The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


25.07

1882    
    
25 ივლისი   
    
გაზეთ „დროებაში“ მისი ხელმოწერით იბეჭდება თსს ბანკის ბალანსი 1882 წლის 1 ივლისისთვის.  წყარო:

გაზ. „დროება“, 1882, № 153.

    
1886    
    
25 ივლისი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 24 ივლისი“ („საკვირველს და თან სამწუხარო სანახავს წარმოადგენს დღეს ევროპა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „დაძაბულობა ევროპაში“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1886, 25 ივლისი, № 160, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 236.

    
1886    
    
25 ივლისი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 24 ივლისი“ („საკვირველს და თან სამწუხარო სანახავს წარმოადგენს დღეს ევროპა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „დაძაბულობა ევროპაში“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1886, 25 ივლისი, № 160, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 236.

    
1891    
    
25 ივლისი    
    
პეტერბურგიდან თბილისში გიორგი თარხნიშვილს უგზავნის დეპეშას საბანკო ოპერაციებთან დაკავშირებული ინფორმაციით. წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17568.

პირთა ანოტაციები:

თარხნიშვილი გიორგი იორამის ძე (1841-1911)

პოდპოლკოვნიკი, თბილისის სათავადაზნაურო ბანკის ერთ-ერთი დირექტორი.

1895
 
25 ივლისი
იღებს დავით ავალიშვილის წერილს მის მიერ გადახდილ ორ ვექსილთან ერთად და სთხოვს, მეორე დღეს ბანკში მისვლას. წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 438.

პირთა ანოტაციები:

ავალიშვილი დავით ივანეს ძე (1845-1897)

რუსეთის არმიის შტაბს-კაპიტანი. 1883 წელს აირჩიეს ქართული დრამატული საზოგადოების თავმჯდომარედ. თადარიგში გასვლის შემდეგ იყო ნაფიცი ვექილი და თბილისის სათავადაზნაურო ბანკის დირექტორი.

1900
25 ივლისი
გაზეთი „ივერია“ აქვეყნებს მის მიერ გერმანიიდან გამოგზავნილ დეპეშას, რომლითაც მადლობას უხდის ყველას, ვინც დეპეშით ან წერილით მიულოცა სახელობის დღე. წყარო:

გაზ. „ივერია“, 1900, 25 ივლისი, № 159, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 213, 473.

1903    
    
25 ივლისი    
    
გაზეთის საშუალებით მადლობას უხდის ყველას, ვინც წერილებითა და დეპეშებით მიულოცა სახელობის დღე.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1903, 25 ივლისი, № 157, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 234, 486.