1878 | ||
25 ნოემბერი | ||
წერილს უგზავნის მეუღლეს და უბოდიშებს ბარათის დაგვიანებისათვის. აცნობებს, რომ ღვინო გაყიდა, ტყის გაყოფა დასრულდა და სახნავებისა დარჩა. იმედოვნებს, რომ დეკემბრის პირველ რიცხვებში ერთად იქნებიან. სთხოვს, დეპეშით შეატყობინოს თავისი ჯანმრთელობის ამბავი. |
წყარო:
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 349; ი. ჭავჭავაძე, თსკ (ათ ტომად), ტ. 10, 1961, გვ. 360–361; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 196–197, 368. დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 253-254. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. |
|
1880 | ||
25 ნოემბერი | ||
გაზეთ „დროებაში“ სერგეი მესხთან ერთად ბეჭდავს განცხადებას „დროებისა“ და „ივერიის“ გამოცემის პირობების შესახებ 1881 წლისათვის. |
წყარო:
გაზ. „დროება“, 1880, № 248. პირთა ანოტაციები: მესხი სერგეი სიმონის ძე (1844/1845-1883) მწერალი, პუბლიცისტი ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი. 1868 წლიდან მიიწვიეს „დროების“ რედაქტორად. იყო „ახალი ახალგაზრდობის“ ლიტერატურული ჯგუფის წევრი. დიდი წვლილი შეიტანა ქართული ჟურნალისტიკის, ლიტერატურის კრიტიკისა და თეატრის განვითარების საქმეში. |
|
1881 | ||
25 ნოემბერი. | ||
კავკასიის საცენზურო კომიტეტი მეფისნაცვლის მთავარ სამმართველოს აცნობებს, რომ თანახმაა, ჟურნალ „ივერიის“ თანარედაქტორად დაინიშნოს ივანე მაჩაბელი |
წყარო:
„საისტორიო მოამბე“, ტ. 9, 1956, გვ. 346. პირთა ანოტაციები: მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898) პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი. |
|
1886 | ||
25 ნოემბერი | ||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 24 ნოემბერი“ („ჩვენ წინა წერილებში ვსთქვით, რომ...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ბულგარეთის მთავრის არჩევა და ევროპის სახელმწიფოები“. |
წყარო:
გაზ. „ივერია“, 1886, 25 ნოემბერი, № 255, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 542 |
|
1892 | ||
. | ||
25 ნოემბერი | ||
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც განიხილავენ ერთი თვის შემოსავალ-გასავალს. გამოყოფენ აბრამ აკოფოვისთვის წიგნების აკინძვის საფასურს და ბათუმის სკოლისთვის შეშის შესაძენ თანხას. დადებითად წყდება თიანეთის სკოლის მასწავლებლის თხოვნა შენობის შეკეთებისა და სკოლისთვის საჭირო ინვენტარის გაგზავნის თაობაზე. ადგენენ, რომ რამდენიმე ცალი „ბუნების კარი“ და „დედა ენა“ მიაწოდონ მეორე საკვირაო სკოლას. არ კმაყოფილდება ნიკოლოზ ხიზანიშვილის თხოვნა ძველი ხელნაწერების სახლში წაღების ნებართვის მიცემაზე. განიხილავენ თიანეთის სკოლაში ინსპექტორის დასწრების დროს ბავშვების დაუსწრებლობის საკითხს და მსჯელობენ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ძველი სენაკის განყოფილების ანგარიშზე. იაკობ გოგებაშვილის წინადადებით თანხა გამოიყოფა სვანეთში გახსნილი სკოლისთვის. დუტუ მეგრელის (დიმიტრი ხოშტარიას) მოთხრობა „ფეჩეია“ გადასამოწმებლად გადაეცემა ალექსანდრე ჭყონიასა და გიორგი წერეთელს. |
წყარო:
ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 198, გვ. 240. პირთა ანოტაციები: ხიზანიშვილი ნიკოლოზ თადეოზის ძე (1851-1906) იურისტი, ისტორიკოსი, ეთნოგრაფი, პუბლიცისტი, ლიტერატურის კრიტიკოსი. განათლება მიიღო ნოვოროსიის უნივერსიტეტში, მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა მაზრებში. ბოლოს იყო თბილისის მომრიგებელი მოსამართლის მოადგილე, თანამშრომლობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებთან. გოგებაშვილი იაკობ (1840-1912) მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. ხოშტარია დიმიტრი თომას ძე (1867-1938) პოეტი, წერდა ფსევდონიმით „დუტუ მეგრელი“. ჭყონია ალექსანდრე მირიანის ძე (1855-1907) საზოგადო მოღვაწე, ქუთაისის გიმნაზიის შემდეგ სწავლობდა მოსკოვსა და პარიზში. სხვადასხვა დროს მუშაობდა ფოთის, ოზურგეთის, შორაპანის, ქუთაისის სასამართლოებში, იყო „მოამბისა“ და „ცნობის ფურცელის“ რედაქტორი. წერეთელი გიორგი ექვთიმეს ძე (1842-1900) მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, გაზეთ ,,დროების”, შემდეგ კი ,,კვალის” დაამრსებელ-რედაქტორი, მესამე დასის ერთ-ერთი ლიდერი |
|
1894 | ||
25 ნოემბერი | ||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 25 ნოემბერი“ („ერთი უდიდესი საქმე სამსოფლიო პოლიტიკისათვის...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ინგლისმა პირი იბრუნა რუსეთისკენ სამეგობროდ“. |