ჟურნ. „საქართველოს მოამბე“, 1863, № 11. ოქმი № 18, საქართველოს ეროვნული არქივი ფონდი, 133, საქმე 468, ფურცელი 1,
ავტოგრაფი; „საისტორიო მოამბე“, 19-20, 1965, გვ. 412. პირთა ანოტაციები: პაციევი აბრამ ვლადიკავკაზის მკვიდრი. ჟურნ. „მნათობი“, 1933, № 8-9 (სიმონ ხუნდაძის პუბლიკაცია); ი. ჭავჭავაძე, თსკ
ათ ტომად, X, 1961, გვ. 27; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 27,
373-374. პირთა ანოტაციები: ლორთქიფანიძე კირილე ბეჟანის ძე (1839-1919) საზოგადო მოღვაწე, პოეტი, ჟურნალისტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი.. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი №
329; ჟურნ. „ლიტერატურული ალმანახი“, 1950, № 3, გვ. 244-245; ი. ჭავჭავაძე, თსკ
(ათ ტომად), ტ. 10, 1961, გვ. 331-333; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ.,
2009, გვ. 166-167, 361. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების,
ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი,
ქველმოქმედი. გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი
საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17 560; ჟურნ. „ამირანი“, 1908, № 158; ი. ჭავჭავაძე,
თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 81-82; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ.
67-68, 394. პირთა ანოტაციები: აფხაზი გრიგოლ (გიგო) ნიკოლოზის ძე ილია ჭავჭავაძის უფროსი დის, ნინოს ვაჟი და წლების განმავლობაში ყვარლის
კარ-მიდამოს მოურავი. ს. ხუციშვილი, მანათობელი, 1980. გვ. 74; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17,
2012, გვ. 94, 409. პირთა ანოტაციები: მჭედლიშვილი ლევან ლუკიანეს ძე (გარდ 1902) ქართველი ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე. გაზეთების: „დროების“, „ივერიისა“ და
„ცნობის ფურცლისთვის“ წერდა კორესპოდენციებს ბათუმიდან. გაზ. „ივერია“, 1886, 19 დეკემბერი, № 275, გვ. 1-2 (ცენზურის ნებართვა 1886,
18/XII); ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, 1991, გვ. 329. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი № 1052, გვ. 773-774, გაზ. „ივერია“, 1887, 19 დეკემბერი, № 267, გვ.
1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 633. გ. ბერძნიშვილი, საგურამოს ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის შრომები. წ. 1, 1958,
გვ. 94. პირთა ანოტაციები: ყაზბეგი ალექსანდრე მიხეილის ძე (1848-1893) პროზაიკოსი, დრამატურგი, პოეტი, სამოციანელთა მიმდევარი, ისტორიული დრამის
ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. გაზ. „ივერია“, 1895, 19 დეკემბერი, № 274, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად,
ტ. 13, თბილისი, 2007, გვ. 145. გაზ. „ივერია“, 1895, 20 დეკ. № 275. პირთა ანოტაციები: თუმანიშვილი ვასილ მიხეილის ძე (1857 – 1912) ჟურნალისტი, მსახიობი, რეჟისორი, საზოგადო მოღაწე. ქართული დრამატული
საზოგადოების კომიტეტის წევრი 1890 წელს. გაზ. „ნოვოე ობოზრენიეს“ რედაქტორი
1891-1903 წლებში. მაშკინი სახელი უცნობია, ვიცით მხოლოდ, რომ ფერშლად მსახურობდა საჩხერეში. ამონაწერები ზაქარია ყიფშიძის კერძო წერილებიდან, ლიტერატურის მატიანე,1940, წ.
1-2, გვ. 185-190. პირთა ანოტაციები: ყიფშიძე ალექსანდრე თევდორეს ძე (1862-1916) ისტორიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, მთარგმნელი. გაზ.
„საქართველოს“ ერთ-ერთი დამაარსებელი. წერდა ფსევდონიმით „ფრონელი”. ყიფშიძე
ზაქარია (შაქრო) თევდორეს ძე (1873-1938) - გენერალი, გრიგოლ, ალექსანდრე და ილია
ყიფშიძეების ძმა. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 33.
პირთა ანოტაციები: სოლსკი დიმიტრი მარტინის ძე (1833-1910), რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში დეპუტატთა არჩევის წესების დამდგენი კომისიის
თავმჯდომარე 1905 წელს, სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე 1905-1906 წლებში.
1863
19 დეკემბერი
იღებს ცენზურის ნებართვას „საქართველოს მოამბის“ მეთერთმეტე ნომრის
გამოცემაზე.
წყარო:
1868
19 დეკემბერი
დუშეთის სამომრიგებლო განყოფილებაში განიხილავს აბრამ პაციევის სარჩელს რძლის
წინააღმდეგ. მომჩივნის თქმით, მისი ძმის გარდაცვალების შემდეგ რძალი ხელმეორედ
გათხოვდა, ერთი ვაჟი თან წაიყვანა, მეორე კი – ბიძას დაუტოვა. მომჩივანი
ითხოვს, რომ მეორე ძმისწულიც მას გადასცენ აღსაზრდელად. ილია ჭავჭავაძე,
კანონმდებლობაზე დაყრდნობით, იღებს გადაწყვეტილებას, რომ მცირეწლოვანი ბავშვის
დედისაგან მოშორება მიზანშეწონილი არ არის. შესაბამისად, პაციევის სარჩელი არ
კმაყოფილდება.
წყარო:
19 დეკემბერი
დუშეთიდან პეტერბურგში საპასუხო წერილს უგზავნის კირილე ლორთქიფანიძეს და ნებას
რთავს გამოსცეს „კაცია–ადამიანი?!“ მისი ხელმოწერით. მოთხრობის
წინასიტყვაობასთან დაკავშირებით, სწერს, რომ სცადა დაწერა, მაგრამ ბოლოს
ზედმეტად მიიჩნია.
წყარო:
873
19 დეკემბერი
წერილს უგზავნის მეუღლეს მოსკოვიდან. უყვება „მეფე ლირის“ საჯარო კითხვის
ამბავს. გული სწყდება, რომ უფულობის გამო ოლღას თან წაყვანა ვერ შეძლო და დიდი
ხნით განშორება მოუხდათ.
წყარო:
1875
19 დეკემბერი
საყვედურით აღსავსე წერილს უგზავნის ყვარელში თავის დისშვილს, ყვარლის მამულის
იმჟამინდელ მოურავს გიგო აფხაზს. არიგებს, რომ გაუფრთხილდეს სხვა ადამიანების
ინტერესებს და იხელმძღვანელოს მორალით.
წყარო:
1882
19 დეკემბერი .
ქშწ-კგ საზოგადოების სახელით წერილს უგზავნის ბათუმში ლევან მჭედლიშვილს და
მადლობას უხდის ბათუმის სკოლისთვის დახმარების აღმოჩენის გამო
წყარო:
1886
19 დეკემბერი
გაზეთ „ივერიის“ რუბრიკაში „ქართული თეატრი“ ხელმოუწერლად აქვეყნებს
გაგრძელებას რეცენზიისა („ჩვენ წინად მოვიყვანეთ ლომინაძის ცოლის
სიტყვები...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „გავიყარენით“
და „ხანუმა“
წყარო:
1887
19 დეკემბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით
„ტფილისი, 18 დეკემბერი“ („კავკასიის სამკურნალო საზოგადოების უკანასკნელს
კრებაზე...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ბათუმის ჰავის
ავკარგიანობის შესახებ“.
წყარო:
1893
19 დეკემბერი
ესწრება ქაშვეთის ეკლესიიდან ალექსანდრე ყაზბეგის ნეშტის გამოსვენების
ცერემონიას.
წყარო:
1895
19 დეკემბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით
„ტფილისი, 12 დეკემბერი“ („ყველა იძახის, რომ სომეხთა საქმე მიწყნარდა...“).
მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ოსმალეთის სომეხთა
განწირვა“.
წყარო:
19 დეკემბერი
თბილისის სასამართლო პალატა განიხილავს გაზეთების „ივერია“ და „ნოვოე
ობოზრენიე“ რედაქტორების - ილია ჭავჭავაძისა და ვასილ თუმანიშვილის საქმეს
ზემოხსენებულ პერიოდულ გამოცემებში საჩხერელი ფერშლის – მაშკინის შესახებ
არასწორი ინფორმაციის გამოქვეყნების გამო. რედაქტორებს ბრალი არ უმტკიცდებათ და
გამართლებულები ტოვებენ სასამართლო დარბაზს.
წყარო:
1902
19 დეკემბერი
ალექსანდრე ყიფშიძე ახალციხიდან პეტერბურგში წერილს უგზავნის ძმას, ზაქარიას და
მოუთხრობს, როგორ გამოითხოვა ილია ჭავჭავაძემ ბანკისგან ახალციხის ქალთა
სასწავლებლისთვის 300-ის ნაცვლად 500 მანეთი.
წყარო:
1905
19 დეკემბერი
სახელმწიფო კანცელარია დიმიტრი სოლსკის დავალებით აცნობებს, რომ გამოცხადდეს
მასთან წარსადგენად მარიას სასახლეში.
წყარო: