საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, N45, გვ. 168. პირთა ანოტაციები: წმინდა ნინო – მოციქული, ქართველთა განმანათლებელი. მაღალაშვილი სალომე გიორგის ასული პედაგოგი და ჟურნალისტი. წერდა ფსევდონიმებით „სალომე შუბათელი“ და „სალომე
შუბნელი“ და სხვ. ცხვედაძე ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე (1845-1911) საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პუბლიცისტი. დაამთავრა მოსკოვის აკადემია.
1869 წლიდან ასწავლიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1874 წლიდან –
თბილისის ქალთა ინსტიტუტში. 1898 წლიდან სათავეში ჩაუდგა ქართული გიმნაზიის,
სინამდვილეში მომავალი ქართული უნივერსიტეტისათვის შენობის აგების საქმეს.
ნათაძე მოსე ივანეს ძე (1856-1890) საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი. მასწავლებლად მუშაობდა პატარძეულის,
მეჯვრისხევის, ხონის სკოლებში. სმეკალოვი ალექსი მიხეილის ძე (1838-1890) რუსი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, 1881 წლიდან ბათუმის ოლქის
სამხედრო გუბერნატორი. 1883 წლიდან, მას შემდეგ რაც ბათუმის ოლქი შეუერთდა
ქუთაისის გუბერნიას, ქუთაისის გუბერნატორი. თუმანიშვილი გიორგი მიხეილის ძე (1854-1920) კრიტიკოსი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე. აქტიურად
თანამშრომლობდა როგორც ადგილობრივ, ისე რუსულ პრესასთან. 1891-1903 წლებში
იყო გაზეთ «Новое обозрение»-ს რედაქტორი. უმიკაშვილი პეტრე იოსების ძე (1838-1904) საზოგადო მოღვაწე, ფოლკლორისტი. იყო მასწავლებელი თბილისის ქართულ
გიმნაზიაში, შემდეგ მუშაობდა შავი ქვის წარმოებში ზესტაფონსა და და ბათუმში.
წერდა ნარკვევებს, პიესებს, შექმნა ქართული ფოლკლორის მდიდარი კოლექცია.
თუმანიშვილი-წერეთლისა ანასტასია მიხეილის ასული (1849-1932) საბავშვო მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. ქალთა
საზოგადოება „განათლების“ და ჟურნალ „ჯეჯილის“ დამაარსებელი. დეფო დანიელ (1660-1731) ინგლისელი მწერალი, ჟურნალისტი და პამფლეტისტი. „საისტორიო მოამბე“, ტ. 3, 1947, გვ. 213. გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი.
ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17547; ი. ჭავჭავაძე,
წერილები (ი. ბოცვაძის რედ.), სოხუმი, 1949, გვ. 41; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ
ტომად, X, 1961, გვ. 39; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ.
112, 415-416; დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და
შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 199. პირთა ანოტაციები: უმიკაშვილი პეტრე იოსების ძე (1838-1904) საზოგადო მოღვაწე, ფოლკლორისტი. იყო მასწავლებელი თბილისის ქართულ
გიმნაზიაში, შემდეგ მუშაობდა შავი ქვის წარმოებში ზესტაფონსა და და ბათუმში.
წერდა ნარკვევებს, პიესებს, შექმნა ქართული ფოლკლორის მდიდარი კოლექცია.
გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი
საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო
საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი
საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 223-358; გაზ. „ივერია“, 1886, 13
სექტემბერი, № 197, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ცხრა ტომად (პ. ინგოროყვასა
და ალ. აბაშელის რედ.), ტ. VIII, 1928, გვ 368; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად,
ტ. 8, 2007, გვ. 312. გაზ. „ივერია“, 1887, 13 სექტემბერი, № 190, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ
ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 546. გაზ. „ივერია“, 1888, 13 სექტემბერი, № 191, გვ. 1-2 (ცენზურის ნებართვა
1888, 12/ IX); ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, თბ., 1991, გვ. 428. პირთა იდენტიფიკაცია: „სანდალა“ ზაქარია ჭიჭინაძის ფსევდონიმია. პირთა ანოტაციები: შავროვი ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე (1826-1899) რუსი ჟურნალისტი, სამხედრო ადმინისტრატორი, მსახურობდა კავკასიის მთავარ
სამმართველოში. ჭიჭინაძე ზაქარია ეგნატეს ძე (1834-1931) საზოგადო მოღვაწე, გამომცემელი, ლიტერატურისა და ისტორიის მკვლევარი,
ბიბლიოფილი. აქვეყნებდა წერილებსა და ნარკვევებს საქართველოს სოციალურ,
ეკონომიკური და კულტურის ისტორიის საკითხებზე. საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 3, გვ. 240. პირთა ანოტაციები: ხუნდაძე სილოვან თომას ძე (1860-1928) მწერალი, ფილოლოგი, პუბლიცისტი, პედაგოგი. სწავლობდა პეტერბურგის
უნივერსიტეტში, მასწავლებლობდა სენაკსა და ქუთაისში, იყო გიმნაზიის
დირექტორი, იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში: „დროება“, „კვალი“, „ცნობის
ფურცელი“ და სხვ. ჭყონია ალექსანდრე მირიანის ძე (1855-1907) საზოგადო მოღვაწე, ქუთაისის გიმნაზიის შემდეგ სწავლობდა მოსკოვსა და
პარიზში. სხვადასხვა დროს მუშაობდა ფოთის, ოზურგეთის, შორაპანის, ქუთაისის
სასამართლოებში, იყო „მოამბისა“ და „ცნობის ფურცელის“ რედაქტორი. მანსვეტაშვილი იაკობ ალექსანდრეს ძე (1855-1939) ჟურნალისტი, მწერალი, პუბლიცისტი, „ივერიის“ თანამშრომელი, საზოგადო
მოღვაწე. ქშწ-კგ საზოგადოების მდივანი, წერდა ფსევდონიმებით: „ალექსანდრიძე“,
„დონ იაგო“, „ბარელი“ და სხვ. ე. თაყაიშვილი, რჩეული ნაშრომები. ტ. 1. 1968, გვ. 261. ლიტერატურის
მატიანე, წ. 6, ნაკვ. 1,1952, გვ. 48; ნეკროლოგი. გაზ. „ივერია“ 12
სექტემბერი, № 193, გვ. 1. პირთა ანოტაციები: პოლტარაცკი ივანე ეგნატეს ძე (1836-1892) პოლონური წარმოშობის ქართველი საზოგადო მოღვაწე, იურისტი, ილია
ჭავჭავაძის მეგობარი. ი. ჭავჭავაძე, წერილები (ი. ბოცვაძის რედ.), სოხუმი, 1949, გვ. 88-90;
ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 182, 458. პირთა ანოტაციები: კარიჭაშვილი დავით გიორგის ძე (1862-1927) მწერალი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ენათმეცნიერი. მრავალი
სამეცნიერო წიგნის ავტორი და გამომცემელი-რედაქტორი. ბოცვაძე ლუარსაბ გერასიმეს ძე (1866-1919) პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, ჟ. “განათლების” დამაარსებელი. გაზ. „ივერია“, 1897, 13/IX № 189, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად,
ტ. 13, თბილისი, 2007, გვ. 414. გაზ.„ივერია“, 1902, № 195. პირთა ანოტაციები: ჭრელაშვილი სტეფანე თევდორეს ძე (1857-1917) საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, რევოლუციონერი. თანამშრომლობდა გაზ. „ივერიასთან“.
იყო ფუნიკულიორის პირველი დირექტორი. წერდა „სანოსა“ და „ტატალას“
ფსევდონიმებით. გომართელი ივანე გედეონის ძე (1875-1938) ექიმი, მწერალი, დრამატურგი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი. „მესამე დასის“
წევრი, პირველი სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის პირადი
არქივი № 25 (266). პირთა ანოტაციები: მელიქიშვილი დავით ზაქარიას ძე (1856-1909) თბილისის გუბერნიის მარშალი, იმპერატორის კარის ეგერმაისტერი, ოლღა
გურამიშვილ-ჭავჭავაძის სიძე, დისშვილის – რუსუდან სტაროსელსკაიას მეუღლე. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი
№ 7(258). კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი
№ 7(258).
1883
13 სექტემბერი
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების
სხდომას, რომელზეც წინარეხის სკოლის მასწავლებლად ნიშნავენ თბილისის წმინდა
ნინოს სასწავლებლის კურსდამთავრებულ სალომე მაღალაშვილსა და ამავე სკოლის
მზრუნველ ნიკო ცხვედაძეს უგზავნიან თანხას სკოლის შენობის გადასაკეთებლად.
ბათუმის სკოლის მასწავლებელს მოსე ნათაძეს უგზავნიან სასკოლო ინვენტარსა და
მოთხოვნილ თანხას. ეცნობიან ბათუმის მაზრის გუბერნატორის ალექსი
სმეკალოვისა და გიორგი თუმანიშვილის წერილებს სასკოლო მიწის შესახებ.
თონეთის სკოლას უგზავნიან ,,დედა ენასა’’ და სასკოლო ნივთებს. პეტრე
უმიკაშვილს ავალებენ ანასტასია თუმანიშვილი მიერ თარგმნილი დანიელ დეფოს ,,რობინზონ
კრუზოს’’ შემოწმებას.
წყარო:
1884
13
სექტემბერი
თბილისის პოლიცმაისტერი წერილობით უპატაკებს გუბერნატორს ილია ჭავჭავაძეზე
ფარული მეთვალყურეობის შედეგებს.
წყარო:
1885
13 სექტემბერი
ბარათს უგზავნის პეტრე უმიკაშვილს და უბოდიშებს, რომ ვეღარ ახერხებს
საგურამოში წასვლას. სთავაზობს, ან მეორე დილას შეხვდნენ და ერთად წავიდნენ,
ან პეტრე იმ დღესვე გაემგზავროს და თავად მეორე დღეს შეუერთდება. სწერს,
რომ ოლღას ძალიან გაუხარდება მისი ნახვა.
წყარო:
1886
13 სექტემბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად განაგრძობს ვრცელი ნარკვევის
გამოქვეყნებას თარიღით „ტფილისი, 12 სექტემბერი“ („უფრო მომეტებული ნაწილი
ხიზნებისა ტფილისის გუბერნიაში...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში
იბეჭდება სათაურით „ხიზნების საქმე“.
წყარო:
1887
13 სექტემბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
12 სექტემბერი“ („ერთი დიდი და ფრიად შესამჩნევი..“). მწერლის თხზულებათა
ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „გიმნაზიების ერთი დიდი ნაკლი“.
წყარო:
1888
13 სექტემბერი
გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად აქვეყნებს ფელეტონის „ორნი არიან, ტოლნი არიან,
ანუ აგანგალა განგალა, შაროვი და სანდალა“ დასაწყისს („ეს მეცხრამეტე
საუკუნე, რომელიც ჰა, სულის დალევამდეა...“).
წყარო:
13 სექტემბერი
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც განიხილავენ ქუთაისის
სკოლის მასწავლებლის სილოვან ხუნდაძის საჩივარს, იმასთან დაკავშირებით, რომ
მას უკანონოდ ჩამოართვეს სასწავლო საათები. ქუთაისში საგანგებოდ
იგზავნებიან ალექსანდრე ჭყონია და იაკობ მანსვეტაშვილი ამ საკითხისა და
სხვა გარემოებების დაწვრილებით გამოსარკვევად
წყარო:
1892
13 სექტემბერი
ძალზე განიცდის ყრმობისდროინდელი მეგობრის ივანე პოლტორაცკის გარდაცვალებას
და ესწრება მის დაკრძალვას სოფელ ოქროყანაში.
წყარო:
1897
13 სექტემბერი
ილია ჭავჭავაძე და დავით კარიჭაშვილი წერილობით უცხადებენ მადლობას ლუარსაბ
ბოცვაძეს იმისათვის, რომ საგანგებოდ გამართულ კურსებზე სამაგალითო
გაკვეთლები ჩაუტარა სამრევლო სკოლათა მასწავლებლებს.
წყარო:
13 სექტემბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს ვრცელი
ნარკვევისა თარიღით „ტფილისი, 12 სექტემბერი“.
წყარო:
1902
13 სექტემბერი
გაზეთ „ივერიაში“ „სანოს“ ფსევდონიმით იბეჭდება სტეფანე ჭრელაშვილის წერილი
„შინაურთა შორის“. იგი ეხება ივანე გომართელის პრეტენზიას ილია ჭავჭავაძის
მიერ პრობლემური საკითხების ნაგვიანევად გაშუქების შესახებ და კრიტიკული
სტატიის ავტორს შეახსენებს ერთ ძალზე მნიშვნელოვან ფაქტორს – ცენზურის
არსებობას.
წყარო:
1903
13 სექტემბერი
თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლი დავით მელიქიშვილი წერილობით
სთხოვს, დაესწროს თავადაზნაურთა წინამძღოლებისა და დეპუტატთა საკრებულოს
სხდომას, რომელზეც განიხილავენ სათავადაზნაურო დაწესებულების მშენებლობის
პროექტებს.
წყარო:
1906
13 სექტემბერი
იღებს ოფიციალურ წერილს თსს ბანკიდან, რომ 15 000 მანეთად დაგირავებული
ყვარლის მამულის ანგარიშზე გადასახდელი აქვს 752 მანეთი და 88 კაპიკი.
წყარო:
1906
13 სექტემბერი
იღებს ოფიციალურ წერილს თსს ბანკიდან, რომ 61 000 მანეთად დაგირავებული
თბილისში ანდრეევსკის (ამჟამად გიორგი ჩუბინაშვილის) ქუჩაზე მდებარე
კარ-მიდამოს ანგარიშზე გადასახდელი აქვს 830 მანეთი და 43 კაპიკი. აქედან,
განვლილი ნახევარი წლისა - 580 მანეთი და 83 კაპიკი
წყარო: