უნივერსიტეტის რექტორის - ემილ ლენცის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი.
კრებული „Государственный Совет 1906–1907 гг.“ გვ. 199. გაზ. „დროება“, 1873 წ. № 40, გვ. 1-2. პირთა ანოტაციები: მაჩაბელი ვასილ გიორგის ძე (1845-1918) თავადი, ვექილი, საზოგადო მოღვაწე, ივანე მაჩაბლის ძმა. შექსპირი უილიამ
(1564-1616), ინგლისელი პოეტი და დრამატურგი. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი
საარქივო ფონდი, ასლი № 217; გაზ. „ივერია“, 1878, № 40, 12 ოქტომბერი, გვ.
12-16; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 3, თბ., 1988, გვ. 177. პირთა ანოტაციები: ებერსი გეორგ (1837-1898) გერმანელი მწერალი, ეგვიპტოლოგი./ საქართველოს ეროვნული არქივი; წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების
ოქმი. ფ. 481 , N 45 გვ. 106. პირთა ანოტაციები: ვაჟა-ფშაველა (ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილი) (1861-1915) პოეტი, ბელეტრისტი, პუბლიცისტი. ქართველიშვილი გიორგი დავითის ძე (1827-1901) ქველმოქმედი, მეცენატი, საზოგადო მოღვაწე, მისი ხარჯით გამოიცა ვახუშტის
„საქართველოს ისტორია“ და „ვეფხისტყაოსანი“, ზიჩის ილუსტრაციებით,
1883-1885 წლებშ. იყო გაზეთ „დროების“ გამომცემელი. გოგებაშვილი იაკობ (1840-1912) მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. გაზ. „დროება“, 1883, № 201, გვ. 1-3; № 202, გვ. 1-3. პირთა ანოტაციები: ნანეიშვილი ალექსანდრე თეიმურაზის ძე (1857-1904) ხალხოსანი მწერალი და პუბლიცისტი, ჟურნალ „იმედის“ თანამშრომელი. წერდა
ფსევდონიმებით: „მე გახლავარ“, „ძველი ეკალი“. გაზ. „ივერია“, 1886, 12 ოქტომბერი, № 220, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც
ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 437. გაზ. „ივერია“, 1888, 12 ოქტომბერი, № 213, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ
ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 335. გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1897, № 338. პირთა ანოტაციები: სახოკია თედო ტიმოთეს ძე (1868-1956) მწერალი, მთარგმნელი, ეთნოგრაფი და ლექსიკოგრაფი.
1861
12 ოქტომბერი
პეტერბურგის უნივერსიტეტში სტუდენტთა გაფიცვები და არეულობაა. მიუხედავად
იმისა, რომ ილია ჭავჭავაძე იმ პერიოდში საქართველოშია, მეამბოხე
სტუდენტებთან ერთად მასაც რიცხავენ და, დანარჩენების მსგავსად, აძლევენ
მოწმობას, თითქოს გათავისუფლდა საკუთარი განცხადების საფუძველზე.
წყარო:
1873
12 ოქტომბერი
გაზეთ „დროებაში“, თარიღით „პეტერბურგი 21 სექტემბერს“ იბეჭდება ვასილ
მაჩაბლის კორესპონდენცია. მასში ნათქვამია, რომ თბილისის ბანკის წესდებას
მინისტრი მალე წარადგენს დასამტკიცებლად სახელმწიფო საბჭოში. აქვე არის
ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ პეტერბურგში მცხოვრები ქართველი
ახალგაზრდები თოთხმეტმარცვლიანი ურითმო ლექსით დედნიდან თარგმნიან
შექსპირის ტრაგედია „მეფე ლირს“ და პირველ ნაწილს მალე გაუგზავნიან
გამოსაცემად ჟურნალ „კრებულს“.
წყარო:
1878
12 ოქტომბერი
გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად ბეჭდავს გერმანელი მწერლის გეორგ ებერსის
რომანის „რამეთუ კაცი ვარ“ თარგმანის გაგრძელებას.
წყარო:
1882
12 ოქტომბერი
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც არ კმაყოფილდება
კერძო სკოლის თხოვნა მერხებით მომარაგების შესახებ. ამატნისხევის
მასწავლებელს ლუკა რაზიკაშვილს (ვაჟა-ფშაველას) ეგზავნება ,,ბუნების
კარის’’ და ,,დედა ენის’’ მოთხოვნილი რაოდენობა. ეცნობიან ამიერკავკასიის
სამასწავლებლო სემინარიის დირექტორის წერილობით ინფორმაციას თანხის მიღების
თაობაზე. იღებენ დადგენილებას, დააკმაყოფილონ გუბერნატორის მოთხოვნა სოფ.
ხელთუბნის სკოლასთან დაკავშირებით ქშწ-კგ საზოგადოების მიერ მიღებული
დადგენილების რუსულად თარგმნისა და გაგზავნის თაობაზე. საზოგადოების
ხაზინადრად ირჩევენ გიორგი ქართველიშვილს. ისმენენ საქმისმწარმოებლის
ინფორმაციას ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლების წიგნებითა და სასკოლო
ნივთებით მომარაგების შესახებ. იაკობ გოგებაშვილს ავალებენ გაგზავნილი
წიგნების, ნივთებისა და ფულადი დანახარჯის გადამოწმებას.
წყარო:
1883
11-12 ოქტომბერი
გაზეთ „დროებაში“ ქვეყნდება დასაწყისი ალექსანდრე ნანეიშვილის წერილისა
„ლიტერატურული შენიშვნები „ივერიის“ მეშვიდე და მერვე ნომრებზე“.
წყარო:
1886
12 ოქტომბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს მოწინავე
წერილისა თარიღით „ტფილისი, 11 ოქტომბერი“ („ჩვენ გუშინ ვსთქვით, რომ
საქმეთა ვითარებამ გერმანია...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა
სათაურით „გერმანია-საფრანგეთის ურთიერთობა“.
წყარო:
1888
12 ოქტომბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს მოწინავე
წერილისა თარიღით „ტფილისი, 11 ოქტომბერი“ („ჩვენ არა ერთხელ გვილაპარაკნია
მასზედ...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „არყის
გამოხდის წესების შეცვლის აუცილებლობა“.
წყარო:
1897
12 ოქტომბერი
გაზეთ „ცნობის ფურცელში“ „შავიზღვისპირელის“ ფსევდონიმით იბეჭდება თედო
სახოკიას შეკითხვა რედაქციისადმი, რატომ აღარაფერი იწერება ილია ჭავჭავაძის
მოღვაწეობის 40 წლისთავის იუბილეს გადახდის შესახებ. აქვე ქვეყნდება
რედაქციის პასუხი.
წყარო: