გაზ. “დროება“, 1881, 4 დეკემბერი, № 255, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც
ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 288. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის
არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15,
2007, გვ. 621, 683-684. პირთა ანოტაციები: დონდუკოვ-კორსაკოვი ალექსანდრე მიხეილის ძე (1820-1893) რუსი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, გენერალი, კავკასიისა და ყირიმის
ომების მონაწილე, 1881-1890 წლებში, კავკასიის სამოქალაქო ნაწილის
მთავარმართებელი.
„საისტორიო მოამბე“, ტ. 3, 1947, გვ. 221. გაზ. „ივერია“, 1886, 4 დეკემბერი, № 263, გვ. 1-3 (ცენზურის ნებართვა
1886, 3/ XII). ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, 1991, გვ. 310. გაზ. „ივერია“, 1894, 4 დეკემბერი, № 257, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ
ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 70, 512-513. გაზ. „ივერია“, 1894, 6 დეკ. № 258, გვ. 1; საგურამოს ილია ჭავჭავაძის
სახლ– მუზეუმის შრომები. წგ 1. 1958, გვ. 37; ლ. თაქთაქიშვილი–ურუშაძე,
მარჯორი უორდროპი. 1965. გვ. 35-36. პირთა ანოტაციები: თარხნიშვილი (გაბაშვილისა) ეკატერინე რევაზის ასული (1851-1938) მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ილია ჭავჭავაძის საიუბილეო კომიტეტის
წევრი. გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) მეუღლე, საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი
საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიოსაეთნოგრაფიო
საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. ჭავჭავაძე (ჭავჭავაძე-ჯამბაკურ-ორბელიანისა, ჭავჭავაძე-საგინაშვილისა)
ელისაბედ (ლიზა) გრიგოლის ასული (1840-1925) ილია ჭავჭავაძის უმცროსი და. უორდროპი მარჯორი სკოტ (1869-1909) ინგლისელი მთარგმნელი, ქართული კულტურისა და ლიტერატურის პოპულარიზატორი,
ფლობდა 7 ენას. „ცნობის ფურცელი“, 1897, 4 დეკემბერი, № 390, გვ. 2. გაზ. „ივერია“, 1894, 6 დეკ. № 258, გვ. 1; საგურამოს ილია ჭავჭავაძის
სახლ– მუზეუმის შრომები. წგ 1. 1958, გვ. 37; ლ. თაქთაქიშვილი-ურუშაძე,
მარჯორი უორდროპი, 1965, გვ. 35-36. პირთა ანოტაციები: უორდროპი მარჯორი სკოტ (1869-1909) ინგლისელი მთარგმნელი, ქართული კულტურისა და ლიტერატურის
პოპულარიზატორი, ფლობდა 7 ენას. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. №
480. პირთა ანოტაციები: გოგინაშვილი გიორგი - ილია ჭავჭავაძის ყვარლის კარ-მიდამოს მოურავი
1893-1898 წლებში.
1881
4 დეკემბერი
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „თ.
დონდუკოვ- კორსაკოვის დანიშვნაზე“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით
პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.
წყარო:
1885
4 დეკემბერი
ბეჭდვით საქმეთა მთავარი სამმართველო წერილობით მიმართავს კავკასიაში
სამოქალაქო ნაწილის გამგეს ილია ჭავჭავაძისათვის ყოველდღიურ გაზეთ „ივერიის“
გამოცემის ნებართვის მისაცემად.
წყარო:
1886
4 დეკემბერი
გაზეთ „ივერიის“ რუბრიკაში „ქართული თეატრი“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად
ბეჭდავს წერილს („ჩვენის თეატრის ერთ დიდი ნაკლი ის არის...“). მწერლის
თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ქართული თეატრის ნაკლოვანებანი“.
წყარო:
1894
4 დეკემბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
4 დეკემბერი“ („ინგლისი ერთი იმისთანა ქვეყანაა...“). მწერლის თხზულებათა
ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ინგლისის ფლოტის ბატონობა საზღვაო-სავაჭრო
საქმიანობაში“.
წყარო:
4 დეკემბერი
მწერალ ეკატერინე გაბაშვილთან, მეუღლესთან და დასთან, ელისაბედთან ერთად მცხეთის
რკინიგზის სადგურში ხვდება ინგლისელ მწერალ ქალ მარჯორი უორდროპს, რომელსაც იმ დროს
განზრახული ჰქონდა „ვეფხისტყაოსნისა“ და ქართული პოეზიის შედევრების ინგლისურად
თარგმნა.
წყარო:
1897
4 დეკემბერი
გაზეთ „ცნობის ფურცელში“ იბეჭდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ილია ჭავჭავაძის
საზოგადოებრივი მოღვაწეობის 40 წლისთავის აღმნიშვნელი საიუბილეო კომიტეტი უკვე
შეუდგა საქმიანობას და მოქალაქეთაგან იღებს წინადადებებს დღესასწაულის მოწყობასთან
დაკავშირებით.
წყარო:
4 დეკემბერი- 25 დეკემბერი
სამი კვირის მანძილზე მასპინძლობს მარჯორი უორდროპსა და მის დედას თბილისსა და
საგურამოში.
წყარო:
1898
4 დეკემბერი
იღებს ყვარლის მოურავ გიორგი გიგინაშვილის წერილს, რომელშიც საუბარია თავის
ჯამაგირზე, წისქვილის შემოსავალსა და ქვევრებში ღვინის რაოდენობაზე.
წყარო: