The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


8.05

1868    
    
8 მაისი   
    
 დუშეთის სამომრიგებლო განყოფილებაში განიხილავს გლახა და აკა ავსაჯანივილების საქმეს. ბრალდებულები თავს დამნაშავედ ცნობენ პოლიციისთვის დაუმორჩილებლობაში და ეკისრებათ ჯარიმა.  წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 133, № 70, გვ. 4.

პირთა ანოტაციები:

ავსაჯანიშვილი გლახა

დუშეთის მაზრის მცხოვრები.

ავსაჯანიშვილი აკა

 დუშეთის მაზრის მცხოვრები.

    
8 მაისი   
    
დუშეთის სამომრიგებლო განყოფილებაში განიხილავს კონსტანტინე ხარლამპიევის საქმეს დუქანში ატეხილი ჩხუბის გამო. მოწმეების ჩვენებით დანაშაული დასტურდება და ბრალდებულს აკისრებენ ოთხი დღით ჰაუპტვახში პატიმრობას.  წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 133, № 26, გვ. 6-8.

პირთა ანოტაციები:

 ხარლამპიევი კონსტანტინე

დუშეთის მაზრის მკვიდრი.

    
1869    
    
8 მაისი   
    
გაზეთ „დროებაში“ გიორგი წერეთელი აქვეყნებს წერილს ახლადდაარსებულ ჟურნალ „მნათობის“ შესახებ და ნიშნისმოგებით იხსენებს ილია ჭავჭავაძის „საქართველოს მოამბეს“, რომელიც თანამშრომელთა ნაკლებობის გამო ერთ წელიწადში დაიხურა.  წყარო:

გაზ. „დროება“, 1869, № 19.

პირთა ანოტაციები:

წერეთელი გიორგი ექვთიმეს ძე (1842-1900)

მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, გაზეთ ,,დროების”, შემდეგ კი ,,კვალის” დაამრსებელ-რედაქტორი, მესამე დასის ერთ-ერთი ლიდერი.

    
1880    
    
 8 მაისი   
    
მოკლე მინაწერს აკეთებს იონა მეუნარგიას მიერ კირილე ლორთქიფანიძისთვის მიწერილ ბარათზე და სთხოვს მსახიობ ესტატე იოსელიანის დროულად გაგზავნას თბილისში.  წყარო:

ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი, კირილე ლორთქიფანიძის ფონდი 665; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 393; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 89, 403

პირთა ანოტაციები:

მეუნარგია იონა მიხეილის ძე (1852-1919)

მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. მარტვილისა და თბილისის სასულიერო სემინარიების შემდეგ სწავლობდა პარიზსა და ჟენევაში. მისი წერილები იბეჭდებოდა სხვადასხვა ჟრნალ-გაზეთებში. იყო „ვეფხისტყაოსნის“ 1888 წლის გამოცემის ერთ-ერთი ინიციატორი და მისი ფრანგულ ენაზე მთარგმნელი.

ორთქიფანიძე კირილე ბეჟანის ძე (1839-1919)

საზოგადო მოღვაწე, პოეტი, ჟურნალისტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი.

იოსელიანი ესტატე [ვახტანგის ძე]

იმერელი აზნაური, ქუთაისის მუდმივი თეატრალური დასის მსახიობი1879 წელს.

    
1882    
    
8 მაისი    
    
მონაწილეობს თბილისის მაზრის თავადაზნაურთა კრებაში. ცალკეული პირები ითხოვენ კენჭი ეყაროს წინა დღით მიღებულ დადგენილებას სასწავლებლისთვის თავადაზნაურობის მიერ გადასახდელი თანხის შესახებ და იკვეთება, რომ ზოგიერთები უკან დახევას აპირებენ. ილია ჭავჭავაძე დამსწრეთ შეახსენებს, რომ ასეთი საქმისთვის ხელშეწყობა ღირსების საქმეა და კენჭისყრაზე საკითხი დადებითად წყდება.  წყარო:

გაზ. „დროება“, 1882, 11 მაისი, № 95.

    
8 მაისი    
    
გაზეთ „დროების“ „დღიურში“ ქვეყნდება ცნობა იმის შესახებ, თითქოს აპირებდნენ თავადაზნაურობის მარშლად ილია ჭავჭავაძის კანდიდატურის წამოყენებას და უარი განაცხადა.  წყარო:

გაზ. „დროება“, 1882, 6 მაისი, № 97

    
1883    
    
8 მაისი    
    
გაზეთ დროებაში „დ. სოსლანის“ ფსევდონიმით იბეჭდება დავით კეზელის „საკვირაო მასლაათი. კისრული“. მასში მინიშნებით არის ნათქვამი, რომ ილია ჭავჭავაძე ცდილობდა გაზეთ „დროების“ ხელში ჩაგდებას და მის რედაქტორად ნიკოლოზ ქანანოვის დანიშვნას, მაგრამ ივანე მაჩაბელმა „პატარძალი თვალწინ მოსტაცა და თავისთვის წაიყვანა“, ძველი საქმრო კი „ეხლა შორიდამ პირდაღებული უყურებს“. აქვეა საუბარი თსს ბანკის ყრილობაზე ილია ჭაჭავაძის მიერ წარმოთქმული სიტყვის შესახებ.  წყარო:

დავით სოსლანი, „საკვირაო მასლაათი: კისრული“, გაზ. „დროება“, 1883, 8 მაისი, № 85, გვ. 1-3; ი. ჭავჭავაძე, „მოკითხული საზოგადო ფული (თ. ივ, მაჩაბელისა და ბროსეს პრემიის გამო)“, გაზ. „ივერია“, 1893, 9 ოქტომბერი, № 216, გვ. 2.

პირთა ანოტაციები:

კეზელი დავით ივანეს ძე (1854-1907)

საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, დრამატურგი, მთარგმნელი. აქტიურად იბრძოდა ქალთა ემანსიპაციისათვის. მისი პიესები იდგმებოდა ქართული თეატრის სცენაზე.

მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)

პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი.

ქანანოვი ნიკოლოზ დავითის ძე

ჟურნალისტი, თანამშრომლობდა ჟურნალ „ივერიასთან“. ილია ჭავჭავაძე ენდობოდა, ფსევდონიმით „დავითიშვილი“ მასზე მიანიშნებდა და ნიღბავდა საკუთარ ავტორობას.

    
1884    
    
8 მაისი    
    
თავმჯდომარეობს თსს ბანკის კრებას, რომელზეც იღებენ გადაწყვეტილებას, რომ ერთი წლის მანძილზე კიდევ დაუტოვონ მამებს თავიანთი საარჩევნო ხმების შვილებისთვის გადაცემის უფლება, შემდეგ კი ეს საკითხი საგანგებოდ განიხილონ.  წყარო:

გაზ. „დროება“, 1884, 12 მაისი, № 103, გვ. 2-3.

    
1887    
    
8 მაისი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 7 მაისი“ („მას აქედ, რაც შნებელეს საქმემ გამოჰყო თავი...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ევროპის პოლიტიკური მდგომარეობა“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 8 მაისი, № 91, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 300.

პირთა ანოტაციები:

შნებელე გიომ (ვილჰელმ) (1831-1900)

ფრანგი პოლიციის კომისარი. ხელმძღვანელობდა საიდუმლო დაზვერვის სამსახურს ელზასსა და ლოტარინგიაში. 1887 წელს გაეხვა პოლიტიკურ ინტრიგაში, რომელმაც საფრანგეთსა და გერმანიას შორის ურთიერთობა უკიდურესად დაძაბა.

    
1888    
    
8 მაისი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი ნარკვევისა თარიღით „ტფილისი, 7 მაისი“ („მოკლედ რომ მოვსჭრათ...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „პედაგოგიის საფუძვლები“. გაზეთის ამავე ნომერში იბეჭდება სტეფანე ჭრელაშვილის სტატიის „მცირე შენიშვნა „ოთარაანთ ქვრივის“ გამო“ დასაწყისი.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 811-832; გაზ. „ივერია“, 1888, 8 მაისი, № 95, გვ. 1-2; 103; ი. ჭავჭავაძე, თსკ ცხრა ტომად (შემდგ.: ალ. აბაშელი, პ. ინგოროყვა), ტ. 8, 1928, გვ. 145-170; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, თბ., 2007, გვ. 206.

პირთა ანოტაციები:

ჭრელაშვილი სტეფანე თევდორეს ძე (1857-1917)

საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, რევოლუციონერი. თანამშრომლობდა გაზ. „ივერიასთან“. იყო ფუნიკულიორის პირველი დირექტორი. წერდა „სანოსა“ და „ტატალას“ ფსევდონიმებით.

    
1893    
    
8 მაისი    
    
ტარდება ქართველ ხმოსანთა კრება, რომლის წევრებსაც გიორგი წერეთელი აცნობებს, რომ სომხური გაზეთების „მშაკის“ და „მურჩის“ მომხრეები მხარს დაუჭერენ ქართველ კანდიდატებს, თუ მათ რიგებში არ იქნებიან ნიკო ზუბალაშვილი, ნიკო ცხვედაძე, ნიკო ნიკოლაძე და ილია ჭავჭავაძე. თავად გიორგი წერეთელი ადასტურებს ამ ინფორმაციას, მაგრამ უარყოფს, რომ განცხადება გაკეთდა კრებაზე  ყარო:

„ახალი ამბავი“, გაზ. „ივერია“, 1893, 13 მაისი, № 99, გვ. 2; გიორგი წერეთელი, წერილი რედაქციის მიმართ, გაზ. „ივერია“, 1893, 15 მაისი, № 100, გვ. 3.

პირთა ანოტაციები:

წერეთელი გიორგი ექვთიმეს ძე (1842-1900)

მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, გაზეთ ,,დროების”, შემდეგ კი ,,კვალის” დაამრსებელ-რედაქტორი, მესამე დასის ერთ-ერთი ლიდერი.

ზუბალაშვილი ნიკოლოზ დავითის ძე (გარდ.1910)

თბილისის საქალაქო საბჭოს წევრი 1893 წელს.

ცხვედაძე ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე (1845-1911)

საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პუბლიცისტი. დაამთავრა მოსკოვის აკადემია. 1869 წლიდან ასწავლიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1874 წლიდან - თბილისის ქალთა ინსტიტუტში. 1898 წლიდან სათავეში ჩაუდგა ქართული გიმნაზიის, სინამდვილეში მომავალი ქართული უნივერსიტეტისათვის შენობის აგების საქმეს.

ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928)

ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე.

    
1894    
    
8 მაისი   
    
სილოვან ხუნდაძე გაზეთ „კვალში“ სათაურით „მკითხველის შენიშვნები“ აქვეყნებს დასაწყისს რეცენზიისა ილია ჭავჭავაძის თხზულებათა I ტომზე.  წყარო:

გაზ. „კვალი“ 1894, № 20, გვ. 10-12; № 29, გვ. 11-14; № 30, გვ. 10-12; кавказский календарь на 1895, тифлис, 1894, отдел 4, 62, 63.

პირთა ანოტაციები:

ხუნდაძე სილოვან თომას ძე (1860-1928)

მწერალი, ფილოლოგი, პუბლიცისტი, პედაგოგი. სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტში, მასწავლებლობდა სენაკსა და ქუთაისში, იყო გიმნაზიის დირექტორი, იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში: „დროება“, „კვალი“, „ცნობის ფურცელი“ და სხვ.

    
8 მაისი   
    
 „ივერიაში“ დასაბეჭდად იღებს გრიგოლ ნიკოგოსოვის წერილს და მის უკვე გამოქვეყნებულ სტატიებს ქართველ-სომეხთა ურთიერთობის შესახებ.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 558.

პირთა ანოტაციები:

ნიკოგოსოვი (ნიკოგოსიანი) გრიგოლ ნიკოლოზის ძე

 სომეხი არტილერიის კაპიტანი, ჟურნალისტი და პუბლიცისტი. არზრუმის სამხედრო ოლქის უფროსი.

    
1897    
    
8 მაისი   
    
 გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 7 მაისი“ („ჯერ მინამ ბ-ნ ივანენკოს ნაძიებს გამოვაქვეყნებდეთ...“). ეს არის გაგრძელება წერილისა „ბ-ნ შაუმოვის „სელდების“ და ბ-ნ არუთინოვის „ტრიხინიან“ ღორების და ლორების საქმე“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, 8 მაისი, № 88, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 378.

პირთა ანოტაციები:

ივანენკო აპოლონ ათანასეს ძე

თბილისის მერის მოადგილე და 1896 წლის ნოემბრიდან რამდენიმე თვით - მერის მოვალეობის შემსრულებელი.

 არუთინოვი (არუთინიანცი) გეურქა (გევორქ)

თბილისელი ყასაბი (1890-იანი წწ.). მოხსენებულია სტატიაში ტრიხინიანი ღორების შესახებ.

    
8 მაისი
გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ქვეყნდება ინფორმაცია საზოგადოებაში გავრცელებული ხმების შესახებ, რომელთა მიხედვითაც ილია ჭავჭავაძე თავს ანებებს ბანკში მუშაობას. წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1897, № 191.