![]() |
ილია ჭავჭავაძე თხზულებანი ტომი IV მხატვრული თარგმანები |
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა აკადემიური გამოცემის მთავარი სარედაქციო კოლეგია
მთავარი რედაქტორი: გიორგი ციციშვილი გიორგი
აბაშიძე;
გრიგოლ აბაშიძე; ირაკლი აბაშიძე; ალექსანდრე ბარამიძე, თამაზ
გამყრელიძე; ლევან გორგილაძე; გურამ ენუქიძე; ალბერტ თავხელიძე; ალექსანდრე
იოსელიანი; ალექსანდრე კალანდაძე; ქეთევან ლომთათიძე; გიორგი მერკვილაძე; ელენე
მეტრეველი; პროკოფი რატიანი; გურამ ფანჯიკიძე; ნუგზარ ფოფხაძე; რევაზ ღლონტი;
გურამ შარაძე; ჯანსუღ ჩარკვიანი; ოთარ ჩერქეზია; დავით ჩხიკვიშვილი, სარგის
ცაიშვილი; ვალენტინა ძიძიგური; შოთა ძიძგური; ევგენი ხარაძე; ნოდარ ჯანბერიძე;
გიორგი ჯიბლაძე; ზურაბ ჭუმბურიძე (პ/მგ. მდივანი).
ტომის რედაქტორები: ზურაბ ჭუმბურიძე, გურამ შარაძე.
ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, ვარიანტები და შენიშვნები
დაურთო იზა დობორჯგინიძემ.
ტომს იკონოგრაფიული მასალა და ფოტოდოკუმენტები დაურთო
გურამ შარაძემ.
მხატვარი გიორგი ლომიძე
გამომცემლობა „მეცნიერება"
1989
გამომცემლობა „საბჭოთა
საქართველო 1989
![]() |
1 იზა |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
1.1 ნაწილი პირველი. ძალდატანებული ქორწინება |
▲ზევით დაბრუნება |
ბუვიე ალექსის
იზა
ნაწილი პირველი. ძალდატანებული ქორწინება
I უცნაური საქციელი
საპატარძლოსი ქორწილის წინა დღეს
კლოდ ტიუსსოს პარიზში,
სენ-ფრანსუას ქუჩაზედ, ბრინჯაოს ქარხანა ჰქონდა. ხმა გავარდა თუ არა, რომ ამისი
ქალი, ლამაზი სესილი, თხოვდება და აწოწვილს გუდარს ირთავსო, რომელსაც მეტს
სახელს „ჯაგლაგს" ეძახდნენ, - ყველას მთელს მარეს უბანში გაუკვირდა და გულიც
აუმღვრია. არავის არა სჯეროდა, რომ ეს ხმა გამართლდება. მთელი ათი წელიწადი
იყო, რაც ლაპარაკობდნენ რომ ტიუსსოს ქარხანა გუდარის ფულით არსებობსო და გუდარი
ფულს აძლევსო, იმიტომა რომ ტიუსსოს ცოლთან ძალიან დაახლოვებულიაო. ყველანი იმ
აზრისა იყვნენ, რომ მარტო ქმარმა არ იცის თავის შესარცხვენი ამბავიო.
ყველაზედ მეტად ისა სწყინდათ,
რომ თვითონ ტიუსსოს ცოლს მოუწადინებია ეს ქორწინებაო.
მარეს უბნელები საზოგადოდ
ძალიან მეჭორეები იყვნენ და ამის გამო ჭორიკანაობას ამ ქორწინების თაობაზედ
ბოლო არა ჰქონდა. ზოგი ამბობდა, რომ ტიუსსოს კუტრობაში ფეხი უდგასო და ქალს
იმიტომ აძლევსო, რომ სიძე ამხანაგად გაიხადოს და ამით თავის სახელს უშველოსო.
მეორენი ამბობდნენ, რომ ტიუსსოს ცოლი ათხოვებს ქალსა მარტო იმისთვის, რომ თავსი
საყვარელი თავისთან იყოლიოსო. მესამენი ამბობდნენ, რომ ლამაზს სესილს ისე
გაგიჟებით უყვარს მორისი, თავის მამის შეგირდი და თავის ამხანაგი პატარაობისა,
რომ დედ-მამა იძულებულ იყვნენ გაეგდოთ მორისი, როცა მოიზარდა და ქარგლად
შეიქმნა, და ქალის გათხოვება უნდა დაეჩქარებინათ, რადგანაც ყოველს დღეს
ფათერაკი მოსდევდაო. ბევრს რასმეს ჰყბედობდნენ კიდევ მეზობელნი, ხოლო ჩვენ
ვიტყვით მას, რასაც ისინი არ ამბობდნენ, სახელდობრ, მართალსა.
მართალია, კლოდ ტიუსსოს სახლში
ქორწილისათვის მზადება იყო და ჩვენი ამბავი იწყობა იმ დღიდამ, რომლის მეორე
დღეს ანდრე გუდარს, მეტის სახელით „ჯაგლაგს", უნდა ჯვარი დაეწერა ახალგაზრდა და
მშვენიერს სესილზედ.
რაღაც შემთხვევით სესილის დედა
მარტოდ დარჩა გუდართან და დაბალ ხმით უთხრა:
− ბოლოს ხომ მაინც თქვენი
სურვილი გაიყვანეთ. ღმერთმა შეგინდოთ.
გუდარმა კი მხიარულის ღიმილით
ხმამაღლა უპასუხა:
− თქვენი ქალი, დედავ ტიუსსო,
ყველა ქალზე უბედნიერესი იქმნება.
თვითონ საპატარძლო კი სრულიად
გულდამშვიდებული იყო და მისი მკვახე სახის მეტყველება ყველას აოცებდა. სესილი
იყო თექვსმეტის წლის ქალი, ბრწყინვალე შავი გიშერივით თმა ჰქონდა, ცისფერი
თვალები, რომელნიც სხივისავით გამოკრთოდნენ ხშირის წარბ-წამწამის ქვეშ, სწორე
ცხვირი და წვრილი, ყმაწვილური ტუჩები. როცა გაიღიმებდა ხოლმე, რასაკვირველია
არა ეხლა, გამოიჩენდა ხოლმე მშვენიერს თეთრს პატარა კბილებს. ერთის სიტყვით,
სესილი მეტად ლამაზი და ტურფა რამ იყო. ხოლო ჯვარისწერის წინა დღეს სესილი ისე
იყო, თითქო სულ მარტოდმარტოაო, თუმცა მის გარეშემო დიდი მზადება და ფაცაფუცი
იყო. გულგრილად უყურებდა ყოველს ამ მზადებასა, თვითონ არაფერს ხელს არა
ჰკიდებდა, ზიზღით ორიოდე სიტყვას გადუგდებდა ხოლმე თავის საქმროს და დედმამის
ყოველს კითხვაზედ ამას ეუბნებოდა.
− რაც გენებოთ, იგი ჰქენით...
მე აკი გითხარით, რომ თქვენი მორჩილი ვიქნები-მეთქი.
სადილს უკან, რომელზედაც
მოწვეულნი იყვნენ სტუმრები ქორწინების მოწმად, ტიუსსოს ცოლმა მოურიდებლად
სთქვა:
− ბატონებო, ჩვენ ძალიან
დაღალული ვართ ამ ფაცაფუცისაგან, გთხოვთ ნება მოგვცეთ პატარა შევისვენოთ. აი,
ხომ ჰხედავთ, საწყალს სესილს ისე უნდა ძილი, რომ მთელს საღამოს ხმაც არ ამოუღია
და ხვალაც ადრე უნდა ავდგეთ.
ყველას გაეცინა. მეგობრულად
გამოეთხოვნენ სახლის პატრონს და მეორე დღის ლხინი და სადილი რომ აგონდებოდათ,
ტუჩებს ილოკდნენ. აწოწილი გუდარი, მეტის სახელით „ჯაგლაგი", მივიდა სესილთან და
მოეხვია. ხოლო ქალმა ხელი ჰკრა და მოირიდა, ეშინოდა, რომ სხვა რამ უფრო უარესი
კადნიერება არ გაბედოსო.
− ახლა რაო, სესილ? - უთხრა
იმან, - მტკიცედ დაგიდვია თავი იმაზედ, რომ მე თავის დღეში ღიმილით არ
შემომხედო?
− მე თქვენთვის მითქვამს,
ბატონო გუდარ, რომ სიყრმითვე დაჩვეული ვარ დედ-მამის მორჩილებას და მას ვიქმ, რასაც
ჩემს სასარგებლოდ ისინი დაინახვენ. რა გრძნობითა ვარ თქვენზე, ეს მე პირდაპირ
მითქვამს თქვენთვის და არ დამიმალავს. თქვენ ჩემს ნათქვამს ყურს არ ათხოვებთ...
თქვენ გასცემთ პასუხს ყოველს მასში, რაც მოხდება.
ბოროტმა ღიმილმა გაუმრუდა სახე
ჯაგლაგსა და თვალებმა გამოუელვეს გაბრაზებით, ხოლო წუთის შემდეგ მხრები აიწია,
სულელურად ჩაიცინა და სთქვა ძალად მოვლენილ მხიარულებით.
− სესილ, მე შენ პატარაობითვე
გიცნობ, მახსოვს, რომ ყოველთვის თვითრჯული, ბუტია და ჟინიანი იყავ, მაგრამ მე
იმნაირად დავუყვავებ და მოვუვლი ჩემს ლამაზს ცოლსა, ისეთის სიმდიდრით შევამკობ, რომ
ახლანდელს თავის სიტყეებხ შეინანებს... და მე შემიყვარებს.
ამ სიტყვებზედ ასეთის უცნაურის
თვალით შეხედა ყმაწვილმა ქალმა რომ გუდარმა წარბი შეიკრა.
ეს პატარა ამბავი მოხდა გარედ
კარებთან და სტუმრები ჩამოეცალნენ, რომ საქმროს არ დაუშალონ თავის საცოლოს
გამოეთხოვოს. გუდარი წავიდა და ძლივს იკავებდა თავის ჯავრსა და სესილი კი
გულაუმღვრევლად დაბრუნდა თავის ოთახში.
ვიდრე თავის საწოლში შევიდოდა,
დედ-მამამ ტკბილად დაჰკოცნეს ქალი. მამამ დაუწყო ალერსი და უთხრა:
− ჩემო გვრიტიკო, სესილ!
ჭკვიანურად მოიქეც, წადი, კარგად გამოიძინე და ეგრე გაბუტვით ნუღარ იქნები. მე
იმედი მაქვს, რომ ხვალ აგრე ცხვირპირჩამოშვებულს არა გნახავ.
− ოჰ, არა, არა, მე ხვალ ისე
აღარ ვიქნები, როგორც დღესა ვარ, - უპასუხა რაღაც უცნაურის ხმითა.
− რასაკვირველია, შენ უნდა
გულდადებით იყო; შენი გათხოვება ჭკუის საქმეა და არა სიყვარულისა. ჩემო კარგო, შენ
არ იცი, რა ცოტას რასმეს ჰნიშნავს ცოლქმრობაში სიყვარული. ბედნიერება მოსვენებასა
და სიმდიდრეშია. შენ სიღარიბისას არაფერს შეიტყობ, სეხილ, და აბა ჰკითხე დედაშენს,
რა საშინელი დღენი გამოგვივლია, იმიტომ რომ ჩვენ ერთმანეთს მზითვად სიღარიბე
მივუტანეთ. ბედნიერებისათვის რომ სიყვარული საკმაო იყოს, მაშინ ცოლქმრობაც მეტი
იქნება. სიყვარული ჯვარისწერის იქით ვეღარა სძლებს.
− მამაშენი მართალს ამბობს,
ჩემო შვილო, - შეჰნიშნა დედამ და კიკინები გაისწორა. ყმაწვილმა ქალმა კისერი
მოიღერა, შედგა დედ-მამის წინ და ნელის ხმითა სთქვა:
− მე რომ მაინც არ დაგემორჩილოთ
და ხვალა ვთქვა - არა-მეთქი?
კლოდმა და ცოლმა ერთმანეთს
შეჰხედეს იმ სახით, თითქო ელდა ეცათო.
− რაო, შე უბედურო! − უპასუხა
მამამ, − არ დაგვემორჩილები?.. მაშინ შეჩვენებულ და დაწყევლილ იქნები ჩემგან... მე
მაშინ დავიღუპები... მე აღთქმა მიმიცია ანდრესათვის...
− მაშ თქვენი სარგებლობა
ყველაზე წინ ყოფილა ამ საქმეში, − უპასუხა მკვახედ სესილმა, − მაგას ჩემი სიკვდილი
შეუძლიან.
− მაგისაგან არ იხოცებიან, −
დაიძახა მრისხანედ ტიუსსომ და გაბოროტებისაგან აინთო: − ეხლა კი დროა ყველაფერი
ვთქვათ პირდაპირ. მე ქვეყნის წინაშე გიცხადებ, რომ მირჩევნია მოჰკვდე, ვიდრე შენი
სულელური სიზმრები აისრულო...
− დაჩუმდი, კლოდ, გაგიჟდი, თუ
რა დაგემართა! − უთხრა ცოლმა, თუმცა ქმარს გულში ის არა ჰქონია, რასაც ამბობდა, −
დეეხსენ სესილს, გონიერებას არ გადუდგება და ურჩობას არ გაგვიწევს.
დედამ აკოცა ქალს და, როცა
სესილი მოშორდა ამათ და თავის ოთახისკენ წავიდა, ცოლმა უთხრა ქმარს:
− როგორ არ გესმის, კლოდ, რომ
საწყალს ბავშვს ემძიმება გამოესალმოს ყოველს თვის ნატვრას და იმედებსა. მერე
ამასთანაც იგი ჩვენს ნებას არ ეურჩება და მარტო იმას ამბობს საწყალი, რომ თქვენი
ნება ჩემთვის კანონიაო.
ეგეები ხომ არ იქნებოდა, თუ რომ
შენ ნება არ მიგეცა მორისსა და მაგას ჰაერში ციხეები ეშენებინათ.
− განა წინადვე შესაძლოა
მცოდნიყო, რაც ბოლოს მოხდა?!
ამის შემდეგ ცოლ-ქმარნი თავის
საწოლში შევიდნენ.
სესილი კი გამოეთხოვა თუ არა
თავის მშობლებს, ავიდა მაღლა თავის ოთახში და ქვეშაგებზედ ჩამოჯდა. მთელი საათი
უძრავად იჯდა და ერთსა და იმავე ადგილისაკენ მიემართა თვალები.
− თავის დღეში... არა,
არასოდეს... ნამეტნავად მაგას! − დაიძახა უეცრად და მთელის ტანით აკანკალდა; თითქო
ერთს საზარელს და საზიზღარს რასმეს შეეხოვო.
ადგა, ფეხაკრეფით მივიდა
შკაფთან, წამოისხა წამოსასხამი, ნელა ჩამოვიდა ძირს, ქარგლების ოთახი გაიარა ღა
გავიდა ქუჩაში.
გარედ რომ ნახა თავისი თავი,
ფეხი აუჩქარა, ტიურენიხ ქუჩის ყურეში სარდაფი იყო ღვინისა, ჩაიხედა, დაინახა საათი
და გასინჯა.
− თერთმეტი საათია! −
წაიჩურჩულა თავისთავად, − უსათუოდ მელის.
უფრო ჩქარა წავიდა, თითქმის
სირბილით. ბასტილიის მოედანზედ რომ მივიდა, დადგა ბურდონის საწყლიპიროს ყურეში.
იმავე წამს ვრთი ყმაწვილი კაცი მოვიდა ამასთან.
− რაო? − უთხრა მან და
გამოუწოდა ხელი.
− სულ ყველაფერი გათავდა! −
უთხრა ქალმა გულდაწყვეტით.
− ახლა შენ რას ჰფიქრობ? −
ჰკითხა ჭაბუკმა საშინლად აღელვებულმა.
− დიაღ, დიაღ, მეც თანახმა ვარ,
თანახმა, − სთქვა ქალმა გულის კდომითა და დაეცა ჭაბუკს გულზედ.
რამდენსამე წუთს მაგრად იყვნენ
ერთმანეთზედ გადახვეულნი და მწარედ ტიროდნენ, ბოლოს ქალმა დაიმორჩილა გულის
მღელვარება, გამოეცალა ჭაბუკს ხელიდამ, სწრაფად მოიწურა თვალთაგან ცრემლი და სთქვა:
− მე თანახმა ვარ, მე მინდა
სიკვდილი, გესმის?
− რისთვის?
− მისთვის, რომ მე შენ
მიყვარხარ და აღთქმაც დამიდვია, რომ შენი ვიყო... სიცოცხლეს ჩვენი გაყრა უნდა,
სიკვდილი კი შეგვაერთებს; მაშ სჯობს დავიხოცნეთ.
− მევე მეშინია ეხლა, რომ ეგ
აზრი მოგეცი.
− მე ჩაგიდგამ ვაჟკაცობის სულს,
ყური დამიგდე, მორის. ჩვენ ერთმანეთს პატარაობითვე ვიცნობთ. შენ დედ-მამა და
თვისტომი არა გყვანდა, ერთი და გყვანდა, ჩემი მეგობარი ამელი. შენ ჩვენს ოჯახში
გაიზარდე, მე და შენ დაძმანი ვიყავით. ჩვენდა გაუგებრად ჩვენს შორის უფრო ღრმა
შემსჭვალულობა დაიბადა, ხოლო ჩვენ ორივეს ნამუსი გვქონდა და იმოდენად პატივსა
ვცემდით ერთმანეთს, რომ ჩვენი კავშირი ბოროტმოქმედობით არ წავბილწეთ. ჩვენი ნატვრა
ცოლქმრობა, ჯვარისწერა იყო და შენ სცდილობდი კარგ ქარგლად გამხდარიყავ და მე კარგ
სახლის პატრონად. შენ შენი განზრახვა აისრულე, მე კი ხელი შემიშალეს. ჩვენს
დედ-მამას, − ჩემს დედმამას შენც შენად ჰხადი, − არა ჰქონდათ ფიქრად, რომ ჩემით
თავისი საკუთარი საქმე გაესწორებინათ და ამიტომაც ჩვენს ნატვრას და იმედს ხელს
უწყობდნენ. ჩვენი სიმართლე ამაშია, მორის, ჩვენ გვიყვარდა ერთმანეთი და ნებაც
გვქონდა სიყვარულისა.
ყმაწვილს კაცს თვალთაგან
ცრემლები ჩამოსდიოდა.
− ნუ სწუხარ, მორის, − განაგრძო
სესილმა მწუხარის ღიმილითა, − დღეს ჩვენის ჯვარისწერის დღეა... ერთხელ ჩვენს სახლში
ერთმა ავმა სულმა შემოდგა ფეხი... მამაჩემის მეგობარია... მეგობარია... შენც იცი...
მეგობარია დედაჩემისა... ხომ გახსოვს, რარიგად ვიწოდი მე, იმ თავხედ ლაფდასხმას რომ
ვხედავდი; იმან ფული მისცა მამაჩემს და დღეს მარტო იმას შეუშლიან დაიხსნას
მამაჩემის სახელი კუტრობისაგან. რა უნდა მექნა? მეთქვა მამიჩემისათვის, რა ფასადაც
ჰყიდულობდა იმ საძაგლის მეგობრობას? ხომ დედაჩემს მაშინვე გააგდებდა, თავზედ ლაფს
დაასხამდა, შეარცხვენდა საქვეყნოდ. მერე სწორედ იმ დროს, როცა დედაჩემი ნანობს
თავის წარსულსა... ყველაზე საზარო ის არის, რომ დედაჩემიც თანახმაა იმ კაცს მიმცეს.
ამ ერთის თვის წინად დამპირდა, უარს ვეტყვიო. მეორე დღეს მე ტანისამოსს ვალაგებდი
დედიჩემის ოთახის გვერდით. გუდარი დედასთან შევიდა. წიგნი მიეღო დედაჩემისაგან,
რომელშიაც დედაჩემი სწერდა, რომ მე თავის დღეში არა ვიქმ იმ საძაგლობასაო, რასაც
ჩემგან თქვენ ითხოვთო. რომ იცოდე, მორის, რეები გავიგონე... ხომ ძალიან დაბლა
დაცემულია დედაჩემი, მაგრამ იმ დღეს სწორედ შემებრალა. საწყალი დედაჩემი! იმისთანა
უნამუსო კაცის მონად ყოფნა საშინელია! რა მძიმედ დასაჯა ბედმა საწყალი დედა!
გუდარმა გადაათქმევინა დედას სიტყვა და პირობა ჩამოართვა, რომ ხმა აღარ ამოიღოს...
ამის შემდეგ მოგწერე, რომ ჩვენ იმედი აღარაფრისა არ უნდა გვქონდეს... მამაჩემი ერთი
ბრმა მსხვერპლია. იგი მარტო ერთს ჰფიქრობს, რომ ჩემის გათხოვებით მისი ქარხანა ისევ
ფეხზედ დადგება და მეც დაბინავებული ვეყოლები. რა ვქნა? ვუთხრა მამას, − დედასა და
ქარხანას დავღუპავ... ვუთხრა დედას, რომ ყველაფერი ვიცი, − უარესია... ვუთხრა
თვითონ იმ კაცს... ღონე არა მაქვს... ღონე, რომ ხმა გავცე. როგორც გველი, ისე
მეზიზღება, ისე მძულს. თავიდამ ფეხამდე სულ ჩირქია... ყოველისფერში საძაგელი რამ
არის, ქცევაში, მიხრა-მოხრაში... იმისათვის ქვეყანაზედ არც სიყმაწვილეა, არც
უმანკოება; ყოველს ქალს ისე ექცევა, როგორც ქუჩის მაწანწალა გოგოსა... მე არ ვიცი,
რას არ ვიზამ, ოღონდ იმის ხელში არ ჩავვარდე! აი ხომ ხედავ, მორის, რა უნუგეშო
უბედურებაში ვართ.
− შენ სულ იმ აზრს დაუბრუნდები
ხოლმე, რომელიც მე წამომცდა სასოწარკვეთილების დროს.
− მორის, მე დღეს შენთან
მოვედი... მე შენი საცოლო ვარ... მე შენი ცოლი ვიქნები... და ხვალ კი ჩვენ აღარ
გავიღვიძებთ...
მორისი შედგა. სესილის ორივე
ხელი ხელში ეჭირა და თვალებში შეჰყურებდა.
− მოჰკვდები და სიცოცხლე არ
დაგენანება, ისე უდრტვინველად გამოესალმები სიცოცხლეს?
− სიხარულით, სიხარულით!
− ძალ-გული არ გიღალატებს?
− მე შენ მიყვარხარ.
ცეცხლმოკიდებული გადეხვია
მორისსა და მხურვალედ ჩაჰკოცნა.
− მორის, − უთხრა სესილმა, − მე
მინდა შენს გულზე დავლიო სული და ტკბილად გეუბნებოდე: მიყვარხარ, მიყვარხარ!
− მერე თავი დაასვენა მის
მხარზედ და ხმადაბლა უთხრა: - ჩქარა წავიდეთ, მორის, შენთან... თორე ლამის ღონე
მიმეხადოს.
მორისმა ხმა არ გასცა, მაგრა
მოჰკიდა ხელი და ორნივ ჩქარის ნაბიჯით წავიდნენ კონტრესკარპის საწყალპიროსაკენ.
მორისი გულმაგრად იყო და შეურყევლად, მაგრამ ამასაც კი უნდოდა რითიმე გათავებულიყო
ეს უნუგეშო მდგომარეობა.
ღამე მშვენიერი იყო, ზაფხულის
სიცხეს გრილი ნიავი აგრილებდა, ცა მოკირწყლული იყო ვარსკვლავებით, რომელნიც წყალში
როგორც სარკეში კამკამებდნენ. კარგი რამ იყო სეირნობა, ტკბილი რამ იყო სიცოცხლე
ამისთანა მადლიან ღამეს.
სესილი და მორისი ხმაამოუღებლივ
მიდიოდნენ, გადეხვიათ რა ხელი ერთმანეთისათვის. თვალები უცნაურად უნათიდნენ და
ტუჩებზედ ღიმილი უთამაშებდათ.
− ყველაფერი მზადა გაქვს? −
ჰკითხა უცბად სესილმა შეწუხებულის ხმითა.
− დიაღ.
− ძალიან ვეწვალებით?
− არაა.. ჩვენ დაგვეძინება...
და თავის დღეში აღარ გამოვიღვიძებთ.
მორისმა იგრძნო, რომ სესილი
თრთოდა, თითქო გააციაო; მაშინ უფრო აუჩქარა ფეხი და სთქვა:
− ჩქარა წავიდეთ, ჩქარა.
წინ გაუარეს სახლს, საცა
ყოველდღე საჯარო ბალი იყო ხოლმე. მუსიკის ხმა მოესმათ. სესილმა მწუხარედ
გაიღიმა.
− ეს ჩვენი ქორწილის დღეა...
სტუმრები ცუკვავენ.
− მე სწორედ ამ სახლის გვერდით
ვდგევარ; მუსიკა და ხმაურობა არ მოგვასვენებს.
− პირიქით, გაგვართობს კიდეც.
დუმილი ჩამოვარდა. შეუხვიეს
უკანასკნელს ქუჩას, აუსტერლიცის ხიდის პირდაპირ საწყალპირობაზედ. მეორე სახლის
წინ მორისი შედგა.
− მივედით, − სთქვა მან.
შევიდნენ ალაყაფის კარებში,
მეორე სართულში ავიდნენ, ყმაწვილმა კაცმა გააღო კარი განათებულის ოთახისა,
სესილი შევიდა და გაოცებით გადაავლო თვალი გარეშემოს.
− მე ყველაფერი მომზადებული
მაქვს, − სთქვა მან.
− ეს რაღა არის? − ჰკითხა
ქალმა და დაანახვა ბოთლი, ჭიქები და შაქრის პურები.
− ჩვენის ქორწილის ვახშამია, −
უპასუხა მან ღიმილითა.
− ესა? − დაუმატა ქალმა და კანკალიო დაანახვა ბოთლი.
− საწამლავია. სესილი სკამზე
ჩამოჯდა და მორისმა წინ დაუჩოქა.
− საწყალო სესილ! პატარები რომ
ვიყავით, ვის მოუვიდოდა ფიქრად, რომ ამით გაგვითავდებოდა საქმე?
− რაო? ნანობ თუ?
− არა.
− მე შენ გითხარ, მორის, რომ
მე შენი ვიქნები-მეთქი... იმათ არ უნდათ, რომ მე შენი ვიყო, ნამუსი კი ნებას არ
მაძლევს, საყვარლად დაგიჯდე... სიკვდილმა დაგვწეროს ჯვარი...
ამ სიტყვებზე წამოავლო ხელი
ბოთლს და ბედისწერის სასმელი ჩაასხა ჭიქებში.
− არ მეზიზღება, ტკბილი
ყოფილა, − სთქვა სესილმა, როცა ტუჩებით დაეწაფა ჭიქასა.
მორისმაც დალია და ერთმანეთს
აკოცეს. მორისი ჯერ კიდევ დაჩოქილი იდგა; ქალი თმაზედ ხელს უსვამდა და
უალერსებდა. ერთმანეთს შესცქეროდნენ დიდხანს ცეცხლით ანთებულ თვალებითა. ისინი
სიკვდილზე არა ფიქრობდნენ, ისინი ფიქრობდნენ მარტო თავიანთ სიყვარულზე.
− რარიგად მიყვარხარ, რარიგად,
− ტიტინებდა ქალი.
− ზოგი მე მკითხე, მე! −
უპასუხა მორისმა და დაუწყო ხელებზედ კოცნა.
ფანჯარა ღია იყო ნახევრად.
ფანჯარა გადაჰყურებდა ბაღს, საცა საჯარო ბალი იყო. მუსიკა კადრილის დასაწყისს
უკრავდა, ცეკვის გამგე ხმამაღლა ყვიროდა.
− ბატონებო, თქვენ თქვენს
ადგილებზე დაბრძანდით, უკანასკნელი კადრილია.
− გესმის? − უთხრა სესილმა
მორისს, − უკანასკნელიაო... ქალმა ხელახლად მოსვა ჭიქა.
− მგონია ათრობს, − სთქვა
სესილმა.
− განგებ არის ეგრე
შეზავებული.
− მაშ ჩქარა დავლიოთ და
მოვრჩეთ.
ჭიქები ერთმანეთს შეატკუცეს და
პირთან მიიტანეს,
− ადეგ, − უთხრა სესილმა
რიხიანად და ხმამაღლა.
მორისი დაემორჩილა. ქალმა
მიიყვანა ფანჯარასთან, ხელი ხელში ჩაუდო, ახედა ვარსკვლოვანს ზეცას და
თავმოწონებით სთქვა.
− წინაშე ღვთისა, რომელთანაც
განსაკითხველად ჩვენ მალე წარვდგებით, მე ვაღიარებ, რომ ქორწინების
საიდუმლოებას შეურაცხვყოფდი, თუ შევირთავდი ჩემგან შეძულებულს კაცს. და ვირთავ
ქმრად მორის ფერანსა, ჩემგან სულით და გულით შეყვარებულსა...
მორისმაც გაიმეორა იგივე
სიტყვები. ქალმა იგრძნო, რომ მორისმა ხელზე ბეჭედი გაუკეთა. ქალმა ბეჭედს აკოცა
და სთქვა სისწრაფით, თითქო უნდა მალე მოუღოს ყველაფერს ბოლოო.
− ჩვენ შევუუღლდით ერთმანეთს
საუკუნოდ; დავლიოთ, დანარჩენიც.
ჭიქები დააცარიელეს.
ყოველივე გათავდა, − სთქვა
სესილმა მწირის აღმოკვნესით, − ცოტა ხანს დამანებე, მორის, თავი და მალე კი
მოდი ისევ. მე შენ მოგელოდები, ჩემო ქმარო.
− ყმაწვილი კაცი დაემორჩილა და
გავიდა ოთახიდამ.
− შენა ხარ? − ჰკითხა სესილმა,
როცა კარის ჭრიალი მოესმა.
− მე ვარ, ჩემო სესილ, მე.
− ჩქარა მოდი, ჩქარა... მე
ვშიშობ, უშენოდ არ მოვკვდე.
II დასასრული ქორწინების ღამისა
ქარი, რომელიც ჯერ ძლივს უბერავდა, თანდათან გაძლიერდა, ხმაამოუღებელი მყუდროება დაირღვა ფოთლების შრიალითა და მძიმედ დატვირთულ ნავების ჭახაჭუხითა, რომელნიც ხიდის წინ დაბმულნი იყვნენ. ავდარის ნიშნები იყო.
მორისის პატარა ოთახში ჩუჩუნიც არ ისმოდა, ხოლო ფანჯარა ჭრიალებდა, ქარი რომ ათამაშებდა. დილის ორი საათი და ნახევარი იქნებოდა. მორისს და სესილს ეძინათ. ბოლოს ერთმა მათ შორის ტოკვა დაიწყო. ეგ სესილი იყო. წამოჯდა, შუბლზე ხელი გადისვა, უკან გადიყარა თავისი საუცხოვო შავი თმები და გაოცებულის თვალით გადაჰხედა ოთახს. თავი დაჰმძიმებოდა და ფიქრები ვერ მოეკრიბნა. ვერა გაიგო რა მისი, რასაც ჰხედავდა. სად ვარო? როგორ? სიზმარში ხომ არა ვარო? მოინდომა ფეხზე წამოდგომა. უეცრად ხელი მოახვედრა მორისის ტანს, რომელიც იქვე იწვა. ხელი შეახო თუ არა, უნდა დაეკივლა, მაგრამ ხმა გაუწყდა. ორივე ხელი წაივლო თავზედ. ერთი მძიმე კვნესა აღმოხდა მისის გულიდამ. ყოველივე მოაგონდა... ცოცხალი როგორღა გადავრჩიო? რა მოხდაო? ნუთუ მორისმა მომატყუაო? ნუთუ საწამლავის მაგიერ სხვა სავრობელი სასმელი რამ შემომატყუაო? არა, მაგისთანა საშინელს საქმეს როგორ იქმოდაო! სესილმა დაჰხედა თავის საყვარელს და ხმამაღლა დაიძახა.
− მორის! მორის!
მორისი არც კი იძროდა. სესილშა ხელი გადუსვა პირისახეზედ. კანი გაციებული ჰქონდა და სიკვდილის ფერი ედო. მთელის ტანით ათრთოლდა, აკანკალდა; წამოსწია ასაყენებლად. მორისი, როგორც უსულო მკვდარი, ისე დაეცა ქვეშაგებზედ. ელდაცემულმა ქალმა საშინლად შეჰკივლა. მორისი მოკვდა, მე კი ცოცხალი ვარო!
დიაღ, თვითონ ცოცხალი იყო და მისი თითქმის შიშველი, მთრთოლარე და ცეცხლმოკიდებული ტანი ყოველს მოძრაობაზედ ჰგრძნობდა სიკვდილის სიცივეს.
მოიკრიბა რაც ძალი და ღონე ჰქონდა და გადმოხტა ქვეშაგებიდამ თმაგაშლილი, გონებადაბნეული ვაებისა და უიმედობისაგან. დაეცა მუხლებზე ქვეშაგების წინ, წაავლო ხელი მორისის თავსა და დაუწყო კოცნა.
− მორის! − ჩასძახოდა საწყალი ქალი, − არა, შენ მკვდარი არა ხარ! ხმა გამე, ხმა! შენ მე არ მომატყუებდი, მარტო არ მოკვდებოდი! მორის, გევედრები, გაიღვიძე, ხმა ამოიღე!..
წასქდა თვალებიდამ ცრემლთა ნაკადული.
− ღმერთო! ღმერთო! − იძახოდა სესილი, − რა წყეული რამა ვარ! ღმერთო, შენ მართმევ ერთადერთს კაცს, რომელიც მე მიყვარდა და მე კი აქ მიშვებ. უმაგისოდ მე სიცოცხლე არ შემიძლიან! მორის, ჩემო ქმარო, მარტო არ გაგიშვებ, მარტო არ მოჰკვდები. მეც უნდა... მეც მინდა შენთან მოვკვდე.
ამ სიტყვებზე დასწვდა და თავისის ბაგით ზედ დააკვდა გაყინულს ბაგეს ყმაწვილკაცისას, თითქო უნდა ამოსწოვოსო სიკვდილი მის გვამიდამ თავის საწილოდაცაო. მერე წამოხტა, მივარდა მაგიდას და გიჟსავით შეჰკივლა.
− მეც მინდა მოვკვდე, მეც!
მივარდა ბოთლს, ბოთლი ცარიელი დახვდა. თვალით დაუწყო ძებნა დანას და გადიღეღა თავისი ნორჩი, მშვენიერი მკერდი, მაგრამ ვერა იპოვა-რა. ფანჯარა ღია იყო. მივარდა ფანჯარას. ფანჯარა ბაღს გადაჰყურებდა და ნახა, რომ ქედამ გადავარდნას შეიძლება სიკვდილი არ მოჰყვეს. გრილმა ჰაერმა შეამცივნა, იგრძნო, რომ თითქმის შიშველია, მოსცილდა ფანჯარას. ქალწულობის კდემამ და მორცხვობამ აიტაცა, მსწრაფლვე ჩაიცვა ტანისამოსი, მერე ისევ ხელახლად მოუბრუნდა უსულო გვამს თავის საყვარლისას.
− მორის! − სთქვა მან, − მე ეხლა შენი ცოლი ვარ... ცოტა მომითმინე და მე, ჩემო ქმარო, თან გამოგყვები!
საწოლის ფარდებს ქარი ათამაშებდა. ქალმა დაასვენა მორისი ქვეშაგების შუა, ფარდა ასწია და მივარდა ფანჯარას, რომ დაეხურა. უეცრად ორთქლმავალის სტვენის ხმა მოესმა. გადიხედა და ასს ნაბიჯზედ ბურუსში თვალი მოჰკრა ცეცხლის გემს და სიხარულით გული აევსო. მოაგონდა, რომ მდინარე სენა აქავ ახლოა და, მაშასადამე, სიკვდილი ეხლა მის ხელშია. ამისთანა სისხამ დილაზედ საწყალპირო და ხიდი უკაცურია ხოლმე. სესილმა ფანჯარა მოკეტა და, მივიდა რა მორისის გვამთან, წამოიჩურჩულა:
− მეც თან მოგდევ, ჩემო კარგო! ჩვენი სულები ისევ ერთად შეიყრებიან... ნახვამდის!
კიდევ აკოცა, გამოვიდა ოთახიდამ და აჩქარებით ჩამოვიდა კიბეზედ. ქუჩაში რომ გამოვიდა, ღონე მიეხალა, თავბრუ დაესხა და ალაყაფის კარს მიეყუდა. საწამლავი კიდევ ჰმოქმედობდა და ქალს ეგონა, რომ საცა არის დავეცემიო. სიკვდილის სიცივემ დაურბინა ტანში, საწყალმა თვალები დახუჭა. ხოლო ეს ყოფა სულ ერთის წუთის საქმე იყო. მერე აიხედა და თვალი მოავლო გარეშემოს. ქუჩაზე, ხიდზედ და წყლის ნაპირას არავინ არა ჩანდა.
ძველი რაპეს უბანი ძალიან ცოტად ჰგავს მხიარულის პარიზის ნაწილსა, ნამეტნავად ამისთანა სისხამ დილის დროს; კაცი ადვილად იფიქრებს, რომ სოფელია დიდის მდინარის პირასაო. ავდარის ნიშნები აღარ იყო, ქარიც ჩავარდა და გარეშემოს მყუდროებას და დუმილს არღვევდა მხოლოდ ხმაურობა ცეცხლის გემის ბორბლებისა. ტყვიისფერი ბურუსი ზედ დასდებოდა ქალაქს. თვალთსახედავზედ კი ერთგან გამომჭვირვალებდა პატარა ლაჟვარდი ზოლი ცისა. მდინარის მეორე ნაპირიდამ, რომელიც ჯანღში იყო დამალული, ისმოდა ცხენის ფეხის თქაფათქუფი, ჭრიალი საზიდრებისა და გინება მესაზიდრეებისა.
თავბრუდასხმამ გადაუარა თუ არა, სესილი გამოფხიზლდა, იამა, რომ ჯანღი ხელს უმართავს წადილის შესრულებას, გადასჭრა ქუჩა და წყლისპირს ამალებულის ფეხით აჰყვა.
− არა, აქედამ ვერ არის სახერხო, − ამბობდა თავისთავად, − ტალღა მაშინვე ნაპირზე გამომიტანს, თუ ფორთოხალობაც დავიწყე წყალში.
აუსტერლიცის ხიდზე მივიდა და ზედ შუაზედ შედგა. აი, კაი ადგილი! ჯანღში წყალი ძლივს ჩანდა, გარშამოც, რამოდენაზედაც თვალი სწვდებოდა, არავინ იყო. ხიდის მოაჯირს გადვიდა, შედგა. გაისწორა კაბა და ასე დასაღუპავის ადგილის პირზედ მდგომარემ ერთი კიდევ უკანასკნელად მიიხედა იქით, საცა ეხლახანს თავისი ქორწილი იდღესასწაულა.
− ჩემო კარგო! − ჩაიჩურჩულა ღიმილით, − აი მეც მოგიველო! − დაიფარა თვალებზედ ხელი, იშვირა ფეხი და გადავარდა ხმაამოუღებლად, დაუკვნესავად. მოისმა წყლის შხლაპუნი, ჯანღი გადიყარა და უთვალავი წრეები გაკეთდა მდინარის წყლის ზედაპირზედ იმ ადგილას, საცა დაიღუპა საწყალი ყმაწვილი ქალი.
თითქო დღე და ადამიანის სიცოცხლე ამ წუთს ელოდნენო, რომ თავი გამოეჩინათ. ერთბაშად ყველამ გაიხმაურა, ფრინველები გალობას მოჰყვნენ, მამლებმა თავის ხრინწიანის ხმით ყივილი დაიწყეს. თანდათან მდინარე სენა ჯანღებიდამ გამოვიდა. ცა, ქვეყანა, წყალი გამოჩნდა ლურჯს ჰაერზედ. ბოლოს, მზემაც ამოჰყო თავი.
მეორე ნაპირას ძახილი შეიქმნა: ყოველ მხრიდამ, დუქნებიდამ, გემებიდამ, ნავებიდამ გამოცვივდა ხალხი ხიდზედ; ზოგი ნავით შევიდა შუა წყალში. ჟღრიამული ატყდა, ატყდა ფაცაფუცი. ყვიროდნენ.
− აი მანდ, მანდ, მესამე კამარის ქვეშ! !
ერთს ნაიდამ ვიღაც კაცი გადახტა წყალში და აჩქარებით წავიდა
ცურვით, საითაც უჩვენებდნენ.
III გადადებული ქორწილი
დილის შვიდი საათი არ იყო ჯერ, რომ ტიუსსოს სახლში ყველანი ფეხზე იდგნენ. ხოლო ტიუსსოს ცოლმა ნება არ მისცა, რომსესილი გაეღვიძებინათ.
− ნუ, ნუ, − სთქვა მან, − დეეხსენით, გამოიძინოს. ყველაფერი მომზადებული აქვს. დეე, რაც შეიძლება გვიან ადგეს.
არავინ არ ეწინააღმდეგა. სესილი თავის ანაბარას დააგდეს, სახლში კი დიდი ფაციფუცი გაიმართა. დუქნებიდამ მოჰქონდათ ნავაჭრები, პარიკმახერი ტიუსსოს თავზედ უკეთებდა უშველებელს ძეგლს თმებისას; ყოველი კუთხე და ტახტები სავსე იყო ქალის სამკაულებითა; ყველგან ყვავილების თაიგულები მოჩანდა. გარედ კარებ-წინ იდგნენ დაქირავებულნი ეტლნი, რომელთ გამგეობა მიეცათ მეჯვარისათვის. მეჯვარე უნდა თვითონ წასულიყო მახლობელ ნათესავების მოსაყვანად.
− მე დალაქს აღარ მოვუცდი, თვითონ წავალ იმასთან, − სთქვა კლოდ ტიუსსომ, რაკი ჰნახა, რომ ამ არევ-დარეულობაში კაცი არა ჰყავს, რომ დალაქის დასაძახებლად გაგზავნოს.
მაშინვე გამოვიდა და წავიდა. რამდენისამე ხანის შემდეგ ისევ მობრუნდა პირმოპარსული. ცოლს უნდოდა ეკოცნა ლამაზს ნიკაპზედ და ქმარმა შორს დაიჭირა.
− აბა, − სთქვა კლოდ ტიუსსომ. − დღეს ყველაზედ უწინარეს პატარძალმა უნდა მაკოცოს... სად არის სესილი?
− სძინავს.
− ხომ არ გაგიჟდი! რატომ არ გააღვიძებ? როდისღა მოემზადება! აი საცაა სტუმრებიც თავზედ დაგვესხმიან.
− ჟიული, − დაუძახა ცოლმა მოახლეს, − წადი, მოახსენე ბატონის ქალს, რომ დროა გაიღვიძოს. პარიკმახერი დიდიხანია ელის.
მართალიც იყო. პარიკმახერს გაეთავებინა ძეგლის აშენება ტიუსსოს ცოლის თავზედ და ეს უკანასკნელი ეკითხებოდა კიდეც.
− თქვენ იმედი გაქვთ, ბატონო რენო, რომ მაგრად იქნება და თმა არ ჩამომეშლება?
დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ბატონო, − უპასუხა პაარიკმახერმა, − შეგიძლიათ იცეკვოთ, რამდენიც გსურთ, ერთი ბეწვიც არ დაიძვრის თავის ადგილიდამ.
მოახლე დაბრუნდა და მოახსენა, რომ კარი სამჯერ დავურახუნე სესილს, მაგრამ პასუხი არ მომცაო.
− რაო? − იკითხა ტიუსსომ, − განა დღეს შინიდამ გავიდა სადმე?
− არა მგონია. უსათუოდ დიდს ძილშია და ჟიულის ძალიან არ ურახუნებია კარი.
− აბა ერთი შენ თვითონ ნახე და უთხარ, რომ აჩქარდეს, ეტლები მზად არიან და თუ ჩვენ პირველნი არ მივედით მერთან, ჩვენი საუზმე შუადღის ერთს საათზე წინ ვეღარ მოხერხდება.
− კარგი, ცოტა კიდევ მოიცადეთ, ბატონებო. ეხლავ ჩამოვა.
თითო-ოროლა სტუმარი მოდიოდა კიდეც და ტიუსსო ალერსით მიეგებებოდა ხოლმე. მაინც კი დრო ჩაიგდო, რომ სმენოდა, მისი ცოლი რა გულმოდგინებით არახუნებდა ქალის ოთახის კარებსა.
− სესილ!... ქა, სესილ!.. − იძახოდა ტიუსსოს ცოლი, − სესილ, შვილო, ხმა ამოიღე−და!..
ერთს წუთს შემდეგ გაფითრებული ჩამოვიდა ძირს და ქმარს უთხრა.
− ოთახში არ არის. ვაითუ...
− რა ვაი? ჭკუიდამ ხომ არ შეცდი. სძინავს და ის არის.
− ოთახში არავინ არის, ქვეშაგებიც ხელუხლებელია.
− ტყუილია! უსათუოდ წავიდა სადმე. მუდამ თვითონ აილაგებს ხოლმე თავის ქვეშაგებს, − სთქვა ტიუსსომ და ეტყობოდა კი ელდად ეცა ეს ამბავი, ხოლო ცდილობდა დაეშოშმინებინა ცოლი და სტუმრები.
− ყველამ, ვინც კი იყო, ერთმანეთს გადახედეს გაოცებით. ტიუსსოს ცოლს ტირილი წასქდა.
− ღმერთო ჩემო, ღმერთო! ჩემის შვილის თავზედ რაღაც უბედურებაა!
− კარგი, კარგი, ადელ, ჭკუაზედ იყავ... მარტოკანი ხომ არა ვართ... აბა მომეც მეორე გასაღები იმის ოთახისა.
− მართლა, მართლა, − დაიძახა ცოლმა, − მივარდა განჯინას და ამოიღო ყუთიდამ გასაღები.
ქმარი და ცოლი სწრაფად აცვივდნენ კიბეზედ. ქმარმა კარი გააღო და შევიდა ოთახში. ყველაფერი თავის რიგზედ ეყო ხელუხლებლად. ცოლი ქმარს პირში შესცქეროდა და ელდიო ხმა ვერ ამოეღო.
|
ვარიანტები, კომენტარები, შენიშვნები
ტექსტისთვის
ფრანგი მწერლის ალ. ბუვიეს (1836 – 1892) რომან „იზას" ქართული თარგმანი ილიას სიცოცხლეში ორჯერ დაიბეჭდა (ჟურნ. „ივერიაში", 1879 – 1880 წ.წ. და 1892 წელს ილია ჭავჭავაძის თხზულებათა ІV ტომში, რომელიც ორ წიგნად გამოვიდა). თარგმანი დაბეჭდილია „ივერიის" დამატების სახით ჟურნალის ძირითადი ნაწილის შემდეგ და გვერდების სათვალავიც ცალკე აქვს. ნომრიდან ნომერში ტექსტი დასათაურების გარეშე გრძელდება და ზოგჯერ წინა ნომერში დაწყებული ფრაზა ან სიტყვაც კი მეორეში მთავრდება. ამით გაადვილდა „ივერიის" ფურცლებიდან „იზას" ცალკე წიგნად აკინძვა და მკითხველისათვის მიწოდება. 1959 წელს რომანის მეცნიერულ-პოპულარული გამოცემა განახორციელა პროფ. ზ. ჭუმბურიძემ. თარგმანს ერთვის პლ. კეშელავას წერილი „ა. ბუვიე და მისი რომანი „იზა", ზ. ჭუმბურიძის შენიშვნები „ტექსტისათვის" და ვარიანტები. გამომცემელმა ზ. ჭუმბურიძემ ფართო მკითხველის ინტერესების გათვალისწინებით ტექსტში სათანადო სწორებანი შეიტანა, რომლებსაც ანგარიში გაეწია წინამდებარე აკადემიური ტექსტის მომზადების დროს. რომან „იზას" ქართული თარგმანი წარმოადგენს ალ. ბუვიეს მიერ შექმნილი რომანების სერიის (საერთო სათაურით "დიდებული იზა") მეორე წიგნის თარგმანს, რომელიც ი. ჭავჭავაძემ რუსული თარგმანიდან შეასრულა. ეს უკანასკნელი გამოქვეყნდა 1879 წელს პეტერბურგის ჟურნალ „Живописное обозрение"-ში* ( * )რამდენადაც თარგმანის ხელნაწერი შემონახული არ არის, აკადემიური გამოცემის მომზადებისათვის მივმართეთ მწერლის სიცოცხლეში განხორციელებული ორი გამოცემის შედარებით ანალიზს. ასეთმა ანალიზმა დაადასტურა, რომ 1892 წლის გამოცემაში „იზას" თარგმანი გადმობეჭდილია ჟურნალ „ივერიაში" გამოქვეყნებული ტექსტიდან, რასაც მოწმობს ცალკეული შეცდომების (მათ შორის ზოგიერთი კორექტურული შეცდომის) გამეორება ახალ გამოცემაში. ამასთანავე, მეორე გამოცემას ეტყობა ტექსტზე მთარგმნელის ხელახალი მუშაობის კვალი. ამის გათვალისწინებით წინამდებარე გამოცემა ემყარება 1892 წელს გამოცემულ ტექსტს, რადგან იგი ავტორის ბოლო ნებას გამოხატავს. ტექსტების ურთიერთშედარების შედეგად გამოვლენილი სხვაობანი წარმოდგენილია ვარიანტების სახით. ვარიანტებში ძირითადი წყარო (1892 წ. გამოცემა) აღნიშნულია A ლიტერით, „ივერიაში" დაბეჭდილი ტექსტი B-თი. ზოგიერთ შემთხვევაში აუცილებელი გახდა სწორების შეტანა ძირითად ტექსტში. სესილისა და მორისის თვითმკვლელობის ღამედ დედანში (როგორც ფრანგულ ორიგინალში, ისე რუსულ თარგმანში) დასახელებულია 20 ივნისი, ქართულ თარგმანში კი ("ივერიაშიც" და 1892 წლის გამოცემაშიც) უმეტესად 20 ივლისია ნახსენები. დედნისეული მართებული თარიღი (20 ივნისი) მხოლოდ გამონაკლისის სახით გვხვდება ორიოდე შემთხვევაში. წინამდებარე გამოცემაში ჩვენ საჭიროდ მივიჩნიეთ ეს შეცდომა ყველგან გაგვესწორებინა, ე. ი. ყველგან 20 ივნისი აღგვენიშნა, როგორც ეს ფრანგულ ორიგინალში და რუსულ თარგმანშია წარმოდგენილი. რომანის მთავარი მოქმედი პირი – იზა არის მოლდაველი ბოშას ქალი. ილია ჭავჭავაძე „ბოშას" ნაცვლად ყველგან ხმარობს სიტყვა „ბუშს", რომელსაც დღეს სხვა მნიშვნელობა აქვს. წინა გამომცემელი პროფ. ზ. ჭუმბურიძე ამ სიტყვას ცვლის „ბოშათი", ჩვენც ასე მოვიქეცით. წინამდებარე გამოცემაში გავიზიარეთ აგრეთვე წინა გამოცემისეული ზოგიერთი სხვა სწორება, რომელიც ფაქტობრივი თუ შინაარსობრივი ხასიათის შეცდომებს ეხება. მაგ. პალიარის ქვრივი და ჩუმად მაძიებელი ბოიე ხან ძალუა-მაზლისწულად იხსენიებოდნენ, ხან დეიდაძმისწულად; ლუი და ბოიე ხან ბიძაშვილები გამოდიოდნენ და ხან დეიდაშვილები. ჩვენს გამოცემაშიც მთარგმნელის ეს შეცდომა გასწორდა. უკანონოდ შობილ ბოიეს მამის მხრიდან ნათესავად ვერ მოხვდებოდა ლუი, ამიტომ გავასწორეთ დეიდა-დეიდაშვილად და მივუთითეთ ვარიანტებში. ორივე წყაროში საკუთარი სახელები სხვადასხვაგვარი ფორმითაა მოცემული: ზინსკაია – ზინტსკაია, სეგლენი – სიგლენი – სეგლინი, გრეგორო – გრიგორო, სესილი – სესილა, ამელი – ამალი, ტიუსო – ტიუსსო, პალიარი – პელიარი, დე ტალიე – დიუტალი, სიმონ რივე – სვიმონ რივო, ჟუსტინა – ჟიუსტინა, მარიანა – მარიანნა – მარიანე, ლაკუე – ლაკკო – ლაკოე. ასეთი მერყეობა იმით უნდა აიხსნებოდეს, რომ რომანი მოკლე დროში, ნაწილ-ნაწილ ითარგმნებოდა და ქვეყნდებოდა ჟურნალის ფურცლებზე. წინამდებარე გამოცემაში (მსგავსად წინა გამოცემისა) საჭიროდ დავინახეთ ამ მხრივ ერთგვარობის დაცვა; უპირატესობა მივეცით სახელის იმ ფორმას, რომელიც უფრო ხშირად აქვს გამოყენებული მთარგმნელს; ამასთანავე, ანგარიში გავუწიეთ დედანთან სიახლოვეს. ჟურნალ „ივერიაში" გამოქვეყნებულ ტექსტში უხვადაა რუსიციზმები, როგორიცაა: შკაფი, სტოლი, ფადნოსი, კრესლო და სხვა. 1892 წლის გამოცემაში ილიას ზოგიერთი რუსიციზმი ქართული შესატყვისით შეუცვლია, მაგრამ არა ყველა და არა ბოლომდე. ზოგიერთი სიტყვის სწორება ბოლომდეა ჩატარებული და ზოგისა კი – მხოლოდ პირველ თავებში. აკადემიურ გამოცემაში ეს სწორება ბოლომდე გავატარეთ და აღვნიშნეთ სათანადო ადგილას ვარიანტებში. იმ რუსიციზმებს, რომლებიც არც ერთხელ არ ჩაუსწორებია მთარგმნელს, არ შევხებივართ. ასეთებია: პრობკა, მებელი, კუშეტკა და სხვ. „ივერიის" ტექსტი გადატვირთული იყო სხვათა სიტყვის ნაწილაკ ო-თი. მეორე (1892 წ.) გამოცემაში მთარგმნელმა შეამჩნია ეს ხარვეზი და ტექსტი ამ მხრივაც ჩაასწორა, მაგრამ ზოგჯერ ო შემთხვევით იქაც ამოღებულია, სადაც ის აზრის სიზუსტისათვის აუცილებელი იყო. ასეთ შემთხვევაში ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ აღგვედგინა ო ნაწილაკი „ივერიის" მიხედვით. სწორებები აღნიშნულია ვარიანტებში. პარალელური ფორმები, როგორიცაა ეჭვი – იჭვი, ანბავი – ამბავი, მზგავსი – მსგავსი და სხვანი, წინამდებარე გამოცემაში უცვლელადაა დატოვებული. ასევე, ზმნის პირისეული პრეფიქსების (ს- და ჰ.) ხმარებისას არ არის დაცული გარკვეული კანონზომიერება. ისინი პარალელურადაა დატოვებული, რადგან ასახავს მაშინდელ ქართულ ენაში არსებულ მდგომარეობას. ვარიანტებში არ გაგვიტანია შემდეგი სწორებანი: დიახ → დიაღ, საქრმო → საქმრო (აქედან, ცოლქრმობა → ცოლქმრობა), ჰსთქვა → სთქვა. ეს სიტყვები 1892 წლის გამოცემაში ყველა შემთხვევაში ასეა შეცვლილი და ამიტომ ვარიანტების განსატვირთავად მას აღარ ვიმეორებთ. ჩვენს გამოცემაში გასწორდა ორიოდე სიტყვის მართლწერა (სხვერპლი → მსხვერპლი, უწინდელებ ← უწინდელებრ). ამის შესახებაც მითითებულია ვარიანტებში სათანადო ადგილას. ი. დობორჯგინიძე ___________________ ნაბეჭდი: ილია ჭავჭავაძე, თხზულებანი, ტ. ІV, თარგმანები, იზა (ა. ბუვიესი), წიგნი І, გვ. 1 – 314, წიგნი ІІ, გვ. 315 – 693, ტფ., ქართველთა ამხანაგობის გამოცემა, 1892 წ., (A). ჟურნ. „ივერია", 1879, №3, გვ. 1 – 32; №4, გვ. 33 – 48; №5 – 6, გვ. 49 – 144; №7 – 8, გვ. 145 – 224; №9 – 10, გვ. 225 – 272; 1880, №1, გვ. 275 – 314; №2, გვ. 315 – 384, №4, გვ. 385 – 492 (B). 7. 5 ბრინჯაოს] ბრონზის B. 7 აწოწვილს გუდარს ირთავსო] ირთავსო აწოწვილს გუდარს B. 9 – 10 არა სჯეროდა] არ ჰსჯეროდა B. 10 ჰლაპარაკობდნენ] ლაპარაკობდნენ B. 12 იმიტომა] იმიტომაო B. 13 დაახლოვებულიაო] დაახლოებულიაო B. 14 თავის] თავისი B. იცის] იცისო B. 15 მეტად] მეტათ B, სწყინდათ] ჰსწყინდათ B. 20 იმიტომ აძლევსო] აძლევს იმიტომაო B, გაიხადოს] გაიხადოსო B. 22 იმისთვის] იმისთვისაო B. 24 ისე – B, უყვარს] უყვარსო B. 8. 2 იყვნენ] იყვნენო B, მორისი] მორისიო B. 3 შეიქმნა] შეიქმნაო B, გათხოვება] გათხოვებაც B, დაეჩქარებინათ] დაეჩქარებინათო B. 4 ჰყბედობდნენ] ყბედობდნენ B. 11 დაბალ] დაბლა B. 13 ხომ მაინც – B. 14 შეგინდოთ] შეგინდოსთ B. 20 გიშერივით] როგორც გიშერი B. 21 სხივისავით] სხივსავით B. 21 გამოჰკრთოდნენ] გამოკრთოდენ B. დაღალული] დაღალულნი B. 1 ფაცაფუცისაგან] ფაციფუცისაგან B. 2 ჰხედავთ] ხედავთ B. 6 მეორე] მეორეს B. 11 იმან] მან B. 17 გასცემთ] გაჰსცემთ B. 24 ლამაზს] ლამაზ B. 10. 3 ჩამოშვებულს არა გნახავ] ჩამოშვებული არ იქნები B. 8 ჰნიშნავს] ნიშნავს B. 14 სძლებს] ჰსძლებს B. 15 შეჰნიშნა] შენიშნა B. 18 ხმითა] ხმით B. 19 ხვალა ვთქვა] ხვალ ვჰსთქვა B. 21 შეჰხედეს] შეხედეს B. 26 ყველაზე] ყველაზედ B. 31 ვთქვათ] ვჰსთქვათ B. 11. 5 ბაშვს] ბავშვს B. 19 შეეხოვო] შეეხოო B. 20 ფეხაკრებით] ფეხაკრეფით B. 23 ჰნახა] ნახა B. 12. 6 სტიროდნენ] ტიროდნენ B. 13 სჯობს] ჰსჯობს B. 17 გყვანდა] გვყვანდა B. 20 პატივსა] პატივ B. 23 სცდილობდი] ცდილობდი B. 26 ჰხადი] ხადი B. 27 გაესწორებინათ] გაეკეთებინათ B. 29 ცრემლები] ცრემლი B. 30 სწუხარ] ჰსწუხარ B. 34 გახსოვს] გახსომს B. 13. 1 მისცა] მიჰსცა B. 3 ჰყიდულობდა] ყიდულობდა B. 7 დედაჩემიც] დედაჩემმიც B. 11 სწერდა] ჰსწერდა B. 22 დავღუპავ] დავღუპამ B, ვუთხრა] უთხრა B. (ІІ). 25 ყოველისფერში] ყოველსფერში B. 29 ჩავვარდე] ჩავარდე B. 14. 16 მოჰკიდა] მოუჭირა B. 15. 4 ცეკვავენ] ტანციობენ AB. 26 ვიქნები] ვიქმნები B. 30 ჩაასხა] დაასხა B. 33 დალია] დალივა B. 16. 1 შესცქეროდნენ] შეჰსცქეროდნენ B. 2 არა] არ B, ჰფიქრობდნენ] ფიქრობდნენ B. 9 ცეკვის] ტანციობის AB. 23 წარვდგებით] წარვსდგებით B, ვაღვიარებ] აღვიარებ B. 24 შეურაცხვყოფდი] შევურაცხვყოფდი B. 29 უნდა] უნდაო B. 17. 2 მოგელოდები] გელოდინები B. 12 მძიმედ] მძიმე B. 18 გადისვა] გადისო B. 19 გადაჰხედა] გადახედა B, მოეკრიბნა] მოეკრიფნა B. 21 ჰხედავდა] ხედავდა B. 30 დაჰხედა] დახედა B. 18. 1 გადუსვა] გადუსო B. 2 პირისახეზედ] პირის სახეზედ B. 3 წამოსწია] წამოჰსწია B. 9 ჰგრძნობდა] გრძნობდა B, სიცივეს] სიცივესა B. 10 მოიკრიბა] მოიკრიფა B. 14 ჩასძახოდა] ჩაჰსძახოდა B. 15 მომატყუებდი] მამატყუებდი B. 24 ამოსწოვოსო] ამოჰსწოვოსო B. 26 მაგიდას] სტოლს AB. 28 დაჰხვდა] დახვდა B. 31 ჰნახა] ნახა B. 33 მოსცილდა] მოჰსცილდა B. 19. 7 სტვენის] შტვენის B. 18 ჰმოქმედობდა] მოქმედობდა B. 23 სჩანდა] ჰსჩანდა B. 33 საზიდრებისა] პოვოსკებისა B, 33 – 34 მესაზიდრეებისა] მეპოვოზკეებისა B. 20. 1 გადაუარა] გადუარა B. 2 – 3 გადასჭრა] გადაჰსჭრა B. 7 ხიდზე] ხიდზედ B. 9 სწვდებოდა] ჰსწვდებოდა B, მოაჯარს] მუაჯარს B. 10 კაბა] იუბკები AB. 15 წყლის] წყალის B. 19 ელოდდნენო] ელოდნენო B. 20 ერთბაშად] ერთბამად B. 20 – 21 ფრინველები] ფრინვლები B. 23 ჰაერზედ] ჰაერზედა B. 27 ატყდა] ასტყდა B. 31 ცურვით] + იქით B. 21. 3 რომ] + კლოდ B. 9 ფაციფუცი] ფასიფუსი B. 10 ტიუსსოს] + ცოლს B. 17 ჰნახა] ნახა B. 18 გაგზავნოს] გაჰგზავნოს B. 19 რამდენისამე] რამდენიმე B. 22 აბა] ნუ B. 24 სძინავს] ჰსძინავს B. 31 ეს უკანასკნელი – B. 22. 1 გაქვთ] გაქვსთ B. 4 იცეკვოთ] იტანციოთ AB. 17 თითო-ოროლა] თვითო-ოროლა B. 18 მიეგებებოდა] ემიგებებოდა B. 26 შესცდი] შეჰსცდი B, სძინავს] ჰსძინავს B. 30 ელდად] ელდათ B, სცდილობდა] ცდილობდა B, დაეშოშმინებინა] დაეშოშმანებინა B. 23. 7 სწრაფად] სწრაფლად B. 9 შესცქეროდა] შეჰსცქეროდა B. 12 საბანებლადაცა] საბანებლათაცა B. 19 თვალცრემლიანმა] ცრემლით თვალში B. 22 მსხვილი] სხვილი B. 23 გადმოსცვივდა] გადმოუცვივდა B, მიჰვარდა] მივარდა B. 25 სწერია] ჰსწერია B. 27 ჩამწყდარის] ჩამწდარის B. 24. 