1858
|
| |
|
|
5 ნოემბერი
პეტერბურგში წერს ლექსს „მარტო მივცურავ ცხოვრების ზღვაში...“
| |
წყარო: გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, კრებ. №
17501, გვ. 5-6. |
|
| |
|
|
1860
| |
|
|
| |
|
|
5 ნოემბერი
პეტერბურგში წერს ლექსს „იანიჩარი“. ავტოგრაფში თავდაპირველად
სათაურადეწერა „კანვოელი“, რომელიც გადახაზულია და წერია ახალი სათაური.
| |
წყარო:
კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ი. ჭავჭავაძის პირადი
საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 108, გვ. 132; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 1, თბ.,
1987, გვ. 111, 399-401.
პირთა იდენტიფიკაცია:
„კანვოელი“ მიემართებოდა რუსეთის ჯარში მომსახურე
ქართველს, მაგრამ, რამდენადაც ასეთი ტექსტის დაბეჭდვა ცენზურის გამო გამორიცხული
იყო, ავტორმა სათაური და ტექსტის ცალკეული ადგილები შეცვალა და ადრესატად
გამოიყვანა თურქეთის ჯარში მომსახურე ქართველი – იანიჩარი. |
|
| |
|
|
1860
| |
|
|
| |
|
|
5 ნოემბერი
ამთავრებს კრიტიკულ წერილს „ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძისერისთავის
კაზლოვიდგამ „შეშლილის“ თარგმანზედა“.
| |
წყარო:
კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ი. ჭავჭავაძის პირადი
საარქივო ფონდი, ასლი № 217, გვ. 154-170; № 1052, გვ. 1-20. ჟურ. „ცისკარი“, 1861,
№
4, გვ. 557-594.
პირთა ანოტაციები:
ერისთავი რევაზ შალვას ძე (1827-1899 )
ოეტი, მთარგმნელი. გორის მაზრის
თავადაზნაურთა წინამძღოლი. |
|
| |
|
|
5 ნოემბერი პეტერბურგში წერს ლექსს „გახსოვს ტურფავ, ჩვენს დიდ ბაღში...“
| |
წყარო:
კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ი. ჭავჭავაძის პირადი
საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 108, გვ. 133; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 1, თბ.,
1987, გვ. 112. |
|
| |
|
|
1874 | |
|
|
| |
|
|
5 ნოემბერი | |
|
|
| |
|
|
ჩადის ოდესაში და ზღვით მგზავრობის გამო ორი დღე კიდევ ცუდად გრძნობს
თავს. | |
წყარო:
ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 187. |
|
| |
|
|
1883 | |
|
|
| |
|
|
5 ნოემბერი | |
|
|
| |
|
|
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც უარს ეუბნებიან
საოსტატო სემინარიის შეგირდს სტიპენდიის დანიშვნაზე. ეცნობიან მასწავლებელ
მოსე ნათაძის ინფორმაციას ბათუმის სკოლის მდგომარეობასთან დაკავშირებით.
ვინაიდან სკოლისთვის განკუთვნილი მიწის თანხა (7200 მან.) ქალაქს გადაეცა,
აღნიშნული საკითხის მოგვარებას ავალებენ გიორგი თუმანიშვილს. მიხეილ
ყიფიანს გადასცემენ თარგმნილი სახელმძღვანელოების ხელნაწერებს დედანთან
შესაბამისობის შესამოწმებლად. გაზეთ ,,კავკაზის’’ რედაქციას უგზავნიან თანხას
მეჯლისის გამართვის შესახებ განცხადების განთავსებისათვის | |
წყარო: საქართველოს
ეროვნული არქივი, ფ. 481 , N45. პირთა ანოტაციები: ნათაძე მოსე ივანეს ძე
(1856-1890) საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი. მასწავლებლად მუშაობდა
პატარძეულის, მეჯვრისხევის, ხონის სკოლებში.
თუმანიშვილი გიორგი მიხეილის ძე (1854-1920) კრიტიკოსი,
პუბლიცისტი, ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე. აქტიურად თანამშრომლობდა
როგორც ადგილობრივ, ისე რუსულ პრესასთან. 1891-1903 წლებში იყო გაზეთ «Новое
обозрение»-ს რედაქტორი.
ყიფიანი მიხეილ ზაალის ძე (1833-1891) პედაგოგი,
სამოქალაქო მრჩეველი, პუბლიცისტი, მთარგმნელი, გაზ. „ივერიის“
კორესპონდენტი, „ქართული დრამატული საზოგადოების“ გამგეობის წევრი. მისი
თაოსნობით გაიხსნა ქართული სკოლები სტეფანწმინდასა და ვლადიკავკაზში. |
|
| |
|
|
1885 | |
|
|
| |
|
|
5 ნოემბერი | |
|
|
| |
|
|
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც ილია ჭავჭავაძის
წინადადებით იღებენ დადგენილებას, რომ შეიძინონ კავკასიის არქეოლოგიური
კომისიის მასალების ყველა ტომი, რომელიც ბიბლიოთეკას არა აქვს. იღებენ
დადგენილებას, რომ საგანგებოდ გამოყოფილმა კომისიამ წარმოადგინოს
პროექტი გამოსაცემი ან სათარგმნი სახელმძღვანელოებისა. დიდი თონეთის
სკოლას შუამდგომლობას უწევენ სახაზინო მამულების გამგებელთან სახელმწიფო
ტყიდან სკოლისათვის საჭირო შეშის გამოტანის ნებართვის მისაღებად. ასევე იღებენ
დადგენილებას შეიძინონ ვასილი პოტოს რუსულენოვანი ხუთტომეული „კავკასიის
ომი ცალკეულ ნარკვევებში, ეპიზოდებში, ლეგენდებსა და ბიოგრაფიებში“ | |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 3, გვ. 65. პირთა ანოტაციები:
პოტო ვასილი ალექსანდრეს ძე (1836-1911) წარმოშობით გერმანელი, რუსეთის
არმიის გენერალი, კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბთან არსებული
სამხედროისტორიული განყოფილების უფროსი. |
|
| |
|
|
1886 | |
|
|
| |
|
|
5 ნოემბერი | |
|
|
| |
|
|
გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად ბეჭდავს წერილს რუბრიკაში „ქართული
თეატრი“ („ჩვენ შევიტყვეთ, რომ ქართულს დრამატულს საზოგადოებას მუდმივ
თამაშობისათვის მოუწვევია...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება
სათაურით „გაბრიელ სუნდუკიანცის „ხათაბალა“. | |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1886, 5 ნოემბერი, № 239, გვ. 1-3 (ცენზურის
ნებართვა 1886, 4/ XI); ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, 1991, გვ. 268.
პირთა ანოტაციები: სუნდუკიანცი გაბრიელ მკრტიჩის ძე (1825-1912) ომეხი
მწერალი, დრამატურგი, კრიტიკული რეალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი. დაიბადა
და ცხოვრობდა თბილისში, საკუთარ პიესებს თავად თარგმნიდა ქართულად. |
|
| |
|
|
1888 | |
|
|
| |
|
|
5 ნოემბერი
| |
|
|
| |
|
|
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს
თარიღით „ტფილისი, 4 ნოემბერი“ („ქალაქის საბჭოსგან ამორჩეულმა
კომისიამ...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „კვლავ
თეატრის მშენებლობის შესახებ“. | |
წყარო:
გაზ. „ივერია“, 1888, 5 ნოემბერი, № 233, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
10, 2007, გვ. 377 |
|
| |
|
|
1889 | |
|
|
| |
|
|
5 ნოემბერი | |
|
|
| |
|
|
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს მოწინავე
წერილისა თარიღით „ტფილისი, 4 ნოემბერი“ („ძლივს, ძლივს მოვესწარით...“).
მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „Новое Обозрение“-ს
წერილის გამო“ | |
წყარო:
გაზ. „ივერია“, 1889, 5 ნოემბერი, № 236, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
11, თბ., 2007, გვ. 366. 366. 366. |
|
| |
|
|
1892 | |
|
|
| |
|
|
5 ნოემბერი | |
|
|
| |
|
|
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც ივანე მაჩაბელს
გამოეყოფა მისი წიგნების საფასური. განიხილავენ დიღომში სკოლის გახსნის
ნებართვის საკითხს. დადებითად წყდება საჯავახოს სამრევლო სკოლის
მასწავლებლის თხოვნა სახელმძღვანელოებისა და სასკოლო ინვენტარის
მიწოდების შესახებ. მსჯელობენ ლავრენტი ბროსეს მიერ საზოგადოებისათვის
მამის ნაწერებისა და ბროშურების შეწირვის თაობაზე. მტკიცდება სასკოლო
ნივთების გაგზავნა ბათუმის სკოლისთვის და წიგნებისა - რუსეთისა და უცხოეთის
უმაღლესი სასწავლებლებისთვის. | |
წყარო: ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 198,
გვ. 238.
პირთა ანოტაციები:
მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)
პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი,
საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი.
ბროსე ლორან ლავრენტი (1841-1924)
მარი ბროსეს ვაჟი, რუსეთის კონსული
ბარსელონაში. |
|
| |
|
|
1895 | |
|
|
| |
|
|
5 ნოემბერი | |
|
|
| |
|
|
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს
ვრცელი მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 4 ნოემბერი“ („გუშინდელმა
კორესპონდენციამ თელავიდგან..“). მწერლის თხზულებათა კრებულებში
იბეჭდება სათაურით „კახეთის სოფლის მეურნეთა კავშირი“ | |
წყარო:
გაზ. „ივერია“, 1895, 5XI, № 240, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13,
თბილისი, 2007, გვ. 105. |