The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


19.08

1882    
     
19 აგვისტო    
     
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „შენიშვნა“ („ახალ სამსაჯულო კანონების შემდგენელნი...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.   წყარო:

გაზ. “დროება“, 1882, 19 აგვისტო, № 173, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, 355.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 693.

     
1886    
     
19 აგვისტო    
     
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად განაგრძობს ვრცელი ნარკვევის გამოქვეყნებას თარიღით „ტფილისი, 18 აგვისტო“ („ხიზნობის ბუნებას შინაგანი აზრი რომ გავუსინჯოთ...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ხიზნების საქმე“. გაზეთის იმავე ნომრის „დამაკვირდის“ რუბრიკაში „ლარიძის“ ფსევდონიმით აქვეყნებს ლექსს „მადლმა სთქვა, წუთისოფელში...“   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 223-358; გაზ. „ივერია“, 1886, 19 აგვისტო, № 179, გვ. 1, 2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ცხრა ტომად (პ. ინგოროყვასა და ალ. აბაშელის რედ.), ტ. VIII, 1928, გვ 338; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 291.

     
1890    
     
19 აგვისტო    
     
გაზეთ „ივერიაში“ სფირიდონ ჩიტორელიძის ხელმოწერით აქვეყნებს სტატიას სათაურით „წერილი მეგობართან“ („დავუბრუნდეთ ძველს ამბავს...“). ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ცხრატომეულში.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1890, 19 აგვისტო, № 178, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბ., 2007, გვ. 626.

ატრიბუცია:

ლ. ჭრელაშვილი, ჟურნ. „საქართველოს მოამბეში“ და გაზეთ „ივერიაში“ სფირიდონ ჩიტორელიძის ფსევდონიმით გამოქვეყნებული ნაწერების ატრიბუციის საკითხები, კრებ. „ქართული ჟურნალისტიკა“, 1981.

     
19 აგვისტო    
     
გაზეთი „ნოვოე ობოზრენიე“ აქვეყნებს მისი წერილის „ქუთაისის ბანკის საქმე“ რუსული თარგმანის გაგრძელებას რედაქციის შენიშვნებით.   წყარო:

„Иверия“ о Кутайском земельном банке“, «Новое обозрение», 1890, № 2291.

     
1900    
     
19 აგვისტო    
     
კარლოვი ვარიდან წერილს უგზავნის ნიკო ცხვედაძეს, დაწვრილებით ატყობინებს თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობას და ლეიდენისაგან მიღებულ რჩევა-დარიგებებს.   წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17585-ხ; ი. ჭავჭავაძე, წერილები (ი. ბოცვაძის რედ.), სოხუმი, 1949, გვ. 100-102; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 156-158; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 214-216, 473.

პირთა ანოტაციები:

ცხვედაძე ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე (1845-1911)

საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პუბლიცისტი. დაამთავრა მოსკოვის აკადემია. 1869 წლიდან ასწავლიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1874 წლიდან - თბილისის ქალთა ინსტიტუტში. 1898 წლიდან სათავეში ჩაუდგა ქართული გიმნაზიის, სინამდვილეში მომავალი ქართული უნივერსიტეტისათვის შენობის აგების საქმეს.

ლეიდენი ერნსტ (1832-1910)

გერმანელი ექიმი, პროფესორი, სხვადასხვა დროს მუშაობდა კენიგსბერგში, სტრასბურგსა და ბერლინში. იკვლევდა ბრონქიალურ ასთმას და გულის დაავადებებს.