The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


29.08

1880    
     
29 აგვისტო    
     
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „იმერელი მოსამსახურენი თბილისში“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში   წყარო:

გაზ. “დროება“, 1880, 29 აგვისტო, № 182, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 158.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 657-658.

     
1871    
     
29 აგვისტო    
     
ამთავრებს ლექსს „ბედნიერი ხალხი“, რომელიც, მისივე განმარტებით, არის იტალიელი პოეტის ჯუზეპე ჯუსტის მიბაძვა. ლექსის შესაქმნელად მისთვის შეიძლებოდა სტიმული მიეცა ჯუსტის ლექსს „ლოკოკინა“, რომელშიც იგი დასცინის ლოკოკინასავით ნიჟარაში შეყუჟულ და სავალალო ხვედრით კმაყოფილ თავის ხალხს. არსებობს საგულისხმო მოსაზრება რეფრენის წარმომავლობასთან დაკავშირებითაც. მიჩნეულია, რომ ის არის პაროდირებული ფორმა არჩილ მეფის თხზულების „მეფეთა საქებელნი და სამხილებელნის“ ერთი სტროფისა, რომელიც რუსეთის იმპერიისა და კერძოდ, პეტრე დიდის ხოტბას ეძღვნება. არჩილი პეტრეს უწონებს იმას, რომ მან მრავალი ერი გახადა „გამგონიერი“, ილია კი – თავის სატირაში წარმოაჩენს, რა ზომამდე მივიდა ქართველთა „გამგონიერობა“.   წყარო:

ზაირა სტურუა, „ჯ. ჯუსტისა და ი. ჭავჭავაძის პოეტურ ნაწარმოებთა ტიპოლოგიური მსგავსების შესახებ, ილია ჭავჭავაძის ერთი ლექსის ისტორიისათვის“, გაზ. „ლიტერატურული საქართველო“, 1987, 24. VII, № 30; თეიმურაზ დოიაშვილი, „ბედნიერი ერი: სტრუქტურა და საზრისი“, ილია ჭავჭავაძე 170, საიუბილეო კრებული, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, გვ. 53; კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 114, გვ. 5; № 108, გვ. 156; კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ავტოგრაფი, კრებ. № 114, გვ. 5; № 108, გვ. 156.

პირთა ანოტაციები:

ჯუსტი ჯუზეპე (1809-1850)

იტალიელი პოეტი და საზოგადო მოღვაწე.

არჩილ მეფე (1647-1713)

ქართლის მეფის ვახტანგ V-ის (შაჰნავაზის) შვილი, პოეტი. მისი შემოქმედების უმთავრესი მოტივია ქრისტიანულ მორალზე დამყარებული დიდაქტიკა. 1699 წელს გადასახლდა მოსკოვში და დაკრძალულია იქვე.

პეტრე დიდი – პეტრე I ალექსის ძე (1672-1725)

რუსეთის იმპერატორი 1721-1725 წლებში.

     
29 აგვისტო    
     
პეტრე ნაკაშიძეს, წერილთან ერთად, კრებულში დასაბეჭდად უგზავნის ლექსს “ბედნიერი ხალხი“. იმის გამო, რომ ბარათს ადრესატის გვარი არ აწერია, იგი ადრე პეტრე უმიკაშვილისათვის გაგზავნილად ითვლებოდა.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 114; ი. ჭავჭავაძე, თხზულებანი, ტ. I, 1925, გვ. 377; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 31, 376; ზაირა სტურუა, ერთი კომენტარის გამო, ჟურნ. „კრიტიკა“, 1988, № 3, გვ. 120-121.

პირთა ანოტაციები:

ნაკაშიძე პეტრე (1838-1895)

მწერალი, პუბლიცისტი, ილია ჭავჭავაძის სტუდენტობისდროინდელი მეგობარი, „თერგდალეულთა“ წრის წევრი. ჟურნალ „საქართველოს მოამბეში“ გამოაქვეყნა „სამგზავრო წერილები“.

უმიკაშვილი პეტრე იოსების ძე (1838-1904)

საზოგადო მოღვაწე, ფოლკლორისტი. იყო მასწავლებელი თბილისის ქართულ გიმნაზიაში, შემდეგ მუშაობდა შავი ქვის წარმოებში ზესტაფონსა და და ბათუმში. წერდა ნარკვევებს, პიესებს, შექმნა ქართული ფოლკლორის მდიდარი კოლექცია.

     
1872    
     
29 აგვისტო    
     
დუშეთში წერს სატირულ ლექსს „რჩევა“. მისი შექმნის მიზეზი ხდება სენატორ გიორგი ბაგრატიონ-მუხრანელის წიგნი „ნაციონალური ინდივიდუალობის არსისა და მსხვილი ეროვნული ერთეულების განმანათლებლური მნიშვნელობის შესახებ“, რომელშიც ავტორი ამტკიცებს დიდი ერების მიერ პატარების შთანთქმის აუცილებლობას.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი კრებ. № 108, გვ. 168; № 124.

პირთა ანოტაციები:

ბაგრატიონი (მუხრანელი) გიორგი კონსტანტინეს ძე (1820-1877)

სენატორი, მეფისნაცვალ ბარიატისნკის საბჭოს წევრი, შემდეგ კი სამმართველოს უფროსი, ოლღა გურამიშვილის მამიდაშვილი.

     
1880    
     
29 აგვისტო    
     
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „იმერელი მოსამსახურენი თბილისში“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.   წყარო:

გაზ. “დროება“, 1880, 29 აგვისტო, № 182, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 158.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 657-658.

     
1886    
     
29 აგვისტო    
     
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 28 აგვისტო“ („დადგა აგვისტოს ნახევარი და მოვიდა განკითხვის დღე შვილებისა და მშობლებისათვის...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „კერძო სკოლების საკითხი“. გაზეთის იმავე ნომრის „დამაკვირდის“ რუბრიკაში „ლარიძის“ ფსევდონიმით აქვეყნებს ლექსს: „ჭკუამ სთქვა წუთისოფელსა...“   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1886, 29 აგვისტო, № 187, გვ. 1, 2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 347.

     
1893    
     
29 აგვისტო    
     
გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად ქვეყნდება მეთაური „სომეხთა კათალიკოსი მკრტიჩ I“ („დღეს ჩვენს ქალაქში მოელიან...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში .   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1893, 29 აგვისტო, № 185, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 12, 2007, გვ. 209.

პირთა ანოტაციები:

მკრტიჩ I

სომხეთის სამოციქულო ეკლესიის კათალიკოსი 1892-1907 წლებში.

     
1907    
     
27-29 აგვისტო    
     
სამი დღის განმავლობაში თბილისის სახლში ამაოდ ეძებს რაღაც მნიშვნელოვან საბუთს და ვერ პოულობს.   წყარო:

ელისაბედ საგინაშვილის დაკითხვის ოქმი, პ. გუგუშვილი, ილია ჭავჭავაძის მკვლელობა, საგამომძიებლო მასალები, 1938, გვ. 69.

     
1907    
     
29 აგვისტო    
     
ილია ჭავჭავაძეზე თავდასხმის დასაგეგმად წიწამურში პავლე ფშავლიშვილს (აფციაურს) აკითხავენ მისი ნათესავი გიორგი ხიზანიშვილი, ვანო ინაშვილი, გიგოლა ბერბიჭაშვილი და „ვიღაც იმერელი“, სავარაუდოდ, ილიკო იმერლიშვილი.   წყარო:

პ. გუგუშვილი, ილია ჭავჭავაძის მკვლელობა, საგამომძიებლო მასალები, 1938, გვ. 89-93.

პირთა იდენტიფიკაცია:

ამ „იმერლის“ ვინაობასთან დაკავშირებით გამოთქმულია განსხვავებული მოსაზრებები, რომ ეს იყო ილიკო იმერლიშვილი, სერგო ორჯონიკიძე, ერმილე დოლიძე და სხვ. იხ.: თ. სიმაშვილი ,,სოციალ-დემოკრატი - ბოლშევიკი ტერორისტები ილიას მკვლელობის შემსრულებლები“ ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ჟურნალი ,,ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები“ #1(3), 2008; თენგიზ სიმაშვილი, „სოციალ-დემოკრატი ბოლშევიკი ტერორ ისტები ილია ჭავჭავაძის მკვლელები“, 2011, თბ. გვ. 70, 114; ,,უახლესი დოკუმენტები და ილია ჭავჭავაძის მკვლელობა’’ (ილიას მკვლელობიდან გასული 105 წელი), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის და საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები, ტ. VI, 2012; ნ. გრიგალაშვილი, „თანამდევი სული”, ტ. II, თბ. 2011, გვ. 481-521; გ. ყორანაშვილი, „წიწამურის ტრაგედიის საიდუმლო“, თბ. 2004; შ. ბადრიძე, წიწამურის ტრაგედიის გამოცანები“, თბილისი 1991; ტერიელ სართანია ,,ილია ჭავჭავაძე“, თბილისი, 2000, გვ. 278.

პირთა ანოტაციები:

ფშავლიშვილი (აფციაური) პავლე გიორგის ძე

მსახურობდა ილია ჭავჭავაძის მამულში დარაჯად. მოურავ მოსე მემარნიშვილისა და მისი ცოლის მკვლელი, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის მონაწილე. ემალებოდა მართლმსაჯულებას და 1908 წელს, მისი დაკავების მცდელობის დროს, სროლისას დაიღუპა.

ხიზანიშვილი გიორგი (ლომა) ივანეს ძე

წიწამურის მკვიდრი, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის თანამონაწილე, ჩამოახრჩვეს 1909 წლის 21 აგვისტოს.

ინაშვილი ივანე სოლომონის ძე (1865-1909)

ახალსოფლის მკვიდრი, საგურამოს ყოფილი მამასახლისი, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის თანამონაწილე, ჩამოახრჩვეს 1909 წლის 21 აგვისტოს.

ბერბიჭაშვილი გიგოლა

სოფელ ახატნის მკვიდრი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, ილია ჭავჭავაძისს მკვლელობის თანამონაწილე. წლების მანძილზე იმალებოდა. დააკავეს 1941 წელს. თავდაპირველად დახვრეტის განაჩენი გამოუტანეს, შემდეგ 10 წლით პატიმრობით შეუცვალეს და გარდაიცვალა ციხეში.

იმერლიშვილი ილიკო იორდანეს ძე (1886-1914)

სოციალ-დემოკრატიული პარტიის „წითელი რაზმის“ უფროსი, ტერორისტი, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის მონაწილე.

     
29 აგვისტო    
     
საღამო ხანს მეეტლე თედო ლაბაურთან მიდიან ილია ჭავჭავაძეზე დაგეგმილი თავდასხმის მონაწილენი და უთანხმდებიან, სად უნდა შეაჩეროს და შემოაბრუნოს ეტლი, რომ მათთვის მოსახერხებელი იყოს.   წყარო:

დანიელ მასლოვი, მოგონება, ლიტერატურული მატიანე, 1940, გვ. 169.

პირთა ანოტაციები:

ლაბაური თედო

ილია ჭავჭავაძის მეეტლე, მისი მკვლელობის თანამონაწილე, ჩამოახრჩვეს 1909 წლის 21 აგვისტოს.

     
29 აგვისტო    
     
ილია წინამძღვრიშვილი ურჩევს თბილისში დარჩენას, მაგრამ უარს ეუბნება.   წყარო:

პ. გუგუშვილი, ილია ჭავჭავაძის მკვლელობა, საგამომძიებლო მასალები, 1938, გვ. 30, 31.

პირთა ანოტაციები:

წინამძღვრიშვილი ილია ივანეს ძე (1834-1920)

აგრონომი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, ილია ჭავჭავაძის სტუდენტობისდროინდელი მეგობარი. 1883 წელს სოფელ წინამძღვრიანთკარში გახსნა სასოფლო-სამეურნეო სკოლა.

     
29 აგვისტო    
     
ოლღა გურამიშვილ ჭავჭავაძისას საგურამოში გამგზავრების ეშინია. ილია სთავაზობს, რომ ის თბილისში დარჩეს და თავად მარტო გაემგზავრება, მაგრამ ოლღა არ თანხმდება. იმ დროს მათთან სტუმრად მყოფი მარიამ ორბელიანიც ურჩევს ილიას, რომ არ გაემგზავრონ, მაგრამ მასაც უარს ეუბნება.   წყარო:

მარიამ ვახტანგის ასულ ორბელიანის მოგონება, გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, № 13404 b., № 2.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

ორბელიანი მარიამ (მაიკო) ქაიხოსროს ასული

გენერალ ლევან ივანეს ძე მელიქიშვილის საცოლე, ნიკოლოზ ბარათაშვილის ნათესავი და უახლოესი მეგობარი.