1906 2 იანვარი | ||
ეპისკოპოსი კირიონი პეტერბურგიდან წერილს უგზავნის მღვდელ სოსო ჩიჯავაძეს. კმაყოფილებას გამოთქვამს, რომ საეკლესიო საკითხების განხილვის დროს იქ იმყოფებიან საქართველოს საუკეთესო წარმომადგენლები. პირველ რიგში ასახელებს ილია ჭავჭავაძეს. |
წყარო კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, კირიონ II-ის არქივი, № 251. პირთა ანოტაციები: საძაგლიშვილი გიორგი იერონიმეს ძე (კირიონ II) ღვთისმეტყველების კანდიდატი, პედაგოგი, ისტორიკოსი, საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი, სრულიად საქართველოს პირველიკათოლიკოს-პატრიარქი 1917-1918 წლებში. ჩიჯავაძე იოსებ თეოფილეს ძე (1867-1929) სასულიერო პირი, 1891 წლიდან წმინდა ბარბარეს ეკლესიის წინამძღვარი. 1906 წელს გაზეთ „სიტყვის“, მოგვიანებით ჟურნალ „სვეტიცხოვლის“ რედაქტორი, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისათვის აქტიური მებრძოლი. |
|
1906 3 იანვრამდე | ||
პეტრე გრუზინსკი ნოტარიუსისგან იღებს ილია ჭავჭავაძის ვექსილს. |
წყარო კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 1027. პირთა ანოტაციები: ბაგრატიონ-გრუზინსკი პეტრე ალექსანდრეს ძე (1857-1922) კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოს საგანგებო დავალებათა მოხელე, თსს ბანკის ზედამხედველი კომიტეტისა და ქართული დრამატული საზოგადოების კომიტეტის წევრი. |
|
1906 4 იანვარი | ||
გიორგი ჟურულთან ერთად პეტერბურგიდან მიემგზავრება თბილისისკენ. |
წყარო გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1906, 6 იანვ., № 2974, გვ. 3. პირთა ანოტაციები: ჟურული გიორგი დურმიშხანის ძე (1865-1951) პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრი. ავტორი მოგონებებისა ილია ჭავჭავაძეზე. გარდაიცვალა ემიგრაციაში. |
|
1906 5 იანვარი | ||
წყარო გაზ. „სხივი“, 1906, 5 იანვარი, № 13, გვ. 1. პირთა ანოტაციები: ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928) ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე. |
||
1906 იანვრის შუა რიცხვებამდე. | ||
ბრუნდება თბილისში. |
წყარო გიორგი აბაშიძე, ილია ჭავჭავაძე (ცხოვრება და ღვაწლი), თბ. 2005, გვ. 122-123. |
|
1906 იანვრის შუა რიცხვებიდან | ||
თავადაზნაურთა საგანგებო თათბირზე საუბარია აჯანყებულ გლეხთა წინააღმდეგ თავადაზნაურობის შეიარაღებული დაპირისპირების საჭიროებაზე. ილია ჭავჭავაძე მოუწოდებს, არ გადადგან ასეთი სამარცხვინო ნაბიჯი. |
წყარო არჩილ ჯაჯანაშვილი, სამი შეხვედრა ილიასთან, გაზ. „ლიტერატურული საქართველო“, 1936, 24 მაისი , № 7. გიორგი აბაშიძე, ილია ჭავჭავაძე (ცხოვრება და ღვაწლი), თბ. 2005, გვ. 122-123. |
|
1906 იანვარი | ||
იღებს ანტონ ფურცელაძის წერილს ბაბაევის საქმესთან დაკავშირებით. |
წყარო კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 618. დათარიღება: „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 30. პირთა ანოტაციები: ფურცელაძე ანტონ ნიკოლოზის ძე (1839-1913) მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. მუშაობდა თბილისის გიმნაზიაში, შემდეგ ზუგდიდში. მოღვაწეობდა „ცისკარში“, „მნათობში“, „გუთნის დედასა“ და სხვა ჟურნალებში. ბაბაევი დამატებითი ცნობები პიროვნების შესახებ არ მოგვეპოვება. |
|
1906 2 თებერვლამდე | ||
მოურავი მოსე მემარნიშვილი აცნობებს საგურამოს მამულიდან მისი ქონების დატაცების შესახებ. |
წყარო ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 245, 494. პირთა ანოტაციები: მემარნიშვილი მოსე ოტოს ძე ილია ჭავჭავაძის მოურავი საგურამოში, მოკლეს 1907 წლის 7 ივნისს. |
|
1906 2 თებერვალი | ||
საპასუხო წერილს უგზავნის მოურავ მოსე მემარნიშვილს. პრისტავს უთვლის, რომ დამტაცებლებს ზარალის მხოლოდ ნახევარი აანაზღაურებინოს და ისიც ქვრივ-ობლებს დაურიგოს. ამასთანავე, სთხოვს ანგარიშის ჩაბარებას, ვის რას მისცემს. |
წყარო გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17594; გაზ. „დროება“, 1909, № 32, ილია წინამძღვრიშვილის პუბლიკაცია; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 163; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 245, 494. პირთა ანოტაციები: მემარნიშვილი მოსე ოტოს ძე ილია ჭავჭავაძის მოურავი საგურამოში, მოკლეს 1907 წლის 7 ივნისს. |
|
1906 11 თებერვალი | ||
თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლი გიორგი ბაგრატიონ[1]დავითაშვილი წერილობით სთხოვს ურჩიოს, რა ზომების მიღება აჯობებს არსებული აგრარული უწესრიგობის დასარეგულირებლად. |
წყარო ხელნაწერთა ეროვნული არქივი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 35 (266). პირთა ანოტაციები: ბაგრატიონ-დავითაშვილი (დავითიშვილი) გიორგი (გოგი) ალექსანდრეს ძე (1858-1929) ივანე მაჩაბლის ცოლის ძმა, გორის და შემდეგ თბილისის მაზრების თავადაზნაურობის წინამძღოლი. |
|
1906 20 თებერვალი | ||
თბილისის სათავადაზნაურო ბანკის წევრთა კრებაზე ირჩევენ ბანკის პირველი ჯგუფის რწმუნებულად სამი წლის ვადით. |
წყარო „პატარა გაზეთი“, 1906, № 6 |
|
1906 24 თებერვალი | ||
ოდესის საბაღო მეურნეობიდან იწერს ყვავილების ნერგებს. |
წყარო ხელნაწერთა ეროვნული არქივი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 693. |
|
1906 1 მარტი | ||
წყარო გაზ. „ცნობის ფურცელი“ 1906, 1 მარტი, № 3015, გვ. 2. პირთა ანოტაციები: გოგებაშვილი იაკობ (1840-1912) მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. |
||
1906 4 მარტი | ||
მონაწილეობს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა კომისიის მუშაობაში, რომელსაც მინდობილი აქვს სახელმწიფო საბჭოში ამომრჩეველთა კანდიდატების შერჩევა. ირჩევენ მას და მიხეილ გედევანიშვილს. ილია ჭავჭავაძე თავდაპირველად უარს ამბობს, მაგრამ თხოვნის შემდეგ თანხმდება. |
წყარო:
წერილი გიორგი ჟურულისადმი, ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 246-247, 495. პირთა ანოტაციები: გედევანიშვილი მიხეილ ალექსანდრეს ძე (1862-1922) ექიმი და საზოგადო მოღვაწე. მისი ხელმძღვანელობითა და დაფინანსებით გამოიცა ილია ჭავჭავაძის თხზულებათა პირველი ტომი 1914 წელს. |
|
1906 6 მარტამდე | ||
იღებს გიორგი ჟურულის წერილს. აინტერესებს, რამდენად სასურველი და რამდენად რეალურია მის მიერ კონკრეტული თანამდებობის დაკავება. |
წყარო ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 246-247, 495 პირთა ანოტაციები: ჟურული გიორგი დურმიშხანის ძე (1865-1951) პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრი. ავტორი მოგონებებისა ილია ჭავჭავაძეზე. გარდაიცვალა ემიგრაციაში |
|
1906 6 მარტი | ||
<b>მარტი </b>საპასუხო წერილს უგზავნის გიორგი ჟურულს. აცნობებს, რომ თანამდებობა, რომლის შესახებაც ეკითხება, ძალიან კარგია როგორც ქვეყნისთვის, ისე საკუთრივ მისთვის. ასევე სწერს, რომ თავადაზნაურთა კომისია სახელმწიფო საბჭოს წევრებად მისი და მიხეილ გედევანიშვილის გაგზავნას აპირებს |
წყარო ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 246-247, 495 პირთა ანოტაციები: ჟურული გიორგი დურმიშხანის ძე (1865-1951) პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრი. ავტორი მოგონებებისა ილია ჭავჭავაძეზე. გარდაიცვალა ემიგრაციაში. |
|
1906 6 მარტი | ||
დეპეშას უგზავნის თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლ გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილს და ატყობინებს, რომ ავადმყოფობის გამო სხდომას ვერ დაესწრება. |
წყარო საქართველოს ეროვნული არქივი, ფონდი 214, საქმე 3514, ფურ. 13; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 247, 495. პირთა ანოტაციები: ბაგრატიონ-დავითაშვილი (დავითიშვილი) გიორგი (გოგი) ალექსანდრეს ძე (1858- 1929) ივანე მაჩაბლის ცოლის ძმა, გორის და შემდეგ თბილისის მაზრების თავადაზნაურობის წინამძღოლი. |
|
1906 6 მარტი | ||
იღებს სპირიდონ ვირსალაძის მიერ გაგზავნილ დეპეშას, რომლითაც აცნობებს ქუთაისიდან დაბრუნების დროს. |
წყარო კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 669. პირთა იდენტიფიკაცია: დეპეშაში სპირიდონ ვირსალაძის მხოლოდ გვარია ნახსენები. პირთა ანოტაციები: ვირსალაძე სპირიდონ სიმონის ძე (1868-1930) მეცნიერული თერაპიისა და ტროპიკული მედიცინის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში, პროფესორი. პირველი ქართული სამედიცინო ჟურნალ „ექიმის“ რედაქტორი |
|
1906 6 მარტიდან | ||
მას შემდეგ, რაც იმპერატორმა ნიკოლოზ მეორემ რუსეთის სახელმწიფოს ტერიტორიაზე კათალიკოსობის აღდგენის საკითხის განსახილველად შექმნა საგანგებო კომისია, საქართველოში ეწყობა კრებები, რომლებსაც ილია ჭავჭავაძეც ესწრება. |
წყარო ექვთიმე თაყაიშვილი, მოგონებანი ქართველ მწერლებზე, ლიტერატურის მატიანე, წ. 6, ნაკვ. 1,1952, გვ. 8. პირთა ანოტაციები: ნიკოლოზ II (ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე რომანოვი) (1868-1918) რუსეთის იმპერატორი 1894-1917 წლებში. დახვრიტეს კომუნისტებმა ოჯახთან ერთად. |
|
1906 7 მარტი | ||
განიხილავენ სახელმწიფო საბჭოს ამომრჩევლად მისი წარდგენის საქმეს. |
წყარო წერილი გიორგი ჟურულისადმი, ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, თბ., 2012, გვ. 247 |
|
1906 8 მარტი | ||
თანხმობას აცხადებს კენჭი იყაროს სახელმწიფო საბჭოს ამომრჩევლად. |
წყარო „საისტორიო მოამბე“, ტ. 3, 1947, გვ. 267. |
|
1906 9 მარტი | ||
თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საგანგებო კრებაზე, რომელსაც თავად არ ესწრება, 40 ხმით ერთის წინააღმდეგ ირჩევენ თბილისის გუბერნიიდან სახელმწიფო საბჭოს ამომრჩევლად. ვასილ მაჩაბელი ღიად ამბობს უარს მისთვის ხმის მიცემაზე. |
წყარო „საისტორიო მოამბე“, ტ. 3, 1947, გვ. 267–268. პირთა ანოტაციები: მაჩაბელი ვასილ გიორგის ძე (1845-1918) თავადი, ვექილი, საზოგადო მოღვაწე, ივანე მაჩაბლის ძმა. |
|
1906 17 მარტი | ||
იძენს სურათს თბილისელი ვაჭრისგან. |
წყარო კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 693 |
|
1906 23 მარტი | ||
თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლი გიორგი ბაგრატიონდავითაშვილი ოფიციალურად აცნობებს თავადაზნაურთა კრების დადგენილებას, რომლის თანახმად, მას მიეცემა პეტერბურგში გასამგზავრებელი ბილეთის საფასური და 14 დღის საცხოვრებელი თანხა. |
წყარო გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1906, 23 მარტი, № 3034, გვ. 2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 14, 2007, გვ. 531-532. პირთა ანოტაციები: შექსპირი უილიამ (1564-1616) ინგლისელი პოეტი და დრამატურგი. |
|
1906 25 მარტი | ||
იღებს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საგანგებო კრებაზე სახელმწიფო საბჭოს ამომრჩევლად მისი წარდგენის დამადასტურებელ მოწმობას. |
წყარო კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 37; საისტორიო მოამბე. ტ. 3. 1947, გვ. 268. |
|
1906 30 მარტი | ||
იღებს ტატიანა ნაზაროვას დეპეშას დამდეგი აღდგომის დღესასწაულის მილოცვით. |
წყარო კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 669. პირთა იდენტიფიკაცია: დეპეშაში ნაზაროვას სახელი მითითებული არ არის. პირთა ანოტაციები: ნაზაროვა (ანდრიუშჩენკო) ტატიანა გიორგის (იურის) ასული ქველმოქმედი, საზოგადო მოღვაწე, ღარიბ მოწაფეთა სამზრუნველო კომიტეტის თავმჯდომარე ქუთაისში |
|
1906 მარტის მეორე ნახევარი | ||
მიხეილ გედევანიშვილთან და ვლადიმერ მიქელაძესთან ერთად მატარებლით მიემგზავრება პეტერბურგში, სახელმწიფო საბჭოს წევრთა არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. |
წყარო გ. ხვედელიძე, მიხეილ გედევანიშვილი, 1960, გვ. 144; გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1906, № 3034; „პატარა გაზეთი“, 1906, № 22, 25. პირთა ანოტაციები: გედევანიშვილი მიხეილ ალექსანდრეს ძე (1862-1922) ექიმი და საზოგადო მოღვაწე. მისი ხელმძღვანელობითა და დაფინანსებით გამოიცა ილია ჭავჭავაძის თხზულებათა პირველი ტომი 1914 წელს. მიქელაძე ვლადიმერ (პროკოფი) სიმონის ძე (1855-1926) პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, „ივერიის“ თანამშრომელი, თბილისის სასოფლოსამეურნეო ბანკის მმართველი, თბილისის საბჭოს ხმოსანი |
|
1906 1 აპრილი | ||
მიხეილ გედევანიშვილთან და ვლადიმერ მიქელაძესთან ერთად ჩადის პეტერბურგში და ბინავდება მოიკის № 61-ში. |
წყარო გ. ხვედელიძე, მიხეილ გედევანიშვილი, 1960, გვ. 146. პირთა ანოტაციები: გედევანიშვილი მიხეილ ალექსანდრეს ძე (1862-1922) ექიმი და საზოგადო მოღვაწე. მისი ხელმძღვანელობითა და დაფინანსებით გამოიცა ილია ჭავჭავაძის თხზულებათა პირველი ტომი 1914 წელს. მიქელაძე ვლადიმერ (პროკოფი) სიმონის ძე (1855-1926) პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, „ივერიის“ თანამშრომელი, თბილისის სასოფლოსამეურნეო ბანკის მმართველი, თბილისის საბჭოს ხმოსანი |
|
1906 2 აპრილი | ||
იღებს დავით სარაჯიშვილის დეპეშას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მილოცვით |
წყარო კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 669. პირთა ანოტაციები: სარაჯიშვილი დავით ზაქარიას ძე- (1848-1911) მეწარმე და მეცენატი, ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებელი. განათლება მიიღო პეტერბურგის, მიუნხენისა და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტებში. 1885 წელს თბილისში ააგო კონიაკის დასაძველებელი საწყობი. |
|
1906 2 აპრილის შემდეგ | ||
ვიზიტები აქვს პეტერბურგის თავადაზნაურობის წინამძღოლ ვასილი გუდოვიჩთან და მინისტრთა კომიტეტის საქმეთა მმართველ ემანუილ ნოლდესთან. |
წყარო გ. ხვედელიძე, მიხეილ გედევანიშვილი, 1960, გვ. 146. პირთა ანოტაციები: გუდოვიჩი ვასილი ვასილის ძე (1866-1945) რუსი სახელმწიფო მოღვაწე, 1903-1908 პეტერბურგის თავადაზნაურობის წინამძღოლი. ნოლდე ემანუილ იულის ძე (1854-1909) რუსი სახლმწიფო მოღვაწე, 1902-1906 წლებში მინისტრთა კომიტეტის საქმეთა მმართველი, 1905 წელს ასრულებდა კავკასიის მეფისნაცვლის მოვალეობას, 1906 წელს აირჩიეს სახელმწიფო საბჭოს წევრად. |
|
1906 4 აპრილი | ||
ალექსანდრე ყიფშიძე ძმას, ზაქარიას პეტერბურგიდან თბილისში უგზავნის წერილს, რომლითაც ატყობინებს, რომ ილია ჭავჭავაძემ, ვლადიმერ მიქელაძემ და მიხეილ გედევანიშვილმა ურჩიეს სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში მონაწილეობის მიღება. |
წყარო ამონაწერები ზაქარია ყიფშიძის კერძო წერილებიდან, ლიტერატურის მატიანე,1940, წ. 1-2, გვ. 185-190. პირთა ანოტაციები: ყიფშიძე ალექსანდრე თევდორეს ძე (1862-1916) ისტორიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, მთარგმნელი. გაზ. „საქართველოს“ ერთ-ერთი დამაარსებელი. წერდა ფსევდონიმით „ფრონელი”. ყიფშიძე ზაქარია (შაქრო) თევდორეს ძე
(1873-1938) გენერალი, გრიგოლ, ალექსანდრე და ილია ყიფშიძეების ძმა.
მიქელაძე ვლადიმერ (პროკოფი) სიმონის ძე (1855-1926) პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, „ივერიის“ თანამშრომელი, თბილისის სასოფლოსამეურნეო ბანკის მმართველი, თბილისის საბჭოს ხმოსანი, გედევანიშვილი მიხეილ ალექსანდრეს ძე
(1862-1922) ექიმი და საზოგადო მოღვაწე. მისი ხელმძღვანელობითა და
დაფინანსებით გამოიცა ილია ჭავჭავაძის თხზულებათა პირველი ტომი 1914 წელს |
|
1906 5-6 აპრილი | ||
პეტერბურგში გამართულ საბჭოს წევრების ამომრჩეველთა წინასაარჩევნო კრებებზე მთავარი საკამათო საკითხია, მიეკუთვნოთ თუ არა ადგილები ბალტიისპირეთს, დონის სამხედრო ოლქს და კავკასიას. ხანგრძლივი კამათისა და ამ მხარეების წარმომადგენელთა დიდი ძალისხმევის შედეგად საკითხი დადებითად წყდება. |
წყარო „Петербургский листок“, 1906, 9 აპრილი; წყარო: დიმიტრი შველიძე, პოლიტიკური პარტიების წარმოშობა საქართველოში, 1993, გვ. 183 |
|
1906 7 აპრილი | ||
61 ხმით 17-ის წინააღმდეგ სახელმწიფო საბჭოში ირჩევენ საქართველოს თავადაზნაურობის წარმომადგენლად. |
წყარო „საისტორიო მოამბე“, ტ. 3, 1947, გვ. 268; გაზ. „Тифлисский листок“, 1906, № 77; გაზ. „Кавказ“, 1906, № 82. |
|
1906 7 აპრილი | ||
სახელმწიფო საბჭოში მისი არჩევის შესახებ პეტერბურგიდან დეპეშით ატყობინებს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლ გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილს. |
წყარო საქართველოს ეროვნული არქივი, ფონდი 214, საქმე 3514, ფურ. 41. ავტოგრაფი, დედანი. რუს. ენაზე; „საისტორიო მოამბე“, ტ. 3, 1947, გვ. 268; „На повороте “, 9.IV.1906; „Кавказ“, 1906,№ 32; „Тифлисский листок“, 1906, № 77; გურამ შარაძე, ილია ჭავჭავაძე (ცხოვრება, მოღვაწეობა, შემოქმედება - ფოტომატიანე), ტ. 2, თბ., 1990, გვ. 276; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 248, 496-497. პირთა ანოტაციები: ბაგრატიონ-დავითაშვილი (დავითიშვილი) გიორგი (გოგი) ალექსანდრეს ძე (1858- 1929) ივანე მაჩაბლის ცოლის ძმა, გორის და შემდეგ თბილისის მაზრების თავადაზნაურობის წინამძღოლი |
|
1906 7-8 აპრილი | ||
რუსული გაზეთების კორესპონდენტებთან ინტერვიუში აცხადებს, რომ სახელმწიფო საბჭოში იგი აირჩია თავადაზნაურობამ, მაგრამ იქნება მთელი საქართველოს და ქართველთა ინტერესების დამცველი. |
წყარო მ. ბოლქვაძე, ჟურ. „განათლება“, 1908, № 3-4, გვ. 108. |
|
1906 8 აპრილი | ||
მეუღლე ოლღა გურამიშვილი-ჭავჭავაძისა დეპეშით ულოცავს სახელმწიფო საბჭოს წევრად არჩევას. |
წყარო კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 669. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. |
|
1906 8 აპრილი | ||
ნიკო ნიკოლაძე დეპეშით ულოცავს სახელმწიფო საბჭოს წევრად არჩევას. |
წყარო კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 669. პირთა ანოტაციები: ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928) ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე. |
|
1906 8 აპრილი | ||
ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანი თავადაზნაურთა სახელით დეპეშით ულოცავს სახელმწიფო საბჭოს წევრად არჩევას. |
წყარო კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 669. პირთა ანოტაციები: ორბელიანი (ჯამბაკურიანი) ალექსანდრე (სანდრო) ესტატეს ძე (1835-1837) თავადი. შტაბსკაპიტანი, ილია ჭავჭავაძის დის, ელისაბედის მაზლი (პირველი ქმრის ძმა). |
|
1906 8 აპრილი | ||
ნიკოლაძე-წინამძღვრიშვილი და ჩიკვაიძე დეპეშით ულოცავენ სახელმწიფო საბჭოს წევრად არჩევას. |
წყარო კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 669. პირთა იდენტიფიკაცია: ჩიკვაიძის სახელი არ წერია. პირთა ანოტაციები: ნიკოლაძე-წინამძღვრიშვილი ელისაბედ (ლიზა) დამატებითი ცნობები პიროვნების შესახებ არ მოგვეპოვება. |
|
1906 9 აპრილი | ||
გაზეთი „პეტერბურგსკი ლისტოკი“ აქვეყნებს ინფორმაციებს სახელმწიფო საბჭოს ახალი წევრების შესახებ. ამავე ნომერში იბეჭდება ინტერვიუ ილია ჭავჭავაძესთან, სადაც ნათქვამია, რომ ის არის „საერთოდ კავკასიის და, კერძოდ, საქართველოს ფართო თვითმმართველობის მომხრე, ადგილობრივი საკანონმდებლო ხელისუფლებით“. |
წყარო დიმიტრი შველიძე, პოლიტიკური პარტიების წარმოშობა საქართველოში, 1993, გვ. 185. გაზ. „Петербургский листок“, 1906, № 96, 9 აპრილი; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 16, 2017. |
|
1906 9 აპრილი | ||
ლევ გოლიცინი დეპეშით ულოცავს სახელმწიფო საბჭოს წევრად არჩევას. |
წყარო დიმიტრი შველიძე, პოლიტიკური პარტიების წარმოშობა საქართველოში, 1993, გვ. 185. გაზ. „Петербургский листок“, 1906, № 96, 9 აპრილი; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 16, 2017. |
|
1906 9 აპრილი | ||
გიორგი და ალექსანდრე ცისკარიშვილები, დიმიტრი ჭავჭავაძე, ბესარიონ გოგოხია, ალექსანდრე ჩიჯავაძე და სხვები დეპეშებით წარმატებას უსურვებენ სახელმწიფო საბჭოში. |
წყარო კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 669. პირთა ანოტაციები: ცისკარიშვილი ალექსანდრე ტყის მცველი, სოციალ-დემოკრატებმა მოაკვლევინეს თბილისში 1906 წელს. ცისკარიშვილი გიორგი ივანეს ძე (გარდ. 1936 შემდეგ) მომრიგებელი შუამავალი ახმეტაში, ზემო ალვანის შვიდწლიანი სკოლის მასწავლებელი. ჭავჭავაძე დიმიტრი (ტიტიკო) იოსების ძე
(დაბ.1849) ილია ჭავჭავაძის შორეული ნათესავი. |
|
1906 9 აპრილი | ||
თამარ გრუზინსკაია და მარიამ ორბელიანი დეპეშით ულოცავენ სახელმწიფო საბჭოს წევრად არჩევას. |
წყარო კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 669. პირთა ანოტაციები: ბაგრატიონ-გრუზინსკი თამარ (1874 -?) გიორგი XII -ის შვილიშვილის და თადეოზ გურამიშვილის მამიდის შთამომავალი, ცოლად ჰყავდა ვორონეჟის გუბერნიაში მცხოვრებ „ნადვორნი სოვეტნიკ“ ალექსანდრე ვლადიმერის ძე ისლავინს. ორბელიანი მარიამ ვახტანგის ასული
(1852-1941) ცნობილი პოეტის - ვახტანგ ვახტანგის ძე ორბელიანის ქალიშვილი,
თბილისის მაზრის თავადაზნაურთა წინამძღოლის - ალექსანდრე ივანეს ძე
ორბელიანის მეუღლე, ქართული სათავადაზნაურო სკოლის, სამუსიკო და
მასწავლებელთა საზოგადოებების წევრი. |
|
1906 9 აპრილი | ||
კოტე და ელენე აფხაზები დეპეშით ულოცავენ სახელმწიფო საბჭოს წევრად არჩევას. |
წყარო კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 669. პირთა ანოტაციები: აფხაზი ელენე (1870-1942) ილია ჭავჭავაძის დისწულის, კონსტანტინე აფხაზის მეუღლე. გარდაიცვალა ემიგრაციაში. დაკრძალულია ლევილში. აფხაზი კონსტანტინე (კოტე) ნიკოლოზის ძე
(1867-1923) ქართველი საზოგადო, პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე,
საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, 1921-1923 წლების
ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, ილია ჭავჭავაძის დისშვილი,
დახვრიტეს კომუნისტებმა. |
|
1906 10 აპრილამდე | ||
პეტერბურგში მის ნაქირავებ სახლში იკრიბებიან ქართველი ამომრჩევლები. მიხეილ გედევანიშვილი გეგმავს სრული ავტონომიის მოთხოვნას. ნიკო ნიკოლაძე არ ეთანხმება, რადგან იცის, რომ საბჭოს წევრები მხარს არ დაუჭერენ, საკითხის ასე დასმა კი ტყუილუბრალოდ ზიანს მოუტანს საქართველოს. |
წყარო ანასტასია გედევანიშვილის მოგონება, გ. ხვედელიძე, მიხეილ გედევანიშვილი, 1960, გვ. 146. პირთა ანოტაციები: გედევანიშვილი მიხეილ ალექსანდრეს ძე (1862-1922) ექიმი და საზოგადო მოღვაწე. მისი ხელმძღვანელობითა და დაფინანსებით გამოიცა ილია ჭავჭავაძის თხზულებათა პირველი ტომი 1914 წელს. ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე
(1843- 1928) ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე. |
|
1906 10 აპრილი | ||
პეტერბურგიდან მოემგზავრება თბილისისკენ. |
წყარო გ. ხვედელიძე, მიხეილ გედევანიშვილი, 1960, გვ. 147. |
|
1906 10 აპრილი | ||
პეტერბურგის გაზეთ „რეჩში“ დაბეჭდილ სტატიაში სახელმწიფო საბჭოს შესახებ, მოხსენიებულია ახლადარჩეულთაგან ყველაზე პროგრესულად მოაზროვნე დეპუტატად. |
წყარო დიმიტრი შველიძე, პოლიტიკური პარტიების წარმოშობა საქართველოში, 1993, გვ. 180. |
|
1906 11 აპრილი | ||
გაზეთ „სტრანაში“ იბეჭდება მაქსიმ კოვალევსკის ფელეტონი „მომავალი სახელმწიფოს საბჭო“, რომელშიც ნათქვამია, რომ საბჭოს წევრთაგან ყველაზე ლიბერალები აღმოჩნდნენ საქართველოს წარმომადგენლები ილია ჭავჭავაძე და ვლადიმერ მიქელაძე, რომლებმაც თავიანთი გამოსვლებით ფურორი მოახდინეს. აქვე ნათქვამია, რომ ილია ჭავჭავაძე მონაწილეობას იღებდა ქართული დემოკრატიული პარტიის პროგრამის შედგენაში. |
წყარო ამონაწერები ზაქარია ყიფშიძის კერძო წერილებიდან, ლიტერატურის მატიანე,1940, წ. 1-2, გვ. 185-190; წყარო დიმიტრი შველიძე, „პოლიტიკური პარტიების წარმოშობა საქართველოში“, 1993, გვ. 186. პირთა ანოტაციები: კოვალევსკი მაქსიმ მაქსიმის ძე (1851- 1916) რუსი მეცნიერი, იურისტი, ისტორიკოსი, სოციოლოგი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი 1906 წელს. სახელმწიფო საბჭოს წევრი 1907 წელს. მიქელაძე ვლადიმერ (პროკოფი) სიმონის ძე (1855-1926) პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, „ივერიის“ თანამშრომელი, თბილისის სასოფლოსამეურნეო ბანკის მმართველი, თბილისის საბჭოს ხმოსანი |
|
1906 11 აპრილი | ||
რუსულ გაზეთში „ბირჟევიე ვედომოსტი“ იბეჭდება სახელმწიფო საბჭოში ქუთაისის გუბერნიის წარმომადგენლის ვლადიმერ მიქელაძის ინტერვიუ. ის ამბობს, რომ სხდომებზე ილია ჭავჭავაძის გამოსვლებმა უკმაყოფილება გამოიწვია რეაქციულ წრეებში. მის მოსაზრებებს აღიქვამდნენ რუსეთის ერთიანობის ხელყოფის მცდელობად. |
წყარო გაზ. „Биржевые ведомости“; დიმიტრი შველიძე, პოლიტიკური პარტიების წარმოშობა საქართველოში, 1993, გვ. 183. პირთა ანოტაციები: მიქელაძე ვლადიმერ (პროკოფი) სიმონის ძე (1855-1926) პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, „ივერიის“ თანამშრომელი, თბილისის სასოფლოსამეურნეო ბანკის მმართველი, თბილისის საბჭოს ხმოსანი |
|
1906 13 აპრილი | ||
მოსკოვის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლი პეტრე ტრუბეცკოი ილია ჭავჭავაძეს ოფიციალურად აცნობებს, რომ აირჩიეს სახელმწიფო საბჭოს წევრად. |
წყარო ხელნაწერთა ეროვნული არქივი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 38. პირთა ანოტაციები: ტრუბეცკოი პეტრე ნიკოლოზის ძე (1858-1911) რუსი საზოგადო მოღვაწე, მოსკოვის გუბერნიის თავად-აზნაურთა მარშალი 1905 წელს. |
|
1906 16 აპრილი | ||
მარჯორი უორდროპი უგზავნის წერილს, რომლითაც ულოცავს სახელმწიფო საბჭოს წევრად არჩევას, გადასცემს მოკითხვას ძმის, ოლივერ უორდროპისგან და იწვევს სტუმრად. ადრესანტმა არ იცის, რომ 10 აპრილს ის უკვე საქართველოში გამოემგზავრა. |
წყარო კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 597. პირთა ანოტაციები: უორდროპი მარჯორი სკოტ (1869-1909) ინგლისელი მთარგმნელი, ქართული კულტურისა და ლიტერატურის პოპულარიზატორი, ფლობდა 7 ენას. უორდროპი ჯონ ოლივერ (1864-1848) ინგლისელი დიპლომატი, მთარგმნელი, ქართული კულტურის მოამაგე. თარგმნა სულხან-საბას „სიბრძნე სიცრუისა“, გამოსცა „საქართველოს სამეფო“, „ინგლისურ-სვანური ლექსიკონი“. კომენტარები დაურთო მისი დის, მარჯორის მიერ თარგმნილ „ვეფხისტყაოსანს“. |
|
1906 17 აპრილი | ||
ნიკოლოზ ქანანოვი დეპეშით ულოცავს სახელმწიფო საბჭოს წევრად არჩევას. |
წყარო კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 669. პირთა იდენტიფიკაცია: ქანანოვის სახელი დეპეშაში მითითებული არ არის. პირთა ანოტაციები: ქანანოვი ნიკოლოზ დავითის ძე ჟურნალისტი, თანამშრომლობდა ჟურნალ „ივერიასთან“. ილია ჭავჭავაძე ენდობოდა, ფსევდონიმით „დავითიშვილი“ მასზე მიანიშნებდა და ნიღბავდა საკუთარ ავტორობას. |
|
1906 18 აპრილი | ||
ალექსანდრე ყიფშიძე პეტერბურგიდან თბილისში წერილს უგზავნის ძმას, ზაქარიას და მოუთხრობს როგორი ფურორი მოახდინეს სახელმწიფო საბჭოში ილია ჭავჭავაძემ და ვლადიმერ მიქელაძემ თავიანთი გამოსვლებით. |
წყარო ამონაწერები ზაქარია ყიფშიძის კერძო წერილებიდან, ლიტერატურის მატიანე, 1940, წ. 1-2, გვ. 185-190. პირთა ანოტაციები: ყიფშიძე ალექსანდრე თევდორეს ძე (1862-1916) ისტორიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, მთარგმნელი. გაზ. „საქართველოს“ ერთ-ერთი დამაარსებელი. წერდა ფსევდონიმით „ფრონელი”. ყიფშიძე ზაქარია (შაქრო) თევდორეს ძე
(1873-1938) გენერალი, გრიგოლ, ალექსანდრე და ილია ყიფშიძეების ძმა.
მიქელაძე ვლადიმერ (პროკოფი) სიმონის ძე (1855-1926) პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, „ივერიის“ თანამშრომელი, თბილისის სასოფლოსამეურნეო ბანკის მმართველი, თბილისის საბჭოს ხმოსანი. |
|
1906 19 აპრილამდე | ||
ბრუნდება საქართველოში. |
წყარო გაზ. „შრომა“, 1906, 19 აპრილი, № 13, გვ. 2. |
|
1906 19 აპრილი | ||
გაზეთ „ლამპარში“ იბეჭდება კორესპოდენცია რუსეთის სახელმწიფო საბჭოს არჩევნების შესახებ. მასში ნათქვამია, რომ პეტერბურგში შეკრებილი ხმოსნები ილია ჭავჭავაძეს, როგორც საქართველოსა და რუსეთის განაპირა რეგიონების ფართო თვითმმართველობის მომხრეს, საბჭოში არ აირჩევდნენ, სიტყვით რომ არ გამოსულიყო ვლადიმერ მიქელაძე და არ ეთქვა, საქართველოს სურს რუსეთის მმართველობის ქვეშ ყოფნაო. მისმა ამ გამოსვლამ განწყობა შეცვალა და ილია აირჩიეს. |
წყარო გაზ. „ლამპარი“, 1906, №1, გვ. 2-3. პირთა ანოტაციები: მიქელაძე ვლადიმერ (პროკოფი) სიმონის ძე (1855-1926) პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, „ივერიის“ თანამშრომელი, თბილისის სასოფლოსამეურნეო ბანკის მმართველი, თბილისის საბჭოს ხმოსანი. |
|
1906 20 აპრილამდე | ||
თელავის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლი ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი მოსკოვის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლ პეტრე ტრუბეცკოის თელავის თავადაზნაურთა სახელით დეპეშით უხდის მადლობას ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო საბჭოს წევრად არჩევის გამო. |
წყარო კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 39. დათარიღება: 20 აპრილს ამ დეპეშაზე პასუხის ასლი ტრუბეცკოიმ გადაუგზევნა ილია ჭავჭავაძეს. პირთა ანოტაციები: ტრუბეცკოი პეტრე ნიკოლოზის ძე (1858-1911) რუსი საზოგადო მოღვაწე, მოსკოვის გუბერნიის თავად-აზნაურთა მარშალი 1905 წელს. ჩოლოყაშვილი ნიკოლოზ (კიკო) თადეოზის ძე ილია ჭავჭავაძის ნათესავის - გიორგი მელქისედეკის ძე ჭავჭავაძის ქვისლი. მათ ცოლად ჰყავდათ ივანე ვახვახიშვილის ქალიშვილები - მელანია და თამარი. |
|
1906 20 აპრილი | ||
მოსკოვის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლი პეტრე ტრუბეცკოი ილია ჭავჭავაძეს უგზავნის თელავის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლ ნიკოლოზ ჩოლოყაშვილის სამადლობელი დეპეშის ასლს. |
წყარო კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 39. პირთა ანოტაციები: ტრუბეცკოი პეტრე ნიკოლოზის ძე (1858-1911) რუსი საზოგადო მოღვაწე, მოსკოვის გუბერნიის თავად-აზნაურთა მარშალი 1905 წელს. ჩოლოყაშვილი ნიკოლოზ (კიკო) თადეოზის ძე ილია ჭავჭავაძის ნათესავის - გიორგი მელქისედეკის ძე ჭავჭავაძის ქვისლი. მათ ცოლად ჰყავდათ ივანე ვახვახიშვილის ქალიშვილები - მელანია და თამარი. |
|
1906 28 აპრილამდე | ||
წინამძღვრიანთკარში სტუმრობს დუშეთის მაზრის თავადაზნაურთა წინამძღოლ ნოდარ წინამძღვრიშვილს, აკითხებს სახელმწიფო საბჭოზე წარმოსათქმელად დაწერილ სიტყვას, რომლითაც ითხოვს საქართველოს ავტონომიას და ეკითხება აზრს. მასპინძელი არ ურჩევს ასეთი მოხსენებით გამოსვლას, რადგან ამას შედეგად მხოლოდ ის მოჰყვება, რომ მომხსენებელი კარიერას გაიფუჭებს. ილია ჭავჭავაძე მაინც აპირებს, რომ სცადოს. |
წყარო სიდამონიძე ვ. უცნობი მოგონება ილია ჭავჭავაძეზე, (ვახტანგ გიორგის ძე წინამძღვრიშვილის მოგონება), გაზ. “სახალხო განათლება”, 1980, 5 ნოემბერი, გვ. 4. დათარიღება: 28 აპრილს მოსე მემარნიშვილისთვის გაგზავნილი წერილიდან ჩანს, რომ რუსეთში გამგზავრებამდე საგურამოში ასვლას აღარ აპირებს, წინამძღვრიანთკარში კი საგურამოში ყოფნისას ავიდა. პირთა ანოტაციები: წინამძღვრიშვილი ნოდარ (ლევან) ერმალოზის ძე ცნობილია - ცნობილია მხოლოდ, რომ იყო დუშეთის მაზრის თავადაზნაურთა წინამძღოლი და ქშწ-კგ საზოგადოების წევრი. |
|
1906 28 აპრილი | ||
წერილს უგზავნის საგურამოში მოურავ მოსე მემარნიშვილს, სთხოვს გლეხებთან წინდახედულად მოიქცეს: ნუ აუხირდება და უბრალოზე ნუ გამოეკიდება, მაგრამ არაფერი გააფუჭებინოს. ამასთან, აცნობებს, რომ შემდეგ კვირაში მეუღლესთან ერთად რუსეთში მიემგზავრება ორი თვით. |
წყარო გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ავტოგრაფი № 17 595; გააზ. „დროება“, 1909, № 32 (ილია წინამძღვრიშვილის პუბლიკაცია); ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 164; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 248, 497. პირთა ანოტაციები: მემარნიშვილი მოსე ოტოს ძე ილია ჭავჭავაძის მოურავი საგურამოში, მოკლეს 1907 წლის 7 ივნისს. გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა
თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის
წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა
ინსტიტუტისა და საისტორიოსაეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. |
|
1906 2 მაისამდე | ||
რუსეთის
სახელმწიფო საბჭოში არჩევასთან დაკავშირებით პეტერბურგში გამგზავრების წინ,
თსს ბანკის თანამშრომლები და საზოგადო მოღვაწეები თბილისში, „ედემის ბაღში“
(ამჟამინდელი ზოოპარკის ტერიტორიაზე) უმარ[1]თავენ
წვეულებას. წვეულების შემდეგ იღებენ ჯგუფურ ფოტოს რესტორნის მეპატრონესთან,
ოფიციანტებთან და მუსიკოსებთან ერთად
|
წყარო საქართველოს ეროვნული არქივი, 2-3826; გურამ შარაძე, ილია ჭავჭავაძე (ცხოვრება, მოღვაწეობა, შემოქმედება - ფოტომატიანე), ტ. 2, თბ., 1990, გვ. 432. ილია ჭავჭავაძე ზის პირველი რიგის შუაში, ახურავს შავი ცილინდრი და ხელჯოხზეა დაყრდნობილი.
სხედან (მარცხიდან):
კ. მაყაშვილი, გ. საყვარელიძე, ლ. ჩერქეზიშვილი, ნ. მესხიშვილი, ნ. ცხვედაძე, მ. ბაგრატიონ-გრუზინსკი, მიხაილოვი, ი. ჭავჭავაძე, ი. გოგებაშვილი, მ. ვეზირიშვილი, კ. ნასიძე, საათნაზოვი, რ. ღვამიჩავა;
I რიგში დგანან:
ა. ფურცელაძე, გ. ჯავახიშვილი, ორბელიანი, კ. აფხაზი, უცნობი პიროვნება, ალ. ქართველიშვილი, გ. დუბინი, ალ. გიჟიმყრელი, ი. რატიშვილი, ზ. მაღალაშვილი, ნ. ჯორჯაძე, ნ. ერისთავი, ციციშვილი, ლ. მესხიშვილი, ე. ანტონოვსკაია, ნ. გულაძე, ლ. კობახიძე;
II რიგში დგანან:
კ. ქართველიშვილი, ალ. საგინაშვილი, ი. კორინთელი, რ. ციციშვილი, აბაშიძე, ყაზახიშვილი, გ. ჯაჯანაშვილი, ბ. მჭედლიშვილი, მოროტაძე, მ. არჯევანიძე, ს. კლდიაშვილი.
წამოწოლილები არიან:
გ. კლიმიაშვილი, გ. გარაყანიძე;
უკანა პლანზე:
“ედემის ბაღის” მეპატრონე (მოაჯირზე დაყრდნობილი)
კოწია მაჭავარიანი
ოფიციანტები და მუსიკოსები. |
|
1906 2 მაისი | ||
პეტერბურგის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლი გრაფი ვასილი გუდოვიჩი იწვევს თავადაზნაურთა დეპუტატების კრებაზე. განიხილება სრულიად რუსეთის თავადაზნაურთა ყრილობის მოწვევის საკითხი. |
წყარო კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 40. პირთა ანოტაციები: გუდოვიჩი ვასილი ვასილის ძე (1866-1945) რუსი სახელმწიფო მოღვაწე, 1903-1908 პეტერბურგის თავადაზნაურობის წინამძღოლი. |
|
მეუღლესთან ერთად, მიემგზავრება პეტერბურგში სახელმწიფო საბჭოს პირველ
სესიაში მონაწილეობის მისაღებად.![]() |
წყარო გაზ. „შრომა“, 1906, № 24. ფოტო პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიოსაეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. |
|
1906 6 მაისი | ||
პეტერბურგში ჩასულებს სადგურში ხვდებათ ალექსანდრე ყიფშიძე. ილია ჭავჭავაძე მეუღლესთან ერთად ბინავდება როჟდესტვენსკაიას ქუჩაზე. |
წყარო ალ. ყიფშიძე, ლიტერატურის მატიანე, წ. 1-2, 1940, გვ. 190. პირთა ანოტაციები: ყიფშიძე ალექსანდრე თევდორეს ძე (1862-1916) ისტორიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, მთარგმნელი. გაზ. „საქართველოს“ ერთ-ერთი დამაარსებელი. წერდა ფსევდონიმით „ფრონელი”. გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა
თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის
წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა
ინსტიტუტისა და საისტორიოსაეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. |
|
1906 6 მაისის შემდეგ | ||
პეტერბურგელი ქართველები უწყობენ შეხვედრას, რომელსაც ესწრებიან: ივანე ჯავახიშვილი, ლუარსაბ ანდრონიკაშვილი, სპირიდონ ვირსალაძე და სხვები. |
წყარო ქრისტეფორე რაჭველიშვილი, ი. ჭავჭავაძე, 1937, გვ. 106. პირთა ანოტაციები: ანდრონიკაშვილი ლუარსაბ ნიკოლოზის ძე (1872-1939) იურისტი, საზოგადო მოღვაწე. 1898 წელს სხვა სტუდენტებთან ერთად ხელს აწერს ილია ჭავჭავაძის საიუბილეო ადრესს და 1906 წელს მოსკოვში მონაწილეობს მის საპატივცემულოდ ბანკეტის მოწყობაში. ვირსალაძე სპირიდონ სიმონის ძე (1868-1930) მეცნიერული თერაპიისა და ტროპიკული მედიცინის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში, პროფესორი. პირველი ქართული სამედიცინო ჟურნალ „ექიმის“ რედაქტორი. |
|
1906 6 მაისის შემდეგ | ||
სახელმწიფო საბჭოს წევრებთან ერთად ნევის პროსპექტზე მდებარე ატელიეში
იღებს ფოტოს. ილია ჭავჭავაძე არის მჯდომარეთა შორის, მარჯვნიდან მეორე.
ფოტოზე აღბეჭდილები არიან: ვლადიმერ ვერნადსკი, ვიაჩესლავ კუგუშევი,
დიმიტრი ბაგალეი, ნიკოლოზ შიშკოვი, ალექსანდრე ლაპო-დანილევსკი, ლეონიდ
იუმაშევი, გუსტავ ვიკოვსკი და ალექსანდრე პერელეშინი.
|
წყარო საქართველოს ეროვნული არქივი, 2-3808 ფოტო ფოტოატელიე „რ. შარლი“ პირთა ანოტაციები: ვერნადსკი ვლადიმერ ივანეს ძე (1863-1945) რუსი აკადემიკოსი, მინერალოგი, გეოქიმიკოსი და საზოგადო მოღვაწე, სახელმწიფო საბჭოს წევრი. კუგუშევი ვიაჩესლავ ალექსანდრეს ძე (1863-1944) რუსეთის სახელმწიფო საბჭოს წევრი, რუსეთში საერობო მოძრაობის გამოჩენილი მოღვაწე, კონსტიტუციურდემოკრატიული პარტიის წევრი. ბაგალეი დიმიტრი ივანეს ძე (1857-1932) პროფესორი, ისტორიკოსი, ხარკოვის უნივერსიტეტის რექტორი, რუსეთის სახელმწიფო საბჭოს წევრი. შიშკოვი ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე
(1856-1910) რუსი მეცნიერი, პუბლიცისტი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე,
რუსეთის სახელმწიფო საბჭოს წევრი. ლაპო-დანილევსკი ალექსანდრე სერგის ძე (1863-1919) რუსი ისტორიკოსი, პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორი, აკადემიკოსი, არქეოგრაფიული კომისიისა და რუსეთის სახელმწიფო საბჭოს წევრი. იუმაშევი ლეონიდე ვიქტორის ძე
(1863-1920) ვიატკის გუბერნიის ერობისა და რუსეთის სახელმწიფო საბჭოს
წევრი. ვიკოვსკი გუსტავ ბიკენტის ძე (1860-1940) მედიცნის დოქტორი, სამოქალაქო მრჩეველი, რუსეთის იმპერიის სახელმწიფო საბჭოს წევრი. პერელეშინი ალექსანდრე ვასილის ძე კოსტრომის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლი. |
|
1906 7 მაისი | ||
თხოვნით მიმართავს სახელმწიფო კანცელარიის ხაზინადარს, გასცეს განკარგულება, რომ არსებული წესისამებრ როგორც სახელმწიფო საბჭოს წევრს ბინაზე მიუტანონ კუთვნილი თანხა. |
წყარო გაზ. „შრომა“, სურათებიანი დამატება, 1906, 7 მაისი , № 10, გვ. 1. პირთა ანოტაციები: როტერი იოსებ გერმანელი ფერმწერი, ილუსტრატორი და კარიკატურისტი. 1906- 1914 წლებში ცხოვრობდა თბილისში და თანამშრომლობდა სხვადასხვა ჟურნალებთან. |
|
1906 19 მაისი | ||
თხოვნით მიმართავს სახელმწიფო კანცელარიის ხაზინადარს, გასცეს განკარგულება, რომ არსებული წესისამებრ როგორც სახელმწიფო საბჭოს წევრს ბინაზე მიუტანონ კუთვნილი თანხა. |
წყარო პეტერბურგის სახელმწიფო ცენტრალური არქივი, ფონდი 1162, საქმე 836, 9. 1, სახელმწიფო საბჭოს საქმეები. რუს. ენაზე, ი. ჭავჭავაძის ფონდი 112; კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 41; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 168; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 249, 497-498. |
|
906 20 მაისი | ||
მარჯორი უორდროპს ატყობინებს, რომ სიამოვნებით იღებს მის მიწვევას და 21 მაისს ესტუმრება, მაგრამ მეუღლის გარეშე, რადგან ოლღა შეუძლოდ არის. |
წყარო ავტოგრაფი, ლონდონი, ოქსფორდის ბოდლის ბიბლიოთეკის საცავი, უორდროპის ფონდი d 20-15; დ. ბარეტის ბიბლიოგრაფია; გაზ. „კომუნისტი“, 1981, 29 მარტი, გურამ შარაძის პუბლიკაცია; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 249, 498. პირთა ანოტაციები: უორდროპი მარჯორი სკოტ (1869-1909) ინგლისელი მთარგმნელი, ქართული კულტურისა და ლიტერატურის პოპულარიზატორი, ფლობდა 7 ენას. გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის
ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის
გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და
საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. |
|
1906 21 მაისამდე | ||
სიტყვით გამოდის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატების მიერ შექმნილ ავტონომისტ-ფედერალისტთა კავშირის სხდომაზე. |
წყარო გაზ. „შრომა“, 1906, 21 მაისი , № 38, გვ. 2; მალაქია ბოლქვაძე, ჟურნ. „განათლება“, 1908, № 3-4, გვ. 121-125. |
|
1906 24 მაისი | ||
ოფიციალურ წერილს იღებს სახელმწიფო მდივნისგან თხოვნით, რომ მიაწოდოს პირადი მონაცემები წლოვანებისა და განათლების შესახებ სახელმწიფო საბჭოს წევრთა არჩევნებისთვის. |
წყარო კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 42; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 249-250, 498-499. |
|
1906 26 მაისი | ||
[სახელმწიფო კანცელარიას აწვდის ინფორმაციას საკუთარი დაბადების თარიღისა და პეტერბურგის უნივერსიტეტში სწავლის ხანგრძლივობის შესახებ |
წყარო პეტერბურგის სახელმწიფო ცენტრალური არქივი, ფონდი 1162, საქმე 836, 9. 1, სახელმწიფო საბჭოს საქმეები. რუს. ენაზე, ი. ჭავჭავაძის ფონდი 112; კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 49; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 394; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 249-250, 498-499. |
|
1906 3 ივნისამდე | ||
ნიკო ნიკოლაძესა და გიორგი ჟურულთან ერთად ხვდება რუსეთის ობერპროკურორ ალექსი ობოლენსკის. |
წყარო:
ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 245, 494. პირთა ანოტაციები: ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928) ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე. ჟურული გიორგი დურმიშხანის ძე (1865-1951) პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრი. ავტორი მოგონებებისა ილია ჭავჭავაძეზე. გარდაიცვალა ემიგრაციაში. |
|
1906 3 ივნისამდე | ||
წერილობით აცნობებს ალექსანდრე ცაგარელს, რომ ობერპროკურორ ალექსი ობოლენსკისთან შეხვედრა საქართველოს ავტოკეფალიის თაობაზე უნაყოფო აღმოჩნდა. ჰპირდება, რომ ყველაფერს დაწვრილებით უამბობს შეხვედრისას. |
წყარო:
გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17596; ქრ. რაჭველიშვილი, ილია ჭავჭავაძე (ბიოგრაფიული ნარკვევი), თბ., 1937, გვ. 108; გურამ შარაძე, ილია ჭავჭავაძე (ცხოვრება, მოღვაწეობა, შემოქმედება - ფოტომატიანე), ტ. 2, თბ., 1990, გვ. 306; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 245, 494. დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 222-223. პირთა ანოტაციები: ცაგარელი ალექსანდრე ანტონის ძე (1844-1929) ფილოლოგი, ისტორიკისი, პეტერბურრგის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სწავლობდა გერმანიასა და ავსტრიაში. 1872 წლიდან პეტერბურგის უნივერსიტეტში განაგებდა ქართული ენის კათედრას. 1922 წლიდან იყო თბილისის უნივერსიტეტის პროფესორი. ობოლენსკი ალექსანდრე დიმიტრის ძე (1847-1917) რუსი სახელმწიფო მოღვაწე. სინოდის ობერ-პროკურორი 1905-1906 წლებში. |
|
1906 3 ივნისი | ||
სტუმრად არის პეტერბურგში ალექსანდრე ცაგარელთან. მათთან ერთად არიან ეპისკოპოსი კირიონი და გიორგი ჟურული. |
წყარო სერგო ვარდოსანიძე, უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II, თბ. 1994. დათარიღება: თარიღი მითითებულია ეპისკოპოს კირიონის წერილში. პირთა ანოტაციები: ცაგარელი ალექსანდრე ანტონის ძე (1844-1929) ფილოლოგი, ისტორიკისი, პეტერბურრგის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სწავლობდა გერმანიასა და ავსტრიაში. 1872 წლიდან პეტერბურგის უნივერსიტეტში განაგებდა ქართული ენის კათედრას. 1922 წლიდან იყო თბილისის უნივერსიტეტის პროფესორი. საძაგლიშვილი გიორგი იერონიმეს ძე (კირიონ
II) ღვთისმეტყველების კანდიდატი, პედაგოგი, ისტორიკოსი, საზოგადო მოღვაწე,
ქველმოქმედი, სრულიად საქართველოს პირველი
კათოლიკოს-პატრიარქი 1917-1918 წლებში. ჟურული გიორგი დურმიშხანის ძე
(1865-1951) პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს პირველი რესპუბლიკის
ფინანსთა მინისტრი. ავტორი მოგონებებისა ილია ჭავჭავაძეზე. გარდაიცვალა
ემიგრაციაში. |
|
1906 3 ივნისის შემდეგ | ||
ბარონი დე ბაი ღია ბარათით აცნობებს, რომ შეხვდა დავით სარაჯიშვილს, ძალიან კმაყოფილია და გადასცემს მისგან მოკითხვას. |
წყარო კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 467; შ. გოზალიშვილი, ილია ჭავჭავაძე და ქართული კულტურის საზღვარგარეთელი მეგობრები, 1973, გვ. 85. დათარიღება: წერილი დათარიღებულია 3 ივნისით. პირთა ანოტაციები: სარაჯიშვილი დავით ზაქარიას ძე (1848-1911) მეწარმე და მეცენატი, ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებელი. განათლება მიიღო პეტერბურგის, მიუნხენისა და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტებში. 1885 წელს თბილისში ააგო კონიაკის დასაძველებელი საწყობი. |
|
1906 11 ივნისი | ||
იღებს ქრისტეფორე მამაცაშვილის წერილს, რომლიდანაც იგებს საბანკო საკითხებთან დაკავშირებით გამართული თავადაზნაურთა კრების შედეგებს. |
წყარო კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 537. პირთა ანოტაციები: მამაცაშვილი ქრისტეფორე (1839-1909) რუსეთის არმიის გენერალი, რუსეთ-თურქეთის ომის მონაწილე, სათავადაზნაურო ბანკის დირექტორი, მხარს უჭერდა ილია ჭავჭავაძეს გლეხთა მიწიანად გათავისუფლების საქმეში. |
|
1906 14 ივნისი | ||
თსს ბანკის გამგეობა პეტერბურგში უგზავნის წერილობით თხოვნას, რომ ფინანსთა სამინისტროს საგანგებო საკრედიტო კანცელარიაში გაარკვიოს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი: რთავენ თუ არა ნებას თსს ბანკს, რომ გადაიბაროს და დაფაროს მანამდე პრიკაზში დაგირავებული მამულების სესხები იმ პირობებით, რომელთა შესახებაც მისწერეს სამინისტროს, იწონებენ თუ არა წესდების რამდენიმე მუხლში შესატან ცვლილებებს და არიან თუ არა თანახმა იმაზე, რომ ბანკმა არ იხადოს მის ანგარიშზე დარჩენილი გაუყიდავი მამულების გადასახადები. |
წყარო კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 7 (258). |
|
1906 21 ივნისი | ||
ხალხთა თავისუფლების პარტიის სამდივნო პეტერბურგში მყოფ ილია ჭავჭავაძეს წერილობით იწვევს ფრაქციის შეხვედრაზე. |
წყარო კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 43 (272). |
|
1906 22 ივნისამდე | ||
ყურადღებით ეცნობა სახელმწიფო საბჭოს მუშაობის პროტოკოლს და ინიშნავს მისთვის მიუღებელ პუნქტებს. |
წყარო ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 16, 2017. |
|
1906 22 ივნისი | ||
სიტყვით გამოდის სახელმწიფო საბჭოს პირველი სესიის მეექვსე სხდომაზე განაწესის პროექტთან დაკავშირებით და მოითხოვს ცვლილებების შეტანას რამდენიმე მუხლში. |
წყარო ა. იოვიძე, ილია ჭავჭავაძე – დოკუმენტური მასალები, „საისტორიო მოამბე“, ტ. 3, 1947, გვ. 270-272; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 16, 2017. |
|
1906 22 ივნისი | ||
სახელმწიფო კანცელარიიდან ატყობინებენ, რომ 23 ივნისს უნდა გამოცხადდეს თავადაზნაურთა საკრებულოში, სადაც განიხილავენ კანონპროექტს სიკდილით დასჯის შესახებ. |
წყარო კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 44. |
|
1906 25 ივნისი | ||
სახელმწიფო საბჭოს ცხრა წევრთან ერთად ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარის სახელზე გაგზავნილ განცხადებას მოთხოვნით, რომ 27 ივნისის სხდომაზე პირველ საკითხად განიხილონ სიკვდილით დასჯის გაუქმების საკითხი. |
წყარო რუსეთის სახელმწიფო ცენტრალური არქივი, ბიბლიოთეკა, 36 236. რუს. ენაზე; ჯ. დადიანი, წარსულის ფურცლები, ჟურნ. „ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში“, 1970, № 3, გვ. 77; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 250, 499; პროკოფი რატიანი, ი. ჭავჭავაძე, თბ., 1954, გვ. 251. |
|
1906 27 ივნისი | ||
მღვდელი პოლიევქტოს კარბელაშვილი დეპეშას უგზავნის პეტერბურგში. იგი ქართველი სამღვდელოების სახელით სთხოვს გადასცეს ახლად დანიშნულ ეგზარქოს ნიკონს, რომ არ ჩამოვიდეს საქართველოში, რადგან იმ წყლულების განკურნება, რომლებიც საქართველოს ეკლესიას ეგზარქოსობამ მიაყენა, მხოლოდ მისი დამოუკიდებლობის აღდგენას შეუძლია. ასევე, სთხოვს, რომ დეპეშის ტექსტი მიტროპოლიტ ანტონსაც (ვადკოვსკის) გააცნოს. |
წყარო კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 669; გაზ. „შრომა“, 1906, 28 ივნისი, № 68, გვ. 2. ჟურნ. „მწყემსი“, 1906, № 11–12, გვ. 21; ახალი ამბები, „ახალი ცხოვრება“, 1906, 29 ივნისი, № 8, გვ. 1; გაზ. „მუშა“, 1906, 28 ივნისი, № 68, გვ. 2. პირთა ანოტაციები: კარბელაშვილი პოლიევქტოს გრიგოლის ძე (1855 – 1936) თბილისის ანჩისხატის ტაძრის დეკანოზი, ისტორიკოსი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე. მიტროპოლიტი
ანტონი - ვადკოვსკი ალექსანდრე ვასილის ძე (1846-1912) რუსი სასულიერო
მოღვაწე, 1898 წლიდან სანკტ პეტერბურგისა და ლადოგის მიტროპოლიტი. 1906
წელს სათავეში ედგა რუსეთის ეკლესიის ადგილობრივი კრების მომზადებას და იყო
სახელმწიფო საბჭოს წევრი. ეგზარქოსი ნიკონი (ნიკოლოზ ანდრიას ძე
სოფიელი) (1861-1908) წმინდა სინოდის წევრი, 1906 წლის 9 ივნისიდან
საქართველოს ეგზარქოსი. |
|
1906 1 ივლისი | ||
საპასუხო დეპეშას უგზავნის მღვდელ პოლიევქტოს კარბელაშვილს. ატყობინებს, რომ საქართველოს ეგზარქოსად დანიშნული ნიკონი იმჟამად ქალაქში არ არის, მიტროპოლიტმა ანტონმა (ვადკოვსკიმ) კი ურჩია, შეჰგუებოდნენ ნიკონის დანიშვნის ფაქტს, რადგან მათი თხოვნა შედეგს არ გამოიღებდა. |
წყარო კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 1053. პირთა ანოტაციები: კარბელაშვილი პოლიევქტოს გრიგოლის ძე (1855 – 1936) თბილისის ანჩისხატის ტაძრის დეკანოზი, ისტორიკოსი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე. მიტროპოლიტი ანტონი - ვადკოვსკი ალექსანდრე ვასილის ძე (1846-1912) რუსი სასულიერო მოღვაწე, 1898 წლიდან სანკტ პეტერბურგისა და ლადოგის მიტროპოლიტი. 1906 წელს სათავეში ედგა რუსეთის ეკლესიის ადგილობრივი კრების მომზადებას და იყო სახელმწიფო საბჭოს წევრი. ეგზარქოსი ნიკონი (ნიკოლოზ ანდრიას ძე სოფიელი) (1861-1908) წმინდა სინოდის წევრი, 1906 წლის 9 ივნისიდან საქართველოს ეგზარქოსი. |
|
1906 2 ივლისი | ||
სესხის ყოველთვიური პროცენტების გადაუხდელობის გამო თსს ბანკის გამგეობა გადაწყვეტილებას იღებს, რომ მისი და მისი მეუღლის – ოლღა გურამიშვილის კუთვნილი მამულები გაიყიდოს საჯარო ვაჭრობით. ილია ჭავჭავაძე თხოვნით მიმართავს, რომ მათი მამულების გაყიდვა შეაჩერონ და თანხა დაუქვითონ ამავე ბანკის მიერ მისთვის დანიშნული პენსიიდან. |
წყარო კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 7 (258). დათარიღება: დროზე
მინიშნებულია ბანკის მმართველობის 13 ივლისის პასუხში. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. |
|
1906 3 ივლისი | ||
მიწათმოწყობისა და მიწათმოქმედების მთავარი მმართველი უგზავნის წიგნს: „რუსეთის სოფლის მეურნეობის სტატისტიკურ მონაცემთა კრებული XIX საუკუნის ბოლოსთვის (I-III) და ამ გამოცემაზე დართულ „კარტოგრამებისა და დიაგრამების ატლასს“ (I-III). |
წყარო კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 45. |
|
1906 4 ივლისამდე | ||
ალექსანდრე ცაგარელთან ერთად ხვდება უწმინდესი სინოდის თავმჯდომარეს, პეტერბურგის მიტროპოლიტ ანტონს (ვადკოვსკის) და ხანგრძლივად საუბრობენ ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხებზე. საუბრიდან იგებს, კიდევ რა არგუმენტების გამყარება დასჭირდება მოხსენებისთვის. |
წყარო მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია, ილისი 2012, ტ. 4, გვ. 203-204. პირთა ანოტაციები: ცაგარელი ალექსანდრე ანტონის ძე (1844-1929) ფილოლოგი, ისტორიკისი, პეტერბურრგის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სწავლობდა გერმანიასა და ავსტრიაში. 1872 წლიდან პეტერბურგის უნივერსიტეტში განაგებდა ქართული ენის კათედრას. 1922 წლიდან იყო თბილისის უნივერსიტეტის პროფესორი. მიტროპოლიტი ანტონი
- ვადკოვსკი
ალექსანდრე ვასილის ძე (1846-1912) რუსი სასულიერო მოღვაწე, 1898 წლიდან
სანკტ პეტერბურგისა და ლადოგის მიტროპოლიტი. 1906 წელს სათავეში ედგა რუსეთის
ეკლესიის ადგილობრივი კრების მომზადებას და იყო სახელმწიფო საბჭოს წევრი. |
|
1906 4 ივლისი | ||
გაზეთ „შრომაში“ იბეჭდება ინფორმაცია, თითქოს ილია ჭავჭავაძეს დაერწმუ[1]ნებინოს რუსეთის ეკლესიის სინოდის თავმჯდომარე ანტონი (ვადკოვსკი), რომ გადაიფიქროს საქართველოში ახალი ეგზარქოსის გამოგზავნა. უცნობია, რას ეყრდნობა ეს ინფორმაცია, რადგან ილია ჭავჭავაძის ნაწერებიდან არ ჩანს, რომ მის საუბარს მიტროპოლიტ ანტონთან ასეთი იმედი მიეცა მისთვის. |
წყარო გაზეთი „შრომა“ 1906, 4 ივლისი, № 72. პირთა ანოტაციები: მიტროპოლიტი ანტონი - ვადკოვსკი ალექსანდრე ვასილის ძე (1846-1912) რუსი სასულიერო მოღვაწე, 1898 წლიდან სანკტ პეტერბურგისა და ლადოგის მიტროპოლიტი. 1906 წელს სათავეში ედგა რუსეთის ეკლესიის ადგილობრივი კრების მომზადებას და იყო სახელმწიფო საბჭოს წევრი. |
|
1906 6 ივლისის შემდეგ | ||
მიუხედავად ავადმყოფობისა, პეტერბურგში ალექსანდრე ნეველის ლავრაში ესწრება 6 ივლისს თბილისის გიმნაზიის დარბევის დროს მოკლული ინსპექტორის, შიო ჩიტაძის პანაშვიდს. მსახურებას აღასრულებენ ეპისკოპოსები კირიონი და ლეონიდი. გაკვირვებულია, რომ პანაშვიდს მხოლოდ ორიოდე კაცი ესწრება. |
წყარო მ. ბოლქვაძე, „განათლება“, 1908, № 3-4, გვ. 134. პირთა ანოტაციები: ალექსანდრე ნეველი იაროსლავის ძე (1221-1263) ნოვგოროდის, კიევისა და ვლადიმირის მთავარი და მთავარსარდალი სხვადასხვა წლებში. ჩიტაძე შიო ალექსის ძე (1873-1906) საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პუბლიცისტი, ქართული გიმნაზიის ხელმძღვანელი, სწავლობდა მოსკოვსა და კიევში, მეგობრობდა ლესია უკრაინკასთან, წერდა “შ.ჩ-ს” და “ყვავის” ფსევდონიმებით, მოკლეს ცარიზმის აგენტებმა. საძაგლიშვილი გიორგი იერონიმეს ძე (კირიონ
II) ღვთისმეტყველების კანდიდატი, პედაგოგი, ისტორიკოსი, საზოგადო მოღვაწე,
ქველმოქმედი, სრულიად საქართველოს პირველიკათოლიკოს-პატრიარქი 1917-1918
წლებში. ლეონიდე (ერისკაცობაში ოქროპირიძე
ლონგინოზ სოლომონის ძე) (1861-1921) სასულიერო და საზოგადო მოღვაწე,
1898-1918 წლებში გორის, იმერეთისა და გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი,
1919-1921 წლებში - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. |
|
1906 11 ივლისი | ||
იღებს ემანუელ ნოლდეს წერილს აფხაზთა საქმესთან დაკავშირებით. | ||
წყარო კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 560. პირთა ანოტაციები: ნოლდე ემანუილ იულის ძე (1854-1909) რუსი სახლმწიფო მოღვაწე, 1902-1906 წლებში მინისტრთა კომიტეტის საქმეთა მმართველი, 1905 წელს ასრულებდა კავკასიის მეფისნაცვლის მოვალეობას, 1906 წელს აირჩიეს სახელმწიფო საბჭოს წევრად. |
