![]() |
ადრესატთა ანოტირებული საძიებელი |
![]() |
1 ა |
▲ზევით დაბრუნება |
(ილია ჭავჭავაძე. თხზულებანი. სრული კრებული. ოც ტომად. 1987-2023)
ა
აბაშიძე ვასილ (ვასო) (1855-1926) – მსახიობი, რეჟისორი,
დრამატურგი, საქართველოს სახალხო არდტისტი, გაზეთ „თეატრის“ დამაარსებელი და
რედაქტორ-გამომცემელი (1885-1887). 10, 122, 222...518...XVII
აბხაზი გიგო – ილია ჭავჭავაძის დისწული (ილიას უფროსი დის, ნინოს, ვაჟი), ილიას
სახლის მეთვალყურე ყვარელში. 72, 78, 284...518...XVII
აბხაზი ნინო – იხ. ჭავჭავაძე-აბხაზი ნინო.
ალექსანდრე ეპისკოპოსი (ოქროპირიძე) (1824-1907) – სასულიერო და საზოგადო მოღვაწე,
ქველმოქმედი, გორისა (1869-1882, 1886-1888) და გურია-სამეგრელოს (1898-1903)
ეპისკოპოსი, „ქშწ-კგ საზოგადოების“ საპატიო წევრი. 130, 137, 224,
347...518,524...XVII
ანდრონიკაშვილი ნენე – იხ.: ჭავჭავაძე-ანდრონიკაშვილი ნენე.
ანდრონიკაშვილი-ჯორჯაძე ნინო – 138...518...XVII
![]() |
2 ბ |
▲ზევით დაბრუნება |
ბაქრაძე დიმიტრი (1826-1890), – ისტორიკოსი, პეტერბურგის საიმპერატორო მეცნიერებათა
აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. 129, 185, 259...518...XVII
ბახტაძე ილია (1859-1900) – პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე (ფსევდ. „ხონელი“). 97,
259...518...XVII
ბეჟან დავითის ძე (წერეთელი?). – 170...518...XVII
ბოცვაძე ლუარსაბი (1866-1919) – პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, სამეცნიერო-პედაგოგიურ
ჟურნალ „განათლების“ რედაქტორი (1908-1918). 182, 184...518...XVII
ბროკჰაუზ-ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონის რედაქცია – 225, 349...518...XVII
ბროსე ლორან – აკადემიკოს მარი ბროსეს შვილი, ბარსელონაში რუსეთის მთავარი კონსული.
223...518...XVII
![]() |
3 გ |
▲ზევით დაბრუნება |
გაბრიელ ეპისკოპოსი (ერისკაცობაში – გერასიმე ქიქოძე) (1825-1896) – სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, ფსიქოლოგი, იმერეთის ეპისკოპოსი (1860-1896), „ქშწ-კგ საზოგადოების“ დამფუძნებელი წევრი. 145, 234...519,526...XVII
გოგია დალაქი – 205...675...VII
გულისაშვილი ალექსი – 79...519...XVII
გურამიშვილი დავით (1857-1926) – მხატვარი, ნიკო ნიკოლაძის ცოლისძმა.
216...519...XVII
გურამიშვილი ეკატერინე – იხ.: სტროსელსკაია ეკატერინე.
![]() |
4 დ |
▲ზევით დაბრუნება |
დადიანი (მინგრელსკი) ნიკოლოზ (1847-1903) – სამეგრელოს უკანასკნელი მთავარი, სამხედრო და საზოგადო მოღვაწე, ბიბლიოფილი, ქველმოქმედი, „ქშწ-გ საზოგადოების“ დამფუძნებელი წევრი. 110, 303...519...XVII
![]() |
5 ე |
▲ზევით დაბრუნება |
ემინი ნიკიტა (მკრტიჩ) (1815-1890) – სომეხი მეცნიერი-არმენოლოგი, საზოგადო მოღვაწე, მოსკოვის ლაზარევის ინსტიტუტის პროფესორი. 10, 120, 134, 304...519...XVII
ერისთავი დავით (1847-1890) – მწერალი, თეატრალური და საზოგადო მოღვაწე, უცხოურ
პიესათა მთარგმნელ-გადმომკეთებელი. 1871 წლიდან თანამშრომლობდა გაზ. „დროებაში“,
„ტიფლისსკი ვესტნიკსა“ და „ფალანგაში“. გაზეთ „კავკაზის“ რედაქტორი (1882-1884).
31, 33, 260...519...XVII
ერისთავი (სიდამონ-ერისთავი) ეროთეოზ – თერგის ოლქის სამიჯნო ნაწილის უფროსი. 165,
321...519,525...XVII
ერისთავი მაკრინე – იხ.: ჭავჭავაძე-ერისთავი მაკრინე.
ერისთავი ნიკოლოზ (კოლა) (1865-1933) – ილია ჭავჭავაძის მეგობარი, ნიკოლოზ
ბარათაშვილის დისწული. 22, 69, 169, 260, 261, 262...519...XVII
ერისთავი რაფიელ (1824-1901) – მწერალი, ეთნოგრაფი, ლექსიკოგრაფი, ჟურნალისტი,
თეატრალური და საზოგადო მოღვაწე. დიდი წვლილი მიუძღვის „ქშწ-კ საზოგადოების“
დაარსებაში. 85, 92, 100, 115, 135, 172, 219, 259, 346, 347...519...XVII
ესაძე სიმონ (1868-1927) – ისტორიკოსი, არქეოგრაფი, კინომოღვაწე. 253,
359...520...XVII
![]() |
6 ვ |
▲ზევით დაბრუნება |
ვაჩნაძე ანიკო – ილია ჭავჭავაძის ნათესავი (მამიდაშვილი). 18...520...XVII
ვახვახიშვილი გივი – 166, 322...520...XVII
![]() |
7 ზ |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
8 თ |
▲ზევით დაბრუნება |
თარხნიშვილი გიორგი (1841-1911) – თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის ერთ-ერთი დირექტორი. „ქშწ-კ საზოგადოების“ წევრი. 148, 207, 307, 309, 310...520...XVII
თარხნიშვილი (თარხან-მოურავი) ივანე (1846-1908) – სამედიცინო-ქირურგიული აკადემიის
აკადემიკოსი, პეტერბურგში მოღვაწე ქართველი ფიზიოლოგი. 210...520...XVII
თაყაიშვილი ექვთიმე (1863-1953) – ისტორიკოსი, მემუარისტი, საქართველოს
მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, „საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო
საზოგადოების“ დამაარსებელი და პირველი თავმჯდომარე. საქართველოს დემოკრატიული
მთავრობის მიერ ემიგრაციაში (საფრანგეთში) გატანილი საგანძურის მეთვალყურე და
პატრონი (1921-1945). 185, 345...520...XVII
თბილისის გუბერნატორი – 165, 220...520...XVII
თბილისის ოლქის სასამართლო პალატა – 236...520...XVII
თბილისის ქალაქის გამგეობა – 238, 356...520...XVII
თუმანიშვილი (თუმანოვი) გიორგი (1854-1920) – ჟურნალისტი, იურისტი, თეატრალური და
საზოგადო მოღვაწე, გაზეთ «Новое обозрение»-ს თანარედაქტორი (ვ. და კ.
თუმანიშვილებთან ერთად; 1891-1904), თანამშრომლობდა „დროებაში“, „ივერიასა“ და სხვ.
97, 100...520...XVII
![]() |
9 ი |
▲ზევით დაბრუნება |
„ივერიის“ თანამშრომელნი – 116...520...XVII
„ივერიის“ რედაქცია – 147, 148, 166, 167, 211, 213, 221, 234, 305, 309,
322...520...XVII
ისარლიშვილი (ისარლოვი) ლუკა (1814-1893) – მწერალი, მემუარისტი, „კავკასიის
საცენზურო კომიტეტის“ ცენზორი (1881-1889), მიიჩნევა გაზ. „დროების“ დახურვის
(1885) ინიციატორად. 120...521...XVII
![]() |
10 კ |
▲ზევით დაბრუნება |
„კავკაზის“ რედაქტორი – 81, 201, 289, 341...521...XVII
კავკასიის საცენზურო კომიტეტი – 90, 112, 120, 126, 130, 133, , 166, 167, 211,
216, 294, , 304, 305, 307, 345...521...XVII
კარბელაშვილი ვასილ (1858-1936) – სასულიერო პირი (ეპისკოპოსი), მუსიკოსი,
პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. 85...521...XVII
კარიჭაშვილი დავითი (1862-1927) – მწერალი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე,
ენათმეცნიერი, საზოგადო მოღვაწე. 147, 161, 172, 182, 184, 198, 199...521...XVII
კახიძე (Кахидзе) ვასილ – საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, რაფიელ ერისთავის სიძე
(რაფიელის ასულის, ანასტასიას მეუღლე). 220, 347...521...XVII
კიკვიძე ი. – ზნაკვის (ლანჩხუთი) სკოლის გამგე. 86...521...XVII
![]() |
11 ლ |
▲ზევით დაბრუნება |
ლაისტი არტურ – (1852-1927), საქართველოში მოღვაწე გერმანელი მწერალი,
„ვეფხისტყაოსნის“ მთარგმნელი გერმანულ ენაზე, ილია ჭავჭავაძესთან დაახლოებული პირი.
353...521...XVII
ლეგი (ლეიგი) ჟორჟ (1857-1933) – საფრანგეთის საერო განათლების მინისტრი,
მოგვიანებით (1920-1921) – საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი. 223...521...XVII
ლენცი ემილი (1804-1865) – გამოჩენილი ფიზიკოსი, პეტერბურგის უნივერსიტეტის
რექტორი. 280...521...XVII
ლორთქიფანიძე დიმიტრი – ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის აღმზრდელი.
185...521...XVII
ლორთქიფანიძე კირილე (1839-1919) – ჟურნალისტი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი, საზოგადო
მოღვაწე, ალმანახ „ჩონგურის“ (1864) შემდგენელი და გამომცემელი, გაზ. „დროების“
რედაქტორი (1873-1874). 25, 37, 39, 66, 89, 144, 170, 262...521...XVII
![]() |
12 მ |
▲ზევით დაბრუნება |
მადალენა ედგარდო – იტალიელი მწერალი, გოლდონისტი. 11, 219, 346...522...XVII
მამაცაშვილი ქრისტეფორე (1839-1909) – „ქშწკ-გ საზოგადოების“ დამფუძნებელი წევრი,
ილიას მეგობარი და მასზე საინტერესო მოგონების ავტორი. 184, 326...522...XVII
მაჩაბელი (ქალიშვილობის გვარი – ბაგრატიონ-დავითაშვილი) ანასტასია (ტასო)
(1869-1917) – საზოგადო მოღვაწე, ივანე მაჩაბლის მეუღლე. 456 177,
323...456,522...XVII
მაჩაბელი ვასილ (გარდ. 1918) – იურისტი (ნაფიცი ვექილი), საზოგადო მოღვაწე, ივანე
მაჩაბლის უფროსი ძმა. 44, 47, 50, 57, 59, 64, 79, 282...522...XVII
მაყაშვილი ალექსანდრე (სანდრო) (1855-1908) – საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე
(ხალხოსანი), ილია ჭავჭავაძის საგურამოს მამულის მოურავი. 217, 243...522...XVII
მგალობლიშვილი სოფრომ (1851-1925) – მწერალი-ხალხოსანი, ჟურნალისტი, პედაგოგი,
მემუარისტი, თეატრალური და საზოგადო მოღვაწე, გაზ. „ჩვენი დროებისა“ და „თემის“
რედაქტორი. 122...522...XVII
მელიქიშვილი (მელიქოვი) ლევან (1817-1892) – გენერალ-ლეიტენანტი და კავალერიის
გენერალი, კავკასიის მეფისნაცვლის მოადგილე, ნ. ბარათაშვილის გიმნაზიელი მეგობარი.
30, 84...522...XVII
მემარნიშვილი მოსე (გარდ. 1907) – ილია ჭავჭავაძის საგურამოს მამულის მოურავი,
მოკლეს 1907 წლის 7 ივნისს. 10, 239, 240, 245, 248, 251, 254...522...XVII
მერაბი – ილია ჭავჭავაძის მოურავი. 205...522...XVII
მესხი ნესტორ (დაბ. 1856) – პედაგოგი, „ქშწ-კგ საზოგადოების“ წევრი, სერგეი მესხის
ძმა. 94, 296...522...XVII
მესხი სერგეი (1845-1883) – ჟურნალისტი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი, გაზ. „დროების“
რედაქტორი (1869-1883), ჟურნალ „ივერიისა“ და გაზ. „დროების“ გაერთიანებული
რედაქციის თანარედაქტორი (ი. ჭავჭავაძესთან ერთად; 1880-1881). 41, 92, 293, 295,
296...522...XVII
მიქელაძე ვლადიმერ (1856-1926) – პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, „ივერიის“
თანამშრომელი. 224...522...XVII
მეუნარგია იონა (1852-1919) – მწერალი, ჟურნალისტი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე,
„ქშწკ-გ საზოგადოების“ გამგეობის მდივანი, ქართულ მწერლობაში ბიოგრაფიული ჟანრის
დამამკვიდრებელი. 86, 114, 205...522...XVII
მინგრელსკი ნიკოლოზ – იხ. დადიანი (მინგრელსკი) ნიკოლოზ. 110, 303...523...XVII
მუხრანბატონი (მუხრანსკი; ბაგრატიონ-მუხრანელი) ივანე (1812-1895) – სამხედრო და
საზოგადო მოღვაწე, „ქშწ-კგ საზოგადოების“ თავმჯდომარე (1882-1885), თბილისის
გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლი („მარშალი“) (1885-1891). 30, 36, 63, 66,
69, 70, 71...523...XVII
მჭედლიშვილი ლევან (გარდ. 1902) – საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ფოლკლორისტი,
ბათუმის საკრებულოს დეპუტატი. 94...523...XVII
![]() |
13 ნ |
▲ზევით დაბრუნება |
ნაკაშიძე (ქალიშვილობის გვარი – ონიკაშვილი) ბარბარე (ბაბალე) – მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე, პეტრე ნაკაშიძის მეუღლე. 171...523...XVII
ნაკაშიძე პეტრე (1838-1895) – პუბლიცისტი, პედაგოგი, „თერგდალეული“, „ქშწ-კგ
საზოგადოების“ დამფუძნებელი წევრი. 30...523...XVII
ნანეიშვილი ალექსანდრე (1857-1904) – ჟურნალისტი, პუბლიცისტი (ფსევდ. „ნა-ლი“),
მთარგმნელი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე (ხალხოსანი). 91, 143, 172,
295...523...XVII
ნიკოლაძე ნიკოლოზ (ნიკო) (1843-1928) – ჟურნალისტი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი,
პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, რედაქტორი პერიოდული გამოცემებისა: „დროშა“
(პარიზი; 1873), „კრებული“ (1871-1873), «Обзор» (1878-1880), «Новое обозрение»
(1887-1891). 30, 37, 39, 47, 52, 54, 97, 115, 200, 216, 244...523...XVII
ნიკოლოზ II (1868-1918) – რუსეთის უკანასკნელი იმპერატორი (1896-1917). 241,
356...523...XVII
ნიჟარაძე ბესარიონ (1852-1919) – სასულიერო (დეკანოზი) და საზოგადო მოღვაწე,
ეთნოგრაფი, პუბლიცისტი (ფსევდ. „სვანი“, „თავისუფალი სვანი“). 160...523...XVII
„ნოვოე ობოზრენიეს“ რედაქცია – 100, 177, 324...523...XVII
![]() |
14 ო |
▲ზევით დაბრუნება |
ოლდენბურგი (ოლდენბურგსკი) ალექსანდრე (1844-1932) – პრინცი, გენერალ-ადიუტანტი, რუსეთის სახელმწიფო საბჭოს წევრი, გაგრის კურორტის დამაარსებელი. 233, 348, 355...524...XVII
ორბელიანი (ჯამბაკურ-ორბელიანი) ალექსანდრე (საშიკო) (1847-1919) – საზოგადო
მოღვაწე („ქშწ-კგ საზოგადოების“ წევრი), თბილისის მაზრის თავადაზნაურობის
წინამძღოლი. 247, 248, 358...524,529...XVII
ორბელიანი გიორგი (1853-1924) – სამხედრო და საზოგადო მოღვაწე, „ქშწ-კგ
საზოგადოების“ წევრი, ქველმოქმედი, გრიგოლ ორბელიანის ძმისწული. 224,
348...524...XVII
ორბელიანი იოსებ (სოსიკო) (1824-1879) – სამხედრო და საზოგადო მოღვაწე, თბილისის
სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის მოამაგე და ზედამხედველი კომიტეტის წევრი.
28...524...XVII
ოქრომჭედლიშვილი (სერებრიაკოვი) ილია (1838-1898) – საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი,
პედაგოგი, გამომცემელი, ქველმოქმედი, მოსკოვის ლაზარევის აღმოსავლურ ენათა
ინსტიტუტის პროფესორი. 95, 98, 126, 133...524...XVII
ოქროპირიძე ალექსანდრე – იხ.: ალექსანდრე ეპისკოპოსი.
![]() |
15 პ |
▲ზევით დაბრუნება |
პეტერბურგის ქართველი სტუდენტობა – 179...524...XVII
![]() |
16 ჟ |
▲ზევით დაბრუნება |
ჟურული გიორგი (1865-1951) – ჟურნალისტი, პუბლიცისტი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, გარდაიცვალა ემიგრაციაში (საფრანგეთში). 246, 257, 360...524...XVII
![]() |
17 რ |
▲ზევით დაბრუნება |
როსტომაშვილი ივანე (1852-1924) – მწერალი, ჟურნალისტი, პედაგოგი, ჟურნალ „მოგზაურისა“ (1901-1904) და გაზეთ „სინათლის“ (1910-1911) რედაქტორ-გამომცემელი. 176...524...XVII
«Русь»-ის რედაქტორი – 10, 11, 252, 359...525...XVII
![]() |
18 ს |
▲ზევით დაბრუნება |
საგინაშვილი ალექსანდრე (1808-1887) – გენერალ-ლეიტენანტი, „ქშწ-კგ საზოგადოების“ დამფუძნებელი წევრი, ილია ჭავჭავაძის სიძე (ილიას დის, ელისაბედის მეუღლე). 137...525...XVII
საგინაშვილი ელისაბედ (ლიზა) – იხ.: ჭავჭავაძე-საგინაშვილი ელისაბედ (ლიზა).
სავინი ფ. კ. „სავალდებულო სამართალი“ (Савиньи Ф. К. «Обязательное право»). –
138, 139...1134...XVI(1)
საიმპერატორო მეცნიერებათა აკადემია – 210, 344, 345...525...XVII
სანდრო – ილიას მოურავი საგურამოში. 217...525...XVII
სარაჯიშვილი (სარაჯოვი) დავით (დათიკო) (1821-1911) – მრეწველი, საქართველოში
კონიაკის წარმოების დამფუძნებელი, საზოგადო მოღვაწე, მეცენატი. 212, 214,
216...525...XVII
საყვარელიძე გრიგოლ – ილია ჭავჭავაძეზე მოგონების ავტორი. 234...525...XVII
სახელმწიფო კანცელარია – 249, 358, 359...525...XVII
სერაფიმე (ერობაში – იაკობ მეშჩერიაკოვი) (1860-1933) – სასულიერო მოღვაწე,
თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორი (1893-1898; აქედან ოსტროგის ეპისკოპოსად
გადაიყვანეს). 9, 10, 185, 326, 338...525...XVII
სიდამონ-ერისთავი ეროთეოზ – იხ.: ერისთავი ეროთეოზ.
სტაროსელსკაია (ქალიშვილობაში – გურამიშვილი) ეკატერინე (1834-1901) – ილია
ჭავჭავაძის ცოლისდა, „ქშწ-კგ საზოგადოების“ დამფუძნებელი წევრი, გენერალ-ლეიტენანტ
დიმ. სტაროსელსკის (1832-1884) მეუღლე. 48, 56, 61, 63, 66, 69...519,525...XVII
სულხანა პარიკმახერი. – 205; 466...675...VII
სულხანიშვილი გაბრიელ (1835-1879) – ჟურნალისტი, მთარგმნელი, ილია ჭავჭავაძესთან
დაახლოებული პირი. 10, 19...525...XVII
![]() |
19 ტ |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
20 უ |
▲ზევით დაბრუნება |
უმიკაშვილი პეტრე (1838-1904) –
მწერალი, ჟურნალისტი, პუბლიცისტი (ფსევდ.: „ანჩისხატელი“, „ანჩისხატისუბნელი“, „მ.
პეტრიძე“ და სხვ.), ფოლკლორისტი, გამომცემელი (დ. გურამიშვილი, ს.-ს. ორბელიანი,
ალ. ჭავჭავაძე, ნ. ბარათაშვილი და სხვ.), საზოგადო მოღვაწე. 32, 35, 56, 112, 118,
141, 143...525...XVII
უორდროპი მარჯორი სკოტ (1869-1909) – ინგლისელი მწერალი, საზღვარგარეთ ქართული
კულტურისა და მწერლობის პოპულარიზატორი, ინგლისურ ენაზე თარგმნა არაერთი ქართული
ნაწარმოები („ვეფხისტყაოსანი“, „წმინდა ნინოს ცხოვრება“, ი. ჭავჭავაძის „განდეგილი“
და სხვ.). 11, 168, 175, 176, 238, 249, 353...526...XVII
![]() |
21 ფ |
▲ზევით დაბრუნება |
ფირალიშვილი (ფირალოვი) არტემ (1861-1926) – ჟურნალისტი (ფსევდ. „ნიკ. კავკასიძე“), ი. ჭავჭავაძის „ივერიის“ თანამშრომელი. 129, 131, 306...526...XVII
ფიც-შტუმ ფონ ეკშტეტი ივანე – პეტერბურგის უნივერსიტეტის ინსპექტორი.
281...526...XVII
ფურცელაძე ანტონ (1839-1913) – მწერალი, ჟურნალისტი, პუბლიცისტი (ფსევდ. „ქერელი
ბექა“, „ზურაბ მოენიძე“, „თავხედი“ და სხვ.), საზოგადო და თეატრალური მოღვაწე.
211...526...XVII
![]() |
22 ქ |
▲ზევით დაბრუნება |
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება – 89, 136, 147, 185, 198, 210, 240, 304, 310, 353...526...XVII
ქიქოძე გაბრიელი – იხ. გაბრიელ ეპისკოპოსი.
![]() |
23 ღ |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
24 ყ |
▲ზევით დაბრუნება |
ყაზბეგი დიმიტრი (1838-1880) – მწერალი, ეთნოგრაფი, პედაგოგი, ილია ჭავჭავაძესთან დაახლოებული პირი. 58, 60, 84...526...XVII
ყიფიანი დიმიტრი (1811-1887) – მწერალი, პუბლიცისტი, თეატრალური და საზოგადო
მოღვაწე, ქართველი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი მესვეური,
თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის დაარსების ინიციატორი, „ქშწ-კგ
საზოგადოების“ ერთ-ერთი დამაარსებელი და პირველი თავმჯდომარე (1879-1882),
თბილისისა (1864-1870) და ქუთაისის (1885-1886) გუბერნიების თავადაზნაურობის
წინამძღოლი („მარშალი“). 85, 111, 121...526...XVII
ყიფიანი კოტე (1848-1921) – მსახიობი, მწერალი, პუბლიცისტი, ლექსიკოგრაფი, საზოგადო
მოღვაწე, დიმ. ყიფიანის შვილი. 89, 294...527...XVII
ყიფშიძე ალექსანდრე (საშა) (1862-1916) – ისტორიკოსი, პუბლიცისტი (ძირითადი ფსევდ.
„ფრონელი“), პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, „ქშწ-კ საზოგადოების“ გამგეობის
წევრი, „ივერიის“ თანამშრომელი. 146, 211, 323...496,527...XVII
ყიფშიძე გრიგოლ (გიგა) (1858-1921) – მწერალი, კრიტიკოსი, ჟურნალისტი, თეატრალური
და საზოგადო მოღვაწე, „ქშწ-კგ საზოგადოების“ გამგეობის წევრი და მდივანი, ილია
ჭავჭავაძის ბიოგრაფი. 93, 114, 130, 131, 140, 164, 205, 206, 222...527...XVII
![]() |
25 შ |
▲ზევით დაბრუნება |
შუხარდტი (შუხართი) ჰუგო (1842-1927) – ავსტრო-გერმანელი ლინგვისტი და ქართველოლოგი, გრაცის უნივერსიტეტის პროფესორი. 11, 174, 323...527...XVII
![]() |
26 ჩ |
▲ზევით დაბრუნება |
ჩიკვაიძე მიხეილ (მიხაკო) (1837-1908) – საზოგადო მოღვაწე, მთარგმნელი, ი. ჭავჭავაძესათან დაახლოებული პირი, „საქართველოს მოამბის“ თანამშრომელი. 24, 142, 165, 252, 253, 267...527...XVII
ჩუბინაშვილი (Чубинова) ეკატერინე – დავით იესეს ძე ჩუბინაშვილის მეუღლე. 147, 148,
160, 309, 310...527...XVII
![]() |
27 ც |
▲ზევით დაბრუნება |
ცაგარელი ალექსანდრე (1844-1929) – მეცნიერი (ლიტერატურათმცოდნე, ენათმეცნიერი, ლექსიკოგრაფი), ისტორიკოსი, ჟურნალისტი, პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორი და ქართული სიტყვიერების კათედრის გამგე, პირველმა აღწერა სინას მთის ქართული ხელნაწერები. 80, 160, 309...527...XVII
ცხვედაძე ნიკო (1845-1911) – პედაგოგი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, „ქშწ-კგ
საზოგადოების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და თავმჯდომარის (ი. ჭავჭავაძის) მოადგილე
(1885 წლიდან). 147, 172, 199, 212, 214, 245...527...XVII
![]() |
28 წ |
▲ზევით დაბრუნება |
წერეთელი აკაკი (1840-1915) – მწერალი, ჟურნალისტი, პუბლიცისტი, ფოლკლორისტი, თეატრალური და საზოგადო მოღვაწე, ჟურნალ „აკაკის თვიური კრებულის“ (1897-1900) რედაქტორ-გამომცემელი. 114...528...XVII
წინამძღვრიშვილი ილია (1834-1920) – პედაგოგი, პუბლიცისტი (ფსევდ.: „ხორეშან
გვერდწითელი“ და სხვ.), საზოგადო მოღვაწე, წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო
სასწავლებლის დამაარსებელი და ხელმძღვანელი, ი. ჭავჭავაძესთან დაახლოებული პირი.
24, 268...528...XVII
![]() |
29 ჭ |
▲ზევით დაბრუნება |
ჭავჭავაძე კოტე – 126, 305...528...XVII
ჭავჭავაძე-აბხაზი ნინო (1834-1883) – ილია ჭავჭავაძის უფროსი და, ქართლ-კახეთის
თავადაზნაურობის უკანასკნელი წინამძღოლისა და საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრის,
ბოლშევიკურ რეპრესიებს შეწირული კოტე აბხაზის დედა. 20, 36, 49...518,528...XVII
ჭავჭავაძე-ანდრონიკაშვილი ნენე – დიმიტრი ჭავჭავაძის ასული, მეუღლე დიმიტრი
ანდრონიკაშვილისა, ილიას ნათესავი. 15...518,528...XVII
ჭავჭავაძე-ერისთავი მაკრინე (1792-1872) – ილია ჭავჭავაძის აღმზრდელი მამიდა, ივანე
არაგვის ერისთავის მეუღლე. ილიას მამამ მეუღლის გარდაცვალების შემდეგ 1848 წელს იგი
შვილების აღსაზრდელად თავის ოჯახში გადაიყვანა. 23, 108...519,528...XVII
ჭავჭავაძე-საგინაშვილი ელისაბედ (ლიზა) (1840-1925) – ილია ჭავჭავაძის უმცროსი და,
ქველმოქმედი, ჯერ დაქორწინებული იყო ივანე (ნიკოლოზ) ესტატეს ძე
ჯამბაკურ-ორბელიანზე, შემდეგ – ალექსანდრე დიმიტრის ძე საგინაშვილზე. 30, 43, 46,
50, 54, 164, 251, 253, 262...525,528...XVII
ჭავჭავაძე სოლომონ (1797-1875) – ილია ჭავჭავაძის ნათესავი, გრიგოლ ჭავჭავაძის
შვილების მეურვე. 12, 270, 276...528...XVII
ჭიჭინაძე ალექსი (1851-1917) – პედაგოგი, ჟურნალისტი, მთარგმნელი, საზოგადო
მოღვაწე, ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ჯერ ინსპექტორი, შემდეგ – გამგე
(1880-1886). 92, 93, 141, 198...529...XVII
![]() |
30 ხ |
▲ზევით დაბრუნება |
ხახანაშვილი ალექსანდრე (1864-1912) – ფილოლოგი, ისტორიკოსი, ფოლკლორისტი,
პედაგოგი, მოსკოვის საიმპერატორო არქეოლოგიური საზოგადოების წევრ-კორესპონდენტი.
160...529...XVII
ხიზანიშვილი ნიკოლოზ (ნიკო) (1851-1906) – ისტორიკოსი, იურისტი, ფოლკლორისტი,
კრიტიკოსი, პუბლიცისტი (ძირითადი ფსევდ. „ურბნელი“), საზოგადო მოღვაწე, ილია
ჭავჭავაძესთან დაახლოებული პირი. 144, 146, 222...529...XVII
![]() |
31 ჯ |
▲ზევით დაბრუნება |
ჯამბაკურ-ორბელიანი ალექსანდრე – იხ. ორბელიანი (ჯამბაკურ-ორბელიანი) ალექსანდრე (საშიკო).
ჯანდიერი (ჯანდიერიშვილი) ლევანი – (1848-1921), პუბლიცისტი (ფსევდ. „ჭიჩოელი“),
საზოგადო მოღვაწე („ქშწ-კგ საზოგადოების“ დამფუძნებელი წევრი), ჟურნალ „საქართველოს
მოამბის“ თანამშრომელი. 81, 213...529...XVII
ჯაფარიძე ნოშრევან (1872-1908 წლის შემდეგ) – ილია ჭავჭავაძის მოურავი ყვარელში.
235, 236, 243, 256...529...XVII
ჯაში დიმიტრი – ილია ჭავჭავაძის საგურამოს მამულის მოურავი. 255...529...XVII
ჯუღელი ანთიმოზ (1846-1925) – მწერალი, პედაგოგი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე,
ქართული ენის ინტერესთა დამცველი და სასკოლო განათლების რუსიფიკაციის წინააღმდეგ
მებრძოლი. 199...529...XVII
![]() |
32 ჰ |
▲ზევით დაბრუნება |
ჰაკელი მიხეილ – საცენზურო კომიტეტის თავმჯდომარე – 166, 322...529...XVII