The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


1.02

1863    
    
1 თებერვალი    
    
იღებს ოლღა გურამიშვილის წერილს, მაგრამ მთელი დღე სტამბაშია და ვერ პასუხობს.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 227; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 22-23.

დათარიღება:

დრო მითითებულია 2 თებერვლის წერილში.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

    
1873    
    
1 თებერვალი   
    
წერილს სწერს მეუღლეს დუშეთიდან ბაქოში. ატყობინებს, რომ „გლახის ნაამბობზე“ მუშაობა, როგორც იქნა, დაასრულა და, თითქოს, გულიდან ლოდი მოეხსნა. ასევე სწერს, რომ თუ ბანკის საქმეებზე რუსეთში მოუხდება წასვლა, შეიძლება ბაქოში გაუაროს სანახავად.   წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 95-97.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

    
1 თებერვალი    
    
იღებს სერგეი მესხის წერილს.  წყარო:

თსკ ოც ტომად, ტ. XVII, 2012, გვ. 40. დათარიღება: კირილე ლორთქიფანიძისთვის ამ თარიღით გაგზავნილი წერილიდან ჩანს, რომ იმ დღეს მიიღო მესხის წერილი.

პირთა ანოტაციები:

მესხი სერგეი სიმონის ძე (1844/1845-1883)

მწერალი, პუბლიცისტი ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი. 1868 წლიდან მიიწვიეს „დროების“ რედაქტორად. იყო „ახალი ახალგაზრდობის“ ლიტერატურული ჯგუფის წევრი. დიდი წვლილი შეიტანა ქართული ჟურნალისტიკის, ლიტერატურის კრიტიკისა და თეატრის განვითარების საქმეში.

    
1874    
    
1 თებერვალი    
    
გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება ინფორმაცია თბილისის თეატრში წინა დღით წარმოდგენილი პიესის „სცენები მომრიგებელ მოსამართლესთან“ შესახებ.  წყარო:

გაზ. „დროება“, 1874, № 409, გვ. 2.

    
1876    
    
1 თებერვალი    
    
გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება ცნობა 29 იანვრის სალიტერატურო საღამოში ილია ჭავჭავაძის მონაწილეობის შესახებ.  წყარო:

გაზ. „დროება“, 1876, 1 თებერვალი, № 12, გვ. 1.

    
1880    
    
1 თებერვალი   
    
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას და ხელს აწერს მიღებულ დადგენილებებს, რომელთა საფუძველზეც სოფელ თონეთის მცხოვრებთა თხოვნა სკოლის გახსნის თაობაზე დასამტკიცებლად ეგზავნება გუბერნატორს; საზოგადოების წევრებს – გიორგი წერეთელსა და იონა მეუნარგიას ევალებათ ასლების გადამღებ აპარატ ჰექტოგრაფის ფასების გარკვევა და მმართველობისთვის მოხსენება.  წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 2, გვ. 30, ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი № 18.

პირთა ანოტაციები:

წერეთელი გიორგი ექვთიმეს ძე (1842-1900)

მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, გაზეთ ,,დროების”, შემდეგ კი ,,კვალის” დაამრსებელ-რედაქტორი, მესამე დასის ერთ-ერთი ლიდერი.

მეუნარგია იონა მიხეილის ძე (1852-1919)

მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. მარტვილისა და თბილისის სასულიერო სემინარიების შემდეგ სწავლობდა პარიზსა და ჟენევაში. მისი წერილები იბეჭდებოდა სხვადასხვა ჟრნალ-გაზეთებში. იყო „ვეფხისტყაოსნის“ 1888 წლის გამოცემის ერთ-ერთი ინიციატორი და მისი ფრანგულ ენაზე მთარგმნელი.

    
1886    
    
 1 თებერვალი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 31 იანვარს“ („ივანე სერგეის ძე აქსაკოვი...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ივანე აქსაკოვის გარდაცვალება“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1886, № 25, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 7, თბილისი, 2005, გვ. 334.

პირთა ანოტაციები:

აქსაკოვი ივანე სერგის ძე (1823-1886)

რუსი პოეტი და ჟურნალისტი, სლავიანოფილი.

    
1 თებერვალი    
    
გაზეთ „თეატრში“ „მთიულის“ ფსევდონიმით იბეჭდება სტატია „ყოველდღიური გაზ. „ივერია“, რომელშიც საუბარია ილია ჭავჭავაძის რედაქტორ-გამომცემლობით გამომავალ გაზეთზე.  წყარო:

გაზ. „თეატრი“, № 5.

    
1887    
    
1 თებერვალი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 31 იანვარი“ („ევროპის დიპლომატიამ დაქანცულმა და მოღალულმა ბოლგარიის...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „აბისინიის სახელმწიფოს რაობა“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 1 თებერვალი, № 24, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბილისი, 2006, გვ. 83.

    
1892    
    
1 თებერვალი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 1 თებერვალი“ („ჩვენდა სამწუხაროდ, უნდა ვსთქვათ, რომ ბ-ნ ჯანდიერის სარჩელმა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „საზოგადო საქმეთა გამო“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1892, 1 თებერვალი, № 25, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 12, 2007, გვ. 94.

პირთა იდენტიფიკაცია:

საუბარია მაზრის უფროს ლევან ჯანდიერზე.

პირთა ანოტაციები:

ჯანდიერი (ჯანდიერაშვილი) ლევან გიორგის ძე (1840-1918)

კახელი მემამულე, ილია ჭავჭავაძის ახლო მეგობარი. სხვადასხვა დროს თიანეთისა და თბილისის მაზრების უფროსი.