11 მოჰხდა] მოხდა B. 13 აქეთ] აქედ AB, თვალი] თვალიო B. 17 ფრთხილად] ფთხილად B. 20 დასცა] დაჰსცა B. 28 ხელთათმანებით] ხელთათმანით B. 30 წარმოსთქვა] წარმოჰსთქვა B. 33 დაბალის] დაბლის B. 25. 9 დაირჩო] დაიხჩო B, წუთს] წუთ B. 10 – 11 საშინელი] უზარმაზარი B. 11 სასტიკ] საშინელს B. 13 აქეთ] აქედ AB. 13 სტიროდა] ტიროდა B. 15 სცდილობდნენ] ცდილობდნენ B. 24 აუბრიალდა] აუბრიალდნა B. 26 – 27 სჯეროდა] ჰსჯეროდა B. 32 გასცა] გაჰსცა B. 26. 7 – 8 შეჰკრთა] შეკრთა B. 9 ჰლანძღავდა] ლანძღავდა B. 27 მისცა] მიჰსცა B. 28 ზარდაცემული] ზარდაცემულმა B. 27. 1 სტიროდა] ტიროდა B. 9 მოჰხდა] მოხდა B. 29 ვერავინ ვერ] არავინ არ B. 28. 5 – 6 თვალტანადობისა] თვალთტანადობისა B, შავგვრემანის] შაგვრემანის B. 14 ჰლაპარაკობთ] ლაპარაკობთ B, ყოველისფრით] ყოვლისფრით B. 15 ძალიან] ძალიანა B. 25 თვალცრემლიანმა] ცრემლით თვალში B. 29 იქნება მკვდარი არ არის? – AB. 29. 10 მენავეებისა] მენავებისა B, 10 – 11 ჰსვამდა, ჰხმაურობდა, ჰყვიროდა, ჰყბედობდა და ჰკასკასებდა] სვავდა, ხმაურობდა, ყვიროდა, ყბედობდა და კასკასებდა B. 15 მოკლე] მოკლეს B. 17 და დიდმკერდა – B. 18 – 19 ჰყვიროდა] ყვიროდა B. 19 ჰკასკასებდა] კასკასებდა B, ჰყბედობდა] ყბედობდა B. 30. 4 – 5 მივასწრებ] მოვასწრობ B. 8 წყლის] წყლისა B. 9 ზევითა] ზევითი B. 10 მოუსვა] მოუსო B. 13 შადიად] შადიათ AB, ბრინჯაოს] ბრონზის AB. 20 ჯმუხი] ჭმუხი B. 25 ჰმუშაობდა] მუშაობდა B. 27 შესჩვევოდა] შეჰსჩვევოდა B. 28 ჰხმარობდა] ხმარობდა B. 29 საღამოობით] საღამობით B. 30 შესჩივლებდა] შეჰსჩივლებდა B. 31 მოცლილად] მოცლილი B, ისეთისავე] ისეთისვე B. 32 როგორადაც] როგორათაც B. 34 სწმენდდა] წმენდდა B. 31. 6 როგორც] როგორს B. ნიუფაუნდლენდის] ნიუფაუდლენდის B. 8 დასარჩობად] დასახჩობად B. 14 ჩაიყურყუმელავა] ჩაიყურყუმალავა B. 28 ვიკლავო] ვიკლამო B, დავუწყოთ] დაუწყოთ B. 29 მომივიდა] მომივიდაო B. 31 არა] არ B. 32. 1 მოსწონს] მოჰსწონს B. 6 შეჰხედა] შეხედა B. 7 გარედ] გარეთ B. 8 მეეტლეს] კუჩერს AB. 17 ხმით] ხმითა B. 22 დასვა] დაჰსვა B. 23 დასცა] დაჰსცა B. 31 ჰთამაშობთ] თამაშობთ B. 33. 9 განმავლობაში] განმავალობაში B. 3 შეჰხედა] შეხედა B. 4 იქნება] იქმნება B. 5 ჰთამაშობთ] თამაშობთ B. 7 მოჰხდეს] მოხდეს B. 13 მოჰხდება] მოხდება B. 18 გროშადაც] გროშათაც B. 22 ვთქვათ] ვჰსთქვათ B. 23 შენი] შენის B. 25 ჰფიქრობ] ფიქრობ B. 32 როგორც] როგორიც B. 34. 1 დაიცვას] დაიცას B. 6 – 7 მისი] იმის B. 8 სცემდეს] ჰსცემდეს B. 20 – 21 კარგადა] კარგად B. 27 მიეცა] მოეცა B. 31 თავისუფლად] თავისებურად B. 35. 1 კამერციის] კამმერციის B. 3 გასცა] გაჰსცა B. 6 შესძახა] შეჰსძახა B. 9 იმად] იმათ B, ჰღირს] ღირს B. 15 შევწირო] შევსწირო B, არა] არ B, მზადა] მზათა B. 17 ჰლაპარაკობ] ლაპარაკობ B, შეჰნიშნა] შენიშნა B. 20 რისთვის] რისათვის B. 26 თავს] თავსა B. 36. 1 სჯობია] ჰსჯობია B. 6 მიჰხვდა] მიხვდა B. 7 სტყუოდა] ჰსტყუოდა B. 8 უბრჭყვიალებს] უბრჭყიალებს B. 9 მსხვერპლი] სხვერპლი B. 10 სცდილობდა] ცდილობდა B. 14 სცემდნენ] ჰსცემდნენ B. 20 ჩვენს] ჩვენ B. 21 ფიქრადაც] ფიქრათაც B. 25 დაგარჩობთ] დაგახჩობთ B. 26 შეამჩნია] შეამცნივა B. 29 იმედით] + რომ B. 31 ელოდდნენ] ელოდნენ B. 32 ის] ეს B. 37. 1 მოეხვია] მოეხვივა B. 5 წუხელ] წუხელს B. 6 ყოფილიყო] მოსულიყო B. 14 სჯეროდა] ჰსჯეროდა B. 21 მართლაც] მართლადაც B, მოჰხდა] მოხდა B. 23 სტიროდნენ] ტიროდნენ B, ნუგეშს სცემდნენ] ნუგეშ ჰსცემდნენ B. 30 სტიროდა] ტიროდა B. 33 შეჰნიშნა] შენიშნა B. 38. 14 რომელნიც] რომელიც B, წინათ] წინად B. 14 ჰნახა] ნახა B. 23 დასძრავთო] დაჰსძრამთო B. 24 მოუვლელადაც] მოუვლელათაც B. 39. 2 ქალს] ქალსა B. 4 აქეთ-იქით] აქედ-იქით A. 5 უნდა] უნდაო B. 6 მიაპყრა] მიაბჯინა B. 17 ჭკვა შეშლია] ჭკუა შეშლილია B. 19 განუწყვეტლად] გაუწყვეტლად B. 27 ისეთი] ესეთი B, მისცეს] მიჰსცეს B. 29 გგონია] გონია B. 40. 1 გაჰხადეს] გახადეს B. 4 პირისახეს] პირის სახეს B. 8 სცდილობდა] ცდილობდა B. 12 გამოგვყვებით] გამოგყვებით B. 15 მოჰხდება] მოხდება B. 21 ფერშლების] ფელშრების B. 41. 5 უკედ] უკეთ B. 12 გაჰხადა] გახადა B. 21 – 22 ბრინჯაოს ქარხნის მუშა] მებრონზე AB. 31 ტანისამოსს და – A. 42. 4 რეცხვას] რეცხას B. 11 ბატონი] უფალი B, უთხრა] ჰკითხა B. 12 მწუხარებისა] მწუხარების B. 13 შესწყვიტა] შეჰსწყვიტა B. 20 მიაპყრა] მიაბჯინა B. 22 ჰნახა] ნახა B. 24 ჰნახავთ] ნახავთ B. 28 მხსნელო] მსხნელო B. 32 სასმენელად] სასმენლად B. 43. 4 ფათერაკად] ფათერაკათ B, შეემთხვია] შემთხვევია B. 6 დამართვია] დაჰმართვია B. 7 დაერჩო] დაეხჩო B. 16 სთხოვა] ჰსთხოვა B. 17 კდემამორეულმა] კთემამორეულმა B. 35 დასარჩობად] დასახჩობათ B. 44. 3 ჰნახა] ნახა B. 4 შეჰხვდა] შეხვდა B. 14 გადაჰხედა] გადახედა B. 19 ჩემი] ჩემის B, მხსნელი] მსხნელიო B. 21 რუპმა] რუბმა B. 22 პალატაში] პალატში B, ჰნახეს] ნახეს B. 25 ჰშიშობდნენ] შიშობდნენ B. 29 მისცვივდნენ] მიჰსცვივდნენ B. 33 შემოჰხედა] შემოხედა B. 45. 1 ჩვენა] ჩვენ B (І). 7 ჰნახავ] ნახავ B. 16 წარმოსთქვა] წარმოჰსთქვა B. 20 ჰფიქრობდნენ] ფიქრობდნენ B. 22 ირჩობოდა] იხჩობოდა B. 26 მამასა] მამასაო B. 27 გრძნობდა] ჰგრძნობდაო B. 27, 28 გუდარსა] გუდარსაო. B. 29 მშობლებსა] მშობლებსაო B. 31 ჰნახეს] ნახეს B. 46. 2 ამტყუნებდნენ] ამტყუვნებდნენ B. 4 ჰნახა] ნახეს B. 5 ამბავი] ამბავიო B. 6 სულმდაბალი] სულდაბალი B. 7 ერთხმად] ერთხმათ B, იძახოდნენ] იძახდნენ B. 11 განმავლობაში] განმავალობაში B. 13 მოელოდდნენ] მოელოდნენ B, სცნობდა] ჰსცნობდა B. 15 დასტრიალებდნენ] დაჰსტიალებდნენ B. 17 ავადმყოფის] ავათმყოფის B. 24 ჰყბედობდნენ] ყბედობდნენ B, გამო] გამოო B. 47. 1 ჰშინებოდეს] შინებოდეს B. 2 აღარა (І)] აღარ B. 4 ჰშორდებოდა] შორდებოდა B. 5 ყოველისფერს] ყოველსფერს B. 6 საყვარლად] საყვარლათ B, ვჯდომოდი] ვჯდომოდიო B, ქორწინებაზედ] ქორწილობაზედ B. 9 დასდო] დაჰსდო B. 10 ჩავვარდები] ჩავარდები B, დავირჩობო] დავიხჩობო B. 11 ირჩობდა] იხჩობდა B. 12 სინანულსა] სინანულსაო B, ვედრებასა] ვედრებასაო B. 13 დამიბრუნოს] დამიბრუნოსო B. 13 – 14 შევრთავ] შევრთავო B. 17 ჰსინჯავდნენ] სინჯავდნენ B. 18 სცხებდნენ] აცხობდნენ B. 20 რა] რაო B. 26 ვდგები] ვსდგები B. 34 აქეთ] აქედ AB. 48. 1 მოჰხდა] მოხდა B. 5 სტიროდა] ტიროდა B, მოჰხდა] მოხდა B. 7 ჰნახა] ნახა B, ცუდადა] ცუდათა B, ჰხდიდა] ხდიდა B. 11 როცა] რაკი B. 16 ავადმყოფის] ავათმყოფის B. 17 შესატყობლად] შესატყობლათ B, ჰნახეს] ნახეს B. 19 დამიძახა, გავიგონოო] დამიძახოს, გავიგონო B. 21 ისევ – A. 28 ლაკუეს] ლაკკოს AB. 32 მომწერა] მამწერა B. 49. 2 აქეთ] აქედ AB. 12 ვეღარა] ვეღარ B. 21 გადარჩენა] გადარჩომა B. 28 არც] არცა B, იმისთვის] იმისათვის B. 31 სწვდები] ჰსწვდები B. 33 ვისიმეს] ვინმეს B. 34 ჰტრიალებს] ტრიალებს B. 50. 12 ჰხედავ] ხედავ B. 15 საფუძვლიანი] საფუძველიანი B. 17 მოსწყინდება] მოჰსწყინდება B, გასცვლის] გაჰსცვლის B. 24 ოჯახისთვის] ოჯახისათვის B. 27 საქეიფოდ] საქეიფოთ B. 35 დაეშვა] დაეშვო B. 51. 1 გამიამხანაგდებოდა] გამიამხანაკდებოდა B. 2 ჰხედავთ] ხედავთ B, სძულს] ჰსძულს B. 3 სძულდა] ჰსძულდა B. 5 შეჰხედეს] შეხედეს B. 17 უკედ] უკეთ B. 24 შეჰნიშნა] შენიშნა B. 25 შეჰხედა] შეხედა B. 32 გადვუხადო] გადუხადო B. 52. 8 მომატყუაო] მამატყუაო AB. 9 შეჰხედეს] შეხედეს B. 15 სიძედ] სიძეთ B. 18 სცდილობდა] ცდილობდა B. 20 სძაგდა] ჰსძაგდა B. 21 შესძაგდებოდა] შეჰსძაგდებოდა B. 25 ჰსურდა] სურდა B. 27 გირთავო] გირთამო B. 28 ჰნახა] ნახა B. 30 მოღიმარი] მაღიმარი B. 53. 4 მომხიბლველს] მომხიბვლელს B. 5 ჰტრიალებდნენ] ტრიალებდნენ B. 13 სტიროდა] ტიროდა B. 16 შერთვა] შერთვაო B. 19 მოჰხდეს] მოხდეს B, მივცემ] მივცემო B. 20 მსხვერპლად] სხვერპლათ B, მოიტანოს] მოიტანოსო B. 21 მივა] მივაო B, ქალსა] ქალსაო B. 22 საყვარლადა] საყვარლათაო B. 27, 30 უკედა] უკეთა B. 54. 6 ავადმყოფს] ავათმყოფს B. 10 სთხოვა] ჰსთხოვა B. 11 წასჩურჩულა] წაჰსჩურჩულა B. 26 გასცეს] გაჰსცეს B. ავადმყოფის] ავათმყოფის B. 55. 6 – 7 ავადმყოფს] ავათმყოფს B. 10 რუპი] რუბი B. 13 მდგომარეობისა] მდგმოიარობისა B. 22 გაუფრთხილდეთ] გაუფთხილდეთ B. 27 დაჰხედა] დახედა B. 32 მისცა] მიჰსცა B. 34 რომელმაც] რომელმანც B. 56. 9 ჩვიდმეტის] შვიდმეტის B. 12 ტანწვრილი] ტანწვლილი B. 16 ფარავდნენ] ჰფარავდნენ B. 30, 31 სძინავს] ჰსძინავს B. 57. 3 უბრძანეთ] უბძანეთ B. 6 ახალგაზრდა] ახალგაზდა B. 9 უკედა] უკეთა B. 15 მადლობად] მადლობათ B. 18 ვწუხვარ] ვსწუხარ B. 19 ჰჯავრობთ] ჯავრობთ B. 27 ჰლაპარაკობდა] ლაპარაკობდა B. 58. 3 შეჰხედა] შეხედა B. 9 – 10 მოჰხდა] მოხდა B. 10 მზადა] მზათა B. 11 – 12 საცოლოდ] საცოლოთ B. 15 მრისხანედ] მრისხანეთ B. 23 ყოველისფრის] ყოვლისფრის B, მიზეზად] მიზეზათ B. 31 გონიერი] გონიერ B. 34 მოჰხდა] მოხდა B. 59. 12 მიჰხვდი] მიხვდი B. 14 მორცხვობას] მორცხობას B. 17 ჩაეჭიდა] ჩაეჭიდნა B. 18 ბრაგვანი] ბანგვანი B. 19 იატაკზედ] იატაქზედ B, მოიკრიბა] მოიკრიფა B. 23 ვთქვი] ვჰსთქვი B. 27 მარტო] მარტოდ B. 26 – 27 შეჰხედა] შეხედა B. 29 შესტირა] შეჰსტირა B. 32 სტირი] ჰსტირი B. 35 შეუძლებელია] შეუძლებელი B. 60. 9 იქმ] იქ AB. 18 გადმოჰხტა] გადმოხტა B. 27 სცოდნია] ჰსცოდნია B, ჩანს] ჰსჩანს B. 61. 3 მივხვდი] მივხდი B. 8 როგორც] როგორიც B. 15 მსხვერპლად] მსხვერპლათ B, რომ] როგორ B. 62. 1 სტირი] ჰსტირი B. 5 ყბად] ყბათ B. 12 ბაშვად] ბაშვათ B. 13 განიზრახა] განიზრახაო B. 16 მაგიდაზედ] სტოლზედ AB. 18 ორივემ] ორმავე B. 30 დედაც] დედაცა B. 32 ყოველისფერში] ყოველსფერში B. 63. 4 წარმოსთქვა] წარმოჰსთქვა B. 6 მისი] მისის B, ჰხედავ] ხედავ B. 9 მოკლა] მოჰკლა B. 17 წარმოსთქვა] წარმოჰსთქვა B. 26 შემოჰხედა] შემოხედა B. 29 იმის] იმისი B. 30 მოჰხდა] მოხდა B. 64. 2 თავის] თავისი B. 3 ქალი] ქალიო B. 5 მოჰხდა] მოხდა B. 6 იმისათვისა] იმისათვისო B. 9 იყო [სესილისა] იყოვო სესილისაო B. 9 კომედიაშიო] + ყველა შინ დაობებული გასათხოვარი ქალი B, კომედიაშიო] კამედიაშიო B. 11 – 12 სწეწდნენ] ჰსწეწდნენ B. 13 – 14 სცოდნოდათ] ჰსცოდნოდათ B. 28 წუხდა] ჰსწუხდა B. 30 ჰშურსო] შურსო B. 65. 5 სდომობთ] ჰსდომობთ B. 7 მოჰხდეს] მოხდეს B. 10 გაწბილებული] გაწპილებული B. 13 – 14 გამოსთქვა] გამოთქვა B. 14 – 15 ყოველისფერში] ყოველსფერში B. 15 მოჰხდესო] მოხდესო B. 18 მეორე] მეორის B. 20 დღისათვის] დღისთვის B. 21 – 22 შეჰკრთა] შეკრთა B. 27 რადა] რათა B, გულდინჯად] გულდინჯათ B. 31 რადა] რათა B. 66. 14 ოჰ] ოხ B. 18 თვითონ] თითონ B, სიცილადაც] სიცილათაც B. 22 ლაპარაკობს] ჰლაპარაკობს B. 23 მიაღწია] მიახწია B. 23 – 24 უფრთხობდნენ] უფთხობდნენ B. 30 ჰნანობ] ნანობ B. 31 რადა] რათა B. 32 მადა] მათა B. 67. 4 ჰშიშობთ] შიშობთ B. 9 უცნაურის] უცნაურ B. 12 ჰსურდა] სურდა B. 16 ჰნიშნავს] ნიშნავს B. 21 წავიდა] წავიდაო B. 22 გადაჰხდა] გადახდაო B. 22 გამოაფხიზლა] გამოაფხიზლაო B, მოტკბილდა] მოტკბილდაო B. 24 ჰხსნიდა] ხსნიდა B. 27 მოჰხდა] მოხდა B. 28 თანახმა] თანახმაო B. 32 ნიშანიაო] ნიშანიო B. 68. 1 ჰნატრულობდა] ნატრულობდა B. 2, 3 ირჩობდა] იხრჩობდა B. 3 ჰლაყბობდნენ] ლაყბობდნენ B. 6, 7 მოჰხდა] მოხდა B. 14 – 15 მოჰხდესო] მოხდესო B. 17 მოჰხდა] მოხდა B. 22 – 23 ჰხედავსო] ხედავსო B. 28 ასტყდა] აჰსტყდა B. 28 – 29 დედაკაცებს] დედაკაცებ B. 29 ზოგიერთნი] ზოგიერთი B, განზრახ] განძრახ B. 33 წარმოსთქვეს] წარმოჰსთქვეს B. 34 უხათაბალოდ] უხათაბალოთ B. 69. 1 მოელოდდნენ] მოელოდნენ B, გადასწყვიტეს] გადაჰსწყვიტეს B. 2 გათავდება] გათავდებაო B, საღამომდინ] საღამომდი B. 3 დასცალდათ] დაჰსცალდათ B, ელოდდნენ] ელოდნენ B, მოჰხდა] მოხდა B. 4 უცბად] უცბათ B, ატყდა] მოხდა B. 12 ჩამოართვა] ჩამოართო B. 18 გადმოჰხედა] გადმოხედა B. 19 შეჰკრთა] შეკრთა B. 25 ქვრივად] ქვრივათ B. 26 მღვდელმა] ღვდელმა B. 31 ჰნიშნავდნენ] ნიშნავდნენ B. 32 სახლში] სახლშიო B. 33 – 34 სესილიო] სესილი B. 70. 3 შეჰნიშნეს] შენიშნეს B. 7 ავგუნებად] ავგუნებათ B. 8 შემოსცქერიან] შემოჰსცქერიან B, ხელსახოცში] ხელთსახოცში B. 10 მისცა] მიჰსცა B. 13 – 14 ისწრაფვიდა] ისწრაფიდა B. 21 ალიაქოთს] ალიანქოთს B. 21 – 22 მოელოდნენ] მოელოდდნენ B. 28 ჰშვენისო] შვენისო B. 30 მოსწონდა] მოჰსწონდა B, ჰშორდებოდა] შორდებოდა B. 33 – 34 ჰლაპარაკობდნენ] ლაპარაკობდნენ B. 71. 2 დახრინწიანდა] ახრიწიანდა B. 3 ჰხედავს] ხედავს B. 8 სთქვა წეღანო?] ჰსთქვაო წეღან? B. 8 – 9 ასე იქნება] ესე იქნებაო B. 11 შესცვალეს ბეჭდები] შეჰსცვალეს ბეჭდებიო B. 12 მოკვდა] მოკვდაო B, რასაკვირველია] რასაკვირველიაო B. 13 საკვირველი ეს არის რომ] ეს არის საკვირველიო B. 14 იმის] იმისი B, ბეჭედი] ბეჭედიო B. 15 მინახავს] მინახავსო B, მაინც] მაინცა B(ІІ). 16 ხმა არ უნდა] უნდა ხმა არ B, უნდა – B. 19 – 20 პატივისცემით] პატივით B. 24 ცეკვა] ტანცაობა AB. 29 შუაღამისას] შუაღამის B. 30 ცეკვაც] ტანცაობაც AB. 72. 2 მარტო ეტლში – B. 3 მისცა] მიჰსცა B, სესილმაც] სესილმა B. 4 მოიზიდა] მოზიდა B. 17, 18 ჰნიშნავს] ნიშნავს B. 18 ცოლად] ცოლათ B. 25 გამოსთქვამდა] გამოჰსთქვამდა B. 27 განზრახვას] განზრახვასა B. 31 ფიქრად] ფიქრათ B. 35 ქმრად] ქრმათ B. 73. 1 ძალა] ძალი B. 3 ულუკმაპუროდ] ულუკმაპუროთ B. 8 უწმაწურად] უწმაწურათ B. 9 – 10 სამასხარაოდ] სამასხარაოთ B. 11 სცდები] ჰსცდები B. 15 მაგოდენა] მაგისთანა B. 18 ქმრად] ქრმათ B. 31 ყმად] ყმათ B. 34 დინჯად] დინჯათ B. 74. 11 შეჰხედა] შეხედა B. 14 არა] არ B. 17 თვითონ] თითონ B. 19 სტანჯავდით] ჰსტანჯავდით B. 21 მოჰხდა] მოხდა B. 28 – 29 ჰქადულობდა] ქადულობდა B. 75. 3 ჰშიშობს] შიშობს B. 4 სჩანს] ჰსჩანს B. 24 დაჰხვდა] დახვდა B. 34 თვითონ] თითონ B. 2 სცადე] ჰსცადე B. 6. ავადმყოფობამ] ავათმყოფობამ B. 17 დედადაც] დედათაც B. 24 ვტყუი] ვსტყუი B. 29 აღვუთქვი] აღუთქვი AB. 77. 11 დაგარჩობ] დაგახჩობ B. 25 დაეშვა] დაეშვო B. 28 შემუსრეთ] შეჰმუსრეთ B. 30 მოიპოვებთ] მოიპოვით B. 31 ვიქნები] ვიქმნები B. 32 სულთამხუთავად] სულთამხუთავათ B. 78. 1 უმამოდ] უმამოთ B. 2 მამად] მამათ B, მისცეთ] მიჰსცეთ B. 14 ვერცარასა] ვერც ვერასა B, ვერცარა] ვერც ვერა B. 18 საყვარლადა] საყვარლათა B. 20 კარებისკენ] კარებისაკენ B. 21 სჭიდებდა] ჰსჭიდებდა B. 23 მოეშვა] მოეშვო B. 25 დაჰკეტა] დაკეტა B, ადევნა] აადევნა B. 26 მაგიდასთან] სტოლთან AB, დადო] დასდო B. 28, 32 ჰფიქრობდა] ფიქრობდა B. 30 დაჰხვედროდა] დახვედროდა B. 35 საყვარელი] საყვარლად B. 79. 7 ჰმეცადინეობდა] მეცადინეობდა B. 11 გამოველოდდი] გამოველოდი B. 13 სჯობს] ჰსჯობს B. 15 შვილი] + ჩემი შვილი იქნება, სხვა ხომ არაფერი. შენი შვილი B, მბძანებელი] ბძანებელი B. 19 სახლში] სახლშიაც B, მოჰხდეს] მოხდეს B. 24 დავდო] დავსდო B. 32 ბოლოსა] ბოლოს B. 33 გასცა] გაჰსცა B. 80. 6 სცდები] ჰსცდები B. 7 ცოლად] ცოლათ B. 15 უცბად] უცბათ B. 16 – 17 გადასდგა] გადადგა B. 25 ჰნახა] ნახა B, უძრავად] უძრავადა B. 26 ავად] ავათ B. 29 ფერანი] ფერან B. 31 ვაი-უიზედ] ვაი-უისზედ B, დაკარგავდა დაჰკარგავდა B. 81. 2 მიჰხვდა] მიხვდა B. 4 ჰთხოვდება] თხოვდებაო B. 7 ფრჩხილები] ფჩხილები B. 8 გაჰშავებოდა] გაშავებოდა B. 8 – 9 მაგიდაზე] სტოლზედ B. 10 გამოცდილი ქიმიკოსი] გამოცდილ ქიმიკოსათ B. 11 გასინჯა] გაშინჯა B. 13 მისცა] მიჰსცა B. 16 ოთხი] ოთხის B, საწყალმა – A. 17 სჯეროდა] ჰსჯეროდა B. 18 შემოვედი] შემოვედიო B. 19 გასცა] გაჰსცა B. 21 ჰნახა] ნახა B, მომატყუაო] მომატყუვაო B, მომიხდინა] მომიხდინაო B. 22 მომიშოროს] მომიშოროსო B, შეირთოს] შეირთოსო B. 23 დაულევია] დაულევიაო B, დაეწაფა] დაეწაფაო B. 24 მომეკიდა] მომეკიდაო B, მიმეხადა] მიმეხადაო B. 26 საწამლავსა] საწამლავსაო B. 27 შემოვიდა] შემოვიდაო B, დაიხსნა] დაიხსნაო B. 28 წავიდა] წავიდაო B. 29 გულდინჯადა] გულდინჯათაო B, ვლევდი] ვლევდიო B. 30 სულმდაბალმა] სულდაბალმა B, მუხანათმა] მუხანათმაო B. 82. 1 გადურჩა] გადურჩაო B, ისე] ისევ A, არის] არისო B, კიდევ – A, არის] არისო B, კიდევ – A, ავად] ავათ B. 3 – 4 ავადმყოფის] ავათმყოფის B. 8 – 9 იქნება] იქნებაო B. 9 ძმა] ძმაო B. 13 – 14 მოჰხდა] მოხდა B. 23 ჰგრძნობს] გრძნობს B. 25 ჰტოკავდა] ტოკავდა B. 26 პირ-მოკუმული] პირ-მოკუმშული B. 27 ჰღირს იმად] ღირს იმათ B. 28 სულმდაბალ] სულდაბალ B. 30 ეხვეოდა] ეხვევოდა B, სცდილობდა] ცდილობდა B. 33 უკედ] უკეთ B. 83. 2 მუხლმოდრეკილი დაეცა – B. 3 – 4 მომშორდები] მამშორდები B. 6 – 7 მარტოდმარტო] მარტოთ-მარტო B, უპატრონოდ] უპატრონოთ B. 12 ტირილით] ტირილითა B. 16 ჰკვნესოდა] კვნესოდა B. 18 მექნება] მექმნება B. 20 სტიროდნენ] ტიროდნენ B. 20 - 21 ჰბედავდნენ] ბედავდნენ B. 23 ფრთხილად] ფთხილათ B. 25 რკინისგზისკენ] რკინისგზისაკენ B. 27 სცხოვრებდა] ჰსცხოვრებდა B. 28 მოჰხდა] მოხდა B. 84. 2 სცოდნოდა] ჰსცოდნოდა B. 7 სცხოვრობს] ცხოვრობს B. 17 სიძულვილს] სიძულილს B. 23 მოჰხვდა] მოხვდა B. 24 ბეჭედით] ბეჭდით B. 28 ჰნახავ] ნახამ B. 85. 1 ხარბად] ხარბათ B, შეისუნთქა] შეისრუტა B. 3 მოჰკრავენ] მოჰკვრენ B. 4 სთქვან] ჰსთქვან B, რამა] რამ B. 8 მომიცდი] მამიცდი B. 12 იკითხავს] იკითხამს B. 16 – 17 მოჰხდება] მოხდება B. 23 აჰხადა] ახადა B. 25 მძიმედ] მძიმეთ B. 27 აქეთ-იქით] აქედ-იქით AB. 31 უჩუმრად] უჩუმარად B, ფეხაკრებით] ფეხაკრეფით B. 32 ეტლს] ფაიტონს B. 86. 3 სტიროდა] ტიროდა B. 5 ხვალაც] ხვალეც B. 8 ერთხმად] ერთხმათ B. 11 ეტლი] ფაეტონი B, ელისეს] ელისეის B. 19 არა ვნახე] არ ვნახეო B. 20 იყო] იყოვო B, მოვიწამლე] მოვიწამლეო B. 26 უღმრთოდ] უღვთოთ B. 28 დაიჯერებს] დაიჯერებსო B. 29 გუდარსა] გუდარს B, მისცა] მიჰსცა B. 30 გავამხელო] გავამხელ A. 31 პირობა] სიტყვა B. 87. 4 ჩაუფუშავდა] ჩაუფუშამდა B. 7 ადვილადაც] ადვილათაც B. 11 ჰნახოს] ნახოს B, თავისი] თვისი B. 12 საფრთხილო] საფთხილო B. 15 ჰპოულობდა] პოულობდა B. 17 – 18] მოვამზადებ] მოვამზადებო B. 19 აჰხადა] ახადა B, მაგიდის] სტოლის AB. 20 შემდეგის წერას] წერას შემდეგისას B. 23 შენც] შენ B. 25 მოჰხდა] მოხდა B. 30 სად ვიყავ] სადა ვარ B. 32 და – B. 88. 1 თითონ თვითონ B. 2 ქვრივად] ქვრივათ B. 6 იქიდამ] აქედამ B,გადავვარდნილიყავ] გადავარდნილვიყავ B. 10 გადავვარდნილიყავ]გადავარდნილვიყავ B. 13 დარჩობის] დახჩობის B. 15 საავადმყოფოში]სასნეულოში B. 16 თთვე] თვე B. 17 საავადმყოფოში] სასნეულოში B, ჭკვიდამ]ჭკუიდამ B. 18 მოელოდდნენ] მოლეოდენ B. 24 გამქრობოდა] გაქრობოდა B. 31 ჰქონოდა] ჰქონდა B. 89. 3 შესატყობრადაც] შესატყობრათაც B. 4 კეთილი] კეთილის B. 6დავმორჩილებიყავ] დავმორჩილებვიყავ B. 8 მსხვერპლი] სხვერპლი B. 13მუხლმოდრეკითა] მუხლმოდრეკით B, 14 გთხოვ] გთხოვთ B. 25 ქმრადა] ქრმათა B.31 მოგაშორებ] მოგაშორებო B. 33 გთხოვ] გთხოვთ B. 90. 1 ფოჩტით] ფოშტით B, გამომიგზავნე] გამოგზავნე B. 7 ჩასდო] ჩადო B. 9გთხოვთ] ვჰსთხოვთ B. 12 მოჰხდა] მოხდა B, მითხრა] მითხრაო B. 14 სთხოვა]ჰსთხოვა B. 16 უთხარი] უთხარიო B. წავიდა] წავიდაო B. 17 დამპირდა]დამპირდაო B, დავბრუნდებიო] დაბრუნებასაო B. 16 საათმა თორმეტი] თორმეტსაათმა B. 20 ჰხედავთ] ხედავთ B. 21 ვადას] საათს B. 22 დილას + რომ B. 23 ჩაიცვამ]ჩაიცვავო B. 26 ჩამოართვა] ჩამოართვო B. 31 გასაგზავნი – B, ფოჩტის] ფოშტის B. 91. 4 მოჰხდა] მოხდა B. 6 კერძოდ] კერძათ B. 8 გავარდა] + და B. 12მსხვერპლია] სხვერპლია B. 14 ლაპარაკობდა] ლაპარაკომდა B. 15 – 16დავაშლევინებ] დავაშლევინებო B. 17 სდიოდა] ჰსდიოდა B. 22 – 23 უბრალორაღაცაებზე ლაპარაკობდნენ ხოლმე] სადილზედ ლაპარაკობდნენ ხოლმე უბრალორაღაცეებზე B. 25 რომელიც] + მთლად B. თვალყურს გაფაციცებით – B. 30 ვარ]ვარო B, თავს] თავი B, გავუფრთხილდეო] გავიფთხილოთ B. 32 ოჯახში] ოჯახშიაB, თანდათან] + უფრო B. 33 ჰმატულობდა, ჰგროვდებოდა] მატულობდა,გროვდებოდა B. 92. 5 უღალატა] უღალატაო B, ძმასო] ძმასაო B. 13 წინანდელებრ] წინადელებAB. 28 სჯობია] ჰსჯობია B. 29 – 30 შემიტყობს] შემიტყობსო B. 34 20] 20-ს AB. 11მორისი მაშინვე გამოფხიზლდა – B. 16 ვთქვა] ვჰსთქვა B. 18 შემოსძახა] შემოჰსძახაB. 29 ჰნახა] ნახა B. 24 თთვეში] თვეში B. 25 გამოსცვალა] გამოჰსცვალა B. 26ჭაბუკად] ჭაბუკათ B. 27 მოედანზედ] მეიდანზედ B. 31 დოშლუღი] ჟილეტკა B. 94. 1 სჩანდა] ჰსჩანდა B. 8 – 9 ყოველისფრით] ყოვლისფრით B. 10 გაწვრთილი] გაწრთვნილი B. 18 დაეწაფა] დაეწაფაო B. 21 გრძნობა] ჰგრძნობა B. 32 გამოართოს] გამოართვას B. 95. 2 20] 20-ს B. 8 გადაურჩენიათ] გადურჩენიათ B. 9 საავადმყოფოში] სასნეულოში B. 15 მნახა] მნახაო B. 16 ნათესავმა] ნათესავმაო B. 16 – 17 ვიდეგ] ვიდექ B. 17 გვიამბო] გვიამბოო B. 20 შევირთე] შევირთეო B. 26 სწრაფად] ჰსწრაფად B. 27 მზადმყოფმა] მზათმყოფმა B. 28 ყოველისფერს] ყოველსფერს B. 96. 5 – 6 მისწერა] მიჰსწერა B. 9 სტიროდა] ტიროდა B. 11 სესილის] სესილასAB. 13 შეიპყროს] შეიპყრასო B. 14 ვეტყვი] ვეტყვიო B, დავწვი] დავწვიო B. 15გაივლის] გაივლისო B, დაავიწყდება] დაავიწყდებაო B, ყველაფერი] ყველაფერიოB. 20 ამბობდნენ] ამბობდნენო B. 21 თავი] თავიო B. 22 სიტყვით] სიტყვითაო B. 23დააყენა] დააყენაო B, შეეტყოთ] შეეტყოთო B. 24 მოსულიყო] მოსულიყოვო B,შეყრილიყო] შეყრილიყოვო B. 25 წაეღოთ] წაეღოთო B, დაესვენათ] დაესვენათო B.30 ავადმყოფო] ავათმყოფი B. 97. 8 კარებსა] კარებსო B. 98. 4 მოჰხდა] მოხდა B, ივნისს] ივლისს A. 10 ჰლაპარაკობდა] ლაპარაკობდა B. 11 მოუკლავთ] მოუკლავთო B. 12 იცნობდაო] იცნობდა B. 13 – 14 დამრჩვალიო] დამხჩვალიო B. 15 ბედი] + როგორღაც B, შეჰწევთ] შეჰსწევთ B. 26 მოკაზმული] მოკმაზული B. 99. 2 დაეტეოდა] დაეტევოდა B. 3 მოდიოდა] მოდიოდაო B. 7 ჩვენის] ჩვენი B.8 ეკატერინე] კატერინი B. 10 სცმია] ჰსცმია B. 13 ჰსინჯავდნენ] სინჯავდნენ B. 14მისცა] მიჰსცა B. 15, 16, 24 კამისარი] კამმისარი B. 18 შევიდნენ] შავიდნენ B. 21 – 22დამლაგებელი] დამლაგემელი B. 28 ორ] ორს B. 100. 9 ვიჯექ] ვიჯეგ B. 14 მისცა] მიჰსცა B. 18 გაირჩევოდა] გაირჩეოდა B. 28 ორი] ორის B. 29 მაგიდა] სტოლი B. 101. 1 შამპანიურ ღვინის] შამპანსკის B. 1 - 2 ჭიქა] ბაკალი B. 3 მსხვერპლს]სხვერპლს B. 4 – 5 დარჩენილიყო] დარჩენილი იყო B. 5 გრძელ] გძელ B. 6 კაბა]იუბკა B. 9 ბავშვის] ბაშვის B. 10 წუღები] წუხები B. 12 გასინჯეს] გაშინჯეს B. 20ვერც] არც B. 21 ნიმფასა] ნიმთასა B. 22 მსხვერპლი] სხვერპლი B. 24, 32 კამისარი]კამმისარი B. 24 ჩასწერეს] წაჰსწერეს B. 26 მკვდრისას] მკდრისას B, ვერაფერი]არაფერი B. 27 დასჩნეოდა] დასჩნევოდა B. 28 პირიქით] პირი იქით B. 102. 5 გავუსინჯე] გაუსინჯე B. 15 ჰნახეს] ნახეს B. 20 მაგიდაზე] სტოლზედ AB. 28 ეტყობა] ეტყობაო] B. 29 ჰღირდესო] ღირდესო B. 34 თთვეში] თვეში B. 33 მოსდიოდა] მოჰსდიოდა B. 103. 14 რამოდენადაც] რამოდენათაც B. 19 კამისარი] კამმისარი B. 28 სჩხრეკდა] ჰსჩხრეკდა B. 29 – 30 მეორეზედ] მეორედ B. 34 ფრთხილიცა] ფთხილიცა B. 104. 1 კამისარმა] კამმისარმა B. (ყველგან ასეა). 5 დედაკაცი – B. 10 გაქვთ] გაქვთსთ B. 20 ქალს] ქალი B. 105. 4 დასინჯა] და სინჯა B. 5 კამისარს] კამმისარს B. 6 რადაცა] რათაც B. 15 დასცხება] დაჰსცხება B. 16 არასფერს] არასფერსაი B. 18, 22 სდებია] ჰსდებია B. 25 მაგიდასთან] სტოლთან AB. 27 სჩანს] ჰსჩანს B, მაგიდა] სტოლი AB. 34 ჭიქები] ბაკლები B. 106. 3 ბოთლში] ბოთლი B. 9 დარჩენილა] დარჩომილა B. 11 საყურეები] საყურები AB, ერთისგან] ერთისაგან B. 14 ნათქვამს] ნათქვამსა B. 28 შეჰხედა] შეხედა B. 29, 33 კამისარმა] კამმისარმა B. 33 მდივანი] სეკრეტარი AB. 107. 3 მოსჩხრიკეთ] მოჰსჩხრიკეთ B. 4, 6 ვერა] არა B. 22 ჰფიქრობდა] ფიქრობდა B. 26, 28 შამპანიური] შამპანსკი B. 108. 5 ყველაფერი – A. 6 მისცა] მიჰსცა B. 7 უბრძანა] უბძანა B. 8 სთხოვა]ჰსთხოვა B, კამისარს] კამმისარს B. 19 აფთექში] აფთექაში B. 20 ვიცოდეთ]ვიცოდეთო B. 32; 109. 2 შამპანურ ღვინოში] შამპანსკში B. 109. 1 მთხოვეს] მჰთხოვეს B. 4 შეგიძლიათ] შეგიძლიან B. 7 ლაბორატორიაში]ლაბარატორიაში B. 14 ხმარობენ] ჰხმარობენ B, აქეთ] აქედ AB. 15გაუფრთხილებელია] გაუფთხილებელია B. 16 ჰფიქრობს] ფიქრობს B. 17 – 18საფათერაკოდ] საფათერაკოთ B. 18 ამბავი] ამბავიც B. 25 წამლისა] საწამლავისა B.33 თითონაც] თვითონაც B. 110. 1 შამპანიური] შამპანსკი B. 5 სჩანს] ჰსჩანს B. 6 შევუდგები] შეუდგები B. 17 სრულიად] სრულად B. 20 უკანასკნელი] უკანასკნელნი B. 21 გრძლად] გძლად B. 22 მეორე] მეორეს B. 24 სცდილიყვნენ] ცდილიყვნენ B. 25 აქეთ-იქით] აქედ-იქით AB. 111. 2 – 3 შამპანური ღვინო] შამპანსკი B. 9 შამპანური] შამპანსკი B. 14 მანამ] მინამ B. 16 იყო] იყოვო B, მითხრა] + რომ B. 17 ვიფიქრე] ვიფიქრეო B, არის] არისო B. 112. 3 კვალი – B. 13 სავახშმოდ] სავახშმოთ B. 22 ტანად] ტანათ B. 27 ცხოვრებს] ჰსცხოვრებს B. 32 შამპანური] შამპანსკი B. 8 უეჭველია] უეჭველიაო B. 22 ჰფიქრობდა] ფიქრობდა B. 33 ბრინჯაოს ქარხნის] მებრონზე B. 114. 5 კიბეზედ ხელახლად – B. 16 ელდაცემულმა] ელდაცემული AB. 20 სცხოვრებდა] ჰსცხოვრობდა B. 24 გინახავთ] გინახამთ B. 28 ორშაბათს] ორშაბადს B. 34 – 35 მახლობლობა] კავშირი B. 115. 2 მინახავს] მინახამს B. 7 ჰყიდულობდა] ყიდულობდა B. 11 დაჰხვდა] დახვდა B. 12 გვიბძანეთ] გვიბრძანეთ B, მე] მეო B. ვიცი] ვიციო B. 27 რამე] რამ B. 30 რამე] რამეო B, ამისთვის] ამისათვის B. 116. 3 ვითომ] მითამ B. 5 შაბათს] შაბადს B. 10 გადაჰხვეოდა] გადახვევოდა B. 16 ამდენის] ამდვენის B. 24 გასინჯეთ] გაშინჯეთ B. 34 ქუჩისკენ] ქუჩისაკენ B. 117. 4 – 5 ჩემთან] ჩვენთან B. 5 ვთხოვე] ვჰსთხოვე B. 9 შეამჩნია] შეამცნია B, ვერა] არა B. 14 მოგიკრავთ] მოგიკრამთ B, ჰლაპარაკობდნენ] ლაპარაკობდნენ B. 23 ყელთამდე] ყელთამდი B. 27 ორშაბათი] ორშაბადი B. 118. 7 ხელისგული] ხელისგულზედ B. 15 – 16 შამპანურ ღვინოს] შამპანსკს B. 18 დახვედროდა] დახვდენოდა B. 28 მოუკრებია] მოუკრეფია B. 31 დასალაგებლადაო] დასალაგებლათაო B. 34 აფთექში] აფთექაში B. 119. 7 მეორე] მეორეს B. 8 სამი] სამის B, თთვის] თვის B. 21 ქუჩის მესერი] მესერი ქუჩის პირისა B. 23 შესავალ] შესავალს B. 29 ემსგავსებოდა] ემგზავსებოდა B. 120. 2 – 3 დასტრიალებდა] დაჰსტრიალებდა B. 8 უხუცესმა] უფროსმა B. 10 სჯობია] ჰსჯობია B. 11 მწრთველო] მწვრთველო B. 19 დასდევთ] დაჰსდევთ B. 25 ვიღაცას] ვიღასაც B. 28 არა] არ B. 32 სცოდნია] ჰსცოდნია B. 33 სჭერია] ჰსჭერია B. 121. 6 სჯობიაო] ჰსჯობიაო B. 13 მოსაწევ] მოსაწევს B. 18 სცხოვრობს] ჰსცხოვრობს B. 23 გერმანელებისაგან] ნემეცებისაგან B. 34 ირთავენ] ირთვენ B. 122. 9 სანახავად] სანახავათ B, ჩვენსკენ] ჩვენკენ B. 11 მარდად] მარდათ B. 26 საგანგებოდ] საგანგებოთ AB. 31 კაცზე] კაცზედ B. 23 ხოლმე – B. 28 ბედნიერებად] ბედნიერებათ B. 124. 2 სასაცილოდაც ჰხდიდა] სასაცილოთაც ხდებოდა B. 5 საცეკვაოდ] სატანცაოდ AB. 6 ცეკვის] ტანციობის AB. 8 ცეკვა] ტანცაობა AB. 22 მოცეკვავენი] მოტანციენი AB. 23 ქალ-ვაჟსა] წყვილსა B, რომელნიც ტრიალებდნენ] რომელიც ტრიალებდა B. 125. 24 ჰლაპარაკობდა] ლაპარაკობდა B. 126. 6 მსხვერპლსა] სხვერპლსა B. 24 გაჰხვევენ] გახვევენ B. 25 ბრმად] ბრმათ B. 27 თითონ] თვითონ B. 127. 2 სთხოვა] ჰსთხოვა B, ოთახში] ოთახშიო B. 2 – 3 მაგიდებია] სტოლებია AB. 21 როგორიც] როგორც B. 26 დამნაშავედ] დამნაშავეთ B. 32 მიზეზად] მიზეზათ B. 34 წარმოუდგა] წარმოუდგაო B. 128. 2 მოჰგვარა] მოჰგვარაო B. 3 ჰხედავდა] ხედავდა B. 6 მომანდეს] მომანდვეს B. 25 ბრალეული] + ის B. 26 სწამებენ] ჰსწამებენ B. 27 ჰღაღადებს] ღაღადებს B. 30 შვრებოდი] შვრებოდიო B. 32 მიმაჩნია] მიაჩნიაო B. 129. 1 ვიდეგი] ვიდეგიო B. 4 მიამბეთ რა აღმოაჩინეთ? – A. 11 კიდეც] კიდეთ B. 25 მკვლელად] მკვლელათ B. 130. 2 – 3 ჰპოულობს] პოულობს B. 5 ხუთშაბათს] ხუთშაბადს B. 7 შამპანურ ღვინის] შამპანსკის B. 12, 14, 16 შამპანური ღვინო] შამპანსკი B. 24 ხედავთ] ჰხედავთ B. 29 მკითხავთ] მკითხამთ B. 131. 4 – 5 ვნებათაღელვისაგან] ვნებათღელვაში B. 9 სდებია] ჰსდებია B. 19 დამწყვდეული] დამწყვდევული B. 25 თქვა] ჰსთქვა B. 132. 3 ჰნატრულობენ] ნატრულობენ B. 9 სწერდნენ] ჰსწერდნენ B. 12 შეევსო] შეემსო B. 14 გამოამჟღავნონ] გამოამჟღავნონო B. 25 ბრალისა] ბრალზედ B, სწამებდნენ] ჰსწამებდნენ B. 133. 4 ჰმუშაობდა] მუშაობდა B. 6 სწამებდა] ჰსწამებდა B. 8 უწინდელებრ] უწინდელებ AB. 12 დაქვრივდებიო] + და მორისს შეეყრებიო B. 13 – 14 ჰლაპარაკობდნენ] ლაპარაკობდნენ B. 14 არის] არისო B. 23 სირცხვილის] სირცხვილისა B. 27 – 28 თთვე და თვე] თვე და თვე B. 30 შესცქეროდა] შეჰსცქეროდა B. 33 დინჯად] დინჯათ B. 134. 1 წიგნებში ჩაწერილია] წიგნებშია ჩაწერილი B. 2 შეავსო] შეამსო B. 4 სჯობს] ჰსჯობს B. 15 მოემატება] მოგემატება B. 25 გინდა] გინდათ B. 26 ბევრ სხვასავით] სხვა მრავალსავით B. 135. 32 მისცა] მიჰსცა B. 34 ეწვია] ეწვივა B. 136. 5 მისცა] მიჰსცა B. 9 კაცად] კაცათ B. 11 უგემურად] ვაინაჩრობით B. 16 ბრინჯაოს] ბრონზის B. 17 მუშტარსა] მსყიდველსა B, ელოდა] ელოდდა B. 19 ქარხნისათვის ქარხანისათვის B. 25 სთვლიდა] ჰსთვლიდა B. 28 ჰთაკილობდა] თაკილობდა B. 137. 4 ჰქადულობდა] ქადულობდა B. 7 ბედნიერად] ბედნიერათ B. 9 ბედსა]ბედსაო B, ჰცხოვრებს] ცხოვრებს B. 14 განმავლობაში] განმავალობაში B, ორჯელ]ორჯერ B. 23 ახალგაზრდა] ახალგაზდა B. 26 ჰლაპარაკობდა] ლაპარაკობდა B. 31საყვარლის] საყვარელის B. 32 სწამობდა] ჰსწამობდა B. 33 უყვარს] + და B. 34 სცემს]ჰსცემს B. 138. 9 ავგუნებად] ავგუნებათ AB. 11 გამწვავდა] გამწვანდა B. 10, 13 – 14 ოხუნჯობა] ოხუჯობა B. 16 გასცა] გაჰსცა B. 22 სჯობია] ჰსჯობია B. 24 მისწვდა] მიჰსწვდა B, 26 მაგიდას] სტოლს AB. 139. 8 სცხარობ] ცხარობ B. 10 დავბრუნდები] დაუბრუნდები B. 12 ჰცდლობდა] ცდილობდა B. 13 სწუხდა] ჰსწუხდა B. 14 სწამებთ] ჰსწამებთ B. 15 კამისარსა] კამმისარსა B. 19 ყველაფერი] ყველა AB. 25 იქნება] იქმნება B. 140. 9 ჩუმად-მაძიებელმა] ჩუმად-გამომძიებელმა A. 12 კამისარმა] კამმისარმა B. 20 საწყალი] + ამელი B. 22 – 23 მოაშორა და ძმას] და მოაშორა ძმას და B. 22 ერთმა] + და B, რაღასიც თქმა] თქმა რიღასისაც B. 32 აქეთ-იქით] აქედ-იქით B. 35 უთხრა] ჰკითხა B. 141. 12 სჩანს] ჰსჩანს B. 13 კამისარმა] კამმისარმა B. 18 კარგად] კარგათ B. 20 გკითხავთ] გკითხამთ AB. 21 საცაა] საცა B. 24 ამელი] ადელი AB. 25 ავადმყოფს] ავათმყოფს B. 27 ავადაც] ავათაც B. 32 შეკრთა] შეხტა თავის ადგილიდამ B. 34 შემოსცქეროდნენ] შემოჰსცქეროდნენ B. 142. 11 ნიშნეულობით] ნიშნებზედ B. 13 არის] იყო B. 14 განა ეს] ეს რა B.. 15 გამომკითხვენ] გამომკითხვენო B. 16 ამბავს] ამბავსო B. 16 ვსთქვა] ვჰსთქვაო B, 17 მიცემული] მიცემულიო B, გამოვამჟღავნოვო] გამოვამჟღავნოო B. 18 შეუტყვია] შეუტყვიაო B. 19 დანიშნული] დანიშნულიო B. 19 შემატყობინა] შემატყობინაო B. 20 დამადებინა] დამადებინაო B, ვუთხრა რა] ვუთხრა რაო B. 23 ამბავი] ამბავიც B. 6 დამემართოს] დამემართოსო B. 25 ვარ] ვარო B. 28 წამოსქდა] წამოჰსქდა B. 30 კონსიერჟერის] კონსერჟერის B. 38 რეგისტრატორს] რეღისტრატორს B, მისცა] მიჰსცა B. 143. 1 რეგისტრატორმა] რეღისტრატორმა B. 2 მოსთხოვა] მოჰსთხოვა B. 8ბრინჯაოს ხელოსანი] მებრონზე B. 13 დარაჯსა] ყარაულსა, ერთს] ერთ B. 23ვფიქრობ] + რომ B. 31 სჩხრიკა] ჰსჩხრიკა B. 32 ჰნახა] ნახა B. 35 მოხელეები]მოხელეებიო B. 144. 1 ჩანს] ჰსჩანს B, მყოლია] მყოლიაო B. 11 იპოვეს] მიპოვეს B. 12 გასცეს]გაჰსცეს B. 14 არა] არ B, სძინებია] ჰსძინებია B. 15 უმართებულოდ] უმართებულადB.17 დაიჭირონ] დაიჭირონო B. 18 ირიჟრაჟა] ირაჟრაჟა B. 23 სჭამა] ჭამა B. 26მაგიდასთან] სტოლთან AB, 27 მდივანი] სეკრეტარი B. 31 გასამტყუვნებლად]გასამტყუნებლად B. 33 – 34 პირი ღია] პირა ღია B. 145. 3 ჰმშველოდით] შველოდით B. 4 ჰთხოულობთ] თხოულობთ B. 6თთვეზედ] თვეზედ B. 8 დაგიმძიმებს] დაგიმძიმებენ B. 19 მსხვერპლი] სხვერპლიB. 26, 28 მდივანს] სეკრეტარს B, 26 კიდობნიდამ] შკაფიდამ B. 27 შამპანურიღვინის] შამპანსკის B. 30 – 31 ბერარისაგან] ბეზარისაგან B. 30 შამპანური ღვინო]შამპანსკითა B. 34 შამპანური ღვინო] შამპანსკი B. 146. 3 მზგავსი] მსგავსი B. 7 შამპანური ღვინო] შამპანსკიც B. 16 ავურივე]აურივე A. 18 ეგრედ] ეგრეთ B, არაფერის] არაფრის B. 27 მაგიდაზედ] სტოლზედAB, შევადგინე] შავადგინე B, ამისათვის] ამისთვის B. 29 გულისთქმათა ამშლელს]ვნების ასაღელვებელს B. 31 ბასტილიის] ბასტილის B. 147. 12 ვიდრე – A, გკითხავთ] გკითხავდეთ B. 13 ფერან] ფერანო B. 18მსხვერპლი] სხვერპლი AB. 19 მსხვერპლიო] სხვერპლიო AB. 20 ექნა] ექმნა B. 21დამიჭირეს] დამიჭირესო B. 23 ეთქვა] ეთქვაო B. 24 მოჰრიდებია] მოჰრიდებიაო B.25 შემიტყუეს] შემიტყუესო B. 26 მსხვერპლად] სხვერპლად A, სხვერპლათ B. 29ჰცდილობდა] ცდილობდა, რომ B. 30 მორისისთვის] მორისისათვის B. 32შეუტყვია] შეუტყვიაო B, დაჰმუქრებია] დაჰმუქრებიაო B. 33 – 34 მსხვერპლია]სხვერპლია A, სხვერპლიაო B. 148. 1 დაულევინებია] დაულევინებიაო B, წაუყვანია] წაუყვანიაო B. 2 ჩვიდმეტის |
− აქ სულ თავის რიგზეა... სწორედ ეკლესიაში წავიდოდა... ან იქნება საბანებლადაცა.
ჩამწყდარის და აკანკალებულის ხმით ამბობდა ამას ქმარი და თვითონაც თავის თვალებს არ უჯერებდა. უეცრად თავი მაღლა აიღო და წარბი შეიკრა. თვალი მოჰკრა რაღაც ბარათს კამოდზედ. ორი სტრიქონი იყო ქაღალდზე დაწერილი. მთელს ტანში ჟრუანტელმა დაუარა. ხელი გაიწვდინა, რომ ბარათი აიღოს. ცოლი თვალს ადევნებდა ყოველს მის მოძრაობას და ბოლოს თვალცრემლიანმა წამოიძახა.
− ღმერთო! რა მოსვლია?
ქმარმა ბარათი აიღო. მაშინვე იცნა თავის ქალის ხელი, გაფითრდა და დაეშვა სელზედ. ხმა არ ამოიღო, ხოლო მსხვილი ცრემლი გადმოსცვივდა თვალთაგან. ცოლი მივარდა, რომ შეიმაგროს.
− კლოდ. რაო, რა სწერია?
− ვაი, უბედურო!.. ჩვენ ქალი აღარა გვყავს.
ადელმა ჩამწყდარის ხმით ამოიკვნესა, გამოჰგლიჯა ხელიდამ ბარათი და ეს წაიკითხა.
„ღამის თერთმეტს საათზე.
„შემინდევით, ვით მე შეგინდევით. მე თქვენ გითხარით: „მოვკვდები და მაგ კაცს არ შევირთავ-მეთქი". მე თავს ვიკლავ. მშვიდობით".
„სესილ".
რამდენსამე წუთს ცოლი გონზედ ვერ მოვიდა, ისე იდგა გაშეშებული, თითქო მეხი დაეცაო. ხელები უცნაურად უთრთოდნენ: გულმა ბაგაბუგი დაუწყო, თითქო სიკვდილის ზარიაო, ღონე მიეხადა და პირქვე დაეცა ქმრის ფეხთა წინაშე. შეუძლებელია აიწეროს, რა ყოფაშიც იყო უბედური მამა. ერთი საშინელი, აუტანელი აზრი ჩაუჯდა თავში: „ჩვენ მოვკალით ჩვენი შვილი, ჩვენ".
ქვევით სტუმრებმა გაიგონეს ადამიანის დაცემის ხმა და ამოცვივდნენ
მაღლა. ზოგმა ტიუსსოს ცოლი წამოაყენა, ზოგი კიდევ გარს ეხვეოდა ქმარსა.
− რა მოჰხდა, რა? − კითხულობდნენ.
კლოდ ტიუსსო გონებამიხდილსავით გაშტერებული იყურებოდა აქეთ-იქით, თითქო ეხლა გაახილა თვალი საზარელის სიზმრის შემდეგაო.
− სესილი, ჩემი პაწაწა!.. თავისის ხელით მოუკლავს თავი.
− ღმერთო, ეს რა გვესმის!..
უბედური მამა ფრთხილად ჩამოიყვანეს ძირს. სტუმრებმა წაიკითხეს სესილის წიგნი თუ არა, ურჩიეს, − წადი, ეხლავ ძებნა დაუწყეო, ხოლო ტიუსსოს არა გაეგებოდა რა, ისეთი თავზარი დასცა ამ მოულოდნელმა ამბავმა. მის სასახელოდ ვიტყვით, რომ იტანჯებოდა ვითარცა მამა და არა რაიმე საკუთარის სარგებლობის ფიქრს ადგილი არა ჰქონია მის გულში. ორი სტუმარი გაჰყვა და პოლიციის პრეფექტურაში წავიდნენ დიდის ეტლითა, რომელიც ექირავნათ საქორწილოდ და რომელიც მორთული იყო შიგნით თეთრის აბრეშუმით, თეთრი ცხენები ებნენ და ფაფრებში ყვავილები ჰქონდათ. ცხენების გამრეკსაც გულზედ ყვავილი ერჭო და თავმოწონებით უჯდა ეტლს. სადავეები ეჭირა თეთრ ხელთათმანებით მორთულ ხელში. დაინახა თუ არა, რომ ეტლში პატარძლის მამა და ორი სტუმარი ჩასხდნენ, მხიარულად წარმოსთქვა.
− საით გვიბრძანებთ, ბატონებო?
ვერ წარმოიდგენთ, რარიგად შეეცვალა სახე, როცა ერთმა სტუმართაგანმა უთხრა დაბალის ხმით.
− ჯერ მორგს... და იქიდამ პოლიციის პრეფექტურაში.
კინაღამ გადმოვარდა თავის ადგილიდამ ამის გამგონე, მაგრამ თავი შეიმაგრა და ცხენებმაც გასწიეს ჩორთითა. უქმი ხალხი, რომელიც ქუჩაში მოგროვილიყო, ჰკვირობდა ამ ამბავს და ვერასგზით ვერ აეხსნათ, რომ პატარძლის მამა ორის მოწმით საქორწილო ეტლში ჩასხდნენ.
საწყალი დედა კი წამოაყენეს და დასვეს სესილის ქვეშაგებზედ. ქალების გარდა სხვა ყველანი დაითხოვეს ოთახიდამ. მოახლემ გაუჭრა კარსეტი, რომელიც ისე მოჭერილი ჰქონდა, რომ ტიუსსოს ცოლი კინაღამ დაირჩო. რამდენსამე წუთს შემდეგ გული მოიბრუნა და, წარმოუდგა რა თვალწინ თავისი საშინელი უბედურება, სასტიკ სასოწარკვეთილებას მიეცა. კოცნა დაუწყო თავის ქალის ბალიშსა, კბილითა ჰგლეჯდა მის საღამურ თავზე მოსახვევსა, ხან იქით ეცემოდა, ხან აქეთ, სტიროდა, ქვითინებდა, თავის თავს აბრალებდა და ღმერთს უჩიოდა. დედაკაცები ცდილობდნენ ნუგეში ეცათ, მაგრამ ამაო იყო ყველაფერი. არავის ყურს არ უგდებდა და სულ ამას იძახოდა:
− ვაი, ჩემი საწყალი შვილი... ჩემი სესილი! მე ვარ წყეული, მე! მე მოვკალ, მე მოვკალ! მე უბედურმა მოვკალ ჩემი ქალი! ჩემი კარგი შვილი! ნუთუ იმ კაცს ვერა ვნახავ... არ იქნება, უნდა ვნახო, უნდა!
უფრო და უფრო გულამოჯდომით ტიროდა, ხელებს იმტვრევდა და სინიდისის მხილება ჰქენჯნიდა. ამ დროს ქვევიდამ უცნაური ხმაურობა მოესმათ. ტიუსსოს ცოლმა ყური დაუგდო... თვალები აუპრიალდა, ლოყებზე ზაფრანის ფერი დაედო. იცნა ანდრე გუდარის ხმა. შეატყო, რომ საჩქაროდ ამორბის კიბეზედა. გუდარისათვის ყველაფერი ეამბნათ; არა სჯეროდა, უნდოდა თვითონ თავის თვალით და ყურით ნამდვილი შეეტყო. დაინახა თუ არა ოთახში შემოსული, ტიუსსოს ცოლი ისე გაღეღილი წამოვარდა ქვეშაგებიდამ და ორივე დედაკაცს უბძანა იქიდამ წასვლა.
− მაშ მართალი ყოფილა? − იკითხა გუდარმა და აიმრიზა.
ტიუსსოს ცოლმა ჯერ ხმა არ გასცა; მივიდა, ხმაამოუღებლივ მოხურა კარები, მერე მუშტებმოღერებული მივარდა გუდარს და შეჰკივლა:
− უი, შე საძაგელო, ფლიდო, უნამუსოვ! სულ შენი ბრალია ეს ამბავი! შენ მომიკალ შვილი, შენ! შენ დაასხი თავზედ ლაფი ამ ოჯახს, შენ მორთე ეს ოჯახი უბედურობით... მე დავიღუპები და შენც კი დაგღუპავ, შენც. მე ვეტყვი კლოდს, ვეტყვი ყველას, რა კაციცა ხარ. შეგარცხვენენ, ყველასაგან საზიზღარი იქნები, პირში ჩაგაფურთხებენ, შე უნამუსოვ, შენა!
გუდარი ისე არ მოელოდა ამ ამბავს, რომ პირველ ხანში შეჰკრთა და უკან დაიწია, არ დამკრასო. მაგრამ ადელი კი უფრო წინ იწევდა, ჰლანძღავდა, ათრევდა და ასეთი საქმე დააყენა, რომ ზედ კარებზედ მიამწყვდია. მაშინ კი შეკრთომისაგან ცოტად გამობრუნდა, წაავლო ხელი ადელს, მიათრია ქვეშაგებთან და ბურთსავით მიაგდო ქვეშაგებზე.
− გეყოფა, გესმის თუ არა!
წინადაც ძალით დამიმხე ნამუსი, ძალით, − სთქვა ადელმა და წამოიწია.
− მე ყოველთვის შემიშლიან პირში ბურთი ჩაგჩარო და ხმა გაგიწყვიტო.
− რაღას უყურებ, მცემე კიდეც რაღა, შე არამზადავ!.. ხომ პირველი არ იქნება, შე უნამუსოვ!
− გეყოფა-მეთქი, − განიმეორა გუდარმა და პირზე ხელი მიაფარა ისეთის ძალით, რომ ადელი პირაღმა დაეცა ხელახლად ქვეშაგებზედ და შიშით ხმა გაკმინდა.
გუდარი ეცა კარებს, გააღო, გაიხედა, ყურს ხომ არავინ გვიგდებსო, და დააგდო რა კარი ღია, მშვიდობიანის ხმით და გულგრილად სთქვა:
− ქალბატონო, თქვენი ქალის წიგნი მაჩვენეთ.
ადელს გული ამოუჯდა და არა პასუხი არ მისცა.
გუდარმა მუშტები მოიკუმშა, მოჰყვა კბილთა კრაჭუნს, ზარდაცემული ჯერ იმით, რომ საცოლო დაეკარგა და მერე მით, რომ ამოდენი ლანძღვა ესმა საცოლოს დედისაგან. ძლივს შეიკავა თავი. ჯერ ორიოდჯერ გაიარ-გამოიარა ოთახში, მივიდა, კიდევ გაიხედა კარებიდამ და, რაკი გული დააჯერა, რომ ახლო არავინ არის, მოუბრუნდა ადელსა, რომელსაც თვალებზედ ხელები აეფარა და სტიროდა. მისი გადაღეღილი მკერდი მტკივნეულად ადიოდჩამოდიოდა.
− ადელ, − უთხრა ბოლოს გუდარმა, − ერთი დაიხედე, რას მიგიგავს თავი. აქ რომ შემოსულიყო ვინმე, ვინ იცის, რას არ იფიქრებდა...
ადლმა გაისწორა ტანისამოსი და ქინძისთავით დაიმაგრა მკერდზედ კაბა.
− ერთი რიგიანად მოვილაპარაკოთ, − განაგრძო ანდრემ, − გუშინ მე რომ წავედი, რა მოჰხდა?
− განა გონება კი მაქკს, მახსოვდეს?! − დაიძახა ადლმა და წამოხტა, რომ კარებში გავიდეს და მოშორდეს, − მე ჩემი შვილის მეტი სხვა არა მახსოვს რა.
− შენ მაგ ყოფით ძირს არ გაგიშვებ, − უთხრა გუდარმა ბძანებლობის ხმით და ძალად დასვა ისევ ქვეშაგებზედ.
− ვაი, ღმერთო! ჩემი საწყალი შვილი, ჩემი საწყალი ბავშვი! − ჰბოდავდა უბედური დედაკაცი, სლოკინით, ქვითინით, თვალებზედ ხელედაფარებული.
ანდრე გუდარი, ჯაგლაგად წოდებული, ჯავრისაგან კბილებს აკრაჭუნებდა, ჰგრძნობდა კი, რომ ამისთანა უბედურობაში არავინ დაეხმარება, მით უფრო, რომ მიზეზი თვითონ იყო. ბოლოს გაოცებით მხრები აიწივა და იმაზედ დადგა, რომ მინამ ადელს ცოტად მაინც გული დაუმშვიდდება, მოითმინოს. მივიდა ფანჯარასთან, გააღო, გადიწია და მითამ ყურება დაუწყო მეზობლის ბაღსა, ნამდვილიდ კი გულში მარტო ამ ამბავზედ ჰფიქრობდა. რადგანაც ეს გუდარი ერთი იმათგანია, რომელზედაც ჩვენი მოთხრობა ტრიალებს, ამიტომაც ვიხელთოთ ეს მყუდრო დრო და ავწეროთ მისი თვალტანადობა.
გუდარი გახლდათ ერთი ჯანმრთელი, ღონიერი კაცი, ესე ორმოცის წლისა. ვერავინ ვერ შეამჩნევდა, რომ ხუთიოდე წელიწადი დაეკლო. კარგად და ლამაზად მოყვანილი, სწორედ თავის დონეზედ იყო სასიძოდ მორთული. მოდიდო თავი, ძარღვიანი ხელები, მოხდენილი სიარული, მოგძო სახე, წაბლისფერი თმა, ქერა წვერი, ნიკაპზედ შუა გაყოფილი, განიერი პირი, შემკული მშვენიერის თეთრის კბილებითა, რომელნიც ყოველთვის მზად იყვნენ გამოღრღნან რამე, სხვილი ტუჩები, მუქი თვალები, ხშირი წამწამი და უცნაური, რაღაც მკვახე თვალთცქერა − ყოველივე ეს უმთავრესი ნიშნები იყვნენ მისის თვალტანადობისა. შავგვრემანის ფერისა იყო და სახის მეტყველება ისეთი ჰქონდა, თითქო დაღალულიაო და გულასუყებული. ქალები ამბობდნენ. „ყოჩაღია, არვის გაექელვინება". მეზობლები უმატებდნენ: „გუდარი ლამაზი კაცია, მაგრამ სწორედ ჯაგლაგია". ქალები კი, რომელნიც დაახლოებით იცნობდნენ, იტყოდნენ ხოლმე: „ოჰ, მაგ კაცზედ როგორ ჰლაპარაკობთ, ყოველისფრით საძაგელია!" დასასრულ, მისს მეგობარს კლოდ ტიუსსოს ყველაზედ კარგი აზრი ჰქონდა:
− ანდრე კეთილი გვამია, მე კაცი არ მინახავს მაგაზედ უკეთესი და კეთილი. მე ძალიან ვარ მისგან დავალებული.
რამდენიმე ხანი გავიდა და გუდარმა მოიწადინა ერთი სასტიკად გამოჰკითხოს ამ საქმის ვითარება ადელს, რომელსაც ტირილი შეეწყვიტა და, ჩაეკიდა რა ძირს თავი, გულ-ამოჯდომისაგან სლოკინებდა. ამ დროს ქვევიდამ ხმა მოისმა,
− აი ისინიც მოდიან! მოდიან!
ანდრე ოთახიდამ გავარდა, ჩაიჭრა სასტუმრო ოთახში სწორედ იმ წუთს, როცა შემოდგა ფეხი ტიუსსომ და ორმა სტუმარმა. მაშინვე შეატყო სახეებზედ, რომ კაი ამბავი არ მოუტანიათ. დაინახა თუ არა თავისი სასიძო, ტიუსსომ გაუწოდა ხელი და თვალცრემლიანმა უთხრა.
− ვაი, უბედურო ანდრე! შეიტყე ჩვენი უბედურება? ჩემი შვილი მომიკვდა. იქნება მკვდარი არ არის?
კლოდ ტიუსსომ თავი მაღლა აიღო და თითქო რაღაც იმედის სხივმა გაუნათლა სახე.
კანონის სახელითა, თქვენ უნდა დაგიჭიროთ.
IV რა მოუვიდა ჭაბუკსა, რომელსაც უყვარდა ამომავლის მზის ცქერა
მოვბრუნდეთ ისევ აუსტერლიცის ხიდისკენ, სენის პირას, მზის ამოსვლის დროს, როცა ყოველი იღვიძებს სიცოცხლისათვის და ათასი სხვადასხვა ხმა ერთს უზარმაზარს ხმაურობას შეადგენს ხოლმე.
პატარა სამიკიტნოში, რომელსაც ერქვა „მენავეთა შესაკრები" და რომელიც იმის პირდაპირ იყო, საცა სარეცხსა რეცხდნენ ხოლმე, მთელი გროვა მენავეებისა, მუშებისა ჰსვამდა, ხმაურობდა, ჰყვიროდა, ჰყბედობდა და ჰკასკასებდა. ეს მზემოკიდებულნი, გაუთლელნი დღის მუშანი, ხელებდაბებრებულნი, ყურებაწითლებულნი, უშველებელ ქუდებით და უფრო უშველებელ წაღებით მორთულნი, ისხდნენ და ქეიფობდნენ. მათ შორის დახტოდა და დაფასფასებდა მოკლე კაბით მორთული გოგო, თვალმკვირცხლი და მხიარული, ტანად მომსხო, ტუჩწითელი და დიდმკერდა. ფეხთ ეცვა უშველებელი წუღები, რომელზედაც ჩამოფხატოდა და წინდის ყელი. ყველაზედ მაღლა ჰყვიროდა, ჰკასკასებდა, ყველაზედ ბევრს ჰყბედობდა და ყველას ზედგამოჭრილს სახელს, ხშირად საწყენს, ეტყოდა ხოლმე და მარჯვედ უთავაზებდა ხოლმე მუჯლუგუნს, როცა მათგანი ვინმე თავს მეტს ნებას აძლევდა.
− ჟანნა, მომაწოდე ჭიქა და გასაღები ჩვენის ნავისა, − შემოვიდა თუ არა, უთხრა ერთმა მუშურად ჩაცმულმა ყმაწვილმა კაცმა; ეტყობოდა იგი ამ ხალხის უცნობი არ იყო.
− თქვენა ხართ, არისტიდ? − უპასუხა გოგომ და მალე მოუტანა ნაბძანები, − ხვალ ხომ მობძანდებით?
− მოვალ და მარნაზედ წავალთ. დღეს კი ნავი უნდა გავრეცხო.
− გამარჯობა, შადიავ! მოდი, ძმობილო, ერთი გადავკრათ, დაუძახა ერთმა მუშამ, რომელიც ტაბლას წინ იჯდა.
− ძალიან კარგი. ჟანნავ, აბა მოგვიტა მალე.
− მაშ შენ დღეს სამუშაოზედ არ წახვალ? აი შეგიტყოს მამაშენმა ლებლანმა...
− რატოვ არ წავალ? ესე ადრე ქარხანაში არ მუშაობენ. განგებ ავდეგ სისხამზედ, რომ ნავი გავრეცხო, მერე იქაც მივასწრებ. აბა, ჟანნავ, მარდად იყავ, დრო არა მაქვს გიცადო.
მიაჯახუნეს ჭიქები მეგობრებმა. მერე ყმაწვილმა კაცმა, რომელსაც არისტიდსაც ეძახდნენ და შადიასაც, გასწია დასტამალით და ჯამით ხელში. მივიდა წყლის პირს, ჩახტა თავის ნავში, გაიხადა ზევითა ტანისამოსი, გაიძრო წაღგბი და წინდები, აიკეცა შალვარი, დაიმკლავა იღლიამდე, მოუსვა ნიჩაბი და გასწია ნავით ხიდის ქვეშ, რადგანაც იქ უფრო თავისუფლად გარეცხდა.
არისტიდ ლებლანი, შადიად წოდებული, ბრინჯაოს ქარხანაში მუშად იყო. მის მამას ცოტაოდენი შეძლება ჰქონდა და დაეყენებინა შვილი ერთს ოჯახში, რომელიც იქავ აუსტერლიცის ხიდთან იდგა. ამიტომაც მეგობრებმა მიანდეს ნავის გარეცხა და ამიტომაც კარგად იცნობდნენ ყველანი, ვინც ზემოდ აწერილს სამიკიტნოში დადიოდნენ.
მის თვალტანადობის აწერას ბევრი დრო არ მოუნდება. იგი იყო ერთი ჯმუხი ბიჭი, უფრო დაბალის, ვიდრე დიდის ტანისა, განიერ მხარბეჭიანი, ძარღვიანი, არ იყო ძალიან ლამაზი, მაგრამ კეთილი სული იყო, მიმზიდველი, მარილიანი, ქერათმიანი, ლურჯთვალებიანი და სახის ფერი ჯანმრთელობით უღვიოდა. ყოველდღე სისხამ დილაზედ იღვიძებდა და სამუშაოდ მიდიოდა. ქარხანაში მთელი დღე მუშაობდა, ხელს არ დააყენებდა. ოსტატი მუშაკი არ იყო, ის იყო კვერის მცემელი, მაგრამ თავის ხელობას ისე შესჩვევოდა, რომ ერთნაირის სიამოვნებით და გულმოდგინებით ჰხმარობდა კვერსაც, ქლიბსაც და შალაშინსაც. საღამოობით შინ რომ მოდიოდა, ძალიან დაღალული მოვიდოდა ხოლმე, მაგრამ თავის დღეში არავის არ შესჩივლებდა და როცა მოცლილად იყო, ისეთისავე სიცხარით ქეიფს მიეცემოდა ხოლმე, როგორადაც მუშაობას. ყველაზედ მეტად ესიამოვნებოდა ხოლმე არისტიდს ნავის ტარება და ნიჩბის მოსმა.
ამის გამო სიამოვნებით ჰრეცხდა, სწმენდდა, ჰფხეკდა შიგნიდამ და გარედამ თავის ნავსა, რომელსაც „ჭავლს" ეძახოდნენ. ერთი რაღაც სიმღერაც ასწია, მაგრამ პირველ დაძახებაზედვე სიტყვა ენაზე შეაკვდა. იქავ ახლო რაღაც მძიმე რამ დაეცა წყალში, წამოხტა და მიიხედ-მოიხედა. ზურგთ-უკანა სენის გატკეცილ ზედაპირზედ წყლის რგოლები დადიოდნენ. წყლის პირას იყო დაბადებული და წყალი ისე უყვარდა, როგორც ნიუფაუნდლენდის ძაღლსა. წყალში ბანება მისთვის სწორედ აღდგომა იყო. „უთუოდ თავის დასარჩობად ჩამოვარდა ვინმე, მაგრამ დამაცა, ძმობილო, მე მაგ სულელობამდე არ მიგიშვებ", სთქვა გულში არისტიდმა, გადავარდა წყალში და ჩაიყურყუმელავა, თითქო თევზიაო.
ძალიან კარგი მცურავი იყო და დიდხანს შეეძლო წყალქვეშ ყოფნა. ერთს წუთს შემდეგ ამოჰყო თავი, სული მოიბრუნა, მერე ისევ ჩაიყურყუმელავა და ამოიტანა სესილი; მაგრამ ასეთი მძიმე იყო, რომ ბევრს ეცადა და მაინც ვერ აიტანა ნავში. მაშინ ხმამაღლა და იმედდაკარგვით დაიწყო ყვირილი: „მიშველეთ, მიშველეთ!" ყოველ მხრიდამ მოცვივდა ხალხი და ნავებით წავიდნენ მისაშველებლად.
V ძველი სიყვარული
გუდარმა ერთის სიტყვით იმედი განუახლა უბედურს მამას. „იქნებ მკვდარი არ არისო". ეს გუშინ რომ ეთქვათ, ტიუსსოს ბრაზი მოუვიდოდა, ეხლა კი გულში ნუგეშად ჩაესახა, ხოლო თავის სასიძოს კი არ ამცნო თავისის გულის ვითარება; „ჩემი ქალი, - გაიფიქრა გულში. − იქნება იმიტომ წავიდა დედ-მამის სახლიდამ, რომ ამ ჯაგლაგის შერთვა არ უნდოდა; იმას მორის ფერანი უყვარდა, იქნება იმასთან წავიდა და ჩვენ კი მოგვწერა, თავს ვიკლავო, რომ მორისთან ძებნა არ დავუწყოთ. ეს ფიქრად წინადვე როგორ არ მომივიდა? რაზედ შევშინდი ასე? სიყვარულისაგან არავინ კვდება. რა ვუყოთ, რაკი ესრეა, შეირთოს მორისი და გათავდა საქმე. თუმცა სახარბიელო არა არის რა, მაგრამ, რაკი მოსწონს, თავის ნებაა, საქმე ის არის, რომ ქალი ცოცხალი მეყოლება და ბედნიერად იცხოვრებს".
ამ ფიქრებით ნუგეშცემულს შუბლი გაეხსნა და სიხარულით უთხრა ცოლს, რომელიც ძირს გულმოკლული ჩამოვიდა:
− ნუ სტირი, ადელ, მე ეხლავ მოვიყვან სესილის.
გუდარმა გაოცებით შეჰბედა კლოდსა, ხოლო კლოდმა აღარ აცალა, გავარდა სწრაფად გარედ თავის ორის კეთილისმყოფელითა და დაუძახა მეეტლეს.
− ლაკუეს ქუჩაში, აუსტერლიცის ხიდთან.
ტიუსსო წავიდა თუ არა, გუდარმა დაავალა ერთს ნათესავს სტუმრების მიღება, თვითონ კი ხელი მოჰკიდა ადელს და ისევ კიბესთან მიიყვანა.
− სხვა რაღა გინდათ ჩემგან, - იკითხა ძლივძლივობით ადელმა.
− მე მინდა გულდადებით მოგელაპარაკო და გავიგო, ეს რა კომედიას მეთამაშებით. ჰა, ადი ზევით-მეთქი!
გუდარმა ეს ბძანების ხმით სთქვა, თუმცა ისე ჩუმად კი, რომ მარტო ადელმა გაიგო. იმხანად ადელი არ დაემორჩილა მის ჭირვეულს და გაუტეხელს ნებასა.
− მე აქ მინდა ვიყო, − უთხრა ადელმა.
კმარა-მეთქი, − სთქვა გუდარმა, ხელში აიყვანა და ისე აიტანა კიბეზედ, შეიყვანა ოთახში და დასვა ტახტზედ.
ამ გაბედულობამ ისეთი ელდა დასცა საწყალს ქალს, რომ ხმა ვერ ამოიღო. შეშინდა, არავის დაენახა, რომ ეგეთის ძალით ექცევა ეს კაცი.
დაწყნარდა, ხმა გაიკმინდა, თავი ჩაჰკიდა, აღარ გაინძრა, თითქო გაქვავდაო.
გუდარმა კარი მოიხურა, ფეხებით გაიშოტა სესილის უმანკო ქვეშაგებზედ, თითქო სამიკიტნოს ტახტიაო, და დაწყნარებით სთქვა:
− აბა, ადელ, იმედი მაქვს შენ ეხლა გონზედ მოსული ხარ. ერთი გულდადებით მოვილაპარაკოთ. ეს რა კომედიას ჰთამაშობთ ჩემ წინ? რას ნიშნავს ეს ყოველიფერი? მე ფიქრად მომდის, იქნება სესილმა და იმისმა დედამ გამიმართეს−მეთქი ეს სამხიარულო შესაქცევარი. თუ შენ შენს აღთქმას ეგრე ასრულებ, მე ეხლავ წავალ ჩემს ადვოკატთან და ოცდაოთხის საათის განმავლობაში კლოდ ტიუსსო გაკუტრებული იქნება.
ადელმა უგრძნობელად. ცივად შეჰხედა, თითქო არ ესმისო.
− იქნება შენა გგონია მე ბაშვი ვიყო? აქ რაღაც თავის მოკვლის კამედიას ჰთამაშობთ და გგონიათ ისე შეტოპილი ვიყო ამ საქმეში, რომ თქვენი თავის დანებება აღარ შემეძლოს, თუნდ ქორწილი არ მოჰხდეს? მითამ იმით მაშინებთ, რომ მეზობლები იტყვიანო: „აქ ვაჭრობა ყოფილა და სხვა არაფერიო". დიაღ, ვაჭრობაა, სწორედ ვაჭრობა და სხვა არაფერი. დეე ილაპარაკონ ჩემზედ, რომ მე გარყვნილი და ქეიფის კაცი ვარ. რაც უნდა იყბედონ, ჩემი რა საქმეა! პირიქით, მიამება კიდეც. ტყუილად კი არ მეძახიან ჯაგლაგს! თქვენ კი გეგონათ, რომ რაკი ქორწილი არ მოჰხდება, მე მაინც თქვენს მეგობრობაზედ ხელს არ ავიღებ, განა? ვაი, ჩემო საწყალო ადელ! განა ცოტა ხანია, რაც მე და შენ შორის ყოველიფერი გათავდა?
− არც იმოდენა ხანია, რომ ჩემი სირცხვილი, ჩემი შერცხვენა აღარ მახსოვდეს.
− მაგას გროშადაც არ ვიყიდი... ეგ სულ ცარიელი სიტყვებია... ნუ მოჰყვები, თუ ღმერთი გწამს, სულელურს კომედიას, როგორც იმ დღეს, შენი ქალი რომ გთხოვე... ნუ დამემუქრები, რომ ყველაფერს გაუმჟღავნებ შენს ქმარსა. ძალიან კარგი, მითამ რა გამოვა მაინდამ? ვთქვათ, ქმარს ეტყვი: „კლოდ, შენ გეგონა, რომ შენი ცოლი და შენი შვილის დედა პატიოსანა დედაკაცია. − ტყუილია, შენის უკეთესის მეგობრის ხასაა". იქნება ჰფიქრობ, რომ ძალიან გამიგულისდეს? სულაც არა, იგი მარტო ამას იტყვის, რომ შენ... თვითონ შენ იცი, რასაც იტყვის. იგი იფიქრებს, რომ შენ თვითონ გადამეკიდე...
− ვაი! − დაიძახა ადელმა, − შე უნამუსოვ. პირმოხეულო!.. ხმას როგორ იღებ, ხმას...
− ეხლა შენი წივილ-კივილი აინუნშიაც არ მომდის. მე თავი გადამიდვია, რაც მომივა, მომივიდეს. თუნდა მეზობლებმაც შემატყონ, რომ ტიუსსოს ცოლი ხასად მეჯდა, მითამ რაო? განა ისეთი თავისუფალი კაცი, როგორც მე ვარ, სიყვარულს იქ არ ჩაავლებს ხოლმე ხელს, საცა კი იპოვის? ეგ არის თავისუფალის კაცის ცხოვრების საგანი. კაცი მოვალე არ არის დაიცვას თავისი სიწრფოება და ცოლქმრობის ერთგულება, ეგ დედაკაცის საქმეა. ეხლა ხომ გესმის, რომ ეგ შენი ცოდვის მომნანებელ მაგდალინას ცრემლი არავის წარბსაც არ შეუხრის.
− მაშ თქვენ არაფრის პატივი არ გცოდნიათ, თქვენ მე შემაცდინეთ, ანუ უკედ ვთქვათ, ძალით დამიმორჩილეთ და ეხლა თქვენვე მასხამთ თავზედ ლაფს და მემუქრებით კიდეც? თუ მისი გაგება არა გაქვთ, რომ კაცი, რომელმაც გააუპატიურა ქალი, უნდა პატივს სცემდეს გაუპატიურებულს, მაშ ის მაინც შეიბრალეთ, რომელსაც თქვენ მეგობარს ეძახით.
− მე მგონია, საბუთი მაქვს მეგობრად ვხადოდე შენს ქმარს, − უთხრა გუდარმა უწმაწურის ღიმილითა, − მე დიდი ფული მივეცი მაგ მეგობრობაში. თუ აქამომდე შიმშილით არ დაიხოცენით, ჩემი მოწყალება იყო. შენი სიყვარული მეტად მცირე სარგებელია იმ თავნისა, რომელიც მე თქვენზე გავფლანგე.
− ღმერთო! ღმერთო ჩემო! − შეჰკივლა საწყალმა დედაკაცმა, მწარედ მომტირალემ ცალკე სირცხვილისაგან და ცალკე სასოწარკვეთილებისაგან. − მემუქრებით განა! ნუთუ უნდა დაგლოცოთ, რომ ნამუსი დამიმხეთ და თავზედ ლაფი დამასხით.
− დროა, მგონია, მიცნოთ, რა კაციცა ვარ. მე ძალიან კარგადა ვხედავ, რაც ამბავია. თქვენ გიფიქრიათ, რომ ამისთანა ამბის შემდეგ ჯვარისწერაზედ უარს ვიტყოდი. ლამაზად აასრულეთ კი თქვენი გულსაკლავი წარმოდგენა! ეხლა მამა მოიყვანს სესილსა, თქვენ ჩემ წინ ბოდიშს მოიხდით და ქალს მისცემთ იმ თქვენს ქერუბიმს, რომელიც...
− ნუ იტყვით, ნუ! − ევედრებოდა ადელი, რომელსაც გუდარის სიტყვებზე იმედი მიეცა, რომ ქალს უპოვნიან და ამ უნამუსო კაცის ცოლად აღარ იქნება.
− ახლა, ლამაზო ტიუსსოვ, როგორც ამ უბანში გეძახიან, მაგისთანა ხუმრობას მოკლე ფეხები აქვს. ჯაგლაგი მოახერხებს, რომ ეს საქმე თავისუფლად მოატრიალოს.
− მითამ რა უნდა ჰქმნათ?
აი რა: როცა მამა მოიყვანს სესილს, მე წავალ და თან წავიყვან მერთან. თუ გამიძალიანდება და არ გამომყვება, საქორწილო ეტლში ჩავჯდები, წავალ კამერციის სასამართლოში და გამოვაცხადებ, რომ ტიუსსო კუტრია-მეთქი.
ადელმა ხმა არ გასცა. იგი მარტო თავის ქალზედ ჰდიქრობდა, საკუთრივ მასზე თუ, იქნება მართლა-და ცოცხალი იყვესო.
− ვერ გაიგე, რა გითხარ? − შესძახა გუდარმა.
− გავიგე.
− რას იტყვი შენ მაგაზედ?
იმას ვიტყვი, რომ ჩემის ქალის ბედნიერება იმად ღირს, რომ მთელი სიცოცხლე მის გულისათვის გავიმწარო. თუმცა ჩვენ გავღატაკდებით, მაგრამ ჩვენს ქალს ქმრად ის მაინც ეყოლება, რომელიც თვითონ აირჩია.
− იმან კი არა, შენ აურჩიე.
− თუ სხვაფრივ ბედნიერებას ვერ მოვუპოვებ ჩემს ქალს, თუ არა მით, რომ ჩემი თავი შევწირო, მე მაგაზედაც მზადა ვარ.
− შენ შენს თავზედ ჰლაპარაკობ, − შეჰნიშნა გულსატკენად გუდარმა, − ჩემი მეგობარი კლოდი, როცა შეიტყობს, რომ მე ფულს ვაძლევდი მარტო იმისათვის, რომ...
− რისთვის? − ჰკითხა ადელმა, თავი მაღლა აიღო და თვალები დააბრიალა.
− იმისათვის, რომ შენი სიყვარული მეძლეოდა...
− თქვენ ეტყვით მაგას, თქვენ, თქვენ?
− ისე დაწყნარებით და გულგრილად, როგორც. ეხლა ვლაპარაკობ.
− მაშ ჩემის ქალის თავს ვფიცავ, მე ჩემს ქმარს ვეტყვი: „ტყუის, ჩემი ჯავრის ამოყრა უნდა და თუ, კლოდ, ჩემი სიყვარული გაქვს, ჩემი პატივისცემა, მოკალ ეს უნამუსო კაცი-მეთქი". მე დამიჯერებს, ვიცი იმის ამბავი, და ჩემს ხვეწნას ამისრულებს. გულკეთილია, გულლბილი, მაგრამ თავგამომდებია და შეუბრალებელი, როცა ან ცოლს, ან ქალს ცუდად უხსენიებენ. ეგეც რომ არ იყოს, თუ საჭიროა, მეც მივეშველები, მეც... გესმის თუ არა, უფალო გუდარ?!. თავის დღეში, თავის დღეში ჩემს დამხობას არ გავუმჟღავნებ. მწუხარებისაგან ვეღარ იცოცხლებს და თუ სასიკვდილოა, ისა სჯობია მოკვდეს, როცა თავს გამოიდებს, რომ გაუპატიურებული ნამუსი ცოლისა დაიფაროს.
ყოველივე ეს იყო თქმული ხმააუმაღლებლივ, დინჯად, ლიტონად, მაგრამ ყოველი სიტყვა თითქო შოლტიაო, ისე უსერავდა ლოყებს გუდარსა. როცა ადელმა სიტყვა დაასრულა, გუდარი წამოდგა ფეხზედ მთლად გაფითრებული. მიხვდა, რომ ქალი არა სტყუოდა, ტყუილად არ იმუქრებოდა და შიშისაგან ისე მოეჩვენა, მითამ ადელს ხელში დანაც უბრჭყვიალებს.
− შენ ამბობ, რომ შენ ჩემის მძლავრობის მსხვერპლი შეიქმენ, − უთხრა გუდარმა და, რადგანაც სცდილობდა არ გამოეჩინა გულის ღელვა, ხმა მოურბილა, − მაშინაც ხომ შეგეძლო ეგრე მაგრად მდგარიყავ და მაგისთანავე ფარი გეხმარა?
− განა მაშინ ვიცოდი, რომ ფარი დამჭირდებოდა? ყველა ჩვენი მოკეთენი პატივს სცემდნენ სახლს, საცა ისინი მიღებულ იყვნენ. მე თქვენ პატიოსან კაცად მეგულებოდით, რადგანაც ჩვენსა ფეხი იმ განზრახვით შემოდგით, რომ უბედურებისაგან დაგეხსენით. ერთი საათი სამყოფი იყო, რომ კარგად გამეცანით, და იმ საათმა მომიწამლა კიდეც მთელი სიცოცხლე. დასასრულ, აი რას გეტყვით, უფალო გუდარ: ეს ჩვენი ლაპარაკი ჩვენს შორის უკანასკნელია. თქვენ შეგიძლიანთ გაგვაღარიბოთ, გაგვაღატაკოთ და ჩვენ გაუპატიურებას კი ფიქრადაც ნუ გაიტარებთ, თორემ...
− თორემ რა? − ჰკითხა გუდარმა და თვალი მოჭუტა.
თორემ ისა, რომ მე და ჩემი ქმარი საკუთარის ხელით დაგარჩობთ.
გუდარმა მხრები აიწია, ადელმა შეამჩნია, რომ ძლეულ იქმნა.
ამ დროს ეტლიც მოადგა კარებსა. გუდარი ძირს ჩავიდა. ადელი გაეხვია შალში და სირბილით ჩამოირბინა კიბე იმ იმედით, ქალსა ვნახავო. ყველა სტუმრები სასადილო ოთახში ელოდდნენ და ჰკვირობდნენ, რად დაგვიანდა საქმეო, რადგანაც ის სამწუხარო ამბავი ჯერ გამომჟღავნებული არ იყო, მარტო ორ-სამ მახლობელს ნათესავს უთხრეს.
კარებში ტიუსსო გამოჩნდა, რაკი მარტო ის დაინახა, უბედურს დედას იმედი გადუწყდა, ეცა ქმარს, ყელზე მოეხვია და მოჰყვა ქვითინს.
− რაო, კლოდ? − იკითხა ბოლოს.
− არაფერი, − უპასუხა მან ცრემლმორეულმა, − მორისთან ვიყავ, სესილი იქ არ არის... თვითონ მორისი წუხელ საღამოს ჩვეულებისამებრ შინ ყოფილიყო და დღეს დილაზე გასულიყო შინიდამ სამუშაოდ. ფანჯარა, როგორც ყოველთვის, ღია დარჩენოდა... საწყალო ადელ... ყველაფერი ამაოა ჩვენთვის... ჩვენ შვილი აღარა გვყავს, აღარ...
ორივემ მწარედ ტირილი დაიწყეს.
გუდარი, მიყუდებული კიბეზე გასასვლელ კარებზედ, ხმაამოუღებლივ უყურებდა ამ ამბავს, ულვაშებს იკვნეტდა და ჰკითხავდა თავის თავს: „ნეტა რას ნიშნავს ყოველივე ესო?" არა სჯეროდა სესილის სიკვდილი. ეს შეუძლებელიაო. ხოლო მოულოდნელმა წინააღმდეგობამ ტიუსსოს ცოლისამ, მისმა გულახდილად ლაპარაკმა, მამაცობამ და გამბედაობამ გზა-კვალი აურიეს. თავისთავი ამ ქალის ბატონად ეგონა წარსულის მიხედვით და ეხლა კი იგი წინ დაუდგა თავმოღერებული, მუქარით და მრისხანებით სავსე და თვითონ კი ყურებჩამოყრილი იყო, შეშინებული.
მართლაც, ის ამბავი, რაც მის თვალწინ მოხდა. მეტად სამწუხარო იყო და უფრო მკვდრის დამარხვასა ჰგვანდა, ვიდრე ქორწილსა. ყველანი სტიროდნენ და ნუგეშს სცემდნენ უბედურ დედ-მამას. ჯერ იმით ღონემიხდილმა, რომ გუდართან ისეთი მძიმე ბრძოლა გამოიარა, მერე მთლად გულმოკლულმა, რომ ქმარმა ქალი ვერ უპოვა, − ტიუსსოს ცოლმა თავი ვეღარ შეიმაგრა. ერთი საშინელი კანკალი მოუვიდა და უსულო მკვდარსავით დაეცა იატაკზედ. კლოდი კი, რომელიც თვითონ იბრალება ქალის სიკვდილს, იმედდაკარგული დაეშვა სკამზედ და, როგორც საშვი, ისე სტიროდა.
მარტო ერთი გუდარიღა იყო, რომელიც არას იმჩნევდა და გულგრილად იდგა. სტუმრები ისე დასტრიალებდნენ და გარს ევლებოდნენ უბედურ მშობლებს, რომ არც კი არავინ შეჰნიშნა, რარიგად უგულოდ იყო ამ საერთო მწუხარების დროს.
− გუდარ, − ჰკითხა ბოლოს მკერვალმა ქალმა, − ნუთუ თქვენთვის სულ ერთია?
გუდარმა მხრები აიწია და ბოროტის ღიმილით უპასუხა:
− მე ჯაგლაგს ტყუილად კი არ მეძახიან. მე ჩემს სახელს არ ვუღალატებ.
VI შადიამ როგორ დაჰკარგა დღე
შადიას საშინელს ყვირილზედ ორივე ნაპირიდამ დაიძრა ნავები. სწორედ მისწრება იყო იმათი მიშველება. შადიას ღონე ელევოდა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ებრძოდა წყალს, მაგრამ კინაღამ წყალმა არ მოიტაცა და ქვევით არ გააქანა; ხელში ეჭირა საცოდავი ქალი, რომელიც უეჭველის სიკვდილისაგან დაიხსნა. ყველაზე უწინარეს მიეშველნენ მისნი მეგობრები, რომელნიც წუთის წინათ დუქანში ჰნახა. იცნეს თუ არა შადია, მაშინვე ხელი მიაწოდეს და ისიცა და ქალიც ნავში ამოიყვანეს. მერე სწრაფად მოუსვეს ნიჩბები, გასწიეს ნაპირისაკენ და ერთმა მათგანმა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, დაუყვირა ხალხს, ნაპირზედ მოჯგუფებულს:
− მალე ექიმი, ექიმი!
რამდენსამე წუთს შემდეგ ნავი ნაპირს მიადგა. ნაპირზე მოგროვილიყო უსაქმო ხალხი და ელოდდა ექიმის მოსვლასა. ექიმიც მოვიდა. ურჩია, რომ ქალი ნავშივე იყოს ჯერხანადაო, ნუ დასძრავთო, მანდ უფრო კარგად მოევლებაო. მაგრამ ექიმის მოუვლელადაც ქალი თვითონ გამობრუნდა და გონზედ მოვიდა. შადია გადმოხტა ნაპირზედ, მხიარულად შეეყარა მეგობრებს, რომელნიც ულოცავდნენ სასახელო საქმესა.
− ისევ ცოცხალია და სრულად გადარჩება კიდეც. როცა წყლიდამ ცოცხალი გამოხვალ, მაშინ ფიქრი აღარაფრისაა.
სესილმა მძიმედ აახილა თვალი და სუნთქვა თავისუფლად დაიწყო. იქავ დუქნიდამ გამოიტანეს გამთბარი საბანი და დაჰხურეს ფეხებზედ. სითბომ ცხადად იმოქმედა, მოუბრუნა ღონე ყმაწვილ ქალს და ექიმმა, მის წინ დაჩოქილმა, ჰკითხა:
− გტკივათ რამე, ჩემო კარგო?
სესილმა თვალი წყნარად გაახილა, აქეთ-იქით გადაავლო, თითქო უნდა შეიტყოს, სადა ვარო. ექიმმა ხელახლად ისევ ის ჰკითხა. ქალმა შტერისავით მიაპყრა ექიმს თვალები და წაილუღლუღა რაღაც უაზრო, გაუგებარი სიტყვები. ექიმი გაოცებით დააკვირდა ქალს, მაჯა გაუსინჯა და აჩქარებით დაიძახა
− საკაცე ჩქარა, საკაცე!
ორი ბიჭი, იქავ მდგომი, მაშინვე გაიქცა ექიმის სიტყვის ასასრულებლად. შადია კი მობრუნდა ისევ ქალისაკენ და ჰკითხა გულის ტკენით.
− რაო? ვერ არის კარგად? მე მეგონა გადარჩა-მეთქი.
− არ ვიცი, რაღაც სატკივარი ემართება, ვერ გამიგია. ფეხები და ხელები გაუცივდა, მუცელი კი ეწვის, უთუოდ ავად ყოფილა, მინამ წყალში ჩავარდებოდა.
− ვაი შენ, ჩემო თავო უთუოდ საოფლეში ჭკვა შეშლია და წყალში იმიტომ ჩავარდნილა.
სესილს განუწყვეტლად ასლოკინებდა და ტუჩებზე ქაფიც გამოაჩნდა.
საკაცეც მალე მოიტანეს, სესილი დააწვინეს დოშაკზედ, რომელიც შადიამ მოატანინა თავის სადგომიდამ და ისე დაასვენეს საკაცეზედ. ცნობისმოყვარე უსაქმური ხალხი გარს ეხვეოდა საკაცეს.
− საწყალი ბაშვი, რა ლამაზია! − ისმოდა ხალხში.
− ოო, მშვენიერი რამ არის!
− ისეთი ნორჩი და სიკვდილს მისცეს თავი?!
− უთუოდ შეუცდენია ვისმეს და მერე თავი დაუნებებია! − ვიშ, რა ლამაზია, რა ლამაზი! ასე გგონია, პატარძალიაო!
ამ სიტყვებზედ სესილმა, აქამომდე უგრძნობელად მაყურებელმა, წამოიწია და ღიმილით სთქვა:
− ჰო... ჰო... მე... პატარძალი ვარ...
მართლადაც, საცოდავი სესილი მშვენიერი რამ იყო ამ წუთს. ნავში, ცნობისმოყვარე თვალთაგან მოშორებით, გაჰხადეს სველი ტანისამოსი და ჩააცვეს წმინდა თეთრეული, რომელიც შადიამ თავის სახლიდამ მოატანინა და დუქნის გოგომ კიდევ ცეცხლზედ მოათბო. თეთრს ტანისამოსში, საკაცეზედ მწოლარე, საუცხოვო რამ იყო. მშვენიერს, ყმაწვილურს პირისახეს უხვად მოჰფენოდა გიშრისფერი თმა, მისი მომხიბლავი ბაგენი უცინოდნენ ვიღასაც, − უცნაურს არსებასა, მისი ლოყები ანთებულიყო სიცოცხლის ალითა. რაღასა ლუღლუღებდა, მაგრამ ისე გაუგებრად, რომ ექიმი ამაოდ სცდილობდა ერთი სიტყვა მაინც გამოეცნო.
− აბა, მეგობრებო, მარდად, − უთხრა ექიმმა საკაცის მომტანელთა, − აქავ რომ სამკურნალოა, იქ მივიტანოთ. მე ჩემს პალატში დავაწვენ. თქვენ კი, მეგობარო, თან გამოგვყვებით, რასაკვირველია, − უთხრა მერე ექიმმა შადიას.
ამ დროს პოლიციაც მოვიდა, მაგრამ დაიგვიანა კი, როგორც ხშირად მოჰხდება ხოლმე პარიზში. ექიმმა უთხრა, აქ ნუ დაგვაგვიანებთო, რადგანაც სნეული იმისთანა მდგომარეობაშია, რომ ერთის წუთის დაკარგვაც მძიმე რამ არისო. ხოლო შადიამ კი გზადაგზა ყველაფერი უამბო.
სამკურნალოში, ექიმის მეოხებით, სესილი მაშინვე მიიღეს და არ გასულა მას შემდეგ რამდენიმე წუთი, რომ იგი დააწვინეს კიდეც ქვეშაგებში. ექიმმა ფერშლების თანაშემწეობით ბეჯითად გასინჯა ქალი, დაუწერა წამალი, რომელიც ძალიან მალე მოუხდა.
− რაო, ბატონო ექიმო, ეხლა უკედ არის? − ჰკითხა შადიამ, რომელიც პალატის კარებში ელოდდა.
− იმედი მაქვს, რომ ეხლა გადარჩება.
− რაო? განა უწინ კი გეგონათ, არ გადარჩებოდა?
− ეგ რა სათქმელია, მე იმის იმედიც არა მქონდა, რომ აქამდის ცოცხალს მოვიყვანდით.
− საწყალი! მაგისთანა ყმაწვილი ქალი და წყალში ჩავარდეს?!
− წყალში ყოფნამ დაიხსნა კიდეც.
− რაო? − გაოცებით იკითხა შადიამ, ეგონა, იქნება ისე ვერ გავიგეო, − თავი იმით გადირჩინა, რომ წყალში ჩავარდაო!
− საცოდავი ქალი უთუოდ ძალიან გაუბედურებულია და თავი მტკიცედ დაუდვია სასიკვდილოდ... მინამ წყალში ჩავარდნილა, თავი მოუწამლავს.
− რას ბძანებთ? თვითონ გითხრათ ეგ ამბავი?
− არა, ჯერ ბოდვაშია. წამლის შემდეგ უკედ არის, მაგრამ საშინელი ანთება კი აუტყდა.
− საცოდავი! რა ვაივაგლახი ექმნება ეხლა მაგის დედ-მამას.
− მართალი ხართ!.. თქვენ მომაგონეთ ჩვენი უპირველესი მოვალეობა, რომელიც სულ გადაგვავიწყდა.
ექიმმა უხმო სნეულის მომვლელს დედაკაცს, რომელმაც გაჰხადა ტანისამოსი სესილს, და ჰკითხა, ხომ არა გინახავთ რაო ტანისამოსში იმისთანა, რომ შევიტყოთ ეს ქალი ვინ არისო. დედაკაცმა უპასუხა, რომ მარტო იუბკა და კოფტა ეცვაო.
− მართალია, მართალი! − დაიძახა შადიამ, − დედიჩემისა არის ეგ ყველაფერი, მე მოვატანინე. თვითონ ქალის ტანისამოსი კი დუქანში მივე გასაშრობლად. მე ეხლავ წავალ და გავსინჯავ.
− ჯერ, მეგობარო, მითხარით, თქვენ თვითონ რა გქვიანთ?
− არისტიდ ლებლანი, მეტი სახელი − შადია; ბრინჯაოს ქარხნის მუშა ვარ და ვდგევარ გავრის სანაპიროზედ.
− თქვენ ფრიად სასახელო საქმე ჩაიდინეთ, ვაჟკაცო ჭაბუკო!
− ტყუილია, თქვენ სიტყვის მასალად მიბძანებთ მაგას. მე უნდა ვმადლობდე ჩემს ბედს, რომ ხელში თუნდ რამდენსამე წუთს ამისთანა მშვენიერება მეჭირა.
− თქვენ, ჩემო მეგობარო, აქავ მოხვალთ, თუ ამის ვინაობისას შეიტყობთ რასმეს.
− არა, ბატონო, მე ეხლავ დუქნისაკენ გავექანები, გავსინჯავ ტანისამოსს და თუ ნიშანი რამ ვიპოვე, მაშინვე გავკურცხლავ ამის მშობლებისაკენ და მერე კი სამუშაოდ მინდა წავიდე. დღეს ხომ შაბათია.
− არა გიშავთ რა, დღეს პატარა იმცონარეთ, − უთხრა ღიმილით ექიმმა, − ერთი დღე დაჰკარგეთ, დიდი არაფერია.
− მართალს ბძანებთ, ბატონო... მაშ ისევ აქ მოვალ და ამბავს მოგიტანთ, მერე წავალ და ნავის რეცხვას დავასრულებ. ნახვამდის. შადია სირბილით მივარდა დუქანში, მოიკითხა სესილის ტანისამოსი. გოგომ ანიშნა ბუხრის წინ ჩამოკიდებული გასაშრობლად იუბკა და კაბა.
ერთს საათს შემდეგ შადიამ ტიუსსოს სახლში ამოჰყო თავი.