The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


24.04

1881    
    
24 აპრილი   
    
 გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „ბათომის ახალი გუბერნატორი“ („ჩვენს გაზეთში იყო ამა წინათ...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.  წყარო:

გაზ. “დროება“, 1881, 24 აპრილი, № 84, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 245.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 674.

    
1883    
    
24 აპრილი   
    
ქშწ-კგ საზოგადოებაში ხვდება სოფელ ვეჯინის სკოლის მასწავლებელ ნიკოლოზ ნათიძეს და აძლევს რჩევებს რუსული ენის სწავლებასთან დაკავშირებით.  წყარო:

ნ. ნათიძის წერილი, ტრ. ხუნდაძე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, 1960. გვ. 40.

პირთა ანოტაციები:

ნათიძე ნიკოლოზ (1853-1921)

დეკანოზი, მწერალი, პუბლიცისტი, წერდა „მელანიას“ ფსევდონიმით.

    
1886    
    
24 აპრილი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 23 აპრილს“ („ერის ძალა და ღონე...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „სერბიის განსაცდელი“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1886, № 88, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 7, თბილისი, 2005, გვ. 568.

    
1887    
    
24 აპრილი   
    
მონაწილეობს ქალაქის საბჭოს სხდომაში, რომელზეც განიხილავენ ავლაბრელების საქმეს.    წყარო:

გაზ „ივერია“, 1887, 26 აპრ., № 82, გვ. 1. ^ 2420

    
24 აპრილი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 23 აპრილი“ („შნებელეს საქმეა და მთელი ჟურნალ-გაზეთობა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „კვლავ შნებელეს და გაუჩის შესახებ“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 24 აპრილი, № 80, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 258.

პირთა ანოტაციები:

შნებელე გიომ (ვილჰელმ) (1831-1900)

ფრანგი პოლიციის კომისარი. ხელმძღვანელობდა საიდუმლო დაზვერვის სამსახურს ელზასსა და ლოტარინგიაში. 1887 წელს გაეხვა პოლიტიკურ ინტრიგაში, რომელმაც საფრანგეთსა და გერმანიას შორის ურთიერთობა უკიდურესად დაძაბა.

გაუჩი

გერმანელი პოლიციის კომისარი 1887 წელს.

    
1893    
    
24 აპრილი   
    
იღებს დეპეშას განჯიდან ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტის პოვნის შესახებ.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1893, 25 აპრილი, № 85, გვ. 4.

პირთა ანოტაციები:

ბარათაშვილი ნიკოლოზ მელიტონის ძე (1817-1845)

პოეტი, რომანტიკოსი.

    
4 აპრილი   
    
ესწრება თსს ბანკის კრებას. დამსწრეთ განუმარტავს, რომ სათავადაზნაურო სკოლის გაზრდილი მოთხოვნების დაკმაყოფილება უნდა მოხდეს ბანკის წინა წლის მოგების შესაბამისად და არა სამომავლო შესაძლო შემოსავალზე დაიმედებით, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება გასაჭირი შეექმნას თავად ბანკს.  წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 394, საქ. 11810, გვ. 1-82.

    
1894    
    
24 აპრილი   
    
სილოვან ხუნდაძე გაზეთ „კვალში“ სათაურით „მკითხველის შენიშვნები“ ბეჭდავს კრიტიკულ რეცენზიას ილია ჭავჭავაძის პოემაზე „მეფე დიმიტრი თავდადებული“  წყარო:

გაზ. „კვალი“ 1894, № 18, გვ. 7-9; № 19, გვ. 5-7.

პირთა ანოტაციები:

ხუნდაძე სილოვან თომას ძე (1860-1928)

მწერალი, ფილოლოგი, პუბლიცისტი, პედაგოგი. სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტში, მასწავლებლობდა სენაკსა და ქუთაისში, იყო გიმნაზიის დირექტორი, იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში: „დროება“, „კვალი“, „ცნობის ფურცელი“ და სხვ.

დიმიტრი თავდადებული (დემეტრე II) (1259-1289)

საქართველოს მეფე 1270- 1289 წლებში. თავი მოჰკვეთეს მონღოლთა ხანის - არღუნის ბრძანებით. შერაცხილია წმინდანად.

    
1903    
    
24 აპრილი   
    
გრიგოლ საყვარელიძე უგზავნის კიდევ ერთ წერილს და წუხილს გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ ილიამ არასწორად გაუგო.  წყარო:

გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმი, 28818-3-ხ.

პირთა ანოტაციები:

საყვარელიძე გრიგოლ

ბათუმის რკინიგზის თანამშრომელი.

    
1905    
    
24 აპრილი    
    
ჟურნალ „მოგზაურში“, იბეჭდება ილია ჭავჭავაძის ლექსის „მესმის, მესმის...“ მიხედვით შექმნილი პაროდია სათაურით „ჩვენს მგოსანს“ („დღეს „გაღონებს“ თურმე ეს ხმა, გიორკეცებს დარდებს გულში, / და ღმერთსა სთხოვ, ეგ „მწარე“ ხმა არ გაისმას „თქვენს“ მამულში...“   წყარო:

გაზ. „მოგზაური“, 1905, № 15.

