პეტერბურგის სახელმწიფო ცენტრალური არქივი, საქმე № 9, გვ. 94; ი. ჭავჭავაძის
თხოვნა უნივერსიტეტის ინსპექტორის სახელზე, „ლიტერატურული მემკვიდრეობა“, წ. 1,
1935, გვ. 560-561. ი. ჭავჭავაძე, „ავტობიოგრაფია“, თსკ ოც ტომად, ტ. 14, თბ., 2007, 446. გაზეთი “Тифлисский Вестник“, 1876, № 116, გვ. 2-3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად,
ტ. 16, 2017. გაზ. „დროება“, 1883, № 99, გვ. 1-3. პირთა ანოტაციები: ხიზანიშვილი ნიკოლოზ თადეოზის ძე (1851-1906) იურისტი, ისტორიკოსი, ეთნოგრაფი, პუბლიცისტი, ლიტერატურის კრიტიკოსი. განათლება
მიიღო ნოვოროსიის უნივერსიტეტში, მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა მაზრებში. ბოლოს
იყო თბილისის მომრიგებელი მოსამართლის მოადგილე, თანამშრომლობდა სხვადასხვა
ჟურნალ-გაზეთებთან. მიქელაძე ვლადიმერ (პროკოფი) სიმონის ძე (1855-1926) პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, „ივერიის“ თანამშრომელი, თბილისის
სასოფლოსამეურნეო ბანკის მმართველი, თბილისის საბჭოს ხმოსანი. საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 3, გვ. 42. პირთა ანოტაციები: ღოღობერიძე ნიკოლოზ ბესარიონის ძე (1838-1911) პედაგოგი, პუბლიცისტი, გამომცემელი. მომრიგებელი მოსამართლე, ქუთაისის
საადგილმამულო ბანკის მმართველი, მარგანეცის ექსპორტიორი, ილია ჭავჭავაძის
სტუდენტობისდროინდელი მეგობარი. ქართველიშვილი გიორგი დავითის ძე (1827-1901) ქველმოქმედი, მეცენატი, საზოგადო მოღვაწე, მისი ხარჯით გამოიცა ვახუშტის „საქართველოს
ისტორია“ და „ვეფხისტყაოსანი“, ზიჩის ილუსტრაციებით, 1883-1885 წლებში იყო გაზეთ „დროების“
გამომცემელი. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი № 1052, გვ. 361; გაზ. „ივერია“, 1886, 28 მაისი, № 113, გვ. 1; ი.
ჭავჭავაძე, თსკ (შემდგ. პ. ინგოროყვა), ტ.IV, 1955; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
8, თბ., 2007, გვ. 52. პირთა ანოტაციები: ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887) მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის,
თბილისის ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების
ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის აგენტებმა. ქართულმა
მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915) პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი № 1052, გვ. 682-684, გაზ. „ივერია“, 1887, 28 მაისი, № 104, გვ. 1; ი.
ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 350. გაზ. „ივერია“, 1888, 28 მაისი, № 109, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
10, 2007, გვ. 244. გაზ. „ივერია“, 1889, 28 მაისი, № 109; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11,
თბილისი, 2007, გვ. 308. პირთა ანოტაციები: ჭრელაშვილი სტეფანე თევდორეს ძე (1857-1917) საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, რევოლუციონერი. თანამშრომლობდა გაზ. „ივერიასთან“.
იყო ფუნიკულიორის პირველი დირექტორი. წერდა „სანოსა“ და „ტატალას“ ფსევდონიმებით.
ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928) ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე. გაზ. „ივერია“, 1894, № 112, გვ. 2. პირთა ანოტაციები: მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898) პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო
ბანკის დირექტორი. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 624. პირთა ანოტაციები: ქორქია გიორგი დამატებითი ცნობები პიროვნების შესახებ არ მოგვეპოვება. გაზ. «Кавказ», 1897, № 141. გაზ. „ცნობის ფურცელი“, 29 მაისი, № 2508, გვ. 2-3. პირთა ანოტაციები: უმიკაშვილი პეტრე იოსების ძე (1838-1904) საზოგადო მოღვაწე, ფოლკლორისტი. იყო მასწავლებელი თბილისის ქართულ
გიმნაზიაში, შემდეგ მუშაობდა შავი ქვის წარმოებში ზესტაფონსა და და ბათუმში.
წერდა ნარკვევებს, პიესებს, შექმნა ქართული ფოლკლორის მდიდარი კოლექცია.
Неужели? (Ответ кн. Ильи Чавчавадзе на корреспонденцию „Могзаури“. Перев.
Статьи из „Приложения к газ. „Иверия“ № 68, „Кавказский край“, 1905, № 10, 11.
1859
28 მაისი
ავადმყოფობის გამო ვერ ესწრება გამოცდას სოფლის მეურნეობაში.
წყარო:
1874
28 მაისი
ილია ჭავჭავაძის დიდი ძალისხმევის შედეგად ამტკიცებენ თსს ბანკის წესდებას,
რომელიც ძალაში შედის ივნისიდან.
წყარო:
1876
28 მაისი
გაზეთ “ტიფლისკი ვესტნიკში“ აქვეყნებს წერილის „რატომ და რისთვის“ მეორე
ნაწილს, მინაწერით „პასუხად „სამიწათმოქმედო კრედიტის პრაქტიკის“ ავტორს“.
წყარო:
1883
28 მაისი
გაზეთ „დროებაში“ „ნ. ურბნელის“ ფსევდონიმით იბეჭდება ნიკო ხიზანიშვილის
წერილი რედაქციისადმი „ჩვენს ლიტერატურულ კეთილ-წესიერებაზედ“, რომელშიც
აკრიტიკებს ვლადიმერ მიქელაძის მიერ გაზეთ „კავკაზში“ გამოქვეყნებულ
წერილებს.
წყარო:
1885
28 მაისი
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც საზოგადოების
თავმჯდომარის მოადგილედ ირჩევენ ნიკოლოზ ღოღობერიძეს, ხოლო ხაზინადრად -
გიორგი ქართველიშვილს.
წყარო:
1886
28 მაისი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი
მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 27 მაისს“ („თქვენ უნდა გეფიქრათ,
ჩვენს მინისტრებსაო, –ბრძანებს ბ-ნი დიმიტრი ყიფიანი...“). მწერლის
თხზულებათა ათტომეულში სხვა წერილებთან გაერთიანებულია სათაურით „ტფილისის
ქართული საადგილმამულო ბანკი (პოლემიკა დიმიტრი ყიფიანთან და აკაკი
წერეთელთან“), ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „პოლემიკა დიმიტრი ყიფიანთან
თბილისის საადგილმამულო ბანკის გამო“.
წყარო:
1887
28 მაისი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს მოწინავე
წერილისა თარიღით „ტფილისი, 27 მაისი“ („საძოვრების საქმის დაულაგებლობა,
მოუწყობლობა...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ჩვენი
მესაქონლეობის საჭიროებანი“.
წყარო:
1888
28 მაისი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
27 მაისი“ („რამდენად დამაბრკოლებელია წარმოებისა და მრეწველობისათვის...“).
მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სამეურნეო იარაღი
მრეწველობისათვის“.
წყარო:
1889
28 მაისი
გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად ბეჭდავს სატირულ ფელეტონს სათაურით „სახელდახელო.
სახელდახელოს დეპეშა (ყბად-ასაღები და წყალ-წასაღები)“. გაზეთის ამავე
ნომერში ქვეყნდება სტეფანე ჭრელაშვილის წერილი „მცირე შენიშვნა (ცხრათავიანი
და ბაყბაყ დევი)“, რომელიც მიმართულია ილია ჭავჭავაძის ლიტერატურული
მოღვაწეობის ნიკო ნიკოლაძისეული შეფასების წინააღმდეგ.
წყარო:
1894
28 მაისი
ივანე მაჩაბელი გაზეთ „კავკაზში“ აქვეყნებს განცხადებას, რომელშიც ცდილობს
ახსნას, რატომ თქვა უარი კომისიის შექმნაზე. მისი აზრით, ბანკის წევრთა
მიერ ამორჩეული კომისია შეიძლებოდა მიკერძოებული ყოფილიყო. ის ისევ
იმეორებს თავის ბრალდებებს ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ, ადანაშაულებს მას
უზრუნველობაში, საბანკო საქმის უცოდინრობასა და მიკერძოებულობაში.
წყარო:
1895
28 მაისი
გიორგი ქორქია წერილობით სთხოვს გარკვეული თანხის სესხებას ათი დღის ვადით.
წყარო:
1897
28 მაისი
თსს ბანკის გამგეობის თავმჯდომარედ არჩევასთან დაკავშირებით ქართველი
საზოგადოება უმართავს ნადიმს.
წყარო:
1904
28 მაისი
მონაწილეობს პეტრე უმიკაშვილის დაკრძალვის სამგლოვიარო ცერემონიაში.
წყარო:
1905
28 მაისი - 4 ივნისი
ქვეყნდება ილია ჭავჭავაძის წერილის „ნუთუ?“ რუსული თარგმანი.
წყარო: