The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

21.10

1888    
     
21 ოქტომბერი    
     
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 20 ოქტომბერი“ („ბევრი ლაპარაკია, მაგრამ ჯერ არავის გამოუცვნია...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ევროპის შეშფოთება გერმანიის შეიარაღების გამო“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1888, 21 ოქტომბერი, № 220, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 348.

1893    
     
21 ოქტომბერი    
     
გაზეთ „ივერიაში“ ადგილს უთმობს მის წერილზე „თ. ივ. მაჩაბლისა და ბროსეს პრემიის გამო“ ივანე მაჩაბლის გამოხმაურებას სათაურით „პასუხად დარბაისელ გაზეთის დარბაისელ რედაქტორს“. ავტორი მას იწვევს მედიატორთა სამართალში.   წყარო:

ივანე მაჩაბელი, გაზ. „ივერია“, 1893, № 226.

პირთა ანოტაციები:

მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)

პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი.

ბროსე მარი ფელისიტე (1802-1880)

ფრანგი ორიენტალისტი, ქართველოლოგი. საფუძველი ჩაუყარა მეცნიერულ ქართველოლოგიას ევროპაში. ფრანგულად თარგმნა და გამოსცა „ქართლის ცხოვრება“, შეადგინა ქართული ენის თვითმასწავლებელი.

1896    
     
21 ოქტომბერი    
     
ადგენს პირობის წიგნს, რომლის მიხედვითაც სოფელ თაქლაში მცხოვრებ ნავრუზა ყურბან-ოღლის ევალება საგურამოში მისი პირუტყვის მოვლა.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 672.

პირთა ანოტაციები:

ყურბან-ოღლი ნავრუზა

დამატებითი ცნობები პიროვნების შესახებ არ მოგვეპოვება.

1901    
     
21 ოქტომბერი    
     
 გაზ. „კვალში“ „მოსაუბრის“ ხელმოწერით იბეჭდება ფილიპე მახარაძის წერილი „საუბარი სხვადასხვა საგნებზე“. სტატიაში საყვედურია გამოთქმული, რომ ქშწკგ საზოგადოების თავმჯდომარე არ ესწრება გამგეობის სხდომებს.   წყარო:

გაზ. „კვალი“, 1901, № 43.

პირთა ანოტაციები:

მახარაძე ფილიპე ესეს ძე (1858-1941) - ბოლშევიკი, რევოლუციონერი და პარტიული მოღვაწე.