The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


5.01

1878   
    
1878 5 იანვარი   
    
გაზეთ „ივერიის“ რუბრიკაში „საპოლიტიკო მიმოხილვა“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს წერილს („ახალმა წელიწადმა შესანიშნავი ამბავი მოგვიტანა...“) და რუბრიკაში „საქართველოს მატიანე“ - სტატიას („ჩვენს სამღვდელოებას დიდი სამსახური...“), რომელიც თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „სამღვდელოების სამსახური ქვეყნის წინაშე”. ამავე ნომერში ასტრონიმით (***) ბეჭდავს პოემა „მეფე დიმიტრი თავდადებულის“ Ι-XΙΙ თავებს.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ასლი, № 217, გვ. 707-708, 524-525; გაზ. „ივერია“, 1878, № 1, გვ. 1-2, 3, 4-8; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 6, თბ., 1997, გვ. 171, 173.

ატრიბუცია:

ნ. ტაბიძე, ილია ჭავჭავაძის უცნობი ნაწერები“,ალმანახი „კრიტიკა“, 1977, № 3.

პირთა ანოტაციები:

დიმიტრი თავდადებული (დემეტრე II თავდადებული) (1259-1289)

საქართველოს მეფე 1271-1289 წლებში. ყაენის ბრძანებით თავი მოჰკვეთეს.

    
1883    
    
5 იანვარი    
    
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „გავლილი წელიწადი ევროპაში“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.  წყარო:

გაზ. “დროება“, 1883, 5 იანვარი, № 2, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 376.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 696.

    
1884    
    
5 იანვარი   
    
წერილს უგზავნის ილია ოქრომჭედლიშვილს მოსკოვში. სთხოვს აცნობოს, ეთანხმება თუ არა ქართული თეატრალური დასისათვის მის მიერ გამოგზავნილი თანხის განაწილების მისეულ სქემას.  წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17 569; ი. ჭავჭავაძე, წერილები (ი. ბოცვაძის რედ.), სოხუმი, 1949, გვ. 63-67; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 98-100; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 98-99, 411.

პირთა ანოტაციები:

ოქრომჭედლიშვილი ილია ლაზარეს ძე (1838-1898)

საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, პედაგოგი, ქველმოქმედი, აღმოსავლური ენების სპეციალისტი. ასწავლიდა ქართულს მოსკოვის უნივერსიტეტში.

    
1886    
    
5 იანვარი   
    
სხვა კოლეგებისაგან განსხვავებით, აკაკი წერეთელს, რომლის ღვაწლის „გულწრფელი მადიდებელი და დამფასებელია“, უგზავნის ვრცელ წერილს, საგანგებოდ სთხოვს გაზეთ „ივერიაში“ თანამშრომლობას და დასძენს, რომ უმისობა გაზეთისთვის დიდი დანაკლისი იქნება.   წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ 20 ტომად, ტ. 17, გვ. 116-117, 419; კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ავტოგრაფის ფოტო, ილია ჭავჭავაძის ფონდი 434; გაზ. „სიტყვა და საქმე“, 1934, № 9, ტრიფონ რუხაძის პუბლიკაცია; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 114-115; 577-579.

პირთა ანოტაციები:

წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915)

პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე.

    
5 იანვარი   
  გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს წერილს „ტფილისი, 4 იანვარი“ („როცა 6 სექტემბერს...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ბოლგარიის ამბები“. გაზეთის ამავე ნომერში ხონელის ფსევდონიმით იბეჭდება ილია ბახტაძის „სახელდახელო“, რომელშიც აღწერილია გაზეთ „ივერიის“ პირველი ნომრის გამოსვლა და საზეიმო თავყრილობა რედაქტორის სახლში. აქვეა დავით ერისთავის ნაკვესი „ექსპრომტი ახალი წლის ღამეს ნათქვამი „ივერიის“ რედაქციაში“: „ღმერთმა ინებოს, ილია, / არ მოგერიოს ძილია / და კარგათა გაგეზარდოს / ეს მამისერთი შვილია!“  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1886, № 3, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 7, თბილისი, 2005, გვ. 252.

პირთა ანოტაციები:

ბახტაძე ილია ლუკას ძე (1859-1900)

პუბლიცისტი, ჟურნალისტი, მთარგმნელი. იბეჭდებოდა ფსევდონიმით “ხონელი”. ერისთავი დავით გიორგის ძე (1847-1890) – მწერალი, დრამატურგი, საზოგადო მოღვაწე.

    
1888    
    
5 იანვარი   
    
გაზეთ „ივერიაში“ ბეჭდავს „ოთარაანთ ქვრივის“ Ι-ΙΙΙ თავებს და უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 4 იანვარი“ („ძველმა წეილწადმა იჭინჭყლა, იჭინჭყლა და ბოლოს...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ევროპის პოლიტიკის დაუდგრომლობა“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1888, 5 იანვარი, № 2 , გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 1-3, 9.

    
1890    
    
5 იანვარი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 4 იანვარი“ („ახალმა წელიწადმა ერთი საყურადღებო ამბავი მოგვიტანა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ევროპის პოლიტიკა ახალი წლისთვის“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1890, 5 იანვარი, № 3, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბილისი, 2007, გვ. 444.

    
1891 5 იანვარი   
    
 თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც გამოყოფენ თანხას მასწავლებელ მოსე ნათაძის დაკრძალვის ხარჯების დასაფარავად და მისი შვილის სათავადაზნაურო სკოლაში სწავლების დასაფინანსებლად; განიხილავენ ბათუმის სკოლაში მასწავლებლად მუშაობის მსურველთა სიას; იღებენ დადგენილებას „დედა ენის“ მერვე გამოცემის დაბეჭდვაზე.  წყარო:

ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი ფონდი. ფ. 481, № 198.

პირთა ანოტაციები:

ნათაძე მოსე ივანეს ძე (1856-1890)

საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი. მასწავლებლად მუშაობდა პატარძეულის, მეჯვრისხევის, ხონის სკოლებში.

    
1892    
    
5 იანვარი   
    
    
 გაზეთ „ივერიაში“ იბეჭდება მისდამი მიძღვნილი ექსპრომტები:


დაბერებულა როსტომი,

 აბჯართა ჰზიდავს ვეღარა...

„ჭერად ის ჰხურავ ჩვენს ერსა

 ბოძადაც უდგა ძირშია“.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1891, № 3, გვ.

 

    
    
1895    
    
5 იანვარი    
    
„ფირუზას“ ფსევდონიმით „ივერიაში“ განაგრძობს „ორხმიანი საახალწლო ოპერეტის“ ბეჭდვას  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1895, № 3, გვ. 1.

    
1898    
    
5 იანვარი   
    
მონაწილეობს ილია ოქრომჭედლიშვილის დაკრძალვის სამგლოვიარო პროცესიაში  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1898, 6 იანვ. № 3, გვ. 1.

პირთა ანოტაციები:

ოქრომჭედლიშვილი ილია ლაზარეს ძე (1838-1898)

საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, პედაგოგი, ქველმოქმედი, აღმოსავლური ენების სპეციალისტი. ასწავლიდა ქართულს მოსკოვის უნივერსიტეტში.

    
1906    
    
5 იანვარი   
    
გაზეთ „სხივში“ იბეჭდება პოლიტიკური მიმოხილვა. ავტორი ცდილობს იმის დამტკიცებას, რომ ილია ჭავჭავაძე, ნიკო ნიკოლაძე და მათნაირები არ უნდა ქმნიდნენ კანონებს.   წყარო:

გაზ. „სხივი“, 1906, 5 იანვარი, № 13, გვ. 1.

პირთა ანოტაციები:

ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928)

ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე.

    
1907    
    
5 იანვარი    
    
    
თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლი - გიორგი ბაგრატიონდავითაშვილი მიხეილ მაჩაბელს სწერს, რომ სახელმწიფო საბჭოს წევრად არჩევასთან დაკავშირებით პეტერბურგში ხშირმა მისვლა-მოსვლამ ილია ჭავჭავაძე გაკოტრების პირას მიიყვანა. ადრესანტი წუხს ამის გამო და აპირებს თავადაზნაურთა კრებაზე დასვას საკითხი მისთვის ამ ხარჯების ანაზღაურების შესახებ  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 913. პირთა ანოტაციები: ბაგრატიონ-დავითაშვილი (დავითიშვილი) გიორგი (გოგი) ალექსანდრეს ძე (1858- 1929) ივანე მაჩაბლის ცოლის ძმა, გორის და შემდეგ თბილისის მაზრების თავადაზნაურობის წინამძღოლი. მაჩაბელი მიხეილ (მიშო) ვახტანგის ძე (1858-1927) „ნადვორნი სოვეტნიკი“, ქშწ-კგ საზოგადოების რწმუნებული ყვირილაში, ივანე მაჩაბლის მეგობარი.