კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ავტოგრაფი № 248; ჟურნ. „ცისკარი“, 1961, № 3, გვ. 112; ი. ჭავჭავაძე, თსკ
ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 431-432; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ.,
2009, გვ. 53-54, 333. პირთა იდენტიფიკაცია: „ტექსტოლოგიური კვლევები ილია
ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 148-150. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების,
ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი,
ქველმოქმედი. ბაგრატიონი (მუხრანელი) გიორგი კონსტანტინეს ძე (1820-1877) სენატორი, მეფისნაცვალ ბარიატისნკის საბჭოს წევრი, შემდეგ კი სამმართველოს
უფროსი, ოლღა გურამიშვილის მამიდაშვილი. გურამიშვილი თადეოზ ზაალის ძე (1800-1875) ქართლელი მემამულე, ქართლ-კახეთის უკანასკნელ დედოფალ მარიამ ციციშვილის დედის –
ელენე გიორგის ასულ გურამიშვილის ძმიშვილი, ილია ჭავჭავაძის სიმამრი. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 1. პირთა ანოტაციები: რებინდერი ელენე საქველმოქმედო საზოგადოების თავმჯდომარე. გაზ. „დროება“, 1877, № 26. პირთა ანოტაციები: ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928) ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე. გაზ. „დროება“, 1880, № 50, გვ. 1-2. გაზ. „კავკაზი“, 1883, № 53. პირთა ანოტაციები: მეუნარგია იონა მიხეილის ძე (1852-1919) მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. მარტვილისა და თბილისის სასულიერო
სემინარიების შემდეგ სწავლობდა პარიზსა და ჟენევაში. მისი წერილები იბეჭდებოდა
სხვადასხვა ჟრნალ-გაზეთებში. იყო „ვეფხისტყაოსნის“ 1888 წლის გამოცემის ერთ-ერთი
ინიციატორი და მისი ფრანგულ ენაზე მთარგმნელი. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი № 1052, გვ. 277; გაზ. „ივერია“, 1886, № 51, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ
ოც ტომად, ტ. 7, თბილისი, 2005, გვ. 417. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 9,
ქვითარი № 8. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი № 1052, გვ. 580-582, გაზ. „ივერია“, 1887, 6 მარტი, № 47, გვ. 1-2; ი.
ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 143. გაზ. „ივერია“, 1893, № 47. გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1897, № 134. პირთა ანოტაციები: თარხნიშვილი ალექსანდრე (1875-1963) მოქანდაკე. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 547.
პირთა ანოტაციები: მიქელაძე ივერიკო (ილია) დავითის ძე (1877-1931) დავით მიქელაძის ვაჟი, ილია ჭავჭავაძის ნათლული. გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1905, 7 აპრილი, № 2791, გვ. 2. გაზ. „ივერია“, 1905, 9 მარტი, № 21, გვ. 2-3. დათარიღება: ინფორმაცია დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის წერილში „ივერიის“ რედაქტორისადმი. გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი
საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17597; ი. ჭავჭავაძე, წერილები (ი. ბოცვაძის რედ.),
სოხუმი, 1949, გვ. 134-135; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 165-166; ი.
ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 246-247, 495. პირთა ანოტაციები: ჟურული გიორგი დურმიშხანის ძე (1865-1951) პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრი. ავტორი
მოგონებებისა ილია ჭავჭავაძეზე. გარდაიცვალა ემიგრაციაში. გედევანიშვილი მიხეილ ალექსანდრეს ძე (1862-1922) ექიმი და საზოგადო მოღვაწე. მისი ხელმძღვანელობითა და დაფინანსებით გამოიცა ილია
ჭავჭავაძის თხზულებათა პირველი ტომი 1914 წელს. საქართველოს ეროვნული არქივი, ფონდი 214, საქმე 3514, ფურ. 13; ი. ჭავჭავაძე,
თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 247, 495. პირთა ანოტაციები: ბაგრატიონ-დავითაშვილი (დავითიშვილი) გიორგი (გოგი) ალექსანდრეს ძე
(1858-1929) ივანე მაჩაბლის ცოლის ძმა, გორის და შემდეგ თბილისის მაზრების თავადაზნაურობის
წინამძღოლი.
კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 669.
პირთა იდენტიფიკაცია:
დეპეშაში სპირიდონ ვირსალაძის მხოლოდ გვარია ნახსენები.
პირთა ანოტაციები:
ვირსალაძე სპირიდონ სიმონის ძე (1868-1930)
მეცნიერული თერაპიისა და ტროპიკული მედიცინის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში,
პროფესორი. პირველი ქართული სამედიცინო ჟურნალ „ექიმის“ რედაქტორი.
1863
6 მარტი
წერილს უგზავნის ოლღა გურამიშვილს და დაწვრილებით მოუთხრობს გიორგი
ბაგრატიონ-მუხრანელთან ვიზიტის ამბავს. შეხვედრით კმაყოფილია და ფიქრობს,
რომ მათი საქმე დადებითად გადაწყდება. გიორგი აღუთქვამს, რომ თადეოზ
გურამიშვილს მოელაპარაკება. მის შეკითხვაზე, თუ როგორია მისი ქონებრივი
მდგომარეობა, ილია პასუხობს, ბედნიერება სიმდიდრის გარეშეც არის
შესაძლებელი და ოლღაც ამავე აზრისააო.
წყარო:
1871
6 მარტი
თბილისის საქველმოქმედო საზოგადოების თავმჯდომარე ელენა რებინდერი თხოვნით
მიმართავს, რომ ბოლომდე დაფაროს საზოგადოებისგან 1862 წელს აღებული სესხი
შესაბამისი პროცენტებით.
წყარო:
1877
6 მარტი
გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება ნიკო ნიკოლაძის რეცენზია, სათაურით „ივერიის“
პირველი ნომერი“, რომელშიც ავტორი იწუნებს როგორც გაზეთის ენას, ისე მის
შინაარსს. ერთადერთი, რასაც იგი დადებითად აფასებს, არის ნარკვევი „ცხოვრება
და კანონი“.
წყარო:
1880
6 მარტი
გაზეთი „დროება“ აქვეყნებს მოწინავეს („ტრუპპა და კომიტეტი“) ქართულ
დრამატულ დასსა და თეატრალურ კომიტეტს შორის წარმოშობილ უთანხმოებათა
მიზეზებზე.
წყარო:
1883
6 მარტი
იონა მეუნარგია გაზეთ „კავკაზში“ აქვეყნებს რეცენზიას „განდეგილი“ პოემა ი.
ჭავჭავაძისა“. იგი წერს, რომ თხზულების ავტორი მწყემსი ქალის სახით
გვიხატავს პოეტს, რომელიც გატაცებულია ბუნების მშვენიერებით.
წყარო:
1886
6 მარტი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს მოწინავე
წერილისა თარიღით „ტფილისი, 6 მარტს“ („კახეთზედ რომ არ გაიყვანეს...“).
თხზულებათა კრებულებში იბეჭდება საერთო სათაურით „კახეთის რკინიგზა“.
წყარო:
6 მარტი
ქართულ დრამატულ საზოგადოებში შეაქვს საწევრო გადასახადი.
წყარო:
1887
6 მარტი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი
ნარკვევისა თარიღით „ტფილისი, 5 მარტი“ („ევროპაში არამცთუ ყურადღებას აქცევენ,
რომ ყურძნის მარცვალს...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით
„ღვინის ქართულად დაყენება“.
წყარო:
1893
6 მარტი
გაზეთი „ივერია“ აქვეყნებს თსს ბანკის ბალანსს 1893 წ. 1 იანვრისათვის.
წყარო:
1897
6 მარტი
გაზეთ „ცნობის ფურცელში“ იბეჭდება ცნობა მოქანდაკე ალექსანდრე თარხნიშვილის
მიერ ილია ჭავჭავაძის ბიუსტის შექმნის განზრახვის შესახებ.
წყარო:
1905
6 მარტი
ივერიკო მიქელაძისგან იღებს წერილს და მისი ლექსის რუსულ თარგმანს.
წყარო:
6 მარტი
ტარდება საგურამოს სასოფლო ყრილობა, რომელზეც გლეხები გადაწყვეტილებას იღებენ
ბოიკოტი გამოუცხადონ ილია ჭავჭავაძესა და სხვა მემამულეებს. მათ უერთდება 15
სხვა სოფელი.
წყარო:
6 მარტი
ესწრება თავადაზნაურთა კერძო თათბირს, რომელზეც განიხილავენ გლეხთა მოძრაობის
საკითხს. მონაწილეობს კამათში და აცხადებს, რომ საქართველოსთვის კანონები აქვე
უნდა იწერებოდეს.
წყარო:
1906
6 მარტი
საპასუხო წერილს უგზავნის გიორგი ჟურულს. აცნობებს, რომ თანამდებობა, რომლის
შესახებაც ეკითხება, ძალიან კარგია როგორც ქვეყნისთვის, ისე საკუთრივ მისთვის.
ასევე სწერს, რომ თავადაზნაურთა კომისია სახელმწიფო საბჭოს წევრებად მისი და
მიხეილ გედევანიშვილის გაგზავნას აპირებს.
წყარო:
6 მარტი
დეპეშას უგზავნის თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლ გიორგი
ბაგრატიონ-დავითაშვილს და ატყობინებს, რომ ავადმყოფობის გამო სხდომას ვერ
დაესწრება.
წყარო:
6 მარტი
იღებს სპირიდონ ვირსალაძის მიერ გაგზავნილ დეპეშას, რომლითაც აცნობებს
ქუთაისიდან დაბრუნების დროს
წყარო: