The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


8.04

1871    
     
8 აპრილი    
    
თბილისის გუბერნიის დუშეთის განყოფილების მომრიგებელ სასამართლოში განაგრძობს ბაბისა იკაცაშვილის საჩივრის განხილვას ქმრის – ასტრახ იკაცაშვილისა და მისი საყვარლის წინააღმდეგ. ილია ჭავჭავაძე მხარეებს შერიგებას სთავაზობს და ისინი თანხმდებიან.  წყარო:

სასამართლო სხდომის ოქმი, ავტოგრაფი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფონ. 133, საქ 1674, ფურ. 3. ავტოგრაფი.

პირთა ანოტაციები:

იკაცაშვილი ბაბისა

თრუსოს ხეობის სოფელ სუათისის მკვიდრი.

იკაცაშვილი ასტრახ

თრუსოს ხეობის სოფელ სუათისის მკვიდრი.

    
1880    
    
8 აპრილი   
    
გაზეთი „ობზორი“ ბეჭდავს შენიშვნებს ხიზნების შესახებ გაზეთ „დროებაში“ ილია ჭავჭავაძის მიერ გამოქვეყნებულ წერილებზე.  წყარო:

გაზ. „დროება“, ახალი ამბები, 1880, 8 აპრ. № 83, გვ. 2.

    
1881    
    
8 აპრილი
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „კავკაზის“ აზრი კავკასიის უნივერისტეტზე“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში. წყარო:

გაზ. “დროება“, 1881, 8 აპრილი, № 75, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 241. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 674.

8 აპრილი
    
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც გამოდის მოხსენებით ბათუმის სკოლის ასაშენებლად გეგმის შედგენასთან დაკავშირებით. ამ საკითხის მოგვარება ევალება ვახტანგ თულაშვილს. იღებენ დადგენილებას ნიკოლოზ ზეიდლიცის ეთნოგრაფიული რუკის 20 ეგზემპლარის შეძენაზე. კმაყოფილდება რაფიელ ერისთავის თხოვნა მოთხრობის „ხატაური“ დაბეჭდვასთან დაკავშირებით. იღებენ დადგენილებას, ისეთი წიგნების გადაწერის შესახებ, რომლებსაც ვერ ყიდულობენ. რაფიელ ერისთავს ევალება განსაზღვროს, რა წიგნების შესყიდვა სჭირდებათ გამომცემელ გრიგოლ ჩარკვიანისაგან.  წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 2, გვ. 121.

პირთა ანოტაციები:

თულაშვილი ვახტანგ დიმიტრის ძე (1834-1910)

პუბლიცისტი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე.

ზეიდლიცი ნიკოლოზ კარლოს ძე (1831-1907)

რუსი ნატურალისტი და ეთნოგრაფი, კავკასიის სტატისტიკური კომიტეტის მთავარი რედაქტორი, 1880 წელს გამოსცა კავკასიის ეთნოგრაფიული რუკა, 1899 წლიდან ცხოვრობდა თბილისში.

ერისთავი რაფიელ დავითის ძე (1824-1901)

პოეტი, დრამატურგი, ეთნოგრაფი, ლექსიკოლოგი, საზოგადო მოღვაწე, ქართული საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

ჩარკვიანი გრიგოლ (გიგო) ვასილის ძე (1852-1922)

მესტამბე, გამომცემელი.

    
8 აპრილი    
    
სწორებების შეტანის შემდეგ ხელს აწერს თსს ბანკის დამფუძნებელთა საერთო კრების ოქმს, რომელშიც საუბარია სწავლა-განათლებისთვის მეტი თანხის გამოყოფაზე  წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 394, საქ. 11779, გვ. 1-5.

    
1882    
    
8 აპრილი   
    
    
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც განიხილავენ ნიკო ცხვედაძის მიერ თბილისის გუბერნიის სკოლების დირექციაში გასაგზავნად შედგენილ წერილს წინარეხის სკოლის გახსნის ნებართვის მისაღებად. მსჯელობენ იაკობ გოგებაშვილისა და ნიკო ცხვედაძის შენიშვნებზე ქუთაისის სააზნაურო სკოლის მიერ წარმოდგენილი პროგრამების შესახებ. ეცნობიან ქუთაისის სააზნაურო სკოლის ინსპექტორის წერილს მასწავლებლების მოწვევის თაობაზე. ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკის გამგეობას სთხოვენ შუამდგომლობას საზოგადო კრების წინაშე, რათა ბანკის წინა მოგებიდან წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შესწირონ 5000 მანეთი. იღებენ გადაწყვეტილებას ალექსანდრე ნანეიშვილის ნაცვლად ბათუმის სკოლის მასწავლებლად სტეფანე ჭრელაშვილის დროებით დანიშვნის თაობაზე. იწონებენ კონსტანტინე ყიფიანის წინადადებას საზოგადოებისთვის კავკასიის არქეოგრაფიული კომისიის აქტების შეღავათიან ფასად მიყიდვის თაობაზე.  წყარო:

წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოქმი. ფ. 481 , № 45, გვ. 62.

პირთა იდენტიფიკაცია:

ოქმში კონსტანტინე ყიფიანის სახელის მხოლოდ ინიციალია.

პირთა ანოტაციები:

ცხვედაძე ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე (1845-1911)

საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პუბლიცისტი. დაამთავრა მოსკოვის აკადემია. 1869 წლიდან ასწავლიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1874 წლიდან – თბილისის ქალთა ინსტიტუტში. 1898 წლიდან სათავეში ჩაუდგა ქართული გიმნაზიის, სინამდვილეში მომავალი ქართული უნივერსიტეტისათვის შენობის აგების საქმეს.

გოგებაშვილი იაკობ (1840-1912)

მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოპღვაწე. ნანეიშვილი ალექსანდრე თეიმურაზის ძე (1857-1904) – ხალხოსანი მწერალი და პუბლიცისტი, ჟურნალ „იმედის“ თანამშრომელი. წერდა ფსევდონიმებით: „მე გახლავარ“, „ძველი ეკალი“.

ნანეიშვილი ალექსანდრე თეიმურაზის ძე (1857-1904)

ხალხოსანი მწერალი და პუბლიცისტი, ჟურნალ „იმედის“ თანამშრომელი. წერდა ფსევდონიმებით: „მე გახლავარ“, „ძველი ეკალი“

ჭრელაშვილი სტეფანე თევდორეს ძე (1857-1917)

საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, რევოლუციონერი. თანამშრომლობდა გაზ. „ივერიასთან“. იყო ფუნიკულიორის პირველი დირექტორი. წერდა „სანოსა“ და „ტატალას“ ფსევდონიმებით.

ყიფიანი კონსტანტინე (კოტე) დიმიტრის ძე (1849-1921)

მსახიობი, დრამატურგი, მთარგმნელი და ლექსიკოგრაფი, ქართული რეალისტური სამსახიობო სკოლის ფუძემდებელი. მიღებული ჰქონდა სამეურნეო განათლება და აქვეყნებდა საბუნებისმეტყველო წერილებს

    
1886    
    
8 აპრილი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 7 აპრილს“ („ბალკანეთის ნახევარკუნძულის საქმენი...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „საბერძნეთი და ბალკანეთის საქმეები“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1886, № 78, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 7, თბილისი, 2005, გვ. 531.

    
1890    
    
8 აპრილი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 7 აპრილი“ („დღეს აქამომდე არ გათავებულა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ევროპა პოლიტიკურ ცვლილებების მოლოდინში“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1890, 8 აპრილი, № 72, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბილისი, 2007, გვ. 574.

    
1896    
    
8 აპრილი   
    
 პეტერბურგიდან აგზავნის დეპეშას, რომელშიც ნათქვამია, რომ ქშწკგ საზოგადოებისადმი შეწირული დავით ჩუბინაშვილის ბიბლიოთეკის კატალოგის შედგენის მიმდინარეობაზე მეთვალყურეობა იკისრა ალექსანდრე ცაგარელმა.  წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, აღწ. 1. საქ. 287.

პირთა ანოტაციები:

ჩუბინაშვილი დავით იესეს ძე (1814-1891)

მეცნიერი, ლექსიკოლოგი, მთარგმნელი, რუსთველოლოგი. პეტერბუგის უნივერისტეტის პირველი ქართველი პროფესორი. შეადგინა ქართულ-რუსულ-ფრანგული ლექსიკონი. დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული კულტურის აღორძინებისა და განვითარების საქმეში.

ცაგარელი ალექსანდრე ანტონის ძე (1844-1929)

ფილოლოგი, ისტორიკისი, პეტერბურრგის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სწავლობდა გერმანიასა და ავსტრიაში. 1872 წლიდან პეტერბურგის უნივერსიტეტში განაგებდა ქართული ენის კათედრას. 1922 წლიდან იყო თბილისის უნივერსიტეტის პროფესორი.

    
1897    
    
8 აპრილი    
    
ქშწ-კგ საზოგადოებას გადასცემს ბაქოში გამართული ქართული საღამოს შემოსავალს – 2264 მანეთს.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 15.

    
1899    
    
8 აპრილი   
    
გაზეთ „ივერიაში“ ასრულებს ვრცელი ნარკვევის ბეჭდვას სათაურით „სომეხთა მეცნიერნი და „ქვათა ღაღადი“ („სახელი და პატივი ბ-ნს გოლმსტრემს... “).  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1898, 8 აპრილი, № 76, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, „სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“, ტფ., „ივერიის“ რედაქციის გამოცემა, 1899; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 14, 2007, გვ. 274.

პირთა ანოტაციები:

გოლმსტრემი ვლადიმირ ალექსანდრეს ძე (868-1945)

უბლიცისტი, ავტორი „პეტერბურგსკიე ვედომოსტში“ გამოქვეყნებული წერილისა „И камни возопиют“, რომელიც გააკრიტიკა ილია ჭავჭავაძემ ნარკვევ „ქვათა ღაღადში“.

    
1900    
    
8 აპრილი   
    
თანამშრომლებთან და თანამოაზრეებთან ერთად ოჯახში ხვდება აღდგომის დღესასწაულს და სტუმრებს სთავაზობს ყოველკვირეულ შეკრებებს ქვეყნის პრობლემებზე სასაუბროდ.  წყარო:

ამონაწერები ზაქარია ყიფშიძის კერძო წერილებიდან, ლიტერატურის მატიანე,1940, წ. 1-2, გვ. 185-190; ალ. ყიფშიძე, „ლიტერატურის მატიანე“, 1940, წ. 1–2, გვ. 188.

    
1906    
    
8 აპრილი   
    
მეუღლე ოლღა გურამიშვილი-ჭავჭავაძისა დეპეშით ულოცავს სახელმწიფო საბჭოს წევრად არჩევას.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 669.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

    
8 აპრილი    
    
ნიკო ნიკოლაძე დეპეშით ულოცავს სახელმწიფო საბჭოს წევრად არჩევას.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 669.

პირთა ანოტაციები:

ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928)

ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე.

    
8 აპრილი   
    
ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანი თავადაზნაურთა სახელით დეპეშით ულოცავს სახელმწიფო საბჭოს წევრად არჩევას.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 669.

პირთა ანოტაციები:

ორბელიანი (ჯამბაკურიანი) ალექსანდრე (სანდრო) ესტატეს ძე (1835-1837)

თავადი. შტაბსკაპიტანი, ილია ჭავჭავაძის დის, ელისაბედის მაზლი (პირველი ქმრის ძმა).

    
8 აპრილი    
    
ლიზა ნიკოლაძე-წინამძღვრიშვილი და ჩიკვაიძე დეპეშით ულოცავენ სახელმწიფო საბჭოს წევრად არჩევას.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 669.

პირთა იდენტიფიკაცია:

ჩიკვაიძის სახელი არ წერია.

პირთა ანოტაციები

 ნიკოლაძე წინამძღვრიშვილი ელისაბედ (ლიზა)

დამატებითი ცნობები პიროვნების შესახებ არ მოგვეპოვება.