
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი.
ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 334; ი. ჭავჭავაძე, თსკ (ათ ტომად),
ტ. 10, 1961, გვ. 340-341; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ.
174-175, 363. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების,
ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი,
ქველმოქმედი. გაზ. “დროება“, 1880, 23 იანვარი, № 17, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
15, 2007, გვ. 52. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება
მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 636. გაზ. „დროება“, 1885, 23
იანვარი, № 17, გვ. 1. პირთა ანოტაციები: გაბუნია ნატო (ნატალია) მერაბის ასული (1859-1910) მსახიობი, დრამატურგ ავქსენტი ცაგარლის მეუღლე, მოღვაწეობდა გორსა და თბილისში.
ცაგარელი ავქსენტი ანტონის ძე (1857-1902) პოეტი და პუბლიცისტი, 1879 წელს თბილისში შექმნილი მუდმივი ქართული თეატრის
მსახიობი და დრამატურგი, მსახიობ ნატო გაბუნიას მეუღლე კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი № 1052, II, გვ. 262; გაზ. „ივერია“, 1886, № 17, გვ. 1-2; ი.
ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 7, თბილისი, 2005, გვ. 303. გაზ. „ივერია“, 1887, 23 იანვარი, № 16, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
9, თბილისი, 2006, გვ. 55. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი № 1052, გვ. 799-801; გაზ. „ივერია“, 1888, 23 იანვარი, № 16 , გვ.
1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 57. გაზ. „ივერია“, 1889, 23 იანვარი, № 17 , გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
11, თბილისი, 2007, გვ. 50. გაზ. „ივერია“, 1892, 23 იანვარი, № 16, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
12, 2007, გვ. 86. საქართველოს ეროვნული არქივი, ფონდი 480, 1, № 1190. პირთა ანოტაციები: ჰაკელი მიხეილ პავლეს ძე - (1843-1914) რუსი სახელმწიფო მოღვაწე, საიდუმლო მრჩეველი, კავკასიის საცენზურო კომიტეტის
თავმჯდომარე 1891-1906 წლებში. გაზ. „ივერია“, 1897, № 7, გვ. 1-2, № 8, გვ. 2-3, № 9, გვ. 2-3; „ცნობის
ფურცელი“, № 94, გვ. 2; «Новое обозрение», 1897, № 4488. პირთა ანოტაციები: ერისთავი ზაქარია გიორგის ძე (1844 -1912 მემამულე, ქველმოქმედი.
1874 23 იანვარი
წერილს უგზავნის მეუღლეს მოსკოვიდან. აინტერესებს, შეძლო თუ არა ყვარელში
წასვლა და სახლის დათვალიერება. სწერს, რომ ბანკის საქმე ისევ ერთ ადგილზეა
გაჩერებული.
წყარო:
1880
23 იანვარი
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს
წერილისა „კავკასიის უნივერისტეტი“ („თვითმმართებლობის წარმომადგენელ პირმა...“).
ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა
ოცტომეულში.
წყარო:
1885
23 იანვარი
ნატო გაბუნიას ბენეფისზე წარმოადგენენ ილია ჭავჭავაძის „კაცია –
ადამიანიდან?!“ აქვსენტი ცაგარელის მიერ გადმოკეთებულ კომედია-ფარსს „მკითხავი“
წყარო:
1886
23 იანვარი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
22 იანვარს“ („თქმა არ უნდა, ძნელი გასამიჯნავია...“). მწერლის თხზულებათა
კრებულებში იბეჭდება სათაურით „მე“ და „ჩვენ“.
წყარო:
1887
23 იანვარი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
22 იანვარი“ („ამ უკანასკნელი დღეების გაზეთებს რომ ყური უგდოს კაცმა...“).
მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „საფრანგეთსა და
გერმანიას შორის ურთიერთობის გამწვავება“.
წყარო:
1888
23 იანვარი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
22 იანვარი“ („ქვეყანაზედ მრავალგვარი ავკაცობაა...“). მწერლის თხზულებათა
კრებულებში იბეჭდება სათაურით „ისევ გაზეთ „კავკაზის“ გამოლაშქრების გამო“.
წყარო:
1889
23 იანვარი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
22 იანვარი“ („ეგრედწოდებულს „სამთა კავშირს“ შედგენილს გერმანიის
პოლიტიკოსთ მიერ...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სამთა
კავშირს“ ფესვები აწყდება“
წყარო:
1892
23 იანვარი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
22 იანვარი“ („ქუთაისის საზოგადო საქმეთა მიმდინარეობამ...“). მწერლის
თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ქუთაისის არჩევნების გამო“.
წყარო:
1894
23 იანვარი
კავკასიის საცენზურო კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ ჰაკელისაგან იღებს წერილს
გრიფით „საიდუმლო“, რომელშიც მისგან, როგორც რედაქტორისგან, ითხოვს ინფორმაციას,
ვის ეკუთვნის ინიციალები „ი. კ“. ამ კრიპტონიმით იყო ხელმოწერილი 1893 წლის
ოქტომბერში საცენზურო კომიტეტში წარდგენილი სტატია „მთავარი საჭიროებანი
სასულიერო წოდებისა“, რომლის ბეჭდვაც აიკრძალა.
წყარო:
1897
23 იანვარი
სიტყვით გამოდის თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საგანგებო კრებაზე, რომელზეც
განიხილავენ სოფელ ოძისში, ზაქარია ერისთავისეულ მამულში, სამეურნეო სკოლის
დაარსების საკითხს.
წყარო: