კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 530.
ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი, კირილე ლორთქიფანიძის ფონდი, ავტოგრაფი №
420; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 31; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
17, 2012, გვ. 66, 393. „დროება“,27 აპრილი, № 47, გვ. 1. პირთა ანოტაციები: ლორთქიფანიძე კირილე ბეჟანის ძე (1839-1919) საზოგადო მოღვაწე, პოეტი, ჟურნალისტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. ბარათაშვილი ნიკოლოზ მელიტონის ძე (1817-1845) პოეტი, რომანტიკოსი. ორბელიანი გრიგოლ დიმიტრის (ზურაბის) ძე (1804-1883) რომანტიკოსი პოეტი, სამხედრო და საზოგადი მოღვაწე, ინფანტერიის გენერალი. გაზ. «Обзор», 1878, № 108, 100. „Ученые эксплоататоры общества“.
პირთა ანოტაციები: ღოღობერიძე ბესარიონ ლევანის ძე (1832-1879) პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, 1876-1879 წლებში ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკის
გამგეობის თავმჯდომარე. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, დიმიტრი ყიფიანის არქივი № 299;
რაფიელ ერისთავის არქივი № 168. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი
საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 622-624; გაზ. „ივერია“, 1887, 14
აპრილი, № 71, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ.
191. გაზ. „ივერია“, 1888, 14 აპრილი, № 80, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც
ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 172. პირთა ანოტაციები: ფრიდრიხ მესამე (1831-1888) გერმანიის იმპერატორი. ტახტზე ავიდა 1888 წლის 9 მარტს და მხოლოდ 99 დღე
იმეფა. ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 198.
პირთა ანოტაციები: მთვარელიშვილი ნიკოლოზ ვასილის ძე (1844-1923) პედაგოგი, პუბლიცისტი, მკვლევარი. პეტერბურგის სასულიერო აკადემიის
დამთავრების შემდეგ მუშაობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში, იყო ქშწ-კგ
საზოგაოდოების მდივანი. ლომინაძე ბესარიონ ქშწ-კგ საზოგადოების შემომწირველი. ნიჟარაძე ბესარიონ ქშწ-კგ საზოგადოების შემომწირველი. ბიბილაშვილი ვასილ – ქ შწ-კგ
საზოგადოების შემომწირველი. ბატონიშვილი (ბაგრატიონი) ბაგრატ ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ის ძე. გოგებაშვილი იაკობ (1840-1912) მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. კრილოვი ივანე ანდრიას ძე (1769-1844) რუსი მწერალი, დრამატურგი და მეიგავე. ერისთავი რაფიელ დავითის ძე (1824-1901) პოეტი, დრამატურგი, ეთნოგრაფი, ლექსიკოლოგი, საზოგადო მოღვაწე, ქართული
საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი. წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915) პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. ქუჩუკაშვილი შიო ილარიონის ძე (1866-1933) ქართული საბავშვო მწერლობის ერთერთი ფუძემდებელი. წერდა ფსევდონიმით
„შიო მღვიმელი“. ვუჩეტიჩი ნიკოლოზ გაბრიელის ძე (1845-1912) სერბ მეფეთა შორეული შთამომავალი, ცნობილი საბავშვო მწერალი და
პუბლიცისტი. დაამთავრა თბილისის გიმნაზია და პეტერბურგის უნივერსიტეტი. ვაჟა-ფშაველა (ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილი) (1861-1915) პოეტი, ბელეტრისტი, პუბლიცისტი. ჭყონია ალექსანდრე მირიანის ძე (1855-1907) საზოგადო მოღვაწე, ქუთაისის გიმნაზიის შემდეგ სწავლობდა მოსკოვსა და
პარიზში. სხვადასხვა დროს მუშაობდა ფოთის, ოზურგეთის, შორაპანის, ქუთაისის
სასამართლოებში, იყო „მოამბისა“ და „ცნობის ფურცელის“ რედაქტორი. წერეთელი გიორგი ექვთიმეს ძე (1842-1900) მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, გაზეთ ,,დროების”, შემდეგ კი
,,კვალის” დაამრსებელ-რედაქტორი, მესამე დასის ერთ-ერთი ლიდერი. მთვარელიშვილი ნიკოლოზ ვასილის ძე (1844-1923) პედაგოგი, პუბლიცისტი, მკვლევარი. პეტერბურგის სასულიერო აკადემიის
დამთავრების შემდეგ მუშაობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში, იყო ქშწ-კგ
საზოგაოდოების მდივანი. ნადირაძე დიმიტრი (1861-1903) პუბლიცისტი, პოეტი და პროზაიკოსი, წერდა ფსევდონიმით „დიმიტრი
მაჩხანელი“. აღნიაშვილი ვლადიმერ (ლადო) (1860-1904) ქართველი პედაგოგი, ლექსიკოგრაფი, ეთნოგრაფი, ფოლკლორისტი და
პუბლიცისტი.1885-1888 წლებში შექმნა ქართული ხალხური სიმღერების
ეთნოგრაფიულ გუნდი - „ქართული ხორო“. გაზ. «Кавказ», 1898, № 105.
1875
14 აპრილი
კირილე ლორთქიფანიძეს უგზავნის საპასუხო წერილს, რომელშიც იზიარებს მის
აზრს საღამოს 19 აპრილისთვის გადადებასთან დაკავშირებით, მაგრამ ურჩევს,
რომ სხვებსაც დაეკითხოს. ატყობინებს, რომ საღამოზე წაიკითხავს ნიკოლოზ
ბარათაშვილის „ბედი ქართლისას“ I კარს და გრიგოლ ორბელიანის ლექსს „იარალის“.
წყარო:
1878
14 აპრილი
გაზეთ „ობზორში“ ხელმოუწერლად ქვეყნდება ნიკო ნიკოლაძის სტატია „საზოგადოების
სწავლული ექსპლოატატორები“, რომელშიც გაკრიტიკებულია ილია ჭავჭავაძისა და
ბესარიონ ღოღობერიძის საბანკო პოლიტიკა.
წყარო:
1879
14 აპრილი
მტკიცდება ქშწ-კგ საზოგადოების წესდება, რომლის შედგენაშიც მას დიდი წვლილი
მიუძღვის.
წყარო:
1887
14 აპრილი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი
ნარკვევისა თარიღით „ტფილისი, 13 აპრილი“ („მოვაწყინეთ თავი ჩვენს
მკითხველებს ასე გრძლად ლაპარაკით...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში
იბეჭდება სათაურით „ღვინის ქართულად დაყენება“.
წყარო:
1888
14 აპრილი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით
„ტფილისი, 13 აპრილი“ („დღევანდელს დღეს ევროპაში...“). მწერლის თხზულებათა
ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „გერმანიის იმპერატორის, ფრიდრიხ III-ის
ავადმყოფობა“.
წყარო:
1892
14 აპრილი
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც წყდება ქობულეთში
სკოლის დაარსებისათვის საჭირო ცნობების შეკრება; კმაყოფილდება წინარეხის,
ხელთუბნისა და თიანეთის სკოლების მასწავლებელთა თხოვნა საწავლო ნივთების
გაგზავნასთან დაკავშირებით. ნიკოლოზ მთვარელიშვილი კითხულობს დასკვნას
მისთვის სარეცენზიოდ გადაცემულ რუსულ წიგნებზე: „მოთხრობები მიწასა და
ცაზე“, „მინდვრებისა და ტყეებისთვის მავნე მწერების შესახებ“,
„მიწისძვრებსა და ცეცხლისმფრქვეველ მთებზე“, „სითბოსა და ჰაერზე“, „წყლის
სამ ფორმაზე“, „საუბრები ბუნებაზე“ და „ღვთიურ სამყაროზე“. მისი
წინადადებით იღებენ გადაწყვეტილებას ამ წიგნების თარგმნასა და ცალკეული
ადგილების ქართველი მკითხველის ინტერესების შესაბამისად ადაპტირებაზე.
მადლობას უცხადებენ ბესარიონ ლომინაძეს, ბესარიონ ნიჟარაძესა და ვასილ
ბიბილაშვილს ხელნაწერი წიგნის („მოთხრობა სჯულთა უმღვთოთა თათრისათა
გამოკრებული და სიტყვის გებაი ქრისტიანეთა მიერ, თქმული ბატონიშვილის
ბაგრატისა“), სვანეთში ნაპოვნი ორი ისრისა და ორი ხელნაწერი რვეულის
გადაცემისთვის, რომლებშიც შედიოდა ლექსები, ავგაროზი და შელოცვის ქაღალდი.
ხელთუბნის სკოლას ეგზავნება იაკობ გოგებაშვილის წიგნები „ხომლი“, „იავნანამ
რა ჰქნა“, „ხატის მიზეზი“ და „რუსსკოე სლოვო“, კრილოვის იგავ-არაკები,
რაფიელ ერისთავის ლექსები, აკაკი წერეთლის „კიკოლას ნაამბობი“, დიმიტრი
მაჩხანელის „ძმური სიტყვა“, ლადო აღნიაშვილის „ანი“ და „ბანი“, შიო
მღვიმელის (ქუჩუკაშვილის) „ძუნწი“ და „სამი ცელქი“, ვუჩეტიჩის „წითელი
ფარანი“, ვაჟა-ფშაველას ნაწერები, „ვეფხისტყაოსანი“, „ჯეჯილი“, ალექსანდრე
ჭყონიას „ისტორიული ნარკვევი ანუ ქრესტომატია საქართველოს ისტორიისათვის“
და „რუსულ-ქართული ლექსიკონი“. გიორგი წერეთლის მიერ დასაბეჭდად
წარმოდგენილი წიგნი „რუხი მგელი“ განსახილველად გადაეცემა ნიკოლოზ
მთვარელიშვილს.
წყარო:
1898
14 აპრილი
თავადაზნაურთა სამაზრო ურთიერთდამხმარე სალაროს დაარსების მიზნით თელავში
გამართულ კრებაზე ირჩევენ წესდების შემმუშავებულ კომისიაში.
წყარო: