The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


16.07

1860    
    
16 ივლისი   
    
 მცირეოდენი შესწორებები შეაქვს ლექსში „ალექსანდრე ჭავჭავაძე“ და აგზავნის ჟურნალ „ცისკარში“ დასაბეჭდად.   წყარო:

ჟურნ. «ცისკარი», 1861, № 4 გვ. 517.

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე ალექსანდრე გარსევანის ძე (1786-1886)

რომანტიკოსი პოეტი, რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი, მონაწილეობდა 1804 წლის აჯანყებაში, 1832 წლის შეთქმულებაში, ნაპოლეონისა და თურქეთის წინააღმდეგ ბრძოლებში

    
1875    
    
16 ივლისი   
    
თბილისის საოლქო სასამართლოს საერთო კრება ითვალისწინებს მის გადაწყვეტილებას საცხოვრებელ ადგილად თბილისის არჩევის შესახებ და აკმაყოფილებს თხოვნას თბილისის სასამართლო პალატის ნაფიც ვექილად მისი მიღების შესახებ. კრებას ასევე გამოაქვს დადგენილება ილია ჭავჭავაძისთვის შესაბამისი მოწმობის გაცემისა და ინფორმაციის გაზეთ „კავკაზში“ გამოქვეყნებისა თაობაზე.   წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 116, საქ. 278. ა. იოვიძე, ილია ჭავჭავაძე – დოკუმენტალური მასალები, „საისტორიო მოამბე“, 1947, № 3, გვ. 193. დოკუმენტი:

    
1886    
    
16 ივლისი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 15 ივლისი“ („1870 წლის დამარცხება საფრანგეთს აქამდე...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „საფრანგეთის სამხედრო მინისტრი გენერალი ბულანჟე“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1886, 16 ივლისი, № 153, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 220.

პირთა ანოტაციები:

ბულანჟე ჟორჟ ერნსტ (1837-1891)

ფრანგი გენერალი, პოლიტიკური მოღვაწე, საფრანგეთის სამხედრო მინისტრი. მონარქისტებთან მისი ურთიერთობის გამომჟღავნების შემდეგ ბელგიაში გაიქცა.

    
1887    
    
16 ივლისი   
    
      
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 15 ივლისი“ („Крестъянский Банк”-ის ავტორმა მეორე წერილში...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „საგლეხო ბანკის“ გარშემო“.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 719-721, გაზ. „ივერია“, 1887, 16 ივლისი, № 145, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 480.

    
16 ივლისი   
    
თხოვნით მიმართავს კავკასიის საცენზურო კომიტეტს ჟურნალ „ივერიაში“ სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული ფშაური ლექსების ცალკე წიგნად გამოცემის ნებართვისთვის.  წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 480, აღწ. 1, საქმე 820, ფ. 34 (რუსული ენაზე); ნ. ტაბიძე, ეტიუდები, 1986, გვ. 172; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 126, 424-425.

    
1895    
    
16 ივლისი    
    
გაზეთ „კვალში“ იბეჭდება გაგრძელება ნოე ჟორდანიას წერილისა „მოამბე, „ივერია“ და ეროვნება“. მასში ნათქვამია, „ივერია“ გამუდმებით იმეორებს: ეკონომიკური წყობილება ის საფუძველია, რომელზეც შენდება ერის პოლიტიკური და იურიდიული წყობილება, მაგრამ, როცა ჩვენი ცხოვრების შესახებ მსჯელობს, ამას მუდამ ივიწყებსო.  წყარო:

გაზ. კვალი 1895, № 30, გვ. 10-12.

პირთა ანოტაციები:

ჟორდანია ნოე ნიკოლოზის ძე (1868-1953)

სოციალ-დემოკრატი, ქართველი მენშევიკების ლიდერი. 1898 წლიდან „კვალის“ რედაქტორი. 1918-21 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავჯდომარე. 1921 წლიდან ცხოვრობდა ემიგრაციაში, გარდაიცვალა საფრანგეთში.

    
1905    
    
16 ივლისი   
    
მონაწილეობს კავკასიის მეფისნაცვლის საბჭოს სხდომაში, რომელიც განიხილავს კავკასიაში ერობის შემოღების საკითხს.  წყარო:

„ივერია“, 1905, № 121, გვ. 3.