The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


11.10

1883    
     
11 ოქტომბერი - 12 ოქტომბერი    
     
გაზეთ „დროებაში“ ქვეყნდება დასაწყისი ალექსანდრე ნანეიშვილის წერილისა „ლიტერატურული შენიშვნები „ივერიის“ მეშვიდე და მერვე ნომრებზე“.   წყარო:

გაზ. „დროება“, 1883, № 201, გვ. 1-3; № 202, გვ. 1-3.

პირთა ანოტაციები:

ნანეიშვილი ალექსანდრე თეიმურაზის ძე (1857-1904)

ხალხოსანი მწერალი და პუბლიცისტი, ჟურნალ „იმედის“ თანამშრომელი. წერდა ფსევდონიმებით: „მე გახლავარ“, „ძველი ეკალი“.

     
1886    
     
11 ოქტომბერი    
     
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 10 ოქტომბერი“ („საფრანგეთის გაზეთის „Temps“- ის სიტყვით...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „გერმანია-საფრანგეთის ურთიერთობა“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1886, 11 ოქტომბერი, № 219, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 435

     
1887    
     
11 ოქტომბერი    
     
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 10 ოქტომბერი“ („მას აქეთ, რაც ბატონი ნიკოლაძე მიემხრო...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „პასუხი ნიკო ნიკოლაძეს“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 11 ოქტომბერი, № 211, გვ. 1-2 (ცენზურის ნებართვა 1887, 10/X); ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, თბ., 1991, გვ. 375.

პირთა ანოტაციები:

ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928)

ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე.

     
1894    
     
11 ოქტომბერი    
     
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც მტკიცდება წიგნების დასაკაზმი, შესასყიდი და გამსაღებლებისათვის გადასახდელი თანხები. განიხილავენ უმაღლესი მთავრობის წინაშე ქშწ-კგ საზოგადოების მიმართვას იმის მოთხოვნით, რომ შეწყდეს ადგილობრივი სამოსწავლო მთავრობის მიერ საზოგადოების ხელშეშლა უკვე დაარსებულთა მსგავს საფუძველზე ახალი სკოლების გახსნის საქმეში. კამათის შემდეგ თანხმდებიან, რომ მოცემულ ეტაპზე მსგავსი მიმართვით მიზანს ვერ მიაღწევენ და უარს ამბობენ მის გაგზავნაზე.   წყარო:

ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 349, გვ. 108.

     
1900    
     
11 ოქტომბერი    
     
გაზეთ „ივერიაში“ იბეჭდება ინგლისის სამეფო სააზიო საზოგადოების ჟურნალში ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორ უილიამ მორფილის მიერ ქართული ლიტერატურის შესახებ გამოქვეყნებული წერილის თარგმანი. ინგლისელი ავტორი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ილია ჭავჭავაძის შემოქმედებას და მის საზოგადოებრივ მოღვაწეობას.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1900, № 221.

პირთა ანოტაციები:

მორფილი უილიამ რიჩარდ (1834-1909)

ინგლისელი ფილოლოგი, ქართველოლოგი, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, იკვლევდა სლავურ და ქართულ ისტორიას, ლიტერატურას.

     
11 ოქტომბერი    
     
სათავეში უდგას საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე კავკასიის მეფისნაცვალთან წარგზავნილ დეპუტაციას. მეფისნაცვალი ვორონცოვდაშკოვი კარგად მომზადებული ხვდება მათ წინადადებას და უმტკიცებს, რომ ერთ სახელმწიფოში ორი ავტოკეფალური მართლმადდებელი ეკლესიის არსებობა წარმოუდგენელია. არც ილიას და არც სხვა დეპუტატებს არ აგონდებათ ბიზანტიის მაგალითი, სადაც ოთხი ავტოკეფალური საპატრიარქო არსებობდა: კონსტანტინეპოლის, იერუსალიმის, ანტიოქიისა და ალექსანდრიის. აუდიენციიდან გამოსულებს ამის შესახებ ექვთიმე თაყაიშვილი შეახსენებს და ილიას გული სწყდება, რომ სათანადო პასუხი ვერ გასცეს მეფისნაცვალს.   წყარო:

ვოზროჟდენიე, 1905, № 5; ექვთიმე თაყაიშვილი, მოგონებანი ქართველ მწერლებზე, ლიტერატურის მატიანე, წ. 6, ნაკვ. 1,1952, გვ. 8.

პირთა ანოტაციები:

ვორონცოვ-დაშკოვი ილარიონ ივანეს ძე (1837-1916),

რუსი სახელმწიფო მოღვაწე, გენერალი, იმპერატორ ალექსანდრე II-ის მეგობარი, 1905-1915 წლებში კავკასიის მეფისნაცვალი.

თაყაიშვილი ექვთიმე სიმონის ძე (1863-1953)

მეცნიერი, აკადემიკოსი, პროფესორი. 1921-1945 წლებში ემიგრაციაში იცავდა საქართველოს სამუზეუმო განძეულობას. დიდი ამაგი დასდო ქართული არქეოლოგიისა და ლიტერატურის შესწავლა-განვითარების საქმეს.

     
1905    
     
11 ოქტომბერი    
     
იმართება თსს ბანკის რწმუნებულთა კრება, რომელზეც დგება ბანკის გამგეობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ილია ჭავჭავაძის შემცვლელის არჩევის არჩევის საკითხი.   წყარო:

 გაზ. „ივერია“ 1905, 12 ოქტომბერი, № 186, გვ. 2