The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


9.03

1863    
    
9 მარტი   
    
წერილს უგზავნის ოლღა გურამიშვილს და ცდილობს მის დამშვიდებას. არწმუნებს, რომ თავს კარგად გრძნობს. ექიმის რჩევით, ორიოდე დღე წოლით რეჟიმს დაიცავს და ყველაფერი კარგად იქნება.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 281; ჟურნ. „ცისკარი“, 1961, № 3, გვ. 113; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 217; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 55-56, 334.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

9 მარტი   
    
 ილია ჭავჭავაძის ჯანმრთელობის მდგომარეობით შეშფოთებული ოლღა გურამიშვილი ახერხებს მის მონახულებას.  წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 56-57, 334-335.

დათარიღება:

დროზე მინიშნებულია ოლღასთვის 10 მარტს მიწერილ ბარათში.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

    
1865    
    
9 მარტი    
    
დიმიტრი ყიფიანის ვაჟი – ნიკოლოზი პეტერბურგიდან მამისთვის გაგზავნილ წერილში ახსენებს, რომ მოსწონს კირილე ლორთქიფანიძის მიერ გამოცემული კრებული „ჩონგური“ და მასში დაბეჭდილი ილია ჭავჭავაძის ლექსები.  წყარო:

გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმი, 14989-ხ.

პირთა ანოტაციები:

ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887)

მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის, თბილისის ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის აგენტებმა. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

ყიფიანი ნიკოლოზ (კოლია) დიმიტრის ძე (1846-1905)

მეცნიერი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, დიმიტრი ყიფიანის ვაჟი. ლორთქიფანიძე კირილე ბეჟანის ძე (1839-1919) – საზოგადო მოღვაწე, პოეტი, ჟურნალისტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი.

    
1878   
    
9 მარტი    
    
გაზეთ „ივერიაში“ ავტორისა და მთარგმნელის მითითების გარეშე ამთავრებს ჯურა იაკშიჩის მოთხრობის „შვილი მოხუცებულის გამზისა“ ბეჭდვას.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1878, № 10, 9 მარტი, გვ. 12-14; თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, ქართველთა ამხანაგობის გამოცემა, ტფ., 1892, ტ. III, გვ. 253-290; კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 216; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 3, თბ., 1988, გვ. 108, 683.

ატრიბუცია:

ნ. ჩიტაური, ილია ჭავჭავაძის ორი პროზაული თარგმანი, ჟურნ. „ცისკარი“, 1985, № 6, გვ. 157-165.

პირთა ანოტაციები:

იაკშიჩი ჯურა (1832-1878)

 სერბი მწერალი. 

    
1882    
    
9 მარტი   
    
გაზეთი „მოსკოვსკი ტელეგრაფი“ ბეჭდავს მისი წერილის „კატკოვის პასუხად“ თარგმანს და სარედაქციო შენიშვნებში უარყოფითად აფასებს რუსი ჟურნალისტის ქცევას.  წყარო:

გაზ. «Московский телеграф», 1882, № 66.

პირთა ანოტაციები:

კატკოვი მიხეილ ნიკიფორეს ძე (1818-1887)

რუსი პუბლიცისტი, გამომცემელი, ლიტერატურის კრიტიკოსი, გაზეთ „Московские ведомости“-ს რედაქტორი, უფლისწულ ნიკოლოზის სახელობის ლიცეუმის ერთ-ერთი დამაარსებელი.

    
1883    
    
9 მარტი   
    
გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება განცხადება იმის თაობაზე, რომ მსახიობები კოტე ყიფიანი, ნინო ორბელიანი და ნოდარ ჯორჯაძე 13 მარტს წაიკითხავენ ეპიზოდებს ილია ჭავჭავაძის „განდეგილიდან“ და „კაცია – ადამიანიდან?!“.   წყარო:

გაზ. „დროება“, 1883, № 50, გვ. 1.

პირთა ანოტაციები:

ყიფიანი კონსტანტინე (კოტე) დიმიტრის ძე (1849-1921)

მსახიობი, დრამატურგი, მთარგმნელი და ლექსიკოგრაფი, ქართული რეალისტური სამსახიობო სკოლის ფუძემდებელი. მიღებული ჰქონდა სამეურნეო განათლება და აქვეყნებდა საბუნებისმეტყველო წერილებს.

ორბელიანი (აბაშიძე-ორბელიანისა) ნინო სვიმონის ასული (1838-1919)

პოეტი, მსახიობი, საზოგადო მოღვაწე და ქველმოქმედი. დაქვრივებულს ნათესავებმა სახლ-კარი წაართვეს და გარდაიცვალა ღარიბთა თავშესაფარში.

ჯორჯაძე ნოდარ მიხეილის ძე (1855-1907)

ქართული მუდმივი თეატრალური დასის მსახიობი. გამოდიოდა ფსევდონიმით „ნ. საბუელი“. ილია ჭავჭავაძის მდივანი თსს ბანკში.

    
1884    
    
9 მარტი    
    
კავკასიის საცენზურო კომიტეტი „ივერიის“ რედაქციას უგზავნის შეტყობინებას რედაქტორის – ილია ჭავჭავაძის თბილისში დაბრუნებამდე ჟურნალის მეორე ნომრის შეჩერების შესახებ და ამას დეპეშით ატყობინებენ პეტერბურგში.  წყარო:

„საისტორიო მოამბე“, ტ. 3. 1947, გვ. 202.

    
1886    
    
9 მარტი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად ბეჭდავს მოწინავეს „ტფილისი, 8 მარტს“ („ევროპაში დღეს ორი სახელმწიფო...“). თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ბისმარკი და გლადსტონი“.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 177, გვ. 40; გაზ. „ივერია“, 1886, № 53, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 7, თბილისი, 2005, გვ. 428.

პირთა ანოტაციები:

ბისმარკი ოტო ფონ (1815-1898)

გერმანიის იმპერიის პირველი რაიხსკანცლერი. „სამთა კავშირის“ ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი.

გლადსტონი უილიამ (1809-1898)

ინგლისელი სახელმწიფო მოღვაწე, სხვადასხვა დროს ვაჭრობის, კოლონიების, ფინანსთა მინისტრი და პრემიერმინისტრი.

    
9 მარტი    
    
გაზეთ „თეატრში“ „დავით სოსლანის“ ფსევდონიმით იბეჭდება დავით კეზელის სტატია „წერილი მეგობართან“, რომელშიც გაკრიტიკებულია გაზეთ „ივერიის“ მიმართულება, დაწუნებულია მისი ლიტერატურული ნაწილი, განსაკუთრებით კი – განყოფილებები „დამაკვირდი“ და „ნაკვესი“.   წყარო:

გაზ. „თეატრი“, 1886, № 10, გვ. 97-99.

პირთა ანოტაციები:

კეზელი დავით ივანეს ძე (1854-1907)

საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, დრამატურგი, მთარგმნელი. აქტიურად იბრძოდა ქალთა ემანსიპაციისათვის. მისი პიესები იდგმებოდა ქართული თეატრის სცენაზე.

    
 1888    
    
9 მარტი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 8 მარტი“ („მართალია, სამშვიდობო ნიავმა დაუბერა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „გერმანიისა და საფრანგეთის ურთიერთობის მოგვარების გზები“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1888, 9 მარტი, № 50, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 479-124.

    
1889    
    
9 მარტი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 8 მარტი“ („გუშინ უკანასკნელი კრება მოხდა კომიტეტისა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „კრება საადგილმამულო გადასახადის გაწერის თაობაზე“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1889, 9 მარტი, № 51 , გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბილისი, 2007, გვ. 123.

    
    
1896    
    
9 მარტი   
    
ჩადის ქუთაისში. ექვთიმე თაყაიშვილთან და ლევან ჯანდიერთან ერთად სტუმრობს ნიკო ღოღობერიძის ძმას სათავადაზნაურო სკოლის გამგე სიმონ ღოღობერიძეს.   წყარო:

ექვთიმე თაყაიშვილი, მოგონებანი ქართველ მწერლებზე, „ლიტერატურის მატიანე“, წ. 6, ნაკვ. 1,1952, გვ. 10.

პირთა ანოტაციები:

თაყაიშვილი ექვთიმე სიმონის ძე (1863-1953)

მეცნიერი, აკადემიკოსი, პროფესორი. 1921- 1945 წლებში ემიგრაციაში იცავდა საქართველოს სამუზეუმო განძეულობას. დიდი ამაგი დასდო ქართული არქეოლოგიისა და ლიტერატურის შესწავლაგანვითარების საქმეს.

ჯანდიერი (ჯანდიერაშვილი) ლევან გიორგის ძე (1840-1918)

კახელი მემამულე, ილია ჭავჭავაძის ახლო მეგობარი. სხვადასხვა დროს თიანეთისა და თბილისის მაზრების უფროსი.

ღოღობერიძე ნიკოლოზ ბესარიონის ძე (1838-1911)

პედაგოგი, პუბლიცისტი, გამომცემელი. მომრიგებელი მოსამართლე, ქუთაისის საადგილმამულო ბანკის მმართველი, მარგანეცის ექსპორტიორი, ილია ჭავჭავაძის სტუდენტობისდროინდელი მეგობარი.

ღოღობერიძე სიმონ ბესარიონის ძე (1843-1913)

ისტორიკოსი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. განათლება მიიღო პეტერბურგის უნივერსიტეტში.

    
9-10 მარტი    
    
რამდენადაც პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ არის, მისი ქუთაისში ყოფნის გამო ადგილობრივ პოლიცმაისტერს თბილისიდან ზედიზედ მისდის დეპეშები, რომ თვალი ადევნოს და ჩაიწეროს მის მიერ ნათქვამი ყოველი სიტყვა.   წყარო:

ექვთიმე თაყაიშვილი, მოგონებანი ქართველ მწერლებზე, „ლიტერატურის მატიანე“, წ. 6, ნაკვ. 1,1952, გვ. 10.

    
1897    
    
9 მარტი    
    
გაზეთ „ცნობის ფურცელში“ იბეჭდება ცნობა ილია ჭავჭავაძის ავადმყოფობის შესახებ.   წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1897, № 137.

    
1900    
    
9 მარტი    
    
გაზეთ „ივერიაში“ ფსევდონიმით „ახალ-მოსული“ იწყებს მოწინავე წერილის ბეჭდვას თარიღით „ტფილისი, 8 მარტი“ („დღესა თუ ხვალ ჩვენში შემოღებულ იქნება...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „საადგილმამულო გადასახადის საქმე“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1900, 9 მარტი, № 51, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 14, თბილისი, 2007, გვ. 328.

    
1902    
    
9 აპრილი    
    
ხელს აწერს ვექსილს, რომლის მიხედვითაც იღებს ვალდებულებას 4 თვის განმავლობაში გადაუხადოს ალექსანდრე სარაჯიშვილს 275 მანეთი.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 23.

პირთა ანოტაციები:

სარაჯიშვილი ალექსანდრე ივანეს ძე (1851-1914)

მწერალი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგაოების ერთ-ერთო ფუძემდებელი, 1902-03 წლებში იყო „ივერიის“ რედაქტორ-გამომცემელი.

    
9 აპრილი    
    
მთავარმართებლის კანცელარია თბილისის გუბერნატორს აცნობებს ილია ჭავჭავაძის თხოვნას გაზეთ „ივერიის“ გამოცემის უფლების ალექსანდრე სარაჯიშვილისთვის გადაცემის შესახებ.   წყარო:

„საისტორიო მოამბე“, ტ. 3, 1947, გვ. 257.

პირთა ანოტაციები:

სარაჯიშვილი ალექსანდრე ივანეს ძე (1851-1914)

მწერალი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგაოების ერთ-ერთო ფუძემდებელი, 1902-03 წლებში იყო „ივერიის“ რედაქტორ-გამომცემელი.

    
1905    
    
9 მარტი   
    
გაზეთ „ცნობის ფურცელში“ იბეჭდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რამდენიმე დღის წინ საგურამოში შეიკრიბა გლეხობა და შეიმუშავა მოთხოვნები მიწებით სარგებლობასთან დაკავშირებით, რომლებიც უნდა წაუყენონ თავიანთ მემამულეებს, გივი სტაროსელსკისა და ილია ჭავჭავაძეს.   წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1905, № 2765, გვ. 3.

პირთა ანოტაციები:

სტაროსელსკი გივი დიმიტრის ძე - ოლღა გურამიშვილ-ჭავჭავაძის დისწული.

    
9 მარტი    
    
გაზეთ „ივერიაში“ ქვეყნდება მისი „წერილი რედაქციის მიმართ“ („.ბატონო რედაქტორო! გუშინდელს „ივერიაში“ (#20) დაბეჭდილია ვითომდა ჩემი ნალაპარაკევი....“). პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ 6 მარტს გლეხთა მოძრაობასთან დაკავშირებით გამართულ თავადაზნაურთა თათბირზე მის მიერ წარმოთქმული სიტყვის პუბლიკაცია 8 მარტის გაზეთ „ივერიაში“ სრულიად დამახინჯებულია და არ შეესაბამება სინამდვილეს. იქვე მოჰყავს ორი ამონარიდი ამ პუბლიკაციიდან და უთითებს, სინამდვილეში რა თქვა. წერილის ბოლოს იგი აცხადებს: „თვითეული ჩვენგანი უნდა განკითხულ იყოს და პასუხისმგებელი ჩვენი ქვეყნის წინაშე თავისის სიტყვისა და საქმისაებრ და არა იმისებრ, რასაც სხვანი ან დაუდევრობით, ან წინდაუხედაობით თავზე მოახვევენ“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1905, 9 მარტი, № 21, გვ. 2-3; ი. ჭავჭავაძე, თხზულებათა სრული კრებული ოც ტომად, ტ.XIV, 2007, გვ. 529-530.

 

    
1906    
    
9 მარტი    
    
თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საგანგებო კრებაზე, რომელსაც თავად არ ესწრება, 40 ხმით ერთის წინააღმდეგ ირჩევენ თბილისის გუბერნიიდან სახელმწიფო საბჭოს ამომრჩევლად. ვასილ მაჩაბელი ღიად ამბობს უარს მისთვის ხმის მიცემაზე.   წყარო:

„საისტორიო მოამბე“, ტ. 3, 1947, გვ. 267–268.

პირთა ანოტაციები:

მაჩაბელი ვასილ გიორგის ძე (1845-1918)

თავადი, ვექილი, საზოგადო მოღვაწე, ივანე მაჩაბლის ძმა.