The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


2.10

1890    
     
2 ოქტომბერი    
     
ესწრება ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ვახტანგ ორბელიანის დაკრძალვას. ქშწ-კგ საზოგადოებისა და „ივერიის“ რედაქციის სახელით გარდაცვლილის კუბოს ამკობს გვირგვინებით.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1890, 3 ოქტომბერი, № 209, გვ. 1.

პირთა ანოტაციები:

ორბელიანი ვახტანგ ვახტანგის ძე (1812-1890)

პოეტი რომანტიკოსი, ერეკლე II ასულის თეკლა ბატონიშვილის უმცროსი ვაჟი, 1832 წლის შეთქმულების ინიციატორი, მომრიგებელი მოსამართლე.

     
1892    
     
 2 ოქტომბერი    
     
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც განიხილავენ სექტემბერში მაღაზიისა და კანცელარიის დანახარჯს და აკმაყოფილებენ წინარეხისა და ხელთუბნის სკოლების თხოვნას წიგნებისა და სასკოლი ინვენტარის მიწოდების შესახებ. განიხილავენ ბათუმის სკოლაში თანამშრომლის ქოლერით დაავადების შემთხვევის გამო სწავლის შეწყვეტის საკითხს და მდგომარეობის დაწვრილებით შესწავლას ავალებენ გრიგოლ ვოლსკის. მაღაზიისთვის იძენენ იაკობ გოგებაშვილის მიერ შედგენილ წიგნს „კუნწულა ანუ მოთხრობანი მოზრდილ ყრმათათვის“. მადლობას უცხადებენ თედო სახოკიას და სხვებს შემოწირულობებისათვის. იღებენ დადგენილებას, რომ საზოგადოების საწევრო თანხით შეიძინონ სარგებლიანი საბანკო ქაღალდები.   წყარო:

ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 198, გვ. 224.

პირთა ანოტაციები:

ვოლსკი გრიგოლი იოსების ძე (1860-1909)

პუბლიცისტი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე. თანამშრობლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებთან, ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას.

გოგებაშვილი იაკობ (1840-1912)

მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.

სახოკია თედო ტიმოთეს ძე (1868-1956)

მწერალი, ლექსიკოგრაფი, მთარგმნელი. თანამშრომლობდა „ივერიასთან“, იყო საფრანგეთში გამომავალ გაზეთ „საქართველოს“ თანარედაქტორი. 1908 წელს ციმბირში გადაასახლეს და მხოლოდ 8 წლის შემდეგ დაბრუნდა.

     
1894    
     
2 ოქტომბერი    
     
იღებს დავით ავალიშვილის წერილს კახეთში რკინიგზის გაყვანის საჭიროების შესახებ.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 437.