The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


11.06

1860    
    
11 ივნისი   
    
პავლოვსკში წერს პირველ ვარიანტებს ლექსისა „მწუხარება.“    წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, № 17501 გვ. 46-47, 50-51. № 108, გვ. 106.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 289-292.

    
1876    
    
9, 11 ივნისი    
    
გაზეთ „დროებაში“ ნიკო ნიკოლაძე აქვეყნებს სტატიას „პირველი ნაბიჯი ჩვენი ბანკირებისა“, რომელშიც კრიტიკულად აფასებს ილია ჭავჭავაძისა და ბესარიონ ღოღობერიძის მიერ მოწვეულ ყრილობას ჟურნალ-გაზეთების შესახებ და მათ აზრს გაზეთ „დროებაზე“. იგი წერს, რომ გაზეთის დაარსება მათ კენჭისყრის წინ თავისი კანდიდატის გასაყვანად სჭირდებათ.  წყარო:

გაზ. „დროება“, 1876, 9 ივნისი, № 57, გვ. 1-2, 11 ივნისი, № 58, გვ. 1-3.

პირთა ანოტაციები:

ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928)

ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე.

ღოღობერიძე ბესარიონ ლევანის ძე (1832-1879)

პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, 1876-1879 წლებში ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკის გამგეობის თავმჯდომარე.

    
1886    
    
11 ივნისი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად ასრულებს პოლემიკური წერილის ბეჭდვას თარიღით „ტფილისი, 10 ივნისს“ („ბანკიც იგივე რულეტკა იყოვო“, – ბრძანებს ბ-ნი აკაკი წერეთელი...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სხვა წერილებთან ერთად სათაურით „აკაკი წერეთელი და ბანკი“.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 383-393; გაზ. „ივერია“, 1886, 11 ივნისი, № 123, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ (შემდგ. პ. ინგოროყვა), ტ.IV, 1955; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 99.

პირთა ანოტაციები:

წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915)

პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე.

    
1886    
    
11 ივნისი    
    
გაზეთ „ივერიაში“ იბეჭდება ცნობა იმის შესახებ, რომ ფრანგმა მწერალმა ქალმა კანდიანი კოლონამ პროზაულად თარგმნა ილია ჭავჭავაძის „განდეგილი“.   წყარო:

„ერთს საფრანგეთის გაზეთში დაბეჭდილია...“, გაზ. „ივერია“, № 123, გვ. 1-2.

პირთა ანოტაციები:

კანდიანო-კოლონა

ფრანგი მწერალი და მთარგმნელი.

    
1887    
    
11 ივნისი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 10 ივნისი“ („ევროპაში არსებობდა და მოქმედებდა...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „სატამოჟნო პოლიტიკა ევროპაში. ფრიტრედერობა და პროტექციონობა“.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 693-696, გაზ. „ივერია“, 1887, 11 ივნისი, № 116, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 397.

    
1893    
    
11 ივნისი    
    
თელავის თეატრის დარბაზში თავმჯდომარეობს ღვინით ვაჭრობის ამხანაგობის დასაარსებლად გამართულ კახეთის მევენახეთა კრებას. განიხილავენ წესდების პროექტს, რომლის შედგენაშიც ის აქტიურად მონაწილეობდა. თავადების ნაწილი გამოდის ამხანაგობაში დაბალი კლასების წარმომადგენელთა შესვლის წინააღმდეგ, მაგრამ იგი იმდენად არგუმენტირებულად უსაბუთებს გლეხთა მონაწილეობის აუცილებლობას, რომ უმრავლესობა მხარს უჭერს. სადილზე წარმოთქვამს სამადლობელ სიტყვას.  წყარო:

შ. გოზალიშვილი, ვ. სიდამონიძე, დიდი მამულიშვილის საუნჯიდან, გაზ. „ახალგაზრდა კომუნისტი“, 1964, 23 მაისი, № 61, გვ. 3; გაზ. „ივერია“, 1893, 16 ივნისი, № 125; 17 ივნისი, № 126; 18 ივნისი, № 127; 20 ივნისი, № 129.

    
1894    
    
11 ივნისი   
    
გაზეთ „ივერიის“ „დამაკვირდის“ რუბიკაში აქვეყნებს საკუთარ სენტენციას: „ანთებული სანთელი ჩაიწვის და ჩაქრება, ხოლო ერთხელ ანთებული ცოდნა კი თავის დღეში არა: მამიდგან შვილზედ გადადის, შვილიდგან შვილიშვილზედ უფრო განდიდებული, უფრო გაძლიერებული“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1894, № 122, გვ. 2.

    
1895    
    
11 ივნისი    
    
მონაწილეობს კონსტანტინე მუხრან-ბატონის სახლში გამართულ თავადაზნაურთა საგანგებო კრებაში, რომელიც განიხილავს ქარვასლის შესყიდვის საკითხს.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1895, № 122, გვ. 3.

პირთა ანოტაციები:

ბაგრატიონ-მუხრანელი კონსტანტინე (კოტე) ივანეს ძე (1838-1903)

გიორგი XII-ის შთამომავალი დედის მხრიდან. ილიას მეუღლის - ოლღა გურამიშვილჭავჭავაძის მამიდაშვილის შვილი

    
1900    
    
11 ივნისი     
    
გაზეთი „კვალი“, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ცილისმწამებლურ კამპანიას აწარმოებდა ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ, აქვეყნებს ინფორმაციას მისი სამკურნალოდ გამგზავრების განზრახვის შესახებ და გამოჯანმრთელებას უსურვებს.  წყარო:

კვალი, 1900, № 24, გვ. 375.

    
1906    
    
11 ივნისი    
    
იღებს ქრისტეფორე მამაცაშვილის წერილს, რომლიდანაც იგებს საბანკო საკითხებთან დაკავშირებით გამართული თავადაზნაურთა კრების შედეგებს.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 537.

პირთა ანოტაციები:

მამაცაშვილი ქრისტეფორე (1839-1909)

რუსეთის არმიის გენერალი, რუსეთ-თურქეთის ომის მონაწილე, სათავადაზნაურო ბანკის დირექტორი, მხარს უჭერდა ილია ჭავჭავაძეს გლეხთა მიწიანად გათავისუფლების საქმეში.