
გაზ. „დროება“, 1874, № 439, გვ. 1-2. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი №
341; ი. ჭავჭავაძე, თსკ (ათ ტომად), ტ. 10, 1961, გვ. 351–352; ი. ჭავჭავაძე, თსკ
ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 186, 365. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების,
ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი,
ქველმოქმედი. ერისთავი (ქსნისა) ალექსანდრე (სანდრო) ესტატეს ძე (1839-1899) თსს ბანკის ერთერთი დირექტორი, უწოდებდნენ „ამერიკანელს“. ჩოლოყაშვლი ალექსანდრე (სანდრო) ზაალის ძე თავადი – თსს ბანკის დირექტორი 1874 წელს, ქშწკგ საზ-ის გამგეობის წევრი
1885-1886 წლებში. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ფ. 481, 1-60. დოკუმენტი: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 60, ფ. 15. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი № 1052, გვ. 464; გაზ. „ივერია“, 1886, 6 სექტემბერი, № 192, გვ. 1; ი.
ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 351. გაზ. „ივერია“, 1887, 6 სექტემბერი, № 185, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც
ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 533. პირთა ანოტაციები: ბისმარკი ოტო ფონ (1815-1898) გერმანიის იმპერიის პირველი რაიხსკანცლერი. „სამთა კავშირის“ ერთ-ერთი მთავარი
ორგანიზატორი. საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481 N66 გვ. 239. პირთა ანოტაციები: ნათაძე მოსე ივანეს ძე (1856-1890) საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი. მასწავლებლად მუშაობდა პატარძეულის, მეჯვრისხევის,
ხონის სკოლებში. მაღალაშვილი სალომე გიორგის ასული პედაგოგი და ჟურნალისტი. წერდა ფსევდონიმებით „სალომე შუბათელი“, „სალომე
შუბნელი“ და სხვ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი №
377; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 229-230, 378. დათარიღება:
იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების
მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 274. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების,
ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი,
ქველმოქმედი.
1874
6 სექტემბერი
გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება სტატია „თბილისის აზნაურობის საგანგებო კრება
ბანკის საქმეზედ“, რომელშიც საუბარია არჩევნების მიმდინარეობასა და ბანკის
მმართველად მის არჩევაზე.
წყარო:
6 სექტემბერი
თბილისიდან ყვარელში წერილს და თანხას უგზავნის მეუღლეს. აცნობებს, რომ ის
ბანკის მმართველად აირჩიეს, სანდრო ერისთავი და ალექსანდრე ჩოლოყაშვილი კი
– დირექტორებად.
წყარო:
1882
6 სექტემბერი
როგორც ქშწ-კგ საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე თხოვნით
მიმართავს თბილისის კომერციულ ბანკს, რომ გამოუწერონ ქვითარი შეტანილ
თანხაზე.
წყარო:
1882
6 სექტემბერი
როგორც ქშწ-კგ საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე საქმიანი
წერილით მიმართავს თბილისის კომერციულ ბანკს.
წყარო:
1886
6 სექტემბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით
„ტფილისი, 5 სექტემბერი“ („აქაურს გაზეთებში უკვე გამოცხადებულია უმაღლესი
ბძანება...“). მწერლის თხზულებათა ათტომეულში სათაურად აქვს „საქართველოდან
და კავკასიიდან ჯარისკაცთა გაწვევის გამო“, ხოლო ოცტომეულში -
„ამიერკავკასიის მცხოვრებთაგან ჯარისკაცთა გაწვევის გამო“.
წყარო:
1887
6 სექტემბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით
„ტფილისი, 5 სექტემბერი“ („არ გათავდა და გვგონია, არც გათავდეს..“).
მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ბისმარკი და ევროპის
პოლიტიკა“.
წყარო:
1888
6 სექტემბერი
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც ეცნობიან თბილისის
გუბერნიის სახალხო სკოლების დირექციის უარყოფით პასუხს მცხეთაში სკოლის
გახსნაზე. სახელმძღვანელოებსა და სასკოლო ნივთებს უგზავნიან ბათუმის სკოლის
მასწავლებელს, ხოლო კრებაზე დასასწრებად სამგზავრო თანხას - მოსე ნათაძესა
და სალომე მაღალაშვილს. ეცნობიან ინფორმაციას საზოგადოების მიერ სკოლებში
გაგზავნილ წიგნებზე ,,რობინზონ კრუზოსა’’ და ,,იგავ-არაკებზე’’ მოთხოვნების
შესახებ.
წყარო:
1898
6 სექტემბერი
ვრცელ წერილს უგზავნის მეუღლეს თბილისიდან საგურამოში. აძლევს სამეურნეო
ხასიათის დარიგებებს. დაწვრილებით უხსნის, რა არის გასაკეთებელი და ვის
უნდა დაავალოს. სწერს, რომ ცხენები მცხეთაში მომავალ შაბათს საღამოს
მატარებლისთვის დაახვედროს.
წყარო: