გაზ. „დროება“, 1876, 21 ივნისი, № 39, გვ. 1-4. პირთა ანოტაციები: ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928) ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ავტოგრაფი № 956; ი. ჭავჭავაძე,
თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 87; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 92,
406. პირთა ანოტაციები: ერისთავი რაფიელ დავითის ძე (1824-1901) პოეტი, დრამატურგი, ეთნოგრაფი, ლექსიკოლოგი, საზოგადო მოღვაწე, ქართული საბავშვო
ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი. ჭავჭავაძე ალექსანდრე გარსევანის ძე (1786-1886) რომანტიკოსი პოეტი, რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი, მონაწილეობდა 1804 წლის
აჯანყებაში, 1832 წლის შეთქმულებაში, ნაპოლეონისა და თურქეთის წინააღმდეგ ბრძოლებში. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი № 1052, გვ. 320; გაზ. „ივერია“, 1886, 21 ივნისი, № 132, გვ. 1; ი.
ჭავჭავაძე, ნაწერების სრული კრებული (შემდგ. პ. ინგოროყვა, ალ. აბაშელი), ტ.VII,
1928; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 136. პირთა ანოტაციები: შექსპირი უილიამ (1564-1616) ინგლისელი პოეტი და დრამატურგი. გლადსტონი უილიამ (1809-1898) ინგლისელი სახელმწიფო მოღვაწე, სხვადასხვა დროს ვაჭრობის, კოლონიების, ფინანსთა
მინისტრი და პრემიერმინისტრი. გაზ. „ივერია“, 1888, 21 ივნისი, № 128, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
10, 2007, გვ. 262. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 43
(272).
1876
21 ივნისი
გაზეთ „დროებაში“ აქვეყნებს წერილს „უ. ნ. ნიკოლაძე და მისი შეხედულებე
ბანკზე“.
წყარო:
1881
21 ივნისი
რაფიელ ერისთავს წერილობით ატყობინებს, რომ ქართული წიგნის მბეჭდავმა
საზოგადოებამ ამ ეტაპზე გადაწყვიტა ალექსანდრე ჭავჭავაძის თხზულებათა
კრებულის დაბეჭდვა. ჰპირდება მისი იგავ-არაკების გამოსაცემად საჭირო თანხის
ხელისმომწერთა მეშვეობით შეგროვებას.
წყარო:
1886
21 ივნისი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად ბეჭდავს მოწინავეს „ტფილისი,
20 ივნისს“ („ყოფნა თუ არყოფნაო“ – წარმოსთქვა ერთხელ შექსპირის ჰამლეტმა...“).
მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ბრძოლა გლადსტონის
პროექტის გამო“.
წყარო:
1888
21 ივნისი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
20 ივნისი“ („დიდი ხანია ისმოდა ხმა, რომ უმაღლესი მთავრობა...“). მწერლის
თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ახალი ასიგნაციების შემოღება“.
წყარო:
1906
21 ივნისი
ხალხთა თავისუფლების პარტიის სამდივნო პეტერბურგში მყოფ ილია ჭავჭავაძეს
წერილობით იწვევს ფრაქციის შეხვედრაზე.
წყარო: