The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


23.01

1874 23 იანვარი   
    
წერილს უგზავნის მეუღლეს მოსკოვიდან. აინტერესებს, შეძლო თუ არა ყვარელში წასვლა და სახლის დათვალიერება. სწერს, რომ ბანკის საქმე ისევ ერთ ადგილზეა გაჩერებული.  წყარო:

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 334; ი. ჭავჭავაძე, თსკ (ათ ტომად), ტ. 10, 1961, გვ. 340-341; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 174-175, 363.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

    
1880    
    
 23 იანვარი   
    
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს წერილისა „კავკასიის უნივერისტეტი“ („თვითმმართებლობის წარმომადგენელ პირმა...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.   წყარო:

გაზ. “დროება“, 1880, 23 იანვარი, № 17, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 52.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 636.

    
1885    
    
23 იანვარი   
    
ნატო გაბუნიას ბენეფისზე წარმოადგენენ ილია ჭავჭავაძის „კაცია – ადამიანიდან?!“ აქვსენტი ცაგარელის მიერ გადმოკეთებულ კომედია-ფარსს „მკითხავი“  წყარო:

გაზ. „დროება“, 1885, 23 იანვარი, № 17, გვ. 1.

პირთა ანოტაციები:

გაბუნია ნატო (ნატალია) მერაბის ასული (1859-1910)

მსახიობი, დრამატურგ ავქსენტი ცაგარლის მეუღლე, მოღვაწეობდა გორსა და თბილისში.

ცაგარელი ავქსენტი ანტონის ძე (1857-1902)

პოეტი და პუბლიცისტი, 1879 წელს თბილისში შექმნილი მუდმივი ქართული თეატრის მსახიობი და დრამატურგი, მსახიობ ნატო გაბუნიას მეუღლე

    
1886    
    
23 იანვარი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 22 იანვარს“ („თქმა არ უნდა, ძნელი გასამიჯნავია...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „მე“ და „ჩვენ“.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, II, გვ. 262; გაზ. „ივერია“, 1886, № 17, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 7, თბილისი, 2005, გვ. 303.

    
1887   
    
23 იანვარი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 22 იანვარი“ („ამ უკანასკნელი დღეების გაზეთებს რომ ყური უგდოს კაცმა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „საფრანგეთსა და გერმანიას შორის ურთიერთობის გამწვავება“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 23 იანვარი, № 16, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბილისი, 2006, გვ. 55.

    
1888    
    
23 იანვარი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 22 იანვარი“ („ქვეყანაზედ მრავალგვარი ავკაცობაა...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ისევ გაზეთ „კავკაზის“ გამოლაშქრების გამო“.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 799-801; გაზ. „ივერია“, 1888, 23 იანვარი, № 16 , გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 57.

    
1889    
    
23 იანვარი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 22 იანვარი“ („ეგრედწოდებულს „სამთა კავშირს“ შედგენილს გერმანიის პოლიტიკოსთ მიერ...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სამთა კავშირს“ ფესვები აწყდება“  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1889, 23 იანვარი, № 17 , გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბილისი, 2007, გვ. 50.

    
1892    
    
23 იანვარი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 22 იანვარი“ („ქუთაისის საზოგადო საქმეთა მიმდინარეობამ...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ქუთაისის არჩევნების გამო“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1892, 23 იანვარი, № 16, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 12, 2007, გვ. 86.

    
1894   
    
  23 იანვარი   
    
კავკასიის საცენზურო კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ ჰაკელისაგან იღებს წერილს გრიფით „საიდუმლო“, რომელშიც მისგან, როგორც რედაქტორისგან, ითხოვს ინფორმაციას, ვის ეკუთვნის ინიციალები „ი. კ“. ამ კრიპტონიმით იყო ხელმოწერილი 1893 წლის ოქტომბერში საცენზურო კომიტეტში წარდგენილი სტატია „მთავარი საჭიროებანი სასულიერო წოდებისა“, რომლის ბეჭდვაც აიკრძალა.  წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფონდი 480, 1, № 1190.

პირთა ანოტაციები:

ჰაკელი მიხეილ პავლეს ძე - (1843-1914)

რუსი სახელმწიფო მოღვაწე, საიდუმლო მრჩეველი, კავკასიის საცენზურო კომიტეტის თავმჯდომარე 1891-1906 წლებში.

    
1897    
    
23 იანვარი   
    
სიტყვით გამოდის თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საგანგებო კრებაზე, რომელზეც განიხილავენ სოფელ ოძისში, ზაქარია ერისთავისეულ მამულში, სამეურნეო სკოლის დაარსების საკითხს.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, № 7, გვ. 1-2, № 8, გვ. 2-3, № 9, გვ. 2-3; „ცნობის ფურცელი“, № 94, გვ. 2; «Новое обозрение», 1897, № 4488.

პირთა ანოტაციები:

ერისთავი ზაქარია გიორგის ძე (1844 -1912

მემამულე, ქველმოქმედი.