The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


2.11
2.11

 

1874    
     
2 ნოემბერი    
     
ზღვით მიემგზავრება პეტერბურგში.   წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 189–190, 366.

დათარიღება:

დროზე მინიშნებულია 30 ოქტომბრის წერილში მეუღლისადმი.

     
1878    
     
2 ნოემბერი    
     
გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად იბეჭდება გერმანელი მწერლის გეორგ ებერსის რომანის „რამეთუ კაცი ვარ“ თარგმანის გაგრძელება.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 217; გაზ. „ივერია“, 1878, № 43, 2 ნოემბერი, გვ. 11-15; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 3, თბ., 1988, გვ. 202.

პირთა ანოტაციები:

ებერსი გეორგ (1837-1898)

გერმანელი მწერალი, ეგვიპტოლოგი.;

     
1879    
     
 2 ნოემბერი    
     
წერილს იღებს გრიგოლ ორბელიანისგან. იგი უგზავნის მიხეილ საბინინის ბარათს და სთხოვს, რომ ქშწ-კგ საზოგადოება დაეხმაროს საბინინს საქართველოს ეკლესიის ისტორიის შესახებ წიგნზე მუშაობის დასრულებასა და ამ წიგნისთვის ლაიფციგში შეკვეთილი ქართველ წმინდანთა სურათების გამოხსნაში   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, გრიგოლ ორბელიანის არქივი № 641; გაზ. „ბახტრიონი“, 1922, № 21, გვ. 2.

პირთა ანოტაციები:

ორბელიანი გრიგოლ დიმიტრის (ზურაბის) ძე (1804-1883)

რომანტიკოსი პოეტი, სამხედრო და საზოგადი მოღვაწე, ინფანტერიის გენერალი.

საბინინი მიხეილ (გობრონ) პავლეს ძე (1845-1900)

მწერალი, ხატმწერი, საზოგადო მოღვაწე. საქართველოს სიძველეებისა და სასულიერო მწერლობის მკვლევარი. იკვლევდა საქართველოს ეკლესიის ისტორიას.

     
1886    
     
 2 ნოემბერი    
     
ესწრება გაბრიელ სუნდუკიანცის კომედია „ხათაბალას“ წარმოდგენას.   წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, 1991, გვ. 268.

პირთა ანოტაციები:

სუნდუკიანცი გაბრიელ მკრტიჩის ძე (1825-1912)

სომეხი მწერალი, დრამატურგი, კრიტიკული რეალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი. დაიბადა და ცხოვრობდა თბილისში, საკუთარ პიესებს თავად თარგმნიდა ქართულად.

     
1889    
     
2 ნოემბერი    
     
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 1 ნოემბერი“ („კრიტის კუნძულის აშლილობამ წინააღმდეგ ოსმალეთისა...“). მწერლის თხზულებათა ათტომეულში დაიბეჭდა სათაურით „აშლილობა კრიტის კუნძულზე“, ხოლო ოცტომეულში – სათაურით „არეულობა კრეტას კუნძულზე“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1889, 2 ნოემბერი, № 233, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბილისი, 2007, გვ. 360.

     
     
1890    
     
2 ნოემბერი    
     
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 1 ნოემბერი“ („გაგონილა იმისთანა ამბები, რაც ქუთაისის ბანკის...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ქუთაისის ბანკის საქმეთა გამო“   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1890, 2 ნოემბერი, № 233, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბ., 2007, გვ. 635.

     
     
1897    
     
2 ნოემბერი    
     
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 1 ნოემბერი “ („იყოს თუ არა ევროპაში ოსმალეთი?...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ახლო აღმოსავლეთი და ხმელთაშუა ზღვის გზების საკითხი“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, 2 ნოემბერი, № 227, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, თბილისი, 2007, გვ. 458.

     
2 ნოემბერი    
     
გაზეთი „ცნობის ფურცელი“ შეახსენებს მკითხველს, რომ 12 საათზე სათავადაზნაურო ბანკის დარბაზში გაიმართება ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობის 40 წლისთავის აღსანიშნად შემდგარი საიუბილეო კომიტეტისა და საზოგადოების კრება, რომელზეც უნდა შემუშავდეს საიუბილეო პროგრამა და გადაწყდეს იუბილეს ჩატარების დრო.   წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1897, 2 ნოემბერი, № 359, გვ. 1.

     
2 ნოემბერი    
     
ბოსტნეულ-ბაღჩეულობის კავკასიის პირველ გამოფენაზე იღებს ვერცხლის მედალს.   წყარო:

გაზ. „კვალი“, 1897, № 47, გვ. 840.

დათარიღება:

გამოფენა დასრულდა 2 ნოემბერს.

     
1902    
     
2 ნოემბერი    
     
ქშწ-კგ საზოგადოების გამგეობის მიერ შექმნილი წიგნების გამოცემის კომისიის პირველ სხდომაზე იღებენ დადგენილებას, ილია ჭავჭავაძის შემოქმედებიდან გამოსცენ: „კაცია –ადამიანი?!’’, „გლახის ნაამბობი“, „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“ და „ოთარაანთ ქვრივი“.   წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, აღწ.1 , საქ. 25.

     
1903    
     
2 ნოემბერი    
     
 სადილად იწვევს ნიკო ხიზანიშვილს მნიშვნელოვან საკითხზე შესათანხმებლად.დ.   წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17 606; ი. ჭავჭავაძე, წერილები (ი. ბოცვაძის რედ.), სოხუმი, 1949, გვ. 93-94; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 90; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 144, 435.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 219-220.

პირთა ანოტაციები:

ხიზანიშვილი ნიკოლოზ თადეოზის ძე (1851-1906)

იურისტი, ისტორიკოსი, ეთნოგრაფი, პუბლიცისტი, ლიტერატურის კრიტიკოსი. განათლება მიიღო ნოვოროსიის უნივერსიტეტში, მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა მაზრებში. ბოლოს იყო თბილისის მომრიგებელი მოსამართლის მოადგილე, თანამშრომლობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებთან.