The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


8.11

1864

 

 

 

8 ნოემბერი

 

 

 

 

 

ინიშნება მომრიგებელ შუამავლად თბილისის მაზრაში. პირველ ხანებში მისი სამუშაო უბნებია გარეკახეთი და მცხეთა, მოვალეობებში შედის: გლეხებისათვის სანადელო მიწების მიზომვა, მემამულეთა და გლეხთა ნაკვეთების მიჯნების დაზუსტება, გარიგების სიგელების შედგენა და სხვ. მის მიერ გლეხთა ინტერესების დაცვა და მიუკერძოებლობა თავადებს აღიზიანებს.

 

წყარო:

„ლიტერატურული მემკვიდრეობა“, წ. 1, 1935, გვ. 570-571. წყარო: ტ. პაპიაშვილი, ლიტერატურული მატიანე, წ. 1–2, 1940, გვ. 175.

     
1866    
     
 8 ნოემბერი    
     
თბილისის გუბერნიაში გლეხთა რეფორმის წარმატებით გატარებაში აქტიური მონაწილეობისათვის კავკასიის დიდი მთავრის წარდგინებით აჯილდოებენ ორი ათასი ვერცხლის მანეთით და ნიშნავენ მომრიგებელ შუამავლად დუშეთის მაზრაში.  

წყარო:

„საისტორიო მოამბე“, ტ. 3, 1947, გვ. 275; ლიტერატურული მემკვიდრეობა, ტ. 1, 1935, გვ. 571; საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 214-1-2734, 7. 7-8.

     

1874

   
     
8 ნოემბერი    
     
აპირებს მოსკოვიდან პეტერბურგში გამგზავრებას, მაგრამ იბარებენ პოლტავაში   წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 187–189, 365-366. დათარიღება: დროზე მინიშნებულია 7 ნოემბრის წერილში მეუღლისადმი.

     
1880    
     
8 ნოემბერი    
     
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „ქართული ენა ჩვენს საშუალ სასწავლებლებში“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.   წყარო:

გაზ. “დროება“, 1880, 8 ნოემბერი, № 236, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 170. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 659-660.

     
1884    
     
8 ნოემბერი    
     
ქშწ-კგ საზოგადოების მმართველობა ხარკოვის უნივერისიტეტის ბიბლიოთეკას სწირავს სხვადასხვა ავტორთა წიგნებს. ჩამონათვალში არის ილია ჭავჭავაძის „განდეგილი“, „გლახის ნაამბობი“, „კაცია-ადამიანი?!“’ და „მეფე დიმიტრი თავდადებული“. წიგნების სიას ხელს აწერს ილია ჭავჭავაძე.   წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, აღწ. 1, საქ. 79.

პირთა ანოტაციები:

დიმიტრი თავდადებული (დემეტრე II) (1259-1289)

საქართველოს მეფე 1270-1289 წლებში. თავი მოჰკვეთეს მონღოლთა ხანის – არღუნის ბრძანებით. შერაცხილია წმინდანად.

     
1886    
     
8 ნოემბერი    
     
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად ბეჭდავს დასასრულს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 7 ნოემბერი“ („ევროპაშიაც დიდი ხანია შეჰნიშნეს...“). მწერლის თხზ~ულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ჭირნახულის მომყვანთა გაერთიანებულ ამხანაგობათა შესახებ“.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 485; გაზ. „ივერია“, 1886, 8 ნოემბერი, № 242, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად (შემდგ. პ. ინგოროყვა), ტ. 4, 1955, გვ. 178; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, 1991, გვ. 511.

     
1887    
     
8 ნოემბერი    
     
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 7 ნოემბერი“ („უფროს-ერთი ადამიანი ისე გაივლის ხოლმე...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „დიმიტრი ყიფიანი“.   წყარო:

ექვთიმე თაყაიშვილი, მოგონებანი ქართველ მწერლებზე, ქართული ემიგრანტული ლიტერატურა – დაბრუნება, ტ. 1, 1991, გვ. 395.

პირთა ანოტაციები:

ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887)

მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის, თბილისის ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის აგენტებმა. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915)

პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე.

     
8 ნოემბერი    
     
დიმიტრი ყიფიანის ოჯახის წევრებთან, აკაკი წერეთელთან და სხვა საზოგადო მოღვაწეებთან ერთად წინ მიუძღვის დაკრძალვის პროცესიას. მისი გვარი შეაქვთ იმ პირთა ოცკაციან სიაში, რომლებმაც, პოლიციის მკაცრი განკარგულების მიუხედავად, ბოლომდე მიაცილეს ცხედარი და დაესწრნენ დასაფლავებას. სიტყვით არ გამოსულა, მხოლოდ გვერდით მდგომთ უთხრა: „რა ამბავსაც დღეს აქ ვუყურებთ, ამას არავითარი სიტყვა არ სჯობიაო!”   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 470.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 282-283.

პირთა ანოტაციები:

ბახუტაშვილი ივანე

პეტერბურგელი სტუდენტი, რომელსაც თბილისის ქალაქის საბჭომ დაუნიშნა ლორის მელიქოვის სახელობის სტიპენდია.

     
1889    
     
8 ნოემბერი    
     
     
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 7 ნოემბერი“ („ჩვენ ვნახეთ, რომ „Новое Обозрение“-მ...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „Новое Обозрение“-ს წერილის გამო“   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1889, 8 ნოემბერი, № 238, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბ., 2007, გვ. 377.

     
1894    
     
8 ნოემბერი    
     
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც კმაყოფილდება ბათუმის სკოლის მასწავლებლის თხოვნა მაჰმადიანი მოწაფეებისთვის წიგნების „ბუნების კარი“, „დედა ენა“ და რვეულების მიწოდების შესახებ. სახელმძღვანელოები და სასწავლო ნივთები ეგზავნება ხეთისა და წინარეხის სკოლებს; წინარეხის სკოლაში საყოფაცხოვრებო პირობების მოსაგვარებლად საჭირო ზომების მიღებას ავალებენ სკოლის მზრუნველ იოსებ ცხვედაძეს და სოლომონ მალაქაშვილს. არ კმაყოფილდება ნიკო მთვარელიშვილის შუამდგომლობა მოთხრობის „სოფლის მოღვაწენი“ დაბეჭდვასთან დაკავშირებით, რადგან იგი გამგეობის სხვა წევრებმა არ მოიწონეს.   წყარო:

ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 349, გვ. 119.

პირთა ანოტაციები:

ცხვედაძე იოსებ ზებედეს ძე (1855-1934)

პედაგოგი, ქშწკ-ის საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი.

მთვარელიშვილი ნიკოლოზ ვასილის ძე (1844-1923)

პედაგოგი, პუბლიცისტი, მკვლევარი. პეტერბურგის სასულიერო აკადემიის დამთავრების შემდეგ მუშაობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში, იყო ქშწ-კგ საზოგაოდოების მდივანი.

     
1895    
     
8 ნოემბერი    
     
მონაწილეობს თავადაზნაურთა კომისიის სხდომაში, რომელსაც მინდობილი აქვს სოფელ ოძისში ზაქარია ერისთავის მამულში სასოფლო-სამეურნეო სასწავლებლის დაარსების საკითხის გარკვევა   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1895, 7 ნოემბერი, № 241, გვ. 1-2.

პირთა ანოტაციები:

ერისთავი ზაქარია გიორგის ძე (1844 -1912)

მემამულე, ქველმოქმედი.

     
1905    
     
8 ნოემბერი    
     
რევოლუციური მოძრაობისა და რეაქციის შედეგად გურიაში დაზარალებული მოსახლეობის სასარგებლოდ 20 მანეთს გადასცემს „ივერიის“ იმდროინდელ გამომცემელ პავლე თუმანიშვილს.   წყარო:

პავლე იოსების ძე თუმანიშვილის ხელწერილი ფულის მიღების შესახებ, კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 680.

პირთა ანოტაციები:

თუმანიშვილი პავლე იოსების ძე (1872-1935)

ვექილი, თბილისი მაზრის მარშალი, გაზ. „ივერიის“ გამომცემელი 1904 წელს. ღარიბთა დამხმარე კომიტეტის თავმჯდომარე 1907 წელს. ნავთის მრეწველ იაკობ ზუბალაშვილის დისწული.