The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


8.01

1873    
    
1873    
    
 8 იანვარი   
    
ბრუნდება დუშეთში და თითქმის ასრულებს „გლახის ნაამბობზე“ მუშაობას.   წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 93-95.

    
1874    
    
 8 იანვარი   
    
საპასუხო წერილს უგზავნის მეუღლეს და აცნობებს, რომ წესდების დამტკიცების ამბავი სინამდვილეს არ შეესაბამება. უხარისხო ფანჯრებთან დაკავშირებით ურჩევს, რომ ხელოსნისგან სამუშაო არ ჩაიბაროს, სანამ რიგიანად არ გააკეთებს; სთხოვს, მისმა სიძემ - ნიკოლოზ აფხაზმა მოურავს მის მიერ დატოვებული მინდობილობა გამოართვას და ცხენის თაობაზე საჩივარი შეიტანოს. დებს უთვლის, რომ თავიანთი ამბავი გააგებინონ.  წყარო:

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 332; ი. ჭავჭავაძე, თსკ (ათ ტომად), ტ. 10, 1961, გვ. 336-337; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 171-172, 362.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

აფხაზი ნიკოლოზ შერმაზანის ძე (1828-1907)

ერეკლე II-ის შთამომავალი, ილია ჭავჭავაძის დის, ნინოს მეუღლე.

    
1880    
    
 8 იანვარი   
    
გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს „არყის ბაჟი“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში  წყარო:

გაზ. “დროება“, 1880, 8 იანვარი, № 5, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 22.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 631.

    
1881    
    
8 იანვარი   
    
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „მეცამეტე გოჭები“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში  წყარო:

გაზ. “დროება“, 1881, 8 იანვარი, № 4, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 205.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 666-668.

    
1882    
    
8 იანვარი   
    
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „ბატონყმობის საქმის გათავება“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.  წყარო:

გაზ. “დროება“, 1882, 8 იანვარი, № 4, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 296.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 685.

    
1883    
    
8 იანვარი   
    
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „გამბეტას დამარხვა“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში  წყარო:

გაზ. “დროება“, 1883, 8 იანვარი, № 5, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 381.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 697.

პირთა ანოტაციები:

გამბეტტა ლეონ მიშელ (1838-1882)

ფრანგი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე. 1879-1881 წლებში დეპუტატთა პალატის წევრი, 1881 წლიდან პრემიერმინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი.

    
1886   
    
 8 იანვარი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 7 იანვარს“ („პატიოსანი და ყოვლად მაღალზნეობისანი...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ქალი მასწავლებელი“.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1152, II, გვ. 250; გაზ. „ივერია“, 1886, № 4, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 7, თბილისი, 2005, გვ. 257.

    
1887    
    
8 იანვარი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად ბეჭდავს დასასრულს ვრცელი მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 7 იანვარი“ („საკვირველი გახშირება სამიწათმომქმედო მაშინებისა ამერიკაში...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „პურეულით ვაჭრობის საქმე ჩვენში“.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 527-531; გაზ. „ივერია“, 1887, 8 იანვარი, № 4, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბილისი, 2006, გვ. 15.

    
1888    
    
8 იანვარი    
    
გაზეთ „ივერიაში“ ბეჭდავს „ოთარაანთ ქვრივის“ VΙΙ-VΙΙΙ თავებს და უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 7 იანვარი“ („გერმანია დღეს ინგლისსა სწამებს ორგულობას...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ინგლისისა და გერმანიის ინტერესების შეჯახება პოლიტიკურ სარბიელზე“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1888, 8 იანვარი, № 4 , გვ. 1-3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 15.

    
1893    
    
8 იანვარი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 7 იანვარი“ („ჩვენი ეკონომიური ძალ-ღონე ჯერ კიდევ სოფელია...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ჩვენი სოფლის მეურნეობა და შეკავშირების საჭიროება“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1893, 8 იანვარი, № 4, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 12, თბილისი, 2007, გვ. 126.

    
1895    
    
8 იანვარი   
    
„ფირუზას“ ფსევდონიმით „ივერიაში“ განაგრძობს „ორხმიანი საახალწლო ოპერეტის“ ბეჭდვას. ტექსტს აწერია „შემდეგი იქნება“, მაგრამ მის წერას აღარ განაგრძობს.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1895, № 5, გვ. 1.

    
8 იანვარი   
    
გაზეთი „კავკაზი“ აქვეყნებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ილია ჭავჭავაძე მეუღლესთან ერთად დაესწრო თბილისის სათავადაზნაურო სკოლაში ალექსანდრე გრიბოედოვის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ზეიმს საახალწლო ნაძვისხესთან. ბავშვებს დაურიგეს წიგნები და ტკბილეული.  წყარო:

გაზ. «Кавказ», 1895, 8 იანვარი.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

გრიბოედოვი ალექსანდრე სერგეის ძე (1795-1829)

რუსი მწერალი და დიპლომატი, რუსეთის სრულუფლებიანი ელჩი ირანში. მოკლეს თეირანში.

    
1898    
    
8 იანვარი   
    
გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად ბეჭდავს წერილს „პატარა საუბარი“ („ქართველნო დედაკაცნო...“). სტატია ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ათტომეულში.  წყარო:

 გაზ. „ივერია“, 1898, 8 იანვარი, № 4, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად (შემდგ. პ. ინგოროყვა), ტ. 3, 1953, გვ. 427; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 14, თბილისი, 2007, გვ. 13.

    
1901    
    
8 იანვარი   
    
მონაწილეობს ეკატერინე გურამიშვილ-სტაროსელსკისას დაკრძალვის ცერემონიაში.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1901, № 4, გვ. 1.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-სტაროსელსკისა ეკატერინე თადეოზის ასული

ილია ჭავჭავაძის მეუღლის ოლღას და. კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს უფროსის მეუღლე.