გაზ. „დროება“, 1872, № 35, გვ. 2. თეატრალური მუზეუმის ფონდი I, 4525; ს. ლეკიშვილი, ილია ჭავჭავაძის
ბიოგრაფიის ფურცლები, ჟურნ. „მნათობი“, 1985, № 4. პირთა ანოტაციები: კარბელაშვილი ვასილ გრიგოლის ძე (1858-1936) მუსიკოსი, მგალობელი, საეკლესიო და საზოგადო მოღვაწე. გაზ. „დროება“, 1883,№ 177; ჟურნ. „მწყემსი“, 1883, № 1. ჟურნ. „თეატრი“, 1885, № 3, გვ. 25-26. პირთა ანოტაციები: ჩიკვაიძე რაჟდენ ნიკოლოზის ძე (1863-1940) პოეტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. წერდა ფსევდონიმით „რ. ალისუბნელი”. გოგოლი ნიკოლოზ ვასილის ძე (1809-1852) რუსი მწერალი და დრამატურგი, კრიტიკული რეალიზმის ფუძემდებელი. გაზ. „ივერია“, 1888, 8 სექტემბერი, № 188, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ
ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 309. საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, საქ. 303, ფ. 1; ი. ჭავჭავაძე,
თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 136; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012,
გვ. 147, 438-439. დათარიღება: დეპეშა შეცდომით არის დათარიღებული 8 თებერვლით. ამ დროს დავით
ჩუბინაშვილი ცოცხალი იყო. თარიღი აღვადგინეთ ამ ინფორმაციის პუბლიკაციის
დროის მიხედვით, რაც მოხდა 1891 წლის 10 სექტემბერს. შესაბამისად დეპეშა 8
სექტემბერს უნდა იყოს გამოგზავნილი. პირთა ანოტაციები: ჩუბინაშვილი დავით იესეს ძე (1814-1891) მეცნიერი, ლექსიკოლოგი, მთარგმნელი, რუსთველოლოგი. პეტერბუგის
უნივერისტეტის პირველი ქართველი პროფესორი. შეადგინა ქართულ-რუსულ-ფრანგული
ლექსიკონი. დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული კულტურის აღორძინებისა და
განვითარების საქმეში. ცაგარელი ალექსანდრე ანტონის ძე (1844-1929) ფილოლოგი, ისტორიკისი, პეტერბურრგის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ
სწავლობდა გერმანიასა და ავსტრიაში. 1872 წლიდან პეტერბურგის უნივერსიტეტში
განაგებდა ქართული ენის კათედრას. 1922 წლიდან იყო თბილისის უნივერსიტეტის
პროფესორი. გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი.
ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17583; ი. ჭავჭავაძე,
წერილები (ი. ბოცვაძის რედ.), სოხუმი, 1949, გვ. 81-83; ი. ჭავჭავაძე, თსკ
ათ ტომად, X, 1961, გვ. 138-139; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012,
გვ. 168-169, 451. ივერია 8 სექტემბერი, № 191, გვ. 1. პირთა ანოტაციები: უორდროპი მარჯორი სკოტ (1869-1909) ინგლისელი მთარგმნელი, ქართული კულტურისა და ლიტერატურის
პოპულარიზატორი, ფლობდა 7 ენას. საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 394, საქ. 11817, გვ. 76. პირთა ანოტაციები: მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898) პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო
საადგილმამულო ბანკის დირექტორი.
1872
8 სექტემბერი
გაზეთი „დროება” ხელმოუწერლად აქვეყნებს მის ლექსს „რჩევა“.
წყარო:
1878
8 სექტემბერი
ვასილ კარბელაშვილს ატყობინებს, რომ საქმეზე მოლაპარაკება შეუძლიათ 12
სექტემბერს, საღამოს 6-7 საათზე.
წყარო:
1883
8 სექტემბერი
პრესაში იბეჭდება სოფელ წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლის გახსნაზე მის
მიერ წარმოთქმული სიტყვა.
წყარო:
1885
8 სექტემბერი
ჟურნალ „თეატრის“ რუბრიკაში „ჩვენ ლიტერატურაზე“ რაჟდენ ჩიკვაიძე
„ალისუბნელის“ ფსევდონიმით განიხილავს ილია ჭავჭავაძის მოთხრობას „კაცია –
ადამიანი?!“, ადარებს მას რუსი კლასიკოსის ნიკოლოზ გოგოლის მოთხრობას
„ძველი დროის მემამულეები“ და წერს, რომ ქართველ მწერალს ყველაფერი რეალური
ყოფიდან აქვს აღებული და ნიჭიერებით გოგოლსაც კი აღემატება.
წყარო:
1888
8 სექტემბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით
„ტფილისი, 7 სექტემბერი“ („ამ მოკლე ხანში გერმანიამ ორი იმპერატორი
დამარხა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „გერმანიის
პოლიტიკა ევროპისა და აზიის ქვეყნების მიმართ “.
წყარო:
1891
8 სექტემბერი
დეპეშით ატყობინებს გაზეთ „ივერიის“ რედაქციას, რომ პროფ. დავით
ჩუბინაშვილის ბიბლიოთეკა გადაეცა ქშწ-კგ საზოგადოებას, ხოლო მისი კატალოგის
შედგენა ითავა პროფ. ალექსანდრე ცაგარელმა.
წყარო:
1894
8 სექტემბერი
საპასუხო ბარათს უგზავნის მარჯორი უორდროპს, სწერს, რომ ძალზე მოხარულია
მისი ყურადღებით, თანხმობას აძლევს პოემა „განდეგილის“ ინგლისური თარგმანის
გამოცემაზე და ძმასთან ერთად ეპატიჟება საქართველოში.
წყარო:
1895
8 სექტემბერი
წერილობით ატყობინებს თსს ბანკის ზედამხედველ კომიტეტს, რომ ივანე
მაჩაბელმა შეაფასა არა 10 მამული, არამედ -61 და მონაწილეობა მიიღო 103
მამულის შეფასებაში.
წყარო: