ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, თბ., 2012, გვ. 276-277, 516-517. ატრიბუცია: ილია ჭავჭავაძის ეს წერილი შემორჩენილია მხოლოდ ასლის სახით და თხზულებათა
ოცტომეულში იბეჭდება „სავარაუდონის“ განყოფილებაში. დათარიღება: ეს ინფორმაცია და თარიღი მოხსენიებულია ამავე წლის 3 მარტის წერილში. პირთა ანოტაციები: ჭავჭავაძე სოლომონ (სიმონ) გრიგოლის ძე (1797-1875) ყვარლელი მემამულე, ილია
ჭავჭავაძის ნათესავი. სოლომონის მამა – გრიგოლ (გიორგი) და ილიას პაპა – პაატა
ჭავჭავაძეები ძმები იყვნენ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 44-47, 332. დათარიღება: დროზე მინიშნებულია ილიას მიერ ოლღასადმი გაგზავნილი 28 თებერვლის წერილში. პირთა იდენტიფიკაცია: „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების
მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 148-150. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების,
ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი,
ქველმოქმედი. ბაგრატიონი (მუხრანელი) გიორგი კონსტანტინეს ძე (1820-1877) სენატორი, მეფისნაცვალ ბარიატისნკის საბჭოს წევრი, შემდეგ კი სამმართველოს
უფროსი, ოლღა გურამიშვილის მამიდაშვილი. გურამიშვილი თადეოზ ზაალის ძე (1800-1875) ქართლელი მემამულე, ქართლ-კახეთის უკანასკნელ დედოფალ მარიამ ციციშვილის დედის –
ელენე გიორგის ასულ გაზ. „დროება“, 1871, № 8, გვ. 1, № 14, გვ. 1-2. პირთა ანოტაციები: ყიფიანი ნიკოლოზ დიმიტრის ძე (1846- 1905) ჟურნალისტი, კრიტიკოსი, ვექილი. მონაწილეობას იღებდა ქართული თეატრის
საქმიანობაში. თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებში. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 191–192, 366–367. საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 2, გვ. 40, ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი №
22. პირთა ანოტაციები: ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887) მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის,
თბილისის ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების
ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის აგენტებმა. ქართულმა
მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი № 177, გვ. 35; გაზ. „ივერია“, 1886, № 45, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ
ოც ტომად, ტ. 7, თბილისი, 2005, გვ. 395. გაზ. „ივერია“, 1890, 1 მარტი, № 45, გვ. 1. გაზ. „ივერია“, 28 თებერვალი, № 44, გვ. 1. პირთა ანოტაციები: მელიქიშვილი ლევან ივანეს ძე (1817-1892) რუსეთის არმიის კავალერიის გენერალი, ნახჩევანის მაზრის უფროსი, კავკასიის
არმიის ჯარების მთავრსარდლის მოადგილე, ნიკოლოზ ბარათაშვილის მეგობარი.
გაზ. „კვალი“, 1900, № 9, გვ. 133-136, 143. პირთა ანოტაციები: ჟორდანია ნოე ნიკოლოზის ძე (1868-1953) სოციალ-დემოკრატი, ქართველი მენშევიკების ლიდერი. 1898 წლიდან „კვალის“
რედაქტორი. 1918-21 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავჯდომარე. 1921
წლიდან ცხოვრობდა ემიგრაციაში, გარდაიცვალა საფრანგეთში. ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928) ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე. კირვალიძე ვასილ ნინიას ძე 1862-1933) სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. იბეჭდებოდა ფსევდონიმებით: „ზემორაჭველი“, „დარიჯანიშვილი“,
„ვ.კ-ძე“, „გლეხი კირვალიძე“. ლასხიშვილი გიორგი მიხეილის ძე (1866-1931) პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სოციალ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი,
თანამშრომლობდა „ივერიაში“ იბეჭდებოდა ფესვდონიმით „ლალი“. პარიზში გამოსცემდა
გაზეთ „ცნობის ფურცლის“. წერეთელი გიორგი ექვთიმეს ძე (1842-1900) მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, გაზეთ ,,დროების”, შემდეგ კი ,,კვალის”
დაამრსებელ-რედაქტორი, მესამე დასის ერთ-ერთი ლიდერი.
1861
27 თებერვალი
წერილს უგზავნის სოლომონ ჭავჭავაძეს, რომელშიც სწერს, რომ მზად არის,
ნებისმიერ დროს დაიწეროს ჯვარი მის ქალიშვილზე. ასევე სთხოვს, რომ თუ
მამიდა ვერ შოულობს, მან გაუგზავნოს 500 მანეთი. გარანტიის სახით სთავაზობს,
რომ დაბეჭდოს მისი ღვინოები.
წყარო:
1863
27 თებერვალი
ოლღა გურამიშვილსგან იღებს ბარათს, რომელშიც სთხოვს, ინახულოს გიორგი
მუხრანბატონი, რათა მან უშუამდგომლოს ახალგაზრდებს თადეოზ გურამიშვილთან.
ოლღა დარწმუნებულია, რომ ის შეძლებს მათ დახმარებას.
წყარო:
გურამიშვილის ძმიშვილი, ილია ჭავჭავაძის სიმამრი.
1871
27 თებერვალი
გაზეთ „დროებაში“ „ნიკ. დიმიტრიძის“ ფსევდონიმით იბეჭდება ნიკოლოზ ყიფიანის
რეცენზია, რომელშიც საუბარია ჟურნალ „კრებულის“ პირველ ორ ნომერში
გამოქვეყნებულ თხზულებებზე. განხილულია ილია ჭავჭავაძის „სცენები მიროვოი
პოსრედნიკთან“ და „მგზავრის წერილები“. ნათქვამია, რომ მისი ნაწერები
განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს და რომ მათში ბევრი ისეთი საკითხია
წამოჭრილი, რომელზე დაფიქრებაც გვმართებს.
წყარო:
1875
27 თებერვალი
ადის საგურამოში სახლ-კარის დასახედად და მოსავლის დასახედად.
წყარო:
1880
27 თებერვალი
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას და ხელს აწერს დიმიტრი
ყიფიანის მიერ ბანკისთვის მომგებიანი ბილეთების მიყიდვის პირობების შესახებ
დადგენილებას.
წყარო:
1886
27 თებერვალი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
26 თებერვალს“ („შინაური საქმეები გერმანიას...“). თხზულებათა კრებულებში
იბეჭდება სათაურით „გერმანიის შინაური საქმეები“.
წყარო:
1890
27 თებერვალი
მონაწილეობს თბილისის გუბერნატორთან გამართულ თათბირში. განიხილავენ სოფლად
პურის მაღაზიების მოწყობის საკითხს და ირჩევენ საორგანიზაციო კომისიაში.
წყარო:
1892
27 თებერვალი
მონაწილეობს ლევან მელიქიშვილის დაკრძალვის სამგლოვიარო პროცესიაში.
წყარო:
1900
27 თებერვალი
გაზეთ „კვალში“ იბეჭდება გაგრძელება ნოე ჟორდანიას ვრცელი წერილისა
სათაურით „პრესა“. ავტორის თქმით, ილია ჭავჭავაძე დამარცხდა როგორც
პროგრესისტი. გაზეთ „ივერიის“ გამოცემა მან ნიკო ნიკოლაძესთან პოლემიკისა
და „დროებიდან“ წასვლის გამო გადაწყვიტა და ეს გაზეთი „ბანკის დამატებად“
აქცია. აქვე იბეჭდება ვასილ კირვალიძის სტატია „ბატონ ლალს“. ავტორი გიორგი
ლასხიშვილს (ფსევდ. „ლალი“) „ივერიის“ ადვოკატს უწოდებს, რომელიც ამაოდ
ცდილობს გიორგი წერეთლის საფლავთან ვასილ კირვალიძის მიერ ამ გაზეთის
წინააღმდეგ წაყენებული ბრალდების გაბათილებას.
წყარო: