![]() |
ადამიანის უფლებათა ლექსიკონი |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: საყვარელიძე ფრიდონ |
თემატური კატალოგი ლექსიკონები |
საავტორო უფლებები: © „დასი“, თბილისი |
ლექსიკონის შექმნის თარიღი: 1999 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
ლექსიკონის აღწერა: [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] - თბ. : დასი, 1999 - 128გვ. ; 20სმ. - - ბიბლიოგრ.: გვ. 125-128. - : [5ლ.] [MFN: 10952] თბილისი 1999 Vocabulary of human rights Compiled by Fridon Sakvarelidze ადამიანის უფლებათა ლექსიკონი მოამზადა ფრიდონ საყვარელიძემ რედაქტორი ანი ჭაბაშვილი განმომცემელი საზოგადოებრივი ორგანიზავია „დასი“ (დემოკრატიული არჩევანი საქართველოსთვის) პროექტი დააფინანსა ფონდმა ღია საზოგადოება - საქართველო |
![]() |
1 წინასიტყვაობა |
▲ზევით დაბრუნება |
გარკვეულ მიზეზთა გამო დღეს საკმაოდ დაბალია მოსახლეობის სამართლებრივი განათლების დონე, ჩვენმა მოქალაქეებმა ცუდად იციან, ან საერთოდ არ იციან თავიანთი უფლებები. ამასთან ერთად საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი (მათ შორის ხელისუფლების, სამართლებრივი ორგანოების წამომადგენელნი, ჟურნალისტები) ვერ ერკვევა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ ცნებებში, ხშირია ტერმინოლოგიური დარღვევები.
ასეთ ვითარებაში მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ადამიანის უფლებათა ლექსიკონის გამოცემა ქართულ ენაზე, რომელშიც მოცემული იქნება ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ტერმინებისა და ცნებების დეფინიციები.
ლექსიკონში გამნმარტებულია როგორც ადამიანის ცალკეული უფლებები და თავისუფლებები (მაგალითად, მოქალაქეობის, შრომის, სიცოცხლის, განათლების, ჯანმრთელობის დაცვის უფლება, აზრის, სინდისის, რელიგიის თავისუფლება და ა.შ.) ისე ადამიანის უფლებებთან უშუალოდ დაკავშირებული სხვა ცნებებები და ტერმინები (მაგ. დემოკრატია, ავროტიტარიზმი, დიქტატურა, ლტოლვილი, გადაადგილებული პირი, დეპორტაცია, ემიგრაცია, ცენზურა, თვითცენზურა და ა.შ.).
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ლექსიკონში მოცემული დეფინიციები წარმოდგენილია ადამიანის უფლებების ასპექტით და არა მისი ყოვლისმომცველი შინაარსით.
ლექსიკონის შეზღუდული მოცულობის გამო ჩვენ შეგნებულად ავარიდეთ თავი ცალკეული სოციალური ფენების უფლებების განმარტებებს (მაგალითად, ლექსიკონში ცალკე არ არ არის განმარტებული ბავშვთა, ქალთა ან ინვალიდთა უფლებები, თუმცა მოცემულია ზოგადი განმარტებები ისეთ ტერმინებში, როგორიცაა: დისკრიმაცია, ბავშვთა შრომა, ბავშვთა ექსპლოატაცია და ა.შ.)
ლექსიკონში განმარტებულია სამასამდე ტერმინი. თითოეულ ქართულ ტერმინსა თუ ცნებასთან ერთად მოცემულია მისი ინგლისური შესატყვისი. ლექსიკონს თან ერთვის გამოყენებული ლიტერატურის სია.
ლექსიკონში სტატიები ანბანის რიგზეა განლაგებული; გამოყენებულია საცნობარო გამოცემისათვის ჩვეული სისტემა: ამა თუ იმ სტატიაში კურსივითაა დაბეჭდილი იქ მოხსენიებული ის ტერმინი, რომელიც ანბანის რიგზე სპეციალური სტატიითაა წარმოდგენილი. ხოლო სტატიის ბოლოს, თუ ინფომაციის სისრულისათვის ეს საჭიროდაა მიჩნეული, მითითებულია განმარტებული ცნების შინაარსთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც. თუ ტექსტში მეორდება ის სიტყვა, ან სიტყვები, რომლებიც სტატიის სათაურს (ტერმინს) შეადგენს, ისინი საწყისი ასოებითაა მოცემული (კურსივით).
ლექსიკონის შექმნაში გაწეული დახმარებისათვის გულწრფელ მადლობას ვუხდით: ბატონ მიხეილ ნანეიშვილს - კონსულტაციებისათვის;
ქართული ენციკლოპედიის მთავარ რედაქტორს ბატონ ავთანდილ საყვარელიძეს - გულისხმიერებისა და გაწეული დახმარებისათვის;
ბატონ ნოდარ ებრალიძეს - საცნობარო გამოცემებისათვის აუცილებელი კონსულტაციებისა და ტექსტის რედაქტირებაში გაწეული დახმარებისათვის;
ბატონ ოთარ ზოიძეს - იურიდიული კონსულტაციებისა და საქმიანის შენიშვნებისათვის;
ბატონებს ივლიანე ხაინდრავასა, დავით ბერძენიშვილს, ვაჟა იმნაიშვილს, თემურ ნერგაძეს - სისტემური კონსლულტაციებისათვის;
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ბატონ მიხეილ ბაჟუნაიშვილს მისი ინიციატივით ორგანიზებული ყოველკვირეული განხილვებისათვის.
დაბოლოს, გულწფელ მადლობას ვუხდით ფონდს - „ღია საზოგადოება -საქართველო“, რომელმაც დააფინანსა ლექსიკონის მომზადება და გამოცემა.
ფრიდონ საყვარელიძე
![]() |
2 ა |
▲ზევით დაბრუნება |
აგრესია - Aggression
სახელმწიფოს მიერ შეიარაღებული ძალების გამოყენება სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, ანდა ძალის გამოყენება სხვა, გაეროს წესდების საწინააღმდეგო საშუალებით.
1.ერთი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების თავდასხმა, ან შეჭრა სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ან სამხედრო ოკუპაცია, ან სხვა სახელმწიფოს ტერიტორიის, ან მისი ნაწილის ძალადობრივი ანექსია;
2. ერთი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების მიერ სხვა სახელმწიფოს ტერიტორიის დაბომბვა, ან ნებისმიერი იარაღის გამოყენება სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე;
3. ერთი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების მიერ სხვა სახელმწიფოს პორტების, ან სანაპირო ზოლის ბლოკადა;
4. ერთი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების თავდასხმა სხვა სახელმწიფოს მიწებზე, ზღვებზე, ან შეიარაღებულ ძალებზე, საზღვაო ან საჰაერო ფლოტზე;
5. სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების გამოყენება ხელშეკრულების პირობების დარღვევით, ან ამ ტერიტორიაზე შეიარაღებული ძალების ყოლა ხელშეკრულების ვადების დარღვევით;
6. სახელმწიფოს ქმედება, რომელიც უთმობს საკუთარ ტერიტორიას სხვა სახელმწიფოს, ეს უკანასკნელი კი ამ ტერიტორიას იყენებს მესამე სახელმწიფოს საწინააღმდეგო აგრესიული ქმედებისათვის;
7. სახელმწიფოს მიერ, ან მისი სახელით შეიარაღებული ბანდების, ჯგუფების, უკანონო ფორმირებების, ან დაქირავებულთა გაგზავნა სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, მის წინააღმდეგ შეიარაღებული ქმედებების ჩასატარებლად.
ადამიანის განვითარების ინდექსი (Human development index)
ინდექსი, რომელსაც გაეროს კვლევითი პროგრამა ადამიანის პროგრესის განსაზღვრისათვის იყენებს, ა.გ.ი სამ ძირითად ელემენტს ეყრდნობა: ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა, ცხოვრების ღირსეული დონის ცოვნა და სტანდარტები. ა.გ.ი. შედგება სამი მახასიათებლისაგან; ბავშვთა სიკვდილიანობა, მოზრდილი მოსახელობის განათლების დონე და ერთ სულ მოსახლეზე რეალური ერთობლივი ეროვნული პროდუქტის მსყიდველობითუნარიანობა. ინდექსის გამოსაყვანად მინიმალური ღირებულება (სიღარიბის ზღვარის მაქსიმალური მაჩვენებელი ერთის ტოლია) და სასურველი, ანუ ადეკვატური ღირებულება (სირარიბის არარსებობა ნულის ტოლია) სამივე ელემენტისათვის უნდა დავიანგაირშოთ. მინიმალური და სასურველი ღირებულებანი ათვლის წერტილებია სკალისათვის, ომლის მნიშვნელობები თითეოული მაჩვენებლისათვის ნულიდან ერთს შეადგენს. ქვეყნის მონაცემების შესაბამის სკალაზე განთავსებისას და სამი სკალის საშუალო მაჩვენებლის მიღებისას, შეიძლება გამოვიანგარიშოთ სიღარიბის საშუალო ინდექსი. შესაბამისად, ერთს გამოკლებული სიღარიბის საშუალო ინდექსი არის ა.გ.ი.
ადამიანის უფლებათა დარღვევის კლასიფიკაცია - Classification oh human rights violations
ა.უ.დ.კ-ის სხვადასხვა მეთოდი არსებობს. აქ მნიშვნელოვანია:
1. რამდენად სერიოზულია დარღვევა (რომელი უფლება დაირღვა, მაგალითად,
განათლების უფლება, თუ უფრო მნიშვნელოვანი - სიცოცხლის უფლება);
2. დარღვევათა სიხშირე;
3. დარღვევათა მასშტაბი (რამდენი ადამიანის მიმართ ირღვევა მათი უფლებები).
იხ. აგრეთვე დარღვვევა
ადამიანის უფლებათა დარღვეის მიზეზები - Root causes of human rights violations
ადამიანის უფლებათა დარღვევის ხელშემწყობი ფაქტორები ხშირადაა დაკავშირებული სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის არსებულ დაძაბულ ურთიერთობასთან. ა.უ.დ.ძ.მ-ის დისციპლინათაშორისმა კვლევითმა პროგრამამ ამ დარღვევების 80 მიზეზი განსაზღვრა.
ადამიანის უფლებათა დოკუმენტების ნუსხა - Inventory of human rights instruments
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ 1988 წელს გამოცემული ადამიანის უფლებათა დოკუმენტების კრებული კონვენციების, დეკლარაციებისა და სხვა დოკუმენტების 67 ტექსტს შეიცავს. ეს დოკუმენტები შეიძლება დავყოთ სამ კატეგორიად:
I. ზოგადი და სპეციალური დოკუმენტები;
II. გლობალური და რეგიონული დოკუმენტები;
III. დოკუმენტები, რომელთაც სავალდებულო იურიდიული ძალა აქვთ, (ხელშეკრულებები) და სხვა დოკუმენტები.
საყოველთაოდ ცნობილი გლობალური და რეგიონული დოკუმენტებია:
1.ადამინიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაცია (1948)
2. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კონვენცია (1966);
3. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენცია (1950);
4. ევროპის სოციალური ქარტია (1961);
5. ადამიანის უფლებათა და მოვალეობათა ამერიკული დეკლარაცია (1948);
6. ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენცია (1969);
7. ადამიანის და ხალხთა უფლებათა აფრიკული ქარტია (1981);
სპეციალური დოკუმენტების კლასიფიცირება შეიძლება შემდეგი კატეგორიების მიხედვით:
1. თვითგამორკვევის უფლება;
2. დისკრიმინაციის თავიდან აცილება;
3. სამხედრო დანაშაული და დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, გენოციდის ჩათვლით;
4. მონობა, დამონება, იძულებითი შრომა და სხვა ამგვარი ინსტიტუტები და მათთან ბრძოლის ტაქტიკა;
5. ადამიანის უფლებანი მართლმსაჯულების აღსრულებისას: დაკავებულ და დაპატიმრებულ პირთა დაცვა;
6. მოქალაქეობა, მოქალაქეობის არმქონე პირის მდგომარეობა, თავშესაფრის უფლება და ლტოლვილები;
7. ინფორმაციის თავისუფლება;
8. შეკრებების თავისუფლება;
9. დასაქმების პოლიტიკა;
10. ქალთა პოლიტიკური უფლებანი;
11. ქორწინება და ოჯახი, ბავშვობა და ყრმობა;
12. სოციალური დაცვა, პროგრესი და განვითარება;
13. კულტურით სარგებლობის უფლება; საერთაშორისო კულტურული განვითარება და თანამშრომლობა.
სპეციალური დოკუმენტების მოცულობის და შინაარსის მიხედვით განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სამ მიზანს. ეს მიზნებია:
1. დისკრიმინაციის ლიკვიდირება;
2. მოწყვლადი პირებისა და ჯგუფების დაცვა;
3. ძალადობის ფართომასშტაბიანი პრაქტიკის წინააღმდეგ ბრძოლა.
იხ. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ბილი
ადამიანის უფლებათა ვერტიკალური ამოქმედება - Vertical effect of human rights
ადამიანის უფლებანი და თავისუფლებანი მხოლოდ და მხოლოდ ადამიანისა და სახელმწიფოს ურთიერთობის სფეროს მიეკუთვნება. ეს ამ ნორმათა ე.წ. ვერტიკალური მოქმედებაა.
ზოგადი ტერმინია, რომელსაც გაეროს ეგიდით მიღებული ადამიანის უფლებებისადმი მიძღვნილი ოთხი ძირითადი საერთაშორისო დოკუმენტის მიმართ იყენებენ:
ადამიანის უფლებათა ყველაზე სერიოზული დარღვევები თითოეული ადამიანის ფიზიკურ ხელშეუხებლობასთან, კერძოდ კი, სიცოცხლის უფლებასთან არის დაკავშირებული. მათ განეკუთვნება: პოლიტიკური მკვლელობა (სიკვდილით დასჯა სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გარეშე), გაუჩინარება და წამება (ე.წ. „საბედისწერო სამკუთხედი”). ეს ცნება ასევე მოიცავს არამართლზომიერ დაკავებას, რომელსაც თან მოსდევს ხანგრძლივი პატიმრობა სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გარეშე.
იხ. აგრეთვე, არამართლზომიერი დაპატიმრება
ა.უ.ხ.დ. მოიცავს იძულებით ზომებს, რომლებსაც უმრავლეს შემთხვევაში გადაუდებელი ხასიათი აქვს. ისინი მიმართულია ადამიანის უფლებათა დარღვევის თავიდან ასაცილებლად, შესაწყვეტად, ან შესარბილებლად, რისთვისაც შეიძლება გამოყენებულ იქნეს პირდაპირი დიპლომატიური, სამართლებრივი, სამხედრო, ანდა საზოგადოებრივი ზეწოლა, ან სხვა მეთოდები.
ადამიანის უფლებათა ხელშეწყობა ნებაყოფლობით დიპლომატიურ ზომებს გულისხმობს იმ ქვეყნების დასახმარებლად და პირობების გასაუმჯობესებლად, სადაც ადამიანის უფლებათა დარღვევის საფრთხე არსებობს.
ადამიანის უფლებათა ჰორიზონტალური მოქმედება (Horizontal effects of Human Rights) ა.უ.ჰ.მ. ნიშნავს ადამიანის უფლებათა მეთოდოლოგიისა და ტერმინოლოგიის ადამიანთაშორის ურთიერთობებში გამოყენებას, თუმცა ამგვარმა მცდელობებმა არ გაამართლა და დღეს, ადამიანის უფლებებზე საუბრისას, მხედველობაში გვაქვს მხოლოდ ადამიანსა და სახელმწიფოს შორის არსებული ურთიერთობა. და თუმცა ოჯახი, სიყვარული, მეგობრები, ან ურთიერთობა მეზობლებს შორის წარმოადგენენ მთელ რიგ უფლებათა და მოვალეობათა წყაროს, ადამიანის უფლებათა ცნება მათ მიმართ არ გამოიყენება.
ადამიანის უფლებები - Human rights
ა.უ-ის კონცეფცია ბუნებითი კონცეფციის დოქტრინიდან გამომდინარეობს, რომლისთვისაც ძირითადია განუყოფელი, დაბადებითი ადამიანური ღირსების ცნება. ამ კონცეფციის მიხედვით საზოგადოების თითოეულ წევრს, კანონით მინიჭებული უფლებების გარდა, აქვს ძირითადი უფლებები - სწორედ იმიტომ, რომ ისინი ადამიანებად დაიბადნენ. სხვანაირად რომ ვთქვათ, ხელისუფლებას იმდენი უფლება აქვს, რამდენსაც მას კანონი ანიჭებს, (შეზღუდული ძალაუფლების პრინციპი), ხოლო ადამიანს აქვს ყველა ის უფლება, რომელსაც არ უკრძალავს კანონი. ადამიანის უფლებებში ორ ძირითად ჯგუფს გამოყოფენ: მატერიალურ და საპროცესო უფლებებს.
მატერიალური უფლებები მოიცავენ - პირად, ანუ სამოქალაქო უფლებებსა და თავისუფლებებს, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებებს.
პირად ანუ სამოქალაქო უფლებებსა და თავისუფლებებს მიეკუთვნება: ყველა ადამიანის თანასწორობა კანონის წინაშე, მოქალაქეობის უფლება, სიცოცხლის, პატივისა და ღირსების, თავისუფლების ხელშეუვალი უფლებები, სიტყვის, აზრის, სინდისის და რელიგიის თავისუფლება და ა.შ.
პოლიტიკურ უფლებებს მიეკუთვნება: ხელისუფლების მიერ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობის უფლება, საარჩევნო უფლება, პოლიტიკური პარტიის, პროფესიული კავშირის შექმნის და მასში მონაწილეობის უფლება, მიტინგებისა და მანიფესტაციების ჩატარების უფლება და ა.შ.
ეკონომიკურ და სოციალურ უფლებებს მიეკუთვნება: შრომის უფლება;
შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების უფლება; პროფკავშირების შექმნის უფლება; გაფიცვის უფლება; განათლების, ჯანმრთელობის უფლებები და ა.შ.
კულტურულ უფლებებს მიეკუთვნება: საზოგადოების კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება, სამეცნიერო პროგრესის შედეგებით სარგებლობის უფლება და ა.შ.
საპროცესო უფლებები კი ადამიანისათვის მიკუთვნებული მოქმედების მეთოდები და მასთან დაკავშირებული ინსტიტუტებია, რომელთა დახმარებითაც ადამიანი დაცულია ხელისუფლების თვითნებობისაგან. ადამიანის უფლებათა დაცვის საპროცესო გარანტიებს მიეკუთვნება, აგრეთვე, საკონსტიტუციო სასამართლო, ომბუდსმენის (სახალხო დამცველი) ინსტიტუტი, რეფერენდუმის მოწყობის უფლება და ა.შ.
ადამიანის უფლებათა ზოგადი პრინციპებია:
ადამიანის უფლებები და თავისუფლებები მხოლოდ და მხოლოდ ადამიანისა და სახელმწიფოს ურთიერთობის სფეროს განეკუთვნება;
ადამიანის უფლებები ინდივიდუალურია და არა კოლექტიური. ამ წესიდან ერთადერთი გამონაკლისია ხალხთა თვითგამორკვევის უფლება;
ადამიანის უფლებები და თავისუფლებები არ არის სახელმწიფოს მიერ ნაბოძები წყალობა, ისინი სახელმწიფოსაგან დამოუკიდებლად არსებობენ, ვინაიდან ჩვენ ადამიანებად დავიბადეთ;
არავითარი მნიშვნელობა არა აქვს დაფიქსირებულია თუ არა ყველა ეს უფლება და თავისუფლება სახელმწიფოთა კონსტიტუციებსა და საკანონმდებლო აქტებში, ვინაიდან ადამიანის კუთვნილი უფლებები და თავისუფლებები ყველა კონსტიტუციასა და კანონმდებლობაზე მაღლა დგას;
ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა წყარო არ არის სახელმწიფო. ეს უფლებები სახელმწიფოსაგან დამოუკიდებლად არსებობს, სახელმწიფო კი აღიარებს მათ არსებობას;
სახელმწიფოს მოვალეობაა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა, რადგანაც ის არსებობს ხალხისაგან და ხალხისათვის;
ადამიანის უფლებები და თავისუფლებები წარუვალი და უზენაესი ადამიანური ღირებულებებია. ამ უფლებათა და თავისუფლებათა არსებობა არ შეიძლება შემოიფარგლოს დროის რომელიმე მონაკვეთით და არ შეიძლება შეილახოს სხვა ღირებულებებით;
ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, როგორც წარუვალი და უზენაესი ადამიანური ღირებულებები, ზღუდავს სახელმწიფოს ხელისუფლების განხორციელებისას, ე.ი. ხელისუფლება შეზღუდულია ადამიანის უფლებებითა და თავისუფლებებით.
იხ. ადამიანური ღირსება, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები; ეკონომიკური და სოციალური უფლებები; კულტურული უფლებები; თვითგამორკვევა, ზოგადი მესამე მუხლი; მატერიალური უფლებები;
ერთ-ერთი ფუძემდებლური კონცეფცია (თანასწორ და განუყოფელ უფლებათა კონცეფციასთან ერთად), რომელსაც ადამიანის უფლებათა დაცვა ეყრდნობა.
ა.ღ. ყველა ადამიანს მოეპოვება და არავის აქვს მისი შელახვის უფლება. ამ კონცეფციისათვის ძირითადია განუყოფელი, დაბადებითი ადამიანური ღირსების ცნება (განსხვავდება პიროვნული ღირსებისაგან), რომელიც თავად კაცობრიობის ბუნებიდან გამომდინარეობს და ერთნაირად აქვს ყველა ადამიანს _ იქნება ეს ახალშობილი, ამქვეყნად ჯერ რომ არაფერი შეუქმნია, თუ ჩამოყალიბებული დამნაშავე. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პრეამბულაში თანდაყოლილი ღირსება და თანასწორი და განუყოფელი უფლებები თავისუფლების, სამართლიანობის და საყოველთაო მშვიდობის საფუძვლადაა მიჩნეული.
ადმინისტრაციული ორგანოების მიერ პიროვნების დაკავება ან ინტერნირება ბრალდების წარდგენის, ან დამოუკიდებელი სასამართლო ორგანოს გარეშე. ხშირად ამ ქმედებებს თან ახლავს ადამიანის უფლებათა დარღვევები.
ადმინისტრაციული დაკავება საკმაოდ ხშირად გამოიყენება ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ისეთშიც, საკუთარ თავს დემოკრატიულს რომ უწოდებს.
დისკრიმინაციის თავიდან აცილებისა და უმცირესობათა დაცვის გაეროს ქვეკომისიის მონაცემებით ადმინისტრაციული დაკავების ძირითადი მიზნებია:
1. თავიდან აცილება ან ჩახშობა სერიოზული არეულობისა, რომელმაც შეიძლება დაარღვიოს საზოგადოებრივი წესრიგი და საფრთხე შეუქმნას სახელმწიფო უშიშროებას;
2. საიმიგრაციო კონტროლი, უცხოელთა გასახლება და მათი პოლიტიკური მოღვაწეობის ზედამხედველობა;
3. დისციპლინური ზომები;
4. სამედიცინო და სოციალური ზომები (ნარკომანების, სულით ავადმყოფთა წინააღმდეგ და ა.შ.);
5. მავნე სოციალური ორიენტირების წინააღმდეგ მიმართული ზომები;
6. ომის პირობებში მოქალაქეების დასაცავად მიმართული ზომები.
გაეროს ქვეკომისიას ასევე მიაჩნია, რომ დაკავება ადმინისტრაციულია, თუ დე-ფაქტო და (ან) დე-იურე ის განხორციელებულია აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს განკარგულებით, ხოლო აღსრულება მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება, მაშინაც კი, როცა არსებობს სასამართლო დაცვის შემდგომი საშუალებები.
ასეთ შემთხვევებში სასამართლო განიხილავს ასეთი გადაწყვეტილების კანონიერებას და (ან) მის სათანადოდ შესრულებას და არა თავად გადაწყვეტილებას. ა.დ. არ მოიცავს თვითნებურ, ხანგრძლივ დაკავებას სასამართლომდე, ან დაკავებას საპოლიციო უბანში სამართალდამცავი ორგანოების ბრძანებით გამოძიების ჩასატარებლად
ავტონომია - Autonomy
ამ ცნების ზუსტი მნიშვნელობა თვითმმართველობაა. თვით ცნება ასოცირდება სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის იდეასთან. ტრადიციული საერთაშორისო თეორიით ყოველი სახელმწიფო ავტონომიურად ითვლება, ანუ არ ემორჩილება რომელიმე გარეშე ხელისუფლებას. თანამედროვე პირობებში ამ კონცეფციას შედარებითი ხასიათი აქვს და ა. განიხილება როგორც დამოუკიდებლობის შედარებითი და არა აბსოლუტური ხარისხი, ვინაიდან სახელმწიფოები დღეს გარკვეულწილად ურთიერთდაკავშირებულნი არიან. ა-ს ცნება უკვე აღარ ცვლის სუვერენიტეტის ცნებას. სუვერენიტეტის იდეა ვრცელდება მხოლოდ სახელმწიფოებზე, ხოლო ა-ისა - კი ნებისმიერ ტერიტორიაზე, რომელიც არ არის რომელიმე სახელმწიფოს სრული კონტროლის ქვეშ.
მმართველობის ფორმა, ან დემოკრატიის საწინააღმდეგო თეორია, რომელიც იცავს მმართველობის ამ ფორმას, რომლის დროსაც არ არის აუცილებელი თანხმობის არსებობა ხელისუფლებას, მის გადაწყვეტილებებსა და საზოგადოებას შორის. არჩევნები და დისკუსიების მიზანი ხელისუფლებისთვის დემოკრატიული იმიჯის შექმნაა მაშინ, როდესაც კონტროლი მთლიანად ხელისუფალთა ხელშია. ავტორიტარი მმართველნი თავიანთ ძალაუფლებას ძირითადად რელიგიურ და/ან ნაციონალისტურ მოთხოვნებზე აფუძნებენ. მათი მმართველობა იძულებას ეყრდნობა და არა კონსტიტუციურ შეზღუდვებს.
ავტორიტარული რეჟიმის მსხვრევისა და მისი ლიბერალიზაციის შემდეგ მიზეზებს გამოყოფენ:
1. ავტორიტარულ რეჟიმს ესმის იმ ვითარების დროებითი ხასიათი, რომელმაც შესაძლებელი გახადა მისი შექმნა. აქედან გამომდინარე, როდესაც აღარ არის ამ სახის რეჟიმის არსებობის აუცილებლობა (ან სულაც შესაძლებლობა) ის იმსხვრევა.
2. რეჟიმი კარგავს „ლეგიტიმურობას” და ვინაიდან ვერც ერთი რეჟიმი იარსებებს ლეგიტიმურობის, ანუ საზოგადოებისგან აღიარების, თანხმობისა და მხარდაჭერის გარეშე, ის იმსხვრევა.
3. მმართველი ძალის (განსაკუთრებით, სამხედრო ძალის) შიგნით წარმოქმნილი კონფლიქტების გადაწყვეტა ამ ძალის შიგნითვე ხდება შეუძლებელი. ამ ძალების ზოგიერთი წარმომადგენელი (ფრაქცია) დახმარებისათვის გარეშე ძალას იწვევს. ამდენად, მმართველი ძალა, როგორც ასეთი, წყვეტს არსებობას.
4. საზღვარგარეთიდან ზეწოლა და დემოკრატიულობის მოთხოვნა მმართველ ძალას კომპრომისებისაკენ უბიძგებს.
თავისუფლება, რომელიც აზრის ღიად გამოხატვასთანაა დაკავშირებული. ეს ნიშნავს, რომ ადამიანს უფლება აქვს ჰქონდეს საკუთარი აზრი ნებისმიერ საკითხზე და თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს იდეები და ინფორმაცია (კერძო საუბარში თუ საჯაროდ) ხელისუფლების ჩარევის გარეშე და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ა.გ.თ-ს არა მარტო ხელისუფლება, არამედ, ხშირად ოპოზიცია, ან ტერორისტული ორგანიზაციებიც ებრძვიან, რომლებიც, სხვადასხვა ფორმით, უკრძალავენ პრესას, პოლიტიკოსებს, ან ცალკეულ ადამიანებს საკუთარი აზრის ღიად გამოთქმას. დემოკრატიული ქვეყნების უმრავლესობაში თავისუფალი პრესა, ეფექტური სასამართლო ხელისუფლება და დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა ა.გ.თ-ს გარანტები არიან. საერთაშორისო სამართლის ნორმების მიხედვით ამ თავისუფლების მიმართ შესაძლებელია დაწესებულ იქნეს შეზღუდვები, თუ ირღვევა სხვათა უფლებები, შელახულია მათი რეპუტაცია, ან თუ ა.გ.თ. საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და წესრიგს, საზოგადოების ჯანმრთელობასა და ზნეობას.
იხ. პრესის თავისუფლება; დემონსტრაციების თავისუფლება, ინფომაციის თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება
ეს ცნება ადამიანის ინტელექტუალურ, ზნეობივ და სულიერ გამოცდილებას მოიცავს. ა.ს.რ.თ. საკუთარი იდეების, რელიგიის ან რწმენის შეცვლის, ან ღვთისმსახურებასა და სწავლებაში , რელიგირუი წეს-ჩვულებებისა და რიტუალების აღსრულებასა და დაცვაში საკუთარი რელიგიის, ან რწმენის აღიარების ტავისუფლებას გულისხმობს, იქნება ეს ერთპიროვნულად, თუ სხვებთან ერთად, საჯარო თუ კერძო წესით.
ა.თ. ნიშნავს აკადემიური თანამეგობრობის თითოეული წევრისა და მთლიანად თანამეგობრობის თავისუფლებას იღვაწონ ცოდნის გაღრმავებისა და გადაცემისათვის გამოკვლევევების, დისკუსიების, შემოქმედებითი მოღვაწეობის, სწავლების, ლექციების კითხვის და სამეცნიერო ნაშრომების შექმნის გზით.
ახალი ცოდნის წარმოქმნისა და წარსულისა და აწმყოს ტექნოლოგიების სწავლების შესაძლებლობის შესაქმნელად ხელისუფლებამ განათლების სისტემა პროპაგანდის იარაღად არ უნდა გამოიყენოს. მან ასევე უნდა უზრუნველყოს პროფესორ-მასწავლებელთა შემადგენლობის და სტუდენტობის ავტონომიის პირობები და საპოლიციო, ან სამხედრო მეთვალყურეობის და დევნის გარეშე სწავლებისა და შემოქმედებითი საქმიანობის თავისუფლება.
ა.თ. მოიცავს საზოგადოებრივი საქმეებისა და საკუთარი დაწესებულების შესახებ ინფორმაციის მიღების, საკუთარ კოლეგებთან, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ინფორმაციის გაცვლის თავისუფლებას
მოქმედება ან მდგომარეობა, რომელიც, ქვეყნის (ან მისი ნაწილის) ხელისუფლების, ან მთავრობის მიმართ ღია სამხედრო დაპირისპირებით გამოიხატება. ა. ასევე შეიძლება გამოიხატოს აშკარა დაუმორჩილებლობის, ან ნებისმიერი კონტროლის მიუღებლობის ფორმით. თუ ასეთი მდგომარეობა გაგრძელდება და გაძლიერდება, ა. შეიძლება სამოქალაქო ომსა, ან რევოლუციაში გადაიზარდოს
დანაშაულის ჩამდენი პირების სრული, ან ნაწილობრივი განთავისუფლება სასჯელისაგან, ანდა სასამართლოს მიერ გამოტანილი სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლა. ა. ასევე შეიძლება გულისხმობდეს ნასამართლობის მოხსნას იმ პირებისათვის, რომლებმაც ადრე მოიხადეს სასჯელი. ა. შეიძლება იყოს საყოველთაო, როდესაც ის ეხება ყველა პირს, რომელთაც ჩაიდინეს სისხლის სამართლის კოდექსის გარკვეული მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული (ა-ის აქტის სხვა პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში), და - ნაწილობრივი, როდესაც ის ცალკეულ პირებს ეხება და შეწყალების ფორმით ხორციელდება.
პროცედურა, რომელიც ძირითადად იდენტურია „ჰაბეას კორპუსის“ პროცედურისა (დაკავების კანონიერების გასაჩივრება სასამართლოში). „ა-ს“ ინსტიტუტი კონსტიტუციური ნორმის სახით არსებობს ლათინური ამერიკის ზოგიერთ ქვეყანაში.
აპარტეიდი - Apartheid
რასობრივი დისკრიმნაციის ყველაზე სასტიკი ფორმა, რომელიც რაობრივი ნიშნით გამორჩეული გარკვეული ჯგუფებისათვის სამოქალაქო, პოლიტიკური ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების აღკვეთაში გამოიხატება.
სამხრეთაფრიკულ ა-ს საბოლოოდ 1994 წელს მოეღო ბოლო, როდესაც პრეზიდენტმა დე კლერკმა პირველი თავისუფალი არჩევნები ჩაატარა, რის შედეგად იგი ან პოსტზე ნელსონ მანდელამ შეცვალა.
პირადი თავისუფლების აღკვეთა, რომელსაც კანონით დადგენილი ოფიციალური პროცედურების დარღვევით ახორციელებს თანამდებობის პირი, ან სხვა პირი, რაც ცნობილია თანამდებობის პირისათვის და აღნიშნული ქმედება სარგებლობს მისი თანხმობით, ან მოწონებით. ა.დ. გრძელდება მანამ, სანამ დაპატიმრებული არ წარდგება სამართლიანი, დამოუკიდებელი სასამართლოს წინაშე საპროცესო გარანტიების დაცვის პირობებში. ა.დ. შეწყვეტილად ითვლება მხოლოდ მაშინ, როდესაც დაპატიმრებული განთავისუფლებულია ყოველგვარი პირობის გარეშე, ან როდესაც მის საქმეს კომპეტენტური და დამოუკიდებელი სასამართლო ორგანო განიხილავს.
არაძალადობრივი პროტესტი: სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციები - Non-violent protest: action of civil disobedience
ხალხის შეკრება, ან სხვა სახის აქცია, რომლის წინასწარ გამოცხადებული მიზანია პროტესტის გამოთქმა რეჟიმის, ხელისუფლების, ან მისი ერთ-ერთი ლიდერის წინააღმდეგ ძალადობის გამოყენების გარეშე. პროტესტი გამოიხატება მშვიდობიანი დემონსტრაციებით, პეტიციების შედგენითა და მისი ხელისუფლებისათვის გადაცემით, გზების დროებით ბლოკირებით, პიკეტების მოწყობით, პროკლამაციების დარიგებით, გაფიცვებით, ან მუშაობის ხანმოკლე შეწყვეტით, ანდა კიდევ, შენობათა კედლებზე და სხვა ადგილებში საპროტესტო ლოზუნგების წარწერით.
ხმის მიცემის პროცედურა, რომლის შედეგადაც პიროვნება იკავებს პოსტს, ან თანამდებობას ამომრჩევლების, ან მათი წარმომადგენლების მიერ მიცემული ხმების რაოდენობის შესაბამისად. ყველა სახელმწიფოსათვის ა-ის ერთიანი პროცედურა არ არსებობს. ეროვნული (სახელმწიფო) სუვერენიტეტის არსებობისას სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელების უფლება პერიოდულ და თავისუფალ არჩევნებში გამოხატულ ხალხის ნებას უნდა ეფუძნებოდეს. ხალხის ნება შემდეგ ფაქტორებს მოიცავს:
1. საყოველთაო და თანაბარი საარჩევნო უფლება;
2. ქვეყნის მართვაში მონაწილეობის უფლება პირდაპირ, ან თავისუფალი არჩევნების შედეგად არჩეული წარმომადგენლების მეშვეობით;
3. საკუთარ ქვეყანაში სახელმწიფო სამსახურის მიღების თანასწორი უფლება;
4. ფარული კენჭისყრის, ან არჩევნების ანალოგიური პროცედურის უფლება, რომელიც ამომრჩეველთა ნების თავისუფალ გამოხატვას უზრუნველყოფს;
5. მშვიდობიანი შეკრებების თავისუფლება;
6. ასოციაციების თავისუფლება;
7. სიტყვის და აზრის გამოხატვის თავისუფლება, ნებისმიერი სახის ინფორმაციის და იდეების ზეპირად, წერილობით, ან ბეჭდვითი სახით მოძიების, მიღების და გავრცელების უფლების ჩათვლით;
8. ქვეყნის მოქალაქეთა უფლება - შეცვალონ მმართველობის ფორმა კონსტიტუციური პროცედურების საშუალებით.
დომინირებული ეთნიკური ერთობის მიერ სხვა ეთნიკური ერთობის შთანთქმის პროცესი. კონფლიქტები და უთანხმოებანი წარმოიშობა მაშინ, როდესაც სახელმწიფო ახორციელებს მის ტერიტორიაზე მცხოვრები უმცირესობების ძალადობრივ ა-ს, რაც ამ უმცირესობათა დენაციონალიზაციისკენაა მიმართული. შედეგი ხშირად სურვილის საპირისპიროა, ვინაიდან ა-ის მცდელობა აღვივებს ეთნიკურ თვითშეგნებას
ხელისუფლების ერთ-ერთი შტო, რომელიც პრაქტიკულად აღასრულებს კანონებს, ხელშეკრულებებს და ა.შ. ბევრ ქვეყანაში ა.ხ. დემოკრატიის საზიანოდ დე ფაქტო დომინირებს ხელისუფლების დანარჩენ ორ შტოზე (საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლება). ზოგ ქვეყანაში ა.ხ. ფაქტიურად იმყოფება შეიარაღებული ძალების, ან ეკონომიკური ელიტის გავლენის ქვეშ.
სამხედრო გადატრიალება, ან ბუნტი, როგორც წესი, კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელიც არ გადაიზრდება სამოქალაქო ომში. ტერმინი გამოიყენება დაბალი ან საშუალო ინტენსივობის კონფლიქტების აღსანიშნავად.
იხ. შიდა შეიარაღებული კონფლიქტი
შეიარაღებული ოპოზიციური ჯგუფები, რომლებიც გამოდიან მმართველი რეჟიმის წინააღმდეგ და ბრძოლის სხვადასხვა მეთოდებს იყენებენ.
იხ. აგრეთვე, ომის წარმოების პარტიზანული მეთოდები; დივერსია; ტერორიზმი, პოლიტიკური მკვლელობა
![]() |
3 ბ |
▲ზევით დაბრუნება |
ფიზიკური ან ფსიქიკური ძალადობის ყველა ფორმა, ბავშვის ცემა, ან შეურაცხყოფა, უყურადღებო, გულგრილი, ან უხეში მოპყრობა, ექსპლოატაცია, სექსუალური ექსპლოატაციის ჩათვლით.
ბავშვად მიიჩნევა პირი, რომელსაც არ შესრულებია 18 წელი, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც კანონით სრულწლოვანება უფრო ადრეულ ასაკში მიიღწევა
ექსპლოატაციად მიიჩნევა სასტიკი მოპყრობა ბავშვებისადმი, ანდა მათი კანონსაწინააღმდეგო გამოყენება კომერციული, ან სამრეწველო მიზნებისათვის. ბავშვთა ექსპლოატაციას განეკუთვნება: ბავშვთა სექსუალური ექსპლოატაცია პირადი სიამოვნების, ან ფულადი მოგების მიღების მიზნით; ღამის შრომა; იმ ბავშვთა სამუშაოზე მიღება, რომლებიც ასაკის მიხედვით დაწყებით სკოლაში უნდა სწავლობდნენ; სახიფათო, ან მავნე სამუშაო პირობები; აკრძალული მედიკამენტების დამზადებასა და მის გავრცელებასთან დაკავშირებული სამუშაო; ბავშვებით ვაჭრობა; დამამცირებელ და სასტიკ მოპყრობასთან დაკავშირებული სამუშაო. გაეროს მიზანია ბ.ე-ის ყველა ფორმის მოსპობა.
ბავშვების მიერ შესრულებული სამუშაო. ბ.შ-ის ზოგიერთი ფორმა დაშვებულია კანონმდებლობით. Bბავშვს უფლება აქვს, დაცული იყოს ეკონომიკური ექსპლოატაციისაგან, აგრეთვე ისეთი სამუშაოს შესრულებისაგან, რომელიც შეიძლება მავნე აღმოჩნდეს მისი ჯანმრთელობისათვის, ანდა ხელს უშლიდეს მის ფიზიკურ, ფსიქიკურ, სულიერ, მორალურ, ან სოციალურ განვითარებას.
მდგომარეობა, ან სტატუსი პიროვნებისა, ვინც კანონის, ადათის, ან ხელშეკრულების თანახმად ვალდებულია მუშაობდეს და ცხოვრობდეს სხვის კუთვნილ მიწაზე; გასამრჯელოთი, ან მის გარეშე, უწევდეს გარკვეულ სამსახურს მიწის მესაკუთრეს და ვისაც არ შეუძლია საკუთარი სტატუსის შეცვლა.
იხ. აგრეთვე, მონობა, სავალო ვალდებულება
ბინაში შეჭრა ჩხრეკის ჩატარების მიზნით. ამგვარი მოქმედება პირადი ცხოვრების უფლების დარღვევაა, მაგრამ კანონიერია, თუ სასამართლოს ორდერის საფუძველზე ხდება.
1. მთავრობის მიერ მართვის განხორციელება დეპარტამენტებისა და ქვეგანაყოფების მეშვეობით, რომელსაც ხისტი ინსტრუქციების ჩარჩოებში წარმართავენ დანიშნული პირები;
2. სახელმწიფო მოხელეთა ერთობლიობა
![]() |
4 გ |
▲ზევით დაბრუნება |
ქვეყნის შიგნით მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების, საცხოვრებელი, ან სამუშაო ადგილის თავისუფლად არჩევისა და შეცვლის და ქვეყნის გარეთ გასვლის უფლება. ხელისუფლებათა მიერ ეს უფლება სხვადასხვა მეთოდით იზღუდება. ზოგიერთ ქვეყანაში შეზღუდვა დაკავშირებულია ქვეყნის გარეთ გასვლისათვის საჭირო გადასახადების დაწესებასთან, სხვაგან ემიგრაცია შეზღუდულია პოლიტიკური მოტივებით.
გადაადგილებული პირები - Displaced persons
ადამიანები, რომელთაც სოციალურ, ეკოლოგიურ ან პოლიტიკურ მიზეზთა გამო დატოეს თავიანთი საცხოვრებელი ადგილი, მაგრამ დარჩნენ თავიანთი ქვეყნის ფარგლებში (შიდა ლტოლვილები), ანდა, არა აქვთ ლტოლვილის სტატუსი სვხა ქვეყანაში.
იხ. ლტოლვილები
ლტოლვილთა ხანგრძლივი ხნით გასახლება იმ ქვეყანაში, რომელიც არ იყო მათი თავდაპირველი დასახლების ადგილი
გ.უ. შემდეგ პრინციპებს გულისხმობს: დაწყებითი განათლება სავალდებულო და უფასო უნდა იყოს. ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლება ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასათვის ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. მშობლებს უფლება აქვთ შეურჩიონ შვილებს განათლების ნებისმიერი ფორმა, თუ ის შეესაბამება მინიმალურ სტანდარტებს. ყოველი ადამიანის უფლებაა, დააფუძნოს საგანმანათლებლო დაწესებულება და უხელმძღვანელოს მას, თუკი ეს უკანასკნელი შეესაბამება განათლების ზოგად პრინციპებს და აკმაყოფილებს სახელმწიფოს მიერ დაწესებულ მინიმალურ სტანდარტებს
ანტიკოლონიური ომი, რომელიც გამართლებულია საერთაშორისო სამართლის მიხედვით. ეს კონცეფცია შერჩევით იხმარებოდა ევროპის კოლონიების მიმართ (განსაკუთრებით - აზიასა და აფრიკაში).
პატიმრის იზოლაცია სხვა პატიმრებისგან მისი ნებისმიერი კონტაქტის აღკვეთის მიზნით. ზოგჯერ, გ.პ. დროებითი დისციპლინური სახდელის სახით გამოიყენება. ზოგჯერ კი მას უსაფრთხოების მიზნით იყენებენ. თანამედროვე ციხეებს, როგორც წესი, აქვთ ინდივიდუალური პატიმრობის სისტემები, მაგრამ ამასთანავე, არის პატიმრებს შორის კონტაქტის საკმარისი საშუალებები.
თავდასხმის (ან თავდაცვის) ფორმა, როდესაც საკუთარი პრობლემები, ან უსიამოვნებანი სხვა რომელიმე ისეთ ადამიანს, ან ადამიანთა ჯგუფს ბრალდება, რომელთაც არ შეუძლიათ შესაბამისი წინააღმდეგობის გაწევა. „გ.ვ-ის” ძებნა მაშინ იწყება, როდესაც ადამიანთა რომელიმე ჯგუფი გრძნობს ხიფათს, მაგრამ არ შეუძლია მუქარის წყაროს მიმართ რეაგირება. ამიტომ ისინი სხვა, სუსტ, ან საზოგადოების მიერ ათვალისწუნებულ, არაპოპულარულ ჯგუფს იღებენ სამიზნედ.
„გ.ვ-ის” ძებნას ფსიქოლოგიური თვითდამკვიდრების ფუნქციაც აქვს, ვინაიდან შედეგის მიღწევის შემთხვევაში ბადებს საკუთარი უპირატესობის გრძნობას.
გ.უ-ის ცნება დაკავშირებულია იმ კონცეფციასთან, რომლის მიხედვითაც ადამიანებს უფლებები აქვთ იმის გამო, რომ ისინი ადამიანებად დაიბადნენ, და არა იმიტომ, რომ ისინი რომელიმე სახელმწიფოს მოქალაქეები არიან. უფლებები განუყოფელია, ვინაიდან ეს თითოეული ადამიანის ბუნებიდან გამომდინარეობს. ეს ფუძემდებლური კონცეფცია, „ადამიანური ღირსების თანდაყოლილი გრძნობის” კონცეფციასთან ერთად, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დაცვის და უზრუნველყოფის ძირითადი იდეაა.
პროცედურა, რომლის მიხედვითაც ზემდგომი სასამართლო განიხილავს დავის მონაწილე ერთ-ერთი მხარის საჩივარს ქვემდგომი სასამართლო ორგანოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. სისხლის სამართლის საქმეებში შეიძლება გასაჩივრდეს განაჩენი, სამოქალაქო საქმეებში კი გასაჩივრებას ექვემდებარება საქმესთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, ან მიყენებული ზარალის კომპენსაციის მოცულობა. ადამიანის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-14 მუხლის მე-5 პარაგრაფში ნათქვამია: „რაიმე დანაშაულისათვის თითოეულ მსჯავრდებულს უფლება აქვს, რომ მისი მსჯავრი და განაჩენი გადაისინჯოს ზემდგომი ინსტანციის მიერ კანონის მიხედვით“.
ლტოლვილთა ხანგრძლივი ხნით გადასახლება იმ ქვეყანაში, რომელიც არ იყო მათი თავდაპირველი დასახლების ადგილი.
ტერმინი პირველად გამოიყენეს მთავრობის იმ განსაკუთრებული პრაქტიკის აღწერისათვის, რომელიც ფართოდ იყო გავრცელებული გვატემალაში (1966 წლის შემდეგ), ჩილეში (1973) და არგენტინაში (1976), და, რომელიც გულისხმობს ადამიანის მოტაცებას გარკვეული ჯგუფის მიერ. ამ ჯგუფის წევრები, ხშირად (სავარაუდოდ), თანამდებობის პირები არიან.
ტერმინი იმ პირების მიმართ გამოიყენება, რომლებიც დიდი ხნით გაუჩინარდნენ, მათი ჩათვლით, ვინც გაქრა, მაგრამ მათი გვამი შეიძლება აღმოჩენილ იქნეს გარკვეული დროის შემდეგ.
გ. გულისხმობს გაუხსნელ შემთხვევებს, როდესაც პოლიტიკური დანაშაულის მსხვერპლნი ვერ აღმოაჩინეს, ან დამნაშავენი უცნობად დარჩნენ. ამავე კატეგორიას მიეკუთვნება ის შემთხვევები, რომლებიც კლასიფიცირდება, როგორც პოლიტიკური მკვლელობა. შემთხვევები, რომლებიც შემდგომში დაკავებას, ან დაპატიმრებას მიაკუთვნეს, ერთიანდება ცნებაში: „არამართლზომიერი დაპატიმრება, დაკავება, ან გადასახლება“.
მოტაცება და მძევლების აყვანა არასამთავრობო, ან ოპოზიციური ძალების მიერ ხშირად ამავე კატეგორიას განეკუთვნება. გ-ს ხშირად მოჰყვება წამება და შემდგომი მკვლელობები.
სავარაუდო გ-თან დაკავშირებული ცნობების შეკრებისას მხედველობაში უნდა ვიქონიოთ შემდეგი მოთხოვნები:
1. გაუჩინარებულის ოჯახმა უნდა გამოიკვლიოს ყველა ადგილი, სადაც შეიძლება იმყოფებოდეს დაკავებული, ან გაუჩინარებული ადამიანი: ციხეები, საპოლიციო უბნები, მორგები და ა.შ.;
2. სავარაუდო გ-ის შესახებ უნდა განცხადდეს, რაც პოლიციას გამოძიების დაწყების საშუალებას მისცემს;
3. საჭიროა ჩვენებების ჩამორთმევა იმ პირებისთვის, რომლებიც დაკავების მოწმენი გახდნენ;
4. საჭიროა ჩევენებების ჩამორთმევა იმ პირებისთვის, რომლებმაც ნახეს დაკავებული მისი პატიმრობის, ან წამების ადგილას.
თუ ეს მოთხოვნები შესრულებულია, გონივრული ვადის ამოწურვის შემდეგ ასეთ ადამიანს გაუჩინარებულად მიიჩნევენ.
მოსამსახურეთა ჯგუფის მიერ პროტესტის ნიშნად მუშაობის შეწყვეტა სამუშაოს მიმცემის მოქმედების, ან უმოქმედობის გამო. გ. ოფიციალურად ითვლება, როდესაც მას ფორმალურად მხარს უჭერს პროფკავშირი. გ. არაოფიციალურია, როდესაც მოსამსახურენი სპონტანურად მოქმედებენ, პროფკავშირის ოფიციალური მხარდაჭერის გარეშე. საერთაშორისო სამართლის მიხედვით არავინ იძულებით არ უნდა მიიღოს მონაწილეობა გ-ში, ისევე, როგორც იძულებით არ უნდა გახდეს პროფკავშირის წევრი. გ-ის უფლება შეიძლება შეიზღუდოს კანონმდებლობით, ან სასამართლოს მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით და საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ზარალის მიყენების თავიდან ასაცილებლად.
გაძევება - Expulsion
ყოველი ქვეყნის სუვერენული უფლება - ნებაყოფლობით, ან ძალის გამოყენებით დაატოვებინოს უცხოლეს საკუთარი ტერიტორია. გ. ასევე გულისხმობს უცხოელის ძალისმიერ გაყვანას ქვეყნის ტერიტორიიდან სხვა ქვეყნის წარმომადგენლის დაცვის ქვეშ - იმ შემთხვევაში, თუ დიპლომატი „პერსონა ნონ გრანტად“ გამოცხადდა (მაგალითად, შპიონაჟის ან ტერორიზმისათვის) და არ დატოვა მიმღებბი ქვეყნის ტერიტორია დიპლომატიური ურთიერთობების ვენის კონვენციით (1961) დაწესებული გონივრული ვადის განმავლობაში.
1945 წლის ნიურბერგის პროცესზე გ. განმარტებულია, როგორც „სამოქალაქო მოსახლეობის რასობრივი, ან ეროვნული ჯგუფების წინასწარგამიზნული და სისტემატური მოსპობა ერების და ხალხების გარკვეული რასების, ან ფენების, რასობრივი და რელიგიური ჯგუფების განადგურების მიზნით...” ომისგან განსხვავებით, სადაც ერთმანეთს ორგანიზებული შეიარაღებული ჯარისკაცები ებრძვიან, გ. ცალმხრივი მასობრივი მკვლელობაა, რომელშიც სახელმწიფო, ან სხვა ჭარბი ძალა შეგნებულად ანადგურებს ეროვნული, ეთნიკური, ან რელიგიური ერთობის უმეტეს ნაწილს, მაშინ, როდესაც მათდამი კუთვნილებას აღმსრულებელი თავად განსაზღვრავს. გამონაკლისს შეადგეს ომის მსხვერპლი - სამხედრო და სამოქალაქო მოსახლეობა, გარდა დანებებულებისა, რომელთაც არ გააჩნიათ მოწინააღმდეგისათვის ორგანიზებული წინააღმდეგობის გასაწევად საკმარისი სამხედრო ძალა. გ-ის ცნება არ შეიცავს საჰაერო დაბომბვის შედეგად სამოქალაქო მოსახლეობის მსხვერპლს. ეს ტერმინი ზოგჯერ იმ შემთხვევებშიც გამოიყენება, როცა შერწყმულია გ-ისა და ეთნოციდის ელემენტები. ამ დროს განზრახული არაა მთელი ჯგუფის განადგურება, მაგრამ საკუთარი კულტურული თავისებურებებით გამორჩეული ამ ჯგუფის, როგორც ერთობის, გაქრობა სასურველი და სასარგებლო იქნებოდა აგრესორის აზრით. ამ შემთხვევებში ჯგუფის ნაწილს ანადგურებენ, რათა აიძულონ დარჩენილნი დაივიწყონ საკუთარი კუთვნილება ან შეწყვიტონ წინააღმდეგობა, ან ორივე ერთად. იქ, სადაც მიზანს მოსახლეობის საკუთარი ტერიტორიიდან განდევნა შეადგენს, იყენებენ ტერმინს „ეთნიკური წმენდა”. თუ მოსახლეობის დევნა გამოწვეულია პოლიტიკური მიზეზებით, იყენებენ ტერმინს “პოლიტიციდი”. როდესაც განადგურებული მოსახლეობის რაოდენობა არ შეადგენს მის უმრავლესობას, გამოიყენება ტერმინი „გენოციდური ხოცვა-ჟლეტა”. ეს კომპლექსური ცნებაა და იურისტებს უჭირთ რაოდენობრივი სხვაობის დადგენა ხოცვა-ჟლეტისა და გ-ის ცნებების განსასხვავებლად. საერთაშორისო სამართლის მიხედვით გ. დანაშაულია. გ-ის თავიდან აცილებისა და მისთვის სასჯელის ჟენევის კონვენცია (1948) განსაზღვრავს გ-ს, როგორც ერთ-ერთ ქვემოთ ჩამოთვლილ ქმედებათაგანს, რომლის მიზანია მთლიანად, ან ნაწილობრივ გაანადგუროს, როგორც ასეთი, რომელიმე ნაციონალური, ეთნიკური, რასობრივი, ან რელიგიური ჯგუფი. ეს ქმედებებია:
1. ასეთი ჯგუფის წევრების მკვლელობა;
2. ამ ჯგუფის წევრებისათვის სხეულის სერიოზული დაზიანებების მიყენება და ფსიქიკური მოშლილობების გამოწვევა;
3. რომელიმე ჯგუფისათვის შეგნებულად ისეთი ცხოვრების პირობების შექმნა, რომლებიც გამიზნულია ამ ჯგუფის მთლიანი, ან ნაწილობრივი ფიზიკური განადგურებისათვის;
4. ზომები, რომელთა მიზანია შობადობის მოსპობა ამ ჯგუფებში;
5. ბავშვების ძალადობრივი გადაცემა ერთი ჯგუფიდან მეორეში.
საყოველთაოდაა აღიარებული, რომ სახელმწიფოს მიერ საკუთარ ტერიტორიაზე თავისი მოსახლეობის მიმართ განხორციელებული გ. არის არა მხოლოდ ამ ქვეყნის იურისდიქციის, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობის ჩარევის საფუძველიც.
გ-ის შემთხვევაში ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელმაც მოახდინა ზემოთ აღნიშნული კონვენციის რატიფიკაცია, შეუძლია მიმართოს გაეროს შესაბამის ინსტიტუტებს ჩარევის თხოვნით. მიუხედავად იმისა, რომ კონვენცია საყოველთაოდაა აღიარებული გაეროს წევრი ქვეყნების მიერ, მისი ეფექტურობა მინიმალურია. საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს შექმნამდე კონვენციის მოქმედება მუდამ შეზღუდული იქნება.
არაფორმალური (ხშირად პროსახელმწიფოებრივი) უკანონოდ შექმნილი ჯგუფები, ან ორგანიზაციები, რომლებიც ახორციელებენ პოლიტიკურ ძალადობას სამოქალაქო მოსახლეობის მიმართ „სტატუს კვოს“ შესანარჩუნებლად, ან წესრიგის აღსადგენად შესაბამისი სამართლებრივი პროცედურის გარეშე. ზოგ ქვეყანაში ასეთი ჯგუფები ტერორისტულ აქტებს ახორციელებენ. თეორიულად ეს ჯგუფები აკრძალულია კანონმდებლობით, ვინაიდან ისინი თვითონ ახორციელებენ კანონს, მაგრამ ფაქტიურად ხელისუფლება მათ არაოფიციალურად უჭერს მხარს.
იხ. აგრეთვე, ნახევრადსამხედრო შენაერთები; „სიკვდილის რაზმი“; ლინჩის სამართალი
![]() |
5 დ |
▲ზევით დაბრუნება |
შეიარაღებული დაპირისპირება სახელმწიფოთა შორის პოლიტიკური მოტივებით იმ დონეზე დაბლა, რომელსაც ომს უწოდებენ (1000 კაცის სიკვდილი წელიწადში) და იმ დონეზე მაღლა, რომელიც სერიოზულ უთანხმოებად და პოლიტიკურ დაძაბულობად ითვლება.
ეს ტერმინი ასევე გამოიყენება ზოგიერთი ისეთი სამხედრო ოპერაციის აღსანიშნავად, როგორიცაა:
1. უცხო ქვეყნის დახმარება შიდა არეულობებისაგან სხვა ქვეყნის დასაცავად: კონტრგადატრიალება, რომელიც სახელმწიფოს მიერ მეგობარი სახელმწიფოსადმი დახმარებას გულისხმობს, როდესაც ამ უკანასკნელს ამბოხება, ან აჯანყება ემუქრება;
2. აჯანყების (გადატრიალების, ამბოხების) მხარდაჭერა: მატერიალური დახმარების აღმოჩენა სხვა ქვეყნის აჯანყებული ძალებისადმი;
3. შეზღუდული სახის ოპერაციები: ხანმოკლე საომარი მოქმედებანი, სამაშველო მისიები, ძალის დემონსტრირება, სადამსჯელო დარტყმები;
4. ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებანი: საერთაშორისო ტერორიზმის აღსაკვეთად, ან მასთან საბრძოლველად შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული თავდაცვითი და შეტევითი ზომები;
5. ნარკოტიკების კონტრაბანდასთან დაკავშირებული ღონისძიებები: სამხედრო ძალების გამოყენება ქვეყანაში ნარკოტიკების უკანონო შემოდინების აღსაკვეთად;
6. სამშვიდობო ოპერაციები: ძალის გამოყენება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების, ან დაპირისპირებულ მხარეთა შორის ბუფერული ზონის შექმნის მიზნით.
იხ. აგრეთვე, ომი; უთანხმოებათა გადაწყვეტა კონტრგადატრიალება.
სახელმწიფო ორგანიზაციები, რომლებიც სახელმწიფოს უსაფრთხოების დასაცავად, ან სახელმწიფოს შიდა და გარე ხიფათისაგან დაცვის მიზნით აგროვებენ ინფორმაციას პოტენციური მოწინააღმდეგის შესაძლებლობების და მიზნების შესახებ. თუმცა დ.ს-ის ძირითადი ფუნქცია კონფიდენციალური ინფორმაციის შეგროვებაა, ზოგიერთ ქვეყანაში იგი სხვა მასთან დაკავშირებულ ფუნქციებსაც ასრულებს: კონტრდაზვერვა (ინფორმაციის გაჟონვის თავიდან აცილება), დეზინფორმაციის გავრცელება, შენიღბული ქმედებანი (პოლიტიკური ომი, ან გადატრიალება). დ.ს-ის მიერ შეგროვებული ინფორმაციები და ოპერაციები, როგორც წესი გასაიდუმლოებულია.
იხ. აგრეთვე, საიდუმლო პოლიცია
პირადი თავისუფლების აღკვეთა, იმ შემთხვევის გარდა, როდესაც თავისუფლების აღკვეთა ჩადენილი სამართალდარღვევის გამო მისჯილი სასჯელის შედეგია.
სისხლის სამართლის კოდექსი დ-ს განმარტავს, როგორც იძულების ხანმოკლე ფორმას, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირის მიმართ გამოიყენება დაკავებულის დამნაშავეობის გასარკვევად და მისი დაპატიმრების, ან გათავისუფლების საკითხის გადასაწყვეტად
კითხვების საშუალებით ინფორმაციის მიღების პროცედურა. კითხვებს უსვამენ პირს, რომელიც ეჭვმიტანილია კანონმდებლობის დარღვევაში, ანდა - პირს, რომელსაც შესაძლებელია ჰქონდეს ინფორმაცია ამის შესახებ (მაგალითად, მოწმეს, ექსპერტს). ბევრ ქვეყანაში დ-ს აწარმოებს გარკვეული ჯგუფი, რომელიც ფიზიოლოგიური, ფსიქიკური ან ფიზიკური ზეწოლის სხვადასხვა მეთოდს იყენებს, წამების ჩათვლით. ასეთი მეთოდებით მიღებული აღიარება არ უნდა განიხილოს სასამართლომ, როგორც მტკიცებულება.
დამნაშავეობა - Criminality
დანაშაულებრივი საქციელი, რომელიც კანონის საწინააღმდეგო ქმედებებისაგან შედგება. სამართლის თვალსაზრისით ასეთი ქმედებანი სამართალდარღვევებს წარმოადგენს. სოციოლოგიის თვალსაზრისით კი დ. დევიანტური ქცევის ფორმაა, ანუ - კანონის ნორმებისაგან გადახრა.
დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება აუცილებელია სამართლისა და კანონის უზენასობის პრინციპის დასამკვიდრებლად. მოსამართლეები მიუკერძოებელი უნდა იყვნენ კამათში მონაწილე მხარეების მიმართ და არ უნდა ემორჩილებოდნენ აღმასრულებელი ხელისუფლების ზეწოლას. მათ უნდა შეეძლოთ საქმის ყველა გარემოების განხილვა და კანონის გამოყენება რაიმე შეზღუდვის, გავლენის, განზრახვის, ზეწოლის, მუქარის, ან პირდაპირი, თუ არაპირდაპირი ჩარევის გარეშე ნებისმიერი მხარისაგან და ნებისმიერი მიზეზით. გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსამართლენი დამოუკიდებელი უნდა იყვნენ სხვა მოსამართლეების, ზემდგომი პირების, აგრეთვე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისაგან
დ.კ.წ. განისაზღვრა 1945 წლის 8 აგვისტოს ლონდონის ხელშეკრულებით მთავარ სამხედრო დამნაშავეთა სისხლისსამართლებრივი დევნის და სასჯელის შესახებ, რომელსაც ხელი მოაწერეს საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და საბჭოთა კავშირმა. ასეთ დანაშაულს განეკუთვნება: მკვლელობა, ხოცვა-ჟლეტა, დამონება, დეპორტაცია და ომამდე და ომის დროს სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული სხვა არაადამიანური ქმედებანი; დანაშაულის ჩადენის მიზნით მოქალაქეთა დევნა პოლიტიკური, რასობრივი ან რელიგიური ნიშნის მიხედვით.
გაეროს დეკლარაცია ბირთვული იარაღის აკრძალვის შესახებ (1961) ბირთვული იარაღის გამოყენებას განიხილავს, როგორც დ-სკ.წ. საერთაშორისო სამართლის ნორმების მიხედვით ამ დანაშაულს არა აქვს ხანდაზმულობის ვადა, ჩვეულებრივი დანაშაულისაგან განსხვავებით.
პირადი თავისუფლების აღკვეთის ფორმა, რომელიც, როგორც წესი, კომპეტენტური ორგანოს მიერ გამოტანილი განაჩენის შედეგია ჩადენილი დანაშაულისათვის.
იხ. აგრეთვე, დაკავება; პატიმარი; მასობრივი დაპატიმრება
ექსტრემისტული ორგანიზაციების, ან რეაქციული ხელისუფლების პოლიციის მიერ ორგანიზებული აშკარად ძალადობრივი, სპონტანური ქმედება, რომელიც მიმართულია რელიგიური, ნაციონალური, ან რასობრივი უმცირესობების წინააღმდეგ.
ეს ცნება 1881 წელს წარმოიშვა, როდესაც ალექსანდრე II თავდასხმის შემდეგ პოლიციამ გაავრცელა ხმები, რომ ეს თავდასხმა ებრაელებმა მოამზადეს, რის შედეგადაც რუსეთის უმრავლესი ქალაქების ებრაული კვარტალები დაარბიეს, ებრაული მაღაზიები კი გაძარცვეს. ასეთივე დ-ები განხორციელდა რუსეთში 1903-1917 წლებში, თურქეთში სომხების წინააღმდეგ 1915 წელს, გერმანიაში ებრაელების წინააღმდეგ 1938-1945 წლებში.
სამართლის აღსრულებაში ჩარევა, ან კანონის ხელყოფა.
იხ. აგრეთვე ადამიანის უფლებათა დარღვევის კალსიფიკაცია
ადამიანის უფლებების დამრღვევთა დასჯისაგან თავის არიდება. დ. შესაძლებელია იყოს ხელისუფლების მიერ გამოცემული ამნისტიის აქტის, კონსტიტუციური აქტებისა და განკარგულებების, აგრეთვე, „დე ფაქტო”, ხელისუფლების მიერ მოქმედი კანონების შესრულების უუნარობის შედეგი. ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანოზაციებს დ. ადამიანის უფლებათა მუდმივ დარღვევათა ძირითად მიზეზად მიაჩნიათ, რადგან ადამიანის უფლებათა დამრღვევნი დაუსჯელნი რჩებიან.
წერილობითი, ან ზეპირი მუქარა, ანდა სხვა ქმედება ადამიანის, მისი ნათესავების, ან მეგობრებისათვის ზიანის მიყენების მიზნით. ასეთი ქმედება ადამიანის უფლებათა პოტენციური დარღვევაა, და, მიუხედავად იმისა, რომ ის შეიძლება ყოველთვის არ განხორციელდეს, მას შეუძლია დაარღვიოს ადამიანის ფიზიკური და ფსიქიკური ხელშეუხებლობა და აიძულოს იგი შეცვალოს თავისი ცხოვრების წესი მისთვის არასასურველი მიმართულებით (მაგალითად, დატოვოს ქვეყანა, შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი, შეწყვიტოს რაიმე სახის მოღვაწეობა და ა.შ.). ამან შეიძლება ძლიერი ზეგავლენა მოახდინოს ადამიანზე, რადგან მისთვის ცნობილია, რომ ამგვარი დ. წინ უძღვის სიკვდილს, გაუჩინარებას, წამებას, სასტიკ, არაადამიანურ და ღირსების დამამცირებელ მოპყრობას, მოტაცებას, ან ადამიანის უფლებათა სხვა დარღვევებს. დ-ის ორი სახე არსებობს:
1. ინდივიდუალური - მიმართულია კონკრეტული ადამიანის წინააღმდეგ;
2. კოლექტიური - მიმართულია ადამიანთა შერჩეული ჯგუფის წინააღმდეგ (ადამიანის უფლებათა დამცველები, სოციალური მიმართულების ორგანიზაციების ხელმძღვანელები, სხვადასხვა კავშირებისა და სტუდენტობის ლიდერები, პოლიტიკური პარტიების წევრები, ადვოკატები და ა.შ.).
იხ. პირადი ხელშეუხებლობის უფლება
ნებისმიერი ადამიანი, რომელიც არ მონაწილეობს შეიარაღებულ კონფლიქტში, ან არ არის აღჭურვილი შესაბამისად, ე.ი. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც არ ატარებს იარაღს, ან არ გააჩნია ის უშუალო განკარგვისათვის.
ტერმინი იმ პირებსაც გულისხმობს, რომელთაც დაყარეს იარაღი და გამოვიდნენ მწყობრიდან ავადმყოფობის, ჭრილობების, დაკავების, ან სხვა მიზეზთა გამო.
იხ. აგრეთვე ჟენევის კონვენციები
მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ცრუ, ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება საზოგადოების, ან მისი ნაწილის მანიპულირების მიზნით.
მმართველობის ერთ-ერთი შესაძლო ფორმა. დ. ხალხის მმართველობის სინონიმია და, როგორც ასეთი, განსხვავდება ერთი (მონარქია, ავტოკრატია), ან რამდენიმე პირის (არისტოკრატია, ოლიგარქია) მმართველობისაგან. დემოკრატიულია ის ქვეყნები, სადაც კანონმდებლობითაა დადგენილი, რომ მმართველთა უფლებამოსილებანი მართულთა თანხმობის შედეგია. წარმომადგენლობითი დ-ის პირობებში ამომრჩევლები პერიოდულად ირჩევენ თავის წარმომადგენლებს, რომლებიც პასუხს აგებენ მათ მიერ მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. ნებისმიერი დ-ის დამახასიასიათებლი ნიშანია არჩევნის თავისუფლების პატივისცემა, რომელიც გულისხმობს ისეთი სამოქალაქო თავისუფლებების არსებობას, როგორიცაა სიტყვის და შეკრებების თავისუფლება. დემოკრატია შემდეგი პირობების დაცვას გულისხმობს:
1. ხელისუფლების დაყოფა;
2. ხელისუფლების ძალაუფლების შეზღუდვა;
3. შემწყნარებლობა უთანხმოებათა მიმართ;
4. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;
5. საზოგადოებაში განხეთქილების არარსებობა;
6. წარმატებული ეკონომიკური განვითარება.
დ-ს ხშირად აიგივებენ უმრავლესობის მმართველობასთან, რისი დამადასტურებელიც, თითქოსდა, თავისუფალი, სამართლიანი არჩევნებია. თუმცა, როგორც ისტორია გვიჩვენებს, უმრავლესობის მმართველობა შესაძლებელია ძალიან სასტიკი აღმოჩნდეს ცალკეული ადამიანებისა და სხვადასახვა სახის უმცირესობათა მიმართ. სწორედ უმრავლესობამ გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი სოკრატეს, რაც ათენის პოლიტიკურ წყობას დადებითად არ ახასიათებს. უმრავლესობას, როგორც წესი, ავიწყდება უმცირესობათა პრობლემები, ხოლო ზოგიერთი პრობლემა მტრულ დამოკიდებულებას იწვევს უმრავლესობის მხრიდან. ეს იმას ნიშნავს, რომ უმრავლესობის განუსაზღვრელი ძალაუფლება საფრთხეს წარმოადგენს ცალკეული პირების, ან ჯგუფების მიმართ. სწორედ ამიტომ, თანამედროვე გაგებით, დ. უმრავლესობის შეზღუდული ძალაუფლებაა, შეზღუდული ყველა იმ უფლებითა და თავისუფლებით, რომლებიც ცალკეულ ადამიანებს ეკუთვნით. უმრავლესობას არა აქვს ამ უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის უფლება. ამრიგად, ადამიანის უფლებანი და თავისუფლებანი ზღუდავენ უმრავლესობის ძალაუფლებას.
შეზღუდული ძალაუფლების პრინციპი ხშირად წარმოგვიდგება, როგორც კონსტიტუციურობის პრინციპი. ჩვენს დროში ეს პრინციპი ასახულია კონსტიტუციის თავებში - ეს ის თავებია, რომლებშიც მოცემულია ადამიანის უფლებანი და თავისუფლებანი. ისინი პირველ რიგში კანონმდებლების ძალაუფლებას ზღუდავენ, ვინაიდან არ აძლევს მათ საშუალებას გააუქმონ აზრის გამოხატვის თავისუფლება, ან საკანონმდებლო წესით დაუშვან ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვაა. ამრიგად, დემოკრატიულ საზოგადოებაში ადამიანის უფლებანი და თავისუფლებანი უმრავლესობის ძალაუფლების ზღვარს აწესებენ. დ-ს დონე მით უფრო მაღალია, რაც უფრო შეზღუდულია ელიტის პოლიტიკური ძალაუფლება და რაც უფრო მაღალია ფართო სოციალური ფენების გავლენა.
1. ყოველ ადამიანს აქვს საკუთარი ქვეყნის მართვაში პირდაპირ, ან არჩეული წარმომადგენლების მეშვეობით მონაწილეობის უფლება;
2. ყოველ ადამიანს აქვს თანასწორი უფლება, იყოს სახელმწიფო სამსახურში საკუთარ ქვეყანაში;
ხალხის ნება ხელისუფლების ძალაუფლების საფუძველია: ეს ნება გამოხატული უნდა იქნეს პერიოდულ და სამართლიან არჩევნებში, რომლებიც ტარდება ფარული კენჭისყრით საყოველთაო და თანაბარი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ან ეკვივალენტური საარჩევნო პროცედურით.
იხ. აგრეთვე, დემოკრატია, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები
დ.თ. მშვიდობიანი შეკრებების და ასოციაციების, საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლებიდან გამომდინარეობს. დემონსტრაცია აზრის, ან გრძნობის სახალხო გამოხატვაა. დ.თ. არ არის შეუზღუდავი; მის მიმართ გამოიყენება ისეთივე შეზღუდვები, როგორც ზემოთ აღნიშნული უფლებების მიმართ. ეს ნიშნავს, რომ დ.თ. შეიძლება შეიზღუდოს ეროვნული უსაფრთხოების, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის, საზოგადოების ზნეობისა და ჯანმრთელობის, სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე.
იხ. აგრეთვე, აზრის გამოხატვის თავისუფლება
ხელისუფლების მიერ, როგორც წესი, უიარაღო სამოქალაქო მოსახლეობის მიმართ სხვადასხვა ფორმით განხორციელებული მასიური მკვლელობები, როგორიცაა:
გენოციდი, ხოცვა-ჟლეტა
მოსახლეობის იძულებითი გადასახლება ტერიტორიიდან რეალური, სავარაუდო, ან პოლიტიკური მიზეზების გამო, როგორიცაა სამხედრო მოქმედებების საფრთხე, ბუნებრივი კატასტროფები, ბირთვული გამოცდები, ან ტერორისტული აქტები, მოსახლეობის პოლიტიკური არაკეთილსაიმედოობა. დ. სხვადასხვა მიზეზით შეიძლება განახორციელოს ოკუპანტმაც.
იხ. აგრეთვე: ხელშეუვალობის უფლება; ეთნიკური წმენდა; თავისუფლება
ეს ტერმინი გულისხმობს ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი მატერიალური ობიექტების მწყობრიდან გამოყვანის სხვადასხვა მეთოდს. იურიდიულად დ. გულისხმობს ზიანის მიყენებას, ან ზიანის მიყენების მცდელობას ქვეყნის თავდაცვის საწინააღმდეგო მოქმედებით, თავდაცვითი და სამხედრო ქონების, შენობების და ნაგებობების, მათ შორის ადამიანების და ბუნებრივი რესურსების წინასწარგანზრახული დაზიანებით, ან განადგურებით.
დ-ის ტიპოლოგია დამოკიდებულია შემსრულებელთა ტიპების ან მათი მიზნების განსხვავებაზე. არჩევენ 4 ტიპის შემსრულებლებს: მოსამსახურეები, პროფესიული აგენტები, პარტიზანები, „მეხუთე კოლონის” წარმომადგენლები”. დ-ის ჩატარების მიზანი შეიძლება იყოს: სამხედრო საბოტაჟი, ეკონომიკური საბოტაჟი, საბოტაჟი პოლიტიკური, ან სოციალური მიზნების მისაღწევად.
იხ. ტერორიზმი, აჯანყებული ძალები
ნებისმიერი, რაციონალურ დასაბუთებას მოკლებული, ცალკეული პირების, ან ჯგუფების უფლებების შეზღუდვის, ან მათდამი უარყოფითი დამოკიდებულების ფორმა, რომელიც ფიზიკურ და ბიოლოგიურ ნიშნებზე აგებულ უფლებათა და უფლებამოსილებათა დიფერენციაციაში გამოიხატება. მაგალითად, უსინათლოებისათვის ავტომობილის მართვის უფლების აკრძალვა არ ჩაითვლება დ-დ, რადგან ასეთ აკრძალვას რაციონალური დასაბუთება აქვს, მაგრამ დისკრიმინაციული იქნება მართვის უფლების ქერათმიანებისათვის, ან ბოშებისათვის აკრძალვა. დ-ის უარყოფა ადამიანის უფლებათა დაცვის საფუძველია. დ., ფართო გაგებით, ცალკეული პირების, ჯგუფების, ან რომელიმა ერთობისათვის თანაბარი სოციალური, პოლიტიკური ან ეკონომიკური პირობების არარსებობაა. საერთაშორისო ურთიერთობებში დ-ის ცნება ასევე მოიცავს რომელიმე სახელმწიფოსადმი, როგორც სხვა სახელმწიფოსთან შედარებით ნაკლებად სრულყოფილისადმი, დამოკიდებულებას. გაერო უარყოფს რასობრივ, პოლიტიკურ, რელიგიურ, ან სხვა სახის დ-ს (მუხლი 55, 62 და 73) საერთაშორისო ურთიერთობებში. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია კი კრძალავს ყველა სახის რასობრივ, ან სხვა სახის დ-ს. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კონვენციებით გათვალისწინებულია, რომ კონვენციასთან შეერთებული ქვეყანა ვალდებულია პატივი სცეს მის ტერიტორიაზე მყოფი ნებისმიერი ადამიანის უფლებებს ისეთი განსხვავების გარეშე, როგორიცაა რასა, კანის ფერი, სქესი, ენა, რელიგია, პოლიტიკური, ან სხვა შეხედულებები, ეროვნული, ან სოციალური წარმომავლობა, საკუთრება, მოქალაქეობა, ან სხვა სტატუსი.
დ. ისეთი ქმედებაა, როდესაც ადამიანს, ან ადამიანთა ჯგუფს არ აქვს სხვა ჯგუფისათვის (რომლებიც ხშირად, მაგრამ არა ყოველთვის, უმრავლესობას შეადგენენ) შექმნილი შესაძლებლობები. დ-ის აქტები შესაძლოა ხორციელდებოდეს ღიად, ან საიდუმლოდ; სპორადულად, ან სისტემატურად. მას შეიძლება ახორციელებდნენ ცალკეული ადამიანები, ან ანონიმური ჯგუფები. დ-ს ორი ძირითადი ფორმა აქვს: „დე იურე” (ანუ სამართლებრივი), რომელიც გათვალისწინებულია მოქმედი კანონმდებლობით და „დე ფაქტო”, როდესაც გაბატონებულ ჯგუფს უპირატესობა აქვს უმცირესობასთან შედარებით. „დე იურე” დ-ისაგან განსხვავებით, რომლის აღკვეთა კანონმდებლობის სრულყოფის გზითაა შესაძლებელი, „დე ფაქტო” დ. როგორც წესი, დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება, რადგან მკვიდრადაა ფესვგადგმული საზოგადოების, ან მისი ინსტიტუტების ტრადიციებში.
ეთნიკური ჯგუფების დ. პოლიტიკური კონფლიქტების და სეცესიების (სახელმწიფოს შემადგენლობიდან გამოსვლა) ძირითადი წყაროა.
იხ. რასობრივი დისკრიმინაცია, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები, რელიგიური დისკრიმინაცია, სისტემური დისკრიმინაცია
არმიის პოლიციის, ან საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული სასჯელის ზომები, რომლებიც, როგორც წესი, ადმინისტრაციული ხასიათისაა და არ განიხილება მოსამართლეთა მიერ. დ.ს-ის მაგალითია შრომის უფლების საერთოდ და, კერძოდ, პროფესიული შრომის აკრძალვა, არმიაში კი - მძიმე სამუშაოზე გამწესება, ან დაპატიმრება
მმართველობის ფორმა, რომელიც დამყარებულია რომელიმე ქარიზმატულ ლიდერზე, „ღვთის ნებაზე”, ან სხვა არადემოკრატიულ საფუძველზე და არა ხალხის უმრავლესობის თანხმობაზე. დიქტატორი, როგორც წესი, ძლიერი პიროვნებაა. ზოგჯერ რამდენიმე ლიდერი (ხშირად სამხედრო დაჯგუფებათა წარმომადგენლები) ხუნტას აყალიბებს. დ-ს დროს არ არის დაცული ადამიანის უფლებები, ხოლო ეკონომიკური განვითარება (რომელსაც ხშირად იყენებენ დ-ს გასამართლებლად), რეპრესიისა და კორუფციის არსებობის გამო, მაღალი არ არის. დ-ს პირობებში ეკონომიკამ შესაძლოა ზოგჯერ გარკვეული აღმავლობაც განიცადოს, მაგრამ ეკონომიკური თავისუფლება პოლიტიკური თავისუფლების არარსებობის პირობებში, საბოლოო ჯამში, როგორც წესი, აჩქარებს პოლიტიკურ (და, ხშირად, ეკონომიკურ) კრიზისს
![]() |
6 ე |
▲ზევით დაბრუნება |
ე. უკურნებელი სენით დაავადებული და ტკივილებისაგან გატანჯული ადამიანის უმტკივნეულოდ მოკვდინების აქტია და სიტყვა-სიტყვით „მშვიდ, ბედნიერ და უმტკივნეულო სიკვდილს” ნიშნავს. ეს მიიღწევა მედპერსონალის, ან სხვა დაინტერესებული პირების მიერ სხვასხვა ქმედებებით (მაგალითად, ნარკოტიკების მაღალი დოზის ინექციით, ხელოვნური სუნთქვის აპარატის გამორთვით კვების წყაროსგან და ა.შ.), ანდა უმოქმედობით (დაავადების მიმდინარეობაში ჩაურევლობა). ე-ის უფლება დღეს მსოფლიო დისკუსიის საგანია, ვინაიდან ეს ერთ-ერთი ყველაზე საკამათო სამედიცინო, რელიგიური, პოლიტიკური, თუ ეთიკური ხასიათის საკითხია. ე-ის პრაქტიკა ფართოდაა დანერგილი სკანდინავიის ქვეყნებში და წახალისებულია სახელმწიფოსაგან; ზოგ ქვეყანაში ე-ის შესაძლებლობის თითოეულ შემთხვევას სასამართლო განიხილავს და გასცემს (ან არ გასცემს) შესაბამის ნებართვას. ბევრ ქვეყანაში იგი კანონმდებლობითაა აკრძალული, ზოგან კი საერთოდ არ არსებობს ამ საკითხის დამარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზა.
ე.ე-ის ცნება გულისხმობს ადამიანთა ისეთ ერთობას, რომელთაც მოეპოვებათ:
1. ამ ერთობისათვის დამახასიათებელი სახელი;
2. საერთო წინაპარების მითები;
3. ისტორიული მეხსიერება;
4. სხვებისაგან განმასხვავებელი კულტურის ერთი ან რამდენიმე ელემენტი (ენა, დღესასწაულები);
5. კავშირი გარკვეულ ტერიტორიასთან;
6. ზოგადი ერთიანობის გრძნობა
გარკვეული ჯგუფის მიერ გაზიარებული კულტურული თავისებურება ქცევის განსხვავებული ხასიათიდან ენის თავისებურებებამდე, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. არასდროს არსებულა მკაფიო საზღვრები (კულტურული თუ გეოგრაფიული), რომლებიც მკაფიოდ გამოკვეთდნენ ეთნიკურ ჯგუფებს, თუმცა ე.კ-ს ბევრი აღიქვამს, როგორც ბუნებრივად განსაზღვრულს. ეთნიკური განსხვავებები, რომლებიც ხშირად რელიგიურ, ან კლანურ განსხვავებებთან ასოცირდება, პოლიტიკური კონფლიქტების ძირითადი წყაროა.
დეპორტაციის მსგავსად, ე.წ-ც საკუთარი საცხოვრებელი ადგილებიდან ადამიანთა ძალადობრივ გაძევებას გულისხმობს, მაგრამ მას თან ახლავს განსაკუთრებული სისასტიკე, მკვლელობები, წამება, გაუპატიურება და ადამიანის ღირსების დამამცირებელი სხვა ქმედებანი. ე.წ-ის საბოლოო მიზანია სახელმწიფოს ტერიტორიის გარკვეულ რაიონებში (მათ შორის ოკუპირებულში) მოსახლეობის ეთნიკურ შემადგენლობაში ცვლილებების შეტანა. ეს ტაქტიკა გამოიყენებოდა გერმანელი ნაცისტების მიერ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. ე.წ-ის მაგალითია სამოქალაქო ომი ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებში. ამ ტაქტიკის წარმატებულად განხორციელების შემთხვევაში პოლიტიკური დანაშაულის ამ ფორმას ეთნოციდისა და (ან) გენოციდის მსგავსი შედეგები მოაქვს შედარებით მცირერიცხოვანი მსხვერპლით
ხალხის კულტურის განადგურებაა და არა ადამიანთა ფიზიკური განადგურება, თუმცა ამ ტერმინს ზოგჯერ გენოციდის ნაცვლადაც იყენებენ.
იხ. გენოციდი
გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1966 წლის 16 დეკემბერს მიღებული ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მიხედვით ადამიანის ძირითადი ეკონომიკური და სოციალური უფლებებია:
1. შრომის უფლება;
2. შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების უფლება;
3. პროფკავშირების შექმნის უფლება;
4. ოჯახის, აგრეთვე დედათა და ბავშვთა უფლებები;
5. საკმარისი ცხოვრების დონის უფლება (საკვები, ტანსაცმელი, საცხოვრისი);
6. ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის უფლება;
7. განათლების უფლება.
იხ. შრომის სამართლიანი პირობები, ბავშვთა ექსპლოატაცია, ბავშვთა შრომა,ცხოვრების დონე, პროფესიული კავშირი, ორგანიზაციების შექმნის და უფლებათა კოლექტიურად დაცვის უფლება, გაფიცვა, საკვების უფლება, კულტურული უფლებები
ადამიანთა ერთობა, რომელიც ინახავს თავისი წინაპრების გადმოცემებსა და მითებს, საერთო მსხვერპლისა და ტანჯვის ფასად დაკავშირებულია ისტორიულ ტერიტორიასთან და ერთიანობის შესანარჩუნებლად მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, ასეთივე ტანჯვა გამოიაროს.
როდესაც სახელმწიფოს ტერიტორია ე-ის ტერიტორიას ემთხვევა, საქმე გვაქვს ეროვნულ სახელმწიფოსთან. სახელმწიფოთა უმრავლესობა ერთგვაროვანი არ არის ეროვნული თვალსაზრისით და მის ტერიტორიაზე სხვადასხვა ეთნიკური, კულტურული, რელიგიური და ენობრივი ჯგუფი ცხოვრობს.
პოლიტიკის ძირითადი კანონი, რომელიც ხაზს უსვამს სახელმწიფოს ტერიტორიულ და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას. ეროვნულ უსაფრთხოებას აბსოლუტური პრიორიტეტი აქვს პოლიტიკის სხვა საკითხებთან შედარებით
![]() |
7 ვ |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოების, ან კერძო პირების კუთვნილი კულტურული და მატერიალური ფასეულობების მიმართ განხორციელებული ქმედება, რაც ამ ფასეულობების უაზრო, სასტიკ, ბოროტ და უმეცარ განადგურებაში გამოიხატება.
![]() |
8 ზ |
▲ზევით დაბრუნება |
ჟენევის 1949 წლის ოთხივე კონვენციისათვის ზ.მ.მ. რომელიც შიდა შეიარაღებული კონფლიქტების მიმართ გამოიყენება. მასში, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა განსხვავებას სამოქალაქო მოსახლეობას, კომბატანტებსა და საომარ მოქმედებათა სხვა ობიექტებს შორის. ეს განსხვავება ომის წარმოების კანონებით და წესებითაა განსაზღვრული და თავდასხმებისაგან იცავს სამოქალაქო მოსახლეობასა და სამოქალაქო ობიექტებს.
ჰუმანიტარული სამართლის ეს ნორმა შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლთა დაცვის გაცილებით მეტ გარანტიას უზრუნველყოფს, ვიდრე ადამიანის უფლებები. ამ მუხლში ნათქვამია: „თუ შიდა შეიარაღებული კონფლიქტი მაღალ ხელმომწერ მხარეთაგან ერთ-ერთში მიმდინარეობს, კონფლიქტში მონაწილე მხარეები ვალდებულნი არიან დაიცვან მინიმუმ შემდეგი დებულებები:
1. იმ პირებს, რომლებიც არ ღებულობენ აქტიურ მონაწილეობას შეიარაღებულ კონფლიქტში, დაყარეს იარაღი, ან გამოვიდნენ მწყობრიდან ავადმყოფობის, ჭრილობების, დაკავების, ან სხვა მიზეზთა გამო, ნებისმიერ ვითარებაში ჰუმანურად უნდა მოვექცეთ. დაუშვებელია მათი დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, რელიგიის ან რწმენის, სქესის, წარმომავლობის, ან მატერიალური მდგომარეობის, ანდა სხვა მსგავსი ნიშნების მიხედვით. ამ მიზნით, ნებისმიერ დროს, ან ნებისმიერ ადგილას ზემოააღნიშნულ პირთა მიმართ აკრძალულია:
ა) ძალადობა ამ პირის სიცოცხლის და ხელშეუხებლობის მიმართ, კერძოდ, ნებისმიერი სახის მკვლელობა, დასახიჩრება, სასტიკი მოპყრობა და წამება;
ბ) მძევლად აყვანა;
გ) ადამიანის ღირსების შელახვა, კერძოდ, დამცირება და არაადამიანური მოპყრობა;
დ) განაჩენის გამოტანა და მისი აღსრულება კანონიერი სასამართლოს მიერ სახალხოდ და იმ საპროცესო გარანტიების უზრუნველყოფით გამოტანილი განაჩენის გარეშე, რომლებიც ცივილიზებული ხალხების მიერ ადამიანის განუყოფელ უფლებებადაა მიჩნეული.
2. აუცილებელია დაჭრილთა და ავადმყოფთა ჰოსპიტალიზაცია და მათი მოვლა. ისეთმა მიუკერძოებელმა ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ, როგორიცაა საერთაშორისო წითელი ჯვარი, შესაძლებელია, კონფლიქტის მონაწილეებს საკუთარი სამსახური შესთავაზოს. კონფლიქტის მხარეებმა ძალ-ღონე არ უნდა დაიშურონ ამ კონვენციის ყველა დებულების, ან მისი ნაწილის უზრუნველსაყოფად განსაკუთრებული შეთანხმებების საშუალებით.
საერთაშორისო წითელი ჯვარი აცხადებს, რომ მე-3 მუხლი განეკუთვნება jus cogens-ს (ხალხთა უფლებებს) და საერთაშორისო სამართლის აბსოლუტურ ნორმას წარმოადგენს.
ეს მუხლი, ასევე გამოიყენება სახელისუფლო ძალებსა და ამბოხებულ ჯგუფებს შორის შეიარაღებული შეტაკებების მიმართ, ანდა - ორ ან მეტ შეიარაღებულ ჯგუფს შორის ქვეყნის შიგნით შეიარაღებული შეტაკებების მიმართ, როდესაც, სხვადასხვა მიზეზის გამო, ხელისუფლება ან არ არსებობს, ან ის მეტად სუსტია კონფლიქტში ჩასარევად. ზ.მ.მ. ჟენევის ოთხივე კონვენციის ერთადერთი ნორმაა, რომელიც უშუალოდ ეხება შიდა შეიარაღებულ კონფლიქტებს.
იხ. ჟენევის კონვენციები
![]() |
9 თ |
▲ზევით დაბრუნება |
ინდივიდუალური, ან კოლექტიური მდგომარეობა, რომელიც სხვადასხვა მოქმედებას შორის არჩევნის საშუალებას გულისხმობს. თ. ნიშნავს ადამიანის შესაძლებლობას, იმოქმედოს თავისი ნების შესაბამისად, ვინმეს მიერ, ან ვისიმე სახელით დაწესებული ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. ამავე დროს თ. ადამიანის ხელშეუხებლობასაც გულისხმობს (არამართლზომიერი დაკავების, ან დაპატიმრებისაგან თავისუფლება, დეპორტაციისა და მონობისაგან თავისუფლება)
იხ. ხელშუეხებლობის უფლება, არამართლზომიერი დაპატიმრება, დეპორტაცია, მონობა, პირადი თავისუფლებების უფლება, პირადი ხელშეუხებლობის უფლება, პირადი ცხოვრების უფლება
არა მარტო ორგანიზაციების, არამედ თითოეული ადამიანის უფლება თავისუფლად გამოთქვას საკუთარი აზრი მასობრივი ინფორმაციის როგორც ბეჭდვითი, ისე ელექტრონული საშუალებებით (ტელევიზია, რადიო, გაზეთები, პლაკატები და ა.შ.), ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვების გარეშე. ხელისუფლება ცდილობს პრესის თავისუფლების შეზღუდვას მაშინ, როდესაც, მისი აზრით, პრესის თავისუფლება ხიფათს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და მორალს, მის ჯანმრთელობას. ბევრ ქვეყანაში, დასავლური დემოკრატიების უმრავლესობის ჩათვლით, პრესა, განსაკუთრებით კი რადიო-ტელევიზია სხვადასხვა წესებს, ქცევათა კოდექსებს და (ან) კონტროლის სხვადასხვა ხარისხს ექვემდებარება.
იხ. ცენზურა
ცნება მოიცავს თ-ის მიცემას იმ უცხოელთათვის, რომლებიც იდევნებიან პოლიტიკური, ეთნიკური ან რელიგიური მიზეზების გამო, ანდა რომელთაც სიკვდილი ემუქრებათ საკუთარ ქვეყანაში. ადამინის უფლებათა დეკლარაციის მე-14 მუხლის მიხედვით „ყოველ ადამიანს უფლება აქვს ეძიოს დევნისაგან თავშესაფარი სხვა ქვეყნებში და ისარგებლოს ამ თავშესაფრით“. დეკლარაცია ტერიტორიული თ-ის შესახებ (1967) აყალიბებს პრინციპებს, რომლითაც უნდა ხელმძღვანელობდეს სახელმწიფო ტერიტორიული თ-ის მიცემისას. ძირითადი პრინციპია პირის ძალადობრივი გასახლების აკრძალვა იმ ქვეყანაში, რომელშიც მას საფრთხე ემუქრება.
თ-ის ცნებაში უფლებებისა და კანონის წინაშე თანასწორობა იგულისხმება. თ-ის ცნება თავისი მნიშვნელობით ძალიან ახლოს დგას დისკრიმინაციის აკრძალვასთან. დისკრიმინაცია კი რაციონალურ დასაბუთებას მოკლებული, ფიზიკურ და ბიოლოგიურ ნიშნებზე აგებულ უფლებათა და უფლებამოსილებათა ნებისმიერი, დიფერენციაციაა. როგორც პრაქტიკა გვაჩვენებს, შესაძლებელია სამართლებრივი სისტემის შექმნა დისკრიმინაციული დებულებების გარეშე, მაგრამ ჯერ-ჯერობით ვერ მოხერხდა ისეთი სამართლებრივი სისტემის „დე ფაქტო” შექმნა, რომელიც უზრუნველყოფდა თ-ს კანონის წინაშე. ყველგან და ყოველთვის თანამდებობის პირები სხვადასხვაგვარად ექცევიან მდიდრებს ან ცნობილ ადამიანებს და განკიცხულებსა თუ საზოგადოების მიერ ათვალისწუნებულ ჯგუფებს. ამ განსხვავებების გასათანაბრებლად არაერთი სისტემა შეიქმნა, მაგრამ სრული წარმატების მიღწევა ვერსად მოხერხდა. გამორიცხული არ არის, რომ თანასწორი დამოკიდებულების პოსტულატი პრაქტიკულად განუხორციელებელია, მაგრამ ეს სრულიადაც არ ნიშნავს რომ მასზე უარი ითქვას.
საერთაშორისო სამართლის მნიშვნელოვანი პრინციპი, რომლის მიხედვითაც ყველა ხალხს აქვს თ-ის უფლება. ამ უფლების შესაბამისად ყველა ხალხი დამოუკიდებლად განსაზღვრავს საკუთარ პოლიტიკურ სტატუსს და ახორციელებს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებას. ხალხთა თ-ის უფლება საკუთარი ეროვნული სიმდიდრისა და რესურსების მიმართ სუვერენიტეტს ნიშნავს. ამასთან, თ-ის უფლებასთან ორი მნიშვნელოვანი პრობლემაა დაკავშირებული: ვინ შეიძლება ჩაითვალოს ხალხად და როგორია ამ უფლების განხორციელების საზღვრები.
ხალხის ცნება გულისხმობს ხალხს მთლიანობაში, დემოსს, და არა ცალკეულ ეთნოსებს თუ რელიგიურ ჯგუფებს. თ-ის უფლების განხორციელება არ ნიშნავს თითოეული ცალკეული ეთნიკური ჯგუფის სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას. თ-ის უფლების გამოვლენის საზღვრები შეიძლება იყოს უმცირესობათა უფლებების დაცვით, კულტურული და პოლიტიკური ავტონომიით დაწყებული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ჩამოყალიბებამდე. ამასთან დაკავშირებით შეიძლება გამოვყოთ თ-ის მოთხოვნის 6 სახე:
1. ანტიკოლონიური თ. (უცხო ქვეყნის კოლონიურ მმართველობაში მყოფი ქვეყნის მოსახლეობა ეძიებს სრულ დამოუკიდებლობას, ან პოლიტიკური ძალაუფლების გაზრდას;
2. თ. სახელმწიფოსაგან, ანუ სახელმწიფოს შიგნით (რომელიმე ჯგუფის მცდელობა _ გამოეყოს არსებულ სახელმწიფოს და ახალი სახელმწიფო შექმნას, ან ამ ქვეყნის შიგნით მიაღწიოს პოლიტიკური ან კულტურული ავტონომიის უფრო მაღალ ხარისხს);
3. ტრანსსახელმწიფოებრივი თ. (ერთ სახელმწიფოზე მეტ სახელმწიფოში მცხოვრები ხალხების გაერთიანების მოთხოვნა);
4. გაფანტული ხალხების თ. (ერთ ან რამდენიმე სახელმწიფოში გაფანტული ხალხების მოთხოვნა);
5. მკვიდრი ხალხების თ. (მკვიდრი თანამეგობრობის, ანუ მკაფიო ეთნიკური ნიშანთვისებებისა და ხანგრძლივი ისტორიული არსებობის მქონე ჯგუფების მოთხოვნა);
6. წარმომადგენლობითი თ. (არსებული სახელმწიფოს მოსახლეობის მოთხოვნა - შეცვალოს საკუთარი პოლიტიკური სისტემა და უფრო წარმომადგენლობითი გახადოს ის, ანუ ჰყავდეს საკუთარი წარმომადგენლები ხელისუფლებაში).
ეს კატეგორიები ყოვლისმომცველი არ არის. მეტიც, ზოგიერთი მოძრაობა თ-ისათვის, შესაძლებელია, ერთდროულად რამდენიმე კატეგორიას განეკუთვნებოდეს
ცენზურის სახე, რომელიც სიმართლის ბოლომდე ართქმით გამოიხატება და რომელსაც სხვადასხვა მოსაზრებით (შიშის სინდრომი, ავტორის აზრით ნაკლებადმნიშვნელოვანი ინფორმაციის გამოქვეყნებაზე უარის თქმა სხვა უფრო მაღალი ღირებულების მქონე ინფორმაციის, ან მოსაზრების გამოქვეყნების სურვილით და ა.შ.) ახორციელებს არა სახელმწიფო, არამედ თავად ცენზურის ობიექტის ავტორი.
![]() |
10 ი |
▲ზევით დაბრუნება |
შეხედულებების ჩამოყალიბებული სისტემა, რომელიც თავის გამოხატულებას პოლიტიკურ დოქტრინებში პოვებს
საერთაშორისო ტერმინი, რომელიც, შესაბამისი კანონებისა და ტრადიციების საფუძველზე, აღნიშნავს დიპლომატიური წარმომადგენლების პრივილეგიებს, რაც მათ ხელშეუხებლობასა და სახელმწიფო და სხვა სახის გადასახადებისაგან განთავისუფლებაში გამოიხატება.
პირობები, რომლის დროს დაპატიმრებულ პირს არა აქვს ადვოკატთან, ან ოჯახის წევრებთან შეხვედრის უფლება ძიების საწყის ეტაპზე. ბრალდებულის მიმართ ამგვარი მოპყრობა დასაშვებია მხოლოდ მძიმე დანაშაულის შემთხვევაში მოსამართლის მკაფიო განკარგულების საფუძველზე. ასეთი მოპყრობა არ შეიძლება გაგრძელდეს იმაზე დიდხანს, ვიდრე ეს აბსოლუტურად აუცილებლია. ხშირად, ი.დ. ხელს უწყობს წამების გამოყენებას, რისი საფრთხეც საკმაოდ მაღალია საზოგადოებრივი კონტროლის არარსებობის გამო.
პირობები, რომლის დროს დაპატიმრებულ პირს არა აქვს ადვოკატთან, ან ოჯახის წევრებთან შეხვედრის უფლება ძიების საწყის ეტაპზე. ბრალდებულის მიმართ ამგვარი მოპყრობა დასაშვებია მხოლოდ მძიმე დანაშაულის შემთხვევაში მოსამართლის მკაფიო განკარგულების საფუძველზე. ასეთი მოპყრობა არ შეიძლება გაგრძელდეს იმაზე დიდხანს, ვიდრე ეს აბსოლუტურად აუცილებლია. ხშირად, ი.დ. ხელს უწყობს წამების გამოყენებას, რისი საფრთხეც საკმაოდ მაღალია საზოგადოებრივი კონტროლის არარსებობის გამო.
საერთაშორისო ტერმინი, რომელიც ერთი ან რამდენიმე სახელმწიფოს მიერ სხვადასხვა ფორმით სხვა სახელმწიფოს იურისდიქციაში ჩარევას აღნიშნავს. ასეთ ჩარევას პირადი, ან ჰუმანიტარული მიზნები აქვს. გაეროს წესდებით (მე-2 მუხლი, მე-7 პარაგრაფი) „დაუპატიჟებელი” სამხედრო ი. აკრძალულია, რაც საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმაა. მსოფლიო თანამეგობრობის ჩარევა სხვადასხვა ფორმით ვლინდება და არ შემოიფარგლება მხოლოდ სამხედრო და ჰუმანიტარული ი-ით.
იხ. ჰუმანიტარული ინტერვენცია
სამოქალაქო საზოგადოებაში არსებული ორგანიზაციები, რომლებიც ცდილობენ გავლენის მოხდენას სახელმწიფო პოლიტიკის მიმართულებაზე, ამასთან არ აცხადებენ პრეტენზიას სახელმწიფო პოსტებზე. მათი დახმარებით დემოკრატიულ პროცესში ჩართულია მოსაზრებათა მთელი სპექტრი. ამგვარი პლურალიზმი სახელმწიფოსა და ინდივიდებს შორის არსებული კავშირითაა განპირობებული.
განასხვავებენ „შიდა“ ჯგუფებს, რომლებიც პერიოდულ კონსულტაციებს უწევენ ხელისუფლებას და აქტიურ მონაწილეობას იღებენ პოლიტიკური კურსის ფორმირებასა და მის განხორციელბაში და „გარე” ჯგუფებს, რომლებსაც, ხელისუფლება ნაკლებად ცნობს. ასევე განასხვავებენ ჯგუფებს, რომლებიც თავიანთ ინტერესებს იცავენ (პროფესიული და ფერმერული კავშირები) და იმ ჯგუფებს, რომლებიც გარკვეული პოლიტიკური კურსის მხარდამჭერები არიან (“ზეწოლის” ჯგუფები).
საერთაშორისო სამართლის მიხედვით გარკვეული კატეგორიის უცხოელების იძულებითი მოთავსება რომელიმე ადგილას, რომლის დატოვებაც ამ პირებს აკრძალული აქვთ. ი-ს მიმართავენ მეომარი სახელმწიფოები მტრული სახელმწიფოს სამხედრო ტყვეების, ან სხვა მოქალაქეების მიმართ, ნეიტრალური სახელმწიფოები კი მეომარი სახელმწიფოს სამხედრო მოსამსახურეთა მიმართ.
ი-ს რეჟიმი რეგულირდება 1949 წლის ჟენევის და 1907 წლის ჰააგის კონვენციებით.
იხ. აგრეთვე ჟენევის კონვენციები, ჰააგის სამშვიდობო კონფერენციები
აზრის გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელოვანი ელემენტი. ი.თ. უფრო ტევადი ცნებაა, ვიდრე მისი წინამორბედი თავისუფლებების (სიტყვის, აზრის გამოხატვის, პრესის თავისუფლებები) ერთობლიობა. მისი ფესვები ადამიანის მიერ ცოდნის მიღების სურვილის და სიმართლის ძიების წიაღშია საძებნელი. ი.თ. ადამიანის პოლიტიკურ ცნობიერებაში და იმ ფაქტის გააზრებაში დევს, რომ ამ თავისუფლების განხორციელება განუკითხაობისა და დესპოტური ხელისუფლების საწინააღმდეგო აუცილებელი იარაღია. ი.თ. არის პრესის თავისუფლება ფართო გაგებით. ის ასევე ეხება მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებს, აგრეთვე მსმენელთა და მაყურებელთა ინტერესების დაკმაყოფილებას.
სეპარატიზმის ფორმა, როდესაც ერთ ქვეყანაში მცხოვრებ ხალხს სურს თავისი ეთნიკური წარმომავლობის ქვეყანას შეუერთდეს. ტერმინი გამაერთიანებელი იტალიური მოძრაობის შედეგად წარმოიშვა 1878 წელს.
სამართლის აღსრულება, საქმეთა განხილვის უფლებამოსილებანი, ხელისუფლების ორგანოთა ოფიციალური უფლებამოსილებანი. საერთაშორისო სამართალში ამ ტერმინს სხვადასხვა ორგანოთა კომპეტენციის ცნება შეესაბამება. მაგალითად: საერთაშორისო ი. (საარბიტრაჟო ი.), საკონსულო ი. (ვენის საკონსულო ი. 1963 წელი) და სხვა
სავალდებულო შრომა, რომელიც სასჯელის მუქარის გამო არანებაყოფლობით ხასიათს ატარებს. ასეთმა პრაქტიკამ შესაძლებელია მონობამდე, ან მსგავს მდგომარეობამდე მიგვიყვანოს. ი.შ. პოლიტიკური იძულების, ან “აღზრდის” მიზნით გამოიყენება, როგორც პოლიტიკური აზრის თავისუფლად გამოთქმის საწინააღმდეგო ზომა. ი.შ. რასობრივი, სოციალური, ან სხვა სახის დისკრიმინაციის მიზნითაც გამოიყენება (შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, კონვენცია 105). ზოგჯერ ი.შ-ის მიზანია ადამიანის ფიზიკური გამოფიტვა და, ამის შედეგად, მისი ნაადრევი სიკვდილი.
ი.შ-ს არ განეკუთვნება:
1. ნებისმიერი იძულებითი სამუშაო, როდესაც ამ სახის შრომა კომპეტენტური, ღია სასამართლო პროცესის შედეგადაა მისჯილი;
2. ნებისმიერი სამხედრო ხასიათის შრომა, ან ალტერნატიული სამსახური იმ ქვეყნებში, სადაც ეს უკანასკნელი კანონითაა გათვალისწინებული;
3. ნებისმიერი სამუშაო, რომლის ჩატარება აუცილებელია ექსტრემალურ ვითარებაში და უბედურების დროს, როდესაც საფრთხე ექმნება საზოგადოების წევრთა სიცოცხლეს და კეთილდღეობას;
4. ნებისმიერი სამუშაო, რომელიც ჩვეულებრივი სამოქალაქო მოვალეობების ნაწილია.
![]() |
11 კ |
▲ზევით დაბრუნება |
სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ მიღებული იურიდიული აქტი, ან ხალხის ნების უშუალოდ გამოხატვის შედეგად (მაგალითად, რეფერენდუმის გზით) ძალაში შესული და სახელმწიფოს უფლებამოსილებით მხარდაჭერილი ნორმა, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ურთიერთობებს აწესრიგებს. კ. სახელმწიფო სამართლის სისტემის საფუძველია. ის, როგორც წესი, უკვე არსებულ, მნიშვნელოვან ნორმებს აწესრიგებს.
სხვა სახელმწიფო ორგანოების მიერ მიღებულ ნორმატიულ აქტებთან შედარებით კ-ს უფრო მაღალი იურიდიული ძალა აქვს. კ-ს მიღებისათვის დამახასიათებელია სპეციალური კანონშემოქმედებითი პროცედურა, რომელიც რამდენიმე სტადიად იყოფა: საკანონმდებლო ინიციატივა, კანონპროექტის განხილვა, მისი მიღება და გამოქვეყნება. შინაარსის მნიშვნელობის მიხედვით კ-ები იყოფა: საკონსტიტუციო, ორგანულ და ჩვეულებრივ კ-ებად.
1.სამართლებრივი ნორმების ერთობლიობა, რომელიც არეგულირებს საზოგადოებრივ ურთიერთობებს ზოგადად, ან საზოგადოებრივი ურთიერთობების ერთ რომელიმე სახეს (მაგალითად, სამოქალაქო კ., სისხლის სამართლის კ. და ა.შ.).
2. სახელმწიფოს მიერ თავისი ფუნქციების განხორციელების ერთ-ერთი ძირითადი მეთოდი, რაც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ კანონების გამოცემით გამოიხატება.
ადამიანის უფლებები ინდივიდუალურია და არა კოლექტიური. ამ უფლებათა სუბიექტი ადამიანია. ამიტომაც არ შეიძლება საუბარი უმცირესობათა უფლებების შესახებ ადამიანის უფლებათა ჩარჩოებში - ეს პოლიტიკის ენაა და მისი საგანი (კ.უ-ის ასეთ მაგალითს წარმოადგენს ავტონომიის შექმნის უფლება). ადამიანის უფლებათა ჩარჩოებში გულისხმობენ იმ პირთა უფლებებს, რომლებიც ეროვნულ უმცირესობებს განეკუთვნებიან, ინვალიდთა უფლებებს, არა როგორც ჯგუფისა, არამედ თითოეული ინვალიდისა ცალ-ცალკე. ამ წესიდან ერთადერთი გამონაკლისია სამოციან წლებში გაეროს ადამიანის უფლებათა ორივე საერთაშორისო პაქტში შეტანილი 1 მუხლი, რომლის მიხედვითაც „ყველა ერს აქვს თვითგამორკვევის უფლება”. ერების უფლებები არ გამომდინარეობს ინდივიდუალური უფლებებიდან - ეს ტიპიური კოლექტიური უფლებებია. საერთაშორისო პაქტში ეს მუხლი პოლიტიკური მოსაზრებების გამო მოხვდა, ადამიანის უფლებებზე საუბრისას კი იგულისხმება არა ერების, საზოგადოებრივი კლასების, ფენების და ჯგუფების, არამედ ცალკეულ პირთა უფლებები
რეგულარული, ან არარეგულარული არმიის ნაწილები, რომლებიც მონაწილეობენ ბრძოლებში და იმყოფებიან ომის წარმოების საერთაშორისო წესების დაცვის ქვეშ
ვინმესთვის ზარალის ანაზღაურება, ანუ ის, რაც აუცილებელია უკანონო ქმედების (ან უმოქმედობის) შედეგის გასანეიტრალებლად შესაძლებლობის ფარგლებში, რათა აღდგეს ის მდგომარეობა, რომელსაც ადგილი ექნებოდა უკანონო ქმედების ჩაუდენლობის შემთხვევაში.
კ-ს ყოველთვის არა აქვს ფულადი ფორმა. ზოგ შემთხვევაში, გარემოებათა გამო, გამოიყენება კ-ის სხვა ფორმები.
სამოქალაქო დაუმორჩილებლობის სამხედრო, ნახევრად სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური და ფსიქოლოგიური აქციები, რომლებიც მიზნად ისახავენ გადატრიალების, ან აჯანყების შედეგების წინააღმდეგ ბრძოლას. ამ ტერმინის სინონიმად, ბოლო ხანებში, იხმარება ტერმინი დაბალი ინტენსივობის კონფლიქტი
ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დოკუმენტების კონტროლისა და მათი განხორციელების გაუმჯობესების ინსტიტუციური მექანიზმი. ამ მიზნით სხვადასხვა ტიპის პროცედურა ხორციელდება: ჩვეულებრივი და სპეციალური პროცედურები; იურიდიული (კვაზიიურიდიული) და პოლიტიკური პროცედურები; პროცედურები ცალკეული ქვეყნებისა და თემების მიხედვით; ხელშეკრულებებზე და ქარტიებზე დაფუძნებული პროცედურები. მრავალფეროვანი სტრუქტურები არსებობს როგორც გაეროს სტრუქტურებში და მის სპეციალიზებულ სააგენტოებში, ისე რეგიონულ ორგანიზაციებში, როგორიცაა: ევროპის საბჭო, ამერიკულ სახელმწიფოთა ორგანიზაცია, აფრიკული ერთობის ორგანიზაცია. ხშირ შემთხვევაში პროცედურებისა და მექანიზმების ამგვარი თანაარსებობა შეიძლება ერთსა და იმავე უფლებას, ან უფლებათა ჯგუფს იცავდეს, ან ერთსა და იმავე შემთხვევას განიხილავდეს. ამიტომ საჭიროა სხვადასხვა პროცედურებისა და მექანიზმების კოორდინაცია, სტანდარტების, ფაქტებისა და ინფორმაციის შეთანხმებული ინტერპრეტაციისა და ერთმანეთის დუბლირების თავიდან ასაცილებლად
პროცესი, რომელიც კომპრომისებისა და პირობების განხილვის, დარწმუნების, ან მანიპულაციის გზით კონფლიქტის მხარეთა მოთხოვნების შეცვლაში და ამ გზით იმ პირობების შექმნაში მდგომარეობს, რომელიც სუბიექტურად მისაღებია ორივე მხარისათვის. ეს შემდგომში შესაძლებელია შეთანხმების საფუძველი გახდეს. კ.გ. განსხვავდება კონფლიქტების რეგულირებისაგან. ეს უკანასკნელი არ აკმაყოფილებს კონფლიქტის მონაწილე მხარეების ყველა ძირითად მოთხოვნას და ინტერესს, მაშინ როდესაც კ.გ. აღწევს ამ მიზანს. კ.გ. შესაძლებელია მიღწეულ იქნეს თვით მონაწილე მხარეთა მიერ, ან, რაც უფრო მოსალოდნელია, მესამე მხარის დახმარებით სხვადასხვა მექანიზმების გამოყენებით. ეფექტური საშუამავლო ქმედებები შემდეგი მაჩვენებლებით ხასიათდება:
1. წარმატების მისაღწევად შუამავალი (მესამე მხარე) თანაბრად უნდა იყოს დაცილებული კონფლიქტის მონაწილე მხარეებისაგან. ორივე მხარის მიმართ ერთნაირი დამოკიდებულება, ან მათგან დამოუკიდებლობა წარმატების მიღწევის მნიშვნელოვანი პირობაა;
2. წარმატების მისაღწევად შუამავალს უნდა ჰქონდეს პირობების წამოყენების უფლებამოსილება, რაც მატერიალური, ან არამატერიალური რესურსების საშუალებით შეიძლება გამოყენებულ იქნას მხარეთა წინააღმდეგ, თუ ისინი არ ასრულებენ შეთანხმების პირობებს;
3. წარმატების მისაღწევად მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული შეთანხმების მონაწილე მხარეთა ვინაობა;
4. წარმატების მისაღწევად კონფლიქტში მონაწილე მხარეებს უნდა ჰქონდეთ საკუთარი ღირსების შენარჩუნების საშუალება. მათ უნდა მიიღონ კომპენსაცია დათმობების სანაცვლოდ, ან უნდა დაინახონ გადაწყვეტის არანულოვანი ვარიანტის უპირატესობა;
5. კომპლექსურ და იდეოლოგიურ კონფლიქტებში შუამავალი (მესამე) მხარე უნდა ეცადოს უთანხმოების ძირითადი პუნქტების უფრო მცირე ქვეპუნქტებად დაყოფას და იდეოლოგიური მომენტების იზოლირებას;
6. შუამავალი მხარის მიერ წარმატების მიღწევის შანსი იზრდება ჩიხში მოქცევის შემთხვევაში, როდესაც კონფლიქტის მხარეების შესაძლებლობები მნიშვნელოვნად სუსტდება.
ორი ან მეტი მხარის (სახელმწიფოები, ჯგუფები, ცალკეული პირები) მიერ ნეგატიური სანქციებისა და სადამსჯელო მოქმედებების შეგნებული ურთიერთგაცვლა, როდესაც თითოეული მხარე ცდილობს უპირატესობის (ძალაუფლების, რესურსების, ღირებულებების) მოპოვებას იმ მეთოდებით, რომლებმაც შეიძლება ძალადობის გამოყენება გამოიწვიონ.
კ. ჩვეულებრივ, იმ ვითარებაში წარმოიქმნება, როდესაც ორი ან მეტი მხარის ინტერესებს, ან ღირებულებებს შორის ანტაგონიზმი არსებობს. ჯანსაღი კონკურენციისაგან განსხვავებით, მოწინააღმდეგისათვის ზიანის მიყენება, ან მისი განადგურება წინასწარგამიზნული აქტია
ეს უფლებები ადამიანის უფლებათა რამდენიმე დოკუმენტშია ჩამოყალიბებული:
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მუხლი 27, §1: „ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისუფლად მონაწილეობდეს საზოგადოების კულტურულ ცხოვრებაში, ტკბებოდეს ხელოვნებით, მონაწილეობდეს მეცნიერულ პროგრესში და სარგებლობდეს მისი სიკეთით”.
ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მუხლი 15, §1: „ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ ადამიანის უფლებას:
ა) კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობაზე;
ბ) სამეცნიერო პროგრესის შედეგებით სარგებლობასა და მის გამოყენებაზე;
გ) მისი ავტორობით გამოცემული სამეცნიერო, ლიტერატურული და ხელოვნებასთან დაკავშირებული შრომების მორალური და მატერიალური ინტერესების დაცვაზე“.
სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მუხლი 27: „იმ ქვეყნებში სადაც არიან ეთნიკური, რელიგიური და ენობრივი უმცირესობები, ამ ჯგუფის წარმომადგენელს არ შეიძლება უარი ეთქვას ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად საკუთარი კულტურის გამოყენებაზე, საკუთარი რელიგიის აღსარებასა და მისი წეს-ჩვეულებების აღსრულებაზე, აგრეთვე მშობლიური ენის გამოყენებაზე”.
რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის მუხლი 5: „...კულტურულ მოღვაწეობაში თანაბარი მონაწილეობის უფლება”.
საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის პრინციპების დეკლარაციის მუხლი 1: „საკუთარი კულტურის განვითარება ყველა ხალხის უფლება და მოვალეობაა“.
![]() |
12 ლ |
▲ზევით დაბრუნება |
ლ-ის კონცეფცია ხელისუფლებასა და სამართალს შორის არსებულ ურთიერთობას მოიცავს. ის ხაზს უსვამს სახელმწიფოს უფლებამოსილებას, ანუ იმას, რაც უფლებას აძლევს სახელმწიფოს, განახორციელოს ხელისუფლება თავისი მოქალაქეების მიმართ, აგრეთვე იმ ხარისხს, რომლითაც ეს სახელმწიფოა აღიარებული.
ტრადიციულ საზოგადოებაში სახელმწიფო ხელისუფლების წყარო „ღვთის ნებით“, ან მემკვიდრეობით განისაზღვრებოდა. თანამედროვე საზოგადოებაში სახელმწიფოს ლ-ის წყარო საზოგადოების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების აღიარებაში ძევს. ლ. მართულთა უსიტყვო თანხმობაზეა დამოკიდებული, სახელმწიფო კი ლ-ია იმ ხარისხით, რამდენადაც ამას მისი მოქალაქენი აღიარებენ. თავისუფალი, რეგულარული არჩევნები და თავისუფალი პრესა ლეგიტიმური მმართველობის არსებობის გარანტიაა. არადემოკრატიული რეჟიმები ხშირად ცდილობენ მოჩვენებითი ლ-ის შექმნას დაპყრობითი ომების, ეკონომიკური პროგრამების, კორუფციასა და დამნაშავეობის წინააღმდეგ გამართული კამპანიების მეშვეობით.
პოლიტიკური ფილოსოფია, რომელიც პრიორიტეტს ინდივიდთა პირადი უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფას, მმართველობის დემოკრატიულ ფორმებსა და პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ინსტიტუტების თანმიმდევრულ რეფორმებს ანიჭებს.
ეჭვმიტანილის სიკვდილით დასჯა კანონიერი სასამართლოს გარეშე, როგორც წესი ჩამოხრჩობის გზით. ტერმინი ვირჯინიის შტატის ქალაქ პიტსილვანიის „გულმოდგინეობის კომიტეტის” წევრის კაპიტან უ. ლინჩის (1742-1820) გვარის მიხედვით შეიქმნა. კომიტეტის მიზანი იყო წესრიგის დაცვა და დამნაშავეთა დასჯა იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამცავი ორგანოები არ არსებობს, ან, კომიტეტის აზრით, მისი მოქმედება არაეფექტურია.
იხ. გულმოდგინეობის ჯგუფები
ლტოლვილი, რომელსაც თავდაპირველად არ ჰქონდა დევნის საშიშროების საფუძველი მშობლიურ ქვეყანაში, მაგრამ შემდგომში მას ასეთი საფრთხე შეექმნა საკუთარი ხელისუფლების საწინააღმდეგო პოლიტიკური მოღვაწეობის გამო, ანდა იმიტომ, რომ ამ პიროვნების საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდში ვითარება შეიცვალა მის ქვეყანაში
პირები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ იდევნებიან თავისი რასის, რელიგიის, მოქალაქეობის, რომელიმე სოციალური ჯგუფის წევრობის, ან პოლიტიკური შეხედულებებისათვის, რის გამოც იმყოფებიან თავისი მოქალაქეობის ქვეყნის ფარგლებს გარეთ და არ შეუძლიათ, ან შიშის გამო არ სურთ, ისარგებლონ ამ ქვეყნის მფარველობით
![]() |
13 მ |
▲ზევით დაბრუნება |
საარჩევნო სისტემა, რომლის მიხედვითაც ამომრჩევლები დაყოფილნი არიან საარჩევნო ოლქებად გეოგრაფიული ზონების მიხედვით. გამარჯვებულია ის კანდიდატი, რომელიც ხმების უმრავლესობას მოაგროვებს თავის საარჩევნო ოლქში. განასხვავებენ აბსოლუტური უმრავლესობის, შედარებითი უმრავლესობის და კვალიფიციური უმრავლესობის მ.ს.ს-ებს. აბსოლუტური უმრავლესობის მ.ს.ს-ის დროს არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს არჩევნებში მონაწილეთა ხმების ნახევარზე მეტს. შედარებითი უმრავლესობის მ.ს.ს-ის დროს არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს არჩევნებში მონაწილეთა ხმების უმრავლესობას სხვა კანდიდატებთან შედარებით. კვალიფიციური უმრავლესობის მ.ს.ს-ის დროს არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს არჩევნებში მონაწილეთა ხმების წინასწარ დადგენილ უმრავლესობას, რომელიც მეტია ხმების ნახევარზე. მაგალითად, 2/3, 3/4 და ა.შ. (ეს უკანასკნელი სისტემა იშვიათად გამოიყენება).
მ.ს.ს-ის უპირატესობა ისაა, რომ ეთნიკურად და პოლიტიკურად გაყოფილ მოსახლეობას აქვს საკუთარი წარმომადგენლის ყოლის შესაძლებლობა პარლამენტში, იმ შემთხვევაში, თუ ამ ჯგუფებს მყარი დასაყრდენი აქვთ საკუთარ რეგიონებში. მეორე მხრივ, პარტიების წარმომადგენლობა პარლამენტში არ ასახავს ქვეყნის ამომრჩევლების ინტერესებს მთელს ქვეყანაში, ვინაიდან გამარჯვებული კანდიდატი არ წარმოადგენს იმ ამომრჩეველთა ინტერესებს, რომელთაც მისი კანდიდატურისათვის კენჭი არ უყრიათ. გარდა ამისა, მ.ს.ს-ის დროს თითოეულ ოლქში იკარგება იმ კანდიდატისათვის მიცემული ხმები, რომლებმაც უმრავლესობა ვერ მოაგროვეს. მიუხედავად ამ ნაკლოვანებებისა მ.ს.ს. ბევრ თანამედროვე ქვეყანაში გამოიყენება (ხშირად პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან კომბინაციაში).
იხ. არჩევნები, პროპორციული წარმომაგენლობა
დემონსტრაცია, რომელშიც მონაწილეობს ადამიანთა დიდი მასა და რომელსაც თან ახლავს ძალის გამოყენება და საზოგადოებრივი წესრიგის სერიოზული დარღვევები. მ.ა., როგორც წესი, მნიშვნელოვენ ზიანს აყენებს საკუთრებას
სამოქალაქო ომის, შიმშილობის, გენოციდის, ან სხვა უბედურებიდ შედეგად წარმოქმნილი ლტოლვილთა ნაკადი. ტერმინი პირველად ბიბლიაშია გამოყენებული და ეგვიპტიდან ებრაელთა მასობრივ გამოსვლას აღნიშნავს.
ადამიანთა დიდი მასის დაკავება, ან დაპატიმრება ასეთ ქმედებებს ადგილი აქვს დემონსტრაციების, ოპოზიციური ძალების საწინააღმდეგო ქმედებების დროს, ან სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ. ზოგჯერ ასეთი დაპატიმრებები რეჟიმის მოწინააღმდეგეობაში ეჭვმიტანილთა წინასწარ შედგენილი სიების მიხედვით ხორციელდება. ხშირად მათ რიცხვში შეიძლება აღმოჩნდეს ნებისმიერი ადამიანი, რომელიც „არასასურველ დროს არასასურველ ადგილზე აღმოჩნდა”.
მასობრივი მკვლელობა - Mass killing
სახელმწიფო ხელისუფლების, ან მისი ორგანოების მიერ განხორციელებული წინასწარგანზრახული, მასობრივი ხოცვა-ჟლეტა უიარაღო, ან განიარაღებული ადამიანებისა, რომლებიც განიცდიდნენ დისკრიმინაციას მათი ამა თუ იმ ჯგუფისადმი კუთვნილების გამო. მ.მ. ასევე მოიცავს სასამართლოს, ან სხვა პროცედურების გარეშე ანგარიშსწორებას ცალკეული უიარაღო, ან განიარაღებული ჯგუფების მიმართ, რომლებიც განიცდიდნენ დისკრიმინაციას რომელიმე ადმინისტრაციული გადაწყვეტილების საფუძველზე.
თუ მ.მ-ს სისტემატური ხასიათი აქვს და არის მტკიცებულებები ქმედებათა წინასწარგანზრახულობის შესახებ, უმჯობესია გამოვიყენოთ ტერმინი “გენოციდური ხოცვა-ჟლეტა”.
იხ. გენოციდი, ხოცვა-ჟლეტა
ადამიანის უფლებებში ორ ძირითად ჯგუფს გამოყოფენ: მატერიალურ და საპროცესო უფლებებს.
მ.უ. მოიცავს ადამიანის კუთვნილ კონკრეტულ უფლებებსა და თავისუფლებებს. მ.უ. ხუთ ძირითად ჯგუფად იყოფა:
1. სამოქალაქო უფლებები:
2. პოლიტიკური უფლებები;
3. ეკონომიკური უფლებები;
4. სოციალური უფლებები;
5. კულტურული უფლებები.
იხ. სამოქალაქო სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები, ეკონომიკური და სოციალური უფლებები, ადამიანის უფლებები, უფლებები და თავისუფლებები
ქმედება რომელიც შეიცავს: სიტყვიერ შეურაცყოფას და მუქარას; არაკეთილგანწყობილ შენიშვნებს, ხუმრობებსა და ინსინუაციებს; პორნოგრაფიული, რასისტული, ან სხვა შეურაცმყოფელი, ან დამამცირებელი ფოტოგრაფიების ჩვენებას; უხეშ ხუმრობებს, არასასურველ მიპატიჟებებს და შეკითხვებს (პირადაპირს თუ ირიბს); დაშინებას; ავხორცულ ან სხვა სახის ჟესტებს; ნებისმიერ არასასურველ ფიზიკურ კონტაქტს; ფიზიკურ თავდასხმას. ასეთი ქმედებები, როგორც წესი, აკრძალულია ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობით. ყველაზე გავრცელებული ფორმაა სექსუალური მ.
პირი, რომელიც ნებაყოფლობით ტოვებს თავის ქვეყანას უკეთესი ცხოვრების საძიებლად. მ., ლტოლვილისაგან განსხვავებით, სარგებლობს საკუთარი ქვეყნის დაცვით.
ცალკეული პირების, ან ჯგუფების მიერ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა გადასახლების მიზეზებისა და მიზნების მიუხედავად. მ-ის მიზეზები შეიძლება იყოს როგორც ეკოლოგიური კატასტროფები თუ პოლიტიკური მოტივები, ისე უკეთესი ეკონომიკური პერსპექტივები, ან პოლიტიკური დაცულობა გადასახლების ადგილას. საზღვრის გადამკვეთთა მცირე ნაწილს თავშესაფრის მაძიებლები შეადგენენ. ესეც მ-ის ერთ-ერთი სახეა.
იხ. თავშესაფარი
არადემოკრატიული და თავის თავში ნაკლებად დარწმუნებული რეჟიმების მდგომარეობა, რომელთა საშინაო და საგარეო პოლიტიკაში მილიტარისტული აზროვნება ჭარბობს. პოლიტიკური ოპონენტები განიხილებიან როგორც “მტრები”, ხოლო შეიარაღებულ ძალებს ამ „მტრებთან” ბრძოლის ინსტრუმენტად იყენებენ. მ. ასევე გულისხმობს სახელმწიფოს ქმედებებს დაპყრობითი ომების მოსამზადებლად და რომელიმე ჯგუფის მიერ ქვეყნის მართვის უზრუნველსაყოფად.
1. სამხედრო ძალები, რომელთა ფორმირება (როგორც წესი, საგანგებო ვითარებებში) რეგულარული არმიისაგან დამოუკიდებლად ხდება. ეს ნაციონალური ძალები მთავრობის განკარგულებით ყალიბდება და ამით განსხვავდება პარტიზანული რაზმებისაგან.
1955 წელს, ჟენევაში გაეროს I კონგრესზე მიღებული “პატიმრებთან მოპყრობის მინიმალური სტანდარტული წესები“.
წესები შეიცავს მოთხოვნებს პატიმრების ადგილსამყოფელის, ტანსაცმლის, თეთრეულის, საკვების, სამედიცინო მომსახურების, დისციპლინისა და სასჯელების, პატიმრებისათვის განკუთვნილი ინფორმაციის, მათი საჩივრების განხილვის წესების, განათლებისა და დასვენების შესახებ. პირველ ნაწილში მოცემულია ზოგადი ნორმები, რომლებიც პატიმართა ყველა კატეგორიას ეხება. მეორე ნაწილი კი განკუთვნილია სხვადასხვა კატეგორიისათვის: სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულები, სულით ავადმყოფი და გონებრივად ჩამორჩენილი პატიმრები, ბრალდებაწაყენებული, მაგრამ ჯერ გაუსამართლებელი პატიმრები, სამოქალაქო საქმეების გამო მსჯავრდებულები და პირები, რომლებიც დაკავებული ან დაპატიმრებული არიან ბრალდების წაუყენებლად.
ამა თუ იმ მხარისათვის სასარგებლო, მიუკერძოებელი გადაწყვეტილების მიღება. თითოეულ ბრალდებულს აქვს საკუთარი საქმის სამართლიანი და საჯარო განხილვის უფლება კანონიერ საფუძველზე შექმნილი კომპეტენტური, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ, როგორც ეს გათვალისწინებულია საერთაშორისო პაქტში სამოქალაქო და პოპლიტიკუ უფლებათა შესახებ. (მუხლი 14, )
მ.ხ-ს იდენტიფიცირება შეიძლება მოვახდინოთ განსაზღვრულ გეოგრაფიულ რაიონებში შემდეგი მახასიათებლების მიხედვით:
1. მჭიდრო კავშირი წინაპართა ცხოვრების ადგილებთან და ამ რაიონებში არსებულ ბუნებრივ რესურსებთან;
2. თვითიდენტიფიკაცია და აგრეთვე სხვათა მიერ იდენტიფიკაცია, როგორც გარკვეული კულტურული ჯგუფის წევრებისა;
3. მშობლიური ენის არსებობა, რომელიც ხშირად განსხვავდება სახელმწიფო ენისაგან;
4. ტრადიციული სოციალური და პოლიტიკური ინსტიტუტების არსებობა;
5. ტრადიციულ საშუალებებზე ორიენტირება არსებობის შესანარჩუნებლად.
მ.ხ. ხშირად არ წარმოადგენენ საზოგადოების ძირითად ნაწილს. როგორც წესი, ისინი ცდილობენ შეინარჩუნონ, განავითარონ და მომავალ თაობებს გადასცენ თავისი წინაპრების მიწა-წყალი და ეთნიკური თვითმყოფადობა, რაც საკუთარი არსებობის გაგრძელების საფუძველია.
მ.ხ-ს წარმომადგენელია ის, ვინც თავს მკვიდრ ხალხს აკუთვნებს და ამ ხალხის მიერ საკუთარ წევრადაა აღიარებული
სიცოცხლის აღკვეთა შესაბამისი სამართლებრივი პროცედურის გარეშე. მ. ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებს განეკუთვნება, თუ მსხვერპლი უიარაღო მშვიდობიანი მოქალაქე, ან განიარარებული სამხედრო პირია.
კანონის მოთხოვნების შესაბამისად მოქმედების, ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მორალური, ან იურიდიული ვალდებულება. ადამიანმა ან სახელმწიფომ პასუხი უნდა აგოს გარკვეული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში. ადამიანის უფლებათა აფრიკული და აზიური ქარტიის გარდა, ძნელად თუ მოიძებნება თუნდაც ერთი საერთაშორისო დოკუმენტი, ადამიანის უფლებეთან ერთად მის მ-საც რომ აწესებდეს. ადამიანის უფლებათა დეკლარაციაში (29-ე მუხლის §1) ნათქვამია: „ყოველ ადამიანს აქვს მოვალეობანი საზოგადოების წინაშე...”, მაგრამ არ არის განმარტებული, რომელ მოვალეობებზეა ლაპარაკი. ადამიანის უფლებებსა და მის მ-ებს შორის კავშირი სადავოა. სახელმწიფოს კი, ძირითადად, საერთაშორისო ვალდებულებები აკისრია.
მ. გულისხმობს ინფორმაციის სისტემატურ შეკრებასა და დამუშავებას რომელიმე კონკრეტულ საჭირბოროტო საკითხზე და მიღებული ცოდნის გამოყენებას არსებული ვითარების გასაუმჯობესებლად.
ა. რომელიმე კონკრეტული უფლების დაცვა, მაგალითად, სიტყვის, ან გაერთიანების თავისუფლება რომელსამე ქვეყანაში;
ბ. კომპაქტური სპეციფიკური ჯგუფის უფლებათა დაცვის შემოწმება (პატიმრები, ჯარისკაცები, პაციენტები, ეროვნული უმცირესობები), რომლებიც განსაზღვრულ რეგიონში, დაწესებულებაში, ან მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ცხოვრობენ;
გ. საქმიანობის ცალკე სახეა სპეციფიკური შემთხვევების შესწავლა, მაგალითად, კიდნეპინგის (ბავშვების მოტაცება გამოსასყიდის მიღების მიზნით), ან მკვლელობების შემთხვევებში, თუ არსებობს ეჭვი, რომ მასში ხელისუფალნი არიან ჩარეულნი, ან როდესაც სხვადასხვა დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებული არიან უდანაშაულო ადამიანები. ასეთი გამოკვლევების ჩატარების პრინციპები ცალკე განხილვის საგანია.
მონიტორინგის ჩასატარებელი ინფორმაციის წყაროების საიმედოობა - Reliability of source material for purposes of monitoring
ინფორმაციის წყაროს საიმედოობის შესაფასებლად უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი დებულებები:
1. მონიტორინგის ჩამტარებელი პირის მიერ მოპოვებული ინფორმაციის სარწმუნოობის ალბათობა მაღალია, თუ:
ა) სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციები ემთხვევა ერთმანეთს;
ბ) ამგვარივე შემთხვევები არცთუ ისე შორეულ წარსულშიც მომხდარა;
გ) ინფორმაცია შეეესაბამება პოლიტიკურ და სოციალურ ვითარებას;
დ) არსებობს ფაქტების დამადასტურებელი მატერიალური მტკიცებულებები;
ე) ინფორმაციის პირველწყაროს მონაცემები შეჯერებულია ოფიციალურ ვერსიებსა და პრესაში გამოქვეყნებულ
მასალებთან;
ვ) არსებობს დოკუმენტური და ფიზიკური მტკიცებულებები;
2. ცალკეული პირებისა და ინსტიტუტების ინფორმაციის საიმედოობა:
ა) წინა მოხსენებების შეფასება;
ბ) შემთხვევის ადგილზე ყოფნა;
გ) საზოგადოების ნდობის ხარისხი;
დ) პირადი მონაწილეობის ხარისხი, დაინტერესებულობა (მათ შორის ინფორმაცია შემთხვევის მსხვერპლთაგან - ემოციური, პოლიტიკური, რელიგიური და ა.შ.);
ე) მოტივები და (ან) მიზნები;
ვ) მატერიალური მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ მსხვერპლის, მოწმის, ან ინსტიტუტის ჩვენებას.
იმ ადამიანის ცხოვრების პირობები, ან სტატუსი, რომელიც არ არის თავისუფალი სამუშაოს მიმცემის არჩევაში, რომელსაც ექცევიან როგორც საგანს, ან საკუთრებას, და რომელიც შეიძლება გაიყიდოს ბაზარზე. მ. მოიცავს ისეთ ინსტიტუტებსა და პრაქტიკას, როგორიცაა სავალო ვალდებულება, ბატონყმობა, ქალთა და ბავშვთა ექსპლოატაცია. მიუხედავად მ-ის საწინააღმდეგო ორასწლიანი ბრძოლისა მ. კვლავ არსებობს. გაეროს მონაცემებით დაახლოებით 12 მილიონი ადამიანი ცხოვრობს მ-ში პ- ლათინურ ამერიკაში, აფრიკასა და სამხრეთ აზიაში.
ბავშვის, ან მოზრდილის მოტაცება გამოსასყიდის, ან სხვა სარგებლის მიღების მიზნით, მაგალითად, მოტაცებული ადამიანის გაცვლა სხვა ქვეყნის, ან ქვეყნის შიგნით პატიმრობაში მყოფ ადამიანზე; გამომძალველების და პოლიტიკური ტერორისტების მოქმედების ტაქტიკა (მაგალითად, დიპლომატების მოტაცება). მოტაცება ასევე გამოიყენება ხელისუფლების მიერ სხვა ქვეყანაში ემიგრირებული ოპოზიციის ლიდერთა დასაკავებლად და სამშობლოში ჩამოსაყვანად გასამართლების მიზნით.
პირები, რომელთაც არა აქვთ რომელიმე სახელმწიფოს მოქალაქეობა (დაკარგეს ერთი ქვეყნის მოქალაქეობა და არ მიუღიათ სხვა ქვეყნისა, ან დაიბადნენ რომელიმე ქვეყნის მოქალაქეობის გარეშე). გაეროს კონფერენციამ მ.ა.პ-ის სტატუსის შესახებ (ნიუ იორკი 1954 წელი) ასეთი პირი განსაზღვრა, როგორც „ადამიანი, რომელიც არ ითვლება რომელიმე ქვეყნის მოქალაქედ, ამ ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით“.
ყოველ ადამიანს აქვს მოქალაქეობის უფლება. არავის არ შეიძლება თვითნებურად ჩამოერთვას მოქალაქეობა, ან უფლება თავისი მოქალაქეობის შეცვლისა. სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს მოქალაქის ძირითადი უფლებების და თავისუფლებების განხორციელება. მოქალაქის გაძევება მოქალაქეობის სახელმწიფოს ტერიტორიიდან დაუშვებელია. არავის შეიძლება აღეკვეთოს მოქალაქეობის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლის უფლება.
მორალურ და იურიდიულ ვალდებულებათა შეუსრულებლობა, რასაც, როგორც წესი, მავნე შედეგები ახლავს. ცნება მოიცავს: სამხილების დამალვას, ან დამნაშავის მფარველობას, რჩევის მიცემას, დახმარებას, ან რაიმე მოქმედებისაკენ წაქეზებას.
ერთი იდეოლოგიის მქონე ადამიანთა ჯგუფი, რომელიც არ ქმნის ორგანიზაციას.
პიროვნება, რომელიც განიცდიდა ფიზიკურ, ან ფსიქიკურ ძალადობას, ან სასტიკ მოპყრობას სხვა ადამიანის მიერ, ან სტიქიური უბედურების შედეგად. მსხვერპლია ისიც, ვისშიაც უსაფრთხოების, ფიზიკური ხელშეუხებლობის და ადამიანური ღირსების შელახვის არაერთჯერადმა მუქარამ კრიტიკული რეაქცია გამოიწვია, რასაც შედეგად მოჰყვა ადამიანის ქცევისა და ემოციების ძლიერი დარღვევა, ფსიქიკური ტრავმები, პოსტტრავმული დარღვევები და სტრესები.
გაეროს წესდების მე-2 მუხლის მე-4 პარაგრაფი მუქარასა და ძალის გამოყენებას გაეროს მიზნებისა და პრინციპების საწინააღმდეგოდ მიიჩნევს. გაეროს ყველა წევრმა სახელმწიფომ საერთაშორისო ურთიერთობებში თავი უნდა შეიკავოს მუქარის, ან ძალის გამოყენებისაგან ნებისმიერი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის, ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის მიმართ. სახელმწიფოებმა თავი უნდა შეიკავონ ნახევრად სამხედრო, ტერორისტული, ან დამანგრეველი ქმედებებისაგან, მათი დახმარების ან წაქეზებისაგან, უცხო სახელმწიფოებში დაქირავებულთა ქმედებების ჩათვლით. ეს პრინციპი უნივერსალური ხასიათისაა და სავალდებულოა ყველა სახელმწიფოსათვის. გამონაკლისია თავდაცვა, ნებისმიერი საშიშროება მშვიდობის წინააღმდეგ, ან აგრესიის აქტები.
ასოციაციების შექმნის და მასში გაერთიანების თავისუფლება, ხელისუფლების რომელიმე ორგანოს მიერ დაწესებული შეზღუდვების გარეშე (ასოციაციათა თავისუფლება) და ნებიმიერ, მშვიდობიან შეკრებასთან აქტიური, ან პასიური გაერთიანების თავისუფლება (მშვიდობიანი შეკრებათა თავისუფლება). არავინ შეიძლება გაერთიანდეს ასოციაციაში იძულებით. ამ უფლების განხორციელებაზე არ შეიძლება დაწესდეს რაიმე სხვა შეზღუდვა, გარდა კანონით დადგენილისა, ეროვნული უსაფრთხოების, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის, საზოგადოების ზნეობისა და ჯანმრთელობის, სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე. .მ.შ.ა.- ის მნიშვნელოვანი ასპექტია პროფკავშირების შექმნისა და მასში გაერთიანების უფლება. ამ უფლებას უკავშირდება გაფიცვის უფლება, რომლის მოქმედების სფერო შესაძლებელია შეიზღუდოს შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით.
იხ.ორგანიზაციის შექმნის და უფლებათა კოლექტიურად დაცვის უფლება.
მძევლად აყვანილად მიჩნეულია მშვიდობიან დროს პირის, ან პირთა ჯგუფის მიერ გამოსასყიდის, ან პოლიტიკური დათმობების სანაცვლოდ შეპყრობილი და დაკავებული პირები. მ-ად აყვანა აკრძალულია მძევლად აყვანის საწინააღმდეგო საერთაშორისო კონვენციით (1979). ცალკე კატეგორიაა სამხედრო მ. მძევლად აყვანა საერთაშორისო კომპეტენტური ორგანოების მიერ მიჩნეულია ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევად. მძევლად აყვანა არღვევს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში ჩადებულ რიგ პრინციპებს: სიცოცხლის უფლებას, პიროვნების თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლებას, წამებისა და დამამცირებელი მოპყრობისაგან თავისუფლებას, გადაადგილების თავისუფლებას და უკანონო გადაადდგილების თავისუფლებას.
![]() |
14 ნ |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკური პრინციპი, რომელიც პოლიტიკურის და ნაციონალურის ერთ მთლიანობას ამტკიცებს. ეს პოლიტიკური იდეალია, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოებრიობა თითოეული ერის პოლიტიკური ორგანიზაციის ოპტიმალური ფორმაა.
ნ. უნდა განვასხვავოთ პოლიტიკური, ან კულტურული ავტონომიის მოთხოვნისაგან. ნაციონალისტური პროგრამები ასიმილაციის (ხშირად ძალადობრივის) გზით ნაციონალურ ერთგვაროვნებისაკენ მოუწოდებენ, ზოგ შემთხვევებში კი _ სხვა ეროვნების ადამიანთა დეპორტაციის, მათი მკვლელობის, ან ირიდენტიზმისაკენ. ბევრ ქვეყანაში, ეთნიკური არაერთგვაროვნების პირობებში, ნაციონალისტურ პოლიტიკას უმცირესობებისათვის მოაქვს ზიანი.
იხ.ირიდენტა
სამხედრო ძალებთან ერთად ორგანიზებული შეიარაღებული ჯგუფები, რომლებსაც არმია ხშირად მხარს უჭერს, მაგრამ ფორმალურად არ არიან არმიის შემადგენელი ნაწილები. ამგვარი ჯგუფების (როგორიცაა: “სიკვდილის რაზმი”, „გულმოდგინეობის ჯგუფები”, მილიცია) მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევების რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს. ისეც ხდება, რომ ნახევრად სამხედრო ოპერაციების განხორციელებას პოლიცია კისრულობს.
იხ.უფლებები და თავისუფლებები
ნ. ადამიანის ქცევის წესებს განსაზღვრავს გარკვეულ ვითარებასა და საზოგადოებაში. ნ-ები საზოგადოებრივი ცხოვრების ნორმალურ მიმდინარეობას უზრუნველყოფენ, ვინაიდან იმ ქცევის ნიმუშებს წარმოადგენენ, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ზოგიერთი სოციალური ნ., განსაკუთრებით მორალის ნ-ები, სამართალშია დაფიქსირებული.
იხ. ღირებულებათა სისტემა
![]() |
15 ო |
▲ზევით დაბრუნება |
1. სახალხო დამცველი, რომლის მოვალეობაა იყოს სამართლიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არბიტრი მოქალაქეებსა და ხელისუფლებას შორის, რათა გამოიძიოს მოქალაქეთა საჩივრები ხელისუფლების ორგანოებისა და ოფიციალური პირების წინააღმდეგ იმ შემთხვევაში, როდესაც, მოქალაქეთა აზრით, ხელისუფლებამ დაარღვია მათი უფლებები და თავისუფლებები. ო-ს ასევე შეუძლია სხვადასხვა საქმეების განხილვა და გამოძიება საკუთარი ინიციატივით. დღეს ო-ს ინსტიტუტი სხვადასხვა ფორმით მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში მოქმედებს.
2. სკანდინავიის ქვეყნებში ისტორიულად - მეფის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირი რომელიმე ოლქში ან რეგიონში
პირდაპირი, ფიზიკური ძალადობის გამოყენება ორი ან მეტი სახელმწიფოს მიერ. ო. იწყება მაშინ, როდესაც პოლიტიკური კონფლიქტის ორი ან მეტი მონაწილე მივა იმ დასკვნამდე, რომ მშვიდობიანი მეთოდებით შეუძლებელია შეუთავსებადი, ან განსაკუთრებული მიზნების მიღწევა.
ო-ის, როგორც საერთაშორისო პრობლემების გადაწყვეტის მეთოდი, უარყოფილია გაეროს წესდებით. ო-ის საყოველთაოდ აღიარებული დეფინიცია ასეთია: ხანგრძლივი ბრძოლა ორი ან მეტი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის (ან ერთი ქვეყნის, ან ერთი ორგანიზებული შეიარაღებული ჯგუფის შიგნით), როდესაც ბრძოლის ველზე ყოველწლიურად არანაკლებ 1000 ადამიანი იღუპება. ამ დონეზე დაბალ შეიარაღებულ კონფლიქტს დაბალი ინტენსივობის კონფლიქტს უწოდებენ. ო-ს, ისევე როგორც კონფლიქტს, წინ უსწრებს უთანხმოებანი, რომელთა წინამორბედი, თავის მხრივ, პოლიტიკური დაძაბულობაა.
ერთმანეთთან შეიარაღებულ კონფლიქტში მყოფ სახელმწიფოთა ურთიერთობის ხასიათი, რომელიც ავალდებულებს თითოეულ მხარეს ომის წარმოების წესების შესახებ არსებული საერთაშორისო კონვენციების ნორმების დაცვას (ჰააგის და ჟენევის კონვენციები), აგრეთვე, ნეიტრალიტეტის დაცვას მესამე მხარისაგან (ჰააგის კონვენცია). თანამედროვე ომები იშვიათადაა გამოცხადებული.
იხ. ჰააგის სამშვიდობო კონფერენციები
სამხედრო და ნახევრად სამხედრო ოპერაციების ფართო სპექტრი, რომლებიც დაპყრობილ, მტრის მიერ კონტროლირებად, ან პოლიტიკურად მოწყვლად ტერიტორიაზე ტარდება. ო.წ.ა.მ-ს მიეკუთვნება (თუმცა, არ ამოწურავს მათ): პოლიტიკური მკვლელობები, პარტიზანული სამხედრო ქმედებები, გადატრიალებები, დივერსიები, საიდუმლო, ან დაფარული ხასიათის სხვა ოპერაციები.
ამ მეთოდებს იყენებს ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც, როგორც წესი, გარე ძალების სხვადასხვა ხარისხის მხარდაჭერით სარგებლობს.
შეიარაღებული ჯგუფების მცირე მასშტაბის სამხედრო მოქმედებები, რომლებიც გაფანტულ, არარეგულარულ შეტევებს ახორციელებენ. ცნება მოიცავს როგორც აჯანყებულთა თავდაცვით ოპერაციებს, ასევე პარტიზანების წინააღმდეგობის მოძრაობას ოკუპაციის წინააღმდეგ. უკანასკნელ შემთხვევაში ეს ცნება აგრეთვე მოიცავს არარეგულარული ძალების მიერ, რომელთა უმრავლესობას მკვიდრი მოსახლეობა შეადგენს, მტრის მიერ დაპყრობილ ტერიტორიაზე ჩატარებულ სამხედრო, ან ნახევრად სამხედრო ოპერაციებს.
მოწინააღმდეგის დასასუსტებელი ატმოსფეროს შექმნა სამხედრო ძალების გამოუყენებლად, გარკვეული იდეოლოგიური, პოლიტიკური, ან ეკონომიკური მიზნების მისაღწევად. ო.წ.ფ.მ-ს განეკუთვნება ცრუ ინფორმაციის გავრცელება, ან სამხედრო პროპაგანდა საზოგადოებრივი ცნობიერების ტერორისტული მანიპულირების მიზნით.
ორგანიზაციების შექმნისადა უფლებათა კოლექტიურად დაცვის უფლება - Right to organize and bargain collectively
პროფესიული კავშირების შექმნისა და მათში გაერთიანების უფლება, აგრეთვე სამუშაოს მიმცემებთან მშვიდობიან მოლაპარაკებაში მონაწილეობის უფლება. კავშირები ადეკვატურადაა დაცული დასაქმების საკითხებთან დაკავშირებული დისკრიმინაციის აქტებისაგან. ამგვარი დაცვის მიზნებია:
1. იმ აქტების აკრძალვა, რომლებშიც დასაქმება პროფკავშირებში გაერთიანებაზე უარის თქმაზეა არის დამოკიდებული, აგრეთვე აკრძალვა აქტებისა, რომლებიც იწვევს სამუშაოს მიმღების სამსახურიდან გათავისუფლებას, ან მისდამი სხვა სახის ზიანის მიყენებას პროფკავშირის წევრობის გამო;
2. სამუშაოს მიმცემთა და სამუშაოს მიმღებთა ორგანიზაციების ჩაურევლობა ერთმანეთის საქმიანობაში;
3. ნებაყოფლობითი მოლაპარაკების მექანიზმის გამოყენება და განვითარება სამუშაოს მიმცემთა (ან მათი კავშირის) და სამუშაოს მიმღებთა ორგანიზაციებს შორის კოლექტიური ხელშეკრულებების დასადებად, რომლებშიც განსაზღვრულია სამუშაოს პირობები და ვადები.
![]() |
16 პ |
▲ზევით დაბრუნება |
მტრის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ნებაყოფლობითი შენაერთების არარეგულარული სამხედრო მოქმედებები. ასეთი მოქმედებები მმართველი რეჟიმის წინააღმდეგ შეიძლება ხდებოდეს საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზეც -დამოუკიდებლობის მისაღწევად, ან ხელისუფლების შეცვლის მიზნით.
იხ. ომის წარმოების პარტიზანული მეთოდები
კანონით გათვალისწინებული მოვალეობა, რომელიც გულისხმობს პასუხისგებას საკუთარ ქმედებაზე, ან უმოქმედობაზე. პ. შეიძლება აღებულ იქნეს ნებაყოფლობით (მაგალითად, კონტრაქტის საფუძველზე), ან ის ნორმატიულმა აქტებმა დაგვაკისროს (მაგალითად, სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით). ხელისუფლება პასუხისმგებელია ადამიანის უფლებათა დარღვევებზე, რაც, მაგალითად, უკანონო დაკავების, ან წამების მსხვერპლთათვის კომპენსაციის გადახდევინებაში გამოიხატება, როგორც ეს შესაბამისი კონვენციებითაა გათვალისწინებული.
თანამდებობის პირის ვალდებულება საკუთარი მოქმედების ან უმოქმედობის შედეგებზე. პ.დ-ის ხუთ სახეს განასხვავებენ:
1. ასოციაცია: ადამიანი პასუხს აგებს ნებისმიერ შედეგზე, რომელსაც რაიმე სახით იწვევს მისი ქმედება, ან იქმნება ასეთი შთაბეჭდილება (პასუხისმგებლობა სხვათა ქმედებების გამო);
2. ქმედება: მიზეზი ადამიანის ქმედებებშია. მიზეზ-შედეგობრივი კავშირი აქ იმით არის განპირობებული, რომ ადამიანის ქმედება მიღებული შედეგის აუცილებელი პირობა იყო, მაშინაც კი, თუ მას არ შეუძლია მისი წინასწარი განჭვრეტა. ადამიანს ასამართლებენ არა მისი განზრახვების, არამედ მოქმედებით გამოწვეული შედეგისათვის (მკაცრი პასუხისმგებლობა);
3. განჭვრეტის შესაძლებლობა: ადამიანი პასუხისმგებელია (პირდაპირ, ან არაპირდაპირ) ნებისმიერ შედეგზე, რომლის განჭვრეტა მას შეეძლო, მაშინაც კი, როცა ეს არ შეადგენდა მის მიზანს და ზიანს არ აყენებდა წინასწარი განზრახვით (დაუდევრობა);
4. განზრახვა: ადამიანის განზრახვა განიხილება, როგორც მისი ქმედებების წყარო (სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა);
5. გამართლება: ამ სტადიაზე, ადამიანს პირადი მოტივებიც კი არ მიეწერება მთლიანად, არამედ ითვლება, რომ ამ მოტივების წყაროები მის გარემოცვაშია. ქმედებაზე პასუხისმგებლობას ნაწილობრივ მისი გარემოცვაც იზიარებს (სასამართლოს მიერ გამართლება, შემამსუბუქებელი გარემოებები, პატიმრობის შემამსუბუქებელი პირობები).
პირი, რომელმაც გაიარა სასამართლო, ან სხვა ფორმალური პროცედურები და სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ყოველ ადამიანს აქვს პ.თ.უ. პიროვნების თვითნებური დაკავება, ან დაპატიმრება დაუშვებელია. პირადი თავისუფლების აღკვეთა შეიძლება მხოლოდ კანონით დადგენილ საფუძვლებზე. პირადი თავისუფლების უფლება ირღვევა მაშინ, როდესაც სახელმწიფო თავისი ორგანოების, ან თანამდებობის პირების მეშვეობით ხელს უშლის პიროვნებას, ან პიროვნებათა ჯგუფს თავისი ძირითადი უფლებების განხორციელებაში, რაც გამოიხატება პიროვნებებისათვის თავისუფლების აღკვეთაში საპყრობილეში მოთავსებით, ან ისეთ ადგილას გადაყვანაში, სადაც შეზღუდულია მათი გადაადგილების თავისუფლება.
იხ. თავისუფლება, ხელშეუხებლობის უფლება
იხ.ფრაივესი
ყოველ ადამიანს აქვს თავისუფლებისა და პ.ხ.უ. ადამიანის ხელშეუხებლობის უფლება ირღვევა მაშინ, როდესაც სახელმწიფო თავისი ორგანოების, ან თანამდებობის პირების მეშვეობით ზიანს აყენებს, ან უქმნის ზიანის საფრთხეს ამა თუ იმ პიროვნებას. პირადი ხელშეუხებლობის უფლების დარღვევის ორ სახეს გამოყოფენ: დაშინება და შეჭრა.
იხ. თავისუფლება, ხელშეუხებლობის უფლება
პოლიტიკური პ. მოსაზრებათა მრავალფეროვნების არსებობასა და მათ აღიარებას ნიშნავს. მოსაზრებათა ეს მრავალფეროვნება საშუალებას იძლევა სახელმწიფოს მივაწოდოთ საზოგადოებაში არსებული სხვადასხვა ღირებულებები, ინტერესები და პრობლემები მათი განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით.
პ-ის ცნება პოლიტიკური ხელისუფლების დაყოფასაც გულისხმობს, რაც ზღუდავს ხელისუფლების თითოეული შტოს მოქმედებას. ვინაიდან პოლიტიკური პ-ის წინაპირობაა გადაწყვეტილების მიღება სხვადასხვა ორგანოების მიერ და სხვადასხვა მეთოდით, ის პოლიტიკურ სტაბილურობასთან ასოცირდება, რადგან საშუალებას იძლევა, რომ სხვადასხვა ინსტიტუტებმა საშუამავლო როლი შეასრულონ. პ-ის პოლიტიკის შემადგენელი ელემენტებია: მრავალფეროვნების მოწონება და პატივისცემა (სოციალური ტრადიციების, რელიგიური და მორალური რწმენის და ა.შ.), ინდივიდუალური უფლებების დაცვა, პოლიტიკური გამჭვირვალობა, მოქალაქეთა მიერ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა, თანხმობის გზების ძიება ერთიანი მიზნის მისაღწევად.
იხ. უფლებები და თავისუფლებები.
ადამიანთა უკანონო და წინასწარგანზრახული მკვლელობა მათი პოლიტიკური შეხედულებებისა და მოღვაწეობის, რელიგიის, ან ფილოსოფიური შეხედულებების, ეთნიკური წარმომავლობის, სქესის, კანის ფერის, ან ენის გამო, რომელიც ხელისუფლების ბრძანებით, მისი თანხმობით, ან არასამთავრობო ძალების მიერ ხორციელდება.
პ.მ-ის ცნება მოიცავს ხელისუფლების მიერ წაქეზებულ მკვლელობას შესაბამისი სამართლებრივი პროცედურისა და პოლიტიკური მოტივაციის გარეშე. ბრძოლაში სიკვდილი, ან ჩვეულებრივი დამნაშავის მიერ ჩადენილი მკვლელობა, შესაბამისი პოლიტიკური მოტივაციის გარეშე, არ განეკუთვნება პ.მ-ს. სასიკვდილო განაჩენის აღსრულებით დამთავრებული საქმის დაჩქარებული განხილვაც, როდესაც ბრალდებულს არა აქვს თავის დაცვის და ადვოკატის აყვანის საშუალება, განიხილება როგორც პ.მ. ამავე ცნებას შეიძლება მიეკუთვნოს ტერორისტის მიერ ჩადენილი მკვლელობა.
იხ.საზოგადო მოღვაწის პოლიტიკური მკვლელობა
ეს ცნება პოლიტიკური მოღვაწეობის ორ ფორმას მოიცავს:
1. პასიური პ.მ.:
ა) ხმის მიცემაში მონაწილეობა ნებისმიერი არჩევნების, ან რეფერენდუმის დროს.
2. აქტიური პ.მ.:
ა) ნებისმიერ არჩევით ორგანოში არჩევის უფლება;
ბ) სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებასა და მის განხორციელებაში მონაწილეობა - სახელმწიფო თანამდებობების დაკავებისა და ყველა სახელმწიფო ვალდებულების შესრულების გზით მართვის ყველა დონეზე;
გ) ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებასთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ასოციაციების საქმიანობაში მონაწილეობა
ეს ცნება არ არის ასახული საერთაშორისო აქტებში, თუმცა ხშირად გამოიყენებოდა XI X საუკუნის დოკუმენტებსა და ხელშეკრულებებში, რომლებიც დამნაშავეთა გადაცემას (ექსტრადიცია) და თავშესაფრის მიცემას შეეხებოდა.
არსებული პრინციპის მიხედვით სხვა სახელმწიფოსათვის გადაცემას ექვემდებარებიან სისხლის სამართლის და სამხედრო დამნაშავენი, მაშინ როდესაც პოლიტიკურ აქტივისტებს, რომლებიც იდევნებიან ადამიანის უფლებათა დაცვისა და დემოკრატიისათვის ბრძოლის გამო, თავშესაფარი მიეცემათ. ტერორიზმი, სამხედრო დანაშაული, ან დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ არ მიიჩნევა პ.ს-ად, ამიტომ ასეთი დამნაშავენი გადაცემას ექვემდებარებიან.
ვინაიდან სახელმწიფოს მოეპოვება ძალის გამოყენების მონოპოლია, მან რეაგირება უნდა მოახდინოს პ.ძ-ის აქტებზე, რომელთაც ცალკეული პირები, ან ჯგუფები ახორციელებენ. ასეთ ქმედებებს ორი მიზანი შეიძლება ჰქონდეს:
1. არსებული სოციალური და პოლიტიკური სისტემის დანგრევა მისი ახლით შეცლის მიზნით;
2. მმართველი პოლიტიკური რეჟიმის დანგრევა მისი ახლით შეცვლის მიზნით;
პ.ძ., რომელიც იურიდიულად პოლიტიკურ დანაშაულში გამოიხატება, ორი ძირითადი ნიშნით ხასიათდება:
1. მოქმედების მოტივი პოლიტიკური უნდა იყოს, ანუ რომელიმე ზემოჩამოთვლილ მიზანს უნდა ისახავდეს. ეს მოტივი განასხვავებს პ.ძ-ს ჩვეულებრივი დანაშაულისაგან.
2. ძალადობის სუბიექტი უნდა იყოს ცალკეული პირი, ან პირთა ჯგუფი (ორგანიზაცია, პარტია, პარტიზანები და ა.შ.).
თუ ძალადობაში სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, ან მათ მიერ მხარდაჭერილი პირები იღებენ მონაწილეობას, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ადამიანის უფლებათა დარღვევასთან.
იხ. ძალადობა, ტერორიზმი
მასობრივი მკვლელობა, რომელიც მიმართულია არა რომელიმე ეთნიკური, ან სხვა სახის ერთობის, არამედ პოლიტიკური ჯგუფის წინააღნდეგ.
საყოველთაოდ მიღებული დეფინიცია არარსებობს. საერთაშორისო ამნისტიას პ-დ მიაჩნია.
1. პირი, რომელიც დაკავებულია ბრალდების წარდგენის გარეშე პოლიტიკური არეულობების, დემონსტრაციების, ან სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციების დროს, თუ:
ა) დაკავებულად ითვლება საკუთარი აზრის გამოხატვის გამო, ან ხელისუფლებასთან ოპოზიციის გამო, ისე, რომ არ იყენებდა ძალადობრივ მეთოდებს.
ბ) უკანონოდაა დაკავებული რომელიმე ჯგუფისადმი მისი კუთვნილების გამო.
2. პირი, რომელიც ეკუთვნის დასახელებულ კატეგორიებს, და რომელსაც მოგვიანებით წარუდგინეს ბრალდება ჩვეულებრივ დანაშაულში აშკარად ცრუ საბაბით.
3. პირი, რომელიც ეკუთვნის ორივე დასახელებულ კატეგორიას და ბრალდებული და გასამართლებულია სამართლიანი სასამართლო პროცესის და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურის გარეშე.
4. პირი, რომელიც დაკავებულია რაიმე ძალადობრივ ქმედებაში ბრალდების გარეშე, მაგრამ ბრალდებული, ან ეჭვმიტანილია რომელიმე ისეთი ჯგუფისადმი კუთვნილებაში, რომელიც ახორციელებს ძალადობრივ ქმედებებს სახელმწიფოს წინააღმდეგ.
პოლიცია - Police
საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად უფლებამოსილი სამართალდამცავი ორგანო. მისი უფლებამოსილებანი და ვალდებულებანი განისაზღვრება კანონით. პ. პასუხისმგებელია მოსახლეობის, სახელმწიფოს, კერძო საკუთრების დაცვაზე, აგრეთვე სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებაზე, საგზაო მოძრაობისა და საზოგადოებრივი წესრიგის რეგულირებაზე. პოლიციელებს, როგორც წესი, აცვიათ ფორმა და ატარებენ იარაღს.
თავისუფლების ის ხარისხი, რომლითაც მასობრივი ინფორმაციის საშუალებები სახელმწიფო და საზოგადოებრივ პრობლემებს აშუქებენ. ეს განსაკუთრებით ეხება იმ პუბლიკაციებს, რომლებშიც გაკრიტიკებულია ხელისუფლების ორგანოები. პ.თ. აზრის თავისუფალი გამოთქმის უფლებაზეა დაფუძნებული. ეს უფლება მოიცავს არჩევანის მიხედვით ზეპირად, წერილობითი თუ ბეჭდვითი, ან სხვა ნებისმიერი ფორმით ნებისმიერი სახის ინფორმაციისა და იდეების მოძიების, მიღების და გავრცელების თავისუფლებას საზღვრების მიუხედავად.
იხ. ცენზურა
ინფორმაციის მიწოდების ფორმა, რომელიც გულისხმობს ნებისმიერი საკომუნიკაციო ფორმის გეგმაზომიერ გამოყენებას ადამიანთა გონებაზე, ემოციებსა და ქცევაზე ზემოქმედების მიზნით. აუდიტორიის დასარწმუნებლად პროპაგანდისტებმა შეიძლება განსხვავებული მეთოდები გამოიყენონ, თუმცა ისინი ერთი საერთო ნიშნით ხასიათდებიან - აუდიტორიის ღირებულებების და რწმენისკენ არის მიმართული. მათ განეკუთვნება:
1. დადებითი განწყობის შემქმნელი განზოგადებები (პროდუქტის, კანდიდატის ან პოლიტიკური პროგრამის მიწოდების ფორმა დადებითი ემოციების გამომწვევი სიმბოლოების გამოყენებით);
2. „იარლიყების მიწებება“ (პროპაგანდისტი უარყოფითი ემოციის შემქმნელი სახელის შერქმევით ნეგატიურ დატვირთვას ანიჭებს მოვლენას, რომლის წინააღმდეგაც ის გამოდის);
3. „გადაადგილება“ (სხვადასხვა დადებითი ასოციაციების მოხმობით საერთო კეთილგანწყობილების ატმოსფეროს შექმნა);
4. „დადასტურება“ (გამოჩენილ და ცნობილ ადამიანთა გამონათქვამების ციტირება რაიმეს მხარდასაჭერად, ან საწინააღმდეგოდ);
5. „უბრალო ადამიანები“ (პროპაგანდისტული იდეების, ან პროდუქტის იდენტიფიცირება „უბრალო ადამიანების“ საჭიროებებთან);
6. „ბანქოს ჩაწყობა“ (არგუმენტი, რომელშიც ფაქტები იმგვარადაა დალაგებული, რომ რჩება ერთადერთი “ლოგიკური” დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა);
7. „არ დაგვაგვიანდეს” (რომელიმე მოსაზრების ან პროდუქტის მხარდაჭერის მეთოდი, როდესაც პროპაგანდისტი აუდიტორიას უქმნის შთაბეჭდილებას, რომ ყველა დანარჩენი უკვე ასე ფიქრობს და ამიტომ, საჭიროა დროული გაერთიანება უმრავლესობასთან).
საარჩევნო სისტემა, რომლის მიხედვით იმ პარტიების მიერ პარლამენტში მიღებული ადგილების რაოდენობა, რომლებმაც წარადგინეს თავიანთი კანდიდატები წარმომადგენლობით ორგანოში, დამოკიდებულია კანდიდატებისათვის მიცემული ხმების რაოდენობაზე. პროპორციული საარჩევნო სისტემის დროს იქმნება ერთი, ან რამდენიმე საარჩევნო ოლქი, რომლებშიც თითოეული პარტია წარადგენს საკუთარ კანდიდატებს, ხოლო ამომრჩეველი ხმას აძლევს შესაბამის პარტიებს. არჩევნების შედეგების გამოსავლენად განისაზღვრება მინიმალური ნორმა, რომელიც საჭიროა ერთი მანდატის მოსაპოვებლად. პარტიულ სიაში მანდატები ნაწილდება, როგორც წესი, კანდიდატების მიერ სიაში დაკავებული ადგილების მიხედვით. პროპორციული საარჩევნო სისტემის სახესხვაობას წარმოადგენს საარჩევნო სისტემა „ერთადერთი გადასაცემი ხმის უფლებით”.
როგორც წესი ერთი პროფესიის ადამიანთა ასოციაცია, რომლებიც სოციალური პირობების გასაუმჟობესებლად და საკუთარ ინტერესთა დასაცავად გაერთიანდნენ. თავისუფალი შეკრებების და ასოციაციების უფლება პროფკავშირების ფუნდამენტური უფლებაა.
![]() |
17 ჟ |
▲ზევით დაბრუნება |
ჟენევაში დადებული ოთხი მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულება. ისინი წითელი ჯვრის მიერ 1864 წელს შემუშავებულ ომის წარმოების ჰუმანიტარულ წესებს განსაზღვრავენ. ჟენევის პირველი კონვენცია (1864) ბრძოლის ველზე დაჭრილ და ავადმყოფ ჯარისკაცებს ეხება. ჟენევის მეორე კონვენცია (1906) აფართოებს პირველის შინაარსს ჰააგის 1899 წლის კონვენციების საფუძველზე. ის შეეხება შეიარაღებული ძალების მოქმედებას არა მარტო ხმელეთზე, არამედ ზღვაზეც. ჟენევის მესამე კონვენციამ (1929) ახალი დებულება შემოიტანა, რომლითაც აღნიშნა, რომ კონვენციის პირობები ეხება არა მარტო იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლთაც მოახდინეს კონვენციის რატიფიცირება, არამედ ყველა ადამიანს, მიუხედავად მათი მოქალაქეობისა (ეს უკავშირდება როგორც სამხედროებს, ასევე სამოქალაქო მოსახლეობას). ჟენევის მეოთხე კონვენცია (1949) ომის დროს სამოქალაქო მოსახლეობისა და სამხედროების დაცვას ეხება და საბრძოლო მოქმედებების ზონაში და ოკუპირებულ ტერიტორიაზე სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის მკაცრ სტანდარტებს აწესებს, ამასთან, მეორე მსოფლიო ომის ტრაგიკული გამოცდილებიდან გამომდინარე, კრძალავს სამხედრო დანაშაულს. 1977 წელს მიიღეს 1949 წლის კონვენციის ორი დამატებითი პროტოკოლი, რომლებიც საერთაშორისო და შიდა კონფლიქტების მსხვერპლთ ეხება.
![]() |
18 რ |
▲ზევით დაბრუნება |
წინასწარ შექმნილი უარყოფითი აზრი ადამიანთა ჯგუფების მიმართ ფიზიკური მახასიათებლების მიხედვით (კანის პიგმენტაცია, სახის ტიპური ნაკვთები, თმის, მეტყველების, მანერების თავისებურებები და სხვა ეთნიკური მახასიათებლები), რომლებიც მკაფიოდაა გამოხატული, მაგრამ არ ასახავს ისეთ ბიოლოგიურად მნიშვნელოვან თვისებებს, როგორიცაა ამ ადამიანთა შესაძლებლობები და სარგებლიანობა. რ. იდეოლოგიაა, რომელიც სხვა ჯგუფის წევრების მიმართ თანასწორ დამოკიდებულების უარყოფის ძირითად მიზეზად გარეგნულ განსხვავებებს ასახელებს. ასეთი არგუმენტები ხშირად გამოიყენება ერთი რომელიმე ჯგუფის პრივილეგირებული მდგომარეობის გასამართლებლად
ნებისმიერი განსხვავება, გამონაკლისი, შეზღუდვა, ან უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, წარმომავლობის, ნაციონალური, ან ეთნიკური კუთვნილების მიხედვით, რომლის მიზანია პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, ან საზოგადოებრივი ცხოვრების ნებისმიერ სხვა სფეროში ადამიანის ინდივიდუალურ უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა თანასწორობის პრინციპების აღიარებისა და მისი განხორციელების შესაძლებლობების უარყოფა, ან მათი დაკნინება.
იხ. აპარტეიდი, დისკრიმინაცია
სახელმწიფოს, კერძო პირების, ან ცალკეული ჯგუფების მიერ განხორციელებული მკვლელობა, როდესაც მსხვერპლი შერჩეულია ეთნიკური წარმომავლობის, კერძოდ, კანის ფერის მიხედვით.
მოქმედი კონსტიტუციით აკრძალული მეთოდებით არსებული პოლიტიკური სისტემის რადიკალური შეცვლა, ხელისუფლების სტრუქტურის, უფლებამოსილების, მმართველთა პერსონალური შემადგენლობის ცვლილების გზით. ასეთი მეთოდები თითქმის ყოველთვის გულისხმობს ძალადობას ან მისი განხორციელების მუქარას როგორც პოლიტიკური ელიტის, ისე მოქალაქეების მიმართ. რ. სოციალურ სტრუქტურებში კეთილდღეობათა განაწილების მკვეთრ და მნიშვნელოვან ცვლილებებს იწვევს. რევოლუციური მოძრაობის მიზნები შეიძლება სხვადასხვა იყოს, მაშინ, როდესაც მეთოდები ნაკლები მრავალფეროვნებით გამოირჩევა (ტერორიზმიდან და პარტიზანული მოძრაობიდან დაწყებული სახელმწიფო გადატრიალებამდე). ეს მოქმედებები შეიძლება გამოყენებულ იქნეს ცალ-ცალკე, მაგრამ რ-ის მსვლელობისას, უფრო ხშირად, სხვადასხვა მეთოდი ერთდროულად გამოიყენება. რ. უფრო პროცესია, ვიდრე მოვლენა. ის ხშირად იწვევს კონტრრევოლუციას, რომელიც მხარდაჭერას უცხო სახელმწიფოებში ეძებს და ამით სამოქალაქო ომს, ან სამხედრო ინტერვენციას იწვევს. ამ თავალსაზრისით, ეტაპობრივად განხორციელებული რეფორმები ნაკლებად სარისკოა.
რ.თ. ადამიანის სულიერ და ზოგჯერ მისტიკურ გამოცდილებას მოიცავს. რ.თ. გულისხმობს ადამიანის უფლებას საკუთარი ნება-სურვილის მიხედვით შეიცვალოს, ან აღიაროს ნებისმიერი რელიგია, ან რწმენა და გამოხატოს ის ღვთისმსახურების, რიტუალურ წეს-ჩვეულებათა დაცვისა და მათი აღსრულების დროს, ერთპიროვნულად ან სხვებთან ერთად, საჯარო თუ კერძო წესით. რ.თ ხშირად ირღვევა რელიგიის აკრძალვით და ერთი რომელიმე რელიგიის (როგორც წესი, სახელმწიფო) აღსარების იძულებით, ან ამ უფლებაზე მკაცრი შეზღუდვების დაწესებით.
რელიგიაზე, ან რწმენაზე დამყარებული ნებისმიერი განსხვავება, გამონაკლისი, ეზღუდვა, ან უპირატესობის მინიჭება, რომლის მიზანია ადამიანის ინდივიდუალურ უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა თანასწორობის პრინციპების აღიარებისა და მისი განხორციელების შესაძლებლობების უარყოფა, ან მათი დაკნინება.
იხ. დისკრიმნაცია
იმ პირთა დაბრუნება, მოქალაქეობის, მუდმივი საცხოვრებლის, ან წარმოშობის ადგილას, რომლებიც სხვადასხვა გარემოებათა გამო სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე აღმოჩნდნენ. რ., ჩვეულებრივ, საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე ხორციელდება (მაგალითად, სამხედრო ტყვეთა რეპატრიაცია). ამ შემთხვევაში რეპატრიაციის შესაძლებლობა დაინტერესებული ქვეყნის, ან ქვეყნების კანონმდებლობით უნდა იყოს განსაზღვრული.
პოლიტიკური, ან სავარაუდო მოწინააღმდეგისადმი მიმართული უკანონო ზემოქმედება.
პროპორციულ პრინციპზე დამყარებული ცალკეული რ., შესაძლებელია კანონიერი იყოს, თუ ის კანონიერი ხელისუფლების მიერ ხორციელდება, რომელსაც თავს ესხმიან მოსახლეობის შეიარაღებული ჯგუფები. რ. ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას გულისხმობს, რომელიც მოქმედებს შერჩეული ჯგუფების ემოციურ, ფსიქიკურ და სულიერ მდგომარეობაზე. რეპრესიული მოქმედებების სპექტრის შემადგენელი კომპონენტებია:
1. საცხოვრებელ ადგილას შეჭრა და ჩხრეკა ორდერის გარეშე;
2. პირადი საკუთრების განადგურება, ცეცხლის წაკიდების ჩათვლით;
3. პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა დათრგუნვა;
4. მშობლიური ენის გამოყენების აკრძალვა;
5. პოლიტიკური პარტიების აკრძალვა;
6. რელიგიურ წეს-ჩვეულებათა აღსრულების აკრძალვა;
7. ფიზიკური თავდასხმა პროფკავშირულ კრებებზე;
8. ფიზიკური თავდასხმა პარტიულ კრებებზე;
9. სამსახურიდან გათავისუფლება;
10. სპეციალური აგენტების გამოყენება ძალადობის პროვოცირების მიზნით - რეპრესიების გასამართლებლად;
11. ცალკეულ ოპონენტებზე ფიზიკური თავდასხმა და მათი ცემა;
12. პოლიციის განსაკუთრებული სისასტიკე დაპატიმრების დროს;
13. უიარაღო ადამიანების და დემონსტრაციის მშვიდობიანი მონაწილეების ცემა ხელკეტების გამოყენებით;
14. ძალადობრივი გასახლება, ან ქვეყნიდან გასვლისათვის ხელის შეშლა;
15. არამართლზომიერი დაპატიმრება;
16. რეპრესიები და მუქარა მოწინააღმდეგეთა ოჯახის წევრების მიმართ;
17. წამება და დასახიჩრება;
18. პოლიტიკური მკვლელობა;
19. სიკვდილით დასჯის აღსრულება სასამართლოს განაჩენის გარეშე;
20.ცალკეულ ადამიანთა საიდუმლო გატაცება, რომელსაც თან სდევს მათი წამება და გაუჩინარება;
21. დარბევა;
22. წინასწარგანზრახული ხოცვა-ჟლეტა;
23. კატორღული შრომით, ცუდი კვებით, ძილის აკრძალვით ადამიანების განადგურება შრომითს ბანაკებში;
იხ. ჩაგვრა
მმართველობის ფორმების, მეთოდებისა და ხერხების სისტემა, რომლებსაც ხელისუფლების სათავეში მყოფი მოქმედი პოლიტიკოსები განსაზღვრავენ საზოგადოებაში პოლიტიკური ძალაუფლების (სახელმწიფო ძალაუფლების ჩათვლით) განხორციელების მიზნით. რ. საზოგადოებრივი საქმეების მართვის განსაკუთრებული პროცედურებითა და ინსტიტუტებით ხასიათდება. ეს ცნება ხელისუფლების ფუნქციური დახასიათებაა. მისი ერთიანი ტიპოლოგია არ არსებობს. კონსტიტუციური სამართლის მიხედვით, უფრო ხშირად, გამოყოფენ დემოკრატიულ, ლიბერალურ, ავტორიტარულ და ტოტალიტარულ პოლიტიკურ რ-ებს. ამ რეჟიმების ხასიათი არასდროს არის პირდაპირ მითითებული კონსტიტუციებში (თუ არ ჩავთვლით მეტად გავრცელებულ მითითებებს სახელმწიფოს დემოკრატიულ ხასიათზე), მაგრამ ყოველთვის აისახება მათ შინაარსზე.
რ-ის ხასიათი ხუთი ძირითადი კრიტერიუმით განისაზღვრება:
1. ვინ მართავს (ერთი ადამიანი თუ ჯგუფი; აღმასრულებელი ხელისუფლებაზე სამოქალაქო კონტროლი ხორციელდება თუ სამხედრო კონტროლი)?
2. რა საზღვრებში და რა მოცულობით (საზოგადოებრივ ზეწოლაზე რეაგირების ხარისხი, ხელისუფლების განხორციელების უფლებამოსილება)?
3. რა მიზნების მისაღწევად (იდეოლოგიური ორიენტაცია)?
4. პირდაპირი თუ ინდივიდუალური საშუალებებით (ხელისუფლების რ-ის წყარო ხალხია თუ რ. მმართველის ნებას ემორჩილება)?
5. რა პირობებში და რა შეზღუდვებით (რამდენადაა რ-ის ფორმა განპირობებული ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ფაქტორებით)?
იხ. ავტორიტარიზმი, დემოკრატია, ლიბერალიზმი, ტოტალიტარიზმი
![]() |
19 ს |
▲ზევით დაბრუნება |
განსაკუთრებული მდგომარეობა, რომლის დროსაც სახელმწიფოს არსებობას საფრთხე ემუქრება. ს.მ. ოფიციალურად უნდა გამოცხადდეს სახელმწიფოს მიერ. ერის არსებობას შეიძლება საფრთხე დაემუქროს სხვა ქვეყნის მიერ ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაციის, სოციალური მღელვარების, ამბოხების, ან შიდა უთანხმოების სხვა გამოვლინებათა გამო, რომლებიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს ქვეყანაში. ტერმინი ს.მ. 1945 წლიდან იხმარება. მან შეცვალა ტერმინები „ომის მდგომარეობა” და „საალყო მდგომარეობა”. ს.მ-ის ცნება შეზღუდული ხასიათისაა. ის არ მოიცავს სტიქიურ უბედურებებს, რითაც ხელისუფლება ხშირად ამართლებს ადამიანის უფლებათა დაცვის შეზღუდვას ს.მ-ის დროს. სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მიხედვით წევრი-სახელმწიფოების მიერ ზოგიერთი ნაკისრი ვალდებულების შეჩერების ზომები შემდეგ მოთხოვნებს უნდა პასუხობდეს:
1. უნდა იყოს შექმნილი მდგომარეობის ადეკვატური;
2. არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ქვეყნის სხვა ვალდებულებებს საერთაშორისო სამართლის წინაშე;
3. არ უნდა იწვევდეს დისკრიმინაციას რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, ან სოციალური წარმომავლობის მიხედვით, ვინაიდან ადამიანის ზოგიერთი უფლება ხელშეუვალია.
იხ. ხელსეუვალი უფლებები
ს.დ-ის ცნება განსაზღვრულია 1976 წელს საერთაშორისო სამართლებრივი კომისიის მიერ, რომლის მიხედვით:
1. სახელმწიფოთა ქმედება, რომლებიც არღვევენ საერთაშორისო ვალდებულებებს, არამართლზომიერი ქმედებაა, მიუხედავად დარღვეული ვალდებულებების საგნისა;
2. არამართლზომიერი ქმედება საერთაშორისო ურთიერთობებში, რომლის მიზეზი გახდა სახელმწიფოს მიერ მსოფლიო თანამეგობრობის ფუნდამენტური ინტერესების დაცვისათვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო ვალდებულების დარღვევა.
ს.დ-ის მიზეზი შეიძლება გახდეს:
ა) საერთაშორისო ვალდებულებათა სერიოზული დარღვევა, როდესაც ეს ვალდებულება მეტად მნიშვნელოვანია საყოველთაო მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის;
ბ) საერთაშორისო ვალდებულებათა სერიოზული დარღვევა, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხალხთა თვითგამორკვევის უფლების უზრუნველსაყოფად (მაგალითად, კოლონიური რეჟიმის მხარდაჭერა ძალის გამოყენებით);
გ) ადამიანის უფლებათა დასაცავად მეტად მნიშვნელოვანი საერთაშორისო ვალდებულებების სერიოზული დარღვევა ფართო მასშტაბებით, როგორიცაა: მონობის აკრძალვა, გენოციდი და აპარტეიდი;
დ) გარემოს დასაცავად და შესანარჩუნებლად მეტად მნიშვნელოვანი საერთაშორისო ვალდებულებების სერიოზული დარღვევა, როგორიცაა: ატმოსფეროს და წყლების მასობრივი დაბინძურების აკრძალვა;
4. ნებისმიერი არამართლზომიერი ქმედება საერთაშორისო ურთიერთობებში, რომელიც არ წარმოადგენს ს.დ-ს, განიხილება როგორც საერთაშორისო სამართალდარღვევა.
საერთაშორისო ომი - International war
ფორმა საერთაშორისო კონფლიქტისა, რომელშიც რი დამოუკიდებლად აღიარებული სახელმწიფო, ან სახელმწიფოთა კოალიცია მაინც მონაწილეობს. საომარი მოქმედებანი მოწინააღმდეგეთა შორის შეიძლება დაიწყოს ერთ-ერთი მხარის მიერ ომის გამოცხადებით ან ამის გარეშე. ს.ო. გარკვეული პოლიტიკური, ან ეკონომიკური მიზნებით წარმოებს, ანდა მისი მიზანია, ხელი შეუშალოს მტერს, რომელიც სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე საკუთარი ბატონობისა დამყარებას ცდილობს, სახელწმიფოთა შორის ომები სულ უფრო იშვიათი ხდება, მაშინ როდესაც სამოქალაქო ომი სულ უფრო იშვიათი ხდება, მაშინ როდესაც სამოქალაქო ომები ხშირდება და მოითხოვს საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიურ ჩარევას.
იხ. ომი.
ს.ტ-ის აქტები გულისხმობს: პოლიტიკური მიზნებით განხორციელებულ (როგორც ომის, ისე მშვიდობის დროს) სისასტიკეს, უაზრო მკვლელობებს, მძევლად აყვანას, თვითმფრინავების ხელში ჩაგდებას, გამოძალვას, ადამიანთა წამებას, ან წამების მუქარას და სხვა ქმედებებს, რომლებიც მიმართულია:
1. ნებისმიერი უცხო სახელმწიფოს, საერთაშორისო ორგანიზაციის, ან მათი წარმომადგენლების წინააღმდეგ;
2. უცხო ქვეყნის ნებისმიერი წარმომადგენლის მიმართ, მხოლოდ იმიტომ, რომ ის უცხო ქვეყნის წარმომადგენელია;
საერთაშორისო ტერორიზმად ითვლება აგრეთვე შემთხვევა, როდესაც დასახელებულ ქმედებებს ჩადის პირი იმ ქვეყნის საზღვრის გადაკვეთისას, რომელიც მის გადაცემას მოითხოვს.
იხ. ტერორიზმი
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ჟენევის კონვენციების კომენტარებში ს.შ.კ-ს განმარტავს, როგორც ორ სახელმწიფოს შორის არსებულ ნებისმიერ წინააღმდეგობას, რომელსაც თან სდევს შეიარაღებული ძალების შეჭრა სხვის ტერიტორიაზე, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ერთ-ერთი მხარე უარყოფს ომის მდგომარეობის არსებობას. კონფლიქტის ხანგრძლივობას და მსხვერპლთა რაოდენობას მნიშვნელობა არა აქვს. 1977 წლის №1 პროტოკოლი ს.შ.კ-ში ასევე გულისხმობს ბრძოლას ეროვნული თავისუფლების, ან თვითგამორკვევისათვის.
ფეოდალურ, ან ნახევრადფეოდალურ სახელმწიფოებში არსებული ინსტიტუტი, რომლის თანახმადაც მოვალე იძულებულია პირადი სამსახური შესთავაზოს კრედიტორს ვალის დაფარვის მიზნით. როგორც წესი, ასეთი სამსახურის ღირებულება, მისი ხანგრძლივობა და ხასიათი ჯერ კიდევ არ ნიშნავს ვალის საბოლოო დაფარვას.
იხ. მონობა, ბატონყმობა
საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი პირის, ან პირების წინასწარგანზრახული მკვლელობა, რომელიც განხორციელებულია პოლიტიკური მიზნებით. ისტორიულად, ს.მ.პ.მ-ს რევოლუციონერები ტაქტიკური მიზნით იყენებდნენ, რადგანაც მიაჩნდათ რომ მმართველი ელიტის შეცვლის სხვა გზა არ არსებობს. ტერორისტები ს.მ.პ.მ-ს ოპონენტების თავიდან მოცილებისა და მკვლელობის გამომწვევი მიზეზებისადმი საზოგადოების ყურადღების მიპყრობის მიზნით მიმართავენ. ტერორისტული ჯგუფების შიგნით ეს მეთოდი რენეგატებისა და მოღალატეების მიმართ გამოიყენება. ამ მეთოდს ასევე უკანონოდ მიმართავს ზოგიერთი სახელმწიფო ორგანო, როგორც კონტრ-ტერორისტულ ტაქტიკას ხელისუფლების ოპონენტთა გასანადგურებლად.
იხ. პოლიტიკური უფლებები
მდგომარეობა, რომლის მიხედვით მოქალაქეთა უფლებანი და თავისუფლებანი დაცულია სამხედრო (ან ნახევრად სამხედრო) საფრთხისა და, ქვეყნის შიგნით, კრიმინალური ან პოლიტიკური ჯგუფების თავდასხმებისაგან. ეს ცნება უკავშირდება ეროვნული უშიშროების ცნებას, მაგრამ, ამასთან ერთად, შეიცავს საზოგადოების ჯანმრთელობისა და მორალის ელემენტებს.
საზოგადოების წევრთა მშვიდობიანი თანაარსებობა, როდესაც ადგილი არა აქვს მტრულ მოქმედებას, აჯანყებას, ამბოხებას, ან სხვა ქმედებას, რომელსაც შეუძლია დაარღვიოს ყოველდღიური ნორმალური საზოგადოებრივი ცხოვრება. ს.წ-ის დარღვევას განეკუთვნება: იარაღის ტარება, ნახევრად სამხედრო ფორმირებების მოქმედება, აჯანყებისაკენ მოწოდება და ა.შ..
სახელმწიფოს შინაურ საქმეებში პირდაპირი საიდუმლო ჩარევა მეორე სახელმწიფოს მიერ (განსხვავებით ღია მოქმედებისაგან).
ფართო ცნებაა, რომელიც ხელისუფლების საიდუმლო ქმედებათა ფართო ქსელს გულისხმობს. ს.პ-ის ინსტიტუტები შეიძლება იყოს როგორც ხელისუფლების ოფიციალური, ისე არაოფიციალური ორგანოები, რომელთაც პოლიტიკური ოპოზიციის დათრგუნვის უფლებამოსილებანი მოეპოვებათ. ს.პ-ის ორგანოთა სისტემა, როგორც წესი, უცნობია საზოგადოებისათვის.
იხ. აგრეთვე, დაზვერვის სამსახური
საკვების უფლება - right food
ს.უ. - ის სამი შემადგენელი ნაწილია:
1. საკვები ყველასათვის საკმარისი უნდა იყოს. საშუალო სტატისტიკური მამაკაცის მიერ ენერგიის მინიმალური გამოყენება (65 კგ, 20-39 წელი) 1800 კალორიით განისაზღვრება; ქალისათვის (55 კგ, 20-39 წელი) კი - 1500 კალორიით. შედარებისათვუის „საშუალოდ აქტიური“ მამაკაცი 3000 კალორიას საჭიროებს, ქალი კი - 2200-ს.
2. მინიმალური დღიური რაოდენობის ხარისხი, სულ ცოტა, ჯანმრთელობისათის სასარგებლო უნდა იყოს. საკვები უნდა შეიცავდეს ვიტამინებს და მინერალებს.
3.სურსათ-სანოვაგე ხელმისაწვდომი უნდა იყოს გონივრულ ფასებში.
კაცობრიიობის ნახევარი მაინც ჯერ კიდევ განიცდის შიმშილს და სკვების უკმარობას. 1980 წ. ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის მონაცემებით დაავადებათა 80% დაბინძურებული სასმელი წყლითაა გამოწვული, იხ. შიმშილი და საკვების უკმარობა.
ს.უ. ნიშნავს ყოველი ფიზიკური თუ იურიდიულ პირის უფლებას ფლობდეს და განკარგავდეს ქონებას. დაუშვებელია საკუთრებაში არსებული ქონების თვითნებურად ჩამორთმევა. ეს უფლება შესაძლებელია შეიზღუდოს საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე და მხოლოდ კანონით და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული პირობებით.
ს.უ-ის გაუქმება დაუშვებელია
ს.ს-ს ცნება ადამიანის უფლებათა სფეროში ერთ-ერთი საკვანძო ცნებაა. სამართლებრივია ისეთი სახელმწიფო, რომელშიც ადამიანსა და ხელისუფლებას შორის არსებობს მკაფიო, სტაბილური და ყველასათვის ცნობილი თამაშის წესები. ესაა ის სახელმწიფო, სადაც სახელმწიფო შეზღუდულია ადამიანის უფლებებით და მოქმედი სამართლით და ადამიანს შეუძლია საკმაოდ ზუსტად გამოიცნოს ხელისუფლების რეაქცია მის ქმედებაზე, ვინაიდან ამ სახელმწიფოს მართავენ არა თავნება მოხელეები და თანამდებობის პირები, არამედ მკაფიო კანონები.
ს.ს. სულაც არ არის ყოველთვის დემოკრატიული, ხოლო დემოკრატიული - სამართლებრივი.
სასამართლო პროცედურები, რომლებიც ჭეშმარიტების დადგენის საშუალებას იძლევა წინასწარ შექმნილი აზრის, დაშინებისა და პოლიტიკური ზეწოლის გარეშე. ადამიანის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-14 და მე-15 მუხლებში აღნიშნული “სამართლიან სასამართლოზე უარის თქმა” ნიშნავს საქმის ისეთ სასამართლო განხილვას, რომელიც არ არის არც საჯარო (ღია) და არც სამართლიანი. სასამართლო განხილვის გარეშე პიროვნების დაპატიმრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არამართლზომიერი დაპატიმრების კატეგორიას განეკუთვნება
მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონებისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების განუხრელი დაცვა ხელისუფალთა და მოქალაქეთა მიერ.
მას შემდეგ, რაც ს.პ.უ. დაფიქსირდა თავისუფლებათა დიად ქარტიაში (1215წ.), საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის მიერ მიღებულ ადამიანის უფლებათა და მოვალეობათა დეკლარაციაში (1789 წ.) და ამერიკულ ბილში უფლებათა შესახებ (1791წ.) მათ სხვანაირად პირველი თაობის, ანუ კლასიკურ უფლებებს უწოდებენ.
გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1966 წლის 16 დეკემბერს მიღებული სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მიხედვით ადამიანის ძირითადი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებია:
1. სიცოცხლის უფლება;
2. წამებისგან თავისუფლება;
3. მონობისაგან თავისუფლება;
4. პირადი თავისუფლების და პირადი ხელშეუხებლობის უფლება;
5. პატივისა და ღირსების უფლება;
6. გადაადგილების თავისუფლება;
7. სამართლიანი სასამართლოს უფლება;
8. პირადი ცხოვრების უფლება;
9. აზრის, სინდისის და რელიგიის თავისუფლება;
10. აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება;
11. დემონსტრაციების თავისუფლება;
12. ასოციაციების თავისუფლება;
13. დისკრიმინაციისაგან თავისუფლება;
14. სახელმწიფოს მართვაში მონაწილეობის მიღების უფლება, როგორც უშუალოდ ისე თავისუფლად არჩეული წარმომადგენლების მეშვეობით;
15. ხმის მიცემის და არჩევის უფლება პერიოდულ სამართლიან არჩევნებში;
16. სახელმწიფო სამსახურში ყოფნის თანსწორი უფლება;
17. კანონის წინაშე თანასწორობის უფლება.
იხ. აგრეთვე: წამბეა, მონობა, პირადი თავისუფლების უფლებიდ დარღვევა, ადამიანური ღირესება, სამართლიანი სასამართლო, დისკრიმინაცია, არჩევნები, დემოკრატიული უფლებები, თანასწორობა.
ინდივიდუალური თავისუფლებები, რომლებიც განიხილება, როგორც თავისუფალი საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი ელემენტი. ისინი მოიცავს: სიტყვის, სინდისის, აღმსარებლობის, შეკრებების თავისუფლებებს და ა.შ. ს.თ. ან კანონმდებლობის ნაწილია, ან ის გარანტირებულია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ბილით.
იხ. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები
პირები, რომლებიც არ არიან გაწვეულნი სამხედრო სამასახურში ომის დროს. ს.მ-ის უსაფრთხოების საკითხები რეგულირებულია კონვენციით: „სამოქალაქო პირები ომის დროს“. ს.მ-ს ასევე განეკუთვნებიან სამხედრო მოსამსახურეები, რომლებმაც დაყარეს იარაღი, ან ავადმყოფობის, ჭრილობების, ან დაკავების გამო გამოვიდნენ მწყობრიდან. ს.მ., რომელიც არ იღებს მონაწილეობას შეიარაღებულ კონფლიქტში, დაცულია იმუნიტეტით (ხელშეუხებლობით), თუმცა სინამდვილეში მშვიდობიანი მოსახლეობა ყველაზე ხშირად ხდება საომარი მოქმედებათა ობიექტი, განსაკუთრებით ბოლო დროის რამდენიმე სამოქალაქო ომის თუ აჯანყებების დროს. რამდენიმე უკანასკნელ ომში ს.მ-ის დანაკარგმა მსხვერპლის საერთო რაოდენობის 90% შეადგინა.
ჟენევის კონვენციების II პროტოკოლის მე-13 მუხლში ლაპარაკია „სამაქალაქო პირებისა“ და „სამოქალაქო მოსახლეობის“ შესახებ, ამ ტერმინების განმარტების გარეშე. თუმცა ჟენევის კონვენციების I პროტოკოლის 50-ე მუხლში ნათქვამია, რომ ს.მ. შედგება ყველა სამოქალაქო პირისაგან. აქვეა განმარტებული ტერმინი „სამოქალაქო პირი“, ანუ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც არ მსახურობს შეიარაღებულ ძალებში, ან ორგანიზებულ შეიარაღებულ ჯგუფში კონფლიქტის რომელიმე მხარეს. ს.მ-ს განეკუთვნება აგრეთვე ყველა სხვა პირი, რომელიც აქტიურად არ მონაწილეობს მტრულ ქმედებებში, ანუ თავდასხმებში, რომელსაც მიმართავს ერთ-ერთი მხარე მოწინააღმდეგისათვის ფიზიკური ზიანის მიყენების, ან მისი ობიექტების განადგურების მიზნით. ს.მ., რომელიც სამხედრო მოსამსახურის სტატუსის გარეშე იღებდა, ან იღებს მონაწილეობას სამხედრო მოქმედებებში, კარგავს იმუნიტეტს სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობის დროს. I პროტოკოლის 50-ე მუხლში ნათქვამია, რომ ს.მ-ში იმ პირების ყოფნა, რომლებიც მათ არ განეკუთვნებიან, არ უკარგავს მოსახლეობას სამოქალაქო სტატუსს. ამ მუხლის აზრი ისაა რომ მშვიდობიანი მოსახლეობა, სადაც მცირე რაოდენობით სამხედრო მოსამსახურეები იმყოფებიან, რომლებიც, ამასთან, არ ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს, ან შეიარაღებული ძალების ინტერესებიდან გამომდინარე აწარმოებენ გარიგებებს ადგილობრივ მოსახლეობასთან, არ შეიძლება გახდეს თავდასხმის მიზეზი. აქედან გამომდინარე, ამგვარ მოსახლეობას ასევე მოეპოვება თავდასხმისაგან იმუნიტეტი. I პროტოკოლის 51 (4) მუხლი შეიცავს მკვეთრად ფორმულირებულ დებულებებს, რომლებიც იცავს ს.მ-ს გაუმართლებელი და არაადეკვატური თავდასხმებისაგან. ეს მუხლი კრძალავს იმ თავდასხმებს, რომლებიც არ არის მიმართული სამხედრო ობიექტების მიმართ, აგრეთვე ომის წარმოების ისეთი მეთოდების და საშუალებების გამოყენებას, რომლებიც არ შეიძლება მიმართული იყოს გარკვეული სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ. ამგვარად, მუხლი უკრძალავს მხარეებს განურჩეველ შეტევებს სამხედრო ობიექტებისა და ს.მ-ის, ან სამოქალაქო ობიექტების მიმართ.
იხ. შეიარაღებული კონფლიქტი, ზოგადი მე-3 მუხლი
შეიარაღებული კონფლიქტი სახელმწიფო ხელისუფლებისათვის მებრძოლ ორგანიზებულ შეიარაღებულ ჯგუფებს შორის, რომელთაგან ერთ მხარეს არსებული რეჟიმის დამცველები არიან, მეორე მხარეს კი - პარტიზანული მოძრაობა, რომელსაც მხარს უჭერს ადგილობრივი მოსახლეობა, მისი ნაწილი, ან უცხო სახელმწიფო. ს.ო. საერთაშორისო სამართლის რეგულირების საგანია, ვინაიდან: ა) წარმოადგენს საფრთხეს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის; ბ) წარმოადგენს საფრთხეს სხვა სახელმწიფოთა ინტერესებისათვის; გ) პრობლემურია გამარჯვებული მხარის ხელისუფლების ცნობის, ან მისი არცნობის საკითხიც საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ.
ს.ს. - ის ცნება საზოგადოების არასახელმწიფოებრივი ურთიერთობების მთელ ერთობლიობას მოიცავს - ეკონომიკურს, სოციალურს, კულტურულს, რელიგიურს. ს.ს-ის ინსტიტუციონალურ საფუძველს ქმნიან არამომგებიანი არასამთავრობო ორგანიზაციები, ინტერესთა ჯგუფები (მათ შორის პროფესიული კავშირები თუ ფერმერული ჯგუფები), ცალკეული ინდივიდები, რომლებსაც შესწევთ საზოგადოებასა და ხელისუფლებაზე ზემოქმედების და სახელმწიფოსაგან დამოუკიდებლად საკუთარი სასიცოცხლო პრობლემების გადაჭრის უნარი. ეს ორგანიზაციები და ინდივიდები ნათლად აჩვენებენ პიროვნებისა და საზოგადოების ინტერესების თანაბარ უფლებებს, რაც ს.ს-ის საფუძველია. დემოკრატიული სახელმწიფოს იდეა თავის თავში გულისხმობს ს.ს-ს, როგორც დემოკრატიულობის უფრო მაღალ საფეხურს
ტერმინი გამოიყენება დაპირისპირებული შეიარაღებული ძალების, ან მშვიდობიანი მოქალაქეების მიერ, სამხედრო მოქმედებების დროს, ომის წარმოების კანონებისა და ტრადიციების დარღვევების აღსანიშნავად. რიგმა კონვენციამ (მათ შორისაა 1949 წლის ჟენევის 4 კონვენცია) ომის წარმოების წესებში ჩართეს მუხლები, რომლებიც დანაშაულობათა ფართო წრეს მოიცავს და ბევრი მათგანი „კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს” განეკუთვნება. ომის წარმოების წესები ცივილიზებული სახელმწიფოების მიერ ომის საშინელებათა შესამცირებლად შეიქმნა შემდეგი მიზნებით:
1. მებრძოლთა და დანებებულთა ტანჯვის თავიდან აცილება;
2. მტრის ხელში ჩავარდნილი ადამიანების გარკვეულ ძირითად უფლებათა დაცვა (სამხედრო ტყვეები, დაჭრილები, ავადმყოფები, სამოქალაქო პირები);
3. მშვიდობის აღდგენაში დახმარება;
გაეროს გენერალური ასამბლეის 1968 წლის 19 დეკემბრის 2444-ე რეზოლუციამ, რომელიც შეიარაღებული კონფლიქტების დროს ადამიანის უფლებების დაცვას ეხება, შემდეგი პრინციპები დაამკვიდრა:
1. კონფლიქტში მონაწილე მხარეთა უფლება ზიანი მიაყენონ მოწინააღმდეგეს უსაზღვრო არაა;
2. აკრძალულია სამოქალაქო მოსახლეობისათვის დარტყმების მიყენება;
3. საბრძოლო მოქმედებებში მონაწილენი და სამოქალაქო მოსახლეობა ნებისმიერ დროს უნდა განვასხვაოთ ერთმანეთისაგან ამ უკანასკნელის მაქსიმალური დანდობის მიზნით.
ს.მ. შეიძლება განიმარტოს, როგორც:
1. ადგილობრივი შეიარაღებული ძალების მმართველობა პროვინციაში, ან მთელს ქვეყანაში, როდესაც სამხედრო ხელმძღვანელობა თავის თავზე იღებს მმართველობითს და სასამართლო ფუნქციებს, სამოქალაქო უფლებათა მოქმედება კი შეჩერებულია;
2. სამხედრო მმართველობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
ს.მ-ითა და საგანგებო მდგომარეობით ხშირად ამართლებენ ადამიანის უფლებათა დარღვევებს. ასეთ დროს სამხედროებისა და პოლიციის კონტროლი გაძნელებულია.
სახელმწიფო მმართველობა, რომელშიც სამხედრო ხელისუფლება დომინირებს. უმრავლეს შემთხვევაში სამხედრო და არა სამოქალაქო პირები ინიშნებიან სახელმწიფოს მეთაურად, მინისტრებად. პარლამენტის წევრების უმრავლესობასაც ისინი შეადგენენ.
ნებისმიერი ადამიანის უფლება - უარი თქვას სამხედრო სამსახურზე, ან ომებსა და შეიარაღებულ კონფლიქტებში ნებისმიერ უშუალო თუ არაპირდაპირ მონაწილეობაზე ღრმა რწმენის მოტივებით. ასეთი რწმენა შეიძლება იყოს რელიგიური, ეთიკური, მორალური, ფილოსოფიური, ან პოლიტიკური ხასიათისა. ეს უფლება განუყოფელია და აზრის, სინდისის და რელიგიის თავისუფლების შემადგენელი ნაწილია. იგი აღიარებულია ადამიანის უფლებათა დეკლარაციის მე-18 მუხლით, ადამიანის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-18 მუხლით და ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა კონვენციის მე-9 მუხლით. მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი საერთაშორისო სამართალი ჯერჯერობით არ ავალდებულებს სახელმწიფოებს, ცნონ სამხედრო სამსახურზე უარის თქმის უფლება, (თუმცა არსებობს გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეზოლუციები და რეკომენდაციები, რომლებიც აღიარებენ ამ უფლების არსებობას), საერთაშორისო ამნისტია დაჟინებით მოითხოვს, რომ სამხედრო სამსახურში ნებისმიერ გაწვეულს ჰქონდეს ალტერნატიული სამსახურის გავლის უფლება, თუკი ასეთია მათი ღრმა რწმენაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება.
სასამართლო, რომელიც იმ პირთა საქმეებს განიხილავს, ვინც დანაშაული ქვეყნის შეიარაღებული ძალებში სამსახურის დროს ჩაიდინა.
სამხედრო ძალების კუთვნილების გამო ტყვედ აყვანილი და დაპატიმრებული ჯარისკაცები, ან სხვა ადამიანები, რომლებიც ატარებენ სამხედრო ფორმას და იარაღს, აგრეთვე სამოქალაქო პირები, რომლებიც მსახურობენ არმიაში.
ეს ტერმინი, როგორც წესი, აღნიშნავს ქვეყნის ტერიტორიაზე უცხო სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების შეჭრას მოქმედი ხელისუფლების სურვილის მიუხედავად. ს.ჩ. არღვევს ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ეს სამხედრო მოქმედების ყველაზე უხეში ფორმაა. არსებობს პრო- და ანტირეჟიმული ს.ჩ-ის აღსანიშნავი მცოცავი სკალა, რომელზეც სამხედრო დახმარების სხვადასხვა ფორმა აისახება (მაგალითად, იარაღით მომარაგება, იარაღის შეძენისათვის საჭირო თანხების გამოყოფა, დაქირავებულთა გამოყენება, დონორ ქვეყანაში ადგილობრივი სამხედრო ძალების მომზადება, ადგილობრივი სამხედრო ძალების მესამე მეგობრულ ქვეყნაში მომზადება, სპეციალისტების გამოყენება მშვიდობიან დროს ოპერაციების ჩასატარებლად, თავდაცვითი საშუალებების გადაცემა, თავდაცვითი ინფრასტრუქტურების მშენებლობა, თანამგზავრული, ან სხვა დაზვერვითი ინფორმაციის მიწოდება), ან სამხედრო ჩარევა (მაგალითად, მშვიდობიან დროს ქვეყნის ტერიტორიაზე შეიარაღებული ძალების განთავსება მესამე ძალის წინააღმდეგ, სამხედრო ოპერაციების დასაგეგმავად ადგილობრივი შეიარაღებული ძალების შტაბ-ბინებში სამხედრო მისიების განთავსება, ბრძოლებში უცხო ქვეყნის შეიარაღებულ ძალთა სპეციალისტების, მაგალითად, მფრინავების გამოყენება, მოხალისეთა და რეგულარული ძალების გამოყენება).
კოლექტიური დიქტატურა, რომელსაც სამხედრო ძალების მთავარსარდალი განახორციელებს. პირველად ლათინურ ამერიკაში გვხვდება.
ზეწოლის მოხდენის და დამნაშავეთა დასჯის მიზნით გამოიყენება. ერთა ლიგაში არ იყო გათვალისწინებული მათი გამოყენების მექანიზმი, ამიტომ ეს ტერმინი არც გაეროს წესდებაშია დაფიქსირებული. მის ნაცვლად გამოიყენება ტერმინი „ეფექტური კოლექტიური ზომები” და „პრევენტიული, ან იძულებითი ზომები”. საერთაშორისო ს-ში განასხვავებენ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო ს-ს. პოლიტიკური ს. გულისხმობს: დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტას, გაეროს წევრობის შეჩერებას, გაეროდან ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან გარიცხვას. ეკონომიკური, ან სავაჭრო ს. გულისხმობს ეკონიმიკური და ფინანსური ურთიერთობის სრულ გაწყვეტას, ან შერჩევით ემბარგოს საქონლის იმპორტსა და ექსპორტზე. კოლონიური სადამსჯელო ექსპედიციები, რომლებსაც არასდროს ცნობდა საერთაშორისო სამართალი, თავისი არსით სამხედრო ს. იყო.
ხალხის პოლიტიკურ წარმომადგენელთა არჩევა საკანონმდებლო ორგანოში.
იხ. არჩევნები, პოლიტიკური უფლებები
ს.უ. ადამიანისათვის მიკუთვნებული მოქმედების მეთოდები და მასთან დაკავშირებული ინსტიტუტებია, რომელთა დახმარებითაც ადამიანი აიძულებს ხელისუფლებას, დაიცვას მისი უფლებები. ადამიანის უფლებაა დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლების არსებობა, რომელიც დაიცავს მის კანონიერ უფლებებს და რომლის მოწყობაც სახელმწიფოს ვალდებულებაა. ადამიანის უფლებათა დაცვის საპროცესო გარანტიებს მიეკუთვნება, აგრეთვე, საკონსტიტუციო სასამართლო, ომბუდსმენის (სახალხო დამცველი) ინსტიტუტი, რეფერენდუმის მოწყობის უფლება და ა.შ.
ყოველ ადამიანს აქვს ეფექტური სასამართლო დაცვის უფლება კომპეტენტურ ეროვნულ სასამართლოში კონსტიტუციითა და კანონით გათვალისწინებული ძირითადი უფლებების დარღვევის შემთხვევაში. სასამართლო დაცვის საშუალება ამ უფლებების განხორციელების, მისი დარღვევის თავიდან აცილების, ან დარღვევის კომპენსირების საშუალებაა. ის ეფექტურია, თუ სამართლიანი და დროულია და კომპეტენტურ და მიუკერძოებელ მოსამართლეთა მიერ ხორციელდება. ს.დ.ე.ს-ის დოქტრინა მნიშვნელოვან როლს თამაშობს, როდესაც საქმე ეხება საჩივრის შეტანას საერთაშორისო ორგანოებში. ასეთი საჩივრის შეტანის წესი შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო დაცვის რესურსების ამოწურვას გულისხმობს. თუ ეს პირობა არ შესრულდა, რადგან ხელმისაწვდომი საშუალებები ეფექტური არ არის, საჩივარი მიიღება ამ საფუძველზე.
სასამართლოს მიერ გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი, რომლის საფუძველია ირიბი დამამტკიცებელი საბუთები, ცრუ ჩვენებები, ან სასამართლოს მიერ ბრალდებულის უდანაშაულობის მიუღებლობა. ს.მ. ზოგჯერ პოლიტიკური მიზეზებით ხორციელდება, როდესაც სასამართლო ხელისუფლება აღმასრულებელ ხელისუფლებაზეა დამოკიდებული
საერთო იურისდიქციის, საკონსტიტუციო, სპეციალური, ადმინისტრაციული სასამართლოები და ტრიბუნალები.
ს.ხ. უნდა იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი. მისი ძირითადი ფუნქციაა სამართლიანი, ღია, მიუდგომელი განხილვის უზრუნველყოფა იმ პირებისათვის, რომელთაც ბრალად ედებათ დანაშაულის ჩადენა (სისხლის სამართლის, ან სამოქალაქო კანონმდებლობის მიხედვით). უფრო მეტიც, ცალკეულ პირებს შეუძლიათ გაასაჩივრონ სასამართლოში როგორც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების აქტები, ისე მათი კანონსაწინააღმდეგო ქმედებები. სასამართლოები განიხილავენ იმ საქმეებსაც, რომლებიც დაპატიმრების მართლზომიერებას ეხება („ჰაბეას კორპუსი”, „ამპარო”). მათ ევალებათ შეასრულონ ადამიანის უფლებათა ხელშეწყობისა და დაცვის ძირითადი ფუნქცია (თუმცა, ხშირად ამას არ აკეთებენ)
იხ. სამართლიანი არჩევნები
ეს ცნება მოიცავს სასტიკი მოპყრობის ნებისმიერ სახეს, წამების გარდა. ასეთი მოპყრობის მაგალითია: პოლიციაში იმ ადამიანების ცემა, რომლებიც არ უწევენ წინააღმდეგობას, ცუდი საყოფაცხოვრებო პირობები ციხეში, პოლიციელებისა და სამხედროების ძალადობა უიარაღო სამოქალაქო მოსახლეობის, ან პატიმართა მიმართ. ასეთი მოპყრობის მაგალითები ტრადიციულ ცხოვრებაშიც გვხვდება, მაგალითად, ისლამური სამართლით გათვალისწინებული ფიზიკური დასახიჩრების ზოგიერთი ფორმა. წამების ცნებისაგან განსხვავებით, დასახიჩრება არ არის მკაფიოდ განმარტებული ხელშეკრულებებში მათი განუსაზღვრელი ხასიათის გამო.
იხ. წამება
ზომა, რომელიც სამართალდამრღვევის (ან სავარაუდო სამართალდამრღვევის) მიმართ გამოიყენება დანაშაულის, ან გადაცდომისათვის.
ნორმალური ს. შემდეგ პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს:
1. საკმარისად უნდა იყოს დაცული კლიმატის ცვალებადობისაგან (წვიმის, ქარისა და თოვლისაგან);
2. უნდა შეესაბამებოდეს მინიმალურ სანიტარიულ სტანდარტებს, ბაქტერიული დაავადებების თავიდან ასაცილებლად;
3. ერთ ოთახში მუდმივად შეიძლება ცხოვრობდეს არა უმეტეს ორი ადამიანისა, ვინაიდან მჭიდროდ დასახლებული საცხოვრებელი ადგილი მავნებელია მის ბინადართა ჯანმრთელობისათვის.
1. სამართლის თეორიაში - საზოგადოების ორგანიზაციის გარკვეული მეთოდი, პოლიტიკური სისტემის ძირითადი ელემენტი, საჯარო პოლიტიკური ხელისუფლების ორგანიზაცია, რომელიც ვრცელდება მთელ საზოგადოებაზე, გამოდის საზოგადოების ოფიციალურ წარმომადგენლად და აუცილებელ შემთხვევებში ეყრდნობა იძულების ზომებსა და მეთოდებს. ს-ს, როგორც საზოგადოების მმართველ სისტემას, აქვს შიდა სტრუქტურა და სპეციალური ორგანოები საკუთარი უფლებამოსილების რეალიზაციისათვის. ს-ს მოღვაწეობის ძირითადი მიმართულებებია ა) საშინაო (მოღვაწეობა საზოგადოების შიგნით, რომლის დროსაც სახელმწიფო შეზღუდულია ადამიანის უფლებებით და მოქმედი სამართლით); ბ) საგარეო (სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები). ეს მიმართულებები ურთიერთდამოკიდებული და ურთიერთდაკავშირებულია.
2. კონსტიტუცური სამართლის მიხედვით - ხელისუფლების ოფიციალური ორგანოების ერთობლიობა (მთავრობა, პარლამენტი, სასამართლოები და ა.შ.), რომლებიც მოქმედებენ ქვეყნის, ან ფედერაციის სუბიექტის მასშტაბით.
3. როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტი ს. საერთაშორისო ურთიერთობების მთავარი მონაწილეა. ს-ს ძირითადი თვისება სუვერენიტეტია, ამას გარდა ს-ს, როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტს შემდეგი ნიშან-თვისებები უნდა გააჩნდეს:
1. მუდმივი მოსახლეობა;
2. გარკვეული ტერიტორია;
3. სახელმწიფო ძალაუფლება;
4. სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობის უნარი.
ორგანიზებული, ხშირად სამხედრო ჯგუფის მიერ განხორციელებული ქმედება კანონიერი ხელისუფლების დამხობის, ან მისი არაგეგმური შეცვლის მიზნით და ხელისუფლების გადაცემის არსებული პროცედურების დარღვევით. გადატრიალება შეიძლება იყოს სისხლიანი და პირიქით. ორივე შემთხვევაში ხელისუფლებაში მოსულთ სჩვევიათ მოსახლეობისათვის დამაიმედებელი დაპირებების მიცემა, რომლებიც, როგორც წესი, არ სრულდება. შეთქმულება ხელისუფლების დამხობის მიზნით არ უნდა გავუთანაბროთ მისი განხორციელების რეალურ მცდელობას.
სახელმწიფოს მიერ განხორციელებული, ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი ქმედება:
1. იარაღის, ასაფეთქებელი, ან სასიკვდილო ნივთიერებების გადაცემა ნებისმიერი პირის, ჯგუფის, ან ორგანიზაციისათვის, რომლებიც საერთაშორისო ტერორიზმის აქტებში მონაწილეობენ.
2. საერთაშორისო ტერორიზმის აქტებში მონაწილე ნებისმიერი პირის, ჯგუფის, ან ორგანიზაციის საქმიანობის წარმართვა, მომზადება, ან ხელშეწყობა;
3. საერთაშორისო ტერორიზმის აქტებში მონაწილე ნებისმიერი პირის, ჯგუფის, ან ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერა:
4. იმ პირთა დიპლომატიური დაცვა, რომლებიც ეხმარებიან, ან მხარს უჭერენ ნებისმიერი ტერორისტული აქტის განხორციელებას;
5. ტერორისტული აქტის ჩამდენი ნებისმიერი პირის სხვა ქვეყნისათვის გადაცემაზე, ან, საკუთარ ტერიტორიაზე მის სისხლისსამართლებრივ დევნაზე უარის თქმა.
სახელმწიფოს ტერიტორიაზე მმართველობისა და კონტროლის განხორციელება პოლიტიკური საზოგადოების მიმართ სამართლისა და იძულების მეთოდების გამოყენებით. ადრინდელ, შედარებით ვიწრო განმარტებაში ს.ხ. სამ შტოდ იყოფოდა: საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებად. სასაუბრო დონეზე ს.ხ. აღმასრულებელი ხელისუფლების (მთავრობა, მინისტრთა საბჭო) სინონიმად გამოიყენება. ს.ხ-ის დემოკრატიულ განხორციელებაში, როგორც წესი, იგულისხმება:
1. ორგანიზაციული ეფექტურობის მაღალი ხარისხი გადაწყვეტილებების მიღებისა და რეალური პოლიტიკის მიმართ, განსაკუთრებით ეკონომიკური პოლიტიკის გატარებაში; მისი წვლილი ქვეყნის კეთილდღეობის, სტაბილურობისა და საყოველთაო სოციალური დაცვის უზრუნველყოფაში;
2. ანგარიშვალდებულება;
3. „გამჭვირვალობა”;
4. საჯაროობა;
5. სამართლისა და კანონის უზენაესობა
სიკვდილი, როგორც ადამიანის უფლებათა დარღვევა, ნიშნავს არასამართზომიერი გზით ადამიანისათვის სიცოცხლის წართმევას ოფიციალური ან ამ როლში მყოფი სხვა პირის მიერ.
საერთაშორისო სამართლის ნორმების მიხედვით სიკვდილით დასჯის განაჩენის გამოტანა და განაჩენის აღსრულება ყველა აუცილებელი გარანტიის არსებობის შემთხვევაში არ მიიჩნევა (ჯერჯერობით) ადამიანის უფლებათა დარღვევად.
იხ. სიკვდილით დასჯა
ამ კლასიფიკაციის საფუძველია ს-ის უშუალო მიზეზები; კლასიფიკაცია გამოიყენება ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევათა აღწერისას:
1. ტყვიით მიყენებული ჭრილობები;
2. დანით მიყენებული ჭრილობები;
3. წამების შედეგად მიყენებული ჭრილობები.
4. ცემა (უხეში საგნების გამოყენებით, ან მათ გარეშე);
5. ფეთქებადი ნივთიერებით მიყენებული ჭრილობები;
6. დანაშაულებრივი გულგრილობა;
7. სხვა მიზეზები (დამწვრობა, მოგუდვა, ელექტროსკამი);
8. ს-ის მიზეზების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.
სიცოცხლის უფლების დარღვევის ეჭვის შემთვევებში ოფიციალურ პირებს ხშირად მოჰყავთ ს-ის შემდეგი მიზეზები:
1. გაქცევის მცდელობა;
2. ჯგუფური აღსრულება (გამარტივებული და დაჩქარებული პროცესი);
3. თვითმკვლელობა;
4. შეიარაღებული წინააღმდეგობა;
5. უბედური შემთხვევა;
6. დაავადება;
7. აფეთქება;
8. მოტაცება;
9. ჩხუბი;
10. თავდასხმა;
11. სიკვდილით დასჯა.
სიკვდილი: კლასიფიკაცი სახეების მიხედვით - Death:classification by type
არასამთავრობო ორგანიზაციები შემდეგ კლასიფიკაციას გვთავაზობენ:
1. განაჩენის სისრულეში მოყვანა;
2. ჯგუფური ს-ით დასჯა;
3. ს., რომელიც პიროვნების გაუჩინარებას მოჰყვა;
4.ს. სავრაუდო შეიარაღებულიწინააღმდეგობის შედეგად;
5. ს. წამების სედეგად;
6. წინასწარგანზრახული მკვლელობა;
7. ს. დემონსტრაიის დროს;
8.ს. ძალაუფლების გადამეტების, ან გადაჭარბებული ძალადობის შედეგად;
9. ს-ის არაკლასიფიცირებული სახეები;
10. ს.ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევათა შედეგად.
სიკდვილით დასჯა - Capital punishment
ადამიანისათვის სიცოცხლის წართმევა კომპეტენტური სასამართლოს მიერ გამოტანილი კანონით გათვალისწინებული სასიკვდილო განაჩენის შესაბამისად. ს.დ.-ის თანამედორვე მეთოდებია: ჩამოხრჩობა, ელექტროსკამი, გაზის კამერა, დახვრეტა, გილიოტინა და სასიკდვილო ინექციები. იმ ქვეყნებში, სადაც ს.დ. გაუქმებული არ არის, სასიკდვილო გაანჩენი გამოტანილ უნდა იქნეს კანონის შესაბამისად განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში. აღნიშნული კანონი მოქმედებდეს დანაშაულის ჩადენის დროს და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საერთაშორისო პაქტს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ (1966), აგრეთვე კონვენციას დანაშაულის, გენოციდის თავიდან აცილებისა და მისთვის სასჯელის შესახებ (1948). განაჩენის სისრულეში მოყვანა შეიძლება მხოლოდ კომპეტენტური სასამართლოს საბოლოო განაჩენის გამოტანის შემდეგ. საერთაშორისო სამართლის მიხედვით ს.დ. ტავისთავად არ არის ადამიანის უფლებათა დარღვევა, იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებულს აქვს საქმის სასამართლოში განხილვის და დაცვის საპროცესო და შინაარსობრივი გარანტიები.
ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტია“ ძირითად ამოცანად ისახავს საკუთარი სტატუსის შესაბამისად ყველა შესაძლებელი გზით იმოქმედოს სიკვდილით დასჯის შემოღების და მისი გამოყენების წინააღმდეგ, ვინდაიდან ეს ყველაზე სასტიკი, ააადამიანური და ღირსების დამამცირებელი სასჯელია, რომელიც ამასთანავე არღვევს სიცოცხლის უფლებას. ყველა სამართლებრივ სისტემაში ძირითადი მოთხოვნა ს.დ-ის განაჩენის მიმართ დანაშაულის უდავო დადასტურება უნდა იყოს, ყოველგავრი ეჭვების გარეშე, ხშირად სხვადასხვა ფაქტორმა, ან მათმა ერთობლიობამ შესაძლებელია გამოუსწორებელი შეცდომა დააშვებინოს სასამართლოს. ეს ფაქტორებია: არაკომპეტენტური, ან არაადეკვატური იურიდიული დახმარების გაწევა; შეცდომა პიროვნების იდენტიფიკაციაში; მოსამართლის, ან ნაფიც მსაჯულთა მიკერძოება; პოლიციის, ფსიქიატრიული და საგამოძიებო ორგანოების როლი; საპროცესო გარანტების დარღვევა. 1989 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო ადამიანის სამოქალაქო და პოლიტიკუტ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მეორე ფაკულტატური პროტოკოლი ს.დ-ის გაუქმების მიზნით. ეს პროტოკოლი განავითარებს საერთაშორისო საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლს და ფაქტიურად წარმოადგენს ს.დ-ის გაუქმებისაკენ მიმართულ პირველ საყოველთაო (განსხვავებით რეგიონალურისგან) დოკუმენტს. პროტოკოლის მიღება აძლიერებს ს.დ-ის გაუქმებისკენ საყოველთაო სწრაფვას. რეგიონალური ორგანიზაციები ასევე ცდილობენ ს.დ-ის გამოყენების შეზღუდვას, ან მის გაუქმებას.
ეს გარანტიებია:
1. ს.დ-ის განაჩენი შეიძლება გამოტანილ იქნას მხოლოდ ყველაზე მძიმე დანაშაულისათვის.
2. სიკვდილი არ შეიძლება მიესაჯოს იმ დამნაშავეებს რომელთაც დანაშაულის ჩადენისას არ შესრულებიათ 18 წელი;
3. ს.დ. არ გამოიყენება ორსული ქალების მიმართ;
4. ს.დ-ის განაჩენი შეიძლება გამოტანილ იქნეს მხოლოდ იმ დანაშაულისათვის, რომლისთვისაც მისი გამოყენება კანონით არის გათვალისწინებული;
5. ბრალდებულის დამნაშავეობა მკაფიო და სარწმუნო მტკიცებულებებს უნდა ეყრდნობოდეს, რომლებიც არ იძლევა ფაქტების სხვაგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას;
6. ს.დ-ის განაჩენი შეიძლება გამოტანილ იქნეს მხოლოდ სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად. საბოლოო განაჩენი გამოაქვს კომპეტენტურ სასამართლოს;
7. სიკვდილმისჯილ პირს აქვს განაჩენის გასაჩივრების, აგრეთვე შეწყალების, ან განაჩენის შემსუბუქების უფლება;
8. ს.დ-ის განაჩენი სისრულეში არ მოჰყავთ აპელაციის, ან საქმის გადასინჯვის სხვაგვარი პროცედურის დროს.
განაჩენი სისრულეში მოჰყავთ შეძლებისდაგვარად მინიმალური ტანჯვის მიყენებით.
სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის ჟენევის კონვენცია (1949) სამხედრო ტყვეთა სიკვდილით თვითნებური დასჯის საწინააღმდეგო გარანტიებს შეიცავს (მუხლი 100 და 101). ანალოგიურად, სამოქალაქო პირების დაცვის ჟენევის კონვენცია (1949) ზღუდავს მაოკუპირებელი ხელისუფლების მიერ ს.დ-ის გამოყენებას ამ პირთა მიმართ (მუხლი 68). იგივე კონვენცია აწესებს საპროცესო მოთხოვნებს, რომლებიც უნდა შესრულდეს ს.დ-ის სისრულეში მოყვანამდე.
სიკვდილით დასჯის გამოყენება იმ პირთა მიმართ, რომელთაც არ შესრულებიათ 18 წელი - Death penalty: application to persons under age of 18
სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის მიხედვით ს.დ-ის განაჩენი არ შეიძლება გამოტანილ იქნეს იმ დანაშაულისათვის, რომელიც 18 წელზე ახალგაზრდებმა ჩაიდინეს. ეს იმას ნიშნავს, რომ არავის (მათ შორის სრულწლოვანებს) არ შეიძლება მიესაჯოს სიკვდილით დასჯა იმ დანაშაულისათვის, რომელიც მათ 18 წლამდე ასაკში ჩაიდინეს.
იხ. სიკდვილით დასჯა
მუქარა, რომლის მიზანია გარკვეული პიროვნების დაშინება და მიმართულია ამ პირის იმ საქმიანობის შესაწყვეტად, რომელიც ეწინააღმდეგება დამშინებელთა ინტერესებს. სიკვდილით სხვადასხვა მდგომარეობის და პროფესიის ხალხს ემუქრებიან. დამშინებელი, როგორც წესი, ანონიმად რჩება, ან რომელიმე ნაკლებად ცნობილი, ან უცნობი ნახევრად სამხედრო ჯგუფის სახელს იყენებს. მუქარა გადაიცემა ტელეფონით, წერილით, ან „სიკვდილმისჯილთა სიების” გამოქვეყნებით. ოფიციალური გამოძიების, ბრალდების წარდგენის, ან დასჯის შემთხვევების არარსებობა უფროა წესი, ვიდრე გამონაკლისი.
იხ. სიკვდილი
ადამიანთა მცირერიცხოვანი საიდუმლო ჯგუფი, რომელიც ვინმეს დასაშინებლად, საწამებლად, ან გასანადგურებლად გამოიყენება. ოფიციალური, ან ნახევრადსამხედრო „სიკვდილის რაზმის” სამიზნედ ხელისუფლების ოპონენტები არიან. პარტიზანული, ან ხელისუფლების საწინააღმდეგო „სიკვდილის რაზმების” სამიზნედ კი - ოფიციალური პირები, ან რეჟიმის მომხრეები არიან
„საერთაშორისო ამნისტიის” მიერ დამკვიდრებული ცნებაა და გულისხმობს იმ პირებს, რომლებიც დაკავებული არიან საკუთარი რწმენის გამოხატვისათვის, რასობრივი, რელიგიური, პარტიული, ენობრივი, ეთნიკური, სქესობრივი, ან სექსუალური ორიენტაციის ან კუთვნილებისათვის, იმ პირობით, რომ ისინი არ იყენებენ, ან არ იცავენ ძალადობას
ს.დ-ს სოციალურ სისტემებში ფესვგადგმული პოლიტიკა და პრაქტიკა იწვევს, რაც ზოგიერთი ჯგუფის დისკრიმინაციაში გამოიხატება, მაგალითად, ქალების ან უმცირესობების ს.დ.
ს. პირობითად განისაზღვრება, როგორც ცხოვრების მინიმალური დონისათვის აუცილებელი შემოსავლებისა და გასავლების ზღვარი. ს. შესაძლებელია გაიზომოს აბსოლუტურ და შედარებით მაჩვენებლებში. 1990 წლის მოხსენებაში მსოფლიო განვითარების შესახებ ს-ის ზედა ზღვარი განსაზღვრულია თვეში 370 ამერიკულ დოლარად (1985 წლის მსყიდველობითუნარიანობის მიხედვით), ანუ ის ადამიანები, რომელთაც ნაკლები შემოსავალი აქვთ, ღარიბებად ითვლებიან. ამავე დროს, ს. არ შეიძლება დავიყვანოთ მხოლოდ შემოსავლებისა და გასავლების დონეზე. ჯანმრთელობა, სიცოცხლის ხანგრძლივობა და სუფთა სასმელი წყლის მოხმარება ადამიანის კეთილდღეობის მთავარი მაჩვენებლებია
ყოველ ადამიანს აქვს სიცოცხლის თანდაყოლილი უფლება. ეს უფლება კანონითაა დაცული. არ შეიძლება ადამიანის სიცოცხლის თვითნებური აღკვეთა. ს.უ. ერთ-ერთი უზენაესი უფლებაა, რომელიც არ შეიძლება შეილახოს საგანგებო მდგომარეობის დროსაც კი, როდესაც საფრთხე მთელ სახელმწიფოს ემუქრება.
ს.უ. ხშირად ირღვევა. საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებათა შესახებ არ ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს სიკვდილით დასჯის გაუქმებას, მაგრამ შესაძლებლად მიიჩნევს მის გამოყენებას მხოლოდ ყველაზე მძიმე დანაშაულისათვის, ეროვნული კანონმდებლობის და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. სიკვდილით დასჯა არ გამოიყენება 18 წელზე ახალგაზრდა პირთა და ფეხმძიმეთა მიმართ. ფართო მასშტაბებით განხორციელებული გარკვეული ჯგუფის სიცოცხლის აღკვეთა შეიძლება გაუთანაბრდეს გენოციდს, რაც აკრძალულია საერთაშორისო სამართლით.
იხ. გენოციდი, სიკვდილით ასჯა, გარანტიები, სიკვდილით დასჯის გამოყენება იმ პირთა მიმართ, რომელთაც არ შესრულებიათ 18 წელი
სიცოცხლის ფიზიკური ხარისხის მაჩვენებელი საგარეო კვლევათა ბრიტანულმა საბჭომ შეიმუშავა. შესაბამის სკალაზე (1-იდან 100-მდე) განთავსდება თითოეული ქვეყნის მონაცემები შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: ბავშვთა სიკვდილიანობა, ერთ წლამდე ბავშვთა სიცოცხლისუნარიანობა და წერა-კითხვის ცოდნის დონე. სიცოცხლის ფიზიკური ხარისხის ერთიანი საერთო ინდექსის მისაღებად სამივე მონაცემი ჯამდება და იყოფა სამზე.
მიღებული ბრძანების მიხედვით სამართალდამცავი ორგანოების, ან არმიის მიერ განხორციელებული დამიზნებითი სროლა. მაგალითად, დემონსტრანტთა, ან ტერორისტთა განადგურების მიზნით.
![]() |
20 ტ |
▲ზევით დაბრუნება |
სახელმწიფოს განსაზღვრების ერთ-ერთი ძირითადი ელემენტი. ტერიტორიული დავები სახელმწიფოთაშორისი ომების ძირითადი მიზეზია.
არაერთჯერადი ძალადობრივი ქმედება, რომელსაც ახორციელებს არალეგალურ, ან ნახევრად ლეგალურ მდგომარეობაში მყოფი პირი, პირთა ჯგუფი, ან ის პირები, რომლებიც მოქმედებენ სახელმწიფოს სახელით პოლიტიკური თუ სისხლის სამართლებრივი მიზეზებით, ან იმის გამო, რომ მათთვის მიუღებელია გარემომცველი სამყარო. წინასწარგანზრახული პოლიტიკური მკვლელობებისაგან განსხვავებით ძალადობა არ არის ტ-ის ძირითადი მიზანი. ადამიანები ძალადობის მსხვერპლნი შემთხვევით, ან შერჩევით ხდებიან (როგორც ერთგვარი წარმომადგენლები, ან სიმბოლოები). ტერორისტული აქტი ერთგვარი გაფრთხილებაა, ან ნიშანი. ურთიერთობა ტერორისტებს, მათ მსხვერპლთა და საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს შორის მუქარასა და ძალადობაზეა დაფუძნებული. ტერორისტები, ამგვარად, ძირითადი აუდიტორიით მანიპულირებენ. ისეთი სახის ქმედებები, როგორიცაა: სამოქალაქო მოსახლეობაზე თავდასხმა, მძევლების აყვანა, დაკავებულთა მკვლელობა ტიპურია ტ-ისათვის. შესაბამისად ტერორისტული აქტები შეიძლება განვიხილოთ, როგორც სამხედრო დანაშაულის ანალოგი მშვიდობიან დროს, ომის დროს, ან, უბრალოდ, როგორც სამხედრო დანაშაული.
იხ. საერთაშორისო ტერორიზმი
აბსოლუტური ძალაუფლების პოლიტიკური იდეოლოგია. სახელმწიფო სოციალიზმი, კომუნიზმი, ნაციზმი, ფაშიზმი და ისლამური ფუნდამენტალიზმი ტოტალიტარიზმის არც თუ დიდი ხნის წინანდელი გამოვლინებებია. ტოტალიტარულია სახელმწიფო, რომლის მმართველობის სისტემა არ არის შეზღუდული კონსტიტუციურად, ანდა არ არის შეკავებული საზოგადოების სხვა ძალების მიერ (როგორიცაა: ეკლესია, პროფკავშირები, ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები და ა.შ.). ასეთ სახელმწიფოში ხელისუფლება არ არის ანგარიშვალდებული საზოგადოების წინაშე პერიოდული, ფარული და სამართლიანი არჩევნებით. თავის განუსაზღვრელ ძალაუფლებას ის საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს კონტროლისათვის იყენებს, როგორიცაა: ოჯახი, რელიგია, განათლება, ბიზნესი, კერძო საკუთრება თუ სოციალური ურთიერთობანი. ტოტალიტარული სისტემის ფასადის უკან ადვილი აღმოსაჩენია განუკითხაობა, მართვის არაპროფესიონალიზმი და ხელისუფლებაში მოკალათებული კრიმინალური კლანები, რომლებიც სახელმწიფო საშუალებებს საკუთარი მიზნებისათვის იყენებენ. ტოტალიტარული რეჯიმი, როგორც წესი, ადამიანის უფლებების ყველაზე სერიოზული დამრღვევია, ვინაიდან სხვა რეჯიმებთან შედარებით უფრო ხშირად მიმართავს ომებსა და გენოციდს.
![]() |
21 უ |
▲ზევით დაბრუნება |
თითოეული ადამიანი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, უდანაშაულოდაა მიჩნეული მანამ, სანამ მისი დანაშაული არ დამტკიცდება ღია სასამართლო პროცესზე ბრალდებულის დაცვისათვის აუცილებელი კანონით გათვალისწინებული ყველა საპროცესო გარანტიის დაცვით.
გაეროს წესდების 33-ე მუხლის I პარაგრაფში მოცემულია უთანხმოებათა მშვიდობიანი გადაწყვეტის მეთოდების სია, როგორიცაა: მოლაპარაკებები, შუამავლობა, შერიგება, სამედიატორო სასამართლო, საერთო სასამართლო, დახმარებისათვის რეგიონული ორგანიზაციების, ან ინსტიტუტებისადმი მიმართვა, ანდა სხვა მშვიდობიანი მეთოდები.
ეს სია ამომწურავი არ არის. სამედიატორო სასამართლო და საერთო სასამართლოს დახმარებით უთანხმოებათა რეგულირება დავის სამართლებრივი მეთოდებით გადაწყვეტის საშუალებაა მაშინ, როდესაც ყველა დანარჩენი დავის პოლიტიკური მეთოდით გადაწყვეტის ფორმებია.
ისეთი მდგომარეობაა, როდესაც შრომის უნარის მქონე ადამიანებს არ შეუძლიათ დასაქმება სტრუქტურულ, პოლიტიკურ, ან სოციალურ მიზეზთა გამო. დასაქმება ნიშნავს ისეთი სამსახურის ქონას, რომელშიც ადამიანს უხდიან ფულს და რომელიც უზრუნველყოფს როგორც მისი, ასევე მისი ოჯახის ნორმალურ არსებობას.
ჯგუფი, რომელიც, როგორც წესი, რიცხობრივ უმცირესობაშია სახელმწიფოს მოსახლეობის დანარჩენი ნაწილის მიმართ. მისი წევრები, რომლებიც უფრო ხშირად ამავე ქვეყნის მოქალაქეები არიან, დანარჩენი მისახლეობისაგან ეთნიკური, რელიგიური, ან ენობრივი განსხვავებებით გამოირჩევიან. ასეთი ჯგუფის წევრებს სოლიდარობის გრძნობა და საკუთარი კულტურის, ტრადიციების, რელიგიის, ან ენის შენარჩუნების სურვილი ახასიათებთ. ისინი შესაძლებელია აღმოჩნდნენ უ-ის მდგომარეობაში მაშინ, როდესაც ფაქტიურად მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ.
უ-ის სტატუსი ჯგუფის რაოდენობით კი არ განისაზღვრება, არამედ განმასხვავებელი ნიშნებისა და დისკრიმინაციის არსებობით. უმცირესობათა ძირითადი განმასხვავებელი ნიშნებია:
1. უ-ის წევრები სხვა ჯგუფებთან შედარებით არამომგებიან მდგომარეობაში არიან;
2. უმცირესობათა იდენტიფიცირება თვალნათლივი განმანსხვავებელი ნიშნების მიხედვით ხდება;
3. უ. არის ჯგუფი, რომელსაც სწორედ ასეთად აქვს გაცნობიერებული საკუთარი თავი და ღრმადაა დარწმუნებული საკუთარ განუმეორებლობაში;
4. არჩევნის ან აუცილებლობის მიხედვით უმცირესობათა წევრები ქორწინებას საკუთარი ჯგუფის წევრებთან ამჯობინებენ.
1.უმცირესობები, რომელთა წევრები მოითხოვენ თანასწორობას უმრავლესობასთან, ანუ დისკრიმინაციის სრულ არარსებობას;
2.უმცირესობები, რომლებიც დისკრიმინაციის სრული არარსებობის გარდა მოითხოვენ აგრეთვე განსაკუთრებულ პირობებს. როგორც წესი, ეს პირობებია: საკუთარ ენაზე და საკუთარი ტრადიციების შესაბამისად ადეკვატური დაწყებითი და საშუალო განათლების მიღების უზრუნველყოფა;
სკოლების, ბიბლიოთეკების, მუზეუმების, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების და სხვა კულტურული და საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნის და ფუნქციონირების გზით უმცირესობათა კულტურის შენარჩუნების უზრუნველყოფა;
საკანონმდებლო ორგანოებში, სასამართლოებში, მმართველობის ორგანოებში უმცირესობებისათვის საკუთარი ენის ზეპირად, ან წერილობით გამოყენებისათვის ადეკვატური შესაძლებლობების შექმნა. პირად ურთიერთობებში საკუთარი ენის გამოყენების უფლება;
საოჯახო სამართლის, უმცირესობის წარმომადგენლის სტატუსის, მათი რელიგიური რიტუალების და ინტერესების პატივისცემის უზრუნველყოფა;
გარკვეული ხარისხის ავტონომიის უზრუნველყოფა.
უფლებები, რომელთაც ზოგჯერ პოზიტიურ უფლებებს უწოდებენ, გულისხმობს ხელისუფლების აქტიურ მოვალეობებს თითოეული ადამიანის მიმართ. მაგალითად, განათლების მიღების უფლება ხელისუფლებას იმ სკოლების შექმნის ვალდებულებას აკისრებს, რომლებშიც ყველა ბავშვს შეეძლება სწავლა. ზუსტად ასევე, გასამართლების უფლება ხელისუფლებას აკისრებს სასამართლო დაწესებულებების ქსელის შექმნას, რომელსაც შეუძლია მიმართოს თითოეულმა ადამიანმა თავისთვის მნიშვნელოვანი საკითხის გადასაწყვეტად.
თავისუფლებები, რომელთაც ზოგჯერ ნეგატიურ უფლებებსაც უწოდებენ, უკრძალავს ხელისუფლებას ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ჩარევას. სიტყვის, ან სინდისის თავისუფლება უკრძალავს ხელისუფლებას, ჩაერიოს ადამიანისათვის ასეთ სასიცოცხლო საკითხებში. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუკი მე მაქვს რაიმეს უფლება, ხელისუფლება ვალდებულია, რაღაც გამიკეთოს, ხოლო თუ მე მეკუთვნის რომელიმე თავისუფლება, სახელმწიფომ თავი უნდა შეიკავოს რაიმე ქმედებისაგან.
![]() |
22 ფ |
▲ზევით დაბრუნება |
ფ.შ. ადამიანის უფლებათა სფეროში არასამთავრობო ორგანიზაციების მთავარი სტრატეგიაა. მისი საბოლოო მიზანი ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არსებული ვითარების გაუმჯობესებაა. უცხოური არასამთავრობო უფლებების დამცველი ორგანიზაციებისათვის ფ.შ-ისას მნიშვნელოვანია ადგილზე არსებული ვითარება:
1. ხომ არ არის შექმნილი შიშის ატმოსფერო და შეუძლია თუ არა ადამიანს რისკის გარეშე განაცხადოს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების შესახებ;
2. ესმის თუ არა საზოგადოებას ადამიანის უფლებათა დაცვის ნორმები და არის თუ არა გაცნობიერებული, რომ ადამიანის უფლებები არ უნდა დაირღვეს;
3. არსებობს თუ არა დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება, რომელიც შეძლებს რეაგირებას ადამიანის უფლებათა დარღვევებზე, რომლის შესახებაც მას დამოუკიდებელი ორგანიზაციები აცნობებენ;
4. არსებობს თუ არა ადგილობრივი უფლებების დამცველი ორგანიზაციები;
5. შეუძლია თუ არა ადგილობრივ პრესას თავისუფლად გაავრცელოს ინფორმაცია ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ;
6. გასაგებია თუ არა ადგილობრივი სალაპარაკო ენა უცხოელთათვის იმდენად, რომ გადაიცეს ინფორმაცია ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ;
7. არსებობს თუ არა გარე სამყაროსთან დამაკავშირებელი საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურები (ტელეფონი, ფოსტა, სამუშაო მივლინებები);
8. არსებობს თუ არა ლტოლვილთა, ან ემიგრანტთა მნიშვნელოვანი ერთობა, რომელთაც ხელი მიუწვდებათ ინფორმაციაზე ადამიანის უფლებათა შესახებ; აქვთ თუ არა მათ ურთიერთობა უფლებათა დამცველ უცხოურ ორგანიზაციებთან;
9. არის თუ არა ფ.შ-ის საშუალება იმ ქვეყანაში, ან ადგილას, სადაც შეიძლება აღმოჩნდნენ ლტოლვილები.
შეიძლება გამოვყოთ ფ.შ-ის შემდეგი სახელმძღვანელო პრინციპები:
1. ფაქტების შემკრები პირები უნდა იყვნენ დამოუკიდებელნი, ობიექტურნი და მიუკერძოებელნი;
2. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საჭიროა ფაქტების შეკრების სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავება;
3. მოხსენებაში უნდა აისახოს ფაქტების შემკრებთა უფლებამოსილებების წრე და გამოყენებული მეთოდები;
4. ფაქტების შემკრები პირები გულმოდგინედ უნდა შეირჩნენ მათი უნარის და გამოცდილების მიხედვით;
5. ხელისუფლებას უნდა ეცნობოს ფაქტების შემკრებ პირთა და მათი უფლებამოსილების წრის შესახებ;
6. ფაქტების შემკრები პირები დამოუკიდებელნი უნდა იყვნენ ფაქტების მიღების, გადამოწმების და შეფასების პროცესში;
7. ფაქტების შეფასებისას საჭიროა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის კონკრეტულ ნორმებზე მითითება;
8. აუცილებელია, რომ, არასამთავრობო ორგანიზაცა ითვალისწინებდეს ხელისუფლების მიერ მოხსენების კომენტირების შესაძლებლობას. ნებისმიერ შემთხვევაში მოხსენება პუბლიკაციამდე უნდა წარედგინოს ხელისუფლებას
სასჯელი, რომელიც ადამიანის სხეულის მიმართ გამოიყენება. მათ შორის: გაროზგვა, ცემა, დაღის დასმა, ბორკილების გამოყენება, კიდურების ამპუტაცია დ ა.შ. ასეთი სახის სასჯელს საერთაშორისო ამნისტია სასტიკ, არაადამიანურ და ღირსების შემლახველ სასჯელის ფორმად მიიჩნევს. ამიტომ ფ.ს. შეიძლება წამებას გაუთანაბრდეს.
ფ., რომელსაც სხვაგვარად პირადი ცხოვრების უფლებას უწოდებენ, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის, სხვა საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების მიერ აღიარებული ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. ის იმთავითვე იგულისხმება ადამიანის ღირსების საფუძველში და სხვა ძირითად ღირებულებებში, როგორიცაა: შეკრებებისა და სიტყვის თავისუფლება.
ფ. ნიშნავს, რომ არავინ აქვს უფლება არამართლზომიერად შელახოს პირადი ცხოვრების, ოჯახის, საცხოვრებელი ადგილისა და კორესპონდენციის ხელშეუხებლობა, აგრეთვე ადამიანის ღირსება. გარკვეული აზრით, შეიძლება ითქვას, რომ ადამიანის ყველა უფლება ფ-ს ფორმაა.
ფ. ოთხი სახისაა:
1. საინფორმაციო - პერსონალური მონაცემების შეკრება და დამუშავება, როგორიცაა საბანკო და სამედიცინო ინფორმაცია;
2. ფიზიკური - ადამიანის სხეულის დაცვა უცხო ჩარევისაგან, როგორიცაა: ნარკოტიკების გამოცდა და შინაგან ორგანოთა გამოკვლევა;.
3. კომუნიკაციური - საფოსტო შეტყობინებების, სატელეფონო საუბრების, ელექტრონული ფოსტის და კავშირის სხვა საშუალებების დაცულობა;
4. ტერიტორიული - საცხოვრებელ, სამუშაო და საზოგადოებრივ ადგილებში შეჭრის შეზღუდვა. თითოეული ადამიანი კანონით უნდა იყოს დაცული ამგვარი ჩარევისაგან.
ფ. ჩვენი ეპოქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადამიანის უფლებაა, მისი არაერთგვაროვნებისა და სირთულის გამო.
ტექნიკური პროგრესი (იდენტიფიცირების მეთოდები, ბიომეტრია, კომუნიკაციების კონტროლი, ინტერნეტისა და ელექტრონული ფოსტის კონტროლის შესაძლებლობის ჩათვლით, ვიდეოდაკვირვება და სხვა მრავალი) მრავალრიცხოვან პრობლემას უქმნის ამ უფლების სრულფასოვან განხორციელებას, ვინაიდან ბევრ ქვეყანაში კანონმდებლები ხშირად ჩამორჩებიან ტექნიკურ პროგრესს.
![]() |
23 ქ |
▲ზევით დაბრუნება |
ქ. ნებისმიერი მუდმივი, ირაციონალური, ან გადაჭარბებული შიშია (ან სიძულვილი) უცხოელების, ან უცხო ადამიანების მიმართ. ამ სახის სიძულვილი, ან შიში ყოველთვის არ არის სტიმულირებული, წახალისებული, ან შეწყნარებული ხელისუფლების მხრივ.
![]() |
24 ღ |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოებაში ჩამოყალიბებული ნორმები, რომლებიც მისი ღირებულებათა სისტემის უმაღლესი გამოხატულებაა (გაბატონებული აზრი იმის შესახებ, რა არის კარგი, სწორი, ან სასურველი). ღირებულებებსა და ნორმებს შორის ის განსხვავებაა, რომ ღირებულებები აბსტრაქტული, ზოგადი ცნებებია, მაშინ როდესაც ნორმები გარკვეულ ვითარებაში ადამიანების მოქმედების წესები, ან სახელმძღვანელო პრინციპებია. საზოგადოებაში ჩამოყალიბებული ღირებულებათა სისტემა მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ვინაიდან ზეგავლენას ახდენს ნორმების შინაარსზე. მართალია, ყველა ნორმა სოციალურ ღირებულებებს ასახავს, ბევრი ნორმა იმაზე დიდხანს მოქმედებს, ვიდრე ის პირობები, რომლებმაც აღნიშნული ნორმების წარმოქმნა განაპირობა. ნორმებისაგან განსხვავებით, რომელთა გავლენა ყოფიერებაში ადვილად შესამჩნევია, ღირებულებების იდენტიფიცირება ხშირად გაძნელებულია.
![]() |
25 შ |
▲ზევით დაბრუნება |
ორგანიზებული შეიარაღებული ჯგუფის, ან სახელმწიფოს მიერ (ან მისი თანხმობით) ძალის გამოყენების შეტევითი ხასიათის აქტი, რომლის მიზანია სხვა შეიარაღებული ჯგუფის, ან სახელმწიფოს დასუსტება, ან მათი განადგურება
კონფლიქტები შეიძლება მიმდინარეობდეს იარაღის გამოყენებით, ან მის გარეშე.
შ.კ. გულისხმობს სპეციფიკურ ქმედებებს საერთაშორისო თანამეგობრობის ძალების მოსაზიდად. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი სპეციალურად იყო ჩაფიქრებული შეიარაღებული კონფლიქტების დროს ადამიანის უფლებების დარღვევათა შესაზღუდად. ეს განსაკუთრებით ეხება ისეთ ჯგუფებს, როგორიცაა: სამოქალაქო მოსახლეობა, დაჭრილი, ან მწყობრიდან სხვაგვარად გამოსული სამხედრო პირები. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი ოთხი კატეგორიის შ.კ-ს განასხვავებს. თითოეული კატეგორიის მიმართ განსხვავებული სამართლებრივი პრინციპები გამოიყენება. ეს კატეგორიებია:
1. საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტი, რომლის მიმართ გამოიყენება 1949 წლის ჟენევის ოთხი კონვენცია, 1977 წლის დამატებითი №I პროტოკოლი, ჰააგის წესები და სხვა სამართლებრივი პრინციპები;
2. განმათავისუფლებელი ომები და ომები თვითგამორკვევის მიზნით, რომელიც 1977 წლის №I პროტოკოლით რეგულირდება;
3. შიდა შეიარაღებული კონფლიქტი, რომელიც რეგულირდება ჟენევის ოთხი კონვენციისათვის ზოგადი მე-3 მუხლით და ჩვეულებრივი სამართლის სხვა ნორმებით;
4. ვიწრო ფორმულირების შიდა შეიარაღებული კონფლიქტი, რომელიც 1977 წლის დამატებითი №2 პროტოკოლით რეგულირდება;
5. ძალადობის სპორადული აქტების, შიდა არეულობის, ან დაძაბულობის დროს გამოიყენება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ნორმები და არა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმები. ჟენევის კონვენციები და ჰუმანიტარული სამართლის სხვა ნორმები არ შეიცავს სპეციალურ დებულებებს, რომლებიც სამოქალაქო ომებს ეხება და საერთაშორისო თანამეგობრობის ძალების მოზიდვას გულისხმობს, რაც შეიძლება გამხდარიყო შეიარაღებული კონფლიქტების მეხუთე კატეგორია. აქედან გამომდინარე, ასეთი კონფლიქტები პირველი ოთხი კატეგორიისათვის დამახასიათებელი სამართლებივი პრინციპების მიხედვით უნდა გაანალიზდეს.
სამართლებრივი პრინციპი, რომელიც გულისხმობს, რომ არცერთი თავისუფალი ადამიანი არ შეიძლება დააკავონ, დააპატიმრონ, ან სხვაგვარად აღკვეთონ მისი თავისუფლება, გამოაცხადონ კანონგარეშე, გაასახლონ, ან სხვაგვარად შებღალონ მისი უფლებები, რომ ხელისუფლება არ განახორციელებს ქმედებებს მის წინააღმდეგ და არც სხვას უბრძანებს ამის გაკეთებას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ეს პრინციპი ადამიანის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მე-9, მე-10 და მე-15 მუხლებშია მოცემული და მოიცავს: ღია სასამართლო განხილვას; უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპს; „ნე ბის ინ იდემ-ის“ პრინციპს (ერთი და იმავე დანაშაულისათვის ორჯერ დასჯის შეუძლებლობა); საკუთარი არჩევნის მიხედვით იურიდიული დახმარების უფლებას
სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ან მის გარეშე გარკვეული დროით (ხშირად ფაქტიურად განუსაზღვრელი) ადამიანის იძულებითი გადასახლება ისეთ ადგილას, რომელიც დიდი მანძილით არის დაცილებული მის საცხოვრებელ ადგილს. შ.გ-ის ორი სახე არსებობს:
1. ადმინისტრაციული: შ.გ. ადმინისტრაციული გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც ხორციელდება განკარგულების შედეგად დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოსა და ბრალდების წაყენების გარეშე. შ.გ-ის ეს სახე ძირითადად საგანგებო მდგომარეობის დროს გამოიყენება და ადამიანის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის აშკარა დარღვევაა;
2. სასამართლო: შ.გ. სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე. თუ სასამართლო არ არის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, ასეთი განაჩენი საერთაშორისო დოკუმენტებით გარანტირებული ადამიანის უფლებათა დარღვევაა. ადამიანის უფლებათა დარღვევად ითვლება აგრეთვე ისეთი კანონის გამოყენება, რომელიც საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დეკლარაციას ეწინააღმდეგება.
ნებისმიერი შეიარაღებული კონფლიქტი, რომელიც არ არის კონფლიქტი ორ, ან მეტ სახელმწიფოს შორის, თუნდაც მასში მონაწილეობდნენ უცხოელი სამხედრო მრჩევლები, არაოფიციალური შეიარაღებული ჯგუფები, ან დაქირავებული პირები. ასეთი კონფლიქტი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიმდინარეობს ამ სახელმწიფოს გახლეჩილ შეიარაღებულ ძალებს, ან სხვა ორგანიზებულ შეიარაღებულ ჯგუფებს შორის, რომლებიც აკონტროლებენ მისი ტერიტორიის ნაწილს, და ამიტომ, ხანგრძლივ და შეთანხმებულ სამხედრო ოპერაციებს ახორციელებენ. ეს კატეგორია მოიცავს სამოქალაქო ომს, პარტიზანულ ომს, აჯანყებას.
იხ. ზოგადი მე-3 მუხლი
მოხმარებული საკვების სერიოზული ნაკლებობით გამოწვეული ფიზიკური მდგომარეობა. გარედან ჩარევის გარეშე მსხვერპლი შიმშილისაგან იღუპება. საკვების სისტემატური უკმარობა არ არის ისეთი სერიოზული მდგომარეობა, როგორც შიმშილი, მაგრამ ის ორგანიზმის სერიოზულ დასუსტებას იწვევს. საკვების უკმარობას ხშირად განსაზღვრავენ, როგორც სხეულის წონის 60%-ით ნაკლებობას, რომელიც საშუალოა ყველა ასაკისათვის.
გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა. შინაპატიმრობაში მყოფ პირს არა აქვს სახლიდან, ან მითითებული დასახლებული პუნქტიდან (თუ მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს გაუსვლელობის ხელწერილი) გასვლის უფლება, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ეს ოფიციალურადაა ნებადართული. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი გარკვეულ ვითარებაში უშვებს გადაადგილების თავისუფლების ამგვარ შეზღუდვას
XIX და XX საუკუნეებში კოლონიურ იმპერიებსა და სხვადასხვა სოციალურ სისტემებში შექმნილი სახელმწიფო ინსტიტუტები, სადაც იძულებითი შრომა გამოიყენება. ასე, მაგალითად, 1924 წელს საბჭოთა სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით შექმნილი შრომითი ბანაკების სისტემა „სოციალისტური აღზრდის“ მიზნით (ე.წ. „გულაგი“). ნაცისტურ გერმანიაში იძულებითი შრომის ბანაკები სახელმწიფო საიდუმლო პოლიციის (გესტაპო) მიერ შეიქმნა, როგორც საკონცენტრაციო ბანაკების სტრუქტურული ნაწილი. ბანაკთა სხვა სახეობას სიკვდილის ბანაკები წარმოადგენს, სადაც ადამიანებს გაცილებით სწრაფად ანადგურებენ, ვიდრე ეს კატორღული შრომითაა შესაძლებელი. ვიეტნამის სისხლის სამართლის კოდექსით იძულებითი შრომა მიესჯება „ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისათვის“. ჩინეთში ჯერ კიდევ არსებობს „გულაგის” ტიპის ფართო სისტემა. 1957 წელს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ მიიღო კონვენცია იძულებითი შრომის გაუქმების შესახებ
შრომის სამართლიან პირობებში იგულისხმება:
1. უსაფრთხო და ჯანსაღი პირობები, რომელშიც შესაძლებელია შესაბამისი შრომა. მოსამსახურე დაცული უნდა იყოს მისი ჯანმრთელობისათვის მავნე ხმაურისა და აირებისაგან;
2. სამართლიანი ხელფასი (საკმარისი - ღირსეული ცხოვრებისათვის და თანაბარი - ერთნაირი სამუშაოსათვის ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე);
3. სამსახურში დაწინაურებისს თანასწორი შესაძლებლობები;
4. სამუშაო საათების გონივრული რაოდენობის და ანაზღაურებადი შვებულების უფლება.
იხ. იძულებითი შრომა
თითოეული ადამიანის უფლება, უზრუნველყოს საკუთარი არსებობა სამუშაოთი, რომელსაც ის ირჩევს, ან რომელზეც თანხმდება
მესამე მხარის ჩარევა განვითარებულ კონფლიქტში ისეთი მეთოდების გამოყენებით, როგორიცაა მხარეთა შერიგება, ან სამედიატორო სასამართლო. საშუამავლო მოღვაწეობის მიზანია კონფლიქტში მონაწილე მხარეთა შორის შეთანხმების მიღწევის ხელის შეწყობა.
მესამე მხარის როლი შესაძლებელია ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ შეასრულოს. მაგალითად, გაერომ, რისი შესაძლებლობაც მის წესდებაშია დაფიქსირებული (1 და 33-38 მუხლები).
საერთაშორისო უთანხმოებათა მოგვარების ერთ-ერთი გზა საერთაშორისო სამართლის გამოყენებაა.
მოლაპარაკებათა გაგრძელებაში ხელის შეწყობას გულისხმობს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მესამე მხარე გადამწყვეტ და უშუალო როლს ასრულებს კონფლიქტის მოგვარებაში. ამ უკანასკნელის მაგალითია 1995 წელს ბოსნიელ მუსლიმანებსა და სერბებს შორის კონფლიქტის გადაწყვეტისა და მშვიდობის იძულებითი დამყარების „ბოსნიური მოდელის“ განხორციელება.
![]() |
26 ჩ |
▲ზევით დაბრუნება |
მდგომარეობა, როდესაც არც ერთ სოციალურ ფენას არა აქვს სოციალური და ეკონომიკური პრივილეგიები, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი ოპოზიციაში ხელისუფლების მიმართ. თუ ხელისუფლება არაკანონიერია, ან სისტემატურად არღვევს ადამიანის უფლებებს, ჩაგრულებს აქვთ წინააღმდეგობის, მათ შორის შეიარაღებული წინააღმდეგობის, გაწევის უფლება.
იხ. რეპრესიები
![]() |
27 ც |
▲ზევით დაბრუნება |
გართობისა და პუბლიკაციების სახელმწიფო კონტროლი, რომელიც პირველად ძველ რომში შემოიღეს და დღესაც გამოიყენება სხვადასხვა სახელმწიფო სისტემებში სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლების, ან რელიგიური დაწესებულებების მიერ. ც. ორი სახისაა:
1. პრევენტული - მოითხოვს კონტროლის ობიექტის წარდგენას მის გამოქვეყნებამდე;
2. ც., როგორც დისციპლინარული სასჯელი, იმ პირის მიმართ, რომელმაც გამოაქვეყნა თავისი ნაშრომი ამა თუ იმ ფორმით ამ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის მიუხედავად. დისციპლინარული სასჯელის ფორმებია: კონფისკაცია, ჯარიმა, ან პატიმრობა (ცალ-ცალკე ან ერთად).
ცხოვრების მატერიალური პირობები. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიხედვით თითოეულ ადამიანს აქვს ცხოვრების ისეთი პირობების უფლება, რომელიც აუცილებელია როგორც მისი, ისე მისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად. ამ პირობებში იგულისხმება საკვები, ტანსაცმელი, საცხოვრისი, შესაბამისი სამედიცინო და სოციალური მომსახურება, დახმარების მიღების უფლება უმუშევრობის, დაავადების, ინვალიდობის, მოხუცებულობის, ან მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით არსებობის წყაროს დაკარგვის სხვა შემთხვევებში.
![]() |
28 ძ |
▲ზევით დაბრუნება |
ძალის დემონსტრაცია გავლენის მოპოვების, ან განადგურების მიზნით. ის შეიძლება წარმოვიდგინოთ რამდენიმე კონცენტრირებული წრის სახით, რომლის ცენტრში მკვეთრი ბირთვია, ნაპირები კი ფერმკრთალია:
1. ბირთვად შეიძლება წარმოვიდგინოთ ადამიანების მიმართ განხორციელებული პირდაპირი ფიზიკური ძალადობა;
2. თუ გამოვტოვებთ განსაზღვრებას „ფიზიკური”, ძ. შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური, მენტიციდი, მანიპულაციები ბოროტი განზრახვით;
3. თუ გამოვტოვებთ განსაზღვრებას „პირდაპირი”, ძ. შეიძლება იყოს ირიბი ფორმის;
4. თუ გამოვტოვებთ განსაზღვრებას „ადამიანების”, ძ. შეიძლება იყოს სხვა ცოცხალი ორგანიზმების მიმართ: ორგანისტიკული ძ., სისასტიკე ცხოველების მიმართ;
რაც უფრო მეტ განსაზღვრებას გამოვტოვებთ ძ-ის ცნება მით უფრო გაფართოვდება. მაგალითად:
5. თუ გამოვტოვებთ განსაზღვრება „ორგანიზმების”, ძ. შეიძლება განხორციელდეს გარემოს მიმართ (ეკოციდი);
6. სტრუქტურების, სისტემების, იდეოლოგიების მიმართ განხორციელებული ძ. და ა.შ.;
7. ღირსების, დამოუკიდებლობის წინააღმდეგ განხორციელებული ძ. და ა.შ.;
იხ. პოლიტიკური ძალადობა
პოლიტიკური მოღვაწის შესაძლებლობის ხარისხი და დონე, აიძულოს პიროვნება, ან პიროვნებათა ჯგუფი გარკვეულ დონემდე და გარკვეული დროის განმავლობაში იფიქრონ (ან არ იფიქრონ) და (ან) იმოქმედონ (ან არ იმოქმედონ) ამ მოღვაწის სურვილის მიხედვით. ძ-ის ხუთი არსებული პარამეტრი უნდა განვასხვავოთ: განფენილობა, გავლენა, ხანგრძლივობა, მოქმედების სფერო, მოქმედების მიზანი. ძ. უნდა განვიხილოთ, როგორც შედარებითი და არა აბსოლუტური მოვლენა.
ძ-ის მოპოვების ან მისი შენარჩუნების რესურსებია: ეკონომიკური, საინფორმაციო, სახელისუფლებო, საორგანიზაციო, აგრეთვე ლეგიტიმურობის, სტატუსის გამოყენების და იძულების რესურსები. პოლიტიკა მეცნიერებაა ძ-ის ფლობის საშუალებების შესახებ. დემოკრატიული კულტურა მაშინ ვითარდება, როდესაც ხელისუფლება ანგარიშვალდებულია, საზოგადოებრივ კონტროლს ექვემდებარება და ადამიანის უფლებები თუ ურთიერთდაპირისპირებული ინტერესები ზღუდავენ პოლიტიკოსთა ქმედებებს. დებატები, დემონსტრაციები და პროტესტის ფორმები დემოკრატიული კულტურის შემადგენელი ნაწილებია, მაგრამ, ამასთან ერთად დემოკრატიული კულტურა წარმოუდგენელია მოლაპარაკებების, კომპრომისების და შემწყნარებლობის გარეშე
ძალადობისა და იარაღის გამოყენებით კანონიერი ხელისუფლების დასამხობად მიმართული საქმიანობა.
წინასწარგანზრახული ქმედება, რომელიც არ თავსდება ღალატში, ამბოხებისადმი მოწოდებაში, დივერსიასა და შპიონაჟში, ასევე მიჩნეულია ძ.ს-დ.
![]() |
29 წ |
▲ზევით დაბრუნება |
გაეროს წამების საწინააღმდეგო კონვენციის პირველი მუხლის მიხედვით წ-დ ჩაითვლება “ნებისმიერი ქმედება, რომლითაც რომელიმე პირს განზრახ მიეყენება ძლიერი ტკივილი ან ტანჯვა, ფიზიკური ან მორალური, იმ მიზნით, რომ მიღებულ იქნას მისგან, ან მესამე პირისაგან ცნობები, ან აღიარება, რათა დაისაჯოს იმ ქმედებისათვის, რომელიც მან ან მესამე პირმა ჩაიდინა, ან რომლის ჩადენაშიცაა იგი ეჭვმიტანილი, ან დააშინონ, ან აიძულონ ის, ან მესამე პირი, ან სხვა მიზნით, რაც ემყარება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როდესაც ასეთ ტკივილს, ან ტანჯვას ადგილი აქვს სახელმწიფო თანამდებობის პირის, ან სხვა პირის მხრიდან, რომელიც ოფიციალურ რანგში გამოდის, ან როდესაც ადგილი აქვს წაქეზებას მათი მხრიდან, ან მდუმარე თანხმობას”. წ-დ არ ჩაითვლება ტკივილი, ან ტანჯვა, რომლებიც კანონიერი სანქციების გამოყენების შედეგია, თან სდევს მის გამოყენებას, ან შემთხვევითია, თუ გამოყენებულია იმ ხარისხით, რომელიც არ ეწინააღმდეგება პატიმრებთან მოპყრობის მინიმალურ სტანდარტებს. წ. გამოიყენება როგორც სახელმწიფოს სახელით, ასევე შეიარაღებული ოპოზიციის მიერ და ხშირად წინ უსწრებს პოლიტიკურ მკვლელობებსა და ადამიანთა გაუჩინარებას.
წ-ის, სულ ცოტა, 15 სახეს არჩევენ. მათ განსხვავების საფუძველია: ადამიანის ფიზიოლოგია, გამოყენებული მეთოდები და ინსტრუმენტები, აგრეთვე შედეგები. წ-ის სახეებია:
1. გაუპატიურება;
2. წ. აკრძალვების საშუალებით;
3. იძულებითი პოზები;
4. ელექტრული განმუხტვის გამოყენება;
5. ცემა;
6. დასახიჩრება: ნაჩხვლეტები, ჭრილობები და ა.შ.;
7. იძულებითი ინექციები;
8. ჩამოკიდება, გადაგდება, გაჭიმვა.
9. მედიკამენტების, ან არათერაპიული საშუალებების გამოყენება;
10. დაწვა;
11. წყალში ჩაძირვა („წყალქვეშა ნავი“);
12. ნერვებზე ზემოქმედება, ხმით, ან სინათლით ზემოქმედება;
13. ფსიქოლოგიური წამება;
14. იძულების მუქარით დოკუმენტებზე ხელის მოწერა;
15. შეურაცხყოფა, ან სასტიკი მოპყრობა ზოგადად.
თანამედროვე საერთაშორისო მონაცემებით მსოფლიოს მოზრდილი მოსახლეობიდან 900 მილიონმა არ იცის წერა-კითხვა. წ-კ.უ-ის გეოგრაფია მჭიდრო კავშირშია სიღარიბის გეოგრაფიასთან, კერძოდ კი: შიმშილობასთან, ჯანდაცვის ცუდ სისტემასთან, ცუდ საცხოვრებელ პირობებთან, სასმელად ვარგისი წყლის არარსებობასთან და სიღარიბის სხვა გამოვლინებებთან
ხალხთა კოლექტიური უფლებების კონცეფცია შემდეგ პრინციპებზეა აგებული: ყველა ხალხი თანასწორია; მათ ერთნაირი უფლებები აქვთ და ერთნაირი პატივისცემით სარგებლობენ. არაფრით შეიძლება გამართლდეს ერთი ხალხის მეორეზე ბატონობა. ყველა ხალხს აქვს არსებობის უფლება. მათ უნდა ჰქონდეთ თვითგამორკვევის განუყოფელი და უდავო უფლება. ხალხი დამოუკიდებლად წყვეტს საკუთარ პოლიტიკურ სტატუსს და ახორციელებს ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას დამოუკიდებლად არჩეული პოლიტიკური კურსის მიხედვით.
ტერმინი აღნიშნავს ადამიანის დაკავებას სასამართლო პროცესამდე, ან მის დროს. ასეთნაირად დაკავებული ადამიანი უდანაშაულოდ უნდა ითვლებოდეს და მას სათანადოდ უნდა მოექცნენ მანამ, სანამ ის კანონის მიხედვით არ იქნება მიჩნეული დამნაშავედ ღია სასამართლო გარჩევის შედეგად და საპროცესო გარანტიების დაცვით. წ-დ-ის გამოყენების საფუძვლები შეზღუდულია: ასეთი პირის დაკავება და დაპატიმრება ძიებისა და სასამართლო პროცესის დროს მხოლოდ მართლმსაჯულების აღსრულების მიზნით უნდა ხდებოდეს კანონით განსაზღვრული საფუძვლების, პირობების და პროცედურების მიხედვით. დაკავებულის მიმართ ისეთი შეზღუდვების დაწესება, რაც არ არის აბსოლუტურად აუცილებელი მისი დაკავების მიზნების, ან ძიების ხელის შემშლელი დაბრკოლებების თავიდან აცილების, მართლმსაჯულების აღსრულების, ან დაკავების ადგილას უსაფრთხოებისა და წესრიგის უზრუნველყოფისათვის, კანონით უნდა აიკრძალოს. სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებულ პირს აქვს გონივრული დროის განმავლობაში სასამართლოს უფლება, ან სასამართლომდე განთავისუფლების უფლება
![]() |
30 ხ |
▲ზევით დაბრუნება |
ხალხთა კოლექტიური უფლებების კონცეფცია შემდეგ პრინციპებზეა აგებული: ყველა ხალხი თანასწორია; მათ ერთნაირი უფლებები აქვთ და ერთნაირი პატივისცემით სარგებლობენ. არაფრით შეიძლება გამართლდეს ერთი ხალხის მეორეზე ბატონობა. ყველა ხალხს აქვს არსებობის უფლება. მათ უნდა ჰქონდეთ თვითგამორკვევის განუყოფელი და უდავო უფლება. ხალხი დამოუკიდებლად წყვეტს საკუთარ პოლიტიკურ სტატუსს და ახორციელებს ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას დამოუკიდებლად არჩეული პოლიტიკური კურსის მიხედვით.
ხალხის საყოველთაოდ მიღებული განმარტება არ არსებობს. ამ ცნებაში გულისხმობენ ერთიანი ისტორიის, ენის, კულტურული მახასიათებლების მქონე თანამეგობრობას, რომლის წევრები იზიარებენ იმ იდეას, რომ დაკავშირებული არიან ერთმანეთთან და განსხვავდებიან სხვებისაგან თავიანთი თავისებურებებით. თანამედროვე საერთაშორისო სამართალი მიზანდასახულად ამტკიცებს, რომ თვითგამორკვევის უფლება სწორედ ხ-ს ეკუთვნის და არა ერებს ან უმცირესობებს. ერის, ხალხის და მოსახლეობის დომინირებული ჯგუფის სრული თანხვედრა იშვიათად გვხვდება. ამის მიღწევის ნებისმიერი მცდელობა ადამიანის და უმცირესობის უფლებათა მასობრივი დარღვევის რისკს შეიცავს.
იხ. გამორკვევა
ადამიანის ზოგიერთი უფლება, რომელიც იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მათი განხორციელება არ შეიძლება შეჩერდეს ხელისუფლების კანონიერი აქტით თვით საგანგებო მდგომარეობის დროს. ეს უფლებებია:
1. სიცოცხლის უფლება;
2. წამების, სასტიკი, არაადამიანური, ან ღირსების დამამცირებელი მოპყრობის და სასჯელის აკრძალვა;
3. მონობის, მონებით ვაჭრობის და დამონების სხვა ფორმების აკრძალვა;
4. სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეტროაქტიური (უკუქმედების ძალის მქონე) მოქმედების აკრძალვა;
5. აზრის, სინდისის, რელიგიის თავისუფლება.
უფლებათა რიგი, რომელთა მიზანია ადამიანის ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობის დაცვა. ეს უფლებებია: სიცოცხლის უფლება, წამების და არამართლზომიერი დაკავებისაგან თავისუფლება, პირადი ცხოვრების უფლება, მონობისა და დეპორტაციისაგან თავისუფლება და ა.შ.
უფლებათა ამ ჯგუფს ზოგჯერ ადამიანის ფუძემდებლურ, ან ძირითად უფლებებსაც უწოდებენ. ამ უფლებათა დარღვევა ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებადაა მიიჩნეული.
იხ. თავისუფლება, პირადი თავისუფლების უფლება, პირადი ხელშეუხებლობის უფლება, მონობა, დეპორტაცია
გარკვეულ ადგილას და გარკვეულ დროს შეგნებულად შეკრებილი უიარაღო, ან განიარაღებული ხალხის განურჩეველი მკვლელობა. მასობრივი მკვლელობისაგან განსხვავებით ხ.ჟ-ის მსხვერპლნი წინასწარ არ განიცდიან დისკრიმინაციას. სანქცირებული ხ.ჟ. უმოწყალო და სისტემატური მასობრივი ძალადობის აქტია, რომელსაც სამხედრო, ან ნახევრად სამხედრო ძალები ახორციელებენ ოფიციალურად ნებადართულ კამპანიებში. ხ.ჟ-ის მსხვეპლი თავდაცვისუუნარო სამოქალაქო მოსახლეობაა.
![]() |
31 ჯ |
▲ზევით დაბრუნება |
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჯანმრთელობას განსაზღვრავს, როგორც „ფიზიკურ, ფსიქიკურ და სოციალურ კეთილდღეობას. მას მიაჩნია, რომ ჯანმრთელობის დაცვისათვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება უნდა მოიცავდეს:
1. დედებსა და ბავშვებზე ზრუნვა (მათ შორის სამეანო მომსახურება);
2. კვება;
3. ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკა და მათი გავრცელების კონტროლი;
4. სანიტარია და წყალმომარაგება;
5. სამედიცინო განათლება;
6. პროფესიული დაავადებების პროფილაქტიკა;
იხ. კვების უფლება, საცხოვრისი
ჩვეულებრივ, ან პოლიტიკურ დანაშაულში ეჭვმიტანილთა მკვლელობა სახელმწიფოს სახელით, ან იმ პირების მიერ, რომლებიც არ წარმოადგენენ სახელმწიფოს. ხშირად მსხვერპლის შერჩევის ერთადერთი ნიშანია მისი კუთვნილება ამა თუ იმ ჯგუფისადმი. ყველა შემთხვევაში სიკვდილით დასჯა სამართლიანი სასამართლოს გარეშე და სწრაფი და არადამაკმაყოფილებელი ადმინისტრაციული პროცესის საფუძველზე ხორციელდება.
იხ. არამართლზომიერი სიკვდილით დასჯა
![]() |
32 ჰ |
▲ზევით დაბრუნება |
კონფერენციები 1899 და 1907 წლებში გაიმართა (პირველ კონფერენციაში მონაწილეობდა 26, მეორეში კი 44 ქვეყანა). კონფერენცია ომების დაწყების, მათი წარმოების (მაგალითად, დაკავებულებთან მოქცევის წესები) და შეიარაღების შეზღუდვის საკითხებს ეხებოდა. კონფერენციაზე შეიქმნა მუდმივი საარბიტრაჟო სასამართლო, რომელმაც შეცვალა მისი წინამორბედი მუდმივი საერთაშორისო და საერთაშორისო სასამართლოები. ჰააგის კონვენციებმა სახელმწიფოთა გამოცდილებისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების საფუძველზე შექმნა ომის წარმოების თანამედროვე წესები. საერთაშორისო დოკუმენტებში დაფიქსირებულ ამ ნორმებსა და სტანდარტებს სავალდებულო ხასიათი აქვთ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი უფრო ახალმა ხელშეკრულებებმა შეცვალა (მაგალითად, ჟენევის კონვენციებში).
ლათინური გამოთქმაა, რომელიც სიტყვასიტყვით სხეულის ქონის უფლებას ნიშნავს. ეს 1769 წლის ინგლისური კანონის ისტორიული სახელწოდებაა, რომელიც კრძალავს სასამართლოს ორდერის გარეშე პიროვნების დაკავებას და თითოეული საქმის სასამართლოში მოსმენის გარანტიას იძლევა. ამ კანონმა გააფართოვა თავისუფლებათა დიად ქარტიასა (1215წელი) და უფლებათა პეტიციებში (1628) მოცემულ სამოქალაქო უფლებათა დაცვის პრინციპები. ამჟამად, „ჰ.კ.” გულისხმობს ერთი პირის ვალდებულებას დააკავოს მეორე პირი და წარადგინოს დაპატიმრებული, ან დაკავებული მისი დაკავების თარიღისა და მიზეზების აღნიშვნით. დაკავების კანონიერება უნდა განსაზღვროს სასამართლო ხელისუფლებამ და, თუ დაკავება უკანონოა, პიროვნება უნდა განთავისუფლდეს. ეს უკანონო დაპატიმრების საწინააღმდეგო საპროცესო გარანტიაა. ლათინური ამერიკის ქვეყნებში ცნობილია „ამპაროს” სახელწოდებით.
1939-1945 წლებში ნაცისტების მიერ განადგურებული 6 მილიონი ებრაელის გენოციდის აღმნიშვნელი ცნება.
საერთაშორისო ჰ.ს-ის საფუძველია ჟენევაში 1864, 1906, 1929 და 1949 წელს დადებული მრავალმხრივი საერთაშორისო შეთანხმებები, აგრეთვე ჟენევის მეოთხე კონვენციის თანდართული 1977 წლის ორი დამატებითი პროტოკოლი. ჟენევის ყველა მრავალმხრივი კონვენცია ომის წარმოების ჰუმანიტარულ წესებს განსაზღვრავს, რომელიც, პირველად, 1864 წელს შეიქმნა წითელი ჯვრის ინიციატივით (ამიტომ ამ კონვენციებს წითელი ჯვრის კონვენციებსაც უწოდებენ). ჰუმანიტარული სამართალი საერთაშორისო და შიდა ომების წარმოების წესებს განსაზღვრავს და აწესებს ნორმებს, რომლებიც ჯარისკაცების, სამოქალაქო პირების და სხვათა სიცოცხლის საკითხებს ეხება.
კაცობრიობის სახელით სახელმწიფოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ძალების შეჭრა ნებისმიერი ძალადობრივი ფორმით, რომლის მიზანია ამ ქვეყნის მოქალაქეთა ძირითადი უფლებების დაცვა, მაშინ, როდესაც ადგილობრივ რეჟიმს არ სურს, ან არ შეუძლია ამის გაკეთება.
იხ. ინტერვენცია