ეკატერინე ავთანდილის ასულ კრიჟანოვსკის მოგონება, გაზეთი თემი, 1913 № 122; ვ.
კარბელაშვილის ჩანაწერი, „ლიტერატურული მემკვიდრეობა“, წ. 1, 1935, გვ. 547; იური
ჩიქოვანი, ქართული წარჩინებული გვარები, თავადი ჭავჭავაძეები, არტანუჯი, თბ., 2002,
გვ. 65, 66. პირთა ანოტაციები: ჭავჭავაძე გრიგოლ პაატას ძე (1811-1852) ილია ჭავჭავაძის მამა. 17 წლისამ დაიწყო სამხედრო სამსახური ნიჟეგოროდის
დრაგუნთა პოლკში. მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის 1828-1829 წლების ომში, თავი
გამოიჩინა ყარსის, ახალქალაქის, ახალციხის აღებაში, იბრძოდა ტაო-კლარჯეთში. 1845 წ.
დაინიშნა კახეთის ათასკაციანი მილიციის უფროსად და იგერიებდა ლეკთა შემოტევებს. ეკატერინე (ქალია) დავითის ასული გვარი უცნობია. შიოშ ნიკიტას ძე შიოევის ქვრივი, ილია ჭავჭავაძის მამის, გრიგოლ
ჭავჭავაძის მეორე ცოლი. გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, კრებ. № 17501, გვ.
4; კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ავტოგრაფი № 108, გვ. 6. გაზ. “დროება“, 1883, 11
იანვარი, № 6, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 384. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება
მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621,697-698. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი № 177, გვ. 1; გაზ. „ივერია“, 1886, № 7 გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც
ტომად, ტ. 7, თბილისი, 2005, გვ. 265. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი № 1052, გვ. 537-541; გაზ. „ივერია“, 1887, 11 იანვარი, № 7, გვ. 1; ი.
ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბილისი, 2006, გვ. 26. პირთა ანოტაციები: ანდრონიკაშვილი იასე რევაზის ძე (დაბ. 1811) ოლღა გურამიშვილის მამის – თადეოზის ბიძაშვილი. თადეოზის დედა – ნინო და იასეს
მამა რევაზი იყვნენ მარტყოფის მოურავის – ზაალ ზაზას ძე ანდრონიკაშვილის შვილები.
კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი №S-5168-ბ, გვ. 624-631; გაზ. „ივერია“, 1889, 11 იანვარი, № 7, გვ. 1;
ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბილისი, 2007, გვ. 14. გაზ. „ივერია“, 1890, 11 იანვარი, № 7, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
11, თბილისი, 2007, გვ. 453. საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 455, გვ. 5.
გაზ. „ივერია“,1898, 13 იანვ., № 8, გვ. 2.
პირთა ანოტაციები:
ერეკლე მეორე (1720-1798) 1744-1760
წლებში კახეთის და 1862-1898 წლებში ქართლკახეთის მეფე. სიცოცხლის უმეტესი ნაწილი
ბრძოლებში გაატარა. 1883 წელს რუსეთთან გააფორმა მფარველობითი ტრაქტატი.
გაზ. „ივერია“,1898, 13 იანვ., № 8, გვ. 2.
1850
1850 11 იანვარი
მამას – გრიგოლ ჭავჭავაძეს მოჰყავს მეორე ცოლი – ეკატერინე (ქალია) დავითის
ასული. ამ გადაწყვეტილების მიზეზი მისი მატერიალური ხელმოკლეობაა. ილია
განიცდის ამას და ჯვრისწერის ჩაშლას ცდილობს. ქორწილის წინ პატარა ბიჭები
ნაცრიანი კალათებით ხელში შედიან ქაშვეთის ეკლესიის ეზოში, ნაცარს
აქეთ-იქით ყრიან და გაჰყვირიან, სავარაუდოდ, მის მიერ შეთხზულ სიტყვებს:
„გოდორი და კალათაო / ბებერსა ჰრთავენ ქალათაო / საწყალ ჭავჭავაძესაო /
ჯვარსა სწერენ ძალათაო“
წყარო:
1859 11 იანვარი
პეტერბურგში წერს ლექსს „გულის ხმა“, რომელიც ავტორის სიცოცხლეში არ
გამოქვეყნებულა.
წყარო:
1883 11 იანვარი
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას
„შარშანდელი წალიწადი ჩვენში“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად
დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში
წყარო:
1886 11 იანვარი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით
„ტფილისი, 10 იანვარს“ („ეგრედ წოდებული „აღმოსავლეთის საქმე...“). მწერლის
თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „აღმოსავლეთის საქმე“.
წყარო:
1887 11 იანვარი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით
„ტფილისი, 10 იანვარი“ („ჩუმი, მშვიდობიანი, დინჯი, არამყვირალა...“). მწერლის
თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „იასე ანდრონიკაშვილი“
წყარო:
1889
11 იანვარი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას მოწინავე
წერილისა თარიღით „ტფილისი, 10 იანვარი “ („ყველაზე უწინარეს საცნობელი ის
არის, რომ საგლეხკაცო ბანკი...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება
სათაურით „საგლეხო ბანკის საკითხისათვის“.
წყარო:
1890 11 იანვარი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით
„ტფილისი, 10 იანვარი“ („ამ ბოლოს ხანებში ძალიან გახშირდა...“). მწერლის
თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სასწავლო პროგრამების შეცვლის
აუცილებლობა რუსეთში“.
წყარო:
1895 11 იანვარი
კავკასიის სოფლის მეურნეობისა და სახელმწიფო ქონებათა მინისტრს ქშწკ-გ
საზოგადოების სახელით აცნობებს, რომ სამოქალაქო გუბერნატორისგან მიიღეს სახალხო
სეირნობისა და ლატარეის გამართვის ნებართვა და სთხოვს ამ ღონისძიებებისთვის
გამოუყოს მუშტაიდის ბაღი.
წყარო:
1898 11 იანვარი
ესწრება ერეკლე მეორის მოსახსენიებელ წირვასა და პანაშვიდს სიონის საკათედრო
ტაძარში.
წყარო:
1898
11 იანვარი
ხდება ახლადდაარსებული „სასულიერო განმანათლებელ ძმობის“ წევრი.
წყარო: