კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ავტოგრაფი № 118; კრებ. № 108, გვ. 157. პირთა იდენტიფიკაცია: „ტექსტოლოგიური
კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ.
148-150.
პირთა ანოტაციები:
ანდრონიკაშვილი რევაზ ივანეს ძე (1818-1877)
რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი, თბილისის გუბერნიის თავად აზნაურთა მარშალი. მან
მიართვა ადრესი 1871 წელს თბილისში ჩამოსულ იმპერატორ ალექსანდრე II-ეს, სადაც
თერგდალეულთა მიერ მოთხოვნილი უნივერსიტეტის ნაცვლად იმპერატორს კადეტთა კორპუსის
გახსნას სთხოვდნენ. სენატორი, მეფისნაცვალ ბარიატისნკის საბჭოს წევრი, შემდეგ კი სამმართველოს
უფროსი, ოლღა გურამიშვილის მამიდაშვილი. ბაგრატიონ-მუხრანელი (მუხრანსკი) ივანე კონსტანტინეს ძე (1812-1895) გენერალლეიტენანტი, ერეკლე II-ის შვილთაშვილი, ოლღა გურამიშვილის მამიდაშვილი,
1882-1885 წლებში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე.
თადარიგში გასვლის შემდეგ წარმატებით უძღვებოდა სოფლის მეურნეობას. იოსელიანი პლატონ ეგნატეს ძე (1809-1875) ისტორიკოსი, არქეოლოგი, ეთნოგრაფი, ღვთისმეტყველი, 1845-1856 წლებში
რედაქტორობდა რუსულ გაზეთ „ზაკავკაზსკი ვესტნიკს“, შეისწავლა და გამოსცა ძველი
ქართული ლიტერატურის ძეგლები. ჯორჯაძე დიმიტრი დავითის ძე (1821/22-1883) საიდუმლო მრჩეველი, კავკასიის მეფისნაცვლის საბჭოს წევრი, თსს ბანკის ერთ-ერთი
დამფუძნებელი და ზედამხედველი კომიტეტის წევრი. ჭავჭავაძე იასე ნოშრევანის ძე (1824-1898) 1850 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების
ფაკულტეტი, იყო სამოქალაქო მრჩეველი და საგლეხო საქმეთა საკრებულოს წევრი. ღოღობერიძე ბესარიონ ლევანის ძე (1832-1879) პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, 1876-1879 წლებში ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკის
გამგეობის თავმჯდომარე. ორბელიანი გრიგოლ დიმიტრის (ზურაბის) ძე (1804-1883) რომანტიკოსი პოეტი, სამხედრო და საზოგადი მოღვაწე, ინფანტერიის გენერალი. გაზ. „დროება“, 1873, 9 იანვარი, № 1, გვ. 2-3. პირთა ანოტაციები: ყაზბეგი დიმიტრი ნიკოლოზის ძე (1838/40-1880) მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ალექსანდრე ყაზბეგის ბიძაშვილი. სწავლობდა
ხარკოვის, პარიზის, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტებში. მოღწეულია მისი მხოლოდ ერთი
თხზულება „მავნე სულები“. ყიფიანი დავით ქაიხოსროს ძე (1835-1892) დიმიტრი ყიფიანის ძმისწული, პუბლიცისტი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე.
სხვადასხვა დროს თბილისის საადგილმამულო ბანკის დირექტორი და ზედამხედველი
კომიტეტის თავმჯდომარე, ნოტარიუსი. გაზ. „ივერია“, 1886, 17 დეკემბერი, № 273, გვ. 1-2 (ცენზურის ნებართვა 1886,
16/XII); ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, თბ., 1991, გვ. 318. დათარიღება: დროზე მითითებულია 17 დეკემბერს რუბრიკით „ქართული თეატრი“ გამოქვეყნებულ
რეცენზიაში. პირთა ანოტაციები: სარდუ ვიქტორიენ (1831-1908) ფრანგი დრამატურგი, 60-ზე მეტი პიესის ავტორი. გაზ. „ივერია“, 1894, 9 დეკ., № 260, გვ. 1. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 663.
პირთა ანოტაციები: ჯანდიერი (ჯანდიერაშვილი) ლევან გიორგის ძე (1840-1918) კახელი მემამულე, ილია ჭავჭავაძის ახლო მეგობარი. სხვადასხვა დროს თიანეთისა და
თბილისის მაზრების უფროსი. „საისტორიო მოამბე“, ტ. 3, 1947, გვ. 269. პირთა ანოტაციები: ბაგრატიონ-დავითაშვილი (დავითიშვილი) გიორგი (გოგი)
ალექსანდრეს ძე (1858- 1929) ივანე მაჩაბლის ცოლის ძმა, გორის და შემდეგ თბილისის მაზრების თავადაზნაურობის
წინამძღოლი.
1871
7 დეკემბერი
წერს პამფლეტს სახელწოდებით „გამოცანები“ და ამხელს ძველ თაობას, რომელმაც
იმპერატორს უნივერსიტეტის ნაცვლად სამხედრო სასწავლებლის გახსნა სთხოვა.
სულ არის ცხრა გამოცანა, რომლებშიც გამოყვანილია ცნობილი სახელმწიფო
მოხელეები: თავადაზნაურობის მარშალი რევაზ ანდრონიკაშვილი, სენატორი გიორგი
ბაგრატიონ-მუხრანელი, ყოფილი გენერალი ივანე ბაგრატიონმუხრანელი,
ისტორიკოსი პლატონ იოსელიანი, კავკასიის მეფისნაცვლის საბჭოს წევრი დიმიტრი
ჯორჯაძე, თბილისის გუბერნიის სამმართველოს წევრი იასე ჭავჭავაძე, „მამათა“
ბანაკის თანამგრძნობი ბესარიონ ღოღობერიძე, პოეტი და გენერალი გრიგოლ
ორბელიანი და თავად ილია ჭავჭავაძე. ლექსები ავტორის სიცოცხლეში არ
გამოქვეყნებულა
წყარო:
1872
7 დეკემბერი
თავადაზნაურობის კრება თსს ბანკის წესდების შემმუშავებელ კომიტეტს აკისრებს
ზედამხედველი კომიტეტის ფუნქციებს, რომლის მოვალეობასაც შეადგენს ბანკის
დაარსება. მას ირჩევენ ბანკის მმართველად და ანდობენ დირექტორების
დასახელებას. იგი ირჩევს დიმიტრი ყაზბეგს და დავით ყიფიანს. იღებენ
გადაწყვეყილებას, რომ ეს სამი პირი უახლოეს დროში გაემგზავროს პეტერბურგში
პროექტის დამტკიცების დასაჩქარებლად და საბანკო საქმის შესასწავლად.
წყარო:
1886
7 დეკემბერი
ქართულ თეატრში ესწრება ვიქტორიენ სარდუს პიესის „გავიყარენით“ წარმოდგენას.
წყარო:
1894
7 დეკემბერი
მონაწილეობს სახელმწიფო ქონებათა სამინისტროს რწმუნებულთა სამმართველოში
გამართულ აგრონომთა თათბირში, რომელზეც იხილავენ ვენახების მეპატრონეთათვის
ბანკიდან სესხის მიცემის საკითხს.
წყარო:
1903
7 დეკემბერი
იღებს წერილს ლევან ჯანდიერისგან, რომელიც მისი ვექსილის საფუძველზე აცნობებს
ბანკში შესატანი თანხის ოდენობას.
წყარო:
1906
7 დეკემბერი
თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლი გიორგი ბაგრატიონ– დავითაშვილი
წერილით აცნობებს თავადაზნაურთა კრების გადაწყვეტილებას სახელმწიფო საბჭოს სესიებში
მონაწილეობისთვის კუთვნილი თანხის გაცემასთან დაკავშირებით.
წყარო: