ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, თბ., 2012, გვ. 274. ასლი, იოსებ გრიშაშვილის
ბიბლიოთეკა-მუზეუმის ფონდი 14; გაზ. „სახალხო განათლება“, 1988, 24 ივნისი, № 51,
გუბაზ მეგრელიძის პუბლიკაცია; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 274-276,
515-516.
ატრიბუცია: ილია ჭავჭავაძის ეს წერილი შემორჩენილია მხოლოდ ასლის სახით და
თხზულებათა ოცტომეულში იბეჭდება „სავარაუდონის“ განყოფილებაში.
პირთა ანოტაციები:
ჭავჭავაძე სოლომონ (სიმონ) გრიგოლის ძე (1797-1875) ყვარლელი მემამულე, ილია
ჭავჭავაძის ნათესავი. სოლომონის მამა – გრიგოლ (გიორგი) და ილიას პაპა
– პაატა ჭავჭავაძეები ძმები იყვნენ. სასამართლო სხდომის ოქმი, ავტოგრაფი, საქართველოს ეროვნული არქივი,
ფონ.133, აღწ.1 საქ.292, ფურც.4-5, „საისტორიო მოამბე“, 19-20, 1865, გვ. 405.
პირთა ანოტაციები: თეთრუაშვილი გაბრიელ დუშეთის მაზრის მკვიდრი, პორუჩიკი.
კედელაშვილი სტეფანე დუშეთის მაზრის მკვიდრი.
კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი № 217; გაზ. „ივერია“, 1878, № 45, 16 ნოემბერი, გვ. 12-13, 13- 19; ი.
ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 3, თბ., 1988, გვ. 216; ილია ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად,
ტ. 16, 2017.
პირთა ანოტაციები:
დოდე ალფონს (1840-1897)
ფრანგი მწერალი და პუბლიცისტი
ებერსი გეორგ (1837-1898)
გერმანელი მწერალი, ეგვიპტოლოგი.
გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის
პირადი საარქივო ფონდი, № 9615, № 4602. გაზ. „დროება“, 1879, № 237, გვ. 1-2; გაზ. «Кавказ», 1879, № 261.
პირთა ანოტაციები:
მესხი სერგეი სიმონის ძე (1844/1845-1883) მწერალი, პუბლიცისტი ჟურნალისტი,
საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის
საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი. 1868 წლიდან მიიწვიეს „დროების“
რედაქტორად. იყო „ახალი ახალგაზრდობის“ ლიტერატურული ჯგუფის
წევრი. დიდი წვლილი შეიტანა ქართული ჟურნალისტიკის, ლიტერატურის
კრიტიკისა და თეატრის განვითარების საქმეში. გაზ. “დროება“, 1880, 16 ნოემბერი, № 242, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად,
ტ. 15, 2007, გვ. 176.
ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის
არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621,
661. ჟურნ. “ივერია“, 1886, № 251,გვ. 1-3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, ტ. III, 1953;
ვახტანგ კუპრავა, „ილია ჭავჭავაძის უცნობი წერილები“, გაზ. „ლიტერატურა და
ხელოვნება“, 1952, 18 VII, № 24/430.
პირთა ანოტაციები:
ერისთავი რაფიელ დავითის ძე (1824-1901) პოეტი, დრამატურგი, ეთნოგრაფი,
ლექსიკოლოგი, საზოგადო მოღვაწე, ქართული საბავშვო ლიტერატურის
ერთ-ერთი ფუძემდებელი. გაზ. „ივერია“, 1886, 16 ნოემბერი, № 249, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც
ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 525 გაზ. „ივერია“, 1886, 19 ნოემბერი, № 251, გვ. 1-2, 1-3(ცენზურის ნებართვა 1886, 18/XI).
დათარიღება:
დროზე მითითებულია 19 ნოემბრის მოწინავეში.
პირთა ანოტაციები:
აბაშიძე ვასო (ვასილ) ალექსის ძე (1854-1926) მსახიობი, დრამატურგი, რეჟისორი, მთარგმნელი, რეალისტური აქტიორული სკოლის ფუძემდებელი.
ერისთავი რაფიელ დავითის ძე (1824-1901)
პოეტი, დრამატურგი, ეთნოგრაფი, ლექსიკოლოგი, საზოგადო მოღვაწე, ქართული საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი.
ი. ანდრონიკაშვილის ხელწერილი თანხის მიღების შესახებ, კ. კეკელიძის სახ.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 678 გაზ. „ივერია“, 1889, 16 ნოემბერი, № 244, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
11, თბილისი, 2007, გვ. 390.
საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 354, გვ. 85.
ვოლსკი გრიგოლი იოსების ძე (1860-1909) პუბლიცისტი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე.
თანამშრობლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებთან, ეწეოდა მთარგმნელობით
საქმიანობას.
გაზ. „ივერია“, 1895, 16 ნოემბერი, № 248, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
13, თბილისი, 2007, გვ. 124. ი. ჭავჭავაძე, საიუბილეო კრებული, 1977. გვ. 278; გრაცის უნივერსიტეტის
ბიბლიოთეკის საცავი, ჰუგო შუხჰარდტის არქივი; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17,
2012, გვ. 175, 454-455.
პირთა ანოტაციები:
შუხჰარდტი ჰუგო (1842-1927) ავსტრიელი ქართველოლოგი, ვენის საიმპერიო
მეცნიერებათა აკადემიის წევრი, გრაცის უნივერსიტეტის პროფესორი.
საქართველოს ეროვნული არქივი, ფონდი 12, საქმე 2969, ფურ. 2; ა. იოვიძე,
ილია ჭავჭავაძე – დოკუმენტალური მასალები. „საისტორიო მოამბე“, № 3, 1947, გვ.
256-257; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 216, 473-474.
პირთა ანოტაციები:
სარაჯიშვილი ალექსანდრე ივანეს ძე (1851-1914)
მწერალი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი,
საზოგადო მოღვაწე, საქართველოს საისტოიო და საეთნოგრაფიო
საზოგაოების ერთ-ერთო ფუძემდებელი, 1902-03 წლებში იყო „ივერიის“
რედაქტორ-გამომცემელი.
კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ალექსანდრე სარაჯიშვილის
არქივი № 8. „საისტორიო მოამბე“, ტ. 3, 1947, გვ. 256. პირთა ანოტაციები: სარაჯიშვილი ალექსანდრე ივანეს ძე (1851-1914) მწერალი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი,
საზოგადო მოღვაწე, საქართველოს საისტოიო და საეთნოგრაფიო
საზოგაოების ერთ-ერთო ფუძემდებელი, 1902-03 წლებში იყო „ივერიის“
რედაქტორ-გამომცემელი.
1860
16 ნოემბერი
სოლომონ ჭავჭავაძეს უგზავნის საპასუხო წერილს, რომელშიც არწმუნებს, რომ
პირობას აუცილებლად შეასრულებს. სთხოვს, რომ თუ საქმე მისი მამულების
გაყიდვამდე მივა, თავად სოლომონმა შეისყიდოს. თავისი ჯანმრთელობის შესახებ
სწერს, რომ უკვე კარგად არის. შემდეგ უხსნის, რა ვალები და მოსალოდნელი
ხარჯები აქვს და სთხოვს, რომ მან და მამიდამ შესაბამისი თანხა გაუგზავნონ.
წყარო:
1868
16 ნოემბერი
თბილისის გუბერნიის დუშეთის განყოფილების მომრიგებელ სასამართლოში
განიხილავს გაბრიელ თეთრუაშვილის განცხადებას, სტეფანე კედელაშვილის
ანდერძის საფუძველზე, მელქო ეღიკოვის სახლის მისთვის მიკუთვნების
მოთხოვნით. რამდენადაც თეთრუაშვილის მიერ წარდგენილი ანდერძი ოთხი
წლის წინ დაწერილი, დაუმოწმებელი და ძალადაკარგულია, სასამართლო არ
აკმაყოფილებს მომჩივნის პრეტენზიას, რითაც მის გულისწყრომას იმსახურებს
წყარო:
1878
16 ნოემბერი
გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად იბეჭდება ალფონს დოდეს მოთხრობის თარგმანი
სათაურით „სამი ათასი ფრანკით“ და გერმანელი მწერლის გეორგ ებერსის რომანის „რამეთუ
კაცი ვარ“ თარგმანის გაგრძელება.
წყარო:
16 ნოემბერი
წარმოებს მამულების გაყოფა მასა და მის ყვარლელ ნათესავებს შორის, რის
შედეგადაც იწერება ილია ჭავჭავაძესა და სხვა თანამესაკუთრეთა შორის ყვარლის
აგარაკის ტყის გამიჯვნის სააღწერო ფურცელი.
წყარო:
1879
16 ნოემბერი
გაზეთებში იბეჭდება მისი და სერგეი მესხის ერთობლივი განცხადება „დროებისა“
და „ივერიის“ ერთობლივ გამოცემაზე 1880 წელს.
წყარო:
1880
16 ნოემბერი
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას
„ვეფხვისტყაოსნის“ რედაქცია“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად
დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.
წყარო:
1881
16 ნოემბერი
ესწრება ფრანგულიდან თარგმნილი დრამის „შეშლილია“ და რაფიელ
ერისთავის მიერ გადმოკეთებული პიესის „ჯერ დაიხოცნენ, მერე დაქორწილდნენ“
წარმოდგენებს.
წყარო:
1886
16 ნოემბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად ბეჭდავს დასასრულს მოწინავე
წერილისა თარიღით „ტფილისი, 15 ნოემბერი“ („ჩვენ ვსთქვით წინა წერილში...“).
მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ქართველთა შორის
წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამო“.
წყარო:
.
16 ნოემბერი
ქართულ თეატრში ესწრება ვასო აბაშიძის დრამის „შეშლილია“ და რაფიელ
ერისთავის ვოდევილის „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“ წარმოდგენებს.
წყარო:
1888
16 ნოემბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს
თარიღით „ტფილისი, 15 ნოემბერი“ („კვირა დღეს, ამ 13-ს ნომბერს...“). მწერლის
თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „კაცი ჯერ კაცი უნდა იყოს“.
16 ნოემბერი
ქართულ დრამატულ საზოგადოებას სწირავს 40 მანეთს
წყარო:
1889
16 ნოემბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით
„ტფილისი, 15 ნოემბერი“ („გერმანიის იმპერატორის ყოფნამ საბერძნეთსა და
ნამეტნავად სტამბოლში...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა
სათაურით „ავსტრიის საქმეები ბალკანეთში“
წყარო:
1893
16 ნოემბერი
ქშწკ-გ საზოგადოების სახელით წერილს უგზავნის იმ პირებს, ვისაც დავალებული
აქვთ ბათუმის სკოლის მშენებლობა, რომ მიღებული შემოწირულობები გადასცენ
გრიგოლ ვოლსკის და მშენებლობის საქმეებს გაუძღვენ შედგენილი გეგმისა და
ხარჯთაღრიცხვის მიხედვით.
წყარო:
1895
16 ნოემბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას
ვრცელი მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 16 ნოემბერი“ („ჩვენ ამას
წინად ორს მეთაურ წერილში..“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება
სათაურით „კახეთის სოფლის მეურნეთა კავშირი“.
წყარო:
16 ნოემბერი
პროფესორ ჰუგო შუხჰარდტს საჩუქრად უგზავნის „ნარკვევებს ქართული
სიტყვიერების ისტორიიდან“ და „ივერიის“ იმ ნომრებს, რომლებშიც დაბეჭდილია
სტატია „კვალი საერო პოეზიისა „ქართლის ცხოვრებაში“. უხსნის, რამდენად
მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის მისი დაინტერესება ქართული
კულტურით.
წყარო:
1900
16 ნოემბერი
თხოვნით მიმართავს კავკასიის საცენზურო კომიტეტს, „ივერიის“ დროებით
რედაქტორად ექვსი თვის ვადით დანიშნონ ალექსანდრე სარაჯიშვილი, რადგან
თავად ექიმების მითითებით ჯერ კიდევ ეკრძალება მუშაობა.
წყარო:
1901
16 ნოემბერი
წერილობით მიმართავს კავკასიის საცენზურო კომიტეტს, ითხოვს, რომ
ავადმყოფობის გამო გაათავისუფლონ გაზეთ „ივერიის“ რედაქტორობიდან და
მის ადგილზე დროებით დანიშნონ ალექსანდრე სარაჯიშვილი.
წყარო: