The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


31.10

1874    
     
31 ოქტომბერი    
     
 გაზეთ „ტიფლისკი ვესტნიკში“ თსს ბანკის დაარსებასა და ამ საქმეში ილია ჭავჭავაძის როლის შესახებ იბეჭდება ნიკო ნიკოლაძის სტატია „წერილები იმ ქვეყნიდან“.   წყარო:

„Письма с того света“, «Тифлисский вестник», 1874, № 111.

პირთა ანოტაციები:

ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928)

ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე.

     
1879    
     
31 ოქტომბერი    
     
ქვიშხეთიდან იღებს დიმიტრი ყიფიანის საპასუხო ბარათს. „მეფე ლირის“ ივანე მაჩაბლისა და ილიასეულ თარგმანთან დაკავშირებით ადრესანტი აღნიშნავს, რომ იგი შეადარა პიესის ორიგინალსა და ხუთ სხვადასხვა თარგმანს და დარწმუნდა, რომ ერთ-ერთი საუკეთესოა. მიუხედავად ამისა, მიაჩნია, რომ თარგმანის ენა მწიგნობრული უფროა, ვიდრე სალაპარაკო. ამიტომ სწერს, რომ თუ სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებს, თავის სიტყვებს თავად თარგმნის.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 628; იოსებ გრიშაშვილი, ლიტერატურული ნარკვევები, 1952, გვ. 265-271.

პირთა ანოტაციები:

ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887)

მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის, თბილისის ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის აგენტებმა. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)

პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი.

     
1886    
     
31 ოქტომბერი    
     
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 30 ოქტომბერი“ („რამოდენა შეუძლიან ჩვენს ქვეყანას...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ხილნარობისა და მევენახეობის სასწავლებლის შესახებ“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1886, 31 ოქტომბერი, № 235, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად (შემდგ. პ. ინგოროყვა), ტ. 4, 1955, გვ. 348; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 495

     
1887    
     
31 ოქტომბერი    
     
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 30 ოქტომბერი“ („ყველა სწუხს, ყველა ჰგლოვობს..“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „დიმიტრი ყიფიანი“.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 763-771; გაზ. „ივერია“, 1887, 31 ოქტომბერი, № 227, გვ. 1 (ცენზურის ნებართვა 1887, 30/X); ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, თბ., 1991, გვ. 393.

პირთა ანოტაციები:

ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887)

მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის, თბილისის ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის აგენტებმა. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა

     
1889    
     
31 ოქტომბერი    
     
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 30 ოქტომბერი“ („მაშინ, როდესაც გერმანიის იმპერატორი მოგზაურობს...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „არეულობა იტალიასა და საფრანგეთს შორის“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1889, 31 ოქტომბერი, № 231, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბილისი, 2007, გვ. 354.

     
1893    
     
31 ოქტომბერი    
     
     
გაზეთ „ივერიაში“ იბეჭდება დასასრული სტატიისა „მოკითხული საზოგადო ფული“ („მართლა და, თ. ივანე მაჩაბლისა არ იყოს...“). იგი არ იღებს მაჩაბლის გამოწვევას საკითხის სამედიატორო სასამართლოში განხილვაზე. წერს, რომ თუ რამ სათქმელი ჰქონდა ბანკის კრებაზე შეეძლო ეთქვა.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1893, 31 ოქტომბერი, № 234, გვ. 1-3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 12, 2007, გვ. 232.

პირთა ანოტაციები:

მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)

პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი.

     
1897    
     
31 ოქტომბერი    
     
ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობის 40 წლისთავის საიუბილეო კომიტეტის წევრი გრიგოლ აბაშიძე გაზეთ „ცნობის ფურცელში“ წერს კომიტეტის განზრახვაზე, რომ ეს არ იყოს მხოლოდ ერთდღიანი დღესასწაული, იგი უნდა შეიგრძნონ და სამახსოვროდ დარჩეთ საქართველოს ყველა კუთხეში.   წყარო:

„ცნობის ფურცელი“, 1897, 31 ოქტომბერი, № 357, გვ. 1-2.

პირთა ანოტაციები:

აბაშიძე გრიგოლ დავითის ძე (1866-1903)

პოეტი, ჟურნალისტი. მონაწილეობდა თეატრალურ წარმოდგენებში.

     
1899    
     
31 ოქტომბერი    
     
გაზეთ „კავკაზში“ იბეჭდება ილია ჭავჭავაძის წერილი ჟურნალ „კავკაზსკიე ვესტნიკის“ რედაქტორისადმი. მისი უარი ჟურნალში თანამშრომლობაზე განაპირობა იმან, რომ კოლექტივში არიან მისგან რადიკალურად განსხვავებული შეხედულებების ადამიანებიც, ჟურნალის გამოცემა კი არსებით საკითხებთან დაკავშირებით თანამოაზრეობას მსოფლმხედველობისა და მიმართულების ერთიანობას მოითხოვს.   წყარო:

„Кавказ“, 1899, № 286; ს. ლეკიშვილი, რამდენიმე დოკუმენტი ილია ჭავჭავაძის შესახებ. „საისტორიო მოამბე“, 1978, ტ. 37-38, გვ. 329; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 201, 465.