ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი №
331; ი. ჭავჭავაძე, თსკ (ათ ტომად), ტ. 10, 1961, გვ. 334-336; ი. ჭავჭავაძე, თსკ
ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 169-171, 362. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების,
ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი,
ქველმოქმედი. ჭავჭავაძე-აფხაზისა ნინო, გრიგოლის ასული (1834-1883) ილია ჭავჭავაძის უფროსი და. სწავლობდა თბილისის წმ. ნინოს სასწავლებელში. „საისტორიო მოამბე“, ტ. 3. 1947, გვ. 228–229. პირთა ანოტაციები: ხელაძე ექვთიმე ივანეს ძე (1845-1905) მესტამბე, წიგნის გამომცემელი. მის სტამბაში პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთი „ივერია“. საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 17, 2056. გაზ. „ივერია“, 1900, 6 იანვარი, № 4, გვ. 2-3; გაზ. „კვალი“, 1900, № 2, გვ.
27; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, თბ., 1991, გვ. 582. გაზ. „კვალი“, 1900, № 1, გვ. 8-13. პირთა ანოტაციები: გომართელი ივანე გედეონის ძე (1875-1938) ექიმი, მწერალი, დრამატურგი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი. „მესამე დასის“ წევრი,
პირველი სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი. გაზ. „ივერია“, 1902, 2 იანვარი, № 2, გვ. 1; ლ. ჭრელაშვილი, ილია ჭავჭავაძის
უცნობი ნაწერები 1900-იან წლებში, ილიას კრებული, II, თსუ, 2004; ი. ჭავჭავაძე, თსკ
ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 465. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება
მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 622, 711-712. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, კირიონ II-ის არქივი, № 251. პირთა ანოტაციები: საძაგლიშვილი გიორგი იერონიმეს ძე (კირიონ II) ღვთისმეტყველების კანდიდატი, პედაგოგი, ისტორიკოსი, საზოგადო მოღვაწე,
ქველმოქმედი, სრულიად საქართველოს პირველიკათოლიკოს-პატრიარქი 1917-1918 წლებში.
ჩიჯავაძე იოსებ თეოფილეს ძე (1867-1929) სასულიერო პირი, 1891 წლიდან წმინდა ბარბარეს ეკლესიის წინამძღვარი. 1906 წელს
გაზეთ „სიტყვის“, მოგვიანებით ჟურნალ „სვეტიცხოვლის“ რედაქტორი, საქართველოს
ეკლესიის ავტოკეფალიისათვის აქტიური მებრძოლი.
1874
1874 2 იანვარი
მეუღლეს და თავისი დის, ნინოს ოჯახს ბარათით ულოცავს დამდეგ დღესასწაულებს.
წუხს, რომ ოლღას მისი წერილები არ მისდის. სთხოვს, ყურადღება არ მოაკლოს
ყვარლის სახლის მშენებლობას, რათა მისი საქართველოში დაბრუნების შემდეგ იქ
ცხოვრება შეძლონ.
წყარო:
1886
2 იანვარი
კავკასიის საცენზურო კომიტეტი წერილობით მიმართავს თბილისის საოლქო სასამართლოს
პროკურორს გაზეთ „ივერიის“ პროგრამის ცენზურის ნებადაურთველად დაბეჭდვის გამო
და მოითხოვს მესტამბე ექვთიმე ხელაძის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას
წყარო:
1891
2 იანვარი
ილია ჭავჭავაძეზე კვლავ წესდება პოლიციის ზედამხედველობა.
წყარო:
1900
2 იანვარი
ქართული თეატრის 50 წლისთავისადმი მიძღვნილ დრამატული საზოგადოების წევრთა
სადღესასწაულო კრებაზე კითხულობს ქშწ-კგ საზოგადოების მისასალმებელ ადრესს და
გამოდის სიტყვით.
წყარო:
2 იანვარი
გაზეთ „კვალში“ იბეჭდება ივანე გომართელის წერილი „ორმოცდაათი წელი ქართული
თეატრისა“, რომელშიც აღნიშნულია ილია ჭავჭავაძის ღვაწლი ქართული დრამატული
დასისა და დრამატული კომიტეტის დაარსებაში.
წყარო:
1902
2 იანვარი
გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს „საქართველოს ახალი
ეგზარხოსი“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის
თხზულებათა ოცტომეულში.
წყარო:
1906
2 იანვარი
ეპისკოპოსი კირიონი პეტერბურგიდან წერილს უგზავნის მღვდელ სოსო ჩიჯავაძეს.
კმაყოფილებას გამოთქვამს, რომ საეკლესიო საკითხების განხილვის დროს იქ
იმყოფებიან საქართველოს საუკეთესო წარმომადგენლები. პირველ რიგში ასახელებს
ილია ჭავჭავაძეს.
წყარო: