1848
1848 30 იანვრამდე გრიგოლ ჭავჭავაძე თავისი მამულების განკარგვას ანდობს მეფისნაცვლის კანცელარიის მოხელე კაპიტან იოსებ წილოსანს, რომელიც ჭავჭავაძეთა მამულების გარანტიით იღებს დიდ სესხს და ვეღარ აბრუნებს. ამის გამო ილია ჭავჭავაძის მამა- პაპეულ ადგილ-მამულს გაყიდვა ემუქრება. |
წყარო: პირთა იდენტიფიკაცია: წყაროებში წილოსნის სახელი მითითებული არ არის და კვლევით დადგინდა, რომ ეს უნდა იყოს მეფისნაცვლის კანცელარიის მოხელე კაპიტანი იოსებ წილოსანი (რედ.). პირთა ანოტაციები: ჭავჭავაძე გრიგოლ პაატას ძე (1811-1852) ილია ჭავჭავაძის მამა. 17 წლისამ დაიწყო სამხედრო სამსახური ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში. მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის 1828-1829 წლების ომში, თავი გამოიჩინა ყარსის, ახალქალაქის, ახალციხის აღებაში, იბრძოდა ტაო-კლარჯეთში. 1845 წ. დაინიშნა კახეთის ათასკაციანი მილიციის უფროსად და იგერიებდა ლეკთა შემოტევებს. წილოსანი იოსებ ლაზარეს ძე (1804-1873) გურული გლეხის შვილი. ბავშვობაში გაყიდეს ოსმალეთში და მამობილის გარდაცვალების შემდეგ დაბრუნდა საქართველოში. 1832 წელს მთარგმნელად დაიწყო სამსახური მეფისნაცვლის კანცელარიაში, მუშაობდა ინჟინრად, მიაღწია პოლკოვნიკის წოდებას. |
|
1848 30 იანვარი გრიგოლ ჭავჭავაძე ვრცელი განცხადებით მიმართავს კავკასიის მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვს, მოუთხრობს ქვეყნის წინაშე თავისი, ძმებისა და წინაპრების სამხედრო დამსახურების შესახებ, ატყობინებს, რომ დაღესტანში დაღუპულ ძმას – ალექსანდრეს შემწეობის გარეშე დარჩა ცოლი და ოთხი შვილი და რომ პირადად მასაც ხუთი შვილი ჰყავს და ვალების გამო მთელი ქონების დაკარგვა ემუქრება. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ითხოვს საკუთარი უძრავ-მოძრავი ქონების გარანტიით 25-წლიანი სესხის გამოყოფას 15 ათასი ვერცხლის მანეთის ოდენობით. ასევე ითხოვს ბავშვების აღზრდა-განათლებას სახელმწიფო ხარჯზე.
|
წყარო: პირთა ანოტაციები: ჭავჭავაძე გრიგოლ პაატას ძე (1811-1852) ილია ჭავჭავაძის მამა. 17 წლისამ დაიწყო სამხედრო სამსახური ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში. მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის 1828-1829 წლების ომში, თავი გამოიჩინა ყარსის, ახალქალაქის, ახალციხის აღებაში, იბრძოდა ტაო-კლარჯეთში. 1845 წ. დაინიშნა კახეთის ათასკაციანი მილიციის უფროსად და იგერიებდა ლეკთა შემოტევებს. ვორონცოვი მიხეილ სიმონის ძე (1782-1856) რუსი სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, გენერალ-ფელდმარშალი, 1845-1854 წლებში კავკასიის მეფისნაცვალი. ჭავჭავაძე ალექსანდრე პაატას ძე (1808-1838) ილია ჭავჭავაძის ბიძა, რუსეთის არმიის გენერალ ფეზეს რაზმის ოფიცერი. |
|
1848 იანვარი სწავლას იწყებს თბილისში, რაევსკისა და ჰაკეს პანსიონში და სასწავლებლით კმაყოფილია.
|
წყარო: ი. ჭავჭავაძე, „ავტობიოგრაფია“, თსკ ოც ტომად, ტ. 14, თბ., 2007, გვ. 444. პირთა იდენტიფიკაცია: ილია ჭავჭავაძის თხზულებათა 1914 წლის გამოცემის წინასიტყვაობაში ნათქვამია, რომ პანსიონის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო იანიშევსკი და არა რაევსკი. პირთა ანოტაციები: რაევსკი-კრესტიანოვი ალექსანდრე ივანეს ძე პედაგოგი, დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტი. 1843 წელს თბილისში გახსნა კერძო პანსიონი, რომელიც მდებარეობდა სადოვაიას ქუჩაზე (დღევანდელი ასათიანის ქ.), მსახურობდა თბილისის გიმნაზიაში სიტყვიერების უფროს მასწავლებლად და მუშაობდა ცენზორად. ჰაკკე ლეონტი დაახლოებით 1843-1844 წელს კავკასიის მთავარმართებლის მოწვევით გერმანიიდან ჩამოვიდა საქართველოში. მუშაობდა რაევსკი-კრესტიანინოვის პანსიონში, იყო დაწესებულების ფაქტობრივი მმართველი. |
|
1848 24 თებერვალი
გრიგოლ ჭავჭავაძე იღებს მიხეილ ვორონცოვის პასუხს. მეფისნაცვალი ატყობინებს, რომ არსებული კანონმდებლობით მისი თხოვნის აღსრულება ვერ ხერხდება, მაგრამ, თუ სახაზინო წესებში ცვლილებები მოხდება, მის თხოვნას გაითვალისწინებენ. |
წყარო: ი. ჭავჭავაძე, „ავტობიოგრაფია“, თსკ ოც ტომად, ტ. 14, თბ., 2007, გვ. 361 პირთა ანოტაციები: ჭავჭავაძე გრიგოლ პაატას ძე (1811-1852) ილია ჭავჭავაძის მამა. 17 წლისამ დაიწყო სამხედრო სამსახური ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში. მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის 1828-1829 წლების ომში, თავი გამოიჩინა ყარსის, ახალქალაქის, ახალციხის აღებაში, იბრძოდა ტაო-კლარჯეთში. 1845 წ. დაინიშნა კახეთის ათასკაციანი მილიციის უფროსად და იგერიებდა ლეკთა შემოტევებს. ვორონცოვი მიხეილ სიმონის ძე (1782-1856) რუსი სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, გენერალ-ფელდმარშალი, 1845-1854 წლებში კავკასიის მეფისნაცვალი. |
|
1848 4 მაისი
ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ, 30 წლის ასაკში სახადით ეღუპება დედა – მარიამ ბებურიშვილი-ჭავჭავაძისა.
|
წყარო: ელისაბედ საგინაშვილის მოგონება, „ლიტერატურული მემკვიდრეობა“, წ. 1. 1935, გვ. 553-556; იაკობ ბალახაშვილი, ილია ჭავჭავაძის მოწაფეობა და სტუდენტობა, 1937, გვ. 20. პირთა ანოტაციები: ბებურიშვილი მარიამ (მაგდანა) ქრისტეფორეს (ხაჩატურის) ასული (1818-1848) ილია ჭავჭავაძის დედა. 1832 წელს დაქორწინდა თავად გრიგოლ პაატას ძე ჭავჭავაძეზე. ზოგიერთი გადმოცემით, სახადით გარდაიცვალა, სხვა ვერსიით, მშობიარობას გადაჰყვა. |
|
1848 4 მაისის შემდეგ დაქვრივებულ გრიგოლ ჭავჭავაძესთან საცხოვრებლად გადადის და - მაკრინე ჭავჭავაძე-ერისთავისა. მას ქმარი გარდაცვლილი ჰყავს, უშვილოა და გადაწყვეტს, ძმას ბავშვების აღზრდაში დაეხმაროს.
|
წყარო: ელისაბედ საგინაშვილის მოგონება, „ლიტერატურული მემკვიდრეობა“, წ. 1. 1935, გვ. 554-555 პირთა ანოტაციები: ჭავჭავაძე გრიგოლ პაატას ძე (1811-1852) ილია ჭავჭავაძის მამა. 17 წლისამ დაიწყო სამხედრო სამსახური ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში. მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის 1828-1829 წლების ომში, თავი გამოიჩინა ყარსის, ახალქალაქის, ახალციხის აღებაში, იბრძოდა ტაო-კლარჯეთში. 1845 წ. დაინიშნა კახეთის ათასკაციანი მილიციის უფროსად და იგერიებდა ლეკთა შემოტევებს. ჭავჭავაძე-ერისთავისა მაკრინე პაატას ასული ილია ჭავჭავაძის გამზრდელი მამიდა, ივანე რაფიელის ძე არაგვის ერისთავის მეუღლე. |
|
1848 ფიქრობს ბერულ ცხოვრებაზე. |
წყარო: ნიკოლოზ ნათიძე, „ლიტერატურული მემკვიდრეობა“, წ. 1, 1935, გვ. 573; იაკობ ბალახაშვილი, ილია ჭავჭავაძის მოწაფეობა და სტუდენტობა, 1937, გვ. 21. |