    
24 აპრილი   
    
ელენა, ქეთევან, ივანე და ლევან აფხაზებისგან, იასონ, კონსტანტინე, გიორგი და დავით ვაჩნაძეებისგან, დიმიტრი ჩოლოყაშვილისა და სხვებისგან იღებს დეპეშებს. ყველანი თანაუგრძნობენ ჟურნალ „მოგზაურში“ გამოქვეყნებული და შემდეგ „ივერიაში’’ გადმობეჭდილი ცილისწამებების გამო.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 669.

პირთა ანოტაციები:

აფხაზი ელენე (1870-1942)

 ილია ჭავჭავაძის დისწულის, კონსტანტინე აფხაზის მეუღლე. გარდაიცვალა ემიგრაციაში. დაკრძალულია ლევილში.

აფხაზი ქეთევანი – დამატებითი ცნობები პიროვნების შესახებ არ მოგვეპოვება, მაგრამ ის ფაქტი, რომ  ჭავჭავაძეთა მონათესავე გვარის წარმომადგენელია, გვაფიქრებინებს, რომ ილიას ნათესავი უნდა იყოს.

აფხაზი  ივანე – დამატებითი ცნობები პიროვნების შესახებ არ მოგვეპოვება, მაგრამ ის ფაქტი, რომ  ჭავჭავაძეთა მონათესავე გვარის წარმომადგენელია, გვაფიქრებინებს, რომ ილიას ნათესავი უნდა იყოს.

აფხაზი  ლევანი – დამატებითი ცნობები პიროვნების შესახებ არ მოგვეპოვება, მაგრამ ის ფაქტი, რომ  ჭავჭავაძეთა მონათესავე გვარის წარმომადგენელია, გვაფიქრებინებს, რომ ილიას ნათესავი უნდა იყოს.

ვაჩნაძე იასონ – დამატებითი ცნობები პიროვნების შესახებ არ მოგვეპოვება, მაგრამ ის ფაქტი, რომ  ჭავჭავაძეთა მონათესავე გვარის წარმომადგენელია, გვაფიქრებინებს, რომ ილიას ნათესავი უნდა იყოს.

ვაჩნაძე კონსტანტინე – დამატებითი ცნობები პიროვნების შესახებ არ მოგვეპოვება, მაგრამ ის ფაქტი, რომ  ჭავჭავაძეთა მონათესავე გვარის წარმომადგენელია, გვაფიქრებინებს, რომ ილიას ნათესავი უნდა იყოს.

ვაჩნაძე გიორგი – დამატებითი ცნობები პიროვნების შესახებ არ მოგვეპოვება, მაგრამ ის ფაქტი, რომ  ჭავჭავაძეთა მონათესავე გვარის წარმომადგენელია, გვაფიქრებინებს, რომ ილიას ნათესავი უნდა იყოს.

ვაჩნაძე დავით – დამატებითი ცნობები პიროვნების შესახებ არ მოგვეპოვება, მაგრამ ის ფაქტი, რომ  ჭავჭავაძეთა მონათესავე გვარის წარმომადგენელია, გვაფიქრებინებს, რომ ილიას ნათესავი უნდა იყოს.

ჩოლოყაშვილი დიმიტრი  – დამატებითი ცნობები პიროვნების შესახებ არ მოგვეპოვება, მაგრამ ის ფაქტი, რომ  ჭავჭავაძეთა მონათესავე გვარის წარმომადგენელია, გვაფიქრებინებს, რომ ილიას ნათესავი უნდა იყოს.

    
1907   
    
 24 აპრილი   
    
მიხეილ ჩიკვაიძეს მიაქვს მასთან მისი დის, ელისაბედ ჭავჭავაძე-საგინაშვილის მოკითხვის წერილი, საიდანაც იგებს, რომ შეუძლოდ არის.  წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 253, 502-503.

პირთა ანოტაციები:

ჩიკვაიძე მიხეილი ფილიპეს ძე

ილია ჭავჭავაძის სტუდენტობისდროინდელი მეგობარი, თანამშრომლობდა „საქართველოს მოამბეში“, მასთან ერთად მუშობდა დუშეთის მაზრაში, 1900-იანი წლების დასწყისში იყო ილია ჭავჭავაძის დის - ელისაბედის მოურავი.

ჭავჭავაძე (ჭავჭავაძე-ჯამბაკურ-ორბელიანისა, ჭავჭავაძე-საგინაშვილისა) ელისაბედ (ლიზა) გრიგოლის ასული (1840-1925)

ილია ჭავჭავაძის უმცროსი და.

    
24 აპრილი    
    
საპასუხო წერილს უგზავნის ელისაბედ ჭავჭავაძე-საგინაშვილს. მადლობას უხდის თბილი მოკითხვისთვის, უსამძიმრებს მათი სიძის, ნიკოლოზ აფხაზის გარდაცვალების გამო და უსურვებს მალე გამოჯანმრთელებას.  წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17531; ი. ჭავჭავაძე, წერილები (ი. ბოცვაძის რედ.), სოხუმი, 1949, გვ. 116; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 253, 502-503.

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე (ჭავჭავაძე-ჯამბაკურ-ორბელიანისა, ჭავჭავაძე-საგინაშვილისა) ელისაბედ (ლიზა) გრიგოლის ასული (1840-1925)

ილია ჭავჭავაძის უმცროსი და.

აფხაზი ნიკოლოზ შერმაზანის ძე (1828-1907)

ერეკლე II-ის შთამომავალი, ილია ჭავჭავაძის დის, ნინოს მეუღლე.