The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


4.02

1874    
    
4 თებერვალი   
    
ბანკის წესდების დამტკიცებასთან დაკავშირებით ხვდება საკრედიტო კანცელარიის დირექტორ ალექსეი ციმსენს და დაწვრილებით განუმარტავს წესდების მუხლებს.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 335; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 176-177, 363.

დათარიღება:

დროზე მინიშნებულია მეუღლისთვის 4 თებერვალს მიწერილ ბარათში.

პირთა იდენტიფიკაცია:

წერილში დირექტორის სახელი მითითებული არ არის.

პირთა ანოტაციები:

ციმსენი ალექსი ვასილის ძე (1832-1889)

რუსი სახელმწიფო მოღვაწე. სკრედიტო დარგში საგანგებო კანცელარიის დირექტორი 1873 წლიდან.

    
4 თებერვალი   
    
მოსკოვიდან წერილს უგზავნის მეუღლეს. დაწვრილებით აცნობებს ბანკის ამბებს. სწერს, რომ ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ქრთამი ჰქონდა აღებული სლეპცოვის წესდების დამტკიცებაში და ამიტომ არ უნდოდა თბილისის ბანკის წესდებისთვისაც მიეცა მსვლელობა. აიმედებს, რომ ერთ-ორ კვირაში დოკუმენტი სახელმწიფო საჭოს წარედგინება. ინტერესდება ყვარლის სახლის ამბებით. სთხოვს, ძალ-ღონე არ დაიშუროს, რათა სამშენებლო მასალა თავმოყრილი დაახვედროს. ჰპირდება, რომ ჩამოსვლის შემდეგ პირადად წაუკითხავს ახლად თარგმნილ „მეფე ლირს“.   წყარო:

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 335; ჟურნ. „ლიტერატურული ალმანახი“, 1950, № 3, გვ. 247; ი. ჭავჭავაძე, თსკ (ათ ტომად), ტ. 10, 1961, გვ. 341-343; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 176-177, 363.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

სლეპცოვი

შედგენილი ჰქონდა წესდება საქართველოს ბანკისთვის და კონკურენციის გამო ხელს უშლიდა თბილისის სათავადაზნაურო ბანკის წესდების დამტკიცებას.

    
1879    
 

 

   
4 თებერვალი    
    
გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება ინფორმაცია ჟურნალ „ივერიის“ პირველი ნომრის გამოსვლის შესახებ  წყარო:

გაზ. „დროება“, 1879, № 27, გვ. 2.

    
1880   
    
4 თებერვალი    
    
გაზ. „დროებაში“ ხელმოუწერლად იბეჭდება პუბლიცისტური წერილის „ფიქრი და შენიშვნა“ (უფ. ნიკოლაძის „საახალწლო...“), პირველი ნაწილი.  წყარო:

გაზ. „დროება“, 1880, № 28, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 16, 2017. ატრიბუცია: სტატია „ფიქრი და შენიშვნა“ ილია ჭავჭავაძის თხზულებათა მე-16 ტომში დაბეჭდილია „სავარაუდონის“ განყოფილებაში. ატრიბუციის შესახებ იხ. იქვე.

    
1881    
    
4 თებერვალი   
    
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას რუბრიკით „თეატრის მატიანე“ („მოჩხუბარიძემ დაწერა და წარმოადგინა შარშან...“), რომელშიც საუბარია ალექსანდრე ყაზბეგის პიესასა და მის დადგმაზე. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.  წყარო:

გაზ. “დროება“, 1881, 4 თებერვალი, № 25, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 219. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 625-629, 632-633, 670-671.

პირთა ანოტაციები:

ყაზბეგი ალექსანდრე მიხეილის ძე (1848-1893)

პროზაიკოსი, დრამატურგი, პოეტი, სამოციანელთა მიმდევარი, ისტორიული დრამის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში.

    
1882    
    
4 თებერვალი   
    
გამოდის ჟურნალ „ივერიის“ პირველი ნომერი, რომელშიც იბეჭდება ილიასეული „საპოლიტიკო მიმოხილვა“ („ეგრედწოდებული პოლიტიკოსებისგან...“) და განცხადება ჟურნალის გამოცემისა და გამოწერის პირობების შესახებ მისი და ივანე მაჩაბლის ხელმოწერით.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ასლი, № 217, გვ. 562; ჟურნ. „ივერია“, 1882, № 1, გვ. 105.

პირთა ანოტაციები:

მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)

პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი.

    
1884    
    
4 თებერვალი   
    
თავისი სიძის, ალექსანდრე საგინაშვილისგან იღებს დეპეშას, რომლიდანაც იგებს, რომ მისი დისწულის – მაკო აფხაზის ცოლად თხოვნას აპირებს პოდპოლკოვნიკი დიმიტრი მაყაშვილი.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 352.

პირთა ანოტაციები:

საგინაშვილი ალექსანდრე დიმიტრის ძე (1808-1887)

ილია ჭავჭავაძის სიძე – ელისაბედ ჭავჭავაძის მეორე ქმარი. გენერალ-ლეიტენანტი, რუსეთ-ირანის, რუსეთთურქეთის და ყირიმის ომების მონაწილე, 1844-1850 წლებში მსახურობდა გენერალურ შტაბში, 1851 წელს იყო კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდლის თანაშემწე.

აფხაზი-მაყაშვილისა მარიამ (მაკო) ნიკოლოზის ასული (გარდ. 1894)

ილია ჭავჭავაძის დისწული, დიმიტრი სოლომონის ძე მაყაშვილის მეუღლე.

მაყაშვილი დიმიტრი სოლომონის ძე (1840-1906)

ილია ჭავჭავაძის დისწულის, მარიამ (მაკო) აბხაზის ქმარი, სამხედრო პირი, სამსახურიდან გადადგა 1891 წელს გენერალ-მაიორის წოდებით. გარდაიცვალა იალტაში.

    
1886    
    
4 თებერვალი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 3 თებერვალს“ („ეს თითქმის სამი კვირა არის...“) თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „გლადსტონი და სალიუსბერი ირლანდიის საკითხზე“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1886, № 27, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 7, თბილისი, 2005, გვ. 343.

პირთა ანოტაციები:

გლადსტონი უილიამ (1809-1898)

ინგლისელი სახელმწიფო მოღვაწე, სხვადასხვა დროს ვაჭრობის, კოლონიების, ფინანსთა მინისტრი და პრემიერმინისტრი.

სალუსბერი (სალისბერი, სოლსბერი) რობერტ არტურ (1830-1903)

ინგლისელი პოლიტიკური მოღვაწე, ლორდთა პალატის წევრი, 1885-1892 და 1895-1902 წლებში ბრიტანეთის პრემიერმინისტრი.

    
1887    
    
4 თებერვალი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 3 თებერვალი“ („ქალაქს მასსოვას უჭირავს ერთი პატარა კუნძული...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „იტალიასა და აბისინიას შორის ურთიერთობის გამწვავება მასსოვას გამო“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 4 თებერვალი, № 25, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბილისი, 2006, გვ. 87.

    
1889    
    
4 თებერვალი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას თარიღით „ტფილისი, 3 თებერვალი“ („დიდი ხანია, სჩივიან ჩვენი მემამულენი...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ხილისა და ბოსტნეულის გამსაღებელი საზოგადოება“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1889, 4 თებერვალი, № 26 , გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბილისი, 2007, გვ. 68.

    
1890    
    
4 თებერვალი   
    
 გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 3 თებერვალი“ („დიდი ხანია ისმოდა საზოგადოებასა საერთოდ და...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ეკლესიების შემოსავალ-გასავლის საქმე“  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1890, 4 თებერვალი, № 27, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბილისი, 2007, გვ. 491.

    
1902    
    
4 თებერვალი   
    
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც ამტკიცებენ ხარჯთაღრიცხვას. წიგნების გამოსაცემად შექმნილი კომისიის წევრებად ირჩევენ: ანდრია ღულაძეს, დავით კარიჭაშვილსა და პეტრე მირიანაშვილს. განიხილავენ დავით ცინცაძის თხოვნას ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლაში გალობის მასწავლებლისა და მოწაფეთა მეთვალყურის თანამდებობებზე მის დანიშვნასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილების მიღებამდე დამატებით ინფორმაციას ითხოვენ ადგილობრივი ინპექტორისაგან.  წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481 , N788, გვ 24.

პირთა ანოტაციები:

ღულაძე ანდრია სოლომონის ძე (1857-1920)

პედაგოგი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე, საბავშვო ჟურნალ “ნობათისა” და გაზეთ „დილას“ რედაქტორი.

კარიჭაშვილი დავით გიორგის ძე (1862-1927)

მწერალი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ენათმეცნიერი. მრავალი სამეცნიერო წიგნის ავტორი და გამომცემელი-რედაქტორი.

მირიანაშვილი პეტრე გრიგოლის ძე (1860-1940)

პუბლიცისტი, მთარგმნელი, პედაგოგი, ლიტერატურის კრიტიკოსი. სწავლობდა პეტერბურგისა და პარიზის უნივერსიტეტებში. თარგმნა ევრიპიდეს, ჰომეროსის, გოეთესა და სხვა კლასიკოსთა თხზულებები. ცინცაძე დავით - დამატებითი ცნობები პიროვნებების შესახებ არ მოგვეპოვება.