The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


1901
1901

1901    
     
1901 1 იანვარი  

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ „ს-ნელის“ ფსევდონიმით იბეჭდება სტატია „ჩვენი მწერლობა მე19 საუკუნეში ერთი თვალის გადავლებით“. ავტორი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს 60-იან წლებს და ილია ჭავჭავაძის გამოსვლას სამწერლო ასპარეზზე.   

 

წყარო:


გაზ. „ივერია“, 1901, № 1, გვ. 2-3.

 

 

 

1901 1 იანვარი  

 

 

 

 

 

გაზეთი „ცნობის ფურცელი“ ბეჭდავს ღვარძლიან საახალწლო ექსპრომტს გაზეთ „ივერიისადმი“:

 

„არ გვწყინს, სუქნად რომ ბერდები

თეთრის წვერით, „ივერია“!

მხოლოდ... შენი მკითხველები

ჯანდაკი და მშიერია!..“.   

  წყარო:


გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1901, № 1343.

 

 

 

1901 1 იანვარი  

 

 

 

 

 

გაზეთი „კვალი“ „რიგოლეტოს“ ფსევდონიმით ბეჭდავს იროდიონ ევდოშვილის პაროდიას „ივერიისადმი“: „მიდის, მიკოჭლობს უგზო უკვლოთ ილოს გაზეთი...“.   

 

წყარო:


გაზ. „კვალი“, 1901, № 1.

პირთა ანოტაციები:

ევდოშვილი (ხოსიტაშვილი) იროდიონ ისაკის ძე (1873-1916)

მწერალი, „მესამე დასის“ წევრი. თანამშრომლობდა „ივერიასა“ და სხვა ჟურნალ-გაზეთებში.

 

 

 

1901 3 იანვარი  

 

 

 

 

 

გარდაეცვალა ცოლისდა, ეკატერინე გურამიშვილი-სტაროსელსკაია.   

 

წყარო:


გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1901, № 1346, გვ. 1.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-სტაროსელსკისა ეკატერინე თადეოზის ასული

ილია ჭავჭავაძის მეუღლის ოლღას და. კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს უფროსის მეუღლე.

 

 

 

1901 6 იანვარი  

 

 

 

 

 

გაზეთ „ცნობის ფურცელში“ იბეჭდება კიტა აბაშიძის წერილი „ცხოვრება და ხელოვნება“. ავტორი მიმოიხილავს ქართულ მწერლობას, ვრცლად ეხება ილია ჭავჭავაძის ნარკვევს „მეცხრამეტე საუკუნე“ და პოემებს: „აჩრდილი“ და „განდეგილი“.   

 

წყარო:


გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1901, № 1347.

პირთა ანოტაციები:

აბაშიძე კიტა (იოანე) გიორგის ძე (1870-1917)

ლიტერატურის კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სოციალ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი.

 

 

 

1901 8 იანვარი  

 

 

 

 

 

მონაწილეობს ეკატერინე გურამიშვილ-სტაროსელსკისას დაკრძალვის ცერემონიაში.   

 

წყარო:


გაზ. „ივერია“, 1901, № 4, გვ. 1.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-სტაროსელსკისა ეკატერინე თადეოზის ასული

ილია ჭავჭავაძის მეუღლის ოლღას და. კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს უფროსის მეუღლე.

 

 

 

1901 18 იანვარი  

 

 

 

 

 

თბილისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე წერილობით მიმართავს ილია ჭავჭავაძეს, როგორც მომრიგებელ მოსამართლეს, რომ დაესწროს თბილისის საოლქო სასამართლოს მეორე სამოქალაქო განყოფილების სხდომებს 5, 19 და 28 თებერვალს.   

 

წყარო:


კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 20.

 

 

 

1901 28 იანვარი  

 

 

 

 

 

საპასუხო წერილს უგზავნის იტალიელ ფილოლოგ ედგარდო მადალენას. კარლო გოლდონის თარგმანებთან დაკავშირებით აცნობებს, რომ ქართულად ერთადერთი პიესაა თარგმნილი, რომელსაც სათაურად აქვს: „ბუზღუნა კეთილისმყოფელი, ან როგორც ჰქუხს ისე არა წვიმს“. რამდენადაც თარგმანში სათაური შეცვლილია, ტექსტის იდენტიფიცირებისთვის სწერს მთავარი გმირების სახელებს: ვალერია და პიკარდა.   

 

წყარო:

ავტოგრაფი, გოლდონის სახლის ფონდი; ზაირა სტურუა, „ილია ჭავჭავაძე და ედგარდო მადალენა“. ჟურნ. „საბჭოთა ხელოვნება“, 1986, № 10, 4 ივლისი, გვ. 12; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 219, 476-477.

პირთა ანოტაციები:

მადალენა ედგარდო (1867-1909)

იტალიელი მეცნიერი, ლიტერატურისა და თეატრის კრიტიკოსი, ბავშვობიდან იყო გატაცებული კარლო გოლდონის შემოქმედებით.

 გოლდონი კარლო (1707-1793)

იტალიელი დრამატურგი.

 

 

 

1901 იანვარი  

 

 

 

 

 

ოლღა გურამიშვილი წერილს უგზავნის მარჯორი უორდროპს და მოუთხრობს მეუღლესთან ერთად მისი საზღვარგარეთ ყოფნის ამბებს.   

 

წყარო:


გ. შარაძე, ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანე, ტ. 2 გვ. 153.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

 უორდროპი მარჯორი სკოტ (1869-1909)

ინგლისელი მთარგმნელი, ქართული კულტურისა და ლიტერატურის პოპულარიზატორი, ფლობდა 7 ენას.

 

 

 

1901 19 თებერვლამდე  

 

 

 

 

 

მოკლე ბარათს უგზავნის რაფიელ ერისთავს.   

 

წყარო:


ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 259.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 217.

პირთა ანოტაციები:

ერისთავი რაფიელ დავითის ძე (1824-1901)

პოეტი, დრამატურგი, ეთნოგრაფი, ლექსიკოლოგი, საზოგადო მოღვაწე, ქართული საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელ

 

 

 

1901 20 თებერვალი

 

 

 

 

 

თანაგრძნობის დეპეშას უგზავნის გარდაცვლილი რაფიელ ერისთავის ოჯახს.   

 

წყარო:


ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 220, 478.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 217.

პირთა ანოტაციები:

ერისთავი რაფიელ დავითის ძე (1824-1901)

პოეტი, დრამატურგი, ეთნოგრაფი, ლექსიკოლოგი, საზოგადო მოღვაწე, ქართული საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი. q

 

 

 

1901 21 თებერვალი

 

 

 

 

 

   რაფიელ ერისთავის გარდაცვალების გამო ქშწ-კგ საზოგადოების სახელით სამძიმრის დეპეშას უგზავნის თელავში მწერლის სიძეს, ვასილ კახიძეს.   

 

წყარო:


საქართველოს ეროვნული არქივი, ავტოგრაფი, ფონდი 481, საქმე 778, ფ. 17; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 159; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 220, 478.

პირთა ანოტაციები:

ერისთავი რაფიელ დავითის ძე (1824-1901)

პოეტი, დრამატურგი, ეთნოგრაფი, ლექსიკოლოგი, საზოგადო მოღვაწე, ქართული საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

კახიძე ვასილ ბესარიონის ძე

პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, ქშ წ-კგ საზოგადოების რწმუნებული თელავში.

 

 

 

1901 21 თებერვალი

 

 

 

 

 

   

 

 

მონაწილეობს ქართველი საზოგადოების თათბირში, რომელიც განიხილავს განსვენებული რაფიელ ერისთავის ხსოვნის უკვდავსაყოფ ღონისძიებებს. იღებენ გადაწყვეტილებას, რომ გვირგვინების დამზადების ნაცვლად თანხა რომელსამე საქველმოქმედო საქმეს მოახმარონ. თათბირის შემდეგ  კიდევ ერთ დეპეშას უგზავნის თელავში რაფიელ ერისთავის ოჯახს და ატყობინებს ქართველი საზოგადოების სურვილს რაფიელ ერისთავის ნეშტის თბილისში დაკრძალვის შესახებ.   

 

წყარო:

<> ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 392, ფოტოპირი; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 219, 477-478.

პირთა ანოტაციები:

ერისთავი რაფიელ დავითის ძე (1824-1901)

პოეტი, დრამატურგი, ეთნოგრაფი, ლექსიკოლოგი, საზოგადო მოღვაწე, ქართული საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

 

 

 

1901 22 თებერვალი

 

 

 

 

 

საპასუხო დეპეშას იღებს თელავიდან რაფიელ ერისთავის სიძის, ვასილ კახიძისაგან. იგი ატყობინებს ოჯახის გადაწყვეტილებას განსვენებული, მისი სურვილისამებრ, დაკრძალონ მშობლიურ სოფელ ქისტაურში.   

 

წყარო:


გაზ. „ივერია“, 1901, № 42; გაზ. „კვალი“, 1901, № 11, გვ. 174.

პირთა ანოტაციები:

ერისთავი რაფიელ დავითის ძე (1824-1901)

პოეტი, დრამატურგი, ეთნოგრაფი, ლექსიკოლოგი, საზოგადო მოღვაწე, ქართული საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

 კახიძე ვასილ ბესარიონის ძე

პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, ქშ წ-კგ საზოგადოების რწმუნებული თელავში.

 

 

 

1901 23 თებერვალი

 

 

 

 

 

დეპეშით ატყობინებს თელავში რაფიელ ერისთავის ოჯახს ქშწ-კგ საზოგადოების მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.   

 

წყარო:


ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 392, ფოტოპირი; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 220, 477-478.

პირთა ანოტაციები:

ერისთავი რაფიელ დავითის ძე (1824-1901)

პოეტი, დრამატურგი, ეთნოგრაფი, ლექსიკოლოგი, საზოგადო მოღვაწე, ქართული საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

 

 

 

1901 24 თებერვალი

 

 

 

 

 

თბილისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე წერილობით მიმართავს ილია ჭავჭავაძეს, როგორც მომრიგებელ მოსამართლეს, რომ დაესწროს თბილისის საოლქო სასამართლოს მეორე სამოქალაქო განყოფილების სხდომებს 9 და 26 მარტს.   

 

წყარო:


კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 20.

 

 

 

1901 25 თებერვალი

 

 

 

 

 

ესწრება რაფიელ ერისთავის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს ქაშვეთის ეკლესიაში.   

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1901, № 45; გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1901, № 1393.

პირთა ანოტაციები:

ერისთავი რაფიელ დავითის ძე (1824-1901)

პოეტი, დრამატურგი, ეთნოგრაფი, ლექსიკოლოგი, საზოგადო მოღვაწე, ქართული საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

 

 

 

1901 თებერვლის ბოლო

 

 

 

 

 

ირჩევენ აღმოსავლეთ ქვეყნების შემსწავლელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრად. ორგანიზაციის მიზანია რუსეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნების ერთმანეთთან დაკავშირება ვაჭრობა-მრეწველობის დარგებში.   

 

წყარო:


გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1901, 1 მარტი, № 1396, გვ. 2.

 

 

 

1901 3 აპრილი

 

 

     

ავჭალის სახალხო თეატრში ნიკო ლომოური კითხულობს ილია ჭავჭავაძის „მეფე დიმიტრი თავდადებულს“.   

 

წყარო:


ი. ორგაძე, ნ. გურგენიძე, ილია ჭავჭავაძე, ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანე, 1987, გვ. 313.

პირთა ანოტაციები:

ლომოური ნიკო იოსების ძე (1852-1915)

მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი.

იმიტრი თავდადებული (დემეტრე II) (1259-1289)

საქართველოს მეფე 1270-1289 წლებში. თავი მოჰკვეთეს მონღოლთა ხანის - არღუნის ბრძანებით. შერაცხილია წმინდანად.

 

 

 

1901 21 აპრილი

 

 

 

 

 

ქშწ-კგ საზოგადოების გამგეობის სახელით წერილობითი თხოვნით მიმართავს თბილისის გუბერნატორს მარიამ დემურიას ხელმძღვანელობით ნაძალადევში სამკითხველოს მოწყობის ნებართვის მისაღებად.   

 

წყარო:

თ. ჩხიტუნიძე, ქშწ-კგ საზოგადოების საბიბლიოთეკო და საგამომცემლო მოღვაწეობა. 1980. გვ. 900; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 220, 478-479.

პირთა ანოტაციები:

დემურია მარიამ ივანეს ასული (1860-1910)

დრამატურგი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე. საგანმანათლებლო საბავშვო ჟურნალ „ნაკადულის“ დამფუძნებელი და რედაქტორი.

 

 

 

1901 30 აპრილი

 

 

 

 

 

ქართველ მოღვაწეებთან: ანტონ ფურცელაძესთან, ვახტანგ თულაშვილთან, ნიკო ცხვედაძესთან, პეტრე უმიკაშვილთან და იონა მეუნარგიასთან ერთად ესწრება წვეულებას იაკობ გოგებაშვილის ოჯახში.   

 

წყარო:


ი. მეუნარგია, ნანახი და გაგონილი ილიას შესახებ, 1937, გვ. 46.

პირთა ანოტაციები:

ფურცელაძე ანტონ ნიკოლოზის ძე (1839-1913)

მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. მუშაობდა თბილისის გიმნაზიაში, შემდეგ ზუგდიდში. მოღვაწეობდა „ცისკარში“, „მნათობში“, „გუთნის დედასა“ და სხვა ჟურნალებში.

თულაშვილი ვახტანგ დიმიტრის ძე (1834-1910)

პუბლიცისტი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე.

ცხვედაძე ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე (1845-1911)

საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პუბლიცისტი. დაამთავრა მოსკოვის აკადემია. 1869 წლიდან ასწავლიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1874 წლიდან - თბილისის ქალთა ინსტიტუტში. 1898 წლიდან სათავეში ჩაუდგა ქართული გიმნაზიის, სინამდვილეში მომავალი ქართული უნივერსიტეტისათვის შენობის აგების საქმეს.

უმიკაშვილი პეტრე იოსების ძე (1838-1904)

საზოგადო მოღვაწე, ფოლკლორისტი. იყო მასწავლებელი თბილისის ქართულ გიმნაზიაში, შემდეგ მუშაობდა შავი ქვის წარმოებში ზესტაფონსა და და ბათუმში. წერდა ნარკვევებს, პიესებს, შექმნა ქართული ფოლკლორის მდიდარი კოლექცია.

 მეუნარგია იონა მიხეილის ძე (1852-1919)

მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. მარტვილისა და თბილისის სასულიერო სემინარიების შემდეგ სწავლობდა პარიზსა და ჟენევაში. მისი წერილები იბეჭდებოდა სხვადასხვა ჟრნალ-გაზეთებში. იყო „ვეფხისტყაოსნის“ 1888 წლის გამოცემის ერთ-ერთი ინიციატორი და მისი ფრანგულ ენაზე მთარგმნელი.

 გოგებაშვილი იაკობ (1840-1912)

მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.

 

 

 

1901 19   მაისი 

 

 

 

 

 

მონაწილეობს აღმოსავლეთ ქვეყნების შემსწავლელი საზოგადოების თბილისის განყოფილების კრებაში.   

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1901, № 109, გვ. 2.

 

 

 

1901 22   მაისი 

 

 

 

 

 

მონაწილეობს თსს ბანკის რწმუნებულთა კრებაში, რომელზეც კითხულობენ განვლილი წლის ანგარიშს. სიტყვით გამოდის მოკლევადიანი სესხის საკითხებთან დაკავშირებით.   

 

წყარო:

გაზ. „ივერია, 1901, № 109, 110; გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1901, № 1472.

 

 

 

1901 23   მაისი 

 

 

 

 

 

მონაწილეობს თსს ბანკის რწმუნებულთა კრებაში და სიტყვით გამოდის დრამატული საზოგადოებისათვის თანხის გამოყოფასთან დაკავშირებით.   

 

წყარო:

გაზ. „ივერია, 1901, № 110; გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1901, № 1473.

 

 

 

1901 26   მაისი 

 

 

 

 

 

ესწრება თსს  ბანკის რწმუნებულთა კრებას და მონაწილეობს კამათში.   

 

წყარო:

გაზ. „ივერია, 1901, № 110; გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1901, № 1473.

 

 

 

1901 27   მაისი 

 

 

 

 

 

 

 

 

ესწრება თსს  ბანკის რწმუნებულთა კრებას და მონაწილეობს კამათში.   

 

წყარო:

გაზ. „ივერია, 1901, № 112; გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1901, № 1477.

 

 

 

1901 ივნისიდან

 

 

 

 

 

არჩილ ჯორჯაძე ჟურნალ „მოამბეში“, აქვეყნებს ვრცელ სტატიას სათაურით „ძველი თაობა, ილია ჭავჭავაძე როგორც პუბლიცისტი“.   

 

წყარო:

ჟურნ. „მოამბე“, 1901, განყ.II. № 6, გვ. 61-74, № 7, გვ. 43-60; № 8, გვ. 28-40, № 9, გვ. 55-70, № 10, გვ. 77-80.

პირთა ანოტაციები:

ჯორჯაძე არჩილ კონსტანტინეს ძე (1872-1913)

პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, სწავლობდა პეტერბურგის, ვარშავის, პარიზისა და ლონდონის უნივერსიტეტებში, რედაქტორობდა საფრანგეთში გამომავალ გაზ. „საქართველოს“, საქართველოს ავტონომიის მომხრე სოციალ[1]

ფედერალისტი. წერდა ფსევდონიმით „საბუელი“.

 

 

 

1901 23 ივნისი  

 

 

 

 

 

თბილისიდან საგურამოში მეუღლეს უგზავნის წერილს და გიორგი ქართველიშვილის მიერ ძღვნად მირთმეულ თევზეულს. ატყობინებს, რომ ბანკში გადაუდებელი საქმეების გამო ვერ ახერხებს ასვლას. წუხს, რომ მათ ცხენს ფეხი მოუტეხია და ეკიპაჟიც დამტვრეულა.   

 

წყარო:


ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 417. ი.ჭავჭავაძე, თსკ (ათ ტომად), ტ. 10, 1961, გვ. 382-383; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 231-232, 379.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 275.

პირთა იდენტიფიკაცია:

წერილში ქართველიშვილის სახელი ნახსენები არ არის.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

მეუღლე, საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო[1]

საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.  

ქართველიშვილი გიორგი დავითის ძე (1827-1901)

ქველმოქმედი, მეცენატი, საზოგადო მოღვაწე, მისი ხარჯით გამოიცა ვახუშტის „საქართველოს ისტორია“ და „ვეფხისტყაოსანი“, ზიჩის ილუსტრაციებით, 1883-1885 წლებში იყო გაზეთ „დროების“ გამომცემელი.

 

 

 

1901 24 ივნისი  

 

 

 

 

 

ნაძალადევში ესწრება ქშწ-კგ საზოგადოების ბიბლიოთეკის საზეიმო გახსნას და ოქროს თუმნიანი შეაქვს მის ფონდში.   

 

წყარო:

თ. ჩხიტუნიძე, ქშწ-კგ საზოგადოების საბიბლიოთეკო და საგამომცემლო მოღვაწეობა. 1980, გვ. 94.

 

 

 

1901 24 ივნისი  

 

 

 

 

 

თბილისში გამომავალ რუსულ გაზეთ „არგონავტში“ „ძველი ნაცნობის“ ფსევდონიმით იბეჭდება ინფორმაცია თსს ბანკის გამგეობის მუშაობის შესახებ. ავტორი ამბობს, რომ ილია ჭავჭავაძეს გაუჩნდა ოპოზიცია ვლადიმერ მიქელაძის სახით, მაგრამ ავტორს არ სჯერა ამ დაპირისპირების რეალურობისა. იგი აკრიტიკებს ბანკის იმ გადაწყვეტილებას, რომლის საფუძველზეც დრამატული საზოგადოებისა და ორი სასწავლებლის დაფინანსების ნაცვლად მთელი თანხა გადაირიცხა სათავადაზნაურო სკოლისთვის შენობის (დღევანდელი უნივერსიტეტის პირველი კორპუსი) ასაგებად.   

 

წყარო:


Старый знакомый, «Аргонавт», 1901, №6.

პირთა ანოტაციები:

მიქელაძე ვლადიმერ (პროკოფი) სიმონის ძე (1855-1926)

პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, „ივერიის“ თანამშრომელი, თბილისის სასოფლო[1]სამეურნეო ბანკის მმართველი, თბილისის საბჭოს ხმოსანი.

 

 

 

1901 22 ივლისი

 

 

  

 

 

გაზეთ „კვალში“ „მოსაუბრის“ ხელმოწერით იბეჭდება ფილიპე მახარაძის წერილი „საუბარი სხვადასხვა საგანზე“. მასში ძირითადად განხილულია არჩილ ჯორჯაძის წერილი „ძველი თაობა. ილია ჭავჭავაძე როგორც პუბლიცისტი“. ფილიპე მახარაძე იწუნებს როგორც ილია ჭავჭავაძის ეროვნულ შეხედულებებს, ისე არჩილ ჯორჯაძისეულ შეფასებებს მის შესახებ.   

 

წყარო:


გაზ. „კვალი“, 1901, № 30.

პირთა ანოტაციები:

ჯორჯაძე არჩილ კონსტანტინეს ძე (1872-1913)

პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, სწავლობდა პეტერბგის, ვარშავის, პარიზისა და ლონდონის უნივერსიტეტებში, რედაქტორობდა საფრანგეთში გამომავალ გაზ. „საქართველოს“, საქართველოს ავტონომიის მომხრე სოციალ[1]

ფედერალისტი. წერდა ფსევდონიმით „საბუელი“.

 

 

 

1901 28 ივლისი

 

 

  

 

 

გაზეთ „ივერიის“ საშუალებით მადლობას უხდის ყველას, ვინც დეპეშებითა და წერილებით მიულოცა სახელობის დღე.   

 

წყარო:


გაზ. „ივერია“, 1901, 28 ივლისი, № 164, გვ. 4.

 

 

 

1901 20 აგვისტო  

 

 

 

 

 

იღებს ვასილი ველიჩკოს წერილს და მისდამი მიძღვნილ ლექსებს.   

 

წყარო:


კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 513.

პირთა ანოტაციები:

ველიჩკო ვასილ ლვოვის ძე (1860-1903)

პოეტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. რედაქტორი გაზეთებისა „კავკაზ“ (1897-დან), „რუსსკი ვესტნიკ“ (1901-დან).

 

 

 

1901 6-19 სექტემბერი

 

 

 

 

 

გრიგოლ ყიფშიძე გაზეთ „ივერიაში“ ბეჭდავს ნარკვევს „ჩვენი ჟურნალ-გაზეთები მე-19 საუკუნეში“. იგი ვრცლად მიმოიხილავს ილია ჭავჭავაძის თანამშრომლობას „ცისკარსა“ და „დროებაში“ და მისი, როგორც რედაქტორ-გამომცემლის მოღვაწეობას „საქართველოს მოამბესა“ და „ივერიაში“.   

 

წყარო:


გაზ. „ივერია“, 1901, № 193, 197, 199, 200, 201, 203

 

 

 

1901 22 სექტემბერი   

 

 

 

 

 

ანტონ ნატროშვილი „ივერიის“ რედაქციას წარწერით უძღვნის საკუთარ წიგნს „მცხეთა და მისი ტაძარი სვეტიცხოველი. ისტორიულ-არქეოლოგიური აღწერილობა“.  

 

წყარო:

А. Натроев, Мцхет и его собор Свети-Цховели. Историко-археологическое описание. Тфл., 1901.

პირთა ანოტაციები:

ნატროშვილი (ნატროევი) ანტონ ივანეს ძე (1852-1930)

ისტორიკოსი, პედაგოგი, საეკლესიო მუზეუმის კომიტეტის წევრი.

 

 

 

1879 15   მაისიდან- 1901 26 სექტემბრამდე  

 

 

 

 

 

მეუღლეს უგზავნის მოკლე ბარათს. აცნობებს, რომ გიორგი ქართველიშვილმა თანხა მიუტანა და სთხოვს, ქშწ-კგ საზოგადოებისთვის განკუთვნილი ფულიანი კონვერტის გაგზავნას ბიჭის ხელით.   

 

წყარო:


ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 417; ი. ჭავჭავაძე, თსკ (ათ ტომად), ტ. 10, 1961, გვ. 384; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 233, 380.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 275.

პირთა იდენტიფიკაცია:

წერილში ქართველიშვილის სახელი ნახსენები არ არის.

პირთა ანოტაციები:

ქართველიშვილი გიორგი დავითის ძე (1827-1901)

ქველმოქმედი, მეცენატი, საზოგადო მოღვაწე, მისი ხარჯით გამოიცა ვახუშტის „საქართველოს ისტორია“ და „ვეფხისტყაოსანი“, ზიჩის ილუსტრაციებით, 1883-1885 წლებში იყო გაზეთ „დროების“ გამომცემელი.

 

 

 

1901 29 სექტემბერი   

 

 

 

 

 

თბილისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე წერილობით მიმართავს ილია ჭავჭავაძეს, როგორც მომრიგებელ მოსამართლეს, რომ დაესწროს თბილისის საოლქო სასამართლოს მეორე სამოქალაქო განყოფილების სხდომას 5 ოქტობერს.   

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 20.

 

 

 

1901 სექტემბერი   

 

 

 

 

 

ჟურნალ „კავკაზსკი ვესტნიკში“ იბეჭდება ალექსანდრე ხახანაშვილის წერილი ქართულ ლიტერატურაზე, რომელშიც საუბარია რეალისტურ სკოლისა და მისი საუკეთესო წარმომადგენლის ილია ჭავჭავაძის შემოქმედების შესახებ.   

 

წყარო:


«Кавказский вестник», 1901, № 9.

პირთა ანოტაციები:

ხახანაშვილი ალექსანდრე სოლომონის ძე (1864-1912)

ფილოლოგი, ისტორიკოსი, საზოგადო მოღვაწე, კითხულობდა ლექციებს ლაზარევის აღმოსავლური ენების ინსტიტუტში, დაწერა და 4 ტომად გამოსცა ფუნდამენტური ნაშრომი „ქართული სიტყვიერების ისტორია“.

 

 

 

1901 სექტემბრის შემდეგ 

 

 

 

 

 

 ჟურნალ „კავკაზსკი ვესტნიკში“ გამოქვეყნებულ ალექსანდრე ხახანაშვილის წერილს ქართული ლიტერატურის შესახებ უარყოფითი რეცენზიით ეხმიანება გაზეთი „კვალი“. სტატიის ავტორს არასწორად ეჩვენება ხახანაშვილის მიერ განხილული ყველა მწერლის ერთი მიმდინარეობისთვის მიკუთვნება.   

 

წყარო:


გაზ. „კვალი“, 1901, № 38.

პირთა ანოტაციები:

ხახანაშვილი ალექსანდრე სოლომონის ძე (1864-1912)

ფილოლოგი, ისტორიკოსი, საზოგადო მოღვაწე, კითხულობდა ლექციებს ლაზარევის აღმოსავლური ენების ინსტიტუტში, დაწერა და 4 ტომად გამოსცა ფუნდამენტური ნაშრომი „ქართული სიტყვიერების ისტორია“.

 

 

 

1901 21 ოქტომბერი

 

 

 

 

 

გაზ. „კვალში“ „მოსაუბრის“ ხელმოწერით იბეჭდება ფილიპე მახარაძის წერილი „საუბარი სხვადასხვა საგნებზე“. სტატიაში საყვედურია გამოთქმული, რომ ქშწკგ საზოგადოების თავმჯდომარე არ ესწრება გამგეობის სხდომებს.   

 

წყარო:


გაზ. „კვალი“, 1901, № 43

 

 

 

1901 24 ოქტომბერი

 

 

   

 

 

გაზეთ „ივერიის“ გამომცემელთა ამხანაგობის სხდომაზე განიხილავენ ალექსანდრე სარაჯიშვილის წინადადებას. იგი ილია ჭავჭავაძეს სთავაზობს 3000 მანეთს გაზეთ „ივერიის“ გამოცემის უფლებისა და რედაქტორობის მისთვის გადაცემაში და თანხის გადახდის ვადად ითხოვს ექვს თვეს.   

 

წყარო:

ლ. ფერაძე, ალექსანდრე სარაჯიშვილი, 1983, გვ. 16.

პირთა ანოტაციები:

სარაჯიშვილი ალექსანდრე ივანეს ძე (1851-1914)

მწერალი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს საისტოიო და საეთნოგრაფიო საზოგაოების ერთ-ერთო ფუძემდებელი, 1902-03 წლებში იყო „ივერიის“ რედაქტორ-გამომცემელ

 

 

 

1901 4 ნოემბერი

 

 

 

 

 

თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების წლიურ კრებას. აქტიურ მონაწილეობას იღებს საზოგადოების ხარჯთაღრიცხვისა და ბათუმის სკოლის საკითხების განხილვაში.   

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1901, № 242; გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1901, № 1633.

 

 

 

1901 10 ნოემბერი

 

 

 

 

 

როგორც ქშწ-კგ საზოგადოების თავმჯდომარე, მდივან პეტრე მირიანაშვილთან ერთად ოფიციალური წერილით ატყობინებს ალექსანდრე ყიფშიძეს ქშწ-კგ საზოგადოების ნამდვილ წევრად არჩევას და სთხოვს საწევროს გადახდას.   

 

წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, № 1255-ხ; „საისტორიო მოამბე“, 1978, № 37-38, გვ. 331-332; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 221, 479.

პირთა ანოტაციები:

მირიანაშვილი პეტრე გრიგოლის ძე (1860-1940)

პუბლიცისტი, მთარგმნელი, პედაგოგი, ლიტერატურის კრიტიკოსი. სწავლობდა პეტერბურგისა და პარიზის უნივერსიტეტებში. თარგმნა ევრიპიდეს, ჰომეროსის, გოეთესა და სხვა კლასიკოსთა თხზულებები.

ყიფშიძე ალექსანდრე თევდორეს ძე (1862-1916)

ისტორიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, მთარგმნელი. გაზ. „საქართველოს“ ერთ-ერთი დამაარსებელი. წერდა ფსევდონიმით „ფრონელი”.

 

 

 

1901 11 ნოემბერი

 

 

 

 

 

თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების წლიურ კრებას, რომელზეც 79 ხმით 30-ის წინააღმდეგ კვლავ ირჩევენ მის თავმჯდომარედ.   

 

წყარო:


გაზ. „ივერია“, 1901, № 248; გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1901, № 1640.

 

 

 

1901 13 ნოემბერი

 

 

 

 

 

თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც განიხილავენ მიმდინარე ხარჯთაღრიცხვას, ეცნობიან ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის გაკვეთილების განაწილების განრიგს და აღნიშნულ სკოლას ატყობინებენ, რომ გერმანული ენის სწავლება უნდა დაიწყონ მეოთხე კლასიდან. მსჯელობენ საზოგადოების დახმარებით სოფ. ხარაგაულში სამკითხველოს გახსნის თაობაზე. თიანეთისა და გომარეთის სკოლებს უგზავნიან სასკოლო ინვენტარს. არ აკმაყოფილებენ კავკავის სკოლის გამგის პართენ გოთუას თხოვნას მისი სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე. ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილედ ირჩევენ ნიკო ცხვედაძეს და მდივნად – ალექსანდრე სარაჯიშვილს. ამტკიცებენ მიმდინარე ხარჯებს.   

 

წყარო:


საქართველოს ეროვნული არქივი, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზო
[1]გადოების ოქმი. ფ. 481 , N740, გვ. 116.

პირთა ანოტაციები:

ცხვედაძე ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე (1845-1911)

საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პუბლიცისტი. დაამთავრა მოსკოვის აკადემია. 1869 წლიდან ასწავლიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1874 წლიდან - თბილისის ქალთა ინსტიტუტში. 1898 წლიდან სათავეში ჩაუდგა ქართული გიმნაზიის, სინამდვილეში მომავალი ქართული უნივერსიტეტისათვის შენობის აგების საქმეს.

სარაჯიშვილი ალექსანდრე ივანეს ძე (1851-1914)

მწერალი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს საისტოიო და საეთნოგრაფიო საზოგაოების ერთ-ერთო ფუძემდებელი, 1902-03 წლებში იყო „ივერიის“ რედაქტორ-გამომცემელი.

გოთუა პართენ ალექსანდრეს ძე (1873-1936)

პედაგოგი, მწერალი, პუბლიცისტი, დრამატურგი და საზოგადო მოღვაწე.

 

 

 

1901 16 ნოემბერი

 

 

 

 

 

წერილობით მიმართავს კავკასიის საცენზურო კომიტეტს, ითხოვს, რომ ავადმყოფობის გამო გაათავისუფლონ გაზეთ „ივერიის“ რედაქტორობიდან და მის ადგილზე დროებით დანიშნონ ალექსანდრე სარაჯიშვილი.   

 

წყარო:


კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ალექსანდრე სარაჯიშვილის არქივი № 8. „საისტორიო მოამბე“, ტ. 3, 1947, გვ. 256.

პირთა ანოტაციები:

სარაჯიშვილი ალექსანდრე ივანეს ძე (1851-1914)

მწერალი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს საისტოიო და საეთნოგრაფიო საზოგაოების ერთ-ერთო ფუძემდებელი, 1902-03 წლებში იყო „ივერიის“ რედაქტორ-გამომცემელი.

 

 

 

1901 16 ნოემბრის შემდეგ  

 

 

 

 

 

ალექსანდრე სარაჯიშვილი წერილობით მიმართავს კავკასიის საცენზურო კომიტეტს და თანხმობას აცხადებს ილია ჭავჭავაძის ავადმყოფობის გამო ექვსი თვით დაინიშნოს გაზეთ „ივერიის“ რედაქტორად.   

 

წყარო:


კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ალექსანდრე სარაჯიშვილის არქივი № 8.

პირთა ანოტაციები:

სარაჯიშვილი ალექსანდრე ივანეს ძე (1851-1914)

მწერალი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგაოების ერთ-ერთო ფუძემდებელი, 1902-03 წლებში იყო „ივერიის“ რედაქტორ-გამომცემელ

 

 

 

1901 21 ნოემბერი

 

 

 

 

 

თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც განიხილავენ მიმდინარე ხარჯთაღრიცხვას. ბათუმის სკოლის მზრუნველი კომიტეტისგან ითხოვენ ინფორმაციას, შეძლებენ თუ არა მესამე მასწავლებლის ფინანსურად დაკმაყოფილებას. ინტერესდებიან ბათუმის სკოლის მოსწავლეთა რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდის გამომწვევი გარემოებებით. იღებენ დადგენილებას გამგეობის წევრებს შორის შრომის განაწილების შესახებ.   

 

წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481 , N740, გვ. 123.

 

 

 

1901 26 ნოემბრამდე  

 

 

 

 

 

ილია ჭავჭავაძე და ალექსანდრე სარაჯიშვილი განცხადებით მიმართავენ ბეჭდვითი საქმის მთავარ სამმართველოს და აცნობებენ, რომ ილია ჭავჭავაძემ გაზეთ „ივერიის“ გამოცემის უფლება გადასცა სარაჯიშვილს.   

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ალექსანდრე სარაჯიშვილის არქივი № 8.

პირთა ანოტაციები:

სარაჯიშვილი ალექსანდრე ივანეს ძე (1851-1914)

მწერალი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგაოების ერთ-ერთო ფუძემდებელი, 1902-03 წლებში იყო „ივერიის“ რედაქტორ-გამომცემელი.

 

 

 

1901 26 ნოემბერი

 

 

 

 

 

  ბეჭდვითი საქმის მთავარი სამმართველო ოფიციალურად ამტკიცებს გაზეთ „ივერიის“ გამოცემის უფლების ალექსანდრე სარაჯიშვილისთვის დროებით გადაცემას.   

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ფ. 12, № 2669.

პირთა ანოტაციები:

სარაჯიშვილი ალექსანდრე ივანეს ძე (1851-1914)

მწერალი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგაოების ერთ-ერთო ფუძემდებელი, 1902-03 წლებში იყო „ივერიის“ რედაქტორ-გამომცემელი.

 

 

 

1901 26 ნოემბერი

 

 

 

 

 

თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც განიხილავენ მიმდინარე ხარჯთაღრიცხვას. ადგენენ, რომ შემოწირულ ხელნაწერთა კატალოგები გადაწერონ ორ ეგზემპლარად. თანხის უქონლობის გამო არ აკმაყოფილებენ გრიგოლ ყიფშიძის თხოვნას მისი რუსულენოვანი წიგნის „პერიოდული გამოცემები კავკასიაში“ შეღავათიან ფასად შეძენის შესახებ. მადლობას უხდიან იაკობ გოგებაშვილს ბათუმის სკოლის სასარგებლოდ შეტანილი თანხის გამო. მსჯელობის შემდეგ  თანხმდებიან, რომ გააგრძელონ დავით ჩუბინაშვილის ლექსიკონის გამოცემა. ამტკიცებენ ორგანიზაციის მიერ დაარსებული თბილისის ბიბლიოთეკების ფინანსურ ხარჯებს.   

 

წყარო:


საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481 , N740, გვ. 129.

პირთა ანოტაციები:

ყიფშიძე გრიგოლ თევდორეს ძე (1858-1921)

მწერალი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ბიბლიოგრაფი, მთარგმნელი. თანამ[1]

შრომლობდა ქართულ გაზეთებთან.

 გოგებაშვილი იაკობ (1840-1912)

მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.

 ჩუბინაშვილი დავით იესეს ძე (1814-1891)

მეცნიერი, ლექსიკოლოგი, მთარგმნელი, რუსთველოლოგი. პეტერბუგის უნივერისტეტის პირველი ქართველი პროფესორი. შეადგინა ქართულ-რუსულ-ფრანგული ლექსიკონი. დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული კულტურის აღორძინებისა და განვითარების საქმეში.

 

 

 

1901 ნოემბრის ბოლო–დეკემბრის დასაწყისი  

 

 

 

 

 

ბათუმიდან მასთან საგანგებოდ ჩამოდიან ივანე მესხი და მიხეილ ბეთანელი, რომ დახმარება სთხოვონ ქალაქის მერობის კანდიდატთა შერჩევაში. ილია ჭავჭავაძე ურჩევს ივანე ანდრონიკაშვილს.   

 

წყარო:


დ. კლდიაშვილი, მემუარები, 1932, გვ. 141.

პირთა ანოტაციები:

მესხი ივანე სიმონის ძე (1849-1931)

ექიმი, ჟურნალისტი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. სწავლობდა პეტერბურგსა და ციურიხში, მასწავლებლად მუშაობდა ქუთაისში, იყო ქალაქის თვითმმართველობის წევრი და მდივანი, ასევე ბათუმის თვითმმართველობის მდივანი.

 ბეთანელი (ბეთანიშვილი) მიხეილ სტეფანეს ძე (გარდ. 1907)

ინჟინერი და მწერალ პუბლიცისტი.

 

 

 

1901 5 დეკემბერი  

 

 

 

 

 

ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით გამოდის გაზეთ „ივერიის“ უკანასკნელი ნომერი. სულ, 1886 წლიდან ამ დღემდე გამოვიდა გაზეთის 3151 ნომერი. 6 დეკემბრიდან ილია ჭავჭავაძე კვლავ რჩება ამ გაზეთის გამომცემლად, მაგრამ დროებითი რედაქტორი ხდება ალექსანდრე სარაჯიშვილი.   

 

წყარო:


გაზ. „ივერია“, 1901, № 263.

პირთა ანოტაციები:

სარაჯიშვილი ალექსანდრე ივანეს ძე (1851-1914)

მწერალი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგაოების ერთ-ერთო ფუძემდებელი, 1902-03 წლებში იყო „ივერიის“ რედაქტორ-გამომცემელი.

 

 

 

1901 8-10 დეკემბერი  

 

 

 

 

 

მონაწილეობს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საგანგებო კრებაში, რომელიც განიხილავს კახეთში არყის აქციზის შემოღების, თბილისში კადეტთა კორპუსის გახსნის, თავადაზნაურთა შვილების განათლებისა და სხვა საკითხებს.   

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1901, № 266-269; გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1901, № 1666-1668.

 

 

 

1901 16 დეკემბერი  

 

 

 

 

 

გაზეთ „ცნობის ფურცლის“ სურათებიან დამატებაში იბეჭდება ოტო შმერლინგის კარიკატურა სათაურით „თავადაზნაურების ბანკი“. მასზე გამოსახულია თსს ბანკის გამგეობის თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძე და დირექტორები. ვიღაცის ხელი მაგიდასთან მსხდომთ ფეხქვეშ აცლის ხალიჩას და ისინი ტორტმანებენ. იქვეა წარწერა: „ეს რა გვემართება, ხალიჩას გვაცლიან ქვეშიდან?!...“   

 

წყარო:


გაზ. „ცნობის ფურცლის“ სურათებიანი დამატება, 1901, № 19, გვ. 4.

პირთა ანოტაციები:

შმერლინგი ოსკარ ივანეს ძე (1863-1938)

გერმანული წარმოშობის ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი და კარიკატურისტი, ჟურნალ „კოღოს“ დამაარსებელი. თანამშრომლობდა პერიოდულ გამოცემებთან: „ფალანგა“ და „ეშმაკის მათრახი“,

 

 

 

1901

 

 

 

 

 

მისი ხელმოწერით ცალკე წიგნად გამოდის ქშწ-კგ საზოგადოების ანგარიში.   

 

წყარო:

ანგარიში „ქშწ-კგ საზოგადოების მოქმედებისა. 1900 წელი. წელიწადი მეოცდაორე“, ტფ., 1901.

 

 

 

1901

 

 

 

 

 

ზურაბ ავალიშვილი ხელმოწერით უძღვნის საკუთარ წიგნს „საქართველოს რუსეთთან შეერთება“. ილია ჭავჭავაძე იქვე აკეთებს მინაწერს: „რა ქართველია: რომ ქართულს წყაროებს ფრანციცულიდან იღებს“.   

 

წყარო:

Авалов Зураб, Присоединение Грузии к России. СПБ., 1901.

პირთა ანოტაციები:

ავალიშვილი ზურაბ დავითის ძე (1876-1944)

იურისტი, სახელმწიფო მოღვაწე, პუბლიცისტი.

 

 

 

1901

 

 

 

 

 

ილია წინამძღვრიშვილთან ერთად ათვალიერებს დიდუბეში თავადაზნაურთა მიერ ორგანიზებულ გამოფენას, რომელზეც ხვდება მიხეილ ჯავახიშვილს.   

 

წყარო:

მ. ჯავახიშვილი, ილია ჭავჭავაძე (მოგონებათა ნაწყვეტები), პუბლიკაცია და წინასიტყვაობა სათაურით “დიდი ილია” ს. ხვამლელისა, ჟურნ. „განთიადი“, 1978, № 3, გვ. 137.

პირთა ანოტაციები:

წინამძღვრიშვილი ილია ივანეს ძე (1834-1920)

აგრონომი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, ილია ჭავჭავაძის სტუდენტობისდროინდელი მეგობარი. 1883 წელს სოფელ წინამძღვრიანთკარში გახსნა სასოფლო-სამეურნეო სკოლა.

 ჯავახიშვილი მიხეილ საბას ძე (1880-1937)

ცნობილი მწერალი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, 1921-1924 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი,. დახვრიტეს კომუნისტებმა.

 

 

 

1901

 

 

 

 

 

ლაიფციგში ორ ტომად გამოდის ცნობილი გერმანელი მთამსვლელის, მოგზაურისა და გეოგრაფის გოტფრიდ მერცბახერის წიგნი „კავკასიის მაღალმთიანი რეგიონებიდან“, რომელშიც ჩართულია ამონარიდები ილია ჭავჭავაძის რამდენიმე ლექსის არტურ ლაისტისეული თარგმანიდან.   

 

წყარო:


Gottfried Merzbacher, Aus den Hochregionen des Kaukasus, Leipzig, 1901. p. 274.

დოკუმენტი:

პირთა ანოტაციები:

მერცბახერი გოტფრიდ (1843-1926)

გერმანელი ალპინისტი, მეცნიერი, კავკასიის მკვლევარი, იყო საქართველოში და კავკასიის მთიანეთზე გამოაქვეყნა ნაშრომი ორ ტომად.

ლაისტი არტურ (1852-1927)

გერმანელი მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. შეისწავლა ქართული ენა, და აქვეყნებდა საქართველოსთან დაკავშირებულ სტატიებს. თბილისში დააარსა გერმანული გაზეთი “Kaukazishe post”. ღვინიაშვილი ბარბარე - დამატებითი ცნობები პიროვნებების შესახებ არ მოგვეპოვება.

 

 

 

1901

 

 

 

 

 

თბილისში, ანდრეევის (ამჟამად ჩუბინაშვილის) № 22-ში ბარბარე ღვინიაშვილისგან იძენს სახლს, აკეთებინებს რეკონსტრუქციას და რემონტს.   

 

წყარო:


ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი, შწ. 1030.