
გაზ. „ივერია“, 1878, № 26, გვ. 3, 6. გაზ. „დროება“, 1882, 7 ივლ., № 139, გვ. 1. პირთა ანოტაციები: მესხი სერგეი სიმონის ძე (1844/1845-1883) მწერალი, პუბლიცისტი ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა პეტერბურგის
უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი. 1868 წლიდან მიიწვიეს „დროების“
რედაქტორად. იყო „ახალი ახალგაზრდობის“ ლიტერატურული ჯგუფის წევრი. დიდი წვლილი
შეიტანა ქართული ჟურნალისტიკის, ლიტერატურის კრიტიკისა და თეატრის განვითარების
საქმეში. აბაშიძე ივანე ქაიხოსროს ძე (დაბ. 1822) „დროებისა“ და „ივერიის“ კორესპონდეტი 1878-1882 წლებში, აკაკი წერეთლის დედის –
ეკატერინეს მამა. სერჟპუტოვსკი – ქუთაისის მაზრის საგლეხო „პრისუტსტვიის“ წევრი. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი № 1052, გვ. 401-424; გაზ. „ივერია“, 1886, 7 ივლისი, № 145, გვ. 1. ი.
ჭავჭავაძე, თსკ (შემდგ. პ. ინგოროყვა), ტ.IV, 1955; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
8, 2007, გვ. 176. პირთა ანოტაციები: ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887) მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის,
თბილისის ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების
ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის აგენტებმა. ქართულმა
მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. გაზ. „ივერია“, 1894, № 142, გვ. 2 გაზ. „ივერია“, 1902, 6 ივლისი, № 141, გვ. 1-2; ლ. ჭრელაშვილი, ილია ჭავჭავაძის
უცნობი ნაწერები 1900-იან წლებში, ილიას კრებული, II, თსუ, 2004; ი. ჭავჭავაძე, თსკ
ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 495. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება
მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 622, 711,
717-718.
1878
6 ივლისი
გაზეთ „ივერიაში“ აქვეყნებს ლექსის „ვიხილე სატრფო“ განსხვავებულ ვარიანტს
(„ვნახევი სატრფო“) და უსათაუროს („მაშინ დავსტკბები სრულის სამოთხით...“).
წყარო:
1882
6 ივლისი
ცხადდება თბილისის სასამართლო პალატაში, სადაც უნდა განხილულიყო „დროების“
რედაქტორის სერგეი მესხის, ყოფილი რედაქტორის ილია ჭავჭავაძისა და ამავე
გაზეთში გამოქვეყნებული კორესპონდენციის ავტორის ივანე აბაშიძის საქმე ბ.
სერჟპუტოვსკის საჩივრის გამო, მაგრამ განხილვა გადაიდო.
წყარო:
1886
6 ივლისი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად განაგრძობს პოლემიკური წერილის
ბეჭდვას თარიღით „ტფილისი, 5 ივლისი“ („წინა წერილში ხომ ვნახეთ, რომ ბ-ნმა
ყიფიანმა მის მიერ განზრახულ ბანკს...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში
იბეჭდება სათაურით „კამათი კვლავ დიმიტრი ყიფიანთან ბანკის საკითხებზე“.
წყარო:
1894
6 ივლისი
გაზეთ „ივერიის“ „დამაკვირდის“ რუბიკაში ასტრონიმით (**) აქვეყნებს
ქრისტიანულ სწავლებაზე დამყარებულ და მის მიერ ჩამოყალიბებულ სენტენციას „ყოველთვის
უნდა გახსოვდეთ დღე აღსასრულისა, რათა უფრო გონივრად იცხოვროთ“.
წყარო:
1894
6 ივლისი
აზეთ „ივერიის“ „დამაკვირდის“ რუბიკაში ასტრონიმით (**) აქვეყნებს
ქრისტიანულ სწავლებაზე დამყარებულ და მის მიერ ჩამოყალიბებულ სენტენციას „ყოველთვის
უნდა გახსოვდეთ დღე აღსასრულისა, რათა უფრო გონივრად იცხოვროთ“.
წყარო: