![]() |
ლიტერატურული ნარკვევები |
გრიშაშვილი იოსებ
სახელმწიფო გამომცემლობა
თბილისი
1952
![]() |
1 ავტორისაგან |
▲ზევით დაბრუნება |
ავტორისგან წიგნი „ლიტერატურული ნარკვევები“ შეიცავს ქართული ლიტერატურული ცხოვრების შესახებ
ჩემს მიერ სხვადასხვა დროს გამოქვეენებული ნაწერების მხოლოდ ერთ ნაწილს. წიგნში არ შემიტანია მონოგრაფიები: „ძველი თბილისის ლი- ტერატურული ბოჰემა“ (1927
წ.), „საიათნოვა“ (1914 —1918), არც ის განმარტებანი და შენიშვნები, რომლებიც
ხშირად სცილდება ბიბლიოგრაფიული აპარატის ფარგლებს და დართული აქვთ ჩემი რე-
დაქტორობით გამოცემულ ალ. ჭავჭავაძის თხზულებათა აკადემიურ გამოცემას (1940 წ.),
ავქსენტი ცაგარლის კომედიებს (1936 წ.), აკაკი წერეთლის მესამე და მეხუთე ტომებს
(1940,1949 წ.წ.). ამ წიგნში არ შესულა აგრეთვე პერიოდულ პრესაში გაბნეული რამდენიმე რეცენზია და
მცირე შენიშვნები, რომლებიც, ახალი მასალების აღმოჩენის გამო, დაზუსტებასა და
გავრცობას მოითხოვს. წერილები ამ კრებულში ისტამბება პირველი დაბეჭდვის თარიღის მიხედვით, ზოგიერთი
მათგანი ოდნავ შევსებული და შესწორებულია. 1952 წ.
25 თებერვალი.
![]() |
2 1. ილია და „მეფე ლირი“ |
▲ზევით დაბრუნება |
თეატრი და სანახაობა ილიას ბალღობიდანვე იზიდავდა. ჯერ კიდევ 1859 წელს, 22 წლის
ჭაბუკი ილია, ავადმყოფობის გამო დროებით თავს ანებებს სწავლას. პეტერბურგიდან
მოემგზავრება თბილისს და რამდენიმე თვეს თავის სამშობლოში ატარებს. მას თან
ჩამოჰყვა „იმ მოძრაობის ჰაერი, რომელიც მთელი რუსეთის საზოგადოებაში და მწერლობაში
ტრიალებდა და ფეხს იკიდებდა“ (სიმ. ხუნდაძე), მას თან ჩამოჰყვა სურნელი ზანგი
მსახიობის ოლრიჯის გასტროლებისა, რომლის „მეფე ლირზედაც“ 1858 წ. მთელი პეტერბურგი
ლაპარაკობდა. ბიოგრაფების ცნობით, ამ ხანებში თბილისის ყოფილი პირველი გიმნაზიის
დარბაზში, სადაც ერთ დროს გ. ერისთავმა პირველი ქართული წარმოდგენა გამართა, ილიას
დაუდგამს ცოცხალი სურათები შექსპირის „მეფე ლირიდან“. ამ ცოცხალ სურათებში
მონაწილეობა მიუღია თბილისის წარჩინებული ოჯახების წევრებს, მათ შორის ალექსანდრე
ჭავჭავაძის ქალსა და ვაჟს — სოფიოს და დავითს. მეფე ლირი — თვით ილია ყოფილა.
ეს იყო პირველი ცოცხალი სურათების დადგმა საქართველოში.* |
* ცოცხალი სურათებისთვის გადაკეთებული სცენა კარგა ხანს ხელუხლებელი დარჩენილა გიმნაზიის დარბაზში, მოწაფეთა მიერ აქ ხშირად დადგმულა ქართული წარმოდგენები („ივერია“, 1899 წ., № 210). |
|
როგორც ჩანს, ლტოლვა „მეფე ლირისადმი“ ილიას დიდხანს უტარებია გულში. საზოგადოდ შექსპირი მისი საყვარელი მწერალია. ერთ დროს კრიტიკულ წერილსაც ამზადებდა, სადაც დაპირისპირებული უნდა ყოფილიყო შექსპირის „ჰამლეტი“ და შოთას „ტარიელი“. გიორგი თუმანიშვილის ქაღალდებში ვნახეთ მისი დის ბარბარე თუმანიშვილის ერთი კერძო წერილი, სადაც შემდეგია ნათქვამი: „აქ, ამას წინად მოხდა ყრილობა ქართველი ლიტერატორებისა... ამბობენ, ილია ჭავჭავაძე სწერს კრიტიკულ სტატიას, სადაც გაყვანილი იქნება პარალელი ჰამლეტსა და ვეფხის-ტყაოსნის გმირ ტარიელს შორისო“.** |
** წერილი დაწერილია 1873 წ., 16 თებერვალს. ბარბარე თუმანიშვილი (1046—1873) შიხ. ბირთველის-ძე თუმანიშვილის უფროსი ქალიშვილი იყო, დაი ანასტასია თუმანიშვილი-წერეთელისა და გიორგი თუმანიშვილისა, იგი მწერლო- ხაშიც იღებდა მონაწილეობას (მაგ., „სტეფენსონი“, 1876 წ.), შეტად ნიჭიერი ქალი იყო. გარდაიცვალა ოცდაშვიდი წლის ახალგაზრდა. |
როგორც ვიცით, ილიას ეს კრიტიკული წერილი არ დაუწერია. სამაგიეროდ მან პირველობა შეინარჩუნა შექსპირის ტრაგედიების ლექსად თარგმნის საქმეში, რომელიც ასე შესანიშნავად დააგვირგვინა ივანე მაჩაბელმა.
ჩვენ აქ გვინდა შევეხოთ ილია ჭავჭავაძის და ივანე მაჩაბლის ურთიერთობას „მეფე ლირის“ თარგმნის გარშემო. ერთი მწერალი ამბობს, შექსპირის თარგმნის იდეა ივანე მაჩაბელს ეკუთვნისო. მეორე წერს: ლირის თარგმნა პირველად მაჩაბელმა დაიწყოო; მესამე — ლირის თარგმანში მთავარი ღვაწლი მაჩაბელს მიუძღვისო; ხოლო ი. მანსვეტაშვილი ჰკუმშავს ყველა ამ ნათქვამს და აკანონებს: „ივანე მაჩაბელმა ჯერ კიდევ პეტერბურგში სცადა თავისი კალამი და ილიასთან ერთად სთარგმნა ლექსად შექსპირის დრამა „მეფე ლირი“, თარგმანი ეკუთვნის ივანე მაჩაბელს, როგორც მცოდნეს ინგლისური ენისა, ილიამ მხოლოდ შალაშინი გაჰკრა, თავისებური შნოთი გაალამაზა, შეკაზმა“ * | * იხ. იაკობ მანსვეტაშვილის „მოგონებანი“, ლ. ასათიანის რედაქციით, გვ. 167. |
ეს არ არის მართალი! 1873 წ. ილია ჭავჭავაძე ბანკის საორგანიზაციო საქმეების გამო იმყოფებოდა
პეტერბურგს, წესდებას არ უმტკიცებდნენ და დიდხანს დარჩა იქ... აი, აქ იპოვა
თავისუფალი დრო, აუსრულდა ნაინატრი და დაიწყო თარგმნა შექსპირის „მეფე ლირისა“.
ახლად აღმოჩენილ ილიას წერილებიდან ჩანს, რომ იგი ინგლისური ენის შესწავლასაც
შესდგომია. პეტერბურგში ყოფნის დროს ილია ჭავჭავაძემ პირველად გაიცნო ივანე მაჩაბელი, იმ დროს
ახალგაზრდა პეტერბურგელი სტუდენტი. უნდა ვიფიქროთ, ილია ჭავჭავაძისა და მაჩაბლის
დაახლოვება სწორედ ამ დროს მოხდა, და მოხდა სწორედ „მეფე ლირის“ თარგმნის გამო.
ივანე მაჩაბელს, როგორც ინგლისურის მცოდნეს, უეჭველია, შეეძლო დიდი დახმარება
გაეწია ილიასთვის. მათ შორის მართლაც გაიბა თანამშრომლობის ძაფი და „მეფე ლირი“
საბოლოოდ გადაითარგმნა ორივეს საერთო ძალღონით, თუმცა „მეფე ლირის“ დაბეჭდილ
ეგზემპლარებს, ახალგაზრდა მთარგმნელის წასახალისებლად, ჯერ ივანე მაჩაბელი აწერია
და შემდეგ — ილია ჭავჭავაძე, მაგრამ ლირის ქართული ხელნაწერის შესწავლის მიხედვით,
„მეფე ლირის“ საბოლოო რედაქცია ილიას ეკუთვნის. ეს შესანიშნავი ტრაგედია ნათარგმნია
ილიასებური ფოლადის სტრიქონებით, ხშირად მძიმე, მაგრამ რიტმიული და საზრიანი
სტრიქონებით. ივანე მაჩაბლის თარგმნილი შექსპირი კი ყველა ამ ღირსებასთან ერთად,
ელასტიურია და არქაული სიტყვებისაგან გაცლილი. ამიტომ არის, რომ ივანე მაჩაბლის
შემდეგი თარგმანები („ოტელო“, „ჰამლეტი“ და სხვ.) სრულიად არა ჰგავს „მეფე ლირის“
თარგმანის სტილს. ეს რომ ასეა, ამას ნათლად ადასტურებს დიმიტრი ყიფიანის წერილი
მიწერილი ილია ჭავჭავაძისადმი. მოვიყვანთ კუპიურებით: „უძვირფასესო ჩემო კოლეგა კნ. ილია გრიგოლის-ძევ! თქვენ რომ (20 ამ თვეს) ლირის როლი შემომაძლიეთ, მე მოგახსენეთ, გადავიკითხავ და
მაშინ გეტყვით ვიკისრებ თუ ვერა-მეთქი. გადავიკითხე და როგორ? წინ გადავიშალე ექვსი
წიგნი: 1) ნამდვილი შექსპირი ტაუხნიცის გამოცემული 1868-ში. 2) ნამდვილი შექსპირი
რაუტლეჯის გამოცემული, ბევრით უფრო ადრე, 3) ბენჟამენ ლაროშის ნათარგმნი
ფრანცუზულად 1857-ში, 4) ფრანსუა ვიკტორ ჰიუგოს ნათარგმნი 1861-ში, 5) თქვენი ნა-
თარგმნი ქართულად 1877 ში და 6) სადლერის ლექსიკონი ინგლ. ფრანც. და
ფრანც-ინგლისური. შემოვიწყე ეს წიგნები და მივუ- ჯექ თქვენს ნათარგმნს; კვალში
ჩავუდექ მედგრად, შეუპოვრად, დაუღალავად. 23 ვიწყე და გუშინ ისევ დავჰკეცე წიგნები,
რათა? ვისიც პატივისცემა მაქვს დანერგილი გულში და არა მარტო ენა- ზედ, — და
მაშასადამე, ვინც მიყვარს, მინდა რომ იმას წუნი არა ჰქონდეს-რა და თუ შევამჩნიე
რამე, პირდაპირ უნდა ვუთხრა... მეგობრულად. მაგრამ თქვენმა თარგმანმა სასიქადულოდ
გადივლო თავს ამისთანა კრიტიკა, კრიტიკა მიუკარებელი, შეუბრალებელი. შრომა
გაგიწევიათ დიდი, ნიჭი გამოგიჩენიათ შესანიშნავი. ერთი შეცდომაა, მხოლოდ ერთადერთი:
კილო — შექსპირის თხზულებაში, რომელიც კარგა ძველია, ლექსიც ბევრი იპოვება
დაძველებული, რომელსაც დიდიხანია აღარ ხმარობენ; მაგრამ კილო არის სასაუბრო, კილო,
რომლითაც საპატიო ყრილობაში ლაპარაკობდ- ჩენ და ლაპარაკობენ. თქვენ უფრო
სამწიგნობრო კილოს გაჰყო- დიხართ. მშვენიერება არის თქვენი თარგმანი, ეს ყოვლად
უეჭველია, მაგრამ ამ კილოზედ არც სად ულაპარაკნიათ, არც სად ლაპარაკობენ. სათქმელი
თუ არის რამე თქვენს თარგმანზედ, ეს არის, სხვა სრულებით არაფერი... ახლა მე, რადგან ერთიც თვალწინ მიდგია და მეორეცა, იქნება უფრო გაფრთხილებული
გამოვიდე და გთხოვთ: თუ მაინცა და მაინც გნებავთ ლირი მე წარმოვადგინო, — ნება
მომეცით, რომ ეს როლი თვითონ მე ვსთარგმნო, ჩემებურად, — მარტო ეს როლი. თქვენს
ნათარგმნს ამითი სრულებით არა ეზიანებარა, ბევრ- დ მომხდარა, რომ ერთი როლი ერთს
ენაზედ უთამაშნიათ სხვა როლები იმავე პიესაში, სულ სხვა ენაზედ. აქ ამისთანა აი
გამოვა-რა: მთელი წარმოდგენა ქართულს ენაზედ იქნება, – იგი სასაუბროზედ, ზოგი
სამწიგნობროზე. იგრე იყოს-თქო, თუ მეტყვით, საქმეს შევუდგები. თქვენი სულით და გულით ერთგული
დიმიტრი ყიფიანი. 1970 წ., 31 ოქტომბერი. სოფ.
ქვიშხეთი“ (საქ. მუზეუმის ხელნაწერთა ფონდი № 1720—4). დიმიტრი ყიფიანი „ლირის“ თარგმანს „მწიგნობრულს“ უწოდებს, აკაკიც ხომ ამბობდა: მეფე
ლირი სახარების ენით არის თარგმნილიო*. ეს საყვედური ილიას ეკუთვნის და არა ივანე
მაჩაბელს. დიმიტრი ყიფიანის ამ წერილიდან ნათლად დასტურდება რომ „ლირის“ მთავარი
მთარგმნელი, ამ ტრაგედიის ქართულად გადმოღების თავსხმიერი ინიციატორი და რედაქტორი
ილია ჭავ- ჭავაძეა და ყოველგვარი ქება თუ აუგი ილიას მიმართ უნდა იყოს განკუთვნილი.
ილია „მეფე ლირის“ თარგმანს თავისად სთვლიდა. „ხომ იცი ჩემი ნაწერების ქება არ
მიყვარს“, — სწერდა ილია თავის მეუღლეს „მეფე ლირის“ თარგმანის გამო**. ვ. გუნიას სიტყვით, როცა ერთხელ ერთმა მსახიობმა „ლირში“ სიტყვები დაამახინჯა, თვით
ივ. მაჩაბელს უთქვამს: „როგორ შეიძლება ერთი წიხლით ძირს დაანთხიო ილაჯგასაწყვეტი
და სათუთი შრომა კაცისა, მერე რა დიდი კაცისა, — ილია ჭავჭავაძის თარგმანი,
რომელსაც მთელი ქართველობა გულის ფანცქალით მოელოდაო“, (იხ. ე. „რუსთაველის
თეატრი“. 1934 წ., გვ. 36).
** ილია საზოგადოდ კარგი მთარგმნელი იყო, მის მიერ ნათარგმნი ლექსები (პუშკინიდან,
ლერმონტოვიდან, ჰეინედან, ბაირონიდან) აღსავსეა გრძნობით და ქართული ენის
ჟღერადობით: „ზღვათა მფლობელის ვენეციის ზღუდეთა თანა, ილიას მიერ ნათარგმნი „იზა“, შიგ რომ უცხო სახელები არ იყოს, ქართული რომანი
ეგონება მკითხველს. ილია ჭავჭავაძეს 1904 წელს განზრახვა ჰქონია ეთარგმნა ალ. სუმბათაშვილის „ღალატი“,
მაგრამ, როგორც ვიცით, არ უთარგმნია. სამაგიეროდ „ღალატი“ შესანიშნავად თარგმნა
ილია ჭავჭავაძის მოწაფემ გრ. ყიფშიძემ. ამ თარგმანმა ჩრდილში მოაქცია „ღალატის“
სხვა მთარგმნელები — კოტე მესხი, ნიკოლოზ ავალიშვილი და აკაკი წერეთელი.
არისტო ქუთათელაძის მოწმობით (არ. ქუთათელაძე გარდაიცვალა 1912 წელს, 13 ნოემბერს)
ილია და ივანე მაჩაბელი დიდის ენთუზიაზმით შესდგომიან „ლირის“ თარგმნას... იგი ასე
გადმოგვცემს ილიას და ივანეს თანამშრომლობას: ერთ მხარეს ილია მჯდარა, მეორე მხარეს
— ივანე. ივანე სწერდა, ილია — უკარნახებდა. როცა რომელიმე ადგილის თარგმნა
გაუძნელდებოდათ, ილია წამოდგებოდა და მივიდოდა ფანჯარასთან, რომელიც ფარდით იყო
ჩამობნელებული. იქ შუბლს მოისრესდა და, შესაფერი სიტყვის მოძებნით გახარებული,
მიმართავდა ივანეს: „დასწერე!“... ილია ამ ჩამობნელებულ ფანჯარას „მუზის კუთხეს“
უწოდებდა (სეით იაშვილის ნაამბობიდან). ილია ლირის თარგმანს რამოდენიმე ეგზემპლარად წერს. ერთს აგზავნის თავის ცოლს, ხოლო
მეორეს — „კრებულის“ რედაქციას. მეტად საინტერესოა ილიას კერძო წერილი პეტრე
უმიკაშვილთან, საიდანაც გამოსჭვივის ილიას ზრუნვა „ლირის“ ტექნიკურად აწყობა
დაბეჭდვაზედაც კი. „ჩვენო დედაბოძო და არა — ბოძო პეტრუს-ბეგ! — სწერს ილია
„კრებულის“ რედაქციას. — ჩვენი ნათარგმნი ლექსი აქამომდე მიდებული იქნება და
გადაკითხულიცა. მაშინ მოგვწერეთ, რომ დააბეჭდინე მეთქი კრებულში, ეხლა ორს შეუცვლელ
პირობას გიდებ: 1) ლექსი ისე უნდა დაბეჭდონ რომ ლექსი არ გატეხონ, ესე იგი, მთელი
სტრიქონი ერთს სტრიქონზედ უნდა დასტიონ და 2)რომ ეგ პირველი მოქმედება ერთს ნომერში
სრულად ხელუხლებლად დაბეჭდონ და კორექტურა კი შენს გაფაციცებულს თვალს მიანდონ.
ცუდი არ იქნება, რომ მაგ თარგმანზე შენი ჩვეულებრივი პირუთვნელი აზრი მოიწერო... თუ
ეგ ნათარგმნი მოგეწონა, მაშ იმასაც გახარებ, რომ მეორე მოქმედებაც დღეს გავათავეთ
და პირველ მოქმედებას სიკეკლუცით არ ჩამოუვარდება~.* ილია ჭავჭავაძე რუსეთიდან ჩამოსვლისთანავე აწყობს „მეფე ლირის“ საჯაროდ კითხვას.
„დროება“ წერს: „ჩვენ დავესწარით „მეფე ლირის“ კითხვას და მართალი უნდა ვსთქვათ,
თარგმანი სწორედ სამაგალითოა. არც ჩვენ, არც სხვებს არ გვეგონა, თუ ეს შესანიშნავი
თხზულება ასე მშვენივრად გადმოიღებოდა ქართულ ენაზედ“ („დროება“, 1874 წ., № 420). ილიას უყვარდა „ლირიდან“ ორი ნაქვთის წაკითხვა, ერთია — მარტოდ დარჩენილი ლირის
მონოლოგი, როცა ის შეიტყობს თა- ვის შეცდომას და შვილებისაგან განდევნილი ტყეში
დაძრწის უსავანო და მიუსაფარი („იზუზუნე და იქროლე“); მეორე — კორდელიას სიტყვა
მამისადმი, რომელიც თავის უმცროს ქალიშვილს გამოსწირავს სამეფო ნაწილს, რადგან ის,
კორდელია, თავისი დების მსგავსად პირმოთნე და მლიქვნელი არ არის: კორდელია: დიდებულებას თქვენსას ერთს ვსთხოვ: თუმც ენა ჩემი თბილისის საზოგადოებრიობა „მეფე ლირის“ თარგმანს დიდ ეროვნულ მნიშვნელობას
ანიჭებდა. ეს სიხარული გამოკრთის კონსტანტინე ბებუთოვის წერილში, რომელიც ნიკო
ნიკოლაძისათვის გაუგზავნია თბილისიდან პარიზში (1874 წ., 19 ივლისი) „На днях, —
სწერს ბებუთოვი, — был здесь Илья и читал у меня свой перевод Лира. Слушателей
было человек 30. Перевод кончен и на- ходят прелестным. Может быть зимою
поставим на сцену*. გრ. ყიფშიძის თქმით „მეფე ლირი“ ამავე წლებში სცენაზედაც უთამაშნიათ და ილიას
შეუსრულებია კენტის როლი. კოტე ყიფიანიც საინტერესო ცნობას გადმოგვცემს: ილიას მოუნდომებია „მეფე ლირის“ დიდ
სცენაზე დადგმა, ისე რომ როლები უნდა შეესრულებინათ მხოლოდ მწერლებს: ილია
ჭავჭავაძეს, ივანე მაჩაბელს, მამია გურიელს, ნინო ორბელიანს, დავ. ერისთავს,
დიმიტრი ყიფიანს და სხვებს. მაგრამ, როგორც მასალებიდან ირკვევა, „მეფე ლირის“
წარმოდგენა მწერალთა მონაწილეობით არ შემდგარა. „მეფე ლირი“ პირველად წარმოდგენილ
იქნა ქართველ მსახიობთა მიერ 1883 წელს, 16 თებერვალს. როლები ასე იყო
განაწილებული: კ. ყიფიანი (ლირი), კოტე მესხი (მასხარა), მ. საფაროვ-აბაშიძისა
(კორდელია), ვასო აბაშიძე (ედგარი), ალექსანდრე ყაზბეგი (ედმუნდი) და სხვ.
მიუხედავად იმისა, რომ ამ წარმოდგენას ასი რეპეტიცია ჰქონია, გაზ. „დროება“ მაინც
ჩვენს არტის ტებს აუგად იხსენიებს („დროება“, 1883 წ., № 37). საქართველოში შექსპირს წინათაც თარგმნიდნენ: დიმ. ყიფიანი, დავ. ყიფიანი, მ. ზ.
ყიფიანი, ლ. არდაზიანი, მიხ. ფავლენი- მეილი, შემდეგ — ანტონ ფურცელაძე, ნიკო
დადიანი, ივ. ჯაჯანა- შვილი, ვ. გუნია და სხვანი. მაგრამ ილიას და ივანე მაჩაბლის
თარგმანს ვერც ერთი ზემოხსენებული თარგმანი ვერ შეედრება*. რასაკვირველია, ზოგიერთ
მათგანს თავის დროზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა „ენის წარმატების საქმისა და ქართული
ლიტერატურის, მხატვრული სიტყვაკაზმული მწერლობის ზრდისათვის“, ეს ითქმის
განსაკუთრებით დ. ყიფიანის თარგმანზე. მაგრამ თითქმის არც ერთი მათგანი არ იყო
გამოსადეგი სცენისათვის. ზოგი ბრჯგუ ასოებითაა დატვირთული, ზოგს ქალაქური იერი
დაჰკრავს („ჰამლეტჯან და სხვ.) ზოგი მთარგმნელი „ჰ“ სდევნის და მის ნაცვლად ხმარობს
„ღანს“, გამოდის არა „ჰამლეტი“, არამედ „ღამლეტი“ (—როგორც იტყოდნენ ჩვენი ძველები:
„ღუბერნატორი“, „ღლასნი“, „ღეკუბა“), ზოგი კიდევ გაარმიანებყლი სიტყვებითაა
აჭრელებული: „ამ პლაშჩს იცნობთ თქვენა?“ (მ. ყიფიანი), ან: „აჰა, ორი პატრეთი“
(არდაზიანი), ან კიდევ: „არ გაუცვეთია ბაშმაკები, რომლითაც მიზდევდა ქმრისა კუბოსა“
(არდაზიანი). ანტონ ფურცელაძის მიერ თარგმნილ „ჰამლეტში“ (IV მოქმედ.),— როცა
აღელვებული ლაერტი შემოიჭრება სცენაზე და მეფე კლავდიუსს მიმართავს თავისი მამის
პოლონიუსის დაღუპვის შესახებ, — მთარგმნელს აბზაცი ასე აქვს ნათარგმნი: „კოროლო, მერზავეცო, დამიბრუნე მამაჩემი“ და სხვ. ილიას ნათარგმნი „მეფე ლირი“ იმითაა შესანიშნავი, რომ იგი თოთხმეტ მარცვლოვანი
თეთრი ლექსით არის გამართული; მე ვამბობ თოთხმეტ მარცვლოვანი ურითმო ლექსზე, თორემ
თოთხმეტმარცვლოვანი რითმიანი ლექსი ხომ თვით ა. ჭავჭავაძის და ბარათაშვილის დროსაც
იყო განფენილი („გოგჩის ტბა“, „მერანი“). ალექ. ჭავჭავაძის წყობითა აქვს ნათარგმნი
ილიას 1860 წელს ბაირონის პოემები: „კაენი“, „მანფრედი“ (ნაწყვეტები), მეფე ლირში
კი ილიამ თითქმის შექმნა თოთხმეტ მარცვლოვანი ურითმო ლექსი და ამ ქართული
მეტყველების კეთილშობილ წყობას გზა გაუხსნა შემდეგი მთარგმნელებისაკენ (ივ.
მაჩაბლის თარგმნილი შექსპირი, გრ. ორბელიანის „ფსალმუნი“ და სხვ.). როგორც ვნახეთ, „მეფე ლირის“ თარგმანს სიხარულით მიეგება შექსპირის პირველი
მთარგმნელი დიმიტრი ყიფიანიც: „თარგმანმა სასიქადულოთ თავს გადივლო კრიტიკა
მიუკარებელი, შეუბრალებელი, დიდი შრომა გაგიწევიათ, ნიჭი გამოგიჩენიათო“ — სწერდა
ჭაღარა მოსილი მოღვაწე ი. ჭავჭავაძეს 1879 წელს. ილია ჭავჭავაძემ თავისი „ლირით“ ერთხელ კიდევ დაამტკიცა, რომ მას, გარდა კარგი
საქმის ინიციატორობის ინსტიქტისა, მუდამ ჰქონდა ქართული რიტმის ენობრივი შეგრძნობა
და ისეთი ეშხით მოქნევა სტრიქონისა, რომელიც ბღაჭიაშვილის ხმალივით ბასრი და ელვარე
იყო.]
* „ყველას მოსწონს, აკაკი წერეთლის გარდა“ (ილიას წერილიდან).
ღამის ციმციმში უდარდელი გონდოლიერი
ნავსა აბრძოლებს კიდის პირ-პირ ლაჟვარდ წყალთანა,
რინალდოს, ტანკრედს, ერმინიას ჰმღერს ბედნიერი“ (შენიე).
ჩვენს ხელთაა ახლად აღმოჩენილი ილიას კერძო წერილი, სა- დაც პოეტი „მეფე ლირის“
თარგმნის პროცესს ასე გატაცებით აგვიწერს. 1873 წლის 19 დეკემბერს ილია
პეტერბურგიდან თავის მეუღლეს სწერს: „... ვერ წარმოიდგენ ჩემს უბედურს და უგე-
მურს გარემოებას! ვგდივარ დილიდამ საღამომდე შინ და თუ გავალ ისიც სასეირნოდ. იმ
დღეს გიორგი შარვაშიძესთან ვიყავ — აი, მთავრის შვილი რომ არის. ამას წინად თვითონ
მოვიდა და მთხოვა შექსპირის ტრაგედია კოროლი ლირი, რომელიც ქართუ- ლად ანგლიურიდამ
გადავთარგმნეთ, წაგვიკითხეო. წავედი წასა- კითხავად; კარგა ბლომა ხალხი იყო და
ძალიან მოიწონეს. ასე იფიქრე, ქალებმა იტირეს და კაცები კი სულ აფერუმს იძახოდნენ.
მართლა და თარგმანი მშვენიერი რამ გამოვიდა, ასეთი კარგი, რომ წამკითხველი
მთარგმნელებს დაგვლოცვენ. ქალაქში რომ ჩამოვალ, გვინდა წარმოვადგინოთ. სცენაზე
მშვენიერი რამ იქნება. ვერ წარმოიდგენ, რა რიგად კარგად გამოვიდა ქართულს ენაზედ.
არც ერთი რუსული თარგმანი ქართულს არ შეედრება. აი, ღვთის მადლით, როცა მშვიდობით
მოვალ, მოვიტან და კარდანახში წა- გიკითხავთ და თუ არ გატიროთ, ცუდი კაცი ვიყო. შენ
ხომ იცი, რომ ჩემი ნაჯღაბნის ქება მე თვითონ არ მიყვარს, მაგრამ ეს ასე- თი
თარგმანია, რომ არ ვაქო, ცოდვა იქნება. აქაური ყმაწვილ- კაცობა მაგ თარგმნისათვის
გაგიჟებულია და აღტაცებაში მოსული“ *
* ილია ჭავჭავაძის კერძო წერილები ცოლისადმი (თითქმის ორასამდეა) ცალკე გამოსაცემად
ამზადებს ისტორიკოსი პავლე ინგოროყვა (ნაწილი ამ წერილებისა სუხუმში გამოსცა იოსებ
ლუარსაბის-ძე ბოცვაძემ)
* ს. ხუნდაძე; „მნათობი“, 1933 წ., 8-9, გვ. 281.
არ არს გაქლესილ და გაპოხილ პირფერობითა
და ვრჩევობ ჯერედ საქმე იყოს და მერე სიტყვა, -
მაგრამ მაინც გთხოვ აღიაროთ, ჩემო ხელმწიფევ,
რომე მიზეზი თქვენის შრომის და გულის აყრის
არ არის არა ბიწიერი ქცევა რამ ჩემი,
არცა კაცის კვლა, ავსულობა, ნამუს-დამხობა,
არც ქალწულების ჩემის რითმე შეურაცხოფა
და არცა სხვა სამარცხვინო რამ საქციელი, -
არა, არც ერთი საზიზღარი უწმინდურება
ვერ გაბედავს ჩემს ყოფაქცევას მოაცხოს რამე,
თუმც რაც მაკლია, მე იმით ვარ მხოლოდ მდიდარი,
მაგრამ ეგ ნაკლი მე გამიხდა წყრომის მიზეზად:
მე არ მაქვს თვალნი მათხოვარნი და ენა მლიქენი
და არ ქონვა ეგ მე მახარებს და მასულდგმმარებს,
თუმც მაგ არ ქონვამ მამის გული დამაკარგვინა.
*ამ წერილზე მიგვითითა თამარ მაჭავარიანმა, რომელსაც დიდ მადლობა მოვახსენებ.
** დაწვრილებით ქართული შექსპირიანა და ივანე მაჩაბელი“ (ამავე წიგნში)
„ლირის“ დაბეჭდვამდე პეტერბურგიდან მეტად საყურადღებო ცნობა დაიბეჭდა გაზ.
„დროებაში“ — „პეტერბურგში ჩვენი ყმაწვილები თარგმნიან პირდაპირ ინგლისურიდან
შექსპირის ტრაგედიას „კოროლ ლირს“. აქ შესანიშნავი ის კი არ არის, – განაგრძობს
კორესპონდენტი ვასილ მაჩაბელი, — რომ პირდაპირ დედანიდგან სთარგმნიან, არამედ ის
არის, რომ შექსპირის გარეგანი სიტყვების ფორმა სრულიად გადმოაქვთ ქართულ ენაზე იმ
ლექსთწყობილებით, რომელიც ჩვენს ლიტერატურაში არ ხმარებულა ე. ი. თოთხმეტმარცვლოვან
ლექსით, ურითმოთ (ხაზი ჩემია.—ი. გ.). ამბობენ, რომ ასეთი ლექსთ-წყობა ჩვენს ენას
უხდე- - ბა და კეთილხმოვანიც არისო“ („დროება“, 1873 წ., № 40).
![]() |
3 2. ილია — დეკლამატორი |
▲ზევით დაბრუნება |
ილია ჭავჭავაძე ახალგაზრდობაში ლექსებს ძალიან კარგად კითხულობდა. განსაკუთრებით უყვარდა ნ. ბარათაშვილის და გრ. ორბელიანის ლექსების წარმოთქმა. ილიას დამახასიათებელი თვისება ყოფილა, სიტყვის კაფიეტად გამოთქმა და სახის ნაკვთითა ათამაშება (მიმიკა). მისი დეკლამაცია იყო ბუნებრივი და შთამბეჭდავი.
„აქამდე ჩვენს თარგმნილს, ლირს წაიკითხავდი, — სწერს ილია თავის ცოლს კარდანახში პეტერბურგიდან 1874 წ. თებერვალს,— მომწერე, როგორ მოგეწონა შენ და სხვებსაც.
მაგას კაი წაკითხვა უნდა, რომ კაცმა მოიწონოს. სწორედ ახალ წლის პირველ დღეს სრულიად გავათავეთ თარგმანი. მე ძალიან მომწონს, სხვისა არ ვიცი.
აი, როცა მოვალ, მე თვითონ წაგიკითხამთ და მაშინ ნახავთ, როგორი თარგმანია“...
(ხაზები ჩემია ი. გ.). როგორც ზევით აღვნიშნეთ, ილიამ მართლაც წაიკითხა თბილისში, არამც თუ თბილისში, ქუთაისშიც და ყველგან აღტაცება გამოიწვია*. ილია ძალიან გატაცებული იყო ლირის თარგმნით, მისი დაბეჭდვით, მისი სცენაზე განსახიერებით, არა ნაკლებ აინტერესებდა „ლირის“ დეკლამაციაც: „მაგას კაი წაკითხვა უნდა“... „როცა მოვალ, მე თვითონ წაგიკითხამთ და ნახავთ როგორი თარგმანია“. ილიას სწამდა თავისი სიტყვის ძალა, გამოთქმის ლაზათი, მას ეს- მოდა სიტყვის საიდუმლოების შინაარსი, ხშირად სიტყვა ილიას ურჩი ბალღივით ებუტებოდა: პოეტს უყვარდა ამ სიტყვის ხელში ჩაგდება, მოთვინიერება. მისი შემოქმედების ყაბახი სავსე იყო ათას - ნაირი სიტყვის ფალავანით. იგი სიტყვის რაინდი იყო.
ილიას ხშირად იწვევდნენ საღამოებში მონაწილეობის მისაღე- ბად. იგი სცენიდან კითხულობდა საკუთარ მოთხრობებს, ხოლო ლექსები კი სხვა ავტორებისა უყვარდა. 1875 წელს, თბილისში, „ერთი კეთილი საქმის შესაწევრად“ (ასე ეწერა აფიშებში) გაიმართა პირველი - სალიტერატურო საღამო (4 აპრილს და 22 აპ-
(გაციფრებულია მხოლოდ 1 გვ.)
* ილიამ ქუთაისში წაიკითხა „მეფე ლირის“ ნაწყვეტები 1874 წ. 18 აპრილს. „დროება“ სწერდა: „ამ თვის თვრამეტს ქუთაისში შინაური ლიტერატურული საღამო ყოფილა. ამ საღამოზე ორმოც კაცამდე შეკრებილან. წაუკითხავთ: ილია ჭავჭავაძეს — „მგზავრის წერილები“, მერმე ატატო ბებურიშვილს —სცენები ხალხის ცხოვრებიდან. ბოლოს კი „მეფე ლირი“ მთარგმნელს – ილია ჭავჭავაძეს. მსმენელები ძალიან კმაყოფილი დარჩენილან საზოგადოდ საღამოთი. განსაკუთრებით მოსწონებიათ „მეფე ლირის“ თარგმანი („დროება“, 1874 წ., No 420. შდრ. აპოლონ მახარაძე — ლიტ. საქ.“ 1938 წ., No 8).