერი, ზოგიერთი ფრინველი (მაგ., სვავი) და ძუძუმწოვარი (მაგ., აფთარი).
ნეკროფილია (ბერძნ. nekros მკვდარი, philia სიყვარული) - სექსუალური პერვერსიის (იხ.) ფორმა, რაც გამოიხატება გვამთან სექსუალური მოქმედებების ჩატარების დაუოკებელ სურვილში.
ნეკროცენოზი (ბერძნ. nekros მკვდარი, koinos საერთო) - მკვდარი ორგანიზმების ერთ ადგილას თავმოყრა.
ნეკროჰორმონები (ბერძნ. nekros მკვდარი, hormao ვამოძრავებ, ავაგზნებ) - დაზიანებული უჯრედების დაშლის შემდგომ წარმოქმნილი ნივთიერებები, რომელთაც ძალუძთ გამოიწვიონ დასვენების ფაზაში ანუ უჯრედული ფაზის გარეშე მყოფი უჯრედების გამრავლება.
ნემატოდები (Nematoda) - მრგვალი ჭიების ერთ-ერთი კლასი, რომელთა უმრავლესობა ადამიანებისა და ცხოველების პარაზიტია. აქვთ ძაფისებრი ან წაგრძელებული ცილინდრის ფორმა.
ნემატოდებია - ასკარიდა, სპირალური ტრიქინელა, ანკილოსტომა და სხვ.
ნემატოციდები (Nematoda, ბერძნ. caedo ვკლავ) - მრგვალი ჭიების (ნემატოდების) გასანადგურებლად გამოყენებული ნივთიერებები.
ნეო (ბერძნ. neos ახალი) - რთულ სიტყვებში აღნიშნავს ახალს (მაგ., ნეოლოგიზმი).
ნეოანთროპი - თანამედროვე ტიპის ადამიანების (Homo sapiens) საერთო სახელწოდება. იგივეა, რაც კრომანიონელი.
ნეოგენი (ბერძნ. neos ახალი, genesis წარმოშობა) - დედამიწის გეოლოგიური ისტორიის ერთ-ერთი ბოლო პერიოდი. მიეკუთვნება კაინოზოურ ერას (პალეოგენის შემდეგ და ანთროპოგენამდე). გრძელდებოდა 23 მლნ წელზე მეტხანს. ამ დროს უკვე შეიმჩნეოდა პლაცენტური ძუ- ძუმწოვრების და მათ შორის ადამიანისმაგვარი მაიმუნების ბატონობა. ფლორის შემადგენლობა ახლოს იყო თანამედროვე სურათთან.
ნეოდარვინიზმი - ევოლუციური კონცეპციები, რომლებიც ევოლუციის ერთადერთ მამოძრავებელ ფაქტორად აღიარებენ ბუნებრივ გადარჩევას.
ნეოლამარკიზმი - ევოლუციურ მოძღვრებაში XIX საუკუნის მეორე ნახევარში აღმოცენებული სხვადასხვა მიმართულებების ერთობლიობა. ნეოლამარკიზმი აღიარებს როგორც დარვინიზმის ცალკეულ დებულებებს, ასევე შეძენილი ნიშან-თვისებების დამემკვიდრებას და უარყოფს ბუნებრივი გადარჩევის შემოქმედებით როლს. ნეოლამარკიზმი აერთიანებს მექანოლამარკიზმს, ორთოლამარკიზმს და ფსიქოლამარკიზმს.
ნეოლითი (ბერძნ. neos ახალი, lithos ქვა) - იგივე ახალი ქვის ხანა. თანამედროვე კაცობრიობის განვითარების ქვის ხანის ბოლო ეპოქა (5000-10000 წლის წინათ). ნეოლითში ხდებოდა ქვის ნაკეთობების დამუშავების სრულყოფა, გამოჩნდა თიხის ჭურჭელი, ათვისებულ იქნა საფეიქრო საქმე და სხვ.
ნეოლოგიზმი (ბერძნ. neos ახალი, logos სიტყვა) - რომელიმე ენაში ახალი სიტყვის ან სიტყვათშეწყობის გამოჩენა.
ნეომორფიზმი (ბერძნ. neos ახალი, morphe ფორმა) - სახეობათა ახალი ფორმების წარმოქმნა-განვი- თარება.
ნეონატალური (ბერძნ. neos ახალი, natal რაც დაბადებას ეხება) - ნაყოფის დაბადებიდან 30 დღის პერიოდი. იგივე ახალშობილობის პერიოდი.
ნეონტოლოგია (ბერძნ. neos ახალი, on, ontos არსება, logos მოძღვრება) - ბიოლოგიური მეცნიერებების კომპლექსი, რომლებიც სწავლობენ თანამედროვე ორგანულ სამყაროს.
ნეოპათია (ბერძნ. neos ახალი, pathos ტანჯვა) - ავადმყოფობის გართულება, ახალი ავადმყოფობა.
ნეოპლაზმა (ბერძნ. neos ახალი, plasma წარმონაქმნი) - ახალწარმონაქმნი. ახალი ქსოვილის ან სიმსივნის წარმოქმნა. ტერმინი ხშირად გამოიყენება ავთვისებიანი წარმონაქმნების აღსანიშნავად.
ნეოტენია (ბერძნ. neos ახალი, tenio მჭიმავ, ვაგრძელებ) - ზოგიერთი ცხოველის ლარვების უნარი მიაღწიოს სქესობრივ სიმწიფეს და გამრავლდეს. ამის კლასიკური მაგალითია აქსოლოტლი, ზოგიერთი ობობასნაირი და მწერი, ჭიები. ნეოტენიის შემთხვევაში, არც თუ იშვიათად, იკარგება შემდგომი მეტამორფოზის (იხ.) უნარი.
ნეოფიტები (ბერძნ. neos ახალი, phyton მცენარე) - ადგილობრივ ფლორაში ახლად გაჩენილი სახეობა. აღნიშნული ტერმინი უფრო ხშირად გამოიყენება ამა თუ იმ რეგიონში ახლად შეჭრილი სარეველების და ინტროდუცენტების (იხ. ინტროდუქცია) აღსანიშნავად.
ნერვიზმი (ლათ. nervus ნერვი) - ფიზიოლოგიისა და მედიცინის მიმართულება, რომლის თანახმადაც ნერვულ სისტემას მთავარი როლი მიუძღვის ცხოველებისა და ადამიანის ცხოველქმედების რეგულაციაში, როგორც ნორმაში, ასევე პათოლოგიების შემთხვევებში. აღნიშნული ცნება შემოტანილია ი.პავლოვის მიერ.
ნერვული იმპულსი (ლათ. nervus ნერვი, impulsus ბიძგი, სწრაფვა) - ნერვული ბოჭკოებით გავრცელებული აგზნების ტალღა, რაც ვლინდება ელექტრული, იონური, მექანიკური, თერმული და სხვა ცვლილებების სახით. მისი საშუალებით ხორციელდება ინფორმაციის გადაცემა პერიფერიული რეცეპტორული დაბოლოებებიდან ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, ხოლო აქედან, ეფექტორებზე. ნერვული იმპულსი წარმოიქმნება „ან სულ, ან არაფრის“ კანონის (იხ.) მიხედვით ანუ იგი არ არის დამოკიდებული გამღიზიანებლის ძალასა და ხარისხზე და ნახტომისებურად ვრცელდება.
ნერვული სისტემა (systema nervosum) - ადამიანისა და ცხოველების სპეციალიზებული წარმონაქმნების (ნეირონების და სხვა სტრუქტურების) მორფოლოგიური და ფუნქციური ერთობლიობა, რომელთა საშუალებითაც ხდება ორგანოებისა და სისტემების გაერთიანება და მოქმედი გამღიზიანებლის აღქმა. ნერვული სისტემის ძირითადი ფუნქციური თა ვისებურებაა რეფლექსი, რაც დაკავშირებულია აგზნების ნერვულ რკალებზე გავრცელებასთან და შეკავების პროცესთან. ნერვული სისტემის განვითარებამ უმაღლეს დონეს მიაღწია ადამიანში, თავის ტვინის ქერქის გაზრდასა და გართულებასთან დაკავშირებით. მაღალორგანიზებულ ორგანიზმებში ნერვული სისტემა იყოფა ცენტრალურ და პერიფერიულ ნაწილებად.
ნერვული სისტემის ტიპები - ნერვული სისტემის შეძენილი ან თანდაყოლილი თვისებების ერთობლიობა, რაც განაპირობებს გარემოს ზემოქმედებაზე განსხვავებულ ქცევას და რეაქციებს. ი. პავლოვმა გამოყო ნერვული სისტემის 4 მთავარი ტიპი: 1.ძლიერ გაუწონასწორებული ტიპი; 2.ძლიერ გაწონასწორებული, ინერტული ტიპი; 3.ძლიერ გაწონასწორებული, მოძრავი ტიპი; 4.სუსტი ტიპი. ადამიანისათვის განასხვავებენ აგრეთვე აზროვნების ტიპს, მხატვრულ ტიპს და საშუალო ტიპს.
ნერვული ქსოვილი (textus nervosus) - შედგება უჯრედებისაგან (ნეირონებისაგან), რომლებიც სპეციალიზებულნი არიან იმპულსების გასატარებლად. ყოველ ნეირონს გააჩნია სხეული - გაფართოებული ნაწილი, სადაც ლოკალიზებულია ბირთვი და ორი ან მეტი გამონაზარდი, მორჩი (აქსონი და დენდრიტები). ზოგიერთი გამონაზარდი (აქსონი) ძალზე გრძელია. მაგ., ის მორჩები, რომლებიც ზურგის ტვინიდან კიდურებისაკენ მიემართებიან, სიგრძით შეიძლება 1 მეტრს აღწევდნენ. აქსონები ატარებენ იმპულსს ნეირონის სხეულიდან პერიფერიისაკენ, ხოლო დენდრიტები - უჯრედის სხეულისაკენ. ერთი რომელიმე აქსონისა და მეორე ნეირონის დენდრიტს შორის კონტაქტის ადგილს სინაფსი (იხ.) ეწოდება. სინაფსში იმპულსი შეიძლება გადაეცეს მხოლოდ აქსონიდან დენდრიტზე.
ნერწყვი (saliva) - სანერწყვე ჯირკვლების სეკრეტი. შედგება წყლისა და მასში გახსნილი ორგანული და არაორგანული ნივთიერებებისაგან. ნერწყვს გააჩნია სუსტი მჟავე ან ტუტე რეაქცია. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საჭმლის მონელებაში. მის შემადგენლობაში შედის საჭმლის მომნელებელი ფერმენტები და ლიზოციმი (იხ).
ნესტარი - ზოგიერთი მწერის (მაგ. მუშა ფუტკრის) თავდასაცავი ორგანო, რომელიც წარმოადგენს შხამიანი აპარატის მჩხვლეტავ ნაწილს. მას საწრეტელსაც უწოდებენ.
ნეფრიდიები (ბერძნ. nephros თირკმელი) - უხერხემლოებში გამომყოფი ორგანოებია. წარმოადგენენ დატოტვილ ეპითელურ არხებს ან არხების სისტემას.
ნეფრიტი (ბერძნ. nephros თირკმელი, itis ანთება) - თირკმლის ანთება. არჩევენ დიფუზურ გლომერულონეფრიტს და კეროვან ნეფრიტს.
ნეფროზი (ბერძნ. nephros თირკმელი, osis მდგომარეობა) - თირკმლის დაავადებების საერთო სახელწოდება, რომელიც ხასიათდება თირკმლის მილაკების დაზიანებით.
ნეფროლითიაზი (ბერძნ. nephros თირკმელი, lithos ქვა) - თირკმლის მენჯსა და შარდის ბუშტში, უფრო იშვიათად კი შარდსაწვეთსა და თირკმლის მილაკებში კენჭების წარმოქმნა.
ნეფროლოგია (ბერძნ. nephros თირკმელი, logos მიძღვრება) - მედიცინის დარგი, რომელიც სწავლობს თირკმელების დაავადებებს, აგრეთვე აღნიშნული დაავადებების დიაგნოზის, მკურნალობისა და პროფილაქტიკის საკითხებს.
ნექტარი (ბერძნ. nektar) - 1. ძველბერძნულ მითოლოგიაში ღმერთების სასმელი, რაც მათ ანიჭებდა მუდმივ ახალგაზრდობასა და სილამაზეს. 2. მცენარის ყვავილის ტკბილი წვენი.
ნექტონი (ბერძნ. nektos მცურავი) - პელაგიალის (იხ.) წყლებში ბინადარი აქტიურად მცურავი ორგანიზმების ერთობლიობა. აღნიშნულ ორგანიზმებს ძალუძთ დინების საწინააღმდეგოდ ცურვა და დამოუკიდებლად გადაადგილება დიდ მანძილებზე. ნექტონს მიეკუთვნებიან თევზები, ვეშაპისნაირები, წყლის გველები, კუები და სხვ.
ნივთიერებათა ცვლა - იგივე მეტაბოლიზმი (იხ.).
ნიკოტინი (ფრანგი დიპლომატის და მცენარეების შემგროვებლის, ჟ. ნიკოს გვარის მიხედვით, რომელმაც 1560 წელს პირველად გაგზავნა საფრანგეთში თამბაქო) - ნარკოტიკული ნივთიერება, ალკალოიდია, რომელსაც შეიცავს თამბაქოს ფოთლები. ზოგჯერ იყენებენ მცენარეების მავნებლების წინააღმდეგ საბრძოლველად.
ნიკრისის ქარი - იგივე პოდაგრა (იხ.).
ნიმფა (ბერძნ. nympha მატლი) - 1.ფეხსახსრიანების ინდივიდუალური განვითარების პრეიმაგინალური სტადია. ახასიათებთ ტკიპებს და ყველა მწერს არასრული მეტამორფოზით. 2.ძველბერძნულ მითოლოგიაში - ქალღმერთი.
ნიმფოზი (ბერძნ. nympha მატლი, osis მდგომარეობა) - იგივე არასრული მეტამორფოზი. ნიმფოზს არ ახასიათებს ჭუპრის სტადია. გარეგნულად, როგორც წესი, ემსგავსებიან მოზრდილ ინდივთიდს, მაგრამ არა აქვთ სასქესო აპარატი, ხოლო ფრთოსან მწერებში, ფრთები. იმაგოსა (იხ.) და ნიმფების ცხოვრების ნირი, კვების ხასიათი განსხვავებულია. ნიმფოზი ახასიათებთ ტკიპებს, ტარაკნებს, ტილებს და ა.შ.
ნიმფომანია (ბერძნ. nymphe ქალწული, mania სიგიჟე) - ქალის ავადმყოფურად გაზრდილი სექსუალური მოთხოვნილება.
ნიორი (Allium sativum) - ერთწლიანი მცენარეა, სწორმდგომი ღეროთი. ნიორის ბოლქვებიდან გამოყოფილ ფიტონციდებს იყენებენ მედიცინაში როგორც ბაქტერიციდურ საშუალებას, საჭმლის მომნელებელი არხის სეკრეტორული ფუნქციისა და პერისტალტიკის გასაძლიერებლად, აგრეთვე ჰიპერტონიისა და ათეროსკლეროზის შემთხვევაში. ნიორი შეიცავს ცილებს, C ვიტამინს, პოლისაქარიდებს, ეთერზეთებს, მშრალ ნივთიერებებს და სხვ.
ნირვანა (სანსკრიტზე - ჩაქრობა, დაშრეტა) - სიმშვიდის ნეტარი მდგომარეობა, ყოველგვარი ცხოვრებისეულიდან სრული გამოთიშვა.
ნისტაგმი (ბერძნ. nystagma ძილი, თვლემა) - თვალის კაკლის უნებლიე კრუნჩხვითი მოძრაობები.
ნიტრატები - აზოტმჟავა მარილები. ნიტრატების ნიტრიტებად გარდაქმნისას, ამ უკანასკნელთ, შესაბამის სუბსტრატებთან რეაგირების გზით, ძალუძთ წარმოქმნან კანცეროგენური ნიტროზამინები და ნიტროზამიდები. აღნიშნული რეაქციები არ მიმდინარეობს ასკორბინის მჟავის (C ვიტამინის) მონაწილეობით, რადგანაც აღნიშნული ვიტამინი თრგუნავს ნიტრატების ნიტრიტებად გარდაქმნას.
ნიტრიფიკაცია (ლათ. nitrogenium აზოტი, facio ვაკეთებ) - ზოგიერთი ბაქტერიის მიერ ამონიუმის მარილების ნიტრატებად გარდაქმნა, რაც უზრუნველყოფს მცენარის აზოტოვან კვებას.
ნიუანსი (ფრანგ. nuance) - ელფერი, ძლივს შესამჩნევი გადასვლა (წარმოთქმული სიტყვის ინტონაციაში, სიტყვის მნიშვნელობაში, მუსიკალურ ბგერებში, საღებავებში და სხვ.).
ნიქტალგია (ბერძნ. nyx ღამე, algos ტკივილი) - ღამით, ძილის პროცესში განვითარებული ტკივილი.
ნიჰილიზმი (ლათ. nihil არაფერი) - ყველაფრის უარყოფა, საყოველთაო ნორმების იგნორირება.
ნობელის პრემია - ა. ნობელის (1833-1895), შვედი ინჟინრის, გამომგონებლისა და მეწარმის მიერ დაარსებული პრემია ფიზიკის, ქიმიის, ფიზიოლოგიისა და მედიცინის, ლიტერატურისა და მშვიდობის დარგებში განსაკუთრებული წარმატებისათვის. პრემიისათვის ეკონომიკის დარგშიც. დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია ტარდება ყოველი წლის 10 დეკემბერს, ა.ნობელის გარდაცვალების წლისთავზე. ერთი დარგის პრემია პიროვნებას მხოლოდ ერთხელ შეიძლება მიეკუთვნოს. კატეგორიულადაა აკრძალული ლაურეატის მიერ პრემიის სახით მიღებული თანხის დაბანდება წარმოებაში ანდა ისეთ საქმიანობაში, რომელიც ფულის მოგებისა და შემოსავლის წყარო შეი- ძლება გახდეს და ა.შ. ფიზიოლოგიასა და მედიცინაში პირველი ნობელის პრემია მიიღო გერმანელმა ა. ბერინგმა 1901 წელს დიფთერიის საწინააღმდეგო შრატის (ანტიტოქსინების) შექმნისათვის.
ნოდალური (ლათ. nodus კვანძი) - კვანძოვანი, კვანძთან დაკავშირებული. ნოზემატოზი - მწერების, თევზების, ამფიბიებისა და სხვა.ცხოველების დაავადება, რომელსაც იწვევს უმარტივესების ტიპის, კნიდოსპორიდიების კლასის ზოგიერთი წარმომადგენელი, სახელდობრ, ნოზემა (Nosema). ცნობილია Nosema ბომბყცის, რომელიც აავადებს თუთის აბრეშუმხვევიას, აგრეთვე Nosema apis, რომელიც აავადებს ფუტკარს.
ნოზოგეოგრაფია (ბერძნ. nosos ავადმყოფობა, ge დედამიწა, grapho აღვწერ) - დაავადებების გეოგრაფია ანუ გეოგრაფიის ნაწილი, რომელიც სწავლობს ორგანიზმების დაავადებების გეოგრაფიული გავრცელების კანონზომიერებებს.
ნოზოგრაფია (ბერძნ. nosos ავადმყოფობა, grapho აღვწერ) - დაავადებების აღწერა.
ნოზოლოგია (ბერძნ. nosos ავადმყოფობა, logos მოძღვრება) - მოძღვრება დაავადებათა და მათი კლასიფიკაციის შესახებ.
ნოზოფობია (ბერძნ. nosos ავადმყოფობა, phobos შიში) - იგივე ნოზომანია. მძიმე, მოურჩენელი სენით დაავადების შიში.
ნომა (ბერძნ. nome გავრცობა, ამოჭმა) - განგრენული ხასიათის ანთება. ძირითადად უვითარდებათ ბავშვებს.
ნომადიზმი (ბერძნ. nomas მომთაბარე) - დაუოკებელი ლტოლვა მომთაბარეობისა და ხეტიალისადმი. ცხოვრების მომთაბარე წესი.
ნომენკლატურა (ლათ. nomenclatura სახელების ჩამოწერა) სახელწოდებების ერთიანობა ან მათი სიის შედგენა, რაც გამოიყენება მეცნიერებაში, ტექნიკაში, ხელოვნებაში და სხვ.
ნომინაცია (ლათ. nominatio) - დასახელება.
ნომოგენეზი (ბერძნ. nomos კანონი, genesis წარმოშობა) - ლ. ბერგის მიერ 1922 წელს წამოყენებული ევოლუციური კონცეპცია ცოცხალი ბუნების ისტორიული განვითარების შინაგანი დაპროგრამების შესახებ, რომელიც ეწინააღმდეგებოდა დარვინის თეორიას ბუნებრივი გადარჩევის შესახებ. ნომოგენეზი ამკვიდრებდა პრინციპს ცოცხალი სამყაროს თავდაპირველი მიზანშეწონილობის შესახებ, რაც ბერგის აზრით განპირობებული იყო პროტოპლაზმის ცილების სტერეოქიმიური თვისებებით.
ნონსენსი (ინგლ. nonsense უაზრობა, აბსურდი) - 1. რაიმე აზრს მოკლებული იდეა, საუბარი, სამეცნიერო შრომა, გადაწყვეტილება. 2. მოვლენა, რომლის დროსაც წარმოიქმნება ე.წ. უაზრო ანუ ნონსენს-კოდონი. აღნიშნული კოდონი არც ერთ ამინომჟავას არ აკოდირებს და აჩერებს პოლიპეპტიდის სინთეზს.
ნოოსფერო (ბერძნ. noos გონება, sphaire დისკო) - ბიოსფეროს ახალი მდგომარეობა, რასაც განსაზღვრავს ადამიანის გონივრული მოქმედება. აღნიშნული ცნება შემოთავაზებულია ე.ლერუასა და პ. ტეიარის (1927), აგრეთვე ვ.ვერნნდსკის მიერ (XX 30-40-იან წლებში). ნოოსფერო სიტყვასიტყვით ნიშნავს «მოაზროვნე გარსს» ანუ გონიერების სფეროს.
ნორმა (ლათ. norma წესი, კანონი) - ნიმუში, საზომი, წესი. რაიმეს დადგენილი ზომა, რაოდენობა, მოცულობა.
ნორმოციტები (ლათ. norma წესი, კანონი, ბერძნ. kytos უჯრედი) - ერითროიდული რიგის არადიფერენცირებული უჯრედები. განასხვავებენ ბაზოფილურ, პოლიქრომატოფილურ და ოქსიფილურ ნორმოციტებს.
ნოსტალგია (ბერძნ. nostos სახლში დაბრუნება, algos ტკივილი, ტანჯვა) - სევდა სამშობლოსადმი. სამშობლოს საოცარი მონატრება, რაც ახასიათებთ ენდემური ფსიქოლოგიის მქონე ერების შვილებს.
ნოტაბენე (ლათ. nota bene kargad შეამჩნიე) - წიგნის ან რაიმე დოკუმენტის ტექსტში შეტანილი შენიშვნა, სქოლიო იმ ადგილთან ახლოს, რომელზეც სურთ გაამახვილონ განსაკუთრებული ყურადღება.
ნოტოტრემები (ბერძნ. notos ზურგი, trema ხვრელი) - ტროპიკულ ამერიკაში ბინადარი ბაყაყის გვარი, რომელთა მდედრებს ზურგზე აქვთ ჯიბისმაგვარი ჩანთა, სადაც ვითარდებიან მათი კვერცხები და თავკომბალები.
ნოქსა (ლათ. nocera ვნების მიყენება) - მავნე ფაქტორი (ტრავმა, შხამი და სხვ.).
ნუდიზმი (ლათ. nudus შიშველი) - საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც აღიარებს შიშველი სხეულის კულტს.
ნუკლეაზები (ლათ. nucleus ბირთვი) - ფერმენტები, რომლებიც შლიან ნუკლეინის მჟავებს. მონაწილეობენ ორგანიზმისათვის უცხო ნუკლეინის მჟავების ელიმინაციაში, თვით ორგანიზმში ნუკლეინის მჟავების სინთეზის და დაშლის რეგულაციაში და ა.შ. ნუკლეაზებს იყენებენ ნუკლეინის მჟავების სტრუქტურის კვლევისათვის, ზოგიერთი ვირუსული ეტიოლოგიის დაავადების მკურნალობაში, აგრეთვე გენეტიკურ, კერძოდ გენურ ინჟინერიაში.
ნუკლეინის მჟავები (ლათ. nucleus ბირთვი) - მაღალსპეციფიკური პოლიმერები, რომლებიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ ცილის ბიოსინთეზში, გენეტიკური ინფორმაციის რეალიზაციაში და სხვა მნიშვნელოვან სასიცოცხლო პროცესებში. ისინი შედგებიან მონომერების - პოლინუკლეოტიდების დიდი რაოდენობისაგან. განასხვავებენ დეზოქსირიბონუკლეინის და რიბონუკლეინის მჟავებს (იხ.). ნუკლეინის მჟავები 1870 წელს გამოყო შვეიცარიელმა ფ.მიშერმა.
ნუკლეოზიდი (ლათ. nucleus ბირთვი) - ნუკლეოტიდის ორგანული ნივთიერებები, რომელთა მოლეკულები შედგება ერთმანეთთან ე.წ. გლიკოზიდური კავშირებით შეერთებული აზოტოვანი ფუძისა და შაქრისაგან. ნუკლეოზიდთან ფოსფორის მჟავის მიერთებით მიიღება ნუკლეოტიდი (იხ.).
ნუკლეოიდი (ლათ. nucleus ბირთვი, ბერძნ. eidos სახე) - 1. პროკარიოტების, კერძოდ, ბაქტერიების დნმ-ს შემცველი ზონა, რომელსაც გარსი არ გააჩნია. 2. ვირუსებში სფეროს ან ცილინდრის ფორმის, ეკვატორულად თუ ექსცენტრულად ლოკალიზებული უბანი, რომელშიც ვირუსის ნუკლეინის მჟავაა (დნმ ან რნმ).
ნუკლეოკაფსიდი (ლათ. nucleus ბირთვი, capsa სათავსი, ყუთი) - ვირუსის კაფსიდი (იხ.) მასში ლოკალიზებული ნუკლეინის მჟავით (გენომით).
ნუკლეოპლაზმა (ლათ. nucleus ბირთვი, ბერძნ plasma გამოძერწილი, გაფორმებული) - იგივე კარიოპლაზმა (იხ).
ნუკლეოპროტეიდები (ლათ. nucleus ბირთვი, proteid ცილა) - რთული ცილაა, რომელშიც არაცილოვან კომპონენტს წარმოადგენენ დნმ ან რნმ. ნუკლეოპროტეიდები ქრომატინის საფუძველია.
ნუკლეოტიდი (ლათ. nucleus ბირთვი) - ნუკლეინის მჟავის შემადგენელი კომპონენტი. შედგება აზოტის ფუძისაგან, ფოსფორის მჟავის ნაშთისა და დეზოქსირიბოზის ან რიბოზისაგან.
ნულისომია (ლათ. nullus არავითარი, არარსებითი, ბერძნ. soma სხეული) - გენომური მუტაციის ტიპი, რაც ხასიათდება ორგანიზმის უჯრედებში ერთი ან რამოდენიმე წყვილი ქრომოსომის ნაკლებობით (2ნ-2). უმაღლეს ცხოველებში ნულისომია ორგანიზმის დაღუპვას იწვევს.
ნუტაცია (ლათ. nutatio რხევა, ქანაობა) - 1.მცენარის მზარდი ორგანოების ბრუნვითი მოძრაობა, რაც გამოწვეულია ორგანოს მეტად სწრაფი ზრდით ხან ერთ, ხან მეორე მხარეს. შესამჩნევია მცენარის ღეროს კენწეროებზე, განსაკუთრებით კი მოზარდ პწკალებსა და მხვიარა ღეროებზე. ეს მოვლენა პირველად ჩ. დარვინმა აღწერა და ცირკუმნუტაცია უწოდა. 2.თავის უნებლიე მოძრაობა, კანტური.
ნუტრიენტები (ინგლ. nutrient საკვები ნივთიერება) - საკვები ნივთიერებები, რომლებიც შეიწოვებიან ნაწლავების საშუალებით. წარმოიქმნებიან საჭმლის მონელების პროცესში, რასაც ხელს უწყობენ ნაწლავის ნორმალური ფლორის სიმბიოზური მიკროორგანიზმები.
ნუში (Amygdalus communis) - ხე ან ბუჩქია. მწარე ნუში შეიცავს გლიკოზიდ ამიგდალინს, რომელიც ძლიერ შხამიანია, იწვევს მოწამვლას. ნუშის ზეთი გამოიყენება როგორც მსუბუქი სასაქმებელი, აგრეთვე მალამოების დასამზადებლად. არჩევენ ნუშის ვარიაციებს: amara - მწარე ნუშს და dulcis - ტკბილ ნუშს.
ნუცელუსი (ლათ. nucella თხილი) - თესლკვირტის ბირთვი. თესლიან მცენარეებში თესლკვირტის მრამრავალუჯრედიანი სხეული, რომელიც დაფარულია ერთი ან ორი საფარველით (ე.წ. ინტეგუმენტებით). ფარულთესლოვანების ნუცელუსში მოთავსებულია ჩანასახოვანი ტომსიკა კვერცხუჯრედით, რომელიც განაყოფიერების შემდეგ იძლევა ჩანასახს.
![]() |
18 ო |
▲back to top |
ოაზისი (ბერძნ. oasis) - უდაბნოში არსებული ტერიტორია, სადაც საკმარისი რაოდენობითაა წყალი (წყაროები, გრუნტის წყლები, მდინარეები) და მცენარეული საფარი.
ობეზიტასი (ლათ. obesitas) - იგივე სიმსუქნე. ორგანიზმში ცხიმის ჭარბი დაგროვება, რაც განპირობებულია ნივთიერებათა ცვლის დარღვევით.
ობიექტი (ლათ. objectum საგანი) - წარმოადგენს გარეგანი, მატერიალური სამყაროს ნაწილს. ადამიანის, სუბიექტის შემეცნების საგანი. ის, რასაც შევისწავლით, შევიცნობთ.
ობიექტივი (ლათ. objectivus სასაგნე) - შესასწავლ ობიექტებთან კონტაქტში მყოფი ოპტიკური ხელსაწყოს ნაწილი, რომელიც შედგება ერთი ან რამდენიმე ლინზისაგან.
ობის სოკოები - მიკროსკოპული სოკოები, რომლებიც წარმოქმნიან ობს ორგანული სუბსტრატების (საკვები პროდუქტების, ქაღალდის, ტყავის და სხვ.) ზედაპირზე. მიეკუთვნებიან სხვადასხვა სისტემატიკურ ჯგუფებს: ზიგომიცეტებს (მუკორი) და არასრულ სოკოებს (ასპერგილუსი, პენიცილიუმი და სხვ.). ახასიათებთ საჰაერო მიცელიუმის ინტენსიური განვითარება. იწვევენ პროდუქტების გაფუჭებას, აგრეთვე მცენარეების ზოგიერთ დაავადებას. ზოგიერთი მათგანი (მაგ., Aspergillus flavus) გამოყოფს ძლიერ ტოქსინებს. გამოიყენებიან ფერმენტების, ორგანული მჟავების, ანტიბიოტიკების და ვიტამინების მისაღებად.
ობლიგატური (ლათ. obligatus ვავალდებულებ) - 1. ობლიგატური პარაზიტი - აბსოლუტური, ნამდვილი პარაზიტი, რომელსაც პარაზიტიზმის და ცოცხალი უჯრედის გარეშე არსებობა არ შეუძლია. 2. ობლიგატური პრეკანცერი - აბსოლუტური კიბოსწინარე მდგომარეობა ანუ ყველა ის მდგომარეობა, რომელიც აუცილებლად გადადის სიმსივნურ პროცესში.
ობლიტერაცია (ლათ. obliteratio წაშლა, მოსპობა) - სხეულის სხვადასხვა ღრუს, მილის ან სისხლ- ძარღვის შეზრდა, დახშობა. ეს პროცესი ხშირად ვითარდება ანთების, ენდარტერიიტის და თრომბის წარმოქმნის შედეგად.
ობობასნაირები (Arachnoidea) - ფეხსახსრიანთა ტიპის ერთ-ერთი კლასია. აქვთ ოთხი წყვილი ფეხი და არ გააჩნიათ ულვაშები. სუნთქავენ ტრაქეებით და ფილტვის ტომსიკებით. ობობასნაირების კლასში შედის: ობობების, მორიელების და ტკიპების რიგები.
ობსერვატორია (ლათ. observare დაკვირვება) - სამეცნიერო დაწესებულება, რომელიც ატარებს სისტემატურ ასტრონომიულ, მეტეოროლოგიურ, სეისმოლოგიურ და სხვ. სახის კვლევებს.
ობსერვაცია (ლათ. observare დაკვირვება) - 1. ავადმყოფზე დაკვირვება. 2. ზოგიერთ დაავადებაზე (მაგ., ქოლერაზე ან შავ ჭირზე) საეჭვო პირთა იზოლაცია.
ობსესია (ინგლ. obsession) - აკვიატებული იდეა. დაუოკებელი ლტოლვა.
ობსკურანტიზმი (ლათ. obscurans დამაბნელებელი) - მტრული და მოკიდებულება განათლებისადმი, პროგრესისადმი; ბნელეთის მოციქული.
ობსტრუქცია (ლათ. obstructio დახშობა, დაბრკოლება) - 1. პროტესტის სახე, ბრძოლის მწვავე, აგრესიული მეთოდი. 2. მედიცინაში - შეგუბება, სანათურის დახშობა, გაუვალობა. მაგ., ობსტრუქციული ბრონქიტი.
ობტურაცია (ლათ. obturo ვაცობ) - ნაწლავის, სისხლძარღვის, ლიმფური სადინრის და სხვ. დახშობა ზეწოლით.
ოდიოზური (ლათ. odiosus საძულველი, საძაგელი) - უსიამოვნო, არასასურველი ადამიანი, რომელიც იწვევს უკიდურესად უარყოფით განწყობას.
ოდონტალგია (ბერძნ. odus ოდონტოს კბილი, algos ტკივილი) - კბილის ტკივილი.
ოდონტოლოგია (ბერძნ. odus, ოდონტოს კბილი, logos მოძღვრება) - კბილების და მათი მკურნალობის მეთოდების შემსწავლელი მეცნიერება.
ოდონტომა (ბერძნ. odus, odontos კბილი, oma სიმსივნე) - კბილის ქსოვილებიდან განვითარებული კეთილთვისებიანი სიმსივნე.
ოდოროლოგია (ლათ. odor სუნი, ბერძნ. logos მოძღვრება) - მეცნიერება სუნის შესახებ. ტერმინი უფრო ხშირად გამოიყენება კრიმინალურ მედიცინაში.
ოვისტები (ლათ. ovum კვერცხი) - პრეფორმიზმის (იხ.) მიმდევრების ერთი ნაწილი, რომელთა აზრითაც მომავალი ორგანიზმი კვერცხუჯრედშია მოთავსებული.
ოვოგამია (ლათ. ovum კვერცხი, ბერძნ. gamos ქორწინება) - დიდი ზომის, უძრავი კვერცხუჯრედის შერწყმა პატარა მოძრავ სპერმატოზოიდთან.
ოვოგენეზი (ლათ. ovum კვერცხი, genesis წარმოშობა) - ქალის სასქესო უჯრედის (კვერცხუჯრედის) წარმოქმნისა და განვითარების პროცესი საკვერცხეში.
ოვოგონიები (ლათ. ovum კვერცხი, ბერძნ. gone შთამომავლობა, თაობა) - უმწიფარი მდედრობითი სასქესო უჯრედები, რომელთაც გააჩნიათ ქრომოსომების დიპლოიდური კომპლექტი. განვითარების ადრეულ სტადიებში ოვოგონიები განიცდიან თანმიმდევრულ მიტოზურ ცვლილებებს. მესამე თვისათვის ოვოგონიები იწყებენ ოვოციტებად (იხ.) გარდაქმნას.
ოვოლოგია (ლათ. ovum კვერცხი, logos მოძღვრება) - ორნითოლოგიის (იხ.) ნაწილი, რომელიც სწავლობს ფრინველთა კვერცხებს. იგივე ოოლოგია.
ოვოსკოპი (ლათ. ovum კვერცხი, ბერძნ. skopeo ვხედავ) - ხელსაწყო ელექტროგანათებით, რომელშიც განისაზღვრება საინკუბაციო კვერცხის სიახლე, აგრეთვე ინკუბაციის პროცესში ჩანასახის განვითარება.
ოვოციდები (ლათ. ovum კვერცხი, caedo ვკლავ) - ქიმიური ნივთიერებები, რომელთაც იყენებენ ჰელმინთების და ფეხსახსრიანების კვერცხების გასანადგურებლად.
ოვოციტები (ლათ. ovum კვერცხი, ბერძნ. kytos უჯრედი) - კვერცხუჯრედის განვითარების ერთ-ერთი ადრეული სტადია.
ოვოჰელმინთოლოგიური მეთოდი (ლათ. ovum კვერცხი, ბერძნ., helmins ჭია) - დიაგნოსტიკის მეთოდი, როდესაც ფეკალიების მიკროსკოპული გამოკვლევით ხდება ჭიების კვერცხების გამოვლენა და იდენტიფიკაცია.
ოვულაცია (ლათ. ovum კვერცხი) - მომწიფებული ფოლიკულის გასკდომის ფაზა. საკვერცხიდან კვერცხუჯრედის გამოსვლა.
ოზენა (osaena) - მყრალი სურდო.
ოზონი (ბერძნ. ozon სუნის ტრიალი) - ჟანგბადის სახეცვლილება, რომლის მოლეკულა შედგება 3 ატომისაგან (O3). გააჩნია დამახასიათებელი სუნი, აგრეთვე ძლიერი დამჟანგავი და გამაუსნებოვნებელი თვისებები.
ოზონის ეკრანი (ბერძნ. ozon სუნის ტრიალი) - იგივე ოზონოსფერო. დედამიწის ზედაპირიდან დაახლოებით 15-35კმ-ის სიმაღლეზე განლაგებული ოზონის მოლეკულების მაღალი კონცენტრაციის შემცველი ატმოსფეროს შრე, რომელიც აირეკლავს ცოცხალი სისტემებისათვის დამღეპველ ულტრაიისფერ გამოსხივებას (ტალღის სიგრძე 0,290 მკმ-ზე ნაკლებია). ჰაერში არსებული ჟანგბადისაგან ოზონის წარმოქმნას პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა ბიოსფეროს ევოლუციაში. ამჟამად, ოზონის ეკრანი საგრძნობლადაა დაზიანებული ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად.
ოიკუმენე (ბერძნ. oikumene ვცხო vrob, ვბინადრობ) - დედამიწის ნაწილი, რომელიც დასახლებულია ადამიანის მიერ.
ოკეანარიუმი (ბერძნ. okeanos უსაზღვრო ზღვა) - ზღვის წყლით სავსე აუზი, რომელიც განკუთვნილია ზღვის ცხოველებისათვის, მათი დემონსტრირების და გაწვრთნილი ცხოველების წარმოდგენების მოწყობის მიზნით. ზოგიერთ ოკეანარიუმში მიმდინარეობს სამეცნიერო ხასიათის კვლევები.
ოკეანე (ბერძნ. okeanos უსაზღვრო ზღვა) - 1. ძველბერძნულ მითოლოგიაში წყლის სტიქიის ღმერთი, ურანის და გეას შვილი. 2. წყლის გარსი, რომელიც გარს აკრავს დედამიწას წყლის უწყვეტი შრის სახით. მსოფლიო ოკეანეს უკავია დედამიწის 71% და შედგება 4 დამოუკიდებელი ოკეანისაგან: წყნარი, ატლანტის, ინდოეთის და ჩრდილო-ყინულოვანი ოკეანეებისაგან. პლანეტაზე მიმდინარე ფოტოსინთეზის დაახლოებით 1/3 ოკეანეზე მოდის.
ოკლუზია (ლათ. occlusus ჩაკეტილი) - 1. დახურვა, დაცობა, დახშობა 2. ზედა და ქვედა კბილების ურთიერთგანლაგება მოკუმულ მდგომარეობაში. იგივე თანკბილვა.
ოკულარი (ლათ. ocularis თვალის) - ერთი ლინზისა და ლინზათა სისტემისაგან შემდგარი ოპტიკური ხელსაწყოს ნაწილი, რომელიც მიმართულია დამკვირვებლის თვალისაკენ.
ოკულტიზმი (ლათ. occultis ფარული, იდუმალი) - ბუნების საიდუმლო ძალებზე და ზებუნებრივ თვი სებებზე წარმოდგენათა საერთო სახელწოდება.
ოლეანდრე (Nerium oleander) - მარადმწვანე მაღალი ბუჩქია. შხამიანია. შეიცავს გლიკოზიდებს - ოლეანდრინს, კორნერინს და სხვ. პრეპარატს იყენებენ გულსისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ.
ოლიგოგენები (ბერძნ. oligos მცირე, ცოტა, genos დაბადება, წარმოქმნა) - გენები მკვეთრად გამოხატული ფენოტიპიური გამოვლინებებით. იგივე გადამრთველი გენები.
ოლიგომენორეა (ბერძნ. oligos მცირე, ცოტა, men თვე, rheo მოვედინები) - ხანგრძლივი ინტერვალებით მიმდინარე, არანორმალურად გაიშვიათებული თვიური.
ოლიგომერიზაცია (ბერძნ. oligos მცირე, ცოტა, meros ნაწილი) - ევოლუციის პროცესში ერთი და იგივე ფუნქციის შემსრულებელი ორგანოების რაოდენობის შემცირება. მაგ., ყვავილში გვირგვინის ფურცლების ან ცხოველებში სხეულის სეგმენტების რაოდენობის შემცირება და ა.შ.
ოლიგოსაპრობი (ბერძნ. oligos მცირე, ცოტა, sapros დამპალი) - ორგანიზმი, რომელიც ცხოვრობს სუფთა წყალში და წარმოადგენს წყლების სისუფთავის ბიოინდიკატორს. ოლიგოსაპრობებს მიეკუთვნებიან ზოგიერთი წყალმცენარე, მოლუსკი, თევზი და ა.შ.
ოლიგოსპერმია (ბერძნ. oligos მცირე, ცოტა, sperma თესლი) - გამოყოფილი სპერმის მცირე რაოდენობა.
ოლიგოფრენია (ბერძნ. oligos მცირე, ცოტა, phren ჭკუა) - თანდაყოლილი ჭკუასუსტობა, ინტელექტის განუვითარებლობა. არჩევენ სამი სახის ოლიგოფრენიას: იდიოტიას, იმბეცილობას და დებილობას.
ოლიგოქოლია (ბერძნ.oligos მცირე, ცოტა, chole ნაღველი) - ნაღვლის გამოყოფის შემცირება.
ოლიგურია (ბერძნ. oligos მცირე, ცოტა, uron შარდი) - შარდის გამოყოფის შემცირება (დღეღამეში საშუალოდ 500 მლ-ზე ნაკლები).
ომბროფილები (ბერძნ. ombros წვიმა, philia სიყვარული) - მცენარეები, რომელთაც შეუძლიათ გადაიტანონ ხანგრძლივი წვიმები (მაგ., სელაგინელა, ჭორტანა და სხვ.).
ომბროფობები (ბერძნ.ombros წვიმა, phobos შიში) - მცენარეები, რომლებიც ვერ იტანენ ხანგრძლივ წვიმებს.
ომონიმები (ბერძნ. homos ერთნაირი, onyma სახელი, სახელწოდება) - სიტყვები, რომელთაც ერთნაირი ჟღერადობა აქვთ, ამასთან ერთად კი სხვადასხვა მნიშვნელობა გააჩნიათ. ერთი და იგივე სახელწოდება, რომელიც აქვს ორ, ურთიერთისაგან განსხვავებულ სახეობას. მაგ., სვია - თევზიც არის და მცენარეც, ყვავილი - მცენარის რეპროდუქციული ორგანოა და ამავე დროს, ინფექციური დაავადებაც და ა.შ.
ონანიზმი (ბიბლიური პერსონაჟის, ონანის სახელის მიხედვით) - სქესობრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება სასქესო აქტის გარეშე. სქესობრივი დაკმაყოფილების ფორმა ეროგენული ზონების ხელოვნური გაღიზიანებით.
ონიქოფაგია (ბერძნ. onyx ფრჩხილი, phago ვჭამ) - ფრჩხილების კვნეტის ჩვეულება.
ონკოგენების თეორია (ბერძნ. onkos სიმსივნე, წარმონაქმნი, genesis წარმოქმნა) - კანცეროგენეზის ამჟამად ყველაზე უფრო პოპულარული თეორია, რომლის მიხედვითაც, უმაღლესი ორგანიზმის ყველა უჯრედში არსებობენ ონკოგენური პოტენციის მქონე გენები. ონკოგენების მოქმედების რეალიზაცია ხდება მათ მიერ კოდირებული ონკოცილების მეშვეობით. ავთვისებიან ტრანსფორმაციაში მონაწილეობს ორი ან მეტი ონკოგენი (იხ. პროტოონკოგენები). ონკოგენების თეორიის ფუძემდებელია ნ. მაზურენკო.
ონკოგენეზი (ბერძნ. onkos სიმსივნე, წარმონაქმნი, genesis წარმოქმნა) - ნორმალური უჯრედის ავთვისებიანად გარდაქმნის პროცესი. სინონიმი: კანცეროგენეზი (იხ.).
ონკოგენეტიკა (ბერძნ. onkos სიმსივნე, genetikos წარმოშობასთან დაკავშირებული) - ონკოლოგიის დარგი, რომელიც სიმსივნეების ეტიოლოგიასა და პათოგენეზში სწავლობს გენეტიკური ფაქტორის როლს.
ონკოგენი (ბერძნ. onkos სიმსივნე, genos დაბადება, წარმოშობა) - ონკოგენურ ვირუსში ან უჯრედებში არსებული გენი, რომელიც განაპირობებს უჯრედების ავთვისებიან ტრანსფორმაციას.
ონკოლოგია (ბერძნ. onkos სიმსივნე, logos მოძღვრება) - მედიცინის დარგი, რომელიც სწავლობს სიმსივნეებსა და მათი მკურნალობის მეთოდებს. ონკოლოგიის განვითარება მჭიდროდაა დაკავშირებული ბიოლოგიის (განსაკუთრებით ციტოლოგიის, გენეტიკის, ბიოქიმიის) და ქიმიის წარმატებებთან.
ონკომორფოლოგია (ბერძნ. onkos სიმსივნე, morphe ფორმა, logos მოძღვრება) - სიმსივნეების აგებულების, სტრუქტურის (მორფოლოგიის) შემსწავლელი მეცნიერება.
ონკორნავირუსები (ბერძნ. onkos სიმსივნე, ინგლ. RNA რიბონუკლეინის მჟავა, ლათ. virus შხამი) - რიბონუკლეინის მჟავის შემცველი, ონკოგენური პოტენციის მქონე ვირუსები (თაგვების ლეიკემიების, რაუსის სარკომის, ბიტნერის ვირუსები და სხვ.). ამჟამად ისინი მიეკუთვნებიან რეტროვირუსების ოჯახის ონკოვირუსების ქვეოჯახს.
ონკოსფერო (ბერძნ. onkos სიმსივნე, sphaira დისკო) - თასმისებური ჭიების უმეტესი ნაწილის განვითარების ერთ-ერთი სტადია (კერძოდ, მატლის სტადია.
ონტოგენეზი (ბერძნ. on, ontos არსებული, გენესის წარმოშობა) - ამა თუ იმ ორგანიზმის ინდივიდუალური განვითარება განაყოფიერებული კვერცხიდან აღნიშნული ინდივიდის სიცოცხლის ბოლომდე. ტერმინი შემოიღო გერმანელმა ბიოლოგმა ე. ჰეკელმა 1866 წელს.
ონტოგენეტიკა (ბერძნ. on, ontos არსებული, გენესის წარმოშობა) - იხ. განვითარების ბიოლოგია.
ოოლოგია (ბერძნ. oon კვერცხი, logos მოძღვრება) - იხ. ოვოლოგია.
ოპერაბილური (ლათ. opero ვმუშაობ, ოპერაციას ვაკეთებ) - დაავადება, რომელიც ოპერაციას ექვემდებარება. მაგ., სიმსივნე, რომლის ოპერირება კლინიკური გაუმჯობესების საშუალებას იძლევა. დიამეტრალურად საწინააღმდეგო: ინოპერაბილური (იხ.).
ოპერატიული (ლათ. operator მუშაკი) - რაიმეს სწრაფად და დროულად შესრულება.
ოპერაცია (ლათ. operatio მოქმედება) - 1.ქირურგიული ჩარევა სამკურნალო მიზნით. ქსოვილებსა და ორგანოებზე მექანიკური ზემოქმედება. 2.ერთი მიზნით, ერთი ამოცანით გაერთიანებული, დასრულებული მოქმედება.
ოპერონი (ლათ. opero ვმუშაობ, ვმოქმედებ) - ოპერონი წარმოადგენს ოპერატორს და მასზე დამოკიდებულ სტრუქტურულ გენებს. ოპერატორზე მოქმედებს რეპრესორი (ცილა), რომელიც იწვევს ოპერატორის დათრგუნვას. რეპრესორის სინთეზს აწარმოებს გენირეგულატორი (გენის რეგულაციის ჟაკოსა და მონოს ჰიპოთეზა).
ოპისთორქოზი (Opisthorchis felineus, ბერძნ. osis მდგომარეობა) - ღვიძლის სანაღვლე გზებში, ნაღვლის ბუშტსა და პანკრეასში აღნიშნული ჰელმინთების (ბრტყელი ჭიების ტიპი, დიგენეზური მწოველების კლასი) შეჭრის შედეგად განვითარებული დაავადება. დასენიანება ხდება უმი ან ცუდად მოხარშული თევზით. თავისი განვითარებისათვის პარაზიტი საჭიროებს 2 შუალედურ მასპინძელს - ჭაობის ლოკოკინას და მტკნარი წყლის თევზებს (ნაფოტას, კაპარჭინას და სხვ.). დეფინიტური მასპინძლებია ადამიანი, ძაღლი, კატა. პროფილაქტიკური ღონისძიებანი ითვალისწინებს პარაზიტის სასიცოცხლო ციკლზე ზემოქმედებას.
ოპიუმი (ბერძნ. opion ყაყაჩოს წვენი) - საძილე ყაყაჩოს (Papaver somniferum) მოუმწიფებელი სათესლე კოლოფების გამომშრალი წვენი. შეიცავს სხვადასხვა ალკალოიდებს (მორფინს და სხვ.). მედიცინაში იყენებენ როგორც ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას.
ოპონენტი (ლათ. opponens ვინც ეკამათება ვინმეს, წანააღმდეგ გამოდის) - პირი, რომელიც კამათში გამოდის, პაექრობაში მონაწილეობს.
ოპორტუნისტული დაავადებები (ლათ. opportunus ხელსაყრელი) - ამა თუ იმ პათოლოგიური პროცესის თანმხლები დაავადებებია. მაგ. შიდსის დროს ადგილი აქვს პნევმონიებს, კაპოშის სარკომის, ლიმფომების, აგრეთვე სხვადასხვა პირობით-პათოგენური მიკროორგანიზმების გააქტიურებას.
ოპრესია (ლათ. oppressus ხრჩობა, მოჭერა) - 1.წუხილი, სევდა, დაღონება. 2.გულმკერდის არეში თავისებური წუხილისა და ხუთვის შეგრძნება.
ოპტიკა (ბერძნ. optike მეცნიერება მხედველობაზე) - 1.ფიზიკის დარგი, რომელიც სწავლობს სინათლის მოვლენას და თვისებებს. 2.ხელსაწყოები, რომელთა მოქმედება ეყრდნობა სინათლის არეკვლისა და გარდატეხის კანონებს.
ოპტიმალური (ლათ. optimus საუკეთესო) - შესაძლებელი ვარიანტებიდან საუკეთესო (მაგ. საუკეთესო ოპტიმალური პირობები).
ორალური (ლათ. oris პირი) - პირის. ის, რაც პირს შეეხება. სხეულის იმ ნაწილისაკენ მყოფი, სადაც პირია.
ორანჟერეია (ფრანგ. orangerie ფორთოხალი) - შემინული სათავსი თბილი ქვეყნების მცენარეების გაზრდისა და გამოზამთრებისათვის, აგრეთვე სეზონისადმი შეუსაბამო ბოსტნეულისა და ყვავილების კულტივირებისათვის. იგივე სათბური.
ორგაზმი (ბერძნ. orgao აგზნებული ვარ) - სქესობრივი აქტის კულმინაციური ფაზა, უკიდურესი აგზნება, რასაც მოყვება ნერვული დაცლა. ფიზიოლოგიურად გამოიხატება მამაკაცის მიერ თესლის ეაკულაციაში. განასხვავებენ ქალის ორგაზმის შემდეგ სახეებს: კლიტორულს, ვაგინალურს და შერეულს (კლიტორულვაგინალურს).
ორგანელები (ბერძნ. organon ორგანო, იარაღი) - ერთუჯრედიანი ორგანიზმის ნაწილი, რომელიც მრავალუჯრედიანი ორგანიზმის რომელიმე ორგანოს ანალოგიურია. განსაკუთრებით მრავალგვარი და რთულია ინფუზორიებისა და შოლტიანების ორგანელები. განასხვავებენ ორგანელების რამოდენიმე ტიპს: საყრდენს, სამოძრაოს, კუმშვადს, საჭმლის მომნელებელს, სეკრეტორულს და სხვ.
ორგანიზმი (ბერძნ. organon ორგანო, იარაღი) - ცალკეული ცოცხალი არსება, რომელსაც განიხილავენ როგორც ბიოლოგიურ სისტემას. შედგება ურთიერთდამოკიდებული და ურთიერთდაქვემდებარებული ელემენტებისაგან; ყოველი ცოცხალი არსება, რომლის ძირითადი თვისებაა ნივთიერებათა ცვლა.
ორგანოგენები (ბერძნ. organon ორგანო, იარაღი, genos გვარი, წარმოშობა) - ჟანგბადი, ნახშირბადი, წყალბადი და აზოტი. ჩვეულებრივ ისინი ორგანული ნივთიერებების ძირითადი ქიმიური ელემენტები არიან. ამიტომაც ეწოდებათ მათ ორგანოგენები.
ორგანოგენეზი (ბერძნ. organon ორგანო, იარაღი, genesis წარმოქმნა, წარმოშობა) - ორგანოების ჩანასახების წარმოქმნა და მათი დიფერენცირება მრავალუჯრედიანი ორგანიზმების ონტო და ფილოგენეზში. მომავალი ორგანიზმის ქსოვილები და ორგანოები წარმოიქმნებიან ჩანასახოვანი ფურცლებისაგან - ექტოდერმის, მეზოდერმისა და ენტოდერმისაგან.
ორგანოთერაპია (ბერძნ. organon ორგანო, იარაღი, therapeia მკურნალობა) - მკურნალობა ცხოველების ორგანოებიდან დამზადებული პრეპარატებით (იხ. ფეტალური მედიცინა).
ორგანოიდები (ბერძნ. organon ორგანო, იარაღი, eidos სახე) - უჯრედის მუდმივი, სპეციალიზებული სისტემები, რომლებიც ასრულებენ განსაზღვრულ ფუნქციებს (მიტოქონდრიები, გოლჯის აპარატი, ცენტროსომა, რიბოსომები და სხვ.). ხშირად ანალოგიურ სტრუქტურებს ორგანელებს უწოდებენ (იხ).
ორგანოპათოლოგია (ბერძნ. organon ორგანო, იარაღი, pathos ავადმყოფობა, ტანჯვა, logos მოძღვრება) - ორგანოთა ფუნქციის პათოლოგიური ცვლილებების შემსწავლელი მედიცინის დარგი.
ორგანოპლასტიკა (ბერძნ. organon ორგანო, იარაღი, plastike ვძერწავ, ვაქანდაკებ) - დაკარგული ორგანოების, მაგ., ცხვირის აღდგენა ქირურგიული გზით.
ორგანოტროპიზმი (ბერძნ. organon ორგანო, იარაღი, tropos მიმართულება) - ამა თუ იმ აგენტის (ფაქტორის) ზემოქმედება რომელიმე ერთი (ან რამდენიმე) ორგანოს მიმართ. მაგ., აფლატოქსინი იწვევს ღვიძლის ჰეპატომების განვითარებას. ამდენად, აღნიშნული ტოქსინი ჰეპატოტროპულია.
ორგანოტროფები (ბერძნ. organon ორგანო, იარაღი, trophe კვება) - მიკროორგანიზმები, რომლებიც ენერგიის წყაროდ იყენებენ ნახშირწყლებს.
ორგვარადმსუთქავი თევზები (Dipnoi) - ძვლოვანი თევზების ერთერთი ზერიგი. ლაყუჩების გარდა, აქვთ ნამდვილი ფილტვები, ქოანები, ფილტვის სისხლის მიმოქცევა და ქვედა ღრუ ვენა.
ორდინარული (ლათ. ordinarius) - ჩვეულებრივი, საშუალო.
ორდინატა (ლათ. ordinatus მოწესრიგებული) - ერთი ან ორი (შეიძლება სამი) რიცხვის დასახელება, რომლებიც განსაზღვრავენ ამა თუ იმ წერტილის მდებარეობას, განლაგებას ვერტიკალურ, სწორ ხაზზე კოორდინატების სწორკუთხოვანი სისტემის მიმართ.
ორდინატორი (ლათ. ordinator წესრიგში მოყვანა, გამგებელი) - საავადმყოფოს მკურნალი ექიმი, რომელიც მუშაობს განყოფილების გამგის ხელმძღვანელობის ქვეშ.
ორდოვიკული პერიოდი (ლათ. ordovices - ორდოვიკები, უძველესი კელტური ტომი, რომელიც ცხოვრობდა ამჟამინდელი უელსის ტერიტორიაზე) - პალეოზოური ერის ერთერთი პერიოდია (კემბრიულსა და სილურულს შორის). გრძელდებოდა 60მლნ წლის განმავლობაში. ამ დროს უკან დაიხია ზღვამ. გაიფურჩქნენ ზღვის უხერხემლოები. ფართოდ გავრცელდნენ ტრილობიტები და წყალმცენარეები.
ორეოლი (ლათ. aureolus მოოქროვილი) - 1. რელიგიურ სახვით ხელოვნებაში რაიმე საგნის ან ადამიანის თავის გარშემო არსებული ნათება, შარავანდედი. 2. რომელიმე პიროვნების გარშემო შექმნილი დიდების, პატივისცემის გარემო. 3. აღნიშნული ტერმინი გამოიყენება ბიოლოგიაშიც (მაგ., პერინუკლეური ორეოლი).
ორეოფიტები (ბერძნ. oros მთა, phyton მცენარე) - მთის მცენარეები. ალპური მცენარეები.
ორთოგენეზი (ბერძნ. orthos სწორი, genesis წარმოქმნა, წარმოშობა) - თ. ეიმერის მიერ 1888-1897 წლებში ჩამოყალიბებული ევოლუციური თეორიის კონცეპცია, რომლის თანახმადაც ცოცხალი ბუნების განვითარება განპირობებულია ევოლუციის გარკვეული გზით წარმმართავი შინაგანი ფაქტორებით. აღნიშნულ კონცეპციას მრავალი საერთო ნიშანი გააჩნია ლ.ბერგის ნომოგენეზთან (იხ.)
ორთოგრაფია (ბერძნ. orthos სწორი, grapho ვწერ) - მართლწერა.
ორთოდონტია (ბერძნ. orthos სწორი, odontos კბილი) - სტომატოლოგიის ნაწილი, რომელიც სწავლობს კბილების აგებულების და მათი თანკბილვის ანომალიებს და ამ დეფექტების მკურნალობის მეთოდებს.
ორთოდოქსი (ბერძნ. orthodoxos მართლმორწმუნე) - პიროვნება, რომელიც შეურყევლად მისდევს განსაზღვრულ მოძღვრებას, მიმართულებას, შეხედულებათა სისტემას.
ორთოეპია (ბერძნ. orthos სწორი, epos მეტყველება) - წესების სისტემა, რომელიც განსაზღვრავს სწორ, ლიტერატურულ გამოთქმას. ბგერების გამოთქმის წესების დაცვა.
ორთომიქსოვირუსები (ბერძნ. orthos სწორი, myxa ლორწო, ლათ. virus შხამი) - აღნიშნულ ოჯახს მიეკუთვნება A, B და C ტიპის გრიპის ვირუსები, რომელთაც გააჩნიათ ტროპიზმი მუცინისადმი. გრიპის A ვირუსი გამოყოფილ იქნა 1933 წელს ვ. სმიტის, კ. ენდრიუსის და პ. ლენდლოუს მიერ, ვირიონის ფორმა სფერულია, ახასიათებს არასწორი კონფიგურაცია, ზოგჯერ კი ძაფისებრი ფორმაც. ზომები 80-120 ნმ-ის ფარგლებში მერყეობს. ნუკლეოიდი ლოკალიზებულია ვირიონის ცენტრალურ ნაწილში და შეიცავს ერთჯაჭვიან, ფრაგმენტირებულ რნმ-ს. ჰემაგლუტინინი და ნეირამინიდაზა ლოკალიზებულია ვირუსის სხვადასხვა კბილანისმაგვარ გამონაზარდებში. ვირუსი სწრაფად იღუპება 560C-ზე, თუმცა ინარჩუნებს ცხოველქმედებას დაბალ ტემპერატურებზე (-700C).
ორთოპედია (ბერძნ. orthos სწორი, paideia აღზრდა) - მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის ადამიანის სხეულის ხერხემლისა და კიდურების თანდაყოლილი და შეძენილი დეფორმაციების პროფილაქტიკასა და მკურნალობას.
ორთოპნოე (ბერძნ. orthos სწორი, pnoe სუნთქვა) - ქოშინი, რომელიც ავადმყოფს, გაძნელებული სუნთქვის გამო, აიძულებს მიიღოს ვერტიკალური მდგომარეობა. ორთოპნოე დამახასიათებელია მიოკარდიტით, გულის მანკით და სხვ. დაავადებულთათვის.
ორიგინალი (ლათ. originalis თვითმყოფადი, საწყისი) - დედანი, ნამდვილი, ჭეშმარიტი თხზულება; ხელნაწერი, რომლიდანაც ხდება ტიპოგრაფიული აწყობა.
ორიენტაცია (ლათ. oriens აღმოსავლეთი) - 1. გარემოში გარკვევის უნარი. 2. აზროვნების, ქმედების წარმართვა განსაზღვრული მიმართულებით.
ორი სინკარიონის თეორია (ბერძნ. syn თან, ერთად karyon ბირთვი) - სიმსივნური უჯრედების წარმოქმნის თეორია, რომელიც მდგომარეობს კანცეროგენეზის ინიციაციის და პრომოციის სტადიებზე ორი სინკარიონის ანუ ჰიბრიდული უჯრედების წარმოქმნაში. ინიციაციის სტადიაზე წარმოიქმნება პრეკანცეროზული სინკარიონი (იხ.), ხოლო პრომოციის სტადიაზე - ჭეშმარიტი სიმსივნური სინკარიონი პროლიფერაციის განუსაზღვრელი პოტენციით.
ორკბილა (Bidens tripartita) - ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს ეთერის ზეთს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ასკორბინის მჟავას, კაროტინს, ფლავონოიდებს და სხვა. გააჩნია შარდმდენი და ოფლმდენი თვისებები, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ხელს უწყობს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზაციას. იყენებენ დიათეზის, რაქიტის, პოდაგრის შემთხვევებში.
ორმაგი განაყოფიერება - ფარულთესლოვან მცენარეებში განაყოფიერების პროცესის თავისებურება. ორი სპერმიიდან ერთი ანაყოფიერებს კვერცხუჯრედს, ხოლო მეორე - ჩანასახის პარკის ცენტრალურ უჯრედს.
ორნითოზი (ბერძნ. ornis ფრინველი, osis მდგომარეობა) - ქლამიდიებით გამოწვეული დაავადება, რომელიც ფრინველებიდან გადაეცემა ადამიანს. დაავადება მიმდინარეობს მაღალი ტემპერატურით, ცხელებით, თავისა და კუნთების ტკივილებით, ფილტვების ანთებით და სხვ.
ორნითოლოგია (ბერძნ. ornis ფრინველი, logos მოძღვრება) - ზოოლოგიის დარგი, რომელიც სწავლობს ფრინველებს.
ორნითოფაგი (ბერძნ. ornis ფრინველი, phago ვშთანთქავ) - ორგანიზმი, რომელიც უმეტესწილად იკვებება ფრინველებით (მაგ., მიმინო, შევარდენი, ბოლობეჭედა და სხვ.).
ორნითოფილია (ბერძნ. ornis ფრინველი, philia სიყვარული, მიდრეკილება) - ყვავილის ჯვარედინი დამტვერვა ფრინველების საშუალებით.
ორნითოქორია (ბერძნ. ornis ფრინველი, choreo ვვრცელდები) - მცენარის ნაყოფისა და თესლის გავრცელება ფრინველების მიერ.
ოროვანდი (Arctium lappa) - ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს ინულინს, პროტეინს, ეთერის ზეთს, ლორწოვანს, მთრიმლავ ნივთიერებებს, სხვადასხვა ცხიმოვან მჟავებს, ასკორბინის მჟავას, გლიკოზიდ არქტინს და სხვ. გააჩნია შარდ და ოფლმდენი თვისებები. აუმჯობესებს ავადმყოფების სისხლისა და შარდის შემადგენლობას. ნაჩვენებია დიაბეტის დროს, თირკმელებსა და შარდის ბუშტში კენჭების დასაშლელად, გას - ტრიტისა და კუჭის წყლულის შემთხვევებში.
ორსაგდულიანები (Bivalvia) - მოლუსკების ტიპის ერთ-ერთი კლასია. მათი სხეული ორსაგდულიან ნიჟარაშია მოქცეული. ნიჟარაში შეიმჩნევა რქოვანი, ფაიფურისმაგვარი და სადაფის შრეები. საკვებად გამოიყენებიან მიდიები, ხამანწკები და სხვ. ზოგიერთი ორსაგდულიანი მოლუსკის ნიჟარაში მოხვედრილი უცხო სხეულისაგან შესაძლებელია წარმოიქმნეს მარგალიტი (იხ.). ორსაგდულიანებიდან ზოგიერთი მათგანი დიდი ზომებით გამოირჩევა. მაგ., გიგანტური ტრიდაქტნას ნიჟარის დიამეტრი 1,5 მეტრს აღწევს, ხოლო წონა 300 კგ-ს.
ორსახლიანობა - მდედრობითი და მამრობითი სასქესო ორგანოების (ერთსქესიანი ბუტკოიანი და მტვრიანებიანი ყვავილების) განვითარება ერთი რომელიმე სახეობის მცენარის სხვადასხვა ეგზემპლარებზე (ტირიფზე, ალვის ხეზე და სხვ.).
ორსულობა (graviditas) - ქალის ორგანიზმში განაყოფიერებული კვერცხუჯრედიდან ნაყოფის განვითარების ფიზიოლოგიური პროცესი, რაც ბავშვის დაბადებით მთავრდება. ორსულობას, როდესაც განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ვითარდება საშვილოსნოს გარეთ, მაგ., ფალოპის მილში, საშვილოსნოსგარე ეწოდება. ორსულობა შედგება 3 ტრიმესტრისაგან.
ორფერი (Pulmonaria offi cinalis) - მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს მანგანუმს, კალიუმს, კალციუმს, რკინას, ლორწოვანს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ასკორბინის მჟავას, კაროტინს და სხვ. გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, შემკვრელი, შარდმდენი, სისხლდენის შემაჩერებელი და სხვ თვისებები. იყენებენ შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების მოქმედების დამარეგულირებელ საშუალებად, აგრეთვე საჭმლის მომნელებელი ტრაქტის, ფილტვების ტუბერკულოზის და სხვ. შემთხვევებში.
ორქიტი (ბერძნ. orchis სათესლე, itis ანთება) - მამაკაცის სათესლე ჯირკვლების ანთება.
ოსიფიკაცია (ლათ. os ძვალი, factio კეთება, საქმიანობა) - გაძვალება, ძვლოვანი ქსოვილის წარმოქმნა.
ოსმორეგულაცია (ბერძნ. osmos ბიძგი, წნევა, ლათ. regulo მივმართავ) - ფიზიოლოგიური და ფსიქოფიზიოლოგიური პროცესებია, რომლებიც უზრუნველყოფენ უჯრედშორისი სითხეების, ლიმფის, სისხლის ოსმოსური წნევის შეფარდებით მუდმივობას.
ოსმოსი (ბერძნ. osmos ბიძგი, წნევა) - ორი სხვადასხვა კონცენტრაციის ნივთიერების (მეტწილად ხსნარების) დიფუზური გაწონასწორება მათი გამყოფი ფოროვანი აპკის გავლით.
ოსტეობლასტი (ბერძნ. osteon ძვალი, blastos ყლორტი, ღივი) - ძვლის წარმომქმნელი უჯრედი. ოსტეოციტის (იხ.) წინამდებარე სტადია.
ოსტეოდისპლაზია (ბერძნ. osteon ძვალი, dys მოშლა, დარღვევა, plasis შექმნა, წარმოქმნა) - ძვლოვანი ქსოვილის განვითარების ანომალია.
ოსტეოკლასტი (ბერძნ. osteon ძვალი, klao ვაზიანებ) - ძვლის ქსოვილის მაკროფაგი, რომლის დახმარებით ხდება ძვლის ძირითადი ნივთიერების გაწოვა. გიგანტური უჯრედია, გააჩნია რამდენიმე ათეული ბირთვი.
ოსტეოლოგია (ბერძნ. osteon ძვალი, logos მოძღვრება) - ანატომიის დარგი, რომელიც სწავლობს ძვლების ფორმასა და სტრუქტურას.
ოსტეომალაცია (ბერძნ. osteon ძვალი, malakia სირბილე, სისუსტე) - ძვლების დარბილება მათ მიერ კალციუმის დაკარგვის გამო.
ოსტეომიელიტი (ბერძნ. osteon ძვალი, myelos ძვლის ტვინი) - ძვლის ტვინის ანთება, რომელიც ჩვეულებრივ ძვლის კომპაქტურ და ღრუბლისებრ ნივთიერებებზე და ძვლისაზრდელაზე ვრცელდება.
ოსტეონი (ბერძნ. osteon ძვალი) - ძვლის კომპაქტური ნივთიერების სტრუქტურული ერთეული. მასში შედის 12 სისხლძარღვი და ნერვი, რომლებიც ძვლისაზრდელას და ძვლის ტვინის სისხლძარღვებს უკავშირდებიან ანასტომოზების საშუალებით.
ოსტეოპოროზი (ბერძნ. osteon ძვალი, poros ფორი) - ძვლის ქსოვილის დაფორიანება, გამეჩხერება, რისი მიზეზიც შეიძლება იყოს ან- თებითი პროცესები და ასაკობრივი ინვოლუცია.
ოსტეოსარკომა (ბერძნ. osteon ძვალი, sarx ხორცი, oma სიმსივნე) - ძვლოვანი ქსოვილისაგან განვითარებული ავთვისებიანი სიმსივნე.
ოსტეოციტი (ბერძნ. osteon ძვალი, kytos უჯრედი) - ძვლის ქსოვილის მაღალდიფერენცირებული უჯრედი, რომელიც წარმოქმნის ძვლის უჯრედ-შორის ნივთიერებას. ლოკალიზებულია ე.წ. ლაკუნებში, სიღრუეებში.
ოსტიტი (ბერძნ. osteon ძვალი, itis ანთება) - ძვლის ქსოვილის ანთება.
ოსტიუმი (ლათ. ostium შესავალი კარი) - ხვრელი რბილ ქსოვილებში. შესართავი.
ოტოლითები (ბერძნ. otos ყური, lithos ქვა) - კიროვანი კრისტალები (კენჭები), რომელნიც ლოკალიზებულნი არიან წონასწორობის ორგანოს პარკების ღრუში და მონაწილეობენ წონასწორობის პროცესის რეგულაციაში.
ოტორინოლარინგოლოგია (ბერძნ. otos ყური, rhinos ცხვირი, larynx ხორხი, logos მოძღვრება) - მოძღვრება ყურის, ცხვირის და ხორხის აგებულების, ფუნქციებისა და დაავადებათა შესახებ.
ოტოსკლეროზი (ბერძნ. otos ყური, skleros მაგარი) - სასმენი ორგანოს ძვლოვან ლაბირინთში მიმდინარე კეროვანი პათოლოგიური პროცესით განპირობებული დაავადება, რასაც ხშირად თან სდევს ოვალური სარკმლის მიდამოში უზანგის ფუძის ფიქსაცია. ძვლის წანაზარდები ხელს უშლის უზანგის მოძრაობას, რის გამოც ბგერა სუსტად გადაეცემა შიგნითა ყურს, ე.ი. ნაკლებად მოქმედებს სასმენი ნერვის დაბოლოებებზე. დაავადება ხასიათდება სმენის პროგრესული დაქვეითებით. ამჟამად ძალზე ეფექტურია ქირურგიული მკურნალობა. სინონიმი: ოტოდისტროფია, ოტოსპონგიოზი.
ოფთალმოლოგია (ბერძნ. ophthalmos თვალი, logos მოძღვრება) - მეცნიერება თვალის დაავადებათა და მათი მკურნალობის შესახებ.
ოფიდიზმი (ბერძნ. ophidon გველი) - გველის შხამით მოწამვლა.
ოფიდიოფობია (ბერძნ. ophidon გველი, phobos შიში) - გველებისადმი პანიკური შიში.
ოფსონინები (ბერძნ. opsoneo საკვებით ვამარაგებ) - ნორმალურ სისხლის შრატში ბაქტერიების ფაგოციტოზის უნარის გამაძლიერებელი ნივთიერებანი. აქტიური იმუნიზაციის დროს ოფსონინების რაოდენობა სისხლში მატულობს.
ოქსიდაზები (ბერძნ. oxys მჟავე) - დამჟანგავი ფერმენტები, რომლებიც დასაჟანგავ ნივთიერებას ართმევენ წყალბადს და გადასცემენ მას ჰაერის ჟანგბადს, რის შედეგადაც წარმოიქმნება წყალი ან წყალბადის ზეჟანგი.
ოქსიდაცია (ბერძნ. oxys მჟავე) - რაიმე ნივთიერების შეერთება ჟანგბადთან.
ოქსიდორედუქტაზები (ბერძნ. oxys მჟავე, ლათ. reducere დაბრუნება, აღდგენა) - ფერმენტების კლასი (200-ზე მეტი ფერმენტი), რომელიც აკატალიზებს ჟანგვააღდგენით რეაქციებს ელექტრონებისა და პროტონების გადატანის გზით. მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ცოცხალი უჯრედების ენერგიით უზრუნველყოფაში. ოქსიდორედუქტაზების უმნიშვნელოვანესი ჯგუფებია: დეჰიდროგენაზები, ჰიდროქსილაზები, ოქსიგენაზები, ოქსიდაზები, პეროქსიდაზები და სხვ.
ოქსიჰემოგლობინი (ბერძნ. oxys მჟავე, haima სისხლი, ლათ. globus ბურთულა) - ჰემოგლობინის არამდგრადი ნაერთი ჟანგბადთან. ამ უკანასკნელის პარციალური წნევის შემცირებისას ოქსიჰემოგლობინი გასცემს თავის ჟანგბადს.
ოქტანა (ლათ. octava მერვე) - ცხელება, რომელიც მეორდება ყოველ მერვე დღეს.
ოყნა (ბერძნ. klyzo გამოვავლებ) - სწორ ნაწლავში ირიგატორით ან შპრიცით სითხის (ან აირის) შეყვანა სამკურნალო მიზნით.
ოშოშა (Glechoma hederacea) - მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს ეთერის ზეთს, ქოლინს, ფისს, ასკორბინის მჟავას, მთრიმლავ ნივთიერებებს. იყენებენ როგორც მადის და საჭმლის მონელების გასაუმჯობესებელ, აგრეთვე ანთების საწინააღმდეგო, სისხლდენის შემაჩერებელ და ამოსახველებელ საშუალებას.
ოჯახი - სისტემატიკური კატეგორია, რომელიც აერთიანებს მონათესავე გვარებს. ოჯახი შედის რიგის შემადგენლობაში.
![]() |
19 პ |
▲back to top |
პაგინაცია (ლათ. pagina ფურცელი) - წიგნის ან ჟურნალის ფურცლების რიგითი ნუმერაცია.
პაგონი (ბერძნ. pagus ყინვა, on არსება, არსებული) - ყინულის სისქეში არსებული ორგანიზმების ერთობლიობა. ასეთი ორგანიზმები, ჩვეულებრივ, ანაბიოზურ მდგომარეობაში იმყოფებიან.
პავორ ნოქტურნუს (ლათ. pavor შიში, კანკალი, nocturnus ღამის) - ღამის შიში, განსაკუთრებით 2-8 წლის ბავშვებში.
პათოგენეზი (ბერძნ. pathos ავადმყოფობა, ტანჯვა, genesis წარმოშობა) - ავადმყოფობის წარმოშობისა და განვითარების თანმიმდევრობა, მექანიზმი.
პათოგენური (ბერძნ. pathos ავადმყოფობა, ტანჯვა, gennao წარმოვქმნი) - დაავადების გამომწვევი, დამასნეულებელი. მაგ., პათოგენური მიკროორგანიზმები.
პათოგნომური (ბერძნ. pathos ავადმყოფობა, ტანჯვა, gnoma ნიშანი) - ავადმყოფობის ან ავადმყოფური მდგომარეობის დამახასიათებელი ნიშანი. მაგ., ლიმფოგრანულომატოზისათვის დამახასიათებელი ანუ პათოგნომურია შტერნბერგრიდის უჯრედები (იხ.).
პათოლოგია (ბერძნ. pathos ავადმყოფობა, ტანჯვა, logos მოძღვრება) - მედიცინის დარგი, რომელიც სწავლობს ორგანიზმში მიმდინარე ავადმყოფურ პროცესებს.
პათოლოგიური (ბერძნ. pathos ავადმყოფობა, ტანჯვა) - ავადმყოფური, არანორმალური. რაიმე პათოლოგიასთან დაკავშირებული.
პათომორფოზი (ბერძნ. pathos ავადმყოფობა, ტანჯვა, morphe სახე, ფორმა) - დაავადების, მისი სიმპტომების, კლინიკური მიმდინარეობის, უჯრედული სუბსტრატის არსებითი შეცვლა, რაც განპირობებულია გარეშე ფაქტორთა (ქიმიოთერაპია, დასხივება და სხვ.) ზემოქმედებით.
პათოსი (ბერძნ. pathos) - უდიდესი აღფრთოვანება, აღმაფრენა, აღმავლობა (სიტყვის თქმაში, შემოქმედებაში და სხვ.).
პალეოანთროპები (ბერძნ. palaios ძველი, anthropos ადამიანი) - იგივეა, რაც ნეანდერტალელი ადამიანი (იხ.).
პალეოანთროპოლოგია (ბერძნ. palaios ძველი, anthropos ადამიანი, logos მოძღვრება) - ანთროპოლოგიის დარგი, რომელიც სწავლობს ნამარხ ადამიანებს.
პალეობიოლოგია (ბერძნ. palaios ძველი, bios სიცოცხლე, logos მოძღვრება) - მეცნიერება, რომელიც სწავლობს ნამარხ, გადაშენებულ ორგანიზმებსა და მათ ურთიერთობას თანამედროვე ორგანულ სამყაროსთან.
პალეოგენი (ბერძნ. palaios ძველი, genesis წარმოშობა) - კაინოზოური ერის ყველაზე უფრო ძველი პერიოდი. მისი ხანგრძლივობა დაახლოებით 41 მლნ წელს შეადგენდა. ამ დროს გავრცელებულნი იყვნენ ძვლოვანი თევზები, ამფიბიები, ქვეწარმავლები და სხვ. ამ პერიოდის ბოლოს გაჩნდნენ უძველესი ადამიანისმაგვარი მაიმუნები. მცენარეებიდან გაბატონებულნი იყვნენ ფარულთესლოვანები.
პალეოზოური ერა (ბერძნ. palaios ძველი) - იგივე ძველი სიცოცხლის ერა. მისი ხანგრძლივობა 570-მდე მლნ წელს შეადგენდა. შედგება კემბრიული, ორდოვიკული, სილურული, დევონური, ქვანახშირის და პერმული პერიოდებისაგან. ამ ერის ბოლოსათვის სწრაფად განვითარდნენ ქვეწარმავლები, კერძოდ, წარმოიშვნენ მხეცკბილა ქვეწარმავლები. მოისპო ქვანახშირის ტყეები. მდიდარი იყო შიშველთესლოვანთა ფლორა.
პალეოლითი (ბერძნ. palaios ძველი, lithos ქვა) - თანამედროვე ადამიანის და მისი წინაპრების კულტურულ- ტექნიკური განვითარების ქვის ხანის უძველესი პერიოდი. ამ პერიოდის ადამიანი ამზადებდა ქვის იარაღს, ფართოდ იყენებდა ხის, ძვლის ნაკეთობებს, ნადირობდა.
პალეონტოლოგია (ბერძნ. palaios ძველი, on, ontos არსებული, logos მოძღვრება) - მეცნიერება, რომელიც სწავლობს წარსული გეოლოგიური პერიოდების ორგანიზმებს, რომლებიც წარმოდგენილნი არიან ნამარხი ნაშთების სახით.
პალიატივი (ლათ. palliatus დაფარული) - საშუალება, რომელიც დროებით ამსუბუქებს ავადმყოფის მდგომარეობას, მაგრამ არ კურნავს მას. ნახევარზომა.
პალინგენეზი (ბერძნ. palin ხელახლა, genesis წარმოშობა) - ჩანასახში მეტად თუ ნაკლებად დაშორებული წინაპრების ზრდასრული ფორმების ნიშან-თვისებების განვითარება. ონტოგენეზში ფილოგენეზის ცალკეული ნიშნების სახეცვლილებების განმეორება (მაგ., ხმელეთის ცხოველების ჩანასახებში ლაყუჩების არსებობა). ტერმინი შემოიტანა ე. ჰეკელმა 1866 წელს.
პალინოზი (ბერძნ. paline მტვერი, nosos ავადმყოფობა) - მცენარეთა ყვავილის მტვრისადმი მაღალი მგრძნობელობა. იგივე „ყვავილის სურდო“, თივის ცხელება. იგივე პოლინოზი.
პალინოლოგია (ბერძნ. paline მტვერი, logos მოძღვრება) - მცენარეთა მტვრის მარცვლისა და სპორის შემსწავლელი ბოტანიკის დარგი.
პალპაცია (ლათ. palpatio ხელის მოსმა, შეხება) - ავადმყოფის ორგანოთა, პულსის, სიმსივნის გასინჯვა ხელით.
პამპასები (ესპ. pampas) - ველები სამხრეთ ამერიკაში.
პანალგია (ბერძნ. pan ყველა, algos ტკივილი) - ტკივილის შეგრძნება მთელ სხეულში.
პანალელი (ბერძნ. pan ყველა, allelon ორმხრივი) - ერთ ლოკუსში არსებული გენების კრებითი სახელწოდება.
პანართრია (ბერძნ. pan ყველა, arthron სახსარი) - სახსრის ყველა ქსოვილის ან ყველა სახსრის ანთება.
პანარიციუმი (ბერძნ. par ახლოს, onyx ფრჩხილი) - თითის ჩირქოვანი ანთება. იგივე საწერელი.
პანაცეა (ბერძნ. panakeia ყოვლის მკურნალი) - უნივერსალური სამკურნალო საშუალება, რომელიც თითქოს ყველა დაავადებას შველის. ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, ცნობილ მკურნალ ასკლეპიოსს ორი ქალიშვილი ჰყავდა - ჰიგია და პანაცეა, რომლებიც მამის კვალს გაჰყვნენ. ტერმინი ეწოდა ერთ-ერთი ქალიშვილის საპატივცემულოდ.
პანგენეზი (ბერძნ. pan საყოველთაო, genesis წარმოქმნა) - ჰიპოთეზა შთამომავლობაში წინა თაობების ნიშან-თვისებების განმეორების, რეპროდუქციის მექანიზმზე, რომელიც წარმოადგინა ჩ.დარვინმა 1868 წელს. ამ ჰიპოთეზის თანახმად, ორგანიზმის ყველა უჯრედი გამოყოფს უმცირეს ნაწილაკებს (ჰემულებს), რომლებიც გროვდებიან სასქესო უჯრედებში. დარვინის აზრით, ამითაა განპირობებული ნიშან-თვისებების, მათ შორის შეძენილი ნიშან-თვისებების დამემკვიდრება.
პანდემია (ბერძნ. pan საყოველთაო, demos ხალხი) - ეპიდემია, რომელიც ერთდროულადაა გავრცელებული სხვადასხვა ქვეყნებში. ეპიდემიის ძალზე ფართო მასშტაბით გავრცელება.
პანზოოტია (ბერძნ. pan საყოველთაო, ყველა, zoon ცხოველი) - დიდ გეოგრაფიულ არეალზე ცხოველთა რომელიმე ავადმყოფობის გავ რცელება.
პანთეონი (ბერძნ. pan საყოველთაო, ყველა, theos ღმერთი) - 1. ძველ საბერძნეთსა და რომში - ყველა ღმერთისადმი მიძღვნილი საკურთხეველი. 2. ამა თუ იმ კულტის ყველა ღმერთის საერთო სახელწოდება. 3. ადგილი, რომელიც გამოყოფილია გამოჩენილი მოღვაწეების დასაკრძალავად.
პანკრეასი (pancreas) - შერეული, ეგზო და ენდოკრინული სეკრეციის ჯირკვალი, რომელიც მდებარეობს კუჭის ქვემოთ და უკან. საჭმლის მომნელებელ წვენებთან ერთად, ეს ჯირკვალი ლანგერჰანსის კუნძულების ბეტა ― უჯრედებიდან გამოყოფს ჰორმონ ინსულინს, ალფა―უჯრედები წარმოქმნიან ჰორმონ გლუკაგონს, ხოლო დელტა-უჯრედები ჰორმონ სომატოსტატინს. იგივე კუჭქვეშა ჯირკვალი.
პანმიქსია (ბერძნ. pan ყველა, mixis შერევა) - ჯვარედინად განაყოფიერებული ორგანიზმების პოპულაციაში განსხვავებული გენოტიპების მქონე სხვადასხვა სქესის ინდივიდების თავისუფალი შეჯვარება. პანმიქსიის სხვადასხვა ხარისხი მცენარეებისა და ცხოველების აბსოლუტური უმრავლესობისთვისაა დამახასიათებელი. სრული პანმიქსია შესაძლებელია მხოლოდ იდეალურ პირობებში.
პანსპერმია (ბერძნ. pan საყოველთაო, ყველა, sperma თესლი) - დედამიწაზე სიცოცხლის სხვა პლანეტიდან შემოტანის ჰიპოთეზა.
პანტოფაგი (ბერძნ. pan საყოველთაო, ყველა, phago ვშთანთქავ) - ყველაფრის მჭამელი ცხოველი, იგივე პოლიფაგი და ევრიფაგი.
პანტროპიზმი (ბერძნ. pan საყოველთაო, ყველა, tropos ბრუნვა, მიმართულება) - ქიმიური ნივთიერება, ბიოლოგიური ან ფიზიკური აგენტები, რომლებიც იწვევენ ორგანიზმის ყველა ორგანოს და ქსოვილის დაზიანებას. მაგ., არსებობს პანტროპული კანცეროგენები.
პანციტოპენია (ბერძნ. pan საყოველთაო, ყველა, kytos უჯრედი, penia სიღარიბე) - ძვლის ტვინის ყველა რიგის უჯრედების რაოდენობის მკვეთრი შემცირება.
პანჰისტერექტომია (ბერძნ. pan ყველა, hystera საშვილოსნო, ektome ამოკვეთა) - საშვილოსნოსა და მისი დანამატების სრული ამოკვეთა.
პაპატაჩის ცხელება (febris pappataci) - იგივე მოსკიტური ცხელება. ტროპიკული და სუბტროპიკული ქვეყნების მწვავე ვირუსული დაავადება. ადამიანზე გადადის მოსკიტის (იხ.) კბენით.
პაპილარული ხაზები (ლათ. papilla დვრილი) - თითების ბალიშების კანზე გამოსახული მოხატულობა. პაპილარული ხაზები უცვლელი რჩება მთელი სიცოცხლის მანძილზე და უაღრესად ინდივიდუალურია. მასზეა დაფუძნებული დაქტილოსკოპია (იხ.).
პაპილომა (ლათ. papilla ძუძუს თავი, dvrili, ბერძნ. oma სიმსივნე) - კანისა და ლორწოვანი გარსების ეპითელიუმიდან განვითარებული დვრილისებრი ფორმის კეთილთვისებიანი სიმსივნე.
პაპირუსი (ბერძნ. papyros) - 1.მასალა, რომელსაც ეგვიპტელები და სხვა უძველესი ხალხები ამზადებდნენ ამავე სახელწოდების ტროპიკული ლერწმისაგან. 2.ასეთ მასალაზე დაწერილი უძველესი ხელნაწერი.
პაპულა (ლათ. papula ბუშტუკი) - მშრალი მუწუკი, კვანძი (ეგზემის, ფსორიაზის, სიფილისის დროს).
პარაბიოზი (ბერძნ. para ახლოს, bios სიცოცხლე) - 1. სიცოცხლესა და სიკვდილს შორის გარდამავალი მდგომარეობა. 2. ორი (იშვიათად სამი) ორგანიზმის ერთიმეორესთან ხელოვნურად შეზრდა მათი ორგანოებისა და ქსოვილთა ურთიერთგავლენის შესწავლის მიზნით.
პარაბულია (ბერძნ. para ახლოს, bule ნებისყოფა) - პიროვნების დეგრადაციის სიმპტომია. დამახასიათებელია ქცევისა და მიდრეკილებების სხვადასხვა ანომალიები.
პარაგრაფია (ბერძნ. para ახლოს, grapho წერა) - წერის უნარის დარღვევა. აზრის წერილობითი გადმოცემის უნარის დაქვეითება, დაკარგვა.
პარაგრიპი (ბერძნ. para ახლოს, ფრანგ. grer დაჭერა) - გრიპისმაგვარი დაავადება, რომლის კლინიკური მიმდინარეობა ხანმოკლეა, ხოლო დასაწყისი მწვავე. ორგანიზმის საერთო ინტოქსიკაცია, გრიპთან შედარებით, უფრო სუსტადაა გამოხატული. ცნობილია 4 პარაგრიპოზული ვირუსი, რომლებიც მიეკუთვნებიან Paramyxoviridae-ს ოჯახის Paramyxovirus-ის გვარს. ზოგ შემთხვევაში მათ შეუძლიათ გამოიწვიონ ხორხის ანთება, რაც ბავშვებში ამ ორგანოს შეშუპებით ან კრუპით გამოიხატება.
პარადონტოზი (ბერძნ. para ახლოს, dens კბილი, osis მდგომარეობა) - იგივე ალვეოლური პიორეა, ამფოდონტოზი, დისტროფული პარადონტოპათია. კბილის ირგვლივი ქსოვილების დეგენერაციულ-დისტროფული ხასიათის ქრონიკული დაავადება.
პარადოქსი (ბერძნ. paradoxos არაჩვეულებრივი, მოულოდნელი) - აზრი, იდეა, რომელიც მკვეთრად განსხვავდება საყოველთაოდ აღიარებულისაგან. მოულოდნელი მოვლენა, რომელიც არ შეესაბამება მიღებულ წარმოდგენებს.
პარაზიტიზმი (ბერძნ. parasitos მუქთახორა) - ორგანიზმთა თანაცხოვრების ერთ-ერთი ფორმა, როდესაც ერთი პარტნიორი მეორის ხარჯზე ცხოვრობს და აყენებს მას ზიანს. ამ დროს ერთ-ერთი პარტნიორია პარაზიტი, მეორე კი მასპინძელი. პარაზიტი-მასპინძელი რთული, ურთიერთდამოკიდებული, ერთიანი სისტემაა. როგორც წესი, პარაზიტი მასპინძელს არ კლავს, რადგანაც ამ უკანასკნელის სიკვდილი ამავე დროს გამოიწვევდა პარაზიტის დაღუპვასაც. ევოლუციის პროცესში სისტემა პარაზიტი-მასპინძლის ჩამოყალიბება წარმოებდა ამ ორი პარტნიორის ურთიერთადაპტაციის გზით, რამაც განაპირობა ამ სისტემის მდგრადობა. ხშირად პარაზიტებს ჰყავთ თავიანთი პარაზიტი, ე.წ.ზეპარაზიტი.
პარაზიტოლოგია (ბერძნ. parasitos მუქთახორა, logos მოძღვრება) - მეცნიერება პარაზიტებისა და პარაზიტიზმის შესახებ.
პარაზიტოცენოზი (ბერძნ. parasitos მუქთახორა, koinos საერთო) - ადამიანის ორგანიზმში რამდენიმე პარაზიტის ერთდროული არსებობა.
პარათირეოიდული ჯირკვლები (ბერძნ. para ახლოს, ლათ. thyreoidea ფარისებრი ჯირკვალი) - ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილში ლოკალიზებული 4 ოვალური ფორმის სხეული. გამოიმუშავებენ ცილოვანი ბუნების ჰორმონს (პარატჰორმონს), რომელიც არეგულირებს კალიუმის, ფოსფორისა და ვიტამინების შემცველობას ორგანიზმში. ამ ჯირკვლების ამოცლა იწვევს თერმორეგულაციის დარღვევას, კრუნჩხვებს, რაც სიკვდილით მთავრდება.
პარალოგიზმი (ბერძნ. paralogismos) - ლოგიკური შეცდომების და სწორი აზროვნების კანონების დარღვევის შედეგად გამოტანილი მცდარი დასკვნა.
პარამეტრი (ბერძნ. parametron გამზომი) - რაიმე მოწყობილობის ან დანადგარისათვის დამახასიათებელი სიდიდე, მისი ცალკეული თვისება ან მუშაობის რეჟიმი, რაც მიღებულია როგორც ძირითადი მონაცემები.
პარამეტრიუმი (ბერძნ. paraaxlos, თანა, metra საშვილოსნო) - საშვილოსნოს სეროზული გარსის ქვეშ მდებარე ფაშარი შემაერთებელქსოვილოვანი გარსი.
პარამიქსოვირუსები (ბერძნ. para ახლოს, myxa ლორწო, ლათ. virus შხამი) - ორთომიქსოვირუსების ოჯახის მონათესავე ჯგუფია. მისი ერთ-ერთი წარმომადგენელია წითელას ვირუსი, ფუზოგენური თვისებების მქონე სენდაის ვირუსი, რომელიც იწვევს რესპირატორულ დაავადებებს და სხვ.
პარამნეზია (ბერძნ. par მცდარი, mnesis გახსენება) - მეხსიერების გაუკუღმართება, ცრუ მოგონებები. ავადმყოფს სწამს მის მიერვე მოგონილი სიცრუე.
პარანეკროზი (ბერძნ. para ახლოს, nekrosis მკვდარი) - სიკვდილისწინა მდგომარეობაში მყოფი უჯრედის შექცევადი დაზიანების ზღვრული დონე.
პარანოია (ლათ. paranoia სიგიჟე) - ფსიქიკური დაავადება, რომელსაც ახასიათებს აფექტური ბოდვითი იდეები, მაგ., დევნის, განდიდების მანია და სხვ.
პარაპითეკი (Parapithecus fraasi) - უმაღლესი პრიმატების ნამარხი სახეობა. მისი ქვედა ყბა აღმოჩენილია ეგვიპტეში 1911 წელს. ითვლება უძველეს ადამიანისმაგვარ მაიმუნად.
პარაპროქტიტი (ბერძნ. para ახლოს, proktos უკანა გასავალი, სწორი ნაწლავი, itis ანთება) - სწორი ნაწლავის ირგვლივ არსებული შემაერთებელი ქსოვილის ანთება.
პარასიმპათიკური ნერვული სისტემა (ბერძნ. para ახლოს, sympathes მგრძნობიარე) - ვეგეტაციური ნერვული სისტემის ნაწილი, რომლის განგლიები საინერვაციო ორგანოსთან ახლოს ან მასზეა განლაგებული.
პარატიფი (ბერძნ. para ახლოს, typhos გონების დაბინდვა) - ნაწლავთა მწვავე ინფექციური დაავადება, რომლის გამომწვევია Salmonella-ს ჯგუფის ბაქტერიები. მუცლის ტიფის მსგავსი დაავადებაა.
პარაფიმოზი (ბერძნ. para ახლოს, phimos ალიკაპი) - სასქესო ასოს თავის ჩაჭედვა ჩუჩაში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი და ასოს თავი შეშუპებულია. სხვანაირად ამ მდგომარეობას „ესპანურ საყელოს“ უწოდებდნენ.
პარაფინი (ფრანგ. paraffine) - მკვრივი ნახშირწყლების შენარევი. მიიღება ნავთობის, ტორფის და სხვ. პროდუქტების გადამუშავების საშუალებით. გამოიყენება სანთლების, მალამოების დასამზადებლად, აგრეთვე ჰისტოლოგიური კვლევა-ძიებისათვის.
პარაფონია (ბერძნ. para ახლოს, phone ხმა) - ხმის სიმაღლისა და ტემბრის მკვეთრი ცვალებადობა (მაგ., ჭაბუკურ პერიოდში გადასვლისას).
პარაფრაზი (ბერძნ. paraphrasis თხრობა, შინაარსის გადმოცემა) - თავისი სიტყვებით სხვისი ტექსტების, აზრების და ა.შ. გადმოცემა.
პარაფსიქოლოგია (ბერძნ. para ახლოს, psyche სული, logos მოძღვრება) - მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ადამიანის ფსიქიკის ისეთ გამოვლინებებს, რომელთაც არ ან ვერ შეისწავლის ტრადიციული ფსიქოლოგია და ფსიქოფიზიოლოგია. პარაფსიქოლოგიური მოვლენებია: ტელეპათია, ტელეკინეზი, ნათელხილვა და ა.შ.
პარაფსორიაზი (ბერძნ. para ახლოს, psore მუნი) - კანის ქრონიკული დაავადება ქაცვისებრი გამონაყარით. ძალიან ჰგავს ფსორიაზს.
პარაქრონიზმი (ბერძნ. para წინააღმდეგ, მიუხედავად, chronos დრო) - ქრონოლოგიური შეცდომა, რაც მდგომარეობს რაიმე მოვლენის, შემთხვევის თარიღის გადატანაში უფრო გვიანდელ ან ადრინდელ ეპოქებში.
პარეზი (ლათ. paresis მოდუნება, დასუსტება) - რაიმე ორგანოს მოძრაობითი ფუნქციის შესუსტება. არასრული, ნაწილობრივი დამბლა.
პარენტერული (ბერძნ. para ახლოს, enteron ნაწლავი) - კუჭნაწლავის ტრაქტის გარეშე (მაგ., პარენტერული კვება, ვენაში წვეთოვანი გადასხმა).
პარენქიმა (ბერძნ. para ახლოს, encheo სავსე) - ამა თუ იმ ორგანოს (ღვიძლის, ელენთის, ფილტვის და სხვ.) სპეციალიზებული ქსოვილი, რომელიც ასრულებს ამ ორგანოს ძირითად ფუნქციას.
პართენოგამია (ბერძნ. parthenos ქალწული, gamos ქორწინება) - მცენარეების ნაყოფების განვითარება ყვავილის განაყოფიერების გარეშე. პრაქტიკულად იგივეა, რაც პართენოკარპია.
პართენოგენეზი (ბერძნ. parthenos ქალწული, genesis წარმოშობა) - გამრავლების ერთ-ერთი ფორმა, რაც მდგომარეობს ცხოველის განვითარებაში გაუნაყოფიერებელი კვერცხიდან. აღწერილია მწერებში, ამფიბიებში, ქვეწარმავლებში (ხვლიკებში), ფრინველებში (ინდაურებში) და ძუძუმწოვრებში (მღრღნელებში). პართენოგენეზით უმეტესად დედლები ჩნდებიან (ტელიტოკია), ზოგჯერ ორივე სქესის ორგანიზმები (დეიტეროტოკია), უფრო იშვიათად კი მხოლოდ მამლები (არენოტოკია). სინონიმი: ქალწულებრივი გამრავლება.
პართენოკარპია (ბერძნ. parthenos ქალწული, karpos ნაყოფი) - იგივე პართენოგამია. უთესლო ნაყოფების განვითარება განაყოფიერების გარეშე (კიტრი, საზამთრო, ყურძენი, მანდარინი და სხვ.). პართენოკარპულ ნაყოფებს ხშირად უფრო უკეთესი გასტრონომიული თვისებები გააჩნიათ, ვიდრე თესლიან ნაყოფებს. მათი ტექნოლოგიური დამუშავებაც უფრო მოხერხებულია.
პართენოსპერმია (ბერძნ. parthenos ქალწული, sperma თესლი) - მცენარეებში თესლის განვითარება ჩანასახის გარეშე. შეინიშნება წიწვიანებში, განსაკუთრებით ხშირად კი ლარიქსში.
პარიესული (ლათ. paries კედელი) - კედლისმიერი, კედლის ამყოლი ანუ რაც მიეკუთვნება სხეულის რომელიმე ღრუს (მაგ., მუცლის) კედლებს.
პარიტეტი (ლათ. paritas თანაფარდობა, ტოლობა) - 1. ბაქტერიასა და იმუნოკომპეტენტურ უჯრედს შორის წონასწორობის მდგომარეობა. 2. რაიმე კონფლიქტის განხილვისას მხარეების თანასწორუფლებიანობა.
პარკი - 1. ზოგიერთი ჭიის კანის ჯირკვლების გამონაყოფისაგან წარ მოქმნილი პატარა ტოპრაკი, რომელშიც მოთავსებულია კვერცხები. 2. სპეციალური ჯირკვლებიდან გამონაყოფი ნივთიერებისაგან წარმოქმნილი შალითა, რომელშიც გახვეულია ზოგიერთი მწერის (მაგ., აბრეშუმხვევიას) მატლები. 3. მშრალი, ერთბუდიანი ნაყოფი, რომელიც შედგება ერთი ნაყოფფოთლისაგან. ჩვეულებრივ, იხსნება ორი საგდულით წვერიდან ფუძის მიმართულებით (დამახასიათებელია პარკოსანი მცენარეებისათვის).
პარკინსონიზმი - კანკალი, დამბლა. ნერვული სისტემის პროგრესირებადი ქრონიკული დაავადება, რომელიც გამოიხატება მოძრაობის ფუნქციის მოშლაში. პირველად აღწერილია ინგლისელი ექიმის ჯ,პარკინსონის მიერ.
პარმელია (Parmelia vagans) - მრავალწლიანი მღიერი (ლიქენი, ქარაგოზი). შეიცავს ნახშირწყლებს, ცილებს, ცხიმებს, ფოსფორს, კალიუმს, კალციუმს და სხვ. იყენებენ როგორც სისხლდენის სწრაფად შემაჩერებელ საშუალებას, აგრეთვე გულსისხლძარღვთა სისტემის და ფილტვების პათოლოგიების შემთხვევებში.
პაროიკია (ბერძნ. paroikia უცხოეთში ყოფნა) - კომენსალიზმის (იხ.) ნაირსახეობაა. ეფექტური თავდაცვის მქონე ორგანიზმის მიერ უფრო სუსტი არსებების დაცვა მტაცებლებისაგან. მაგ., მცირე ზომის თევზების ბინადრობა დიდი ზომის აქტინიების (იხ.) საცეცებს შორის. ამ დროს აქტინიები იკვებებიან თევზების ნასუფრალით.
პაროტიტი (ბერძნ. para ახლოს, otos ყური, itis ანთება) ყბა-ყურის სანერწყვე ჯირკვლის ანთება.
პაროქსიზმი (ბერძნ. paroxyno ავაგზნებ, ვაღიზიანებ) - 1.ავადმყოფობის ძლიერი შეტევა, პერიოდული გამწვავება. ტერმინი ძირითადად გამოიყენება კარდიოლოგიაში გულის მუშაობის რითმის მკვეთრი დარღვევის აღსანიშნავად. მაგ., პაროქსიზმული ტაქიკარდია. 2.უეცარი გადასვლა სასოწარკვეთილებაში, სიბრაზეში და ა.შ.
პარტახტიანი (ენდემური) ტიფი (ქართულად „პარტახტი“ ნიშნავს ლაქას, გამონაყარს) - ამ დაავადების პათოგენეზი ეპიდემიური ტიფის მსგავსია. Rickettsia typhi, რომელიც მორფოლოგიურად პროვაჩეკის რიკეტსიის მსგავსია, ისევე როგორც ეს უკანასკნელი, მრავლდება ენდოთელური უჯრედების ციტოპლაზმაში. ინფექციის რეზერვუარი მღრღნელებია: რუხი და შავი ვირთაგვები, აგრეთვე თაგვები, რომლებიდანაც გამომწვევი აგენტი ადამიანებს გადაეცემა რწყილების, ვირთაგვის ტილების და ტკიპების მეშვეობით. ადამიანის დაინფიცირებას ადგილი აქვს მწერების ფეკალიების შეზელვისას, აეროგენურად, აგრეთვე ალიმენტური გზით.
პარტახტიანი (ეპიდემიური) ტიფი (ქართულად „პარტახტი“ ნიშნავს ლაქას, გამონაყარს) - მწვავე ინფექციური (რიკეტსიოზული) დაავადებაა, რომლის გამომწვევია Rickettsia prowazeki. დამახასიათებელია ძლიერი ინტოქსიკაცია, არტერიების სპეციფიკური დაზიანება და გამონაყარი. გადატანაში ძირითადი როლი მიუძღვით ტილებს. ადგილი აქვს აგრეთვე რიკეტსიებით გამოწვეულ ტიპიურ დაზიანებას ვასკულიტს. დაავადება შეყვანილია განსაკუთრებით საშიში ინფექციების რიცხვში.
პარტუსი (ლათ. partus დაბადება) - ფიზიოლოგიური აქტი, რომელიც მდგომარეობს დედის სხეულიდან მომწიფებული ნაყოფისა და მომყოლის გამოდევნაში საშოს გზით.
პარციალური (ლათ. partis ნაწილი) - ნაწილობრივი.
პასაჟი (ფრანგ. passage) - 1. ამ ტერმინით აღნიშნავენ კულტივირებული უჯრედების ე.წ. გადანერგვას ახალ საკვებ ნიადაგში. ბაქტერიის ან ვირუსის კულტივირება ცხოველებში მათი ატენუაციის (იხ.) მიზნით. 2. რაიმე საქმის მოულოდნელი შემოტრიალება, მოულოდნელობა.
პასიურობა (ლათ. passivus უმოქმედო) - მოქმედების უნარის დაქვეითება ან მისი სრული შეწყვეტა.
პასტერიზაცია (ლ. პასტერის გვარის მიხედვით) - ორგანულ სითხეებში (მაგ., რძე, ხილის წვენები, ღვინო, ლუდი და სხვ.) მიკროორგანიზმების განადგურების მეთოდი მათი მოკლე დროით გახურების საშუალებით არა უმეტეს 9500C-ისა (6300C-ზე პასტერიზაციისას საჭიროა 30 წუთი, 7500C-ისას კი 10). კლავს რა მიკრობების ვეგატაციურ ფორმებს, პასტერიზაცია თითქმის არავითარ გავლენას არ ახდენს მათ სპორებზე, რომლებიც შემდგომში შეიძლება აღმოცენდნენ და გამოიწვიონ ამ თუ იმ პროდუქტის გაფუჭება. ამის თავიდან ასაცილებლად, ერთხელ უკვე პასტერიზებულ პროდუქტში სპორებს აძლევენ აღმოცენების საშუალებას, შემდეგ კი მას კვლავ უტარებენ პასტერიზაციას.
პასტერის აცრები - იგივე ანტირაბიული აცრები (იხ.).
პასტერის რიცხვები - პლანეტა დედამიწის ატმოსფეროში ბიოსფეროს განვითარების ისტორიაში ჟანგბადის შემცველობის კრიტიკული დონეები. ძირითადი პასტერის რიცხვი შეადგენს ჟანგბადის კონცენტრაციის 1%-ს თანამედროვე მაჩვენებლიდან, რამაც შესაძლებელი გახადა აერობების (იხ.) წარმოქმნა. ვარაუდობენ, რომ ჟანგბადის კონცენტრაციამ თანამედროვე მაჩვენებელს მიაღწია გეოლოგიური მასშტაბებით ძალზე მოკლე დროში „სულ რაღაც“ 20000 წელიწადში. ე.წ. დამატებითი პასტერის რიცხვია ოზონის ეკრანის წარმოქმნის მომენტი, როდესაც ჟანგბადის რაოდენობამ დედამიწის ატმოსფეროში შეადგინა თანამედროვე კონცენტრაციის 10%.
პასტერის სადგური - სანიტარულ- პროფილაქტიკური დაწესებულება, სადაც ტარდება ცოფის საწინააღმდეგო აცრები.
პატენტი (ლათ. patens ღია, აშკარა) - მოწმობა, რომელიც ეძლევა გამომგონებელს თავისი აღმოჩენის გამოყენების უფლებისათვის.
პატრიარქატი (ბერძნ. patriarches) - მატრიარქატის შემდგომი პერიოდი, რომელიც ხასიათდებოდა მამაკაცის წამყვანი როლით მეურნეობასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
პატრონაჟი (ფრანგ. patronage მფარველობა) - ავადმყოფების და ჩვილი ბავშვების ორგანიზებული სამედიცინო მომსახურება ბინაზე.
პაქიდერმია (ბერძნ. pachys სქელი, derma კანი) - კანის პათოლოგიური გასქელება, გასპილოვნება.
პაქინემა (ბერძნ. pachys სქელი, nema ძაფი) - მეიოზის I პროფაზის ზიგონემის შემდგომი სტადია, როდესაც ადგილი აქვს ჰომოლოგიური ქრომოსომების კონიუგაციას.
პაციენტი (ლათ. patiens შეწუხებული) - ავადმყოფი.
პედანტი (იტალ. pedante) - ადამიანი, რომელიც გამოირჩევა ზედმეტი, წვრილმანი აკურატულობით. ფორმალისტი.
პედერასტია (ბერძნ. paiderastia) - სქესობრივი გარყვნილება, მამათმავლობა. არაბუნებრივი სქესობრივი ურთიერთობა მამაკაცთა შორის. იგივე ურანიზმი. აქტიურ პედერასტს პედიკატორი ეწოდება, პასიურს კი კინედე.
პედიატრია (ბერძნ. pais ბავშვი, iatreia მკურნალობა) - მედიცინის დარგი, რომელიც სწავლობს ბავშვთა დაავადებებსა და მათ მკურნალობას.
პედიკულოზი (ლათ. pediculus ტილი) - ადამიანებზე ტილების პარაზიტობა. ტილიანობა.
პედობიონტები (ბერძნ. pedon ნიადაგი, bios სიცოცხლე) - ნიადაგში, მიწაში მცხოვრები ორგანიზმები.
პედოგამია (ბერძნ. pais ბავშვი, gamos ქორწინება) - სქესობრივი პროცესი, როდესაც ერთი ინდივიდი იყოფა ორად და წარმოქმნილი უჯრედების შერწყმის შედეგად ვითარდება ზიგოტა. აღნიშნული პროცესი ახასიათებთ ფესვფეხიანებს.
პედოგენეზი (ბერძნ. pais ბავშვი, genesis წარმოშობა, წარმოქმნა) - ზოგიერთი უხერხემლოსათვის დამახასიათებელი გამრავლების ხერხი, რომლის დროსაც მატლებს უვითარდებათ ახალი თაობის მომცემი გაუნაყოფიერებელი კვერცხები. პართენოგენეზის ერთ-ერთი ფორმაა. პედოგენეზი აღმოჩენილია ნ. ვაგნერის მიერ 1862 წელს ორფრთიან მწერებში. ტერმინი პედოგენეზი შემოთავაზებულია კ.ბერის მიერ 1865 წელს.
პედოფილია (ბერძნ. pais ბავშვი, philia სიყვარული) - სქესობრივი ლტოლვა ბავშვებისადმი. სქესობრივი გარყვნილების ერთ-ერთი ფორმა.
პელაგიალი (ბერძნ. pelagos ღია ზღვა) - მსოფლიო ოკეანის, ზღვებისა და ტბების წყლის მასა.
პელაგრა (იტალ. pelle კანი, ბერძნ. agra უხეში, ხორკლიანი) - დაავადება, რომელსაც იწვევს საკვებში PP ვიტამინის (ნიკოტინის მჟავას) ნაკლებობა. დამახასიათებელია კანისა და კუჭ-ნაწლავის დაზიანება, ფსიქიკური აშლილობა და სხვა.
პელიკულა (ლათ. pellicula ტყავი) - 1. მარტივესების ექტოპლაზმის ელასტიური გარეგანი შრე, რომელიც წარმოქმნის პერიფერიულ აპკს. მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლაში. 2. მცენარეების თესლის ზედაპირზე არსებული აპკი.
პენეტრანტულობა (ლათ. penetrantis შეღმწევი) - მონათესავე ჯგუფის ორგანიზმების სხვადასხვა ინდივიდების განსაზღვრული გენის გამოვლინების სიხშირე. განასხვავებენ სრულ (ალელი მჟღავნდება ინდივიდების 100%-ში) და არასრულ პენეტრანტულობას. პენეტრანტულობის მაჩვენებელი გამოიყენება შთამომავლობაში მემკვიდრული დაავადებების გამოსავლენად.
პენისი (ლათ. penis) - მამაკაცის სასქესო ორგანო.
პენიცილინაზა (ლათ. penicillus ფუნჯი) - პენიცილინის დამშლელი ფერმენტი. ბაქტერია, რომელიც გამოიმუშავებს აღნიშნულ ფერმენტს, პენიცილინის ზემოქმედებისაგან იცავს თავს.
პენიცილინი (ლათ. penicillus ფუნჯი) - სამკურნალო პრეპარატი, ანტიბიოტიკი, რომელსაც ღებულობენ ობის სოკოს ზოგიერთი სახეობისაგან. გამოიყენება უმთავრესად ჩირქოვანსეფსისური დაავადებების სამკურნალოდ. აღმოაჩინა ა. ფლემინგმა 1929 წელს.
პეპსინი (ბერძნ. pepto ვინელებ) - კუჭის წვენის ცილების პეპტიდებამდე დამშლელი ფერმენტი.
პეპტიდური ბმა (ბერძნ. peptos მონელებული) - დამახასიათებელია ცილებისათვის. წარმოიქმნება ერთი ამინომჟავას ამინოჯგუფის ურთიერთმოქმედებით მეორე ამინომჟავას კარბოქსილის ჯგუფთან (NH-CO), რის შედეგადაც გამოიყოფა წყალი.
პერგამენტი (ბერძნ. Pergamon ქალაქი მცირე აზიაში ჩვ.წ.მდე III-II საუკუნეებში) - 1. განსაკუთრებულად დამუშავებული ცხოველის ტყავი, რომელსაც წერისათვის იყენებდნენ, ქაღალდის გამოგონებამდე. 2. ასეთ მასალაზე დაწერილი უძველესი ხელნაწერი. 3.მკვრივი ქაღალდი, რომელიც აკავებს ცხიმებსა და წყალს.
პერვერსია (ლათ. pervento შევაბრუნებ, გავაუკუღმართებ) - გარყვნა, დამახინჯება, გაუკუღმართება (იხ. ინვერსია. 2.).
პერიდერმა (ბერძნ. peri ირგვლივ, derma კანი) - მრავალწლიანი (იშვიათად ერთწლიანი) მცენარეების ღეროებისა და ფესვების მეორადი მფარავი ქსოვილი.
პერიკარდიუმი (ბერძნ. peri ირგვლივ, kardia გული) - გულის პერანგი. დახშული პარკისებრი წარმონაქმნი გულის გარშემო. შედგება გარეთა ფიბროზული და შიგნითა სეროზული შრეებისაგან.
პერიმეტრი (ბერძნ. perimetreo ვზომავ) - დახშული კონტურის სიგრძე (მაგ. სამკუთხედის, მრავალკუთხედის ყველა მხრის სიგრძე).
პერინატალური (ბერძნ. peri ირგვლივ, ინგლ. natal რაც დაბადებას ეხება) - ის, რაც ეხება დაბადებიდან 7 წლის პერიოდს. იწყება ნაყოფის ჩასახვიდან 28 კვირის შემდეგ.
პერინეფრიტი (ბერძნ. peri ირგვლივ, nephros თირკმელი, itis ანთება) - თირკმლის ფიბროზული კაფსულის ანთება.
პერიოდი (ბერძნ. periodos ირგვლივ სიარული) - 1. დროის მონაკვეთი (გეოქრონოლოგიაში პერიოდი წარმოადგენს ერის შემადგენელ ნაწილს). 2. დაავადების სტადია. მაგ., საინკუბაციო პერიოდი, გამოჯანმრთელების პერიოდი და ა.შ.
პერიოდიზაცია (ბერძნ. პერიოდოს ირგვლივ სიარული) - ისტორიული პროცესების და მოვლენების დაყოფა ძირითად პერიოდებად.
პერიოდული დაავადება (ბერძნ. periodos ირგვლივ სიარული) - დაუდგენელი ეტიოლოგიის დაავადება, რომლის კლინიკური გამოხატულებაა მუცლის მწვავე პერიოდული ტკივილები (მეტწილად გაზაფხულსა და შემოდგომაზე). ახასიათებთ სომხებს, ებრაელებს და არაბებს.
პერიოსტიტი (ბერძნ. peri ირგვლივ, osteon ძვალი, itis ანთება) - ძვლისაზრდელას ანთება.
პერიპოლეზი (ბერძნ. peri ირგვლივ, polesis) - უჯრედების კონტაქტი ერთმანეთთან. მაგ., ზოგიერთი იმუნოლოგიური რეაქციის შემთხვევაში მაკროფაგების გარშემო ლიმფოციტების დიდი რაოდენობის განლაგება.
პერისპერმი (ბერძნ. peri ირგვლივ, sperma თესლი) - მცენარეების თესლის დიპლოიდური ქსოვილი, რომელშიც მომარაგებულია საკვები ნივთიერებები.
პერისტალტიკა (ბერძნ. peristaltikos მომჭერი, გარსშემოვლებული) - ნაწლავების, კუჭის კედლების ტალღისებური შეკუმშვა-მოდუნება.
პერიტონეუმი (ბერძნ. peritoneum მუცლის აპკი) - მუცლის სეროზული გარსი, მუცლის ფარი.
პერიტონიტი (ბერძნ. peritoneum მუცლის აპკი, itis ანთება) - მუცლის სეროზული გარსის, პერიტონეუმის ანთება.
პერიტრიქები (ბერძნ. peri ირგვლივ, trichos ძაფი) - ბაქტერიები, რომელთა მთელი ზედაპირი მოფენილია შოლტებით (მაგ., ნაწლავის ჩხირი).
პერიფერიული ნერვული სისტემა (systema nervosum perifericum) - ნერვული სისტემის ნაწილი, რომელიც ნერვების საშუალებით აერთებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას სენსორულ ორგანოებთან, რეცეპტორებთან და ეფექტორებთან.
პერიფიტონი (ბერძნ. peri ირგვლივ, phyton მცენარე) - მცენარეების დასახლება წყალში ნაწილობრივ ან მთლიანად ჩაძირულ მდგომარეობაში, აგრეთვე კლდეებზე, ქვებზე, გემების წყალქვეშა ნაწილებზე და ა.შ. პერიფიტონი მოიცავს ბაქტერიებს, წყალმცენარეებს, ღრუბელებს და ა.შ. იგი ანელებს გემების სვლას, აზიანებს წყალქვეშა ნაგებობებს, აბრკოლებს მილებში წყლის დინებას და ა.შ.
პერიფრაზი (ბერძნ. periphrasis თხრობა, შინაარსის გადმოცემა) - გამოთქმის ან სიტყვის აზრის გადმოცემის სახეშეცვლილი ფორმა. მაგ., „ცხოველების მეფე“ - ლომის ნაცვლად.
პერკუსია (ლათ. percussio კაკუნი) - ავადმყოფის გასინჯვა სხეულზე თითების ან სპეციალური ჩაქუჩის კაკუნით. ხმის ხასიათით ექიმი არკვევს შინაგანი ორგანოების მდგომარეობას.
პერმანენტული (ლათ. permanens მუდმივი) - მუდმივი, უცვლელი, რაც განუწყვეტლივ გრძელდება.
პერმისიული უჯრედები (ინგლ. permissive ნებართვის მიცემა) - ვირუსისადმი მგრძნობიარე უჯრედები, რომელთაც ძალუძთ ვირუსების პროდუქციული ინფექციის განვითარების უზრუნველყოფა.
პერმული პერიოდი - დედამიწის ისტორიის პალეოზოური ერის ბოლო, მეექვსე პერიოდი, რომლის ხანგრძლივობა 55 მლნ წელიწადს შეადგენდა. სახელწოდება მიენიჭა იმ რეგიონის მიხედვით, სადაც აღნიშნული გეოლოგიური შრე იქნა აღწერილი.
პერნიციოზული (ლათ. perniciosus სასიკვდილო, მომაკვდინებელი) - სასიკვდილო, დამღუპველი, ავთვისებიანი (მალარია, ანემია). იხ. რეფრაქტერული.
პერორალური (ლათ. peros შიგნით) - წამლის მიღება პირის ღრუს საშუალებით.
პერპეტუუმ-მობილე (ლათ. perpetuum mobile მუდმივად მოძრავა) - მარადიული ძრავა; მუდმივი მოძრაობა.
პერსისტენცია (ლათ. persistentis შეუპოვარი, დამრჩენი) - რაიმეს ჩვეულებრივზე უფრო დიდი ხნით არსებობა (მაგ., პესტიციდების ბიოლოგიური აქტივობის შენარჩუნების ხანგრძლივობა; ვირუსების ხანგრძლივი არსებობა ორგანიზმში და ა.შ.).
პერსონა (ლათ. persona) - პიროვნება, ინდივიდი. წარჩინებული, გამორჩეული ადამიანი.
პერსპირაცია (ლათ. per მეოხებით, spiro ვსუნთქავ) - კანის სუნთქვა.
პერტურბაცია (ლათ. perturbo ვაღელვებ, ვაფორიაქებ) - მოშლილობა, მოსვენების დაკარგვა, უეცარი ცვლილება, გართულება, რასაც თან ახლავს უწესრიგობა, ნორმიდან გადახრა.
პერფორატორიუმი (ლათ. perforo გავბურღავ) - იხ. აკროსომა.
პერფორაცია (ლათ. perforo გავბურღავ) - 1. რაიმე ორგანოს (მაგ., კუჭის, საშვილოსნოს და სხვ.) კედლის გამჭოლი დაზიანება, გახვრეტა. 2. უჯრედის პლაზმურ მემბრანაში (იხ.) სხვადასხვა ბუნების აგენტების მოქმედებით ფორების გაჩენა.
პერფორინი (ლათ. perforo გავბურღავ) - T-ლიმფოციტის მთავარი ციტოტოქსიკური ცილა, რომელიც გააჩნიათ ნეიტროფილებს, პოხიერ უჯრედებს, ნატურალურ კილერებს. პერფორინი ჩაშენდება სამიზნე- უჯრედის მემბრანაში, პოლიმერიზდება და წარმოქმნის ტრანსმემბრანულ არხებს. ამ უკანასკნელთა მეშვეობით, სამიზნე-უჯრედი კარგავს თავისთვის აუცილებელ იონებს და დაბალმოლეკულურ მეტაბოლიტებს, რის შედეგადაც ჯერდება წყლით, ჯირჯვდება და ლიზირდება (ოსმოსური შოკი).
პერფუზია (ლათ. perfusio გადასხმა, ჩასხმა) - სისხლის ან სისხლის შემცვლელი ხსნარის ხანგრძლივი შეყვანა სხეულის რომელიმე ღრუში ან სისხლძარღვში.
პერცეპცია (ლათ. percipio ვითვისებ, ვსწავლობ) - ობიექტური სამყაროს, სინამდვილის ასახვა, აღქმა გრძნობათა ორგანოების საშუალებით.
პესარიუმი (pessarium) - კაუჩუკის ან მეტალის რგოლი (საშვილოსნოს რგოლი), რომელიც საშვილოსნოს ბუნებრივ მდგომარეობას უნარჩუნებს მისი გადაადგილების, გამოვარდნის და სხვა შემთხვევებში. ზოგჯერ პესარიუმს უწოდებენ აგრეთვე იმ საშუალებებს (ე.წ. ჩამკეტ პესარიუმებს), რომლებიც აბრკოლებენ ჩასახვას.
პესიმუმი (ლათ. pessimum ყველაზე უარესი, ცუდზე ცუდი) - ნერვული და კუნთოვანი ქსოვილების მოქმედების დათრგუნვა, რაც გამოწვეულია ნერვული ღეროს სტიმულაციის გადაჭარბებული სიხშირით.
პესტიციდები (ლათ. pestis სენი, caedo მოკვლა) - ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც გამოიყენებიან სხვადასხვა მავნებლების ან სარეველების წინააღმდეგ. პესტიციდების უმეტესობა ადამიანისათვის ტოქსიკურია და მათი გამოყენება მკაცრადაა რეგლამენტირებული. პესტიციდებია: ინსექტიციდები, ჰერბიციდები, ფუნგიციდები და ა.შ.
პეტრიფიკაცია (ბერძნ. petra ქვა, ლათ. factio კეთება, საქმიანობა) - ქსოვილების ინფილტრაცია კალციუმის მარილებით.
პეტრობიონტები (ბერძნ. petra ქვა, biont მცხოვრები) - კლდეებზე და ქვის ნაშალებზე მცხოვრები ორგანიზმები.
პეტროლოგია (ბერძნ. petra ქვა, logos მოძღვრება) - მეცნიერება მთის მადნებზე, მათ მინერალოგიურ და ქიმიურ შემადგენლობაზე, სტრუქტურაზე, წარმოშობაზე და სხვ.
პექტუსი (pectus) - გულმკერდი. peqtus კარინატუმ - იგივე ქათმის გულმკერდი.
pigmei (ბერძნ. pygmaios მუჭისხელა) - ცენტრალური აფრიკის დაბალტანიან ადამიანთა ტომის წარმომადგენელი; ქონდრისკაცი.
პიგმენტები (ლათ. pigmentum საღებავი) - განსაზღვრავენ მცენარეებისა და ცხოველების შეფერილობას. უჯრედებში პიგმენტები უფრო ხშირად შედიან სპეციალურ სტრუქტურებში - ქლოროპლასტებში, ქრომოპლასტებში, იშვიათად კი უჯრედის წვენში. პიგმენტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ფოტობიოლოგიურ პროცესებში (ფოტოსინთეზში - ქლოროფილები, კაროტინოიდები, ფიკობილინები; მხედველობაში - რადოფსინები; მცენარეების ფოტორეგულატორულ პროცესებში - ფიტოქრომი), მონაწილეობენ სუნთქვაში (ჰემოგლობინები, ციტოქრომები, სასუნთქი ქრომოგენები), იცავენ ორგანიზმებს ულტრაიისფერი სხი ვების მავნე მოქმედებისაგან. გამოიყენებიან კვების და ფარმაცევტულ წარმოებაში.
პიგმენტური უჯრედები (ლათ. pigmentum საღებავი) - ნეიროექტოდერმული წარმოშობის თავისუფალი და ეპითელური უჯრედები, რომელთა მიერ წარმოქმნილი პიგმენტები განაპირობებენ კანის საფარის, მისი დანამატების, ზოგიერთი უხერხემლოსა და ყველა ხერხემლიანის სხეულისა და თვალის შეფერილობას.
პიგმენტური ქსეროდერმა (ლათ. pigmentum საღებავი, ბერძნ. xeros ხმელი, მშრალი, ბერძნ. derma კანი) - კანის თანდაყოლილი, ობლიგატური კიბოსწინარე დაავადებაა. ახასიათებს გაფანტული პიგმენტური ლაქები.
პიგოსტილი (ბერძნ. pyge საჯდომი, უკანალი, stylos ბოძი) - ფრინველებში იგივეა, რაც კუდუსუნი. საჭის ბუმბულის მიმაგრების ადგილია.
პიელონეფრიტი (ბერძნ. pyelos გობი, nephros თირკმელი, itis ანთება) - თირკმლის პარენქიმისა და მენჯის ანთება.
პიეტეტი (ლათ. pietas ღვთისმოსაობა) - ვინმესადმი, რაიმესადმი ღრმა მოწიწება, მოკრძალება.
პითეკანთროპი (ბერძნ. pithekos მაიმუნი, anthropos ადამიანი) - უძველესი ნამარხი ადამიანი, არქანთროპი. ამ არსების ნაშთები პირველად აღმოჩენილ იქნა 1891-1893 წლებში კუნძულ იავაზე.
პიკი (ფრანგ. pic) - 1. ავადმყოფობის განვითარების უმაღლესი წერტილი (მკვეთრი განვითარება). 2. რომელიმე მთის მახვილი წვერი.
პიკნიკი (ბერძნ. pyknos მსხვილი, სქელი) - 1. სხეულის აგებულების, კონსტიტუციის ტიპი, რომელიც ხასიათდება ფართო, ჯმუხი ფიგურით, მოკლე კისრითა და დიდი მუცლით. 2. ქალაქგარეთ, ჰაერზე მხიარული გასეირნება საუზმით.
პიკოპლანქტონი (იტალ. piccolo პატარა, მცირე, ბერძნ. planktos მოხეტიალე) - უმცირესი ზომის პროდუცენტი ორგანიზმები, რომელთაც ძალუძთ განახორციელონ განსაკუთრებული ინტენსივობის ფოტოსინთეზი და ოლიგოტროფულ ზღვის წყლებში დააგროვონ ორგანული ნივთიერებების დიდი რაოდენობა. მსოფლიო ოკეანეში წარმოებული ბიომასის 70%-ს სწორედ პიკოპლანქტონი წარმოადგენს.
პიკორნავირუსები (იტალ. piccolo პატარა, მცირე, ინგლ. RNA რიბონუკლეინის მჟავა, ლათ. virus შხამი) - ვირუსების ჯგუფი, რომელთაც გარეთა გარსი არა აქვთ და გააჩნიათ რნმ-ს ერთი ჯაჭვი. აქამდე ცნობილი რნმ-შემცველი ვირუსებიდან ზომით ყველაზე მცირეებია. მრავლდებიან დაინფიცირებული უჯრედის ციტოპლაზმაში.
პილორუსი (ბერძნ. pyloros დარაჯი) - კუჭის ნაწილი. კუჭის გასავალი თორმეტგოჯა ნაწლავში.
პინოციტოზი (ბერძნ. pino ვსვამ, kytos უჯრედი) - უჯრედის მიერ გარემოდან სითხის შეწოვა. ეს პროცესი პირველად აღწერა ლუისმა 1931 წელს.
პიოგენური (ბერძნ. pyon ჩირქი, gennao წარმოვქმნი) - დაჩირქების გამომწვევი, დამჩირქებელი. პიოგენური ბაქტერიები (სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები, მენინგოკოკები, გონოკოკები და სხვ.) იწვევენ დაჩირქებას.
პიოდერმია (ბერძნ. pyon ჩირქი, derma კანი) - ჩირქოვანი ანთებით მიმდინარე დერმატოზების საერთო სახელწოდება.
პიონერული ორგანიზმები (ინგლ. pionier მზვერავი, მკვლევარი) - იგივე პიონერული თანასაზოგადოება. ორგანიზმები, რომელნიც პირველნი სახლდებიან ცოცხალი არსებებით დაუსახლებელ ადგილას და რომლებიც თავისი ცხოველქმედებით ამზადებენ პირობებს თანასაზოგადოების განვითარებისათვის ანდა სხვა სახეობის ორგანიზმების დასახლებისათვის. პიონერული ორგანიზმები არიან მიკროორგანიზმები, შემდეგ კი მღიერები. ცხოველებმა პიონერული ორგანიზმების როლი შეიძლება შეასრულონ მხოლოდ გამოქვაბულებში და ზღვის სიღრმეებში.
პიორეა (ბერძნ. pyon ჩირქი, rheo მოვედინები) - ჩირქის დენა, უფრო ხშირად ღრძილებიდან.
პირამიდული სისტემა (systema pyramidales) - ნერვული ცენტრების და ნერვული გზების სისტემა, რომელიც იწყება დიდი ნახევარსფეროების ქერქის მსხვილი პირამიდული ნეირონებიდან. ამ უკანასკნელთა აქსონები ბოლოვდებიან ზურგის ტვინის უჯრედებზე; მონაწილეობენ მოძრაობითი აქტების ნატიფ კოორდინაციაში. პირამიდული სისტემა პირველად გვხვდება ძუძუმწოვრებში (განსაკუთრებით კარგადაა განვითარებული პრიმატებსა და ადამიანში), ხოლო ფილოგენეზურად წარმოადგენს ცენტრალური ნერვული სისტემის „ახალგაზრდა“ მოტორულ ტრაქტს.
პირდაპირი განვითარება - ჩანასახის თანდათანობითი განვითარება მეტამორფოზის (იხ.) გარეშე. ახასიათებს ყველა ძუძუმწოვარს.
პირველადი სასქესო ნიშნები - ცხოველებში ხვადსა და ძუს (ადამიანში მამაკაცსა და ქალს) შორის არსებული ძირითადი განმასხვავებელი ნიშნების განმსაზღვრელი თავისებურებების ერთიანობა. ძუძუმწოვრების ხვადებისათვის პირველად სასქესო ნიშნებს მიეკუთვნებიან - სათესლეები, თესლგამტარი მილები, პენისი, წინამდებარე ჯირკვალი, ხოლო ძუებისათვის - საკვერცხეები, კვერცხსავალი მილები, საშვილოსნო, საშო.
პირველი სასიგნალო სისტემა - უპირობო და პირობითი რეფლექსური კავშირების სისტემა, რომელიც ყალიბდება თავის ტვინის ქერქში რეცეპტორების კონკრეტული გამღიზიანებლების ზემოქმედებით.
პიროგენური (ბერძნ. pyr ცეცხლი, gennao წარმოვქმნი) - ცხელების გამომწვევი.
პიროზისი (ბერძნ. pyrosis წვა) - წვის შეგრძნება საყლაპავ მილში. იგივე გულძმარვა.
პიროთერაპია (ბერძნ. pyr ცეცხლი, სიცხე, therapeia მკურნალობა) - მკურნალობა სხეულის ტემპერატურის ხელოვნური მომატებით.
პიროლიზი (ბერძნ. pyr ცეცხლი, სიცხე, lysis დაშლა, გახსნა) - იგივე პიროგენიზაცია. ნავთობის გადამუშავება მაღალ ტემპერატურაზე, რასაც თან ახლავს ამ პროდუქტის დაშლა. მთავარი პროდუქტებია: ბენზოლი, ტოლუოლი, ქსილოლი და ა.შ.
პირომანია (ბერძნ. pyr ცეცხლი, სიცხე, mania სიგიჟე) - დაუძლეველი ლტოლვა ცეცხლის წაკიდებისადმი, წინასწარი განზრახვის გარეშე. გვხვდება ფსიქოპათიის გარკვეული ფორმის შემთხვევაში.
პირონინოფილია (ბერძნ. pyr ცეცხლი, philia სიყვარული) - უჯრედული სტრუქტურების პირონინით წითლად შეღებვის უნარი.
პირშუშხა (Cochlearia armoracia L.) - მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს გლიკოზიდ სინიგრინს, ასკორბინის მჟავას, მდოგვის ზეთს. იყენებენ როგორც მასტიმულირებელ, შარდმდენ, საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების ფუნქციის გამაძლიერებელ საშუალებას. ნაჩვენებია პოდაგრის და რევმატიზმის შემთხვევებში.
პირწმინდა (Ajuga genevensis) - მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. იყენებენ როგორც შემკვრელ, შარდმდენ, სისხლდენის შემაჩერებელ, ანთების საწინააღმდეგო და ჭრილობის შემახორცებელ საშუალებას. ბალახის ნაყენს იყენებენ კუჭის აშლილობისას, გაცივების, კუჭის წყლულის, რევმატიზმების შემთხვევებში.
პიტნა (Mentha piperita) - მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს ეთერზეთებს, რომლის მთავარი კომპონენტია მენთოლი. იყენებენ მედიცინაში. არის ტკივილგამაყუჩებელი. განსაკუთრებით კარგად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ ტრაქტზე.
პიურია (pyuria) - ჩირქიანი შარდი.
პლაგიატი (ლათ. plagiatus მოტაცებული) - სხვისი ნაწარმოების, შრომის, იდეის მითვისება ანდა სხვისი აზრების ან იდეის გამოყენება თავის შრომაში, ჭეშმარიტი ავტორის მითითების გარეშე.
პლაზმა (ბერძნ. plasma გამოძერწილი, გაფორმებული) - 1. ბიოლოგიური სტრუქტურების (სისხლის, ლიმფის, უჯრედების ციტოპლაზმის) თხევადი ან გელისმაგვარი კონსისტენციის მქონე შემადგენელი ნაწილი. 2. სისხლის პლაზმა - სისხლის თხევადი ნაწილი. 3. ჩანასახოვანი პლაზმა - მემკვიდრეობის ნივთიერების, სასქესო უჯრედების (გამეტების) აღმნიშვნელი, რამდენადმე მოძველებული ტერმინი.
პლაზმიდები (ბერძნ. plasma გამოძერწილი, გაფორმებული) - ბაქტერიულ უჯრედში, ქრომოსომებსგარეთ არსებული მემკვიდრეობითი ფაქტორი. ბაქტერიებში პლაზმიდები აკონტროლებენ რეზისტენტობას წამლებისადმი, ჰემოლიზინის სინთეზს და სხვა. სხვანაირად მათ სასქესო ფაქტორებსაც უწოდებენ, რადგანაც ისინი საზღვრავენ ზოგიერთი ბაქტერიის სქესობრივ დიფერენციაციას. პლაზმიდების უმეტესობა შედგება ორჯაჭვიანი დნმ-ს რგოლოვანი მოლეკულისაგან (მოლ. მასა 106 - 108). პლაზმიდებს იყენებენ გენურ ინჟინერიაში ვექტორის (იხ.) როლში.
პლაზმოგენები (ბერძნ. plasma გამოძერწილი, გაფორმებული, genos გვარი, დაბადება, წარმომავლობა) - იგივე ციტოგენები. გენები, რომლებიც იმყოფებიან უჯრედის ციტოპლაზმაში და ორგანოიდებში. მათი საშუალებით ხდება გენეტიკური ინფორმაციის გადაცემა.
პლაზმოდიუმი (ბერძნ. plasma გამოძერწილი, გაფორმებული, eidos სახე) - უმარტივებების ტიპის, სპორიანების კლასის წარმომადგენელი, რომელიც პარაზიტობს სისხლში. მალარიის გამომწვევია. მისი გადამტანია კოღო ანოფელესი.
პლაზმოლიზი (ბერძნ. plasma გამოძერწილი, გაფორმებული, lysis დაშლა, გახსნა) - მცენარეული უჯრედების პროტოპლაზმის გამოცალკევება გარსისაგან, უჯრედების მაღალი კონცენტრაციის ხსნარებში მოთავსების შემთხვევაში. პლაზმოლიზის დროს ადგილი აქვს უჯრედული წვენიდან წყლის გაცემას.
პლაზმონი (ბერძნ. plasma გამოძერწილი, გაფორმებული) - ციტოპლაზმაში ლოკალიზებული მემკვიდრეობის ბირთვგარეშე (არაქრომოსომული) ფაქტორების ერთობლიობა. შედგება დისკრეტული ერთეულების, პლაზმოგენებისაგან (იხ.), რომლებიც იმყოფებიან უჯრედის თვითწარმომქმნელ ორგანოებში (მიტოქონდრიებსა და პლასტიდებში, შესაძლოა ცენტრიოლებში).
პლაზმორექსისი (ბერძნ. plasma გამოძერწილი, გაფორმებული, rhexis გაგლეჯა) - უჯრედის ციტოპლაზმის დაშლის, ფრაგმენტაციის პროცესი.
პლაზმური მემბრანა (ბერძნ. plasma გამოძერწილი, გაფორმებული, ლათ. membrana თხელი კანი, გარსი) - იგივე პლაზმალემა, პლაზმოლემა, ციტოლემა. მცენარეული და ცხოველური უჯრედების ერთ-ერთი ორგანოიდია, რომელიც გარედან ფარავს მათ. მისი საშუალებით ხდება უჯრედის შემცველობის რეგულირება და უჯრედის ჰომეოსტაზის შენარჩუნება. აღნიშნულ ორგანოიდს ე.წ. მოზაიკური აგებულება აქვს. შედგება ლიპიდების ბიმოლეკულური შრისაგან, რომელშიც სხვადასხვა სიღრმეზეა ჩაშენებული ცილების მოლეკულები. ცხოველურ უჯრედში პლაზმურ მემბრანას გარედან აკრავს პოლისაქარიდების შრე (იხ. გლიკოკალიქსი), მცენარეული უჯრედის და ბაქტერიების პლაზმოლემას კი ე.წ. უჯრედის კედელი (იხ.).
პლაზმური უჯრედი - B-ლიმფოციტებისაგან (პირონინოფილური ბლასტის ანუ პლაზმობლასტის სტადიის გავლით) წარმოქმნილი დიფერენცირებული უჯრედი, რომელიც აწარმოებს სპეციფიკური ანტისხეულების სეკრეციას. იგივე პლაზმოციტი.
პლაკოიდური ქერცლი (ბერძნ. plax ფირფიტა, სიბრტყე, eidos სახე, ფორმა) - დამახასიათებელია ხრტილოვანი თევზებისათვის. ყოველი ქერცლის შიგნით არის პულპა, რომელიც ამოვსებულია სისხლძარღვებითა და ნერვებით. პლაკოიდური ქერცლი წარმოქმნილია დენტინით და მისი სხვადასხვა მოდიფიკაციით. ხერხემლიანთა კბილები პლაკოიდური ქერცლის წარმოებულია.
პლანოზიგოტა (ლათ. planum ზედაპირი, სიბრტყე, ბერძნ. zygotos შერწყმული, შეერთებული) - შოლტების დახმარებით მოძრავი ზიგოტა (წყალმცენარეებში).
პლანტაჟი (ფრანგ. plantage) - ღრმად დამუშავებული ნიადაგი. 40სმ-ზე უფრო ღრმა მოხვნა, გათხრა (მაგ., ვაზის დარგვისათვის).
პლანქტონი (ბერძნ. planktos მოხეტიალე) - წყალში „პასიურად“ მოძრავი ორგანიზმების ერთობლიობა. განასხვავებენ ფიტოპლანქტონს და ზოოპლანქტონს. ტბების პლანქტონს უწოდებენ ლიმნოპლანქტონს, მდინარეებისას კი პოტამოპლანქტონს. პლანქტონს მიეკუთვნებიან მიკროსკოპული წყალმცენარეები, უმარტივესები, კიბოსნაირები, მოლუსკები და სხვა. თევზები მას საკვებად იყენებენ. ფიტოპლანქტონი განსაკუთრებით დიდი რაოდენობით გამოყოფს ჟანგბადს. შდრ. პიკოპლანქტონს.
პლანქტონოფაგი (ბერძნ. planktos მოხეტიალე, phago ვჭამ, ვშთანთქავ) - ორგანიზმი, რომელიც თითქმის მთლიანად იკვებება პლანქტონით.
პლასტიდები (ბერძნ. plastides წარმომქმნელები) - მცენარეების პროკარიოტული უჯრედების ორგანოიდები. შეიცავენ დნმ-ს, რიბოსომებს და ფერმენტებს. შეფერილობის მიხედვით განასხვავებენ: ქლოროპლასტებს (მწვანე ფერის), ქრომოპლასტებს (ყვითელ-ნარინჯისფერს და წითელს) და ლეიკოპლასტებს (უფეროებს). პლასტიდებს ახასიათებთ ურთიერთგარდაქმნები. უჯრედში ჩვეულებრივ გვხვდება პლასტიდების მხოლოდ ერთი ტიპი. ქლოროპლასტებში მიმდინარეობს ფოტოსინთეზთან დაკავშირებული პროცესები. იხ. პიგმენტები.
პლასტიკა (ბერძნ. plastike ვძერწავ, ვაქანდაკებ) - 1. პლასტიკური ოპერაცია, რომელიც მოწოდებულია ცალკეული ორგანოების ნორმალური ფორმების აღსადგენად ქსოვილის (ან სხვა ნივთიერებების, მაგ., სილიკონის ტრანსპლანტატების) გადანერგვის გზით. 2. სხეულის რითმული მოძრაობის ხელოვნება.
პლასტინაცია (ბერძნ. plastos გამოძერწილი) - გვამის შენახვის მეთოდი, რომელიც გამორიცხავს ხრწნის პროცესებს. ასეთი მეთოდი გამოიგონა გერმანელმა ფონ ჰაგენსმა.
პლასტომი (ბერძნ. plastos გამოძერწილი) - პლასტიდებში, კერძოდ, მათ დნმ-ს რგოლოვან მოლეკულებში ლოკალიზებული გენეტიკური ელემენტების ერთობლიობა. პლასტომის საშუალებით ხორციელდება პლასტიდური მემკვიდრეობითობა.
პლატონური (ძველბერძენი ფილოსოფოს-იდეალისტის, პლატონის სახელის მიხედვით, რომელიც საგნების სამყაროს უპირისპირებდა იდეების, სულის სამყაროს) - სულიერი, არამატერიალური (მაგ., პლატონური სიყვარული, პლატონური იდეალი).
პლაფერონი (ლათ. placenta კვერი, fero ტარება) - ცილოვან-პეპტიდური ბუნების პრეპარატია. შეიცავს ენდოგენურ, ფიზიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც განსაზღვრავენ მის სხვადასხვა ფარმაკოლოგიურ თვისებებს. პლაფერონი გამოყოფილია პლაცენტიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტში. იმუნომამოდულირებელი საშუალებაა. არეგულირებს ორგანიზმში ნახშირწყლების ცვლას და ა.შ..
პლაცებო (ლათ. placeo მოვწონვარ) - ინდიფერენტული ნივთიერებაა, რომელსაც ფსიქოთერაპიული ზემოქმედების მიზნით აძლევენ ავადმყოფს რომელიმე წამლის მაგიერ.
პლაცენტა (ლათ. placenta კვერი) - აერთებს ჩანასახს დედის ორგანიზმთან და უზრუნველყოფს ნაყოფის კვებასა და სუნთქვას. პლაცენტა ასრულებს ბარიერულ და ენდოკრინული ჯირკვლის ფუნქციებს. მასში სინთეზდება ჰორმონები, აცეტილქოლინი და სხვ. ნივთიერებები, რომლებიც გავლენას ახდენენ დედის ორგანიზმზე. ადამიანში პლაცენტა წარმოიქმნება ორსულობის მე-3 თვეს.
პლაცენტაცია (ლათ. placenta კვერი) - პლაცენტის განვითარება ემბრიოგენეზის პერიოდში.
პლაცენტიანები (Placentalia) - თანამედროვე ძუძუმწოვრების უმრავლესობა, რომელთაც გააჩნიათ პლაცენტა.
პლევრა (ბერძნ. pleura გვერდი) - სეროზული გარსი, რომელიც ფარავს როგორც ფილტვებს, ასევე გულმკერდის ღრუს შიგნითა ზედაპირს. არჩევენ ვისცერულ და პარიესულ პლევრის ფურცლებს.
პლევრიტი (ბერძნ. pleura გვერდი, itis ანთება) - პლევრის ანთება.
პლეზიოზავრი (ბერძნ. plesios ახლომდებარე, sauros ხვლიკი) - მეზოზოური ერის დიდი ზომის, გადაშენებული ზღვის რეპტილია, რომელსაც ახასიათებდა გრძელი კისერი, პატარა თავი და მსხვილი სხეული ძლიერ განვითარებული ფარფლებისმაგვარი კიდურებით.
პლეთორა (ბერძნ. phlethora გავსება) - ორგანიზმში სისხლის საერთო მასის მომატება. სისხლის რაოდენობის მომატება სხეულის რომელიმე ნაწილში (მაგ., ღვიძლში, ელენთაში და სხვ.).
პლეიოტროპია (ბერძნ. pleion მეტი, tropos მიმართულება, გადახვევა) - დამემკვიდრების მოვლენაა, რომლის დროსაც ადგილი აქვს ერთი გენის გავლენით სხვადასხვა ნიშანთვისებების გამომჟღავნებას. მაგ., ადამიანში მარფანის დაავადება ხასიათდება იმით, რომ ერთი გენი განაპირობებს თითების ანომალიას („ობობას თითებს“), აგრეთვე თვალის ბროლის დეფექტს, ჩონჩხისა და გულის ანომალიებს.
პლეისტონი (ბერძნ. pleusis ცურვა) - წყლის ზედაპირზე ან ნახევრად ჩაყვინთულ მდგომარეობაში არსებული ცხოველური ორგანიზმების ერთობლიობა.
პლეომორფიზმი (ბერძნ. pleon მეტი, morphe ფორმა) - რომელიმე სახეობის სასიცოცხლო ციკლში სხვადასხვა ფორმების არსებობა. ამ თეორიის მიხედვით, ბაქტერია წარმოადგენს ორგანიზმს, რომელსაც გააჩნია უდიდესი ბიოლოგიური პლასტიკურობა და რომ მას საჭიროებისდა მიხედვით შეუძლია მიიღოს ნებისმიერი მორფოლოგიური ფორმა და შეიძინოს ნებისმიერი ფიზიოლოგიური ფუნქცია.
პლეოციტოზი (ბერძნ. pleon მეტი, kytos უჯრედი) - ზურგის ტვინის სითხეში (ლიკვორში) უჯრედების (ლეიკოციტების, მაკროფაგების და სხვ.) რაოდენობის მომატება. ამ მდგომარეობის აღსანიშნავად კლინიცისტები ხშირად იყენებენ ტერმინ „ციტოზს“ (იხ), რაც მართებული არ არის.
პლოიდურობა (ბერძნ. ploos ჯერადი) - უჯრედის ქრომოსომული კომპლექტის ჯერადი რიცხვი. ქრომოსომების ერთი მთლიანი კომპლექტი ჰაპლოიდურია, ორმაგი კომპლექტი - დიპლოიდური, კომპლექტის უფრო მეტი, ჯერადი რიცხვი კი პოლიპლოიდური.
პნევმატოზი (ბერძნ. pneuma ჰაერი, osis მდგომარეობა) - ჰაერის ან რომელიმე აირის პათოლოგიური დაგროვება სხეულის ამა თუ იმ ნაწილში.
პნევმოთორაქსი (ბერძნ. pneuma ჰაერი, thorax გულმკერდი) - ნეკნებისა და ფილტვების დაზიანების შედეგად პლევრის ღრუში ჰაერის დაგროვება. სამედიცინო პრაქტიკაში ცნობილია ე.წ. ხელოვნური პნევმოთორაქსი, როდესაც სადიაგნოზო ან მკურნალობის მიზნით პლევრის ღრუში ნემსით შეყავთ ჰაერი.
პნევმოკოკები (ბერძნ. pneumon ფილტვი, kokkos მარცვალი) - ოვალური ფორმის, უმოძრაო, გრამდადებითი არასპოროვანი ბაქტერიებია, რომელთა ზომებია 0,5-1,2 მკმ. მიეკუთვნებიან დიპლოკოკებს, რადგანაც განლაგებულნი არიან წყვილებად. ფაკულტატური აერობებია. იზრდებიან ცილის შემცველ ნიადაგებში. ადამიანში იწვევენ ფილტვების ანთებას, კრუპოზულ პნევმონიას და სასუნთქი ორგანოების სხვა ანთებით დაავადებებს.
პნევმოკონიოზები (ბერძნ. pneumon ფილტვი, კონის მტვერი, osis მდგომარეობა) - საწარმოო მტვრის შესუნთქვით გამოწვეული ფილტვების დაავადებები. მაგ., სილიკოზი, აზბესტოზი და სხვა.
პნევმოლიზისი (ბერძნ. pneumon ფილტვი, lysis დაშლა, გახსნა) - ფილტვის გამოყოფა, მოშორება ირგვლივმდებარე ქსოვილებიდან.
პნევმონია (ბერძნ. pneumon ფილტვი) - ფილტვების ანთება.
პოდაგრა (ბერძნ. pus, პოდოს ფეხი, agra დაჭერა) - იგივე ნიკრისის ქარი. გამოწვეულია ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის დარღვევით. ახასიათებს შარდმჟავა მარილების დალექვა სახსრებსა და ქსოვილებში, რაც იწვევს სამოძრაო აპარატის ფუნქციის მოშლას.
პოდოციტები (ლათ. podium შემაღლება, ბერძნ. kytos უჯრედი) - თირკმლის კაფსულის შიდა ფურცლის წარმომქმნელი ეპითელიუმის ბრტყელი უჯრედები.
პოეტინები (ბერძნ. poieo წარმოვქმნი) - ქიმიური ნივთიერებები, მედიატორები, რომლებიც ხელს უწყობენ ძვლის წითელი ტვინის სხვადასხვა შტოების (ერითროიდულის, გრანულოციტურის, ლიმფოციტურის და სხვ.) გააქტივებას. მაგ., ერითროპოეტინები.
პოზიტივი (ლათ. positivus დადებითი) - ნეგატივიდან (იხ.) დამზადებული სურათი, რომელზეც გამოსახული თეთრი და შავი ტონები შეესაბამება რეალურს.
პოზოლოგია (ბერძნ. posos რაოდენობა, logos მოძღვრება) - სწავლება წამლის სამკურნალო დოზის დადგენის შესახებ.
პოიკილოთერმები (ბერძნ. poikilos მრავალმხრივი, ჭრელი, thermos თბილი) - ორგანიზმები, რომელთაც არ ძალუძთ შეინარჩუნონ გარემოს ტემპერატურისაგან განსხვავებული ნივთიერებათა ცვლის პროცესების თერმული რეჟიმი და ამიტომ გარემოს ტემპერატურისაგან დამოკიდებულებით იცვლიან სხეულის ტემპერატურას. პოიკილოთერმებია ყველა ცხოველი, ფრინველებისა და ძუძუმწოვრების გამოკლებით. სინონიმი: ცივსისხლიანი ცხოველები.
პოიკილოციტოზი (ბერძნ. poikilos მრავალმხრივი, ჭრელი, kytos უჯრედი) - სისხლში ერითროციტების ფორმის შეცვლა ანემიების შემთხვევაში.
პოლარული სხეული (ლათ. polaris) - მცირე ზომის აბორტული უჯრედების თავისებური განლაგება კვერცხუჯრედის ერთ-ერთ პოლუსზე.
პოლარულობა (ლათ. polaris) - მორფოლოგიური პროცესების და სტრუქტურების გარკვეული ორიენტაცია სივრცეში, რასაც შედეგად მოჰყვება უჯრედების, ქსოვილების, ორგანოების და მთლიანად ორგანიზმის ურთიერთსაწინააღმდეგო ბოლოებში ან გვერდებში მორფოფიზიოლოგიური სხვაობების წარმოქმნა. მაგ., თესლოვან მცენარეებში უკვე ზიგოტისა და ჩანასახის სტადიებზე წარმოიქმნებიან დიამეტრალურად განსხვავებული ორგანოები ფოთლის კვირტი და ფესვი, ცხოველებში კი თავის და კუდის ნაწილები.
პოლემიკა (ბერძნ. polemikos მტრული, საბრძოლო) - სხვადასხვა საკითხების (სამეცნიერო, ლიტერატურული და სხვ.) ირგვლივ გაჩაღებული კამათი.
პოლი (ბერძნ. poly ბევრი) - რთულ სიტყვებში შეესაბამება სიტყვა ბევრს, მრავალს (მაგ., პოლიგლოტი, პოლიართრიტი).
პოლიანდრია (ბერძნ. poly ბევრი, andros მამაკაცი, ქმარი) - სქესობრივი დამოკიდებულების ფორმა, როდესაც ერთი მდედრი გამრავლების სეზონის პერიოდში ეწყვილება რამოდენიმე მამრს. აღნიშნული მოვლენა აღწერილია უხერხემლოთა სხვადასხვა ჯგუფებში და ხერხემლიანებში (თევზებში, ფრინველებსა და ძუძუმწოვრებში).
პოლიართრიტი (ბერძნ. poly ბევრი, arthron სახსარი) - რამდენიმე სახსრის ერთდროული ანთება.
პოლიბიონტები (ბერძნ. poly ბევრი, bios სიცოცხლე) - ორგანიზმები, რომლებიც ცხოვრობენ რამდენიმე ფაზის გარემოში ან აგრეგატულ მდგომარეობაში (წყალში, ნიადაგში, ყინულში და ა.შ.) ანდა პარაზიტობენ სხვადასხვა ფიზიკური ფაზების გარემოში მობინადრე რამდენიმე მასპინძელში. მაგ., კატის ორპირა თანმიმდევრულად ვითარდება მოლუსკში, წყალში, თევზში, კატის (ძაღლის, მელას, ადამიანის) ღვიძლში. ზოგიერთი მიკროორგანიზმი ცხოვრობს ნიადაგში, წყალში, ნესტიან ჰაერში.
პოლიგამია (ბერძნ. poly ბევრი, gamos ქორწინება) - მრავალცოლიანობა ან მრავალქმრიანობა; ცხოველებში ადგილი აქვს გამრავლების პერიოდში.
პოლიგენია (ბერძნ. poly ბევრი, gene გენი) - ერთი და იგივე ნიშან-თვისების ან ორგანიზმის რაიმე თვისების დამოკიდებულება რამდენიმე დამოუკიდებელ, მაგრამ ზემოქმედებით ერთგვაროვან გენთან. ჩვეულებრივ, ერთი გენის მოქმედება სუსტია და ნიშან-თვისება წარმოიქმნება რამოდენიმე გენის ეფექტის შეჯამების შედეგად. სინონიმი: პოლიმერია.
პოლიგენიზმი (ბერძნ. poly ბევრი, gene გენი) - ადამიანის, როგორც სახეობის ბიოლოგური ერთიანობის უარყოფა და იმის მტკიცება, რომ ყველა რასა წარმოიშვა პრიმატების სხვადასხვა სახეობიდან.
პოლიგინია (ბერძნ. poly ბევრი, gyne ცოლი) - 1. მრავალცოლიანობა. 2. რამოდენიმე ბუტკო 1 ყვავილში.
პოლიგლოტი (ბერძნ. poly ბევრი, glotta ენა) - ადამიანი, რომელმაც მრავალი ენა იცის.
პოლიგონალური (ბერძნ. poly ბევრი, gonia კუთხე) - მრავალკუთხიანი (მაგ., ტეტრაედრული, იკოსაედრული და ა.შ.).
პოლიგრაფია (ბერძნ. polygraphia მრავალსიტყვიანი ნაწერი) - ტექნიკის დარგი, რომელიც აერთიანებს საბეჭდი პროდუქციის (წიგნების, გაზეთების, პლაკატების
პოლიდაქტილია (ბერძნ. poly ბევრი, daktylos თითი) - თანდაყოლილი, უმეტესად მემკვიდრული ანომალია, რაც გამოიხატება ზედმეტი თითის არსებობაში ხელზე ან ფეხზე.
პოლიდიფსია (ბერძნ. poly ბევრი, dipsa წყურვილი) - წყურვილის გრძნობის პათოლოგიური გაძლიერება.
პოლიედრი (ბერძნ. poly ბევრი, hedra საფუძველი) - მრავალწახნაგა გეომეტრიული სხეული, რომელიც ყოველი მხრიდან შემოსაზღვრულია მრავალი ბრტყელი კუთხით. ასეთი ფორმა ხშირად აქვთ ვირუსებს (მაგ., იკოსაედრული ფორმა) ან მათ ნივთიერებათა ცვლის პროდუქტებს (მაგ., თუთის აბრეშუმხვევიას „სიყვითლის“, პოლიედროზის დროს გაჩენილ პოლიედრებს).
პოლიედროზი (ბერძნ. poly ბევრი, hedra საფუძველი, osis მდგომარეობა) - თუთის აბრეშუმხვევიას ვირუსული ეტიოლოგიის დაავადება. იგივე სიყვითლე.
პოლიეთილენგლიკოლი - ცნობილია პეგ-ის სახელწოდებით. იყენებენ სომატური უჯრედების შერწყმისთვის და ჰიბრიდომების (იხ.) მისაღებად.
პოლიემბრიონია (ბერძნ. poly ბევრი, embryon ჩანასახი) - რამდენიმე ჩანასახის განვითარება ერთი ზიგოტიდან. ზიგოტა რამოდენიმე ნაწილად იყოფა და თითოეული მათგანიდან დამოუკიდებელი ორგანიზმი ყალიბდება. ამ პროცესს ადგილი აქვს მწერებში (მხედრებში), ნაწლავღრუიანებში, რგოლოვან ჭიებში, ძუძუმწოვრებში. პოლიემბრიონიის შედეგია ადამიანში იდენტური ტყუპების გაჩენა. იხ. ტყუპები.
პოლიეტიოლოგიური თეორია (ბერძნ. poly ბევრი, aitia მიზეზი) - კანცეროგენეზის თეორია, რომლის თანახმად სიმსივნური პროცესის წარმომქმნელია მრავალი სხვადასხვა ბუნების ფაქტორი: ბიოლოგიური, ქიმიური, ფიზიკური და სხვა.
პოლიკარიონები (ბერძნ. poly ბევრი, karyon ბირთვი) - იხ. პოლიკარიოციტები.
პოლიკარიოციტები (ბერძნ. poly ბევრი, karyon ბირთვი, kytos უჯრედი) - გიგანტური მრავალბირთვიანი უჯრედები. მათი წარმოქმნა შესაძლებელია ენდომიტოზის (იხ.), ასევე სომატური უჯრედების შერწყმის საშუალებით (იხ. ფუზოგენია). ზოგჯერ ასეთი ტიპის სტრუქტურას სიმპლასტს (იხ.) უწოდებენ. შერწყმის საშუალებით წარმოქმნილი პოლიკარიოციტები არასიცოცხლისუნარიანებია.
პოლიკარპული მცენარეები (ბერძნ. poly ბევრი, karpos ნაყოფი) - წლის განმავლობაში მრავალჯერ მოყვავილე და ნაყოფმსხმოიარე მცენარეები.
პოლიკლონურობა (ბერძნ. poly ბევრი, მრავალი, klonus ამონაყარი, ყლორტი) - სხვადასხვა წინაპარი უჯრედებისაგან წარმოქმნილი ზოგიერთი სიმსივნის უჯრედული სუბსტრატი. ისინი ერთმანეთისაგან განსხვავდებიან მორფოლოგიურად, გენეტიკურად, ანტიგენურად და ა.შ.
პოლიმერაზა (ბერძნ. polymeres მრავალგვარი, მრავალი ნაწილისაგან შემდგარი) - ნუკლეინის მჟავების მატრიცული სინთეზის რეაქციის წარმმართველი ფერმენტები.
პოლიმერი (ბერძნ. polymeres მრავალგვარი, მრავალი ნაწილისაგან შემდგარი) - ქიმიური ნივთიერება, რომლის მოლეკულები შედგება მრავალი განმეორებადი ელემენტარული რგოლებისაგან.
პოლიმერია (ბერძნ. poly ბევრი, meros ნაწილი) - დამემკვიდრების შემთხვევა, როდესაც ერთი და იგივე ნიშან-თვისების გამომჟღავნება განპირობებულია რამოდენიმე გენით. სინონიმი: პოლიგენია (იხ.).
პოლიმერიზაცია (ბერძნ. polymeres მრავალგვარი, მრავალი ნაწილისაგან შემდგარი) - ქიმიური რეაქცია, რომლის დროსაც ერთი და იგივე ნივთიერების ორი ან რამოდენიმე მოლეკულისაგან მიიღება იგივე შემადგენლობის შენაერთი, რომელსაც უფრო მაღალი მოლეკულური წონა გააჩნია. გამოიყენება ტექნიკაში, კერძოდ, სინთეზური კაუჩუკის, პლასტმასების მიღებისათვის და ა.შ. ამ პროცესს დიდი მნიშვნელობა ენიჭება მორფოლოგიურ კვლევა-ძიებაშიც, როდესაც თხელი და ულტრათხელი ანათლების მისაღებად მიმდინარეობს ჩაყალიბებული მასალის გამკვრივება, პოლიმერიზაცია (ქლოროფორმით, ულტრაიისფერი სხივებით, მაღალი ტემპერატურით).
პოლიმერული კანცეროგენეზი - იხ. უცხო სხეულის კიბო.
პოლიმორფიზმი (ბერძნ. poly ბევრი, morphe ფორმა) - 1. მცენარეთა და ცხოველთა ერთი და იგივე გვარის ან სახეობის ფარგლებში აგებულებით განსხვავებული მრავალი ფორმის არსებობა. 2. ამ ტერმინს ხშირად იყენებენ უჯრედების ფორმის და მათი ბირთვების სახესხვაობის აღსანიშნავად. 3.ავადმყოფობის მრავალსიმპტომიანობა.
პოლინევრიტი (ბერძნ. poly ბევრი, neuron ნერვი) - რამდენიმე ნერვის ერთდროული ანთება. გვხვდება სხვადასხვა სახის ინტოქსიკაციისა და ინფექციის დროს.
პოლინოზი (ლათ. pollen მტვერი, ბერძნ. nosos ავადმყოფობა) - მცენარის ყვავილის მტვრის მარცვლით გამოწვეული ალერგია. იხ. პალინოზი.
პოლინუკლეური უჯრედი (ბერძნ. poly ბევრი, ლათ. nucleus ბირთვი) - მრავალბირთვიანი. ამ ტერმინს (პოლინუკლეურს) უფრო ხშირად იყენებენ სეგმენტბირთვიანი ნეიტროფილების აღსანიშნავად. ამ უჯრედებში ბირთვები ინარჩუნებენ ერთმანეთთან კავშირს წვრილი „ხიდაკების“ საშუალებით.
პოლიომიელიტი (ბერძნ. polios რუხი, myelos ზურგის ტვინი, itis ანთება) - ზურგის ტვინის რუხი ნივთიერების ანთება. ბავშვთა მწვავე ინფექციური დაავადებაა. დაავადების გამომწვევია ენტეროვირუსების გვარის ნეიროტროპული ვირუსი, რომელიც აზიანებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას. პროფილაქტიკისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დროულად ჩატარებულ იმუნიზაციას დახოცილი და ცოცხალი ვაქცინების მეშვეობით.
პოლიომის ვირუსი (ბერძნ. poly ბევრი, oma სიმსივნე) - პოლიომავირუსის გვარის დნმ-ს შემცველი ვირუსი, რომელიც ექსპერიმენტულ ცხოველებში იწვევს სხვადასხვა სახის სიმსივნეების წარმოქმნას.
პოლიპეპტიდი (ბერძნ. poly ბევრი, peptos მონელებული) - პოლიმერი, ცილა პეპტიდური ბმებით შეერთებული ამინომჟავები.
პოლიპი (ბერძნ. poly ბევრი, pus ფეხი) - 1. ლორწოვანი გარსების ჰიპერპლაზიური წარმონაქმნი, რომელიც შედარებით განიერი ფეხითაა შეერთებული ორგანოს ზედაპირთან. ვითარდება ქრონიკული ანთებითი პროცესების შედეგად. 2. ნაწლავღრუიანი ცხოველების მჯდომარე ფორმა.
პოლიპლოიდია (ბერძნ. poly ბევრი, ploos ჯერადი) - უჯრედებში ორზე მეტი ქრომოსომული კომპლექტის არსებობა. ასეთ უჯრედებს ეწოდებათ ტრიპლოიდური, ტეტრაპლოიდური, პენტაპლოიდური და ა.შ. ამ პროცესს განსაკუთრებით ხშირად აქვს ადგილი სიმსივნურ უჯრედებში და მცენარეებში.
პოლიპოტენტური უჯრედი (ბერძნ. poly ბევრი, ლათ. potentia შესაძლებლობა) - უჯრედი, რომელსაც გააჩნია განვითარებისა და დიფერენცირების მრავალი გზა (მაგ., ღეროვანი უჯრედი, კამბიალური უჯრედი, კომიტირებული უჯრედი).
პოლირიბოსომა (ბერძნ. poly ბევრი, ლათ. ribes ნაკადი, ბერძნ. soma სხეული) - საინფორმაციო რნმ-ს საშუალებით გაერთიანებული რიბოსომების კომპლექსი, რომლებიც ცილის ბიოსინთეზში მონაწილეობენ. იგივე პოლისომა.
პოლისაპრობი (ბერძნ. poly ბევრი, sapros დამპალი) - ანაერობული ორგანიზმი, რომელიც ცხოვრობს ორგანული ნივთიერებებით ძლიერ დაბინძურებულ წყალსატევებში. იყენებენ როგორც ბიოგენებით წყლის დაბინძურების ბიოინდიკატორს. პოლი საპრობებს მიეკუთვნებიან: ზოგიერთი ბაქტერია, უმარტივესი, ზოგჯერ უხერხემლოები. პოლისაპრობი- საპროფიტები ასუფთავებენ ჩამდინარე წყლებს.
პოლისაქარიდები (ბერძნ. poly ბევრი, sakhar შაქარი, eidos სახე) - რთული ნახშირწყლები, რომელთა მოლეკულები აგებულია მრავალი მონოსაქარიდის მოლეკულების ნარჩენებისაგან. პოლისაქარიდია, მაგ., სახამებელი.
პოლისომა (ბერძნ. poly ბევრი, soma სხეული) - იხ. პოლირიბოსომა.
პოლისომატია (ბერძნ. poly ბევრი, soma სხეული) - ერთ ქსოვილში ან ერთ ინდივიდში დიპლოიდური და პოლიპლოიდური უჯრედების ერთდროული არსებობა (მაგ., ღვიძლში). მოზაიციზმის სახესხვაობაა.
პოლისომიკი (ბერძნ. poly ბევრი, ბერძნ. soma სხეული) - ორგანიზმი, რომელსაც გააჩნია 3 და მეტი ცალკეული ჰომოლოგიური ქრომოსომა (ტრისომია, ტეტრასომია, ორმაგი ტრისომია).
პოლისპერმია (ბერძნ. poly ბევრი, sperma თესლი) - განაყოფიერების პროცესში კვერცხუჯრედში რამდენიმე ათეული სპერმატოზოიდის შეჭრა. განასხვავებენ ფიზიოლოგიურ და პათოლოგიურ პოლისპერმიებს. ფიზიოლოგიური პოლისპერმიის შემთხვევაში კვერცხუჯრედის ციტოპლაზმაში მოხვედრილი ყველა სპერმატოზოიდის თავი გარდაიქმნება მამრობით პრონუკლეუსებად, რომელთაგან მხოლოდ ერთი შეერწყმება მდედრობით პრონუკლეუსს, ხოლო სხვები განიცდიან დეგენერაციას. პათოლოგიური პოლისპერმია ვლინდება ფიზიოლოგიურად მონოსპერმულ ცხოველებში, როდესაც კვერცხუჯრედის დამცველი მექანიზმები არასაკმარისად ეფექტურია. ამ შემთხვევაში კვერცხუჯრედში შეჭრილი ყველა სპერმატოზოიდი ერთვება განაყოფიერებაში, რაც ჩვეულებრივ იწვევს ღრმა დარღვევებს და ჩანასახის დაღუპვას.
პოლიტენია (ბერძნ. poly ბევრი, tainia თასმა, ბილიკი) - გიგანტური ქრომოსომების წარმოქმნა დნმ-ს მოლეკულების მრავალგზისი რეპლიკაციის შედეგად, რასაც თან არ ახლავს ციტოტომია (იხ).
პოლიურია (ბერძნ. poly ბევრი, uron შარდი) - შარდის გამოყოფის გაძლიერება, მომატება. გვხვდება სხვადასხვა პათოლოგიების შემთხვევაში.
პოლიფაგია (ბერძნ. poly ბევრი, phago ვჭამ) - მუდმივი ხასიათის შიმშილის გრძნობა, საკვების მიღება გადაჭარბებული რაოდენობით, გაუმაძღრობა. იხ. ბულიმია.
პოლიფურკაცია (ბერძნ. poly ბევრი, ლათ. furca ჩანგალი, ორთითი) - რაიმეს, მაგ., ხის ღეროს, სისხლ- ძარღვის დაყოფა მრავალ ტოტად. იხ. ბიფურკაცია.
პოლიქიმიოთერაპია (ბერძნ. poly ბევრი, მრავალი) - ლეიკემიების ან სხვა ჰისტოგენეზის სიმსივნეების სამკურნალოდ გამოყენებული სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებებისაგან (სამკურნალო პრეპარატებისაგან) შემდგარი სქემები.
პოლიციკლურობა (ბერძნ. poly ბევრი, kyklos წრე) - პართენოგენეზური თაობის მრავალჯერადი ცვლა სქესობრივით. მაგ., ციბრუტელებში.
პოლიჰიბრიდული შეჯვარება - ორზე მეტი წყვილი ნიშან-თვისებით განსხვავებული ინდივიდების შეჯვარება.
პოლუტანტები (ლათ. polluo ვსვრი) - გარემოს დამაბინძურებელი ქიმიური ნივთიერებები და რადიაციული ნარჩენები. ჩვეულებრივ იგულისხმება ანთროპოგენური, საწარმოო და სასოფლოსამეურნეო სახის დაბინძურება.
პოლუცია (ლათ. polluo ვსვრი) - მამაკაცის თესლის უნებლიე გამოყოფა ძილში. უფრო ხშირად ახალგაზრდებს ემართებათ.
პომოლოგია (ლათ. pomus ნაყოფი, ხეხილი, ბერძნ. logos მოძღვრება) - მეცნიერება, რომელიც სწავლობს ხეხილს და კენკროვანი კულტურების სხვადასხვა ჯიშებს.
პოპულაცია (ფრანგ. populus მოსახლეობა) - გარკვეულ არეალში გავრცელებული ერთი სახეობის მცენარეთა და ცხოველთა ერთობლიობა, რომლებიც თავისუფლად ეჯვარებიან ერთმანეთს და ამ სახეობის სხვა ჯგუფებისაგან იზოლირებულნი არიან. სახეობაში ჩვეულებრივ რამდენიმე პოპულაცია შედის. პოპულაცია ევოლუციური პროცესის ელემენტარული ერთეულია.
პოპულაციური აფეთქება (ფრანგ. populus მოსახლეობა) - რომელიმე სახეობის ინდივიდების რაოდენობის მკვეთრი, მრავალჯერადი ზრდა, რაც დაკავშირებულია მისი რეგულაციის ჩვეულებრივი მექანიზმების გამორთვასთან. ყველაზე უფრო მკვეთრად გამოხატული, ინტენსიური პოპულაციური აფეთქებები აღინიშნება სახეობების ინტროდუქციისას (იხ.). მაგ., ბოცვერების გავრცელება ავსტრალიაში.
პორნოგრაფია (ბერძნ. pornos გარყვნილი, grapho ვწერ) - უკიდურესი ცინიზმი, უხამსობა სექსის და სქესობრივი ურთიერთობების ასახვისას.
პორტალური (ლათ. porta კარი) - ის, რაც ღვიძლის კარის ვენას მიეკუთვნება. მაგ., პორტალური ჰიპერტენზია.
პოსტემბრიონული განვითარება (ლათ. post შემდეგ, ბერძნ. embryon ჩანასახი) - ორგანიზმის განვითარების პერიოდი დაბადებიდან ზრდასრულ ასაკამდე.
პოსტმორტალური (ლათ. post შემდეგ, ინგლ. mortal სასიკვდილო) - სიკვდილისშემდგომი ცვლილებები.
პოსტნატალური (ლათ. post შემდეგ, ინგლ. natal რაც დაბადებას ეხება) - ნაყოფის დაბადების შემდგომი პერიოდი.
პოსტსკრიპტუმი (ლათ. post scriptum დაწერის შემდეგ) - დამთავრებულ და ხელმოწერილ წერილზე დამატებითი ინფორმაციის მიწერა, რაც ჩვეულებრივ აღინიშნება ლათინური ასოებით - P.S.
პოსტულატი (ლათ. postulatum მტკიცება) - მტკიცებულება, წინაპირობა, ვარაუდი, საწყისი დებულება (მაგ., კოხის პოსტულატები).
პოსტფაქტუმი (ლათ. post factum გაკეთებული შემდგომ) - იმის შემდეგ, რაც უკვე მოხდა.
პოტამობიონტები (ბერძნ. potamos მდინარე, bios სიცოცხლე) - ორგანიზმები, რომლებიც ბინადრობენ მტკნარ, გამდინარე წყლებში - მდინარეებსა და ნაკადულებში.
პოტენცია (ლათ. potentia შესაძლებლობა, ძალა) - უნარი, შესაძლებლობა, ძალა, რომელიც არსებობს ფარული სახით და შეიძლება გამოვლინდეს შესაბამის პირობებში.
პოხიერი უჯრედი - იგივე ლაბროციტი, ჰეპარინოციტი, მასტოციტი. ფაშარი შემაერთებელი ქსოვილის ერთ-ერთი უჯრედია. წარმოიქმნება ძვლის ტვინში. აღნიშნულ უჯრედებს ციტოპლაზმაში გააჩნიათ დიდი ზომის გრანულები, რომელნიც შეიცავენ ჰეპარინს, ჰისტამინს, სეროტონინს და სხვ. ფიზიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს.
პრაგმატიზმი (ბერძნ. pragma საქმე, მოქმედება) - ფილოსოფიის ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც უარყოფს ობიექტურ ჭეშმარიტებას და მას უპირისპირებს სარგებელს, მოგებას.
პრაიდი (ინგლ. pride სიამაყე, უმაღლესი ხარისხი) - 6-12, იშვიათად 20 ლომისაგან შემდგარი სტაბილური ჯგუფი. პრაიდი ჩვეულებრივ შედგება რამოდენიმე მონათესავე ძუსაგან და ბელადისაგან. არც თუ იშვიათად პრაიდში 2-3 ხვადიც შეიძლება იყოს.
პრეამბულა (ლათ. praeambulus წინამძღოლი, წინამავალი) - სამეცნიერო ხასიათის შრომის, აქტის, შეთანხმების, ხელშეკრულების შესავალი ნაწილი.
პრედისპოზიცია (ლათ. prae წინ, dipono განვალაგებ) - მიდრეკილება ამა თუ იმ დაავადებისადმი.
პრევენცია (ლათ. praeventus დამცველი) - დაცვა, თავიდან აცილება.
პრევენციული (ლათ. praeventus დამცველი) - თავიდან ასაცილებელი, დაცვითი. მაგალითად, პრევენციული აცრა.
პრეზენტაცია (ლათ. presentatio წარდგენა) - 1. რაიმეს (მაგ., წიგნის, მხატვრობის, ფილმის) საჯარო განხილვაწარდგენა კომპეტენტური საზოგადოებისათვის. 2. მაკროფაგის მიერ ანტიგენის შესახებ ინფორმაციის გადაცემა სხვა იმუნოკომპეტენტური უჯრედებისათვის.
პრეზერვატივი (ლათ. praeservo ვიცავ, ვიფარავ) - იგივე კონდომი. ვენერული დაავადებისაგან ან ორსულობისაგან დასაცავი საშუალება. პირველად გამოგონებული იყო როგორც ვენერული დაავადებებისაგან თავის დასაცავი საშუალება ინგლისელი ექიმის კონდომის მიერ.
პრეზერვაცია (ლათ. praeservo ვიცავ, ვიფარავ) - თავის დაცვა, თავიდან აცილება.
პრეზუმპცია (ლათ. praesumptio ვარაუდი) - ვარაუდზე დაყრდნობილი დიაგნოზი, მოსაზრება; იურისპრუდენციიდან - უდანაშაულობის პრეზუმპცია.
პრეკანცერი (ლათ. prae წინ, cancer კიბო) - კიბოსწინარე მდგომარეობა. ანსხვავებენ ობლიგატურ და ფაკულტატურ პრეკანცერებს.
პრეკანცეროზული უჯრედი (ლათ. prae წინ, cancer კიბო) - კანცეროგენეზის ინიციაციის სტადიაზე წარმოქმნილი უჯრედი, რომელიც წარმოადგენს სიმსივნური უჯრედის წინამორბედს.
პრელეიკემია (ლათ. prae წინ, ჯერ, ბერძნ. leukos თეთრი, haima სისხლი) - იგივე პრელეიკოზი. ლეიკემიის (იხ.) განვითარების წინა, ფარული სტადია. განასხვავებენ ობლიგატურ და ფაკულტატურ პრელეიკემიურ მდგომარეობებს.
პრელიმინური (ლათ. prae წინ, ჯერ, limen საწყისი) - წინასწარი. მეცნიერებაში - რაიმე ექსპერიმენტის, დაკვირვების წინასწარი შედეგები, რომელსაც ავტორი აქვეყნებს ჟურნალში.
პრემორტული (ლათ. prae წინ, mortal სასიკვდილო) - სიკვდილისწინა მდგომარეობა.
პრენატალური (ლათ. prae წინ, ინგლ. natal რაც დაბადებას ეხება) - ნაყოფის დაბადების წინა პერიოდი, მდგომარეობა.
პრეპარატი (ლათ. praeparatus დამზადებული) - 1. ქიმიური შენაერთი, რომელიც დამზადებულია ლაბორატორიაში ან ფაბრიკაში და გამოიყენება მედიცინაში ან მეცნიერული კვლევებისათვის. 2. მცენარის, ცხოველის ან ადამიანის რომელიმე ორგანოს ან ქსოვილისაგან დამზადებული ობიექტი, რომელიც გამოიყენება სადიაგნოზოდ ან მეცნიერული კვლევისათვის (მაგ., ანატომიური პრეპარატი, ჰისტოლოგიური პრეპარატი და ა.შ.).
პრეპუბერტული პერიოდი (ლათ. prae წინ, pubertas სქესობრივი მომწიფება) - სიცოცხლის პერიოდი, რომელიც წინ უსწრებს სქესობრივ მომწიფებას.
პრერია (ფრანგ. prairie მინდორი) - ჩრდილოეთ ამერიკის ზომიერ კლიმატში მდებარე ვაკეები.
პრეროგატივა (ლათ. praerogativus უპირატესობა, პირველობა) - განსაკუთრებული უფლება, რომელიც ეკუთვნის ამა თუ იმ პიროვნებას.
პრესტიჟი (ფრანგ. პრესტიგე) - ავტორიტეტი, გავლენა.
პრეტენზია (ფრანგ. praetensio) - 1. რაიმეს (იდეის, ქონების და სხვ.) დაჩემება. 2. მოთხოვნა, საჩივარი, სარჩელი.
პრეფორმიზმი (ლათ. preformo გარდავქმნი, განვაახლებ) - სწავლება სასქესო უჯრედებში მატერიალური სტრუქტურების არსებობის შესახებ, რომლებიც განაპირობებენ ჩანასახის განვითარებას და წარმოქმნილი ინდივიდის ნიშან-თვისებებს. ფიქრობდნენ, რომ ჩასახული ინდივიდის შესახებ ინფორმაცია მზა სახით არის ჩადებული მიკროსკოპული მინიატურის სახით კვერცხში (ოვისტები) ან სპერმატოზოიდებში (ანიმალკულისტები). თანამედროვე მეცნიერება აგრეთვე გამომდინარეობს პრეფორმიზმის პოზიციიდან, ოღონდ სასქესო უჯრედების მიკროსტრუქტურებში (დნმ-ში და სხვ.) განთავსებული გენეტიკური ინფორმაციის რეალიზაციის გზით.
პრეშიდსი (ლათ. prae წინ, შიდსი - შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი) - შიდსის წინა სტადია. სეროპოზიტიურ ტიპებს პრეშიდსის სტადიაზე უვითარდებათ ამ დაავადების პირველი სიმპტომები. ამ სტადიის შემდეგ ვითარდება შიდსისათვის და მახასიათებელი სიმპტომები და ოპორტუნისტული დაავადებები, რის შედეგადაც პროცესი განიცდის გენერალიზაციას.
პრეცედენტი (ლათ. praecedens წინამდებარე) - შემთხვევა, რომელსაც უკვე ჰქონდა ადგილი და რომელიც შეიძლება მაგალითი იყოს შემდგომი ასეთივე შემთხვევებისათვის.
პრეციზიული (ფრანგ. precision სიზუსტე) - ის, რაც გამოირჩევა მაღალი სიზუსტით.
პრეციპიტაცია (ლათ. praecipito ძირს ვაგდებ) - იმუნური რეაქცია, რომელიც ექვემდებარება აგლუტინაციის კანონებს. მასში მონაწილეობს ორი ფაქტორი: პრეციპიტინი და შესაბამისი ანტიგენი - პრეციპიტინოგენი, რომელთა შერევის შედეგად წარმოიქმნება ნალექი - პრეციპიტატი.
პრეციპიტინები (ლათ. praecipito ძირს ვაგდებ) - ანტისხეულები, რომლებიც მონაწილეობენ პრეციპიტაციის ტიპის იმუნოლოგიურ რეაქციებში.
პრიაპიზმი (Priapos - ბერძნულ მითოლოგიაში მოსავლიანობის მფარველი ღმერთი) - სასქესო ასოს ხანგრძლივი და მტკივნეული ერექცია (ზურგის ტვინის ჭრილობების, გაფანტული სკლეროზის, ქრონიკული მიელოლეიკემიის, ტრავმების და სხვ. შემთხვევებში).
პრიმატები (ლათ. primates უპირველესი, უმთავრესი) - ყველაზე უფრო მაღალორგანიზებულ ძუძუმწოვართა რიგი, რომელშიც შედიან ნახევრადმაიმუნები, მაიმუნები და ადამიანი.
პრიორიტეტი (ლათ. prior პირველი) - პირველობა, რომელიც ეკუთვნის ადამიანს სამეცნიერო აღმოჩენაში, გამოგონებაში და სხვა. ვინმეს ან რაიმეს უპირატესობა.
პრობანდი (ბერძნ. pro წინ, ნაცვლად, ინგლ. band ადამიანების ჯგუფი) - პირი, რომლისგანაც იწყება საგვარტომო ნუსხის შედგენა.
პრობიოტიკები (ბერძნ. pro წინ, ნაცვლად, bios სიცოცხლე) - მიეკუთვნება იმუნობიოლოგიურ პრეპარატებს, რომლებშიც შედის ადამიანის კუჭნაწლავის ნორმალური მიკროფლორის შემცველი ცოცხალი, არაპათოგენური ბაქტერიული კულტურა. პრეპარატები გათვალისწინებულია დისბაქტერიოზების დროს ადამიანის მიკროფლორის შემადგენლობის ნორმალიზაციისათვის. იყენებენ როგორც პროფილაქტიკური, ასევე სამკურნალო მიზნებისათვის. ყველაზე უფრო გავრცელებული პრობიოტიკებია: კოლიბაქტერინი, დიფიდუმბაქტერინი, ლაქტობაქტერინი, ბიფიკოლი და სუბტილინი.
პრობლემა (ბერძნ. problema წინადადება, საკითხი) - რთული კლინიკური, მეცნიერული საკითხი, რომელიც საჭიროებს ახსნას, გამოკვლევას, შესწავლას.
პროგენეზისი (ბერძნ. pro წინ, ნაცვლად, genesis წარმოშობა) - ნაადრევი სქესობრივი მომწიფება.
პროგენია (ბერძნ. pro წინ, geneion ნიკაპი) - თანკბილვის პათოლოგია, რომლის დროსაც ქვედა ყბის კბილები წინ არიან წამოწეული და ფარავენ ზედა ყბის კბილებს. ამ დროს ქვედა ყბა მნიშვნელოვნადაა წინ გამოწეული. ზოგ შემთხვევაში პროგნათია განპირობებულია შესაბამისი მუტანტური გენის გადაცემით საუკუნეების მანძილზე (მაგ., ავსტრიის სამეფო დინასტიის, ჰაბსბურგების წარმომადგენლებში).
პროგენოტი (ბერძნ. pro წინ, ნაცვლად, genos დაბადება, წარმოშობა) - დედამიწაზე არსებული ყოველივე ცოცხალის საერთო გენეტიკური წინაპარი.
პროგერია (progeria s. nanosomia senilis) - მოხუცებულობით გამოწვეული ქონდრისკაცობა.
პროგესტერონი (ბერძნ. pro წინ, ნაცვლად, gestatio ორსულობა) - საკვერცხის ყვითელი სხეულის ჰორმონი, რომელიც განაპირობებს განაყოფიერებული კვერცხუჯრედის განვითარებას და ხელს უწყობს ორსულობას.
პროგლოტიდები (proglottides) - ბრტყელი ჭიების ტიპის წარმომადგენლებისათვის დამახასიათებელი სხეულის ნაწევრები, ფრაგმენტები.
პროგნათია (ბერძნ. pro წინ, gnathos ყბა) - თანკბილვის პათოლოგია, რომლის დროსაც ზედა ყბის ალვეოლური მორჩი და წინა კბილები მნიშვნელოვნადაა გამოწეული წინ.
პროგნოზი (ბერძნ. prognosis წინასწარ განჭვრეტა) - 1. რაიმე მოვლენის (მაგ., ამინდის) განვითარებისა და შედეგების წინასწარ განჭვრეტა. 2. ექიმის განსჯა ავადმყოფობის სავარაუდო მიმდინარეობაზე და შედეგებზე (მაგ., დაავადების ცუდი ან კეთილსაიმედო პროგნოზი).
პროგრესი (ლათ. progressus წინსვლა) - 1. განვითარების უფრო მაღალი საფეხურისაკენ სწრაფვა; რაიმე ახლის, მოწინავეს განვითარება; ცვლილება უკეთესობისაკენ. 2. რომელიმე კონკრეტული დაავადების შემდგომი განვითარება.
პროგრესია (ლათ. progressus წინსვლა) - დაავადების გაძლიერება (მაგ., პროგრესირებადი დამბლა); სიმსივნური პროცესის ბოლო სტადია, ინიციაციისა და პრომოციის შემდეგ (სიმსივნური პროგრესია).
პროდრომული პერიოდი (ლათ. prodromalis წინამორბედი) - ინფექციური დაავადების საწყისი სტადია, როდესაც ადამიანი შეუძლოდ გრძნობს თავს, მაგრამ დაავადების დამახასიათებელი, ძირითადი სიმპტომები ჯერ კიდევ არ ვლინდება.
პროდუცენტები (ლათ. producens შემქმნელი, მწარმოებელი) - ავტოტროფული ორგანიზმები, რომლებიც ქმნიან ორგანულ ნივთიერებებს არაორგანულებისაგან. პროდუცენტები პირველი რგოლია კვებით ჯაჭვსა და ეკოლოგიურ პირამიდაში. პროდუცენტებს მიეკუთვნებიან მწვანე მცენარეები.
პროვიზორი (ლათ. provideo წინასწარ ვჭვრეტ, ვზრუნავ) - უმაღლესი ფარმაცევტული განათლების მქონე პიროვნების წოდება, რაც აძლევს მას აფთიაქის მმართველობის უფლებას.
პროვიზორული ორგანოები (ლათ. provideo წინასწარ ვჭვრეტ, ვზრუნავ) - ცხოველების ჩანასახების და მატლების დროებითი ორგანოები, რომლებიც ქრებიან მათი განვითარების პროცესში. აღნიშნული ორგანოები უზრუნველყოფენ უმნიშვნელოვანეს ფუნქციებს განვითარებადი ორგანიზმის ამა თუ იმ სტადიაზე. მაგ., მწერების მატლებში - მუცლის კიდურები და ლაყუჩები;თავკომბალებში - ლაყუჩები, კუდი და სხვა.
პროვირუსი (ბერძნ. pro წინ, ნაცვლად, ლათ. virus შხამი) - ვირუსის გენომის არსებობის ფორმა, როდესაც ეს გენომი გაერთიანებულია უჯრედის გენეტიკურ მასალასთან, კერძოდ, დნმ-სთან. პროვირუსის მდგომარეობაში შეიძლება არსებობდნენ ზოგიერთი ბაქტერიოფაგი, რეტროვირუსების ოჯახის წარმომადგენლები და სხვა. პროვირუსის რეპლიკაცია მიმდინარეობს უჯრედის დნმ-სთან ერთად.
პროზექტურა (ლათ. prosector გამკვეთი) - იხ. მორგი.
პროთეზი (ბერძნ. pro წინ, ნაცვლად, thesis დადგმა) - სხეულის ხელოვნური ნაწილი, რომელიც მორგებული აქვთ დაკარგული ბუნებრივი ორგანოს მაგივრად.
პროთრომბინი (ბერძნ. pro წინ, ნაცვლად, thrombos შენადედი, ლეკერტი) - სისხლის პლაზმაში შემავალი გლიკოპროტეიდი, ფერმენტ თრომბინის წინამორბედი. კალციუმის იონებისა და თრომბოპლასტინთან ურთიერთქმედების შედეგად გარდაიქმნება თრომბინად. ამდენად, სისხლის შედედების ბიოქიმიური მექანიზმის ცენტრალურ რგოლს წარმოადგენს.
პროკარიოტები (ლათ. pro წინ, ნაცვლად, karyon ბირთვი) - უძველესი ორგანიზმები, რომელთაც არ გააჩნიათ კარგად გამოხატული, მემბრანით შემოსაზღვრული ბირთვი. ასეთებია ბაქტერიები, ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები.
პროლაფსი (ლათ. prolapsus) - რომელიმე შინაგანი ორგანოს გამოვარდნა ბუნებრივი ან ხელოვნური ხვრელებიდან და სიღრუეებიდან (მაგ., სწორი ნაწლავის გამოვარდნა).
პროლიფერაცია (ლათ. proles შთამომავლობა, fero მომაქვს) - უჯრედების დაყოფით გამრავლება რეგენერაციული პროცესის დროს; სიმსივნური უჯრედების ინტენსიური გამრავლება.
პროლიფერაციული აქტივობა (ლათ. proles შთამომავლობა, fero მომაქვს) - უჯრედების გამრავლების ინტენსივობა.
პროლონგირება (ლათ. prolongare გაგრძელება) - 1. რაიმე სამკურნალო პრეპარატის, დასხივების გახანგრძლივებული ზემოქმედება ორგანიზმზე. 2. რაიმე ხელშეკრულების, შეთანხმების მოქმედების ვადის გაგრძელება.
პრომიელოციტი (ბერძნ. pro წინ, ნაცვლად, myelos ძვლის ტვინი, kytos უჯრედი) - გრანულოციტური რიგის წინამორბედთა შორის ყველაზე დიდი ზომის უჯრედი ბაზოფილური ციტოპლაზმით, რომელშიც ბევრია აზუროფილური გრანულები (იხ.).
პრომისკუიტეტი (ლათ. promiscuus შერეული, საერთო) - გამრავლების ერთი სეზონის მანძილზე სხვადასხვა პარტნიორებთან უწესრიგო შეუღლება. ზოგიერთ ხალხს ძველ დროში ახასიათებდა განსაკუთრებული აღვირახსნილი დღესასწაულები, რომლებსაც შემდგომში ორგიული ტიპის პრომისკუიტეტი უწოდეს.
პრომოტორი (ბერძნ. pro წინ, ნაცვლად, ლათ. motor ძრავი) - 1. დნმს უბანი, რომელსაც უერთდება რნმ-პოლიმერაზა საინფორმაციო (მატრიცული) რნმ-ს სინთეზის დასაწყებად. 2. აგენტი, რომელიც იწვევს კანცეროგენეზის II სტადიას, პრომოციას (იხ.).
პრომოცია (ლათ. promotio წინსვლა) - სიმსივნური პროცესის მეორე სტადია ინიციაციის შემდეგ, როდესაც პრეკანცეროზული უჯრედი გარდაიქმნება ჭეშმარიტ სიმსივნურ უჯრედად. პრომოცია შექცევადი პროცესია.
პრონაცია (ლათ. pronus დახრილი) - ხელისგულის ჩატრიალება შიგნით.
პრონონსი (ფრანგ. prononcer გამოთქმა) - გამოთქმა, აქცენტი (მაგ., ინგლისურის, რუსულის აქცენტი).
პრონუკლეუსი (ბერძნ. pro წინ, ნაცვლად, ლათ. nucleus ბირთვი) - კვერცხუჯრედში ორი ჰაპლოიდური ბირთვი (მდედრობითი და მამრობითი), სპერმატოზოიდის შეჭრიდან კარიოგამიამდე (იხ.).
პროპედევტიკა (ბერძნ. propaideuo წინასწარ ვასწავლი) - რაიმე მეცნიერების წინასწარი კურსი, შესავალი, რომელიც ამ მეცნიერების შემოკლებული, ელემენტარული ფორმით გადმოცემაა (მაგ., შინაგან სნეულებათა პროპედევტიკა).
პროპორცია (ლათ. proportio) - თანაზომიერება. მაგ., სხეულის ცალკეული ნაწილების ურთიერთშეფარდება.
პროპრიორეცეპტორი (ლათ. proprius საკუთარი, თავისებური, recipio უკან მიმაქვს, ვღებულობ) - ღრმად მდებარე ქსოვილებში არსებული მგრძნობიარე ნერვული ბოჭკოების დაბოლოება, რომელიც გაღიზიანებას იღებს კუნთებიდან, სახსრებიდან, მყესებიდან და სხვა.
პროსპერიტი (ინგლ. prosperity) - აყვავება, გაფურჩქვნა.
პროსტაგლანდინები (glandula prostata) - წინამდებარე ჯირკვლიდან გამოყოფილი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება. მისი ბიოლოგიური მოქმედების დიაპაზონი საკმაოდ მრავალფეროვანია (ორგანიზმის იმუნური რეაქციების რეგულირება, რეპროდუქციული უნარის შენარჩუნება და სხვ.).
პროსტატა (ბერძნ. prostates წინამდგომი) - იგივე წინამდებარე ჯირკვალი. მამაკაცის სასქესო ჯირკვალია, რომლის სეკრეტი ხელს უწყობს სპერმატოზოიდების მოძრაობას, მონაწილეობს სქესობრივი ლტოლვის ფორმირებაში, ჰიპოფიზთან ერთად ხელს უწყობს სათესლე ჯირკვლის კლაკნილ მილაკებში სპერმატოგენეზის პროცესის მიმდინარეობას, ბუფერული თვისებების სეკრეტით ანეიტრალებს მამაკაცისა და ქალის შარდსადენ გზებზე სპერმატოზოიდებისათვის დამღუპველ მჟავე გარემოს.
პროსტიტუცია (ლათ. prostitutio შერცხვენა, წაბილწვა) - ქალის ვაჭრობა საკუთარი სხეულით; მეძავობა.
პროსტრაცია (ლათ. prostratio დაძაბუნება) - უხალისობა, ყველაფრისადმი ინტერესის დაკარგვა, რასაც ფიზიკური ძალების მკვეთრი დაქვეითება სდევს. მელანქოლიური მდგომარეობა.
პროტეაზები (ბერძნ. protos პირველი, უმთავრესი) - პეპტიდური ბმების დამშლელი ფერმენტები.
პროტეიდები (ბერძნ. protos პირველი, უმთავრესი, eidos სახე) - რთული ცილები, რომლებიც შეიცავენ არაცილოვან კომპონენტს. ცნო ბილია ნუკლეოპროტეიდები, ლიპოპროტეიდები, ფოსფოპროტეიდები და სხვა. პროტეიდებს მიეკუთვნება მრავალი ფერმენტი.
პროტეინები (ბერძნ. protos პირველი, უმთავრესი) - მარტივი ცილები, რომლებიც შეიცავენ მხოლოდ ამინომჟავების ნარჩენებს. პროტეინებს მიეკუთვნება მრავალი ფერმენტი. ზოგჯერ ტერმინ „პროტეინებს“ იყენებენ ყველა ცილის აღსანიშნავად.
პროტერანდრია (ბერძნ. proteros პირველი ორიდან, ადრეული, aner, andros მამრობითი) - 1.იგივე პროტანდრია. ყვავილებში მტვრიანების უფრო ადრეული მომწიფება ბუტკოების დინგებთან შედარებით (მაგ., რთულყვავილოვნებში, ქოლგიანებში). 2.მამრობითი სქესის ორგანოების უფრო ადრეული მომწიფება მრავალ ჰერმაფროდიტ ცხოველსა და არაყვავილოვან მცენარეებში. 3.ზოგიერთი ცხოველის (მაგ., ნემატოდების) მდედრების უნარი, კვერცხუჯრედის სპეციალური უბნებიდან წარმოქმნას ჯერ სპერმატოზოიდები, შემდეგ კი კვერცხუჯრედები, რომლებიც ნაყოფიერდებიან ამ სპერმატოზოიდებით.
პროტეროგინია (ბერძნ. proteros პირველი oridan, ადრეული, gyne ქალი) - 1. იგივე პროტოგინია. ყვავილებში ბუტკოების დინგების უფრო ადრეული მომწიფება მტვრიანებთან შედარებით (მაგ., ზოგიერთ მარცვლეულში). აბრკოლებს თვითდამტვერვას. 2. მდედრობითი სქესის ორგანოების უფრო ადრეული მომწიფება ზოგიერთ ჰერმაფროდიტ ცხოველსა და არაყვავილოვან მცენარეებში.
პროტეროზოული ერა (ბერძნ. proteros პირველი ორიდან, ადრეული, zoe სიცოცხლე) - დედამიწის ისტორიაში მეორე ერაა, არქეულის შემდეგ, პალეოზოურამდე. იგივე ადრეული სიცოცხლის ერა.
პროტისტები (ბერძნ. protistos ყველაზე პირველი) - მცენარეული და ცხოველური ბუნების ერთუჯრედიანი ორგანიზმებია. მათ მიეკუთვნებიან - ბაქტერიები, ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები (გაერთიანებული არიან მონერებში), სხვა ერთუჯრედიანი და კოლონიური წყალმცენარეები, უმარტივესები, ერთუჯრედიანი სოკოები. ტერმინი შემოიტანა ე. ჰეკელმა 1866 წელს.
პროტისტოლოგია (ბერძნ. pro ტისტოს ყველაზე პირველი, logos მოძღვრება) - მეცნიერება, რომელიც შეისწავლის პროტისტებს.
პროტოზოა (ბერძნ. protos პირველადი, zoon ცხოველი) - იხ. უმარტივესები.
პროტოზოოლოგია (ბერძნ. protos პირველადი, zoon ცხოველი, logos მოძღვრება) - მეცნიერება, რომელიც შეისწავლის უმარტივესებს, რომელთაგან ბევრი პარაზიტულ ცხოვრებას ეწევა.
პროტოზოონოზები (ბერძნ. protos პირველადი, zoon ცხოველი, nosos ავადმყოფობა) - დაავადებები, რომლებიც გამოწვეულნი არიან პარაზიტული უმარტივესებით.
პროტონემა (ბერძნ. protos პირველადი, ნემა ძაფი) - წინაზრდილი. ხავსის სპორიდან წარმოქმნილი ძაფისებრი წარმონაქმნი.
პროტონიმფონი (ბერძნ. protos პირველადი, nympha მატლი) - ზოგიერთი ობობას მატლი.
პროტოონკოგენები (ბერძნ. protos პირველადი, onkos სიმსივნე, genos დაბადება, წარმოშობა) - კანცეროგენეზის ონკოგენების თეორიის თანახმად, უჯრედის დნმ-ში არსებობენ განსაკუთრებული უჯრედული გენები, რომელთაც პროტოონკოგენები ეწოდებათ. სხვადასხვა კანცეროგენების მოქმედება იწვევს მათ ექსპრესიას და ონკოგენებად გარდაქმნას, რაც ავთვისებიანი ტრანსფორმაციის საწინ დარია.
პროტოპლაზმა (ბერძნ. protos პირველადი, plasma გამონაძერწი, გაფორმებული) - ამ ტერმინით ელექტრონული მიკროსკოპის გამოგონებამდე აღნიშნავდნენ უჯრედის ციტოპლაზმას. ტერმინი „პროტოპლაზმა“ ამჟამად გამოყენებულია უმარტივესების ციტოპლაზმის აღსანიშნავად.
პროტოპლასტი (ბერძნ. protos პირველადი, plastos გამოძერწილი, წარმოქმნილი) - მცენარეებში: უჯრედი, რომელსაც მთლიანად დაკარგული აქვს უჯრედის კედელი და დაფარულია მხოლოდ პლაზმური მემბრანით. მცენარეულ პროტოპლასტებს ღებულობენ ხელოვნურად მათი კლონირებისათვის, ასევე მათგან მთელი მცენარის რეგენერაციისათვის. მიკროორგანიზმებში პროტოპლასტი შეიძლება წარმოიქმნას მუტაციის შედეგად. მიკოპლაზმები და ბაქტერიების L-ფორმები პროტოპლასტებს წარმოადგენენ.
პროტრუზია (ინგლ. protrusion) - გამობურცვა, გამოზრდა.
პროტუბერანტები (ლათ. protuberare გაბერვა) - მზის დისკოს კიდეზე არსებული გავარვარებული აირებისაგან შექმნილი მნათი წარმონაქმნები.
პროფაგი (ბერძნ. pro წინ, ნაცვლად, phagos მშთანმთქმელი) - ზომიერი ფაგის ფარული ინფექციური ფორმა, რომელიც არსებობს ლიზოგენურ ბაქტერიებში. წარმოადგენს ზომიერი ფაგის და ლიზოგენიზებული ბაქტერიის დნმ-ს გაერთიანებულ ფორმას.
პროფაზა (ბერძნ. pro წინ, ნაცვლად, phasis გამოვლინება) - მიტოზის პირველი სტადია, რომლის დროსაც უჯრედის ბირთვში მორფოლოგიურად ვლინდება ქრომოსომები. ბირთვის მემბრანა და ბირთვაკები ქრებიან, ხოლო ცენტრიოლები მიემართებიან უჯრედის მოპირდაპირე პოლუსებისაკენ. ეს ტერმინი 1884 წელს შემოიღო ე.სტრასბურგერმა.
პროფანაცია (ლათ. profanatio სიწმინდის შებილწვა) - საყოველთაოდ აღიარებული იდეის, სწავლების, ხელოვნების და სხვ. უმეცარი შებღალვა, დამახინჯება.
პროფანი (ლათ. profanus გაუთვითცნობიერებული, არაკომპეტენტური) - ადამიანი, რომელიც ცოდნის, საქმიანობის რაიმე სფეროში უცოდინარი, არაკომპეტენტურია.
პროფერმენტი (ბერძნ. pro წინ, ნაცვლად, fermentum საფუარი) - ფერმენტის არააქტიური ფორმა, რომელიც სათანადო ფაქტორების ზემოქმედებით გარდაიქმნება აქტიურ ფერმენტად. პროფერმენტებია: პროთრომბინი, პეპსინოგენი და სხვ.
პროფესიული დაავადებები - ამა თუ იმ პროფესიისადმი დამახასიათებელი დაავადებები. მაგ., აზბესტი ადამიანში იწვევს ფილტვის დაავადებას - აზბესტოზს, აგრეთვე ავთვისებიან სიმსივნეებს - მეზოთელიომებს; პროფესიული დაავადებების მაგალითად გამოდგება აგრეთვე ანილინის, ფისების, ბიტუმის, ასფალტის წარმოება, მათთან ხშირი კონტაქტი და ა.შ. ჩატარებული პროფილაქტიკური ღონისძიებების შედეგად, რაც პირველ ყოვლისა გულისხმობს ამ ნივთიერებების უსაფრთხო ნორმების დადგენას, პროფესიული დაავადებების სიხშირე სულ უფრო და უფრო კლებულობს.
პროფილაქტიკა (ბერძნ. prophylaktikos ვიცილებ, ვუფრთხილდები) - 1. ღონისძიებანი, რომელთა მიზანია დაავადებათა განვითარების თავიდან აცილება. 2. ღონისძიებანი, რომელთა მიზანია რაიმეს (მაგ., ავტომანქანის) დაცვა ნაადრევი გაცვეთისაგან.
პროფილი (იტალ. profilo შემოხაზულობა) - 1. სახის, საგნის შესახედაობა, შემოხაზულობა გვერდიდან. 2. სხვადასხვა სპეციალობის თუ პროფესიისათვის დამახასიათებელი ძირითადი ნიშნების ერთობლიობა.
პროფორმა (ლათ. pro ფორმა for მისათვის) - გარეგნული ფორმის შენარჩუნება, ფორმალურობა.
პროფუზული (ლათ. profundo ვღვრი) - ქსოვილური სითხის ძალიან ძლიერი, ჭარბი დენა (მაგ., სისხლის დენა, ფაღარათი).
პროქსიმალური (ლათ. proximus უახლოესი) - კიდურების დასაწყისთან შედარებით ახლოს მდებარე.
პროქტიტი (ბერძნ. proktos უკანა გასავალი, სწორი ნაწლავი, itis ანთება) - სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთება.
პროცედურა ლათ. procede წინსვლა) - ექიმის მიერ დანიშნული სამკურნალო ღონისძიება (აბაზანა, მასაჟი, დასხივება და სხვ.).
პროცერკოიდი (ბერძნ. pro წინ, ნაცვლად, kerkos კუდი) - ზოგიერთი თასმისებური ჭიის მატლი (ფინა).
პროცესი (ლათ. processus გაგრძელება, წინსვლა) - დაავადების აქტიური მიმდინარეობა; რაიმეს განვითარების გზა.
პროცესინგი (ინგლ. processing დამუშავება, გადამუშავება) - რეაქციათა ერთობლიობა, რომლის შედეგადაც ტრანსკრიპციის და ტრანსლაციის პირველადი პროდუქტები გარდაიქმნებიან ფუნქციონირებად მოლეკულებად. მაგ., რნმ-ს ყველა ტიპი სინთეზდება დნმ-ს მოლეკულაზე ტრანსკრიპციის მეშვეობით. საწყის ეტაპზე წარმოიქმნება მისი გრძელი წინამორბედი ე.წ. პირველადი ტრანსკრიპტი, რომელიც მომდევნო ეტაპებზე გარდაიქნება უფრო მოკლე რნმ-ად.
პსამონი (ბერძნ. psammos სილა) - ორგანიზმები, რომლებიც ბინადრობენ ტბებისა და მდინარეების პირას არსებული ტენიანი სილის ზედა ფენებში. ასეთ ორგანიზმებს მიეკუთვნებიან დიატომეები, ციანობაქტერიები, ინფუზორიები და სხვ.
პსამოფიტები (ბერძნ. psammos სილა, phyton მცენარე) - უდაბნოს მოძრავ სილებში მცხოვრები მცენარეები (მაგ., საქსაული, სილის აკაცია და სხვ.), რომლებსაც განვითარებული აქვთ მრავალი შეგუებითი ხასიათის წარმონაქმნი. მრავალი პსამოფიტი ეფემერია (იხ.).
პტერილები (ბერძნ. pteron ბუმბული, ნაკრტენი) - ფრინველების სხეულის კონტურული ბუმბულით შემოსილი უბნები.
პტეროდაქტილი (ბერძნ. pteron ბუმბული, ნაკრტენი, daktylos თითი) - გადაშენებული მფრინავი რეპტილიების გვარი, რომელიც მიეკუთვნებოდა პტეროზავრებს. გამოირჩეოდნენ კარგად განვითარებული კბილებით და მოკლე კუდით.
პტეროზავრები (ბერძნ. pteron ბუმბული, ნაკრტენი, sauros ხვლიკი) - მეზოზოური ერის მფრინავი რეპტილიები, რომელთა გაშლილი ფრთების სიგანე ზოგჯერ 9 მეტრსაც კი აღწევდა. იკვებებოდნენ თევზებით.
პტოზი (ბერძნ. ptosis დაწევა, დაცემა) - სხეულის რომელიმე ორგანოს ან სხეულის ნაწილის დაწევა (მაგ., ბლეფაროპტოზი).
პუბერტული პერიოდი (ლათ. pubertas სქესობრივი მომწიფება) - სქესობრივი მომწიფების პერიოდი.
პუბლიკაცია (ლათ. publicare სახალხოდ გამოცხადება) - ბეჭდვითი ორგანოს ან რადიოს მეშვეობით რაიმე მონაცემების გამოცხადება, ჟურნალებში, წიგნებში, გაზეთებში ცალკეული შრომებისა და თხზულებების დაბეჭდვა; გამოქვეყნებული, დაბეჭდილი ტექსტი.
პულმონოლოგია (ლათ. pulmo ფილტვი, ბერძნ. logos მოძღვრება) - მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის სუნთქვის ორგანოებს.
პულპა (ლათ. pulpa რბილეული) - კბილის გვირგვინისა და ფესვის ღრუში არსებული რბილი ქსოვილი.
პულსაცია (ლათ. pulsus ბიძგი, დარტყმა) - 1. რითმული მოძრაობა (მაგ., გულის). 2. რაიმეს უწყვეტი, განმეორებადი ცვლილება დროის გარკვეულ მონაკვეთში.
პულსი (ლათ. pulsus ბიძგი, დარტყმა) - იგივე მაჯისცემა. არტერიების პერიოდული გაგანიერება, რაც გამოწვეულია მარცხენა პარკუჭის სისტოლის შედეგად აორტაში სისხლის ტალღის გადასროლის გამო.
პუნქტატი (ლათ. punctio ჩხვლეტა) - პუნქციის (იხ.) შედეგად მიღებული რაიმე სითხე (სისხლი, ჩირქი, რომელიმე ორგანოს შიგთავსი და სხვ.).
პუნქტი (ლათ. punctum წერტილი) - 1. ადგილი, რომელიც გამოყოფილია სამედიცინო საქმიანობისათვის (მაგ., სამედიცინო პუნქტი). 2. ტექსტის ნომრით ან ასოთი გამოყოფილი ნაწილი.
პუნქტირი (ლათ. punctum წერტილი) - წერტილებიანი ან მოკლე ხაზებით შექმნილი წყვეტილი ხაზი.
პუნქცია (ლათ. punctio ჩხვლეტა) - სხეულის რომელიმე ღრუს ან სისხლძარღვის გაჩხვლეტა სამკურნალო ან სადიაგნოზო მიზნით.
პურპურა (ლათ. purpura მეწამული ფერი) - კაპილარების კედლის განვლადობის დარღვევის შედეგად წერტილოვანი სისხლჩაქცევები კანსა და ლორწოვან გარსებში.
პუსტულა (ლათ. pus ჩირქი) - ჩირქოვანი ბუშტუკი, მუწუკი, ჩირქგროვა კანზე.
პჯრ (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია) - ამ სადიაგნოზო რეაქციის აღმოჩენის იდეა ეკუთვნის ამერიკელ კ.ბ.მიულისს (1983). მისი მეშვეობით დნმ-ს ერთი მოლეკულა შეიძლება გამოვლინდეს დნმ-ს სხვა მილიონობით მოლეკულებს შორის. პჯრ შედგება დნმ-ს მოლეკულის სპეციფიკური თანმიმდევრობის ამპლიფიკაციის (იხ.) განმეორებითი ციკლებისაგან, რათა მიღებულ იქნეს ასლების საკმარისად დიდი რაოდენობა. რეაქციის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია 20-30 ფუძისაგან შემდგარი სინთეზური ოლიგონუკლეოტიდები, ე.წ. „პრაიმერები“, რომლებიც კომპლემენტურები არიან საიდენტიფიკაციო მატრიცული დნმ-ს საიტებისადმი. აღნიშნულ მეთოდს დიაგნოსტიკა აჰყავს პრინციპულად ახალ, დნმ-სა და რნმ-ს განსაზღვრის დონემდე, რაც საშუალებას იძლევა გამოვლინდეს ინფექციური აგენტი და გენეტიკური მუტაცია.
![]() |
20 ჟ |
▲back to top |
ჟამი - იგივე შავი ჭირი (იხ.). ჟამიანობა. ჟამს ხანდახან ქოლერის ეპიდემიასაც უწოდებდნენ.
ჟელატინი (ფრანგ. gelatine Jelatini) - ცხოველური წარმოშობის ცილოვანი ნივთიერება, რომელსაც იყენებენ მედიცინაში, კულინარიაში და ა.შ.
ჟენშენი (Panax ginseng) - მრავალწლიანი სამკურნალო ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს ცხიმოვან მჟავებს, ლერწმის შაქარს, ფისებს, B1 და B2 ვიტამინებს, ფოსფორს, გოგირდს, მიკროელემენტებს, მთრიმლავ ნივთიერებებს. იყენებენ ჰიპოტონიის, დაღლილობის, ნევრასთენიის შემთხვევებში. ამ მცენარეს „სიცოცხლის ფესვს“ უწოდებენ.
ჟოლო (Rubus idaeus) - მრავალწლიანი ბუჩქია. შეიცავს ლიმონის, სალიცილის, ვაშლის, ასკორბინის და სხვა მჟავებს, გლუკოზას, ფრუქტოზას, მთრიმლავ, პექტინოვან ნივთიერებებს, საქაროზას, კაროტინს, მინერალურ მარილებს, B ჯგუფის ვიტამინებს, ანტისკლეროზულ ნივთიერებას. გააჩნია ოფლმდენი, სიცხის დამწევი, ანთების საწინააღმდეგო თვისებები. იყენებენ გრიპის, ანგინის, ჰიპერტონული დაავადების შემთხვევაში და ა.შ.
![]() |
21 რ |
▲back to top |
რაბდიტოზები (rhabditoses) - ჰელმინთოზები, რომელთაც იწვევენ ნემატოდები Rhabditidae-ს ოჯახიდან. დაავადებას ახასიათებს ფაღარათი და სხვა დარღვევები. პარაზიტები ლოკალიზებულნი არიან თირკმლებში, კანში და ა.შ.
რაბდოვირუსები (ბერძნ. rhabdos ჯოხი, წნელი, ლათ. virus შხამი) - ვირუსების ოჯახი, რომელთა წარმომადგენლები შეიცავენ ერთჯაჭვიან რნმ-ს. ამ ოჯახში ორი გვარი შედის - ვეზიკულოვირუსები და ლისავირუსები. ამ ოჯახის ზოგიერთი წარმომადგენელი ადამიანისა და ცხოველებისათვის პათოგენურია (მაგ., ცოფის ვირუსი).
რადიალური სიმეტრია (ლათ. radius სხივი, ბერძნ. symmetria თანაზომიერება) - იგივე სხივური სიმეტრია. ისეთი სიმეტრია, როდესაც ცხოველის სხეულში შეიძლება გატარდეს რამდენიმე სიბრტყე, რომელთაგან თითოეული სხეულს ყოფს ორ სარკისებურად მსგავს ნახევრად.
რადიაცია (ლათ. radio გამოვასხივებ) - რაიმე სხეულის მიერ ელექტრომაგნიტური ენერგიის გამოსხივება (მაგ., მზის რადიაცია). განასხვავებენ ბუნებრივ და ხელოვნურ რადიაციებს.
რადიაციული გენეტიკა (ლათ. radio გამოვასხივებ, ბერძნ. genesis წარმოშობა) - მეცნიერება, რომელიც სწავლობს გამოსხივების გენეტიკურ მოქმედებას ანუ დასხივებულ ორგანიზმებში მემკვიდრულ ცვლილებებს. აღნიშნული დარგი წარმოიქმნა გენეტიკისა და რადიობიოლოგიის მიჯნაზე. როგორც დამოუკიდებელი დისციპლინა ჩამოყალიბდა 1927-1928 წლებში, როდესაც ამერიკელმა გენეტიკოსებმა გ.მიულერმა დროზოფილაზე, ხოლო ლ. სტენდლერმა სიმინდსა და ქერზე ჩატარებული ექსპერიმენტებით დაადგინეს, რომ რენტგენის დასხივება საცდელ ორგანიზმებში იწვევს მუტაციების სიხშირის მნიშვნელოვან მატებას.
რადიკალური ოპერაცია (ლათ. radicalis ძირითადი) - იგულისხმება დაზიანებული ორგანოს მთლიანი ამოკვეთა. გადამწყვეტი მოქმედება.
რადიოაქტიური ბარიუმი (ლათ. radius სხივი, activus მოქმედება) - ბარიუმის რადიოაქტიური იზოტოპი, რომელიც გამოიყენება რადიოიზოტოპურ დიაგნოსტიკაში, აგრეთვე სამედიცინო-ბიოლოგიურ და სასოფლო-სამეურნეო ხასიათის კვლევებში. ბარიუმის ხსნარს პაციენტს ჩვეულებრივ ასმევენ რენტგენოსკოპიის წინ რამოდენიმე ხნით ადრე, კუჭნაწლავის კონტრასტულობის გასაზრდელად. ბარიუმის იზოტოპების ნახევარდაშლის პერიოდი მერყეობს რამდენიმე წამიდან 10 წლამდე.
რადიოაქტიური ფონი (ლათ. radius სხივი, activus მოქმედება) - რადიოაქტიური გარემო, ფონი, რასაც საზღვრავენ რადებში, რენტგენებში, გრეებში და სხვ.
რადიობიოლოგია (ლათ. radius სხივი, ბერძნ. bios სიცოცხლე, logos მოძღვრება) - მოძღვრება ცოცხალ ორგანიზმებზე მაიონებელი დასხივების მოქმედების შესახებ. აღნიშნული მიმართულების ფუძემდებელია ქართველი მეცნიერი ი.თარხნიშვილი (1846-1908).
რადიობიოლოგიური ეფექტი (ლათ. radius სხივი, ბერძნ. bios სიცოცხლე) - მაიონებელი გამოსხივების მოქმედების შედეგად ორგანიზმში წარმოქმნილი ფუნქციური და ორგანული ცვლილებები.
რადიოიზოტოპური კვლევა (ლათ. radius სხივი, ბერძნ. isos თანაბარი, მსგავსი, topos ადგილი) - ბიოლოგიაში, მედიცინასა და ვეტერინარიაში - რადიოაქტიური იზოტოპებისა და მონიშნული შენაერთების ატომების გამოყენება ორგანოებისა და ქსოვილების აგებულებისა და ფუნქციების შესწავლის მიზნით ნორმასა და პათოლოგიაში.
რადიოიმუნოლოგიური მეთოდი (ლათ. radius სხივი, immunitas რაიმესაგან განთავისუფლება) - ანტისხეულისა და ანტიგენის ურთიერთმოქმედების გამოკვლევის მეთოდი, როდესაც ერთ-ერთ კომპონენტში შეჰყავთ რადიოაქტიური ნიშანი.
რადიოლარიები (Radiolaria) - ზღვის ერთუჯრედიანი ორგანიზმები ფესვფეხიანების კლასიდან, რომელთაც გააჩნიათ სფეროსმაგვარი სხეული და სხივისებურად განლაგებული ფსევდოპოდიები. კაჟმიწისაგან შემდგარი მათი ჩონჩხების გროვები ოკეანის ფსკერზე ქმნიან ე.წ. რადიოლარიულ შლამს. რადიოლარიებს 1000-ზე მეტი ქრომოსომა გააჩნიათ. იგივე სხივარები.
რადიოლოგია (ლათ. radius სხივი, logos მოძღვრება) - მოძღვრება რადიუმისა და სხვა რადიოაქტიური ელემენტების მოქმედებასა და მედიცინაში მათი გამოყენების შესახებ.
რადიომგრძნობელობა (ლათ. radius სხივი) - ბიოლოგიური ობიექტების მგრძნობელობა მაიონებელი გამოსხივების მოქმედებისადმი.
რადიოპროტექტორები (ლათ. radius სხივი, protector მფარველი) - აგენტები, რომლებიც გამოიყენებიან გამოსხივებისაგან თავდაცვის მიზნით.
რადიორეზისტენტობა (ლათ. radius სხივი, resisto წინააღმდეგობის გაწევა) - ორგანიზმის გამძლეობა სხვადასხვა მაიონებელი გამოსხივების მიმართ.
რადიუმი (ლათ. radius სხივი) - რადიოაქტიურ თვისებათა მქონე ელემენტი. აღმოაჩინეს 1898 წელს პ.კიურიმ და მ. სკლადოვსკაია-კიურიმ ურანის დაშლისას. დადგენილია მისი კანცეროგენურობა ადამიანში.
რადონი (ლათ. radius სხივი) - რადიოაქტიური ქიმიური ელემენტი, აირი. რადიუმის დაშლის პროდუქტია. ფართოდ არის გამოყენებული სამედიცინო პრაქტიკაში. მეორე მხრივ, მისი დასხივება ადამიანისათვის ძალზე სახიფათოა. კერძოდ, მას გააჩნია კანცეროგენური თვისებები.
რაიტთერაპია (გერმ. Reiten ჭენება, ბერძნ. therapeia მკურნალობა) - იგივე ჰიპოთერაპია. ნიშნავს სამკურნალო ცხენოსნობას. გამოიყენებანევროლოგიაში, კარდიოლოგიაში და სხვ. შემთხვევებში.
რამფოთეკა (ბერძნ. rhamphos ნისკარტი, theke სათავსო) - ფრინველების ნისკარტის მფარავი რქოვანი შალითა. რამფოთეკა განიცდის მუდმივ ცვეთასა და განახლებას.
რანდომული (ინგლ. random შემთხვევითი) - შემთხვევითი, შემთხვევით შერჩეული.
რაპორტი (ფრანგ. rapport) - 1. ზეპირი ან წერილობითი მოხსენება. 2. დაჰიპნოზებულის განსაკუთრებული მდგომარეობა, ამორჩევითად აღიქვას მხოლოდ ჰიპნოტიზიორის სიტყვები. ამ დროს მას სრულიად გაწყვეტილი აქვს კავშირი გარე სამყაროსთან.
რაპტუსი (ლათ. rapio ვიტაცებ) - 1. მწვავე აგზნებული მდგომარეობა, რასაც ძლიერი დამთრგუნველი ეფექტი იწვევს. 2. მოულოდნელი, იმპულსური მოქმედება.
რარიტეტი (ლათ. raritas იშვიათობა) - იშვიათი წიგნი, საგანი, უძვირფასესი ეგზემპლარი.
რასა (ფრანგ. race გვარი, ჯიში) - ადამიანთა ევოლუციურად ჩამოყალიბებული ჯგუფი, რომელსაც ახასიათებს მემკვიდრეობით გადაცემული ზოგიერთი საერთო ნიშან-თვისება (კანის, თმის ფერი, თავის ქალას ფორმა და სხვ.). გერმანელი ი.ფ. ბლუმენბახის (1752-1840) კლასიფიკაცია აერთიანებს კავკასიურ (თეთრ), ეთიოპურ, ამერიკულ, მონღოლოიდურ და მალაიზიურ რასებს. არსებობს რასების კლასიფიკაციის სხვა ვარიანტებიც.
რაუსის სარკომის ვირუსი - ამერიკელი მეცნიერის პ.რაუსის მიერ 1911 წელს გამოყოფილი რნმს შემცველი ონკოგენური ვირუსი, რომელიც ქათმებში იწვევს სარკომებს. ადვილად ძლევს სახეობრივ ბარიერებს, იწვევს რა სხვადასხვა ლოკალიზაციისა და ჰისტოგენეზის სიმსივნეებს რეპტილიებსა და ძუძუმწოვრებში.
რაუშერის ვირუსი - გამოყოფილია ამერიკელი ფ.რაუშერის მიერ 1962 წელს BALB/c თაგვებიდან, რომლებშიც ეს ვირუსი იწვევს ლეიკემიის ერთ-ერთ ფორმას.
რაფინირებული (ფრანგ. rafiner გასუფთავებული) - 1. მინარევებისაგან გასუფთავებული, მაგ. სპირტი, ზეთი, შაქარი და სხვ. 2. დახვეწილი, ნატიფი პიროვნება.
რაქიტი (rachitis) - ძვლების მინერალიზაციისდარღვევა, რაც გამოწვეულია რაციონში ძირითადად D ვიტამინის უკმარისობით.
რაციონალური კვება (ლათ. rationalis) - მიზანშეწონილი, გონიერი, დასაბუთებული კვების რეჟიმი.
რაციონი (ლათ. ratio ზომა, ანგარიში, საკვების სადღეღამისო პორცია) - საკვების რაოდენობა დროის გარკვეულ მონაკვეთში. ცხოველებისათვის საკვების სადღეღამისო რაოდენობა და შემადგენლობა.
რგოლოვანი ჭიები (Annelides) - ჭიების ამ ტიპში გამოყოფილია 2 კლასი: მცირეჯაგრიანები და მრავალჯაგრიანები, რომლებიც აერთიანებენ დაახლოებით 8000 სახეობას. ჭიების სხეული მთელ სიგრძეზე განივი რგოლური ღარებითაა დაყოფილი. რგოლოვან ჭიებს მიეკუთვნებიან ჭიაყელა, სამედიცინო წურბელა და სხვ.
რეაბილიტაცია (ლათ. rehabilitatio) - 1. უდანაშაულოდ დასჯილი ან კომპრომეტირებული პირის ღირსების, რეპუტაციის აღდგენა წინანდელ უფლებებში. 2.დაავადების შემდგომ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა. რეაბსორბცია (ლათ. რე კვლავ, აბსორბეო ვშთანთქავ, შევიწოვ) - აირის, სინათლის, სითხის და სხვ. კვლავ შთანთქმა რაიმე სხეულის მიერ. მაგ., პირველადი შარდიდან წყლისა და მასში გახსნილი ორგანიზმისათვის საჭირო ნივთიერებების უკან შეწოვა.
რეაგენტი (ლათ .re კვლავ, წინააღმდეგ, ago ვმოქმედებ) - იგივეა, რაც რეაქტივი (იხ.).
რეაკლიმატიზაცია (ლათ. re კვლავ, ბერძნ. klima ჰავა, კლიმატი) - ადრე გამქრალი სახეობის ამა თუ იმ რეგიონში ხელოვნური დაბრუნება იგივეა, რაც რეადაპტაცია.
რეანიმაცია (ლათ. re კვლავ, წინააღმდეგ, animatio გაცოცხლება) - ტერმინალურ მდგომარეობათა (კოლაფსი, აგონია, კლინიკური სიკვდილი, მძიმე ოპერაციის შემდგომი პერიოდი) პროფილაქტიკისა და მკურნალობის მეთოდების ერთობლიობა.
რეაქტივაცია (ლათ. re კვლავ, activus მოქმედი) - რაიმე ნივთიერების ან დაავადების გამომწვევი აგენტის აქტიურობის აღდგენა.
რეაქტივი (ლათ.re კვლავ, activus მოქმედი) - ქიმიური ნივთიერება, რომელსაც იყენებენ ლაბორატორიებში სხვადასხვა სამუშაოების შესასრულებლად, მაგ., სამედიცინო ანალიზებისათვის.
რეაქტიულობა (ლათ. re კვლავ, activus მოქმედი) - ორგანიზმის ან ქსოვილის ცხოველქმედების შეცვლის უნარი გარემო პირობების შესაბამისად. ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარი სხვადასხვა გამღიზიანებლების მიმართ.
რეაქცია (ლათ. re კვლავ, actio მოქმედება) - 1. ორგანიზმის საპასუხო მოქმედება გარეგან და შინაგან გაღიზიანებაზე. 2. რაიმე მოქმედებაზე შესაბამისი, ადეკვატური პასუხი. 3.მკვეთრი ცვლილება სულიერ განწყობილებაში.
რეაქციის ნორმა (ლათ. re კვლავ, actio მოქმედება, ნორმა წესი, კანონი) - ნიშან-თვისებების მოდიფიკაციური ცვალებადობის (იხ.) ფარგლები. ზოგიერთ ნიშან-თვისებას (მაგ., მერძეულობას) რეაქციის ძალიან ფართო ნორმა ახასიათებს, ზოგს კი (მაგ., ბეწვის შეფერილობას) - გაცილებით უფრო ვიწრო.
რეგენერაცია (ლათ.re კვლავ, generatio წარმოშობა) - ორგანიზმის მიერ დაკარგული ან დაზიანებული ნაწილების (ქსოვილების, უჯრედების) აღდგენა დარჩენილი უჯრედების პროლიფერაციის გაძლიერების გზით. აღნიშნული პროცესი უფრო გამოხატულია მცენარეებსა და უხერხემლო ცხოველებში, უფრო ნაკლებად კი - ხერხემლიანებში.
რეგიონი (ლათ. regio მხარე, რაიონი) - ადგილობრივი ლანდშაფტური კომპლექსი.
რეგიონული (ლათ. regio მხარე, რაიონი) - ადგილობრივი, მაგ., ადგილობრივი ანესთეზია, ადგილობრივი ლიმფური კვანძები და სხვ.
რეგისტრი (ლათ. registrum) - 1. წიგნი რაიმე აღრიცხვისათვის. 2. იმ ორგანიზაციების და დაწესებულებების დასახელება, რომლებიც რაიმეს აღრიცხვას აწარმოებენ. 3.მუსიკალური ინსტრუმენტის ან ადამიანის ხმის სასიგნალო დიაპაზონის მონაკვეთი (მაღალი, საშუალო, დაბალი რეგისტრი).
რეგლამენტი (ფრანგ. reglament) - კრების, ყრილობის წარმართვის წესი, განრიგი, დაწესებული დრო.
რეგრესი (ლათ. regredo უკან ვიხევ) - 1. ორგანიზმების აგებულების გამარტივება ევოლუციის პროცესში. 2. სიმსივნის ან სხვა ავადმყოფობის უკუგანვითარება.
რეგული (ლათ. regula ნორმა, წესი) - იხ. მენსტრუაცია.
რეგულაცია (ლათ. regulo ვაწესრიგებ) - რაიმე პროცესის, რეაქციის გარკვეული წესით წარმართვა, მოწესრიგება.
რედაქტირება (ლათ. redactus წესრიგში მოყვანილი) - რაიმე ტექსტის შემოწმება, შესწორება და დამატება, მისი საბოლოო დამუშავება; ჟურნალის, გაზეთის, წიგნის გამოცემის ხელმძღვანელობა.
რედუპლიკაცია (ლათ. re კვლავ, duplicatio გაორმაგება) - დნმ-ს გაორმაგების უნარი. ყოველ ახლად წარმოქმნილ მოლეკულაში, როგორც წესი, ერთი დედისეული ჯაჭვია, მეორე კი ახლად სინთეზირებული. დნმ-ს ასეთ სინთეზს სხვანაირად რეპლიკაციასაც (იხ.) უწოდებენ.
რედუქცია (ლათ. reducere დაბრუნება, აღდგენა) - რაიმე სტრუქტურის (ორგანოს, ქსოვილის) გამარტივება, ზომის შემცირება ან მისი სრულიად გაქრობა.
რედუქციონიზმი (ლათ. Reducere დაბრუნება, აღდგენა) - ბიოლოგიის განვითარების ეტაპი, რომელიც მიმდინარეობდა საკვლევი ობიექტების თანდათანობითი გამარტივების გზით. ბიოლოგიური დარგებიდან რედუქციონიზმის შედეგად დამოუკიდებელ დისციპლინებად ყველაზე უფრო ადრე ჩამოყალიბდნენ ბოტანიკა და ზოოლოგია.
რედუქციული სხეულაკები (ლათ. reducere დაბრუნება, აღდგენა) - იგივე პოლარული სხეულაკები ანუ პოლოციტები. მეიოზის პროცესში ოვოციტების დაყოფის შედეგად ცი ტო პლაზმა იყოფა 2 არათანაბარ ნაწილად. ერთ-ერთ შვილეულ უჯრედში ხვდება დედა-უჯრედის თითქმის მთელი ციტოპლაზმა და ქრომოსომების ნახევარი, მეორე შვილეულ უჯრედში კი ციტოპლაზმის მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობა და ქრომოსომების მეორე ნახევარი. განასხვავებენ პირველ და მეორე რედუქციულ სხეულაკებს.
რედუცენტები (ლათ. reducens აღმდგენელი, დამბრუნებელი) - ბაქტერიები და სოკოები, რომლებიც გარდაქმნიან ორგანულ ნარჩენებს არაორგანულ ნივთიერებებად. რედუცენტები საბოლოო რგოლია საკვებ ჯაჭვებსა და ეკოლოგიურ პირამიდაში.
რევაქცინაცია (ლათ. re კვლავ, vaccinus ძროხისა) - განმეორებითი ვაქცინაცია, აცრა.
რევერსია (ლათ. reversio დაბრუნება) - მუტანტურ ორგანიზმში შეცვლილი ფენოტიპის აღდგენა განმეორებითი მუტაციის შედეგად. ეს პროცესი ხორციელდება სუპრესიის ანდა ჭეშმარიტი შებრუნებითი მუტაციის შედეგად. არსებობენ მუტაციები, რომლებიც გენომს აბრუნებენ საწყის მდგომარეობაში.
რევერტაზა (ლათ. reversio უკან დაბრუნება) - რნმ-ს შემცველ ვირუსებში არსებული ფერმენტია, რომელიც ვირუსის რნმ-ს სიახლოვეს ქმნის დნმ-ს მოლეკულას, ე.წ. პროდნმ-ს. ეს უკანასკნელი რნმ-დან ინფორმაციის გადაწერის შემდეგ ინკორპორირდება უჯრედის გენომში. სინონიმებია: რნმ-ზე დამოკიდებული დნმ-პოლიმერაზა და შებრუნებითი ტრანსკრიპტაზა.
რევმატიზმი (ბერძნ. rheuma ნადენი) - ორგანიზმის შემაერთებელიქსოვილის ავტოიმუნური დაზიანებით მიმდინარე ინფექციურ-ალერგიული დაავადება. ეტიოლოგია დაკავშირებულია A ჯგუფის ჰემოლიზურ სტრეპტოკოკთან. გულის დაზიანება რევმატიზმის მთავარი კლინიკური გამოვლინებაა.
რევმოკარდიტი (ბერძნ. rheuma ნადენი, კარდია გული, იტის ანთება) - რევმატიზმის დროს გულის მწვავე, ქვემწვავე ან ქრონიკული ანთება ენდოკარდიუმის, მიოკარდიუმისა და პერიკარდიუმის დაზიანებით.
რეზერვატი (ლათ. reservare შენახვა) - ტერიტორია, რომელსაც ნაკრძალის მსგავსი რეჟიმი ახასიათებს და რომელშიც დაცვის ობიექტს ძირითადად ბუნებრივი კომპლექსის ერთ-ერთი (ან რამდენიმე) სახეობა წარმოადგენს. არჩევენ რეზერვატების შემდეგ ფორმებს: ბოტანიკურს, ზოოლოგიურს, ჭაობურს, სამონადირეოს, ბუნებრივს და სხვ.
რეზერვი (ლათ. reservare შენახვა) - გამოუყენებელი, გადანახული შესაძლებლობები, რესურსები. მაგ., ორგანიზმის სასიცოცხლო რესურსები.
რეზერვუარი (ლათ. Reservare შენახვა) - 1. სითხეებისა და აირებისათვის დასაგროვებელი, შესანახი ადგილი (აუზი, ბალონი და სხვ.). 2. პარაზიტოლოგიასა და მიკრობიოლოგიაში ამ ტერმინით აღნიშნავენ ხოლმე მასპინძელს, რომელშიც დაგროვილია სხვადასხვა ინვაზიური და ინფექციური აგენტები. მასში პარაზიტი ინარჩუნებს ცხოველმოქმედებას, გროვდება გარკვეული რაოდენობით, მაგრამ რაიმე მორფოლოგიურ ცვლილებას ან განვითარებას არ განიცდის.
რეზექცია (ლათ. resectio მოკვეთა) - დაზიანებული ორგანოს ან მისი ნაწილის მოკვეთა.
რეზიდენტული (ლათ. residens მჯდომი, მყოფი) - ბიოლოგიაში აღნიშნულ ტერმინს უფრო ხშირად იყენებენ ე.წ. ფიქსირებული ანუ მჯდომარე მაკროფაგების აღსანიშნავად.
რეზისტენტობა (ლათ. resisto წინააღმდეგობის გაწევა) - 1. ორგანიზმის მდგრადობა რომელიმე აგენტის მიმართ, მაგ., შხამებისადმი. 2. ბაქტერიების მდგრადობა ანტიბიოტიკებისადმი, რის შედეგადაც წარმოიქმნებიან თერაპიისადმი რეზისტენტული შტამები.
რეზიუმე (ფრანგ. resume) - სტატიის, წარმოთქმული სიტყვის არსის მოკლე შინაარსი. მოხსენების, სიტყვის დასკვნითი ნაწილი.
რეზონანსი (ლათ. resonans რაც იძლევა გამოძახილს) - 1. რხევების (ბგერის, ელექტრობის და სხვ.) გაძლიერება რაიმე ზემოქმედების გავლენით. 2. წიგნზე, სტატიაზე, მოხსენებაზე, იდეაზე გამოძახილი, გამოხმაურება.
რეზორბცია (ლათ. re კვლავ, sorbeo ვყლაპავ, ვშთანთქავ) - სისხლის ან ლიმფის უჯრედული ელემენტებით აირისებრი ან ძლიერ დაქუცმაცებული მყარი ნივთიერებების შთანთქმა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, კანქვეშა ქსოვილიდან, კანიდან და ა.შ. რთული საკვები ნივთიერებების უმეტესობა, როგორც წესი, რეზორბციამდე განიცდის ფერმენტულ ჰიდროლიზს (იხ.).
რეზუს-ფაქტორი (Rhesus მაიმუნის გვარია, ლათ. factor მიზეზი) - ჰემაგლუტინოგენი, რომელიც პირველად აღმოაჩინეს Macacus rhesus-ის სისხლში. რეზუს-ფაქტორთან არის დაკავშირებული ახალდაბადებულთა ჰემოლიზური დაავადება, აგრეთვე რეზუს-კონფლიქტი რეზუსუარყოფით ქალსა და რეზუს-დადებითმამაკაცს შორის.
რეინვაზია (ლათ. re კვლავ, invasio შეჭრა, თავდასხმა) - ერთხელ უკვე დაავადებულის მეორედ დასენიანება იმავე პარაზიტებით, რასაც თან ახლავს იგივე ინვაზიური პროცესის განვითარება.
რეინვერსია (ლათ. re კვლავ, enverto გადაბრუნება, გადატრიალება) - მუტაცია, რომელიც აღადგენს ადრე დარღვეულ გენების თანმიმდევრობას.
რეინკარნაცია (ლათ. reincarnation გარდასახვა) - ინდუსური ფილოსოფიის მიხედვით, გარდაცვლილის სულის სხვა ადამიანში ან ცხოველში გადასახლება.
რეინფექცია (ლათ. re კვლავ, infectio დასნებოვნება) - განმეორებითი დაინფიცირება ბაქტერიებით, ვირუსებით ან სხვა მიკროორგანიზმებით.
რეკაპიტულაცია (ლათ. reca- pitulatio განმეორება) - თანამედროვე ორგანიზმების ემბრიოგენეზში მათი მეტნაკლებად შორეული წინაპრებისათვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებების განვითარება.
რეკომბინაცია (ლათ. re კვლავ, combinatio შეერთება) - გენეტიკაში: მშობლების გენეტიკური მასალის გადანაწილება შთამომავლობაში, რაც იწვევს ცოცხალი ორგანიზმების მემკვიდრულ კომბინაციურ ცვალებადობას. რეკომბინაციის ევოლუციური მნიშვნელობა მდგომარებს იმაში, რომ ხშირად ორგანიზმისათვის სასარგებლონი არა ცალკეული მუტაციებია, არამედ მათი კომბინაციები.
რეკომენდაცია (ლათ. recommendatio) - წერილობითი ან ზეპირი კეთილმოსურნე გამოხმაურება; რჩევა, მითითება.
რეკონვალესცენტი (ლათ. re კვლავ, convalesco ვიკურნები) - გამოჯანსაღების პერიოდში მყოფი ავადმყოფი. ისეთი მდგომარეობა, როდესაც ავადმყოფობის ცხადი ნიშნები აღარ შეინიშნება, მაგრამ ორგანიზმის წინანდელი ჯანმრთელობა საბოლოოდ აღდგენილი არ არის.
რეკონი (ლათ. re კვლავ, combinatio შეერთება) - ხაზოვან განზომილებაში უკიდურესად მცირე, ელემენტარული ერთეული, რომელსაც ძალუძს რეკომბინაცია კროსინგოვერის (იხ.) პერიოდში. რეკონი შეიცავს ნუკლეოტიდების ორ წყვილს.
რეკონსტრუირებული უჯრედი (ლათ. re კვლავ, constructio აგება, აშენება) - ბირთვის შემცველი არასიცოცხლისუნარიანი უჯრედული ფრაგმენტის (მინი-უჯრედის ანუ კარიოპლასტის) შერწყმა არასიცოცხლისუნარიან ციტოპლაზმურ ფრაგმენტთან (უბირთვო უჯრედთან ანუ ციტოპლასტთან).
რეკონსტრუქცია (ლათ. re კვლავ, constructio აგება, აშენება) რაიმეს ძირეული გარდაქმნა სრულყოფის, გაუმჯობესების, მოწესრიგების მიზნით.
რეკრეაცია (ლათ. recreatio აღდგენა) - 1. გამოფიტული ნიადაგის, გაჩეხილი ტყის აღდგენა. 2. სასწავლო დაწესებულებებში - დასვენებისათვის განკუთვნილი დარბაზი ან შენობა.
რეკრუდესცენცია (ლათ. recrudescere ხელახლა დაწყება) - გაუმჯობესების შემდეგ ავადმყოფობის შემობრუნება. იხ. რეციდივი.
რეკურენტული (ლათ. recurrens შებრუნებითი, შექცევითი) - რაიმე პათოლოგიური პროცესი, რომელსაც განმეორება ახასიათებს (მაგ., შებრუნებითი ტიფი).
რელაქსანტები (ლათ. relaxatio დასუსტება, მოდუნება) - ფარმაკოლოგიური საშუალებანი, რომლებიც იწვევენ ჩონჩხის კუნთების მოდუნებას, ტონუსის დაქვეითებას.
რელაქსაცია (ლათ. relaxatio დასუსტება, მოდუნება) - სხეულის თანდათანობითი მოდუნება, მას შემდეგ, რაც შეწყდა უარყოფითი ფაქტორების მოქმედება.
რელაციური (ლათ. relativus) - შედარებითი, პირობითი.
რელიზერი (ინგლ. relizer ინფორმაციის გადამცემი) - სიგნალი, რომელიც იმავე სახეობის ან იმავე ოჯახის წევრებში იწვევს საპასუხო ინსტინქტურ რეაქციას (მაგ., თოლიის ნისკარტის ბოლოში წითელი ლაქა სტიმულია ბარტყისათვის, რათა მან ნისკარტი გააღოს, ჩიტის გალობა მიუთითებს ტერიტორიის დაკავებაზე და ა.შ.). ქცევითი რეაქციების გამშვები მექანიზმია.
რელიქტები (ლათ. relictum ნარჩენი) - მცენარეებისა და ცხოველების სახეობები, რომლებიც შემორჩენილია წარსულში ფართოდ გავრცელებული ფლორისა და ფაუნისაგან. ორგანიზმი, საგანი ან მოვლენა, რომლებიც შენარჩუნებულნი არიან როგორც ძველი ეპოქების გადმონაშთი, როგორც შორეული წარსულის ნარჩენი. იხ. რეფუგიუმი.
რემინისცენცია (ლათ. reminiscentia მოგონება) - 1. მეხსიერების ერთგვარი გაუმჯობესება. 2. დასწავლილის დროთა განმავლობაში ბუნდოვნად გახსენება.
რემისია (ლათ. remissio შემცირება, შესუსტება) - ავადმყოფობის სიმპტომების დროებითი შესუსტება ან შეწყვეტა. მაგ., კლინიკურ-ჰემატოლოგიური რემისია ზოგიერთი ფორმის ლეიკემიის შემთხვევაში.
რემონტანტური (ფრანგ. remontant) - ერთ ვეგეტაციურ პერიოდში მრავალჯერადად მოყვავილე და ნაყოფმსხმოიარე მცენარე.
რენატურაცია (ლათ. re კვლავ, natura ბუნება) - ბიოპოლიმერების მოლეკულების, მაგ., ცილების გადასვლა დენატურირებული (არააქტიური) მდგომარეობიდან natiur (ბიოლოგიურად აქტიურ) მდგომარეობაში.
რენდომიზაცია (ინგლ. random შემთხვევითი, უწესრიგო) - ექსპერიმენტული ცხოველების შემთხვევითი განაწილება ჯგუფებში.
რენდომული (ინგლ. random შემთხვევითი, უწესრიგო) - ლაბორატორიული ცხოველები, რომელთაც არ გააჩნიათ ერთნაირი ანტიგენური მოზაიკა (დიამეტრალურად საწინააღმდეგო - ინბრედული ცხოველები).
რენომე (ფრანგ. renommee) - ვინმეზე ჩამოყალიბებული აზრი, რეპუტაცია (იხ.).
რენტგენი (გერმანელი ფიზიკოსის ვ.რენტგენის გვარის მიხედვით, რომელმაც 1895 წელს აღმოაჩინა ეს სხივები) - რენტგენის სხივები წარმოადგენენ მოკლე ელექტრომაგნიტურ ტალღებს. გააჩნიათ მკვრივ საგნებში შეღწევის უნარი. რენტგენის სხივებს X-გამოსხივებასაც უწოდებენ.
რენტგენოგრაფია (ვ.რენტგენი, ბერძნ. grapho ვწერ) - რენტგენის სხივების საშუალებით სურათის გადაღება.
რენტგენოდიაგნოსტიკა (ვ.რენტგენი, ბერძნ. diagnosis გამოცნობა) - ადამიანისა და ცხოველების დაავადებების დადგენა რენტგენოლოგიური გამოკვლევის საშუალებით. ორგანიზმის სხვადასხვა ქსოვილებს გააჩნიათ რენტგენის სხივების შთანთქმისსხვადასხვა კოეფიციენტი.
რენტგენოლოგია (ვ.რენტგენი, ბერძნ. logos მოძღვრება) - სამედიცინო და ვეტერინარული დისციპლინა, რომელიც სწავლობს რენტგენის სხივების გამოყენების თეორიასა და პრაქტიკას ჯანმრთელი და ავადმყოფი ორგანიზმის გამოცნობისა და მკურნალობისათვის.
რეოვირუსები (ინგლ. respiratori enteric orphan viruses-ის პირველი ასოები) - ორჯაჭვიანი რნმ-ს შემცველი ვირუსების ოჯახი, რომელიც გამოყოფილია ადამიანისაგან, ცხოველებისა და მცენარეებისაგან. მათი ზომები 60-90ნმ-ია. მრავლდებიან ციტოპლაზმაში. არიან პირობითპათოგენურნი.
რეოლოგია (ბერძნ. rheos დინება, ნაკადი, logos მოძღვრება) - მეცნიერება, რომელიც სწავლობს სხვადასხვა მასალის, ნივთიერებების დინების თავისებურებებს. სამედიცინო-ბიოლოგიური თვალსაზრისით, ბიორეოლოგია სწავლობს სისხლის, ზურგის ტვინის და სხვ. ბიოლოგიური სითხეების დინებების პროცესებს.
რეოტაქსისი (ბერძნ. rheos დინება, ნაკადი, taxis განლაგება რიგში) - ზოგიერთი უმდაბლესი მცენარის, უმარტივესის და ცალკეული უჯრედების (მაგ., სპერმატოზოიდების) მოძრაობა სითხის დინების საწინააღმდეგოდ. ზოგიერთი თევზის ცურვას წყლის დინების საწინააღმდეგოდ აგრეთვე რეოტაქსისს უწოდებენ.
რეოტროპიზმი (ბერძნ. Rheos დინება, ნაკადი, tropos მიმართულება, ismus მდგომარეობა) - ტროპიზმის სახესხვაობა, რაც გამოიხატება ზოგიერთი მცენარის თვისებაში, მიიღოს გარკვეული ორიენტაცია წყლის ნაკადის მიმართ.
რეოფილები (ბერძნ. rheo დინება, ნაკადი, phileo მიყვარს) - სწრაფი წყლების ბინადარი ცხოველები (წავი, მთიხვი, ცქვრინა, კაპოეტი და ა.შ.).
რეპარაცია (ლათ. reparo აღვადგენ) - ორგანოს, ქსოვილის, ორგანოიდის, მოლეკულის მთლიანობის აღდგენა. მაგ., პლაზმური მემბრანის მთლიანობის აღდგენა; დნმ-ს მოლეკულაში მომხდარი ქიმიური დაზიანებების აღდგენა.
რეპელენტები (ლათ. repello ვაგდებ, ხელსა ვკრავ) - მწერებისა და ტკიპების დასაფრთხობად გამოყენებული ქიმიური საშუალებები. ეს ნივთიერებები მიეკუთვნებიან პესტიციდების ჯგუფს. მათ იყენებენ ტრანსმისიური დაავადებების პროფილაქტიკისათვის, აგრეთვე იმ ფეხსახსრიანებისაგან თავდასაცავად, რომლებიც აფუჭებენ ტანსაცმელს, ავეჯს და სხვა. იხ. ინსექტიციდები.
რეპეტიცია (ლათ. repetitio განმეორება) - წინასწარ ჩატარებული მუშაობა, რაიმეს მომზადება. საჯარო გამოსვლის, სპექტაკლის, კონცერტის მომზადება, წინასწარი, სასინჯი შესრულება.
რეპლანტაცია (ლათ. re კვლავ, plantatio ნერგი) - მოკვეთილი ორგანოს მიხორცება იმავე ადგილზე.
რეპლიკა (ფრანგ. replique) - მოკლე შენიშვნა, პასუხი, შეკამათება ადგილიდან. მცირე მოცულობის საგაზეთო შენიშვნა, უპირატესად პოლემიკური ან კრიტიკული ხასიათისა.
რეპლიკატორი (ინგლ. replication ასლის წარმოქმნა) - რეპლიკაციის ინიციაციისთვის პასუხისმგებელი დნმ-ს უბანი.
რეპლიკაცია (ინგლ. Replication ასლის წარმოქმნა) - დნმ-ს რედუპლიკაცია ან ვირუსის ნაწილაკებისწარმოქმნა. დნმ-ს მოლეკულის კომპლემენტური პოლინუკლეოტიდური ჯაჭვების კვლავწარმოქმნა ინტერფაზის სინთეზურ (S) პერიოდში. ვირუსების გამრავლება.
რეპლიკონი (ინგლ. replication ასლის წარმოქმნა) - გენომის ერთეული, რომელსაც დნმ-ს ავტონომიური რეპლიკაციის უნარი გააჩნია; შეიცავს რეპლიკაციის საინიციაციო წერტილს.
რეპრესია-დერეპრესიის თეორია (ლათ. repressio დათრგუნვა) - ანტისხეულების წარმოქმნის თეორია, რომლის თანახმად ანტიგენი იმუნოკომპეტენტურ უჯრედში იწვევს ანტისხეულის სინთეზისათვის პასუხიმგებელი გენების სპეციფიკურ დერეპრესიას.
რეპრესორი (ლათ. repressio დათრგუნვა) - სპეციალური რეგულატორული ცილა, რომელიც წარმოიქმნება უჯრედში და ემსახურება ტრანსკრიპციის ანუ განსაზღვრული ოპერონიდან საინფორმაციო რნმ-ს სინთეზის შეწყვეტას.
რეპროდუქცია (ლათ. re კვლავ, productio წარმოება) - 1. ინდივიდების გამრავლება. 2. სურათების, ნახატების, ნახაზების და ა.შ. აღდგენა პოლიგრაფიული ან ფოტოგრაფიული მეთოდებით.
რეპროდუქციული ჯგუფი (ლათ. re კვლავ, productio წარმოება) - იმ ინდივიდების ერთობლიობა, რომლებიც უზრუნველყოფენ შთამომავლობის გაჩენას და გაზრდას. რეპროდუქციული ჯგუფი შეიძლება შედგებოდეს მამრისა და მდედრისაგან, მამრისა და რამდენიმე მდედრისაგან (იხ. პოლიგამია), რამდენიმე მამრისაგან და ერთი მდედრისაგან (იხ. პოლიანდრია) და ა.შ.
რეპტილიები (Reptilia) - იხ. ქვეწარმავლები.
რეპუტაცია (ფრანგ. reputation) - ვინმეს ან რაიმეს ირგვლივ ჩამოყალიბებული საერთო აზრი.
რეჟიმი (ფრანგ. regime) - ცხოვრების, შრომის, დასვენების, სხვადასხვა დაავადებების მკურნალობის მტკიცედ დადგენილი წესი, განრიგი.
რესპირატორი (ლათ. respiratio სუნთქვა) - ხელსაწყო, რომელიც ემსახურება სუნთქვის, მხედველობის და სმენის ორგანოების დაცვას მავნე გაზების, მტვრის და სხვ. ზემოქმედებისაგან.
რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი (ლათ. respiratio სუნთქვა, ბერძნ. syn ერთად, kytos უჯრედი) - მიეკუთვნება პარამიქსოვირუსების ოჯახს. რნმ-ს შემცველია. იწვევს მძიმე ანთებით პროცესებს სასუნთქი გზების ქვედა განყოფილებებში. შერწყმის შედეგად ფორმირებული გიგანტური მრავალბირთვიანი უჯრედები (სინციტიები) არასიცოცხლისუნარიანნი არიან, იღუპებიან და ლორწოვან გარსზე ტოვებენ დაწყლულებულ უბნებს, რაც მძიმე ბრონქიტების მიზეზი შეიძლება გახდეს.
რესპირაცია (ლათ. respiratio სუნთქვა) - სუნთქვა.
რესტიტუცია (ლათ. restitutio აღდგენა) - აღდგენა, რეგენერაციის ერთ-ერთი ფორმა. ჯანმრთელობის სრული აღდგენა.
რესტრიქტაზები (ლათ. restrictio შეზღუდვა) - ფერმენტების კლასი, რომლებიც შლიან დნმ-ს მოლეკულას ცალკეულ ფრაგმენტებად.
რესტრიქციული რუკა (ლათ. restrictio შეზღუდვა) - დნმ-ს მოლეკულის სქემა, რომელზეც მითითებულია მისი დაჭრის ადგილები სხვადასხვარესტრიქტაზებით.
რეტარდანტები (ლათ. retardatio შენელება) - ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც აბრკოლებენ, ანელებენ მცენარის ზრდას სიმაღლეში, მოსავლის დამწიფების ვადის დარღვევის გარეშე. ჰერბიციდების ერთ-ერთი ფორმაა.
რეტარდაცია (ლათ. retardatio შენელება) - შთამომავლებში, წინაპრებთან შედარებით, ემბრიონული განვითარების ტემპების შენელება ან ორგანოს ემბრიონული ჩასახვის დაგვიანება. ტერმინი შემოთავაზებულია ე.ჰეკელის მიერ 1866 წელს.
რეტენცია (ლათ. retineo შევაკავებ) - ღრუ ორგანოებსა ან გამომტან მილში შიგთავსის გამოყოფის შეკავება.
რეტიკულოციტი (ლათ. reticulum ბადისებრი, ბერძნ. kytos უჯრედი) - ერითროციტის დიფერენცირების წინა სტადია. ერითროციტის მსგავსად ბირთვი არ გააჩნია.
რეტიკულურ-ენდოთელური სისტემა (ლათ. reticulum ბადისებრი, endon შიგნით, thele ძუძუს თავი) - ძვლის ტვინში, ლიმფურ კვანძებში, ელენთაში, ღვიძლში, თირკმელზედა ჯირკვალში, ჰიპოფიზში და სხვ. მეზენქიმური წარმოშობის უჯრედების ერთობლიობა. გააჩნიათ ფაგოციტებად, მაკროფაგებად გარდაქმნის უნარი, რითაც ხდება ორგანიზმის დაცვა ტოქსინებისა და სხვადასხვა მიკროორგანიზმების ზემოქმედებისაგან. სინონიმი: მაკროფაგული სისტემა ან რეტიკულურ-ჰისტიოციტური სისტემა.
რეტიკულური უჯრედი (ლათ. reticulum ბადისებრი) - მოძველებული ტერმინია. იგულისხმება მაკროფაგი.
რეტიკულური ქსოვილი (ლათ. reticulum ბადისებრი) - მოძველებული ტერმინია. იგულისხმება ძვლის ტვინი, ლიმფური კვანძები, ნუშისებრი ჯირკვლები, რომლებიც წარმოქმნიან ჰემოპოეზურ უჯრედებს.
რეტინოპათია (ლათ. retina თვალის ბადურა, ბერძნ. pathos ავადმყოფობა, ტანჯვა) - თვალის ბადურის დაავადებები.
რეტორტა (ლათ. retorta მოღუნული) - მსხლის ფორმის ჭურჭელი, გრძელი, მოღუნული ყელით, რომელიც გამოიყენება სითხეების გამოხდისათვის და ნივთიერებების დაშლისათვის გაცხელების საშუალებით.
რეტრაქცია (ლათ. retractio შეკუმშვა) - სისხლის შრატის თავისთავადი (სპონტანური) გამოყოფა კოლტისაგან.
რეტროგრადული (ლათ. retro უკან, gradus ნაბიჯი, საფეხური) - უკან მიმავალი. მაგ., რეტროგრადული ამნეზია.
რეტროვირუსები (ლათ. retro უკან, virus შხამი) - ვირუსების ერთერთი ოჯახი, რომლის დამახასიათებელი ნიშანია ვირიონში ფერმენტ რევერტაზას (შებრუნებითი ტრანსკრიპტაზას) არსებობა. ამ ოჯახში 3 ქვეოჯახია: სპუმავირუსები, ონკოვირუსები და ლენტივირუსები. ამ უკანასკნელის ერთ-ერთი წარმომადგენელია აივ-ი (იხ.).
რეტროსპექტული (ლათ. retro უკან, spectare ყურება) - წარსულისადმი მიძღვნილი. ის, რაც ეძღვნება წარსულის განხილვას (მაგ., ეპიდემიოლოგიური ანალიზი განიხილავს მოვლენებს, პროცესებს და სხვ. წარსულში ანუ რეტროსპექტულად).
რეუტილიზაცია (ლათ. re კვლავ, utilis სასარგებლო) - მცენარისმიერ დაბერებული და მომაკვდავი ფოთლებისა და ყლორტების ნივთიერებების გამოყენება ახალგაზრდა ორგანიზმის ზრდისათვის.
რეფერატი (ლათ. referre მოხსენების გაკეთება, ცნობის მიცემა) - სამეცნიერო შრომის, წიგნის და სხვ. მოკლე, ზეპირი ან წერილობითი გადმოცემა. რაიმე თემისადმი მიძღვნილი მოხსენება, რაც ემყარება ლიტერატურული და სხვ. წყაროების მიმოხილვას.
რეფერენტი (ლათ. referens მომხსენებელი) - პიროვნება, რომელიც რეფერატს კითხულობს; თანამდებობის პირი, რომელიც გარკვეულ საკითხებ-ში მომხსენებელია ან კონსულტანტი.
რეფლექსი (ლათ. refl exus ასახვა, ანარეკლი) - გარე სამყაროსა და შინაგანი გარემოს ცვლილებაზე ცოცხალი ორგანიზმის სწრაფი რეაქცია, რომელიც ხორციელდება რეცეპტორების გაღიზიანების საპასუხოდ ცენტრალური ნერვული სისტემის საშუალებით. უპირობო რეფლექსი თანდაყოლილია, პირობითი კი ცხოვრების მანძილზე გამომუშავდება. განასხვავებენ ვეგეტაციურ, დამცველობით, საორიენტაციო და სხვ. რეფლექსებს. პირობით რეფლექსებზე სწავლება ჩამოაყალიბა ი.პავლოვმა (1849-1936).
რეფლექსია (ლათ. reflexus ასახვა, ანარეკლი) - საკუთარი აზრების და განცდების ანალიზი. ეჭვებითა და მერყეობებით სავსე ფიქრები.
რეფლუქსი (ლათ. refl uxus დენა უკანა მიმართულებით) - სითხის (შარდის ან რენტგენო-კონტრასტული მასის) არაბუნებრივი მიმართულებით დენა.
რეფრაქტერული (ფრანგ. refractaire ძნელად შემთვისებელი) - დაავადება, რომელიც მკურნალობას არ ექვემდებარება. მაგ., რეფრაქტერული ანემია. იხ. პერნიციოზული.
რეფრაქცია (ლათ. refractio გარდავტეხავ) - სინათლის სხივის გარდატეხა. მაგ., თვალის რეფრაქცია - თვალის უნარი გარდატეხოს სინათლის სხივები.
რეფუგიუმი (ლათ. refugium თავშესაფარი) - ხმელეთის ზედაპირის ან მსოფლიო ოკეანის ფსკერის მონაკვეთი, სადაც სახეობა ან ცოცხალ არსებათა ჯგუფი გადარჩა არახელსაყრელ გეოლოგიურ პერიოდში და დღესდღეობით შემორჩენილია ამ მონაკვეთზე. შდრ. რელიქტებს.
რექტოსკოპია (ლათ. rectum სწორი ნაწლავი, ბერძნ. skopeo ვუყურებ) - სწორი ნაწლავის დათვალიერება, შესწავლა ინსტრუმენტული გზით.
რეცედენტი (ლათ. recedo გაქრობა, გადახრა) - ინდივიდი, რომელიც დათრგუნული, დაჩაგრულია ცხოველთა ჯგუფში თავისი სისუსტის გამო. აღინიშნება როგორც «ომეგა».
რეცენზია (ლათ. recensio განხილვა) - სამეცნიერო შრომის, მხატვრული ლიტერატურის და სხვ. კრიტიკული შეფასება.
რეცენტული (ლათ. recenter ახლახან) - თანამედროვე და არც თუ დიდი ხნის წინათ გადაშენებული ცხოველები და მცენარეები.
რეცეპტი (ლათ. recepio ვიღებ) - 1. ექიმის მიერ შედგენილი ფურცელი, ბარათი, რომელშიც აღნიშნულია წამლის შედგენილობა, აგრეთვე მისი მიღების წესები. 2. რაიმეს დამზადების წესი.
რეცეპტორები (ლათ. receptor მიმღები) - 1. მგრძნობიარე ნერვების დაბოლოებანი, რომელნიც სპეციფიკურ გაღიზიანებას აღიქვამენ. გამღიზიანებლის ბუნებიდან გამომდინარე განასხვავებენ: მექანორეცეპტორებს, თერმორეცეპტორებს, ფოტორეცეპტორებს და სხვა. 2. უჯრედის პლაზმურ მემბრანაზე ლოკალიზებური ცილოვანი წარმონაქმნები (მაგ., აივ-ის გლიკოპროტეინს, gp 141-ს გააჩნია ტროპიზმი იმუნოკომპეტენტური უჯრედების მემბრანის ცილოვანი რეცეპტორის, CD4-სადმი).
რეცესიული გენები (ლათ. recessus დაშორება, უკან დახევა, გენოს დაბადება, წარმოშობა) - გენები, რომლებიც ითრგუნებიან მათი ალელებით - დომინანტური გენებით.
რეცესიული ნიშანი (ლათ. recessus დაშორება, უკან დახევა) - ფენოტიპიური გამოვლინების ერთ -ერთი ფორმა. ეს ნიშან-თვისება დათრგუნულია, ხოლო მეორე მჟღავნდება, ე.ი. დომინანტურია. გენის დომინანტური ფორმა თავის მოქმედებას ავლენს ჰომო- და ჰეტეროზიგოტურ მდგომარეობაში, რეცესიული გენი კი ვლინდება მხო ლოდ დომინანტურის უმოქმედობის (არყოფნის) შემთხვევაში.
რეციდივი (ლათ. recidivus რაც მეორდება) - 1. ავადმყოფობის შემობრუნება. 2. რაიმე გამქრალი მოვლენის განმეორება.
რეციპიენტი (ლათ. recipientis მიმღები) - ადამიანი, რომელსაც სისხლს გადაუსხამენ ან რაიმე ორგანოს გადაუნერგავენ. ასეთ გადანერგვას როგორც სამკურნალო, ასევე კოსმეტიკური მიზნებიც შეიძლება გააჩნდეს.
რეციპროკული (ინგლ. reciprocal ორმხრივი) - ქრომოსომული აბერაციის, კერძოდ, ტრანსლოკაციის ერთ-ერთი ფორმა. მდგომარეობს ქრომოსომების სეგმენტების ბალანსირებულ მიმოცვლაში.
რიბერტსის თეორია - ამ თეორიის თანახმად სიმსივნეს იწვევს ე.წ. „სიმსივნური ჩანასახი“, რომელიც შეიძლება იყოს როგორც ემბრიონული, ასევე პოსტემბრიონული წარმოშობისა. ჩამოაყალიბა ჰ. რიბერტსმა 1914 წელს.
რიბოზა - პენტოზური შაქარი. ფორმულა: C5H10O5. რიბონუკლეინის მჟავის შემადგენლობაში შემავალი მონოსაქარიდია.
რიბონუკლეაზები - ფერმენტები, რომლებიც შლიან რნმ-ს და სინთეზურ რიბონუკლეოტიდებს პოლინუკლეოტიდურ ჯაჭვში ფოსფოდიეთერული კავშირების დარღვევის საშუალებით.
რიბონუკლეინის მჟავა (რნმ) - ნუკლეინის მჟავების ერთ-ერთი ტიპი, რომელსაც უნივერსალური გავრცელება აქვს ცოცხალ სამყაროში. შედგება ნუკლეოტიდებისაგან, რომელთა შემადგენლობაში შედის აზოტოვანი ფუძეები - ადენინი, გუანინი, ციტოზინი და ურაცილი, ნახშირწყალი რიბოზა, აგრეთვე ფოსფორის მჟავას ნაშთი. რნმ თამაშობს მნიშვნელოვან როლს გენეტიკური ინფორმაციის რეალიზაციასა და ცილების ბიოსინთეზში. განასხვავებენ საინფორმაციო, სატრანსპორტო და რიბოსომულ რნმ-ებს.
რიბოსომები (რიბონუკლეინის მჟავა, ბერძნ. soma სხეული) - სფერული, ელექტრონულად მკვრივი, 15-30 ნმ დიამეტრის გრანულებია, რომლებიც თავისუფლად არიან განლაგებულნი ციტოპლაზმაში ანდა ჯგუფურად - ენდოპლაზმური ბადის მემბრანებზე. რიბოსომები შეიცავენ რიბოსომულ რნმ-ს და წარმოადგენენ ცილების სინთეზის მთავარ ორგანოიდებს.
რიგი (order) - ერთ-ერთი ტაქსონომიური კატეგორია, რომელიც აერთიანებს მონათესავე ოჯახებს. მონათესავე რიგები ერთიანდებიან კლასში.
რიგიდულობა (ლათ. rigidus გაშეშებული, გაქვავებული) - 1. უჯრედის პლაზმური მემბრანის მიერ ერთი და იგივე ფორმის შენარჩუნება. ამ ორგანოიდის გამძლეობა სხვადასხვა ზემოქმედებების მიმართ. 2. მძიმედ მოძრაობა, გახევება, სიტლანქე. მაგ., კუნთების რიგიდულობა. რიგორიზმი (ლათ. რიგორ სიმტკიცე, სიმკაცრე) - რაიმე პრინციპების, წესების ზედმეტად მკაცრი, ურყევი დაცვა, შესრულება, უმეტესწილად ზნეობის და საეკლესიო საკითხებში. რიდ-შტერნბერგის უჯრედი (ამერიკელი და გერმანელი პათოლოგების დ.მ.რიდის და კ.შტერნბერგის საპატივცემულოდ) - ლიმფოგრანულომატოზისათვის პათოგნომური ორ-ან მრავალბირთვიანი გიგანტური უჯრედი.
რიზობენთოსი (ბერძნ. rhiza ფესვი, benthos სიღრმე) - წყალმცენარეების რიზოიდებზე ბინადარი ბენთოსი (იხ).
რიზობიონტები (ბერძნ. rhiza ფესვი, bios სიცოცხლე) - მცენარეების ფესვებთან ან რიზოიდებთან ახლოს მცხოვრები, ძირითადად მიკროსკოპული ორგანიზმები. რიზობიონტებს მიეკუთვნებიან: ბაქტერიები, ჭიები და სხვ.
რიზოიდები (ბერძნ. rhiza ფესვი, oides სახე) - ხავსების, მღიერების, ზოგიერთი წყალმცენარის და სოკოს, აგრეთვე გვიმრების წინაზრდილების ფესვისმაგვარი წარმონაქმნები, რომლებიც ფესვის ფუნქციას ასრულებენ.
რიზოსფერო (ბერძნ. rhiza ფესვი, sphaira სფერო) - ფესვთან უშუალო შეხებაში მყოფი ნიადაგის თხელი (2-3მმ) შრე, რომელიც მიკროორგანიზმების დიდ რაოდენობას შეიცავს. აღნიშნული მიკროორგანიზმები ხელს უწყობენ მცენარეების მიერ ნიადაგში არსებული შენაერთების უკეთეს ათვისებას, ასინთეზებენ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, შედიან სიმბიოზურ ურთიერთობებში მცენარეებთან,გამოყოფენ ტოქსინებს, მონაწილეობენ დენიტრიფიკაციაში და ა.შ.
რითმი (ბერძნ. rhythmos) - ნებისმიერი თანაბარზომიერი მონაცვლეობა, მორიგეობა, გამოზომილი მოქმედება (მაგ., მოძრაობის რითმი, გულის მუშაობის რითმი და ა.შ.).
რიკეტსიები (Rickettsia) - ბაქტერიების ერთ-ერთი ჯგუფია. ბაქტერიებზე უფრო მცირე და ვირუსებზე უფრო დიდი ზომის მიკროორგანიზმები, რომელთაც სახელი დაერქვათ მათი შესწავლის პროცესში დაღუპული ამერიკელი პათოლოგის ჰ.რიკეტსის საპატივცემულოდ. ჩვეულებრივ პარაზიტობენ ფეხსახსრიანებში. ადამიანში იწვევენ პარტახტიან ტიფს, მარსელის ანუ ხმელთაშუა ზღვის, ქუ-ცხელებებს და სხვ. დაავადებებს. მათ რიკეტსიოზებს უწოდებენ.
რინიტი (ბერძნ. rhis, rhinos ცხვირი, itis ანთება) - ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება, ახასიათებს ლორწოს დიდი რაოდენობით გამოყოფა და ცხვირით სუნთქვის მოშლა. იგივე სურდო.
რინოვირუსები (ბერძნ. rhis, rhinos ცხვირი, ლათ. virus შხამი) - პიკორნავირუსების ოჯახის ერთ-ერთი გვარია, რომლის წარმომადგენლებს არა აქვთ გარეთა მემბრანა, ხოლო გენომი წარმოდგენელია რნმ-ისერთ ჯაჭვიანი ხაზოვანი არაფრაგმენტირებული მოლეკულით. ვირუსების ამ გვარში შედიან თურქულის და მწვავე რესპირატორული დაავადებების გამომწვევები.
რინოლითები (ბერძნ. rhis, rhinos ცხვირი, lithos ქვა) - ცხვირში მოხვედრილი სხვადასხვა წარმოშობის უცხო სხეულები, რაც შესაძლებელია სხვადასხვა პათოლოგიური პროცესის (მაგ., ანთებების) მიზეზი გახდეს.
რინოპლასტიკა (ბერძნ. rhis, rhinos ცხვირი, plastike ვძერწავ, ვაქანდაკებ) - ცხვირის გასწორების ან აღდგენის ოპერაცია.
რინორაგია (ბერძნ. rhis, rhinos ცხვირი, ლათ. rrhagia ძლიერი გამოყოფა) - სისხლდენა ცხვირიდან.
რინორეა (ბერძნ. rhis, rhinos ცხვირი, rheo მოვედინები) - ცხვირის ლორწოვანი გარსის ექსუდატის ჭარბი გამოყოფა.
რიტორიკა (ბერძნ. rhetorike) - მეცნიერება ორატორულ ხელოვნებაზე, მჭევრმეტყველების თეორია.
რიტუალი (ლათ. ritualis საზეიმო ცერემონია) - ცხოველების რიტუალური ქცევა ანუ ერთი სახეობის ინდივიდების ქცევის სტანდარტული ფორმები ამავე სახეობის საწინააღმდეგო სქესის ინდივიდებთან მიმართებაში. რიტუალს გააჩნია პოზიტიური ან ნეგატიური დემონსტრაციების მნიშვნელობა, რითაც ინფორმაციულ ზემოქმედებას ახდენს სხვა ინდივიდებზე.
რიფები (გერმ. Riff წყალქვეშა ქვა) - იხ. ატოლი და მარჯნის რიფები.
რიშტა (Dracunculus medinensis) - ძლიერ დიდი ზომის ნემატოდაა. ადამიანი ავადდება წყალთან ერთად შუალედური მასპინძლის, ციკლოპის გადაყლაპვით. ლარვის გადაყლაპვის მომენტიდან მდედრის სქესობრივ მომწიფებამდე საჭიროა 1 წელი. დაავადება გამოიხატება კანის დაწყლულებაში. მკურნალობა ოპერაციულია. იგივე დრაკუნკულოზი.
რიცინი (ricine) - მეტად ძლიერი ბიოტოქსინია. შედის სამოთხის აბუსალათინის (Ricinus communis) თესლების შემადგენლობაში.
რობოვირუსები (ინგლისური სიტყვებიდან rodent borne virus-ის შემოკლებული ვარიანტი, რაც ქართულად ნიშნავს „მღრღნელებით გადატანილ ვირუსს“) - არატრანსმისიური დაავადებების გამომწვევი ვირუსებია, რომლებიც ეკოლოგიურად დაკავშირებულნი არიან მღრღნელებთან. რობოვირუსები გადანაწილებულნი არიან Buniaviridae-ს, Arenaviridae-ს da Filoviridae-ს ოჯახებში. რობოვირუსული ინფექციებია: ლასას ცხელება, ლიმფოციტური ქორიომენინგიტი, ხუნინის, მაჩუპოს, გუანარიტოს, საბიას, მარბურგის და ებოლას ჰემორაგიული ცხელებები, თირკმლის სინდრომით მიმდინარე ჰემორაგიული ცხელება და ჰანტავირუსული სინდრომი.
როსტრუმი (ლათ. rostrum ხომალდის ცხვირი) - 1. ნამარხი თავფეხიანი მოლუსკების, ბელემნიტების ჩონჩხის ნაწილი. 2. ზოგიერთი თევზის, განსაკუთრებით ზვიგენების და ზუთხისებრთა თავების წინა ნაწილი. 3. ფეხსახსრიანების მჩხვლეტავ-მწუწნავი ტიპის პირის ორგანო.
როფეოციტოზი (ბერძნ. ropheo ვწოვ, ვისრუტავ, kytos უჯრედი) - უჯრედის მიერ, უმცირეს ვაკუოლებში სუბმიკროსკოპული ნაწილაკებისა და მიკრომოლეკულების შთანთქმა გარემოდან. პინოციტოზისაგან ესპროცესი განსხვავდება სუბმიკროსკოპული მასშტაბებით და შთანთქმული ნაწილაკების უფრო მაღალი სიმკვრივით. ამ ტერმინს ხშირად იყენებენ ვირუსების უჯრედში შეჭრის პროცესის აღსანიშნავად.
რუბეოლა (ლათ. ruber წითელი) - იხ. წითურა.
რუბივირუსები (Rubivirus) - რნმ-ს შემცველი ვირუსების გვარია, რომელიც შედის ტოგავირუსების ოჯახში. მაგ., ადამიანისათვის პათოგენური წითურის ვირუსი (რუბელა).
რუდიმენტები (ლათ. rudimentum ჩანასახი, საწყისი) - ორგანო, რომელსაც ორგანიზმის ისტორიული განვითარების პროცესში დაკარგული აქვს თავისი პირვანდელი მნიშვნელობა და სრულად, მთლიანად არ ვითარდება.
რუპტურა (ლათ. ruptum ვწყვეტ, ვგლეჯ, ვარღვევ) - ქსოვილის მთლიანობის დარღვევა რაიმე მიზეზის გამო. მაგ., საშვილოსნოს, გულის კედლის გაგლეჯა.
რძემჟავა ბაქტერიები - რძემჟავა დუღილის ბაქტერიები. ფაკულტატური ანაერობებია, უსპორო გრამდადებითი ჩხირები და კოკები. გვხვდებიან რძესა და რძის პროდუქტებში, მცენარეებზე და მათ ხრწნად ნარჩენებზე, ადამიანისა და ცხოველების ნაწლავებში. გამოიყენებიან კვების მრეწველობაში, სოფლის მეურნეობაში (მაგ., სილოსის დამზადებაში), აგრეთვე დექსტრანების მისაღებად. ამ უკანასკნელთაგან ამზადებენ სისხლის პლაზმის შემცვლელს.
რძის ფაქტორი - იგივე ბიტნერის ვირუსი (იხ.).
რწყილები (Aphaniptera) - ფეხსახსრიანთა ტიპის, მწერების კლასის, რწყილების რიგის, ადამიანისა და ცხოველთა პარაზიტებია. აქვს მჩხვლეტავ- მწუწნავი ტიპის პირის აპარატი. ცნობილია ადამიანის, ძაღლის და ვირთაგვის რწყილები. შავი ჭირის ბაქტერიის გადამტანია მღრღნელებიდან ადამიანზე.
![]() |
22 ს |
▲back to top |
სააფთიაქო გვირილა (Chamo-milla recutita) - ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს ეთერის ზეთს, ფლავონოიდებს, ნიკოტინის, ასკორბინის, იზოვალერიანის, სალიცილის და სხვა მჟავებს, კაროტინს, ქოლინს და ა.შ. გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, სისხლის დენის შემაჩერებელი, ანტისეპტიკური, ტკივილგამაყუჩებელი, სედატიური და სხვ. თვისებები. გამოიყენება გასტრიტების, ენტერიტების, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, თირკმლების, შარდის ბუშტის დაავადებების და სხვ. პათოლოგიების დროს.
საგიტალური (ლათ. sagitta ისარი) - წარმოდგენითი სიბრტყე, რომელიც გაივლის ვერტიკალურად სხეულის შუაზე, წინა-უკანა მიმართულებით და სხეულს ყოფს მარჯვენა და მარცხენა ნახევრებად.
სადიზმი (ლათ. sadismus ფრანგი მწერლის, მარკიზ დე სადის გვარის მიხედვით. მან პირველმა აღწერა ასეთი სქესობრივი გაუკუღმართება) - გამოიხატება მისწრაფებით, რათა ტკივილი მიაყენოს პარტნიორს. სხვისი წვალებით, ტანჯვით მიღებული სიამოვნება.
სადიფერენციაციო მარკერები (ლათ. differentia განსხვავება, ფრანგ. marquer მონიშვნა) - მორფოლოგიური, იმუნოლოგიური, ბიოქისადმიური და სხვ. სპეციფიკური ნიშნები, რომლებიც განსაზღვრავენ უჯრედების დიფერენციაციას.
სადღეღამისო რითმები - ბიოლოგიური პროცესებისა და მოვლენების ინტენსივობისა და ხასიათის ცვლილებები, რაც მეორდება დღე-ღამური პერიოდულობით. აღნიშნული მოვლენა ახასიათებს ბიოქიმიური და ფიზიოლოგიური პროცესების უმეტესობას (უჯრედების გაყოფის სიხშირეს, სხეულის ტემპერატურის ცვლილებებს, ნივთიერებათა ცვლის ინტენსივობას და ა.შ.). ადამიანს გააჩნია დაახლოებით 100 ფიზიოლოგიური ფუნქცია, რომელთაც სადღეღამისო რითმები ახასიათებთ.
სავანა (ესპ. sabana) - ეკვატორის ორივე მხარეს მდებარე ტროპიკული სტეპების ზონები. სავანა ხასიათდება ბალახოვანი საფარით და ცალკეული ხეებით ან მათი ჯგუფებით და ბუჩქნარით. სავანას აფრიკაში მთელი კონტინენტის 40%-მდე უჭირავს. სავანა გვხვდება აგრეთვე სამხრეთ ამერიკაში, ავსტრალიასა და სამხრეთ აზიაში.
საზამთრო (Citrullus edulus) - ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს, ასკორბინის და ფოლიუმის მჟავებს, შაქრებს, ფრუქტოზას, რკინას და უჯრედისის დიდ რაოდენობას. იყენებენ როგორც ძლიერ შარდმდენ და სიცხის დამწევ საშუალებას. დადებით გავლენას ახდენს დიაბეტიან და ანემიურ ავადმყოფებზე. უჯრედისის დიდი რაოდენობა ასტიმულირებს ნაწლავების პერისტალტიკას და ხელს უწყობს ორგანიზმიდან ქოლესტერინის ჭარბი რაოდენობის გამოდევნას. საზამთროს ქერქს იყენებენ როგორც დიურეზულ საშუალებას.
საზოგადოებრივი მწერები - ჯგუფურად, დიდი თანასაზოგადოებების სახით მცხოვრები მწერები (ფუტკრები, ჭიანჭველები, ტერმიტები).
სათესლე (testis) - მამაკაცის წყვილი ორგანო, რომელშიც გამომუშავდება სპერმა. მოთავსებულია სათესლე პარკში.
საინკუბაციო პერიოდი (ლათ. incubatio გამოჩეკა) - 1. ავადმყოფობის ფარული პერიოდი - დასნებოვნების მომენტიდან დაავადების პირველი სიმპტომების გამოვლენამდე. 2. ბაქტერიული კულტურის გაჩერება ინკუბატორში (იხ.) მაქსიმალური ზრდის მისაღწევად. 3.კვერცხში ჩანასახის განვითარებისათვის საჭირო დრო.
საიტი (ინგლ. site ადგილი, ადგილმდებარეობა) - გენის რეკომბინაციურ რუკაზე წერტილოვანი მუტაციის ადგილმდებარეობა. ყოველი საიტი დნმ-ს ორჯაჭვიან მოლეკულაში შეესაბამება ნუკლეოტიდების განსაზღვრულ წყვილს ან იმ ვირუსების ერთ ნუკლეოტიდს, რომელთა გენეტიკური მასალა წარმოდგენილია დნმ-ის ერთი ჯაჭვით ან რნმ-ით.
საკეისრო გაკვეთა (ლათ. sectio Caesarea) - ხელოვნური მშობიარობა მუცლის ღრუსა და საშვილოსნოს გაკვეთით. აღნიშნულ სახელწოდებას უკავშირებენ რომის იმპერატორს, იულიუს ცეზარს (კეისარს), რომელიც ვითომდა ამ ოპერაციის საშუალებით დაიბადა.
საკვები ბოჭკოები - ძნელად ასათვისებელი მცენარეული წარმოშობის სტრუქტურული პოლისაქარიდებია, რომლებიც არ მოინელებიან წვრილ ნაწლავებში. საკვები რაციონის ეს კომპონენტი წარმოდგენილია ცელულოზით (უჯრედისით), ჰემიცელულოზით, ლიგნინით და პექტინოვანი ნივთიერებებით. უხეში საკვები ბოჭკოებით განსაკუთრებით მდიდარია: ახალი სტაფილო, ჭარხალი, ბოლოკი, კომბოსტო, პური, ბურღული და სხვ. საკვები ბოჭკოები ამცირებენ საკვების კალორიულობას, აგრეთვე ხელს უწყობენ ნაღვლის ბუშტის უფრო რითმულ და ძლიერ პერისტალტიკას. ბოლო წლების მონაცემებით, უხეში საკვები ბოჭკოები განიხილება როგორც ანტიკარცენოგენური კომპონენტი.
საკვერცხე (ovaria) - შერეული სეკრეციის ქალის სასქესო ჯირკვლები, რომლებშიც წარმოიქმნება და ვითარდება კვერცხუჯრედები (იხ.). საკვერცხეებში მდებარეობს მომრგვალო ფორმის ფოლიკულები, რომლებიც მომწიფებისას სკდებიან და გამოათავისუფლებენ კვერცხუჯრედებს. გამსკდარი ფოლიკულის ადგილზე ჩნდება ე.წ. ყვითელი სხეული. ადამიანს საკვერცხე ორი აქვს, ზოგიერთ ცხოველს კი კენტი (მაგ., ფრინველებში ერთი საკვერცხე რედუცირებულია, ხოლო ზოგიერთ ფეხსახსრიანში ორივე საკვერცხის შერწყმის საშუალებით წარმოქმნილია ერთი).
საკონსულტაციო კაბინეტი (ლათ. consultatio მოთათბირება) - საექიმო დაწესებულება, სადაც სპეციალისტები რჩევა-დარიგებას იძლევიან (მაგ., ქალთა კონსულტაცია, გენეტიკური კონსულტაცია და სხვ.).
საკრალური (ლათ. os sacrum გავა, გავის ძვალი) - 1. წმინდა. ის, რაც მიეკუთვნება რელიგიურ კულტს და რიტუალს. 2. გავის ძვლის, გავასთან დაკავშირებული.
სალვარსანი (ლათ. salv (are) გადარჩენა, ბერძნ. arsen მამაკაცური, ძლიერი) - გერმანელი პ. ერლიხის (ჰუმორული იმუნიტეტის ფუძემდებლის) მიერ გამოგონებული დარიშხანის (arsenicum) პრეპარატები 606 და 914, რითაც იგი ცდილობდა ათაშანგის (სიფილისის) განკურნებას. გამოიყენებოდა აგრეთვე მალარიის, შებრუნებითი ტიფის და ზოგიერთი სხვა დაავადების სამკურნალოდ.
სალივაცია (salivatio) - ნერწყვის დენა.
სალმონელები (Salmonella. სახელი დაერქვათ ამერიკელი პათოლოგის დ.ე.სალმონის საპატივცემულოდ) - ბაქტერიათა ჯგუფი, რომ ლებიც იწვევენ პარატიფებს, მუცლის ტიფს, მწვავე გასტროენტეროკოლიტს და სხვ. მიეკუთვნებიან Enterobacteriaceae-ს ოჯახს, გრამ-უარყოფითებია, არ წარმოქმნიან სპორებსა და კაფსულებს.
სალმონელოზი (Salmonella, ბერძნ. osis მდგომარეობა) - სალმონელებით ინფიცირებული საკვების მიღებით წარმოქმნილი მწვავე ინფექციური დაავადება, რაც ვლინდება მწვავე გასტრიტის, გასტროენტერიტის ან გასტროენტეროკოლიტის სახით. გამოირჩევა ხანგრძლივი მტარებლობით.
სალპინგიტი (ბერძნ. salpinx, სალპინგოს მილი, itis ანთება) - საშვილოსნოს მილების ანთება.
სალტაციონიზმი (ლათ. saltacium ხტუნვით) - ახალი სახეობების, გვარების და სხვა სისტემატიკური კატეგორიების ჩამოყალიბება მყისიერად, ნახტომისებური გარდაქმნების შედეგად.
სამედიცინო გენეტიკა (ბერძნ. genesis წარმოშობა) - გენეტიკის დარგი, რომელიც ადამიანის ინდივიდუალური განვითარების (ონტოგენეზის) პერიოდში სწავლობს მემკვიდრულადგანპირობებულ მორფოლოგიური და ფუნქციური დარღვევების საკითხებს, დამემკვიდრების, ფენოტიპიური რეალიზაციის და გავრცელების კანონზომიერებებს, აგრეთვე მემკვიდრული დაავადებების პროფილაქტიკისა და თერაპიის მეთოდებს.
სამედიცინო-გენეტიკური კონსულტაციები (ბერძნ. genesis წარმოშობა, ლათ. consultatio მოთათბირება) - სამედიცინო დახმარების ფორმა, რაც ეყრდნობა სამედიცინო გენეტიკისა და ადამიანის გენეტიკის წარმატებებს. აღრიცხავს მემკვიდრული და ავადებებით შეპყრობილ პირებს, ავადმყოფებსა და მათ ოჯახებზეატარებს დისპანსერულ დაკვირვებას,იძლევა გენეტიკური ხასიათის რჩევადარიგებებს და ადგენს ავადმყოფი ბავშვის გაჩენის რისკის ხარისხს. ბოლო ხანებში ფართოდ დაინერგა პრენატალური დიაგნოსტიკა, ულტრაბგერითი სკანირების მეთოდი და სხვა.
სამედიცინო გეოგრაფია (ბერძნ. ge დედამიწა, grapho ვწერ) - მეცნიერება, რომელიც სწავლობს ბუნებრივ და სოციალურეკონომიკურ ფაქტორებს და გეოგრაფიული გარემოს პირობებს, რაც ვლინდება მოსახლეობაზე დადებითი ან უარყოფითი ეფექტებით. მეცნიერების ეს დარგი იკვლევს აგრეთვე ადამიანის დაავადებათა გავრცელების კანონზომიერებებს. ცნება „გეოგრაფიული მედიცინა“ შემოიტანა იტალიელმა სწავლულმა ბ.რამაცინიმ (1633-1714). სამედიცინო-გეოგრაფიული რუკები - რუკები, რომლებზეც ასახულია გეოგრაფიული გარემოს გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე და დაავადებების გავრცელებაზე.
სამედიცინო კიბერნეტიკა - კიბერნეტიკის (იხ.) დარგია, რომელიც სწავლობს ცოცხალ ორგანიზმებში მართვისა და ინფორმაციის გადამუშავების პროცესებს დაავადებების მკურნალობისა და პროფილაქტიკის ამოცანების შესაბამისად და ა.შ.
სამედიცინო წურბელა (Hirudo medicinaliს) - მიეკუთვნება რგოლიანი ჭიების ტიპს. მტკნარი წყალსატევების ცხოველია. იკვებება მსხვილი ძუძუმწოვრების სისხლით. მის ნერწყვში შედის განსაკუთრებული ცილოვანი ნივთიერება ჰირუდინი ანუ ჰემოფილინი, რომელიც აბრკოლებს სისხლის შედედებას. სამედიცინო წურბელა გამოიყენება ჰიპერტონიების, პრეინსულტური მდგომარეობების, თრომბოფლებიტების და სხვა პათოლოგიური მდგომარეობების შემთხვევაში.
სამკურნალო მცენარეები - მცენარეები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნენ სამედიცინო და ვეტერინარულ პრაქტიკაში სამკურნალო და პროფილაქტიკური მიზნით. მცენარეების სამკურნალო თვისებები განპირობებულია მათში ალკალოიდების, ფლავონოიდების, გლიკოზიდების, ვიტამინების, მთრიმლავი ნივთიერებების არსებობით, რომლებიც ადამიანისა და ცხოველების ორგანიზმზე ახდენენ ფიზიოლოგიურ ზემოქმედებას ანდა გააჩნიათ ბიოლოგიური აქტიურობა სხვადასხვა დაავადებების გამომწვევთა მიმართ. განსაკუთრებულ ჯგუფშია გამოყოფილი ანტიბიოტიკების წარმომქმნელი მცენარეები. სინთეზური საშუალებებისაგან გამოირჩევიან ნაკლები ტოქსიკურობით.
სამკურნალო ტუხტი (Althaea offi cinalis) - მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს ლორწოვან ნივთიერებებს, პოლისაქარიდებს, სახამებელს, პექტინს, კაროტინს, ცხიმოვან მჟავებს და სხვა. ააქტიურებს ქსოვილების რეგენერაციას, თრგუნავს ანთებით პროცესებს და სხვ.
სამოთხის აბუსალათინი (Ricinus communis) - ერთ- ან მრავალწლიანი მცენარეა. თესლი შეიცავს შხამიან ნივთიერებას, რიცინს (იხ.) თესლისაგან მიღებულ ზეთს იყენებენ ტექნიკაში, მრეწველობაში, მედიცინაში (საფაღარათო საშუალება). დეკორაციული მცენარეა.
სანატორიუმი (ლათ. sano განვკურნავ) - სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულება, სადაც ბუნებრივი საშუალებებით (ჰავა, მინერალური წყალი, სამკურნალო ტალახი და სხვ.) მკურნალობა შეხამებულია დასვენებასთან.
სანაცია (ლათ. sanatio განკურნება) - განკურნება, გაჯანსაღება. სამკურნალო ღონისძიებანი სხვადასხვა ორგანოების გასაჯანსაღებლად.
სანგვინიკი (ლათ. sanguis სისხლი) - მეტისმეტად ხალისიანი, სიცოცხლით სავსე ადამიანი, რომელიც გარეგნულად მკვეთრად გამოხატავს თავის ემოციებს.
სანერწყვე ჯირკვლები - ხერხემლიანების პირის ღრუში განლაგებული გარეგანი სეკრეციის ჯირკვლები. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ენისქვეშა, ყბისქვეშა და ყბაყურა ჯირკვლები.
სანიტარი (ლათ. sanitas ჯანმრთელობა) - 1. მედიცინის მუშაკი, რომელიც უვლის ავადმყოფებს, ალაგებს, ასუფთავებს და სხვ.; 2. მედიცინის სამსახურის ჯარისკაცი, რომელიც პირველ დახმარებას უწევს დაჭრილებს, გამოყავს ისინი ბრძოლის ველიდან.
სანიტარია (ლათ. sanitas ჯანმრთელობა) - სისუფთავისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისათვის საჭირო ღონისძიებათა ერთობლიობა.
სანიტარული ვეტერინარია (ლათ. sanitas ჯანმრთელობა, ვეტერინარია) - ვეტერინარიის დარგია, რომლის შესწავლის საგანია ცხოველთა დაავადებების პროფილაქტიკა, ადამიანისა და ცხოველებისათვის საერთო დაავადებებისაგან ადამიანების დაცვა, მეცხოველეობაში პროდუქტიულობის გაზრდის საკითხები და სხვა.
სანიტარულ-ქიმიური დაზვერვა - სამედიცინო-ვეტერინარული გამოკვლევის ერთ-ერთი სახე, რომელიც უზრუნველყოფს მომწამვლელი ნივთიერებების გამოვლენას წყალსა და საკვებ პროდუქტებში.
სანტიმორგანიდა - იხ. მორგანიდა.
საოფლე ჯირკვლები - ძუძუმწოვრების კანის ჯირკვლები, რომლებიც გამოყოფენ ოფლს. ემსახურება თერმორეგულაციას და ნივთიერებათა გამოყოფას. მღრღნელებს გააჩნიათ მხოლოდ ტერფზე.
საპრობიონტები (ბერძნ. sapros დამპალი, ხრწნადი, bios სიცოცხლე) - ორგანული ნივთიერებებით დაბინძურებულ წყლებში მობინადრე მცენარეები და ცხოველები. წყლების დაბინძურების სხვადასხვა ხარისხისაგან გამომდინარე, განასხვავებენ პოლისაპრობებს (ანუ პოლისაპრობიონტებს), მეზოსაპრობებსა და ოლიგოსაპრობებს. საპრობიონტებს ძალუძთ მოახდინონ ორგანულ ნივთიერებათა მინერალიზაცია, რითაც ხელს უწყობენ დაბინძურებული წყლების გასუფთავებას.
საპროპელი (ბერძნ. sapros დამპალი, ხრწნადი, pelos ლამი, შლამი) - კონტინენტური წყალსატევების (უმეტესწილად ტბებისა და ლაგუნების) ლამის, შლამის დანალექები, რომლებიც ძირითადად შედგებიან ორგანული ნივთიერებებისა და წყლის ორგანიზმების ნარჩენებისაგან. იყენებენ სასუქად.
საპროფაგები (ბერძნ. sapros დამპალი, ხრწნადი, phagos ვშანთქავ) - სხვა ცხოველების ნარჩენებით მკვებავი ცხოველები (აფთარი, გრიფები, ხოჭოები, კიბოები და სხვ.). ისინი უმეტეს შემთხვევაში სანიტრის ფუნქციას ასრულებენ, თუმცა ზოგიერთი მათგანი შეიძლება იყოს სხვადასხვა ინფექციური დაავადებების მექანიკური გადამტანი ან ადამიანის ჰელმინთოზების მასპინძელი.
საპროფიტები (ბერძნ. sapros დამპალი, ხრწნადი, phyton მცენარე) - იგივე საპროტროფები. მიკროორგანიზმები და მცენარეები, რომლებიც იკვებებიან დაღუპული ორგანიზმების ხრწნადი ორგანული ნივთიერებებითა და ცხოველების გამონაყოფებით. ზოგიერთი საპროფიტი პირობით-პათოგენური აგენტია ადამიანისათვის.
სარდონიული (ბერძნ. sardonios) - ღვარძლიან-დამცინავი, ბოროტი, დამამცირებელი (მაგ., სარდონიული სიცილი, სარდონიული ჩაცინება და სხვ.).
სარეველა - გარეული ან კულტურული მცენარე, რომელიც არ კულტივირდება რომელიმე კონკრეტულ ადგილას, მაგრამ იზრდება ადგილობრივ კულტურულ მცენარეებთან ერთად, კონკურენციას უწევს მათ, რითაც ამცირებს მოსავლიანობას.
სარკაზმი (ბერძნ. sarkasmos) - დამამცირებელი, იქედნური, მამხილებელი დაცინვა.
სარკოლემა (ბერძნ. sarx ხორცი, lemma გარსი) - ხერხემლიანი ცხოველების განივზოლიანი კუნთის ბოჭკოს ელასტიკური შემაერთებელქსოვილოვანი გარსი.
სარკომა (ბერძნ. sarx ხორცი, oma სიმსივნე) - შემაერთებელ ქსოვილოვანი ავთვისებიანი სიმსივნე. ხშირად ვითარდება კეთილთვისებიანი სიმსივნეებისაგან (ფიბრომა, ლიპომა, ქონდრომა და სხვ.).
სარკოპლაზმა (ბერძნ. sarx ხორცი, პლასმა გამოძერწილი, გაფორმებული) - კუნთოვანი უჯრედის ციტოპლაზმა.
სარცინები (ლათ. sarcina ფუთა, პაკეტი) - საპროფიტული ბაქტერიები, რომლებიც განლაგებულია კუბურად სამ სიბრტყეში.
სასელექციო ნიადაგი HAT - ჯ.ლიტლფილდის მიერ შემოთავაზებული ნიადაგი ჰიბრიდული უჯრედების კულტივირებისათვის. ამ დროს პირველად იქნა დადგენილი ძუძუმწოვრების ჰიბრიდულ უჯრედებში კომპლემენტაციის ფენომენი ანუ იმ ორი ფერმენტის ერთდროული სინთეზი, რომელნიც წარმოიქმნება ერთ მშობელ უჯრედში.
სასიგნალო სისტემები - თავის ტვინის დიდ ნახევარსფეროებში იმპულსების მოხვედრისას პირობითრეფლექტორული კავშირების ერთობლიობა. უზრუნველყოფს ორგანიზმის სხვადასხვა ნაწილების ზუსტ ურთიერთმოქმედებას და მათ ნატიფ შეგუებას გარემოსადმი. პირველადი სასიგნალო სისტემა ასახავს რეალობას, შეგრძნებებისა და აღქმების ფორმით და ეყრდნობა პირობით და უპირობო რეფლექსებს. მეორად სასიგნალო სისტემას მიეკუთვნება მეტყველებითი სიგნალები, რაც უმეტესწილად დამახასიათებელია ადამიანისათვის. მეტყველება განაზოგადებს პირველადი სასიგნალო სისტემის მრავალ სიგნალს. საგნებისადა მოვლენების განზოგადებული ასახვის, აბსტრაქციების გამო, ადამიანს გააჩნია გარემომცველი სამყაროს შემეცნების თითქმის განუსაზღვრელი შესაძლებლობა და მასში ორიენტაციის უნარი.
სასიცოცხლო ციკლი - ორგანიზმის განვითარების ფაზების ერთობლიობა, რის შედეგადაც იგი ზრდასრული ხდება და შეუძლია დასაბამი მისცეს შემდეგ თაობას. ცხოველებში განასხვავებენ მარტივ და რთულ სასიცოცხლო ციკლებს მეტამორფოზით (იხ.) ანდა თაობათა მორიგეობით. უჯრედის სასიცოცხლო ციკლი მოიცავს პერიოდს მისი გაჩენიდან დაღუპვამდე. სინონიმი: განვითარების ციკლი.
სასქესო ნიშნები - მორფოფუნქციური ნიშნები, რომლებიც განსაზღვრავენ ორგანიზმის სქესს. განასხვავებენ პირველად და მეორად სასქესო ნიშნებს (იხ.). პირველადი ეწოდება სასქესო ორგანოებს: ქალებში ბოქვენს, სასქესო ბაგეებს, კლიტორს, საშოს, საშვილოსნოს, საკვერცხეებს და ა.შ., მამაკაცებში პენისს, სათესლე პარკს, სათესლე ჯირკვლებს, პროსტატას და ა.შ. მეორად სასქესო ნიშნებს მიეკუთვნება: სხეულის პროპორცია, ძვალკუნთოვანი სისტემის განვითარების ინტენსივობა, სარძევე ჯირკვლების განვითარება, ხმის ტემბრი და ა.შ.
სასქესო ციკლი - ცხოველების სქესობრივად მომწიფებულ მდედრებში გამრავლებასთან დაკავშირებული პერიოდულად განმეორებადი მორფოფიზიოლოგიური პროცესები. გამრავლების სეზონში ზოგ ცხოველს აღენიშნება მხოლოდ ერთი სასქესო ციკლი, სხვებს კი რამდენიმე (გამრავლების პოლიციკლური ტიპი). იხ. ესტრუსი.
სასქესო ჰორმონები (ბერძნ. hormao ვამოძრავებ, ავაგზნებ) - სასქესო ჯირკვლებში, თირკმელზედა ჯირკვალში და პლაცენტაში გამომუშავებული ბიოლოგიურად აქ ტიური ნივთიერებები, რომლებიც ასტიმულირებენ და არეგულირებენ სქესობრივ დიფერენცირებას ადრეულ ემბრიონულ პერიოდში, პირველადი და მეორადი სასქესო ნიშნების განვითარებას, სასქესო ორგანოების ფუნქციონირებას, სპეციფიკური ქცე ვითი რეაქციების ფორმირებას და ა.შ. განასხვავებენ ანდროგენებს, ესტროგენებს და გესტაგენებს ანუ ყვითელი სხეულის ჰორმონებს.
სატაცური (Asparagus officinalis) - მრავალწლიანი, ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს ნახშირწყლებს, ეთერის ზეთს, კაროტინს, ასპარაგინს, სტეროიდულ საპონინებს, ასკორბინის მჟავას. სატაცურს ძირითადად იყენებენ როგორც შარდმდენ, სიცხის დამწევ, მატონიზებელ, სისხლის მიმოქცევისა და საჭმლის მონელების გასაუმჯობესებელ საშუალებას. იწვევს აგრეთვე არტერიული წნევის დაქვეითებას, სისხლძარღვების გაფართოებას, დიურეზის გაძლიერებას, ღვიძლის ფუნქციების გაუმჯობესებას და სხვა.
სატელიზმი (ლათ. satelles თანამგზავრი) - 1. ტერმინით აღნიშნავენ ჰემოფილური ბაქტერიების სტიმულაციას, ამ უკანასკნელთა კოლონიის ახლოს - V-ფაქტორის მაპროდუცირებელი მიკროორგანიზმების დათესვის საშუალებით. 2. მიკროორგანიზმების ერთ-ერთი სახეობის ზრდის და ფიზიოლოგიური თვისებების გაძლიერება მეორე სახეობის გავლენით.
სატელიტი (ლათ. satelles თანამგზავრი) - 1. ქრომოსომა, რომელსაცგარდა პირველადი გადატიხვრისა, გააჩნია მეორადი გადატიხვრაც, რაც ქრომოსომის ძირითადი სხეულიდან აცალკევებს მცირე ზომის მონაკვეთს, რომელსაც თანამგზავრი ეწოდება. ეს უკანასკნელი ქრომოსომას უერთდება წვრილი ძაფით. 2. რომელიმე პლანეტის თანამგზავრი.
სატირიაზისი (ბერძნულ მითოლოგიაში - ღვინისა და მხიარულების ღმერთის დიონისეს მხლებელი ავხორცი არსება, სატიროსი) - მამაკაცის ჭარბი სქესობრივი მოთხოვნილება.
სატურაცია (ლათ. saturatio გაჯერება, ავსება) - სითხეების აირებით გაჯერება (მაგ., გამაგრილებელი სასმელების სატურაცია სპეციალური აპარატის, სატურატორის მეშვეობით).
სატურნიზმი (ლათ. saturnus სატურნი, ალქიმიური ტერმინოლოგიით აღნიშნავს ტყვიას) - ტყვიით ან ტყვიის მარილებით მწვავე ან ქრონიკული მოწამვლა, რაც ხშირად სიკვდილით მთავრდება.
საფიზმი (საფო, ბერძენი პოეტი ქალი კუნძულ ლესბოსიდან) - დედათმავლობა, ლესბიანობა, ქალთა ურთიერთსქესობრივი ლტოლვა.
საფუარები (Saccharomyces) - იგივე საქარომიცეტები. სოკოების ჯგუფი, რომელთაც არ გააჩნიათ ტიპიური მიცელიუმი და არსებობენ ცალკეული უჯრედების ან მათი კოლონიების სახით. ახასიათებთ და კვირტვა და დაყოფა. ცნობილია საფუარების 500-მდე სახეობა. საფუარების ერთი ნაწილი პათოგენურია და იწვევს მცენარეების, ცხოველებისა და ადამიანის დაავადებებს. ფართოდ გამოიყენებიან მეცნიერებაში როგორც ეუკარიოტული უჯრედების მოდელი, კვების მრეწველობაში (ლუდის წარმოება, მეღვინეობა და სხვ.), აგრეთვე მიკრობიოლოგიურ წარმოებაში. საფუარების ყველაზე უფრო ცნობილი წარმომადგენელია ლუდის საფუარი (Saccharomyces cerevisiae), რომელიც გამოიყენება პურის წარმოებაშიც. Saccharomyces-ის გვარს მიეკუთვნება აგრეთვე ღვინის საფუარიც.
საქაროზა (ბერძნ. sakchar შაქარი) - ჭარხლის ან ლერწმის შაქარი. გლუკოზისა და ფრუქტოზის მოლეკულების ნარჩენებისაგან შემდგარი დისაქარიდი. შედის ზოგიერთი მცენარის შემადგენლობაში.
საქარომიცეტები (ბერძნ. sakchar შაქარი, mykes სოკო) - სპირტული დუღილის გამომწვევი საფუარი სოკოები. იხ. საფუარები.
საქორწილო თამაშები - ქცევის განსაკუთრებული ფორმები, რომლებიც ასტიმულირებენ სასქესო პროდუქტების მომწიფებას და რომლებიც ამზადებენ პარტნიორებს გამრავლების პერიოდისათვის. საქორწილო თამაშები სქესობრივი ბუნებრივი გადარჩევის ერთ-ერთი მექანიზმია. მათი ფსიქოლოგიურ ფიზიოლოგიური მნიშვნელობა მდგომარეობს სასიგნალო ხასიათში, რაც იძლევა ინფორმაციას სქესობრივი აქტის ჩატარების მზადყოფნის შესახებ.
საშვილოსნო (uterus) - ცხოველებისა და ადამიანის სასქესო სისტემის ორგანოა, რომელიც წარმოადგენს კვერცხუჯრედების ან ემბრიონების განვითარების ადგილს. ჩვეულებრივ, საშვილოსნოში ვითარდება ჩანასახი.
საშვილოსნოსგარე ორსულობა (graviditas extrauterina) - განაყოფიერებული კვერცხუჯრედის განვითარება საშვილოსნოს გარეთ (მუცლის ღრუში, კვერცხსავალ გზებში და სხვ.). საშო (ვაგინა) - მდედრის სასქესო სისტემის ორგანო, რომელიც შინაგანი განაყოფიერების შემთხვევაში ასრულებს სქესობრივი აქტის ჩატარების, აგრეთვე განაყოფიერებული კვერცხუჯრედის (მაგ., ფრინველებში) ან ნაყოფის გარეთ გამოტანის ფუნქციას (მაგ., ძუძუმწოვრებში).
საცურავი ბუშტი (vesica natatoria) - თევზების წყვილი ან კენტი ორგანო. ვითარდება როგორც ნაწლავის წინა ნაწილის გამონაზარდი. ასრულებს ჰიდროსტატიკურ, ზოგიერთ თევზში - სასუნთქ, აგრეთვე რეზონატორის და ბგერითი ტალღების გარდამქმნელის ფუნქციებს. საცურავი ბუშტი სავსეა აირებით. იგი წვრილი მილით დაკავშირებულია საყლაპავ მილთან. ფსკერზე მცხოვრებ და აქტიურად მცურავ თევზებს საცურავი ბუშტი არ გააჩნიათ.
სახამებელი (amylon) - მცენარეების ძირითადი სარეზერვო ნახშირწყალი. იყენებენ კვებით მრეწველობაში, თეთრეულის გარეცხვისას და სხვა. პოლისაქარიდია. წარმოიქმნება ქლოროპლასტებსა და ამილოპლასტებში (იხ. ლეიკოპლასტები) და მარაგდება უჯრედებში მარცვლების სახით.
სახეობა (species) - ცოცხალი ორ განიზმების სისტემაში ძირითადი სტრუქტურული ერთეული. წარმოადგენს ინდივიდების პოპულაციების ერთობლიობას, რომლებიც ერთმანეთს ეჯვარებიან და საწყისს აძლევენ ნაყოფიერ შთამომავლობას. სახეობის პირველი განმარტება მოგვცა ინგლისელმა სწავლულმა ჯ.რეიმ (1728-1805).
სახეობათაშორისი ჰიბრიდები (ლათ. hibrida ორმაგი წარმოშობისა) - სხვადასხვა სახეობის უჯრედების შერწყმის მეშვეობით მიღებული ჰიბრიდები.
სეანსი (ფრანგ. seance) - ერთჯერადი მოქმედება. რაიმეს დემონსტრაცია დროის განსაზღვრულ მონაკვეთში.
სებოლიტი (ლათ. sebum ქონი, ბერძნ. lithos ქვა) - ცხიმოვანი ჯირკვლის ქვა.
სებორეა (ლათ. sebum ქონი, ბერძნ. rheo მოვედინები) - კანის დაავადება, რაც გამოიხატება ცხიმის გამოყოფის პათოლოგიურ გაძლიერებაში.
სეგეტალური მცენარეები (ლათ. segetalis თესვისა, სათესი) - სარეველები, რომელნიც კარგად არიან შეგუებულნი კულტურულ მცენარეებთან თანაარსებობას.
სეგმენტაცია (ლათ. segmentum მონაკვეთი) - დანაწევრება, დაყოფა.
სეგრეგაცია (ლათ. segregatio გამოცალკევება, გამოყოფა) - 1. კვერცხუჯრედის ციტოპლაზმაში ლოკალური სხვაობების წარმოქმნა, რასაც ადგილი აქვს ოვოციტის ზრდისა და მომწიფების პერიოდებში, აგრეთვე კვერცხუჯრედის განაყოფიერებისას. სეგრეგაცია ჩანასახის დიფერენცირების საფუძველია. 2. ბიოლოგიასა და მედიცინაში ტერმინი გამოიყენება უჯრედის სხვადასხვა ორგანოიდების გაქრობის (ამოვარდნის) აღსანიშნავად. მაგ., ჰიბრიდული უჯრედებიდან ანდა სიმსივნური უჯრედებიდან ქრომოსომების გარკვეული რაოდენობის გაქრობა, ამოვარდნა.
სედატიური მოქმედება (ლათ. sedativus დამაწყნარებელი) - ნერვული აგზნების და ფუნქციური აქტივობის დამაქვეითებელი სამკურნალწამლო პრეპარატების დამამშვიდებელი ზემოქმედება ორგანიზმზე.
სედენტარული ცხოველები (ლათ. sedes საჯდომი) - მჯდომარე, მიმაგრებული ცხოვრების ნირის მქონე ცხოველები (მაგ., მარჯნის პოლიპები).
სედიმენტაცია (ლათ. sedimentum ნალექი) - სხვადასხვა წარმოშობის ნაწილაკების დალექვა, ნალექის წარმოშობა. მაგ., ერითროციტების დალექვის სიჩქარის (ედს) რეაქცია. სედიმენტაცია შეიძლება ჩატარდეს სპონტანურად ან ცენტრიფუგის საშუალებით.
სეიმსენი (ინგლ. same იგივე) - მოვლენა, რომლის დროსაც კოდის სტრუქტურის ცვლილება ინფორმაციის ცვლილებას არ იწვევს და კოდონი იგივე ამინომჟავას აკოდირებს.
სეისმოლოგია (ბერძნ. seismos მიწისძვრა, რყევა, logos მოძღვრება) - მეცნიერება მიწისძვრების შესახებ.
სეისმონასტია (ბერძნ. seismos მიწისძვრა, რყევა, nastos გამკვრივებული) - ზოგიერთი მცენარის ორგანოს სწრაფი მოძრაობა, რაც გამოწვეულია მსუბუქი დარტყმით ან შეხებით. ეს მოვლენა განსაკუთრებით კარგად არის გამოხატული მორცხვი მიმოზის, კოწახურის და სხვათა ფოთლებში.
სეისტონი (ბერძნ. sestos გაცრილი, on არსებული) - წყალში შეტივტივებული დეტრიტი და პლანქტონი.
სეკვესტრაცია (ლათ. sequestro განზე დავდებ) - სეკვესტრის (იხ.) წარმოქმნა. მკვდარი ქსოვილის გამოყოფა საღი ქსოვილისაგან. ასეთ პროცესს ადგილი აქვს უჯრედულ დონეზეც.
სეკვესტრი (ლათ. sequestro განზე დავდებ) - რომელიმე ქსოვილის (ჩვეულებრივ, ძვლის) მკვდარი ნაწილი, რომელიც მოსცილდა საღ ნაწილს (მაგ., ოსტეომიელიტის დროს).
სეკვოია (Sequoia) - ჩრდილოამერიკული წიწვიანი მცენარეების გვარი. ზოგიერთი მათგანი სიმაღლეში 120 მეტრს აღწევს, ხოლო ღეროს დიამეტრი 6-10 მეტრია. სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 3000 წელია.
სეკრეტი (ლათ. secretus გამონაყოფი) - ორგანიზმის მიერ გამომუშავებული და გამოყოფილი ნივთიერებანი, რომელთაც ფიზიოლოგიური მნიშვნელობა გააჩნიათ (მაგ., კუჭის წვენი, ნაღველი და სხვ.).
სეკრეცია (ლათ. secretio გამოყოფა) - ორგანიზმისათვის აუცილებელ ნივთიერებათა (ჰორმონების, ანტისხეულების და სხვ.) გამომუშავება და გამოყოფა ჯირკვლების (უჯრედების) მიერ.
სელენოლოგია (ბერძნ. selene მთვარე, logos მოძღვრება) - მეცნიერება, რომელიც შეისწავლის მთვარეს.
სელექცია (ლათ. selectio შერჩევა, გადარჩევა) - მეცნიერება მცენარეებისა და ცხოველების ახალი ჯიშების შექმნის მეთოდებზე. გენეტიკის ერთერთი დარგია.
სელექციური ნიადაგი (ლათ. selectio შერჩევა, გადარჩევა) - იგივე ელექტიური ნიადაგი. იგულისხმება ის საკვები ნიადაგი, რომელზეც უკეთ იზრდება ესა თუ ის უჯრედი ან მიკროორგანიზმი.
სელვა (ლათ. silva ტყე) - სამხრეთ ამერიკის, ძირითადად ბრაზილიის ნესტიანი ეკვატორული ტროპიკული ტყეები, რომლებიც პერიოდულად იფარება მდინარეების წყლებით (მაგ., მდინარე ამაზონის სელვა).
სელი (Linum usitatissimum) - ერთ წლიანი ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს ცხიმოვან ზეთს, ცილას, რეტინოლს, ნახშირწყლებს, ორგანულ მჟავებს, ლორწოს, გლიკოზიდ ლინამარინს. იყენებენ სასუნთქი გზებისლორწოვანი გარსების და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ანთებითი პროცესების დროს. თესლების ნახარშს იყენებენ საკვებით მოწამვლისას, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულების გამწვავებისას და სხვა. სელის ზეთი გამოყენებულია დამწვრობების შემთხვევაში, სხვადასხვა მალამოებისა და ემულსიების დასამზადებლად, აგრეთვე როგორც ანტიჰელმინთური საშუალება.
სემინარი (ლათ. seminarium სკოლა) - უმაღლეს სასწავლებელში ჯგუფური მეცადინეობის ფორმა.
სემიოტიკა (ბერძნ. semeion ნიშანი) - მოძღვრება დაავადებათა სიმპტომების შესახებ. იგივე სიმპტომატოლოგია.
სენექსი (ლათ. senex, senis მოხუცი) - ხანდაზმული, მოხუცებული ინდივიდი, რომელიც აღარ მრავლდება.
სენილიზმი (ლათ. senilis მოხუცებულობისა) - ახალგაზრდა პირებში სიბერისეული ცვლილებები, ნაადრევი გონებრივი სისუსტე.
სენსაცია (ლათ. sensation გრძნობა, შეგრძნება) - რაიმე შემთხვევის ან ცნობისაგან გამოწვეული ძლიერი, განსაცვიფრებელი, გასაოცარი შთაბეჭდილება. შემთხვევა ან ცნობა, რომელიც ასეთ შთაბეჭდილებას ახდენს.
სენსიბილიზაცია (ლათ. sensibilis მგრძნობიარე) - რაიმე გამღიზიანებლის (ანტიგენის) მიმართ ორგანიზმის მგრძნობელობის გაზრდა. ასეთი ანტიგენები შეიძლება იყვნენ ბაქტერიები, ვირუსები, ქიმიური ნივთიერებები, მრავალი სამკურნალო საშუალება, საწარმოო შხამები, მცენარეების მტვრის მარცვალი და სხვ.
სენსიტიზაცია (ლათ. sensus გრძნობა) - მგრძნობელობის გაძლიერება რომელიმე კონკრეტული გამღიზიანებლის მიმართ შეგუების ან ოპტიმალური პირობების შექმნის გამო. მაგ., სიბნელეში ადაპტაციისას ადრე უხილავი საგნების აღქმა ხდება თვალის ბადურის აქამდე უმოქმედო ჩხირების მეშვეობით.
სენსიტიური (ლათ. sensus გრძნობა) - მგრძნობიარე.
სენსორული ორგანოები (ლათ. sentire შეგრძნება) - იხ. გრძნობათა ორგანოები.
სენტენცია (ლათ. sententia აზრი, მსჯელობა) - ზნეობრივი დამოძღვრა, დარიგება, ჭკუის სწავლება.
სენტიმენტალური (ფრანგ. sentimental) - ზედმეტად მგრძნობიარე; გრძნობების გამომჟღავნებაში ზედმეტად ნაზი.
სეპარატორი (ლათ. separo ვაცალკევებ, გამოვყოფ) - სისხლის ცალკეული ფორმიანი ელემენტების გამოსაცალკევებელი აპარატი; ერთი ნივთიერებისაგან მეორის გამოსაყოფი აპარატი.
სეპტიცემია (ბერძნ. sepsis ლპობა, ხრწნა, haima სისხლი) - სეფსისის სახე, განპირობებული მიკროორგანიზმების ან მათი ტოქსინების ზემოქმედებით. სეპტიცემია ეწოდება აგრეთვე შავი ჭირის სეფსისურ ფორმას, აგრეთვე თუთის აბრეშუმხვევიას ერთ-ერთ ბაქტერიულ დაავადებას.
სეროდიაგნოსტიკა (ლათ. serum შრატი, ბერძნ. diagnostikos გამომცნობი) -სისხლის შრატის თვისებათა გამოკვლევა (მაგ., ვასერმანის რეაქცია).
სეროზული (ლათ. serum შრატი) - რაც დაკავშირებულია სხეულისშინაგანი ღრუების (მუცლის ღრუ, პლევრა) აპკებთან ან მათ მიერ სითხის გამოყოფასთან. სეროზული გარსისეროზული სითხე.
სეროთერაპია (ლათ. serum შრატი, ბერძნ. therapeia მკურნალობა) - დაავადებათა მკურნალობა შრატების პარენტერული შეყვანით.
სეროლოგია (ლათ. serum შრატი, ბერძნ. logos მოძღვრება) - მეცნიერება, რომელიც შეისწავლის სისხლის შრატის ფიზიკურ, ქიმიურ და ბიოლოგიურ თვისებებს.
სეროპროფილაქტიკა (ლათ. serum შრატი, ბერძნ. prophilaktikos ვიცილებ, ვუფრთხილდები) - შრატის პროფილაქტიკური მიზნით შეყვანა ორგანიზმში.
სეროჰეპატიტი (ლათ. serum შრატი, ბერძნ. hepar ღვიძლი, itis ანთება) - იგივე ინოკულაციური სიყვითლე. ჰეპატიტი, რომლის დროსაც დასნებოვნება ხდება პარენტერული გზით (სისხლის გადასხმისას, შრატის შეყვანისას ან არასაკმარისად გასტერილებული საინექციო საშუალების გამოყენებისას). სეროჰეპატიტის საინკუბაციო პერიოდი დაახლოებით 150 დღეს შეადგენს.
სერპენტარიუმი (ლათ. serpentes გველი) - ადგილი, სადაც აშენებენ გველებს შხამის მისაღებად.
სერპენტოლოგია (ლათ. serpentes გველი) - გველების შემსწავლელი მეცნიერება.
სესია (ლათ. sessio სხდომა) - 1. უმაღლეს და საშუალო სპეციალიზებულ სასწავლო დაწესებულებებში ჩათვლების, გამოცდების პერიოდი. 2. წარმომადგენლობითი ორგანოს, სასამართლოს, სამეცნიერო დაწესებულების ან საზოგადოებრივი ორგანიზაციის პერიოდული სხდომები.
სესტონი (ბერძნ. sestos გაცრა) - 1. მიკროპლანქტონი. 2. წყალში შეწონილი პლანქტონი და დეტრიტი (იხ.).
სეფსისი (ლათ. sepsis ლპობა, ხრწნა) - პათოგენური მიკროორგანიზმებისა და მათი ტოქსინების სისხლში ცირკულაციით განპირობებული ორგანიზმის საერთო დასენიანება.
სექსდუქცია (ლათ. sexus სექსი, ductio ჩატარება) - გენეტიკური მასალის გადატანა ერთი ბაქტერიიდან მეორეში, რაც ხორციელდება ფერტილურობის ფაქტორით (F6 - ფაქტორით) კონიუგაციის პროცესში.
სექსოლოგია (ლათ. sexus სექსი, ბერძნ. logos მოძღვრება) - მეცნიერება, რომელიც სწავლობს სქესის ბიოლოგიას, ჰიგიენას, ფსიქოთერაპიას და სხვ. ასპექტებს.
სექსოპათოლოგია (ლათ. sexus სექსი, ბერძნ. pathos ავადმყოფობა, logos მოძღვრება) - მოძღვრება სექსზე, სქესობრივ ურთიერთობებზე და მათ დარღვევებზე.
სექსუალური ალტრუიზმი (ლათ. sexus სექსი, alter სხვა, სხვისთვის) - სექსუალერი დამოკიდებულებების სფეროში ეგოისტური ტენდენციების დათრგუნვა ანუ პარტნიორისათვის პრიორიტეტის მინიჭება. ტერმინი შემოტანილია ფრანგი ნატურფილოსოფოსის ო.კონტის მიერ.
სექცია (ლათ. sectio გაკვეთა) - 1. გვამის გაკვეთა სასამართლო ექსპერტიზის ან სამეცნიერო მიზნით. 2. რომელიმე დაწესებულების განყოფილება, ნაწილი, ჯგუფი.
სვია - 1. მრავალწლიანი მცენარეა (Humulus lupulus). შეიცავს ეთერის ზეთს, ორგანულ მჟავებს, ყვითელ პიგმენტს, ფისებს, მწარე, მთრიმლავ, ცხიმოვან ნივთიერებებს და სხვ. გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, სედატიური, შარდმდენი, საჭმლის მომნელებელი არხის მატონიზებელი და მადის მომყვანი თვისებები. იყენებენ ნევროზების, გასტრიტების, ცისტიტების, გულსისხლძარღვოვანი სისტემის პათოლოგიების შემთხვევებში, საერთო სისუსტის, უძილობის დროს, აგრეთვე როგორც ანტიჰელმინთურ საშუალებას. ასევე გამოიყენება ლუდის წარმოებაში. 2. ზუთხისებრთა ოჯახის წარმომადგენელი თევზია (Huso huso). გავრცელებულია შავ, აზოვის, კასპიის და ადრიატიკის ზღვებში. სხეულის ზომა აღწევს 45 მეტრს, წონა 1,5 ტონას. ცოცხლობს 100 წელზე მეტხანს. აქვს დიდი სარეწაო მნიშვნელობა.
სიამის ტყუპები (Siamese twins) - იდენტური, ერთკვერცხოვანი ტყუპები, რომლებიც ერთმანეთთან არიან შეზრდილნი. გვხვდება შეზრდის სხვადასხვა ფორმა, მთლიან შერწყმამდეც კი. ყველაზე უფრო ცნობილი შეზრდილი ტყუპები დაიბადნენ 1811 წელს სიამში ანუ ტაილანდში. იცოცხლეს 63 წელი, ჰყავდათ ჯანმრთელი, ნორმალური შვილები.
სიბერე (senectus) - ორგანოებსა და ორგანოთა სისტემებში ასაკობრივი ცვლილებების კანონზომიერი წარმოქმნა, რაც აქვეითებს მის შემგუებლობით შესაძლებლობებს. სიბერე ონტოგენეზის დასკვნითი ეტაპია. იგი გენეტიკურადაა დაპროგრამებული. ბოლო წლებში აღმოჩენილია სიბერის გენი.
სიბსები (ინგლ. sibs ნათესავები, ნათესაობა) - 1. ადამიანში - ძმები და დები, მაგრამ არა ტყუპები. 2. მშობელთა წყვილის შთამომავლები ცხოველებში (ღვიძლი დები და ძმები). ტერმინი სიბსები გამოიყენება უფრო ფართო გაგებითაც, მაგ., სიბსები-ბიძაშვილები, სიბსები-ბიძაშვილიშვილები. სიბსების შეჯვარების შედეგად ადგილი აქვს ინცესტის (იხ.) მოვლენას.
სიგნალი (ლათ. signum ნიშანი) - შინაგანი ან გარეგანი, გაცნობიერებული ან გაუცნობიერებელი პროცესი, რომელიც ატარებს ინფორმაციას რაიმე მოვლენაზე, რითაც ხელს უწყობს ცოცხალი სისტემის ორიენტაციას ამ მოვლენისადმი.
სიგნატურა (ლათ. signatura დანიშვნა) - რეცეპტის ნიწილი, რომელშიც აღნიშნულია წამლის მიღების წესები. შემოკლებით აღინიშნება როგორც შ.
სიდეროზი (ბერძნ. sideros რკინა, osis მდგომარეობა) - ქსოვილებში რკინის ჟანგეულების დალექვა; ფილტვების ქრონიკული პროფესიული დაავადება, რომელსაც რკინის ჟანგეულები იწვევს.
სიდრი (ფრანგ. cidre) - ვაშლისაგან დამზადებული ღვინო, რომელიც მიიღება ვაშლის წვენის დუღილით.
სიზმარი (somnium) - ტვინისა და ორგანიზმის ფიზიოლოგიური მდგომარეობა, რაც ხასიათდება გარეშე გამღიზიანებლებზე თითქმის სრული არეაქტიულობით და ორგანიზმის უძრაობით. დადგენილია, რომ სიზმარი შეიცავს ორ ფაზას: ნელს და სწრაფს. ახალშობილებში უფრო ხშირია სწრაფი ფაზა, ხოლო ხანშიშესულებში - ნელი. სიზმარი უნდა განვიხილოთ როგორც თავის ტვინის განსაკუთრებულად ორგანიზებული მოქმედება.
სიკვდილი (mors, letum) - ინდივიდის, როგორც ცოცხალი სისტემის დაღუპვა, რაც განპირობებულია ორგანიზმის ცხოველქმედების შეწყვეტით. ამ დროს ხდება ცილების და სხვ. ბიოპოლიმერების დაშლა, რომლებიც სიცოცხლის ძირითად მატერიალურ საფუძველს წარმოადგენენ. განასხვავებენ ფიზიოლოგიურ (ხანგრძლივად მიმდინარე, ორგანიზმის დაბერებასთან დაკავშირებულ) და ნაადრევ (ავადმყოფობასთან დაკავშირებულ) სიკვდილს. აგრეთვე განასხვავებენ სიკვდილის ორ ფორმას - ბიოლოგიურს ანუ ჭეშმარიტს და კლინიკურს - ზოგ შემთხვევაში შექცევადს.
სიკვდილიანობა (mors, letum) - დროის განსაზღვრულ მონაკვეთში მკვდარი ან დაღუპული ინდივიდების რაოდენობა (როგორც წესი, ანგარიშობენ 100 ან 1000 ეგზემპლარზე). მჭიდრო კავშირშია ავადმყოფობებთან, მტაცებლებთან, პოპულაციის მდგომარეობასთან და რაოდენობასთან, სქესობრივად მომწიფებული ეგზემპლარების რაოდენობასთან. ადამიანს განსაკუთრებით მაღალი სიკვდილიანობა ახასიათებს ონტოგენეზის დასაწყისში და მის დასასრულს.
სილიკოზი (ლათ. silex კაჟი, ბერძნ. osis მდგომარეობა) - მემაღაროეთა ფილტვების პროფესიული დაავადება, რომელიც ვითარდება თავისუფალი სილიციუმის ორჟანგის შემცველი საწარმოო მტვრის ხანგრძლივი შესუნთქვის შედეგად.
სილოგიზმი (ბერძნ. syllogismus) - დედუქციური, ლოგიკური მსჯელობა, რომელიც შედგება ორი პირობისა და დასკვნისაგან.
სილოსი (ესპ. silos) - სპეციალურ ორმოებში, თხრილებში, კოშკებში მცენარეების მწვანე მასის დამწნილების საშუალებით მიღებული საკვები ცხოველებისათვის. სილოსირების საფუძველია გამოყოფილი რძის მჟავით პროდუქტების კონსერვაცია.
სილურული პერიოდი - პალეოზოური ერის მესამე პერიოდი. სახელწოდება მომდინარეობს სილურების უძველესი ტომიდან, რომლებიც ცხოვრობდნენ უელსისა და ინგლისის საზღვარზე. აღნიშნული პერიოდი გრძელდებოდა 30 მლნ წლის განმავლობაში. ამ პერიოდში ნანახია მცირე ზომის სპორიანი კი იყვნენ წყალმცენარეები. გამოჩნდნენ ხმელეთის ფეხსახსრიანები, მტაცებელი ევრიპტერიდები, მორიელების წინაპრები, აგრეთვე უფრთო მწერები.
სიმახინჯეები - სინონიმი: განვითარების ანომალიები და მანკები. იხ. ტერატოლოგია.
სიმბიოზი (ბერძნ. sym თანა, bios სიცოცხლე, ცხოვრება) - სხვადასხვა სახეობის ორი ორგანიზმის თანაცხოვრება, რაც სასარგებლოა ორივე პარტნიორისათვის. ტერმინი შემოგვთავაზა ჰ.ა.დე ბარიმ 1879 წელს.
სიმბიონტები (ბერძნ. sym თანა, bios სიცოცხლე, ცხოვრება) - სხვადასხვა ბიოლოგიური სახეობების ორგანიზმები, რომლებიც სიმბიოზურ (იხ.) დამოკიდებულებაში იმყოფებიან ერთმანეთთან (მაგ., სოკო და წყალმცენარე, კიბო-განდეგილი და აქტინია).
სიმეტრია (ბერძნ. symmetria თანაზომიერება) - რაიმეს თანაზომიერი, პროპორციული განლაგება ცენტრის, ღერძის, სიბრტყის მიმართ. განასხვავებენ ბილატერალურ (ორმხრივ) და რადიალურ (სხივურ) სიმეტრიებს.
სიმინდი (Zea mays) - ერთწლიანი კულტურული ბალახოვანი მცენარეა. მისი სამშობლოა მექსიკა. შეიცავს K ვიტამინს, ასკორბინის და პანტოთეინის მჟავებს, კაროტინოიდებს, საპონინებს, ალკალოიდებს, მწარეგლიკოზიდებს, შაქრებს, ფისებს დასხვ. აძლიერებს ნაღვლის სეკრეციას, ზრდის ბილირუბინის შემცველობას, აჩქარებს სისხლის შედედებას, აძლიერებს დიურეზს. იყენებენ ქოლეცისტიტების დროს, აგრეთვე როგორც სისხლის შემაჩერებელ და შარდმდენ საშუალებას ნაღველ-კენჭოვანი დაავადებების, სხვადასხვა წარმოშობის სისხლდენების, შეშუპებების, გინეკოლოგიური დაავადებების შემთხვევებში და სხვ.
სიმპათიკური ნერვული სისტემა (systema nervosum sympathi- cum) - ადამიანისა და ცხოველის ვეგეტაციური ნერვული სისტემის ნაწილი, რომელიც გავლენას ახდენს საჭმლის მომნელებელი ორგანოების, გლუვი კუნთების, გულის, სისხლძარღვების, თირკმლების, შარდის ბუშტის, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების, სასქესო ორგანოების, გრძნობათა ორგანოების და სხვათა მუშაობაზე.
სიმპატრია (ბერძნ. syn თან, ერთად, patria სამშობლო) - ერთ გეოგრაფიულ რაიონში სხვადასხვა სახეობების ან გენეტიკურად განსხვავებული შიდასახეობრივი ჯგუფების თანაცხოვრება.
სიმპლასტი (ბერძნ. syn თან, ერთად, plastos გამოძერწილი, წარმოქმნილი) - ქსოვილები, რომელთა უჯრედებს შორის ზღვარი წაშლილია. სიმპლასტური აგებულება დამახასიათებელია განივზოლიანი კუნთების ბოჭკოებისათვის, ზოგიერთი უმარტივესისათვის და სხვა. სიმპლასტი წარმოიქმნება უჯრედების შერწყმის ან ენდომიტოზის (იხ.) შედეგად.
სიმპლექსი (ლათ. simplex) - მარტივი, უბრალო. მაგ., herpes simplex - მარტივი ჰერპესი.
სიმპოზიუმი (ბერძნ. symposium მეგობრული ნადიმი) - რაიმე სპეციალური სამეცნიერო საკითხისადმი მიძღვნილი შეხვედრა ვიწრო წრეში, ჩვეულებრივ, საერთაშორისო მასშტაბით.
სიმპტომატოლოგია (ბერძნ. symptoma ნიშან-თვისება, დამთხვევა, logos მოძღვრება) - მოძღვრება დაავადებათა სიმპტომების შესახებ.
სიმპტომი (ბერძნ. symptoma ნიშან-თვისება, დამთხვევა) - რაიმე ავადმყოფობის დამახასიათებელი გარეგნული ნიშანი. განასხვავებენ სუბიექტურ და ობიექტურ სიმპტომებს.
სიმპტომური მკურნალობა (ბერძნ. symptoma ნიშან-თვისება, დამთხვევა) - დაავადების სიმპტომების (და არა მისი გამომწვევი მიზეზის) წინააღმდეგ მიმართული მკურნალობა.
სიმსივნეების კლონური წარმოშობა (ბერძნ. klon ამონაყარი, ყლორტი) - სიმსივნეების უჯრედული სუბსტრატის წარმოქმნა ერთი უჯრედიდან, კლონიდან.
სიმსივნის ბიკლონურობა (ლათ. bi ორი, ბერძნ. klon ამონაყარი, ყლორტი) - სიმსივნურ უჯრედებს ზოგ შემთხვევაში გააჩნიათ ორი სხვადასხვა ტიპის უჯრედისათვის დამახასიათებელი ანტიგენები და მორფოლოგია.
სიმსივნური ევოლუცია (ლათ. evolutio განვითარება, გაშლა) - სიმსივნური პროცესის განვითარება ნელი, თანდათანობითი ცვლილებების გზით.
სიმულაცია (ლათ. simulatio მიმსგავსება, თავის მოჩვენება) - თავის მოავადმყოფება, ავადმყოფობის მოგონება ვინმეს მოტყუების, შეცდომაში შეყვანის მიზნით.
სინათლის მიკროსკოპია - უჯრედებისა და ქსოვილების გამოკვლევის ძირითადი მეთოდი. შედგება სასაგნე მაგიდისაგან, ტუბუსისაგან, ობიექტივებისაგან, ოკულარისაგან, კონდენსორისაგან, დიაფრაგმისაგან, ფოკუსის ორი - მიკრო- და მაკროხრახნებისაგან და სარკისაგან. ობიექტივი შედგება ლითონის ბუდეში მოთავსებული რამოდენიმე ლინზისაგან, ოკულარი კი - ორი ლინზისაგან. სინათლის მიკროსკოპის გარჩევის უნარი შეზღუდულია სინათლის ტალღის სიგრძით. ნებისმიერი მიკროსკოპის გადიდებისა და გარჩევის უნარი განათების წყაროს ტალღის სიგრძის უკუპროპორციულია. ობიექტის გადიდებას სინათლის მიკროსკოპში ვადგენთ ობიექტივისა და ოკულარის გადიდებების ერთმანეთზე გადამრავლების საშუალებით.
სინამაქის ხე (Cassia acutifolia) - მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა ან ბუჩქი. შეიცავს ანტრაგლიკოზიდებს, ფისებს, სხვადასხვა ორგანულ მჟავებს, ფლავონოიდებს, ფიტოსტერინებს. იყენებენ როგორც სასაქმებელს, ნაწლავების ფუნქციის რეგულაციისათვის, ქრონიკული ატონიური ყაბზობების, ბუასილის, აგრეთვე ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებებისას.
სინანთროპი (ლათ. Sina ჩინეთი, ბერძნ. anthropos ადამიანი) - უძველესი ნამარხი ადამიანი, რომლის ჩონჩხის ნაშთები პირველად აღმოჩენილ იქნა ჩინეთში XX საუკუნის 20-იან წლებში. ანთროპოლოგიურად პითეკანთროპის (იხ.) მსგავსია.
სინანთროპიზაცია (ბერძნ. syn თან, ერთად, anthropos ადამიანი) - ადამიანის სიახლოვეს სხვა ორგანიზმების თანაცხოვრების მოვლენა. ასეთი ცხოველები ზოგჯერ ასრულებენ ბუნებრივი სანიტრების ფუნქციებს, ზოგჯერ კი ადამიანისათვის საშიში დაავადებების გადამტანებია.
სინანთროპული ორგანიზმები (ბერძნ. syn თან, ერთად, anthropos ადამიანი) - ცხოველები, მცენარეები და მიკროორგანიზმები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ადამიანთან. ტკიპები, რწყილები, კოღოები შეიძლება იყვნენ სრული სინანთროპული ორგანიზმები (თუკი ისინი ბინადრობენ ადამიანის სადგომში) ან ნაწილობრივნი (თუკი ისინი ბინადრობენ დასახლებული პუნქტების ტერიტორიაზე, ადამიანის საცხოვრებლის გარეთ). ტერმინი პრაქტიკულად არ გამოიყენება პათოგენური მიკროორგანიზმების აღსანიშნავად.
სინართროზი (ბერძნ. syn თან, ერთად, arthron სახსარი, osis მდგომარეობა) - ძვლების უძრავი ან ნაკლებადმოძრავი შეერთება შემაერთებელი ქსოვილით (სინდესმოზი), ხრტილით (სინქონდროზი) ან ძვლოვანი ქსოვილით (სინოსტოზი).
სინაფსი (ბერძნ. synapsis კავშირი) - 1. ნეირონთა ან ნერვისა და კუნთის შეკავშირების ადგილი. სინაფსი შეიძლება იყოს აღმგზნები და შემაკავებელი. ადამიანის თავის ტვინის დიდ ნეირონებს გააჩნიათ 4-დან 20000-მდე სინაფსი, სხვებს კი მხოლოდ ერთი. არსებობს სინაფსის ორი ტიპი - ელექტრული და ქიმიური. 2. ქრომოსომების კონიუგაციის სინონიმი, რასაც ადგილი აქვს მეიოზური გაყოფის დროს. ამ დროს ხდება ქრომოსომებს შორის ცალკეული მონაკვეთების გაცვლა ანუ კროსინგოვერი (იხ.). სინონიმი: სინდეზი.
სინგამია (ბერძნ. syngamos ქორწინებით შეერთებული) - იგივე განაყოფიერება ანუ მდედრობითი და მამრობითი სასქესო უჯრედებისშერ წყმა.
სინგენური ცხოველები (ბერძნ. syn თან, ერთად, gennao წარმოშობა) - ლაბორატორიული ცხოველები, რომლებიც ერთი და იგივე წინაპრებისაგან წარმოიშვნენ.
სინგლი (ინგლ. single ერთი, მარტოდმარტო) - ადამიანი, რომელიც კარგად გრძნობს თავს მარტოობაში.
სინდრომი (ბერძნ. syndrome თავმოყრა) - რომელიმე ავადმყოფობისათვის დამახასიათებელ სიმპტომთა ერთობლიობა (კომპლექსი). ცნობილია ბანტის, ბროუნ-სეკარის, ვესტფალის, კენედის, მენიერის, ფანკონის და სხვ. სინდრომები.
სინეკოლოგია (ბერძნ. syn თან, ერთად, oikos ადგილსამყოფელი, logos მოძღვრება) - იგივე თანასაზოგადოებების ეკოლოგია. შეისწავლის ბიოცენოზების ორგანიზაციის კანონზომიერებებს, მათ სტრუქტურასა და ფუნქციონირებას, რაც კვებით ჯაჭვებში ნივთიერებათა მიმოქცევასა და ენერგიის ტრანსფორმაციაში ვლინდება.
სინერგეტიკა (ბერძნ. syn თან, ერთად, energeia მოქმედება, მოღვაწეობა) - მეცნიერების დარგი, რომელიც სწავლობს სხვადასხვა ბუ ნების ქვესისტემებისაგან (ფოტონი, ელექტრონი, ატომი, უჯრედი, მექანიკური ელემენტები, ორგანოები, მცენარეები, ცხოველები და ადამიანი) შემდგარ სისტემებს. სინერგეტიკა ადგენს საერთო კანონზომიერებებს და ქმნის თეორიულ მოდელს ევოლუციის, თვითორგანიზაციის, ფიზიკურქიმიური, ბიოლოგიური, ეკოლოგიური, სოციალური და გამოთვლითი სისტემებისათვის.
სინერგიდები (ბერძნ. syn თან, ერთად, ergon მუშაობა) - ფარულთესლოვანი მცენარეების ჩანასახოვან პარკში განლაგებული ორი უჯრედი, რომლებიც კვერცხუჯრედთან ერთად ქმნიან კვერცხის აპარატს.
სინერგიზმი (ბერძნ. syn თან, ერთად, ergon მუშაობა) - რამდენიმე კუნთის ან სხვადასხვა აგენტის (მაგ., წამლების, კანცეროგენური ნივთიერებების, კუნთების) ერთდროული მოქმედება ერთი მიმართულებით.
სინთეზი (ბერძნ. synthesis შეერთება, შერწყმა) - 1. ერთმანეთთან დაკავშირებული საგნების, მოვლენების, პროცესების ერთიანობა, მთლიანობა. 2. ქიმიური რეაქციების მეშვეობით შენაერთების მიღება მათი შემადგენელი კომპონენტებისაგან (მაგ., ორგანული ნივთიერებების სინთეზი). 3. ანალიზით (იხ.) მიღებული მონაცემების განზოგადება, მათი მთლიანობაში მოყვანა.
სინკანცეროგენეზი (ბერძნ. syn თან, ერთად, ლათ. cancer კიბო, genesis წარმოშობა) - სიმსივნეების წარმოშობა სხვადასხვა აგენტებისა და ფაქტორების ერთობლივი მოქმედებით.
სინკარიონი (ბერძნ. syn თან, ერთად, karyon ბირთვი) - 1. ორი სომატური უჯრედის შერწყმის შედეგად მიღებული ერთბირთვიანი უჯრედიჰიბრიდი. ამ დროს ჯერ წარმოიქმნება ორბირთვიანი უჯრედი (დიკარიონი), შემდეგ კი ბირთვების შერწყმის შედეგად - ერთბირთვიანი სინკარიონი. 2. ზიგოტის ბირთვი, რომელიც წარმოიქმნება ორი სხვადასხვა სქესის გამეტის ბირთვების შერწყმის შედეგად.
სინკოპე (ბერძნ. synkopto დაუძლურება, ძალღონის გამოლევა) - გულის წასვლა, ცნობიერების ხანმოკლე დაკარგვა თავის ტვინის მწვავე ანემიის შედეგად.
სინოვია (პარაცელსის მიერ შემოღებული ნეოლოგიზმი) - წყლის, ცილის, ლორწოსა და მინერალური მარილებისაგან შემდგარი გამჭვირვალე, წებოვანი სითხე, რომელსაც გამოყოფს სინოვიური ჩანთა სასახსრე ზედაპირზე ხახუნის შესამცირებლად.
სინოიკია (ბერძნ. synoikia თანაცხოვრება) - კომენსალიზმის (იხ.) ერთ-ერთი სახე, როდესაც კომენსალი ბინადრობს სხვა ცხოველის საცხოვრებელში (ბუდეში, სოროში და სხვ.). კომენსალი ჩვეულებრივ იკვებება მასპინძლის საკვების ნარჩენებით.
სინონიმი (ბერძნ. synonymos თანამოსახელე, ერთსახელიანი) - სიტყვა, რომელიც სხვებისაგან განსხვავდება ხმოვანებით, მაგრამ მას ემთხვევა ან ძალზე ახლოა მნიშვნელობით.
სინოსტოზი (ბერძნ. syn თან, ერთად, osteon ძვალი) - ძვლების უძრავი შეერთება გაძვალებული შუალედი ქსოვილის მეშვეობით.
სინტოქსიკური შენაერთები (ბერძნ. syn თან, ერთად, toxikon შხამი) - აღნიშნული აგენტები მოქმედებენ როგორც ტრანკვილიზატორები (იხ.), ქმნიან პასიური, მშვიდობიანი თანაარსებობის მდგომარეობას ორგანიზმში შეჭრილი უცხო ანტიგენებისადმი. ყველაზე უფრო ეფექტური სინტოქსიკური ჰორმონებია კორტიკოსტეროიდები, პრეგნენოლონ 10αკარბონიტრილი და სხვ.
სინუსი (ლათ. sinus წიაღი, უბე) - სიღრუეები, გამონაზარდი, გრძელი დახშული არხი (მაგ., თავის ტვინის სინუსები, აორტის და ვენის სინუსები და სხვ.).
სინუსოიდი (ლათ. sinus წიაღი, უბე, ბერძნ. eidos მსგავსი) - ღვიძლის, ელენთის, თირკმელზედა ჯირკვლის ვენურ და კაპილარულ ქსელში ჩართული, ენდოთელიუმით ამოფენილი სივრცეები ან სიღრუეები.
სინქრონიზაცია (ბერძნ. syn თან, ერთად, chronos დრო) - ავთვისებიანი უჯრედების სინქრონიზაცია ანუ უჯრედული ციკლის ერთ ფაზაში თავმოყრა მათი ერთობლივი განადგურების მიზნით.
სინქრონული (ბერძნ. syn თან, ერთად, chronos დრო) - ერთდროულად მიმდინარე რაიმე პროცესი, ზემოქმედება, მოვლენა.
სინციტიუმი (ბერძნ. syn თან, ერთად, kytos უჯრედი) - გამოირჩევა უჯრედების მჭიდრო კონტაქტებით, გააჩნიათ პლაზმური მემბრანები, რომლებიც ერთმანეთთან დესმოსომებით არიან დაკავშირებულნი. ზოგჯერ სინციტიუმს უწოდებენ გიგანტურ მრავალბირთვიან უჯრედულ წარმონაქმნებს (პოლიკარიოციტებს), რაც მართებული არ არის.
სისტემა (ლათ. systema შეერთება, შეკავშირება) - გულისხმობს ორგანიზმების, რაიმე საგნების, მოვლენების, იდეების და სხვ. მოწესრიგებულ ურთიერთდამოკიდებულებას. ბიოლოგიაში - განსაზღვრული ფუნქციის შემსრულებელი ორგანიზმების, ორგანოების, ქსოვილების და სხვ. ერთობლიობა (მაგ., ნერვული, გულსისხლძარღვთა, შარდსასქესო და სხვ.).
სისტემატიკა (ბერძნ. systematikos მოწესრიგებული, დალაგებული) - სისტემაში, წესრიგში მოყვანა. საგნებისა და მოვლენების კლასიფიკაცია და დაჯგუფება. ბიოლოგიაში - მეცნიერება ცხოველებისა და მცენარეების განაწილებაზე შესაბამის ჯგუფებში - ცალკეულ სისტემატიკურ კატეგორიებში (სახეობა, გვარი, ოჯახი, რიგი, კლასი, ტიპი). ბიოლოგიაში სისტემატიკას ხშირად ყოფენტაქსონომიად (ორგანიზმების კლასიფიკაციის თეორია) და საკუთრივ სისტემატიკად. ტერმინ «ტაქსონომიას» ხშირად იყენებენ „სისტემატიკის“ სინონიმად.
სისტოლა (ბერძნ. systole შეკუმშვა) - გულის რითმული შეკუმშვა.
სისხლი (sanguis) - თხეადი ქსოვილი, რომელიც ცირკულირებს ორგანიზმის სისხლძარღვებში. შედგება პლაზმისა და სისხლის უჯრედებისაგან. ახორციელებს ნივთიერებათა ტრანსპორტს ორგანიზმში, უზრუნველყოფს უჯრედებისა და ქსოვილების ცხოველქმედებას და სხვადასხვა ფიზიოლოგიური ფუნქციების შესრულებას. გარდა ამისა, იგი ასრულებს დამცველობით, რეგულატორულ და სხვა ფუნქციებს.
სისხლის ორპირა - იხ. შისტოსომა.
სისხლის ჟანგბადური ტევადობა - სისხლის სუნთქვითი პიგმენტებით (ჰემოგლობინით და ა.შ.) შებოჭილი ჟანგბადის მაქსიმალური რაოდენობა. აღნიშნული მაჩვენებელი იზრდებოდა ევოლუციის მსვლელობისას. იგი მაქსიმალურ სიდიდეს (20 მლ ჟანგბადი სისხლის 100 მლ-ზე) აღწევს ფრინველებსა და ძუძუმწოვრებში.
სისხლის ფორმულა - პერიფერიული სისხლის შემადგენელი უჯრედების შემცველობა პლაზმაში. ჩვეულებრივ ამ მაჩვენებლებს ემატება ფერადობის მაჩვენებელი, ერითროციტების დალექვის სიჩქარე (ედს), ლეიკოგრამა (იხ.) და ა.შ.
სისხლის შედედება - სისხლის გარდაქმნა ელასტიკურ შენადედად, პლაზმაში გახსნილ ცილაფიბრინოგენის გაუხსნად ფიბრინად გადაქცევის შედეგად. ფიბრინი პოლიმერიზაციის შედეგად წარმოქმნის წვრილ ძაფებს, რომელნიც აკავშირებენ სისხლის უჯრედებს ერთმანეთთან. სხვადასხვა დაავადებების დროს სისხლის შედედების სისწრაფე ჩქარდება ან ნელდება. სისხლის შედედება ხორციელდება სისხლის უჯრედებით (თრომბოციტებით, ერითროციტებით), სისხლძარღვების კედლებითა და პლაზმის ფერმენტული სისტემებით. სინონიმი: კოაგულაცია (იხ.).
სისხლის შემცვლელები - იგივე საინფუზიო საშუალებები. სამკურნალო მიზნით გამოყენებული საშუალებები (სისხლის შემცვლელად ან მისი კორექციისათვის შოკის, სისხლის დაკარგვის, დამწვრობის, ანემიების და სხვ. შემთხვევებში). სისხლის შემცვლელებია: პოლიგლუკინი, რეოპოლიგლუკინი და სხვ. სისხლის შემცვლელებზე სწავლების პიონერია ქართველი მეცნიერი ი.თარხნიშვილი.
სისხლის ჯგუფები - სისხლის ტიპები, რომლებიც განსხვავდებიან ერთი სახეობის ინდივიდებში იმუნოლოგიური მახასიათებლებით - ერითროციტებში განსაზღვრული ანტიგენების, აგრეთვე პლაზმაში შესაბამისი ანტისხეულების არსებობით ან არარსებობით. სისხლის ჯგუფებს საზღვრავენ ჰემაგლუტინაციის რეაქციის მეშვეობით. ადამიანში სისხლის 4 ძირითადი ჯგუფია (O, A, B, AB ანუ I, II, III, IV).
სისხლმბადი ორგანოები - ორგანოები, რომლებშიც წარმოიქმნებიან სისხლის უჯრედები. მათ მიეკუთვნებიან: ძვლის ტვინი, ლიმფური კვანძები, ელენთა, თიმუსი. ემბრიონულ პერიოდში სისხლმბადი ორგანოს ფუნქციას ასრულებს აგრეთვე ღვიძლი.
სისხლწარმოქმნა (ბერძნ. haima სისხლი, poiesis წარმოქმნა, შექმნა) - სისხლის უჯრედების წარმოქმნისგანვითარების და მომწიფების პროცესი. სისხლის უჯრედები სპეციალიზებულ ფუნქციებს ასრულებენ. მათ ახასიათებთ მოკლე სასიცოცხლო ციკლი: ერითროციტები ცოცხლობენ 120 დღე-ღამე, გრანულოციტები - დაახლოებით 5, ლიმფოციტები - რამდენიმე დღიდან რამდენიმე თვემდე და წლამდეც კი, თრომბოციტები - 4 დღე-ღამემდე. სისხლის უჯრედები განუწყვეტლივ იშლებიან და იცვლებიან ახალი უჯრედებით, ასე რომ მათი რაოდენობა შენარჩუნებულიაორგანიზმის მთელი სიცოცხლის განმავლობაში. სინონიმი: ჰემოპოეზი (იხ.).
სისხლწარმოქმნის სტიმულატორები - სისხლწარმოქმნის პროცესის მასტიმულირებელი ნივთიერებები. ერითროპოეზზე მასტიმულირებელ მოქმედებას ახდენს B ვიტამინი, კამპოლინი, ანტიანემინი, რკინის შემცველი პრეპარატები და სხვ. ლეიკოპოეზს ასტიმულირებენ ლეიკოგენი, პენტოქსილი, მეთილურაცილი და სხვ. იგივე ერითროპოეტინები, ლეიკოპოეტინები და ა.შ.
სიფილისი (იტალიელი პათოლოგის ჯ.ფრაკასტოროს პოემის გმირის სახელი, რომელიც ავად იყო ამ დაავადებით) - იგივე ათაშანგი, ლუესი. ინფექციური, თავისი შედეგებით მეტად საშიში დაავადება. გამომწვევია Treponema pallidum. შეიძლება იყოს შეძენილი და თანდაყოლილი. შეძენილის დროს დაავადება ჯანმრთელ ადამიანს გადაეცემა სქესობრივი კონტაქტით ან საყოფაცხოვრებო კონტაქტებით. საინკუბაციო პერიოდი 21-24 დღეა - ინფექციის შეჭრიდან სიფილისის პირველი სიმპტომის, მაგარი შანკრის განვითარებამდე.
სიცოცხლე (vita) - შეიძლება განისაზღვროს როგორც სპეციფიკური სტრუქტურის შენარჩუნება და თვითგანახლება, რაც ხდება გარედან შემოსული ენერგიის ხარჯზე. ამრიგად, აუცილებელია ორგანიზმის მუდმივი კავშირი გარემოსთან, რაც ხორციელდება ნივთიერებების და ენერგიის მიმოცვლის საშუალებით. ნივთიერებათა ცვლა წარმოდგენილია ასიმილაციისა და დისიმილაციის პროცესების ერთობლიობით.
სიცოცხლის ხანგრძლივობა - ინდივიდის (მისი ონტოგენეზის) არსებობის ხანგრძლივობა. განასხვავებენ ფიზიოლოგიური სიცოცხლის ხანგრძლივობას ანუ მაქსიმალურს ამ სახეობის ინდივიდებისათვის, ეკოლოგიურს ანუ ბუნებრივ პირობებში ინდივიდების მაქსიმალურ ასაკს და საშუალო ასაკს ანუ რომელსაც საშუალოდ აღწევენ ამ სახეობის ინდივიდები. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას ითვლიან ინდივიდების ასაკების ჯამის გაყოფით მათ რაოდენობაზე. მცენარეები ცხოველებთან შედარებით უფრო დიდხანს ცხოვრობენ (თეთრი აკაცია ცოცხლობს 200 წლამდე, ფიჭვი - 600, ნაძვი - 1000, მუხა - 2000, ხოლო სექვოია - რამდენიმე ათას წელიწადს). ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა განისაზღვრება მისი ბიოლოგიური, მემკვიდრული თავისებურებებით და ცხოვრების სოციალური პირობებით.
სკალპი (ინგლ. scalp) - თმებიანი კანი, რომელსაც დამარცხებულ მტერს აძრობდნენ თავიდან (გალების, სკიფების, ინდიელების სამხედრო ტროფეი).
სკანირება (ინგლ. scanning ყურადღებით ყურება) - გამოსხივების ნაკადის სივრცობრივი გადახრა ობიექტის სხვადასხვა უბნების თანმიმდევრული გამოკვლევის მიზნით. აღნიშნული მეთოდი გამოყენებულიარადიოლოგიაში, ელექტრონულ მიკროსკოპიაში და სხვ.
სკარიფიკაცია (ბერძნ. scaripheuo ვსერავ, ვფხაჭნი) - მცირე ზომის ნასერი ან ნაჩხვლეტი კანზე (სამკურნალო მიზნით, ანალიზისათვის საჭირო სისხლის გამოსადენად, სხვადასხვა მოქმედების ნივთიერებების ორგანიზმში შესაყვანად და სხვა, ე.წ. სკარიფიკატორის საშუალებით).
სკეპტიციზმი (ბერძნ. skeptomai ვეჭვობ, ვფიქრობ, ვწონი) - რაიმესადმი (იდეისადმი, პიროვნებისადმი, ავადმყოფობისადმი და ა.შ.) კრიტიკული, ეჭვიანი დამოკიდებულება.
სკვამოზური კიბო (ფრანგ. squama ქერცლი) - ამ ტერმინით აღინიშნება ბრტყელუჯრედოვანი ეპითელური ქსოვილის კიბო, სადაც ადგილი აქვს გარქოვანების პროცესებს.
სკიროზული სიმსივნე (ლათ. scirrhus) - ძალზე მკვრივი კონსისტენციის სიმსივნეა. სიმსივნური უჯრედები განლაგებულნი არიან სტრომაში ცალკეული უჯრედების ან მათი გროვების სახით. ასეთი ტიპის სიმსივნე შეიცავს სიმსივნური უჯრედებისაგან შემდგარ პარენქიმულ და შემაერთებელ ქსოვილს. იგივე სკირი.
სკლერენქიმა (ბერძნ. skleros მაგარი, მკვრივი, enchyma ავსებული) - მცენარეების მექანიკური ქსოვილი, რომელიც ემსახურება მათი ცალკეული ნაწილების გამაგრებას. შედგება თანაბრად გასქელებული გარსის მქონე უჯრედებისაგან.
სკლერიფიკაცია (ბერძნ. skleros მაგარი, მკვრივი, ლათ. factio კეთება) - მცენარეული უჯრედების გარსის გასქელება და მათი გახევება (ლიგნიფიკაცია), რაც ზრდის ორგანოს მექანიკურ სიმტკიცეს და შეუვალს ხდის მას სხვადასხვა დაავადებების გამომწვევების მიმართ.
სკლეროდერმია (ბერძნ. skleros მაგარი, მკვრივი, derma კანი) - კანის ქრონიკული დაავადება. მდგომარეობს კანისა და კანქვეშა ქსოვილის გახევებაში, გამკვრივებაში.
სკლეროზი (ბერძნ. skleros მაგარი, მკვრივი) - შემაერთებელი ქსოვილის დიფუზური ან კეროვანი ზრდა ამა თუ იმ ორგანოსა თუ ქსოვილში. შემკვრივება გამოწვეულია ფუნქციურად აქტიური ელემენტების დაღუპვით და მათ ნაცვლად ფიბროზული შემაერთებელი ქსოვილის განვითარებით, აგრეთვე ამილოიდის, ჰიალინისა და მარილების დალექვით ამ ორგანოებსა და ქსოვილებში. ამ ტერმინს იყენებენ მეხსიერების დაქვეითების აღსანიშნავადაც.
სკოლექსი (scolex) - თასმისებური ჭიების თავი, რომელზეც განლაგებულია ნაირგვარი საფიქსაციო ორგანოები.
სკოლიოზი (ბერძნ. skolios მოღუნული, გამრუდებული) - ხერხემლის ფრონტალური გამრუდება. უფრო ხშირად შეინიშნება სკოლის მოსწავლეებში.
სკრინინგი (ინგლ. screening გადარჩევა, ამორჩევა) - ავადმყოფების გადარჩევის მეთოდი პათოლოგიური პროცესის გამოვლენის მიზნით.
სმეგმა (smegma) - თებო, ჩუჩის საცხი ანუ ქონი. პენისში არსებული ტეისონის ჯირკვლების მიერ გამოყოფილი შემზეთავი ნივთიერება, რომელსაც ექსპერიმენტში კანცეროგენური თვისებები აღმოაჩნდა. როგორც ფიქრობენ, მუსულმან და ებრაელ ქალებში საშვილოსნოს ყელის კიბოს დაბალი სიხშირე განპირობებულია მუსულმანი და ებრაელი მამაკაცების წინადაცვეთით. ამ ოპერაციისგამო, ამ უკანასკნელთ სმეგმა პენისში თითქმის არ უგროვდებათ.
სმენა (auditus) - ორგანიზმის უნარი აღიქვას ბგერა. ძუძუმწოვრებში, მათ შორის ადამიანში, სმენის სისტემა პერიფერიული და ცენტრალური ნაწილებისაგან შედგება. პერიფერიული ნაწილი ბგერის გამტარ (გარეთა და შუა ყური) და ბგერის მიმღებ (შიგნითა ყური, ლოკოკინა) აპარატებს მოიცავს. შიგნითა ყურში ბგერების რხევის მექანიკური ენერგია აუდიორეცეპტორებს (ლოკოკინას წამწამოვან უჯრედებს) ააგზნებს. ამ დროს ინდუცირებული ნერვული იმპულსები სმენის ნერვის საშუალებით თავის ტვინში სმენის ცენტრალურ ნაწილს გადაეცემა, რის შედეგადაც სმენის შეგრძნება წარმოიშვება.
სნობი (ინგლ. snob) - ადამიანი, რომელიც თაყვანს სცემს მოდას, ცდილობს მიბაძოს ე.წ. მაღალი წრის მანერებს, გემოვნებებს.
სოდოკუ (იაპონ. so ვირთაგვა, doku შხამი) - Spirillum minor-ით და Streptobacillus moniliformis-ით გამოწვეული ინფექციური დაავადება, რომელიც გადადის ვირთაგვის კბენით. ვლინდება პერიოდული ცხელებით, ლიმფური კვანძების შესივებით, ზოგადი ინტოქსიკაციით და სხვ.
სოდომია (ბიბლიის მიხედვით, ქალაქი სოდომი და გომორა ღმერთმა დაანგრია მაცხოვრებელთა გარყვნილების გამო) - 1.ადამიანის სქესობრივი კავშირი ცხოველთან. იგივე ზოოფილია. 2.პედერასტია (იხ.).
სოკოები (Fungi. Mycetes) - ჰეტეროტროფული მცენარეებისმაგვარი (ადრე მათ მცენარეებს აკუთვნებდნენ) უქლოროფილო, ეუკარიოტული ორგანიზმები, რომლებიც შედგებიან წვრილი, დატოტვილი ძაფებისაგან ჰიფებისაგან და წარმოქმნიან სოკოს ვეგეტაციურ სხეულს, მიცელიუმს (იხ.). უმაღლესი სოკოების ნაყოფსხეულებს ქოლგის ფორმა აქვთ. განასხვავებენ პარაზიტ და საპროფიტ სოკოებს. მცენარეების ფესვებზე წარმოქმნიან მიკორიზას (იხ.). ზოგიერთ მათგანს ადამიანი საკვებად იყენებს, ზოგიერთი კი შხამიანია. პარაზიტები იწვევენ ცხოველებისა და მცენარეების სხვადასხვა დაავადებებს. ზოგიერთი უმდაბლესი სოკო გამოყოფს ძლიერ ტოქსინს (მაგ., აფლატოქსინს), ზოგი კი ანტიბიოტიკს (მაგ., პენიცილინს).
სოლარიუმი (ლათ. solaris მზის, მზიანი) - სპეციალურად მოწყობილი ადგილი მზის აბაზანების მისაღებად.
სოლიდური სიმსივნე (ლათ. solidus მკვრივი) - ასეთი ტიპის სიმსივნეში ავთვისებიანი უჯრედები განლაგებულნი არიან ფენის სახით და არ გააჩნიათ სტრუქტურული ორგანიზაციის რაიმე ნიშანი. ამ ტიპის სიმსივნეებში შემაერთებელი ქსოვილი პრაქტიკულად არ არსებობს.
სოლიტარული (ლათ. solus ერთი, მარტოდ დარჩენილი) - ცალკეული, ერთეული.
სოლიტერი (ლათ. solus ერთი, მარტოდ დარჩენილი, ბერძნ. tainia ლენტი, თასმა) - ბრტყელი ჭიების ტიპის თასმისებური ჭიების კლასის წარმომადგენელი, რომელიც პარაზიტობს ადამიანისა და ცხოველების ნაწლავებში. ადამიანი ავადდება არასაკმარისად მოხარშული ფინოზური ხორცის ჭამის შემდეგ. ცნობილია ღორის, ხარის, განიერი, ჯუჯა, ექინოკოკის სოლიტერები და სხვა.
სოლუბილიზება (ინგლ. soluble ხსნადი) - კორპუსკულური ანტიგენის გადასვლა ხსნად მდგომარეობაში.
სოლფუგები (Solifugae) - იგივეფალანგები. ფეხსახსრიანების ტიპის, ობობასნაირების კლასის წარმომადგენლები, რომლებიც გავრცელებულნი არიან უმთავრესად ცხელ ქვეყნებში. ზოგი სიგრძით 10 სმ-ია. სოლფუგებს შხამიანი ჯირკვლები არა აქვთ, მაგრამ საკმაოდ მტკივნეულად იკბინებიან. ამასთან ერთად, შესაძლებელია იყვნენ ადამიანისა და ცხოველების სხვადასხვა დაავადებების გადამტანები.
სომატოსტატინი (ბერძნ. soma სხეული, ლათ. status უძრავად დგომა) - ჰიპოთალამუსის, კუჭ-ნაწლავის და პანკრეასის ლანგერჰანსის კუნძულების დელტა-უჯრედების მიერ გამომუშავებული ჰორმონი. იგი აბრკოლებს ალფა- და ბეტა- უჯრედების მიერ ინსულინის და გლუკაგონის გამოყოფას, აგრეთვე თრგუნავს ზრდის ჰორმონის (სომატოტროპინის) სეკრეციას და ზოგიერთი ფერმენტის სინთეზს.
სომატური დაავადებები (ბერძნ. soma სხეული) - დაავადებები, რომლებიც არ არიან დაკავშირებული ფსიქიკურ პროცესებთან.
სომატური მუტაციები (ბერძნ. soma სხეული, mutatio ცვლილება) - გენეტიკური მასალის ცვლილებები სომატურ უჯრედებში. იგულისხმება გენური, ქრომოსომული და გენომური მუტაციები.
სომატური რიცხვი (ბერძნ. soma სხეული) - ამა თუ იმ ბიოლოგიური სახეობის სომატური უჯრედებისათვის დამახასიათებელი ქრომოსომების რაოდენობა.
სომატური უჯრედები (ბერძნ. soma სხეული) - ყველა ის უჯრედი (გარდა სასქესო უჯრედებისა), რომელთაც გააჩნიათ ქრომოსომების დიპლოიდური კომპლექტი (მაგ., ნეირონები, ჰეპატოციტები, ერითროციტები და სხვ.).
სომნამბულიზმი (ლათ. somnus ძილი, ambulo დავეხეტები, ვსეირნობ) - ავადმყოფური მდგომარეობა, რომლის დროსაც მძინარე ადამიანი სხვადასხვა მექანიკურ მოქმედებას ასრულებს (მაგ., დადის). გამოღვიძებისას ადამიანს არაფერი არ ახსოვს. იგივე მთვარეულობა. იხ. ლუნატიზმი.
სომნოლენცია (somnolentia) - მიდრეკილება ხანგრძლივი ძილისადმი.
სოპორი (ლათ. sopor მაგარი ძილი, გაბრუება) - ღრმა პათოლოგიური ძილი. აღინიშნება მუცლის ტიფის, პნევმონიის და სხვ. შემთხვევებში.
სორბცია (ლათ. sorbere შთანთქმა) - მკვრივი ნივთიერების ან სითხის მიერ რაიმე ნივთიერების ან აირის შთანთქმა.
სორუსი (ბერძნ. soros გროვა) - გვიმრების ფოთლების ქვემო მხარეზე განლაგებული სპორანგიუმების გროვები, რომელთაც გარს აკრავს საბურველი.
სოფიზმი (ბერძნ. sophisma) - დასკვნა, რომელიც ფორმალურად თითქოსდა მართებულია. სოფიზმი ეყრდნობა ცნებების ორაზროვნებას, რაიმე მოვლენის ცალკეულ მხარეებს.
სოციალური (ლათ. socialis) - საზოგადოებრივი; დაკავშირებული საზოგადოებასთან, საზოგადოებრივ ურთიერთობებთან.
სპაზმი (ბერძნ. spasmos კრუნჩხვა) - იგივე ტონური კრუნჩხვა. კუნთის ან რამდენიმე კუნთის ძლიერი, უეცარი, უნებლიე შეკუმშვა, რაც დაკავშირებულია კუნთის ტონუსის მომატებასთან.
სპაზმოლიზური მოქმედება (ბერძნ. spasmos კრუნჩხვა, lysis გახსნა) - რაიმე ნივთიერების, წამლის და სხვ. სპაზმის საწინააღმდეგო მოქმედება.
სპარტანელი - 1. სპარტის მოქალაქე, რომლის მაცხოვრებლებიც ბავშვობიდან ეჩვეოდნენ ცხოვრების მკაცრ ჩვეულებებს და გამძლეობას. 2. მტკიცე, გამოწრთობილი ადამიანი, რომელიც მცირედით კმაყოფილდება.
სპეკულაციური (ლათ. speculatio თვალყურის დევნება, ჭვრეტა) - ის, რაც დაფუძნებულია სინამდვილისაგან, ცდისა და პრაქტიკისაგან განყენებულ აზროვნებაზე. მაგ., სპეკულაციური აზროვნება.
სპელეოლოგია (ბერძნ. spelain გამოქვაბული, logos მოძღვრება) - გამოქვაბულების, მღვიმეების ყოველმხრივი შესწავლა, რაც მოიცავს მათ წარმოშობას, ფორმას, განვითარებას, მიკროკლიმატს, წყლებს და ორგანულ სამყაროს.
სპერმა (ბერძნ. sperma თესლი) - მამრობით სასქესო ჯირკვლებში გამომუშავებული სპერმატოზოიდების შემცველი სითხე. ადამიანის სპერმა სპერმატოზოიდების გარდა შეიცავს ეპიდიდიმისის სითხეს და დამატებითი სასქესო ჯირკვლების (პროსტატის და სხვ.) სეკრეტს.
სპერმათეკა (ბერძნ. sperma თესლი, theke დახლი, დაზგა) - რეზერვუარი, სადაც მდედრ ან ჰერმაფროდიტ უხერხემლო ცხოველებში ინახება სპერმა.
სპერმატიდა (ბერძნ. sperma თესლი) - მამაკაცის სასქესო უჯრედის განვითარების ერთ-ერთი ფაზა ანუ განვითარებადი სპერმატოციტის მე-2 მეიოზური დაყოფის შედეგი. სპერმატოგენეზის შემდგომ ფაზაში სპერმატიდა გარდაიქმნება სპერმატოზოიდად.
სპერმატოგენეზი (ბერძნ. sperma თესლი, genesis წარმოქმნა) - მამრობითი გამეტების, სპერმატოზოიდების წარმოქმნის პროცესი სათესლე ჯირკვლებში.
სპერმატოგონიები (ბერძნ. sperma თესლი, gone შთამომავლობა, თაობა) - სათესლე ჯირკვლების არხების კედლების ამომფენი პირველადი სასქესო უჯრედები, რომელთაც გააჩნიათ ქრომოსომების დიპლოიდური კომპლექტი.
სპერმატოზოიდები (ბერძნ. sperma თესლი) - მამრობითი სასქესო უჯრედები, გამეტები. მცენარეებში მამრობით სასქესო გამეტებს სპერმიებს უწოდებენ.
სპერმატორეა (ბერძნ. sperma თესლი, rheo მოვედინები) - სათესლე სითხის უნებლიე დენა.
სპერმატოფორები (ბერძნ. sperma თესლი, phoros მტარებელი) - ჭიების, მოლუსკების, ამფიბიების, ზოგიერთი თევზის და სხვა ცხოველების კაფსულებად შეწებებული სპერმატოზოიდების პაკეტები, რომელთაც სხვადასხვა ფორმა გააჩნიათ.
სპერმაცეტი (ბერძნ. sperma თესლი, ketos დიდი თევზი, ვეშაპი) - კაშალოტის თავის განსაკუთრებულ ფიბროზულ ტომსიკაში (ღრუში) მოთავსებული ცვილისებური ნივთიერება. სპერმაცეტი კაშალოტს ემსახურება ექოლოკაციისათვის და შესაძლებელია ამორტიზატორის როლსაც ასრულებდეს ყვინთვისას. სპერმაცეტს იყენებენ პარფიუმერიასა და კოსმეტიკაში კრემებისა და მალამოების დასამზადებლად, აგრეთვე კანის ზოგიერთი დაავადების სამკურნალოდ.
სპერმაციები (ბერძნ. sperma თესლი) - წყალმცენარეების უმოძრაომამრობითი ჩანასახოვანი უჯრედები, რომლებსაც არ გააჩნიათ წამწამები. წამწამების განვითარების და მოძრაობის უნარის შეძენის შემდეგ აღნიშნულ უჯრედს სპერმატოზოიდი ან ანთეროზოიდი ეწოდება.
სპერმიები (ბერძნ. sperma თესლი) - შიშველ და ფარულთესლოვან მცენარეებში: უშოლტო და პასიურად მოძრავი მამრობითი სასქესო უჯრედები.
სპერმინი (ბერძნ. sperma თესლი) - ცხოველის სათესლე სითხეში არსებული ორგანული ნივთიერება. მედიცინაში იყენებენ როგორც ნერვული სისტემის გამაჯანსაღებელ საშუალებას. ასეთივე მოქმედების პრეპარატებია: სპერმოლი, სპერმოკრინი და სხვ.
სპექტრი (ლათ. spectrum დანახვა, მოჩვენება) - სხვადასხვა ფერის ზოლი, რომელიც მიიღება პრიზმასა და სხვა გარდამტეხ გარემოში სინათლის სხივის გავლის დროს.
სპეციალიზაცია (ლათ. specialis განსაკუთრებული) - 1. უჯრედების დიფერენცირების უმაღლესი საფეხური, როდესაც ისინი იწყებენ მათზე დაკისრებული ფუნქციის შესრულებას. ერითროციტებს, სპერმატოზოიდებს, ნეირონებს და სხვ. მაღალსპეციალიზებულ უჯრედებს უწოდებენ. 2. ადამიანის მოღვაწეობის რომელიმე სფეროში სპეციალური ცოდნის მიღება.
სპეციფიკური გადამტანები (ლათ. specificum თავისებურება) - ფეხსახსრიანები, რომელთა კუჭ-ნაწლავში უმარტივესები გადიან თავისი განვითარების ციკლის რაიმე ნაწილს (მაგ., კოღო ანოფელესი).
სპეციფიკური გრანულები (ლათ. specificum თავისებურება, granulum მარცვალი) - ნეიტროფილების მეორადი გრანულები, რომლებიც აზუროფილური გრანულებისაგან განსხვავდებიან უფრო დაბალი ელექტრონული სიმკვრივითა და ქიმიური შემადგენლობით. ისინი შეიცავენ: კოლაგენაზას, ფაგოციტინს, ლაქტოფერინს, ლიზოციმს, ტუტე ფოსფატაზას, გლიკოლიზურ ფერმენტებს და ა.შ.
სპინალური ანესთეზია (ლათ. spina წვეტი, ხერხემალი, ბერძნ. anaisthesia უგრძნობლობა) - ზურგის ტვინში რაიმე ნივთიერების (მაგ., ტკივილგამაყუჩებლის) შეყვანა გაუტკივარების მიზნით.
სპირალური ტრიქინელა (Trichinella spiralis) - მრგვალი ჭიების წარმომადგენელია. იწვევს მძიმე დაავადებას, ტრიქინელოზს. ადამიანი ავადდება ტრიქინელიანი ღორის (ზოგჯერ დათვის) ხორცის შეჭმის შემთხვევაში.
სპირემა (ბერძნ. spirema ძაფის გორგალი) - პროფაზის სტადია, როდესაც ქრომოსომები გორგლისებურად ეხვევიან. ტერმინი შემოიღო ვ.ფლემინგმა (1882).
სპირიტიზმი (ლათ. spiritus სული) - წარმოდგენა გარდაცვლილთა სულებთან კონტაქტის შესაძლებლობის შესახებ მედიუმების (იხ.) მეშვეობით. ამ უკანასკნელთ თითქოსდა გააჩნიათ უნარი იყვნენ შუამავალნი ადამიანებსა და გარდაცვლილთა სულებს შორის.
სპირომეტრია (ლათ. spiro ვსუნთქავ, ბერძნ. metreo ვზომავ) - ფილტვის სასიცოცხლო ტევადობის განსაზღვრის მეთოდი.
სპიროქეტები (ბერძნ. speira ხვეული, chaite გრძელი ბეწვი) - პათოგენური ბაქტერიები, რომელთაც სპირალურად დახვეული ძაფის ფორმა აქვთ.
სპლანქნოლოგია (ბერძნ. splanchna შინაგანი ორგანოები, შიგნეულობა, logos მოძღვრება) - სწავლება ადამიანისა და ცხოველების შინაგანი ორგანოების (საჭმლის მომნელებელი, სასუნთქი და შარდ-სასქესო) შესახებ. ანატომიის ერთ-ერთი დარგია.
სპლენექტომია (ბერძნ. splen ელენთა, ektome ამოჭრა, ამოკვეთა) - ელენთის ამოკვეთის ოპერაცია.
სპლენომა (ბერძნ. splen ელენთა, oma სიმსივნე) - ელენთის სიმსივნე.
სპლენომეგალია (ბერძნ. splen ელენთა, megas დიდი) - ელენთის გადიდება.
სპლინი (ბერძნ. splen ელენთა) - მჭმუნვარე, დათრგუნული გუნებაგანწყობილება. წინათ სპლინს ელენთის დაავადებით ხსნიდნენ.
სპონგიობლასტი (ბერძნ. spongia ღრუბელი, blastos ჩანასახი) - ნეიროგლიის უჯრედული ელემენტების წარმომქმნელი უჯრედი.
სპონდილიტი (ბერძნ. spondilos მალა, itis ანთება) - ხერხემლის ერთი ან რამდენიმე მალის ანთება.
სპონდილოზი (ბერძნ. spondilos მალა, osis მდგომარეობა) - ხერხემლის დეგენერაციულ-დისტროფიული ქრონიკული დაავადება, რაც ხშირად ხერხემლის მალების უმოძრაობის მიზეზი შეიძლება გახდეს.
სპონტანური (ლათ. spontaneus თვითნებური) - რაიმე გარეგანი ფაქტორის ზემოქმედების გარეშე, თავისთავად წარმოქმნილი პათოლოგი ურიპროცესი, ჰიბრიდული უჯრედი და სხვ.
სპორა (ბერძნ. spora დათესვა, თესლი) - ზოგიერთი უმდაბლესი და უმაღლესი მცენარეების, პარაზიტული უმარტივესების (სპორიანების) მიკროსკოპული ჩანასახები, რომელთაც გააჩნიათ სხვადასხვა წარმოშობა და რომლებიც ემსახურებიან გამრავლებას და არახელსაყრელ პირობებში სახეობის გადარჩენას.
სპორადული (ბერძნ. sporadikos გაფანტული, განცალკევებული) - ერთეული, ცალკეული, შემთხვევითი, რაც დროდადრო იჩენს თავს (მაგ., ინფექციური დაავადებები).
სპორანგიუმი (ბერძნ. spora დათესვა, თესლი, angeion ჭურჭელი) - უსქესო გამრავლების ერთუჯრედიანი (მრავალ უმდაბლეს მცენარეში) და მრავალუჯრედიანი (უმაღლეს მცენარეებში) ორგანო, რომელშიც წარმოიქმნება სპორები. განასხვავებენ მაკროსპორანგიუმებს (მათგან ვითარდებიან მდედრობითი ჩანასახები) და მიკროსპორანგიუმებს (ვითარდებიან მხოლოდ მამრობითი ჩანასახები).
სპორიანები (Sporozoa) - უმარტივესთა ტიპის ერთ-ერთი კლასის წარმომადგენელია. როგორც წესი, უჯრედშიდა პარაზიტებია. ბინადრობენ ადამიანისა და მრავალი ხერხემლიანი და უხერხემლო ცხოველის ეპითელურ, სისხლის და სხვა უჯრედებში. ხასიათდებიან განვითარების რთული ციკლით, თაობათა მორიგეობით. სპორიანების კლასში გაერთიანებულია 3 რიგი: 1.კოქციდიები (იხ. კოქციდიოზი), 2.სისხლის სპორიანები (იხ. მალარია) და 3.გრეგარინები.
სპოროგენეზი (spora დათესვა, თესლი, genesis წარმოქმნა) - სპორების წარმოქმნის პროცესი. სპოროგენეზი შეიძლება იყოს სამი ტიპის: ეუსპორია - როდესაც სპორები წარმოიქმნება ნორმალური მეიოზის შედეგად, ანეუსპორია - სპორები წარმოიქმნება დარღვეული მეიოზის შედეგად დაასპორია როდესაც სპორები წარმოიქმნება მეიოზის გარეშე.
სპოროტრიქოზი (პათოგენური სოკო Sporotrichon-ის სახელწოდების მიხედვით) - სოკოს მიერ გამოწვეული დაავადება, რომელიც უმთავრესად აზიანებს კანსა და კანქვეშა ქსოვილს.
სპოროფილები (ბერძნ. spora დათესვა, თესლი, phyllon ფოთოლი) - შვიტების, ლიკოპოდიუმების და სხვა უმაღლესი მცენარეების სახეშეცვლილი ფოთლები, რომლებზეც განვითარებულია სპორანგიუმები. სპოროფილი ეწოდება აგრეთვე წყალმცენარეების თალომის ფოთლისმაგვარ სასპორე ორგანოს.
სპოროფიტი (ბერძნ. spora დათესვა, თესლი, phyton მცენარე) - მცენარეების უსქესო თაობაა. ამ მცენარეების (წყალმცენარეები, გვიმრანაირები და სხვ.) სასიცოცხლო ციკლი მიმდინარეობს სქესობრივი და უსქესო თაობების რითმული მონაცვლეობით. სპოროფიტი წარმოქმნის სპორებს.
სრული გარდაქმნა - იგივე სრული მეტამორფოზი. მწერებში შედგება 3 ფაზისაგან. კვერცხიდან გამოიჩეკება ლარვა (მატლი), რომელიც გარდაიქმნება ჭუპრად, შემდეგ კი იმაგოდ (იხ.). სრულ მეტამორფოზს თან ახლავს ლარვის ორგანოების და ქსოვილების დაშლა და ღრმა ცვლილებები განვითარებადი ორგანიზმების აგებულებაში. ახასიათებთ პეპლებს (მაგ., თუთის აბრეშუმხვევიას). სრული გარდაქმნა აღინიშნება ზოგიერთ ხერხემლიანშიც (მაგ., ამფიბიებში).
სრული დომინანტობა (ლათ. dominans გაბატონებული) - მოვლენა, რომლის დროსაც გენის ერთი ალელი მთლიანად თრგუნავს მეორის მოქმედებას.
სტაბილურობა (ლათ. სტაბილის მუდმივი) - მუდმივი, უცვლელი, რაც დიდხანს ინარჩუნებს განსაზღვრულ მდგომარეობას, დონეს და სხვა.
სტაგნაცია (ლათ. stagnare გაჩერება, უძრავად გახდომა) - 1.წყალსატევში ჟანგბადის ბუნებრივი დეფიციტი. 2.მეცნიერების, წარმოების, ვაჭრობის ერთ წერტილზე გაყინვა.
სტადია (ბერძნ. stadion სიგრძის ზომა) - დაავადებების, პარაზიტის, რაიმე პროცესის განვითარების საფეხური, პერიოდი, ფაზა.
სტაზა (ბერძნ. stasis დგომა, შეგუბება) - საზოგადოებრივი მწერების ჯგუფი, რომელშიც სხვადასხვა ინდივიდები ასრულებენ მკაცრად განსაზღვრულ როლს. მაგ., ფუტკრების, ჭიანჭველების, ტერმიტების სტაზა და ა.შ.
სტაზი (ბერძნ. stasis შეგუბება) - სისხლის, შარდის, რძის, ნაღვლის და სხვათა შეგუბება შესაბამის სადინრებში.
სტალაგმიტები (ბერძნ. stalagma წვეთი) - მინერალური (უფრო ხშირად კირქვოვანი) წარმონაქმნები, რომლებიც გამოქვაბულის, მღვიმის ფსკერიდან ზემოთ არიან აღმართულნი ლოლუების სახით.
სტალაქტიტები (ბერძნ. stalaktos მწვეთავი) - მინერალური (უფრო ხშირად კირქვოვანი) წარმონაქმნები, რომლებიც გამოქვაბულის, მღვიმის ჭერიდან მიემართებიან ქვემოთ ლოლუების სახით.
სტატიკა (ბერძნ. statos დამდგარი) - 1. მოსვენების და წონასწორობის მდგომარეობა (დინამიკის საწინააღმდეგო ცნებაა). 2. სწავლება სხეულების წონასწორობაზე სხვადასხვა ძალების ზემოქმედების ქვეშ. სტატისტიკა (ბერძნ. სტატუს მდგომარეობა) - მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ჯანდაცვის, სოციალური განვითარების, მეურნეობის რაოდენობრივ ცვლილებებს და ამ რიცხობრივი მონაცემების გამოყენებას სამეცნიერო და პრაქტიკული მიზნებისათვის.
სტატუსი (ლათ. status მდგომარეობა) - 1. ავადმყოფობის, საკითხის, საქმის მდგომარეობა. 2. სამართლებრივი მდგომარეობა, მაგ., დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსი.
სტატუს-კვო (ლათ. status quo) - ამა თუ იმ კონკრეტულ ვითარებაში ან დროის რომელიმე მონაკვეთში არსებული მდგომარეობა. სტატუსკვოს შენარჩუნება შექმნილი მდგომარეობის უცვლელად დატოვებას გულისხმობს.
სტატუს პრეზენსი (ლათ. status მდგომარეობა, praesens ახლანდელი) - ავადმყოფის მდგომარეობა გასინჯვის მომენტში.
სტაფილოდერმია (ბერძნ. staphyle მტევანი, derma კანი) - კანის დაავადება, რომელსაც სტაფილოკოკი იწვევს.
სტაფილოკოკები (ბერძნ. staphyle მტევანი, kokkos მარცვალი) - დაჩირქების გამომწვევი ბურთისებრი ფორმის გრამ-დადებითი ბაქტერიები, რომელნიც ყურძნის მტევნის მსგავს კონფიგურაციას ქმნიან. განსაკუთრებით პათოგენურია ოქროსფერი სტაფილოკოკი.
სტაცია (ლათ. statio ადგილი, მდებარეობა) - არეალის ნაწილი, რომელიც ხასიათდება ამა თუ იმ სახეობის ცხოველის არსებობისათვის აუცილებელი პირობების (რელიეფის, კლიმატის, საკვების და სხვ.) ერთობლიობით. აღნიშნული ტერმინი ახლოსაა უფრო ზოგად ცნებასთან, როგორიცაა „ადგილსამყოფელი“ (ჰაბიტატი).
სტაციონარული (ლათ. stationarius უძრავი) - ამბულატორიული მკურნალობისაგან განსხვავებით, საავადმყოფოში მწოლიარე ავადმყოფის მკურნალობა.
სტეატოზი (ბერძნ. stear ცხიმი, osis მდგომარეობა) - ცხიმოვანი ინფილტრაცია.
სტეგოცეფალები (Stegocephala) - ჯავშანთავიანები. პალეოზოური ამფიბიების კრებითი სახელი. მათ მიეკუთვნებიან ლაბირინთოდონტები, ბატრაქოზავრები და სხვ.
სტეთოსკოპი (ბერძნ. stethos მკერდი, skopeo ვუყურებ) - ხის, კაუჩუკის, პლასტმასის, ლითონის ან სპილოს ძვლისაგან გაკეთებული მილი, რომლის ერთი ბოლო ძლიერ გაგანიერებულია და ყურის ნიჟარას ეხება, მეორე ბოლო კი შედარებით ვიწროა. იყენებენ ავადმყოფის შინაგანი ორგანოების აუსკულტაციისათვის (მოსასმენად).
სტენობათები (ბერძნ. stenos ვიწრო, შემოსაზღვრული, bathos სიღრმე) - წყლის ცხოველები, რომლებიც ბინადრობენ მხოლოდ ერთ, მკაცრად განსაზღვრულ სიღრმეში ანუ შედარებით მუდმივი წნევის ზემოქმედების ქვეშ. სტენობათების ერთი ნაწილი ბინადრობს თხელ წყალში (ლიტორალები), სხვები კი დიდ სიღრმეებში (აბისალური ფორმები). წყნარი ოკეანის ზღვის ვარსკვლავას ერთერთი სახეობა ბინადრობს მხოლოდ 4500-6100 მეტრ სიღრმეებში.
სტენობიონტები (ბერძნ. stenos ვიწრო, შემოსაზღვრული, biontos მცხოვრები) - მცენარეები და ცხოველები, რომლებიც თავისი არსებობისათვის საჭიროებენ გარემოს შედარებით მუდმივ პირობებს (ჰაერის ტენიანობის, ატმოსფერული წნევის, ტემპერატურის და სხვათა მცირე ცვლილებებს).
სტენოზი (ბერძნ. stenos ვიწრო, ოსის მდგომარეობა) - ღრუ ან მილოვანი ორგანოების დავიწროება, რაც აქვეითებს მათ მოქმედებას (მაგ., პილორუსის, საყლაპავი მილის, აორტის და სხვათა სტენოზი).
სტენოთერმები (ბერძნ. stenos ვიწრო, thermos თბილი) - ორგანიზმები, რომლებიც ვერ იტანენ ტემპერატურის ცვლილებებს და ცხოვრობენ სტაბილური ტემპერატურის პირობებში. განასხვავებენ თერმოფილებს (სითბოსმოყვარულ ფორმებს) და კრიოფილებს (სიცივისმოყვარულ ფორმებს).
სტენოკარდია (ბერძნ. stenos ვიწრო, kardia გული) - მწვავე ტკივილის შეტევა გულის არეში. იგივე გულის ანგინა.
სტენოფაგია (ბერძნ. stenos ვიწრო, phagos მშთანმთქმელი) - ცხოველების მიერ ერთგვაროვანი (მონოფაგია) ან შეზღუდული რაოდენობის (ოლიგოფაგია) საკვების მიღება.
სტენოფოტები (ბერძნ. stenos ვიწრო, phos სინათლე) - მცენარეები და ცხოველები, რომლებიც მოითხოვენ განათების ვიწროდ განსაზღვრულ ინტენსივობას.
სტენოჰალები (ბერძნ. stenos ვიწრო, შემოსაზღვრული, hals მარილი) - ორგანიზმები, რომელთაც ძალუძთ გაუძლონ საცხოვრებელი გარემოს მარილიანობის და საერთო ქიმიური შემადგენლობის მხოლოდ მცირე ცვლილებებს. ჩვეულებრივ, იგულისხმებიან წყლის ბინადრები: ცქვრინა, კარჩხანა, ჭანარი, ზოგიერთი მედუზა და ქაშაყი.
სტენოჰიგრობიონტები (ბერძნ. stenos ვიწრო, hygros ტენიანი, bios სიცოცხლე) - ცხოველები, რომელთა არსებობისათვის საარსებო გარემოში აუცილებელია განსაზღვრული ტენიანობა.
სტენტი (ბერძნ. stenos ვიწრო) - ინდიფერენტული მასალისაგან დამზადებული რგოლი, რომელსაც ათავსებენ სისხლძარღვში (აორტაში, კორონარულ არტერიებში) სტენოზის თავიდან ასაცილებლად.
სტენტორი - 1. ჰომეროსის ერთერთი გმირის სახელის მიხედვით ადამიანი ძალიან ძლიერი ხმით. 2. მტკნარი წყლის ბინადარი ნაირწამწამიანი ინფუზორია (Stentor polymorphus). იგივე საყვირა.
სტეპი - იგივე ველი. დამახასიათებელია აშშის დასავლეთის, არგენტინის, რუსეთის და სხვა შიდა რაიონებისათვის. მცენარეებიდან სტეპებისათვის დამახასიათებელია ბალახები და ბუჩქნარი, თუმცა ზოგ შემთხვევებში გვხვდება ხეებიც. ცხოველებიდან გვხვდებიან ბიზონები, ანტილოპები, ზებრები, ბოცვერები და სხვ. ფრინველებიდან უნდა აღინიშნოს ტოროლები, მიმინოები და სხვ.
სტერეოგნოზია (ბერძნ. stereos სივრცობრივი, მყარი, gnosis შეცნობა) - ხელის შეხებით საგნების შეცნობის უნარი.
სტერეოტიპი (ბერძნ. stereos სივრცობრივი, მყარი, typos ანაბეჭდი) - ცალკეული პირობითი რეფლექსების განხორციელების შედარებით მყარი სისტემა, რომელიც ეფუძნება უმაღლესი ცხოველების და ადამიანის თავის ტვინის უნარს უზრუნველყოს ორგანიზმის ზუსტი და დროულისაპასუხო რეაქცია ჩვეულ, განსაზღვრული თანმიმდევრობით განმეორებად გამღიზიანებლებზე.
სტერეოტიპია (ბერძნ. stereos სივრცობრივი, მყარი, typos ანაბეჭდი) - მოძრაობის, ჟესტის, პოზის, სიტყვისა და სხვ. მექანიკური გამეორება.
სტერეოქიმია (ბერძნ. stereos სივრცობრივი, მყარი, chemeia ქიმია)- ქიმიის დარგი, რომელიც სწავლობს მოლეკულებში ატომების სივრცობრივ მდებარეობას და განლაგებას.
სტერილიზაცია (ლათ. sterilis უნაყოფო) - 1. მიკროორგანიზმების მოსპობა გამოხარშვით, ფილტრაციით, ქიმიურ ნივთიერებათა ზემოქმედებით (რძის სტერილიზაცია, შპრიცის სტერილიზაცია). 2. ადამიანისა და ცხოველების განაყოფიერების უნარის მოსპობა ოპერაციის საშუალებით ან რადიოაქტიური დასხივებით.
სტერილური ცხოველები (ლათ. sterilis უნაყოფო) - ცხოველები, რომლებიც თავისუფლები არან ყველა მიკროორგანიზმისაგან. ასეთი ცხოველები გამოიყენებიან იმუნოლოგიაში, ბაქტერიოლოგიაში, ვი რუსოლოგიაში და ექსპერიმენტული ბიოლოგიის, მედიცინისა და ვეტერინარიის სფეროებშიც. ჩვენი საუკუნის 60-იან წლებში ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი სამეცნიერო დისციპლინა - გნოტობიოლოგია (იხ.). სტერილური ცხოველის მიღება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი დაბადებამდე სტერილური იყო და მას საშვილოსნოდან ამოიყვანენ სტერილურ პირობებში. იგივე გნოტობიონტები.
სტერნული პუნქცია (ბერძნ. sternon მკერდის ძვალი, punctio ჩხვლეტა, პუნქცია) - მკერდის ძვლის ჩხვლეტით წითელი ძვლის ტვინის უჯრედული შემადგენლობის განსაზღვრის მეთოდი.
სტერტორი (ბერძნ. stertera ხვრინვა) - პირღია ძილის დროს მეტნაკლებად გამოხატული ხმაური. ხვრინვა.
სტიგმა (ბერძნ. stygma ლაქა, ნაჩხვლეტი) - 1. შოლტიანების კლასის ზოგიერთი წარმომადგენლის სინათლისადმი მგრძნობიარე ორგანელა. 2. ფეხსახსრიანებში, მაგ., მწერებშიხვრელი, რომლითაც სხეულის ზედაპირზე სუნთქვის ორგანოები (ტრაქეა) იხსნება. 3.ასციდიების (უმდაბლესი ქორდიანების) ხახაში არსებული ლაყუჩის ხვრელი.
სტიმული (ლათ. stimulus ნესტარი, დეზი, სახრე) - წამქეზებელი მიზეზი, წაქეზება რაიმე მოქმედებისადმი; დაინტერესება რაიმეს მიმართ.
სტოიციზმი (ბერძნ. stoa პორტიკი. ათენში გალერეა კოლონებით, სადაც ასწავლიდა ძველბერძენი ფილოსოფოსი ზენონი) - ანტიკური საზოგადოების ფილოსოფიური მიმართულება. სტოიციზმის მიხედვით, ბრძენის, სტოიკოსის ამოცანაა განთავისუფლდეს ვნებებისა და ლტოლვებისაგან და იცხოვროს გონებიდან გამომდინარე.
სტოლონი (ლათ. stolonis შთამომავალი, ფესვის ყლორტი) - მცენარის მიწისქვეშა ან მიწისზედა წვრილი, სახეშეცვლილი, ჰორიზონტალური ყლორტი, გრძელი მუხლთშორისებით, ქერცლოვანი, უფერო, უფრო იშვიათად კი მწვანე ფერის ფოთლებით. ფესურებისაგან განსხვავებით, სტოლონები დღემოკლენი არიან და ემსახურებიან მხოლოდ ვეგეტაციურ გამრავლებას და გავრცელებას.
სტომატოლოგია (ბერძნ. stoma პირი, logos მოძღვრება) - მედიცინის დარგი, რომელიც სწავლობს კბილების, პირის ღრუს, ყბებისა დასახის დაავადებებს.
სტოქასტურობა (ბერძნ. stochasis ამოცნობა, მიხვედრა) - იმ პროცესის შემთხვევითობა, რომლის მსვლელობის დროისა და ხასიათის ზუსტი განსაზღვრა პრინციპულად შეუძლებელია, მაგრამ შესაძლებელია მისი წარმოქმნის ან სხვადასხვაგვარი განვითარების შესაძლებლობის პროგნოზირება. მაგ., სტოქასტურ პროცესებს მიეკუთვნება ლემინგების, ციყვების და სხვ. ცხოველების მასიური გასახლება.
სტრანგულაცია (ლათ. strangulatio დახრჩობა) - 1. ნაწლავების გაძლიერებული პერისტალტიკის დროს ნაწლავის მარყუჟის ჩაჭედვა. 2. სასუნთქი გზების შევიწროება. 3.ბენთოსური ცხოველების დაღუპვა მათზე დასახლებული უმდაბლესი ცხოველების (მაგ., მარჯნის პოლიპების) სიმძიმის გამო.
სტრატეგია (ბერძნ. stratos მხედრობა, ago მიმყავს) - საერთო გეგმა. 1. ამა თუ იმ დაავადების მკურნალობის ხელოვნება, წარმართვა. 2. მეცნიერება ომის მომზადებასა და წარმართვაზე.
სტრატიფიკაცია (ლათ. stratum ნაფენი, დაფენა, facere კეთება) - თესლების თესვისწინა დამუშავება, რაც მდგომარეობს მათ შენახვაში სველ ქვიშაში, დაბალ, მაგრამ დადებით ტემპერატურაზე. გამოიყენება თესლების გაღივების, აღმოცენების დასაჩქარებლად.
სტრატოსფერო (ბერძნ. stratum ნაფენი, დაფენა, sphaira სფერო) - ატმოსფეროს ერთ-ერთი შრე, რომელიც განლაგებულია ტროპოსფეროს ზევით, 100 კმ-ის სიმაღლეზე. ამ შრეში, 15-35კმ-ის სიმაღლეზე თავისუფალი ჟანგბადი მზის რადიაციის გავლენით გარდაიქმნება ოზონად და წარმოქმნის ეკრანს, რომელიც აირეკლავს ცოცხალი ორგანიზმებისათვის დამღუპველ კოსმოსურ გამოსხივებებს.
სტრეპტოკოკები (ბერძნ. streptos ძეწკვი, kokkos მარცვალი) - პათოგენური მრგვალი ფორმის, გრამდადებითი ბაქტერიები, რომლებიც ძეწკვისებურ გაერთიანებებს ქმნიან.
სტრეპტომიცინი (ბერძნ. streptos ძეწკვი, mykes სოკო) - ძლიერი ანტიბიოტიკი, რომელიც განსაკუთრებით აქტიურია გრამ-უარყოფითი ბაქტერიების, განსაკუთრებით კი ტუბერკულოზის გამომწვევის მიმართ. ამერიკელმა მიკრობიოლოგმა ზ.ა.ვაქსმანმა ეს პრეპარატი გამოყო 1943 წელს აქტინომიცეტებიდან (Actinomyces griseus).
სტრესი (ინგლ. stress დაძაბვა, დაჭიმულობა) - ძლიერი გამღიზიანებლის მოქმედების შედეგად ორგანიზმში წარმოქმნილი დარღვევა, რასაც შეუძლია გამოიწვიოს რთული დაცვითი რეაქციების კომპლექსი - ადაპტაციური სინდრომი.
სტრესორი (ინგლ. stress დაძაბვა, დაჭიმულობა) - ფაქტორი, აგენტი, რომელიც იწვევს სტრესს (იხ.).
სტრიქტურა (ლათ. strictura შეკუმშვა) - საყლაპავი მილის, შარდსადენის და სხვ. დავიწროება ნაწიბურის განვითარების შედეგად. იგივე სტენოზი (იხ.).
სტრობილაცია (ლათ. strobile სხეული) - თასმისებური ჭიების სხეულის დანაწევრება ერთგვაროვან სეგმენტებად, პროგლოტიდებად. პროგლოტიდებიდან შემდგარ სხეულს სტრობილა ეწოდება.
სტრომა (ბერძნ. stroma ხალიჩა) - ორგანოს, ქსოვილების, უჯრედების ნებისმიერი საყრდენი სტრუქტურა.
სტრუმა - იხ. ჩიყვი.
სტრუმექტომია (ლათ. struma ჩიყვი, ბერძნ. ektome ამოკვეთა) - ფარისებრი ჯირკვლის ამოკვეთა.
სტუპორი (ლათ. stupor გაშეშება, გაშტერება) - სრული მოტორული შეკავება, გარეშე გაღიზიანებაზე რეაქციის უქონლობა. ფსიქომოტორული დათრგუნვის გამო ავადმყოფი უძრავ მდგომარეობაშია.
სუბაკვალური (ლათ. sub ქვეშ, ქვევით, aqua წყალი) - ნაწლავების აბაზანა, შხაპი, ოყნა ე.წ. ღრმა ოყნა.
სუბდომინანტი (ლათ. sub ქვეშ, ქვევით, dominans გაბატონებული) - ამა თუ იმ ბიოცენოზში თავისი მნიშვნელობისა და რიცხოვნობის მიხედვით მეორე სახეობა დომინანტის შემდეგ.
სუბიექტური (ლათ. subjectum პიროვნება, სუბიექტი) - მხოლოდ გარკვეული პირის, სუბიექტისათვის დამახასიათებელი; ცალმხრივი, მიკერძოებული.
სუბლეიკემიური მიელოზი (ლათ. sub ქვეშ, ქვევით, ბერძნ leukos თეთრი, haima სისხლი, myelos ძვლის ტვინი) - მიეკუთვნება ჰემობლასტოზების ჯგუფს. ვლინდება მიელოპროლიფერაციული ტიპის პანმიელოზით ან მიელომეგაკარიოციტური მიელოზით, მიელოფიბროზის და ოსტეომიელოსკლეროზის ადრეული განვითარებით და ა.შ. უფრო ხშირად ახასიათებს კეთილთვისებიანი, მრავალწლიანი მიმდინარეობა.
სუბლეტალური დოზა (ლათ. sub ქვეშ, ქვევით, letalis სასიკვდილო, ბერძნ. dosis ულუფა, ჯერი) - 1. რაიმე ფაქტორის ნახევრად ლეტალური დოზა, რომელიც იწვევს ექსპერიმენტული ცხოველების დაღუპვას 50% შემთხვევაში (LD50). 2. გენი, რომელიც არ იწვევს ინდივიდის უეცარ დაღუპვას, არამედ ძლიერ აქვეითებს მის სიცოცხლისუნარიანობას.
სუბლიმაცია (ლათ. sublimare მაღალ რამეზე აყვანა, განდიდება) - გახურების შედეგად მკვრივი ნივთიერების უშუალო გადასვლა აირში, თხევადი სტადიის გავლის გარეშე.
სუბმეტაცენტრული ქრომოსომები (ლათ. sub ქვეშ, ქვევით, ბერძნ. meta შემდეგ, ლათ. centrum ცენტრი) - არათანაბარმხრებიანი ქრომოსომები, რომელთა ცენტრომერები განლაგებულია მხრების ბოლოებთან ახლოს.
სუბორდინაცია (ლათ. sub ახლო, იქვე, ქვევით, ordinatio წესრიგში მოყვანა) - დაქვემდებარება. უფროს-უმცროსობის დაცვა სამსახურეობრივი დისციპლინის წესებთან შესაბამისად.
სუბსტანცია (ლათ. substantia არსი) - ნივთიერება; ყველა საგნის თუ მოვლენის არსი, საფუძველი.
სუბსტიტუტი (ლათ. substitutus სანაცვლოდ მოტანილი) - შემცვლელი ან ახალი საწარმოო პროდუქტი, რომელიც ცვლის არსებულ პროდუქტს.
სუბსტრატი (ლათ. substratum საფენი) - 1. ნივთიერება ან საგანი, რომელზეც მიმაგრებულნი არიან ორგანიზმები. 2. ნივთიერება, რომელზეც მოქმედებს ესა თუ ის ფერმენტი.
სუბტილური (ლათ. subtilis) - ნაზი, სუსტი, მსხვრევადი.
სუბტროპიკები (ლათ. sub ქვეშ, ქვევით, ბერძნ. tropikos მოსაბრუნი წრე) - დედამიწის ორი ფიზიკურგეოგრაფიული ზონა, რომელთაც შუალედური მდებარეობა უკავიათ ტროპიკულ და ზომიერ სარტყელებს შორის.
სუბფებრილიტეტი (ლათ. sub ქვეშ, ქვევით, febris ცხელება) - მცირედ, ხანგრძლივი დროით მომატებული სხეულის ტემპერატურა.
სუბფოსილური (ლათ. sub ქვეშ, ქვევით, fossilis ნამარხი) - ტერმინი გამოყენებულია მცენარეებისა და ცხოველების არც თუ დიდი ხნის ნამარხების აღსანიშნავად, რის გამოც ორგანული ნივთიერებების მინერალურით ჩანაცვლება ჯერ კიდევ არ არის დასრულებული.
სუგესტია (ლათ. suggestio შთაგონება) - მკურნალობის პერიოდი, ექიმის გარკვეული ფსიქიკური ზემოქმედება ავადმყოფზე ან ავადმყოფთა ჯგუფზე.
სუიციდი (ლათ. suus თავისი, caedo კვლა, ხოცვა) - თვითმკვლელობა.
სუიციდური (ლათ. suus თავისი, caedos კვლა, ხოცვა) - თვითმომაკვდინებელი.
სუკულენტები (ლათ. sukkulentus წვნიანი) - მრავალწლიანი მცენარეები წვნიანი ფოთლებით (აგავა, ალოე) ან ყლორტებით (ზოგიერთი კაქტუსი და სხვ.).
სუკცესია (ლათ. successio დამემკვიდრება) - ერთი ტიპის ეკოსისტემის (ბიოცენოზები, ფიტოცენოზები და ა.შ.) მეორეთი თანდათანობითი შეცვლა (არჩევენ ავტოგენურ, ედაფოგენურ, ანთროპოგენურ და სხვ. ტიპის სუკცესიებს).
სუნთქვა (respiratio) - ორგანიზმში მიმდინარე ფიზიკურ-ქიმიური და ფიზიოლოგიური პროცესების ერთობლიობა, რის დროსაც ხდება ატმოსფეროდან ჟანგბადის მიღება და ნახშირორჟანგის გამოყოფა. ორგანიზმების აბსოლუტური უმრავლესობა (აერობები) სუნთქვისათვის იყენებს ატმოსფერულ ჟანგბადს, მცირე ნაწილი კი (ანაერობები) ცოცხლობს უჟანგბადო გარემოში.
სუნიანი ჯირკვლები - მკვეთრი სუნის მქონე ნივთიერებების გამომყოფი ჯირკვლები. მათი ფენქციებია: თავდაცვა (მაგ., ამერიკული სკუნსი, მაჩვი და სხვ.), საწინააღმდეგო სქესის ინდივიდის მოზიდვა, ტერიტორიის მონიშვნა და ა.შ.
სუპერინფექცია (ლათ. super ზე, მეტი, infectio დასენიანება) - განმეორებითი დასენიანება იმავე მიკროორგანიზმებით, როცა პირველადი ინფექცია ჯერ კიდევ არ დამთავრებულა.
სუპერრეპლიკაცია (ლათ. super ზე, მეტი, ინგლ. replication ასლის წარმოქმნა) - რომელიმე მოლეკულის (მაგ., დნმ-ს) ან ვირუსის განსაკუთრებული ინტენსიურობით გამრავლება.
სუპოზიტორიუმი (ლათ. suppositorius შემცვლელი, ყალბი) - წამლის ფორმა მცირე ზომის კონუსების სახით (სანთელი). გამოიყენება სწორ ნაწლავში შესაყვანად.
სუპრარენული (ლათ. supra ზემოთ, ზე, ren თირკმელი) - თირკმელზედა.
სუპრესია (ლათ. suppressio დათრგუნვა) - რაიმე პროცესის (მაგ., იმუნოლოგიური რეაქციების) და- თრგუნვა.
სუპრესორები (ლათ. suppressio დათრგუნვა) - T-ლიმფოციტების ერთ-ერთი პოპულაცია, რომელიც თრგუნავს სხვა იმუნოკომპეტენტური უჯრედების (კერძოდ, T-ჰელპერების) ფუნქციურ აქტივობას.
სუპრესორული გენი (ლათ. suppressio დათრგუნვა) - გენი, რომელიც ახშობს სხვა, არაალელური გენის მოქმედებას. ასეთ გენს ინჰიბიტორსაც უწოდებენ. ამ მოვლენას ადგილი აქვს ეპისტაზის (იხ.) დროს.
სურავანდი (scorbutus) - იგივე სკორბუტი. C ვიტამინის ნაკლებობით გამოწვეული დაავადება.
სურდიტასი (ლათ. surditas) - სმენის დაქვეითება ან სრული დაკარგვა.
სურდოკამერა (ლათ. surdus ყრუ, camera თაღი, ოთახი) - ოთახი ბგერაშეუღწევადი კედლებით.
სურდოპედაგოგიკა (ლათ. surdus ყრუ, ბერძნ. paidagogike) პედაგოგიკის დარგი, რომელიც შეისწავლის ყრუ-მუნჯი, დაყრუებული და სმენადაქვეითებული ბავშვებისა და მოზარდების აღზრდის, განათლებისა და სწავლების საკითხებს.
სუროგატი (ლათ. surrogatus შემცვლელი) - 1.საგანი, რომელიც მხოლოდ ნაწილობრივ ცვლის სხვა საგანს (მაგ., საქარინი შაქრის ნაცვლად). 2.ფალსიფიცირებული პროდუქტი.
სუსპენზია (ლათ. suspensio ჩამოკიდება) - ორი ან მეტი ნივთიერების ნარევი, რომელთაგან ერთ-ერთი (მკვრივი) უმცირესი ნაწილაკების სახით შეწონილ მდგომარეობაშია განაწილებულია მეორეში (სითხეში). მაგ., მღვრიე წყალი, რომელშიც შეწონილ მდგომარეობაშია თიხის, ლამის და სხვ. უმცირესი ნაწილაკები.
სუსპექსია (ლათ. suspectio) - ეჭვი.
სფაგნუმი (Sphagnum) - ტორფის ხავსი.
სფეროპლასტი (ბერძნ. sphaira ბუშტი, ბურთი, plastos გამოძერწილი) - გრამ-უარყოფითი ბაქტერია, რომელსაც მთლიანად ან ნაწილობრივად აქვს დაკარგული უჯრედის კედელი. იშლება მხოლოდ პეპტიდოგლიკანის შრე, თუმცა გარეთა მემბრანა (ანდა მისი ნაწილი მაინც) შენარჩუნებულია.
სფიგმომანომეტრი (ბერძნ. sphygnos მაჯისცემა, manos იშვიათი, metreo ვზომავ) - სისხლის წნევის გამოსაკვლევი ხელსაწყო.
სფინქტერი (ბერძნ. sphyngo ვუჭერ) - რგოლისებრი კუნთი, რომელიც იკუმშება და ამით ახშობს ან ავიწროებს მილისებრი ღრუორგანოს გასასვლელს (მაგ., სწორი ნაწლავის სფინქტერი).
სქემა (ბერძნ. schema ფორმა, გარეგნული შესახედაობა) - გამარტივებული ნახაზი, რომელიც გამოხატავს რაიმე სისტემას, მოწყობილობას, ნაწილების ურთიერთმიმართებას; რაიმეს გადმოცემა, აღწერა ზოგადად, ძირითადი შტრიხებით.
სქესთან შეჭიდული დაავადებები - X- ან Y-ქრომოსომაში ლოკალიზებული გენების დეფექტით განპირობებული დაავადებები (მაგ., ჰემოფილია).
სქესი (sexus) - ინდივიდის მორფოლოგიური და ფიზიოლოგიური ნიშან-თვისებების ერთობლიობა, რაც განსაზღვრავს მის როლს განაყოფიერებაში. მამაკაცის და ქალის სასქესო უჯრედების შერწყმის შედეგად წარმოიქმნება ზიგოტა, შემდეგ კი ვითარდება ახალი ორგანიზმი. ზიგოტაში გაერთიანებულია დედის და მამის გამეტების ქრომოსომების ორი ჰაპლოიდური კომპლექტი.
სქესის განსაზღვრის პროგამული ტიპი (ბერძნ. pro შინ, ნაცვლად, gamos ქორწინება) - ჩანასახის სქესის განსაზღვრა გამეტების მომწიფების პროცესში, ე.ი. განაყოფიერებამდე. ახასიათებთ პეპლებს, ფრინველებს და ა.შ. იხ. ჰეტერო, ჰომოგამეტურობა.
სქესის განსაზღვრის სინგამური ტიპი (ბერძნ. syn თან, ერთად, gamos ქორწინება) - ჩანასახის სქესის განსაზღვრა განაყოფიერების პროცესში. ახასიათებთ დროზოფილას, ძუძუმწოვრებს (მათ შორის ადამიანს) და ა.შ.
სქესმწიფობა - განსაზღვრულ ასაკში ორგანიზმის გამრავლებისათვის მზადყოფნა. სქესმწიფობას მღრღნელები 1 თვეში აღწევენ, მგელი მეორე წელს, სპილო 20-25 წლის ასაკში, ბეღურასნაირები 8-12 თვეში, ქათმისნაირები 6-8 თვეში და ა.შ.
სქესობრივი გადარჩევა - ცხოველების ზოგიერთ ჯგუფში ბუნებრივი გადარჩევის ფორმა, რომელიც ეყრდნობა ერთი სქესის (უფრო ხშირად მამრობითი) ინდივიდების მეტოქეობას, სხვა სქესის ინდივიდებთან შეუღლების მიზნით.
სქესობრივი გამრავლება - ორ განიზმების ცალსქესიანობა განაპირობებს სქესობრივი გამრავლების შესაძლებლობას. სქესობრივი გამრავლება - ეს არის უნარი ორგანიზმებმა შექმნან თავისი მსგავსი ინდივიდები და ამით უზრუნველყონ სიცოცხლის უწყვეტობა და მემკვიდრეობითობა. სქესობრივი გამრავლების საფუძველია გამეტების შერწყმა ერთმანეთთან.
სქესობრივი დიმორფიზმი (ბერძნ. di ორჯერ, morphe ფორმა) - განსხვავება ერთი და იმავე სახეობის მდედრობითი და მამრობითი ორგანიზმების აგებულებაში. სქესობრივი დიმორფიზმი საბოლოოდ ყალიბდება სქესობრივი მომწიფების პერიოდისათვის და ძირითადად დაკავშირებულია მეორადი სასქესო ნიშნების განვითარებასთან. განასხვავებენ სეზონურ და მუდმივ სქესობრივ დიმორფიზმს.
სქესობრივი მომწიფება - სქესობრივი სიმწიფის ასაკის მიღწევა. ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, გონებრივ და სოციალურ სიმწიფეს ორგანიზმი შედარებით გვიან აღწევს.
სქოლასტიკა (ბერძნ. scholastikos სწავლული) - 1. შუა საუკუნეების რელიგიურიდეალისტური ფილოსოფია, რომელიც ეყრდნობოდა საეკლესიო დოგმებს. გამოირჩეოდა უსაგნო მსჯელობით. 2. უნაყოფო, ფორმალური ცოდნა, რომელიც მოწყვეტილია ცხოვრებისა და პრაქტიკისაგან.
სცინტილაცია (ლათ. scintillatio გაბრწყინება) - სინათლის სუსტი, იმპულსური გამოსხივება, რაც წარმოიქმნება ზოგიერთ ნივთიერებაში (სცინტილატორში) ელექტრულად დამუხტული ელემენტარული ნაწილაკების გავლის შედეგად.
სციოფიტები (ბერძნ. skia ჩრდილი, phyton მცენარე) - ჩრდილის მოყვარული მცენარეები. ფოტოსინთეზი მათში მიმდინარეობს მცირე განათების დროსაც.
სხეულის ტემპერატურა - სხეულის გახურების ხარისხი, რაც დამოკიდებულია ინდივიდის ცხოველქმედების შედეგად სითბოს წარმოქმნაზე, გარეშე ფაქტორებით მისი გახურების და გარემოში სითბოს გაცემის ბალანსზე. განასხვავებენ ჰომოიოთერმულ, ჰეტეროთერმულ და პოიკილოთერმულ ცხოველებს. სხეულის ტემპერატურის ნორმები ზოგიერთი ცხოველისათვის: ფრინველები 40-420C, ცხენი 37,8-38,50C, ძროხა 37,5-39,50C, ღორი 38,0-40,00C, ძაღლი 37,5-39,00C, კატა 38,0-39,50C, ადამიანი 36,0-37,00C.
სხივური გვირგვინი (corona radiata) - კვერცხუჯრედის მკვრივი გარეთა შრე, რომელიც უნდა გაიხსნას სპერმატოზოიდის მიერ განაყოფიერების პროცესში. აღნიშნული შრის ცალკეული უჯრედები ერთმანეთთან დაკავშირებულია რთული ორგანული ნივთიერებით - ჰიალურონის მჟავით, რომელზეც მოქმედებს ფერმენტი ჰიალურონიდაზა. რადგანაც ყოველ სპერმატოზოიდს ამ ფერმენტის მეტად მცირე რაოდენობა გააჩნია, მხოლოდ რამდენიმე ასეული ათასი სპერმატოზოიდის ერთობლივი მოქმედება თუ დაშლის ჰიალურონის მჟავას. ამით ერთადერთ სპერმატოზოიდს საშუალება ეძლევა შეაღწიოს კვერცხუჯრედში. განაყოფიერებისთანავე კვერცხუჯრედის გარშემო კვლავ აღდგება სხივური გვირგვინის მთლიანობა, რაც ხელს უშლის მასში სხვა სპერმატოზოიდის შეღწევას.
სხივური დაავადება - დაავადება, რომელიც განპირობებულია ორგანიზმზე მაიონებელი გამოსხივების ზემოქმედებით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მისი დოზები აღემატება მაქსიმალურად დასაშვებს. სხივური დაავადება თავისი სიმპტომოკომპლექსით და ჰემატოლოგიური სურათით ძალზე წააგავს იმუნოდეფიციტის სინდრომს.
სხივური თერაპია (ბერძნ. therapeia მკურნალობა)- სამკურნალო მიზნით სხვადასხვა მაიონებელი გამოსხივების გამოყენება, რაც ორგანიზმზე ახდენს ბიოლოგიურ მოქმედებას.
![]() |
23 ტ |
▲back to top |
ტაბესი (ლათ. tabes განლევა, გამოფიტვა) - ქრონიკული, პროგრესირებადი განლევა, ატროფია (მაგ., ნერვული სისტემის ტაბესი).
ტაბლეტი (ლათ. tabulette აბი) - რაიმე ფხვიერი წამლის დაწნეხილი პატარა კვერი. იგივე აბი.
ტაიგა - დედამიწის ჩრდილოეთ რაიონებში წიწვიანი ტყეების მასივები. უკავია ხმელეთის დაახლოებით 10%. ტროპიკულ ტყეებთან შედარებით ტაიგა ღარიბია სახეობებით, ბიოლოგიური პროდუქტიულობით. ტაიგაში გვხვდება ცხენ-ირემი, ყრუანჩელა და სხვ.
ტაკვი - მოკვეთილი კიდურის ან სხვა ორგანოს (მაგ., კუჭის) დარჩენილი ნაწილი, ნაშთი.
ტამპონი (ფრანგ. tampon საცობი) - სტერილური დოლბანდი, რომელსაც დებენ ჭრილობაში, ღრუში სისხლის დენის შესაჩერებლად ან ჩირქის შესაწოვად.
ტანგენციალური (ლათ. tangens შემხები) - რომელიმე მრუდისადმი ირიბად მიმართული ხაზი. მაგ., მიკროტომზე ან ულტრამიკროტომზე დამზადებული ტანგენციალური ანუ პერიფერიული, ირიბი ანათალი.
ტატუირება (ფრანგ. tatouer ტატუირება) - ადამიანის სხეულზე რაიმეს გამოხატვა კანზე ჩხვლეტის და მასში საღებავის შეყვანის გზით. იგივე სვირინგის გაკეთება.
ტაფონომია (ბერძნ. taphos სამარე, საფლავი, nomos კანონი) - პალეონტოლოგიის დარგი, რომელიც სწავლობს ორგანიზმების დამარხვის პროცესის კანონზომიერებებს.
ტაქიკარდია (ბერძნ. tachys ჩქარი, kardia გული) - გულის შეკუმშვათა გახშირება.
ტაქიპნოე (ბერძნ. tachys ჩქარი, pnoe სუნთქვა) - ზედაპირული, აჩქარებული სუნთქვა. ამ დროს სუნთქვითი მოძრაობა წუთში დაახლოებით 30-ს შეადგენს.
ტაქიფაგია (ბერძნ. tachys ჩქარი, phago ვჭამ, ვშთანთქავ) - საკვების სწრაფი გადაყლაპვა.
ტაქსიდერმია (ბერძნ. taxis განლაგება რიგში, derma კანი) - ცხოველებისაგან ფიტულების დამზადების მეთოდიკა. ფუძემდებელია ფრანგი მეცნიერი რ. რეომიური, თერმომეტრისა და ინკუბატორის ერთ-ერთი გამომგონებელი.
ტაქსისი (ბერძნ. taxis განლაგება რიგში) - უმარტივესი ცხოველების (ფესვფეხიანების, შოლტიანების, ინფუზორიების) გაღიზიანებადობის სპეციფიკური ფორმა, რომელიც გამოიხატება გამღიზიანებლის მიმართ მათ სწრაფ გადაადგილებაში. ტაქსისი ორგვარია: დადებითი და უარყოფითი.
ტაქსონომია (ბერძნ. taxis განლაგება რიგში, nomos კანონი) - ორგანული სამყაროს, გეოგრაფიის, გეოლოგიის, ენათმეცნიერების და სხვათა კლასიფიკაციისა და სისტემატიკის თეორია. ტერმინი მოწოდებულია 1813 წელს შვეიცარიელი ბოტანიკოსის ო.დეკანდოლის მიერ. ბიოლოგიაში ძირითადი ტაქსონომიური ერთეულებია: სახეობა, გვარი, ოჯახი, რიგი (რაზმი), კლასი და ტიპი.
ტაქტიკა (ბერძნ. taktika) - 1.მკურნალობის მეთოდებისა და საშუალებებისადმი გააზრებული მიდგომა. 2.სამხედრო ხელოვნების ნაწილი, რომელიც მოიცავს ბრძოლის წარმართვის და მომზადების თეორიასა და პრაქტიკას. 3.რაიმე მიზნის მიღწევისათვის გამოყენებული მეთოდები.
ტაქტილური (ლათ. tactilis შეხებითი) - შეხებითი, შეხებისა. მაგ., ტაქტილური შეგრძნებები - შეხებითი შეგრძნებები.
ტეგანი (Ruta graveolens) - მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ზოგჯერ ნახევრად ბუჩქი. შეიცავს ეთერზეთებს, ფლავონოიდ რუტინს, ფეროკუმარინებს. გააჩნია ანტისპაზმური თვისება. იყენებენ თავის ტკივილების, პნევმონიების, რევმატიზმის დროს. შედის მცენარეთა სხვადასხვა ნაკრებებში. იყენებენ აგრეთვე მუნის შემთხვევაში.
ტეილერის დაავადება (მ. ტეილერი, ამერიკელი ბიოლოგი და იმუნოლოგი) - თაგვების მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომელიც ენცეფალომიელიტის ტიპით მიმდინარეობს და ახასიათებს უკანა კიდურების კრუნჩხვები და დამბლა. ამ დაავადების ეპიზოოტიები გვხვდება ლაბორატორიულ ცხოველებში და 100% შემთხვევებში ცხოველების სიკვდილით მთავრდება.
ტელეგონია (ბერძნ. tele შორს, შორიდან, gone შთამომავლობა, თაობა) - მოვლენა, როდესაც II მამრიდან მიღებული შთამომავლობა ჰაბიტუსით ემსგავსება I მამრს, მიუხედავათ იმისა, რომ მდედრს I მამრთან დიდი ხნის მანძილზე კონტაქტი არ ჰქონია. მაგ., ზებრის ულაყის და ცხენის ჭაკის შთამომავლები ჰაბიტუსით ზებრის იდენტურები არიან. ამავე დროს, ცხენის ამავე ჭაკის და ჩვეულებრივი ცხენის ულაყის შემდგომი შთამომავლები ჰაბიტუსით შეიძლება აგრეთვე წააგავდნენ ზებრას.
ტელეკინეზი (ბერძნ. tele შორს, შორიდან, kinesis მოძრაობა) - სხვადასხვა საგნების სივრცეში გადაადგილება ადამიანის ფიზიკური ჩარევის გარეშე, მხოლოდ ფსიქიკური ძალის (ნებისყოფის) მეშვეობით. იგივე ფსიქოკინეზი.
ტელეპათია (ბერძნ. tele შორს, შორიდან, pathos გრძნობა) - მეცნიერულად აქამდე აუხსნელი მოვლენა, რომლის მიხედვითაც თითქოს შესაძლებელია მოვლენათა და აზრთა აღქმა შორი მანძილიდან გრძნობათა ორგანოების მონაწილეობის გარეშე (მაგ., სხვისი აზრების აღქმა უსიტყვოდ).
ტელერგონები (ბერძნ. tele შორს, შორიდან, ergon მუშაობა, ზემოქმედება) - ცხოველების მიერ გამოყოფილი ბიოლინები (იხ.). ზოგი მათგანი მოქმედებს იმავე სახეობის ორგანიზმებზე (ჰომოტელერგონები ანუ ფერომონები), სხვები კი სხვა სახეობებზე (ჰეტეროტელერგონები ანუ ალომონები, კაირომონები). შხამიანი ან მკვეთრი სუნის მქონე ნივთიერებები.
ტელიდია (ბერძნ. telis ქალის, eidos სახე) - მამრში მდედრის მეორადი სასქესო ნიშნების გამოვლენა (მაგ., მამაკაცებში სარძევე ჯირკვლების ჰიპერტროფიული განვითარება).
ტელიტოკია (ბერძნ. telis ქალის, tokos მშობიარობა) - პართენოგენეზული თაობა, რომელიც შედგება მხოლოდ მდედრებისაგან (მაგ., ბუგრების გაზაფხულის თაობა ან ციბრუტელების გაზაფხულის და ზაფხულის თაობები).
ტელოგენეზი (ბერძნ. telos ბოლო, genesis წარმოშობა) - სპეციალიზაციის პროცესის ბოლო, დამამთავრებელი სტადია.
ტელოლეციტალური კვერცხი (ბერძნ. telos ბოლო, lekitos ყვითრი) - კვერცხები, რომელთა ციტოპლაზმაში დიდი რაოდენობითაა არათანაბრად განაწილებული ყვითრი. ყვითრი ლოკალიზებულია ანიმალურ ნაწილში. ასეთი ტიპის კვერცხი დამახასიათებელია ზოგიერთი მოლუსკისათვის და ხერხემლიანების უმრავლესობისათვის (თევზებისათვის, ქვეწარმავლებისათვის, ფრინველებისათვის).
ტელომორფოზი (ბერძნ. telos ბოლო, morphe ფორმა, სახე) - ევოლუციის მიმართულება ვიწრო (საბოლოო) სპეციალიზაციისაკენ. ტელომორფოზი დაკავშირებულია ორგანიზმების შეგუებასთან ვიწრო ადაპტაციურ ზონაში საარსებოდ. ტელომორფოზის მაგალითებია: მრავალი პარაზიტული ორგანიზმი, თევზები პერიოდულად გამშრალ წყალსატევებში, თხუნელები მიწაში და ა.შ.
ტელოფაზა (ბერძნ. telos ბოლო, phasis გამომჟღავნება, გამოვლინება) - მიტოზის ბოლო სტადია, რაც ჩვეულებრივ მთავრდება ციტოტომიით (იხ.) და ორი შვილეული უჯრედის წარმოქმნით. ტერმინი შემოთავაზებულია ე.სტრასბურგერის მიერ.
ტემპერამენტი (ლათ. temperamentum თანაზომიერი, შეფარდება) - ადამიანის ფსიქიკურ თავისებურებათა ერთობლიობა, რაც ვლინდება გარე სამყაროსთან ადამიანის ურთიერთობაში, მის ქცევასა და სასიცოცხლო აქტივობაში. ტემპერამენტის მიხედვით განასხვავებენ: სანგვინიკებს, ქოლერიკებს, მელანქოლიკებს და ფლეგმატიკებს (ჰიპოკრატეს კლასიფიკაცია).
ტემპერატურული ზონები - სხვადასხვა ორგანიზმს თავისი ტემპერატურული ზონა გააჩნია: ოპტიმალური, მაქსიმალური და მინიმალური. მათ შემდეგ მოდის მოსვენების და სიკვდილის ზონები მაგ., ტემპერატურულ ზონაზე დამოკიდებულებით, განასხვავებენ ფსიქროფილურ, მეზოფილურ და თერმოფილურ მიკრობებს.
ტემპერატურული მუტანტები (ლათ. mutatio ცვლილება) - მუტანტები, რომლებიც საწყისი შტამისაგან განსხვავდებიან ინფექციური თვისებების თერმომგრძნობელობით. სიცივესთან ადაპტირებული ტემპერატურული მუტანტები დაბალი ტემპერატურებისას უკეთ იზრდებიან.
ტენდენცია (ლათ. tendere მისწრაფება, ლტოლვა) - ლტოლვა, მიდრე კილება რაიმესადმი.
ტენიიდოზები (Taeniidoses) - ჰელმინთოზებია ცესტოდოზების ჯგუფიდან. ტენიიდოზებს მიეკუთვნებიან ექინოკოკოზი, ტენიოზი, ცენუროზი და სხვ.
ტენიოზი (ლათ. taeniosis) - ღორის სოლიტერის მიერ გამოწვეული დაავადება (იხ. სოლიტერი).
ტერაბიოსფერო (ლათ. terra დედამიწა, ბერძნ. bios სიცოცხლე, sphaire დისკო) - ბიოსფეროს შრე, მისი ნაწილი, რომელიც განლაგებულია დედამიწის ზედაპირზე (ლითოსფეროსაგან განსხვავებით). ამ შრეში ბინადრობენ აერობიონტები.
ტერარიუმი (ლათ. terra დედამიწა) - ვივარიუმის (იხ.) ერთ-ერთი სახესხვაობაა. მასში ამყოფებენ ამფიბიებს და ქვეწარმავლებს.
ტერასფერო (ლათ. terra დედამიწა, ბერძნ. sphaire დისკო) - დედამიწის ზედაპირზე განლაგებული ბიოსფეროს შრე, მისი ნაწილი.
ტერატობლასტომა (ბერძნ. teratos ურჩხული, მახინჯი, blastos ყლორტი, ღივი, oma სიმსივნე) - ავთვისებიანი სიმსივნე, რომლის წარმოშობა განპირობებულია ემბრიონულ პერიოდში ქსოვილების ფორმირების დარღვევით.
ტერატოგენეზი (ბერძნ. teratos ურჩხული, მახინჯი, genesis წარმოქმნა) - განვითარების ანომალიის წარმოქმნის მექანიზმი.
ტერატოლოგია (ბერძნ. teratos ურჩხული, მახინჯი, logos მოძღვრება) - ემბრიოლოგიის დარგი, რომელიც შეისწავლის განვითარების ანომალიებს.
ტერატომა (ბერძნ. teratos ურჩხული, მახინჯი, oma სიმსივნე) - თანდაყოლილი, რთული აგებულების, მრავალქსოვილიანი სიმსივნე.
ტერიტორიული ქცევა - 1. სივრცეში ცალკეული ინდივიდების და მათი ჯგუფების აქტიური განცალკევების მექანიზმი. ინდივიდუალური სივრცე აუცილებელია ადამიანისთვისაც, თუმცა მას გააჩნია ცხოველებისათვის არა დამახასიათებელი განცალკევების ფსიქოლოგიური მექანიზმები. 2. ცხოველების უმეტესი ნაწილის თვისება, მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე იცხოვროს განსაზღვრულ ტერიტორიაზე და დაიცვას იგი იმავე სახეობის სხვა ინდივიდების შეჭრისაგან.
ტერმინალური (ლათ. terminus ზღვარი, საზღვარი) - საბოლოო, უკანასკნელი, გადამწყვეტი. მაგ., ამა თუ იმ დაავადების უკანასკნელი, ტერმინალური სტადია.
ტერმინატორი (ლათ. terminaro შეზღუდვა) - ტრანსკრიპციის მდგომარეობაში მყოფი დნმ-ს ჯაჭვის დაბოლოებაში არსებული ნუკლეოტიდების თანმიმდევრობა, რომელიც პასუხისმგებელია ტრანსკრიპციის პროცესის შეწყვეტაზე.
ტერმინი (ლათ. terminus ზღვარი, საზღვარი) - სიტყვა, რომელიც ზუსტად გადმოსცემს რაიმე მოვლენის, რეაქციის, პროცესის გარკვეულ არსს, მნიშვნელობას.
ტერმინოლოგია (ლათ. terminus ზღვარი, საზღვარი, ბერძნ. logos მოძღვრება) - მეცნიერების, ტექნიკის, ხელოვნების და ა.შ. რაიმე სფეროში გამოყენებული ტერმინების ერთობლიობა.
ტერმიტები (Anacanthotermes) - მიეკუთვნებიან მწერების კლასს, ტერმიტების რიგს. ისინი საზოგადოებრივი მწერების ნაკლებად განვითარებულ ჯგუფს წარმოადგენენ. ახასიათებთ პოლიმორფიზმი. ოჯახი შედგება მდედრი, მამრი ინდივიდებისაგან, მუშებისაგან (იცავენ კვერცხებს, აგროვებენ საკვებს, კვებავენ მდედრს) და ჯარისკაცებისაგან (იცავენ ოჯახს მტრებისაგან). ბინადრობენ მიწაში და ხის ფუღუროებში. აშენებენ მიწისზედა ბუდეებსაც. პირის აპარატი მღრღნელი აქვთ. აზიანებენ შენობების ხის ნაწილებს, ანადგურებენ მარცვლოვან კულტურებს, რის გამოც ითვლებიან მავნე მწერებად. გვხვდებიან აფრიკაში, შუა აზიაში, სამხრეთ კავკასიაში და სხვ.
ტერნერის სინდრომი - აღნიშნული მემკვიდრული დაავადება უვი-თარებათ ქალებს. ციტოგენეტიკური ფორმულაა: 44+XO=45. ახასიათებთ დაბალი სიმაღლე, მოკლე კისერი, შენელებული სქესობრივი განვითარება, ამენორეა და უნაყოფობა.
ტერპენები - ბუნებრივი, უჯერი ნახშირწყალბადები, რომლებიც შედიან ეთერზეთებში (ქაფური, მეთინოლი და სხვ.). გამოიყენებიან ინსექტიციდების და სხვადასხვა სამკურნალო პრეპარატების მისაღებად.
ტესტი (ინგლ. test გამოცდა, სინჯი) - რეაქცია, სინჯი, ცდა. რაიმეს დამამტკიცებელი ექსპერიმენტული ცდა.
ტესტ-კულტურა (ინგლ. test გამოცდა, სინჯი, ლათ. cultura დამუშავება) - განსაზღვრული მიკროორგანიზმები, რომლებიც გამოიყენებიან სხვა მიკროორგანიზმების თვისებების მოდელირებისათვის, რაც აუცილებელია ბაქტერიოლოგიური და იმუნოლოგიური კვლევისათვის.
ტესტ-მიკრობი (ინგლ. test გამოცდა, სინჯი, ბერძნ. mikros პატარა, მცირე) - ანტიბიოტიკების, ბაქტერიოსტატიკური და ბაქტერიციდული საშუალებების და სხვათა აქტიურობის განსაზღვრისათვის გამოყენებული მიკროორგანიზმის სტანდარტული შტამი.
ტესტოსტერონი (ლათ. testis სათესლე, stereos მაგარი) - მამაკაცის უმნიშვნელოვანესი სასქესო ჰორმონი, რომელიც პირველად მიიღეს ხარის სათესლე ჯირკვლიდან. იყენებენ სათესლის ფუნქციური უკმარისობის სამკურნალოდ.
ტესტ-სისტემა (ინგლ. test გამოცდა, სინჯი, ლათ. systema შეერთება, შეკავშირება) - ექსპერიმენტში გამოყენებული ყველა რეაქციის ერთობლიობა.
ტეტანუსი (ბერძნ. tetanos დაძაბულობა, კრუნჩხვა) - იგივე გაშეშება. მძიმე ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს ტეტანუსის ბაქტერიის, Clostridium tetani-ს ტოქსინი, რომელსაც გააჩნია ნეიროტროპული მოქმედება. იწვევს განივზოლიანი კუნთების შეტევით ტონურ შეკუმშვას და მთელი სხეულის მტკივნეულ კრუნჩხვებს.
ტეტრაპლოიდი (ბერძნ. tetra ოთხი, ploos ჯერადი) - ორგანიზმები ან უჯრედები, რომლებსაც ქრომოსომთა ოთხი კომპლექტი გააჩნიათ.
ტეტრასომია (ბერძნ. tetra ოთხი, soma სხეული) - პოლისომია, რომლის დროსაც წარმოდგენილია 4 ჰომოლოგიური ქრომოსომა. აღინიშნება ადამიანის ზოგიერთი ქრომოსომული დაავადების დროს.
ტიგმონასტია (ბერძნ. thigma შეხება, nastos გამკვრივებული) - მცენარის ორგანოს მოძრაობა შეხების ან ხახუნის საპასუხოდ. განსაკუთრებით კარგად არის გამოხატული მცოცავი მცენარეების ულვაშებში.
ტილები (Anoplura) - ფეხსახსრიანთა ტიპის, მწერების კლასის, ცრუხორთუმიანების რიგის მეტად საშიში პარაზიტებია ადამიანისა და ძუძუმწოვრებისათვის. სისხლისმწოველი მწერებია. აქვთ მჩხვლეტავ-მწუწნავი ტიპის პირის აპარატი. ადამიანზე პარაზიტობენ თავის, ტანსაცმლისა და ბოქვენის ტილები. ტანსაცმლის ტილს გადააქვს პარტახტიანი ტიფის აღმძვრელი - პროვაჩეკის რიკეტსია, ხოლო თავის ტილს - შებრუნებითი ტიფის გამომწვევი ე.წ. ობერმეიერის სპიროქეტა (ბორელია).
ტიმპანია (ბერძნ. tympanon დაფა, დაირა) - მსხვილი რქოსანი საქონლის, აგრეთვე ცხვრების, თხების დაავადება, რაც გამოიხატება დუღილის ფაზაში მყოფი საკვების გადაჭარბებულად მიღების შედეგად დაგროვილი გაზებით მუცლის გაბერვაში.
ტიმპანური ორგანო (ბერძნ. tympanon დაფა, დაირა) - ზოგიერთი მწერის სმენის ორგანო. განლაგებულია სხეულის სხვადასხვა ნაწილში, მაგ., კუტკალიებში წინა კიდურების წვივში, კალიებში მუცლის პირველი სეგმენტის გვერდებზე და ა.შ.
ტინდალიზაცია (ლათ. tyndallisatio) - მიკროორგანიზმების და მათი სპორების განადგურება ორთქლის განმეორებითი ზემოქმედებების საშუალებით (ჩვეულებრივ 1000C ტემპერატურაზე). პროცესი მიმდინარეობს დროის გარკვეული ინტერვალებით, როდესაც იქმნება სპორების აღმოცენების პირობები. სტერილიზაციის ეს ხერხი შემუშავებულია ინგლისელი ფიზიკოსის დ.ტინდალის (1820-1893) მიერ.
ტინქტურა (ლათ. tinctura) - სამკურნალო ნივთიერების ნაყენი წყალზე, სპირტზე ან ეთერზე (მაგ., იოდის ტინქტურა).
ტიპი (ბერძნ. typos ანაბეჭდი, ნიმუში) - სისტემატიკაში უმაღლესი ტაქსონომიური კატეგორიაა, რომელიც აერთიანებს მონათესავე კლასებს.
ტიპირება (ბერძნ. typos ანაბეჭდი, ნიმუში) - ტერმინს იყენებენ დონორისა და რეციპიენტის ქსოვილთა შეთავსების ხარისხის აღსანიშნავად. ამისათვის ლეიკოციტებს ურევენ ე.წ. მატიპირებელ შრატებს. ამ მეთოდის საშუალებით შესაძლებელია დადგინდეს ლეიკოციტების ანტიგენური მოზაიკა.
ტიპიური ფაგები (ბერძნ. phagos მშთანთქმელი) - გვარის ნომენკლატურული სახეობაა, რომელსაც გააჩნია გვარისათვის დამახასიათებელი ტიპიური თვისებები.
ტირანოზავრი (Tyrannosaurus) - გიგანტური მტაცებელი დინოზავრების გვარიდან. სხეულის სიგრძე 15 მეტრს აღწევდა, სიმაღლე კი 6 მეტრს. ჰქონდა მძლავრი კუდი და ხანჯლისმაგვარი კბილები. მასთან ახლოა ტიბროზავრი.
ტირაჟი (ფრანგ. tirage დაბეჭდვა, გამრავლება) - ამა თუ იმ გამოცემული წიგნის (ჟურნალის, გაზეთის და სხვ.) ეგზემპლარების რაოდენობა.
ტიტრი (ფრანგ. titre სინჯი) - 1. ერთ კუბურ სანტიმეტრ ან მილიმეტრ სითხეში გახსნილი ნივთიერების რიცხობრივი გამოსახულეტიტბა. 2. სისხლის შრატში ანტისხეულების განმსაზღვრელი ერთეული. შრატის ის მაქსიმალური განზავება, როდესაც ჯერ კიდევ აღინიშნება ანტისხეულის რეაქცია ანტიგენთან.
ტიტული (ლათ. titulus) - 1. წოდება, რომელიც ეძლევა ამა თუ იმ პიროვნებას დაკავებული თანამდებობის მიხედვით. 2. გვაროვნული ან ბოძებული წოდება.
ტიფი (ბერძნ. typhos გონების დაბინდვა) - რამდენიმე მწვავე ინფექციური დაავადების (მუცლის ტიფის, პარტახტიანი ტიფის, შებრუნებითი ტიფის, პარატიფის) საერთო სახელწოდება, რომელთა მიმდინარეობის დროს ავადმყოფის ცნობიერება იბინდება.
ტიფლიტი (ბერძნ. typhlos ბრმა, itis ანთება) - ბრმა ნაწლავის ანთება.
ტიფლოპედაგოგიკა (ბერძნ. typhlos ბრმა, პაიდაგოგიკე) - პედაგოგიკის დარგი, რომელიც სწავლობს ბრმების და სუსტი მხედველობის მქონე პირების აღზრდისა და სწავლების მეთოდებს.
ტიხტიხი - ფრინველების (როჭოების, ყრუანჩელების და სხვ.) საქორწილო თამაში, მათი ქცევა გამრავლების პერიოდში.
ტკივილი (dolor) - უსიამოვნო, დამთრგუნველი შეგრძნება, რაც განპირობებულია ორგანიზმზე სხვადასხვა გარეგანი ან შინაგანი ფაქტორების დამაზიანებელი მოქმედებით და ორგანიზმის დაცვისათვის მრავალგვარი ფუნქციური სისტემების მობილიზაციით; მგრძნობიარე ნერვული დაბოლოებების გაუსაძლისი, უსიამოვნო გაღიზიანება (ჩხვლეტა, დარტყმა, ანთება და სხვ.). ტკივილი იწვევს ორგანიზმის დამცველობითი მოქმედების გააქტივებას და ამასთან წარმოადგენს მთელი რიგი დაავადებების ადრეულ სიმპტომს.
ტკიპები (Acarina) - ფეხსახსრიანების ტიპის ობობასნაირების კლასის წარმომადგენლები. ისინი ადამიანის, ცხოველთა და მცენარეთა საშიში ექტოპარაზიტებია, ამ ა ვე დროს სხვადასხვა დაავადებათა აღმძვრელების გადამტანები და საკვები პროდუქტების მავნებლები. განასხვავებენ: ჯავშნიან, ბეღლის, ბღერის, გამაზოიდურ, არგასისებრ, იქსოდისებრ და სხვ. ტკიპებს.
ტოლერანტობა (ლათ. tolerantia მოთმინება) - სხვისი აზრისადმი, რწმენისადმი შემწყნარებლობა. იხ. იმუნოლოგიური ტოლერანტობა.
ტომოგრაფია (ბერძნ. tomos მონაკვეთი, შრე, grapho ვწერ) - რენტგენის სხივების ან ულტრაბგერების საშუალებით შინაგანი ორგანოების გამოკვლევის მეთოდი. საკვლევი ობიექტის (რომელიმე ორგანოს) ცალკეული შრეების გამოსახულების გამოყოფა და შესწავლა.
ტონზილიტი (ლათ. tonsillae ნუშები, ბერძნ. itis ანთება) - ნუშისებრი ჯირკვლების ჰიპერპლაზია (იხ.) და ქრონიკული ანთება.
ტონოპლასტი (ბერძნ. tonos დაჭიმვა, plastos გამოძერწილი) - მცენარეული უჯრედის ვაკუოლის შემომსაზღვრელი მემბრანა.
ტონოფიბრილები (ბერძნ. tonos დაჭიმვა, ლათ. fibrilla ბოჭკო) - ეპითელური უჯრედების ციტოპლაზმის სპეციფიკური დიფერენციაციის შედეგად წარმოქმნილი სპეციალური ორგანოიდები. ასრულებენ საყრდენ ფუნქციას, უზრუნველყოფენ ეპითელიუმში უჯრედების შეერთებას. ტონოფიბრილების დაბოლოებას წარმოადგენენ დესმოსომები (იხ.).
ტონოფილამენტები (ბერძნ. tonos დაჭიმვა, filum ძაფი) - ტონოფიბრილების სიგრძივი სტრუქტურული სუბერთეულები, რომლებიც შედგებიან კერატინის ტიპის ფიბრილური ცილებისაგან.
ტონუსი (ბერძნ. tonos დაძაბვა) - ნერვული ცენტრებისა და ქსოვილების, კერძოდ, კუნთების მუდმივი, დაძაბული მდგომარეობა, რაც გამოწვეულია ნერვული სისტემის მოქმედებით.
ტოპიკური დიაგნოსტიკა (diagnostica topica) - დაავადების კერის ადგილმდებარეობის განსაზღვრა.
ტორპორი (ლათ. torpeo გაშეშებული, გაქვავებული ვარ) - ცნობიერების მკვეთრი დაქვეითება. განურჩევლობა, აქტიურობის დაკარგვა.
ტორსი (იტალ. torso) - ადამიანის სხეული, ტანი. ადამიანის ტანის სკულპტურული გამოსახულება (თავისა და კიდურების გარეშე).
ტოტალური (ლათ. totus მთელი) - ყოვლისმომცველი, საყოველთაო (მაგ., სხეულის ტოტალური ანუ მთლიანი დასხივება).
ტოტიპოტენტური უჯრედი - იხ. პოლიპოტენტური უჯრედი.
ტოფობა - ქვირითის ყრა. იგივე ქვირითობა.
ტოქსემია (ბერძნ. toxikon შხამი, haima სისხლი) - სისხლში სხვადასხვა წარმოშობის ტოქსიკური ნივთიერების ცირკულაციით განპირობებული კლინიკური სინდრომი.
ტოქსიკოზი (ბერძნ. toxikon შხამი, osis მდგომარეობა) - დაავადება, რომელიც გამოწვეულია ამა თუ იმ შხამის (ტოქსინის) ზემოქმედებით გამოწვეული მოწამვლით.
ტოქსიკოლოგია (ბერძნ. toxikon შხამი, logos მოძღვრება) - მეცნიერება, რომელიც სწავლობს შხამების თვისებებს, ორგანიზმზე მათი მოქმედების მექანიზმს, აგრეთვე ტოქსიკოზების (იხ) დიაგნოსტიკის, თერაპიისა და პროფილაქტიკის საკითხებს.
ტოქსინი (ბერძნ. toxikon შხამი) - შხამიანი ნივთიერება, რომელსაც გამოყოფს ზოგიერთი ორგანიზმი (მცენარე, ცხოველი, ბაქტერია, სოკო და სხვ.).
ტოქსობურობა (ბერძნ. toxikon შხამი) - ორგანიზმის უნარი, ნორმალურად იცხოვროს და გამრავლდეს მინერალური და ორგანული ტოქსიკური ნივთიერებების შემცველ წყლებში. განასხვავებენ წყალსატევების ოლიგო, მეზო და პოლიტოქსობურ ზონებს. წყალსატევებს ან მათ ზონებს, სადაც შეუძლებელია სიცოცხლის ყოველგვარი გამოვლინება, ჰიპერტოქსობური ეწოდებათ.
ტოქსოპლაზმა (Toxoplasma gondii) - ადამიანისა და მრავალი ცხოველის პარაზიტებია, რომლებიც მიეკუთვნებიან უმარტივესების ტიპის სპორიანების კლასს. აზიანებენ გულს, თვალებს, სისხლძარღვებს, ცენტრალურ ნერვულ სისტემას და ა.შ. კლინიკური მიმდინარეობა ზოგჯერ წააგავს ინფექციურ მონონუკლეოზს.
ტრაბეკულა (ლათ. trabs მორი, ხარიხა) - შემაერთებელქსოვილოვანი კონა ლიმფურ კვანძებში, ელენთაში და სხვა ორგანოებში. ასრულებს საყრდენ როლს და ქმნის ამ ორგანოების უხეშ ჩონჩხს.
ტრავმატოლოგია (ბერძნ. trauma დაშავება, დაზიანება, logos მოძღვრება) - მედიცინის დარგი, რომელიც სწავლობს ტრავმულ დაზიანებებს და მათი მკურნალობის მეთოდებს.
ტრანზიტორული (ლათ. transitus გადასვლა) - გარდამავალი, წარმავალი. მაგ., ავადმყოფობის გარდამავალი სტადია.
ტრანზიცია (ლათ. transitio გადატანა, გადაადგილება) - კოდის სტრუქტურის მარტივი ცვლილება, როდესაც ერთი პურინის ფუძე იცვლება მეორეთი.
ტრანკვილიზატორები (ლათ. tranquillo ვაწყნარებ, ვამშვიდებ) - ფსიქიკური აგზნების საწინააღმდეგო, დამამშვიდებელი საშუალებები. მრავალთა შორის, ნერვული სისტემის დასამშვიდებლად წარმატებით გამოიყენება საქართველოში დამზადებული პრეპარატი „ნესი“.
ტრანს (ლათ. trans იქით, იქითა) - რთულ სიტყვებში აღნიშნავს: მოძრაობას, გადაადგილებას (მაგ., ტრანსატლანტიკური); განლაგებას რაიმეს შემდეგ (მაგ., ტრანსურანები რადიოაქტიური ქიმიური ელემენტები, რომლებიც პერიოდულ სისტემაში განლაგებულნი არიან ურანის შემდეგ).
ტრანსგენოზი (ლათ. trans იქით, იქითა, ბერძნ. genos დაბადება, წარმოშობა) - ხელოვნურად სინთეზირებული გენების ან უჯრედის გენომიდან გამოყოფილი გენების გადატანა სხვა გენომში მემკვიდრულ თვისებათა შესაცვლელად ან მოცემულ გენთა გასამრავლებლად. მაგ., ტრანსგენური კარტოფილი.
ტრანსგრესია (ლათ. transgression გადასვლა) - ზღვის შეტევა ხმელეთზე, ზღვით ხმელეთის დატბორვა.
ტრანსდუქცია (ლათ. transductio გადატანა) - გენეტიკური ინფორმაციის გადაცემის მექანიზმი ერთი უჯრედიდან მეორეში. დნმ-ს ჯაჭვის განსაზღვრული მონაკვეთის გადატანა ერთი ბაქტერიიდან მეორეში ბაქტერიოფაგის მეშვეობით. აღმოჩენილია 1952 წელს ჯ. ლედერბერგის და ნ. ცინდერის მიერ.
ტრანსვერსალური (transversalis) - განივი.
ტრანსვერსია (ლათ. transverto გარდაქმნა) - აზოტოვანი ფუძეების გადატანა ერთი პოლინუკლეოტიდური ჯაჭვიდან მეორეში, რაც განაპირობებს გენურ მუტაციებს. მაგ., როდესაც პურინის ფუძე იცვლება პირიმიდინით ან პირიქით.
ტრანსვესტი (ლათ. trans იქით, იქითა, vest ტანსაცმელი, მოკაზმულობა) - პიროვნება, რომელსაც აქვს საწინააღმდეგო სქესის ტანისამოსის ჩაცმის და ტარების აკვიატებული სურვილი. ტრანსვესტების 30% ჰომოსექსუალებია. იხ. ეონიზმი.
ტრანსი (ფრანგ. transe გაშეშება, გაქვავება) - ფსიქიკის უეცარი, ხანმოკლე მოშლა ცნობიერების დაბინდვით. უმეტეს შემთხვევაში ადგილი აქვს ეპილეფსიის დროს.
ტრანსკრიპცია (ლათ. transcriptio გადაწერა) - დნმ-ს მოლეკულაზე საინფორმაციო რნმ-ს მოლეკულების წარმოქმნის პროცესი, რომლებზეც დნმდან გადაიწერება მემკვიდრული ინფორმაცია ანუ ნუკლეოტიდების განლაგების თანმიმდევრობა.
ტრანსლაცია (ლათ. translatio გადაცემა) - ცილების პოლიპეპტიდური ჯაჭვების ბიოსინთეზი, რაც ხორციელდება დნმ-ს და რნმ-ს მოლეკულების ურთიერთმოქმედებით და საინფორმაციო (მატრიცული), სატრანსპორტო რნმ-სა და რიბოსომების მონაწილეობით.
ტრანსლოკაცია (ლათ. trans იქით, იქითა, locus ადგილი) - ქრომოსომების აბერაციის ერთ-ერთი ფორმა, რომლის დროსაც ხდება ამა თუ იმ სეგმენტის მიმოცვლა ან გადანაცვლება ჰომო და არაჰომოლოგიურ ქრომოსომებს შორის. განასხვავებენ ბალანსირებულ (ანუ რეციპროკულ) და არაბალანსირებულ ტრანსლოკაციებს. ტერმინი შემოიღო ბრიჯესმა1917 წელს.
ტრანსმისიული დაავადებები (ლათ. transmissio გადაცემა) - დაავადებები, რომლებიც გადაეცემიან სპეციფიკური გადამტანების საშუალებით. მაგ., მალარიის პლაზმოდიუმის გადაცემა კოღო ანოფელესის, ხოლო შორეულაღმოსავლეთის ენცეფალიტის ვირუსისა - ტკიპების საშუალებით. არჩევენ ობლიგატურ და ფაკულტატურ ტრანსმისიულ დაავადებებს. გამოყოფენ ტრანსმისიული დაავადებების შემდეგ ჯგუფებს: ანთროპოზოონოზებს (იხ.), ანთროპონოზებს (იხ.) და ზოონოზებს (იხ.).
ტრანსპირაცია (ლათ. trans იქით, იქითა, spiro ვსუნთქავ, ვისუნთქავ) - მცენარეების მიერ (უმეტესად მისი ფოთლებით) წყლის ფიზიოლოგიური აორთქლება. ამ პროცესის მეშვეობით წარმოიქმნება წყლისა და მასში გახსნილი მინერალური ნივთიერებების ნაკადი ფესვებიდან ფოთლებისაკენ. ასრულებს თერმორეგულაციის ფუნქციას, იცავს რა მცენარეებს გადახურებისაგან.
ტრანსპლანტატი (ლათ. ტრანს იქით, იქითა, plantatio ნერგი) - ქსოვილი, ორგანოს ნაწილი ან მთელი ორგანო, რომლებსაც გადანერგავენ რეციპიენტში მწყობრიდან გამოსული ქსოვილის ან ორგანოს შესაცვლელად (მაგ., სისხლი, ძვლის ტვინი, თირკმელი, გული და სხვ.).
ტრანსპლანტატის მოცილების რეაქცია (ლათ. trans იქით, იქითა, plantatio ნერგი) - რეციპიენტის იმუნური რეაქციის შედეგად ტრანსპლანტატის წინააღმდეგ გამომუშავებული რეაქცია, რის შედეგადაც ხდება ტრანსპლანტატის მოცილება, მოშორება, რაც ტრანსპლანტაციის ძალზე არასასურველი შედეგია.
ტრანსპლანტაცია (ლათ. trans იქით, იქითა, plantatio ნერგი) - ქსოვილის, ან ორგანოს ნაწილის (ან მთელი ორგანოს) ოპერაციული გადანერგვა ორგანიზმის სხვა ადგილას (ავტოტრანსპლანტაცია), ან იმავე სახეობის სხვა ინდივიდში (ალოტრანსპლანტაცია), ანდა რომელიმე სხვა სახეობის ცხოველში (ქსენოტრანსპლანტაცია). მცენარეებში ქსოვილების გადანერგვას მყნობას (იხ.) უწოდებენ.
ტრანსპლაცენტური სიმსივნე (ლათ. trans იქით, იქითა, ბერძნ. placus კვერი) - ზოგ შემთხვევაში კანცეროგენური ნივთიერებები თავის მატრანსფორმირებელ მოქმედებას ახდენენ დედის ორგანიზმიდან ნაყოფზე პლაცენტის საშუალებით.
ტრანსპოზიცია (ლათ. trans იქით, იქითა, positio მდგომარეობა) - 1. გენების გადატანა, გადაადგილება ქრომოსომაში. 2. ორგანოების გადანაცვლება სხეულის ერთი ადგილიდან მეორეზე (მაგ., გულის მარჯვენამხრივი მდებარეობა).
ტრანსპოზონები (ლათ. trans იქით, იქითა, positio მდგომარეობა) - მობილური ელემენტები (გენები), რომლებსაც ქრომოსომის ერთი მონაკვეთიდან სხვა უბანში გადაადგილების უნარი აქვთ.
ტრანსსექსუალი (ლათ. trans იქით, იქითა, sexus სქესი) - პიროვნება, რომელსაც სქესის გამოცვლის აკვიატებული სურვილი ამოძრავებს.
ტრანსუდატი (ლათ. trans იქით, იქითა, sudare გამოჟონვა, გამოდინება) - არაანთებითი გამონაჟონი სხეულის სხვადასხვა ღრუში.
ტრანსუდაცია (ლათ. trans იქით, იქითა, sudare გამოჟონვა, გამოდინება) - სისხლის შრატის გამოჟონვის პროცესი სისხლძარღვების კედლებიდან ქსოვილებში და სხეულის სიღრუეებში.
ტრანსფერაზები - ფერმენტების კლასი, რომლებიც აკატალიზებენ ერთი რომელიმე ნივთიერების (დონორის) მოლეკულისაგან ატომების ჯგუფების გადატანის რეაქციას სხვა ნივთიერების (აქცეპტორის) მოლეკულაზე. ტრანსფერაზების მეშვეობით უჯრედებში მიმდინარეობს ალკილირების, ფოსფორილირების, ცილის, ნუკლეინის მჟავების ბიოსინთეზის და სხვა რეაქციები.
ტრანსფექცია (ლათ. trans იქით, იქითა, ბერძნ. phero ვატარებ) - უჯრედების ტრანსფორმაცია იზოლირებული დნმ-ს მეშვეობით.
ტრანსფორმაცია (ლათ. transformo გარდავქმნი) - 1. უფრო ხშირად იგულისხმება ნორმალური უჯრედის სიმსივნურად გარდაქმნა. 2. გენეტიკური ინფორმაციის გადატანა ერთი უჯრედიდან მეორეში დონორის ქრომოსომის დნმ-ს ფრაგმენტის ჩართვით რეციპიენტის ქრომოსომაში და მათი რეკომბინაციით.
ტრანსფორმიზმი (ლათ. transformo გარდავქმნი) - XVII-XIX საუკუნეების ბუნებისმეტყველთა და ფილოსოფოსთა წარმოდგენა ორგანიზმის ცვლილებებზე და გარდაქმნებზე, კერძოდ, ოსტორიულად უფრო გვიანი ფორმების წარმოშობაზე მათი წინამორბედებისაგან. ორგანიზმების გარდაქმნას ტრანსფორმისტები ხსნიდნენ მათი მიზანშეწონილი რეაქციით გარემო პირობების ცვლილებებზე და ამრიგად შეძენილი ნიშან-თვისებების დამემკვიდრებით. ტრანსფორმისტები იყვნენ: ჟ. ბუფონი, ე. ჟ. სენტილერი, რ. ჰუკი, კ. დიდრო, კ. რულიე და სხვ..
ტრანსფუზია (ლათ. transfusio გადასხმა) - სისხლის გადასხმა; სისხლის შემცვლელის ან რაიმე სამკურნალო პრეპარატის შეყვანა ვენაში.
ტრანსცენდენტური (ლათ. transcendens საზღვარს იქით) - შემეცნებისთვის მიუწვდომელი, რაც ყოველგვარი შესაძლებელი საზღვრის იქითაა. მაგ., ტრანსცენდენტური მედიტაცია.
ტრაფარეტი (იტალ. traforetto გახვრეტილი) - მიღებული ნიმუში, რომელსაც ბრმად ბაძავენ, კრიტიკულად არ აფასებენ და არ ცდილობენ მის გადასინჯვას.
ტრაქეიტი (ბერძნ. tracheia ტრაქეა, itis ანთება) - სასულის (ტრაქეის) ლორწოვანი გარსის ანთება.
ტრაქომა (trachoma) - თვალის ლორწოვანი გარსის ინფექციური დაავადება. იგივე თვალის „ეგვიპტური ანთება“. გამომწვევია Chlamydia trachomatis.
ტრაქტატი (ლათ. tractatus განსჯა, განხილვა) - 1. სამეცნიერო შრომა, რომელშიც დაწვრილებითაა განხილული რომელიმე ცალკეული საკითხი ან პრობლემა. 2. ზოგიერთი საერთაშორისო შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების სახელწოდება.
ტრაქტი (ლათ. tractus მიმდინარეობა, ნელი მოძრაობა) - სავალი, გამტარი გზა. მაგ., საჭმლის მომნელებელი ტრაქტი.
ტრემატოდები (Trematodes) - იგივე მწოველები. ბრტყელი ჭიების ტიპის, ტრემატოდების კლასის წარმომადგენლებია. განასხვავებენ მონოგენეზურ და დიგენეზურ მწოველებს, რომლებიც უფრო ხშირად ღვიძლსა და ნაწლავებში პარაზიტობენ. მათ მიერ გამოწვეულ დაავადებას ტრემატოდოზი ეწოდება. ყველაზე უფრო ცნობილი წარმომადგენელია ღვიძლის პეპელა - Fasciola hepatica.
ტრემორი (ლათ. tremor კანკალი) - უნებლიე რხევითი მოძრაობა, რომელიც მოიცავს მთელ სხეულს ან მის რომელიმე ნაწილს. აღინიშნება თავისა და ზურგის ტვინის დაავადებების, განსაკუთრებით ალკოჰოლიზმის, თირეოტოქსიკოზის, გაფანტული სკლეროზის და სხვ. პათოლოგიების შემთხვევებში.
ტრეპანაცია (ბერძნ. trypanon ბურღი) - ღრუს გასახსნელად ძვალში ხვრელის შექმნის ოპერაცია (მაგ., თავის ქალას ტრეპანაცია).
ტრეპანობიოფსია (ბერძნ. trypanon ბურღი, ბერძნ. bios სიცოცხლე, opsis მხედველობა) - პუნქციური ტრეპანაციის შედეგად მიღებული ძვლის ტვინი.
ტრიადა (ბერძნ., trias სამმაგი) - რაიმე მოვლენის, ცნობის, დაავადების და ა.შ. სამი სტადია, სამი ფაზა, სამი პუნქტი (მაგ., კოხის ტრიადა ანუ პოსტულატი).
ტრიასული პერიოდი - მეზოზოური ერის პირველი პერიოდი. გრძელდებოდა დაახლოებით 35 მლნ წლის განმავლობაში. ამ პერიოდში ზღვამ ხმელეთის დიდი ტერიტორიები დაფარა. გაჩნდნენ მარჯნები, ზღვის ზღარბები, მოლუსკები. გადაშენდნენ გვიმრები, ნაკლებად იყო გამოხატული შიშველთესლიანები. ხმელეთზე გაჩნდნენ პირველი ძვლოვანი თევზები და კვერცხისმდებელი ძუძუმწოვრები. გადაშენდნენ სტეგოცეფალები, გაჩნდნენ პირველი მტაცებლები, ბალახისმჭამელი და წყლის დინოზავრები და სხვ. ეს პერიოდი მკვეთრად იყოფა 3 ნაწილად. სახელი დაერქვა ალბერტის მიერ 1834 წელს.
ტრიგერული (ინგლ. trigger) - გამშვები მექანიზმი. მაგ., რეგენერაციული პროცესის ტრიგერული, გამშვები მექანიზმი.
ტრივიალური (ფრანგ. trivial) - არაორიგინალური, უფერული, გაცვეთილი.
ტრიმესტრი (ლათ.. trimestris სამთვიანი) - სამი თვე, წლის მეოთხედი. მაგ., ადამიანის ორსულობის პერიოდი იყოფა 3 ტრიმესტრად.
ტრიპანოსომა (Trypanosoma gambienze) - უმარტივესების ტიპის, შოლტიანების კლასის წარმომადგენელი. გავრცელებულია აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში. იწვევს ლეთარგიულ ძილს (იხ), რომელიც ჩვეულებრივ, სიკვდილით მთავრდება. გადამტანია ბუზი ცეცე. ტრიპანოსომების სხვა სახეობები იწვევენ მსხვილფეხა რქოსანი საქონლის დაავადებას სამხრეთ აფრიკაში (ნაგანა, იხ.), ყაზახეთში აქლემების დაავადებას (სუკურუ). ცნობილია აგრეთვე ცხენების ე.წ. „დაგრილების ავადმყოფობა“, რომლის გამომწვევი აგენტი აგრეთვე ერთერთი სახეობის ტრიპანოსომაა.
ტრიპლეტი (ლათ.. triplex სამმაგი) - გენების სტრუქტურული კომპონენტი, რომელიც წარმოდგენილია გარკვეული თანმიმდევრობით განლაგებული 3 ნუკლეოტიდით. ერთი ტრიპლეტი შეესაბამება ერთ რომელიმე ამინომჟავას. იგივე კოდონი.
ტრიპსინი (ბერძნ.. tripsis დანაწევრება) - ცილის დამშლელი კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტი.
ტრისომია (ბერძნ. tri სამი, soma სხეული) - მოვლენა, როდესაც ქრომოსომათა დიპლოიდურ ნაკრებზე დამატებულია ერთი ზედმეტი ქრომოსომა. ტრისომია შეიძლება შეეხოს როგორც სომატურ, ასევე სასქესო ქრომოსომებს. უჯრედ-ტრისომიკების ქრომოსომული შემადგენლობა აღინიშნება როგორც 2n+1. მაგ., დაუნის სინდრომის შემთხვევაში ტრისომია ეხება 21-ე წყვილ ქრომოსომას.
ტრიტონი (ბერძნ. Triton) - 1. ძველბერძნულ მითოლოგიაში პოსეიდონისა და აფროდიტეს შვილი. ზღვის ღმერთი ადამიანის თავით და თევზის კუდით. 2. პლანეტა ნეპტუნის ორი თანამგზავრიდან ერთ-ერთი. 3. კუდიანი ამფიბია (Triturus) სალამანდრების ოჯახიდან. ახასიათებს სუსტად განვითარებული კიდურები და უბრჭყალო თითები. ცხოვრობს მცირე ზომის წყალსატევებში.
ტრიქალგია (ბერძნ. thrix თმა, ბეწვი, algos ტკივილი) - ტკივილის შეგრძნება თმაზე ხელის გადასმის დროს.
ტრიქინელოზი (Trichinellosis) - სპირალური ტრიქინელით (იხ.) გამოწვეული ადამიანის დაავადება.
ტრიქომონასი (ბერძნ. thrix თმა, ბეწვი, monas განმხოლოებული) - უმარტივესების ტიპის, შოლტიანების კლასის პარაზიტია. განასხვავებენ წაგრძელებულ, ადამიანის და საშოს ტრიქომონასს. იწვევენ დაავადება ტრიქომონიაზს, რაც გამოიხატება საშოს ანთებით, ურეთრიტით და სხვ. გადადის სქესობრივად და წყლით.
ტრიქოფიტია (ბერძნ. thrix თმა, ბეწვი, phyton მცენარე) - კანის, თმისა და ფრჩხილების ყველაზე უფრო გავრცელებული სოკოვანი დაავადება.
ტრიქოცეფალუსი (Trichocephalus trichiurus) - მრგვალი ჭიების ტიპი. იგივე ადამიანის ბეწვთავა. პარაზიტული ჭიაა. ბინადრობს ადამიანის ბრმა ნაწლავში. იკვებება სისხლით. იწვევს დაავადება ტრიქოცეფალოზს.
ტრიქოცისტები (ბერძნ. thrix თმა, ბეწვი, kystis ბუშტი) - უმარტივესების, კერძოდ, ინფუზორიების ჩხირისებრი ფორმის ციტოპლაზმური ორგანელები, რომლებიც იგზნებიან მექანიკური ან ქიმიური გაღიზიანების შემთხვევაში. გამოისვრიან წვრილ, გრძელ მსუსხავ ძაფებს. ასრულებენ დამცველობით ფუნქციას.
ტროგლობიონტები (ბერძნ. trogle გამოქვაბული, მღვიმე, bion მცხოვრები) - ორგანიზმები, რომელნიც ცხოვრებენ მხოლოდ გამოქვაბულებში, კერძოდ, გამოქვაბულების და მიწისქვეშა წყლებში. ასეთი ორგანიზმებია: კიბოსნაირები, ციბრუტელები, წურბელები და სხვ.
ტროგლოდიტი (ბერძნ. troglodites) - 1. გამოქვაბულში მცხოვრები პირველყოფილი ადამიანი. 2. უკულტურო, უცოდინარი ადამიანი.
ტროპი (carina) - ხერხემლიანი ცხოველების მკერდის ძვლის გამონაზარდი. ქედი, რომელზედაც მიმაგრებულია ძლიერ განვითარებული მკერდის კუნთები. ჩვეულებრივ, კარგადაა წარმოდგენილი მფრინავ ცხოველებში (ფრინველების უმეტესობა, ღამურები), უფრო იშვიათად კი თხუნელებში. ფრენის უნარს მოკლებულ ფრინველებს ტროპი არ გააჩნიათ (მაგ., სირაქლემებს).
ტროპიზმი (ბერძნ. tropos მობრუნება, მიმართულება) - 1. მცენარეების ნელი, შეუმჩნეველი მოძრაობა გამღიზიანებლის მიმართულებით ან მის საწინააღმდეგოდ (მაგ., ფოტოტროპიზმი, გეოტროპიზმი). 2. ამა თუ იმ უჯრედის, მიკროორგანიზმის, ქიმიური ნივთიერების უნარი, ზემოქმედება მოახდინოს ამა თუ იმ უჯრედზე, ქსოვილზე თუ ორგანოზე. მაგ., რომელიმე კანცეროგენური ნივთიერების უნარი გამოიწვიოს პათოლოგიური პროცესი ღვიძლში, რასაც ჰეპატოტროპიზმი ეწოდება.
ტროპიკები (ბერძნ. tropikos მოსაბრუნებელი) - დედამიწის ყველაზე უფრო ცხელი სარტყელები, რომლებიც მდებარეობენ ეკვატორის მახლობლად, ჩრდილოეთით და სამხრეთით.
ტროპიკული დაავადებები (ბერძნ. tropikos მოსაბრუნებელი) - დაავადებები, რომლებიც უმეტესად გვხვდება ეკვატორულ, სუბეკვატორულ და ტროპიკულ სარტყელებში. ეს ეხება ვირუსულ (ყვითელი ცხელება), ბაქტერიულ, პარაზიტულ, რიკეტსიულ, სოკოვან დაავადებებს და სხვა. ტროპიკულია აგრეთვე სხვადასხვა დერმატიტები, ავიტამინოზები (ბერიბერი, სპრუ), სისხლის გენეტიკური ანომალიები (ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია), შხამიანი გველებით, ობობებით და თევზებით გამოწვეული ინტოქსიკაციები. სინონიმი: ცხელი ქვეყნების დაავადებები.
ტროპიკული წყლული (ბერძნ. tropikos მოსაბრუნებელი) - ცხელ ქვეყნებში სხვადასხვა ეტიოლოგიის დაავადებების კრებითი ტერმინი: ტროპიკალოიდური წყლული, უდაბნოს წყლული, მარჯნის წყლული და სხვ. მაგ., მარჯნის წყლული წარმოიქმნება კანზე ცოცხალი მარჯნების ნემსებით მიყენებული ჭრილობებით.
ტროპოსფერო (ბერძნ. tropos მობრუნება, მიმართულება, sphaira დისკო) - ატმოსფეროს ქვედა შრე, რომლის სიმაღლე საშუალოდ 15 კმია. ტროპოსფერო შეიცავს ჰაერში შეწონილ წყლის ორთქლს.
ტროფიკული (ბერძნ. trophe კვება) - მკვებავი.
ტროფიკული წყლული (ბერძნ. trophe კვება) - ნევროგენულ-კვებითი წარმოშობის წყლული. ვითარდება კანსა და ლორწოვან გარსებზე. გამოწვეულია სხეულის ამა თუ იმ ნაწილში კვების პროცესის დარღვევით.
ტროფობლასტი (ბერძნ. trophe კვება, blastos ყლორტი, ღივი) - უმაღლეს ძუძუმწოვართა დაყოფის პროცესში მყოფი კვერცხის გარეთა შრე - ბლასტოცისტის კედელი და მისგან განვითარებული პარაპლაცენტური წარმონაქმნი.
ტროფოლაქსისი (ბერძნ. trophe კვება, alaxis გაცვლა) - ზოგიერთი საზოგადოებრივი ცხოველისათვის (მაგ., ჭიანჭველებისათვის) დამახასიათებელი ქმედება, რაც გამოიხატება საკვების და ჯირკვლების გამონაყოფების გაცვლაგამოცვლაში.
ტუბერკულინი (ლათ. tuberculum კორძი) - ტუბერკულოზის მიკობაქტერიების პროტეინების შემცველი მასალა ან ამ პროტეინების პროდუქტი, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ანთებითი რეაქცია. ტუბერკულინი ტოქსიკურად მოქმედებს ტუბერკულოზით დაავადებულებზე, ამიტომ მას იყენებენ მხოლოდ ტუბერკულოზის დიაგნოსტიკისათვის (პირკეს და მანტუს სინჯები).
ტუბერკულოზი (ლათ. tuberculum კორძი, osis მდგომარეობა) - ინფექციური დაავადება, რომელიც გამოწვეულია Mycobacterium tuberculosis-ით. აღმოაჩინა რ. კოხმა 1882 წელს. ყველაზე უფრო ხშირია ფილტვის ტუბერკულოზი. ნახველში დიდი რაოდენობითაა მიკობაქტერიები, იგივე კოხის ჩხირები.
ტულარემია (Tulare - კალიფორნიის შტატში ტბა და რაიონი, სადაც პირველად აღმოაჩინეს ეს დაავადება, ბერძნ. haima სისხლი) - ბაქტერიული ეტიოლოგიის მწვავე დაავადებაა, რომელიც ადამიანს გადაედება დასნებოვნებული მღრღნელების, მწერებისა და ტკიპებისაგან. გამომწვევია Francisella tularensis. ტიპიური ანთროპოზოონოზია. ახასიათებს მძიმე კლინიკური მიმდინარეობა. გამომწვევი აღმოაჩინეს მაკკოიმ და ჩეპინმა 1912 წელს.
ტუმორი (ლათ. tumor სიმსივნე) - ორგანიზმის ქსოვილების პათოლოგიური ზრდა.
ტუნდრა (ფინ. tunturi) - უტყეო ზონა ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანესა და წიწვიან ტყეებს შორის. დამახასიათებელია დაბალი ტემპერატურები და მოკლე ვეგეტაციური პერიოდი. მცენარეებიდან უნდა აღინიშნოს: ლიქენები, მარცვლოვანები, ისლი და დაბალი ბუჩქნარი. ცხოველებიდან გავრცელებულია: ჩრდილოეთის ირემი, კურდღელი, თეთრი დათვი, მგელი, თეთრი მელა და სხვ.
ტურბელარიები (Turbelaria) - იგივე წამწამიანი ჭიები. ბრტყელი ჭიების ტიპის ერთ-ერთი კლასია. თავისუფლადმცხოვრები ორგანიზმებია. ბინადრობენ ზღვებში, მტკნარ წყლებში და ტენიან ნიადაგში. სხეული დაფარული აქვთ წამწამებით.
ტურგორი (ლათ. turgor შესივებული ვარ) - ქსოვილების ნორმალური ტონუსი მათში სისხლისა და ლიმფის საკმარისი რაოდენობის არსებობის შემთხვევაში.
ტყუპები (gemelli) - ორი და მეტი თითქმის ერთდროულად გაჩენილი შთამომავალი იმ ცხოველებში (ადამიანის ჩათვლით), რომლებიც ჩვეულებრივ ერთ შვილს აჩენენ. განასხვავებენ ერთკვერცხოვან (იდენტურ) ტყუპებს, რომლებიც განვითარდნენ ერთი განაყოფიერებული კვერცხუჯრედის ბლასტომერების პირველადი გაყოფის შედეგად და ორკვერცხიან (ანუ არაიდენტურ) ტყუპებს, რომლებიც დამოუკიდებლად განვითარდნენ სხვადასხვა სპერმატოზოიდებით განაყოფიერებული ორი (ან მეტი) კვერცხუჯრედიდან. იდენტური ტყუპების შემთხვევაში შესაძლებელია განვითარების სხვადასხვა ანომალიების წარმოქმნა (მაგ., სიამის ტყუპები, იხ.).
T-უჯრედოვანი ლეიკემია - ადამიანის ვირუსული ეტიოლოგიის ლეიკემია. მისი გამომწვევია HTLV-I რეტროვირუსების ოჯახიდან. ენდემურია იაპონიის, კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებისათვის და აფრიკის ზოგიერთი რაიონისათვის.
![]() |
24 უ |
▲back to top |
„უაზრო“ კოდონები (ინგლ. nonsense უაზრო, ფრანგ. code პირობითი შემოკლება, შიფრი) - დნმ-სა და რნმ-ს მოლეკულაში ნუკლეოტიდების ჯგუფი (სამეული), რომელიც წარმოადგენს სიგნალს ცილის პოლიპეპტიდური ჯაჭვის სინთეზირების დაწყების ან დამთავრების შესახებ. 64 კოდონიდან 3 წარმოადგენს უაზრო კოდონს (უაგ, უაა და უგა). სინონიმი: ნონსენსკოდონი.
უბიკვისტები (ლათ. ubique ყველგან) - მცენარეები და ცხოველები, რომლებიც ნაკლებ მომთხოვნი არიან საარსებო პირობებისადმი.
უბიკვიტური (ლათ. ubique ყველგან) - ყველგან მყოფი. მაგ., მაკროფაგები, რომლებიც არსებობენ ორგანიზმის ნებისმიერ ქსოვილსა და ორგანოში.
უდაბნო - დედამიწის სხვადასხვა რეგიონები, სადაც უაღრესად მცირეა წლიური ნალექების რაოდენობა და ფართოა ტემპერატურული ცვლილებები. აღნიშნული რეგიონები მეტად ღარიბია ცხოველებითა და მცენარეული საფარით. უდაბნოებს ხმელეთის 1/3-მდე უკავიათ. ყველაზე უფრო ცნობილი უდაბნოებია: საჰარა, გობი, კალაჰარი და სხვ.
უდაბნოპითეკი (Udabnopithecus garedziensis) - ადამიანისმაგვარი მაიმუნის გადაშენებული სახეობა, რომლის ნაშთი 2 ზედა კბილის სახით ნაპოვნია 1939 წელს საქართველოში, სოფელ უდაბნოში, გარეჯის მახლობლად.
უკვდავა (Portulaca oleracea) - იგივე ნეგო. მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს ასკორბინის მჟავას, ეთერზეთებს, ორგანულ მჟავებს, ფისებს, K ვიტამინს, ცხიმოვან ზეთებს, მწარე, მთრიმლავ, მღებავ ნივთიერებებს და სხვ. გააჩნია ნაღველმდენი მოქმედება, ცვლის ნაღვლის ქიმიურ შემადგენლობას, აძლიერებს დიურეზს. ამ მცენარიდან მიღებულია ზოგიერთი ანტიბიოტიკიც. გამოიყენება როგორც ანთების საწინააღმდეგო და ჰიპოტენზიური საშუალება.
ულკუსი (ლათ. ulcus წყლული) - იხ. წყლული.
ულტრა (ლათ. ultra ზე, მეტი) - რთულ სიტყვებში აღნიშნავს რაიმეს უკიდურეს გამოვლინებას, უმაღლეს ხარისხს.
ულტრაბგერა (ლათ. ultra ზე, მეტი) - ტალღები, რომელთა სიხშირე აღემატება 20კჰც-ს. ულტრაბგერის ბიოლოგიური მოქმედება განისაზღვრება დასხივების ინტენსივობითა და ხანგრძლივობით, რაც შეიძლება ახდენდეს როგორც დადებით, ასევე უარყოფით გავლენას ორგანიზმზე. მედიცინაში ულტრაბგერა გამოიყენება სადიაგნოზოდ, სამკურნალოდ და ქირურგიული მიზნებისათვის.
ულტრაიისფერი გამოსხივება (ლათ. ultra ზე, მეტი) - ბუნებრივი რადიაციის ერთ-ერთი სახე. 0,290მკმ-ზე ნაკლები ტალღის სიგრძის ულტრაიისფერი სხივები დამღუპველად მოქმედებენ ყველა ცოცხალ არსებაზე. ამ სახის გამოსხივებას აკავებს ოზონის ეკრანი, რომლის წყალობითაც დედამიწის ზედაპირს მხოლოდ შედარებით გრძელი ულტრაიისფერი სხივების (0,300-0,400მკმ) მცირე ნაწილი აღწევს. მათ მაღალი აქტიურობა ახასიათებთ და არც თუ იშვიათად ხდებიან ბაზალურუჯრედოვანი და ბრტყელუჯრედოვანი კარცინომების, მელანომების, აგრეთვე პიგმენტური ქსეროდერმის განვითარების მიზეზი.
ულტრამიკროელემენტები (ლათ. ultra ზე, მეტი, ბერძნ. mikros პატარა, მცირე, ლათ. elementum სტიქია, საწყისი ნივთიერება) - ორგანიზმში უმცირესი რაოდენობით არსებული ელემენტები, რომელთა ფიზიოლოგიური როლი საკმარისად არაა გამოკვლეული. ასეთი ელემენტებია: ურანი, რადიუმი, ოქრო, ვერცხლისწყალი, ბერილიუმი, ცეზიუმი, სელენი და სხვ.
ულტრამიკროტომი (ლათ. ultra ზე, მეტი, ბერძნ. mikros პატარა, მცირე, anatome გაკვეთა) - აპარატი, რომლის მეშვეობითაც იღებენ, ამზადებენ ულტრათხელ ანათლებს ელექტრონული მიკროსკოპისათვის. აღნიშნული აპარატი ულტრათხელ ანათლებს ავტომატურად ამზადებს. ანათლების სისქეა 100-1000 Å (10-100ნმ). განასხვავებენ Reichert-ის, LKB-ს, TESLA 490A-ს და სხვა ტიპის ულტრამიკროტომებს. აღნიშნული ტიპის აპარატს ულტრატომსაც უწოდებენ.
ულტრასონოგრაფია (ლათ. ultra ზე, მეტი, sonus ბგერა, ბერძნ. grapho ვწერ) - იხ. ექოსკოპია.
ულტრაფაგოციტოზი (ლათ. ultra ზე, მეტი, phagos ვშთანთქავ, ბერძნ. kytos უჯრედი) - ფაგოციტების უნარი, შთანთქას უმცირესი კოლოიდური ნაწილაკები.
უმარტივესები (Protozoa) - ერთუჯრედიანი ცხოველების ტიპი ეუკარიოტების ჯგუფიდან. უმარტივესები იყოფიან 5 კლასად: ფესვფეხიანებად, შოლტიანებად, ინფუზორიებად, სპორიანებად და კნიდოსპორიდიებად (მათ შორის ინფუზორიებს ყველაზე უფრო რთული აგებულება აქვთ). ბევრი მათგანი პარაზიტია, განსაკუთრებით კი ფესვფეხიანები, სპორიანები და შოლტიანები.
უმაღლესი მცენარეები - უმდაბლესი მცენარეებისაგან განსხვავებით, რთულად დიფერენცირებული მრავალუჯრედიანი ორგანიზმებია, რომლებიც შეგუებულნი არიან ხმელეთზე ცხოვრებას. მათი სხეული დანაწევრებულია ფოთლად, ღეროდ და ფესვად. მათ ღეროფოთლიან მცე ნარეებსაც უწოდებენ. უმეტესი მათგანი ავტოტროფია. განასხვავებენ თესლიან და სპოროვან უმაღლეს მცენარეებს (ხავსები, გვიმრები, შიშველთესლოვანები და ფარულთესლოვანები).
უმაღლესი ძუძუმწოვრები (Eutheria) - იგივე პლაცენტური ძუძუმწოვრები. ძუძუმწოვრების კლასის ერთ-ერთი ქვეკლასია. მასში გაერთიანებული ყველა ცხოველი ცოცხალმშობიარეა, შობენ კარგად განვითარებულ შვილებს, რომლებსაც დაბადებისთანავე ძუძუს წოვა შეუძლიათ. ამ ქვეკლასში შედიან: მწერიჭამიების, ხელფრთიანების, მღრღნელების, კურდღლისნაირების, მტაცებლების, ფეხფარფლიანების, ვეშაპისნაირების, წყვილჩლიქიანების, კენტჩლიქიანების, ხორთუმიანების და პრიმატების რიგები.
უმდაბლესი ქორდიანები ანუ უთავისქალოები (Acrania) - ქორდიანების ტიპის აღნიშული ქვეტიპის წარმომადგენლებს არა აქვთ თავის ქალა, ამიტომ მათ უთავისქალოებს უწოდებენ. მათ მიეკუთვნება ლანცეტა მცირე ზომის, 10სმ-მდე სიგრძის ზღვის ცხოველი. მის ჩონჩხს წარმოადგენს ზურგის მხარეზე, სხეულის გასწვრივ მდებარე ქორდა, რომლის ზემოთ ცენტრალური ნერვული სისტემაა განლაგებული.
უმდაბლესი ძუძუმწოვრები (Monotremata) - იგივე კვერცხისმდებელი ძუძუმწოვრები ანუ ერთგასავლიანები. წარმომადგენლებია სამხრეთ ავსტრალიასა და ტასმანიაში ბინადარი იხვნისკარტა და იქედნე. იხვნისკარტას მოკლეფეხებიანი სხეული თავისი აგებულებით წყალში ცურვასა და იქ საკვების მოპოვებასთან არის შეგუებული. იგი კვერცხის დებით მრავლდება. კვერცხებიდან გამოჩეკილი პატარა იხვნისკარტები იკვებებიან დედის რძით. იხვნისკარტას, ისევე როგორც იქედნეს, გააჩნია შხამიანი ჯირკვლები, რომლებიც უკანა კიდურების დეზებშია განლაგებული.
უნაყოფობა (infecunditas, sterilitas) - იგივე სტერილურობა. ზრდასრული ორგანიზმის უუნარობა, დასაბამი მისცეს შთამომავლობას. ადამიანებში უნაყოფობა შეიძლება განპირობებული იყოს ქალის ან მამაკაცის სხვადასხვა პათოლოგიებით: ფალოპის მილების, საკვერცხეების ანთებით, ასპერმიით, ოლიგოსპერმიით, იმპოტენციით და სხვ. უნაყოფობა შეიძლება გამოწვეული იყოს აგრეთვე მემკვიდრული ფაქტორებით და ხელოვნურად.
უნდულაცია (ინგლ. undulati on talRisebri მოძრაობა) - კონტაქტში მყოფი უჯრედების (მაგ., მაკროფაგების, ლიმფოციტების) პლაზმური მემბრანების გამონაზარდების წარმოქმნის პროცესი. უნდულაციას ხშირად აიგივებენ ფლუქტუაციასთან (იხ.).
უნი (ლათ. unus ერთი) - რთულ სიტყვებში აღნიშნავს ერთს, ერთიანს (მაგ., უნიპოლარული ანუ ერთპოლუსიანი).
უნივალენტი (ლათ. unus ერთი, valens, valentis მძლავრი, ძლიერი) - ერთეული, შეუწყვილებელი ქრომოსომა მეიოზის პირველი გაყოფისას. უნივალენტი ხშირად იკარგება მეიოზის პროცესში, რაც ანეუპლოიდიით (იხ.) მთავრდება.
უნივერსიტეტი (ლათ. universitas ერთობლიობა) - უმაღლესი სასწავლო დაწესებულება, რომელსაც გააჩნია სხვადასხვა განყოფილებები (ფაკულტეტები), რომლებშიც წარმოდგენილია სამეცნიერო ცოდნის შემადგენელი დისციპლინების ერთობლიობა. უნივერსიტეტში ტარდება აგრეთვე სამეცნიერო-კვლევითი ხასიათის მუშაობა.
უნიკალური (ლათ. unicum ერთადერთი) - ძალიან იშვიათი.
უნიკუმი (ლათ. unicum ერთადერთი) - 1. იშვიათი, ერთადერთი ეგზემპლარი. 2. იშვიათი, გასაოცარი თვისებებით შემკული ადამიანი.
უნიტარული (ლათ. unitas ერთიანი, ერთი მთლიანი) - შეერთებული, ერთიანი. ის, რაც ერთ მთლიანს შეადგენს.
უნიფიკაცია (ლათ. unus ერთი, facere შექმნა, გაკეთება) - რაიმეს ერთ სისტემაში, ერთგვაროვნობაში მოყვანა.
უოლკერის კარცინომა (ბერძნ. karkinos კიბო, oma სიმსივნე) - ლაბორატორიული ცხოველების ღვიძლის ექსპერიმენტული კიბო. როგორც ეტყობა, ასეთ ცხოველებს ღვიძლში ყოველგვარი სპეციალური ზემოქმედების გარეშე გააჩნიათ პრეკანცეროზული უჯრედები. ღვიძლზე პინცეტით მსუბუქი მოჭერაც კი იწვევს ამ უჯრედების ინტენსიურ პროლიფერაციას და ღვიძლის სიმსივნეების ფორმირებას. სახელი ეწოდა პირველაღმომჩენის საპატივცემულოდ.
უპირობო რეფლექსი (ლათ. reflexus ასახვა, ანარეკლი) - ორგანიზმის თანდაყოლილი რეაქცია შინაგანი და გარეშე ფაქტორების ზემოქმედებაზე. ხორციელდება ცენტრალური ნერვული სისტემის მეშვეობით და არ საჭიროებს თავისი წარმოქმნისათვის სპეციალურ პირობებს.
ურანი - ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემის VI ჯგუფის რადიოაქტიური ქიმიური ელემენტია, რომლისგანაც იღებენ ატომურ ენერგიას. დადგენილია მისი კანცეროგენურობა ადამიანისათვის.
ურანიზმი (ბერძნ. მითოლოგიაში urani - ცის ღმერთი) - ორ მამაკაცს შორის არაბუნებრივი სქესობრივი კავშირი. იგივე პედერასტია.
ურაცილი - ჰეტეროციკლური შენაერთი, პირიმიდინის წარმოებული აზოტოვანი ფუძე. შედის მხოლოდ რნმ-ს შემადგენლობაში.
ურბანიზაცია (ლათ. urbanus ქალაქური) - წარმოებისა და მოსახლეობის თავმოყრა დიდ ქალაქებში. სოციალურ-დემოგრაფიული პროცესია, რაც მდგომარეობს როგორც ქალაქებში მოსახლეობის რაოდენობის, ასევე თვით ქალაქების რაოდენობისა და სიდიდის ზრდაში.
ურბაცენოზი (ლათ. urbanus ქალაქური, ბერძნ. kainos ახალი, საერთო) - ქალაქებსა და ქალაქის ტიპის დასახლებებში მცხოვრები ორგანიზმების ჯგუფი, რომლებიც ფუნქციურად არიან ერთმანეთთან დაკავშირებული ან უბრალოდ, ცხოვრობენ ერთად. ურბაცენოზში მცხოვრები ზოგიერთი სახეობა შეიძლება იყოს ადამიანის ზოგიერთი დაავადების გადამტანი ან რეზერვუარული მასპინძელი (მაგ., მტრედებს გადააქვთ ორნითოზი).
ურეთრიტი (ბერძნ. urethra შარდსადენი, itis ანთება) - შარდსადენის ლორწოვანი გარსის ანთება.
ურემია (ბერძნ. uron შარდი, haima სისხლი) - ორგანიზმის მოწამვლა თირკმლების დაავადების დროს, მათ მიერ მავნე ნივთიერებათა გამოყოფის უნარის დაქვეითების გამო. არჩევენ ურემიის აზოტემიურ და ეკლამპსიურ (იხ.) ფორმებს.
ურინოთერაპია (ბერძნ. uron შარდი, therapeia მკურნალობა) - სხვადასხვა ავადმყოფობების მკურნალობა შარდის საშუალებით.
უროგრაფია (ბერძნ. uron შარდი, grapho ვწერ) - ვენაში კონტრასტული ნივთიერების შეყვანის შემდგომ, საშარდე გზების რენტგენოლოგიური გამოკვლევა.
უროლოგია (ბერძნ. uron შარდი, logos მოძღვრება) - მედიცინის დარგი, რომელიც სწავლობს შარდსასქესო ორგანოთა დაავადებებს, მათ მკურნალობასა და პროფილაქტიკას.
უროპოეზი (ბერძნ. uron შარდი, poieo წარმოვქმნი) - შარდის წარმოქმნის პროცესი.
ურტიკარია (ლათ. urtica ჭინჭარი) - იგივე ჭინჭრის ცხელება კანის ალერგიული რეაქცია სხვადასხვა გამღიზიანებელზე. ახასიათებს გამონაყარი, რომელიც გრძელდება რა მოდენიმე საათიდან რამოდენიმე დღემდე.
ურცი (Thymus serpyllum) - მხოხავი ნახევარბუჩქია. შეიცავს ეთერის ზეთს, მწარე და მთრიმლავ ნივ- თიერებებს, ფლავონოიდებს, ფისებს, მინერალურ მარილებს და სხვ. გააჩნია მადეზინფიცირებელი და დამამშვიდებელი თვისებები. გამოიყენება როგორც შარდმდენი, ოფლმდენი, ანტიჰელმინთური საშუალება, აგრეთვე ნევრალგიების, უძილობის და სხვა მდგომარეობების შემთხვევებში.
უსუპი (Hyssopus offi cinalis) - მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა ან ნახევარბუჩქი. შეიცავს ეთერის ზეთს, მთრიმლავ ნივთიერებებს, პიგმენტებს. გააჩნია ანტისეპტიკური და სპაზმოლიზური თვისებები. იყენებენ რევმატიზმის, ბრონქული ასთმის და სხვ. მდგომარეობების დროს.
უსქესო გამრავლება - უმდაბლესი ცხოველებისათვის დამახასიათებელი გამრავლება (გაყოფით, ფრაგმენტაციით, სპორებით და სხვ.).
უტერუსი (ლათ. uterus საშვილოსნო) - იხ. საშვილოსნო.
უტილიზაცია (ლათ. utilis სასარგებლო) - წარმოების ნარჩენების გამოყენება ნედლეულის, საწვავის, სასუქის, სამკურნალო პრეპარატის სახით და სხვ.
უტილიტარული (ლათ. utilitas სარგებელი, გამორჩენა) - ის, რაც გაანგარიშებულია პრაქტიკული სარგებლის მისაღებად.
უტოპია (ბერძნ. u უარყ. თავსართი, topos ადგილი; ადგილი, რომელიც არ არსებობს) - ფანტაზია, ოცნება, რომელიც არ არის დაფუძნებული ამა თუ იმ კონკრეტული ობიექტის თუ მოვლენის კანონზომიერებების მეცნიერულ შესწავლაზე. იდეა, რომელსაც მისი განხორციელებისათვის არ გააჩნია რეალური საფუძველი.
უფოლოგია (ინგლ. UFO - unknown flying objects, ბერძნ. logos მოძღვრება) - მეცნიერება, რომელიც შეისწავლის უცნობ, უცხო პლანეტებიდან მოფრენილ ობიექტებს.
უშაქრო დიაბეტი - ენდოკრინული დაავადება, რომელიც დაკავშირებულია სისხლში ჰორმონ ვაზოპრესინის შემცირებასთან. ახასიათებს ძლიერი წყურვილი და უშაქრო შარდის დიდი რაოდენობით გამოყოფა. იწვევს ჰიპოთალამუსისა და ჰიპოფიზის უკანა ნაწილის დაზიანება. შდრ. შაქრიან დიაბეტს.
უცუნა (Colchicum speciosum) - იგივე სათოვლია. მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. იზრდება მაღალ მთაში. შეიცავს შხამიან ალკალოიდებს - კოლხიცინს და კოლხამინს. კოლხამინს იყენებენ კანის კიბოს სამკურნალოდ, აგრეთვე ლეიკემიების, საყლაპავი მილისა და კუჭის კიბოს შემთხვევებში. კოლხიცინს იყენებენ სელექციაში, აგრეთვე ციტოგენეტიკური პრეპარატების დასამზადებლად.
უცხო სხეულის კიბო (ინგლ. foreignbody carcinogenesis) - ორგანიზმში სხვადასხვა ბუნების უცხო სხეულების მოხვედრის შედეგად წარმოქმნილი სიმსივნე. აღნიშნული ფაქტი დადასტურებულია ექსპერიმენტების საშუალებითაც. უცხო სხეულს მედიკოსები ცორპუს ალიენუმ-ს (იხ. კორპუს ალიენუმ) უწოდებენ.
უხერხემლოები (Invertebrata) - მიეკუთვნებიან უმარტივესები, ნაწლავღრუიანები, ფეხსახსრიანები და სხვა. ამ ცხოველებს არ გააჩნიათ ხერხემალი.
უჯრედების დედიფერენციაცია (ლათ. de მოძრაობა უკან, differentia განსხვავება) - უჯრედების სტრუქტურის გამარტივება, რაც დაკავშირებულია სპეციალიზაციის ნიშნების დროებით დაკარგვასთან. ამ მოვლენას ადგილი აქვს სიმსივნური ზრდის, უჯრედების ინ ვიტრო კულტივირების და სხვ. შემთხვევებში.
უჯრედი (cellula, cytus) - ელემენტარული ბიოლოგიური სისტემა, რომელსაც გააჩნია თვითგანახლების, თვითრეგულირების და თვითწარმოქმნის თვისებები. შედგება ბირთვისა და ციტოპლაზმისაგან, აგრეთვე საერთო (ენდოპლაზმური ბადე, რიბოსომები, ლიზოსომები, მიტოქონდრიები, ცენტროსომები, პლასტიდები და სხვ.) და სპეციალური (წამწამები, შოლტები, მიოფიბრილები და სხვ.) დანიშნულების ორგანოიდებისაგან. განასხვავებენ უჯრედების ორ ტიპს: პროკარიოტებს (იხ.) და ეუკარიოტებს (იხ.).
უჯრედის კედელი - 1. ბაქტერიებში (გარდა მიკოპლაზმებისა). მის საფუძველს წარმოადგენს ჰეტეროპოლიმერი პეპტიდოგლიკანი. 2. პოლისაქარიდ ცელულოზასაგან შემდგარი მცენარეული უჯრედების მკვრივი გარეთა გარსი, რომელიც გარს აკრავს პლაზმურ მემბრანას. აღნიშნული წარმონაქმნი ცხოველურ უჯრედებს არ გააჩნიათ.
უჯრედის ცენტრი (ლათ. centrum) - თითქმის ყველა ცხოველური და ზოგიერთი მცენარეული უჯრედების მუდმივი სტრუქტურა, რომელიც განსაზღვრავს გაყოფის ფაზაში მყოფი უჯრედის პოლუსებს. ჩვეულებრივ შედგება ორი ცენტრიოლისაგან, რომლებიც მიემართებიან უჯრედის სხვადასხვა პოლუსებისაკენ და წარმოქმნიან გაყოფის თითისტარას.
უჯრედული თეორია (ბერძნ. theoria დაკვირვება, კვლევა) - ბიოლოგიური თეორია, რომლის თანახმადაც ცხოველებისა და მცენარეების ძირითადი სტრუქტურული და ფუნქციური ელემენტია უჯრედი. აღნიშნული თეორია ამტკიცებს წარმოდგენას ყოველი ცოცხალის ერთიანობაზე. ქსოვილის უჯრედული შენება პირველად თავისსავე შექმნილ მიკროსკოპში დააფიქსირა რ. ჰუკმა (1665). უჯრედული თეორიის ფუძემდებლებია რ. დიუტროშე, თ. შვანი, მ. შლეიდენი, რ. ვირხოვი. მათი წინამორბედებია რ. ჰუკი, ჟ. ბ. ლამარკი და ლ. ოკენი. უჯრედული აგებულების ერთიანობა გამოიხატება არა მარტო უჯრედების მორფოლოგიის, არამედ მათი ქიმიური შემადგენლობის და მათში მიმდინარე მეტაბოლური პროცესების მსგავსებაში.
უჯრედული ინჟინერია - ამ მეთოდის საშუალებით შესაძლებელი ხდება აქამდე უცნობი უჯრედების შექმნა, რათა ეს უკანასკნელნი გამოყენებულ იქნენ ადამიანის საკეთილდღეოდ. უჯრედულ დონეზე წარმოიქმნებიან სომატური უჯრედების ჰიბრიდები (ჰიბრიდომები), რომლებიც ასინთეზებენ და გამოყოფენ მონოკლონურ ანტისხეულებს. ისინი წარმოადგენენ B-ლიმფოციტის და სიმსივნური (მიელომური) უჯრედის შერწყმის შედეგად წარმოქმნილ ერთუჯრედიან ჰიბრიდულ უჯრედს სინკარიონს.
უჯრედული ციკლი - უჯრედული ციკლი მოიცავს ინტერფაზას და მიტოზს. ორ მიტოზს შორის პერიოდს ინტერფაზა ეწოდება. ინტერფაზა იყოფა 3 პერიოდად: G1 ანუ პრესინთეზურად, S-სინთეზურად და G2 - პრემიტოზურ პერიოდად. მიტოზის დამთავრებისას ან პრემიტოზურ G2 პერიოდში უჯრედი შეიძლება გადავიდეს ე.წ. მოსვენების მდგომარეობაში (G0), რის შემდეგაც, გარკვეული პერიოდის შემდეგ იგი ისევ შეიძლება შევიდეს უჯრედულ ციკლში G0-დან G1-ში ან G0-დან მიტოზში.
უჯრედშორისი კონტაქტები (ლათ. contactus შეხება) - წარმოიქმნებიან ქსოვილებში უჯრედების შეხების ადგილას და ემსახურებიან ნივთიერებათა უჯრედებშორის ტრანსპორტს, სიგნალების გადაცემას, აგრეთვე უჯრედების მექანიკურ შეკავშირებას. უჯრედშორისი კონტაქტის ერთ-ერთი მაგალითია დესმოსომები.
![]() |
25 ფ |
▲back to top |
ფაბრის დაავადება (გერმანელი დერმატოლოგის, ფაბრის გვარის მიხედვით) - გლიკოლიპიდების ცვლის დარღვევით განპირობებული მემკვიდრული დაავადება, რომელიც ვლინდება კანზე მრავლობითი კუთილთვისებიანი ანგიომების წარმოქმნით. აღნიშნულ დაავადებას თან ახლავს კიდურების ტკივილები, თვალების, ნაწლავების, თირკმლების და სხვ. დაზიანებები. სინონიმი: ჰემორაგიული კვანძოვანი პურპურა, ფაბრის სინდრომი.
ფაბრიციუსის ჩანთა (bursa Fabricii) - ფრინველების კლოაკის უკანა განყოფილების დორსალური, ჩანთისებური გამონაზარდი. შეიცავს B-ლიმფოციტების წარმომქმნელ მრავალრიცხოვან ლიმფოიდურ ფოლიკულებს. აღნიშნული ორგანო კარგადაა განვითარებული ახალგაზრდა ფრინველებში. ზრდასრულებში, ნანდუს გარდა, იგი განიცდის რედუქციას ანუ ინვოლუციას. ფაბრიციუსის ჩანთა წარმოადგენს იმუნური სისტემის მნიშვნელოვან კომპონენტს და მას ზოგჯერ „კლოაკურ თიმუსს“ უწოდებენ.
ფაგედენიზმი (ბერძნ. phagein ვჭამ) - ქსოვილების დესტრუქციული დაწყლულება.
ფაგის ლიზისური განვითარება (ბერძნ. phago ვჭამ, ვშთანთქავ, lysos გახსნა) - ფაგის სასიცოცხლო ფაზა, რომელიც იწყება უჯრედის დაინფიცირებით და სრულდება მისი ლიზისით.
ფაგოლიზოსომა (ბერძნ. phago ვჭამ, ვშთანთქავ, lysos გახსნა, soma სხეული) - ფაგოსომისგან (იხ.) განსხვავებით, ფაგოლიზოსომაში გრანულებიდან (აზუროფილური, სპეციფიკური გრანულები, ლიზოსომები) ხვდება ფერმენტები. აქ მიმდინარე მომნელებელი პროცესების შედეგად ხშირად გვხვდება ე.წ. „ნარჩენი სხეულაკი“.
ფაგოსომა (ბერძნ. phago ვჭამ, ვშთანთქავ, soma სხეული) - ციტოპლაზმაში ფაგოციტოზის პროცესში წარმოქმნილი ვაკუოლი. ტერმინი შემოიტანა სტრაუსმა 1958 წელს.
ფაგოტიპირება (ბერძნ. phago ვჭამ, ვშთანთქავ, typos ანაბეჭდი, ნიმუში) - გამოყოფილი ბაქტერიული შტამის (იხ.) სისტემატიკური კუთვნილების განსაზღვრა ფაგის დახმარებით. ფართოდ გამოიყენება ეპიდემიოლოგიაში.
ფაგოციტოზი (ბერძნ. phago ვჭამ, ვშთანთქავ, kytos უჯრედი) - უჯრედის მიერ მკვრივი ნაწილაკებისა და მიკროორგანიზმების შთანთქმა, მათი შემდგომი უჯრედშიდა მონელებით. ტერმინი შემოღებულია ი.მეჩნიკოვმა მიერ 1882 წელს.
ფავიზმი - ამ სახელწოდებით აღინიშნება მწვავე ჰემოლიზური ანემია, რომელიც გამოწვეულია პარკოსნების - Vicia fava-ს (ცერცვის) საკვებად გამოყენებით ან ამ მცენარეების ყვავილის მტვრის უბრალო შესუნთქვითაც კი. ფავიზმის დროს ჰემოლიზი დაკავშირებულია ერითროციტების ფერმენტული სისტემის მემკვიდრულ დეფექტთან - გლუკოზა- 6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტთან.
ფაზა (ბერძნ. phasis გამოჩენა) - 1. განსაზღვრული მომენტი, სტადია, პერიოდი. 2. რომელიმე არაერთგვაროვანი ფიზიკურ-ქიმიური სისტემის ცალკეული შემადგენელი ნაწილი.
ფაზურ-კონტრასტული მიკროს კოპია - სინათლის მიკროსკოპიის ნაირსახეობაა. ამ მეთოდით შესაძლებელია ვიზუალურად შევისწავლოთ ცოცხალი, შეუღებავი ობიექტი - უჯრედი, ბაქტერია და ა.შ. შესაძლებელია ჩატარდეს მიტოზის, ფაგოციტოზის, პინოციტოზის, უჯრედების შერწყმის და სხვ. გამოკვლევა. ობიექტს ასეთ შემთხვევებში სწავლობენ ე.წ. „ცოცხალ წვეთში“. ფაზურკონტრასტულ მიკროსკოპში გამოკვლევა შესაძლებელია ჩატარდეს მიკროკინემატოგრაფიულ გადაღებებთან ერთად.
ფაკულტატური პარაზიტი (ლათ. facultativus შესაძლებლობა, ბერძნ. parasitos მუქთახორა) - ბიოლოგიასა და მედიცინაში ამ ტერმინს ხშირად იყენებენ ნაწილობრივი პარაზიტიზმის აღსანიშნავად. ასეთ პარაზიტებს შეუძლიათ იარსებონ და იკვებონ ცოცხალ უჯრედში და მკვდარი ორგანული ნარჩენებით. მაგ., ბაქტერია, რომელსაც პარაზიტული ცხოვრების გარდა, შეუძლია გადავიდეს საპროფიტულ კვებაზე.
ფალანგა (ბერძნ. phalanx) - 1. ძველ საბერძნეთში ჯარის საომარი წყობა. 2. ძვლოვანი სეგმენტი ხელის ან ფეხის თითების ორ სახსარს შორის.
ფალოპის მილი (სახელი დაერქვა მე-16 საუკუნის იტალიელი ანატომის ფალოპიოს (1523-1562) საპატივცემულოდ) - 14-20 სმ სიგრძის, მოციმციმე ეპითელიუმით ამოფენილი კუნთოვანი მილი, რომელიც ატარებს მომწიფებულ კვერცხუჯრედს საკვერცხიდან საშვილოსნოსაკენ. იგივე საშვილოსნოს ლულა, კვერცხსავალი.
ფალოპროთეზირება (ბერძნ. phallos სასქესო ასო, prosthesis მიმაგრება, მიერთება) - სასქესო ასოს ქირურგიული პროთეზირება.
ფალსიფიკაცია (ლათ. falsificare გაყალბება) - ჭეშმარიტი, ნამდვილი ფაქტის, მოვლენის შეცვლა მოგონილით, ყალბით (მაგ., დოკუმენტების ფალსიფიკაცია, სამეცნიერო და ისტორიული ფაქტების ფალსიფიკაცია და სხვ.).
ფანატიზმი (ლათ. fanaticus გაშმაგებული, გახელებული) - უკიდურესობამდე მისული ერთგულება, თავდადება რწმენისადმი ან შეხედულებისადმი, ყველა საწინააღმდეგო აზრის მიუღებლობა (მაგ., რელიგიური ფანატიზმი).
ფანკონის დაავადება (შვეიცარიელი პედიატრის, ფანკონის გვარის მიხედვით) - მემკვიდრული დაავადება, რომელიც მდგომარეობს ნეფრონის მარყუჟის და დისტალური არხების დაზიანებაში. ვლინდება ჰიპოტონიური პოლიურიით, აზოტემიით და ა.შ. ამ დაავადების დამემკვიდრება ხდება აუტოსომურრეცესიული ტიპით.
ფანტაზია (ბერძნ. phantasia წარმოსახვა, წარმოდგენა) - 1. შემოქმედებითი აღმაფრენა. 2. ოცნება, გამოგონება, რაღაც არარეალური.
ფანტაზმა (ბერძნ. phantasma აჩრდილი, მოჩვენება) - მხედველობითი ჰალუცინაცია.
ფანტასმაგორია (ბერძნ. phantasma აჩრდილი, მოჩვენება, agora კრება) - 1. ოპტიკური ხელსაწყოებით მიღებული ფანტასტიკური სურათები და ფიგურები. 2. საოცარი, განსაცვიფრებელი, არარეალური ცვლილება, გარდასახვა (მაგ., ბუნებაში).
ფანტომი (ფრანგ. fantome მოჩვენება) - 1. სხეულის ან მისი რომელიმე ორგანოს ნატურალური სიდიდის მოდელი. იყენებენ თვალსაჩინოებისათვის სამედიცინო დაწესებულებებში. 2. ძალზე უცნაური, ფანტასტიკური მოვლენა, მოჩვენება, აჩრდილი.
ფანტომური ტკივილი (ფრანგ. fantome მოჩვენება) - მოკვეთილი კიდურის ან კიდურის მოკვეთილი ნაწილის შეგრძნება ამპუტირებული პირის მიერ.
ფარინგიტი (ბერძნ. pharynx ხახა) - ხახის ლორწოვანი გარსის ანთება.
ფარისებრი ჯირკვალი (glandula thyreoidea) - ხერხემლიანი ცხოველებისა და ადამიანის ენდოკრინული სისტემის სპეციალიზებული ორგანო. გამოიმუშავებს და აგროვებს იოდის შემცველ ჰორმონებს, რომლებიც მონაწილეობენ ნივთიერებათა და ენერგიის ცვლაში.
ფარისეველი (ბერძნ. pharisalos) - 1. ძველ იუდეაში რელიგიურ-პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი. ფარისევლების ბელადები ებრძოდნენ ქრისტიანობას, ამიტომ სახარებებში ისინი თვალთმაქცებად იწოდებიან. 2. ცრუ, მატყუარა ადამიანი.
ფარმაკოგენეტიკა (ბერძნ. pharmakon წამალი, genetikos წარმოშობასთან დაკავშირებული) - სამედიცინო გენეტიკის დარგია, რომელიც სწავლობს ორგანიზმის რეაქციის გენეტიკურ საფუძვლებს სამკურნალო პრეპარატების მიმართ.
ფარმაკოგნოზია (ბერძნ. pharmakon წამალი, gnosis შეცნობა) - მეცნიერება, რომელიც სწავლობს სამკურნალო თვისებათა მქონე მცენარეული და ცხოველური წარმოშობის ნივთიერებებს.
ფარმაკოლოგია (ბერძნ. pharmakon წამალი, logos მოძღვრება) - მეცნიერება, რომელიც სწავლობს სამკურნალო ნივთიერებათა მოქმედებას ცოცხალ ორგანიზმზე.
ფარმაკოპეა (ბერძნ. pharmakon წამალი, poieo ვაკეთებ) - ფარმაცევტების სახელმწიფო სავალდებულო წესები, აგრეთვე იმ სამკურნალო ნივთიერებათა სია, რომლებიც უნდა იყოს აფთიაქში.
ფარმაკოქიმია (ბერძნ. pharmakon წამალი, chemeia ქიმია) - ფარმაცევტული ქიმია, რომელიც სწავლობს სამკურნალო ნივთიერებების ქიმიურ თვისებებს.
ფარმაცევტი (ბერძნ. pharmakeutes წამლის დამამზადებელი) - სპეციალური განათლების მქონე აფთიაქის თანამშრომელი, რომელიც ამზადებს წამლებს.
ფარსმანდუკი (Achillea millefolium) - მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს ეთერის ზეთს, მთრიმლავ და მწარე ნივთიერებებს, ორგანულ მჟავებს, ასკორბინის მჟავას, K ვიტამინს, ფისებს, ინულინს და ასპარაგინს. გააჩნია სისხლძარღვების გამაფართოებელი და გაუმტკივნებელი თვისებები კუჭ-ნაწლავის პათოლოგიების შემთხვევებში. იყენებენ როგორც სისხლდენის შემაჩერებელ, წყლულების, გასტრიტების, სასუნთქი გზების კატარის შემთხვევებში, აგრეთვე როგორც ანტიჰელმინთურ საშუალებას და სხვ.
ფარულთესლოვანი მცენარეები (Angiospermae) - იგივე ყვავილოვანი მცენარეები. მათი თესლი ნაყოფშია მოთავსებული. ფარულთესლოვნებია ვაშლი, მსხალი, კომში, კაკალი, ლეღვი, ალუბალი და ა.შ.
ფასეტური თვალები (ფრანგ. facette წახნაგი) - კიბოსნაირების, მწერების (ჭრიჭინების, ბუზების) და სხვა უხერხემლოების მხედველობის ძირითადი წყვილი ორგანო, რომელიც წარმოქმნილია ე.წ. ომატიდიებით, რომელთა ბადურის ლინზას გააჩნია ამოზნექილი ექვსკუთხას ფასეტის სახე. სინონიმი: რთული თვალები.
ფასცია (ლათ. fascia) - შემაერთებელქსოვილოვანი ფირფიტა, რომელიც ფარავს სხვადასხვა ორგანოს, უმთავრესად კუნთებს.
ფასციოლოზი (fasciolosis) - ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ჰელმინთოზი, რომელსაც იწვევს ტრემატოდა ღვიძლის ორპირა (Fasciola hepatica). იხ. ღვიძლის ორპირა.
ფატალური (ლათ. fatalis) - საბედისწერო, აუცდენელი.
ფატამორგანა (იტალ. fata morgana) - მირაჟის სახესხვაობა, რომლის დროსაც ჰორიზონტზე ჩნდებიან ცვლადი ფორმის გამოსახულებები, რაც გვაგონებს მოშორებით მდებარე კუნძულებს, მთებს, ციხე-სიმაგრეებს, ეკლესიებს, გემებს.
ფატუმი (ლათ. fatum) - ბედი, წერა, აუცილებლობა.
ფაუნა (Fauna - რომაული მითოლოგიიდან: ტყეებისა და მინდვრების, აგრეთვე ცხოველების მფარველი ქალღმერთი) - განსაზღვრულ ტერიტორიაზე (ხმელეთსა თუ წყალში) მცხოვრები ცხოველების ერთობლიობა.
ფაქტი (ლათ. factum გაკეთებული) - მონაცემი, მასალა, რაიმე მოსაზრების დასადასტურებლად, დასკვნის გასაკეთებლად.
ფაქტორი (ლათ. factor მწარმოებელი) - რაიმე პროცესის მიზეზი, მამოძრავებელი ძალა. ონკოლოგიაში ხშირად იყენებენ „აგენტის“ მნიშვნელობით.
ფაციალისი (ლათ. facialis) - სახის.
ფეკალიები (ლათ. fecis დანალექი) - იგივეა, რაც ექსკრემენტები. ფეკალური მასა - ადამიანის შარდი და განავალი. სასუქად გამოყენებისას - ფეკალური სასუქი (ცხოველებიდან - ნაკელი, წუნწუხი).
ფეკუნდაცია (ლათ. foecundo ვანაყოფიერებ) - სპერმატოზოიდების შეერთება კვერცხუჯრედთან.
ფელგენის რეაქცია - დნმ-ს გამოვლენის სპეციფიკური რეაქცია. ამ ტიპის რეაქციას განაპირობებს დნმ-ს მოლეკულაში არსებული დეზოქსირიბოზა. რეაქცია მოწოდებულ იქნა ფელგენის და როსენბეკის მიერ 1924 წელს.
ფემინიზაცია (ლათ. femina ქალი) - მამაკაცში ქალის მეორადი სასქესო ნიშნების განვითარება.
ფენი (ბერძნ. phaino ვუჩვენებ, ვავლენ) - ფენოტიპის ელემენტარული დისკრეტული ერთეული.
ფენილკეტონურია (ფენილალანინი, კეტონები, ბერძნ. uron შარდი) - მემკვიდრული დაავადებაა, რაც განპირობებულია ფენილალანინის ცვლის დარღვევით. ამ დროს ფენილალანინი და ფენილპიროყურძნის მჟავა გროვდებიან სისხლში და გამოიყოფიან შარდით. ამასთან ერთად ადგილი აქვს ფენილალანინის თიროზინად გარდაქმნის რეაქციის ბლოკირებას. დაავადებულში ეს ვლინდება ფიზიკური და ფსიქიკური განვითარების ჩამორჩენით, მოძრაობისა და კუნთური ტონუსის დარღვევით. გადაეცემა ავტოსომურ-რეცესიული ტიპით.
ფენოგენეტიკა (ბერძნ. phaino ვუჩვენებ, ვავლენ, genesis წარმოშობა) - გენეტიკის დარგი, რომელიც სწავლობს გენების მოქმედებას ინდივიდის განვითარების პროცესში (ონტოგენეზში).
ფენოკოპია (ბერძნ. phaino ვუჩვენებ, ვავლენ, ლათ. copia მრავალი, სათადარიგო) - ფენოტიპის არამემკვიდრული ცვლილება (მოდიფიკაცია). წარმოადგენს გენეტიკურად ნორმალურად განვითარებად ორგანიზმზე ფიზიკური და ქიმიური აგენტების ზემოქმედების შედეგს. ფენოკოპიის მიზეზია ონტოგენეზის პროცესების ნორმალური მსვლელობის დარღვევა სხვადასხვა აგენტების ზემოქმედების გამო, გენოტიპის სპეციფიკური ცვლილების გარეშე. ტერმინი შემო- თავაზებულია გოლდშმიდტის მიერ 1935 წელს.
ფენოლოგია (ბერძნ. phainomena მოვლენები, logos მოძღვრება) - 1. მოძღვრება მცენარეთა და ცხოველთა სიცოცხლის იმ სეზონურ მოვლენათა შესახებ, რომლებიც წლის დროთა ცვლითაა განპირობებული. 2. პოპულაციური ეკოლოგიის დარგი, რომელიც განიხილავს ამა თუ იმ სახეობის სიცოცხლის სეზონურ ასპექტებს (არყის ხის ფენოლოგია, ვეშაპების ფენოლოგია და ა.შ.).
ფენოლოგიური ფაზები (ბერძნ. phainomena მოვლენები, logos მოძღვრება, phasis გამოვლენა) - მკვეთრად განსხვავებული პერიოდები მცენარეებისა და ცხოველების სეზონურ განვითარებაში. მცენარეებში: ყვავილობა, ნაყოფმსხმოიარობა და ა.შ. ცხოველებში: ფრინველების გადაფრენა, ბუდეების შენება, ბარტყების გადმოფრენა ბუდიდან და ა.შ.
ფენომენი (ბერძნ. phainomenon მოვლენილი) - უჩვეულო, განსაკუთრებული მოვლენა, ნიშან-თვისება, სიმპტომი.
ფენოტიპი (ბერძნ. phaino ვუჩვენებ, ვავლენ, typos ანაბეჭდი) - ორგანიზმის ყველა გარეგანი და შინაგანი ნიშან-თვისებების ერთობლიობა, რაც ყალიბდება ორგანიზმის ინდივიდუალური განვითარების პერიოდში.
ფერმენტაცია (ლათ. fermentatio დუღილის გამოწვევა) - ნედლეულის (თამბაქოს, ჩაის ფოთლების) გადამუშავების ბიოქიმიური პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ფერმენტების ზემოქმედებით.
ფერმენტები (ლათ. fermentum საფუარი) - ცილოვანი ბუნების რთული ორგანული ნივთიერებები, რომლებიც ცოცხალ უჯრედში წარმოიქმნებიან და ხელს უწყობენ ორგანიზმში მიმდინარე ქიმიური რეაქციების მრავალჯერად აჩქარებას. უდიდეს როლს ასრულებენ ნივთიერებათა ცვლაში. სხვანაირად ენზიმებს და ბიოკატალიზატორებსაც უწოდებენ.
ფერმენტოპათია (ლათ. fermentum საფუარი, ბერძნ. phatos ავადმყოფობა, ტანჯვა) - ერითროციტების რომელიმე ფერმენტის დეფიციტით გამოწვეული დაავადება. სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს. თერაპიული საშუალებებიდან გამოიყენება ერითროციტური მასის ტრანსფუზიები. კარგ შედეგს იძლევა სპლენექტომია, განსაკუთრებით ბავშვებში. პერსპექტივაშია გენეტიკური (კერძოდ, გენური) ინჟინერიის გამოყენება.
ფერომონები (ბერძნ. phero ვატარებ, hormao მოძრაობაში მომყავს, ავაგზნებ) - ბიოლოგიერად აქტიური ნივთიერებები, რომელთაც აქვთ სასიგნალო მნიშვნელობა. გამომუშავდებიან ცხოველების სპეციალურ ჯირკვლებში და გამოიყოფიან გარემოში. ფერომონებით ცხოველები გავლენას ახდენენ არა მარტო თავისავე, არამედ სხვა სახეობის ინდივიდებზეც, ცვლიან რა მათ ქცევას, ემოციურ მდგომარეობას, ზრდასა და განვითარებასაც. ზოგჯერ ფერომონებს იყენებენ ცხოველების ქცევის მართვისათვის.
ფერტილიზაცია (ლათ. fertilis ნაყოფიერი, ნოყიერი, მოსავლიანი) - განაყოფიერების პროცესი.
ფერტილიზინი (ლათ. fertilis ნაყოფიერი, ნოყიერი, მოსავლიანი, ბერძნ. lysis დაშლა, გახსნა) - ცხოველთა უმრავლესობის კვერცხუჯრედების მიერ გამოყოფილი ნივთიერება, რომელიც იწვევს სპერმატოზოიდების აგლუტინაციას. ფერტილიზინი აბრკოლებს პოლისპერმიას.
ფერტილოსკოპია (ლათ. fertilis ნაყოფიერი, ნოყიერი, მოსავლიანი, ბერძნ. skopeo ვხედავ) - ქალის რეპროდუქციული ორგანოების (საკვერცხეების, კვერცხსავალების, საშვილოსნოს) დათვალიერება სპეციალური ციფრული ვიდეოკამერის მინიატურული „ვიდეოთვალით“.
ფერტილურობა (ლათ. fertilis ნაყოფიერი, ნოყიერი, მოსავლიანი) - ორგანიზმის უნარი შექმნას შთამომავლობა. რეპროდუქციული უნარი.
ფესვი - უმაღლეს მცენარეთა ერთერთი ძირითადი ვეგეტაციური ორგანო, რომლის მთავარი დანიშნულებაა მიამაგროს მცენარე სუბსტრატზე და იქიდან შეიწოვოს წყალი და მასში გახსნილი არაორგანული ნივთიერებანი.
ფესვფეხიანები (Sarcodina) - უმარტივესების ტიპის ერთ-ერთი კლასი. ამ კლასის წარმომადგენლებს გააჩნიათ ფსევდოპოდიები, რომლებიც მოძრაობის და საკვების მიტაცების ორგანელებია. ფესვფეხიანების უმეტესობა თავისუფლად მცხოვრებია, თუმცა მათ შორის არიან პარაზიტებიც - მაგ., დიზენტერიული ენტამება (Entamoeba histolytica), რო მელიც პარაზიტობს ადამიანის მსხვილ ნაწლავში და იწვევს ამებურ დიზენტერიას. მის მიერ გამოწვეულ დაავადებას ამებიაზი ეწოდება.
ფესურა - სახეშეცვლილი ყლორტი (ღერო). მიწაში განვითარებული ღეროს ნაწილი, რომელიც გარეგნულად ფესვს მოგვაგონებს. მასში მარაგდება საკვები ნივთიერებები. ემსახურება არახელსაყრელი პირობების გადატანას და ვეგეტაციურ გამრავლებას. დამახასიათებელია მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეების უმეტესობისათვის.
ფეტალიზაცია (ლათ. fetus ჩანასახი) - ზრდასრულ ინდივიდებში ემბრიონული ნიშან-თვისებების შენარჩუნება. ადამიანში ფეტალიზაცია გამოიხატება სხეულის საერთო პროპორციებში, თმის საფარველის სუსტად განვითარებაში. ფეტალიზაცია შეიძლება შეეხოს ფენოტიპის ნებისმიერ თავისებურებას (მორფოლოგიურს, ფიზიოლოგიურს, ქცევითს და ა.შ.).
ფეტალური მედიცინა (ლათ. fetus ჩანასახი) - სტიმულაციის მიზნით ორგანიზმში ადამიანის ან ცხოველის დაახლოებით 4-თვიანი ნაყოფის ექსტრაქტის შეყვანა. ფეტალური მედიცინის პაციენტები იყვნენ კინოვარსკვლავები, ცნობილი მწერლები, პოლიტიკური მოღვაწეები და ა.შ..
ფეტიშიზმი (ფრანგ. fetiche კერპი) - 1.სქესობრივი ლტოლვის გაუკუღმართება, რაც ვლინდება საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლის სხეულის რომელიმე ნაწილის ან ტანსაცმლის რომელიმე ატრიბუტისადმი სქესობრივი მიზიდულობით. 2.რაიმეს ან ვინმეს ბრმად თაყვანისცემა. 3.ნებისმიერი საგანი, რომელსაც მიაწერენ მაგიურ ძალას და თაყვანს სცემენ.
ფეტოპათია (ლათ. fetus ჩანასახი, ბერძნ. phatos ავადმყოფობა, ტანჯვა) - ყოველგვარი დაავადება, რომელიც უვითარდება ნაყოფს მეოთხე თვიდან დაბადებამდე.
ფეტორი (ლათ. foetor) - ცუდი სუნი, სიმყრალე.
ფეხსახსრიანები (Arthropoda) - უხერხემლო ცხოველების ყველაზე უფრო მრავალრიცხოვანი ტიპი. არიან სასარგებლო (ფუტკარი, თუთის აბრეშუმხვევია), თავისუფლად მცხოვრები და პარაზიტი ფეხსახსრიანები. ადამიანს ვნებას აყენებენ დაავადების გადამტანები და შხამიანი ფეხსახსრიანები. მწერებისა და ტკიპების მრავალ სახეობას გადააქვთ ინვაზიური, ინფექციური დაავადებები. ფეხსახსრიანების მეშვეობით გადაცემულ დაავადებას ტრანსმისიული (იხ.) ეწოდება ფეხსახსრიანები, კერძოდ, მწერები, დიდ როლს თამაშობენ მცენარეების დამტვერვაში.
ფთიზიატრია (ბერძნ. phthisis ჭლექი, iatreia მკურნალობა) - მედიცინის დარგი, რომელიც სწავლობს ფილტვების ტუბერკულოზს და მისი მკურნალობის მეთოდებს. შდრ. პულმონოლოგიას.
ფიალისებრი უჯრედები - ადამიანისა და ხერხემლიანი ცხოველების ლორწოს გამომყოფი ჯირკვლოვანი ეპითელური უჯრედები.
ფიასკო (იტალ. fiasco) - წარუმატებლობა, ჩავარდნა, მარცხი.
ფიბრილაცია (ლათ. fibra ბოჭკო) - 1. კუნთის ცალკეული ბოჭკოს ძლიერ სწრაფი, მოუწესრიგებელი შეკუმშვა. 2. გულის ფიბრილაცია - გულის ციმციმი, თრთოლა, რის შედეგადაც ვითარდება ე.წ. მოციმციმე არითმია.
ფიბრინი (ლათ. fibra ბოჭკო) - უხსნადი ცილოვანი ნივთიერება, რომელიც წარმოიქმნება სისხლის შედედების პროცესში, სისხლის პლაზმაში გახსნილ ფიბრინოგენზე ფერმენტ თრომბინის მოქმედებით.
ფიბრინოგენი (ლათ. fibra ბოჭკო, ბერძნ. gennao წარმოვქმნი) - სისხლის პლაზმის გლობულინი, რომელიც სისხლის შედედებისას გადადის ფიბრინში ფერმენტ თრომბინთან ურთიერთმოქმედების შედეგად.
ფიბროადენომა (ლათ. fibra ბოჭკო, ბერძნ. aden ჯირკვალი, oma სიმსივნე) - ჯირკვლოვან-შემაერთებელქსოვილოვანი კეთილთვისებიანი სიმსივნე.
ფიბროზული (ლათ. fibra ბოჭკო) - ბოჭკოვანი შემაერთებელი ქსოვილისაგან განვითარებული.
ფიბრომა (ლათ. fibra ბოჭკო, ბერძნ. oma სიმსივნე) - ბოჭკოვანი შემაერთებელი ქსოვილისაგან განვითარებული კეთილთვისებიანი სიმსივნე.
ფიბრომიომა (ლათ. fibra ბოჭკო, ბერძნ. mys კუნთი, oma სიმსივნე) - კუნთოვანი და ბოჭკოვანი შემაერთებელი ქსოვილებისაგან განვითარებული კეთილთვისებიანი სიმსივნე.
ფიბროსარკომა (ლათ. fibra ბოჭკო, sarx ხორცი, oma სიმსივნე) - შემაერთებელქსოვილოვანი ელემენტებისაგან წარმოქმნილი ავთვისებიანი სიმსივნე.
ფიბროციტი (ლათ. fibra ბოჭკო, ბერძნ. kytos უჯრედი) - შემაერთებელი ქსოვილის უჯრედი, რომელიც მონაწილეობს უჯრედშორისი ნივთიერების, კერძოდ, კოლაგენის წარმოქმნაში. მისი წინამორბედი უჯრედია ფიბრობლასტი.
ფიზიკურ-გეოგრაფიული ბარიერი - ნებისმიერი ფიზიკური (მექანიკური, კლიმატური და სხვ.), ქიმიური (წყლის, ნიადაგის ქიმიზმი) ან კომპლექსური (ტყე ველის სახეობებისათვის, ხოლო ველი ტყის სახეობებისათვის) დაბრკოლება ორგანიზმების განსახლების გზაზე (მაგ., მდინარე, მთაგრეხილი, ნიადაგში და წყლებში მარილების არასასურველი შემცველობა, წყლის ტემპერატურა და ა.შ.).
ფიზიოთერაპია (ბერძნ. physis ბუნება, therapeia მკურნალობა) - მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის ფიზიკური და ბუნებრივი სა- შუალებებით (მასაჟი, სამკურნალო ტანვარჯიში, კლიმატოთერაპია, ულტრაიისფერი სხივები და სხვ.) მკურნალობის მეთოდებს და მათ გავლენას სხვადასხვა დაავადებების მიმდინარეობაზე.
ფიზიოლოგია (ბერძნ. physis ბუნება, logos მოძღვრება) - მეცნიერება, რომელიც სწავლობს ცოცხალი ორგანიზმის, მისი ორგანოების, ქსოვილების, უჯრედებისა და ორგანოიდების ფუნქციებს.
ფიზიოლოგიური ოპტიმუმი (ბერძნ. physis ბუნება, logos მოძღვრება, ლათ. optimus საუკეთესო) - ამა თუ იმ ფიზიოლოგიურ პროცესზე მოქმედი რომელიმე ფაქტორის სიდიდე, რის დროსაც აღნიშნული პროცესი მიდის უდიდესი ინტენსივობით.
ფიზიოლოგიური რითმები (ბერძნ. physis ბუნება, logos მოძღვრება, rhythmikos თანაბარი) - უჯრედში, ორგანოსა და ორგანიზმში მიმდინარე პროცესების ინტენსიურობისა და ხასიათის პერიოდულად განმეორებადი ცვლილებები. ფიზიოლოგიური რითმები ბიოლოგიური რითმების (იხ.) ძირითად საფუძველს წარმოადგენენ. ამ მოვლენის მაგალითებია: ნეირონების რითმული აქტიურობა, კუჭის შეკუმშვა და ნაწლავების პერისტალტიკა, სუნთქვითი მოძრაობებისა და გულის კუნთის შეკუმშვების, აგრეთვე უჯრედების გაყოფის რითმები, ესტრალური და მენსტრუალური ციკლები და სხვ.
ფიზიოლოგიური ხსნარი (ლათ. solutio physiologica) - ხელოვნური ხსნარი, რომელსაც აქვს სისხლის პლაზმისათვის დამახასიათებელი ოსმოსური წნევა, ე.ი. იმავე კონცენტრაციით შეიცავს მარილებს, როგორც სისხლის პლაზმა (თბილსისხლიანებისათვის სუფრის მარილის 0,9%-იანი წყალხსნარი). აღნიშნული ხსნარის რეცეპტი პირველად შეიმუშავა და გამოიყენა სისხლის შემცვლელის როლში ქართველმა ფიზიოლოგმა ი. თარხნიშვილმა.
ფითრი (Viscum album) - პარაზიტული ნახევარბუჩქია. შეიცავს ფიზიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს (ვისკოტოქსინს, ვისკოლს და სხვ.), მჟავებს, სპირტს და სხვ. გააჩნია ანტიჰიპერტონული, ანტიათეროსკლეროზული და ანტიკანცეროგენური თვისებები. იყენებენ მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ, გულის მუშაობის გასაძლიერებლად და სისხლძარღვთა გაფართოების მიზნით. დადგინდა, რომ ავთვისებიანი სიმსივნეების სამკურნალოდ ყველაზე უფრო ეფექტურია მუხაზე მოზარდი ფითრი. ძლიერ შხამიანია, ამიტომ ექიმის რეკომენდაცია აუცილებელია.
ფილარიები (Filaria) - მრგვალი ტიპის ჭიების წარმომადგენელია. იწვევს მძიმე დაავადებას, ვუჰერერიოზს. ტრანსმისიული ჰელმინთოზია. ჭიები პარაზიტობენ ლიმფურ კვანძებსა და ძარღვებში, კანქვეშა შემაერთებელ ქსოვილში, სხეულის სიღრუეებში და სხვ. საქართველოსათვის დამახასიათებელი არ არის.
ფილოგენეზი (ბერძნ. phylon გვარი, genesis წარმოშობა) - ცოცხალი ორგანიზმების ისტორიული განვითარების პროცესი. ტერმინი შემოღებულია ე. ჰეკელის მიერ 1866 წელს.
ფილოპატრია (ბერძნ. phylon გვარი, patris სამშობლო) - ყოველი ცოცხალის (ნაწილობრივ ადამიანის ჩათვლით) პირობითრეფლექსური და ინსტინქტური ერთგულება, სიყვარული ამა თუ იმ ადგილის განსაზღვრული რაიონისადმი (სამშობლოსადმი), სადაც ეს ცხოველი დაიბადა ანდა წარმატებით მრავლდება (იხ. ნოსტალგია).
ფილოსოფია (ბერძნ. phyleo მიყვარს, sophia სიბრძნე) - მეცნიერება ბუნების, საზოგადოების, აზროვნების და რეალობის აღქმის ფიზ ზოგად კანონებზე.
ფილოქსერა (ბერძნ. phyllon ფოთოლი, xeros მშრალი, გამომშრალი) - ბუგრების გვარი, რომელიც პარაზიტობს მცენარეებზე. მაგ., ვაზის ფილოქსერა საქართველოში შემოტანილ იქნა რუსეთიდან XIX საუკუნის შუა წლებში. უდიდესი ზიანი მიაყენა ქართული ვაზის უძვირფასეს ჯიშებს.
ფილტვები (pulmones) - გულმკერდის ღრუში მდებარე, ყოველი მხრიდან პლევრით დაფარული, კონუსისებური ფორმის წყვილი სასუნთქი ორგანო, რომელშიც ვენური სისხლი მდიდრდება ჟანგბადით. ადამიანის მარჯვენა ფილტვი სამწილიანია, მარცხენა კი - ორწილიანი. ამ ორგანოში გაზთა ცვლას ადგილი აქვს ფილტვის ალვეოლებსა და სისხლის კაპილარებს შორის.
ფილტრატი (ლათ. filtrum ნაბადი, ქეჩა) - ფილტრში (მაგ., ბერკეფელდის, შამბერლანის და სხვ. ფილტრებში) გატარებული სითხე.
ფილტრი (ლათ. filtrum ნაბადი, ქეჩა) - ხელსაწყო, ნაკეთობა ან ნივთიერება, რომლის საშუალებითაც ხდება სხვადასხვა სახის მინარევების გამოყოფა, გამოცალკევება. ცნობილია შემდეგი სახის ფილტრები: სითხის, აირის, ბიოლოგიური (იხ. ბიოფილტრი), სინათლის, აკუსტიკური, ელექტრული და სხვა.
ფიმა (ბერძნ. phyma წამონაზარდი) - კანის ხორკლიანი სიმსივნე, რომელიც ამოწეულია ზედაპირზე. მისი ზომა შეიძლება იყოს ქათმის კვერცხისოდენა და უფრო დიდიც.
ფიმოზი (ბერძნ. phimos ალიკაპი, osis მდგომარეობა) - პათოლოგიური მდგომარეობა, როდესაც ასოს თავზე ჩუჩის გადაწევა შეუძლებელია. შეიძლება იყოს თანდაყოლილი და შეძენილი.
ფინა (გერმ. Finne მუწუკი) - ზოგიერთი ბრტყელი ჭიის განვითარების ბუშტუკოვანი სტადია. გამოირჩევა სხეულში ჩატრიალებული ერთი ან რამდენიმე თავით.
ფინოზი (გერმ. Finne მუწუკი, ბერძნ. osis მდგომარეობა) - ბრტყელი ჭიების ბუშტუკოვანი სტადიის პარაზიტირება ადამიანში, მსხვილფეხა რქოსან საქონელში, ღორებში, რომლებიც არიან შუალედური მასპინძლები. ფინოზს სხვანაირად ცისტიცერკოზს უწოდებენ.
ფისტულა (ლათ. fistula მილი, არხი) - პათოლოგიური პროცესით ან ხელოვნურად (ოპერაციის გზით) წარმოქმნილი ვიწრო მილი, რომელიც იხსნება სხეულის ზედაპირზე ან ღრუ ორგანოებს აერთიანებს ერთმანეთთან. ფისტულის გზით გამოდის სეკრეტი, ექსკრეტი და ჩირქოვანი გამონადენი.
ფიტოგეოგრაფია (ბერძნ. phyton მცენარე, ge დედამიწა, grapho ვწერ) - მეცნიერების დარგი, რომელიც სწავლობს მცენარეების სახეობების და უფრო მსხვილი სისტემატიკური კატეგორიების გავრცელებისა და განსახლების კანონზომიერებებს დედამიწაზე. საფუძველი ჩაუყარეს გერმანელებმა კ. ვილდენოვმა (1765-1822) და ე. ჰუმბოლტმა (1769-1859).
ფიტოთერაპია (ბერძნ. phyton მცენარე, therapeia მკურნალობა) - სამკურნალო მცენარეებით და მათგან დამზადებული პრეპარატებით მკურნალობის მეთოდი.
ფიტოკლიმატი (ბერძნ. phyton მცენარე, klima დახრა დედამიწის ზედაპირისადმი) - მცენარეული საფარის მიერ შექმნილი კლიმატური თავისებურებები (ჩრდილი, შედარებით დაბალი ტემპერატურა, შედარებით სუსტი ქარი და ა.შ.). მიკროკლიმატის ერთ-ერთი ვარიანტია.
ფიტოლინები (ბერძნ. phyton მცენარე, ლათ. linea ძაფი) - მცენარეების მიერ გამოყოფილი ბიოლინები (იხ.).
ფიტომასა (ბერძნ. phyton მცენარე, ლათ. massa ნაჭერი, გუნდა) - ეკოსისტემის ან მისი რომელიმე მონაკვეთის საზღვრებში ყველა მცენარის ჯამური მასა (მათი ნედლი ან მშრალი წონა). ჩვეულებრივ, ფიტომასის, როგორც პროდუცენტების მასა, უფრო მაღალია ზოომასაზე.
ფიტონციდები (ბერძნ. phyton მცენარე, ლათ. caedo ვკლავ) - ზოგიერთი მცენარის (ხახვი, ნიორი, ევკალიპტი და სხვ.) მიერ პროდუცირებული ბიოლოგიურად აქტიური ბაქტერიციდული აქროლადი ნივთიერებები.
ფიტოპათოლოგია (ბერძნ. phyton მცენარე, pathos ავადმყოფობა, ტანჯვა, logos მოძღვრება) - მეცნიერება მცენარეების დაავადებათა შესახებ და მათთან ბრძოლისა და პროფილაქტიკის ღონისძიებებზე.
ფიტოტოქსიკოლოგია (ბერძნ. phyton მცენარე, toxikon შხამი, logos მოძღვრება) - გამოყენებითი ბოტანიკის დარგი, რომელიც სწავლობს შხამიან მცენარეებს.
ფიტოფაგები (ბერძნ. phyton მცენარე, phagos მშთანთქმელი) - ცხოველები (უმთავრესად ფეხსახსრიანები), რომლებიც იკვებებიან მხოლოდ მცენარეული საკვებით. ძუძუმწოვრებისათვის ჩვეულებრივ ამ ტერმინს არ იყენებენ. მათ ბალახისმჭამელებს უწოდებენ. ფიტოფაგები დიდ ზიანს აყენებენ მოსავალს.
ფიტოცენოზი (ბერძნ. phyton მცენარე, kainos ახალი, საერთო) - მცენარეების მეტად თუ ნაკლებად მდგრადი ბუნებრივი დაჯგუფება (თანასაზოგადოება) შედარებით ერთგვაროვან არეალში - ბიოტოპში. ფიტოცენოზი გამოცალკევებულია სხვა ამდაგვარი დაჯგუფებებისაგან თავისი დამოუკიდებელი ნივთიერებათა მიმოცვლით და ქმნის საკუთარ შინაგან გარემოს (ფიტოკლიმატს და სხვ.). ფიტოცენოზი ხასიათდება ბიოცენოზისათვის დამახასიათებელი სტრუქტურული ქვეჯგუფებით: შრეებით, იარუსებით და სხვ.
ფიტოცენოლოგია (ბერძნ. phyton მცენარე, kainos ახალი, საერთო, logos მოძღვრება) - ბოტანიკის დარგი, რომელიც სწავლობს მცენარეული დაჯგუფებების (თანასაზოგადოებების) შედგენილობის, განაწილებისა და განვითარების კანონზომიერებებს დედამიწის ზედაპირზე. ხშირად ფიტოცენოლოგიას აიგივებენ გეობოტანიკასთან (იხ.).
ფიტოჰემაგლუტინინი (ბერძნ. phyton მცენარე, ლათ. haima სისხლი, აგგლუტინო მივაწებებ, მივაკრავ) - პარკოსანი მცენარეებიდან, კერძოდ, ლობიოდან (Phaseolus vulgaris) გამოყოფილი ცილოვანი ნივთიერება, რომელიც ახდენს უმთავრესად T-ლიმფოციტების ბლასტტრანსფორმაციას (იხ.).
ფიტოჰორმონები (ბერძნ. phyton მცენარე, hormao ვამოძრავებ, ავაგზნებ) - მცენარეთა ჰორმონები. მცენარის მიერ გამომუშავებული ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები. ცნობილია აუქსინის და გიბერელინის ჯგუფის ფიტოჰორმონებს.
ფიქსაცია (ლათ. fixum ვამაგრებ) - ჰისტოლოგიური და ულტრასტრუქტურული გამოკვლევებისათვის ქსოვილებისა და ორგანოების წინასწარი დამუშავება ფორმალინით, სპირტით, გლუტარალდეჰიდით, ოსმიუმით და სხვ. ეს კი უჯრედებს და ქსოვილოვან ელემენტებს უნარჩუნებს მათთვის დამახასიათებელ სტრუქტურულ თავისებურებებს.
ფიქცია (ლათ. fictio გამონაგონი) - რაღაც მოჩვენებითი, გამოგონებული, ყალბი.
ფიჭვი (Pinus silvestris) - მარადმწვანე წიწვიანი მცენარეა. შეიცავს ეთერის ზეთს (სკიპიდარს), ასკორბინის მჟავას, სახამებელს, ფისებს, B1, B2 და P ვიტამინებს. გააჩნია ამო სახველებელი, შარდმდენი და მა დეზინფიცირებელი თვისებები. იყენებენ სასუნთქი გზების ანთებითი პროცესების დროს, აგრეთვე როგორც ინსექტიციდს და სხვ.
ფლებიტი (ბერძნ. phleps ვენა, itis ანთება) - ვენის ან ვენების ანთება.
ფლებოტომუსი (Phlebotomus) - სისხლისმწოველი მოსკიტების ერთერთი გვარია. ფლებოტომუსებს მიეკუთვნებიან ლეიშმანიოზების და სხვა დაავადებათა გამომწვევების გადამტანები (Phl. chinensis, Phl. kandelaki, Phl. papatasii, Phl. sergenti).
ფლეგმატიკი (ბერძნ. phlegmatikos) - ადამიანი შენელებული აგზნებადობით და სუსტი აქტიურობით, რომელიც დიდი მოთმინებით გამოირჩევა. ახასიათებს მიდრეკილება დადებითი ემოციებისადმი.
ფლეგმონა (ბერძნ. phlegmone ანთება) - ბაქტერიების მიერ გამოწვეული ფაშარი შემაერთებელი ქსოვილის ჩირქოვანი ანთება.
ფლოემა (ბერძნ. phloios ქერქი) - ლაფანი, მცენარეების ღეროს ქსოვილი, რომელიც ემსახურება ფოთლებში წარმოქმნილი ორგანული ნივთიერებების გატარებას ფესვისაკენ.
ფლოკულაცია (ლათ. floccus ფიფქი) - ამა თუ იმ ტოქსინის შესაბამის ანტიტოქსინთან შერევის შედეგად წარმოქმნილი ნარევის წვრილი ფიფქების სახით დალექვა.
ფლორა (Flora - რომაული მითოლოგიიდან: ყვავილებისა და გაზაფხულის ქალღმერთი) - განსაზღვრულ ტერიტორიაზე არსებული მცენარეების ერთობლიობა.
ფლუიდი (ლათ. fluidus მდინარი, დენადი) - 1. სითხე. 2. ჰიპოთეზური სითხე, რომლითაც წინათ ხსნიდნენ სითბოს, მაგნეტიზმის, ელექტრობის მოვლენებს. 3.სპირიტების (იხ. სპირიტიზმი) მისტიკური წარმოდგენებით - განსაკუთრებული ენერგია, რომელსაც ადამიანები გამოყოფენ. ამჟამად დადგენილია, რომ ადამიანები მართლაც გამოყოფენ ენერგიის სხვადასხვა რაოდენობას (ბიოდენებს).
ფლუოროგრაფია (ლათ. fluor ნაკადი, ბერძნ. grapho ვწერ) - რენტგენოლოგიური გამოკვლევის მეთოდი, რაც მდგომარეობს ეკრანიდან ჩრდილოვანი გამოსახულების გადაღებაში მცირე ზომის ფირზე.
ფლუსი (გერმ. Fluss ღრძილის დაჩირქება. ბერძნ. parulis) - ჩირქგროვა, რასაც იწვევს კბილის ფესვის გარსის ანთება. ფლუსს სხვანაირად უწოდებენ ყბის შეშუპებას.
ფლუქტუაცია (ლათ. fluctuatio რყევა) - პალპაციით, პერკუსიით ან ბიძგის საშუალებით ორგანიზმის ღრუში სითხის გადაადგილების შეგრძნება (მაგ., ასციტის შემთხვევაში).
ფობია (ბერძნ. phobos შიში) - შიშის აკვიატებული მდგომარეობა (მაგ., კლაუსტროფობია, ჰიდროფობია და სხვ.).
ფოთოლი - უმაღლეს მცენარეთა ერთ-ერთი ძირითადი ვეგეტაციური ორგანო, რომელიც ეგზოგენური გამონაზარდის სახითაა ღეროზე წარმოქმნილი. მის მთავარ ფუნქციას ფოტოსინთეზი (იხ.), ტრანსპირაცია (იხ.) და სუნთქვა წარმოადგენს.
ფოთოლცვენა - ბუჩქების, ხემცენარეებისა და ზოგიერთი ბალახოვანი მცენარეებისათვის დამახასიათებელი მოვლენა. ფოთოლცვენა მცენარეებისათვის დამახასიათებელია წლის გარკვეულ პერიოდში ერთდროულად ან თანდათანობით მთელი წლის განმავლობაში (მარადმწვანე მცენარეები). ფოთოლცვენა ნორმალური ფიზიოლოგიური პროცესია და დაკავშირებულია ფოთლების დაბერებასთან. ფოთოლცვენის წინ ფოთოლში მიმდინარეობს ბიოქიმიური, ფიზიოლოგიური და სტრუქტურული გარდაქმნები. თვით ამ მოვლენის მექანიზმი დაკავშირებულია განსაკუთრებული მეორადი მერისტემის, ე.წ. გამყოფი შრის წარმოქმნასთან.
ფოკალური (ლათ. focus კერა) - კეროვანი, რაც ფოკუსშია. მაგ., ფოკალური, კეროვანი პნევმონია.
ფოკუსი (ლათ. focus კერა) - 1. გარდატეხილი ან არეკლილი სხივების გადაკვეთის წერტილი. 2 .რაიმე პათოლოგიური პროცესის (მაგ., ანთების) კერა.
ფოლიანტი (ლათ. folium ფურცელი) - დიდი ფორმატის სქელი წიგნი.
ფოლიკული (ლათ. folliculus ტომსიკა) - ხერხემლიანების ორგანოების ღრუ წარმონაქმნები, რომლებიც სხვადასხვა ფუნქციებს ასრულებენ. ძუძუმწოვრების საკვერცხეების ფოლიკულებში (აღმოაჩინა ჰოლანდიელმა რ.დე გრააფმა. იხ. გრააფის ბუშტუკი) ვითარდებიან კვერცხუჯრედები, ფარისებრი ჯირკვლის ფოლიკულებში გამომუშავდება თირეოიდული ჰორმონების წინამდებარე ნივთიერებები და ა.შ.
ფოლიკულინი (ლათ. folliculus ტომსიკა) - 1.მდედრობითი სასქესო ჰორმონი. 2.სამკურნალო პრეპარატი, რომელიც შეიცავს ქალის სასქესო ჰორმონს.
ფონენდოსკოპი (ბერძნ. phone ხმა, ბგერა, endon შიგნით, skopeo ვუყურებ) - გულისა და ფილტვების მოსასმენი ხელსაწყო.
ფონი (ლათ. fundus ფსკერი, საფუძველი) - 1.ძირითადი ფერი, ტონი, რომელზეც სურათი იხატება. სურა- თის უკანა ხედი. 2.გარემო პირობები. 3.მეცნიერებაში - ის მაჩვენებლები (უმეტესად ნორმალური), რომლებსაც ექსპერიმენტატორი ადარებს მიღებულ მონაცემებს.
ფორთოხალი (Citrus sinensis) - მარადმწვანე ხეა. მდიდარია გლუკოზით, ფრუქტოზით, ვიტამინებით ასკორბინის მჟავით (C), რუტინით (P), თიამინით (B1), რიბოფლავინით (B2), კაროტინით (A), აგრეთვე პექტინებით. შეიცავს კალიუმს, კალციუმს და მაგნიუმს, აგრეთვე ეთერზეთებს და ბიოფლავონოიდებს.
ფორმა (ლათ. forma) - 1. გარეგანი შესახედაობა. 2. სახეობისშიდა ტაქსონომიური ერთეული. 3.დადგენილი ნიმუში, წესრიგი.
ფორმულა (ლათ. formula ფორმა, გარკვეული წესი) - 1. მოკლე ფორმით გამოხატული ნებისმიერი განსაზღვრება, ფორმულირება. 2. რომელიმე ნივთიერების (მაგ., სისხლის) რაოდენობრივი და ხარისხობრივი შემადგენლობის აღნიშვნა, გამოსახვა.
ფორსირება (ფრანგ. forser) - გაძლიერება, დაჩქარება.
ფორტუნა (ლათ. fortuna) - ბედნიერება, ბედნიერი შემთხვევა, იღბლიანი ბედი.
ფოსილიზაცია (ლათ. fossilis ნამარხი) - ამომწყდარი მცენარეებისა და ცხოველების ნაშთების გარდაქმნის პროცესი გაქვავებულ ანაბეჭდებად, რასაც ადგილი აქვს ორგანული ნივთიერებების მინერალური ნივთიერებებით ჩანაცვლების შედეგად.
ფოსფორილირება - ქიმიური რეაქცია, რომლის შედეგადაც ადგილი აქვს ორგანული და არაორგანული ნივთიერებების მოლეკულებში ფოსფორის მჟავის ნარჩენების (PO3H2) გადაცემას, შეტანას. მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნივთიერებათა ცვლაში.
ფოტობაქტერიები (ბერძნ. photos სინათლე, სხივი, bakterion ჩხირი) - მანათობელი ბაქტერიები, რომლებიც სინათლეს გამოყოფენ თავისუფალი ჟანგბადის არსებობის პირობებში. გავრცელებული არიან ზღვების ზედაპირულ წყლებში და იწვევენ წყლის ნათებას.
ფოტობიოლოგია (ბერძნ. photos სინათლე, სხივი, bios სიცოცხლე, logos მოძღვრება) - ბიოლოგიის დარგი, რომელიც სწავლობს ორგანიზმებში სხვადასხვა ბუნების გამოსხივებების ზემოქმედებით გამოწვეულ პროცესებს.
ფოტოთერაპია (ბერძნ. photos სინათლე, სხივი, therapeia მკურნალობა) - მკურნალობა სინათლის საშუალებით.
ფოტოკინეზი (ბერძნ. photos სინათლე, სხივი, kinesis მოძრაობა) - ამა თუ იმ ორგანიზმის მოძრაობის აქტიურობის გაძლიერება ან შესუსტება განათების ინტენსივობის ცვლილებაზე დამოკიდებულებით.
ფოტოპერიოდიზმი (ბერძნ. photos სინათლე, სხივი, periodos მონაცვლეობა) - ორგანიზმების რეაქცია განათების სადღეღამისო რითმზე ანუ დღისა და ღამის ხანგრძლივობების შეფარდებაზე, რაც გამოიხატება ზრდისა და განვითარების პროცესების ცვლილებებით. ფოტოპერიოდიზმი დამახასიათებელია როგორც მცენარეების, ასევე ცხოველებისათვის.
ფოტორედუქცია (ბერძნ. photos სინათლე, სხივი, ლათ. redure დაბრუნება, აღდგენა) - ფოტოსინთეზის თავისებური მიმდინარეობა მწვანე და წითელ გოგირდოვან ბაქტერიებში. ამ პროცესის დროს ნახშირორჟანგის აღსადგენად წყალბადის წყაროდ გამოყენებულია არა წყალი, არამედ გოგირდწყალბადი.
ფოტორეცეპტორები (ბერძნ. photos სინათლე, სხივი, ლათ. receptor მიმღები) - თვალში განლაგებული შუქშემგრძნობი რეცეპტორები ანუ სპეციალური უჯრედები, რომლებიც შუქზე ახდენენ რეაქციას.
ფოტორეცეპცია (ბერძნ. photos სინათლე, სხივი, ლათ. receptor მიმღები) - ერთუჯრედიანი ორგანიზმების ან მრავალუჯრედიანების ფოტორეცეპტორების მიერ სინათლის აღქმის პროცესი. ფოტორეცეპცია წარმოადგენს ფოტოტროპიზმის, ფოტოტაქსისის და ფოტოკინეზის საფუძველს.
ფოტოსენსიბილიზაცია (ბერძნ. photos სინათლე, სხივი, ლათ. sensibilis მგრძნობიარე) - ორგანიზმის ზედმეტი, ჭარბი მგრძნობელობა სხივური ზემოქმედებისადმი.
ფოტოსინთეზი (ბერძნ. photos სინათლე, სხივი, synthesis შეერთება, შერწყმა) - მწვანე მცენარეებისა და ფოტომასინთეზებელი მიკროორგანიზმების მიერ მარტივი შენაერთებიდან (ნახშირორჟანგიდან და წყლიდან) რთული ორგანული ნივთიერებების წარმოქმნა მზის სხივების ენერგიის გამოყენებით, რომელიც შთაინთქმება ქლოროფილის მარცვლებით.
ფოტოტაქსისი (ბერძნ. photos სინათლე, სხივი, taxis განლაგება რიგში) - ორგანიზმების, ცალკეული უჯრედების და მათი ორგანოიდების გადაადგილება სინათლის წყაროს გავლენით.
ფოტოტროპიზმი (ბერძნ. photos სინათლე, სხივი, tropos მიმართულება) - მცენარეების მოძრაობა სინათლის წყაროსაკენ. ღეროებს, როგორც წესი, დადებითი ფოტოტროპიზმი გააჩნიათ, ფესვებს კი უარყოფითი.
ფოტოტროფები (ბერძნ. photos სინათლე, სხივი, trophe კვება) - მაფოტოსინთეზებელი ორგანიზმები, რომლებიც ამ პროცესისათვის იყენებენ სინათლის ენერგიას.
ფოტოფილები (ბერძნ. photos სინათლე, სხივი, philia სიყვარული) - სინათლის მოყვარული ორგანიზმები (მაგ., ფიჭვი, დღის პეპლები, ზოგიერთი ხვლიკი და სხვ.).
ფოტოფობები (ბერძნ. photos სინათლე, სხივი, phobos შიში) - ჩრდილის მოყვარული ცხოველები, რომლებიც ვერ იტანენ მკვეთრ განათებას. გამოქვაბულების ცხოველების უმეტესობა, ნიადაგქვეშ ბინადარი ყველა ცხოველი (მაგ., თხუნელა) ფოტოფობია.
ფრაგმენტაცია (ლათ. fragmentum ნამსხვრევი) - ზოგიერთი უმდაბლესი ცხოველისა და ჭიის გამრავლების ხერხი, როდესაც სხეული იყოფა პატარა ნაწილებად, ფრაგმენტებად.
ფრატრია (ბერძნ. fratria ძმობა) - 1.ფილოგენეზური გენეალოგიური ხის მონაკვეთი, რომელიც შეესატყვისება რომელიმე სახეობას. 2.წარმოშობით ახლოს მყოფი, მაგრამ ფიზიონომიურად განსხვავებული მცენარეული ფორმაციების (ტყის, ბუჩქების, ბალახების) კლასები.
ფრაქცია (ლათ. fractio დაშლა, დანაწევრება) - სითხეების ნარევის ნაწილი, რომელსაც აღნიშნული ნარევის ნაწილისაგან განსხვავებით, დუღილის განსხვავებული ტემპერატურა გააჩნია. ეს ნაწილი ნარევისაგან გამოიყოფა ფრაქციული გამოხდის საშუალებით.
ფრაქციონირება (ფრანგ. fractionner დაყოფა) - რაიმე ნარევის დაშლა ერთმანეთისაგან განსხვავებული შედგენილობის და ფიზიკური თვისებების კომპონენტებად.
ფრეატოფიტი (ბერძნ. freatos ჭა, phyton მცენარე) - მცენარე, რომელსაც ძალუძს სიცოცხლე ღრმად განლაგებული გრუნტის წყლების მეშვეობით. ასეთ მცენარეებს ახასიათებთ ფესვების მძლავრი სისტემა, ზოგჯერ სიგრძით ათეულ მეტრამდე.
ფრენდის ვირუსი - 1957 წელს ამერიკელი შ. ფრენდის მიერ აღმოჩენილი თაგვების ლეიკემიის ვირუსი, რომელიც იწვევს ლეიკემიის ერთ-ერთ ფორმას, რეტიკულოზ-ერითრობლასტოზს.
ფრენოლოგია (ბერძნ. phren ჭკუა, გონება, logos მოძღვრება) - სწავლება ადამიანის თავის ქალას ფორმის და მისი გონებრივი და მორალური თვისებების ურთიერთკავშირის შესახებ.
ფრიგიდულობა (ლათ. frigidus ცივი) - ქალის სქესობრივი მგრძნობელობის დაქვეითება, სიცივე. ინდიფერენტიზმი (იხ.).
ფრიმშრიფტი (ინგლ. frame ჩარჩოში ჩასმა) - ერთი ან რამდენიმე ნუკლეოტიდთა წყვილის ამოვარდნით გამოწვეული ათვლის ჩარჩოს გადაადგილება, რაც იწვევს ინფორმაციის შინაარსობრივ ცვლილებას.
ფრინველები (Aves) - ხერხემლიანი ცხოველების ერთ-ერთი კლასია. ორფეხიანი, კვერცხისმდებელი, ძირითადად ფრენასთან შეგუებული ცხოველებია. მათი ძვლები პნევმატურია, კბილები არა აქვთ. ახასიათებთ ე.წ. ორმაგი სუნთქვა და შინაგანი განაყოფიერება. სხეულის ტემპერატურა 430C-ს აღწევს. ზოგიერთი მათგანი მგრძნობიარეა ადამიანის დაავადებებისადმი, ზოგიერთს კი გადააქვს ექტოპარაზიტები, მაგ., ტკიპები. მტრედები და თუთიყუშები ადამიანში იწვევენ მწვავე ინფექციურ დაავადებას - ორნითოზს.
ფრინველების ბაზარი - წყლის გარემოსთან შეგუებული ფრინველების (მაგ., თოლიების) კოლონიური დასახლება (არც თუ იშვიათად, კლდეებზე). ფართოდაა გავრცელებული ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთის ზღვებში და შორეული აღმოსავლეთის ზღვების ნაპირებზე. სამხრეთის ქვეყნებში (მაგ., პერუს ნაპირებთან არსებულ კუნძულებზე) ფრინველების ბაზრებს იყენებენ როგორც კვერცხების და გუანოს (იხ.) მოპოვების წყაროს.
ფრინველების გალობა - გამრავლების პერიოდში ფრინველების დემონსტრაციული ქცევის ერთ-ერთი გამოვლინება. უფრო ხშირად გალობენ მამლები. ფრინველი გალობისას იმეორებს თავისი სახეობისათვის დამახასიათებელი ბგერების კომბინაციებს, თუმცა შესაძლებელია გალობის სხვადასხვა ვარიაციებიც. ფრინველების გალობა აადვილებს წყვილების შეხვედრის შესაძლებლობას.
ფრინველების გრიპი - წყლის ფრინველები წარმოადგენენ რნმ-ს ახალი გენების წყაროს და აქედან წარმოიქმნება ადამიანის გრიპის ვირუსის ახალი შტამები. იმ შემთხვევაში, თუ ფრინველის და ადამიანის A გრიპის ვირუსები ერთდროულად დააინფიცირებენ რესპირატორული ტრაქტის ერთი და იგივე სამიზნე უჯრედს, ადგილი შეიძლება ჰქონდეს გენეტიკურ რეკომბინაციას, ანუ რეკომბინირებული ვირუსის წარმოქმნას. ამ ვირუსის შუალედური მასპინძელია ღორი, რომლის უჯრედები შეიცავს როგორც ადამიანის, ასევე ფრინველების გრიპის ვირუსის რეცეპტორებს. 1997 წელს გრიპის ვირუსის ახალმა შტამმა (H5N1), რომელიც ადრე გავრცელებული იყო ქათმებში, გადალახა სახეობრივი ბარიერი და გამოიწვია ადამიანის დაავადება. 2007 წლისათვის აზიის ქვეყნებში დაფიქსირებულ იქნა H5N1-ის 112 სეროლოგიურად დამტკიცებული შემთხვევა.
ფრიქცია (ლათ. frictio ვახახუნებ) - ორგანიზმში კანიდან სამკურნალო ნივთიერებათა შეყვანის მეთოდი (მაგ., მალამოს შეზელა).
ფრონტალური (ლათ. frons შუბლი) - ფრონტალური სიბრტყე გაივლის ვერტიკალურად და განივად, მარჯვნიდან მარცხნივ და ყოფს სხეულს წინა და უკანა ასიმეტრიულ ნაწილებად.
ფრუქტოზა (ლათ. fructus ნაყოფი) - ხილის შაქარი. მონოსაქარიდია ჰექსოზების ჯგუფიდან. შედის საქაროზის და ინულინის შემადგენლობაში.
ფრჩხილი (unguis) - ერთმანეთთან მჭიდროდ შეკავშირებული კერატინის შემცველი ქერცლებისაგან შემდგარი მკვრივი რქოვანა ფირფიტა.
ფსევდოგამია (ბერძნ. pseudos ცრუ, gamos ქორწინება) - იგივე ცრუ განაყოფიერება. 1.სოკოებსა და უმდაბლეს მცენარეებში ფსევდომიქსისი. 2.ფარულთესლოვან მცენარეებში და ცხოველებში ფსევდოგამიის შედეგი შეიძლება იყოს ანდროგენეზი და გინოგენეზი (იხ.).
ფსევდომიქსისი (ბერძნ. pseudos ცრუ, mixis შერევა, შეერთება) - სქესის ნიშნებს მოკლებული ორი ვეგეტაციური უჯრედის ერთმანეთთან შერწყმა. გამრავლების ერთ-ერთი ნაირსახეობაა.
ფსევდომონოსომია (ბერძნ. pseudos ცრუ, monos ერთი, ერთიანი, soma სხეული) - დიპლოიდურ კომპლექტში ერთი ქრომოსომის ამოვარდნა. ამასთან, გენების საერთო რაოდენობა შეცვლილი არ არის, რადგანაც დაკარგული ქრომოსომის გენეტიკური მასალა გადანაცვლებულია სხვა ქრომოსომაში.
ფსევდონეგატიური დიაგნოზი (ბერძნ. pseudos ცრუ, ლათ. negativus უარყოფითი, ბერძნ. diagnosis ამოცნობა, განსაზღვრა) - ექიმის შეცდომა, რაც გამოიხატება არსებული დიაგნოზის უარყოფაში (მაგ., როდესაც შიდს-ით დაავადებულ პირს მიიჩნევენ ჯანმრთელად და ა.შ.).
ფსევდოპოდიები (ბერძნ. pseudos ცრუ, podos ფეხი) - ერთუჯრედიანი ორგანიზმებისა და მრავალუჯრედიანი ცხოველების ზოგიერთი უჯრედის დროებითი ციტოპლაზმური გამონაზარდები. ასრულებენ გადაადგილებისა და საკვების მოპოვების ფუნქციას.
ფსევდოპოზიტიური დიაგნოზი (ბერძნ. pseudos ცრუ, ლათ. positivus დადებითი, ბერძნ. diagnosis ამოცნობა, განსაზღვრა - ექიმის მიერ შეცდომით დადგენილი დიაგნოზი, მაშინ, როდესაც დაავადებას ადგილი არა აქვს (მაგ., როდესაც ჯანმრთელ ადამიანს მიიჩნევენ ავადმყოფად).
ფსიტაკოზი (ბერძნ. psittakos თუთიყუში) - მწვავე ინფექციური დაავადება, რომელიც ადამიანზე გადადის თუთიყუშიდან. იგივე ორნითოზი (იხ.).
ფსიქასთენია (ბერძნ. psyche სული, astheneia სისუსტე, უძლურება) - ნერვული დაავადება, რომელიც კლინიკურად გამოიხატება თავის ძალებში უკიდურესი დაურწმუნებლობით, ავადმყოფური ეჭვიანობით და აკვიატებული აზრებისადმი მიდრეკილებით.
ფსიქიატრია (ბერძნ. psyche სული, iatreia მკურნალობა) - მედიცინის დარგი, რომელიც სწავლობს ფსიქიკურ დაავადებებს, მათ მკურნალობასა და პროფილაქტიკას.
ფსიქოანალიზი (ბერძნ. psyche სული, analysis დანაწევრება, დაშლა) - ფსიქოლოგიის მიმდინარეობა, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა ავსტრიელმა ზ. ფროიდმა (1856-1940). შეისწავლის არაცნობიერი ფსიქიკურის გავლენას ადამიანის ქცევასა და განცდებზე.
ფსიქოგენური დაავადებები (ბერძნ. psyche სული, gennao წარმოვქმნი) - ფსიქიკური ტრავმის შედეგად განვითარებული დაავადებები, რომლებიც არ არიან დაკავშირებულნი ორგანოების პათოლოგიურანატომიურ ცვლილებებთან.
ფსიქოლოგია (ბერძნ. psyche სული, logos მოძღვრება) - მეცნიერება ადამიანის ფსიქიკური მოქმედების კანონზომიერებების და მათი სპეციფიკური ფორმების (აზროვნება, შეგნება, ხასიათი, მეტყველება და სხვ.) შესახებ.
ფსიქოპათოლოგია (ბერძნ. psyche სული, pathos ავადმყოფობა, ტანჯვა, logos მოძღვრება) - კლინიკური ფსიქიატრიის ძირითადი დარგი, საერთო მოძღვრება ფსიქიკურ დაავადება- თა შესახებ. შეისწავლის ფსიქოზების ზოგად კანონზომიერებებს.
ფსიქოტროპული იარაღი (ბერძნ. psyche სული, tropos მიმართულება) - ადამიანის ფსიქიკაზე ზემოქმედების საშუალება. ამისათვის იყენებენ ემულგატორებს, სამედიცინო პრეპარატებს, აგრეთვე სპეციფიკურ გამოსხივებას.
ფსორიაზი (პსორიასის vulgaris) - კანის არაგადამდები, უცნობი ეტიოლოგიის ქრონიკული დაავადება, რომელსაც კანზე ახასიათებს მოვერცხლისფრო-მოთეთრო ქიცვით დაფარული წითელი ლაქები. მკურნალობის ეფექტური მეთოდი აქამდე შემუშავებული არ არის.
ფუგა (იტალ. fuga გაქცევა) - 1. უეცარი ლტოლვა გაქცევისადმი. 2. მრავალხმიანი სტილის ერთ-ერთი ძირითადი მუსიკალური ფორმა. ფუგის დროს სხვადასხვა ხმებით მეორდება ერთი და იგივე თემა.
ფუზოგენია (ინგლ. fusion შერწყმა, ბერძნ. geneia წარმოქმნა) - უჯრედების შერწყმის პროცესი. იხ. შერწყმა.
ფუზოგენური ფაქტორები (ინგლ. fusion შერწყმა, ლათ. factor მწარმოებელი) - ქიმიური, ფიზიკური და ბიოლოგიური ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ სომატური უჯრედების ურთიერთშერწყმას. ასეთი ფაქტორებია: პოლიეთილენგლიკოლი, სენდაის ვირუსი, ლიზოლეციტინი, ელექტრული ველი და სხვ.
ფულგურაცია (ლათ. fulgur ელვარება, ელვა) - მაღალი სიხშირის ელექტრული დენით სიმსივნის მოწვის მეთოდი.
ფუმიგანტები (ლათ. fumigo გაბოლვა) - ნივთიერებები, რომელთაც შებოლვის მეთოდით იყენებენ დეზინსექციისა (იხ.) და დერატიზაციისათვის (იხ.). მედიცინასა და ვეტერინარიაში
ფუნგიციდები (ლათ. fungus სოკო, caedo ვკლავ) - პესტიციდების (იხ.) ერთ-ერთი ჯგუფი (ქიმიური ნივთიერებები), რომელთაც იყენებენ მცენარეების სოკოვანი დაავადებების გამომწვევების წინააღმდეგ საბრძოლველად. მედიცინაში გამოიყენებიან ადამიანისათვის პათოგენური პარაზიტული სოკოების წინააღმდეგ. ცალკეულმა ფუნგიციდებმა შეიძლება გამოიწვიონ პათოგენური ცვლილებები სასარგებლო მიკროორგანიზმებში, მწერებში, ფრინველებში, თევზებში და ა.შ.
ფუნდალური ჯირკვლები (ლათ. fundus ფსკერი) - ხერხემლიანების კუჭის კედლების და მისი ფსკერის მილოვანი ჯირკვლები. ძუძუმწოვრებში ფუნდალური ჯირკვლების ე.წ. მთავარი უჯრედები გამოყოფენ პეპსინოგენს, ე.წ. დამატებითი უჯრედები მუკოიდურ სეკრეტს, ხოლო პარიეტალური უჯრედები მარილმჟავას. ფუნდალური ჯირკვლები შეიცავენ აგრეთვე ენდოკრინულ უჯრედებს, რომელნიც სისხლში გამოყოფენ ჰისტამინს. ადამიანის კუჭში ფუნდალური ჯირკვლების რაოდენობა 35 მლნ-ს აღწევს.
ფუნდამენტური (ლათ. fundamentum) - საფუძვლიანი, სოლიდური, ძირითადი.
ფუნქცია (ლათ. functio შესრულება) - ორგანიზმის ან ცალკეული ორგანოსა და სისტემის სპეციფიკური მოქმედება.
ფუნქციური (ლათ. functio შესრულება) - რაიმე ფუნქციასთან დაკავშირებული. რაც დამოკიდებულია რაიმე პათოგენური აგენტის მოქმედებაზე და არა ორგანოს სტრუქტურაზე (მაგ., ფუნქციური, ე.ი. არაორგანული დაავადება).
ფურუნკული (ლათ. furunculus კერა, ბუდე) - იგივე ძირმაგარა. თმის ბუდის, ცხიმის ჯირკვლისა და მის ირგვლივ არსებული ქსოვილის მწვავე ჩირქოვანი ანთება.
ფურუნკულოზი (ლათ. furunculus კერა, ბუდე, osis მდგომარეობა) - კანის სხვადასხვა ადგილას მრავლობითი ფურუნკულების (იხ.) განვითარება.
ფუტკარი (Apis mellifera) - ფეხსახსრიანების ტიპის, მწერების კლასის, სიფრიფანაფრთიანების რიგის წარმომადგენელია. გარდა თაფლის დამზადებისა, ფუტკარი გამოყოფს ცვილს, ფუტკრის შხამს, აგროვებს ყვავილის მტვერს, დინდგელს და სხვა. ისევე როგორც ზემოაღნიშნული პროდუქტები, ფუტკრის შხამიც (აპიტოქსინი) გამოიყენება მედიცინაში. ქართული ფუტკარი საერთაშორისო გამოფენებზე 3-ჯერ იქნა დაჯილდოებული ოქროს დიდი მედლით. სხვა ჯიშის ფუტკრებისაგან იგი გამო ირჩევა გრძელი ხორთუმით, განსაკუთრებული თვინიერებით, მაღალპროდუქტიულობით და ა.შ. ფუტკრის საშუალებით ხდება ენტომოფილური (იხ.) კულტურების 80%-ის დამტვერვა, რის შედეგადაც იზრდება მოსავალი და უმჯობესდება ნაყოფისა და თესლის ხარისხი.
ფუტკრის რძე - მუშა ფუტკრების საყლაპავი და ყბისზედა ჯირკვლების სეკრეტი. ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებაა. შეიცავს ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, ვიტამინებს, ჰორმონებს, ორგანულ მჟავებს და სხვა. გამოიყენება ჰიპოტონიის, გასუქების, სიგამხდრის შემთხვევებში, აძლიერებს იმუნურ მდგრადობას ზოგიერთი ინფექციური პათოლოგიების დროს, აწესრიგებს ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციას, გააჩნია შარდმდენი თვისებები და სხვ. ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია ფუტკრის რძისა და ფუტკრის შხამის (აპიტოქსინის) კომპლექსური გამოყენება.
ფუტუროლოგია (ლათ. futurum მომავალი, ბერძნ. logos მოძღვრება) - სამეცნიერო ცოდნის სფერო სოციალური პროცესების პერსპექტივებზე. უფრო ფართო გაგებით - დედამიწისა და კაცობრიობის მომავალზე წარმოდგენების ერთობლიობა.
![]() |
26 ქ |
▲back to top |
ქათმის გრიპი - იხ. Frinvelebis გრიპი.
ქამელეონი (Chameleo chameleon) - 1. ქვეწარმავალი გრძელი ენით და გრძელივე მძლავრი კუდით. ცხოვრობს ხეებზე. გაღიზიანებისას, გარემოს ფერების ცვლილებისას და ა.შ. გააჩნია კანის საფარველის შეფერილობის შეცვლის უნარი. 2. ადამიანი, რომელიც ხშირად და ყოველგვარი პრინციპების დაუცველად იცვლის თავის აზრებსა და შეხედულებებს. 3. სამხრეთის ცის თანავარსკვლავედი.
ქარვა (ლიტვ. gintaras) - პალეოგენის პერიოდის წიწვიანი მცენარეების ნამარხი გაქვავებული ფისი, რომელშიც ხშირადაა წარმოდგენილი აღნიშნული პერიოდის მცენარეებისა და მწერების ცალკეული ნაწილები ან მთლიანი ორგანიზმები.
ქაფურის ხე (Cinnamomum camphora) - დაფნისებრთა ოჯახის მარადმწვანე მცენარეა. შეიცავს ქაფურის ზეთს, რომლიდანაც დაჟანგვის შედეგად იღებენ საგულე საშუალება ქაფურს. ეს მცენარე იზრდება შავი ზღვის სანაპიროებზე.
ქაცვი (Hyppopheae rhamnoides) - ბუჩქი ან ხეა, რომლის სიმაღლე ზოგ, იშვიათ შემთხვევაში 15 მეტრს აღწევს. მცენარის ზეთი გამოიყენება მედიცინაში დამწვრობის, ტროფიკული წყლულებისა და კანის დაავადებების სამკურნალოდ.
ქემოატრაქტანტები (ბერძნ. chemeia ქიმია, ლათ. attrahere მიზიდვა ყურადღების მიპყრობა) - ქიმიური ნივთიერებებია, რომლებიც ლეიკოციტების და მონონუკლეარების სპეციფიკურ რეცეპტორებთან შეკავშირების შემდეგ იწვევენ მათ გადაადგილებას კონცენტრაციის გრადიენტში (დადებითი ქემოტაქსისი).
ქემორეცეპტორები (ბერძნ. chemeia ქიმია, ლათ. receptor მიმღები) - მიმღები ნერვული დაბოლოებები, რომელნიც აღიქვამენ ქიმიური შენაერთებით გამოწვეულ გაღიზიანებებს.
ქემორეცეპცია (ბერძნ. chemeia ქიმია, ლათ. receptor მიმღები) - ერთუჯრედიანი ორგანიზმების ან მრავალუჯრედიანი ცხოველების სპეციალიზებული უჯრედების (ქემორეცეპტორების) მიერ სხვადასხვა ქიმიური გამღიზიანებლების აღქმის პროცესი.
ქემოსინთეზი (ბერძნ. chemeia ქიმია, synthesis შეერთება, შერწყმა) - ზოგიერთი ბაქტერიის მიერ ორგანული ნივთიერებების წარმოქმნის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს არაორგანული ნივთიერებების დაჟანგვის დროს გამოყოფილი ქიმიური ენერგიის ხარჯზე. ასეთი მიკროორგანიზმები, ისევე როგორც მაფოტოსინთეზებელი ორგანიზმები, მიეკუთვნებიან ავტოტროფებს.
ქემოსტერილიზატორები (ბერძნ. chemeia ქიმია, ლათ. sterilis უნაყოფო) - ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც მასტერილიზებელ მოქმედებას ახდენენ. გამოიყენებიან მავნე მწერების წინააღმდეგ საბრ- ძოლველად. მათ ორგანიზმში ისინი იწვევენ გენეტიკური და ფუნქციური ხასიათის დარღვევებს.
ქემოტაქსისი (ბერძნ. chemeia ქიმია, taxis წესრიგი) - ზოგიერთი ქიმიური ნივთიერების უნარი მიიზიდოს ან განიზიდოს უმარტივესი ორგანიზმები და უმაღლესი ორგანიზმების უჯრედები.
ქემოტროპიზმი (ბერძნ. chemeia ქიმია, tropos მიმართულება) - მცენარეთა ორგანოების ზრდასთან დაკავშირებული რეაქცია ქიმიური შენაერთების რაოდენობრივ, ასევე ტენიანობის (ჰიდროტროპიზმი) და ჟანგბადის (აეროტროპიზმი) გრადიენტებზე.
ქეროფობია (ბერძნ. charenai რაიმეთი გახარება, phobos შიში) - მხიარულებისა და ბედნიერების ავადმყოფური შიში.
ქვანახშირის პერიოდი - დედამიწის ისტორიის პალეოზოური ერის მეხუთე პერიოდია. გრძელდებოდა 65-75 მლნ წლის მანძილზე. კლიმატი თავიდან ცხელი იყო, ტენიანი, რომელიც შეიცვალა უფრო ცივით, რაც დამთავრდა გამყინვარებით. გაიფურჩქნენ გვიმრები და ამფიბიები. წარმოიქმნენ პირველი ქვეწარმავლები. ზღვებში გაჩნდნენ მარჯნები, მოლუსკები და ა.შ.
ქვეწარმავლები ანუ რეპტილიები (Reptilia) - ხერხემლიანი ცხოველების ერთ-ერთი კლასია. იგი მოიცავს 600 სახეობაზე მეტს. დედამიწაზე გაჩნდნენ ქვანახშირის პერიოდში. გაბატონებული მდგომარეობა ეკავათ მეზოზოურ ერაში. ითვლება, რომ ისინი ფრინველების და ძუძუმწოვრების წინამორბედები არიან. განაყოფიერება შინაგანი აქვთ. ზოგიერთი კვერცხისმდებელია, ზოგი კი ცოცხალმშობიარე. გული სამგანყოფილებიანი აქვთ. პარკუჭი, ნიანგების გარდა, მხოლოდ ნაწილობრივ აქვთ გადატიხრული. ამრიგად, ნიანგებს ოთხგანყოფილებიანი გული აქვთ.
ქვირითი - მოლუსკების, კანეკლიანების, ძვლოვანი თევზების, ამფიბიებისა და სხვ. მდედრობითი სასქესო უჯრედები, კვერცხები, რომლებსაც მდედრი ინდივიდი გროვებად ჰყრის (დებს) წყალში. ქვირითის რაოდენობა რამდენიმე ათეულიდან ასეულ მილიონამდეა.
ქიაზმა (ბერძნ. chiasmos ჯვარისებრი განლაგება) - 1. კონიუგირებული ქრომოსომების გადაჯვარედინების დამახასიათებელი ფიგურა. 2. უმარტივესების ტიპის, შოლტიანების კლასის წარმომადგენლების შოლტების გადაჯვარედინება. 3. ხერხემლიანთა თავის ქალაში განლაგებული მხედველობის ნერვების გადაჯვარედინება.
ქიმერა (Chimaira - ძველბერძნულ მითოლოგიაში: ცეცხლის მფრქვეველი ურჩხული, რომელსაც თავი და კისერი ლომისა ჰქონდა, სხეული თხისა, ხოლო კუდი დრაკონისა) - 1.თევზებიდან გამოირჩევიან ქიმერები, რომლებიც მიეკუთვნებიან ხრტილოვან თევზებს. 2.ბოლო ხანებში ქიმერებს ხშირად უწოდებენ უჯრედებს, რომელთაც სხვადასხვა უჯრედული ელემენტების მორფოლოგიური და ფუნქციური თავისებურებანი გააჩნიათ (იხ. მოზაიციზმი).
ქიმერიზმი (ბერძნ. Chimaira) - 1. ორი, სამი ან მეტი უჯრედის მორფოლოგიური ნიშნების თავმოყრა ერთ უჯრედში მათი შერწყმის მეშვეობით. 2. თაგვი, რომელსაც გადაუნერგეს ვირთაგვის ძვლის ტვინი, რის შედეგადაც იგი იწყებს ვირთაგვისათვის დამახასიათებელი უჯრედების პროდუქციას.
ქიმია (ბერძ. chemeia ქიმია) - მეცნიერება, რომელიც სწავლობს ნივთიერებათა შემადგენლობას, ატომურ აგებულებას და გარდაქმნებს, აგრეთვე ამ გარდაქმნების მექანიზმებს და ამ პროცესების დროს გამოთავისუფლებულ ენერგიას.
ქიმიოთერაპია (ბერძნ. chemeia ქიმია, therapeia მკურნალობა) - მკურნალობა ქიმიური ნივთიერებების საშუალებებით. განასხვავებენ მონოქიმიოთერაპიას და პოლიქიმიოთერაპიას. ქიმიოთერაპიის ფუძემდებლად ითვლება გერმანელი მეცნიერი პ.ერლიხი.
ქიმუსი (ბერძნ. chymos წვენი) - ხერხემლიანი ცხოველების წვრილ ნაწლავში არსებული თხევადი ან ნახევრადთხევადი საკვები ფაფა. ადამიანში დღე-ღამის განმავლობაში წვრილი ნაწლავიდან მსხვილში დაახლოებით 400 გრამი ქიმუსი გადადის.
ქინაქინი (პერ. kina ქერქი) - ქინაქინის ხის (Cinchona offi cinalis. C. succirubra და სხვ.) ქერქისაგან დამზადებული ალკალოიდი. სპეციფიკური საშუალებაა მალარიის წინააღმდეგ. ქინაქინი სინთეზურად მიიღეს XX საუკუნის 40-იან წლებში.
ქინძი (Coriandrum sativum) - ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს ეთერის და ცხიმოვან ზეთებს, ალკალოიდებს, ტერპენებს, ცილებს. იყენებენ როგორც ნაღველმდენ საშუალებას ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს, აგრეთვე როგორც ამოსახველებელს ფილტვების დაავადებების შემთხვევაში. ქინძი შედის სხვადასხვა სამკურნალო მცენარეების ნაკრებებში.
ქირურგია (ბერძნ. cheir ხელი, ergon საქმე) - მედიცინის დარგი, რომელიც სწავლობს დაავადებათა ოპერაციული გზით მკურნალობის მეთოდებს და ახორციელებს მათ პრაქტიკაში.
ქიტინი (ბერძნ. chiton ქიტონი, ძველი ბერძნების ტანსაცმელი) - პოლისაქარიდია, რომელიც საყრდენს წარმოადგენს უხერხემლოებისათვის და უჯრედული კედლის კომპონენტს სოკოებისა და ზოგიერთი მწვანე წყალმცენარისათვის. ორგანიზმების უნარი, აწარმოონ ქიტინი - მნიშვნელოვანი ბიოქიმიური ნიშანია, რაც გამოიყენება სისტემატიკაში.
ქლამიდიები (ბერძნ. chlamida ქლამინდი, ძველი ბერძნული წამოსასხამი) - ობლიგატური, უჯრედშიდა ბაქტერიებია. ადამიანსა და ცხოველებში იწვევენ სხვადასხვა მძიმე დაავადებას: პნევმონიას, ტრაქომას, ორნითოზს, მენინგოენცეფალიტს და სხვ. ქლამიდიები შედგებიან ინიციალური (ვეგეტაციური) და ელემენტარული სხეულაკებისაგან. ვეგეტაციური ფორმების ზომებია 500-700ნმ, ელემენტარული სხეულაკებისა კი 300ნმ.
ქლამიდოსპორები (ბერძნ. chlamida ქლამინდი, ძველი ბერძნული წამოსასხამი, spora დათესვა, თესლი) - მკვრივი გარსით შემოსაზღვრული დიდი ზომის უჯრედები, რომლებიც წარმოიქმნებიან ზოგიერთი, მათ შორის პარაზიტული სოკოების უსქესო გამრავლების პროცესში.
ქლოაზმა (ბერძნ. chloazo ვმწვანდები) - სხვადასხვა სიდიდის, ფორმისა და შეფერილობის ლაქების წარმოქმნა კანზე. ხშირად დაკავშირებულია გარკვეულ ენდოკრინულ დარღვევებთან.
ქლოროპლასტები (ბერძნ. chloros მწვანე, plastos გამოძერწილი) - მცენარეების უჯრედშიდა ორგანოიდები, რომლებშიც მიმდინარეობს ფოტოსინთეზი. მათში არსებული ქლოროფილის მარცვლების გამო შეფერილნი არიან მწვანედ. შეიცავენ დნმ-ს, რიბოსომებს, ფერმენტებს და ფოტოსინთეზის გარდა მონაწილეობენ ადფ-ს გარდაქმნაში ატფ-დ. ქლოროპლასტები განსაკუთრებით ჭარბად არიან წარმოდგენილი ფოთლებსა და მწვანე ნაყოფებში.
ქლოროფილი (ბერძნ. chloros მწვანე, phyllon ფოთოლი) - მცენარეების მწვანე პიგმენტი, რომლის მეშვეობით ისინი მზის სინათლის ენერგიას „იჭერენ“ და აწარმოებენ ფოტოსინთეზს (იხ.)
ქლოროფორმი (ბერძნ. chloros მწვანე, ლათ. form (icum) ჭიანჭველმჟავა) - ქლორის შემცველი უფერული, გამჭვირვალე სითხე. იყენებენ სანარკოზე და სადეზინფექციო საშუალებად, აგრეთვე ჰისტოლოგიურ კვლევებში.
ქოთაო (malleus) - კენტჩლიქიან ცხოველთა ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს Pseudomonas mallei. ანთროპოზოონოზია. ზოგჯერ გადადის ადამიანზეც. ორგანიზმში იჭრება დაზიანებული კანიდან. დაავადება ხასიათდება სპეციფიკური გრანულომებით, ნეკროზით, ქსოვილების დაჩირქებითა და ინტოქსიკაციით. პროგნოზი არაკეთილსაიმედოა. გამომწვევი აგენტი აღმოაჩინეს ლეფლერმა და შიუტცემ 1882 წელს.
ქოლერა (ბერძნ. chole ნაღველი, rheo მოვედინები. ძველად ფიქრობდნენ, რომ დაავადებას იწვევს ნაღვლის დიდი რაოდენობით გამოყოფა) - კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მწვავე ინფექციური დაავადება. გამომწვევია ქოლერის ვიბრიონი. ახასიათებს მძიმე საერთო ინტოქსიკაცია და მკვეთრად გამოხატული დეჰიდრატაცია. ლეტალურობა მაღალია. გამომწვევი აღმოაჩინა რ. კოხმა 1883 წელს.
ქოლერიკი (ბერძნ. chole ნაღველი) - სწრაფად აგზნებადი, ენერგიული, ზედმეტად ტემპერამენტული ადამიანი.
ქოლესტეროლი (ბერძნ. chole ნაღველი, stear ქონი) - თავისუფალ მდგომარეობაში ან უმაღლეს ცხიმოვან მჟავათა ეთერის სახით არსებული ლიპოიდი. მისი დალექვა სისხლძარღვების კედლებზე იწვევს მათი სანათურების შევიწროებას და ათეროსკლეროზის (იხ.) განვითარებას. სინონიმი: ქოლესტერინი.
ქოლეცისტექტომია (ბერძნ. chole ნაღველი, kystis ბუშტი, anatome გაკვეთა) - ნაღვლის ბუშტის ამოკვეთა.
ქოლეცისტიტი (ბერძნ. chole ნაღველი, kystis ბუშტი, itis ანთება) - ნაღვლის ბუშტის ანთება.
ქოლინესთერაზა - ნერვულ სისტემაში ნერვული აგზნების გამტარი ნივთიერების - აცეტილქოლინის გამხლეჩი ფერმენტი.
ქონდრიომი (ბერძნ. chondrion მარცვალი) - მიტოქონდრიების დნმ-ში ლოკალიზებული გენების ერთობლიობა. რიგ შემთხვევებში ერთ უჯრედში არსებულ მიტოქონდრიების ერთობლიობასაც ქონდრიომს უწოდებენ.
ქონდროციტი (ბერძნ. chondros ხრტილი, kytos უჯრედი) - ხრტილის შემადგენელი უჯრედი.
ქორდა (ბერძნ. chorde სიმი) - ქორდიანი ცხოველების არასეგმენტირებული ელასტიკური ჩონჩხის ღერძი. ლანცეტა, მრგვალპირიანები, თევზებიდან ზუთხისებრები ქორდას მთელი სიცოცხლის მანძილზე ინარჩუნებენ, ხოლო დანარჩენ ხერხემლიანებს მხოლოდ ემბრიონულ პერიოდში აქვთ და მისგან შემდგომში ხერხემალი ვითარდება.
ქორდიანები (Chordata) - ქორდიანების ტიპის ყველა წარმომადგენელს, ჩანასახოვან მდგომარეობაში მაინც, აქვთ ქორდა და სალაყუჩე ხვრელები. ქორდიანების ტიპი იყოფა ორ ქვეტიპად: უმდაბლეს ქორდიანებად და ხერხემლიანებად.
ქორეა (ბერძნ. choreia ცეკვა) - ტვინის ან ექსტრაპირამიდული სისტემის ორგანული დაზიანებით განპირობებული ნერვული მოშლილობა. ახასიათებს კიდურებისა და სახის კუნთების უნებლიე და მოუწესრიგებელი მოძრაობა, რომელიც ძილში ქრება.
ქორიონეპითელიომა (ბერძნ. chorion კანი, გარსი, epithelium ეპითელიუმი, oma სიმსივნე) - უვითარდებათ რეპროდუქციულ ასაკში მყოფ ქალებს ნაყოფის ქორიონის უჯრედებისაგან. მას უშუალო კავშირი აქვს ორსულობასთან. მიეკუთვნება იმ იშვიათი სიმსივნეების რიცხვს, რომლებიც ემორჩილებიან მკურნალობას; თუ მკურნალობა მეტოტრექსატით დაწყებულია მეტასტაზების გაჩენამდე, გამოჯანმრთელებას ადგილი აქვს თითქმის 100% შემთხვევებში.
ქორიონი (ბერძნ. chorion კანი, გარსი) - 1. უმაღლეს ხერხემლიანებში ჩანასახის გარე ბუსუსოვანი გარსი. იგი ჩაზრდილია საშვილოსნოს ლორწოვან გარსში და ემსახურება პლაცენტის ფორმირებას. 2. უხერხემლოებისა და ზოგიერთი უმდაბლესი ხერხემლიანის კვერცხის მეორადი გარსი.
ქორიონის ბიოფსია (ბერძნ. chorion კანი, bios სიცოცხლე opsis მხედველობა) - ორსულობის მე-7-11 კვირას განხორციელებული პროცედურა, პრენატალური დიაგნოსტიკისათვის საჭირო უჯრედების მისაღებად.
ქოროლოგია (ბერძნ. chora სივრცე, ქვეყანა, logos მოძღვრება) - სწავლება ორგანიზმების გეოგრაფიულ და ტოპოგრაფიულ განაწილებაზე (გავრცელებაზე).
ქრისტესისხლა (Chelidonium majus) - მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს ალკალოიდებს, ეთერის ზეთს, კაროტინს, ორგანულ მჟავებს, ასკორბინის მჟავას, ფისებს და სხვ. ამ მცენარისაგან დამზადებული პრეპარატები აბრკოლებენ ავთვისებიანი სიმსივნეების ზრდას, გააჩნიათ ბაქტერიოსტატიკური მოქმედება კოხის ჩხირის მიმართ. იყენებენ აგრეთვე სტენოკარდიის, ჰიპერტონიის, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის პათოლოგიების შემთხვევებში და სხვ.
ქრომატიდები (ბერძნ. chroma ფერი, eidos მსგავსი) - ქრომოსომების გასწვრივი ნახევრები, რომლებიც ქრომონემებისაგან (იხ.) შედგებიან. პროფაზისა და მეტაფაზის სტადიებზე ქრომატიდები შეადგენენ ქრომოსომების შემადგენელ ნაწილს, ანაფაზაში კი, ქრომოსომების ქრომატიდებად დაშლისას, ყოველი ქრომატიდა წარმოქმნის შვილეულ ქრომოსომას. ტერმინი შემოღებულია მაკ კლუნგის მიერ 1900 წელს.
ქრომატინი (ბერძნ. chroma ფერი) - უჯრედის ბირთვის ნივთიერება, რომელიც ინტენსიურად იღებება ძირითადი საღებავებით. შეიცავს 40% დნმ-ს, რნმ-ს მცირე რაოდენობას, აგრეთვე ცილებს. ინტერფაზის პერიოდში კონცენტრირებულია ქრომოსომებში. შედგება ორი განსხვავებული თვისებების მქონე უბნებისაგან: ეუქრომატინისა და ჰეტეროქრომატინისაგან (იხ.). ამჟამად ქრომატინი ითვლება დესპირალიზებული ქრომოსომების ნივთიერებად, რომელიც არსებობს ინტერფაზაში. მიტოზის დროს ქრომატინი კონცენტრირდება ქრომოსომაში. ტერმინი შემოტანილია ვ.ფლემინგის მიერ 1880 წელს.
ქრომატოფორი (ბერძნ. chroma ფერი, phoros მტარებელი) - 1. დიდი ზომის ქლოროპლასტი წყალმცენარის უჯრედში. 2. უმარტივესების ქლოროფილის ან მისი მონათესავე პიგმენტების შემცველი ორგანელა.
ქრომომერები (ბერძნ. chroma ფერი, meros ნაწილი) - ქრომოსომების (იხ.) გასქელებული უბნები, რომლებიც შეიცავენ ჰეტეროქრომატინს. წარმოდგენილია მუქი (ჰეტეროქრომატინი) და ღია (ეუქრომატინი) ფერების, ზოლების სახით.
ქრომონემა (ბერძნ. chroma ფერი, nema ძაფი) - ნუკლეოპროტეიდური ძაფებია, რომლებიც წარმოადგენენ ქრომოსომების სუბმიკროსკოპულ სიგრძივ სტრუქტურულ სუბერთეულებს.
ქრომოპლასტები (ბერძნ. chroma ფერი, plastos გამოძერწილი) - ყვითელი, წითელი და ნარინჯისფერი პლასტიდები. გვხვდება მცენარეების ნაყოფებში, გვირგვინის ფურცლებში, საშემოდგომო ფოთლებში და სხვა. შეფერილობა განპირობებულია კაროტინოიდული პიგმენტებით. ქრომოპლასტები პლასტიდების ურთიერთგარდაქმნის ბოლო ეტაპია.
ქრომოსომები (ბერძნ. chroma ფერი, soma სხეული) - უჯრედის ბირთვის ორგანოიდებია, რომელთა ერთობლიობა განსაზღვრავს უჯრედისა და მთლიანად ორგანიზმის ძირითად მემკვიდრულ თვისებებს. ისინი წარმოადგენენ ძაფისებრი ან ჩხირისებრი ფორმის წარმონაქმნებს. ამ ორგანოიდებშია კონცენტრირებული უჯრედის დნმ-ს 99%. ტერმინი შემოტანილია ვ.ვალდეიერის მიერ 1888 წელს.
ქრომოსომების კომპლექტი (ბერძნ. chroma ფერი, soma სხეული, ლათ. complectus სრული) - ამა თუ იმ ცხოველის უჯრედების ქრომოსომთა ერთობლიობა. სხვადასხვა ორგანიზმებს ქრომოსომების სხვადასხვა რაოდენობა ახასიათებს. იგივე ქრომოსომების ნაკრები.
ქრომოსომების კონტრაქტაცია (ბერძნ. chroma ფერი, soma სხეული, ლათ. contractum შემცირება, შეკუმშვა) - ქრომოსომების სპირალის ხვეულების შემჭიდროვება, რაც თავის მაქსიმუმს აღწევს მიტოზის მეტაფაზის ან მეიოზის შემთხვევაში. სინონიმი: ქრომოსომების კონდენსაცია ან სპირალიზაცია.
ქრომოსომების მხარი (ბერძნ. chroma ფერი, soma სხეული) - ქრომოსომის მონაკვეთი მისი ბოლოდან ცენტრომერამდე. განასხვავებენ მეტა ცენტრულ, სუბმეტაცენტრულ, ტელოცენტრულ, სუბტელოცენტრულ, აკროცენტრულ ქრომოსომებს.
ქრომოსომების სინაფსისი (ბერძნ. chroma ფერი, soma სხეული, ბერძნ. synapsis შეერთება, კავშირი) - ქრომოსომების კონიუგაციის სინონიმი, რასაც ადგილი აქვს მეიოზური გაყოფის პერიოდში.
ქრომოსომული აბერაციები (ბერძნ. chroma ფერი, soma სხეული, ლათ. aberratio გადახვევა) - ქრომოსომების სტრუქტურული ცვლილებები. განასხვავებენ შიდაქრომოსომულ და ქრომოსომებშორის აბერაციებს: დელეციებს, დუპლიკაციებს, ინვერსიებს და ტრანსლოკაციებს.
ქრომოსომული დაავადებები (ბერძნ. chroma ფერი, soma სხეული) - დაავადებები, რომლებიც განპირობებულია ქრომოსომების სტრუქტურული ან რაოდენობრივი ცვლილებებით. ქრომოსომული დაავადებების სიხშირე ახალშობილებში დაახლოებით 1%-ს შეადგენს. ყველაზე უფრო ცნობილი ქრომოსომული დაავადებებია: X-ტრისომია, კლაინფელტერის სინდრომი, ტერნერის სინდრომი, დაუნის დაავადება და სხვ.
ქრომოსომული მარკერები (ბერძნ. chroma ფერი, soma სხეული, ფრანგ. marquer მონიშვნა) - სხვადასხვა დაავადებებისათვის დამახასიათებელი (პათოგნომური) ქრომოსომული ცვლილებები. მაგ., ქრონიკული მიელოლეიკემიისათვის პათოგნომურია ე.წ. ფილადელფიური ქრომოსომა.
ქრომოსომული რუკა (ბერძნ. chroma ფერი, soma სხეული) - გენების ან მათი უბნების განლაგების გამოსახულება ქრომოსომის სიგრძეზე, მათ შორის მანძილის და ურთიერთგანლაგების ჩვენებით. სინონიმი: გენეტიკური რუკა.
ქრონიკული (ბერძნ. chronos დრო, chronikos დროსთან დაკავშირებული) - რაც დიდხანს გრძელდება, მიმდინარეობს. მაგ., ქრონიკული დაავადება, ქრონიკული ექსპერიმენტი in vivo მღრღნელებზე და სხვ.
ქრონიკული რეაქცია ტრანსპლანტატი მასპინძლის წინააღმდეგ - ამ მოვლენას ადგილი აქვს დონორის ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციისას რეციპიენტში. ამ შემთხვევაში ადგილი აქვს ორმაგ იმუნოლოგიურ კონფლიქტს: ტრანსპლანტატი მასპინძლის წინააღმდეგ და მასპინძელი (რეციპიენტის უჯრედები) ტრანსპლანტატის წინააღმდეგ.
ქრონობიოლოგია (ბერძნ. chronos დრო, bios ცოცხალი, logos მოძღვრება) - ბიოლოგიის დარგი, რომელიც სწავლობს ბიოლოგიური, მათ შორის, ფიზიოლოგიური პროცესების (ბიორითმების, სეზონურობის და სხვ.) დროებით მახასიათებლებს.
ქსანტოფილი (ბერძნ. xantos ყვითელი, phyllon ფოთოლი) - კაროტინოიდების ჯგუფის წყალში ხსნადი ყვითელი ფერის პიგმენტი, რომელიც კარგად იხსნება სპირტში. კაროტინთან ერთად შედის ქლოროპლასტების და ქრომოპლასტების შემადგენლობაში. გვხვდება აგრეთვე ძუძუმწოვრების ღვიძლსა და ფრინველების ყვითრში.
ქსენოგამია (ბერძნ. xenos უცხო, gamos ქორწინება) - ჯვარედინი დამტვერვა. დამახასიათებელია მცენარეების უმეტესობისათვის.
ქსენოტრანსპლანტაცია (ბერძნ. xenos უცხო, ლათ. trans იქით, იქითა, plantatio ნერგი) - ქსოვილებისა და ორგანოების გადანერგვა სხვადასხვა სახეობების ფარგლებში (მაგ., მაიმუნიდან ადამიანზე). სინონიმები: ქსენოგენური გადანერგვა, ჰეტეროტრანსპლანტაცია, ჰეტეროლოგიური გადანერგვა.
ქსენოტროპული რეტროვირუსები (ბერძნ. xenos უცხო, tropos მიმართულება, ლათ. retro უკანა, virus შხამი) - ამ ვირუსების რეპლიკაცია (იხ.) ხდება მხოლოდ ჰეტეროლოგიური სახეობების (ბოცვერების, კატების, მწყრების და სხვ.) უჯრედებში. საკუთრივ თაგვების უჯრედებში კი მათი გამრავლება ბლოკირებულია. ამ ტიპის ვირუსებს სხვანაირად S-ტროპულებსაც უწოდებენ.
ქსეროდერმა (ბერძნ. xeros ხმელი, მშრალი, derma კანი) - კანის არანორმალური სიმშრალე ქატოსებრი ქერცლებით. მემკვიდრული ქრონიკული დაავადებაა (რეცესიული ჰიპოდერმატოზი). ხშირად ვლინდება ბავშვებში, რომელთა მშობლები სისხლით ნათესავები არიან (იხ. ინცესტი).
ქსერომორფიზმი (ბერძნ. xeros ხმელი, მშრალი, morphe ფორმა) - მშრალ ადგილსამყოფელთან შეგუებული მცენარეების ანატომიურმორფოლოგიური ნიშანთვისებების ერთიანობა. ქსერომორფულ მცენარეებს გააჩნიათ მცირე ზომის უჯრედები, ფოთლები, სქელი კუტიკულა, გრძელი ფესვი და ა.შ.
ქსეროფთალმია (ბერძნ. xeros ხმელი, მშრალი, ophthalmos თვალი) - თვალების სიმშრალე; კონიუნქტივისა და რქოვანა გარსის თავისებური ცვლილება A ვიტამინის ნაკლებობის შემთხვევაში.
ქსეროფილები (ბერძნ. xeros ხმელი, მშრალი, phileo მიყვარს) - ცხოველები, რომლებიც შეგუებულნი არიან მშრალ ადგილსამყოფელს.
ქსეროფიტები (ბერძნ. xeros ხმელი, მშრალი, phyton მცენარე) - მცენარეები, რომლებიც შეგუებულნი არიან მშრალ, ტენის მცირე რაოდენობის შემცველ საარსებო პირობებს (უდაბნოს, ნახევარუდაბნოს და ველის მცენარეები). მათ უმეტესობას მძლავრი ფესვების სისტემა, აგრეთვე მცირე ზომის ფოთლები და ეკლები გააჩნიათ.
ქსილემა (ბერძნ. xilon მოჭრილი ხე) - უმაღლესი მცენარეების ღეროს ერთ-ერთი ქსოვილი, რომელიც ემსახურება წყლის და მასში გახსნილი მინერალური მარილების გატარებას ფესვებიდან ფოთლებამდე. შედგება გამტარი ელემენტებისაგან (ტრაქეიდებისა და ძარღვებისაგან), მექანიკური და პარენქიმული უჯრედებისაგან.
ქსიფოპაგები (ბერძნ. xiphos მახვილი, pagos მიმაგრება) - განვითარების ერთ-ერთი ანომალია, როდესაც იდენტური ტყუპები შეზრდილნი არიან მკერდის ძვლით ან მისი მახვილისებრი მორჩით.
ქსოვილი (histos) - აგებულებით, წარმოშობით, ფუნქციებით მსგავსი უჯრედების ერთობლიობა, უჯრედ- შორის ნივთიერებებთან ანდა სხვა სტრუქტურებთან ერთად. განასხვავებენ შემდეგ ქსოვილებს: ეპითელურს, შემაერთებელს, ნერვულს, კუნთოვანს. ზოგი მეცნიერი, გარდა აღნიშნულისა, ცალკე გამოყოფს სისხლს, ლიმფას და რეპროდუქციულ ქსოვილს. ცნება „ქსოვილი“ ბიოლოგიაში პირველად შემოიტანა ფრანგმა ანატომმა და ფიზიოლოგმა მ.ფ.ქ.ბიშამ (1771-1802).
ქსოვილოვანი კულტურა - კვლევის მეთოდი, რაც მდგომარეობს ქსოვილების ფრაგმენტების ან ცალკეული უჯრედების ზრდაში ხელოვნურ საკვებ ნიადაგებში. უჯრედების კულტივირება in vitro საშუალებას იძლევა შესწავლილ იქნეს მათი ზრდა, მოძრაობა, გაყოფა, დიფერენცირება და ბევრი სხვა ასპექტი. აღნიშნული მეთოდი პირველად გამოიყენა ფრანგმა მეცნიერმა ა.კარელმა (1873-1944).
ქსოვილოვანი შეუთავსებლობა - გენეტიკურად განსხვავებული ინდივიდების უჯრედებისა და ქსოვილების ერთობლივი არსებობის შეუძლებლობა. სხვადასხვა ინდივიდების ქსოვილები განსხვავდებიან ქსოვილოვანი შეთავსების, ტრანსპლანტაციური ანტიგენების, იზო ან ალოანტიგენების მიხედვით. აღნიშნულ რეაქციას (შეუთავსებლობას) ხშირად აქვს ადგილი ქსოვილების ტრანსპლანტაციების შემთხვევაში.
ქსოვილური სითხე - ცხოველების და ადამიანის ქსოვილებისა და ორგანოების უჯრედშორის სივრცეებში არსებული სითხე, რომელიც წარმოადგენს ორგანიზმის შინაგან გარემოს. ქსოვილური სითხე თავისი შემადგენლობით ახლოსაა სისხლის პლაზმასთან. მასში სისხლიდან გადადის საკვები ნივთიერებები ქსოვილებისათვის, ხოლო მისგან იდევნება მეტაბოლიტები. ჩაედინება რა ორგანოებიდან ლიმფურ სადინრებში, ქსოვილური სითხე გარდაიქმნება ლიმფად.
ქუ-ცხელება (ინგლ. Query fever საეჭვო ცხელება, რადგანაც აღნიშნული დაავადება გარკვეული დროის მანძილზე საიდუმლოებით იყო მოცული) - იგივე ქუ-რიკეტსიოზი. მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომლის გამომწვევია ბერნეტის რიკეტსია. აღნიშნული ბუნებრივ-კეროვანი დაავადება გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი, ალიმენტური ან კონტაქტური გზებით. კლინიკურად ვლინდება ინტოქსიკაციით, ცხელებით, ინტერსტიციული პნევმონიით და სხვ.
![]() |
27 ღ |
▲back to top |
ღერო - 1. მცენარის ერთ-ერთი ძირითადი ვეგეტაციური ორგანო, რომელსაც უმეტეს შემთხვევაში ახასიათებს რადიალური შინაგანი აგებულება, კენწრული ზრდა სიგრძეში, ფოთლების გარკვეული წესით განლაგება და ფოთლის უბეში კვირტების წარმოქმნა. ღერო წარმოადგენს ფესვისა და ფოთლების დამაკავშირებელ ორგანოს. იგი ჭურჭლების საშუალებით ატარებს ფესვიდან ფოთლებისაკენ წყალს და არაორგანულ ნივთიერებებს, ხოლო საცრისებრი მილების მეშვეობით - ორგანულ ნივთიერებებს ფესვისაკენ. 2. თავის ტვინის ღერო, რომელიც წარმოადგენს ამ ორგანოს ევოლუციურად ყველაზე ძველ ნაწილს. შედგება შუა, უკანა (ნათხემის გამოკლებით) და მოგრძო ტვინისაგან.
ღეროვანი უჯრედი (ინგლ. stem cell) - ნებისმიერი ქსოვილის (მათ შორის ჰემოპოეზურის) უჯრედების წინამორბედი, არადიფერენცირებული (პოლიპოტენტური) უჯრედი, რომლის დიფერენცირების შემდეგ წარმოიქმნება ქსოვილების სპეციალიზებული უჯრედები (მაგ., სისხლის ყველა რიგის უჯრედი - ერითროციტები, ლეიკოციტები, თრომბოციტები).
ღვია (Juniperus communis) - წიწვიანი ბუჩქია ან ხე. შეიცავს ეთერის ზეთს, ძმრის, ვაშლის და ჭიანჭველის მჟავებს, გლუკოზას, ფრუქტოზას, ფისებს, გლიკოზიდ იუნიპერინს, ყვითელ პიგმენტს, სპირტს, ცვილს. იყენებენ როგორც შარდმდენ, მადეზინფიცირებელ, ამოსახველებელ, საჭმლის მონელების გამაუმჯობესებელ საშუალებას, აგრეთვე დერმატიტების, რევმატიზმის, თირკმლების ქრონიკული ანთებების, კუჭისა და ღვიძლის პათოლოგიების შემთხვევებში.
ღვინის ქვა (kallium bitartaricum; tartarus depuratus; cremor tartari) - იგივე კალიუმის ბიტარტარატი. ღვინოში წარმოქმნილი მკვრივი მასა, რომელიც გამოიყენება კულინარიაში.
ღვიძლი (hepar) - ხერხემლიანების საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ჯირკვალია. ადამიანში ღვიძლის პარენქიმის სტრუქტურულ-ფუნქციური ერთეულია წილები, რომლებიც შედგებიან ნაღვლის გამომყოფი ჰეპატოციტებისაგან. ღვიძლში კარის ვენით შედის სისხლი, რომელიც მდი დარია გლიკოგენის, ცილების, ლიპიდების და სხვ. ნივთიერებების სინთეზისათვის აუცილებელი შენაერთებით. სისხლი ღვიძლიდან გადის ღვიძლის ვენის საშუალებით. ღვიძლი მონაწილეობს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, რეტინოლის, ციანოკაბალამინის, მინერალური ნივთიერებების ცვლაში, ჰორმონების ინაქტივაციაში. მისი ბარიერული ფუნქცია მდგომარებს ცვლის პროდუქტების დეზინტოქსიკაციაში, მიკრობების განვითარების შეჩერებაში და სხვ. მნიშვნელოვან როლს თამაშობს ორგანიზმის ჰომეოსტაზის შენარჩუნებაში, ელენთასთან ერთად ასრულებს სისხლის დეპოს როლს და სხვ.
ღვიძლის ორპირა (Fasciola hepatica) - იგივე ღვიძლის პეპელა. ბრტყელი ჭიების ტიპის, დიგენეზური ტრემატოდების კლასის წარმომადგენელია. მისი დეფინიტური მასპინძლებია ადამიანი, შინაური და გარეული ცხოველები. პარაზიტობს ღვიძლში, ღვიძლის სადინარებსა და ნაღვლის ბუშტში. შუალედური მასპინძელია მტკნარი წყლის ლოკოკინა - მცირე ტბორულა. აღნიშნული პარაზიტი დიდ ზიანს აყენებს ადამიანსა და ცხოველებს.
ღორის სოლიტერი (Tenia solium) - მიეკუთვნება ბრტყელი ჭიების ტიპის თასმისებურთა კლასს ანუ ცესტოდებს. სიგრძე 8 მეტრამდე აღწევს. ხორთუმზე აქვს ორ წყებად განლაგებული 32 კაუჭი. ამიტომაც, ხარის სოლიტერისაგან განსხვავებით, ეწოდება შეიარაღებული. ჰერმაფროდიტებია. განვითარება ხდება შუალედური მასპინძლის, ღორის დახმარებით. კვერცხების მომწიფება ხდება ბოლო პროგლოტიდში. ღორი სენიანდება კვერცხებიანი პროგლოტიდების, ხოლო ადამიანი - ფინოზური ხორცის საკვებად გამოყენების შემთხვევაში.
ღრუბელები (Spongia. Porifera) - უხერხემლო ცხოველთა ტიპია. დაბალი ორგანიზაციისა და პრიმიტიული აგებულების მრავალუჯრედიანებია. არსებობენ როგორც კოლონიური, ასევე ცალკეული ინდივიდები, რომლებიც ერთი ბოლოთი სუბსტრატზე არიან მიმაგრებული, ხოლო საწინააღმდეგო მხარეზე აქვთ ხვრელიოსკულუმი. არ გააჩნიათ არც ნერვული და არც კუნთოვანი უჯრედები. მრავლდებიან როგორც უსქესოდ, ასევე სქესობრივად. გააჩნიათ რეგენერაციის უნარი.
![]() |
28 ყ |
▲back to top |
ყაბზობა - იგივე კონსტიპაცია. მუცელში შეკრულობა.
ყაყაჩო (Papaver somniferum) - ყაყაჩოსებრთა ოჯახის ერთწლიანი, ორწლიანი და მრავალწლიანი მცენარეებია. ცნობილია დაახლოებით 100 სახეობა. ხშირად მისდევენ ე.წ. საძილე ყაყაჩოს ანუ ხაშხაშის (იხ.) კულტივირებას ზეთის და ოპიუმის შემცველი თესლების მისაღებად. მცენარის კოლოფებიდან იღებენ ალკალოიდებს. ოპიუმის ძირითადი მოქმედი ნივთიერებებია - მორფინი, კოდეინი, პაპავერინი და სხვ. მორფინი 1806 წელს მიიღო სერტიუნერმა, კოდეინი - რობიკენმა 1832 წელს, ხოლო პაპავერინი - მერკმა 1848 წელს.
ყვავილი - ფარულთესლოვნებისათვის დამახასიათებელი რეპროდუქციული ორგანოა (flos). მისგან ვითარდება ნაყოფი, რომელშიც მწიფდება თესლი. ყვავილის შუაგულში ბუტკოა, რომლის გარშემოც განლაგებულია მტვრიანები. ბუტკოსა და მტვრიანებს გარედან ფარავს ყვავილსაფარი, რომელიც ჩვეულებრივ შედგება გვირგვინის ფურცლებისა და ჯამის ფოთლებისაგან. მტვრიანებში წარმოიქმნება ყვავილის მტვერი. ბუტკო შედგება დინგის, სვეტისა და ნასკვისაგან. ნასკვი ბუტკოს ქვედა ფართო ნაწილია. მასში მდებარეობს თესლკვირტი. ყვავილობის შემდეგ ნასკვისაგან წარმოიქმნება ნაყოფი, თესლკვირტისაგან კი თესლი.
ყვავილის მტვერი - უნიკალური სამკურნალო ცილოვანი ბუნების პროდუქტია, რომელსაც ფუტკარი მოიპოვებს მტვრისმომცემი მცენარეებისაგან. შეიცავს ცხიმებს, ნახშირწყლებს, ცილებს, ვიტამინებს, ფერმენტებს, პიგმენტებს, ჰორმონებს და სხვ. დადებითად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე. გამოიყენება საერთო სისუსტის, ავიტამინოზების, დიაბეტის, ჰიპერტონიის, პროსტატიტის, იმპოტენციის, ქრონიკული კოლიტის და სხვ. დაავადებების წინააღმდეგ. იხ. ჭეო.
ყვავილის ფორმულა - იგივე ყვავილის დიაგრამა. ყვავილის შემად გენელი ნაწილების, მისი აგებულების თავისებურებების პირობითი აღნიშვნა ლათინური (ან ქართული) ასოებით, სიმბოლოებით და ციფრებით. მაგ., ჯვაროსანთა ოჯახის ფორმულაა: ჯ4 (ანუ ჯამის 4 ფოთოლი), გ4 (გვირგვინის 4 ფურცელი), მ6 (6 მტვრიანა) და ბ1 (ერთი ბუტკო).
ყვითელი სხეული (Corpus luteum) - ძუძუმწოვრებსა და ადამიანში შინაგანი სეკრეციის ჯირკვალია, რომელიც ოვულაციის შემდგომ წარმოიქმნება საკვერცხის ფოლიკულის მარცვლოვანი შრისაგან. განასხვავებენ ორსულობის და ციკლურ ანუ მენსტრუალურ ყვითელ სხეულს. ჯირკვალი გამოყოფს ჰორმონ პროგესტერონს, რომელიც აუცილებელია ორსულობის შენარჩუნებისა და განვითარებისათვის. კერძოდ, იგი აუცილებელია ყოველი მენსტრუალური ციკლის დასრულებისათვის, აგრეთვე შესაძლებელს ხდის განაყოფიერებული კვერცხუჯრედის იმპლანტაციას საშვილოსნოს კედელში და იწვევს სარძევე ჯირკვლის სტიმულაციას ორსულობის ბოლო თვეებში.
ყვითელი ცხელება - მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომელიც უმთავრესად გვხვდება ტროპიკულ და სუბტროპიკულ ქვეყნებში. გამომწვევია რნმგენომიანი ვირუსი ფლავივურუსების ოჯახიდან. ახასიათებს მძიმე კლინიკური მიმდინარეობა. ვირუსის გადამტანია Haemagogus-ის და Aedes-ის გვარის კოღოები. დამახასიათებელი სიმპტომებია: მაღალი ტემპერატურა, სიყვითლე (ღვიძლის დაზიანების გამო), კუნთების ტკი ვილი, სისხლიანი პირღებინება. გა დატანილი ავადმყოფობა ქმნის იმუნიტეტს.
ყვითრი (ბერძნ. lekitos) - საკვები ნივთიერება, რომელიც გროვდება ცხოველებისა და ადამიანის კვერცხუჯრედებში. იგი აუცილებელია განვითარებადი ჩანასახისათვის. ყვითრის ლოკალიზაცია კვერცხუჯრედში განსაზღვრავს ამ უკანასკნელის ტიპს (იზოლეციტალურს, ტელოლეციტალურს და ა.შ.). იგივე დეიტოპლაზმა.
ყვითრის პარკი (ბერძნ. lekitos) - სისხლძარღვებით მდიდარი მემბრანა, (ტომსიკა), რომლის მეშვეობითაც ხდება საკვები ნივთიერებების გადატანა ყვითრიდან ჩანასახში. ლოკალიზებულია ჩანასახის ქვემოთ. ფილოგენეზურად პირველად თევზებში ჩნდება.
ყიფლიბანდი (fonticulus) - ახალშობილის თავის ქალას ჩონჩხის ტვინოვანი ნაწილის შეუზრდელი შემაერთებელქსოვილოვანი წარმონაქმნი (ნაკერი), რომელიც ზრდასთან ერთად გაძვალებას განიცდის.
ყლორტი - ნორჩი ღერო, რომელიც ივითარებს ფოთლებს. ბალა ხოვან მცენარეთა ღერო ამავე დროს ყლორტსაც წარმოადგენს. ხეების, ბუჩქებისა და ნახევარბუჩქების ყლორტებს კი ერთი და ორწლიანი შეფოთლილი ტოტები წარმოადგენენ.
ყნოსვა (olfactus) - გრძნობის სპეციალური ორგანოს - ყნოსვის ანალიზატორის მეშვეობით სუნის აღქმის პროცესი. სურნელოვანი ნივთიერებები ზემოქმედებენ ცხვირის ზედა და ნაწილობრივ შუა ნაწილების ლორწოვან გარსში განლაგებულ რეცეპტორებზე.
![]() |
29 შ |
▲back to top |
შაგასის სინდრომი (ბრაზილიელი ექიმის ც. შაგასის გვარის მიხედვით) - ნერვული განგლიების უჯრედების დესტრუქციით გამოწვეული ღრუ ორგანოების პათოლოგიური გაგანიერება. შორეული შედეგია ამერიკული ტრიპანოსომოზის მწვავე ფორმისა, რომლის გამომწვევია შოლტიანების კლასის უმარტივესი Trypanosoma cruzi. გავრცელებულია სამხრეთ ამერიკაში. დაავადების გადამტანია ბაღლინჯო (Triatoma megistus).
შავბალახა (Leonurus quinquelobatus) - მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს გლიკოზიდებს, ეთერის ზეთს, მთრიმლავ, მწარე, შაქროვან ნივთიერებებს, ასკორბინის მჟავას, საპონინებს, ფლავონოიდებს, რეტინოლს. გააჩნია დამამშვიდებელი მოქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, იყენებენ როგორც ჰიპოტენზიურ, სედატიურ საშუალებას ჰიპერტონიული დაავადების დროს, ეგრეთვე როგორც ოფლმდენს და ნაღველმდენს.
შავი ჭირი (pestis) - მწვავე ინფექციური დაავადება მეტად მაღალი ლეტალურობით. გამომწვევია შავი ჭირის ჩხირი Yersinia pestis. ანთროპოზოონოზია. ბაქტერიის რეზერვუარული მასპინძლები არიან მღრღნელები, ხოლო გადამტანები - რწყილები.
შაკიკი (ფრანგ. migraine) - იგივე ჰემიკრანია (იხ.). ახასიათებს მოვლითი ტკივილი თავის ნახევარ მხარეზე, რასაც თან ახლავს ვეგეტაციური დარღვევები. უფრო ხშირად ემართებათ ახალგაზრდა ქალებს.
შალფეი (Salvia officinalis) - მრავალწლიანი ნახევარბუჩქია. შეიცავს მთრიმლავ და მწარე ნივთიერებებს, ეთერის ზეთს, სხვადასხვა ორგანულ მჟავებს და ფისებს. გააჩნია მადეზინფიცირებელი, ანთების საწინააღმდეგო, სისხლდენის შემაჩერებელი და სხვ. თვისებები. იყენებენ სტომატიტების, ზედა სასუნთქი გზების კატარის, ანგინის, გასტრიტების, კოლიტების, კუჭის წყლულის, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ანთებისას და სხვ.
შანკრი (ფრანგ. chancre Sankri) - წყლული სასქესო ორგანოებზე. ცნობილია მაგარი შანკრი (სიფილისით დაავადების პირველი ნიშანი) და რბილი შანკრი (გადამდები ვენერული დაავადება).
შარდის ბუშტი (vesica urinaria) - ღრუ კუნთოვანი ორგანო, რომელშიც გროვდება შარდი. ზოგიერთ თევზში, ამფიბიებში, ქვეწარმავლებში, ფრინველებსა და ზოგიერთ ძუძუმწოვარში შარდსაწვეთი იხსნება კლოაკაში, ხოლო ჩანთოსან და პლაცენტურ ძუძუმწოვრებში - შარდის გამომყოფ არხში. ფრინველებს, სირაქლემას გარდა, შარდის ბუშტი არა აქვთ, რაც ფრენასთან შეგუებას წარმოადგენს.
შარდოვანა (ureum) - ორგანულ ნაერთთა დაშლისა და დაჟანგვის შედეგად წარმოქმნილი ერთ-ერთი ნივთიერებაა. ამონიაკი, რომელიც შხამიანი ნივთიერებაა, სისხლს ღვიძლში მიაქვს, სადაც იგი გარდაიქმნება ნაკლებად შხამიან ნივთიერებად - შარდოვანად, რომელიც ორგანიზმიდან ძირითადად თირკმლების მეშვეობით განიდევნება. შარდოვანას მცირე რაოდენობას ოფლთან ერთად კანიც გამოყოფს.
შაქრიანი დიაბეტი - მემკვიდრული ხასიათის ნეიროენდოკრინული ქრონიკული დაავადება, რომელსაც ახასიათებს ყველა სახის ნივთიერებათა (განსაკუთრებით ნახშირწყლების) ცვლის მოშლა. იწვევს კუჭქვეშა ჯირკვლის ჰორმონის - ინსულინის ნაწილობრივი ან სრული უკმარისობა.
შებრუნებითი ტიფი (typhus recurrentis) - მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომლის ყველაზე უფრო დამახასიათებელ სიმპტომს წარმოადგენს ცხელების პერიოდული შეტევები. გამომწვევია Borrelia recurrentis, იგივე ობერმეიერის სპიროქეტა. ინფექციის წყარო დაავადებული ადამიანია. ინფექციის გადაცემა ხდება იმ ტილების მეშვეობით, რომლებმაც შეიწოვეს ავადმყოფი ადამიანის სისხლში მყოფი სპიროქეტები. შებრუნებითი ტიფის საინკუბაციო პერიოდი გრძელდება 7-10 დღის განმავლობაში. სანიტარულ-ჰიგიენური ღონისძიებების გატარებამ და ქიმიოთერაპიამ მკვეთრად შეამცირა ამ დაავადების სიხშირე. შებრუნებითი ტიფის გამომწვევი სპიროქეტა (ბორელია) 1868 წელს აღმოაჩინა ო.ობერმეიერმა.
შებრუნებითი ტრანსკრიპტაზა - იგივე რევერტაზა (იხ.) ანუ რნმ-ზე დამოკიდებული დნმ-პოლიმერაზა.
შეგუებითი შეფერილობა - გარემო პირობებთან შეგუების ერთ-ერთი ფორმა, რაც ბუნებრივი გადარჩევის პროცესში გამოიხატება ისეთი შეფერილობის წარმოქმნაში, რომელიც ცხოველებს შეუმჩნეველს ხდის (მფარველობითი შეფერილობა) ანდა პირიქით, განსაკუთრებით შესამჩნევს (გამაფრთხილებელი შეფერილობა).
შეკავება (inhibere, supprimere) - ნერვული პროცესი, რომელიც ვლინდება აგზნების დაბლოკვით გაღიზიანების საპასუხოდ ანდა თავის ტვინის ქერქში უკვე წარმოქმნილი აგზნების დაქვეითებით. შეკავება აგზნებასთან ერთად უზრუნველყოფს ქსოვილების, ორგანოების და მთლიანად ორგანიზმის ნორმალურ ცხოველქმედებას. შეკავება იცავს ქსოვილებსა და ორგანოებს (მაგ., ცენტრალურ ნერვულ სისტემას) ჭარბი აგზნებისაგან და ამით „ასვენებს“ მათ. განასხვავებენ პერიფერიული და ცენტრალური ტიპის შეკავებებს.
შელფი (ინგლ. shelf მეჩეჩი) - მატერიკების სანაპიროების წყლისქვეშა შედარებით სწორი ადგილი, რომელიც ხმელეთს ესაზღვრება. მისი მაქსიმალური სიღრმე 150-200 მეტრამდეა, თუმცა ადგილებში 1500-2000 მეტრსაც კი აღწევს. მზის სხივებით განათების საზღვრებში (150-200მ-მდე) შელფი ძალზე მდიდარია ორგანული სამყაროს წარმომადგენლებით და თევზის რეწვის ძირითად აკვატორიუმს წარმოადგენს.
შემაერთებელი ქსოვილი (textus conjunctivus) - ქსოვილის ამ ტიპს მიეკუთვნება საკუთრივ შემაერთებელი ქსოვილი, ძვალი, ხრტილი, მყესები, ცხიმოვანი ქსოვილი, აგრეთვე სისხლი და ლიმფა. ამ ქსოვილის უჯრედების უმეტესობისათვის დამახასიათებელია უჯრედშორისი ნივთიერების დიდი რაოდენობით სეკრეცია, რასაც ძირითადი ნივთიერება ეწოდება. ძირითადი ნივთიერებაა მაგ., კოლაგენი, რომელსაც გამოყოფენ შემაერთებელქსოვილოვანი უჯრედები - ფიბრობლასტები და ფიბროციტები. საკუთრივ შემაერთებელი ქსოვილის 2 ტიპი არსებობს: მკვრივი და ფაშარი.
შენიღბვა - ცხოველების შეფერილობა და ფორმა, რაც ქცევასთან ერთად ნაკლებად გამოარჩევს მათ გარემოს ფონზე. წარმოადგენს შეგუების ერთ-ერთ ფორმას და ხელს უწყობს ცხოველს არსებობისათვის ბრძოლაში.
შერწყმა (ინგლ. fusion შერწყმა) - იგივე ფუზოგენია. სომატური უჯრედების შერწყმის პროცესი, რაც საბოლოოდ დადგინდა იაპონელი ოკადასა (1957) და ფრანგი ბარსკის (1960) შრომებით. ეს ფაქტი დაედო საფუძვლად მონოკლონური ანტისხეულების სინთეზს ჰიბრიდომების (იხ.) საშუალებით. უჯრედების შერწყმას ზოგჯერ ტელორედუპლიკაციასაც (იხ.) უწოდებენ.
შერწყმის ინდექსი - სომატური უჯრედების შერწყმის ინტენსივობის (სიხშირის) მაჩვენებელი რიცხვი (მაგ., 100 უჯრედიდან რამდენი ექვემდებარება შერწყმას).
შეშუპება - იხ. ედემა.
შეწოვა (adsorptio; resorptio) - ქსოვილების უჯრედული ელემენტებიდან (ბუსუსები, მემბრანები და სხვ.) ნივთიერებების გადასვლა სისხლსა და ლიმფაში. ადგილი აქვს უმთავრესად საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, აგრეთვე ფილტვებში, პლევრაში, საშვილოსნოში და სხვ. შეწოვის პროცესში მონაწილეობას იღებენ უჯრედული ორგანოიდები მიტოქონდრიები, გოლჯის აპარატი, ენდოპლაზმური ბადე და ა.შ. რთული საკვები ნივთიერებების უმეტესობა შეწოვამდე განიცდის ფერმენტულ ჰიდროლიზს, რის შედეგადაც წარმოიქნებიან უფრო მარტივი შენაერთები.
შეჭიდულობის ჯგუფი - ერთ ქრომოსომაში ლოკალიზებული ყველა გენი.
შეხება (tactus) - კანის თვისება, რომლის საშუალებითაც ვიგებთ საგნების სითბოს, სიცივეს, ფორმას და სხვა. იხ. ტაქტილური.
შვიტა (Equisetum arvense) - მრავალწლიანი სპორიანი ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს ასკორბინის, ვაშლის და სხვ. მჟავებს, მწარე, მთრიმლავ, ფისოვან ნივთიერებებს, ცილებს, კაროტინს, საპონინ ექვიზეტონინს, ცხიმოვან ზეთს, კალციუმის მარილებს. გააჩნია სისხლდენის შემაჩერებელი, შარდმდენი, ანთების საწინააღმდეგო თვისებები. იყენებენ შარდის ბუშტის ანთებითი პროცესების დროს. ბალახს აქვს მადეზინფიცირებელი, ჭრილობის შემხორცებელი და სხვა თვისებები. გამოიყენება ფილტვებისა და თირკმლების პათოლოგიების შემთხვევებში და სხვ.
შიდსი (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი) - პირველად რეგისტრირებულ იქნა აშშ-ში 1981-82 წლებში. 1983-1984 წლებში დაადგინეს, რომ დაავადებას იწვევს რეტროვირუსების ოჯახის ლენტივირუსების ქვეოჯახის ვირუსი - აივ (იხ.). დაავადების პათოგენეზი მდგომარეობს ვირუსის მიერ T-ჰელპერების და სხვ. იმუნოკომპეტენტური უჯრედების დესტრუქციაში, რასაც შედეგად მოყვება ორგანიზმის იმუნური ძალების დისბალანსი.
შიზოგონია (ბერძნ. schizo ვაცალკევებ, gone შთამომავლობა, თაობა) - უსქესო გამრავლების ერთერთი ფორმა, როდესაც სხეული იყოფა მრავალ შვილეულ ინდივიდად - მეროზოიტებად. გამრავლების ეს ფორმა დამახასიათებელია უმარტივესებისათვის.
შიზონტი (ბერძნ. schizo ვაცალკევებ) - უჯრედების მომზადების ფაზა შიზოგონიისადმი, რაც ზოგიერთ უმარტივესს ახასიათებს. ეს პროცესი მდგომარეობს ბირთვის რამოდენიმე სწრაფ დაყოფაში, რასაც მოსდევს შიზონტის დაყოფა მრავალ ერთბირთვიან უჯრედად - მეროზოიტებად.
შიზოფრენია (ბერძნ. schizo ვაცალკევებ, phren ჭკუა) - მემკვიდრული, მძიმე ფსიქიკური დაავადებაა. ძირითადად ახასიათებს შეუსაბამო მეტყველება, გარემოდან მოწყვეტა, ჰალუცინაცია, აკვიატებული აზრები.
შიმპანზე (Pan) - დიდი ზომის ადამიანისმაგვარი მაიმუნია. სიმაღლე 150-165სმ-ია, ხოლო წონა - 45-80კგ. გავრცელებული არიან ეკვატორულ აფრიკაში. ბიოქიმიური მახასიათებლებით შიმპანზე სხვა ადამიანისმაგვარ მაიმუნებთან შედარებით უფრო ახლოა ადამიანთან. გამოიყენება სამედიცინო-ბიოლოგიურ და ფსიქო-ფიზიოლოგიურ ექპერიმენტებში.
შისტოსომა (Schistosoma) - იგივე სისხლის ორპირა. ბრტყელი ჭიების ტიპის, დიგენეზური კლასის ტრემატოდაა. ადამიანში პარაზიტობს სისხლის ორპირას სამი ფორმა: Schistosoma haematobium, Sch. Schimansoni და Sch. japonicum. გაყოფილსქესიანია. მის მიერ გამოწვეულ დაავადებას ეწოდება შისტოსომოზი. საქართველოში არ გვხვდება, თუმცა გამორიცხული არ არის მისი შემოტანა ტრანზიტული გზით.
შიფტი (ინგლ. shift ნახტომი) - განპირობებულია ჰემაგლუტინინის და ნეირამინიდაზას გარკვეული სახესხვაობის მაკოდირებელი გენის გადარჩევით და სრული შეცვლით. შიფტს, დრეიფისაგან განსხვავებით, იშვიათად აქვს ადგილი და ჩვეულებრივ, ვირუსის 2 სხვადასხვა ქვეტიპის ერთ სამიზნე-უჯრედში მოხვედრის შემთხვევაში განვითარებული რეკომბინაციის შედეგს წარმოადგენს. შიფტის შედეგად მთლიანად იცვლება გენის სტრუქტურა და წარმოიქმნება ვირუსის ახალი ქვეტიპი, რომელიც პანდემიის მიზეზი შეიძლება გახდეს.
შიშველთესლოვანი მცენარეები (Gymnospermae) - ასეთი მცენარეების თესლები წყვილწყვილადაა განლაგებული გირჩის ქერქლებზე და შიშვლად, დაუფარავად სხედან მათზე. შიშველთესლოვნებს მიეკუთვნებიან წიწვიანი მცენარეები: ნაძვი, ფიჭვი, სოჭი, ღვია, ლარიქსი და ა.შ.
შმაგა (Atropa caucasica) - იგივე კავკასიური ბელადონა. მრავალწლიანი მცენარეა, სწორმდგომი. შეიცავს ალკალოიდ ატროპინს. შედის ასთმის საწინააღმდეგო ფხვნილის შემადგენლობაში. იხმარება როგორც ტკივილგამაყუჩებელი, სპაზმის საწინააღმდეგო საშუალება და სხვ.
შობადობა (nativitas) - ერთი წლის მანძილზე ან დროის სხვა მონაკვეთში გაჩენილი შთამომავლების საშუალო რიცხვი (ანგარიშობენ 100 ან 1000 გამრავლებად ინდივიდზე, ზოგჯერ კი ერთ ძუზე).
შოკი (ინგლ. shock დაკვრა, დარტყმა) - ორგანიზმის თავისებური რეაქცია ძლიერი გამღიზიანებლის ზემოქმედების საპასუხოდ. ახასიათებს ცენტრალური ნერვული სისტემისა და სასიცოცხლო ფუნქციების მკვეთრი დათრგუნვა.
შოლტიანები (Flagellata) - უმარტივესების ტიპის ერთ-ერთი კლასის წარმომადგენლებია. გააჩნიათ შოლტები, როგორც მოძრაობის ორგანელები. ზოგიერთი შოლტიანი იმისდა მიხედვით, ავტოტროფები არიან თუ ჰეტეროტროფები, მიეკუთვნებიან მცენარეულ და ცხოველურ სამყაროს. ზოგიერთი შოლტიანი: ლეიშმანიები, ტრიპანოსომები, ტრიქომონასები და სხვ. პარაზიტობს ადამიანსა და ცხოველებში.
შოუპის სიმსივნეები - ამერიკელი რ. შოუპის მიერ 1932-1936 წლებში პირველად აღმოჩენილი ვირუსული ეტიოლოგიის სიმსივნეები (ფიბრომა, პაპილომა) ძუძუმწოვრებში, კერძოდ ბოცვერებში. სიმსივნეების გადანერგვა ცხოველებზე შესაძლებელი იყო ფილტრატებით.
შპრიცი (გერმ. Spritze ჩასასხმელი) - სამედიცინო ხელსაწყო, ნემსის მქონე დგუშიანი ცილინდრი, რომლითაც წამალი შეყავთ ორგანიზმში.
შრატი (serum) - სისხლის შრატი, რომელიც მიიღება სისხლის პლაზმიდან. იმუნურ შრატს ამზადებენ რაიმე ანტიგენით იმუნიზებული ადამიანისა და ცხოველის პლაზმისაგან. იყენებენ როგორც სადიაგნოზო და სამკურნალო საშუალებას.
შრიფტი (გერმ. Shript წერა) - ასოების მოხაზულობა; ტოპოგრაფიული მასალა ასოების, პუნქტუაციის ნიშნების, სხვადასხვა ფორმულების სახით, რაც გამოიყენება ტექსტების ასაწყობად.
შროტი (გერმ. Schrot) - ზეთოვანი მცენარეების (მაგ., მზესუმზირის) თესლიდან გაუცხიმოვნების საშუალებით მიღებული ნარჩენი მასა, რომელსაც საქონლისათვის საკვებად იყენებენ. იგივე „კოპტონი“.
შროშანა (Convallaria majalis) - მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს ეთერის ზეთს, სახამებელს, სხვადასხვა მჟავებს, ასპარაგინს, საპონინს, გულის გლიკოზიდებს. იყენებენ გულის დეკომპენსაციის შემთხვევაში: აძლიერებს გულის შეკუმშვებს, ანელებს პულსს, აძლიერებს შარდის გამოყოფას, ამცირებს შეშუპებას. მცენარის ყველა ნაწილი შხამიანია.
შტამბი (გერმ. Stamm ღერო, საფუძველი) - ხემცენარეთა ღეროს ნაწილი ფესვის ყელიდან პირველ დატოტვამდე. იგივე ზრო.
შტამი (გერმ. Stamm ღერო, საფუძველი) - მუტაციის შედეგად მიღებული ამა თუ იმ მიკროორგანიზმის სუფთა კულტურა. ერთი და იგივე მიკროორგანიზმის სხვადასხვა შტამებს შეიძლება გააჩნდეთ სხვადასხვა ვირულენტობა, ანტიბიოტიკებისადმი მგრძნობელობა და სხვ. მიკროორგანიზმების ზოგიერთი შტამი გამოიყენება წარმოებაში ცილების, ანტიბიოტიკების, ვიტამინების და სხვ. ნივთიერებების მიკრობიოლოგიური სინთეზისათვის.
შტატივი (ლათ. stativus მდგარი) - ლაბორატორიებში ქიმიური ჭურჭლისა და ხელსაწყოების ჩასაწყობად გამოყენებული სადგამი.
შტერნბერგ-რიდის უჯრედი - ლიმფოგრანულომატოზისათვის (ჰოჯკინის დაავადება) პათოგნომური გიგანტური მრავალბირთვიანი უჯრედი. სახელი დაერქვა პირველაღმომჩენების საპატივცემულოდ (იხ. რიდ-შტერნბერგის უჯრედი).
შუალედური დამემკვიდრება - ხშირად ჰეტეროზიგოტური ფორმების ნიშან-თვისებები შუალედური ხასიათისაა, ე.ი. დომინირება შეიძლება არასრული იყოს. ამის მაგალითია მცენარე გულისაბას ორი მემკვიდრეობითი ფორმის შეჯვარების შედეგები. წითელ და თეთრყვავილიანი მცენარის შეჯვარებისას მიღებული პირველი თაობის ყველა ჰიბრიდს ვარდისფერი, ე.ი. შუალედური ხასიათის ყვავილები გააჩნიათ.
შუალედური მასპინძელი - ცხოველი, რომლის ორგანიზმში არსებობენ პარაზიტების სქესობრივად მოუმწიფებელი ფორმები. სქესობრივ მომწიფებას აღნიშნული პარაზიტები აღწევენ ე.წ. საბოლოო (დეფინიტურიმასპინძლის ორგანიზმში. მალარიის შემთხვევაში ადამიანი შუალედური მასპინძელია, ხოლო ღორის სოლიტერის შემთხვევაში - საბოლოო.
შუნტირება (ინგლ. shunt სათადარიგო გზაზე გადაყვანა) - დაზიანებული სისხლძარღვის მაგიერ მუდმივი ან დროებითი სისხლის მიმოქცევის გზის შექმნა ქირურგიული ოპერაციის საშუალებით.
შხამიანი მცენარეები - მცენარეები, რომლებიც თავის ცხოველქმედების პროცესში გამოიმუშავებენ ადამიანისა და ცხოველების მომწამვლელ შხამებს. აღწერილია დაახლოებით 10000-მდე შხამიანი მცენარე, რომლებიც უმთავრესად გავრცელებულნი არიან ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. შხამიანი მცენარეები აღწერილია სოკოებში, შვიტებში, გვიმრებში, შიშველ და ფარულთესლოვან მცენარეებში და სხვა. ძალზე ძლიერი მოქმედების შხამი აქვს უმდაბლეს სოკოს Aspergillus flavus-ს, რომელიც გამოყოფს ე.წ. აფლატოქსინს (იხ.). მრავალი მცენარეული შხამი მცირე დოზებში წარმოადგენს ძვირფას სამკურნალო პრეპარატს (მორფინი, სტრიქნინი, ატროპინი და ა.შ.).
შხამიანი ცხოველები - ცხოველები, რომელთაც მუდმივად ან პერიოდულად გააჩნიათ ნივთიერებები, რომელნიც ტოქსიკურია სხვა სახეობის ცხოველებისათვის. ზოგ შემთხვევაში აღნიშნული შხამები ადამიანის სიკვდილსაც კი იწვევენ. ცხოველებიდან 5000 სახეობამდე შხამიანია. მათ შორის უმარტივესები - 20 სახეობა, ნაწლავღრუიანები - 100, ჭიები - 70, ფეხსახსრიანები - 4000, მოლუსკები - 90, კანეკლიანები - 25, თევზები - 500, ქვეწარმავლები - 100, ძუძუმწოვრები - 2 (იქედნე, იხვნისკარტა). იმისდა მიხედვით, გააჩნიათ თუ არა მათ შხამიანი ჯირკვლები, ცხოველები იყოფიან ორ ჯგუფად: აქტიურ-შხამიანებად და პასიურ- შხამიანებად.
![]() |
30 ჩ |
▲back to top |
ჩაის ბუჩქი (Thea) - მარადმწვანე, მცირე ზომის, მრავალწლიანი (ცოცხლობს 100 წელზე მეტხანს) ბუჩქია. ფოთლები შეიცავს კოფეინს, ვიტამინებს, ეთერზეთებს, ტანინებს და სხვ. ჩაის სამშობლოა სამხრეთაღმოსავლეთი აზია. 1885 წელს ჩაეყარა საფუძველი ჩაის ბუჩქის პირველ პლანტაციას დასავლეთ საქართველოში, კერძოდ ჩაქვში.
ჩანასახი (embryo) - ერთი კვერცხუჯრედიდან განვითარებული ორგანიზმი. ცხოველთა უმეტესობის ემბრიონული განვითარება მოიცავს შემდეგ სტადიებს: ზიგოტას, მორულას, ბლასტოცისტას, ბლასტულას და გასტრულას, შემდგომი ჰისტოდა ორგანოგენეზით. ჩანასახი ხდება ნაყოფი იმ შემთხვევაში როდესაც მას გაუჩნდება მოზრდილი ორგანიზმისათვის დამახასიათებელი ნაშანთვისებები. სინონიმი: ემბრიონი.
ჩანასახოვანი გარსები - ემსახურებიან ემბრიონის დაცვასა და კვებას. ეს გარსებია: ამნიონი, ქორიონი და ალანტოისი (იხ.).
ჩანასახოვანი ფურცლები - ჩანასახოვანი უჯრედების შრეა, რომლის დიფერენცირება ხდება გასტრულაციის პროცესში. განასხვავებენ ჩანასახოვანი ფურცლების სამ ტიპს: ექტოდერმას, ენტოდერმას და მეზოდერმას. აღნიშნული ფურცლებიდან ვითარდება მომავალი ორგანიზმის სხვადასხვა ქსოვილი და ორგანო.
ჩანთიანი ძუძუმწოვრები (Marsupialia) - უმეტესად გავრცელებულნი არიან ავსტრალიაში, თუმცა გვხვდებიან ტასმანიაზე, ახალ გვინეასა და სამხრეთ ამერიკაშიც. ძუძუმწოვრების ერთ-ერთი ქვეკლასია. ცნობილია ჩანთოსნების 230 სახეობა. ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია გიგანტური კენგურუ. შობს ერთ შვილს. ახალდაბადებული კენგურუ ძლიერ განუვითარებელია: კაკლისოდენაა, შიშველია და თვალაუხელელი. დაბადებისთანავე დედის ჩანთაში შეცოცდება და მიემაგრება ძუძუს. ჩანთაში პატარა კენგურუ დაახლოებით 8 თვის განმავლობაში ვითარდება და იზრდება. ჩანთა წარმოადგენს კანის ნაკეცს. იგი მდედრი კენგურუს მუცელზე წარმოქმნილია სარძევე ჯირკვლების ადგილზე.
ჩარგაფის წესი - იხ. კომპლემენტარობის პრინციპი.
ჩართვა - ნუკლეოტიდის ზედმეტი წყვილის ჩართვა დნმ-ს მოლეკულაში.
ჩეინ - სტოქსის სუნთქვა (შოტლანდიელი ი. ჩეინის (1777-1836) და ირლანდიელი ვ.სტოქსის (1804-1878) საპატივცემულოდ) - არითმიული სუნთქვის ერთ-ერთი სახე, რომელიც უფრო ხშირად ახასიათებთ აგონიის მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს.
ჩითილი - სათბურებში გამოზრდილი მცენარეები (ძირითადად ბოსტნეული), რომლებსაც შემდეგ ღია გრუნტში რგავენ.
ჩირქი (ბერძნ. pyon ჩირქი) - ჩირქოვანი ანთების ექსუდატი. შედგება ცილით მდიდარი სითხისაგან, დიდი რაოდენობით ლეიკოციტებისაგან, ბაქტერიებისაგან, ფერმენტებისა და დაშლილი ქსოვილის ფრაგმენტებისაგან.
ჩიყვი (struma) - ფარისებრი ჯირკვლის გადიდებაა, რისი მიზეზიცაა ამ ორგანოს ჰიპოფუნქცია. ვითარდება საკვებში და სასმელ წყალში იოდის ნაკლებობის შემთხვევაში. საქართველოში უმთავრესად აღინიშნება მთიან ადგილებში, კერძოდ, სვანეთში. იგივე სტრუმა.
ჩიჩახვი (ingluvies) - ზოგიერთი უხერხემლოს (მაგ., მოლუსკების, ჭიების, მწერების) და ფრინველის საყლაპავი მილის გაფართოებული ნაწილი, რომელშიც ხორციელდება საკვების დაგროვება, შენახვა, ზოგჯერ კი წინასწარი ქიმიური გადამუშავება.
ჩონჩხი (ბერძნ. skeletos გამომშრალი) - სხეულის ძვლების ბუნებრივად შენაწევრებული კომპლექსი, რომელიც საყრდენს წარმოადგენს სხეულის რბილი ნაწილებისათვის. განასხვავებენ გარეგან და შინაგან ჩონჩხს. ადამიანის ჩონჩხის შემადგენლობაში 200 ძვალზე მეტია.
ჩუტყვავილა (varicella) - ლათინურად ვარიცელას უწოდებენ. ბავშვთა ასაკის ინფექციური დაავადებაა, რომლის ეტიოლოგიური აგენტია ვირუსი (ალფაჰერპესვირუსი). დამახასიათებელი ნიშანია მთელ ტანზე ვეზიკულური გამონაყარი. დაავადება გადადის ჰაერ-წვეთოვანი და კონტაქტური გზით. პროგნოზი კეთილსაიმედოა.
ჩხირები - 1.ხერხემლიანი ცხოველების თვალის ბადურის ფოტორეცეპტორები. ჩხირებს, კოლბებთან შედარებით, სინათლისადმი უფრო მეტი მგრძნობელობა გააჩნიათ და რეაგირებას ახდენენ უფრო სუსტ განათებაზე. ჩხირებს არ შეუძლიათ ფერების გარჩევა და გამოიყენებიან უმთავრესად ღამით მხედველობისას. 2. Bacilli retinae - ბაქტერიების ერთერთი ფორმა. ზომები და ფორმა ვარირებს. სპორებს წარმოქმნიან პათოგენური ბაქტერიების ბაცილების და კლოსტრიდიების გვარები. ისევე როგორც კოკები, ჩხირებიც იყოფიან გრამ-დადებით და გრამ-უარყოფით ბაქტერიებად.
![]() |
31 ც |
▲back to top |
ცარცული პერიოდი - დედამიწის ისტორიის მეზოზოური ერის მესამე პერიოდი. რადიოლოგიური მეთოდით დადგენილია, რომ ამ პერიოდის ხანგრძლივობა დაახლოებით 70 მლნ წელს შეესაბამებოდა. ამ პერიოდში გაჩნდნენ უმაღლესი ძუძუმწოვრები და ფრინველები. ჭარბობდნენ ძვლოვანი თევზები. მკვეთრად შემცირდნენ გვიმრები და შიშველთესლოვნები. აღმოცენდნენ და გავრცელდნენ ფარულთესლოვნები. სახელი ეწოდა ევროპის ტერიტორიაზე ფართოდ გავრცელებულ მთის ქანებში ცარცის არსებობის გამო.
ცაცხვი (Tilia cordata) - ხემცენარეა, ხშირი ვარჯით. სიმაღლე 20-40 მეტრია. შეიცავს მწარე, მთრიმლავ ნივთიერებებს, ეთერის ზეთს, ასკორბინის მჟავას, შაქრებს, კაროტინს, ცვილს, გლიკოზიდს. ნაყენს გააჩნია ოფლმდენი, სიცხის დამწევი, ბაქტერიციდული, დიურეზული, სპაზმოლიზური და სეკრეტოლიზური თვისებები. იყენებენ პიელიტის, გაცივებების, ხველების, კუჭის სპაზმების შემთხვევებში, აგრეთვე თირკმლების ქვების დასაშლელად. ფოთლებს იყენებენ კომპრესის სახით თავის ტკივილის დროს.
ცედრა (იტალ. cedro ციტრუსების ერთ-ერთი ჯიშის სახელწოდება) - ციტრუსების (ფორთოხლის, ლიმონის და სხვ.) ქერქი, სადაც დიდი რაოდენობითაა ვიტამინები.
ცეკექტომია (ლათ. caecum ბრმა ნაწლავი, ბერძნ. ektome ამოკვეთა) - ბრმა ნაწლავის ამოკვეთის ოპერაცია.
ცელნამგალა ვეშაპი (Orcinus orca) - იგივე ვეშაპმკვლელი. ქორდიანების ტიპის ზღვის ძუძუმწოვარია. ზღვის ბინადართა შორის ერთ-ერთ ყველაზე უფრო აგრესიულ ცხოველად ითვლება. ხორცისმჭამელი დელფინია, რომელიც სიგრძეში 10მ-ს აღწევს, ხოლო წონა 8 ტონამდე აქვს. შეფერილობა შავ-თეთრი, კონტრასტულია. ადამიანის მიმართ განსაკუთრებულ აგრესიას არ ამჟღავნებს.
ცელომი (ბერძნ. koiloma სიღრუე) - სხეულის მეორეული სიღრუე, რომელიც წარმოიქმნება ემბრიოგენეზის პროცესში მუცლის წინა კედელსა და შინაგან ორგანოებს შორის. ვითარდება შუა ჩანასახოვანი ფურცლის - მეზოდერმისაგან. ადამიანსა და ძუძუმწოვრებში ცელომისაგან წარმოიქმნებიან პერიკარდიული, პლევრული და მუცლის სიღრუეები. სინონიმი: მეტაცელი, დეუტეროცელი.
ცელულიტი (ლათ. cellula უჯრედი, ბერძნ. itis ანთება) - ცხიმოვანი დეპოზიტები სხეულის სხვადასხვა ადგილას. ცელულიტი ყალიბდება მაშინ, როდესაც კანქვეშა შემაერთებელი ქსოვილი, რომელიც ფორმას აძლევს ცხიმს, სუსტდება და დეფორმირდება.
ცელულოზა (ლათ. cellula უჯრედი) - იგივე უჯრედისი. პოლისაქარიდების ჯგუფის ნახშირწყალი, რომელიც შედგება გლუკოზის მოლეკულების ნაშთისაგან. ცელულოზა მცენარეული უჯრედის კედლის მთა ვარი შემადგენელი ნაწილია. ცელულოზის ბოჭკოები გამოიყენება მსუბუქ მრეწველობაში, ქაღალდის, პლასტმასების, ლაქების და სხვათა წარმოებაში.
ცელულური (ლათ. cellula უჯრედი) უჯრედული.
ცენოგენეზი (ბერძნ. koinos საერთო, genesis წარმოქმნა) - 1. ჩანასახში ზრდასრული წინაპრებისათვის არადამახასიათებელი მეორადი ნიშან-თვისებების განვითარება (მაგ., თავკომბალას პირის აპარატი, ნემსიყლაპიას „ნიღაბი“ და სხვ.). ტერმინი შემოთავაზებულია ე. ჰეკელის მიერ. 2. ევოლუციის შედეგად ახალი, ადრე არარსებული ბუნებრივი თანასაზოგადოებების ფორმირება.
ცენოზი (ბერძნ. koinos საერთო) - ორგანიზმების ნებისმიერი თანასაზოგადოება. განასხვავებენ ზოოცენოზებს (ცხოველების თანასაზოგადოებებს), ფიტოცენოზებს (მცენარეების თანასაზოგადოებებს), მიკრობოცენოზებს (მიკროორგანიზმების თანასაზოგადოებებს) და სხვა. იხ. ბიოცენოზი.
ცენტრალური ნერვული სისტემა (systema nervosum centrale) - ნერვული სისტემის ძირითადი ნაწილი, რომელიც შედგება თავის ტვინისა და ზურგის ტვინისაგან. აფერენტული (მგძნობიარე) ნერვული ბოჭკოები გადასცემენ აგზნებას პერიფერიული რეცეპტორებიდან ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ხოლო ეფერენტული (სამოძრაო) - ცენტრალური ნერვული სისტემის შესაბამის შემსრულებელ ორგანოებს. აფერენტული და ეფერენტული ნერვული ბოჭკოები ქმნიან რეფლექსურ რკალს.
ცენტრიოლები (ლათ. centrum ცენტრი) - უჯრედის ცენტრის ანუ ცენტროსომის შემადგენელი ნაწილები, რომლებიც წარმოადგენენ მკვრივ სხეულაკებს. ისინი უშუალოდ მონაწილეობენ უჯრედის გაყოფაში. პროფაზაში რედუპლიცირებული ცენტრიოლები შორდებიან ერთმანეთს და მიემართებიან რა უჯრედის სხვადასხვა პოლუსებისაკენ, ქმნიან გაყოფის თითისტარას. აღნიშნული ტერმინი შემოთავაზებულია ბოვერის მიერ 1895 წელს.
ცენტრიფუგა (ლათ. centralis შუა, შუაგულისა, fuga სირბილი, გაქცევა) - აპარატი, რომელიც ცენტრიდანული ძალების მეშვეობით ახდენს ნარევის მექანიკურ დანაწევრებას შემადგენელ ნაწილებად (მაგ., სისხლის დაყოფა შემადგენელ კომპონენტებად).
ცენტრომერა (ლათ. centrum ცენტრი, ბერძნ. meros ნაწილი) - იგივე კინეტოქორი. ქრომოსომებთან, ცენტრიოლებთან და აქრომატულ ძაფებთან ერთად ქმნიან მიტოზურ აპარატს. ცენტრომერები, რომლებიც მკვრივი, სფერული ფორმის სხეულაკებია და ლოკალიზებულნი არიან ქრომოსომების სხვადასხვა უბნებში, წარმართავენ მათ მოძრაობებს მიტოზის პროცესში. ჩვეულებრივ, ყოველი ქრომოსომა შეიცავს ერთ ცენტრომერას. ტერმინი შემოთავაზებულია დარლინგტონის მიერ 1937 წელს.
ცენტროსომა (ლათ. centrum ცენტრი, ბერძნ. soma სხეული) - იგივე უჯრედის ცენტრი. უჯრედის ორგანოიდი, რომელიც შედგება ორი ცენტრიოლისაგან. ცენტროსომის ფუნქცია დაკავშირებულია უჯრედის გაყოფასთან.
ცერებრული (ლათ. cerebrum თავის ტვინი) - ტვინისა (მაგ., ცერებრული მოვლენები რაიმე დაავადების დროს).
ცესტოდები (Cestoda) - იგივე თასმისებური ჭიები (იხ.).
ცვალებადობა - ორგანიზმის თვისება, შეიძინოს ახალი ნიშან-თვისებები. გამოიხატება ცოცხალი ორგანიზმების ნებისმიერი (მორფოლოგიური, ფუნქციური და სხვ.) ცვლილებების უნარით. ცვალებადობა შეიძლება იყოს მემკვიდრული (გენოტიპიური) და არამემკვიდრული (მოდიფიკაციური).
ცვილი - ცვილს მუშა ფუტკრები ცვილის ჯირკვლებში გამოიმუშავებენ. იგი შეიცავს რთულ ზეთებს, ნახშირწყალბადებს, ორგანულ მჟავებს, სხვადასხვა სპირტებს, მცენარეულ პიგმენტებს, ფისებს, მინერალურ და არომატულ ნივთიერებებს, წყალს და სხვ. ფართო გამოყენება აქვს კავშირგაბმულობაში, ავიაციაში, გემთმშენებლობაში, პარფიუმერიაში, სპორტსა და მედიცინაში (კერძოდ, ფიჭიანი თაფლის დაღეჭვით მიღწეულია მნიშვნელოვანი დადებითი შედეგები ბრონქული ასთმის და ჰაიმორიტის შემთხვევებში. გარდა ამისა, იგი ხელს უწყობს მხედველობის გაუმჯობესებას და სხვ.).
ციანოზი (ბერძნ. kyaneos მუქი ლურჯი, ლათ. osis მდგომარეობა) - კანისა და ლორწოვანი გარსების ლურჯი შეფერილობა. გამოწვეულია სისხლში ნახშირორჟანგის ჭარბი დაგროვებით ვენური შეგუბების, გულის თანდაყოლილი მანკისა და სხვა შემთხვევებში.
ციკლომორფოზი (ბერძნ. kyklos წრე, morphe სახე, ფორმა) - მორფოლოგიური და ფუნქციური თავისებურებების მქონე თაობების პერიოდული, სეზონური მონაცვლეობა. განპირობებულია გარემოს ფაქტორებით. აღნიშნული პროცესი დამახასიათებელია ციბრუტელებისა და დაფნიებისათვის.
ციკლოპები (Cyclopidae) - ფეხსახსრიანების ტიპის მტკნარი წყლის კიბოსნაირები. ზოგიერთი მათგანი განიერი სოლიტერის და რიშტის შუალედური მასპინძელია.
ციკლოსპორინი A - ანტიდეპრესანტია. იყენებენ სიმსივნეების, ავტოიმუნური რეაქციების, ალოტრანსპლანტაციების და სხვ. შემთხვევებში, პაციენტის იმუნური სტატუსის დასაქვეითებლად. ამ ანტიბიოტიკის პროდუცენტია უმდაბლესი სოკო Tolypocladium infl atum.
ცილები - მაღალმოლეკულური ორგანული ნივთიერებებია, რომელთა შემადგენლობაში შედის გარკვეული თანმიმდევრობით შეკავშირებული ამინომჟავები. განასხვავებენ მარტივ (პროტეინები) და რთულ (პროტეიდები) ცილებს. აღნიშნული მაკრომოლეკულები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ ორგანიზმის სტრუქტურასა და ცხოველმოქმედებაში. ცილები ასრულებენ სამშენებლო, კატალიზურ, სატრანსპორტო, სასიგნალო, დამცველობით, კვებით, მამოძრავებელ, ენერგეტიკულ და ჰორმონულ ფუნქციებს. არჩევენ ცილის მოლეკულის ორგანიზაციის პირველად, მეორეულ, მესამეულ და მეოთხეულ სტრუქტურებს.
ცილიარული მოქმედება (ინგლ. cilia წამწამი) - წამწამების მოქმედების ინტენსივობის დაქვეითება ან გაძლიერება.
ციმბირის წყლული (anthrax) - იხ. ჯილეხი.
ცინიზმი (ბერძნ. kynismos) - ეთიკური ნორმებისადმი და წესიერებისადმი თავხედური, დამცინავი, აბუჩადამგდები დამოკიდებულება.
ცირკადული რითმები (ლათ. circa ახლოს, dies დღე) - ბიოლოგიური პროცესების და მოვლენების ინტენსივობისა და ხასიათის განმეორებადი ცვლილებები, რომლის პერიოდიც შეადგენს 20-დან 28 საათს. ხშირად ცირკადულ რითმებს სადღეღამისო რითმებს მიაკუთვნებენ.
ცირკულაცია (ლათ. circulatio) - წრიული მოძრაობა (მაგ., სისხლის).
ციროზი (ბერძნ. kirrhos ყვითელი, ქარვისებრი) - რომელიმე ორგანოს (მაგ., ღვიძლის) პარენქიმის ჩანაცვლება შემაერთებელი ქსოვილით, რაც არღვევს ამ ორგანოს ფუნქციას და იწვევს მის უკმარისობას. ციროზს განაპირობებს ანთებითი და დისტროფიული პროცესები, აგრეთვე ტოქსიკური ზემოქმედებანი.
ცირცელი (Sorbus aucuparia) - ხემცენარეა, ზოგჯერ კი ბუჩქი. შეიცავს ასკორბინის მჟავას, ბიოფლავონოიდებს, ეთერის ზეთს, მწარე და მთრიმლავ ნივთიერებებს, შაქრებს, ვაშლის, ლიმონის მჟავებს, სპირტს, კაროტინს, ანტიბაქტერიულ ნივთიერებებს და სხვ. იყენებენ როგორც პოლივიტამინურ საშუალებას ავიტამინოზების დროს. გააჩნია შარდმდენი, საფაღარათო და მადის აღმძვრელი თვისებები.
ცისკარა (Levisticum offi cinalis) - მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს სახამებელს, შაქრებს, ვაშლის მჟავას, კუმარინს, ფისებს, ეთერის ზეთს, მთრიმლავ ნივთიერებებს და სხვ. ფესვი გამოიყენება როგორც შარდმდენი, მადის აღმძვრელი და საჭმლის მონელების გამაუმჯობესებელი საშუალება. იყენებენ თირკმლების დაავადებების (გარდა ანთებითი პროცესებისა), კუჭის პათოლოგიების, ბრონქიტის, ნერვული დაავადებების, ისტერიის დროს, აგრეთვე როგორც ჭიების საწინააღმდეგო და ოფლმდენ საშუალებას.
ცისტა (ლათ. cystis ბუშტი) - 1. სხვადასხვა შიგთავსის (სითხის ან ფაფისებრი მასის) შემცველი მკვრივკედლიანი სიმსივნისმაგვარი წარმონაქმნი. 2. მრავალი უმარტივესის არახელსაყრელ პირობებში არსებობის ფორმა. გააჩნია მკვრივი და სქელი გარსი.
ცისტიტი (ბერძნ. kystis ბუშტი, itis ანთება) - შარდის ბუშტის ანთება.
ცისტიცერკი (ბერძნ. kystis ბუშტი, koikos კუდი) - ცესტოდების ანუ თასმისებური ჭიების ფინა, რომელსაც გააჩნია ბუშტის ფორმა შიგნით ჩაბრუნებული სკოლექსით (იხ.).
ცისტრონი - 1. სტრუქტურული გენი, რომელიც ყოველ სპეციფიკურ ცილაში ამინომჟავების თანმიმდევრობას განსაზღვრავს. 2. მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება შარდ-კენჭოვანი დაავადებების დროს.
ციტოარქიტექტონიკა (ბერძნ. kytos უჯრედი, architekton მშენებელი) - უჯრედების ტოპოგრაფიული თავისებურებების და ურთიერთგანლაგების შესწავლა.
ციტოგენეზი (ბერძნ. kytos უჯრედი,ნესის განვითარება) - უჯრედების განვითარება. არჩევენ სქესობრივ და სომატურ ციტოგენეზს.
ციტოგენეტიკა (ბერძნ. kytos უჯრედი, genetikos წარმოშობასთან დაკავშირებული) - გენეტიკის დარგი, რომელიც სწავლობს მემკვიდრეობის და ცვალებადობის კანონზომიერებებს უჯრედებისა და სუბუჯრედული სტრუქტურების (უმთავრესად ქრომოსომების) დონეზე. ციტოგენეტიკა სწავლობს ქრომოსომების მორფოლოგიას, ფუნქციას, სტრუქტურულ და ქიმიურ ორგანიზაციას, რისთვისაც იყენებს გენეტიკისა და ციტოლოგიის მეთოდებს. მჭიდროდაა დაკავშირებული გენეტიკისა და ციტოლოგიის დარგებთან: მოლეკულურ გენეტიკასთან, ციტოქიმიასთან, კარიოლოგიასთან, კარიოსისტემატიკასთან და სხვ.
ციტოგენეტიკური ჰეტეროგენურობა (ბერძნ. kytos უჯრედი, გენეტიკოს წარმოშობასთან დაკავშირებული, heteros სხვა, gennao წარმოვშობ) - სიმსივნის სუბსტრატი, რომელიც შედგება ციტოგენეტიკურად განსხვავებული (სხვადასხვა ქრომოსომების ნაკრების მქონე) უჯრედებისაგან.
ციტოგონია (ბერძნ. kytos უჯრედი, gone ჩასახვა) - სქესობრივი და უსქესო გამრავლება ერთი უჯრედის მეშვეობით. ციტოგონია მოიცავს ერთუჯრედიანი ორგანიზმების გაყოფას, სპორების წარმოქმნას და სქესობრივ გამრავლებას.
ციტოდესტრუქცია (ბერძნ. kytos უჯრედი, ლათ. destructio დარღვევა, დაზიანება) - ბიოლოგიური, ქიმიური და ფიზიკური აგენტებით გამოწვეული უჯრედების დაზიანება, უჯრედის სრულ დაშლამდე. იგივე უჯრედის სიკვდილი.
ციტოდიაგნოსტიკა (ბერძნ. kytos უჯრედი, diagnosis გამოცნობა) - უჯრედული ელემენტების მიკროსკოპული გამოკვლევის შედეგად ამა თუ იმ დაავადების დიაგნოზის დადგენა.
ციტოეკოლოგია (ბერძნ. kytos უჯრედი, oikos ადგილსამყოფელი, logos მოძღვრება) - ციტოლოგიის დარგი, რომელიც სწავლობს გარემო პირობებთან უჯრედების ადაპტაციის კანონზომიერებებს.
ციტოზი (ბერძნ. kytos უჯრედი, osis მდგომარეობა) - ნივთიერებათა ტრანსპორტი უჯრედში პინოციტოზისა და ფაგოციტოზის მეშვეობით. არჩევენ ენდოციტოზს (ნივთიერებების შესვლა უჯრედში) და ეგზოციტოზს (ნივთიერებების გამოსვლა უჯრედიდან).
ციტოზინი - ჰეტეროციკლური შენაერთი, პირიმიდინის წარმოებული (ფუძე), რომელიც შედის ნუკლეინის მჟავების შემადგენლობაში.
ციტოკინეზი (ბერძნ. kytos უჯრედი, kinesis მოძრაობა) - მიტოზის ტელოფაზის ბოლოს უჯრედის გაყოფის (ციტოპლაზმის გატიხვრის) პროცესი ორი შვილეული უჯრედის წარმოქმნით. ამ ტერმინის გარდა ხშირად იყენებენ „ციტოტომიას“ (იხ.) ან „პლაზმოტომიას“.
ციტოლიზი (ბერძნ. kytos უჯრედი, lysis დაშლა) - უჯრედის სტრუქტურის რღვევისა და დაშლის პროცესი.
ციტოლიზინი (ბერძნ. kytos უჯრედი, lysis დაშლა) - სისხლის შრატის ანტისხეული, რომელსაც კომპლემენტის საშუალებით სამიზნეუჯრედის დაშლის უნარი გააჩნია. უჯრედების დამშლელი შხამიანი ნივთიერებანი (მაგ., გველის შხამი).
ციტოლოგია (ბერძნ. kytos უჯრედი, logos მოძღვრება) - მეცნიერება უჯრედების აგებულების, განვითარებისა და ფუნქციათა შესახებ. მთელ რიგ ბიოლოგიურ დისციპლინებში ცენტრალური ადგილი უჭირავს. ციტოლოგია შემადგენელი ნაწილია ცხოველების ჰისტოლოგიის, მცენარეების ანატომიის, ბაქტერიოლოგიის და მეცნიერების სხვ დარგებისა.
ციტომეგალოვირუსი (ბერძნ. kytos უჯრედი, megas დიდი, ლათ. virus შხამი) - დნმ-ს შემცველი ბეტაჰერპესვირუსია. ადამიანსა და ცხოველებში იწვევს მრავალბირთვიანი გიგანტური უჯრედების (პოლიკარიოციტების) წარმოქმნას. შესაძლებელია ზოგიერთ შემთხვევაში გამოიწვიოს შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომის (შიდსის) განვითარებაც.
ციტომორფოზი (ბერძნ. kytos უჯრედი, morphe ფორმა) - ციტოპლაზმის სტრუქტურული ცვლილებები უჯრედის განვითარების პროცესში. უჯრედის ინდივიდუალური განვითარების ისტორია.
ციტოპათოლოგია (ბერძნ. kytos უჯრედი, pathos ტანჯვა, ავადმყოფობა, logos მოძღვრება) - ზოგად პათოლოგიურ პროცესთა შესწავლა უჯრედულ დონეზე; ციტოლოგიის დარგი, რომელიც შეისწავლის ცალკეულ უჯრედთა პათოლოგიურ ცვლილებებს.
ციტოპლაზმა (ბერძნ. kytos უჯრედი, plasma გამონაძერწი, გაფორმებული) - უჯრედის პლაზმურ მემბრანასა და ბირთვს შორის არსებული ყველა ორგანოიდი მატრიქსთან (იხ.) ერთად. წარმოადგენს მაღალმოწესრიგებულ, მრავალფაზიან კოლოიდურ სისტემას.
ციტოპლაზმური დამემკვიდრება (ბერძნ. kytos უჯრედი, plasma გამონაძერწი, გაფორმებული) - ციტოპლაზმაში ლოკალიზებული ფაქტორებით განპირობებული ორგანიზმის მატერიალური სტრუქტურების და ფუნქციური თვისებების მემკვიდრეობითობა. აღნიშნული ფაქტორების (პლაზმოგენების ანუ ბირთვგარეშე გენების) ერთიანობა ქმნის პლაზმონს, ანალოგიურად იმისა, როგორც ქრომოსომების ერთიანობა წარმოადგენს გენომს. პლაზმოგენები (იხ.) ლოკალიზებულნი არიან უჯრედის თვითწარმომქმნელ ორგანოიდებში - მიტოქონდრიებში და პლასტიდებში. პლაზმოგენების გადაცემა მხოლოდ მდედრობითი გამეტის მეშვეობით ხდება. სინონიმი: ბირთვისგარეშე, არაქრომოსომული, პლაზმური დამემკვიდრება.
ციტოპოეზი (ბერძნ. kytos უჯრედი, poieo წარმოვქმნი) - უჯრედების წარმოქმნა-განვითარების პროცესი (მაგ., სისხლის უჯრედების წარმოქმნა).
ციტოპროლიფერაცია (ბერძნ. kytos უჯრედი, ლათ. proles შთამომავლობა, fero მომაქვს) - სხვადასხვა ბუნების ფაქტორებითა და აგენტებით გამოწვეული უჯრედების ინტენსიური გამრავლება როგორც in vivo, ასევე ქსოვილოვან კულტურაში (ციტოდესტრუქციის საწინააღმდეგო ცნებაა).
ციტოსპექტროფოტომეტრია (ბერძნ. kytos უჯრედი, ლათ. spectrum ხედვა, ბერძნ. phos სინათლე, metron ზომა) - უჯრედის ქიმიური შემადგენლობის (კერძოდ, S-ფაზაში დნმ-ს რაოდენობის) შესწავლის მეთოდი, რაც ეყრდნობა ამა თუ იმ ნივთიერების მიერ განსაზღვრული სიგრძის ტალღების მქონე სხივების შერჩევითი შთანთქმის უნარს.
ციტოსტატიკები (ბერძნ. kytos უჯრედი, ლათ. status მდგომარეობა) - ქიმიური პრეპარატები, რომლებიც აჩერებენ, თრგუნავენ ბაქტერიების ზრდაგანვითარებას.
ციტოტომია (ბერძნ. kytos უჯრედი, anatome გაჭრა) - მიტოზის შემდეგ პლაზმურ მემბრანაზე ტიხრის წარმოქმნა და უჯრედის გაყოფა ორ შვილეულ უჯრედად. იგივე ციტოკინეზი.
ციტოტოქსიკურობა (ბერძნ. kytos უჯრედი, toxikon შხამი) - განსაზღვრული ტიპის უჯრედების, მაგ., კილერების ტოქსიკური მოქმედება სამიზნეუჯრედებზე.
ციტოფაგია (ბერძნ. kytos უჯრედი, phago ვჭამ, ვშთანთქავ) - ერთერთი უჯრედის მიერ მეორე უჯრედის შთანთქმა. ამ პროცესის შედეგი შეიძლება იყოს: შთანთქმული უჯრედის მონელება, კარიოგამია (იხ.) და ა.შ. იხ. ემპერიპოლეზი.
ციტოქიმია (ბერძნ. kytos უჯრედი, chemeia ქიმია) - ციტოლოგიის დარგი, რომელიც სწავლობს უჯრედისა და მისი კომპონენტების ქიმიურ შემადგენლობას, აგრეთვე უჯრედის ცხოველქმედების საფუძველში არსებულ ქიმიურ რეაქციებსა და ცვლის პროცესებს.
ციტოჩონჩხი (ბერძნ. kytos უჯრედი. ჩონჩხი ბერძნ. skeletos გამომშრალი) - ყველა ეუკარიოტის აუცილებელი შემადგენელი კომპონენტია. წარმოადგენს უჯრედის ციტოპლაზმის სხვადასხვა მიმართულებით გადამკვეთი ძაფების მიკროფილამენტების, მიკრომილაკების და შუალედური ფილამენტების რთულ ბადისებრ სტრუქტურას, რაც უზრუნველყოფს უჯრედის ფორმის შენარჩუნებას.
ციტრუსები (Citrus) - მარადმწვანე მცენარეებია. ციტრუსებს მიეკუთვნებიან ლიმონი, ფორთოხალი, მანდარინი და სხვ. საქართველოში ციტრუსები დიდ მოსავალს იძლევა, განსაკუთრებით ზღვისპირეთში. ნაყოფსა და ყვავილს იყენებენ ეთერზეთების და კვების წარმოებაში. შეიცავენ ასკორბინის, ლიმონის მჟავებს, ბიოფლავონოიდებს და სხვ. იყენებენ ჰიპო - და ავიტამინოზების, ანთებითი პროცესების შემთხვევაში და ა.შ.
ცნება (praeceptio) - აზროვნების ერთ-ერთი ლოგიკური ფორმა, განზოგადების უმაღლესი დონე. მისი მეშვეობით ხდება რაიმე მოვლენის, საგნის, ობიექტური სინამდვილის და ა.შ. შემეცნება.
ცოფი (rabies) - იგივე ჰიდროფობია. მწვავე ვირუსული დაავადებაა. მიეკუთვნება არატრანსმისიულ ანთროპოზოონოზებს. ადამიანს ვირუსი გადაეცემა დაავადებული ცხოველების კბენისას ნერწყვის საშუალებით. ხასიათდება ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებით, აგზნებით, სასუნთქი და საყლაპავი მუსკულატურის კრუნჩხვებით და დამბლით. დაავადება უფრო ხშირად გადააქვთ ძაღლებს. ლ.პასტერმა შეიმუშავა ამ დაავადების სპეციფიკური პროფილაქტიკური აცრები (ვაქცინა და შრატი), რასაც მაღალი ეფექტურობა ახასიათებს. ადამიანიდან ადამიანზე დაავადების გადაცემა თეორიულად შესაძლებელია ნერწყვის საშუალებით.
ცოცხალი მატერიის ორგა ნიზაციის დონეები - ორგანიზმების ერთიანობა საშუალებას იძლევა აიგოს ცოცხალი მატერიის ორგანიზაციის დონეების ზოგადი სისტემა. განასხვავებენ სიცოცხლის სტრუქტურული ორგანიზაციის შემდეგ დონეებს: 1.მოლეკულური; 2.სუბუჯრედული; 3.უჯრედული; 4.ქსოვილურ-ორგანული; 5.ორგანიზმული; 6.სახეობრივპოპულაციური; 7.ბიოცენოზური; 8.ბიოგეოცენოზური და 9.ბიოსფერული. სიცოცხლის ორგანიზაციის ყველა განხილული დონე, მიუხედავად იმისა, რომ ხასიათდება თავისი სპეციფიკური პროცესებით და ნიშანთვისებებით, ღრმადაა ერთმანეთთან დაკავშირებული და იძლევა სიცოცხლის ერთიან სურათს.
ცრემლი (lacrima) - საცრემლე ჯირკვლებიდან გამოყოფილი სეკრეტი, რომელსაც თვალისათვის დამცველობითი მნიშვნელობა გააჩნია. შეიცავს ბაქტერიციდულ ფერმენტ ლიზოციმს (იხ.).
ცრუ პარაზიტები (ბერძნ. parasitos მუქთახორა) - უხერხემლო ცხოველები, რომლებიც შემთხვევით ხვდებიან ადამიანისა და ცხოველის ორგანიზმში. იქ ისინი დროის გარკვეული ინტერვალის განმავლობაში რჩებიან და მასპინძლის ორგანიზმისათვის მოაქვთ გარკვეული ზიანი. მაგ., ოთახის ბუზის მატლები შეიძლება მოხვდნენ ადამიანის საჭმლის მომნელებელ არხში, იცხოვრონ იქ და გამოიწვიონ დაზიანებები.
ცუცუგამუშის ცხელება (febris tsutsugamushi) - ადამიანის მწვავე დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ბუნებრივკეროვანი გავრცელებით. მიეკუთვნება რიკეტსიოზების ჯგუფს. რიკეტსიის გადამტანია ინფიცირებული ტკიპა. დაავადების ამოცნობა ხდება სეროდიაგნოსტიკის საშუალებით. პროფილაქტიკის ღონისძიებებია: დერატიზაცია, დეზინსექცია - ინფექციის გავრცელების ბუნებრივ კერებში.
„ცხელი წერტილი“ - მონაკვეთი, სადაც მუტაციების (ან რეკომბინაციების) წარმოქმნის სიხშირე მეტად მაღალია.
ცხენის წაბლი (Aesculus hippocastanum) - ხემცენარეა, უფრო იშვიათად კი ბუჩქი. ქერქის ექსტრაქტს იყენებენ ბუასილის, ვენების გაფართოების, თრომბოფლებიტის, ათეროსკლეროზის და სხვ. მდგომარეობების შემთხვევაში.
ცხვირისატეხელა (Adonis vernalis) - იგივე ადონისი. ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს გულის გლიკოზიდებს, საპონინს, ფიტოსტერინს, კუმარინს და სხვ. გააჩნია კარდიოტონური ეფექტი, სედატიური, დიურეზული მოქმედება და სხვ. ცხვირისატეხელას გლიკოზიდებს იყენებენ გულის ქრონიკული უკმარისობის, ნევროზების, უძილობისა და ეპილეფსიის შემთხვევებში. იყენებენ აგრეთვე როგორც ნერვული სისტემის დამამშვიდებელ საშუალებას.
ცხიმოვანი სხეული - მწერებსა და მრავალფეხების სხეულში არსებული შემაერთებელქსოვილოვანი წარმონაქმნი. მისი ფუნქციაა საკვები ნივთიერებების დაგროვება და გამოყოფა. ცხოველები (Animalia. Fauna) - ცხოველების სამეფო წარმოადგენს ორგანული სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე უფრო დიდ და მრავალრიცხოვან ერთეულს. წარმოიშვნენ დაახლოებით 11,5 მილიარდი წლის წინათ. ხასიათდებიან კვების ჰეტეროტროფული ტიპით, სივრცეში აქტიური გადაადგილებით და სხვ. სამედიცინო-ბიოლოგიური კვლევისათვის ცხოველების ყველა ჯგუფი შეადგენს გარკვეული ინტერესის სფეროს. ბიოლოგიაში, მედიცინასა და ვეტერინარიაში ყურადღებას იპყრობს გნოტობიონტური ცხოველები, რომლებიც თავისუფალნი არიან მიკროფლორისაგან და სხვადასხვა ექსპერიმენტში დაპროგრამებული გამომწვევების მტარებელნი არიან. მემკვიდრული ეტიოლოგიის დაავადებების, კიბოს და სხვ. პათოლოგიების შემთხვევებში გამოიყენება ინბრედული ცხოველები, რომლებსაც იღებენ ახლო ნათესაური შეჯვარებების საშუალებით. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ შხამიანი ცხოველები.
ცხოველების აგრესიული მოქმედება - ცხოველის აქცია თავისივე ან სხვა სახეობის ინდივიდის მიმართ, რასაც თან ახლავს უკანასკნელის დაშინება, დათრგუნვა ან ტრავმის მიყენება, ზოგჯერ სასიკვდილო შედეგითაც კი. შიდასახეობრივი აგრესია ხელს უწყობს ეთოლოგიური იერარქიის ფორმირებას და ხშირად ონტოგენეზის ადრეულ ფაზებში ვლინდება. მტაცებელი ფრინველის მოზრდილი მართვეების აგრესია უფრო სუსტების მიმართ ხშირად უკანასკნელთა დაღუპვით მთავრდება (კაინიზმი). აგრესიის ნიადაგზე შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ზრდასრული ინდივიდების მიერ პატარების მოკვლას (ინფანტიციდი) და ა.შ.
ცხოველების მიგრაცია (ლათ. migratio გადასახლება, გადაადგილება) - ცხოველების პერიოდული ან არაპერიოდული, ჰორიზონტალური ან ვერტიკალური გადაადგილება მათი ადგილსამყოფელის გარეთ. ცხოველების მიგრაციას ადგილი აქვს მათი არსებობის პირობების შეცვლას- თან ან მათ მიერ განვითარების ციკლის გავლასთან დაკავშირებით (ონტოგენეზური მიგრაცია). ცხოველების მიგრაცია შეიძლება იყოს პასიური (მაგ., მდინარის გველთევზას ლიფსიტები გოლფსტრიმის დინებას სარგასის ზღვიდან ევროპის ნაპირებთან გადააქვს 78 ათასი კმ მანძილზე) და აქტიური (აზიური კალია, გადამფრენი ფრინველები და ა.შ.).
ცხოველების მონიშვნა - ცხოველების ნებისმიერი მარკირება (ნიშანდება) რგოლებით, მეტალის ან პლასტმასის ნიშნებით, მონიშნული ატომებით, საღებავებით, რადიოგადამცემებით და ა.შ., რაც საშუალებას იძლევა ბუნებაში გავარჩიოთ ერთი ინდივიდი ან ინდივიდების ჯგუფი სხვებისაგან, რათა შევისწავლოთ მათი გადაადგილება, ურთიერთდამოკიდებულება, სიცოცხლის ხანგრძლივობა და ა.შ.
![]() |
32 ძ |
▲back to top |
ძაღლყურძენა (Solanum nigrum) - ერთწლიანი სარეველა მცენარეა. შეიცავს ასკორბინის მჟავას, A ვიტამინს, გლიკოალკალოიდ სოლანინს, რომელსაც შხამიანი თვისებები ახასიათებს, ლიმონის მჟავას და კაროტინს. ნახარშს იყენებენ ქრონიკული სურდოს, მძიმე თავის ტკივილისა და ყურის ტკივილის, შარდის ბუშტის სპაზმის, კუჭის ტკივილის, პოდაგრის, რევმატიზმის, ბრონქული ასთმის, სპაზმური ხველების შემთხვევებში.
ძახველი (Viburnum opulus) - დატოტვილი ბუჩქია. შეიცავს ორგანულ მჟავებს, K ვიტამინს, მთრიმლავ, მწარე და ფისოვან ნივთიერებებს, შაქრებს, ასკორბინის მჟავას, ცხიმოვან ზეთს. გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი, ანტისეპტიკური, ჰემოსტაზური თვისებები. გამოიყენება ისტერიის, მტკივნეული მენსტრუაციების დროს. მცენარის ნაყოფი აძლიერებს გულის შეკუმშვებს და დიურეზს. იყენებენ აგრეთვე როგორც ოფლმდენ, საფა- ღარათო, სასაქმებელ საშუალებას და ა.შ.
ძვალი (os) - ძვლოვანი ქსოვილისაგან აგებული საყრდენი ორგანო. გარედან დაფარულია ძვლისაზრდელათი, ხოლო შიგნითა ღრუებში შეიცავს ძვლის ტვინს. მიეკუთვნება შემაერთებელ ქსოვილთა რიცხვს. წარმოქმნილია როგორც ორგანული, ასევე არაორგანული ნაერთებისაგან.
ძვლის ტვინი (medulla ossium) - ხერხემლიანი ცხოველების ძვლების ღრუების ამომვსები ქსოვილი. განასხვავებენ წითელ და ყვითელ ძვლის ტვინს. ძვლის წითელი ტვინი შენარჩუნებულია მთელი სიცოცხლის მანძილზე ნეკნებში, მკერდის ძვალში, თავის ქალას ძვლებში, მალებში, მენჯში, ლულოვანი ძვლების ეპიფიზებში. ძვლის წითელ ტვინს გააჩნია სისხლწარმომქმნელი და იმუნური ფუნქციები.
ძილი (somnus) - ცხოველისა და ადამიანის ორგანიზმის მოსვენების პერიოდული მდგომარეობა. ახასიათებს თავის ტვინის დიდი ნახევარსფეროების ქერქის აქტივობის დაქვეითება და გარემოსთან კონტაქტის გაწყვეტა. ფიზიოლოგიური (ბუნებრივი) ძილის გარდა არჩევენ ნარკოზულ ძილს (რომელიც ვითარდება ნარკოზის პირობებში და საძილე საშუალებათა მიღების შედეგად), ჰიპნოზურ ძილს, საღათას ძილს და სხვა. დადგენილია, რომ ძილი მოიცავს ნელ და სწრაფ ფაზებს. თავის ტვინის სისხლით მომარაგება და ჟანგბადის შთანთქმა ძილის დროს, სიფხიზლის მდგომარეობასთან შედარებით, ნაკლები არ არის.
ძირტკბილა (Glycyrrhyza glabra) - მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს ტრიტერპენის საპონინს, ფლავონოიდებს, სახამებელს, საქაროზას, გლუკოზას, ლორწოს, ასკორბინის მჟავას და სხვ. გააჩნია სპაზმოლიზური, ქოლინოლიზური, ანტიჰისტამინური თვისებები, ხელს უწყობს კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულების შეხორცებას. გამოიყენება სასუნთქი გზების პათოლოგიების, ქრონიკული ყაბზობების შემთხვევაში, აგრეთვე როგორც ამოსახველებელი და შარდმდენი საშუალება.
ძირხვენა - მცენარის გამსხვილებული, ხორცოვანი ფესვი, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს სამარაგო საკვებ ნივთიერებებს.
ძიძო (Melilotus offi cinalis) - ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა. სამკურნალოდ გამოიყენება მიწისზედა ნაწილები. შეიცავს ნივთიერება კუმარინს, აგრეთვე მელილოტინს. იყენებენ როგორც ამოსახველებელ საშუალებას ქრონიკული ბრონქიტის დროს, არბილებს რევმატულ და სიმსივნურ გამაგრებებს. საფენები გამოიყენება ძირმაგარების და ჭრილობების მოსაშუშებლად.
ძუძუმწოვრები (Mammalia) - ხერხემლიანების ერთ-ერთი კლასია. სუნთქავენ ფილტვებით, გული ოთხგანყოფილებიანი აქვთ. ზოგიერთი ძუძუმწოვარი ორიენტაციას ახდენს ექოლოკაციის საშუალებით. თბილსისხლიანებია. ახასიათებთ შთამომავლობაზე ზრუნვა. ზოგიერთ მათგანს გააჩნია სამედიცინო მნიშვნელობა (კაშალოტის სპერმაცეტი, ირმების დოყი, შინაური ცხოველების ენდოკრინული ორგანოები და სხვ.). ძუძუმწოვრების ზოგიერთი წარმომადგენელი სხვადასხვა ინფექციური და ინვაზიური დაავადებების, მაგ., ცოფის, ბრუცელოზის, ტოქსოპლაზმოზის, ტრიქინელოზის, ჯილეხის, თურქულის და სხვ. მასპინძლებია.
![]() |
33 წ |
▲back to top |
წაბლი (Castanea sativa) - ხემცენარეა. შეიცავს ნახშირწყლებს, ცილებს, ორგანულ მჟავებს, პექტინებს, B, C, K ვიტამინებს, ცხიმოვან მჟავებს, მთრიმლავ ნივთიერებებს. გააჩნია ანტივარიკოზული, ანტიათეროსკლეროზული და სხვ. თვისებები. ყვავილების წვენი გამოიყენება ვენების გაგანიერების დროს, ფოთლების ექსტრაქტი - ყივანახველას წინააღმდეგ, ხო ლო ნაყოფებისაგან დამზადებული პრე პარატებით მკურნალობენ თრომბოფლებიტს, ათეროსკლეროზს, მიოკარდიუმის ინფარქტს და სხვ. წალიკა (Polygonum hydropiper) - ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს ფლავონოიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, A, C, D, E, K ვიტამინებს, ორგანულ მჟავებს, გლიკოზიდებს. გააჩნია სისხლაღმდგენელი, კაპილარული სისხლდენის შემაჩერებული, სისხლის შედედების უნარის გამაძლიერებელი თვისებები და სხვ. იყენებენ გინეკოლოგიურ პრაქტიკაში და კუჭნაწლავის ტრაქტში კაპილარული სისხლდენების შესაჩერებლად.
წეკო (Nicotiana rustica) - ძაღლყურძენასებრთა ოჯახის ბალახოვანი ერთწლიანი მცენარეა. შეიცავს 1-10% ნიკოტინს და 15-20% ორგანულ მჟავებს, მათ რიცხვში 10%-ზე მეტ ლიმონის მჟავას. ფოთლებიდან ამზადებენ მასალას მოწევისათვის, ნახარშით ბანენ ცხვრებს, გამოყოფენ ნიკოტინის მჟავას. მცენარის თესლი შეიცავს 35-40%-მდე ცხიმოვან ზეთს, რასაც იყენებენ ლაქებისა და საპონის დასამზადებლად. ნიკოტინით მოწამვლა მწეველებში იწვევს მთელი რიგი პათოლოგიური მოვლენების განვითარებას.
წითელა (morbilli) - ბავშვთა ასაკის მწვავე ინფექციური დაავადება, რომლის გამომწვევია ვირუსი (პარამიქსოვირუსების ოჯახის, მორბილივირუსის გვარი). ახასიათებს სპეციფიკური გამონაყარი, რომელიც მე-3-4 დღეს იწყება სახიდან და ვრცელდება მთელ სხეულზე. საინკუბაციო პერიოდი 7-10 დღეა. ვრცელდება ჰაერ-წვეთოვანი გზით. ინკუბაციის ბოლო დღეებში და პირველ 2-3 დღეს ადამიანი დაავადების გადამდებია. იძლევა მყარ იმუნიტეტს.
წითელი ქარი - იგივე ერიზიპელასი. მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომლის გამომწვევია სტრეპტოკოკი. ახასიათებს კანის თავისებური ანთება. პროგნოზი კეთილსაიმედოა.
წითელი წიგნი - გაქრობისა და გადაშენების პირას მყოფი მცენარეებისა და ცხოველების ჩამონათვალი, ნუსხა, სადაც მოცემულია მათი ბიოლოგიის, გავრცელებისა და სხვ. მოკლე დოკუმენტური მონაცემები.
წითურა (rubeola) - იგივე რუბეოლა. გადამდები ინფექციური დაავადებაა. გამომწვევია რნმ-ს შემცველი, ტოგავირუსების ოჯახის, რუბივირუსების გვარის დერმატროპული ვირუსი. ვირუსს გააჩნია ტროპიზმი ემბრიონული ქსოვილისადმი, ადვილად გადის პლაცენტურ ბარიერს და ნაყოფის ინფიცირებას იწვევს. დაავადებისათვის დამახასიათებელია პერიფერიული ლიმფური კვანძების გადიდება და გამონაყარი. იძლევა მყარ იმუნიტეტს. ფეხმძიმობის სხვადასხვა პერიოდში (ტრიმესტრში) აღნიშნული ვირუსი ჩანასახსა და ნაყოფზე მოქმედებს ტერატოგენურად, კანცეროგენურად და სხვ.
წინადაცვეთა (circumcisio) - რელიგიური მოსაზრებებით მუსულმანებსა და ებრაელებში მიღებული ადათი, რომლის მიხედვითაც ახდენენ მამაკაცის პენისის ჩუჩის ნაწილობრივ მოკვეთას.
წიწმატურა (Capsella bursa pastori) - ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა ჯვაროსანთა ოჯახიდან. შეიცავს ფილოქინონებს, ქოლინს, მთრიმლავ ნივთიერებებს, კალიუმს, ფლავონის გლიკოზიდს, ასკორბინის, ვაშლის, ლიმონის, ღვინის და სხვ. მჟავებს, აგრეთვე ფისებს. იყენებენ ფილტვის, თირკმლის, საშვილოსნოს, კუჭ-ნაწლავის სისხლდენების, ჭრილობების და ფაღარათის შემთხვევებში.
წლიური რგოლები - 1.მცენარეებში: მერქნის, კერძოდ კი კამბიუმის ნამატ შრეებს წლიური რგოლები ეწოდება. მათი დათვლით შეიძლება დავადგინოთ მცენარის ასაკი, პირობები, რომელშიც იზრდებოდა მცენარე ამა თუ იმ წელს, აგრეთვე ჰორიზონტის მხარეები (მაგ., ჩრდილოეთისამხრეთი). 2.ცხოველებში: ზოგიერთ ქსოვილში ყოველწლიურად გაჩენილი წარმონაქმნები (მაგ., თევზების ქერცლში, მოლუსკების ნიჟარებში, ძუძუმწოვრების ბრჭყალებში და ა.შ.). წლიური რგოლების საშუალებით შესაძლებელია დადგინდეს ქსოვილის ზრდის სეზონური ცვლილებები, ინდივიდის ასაკი.
წმინდა ხაზები - ლაბორატორიული ცხოველების ჯგუფი, რომელიც მიღებულია ხანგრძლივი ინბრიდინგის (იხ.) შედეგად. გამოირჩევიან მკვეთრად გამოხატული ერთგვაროვანი მემკვიდრეობით. წმინდა ხაზებს ფართო გამოყენება აქვთ მემკვიდრეობის და ცვალებადობის კანონზომიერებების, აგრეთვე ავთვისებიანი სიმსივნეების ზრდის შესწავლაში. იგივე ინბრედული ცხოველები. იგივე ხაზოვანი ცხოველები.
წურბელა (Hirudo medicinalis) - იხ. სამედიცინო წურბელა.
წყალმანკი (hydrops) - სეროზული სითხის დაგროვება ქსოვილებში, ორგანიზმის სიღრუებსა და პარენქიმულ ორგანოებში, განსაკუთრებით კანქვეშა ქსოვილში (ანასარკა), პლევრის ღრუში (ჰიდროთორაქსი), მუცლის ღრუში (ასციტი) და სხვ.
წყალმცენარეები (Algae) - უმდაბლესი, ავტოტროფული წყლის მცენარეების ჯგუფი, რომელიც შეიცავს ქლოროფილს და სხვა პიგმენტებს და ფოტოსინთეზის პროცესში გამოიმუშავებს ორგანულ ნივთიერებებს. განასხვავებენ ლურჯ-მწვანე, მწვანე, წაბლა, წითელ წყალმცენარეებს, დიატომეებს და სხვა. მრავალი წყალმცენარე ჩამდინარე წყლების გასუფთავების მნიშვნელოვანი კომპონენტია. წყალმცენარეებიდან იღებენ სხვადასხვა მიკროორგანიზმების განვითარებისათვის გამოსადეგ საკვებ ნიადაგს - აგარაგარს (იხ.), აგრეთვე საკვებ ფქვილს, რომელიც შეიცავს მიკროელემენტებს, იოდს და სხვ. წყალმცენარეებს სწავლობს მეცნიერება - ალგოლოგია. წყალმცენარეებისაგან განსხვავებით, წყლის მცენარეები მიეკუთვნებიან უმაღლეს მცენარეებს და იზრდებიან წყალში და წყალსატევების ნაპირებზე.
წყლის იელი (Ledum polustre) - მარადმწვანე ბუჩქია. გავრცელებულია ძირითადად ტუნდრაში. შეიცავს დიდი რაოდენობით ეთერზეთებს. ფოთლებში შედის ანდრომედოტოქსინი, მთრიმლავი ნივთიერებები, ფლავონიდები, ვიტამინი C და სხვ. იყენებენ მწვავე და ქრონიკული ბრონქიტის და ტუბერკულოზის დროს, ენტეროკოლიტის და გრიპის წინააღმდეგ. გამოიყენება როგორც ინსექტიციდი. შხამიანი მცენარეა.
წყლული (ulcus) - კანის ან ლორწოვანი გარსის და მათ ქვეშ განლაგებული ქსოვილების დეფექტი, რომლის შეხორცება, როგორც წესი, დარღვეული ან მნიშვნელოვნად შენელებულია. წყლული შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა ფაქტორებით - ნაწოლებით, ინერვაციისა და სისხლის მიმოქცევის მოშლით, ინფექციით, დამწვრობით, დასხივებით და სხვ.
წყურვილი (sitis; dipsa) - მდგომარეობა, რომელიც ვითარდება ორგანიზმში წყლის დეფიციტისას, აგრეთვე წყალსა და სისხლის მინერალურ და ორგანულ ნივთიერებებს შორის ნორმალური შეფარდების დარღვევისას. ადგილი აქვს წყურვილის ცენტრის გაღიზიანებას თავის ტვინში.
![]() |
34 ჭ |
▲back to top |
ჭაობი - დედამიწის ზედმეტად ტენიანი ადგილი და შესაბამისი ეკოსისტემა, რომელიც ხასიათდება მცენარეული გაუხრწნელი ნამარხი ნაშთების დაგროვებით ზედა ფენებში. ჭაობი დიდ ტერიტორიებზე აწონასწორებს ჰიდროლოგიურ რეჟიმს, ბიოლოგიურ მიმოქცევას და ეკოლოგიურ ბალანსს. მსოფლიოში დაახლოებით 350 მლნ ჰექტარი ჭაობებს უჭირავს.
ჭეო - ფუტკრის მიერ შეგროვილი ყვავილის მტვერი, რომელსაც იგი სათანადოდ ამუშავებს. წარმოადგენს ფუტკრის ოჯახის სამარაგო ნივთიერებას. გამოიყენება მედიცინაში (იხ. ყვავილის მტვერი).
ჭიანჭველები (Formicoidea) - მიეკუთვნებიან მწერების კლასს, სიფრიფანაფრთიანების რიგს. მაღალი ორგანიზაციის „საზოგადოებრივ“ მწერებია. მათში მკვეთრადაა გამოხატული პოლიმორფიზმი. არჩევენ მდედრ, მამრ, მუშა ჭიანჭველებს და ჯარისკაცებს. მუშა ჭიანჭველებს ევალებათ ბუდეების აშენება, შთამომავლობის მოვლა, მათი სუფთად შენახვა. ჯარისკაცები იცავენ ოჯახს. ცნობილია ბაღის ჭიანჭველა (Lasius niger), სახლის ჭიანჭველა (Monomorium pharaonis) და სხვ.
ჭიაფერა (Phytolacca americana; Ph. decandra) - იგივე ლაქი. ეკუთვნის Phytolaccaceae-ს ოჯახს. მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. მდიდარია C ვიტამინით. ექსტრაქტი გამოიყენება კუჭ-ნაწლავის, ღვიძლის დაავადებების და ბუასილის დროს. აღნიშნული მცენარის ექსტრაქტს იყენებენ აგრეთვე B-ლიმფოციტების ბლასტტრანსფორმაციისათვის.
ჭინჭარი (Urtica urens L.) - მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს ასკორბინის მჟავას, ეთერის ზეთს, მთრიმლავ და ცილოვან ნივთიერებებს, შაქარს, რკინის, კალიუმის მარილებს, გოგირდს, რიბოფლავინს, ფილოქინონებს (K ვიტამინს), კაროტინს, ურტიცინს, გლიკოზიდს. ნაყენი ამცირებს შაქრის შემცველობას სისხლში. ნაყენი და თხევადი ექსტრაქტი აძლიერებს სისხლის შედედების უნარს, ზრდის ჰემოგლობინისა და ერითროციტების რაოდენობას, აგრეთვე ძლიერ გავლენას ახდენს ნახშირწყლოვან ცვლაზე. იყენებენ როგორც პოლივიტამინურ, სისხლდენის შემაჩერებელ, ცხელების საწინააღმდეგო, ჭრილობის შემხორცებელ და შარდმდენ საშუალებას. ფოთლების ნახარში გამოყენებულია ფილტვების ტუბერკულოზის, ბრონქიტის, მალარიის და სხვ. შემთხვევებში.
ჭინჭრის ცხელება - იხ. ურტიკარია.
ჭიპლარი (fumaculus umbilicalis) - დაახლოებით 40-60სმ სიგრძის ორგანო, რომლის საშუალებითაც ნაყოფი უკავშირდება პლაცენტას. ჭიპლარში განლაგებულია ალანტოისში (იხ.) წარმოქმნილი სისხლძარღვები, რომელთა საშუალებით ემბრიონი საკვებს იღებს საშვილოსნოს კედლიდან.
ჭრაქი - მცენარეთა (მაგ., ვაზის, მარცვლოვანი მცენარეების და სხვ.) ავადმყოფობა, რომელსაც იწვევს ზოგიერთი სოკო.
ჭრილობა (vulnus) - ქსოვილის ნორმალური ანატომიური მთლიანობის დარღვევა, რაც გამოწვეულია სხვადასხვა მექანიკური ზემოქმედებით (მჭრელი იარაღი, ტყვია და სხვ.).
ჭუპრი - სრული მეტამორფოზის მქონე მწერების განვითარების ერთერთი ფაზა, რომელიც ჩვეულებრივ უმოძრაოა და არ იკვებება. შეესაბამება არასრული მეტამორფოზის მქონე მწერების ნიმფას (იხ.).
![]() |
35 ხ |
▲back to top |
ხავსები (Bryophyta) - უმაღლესი მცენარეების წარმომადგენლები, რომელთა სხეული შედგება ძაფისებრი სხეულის პროტონემისაგან (განლაგებულია ნიადაგში ან მის ზედაპირზე), ვერტიკალური ღეროსაგან (სპირალურად განლაგებული ფოთლებით) და ღეროს ფუძესთან არსებული ფესვის მსგავსი რიზოიდებისაგან. რიზოიდები სათანადოდ ვერ უზრუნველყოფენ მცენარეს წყლით და ხავსებს არა აქვთ განვითარებული გამტარი ქსოვილები, მათი სიგრძე არ აღემატება 15-20სმ-ს. ხავსებში აღინიშნება უსქესო და სქესობრივი თაობების მონაცვლეობა. ზრდასრული ხავსების თაობას გამეტოფიტი ეწოდება. იგი თავისი განვითარების ბოლო სტადიაზე ღეროს კენწეროზე ივითარებს მდედრობით და მამრობით სასქესო ორგანოებს - არქეგონიუმსა და ანთერიდიუმს. ხავსებიდან ყველაზე უფრო ხშირად გვხვდებიან გუგულის სელი და ტორფის ხავსი.
ხაზოვანი ცხოველები - წმინდა, სუფთა ხაზის ცხოველები (თაგვები, ვირთაგვები), რომლებიც მიღებულნი არიან ინბრიდინგის (იხ.) საშუალებით და გამოირჩევიან მკვეთრად გამოხატული ერთგვაროვანი მემკვიდრეობით. იხ. წმინდა ხაზები.
ხალი (naevus) - იგივე ნევუსი. კანის პიგმენტური წარმონაქმნი, რომლის უჯრედებს ძალუძთ წარმოქმნან პიგმენტი მელანინი. აქვს სადა, ხან უსწორო დვრილოვანი, ზოგჯერ კი თმით დაფარული ზედაპირი. ზოგიერთი ხალი სახიფათოა ონკოლოგიური ტრანსფორმაციის თვალსაზრისით.
ხაო (villus) - ზოგიერთი ორგანოს განსაკუთრებული ანატომიური წარმონაქმნი. მაგ., წვრილი ნაწლავის მრავალრიცხოვანი ხაო, რომელთა საშუალებითაც იზრდება ამ ორგანოს შემწოვი უნარი.
ხარის სოლიტერი (Taeniarhynchus saginatus) - დიდი ზომის ცესტოდაა. სიგრძე 4-10 მეტრს აღწევს. პროგლოტიდების რიცხვი 1000-მდეა. სკოლექსს 4 მძლავრი მისამაგრებელი ბორცვი აქვს. არ გააჩნია კაუჭები, ამიტომაც ღორის სოლიტერისაგან განსხვავებით, მას შეუიარაღებელს უწოდებენ. განვითარებისათვის კვერცხი ხარის სხეულში უნდა მოხვდეს ბალახთან ერთად. ადამიანის დაინვაზირება ხდება იმ შემთხვევაში, თუკი მან უმი ან ნაკლებად მოხარშული ხორცი შეჭამა.
ხაშხაში (Papaver somniferum) - იგივე საძილე ყაყაჩო. ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს 20ზე მეტ ალკალოიდს, რომელთაგან ყველაზე მთავარია მორფინი, კოდეინი და პაპავერინი. მორფინს ფართოდ იყენებენ ოპერაციის წინ ან მის შემდგომ, როგორც ტკივილგამაყუჩებელს, აგრეთვე ტრავმების დროს შოკის ასაცილებლად, ავთვისებიანი სიმსივნეებით გამოწვეული ძლიერი ტკივილებისას და სხვ. კოდეინი ძირი თადად ნერვების დამაწყნარებელია. პაპავერინს იყენებენ ჰიპერტონული დაავადებების, სტენოკარდიისა და ბრონქული ასთმის შემთხვევებში. მორფინის მრავალჯერადი და ხანგრძლივი მიღება იწვევს ე.წ. ეიფორიას და ავადმყოფურ ლტოლვას ამ პრეპარატისადმი (მორფინიზმი). იხ. ყაყაჩო.
ხახამა (Rubus sacsatilis) - მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. მისი სამკურნალო თვისებები გამოკვლევის სტადიაშია. ფოთლებში აღმოჩენილია ასკორბინის მჟავა. იყენებენ სურავანდისა და ბუასილის საწინააღმდეგოდ. ნახარშით იბანენ თავს თმების გასამაგრებლად.
ხელოვნური გადარჩევა - ადამიანის მიერ საჭირო ნიშან-თვისებების მქონე ინდივიდების გადარჩევა და მათი შემდგომი მოშენება. ხელოვნური გადარჩევის შედეგადაა მიღებული შინაური ცხოველებისა და მცენარეების ყველა თანამედროვე ჯიში.
ხელოვნური განაყოფიერება - ადამიანის მიერ ცხოველების სასქესო პროდუქტების შერევა განაყოფიერების მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად ანდა თესლის ხელოვნურად შეყვანა მდედრის სასქესო გზებში. ამ მეთოდს ფართოდ იყენებენ სელექციაში ახალი ჯიშების მისაღებად ანდა უკვე არსებული ჯიშების შესანარჩუნებლად. იხ. ექსტრაკორპორული განაყოფიერება.
ხელფრთიანები (Chiroptera) - ძუძუმწოვრების ერთ-ერთი რიგია. ისინი პატარა ზომის მფრინავი ცხოველები არიან. მათი წინა კიდურები ფრთებად არიან გარდაქმნილნი. დიდი რაოდენობით სპობენ ხოჭოებს, კოღოებს, პეპლებს და სხვ. გამოსცემენ ულტრაბგერებს, რომელთა საშუალებითაც შესანიშნავად ერკვევიან სივრცეში. წარმომადგენლებია: ღამურა, ვამპირი და სხვ.
ხერხემალი (columna vertebralis) - ხერხემლიანი ცხოველების ღერძული ჩონჩხის ძირითადი ნაწილი. ასრულებს საყრდენმამოძრავებელ როლს და იცავს ზურგის ტვინს დაზიანებისაგან. შედგება ცალკეული მალებისაგან, რომელთა რაოდენობა სხვადასხვა სახეობის ცხოველებში ვარირებს. ადამიანის ხერხემალი შედგება 32-33 მალისაგან.
ხერხემლიანები ანუ თავისქალიანები (Vertebrate. Craniate) - ქორდიანების ტიპის ცხოველების ქვეტიპი. ყველაზე უფრო მაღალორგანიზებული და მრავალგვარი ჯგუფია. აღნიშნული ქვეტიპი იყოფა მრგვალპირიანებად, თევზებად, ამფიბიებად, რეპტილიებად, ფრინველებად და ძუძუმწოვრებად.
ხეშავი (Rhamnus cathartica) - ბუჩქია ან ხემცენარე. ნაყოფიდან გამოყოფილია პექტინები, შაქრები, ორგანული მჟავები, ლორწო, ფლავონის გლიკოზიდები, ფრანგულოემოდინი. ნაყოფის ნახარშს და ნაყენს გააჩნია ანტიბაქტერიული და საფაღარათო თვისებები. პრეპარატებს იყენებენ ყაბზობების, წყალმანკის, კანის დაავადებების, პოდაგრის შემთხვევებში. ითვლება კიბოს საწინააღმდეგო საშუალებად.
ხეჭრელი (Frangula alnus) - ბუჩქია, იშვიათად კი ხემცენარე. შეიცავს ანტრაგლიკოზიდებს, ფრანგულაროზიდს, გლუკოფრანგულინს, ფრანგულინს, ფისოვან, პექტინოვან ნივთიერებებს და სახამებელს. ფოთლებსა და ნაყოფში გააჩნია ალკალოიდები. ქერქი საფაღარათოა, გამოიყენება ატონიური ყაბზობებისას, კოლიტებისას, ბუასილის, სწორი ნაწლავის დაავადებებისას და სხვ. ნაყოფი ანტიჰელმინთური საშუალებაა ღვიძლის დაავადების შემთხვევაში.
ხვლიკები (Sauria) - გველების წინამორბედებია. გაჩნდნენ ტრიასულ პერიოდში. მაქსიმალური სიგრძე 3,5-4 მეტრამდეა (ვარანები). იკვებებიან მწერებით, წვრილი ხერხემლიანებით, უფრო იშვიათად მცენარეებით და სხვა. ხვლიკები ძირითადად კვერცხისმდებლებია, თუმცა მათ შორის არიან ცოცხალმშობიარენიც. ზოგიერთი მათგანისათვის დამახასიათებელია პართენოგენეზი. ზოგიერთი ხვლიკი (განსაკუთრებით ტროპიკებში) შხამიანია. ახასიათებთ თვითდასახიჩრების და შემდგომი რეგენერაციის (იხ.) უნარი.
ხორბალი (Triticum) - მარცვლოვანთა ოჯახის კულტურული, ბალახოვანი, ერთწლიანი მცენარეა. შეიცავს ცილებს, ნახშირწყლებს და ა.შ. სამკურნალოდ იყენებენ უმთავრესად მის სახამებელს, რომელიც ხშირად შედის სხვადასხვა წამლების შემადგენლობაში. უმთავრესად გამოიყენება ხველების და კუჭ-ნაწლავის დაავადებების შემთხვევებში. საქართველოში ხორბლის მარცვლები იპოვნეს სოფ. ურბნისის მახლობლად, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 5 ათასი წლის წინათ ყოფილა დასახლებული. ხორბლის მარცვლები ნახეს აგრეთვე კოლხეთის ძველ სამარხებში. საქართველოსათვის ენდემურია: მახა, დოლის პური, დიკა, ზანდური, შავფხა, თავთუხი და სხვ. ამ უნიკალურ ჯიშებს რეზისტენტობა გააჩნიათ ინფექციური დაავადებების, კერძოდ, სოკოებისადმი. საუკუნეების მანძილზე საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთი ხორბლის ბეღელს წარმოადგენდა და ჩვენს წინაპრებს ხორბალი საექსპორტოდ გაჰქონდათ. ხორბალს ძველად იფქილს უწოდებდნენ.
ხორთუმიანები (Proboscidae) - უმაღლესი ძუძუმწოვრების ერთ-ერთი რიგია, რომელსაც მიეკუთვნება სპილოების ორი სახეობა აფრიკული და ინდური. ცხოვრობენ ჯოგებად. დღეში შეუძლიათ 100კმ მანძილის დაფარვა. ხორთუმი, რომლის ბოლოზე თი- თისებრი დანამატია, წარმოქმნილია ცხვირისა და ზედა ტუჩის შეზრდისა და დაგრძელების შედეგად. იკვებება მცენარეებით. ზედა ყბაზე, თითოეულ მხარეზე მას მხოლოდ თითო, ძალზე გრძელი (1,5-2მ) მჭრელი კბილი (ეშვი) აქვს. სპილოს მაკეობა 20-21 თვეს გრძელდება. შობს 1 შვილს, რომლის წონა 90 კგ-ს აღწევს.
ხორხი (larynx) - სასუნთქი მილის ზედა ნაწილი; ამავე დროს ხმის წარმომქმნელი ორგანო.
ხორხსარქველი (epiglottis) - ხორხის შემადგენელი ერთ-ერთი ხრტილოვანი წარმონაქმნი, რომელიც ხურავს ხორხის შესავალს ყლაპვის დროს.
ხროვა - გულისხმობენ მტაცებელი ცხოველების (მაგ., მგლების) ჯგუფს, რომელიც ერთიანდება პერიოდულად და გარკვეულ სეზონში.
ხრტილი (chondros) - შემაერთებელი ქსოვილის ერთ-ერთი სახე. შეიცავს განსაკუთრებულ ორგანულ ნივთიერებას - ქონდრინს. ხრტილის შემადგენელი უჯრედებია ქონდროციტები და ქონდრობლასტები. განასხვავებენ ხრტილოვანი ქსოვილის 3 სახეს - ჰიალინურს, ბოჭკოვანსა და ელასტიკურს.
ხრწნა (putrifi catio) - იგივე ლპობა, აზოტოვანი ორგანული ნაერთების (უმთავრესად ცილების) დაშლის პროცესი, რაც განპირობებულია აერობული, ფაკულტატური ანაერობული ბაქტერიების, მიკროსკოპული სოკოების პროტეოლიზური ფერმენტების მოქმედებით. ამ პროცესს თან სდევს მყრალი სუნის ნივთიერებათა (აზოტის და გოგირდის) გამოყოფა.
ხსენი (colostrum) - სარძევე ჯირკვლის სეკრეტი, რომელიც გამოიყოფა ორსულობის პერიოდსა და მშობიარობის პირველ დღეებში.
![]() |
36 ჯ |
▲back to top |
ჯადვარი (Orchis maculata) - მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს ლორწოს, სახამებელს, დექსტრინს, შაქრებს, ცილოვან და მწარე ნივთიერებებს, ფისებს, მინერალურ მარილებს. იყენებენ ჰეპატიტების, საჭმლის მომნელებელი არხის პათოლოგიების, გასტრიტების, დიარეის, დიზენტერიის შემთხვევებში, შხამებით მოწამვლისას, ქრონიკული ბრონქიტისას და როგორც სისხლის შემადგენლობის გასაუმჯობესებელ საშუალებას
ჯალღუზისებრი ჯირკვალი - იხ. ეპიფიზი, 2.
ჯანმრთელობა (sanus) - ადამიანის ორგანიზმის ისეთი მდგომარეობა, როდესაც მისი ყველა ორგანოსა და სისტემის ფუნქციები შეწონასწორებულია გარემოსთან, რაიმე ავადმყოფური ცვლილებების გარეშე (ანუ შენარჩუნებულია ჰომეოსტაზი, იხ.).
ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალიზებული დაწესებულება (ჯანმო), რომლის ძირითადი მიზანია ყველა ქვეყანაში ჯანმრთელობის უმაღლესი დონის მიღწევა. ორგანიზაცია კონტროლს უწევს დაავადებებთან ბრძოლას, მათ ლიკვიდაციას, ეხმარება სხვადასხვა ქვეყნებს ინფექციური და სხვა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში, აწყობს სამეცნიერო კონფერენციებს, ამზადებს ეროვნულ კადრებს და სხვა.
ჯიბლიბო (ლათ. hordeum ქერი) - ქუთუთოს კიდის ცხიმოვანი ჯირკვლის მწვავე ჩირქოვანი ანთება.
ჯილეხი (anthrax)- მწვავე ინფექციური დაავადება, ანთროპოზოონოზია. გამომწვევია Bაცილლუს ანტჰრაცის, რომელიც წარმოქმნის სპორებს. ისინი წლობით ინახებიან ნიადაგში. დასენიანების წყაროა ავადმყოფი ცხოველები. განასხვავებენ კანის, ნაწლავისა და ფილტვის ფორმებს.
ჯირკვლები (glandula) - ეპითელური ქსოვილისაგან შემდგარი ორგანოები, რომლებიც გამოიმუშავებენ სხვადასხვა ფიზიოლოგიური დანიშნულების თხევად ნივთიერებებს - სეკრეტს (მაგ., ლორწოს, ნერწყვს, ოფლს, კუჭის წვენს, ნაღველს) ან ინკრეტს (ჰორმონებს), რომელიც უშუალოდ სისხლში გადადის. განასხვავებენ ეგზოკრინულ (საოფლე, სანერწყვე და სხვ.), ენდოკრინულ (თირკმელზედა, ფარისებრ და სხვ.) და შერეული ტიპის ჯირკვლებს (სასქესო, პანკრეასი), რომელთაც გააჩნიათ შინაგანი და გარეგანი სეკრეცია. სხვადასხვა ნივთიერებების შენახვისა და გამოყოფის ორგანოები მცენარეებსაც გააჩნიათ. მცენარეების „ჯირკვლები“ გამოყოფენ წყალს, ფისს, ლორწოს, ნექტარს და სხვ.
ჯიში - იგულისხმება ცხოველების (genos) ან მცენარეების (species cultivar) ჯგუფი, რომლებიც გამოირჩევიან ერთგვაროვანი ნიშან-თვისებებით და გამოყვანილნი არიან ადამიანის მიზანმიმართული სელექციური მუშაობის შედეგად განსაზღვრულ გარემო პირობებში. ჯიშებს გააჩნიათ მათთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებების შთამომავლობაზე მყარად გადაცემის უნარი.
ჯოგი - ჯგუფურად მცხოვრები ცხოველების გუნდი. ძირითადად ფიტოფაგი ძუძუმწოვრებია. ცნობილია ირმების, ანტილოპების, ჟირაფების და სხვ. ჯოგები.
ჯორი (Equus mulus) - ჰიბრიდი, რომელიც მიღებულია ფაშატი ცხენისა და ულაყი სახედრის შეჯვარებით.
ჯორცხენი (Equus hinnus) - ჰიბრიდი, რომელიც მიღებულია ულაყი ცხენისა და ფაშატი სახედრის შეჯვარებით.
ჯორჯალი - იგივე მეზენტერიუმი. ამ ტერმინით აღნიშნავენ პერიტონეუმის ორ ფურცელს, რომელთა თავისუფალ წინა კიდეში მდებარეობს წვრილი ნაწლავის ორი ნაწილი - მლივი და თეძოს ნაწლავები, უფრო მოკლე უკანა კიდე, ე.წ. ჯორჯლის ფესვი კი მიმაგრებულია ხერხემალთან. ჯორჯლის ფურცლებს შორის მდებარეობს ჯორჯლის არტერიები, ვენები და მათი მრავალი ტოტი, ლიმფური კვანძები და ლიმფური სადინრები, ნერვები, ცხიმოვანი და ფაშარი შემაერთებელი ქსოვილი.
ჯუნგლები (ინგლ. jungle, გადმოღებულია ჰინდიდან და ნიშნავს უღრან, დაბურულ ტყეს) - ხეებისა და ბუჩქების, აგრეთვე ბამბუკებისა და მარცვლოვანების უღრანი, გაუვალი ტყეები ტროპიკებსა და სუბტროპიკებში (ინდოეთი, სამხრეთაღმოსავლეთი აზია). ცხოველებიდან განსაკუთრებით ბევრია ქვეწარმავლები და მწერები, აგრეთვე სპილოები, ვეფხვები, გარეული კამეჩები და ა.შ.
ჯუჯა სოლიტერი (Hymenolepis nana) - ბრტყელი ჭიების ტიპის, ცესტოდების კლასის წარმომადგენელია. პარაზიტობს ადამიანის ორგანიზმში, განსაკუთრებით ბავშვებში. მისი სტრობილის სიგრძე 14მმ-ია, სიგანე - 0,7-0,9მმ. მრგვალ ხორთუმზე აქვს ერთ რიგად განლაგებული 20-24 კაუჭი, თავზე 4 მისამაგრებელი ბორცვია. დეფინიტური მასპინძელებია ადამიანი და თაგვები. ადამიანი ამავე დროს წარმოადგენს მთავარ შუალედურ მასპინძელს. სხვა ცესტოდებისაგან განსხვავებით, ჯუჯა სოლიტერის განვითარება მიმდინარეობს მასპინძლის გამოუცვლელად. პარაზიტის კვერცხები წყალსა და გაურეცხავ მწვანილთან ერთად ხვდება ადამიანის ორგანიზმში. ადგილი აქვს აგრეთვე ავტოინვაზიასაც (იხ.). ეს ცესტოდა იწვევს ნერვული სისტემის მოშლილობას, ზოგჯერ შეკრულობას ან ფაღარათს, სიგამხდრეს და სხვ.
![]() |
37 ჰ |
▲back to top |
ჰაბიტუსი (ლათ. habitus გარეგნობა) - ადამიანის, ცხოველის ან მცენარის გარეგნული შესახედაობა. კლინიკურ მედიცინაში აღნიშნავს ადამიანის გარეგან ნიშან-თვისებათა ჯიშ ერთობლიობას.
ჰაიმორიტი (ინგლისელი anatomi ნ. ჰაიმორი (1613-1685), რომელმაც პირველმა აღწერა ზედა ყბის წიაღი, ბერძნ. itis ანთება) - ზედა ყბის წიაღის ლორწოვანი გარსის ანთება.
ჰალოფიტები (ბერძნ. hals მარილი, phyton მცენარე) - ძლიერ მარილიან, მლაშე ნიადაგებზე მზარდი მცენარეები. უმთავრესად გავრცელებულნი არიან უდაბნოების, ნახევარუდაბნოების და მშრალი სტეპების არიდულ პირობებში. ძირითადი წარმომადგენლებია: ზოგიერთი აბზინდა, ჩარანი, იალღუნი და სხვ.
ჰალოფობები (ბერძნ. hals მარილი, phobos შიში) - წყლის ორგანიზმები, რომლებიც ვერ იტანენ მარილიანობის მაღალ მაჩვენებლებს და არსებობენ მხოლოდ მტკნარ ან სუსტ მარილიან წყალსატევებში.
ჰალოქსეროფიტები (ბერძნ. hals მარილი, xeros მშრალი, phyton მცენარე) - სიმშრალისადმი რეზისტენტული, მლაშობი ნიადაგებისადმი გამძლე მცენარეები.
ჰალუცინაცია (ლათ. hallucinatio ბოდვა) - მცდარი მხედველობითი, სმენითი, ყნოსვითი ან შეხებითი აღქმა, რაც გამოწვეულია ტვინის მოქმედების დარღვევით.
ჰამადრილი (Papio hamadryas) - ნამდვილი პავიანების გვარის მაიმუნი. სიმაღლე 80 სმ-მდეა, წონა 20-30კგ. ცხოვრობენ აფრიკასა და აზიაში. საკმაოდ ავია, ძნელად თვინიერდება. გამოიყენება როგორც ექსპერიმენტული ცხოველი.
ჰამარტია (ბერძნ. hamartia შეცდომა, ნაკლი) - ემბრიონული განვითარების ანომალია.
ჰამარტომა (ბერძნ. hamartia შეცდომა, ნაკლი, oma სიმსივნე) - ემბრიონული ქსოვილის სიმსივნის მსგავსი ახალწარმონაქმნი.
ჰაპლოიდია (ბერძნ. haplos ერთეული, eoides სახეობა) - ქრომოსომების ერთმაგი კომპლექტი, წყვილიდან მხოლოდ ერთი ჰომოლოგიური ქრომოსომით. ასეთი ქრომოსომული კომპლექტი გააჩნიათ სპერმატოზოიდებს და კვერცხუჯრედებს, რომლებიც მეიოზური რედუქციის შედეგად ღებულობენ ქრომოსომების საწყისი რაოდენობის მხოლოდ ნახევარს. ჰაპლოიდია აღინიშნება სიმბოლონით.
ჰაპლონტი (ბერძნ. haplos ერთეული) - ორგანიზმი, რომლის ყველა უჯრედი შეიცავს ქრომოსომების ჰაპლოიდურ კომპლექტს. მათ დიპლოიდური მხოლოდ ზიგოტა აქვთ (კოქციდიები, მრავალი მწვანე წყალმცენარე და სხვ.).
ჰაპლოტიპი (ბერძნ. haplos ერთეული, typos ანაბეჭდი, ნიმუში) - 1.მცენარეთა და ცხოველთა სისტემატიკაში: ერთადერთი სახეობა გვარში. 2.გენეტიკაში: ერთ ქრომოსომაში ლოკალიზებული გენები.
ჰაპტენები (ბერძნ. hapto ვამაგრებ) - არასრული ანტიგენები. უმთავრესად დაბალმოლეკულური ნივთიერებებია, რომელთაც არ გააჩნიათ იმუნოგენური თვისებები, სამაგიეროდ შესწევთ ანტისხეულებთან და იმუნოკომპეტენტურ უჯრედებთან სპეციფიკური ურთიერთმოქმედების უნარი.
ჰარდი-ვაინბერგის ფორმულა - ჯ. ჰარდი, ინგლისელი მათემატიკოსი, ვ. ვაინბერგი - გერმანელი ექიმი) - მათემატიკური გამოსახულება, რო მელიც ასახავს გენოტიპებისა და ფე ნოტიპების გავრცელებას პანმიქსიურ (იხ. პანმიქსია) პოპულაციაში. აღნიშნული ფორმულის მიხედვით, ნებისმიერი ჰომოზიგოტის წილი უდრის შესაბამისი ალელის წილის კვადრატს, ხოლო ჰეტეროზიგოტის წილი - შესაბამისი ალელების წილის გაორმაგებულ მაჩვენებელს. ფორმულა სამართლიანია ალელების ნებისმიერი რაოდენობის შემთხვევაში.
ჰაუსტორიები (ლათ. haustor მსმელი, მომპოვებელი) - 1. მისაწოვრები, რომელთა მეშვეობით მცენარეპარაზიტები ამოსწოვენ საკვებ ნივთიერებას მასპინძელი მცენარეებიდან. 2. პარაზიტული სოკოების გამონაზარდები, რომელთა საშუალებით იგი იჭრება მცენარის უჯრედებში. 3. სპოროფიტის (იხ.) მისაწოვრები, რომელთა საშუალებით იგი იღებს საკვებ ნივთიერებებს გამეტოფიტისაგან (იხ.).
ჰებეფრენია (ბერძნ. hebesi ჭაბუკე, phren ჭკუა) - სქესობრივი მომწიფების პერიოდში ფსიქიკის დარღვევა, სულელური მხიარულება, ქარაფშუტობა. შიზოფრენიის ერთერთი ფორმაა.
ჰეიდელბერგელი ადამიანი - 1907 წელს გერმანიაში, ქ. ჰეიდელბერგის ახლოს აღმოჩენილ იქნა ადამიანის ყბა, რომელიც აღწერა გერმანელმა ანთროპოლოგმა ო.შეტენზაკმა. სავარაუდოა, რომ ჰეიდელბერგელი ადამიანი ცხოვრობდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 400000 წლით ადრე.
ჰეიფლიკის ზღვარი - ძუძუმწოვრების სომატური უჯრედების პროლიფერაციის მაქსიმალური რაოდენობა in vitro. აღნიშნული ზღვრის მიღწევისას უჯრედებში ხდება ბიოქიმიური და მორფოლოგიური ცვლილებები, რაც მათი სიკვდილით მთავრდება. სხვადასხვა სახეობის ცხოველებს ჰეიფლიკის სხვადასხვა ზღვარი ახასიათებთ: რაც უფრო დიდია ამა თუ იმ ცხოველის სიცოცხლის ხანგრძლივობა, მით მეტია მისი სომატური უჯრედების პროლიფერაციის რაოდენობა in vitro. აღნიშნულ ზღვარს სახელი ეწოდა პირველაღმომჩენის, ამერიკელი ლ.ჰეიფლიკის საპატივცემულოდ.
ჰეკისტოთერმიზმი (ბერძნ. hekistos სიცივე, therme სითბო) - სიცივისადმი გამძლეობა, ენერგიის მინიმალური მიწოდების პირობებში ცხოვრების უნარი. უფრო ხშირად აღნიშნულ ტერმინს იყენებენ მცენარეების (მაგ., ალპური მცენარეების) შემთხვევაში.
ჰეკტოკოტილი (ბერძნ. hekatos ასი, kotile საცეცის მისაწოვარი) - თავფეხიანი მოლუსკების თავისებური საცეცი, რომლის საშუალებითაც მამრს სპერმატოფორები (იხ.) გადააქვს თავისი მანტიის ღრუდან მდედრის მანტიის ღრუში. ზოგიერთ რვაფეხაში ჰეკტოკოტილი წყდება მამრის სხეულს, ცურავს დამოუკიდებლად, რის შემდეგაც იჭრება მდედრის მანტიის ღრუში. ერთ დროს, ასეთი დამოუკიდებელი ჰეკტოკოტილი მიღებულ იქნა როგორც პარაზიტი ჭია და აღწერილ იქნა როგორც ცალკე სახეობა.
ჰელიობიოლოგია (ბერძნ. helios მზე, bios სიცოცხლე, logos მოძღვრება) - ბიოლოგიის დარგი, რომლის შესწავლის საგანია დედამიწაზე არსებულ ორგანიზმებზე მზის აქტივობის ცვლი ლებების გავლენა.
ჰელიობიონტები (ბერძნ. helios მზე, bios სიცოცხლე) - ორგანიზმები, რომლებიც მზის მკვეთრად განათებულ ადგილებში ბინადრობენ.
ჰელიოთერაპია (ბერძნ. helios მზე, therapeia მკურნალობა) - მკურნალობა მზის სხივებით. მზის აბაზანები
ჰელიოფიტები (ბერძნ. helios მზე, phyton მცენარე) - მცენარეები, რომლებიც მზით მკვეთრად განათებულ ადგილებში ბინადრობენ.
ჰელიოქსანთოზი (ბერძნ. helios მზე, xantos მოწითალო, osis მდგომარეობა) - კანის ყავისფერი პიგმენტაცია, რაც მზის ულტრაიისფერი გამოსხივების შედეგია.
ჰელიოცენტრიზმი (ბერძნ. helios მზე, ლათ. centrum ცენტრი) - მზეს განიხილავს როგორც ცენტრს, რომლის გარშემოც მოძრაობენ პლანეტები. სამყაროს ჰელიოცენტრული სისტემა ჩამოაყალიბა პოლონელმა ნ. კოპერნიკმა (1473-1543). ამ სისტემამ შეცვალა პტოლომეუსის ადრინდელი გეოცენტრული სისტემა. ჰელიოცენტრიზმის იდეა კოპერნიკზე ბევრად ადრე წამოაყენა არაბმა მეცნიერმა ალ-ბირუნიმ (962-1048).
ჰელმინთოგეოგრაფია (ბერძნ. helmins ჭია, ge დედამიწა, grapho ვწერ) - მეცნიერების დარგი, რომელიც სწავლობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ჰელმინთების გავრცელებას. ჰელმინთების გეოგრაფიული გავრცელება მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული - ბუნებრივი პირობების ცვლილებაზე, ადამიანის მოქმედებაზე, ურბანიზაციაზე, ტურიზმზე და სხვ.
ჰელმინთოზები (ბერძნ. helmins ჭია, osis მდგომარეობა) - დაავადებები, რომლებიც ადამიანსა და ცხოველში ვითარდება ჰელმინთების პარაზიტირების შემთხვევაში. ყველაზე უფრო ხშირად ადამიანში გვხვდება შემდეგი ჰელმინთოზები: ოპისთორქოზი, ენტერობიოზი, ანკილოსტომიდოზი, ტრიქინელოზი და სხვ. სინონიმი: ჰელმინთოზური ინვაზიები.
ჰელმინთოლარვოსკოპია (ბერძნ. helmins ჭია, ლათ. larva მატლი, ბერძნ. skopeo ვუყურებ) - კვლევის მიკროსკოპული მეთოდი, რომლის მიზანია ჰელმინთების მატლების აღმოჩენა ადამიანისა და ცხოველის გამოსაკვლევ მასალაში (ფეკალიებში).
ჰელმინთოლოგია (ბერძნ. helmins ჭია, logos მოძღვრება) - მეცნიერება პარაზიტული ჭიებისა და მათ მიერ გამოწვეულ დაავადებათა შესახებ.
ჰელპერები (ინგლ. helper დამხმარე) - T-ლიმფოციტების ერთ-ერთი პოპულაცია. უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ იმუნურ რეაქციებში. მათ მიერ გამოყოფილი მედიატორები (ლიმფოკინები) გავლენას ახდენენ სხვა ტიპის იმუნოკომპეტენტურ უჯრედებზე (მაკროფაგებზე, B-ლიმფოციტებზე და სხვ.), ააქტიურებენ რა მათ ფუნქციურ მდგომარეობას.
ჰემაგლუტინაცია (ბერძნ. haima სისხლი, ლათ. agglutino მივაწებებ, მივაკრავ) - ანტისხეულების (ჰემაგლუტინინების) მიერ სითხეში შეწონილი ერითროციტების შეწებება და დალექვა.
ჰემანგიომა (ბერძნ. haima სისხლი, angeion სისხლძარღვი, oma სიმსივნე) - სისხლძარღვოვანი კეთილთვისებიანი სიმსივნე.
ჰემატემეზისი (ბერძნ. haima სისხლი, emesis პირღებინება) - სისხლიანი პირღებინება.
ჰემატიდროზი (ბერძნ. haima სისხლი, hidros ოფლი) - იგივე „ბიბლიური ოფლი“. იშვიათი კლინიკური მოვლენა, როდესაც კანი იფარება მოწითალო ფერის სითხის დიდი რაოდენობით.
ჰემატოგენი (ბერძნ. haima სისხლი, gennao წარმოვშობ) - რკინის შემცველი სამკურნალო პრეპარატი, რომელსაც იყენებენ სისხლნაკლებო ბის დროს.
ჰემატოენცეფალური ბარიერი (ბერძნ. haima სისხლი, enkephalon თავის ტვინი) - ფიზიოლოგიური მექანიზმი, რომელიც არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას სისხლსა, ზურგის ტვინის არხის სითხესა და თავის ტვინს შორის, აგრეთვე ახორციელებს დამცველობით ფუნქციებს, აბრკოლებს რა ცენტრალურ ნერვულ სისტემაში სისხლში შეყვანილი სხვადასხვა უცხო ნივთიერებების, აგრეთვე თვით ორგანიზმში წარმოქმნილ ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შედეგად სინთეზირებული პროდუქტების შეჭრას (იხ. ნეიროგლია). ტერმინი შემოღებულია შვედი რ. გოტიეს მიერ 1921 წელს.
ჰემატოკრიტი (ბერძნ. haima სისხლი, kriterion საზომი) - სისხლის პლაზმისა და სისხლის უჯრედების მოცულობითი შეფარდება; ამ რეაქციის განმსაზღვრელი ხელსაწყო.
ჰემატოლოგია (ბერძნ. haima სისხლი, logos მოძღვრება) - მეცნიერება, რომელიც სწავლობს სისხლის შედგენილობას, თვისებებს, სისხლმბად ორგანოთა აგებულებასა და ფუნქციებს ნორმასა და პათოლოგიაში, აგრეთვე სისხლის სისტემის დაავადებათა ეტიოლოგიას, პათოგენეზს, კლინიკასა და მკურნალობას.
ჰემატომა (ბერძნ. haima სისხლი, oma სიმსივნე) - სისხლძარღვებიდან გამოდენილი სისხლის დაგროვება ქსოვილებში, რაც სისხლის ჩაქცევის შედეგად ხდება.
ჰემატოფობია (ბერძნ. haima სისხლი, phobos შიში) - ძლიერი შიში საკუთარი და სხვისი სისხლის დანახვისას.
ჰემატოცელია (ბერძნ. haima სისხლი, koilia ღრუ) - მუცლის ღრუში სისხლის დაგროვება (სისხლჩაქცევა).
ჰემატოცისტა (ბერძნ. haima სისხლი, ლათ. cystis ბუშტი) - 1. სისხლიანი კისტა. 2. სისხლჩაქცევა შარდის ბუშტში.
ჰემატურია (ბერძნ. haima სისხლი, uron შარდი) - სისხლის არსებობა შარდში.
ჰემერალოპია (hemeralopia) - ქათმის სიბრმავე. მხედველობის დეფექტი, როდესაც მხედველობა დაქვეითებულია ღამით.
ჰემეროფილი (ბერძნ. hemeros მოშინაურებული, philia სიყვარული) - 1. მცენარე ან ცხოველი, რომელიც არსებობს მხოლოდ კულტურული მცენარეების თანასაზოგადოებაში (მაგ., ღიღილო). 2. სახეობა ან თანასაზოგადოება, რომელიც აფართოებს თავის არეალს ბუნებაზე ადამიანის ზემოქმედების გამო.
ჰემეროფობი (ბერძნ. hemeros მოშინაურებული, phobos შიში) - 1. სახეობა, რომელიც თავს არიდებს კულტურული მცენარეების თანასაზოგადოებას. 2. სახეობა, რომელიც იღუპება ბუნებაში ადამიანის ჩარევის შედეგად.
ჰემიზიგოტურობა (ბერძნ. hemi ნახევარი, zygotos შერწყმული) - მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმს ერთი ან რამდენიმე გენი არაწყვილი აქვს, ანუ მათ არ გააჩნიათ ალელური პარტნიორები (მაგ., ჰეტეროზიგოტური სქესის ინდივიდებში სასქესო ქრომოსომების გენები). ჰემიზიგოტურობის შედეგად ადამიანებსა და ცხოველებში ვლინდება მთელი რიგი სქესთან შეჭიდული მემკვიდრული დაავადებები (ჰემოფილია, დალტონიზმი და სხვ.).
ჰემიკარიონი (ბერძნ. hemi ნახევარი, karyon ბირთვი) - უჯრედის ბირთვი ქრომოსომების ჰაპლოიდური ნაკრებით.
ჰემიკრანია (ბერძნ. hemi ნახევარი, kranion ქალა) - იგივე შაკიკი. თავის ძლიერი ტკივილის შეტევა, მეტწილად თავის ერთ-ერთ ნახევარში. ასეთ შეტევას იწვევს სხვადასხვა სახის გაღიზიანება და ემოციური ფაქტორი. დაავადებას უკავშირებენ თავის სისხლძარღვთა ინერვაციის მოშლას.
ჰემიმეტაბოლური მწერები (ბერძნ. hemi ნახევარი, metabole შეცვლა, გარდაქმნა) - მწერები, რომელთაც ახასიათებთ არასრული გარდაქმნა.
ჰემიმეტამორფოზი (ბერძნ. hemi ნახევარი, metamorphe გარდავაქცევ, osis მდგომარეობა) - განვითარებისას არასრული გარდაქმნა (მაგ., ტარაკნებში).
ჰემიპლეგია (ბერძნ. hemi ნახევარი, plege დარტყმა) - დამბლა სხეულის ერთ ნახევარში. უმეტესად ვითარდება ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის შედეგად.
ჰემობლასტოზები (ბერძნ. haima სისხლი, blastos ყლორტი, ღივი, osis მდგომარეობა) - სისხლმბადი ორგანოების შემადგენელი უჯრედების სიმსივნური პროლიფერაცია. იყოფა 2 ჯგუფად - ლეიკემიებად და სიმსივნეებად. ეს უკანასკნელნი კლინიკურ ჰემატოლოგიაში ცნობილნი არიან როგორც ლიმფომები, ლიმფოსარკომები და ა.შ. საერთოდ, ჰემობლასტოზები და ავთვისებიანი სიმსივნეები - ერთი, საერთო ონკოლოგიური პრობლემაა.
ჰემოგლობინი (ბერძნ. haima სისხლი, ლათ. globus ბურთულა) - ერითროციტების შემადგენელი ნაწილი, რომელიც შედგება ცილა გლობინისა და ჰემის 4 მოლეკულისაგან. ჰემის მოლეკულას, რომელიც რკინის ატომს შეიცავს, ახასიათებს უნარი შეიერთოს და გასცეს ჟანგბადის მოლეკულა. ჰემოგლობინი ჟანგბადის გადამტანია და მონაწილეობს ნახშირორჟანგის ტრანსპორტში.
ჰემოგლობინოპათია (ბერძნ. haima სისხლი, globus ბურთულა, pathos ავადმყოფობა) - ამ სახელწოდებით აერთიანებენ დაავადებათა ჯგუფს, რომლისთვისაც დამახასიათებელია მოზრდილთა ფიზიოლოგიური ჰემოგლობინის სტრუქტურის ან პოლიპეპტიდური ჯაჭვების სინთეზის დარღვევა. აღნიშნული ცვლილებები ორგანიზმში იწვევს პათოლოგიურ ძვრებს, რაც კლინიკურად გამოიხატება ძვალ-სახსრის სისტემის ტკივილებით, ჰეპატოსპლენომეგალიით და ა.შ. სინონიმი: ჰემოგლობინოზი.
ჰემოგლობინოფილური ბაქტერიები (ბერძნ. haima სისხლი, globus ბურთულა, philia სიყვარული, მიდრეკილება, bakterion ჩხირი) - ბაქტერიები, რომელთა სიცოცხლისათვის აუცილებელია გარემოში ჰემოგლობინის მგავსი ნივთიერების არსებობა. ამ ტიპის ბაქტერიებს მიეკუთვნება Haemophilus-ის გვარის ბაქტერიები.
ჰემოგრამა (ბერძნ. haima სისხლი, gramma ჩანაწერი) - სისხლის გამოკვლევის შედეგად მიღებული მონაცემების ჩანაწერი, სისხლის ფორმიანი ელემენტების რაოდენობისა და შემადგენლობის, აგრეთვე ჰემოგლობინის განსაზღვრის შესახებ.
ჰემოდიალიზი (ბერძნ. haima სისხლი, ლათ. dialysis დაშლა, გამოყოფა) - თირკმლის უკმარისობის მკურნალობის მეთოდი „ხელოვნური თირკმლის“ აპარატის გამოყენებით, რომლის დროსაც ადგილი აქვს სისხლიდან წიდების გამოყოფას. იხ. დიალიზი.
ჰემოდინამიკა (ბერძნ. haima სისხლი, dynamis ძალა) - ფიზიოლოგიის ნაწილი, რომელიც შეისწავლის სისხლძარღვებში სისხლის მოძრაობის კანონზომიერებებს.
ჰემოთერაპია (ბერძნ. haima სისხლი, therapeia მკურნალობა) - იგივე სისხლით მკურნალობა. სისხლის, მისი კომპონენტების, სისხლისაგან დამზადებული პრეპარატების გამოყენება სამკურნალო მიზნით. სადღეისოდ მიღებულია სისხლის კომპონენტების (პლაზმის, ერითროციტური, თრომბოციტური და ლეიკოციტური მასის) გადასხმა, რასაც ჰემოკომპონენტოთერაპია ეწოდება. ამჟამად მთლიანი სისხლის გადასხმა რეკომენდებული არ არის.
ჰემოთორაქსი (ბერძნ. haima სისხლი, thorax გულმკერდი) - სისხლის დაგროვება პლევრალურ სიღრუეში.
ჰემოკონიები (ბერძნ. haima სისხლი, konis მტვერი) - სისხლის პლაზმაში შეწონილი უჯრედული დეტრიტები და ცხიმის წვეთები.
ჰემოკულტურა (ბერძნ. haima სისხლი, ლათ. cultura დამუშავება) - სისხლისაგან მიღებული მიკრობთა კულტურა.
ჰემოლიზი (ბერძნ. haima სისხლი, lysis დაშლა, გახსნა) - ერითროციტების დაშლის პროცესი, რის შედეგადაც გამოიყოფა ჰემოგლობინი. ფიზიოლოგიური ჰემოლიზი ადამიანსა და ცხოველებში განუწყვეტლივ მიმდინარეობს. ერითროციტების საბოლოო დაშლას ადგილი აქვს ელენთაში. გამოთავისუფლებული ჰემოგლობინისაგან სინთეზდება ნაღვლის ერთ-ერთი პიგმენტი - ბილირუბინი. პათოლოგიური ჰემოლიზი გვხვდება ჰემოლიზური ანემიების, ჰემოგლობინოპათიების შემთხვევაში. ეს პროცესი შეიძლება განვითარდეს ჰემოლიზური შხამების ზემოქმედების შედეგადაც.
ჰემოლიზინები (ბერძნ. haima სისხლი, lysis დაშლა, გახსნა) - ნივთიერებები, რომლებიც იწვევენ ჰემოლიზს. განასხვავებენ არასპეციფიკურ (ზოგიერთი გველის, მორიელის, ბაქტერიის შხამები, საპონინები და სხვ.) და სპეციფიკურ ჰემოლიზინებს (იმუნოჰემოლიზინებს - ანტისხეულებს).
ჰემოლიზური ანემიები (ბერძნ. haima სისხლი, lysis დაშლა, გახსნა, an უარყ. თავსართი) - 1. ახალშობილთა ჰემოლიზური ანემია, რომელიც დაკავშირებულია რეზუს-ფაქტორის მიხედვით დედისა და ნაყოფის სისხლის შეუთავსებლობასთან. 2. ავტოიმუნური ჰემოლიზური ანემია, რომლის დროსაც ანტისხეულები გამომუშავდება თავისი ორგანიზმის ანტიგენების მიმართ. აღნიშნული ანემიები იყოფა იმისდა მიხედვით, თუ რა წარმოადგენს ანტისხეულების შეტევის ობიექტს პერიფერიული სისხლის ერითროციტები თუ ძვლის ტვინის ერითროკარიოციტები. 3. ეგზოგენური ფაქტორებით განპირობებული ჰემოლიზური ანემია. ჰემოლიზურ პროცესებს ადგილი აქვს ორგანული და არაორგანული წარმოშობის ჰემოლიზური შხამების (ზოგიერთი ბაქტერიის ტოქსინი, ზოგიერთი გველის შხამი, ფენილჰიდრაზინი და სხვ.), მძიმე დამწვრობების ანდა სეპტიკური, სტრეპტოკოკური ანაერობული ინფექციების, მალარიის შემთხვევებში.
ჰემოლიმფა (ბერძნ. haima სისხლი, lympha ანკარა წყალი) - სითხე, რომელიც ცირკულირებს ფეხსახსრიანების, მოლუსკების ღია სისხლძარღვოვან სისტემაში. ფუნქციურად ჰემოლიმფა შეესაბამება დახშული სისხლძარღვოვანი სისტემის მქონე ცხოველების სისხლსა და ლიმფას.
ჰემომეტრი (ბერძნ. haima სისხლი, metreo ვზომავ) - ზოგჯერ ჰემოგლობინომეტრს უწოდებენ. ჰემოგლობინის რაოდენობის გამოსაკვლევი ხელსაწყო, რომელიც აგებულია კალორიმეტრის პრინციპის მიხედვით.
ჰემოპოეზი (ბერძნ. haima სისხლი, poieo წარმოვქმნი) - სისხლის უჯრედოვანი ელემენტების წარმოქმნის, განვითარებისა და მომწიფების პროცესი. მიჩნეულია, რომ სისხლწარმოქმნის საწყისი, მორფოლოგიურად ლიმფოციტების მსგავსი პოლიპოტენტური ღეროვანი უჯრედია, რომელიც წარმოადგენს სისხლის ყველა უჯრედის წინამორბედს. იხ. სისხლწარმოქმნა.
ჰემორაგია (ბერძნ. haima სისხლი, ლათ. rrhagia ძლიერი გამოყოფა) - სისხლძარღვის მთლიანობის დარღვევის შედეგად სისხლის დენა ან სისხლის ჩაქცევა სხეულის რომელიმე სიღრუესა და ორგანოში.
ჰემორაგიული ცხელება (ბერძნ. haima სისხლი, ლათ. rrhagia ძლიერი გამოყოფა) - ვირუსული ეტიოლოგიის ტრანსმისიული, ბუნებრივ-კეროვანი დაავადებაა. მიმდინარეობს ჰემორაგიული სინდრომით. მძიმე კლინიკურ ფორმებს თან ახლავს ფართო სისხლჩაქცევები სხვადასხვა ორგანოებში, არტერიული ჰიპოტენზია და შოკური მდგომარეობა. ჰემორაგიებით მიმდინარე დაავადებებია: ყვითელი ცხელება, დენგეს ცხელება, ლასას, ებოლას, მარბურგის ცხელებები და სხვ.
ჰემოსპერმია (ბერძ. haima სისხლი, sperma თესლი) - სათესლე სითხეში სისხლის შერევა.
ჰემოსტაზი (ბერძნ. haima სისხლი, stasis დგომა) - სისხლის დინების შეჩერება. სხეულის ზოგიერთი ნაწილის სისხლძარღვებში სისხლის მოძრაობის შენელება, შეწყვეტა.
ჰემოტოქსინები (ბერძნ. haima სისხლი, toxikon შხამი) - მიკრობული, მცენარეული და ცხოველური წარმოშობის ნივთიერებები, რომლებიც სისხლში ცირკულირებადი ნორმალური ერითროციტების და სხვა უჯრედების დაზიანებასა და ჰემოლიზს იწვევენ.
ჰემოტრანსფუზია (ბერძნ. haima სისხლი, ლათ. transfusio გადასხმა) - სისხლის გადასხმა ერთი ადამიანის ვენიდან მეორე ადამიანის ვენაში. განასხვავებენ სისხლის პირდაპირ და არაპირდაპირ გადასხმას.
ჰემოფთალმია (ბერძნ. haima სისხლი, ophthalmos თვალი) - სისხლჩაქცევა თვალის კაკალში (მინისებრ სხეულში, წინა საკანში და ა.შ.).
ჰემოფილია (ბერძნ. haima სისხლი, philia სიყვარული, მიდრეკილება) - მემკვიდრული მიდრეკილება სისხლდენისადმი, რომლის დროსაც სისხლის შედედების უნარი დაქვეითებულია თრომბოპლასტინის წარმოქმნაში მონაწილე ანტიჰემოფილური გლობულინის (VIII ფაქტორის) სისხლში არარსებობის გამო. ჰემოფილიით ავადდებიან მამაკაცები, ამ დაავადების გენის მტარებლები (კონდუქტორები) კი ქალებია.
ჰემულა (ლათ. hemmula პატარა კვირტი) - 1. მტკნარი წყლის და ზღვის ზოგიერთი ღრუბელის დასვენების ფაზაში მყოფი შინაგანი კვირტი. 2. ჩ. დარვინის პანგენეზის მემკვიდრული თეორიის ჰიპოთეზური ერთეული.
ჰეპატიტი (ბერძნ. hepar ღვიძლი, itis ანთება) - ღვიძლის ანთებითი ხასიათის დაავადებათა საერთო სახელწოდება. პირველადი ჰეპატიტის განვითარება დამოკიდებულია ჰეპატოტროპული ფაქტორების, მაგ., ვირუსების, ალკოჰოლის, მედიკამენტების, ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედებაზე. იხ. ვირუსული ჰეპატიტები.
ჰეპატომა (ბერძნ. hepar ღვიძლი, oma სიმსივნე) - ღვიძლის უჯრედებისაგან (ჰეპატოციტებისაგან) განვითარებული პირველადი კიბო.
ჰეპატომეგალია (ბერძნ. hepar ღვიძლი, megas დიდი) - ღვიძლის გადიდება.
ჰეპატოსპლენომეგალია (ბერძნ. hepar ღვიძლი, splen ელენთა, megas დიდი) - ღვიძლისა და ელენთის ერთდროული გადიდება.
ჰეპატოტროპიზმი (ბერძნ. hepar ღვიძლი, tropos მობრუნება, მიმართულება) - სხვადასხვა ბუნების აგენტების და ზემოქმედებების უნარი გამოიწვიონ პათოლოგიური ცვლილებები ღვიძლში. მაგ., ინფექციური ჰეპატიტის გამომწვევ ვირუსებს გააჩნიათ უნარი დააზიანონ ღვიძლის ქსოვილი, კერძოდ, ჰეპატოციტები.
ჰეპატოციტები (ბერძნ. hepar ღვიძლი, kytos უჯრედი) - ღვიძლის ეპითელური უჯრედები, რომლებიც ამ ორგანოს ყველა უჯრედის 60%-ს შეადგენენ. ბევრ მათგანს (ადამიანის ღვიძლში 20%-მდე) 2 და მეტი ბირთვი გააჩნიათ. გარდა ამისა, ჰეპატოციტებში კარიოგამიის გამო, ადგილი აქვს პოლიპლოიდიზაციას. პოლიპლოიდური უჯრედების რაოდენობა ასაკთან ერთად მატულობს და მოხუცებულებში 80%-ს აღწევს.
ჰერბარიუმი (ლათ. herbarius რაც მცენარეებს მიეკუთვნება) - 1. გამომშრალი მცენარეების კოლექცია. 2. დაწესებულება, რომელიც ინახავს გამომშრალი მცენარეების კოლექციას და აწარმოებს მის შესწავლას.
ჰერბიციდები (ლათ. herba ბალახი, caedo ვკლავ) - ნივთიერებები, რომლებიც გამოიყენებიან არასასურველი მცენარეების (სარეველების) მოსასპობად. ჰერბიციდებს იყენებენ მცენარეულობის დეფოლაციისა (იხ. დეფოლიანტი) და მისი მთლიანი მო სპობისათვის. ყველა ჰერბიციდი ადამიანისა და ცხოველების სიცოცხლისათვის საშიშია.
ჰერედიტარული (ლათ. hereditarius მემკვიდრეობითი) - მემკვიდრეობითი, მემკვიდრეობით მიღებული.
ჰერმაფროდიტიზმი (ბერძნ. მითოლოგიური არსების, ღმერთების ჰერმესისა და აფროდიტეს შვილის, ჰერმაფროდიტეს სახელის მიხედვით, რომელიც ნიმფა სალმაკიდასთან შეერთებული იყო იმგვარად, რომ მათი სხეულები ერთ ორსქესიან არსებას წარმოადგენდა) - მოვლენა, როდესაც ერთსა და იმავე ორგანიზმს აქვს როგორც მამრობითი, ასევე მდედრობითი სქესის ნიშნები.
ჰეროინი (heroinum) - C21H23O5N. ერთ-ერთი უძლიერესი ნარკოტიკი.
ჰერპესი (ბერძნ. herpo ვხოხავ) - იგივე ბუშტუკოვანი ლიქენი. მწვავე, ციკლური მიმდინარეობის ვირუსული დერმატოზი ბუშტუკოვანი გამონაყარით უმეტესად ტუჩებზე, სასქესო ორგანოებზე და სხვ.
ჰერპესის ვირუსი (ბერძნ. herpo ვხოხავ, ლათ. virus შხამი) - დნმ-ს შემცველი ვირუსია, მის ვირიონებს გააჩნიათ გარეთა მემბრანა და კაფსიდის (იხ.) იკოსაედრული ანუ ოცწახნაგოვანი ფორმა.
ჰერპეტოლოგია (ბერძნ. herpeton ქვეწარმავალი, logos მოძღვრება) - ზოოლოგიის დარგი, რომელიც სწავლობს ქვეწარმავლებს, მათ მორფოლოგიურთავისებურებებს, ცხოვრების ნირს, გავრცელების ზონებს და მნიშვნელობას მედიცინისა და ბიოლოგიისათვის.
ჰეტეროგამეტურობა (ბერძნ. heteros სხვა, gametes გამეტები) - ჰეტეროგამეტურ სქესს გააჩნია გამეტების ორი სხვადასხვა ტიპი, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან სასქესო ქრომოსომებით. ადამიანში ჰეტეროგამეტურია მამაკაცი (მას ორი სხვადასხვა ტიპის გამეტა გააჩნია, X - და Y - ქრომოსომიანი), ფრინველებში კი - დედალი.
ჰეტეროგამია (ბერძნ. heteros სხვა, gamos ქორწინება) - სქესობრივი პროცესის ტიპი, რომლის დროსაც განაყოფიერებისას შერწყმული ორი გამეტა ერთმანეთისაგან განსხვავდება გარეგნულად.
ჰეტეროგენეზი (ბერძნ. heteros სხვა, genesis წარმოშობა) - 1. ორგანიზმების ორ ან მეტ თაობაში გამრავლების ფორმის მონაცვლეობა. 2. მშობლიური ფორმებიდან სხვადასხვა ნიშანთვისებებით მკვეთრად განსხვავებული ინდივიდების უეცარი წარმოშობა. ჰეტეროგენეზის აღმოჩენა წინ უსწრებდა მუტაციურ თეორიას.
ჰეტეროგენური (ბერძნ. heteros სხვა, genao წარმოვშობ) - შემადგენლობით, წარმოშობით, თვისებებით სხვადასხვაგვარი (მაგ., სხვადასხვა ცხოველების ცილები). ამ ტერმინის საპირისპიროა „ჰომოგენური“.
ჰეტეროგონია (ბერძნ. heteros სხვა, gone შთამომავლობა, თაობა) - თაობათა მორიგეობის ერთ-ერთი ფორმა ზოგიერთ უხერხემლო ცხოველში, როდესაც ერთმანეთს ენაცვლება სხვადასხვა სქესიანი თაობები. მაგ., განაყოფიერებული კვერცხიდან განვითარებულ თაობას ცვლის გაუნაყოფიერებული კვერცხიდან განვითარებული (პართენოგენეზური) თაობა; ანდა განსხვავებულსქესიანი თაობა იცვლება ჰერმაფროდიტებით.
ჰეტეროდონტურობა (ბერძნ. heteros სხვა, dentis კბილები) - სხვადასხვა ფორმის და ზომის კბილები. ადამიანში - მჭრელები, ეშვები, მცირე და დიდი ძირითადი კბილები.
ჰეტეროზიგოტა (ბერძნ. heteros სხვა, zygotos შერწყმული, შეერთებული) - სხვადასხვა მემკვიდრული ნიშან-თვისების მქონე ორი გამეტის შერწყმის შედეგი. ახასიათებს და- თიშვა 3 : 1-ზე.
ჰეტეროზისი (ბერძნ. heteroiosis ცვლილება, გარდაქმნა) - ე.წ. „ჰიბრიდული ძალის“ მოვლენა, რაც უზრუნველყოფს ჰიბრიდული ორგანიზმის ცხოველქმედების, პროდუქტიულობის და მასის გაზრდას. ჰეტეროზისის ეფექტი ყველაზე უფრო მკვეთრად ვლინდება პირველი თაობის ჰიბრიდებში, შემდეგ კი თანდათანობით ქრება.
ჰეტეროთალიზმი (ბერძნ. heteros სხვა, thallos მწვანე ტოტი) - უმდაბლესი მცენარეების გარეგნულად მსგავსი ეგზემპლარების განსხვავებულსქესიანობა.
ჰეტეროთერმული ცხოველები (ბერძნ. heteros სხვა, therme სითბო, სიცხე) - ცხოველები, რომელთაც მუდმივი ტემპერატურა აქვთ მხოლოდ აქტიური ცხოველქმედების პერიოდში, ხოლო ღრმა ძილის, გაშეშებისა და ზამთრის ძილის დროს მათი სხეულის ტემპერატურა ძლიერ ქვეითდება. ას ე თებია: დათვი, ღამურა, ზღარბი და სხვ.
ჰეტეროკარიოზი (ბერძნ. heteros სხვა, karyon ბირთვი, osis მდგომარეობა) - სხვადასხვა გენოტიპის ბირთვებიანი უჯრედების (ჰეტეროკარიონების) არსებობა ქსოვილში.
ჰეტეროკარიონი (ბერძნ. heteros სხვა, karyon ბირთვი) - უჯრედი, რომელიც შეიცავს განსხვავებული გენოტიპის ორ ან მეტ ბირთვს; ორი სხვადასხვა გენოტიპის სომატური უჯრედის შერწყმის შედეგად წარმოქმნილი ორ-, სამ- ან მრავალბირთვიანი უჯრედული წარმონაქმნი (მაგ., სხვადასხვა სახეობის ორგანიზმის ან ერთი და იმავე ორგანიზმის სხვადასხვა ტიპის უჯრედები, მაგ., ლიმფოციტი და ფიბრობლასტი).
ჰეტეროკარპია (ბერძნ. heteros სხვა, karpos ნაყოფი) - ყვავილოვანი მცენარეების ერთი და იგივე სახეობაში ისეთი ნაყოფების წარმოქმნა, რომლებიც ვრცელდება სხვადასხვა ხერხებით (მაგ., ცხოველებისა და ქარის საშუალებით).
ჰეტერომორფოზი (ბერძნ. heteros სხვა, morphe ფორმა) - რეგენერაციის ერთ-ერთი ფორმა, რომლის დროსაც დაკარგული ორგანოს ნაცვლად წარმოიქმნება განსხვავებული ფორმისა და ფუნქციის ორგანო (არაჰომოლოგიური). მაგ., ჭიაყელას ამპუტირებული თავის ნაწილის ნაცვლად, იმავე ადგილას კუდის ნაწილის განვითარება. ჰეტერომორფოზი ახასიათებს მრავალ ცხოველს - უმარტივესებიდან ქორდიანებამდე, განსაკუთრებით კი უმდაბლეს ორგანიზმებს.
ჰეტეროპლოიდია (ბერძნ. heteros სხვა, ploos ჯერადი) - მოვლენა, რომელიც განაპირობებს გენური ბალანსის დარღვევას, კომპლექტში ცალკეული ქრომოსომების არაჯერადი მომატებით ან შემცირებით.
ჰეტეროსექსუალი (ბერძნ. heteros სხვა, ლათ. sexus სქესი) - პიროვნება, რომელსაც ნორმალური სქესობრივი ლტოლვა გააჩნია საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლისადმი - მამაკაცს ქალისადმი და პირიქით.
ჰეტეროსტაზი (ბერძნ. heteros სხვა, stasis მდგომარეობა) - ჰომეოსტაზისაგან (იხ.) განსხვავებით, როდესაც მდგრადი მდგომარეობა შენარჩუნებულია ფიზიოლოგიური საშუალებების მეშვეობით, ჰეტეროსტაზისას იგივე მდგომარეობა მიიღწევა სამედიცინო ჩარევის საშუალებით.
ჰეტეროსტილია (ბერძნ. heteros სხვა, stilos სვეტი) - ერთი სახეობის მცენარის სხვადასხვა ეგზემპლარების ყვავილებში ბუტკოების სვეტებისა და მტვრიანების ძაფების სხვადასხვა სიგრძე, რაც აბრკოლებს თვითდამტვერვას.
ჰეტეროტოპია (ბერძნ. heteros სხვა, topos ადგილი) - ქსოვილთა ან ორგანოთა ლოკალიზაცია მათთვის უჩვეულო ადგილზე.
ჰეტეროტროფები (ბერძნ. heteros სხვა, trophe საკვები) - ორგანიზმები, რომლებიც თავისი კვებისათვის იყენებენ სხვა ორგანიზმების მიერ დამზადებულ ორგანულ ნივთიერებებს.
ჰეტეროტროფული ბაქტერიები (ბერძნ. heteros სხვა, trophe საკვები) - ბაქტერიები, რომლებიც ენერგიის წყაროდ იყენებენ ორგანულ ნივთიერებებს.
ჰეტეროფაზური პოლიკარიოციტი (ბერძნ. heteros სხვა, phasis გამომჟღავნება, გამოვლინება, poly ბევრი, karyon ბირთვი, kytos უჯრედი) - უჯრედული ციკლის სხვადასხვა ფაზაში მყოფი ბირთვების შერწყმის შედეგად წარმოქმნილი მრავალბირთვიანი უჯრედი.
ჰეტეროქრომატინი (ბერძნ. heteros სხვა, chromatos ფერი, საღებავი) - ქრომატინის მონაკვეთი, რომელიც მთელი უჯრედული ციკლის განმავლობაში იმყოფება კონდენსირებულ მდგომარეობაში. ინტენსიურად იღებება ბირთვის საღებავებით და კარგად ჩანს სინათლის მიკროსკოპში. აღნიშნული მონაკვეთი გენეტიკურად საკმაოდ ინერტულია. მიკროსკოპულად გააჩნია მაღალი ელექტრონული სიმკვრივე.
ჰიალინი (ბერძნ. hyalos მინა) - ცილოვანი უსტრუქტურო, მკვრივი კონსისტენციის, გამჭვირვალე, ჰომოგენური ნივთიერება.
ჰიალინოზი (ბერძნ. hyalos მინა, osis მდგომარეობა) - ცილოვანი ცვლის მოშლის მორფოლოგიური გამოვლენა, როდესაც ქსოვილში გროვდება ჰიალინი.
ჰიალოპლაზმა (ბერძნ. hyalos მინა, plasma გამოძერწილი, წარმონაქმნი) - ორგანოიდებიდან ციტოპლაზმის თავისუფალი უბანი. ციტოპლაზმის ჰომოგენური, უსტრუქტურო მასა.
ჰიატუსი (ლათ. hiatus ხვრელი) - ნებისმიერი ნახვრეტი, ინტერვალი ორგანოებს შორის. ლაკუნა, ღრმული.
ჰიბერნაცია (ლათ. hibernatio გამოზამთრება) - იგივე ზამთრის ძილი. ცხოველების სასიცოცხლო პროცესების დროებითი ღრმა დათრგუნვა, რითაც ისინი თავს აღწევენ სეზონურ არახელსაყრელ პირობებს. უფრო ხშირად ახასიათებთ მღრღნელებსა და ფეხსახსრიანებს.
ჰიბრიდი (ლათ. hibrida ორმაგი წარმოშობისა) - ჰეტეროზიგოტური ორგანიზმი, რომელიც წარმოიქმნება სხვადასხვა გენოტიპის მქონე მშობლიური ფორმების შეჯვარების გზით; ჰიბრიდს უწოდებენ აგრეთვე ორი სხვადასხვა გენოტიპის ან ფენოტიპის უჯრედის შერწყმის შედეგად წარმოქმნილ სინკარიონს (იხ.).
ჰიბრიდიზაცია (ლათ. hibrida ორმაგი წარმოშობისა) - გენეტიკურად განსხვავებული მშობლიური ფორმების (სახეობების, გვარების, ხაზების და სხვ.) შეჯვარების შედეგად წარმოქმნილი ორგანიზმის (ან უჯრედის) მიღების პროცესი. ერთი სახეობის ინდივიდების შეჯვარებას შიდასახეობრივი ჰიბრიდიზაცია ეწოდება, სხვადასხვა სახეობების ან გვარების ინდივიდების შეჯვარებას კი შორეული. განასხვავებენ ბუნებრივ და ხელოვნურ ჰიბრიდიზაციებს.
ჰიბრიდომა (ლათ. hibrida ორმაგი წარმოშობისა, ბერძნ. oma სიმსივნე) - რომელიმე ცხოველის სპლენოციტის (ელენთის B-ლიმფოციტის) და ამავე ცხოველის მიელომური უჯრედის შერწყმის შედეგად წარმოქმნილი ერთუჯრედიანი ჰიბრიდული უჯრედი - სინკარიონი, რომელიც ასინთეზებს და გამოყოფს ე.წ. მონოკლონურ ანტისხეულებს (იხ.).
ჰიგიენა (ბერძნ. hygieinos ჯანსაღი, ჯანმრთელი. ცნობილი ბერძენი ექიმის ასკლეპიოსის ერთ-ერთი ქალიშვილის, ჰიგიას სახელის მიხედვით) - მედიცინის ერთ-ერთი დარგია, რომელიც სწავლობს გარემოს ზემოქმედებას ადამიანის ორგანიზმზე, მის შრომისუნარიანობაზე და სხვა. მჭიდროდაა დაკავშირებული ბიოლოგიასთან, ფიზიკასთან, ქიმიასთან და სხვა მეცნიერებებთან. ჰიგიენის განსაკუთრებული დარგია სანიტარია.
ჰიგრომორფიზმი (ბერძნ. hygros ტენიანი, morphe ფორმა) - ჰაერის მაღალი ტენიანობის პირობებში ბინადარი მცენარეების აგებულების თავისებურებანი. ასეთ მცენარეებს ტრანსპირაციის გაძლიერებისათვის ახასიათებთ სპეციალური შეგუებითი სამარჯვები.
ჰიგროფილები (ბერძნ. hygros ტენიანი, phileo სიყვარული) - ხმელეთის ორგანიზმები, რომლებიც შეგუებულნი არიან ცხოვრებას მაღალი ტენიანობის პირობებში (მაგ., ჭიაყელა).
ჰიგროფიტები (ბერძნ. hygros ტენიანი, phyton მცენარე) - მცენარეები, რომლებიც ცხოვრობენ მაღალი ტენიანობის პირობებში.
ჰიდატოფიტები (ბერძნ. hydor წყალი, phyton მცენარე) - მცენარეები, რომლებიც მთლიანად ან თავისი უდიდესი ნაწილით ჩაძირულნი არიან წყალში (ელოდეა, დუმფარა და სხვ.).
ჰიდრა (Hydra vulgaris) - მტკნარ წყალში მცხოვრები ნაწლავღრუიანთა ტიპის მცირე ზომის წარმომადგენელი. სახელწოდება მიიღო რეგენერაციის საოცარი უნარისათვის (ჰიდრა ეწოდებოდა იმ ურჩხულს ძველბერძნული მითოლოგიიდან, რომელსაც ჰერკულესი შეებრძოლა. ჰიდრას მოკვეთილის ნაცვლად ახალი თავი და საცეცები ეზრდებოდა).
ჰიდრართროზი (ბერძნ. hydor წყალი, arthron სახსარი, osis მდგომარეობა) - სახსრის წყალმანკი.
ჰიდრემია (ბერძნ. hydor წყალი, haima სისხლი) - წყლის გადაჭარბებული შემცველობა სისხლში.
ჰიდრობიოლოგია (ბერძნ. hydor წყალი, bios სიცოცხლე, logos მოძღვრება) - უმთავრესად ეკოლოგიური მეცნიერებაა, რომელიც სწავლობს წყლის ორგანიზმებს, მათ ურთიერთქმედებას წყლის გარემო პირობებთან, მათი არსებობის კანონზომიერებებს და სხვ.
ჰიდრობიონტები (ბერძნ. hydor წყალი, biont მცხოვრებნი) - წყლის გარემოში მუდმივად მცხოვრები ორგანიზმები. ჰიდრობიონტებს ზოგჯერ ყოფენ მარინობიონტებად (ოკეანეებში მობინადრეებად) და აკვაბიონტებად (მტკნარ წყლებში მობინადრეებად).
ჰიდრობიოსი (ბერძნ. hydor წყალი, bios სიცოცხლე) - ჰიდრობიოლოგიის შესწავლის საგანი. მთელი დედამიწის წყალსატევებში მცხოვრები ორგანიზმების ერთობლიობა.
ჰიდრობიოსფერო (ბერძნ. hydor წყალი, bios სიცოცხლე, sphaire სფერო) - ბიოსფეროს ნაწილი. დედამიწის ზედაპირულ წყლებში მცხოვრები ყველა ცოცხალი არსების ერთობლიობა.
ჰიდროთერაპია (ბერძნ. hydor წყალი, therapeia მკურნალობა) - სხვადასხვა ტემპერატურის წყლის გამოყენება სამკურნალო და პროფილაქტიკური მიზნით (აბაზანა, შხაპი, ბანაობა და სხვ.).
ჰიდროლაზები (ბერძნ. hydor წყალი) - ფერმენტების კლასი, რომელიც აკატალიზებს ჰიდროლიზის (იხ.) რეაქციებს. ჰიდროლაზებს მიეკუთვნება საჭმლის მომნელებელი მრავალი ფერმენტი: ამილაზა, ცელულაზა, პროტეაზა და ა.შ.
ჰიდროლიზი (ბერძნ. hydor წყალი, lysis დაშლა) - რთულ ნივთიერებათა დაშლა წყლის და ფერმენტების (ჰიდროლაზების) ზემოქმედების შედეგად.
ჰიდროლოგია (ბერძნ. hydor წყალი, logos მოძღვრება) - მეცნიერება, რომელიც სწავლობს დედამიწაზე არსებულ წყლებს. განასხვავებენ ხმელეთის (მდინარეების, ტბების, მიწისქვეშა წყლების) და ოკეანეებისა და ზღვების ჰიდროლოგიებს.
ჰიდროლოკაცია (ბერძნ. hydor წყალი, ლათ. locus ადგილი) - ამა თუ იმ ცხოველის ადგილსამყოფელის (მიმართულების, მანძილის) განსაზღვრა წყალში მის მიერვე არეკლილი ბგერების მეშვეობით.
ჰიდრომანია (ბერძნ. hydor წყალი, mania სიგიჟე) - წყალში თავის დახრჩობის აკვიატებული სურვილი.
ჰიდრონავტი (ბერძნ. hydor წყალი, nautes მეზღვაური) - ადამიანი, რომელიც სპეციალურ აპარატში (ბატისკაფი ან ბატისფერა) დიდი ხნის მანძილზე ასრულებს სამუშაოს და კვლევა-ძიებას, გავლილი აქვს სპეციალური მომზადება წყლის პირობებში სამუშაოდ. სინონიმი: აკვანავტი.
ჰიდროსფერო (ბერძნ. hydor წყალი, sphaire სფერო) - დედამიწის წყლის გარსი, სადაც ბინადრობენ ჰიდრობიონტები (იხ.).
ჰიდროტაქსისი (ბერძნ. hydor წყალი, taxis განლაგება რიგში) - უმდაბლესი ორგანიზმების მოძრაობა მეტი ან ნაკლები სინესტის მიმართულებით (დადებითი და უარყოფითი ჰიდროტაქსისი).
ჰიდროფილია (ბერძნ. hydor წყალი, philia სიყვარული) - 1.მცენარეების დამტვერვა წყლის მეშვეობით. 2.ორგანიზმის ქსოვილების წყლის შებოჭვის უნარი, მისი გამოყოფის შეფერხება.
ჰიდროფიტები (ბერძნ. hydor წყალი, phyton მცენარე) - წყლის მცენარეები, რომლებიც სხეულის მხოლოდ მცირე, ქვედა ნაწილით არიან წყალში ჩამალულნი. ჰიდატოფიტებისაგან (იხ.) განსხვავებით, მათი ფესვები, მექანიკური ქსოვილები და წყალგამტარი ჭურჭლები კარგად არიან განვითარებული.
ჰიდროქორია (ბერძნ. hydor წყალი, choreo ვვრცელდები) - მცენარეთა თესლების და ნაყოფების გავრცელება წყლის საშუალებით.
ჰიდროცეფალია (ბერძნ. hydor წყალი, kephale თავი) - თავის ტვინის წყალმანკი. თავისა და ზურგის ტვინის სითხის (ე.წ. ლიკვორის) რაოდენობის მომატება თავის ქალას ღრუში.
ჰიმენი (ბერძნ. hymen თხელი კანი. Hymen - ბერძნულ მითოლოგიაში ქორწინების ღმერთია) - იგივე საქალწულე აპკი. ლორწოვანი გარსის ნაოჭი, რომელიც ხურავს საშოში შესასვლელ ხვრელს. ამ აპკს სხვადასხვა ფორმა გააჩნია - რგოლისებრი, ნახევარმთვარისებრი, დაკბილული, უხვრელო და სხვ.
ჰიმენომიცეტები (ბერძნ. hymen თხელი კანი, mykes სოკო) - სოკოების ფართო ჯგუფი, რომელთა სპორისწარმომქმნელი ფენა განლაგებულია სანაყოფე სხეულის ზედაპირზე. ამ ჯგუფის სოკოებს მიეკუთვნება თითქმის ყველა ქუდიანი სოკო.
ჰიმენოპტერები (ბერძნ. hymen თხელი კანი, pteron ფრთა) - სიფრიფანაფრთიანი მწერების (ფუტკრების, კრაზანების, ჭიანჭველების და სხვ.) საერთო სახელწოდება.
ჰიპერბარიული ოქსიგენაცია (ბერძნ. hyperbaros დიდი სიმძიმე, oxygenium ჟანგბადი) - ტარდება ბაროკამერაში ჟანგბადის მაღალი შემცველობის ჰაერის დაჭირხვნით. აღნიშნული მეთოდი გამოიყენება მედიცინის სხვადასხვა სფეროებში (მაგ., სიმსივნეების სხივური თერაპია სუფთა ჟანგბადის სუნთქვის პირობებში. სიმსივნური უჯრედები კარგავენ რეზისტენტობას გამოსხივების მიმართ ჟანგბადის კონცენტრაციის მომატებისას). იგივე ოქსიბაროთერაპია.
ჰიპერგენიტალიზმი (ბერძნ. hyper ზედმეტი, ჭარბი, ლათ. genitalia სასქესო ორგანოები) - ასაკთან შეუფერებელი, ჭარბი სქესობრივი განვითარება. პირველადი ან მეორადი სასქესო ნიშნების ჭარბი ან ნაადრევი განვითარება.
ჰიპერგლიკემია (ბერძნ. hyper ზედმეტი, ჭარბი, glykys ტკბილი, haima სისხლი) - სისხლში შაქრის ჭარბი რაოდენობა. სისხლში შაქრის დონის 9,44 - 9,99 მმოლ/ლ-ზე მეტად გაზრდის შემთხვევაში შაქარი გამოიყოფა შარდთან ერთად.
ჰიპერდიაგნოსტიკა (ბერძნ. hyper ზედმეტი, ჭარბი, დიაგნოსის ამოცნობა, განსაზღვრა) - ექიმის მიერ ავადმყოფის მდგომარეობის გაზვიადება. არარსებული დაავადების დაფიქსირება.
ჰიპერემია (ბერძნ. hyper ზედმეტი, ჭარბი, haima სისხლი) - სისხლის დიდი რაოდენობის დაგროვება ამა თუ იმ ორგანოში (მაგ., სახის ჰიპერემია). განასხვავებენ არტერიულ (აქტიურ) და ვენურ (პასიურ) ჰიპერემიას.
ჰიპერერგია (ბერძნ. hyper ზედმეტი, ჭარბი, ergon მუშაობა) - ორგანიზმის მომატებული რეაქტიულობა.
ჰიპერესთეზია (ბერძნ. hyper ზედმეტი, ჭარბი, aisthesis გრძნობა) - მომატებული მგრძნობელობა.
ჰიპერვენტილაცია (ბერძნ. hyper ზედმეტი, ჭარბი, ლათ. ventilo ვანიავებ) - სუნთქვის გახშირებასთან დაკავშირებული ფილტვის გაძლიერებული აერაცია.
ჰიპერვიტამინოზი (ბერძნ. hyper ზედმეტი, ჭარბი, ლათ. vita სიცოცხლე, aminum ამინი, ბერძნ. ოსის მდგომარეობა) - ვიტამინების დიდი დოზებით გამოწვეული ინტოქსიკაცია.
ჰიპერთერმია (ბერძნ. hyper ზე დმეტი, ჭარბი, therme სითბო) - 1.სხეულის ტემპერატურის მომატება სითბოს წარმოქმნის გაძლიერებისა და ერთდროულად სითბოს გაცემის გაძნელების შედეგად. 2.სამკურნალო მიზნით სხეულის ტემპერატურის ხელოვნური მომატება.
ჰიპერთირეოზი (ბერძნ. hyper ზედმეტი, ჭარბი, thyreoidea ფარისებრი ჯირკვალი, osis მდგომარეობა) - ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გაძლიერება.
ჰიპერკინეზია (ბერძნ. hyper ზედმეტი, ჭარბი, kinesis მოძრაობა) - პათოლოგია, რაც გამოიხატება უმიზნო, უნებლიე მოძრაობებში.
ჰიპერმეტამორფოზი (ბერძნ. hyper ზედმეტი, ჭარბი metamorphe გარდავაქცევ, osis მდგომარეობა) ზოგიერთი პარაზიტული მწერის გარ- თულებული მეტამორფოზი: მასში მატლი გადის განვითარების ექვსამდე ფაზას (ასაკს), რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდება მორფოლოგიურად და ბიოლოგიურად.
ჰიპერმეტროპია (ბერძნ. hyper ზედმეტი, ჭარბი, metr ზომა, opia მხედველობა) - შორსმხედველობა.
ჰიპერპლაზია (ბერძნ. hyper ზედმეტი, ჭარბი, plasis წარმოქმნა) - უჯრედთა რაოდენობის მომატება მათი ინტენსიური გამრავლების შედეგად.
ჰიპერტენზია (ბერძნ. hyper ზედმეტი, ჭარბი, ლათ. tensio დაძაბვა) - სისხლძარღვებში, ღრუ ორგანოებსა ან ორგანიზმის სიღრუეებში ჰიდროსტატიკური წნევის მომატება (მაგ., პორტალური ჰიპერტენზია, არტერიული ჰიპერტენზია).
ჰიპერტონია (ბერძნ. hyper ზედმეტი, ჭარბი, tonos დაძაბვა) - არტერიული წნევის მეტნაკლებად ხანგრძლივი მომატება და არტერიათა კედლის ტონუსის გაძლიერება.
ჰიპერტონიული ხსნარი (ბერძნ. hyper ზედმეტი, ჭარბი, tonos დაძაბვა) - ხსნარი, რომლის ოსმოსური წნევა უფრო მაღალია სისხლის ოსმოსურ წნევაზე.
ჰიპერტრიქოზი (ბერძნ. hyper ზედმეტი, ჭარბი, trichos თმა) - იგივე ჭარბთმიანობა. სხეულის ამა თუ იმ ადგილის თმიანი საფარველის ჭარბი განვითარება.
ჰიპერტროფია (ბერძნ. hyper ზედმეტი, ჭარბი, trophe კვება) - ორგანოს ან ქსოვილის მოცულობის გადიდება დიდი ფიზიკური დატვირთვის, ავადმყოფობის ან სხვა რაიმე მიზეზის გამო.
ჰიპერფუნქცია (ბერძნ. hyper ზედმეტი, ჭარბი, ლათ. functio შესრულება, მუშაობა) - გაძლიერებული ფუნქციონირება, გაძლიერებული მოქმედება (მაგ., რომელიმე ჯირკვლის, კუნთის და ა.შ.).
ჰიპერქრომაზია (ბერძნ. hyper ზედმეტი, ჭარბი, chroma ფერი) - ჰისტოლოგიური საღებავებით უჯრედის ზოგიერთი სტრუქტურული კომპონენტის ინტენსიური შეღებვა.
ჰიპესთეზია (ბერძნ. hypo ქვევით, დაბლა, aisthesis გრძნობა) - დაქვეითებული მგრძნობელობა.
ჰიპნაგოგიური მდგომარეობა (ბერძნ. hypnos ძილი, agoge წაყვანა, ტარება) - სიფხიზლიდან ძილის მდგომარეობაში გადასვლის მომენტი.
ჰიპნოზი (ბერძნ. hypnos ძილი) - შთაგონებით ან სუბიექტის ყურადღების რაიმეზე ძლიერი კონცენტრაციით გამოწვეული ძილისმაგვარი მდგომარეობა, რის დროსაც შეკავებულია თავის ტვინის ქერქის ცალკეული უბნები. ამ ფაზაში ექიმმა პაციენტზე შეიძლება მოახდინოს ძლიერი ზეშთაგონება, რასაც იყენებენ სამკურნალო მიზნებისათვის.
ჰიპნოპედია (ბერძნ. hypnos ძილი, pedia შესწავლა) - უცხო სიტყვების, მათემატიკური და ქიმიური ფორმულების და ა.შ. შესწავლა ბუნებრივი ძილის პროცესში. ჰიპნოპედია სასარგებლოა ინფორმაციის მხოლოდ ზოგიერთი სახის დაფიქსირებისათვის.
ჰიპობიოზი (ბერძნ. hypo ქვევით, დაბლა, bios სიცოცხლე) - ორგანიზმის დაბალი ცხოველქმედების გამოვლინება, რაც ხასიათდება ნივთიერებათა ცვლისა და საერთო აქტივობის დონის მნიშვნელოვანი დაქვეითებით. ასეთი მდგომარეობა (ჰიპოთერმია, ძილი) შეიძლება გადავიდეს ანაბიოზში.
ჰიპოგლიკემია (ბერძნ. hypo ქვევით, დაბლა, glykys ტკბილი, haima სისხლი) - სისხლში შაქრის შემცველობის შემცირება ნორმასთან შედარებით.
ჰიპოგონადიზმი (ბერძნ. hypo ქვევით, დაბლა, gone ჩასახვა) - სასქესო აპარატის ფუნქციის დაქვეითება, მისი განუვითარებლობა ან ინვოლუცია.
ჰიპოდინამია (ბერძნ. hypo ქვევით, დაბლა, dynamis ძალა) - ორგანიზმის ფუნქციის დარღვევა დაქვეითებული მოძრაობითი აქტიურობის შემთხვევაში. დამახასიათებელია იმ პირებისათვის, რომლებიც ნაკლებმოძრავ ცხოვრებას ეწევიან.
ჰიპოვიტამინოზი (ბერძნ. hypo ქვევით, დაბლა, ლათ. vita სიცოცხლე, aminum ამინი, ბერძნ. osis მდგომარეობა) - ერთი ან რამდენიმე ვიტამინის ნაკლებობით გამოწვეული ორგანიზმის ავადმყოფური მდგომარეობა.
ჰიპოთალამუსი (ბერძნ. hypo ქვევით, დაბლა, thalamos ოთახი, დასასვენებელი ადგილი) - შუამდებარე ტვინის ერთ-ერთი განყოფილებაა და წარმოადგენს ორგანიზმის ვეგეტაციური ფუნქციების და გამრავლების უმაღლეს ნერვულ ცენტრს. აქ ხდება ნერვული და ენდოკრინული სისტემების ურთიერთმოქმედება. ამ ორგანოს უკანა ნაწილები მონაწილეობენ იმუნიტეტის რეგულაციაში. ჰიპოთალამუსი მჭიდროდაა დაკავშირებული ჰიპოფიზთან (იხ.).
ჰიპოთეზა (ბერძნ. hypothesis ვარაუდი) - მეცნიერულად დასაბუთებული ვარაუდი რაიმე მოვლენის თუ პროცესის ასახსნელად, რომელიც მოითხოვს შემოწმებას ცდის საშუალებით და ფაქტებით დამტკიცებას.
ჰიპოთერმია (ბერძნ. hypo ქვევით, დაბლა, therme სითბო) - სხეულის ტემპერატურის ნორმალურზე ქვევით დაწევა.
ჰიპოთირეოზი (ბერძნ. hypo ქვევით, დაბლა, thyreos ფარი, osis მდგომარეობა) - ფარისებრი ჯირკვლის უკმარისობის სინდრომი.
ჰიპოკინეზია (ბერძნ. hypo ქვევით, დაბლა, kinesis მოძრაობა) - უძრაობის შედეგად განვითარებული მოძრაობის გაძნელება და მოშლა დამბლის გარეშე.
ჰიპოკრატეს სახე (ლათ. facies Hippocratica) - აგონიის დროს სახის განსაკუთრებული გამომეტყველება. დამახასიათებელია წაწვეტებული ცხვირი და ნიკაპი, ჩავარდნილი თვალები, გაციებული ყურები, ფერმკრთალი სახე მოლურჯო ფერით, ზოგჯერ კი ცივი ოფლი.
ჰიპოკრატეს ფიცი - ძველი საბერძნეთის ექიმმა და ანტიკური მედიცინის რეფორმატორმა, „მედიცინის მამად“ წოდებულმა ჰიპოკრატემ (ძვ.წ.ა. 460-377) შემოიღო ექიმის ქცევის ნორმები, რაც ჩამოაყალიბა ფიცის სახით. მასში ხაზი აქვს გასმული ზნეობრივ ნორმებს, პროფესიულ ეთიკას, ქცევის პრინციპებს, საექიმო საიდუმლოების დაცვას და სხვ.
ჰიპოკრატეს ფრჩხილი (ლათ. unguis Hippocratica) - ფრჩხილების დაგრეხა თითის უკანასკნელი ფალანგის გასქელების შედეგად.
ჰიპოლოგია (ბერძნ. hippos ცხენი, logos მოძღვრება, სწავლება) - ზოოლოგიის დარგი, რომელიც სწავლობს ცხენებს, მათ ანატომიას, ფიზიოლოგიას, მოშენებას, მოვლას, გამოყენებას და ა.შ.
ჰიპომნეზია (ბერძნ. hypo ქვევით, დაბლა, mneme მეხსიერება) - მეხსიერების შესუსტება.
ჰიპომორფოზი (ბერძნ. hypo ქვევით, დაბლა, morphe სახე, ფორმა) - 1.ევოლუციის პროცესში ორგანიზაციის გამარტივება (სპეციალიზაციის დაკარგვა). 2.ევოლუციის პროცესში ორგანოს ან მისი ერთი ნაწილის რედუქცია, რაც იწვევს ორგანიზმის პროგრესულ ცვლილებებს (მაგ., თანამედროვე ცხენის წინაპრის მიერ მეორე და მეოთხე თითების დაკარგვა).
ჰიპოპლაზია (ბერძნ. hypo ქვევით, დაბლა, plasis შექმნა, წარმოქმნა) - ორგანოს ან ქსოვილის არასაკმარისი განვითარება (მაგ., ძვლის ტვინის ჰიპოპლაზია).
ჰიპოსტაზი (ბერძნ. hypo ქვევით, დაბლა, stasis დგომა, გაჩერება) - 1. გენების ურთიერთმოქმედების ერთერთი ტიპი, როდესაც ერთი გენის ალელების აქტიურობა დათრგუნულია სხვა გენის ალელების მოქმედებით. დათრგუნულ ალელებს ჰიპოსტაზურს უწოდებენ. 2. სისხლის შეგუბება სხეულის ან ცალკეულ ორგანოთა ქვედა ნაწილებში.
ჰიპოტენზია (ბერძნ. hypo ქვევით, დაბლა, ლათ. tensio დაძაბვა) - სისხლძარღვებში, ღრუ ორგანოებში ან ორგანიზმის სიღრუეებში ჰიდროსტატიკური წნევის დაქვეითება.
ჰიპოტონია (ბერძნ. hypo ქვევით, დაბლა, tonos დაძაბვა) - არტერიული წნევის ნორმაზე დაბლა დაქვეითება.
ჰიპოტონიური ხსნარი (ბერძნ. hypo ქვევით, დაბლა, tonos დაძაბვა) - ხსნარი, რომლის ოსმოსური წნევა უფრო დაბალია სისხლის ოსმოსურ წნევაზე.
ჰიპოტროფია (ბერძნ. hypo ქვევით, დაბლა, trophe კვება) - ორგანოს ან ქსოვილის მოცულობის შემცირება რაიმე მიზეზის გამო.
ჰიპოფიზი (ბერძნ. hypo ქვევით, დაბლა, physis წარმოქმნა) - იგივე პიტუიტარული ჯირკვალი. ტვინის დანამატი, შინაგანი სეკრეციის ჯირკვალი. გამოიმუშავებს დაახლოებით 30 ჰორმონს, რომლებიც გავლენას ახდენენ ორგანოებისა და ქსოვილების ზრდაზე, რძის გამომუშავებაზე, ნივთიერებათა ცვლაზე და შინაგანი სეკრეციის სხვა ჯირკვლების ფუნქციებზე. სქესობრივი მომწიფების პერიოდში ხდება ჰიპოფიზის გადართვა კვერცხუჯრედების მომწიფების მასტიმულირებელი ჰორმონის გამომუშავებაზე.
ჰიპოფუნქცია (ბერძნ. hypo ქვევით, დაბლა, ლათ. functio შესრულება, მუშაობა) - ორგანოს, კუნთის, ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება.
ჰიპოქონდრია (ბერძნ. hypochondrion სხეულის ნაწილი ნეკნების ხრტილოვანი რკალების ქვეშ. კ.გალენი ამ დაავადებას უკავშირებდა რკალქვეშა მიდამოს ტკივილს) - ხანგრძლივი ინტრაფსიქიკური კონფლიქტის შედეგად ჩამოყალიბებული ღრმა დეპრესიის სიმპტომოკომპლექსი. პაციენტი ავადმყოფურადაა კონცენტრირებული საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. დათრგუნული მდგომარეობა.
ჰიპოქსია (ბერძნ. hypo ქვევით, დაბლა, oxygenium ჟანგბადი) - ქსოვილებში ჟანგბადის რაოდენობის შემცირება.
ჰირსუტიზმი (ლათ. hirsutus თმი ani) - ქალში მამაკაცის ტიპის თმი ანობა, რაც განპირობებულია თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ჰიპერფუნქციით.
ჰირუდინი (ლათ. hyrudo წურბელა) - იგივე ჰემოფილინი. სამედიცინო წურბელის სანერწყვე ჯირკვლების სეკრეტი, რომელიც აბრკოლებს სისხლის შედედებას.
ჰისტეროსკოპია (ბერძნ. hystera საშვილოსნო, skopeo ვუყურებ) - საშვილოსნოს შიგნითა ზედაპირის დათვალიერება სპეციალური ხელსაწყოს (ჰისტეროსკოპის) საშუალებით.
ჰისტეროტომია (ბერძნ. hystera საშვილოსნო, tomeo ვჭრი, ვკვეთავ) - იგივე საკეისრო გაკვეთა.
ჰისტიოციტი (ბერძნ. histos ქსოვილი, kytos უჯრედი) - ფაშარი შემაერთებელი ქსოვილის მაკროფაგი.
ჰისტოგენეზი (ბერძნ. histos ქსოვილი, genesis წარმოშობა) - ორგანიზმის ქსოვილების (როგორც ნორმალურის, ასევე პათოლოგიურის) წარმოქმნა და განვითარება.
ჰისტოგრამა - 1. (ბერძნ. historia ისტორია, კვლევა, gramma ჩანაწერი) - სამეცნიერო კვლევის შედეგების გრაფიკული გამოსახვა. 2. (ბერძნ. histos ქსოვილი, gramma ჩანაწერი) ჰისტოლოგიური პრეპარატის ნეგატივი ან პოზიტივი.
ჰისტოლიზი (ბერძნ. histos ქსოვილი, lysis დაშლა) - ორგანიზმის ქსოვილების თვითდაშლის პროცესი ფერმენტების და ფაგოციტების ზემოქმედების შედეგად.
ჰისტოლოგია (ბერძნ. histos ქსოვილი, logos მოძღვრება) - მეცნიერება ადამიანისა და ცხოველების ქსოვილთა განვითარების, აგებულებისა და ცხოველქმედების შესახებ. აღნიშნული ტერმინი 1819 წელს შემოიტანა გერმანელმა მეიერმა. მცენარეთა ქსოვილებს შეისწავლის «მცენარეთა ანატომია».
ჰისტოპათოლოგია (ბერძნ. histos ქსოვილი, pathos ავადმყოფობა, logos მოძღვრება) - მეცნიერების დარგი, რომელიც შეისწავლის ქსოვილებში მიმდინარე პათოლოგიურ პროცესებს.
ჰისტოტროპიზმი (ბერძნ. histos ქსოვილი, tropos მობრუნება, მიმართულება) - სხვადასხვა ფაქტორების (ქიმიური, ფიზიკური თუ ბიოლოგიური) მოქმედება განსაზღვრულ ქსოვილებზე.
ჰისტოშეთავსების გენები (ბერძნ. histos ქსოვილი, genos დაბადება, წარმოშობა) - იგივე H-გენები. განსაზღვრავენ ტრანსპლანტატებისადმი მგრძნობელობას და რეზისტენტობას. ტრანსპლანტატის მიხორცებას ადგილი აქვს მხოლოდ მაშინ, როდესაც რეციპიენტს ანუ მასპინძელს გააჩნია ჰისტოშეთავსების ყველა ალელი.
ჰიფები (ბერძნ. hyphe ქსოვილი, ბადე) - სოკოებში ერთ ან მრავალუჯრედიანი ძაფები, რომლებიც ქმნიან სოკოს ვეგეტაციურ სხეულს (მიცელიუმს და თალომს).
ჰოლანდრული მემკვიდრეობა (ბერძნ. holos მთელი, სრული, aner, andros მამაკაცი) - Y-ქრომოსომაში ლოკალიზებული გენები, რომლებიც მამრიდან მამრს გადაეცემა.
ჰოლოკრინული სეკრეცია (ბერძნ. holos მთელი, სრული, krino გამოვყოფ, ლათ. secretio გამოყოფა) - სეკრეციის სახე, როდესაც ჯირკვლოვანი უჯრედი იშლება მისი მთელი შემადგენლობის სეკრეტად გარდაქმნის გამო. უჯრედების განახლება ხდება ქვემდებარე შრის უჯრედების გამრავლების ხარჯზე. ჰოლოკრინული სეკრეცია დამახასიათებელია ხერხემლიანების ცხიმოვანი ჯირკვლებისათვის, აგრეთვე წყალხმელეთა ცხოველების კანის შხამიანი ჯირკვლებისათვის.
ჰოლოფერმენტი (ბერძნ. holos მთელი, სრული, ლათ. fermentum საფუარი) - ფერმენტის აქტიური (სრული) ფორმა.
ჰომეოპათია (ბერძნ. homos მსგავსი, pathos ავადმყოფობა) - გერმანელი მეცნიერის ს. ჰანემანის მიერ XVIII საუკუნეში შემოღებული ფარმაკოლოგიური სისტემა, რაც მდგომარეობს ისეთი წამლების ძალზე მცირე დოზების გამოყენებაში, რომელთა დიდი დოზები ჯანმრთელ ორგანიზმში იწვევს აღნიშნული დაავადების მსგავს ნიშნებს.
ჰომეოსტაზი (ბერძნ. homos მსგავსი, stasis დგომა, გაჩერება) - ადამიანისა და ცხოველის ორგანიზმის შინაგანი გარემოსა და ზოგიერთი ფიზიოლოგიური ფუნქციის დინამიკური მუდმივობა.
ჰომერული (ჰომეროსის „ილიადა“-ში, ღმერთების სიცილის აღწერა) - შეუკავებელი (უფრო გამკილავი), მჭექარე, როხროხა ხარხარი.
ჰომინგი (ინგლ. home სახლი) - 1. მოვლენა, რაც ახასიათებს გადანერგილი ძვლის ტვინის უჯრედებს. ტრანსპლანტაციის პროცესში რეციპიენტის ორგანიზმში ძვლის ტვინის უჯრედები ლაგდებიან ამ ორგანოს შესაბამის უბნებში (მაგ. გრანულოციტები - გრანულოციტურ რიგში, ერითროციტები - ერითროციტურში და ა.შ.). 2. ინსტინქტური და პირობით-რეფლექსური რეაქციების საფუძველზე თავისი დაბადების ადგილის ცნობა, მისადმი ლტოლვა და ზოგჯერ დიდი მანძილიდან იქ დაბრუნება (ორაგულისებრნი, ზღვის კუ, მრავალი გადამფრენი ფრინველი და სხვ.). იგივე სახლის ინსტინქტი.
ჰომინიდები (Hominidae) - ადამიანისმაგვარი მაიმუნების ყველაზე უფრო მაღალგანვითარებული ოჯახი, რომელშიც შედის თანამედროვე ადამიანი, მისი წინაპრები - პალეოანთროპები და არქანთროპები, აგრეთვე მეცნიერთა უმრავლესობის აზრით, ავსტრალოპითეკისნაირები.
ჰომინიზაცია (ლათ. homo, hominis ადამიანი) - ადამიანის წინაპრის ევოლუციური გარდაქმნის პროცესი ნამარხი უმაღლესი პრიმატებიდან თანამედროვე ადამიანამდე.
ჰომოგამეტურობა (ბერძნ. homos ერთნაირი, gametes გამეტა) - სქესი, რომელიც აწარმოებს გამეტებს ქრომოსომების ერთნაირი კომპლექტით. ეს მოვლენა ახასიათებთ ძუძუმწოვრების მდედრებს და ფრინველებისა და რეპტილიების მამრებს.
ჰომოგამია (ბერძნ. homos ერთნაირი, gamos ქორწინება) - ორსქესიან ყვავილში მტვრიანებისა და ბუტკოების ერთდროული მომწიფება.
ჰომოგენატი (ბერძნ. homogenes ერთგვარი) - რომელიმე ქსოვილის, სითხის ერთგვაროვანი მასა.
ჰომოგენური (ბერძნ. homogenes ერთგვარი) - შემადგენლობით, წარმოშობით, თვისებებით ერთნაირი, ერთგვარი. აღნიშნული ტერმინის საპირისპიროა ჰეტეროგენური.
ჰომო ერექტუსი (Homo erectus) - პრეისტორიული ადამიანი, რომლის ნაშთები 16-კბილიანი ქვედა ყბის და 2 თავის ქალას სახით ნაპოვნია საქართველოში, დმანისში, ისტორიული ნაქალაქარის ტერიტორიაზე. დმანისელი ჰომინიდების ასაკია 1,7-1,8 მლნ წელი, მაშინ როდესაც უძველესი ევროპელის ასაკად 1 მლნ წელი იყო მიჩნეული. იხ. დმანისელი ადამიანი.
ჰომოზიგოტა (ბერძნ. homos ერთნაირი, zygotos შერწყმული, შეერთებული) - ერთნაირი, მსგავსი მემკვიდრული ნიშან-თვისებების მქონე ორი გამეტის შერწყმის შედეგი.
ჰომოიოთერმები (ბერძნ. homos ერთნაირი, thermos თბილი) - სხეულის მუდმივი ტემპერატურის მქონე ცხოველები. მათი ტემპერატურა პრაქტიკულად დამოუკიდებელია გარემოს ტემპერატურაზე. ჰომოიოთერმებს სხვანაირად თბილსისხლიანებსაც უწოდებენ.
ჰომოკარიონი (ბერძნ. homos ერთნაირი, karyon ბირთვი) - უჯრედი, რომელიც შეიცავს ორ, სამ ან მრავალ ერთნაირი გენოტიპის მქონე ბირთვს. მაგ., უჯრედი, რომელიც წარმოქმნილია ორი ლიმფოციტის შერწყმის შედეგად.
ჰომოლოგია (ბერძნ. homologia თანხმობა) - ერთმანეთის მსგავსი ორგანოები, რომლებსაც ერთი და იგივე ონტოგენეზური განვითარება ახასიათებთ, მაგრამ სხვადასხვა ფუნქციას ასრულებენ.
ჰომოლოგიური რიგების კანონი (ბერძნ. homos ერთნაირი) - გენეტიკურად ახლომდგომ (ე.ი. წარმოშობის ერთიანობით ურთიერთდაკავშირებულ) სახეობებსა და გვარებს მემკვიდრეობითი ცვალებადობის მსგავსი რიგები ახასიათებთ. როცა ვიცით ერთი რომელიმე სახეობის მემკვიდრეობითი ცვლილებები, შეიძლება ვიწინასწარმეტყველოთ მსგავსი ცვლილებების არსებობა მონათესავე სახეობებსა და გვარებში. აღნიშნული კანონი ჩამოაყალიბა ნ. ი. ვავილოვმა.
ჰომოლოგიური ქრომოსომები (ბერძნ. homos ერთნაირი) - ქრომოსომების წყვილი, რომლებიც იდენტურნი არიან სიდიდით, ფორმითა და სტრუქტურით და წარმოქმნილნი არიან მამრობითი და მდედრობითი სასქესო უჯრედებისაგან. კვერცხუჯრედში არსებულ ყოველ ქრომოსომას ემატება მისი მსგავსი (ჰომოლოგიური) ქრომოსომა სპერმატოზოიდისაგან. მეიოზის დროს (იხ. ქრომოსომების კონიუგაცია) ხდება ჰომოლოგიური ქრომოსომების წყვილებად დალაგება.
ჰომომეტაბოლური მწერები (ბერძნ. homos ერთნაირი, metabole შეცვლა, გარდაქმნა) - მწერები, რო მელთაც ახასიათებთ სრული მეტამორფოზი.
ჰომო საპიენსი (Homo sapiens) გონიერი ადამიანი. თანამედროვე ადამიანის ტიპი.
ჰომოსექსუალი (ბერძნ. homos ერთნაირი, ლათ. sexus სქესი) - პიროვნება, რომელსაც გააჩნია არაბუნებრივი სქესობრივი ლტოლვა თავისივე სქესის პირისადმი.
ჰომოტოქსიკოლოგია (ბერძნ. homos მსგავსი, toxikon შხამი, logos მოძღვრება) - სწავლება ჰომოტოქსინების (იხ.) შესახებ. ფუძემდებელია ჰ.ჰ.რეკევეგი.
ჰომოტოქსინები (ბერძნ. homos მსგავსი, toxikon შხამი) - ტოქსიკური ნივთიერებები, რომლებიც იწვევენ ადამიანის დამცველობითი სისტემის (იმუნიტეტის) უკმარისობას და ამა თუ იმ დაავადების სხვადასხვა ფაზების განვითარებას.
ჰომოფაზური პოლიკარიოციტი (ბერძნ. homos მსგავსი, phasis გამომჟღავნება, გამოვლინება, poly ბევრი, karyon ბირთვი, kytos უჯრედი) - უჯრედული ციკლის ერთ ფაზაში მყოფი ბირთვებიდან შემდგარი მრავალბირთვიანი უჯრედი. იხ. პოლიკარიოციტები
ჰომო ჰაბილისი (Homo habilis) - იგივე მარჯვე ადამიანი. ადამიანის ბიოლოგიური გვარის ფორმირებას უკავშირებენ ჰაბილისის სახეობას, რომლის ნაშთები აღმოჩენილია აფრიკაში და რომლის ასაკიც დათარიღებულია 2,6 მლნ წლით, ხოლო ზოგიერთი მონაცემებით 3,5 მლნ წლით. ჰაბილისისათვის დამახასიათებელი იყო თანამედროვე ტიპის ამართული სიარული, ბგერითი სიგნალიზაცია, იარაღების დამზადება და ცეცხლის გამოყენება.
ჰომუნკულუსი (ლათ. homunculus პატარა ადამიანი) - ადამიანისმაგვარი არსება, რომელიც შუასაუკუნოვანი წარმოდგენებით შესაძლებელია ხელოვნურად იქნეს მიღებული. XVII საუკუნეში თვლიდნენ, რომ უმცირესი ჰომუნკულუსი მოთავსებულია ადამიანის სპერმატოზოიდში, ხოლო ქალის ორგანიზმში მოხვედრისას იგი მხოლოდ იზრდება და გარდაიქმნება ბავშვად. იხ. პრეფორმიზმი.
ჰონორის კაუზა (ლათ. honoris causa) - დამსახურებისათვის პატივისცემის მიგება (მაგ., დისერტაციის დაუცველად სამეცნიერო ხარისხის მინიჭება მეცნიერებაში განსაკუთრებული დამსახურებისათვის).
ჰორიზონტალური ტრანსმისია (ბერძნ. horizon დედამიწის ზედაპირისადმი პარალელური, ლათ. transmissio გადაცემა) - ინფექციური ან სხვა დაავადების გადაცემა ადამიანიდან ადამიანზე (მაგ., გრიპით დაინფიცირება ავადმყოფისაგან). ჰორიზონტალური ტრანსმისიის გარდა არსებობს ვერტიკალური ტრანსმისიაც, რაც გულისხმობს ინფექციური ან სხვა რომელიმე დაავადების გადაცემას მშობლიდან შთამომავლობაზე.
ჰორმონები (ბერძნ. hormao ვამოძრავებ, ავაგზნებ) - შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ან ორგანიზმის სპეციალიზებული უჯრედების მიერ გამომუშავებული ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომლებიც მიზანმიმართულად მოქმედებენ ორგანოებსა და ქსოვილებზე და მონაწილეობას ღებულობენ მათი ცხოველქმედების რეგულაციაში. ძუძუმწოვრების ჰორმონებს, თავისი ქიმიური ბუნებიდან გამომდინარე, ყოფენ პეპტიდურად და ცილოვანად (ინსულინი, სომატოტროპინი და სხვ.), ამინომჟავებისაგან წარმოებულად (ადრენალინი, თიროქსინი და სხვ.) და სტეროიდულად (სასქესო ჰორმონები). ტერმინი ჰორმონი მოწოდებულია ე.სტარლინგის მიერ 1905 წელს.
ჰორმონოთერაპია (ბერძნ. hormao ვამოძრავებ, ავაგზნებ, therapeia მკურნალობა) - შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების პროდუქტების, ე.ი. ჰორმონების სამკურნალო მიზნით გამოყენება.
ჰორმონოპოეზი (ბერძნ. hormao ვამოძრავებ, ავაგზნებ, poieo წარმოვქმნი) - ჰორმონების წარმოქმნის პროცესი.
ჰორმონული დისბალანსი (ბერძნ. hormao ვამოძრავებ, ავაგზნებ, dys მოშლა, გადახრა, ფრანგ. balance სასწორი) - ჰორმონების სინთეზის, მათი პროპორციების დარღვევა ორგანიზმში.
ჰოროსკოპი (ბერძნ. ჰოროსკოპოს დროზე დაკვირვება) - ადამიანის დაბადებისას მნათობების განლაგების ცხრილი, რომელსაც შუა საუკუნეების ასტროლოგები ადგენდნენ მისი ბედის მისტიკური წინასწარმეტყველებისათვის.
ჰოსპისი (ლათ. hospes სტუმარი, ინგლ. peace მშვიდობა) - დაწესებულება, სადაც მდგომარეობას უმსუბუქებენ, უვლიან უიმედო მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფებს.
ჰოსპიტალი (ლათ. hospes სტუმარი) - სამკურნალო დაწესებულება, საავადმყოფო უმეტესად სამხედრო პირთათვის.
ჰუმანურობა (ლათ. humanitas) - ადამიანურობა, კაცთმოყვარეობა.
ჰუმიფიკაცია (ლათ. humus მიწა, ნიადაგი, facio ვაკეთებ) - ჰუმუსის წარმოქმნის პროცესი მიკროორგანიზმების მონაწილეობით, რომლებიც შლიან ნიადაგში არსებულ მცენარეულ და ცხოველურ ნარჩენებს.
ჰუმორული (ლათ. humor სითხე) - ის, რაც დაკავშირებულია ორგანიზმის სითხეებთან (სისხლი, ლიმფა, ქსოვილოვანი სითხე). მაგ., ჰუმორული იმუნიტეტი, ჰუმორული რეგულაცია, ჰუმორული ფაქტორები და ა.შ.
ჰუმუსი (ლათ. humus მიწა, ნიადაგი) - ნიადაგის მაღალმოლეკულური ორგანული ნივთიერება, რომელიც წარმოქმნილია მცენარეებისა და ცხოველების ნაშთებისა და მათი ცხოველქმედების პროდუქტების დაშლის შედეგად. ჰუმუსით მდიდარ ნიადაგს მაღალი მოსავლიანობა ახასიათებს