||
1906 7 მაისი - 8 ივლისი | ||
მონაწილეობს რუსეთის სახელმწიფო საბჭოს პირველი სესიის სხდომებში. |
წყარო Думский сборник. I. Государственная дума первого созыва (27 апреля-8 июля 1906 года), приложение к газете «Товарищ» Санкт-Петербург, 1906. დათარიღება: მართალია, სახელმწიფო საბჭომ მუშაობა 27 აპრილს დაიწყო, მაგრამ ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში მხოლოდ 6 მაისს ჩავიდა. |
|
1906 7 მაისი - 12 ივლისი | ||
რუსეთის სახელმწიფო საბჭოს სხდომაზე ილია ჭავჭავაძის სიტყვით გამოსვლის შემდეგ ნიკოლოზ II გამოთქვამს მისი გაცნობის სურვილს და იწვევს აუდიენციაზე. იგი იმპერატორზე უაღრესად გონიერი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. |
წყარო სიდამონიძე ვ. უცნობი მოგონება ილია ჭავჭავაძეზე, (ვახტანგ გიორგის ძე წინამძღვრიშვილის მოგონება. ინფორმაცია მიუწოდებია თავისი ნათესავის, ტერიშვილის ქმარს, რომელიც პეტერბურგში მეფის კარზე მსახურობდა), გაზ. “სახალხო განათლება”, 1980, 5 ნოემბერი, გვ. 4. მეორე მხრივ, იმპერატორ ნიკოლოზ II-ის დღიურებში, რომლებშიც დაწვრილებითაა აღწერილი მისი ყოველი დღე, ილია ჭავჭავაძე ნახსენები არ არის (იხ. გიორგი აბაშიძე, „ილია ჭავჭავაძე“, თბ. 2005, გვ. 171). პირთა ანოტაციები: ნიკოლოზ II (ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე რომანოვი) (1868-1918) რუსეთის იმპერატორი 1894-1917 წლებში. დახვრიტეს კომუნისტებმა ოჯახთან ერთად. |
|
1906 13 ივლისი | ||
თსს ბანკის გამგეობა წერილობით აუწყებს, რომ თხოვნა გათვალისწინებულია, მისი და მისი მეუღლის მამულები საჯარო ვაჭრობიდან მოხსნილია და 300 მანეთს ყოველთვიურად დაუქვითავენ პენსიიდან. აქვე აცნობებენ, რომ ბანკიდან წასვლის შემდეგ (1905 წლის 23 ივნისს) მას აღარ ეკუთვნის მოგების წილი. |
წყარო კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 7 (258). პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. |
|
1906 14 ივლისამდე | ||
ქართული პრესა ავრცელებს რუსული გაზეთებიდან „ჩერნომორსკი ვესტნიკი“ და „ოტგოლოსკი“ გადმობეჭდილ ინფორმაციებს პეტერბურგის პოლიციის მიერ ილია ჭავჭავაძისა და ისიდორე რამიშვილის დაპატიმრების შესახებ და იქვე ქვეყნდება შენიშვნა, რომ ინფორმაცია არასწორი აღმოჩნდა. |
წყარო გაზ. „შიკრიკი“, 1906, 14 ივლისი, № 5, გვ. 2; გაზ. „მუშა“, 1906, 15 ივლისი, № 31, გვ. 2-3; გაზ. «Отголоски», 1906, № 3. დათარიღება: ქართულ გაზეთში ინფორმაცია ამის შესახებ გამოქვეყნდა 14 ივლისს. პირთა ანოტაციები: რამიშვილი ისიდორე ივანეს ძე (1859-1937) პოლიტიკური მოღვაწე, რუსეთის სოციალდემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. 1918-1920 წლებში საქართველოს მენშევიკური მთავრობის წევრი. |
|
1906 21 ივლისი | ||
ხალხთა თავისუფლების პარტია იწვევს საპარლამენტო ფრაქციის შეხვედრაზე. |
წყარო კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 43 (272). |
|
1906 25 ივლისამდე | ||
პეტერბურგში მყოფი დავით სარაჯიშვილი ილია ჭავჭავაძის თხოვნით სასტუმრო „ევროპაში“ მართავს სადილს, რომელსაც ესწრებიან სოციალ-დემოკრატი დეპუტატები: ისიდორე რამიშვილი, ნოე ჟორდანია, ივანე გომართელი, ალექსანდრე ცაგარელი, ივანე ზურიბაშვილი, მალაქია ბოლქვაძე. ილია ჭავჭავაძე მათ სთხოვს, რომ სახელმწიფო საბჭოს სხდომაზე მხარი დაუჭირონ საქართველოს ავტონომიის მოთხოვნას. სოციალ-დემოკრატი დეპუტატები ჰპირდებიან მხოლოდ იმას, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ნეიტრალურ პოზიციას დაიკავებენ. |
წყარო ჟურნ. „განათლება“, 1908 №, 3-4. პირთა ანოტაციები: სარაჯიშვილი დავით ზაქარიას ძე- (1848-1911) მეწარმე და მეცენატი, ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებელი. განათლება მიიღო პეტერბურგის, მიუნხენისა და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტებში. 1885 წელს თბილისში ააგო კონიაკის დასაძველებელი საწყობი. რამიშვილი ისიდორე ივანეს ძე (1859-1937) პოლიტიკური მოღვაწე, რუსეთის სოციალდემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. 1918-1920 წლებში საქართველოს მენშევიკური მთავრობის წევრი. ჟორდანია ნოე ნიკოლოზის ძე (1868-1953) სოციალ-დემოკრატი, ქართველი მენშევიკების ლიდერი. 1898 წლიდან „კვალის“ რედაქტორი. 1918-21 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავჯდომარე. 1921 წლიდან ცხოვრობდა ემიგრაციაში, გარდაიცვალა საფრანგეთში. გომართელი ივანე გედეონის ძე (1875-1938) ექიმი, მწერალი, დრამატურგი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი. „მესამე დასის“ წევრი, პირველი სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი. ცაგარელი ალექსანდრე ანტონის ძე (1844-1929) ფილოლოგი, ისტორიკისი, პეტერბურრგის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სწავლობდა გერმანიასა და ავსტრიაში. 1872 წლიდან პეტერბურგის უნივერსიტეტში განაგებდა ქართული ენის კათედრას. 1922 წლიდან იყო თბილისის უნივერსიტეტის პროფესორი. ზურაბიშვილი ივანე ივანეს ძე (1872-1940) იურისტი, მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე. წერდა ფსევდონიმებით: „ვინ-ხენ“, “ჟანზეტ“, „დარბაისელი“. ბოლქვაძე მალაქია ჟურნალისტი, პუბლიცისტი, პოეტი, ქუთაისის თეატრალური დასის მსახიობი. იბეჭდებოდა „ივერიაში“ 1900-იან წლებში. ილია ჭავჭავაძესთან ერთად იყო პეტერბურგში 1906 წელს. |
|
1906 25 ივლისამდე | ||
ხვდება ჟურნალისტ მალაქია ბოლქვაძეს. საუბრობენ პეტერბურგელი ქართველი სტუდენტების ფუქსავატურ ცხოვრებასა და იქაურ ქართველთა საქველმოქმედო საზოგადოების უმოქმედობაზე. |
წყარო მ. ბოლქვაძე, ჟურ. „განათლება“, 1908, № 2-4, გვ. 108. პირთა ანოტაციები: ბოლქვაძე მალაქია ჟურნალისტი, პუბლიცისტი, პოეტი, ქუთაისის თეატრალური დასის მსახიობი. იბეჭდებოდა „ივერიაში“ 1900-იან წლებში. ილია ჭავჭავაძესთან ერთად იყო პეტერბურგში 1906 წელს. |
|
1906 25 ივლისამდე | ||
პეტერბურგიდან ბრუნდება თბილისში. |
წყარო გაზ. „შრომა“, 1906, 25 ივლისი, № 89, გვ. 2; გაზ. „მუშა“, 1906, 29 ივლისი, № 43, გვ. 2; გაზ. «Отголоски», 1906, № 5. |
|
1906 25 აგვისტო | ||
მარჯორი და ოლივერ უორდროპები დარწმუნებულნი იმაში, რომ ილია იმხანად პეტერბურგში იმყოფება, მის სანახავად მიდიან როჟდესტვენსკაიას ქუჩაზე. |
წყარო ლ. თაქთაქიშვილი-ურუშაძე, მარჯორი უორდროპი, 1965, გვ. 176. პირთა ანოტაციები: უორდროპი მარჯორი სკოტ (1869-1909) ინგლისელი მთარგმნელი, ქართული კულტურისა და ლიტერატურის პოპულარიზატორი, ფლობდა 7 ენას. უორდროპი ჯონ ოლივერ (1864-1848) ინგლისელი დიპლომატი, მთარგმნელი, ქართული კულტურის მოამაგე. თარგმნა სულხან-საბას „სიბრძნე სიცრუისა“, გამოსცა „საქართველოს სამეფო“, „ინგლისურ-სვანური ლექსიკონი“. კომენტარები დაურთო მისი დის, მარჯორის მიერ თარგმნილ „ვეფხისტყაოსანს“. |
|
1906 4 სექტემბრამდე | ||
მეუღლესთან და გაზეთ „ივერიის“ თანამშრომლებთან ერთად ესწრება წინამძღვრიანთკარის სკოლის გამოცდებს და ახალგაზრდების ცოდნით კმაყოფილი რჩება. |
წყარო ისიდორე რამიშვილი, მოგონებები, 2012, გვ. 13. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) მეუღლე, საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიოსაეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი |
|
1906 12 სექტემბერი | ||
მისი მეუღლის - ოლღა ჭავჭავაძის სახელზე თსს ბანკიდან მოდის ოფიციალური ცნობა, რომ 20 000 მანეთად დაგირავებული საგურამოს მამულის ანგარიშზე გადასახდელი აქვს 1890 მანეთი და 25 კაპიკი, აქედან განვლილი ნახევარი წლის შესატანია 1318 მანეთი და 25 კაპიკი. |
წყარო კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 7(258). პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. |
|
1906 13 სექტემბერი | ||
იღებს ოფიციალურ წერილს თსს ბანკიდან, რომ 15 000 მანეთად დაგირავებული ყვარლის მამულის ანგარიშზე გადასახდელი აქვს 752 მანეთი და 88 კაპიკი. |
წყარო კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 7(258). |
|
1906 13 სექტემბერი | ||
იღებს ოფიციალურ წერილს თსს ბანკიდან, რომ 61 000 მანეთად დაგირავებული თბილისში ანდრეევსკის (ამჟამად გიორგი ჩუბინაშვილის) ქუჩაზე მდებარე კარ-მიდამოს ანგარიშზე გადასახდელი აქვს 830 მანეთი და 43 კაპიკი. აქედან, განვლილი ნახევარი წლისა - 580 მანეთი და 83 კაპიკი. |
წყარო კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 7(258). |
|
1906 19 სექტემბერი | ||
თსს ბანკის ხელმძღვანელობა წერილობით ატყობინებს, რომ ბანკის ვალის გადაუხდელობის გამო შეუჩერეს პენსიის მიცემა. |
წყარო ალ. კალანდაძე. ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმი ყვარელში. 1958, გვ. 77. |
|
1906 19 სექტემბერი | ||
თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლი გიორგი ბაგრატიონ– დავითაშვილი უგზავნის წერილს და შეახსენებს მისსავე სურვილს, რომ აღიძრას შუამდგომლობა სახელმწიფო საბჭოში თბილისის გუბერნიის მიწათმფლობელებისთვის კიდევ ერთი წევრის დამატების უფლების მისაცემად. სთხოვს, დაამუშაოს ეს საკითხი და მოხსენების ფორმით წარადგინოს მიმდინარე წლის ოქტომბერ-ნოემბერში გუბერნიის საგანგებო კრებაზე. |
წყარო:
კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა
ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 46. პირთა ანოტაციები: ბაგრატიონ-დავითაშვილი (დავითიშვილი) გიორგი (გოგი) ალექსანდრეს ძე (1858- 1929) ივანე მაჩაბლის ცოლის ძმა, გორის და შემდეგ თბილისის მაზრების თავადაზნაურობის წინამძღოლი. |
|
1906 22 სექტემბერი | ||
თელავისა და თიანეთის მაზრების თავადაზნაურთა წინამძღოლი მაქსიმილიანე ჭავჭავაძე მიმართავს წერილობითი თხოვნით, გაიღოს შესაწირავი ყვარლის დაზარალებული მოსახლეობისთვის. |
წყარო კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 47. პირთა იდენტიფიკაცია: ჭავჭავაძის სახელი მაქსიმილიანე წერილში ნახსენები არ არის. პირთა ანოტაციები: ჭავჭავაძე მაქსიმილიანე ზაქარიას ძე (1876-1933) რუსეთის არმიის კამერ-იუნკერი, თელავისა და თიანეთის მაზრების თავადაზნაურთა წინამძღოლი. |
|
1906 29 ოქტომბრამდე | ||
თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლს - გიორგი ბაგრატიონ[1]დავითაშვილს წარუდგენს ანგარიშს სახელმწიფო საბჭოს სესიებში მონაწილეობისთვის მის მიერ მისაღები თანხის შესახებ. |
წყარო „საისტორიო მოამბე“, ტ. 3, 1947, გვ. 269. პირთა ანოტაციები: ბაგრატიონ-დავითაშვილი (დავითიშვილი) გიორგი (გოგი) ალექსანდრეს ძე (1858- 1929) ივანე მაჩაბლის ცოლის ძმა, გორის და შემდეგ თბილისის მაზრების თავადაზნაურობის წინამძღოლი. |
|
1906 სექტემბერი | ||
თსს ბანკის ხელმძღვანელობა ოფიციალური უწყებით აფრთხილებს, რომ თუ არ გადაიხდის ბანკის ვალს, მისი ყვარლის მამული საჯარო ვაჭრობით გაიყიდება. |
წყარო ალ. კალანდაძე, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმი ყვარელში, 1958, გვ. 77. |
|
1906 29 ნოემბერი | ||
თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა კრება იხილავს ილია ჭავჭავაძის მიერ წარდგენილ ანგარიშს და თხოვნას სახელმწიფო საბჭოს სესიებში მონაწილეობისთვის კუთვნილი თანხის გაცემის შესახებ. მას უარს ეუბნებიან 1907 წლის ანაზღაურების მიცემაზე ამ წლის სესიების დამთავრებამდე. |
წყარო „საისტორიო მოამბე“, ტ. 3, 1947, გვ. 269. |
|
1906 აგვისტოდან დეკემბრამდე | ||
იღებს ყვარლის მამასახლის სპირიდონ ჭიბოშვილის წერილს მდინარე დურუჯის ადიდებით სოფლისთვის მიყენებული ზარალის შესახებ და თხოვნას, თავი არ დაზოგოს საკუთარი მხარისთვის და ხელისუფლებას გადაასინჯინოს დურუჯის საქმე. ამასთანავე, უგზავნის ვექილ ილია ხრისტოფოროვის მისამართს. |
წყარო კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 654. დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 283. პირთა ანოტაციები: ჭიბოშვილი სპირიდონ ყვარლის მამასახლისი 1906 წელს. ხრისტოფოროვი ილია გიორგის ძე ბერძნული წარმომავლობის თბილისელი იურისტი და ნაფიცი მსაჯული. |
|
1906 7 დეკემბერი | ||
თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლი გიორგი ბაგრატიონ– დავითაშვილი წერილით აცნობებს თავადაზნაურთა კრების გადაწყვეტილებას სახელმწიფო საბჭოს სესიებში მონაწილეობისთვის კუთვნილი თანხის გაცემასთან დაკავშირებით. |
წყარო „საისტორიო მოამბე“, ტ. 3, 1947, გვ. 269. პირთა ანოტაციები: ბაგრატიონ-დავითაშვილი (დავითიშვილი) გიორგი (გოგი) ალექსანდრეს ძე (1858- 1929) ივანე მაჩაბლის ცოლის ძმა, გორის და შემდეგ თბილისის მაზრების თავადაზნაურობის წინამძღოლი. |
|
1906 9 დეკემბერი | ||
ანტონ ფურცელაძე წერილობით სთხოვს, რომ 10 დეკემბერს მივიდეს თსს ბანკში, სადაც შეიკრიბებიან თავადაზნაურობის მარშლები და დეპუტატები. |
წყარო კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 617. პირთა ანოტაციები: ფურცელაძე ანტონ ნიკოლოზის ძე (1839-1913) მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. მუშაობდა თბილისის გიმნაზიაში, შემდეგ ზუგდიდში. მოღვაწეობდა „ცისკარში“, „მნათობში“, „გუთნის დედასა“ და სხვა ჟურნალებში. |
|
1906 16 დეკემბრამდე | ||
მეგობარ ნიკო ხიზანიშვილს უძღვნის ექსპრომტს „ამ შენს სახეს...“. |
წყარო სახოკია, თ., ჩემი საუკუნის ადამიანები, თბ., 1984, გვ. 29; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 1, თბ., 1987, გვ. 305. პირთა ანოტაციები: ხიზანიშვილი ნიკოლოზ თადეოზის ძე (1851-1906) იურისტი, ისტორიკოსი, ეთნოგრაფი, პუბლიცისტი, ლიტერატურის კრიტიკოსი. განათლება მიიღო ნოვოროსიის უნივერსიტეტში, მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა მაზრებში. ბოლოს იყო თბილისის მომრიგებელი მოსამართლის მოადგილე, თანამშრომლობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებთან |
|
1906 16 დეკემბერი | ||
ქშწ-კგ საზოგადოების მდივანი სამსონ ფირცხალავა აცნობებს, რომ ორგანიზაციის წლიური კრება გაიმართება 17 დეკემბერს. |
წყარო კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 48. პირთა ანოტაციები: ფირცხალავა სამსონ გიორგის ძე (1872-1352) სოციალ-ფედერალისტთა პარტის ერთერთი დამფუძნებელი, პუბლიცისტი. პიესად გადააკეთა „ოთარაანთ ქვრივი“. წერდა ფსევდონიმებით: „სიტყვა“, „კალამი“ და სხვ. |
|
1906 17 დეკემბერი | ||
ხსნის ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც განიხილება წესდებაში შესატანი ცვლილებები, მაგრამ თავმჯდომარეობას ნიკოლოზ ცხვედაძეს გადასცემს. |
წყარო ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ფ. 481, 1-938. ფოტო / დოკუმენტი პირთა ანოტაციები: ცხვედაძე ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე (1845-1911) საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პუბლიცისტი. დაამთავრა მოსკოვის აკადემია. 1869 წლიდან ასწავლიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1874 წლიდან - თბილისის ქალთა ინსტიტუტში. 1898 წლიდან სათავეში ჩაუდგა ქართული გიმნაზიის, სინამდვილეში მომავალი ქართული უნივერსიტეტისათვის შენობის აგების საქმეს |
|
1906 22 დეკემბერი | ||
ესწრება მეგობრის - ნიკო ხიზანიშვილის
დაკრძალვას.
|
წყარო ილია ბახტაძის მიერ ჩაწერილი მოგონება, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულმემორიალური მუზეუმი, შწ. 911, გვ. 21. პირთა ანოტაციები: ხიზანიშვილი ნიკოლოზ თადეოზის ძე (1851-1906) იურისტი, ისტორიკოსი, ეთნოგრაფი, პუბლიცისტი, ლიტერატურის კრიტიკოსი. განათლება მიიღო ნოვოროსიის უნივერსიტეტში, მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა მაზრებში. ბოლოს იყო თბილისის მომრიგებელი მოსამართლის მოადგილე, თანამშრომლობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებთან. |
|
1906 29 დეკემბრამდე | ||
მეფისნაცვალთან აუდიენციაზე მიჰყვება წყალდიდობით მძიმედ დაზარალებული
ყვარლის მოსახლეობის დეპუტაციას და ახერხებს, რომ მთავრობამ მიიღოს
გადაწყვეტილება მდინარე დურუჯის ნაპირების ჯებირით გამაგრების შესახებ.
1906 |
წყარო გაზ. „მეგობარი“, ტფილისი, 1906, 29 დეკემბერი, № 76, გვ. 2; ნოშრევან ჯაფარიძე, „ლიტერატურის მატიანე“, წ. 1-2, 1940, გვ. 153. დათარიღება: ინფორმაცია ამ დეპუტაციის მეფისნაცვალთან ვიზიტის შესახებ დაიბეჭდა 29 დეკემბერს. |
|
ივანე გომელაური გამოსცემს კრებულს „ქართველი მწერლები“, რომელშიც იბეჭდება ილია ჭავჭავაძის ლექსები: „გუთნისდედა“, „ელეგია“ და პოემა „რამდენიმე სურათი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“. |
წყარო ქართველი მწერლები, წ. I, შედგენილი ივ. გომელაურის მიერ, ტფილისი, 1906, გვ. 136, 159. პირთა ანოტაციები: გომელაური ივანე მიხეილის ძე (1867-1951) მწერალი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. |
|
1906 | ||
იაკობ გოგებაშვილს „ბუნების კარში“ შეაქვს ილია ჭავჭავაძის ლექსი „მეცა მქონია კარგი მამული“. |
წყარო ი. გოგებაშვილი, „ბუნების კარი“, ტფილისი, 1906, გვ. 286. პირთა ანოტაციები: გოგებაშვილი იაკობ (1840-1912) მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. |
|
1906 | ||
ესწრება ივანე ჯავახიშვილის ლექციას საქართველოს ეკონომიკური ისტორიიდან. |
წყარო ს. ჯორბენაძე, ცხოვრება და ღვაწლი ივანე ჯავახიშვილისა, 1981, გვ. 85. გ. შარაძე, „საქართველოს მზე და სიყვარული ალბიონის კუნძულზე“, 1986, გვ. 150. პირთა ანოტაციები: ჯავახიშვილი ივანე ალექსანდრეს ძე (1876-1940) ქართველი ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე, აკადემიკოსი, თბილისის უნივერსიტეტის დამფუძნებელი. |
|
1906 | ||
სმიტროფანე ლაღიძე გოლოვინის (ამჟამად რუსთაველის) პროსპექტზე ხსნის გამაგრილებელი წყლების საფირმო ქარხანას, რომელზეც ქართულ წარწერას რუსულის ზემოთ ათავსებს. ამის გამო დაჭერა ემუქრება და ილია ჭავჭავაძის შუამდგომლობით ათავისუფლებენ. |
წყარო ილია ბახტაძის მიერ ჩაწერილი მოგონება, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულმემორიალური მუზეუმი, შწ. 911, გვ. 13. პირთა ანოტაციები: ლაღიძე მიტროფანე ერმალოს ძე (1869-1960) საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი, მეცენატი, უალკოჰოლო სასმელების წარმოების ფუძემდებელი საქართველოში. ჰქონდა სტამბა და გამოსცემდა ქართველ მწერალთა თხზულებებს. |