რედაქციისაგან, ჟურნ. „საქართველოს მოამბე“, 1863, № 1, გვ. 153. დათარიღება: „საქართველოს
მოამბის“ პირველ ნომერში ნათქვამია, რომ შრიფტი სტამბას 12 იანვარს ჩამოუვიდა. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 172-174, 362-363. პირთა ანოტაციები: ჭავჭავაძე (ჭავჭავაძე-ჯამბაკურ-ორბელიანისა, ჭავჭავაძე-საგინაშვილისა)
ელისაბედ (ლიზა) გრიგოლის ასული (1840-1925) ილია ჭავჭავაძის უმცროსი და. საგინაშვილი ალექსანდრე დიმიტრის ძე (1808-1887) ილია ჭავჭავაძის სიძე – ელისაბედ ჭავჭავაძის მეორე ქმარი. გენერალ-ლეიტენანტი,
რუსეთ-ირანის, რუსეთთურქეთის და ყირიმის ომების მონაწილე, 1844-1850 წლებში
მსახურობდა გენერალურ შტაბში, 1851 წელს იყო კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების
სარდლის თანაშემწე. გაზ. “დროება“, 1880, 13 იანვარი, № 9, გვ. 1-3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
15, 2007, გვ. 32, 40. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება
მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 632-634. ]გაზ. “დროება“, 1882, 13 იანვარი, № 8, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
15, 2007, გვ. 301. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება
მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 686. გაზ. „ივერია“, 1887, 13 იანვარი, № 8, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
9, თბილისი, 2006, გვ. 30. პირთა ანოტაციები: ბისმარკი ოტო ფონ (1815-1898) გერმანიის იმპერიის პირველი რაიხსკანცლერი. „სამთა კავშირის“ ერთ-ერთი მთავარი
ორგანიზატორი. გაზ. „ივერია“, 1888, № 8, გვ. 1-2. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 683.
პირთა ანოტაციები: გურამიშვილი დავით ალექსანდრეს ძე (1857-1926 ხატვარი, კარიკატურისტი, ფოტოგრაფი. თსს ბანკის ზედამხედველი კომიტეტის წევრი,
ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე, 1917 წელს საქართველოს
პირველი ეროვნული ყრილობის დელეგატი. ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928) ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე. გაზ. „ივერია“, 1895, 13 იანვარი, № 9, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
13, თბილისი, 2007, გვ. 82.
1874
1863
13 იანვარი
ენფიანჯიანცის სტამბა დაგვიანებით იწყებს ჟურნალ „საქართველოს მოამბის“
ბეჭდვას
წყარო:
1874
13 იანვარი
იღებს დის, ელისაბედისა და სიძის - ალექსანდრე საგინაშვილის წერილს.
წყარო:
1880
13 იანვარი
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს
წერილისა „თეატრის მატიანე“ („ვიდრე მივყვებით ამ სათაურში მოხსენებულ
წარმოდგენების გარჩევას...“). აქვე უსათაუროდ და ხელმოუწერლად ბეჭდავს
მეთაურს თარიღით „ტფილისი, 13 იანვარს“ („ჩვენი ქვეყანა, სხვაზედ თუ არ
მეტი...“), რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში გამოქვეყნდა სათაურით „ჩვენი
ეკონომიკა“
წყარო:
1882
13 იანვარი
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „ჩვენი
ფოჩტა და რკინისგზა“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა
მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.
წყარო:
1887
13 იანვარი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
12 იანვარი“ („მთელი ევროპაა და თ. ბისმარკის სიტყვა...“). მწერლის თხზულებათა
ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ბისმარკის სიტყვა სამხედრო კანონის შესახებ“.
წყარო:
1888
13 იანვარი
გაზეთ „ივერიაში“ ბეჭდავს „ოთარაანთ
ქვრივის“ XΙ-XΙΙΙ თავებს.
წყარო:
1889
13 იანვარი
იხდის დავით ალექსანდრეს ძე გურამიშვილის მიერ საგურამოში არენდით აღებული
მიწის გადასახადს და ნიკო ნიკოლაძე უფორმებს ხელწერილს.
წყარო:
1895
13 იანვარიგ
აზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს მოწინავე
წერილისა თარიღით „ტფილისი, 13 იანვარი“ („ყველაზე უდიდესი ამბავი ამ ბოლო
ხანებისა...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „პრეზიდენტისა
და მთავრობის შეცვლა საფრანგეთში და მისი საზოგადოებრივი მიზეზები“.
წყარო: